ცისკარი №12 (1852)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ქართული ლექსთ–თხზულება

▲back to top


1.1 ლექსნი თ. დავით გურამი შვილისა

▲back to top


ლექსნი თ. დავით გურამი შვილისა

ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,
მეტად ტურფა შვენიერი მაზე დამრჩა თვალი,
შავ თვალ წარბას პირად თეთრსა ასხდა შავი ხალი,
და მისმან ეშხმან დაცა მლეწა შემიმუსრა ძვალი,

ვჰკითხე მზეო სიდამ მოხვალ ხარ სად წამავალი,
გიაჯები მაცოდინე შენი გზა და კვალი,
შენთვის გული ქვად გარდმექცა გავხდი ვით კლდე სალი,
და მისსი წყალი დამაშრიტე მე შენი მწვავს ალი,

ხმა გამომცა გაგულისდა სიტყვა მომცა ავი,
ავო კაცო ვით გაბედე
ბულბულ ნაცვლად ვარდ კოკობმა რად დაგისვა ყვავი,
და მით ავსტირდი ცრემლი ვღვარე ზღვათა შესართავი.

ასე მითხრა ჩამომეხსენ გამეცალე მარი,
არ მინდიხარ არ მიყვარხარ სხვა მყავს კარგი მყვარი,
შენგან თვალად უკეთესი ვაჟიკაცი ქმარი,
და რა ეს მესმა ჯავრით ცხვირსა წამედინა ძმარი.

მითხრა შენგნით ნურცა მესმეს სიტყვა მაგის მეტი,
აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი,
დავრაცრაცდი გარდავიქეც დამესვია რეტი,
და შევებრალდი თავს დამადგა ვით ბნელს ნათლის სვეტი.

რა მოვბრუნდი დაიხარა ხელს მომკიდა ხელი,
ამიყვანა ისრე მითხრა რათ შექნილხარ ხელი,
მე მიუღხარ შენთვის გავხდი ასრე ჭკვაზე თხელი:
და შენ რომ მწუნობ მით მედების გულსა ცეცხლი ცხელი.

მერე ტკბილად დამიყოფა კიდეც გამიცინა,
ასე მითხრა აქ ნუ ვსხედვართ გვნახოს არავინა,
ახლა ავდგეთ ჩვენ წავიდეთ თავთავის თვის შინა,
და კვლავ სადმე ამოივლი მე დაგხვდები წინა.

სად წავიდა ვერა ვნახე ჩემი საყვარელი,
მან დამიგდო საიმედო სიტყვა სახარელი,
მე მის მონას ნურც ამხდია მისგან საფარველი,
და სად მიჭირდეს მომეშველოს სხვას აღარას ველი.

იმ ჩემისა საყვარლისა სამსახური მსურსა,
აჰა მისთვის გამიჯნურდა გული მისთვის ხურსა,
იმედი მაქვს რასაცა სვთხოვ მომცემს არა შურსა,
და უკვდავების წყალს მიბოძებს ცხოვრებისა პურსა.

ღვთისაგან ვითხოვ არ გამყაროს მე მას საყვარელსა,
სხვას უკეთესს ვის ვიშოვნი სილამაზით სრულსა,
ჩემის სიყვარულისათვის სცემეს იმას ხელ შეკრულსა,
და სახით ვხედავ ჩემთვის კვდარსა სისხლით გაბასრულსა.

აწ შენ ჩემო საყვარელო იმყოფები სადა,
ქვეყნად შენგან მე არავინ მყვანდა,
ქვესკნელსა ვარ ვერა გხედავ მეგულვება ცადა,
და გიაჯები ნუ გამწირავ წამიყვანე მანდა.

ქვესკნელსა ვარ ვერა გხედავ მეგულვები ცადა,
გიაჯები ნუ გამწირავ წამიყვანე მანდა.

2 პროზა

▲back to top


2.1 სიძე ამისთანა უნდა

▲back to top


სიძე ამისთანა უნდა

ანბავი (ბერნარისაგან)

განგრძელება.

როგორათაც „როგორ მშვიდობით ბძანდებით“! ამ ვაჭრობაში, როგორათაც ჩვენია, შეიძლება ვიგულისხმოთ სამი საგანი: საქონელი (тарифы) და ბარგი. სიჩქარე არის ეგრეთვე პირველი საქმე, მეტადრე,გადმოტანისათვის საგანთა მდიდრულთა, რომელთაცა ისე ხშირათ ჰსცვლის თვით ბუნებითი მოდა. იფიქრეთ,რომ მოდები ღუმანისა და ბოვეისი, ახალი ამბები დელილისა და ღაღელენისა,ხელოვნებითი წარმოებანი ჟიუსსი და ობერისა მოვლენ ნიუ–იორკიდანოც დღეზე?

– მხოლოთ ოც დღეზე?

– ეგ ნაანგარიშებია.ჩვენთვის საშიში არ არის პორტები, თუნდა კიდეც ჯაბრი გასწიონ ბორდთსთან.ჩვენი ახალი მოგონება აყენებთ იმათ სრულებით. ერთის დატაკებით შევმუსრამთ ნანტის ვაჭრობას.

– ვაი შენს ბიჭსა! გააშვებინა შოდიემ:–მე ნანტიდანა ვარ!

– კარგია ერთი, თქუჱნ ხუმრობთ მგონი, რადროს პატრიოტიზმობაა (მამულის მოყვარეობა)! ჩვენი მამული ის მიწაა, რომელიც გვზდის ჩვენ.აგრეთვე დავაყენებთ მარსელის ვაჭრობას,

– მორსელისასაც?

– დიახ,ასე მაინც. რომ მეორე ხარისხად გავხდით. მარსელის ეგვიპტე დავანებოთ, აღმოსავლეთი, ზღვა მეწამული; ხოლო ბორდოს ექნება ამერიკა; ანტელიის კუნძულები და ოკეანე! ღავრსაც დავაყენებთ.

– თქუჱნ ერთის სიტყვით ყველას აყენებთ?

– საყვარელო შოდიე! პოლიტიკაში, სამხედრო და ვაჭრობით საქმეში შეიძლება ყოველი კანონი ერთათ შეერთდეს: მოკალ დღეს, რომ ხვალ მოკლული არ იყო. მთელი ხმელეთი

– დაუსრულებელი მეიდანია ჯაბრობისა!სულელია ის ვინც დოელში ჰაერში ისვრის.მაგრამ ჩვენ სხვა ვსთქვათ.

– თქუჱნ გუშინ ბძანებდით,რომ გინდათ აკციები ორმოცდა ათი ათასის ჶრანკისა....

– უკაცრავათ, მაგაზე სრულებით არ გვილაპარაკნია, მიუგო აუჩქარებლივ შოდიემ.

– მე მგონი თქუჱნ თვითონ ახსენებთ გუშინ ის ფული.

– გუშინ? იქნება.

– მაშ განზრახვა გამოიცვალეთ?

– განზრახვა არ გამომიცვლია; გარნა იქნება სიტყვები შევსცვალო.

– გთხოვთ მიბძანოთ რაერთი გნებამთ აკციები. ერთი სიტყვით მომატებული ანუ ნაკლები.

– არც მომატებული, არც ნაკლები, მიუგო შოდიემ.

– მითომ როგორ?

– არც ერთს არ ვიღებ.

ამ ამბავის დაბოლოებაზე, რომელიც ასე უეცარი იყო, ასე, რომ, თუმცა იცოდა ფლობა თავისი თვისისა, რომელიცა მოიპოვა ხშირის ინტრიგებით, ლაბუასიერ მაინც უეცრათ შეძრწუნდა; გარნა მაშინვე მიუგო გონებას და ჰკითხა შოდიეს დაცინებითი ტონით:

– მგონა წუხელ სულ გამოგიცვლიათ თქუჱნი აზრი?

– თქვე გამოიცანით, წუხელ გამოვცვალე.

– უთუოთ მადამ ბალიელის რჩევით! უპასუხა ლაბუასიერმა.

– არა, ჩემთვის მადამ ბალიელს არ ურჩევია რა.

გამწყრალმა სპეკულატორმა დაიწყო ულვაშების წიწკნა და წარბი შეიჭმუხნა.– მაგას მე შევიტყობ! ჰსთქვა გაჯავრებით ნელის ხმით.

– როგორც გნებამდეთ, მიუგო შოდიემ, არა მოჩვენებელმა სახისა, რომ მიხვდი შეურაცხს აზრსა მისი სიტყვებისა.

– მე ვხედავ,რომ თქუჱნი აზრები ძალიან ჩქარა იცვლებიან. თქუჱნ პირდა პირ თეთრიდან შავზედ გადადიხართ. მაგრამ გავათაოთ ესა,მიუგო ლაბუასიერმა დაფარულის ღიმილით, რათა არა ეჩვენებისა თავის უკმაყოფილება. – ნება მომეცით შევიტყო აზრი თქუჱნი ჩემთან მოსვლისა?

– ორი არის მიზეზი ჩემის მოსვლისა, მიუგო შოდიემ შეურყეველის სიმყუდროებითა: – პირველი არის ის რომ ამ სამი თვის წინ უფალმა ბალიელმა აიღო თქუჱნგან ათი ათასი ჶრანკის აკციეები; ეხლა ის აკციები მე მეკუთვნიან, ესე იგი ჩემ სახელზე გადმოწერა; ხოლო მე, როგორც მოგახსენე უკვე, არა მსურს მონაწილეობა თქუჱნ წინა განძრახვაში; და როგორც მე განვსაჯე თქუჱნის საკუთრის სიტყვებიდან, მაგ აკციებს დიდი გასავალი აქვთ, ამისთვის თქუჱნ, რა საკვირველია უარს არ მეტყვით ამ ათი ათასი ჶრანკის აკციების მაგიერ ფულის მოცემას.

– თქუჱნა ბძანებთ, უთხრა ლაბუასიერმა გაკვირვებით იმა კაცის შემხედველმა, რომელმაც იმისგან უგვანი წინადადება გამოუცხადა, რომ...

– მე ვამბობ გააშვებინა შოდიემ: – რომ ათი აკცია ბუმაჟნიკში მიძევს, ხოლო თქუჱნსაში ვხედავ მომეტებულათ ბევრს თამასუქებს, მინემ ეს ჩემი აკციები ღირან. ამისთვის არ არის რა ამაზე უადვილესი, როგორათაც გამოცვლა.

აბუასიერ დიდის ხარხარით გადიქცა კრესლოზედ.

– საყვარელო უფალო შოდიევ, უთხრა მან სულის მობრუნების შემდეგ: – მე ვიცოდი, რომ თქუჱნ საუცხოვო კაცი ხართ, საკვირველი მხატვარი რეშოტკებისა, ჩინებული მებაღე და მგონი დომინოს თამაშობაშიაც და ხელოვნებული ბძანდებით გარნა მე აღარ ვიჭვნეულებდი სხვას კიდევ ღირსებასა თქუჱნში. იცით, რომ ძალიან საუცხოვოთა გცოდნიათ გასულელება ვისიმე? უბედურებაა ჭეშმარიტათ, რომ ბედი არ გაძლევს აკტერი იყო! არნალის როლში დიდს მოქმედებას იქმოდით.

ბენუა შოდიემ ისე რიგათ გაიღიმა, რომ ძლივ შეეტყობოდა.

– ათი ათასი ჶრანკის შემდეგ მოვილაპარაკოთ. უთხრა მან: – ხოლო ახლა, არ შეიძლება გაიგონოთ მეორე მიზეზი, ჩემი თქუჱნთან მოსვლისა?

– ინებეთ, ინებეთ! გულით გაცინების შემთხვევა ასე ძვირია! იმედი მაქვეს, რომ თქუჱნ დაიცვავთ დაწესებულათ აღმატაცებელისა კანინთა, მაშა სადამე, იმედი არის, რომ მეორე ნუმერიც პირველზე უგემური არ იქნება?

– თქუჱნ თითონ ნახავთ, მიუგო შოდიემ, რომელსაცა ცივი ფიზონომია ისე არა (ღარმონიობდა) თანხმობდა ნებიერ სიცილთან საქმიანის კაცისა. – თქუჱნ ორმოცდა სამი წიგნი გაქვთ მადამ ბალიელისა, გთხოვთ მიბოძოთ ისინი.

– ა. ბოლოს გამოცხადდა! გამოცანა, დაიყვირა მოძრაობით ლაბუასიერმა. – მე მაშინვე ვიცოდი, რომ მადამ ბალიელ ამ ღონის ძიებას მიატანდა! საწყალი დედაკაცი! ომი სურს– ბატონია!

სახემან მისმა, სიანჩხლისაგან გაუსახევებელმან, უეცრათ მიიღო იგი ამაყი და ცივი შეხედულობა, რომელსაც ხშირათ მიიღებენ (забяки) მხოცელნი (დოელისტნი), თუმცა თითონაც არიან შიგ გაბმულნი.

