![]() |
ცისკარი №10 (1858) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პოეზია |
▲back to top |
![]() |
1.1 იარალისა-დმი |
▲back to top |
იარალისა-დმი
ჩემო იარალი! ნეტავი ოდეს
ლხინით აღვსილნი ვისხდეთ უჱლს მწუანეს.
ჩუჱნებურათა,
ძუჱლებურათა
ვსვამდეთ, ვიძახდეთ:
იარი, იარალი!...
ჯეირნის მწვადი შიშინით
ცეცხლზედან დასტრიალებდეს;
ყნოსვა დამტკბარი მის სუნით
მადას განგვიღვიძებდეს!...
კახურის ღვინით აღვსილი
აზარფეშაი ხელთ გუჱპყრას,
მოთალი, თევზი, მწვანილი
აგვიჭრელებდეს წინ სუფრას.
ცა მშუჱნიერი, ცა მშობლური.
მარად ბრწყინვალე ზე დაგვნათიდეს,
განცხელებულთა ღვინისგან შუბლთა
კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს.
შენ მომითხრობდე, მე ყრმა გისმენდე,
გამოუცდელი მოხუცებულსა:
თუ ვითა გმირნი ნამდვილ იუჱრნი,
ბრძოდენ, ჰსცხოვრებდენ, დროსა წარსულსა,
ვაი მას მტერსა, ვის ანუ კლდენი,
ანუ ტყეთ სიღრმე არ დაჰფარვიდენ;
ვითა შურდულებრ, მტრედს შავარდენი,
მიესეოდენ და შემუსრვიდენ.
დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე
თვისსა მამულსა შესწირავს მსხუჱრპლად;
დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა
მამულისადმი გულს აღბეჭდილად;
როს ერთგულება, სარწმუნოება
იუჱრთ თვისებად შეადგინებდენ,
ოდესცა ბრძოლა და მამაცობა
მისსა სახელსა განადიდებდენ.
ვისმენდე თუ ვით დღესასწაულსა
შექცევით, ლხინით მოწოდებულნი;
ჭაბუკნი ცხენზედ ყაბახსა ვრცელსა
ტურფად დარახტულ და დაკაზმულნი,
ვით ალვა რგულნი ცხენზედ უძრავად
ესრედ მოჰქრიან ვითა ნიავი,
ჰკრეს ნაღარასა განიყვნენ ორად,
აჰა საამო სჩანს სანახავი.
ცხენთა თქრიალი, შუბთა ტრიალი,
ჯირითთ სრიალი, ყურთ-მაჯთ ბრიალი
უზანგთა ცემა, ცხენთაგან ხლტომა,
კვალად შეხტომა და ხმალთ სრიალი,
ზოგი არწივსა ზეცას ფრინავსა
ისრითა მკუჱთრით განუპობს გულსა;
ზოგი თოფითა, მარჯუჱდ სროლითა
ქვითგან გადაგდებს თასს ნიშნად დგმულსა.
ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი,
სიამით მარად უმზერდა შორით,
ვისცა ეწერა დიდება სახეს,
ვინცა აღარ არს, ვისთვისაც ვსტირით!...
....................
მაგრამ ამაო ჩემო იარალი,
არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა:
სად აზარფეშა, სად არს მწვანილი
ღვინის წილ კვასი, მზის წილ ყინვა.
გარდმოხუჱწილმან ჩრდილსა წყვდიადსა
სადღა იხილოს ცა მშობლიური,
შენ ხარ პეტერბურღს, მე ნოვღოროდსა,
გარეთ მკლავს ყინვა და შინ უგარი!...
გულს ეწუხების რა აგონდების
დღენი წარსულნი ნეტარებისა,
მარამ მოთქმითა ნუგეშ ეცემის
და ჭმუნვა მითცა შემცირდებუსა!...
თ. გრიგოლ ორბელიანი.
1834 წელსა. -
ქ. ნოვღოროდს.
![]() |
1.2 შავ-თვალას |
▲back to top |
შავ-თვალას
(ბენედიკტოვიდამ)
არა ლამაზო, უბრალოდ სცდილობს
ეგ შენი ენა, რომ დამარწმუნოს.
ვითომც შობილხარ შენ რუსთ მხარესა,
ცივსა ნისლიანს ჩრდილოს ჰარსა!
არა; არა მრწამს შორიდგან სითმე
მოტაცებულხარ ძალითა რითმე:
ან ხარ ვარსკვლავი აღმოსავლისა,
და ან ყვავილი ცხელის მინდვრისა!
ეგ შავნი თვალნი ცეცხლებრ მკრთოლვარნი,
და შავნი თმანი ხუჭუჭად რთულნი;
დამიმტკიცებენ მაგა შუჱნებას:
ქართუჱლთ მამულის შენსა შჳლობას!
და ეგ ტანი ნიაუჱბრ მრხევი,
ამაყი სახე ნარნარად მქცევი
სრული სიცოცხლის გამომეტყუჱლი;
ნუ თუ არა ხარ ანა ქუჱყნელი?
გარნა რა ვხედამ ბროლებრივ მკერდსა,
საამო სურნელთ აღმომკმეუჱლსა;
რომელიც ჰფარავს შემძლესა გულსა
სიყვარულისა გრძნობით აღვსილი!
ახლაკი მივხვდი ხარ შენ ნამდვილი:
ცხელის ბუნების - აზიის შჳლი!
თ. რ. შ. ე.
1850 წელსა-ნოემბრის 22-სა. ქ. გორში.
![]() |
1.3 უკანასკნელი ბრძოლა |
▲back to top |
უკანასკნელი ბრძოლა
(კალცოვიდამ.)
მე ზედ სასტიკი ქარი დამქროდა,
ქუხილი ცაში სჭეხდა გრგვინავდა;
მძაფრი სიციუჱ გულს მითრთოლებდა,
და სუსტი ჭკუა შიშით მიკრთოდა.
მე არ შეუდრკი ამა ტანჯვასა,
ამაყად ვდეგი ბროლისა უჱლსა,
მე შთავიმარხე სულში სურვილი,
გულშია სიმხნე სხეულში ძალი.
რაა სიცოცხლე, რა არს სიკვდილი!
მოდი რაც მოხვალ- ჰქმენ საწადელი!
დიდი ხანია ზესთა-ბუნებას
მივნდობივარცა იმისა ნებას.
მე არ მაქვს იჭვი ამ სასოების,
ეს არს სავსება ჩემის სიცოცხლის;
საუკუნოდ არს მუნ განსუჱნება,
მუნ მყუდროება და ნეტარება!
შენ ნუ მაშინებ უბედურებით,
ნუ მიწოდ ბედო ამაყოვნებით!
- მე მზათა ვდგევარ ბრძოლის მინდორსა,
მაგრამ უჱრ დასცემ გულ უშიშარსა,
ჩემ სულში არის ძლიერი ძალი,
გულში კვალად მაქვს მხურვალე ალი;
ჯვარცმის ქუჱშ არის ჩემი საფლავი,
და ჯვარისა მაქვს მე სიყვარული!
თ. რ. შ. ე.
1849 წელსა. ფებერვლის 28-სა. ს. კ.
![]() |
1.4 ფოთოლი |
▲back to top |
ფოთოლი
(ჟუკოვსკიდამ.)
მეგობრის ჰრტოდამ მოშორუჱბულო
მითხარ ფოთოლო, დაობლებულო
საით მიჰფრინავ?... საწყალობელო!
„მეც თვით არ ვიცი, შემბრალებელო:
„ქარმან მოგლიჯა მშობელი მუხა,
„იმა დროიდგან მე შემაწუხა;
„შემთხუჱვითა ვარ მოტაცებული
„და სოფლისაგან ატირებული;
„მივფრინავ მუნით სადაც ყოუჱლნი,
„ბუნების ნებით ამ სოფლიერნი,
„სად მიილტვიან დაფნის ფოთოლნი,
„და ანუ ნაზნი ვარდის ფურცელნი.“
თ. რ. შ. ე.
1849 წელსა. ნოემბრის 1-სა. ს. კ.
![]() |
1.5 პყრობილობის დროს |
▲back to top |
პყრობილობის დროს
ბასრო ხანჯალო! ჩემგან ლესულო
მტრისა გულისა, შენ გამბასვრელო!
ფრანგულო თოფო, ჩემო შემკულო,
ნადირთა, მხეცთა, შენ გამმუსვრელო.
შენ, ჩემო ცხენო! ერთგულად მქცევო,
გაჭირუჱბაში მკვირცხლად გამქცეო;
მოდით მომმართეთ თქუჱნსა პატრონსა
და განმარინეთ პატიმრობასა!
თ. რ. შ. ე.
1848 წელსა. ივნისის 1.სა. ს. კ.
![]() |
1.6 ლხინი |
▲back to top |
ლხინი
ხელთა მიპყრია მე აზარფეშა
კახურის ღვინით-წითლითა მჟღერი
ეს არის ძმანო არშიყთა ფეში,
ეშხით აღვსილი ზედან დავმღერი!
ოდეს ყოუჱლთვის წითლის კახურით
აღვსილი ეგრე მე ხელთა მეპყრას,
ოხვრა და სევდა გულის ალმურით
განჰგლიჯოს იმან, ვინც მუნ შემესწრას.
როს ტრფიალება ჩემს წინ როკვითა,
წინ წარმომუდგეს ვით საყვარელი,
მაშინ გადავჰკრა თუნდ თავს მცენ ქვითა
და არ შევიქნა დაუზარელი! -
ეშხი დავღუპო ერთათ შენთანა,
და ალაუჱრდი უძღვნა მეორეს,
თუნდ მიმიწოდონ მაშინ ბრძენთანა
არვის ვხადოდე მოთანასწორეს!
მიყვარხარ ჩემო შენ აზარფეშა,
ოდეს დაგცქერი ციმციმად სავსეს;
შენმან შუჱნებამ აწ მანუგეშა,
არ დაგივიწყო, ვფიცავ შენსა მზეს! -
აჰა მოყვასო[1] ესე აზარფეშა,
შენც წაიკითხე ზედ რა ჰსწერია!
ჩანგსა ჩამოჰკარ შენებურათა
ტკბილისა ხმითა შენც დამღერეა.
დ. ბერიევი.
_____________
1 მოყვასად ჰსახავს კერესელიძეს.)
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ჯინერვა |
▲back to top |
ჯინერვა
ათას სამას ოთხმოცდა თექვსმეტსა წელსა, ფლორენციის ქალაქში იყო უსაშინლესი ჭირი, თითქმის მეოთხედი ნაწილი ხალხისა არ გადარჩენია იმ საშინელს სნეულებასა, რომელსა დროშიაცა მოხვდა შემდგომი იშჳათი ანბავი:
სენი ესე მოქმედებდა ფლორენციის ქალაქში რამდენსამე წელიწადს: ბერები, თუ მღვდლები, ყოუჱლნი ერთბამ იტვირთებდენ ჯვრებსა და დადიოდნენ გულმხურვალეს ლოცვითა ქუჩებში, განქარუჱბისათვის სნეულებისა. არცა დაწყნარდებოდენ, არცა იღალებოდენ; ყოუჱლგან მიიღებდენ დიდითა მონაწილეობითა და პატივითა, ყოუჱლგან დახვდებოდათ უხვად სასმელ-საჭმელი, იმა სამღრთოთა კაცთა.
