![]() |
ცისკარი №10 (1857) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პოეზია |
▲back to top |
![]() |
1.1 ბეჭედი |
▲back to top |
ბეჭედი[1]
საყვარელმან საყვარელა ნახა ოდეს ძილსა შინა,
გაეღვიძა, რა არღა ჰყვა, მისსა ბეჭედს გაუცინა;
მას უანბო მისგან თქმული, გრძნობით ლექსი
შეადგინა,რა ტაეპი შეასრულა, კვალად მიწვა მიიძინა:
ნიშნად ბეჭედო შენ, ჩემად თქმულო,
დაგტრფი, საყვარლის ხელსა ნახულო!
რად მოგიშორა თჳს საგონებლად,
ჩემის სევდისა აღმაშფოთელად?
როს დაგინახავ ცეცხლი მეგზნება,
როლისა ხელი წარმომიდგება.
სიზმრათ ვიხილე შენი მფლობელი,
მიალერსებდა ხელს მომცა ხელი,
მრქვა: ესე ხელი გეკუთვნის შენა,
ჩემს გულს უჱრვინ სცვლის სიკვდილამდენა,
მსხუჱრპლად შეწირვას ფიცით ანბობდა;
ამის თავდებად ზენას ღმერთს ხმობდა.
შენცა ბეჭედო! მის მიბაძებით,
გმართებს რომ იყო ჩემთან მონებით!
იოს. ოვანოვი.
აგვისტოს 28,
1857 წელსა.
ს. ცხინვალს.
________________
1 ამ ლექს მისთჳს უფრო ვბეჭდავთ, რომ სომხისაგან არის შეთხზული. სომეხნიც კი ცდილობენ ჩუჱნის სიტყვიერებისათჳს! რედ
![]() |
1.2 ზღაპარი |
▲back to top |
ზღაპარი
შეჩივლა ცხოვართაგან თჳსდამი პატრონისა, მწყემსებზედ.
მართალი უთქვამსთ,
და გამოუთქვამსთ,
უპატრონო თხას, მგელი გაჰხეთქსო;
ერთი ესეცა,
ნამდვილ ესეცა,
ბევრი მგლის ხროვა, ნამნევს (?) უჱრ იქსო!
ესე ერთა ხმა,
აბიური თქმა,
მრთელს გონებაზედ, არს დაფუძვნული.
თუმცა არა გვჩანს,
ლიტონათა გვჩანს,
მარამ ყოუჱლი, არს ერთობ ბრძნული!
ეს ჩუჱნ მოგვიხდა,
საქმე წაგვიხდა,
რომ ჩუჱნ მიგვანდეთ, ამდენთა მწყემსთა;
უფროს უფროსზედ,
მათ უხუცესზედ,
სიტყვა გაჰყვანდათ, უმეტეს მწყემსთა!
ამით წყობანი,
და დაწყობანი,
გაუგონლობით, შეექმნათ უქმად;
ძალის ქადილნი,
გულის წადილნი,
კუჱხნა ამაყად, კვლავ გაუცუდდათ:
ესრეთ, ერთს დღესა,
ივლისის თუჱსა,
ოდესცა იყო, დიდი ცხელი დღე,
მწყემსნი ჩრდილსა სხდნენ
და ნებივრობდნენ,
ჩუჱნ უჱლად განვლეთ, დილით იგი დღე.
ჩუჱნ იმედითა,
მათ იმედითა,
წინ არვიძღვანეთ, ყოჩნი და თხანი:
განვიფანტენით,
განვიბნიენით
აძოვნელათა ციკან ბატკანნი!
მსუქანნი ჩრდილს წვნენ
ცოხვნით იმღერდნენ,
მგლის ხროვისათჳს, არვინ ზრუნვიდნენ.
ამ დროს მგლის ხროვა,
კვლავ მოიგროვა,
ყუჱლას კუთხეზედ, ჩუჱნზედ ღმუჲდნენ;
გაგვბასრეს მზარეთ,
მოგვწყვიტეს მწარეთ,
ჩუჱნის სისხლითა, კერპთ უზორებდნენ:
ჩუჱნ წმინდათ კრავთა,
ოქროს თმათ ცხვართა,
სისტიკად ჰქენჯდნენ, არ იწყალებდნენ!
არც მათ სიმსუქნეს,
არცაღა სიტურფეს,
არც მათ ბღავილთა, ყურთ შეიცვიდნენ!
მათ სინაზესა,
მართლ სიკაზმესა,
უგვანნი მგელნი, ფრჩხილითა ჰცრცვიდნენ!
ესეც ჰქმნეს მხეცთა,
უგვანად მგლეჯთა,
ბატკან ციკანნი, დაგვიპატიმრეს.
მათ გიშრის თვალთა,
ჩუჱნ ყველას თუალთა
სისხლისა ცრემლნი, მათ მოაწვიმნეს!
მათ სიმსუქნითა,
და სიკაზმითა,
თჳთ სარგებლობენ და მსუქდებიან;
მათის ბაძითა,
და სინაზითა,
აწ ბრძენდებიან, ხმიანდებიან!
ახლა პატრონო,
ჩუჱნო ბატონო,
მათ პატიმართ მსგავსი, რა დაგშთენია,
არც უწინ დროსა,
არც ამა დროსა,
ესე ზიანი არვის ჰსმენია.
ეს კავკასის მთა,
დიდი ვრცელი მთა,
უწინდელს დროსა, ჩუჱნ გვჰქონდა ძოვნად.
ბევრჯელ მრავალ დღე,
თჳთ ერგასის დღე,
მწყემსნი უჱრ გვჰპოებდნენ, სად ვიყავით ძოვნად!
მთას ავდიოდით,
უჱლად ვრბიოდით,
თჳთ მგელთ ღმუჲლი, ყურთა გუჱსმოდის.
მათი ხჭიალი,
კბილთა ხჭიალი,
არ გვასინებდის, არად გუჱსმოდის!
გასუქებულთა,
გალაღებულთა,
მათის მდელოთი, და უჱლითა წყლით.
სტუჱნა გალობით,
მათზედ მძლავრობით,
არა ოდესმე, არ მოვიწყინით.
მათნი ბელები,
და თჳთ მგელები,
ჩუჱნს მწყემსთ ჰსტუჱნაზედ, შექმნიდნენ ზრზენას,
მათს ფეხის ხმაზედ,
აბჯარ ჟღარუნზედ,
მსწრაფლ დაიწყებდნენ, სოროებს ძვრენას,
ჩუჱნს წინაპართა,
ბატონთა ყმათა,
ძღვნად შესწირვიდნენ ხარკთა და კრავთა;
მათთა ბელებთა,
შავთა ჭრელებთა,
მსახურად ძღვნიდნენ ჩუჱნს ყოჩთა ცხვართა!
თუ იმგელიან,
ან იმელიან,
მკაცრად გადახდისთ მათ ერთი ათად
თჳთ ტურის ბელნი,
კუდ მქნევნი მელნი,
უჱრ გაბედვიდნენ ციკნისაც კაწვსად
ოდეს ენების,
ბატონს ენების,
ლაშქრად შეჰყარნის მათ კავკასთ მგლებთა;
ფერად ფერადნი,
შავნი ჭრელადნი,
სხვა სხვა სოროსნი ახალნი ძუჱლნი!
ოდეს შერისხნის,
და განურისხნის,
მათ მგელთ შექმნიან ზუზუნ, წუწუნნი;
შიშისა ზარით,
ცრემლითა მწარით,
ანივლტოდიან, ჰყვნიან ძუნძულნი!
ახლა პატრონო,
ჩუჱნო ბატონო,
ჩუჱნ პატიმართა, უჱრ დავჰყრით მთათალ
მოდი გვიბრძანე,
ლაშქრად მიგვგზავნე,
მათ დავასუსტებთ, გაუწყუჱტთ ხმათა!
ჩუჱნის რქებითა,
თავში ცემითა,
სულ ამოვსწყუჱტამთ, მათ სპათა ჯართა,
ყოჩებს დაურევთ,
სოროთ დაუნგრევთ,
მით ამოვყრით, მათ მგელთა ჯავრთა!
ჩუჱნთ პატიმართა,
ციკან-ბატკანთა,
წინ გამოვირეკთ, ჩამოვლით უჱლად!
ამოვაშხამებთ,
სულ ჩავაშხამებთ,
რაც უხელიათ, მათ ახლად, ძუჱლად!
მათ მოვაგონებთ,
ჩუჱნც მოვიგონებთ,
რომ ზარი დავჰსცეთ, კავკასის მთასა;
ვინც იქ ბუდობენ,
ჩუჱნთან მრუდობენ,
კვლავ უჱრ გაბედონ, გადმოსვლა მთასა.
ი. ე.
![]() |
1.3 გულისადმი |
▲back to top |
გულისადმი.
ახ, გულო! რად არ გასხიან ფრთანი,
რომლით ძალგედვას მაღლად ფრენანი?
მაშინ ნახავდი სულთა სამზღვართა,
სად აქვსთ სადგური ჩუჱნთ წინაპართა,
შორით დავსტრფოდი ერთბამ კრებასა,
ნახავდი ჩუჱნთჳს მათ უჱდრებასა.
გულის აღმტაცსა, სულის ორღანსა,
რომელს აძლეუჱნ ცის დასნი ბანსა!
უკეთუ ესრეთ იქნებოდამცა,
მოგცემდა ცოდვილს, სადგურს ერთს წუთსა,
ვგონებ მაშინ თჳთ შენ იხილავდი,
ჩუჱნ და მათ შორის განსხვაუჱბასა,
და თჳთო თჳთოდ ყოუჱლს განვსჯიდი
მათ სიამოვნეს, ჩუჱნს წვალებასა:
ღამე უძილოდ, დღე მაშვრალობას,
საზიზღრად ყოფას, ცოდვის მრავლობას.
და მჯერავს, რომე მსწრაფლ ისურუჱბდი
შენ ტყუჱობიდამ თავის უფლებას,
მაშინ უშიშრად ბორკილს გასწყუჱტდი,
მიეცემოდი ცის სიტკბოებას!...
ი. ს.
![]() |
1.4 ჩხიკვ-ყვავ-ბუჲანი |
▲back to top |
ჩხიკვ-ყვავ-ბუჲანი
ზღაპარი იტყვის იყოვო, მფრინუჱლთა მეფედ ოდესმე ბუჲ,
ოლო რა ფრინუჱლთ, იცნეს სუსტ-მგონად, რომ იყო იგი სჯისათჳს ყრუჲ,
მაშინ მოაკლეს კარისხსა თჳსსა, ადინეს თვალთგან ცრემლთ მწარედ რუჲ,
ერთ-შეკრებითად, ექსორია ჰყუჱს, და მიუჩინეს სამყოფად ღრუჲ.
მფრინუჱლთ ჰსჯამან უწყალომან, სასტიკიცა განჩინება,
განუწესა, დღის არ ხილვა, ღამე ფრინვის მისცა ნება,
არც გარევა მფრინუჱლთ რიცხვშიდ, არც მათებრივ ღიღინება,
ოდენ ბნელშიდ კვნესით, სულთქმით წინადების მოგონება.
ბუმან მუნით განგებულმან ღრუთა შინა ისადგურა,
მაღამურა, უფეხურა, ყუჱლანი მან იმსახურა,
გალობა ჰსთქვა ზარნაშურა, საცადელი არ დაშურა,
მეფედ ახლად თავი განთქვა საწადელი აღისრულა.
ხესა ერთსა მშუჱნიერსა, სად გრო ტრედთა სადგურებდა,
განსცხრებოდა, დასტკბებოდა, ტკბილ ღუღუნით იხარებდა,
სოროთ შინა იბუდვროდა, თავსა ქართგან იფარევდა,
მეცულდისა დაკოდისგან ღრუ გაუჩნდა, ბუს ფარევდა.
სამეფოსა ბუჲსასა, ვიცით რა არის უხუჱბით,
ღრუნი, სავსენი უნდოით, გომბიოებით თუ სხუჱბით,
ამითა განლაღებულმან ბუმან ამაყად ურცხუჱბით.
შეაიწროვა გრო ტრედთა, ჰრქვა ხესა ამას ნუ ჰსცხრებით!
ტრედთა ჰკადრეს სიმდაბლითა, ხე ჩუჱნია დიდის ხნიდამ
ვიდრე ცულდით დაკოდამდეც აქ ვჰკრბებოდით ყოვლის მხრიდამ,
ხოლო როს ღრუ, მას გაუჩნდა, შეგითჳსა ღამე შიდამ,
ნურც სასტიკად გვაიწროებ, ნურც გადმოგვყრი ამა ხიდამ.
ოდესცა ბუმან არა ისმინა, სამართლიანი ტრედთა უჱდრება,
შორი გზა განვლეს, არწივს შეცივლეს ბუსაგან ეგზომ ტრედთ შეიწრება,
უთხრეს: ძუჱლთაგან მფარუჱლად გვივი, ბუს შეაგონე, რათ არ გუჱცლება?
დასცხრეს, ხე მოგვცეს, თჳს თჳს წავიდეს, ანუ შერისხეს ეც მას ყუჱდრება.
ჩხიკვი და ყვავი, ხომ ყუჱლამ იცის ბუს ავხანაგად არ იკადრებენ,
იტყვიან ვართო ჩუჱნ უმალესნი, ნახვას მისას თჳთ იზარებენ,
დეს იხილონ ღრუჲ მგზავრი ბუ, მისისა ტანჯვით დიდს იხარებენ,
თუმც არა თავის შექცევისათჳს, საწყალს არ ოდეს არც იკარებენ.
გარნა ოდეს არწივმან ბუს, ამცნო მტრედთა საჩივარი,
ჩხიკვი, ყვავი, ერთად შეკრბენ, ბუს ურჩიეს: უთხარ ვარი.
რადგან ხე ეს შენ გეკუთვნის, არის შენი საყივარი,
არწივი შენ ძალს უჱრ გიყოფს, იცის რამან ჩუჱნი გვარი.
იცის რომა, ქორი, ძერა, ჩუჱნგან ხშირად იდევნების,
განსჯის რომა ჩუჱნ შემწევართ, შენი მარად მყოფინების,
ტრედო ზრუნვისგან ხელს აიღებს, რადგან არის შენ ბუ მეფის,
ოდეს იცნობს თავს უღონოდ, შეშინდების, დაგეხსნების.
ჩხიკვმან, ყვავმან, საიდუმლოდ ბუსთჳს ესრედ განიზრახეს,
არწივი თუ, ანუ ბუჲ, დაეტაკნენ როს ერთმანეთს,
ბუსა ვითომც შეუჱწიოთ, და განვაბათ ჩუჱნის მახეს,
ტრედნი ხელად ჩუჱნ დაგვრჩება, მოეშოროს ბიუ რა ხეს.
შეთქმულობა ჩხიკვ-ყვავ-ბუჲს, არწივმან ჰსცნო საკვირუჱლად,
ბუსა ჰკითხა: ჩხიკვი, ყვავი, გიპოვნია ხიდამ მცუჱლად?
თუმც არ იცი მოიკითხე მეგობრობა მათი ძუჱლად,
და ირწმუნე როს დაგჭირდეს, არ მოვლიან შენდა შუჱლად.
ჩხიკვსა ჰკითხეს, საიდამ ხარ ბუჲს აგრე მეგობარი,
ყვავო შენცა მოიგონე გაქვს შენც საქმე საშიშარი,
იცი შენსა საბურასაც, ხშირად ახრჩობს წვიმის ღვარი,
გიჯობსთ ორნივ თქუჱნთჳს იყოთ განუწესოთ თავთ სამზღვარი.
უპასუხეს: შენ ტრედთა თჳს შეგჭირს რაი ჩუჱნოდენი,
ჩუჱნ მათი ვართ, ერთი მოგვარე დაამტკიცებს ჩუჱნი ფერი.
ვითა ტრედთა გული ჩუჱნც გვაქვს, ერთსა მჭრელი, ერთს ცისფერი,
დაიჯერე რო არიან, თუმც ხელთ იგდონ მტრედთა მტერი.
ჩხიკვმან შესძინა ქადილი, ვარაო სავსე ხელობით,
ოსტატად მფრინუჱლთ ვჰსჯობივარ, მეკუთვნის ესე ძუჱლობით,
ას გვიყოფს შავი არწივი მის სიმძიმის მსვლელობით,
ყვავიც თანა გყავს, მას ზედა შემწედ ორთავ მკულობით,
არწივმან როს ჩხიკვ-ყვავ-ბუს, ომობა დაიდასტურა,
აღფრინდა, და გამგზავრდა, მათ ახლო ისადგურა,
შესთვალა გიჯობს მშვიდობა, მტრედთ მიეც თჳს სადგურა,
რჩევის განმეორებით, იგი არ დაიმდურა.
უბნობენ ჩხიკვი და ყვავი უხვის ზაფხულს და ჰარესა
განლაღებულნი საკენკით, უხმობენ ყოუჱლთ მდარესა,
არა ჰფიქრობენ ზამთრისთჳს მდგომარეობას ვარესსა,
გვიხილავს გაცინებულნი ეგდნენ ყინვასა გარესა.
ზაფხულით იყო როს ჩხიკვი, ყვავი-ბუჲ-არწივი მიადგნენ.
ომობისათჳს ბუს ხარჯით დაეწყვნენ დაემარაგნენ.
ეგონათ შეაშინებდნენ, მათებრს კიჟინსა დაადგნენ.
არწივის ფრთეთ ძილით არ დაბნდენ, ბუჲს წახდენას დაადგნენ.
ბუჲს ღონე დაესრულა, როს არწივმან ფრთა გაშალა,
სჯობდაო მტრედთ ხის მიცემა მწეთა ომი მოუშალა,
დაინახა ოსტატობა მათი დიდად აეშალა,
გარნა მახე მათგან ბმული უჱრას ღონით უჱრ მოშალა.
ბუს უთხრეს შეგშინებია, უჱრ იცნობ ჩუჱნსა ძალასა,
არწივი ოსტატობითა ჩუჱნითა იზამს მალასა,
დაუძლურდება ზავს დასდებს, დასტეუჱბს მტრედთა გვარასა.
ძუჱლს სამეფოსაც ხელთ მოგცემს. ამას თუ არა იქმს, მარასა.
გარნა იცი ბუო რა ჰქმენ, შენი მწენი შენუჱ გვიძმე,
მოწევნილის ზამთრისათჳს, შენს თბილს სამყოფს შეგვიხიზნე,
საკენკითა შენით კტბილით, შორით მოსულთ გვიმასპინძლე,
მტერსა შენსა გაზაფხულით უჱბრძოთ უჱქმნათ შენ ბუს-წილ მძლე.
ბუჲ შესწუხდა, დაფიქრდა ხედვიდა თჳსსა სადგურსა,
უცხოთგან მის წილ შეცულსა, მწეთაგან აოხრებულსა,
ეხუჱწებოდა წადიო, მოუწევუჱლსა ძალ-მდგურსა,
უჱრა უპოვა წამალი. ჰსწყევლიდა თჳსსა ბედ გულსა,
წეთა უთხრეს მოსრული ვართ შორის გზიდამ შენდა შუჱლად,
გაბრუნების დროი არ გვაქვს გიჯობს შენუჱ განსვლა უჱლად,
შენს სამეფოს ჩუჱნ დაგვაგდე, ვიქმნეთ მისდა ერთგულ მცუჱლად,
თუმცა ნებით ამას არ იქმ, გიყოფთ მასუჱ რაცა ძუჱლად.
ბუმან ცხადად დაინახა: ეგზომი თჳსი შეცდომა,
ისურვა ჩხიკვის, ყვავისა განგება თჳთ ღრუსავ ჯდომა,
მაგრამ ადგილი არღა ჰსცეს, უთხრეს სხვა არს ჩუჱნი ნდობა.
ესე გუჱრგოვო სანაცვლოდ, რაც ზიანი მოგვცა ომმა.