– უფალო შოდიევ, პირველი თქუჱნი თხოვნა, მე მეგონა უგუნური ხუმრობა, და მისთვის ისე გულით ვიცინე; გარნა უკანასკნელი იქნება თქუჱნ არ იფიქროთ ბოლო, მადამ ბალიელისაგან მონდომილის საქმისა.

– მადამ ბალიელას ჩემთვის არა მოუნდვია რა.

– მაშ იმან არ გითხრათ თავის წიგნებისა?

– ერთი სიტყვაც არა!

– მაშ ვინ გეტყოდათ?

– ნება მიბოძეთ მაგაზე პასუხი არ მოგცეთ.

– მაშ მეც ნება მიბოძეთ ჩემი მხრით ვიფიქრო თქუჱნს სიჩუმეზე როგორც ჩემი ნებაა. თქუჱნ ბძანბთ, რომ მოქმედებთ საკუთარის თქუჱნის სახელით?

– დიახ.

– მაგ შემთხვევაში აი ჩემი პასუხი: თუმცა თქუჱნ სიძეცა ბძანდებით მადამ ბალიელისა,გარნა ეგ თქუჱნ არ გაძლევსთ არა ვითარსამე ძალას; რომ თქუჱნ გეერიოთ იმ საქმეში, რომელიც საკუთრათ შეეხება იმ ქალსა, ამისათვის მე წიგნებს არ გაძლევთ! რაიცა შეეხება მეორეს, მე ვყიდი აკციებს, და არ ვყიდულობ.

– მე მაგ უარს მოველოდი, მიუგო შოდიემ: – ამისთვის წინათვე მივიღე ღონის ძიება, რათა თქუჱნ უთუოთ თანხმა გამიხდეთ.

– მართლათ? არ იქნება მიბძანოთ რა ღონის ძიებით?

– თქუჱნ იმათ შეიტყობთ, თუ ინებეებთ ცოტა ყურის გდებას.

– თუნდა ხვალამდენ ილაპარაკეთ, მზა ვარ; ჭეშმარიტათ დიდი სურვილი მაქვს შევიტყო როგორ დამატანთ ძალას რომ მათქმევინოთ: დიახ, ანუ არა: ჩემი ციგარის კომლი ხომ არ შეგაწუხებთ?

– არა, მიუგო მოკლეთ შოდიემ.

ლაბუასიერმა მოუკიდა ციგარას, მუხლებზე დაიფარა ხალათის კალთები, ცოტა კრესლა უკან გადგა, გაიშიმა იმაში. და ნებიერათ დააწყო ფეხები ბიუროზე, ამ თავაზიან მდგომარეობაში, გასტყორცნა შადრევანივით კომლი ციგარისა, და უთხრა ბრიყულს სითამამის ღიმილით:

–ეხლა, ჩემო მოწყალე ბატონო, დეიწყეთ ლაპარაკი, ორივე ყურით მზა გახლავარ.

ჱ.

ბენუა შოდიე დააცქერდა რამთვენიმე ხანი სპეკულიატორს, და დაიწყო ნელის, გარნა აუჩქარებელის (ტონით) ფარდებიდან.

– როდესაც თქუჱნ ავრცელებდით თქუჱნს ჭკვიანურს ტეორიას, უთუოთ ფიქრობდით, თქუჱნ იმისთანა კაცს უხსნიდით, რომელსაც სრულებით გაგება არა ჰქონდა მაგ საგნისა: მაგაში შესცდით. რა საკვირველია კომერცის (ვაჭრობითს) სპეკულიციაში (აღებ–მიცემობაში) მე ისეთი მცოდნე არა ვარ, როგორათაც თქუჱნ, გარნა შემიძლიან მოგახსენოთ, რომ არც სრულებით უმეცარი ვარ, ამის დასამტკიცებლათ საბუთი არის ოთხის წლის წინ, ჩემი დაახლოებითი ცნობა კომერციისა (ვაჭრობითის) სახლისა, რომელსაც ჰქონდა დიდი ვაჭრობა, აწარმოებდნენ მას რუ და ჟობერი კამპანიით.

ამ სიტყვაზე ძლიერმა ლაბუასიერის მოძრაობამ უკან დააწეინა კრესლას, და ფეხთა მისთა რა დაკარგეს დასაყუდებელი ალაგი, ჩამოცვიდენ ძირსა.

– ერთხელ, ამბობდა შოდიე ფთხილის თვალით მჩხრეკავი თვითოეულისა მოძრაობისა მსმენელისა თვისისა: – ეს მოხდა კთ–ს აპრილს 1832 წელსა. – ერთი უცნობი კაცი გამოცხადდა ჩვენს კანტორაში მისაღებლათ რაოდენისამე ფულისა, რომელსაც ჰქონდა ბილეთი გადმოცემული ჩვენს სახელზე რიულის და დენცტელის სახლით სტრასბურღიდან.

სპეკულიატორმა თვალები დახარა.

– თუმცა ჩვენ წინათ არა მივიღეთ არა რაიმე ცნობა ჩვენის მიმწერმომწერთაგან, ამბობდა შოდიე: – გარნა იმ ბილეთზე მივეცით ფული. მერე რა გამოვიდა იცით? ბილეთი გაკეთებული იყო, ამაზედ ჩვენ მივიღეთ უეჭველი დამამტკიცებელი საბუთები. მართალია, თუმცა ის იყო თამასუქი რიულის და დენცტელის სახლისა, ასე გასინჯეთ იმისი ღერბიცა ჰქონდა; გარნა გაკეთებული იყო ხელის მოწერა ჩვენმა კორრესპოდენტებმა მაშინვე ეჭვი მიიტანეს ერთს ყმაწვილ კაცზე, რომელიც შემდეგ მცირედის ხანისა მსახურობისა კანტორაში, იყო დათხოვნილი, კარგა ბლომათ ფულის დაკარგვის გამო. იმ ყმაწვილს ეწოდებოდა შაბო; გარნა მას სხვა სახელიცა ჰქონდა... ციგარას გააქრობთ!

ლაბუასიერ თუთქო სულთქმა დეეკარგა, ამ ამბის თქმაზე, დაუწყო ძრიელ წევა სიგარს; ხოლო გვინღა იყო, დიდი ხანია გამქრალ იყო.

– თუმცა სამ ნაირათ იყო გაკეთებული ხელი რიულის და დენცტელისა, აგრეთვე ბარათი ხსენებულის მთხოვნელისა, სახელით ფრიდრიხ ბონესა, ხოლო აკტის აზრი და ხელის მოწერეები ერთი ხელით იყო; რა შევათანხმეთ ის აშკარა ყალბი ბილეთი ბევრს შაბოს ქაღალდებთან, ჩვენ ადვილათ დავინახეთ უეჭველი მგზავსება ხელისა. ცხადია, რომ შაბომ ზედ მიწევნით ისწავლა ხელი ვაჭრობითის სახლისა, რომელშიაც ემსახურებოდა. შეედგინა იგი თამასუქი, და იქნება კიდევ ბევრი სხვაც, რომელნიცა მისთვის იყო ადვილი ხელთ საგდები, და შემდგომ დაიწყო მით თხოვნა ფულისა პარიჟში. ამის შორს შეიტყეს ბინა დარქმეულის ბონესი, მერე რა? იქაც მოტყუებაგამოუვიდა.იმ ხსენებულს სახლში სრულებით არ არსებდა იმისთანა გვარი. ამ სახით დაიკარგა კვალი წარმომდგენელისაც და გამკეთებელისაც. ეს საქმე ახალმა წარმოებამ მალე მისცა დავიწყებას. მიცემული სუმმა ჩასწერეს გასულის სიაში და სრულებით მისცეს დავიწყებასა. მხოლოდ ორმა პირმა ნახა შაბო იმ დროს, როდესაც ის გამოჩნდება კლერის ქუჩაში: ერთი მათგანი იყო კასსირი (ხაზინადარი) ბლანკარ, აწინდელი ჩინოვნიკი ხაზინისა, მეორე ამხანაგი ვაჭრობითის სახისა. ამ ორთა კაცთა, რომელთაგანიც უკანასკნელი ვიყავ მე, ცდილობდენ ყოვლის მეცადინეობით შეეტყოთ, ვინ იყო ნამდვილი წარმომდგენელი ფალშივის (ცრუ) ბარათისა?

სპეკულიატორმა გულს ხელები დაიკრიფა და მთრთოლვარე სწევდა დიდის ხნის გამქრალს სიგარს.

ბოლოს ჩვენ შევიტყეთ, იწყება შოდიე, შეურყეველის ცივის სისხლით: – რომელ ის ბონე, ის შაბო, რომელსაც აქვს კიდევ სხვა სახლი, ბოლოს ის მაშენიკი – თქუჱნ ხართ!

ლაბუასიერმა შეიკრიბა ყოველი ძალა თვისი, რათა დახვედრიყო მისთანა მოულოდინელს, მისთანა აუცილებელს უბედურებას. აღტაცებული სიანჩხლისაგან ავარდა კრესლიდან, დამაცქერელი საშინელის თვალითა თავის გამამტყუნებელისა.

– ეგ უკადრისი მზაკვარობაა! დაიყვირა მან: – სიყალბეა, და თქუჱნ ჩემი შეურაცხებისათვის სიცოცხლითა თქუჱნითა მომიგებთ პასუხსა!

– არა მგონია. დამაცადე გავათაო და. მე არ მინდა ვიცოდეისა, რაც თქუჱნ 30 აპრილს 1832 იმოქმედეთ და რომლისა სახით, შემდეგ ერთის წლისა არ ვიცი როგორ გაუმეგობრდით ჩემს სიმამრს. თქუჱნი ცხოვრების ამბავი დაგვაშორებს ნამდვილის ლაპარაკიდან; მერე აქ სრულებით უსარგებლო იქნება თქმა იმა დროსი, რაც მოხდა ჩემი ცოლის შერთვის წინ. იქიდან დავიწყოთ, როდესაც მე შევირთე ბალიელის ასული. თქუჱნ მაშინ ბორდოშიყოფილხართ, მიზეზი მოგეგონათ შედგენა პარახოდის საზოგადოებისა. თქუჱნის მოსვლის შემდეგ პირველი ჩვენი ნახვა ჩემ სიმამრთან იყო. მე უცხო მეხსიერება მაქვს: თქუჱნი სახე მაშინვე თვალებში მეცა, მომაგონდა წასრული ყოველივე და გიცანით თქუჱნ!

– ეგ სიცრუეა საშინელი გეუბნებით!

– ასე კარგა გიცანით, რომ შემდეგ სრულებით აღარაფერი ეჭვი აღარა მქონდა რა. თქუჱნმა გვარმა უმეტესად დამიმტკიცა, რომ არა ვცდებოდი. უფალთ რიულიდგან და დეცენტელიდგან შევიტყე, რომ კაცრ რომელზედაც იმათ ეჭვი აქვთ, ჰქვიან შარლლუი–ღიუსტავ–შაბო–ლაბუასიერ. სტრასბურღში თქუჱნ მოკლეთ გეძახდენ შაბოს; გარნა იფიქრეთ რა რომ საჭირო იყო ასტავკა მიგეცათ იმ გვარისათვის, დაირქვით ლაბუასიერობა; ეგ იმას გავს, როგორც ომში ფეხებში გამოკლულს ცხენს თავს დაანებებენ და მოაჯდებიან სხვა კარგს ცხენს.

–კარგი! კარგი! წარმოთქვა სპეკულიატორმა აკანკალებულის ხმით: – ილანძღეთ! როდესაც გაათავებთ, მაშინ მოვიანგარიშებთ.

– თუ მდომიყო, იმავე მინუტში გაგამტყუნებდით, მიუგო შოდიემ არა შემკრთალმა მუქარისა მისსა ზედა: – გარნა მე არა მაქვს ჩვეულებათ საქმე ისე... როგორმე მოხდენა; ამისთვის ეხლა გადავწყვიტე თქმა, როდესაც მივიღე პასუხუგებელი საბუთები, აი ორი წელიწადი იქნება რაც მე დაუტევე რუ და ჟებერის სახლი, რომელნიცა გადასახლდენ მარსელში. რა მივიღე საჭირო ცნობა, მაშინვე გავაგზავნე წიგნი ფრანსუა ჟაბერთან. რომელთანაც იყო თქუჱნი ყალბი ბილეთები. ის მაშინ იტალიაშიიმყოფებოდა, ამისათვის ჩქარა ვერ გამომიგზავნიდა მათ. ამ სახით გაიარა ხუთმა თვემ. ამ დროებაში მე იძულებულ ვიყავ მიმეღო ჩემ სახლში, დამესვა ჩემ სტოლზე კაცი, რომელთანაც ჩემს ხიზანს ჰქონდა ისრეთ დამოკიდებულება; არა მეჭველნი, რომ ის კაცი არის ბოროტი და ავაზაკი.