ამისათვის მოგაგონეთ ყოუჱლი ესე, საყვარელნო წარმკითხუჱლნო, რომ მსურს ერთის იშჳათის შემთხუჱვის მბობა, რომელიცა დამოკიდებულიაქალ-ყრმისა სიყვარულზე, იმ გვარ ქალზე, რომლისათვისაც სრულიად მცხოვრებნი ფლორენციის ქალაქისანი, გიჟდებოდნენ მეტის სილამაზით.
სადგომი მშუჱნიერის ქალის მამასა, ჰქონდა უპირუჱლეს ქუჩაში. ქალიცა იდგა თავის მშობელთან და ენათესაებოდა მშუჱნიერსა ნარგიზსა; საკმაო არის ქალის სილამაზეზე ლაპარაკი, ახლა ვსთქვათ თუ რომელსა ყმაწვილსა კაცსა აქვნდა სიყვარული და რომლისა გული იყო შემსჭვალული ქალის ეშხითა. ყმაწვილსა კაცსა ერქვა ანტონიო, ესე ანტონიო მრთელი ოთხი წელიწადი დასდევდა ჯინერვასა, აიტანდა რამდენთამე კაცთაგან საყუჱდურსა, სიმტრესა და სხვასა. რამდენჯერ ჰსთხოვა მშუჱნიერის მამასა ნების-დართვა ცოლად თხოვნისა, მარამ თანახმა არაა ხდებოდა, რადგანც უნდოდა მიეცა თავისი ქალი დიდის კაცისათვის და ამას გარდა მდიდარისათვის. ბევრს აქა-იქ ძებნაში ბოლოს დროს მისცა ერთს მდიდარს, რომელსაცა ერქვა ფრანჩისკო და რომელსაცა მრთელნი ქალაქის მცხოვრებნი დიდსა პატივსა ჰსცემდნენ. ქმარსა დიდად უყვარდა თავისი ახალგაზდა ცოლი, მარამ ჯინერვას არ უყვარდა.- ანტონიო ყოუჱლსაუჱ ამასა ხედავდა და რასაკვირუჱლია ცეცხლი ედებოდა გულსა, ამასთანაუჱ ხედავდა, რომ საუკუნოდ მოშორდა თავისს სატრფოს.
ნათქვამი არის, სიყვარული ჭეშმარიტი, არაოდეს თავის თავს არ უღალატებსო. ანტონიო ფიცით იტყოდა: თავის დღეში ცოლს არ შევირთამო,რდგანც მეტად ახირებით უყვარდა ჯინერვა, არცა ვის შევიყვარებ, იმის შემდგომაო.
იმ დროში ჭირი უფრო და უფრო ხშირდებოდა. მშუჱნიერი ჯინერვა შეიქნა ავათ, არა ჭირით, არამედ სხვა სნეულებით. სენი ემატებოდა ქალსა და შემდგომს იმ მდომარეობას მიახწივა, რომ გულს შეუწუხდა და კვდარისავით შეიქნა, რადგანც მეტად სუსტის სხეულის მქონებელიც იყო. ყოუჱლთა იმის მონათესაუჱთა ეგონათ რომ მოკვდაო. თუმცა ბევრი წამლები ასხეს პირში, თუმცა ასუნებინებდენ სასუნებლებსა, თუმცა აგლეჯდენ ლავიწებსა, მაინც მაჯა, თუ გული აღარ უცემდა, სწორედ გარდაწყვიტეს, რომ მოკვდაო. იწყეს დიდი ტირილი, თავში ცემა, ყოუჱლთა ქალაქის მცხოვრებთა შეიტყეს ეს ანბავი და ყოუჱლნი დიდათა ჰსწუხდნენ. დასასრულს მოუმზადეს კუბო, ყოუჱლიუჱ რიგი დამარხვისა და გაიტანეს ქალაქის გარეთ ეკკლესიაში, სადაცა დასდუჱს აკლდამაში, თავიანთ ჩუჱულებისამებრ.
რა დამარხეს მშუჱნიერი ჯინერვა, მცნობნი დიდათა ჰსწუხდნენ, ყუჱლაზე უმეტესათა ჰსწუხდა საწყალი ანტონიო, რომელიცა ყოუჱლდღეს გაივლიდა იმის სადგომისაკენ და ცხარესა ცრემლსა ანსთხევდა: რა მობრუნდებოდა შინა იტყოდა: ჩემი ცხოვრება რაღა ცხოვრებაა, ის არა ჰსჯობს მეც ჩემს ჯინერვასთან მოვკვდეო. აი რასა ნიშნავს ჭეშმარიტი სიყვარული.
ახლა დავუბრუნდეთ ისევ ჯინერვასა, რომელიცა დაუტეუჱს საფლავში და რომლისათვისაც ჰგონებდენ მოკვდაო. ორიოდე დღის, შემდგომ დამარხვისა სული ისევ დაუბრუნდა ყოუჱლთაგან დატეუჱბულსა ქალსა. ჯინევამ მაშინათუჱ შეიტყო თავისი თავის მდებიარობა და მდუღრის ცრემლით იტყოდა: უკეთუ მიუჱცი შიშსა, უთუოთ მოვკვდებიო, ისევ ჰსჯობს გული შევიმაგროვო! ეს დრო იყო ღამე. თორმეტის დღის მთვარე მნათობდა ცის სივრცეზე და იმის შუქი შევარდებოდა ეკკლესიაში ფანჯრიდამ და დაეცემოდა საფლავზედ, სადაცა იწვა უიმედოდ მშუჱნიერი. გაახილა თვალები, მარამ რას ნახავდა, რადგანც სუდარაში იყო გახუჱული.
საწყალმა ქალმა მოიხმარა ყოუჱლივე რაც შეეძლო ღონის-ძიება, აკლდამიდგან ამოსვლისათვის. პირუჱლად იწყო ყვირილი, მარამ ვინ უშუჱლიდა, ქალაქითგან განშორებულს ალაგს, ამისთანას ღამეში და ამ დროს. რა ნახა რომ ამაოდ იზახდა, შემდგომს იტყოდა: თუ რომ ჯერ მკვდარი არა ვარ, აქ მაინც არ მოკვდები, ამისთანა საშინელს ალაგს რაც უნდა იყოსო, იმედი მაქვს ღვთისაგან, რომ განმანთავისუფლოსო.
ამ დროს გაიხია სუდარა, გადიგლიჯა კუბოს თავი, ამოცოცდა რაც ძალი მოსდევდა აკლდამიდგან და რა ამოვიდა შევიდა იმ ფანჯარასთან, საიდგანაცა შემოდიოდა შუქი მთვარისა. აქა-იქ ძებნაში იპოვა კიბე. რომელზედაცა ადიან ეკკლესიის მომმლელნი და ანთებენ სამთელსა. მიიდგა ფანჯარასთან, ავიდა ზედ და რა გამოყო თავი გარეთ,გადმოეშო ძირს. რასაკვირუჱლია დასუსტებულს ქალს გული შეუწუხდებოდა პირუჱლად, შემდგომს რა გონს მოვიდა, წამოდგა და წყნარად გასწივა თავის სახლისაკენ. გზაზედ კანკალებდა სიცივით, მარამ რას იქმოდა. რა მივიდა თავის სახლში, რაც ძალი მოსდევდა დაარახუნა კარები, ამ დროს ფრანჩისკო იჯდა ოთახში, ჰსტიროდა იმას, რომელსაცა მოაკლდა ახლოს ხანს და რა გაიგო კარების დარახუნების ხმა, მივიდა და შეუძახა: ვინ არის, ვინ არახუნებსო? მე ვარ შენი ჯინერვა! განა ხმაზე უჱრ მცნობო? მიუგო ქალმა სამწუხაროს ხმით. ფრანჩისკომ თვით ნახა, როგორც დამარხეს თავისი ცოლი და რასაკვირუჱლია ახლა დიდად შეშინდებოდა რა გაიგო ხმა მკვდრისა. კაცმა დაიწერა პირსჯვარი და ჰსთქვა: განისუჱნე მართალთა შორის ახლად გარდაცვალებულო ჯინერვა და ხვალ ადრე წავალ ეკკლესიაში და გიწირვინებო.
აი, ამ სახით იყო დატეუჱბული უბედური ქალი თავის ქმრისაგან; ჯერეთ იწყო ტირილი და იტყოდა: ახლა რა ვჰქნა, ვის მივმართო და სად წავიდე, სიარულიც აღარ შემიძლიანო! ეტყობა განგებასა სურს ჩემი სიკვდილი ამაღამაო. დაიწყო ჯინერვამ სიარული და მივიდა სამშობლოსას, სადაცა მამა ჯერეთ არ შეულიყო შინა, ამისათვის დაარახუნა კარები ოთახისა. სადაცა იჯდა მშობელი, მოჰსთქმიდა, იგონებდა ქალსა და ტიროდა, მარამ რა ხმა შემოესმა დარახუნებისა, ხმა გაკმიტა, ფანჯარა გააღო და იზახდა: ვინ ხარ? და ვინ არახუნებსო? ჯინერვამ კანკალის ხმით და კნავილით მიუგო: მე ვარ დედაჯან, კარი გამიღეო. დედამ გაოცებულმა მიაკეტა უცებ ფანჯარა და ჰსთქვა: „განისუჱნე აბრაამის წიაღსა, სულო ქალისა ჩემისა ჯინერვასაოვო.“ ჯინერვა კი ცხარეს ცრემლით, რა ესეც ნახა, იტყოდა: რასათვის დავიბადე ამ დღისათვის, რომ ყოუჱლნი მე მიტეუჱბენო! ღმერთო ჩემო, იესო ქრისტევ, ძეო მღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი, ნუ დამაგდებ შენცა ღვთის-მშობელო ქალწულო, ნუგეშინის მცემელო ყოუჱლთა ჩემებრ დაგდებულთაო! ჰსჩანს განწირული ვარ და ისეუჱ იმ ალაგს უნდა დავიდვა, საიდგანაც ამოუჱლიო!