დარონებულმან, საწყალმან, არწივისკენ წარემართა,
ყოუჱლი ეს მას შესტირა, რაც მოყვასთგან დაემართა,
ჰსთხოვა შენუჱ შემიბრალე, ადგილი მეც მთათ, ან ბართა,
ვიცი აწ სხვათ განაფრთხილებს, სმენა მე რაც დამემართა.
არწივმან ბუს მოაგონა, წინ თხრობილი დარიგება,
არ კი გითხარ; ჩხიკვ-ყვავის-გან მეგობრობა არ ეგება,
აბა მითხარ მოყვრობისა მათისაგან ვის აქვს რგება?
წ მიწყალვი საბრალო ხარ, არ ვიკადრო ნაცვალგება.
სადგურ შენდა ამიერით იყავნ ღრუჲ მათ ტყუჱთა შინა,
სადა ტრედნი არა სხედან, ნნუ თუ კვალად შეეშინა,
მყუდროებით იმყოფოდე, სად გეჩინა აწ შენ ბინა,
არწივისა სულგრძელობით, ბუსა ცრემლნი თვალთ ედინა.
ეხლა მივიქცეთ სადგურსა, სად ჩხიკვი, ყვავი ზამთრობენ,
რომელთ უღვაწის საკენკი ბუჲსა უხვად ათრობენ,
ერთი ერთისა ღალატსა, ორნიუჱ ჩუმათ აზრობენ,
გარნა პირ მოთნედ, ოსტატად მეგობრობაზედ მაგრობენ.
ყვავი ეტყვის, საყვარელო ადგილი მჭირს შენზედ მეტი,
ბუჲ ბრძოლაზედ არწივისა მე აღვძარი ბრიყვი, რეტი,
შენ ხომ ჩხიკვო სხუჱბრც მარდი ხარ, გაქვს ადგილიც ჩემზედ მეტი,
ნაცვლად მისსა თუმც ინებებ, ყოვლი გიძღვნა სული მეტი.
ჩხიკვმან საამოდ ყვავისა ვითომ უზღვია ვალები,
უთხრა რაცა ჰგსურს შენია, მე სხვაგანც დავიმალები,
ეექცნენ ლხინსა, განცხრომას, მიეგდნენ ვითა მთვრალები,
სახრიკს მახესა ჩააგდო, ყვავს ამოკორტნა თვალები.
მაშინ უთხრა: შენ ომის დროს ორივ ფეხით მხელობლობდი,
ყოუჱლსაუჱ გასაჭირსა ოსტატობას ჩუჱულობდი,
მარტოდ ავსა წვიმას, ქარსა, ღამე ყოუჱლ ვთეულობდი,
ვით იფიქრე ბუჲს სამყოფს შენთჳს მარტოსეულობდი?
ჩხიკვმან რა ყვავი განაძო თჳსგან, დასცინა აქვსო მას ჭკვა თხელი,
ჰსთქვა ოსტატობად ესეც მეყოფა, არწივის ბრძოლად სადა მაქვს ხელი,
ვის გაუბედავს, მისი ომობა სხვას მფრინუჱლთგან არა არს ხელი,
ანუ მომრევის მისის მებრძოლის მიბრძანეთ ვინ არს ჩუჱნშიდ მნახუჱლი.
ჩხიკვი აღფრინდა, არწივს მირიდა, შორს დაიმალა, განლაღებული,
ყვავი დაღონდა, რა რომ დაღორდა, შეიქმნა ცუდათ ხელაღებული,
ნაცვლად მოგების, იმედოვნების, ჩხიკვმან განაძო დაბრმაებული,
შინ წარემართა, მამულს მიმართა, ეგონა ჰპოვა ვინმე ერთ-გული.
მუნ პასუხი ყვავს მოსთხოუჱს: არწივს, რასთჳს ებმებოდი?
მტრედი რა შენი კერძი არს, ანუ ბუს ვით ებმებოდი,
ნუ თუ ჩხიკვსა შენ უჱრ იცნობ, მას შენ ვითა ენდობოდი,
ღირსი შენი მიგიღია, რადგან ესრეთ ეთნებოდი.
თ. ირაკლი ლორთქიფანიძე.
27. დეკენბერს 1854 წელსა.
ს. ქვაშიხორს.
![]() |
1.5 ბერი და დათჳ |
▲back to top |
ბერი და დათჳ
მეგობრობა და სიკეთე ჩუჱნთჳს მარად ძვირფასია;
მარამ ბევრმან არა იცის, თუ ვითარ მოსაქმედია.
ღმერთმან გვაშოროს მოკეთეს-მეგობარს ბრიყვსა, სულელსა,
ბრიყვი მოკეთე ზოგჯერა მტერზედაც უარესია!
ერთს ქუჱყანასა უდაბნოს ბერი მწირობით ცხოვრებდა,
ამა სოფლიდამ განდეგით ამაოებას ევლტოდა,
განსაცდელთაგან შორს იყო ლოცვიდა და მარხულობდა.
ტყე ქონდა დიდი და ხშირი გარემოს იმა უდაბნოს
და იმა წმინდა ადგილსა არა ცხოუჱლი არა ჰსჩნდა,
და მხოლოდ ფრინუჱლთ გალობა ზოგჯერა ძლივღა ისმოდა.-
მარამა მაინც მოსწყინდა იმ ბერსა მარტო მყოფობა
და ერთხელ გარდასახედათ დაიწყო დასეირნობა,
იმ ტყისა ჩრდილი და სიო, მყუდროება და შუჱნება,
და ფოთოლთ წყნარი შრიალი ბერსა მფრიად მოეწონა.-
ამ დროს დათჳ შუა ტყიდამ უცებ მოემგზავრებოდა,
და წმინდა კაცი რა ნახა შეკრთა და წყნარად ვიდოდა;
იახლა ბერსა პატივით და სალამი გადუხადა,
ბერმაცა კარგად მიიღო, და იმდენი ხნის განდეგილს
იამა ფრიად, რომ შეხვდა იქა სხვა ვისმე ცხოუჱლსა;
ილაპარაკეს ამბავი და მაშინუჱ დამეგობრდენ:
დათვმან შეჰფიცა წრფელად მონება და ერთგულება.
და მიერიდგან იმათა დაიწყეს ერთად ცხოვრება.
ბერი ლოცვიდა, კურთხევდა დათჳს სიჩუმეს სიწყნარეს,
და მიისა ერთგულის სამსახურს მის მორცილებას გასასტერს!
ერთხელა ზაფხულს დღესა ერთად შეექცნენ სადილსა,
და მერმე ბერსა სიცხისგან რა დაეძინა დაღალულს,
მაშინუჱ დათჳ ერთგულად თავსა დაუჯდა დარაჯად
და სიცხის გასაგრილებლად ქროლვიდა სიო მას წყნარად.
ამ დროს ეშმაკად და ქაჯად, ბუზი ბერს შუბლსა დააჯდა,
და მყისუჱ დათჳ შეფერხდა და ბუზსა ნელად უგერდა
და ეშინოდა, რომ ბერს, უცებ არ გაჰღვიძებოდა;
მარამ წყეული ის ბუზი, არ იქნა არა მოშორდა,
და უფრო საწყალსა ბერსა ზედან თვალებზედ დაჰკბენდა.
არ იქნა უჱრა ეშუჱლა და დათჳ ძრიელ შეჰსწუხდა,
ბოლოს წყნარ-წყნარად წამოდგა და დაქადნებით გავიდა:
მაცადე ბუზო, რა გიყო! დათჳ ჩუმად ბუტბუტებდა.
რა დიდროანი ლოდები წინა ფერხებით დაბღუჯა,
შუბლს მიეპარა ჩუმათა და ბუზს უცებ დააზილა!...
ბუზი გაჰფრინდა! ბერმა კი, საბრალომ ფერხნი გაშალა!...
ლუკა ისარლოვი.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 მოთხრობა მოგზაურისა |
▲back to top |
მოთხრობა მოგზაურისა
შემდეგ ხანგრძლივის სიარულისა ჩემის სხვა და სხვა მხარეს, მივახრწიე რა მაღალ მთად, ვიხილე მონასტირ. დამავიწყდენ პატიჟნი და გულ მხურვალედ დაუჱქანე დაღებულ კარებისაკენ ტაძრისა, არა ცივის გრძნობით მოგზაურისა, არამედ ვითა ჩვილი ყრმა მივარდეს დედის გულსა რძისათჳს.
საღამოს ლოცვა გამოვიდა, მზე ჩავსებად მიწურულ იყო, გაციაგებული შუქი მისი გრძლად შემოხდებოდა ფანჯრებში, და ახალი საღამოს ჰაერი შემოქროდა გაღებულს კარებში. ხალხმა იწყო გასხვლა ეკკლესიიდამ და მათ შემდგომად გაიჭიმნენ შავით მოსილნი მონასტრის ძმანი. მე ვსდეგ უძრავად,- დაცარიელებული ტაძარი ესე მეჩუჱნებოდა ისევ დიდებულად-უმზერდი მხატვრობათა და აღმოვიკითხავდი წარწერილთა მათზედ, რომილთ (რომელთ) ვცნობდი, რომელი სურათი რომლის წმინდისა იყო. უეცარმა ჩუჩუნმა შემამცნევინა მე, რომ აქ მე არ ვარ მარტო. ამ ეკკლესიის განშორებულს კუნჭულში ბერი ვინმე წვა და როგორც ეტყობოდა წინააღმდეგი დუმილი ებრძოდა მისსა შესუჱნებას და მისთჳს არ დააგვიანებდა გადაბრუნებას, ხან ერთსა და ხან მეორესა მხარზედ. მისის ვინაობის მოწადემ, შევიცადე დრომდენ. ბოლოს განდეგილი იგი აღზდგა დაჭმუნებულის სახით.
მცნობმა პირმა, თითქო მიცნა მე, მიუახლოვდით ერთმანეთსა. „შენ ხარ მიხეილ?“
- შენ ხარ გრიგოლ? ამ სიტყუჱბით გარდაუჱხვიენით. მე ვცან ძუჱლი ამხანაგი ჩემის სიყრმისა.
„რას ნიშნავს ეგ შენი შავი სამოსელი? რას ნიშნავს ეგ შენი შეფრობილება და შეღონებული სახე? შენ ხარ იგი მიხეილ, რომელი იყავ სხვათა შორის ამხანაგთა ჩუჱნთა საჩინო?
ბერმა ცოტას ხანს არ მომიგო არცა ერთი სიტყვა. შემდეგ გულ-მტკივნეულად აღმოიოხრა, დამიჭირა ხელი, წამიყვანა თჳს სენაკში და აი რა მიამბო:
„რავდენის წლის უნახაობამ ჩემის სახლისა, განაღვიძა ჩემში სურვილი წავსულ ვიყავ ამ საჭიროებისა თჳს. დაუჱთხოუჱ რა სამსახურსა, ვლე გზა და მივახრწიე ჩემდა სამყოფად! სახლშიდა ვპოუჱ ბერი დედა, ფრიად უძლური და უმცროსი ძმა ჩემი, რომლისათჳს ამ ხუთის წლით განვლას, ისეთი ასაკოვნება მიეცა, რომ თითქმის უჱღარ ვიცან. ეხლა იქმნებოდა თექსმეტის წლისა, მშუჱნიერის სახისა, უცხოს და სანდომიანის ყმაწვილებრის ზნეობისა. დედამ შემიტკბო სიხარულის ცრემლით, და მისმა მშობლურმა გრძნობამა მეცა მაცრემლა! რა დავწყნარდით, მან შინაურობისა და მე ჩემი ამბავი-ერთმანეთს შევასმინეთ. ეს ჩემი ძმა ალექსანდრე ასე სასურუჱლი იყო დედისა რომ, წამით სიშორე მისი, შეაშფოთებდა გულსა. მოხუცისასა; იქმება მისთჳს რომ სიბერის ჟამსა ესღა შერჩომოდა გუჱრდით? ალექსანდრეც დიდი მასიამოვნებელი იყო დედისა, რომელსა არწმუნებდა რომ, სადამდისცა მას დღენი ესხნეს, არ განეშოროს დედის თვალებს. რასაკვირუჱლიაამ გვარი სიტყუჱბი შვილისა, უმეტეს შობდა მოხუცის გულში დედობრივისა გრძნობისა. ხოლო რა ძმანან ჩემა ნახა ჩემი ბრწყინვალე ეპოლეტები, გაიგონაცა მრავალი ამბები მხედრობის წესისა,- მას დაავიწყდა აღთქმა ესე დედისადმი და უჱდრებით სთხოვდა ნებასა, რათა შევიდეს ჯარში. მეც შევაერთე მის თხოვნასა-თანაუჱ ჩემნიცა და ვარწმუნებდი დედასა რომ ეს სამსახური მიაწვთენს ძმასა ჩემსა ბედნიერებაში; ამასთანაუჱ დავპირდი მას, რომ მე ვიქმნები ალექსანდრესი არა თუ ძმა, არამედ მამა. შემდგომად დიდის უარობისა, ერთხელ სალვათად მიხმო დედამ თავისთან და მითხრა: მე არღა ძალმიძს მომატებულად წინააღუდგე თქუჱნთა თხოვნათა, არცა მსურს რომ ოდესმე შვილთა ჩემთა ბრალეულ მყონ რომ მე უკუვაქციე მომავალი მათზედ ბედნიერება, წაიყვანე ძმა შენი ალექსანდრე შენთან, გარნა ნუ კი გიხარის მიხეილ, რომ ასე ადვილად გეთანხმე, შენ არ იცი რა პასუხის გების ჯაჭვით გკრავ. მე რომ ესრედ მოხუცი და უძლური არ ვითო თან გამოგყუჱბოდით, მარამ მე სად შემიძლიან თქუჱნი დევმა,- შენ კარგად იცი, ან ვითა შენ გამიზრდიხარ და ან ალექსანდრე. მე ზოგიერთ დედასავით არა მქონია თქუჱნზედ ცივი გული, გამიგონე, ამ მოხუცების დროს ეს ორნიღა შემრჩომიხართ, წარსულთ მწუხარებას ნუღარ განმიახლებთ; შენი ძმა ალექსანდრე ჯერეთ ყრმაა, თჳთ არ უწყის რა უნდა, არ იცნობს ხალხღთა და ქუჱყანასა, ხოლო შენ მიხეილ, ვგონებ გარდახუჱლ იმ სამზღვარს, ოდესცაყმაწვილობის ქარით თავი სავსე გქონდა და არცა ერთი მას შინა საკუთარი და სასარგებლო ჰაზრი არ იპოებოდა? ეხლა შენი უმრწმესი ძმა არის ამ სახით. შენ განუყრელად გქონდეს მაზედ ბრთხილი ფიქრი და ყურადღება, დაარიგებდე; ჯერეთ დიდი ხანი იქმნება საჭიროდ შენი წინამძღრობა. გაუბრთხილდი შენს თავს და გაუბრთხილდიცა ამას. მე შენგან არა ვითარსა თავის მართლებასა არ შევიწყნარებ, რასაც ალექსანდრე დააშაუჱბს, შენ იქმნები დამნაშაუჱ ჩემ წინაშე. შენ შორს მხედავი ხარ, წინასწარ აუწყებდე, და ცუდ-უბრალოდ თუ აუტყდა რამე შენუჱ მომეც პასუხი. გაბრთხილდით, გაბრთხილდით და ეცადენით უჱღირსო მკვდარი თქუჱნის მუჭით მიწის მოყრას!... ეს სიტყუჱბი თითქო ეხლაც მესმის! მე დარწმუნებული ვიყავ ჩემზედ, რომ ეს დედის თხოვნა აღსრულდებოდა ჩემგან წადილისამებრ მისისა და უჱტყოდი ზენარობით რომ უმეტეს ჩემის თავისა და უჱტყოდი ზენარობით რომ უმეტეს ჩემის თავის გაუბრთხილდე ჩემ ძმა ალექსანდრეს. რა წასასვლელად დაუჱმზადენით, გადამეხვია დედა და დამკოცნა, შემდეგ ალექსანდრეს მოეხვია, ძლივს გავყარე, ცრემლეოდა საბრალო დედა და აღგვატირა ჩუჱნცა; მისნი აღელებულნი ცრემლნი დაგვდიოდა გულზედ ორთა ძმათა! ჩემი ძმა ალექსანდრე უგრძნობი ჩავაწვინე საჯდომში დედის გაყრით გული ამოისკვნა და ვითა ახალ გაყენებული რძისაგან ყრმა, გვით-გვითებდა, - უკანასკელ მოდგა მოხუცი დედა საჯდომის კართან, ლოცვა კურთხევა წარგვატანა, კვალად გაათანისთანა უჱდრება და ბოლოსმითხრა: ახლა შენ იცი დედის იმედოო!!... მინამ თვალთაგან მიუჱფარებოდით გვიმზერდა იგი, ეგრეთუჱ ჩუჱნა, და რა გაუჩინარდით, გულ მწუხარენი გაუჱკიდენით ჩუჱნ-ჩუჱნსა გზასა.
მე არ შემეძლო ჩივილი ალექსანდრეზედ; თუცა ცოტად ქარიანი იყო, გარნა წმინდად დაიცვავდა ქალწულებასა სულისა თჳსასა, რომელი ამ ჟამად შორის ყმაწვილკაცთა, დიათ ძვირია; მცირე რაიმე გაარისხებდა, მცირე რაიმე გაამხიარულებდა, როტავდა რაც მოადგებოდა ენას. მხიარულების ჟამს ხტოდა აქად-იქით და მცირე წყენით უჱრ შეიკაუჱბდა ცრემლთა. ხანდიხან მრთელს საათს ჰსდევდა გიშერასა, პატარა ფინია ძაღლსა; მე მაშინ უჱტყოდი რომ ეს ორნი ერთის ხნისანი იყვნენ, ამად რომ ერთი იყო იმ გვარი ცელქი, როგორც მეორე; მართლადც გიშერა ასეთი კაპასი და მიუცილებელი იყო, რომ თუ არ დავყუჱბოდი მეც, არ მიმიშუჱბდა ახლოს და ალექსანდრეს კი ყუჱლაში ნებას აძლევდა: ხან კუდით გაათრევდა; ხან ყურებს გაუწევდა, ხოლო გიშერა ყოუჱლს ამ გვარ ხუმრობას, მიიღებდა ალექსანდრესაგან არა საწყენად. მე მათი მაყურებელი ვკვდებოდი სიცილით და ხან კიდეც ვჯავრობდი უზომო ალექსანდრეს სიცელქეზედ. მარამ სწორე გითხრა უმეტეს მომწონდა ყმაწვილური სიცელქე ალექსანდრესი, ვიდრე ამ წელში სხვათ სიბრძნე. მე გავაცან მას მრავალი ხალხი, ხშირად დამყვანდა მათში; უცხო მოთამაშე იყო და როგორც ძოღან გითხარ კენარი მშუჱნიერის სახისა,-ამისათჳსქალები, რადგან მიიღებდნენ მას ბავშად, ეტრფიალებოდენ უმოწყალეოდ, გარნა ალექსანდრე, როგორც იტყვიან ცოტა ქუჱშ-ქუჱშა იყო, ეს კი არავის არშიკობაზედ არ ხუმრობდა!... მე ვსიამოვნებდი ალექსანდრეთი და ვუმზერდი მას, ვითა მამა შვილსა.