– აი შე წუწკო! დაიყვირა ლაბუასიერმა და მივარდა ამბის მთქმელს.

შოდიემ ცივის სისხლით მოიშორა მაზედ აღებული დასაკრავათ ხელი და დასვა თავისი წინააღმდეგი, რომელსაც ასე მოუჭირა მაჯაში ხელი, რომ წაართო მას სურვილი მეორეთ გამეორებისა იმისთანა საქმისა.

– მოთმინება იქონიეთ, აი ვათავებ.წიგნს, რომელსაც მე ველოდი, რათა მით გამემტყუნებინეთ.მე მივიღე გუშინ და თითონ თქუჱნ გასწიეთ შრომა იმის მოტანით. ფრანსუა ჟობერ, რა დაბრუნებულ იყო მოგზაურობიდგან, გამოეგზავნა იგი წიგნები, ახლა აი აქა მაქვს ბუმაჟნიკში, და თუ თქუჱნჩემ სურვილს არ აღასრულებთ, მე თქუჱნ გარწმუნებთ, რომ რა გავალ აქედგან, მაშინვე წარუდგენ კოროლის პროკურორს.

ზარ დაცემული ლაბუასიერ დაფიქრდა დიდათ.

– როგორ აფასებათ მაგ ქაღალდებს? ჰკითხა ბოლოს მან წყენით.

მომეცით ათი ბანკის ბილეთი ჩემი ათი აკციის სამაგიეროთ, და ორმოცდა სამი წიგნი მადამ ბალიელისა თქუჱნი ვექსილების სამაგიეროთ.

სპეკულიატორმა აიღო თავის იაზანფოზნიდგან ათი ბანკის ბილეთი თითო ათასის ჶრანკისა, ამოიღო პატარა უჯრიდან შეკრული წიგნები, სიტყვა უთქმელათ მისცა სულ ბენუა შოდიეს.

– ნება მომეცით დავთვალო უთხრა უკანასკნელმა, რა მიიღო შეკრული კონა ბარათებისა.

ლაბუასიერმა მწარეთ გაიღიმა, როგორათაც კაცმა საშინლათ გაკიცხულმა, გარნა არა მქონე უფლებისა გამოჩენა!

– ორმოცდა სამია ჰსწორეთ! უთხრა შოდიემ, გულის ხმიერათ დამთვლელმა: – ეხლა ერთი მოწყალება მიყავით, ერთ პაკეტში ჩააწყევით სულ ეს წიგნები და თქუჱნი ბეჭედი დაასვით.

– მითომ ეგ სიფთხილე რა საჭიროა? ჰკითხა ლაბუასიერმა, მაინც კი აიღო ბიუროდგან ერთი დიდი თაბახი ქაღალდისა.

– მე არ მინდა, რომ მადამ ბალიელისამ იფიქროს, როდესაც მიუტან იმ წიგნებს, რომ მე ჩამიხედნია მათში.

არ უწინააღმდეგა თხოვნას, რომლისაცა თავაზის დარდი ეხლა სულ არა ჰქონდა, ძველმა მიჯნურმა ორმოცდა ხუთის წლის ქალისამ გაახვია ერთიან ის სიყვარულიანი მიწერ მოწერა, დაასო სურვილისა მებრ შოდიესი ბეჭედი პაკეტს და დაურთო ზედ ათი ბანკის ბილეთი, და მისცა შოდიეს, რომელმაც ამასობაში ამოიღო თავის პორტუფელიდგან წაუხდენელის გემების აკციები და გაკეთებული ბილეთები. ასე რიგათ გამოუცვალეს ერთმანეთს, რომ არც ერთმა ხმა არ ამოიღო მინამ ადოლჶინას ქმარი ჯიბეში იწყობდა წყნარა მიწერ მოწერას და ბანკის ბილეთებს, ლაბუასიერი მოღრუბლულის სახით ჰსჩხრეკდა ქაღალდს, რომელიც ისე ძვირათ იყიდა, შემდეგ დაწვლილებითის განჩხრეკისა აანთო სამთელი და მოუკიდა თამასუქს ცეცხლი, რომელიცა მყის გადიქცა შავს ფერფლათ, ხოლო ლაბუასიერმა ფერფლი იგი მოსრისა ფეხით, თითქო ცეცხლი საკმაო არ იყო.

– რა ნახა დამამტკიცებელი საბუთი თავისი შეცდომებისა, დანაცრებული, ლაბუასიერმა წაიფრუტსუნა მსგავსად მგლისა მომზადებულის საკბენად; შემდგომათ აიღო მან თავი გაბედვით და დააცქერდა კაცს მას რომელსაც დაბეზღებასა აღარ შიშობდა. მისთანა თვალით სადაც ბრწყინამდენ სიანჩხლე აქამომდე მისგან დაკავებული.

– მანამ აქედან გაბძანდებით, უთხრა მან ბეჯითის სიტყვით ჩვენ უნდა გავწმინდოთ უკანასკნელი ანგარიში. რა იარაღს ირჩევთ?

შოდიემ წყნარა ჩაიღიმა.

– მე მოველოდი თქუჱნგან მაგ გამოთხოვნას, მიუგო მან: – გარნა უკეთეს იქმოდით არ გაგეცხადებინათ. ამიტომ რომ არ მივიღებ.

– მაშ თქუჱნ გგონიათ, რომ არ გამომყვეთ ამ გამოთხოვაში? – მგონია კიდეც და არც გამოვალ.

– იქნება გგონია, რომ მე შენ ძალით არ გამოგიყვან? დაიყვირა ლაბუასიერმა სარდონიის ხმით: – მე თქუჱნ სასიკვდილოთ გაგკიცხავთ და თქუჱნ გგონიათ მე მოვითმინო ეგ უსისხლოთ? გიჟი ყოფილხართ, სულა. საყვარელო! ჩვენ უნდა უთუოთ გავიდეთ დოელში, არამც თუ მალე, არაც თუ ხვალ, არამედ დღესვე. თუ ჭკვა გაქვს შენი ნებით გამოდი ეხლავ. თორემ იცოდე ისე დაგსჯი ვითარცა ღირსია მშიშარა დასჯის.

– მე არ გირჩევთ წეღანდელივით ხელების პარჭყვას; მე ვეღარ მოვითმენ, როგორათაც პირველათ და იძულებულ ვიქმნები გაგზავნოთ ქუჩისკენ კიბეზე ჩაუვლელათ,მესამე ატაჟაში ჰსდგეხარ და აქედან ჩახტომა თქუჱნი სიმთელისათჳს სასარგებლო არ იქნება.

ამ სიტყვაზე შოდიემ დაუდევნელათ გამოჭიმა ორი განიერი ხელები გარუჟვილი სოფლიურის მუშაობისაგან, რომლისაცა ძვლოვანი თითები ამტკიცებდენ რომ ერთის შემოკვრით ხარსაც წააქცევდენ ამ მნიშვნელმა მოძრაობამ დაამშვიდეს აღტაცება მოწინააღმდეგისა, რა ნახა რომ ბრძოლაშიისარგებლებდა, გულს ხელები დაიკრიფა.

– მე შენ კეთილშობილურათ გელაპარაკები, უთხრა მას ზიზღილის ღიმით და შენ მენახირულს პასუხს მაძლევ!

– მენახირე ჰსჯობია კეთილშობილ ცრუ ქაღალდების მკეთებელს.

– გამიგონეთ, უპასუხა ლაბუასიერმა სიანჩხლით: – აქ ჩვენ მარტონი ვართ და რადგან შენ მხდალი ყოფილხარ ტყუილი იქნება რომ ყბაში შემოგკრა. დღეს ასე იყოს, გარნა პირველი შეყრა თუ სადმე მოხდა ჩვენი საზოგადოებაში, ჩემი ჯოხის მოქნევის სიახლოვეს არ გირჩევ მოსვლას, თორემ პატიოსნებას გეფიცები, თუ შემხვდი, ჯოხს ზედ თავზე დაგამსხვრევ. მაშინ ვნახავ, კიდევ უარს მეტყვი დოელში გამოსვლისას. –

– მე შენ გაგლახამ, მაგრამ დოელში კი არ გამოვალ, ჰსთქვა შოდიემ მომეტებულის დამშვიდებულის ცივის სისხლით; თუ შენ მარტო დუელისტი იყო, იქნება მაშინ გავგიჟებულვიყავ და გამოგყოლიყავ, მაგრამ შენ ერთი პლუტი კაცი ხარ და არაოდეს თავს არ გაგიყადრებ და შენი მგზავრი არ შევიქნები შენთან გამოყოლით დოელში.

– მაშ გინდა, რომ მოგკლა! დაიყვირა ლაბუასიელმა, უიმედო გამხდარმა ამისთანა გაკიცხვის უარის გამგონემ.

– მაგითი სულ ვერ შემაშინებ, მიუგო შოდიემ ირონის სახით გარინდებულმა. დოელში გამოთხოვნა იმისთანა კაცისა, რომელიც არიან მყუდროებითს ცხოვრებაში, დიდი ვაჟკაცობა არ არის, მეტადრე, როდესაც თითონ ათი წელიწადიევარჯიშნოს და ოცდა ათს ნაბიჯზე მესამეთ ყოველთვის მარტყამდეს დასმულს ტუზს; გარნა კაცის მოკვლას ცოტა რამ გაბედვა უნდა, თუმცა მართალია გალერაში გაგზავნისა არ შემეშინდა, მაგრამ არა ვგონებ თავის წარკვეთაზედაც აგრე მხნეთ იყო. –

შოდიემ ადგა, თავისი ქუდი, რომელიც შემოსვლისას ერთს სტოლზე დადო, გამოუსალმებლათ სახლის პატრონთან წყნარათ წავიდა კარებისკენ. რასაც დროს კარებს აღებდა, ლაბუასიერ გამოსული გაოცნებიდგან გამოვარდა იმისკენ.

– ხვალამდენ, უთხრა მან გაწყვეტილის ხმით: ხვალ სადილათ შენ სიმამრთანა ვარ. შენც იქ იქნები. იქ შენის ნათესავების თვალ–წინ, ყბებს შემოგამტვრევ და პირს ფურთხით აგივსებ: მე ამასა ვიქ გეფიცები ხუთი ათას ეშმაკზე. შენ შენი მუშური მუშტების იმედი ნუ გაქვს;მე იარაღით ვიქნები, და პირველსავე მოძრაობაზე სისხლს გამოგადენ.

– მადლობელი ვარ წინათ დარიგებისათვის.უთხრა შოდიემ დაუდევნელად.

– ხვალამდე, განუმეორა ლაბუასიერმა იმისთანა ტონით, რომელიც აჩვენებდა ბეჯითს გადაწყვეტილებას, რომელშიაც ცხადათ ჰჩანდა, რომ სისხლით სურდა მას დეებანა თავისი აბიდა.

რა გაშორდა ლაბუასიერს, ბენუა შოდიე მივიდა მაშინვე თავის დაჩაში; პირველსავე მისვლაზევე შევიდა პატარა ზალაში, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ.იქ დახვდა თავის სიმამრი ლომბერნის სტოლთან, რომელიც ამ დროებით შეცვლილიყო სამწერლო სტოლათ, სადაც საწყალს მოხუცს დეეწერა რაოდენიმე წიგნები; იქავ დახვდა მადამ ბალიელიც. რომელიცა წამოგორებულიყო დივნის ბალიშებზე და ჰგვანდა იყო შეუძლოთ. შეწუხებული სახე მისი ასე იყო შეცვლილი რომ თითქო გუშინდელს აქეთ ათის წლის სიბერე მისცემოდა.

– სიძის დანახვაზე უფალი ბალიელ ადგა საჩქაროთ.

– ძლივს მოხველ, უთხრა მან რომლისამე არევით; ჰსწორე უნდა ვსთქვა, რომ ყოჩაღი ბიჭი ხარ!

– რა ამბავია? ჰკითხა შოდიემ.

– ის ამბავია, რომ შენ პარიჟში წასვლის წინ გადამაწერინე შენს სახელობაზე აკციები, რომ მადამ ბალიელი თანახმა იყო, ახლა მე მიჯავრდებიან, თითქო მე გულთმისანი ვიყავ გამომეცნო მართალი და ტყუილი! საყვარელო, აი თითონ აღგიხსნათ ამან, უთხრა მოხუცმა ცოლს. – შოდიე! ისე არ იყო, რომ მითხარი: მე და მადამ ბალიელს შორის ეს საქმე მოლაპარაკებულიო?–

– დიახ, ვთქვი. მიუგო გულ წრფელობით ყმაწვილმა კაცმა.

– თქუჱნ მაგის თქმას როგორა ბედამთ, რომ მე მითომ მაგაზე მოგელაპარაკეთ? დაიყვირა მადამ ბალიელმა სიანჩხლისაგან გაწითლებულმა.