ტირილით მივიდა კიდევ ბიძასთან, რომლისაგანც მიიღო ისევ პასუხი. ვის შეუძლიან თვალწინ წარმოიდგინოს საშინელება ქალისა, რომელიცა მწარედ შეწუხებული აქა-იქ სიციუჱში. რადგანც ოკდომბრის თუჱ იყო, დაეხეტებოდა; ამ შეწუხებაში უცებ მოიგონა თავისი ადრინდელი საყვარელი ანტონიო, იფიქრა, მოდი ერთი იქაც მივალ, გამოვცდი ადრინდელივ სიყვარული აქვს თუ არაო და გასწივა სადგომისაკენ, იმედი მაინც კიდევ ეძლეოდა. დასასრულს შუაღამის მეექვსე საათზე მიადგა ანტონიოს კარებსა ჯინერვა, რომელიცა არახუნებდა და თან მუხლები ეკეცებოდა, ცალკე დაღალულობისა, ცალკე სიცივისა, ცალკე სიმშილისა გამო. ანტონიო იჯდა გულ-ჩათხრობილი და საშინლად მწუხარე, როგორც ზევითა ვსთქვი თავის ოთახში, ის ფიცხლავ ადგა, გააღო ფანჯარა და გადმოსძახა:ვინ ხარ? ვინ არახუნებ ამ დროსაო? მე ვარ ჯინერვა... ღვთის გულისათვის ნუ დამიტეუჱბ ეგრეთ, როგორათაც დამიტეუჱს ყოუჱლთა მონათესაუჱთა ჩემთაო!...
ანტონიომ ფიცხლავე შეიტყო ხმა, თუმცა ჯინერვას მეტად ხმა წასლოდა. მეტისა სიხარულით უჱღარა გაიგორა: კარებთან კი ვეღარ მოვიდა, რომ გაეღო და გამოსულიყო, ფანჯრიდამ ძირს გადმოვარდა, მივიდა და რა თვალი კარგად დააკვირვა რადგანც გათენებაც იყო, იცნა რომ ნამდვილად ჯინერვა იყო. დაუყვირა მოახლეს, რომელმაცა გამოანთო სამთელი. მოჰკიდა ხელი საყვარელსა და შეიყვანა შინა. მწუხარე ანტონიომ, ნახა რა რომ ტანი საყვარელისა ემზგავსებოდა ყინულსა, უბძანა მოსამსახურეთა, დაანთებინა ბუხარი, ქალი დააწვინა ტფილად ქუჱშაგებში, დახურა საბნები და თვითონაც მოუჯდა გუჱრდსა.
ყოუჱლსა ქალის მოძრაობასა ანტონიო უყურებდა ყურადღებით და გულმტკივნეულად, ფიქრობდა: ნეტარ კარგა შეიქნება თუ არაო, მარამ უმეტესი ცეცხლის მოდება ის იქნება, რომ განთავისუფლდეს ისევ პატრონმა წამართვას და მოვაკლდე მშუჱნიერსაო.
ნახევარ საათს ჯინერვა უჱრ მოეგო გონსა, შემდგომ რა ცოტად დასთბა, საბანი გარდაიწივა, ამოიღო ხელი და თვალები გაახილა. შესაძლებელი არ არის გონებაში გამოსახვა. თუ როგორსა მხიარულებასა მიეცა ანტონიო და როგორი ბედნიერი იყო, როდესაც უთხრა ქალსა: უმშუჱნიერესო,სათაყვანებელო ჯინერვა, ჩემო სიხარულო, ჩემო ბედნიერებაო, ნურავისგან ნუ იშიშჳ, მე შევამოკლებ ყოუჱლსაუჱ შენს სატანჯუჱლსა, მიბრძანე რაც კი გნებავს და ყოუჱლიუჱ ბრძანებისამებრ აღსრულებულ იქნებაო.
ქალი კი თავდახრით, სირცხვილით წამოწითლებული იტყოდა: ანტონიო, ჩემო საყვარელო, პირუჱლი ჩემი თხოვნა შენთან ეს არის, რომ არ გამაუპატიურო! ეს შენგნით დიდი მოწყალება იქნება ჩემთვისო, შემდგომ დაუწყო თავის-თავის გარდასავალის მბობა, თუ როგორ მიიღო, ქმარმა, თუ ბიძამა, ესეც დაუმატა: ახლა შევიტყე იმათი სიყვარული რაშიაც მდგომარეობს საყვარელო ანტონიო, მოვინდომე შენიცა გამოცდა და ახლა დაუჱრწმუნე რომ გყვარებივარ. მომიტევე ამაზე, რომ ისეთი უმადური ვიყავ უჱრ დავაფასე ეგე სიყვარული და შევირთე უგრძნობელი ქმარი, მარამ არცა თუ ვარ გასამტყუნარი, რადგანც ჩემთა მშობელთა ესრედ სურდათო. კათილგონიერო და პატიოსანო მეგობარო ჩემო, ერთმანეთთან ლაპარაკით მოვიცლით, მხოლოდ უბძანე ცოტა რამ მასონ და მაჭამონ.
ანტონიომ მიუგო ესრედ: სარწმუნო იყავ, საყვარელო დაო ჩემო, რომ ყოუჱლიუჱ გექნებათ ჩემს სახლშიო. მერმედ უბძანა მოახლებს, კუჱრცხები თოხლოთ შეაწუჱვინა, ჯინერვას აჭამა და იმით მცირედი ყუათზე მოიყვანა, შემდგომს ჩაიცო რადგანც დილაც იყო და გასწივა ბაზრისაკენ ვარიებისა საყიდლად თვითონ ანტონიომ, რომელსაცა ქალმა დააბარა: სასაფლაოსაკენ გაიარე, კუბოს თავი ისევე დაადგი, ლოდი მიაგორე რომ არავინ შეიტყოს ეს ანბავიო.
ანტონიომ ყოუჱლიუჱ თხოვნა ჯინერვასი აღასრულა. რა მობრუნდა შინა შეექცეოდა ქალთან და აღუწერელი იყო იმისი სიხარული, მრთელი დღე ეჩუჱნა ერთ წამად ვახშმის უკან დახურა კვალად საბანი, მოახლე გუჱრდს მცუჱლად მიუყენა, თვითონ კი გავიდა მეორეს ოთახში მოსასუჱნად.
ოთხის დღის შემდგომ ჯინერვა თავის ფერზე მოვიდა, ადრინდელზე უმეტესად დაშუჱნდა და რა ეს შუჱნება ანტონიომ ნახა, უმეტესად სიყვარულის ცეცხლი ედებოდა და ეტყოდა: საყვარელო ჩემო უმშუჱნიერესო ჯინერვა! ახლა მითხარ, თუ რა გაქვს ჰაზრში? უნდა ახლა ერთერთი ჩუჱნგანში აღმოირჩივო: ან ქმარი ან მე; ღმერთი ხომ არის მოწამე, რომ ჩემს სიკვდილამდე შენ არ მოგშორდებოდი, მარამ იქნება გსურდეს ქმართანუჱ მისვლაო?- ახ, არა, მაგას ნუ მეტყვი, ეგ შესაძლებელი არ არის რომ ქმართანუჱ მივიდეო. უპასუხებდა ჯინერვა, დიდი ხანია რაც რომ ვფიქრობ შენს ცოლობას თუ რომე შენცა თანახმა შეიქნებიო...
მართლა ჯინერვა? ნეტარ იცოდე თუ მად სიტყუჱბზე ახლა როგორი ბედნიერი ვარო. რადგან აგრე არის, ეტყოდა ქალი, შენ ხომ იცი რომ ჩემა ქმარმა დამმარხა როგორათაც მკვდარი დაჩუჱნ ხომ ვიცით, რომ მკვდარსა, ყოუჱლნი მოეშუჱბიან, მაშასადამე ნათესაობაცა გაწყდება. ახლა ჩუჱნ წავიდეთ ეპისკოპოზთან და ყოუჱლიუჱ ჩუჱნი გარემოება ვაცნობოთ, იმედი მაქვს რომ ნება მოგუჱცეს ჯვარ წერისაო.
- მეორეს კვირეს დილით, მოირთო ჩინებულად ჯინერვა, რომელიცა დილის ცისკარსავით ბრწყინევდა და გასწივა მოახლით ეკკლესიისაკენ ანტონიო შორი ახლოს მისდევდა ქალსა; ბევრთა იცნეს ჯინერვა, მრავალნი კეთილშობილნი, თუ მოქალაქენი ერთმანეთი ყურში უჩურჩულებდნენ სხვათა შორის შეხვდა დედაცა, რომელმაცა რა ნახა თავისი ქალი, გაოცებით შეყჰვირა: ოხ! ნეტარ რა მშუჱნიერი ქალი არისო! ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს ჩემს ქალსაო. რა ახლოს მივიდა, იცნა რომ ნამდვილად თავისი ქალი იყო,- განა შენა ხარ, საყვარელო შჳლო? რომლის განგებით აღზდეგიო? ჯინერვა პასუხს არ აძლევდა.
გარეშემო ჯინერვას ამდენი ხალხი შემოეხვია, რომ უჱრც წინ მიდიოდა და უჱრცა უკან ბრუნდებოდა. ამ ხმიანობაზე ფრანჩისკოც მოვიდა და აგრეთუჱ ანტონიოც; ფრანჩისკომ რა ნახა იზახდა: ეგ როდის წამომდგარა, რომ მე უჱრ შევიტყე და ან აქამდისინ სად იყოვო?
მაშინ ქალი ეტყოდა: არათუ სამარიდან წამომაყენეთ, ცოცხალი დამმარხეთო, მარამ უეჭუჱლად კი მოვკვდებოდი, თუ რომ არ ეშუჱლა ჩემთვის ჩემს ანტონიოსაო, ამის შემდგომ თქუჱნ არათუ მხოლოდცოცხალი დამმარხეთ, როდესაც ღვთის განგებით ამოუჱლ საფლავიდამ, კარს მოგადექით და სახლშიაც არ შემომიშჳთო, ახლაც თავი დამანებეთ, რა გინდათ ჩემგან, არაოდეს არ შემიძლიან თქუჱნთან ყოფნაო. რა ესე ჰსთქვა, თავიდაანება, დედასაცა და ქმარსაცა, გამობრუნდა უკან.
რისთვის წამართვით ცოლიო, ეტყოდა ფრანჩისკო ანტონიოს.- ტყვილად რას მეჩხუბებით, უპასუხა ანტონიომ, თუმცა ჯენერვა ჩემი ცოლი არ არის, მარამ დღევანდლამდინ დედა ჩემთანა ჰსდგას, თუ რომ აგრეა, იჩივლეთ იმაზე, უკეთუ გაქვსთ რამე უფლებაო.- კარგი, კარგი! იტყოდა ფრანჩისკო, მე ქაღალდს მივცემ ეპისკოპოზსაო. ძალიან მოხარული ვარო. უპასუხა ანტონიომ. სხვანი კი ამტყუნებდენ ფრანჩისკოსა, მარამ მაინც წავიდა ეპისკოპოზთან საჩივლელად.
ჯინერვა დაბრუნდა თუ არა შინა, ეპისკოპოზისაგან კაცი მოუვიდა გიბძანებსო. მაშინათუჱ ქალმა გასწივა და იზახდა: რაც ადრე მითქვამს, ახლაც იმას ვიტყვიო, მოლოზნათ შევსდგები და არას გზით არ შევიქნები ცოლი ფრანჩისკოსიო.