„ბოლოს ალექსანდრეს მოუვიდა ჩინი. გამოხატვა მისის მხიარულებისა არ შეიძლებოდა, მარად ხარკის წინ ტრიალებდა, ხან ერთის და ხან მეორეს მხრით რომ უმჯობეს დაენახა თჳსი ეპოლეტები; მერმე ხან მე გადმეხუჱოდა დამკოცნიდა, ხან მღეროდა და ხან გიშერას ათრევდა ფეხებით; შენ იცი გიშერავ ეტყოდა იგი, რომ მე ეხლა ვარ აჶიცერი? გესმის შენ ესა? იცი ეხლა, შენ ირბენ ჩემთან, უფალ აფიცერთან... თითქო გიშერასაც ეყურებოდა ამის ლაპარაკი. კუდს ულაქუცებდა და პასუხს უგებდა ალექსანდრეს მაღლის წაკწკავით. ეს სიტყუჱბი ალექსანდრესი, ჯერაც ახალია ჩემს გულში, „-მოგონებით ცრემლი ჩამოსცვივდა წამწამთაგან ბერსა, -მან ღრმა აღმოიოხრა, მისთჳს თუ, რომ შეიკრიბოს თჳსი ჰაზრი და ბოლოს ისევ განაგრძელა:
„ჩუჱნ მეზობლად იდგა ერთი ჩემთა მეგობართაგანი პატარკაციძე. კაცი ესე თუცა არ იყო უჭკუო, გარნა ესდენ მოუხერხებელი, უსიამოვნოს სახისა, ქუში და მყიფე, რომ უმეტეს ამ უკანასკნელის ხვაშიათისათჳს, არა ძვირად აიგდებენ მასხარად და დასცინოდენ ამხანაგნი თჳსნი. პატარკაციძე ამ დაცინებას ყუჱლათაგან მიიღებდა გულგრილად და ოდესმე ჭკვიანურის სიტყვით მოიშორებდა თჳსთაამხანაგთა, და ოდესცა მათთან თჳთცა იცინოდა თჳსზედ რასაკვირუჱლია ეს მდგომარეობა პატარკაციძეს ფრიად აწუხებდა. ცდილობდა რომ დაეფარა თჳსი წყრომა ამ საგანზედ, და როგორც ჰსჩნდა მოიხმარებდა ყოუჱლს ღონის ძიებას რომ არ დაეკარგა მაინც და მაინც თჳსი ღირსება მეტყუჱლი ღიმილით, რომ მისსა სიმრთელესა არ უხდება გაჯავრება. რომლისამე დროითგან შევნიშნე ძმა ჩემი, რომ ეს უფროსე სხვათა დასცინის პატარკაციძეს. მე ამის მოქმედებას არ მივაპყრობდი განსაკუთრებითსა ყურადღებასა, ამად რომ დაცინება პატარკაცისა მიზეზი ჩემი ძმისაგანაც ეს თურე იყო, როგორც შევიგევ შემდეგ რომ ძმა ჩემი ეჭვიანობდა პატრკაციძეს ერთს მშუჱნიერს ქალზედ და ამ ქალს თავის განურჩეუჱლის თვალებით, ეს საძაგელი და საზიზღარი პატარკაციძე უმეტეს მოსწონდა, ვიდრე ჩემი ტკბილად მოუბარი და მშუჱნიერი ცქვიტი ძმა! ეს ორნივ რაყიფნი დაემტერნენ ერთმანეთსა. დღესა ერთსა ამათ ამხანაგთაგანსა გაემართა პურობა, სადაც ყოფილიყვნენ ეს ორნიცა მიწუჱულნი. შუაღამე გადვიდა არ შემოვიდა ალექსანდრე შინა, მე მარტო ვსჯექ ოთახში, უეცრად გულმან შფოთვა დამიწყო, გამოუჱლ სახლიდამ და წარუჱდ სოფლისაკენ, რომელი იყო სიახლოუჱს ჩუჱნსა; როგორც ეხლა მახსოვს, ღამე იყო ცივი ნათელი; მე სიტკბოებით ვყლაპავდი ახალს ჰაერს, ვსტკბებოდიცა მხედუჱლობით სოფლისა. ხალხი მისი მისცემოდენ ტკბილსა ძილსა, ხოლო განათლებული იყო სახლი, რომელშიაც დაედვათ ნადიმი. ჩემდა მოახრწევდა ხარხარისა და ყიჟინისა ხმა ყმაწვილებისა; უცებ სრულებით დაწყნარდა; ამ უეცარს ჩაჩუმებაზედ გულმა ცემა დამიწყო, თითქო მე მომესმა საშინელი უსიამოვნების ხმა,-მოუმატე ბიჯსა და მივმართე იმ ალაგს, სახედანაც გამოკრთებოდა შუქი სანთლისა, რა თავი შევაფარე სანადიმო დერეფანს, წინათგრძნობა ესე ჩემი გამართლდა; კარებში დამხვდა პატარკაციძე ქუდით ხელში, მან არა რა მითხრა, ხოლო იყო შეცვლილი ნარგიზის ფრად და მცირედის ღიმილით ცდილობდა დაეფარა შინაგანი მღელვარება გულსა. მე მაშინათუჱ სხვათა მითხრეს რაც მომხდარ იყო. ცუდ უბრალო ყმაწვილური სიცელქე, რომელი უნდა დაბოლოებულ იყო სისხლითა...
„ყმაწვილ კაცნი რა ღვინის ძალით შეზარხოშებულ იყვნენ, გაეღოთ ფანჯარა, საკმაოდ მაღლა გამოღებულნი და ზედ დაღმა თურე ხლდებოდენ, ზოგი წაიქცეოდა, ზოგი თავს იტეხდა, გარნა წითლის ღვინის შემწეობით, არარად მიიჩნევდენ; კვალად თოფით თურე იწყეს ნიშნის სროლა, უნდა გითხრა რომ სროლაში ჩემ ძმას? უჱრავინ ედრებოდა, კუჱრცხს შუა გააყოფინებდა! „აბა შენ რაღას უყურებ? ეტყოდა ძმა ჩემი პატარკაციძეს, დაცინებითის ღიმილით.
- მე არა მსურს არცა სროლა და არცა ჩახტომა, უპასუხებდა პატარკაციძე გულგრილად.
„არა! შენ უსაცილოდ უნდა ესროლო ნიშანი.
- მე შენ გეუბნები რომ არა მნებავს.
„შენ არა გნებავს თოფის აღება“ მიუგო ძამამ, გახურებულმა პასუხის ძალით, „ამიტომ რომ შენ გეშინიან თოფისა.
- მე არ გირჩევ შენ განიმეორო ეგ სიტყუჱბი. ეტყოდა პატარკაციძე.
საბრალომ ჩემა ძმამ თჳთ არ იცოდა რას ამბობდა და რას სჩადიოდა.
„არამც თუ განვიმეორებ“ შეუძახა პატარკაციძეს, არამედ უჱეტყვი სალომეს, (სალომე ის ქალი იყო რომელზედაც ეს ორნი რაყიფობდენ) უჱტყვი მას რომ შენი სასურუჱლი, რომელი განუხილავად სხვაზე მომატებულად გიყვარს, მხდალია!
პატარკაციძე რაზომ მომთმენი იყო, გარნა ამსიტყვამ მეტად გული დაწსო! გაბრაზებულმა სტაცა მკლავში ხელი ჩემს ძმასა და შეჰკივლა. როგორ ბედავ გიჟო მაგ თქმასა!...
ალექსანდრე პასუხად ამისა, ხმოვანი სილა იყო!...
აქ რა მექმნა მე? დავაპირე დამემშვიდებინა რაყიფნი, გარნა როგორ? ძმას ვათხოვნინო პატარკაციძესათჳს დანაშაულის მოტეუჱბა,- რადგან ბრალის უფალი ის იყო, არ შეიძლებოდა, ამად რომ ასე გამაყებულ იყო ალექსანდრე თავის ეპოლეტებით, რომ არამც თუ პატარკაციძეს, ყენს სალამს აღარ აძლევდა. თჳთ ხედავდა ძმა რომ საზომს გარდამხდარ იყო, მარამ არ მეთანხმებოდა, ამ შემთხუჱვით შეეცვალა თჳსი ქუშობა დაწყნარებით, და დაეკრა თავი პატარკაციძისათჳს, ნიშნად დანაშაულისა თჳსისა.და მეც სწორე გითხრა, ეხლა არ ვიცი და მაშინ კი ეს სიმდაბლე სააუგონოდ მიჩნდა. ხოლო მომივიდა ფიქრი, რომ ამ გვარს შემთხუჱვას ექმნება ცუდი ბოლო, დავაწყნარე ამაყი გული ჩემი და მივმართე პატარკაციძეს.
რა შეუჱლ მასთან ოთახში, იგი წამოწოლილ იყო მკლავ დაბჯენით, და დიაღ დამშვიდებულის სახით სწევდა ჩიბუხს. მისმა სიმშვიდემ მე დანმაკვირვა. სალამი მიუჱც, მან ცივად ჩამომართო!...
„მე მოუჱლ მოვილაპარაკო თქუჱნთან. - თქუჱნ რადგან ხართ კაცი კეთილ გონიერი, თანამდებ-არს ნახოთ ჩემი ძმის დანაშაულობაში, ერთი მხოლოდ ბაშური მისი სიცელქე, რომელიც არა ღირს თქუჱნ ყურადღებად.“
პატარკაციძემ შემომხედა მე განცვიფრებით და გაიღიმილა.
თქუჱნ მერწმუნეთ, მითხრა მან-მე, უმეტეს ვიდრე სხვა, ვნანობ თქუჱნის ძმის უზრდელობაზედ, გარნა აშკარად გეუბნებით: უმჯობეს იქმნებოდა, ჯერეთ გეფიქრად საფუძვლიანად და შემდეგ მოსულ იყავით თხოვნად; მითხარით თქუჱნ თითონ? შესაძლო არს დავტოვო, საგანი ესე უყურადღებოდ? -გთხოვთ ნუ გემცდარებით. წარმოსთქვა პატარკაციძემ, მცირედის გაჯავრებით!...
ამ სიტყუჱბმა შემიცვალეს ჰაზრი პატარკაცზედ; უჱრა რომელმან სიტყვამ ჩემგან უჱრ მოამწიფა მისნი მკვაზე სიტყვანი ამ საგანზედ, ბოლოს რომ უმეტეს მეგრძნო მისი მოულბილებელი გული, უამბედაწვლილებით ჩუჱნი შინაური გარემოება; გამოთხოვნა დედისა და მისი სიტყუჱბი... მე არ დავიშურე ალექსანდრე, უწოდე მას უჭკუობა, ქარიანობა და ამათთან წარმოვსთქვიცა სიტყვა: მოტეუჱბა.
გაიღიმილა პატარკაციძემ და მითხრა: „თქუჱნ თქუჱნმაგიერ მთხოვთ მოტეუჱბას, თუ ძმის მაგიერ?
მე აქ ავირიე და აღარ ვიცოდი რა მეპასუხა. პატარკაციძემ დამაკვირვა თვალნი და მითხრა:
„მე კარგად ვიცი თქუჱნი ამბავი, და ესეც რომ თქუჱნი ძმა მე არა მთხოვს დანაშაულის მოტეუჱბასა და არც შეუძლიან რომ მთხოვოს.“
მე ფრიად მენანებით თქუჱნ და იგიცა. თოფით ვარჯიშობას, თჳთ თქუჱნ უწყით, ჩემს სიცოცხლეში ვშორავდი, ეს კი უნდა მოგახსენოთ, ოდეს განსაცდელი წანააღმდგომია, მას მე არაოდეს შემკრთალი არ მიგუჱბებივარ!... თქუჱნი ძმა მოჰკუჱხს მამაცობით და მე ჯაბნად მიწოდებს. ეხლა შეიტყობს: ვისი თოფი, რომლის დედას აატირებს და რომელს უწოდებს სალომე მამაცად?... თქუჱნუჱ უწყით რავდენჯერ მოვიშორე ხუმრობით თქუჱნი ძმის დაცინება, რომლისათჳსცა სხვა ყოფილ იყო ჩემს ალაგს, ან შეაკვდებოდა და ან შეიკლავდა, მარამ მე მენანებოდა მის ყმაწვილ-კაცობა და სწორე გითხრათ ჩემი თავიცა,-ამად რომ ამ მოკლეს სოფელში ისევ ბევრი უსიამოვნება, რად შესწიროს კაცმა ცუდ უბრალოდ ფათერაკსა თავი თჳსი? გარნა რადგან საქმე ეს შეეხების პატიოსნებასა, სწორე მოგახსენოთ!... თქუჱნ თჳთ ბრძანეთ, ეს საგანი რომ დაუტევო უყურადღებოდ, როგორც მეუბნებით, ხვალ და ზეგ კარგად იცით სხვა უარესს მიზამს და თითით საჩუჱნებელი შევიქმნები, მაშინ მე კარში აღარ გამომესვლება,-უნდა ავიხვიო თვალები და წყალში გადავარდე. ხოლო მეთანხმებით თქუჱნ რომ ეს იქმნებოდა წინააღმდეგი ჩემის გონიერებისა.-
მე ამასღა გეტყვით,თქუჱნდა პატივის საცემლად, უკეთუ გნებავსთ საგანი ესე დაშთეს უყურადღებოდ, მთხოვოს ძმამა თქუჱნმა წინაშე ერთობ ამხანაგთა ჩუჱნთა, დანაშაულის მოტეუჱბა,-და თუ არა, როგორც შევპირებულვართ, გამობრძანდეს ხვალ მეიდანზედ და სალომე მარტოს ვის დარჩება გაიგებს!... უკაცრაოდ! მე სასაუბროდ მეტი აღარა მცალს. ამ სიტყუჱბით, მან ცივად თავი დამიკრა და შევიდა მეორეს ოთახში.“
მაშინდელის ჩემის ფიქრით, ამ პირობის მიცემა დია მეძნელებოდა. პირუჱლ იქმნება მისთჳს როგორც ზევით გითხარ, გასაკიცხავად მიჩნდა, რომ ჩემ ძმას მოეთხოვა ბოდიში პატარკაციძისათჳს და მეორედაც პატარკაციძეს უჱრ ვხედავდი ჩემის ძმის მოკამათედ თოფის სროლაში და ამ მიზეზისა გამო დავტოუჱ უყურადღებოდ ამაყად უბნობა პატარკაციძესი და წამოუჱლ შინ მოიმედეს გულით, მარამ ალექსანდრე რომ ამ შემთხუჱვას გამოუცდელი იყო, მცირედ შიშის იჭვნეულობაში ვიყავ. რომელსამე მიზეზით ვითანხმე პატარკაციძე მაზედ რომ პირუჱლ ჩემ ძმას ესროლა თოფი; რა ესრედ შევიპირენით, უმეტეს იმედი მქონდა. ჩემი ძმა ალექსანდრე შემოვიდა შინა,გიშერა მოუხტა წინა მხიარულის ყეფით, ალექსანდრე ცდილობდა ეჩუჱნებინა ჩემთჳს არარად მიჩნევა ამ წინასწარ ფათერაკისა და მისთჳს დამშვიდებულის სახით ეთამაშებოდა გიშერას და ხტოდა ადრინდელებრ; გარნა მე ვხედავდი შინაგან რომ იყო იგი აღელებული, უსაცილოდ ამ ყმაწვილს წარმოსდგენოდა სიცოცხლე სრულის კეკლუცობით და მისთჳს არ სურდა მისგან გაყრა. მე ვჭვრეტდი მის ახალსა, მშუჱნიერსა და სანდომიანსა სახესა და გული ჩემი შეისვრებოდა სისხლათ. ამ მცირე ხნის მზერით, მე მომაკლდა ოცი წელი სიცოცხლე.
მცირედის ჟამის შემდეგ, ჩუჱნ მიუჱდით განწესებულს ალაგს. ამ ფიქრმა, რომ ძმა ჩემი, თჳთ მე მივგვარე მკუჱთელს ტყვიასა,-დამიკარგა ყოუჱლი ჰაზრი დუმილისა და მოქმედებისა; მითომ მსურდა მეჩუჱნებინა ხალხისათჳს გულგრილობა, რომელსა მოითხოვს ამ გვარი შემთხუჱვა, მარამ სწორე გითხრა აღარ ვიცოდი სად ვიყავ. მოვიდა დრო სროლისა, მე რის ღონითაც იყო შევიკრიბე განბნეული ჰაზრი ჩემი, მიუჱლ ძმასთან, თოფი გაუსინჯე და დავარიგე დადგნენ ალაგობრივ, პატარკაციძე იყო ცივი, ვითა ყინული: მცირედი შესანიშნავი ღიმილი, ჰსჩნდა ბაგეთა მისთა ზედა. შევხედე რა კვალად ალექსანდრეს, ჩემის უბედურობით, შევამჩნიე რომ მას უკანკალებს ხელი, რაყიფნი დაუპირდაპარდნენ, წყნარად მიუახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ამ განსაცდელის წინა წარხედვით, ალექსანდრეს დაავიწყდა სრულებით ჩემი დარიგება. ესროლა მან აჩქარებით.პატარკაციძე წაბარბაცდა, მარამ არ წაიქცა, ტყვიამ გაუგლიჯა მარცხენე მხარი.
დაჰფარა რა მან თჳსი ტანჯვა, ანიშნა თითით მოუახლოვდეს მას ჩემი ძმა,-ალექსანდრე ათრთოლებულის მუხლებით დაემორჩილა მას!...
ამის მხილუჱლსა დამასხა ცივი ოფლი; მე ვხედავდი როგორ წყნარად მიუახლოვდებოდა პატარკაციძეს ალექსანდრე, ამასაც, როგორც შეაყენა ფეხზედ პატარკაციძემ მკუჱთელი ჩახმახი, ვნახეცა მრისხანედ და შეუბრალებელ თვალის დაკვირუჱბა პატარკაციძესი!... აი! მოუახლოვდა იგი; მე გამახსენდა ამ დროს მოხუცი დედა, მისი სიტყუჱბი, ჩემი აღთქმა და მოუჱლ მდგომიარობასა სიახლოუჱს სიგიჟისასა, - თვალთ დამიბნელდა, მე დამავიწყდა სულ: პატიოსნებაც, ნამუსიც და პირობაც. მე ამასღა ვიგონებდი, რომ თვალთა ჩემთა წინაშე, მიკვლენ ძმასა!...
მე უჱღარ მოვითმინე ეს ჟამი, მივარდი ალექსანდრეს, გამოვაყენე აქეთ, მიუშვირე გული და დაუყვირე: „მე მესროლე!...
პატარკაციძემ ჩამოაყენა ქუჱვით ფეხზედ ჩახმახი, მეტყუჱლი, განა ეგ პირობა გვქონდა? ხალხმაც გმობა დამიწყეს მე, გამომგლიჯეს ხელიდამ ჩემი ძმა,-ამ დროს გახმოვანდა თოფი და მისმა შეუბრალებელმა ტყვიამ წააქცია ძმა ჩემი, სიკვდილის პირობაზედ!...
რა გითხრა ძმაო? რა ნაირი ზარი დამეცა თავსა? მე დავსხლდი შემკაუჱბელთა ჩემთა ხელთაგან, მივარდი ალექსანდრეს და გონება დაბნეული უცქეროდიროგორ ებრძოდა ტანჯვასა და ანუ როგორ დაიხურნენ მშუჱნიერნი თვალნი მისნა საუკუნოდ!... ამ დროს გიშერა გაწყუჱტილის თოკით, მოიჭრა ამ გასისხლიანებულს ალაგს, შევარდა, ალექსანდრეს შეჰყეფდა და ულოკდა ენით დაკოდილსა.
ამ სახემ უმეტეს მაგრძნო. მე გაუჱქანე, ავიტაცე ხრმალი, რათა მომეკლა ჩემი ძმის მკვლელი, მარამ ვიხილე რომ პატარკაციძე დაედვათ საკაცეზედ, უგონოს გაშმაგებული მეწადა ამ სულთ-ბრძვის დროს მივარდნოდი და ამეკუწნა ფარა-ფარდად, გარნა შემიკაუჱს... თითქო ძილში შემომესმა გმობა და ლანძღვა ჩემთა თანა მოსამსახურეთა.
სხვა რაღა გიამბო? ამ უბედურებამ მოუღო ბოლო ჩემს სიცოცხლეს, ერთ-ხანად დავაპირე შინ წასვლა, მარამ რიღას პირით მენახა მოხუცი დედა. მოვინდომე მე, ანუ ომში დამეკარგა ჩემი უხმარი სიცოცხლე ესე, ანუ დავსაფლაუჱბული ვიყავ სიცოცხლით; პირუჱლსა პატივსა უჱრ უჱღირსე. აქ შორს ჩემის მშობლის ქუჱყანისაგან, არავისგან მცნობი, კიდენ თვალთაგან ცრემლის დილაჯას და თავში ცემით, ვცდილობ შეუმსუბუქო მწუხარება გულსა ჩემსა; მარამ აქამომდე მაღვიძებენ ღამით საშინელნი ზმანებანი: მე მეჩუჱნება ჩემი ძმა ალექსანდრე შესვრილი სისხლითა... დედა, მომაკვდავი მწუხარებით... და სასმენელთა ჩემთა მოესმისთ საშინელნი სიტყვანი სამღთო-წერილისა: „კაენ! სად არის შენი ძმა?...