– თქუჱნ იმაზე არა გითქვამთრა, უთხრა შოდიემ შეუწუხებელის ტონით,

ცოლ–ქმართ ერთმანეთს შეხედეს გაკვირვებით, და დააცქერდენ გამჩხრეკელის და შეწუხებულის თვალით სიძესა.

– უთუოთ მეორე საუზმე უჭამია პარიჟში, იფიქრა მოხუცმა და იმ მელა ლაბუასიერს დაუთვრია კიდევ, რომ უფრო ადვილათ გეეპტყვნა.

– არ იქნებ ინებოთ და ამიხსნათ, რასა ნიშნავს სულ ეს ამბავი? ჰკითხა მადამ ბალიელმა, რომელიც როდესაც ლაპარაკობდა თავის ქმრის, საქმეზე, ყოველთვის პირველ პირს და მხოლობითის რიცხვით ლაპარაკობდა.

– დიდის კმაყოფილებით, მიუგო შოდიემ: – თუ ის აკციები ჩემი საკუთრება არ გახდებოდა ვერ მოვიხმარდი,და ამისთვის მოვიგონე ეს ღონის–ძიება რომ უფრო დამერწმუნებინა ჩემი სიმამრი, თქუჱნი თანხმობა იმიტო უთხარ.

– მაშ კიდეც მოიხმარეთ ის აკციები? დაიყვირა მადამ ბალიელ შეწუხებულის ტონით.

– ვიხმარე ეგ თვისუფლება, თქვა შოდიემ სიცილით.

– უთუოთ ღვინოს გაუბედვინებია, თავისთვის თქვა მოხუცმა; თორემ მე ეს თავის დღეში ასე არსად მინახავს.

– კარგი გავათაოთ თუ თქუჱნი ნებაც იქნება, მიუგო მადამ ბალიელ ისეთის სითყვით, რომელიც თავისქმარს შეაწრწუნებდა თუ იმისთვის ეთქო პირდაპირ; გაქვთ რამე მიზეზი,რომ არ მეუბნებით ის აკციები რა უყავით?

– სულ არა მიუგო შოდიემ; ასე იტყვიან ღამე რჩევას აძლევსო; ჩემი სიმამრის შენიშვნა, რომელთამე წინაგანზრახვაები დღეს დილის ჭკვაში დამიჯდა, თუმცა გუშინ თანახმა რა ვიყავ, ახალი აკციების გამორთმევის მაგიერ მე ძველები მივეცი ლაბუასიერს.

– მერე გამოგართო? დაიყვირეს ერთათ ცოლმა და ქმარმა.

– მა რას იქმოდა: აი კაპიტალიც (თავნიც) შოდიემ ამოიღო ჯიბიდან ათი ბანკის ბილეთი და ლომბერნის სტოლზე დაყარა.

მადამ ბალიელ გახარებული მივარდა და ხელით დაბღუჯა ძვირფასი ქაღალდები. როგორათაც კატა თაგვს დაბღუჯამს კლანჭებში.

– როგორ მოახერხე ლაბუასიერის კლანჭებიდგან ჩვენი ფულის გამოგლეჯა! დაიყვირა და სიხარულისაგან გაბრწყინდა შუბლი წინააღმდეგობა არა გაგიწია რა?

– რასაკვირველია, მაგრამ ბოლოს დავთანხმდით. ესეც შენი ათი ათასი ჶრანკი; თუ გნებავთ მე მომეცით ადოლჶინას მზითევის ანგარიშში და თუ გნებამთ ერთათ მოცემა ისიც თქუჱნი ნებაა.

– მაგას ადვილათ მოვარიგებთ, თქვა უფალმა ბალიელ, რომელმაც რა ნახა თავის ცოლის ამაზედ არას ამბობდა, ამისთვის ვერ გაბედა გადაწყვეტილი ეთქვა რამ, ჯერ შენთანბოდიში უნდა მოვითხოვო, საყვარელო ბენუა, რომ შენზე რაღაც ცუდი ფიქრი მომივიდა. მე ასე მეგონა პარიჟშიშეცდომა რამ მოახდინე და მოტყუებული შეიქენ იმ ცრუ მოლაპარაკე ლაბუასერისაგან, მაგრამ ეტყობა შენ უფრო ლაზათიანათ მოგიტყუებია. აბა ვინ დაიჯერებს, რომ შენ მაგისთანა საქმე მოახდინე, რომელიც თითქო ჭინჭველს არ გასჭყლეტსო,

მოხუცი ბანკის ბილეთების დანახვით ხარობდა, მაგრამ რა ნახა, რომ მეუღლე მისი არ მონაწილეობდა სიმხიარულესა მისა, რომელსაც მონა იყო ისრეთი, რა შეხედა თავის ცოლს გაჩუმდა და დაუწყო იმ თვალით ყურება მას, თითქო ეხვეწებოდა ნება მიეცა მისთვის რათა ემხიარულნა.

პირველიდგანვე რა შოდიემ დაიწყო ლაპარაკი, მადამ ბალიელთ ხმა არ ამოუღია, თავის სიძეს უყურებდა გამჩხრეკს, გაკვირვებულის და შეწუხებულის თვალით უსიტყვიერმა თხოვნამ ქმრისა მისისამ გამოიყვანა იგი ოცნებიდგან, რომლითაც იყო იგი გართული.

– გაათავეთ წერა? ჰკითხა მას დაუდევნელის სახით.

– ზეიდან ადრესის (სახელების) დაწერის მეტი არა უნდარა, მიუგო მადამ ბალიელმა.

–მე თითონ დავაწერ. მანამ შენ პეტრეს უთხარ მოემზადოს; ეხლავ უნდა წაიღო პარიჟში.

– რა დიდი მიწერ მოწერაა?იკითხა შოდიემ, გამჩხრეკმა მწვანე მაუდზე დაწყობილის ქაღალდებისა.

– ხომ იცი, რომ ხვალ სადილის წვეულაბა გვაქვს, ერთიათიოდ თერთმეტი სტუმარი უნდა გვყოლოდა პარიჟში. მიუგო უ. ბალიელ, მაგრამ ჩემი ცოლი როგორღაც შეუძლოთ არის და სხვა დროსთვის გადავდეთ სადილი.

– მგონი გთხოვე, პეტრეს დაძახება, თქვა სახლის პატრონამა.(პატრონმა)

– ეხლავ ჩემო სულო,მიუგო ქმარმა და ეშურებოდა აღსრულებას.

რა ქმარი გავიდა, მადამ ბალიელ მოვიდა სათამაშო სტოლთან, დაჯდა და თითქო არაფერს ყურს არ უგდებდა თავის სიძეს. შემდეგ რაოდენისამე ადრესის დაწერისა, შეხედა მას გართობილის თვალით, და უთხრა იმისთანა ტონით თითქო ტაროსის ცვლილუბას ჰკითხავდა.

– ნახეთ ლაბუასიერ?

– იქიდან მოვდივარ ეს არის, მიუგო შოდიემ ეგრეთვე დაუდევნელის სახით.

– როდესაც ფულების თხოვნა დაუწყეთ უარი არ გითხრათ რა?

– მე ისეთი ხერხი მქონდა, რომ ვერ მეტყოდა უარს.

– არ იქნება მითხრათ რა ხერხი გქონდათ?

– რას დასდევთ ღონის ძიებას რადგან საქმე შესრულებულია.

მადამ ბალიელ სტოლისკენ დაუშო ცხვირი და კიდევ ორიოდ ადრესი დასწერა.

– თქუჱნში აკციების გარდა სხვა ლაპარაკი არა იყო რა? ჰკითხა ქალმა, რომელიც ცდილობდა დაეფარა შინაგანი აღრეულება.

– სხვა საქმეზედაც ვილაპარაკეთ.

– ჰო.... მაგრამ იმისთანა არა იქნებოდა რა... რომ ღირდეს თქმად? შოდიემ განჩხრიკა სახე თვისი სიდედრისა, რომელიცა წარმოადგენდა, წინააღმდეგ თუმცა ცდილობდა არა გამოჩენასა, მაინც ეტყობოდა საშინელი არეულობა. შეეცოდი მას, ამოიღო ჯიბიდან წიგნები, რომელნიც დაამშვიდებდენ ქალსა მას, დააწყო სტოლზე ჩუმათ სიტყვის უთქმელათ.

მადამ ბალიელ გაკვირვებულმა აიღო პაკეტი. რა ვერ ნახა ზეიდან ადრესი, დახედა ბეჭედს და მაშინვე იცნა ღერბზე, რომ ლაბუასიერისა იყო.რა ეს ნახა, ერთი დაიკივლა გატეხა საჩქაროთ ბეჭედი. ბარათები გაიშალა სტოლზე. ამის დამნახველი დამნაშავე მეუღლე ხან ყვითლდებოდა, ხან წითლდებოდა სიხარულით, რომ იმისთანა საქმედ მორჩენილი ნახა თავისი თავი. ცოტა გაუეყდა რომ გულს არ შემოეყარა, მაგრამ თავისმა სიყაჩაღანემ დაიფარა. მწრაფლ მოვიდა გონებას. სიამოვნება გამოეხატა თვალებში; შემდეგ უეცრათ, წამოდგა, გამოართო ორივ ხელები სიძეს და მოუჭირა მაგრა.

– დღეს თქუჱნ ჩემი გამაცოცხლებელი ხართ, სიცოცხლეზე მომეტებული ვალი დამადეთ, უთხრა მან გრძნობისაგან აკანკალებულის ხმით.

–კარგია დამალეთ ეგენი. თქუჱნი ქმარი საცაა შემოვა, მიუგო შოდიემ ჩვეულებრივის ცივის სისხლით.მადამ ბალიელ მოაგროვა ბარათები და იმ დროს როცა უნდა ჩეეწყო ჯიბეში. შედგა იგი უეცრათ მოსვლის ფიქრისაგან და დაეწყო თვლა.

– ტყუილი ჯაფაა უთხრა მან სიძემ; სულ ერთიან მანდ არის.

– სულა?

– სულ ორმოცა სამია.

– დათვალეთ თქუჱნ? უთხრა მან როგორირაც არევით.

– მხოლოთ დავთვალე და ბეჭედი დაგარწმუნებთ თქუჱნ, სხვა სურვილი შეტყობისა ჩემში არ იყო.

– თქუჱნ უსულგრძელესი, უკეთილშობილესი კაცი ყოფილხართ! ცემს თავს არაოდეს არ ვაპატივებ მას, რაც დილას თქუჱნ საქმე გიყავით. მე ვიჭვნეულობდი მაშინ, როდესაც თქუჱნ იმისთანა სასმახურს მიწევდით, რომელიც ჩემის სისხლით არ მოისყიდება.

– ძალიან იაფად გადიხდით მაგას, უთხრა შოდიემ.

– ო, თქვით! დაიყვირა უფალმა ბალიელმა, რომლისაცა მოუსვენებელი და ბძანებლობითი ხასიათი თითქო სრულებით შეიცვალა მადლობისა გამო.

– ვხედავ, რომ თქუჱნ თან და თან უკეთ ბძანდებით; ღამეს მოსვენებით გაატარებთ და ხვალ სრულებით კარგათ იქნებით. ინებეთ და ჩემი გულისათვის ხვალ პატიჟობის სადილს ნუ დაშლით.

– მადამ ბალიელ აიღო ბილეთები, რომლებშიაც ეწერა სადილის უარი. დახია სულ ლუკმა ლუკმა.

– ეს რა დიდი საქმეა. უთხრა ქალმა შემდგომ: – მთხოვეთ უმეტესი სამსახური, ბოლოს გთხოვთ, მომცეთ შემთხვევა დაგიმტკიცოთ თუმცა ხანდის ხან სხვა ნაირი გაუძლებელი ხასიათები მაქვს, მაგრამ არა ვარ უმადლობელი.

– აი პეტრე, თქვა უეცრათ ზალაში შემოსულმა უფალმა ბალიელმა.

მოხუცი გაოცებული დარჩა, რა ნახა რომ ორი საათის ჯაფა მისი იყო შემუსვრილი და ნაფხრეწი ქაღალდები აქა იქა გაფანტულნი ეყარა პოლზე.

– უთუოთ ცუდ ხელზე იყო დაწერილი, უთხრა მან შემხედველმა თავის ცოლისა მტირალისა სახითა; რა ვიცი, რაც შემეძლო ვცდილობდი კი და.

– მაგას ვინ გევბნება? ლაპარაკი არ დააცალა მადამ ბალიელ, რომელიცა თავის ქმარმან მიიღო ჩვეულებრივი ტონი; განზრახვა გამოვცალე, სადილი მოხდება ხვალ.

– რას ამბობ ჩემო საყვარელო! მაგრე სუსტათა ხარ, როგორ იქნება.

– ახლა უკეთა ვარ.

– შენ აგრე გგონია, მაგრამ ჰსწორე არ უნდა იყოს...