რა მივიდა ეპისკოპოზთან, ჩამოჯდა სკამზედ და მოჰყვა ბულბულსავით ჭიკჭიკსა. ვინცა ვინ იქ მყოფთა ნახეს ამას იტყოდნენ: ეს ქუჱყნიერსა არსებასა არა ჰგავს, ცით მოვლენილი ანგელოზი უნდა იყოსო.
მცირეს ხანს შემდგომ ეპისკოპოზმა ესრედ უთხრა: საყვარელო შჳლო ჩემო! მითხარ, რასაითვის არა გსურს შენს ადრინდელ ქმართან ცხოვრებაო?- მე ყოუჱლსაუჱ მოგახსენებ კეთილ სინდისით, მიუგო ქალმა, და ვითხოვ სამართალსაო.
დაიწყო ჯინერვამ ყოუჱლიუჱ თავის გარდასავალი და რა გაათავა, ეპისკოპოზმა იმის მხრივ გრდაწყვიტა საქმე, რადგანც სიკვდილი არღუჱვდა ცოლქმრობასა და უთხრა: წარუჱდ შჳლო, შენს ანტონიოსთან და იყავნ ბედნიერად, შენ ფრანჩისკო კი წარუჱდ მშჳდობით, შენი საქმე გარდაწყუჱტილი არის, შენ კანონით წაგერთმევა, ცოლიცა და ყოუჱლიუჱ მზითევიცა, რაც მოუტანია შენთან ჯინერვასაო.
რასაკვირუჱლია რომ ფრანჩისკო დიდად შეწუხდებოდა. რა ნახა რომ ცოლი გააშუჱბინეს, დაღონებული შინათკენ წამოვიდა.
დიდ ხანს მითქმა-მოთქმა იყო ფლორენციის ქალაქში ამ გვარ იშჳათს შემთხუჱვაზე და იკვირვიდნენ.
ანტონიომ დიდის ანბით დაიწერა ჯვარი ჯინერვაზე, ფრანჩესკო კი ამ ანბავს შორიდამ უყურებდა როგორათაც მოთამაშე და დიდად ნაღვლობდა. შემდგომს ჯვარის წერისა, ჯინერვა და ანტონიო ჰსცხოვრებდნენ ტკბილად, ერთმანეთის სიყვარულით და ბედნიერად.
ი. კ.
![]() |
2.2 უბის საათის შემოღება |
▲back to top |
უბის საათის შემოღება
1500 წელსა, ერთს მშუჱნიერს დღეს, ნიურენბერღის ქალაქის პირუჱლმან მსაჯულმან, გაათავა რა სამსჯავროში სახელმწიფო საქმის წარმოება და, აპირებდა რა წასვლასა თავის სახლში, სადაცა მოელოდა სადილი მომზადებული კეთილის და პატიოსანის ცოლისაგან,- უცებ გაიღო კარი და შევიდა მოულოდებელი მოჩივარი. ეს მოჩივარი იყო ხანში შესული კაცი, თითქმის მოხუცებული და სახე მისი აძლევდა მას პატივისცემის ღირსებასა.
უფალო მსაჯულო! მოახსენა მოჩივარმა, - უკანასკნელი იმედი ჩემი დამოკიდებული არის მხოლოდღა თქუჱნზედ! უბძანეთ ჩამსვან მე, რომელსამე იმგვარს ციხეში, სადაცა შემეძლოს მარტო ყოფა და სადაცა უჱრა რომელსამე სულსა უჱრ შეეძლოს ჩემი დაშლა იმ საქმისა, რომელიცა მსურს მოვიყვანო აღსრულებაში.
მსაჯული ამ საქმეზე შესაძლო არ იყო რომ არ განკვირუჱბულიყო და დიდად დაფიქრდა. ფიქრის შემდგომს ჰკითხა მოხუცებულს მიზეზი ამ გვარ საკვირუჱლის საქმის თხოვნისა.
აკი მოგახსენეთო, უპასუხა მოხუცებულმა, და თუ ინებებთ დაწვლილებით საქმის შეტყობას, კიდევ მოგახსენებთო: მე მყავს ცოლი და ორი შჳლიო. მე შეუდექი იმისთანას დიდს საქმესა, რომელიცა თუ დავასრულე ძალიან გამამდიდრებსო და რომლისაცა ადრე გამოაშკარება არ მინდა, ვიდრე არ შევასრულებო. ასე უნდა მოიქცევოდეს ყოუჱლი გონიერი კაციო, მაგრამ რას იტყვით, ჩემი მოუსუჱნარი სახლობა, ყოუჱლს დღეს, ყოუჱლს ჟამს და ყოუჱლს წამს ისე მაწუხებს, რომ თითქმის გამაგიჟესო, მრთელს ჩემს სახლში, ერთი იმისთანა კუთხე უჱრ ვიპოვნე, სადაცა შემძლებოდა თავისუფლად და მოსუჱნებით ჯდომა, სადაც კი მივალ ცოლი თუ შჳლები, თან დამდეუჱნ, ილაჯი არის გაწყუჱტილი, რას აკეთებ და მაგდენს რაზედან ფიქრობო? ზოგჯერ შევიკეტავ ცალკე ოთახის კარს, ეგება იქ მაინც მოვისუჱნო მეთქი, მაგრამ შენ არ მამიკვდე! შემამიმტვრეუჱნ კარებს, შემოცვიდებიან და ის დაწყობილი საქმე ისე შემეშლება, რომ არათუ ბოლო, თავიც დამავიწყდებაო. ღვთის გულისათვის ბატონო მსაჯულო, მიშუჱლეთ რამე, უბძანეთ ჩამსვან ციხეში და დამიკეტონ კარები, ერთი კვირეცარი, რომ ეგების შევასრულო ჩემი მუშაობაო!
მოხუცებული ანბობდა ამას ასეთის გრძნობით, ასე გულ-მხურვალედ სთხოვდა მსაჯულს, რომ ისიც გრძნობაში მოიყვანა და ეს საჩივარი მიიღო უპირუჱ ეშმაკი ხომ, როგორც ვიცით სხვა და სხვა სახედ იცვლება ხოლმე, ამისათვის დავწვდი, ავიღე და რაც ძალი მქონდა, მოვიქნიუჱ კედელს მივარტყი და ისე გამოვარდი, რომ უკანაც აღარ მიმიხედნია, მაგრამ ცოლმა კი შემიტყო და ბევრი მიჯავრდა...
სხვა რაღა იცი! აბა ისიცა ჰსთქვიო! ეუბნებოდა ტირილით საბრალო ქალი პეტრესი, ხედავდა რა რომ თავისი ქმარიცა აღუდგა წინააღმდეგ იმის მამას.- შენ ამტყუნებ მამასა? იფიქრე კარგათ, თუ ვითა საძაგლობა არის, რომ პატივს არა ვსცემთ ჩუჱნს მშობელს მამასაო. ბატონებო! იზახდა დიდის უჱდრებით ქალი, ნუ ღუპავთ ჩემს მშობელს მამას, ღვთის გულისათვის დაიცევით ის საცოდავიო!
დამშჳდდი! ეტყოდა მსაჯული, სამსჯავრო ჩუჱნი ისეთი უსამართლო არ არის, რომ დამნაშაუჱ აგრე მალე დასაჯოს, ვიდრე დაწვლილებით არ მოისმენს დამნაშავისგანცა პასუხსაო. რა ესე ჰსთქვა დააწკარუნა ზარი, რომელიცა ედვა სტოლზედ და ამ დროს უცებ გაიღო კარი, რომლითგანაც შემოვიდა ოქრომჭედელი პეტრე. ის საცოდავი შემოვიდოდა წყნარად; პირის-სახე გახდომოდა და არ იყო კიდეც, რომ გაჰყვითლებოდა, მაგრამ გაბედვით კი შემოვიდოდა, რა დაინახა ქალმა თავისი მამა, დიდად იამა; ცოლმა და შჳლებმა ძირს ჩაჰკიდეს თაუჱბი.
ხელოსანო პეტრე! უთხრა მსაჯულმა, - გესმის რასაც შენზედ ლაპარაკობენო? მესმისო, წარმოსთქვა მშჳდად პეტრემ და ცრემლთა დაუწყეს თვალთაგანდენა, - მესმისო, და ყოუჱლსაუჱ წარსულსა მიუტეუჱბო, ეტყოდა პეტრე. მე მაგათ სისულელეზედ კი არა ვწუხვარ, იმასა ვწუხვარ, რომ ორმოც და ათ წლოვანი მზრუნუჱლობით სიცოცხლესა ჩემსა, მღვთის შიშსა და ცოლშჳლის სიყვარულსა, უჱრ შეიძლეს ჩემ თავდებად დგომა, რომ მე ვიყავ სრულს ჩემს მეხსიერებაზედ, რომლითაც შევუდექი საზოგადო სასარგებლოს საქმეს. ახლა ნება მომეცით ბატონებო, თუ რაში მდგომარეობდა ეს საზოგადო სასარგებლო საქმეო:
კარგათ მოგეხსენებათ ბატონებო, რომ თითქმის დაბანდებითგან ოქრომჭედლის ხელობისა გახლავარ, უკანასკნელად, როდესაც რომ მოვგზაუროდი გერმანიაში და იტალიაში, უმეტეს და უმეტეს შევიზინებდი ჩემის ხელობის სწავლასა. ფლორენციის ქალაქში გაუმეგობრდი ერთს უწარჩინებულეს ოქრო მჭედელს, რომელსაცა სახელად ერქვა სეკკადო, მე გაუმეგობრდი იმას არა დროებით, არამედ საუკუნოდ; ეხლაც მიმაჩნია ისი ჩემს უპირუჱლეს მეგობრად. რა დავბრუნდი მოგზაურობითგან, შევირთე ცოლი. კარგათ მოგეხსენებათ ბატონებო, გარემოება ცოლშჳლიანის კაცისა, ყოვლის ცოლშჳლიანის კაცის ფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ იზრუნოს ცოლშჳლის შენახვისათვის, ამ ნახევარ წლის წინეთ, ვნახე რომ უცებ კარს მომადგა სეკკადა, რომელმაცა მითხრა, რომ ერთის უპირუჱლის საქმისათვის მოუჱლი შენთანაო. ეს უპირუჱლესი საქმე, აი რა გახლდათ: ერთს იტალიანს მოსვლოდა თავში გაეკეთებინა იმ გვარი მაშინა, რომლის საშვალობითაც კაცთ შესძლებოდათ დროს გაზომა, დარომლისაცა ადვილათ ტარება შესძლებოდა ყოუჱლს კაცს; ჯიბით, ან უბით, რომ რამწავს მოენდომებინა, შეეტყო დრო და მით უფრო უკეთ ეწარმოებინა თავისი საქმე. იტალიანს რამდენიმე ამ გვარი მაშინები თუმცა მოემზადებინა, მაგრამ მომკვდარ იყო ადრე. სეკკადამ ერთი იმ მაშინათაგანი მომიტანა და მითხრა, აბა თუ კარგი ხელოსანი ხარ, არათუ ამ გვარს, უკეთესს გააკეთებო.