დავით თაზიევი
![]() |
2.2 მოთხრობა პართენისა |
▲back to top |
მოთხრობა პართენისა.
(განგრძელება.)
ოდეს ქაიხოსრომან მოიტაცა სოფია, შეიპყრა იგი და შთასვა ეტლსა, და თჳთცა მასთანუჱ მჯდომარემან უბრძანა მონათა მჰსწრაფლ წარსვლა, და სრბით მოვიდოდნენ ცხენნი, ხოლო გზასა ზედა ეტყოდა ქაიხოსრო სოფიას. ესოდენ ჟამ გზასა ზედა შენსა ვალ და რაბამი სასჯელი გამოვსცადე, შერთჳსა შენისათჳს, გარნა სურვილი ჩემი დაშთებოდა ამაოდ; აწ რომელიმე აფრიკელი კაცი მოთრეულა და მისთჳს კნინღა ხელად შექმნილხარ და გსურს შეირთო, მზა-ვარ თავი ჩემი მივჰსცე სიკვდილას ვიდრემდის წარგიყვანდეს შენ და ღამესა ამას ჯერე არს ჩუჱნდა ქორწინებაი და ჯვარის-დაწერა; სოფიავ, იფიქრეთ რაბამსა ცთომასა შინა ხარ, რამეთუ არა სათნო გიჩნს სამცხისა მთავრის ასულს შერთვაი ათაბაგის-ძისა, და რომლისამე უცხოისა კაცისა შერთვა განმზრახ ხარ, ვითარი გონიერება არს. იგი არა თავსიდებს, რათამცა ქუჱყანასა შენსა დაადგრეს და იცხოვროს, უეჭუჱლად მიიქცევა მამულსა თჳსსა და შენცა თან წარგიყვანს, და უნდა სამშობლოს ქუჱყნისა შენისაგან დაიკარგო და აოხრებულ-ჰყო მამული შენი; ხოლო მე ვიდრე სიკვდილამდე დავადგრები შენთანა და მამულსა შენსა, უჱტყვი შენ, რამეთუ პირუჱლ მე უნდა მოვჰკვდე და შემდეგ უარი უნდა მითხრა.
მიუგო სოფიამ; მე თუცა ტყუჱ ვარ აწ და ხელთა შინა შენთა შეპყრობილ, მოკვლაცა ჩემი შენზედან დამოეკიდების და სიცოცხლეცა; გარნა უწყოდე სარწმუნოდ, რამეთუ მე მზა ვარ სასიკვდილოდ, ხოლო ნების მოცემა განზრახვისა შენისა აღსრულებისათჳს ყოვლადუჱ შეუძლებელ არს: ჰრქვა ქაიხოსრო, მაშა არცა ცოცხალი დაშთები უკეთუ ეგრეთ მიბრჯნილ ჰყოფ თავსა შენსა, მიუგო სოფია, წინადუჱ მოგახსენე. ყოვლისაუჱ სასჯელისა მოგებად ჩემდამო შემძლებელ ხარ, გარნა შერთჳსა შენისა და ჯვარის-დაწერისათჳს ჩემ მიერ თანხმობას უჱრაოდეს უჱრ ისმენ. ვინათგან გული ჩემი ადრეუჱ მიცემულ არს, და იწყო ტირილი სოფიამ.
შემდგომად მრავლისა სლვისა, მოიწივნენ ქალაქსა აწყურს: მაშინ ქაიხოსრო ეტყოდა სოფიას, აღირჩიე ერთი ორთაგან: ანუ წარვიდეთ ეკკლესიად და ჯვარი დავიწეროთ, ანუ აწუჱ თანამდებხარ წარსვლად ციხესა მას და მუნ პატიმარყოფაი შენი ვიდრე სიკვდილამდე. უკეთუ არა მორჩილმექმნე! მიუგო სოფია: ნება თქუჱნი არს. ადრეუჱ მოგახსენე, ჩემ მიერ ჯვარის დაწერის ნების-მოცემა შეუძლებელ არს. გნებავს მიმავლინე ციხესა და რაიცა სასჯელისა ყოფად გეგულუჱბის ჰყავ, და უკეთუ გნებავს უბრძანე და აწუჱ თავი მომკუჱთე და ამით სრულ ჰყავ სასჯელი ჩემი; არცა მაშინ მოცემა ნებასა უკეთუ თავი პართენისა შენს წინაშე მოვაღებინო მოკუჱთილი? ეტყოდა ქაიხოსრო მიუგო სოფიამ: გეფიცები ყოვლის შემომქმედსა, რაჟამს ეგე აღასრულო, მყის მიხილავ მეცა მასთანუჱ მკვდარსა. მაშინ განრისხდა ქაიხოსრო და უბრძანა მსახურთა შებორკილებაი სოფიასი და შეყვანება ციხესა და მძიმისა ჯაჭვისა დადება ქედსა ზედან და გუშაგთა დადგინება და ცუაი მისი.
აწ კვალადუჱ მოვიდეთ ჩემის წარმოსვლის ჰამბისადმი: მეორეს დღეს განუჱმზადენით მე და გორჯასპი და წარმოუჱდით სამცხეს; ოდეს მოვიწიენით ანჩეთს, გუჱსმა ჰამბავი ქაიხოსროს მიერ სოფიას დაპატიმარებისა აწყურის ციხესა; მუნ არღარა დადგრომილნი და მსწრაფლის სვლით წარმოსულნი მოუჱდით სლესას და მუნ დავადგერით; ვარქვ გორჯასპის მეორისა დღისათჳს განმზადება კაცთა: მაშინ უკუჱ შემემთხვია კაცი ბერძენი, მიმავალი სამთავროსა ჩემისასა, ამისთჳს ფრიად მოხარულმან, რამეთუ მაქვნდა მე ჟამი სარწმუნოდ მამისა ჩემისადმი წერილის მიტანისა, ღამესა მას დავჯედ და მივსწერე მამასა ჩემსა წერილი ესე:
უძვირფასესო მამაო!
ოდეს წარმოუჱდ სიციონიით, მოვიწიე ქუჱყანასა უჟიკთასა, ქალაქსა, რომელსა უწოდებენ შუჱნიერსა სამართლადცა სახელდებულსა, ვინადგან არს ყოვლითაუჱ შუჱნიერ და კეთილ, ჰაეროანი, და მდებარეობითა უცხო, განვიზრახევდი მოხილვასა ქალაქისა მის, და შემდეგ მცირედის დროისა მუნ-ყოფასა შინა, კვალადუჱ მოქცევასა მამულად: გარნა წინადუხილავმან შემთხუჱვამან მოაწია ჩემდა ფრიადიგანსაცდელი და მწუხარებაი, რომლისაცა გამოცხადებისათჳს წინაშე თქუჱნის უმაღლესობისა, რაოდენ მეშინის, ეგოდენ და უმეტეს მრჰცხუჱნისცა; ხოლო უძვირფასესო მშობელო! თავსა ჩემსა ვჰრაცხ უბადრუკად, რომელი მიუცილებელადცა არა თანა-წარხდომად არს ჩემდა, უკეთუ დავჰფარავ თქუჱნგან მას და ყოუჱლსა გულის ჩემისა საიდუმლოსა: მოულოდებელად შემემთხვია ერთის რომელისამე ყრმა ქალისა ხილვაი, ქალი იგი იყო სამცხრის მთავრის ასპარისა, რომელი დაშთა შემდეგ მამისა თჳსისა მხოლოობით მემკვიდრედ ყოუჱლსა მონაგებსა მისსა ზედა, ერთიოდენ მარტოდ დედაი უვის, ჰქონან ფრიადნი ყმანი და მამულნი და ურიცხვი სიმდიდრეი, რომლისაცა დაწვლილებით აღწერად უჱრ შემლებელ-ვარ; მხუჱდრმან ჩემმან შეამთხია ბადესა სიყვარულისასა, გავბედავ უძვირფასესო მშობელო მოგახსენო! რამეთუ დავიწინდეცა ქალსა მას ზედა, სახელად ეწოდებოდა სოფია: პირუჱლ მოსლვისა ჩემისა ქუჱყანასა ამას, აშიკად უკუჱ შეჰქმნოდა ყვარყვარე ათაბაგის ძეი ქაიხოსრო, ჭაბუკი ახოვანი, და ჰაეროვანი. გარნა ქალსა ქალსა მას არა სათნო უჩნდა შერთვაი მისი და არცა დედასა მისსა სურდა; ამისთჳს მზირ იყო კაცი იგი, და ეძებდა ჟამსა მარჯუჱსა მოტაცებისა მისისათჳს.
ხოლო ოდეს დავიწინდე ქალსა მასზედა, მეორეს ღამეს შურით აღბორგებული იგი დაესხა სპითა სახლსა მას, სადაცა იდგა ქალი იგი დედით თურთ, და წარიტაცა და ისწრაფა წარყვანებაი მისი მამულსათჳს. მე უკუჱ წარმოუჱდ მოძიებად ქალისა მის, მოვიწიე რა სამცხრის ქალაქსა სლესას, შემემთხვია კაცი ესე, რომელმანცა მაუწყა ყოუჱლიუჱ ჰამბავი ქალისა მის, ვითარმედ პატიმარ-ქმნილ არს ციხესა აწყურისასა ქაიხოსროს მიერ: კაცი ესე მოვიდოდა ქუჱყანასა ჩუჱნსა, ამისთჳს ჩემდა თანანადებად შევრაცხე მორთმევა თქუჱნის უმაღლესობისადმი უქუჱშევრდომილესის წერილისა. დარწმუნებულმან ვანადგან მამობრივი გული თქუჱნი მომლოდინე იქმნებოდა ჰამბისა ჩემისა სმენისათჳს: ხოლო მე ვჰგიე მადლითა შემომქმედისათა უვნებელად და მრთლად უკეთუ განმარინებს ღმერთი საფრთხესა ამას, რომლისაცა ასპარეზსა წინამიძს შესვლაი: უძვირფასესო მამაო! მოხედე ძესა გულით ტკივნეულსა და მუჱდრებელსა, მიბოძე ნება, უკეთუ მომანიჭებს ზეგარდამო ძალი ტევისა მის ხსნისა, რათამცა ვიქორწინო და მისითურთ მოვიქცე ამბორყოფად ფერხთა თქუჱნთა; მასთანუჱ წამრმომივლინე მამობრივი კურთხევაიცა შენი, რომელი იქმნეს დასაყრდნობელად ბედნიერებისა ჩემისა.
უქუჱშევრდომილესი ძეი პართენი.
და ვითარცა წერილი იგი მიუჱც კაცსა მას, უჱუჱდრე პირის-პირ მირთმევისათჳს მისისა მამისა ჩემისადმი: ხოლო მეორეს დღეს განუჱმზადენით აწყურად წარსლვისათჳს, გორჯასპიმანაცა მოიყვანნა აღრჩეულნი და მხნენი ჭაბუკნი, შეჭურვილნი საომარის იარაღითა; წარუჱმართენით და მისრულთა კოტხას დავიბანაკეთ. ხოლო მე შევიმოსე უბრალო სამოსელი და წარუჱდი ღამესა მას, შეუჱლ ქალაქად აწყურს, განვლე ახლოს ციხისა და ვიხილენ გუშაგნი ციხისანი მდგომარენი ბჭეთათანა, ვჰკითხე მათ, ვინ არს თქუჱნ შორის თავი ციხისა, მიჩუჱნეს კაცი პატიოსანი ჰაეროვნებითა და მოხუცებულისა წელთა მიწევნილი. მოუჱდ მისდა და თაყვანის-უჱც და ვითარცა შემომხედა, მჰრქვა: ვინა ხარ ძმაო და სადით მოსრული. მე მივუგე სამცხელი კაცი გახლავარ, და თქუჱნთან გიახელ, საიდუმლოდ მოსახსენებელი რაიმე მაქვს, ნება მიბოძე მცირეს ხანს თქუჱნთან საუბრობისა; მრქვა, მოდი ძმაო, რა გნებავს ჰსთქვი და შემიყვანა სახლსა: მაშინ ვიწყვ ტირილი, რომელმანცა განმაცვიფრა კაცი იგი, ვუთხარ: გაფიცებ ღმერთსა ცხოუჱლთა და მკვდართასა, ნუ დაფარავ ჩემგან, მარქვის ვისა ჰსცავთ ციხესა ამას აწ? მაშინ კაცმან მან ციხის თავმან მჰრქვა, ძმაო ვინახარ, და რად ეგრეთ მწუხარებით მკითხავ, მიუგე უკეთუ მეტყვი ვის უკუჱ ჰსცავთ, მაშინ თჳთოეულად გამოგიცხადებ მწუხარებისა ჩემისა მიზეზსა; მჰრქვა კაცმან: ძმაო, შიშითა სიკვდილისათა აღკრძალულარს ჩემდა გამოცხადება ჩუჱნ მიერ ცულთა პყრობილთათჳს, გარნა ვანადგან მაფიცებ და გხედავ ესრეთ მწუხარედ და მხურვალითა გულითა მთხოუჱლად, გეტყვი ჭეშმარიტსა, გარნა ეკრძალე, რათა არავინ ჰსცნას ეგე შენ მიერ, რამეთუ მყის მიგეხდების სიცოცხლეი შენი და ჩუჱნცა ყოუჱლნი უჱრ განუჱრებითსიკვდილისა: ამისთჳს ფიცით აღუთქმიდი მას და უჱტყოდი, რამეთუ თქმული მის მიერ დაშთების მხოლოდ ორთა მათ გვამთა შორის, და თავსაცა ჩემს შევრაცხ თანამდებად სიკვდილისა, უკეთუ ჩემ მიერ საცნაურ იქმნეს ესე.
მაშინ კაცმან მან მითხრა, ძმაო მთავრისა ჩუჱნისა ძემან ქაიხოსრომ მოიტაცა შუჱნიერი ასული მესხთა მთავრის ასპარისა, და ვინადგან არ ეთანხმა შერთვასა ზედან მისსა ცოლად, ამისთჳს პატიმარ-ჰყო იგი ციხესა ამას და შებორკილებული დატვირთულ არს მძიმითა ჯაჭვითა, და ესოდენ მკაცრად დაცულ არს, რამეთუ ესე ერთი უკუჱ თთუჱ არს, ვინადგან არა უხილავს მას არცა ცაი და არცა ქუჱყანა, და განლეულ არს ნამეტნავის მწუხარებით და ტირილით, კნინღა მიიწევის სიკვდილად.
მესმა რა კაცის მისგან, ვიცემდი თავსა და პირსა და ვსტიროდი ცხარის ცრემლით; მაშინ მომდრეკელი მუხლთა დავარდი წინაშე და ვჰარქვ, ძმაო, მიიღე ჩემგან რაიცა გსურს და მიჩუჱნე ქალი იგი, მომიგო. რაისა მეტყვი მე ჭაბუკო, და ანუ ვინ ხარ, და რომლის სახით მეტყვი მე ჭაბუკო, და ანუ ვინ ხარ, და რომლის სახით განიზრახავ რათამცა იხილო იგი ოდეს ბრძანებულ არს შიშითა სიკვდილისათა, რათა კვირაში ერთგზის განვაღოთ კარნი საპყრობილისა მის და მივსცემდეთ ქალს მას მცირედსა პურსა და წყალსა, ხოლო კარნი იგი არიან დაბეჭდილ ბეჭედითა მთავრისათა: აწ უკუჱ განიზრახე ვითარ ძალგვიძს რათამცა გიჩუჱნოთ იგი. ვჰსცან რა ესე ყოუჱლი კაცისა მისგან, დავჰკარგემცა სიცოცხლეი ჩემი, უკეთუმცა არა განმხნობილ-მექმნა თავი ჩემი სხვითა იმედითა, გარნა ტირილით კვალადცა უჱტყოდი, გაფიცებ ღმერთსა, უკეთუ არ მიჩუჱნებ ქალსა მას, მაშა წერილი მიეც სადითმე, რომლითაცა მცირედრე განუსუჱნოთ ვნებულსა სულსა მისსა, კვალადცად ვჰსძინე, ძმაო უკეთუ თანახმა მექმნე თხოვნასა ჩემსა ზედა, მაშინ აღგავსო ყოუჱლითა კეთილითა და სიუხვითა ნიჭთათა, მდიდარ-გყო ესრეთ, რამეთუ შენებრ მდიდარი სათაბაგოსა შინა არავინ იყოს, და გყო მთაურად (მთაურად) ასპარის სახლსა ზედა, და განაგებდე მას სურვილისა შენისამებრ, უკეთუ მიჩუჱნო საშვალობა ესრეთი, რომლითა ვიხსნა უბრალო და უბიწო ქალი იგი, და შენცა ჩუჱნთანუჱ წარმოხვიდე, უკეთუ აღასრულო უჱდრი ჩემი, გეფიცები მას, რომლისათჳსაცა იტანჯების გული ჩემი, რამეთუ კნინღა ნახევარი ქალაქისა მის საუნჯისა მოგანიჭო; უწყი ძმაო რამეთუ არს აგი ასული დიდებულისა და მრავლისა ცხოვრებისა მექონი, არა რაიმე დავზოგო ჯილდოდ კეთილ მოქმედაბათა შენთა თჳს მაშინ მომხედა კაცმან მან და მითხრა, მიკვირს ჭაბუკო! რამეთუ ეგრეთ ხელურად უბნობ, სახისაგან შენისა ვჰცნობ, რამეთუ დიდის კაცისაცა შვილი ხარ, ხოლო საუბართა შენთაგან დამტკიცდების, უგუნურება და უმეცრობაი შენი; მიხედე რაოდენი უკუჱ კაცნი არიან გარდა ჩემსა მცუჱლად, თუცა მე ვარ მთავარი მათი, გარნა მუნამდე, არ მომცემენ ნებასა, რათამცა ესე ვითარითა მზაკვრებითა ვიხელოვნო, და უსათუოდ ერთსა რომელსამე უმცირესისა ცვლილებისა ჟამსა დაასრულებენ სიცოცხლესაცა ჩემსა; ხოლო რაიცა თჳს ეყვის წიგნის მიტანასა და მისდა მიცემას, მაგისათჳს ძალმიძს გმსახურო და აღვასრულოცა; მიუგე კაცსა მას, მაშაროდის შეიძლება წიგნის მიტანა, და მისცემთა მას პასუხისა მის მოცემის ნებას? მითხრა კაცმან მან, შენ წიგნი დასწერე მომიტანე და პასუხის მოცემისათჳს ნუ ზრუნავ, მაგისათჳს მე ვუწყი, ვითარის სახით გამოვართვა პასუხი; მაშინ აღმოვიღე უბით ასი ოქრო და მიუჱც კაცსა მას და ვარქვი, ხვალ მოვალ და წიგნსაც მოგიტან და განუჱშორე კაცსა მას.
მოუჱდ კოხტას და ყოუჱლიუჱ დაწვლილებით უამბე გორჯასპის, შესწუხდა ფრიად და სტიროდა მწარედ; მაშინ მოვიღე ქაღალდი და საწერელი, დავსჯედ და მივსწერე ესრეთ:
სულისა ჩემისა უტკბილესო სოფია!