– მე გეუბნებით, რომ უკეთა ვარ მეთქი.

– ძალაინ მოხარული ვარ, თუ მართალია; მაგრამ არ შეიძლება, რომ აგრე მალე....

– ახა ღმერთო, უფალო ბალიელ, შენ მგონი გინდა რომ ხელ მეორეთ ავათ გავხდე, ნუ დაიშლი მაგისთანა ლაპარაკს კიდევ გიმეორებთ, რომ მე კარგათა ვარ, და ხვალინდელი სადილი ერთს დღესაც არ გადაიდება. – ახლა თუ ინებებთ და გინდათ ჩემი სიამოვნება, უთხარით, რომ ჩვენ წავალთ პარიჟში შვიდ საათზე და ეკიპაჟი მზათ დაიჭიროს!

უფალმა ბალიელმა აღარ გასწია წინაღმდეგობა, მაშინვე გამოვიდა ახალის ბძანების აღსასრულებლად.

– ახლა რაკი დამშვიდით, უთხრა ორმოცდა ხუთი წლის ქალმა,რომლისაც შეტყობოდა სურვილი იმთენათ აღეგზნო, რაოდენიც განქრა მასში შიში, მიამბე რა მოხდა შენ და იმ კაცს შუა; ერთი მითხარით რა თვალთ მაქცობით დაამშვიდე ბრიყვი და შეუწყნარებელი კაცი.

– რათ გინდათ იმ ამბის შეტყობა, რომელიცა გაგიღვიძებთ უსიამოვნო მოქმედებათ; მიუგო შოდიემ მძიმეთ, დღეის ამას იქით მე და თქუჱნში მაგ საგანზე, რაც მოხდა, ლაპარაკი არარ იყოს, რაიცა მე შემეხება, ამას იქით აღარ მახსომს. თქუჱნ ჩემის ცოლის დედა ხართ; მაგ ღირსებას, როგორათაც თქუჱნ დილას ამბობდით, მე მართებს სიყვარული და პატივისცემა თქუჱნი დანარჩენისა არა ვიცი რა. პირველი ეს არის, რომ ჩვენ განვთავისუფლდით ძალაინ საშიში კაცისაგან.

სხვა უამისო სიძე შეუწყალებელი ჯავრის ამოსაყრელათ, იქნება ეტყოდა ცუდი ქცევისათვის მადამ ბალიელსა „ის კაცი, რომელიც თქუჱნ გიყვარდათ გალერის (ციმბირის) ღირსი იყო!“ შოდიემ სულგრძელებით, რომელიც არის ყოველთვის დიდს ხარაკტერებში, აღარაფრით აღარ შეაწუხა თავისი სიდედრი, რომლითაც უმეტესად დაამდაბლებდა მას.

– ეგეც გათავდა, იმედი მაქვს! დაიწყო მადამ ბალიელ გაწითლებულის შუნლით, ხვალისთვის დაპატიჟებული იყო, მაგრამ მგონი აღარ მოვიდეს.

– მოვა, უთხრა შოდიემ.

– მაშ და როგორ გაბედამს!დაიყვირა მან.

– დიახ გაბედამს? იმას გამბედაობა არ აკლია, მაგრამ დარწმუნდით, მე აქ ვიქნები მიიღე ჩვეულებრივ და რაც უნდა მოხდეს თქუჱნ ნურასაი გეშინიანთ, იმისი მე ვიცი.

ნახევარი საათი ძლივს გავიდა, რაც ქცევა სიდედრისა თავის სიძესთან სრულებით გამოიცვალა. შოდიე რომელიც წინათ ისე იყო,თითქო მორჩილებისა თვის დაბადებული, ეხლა ლაპარაკობდა იმისთანა გამბედავს შემაერთებელის სიტყვით, და წარმოადგენდა კაცს, რომელსაც ყოვლის უარის და წინააღმდეგობისა უნდა უფლება. მადამ ბალიელის მხრით, რომელსაც სძულდა ყოველი წინააღმდეგობა და თავის სახლობა ჰყვანდა სრულებიტ მონობასა შინა მადამ ბალიელ პირველათ ისმენდა უპასუხოთ სხვათა რჩევას და მუხლს უხრიდა ძალასა მას, რომლისაცა არსებასა არა ჰგონებდა.და ეს მოახდენდა დიდსა ცვლილებასა. შინაურობითის ცხოვრებისას. არ იქნებოდა არ შეენიშნა ქალსა მას, რომელ ძალა მისი ამას იქით დასუსტებულ იყო.

ჰკვირობდა მადამ ბალიელ სიძისაგან გადაწყვეტილს, გამბედავს ლაპარაკზე. გამსიჯავის თვალით შეხედამას და შეკრთა, რა ნახა სახესა მისსა შინა, ცივი გადაწყვეტილი დაუმარცხებელი ნება; აირია ისრე ვითარცა ხამი მცურავი, რომელიცა მოტყუებულ არს მდგომარე მდინარისაგან, და შემდეგ მცირედის ცურვისა იქნება მოტაცებული სიმკვირცხლითა მდინარისათა.

– ჭეშმარიტათ, უთხრა ქალმა, ძალადატანებულის ღიმით, დღეს აღარას რათ აგდებთ და ძლივრა გცნობთ თქუჱნ, რომელიც ჩვეულებრივ იყავით ჩუმი, წყნარი და უშფოთარი!

– ანუ გაწუნწკლული ქათამი? უთხრა შოდიემ კარგა გიბედვითი ირონიის ტონით.

– მე ეგ არ მითქვამს.

– ხომ ჰფიქრობდით, სულ ერთია ეგა. რა ვქნათ ჩემო საყვარელო სიდედრო, დღეებიც ერთი ერთმანეთს არა გვანან.

– ხარაკტერები (ხასიათები) ერთ მინუტზე არ იცვლებიან.

– ჩემი ხასიათი სრულებით არ გამოცვლილა, მე ისევ ისა ვარ, რაც გუშინ ვიყავ.

– რაც უნდა ვთქვათ, გამოცანასავით ხართ; თქუჱნში ორნაირი კაცია; შენი შეხედვა, ხმა, მოძრაობა მე ახალი მგონია. საკვირველი გამოცანაა!

– გნებამთ გამოიცნოთ აზრი?

– ქალი ვარ, მიუგო მადამ ბალიელ, რომელიც ცდილობდა ღიმილით დაეფარა შიში თვისი.

– და მე კაცი ვარ, მიუგო შოდიემ მძიმე სახით, კაცი ვარ და არა ავტომატი (ხის კაცი) როგორათაც თქუჱნ აქამომდე გეგონათ. აი გამოცანა ეს არის. ახლა რაკი მიცანით ჩემი ხუთის თვის ქცევა რა საკვირველია გაგაკვირვებდათ: ორი სიტყვით აგიხსნით. მე არა ვარ ერთი ფალავანი, არც დიდი მცოდნე; ცოტა ჭკვა მაქვს და ნიჭი არაფერი, მაინც ვარ პატიოსანი კაცი,ჭეშმარიტების მოყვარული და თანამდებობის მონა. რა ჯვარი დავიწერე ვიცოდი რაიც იყო ვალი მეუღლეობისა და ამისთვის მინდოდა ბედნიერ მექმონა ცოლი ჩემი და სიყვარულით მეცხოვრა ჩემს სახლობაში.

ჩემი ცოლის შერთვა ბიძა ჩემმა ისრე მოახდინა რომ მე იმთვენი დრო არ მქონდა თქუჱნ გამეცანით. ეს ლაპარაკი თქუჱნ მოინდომეთ, ამისთვის გთხოვთ მართლისათვის არ გამიწყრეთ. ჩემი შეტრფობითი ქცევა თქუჱნდამი იყო ცუდათ მიღებული,როგორათაც თქუჱნგან, ისრე ადოლჶინასაგან. ჩემი სიმამრისას ვერას ვიტყვი, ამისთვის, რომ არის ჩინებული კაცი!თქუჱნ, რომლისაგანაც მოველოდი და იყო დამოკიდებული ჩემი შინაგანი ბედმიერება, (ბედნიერება) თქუჱნ არ ინებეთ, არ მიმხრეთ. არც ჩემ ქცევას, ჩემს სამსახურს, არც ჩემს სიყვარულს არ მიხედეთ და ჩემი ცოლიც თქუჱნს მაგალითს მისდევდა ყოველ ფერში.

– შენი ცოლის დანაშაული მე არ შემეხება,უთხრა მადამ ბალიელ. რომელიც არ იყო, რომ სირცხვილით არ ისმენდა ამ კანონიერსა ყვედრებასა.

– რასა ბძანებთ, რომ ქალის დანაშაული დედას არ შეხებოდეს! დაიყვირა შოდიემ. მაშ ჰსჯული რათა ყოფს პასუხის გებაში მშობელთ თავის შვილთ დანაშაულზე? თუ ადოლჶინას ცუდი მაგალითი თვალ წინ არა ჰქონიყო, მაშინ ის იქნებოდა წესისა მებრ თანამდებობის მორჩილი და ეხლა ჩემთვის საჭირო აღარ იქნებოდა მისთვის დარიგება. იმის შეცდომილება არის თქუჱნი მიზეზი და მისთვის ვარ მაზედ უფრო სულ გძელი. ერთ კვირაზე, შემდეგ ჯვარის დაწერისა, მე ვიცოდი რაც ამბავი იყო, და ჩემი თავის მოყვარულობისათვის არ მიმეხედნა, მაშინვე ყოველიფერს მოვიყვანდი წესიერებაში, მაგრამ მე მინდოდა, რომ ამისთანა საჩოთირო საქმეში სრულებით ჩემზე არა ვითარი საყვედური არა ყოფილიყორა. ჩემი მოუთმენელი ხარაკტერი მივეც თავი მოთმინებას, მორჩილებას.ერთი სიტყვით მონებას, ვამბობდი თუ ამ ქცევით მე თქუჱნ ვერ დაგამშვიდებდით, მაშინ მქონდა კანონიერი ძალა ჩემგან ისრე ძვირათ ნაყიდი, რათა წინააღმდეგი მიყავით.იმ ექვსი თვიდამ ხუთი გავიდა, და რადგან შემთხვევამ მოიტანა ეს ლაპარაკი საჭიროთა რა ვრაც კიდევ მოცდაში ვიყო მეექვსე თვეც.ამისთვის დღეის ამას იქით ჩვენ ვიწყებთ სრულებით ახალს წესიერებას და ცხოვრებას.

–ისევ ხომ არ ვიშლებით? ჰკითხა მადამ ბალიელ გაკვირვებულმა იმ სიტყვების გაგონებით. შემდეგ იმისთანა გადაუხდელი სიკეთისა. იმტვენ სულგრძელებასაც როგორ ვერ იხმარებთ აღარ მომიძულოთ. იმისთანა უბრალო საქმეზე, რომელიც ადვილი ასასრულებელია?

– ჩუჱნ აღარ ავიშლებით, თუ თქუჱნ თითონ არ მოინდომებთ. ჩემი სიდედრი ბძანდებით, და ვიცი მაგ ხარისხს რაც სამსახური უნდა; თქუჱნ ყოველთვის მპოებთ, მორჩილს გამგონეს და ყოველს ფერს პატივის ცემას რაიცა თქუჱნთვისჯერ არის; გარნა სახლის მოვლა და უფლება ახლა მე მსურს. უმორჩილესად ქთხოვთ ეს კარგა დაისწავლოთ, დღეის ამას იქით აქ სხვა ბძანებელი აღარ უნდა იყოს გარდა ჩემს მეტი.

ბენუა შოდიემ თავი დაუკრა თავისს სიდედრს სურიოზნათ და გავიდა ისრე, რომ არ მისცა მას დრო პასუხის გებისა.

სხვა შემთხვევაში მადამ ბალიელ თავისს ძალასვე იხმარებდა, რომელსაც ასე ცხადათ სტაცებდენ; გარნა ეხლა ისეთ მდგომარეობაში მიეცა რომელ ყოველ წინააღმდეგობა ფუჭიღა იყო. დეემორჩილა უსიტყვიერათ ამა თვისსა დამდაბლებელსა საჭიროებასა.

მაინც კიდევ დამარცხება სულ არ იყო შესრულებული; რჩებოდა დასამორჩილებლად მშვენიერი ოცდა სამის წლის ქალი. შესამართებელათ ძნელია, ბევრი იტყვის, ვინც ყოფილა ამისთვნა შემთხვევით გამოცდილებაში. ესრეთ ბენუა შოდიეს ჯერ მთელი დღე არ მოეგო და სრული ძლევა შემოსილი იქნებოდა საღამომდე, ვინ იცის ხვალ დამარცხებულ იყო. ლაბუასიერმა იმ შეუწყალებელმა მხოცველმა, რომელსაც უკვე მოეკლა დუელში სამი კაცი, არ დაიფიცა საშინელის ფიცით, რათა ამოხოცოს ოთხივე სული, მოკლვლითა პატიოსანის კაცისა, რომელმანცა იცოდა მთსი შეცოდება ბოროტმოქმედება?