მსურდა რა მეშოვნა ერთი ლუკმა პური ჩემის ცოლშჳლისათვის და კაცობრიობისათვის მიმეცა სარგებლობა, მე დაუთანხმდი სეკკადას, მომემზადებინა რამდენიმე მაშინა იმ გვარი. მეც მქონდა მღვთისაგან იმედი, აღმესრულებინა ჩემი აღთქმა. ვიდრე შევასრულებდი მე აღთქმასა, სეკკადი წავიდა ანგლიაში, გოლანდიაში, ფრანციაში, და სხვა იმ აზრით რომ ეშოვნა იქ მუშტრები, რომელნიცა რასაკვირუჱლია მრავალნი აღმოჩნდებოდნენ. სეკკადი რა წავიდა, მე შეუდექი ჩემს საქმეს, მაგრამ რას იტყვით, უჱრ გავაკეთე იმ ნაირი, რომლის მიზეზით შეუჱლ დიდს მწუხარებაში და სრულებით ფიქრათ გარდავიქეც. საკვირუჱლი არ არის რომ ამ მდგომარეობაში გიჟად ვჩუჱნებულ ვიყავ ჩემს სახლობასა. იმათმა წყრომამ, ყოუჱლ დღე შფოთმა, ყუჱდრებამ და ჩივილმა კინაღამ მართლად ჭკუითგან შემშალეს!
პეტრემ რა უკანასკნელი სიტყვა სთქვა, დაღალულობის გამო დადგა შესასუჱნებლად. ქალი მივარდა და ყელს მოეხვივა მამასა, რომელიცა აგრეთუჱ ეხუჱოდა ქალსა. ცოლი პეტრესი იდგა, ყოუჱლსაუჱ ამას სირცხვილეული უყურებდა და სინანულში იყო, მკერვალი კუთხეში მიდგა და ქექას მოჰყვა.
შეისუჱნე კეთილო ხელოსანო პეტრე! ეუბნებოდა მსაჯული. სამსჯავროში დაიწყეს ლაპარაკი: ზოგი სწუხდა ეს უპატიურობა რათ მივაყენეთო, ზოგსა განკვირუჱბით პირი დაეღო და შესცქერიდნენ. პეტრემ კი შეისუჱნა რა, კვალად დაიწყო. სამსჯავროში შეიქნა სიჩუმე.
ახლა ნება მამეცით ბატონებო მოგახსენოთ, თუ რათა ვფარევდი ჩემ ცოლშჳლთაგან. ამაზე აი რა მქონდა მიზეზად: ჩუჱნს საყვარელს ნიურენბერდის ქალაქში მრავალნი ოქრომჭედლები არიან. არათუ ჩემისთანა.- უკეთესნი, მაშასადამე რომ გაეგოთ ეს ანბავი, ისინი უფრო ჩემზედ მეტს ეცდებოდნენ და მეკი ცარიელი დავრჩებოდი. ამისათვის სეკკადასაც სიტყვას მიუჱცი არავისათვის მეთქვა ვიდრე არ მოვრჩებოდი. თითქმის დავფარე ბატონო მსაჯულო თქუჱნთან, რომელზედაც ვითხოვ ახლა მოტეუჱბასა. აქამდისინ ბევრჯელ შესავრულებდი ჩემს საქმეს, თუ არ დაეშალა ჩემთვის ჩემს სახლობასა. ბატონებო, მომზადებული მქონდა რომ მივარდი ეს წყეული ჩემი სიძე და დამიმტვრია. ასე ეგონა შიგ ეშმაკი ზისო! სჯობს რომ აღარა ვსთქვა რა, რაც მოხდა, მოხდა. ციხეში ძლივს შევასრულე ჩემი საქმე. თითქმის ღონის ძიებაც ვიპოვნე უკეთესის გაკეთებისა, ახლა ჩუჱნს ქალაქს შეუძლიან იაპარტავნოს,საწყალის ხელოსანის პეტრეს მოგონებით. სეკკადის მოსვლამდინ მაშინა მზათა მაქვს, იმაზედ უკეთ შემზადებული! იმისი მაშინა ჰყოფს დროს თორმეტ ნაწილად და ჩემი ორმოცად.
ამ უკანასკნელს სიტყვაზედ ამოიღო პეტრემ ჯიბითგან პირუჱლი ნიურენბერღის კუჱრცხი, როგორც ეძახდნენ მაშინ უბის საათსა, რადგანც აქვნდა მაშინ სახე კუჱრცხისა. რა ნახეს ესე გვარი კუჱრცხი, იქ მყოფნი დიდა გაოცდნენ. შუადღეს აჩუჱნებდა მაშინა წკრიალით, ხოლო დროს მიმავლობას ჩაკა-ჩუკით. სამსჯავროში მსხომნი პირნი, წამოცვივდნენ თავთავის ალაგითგან და შემოეხვივნენ განკვირუჱბით პეტრეს, რომელიცა ყუჱლას აჩუჱნებდა და თან ამას იზახთა! ბატონებო! ეს კიდევ გასაკვირუჱლი არ არის, შესაძლებელი არის თავის დროზედ უფრო უკეთესი გაკეთდესო. თავი ხომ დავიწყე და ბოლოს სხვათა უკეთ გააკეთონო, კურთხეულ იყოს სახელი მღვთისა! ის ერთი მხოლოდ შემეწივა მე, რომელზედაც დამყარებული იყო სრული ჩემი იმედი. ახლა ყოუჱლს შეუძლიან შეიტყოს როდის ამოდის მზე, ან როდის ჩადის, არათუ მზე ყოუჱლნი ცისა პლანეტნი როდის და როდის მდინარეობენ. შრომის მოყვარეს ხელოსანს ეცოდინება, თუ როგორ სასარგებლოთ მოიხმაროს დრო; ავათ მყოფი დასთვლის მორჩენის მოახლოუჱბის დროსა და მამაკვდავი- სიკვდილის მოახლოებასა.
ერთბამ ყვირილმა ჩააჩუმა პეტრე, რომელსაც დიდს ქებას შეასხმიდნენ და რომელიცა მიეცა ამ მიზეზით დიდსა სიმდიდრესა.
ი.კ.
1852 წ. ქ. ტფილისს
![]() |
3 ჰსწავლა და ხელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 მოლაყბისადმი |
▲back to top |
მოლაყბისადმი[1]
პატივცემულო მოლაყბევ! რადგანც ღირს სახსოვარი შრომა თქუჱნი „სალაყბო ფურცელი“, რომელსამე ხარისხად განაშუჱნებს ქართულსა სალიტერატურო ჟურნალს „ცისკარი“ და მით მოაქცევს თვისდა მომართ საკუთართა ყურადღებას მცირედღათუ განათლებულთა მამულისა შჳლთ, მყოფთა მარადის მოვალეობას ქუჱშე, ჰსთქვან რაიმე ამა ახლად აღმოცენებულს შტოზედ. ამისათვის მეც, როგორათაც ერთი მათგანი იძულებულ ვარ აღვიმაღლო ხმა და წარმოვსთქვა აზრი, ანუ თუ მგრძნობელობა ჩემი, რომელიცა მივიღე კითხვისა ჟამს იმა ფურცელისა; მაგრამ კი ვიმედოვნებ, რომ ამ გვარისა კადნიერებისათვის არ ვიქნები შერისხულ თქუჱნგან.
ვიწყოთ იქიდამ, რომ ყოუჱლი საგანი, რასაც უნდა არ შეიცავდეს იგი თვის შორის, ითხოვს განრჩევას ანუ განხილვას თვითოეულად; მაშასადამე რადგანაც სალაყბო ფურცელი არის საკუთარი სტატია ქართულის სალიტერატურო ჟურნალისა „ცისკარი“, ამისათვის ჩუჱნც თანამდებ ვართ განვარჩიოთ ანუ განვიხილოთ იგი საკუთრად, და სხვათა საგანთადმი შეუხებლივ. უნდა ვსთქვათ მართალი, რომ თქუჱნ, პატივცემულო მოლაყბევ! მიგიღიათრა სახეში, რომ მომატებული ნაწილი მკითხუჱლთა სამსახურისა და უფრო შეუძლებლობისაგამო არიან მოკლებულნი ნეტარებისა: იცხოვრონ ტფილისის ქალაქში, ამისათვის, დამაშვრალი ხართ და შეგიქმნიათ „სალაყბო ფურცელი“, სადაც მკითხუჱლთა საცნობელად ბევრი რაიმე შესანიშნავი და თითქმის ახლად მთრთოლარე ანბავი, უფროსი ერთი ტფილისის ქალაქისა აღგიწერიათ. რასაკვირუჱლია ამ გვარის განზრახვით შექმნა სალაყბო ფურცელისა არ არის ცუდი და ამაო აზრი, ნამეტნავად მაშინ, როდესაც წარმოვიდგენთ, რომ დანიშნულება თვით ქართული სალიტერატურო ჟურნალისაც „ცისკარი“, თანასწორ მოძმეთა, რათა ყოუჱლი, რაიცაკი მოჰხდეს სამეფოთა შინა, ანუ თუ საძღვართა ჰსწავლისა და ხელოვნებისა, განუცხადოს საზოგადოებასა, რომლისა ხმად ანუ ორგანად იგი იწოდება, მაგრამ მიწუჱვს მოვალეობა გამოგიცხადოთ დიდის სინანულით პატივ-ცემულო მოლაყბევ! რომ „სალაყბო ფურცელი„ მრავალთა უცხოთა მოთხრობათა და ამბავთა თანა შეიცავს თვის შორის ცოტა ოდენსა უშესაბამოცა. მაგალითებრ: რამან იძულებუჰგყოთ დარღუჱვად პირობისა საზოგადოებისადმი, ანუ თუ რომლისა საფუძვლით ჰქადაგებთ ხმა მაღლა მარტის ჟურნალში, რომ თქუჱნის სალაყბო ფურცელის მკითხუჱლნი არიან მხოლოდ ქართუჱლნი?
აქა საჭიროა ვიფიქროთ შემდგომი: ანუ თქუჱნ უ. მოლაყბევ! უმრავლესის შრომით მიწევნილხართ წყვდიადად საიდგანაც როგორათაც ლაბირინტით უჱღარ გამოგიკვლევიათ გზა პირობისა შესასრულებლად, როგორათაც დავინახავთ ამას ქუჱმორე და ანუ თუ არა, საზოგადოება ქართუჱლთა გგონიათ უძლებად და მწოლარედ მსგავსად განრღუჱულისა სარეცელზედ, რომელსაცა სისუსტისა გამო და გონება მიხდილებისა აღარ შეეძლოს შენიშვნა რომელთამე შეცთომილებათა თქუჱნთა.