ვაი ჩემდა! რამეთუ მესმა შენი ესე ვითარი უბადრუკებითი შეთხუჱვააი, ოი, მე უბადრუკსა და სვისა თჳსისაგან მიხდილსა და მოკლებულსა, ვაი! დანთქმულსა ჯურღმულსა მწუხარებისა და ვაებისასა, სად ვიყავ მე ყოვლად უბადრუკი დროსა შენზედან ზედა დასხმისასა, ოდეს მძვინვარეი იგი მხეუჱლი მიგიტაცებდა წიაღთაგან დედისა შენისათა; მსმენელი შენის პყრობელობისა და მასთანუჱ უშესაბამოდ ცვისა და სასჯელისათჳს, ვიტანჯები ყოუჱლსა წამსადა გული ჩემი განჰსწონა მახვილმან გამოუთქმელისა მწვარებისამან; გეტყვი შენ საყვარელო ჩემო, დედამან შენმან მომავლინა მე და სახლთუხუცესი შენი გორჯასპი მხედრობითა შენის ხსნისა და განთავისუფლებისათჳს, და მოწევნილნი ახლოს შენსა დაბანაკებულ ვართ, ვჰპოე ჟამი მარჯუჱი შენდა წიგნის მოწერისა, ამისთჳს ყოვლადუჱ შემძლებელ ხარ, რათა სრულიად და თჳთოეულად მაცნობო ჰამბავი შენი, მე თჳნიერ შენსა ცოცხალი არაოდეს არ წავალ და სიცოცხლეცა ჩუჱნი განგვიმზადებიეს ხსნისა შენისა შესაწირავად, და ვსასოებთ ზეგარდამოისაგან, რათამცა მან განამტკიცოს ძალი ჩუჱნი შეწევნისათჳს შენისა.
შენი პართენი.
წერილი ესე მიუტანე მეორეს დღეს ციხის-თავსა მას და მიუჱც, რომელმან გამომართვა და მჰრქვა, მეორეს დღეს მისვლა მასთან იდუმალ პასუხისაცა მიღება, მაშინ მოვიქეც და მოუჱდ ბანაკად ჩუჱნსა და უჱლოდი სოფიასაგან პასუხსა.
მეორეს დღეს ადრე აღვსდეგ და წარუჱდ ციხის თავისადმი, მიხილა რა კაცმან მან, მყის მომეგება, აღმოიღო უბით წიგნი და მომცა, მივიღე და თრთოლით განვხსენ და წარმკითხუჱლმან ვჰსცან ესე.
უძვირფასესო ჩემო პართენ!
გმადლობ ყოვლისა ნუგეშინისცემისა მიზეზსა, რამეთუ არა დამიტევა მე უკანასკნელთაცა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა შენ მიერ ნუგეშინის უცემელად, სულო ჩემო! წერილი შენი მივიღე მრავლის მწუხარებით აღვსილი ჩემის ტყუჱობისა და უბადრუკებისათჳს, რომლითა მკითხავ მდგომარეობასა ჩემსა; საყვარელო ჩემო! არ ვუწყი, ვით აღგიწერო მდგომარეობაი ჩემი, უკეთუ სრულის სიმართლით, მაშინ სარწმუნოდ ვუწყი, რამეთუ ჰამბისა ჩემისა სმენაი განჰსწონს, ვითარცა მახვილი გულსა შენსა და მოგწყლავს, და უკეთუ დავჰფარო შენგან, ამისთჳსაცა მეშინის, ნუ თუ წერილი ესე იყოს ჩუჱნ შორის უკანასკნელ მოციქულად და ურთი ერთისა ჰამბისა მომთხრობელად, ვინადგან უწყალოსა მის მტანჯუჱლისა ჩემისაგან მომცემიეს პაემნად ათორმეტი დღეი, ჩემ მიერ მისდა გარდაწყუჱტილის პასუხისა მისაღებელად, შევირთავა მას ანუ არა; ხოლო პაემნად მოცემულთა დღეთაგან სამნიღა ოდენ დღენი დამშთომიან; ამისთჳს ჩემდა სათანადოდ ვჰრაცხ, რათა გაუწყო შენ უკანასკნელი ანდერძი ჩემი და აჰა თუ რაი? საყვარელო ჩემო! მე ვარ პყრობილ ციხესა ამას ერთი მარტოდ ოდენ, დატვირთული მძიმეთა ჯაჭვთა მიერ და ბორკილითა, განლეულ არს სრულიად ხორცი ჩემი რკინათა მათთაგან და იხილუჱბიან შიშუჱლნიცა ძვალნი ჩემნი, საგებელად მაქვს ცარიელი მიწაი, ხოლო ზემოდამ დასახურავად ერთი ოდენ სართული სახლისა, რომელსა შინა ვიმყოფები, და ვითმენ ფრიადსა შიმშილსა, ვინადგან ესე ოც და ათი უკუჱ დღეი არს, რამეთუ გარდა ცარიელისა პურისა და წყალისა არა რაიმე მიმიღიეს: ვჰმადლობ ყოვლისა შემძლებელსა ღმერთსა და ვჰსასოებ, რათამცა მან განამტკიცოს ძალი ჩემი დადგრომად პირის პირ მძლავრისა მის, და შეუძვრუჱლად დაიცვას უბიწოებაი ჩემი, მე სრულიად დამივიწყებიეს სიცოცხლე და არსება ჩემი და არცაღა თუ მცირედ ვზრუნვავ მისთჳს გარნა ერთი ოდენ მაქვს საწუხრად და აჰა! რაი? რამეთუ თჳნიერ სილვისა შენისა ვჰკვდები: აწ გეუჱდრები ისმინე ჩემი, სიცოცხლეო ჩემო! მე მტკიცედ ვჰსდგა ჰაზრსა ზედა თჳსსა, მაშა მიუცილებელ იქმნების წარწყმედაცა ჩემი და აღსასრული ჩემი სათანადო იქმნება რათამცა შენცა იხილო, ამისთჳს გამცნებ და გეუჱდრები, არ დაუტეო გვამი ჩემი აქა, არამედ წარიღე და დაჰფალ ეკვდარსა მამისა ჩემისათანა სასაფლაოსა წინა-პართა ჩუჱნთასა, რამეთუ მე არავინ მივის სხვა, გარნა ოდენ ერთისა დედისა, მას უკუჱ შეგუჱდრებ შენ ვითარცა ძესა მისსა ხოლო მეუღლესა ჩემსა, თუცა ჯერედ შეუღლებელისასა გარნა სულით და გულით შენთანა საუკუნოდ შეერთებულისასა მეუღლეობისა კავშირითა: სიცოცხლეო ჩემო! ყოუჱლიუჱ ყმანი და მამულნი ჩემნი შენდა მომინიჭებიეს; გარნა კვალადცა ერთსა გთხოვ, ვინადგან ხარ ჯერედ ჭაბუკი, თანაგიძს ცოლისა შერთვაი, მაშა შეირთე დედის დისა ჩემისა, ასული ანნა, რომელი შენ პირუჱლად ჩემთან მოსაუბრედ იხილე და რომელმან მომცა პირუჱლი ჰაზრი შენის შერთჳსა, გარწმუნებ, უმჯობესსა ქალსა უჱრა ჰპოებ ქუჱყანასა ჩუჱნსა: ამასთანუჱ გეუჱდრები, მოითმინო აქა, ვიდრემდის მოიწეოდეს განჩინებული ჩემთჳს აღსასრულისა დღეი, რათამცა პირუჱლ აღსასრულისა ჩემისა ღირს ვიქმნე ვითარმე სახით ხილვასა შენსა, და მივსცეთ ურთიერთსა უკანასკნელი ამბორის ყოფაი, ნუ უზომოდ ჰსწუხ ჩემთჳს, ვინადგან ღვთისა მიერ იყო განსაზღვრებულ უბადრუკებაი ესე, მაშა არცა თანა-წარმხდებოდა; ნუ დაივიწყებ შენდა თავშეწირულს სოფიას, და უკეთუ შეიძლებ რათამცა შემოხვიდე ციხესა ამას და მიხილაო, მაშინ უკუჱ აღსდგებიან დასხნილნი და დამდნარნი ძალნი ჩემნნი, და განმტკიცნდეს სიკვდიდ მიახლებული სული, და მაშინ გმირებრითა ბიჯითა განვიდე ასპარეზსა აღსასრულისა ჩემისასა, და მით ვარცხვინო უსახურსა მტანჯუჱლსა ჩემსა.
შენი სოფია.
წარვიკითხე რა წერილი ესე, დავარდი ქუჱყანად და შევჰსძახე ხმითა დიდითა, ვაი მე! უბადრუკო თაო, ერთ გზის შენისა სამშობლოსა და ქუჱყანისაგან დანთქმულო, და აწ მეორედ უაღრეს უშრეტსა ცეცხლსა შთავარდნილო, ვაიმე! სოფიავ! სიცოცხლისა ჩემისა განმამტკიცებელო ნუგეშო, და აწ უშრეტის ცეცხლით და ხორცით განმლეუჱლო, თვალთა ჩემთა ნათლის დამშრეტელო! ვაიმე უბადრუკმან! რაი ვჰყო? ვის მივმართო, ვითარ თავსვიდვა ნარნართა შენთა ხორცთა რკინათა მიერ დაბძარვა, ვით ვიტვირთო, პყრობილებაი შენი, ანუ შიმშილი, ანუ წყურვილი, გინა უსაგებლობა და უკანასკნელ სიკვდილი; დამეცენით მთანო და კლდენი, დამთქი ქუჱყანაო, მიგლოუჱთ მშობელნო, მე პირუჱლ სოფიას სიკვდილისა აღვხოც სიცოცხლესა ჩემსა. მიუჱქეც ციხის-თავსა მას და ვუთხარ ტირილით, დაფუცებ ყოვლისა შემომქმედსა, და თავსა შენსა და ყოუჱლთა საყვარელთა გულისა შენისათა, ღირს მყავ მე უკანასკნელს ამას ჟამსა რათამცა ვიხილო ნუგეში ცხოვრებისა ჩემისა, გინა ხელითა შენითა აწუჱ მომკუჱთე თავი. მიიღე ამისთჳს, რაოდენიცა გსურს ჩემგან სასყიდელი და ნუ მოაწევ ჩემზედ ესე ვითარსა უბადრუკებასა, რათა არა მახილვო თვალითა ჩემითა სოფია, ვიტყუჱბდი მწარედ და სისხლით შეივსვრიდი სახესა თჳსსა, რომელნი გარდმომდინდებოდნენ ნაცემისა მისგან ხოლო უკანასკნელ ვიხადე მახვილი და მეგულუჱბოდა განგმერაი ჩემი, გარნა ყოუჱლთა ამათ უჱდრთა და მოთქმათა ჩემთა, უჱრცა თუ მცირედ დალბილებულ ჰყუჱს ქვად-ქმნილვი გული კაცისა მის ციხის თავისა: დავშთი უსასოდ, უკანასკნელ მივიქეც ბანაკად; წარვუკითხე წერილი სოფიასი გორჯასპის, მსმენელი მისი მიიწეოდა სიკვდილად და სტიროდა სავალალოს ხმით, და მასუჱ შეუდგებოდნენ სხვანიცა მუნ მყოფნი.
მაშინ ყოუჱლთა ერთ-ხმად შესძახეს, ჩუჱნდა საკიცხელ-არს, რამეთუ პატრონი ჩუჱნი არს ესე ვითარსა მწუხარებასა დატეუჱბულ, თანამდებ-ვართ რათამცა შევჰსწიროთ მას თავნი ჩუჱნნი და თჳთ უკანასკნელიცა წუჱთი სისხლისა: მეცა ვარქვ, ძმანო აწ არს ჟამი თავთა თჳსთა დაუზოგუჱლობისა და ჯერ-არს აწუჱ მივმართოთ ციხესა და ყოუჱლიუჱ აღვმხედრდეთ და ერთბამად დაუჱსხათ გუშაგთა ციხისათა და ყოუჱლნიუჱ განვაბნივნეთ; მაშინ უკუჱ შევიჭურენით საომარის იარაღითა და შევსხედით ცხენთა და წარუჱმართენით, და მივიწიენით რა აწყურს აღვუზახეთ ხმა მესხური და ერთბამად მივმართეთ, მაშინ მოულოდებელითა ამით ზედ-დასხმითა ჩუჱნითა მცუჱლნი ციხისანი შეძრწუნებულნი განიბნივნენ, მივმართე თჳთ მე და გორჯასპიმან კარსა საპყრობილისასა, რომელსაცა ცულ-იყო სოფია, შევმუსრეთ კარნი იგი, შეუჱდ შინაგან საპყრობილესა მას ვიხილე სოფია მწოლარე მიწასაზედა და შეკრული ბორკილითა და ჯაჭვთა მიერ, მყის მივვარდი და შევმუსრე ბორკილი იგი და აღვხსენ ჯაჭვიცა ქედისაგან სოფიასა, აღვუდგინე, უპყარ ხელი და წარმოვიყვანე და ვარქვ საყვარელო ჩემო, ნუ თუ უჱღარ მიცნობ, რასათჳს ეგრეთ გონება მიხდილ-ხარ, მე ვარ პართენ, სოფია ბგერისაგან ბჭეთა მათ შემუსვრისათა, შეძრწუნებული ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ მიყვანდათ თავის მოსაკუჱთად ბრძანებითა ქაიხოსროსითა. იყო იგი გონება მიხდილი შიშითა სიკვდილისათა, და ოდეს ვარქვ სახელი ჩემი, მაშინ მცირედ ცნობასა მოვიდა და შემომხედა მე, მაშინ უჱტყოდი სოფიას, საყვარელო ჩემო! მხნედ იქმნენ, რამეთუ გუჱგულების ამიერ ლტოლვაი და სრბითსლვაი: ვიდრემდის ჰსცნობდნენ ჰამბავსა ჩუჱნსა და შეგვიდგებოდნენ; მაშინ მჰრქვა სოფია, პართენ ხედავ, ბორკილთა მიერ დაწყლულებულთა ფერხთა ჩემთა, ვითარ ძალმიძს ცხენსა ზედა შეჯდომა და ლტოლვაი; მაშინ გორჯასპიმ მოიყვანა ცხენი და მჰრქვა აღსვი და შენცა შემოჯექ და ხელთა იპყარ და ეგრეთ ვივლტოდით ქალაქით, და მსწრაფლის სლვით მოვიწიენით სოფელსა ურაუჱლს, მუნ გარდავხდით და მცირედ განვისუჱნეთ, შეუხვიე სოფიას წყლულნი დამდებმან სალბუნთამან, განუმტკიცე ძალი შიმშილით მოუძლურებული, მიმღებელსა საზრდელთა და ღვინისასა, გარნა ხშირად იქმნებოდა შეღონებულ სისუსტისაგან, ხოლო შემდგომად მცირედის ჟამისა წარუჱმართენით მუნით და მივიწიენით საზღვარსა სამცხისასა და დავზდეგით მცირესა სოფელსა და მუნ განვისუჱნეთ ღამესა მას,
მეორეს დღეს აღსდგა სოფია და მიმოიხედვიდა განღვიძებული ძილისაგან და აღმოიოხრა სიღრმისაგან გულისა და იტყოდა, გმადლობ სახიერო ღმერთო რამეთუ იხსენ უძლურებაი ჩემი ხელთაგან მძვინვარეთასა და უსუსურება ჩემი ყმათაგან ლომთასა, შემდგომად მოიქცა და მჰრქვა: გმადლობ უსაყვარესო მეგობარო ჩემო. მხსენლო მხოლოდ შობლისა და უპატრონოს ასულისაო, მიიღო ჯილდო ახოვნებისა შენისათჳს სიცოცხლეი ჩემი, და თავი, რომელიცა შენ შეგწირე უკუნისამდე და ვიდრე უკანასკნელს აღმოფშვინამდე; გმადლობ უერთგულესო სახლთუხუცესო გორჯასპი, შენ უკუჱ აღასრულე თანამდები შენი, აწ ვუწყი ჭეშმარიტად, რამეთუ არა დაგივიწყებიეს მამის ჩემისა ღვაწლი და შენდამო ჩუჱნებულნი წყალობანი; გმადლობ თქუჱნცა ყოუჱლთა მსახურთა და ერთგულთა ყმათა ჩემთა რომელთა არა დაზოგენით სიცოცხლენი თქუჱნი თვალით სახილავისა სიკვდილისაგან ხსნისათჳს ჩემისა; თქუჱნ ყოუჱლთაუჱ მოგანიჭებ ოცის წლისა სითარხნეს და თჳთოეულს თქუჱნგანისათჳს ოც და ათი თუმანი მიბოძებიეს, რომელსაცა აღასრულებს გორჯასპი შემდეგ მისვლისა ჩუჱნისა სლესად: გორჯასპის მივანიჭებ სოფელსა ტანძიას, მუნ მოსახლეთა ერითურთ საუკუნო საშვილი შვილოდ, ამისთჳსუჱ ვჰსთხოვ საყვარელსა ჩემსა პართენს, მანაც ესე ყოუჱლი დაამტკიცოს; შენ უკუჱ სულისაგან უტკბილესო პართენ, არვიცი რაი გიძღვნა, გაძლევ თავსა ჩემსა და ყოუჱლსაუჱ საცხოვრებელსა და სამთავროსა მამისა ჩემისასა, მშობელსა ჩემსა დედასა ხვარაშანს რომელისაცა ხარ ძეი და პატრონიცა მისი: აწ გმართებთ არღარა დაჰყონოთ წარსვლაი ჩუჱნი, ვინადგან მდევნელი ჩემი უჲჭუჱლად ჰსცნობდა ჰამბავსა ჩუჱნსა, და უჲჭუჱლადცა შეგვიდგება სპითა, ამისთჳს სათანადო არს მივისწრაფოთ ქალაქსა და მხედრობაცა განვაწყოთ პირის პირ მისა: შემდეგ წარვგზავნეთ მახარობელი ხვარაშანის მიმართ და მივსწერე წიგნი და ყოუჱლიუჱ ზემოწერილი რაიცა შეემთხვა სოფიას, და ჩუჱნცა წარუჱმართენით გზასა.