ი.

შვიდის ნახევარი დაჰკრა უფალი ბალიელის სახლში, რომელიც იმას ეჭირათ ვინდომის ქუჩაში. სტუმრები ერთს გარდა სულ ერთიან ზალაში შეკრებილ იყვნენ. ქალებთაგანი, სახლის პატრონა და იმის ქალის გარდა, არავინ იყო; სტუმრები მომეტებული იყვნენ ადრინდელი მეგობრები უფალი ბალიელისა ისინი ეკუთვნოდენ იმა საზოგადოებასა, რომელთაცა საშუალ პარიჟის აღმატებულს ხმიანობასა და მოდაში, აქვდათ დაცული შორის თვისა მყუდროებთი ძველი ჩვეულება მოქალაქობისა.

გარდა პატივ–ცემულთ კაპიტალისტებისა, იყვნენ ორნი ყმაწვილთაგანი, რომელთა ქცევა, თუმცა სრულებით არა წარმოადგენდა ძველსა მამაპაპურსა ქცევასა, მაინც კი იმა კამპანიას ამხიარულებდა, მარჯვე და ძალა დაუტანებული ქცევა მათი; ესე წარმომდგენელნი აწინდილისა ფრანციისანი ყოველთვის სარგებლობდენ კეთილ მხედველობასა მადამ ბალიელისა, რომელიცა, მგზავსად ბევრ ხანში შესულთა ქალთა, მოხუც ეაცმა შორის ვერღარა ჰპოებდა სიამოვნებას და ამისთვის საშინლათ უყვარდა ყმაწვილი ხალხი. გარნა ეხლანდელი ქცევა შოდიეს სიდედრისა სრულებით განსხვავებული იყო რაღაც საშინელი მწუხარებითი მოუთმენელობა იხატებოდა სახესა მისა და ყოველს ფეხის ხმაზე ძრწოდა, და თვალი მისი წამ და უწამ უანგარიშოთ უყურებდა, ხან კარებს. ორჯელ კარების ზარის წკრიალმა შეახტუნა.

სადილი ექვს საათზე იყო დანიშნული და სტუმრები წესს დაჩვეულნი უსიამოვნოთ ხედავდენ რომ სადილი გვიანდებოდა. ლაპარაკი წყდებოდა, თუმცა შოდიე ცდილობდა გავრცელებასა: გარნა მადა მოუთმენელი და ჩუმია. უფალი ბალიელ, რომელიც ჩუმათ რაღაც ფიქრში. ბოლოს მოუბრუნდა ცოლს და უთხრა ნელის ხმით:

საყვარელო, შვიდი საათი სრულდება, უთუოთ ლაბუასიერი არ მოვა; და ესეც, ჩვენ რა ცერემონია გვმართებს იმასთან; როგორ გგონია? დრო არ არის დავსხდეთ?

ამ დროს მოისმა ზარის ხმა ისე ძლიერათ, რომელ მადამ ბალიელს დაუშალა პასუხის მიცემა და შიშმა შეახტუნა ყველა სტუმრის თვალებმა შეხედეს კარებს; და საყოველთაო სასიხარულოთ, მსწრაფლ განეღო, და შემოსულმა ბიჭმა მოახსენა მოსვლა ლაბუასიერისა.

უწინ თურმე ომის წინ, კოროლთან მხლებელი ყმაწვილნი კაცნი ცაიცვამდენ საუკეთესო ტანისამოსსა, პარიკს გაიკეთებდენ მოარშიყულს. მგზავსად ამისა საეჭო სპეკულიატორს, რომელიც უფრო გვანდა სამხედრო კაცს, მორთული იყო რაც კი შეიძლებოდა. თუმცა ყოველთვის გამოჩენით იმოსებოდა, გარნა ეხლა გადამეტებით იყო ჩაცმული. გულზე მანიშკასა და ღავტუხზე ბრწყინამდა ბრილიანტის ღილები, ოქროს ჯაჭვი, თითებზე ძვირფასი ბეჭდები. ამ სადილისათვის ჩაეცო ლაქიროვანი ბაშმაკები, გძელი აბრაშუმის ჩულქები, და ასე იყო გაბრწყინვებული, რომ უეცრათ უღვიძებდა კითხვას: კაცი აშვენებდა ტანისამოს თუ ტანისამოსი კაცს? ამასთან ესეც, რომ იმისი წითელი თმა, დახუჭუჭებული გაბურძნულს კავებით, გვანდენ ლომის გეჯერს, ხოლო წითელი, მწვეტი, გაჶაბრული ულვაშები–ტასის ეშვებს.

როგორათაც მუშა ხალხთ აქვთ სამუშაო დღისთვის სხვა ტანისამოსი, და დღესასწაულისათვის სხვა და იცმენ თავ თავის რიგზე, ეგრეთვე ლაბუასიერიც. როგორათაც სპეკულიანტი, იცვამდა სხვა და სხვა ტანისამოსს, შემთხვევისა მებრ ეხლა, რა განატარა მთელი კვირა ცუდს სპეკულაციაში, ჩეეცვა დუელისტის ტანთ საცმელი. გადაწყვეტილის განზრახვით, რათა ორშაფათი უთუოთ უნდა განატაროს ბულონის[1] ტყეში

რა შევიდა სასტუმრო ოთახში პირველათ მივიდა მადამ ბალიელთან და დაუკრა თავი საშინელის დაცინებითის სახით, ეგრეთვე შეხედა ბიყულათ სახლის პატრონს და ადოლჶინას კი ასე ეშხიანი თვალით დააცქერდა, რომელ ადოლჶინა იმ შეხედვით გაწითლდა.აქეთ იქით დაუწყო თვალით ძებნა სხვერპლსა, რომლისაცა შემუსვრა განიძრახა და უთუოთ უნდა აღესრულებინა ესე მეორეს დღესა.მსხვერპლი იგი ზუცგ შემოქცეული, თავის თვის მყუდროებით ლაპარაკში იყო; რა დაანახა შოდიე, ლაბუასიერი გაიჭიმა, თავი უკან გადაიგდო, როგორათაც მამალმა მომზადებულმა საჩხუბრათ. ამსასიამოვნო სანახავ მდგომარეობაში უეცრათ ასეთ ხმით დაიყვირა, რომელ ყოველი ლაპარაკი გააჩუმა.

– ძალიან მიყვარს უფალო შოდევ, დაიწყო მან. – რომ თქუჱნ გაგიბედნიათ აქ ყოფნა, როდესაც იცოდით ჩემი მოსვლა! მე მგონი აღიკრძალეთ ჩემთან სადმე შეხვედრა, თუ მეხსიერება გაკლიათ და გახსომთ, მე ამ ჩემის წკეპლით მოგაგონებთ.

შეიქნა უსიამოვნების ხმა. სტუმარი, რომელნიც ჰფიქრობდენ სადილს, დაკარგეს ცოტა ხნობით მადა; ადოლჶინა და დედა მისი ადგენ შიშისაგან გაყვითლებულები; უფალი ბალიელ, რომელიც თავის მამაცობას ჰკარგავდა მხოლოთ თავის ცოლის წინ, აქ დაწყრა, უნდოდა უთუოთ მისულიყო იმა კაცთან, რომელმაც ისე გაკიცხა სიძე მისი, გარნა მოხუცთ არა გაუშვეს.

ამ არეულობაში, მხოლოთ მარტო გაკიცხული იყო ცივის სისხლით. მოთმინებით მოიცადა, მანამ ლაბუასიერ გაათავებდა თავის ბაქებს, ხოლო ხელით ანიშნა, რომელიცა ცხადი იყო „მე მზა გახლავარ თქუჱნს სამსახურზე“ შემდეგ მიუბრუნდა ყმაწვილ კაცთ, რომელთაც აქამომდენ ელაპარაკებოდა და უთხრა იმათ ჩუმათ:

– უფალო რიუ,უფალო მილანდრ, ბუაიე და თქუჱნც ჟოლიევ, გთხოვთ მე გამომყვნეთ.

რა გამაარჩია სტუმრებში ვინც ყმაწვილები იყვნენ, ბენიუა შოდიე მივიდა ლაბუასიერთან და მშვიდობიანათ უთხრა:

– მოწყალეო ხელმწიფევ, თქუჱნ ასე აღტაცებით დაიწყეთ, რომ არ შეიძლება უარი ეყო თქუჱნს გამოთხოვნას, გარნა ეს გოსტინა გამოსათხოვნათ ვარგოდა, ხოლო პასუხისათვის არ ივარგებს; არა გნებამთ, გამომყვეთ პერედნაში?

– ბატონი ბძანდებით, დაიყვირა დუელისტმა: – თუნდა ჯოჯოხეთში! და ამაყათ წავიდა კარებისკენ.

რომელთამე სტუმართაგანთ უნდოდათ დეეყენებინათ იგინი; გარნა მოწინააღმდეგეთ არა ვისი სიტყვა არ გაიგონეს და თავისუფლათ წავიდნენ გასვლის დროს შოდიე მობრუნდა:

– თქუჱნ უბძანეთ სადილი, დაუყვირა შოდიემ თავის სიდედრს:– საქმე სულ ხუთს მინუტს არ გასწევს.

ამ სიტყვის შემდეგ, კარები მოხურა და წავიდა თავის მოწინააღმდეგესთან და მოწმებისკენ, რომელთაც პერედნიიდგან რაც მოსამსახურები იყვნენ დაეთხოვნათ.

– ბატონებო! დაიყვირა ბუაიემ, მანამ საქმე გახურდება მე ვგონებ...

– მაგაზე მეტს ნუღარს იტყჳ ბუაიე, უთხრა შოდიემ: – თქუჱნ ბატონებო. შესხედით ფანჯარის თახჩებზე, რომ მეიდანი მოცლილი იყვეს ფალავნებისათვის. ეს იქნება ტრაღიკომედია მალე აგიხსნით: მხოლოთ ამასა გთხოვთ, ხმა არავინ ამოიღოთ ან არავინ დაგვიშალოს.

ადოლჶინას ქმარი ასეთ სახით ლაპარაკობდა, რომელ ყმაწვილნი კაცნი უდობრათ დაემორჩილნენ. ამის შორის ლაბუასიერ უკვე იდგა საშუალ ოთახისას უძრავათ და გულ ხელ დაკრეფილი, გამოთხოვნის თვალით და სიანჩხლის სახით, ამაყათ ელოდა ბრძოლასა. შოდიემ გაწყვიტა სიჩუმე.

–ეს კაცი, რომელსაც ყველანი იცნობთ, დაიყვირა მან მაღალის ხმით, თითონ მჩვენებულმა მოწინააღმდეგისა: – ძალასმატანს დოელში გასვლისას. თუ დუელისტი იყოს მარტო, მე უთუოთ მცემდი პატივს, და იარაღის გამორჩევასც ჩემი როგი იყო, ვითარცა გაკიცხულისა.თუნდა არჩევანზედაც გვესროლა,[2] მაშინ მეცოდინებოდა , რომ დუელისტთან ვიბძვი და არა პლუტთან!

– ეგ შესაზიზღი გაკიცხვაა! დაიყვირა სპეკულანტმა, რომელშიაც რა ყალბი თამასუქები აღარ იყო, გამბედაობა ემატებოდა.

– მგონი, მიუგო შოდიემ: – რომელ პატიოსანი კაცი ხარ მისცემს აბიდას საძაგელ მზაკვარს. მე გუშინწინათვე ვაცნობე უფალს ლაბუასიერს, რომელ პირველსავე სიბრიყვეზე გადავახდევინებდი, თქუჱნ მოწმენი იყავით ხომ ჩემის აბიდისა, და ახლა მოწამე იყავით, როგორც გადავახდევინებ.

რა ეს სიტყვა თქვა, შოდიემ საჩქაროთ აიღო ჯოხი, რომელიც კუთხეში ეყუდა.

– შოდიე! რას შვრები, რა გინდა მოახდინო, დაიყვირეს მოწმებმა და მისცვივდნენ მას.

– იქით! შეყვირა მანს საშინელის ბრეტონულის სისწრაფით ჯოხის თავზე ტრიალით. განა ვერ ხედამთ ჩემს მოწინააღმდეგეს რაც იარაღი გამოურჩევია საჩხუბრათ.

ყველამ შეხედეს ლაბუასიერს, აქამდე გულზე დაკრეფილი ხელები ჩამოუშო, მარჯვენაში უპრიალებდა ხანჯალი. ამან შეაწუხა იქ მყოფნი, და ორნი მოწმეთაგანი მიიპარებოდენ დუელისტისაკენ, რათა წეერთმივათ ხანჯალი, გარნა მან შენიშნა და მივიდა ერთ კუთხეში ოთახისა.