ვის არ ამოუკითხავს შემდგომნი სიტყვანი იანვრის სალაყბო ფურცელში, რომლითაც თქუჱნ, უ. მოლაყბევ, აღაგზნეთ მკითხუჱლთა გულში მოუთმენელობითი სურვილი მოსმენად სხვათა და სხვათა თეატრის წარმოდგინებათა, რომლისათვის იტყვით: „დავხედე საათს და იყო მერუჱ, საჩქაროთ გაუჱმგზავრე თეატრში, იყო დანიშნული სევილის დალაქი...მაგრამ კმარა ამდენი ლაყბობა, მეტად დავიღალე და მგონია თქუჱნც ბლომათ დაიღალენით. ზოგი კვლავ იყოს, მეტადრე ხომ იცით თეატრი ჩემი ბომინია: იმაზე გადამიგია ჩემი სიცოცხლე იქ მიტირნია, იქ მიცინია, იქ დამტკბარვარ.... დარჩეს თეატრი შემდგომს ფურცლამდინ. „ჰგკითხამთ ახლა, აღასრულეთ ეს გვარი პირობა? უნდა მოგახსენოთ, რომ არა! არათუ თებერვლის ჟურნალით, რომელშიაც ხსენებაც არსად იყო სალაყბო ფურცლისა, არამედ მარტის ჟურნალითაც, სადაც თუმცა საკუთარის სიამოვნებით მოვკარ თვალი სიტყვათა: „სალაყბო ფურცელი“. მაგრამ რა რომ დიდის მოუთმენლობით ამოვიკითხე წინა-სიტყვაობა, და არა მიმხედი იმისა, მაინც კიდევ ჩაურბინე პირუჱლ ფურცელს, უეცრათ ხელები ჩამომცვივდა და წიგნი გამვარდა ხელიდამ. „თეატრი, თეატრი, სად არის თეატრი? სად არის სევილის დალაქი?... ვიძახდი გაგიჟებულივით. რატომ არ აღასრულა პირობა? რატო არ მოგვითხრა მაზრების მკითხუჱლთ, ნამეტნავად მყოფთ შუაგულს კავკასიის მთებთა ანბავი თეატრის წარმიდგინებათა? რატო არ გვაცნობა ეს მაინც, თუ რომელი აკტიორი. ანუ აკტრისა წარემატების ამხანაგთა თვისთა ხელოვნებით, ესე იგი: შესანიშვნელთა პირების ბუნების დაახლოებითის წარმოდგენით? რატო არ მოგვითხრა, გულგრილად შეხვდება ხოლმე საზოგადოება წარმოდგინებათა ზემოხსენებულის პირებისას, თუ მათის ტაშის კვრით და ფორას ძახილით ირყევის მთელი შენობა თეატრისა, და ვინაა სახელდობ ესბედნიერი პირი, რომელსაც საზოგადოება შეჰსტრფის და აქებს? ცოდვა არ არის უ. მოლაყბისათვის, რომ გარეშე ტფილისის ქალაქის მცხოვრებთ არ ვიცოდეთ, თუ ვითარ აღასრულებს თვისს დანიშნულებას იტალიის ტრუპა, რომელსაც მათის მოწყალებით ჯერ კარგათ უჱრ ვიცნობთ, რადგანც უ. გაზეთის „კავკაზ“ ფელიეტონისტმაც კარგა ხანია რომ იტალიის ტრუპასა და ორკესტზედ აღარა მოგვითხრა რა განა აგრე უნდა დაივიწყოს კაცმა თვისი მოძმე მეტადრე მოკლებული ყოვლის ქალაქის კმაყოფილებას! რატო ჩუჱნ კი არ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ აღსრულდება ორკესტრი, ანუ თუ მუზიკა დიდთა და გამოჩინებულთა ვირტუოზთა, ანუ ვსთქვათ, საზოგადოდ მუზიკანტია, სახელდობ: ბელლინ, ბეთხოუჱნ, მოცარტ უჱრდი და სხვა. მომიტეუჱთ სულგრძელობით პატივცემულო მოლაყბევ! ესრეთ ვსტრტკინავდი თქუჱნზედ და რომ ვნახე გარდასვლა „თქუჱნი პირობიდამ, და თუმცა კიდევ შესაძლო იყო გამექრო ალი ყუჱდრებისა, საუბედუროდ უფრო და უფრო გაძლიერდა იგი, რა რომ ვჰსცანი გამზადება თქუჱნი თავისა დახრჩობად, ვითომც გაუღვიძებლობისაგამო ქართუჱლთა დიდის ხნის ძილით, რომელნიცა ჯერ ხანობით უჱრ ჰხტიან ანუ თამაშობენ თანახმად თქუჱნის მოჯადუებულის სალამურისა.
გკითხავთ კვალად: განა შესაძლოა აღსდგეს დაცემული ენა თავის დახრჩობით? რომელსაც ვმადლობ ღმერთსა გადარჩენით ერთის მხოლოდ უბრალოს საშუალობით, ესე იგი: ხაბაზის ხმა მაღლასალაყბო ფურცლის კითხვით. მოგახსენებთ, რომ არა! და კიდევ არა! იგი უნდა აღდგეს დიდის მეცადინეობით, მოთმინებით და შრომით შეძლების გვარათ. თვით თქუჱნ იფიქრეთ უ. მოლაყბევ, რომ სისწრაფით და ფაცაფუცით კარგი არა გარიგდებარა, მომატებულად შესახებ მოხსენებულისა აქა საგნისა, რომელიცა ითხოვს აუჩქარებელს და მარად ჟამ გაუწყუჱტელს ზრუნვას და შრომას. მიხედეთ ძუჱლთა ბერძენთ-ელლინთ, თუ ვითარ დაეცა სრული და მსოფლიო ენა მათი. რატომ უჱრ აღადგინეს თვით აქამომდენ შთამომავალთა მათთა-ახალთა ბერძენთ ენა და ხელოვნება წინაპართა თვისთა, რომელთაც უფრო დიდი ღონის-ძიება აქვსთ მისთვის, ვიდრე ქართუჱლთა.- განა ძნელი ყოფილა ხელახლა აღდგინება ერთხელ დაცემულის ენისა!... ეს კარგათ უნდა ვიცოდეთ, რომ თუმცა ხსენებულთ ბერძენთ ჯერ ხანობით არ შეუძლიანთ აღადგინონ ის ენა, რომლითაც უბნობდენ: გომერი, ესხილ, სოფოკლ და სხვანი. მაგრამ ის კი შესაძლოა ვიფიქროთ, რომ დიდის და მოუწყუჱტელის მეცადინეობით ცოტათი მაინც დაუახლოვდებიან მას; ხოლო შემდგომისათვის იქნება რო კიდეც აღადგინონ. აი! ამ თვლემაში გახლავსთ ქართუჱლთა ენაც და ამისთვის ყოუჱლთა გვმართებს ვიქონიოთ სულგრძელება და არა ვაკლოთ შეძლებისამებრ შრომას ამა დიდისა საქმისათვის და მაშინ, შესაძლოა სიმტკიცით ვსთქვათ, რომ თუმცა კარგა ხანს უჱრ აღვადგენთ ჩუჱნთა დიდთა მწერალთა ენას, ესე იგი; რუსთაუჱლ, შავთელ და ჩახრუსაძისას, მაგრამ შეიძლება კი რო დაუახლოვდეთ მათ, მსგავსად ზემოხსენებულთა ბერძენთა.
საჭიროა ვსთქვათ ესეცა, რომ პირუჱლი მოვალეობა მწერლისა მდგომარეობს მასში, რათა დაჰბადოს მკითხუჱლთა შორის სურვილი კითხვისა, ხოლო ესე უკანასკნელი თვის დროზედ უეჭუჱლად განაბნევს გონების ბურუსს, და მყის, ანუ შემდეგისათვის მისცემს მას შემთხუჱვას, აღაგზნოს თვის შორის დანამული პოეზიის ცეცხლი მსხუჱრპლისა შესაწირუჱლად აპპოლონისადმი; რასაკვირუჱლია ამ გვარი მსაჯულობა, ჩუჱნის მხრით კადნიერებითა და თითქმის საწყენიც ზევსისადმი, ნამეტნავად კავკასიის მთებთა შუაგულიდამ, სადაც მან, ესე იგი: ზევსმან პირ დასაყოფელად სხვათა, ამ გვარის კადნიერებისათვის, ანუ თუ ვსთქვათ ადრინდელის სიტყვით: „ზეციურის ცეცხლის წარტაცემისათვის“ პატიმარ ჰყო თვით პრომეტეიც, მაგრამ ვნუგეშობთ მხოლოდ ამით, რომ ჯერ უიმისოთაც კავკასიის მთებთა შორის ვიმყოფებით და მეორეთ, რომ საუკუნენი ზევსთა და პლუტონთა წარხდნენ ჭეშმარიტებისა ცნობით იქნება რო ბევრმა კიდეც გაგვკიცხოს თუ ვითარ გაბედეს ხმის ამოღებაო ზემოხსენებულის საგანზედ, როდესაც ცხადათ უნდა იცოდენო ყუჱლამ, რომ ყოუჱლი პოეტი, როგორათაც საყვარელი შჳლი ღმერთთა აღემატების ჩუჱულებრივს ხალხს და ამისგამო უ. მოლაყბეს ყოუჱლთვის შეეძლო დეებოლოუჱბინაო პირუჱლი სალაყბო ფურცელი თეატრით და დეეწყო მეორე მზაყოფით თავისა დასახრჩობათ.
იქნება, რო ეგრეც იყოს! არა ვდაობთ, მაგრამ ამის ნებას კი ვითხოვთ თქუჱნგან პატივცემულო მოლაყბევ! მოგახსენოთ, რომ ყოუჱლი საგანი, როგორც ვგონებ დაიწყებს და დაბოლოვდების თვისის წესით, როგორათაც იტყვიან: «Систематически» თორემ თქუჱნ თვით იფიქრეთ რომ უკეთუ მოიქცევა ვინმე წინა-აღმდეგად. მაშინ უეჭუჱლია უნდა მოჰხდეს დიდი უწესობა და უგვანობა. განვმარტოთ ესე თუ გნებავთ მაგალითით: თქუჱნ ეხლა უ. მოლაყბევ! რო მოინდომოთ სახლის აშენება, მოამზადოთ მასალა, ჩაჰყაროთ საძირკუჱლი და დააგდოთ რა იგი ოხრად, უცებ მოჰყო ხელი ჰაერის ლოტკებისა, ანუ აროსტატების კეთებას, ამასაც არ მიჰსცეთ სისრულე და შეუდგეთ ზღვაში ჩასვლის თადარიკს ნეპტუნის სამეფოს სანახავად, რომლისათვისაც ეწყოთ კეთება მუნ ჩასაკიდებელის ზარებისა, რომელსაც რუსულად «Водолазиныi колоколъ» უხმობენ. აბა იფიქრეთ, უწესობა იქნება ესე თუ არა?... მაგრამ დავანებოთ ჯერ ხანობით თავი ამ საგანს და მოვიგონოთ ის, რომ თქუჱნ, უ. მოლაყბევ, ცოტათი გარდახედეთ თქუჱნს ვალდებულებას და ინებეთ ხმა მაღლა ქადაგება, რომლითაც დაამცირეთ სალაყბო ფურცელი და მისგამო როგორც ჯერ არს იფიქროთ საზოგადოთ ქართული ჟურნალიც, როდესაც წარმოსთქვით: „საყვარელო ჩემო მკითხუჱლო, ესე იგი ქართუჱლო, თქუჱნის მეტი ხომ არა ვინა ჰკითხულობს ჩუჱნ ენაზედ თხზულებას, მაშასადამე ჩემის სალაყბოს ფურცელის მკითხუჱლი არის ქართუჱლი“. უნდა გაგიკადნიერდეთ ჩემო საყვარელო მოლაყბევ, და მოგასენოთ, რომ ზემოხსენებულში ცოტათი ჰკელობთ, რადგანაც სალაყბო ფურცელის და საზოგადოდ ქართულის ჟურნალის მკითხუჱლნი არიან არა მხოლოდ ქართუჱლნი, არამედ სომეხნი, ოსნი და სხვანი, და ასე გასინჯეთ ფრანცუზიც მაგალითებრ: უ. ბროსსე.