და ვითარცა მიუვლინეთ ხვარაშანს მახარობელი სოფიას გამოყვანისათჳს პყრობილებისაგან, მოუჱდით ანჩეთს; მაშინ მოიჭრა კაცი, რომელმაცა გვაუწყა ვითარმედ ქაიხოსრო მცნობელი სოფიას ციხით გამოყვანისათჳს და მიტაცებისა ჩუჱნ მიერ, და გუშაგთაცა მოწყუჱდისა. მყის აღმხედრა შემომკრები რავდენთამე ათასთა ცხენოსანთა და მოსწრაფებით მოვიდოდა; მეყვსეულად მოვუწოდე სახლთ-უხუცესა გორჯასპის და ყოუჱლიუჱ კაცისა მის მიერ უწყებული უამბე და ვარქვი, გვმართებს აწ მხედართა ჰრჩეულთა სამცხისათა და ბრძოლასა შინა გამოცდილთა, რათა ოდეს მოგუჱახლოს ქაიხოსრო, განუჱწყვნეთ ბრძოლად პირის პირ მისა; ხოლო სოფიას ჰმართებს შევიდეს ციხესა და ელოდეს ბრძოლისა მის დასრულებასა. მაშინ გორჯასპი მიიქცა გარემო სოფლებთა შორის და შემოკრიბნა ლაშქარნი, გარნა არა უმეტეს სამიათასთა ცხენოსანთა, შევიჭურე მეცა საომარისა იარაღით; არა მრავალთა ჟამთა შემდგომად ვიხილეთ, რამეთუ გამოჩნდა ლაშქარი ქაიხოსროსი, რომელი მოეახლა ქალაქსა, მაშინ ჩუჱნცა ქალაქით გასრულნი მიუჱგებენით და დაუწყეთ ურთიერთსა ტყორცა ისართა და იქმნა ხრმლისა და ლახტისა ტრიალი, განიგრძო ომი ვიდრე სამსა საათამდე და ორისაუჱ მხრით მოსწყდებოდნენ სიმრავლითა, გარნა მესხნი მარად გამოცდილნი ბრძოლასა და ახოანნი ერნი, მრე ექმნებოდნენ სათაბაგოელთა, შემემთხვა ქაიხოსრო ფიცხელად და ამაყად მბრძოლი შორის დასებთა, მაშინ მიყივლა, ეი! მაცთურო, ჰგონებღაა თავისა შენისა ხელთა ჩემთაგან განრინებასა? აწ გამოსცადე მკლავი ჩემი, გამოუჱდ უკეთუ მამაცხარ პირის-პირ ჩემსა და ვჰბრძოდეთ ურთიერთსა; მაშინ მიუჱტიუჱ მას და ვასხი ორნი ისარნი მხართა და გადავარდა ცხენით, მივიჭერ, მეგულუჱბოდა თავის მოკუჱთაი მისი, გარნა მსწრაფლ მოვიდა გორჯასპი და არღარა მიტევა მოკვლად მისდა, არამედ თოკითა შეჰკრა და წარმოიყვანა, მაშინ აღუტეუჱთ ხმა მესხური ლაშქართა ჩუჱნთა მიმართ, და მიმართს სათაბაგოელთა, და წარიქციეს და პირითა მახვილისათა ჰსდევნიდნენ მათ, ვიდრე ათხუთმეტსა სტადიონსა. ხოლო ქაიხოსრო წარმოვიყვანეთ ქალაქად, და სოფიაცა გამოვიდა ციხით და იხილა დაკოდილი იგი და ტყუჱ ქმნილი; მაშინ ვარქვი მას, უგუნურო, პირითა შენითა ჰსთქვი, რა ჯერ არს შენდა ყოფად, ქალისა შენითა ჰსთქვი, რა ჯერ არს შენდა ყოფად, ქალისა ამის უსამართლოდ და მძვინვარედ მტანჯუჱლისა? მაშინ ქაიხოსრო მუხლთა მომდრეკელი გვთხოვდა მიტეუჱბასა, ხოლო სოფიამანცა მჰრქვა, მიუტეუჱ მაგას შეცოდებანი და უგუნურებანი მაგისნი, მაშინ უჱტყოდი ქაიხოსროს, გესმის შენდამო მოცემული ნიჭი, ნაცვლად სიკვდილისა სოფია მოგანიჭებს ცხოვრებასა და არა სურს მოგება ბოროტისა ბოროტისა წილ: ამას ზედა დავარდა ქაიხოსრო მიწად და თაყვანის გვცა, და შეიკვროდა საშინელის ფიცით, რამეთუ ამიერითგან იქმნების მორჩილ და ერთგული ჩუჱნი მოყვასი; მაშინ განხსნეს იგისაკრუჱლთაგან და განუტეუჱთ, მიუჱვით რავდენიმე კაცნი და წარემართა მამულსა თჳსსა, ხოლო ჩუჱნ მუნით წარმოსული მეორეს დღეს მოვიწიენით ქალაქსა შუჱნიერსა, ვითარცა მიუჱახლეთ სახლსა, მორბოდა ხვარაშან სიხარულით და შეგვიტკბობდა ვითარცა ასულსა თჳსსა, ეგრეთუჱ მეცა, და ამბორს გვიყოფდა; შეუჱდით სახლსა სიხარულით და აწ ვიწყეთ ლხინი და განცხომა; მაშინ მეტყოდა ხვარაშან: შვილო პართენ! აწ ნურღარა დააყოვნებთ ქორწილსა თქუჱნსა! მაშინ მივუგე და ვარქვი: დედაო! ვითხოვ მცირედრე მომითმინოთ, ვიდრე მივიღებდე მამისა ჩემისა მიერ ჩემ მიერ მისდამი სლესით მიწერილის წიგნისა პასუხსა; მაშინ ხვარაშან დაფიქრდა და მეტყოდა, პართენ! უწყითა სარწმუნოდ, რამეთუ მიიღებთ მამის თქუჱნის წერილს? უჲჭუჱლად დედაო, დარწმუნებულ ბრძანდებოდეთ: განიზრახეთ, მშობელთ უნებურად ქორწინებას და ცოლის შერთვას რაი წარმატება ექმნების?
მსურდა მწუხრად წარსვლა კვალადუჱ ჩემს ძუჱლს სადგომს, გარნა ხვარაშან და სოფიამან არღარა განმიტეუჱს და მეტყოდნენ, სახლიცა შენი არს და ცხოვრებაცა ჩუჱნი, აჰა სახლნი სადაც გსურთ განისუჱნეთ. მიჩუჱნეს საკუთარი სადგომი და დავშთი მუნ, მოუჱლოდი მამისა ჩემისაგან წერილსა და პასუხსა ჩემის თხოვისასა, რომელი შემდგომ ჩუჱნის მოსვლისა სამცხით, მეოცეს დღეს მოვიდნენ წარმოგზავნილნი მამისა ჩემისაგან ათორმეტნი კაცნი, მომიტანეს ასი ათასი ოქრო და წერილიცა ესე:
საყვარელო ძეო ჩემო პართენ!
ჩემებრ მხცოვან ქმნილისა მამისა შენისათჳს სასიამოვნოდ მისაღები წერილი შენი მივიღე, რომელიცა მოგეწერა სამცხის ქალაქით სლესით, ვჰმადლობ ყლვლისა (ყოვლისა) შემოქმედსა მშვიდობით ყოფისა შენისათჳს, გარნა მიზეზმან შენისა მანდ ყოფისამან მძიმედ უკუჱ დააჭმუნებულ ჰყო გული ჩემი, ვინადგან შემთხეულ-ხარ ესე ვითარსა საფრთხესა, რომლისაცა განზრახვისა აღსასრულებლად წინაგიძს ფრიადი ღვაწლი და შიშიცა; ძეო ჩემო! თანამდებ-იყავ რათა ყოუჱლსა შინა შემთხუჱვასა გქონოდა და გაქვნდესცა კრძალულებაი, და არა ადვილად დამორჩილდე გულის თქმისა შენისა ნებასა, და ადვილ-მოსაცთუნებელსა ორღანოსა გვამისასა, რომელ არს თვალი კაცისა. მარადის თანამდებ-არს კაცი, რათა განუშორებელად აქვნდეს გულისხმის ყოფაი ყოუჱლსა შინა განზრახვასა, და უშორეს იხილვიდეს, თუ რაი შეუდგების მის მიერ წინად განზრახულსა საქმესა. მე არაოდეს არ დაგაყენებ მესხთ მთავრის ასულის ცოლად შერთჳსათჳს, გარნა თანამდებ-ხარ და იყავცა გულის-ხმის ყოფით განგესაჯა, თუ ეგე ვითარსა ცოლის შერთვასა, რაბამი საფრთხე და მწუხარება შეუდგებოდა, მაშინ ოდეს ქალსა მას ჰყვანდა აშიკი სხვა და ძლიერი; წარმოგიგზავნი ამასთანუჱ მსახურთა ჩემთა და სახმარად შენდა ასიათასსა ოქროსა, ამასთანუჱ გაძლევ ნებასაცა შერთჳსათჳს ცოლისა, უკეთუ ღმერთი მოგცემს შეძლებასა ქალისა მის პოვნისასა და პყრობილებისა მისისაგან გამოხსნასა. უკეთუ უჱრ აღასრულო საწადელი შენი, გთხოვ და გიბრძანებცა! რათამცა მყის წარმოხვიდე მამულსა შენსა და უფროს ამისა განშორებითა შენითა არა დამაჭმუნო; რაოდენ შესაძლო იქმნეს მჰსწრაფლ მაუწყე ვითარიცა წარმატებაი აქვნდეს წინად-განმზადებულსა ღვაწლსა შენსა. უკეთუ მიღებამდე წერილისა ამის, ღვაწლი შენი აღსრულებულ იყოს და სასურუჱლიცა მეუღლე გამოიყვანო პყრობილებისაგან, მაშინ განუცხადე მას ჩუჱნ მიერ შესაბამი მოკითხვა, და კვალადცა ელოდე ჩემ მიერ წარმოგზავნასა შესაბამთა ნივთთა ქორწინებისა შენისა თჳს. ზეგარდამომან მადლმან განაგრძოს დღენი შენნი და მამობრივისაცა კურთხევასა ჩემსა მოგიძღვნი, ვითარცა შვილთ მოყვარე მამაი!
მთავარი სპანდიერ.
შემოვიდა ჩემთან ხვარაშან და მკითხა: ვითარი ჰამბავი მიიღეთ მამისა თქუჱნისაგან? მშვიდობით ბრძანდება? მაშინ მიუჱც მას წერილი მამისა ჩემისა და ვრქვი: აჰა ყოუჱლსაუჱ ჰსცნობთ წერილითა ამით, ინებეთ და წარიკითხეთ, გამომართვა წერილი იგი ხვარაშან და შევიდა სახლსა სოფიასასა, წარიკითხეს რა წერილი იგი, დაერწმუნენ ყოუჱლსაუჱ ჩემ-მიერ თქმულსა ზედან; კვალადცა შემოვიდა ხვარაშან ჩემთნ და მრქვა, შვილო პართენ! რასა ბრძანებთ, აწ სათანადო არს თქუჱნ მიერ ჯვარის დაწერა, და განმზადება საქორწინედ. მე მიუგე, ყოუჱლიუჱ დამოეკიდების ნებასა თქუჱნსა ზედა, უკეთუ მიბრძანებთ მე, მზა ვარ აწუჱ დავიწერო ჯვარი, მე არა რაიმეთა მაქვს დამაბრკოლებელად. მაშინ ხვარაშან მეტყოდა, მრავალნი მონათესაუჱნი გვყვანან და წარჩინებულის გვარისანი, რომელნი სათანადო არს მოვიწვიოთ, ამისთჳს სახლიცა მოვამზადოთ, ანუ ვისაც თქუჱნ ისურუჱბთ და ბრძანებთ, იგინიც ჯერა არს ვიწვიოთო: მე მივუგე, თქუჱნ კეთილად უწყით, რამეთუ მე ქუჱყანასა ამას არცა მეგობარნი და არცა ნათესავნი არა მისხენ, გარნა ერთსა ოდენ ვითხოვ უკეთუ შესაძლო იქმნების და საწყენად არ მიიღებთ. მჰრქვა ხვარაშან, რასა ბრძანებთ ესრეთსა, რომელიც ჩუჱნთჳს საწყენად მისაღები იყოს? ვინცა გსურთ მიბრძანებთ, მეგულუჱბის მოწუჱვა ქაიხოსრო ათაბაგისა. ამას ზედან განცვიფრებულმან ხვარაშან შესძახა: ოჰ, რას ამბობ, ქაიხოსროს მე თვალით როგორ განვიცდი, ანუ შემოვიყვან სახლსა ჩემსა სოფიას მტანჯუჱლსა! მივუგე, არა! დედაო! თჳთ სოფიამანუჱ მიუტევა მას ცთომა თჳსი და სიკვდილისაგანცა იხსნა, იგი შეკრულ არს ერთგულ ჩუჱნდა მოყვასად. მაშინ მჰრქვა, ნება თქუჱნია, უკეთუ გსურთ იწვიეთ. მივსწერე წერილი ქაიხოსროს და წარუგზავნე საკუთარი კაცი ჩემი და მოვიწვიე, რომელი მეორეს დღეს მოვიდა, და ვსთხოუჱ მას მაყრად ჰყოფაი, და მანაც სიხარულით მიიღო იგი: და ვითარცა შემოკრბენ ყოუჱლნი ნათესავნი სოფიასნი და დიდებულნი ქუჱყანისა მის; იქმნა ქორწილი ჯეროანი და დავიწერეთ ჯვარი, დაგვსხეს მდიდრად შემკულსა ტახტსა და მოგვილოცვიდნენ ყოუჱლნი, და იქმნა განცხრომა და ლხინი გამოუთქმელი სამსა უკუჱ დღესა; ესრეთ ჩუჱნ ვიქმენით შეუღუვლილნი და ვიხარებდი სასურუჱლითა მით მეუღლითა ჩემითა.
შემდგომად მივსწერე წერილი მამასა ჩემსა, და ყოუჱლივე აღუწერე, რაიცა შემდგომად წერილისა მისისა შემემთხვნენ, წარვგზავნე ერთი ჩემთა საკუთართაგანი და აღუთქვი, რამეთუ შემდეგ ოთხისა თთჳსა წარვიდოდი და სძალსაცა მათსა წარვიყვანდი და გვიხილავდა იგი ორსაუჱ პალატსა თჳსსა.
განვლეს რა ოთხთა თთუჱთა, ვსთხოე ხვარაშანს სოფიას წარყვანის ნების მოცემა მამულსა ჩემსა და მამისა ჩემისა ხილვაი, სადა თანამდებ ვიქმნებოდით დაგუჱყო ერთი უკუჱ წელი და შემდგომად კვალადუჱ მოვქცეულიყავით სახლსა ხვარაშანისასა. ამას ზედა ხვარაშან ფრიად დაჭმუნდა, და იგიცა შევისწაუჱ, რამეთუ ფარვიდა წინაშე ჩემსა მწუხარებასა თჳსსა და მეტყოდა, რამეთუ ყოუჱლივე ბედნიერებაი ანუ უბედურება დამოეკიდებოდა ნებასა ზედა ჩემსა; და კვალადცა მეტყოდა, ჰქმენით იგი, რასაცა ითხოვდეს პატიოსნება და სარგებლობა თქუჱნი, მე მზავარ ცეცხლსაცა შინა ყოფად შენთანა, და დაწვად. მაშინ გორჯასპის სახლ-ხუცეს და მსახურთა ჩემთა უბრძანე ყოვლის გზის სახმარების განმზადება და დაუნიშნე დღეცა წარსვლისა ჩუჱნისა სიციონიად.
მოიწია რა დანიშნული დღეი იგი, გამოუჱთხოუჱთ სიდედრსა ჩემსა ხვარაშანს, ვითარცა მე, ეგრეთუჱ ასულიცა თჳსი და წარუჱდით გზასა. მიწევნილნი შავის ზღვის კიდესა, ქალაქსა ბათუმს, გამოგუჱთხოვა გორჯასპი სალთხუცესი,(სახლთხუცესი,) რომელი მოგვდევდა თან, ვარწმუნე მას განმგებლობა ყოვლისა სახლისა და მამულთა ჩუჱნთა, ხოლო ჩუჱნ შეუჱდით ნავსა, და ქარითა კეთილით წარუჱმართენით და არა მრავალთა დღეთა შემდგომად მივიწიენით ნავით-სადგურსა ქალაქის იოპპესასა, განუჱდით კიდესა და მივავლინე ჩუჱნისა; ხოლო ჩუჱნ წარუჱმართენით დაწყნარებით; შემდეგ ათისა დღისა შეუჱდით საზღვარსა მამულისა ჩუჱნისასა, სადაცა მოგუჱგებნენ მამისა ჩუჱნისა მიერ მოვლინებულნი მხედარნი და დიდებულნი სამთავროისა ჩუჱნისანი. მხილუჱლნი ჩუჱნისა მიმავლობისანი, მყის ყოუჱლნი გარდახდნენ ცხენით და მიწამდე თაყვანის-გვცეს და მოგვიკითხნეს, და სახელითა მამისა ჩემისათა მშვიდობით მისვლისა ჩუჱნისათჳს სიხარული გამოგვიცხადეს. მივიწიენით პჭეთა ქალაქისათა, მუნ მოგუჱგება თჳთ მამაი ჩემი დიდებულებითა თჳსთა, და ოდეს შევისწაუჱთ, მეყვსეულად გარდავხედ მეცა და სოფია. ეტლით და ქუჱ მიწად დავრდომილთა თაყვანისუჱცით მამაცა ჩემი გარდახდა ცხენით, და მიგვიღო წიაღსა თჳსსა მე და ჰსძალი თჳსი სოფია და ფრიადის სიყვარულით ამბორის გვიყოფდა და შეგვიტკბობდა, და მჰრქვა: შვილო პართენ! თუცა ვმრისხანებდიკადნიერულსა ქცევასა შენისათჳს და შორიელთა გზათა წარსვლისათჳს. გარნა აღმორჩევა მეუღლისა შენისა ყოუჱლსაუჱ დამავიწყებს, და განვამართლებცა აღმორჩევასა შენსა; მიექცა სოფიას და ჰრქვა; საყვარელო ჰსაძლო და ასულო ჩემო, ვმადლობ ზეგარდამოსა მადლსა. ვინადგან მოსცა ძესა ჩემსა შენებრ მეუღლე შუჱნიერნი, ვითარცა სახით, ეგრეთუჱ სქესითცა, რამეთუ ხარ ასული წარჩინებულის მთავრისა და ჰსწორი ღირსებითა ძისა ჩემისა, უპყრა ხელი სოფიას და წარუჱდით პალატად: ოდეს შეუჱდით სახლსა და დავსხედით ტახტსა, მაშინ მამა ჩემი ზე აღდგა და შთამოვიდა ტახტით და ჰსთქვა: ერნო სიციონისანო, მე სამეოც და ათთა წელთა შემდეგ მამისა ჩემისა განვაგებდი სამთავროსა ჩუჱნსა, რომლისა დაცვისათჳს არა ერთგზის მიუჱც სიცოცხლეი ჩემი შიშსა და კნინღა ცხადსაცა სიკვდილსა აწ უკუჱ მივიწიე ღრმად მოხუცებულებისა წელთა და კარსაცა საფლავისასა, ამისთჳს მე თავისუფალ ვჰყოფ თავსა ჩემსა თქუჱნთა და მამულისა ჩუჱნისა ზრუნვითაგან; შეგუჱდრებთ თქუჱნ მემკვიდრესა ჩემსა და საყვარელსა ძესა, რომელსაცა ვაძლევ აწ ტახტსაცა და სამთავროსა გვირგვინსა, შემდეგ მოიქცა ჩემდა და მჰრქვა: ისმინე ძეო ჩემო, რამეთუ ამიერითგან თანამდებ ხარ ნაცვლად ჩემსა განაგებდე ტახტსა და მამულსა, ჯერ არს რათა იყო გულის ხმის-მყოფელ ყოუჱლთა საქმეთა, რომელნიცა შენდამო მოიწევიან, იყავ მოწყალე მდაბალ-გულითა, მკაცრ სიმართლესა ზედა, გეშინოდეს პირ მოთნეობისა,უსაჯე ქვრივთა, განამართლე ობოლნი, ნუგეშეც მწუხარეთა, აღადგინე გლახაკნი და დავრდომილნი პატიუჱც დიდებულთა შენთა, ნუ ისურუჱბ მზაკვართა მოხელეთაგანთა, გიყვარდეს და ნუ მოიძულებ მტერსა, ეცადე მარადის მოყვასად შენდა იყოლიო იგინიცა, გახსოვდეს შვილო რამეთუ დაღათუ მთავრად დაიდგინები ხელის ქუჱშეთა შენთა ზედა, გარნა უწყოდე, რამეთუ ყოუჱლთა მონახარ, ნუ ამაღლდები გულითა, რამეთუ ყოუჱლი გულ-მაღალი საძაგელ არს, წინაშე უფლისა პატიუჱც ეკკლესიასა და მსახურთა მისთა, ამასთანაუჱ ნუ დაგვივიწყებ მშობელთაცა შენთა, და ჰყოფდე მოხსენებას სულთა ჩუჱნთასა; მიექცა ჰსძალსა თჳსსა და ეტყოდა, უსაყვარლესო ასულო და ჰსძალო. დაიცევ სახლი შენი წარუტყუჱნელად, ზრუნვიდე ყოვლისა სახმარებისა წარუგებლობისათჳს, იხარებდე და განსცხდებოდა პატიოსნებით, შემწე ეყოფლდე მეუღლესა შენსა ყოუჱლთა საეროთა საქმეთა შინა, მეცადინეობდე მარადის ხელის ქუჱშეთა წარმართვასა, უკეთუ ღმერთი მოგანიჭებს შვილთა, მათთა კეთილად დაცვასა და აღზრდასა; აჰა ყოუჱლიუჱ საუნჯე ჩემი იქმნების ხელთა შინა შენთა, გმართებს მოხმარება მისი პატიოსნებით და ზომიერად და არა თუ განბნევით; იყავ ერთგულ მეუღლისა შენისა და სარწმუნო მეუღლედ, და უფლისა მარჯუჱნემან დაგიფაროს მარადისა და უკუნისამდე.