– ჩამოდექით, ბატონებო! დაიყვირა მან.

– ალაგი დაგვიგდეთ, ალაგი! ჰსთქვა შოდიემაც, მაგას დუელი უნდოდა – და აი: იარაღიც კარგი გამოურჩევია. როგორათაც ხანჯალი ღირსია ფალშივი თამასუქების გამკეთებლის ხელში, ეგრეთვე მოუხდება იმის ზურგს ჯოხი.

შემდგომ, არა გამგონე მეგობართა თვისთა რჩევისა, ისინიც ვერა ბედამდენ ძალათი დეეყენებინათ, შოდიე საჩქაროთ მივიდა ლაბუასიერთან.

– მოწმენი იყავით, ბატონებო, რომ იძულებულს მყოფენ და ჩემი თავი უნდა დავიფარო, დაიყვირა ლაბუასიერმა, მომზადებულმა, საომრათ: – მარცხენა ხელი მაღლა თავამდენ აიღო, ხოლო მარჯვენაში, ხანჯალი ეჭირა მზა დაკვრისათვის.

წინააღმდეგენი, ჩუმათ დადგნენ სამ ნაბიჯზე ერთი ერთმანეთზე, მსწრაფით თვალით შინჯამდენ ყოველს მოძრაობას ერთი ერთმანეთისას.

– დაკვრა დაკვრაში იყოს, დაიყვირა ლაბუასიერმა, რა ნახა რომ ბენუამ ხელი შეიმაღლა.

მეტი ვეღარ მოასწრო რა ეთქვა, ვეღარც ხანჯალი მოიხმარა,როგორც ჰფიქრობდა: ბრეტონელი ასე მარდათ თვალ მოუსწრებლათ ხმარობდა ჯოხსა, რომელ ძნელი იყო იმისი მოქმედების დანახვაც, ორჯელ ცოტა დაუკლდა თავში არ მოახვედრა მოპირდაპირეს, მასუკან, მოიქნივა. მარჯვნივ და მარცხნივ გაჰკვეთა ჰერი, და ბოლოს ასეთი მედგრათ დაჰკრა ლაბუასიერს მარჯვენა ხელში,რომე მან შეყვირა და სასიკვდილო იარაღი გადააგდო, რომელიც წკრიალით დეეცა პოლზე. შოდიე მაშინვე მივარდა უიარაღო მტერს, სტაცა საყელოში ხელი, გამოათრია შუა ოთახში და კარგა ლამაზათ ჯოხით აუჭრელა ზურგი.

– სიკვდილი არ მინდა თქუჱნი, მხოლოდ მინდა გაგწრთვნა, უთხრა მან და თავი დაანება. თუ ეს უროკის სწავლა საკმაო არ არის, მე მზა ვარ გაგიმეოროთ მეორეთ და თუ არ დაიშლით მესამეთ. –

ლაბუასიერს ბევრჯელ მოუხდა, რომ ორის თითის დადებაზე შიშველა შპაგის წვერი გულთან უკვე იყო მიტანილი, ანუ ფეხზე შემოყენებულის დამბაჩის ტუჩი, და მაშინ არაოდეს გონება არც ერთხელ მოჰკლებია ამისთანა საშიშ დროს; გარნა ეხლა, სირცხვილმა წაუღო სრულობით ძალა და გონება. თავ ბრუ დეეხვა, მუხლები მოეკეცა და ძლივ წვალებით სკამთან მიეთრა და დაეცა მკვდარივით სირცხვილისა და სიანჩხლისაგან.

თუმცა მალე გათავდა ბრძოლა იგი, მაინც მარტო გამორჩეულ მოწმების მეტი სხვა გარეშე პირნიც იყვნენ მხილველნი ამა სცენისა. მართალია შუა მეიდანი გარდა მეომართაცარიელი იყო, ამისთვის ერთისა ხანჯალი და მეორისა ბრეტონული მარჯვე ჯოხი გასაფთხილებელი იყო; გარნა ყოველი კარებიდგან იყურებოდნენ შეშინებულნი და შეტყობის მსურველნი პირნი სტუმართა და მოსამსახურეთა. უფალმა ბალიელმა, იმისმა ცოლმა და ადოლჶინამ ამ ტრაღი–კომედიიდგან ერთი მოძრაობაც არღა იყო რომ არ დაინახეს.

ასე აირივნენ ყველანი, რომელ, როცა გათავდა უკვე ყველაფერი კიდევ დიდ ხან მეფობდა მთელს სახლში სიმყუდროვე და სიჩუმე ყველა მონათესავე და მცნობნი, ერთიან, სახლის პატრონიდგან დაწყებული მოსამსახურედგან, თვალები დეეჭყიტათ დაღებულის პირით, ელოდნენ რაღასაც, თითქო იმათი შეტყობის სურვილი სრულებით არ იყო დაკმაყოფილებული, ხოლო ბევრთ, რომელთაც ლაბუასიერის ისეთი ბაქები არ მოეწონათ, კინაღამ დაიყვირეს: „კიდევ დაჰკარით!“

– ბატონებო, უთხრა შოდიემ: – პიესა გათავდა! ახლა კი სადილის დროა. ჟაკ! მოუტანე შლიაპა უფალს ლაბუასიერს და ქუჩამდენ გაიყვანე. უფალო გიშორ, უთხრა ბენუამ უფროს სტუმართაგანს: – ინებეთ ხელის მოკიდება მადამ ბალიელისა და გაგვიძეხით სტოლისკენ: კმარა ამტვენი ხანი უსადილობა.

ბენუა შოდიემ, რომელიც აქმომდე ბძანება არათ გადიოდა თავის სიდედრის სახლში, ნახა რომელ მისი ბძანება იმავე წამს აღასრულეს. დამარცხება ვისიმე ყოველთვის ასეა, თუნდა მეშტიც იყოს, მაინც სხვათა აზრში ამაღლებული იქნება ის ვინც გაიმარჯვებს.

ლაბუასიერმა, სრულებით გონება დაფანტულმა წინააღმდეგობა აღარ გასწივა რა თავის ქუჩაში გაყვანაზე. ბოლოს ნახა თავისი თავი ვენდომის ქუჩაში ტროტუარზე, ვერ მოეფიქრნა, ცხადლივ თუ სიზმარში აუხდა სულის ამბავი, მაინც სიზმარს მიაწერა ყოველივე.

– მე და ისეთი აბიდა! თქვა თავისთვის დაცინებითის ეჭვით: – მე რომელმაც სამი სული გავისტუმრე იმ საუკუნეს დოელში ეს როგორ იქნებოდა! უთუოთ მომეტებული ვსვი სადილზე და მერე სიზმარში მეჩვენა? დიახ, მე მთვრალი ვარ, და ეტყობა ბევრჯელ წავქცეულვარ, თორემ მარჯვენა მკლავი ასე რათ დამიწყებდა ტკივილს!

ამასობაში, სხვა პირნი ამა ამბისა შედიოდენ აღთქმულს ალაგს სადილის ოთახში. ზალაში სადაც უნდა გეევლოთ, შოდიემ დააყენა უკან თავისი მოწმები.

– უფალნო, ახალ ჶრანციის წარმომდგენელნო, გზა მიეცით, ჯერ ძველებმა გაიარონ, ხოლო თქუჱნ ერთს მინუტს აქ შეიცადეთ, მე თქუჱნთან ცოტა სალაპარაკო მაქვს. ოთხივ მოწამები საჩქაროთ შემოეხვივნენ მას,

უფალნო! დაიწყო მან სურიოზნათ: – წეღან მოგახსენეთ მიზეზი რისთვისაც ლაბუასიერს უყავ უარი დოელში გასვლისათვის; გარნა არ ვიცი საკმაო იყო თქუჱნთვის ის ჩემი გამოცხადება, დოელს აქვს ასეთი მრისხანე კანონები, რამეთუ უარი, რომელსაც მე ვგონებ სამართლიანად, იქნება თქუჱნ გეჩვენოთ წინააღმდეგ კანონთა პატიოსნებისა, ეგ ჩემთვის იქნებოდა დიდათ შესაწუხებელი და აი რას მოგახსენებთ: თქუჱნ აქ ოთხნი ბძადებით, ოთხისავე მა მაქვს განუსაზღვრებელი სიყვარული და პატივის ცემა; თქუჱნი კეთილი აზრი ჩემთვის ძვირფასია, ამისათვის არ მინდა უბრალოთ დავჰკარგო ეგე. თუ თქუჱნში ფიქრობს ვინმე სხვა რიგათ და ჩემს ქცევას ცუდათ თარგმნის, ან გონია მე მეშინოდეს დოელში გასვლა, მე იმასა ვსთხოვ უმორჩილესად მიბძანოს რათა მე უთხრა მას მიზეზი და დაუმტკიცო შეცდომა თვისი.

ოთხთავე ყმაწვილთ კაცთ, ერთათ მისცეს ხელები შოდიეს და მეგობრულათ მოუჭირეს.

– მასხრათ გვიგდებს, უთხრა მხიარულებით უფ – რიუმ; შენს ალაგს მე უარესაც უზამდი. ჩემთვის არ არის საჭირო შევიტყო მიზეზი თქუჱნი და ლაბუასიერის ჩხუბისა, რომ მით იმის სიპლუტეს დავერწმუნო.

– ძალიან კარგი უყავით, თქუჱნმა მზემ, უთხრა მილანჟმა იქნება მაგითი მოიშალოს ცოტაც არის თავისი სიბრიყვე.

– საკვირველია! უთხრა ეგრეთვე ჟოოიემ მაგისთანა პატარა კაცმა რეები მოახდინე, მაგრამ ღონეც კარგი რამ ყოფილა! უთუოთ თქუჱნ ბრეტონში დუნე ხელებიანი არ გამოდგება.

– ეს ძალიან კარგი მოხდა, თქვა ბაიაემ, რომ ამას იქით ის ვეღარ გაბედამს ტორტონისას მისვლას.

– მაშა სადამე, ბატონებო, თქუჱნ ოთხივე მე მამართლებთ? ჰკითხა შოდეიმ.

– სრულებით, ერთიან, მიუგეს ოთხთავე ერთათ.

– მაშ წავიდეთ დავსხდეთ სტოლზე!

სტუმრების ფიქრი ისევე იმ შემთხვევით იყო სავსე მით ცოტა მადა მოჰკლებოდათ ეტყომოდათ. რომელ ბრეტონელის ჯოხი კიდევ აკვირვებდათ მათ.თუ სადილი უმადობით იჭმეოდა, მაგიერ ამისა, იყო გაცხოველებული გახურებული და მაღალის ლაპარაკით. ყველამ თითო მარჯვე სიტყვა წარმოთქვა თვით უტყველნი შეიქნენ მოლაპარაკენი.სპეკულანტი დოელისტი, რომელიცა, უკანასკნელი თვისებისათვის იყო საშიშარი. ეხლა გახდა უკანასკნელი მასხარა და გამტყუნებული ყველასაგან.

სადილის გათავებამდე, პირბადე, დიდხანს დამხშველი ადოლჶინას თვალებისა სრულებით დაიფხრიწა. ლაბუასიერი იმისთვის სხვა აღარა იყორა, გარდა პლეტისა; ორთა ქალთ, სირცხვილის სიწითლით შუბლზე და წრფელის გულით, ღმერთს მადლობას სწირამდენ ერთი, მისთვის რომ დიდხან არ დარჩა იმის მონობას ქვეშ, მეორე რომ არ დაკავშირდა იმისთანა საძაგელ კაცს.

სადილს შემდეგ, ყველა სტუმრები წავიდნენ თავთავისათვის როდესაც უკანასკნელი იღებდენ თავიანთ ქუდებს მაშინ მივიდა შოდიე და თავის სიდედრს ყურში უჩურჩულა:

–თქუჱნი ქმარი როგორმე მოიშორეთ; მე ადოლჶინას უნდა ველაპარაკო მხოლოდ თქუჱნთან.

– საყვარელო, უთხრა მაშინვე მადამ ბალიელმა თავის ქმარს. რადგან სტუმრები წავიდნენ, ერთი თქუჱნ აფთეკართან მიდით და ჩემი აბები გამოართვით რომელმაც აქამომდი არ გამოგზავნა!

– სულო ჯან და, მიუგო საწყალმა: – ეხლა ათი საათია; არ იქნება ბიჭი გავგზავნოთ, რომელიც აღასრულებს...

– სულელია; ისე ვერ მიუტანს ამბავს, და შენს მეტს ვერავის ვენდობი; ჟაკი თან წაიყვანე.

დაჩვეული მორჩილებას უფალი ბალიელ მაშინვე გავიდა, რათა ცოლის ბძანება აესრულებინა.

როდესაც ყველანი გავიდნენ, ვინცა საჭირო არ იყვნენ, მაშინ შოდიე ორის ქალის პირდაპირ დაჯდა.