ამისათვის არა გმართებდათ თქუჱნის ფურცლის და მის გამო საზოგადოთ ქართულის ჟურნალისაც ამ გვარად დამცირება, როდესაც კარგათ მოგეხსენებათ, რომ ქალი ყოუჱლთვის ქებით უნდა გათხოვდეს, როგორც მოგვითხრობს ძუჱლებური ანდაზა, და ესეცა რომ, პირუჱლი და წმინდა მოვალეობა მწერლისა არის იგი, რათა სხვათა ხალხთა მობაძვით იქოს თვის სამშობლო ენაზედ გამოცემული ანუ გამოცემადი ჟურნალი, და რასაკვირუჱლია რო ამ გვარის ღონის-ძიებითა, მასთანუჱ მოუწყუჱტელის შრომით და მეცადინეობით შესაძლო არის თვის დროზედ გამოიფხიზლოს დიდის ხნის თვლემისაგან ხალხმა და მით ოდესმე აღსდგეს დაცემული ძუჱლადვე ქართული ლიტერატურა, მსგავსად სფინქსისა ფერფლთაგან წინა პართა თვისთა.
დასასრულ არა ვსასოწარკუჱთილებთ პატივცემულო მოლაყბევ, რომ არა მიმღები ზემო აღწერილისა საწყენად, კვალად მოგვცემთ შემთხვას, აღმოვიკითხოთ თქუჱნსა შემდგომსა სალაყბო ფურცელში განგრძობა თეატრისა, ანუ თქუჱნისლექსით ვჰსთქვათ, თქუჱნის ბომონისა, სადაცა გიტირნიათ, გიცინიათ და დამტკბარხართ, რასაკვირუჱლია უუტკბოესის ნეკტარით. ............................
ი. ბერიძე
იბ-სა მარტს.
ჩყნჱ-სა. წელსა.
სიმ. ჯავა. ოსეთით.
_____________
1 ამ სტატიასა დიდის კმაყოფილებით ვბეჭდავთ, გარნა უკეთუ მთხუზუჱლს პასუხი მისცა უ. მოლაყბემ, მაშინ ნუ დაგუჱმდურება უფ. ბერიძე. ადრეც გვიცნობებია საყვარელთა „ცისკრის“ მკითხუჱლთათვის და ახლაც ვაცნობებთ, რომელ ყოუჱლსაუჱ სტატიასა ვბეჭდავთ სიხარულით, უკეთუ არ იქნება კანონის წინააღმდეგი. რედ.
![]() |
4 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
* * *
- სეკტემბრის 12. ზოგჯერ და ზოგიერთს ქალაქს მიადგება ხოლმე იმ გვარი იშჳათი ანბავი, რომლისაცა მოგონება ხშირობს ხალხში რამდენსამე წლის შემდგომს.- სეკტემბრის, დღეს თორმეტისა, უჱრა გვგონია აღმოხოცოს საქართუჱლოში უჱრა რომელმა დრომ დღე ესე იქნება სახსოვარი ქართუჱლთათვის. როგორც ყოფილან დღენი დაუვიწყარნი აქ მომდენ ჩუჱნთვის, რომლისაცა ხსენება გარდაეცემა შჳლის-შჳლამდე. ორიწელიწადი თითქმის მეტი იყო მოუთმენლივ მოუჱლოდით ამ დღეების მოახლოუჱბასა, თითქმის თვითოეულს საათსა ვსთვლიდით იმ დღიდგან, რა დღიდგანაც გაისმა ხმა უმაღლესთ სტუმართ მობძანებისა საქართუჱლოში. დასასრულს მოგვიახლოვდა სასიხარულო ესე დრო: დიდნი თუ მცირენი, მდიდარნი თუ ღარიბნი, მაღალნი თუ მდაბალნი, ყოუჱლნი ერთბაშ, ყოუჱლნი ერთის სიამოვნებით მიეშურებოდნენ დილიდგან დაწყებულნი ვიდრე შუადღის ორსაათამდინ სოღალუხისაკენ, საიდგანაც აპირებდნენ შემობძანებას უმაღლესნი სტუმარნი: ნიკოლაოზ ნიკოლაოზის-ძე და მიხეილ ნიკოლაოზის-ძე. იმ დღეს ყოუჱლს ბაზარში, თვითოეულს ქუჩაში და ყოუჱლს სახლის წინ, საითკენაც კი აპირებდენ შემობძანებას დიდნი მთავარნი, იყო ჩოჩქოლი. ყოუჱლი შეძლებისამებრ განაშუჱნებდა თავის კუნჭულს; ყოუჱლი ვაჭარი თავის შეძლებისამებრ გამოფენდა თავის ფარჩასა, ყოუჱლი ხელოსანი სიხარულით გამოიწყობდა თავის ხელის ნაწარმოებსა, მის ნიშნად რომ ყოუჱლი თავიანთი ქონება, თუ სიცოცხლე ეკუთვნის ჩუჱნის სიყვარულის დიდის მეფის სახლს. ბაზრები ყვაოდენ სხვა და სხვა ფერად, სხვა და სხვა ფერის ფანარნი ჩამოკიდებულ იყვნენ ორივე მხარეს, სხვა და სხვა სურნელიანნი ყვავილნი გადმოუკიდათ ბანებითგან, რომელსაცა ქუჱშ უნდა გამოევლოთ უავგვისტოესთა გვამთა და რომელზედაც გადმომსხდარნი იყვნენ ურიცხვნი ხალხნი, საიდგანაც ქართულის, სადღესასწაულო მორთულობით გამოიმზეროდენ სიხარულით, გარნა მოუთმენლივ ქართუჱლნი. მაღალი ტფილისი საზოგადოება, უმეტესად სამსახურში მყოფნი, სრულის ფორმით, მოელოდენ სიონის სობოროში, სადაც ეკზარხოსი თავისის სამღრთო კრებით, ჯვარი ხელში, აგრეთუჱ უცდიდენ რა მოახლოვდა მესამე საათი, მეტეხის ციხის ზარბაზანმა გვამცნო, რომ ახლოს ბძანდებოდენ უმაღლესნი სტუმარნი ჩუჱულებისამებრ მეფეთა, პირუჱლად ჩაბძანდნენ სიონის-სობოროში, სადაცა გარდუხადეს პარაკლისი მეფისა ძმათა მშჳდობით მობძანებისათვის და სადაცა გულმხურვალედ აღუვლენდნენ ლოცვასა უზენაესსა არსსა. შემდგომს პარაკლისისა, რა შებძანდენ ცხენზედ, გამოსწიუჱს უფლის ნამესტნიკის სასახლისაკენ: წინ მოუძღოდენ თავიანთის დროშებით, ზურნის და ნაღარის კვრით ტფილისის ყოვლის ხელობისა: ამქარნი, ზახილით: „ურა!“ხოლო უკანით მოსდევდენ აურაცხელნი ცხენოსანნი ყოვლის წოდებისანი. იქ იყო საშინელება! ცხენთა ფერხთაგან შედგენილის მტუჱრისაგან, თითქმის ძნელადღა ვარჩევდით საყვარელთა ხელმწიფის ძმათა; ხალხის ზახილისაგან, თითქმის ხმა აღარ ისმოდა დიდთა თუ მცირეთა, მაღალთა თუ მდაბალთა, ყოუჱლთა თვალი უმზერდა უმაღლესთა სტუმართა. რა მიბძანდენ უფლის ნამესტნიკის სახლის წინ, აქ დახვდათ ჯარი უმაღლესნი მთავარნი ჩამობძანდენ, ჩაუარეს ჯარს, მიესალმნენ და შემდგომს აბძანდენ საკუთრათ მათთვის მომზადებულს სენაკში, მოსასუჱნად მრთელი დღე ხალხი ირეოდა სახლის წინ საცა ბძანდებოდენ უავგვისტოესნი გვამნი. რა დაღამდა იყო ჩირაღდანი თითქოს ტფილის ცეცხლი ედებაო! ოთხკუთხ ისმოდა ხმა მუზიკისა, ოთხკუთხ ისმოდა ხმა სიმღერისა, ზურნისა, დაირისა და ნაღარისა. ისე ირეოდა ხალხი შტაბის წინ, უმეტესად უფლის ნამესტნიკის სახლის წინა, რომ ძნელიღა იყო კაცისათვის თავისუფლად სიარული. მეშჳდე, თუ მერუჱ საათზე, წაბძანდენ მეფისა ძმანი ტეატრში, სადაცა რა შებძანდენ ტეატრმა დაიწყო თითქმის ზანზარი, ურას ზახილით. რა გათავდა წარმიდგენა, ტეატრისა გალერეითგან დაუწყეს ყურება შუშხუნებს რომელიცა შემზადებულ იყო მთაწმინდის მთაზედ რა ესეც გათავდა, წაბძანდნენ აბანოში რომელიცა დიდად მოეწონათ.