მაშინ იწყეს დიდებულთა მოლოცვა ჩუჱნი და გადმოგვაყარეს ურიცხვნი თვალნი და მარგარიტნი ფლურნი და უჱრცხლნი, რამეთუ უჱრღარა დაიტევდა ადგილი იგი, და იქმნა განცხრომა და მხიარულება საკვირუჱლი, სამსა უკუჱ დღესა მოუწუჱდელად იყო ცემა ქნარისა, წინწილთა და ბუკ დაბდაბისა და მოვიდოდნენ სხვით კერძოცა მრავალნი დიდებულნი და მოგვილოცვიდნენ ქორწილსა და სამთავროსა ტახტსა აღსლვასა, და ესრეთ სრულ იქმნა დღესასწავლობა მისვლისა ჩუჱნისა. განვლეს ოთხთა თქუჱთა ვჰსცან, რამეთუ სოფია მუცელ-ქმნილ იყო ამისთჳს ვაცნობე მამასა ყემსა, (ჩემსა,) რომელი ნამეტნავისა სიხარულით, კნინღა გაჭაბუკებულ იქმნა და მიეცა უზომოსა სიხარულსა, და ეუჱდრებოდა ღმერთსა მონიჭებასა ძისასა: სრულ იქმნა ცხრაი თუჱ, სოფია განხსნილმან მუცელ ქმნულებისაგან შვა, ძეი, ხოლო სიხარული მამისა ჩემისა აღუწერელიყო და ყოუჱლთა ჩუჱნთა ერთაგანაცა, და გვიძღვნიდნენ მრავალთა სანუკვართა, მივწერე წიგნი სიდედრსა ჩემსა ხვარაშანს და წარუგზავნე მალემსრბოლი:
შორით სალმბის მომრთმევი. გახარებ შვილისშვილსაო.
სოფიას მიერ ნაშობსა მიემსგავსება გმირსაო,
ხელს განგიმარტავს მოგიწოდს, ბებიას თჳსსა ღირსსაო,
შემდგომ მცირედის ჟამისა, მანდ მნახავთ კოხტა ბიჭსაო.
ახელს უწოდებ პაპისას, ასპარის ახოვნისასა,
მისთჳს ნუ გამიწყრებით, ესე სჯობს ვირემ სხვისასა,
თუ სათნო არ აღგიჩდებათ, მაშინუჱ ვუწოდ ძმისასა,
გამხიარულდით განსცხერით, მიჰყავით ხელი ქისასა.
მიიწია რა ჩუჱნ მიერ მივლინებული კაცი, და ვითარცა ჰსცნა ხვარაშან სოფიას მშვიდობის ჰამბავი და შობა ძისა, განვიდა გარე საზღვართა თავისა თჳსისათა სიხარულით, და უზომოდ ჰყო გაცემა გლახაკთა და ობოლთა ზედან, და აღავსო სიმდიდრითა მალე მსრბოლელი იგი ჩუჱნი, და მოეწერა წერილი შემდგომის სახით.
ვიშუჱბ ვიხარებ ასულო, გულის ჩემისა სასურვო,
შენისა მორჩენისათჳს, ვარსკვლავთა ცისა სადგურო,
ლამაზის ძისა მშობელო, ჩემ დაზრულისა სატფურო,
პაპის სახელი უწოდე, თვალის ჩინო და საწყვრო.
სიძევ გმირო და ლამაზო, ჩემდა ძედ საგულებელო,
მოუჱგილოცავ ძის შობას, კეთილო მახარობელო,
მაღირსეთ თქუჱნი ხილვაი სიხარულისა მგებელო,
სოფიას მხსნელო პატრონო, მწუხარებისა მკლებელო,
მამას თქუჱნს ჩემგან მოკითხვა, უძღუჱნით შესაბამია,
რადგან უზომოდ იხარებთ, აქვს განცხრომისა ჟამია,
მაგრამ ვსთხოვ თქუჱნსა დათხოვნას, გიხილოთ ერთი წამია,
უთქუჱნოთ ჩემი სიცოცხლე, უგემური და შხამია.
წარვიკითხე რა წერილი ესე, ვიწყეთ მომზადება მონათვლისათჳს ძისა ჩემისა, და გარდავიხადეთ ფრიადი დღესასწაულობაი, ვუწოდეთ სახელიცა სიმამრისა ჩემისა ასპარ; შემდეგ გამოუცხადე მასა ჩემსა, ვინადგან წელიწადი სრულ იქმნა, რომელიცა სოფიამან პაემნად მისცა დედასა თჳსსა მიქცევისათჳს თჳსისა სახლსა თჳსსა, და ამისთჳს ითხოვს ნებასა წარსლვისა თჳსისა: მსმენელი მამაი ჩემი ამის ყოვლისა დაჭმუნდა ფრიად და მეტყოდა; შვილო ჩემო საყვარელო, კეთილად უკუჱ უწყი. რამეთუ ამიერითგან გამგეობა სამთავროსა ჩუჱნისა დამოკიდებულ არს შენზედან, ხოლო მე დღე ყოუჱლ ღრმად მოხუცებულისაგან უჱლი აღსასრულსა ჩემსა, და უკეთუ შენ ანუ ჰსძალი ჩემი არღარა იქმნებით აქა, მაშინ ვინ იქმნების მზრუნუჱლ ჩემისა დაფლვისათჳს, ვინ უნდა განაგოს მამული და სახლი ჩუჱნი, უწყოდე რამეთუ განშორება პატრონისა თჳსისა, ერისა მიერ არა უჲჭუჱოდ იქმნების, და ესეცა შესაძლო არს რათამცა რომელმანმე მზაკვრებამან ჰსცვალოს გონება მათი. და ჰყონ სხვაი მთავრად თჳსდა; მაშა უნდა მოაკლდესცა პირუჱლი იგი პატრონი; ღირსებას და ხარისხსაცა თჳსსა: გარდა ამისა ჩემდა რაიღა იქმნების სანუგეშოდ, ოდეს შენ და ცოლი და შვილი შენნი უკანასკნელსა ჟამსა ჩემსა განმეშორნეთ: ნუ ძეო ჩემო. ნუ ჰყოფთ ამას, რათამცა დიდებაი შენი ჰსცვალე რაიმესა უბრალოსა ფიქრსა ზედან: მოითმინე ვიდრე აღსასრულამდე ჩემსა და ოდეს გვამი ჩემი მისცე მიწასა და განაგო სახლი შენი, დაადგინე მნენი და მოწესენი, მაშინ ვითარცა სათნი გიჩნდეს ეგრეთცა აღასრულე: უთხარ ამის ყოვლისა თავს სოფიას და მწუხარე იქმნა, ვინადგან დაშთებოდა იგი განუსაზღვრებელსა ჟამსა.
განვლეს ორთა ანუ სამთა თუჱთა, და იქმნა მამულსა ჩუჱნსა ძლიერი სრვაი მომსვლელის ჟამითა უცნაურად შეემთხვა მამასა ჩემსა და გარდაიცვალა: ვიწყეთ მომხადება დაფლვისა მისისათჳს და მოვიწვიეთ ყოუჱლთა გარემოთა ქალაქებთაგან, მეფენი და მთავარნი; შეუმკე მდიდრად ლუსკუმა, და ვუქმენ სამთავრო ტახტი შავით მოკრული, რომელსაცა ზედა დავსდგი გვამი მისი. მოვსთქმიდი და ვჰსტიროდი მწარედ, ესრეთ მეტყუჱლი: დღეს აღივსო ჩემზედან ცაი გულის-წყრომით, მოწია ჩემზედა რისხვაი თჳსი და მიმტაცა მშობელი მამაი! დღეს მიმხადა მზემან შარავანდედი თჳსი და ბნელმან უკუნმან მოიცვა ქუჱტანაი ჩუჱნი! უძვირფასესო მშობელო! მიგვხადა ბრძნული შენი მფარუჱლობაი მტერთა განსაცხრომელად, ხოლო მოყვარეთა სავალალოდ; განკრთი ცაო და აღიძარ ქუჱყანაო, სტიროდეთ ჩემთან მთანო და კედელნო, რამეთუ დიდებული მთავარი სპანდიერ საუკუნოდ განგეშორათ და ესტუმრა საფლავსა ბნელსა და მიწასა ნოტიოსა, სადაცა განიხრწნების ახოანი და გმირებრი სხეული მისი, სადა ბრძნულნი და მაღალნი ჰსჯანი მისნი დაშრტებიან; მიგლოეთ მოყმენო, სტიროდეთ ჩემთან მოყვასნო და თჳს ტომნო ჩემნო, ყოუჱლთა მიერ საყვარელსა, წრფელ-სულსა მართლ-მსაჯულსა, მოწყალესა და უხვსა, ვაი თქუჱნდა ქვრივნო, რამეთუ ნუგეშინის მცემელი თქუჱნი მიგეხადათ ვაი თქუჱნდა ობოლნო, რამეთუ გამომზრდელნი თქუჱნი საფლავსა შთახდების, ვაი თქუჱნდა მსმენელნი და მამებრ მოწყალე პატრონი არღარა გივსთ; რაი ვინუგეშო ნაცვლად შენსა უძვირფასესო მამავ! ვაი! ვაი! შენგან ოხრად და უპატრონოდ დატეუჱბულსა; ვაი! ვაი! პართენის სიყრმეს და ჯერედ მწუხარებათა გამოუცდელსა, მიგლოეთ მეცა მამისა ჩემისათანა, რამეთუ დავშთი ობლად: სოფიავ! მოუჱდ და სტიროდე უპატივცემულესსა მამამთილსა შენსა, რომელი მარადის ზრუნვიდა პატივის-ცემისა და სიყვარულისა შენისათჳს, წარმოიდგინე თავსა შორის თჳსსა მისი შენდამომართ მოგებება, მისი ალერსი, მისი მიღება და მისნი ნიჭებანი; მომთქმელი ამათ და ესე ვითართა სიტყვათა ვსტიროდით უზომოდ.
და ვითრცა შემოკრბნენ მეფენი, მთავარნი, დიდებულნი და ყოუჱლნი ხელის ქუჱშენი ჩუჱნნი, მაშინ მოვიდნენ სამღვდელონიცა კრებულნი, და წარვიღეთ გვამი მიცვალებულისა მონასტერსა აიაონო როსისასა სილინდრად სახელდებულსა, და ეკვდარსა (მკვდარსა) წინაპართა ჩუჱნთასა დავასაფლაუჱთ, და მუნით მოვიქეცით სახლად. და წელსა ერთსა იყო პალატსა ჩუჱნსა გლოა და ტირილი, და შემოსა ძაძ ფალასითა. ამის მიზეზით დავშთი მეორესაცა წელსა ქალაქსა სიციონიას, და ვჰფიქრობდით სამცხედ წარსვლისათჳს, იხილე ძმაო გაბრიელ რაოდენნი ცვლილებანი არიან სოფელსა შინა დაშემდეგ შენის განშორებისა, რაოდენნი საქმენი შემეთხვნენ; ხოლო მმადლობელი ღვთისა განვჰსცხრები მეუღლისა და ძისა ჩემისათანა ყოფითა, და უჱლი შენსაცა ჰამბავსა.
ერთგული მოყვასი შენი პართენი მთავარი სიციონისა.
თ. დ. ციციშვილი.
1420 წელსა.
9 იანვარს.
![]() |
3 ჰსწავლა და ჴელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 ქვრივის ლიმონები |
▲back to top |
ქვრივის ლიმონები
მას დროს, ოდეს სახელი ძრიელის მეფის ირაკლისა განთქმულ იყო, არათუ მხოლოდ საქართუჱლოში, არამედ თჳთ ევროპაშიაც, ერთს დღეს, ათას შვიდას ოთხმოც და ექვსა წელსა, მაისის პირუჱლსა, ქ. ტფილისს, კნეინა კეკე, ქვრივი ოც და ორის წლისა, იჯდა თავის სახლში ფანჯარასთან დაფიქრებული და თვალს გაშტერებით ადევნებდა ხალხსა, რომელიც კიჟინით დადიოდა ტფილისის ქუჩაში.
- ვუჲ შენ ჩემო თაო! ჰსთქვა კეკემ: ნახე რა მომივიდა? წირვა გამომსვლია!... ნახე რა მიყო იმ ქალმა!... ქვრივი კეკე კიდევაც ბევრს ივიშვიშებდა, თუ რამ ამ დროს მსახური არ შემოსულ-იყო და არ მოეხსენებინა: „მეფე მობრძანდება!“
კნეინა კეკე წამოხტა მარდად, დაისუჱლა თითი ნერწყვით, გარდისო წარბებზედ, გაისწორა კაუჱბი, ჩაიხედა სარკეში და გაეგება კარებზედ.
რა შემობრძანდა მეფე ირაკლი მეორე, ჩამოართო კეკეს ხელი, აკოცა შუბლზედ, მოიყვანა და დასო ტახტზედ, თითონაც გუჱრდს მოუჯდა.
- შენს დასატუქსავად მოუჱლ ჩემო გარყვნილო შვილობილო, უბრძანა მეფემ კეკეს. რომელი ყმაწვილი ქალი, მეტადრე შენსავით ლამაზი, დაჯდება შინა პირუჱლს მაისსა და წირვას არ მოისმენს? მე სამოც და თექვსმეტის წლის კაცი ვარ, მაგრამ ამ ახლად განღვიძებულს ბუნებას რომ ვუყურებ, ამ მწვანეს მოსილს უჱლსა და კლდესა, ასე მგონიარომ მეც გარდავხალისდი და ახლა შევდივარ სიჭაბუკეში.
- თქუჱნო დიდებულებავ, მოახსენა კეკემ. პირუჱლად განგიცხადებ დიდსა მადლობასა, რომ შეგიმცნევიათ ჩემი წირვაზედ უმყოფელობა, და მეორედ გავბედავ დავაბეზღო თქუჱნთან თქუჱნი ქალი ანასტასია, რომელმანცა მიბრძანა მოცდა და ერთად წასვლა წირვაზედ. იმის ლოდინში მეც მოვცდი.
- ჰსტყუჲ შე კუდიანო! მიზეზად ანასტასია ნუ მოგაქვს: ის იქ იყო. სხვა ნამდვილი მიზეზი უნდა მითხრა.
სხვა მიზეზი არა მქონია რა თქუჱნმა მზემ, უთუოდ ბატონის-შვილს დავიწყებია...
მაშ შენი მოუსვლელობა უნდა მივაწერო შენს დიდ სულოვნებასა? უბრძანა მეფემ ღიმილით. როგორც ობოლი მარგარიტს თაღლითებში, ისე ჰსჩანხარ ამ ჩუჱნი თავადის შვილების ქალებში; ხოლო რადგანც იცოდი, რომ დღეს ანჩისხატში ბევრი გასათხოვარნი ქალნი იქმნებოდნენ, ამისთჳს არ მოგინდომია იმათი გულის დაწვა და დაჩაგვრა, თორემ იმათაც იციან მაგიერის გარდახდა. ლამაზსა ქვრივსა, მატადრე შენისთანა ობოლსა და ახალგაზდასა, ბევრი საშიშროება არტყია. ისინიც არ დაზოგამდნენ თავიანთ გესლიანს ენასა ემუშაუჱბინათ შენზედ.
- თქუჱნო დიდებულებავ! მოახსენა კეკემ. მეტად შესაბრალისნი და გონჯნი უნდა გახლდნენ ისინი რომელთაცა ჩემი სილამაზე შეშურდებათ. მე რაღაგასარევი გახლავარ ყმაწვილ ქალებში.
- სტყუჲ, მამაჩემი თეიმურაზ არ წამიწყდება! ემაგას ამიტომ ამბობ, რომ უმეტესი ქება გაიგონო ჩემგან... თუ რომ მე სიბერისაგან დამკარგვია გომოვნება და თვალებიც აღარ მიჭრის, ამას ხომ ყოუჱლთჳს სიამოვნებითა ვხედამ ხოლმე, რომ, სადაც შენ იქმნები, იქ ყოუჱლნი ჩინებულნი ყმაწვილნი კაცნი უწყალოდ ანებებენ თავიანთ ქალებს თავსა და ეშურებიან შენს გარემო შემოავლონ წრე. ყოუჱლს შენს ღიმილსა და სიტყვასა ისინი ჰაერში იჭერენაღტაცებით!
- ეგ იმიტომ, ჩემო დიდებულო მეფევ, რომ იმათ იციან, რომ მე თქუჱნი შვილობილი გახლავარ და მწყალობელი ბრძანდებით ჩემი.
- ეგ მეტად მცირე მიზეზია, უბრძანა მეფემ. შენი სილამაზის მეტი არა იზიდამსრა ყმაწვილ კაცებს შენთან. მეცა მყავს ექვსი ქალი, მაგრამ შენთან უჱრც ერთი უჱრ მოვლენ. დღეს წირვაზედ ყმაწვილ კაცთ კისრები მოეგრიხათ ბევრის ქალებისაკენ ყურებით, მაგრამ ამაოდ გათვალიერებდნენ შენა. გული მტკივა, რომ ეგრე უპატრონოდ გიყურებ დაღონებულსა... იცი რა გითხრა, ჩემო პატარა ქვრივო?
- საბერძნეთში, ათინაში, ძუჱლად ყოფილა ერთი მშუჱნიერი ქალი უბრალოთაგანი, გარნა როგორც გითხარ ლამაზი. ერთმა მის თაყვანის მცემელთაგანმა, რომელსაც ამაოდ უფანტავს მისთჳს ოხვრა და საჩუქრები დააბეზღა თურმე გაჯავრებულმა ეს ქალი ღვთის ურწმუნოებაში. სამსჯავრომ გარდასწყვიტა მა ქალის განძიება ათინიდგან და დაიბარეს იგი ამის გამოსაცხადებლად. ქალი მივიდა სამსჯავროში მაშინდელის ჩუჱულებისამებრ პირ ჩამოფარებული. ერთმა მწევრმა, რომელსაც გაეგონა ამ ქალის მშუჱნიერება და არ ენახა კია, ჩამოგლიჯა მას პირთაგან საფარებელი... ხოლო რა ნახეს მუნ მყოთა... არას თვალს არ ენახა, არა ვითარსამე მაცხადებელს გონებას არ წარმოუდგენია ის მშუჱნიერება, რომელიც მათ იხილეს თავიანთ წინაშე!... მწევრნი განცვიფრებულნი უყურებდნენ ამ ქალსა, ვითარცა ზეცითგან მოვლინებულს საკვირუჱლებასა რასმეს... იქუჱ შეადგინეს მათ მეორე განაჩენი, რომლითაც არა თუ აძიებდნენ კვალად ამ ქალს ათინიდგან, არამედ დაუდუჱს მას აუცილებლივ საკანონოდ, რომ იგი ყოუჱლს დღესასწაულსა გამოცხადდეს ხალხში პირ ახდილი... აჰა, ჩემო საყვარელო ქვრივო! ღმერთი აძლევს ქალსა მშუჱნიერებასა არა თუ მხოლოდ თავისათჳს და დასამალავად, არამედ გამოსაჩენად და განსაკვირუჱბელად ქუჱყნისა. შედარება ათინელის ქალისა შენთან, სილამაზით და არა ქცევით, არ ვიცი რაოდენ ახლოს იქმნება, მაგრამ, თუ რომ გინდა, რომ ყმაწვილ-კაცთა მთხოვონ ამ გვარიუჱ განაჩენის შედგინება შენზედ, უნდა, რომ უეჭუჱლად ერთი მათგანი მცუჱლად გყვანდეს... კარგად იცი კეკევ, რომ იგი, რომელსაც შენ მოიწონებ და აღმოირჩევ პატრონად, შეიქმნება უღირსი ბედნიერი... მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სპარსეთის შაიმ ქერიმ ხანმა იცოდეს შენი მშუჱნიერება, უთუოთ მომთხოვს შენს თავსა, ანუ შენს მოსატაცებლად მოვა ჯარით საქართუჱლოზედ... დღეს უფრო უკეთსად მეჩუჱნები თვალში. მაისის ვარდი მოგფენია ლოყებზედ და ბაგეზედ... ემედა ფანჯარაში ლიმონები გიწყვია; უთუოდ შენ იცი რამ საიდუმლოდ წამლის შედგინება, რომელსაც ხმარობ შენს განსაშუჱნიერებლად... ჰა! უფრო გაწითლდი? განაგრძელა მეფემ ღიმილით. უთუოთ გამოვიცანი, ახლა კი უნდა აღმიხსნა მაგ ლიმონების ხმარება. იქმნება ეგ წამალი ჩემს სიბერესაც მოუხდეს?... ოჰ! რა სახით დაგიმადლებ, ჩემო საყვარელო კეკევ, მხრებიდგან რომ ჩამომართო ოციოდე წელიწადი; მაშინ თუ მთელს არა, ნახევარ სამეფოს მაინც შენს საქრმოს დაუთმობდი!
თქუჱნო დიდებულებავ, მოახსენა ღიმილით კეკემ გაწითლებულმა. უნდა გაგიტყდეთ, რომ თქუჱნს ბრძანებამდინ ამ ლიმონებს უჱკითხებოდი ჩემს ბედსა მაგ საგანზედ.
მეფემ შეხედა მას განკვირუჱბით და ელოდა იგი ამ სიტყუჱბის განმარტებასა.
- ეს ერთი წყვილი ლიმონი მიბოძა თქუჱნმა ქალმა ანასტასიამ თქუჱნის ბაღიდგან, განაგრძელა ლამაზმა ქვრივმა.
- შეურცხუჱს გაცემულება... მაგრამ აკი ვამბობ თქუჱნ ერთი ეშმაკობა გაქვსთ რამა, უთუოდ იმასაც წამალს უკეთებ. თუ შეიტყეს დანაშთენთა ჩემთა ქალთა ეგ შენი ლამაზობის ჯადოსნობა, იცოდე რომ შეგირცხუჱნ კუდიანად და დაგწუჱნ საკირეში.
- არა, თქუჱნო დიდებულებავ, მე ჯადოსნობისა და თილისმისა არა ვიცირა. მე ამ ლიმონებით მინდოდა გარდმეწყვიტა ეჭვი ერთის ჩემის საქმისა და ამისთჳს მკითხავის სამაგიეროდ ამათ ვხმარობდი.
- მე მაინც უჱრა გავიგერა, ჩემო საყვარელო! აქ იქნება ცოტა განმარტებით მითხრა?
- ნუ ინებებთ, თქუჱნო დიდებულებავ, დაწვლილებით გამოკითხვას. ეს საქმე მარტო მე შემეხება... ნუ გამაწითლებთ, ნუ შემარცხუჱნთ.
- იმედი მაქვს, ჩემი შვილობილი და ჩემის იულონის ნათლული შესაკიცხავს საქმეს არ დაიჭერს. კარგად იცი, კეკევ, რომ შენს მდგომარეობაში მივიღებ მონაწილეობასა ისე, როგორც ჩემის შვილებისათჳს... მართალია სიცოცხლე სხვას მოუნიჭებია შენთჳნ, მაგრამ განსუჱნებულს მამა შენსა დაუდვია ჩემზედ ვალი შენის მზრუნუჱლობისა... იყავ მოწყალე ჩემს ცოლს შვილზედ, ჩემს ნორჩს კეკეზედაო: „მთხოვა მან უკანასკნელს აღმოფვშნის ჟამსა.-გითხრა, როგორ იყო: ვგონებ უნდა იცოდე, რომ სტანბოლის სულთნის ბრძანებით, ახალციხის ფაშასა სულეიმანსა ჰყვანდა ჯამაგირით დაჭერილი ხუთი, თუ ექვსი ათასი ლეკი, რომელნიცა აოხრებდნენ ქართლსა, მე მინდოდა სულეიმანის ჯავრის ამოყრა. შევკრიბე, საკმაოდ ჯარი და წაუჱლ ახალციხეზედ, რასაკვირუჱლია, მოგვიხდა დიდი ომი. ვნახე რო თოფის სროლით უჱრა გავხთითრა; მაშინ უბრძანე ჯარსა იშიშვლონ ხმლები და მე პირუჱლი,მაგალითი ვაჩუჱნე მათ: ხმალ ამოღებული შეუჱრიე მტერში, წამოვიდა ერთი უჱშაპივით ოსმალი და შემომაძგერა სასიკვდინო ჯიდა, მე უკუჱ ჩემს გუნებაში უჱსალმებოდი სიცოცხლესა, ვითარცა უეცრად ჩემსა და იმ ოსმალის შუა რაღაც გადმოწვა... ის იყო განსუჱნებული მამა შენი ივანე აბაშიძე, რომელმაც უშიშრად მიიღო ჩემთჳს დანიშნული სიკვდილი... ოჰ! მაშინ მომეცა მე იდუმალ ძალა, რომელიც აქამომდე აკვირებს ლეკთა და ოსმალთა! ერთი ხლმის დაკვრით გავჰსწყვიტე შუაზედ მამიშენის მკვლელი; ხმა ვჰყავ ჩემს ერთგულს სპათა და ვიარცა თივა, ისე ვათიბინე მტერი... თუმცა ავაოხრე მთელი ახალციხე, ხერთჳსი, შევმუსრე მტერი, გარდავწვი მაზრები, მაგრამ მამაშენიკი შეიქმნა მსხუჱრპლი ამ საქმისა. უჲმისოდ მეცა მომკლამდნენ და იქნება საქართუჱლოც წაეხდინათ... მაშინ მიეწერა სტანბოლის სულტანს ჩემზედ სპარსეთის შაისათჳს ქერიმ-ხანისათჳს: „ლომო აეშო და დაბიო, თორემ ჩემს შემდეგ შენც გამოჰსცდი იმის გალესილთ ბჭალებსაო.“ შაის თურმე ბევრი ეცინა და სიამოვნებითაც მიეღო ეს ამბავი ჩემგან სულთნის დაჩაგვრა; მაგრამ მაინც იმის მეგობრობის გამო, შაიმ მთხოვა წიგნით, აღარ შევაწუხო სულთნის სამფლობელონი; ამასთანუჱ გამოეგზავნა ხმალი და ერთიც ცხენი თვალ მარგარიტით შეჭედილი იარახტით. სულთანისათჳს კი მიეწერა, რომ თუმცა ზღვაში ჰსდგეხარო, მაგრამ მთელი მაგის წყალი უჱრც გარეცხს შენს სირცხვილსაო, რომელიც ირაკლის მეფისაგან გიჭამიაო... მამიშენის სიკვდილმა ამწუხარა დედა შენი. ის საცოდავიც ერთს წელიწადზედ გათავდა, შენ დარჩი ორის წლისა და ძიძით გადმოგიყვანე ჩემს სახლში, ჩემს შვილებთან... აბა, ჩემო საყვარელო კეკევ, ნუ თუ ქალსა იმ მამისასა, რომელმაც დაიხსნა მეფე სიკვდილისაგან და საქართუჱლო შერცხუჱნისაგან, არა აქვს ნება მოითხოვოს თავის მეფისაგან ყოუჱლი ბედნიერება, რომლის მიცემაც კი მას შეეძლოს?... პირუჱლი ჩემგან აღმორჩეული ქმარი გარსევანი ღმერთმა არ შეგარჩინა! იმანაც ერევნის ომში მიიღო ვაჟკაცური სიკვდილი... რა ვქნათ შვილო! თითქოს ღმერთსა საქართუჱლო გაუჩენია გამოსაცდელად მოთმინებისა. ეს ერთი ბოხჩა საქრისტიანო ადგილი მოუმწყვდევია საშუალ მაჰმადიანისა, რომელიცა დაარსებით ჰსწეწს და ჰგლეჯს მას, სარწმუნოების გამოსაცვლელად. შვილნი საქართუჱლოსი არ ეკუთჳნიან თავიანთ ცოლშვილსა და სახლობასა: ისინი ყოუჱლთჳს მზათ უნდა იდგნენ ხმალ ამოღებულნი ცოლშვილისა და სარწმუნოების დასაცუჱლად... არ ვიცი როდემდინ უნდა განგრძელდეს ამ გვარი მდგომარეობა საქართუჱლოსი! ვინც უკეთესნი შვილნი ჰყვანდა მას, თითქმის ყუჱლამ თავი შეაკლა მამულსა... ოცს კაცში ხუთი ძლივსღა კვდება ქუჱშაგებში საშუალ სახლობისა თჳსისა, დანაშთენნი წუჱბიან უჱლსა ზედა ბრძოლისასა... რა არის ეხლანდელი ჩუჱნი ცხოვრება? რა ყოფილა ძუჱლად, და რა იქნება მომავალში? განაგრძელა მეფემ დაფიქრებულმა, თითქმოს მარტო თავის თავს ელაპარაკებოდა; სახლი არ არის, რომელმაც ერთი წელიწადი უმგლოვროდ განატაროს; სახლი არ არის, რომ სამს ძმაში ერთი ძმა არ გათათრებულ იყოს ძალით, ანუ ტყუჱ არ იყოს წაყვანილი... მარად დაწვა, მარად ხოცვა, მარად აღრეულება... ნუ თუ ბოლო არ უნდა ჰქოედეს(ჰქონდეს) ამათ?... დღეს არის თუ ხვალ საქართუჱლოს მოეღება ბოლო, იგი აუცილებლივ გათათრდება... თან და თან უკან მიდის, შებეზრდა ხალხიც დაუცხრომელს სისხლის ღვრასა და ტანჯვასა... საქართუჱლოს აღარ შეუძლიან მარტო ბრძოლა ყოვლის მხრივ ასიებულ მტერთან. იგი მოხუცდა, მოუძლურდა, ძალა გამოელია ჩემსავით... მე დავიწყე შეკავშირება საქართუჱლოსი რუსეთთან, რუსნი ძლიერნი არიან,-ჩუჱნი მერჯულენი არიან, იმათ შეუძლიანთ მტრის გაძღოლა, ისინი დაამყარებენ ქართუჱლთ თავის სარწმუნოებაზედ, დაფარუჱნ თავის ძლიერის ფრთებით... ვინც უნდა მლანძღოს, ვინც უნდა მაგინოს მე ამ საქმისათჳს. მხოლოდ შთამომავლობისაგან მოუჱლი სიმართლეს: იგი დააფასებს ჩემს შრომასა, ჩემს მოქმედებას... თუ მე ღმერთი არ მაღირსებს ჩემს სიცოცხლეშიუჱ საქართუჱლოს შეკავშირებას რუსეთთან მყარის კავშირით, მე ანდერძად დაუგდებ ჩემს შვილს გიორგის. ეს უფრო გონიერია და შორს მხედუჱლი სხვა ჩემს შვილებზედ, მაგრამ სნეულია... ძმები ამას უსისხლოდ არ დაანებენ ტახტსა... ალექსანდრე აბეზარი შვილია, ის არ მოისუჱნებს, მიიმხრობს დანაშთენსა ძმებსა: იულონს, ალმასხანს, მირიანს, ფარნავაზს... ეხლავ ვხედამ მე იმათში განხეთქილებას... ზოგი სპარსეთში გაიქცევა, ზოგი ოსმალში, და ზოგი სადა, წამოიყვანენ ჯარსა და აკლებინებენ საქართუჱლოს... უზესთაესო არსებავ! შეიბრალე საქართუჱლო, აკმარე ესოდენი გამოცდა და ტანჯვა, რომელსაცა ჰსწევს და ითმენს მხოლოდ შენის სახელის სადიდებელად, ქრისტიანობისა... შენ დააგვირგვინოსანე ეს კავშირი შენის მოწყალებით, თუ რომ კეთილი იყოს... ოჰ! საბრალო საქართუჱლოვ! ნეტავი ორმოცის წლის შემდეგ ჩემის სიკვდილისა, კვალად მაჩუჱნა, ანუ გამაგონა შენი მდგომარეობა რუსეთის ხელში, ჩემი მაწყევარი იქმნები თუ მლოცუჱლი ამ ფიქრისათჳს... გულთა მხილავმა ღმერთმა ხომ იცის, რომ მხოლოდ შენის ბედნიერებისათჳს დავიწყე რუსეთთან ეს კავშირი და არა ჩემის დიდებისათჳს... არ არის იმ გვარი მსხუჱერპლი, რომლის შეწირვაც არ გამოვიმეტო შენს დასამშვიდებელად, შენს გასაბედნიერებელად, უძლურო საქართუჱლო!...
(დასასრული იქნება შემდგომს წიგნში.)
![]() |
4 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
![]() |
4.1 აბგარის ლალი |
▲back to top |
აბგარის ლალი
ბაიარდ ტილორი გვიანბობს თავის მოგზაურობაში ინდოეთის მხრისაკენ ამ ანბავს: „ერთხელ აბგარ, მეფობდა რა ინდოეთში 1555-1605 წ. და ემუსაიფებოდა რა თავის უჱქილს ბერბულს სხვათა შორის ჰკითხა: „დიდი უბედურება რომ შეგმთხუჱოდა რასა იქმოდიო?“ „ვიმხიარულებდი და ვიგულითადებდიო“. მიუგო უჱქილმა. „იმხიარულებდიო და იგულითდებდიო?“ „რასაკვირუჱლია!“ მეორე დღეს უბოძა ბერბულს ერთი უძვირფასესი ლალი და უთხრა: წაიღე ეს ლალი და შემინახე ვიდრე მე მოვითხოვდეო“. ლალი ზევითაც მოვიხსენიეთ უძვირფასესი იყო და ღირდა რამდენიმე მილიონად. უჱქილმან, წამოიღო რა შინ ლალი, რომელიცა მიანდო თავისმა მფლობელმა, იმ წამსუჱ მისცა თავის ქალს და უთხრა სიფრთხილით შენახვა. რასაკვირუჱლია ქალმა ჩადო ლალი, დაკეტა სამის მაგრის კლიტით. აბგარმა რა ეს გათავა მეორეს დღეს დააძახებინა უპირუჱლეს ქურდსა, რომელიცა უნდა მისცემოდა სამსჯელისა გარდაწყუჱტილობით სიკვდილსა და უბრძანა: „ქურდო! დამიბრუნებია შენთჳს სიცოცხლე, უკეთუ აღასრულებ ჩემს ბრძანებასაო. „რა უნდა ვქნაო?“ მიუგო ქურდმა. „უნდა მოჰპარო ჩემს უჱქილს ბერბულს ლალი, რომელიც მე მიუჱცი შასანახავათაო“. ქურდი ფიცხლავ დათანხმდა და რა შინ მივიდა, იშოვნა თანაშემწედ ერთი ბებერი დედაკაცი, რომელიცშევიდა მოსამსახურედ ბერბულის ქალთან, და მცირე ხანში ასეთი შეაყვარა თავი, რომ ქალმან აჩუჱნა მას ლალი. ამის შემდგომ მოხუცმან ჩაიგდო დრო, აიღო ძვირფასი ქვა და მისცა ქურდსა, რომელმაც მაშინუჱ სიხარულით მიართო აბგარს. გახარებულმან აბგარმა აიღო სწრაფლ ლალი, თჳთან თავის ხელით ჩააგდოდჟუმის მდინარეში და შემდგომ დაიბარა თავისთან ბერბული, რომელსაც მოსთხოვა ჩაბარებული ძვირფასი ნივთი. ბერბული გამოიქცა, მაგრამ რა მოვიდა და შეიტყო საქმე როგორც იყო, თქუჱნი მტერი! აღარსად სჩნდა და ის უნდა დაბრუნებულ იყო ცარიელის ხელით. „რა უყავ ლალი?“ ჰკითხა სულთანმა. თქუჱნ მიიღებთ იმას ორ კვირის შემდგომსაო,“ მიუგო უჱქილმა „კარგი, აგრე იყოს უთხრა აბგარმა, მხოლოდ ესკი უნდა იცოდე რომ თუ ამ ორ კვირაში არ მომიტანე, თავს ტანისაგან განგაშორებო:“ ბერბული წავიდა სახლში და უთხრა თავის ქალს: ჩუჱნ დაგვრჩენია სიცოცხლე თოთხმეტი დღე. ეს მოკლე ჟამი მაინც გავატაროთ ლხინში და სიამოვნებაშიო.“ მამა-შვილთ დაიწყეს ლხინი, გამართეს სადილები და მეჯლისები ისე რომ მეთორმეტეს დღეს პურის ფულის აღარ ჰქონდათ. სიკვდილამდენ დარჩენილ იყო ორი დღე. მეთორმეტეს დღეს დილა ადრიან, ერთმა მეთევზის ქალმა უთხრა თავის მამას; „ჩუჱნ მეზობელ უჱქილს და თავის ქალს ორი დღე არის არაფერი არ უჭამიათო, ნება მომეცი მიუტანო საუზმეთ ახლანდელი დაჭერილი თევზიო.“ მამა დათანხმდა და მანაც წაუღო თევზი. ბერბულის ქალმა მიიღო ესე საჩუქარი დიდის მადლობითა და მაშინუჱ მოხარშა. რა თევზი მოამზადა და ორნიუჱ შეექცეოდნენ მოულოდებელის სანოვაგით ჭამით, რაღაც მოედვა ქვასავით პირში და რა გამოიღო, ოხ, სასწაულებაო! ნახა რომ ის ქვა იყო ლალი აბგარისა! მეორე დღეს დიდის სიხარულით წარუდგინა თავის ბრძანებელს და მოახსენა. მე მოგიტანეთ თქუჱნი ლალი ჩემს პირობას მოცემულს დროს. „აბგარი იყო აღტაცებული გაკვირუჱბისაგან; რა შეიტყო როგორც იყო საქმე, იმისთჳს აჩუქა ბერბულს ორი მილიონი რუპი (უჱრცხლის ფული,) და უბრძანა: „შენ მართლად რომ მართალი მითხარიო, უბედურებაში სასარგებლო ყოფილა სიხარული, ვიდრე მწუხარებაო.“
ი. ჩეხა-შვილი
![]() |
4.2 განცხადება |
▲back to top |
განცხადება
მომავლის, 1858 წლითგან, კვალად გამოიცემება „ცისკარი“ ქართული სალიტერატურო ჟურნალი. აქამომდე გამოცემულმა „ცისკარმან“ ისე განაღვიძა ხალხში სურვილი როგორც კითხვისა, აგრეთუჱ წერისა, რომ მრავალნი პირნი შორის ალაგებით-გან გვთხოუჱნ პირუჱლის იანვრითგან გამოცემულს წიგნებს, გარნა თხოვნა მათი რჩების აღუსრულებელ, რადგანც რედაქციაში არცა თუ ერთი წიგნი დაგვრჩომიეს. ამას გარდა, რედაქციაში გვქონან მრავალნი მშუჱნიერნი თხზულებანი სხვა და სხვა პირთაგან წარმოგზავნილნი, როგორც ახალნი, აგრეთუჱ ძუჱლნი, აქამომდენ დაუბეჭდელნი, რომელთცა ვამზადებთ შემდგომის წლისათჳს დასაბეჭდავად და რომელთაცა იმედი გვაქვს წარიკითხამენ დიდის კმაყოფილებით პატივცემულნი ჩუჱნის ჟურნალის მკითხუჱლნი. ესე ყოუჱლი გვაძლევს იმედს, რომ თან და თან მიეცემა ჩუჱნი ჟურნალი დიდსა წარმატებასა. ამისათჳს ვხმარობთ დიდსა ღონის-ძიებასა, რათა გამოვსცეთ მომავლის წლითგან განშუჱნიერებით და განვრცელებით „ცისკარი“ რომლისათჳსაც მოვიწერეთ ს. პეტერბურღით ჩინებული ასოები, ოთხ გვარნი. რადგანც წიგნები დაიბეჭდებიან ხელის მომწერთა მიხედვით, ამისთჳს ვთხოვთ, მსურუჱლნი „ცისკარისა“ ამის, გვაცნობებდნენ ადრე, და თან წარმოადგენდნენ შესახუჱდრს გულსა. ფასი დაშთების იგიუჱ შვიდი მანეთი გაგზავნით.
რედ.