* * *
- სეკტემბრის 13. გუშინ, მეცხრე საათზე მათთა იმპერატორებითთა უმაღლესობათა, ინებეს გაბძანება დიდუბის მინდორზე, ლაშქრის დასაბედავათა გზაზე ნემეცების კალონიის შესავალში რომელზედაც უნდა გაევლოთ უმაღლესთა მთავართა, იყო შემზადებული ალაყაფის კარები სხვა და სხვა მშუჱნიერის ყვავილებისაგან შემდგარი. აქ დახვდათ ნემენცების ნაცვალი, პურით და მარილით. უმაღლესთა ჩუჱნთა სტუმართა ინებეს მიღება მადლობით. რა ცოტა წინ მიბძანდენ, დახვდა პასტორი ნემენცებისა, წვრილის მგალობლებით, რომელნიცა გალობდენ: „ღმერთო დაიცევ მეფე!„ რა დახედეს დიდუბის მინდორზე ლაშქარსა, ჩაბძანდენ სახელმწიფო ბაღის სანახავათ, ხოლო აქედგან ჩაბძანდენ, სალდათების გასაწვრთნავს სასწავლებელში. აქედან მიბძანდნენ ტფილისის ღიმნაზიაში რომელშიაცა გასინჯეს დიდის ყურადღებით ყოუჱლი საგანი, სასწავლებლისა კუთვნილი. შუადღის პირუჱლ საათზე, სამოქალაქო, თუ სამხედრო ნაწილში მყოფნი ჩინოვნიკნი. წარმოდგენილ ექმენ, მათთა უმაღლესობათა, უფლის ნამესტნიკის სახლში. მესამე საათზე ინებეს გასინჯვა ზოგი ერთის ალაგებისა: უმაღლესი მთავარი ნიკოლაოზ ნიკოლაოზის ძე წაბძანდა ცხენით, მეტეხის ციხის გასაშინჯავათა, სადაცა მოეგება მღვდელი მეტეხის ჯვარით და იაზმათი. აქედა წაბძანდა სოლოლაკის სახელმწიფო ბაღში. შემდგომს რა დასინჯა ზოგი ერთი კაზარმები. მიბძანდა ისევ ბინაზე.- შუადღის ექვსს საათზე, მათთა იმპერატორებითის უმაღლესობათა, აქვნდათ სადილი, სადაცა მიწუჱულ იყვნენ, მაღალთა ხარისხზედ მყოფნი ჩინოვნიკნი. საღამოზე კვალად იყო ჩირაღდანი. ხოლო რვის ნახევარზე მეორედ ინებესწაბძანება უმაღლესთა ჩუჱნთა სტუმართა ტეატრში, მხოლოდ ჩუჱნდა სამწუხაროდ ავათმყოფობისა გამო, არა ბძანებდა ამ წარმოდგენაში კნიაზი ნამესტნიკი.
* * *
- სექტემბრის 14. გუშინ საათის ათის ნახევარზე, ყაბიხზედ დახედეს ჯარსა, რომელსაცა განუცხადეს მადლობა. ერთგულებისათვის. შემდგომ სადგომშიუჱ დაბრუნებისა გამოესალმნენ რა ავათმყოფს კნიაზ ნამესტნიკს, შუადღისას, თორმეტს საათზე, ინებეს თავიანთის სვიტით ჩაბძანება სიონის სობოროში, სადაცა მოეგება არქიელთ ჯვარით და იაზმათი, შემდგომს პარაკლისისა, რა ემთხვივნენ ხატებსა, ჩაბძანდენ ეკიპაჟში და გასწიუჱს ყარაიაზე სადაცა მომზადებული იყო სანადირო ალაგი. ყარაია მდებარეობს ტფილისითგან ორმოც უჱრსზედ.
* * *
- სეკტემბრის 15. შაფათს, სეკტემბრის 15, შუადღის ხუთ საათზედ, ინებეს მობძანება უავგვისტოესთა სტუმართა, ყარაიის სანადიროზე, სადაც დაცემულ იყვნენ ურიცხვნი კარავნი. უმაღლესნი მთავარნი ჩამოხდნენ მათთვის მომზადებულს კარავში, საიდგანაც მიბძანდნენ კარვის ეკკლესიაში, რომლისგანაც გამოეგება მღვდელი ჯვარით. შუადღის ექვს საათზე უმაღლესთა სტუმართა: ნიკოლაოზ ნიკოლაოზის ძემან და მიხეილ ნიკოლაოზის ძემ ინებეს საზოგადო სადილზე მიბძანება. სადილს უკან ტანციობა ვიდრე თერთმეტ საათამდინ იმ ღამეს იყო ჩირაღდანი, ამასთანაუჱ შუშხუნები. მეორე დღეს, მოისმინეს წირვა კარვის ეკკლესიაში. წირვის შემდგომს წაბძანდნენ ექვს უჱრსზედ ბანაკითგან, სანადიროთ, სადაცა იყოდაცემული კარუჱბი და დასაცა მომზადებული იყო საუზმე, საუზმის შემდგომს იწყეს ნადირობა. შჳდ ათასამდე მონადირენი მიეტივნენ ნადირთა. მოკლეს დროში, დახოცილ და შეპყრობილ იყო ვიდრე სამოც ჯეირანამდე. რა დაბრუნდენ ისევ ბინაზედ, კვალად ექვს საათზე იყო საზოგადო სადილი. სადილის შემდგომს, თავიანთის სვიტით უმაღლესთა სტუმართა ინებეს ბანაკის მიმოხილვა, ჩამჩირაღის ჟამს ამასთანაუჱ მიბძანდნენ ტეატრში, რომელიცა მოემზადებინათ ტყეში, მშუჱნიერთ ხეებს შუა. ათ საათზედ იყო ჩინებული შუშხუნები. დღეს, ორშაფათს დილით, იყო ადგილობრივი ანბაუჱბი სტუმართ წინ, - ჭიდაობა. რომელნიცა იყვნენ გამარჯუჱბულ დაიჯილდოვნენ. შემდგომს რამდენიმე მონადირენი გაგზავნილ იყვნენ სანადიროთ ამის შემდომს უმაღლესნი სტუმარნი გამოესალმნენ რა საზოგადოებას, ამასთანაუჱ რა უბძანეს მადლობა ყოუჱლთა იქ მყოფთა, ჩაბძანდნენ სამგზავროს ეკიპაჟში და წაბძანდნენ თავიანთის სვიტით მუხრავანისაკენ.-
* * *
აჲ რასა ჰსწერენ ერთს გაზეთში: „ამერიკაში გამოდის ერთი ჟურნალი, რომლისათვისაც მუშაობენ რამდენიმე ათასნი კაცნი. ამ თანამშრომელთა შრომა იქნებოდა უნაყოფო უკეთუ არ დახმარებოდი სხვა და სხვა გვარი ხელოვნებითი მაშინა, რომელიცა თვითოეული თვითო საათში ჰბეჭდავს სამოც და ათი ათასს დიდროან ტანის ქაღალდს, რომლის მიზეზითაც პრეზი მიმოუვლის ჭახრაკს ორმოცჯერ, ერთს მინუტში, ასერომ ერთს მინუტში ჰბეჭდავს ოთხასს დიდროან ტანის თაბახს. ვნახოთ ახლა, თუ ვითარი სადგომი აქვს, ამ ჟურნალის რედაქციას, გინა ტიპოღრაფიას: ამ ჟურნალისათვის სახლი არის აღგებული საგანგებოთ. ესე სახლი, (ჰსჯობს რომ ვსთქვათ სასახლე) არის ექვს ეტაჟიანი სასახლესა ამას აქვს სიგრძე თვრამეტი საჟენი, ხოლო სიგანე შჳდმეტი საჟენი. სულ დაბალს ეტაჟის ოთახებში არის, კანტორა ჟურნალისა. ქუჩის მხარეზე აქვს ხუთი მინის კარებები, რომლითაგანიც იარებიან ხელის მომწერნი ხელის-მოსაწერად. რამდენიმედ არიან დაყოფილი ოთახები, ერთში მათგანში აწარმოებს საქმეს კასსირი, მეორეში ბუღალტერი, ხოლო დანაშთენში მწერლები. მწერლებთაგანი, ზოგი მიიღებს ხოლმე განცხადებას, ზოგნი აძლეუჱნ პასუხს განცხადებაზე და სხ. ყოუჱლ დღეს შემოსდით რამდენიმე ათასი განცხადება. მეორეს ეტაჟის ოთახებში არის რედაქცია, ბიბლიოტეკა, სხვა და სხვა გვარი მაშინები, რომლის საშვალობითაც აცნობებენ საჭიროებას, ზემო ეტაჟში და სხ. მასშია სხედან თორმეტნი კაცნი: რედაკტორები, განმგებლები და ხაზინადარი, რომელიცა აძლევს ყოუჱლთა ჯამაგირებს ვისაცა სურს ჟურნალის მიღება, ფული უნდა წარადგინოს პირუჱლადუჱ, უფულოთ არავის მიეცემა ჟურნალი. რედაქციას უჭირავს, როგორც ზემოთა ვსთქვი, სრულიად მეორე ეტაჟა. იმასშიუჱ არის კაბინეტი უპირუჱლესის რედაკტორისა. სხვა და სხვა ოთახებში იკრიფება სხვა და სხვა საგანების ანბავი. ყოუჱლს ოთახში ყოვლის ნაწილისათვის თვითო გამგებელია. უპირუჱლესი რედაკტორი ამ ჟურნალისა არის: ჯემას-გორდონ-ბენნეტა, რომელსაცა თანაშემწედ ჰყვანან ოც და ერთი კაცი, ესე პირნი უმეტეს ნაწილს აცნობებენ რედაკტორს ქალაქების ანბაუჱბს. ამის გარდა ჰყავს კვალად ექვსი კაცი სხვათა მხარეზე გასაგზავნ-გამოსაგზავნად ბიბლიოტეკა ისეთი ვრცელია, რომ უჭირავს ექვსი ოთახი ასოების ამოსაწყობი ოთახები არის მეექვსე ეტაჯში, რომელიცა სრულიად მინისაა, უმეტესის სინათლისათვის ორი ოთახი არის კორეკტურის გასასწორებლად ასოებსა ხმარობენ თორმეტი ათას ხუთასს ფუთამდე რომელნიცა იცვლებიან და სუფთავდებიან რვა თუჱში ერთხელ. ასოების ამომწყობნი არიან ასნი. ფაკტორნი და იმათნი თანაშემწენი ექვსნი, ოთხნი კორეკტორის გამწორებელნი. ჯამაგირს იღებენ იმდენს, რამდენს ასოსაც ამოაწყობენ კვირაში, მაშასადამე ასოების ამომწყობნი ეცდებიან რამდენიც შეიძლონ მალე ამოაწყონ. კვირეში იღებენ ოც და ხუთის მანეთიდგან ვიდრე სამ თუმნამდე კვირეში ირჩევა ორი მილლიონი და ხუთასი ათასი ასო. ისე ჩქარა იბეჭდება ასოები, რომ კაცი, თვალს უჱრ მოასწრობს! მუშაობა იწყობა შჳდის საათიდგან დილით თხზულება გამოაქვსთ ფაკტორებს რედაკციიდგან და ურიგებენ ასოების ამამწყობთ. კარგი სანახავი არის მაშინები, რომელნიცა არიან შჳდამდე, თუ რვამდე. თვითო მაშინა ჰბეჭდავს საათში, როგორც ზემოთა ვსთქვით სამოც და ათი ათასს. მაშინა რომ აღგუჱწერა შორს წავიდოდა ანუ სხვათა რედაქციის მოსამსახურეთა, მაშასადამე ეს დარჩეს შემდგომისათვის, გასავალი რედაქციაზე არის, ერთი მილლიონ და ხუთასი ათასი მანეთი. მარტო იმ ქალაქში, სადაცა გამოდის ეს ჟურნალი, გადის სამოც და ათი ათასი წიგნი!... გვანებულა ჩუჱნ ქართუჱლების ჟურნალს?!