საყვარელო ადოლჶინავ, უთხრა მან ალერსიანის, მასთან მძიმე ტონით: – გუშინ დედა თქუჱნთან მქონდა ლაპარაკი; იმედი მაქვს თოთონ ეგენი აგიხსნიან, ამისთვის, რომ მე არ მიყვარს გამეორება. დღეს ჩემთვის საკმაო იქნება ცოტაოდენი დარიგება მოგცე, რომელიც საჭიროა უთუოთ, მე ლამაზი არა ვარ, არა ვარ დიდი ჭკუის პატრონი, არ ვიცი ის სატრფო ალერსიანი ქცევა, – აი ჩემი საკუტარი აზრი ჩემს თავზე! მხოლოთ შენი აზრი უფრო იქნება სასტიკი იყოს; მე ვიცი, რომ შენ თვალში საძაგელი ვარ, სულელი და გასინჯე გაუძლებელი.

– ბენუა, მაგეებს როგორ ამბობ? დაიყვირა ყმაწვილმა ქალმა, შერცხვენილმა ამა წინასიტყვაობისაგან.

– ძალაინ მსურს, რომ მოგეწონო შენა, მაგრამ რავქნა! ბუნებამ არ მომცა ის ღირსება, რომელიც შენ ისე მოგწონს, ამისთვის საყვარლის ხარისხიდან გამოვდივარ და უნდა ვიკმაყოფილო ქმრობის ძალით. გარნა ამა ძალას, უთხრა მან მაგარის სიტყვით: – ისე დავიჭერ, რომ პატივი ჰსცენ და მოეჩილექმნენ.წასრულს აღარას გეტყვი, გარნა უნდა გითხრა, რომ შენი ლაბუასიერთან ქცევა რიგიანი არ იყო; პირველისათვის მიპატივებია; მაგრამ თუ მეორეთ მოხდა, მე მაშინ ვეღარ დაგითმობ და იქნები დასჯილი. ეხლა აბა შენ თქვი, რა გინდა: გაყრა თუ შეთვისება? მხოლოთ წინდა–წინ იფიქრე შენი გადაწყვეტილება. შენ ხომ ნახე დღესა, რა რიგათ ვიცი ბრიყვ ამაყთ დასჯა, იმას ნუ ეცდები მიმიყვანო იქმდე, რათა დაგიმტკიცო რომ შემცოდეთ გადახდეინება უფრო ვიცი.

შეშინებულმა ამა შენიშვნითა, ადოლჶინა აკანკალებულის ხმით ცდილობდა თავის მართლობას. გარნა ქმარი არ გაათავებდა.

– მაგაზე, მეტს ნუღარას იტყვი, უთხრა მან: – მე მხოლოთ შენ წინათ გაცნობებ, რომ თანახმად შენის ქცევის შლაპა დაიხურე; დროა რომ წავიდეთ; სამი მილია აქედან ჩვენამდენ, მანამ მე კარეტას ვნახამ მზაა თუ არა.

– ახა ღმერთო ჩემო! ეს რა ამბავია? დაიყვირა მადამ შოდიემ, როდესაც იმისი ქმარი გავიდა გოსტინიდან.

– ეს იმას ნიშნავს, მიუგო მადამ ბალიელ: – რომ მაგ თავისის თავ მოკატუნებით. ორნივ მოგვატყუა, აქამდენ ბატკანი იყო ახლა მგლათ გადაიქცა, ეხლა გაფთხილდი მატყლის მაგიერ კბილებს არ შეხვდე.

– რა რიგათ შემაშინა! იმისს თვალები დაინახეთ, როცა ლაპარაკობდა? თითქო ოტელლო უცქერის დამნაშავე დეზდემონას.

– გეუბნები, რომ ნამდვილი მგელია. ამისთვის შვილოგადააგდე ეგ შენი კოკეტკობა და ყოველი არშიყობა, თორემ იცოდე ერთიან ჩაგყლაპამს.

– განა მართლა მაგისთანაა?..

– ჰსწორათ, არა არის რა იმისთანა ცუდი, როგორათაც დაგუბებული წყალი, გარნა შენ თითონ. დაინახე როგორიც არის საქმეში.

შეწრწუნდა ადოლჶინა და ღრმათ ამოიოხრა...

ერთი რუბის შემდეგ ყმაწვილი ცოლქმარი თავის ქალაქს გარეთის სახლის გზაზე იყვნენ.

შემდეგ დიდის ფიქრისა, რათა უფრო რიგიანათ ეძია სისხლი თვისი ღიუსტავ ლაბუასიერმა ბოლოს გარდაწყვიტა, რომ რადგან იმისი წინააღმდეგი დოელში არ გადის, სხვა ღონის ძიება არ იყო, გარნა იმისი მოკვლისა.

შოდიე მიხვდა, რომ კაცმა, რომელმაც გაბედა ფალშივი თამასუქების შედგენა, ვერ გაბედამს იმისთანა საქმეს, რომლისა გამტყუნების შემდეგ ისიც მოკვდება. ეს ამბავი, მოიფინა პარიჟში, იმის მცნობთ შორის და ამისთვის აქ ყოფნაღა ძნელი იყო მისთვის, სპეკულანტ–დოელისტმა აიტანა თავისი გაკიცხვა, და რა გაიტენა კარგა მაგრა, ჯიბეები, წავიდა ბრისელში, სადაც ჩვეულებრივ იმისი ხალის ხალხი იკრიფება. ღიუსტავ ლაბუასიერს წასვლაზე პარიჟშიბევნი, ძალიან ბევრნი ჰსწუხდენ... სახელდობრ ისინი, რომელნიც შემდეგ იმის წასვლისა დარჩნენ ცარიელის ჯიბებით. –

რა ცოლმა გამოიცვალა ცხოვრება თვისი, საწყალი მოხუცი, იძულებული იყო, კვირაში ორჯელ მარხვისა და წირვაზე წასვლისა.

ადოლჶინას, თუმცა რომანული ტრფობა არა ჰქონდა თავისი ქმრისა, მაინც კი შეუყვარდა იგი, და შემდეგ ორმა შვილმა, რომელიც მიეცა იმას, უფრო დაამტკიცეს კავშირი იგი.

რა ქალი დედობაში შევა.ქალური კოკეტობა გაუქრება. უფალი შოდიე მაყურებელი თავისის თმა ხუჭუჭა შვილებისა გრძნობდა, რომელ უწინდელი ვნებანი განუქრენ მას ნელ ნელა. შვილები მისთვის იყვნენ ვითარცა მფარველი ანგელოზნი: მაინც ქმარიც მღვიძარებით ექცეოდა და ესეც აშინებდა მას. რა საკვირველია უკეთესი იყო, თუ მხოლოდ მას ეყვარეოდა იგი; გარნა როშეფუკო ამბობს: „ჰსწორე, ერთგული სიყვარული! არის როგორათაც ჰაერთა სულნი, ყველანი მაზედ ლაპარაკობენ, და მგონი ბევრს კი არავის უნახამს“.

ბენუა შოდიე თავისის დადგრომილის ხასიათით იმეცადინა და თავის სახლი დაიცვა ყოვლის შფოთისაგან. პატივის მცემელი თავისის ხაზინისა, რომელთანა იყო დაკავშირებული; ალერსიანი, გარნა არა სუსტი; თვით მნებებელი, გარნა უძალადო, ბძანებლობს თავის სახლში,– ესე რომელიც ძვირათ არის ქრმებთა შორის. სიმამრს უყვარს და პატივს ჰსცემს, რომელიც ეს უფრო ძვირათ მოხდება ხოლმე. ბოლოს ჰსცხოვრებს იგი სრულსა თანახმობაში თავის სიდედრთან, – ეს მდგომარეობა ასე ძვირია, რომ ჩვენ აღარ დაუმატებთ აღარც ერთს სითყვას, რათა მით არ დავასუსტოთ ესე ძნელათ მოსახდენელი ჩვენ დროში საქმე. –

_______________

1 ყოველი დუელი თითქმის ბულონის ტყეში წარმოებს პარიჟში.

2 არჩევანზე დამბაჩის სროლა ის არის: ერთს დამბაჩას გასტენენ და ერთს არა, მოწმები წილს უყრიან მოწინააღმდეგენი და ისე მისცემენ.

3 ჰსწავლა და ხელოვნება

▲back to top


3.1 განგრძელება მეფის ვახტანგის ანბავისა

▲back to top


განგრძელება მეფის ვახტანგის ანბავისა

ერთსა კაცსა ცოლი შვილი ჰყვანდეს ტვირთად ზურგთ ეკიდოს,
არა ჰქონდეს სახლ სამყოფი ფეხი ვერსად მოეკიდოს,
უკანიდამ მტერი სცემდეს წინ მოყვარეს წაეკიდოს,
და ამისთანა უგუნურსა უნდა ცეცხლი წაეკიდოს.

მართალს ვიტყვი არ დავიშლი მძულს ტყუილი სიტყვა მრუდი,
მე მას მამად მოვიკდებ, ვეშვილები თუმცა უნდი,
გარს გვარტყია ვით სარტყელი სულ სხვა მტერთა გუნდი,
და ჩვენ ერთმანეთს ხმალსა ვცემდეთ ეგ რჩევაა დიახ ცუდი.

წიგნის მიწერა კახის ბატონისაგან ქართველთ ბატონთან და
მეგობრობის თხოვნაა,

მოსთხოვა გურგენ მდივანსა ქაღალდი საწერ კალამი,
დახატა ცეცხლი გალავნად შუა ერთ გორად წალამი,
ზედ ორის ქვეყნის იგავი მაზედ თავ დახრით ალამი,
და ერთზედ დასწერა ფეშქაშდურ და მეორეზედ სალამი.

მისწერა ვახტანგს შენ მამა ჩვენ ვიყვნეთ შენი შვილები,
თუმცა მიბოძა ყაენმა მე ქართლსაარ გეცილები,
გარს მტერთგან ცეცხლი გვედების შუა ჩვენ ვხდებით ცვილები,
და სჯობს რომ ჩვენ ერთნი შევიქნათ ეგებ გვეღირსოს ძილები.

რაღას ვაგრძელებ სიტყვასა და ვამბობ ყენებ ყენებით,
მისცეს წიგნი და წაიღეს წამღებთა ცხენებ ჭენებით,
მიართვეს მეფე ვახტანგსა მოციქულთ გამომჩვენებით
და აქ ნახეს საქმე კეთილი ვით გამოროტდეს ენებით.

მეფემ რა წიგნი გასინჯა ჰსცნა ტკბილად მიწერილობა,
ბრძანა დიდებულთ მოყმეთა ერთბამად თავმოყრილობა,
აჩვენა ქვეყნის იგავი და დროშის თავ დახრილობა,
და იესე მეფემ რა ნახა ჯავრით ხვდა წარბთ შეყრილობა.

სალამს ალამს ცეცხლის წალამს ფეშქაშდურს და ქვეყნის იგავს,
თარგნმდიან იტყოდიან ვაზირები თუ რას მიგავს,
მეფემ ბრძანა რაც ხილია ეგ სუყველა ჩვენ ბაღშირგავს,
და ყველა კარგად შემიტყვია ვერას ვხედავ მაგაშიგავს.

ზოგთ მტრობით ნარმა დაფარეს ჭოთი აჩინეს მუქარად,
ათარგმნეს ნაფეშქაშევი თხოვნადვე არნაჩუქარად,
სიმდაბლით დროშის თავ დახრა თავის დაქნევად მუქარად,
და შუა წალმად თქვეს ქართველნი გარს ცეცხლად კახნი მუშქარად.

მეფე ბრძანებდა მაგაში არ არის რა ფლიდობა,
ფეშქაშურ ქართლისმოძღვნაა სალამ ალამი მშვიდობა,
გარს გალავანი ცეცხლისა გარშემო მტერთა დიდობა,
და წალამნი ჩვენ ვართ ორნივე გვხამს ერთმანეთის მინდობა.

ამად გვისახამს ერთგორად ორისავ ქვეყნისა წალსამსა,
მას ღვარი ვეღარ შესწვდების ვერ დაშლის ვერცა წალამსა,
მშვიდობას ითხოვს სიმდაბლით ამად თავს უხრის ალამსა,
და ისევ ქართლსჩვენვე გვანებებს კახეთითგვაძლევს სალამსა.

თუ ორად დადგას იქნების ორი პატარა გორები,
დაჰქროლებს ქარი გარდაქცევს ზღვას შერთავს ნიავ ღვარები,
ტიალთ ვენახთა მოსჭამენ დათვნი ძაღლნი და ღორები,
და წარწყმენდილი იყოს ვინც რა თქვას, ძმასთან ძმის დასაშორები.

მან ეს ბრძანა სჯობს ვარჩიოთ ჩვენ უბრალოდ არა ვბოდოთ,
მართალი ვსცნათ რაც გვიჯობდეს გულის ზღაპრით ღმერთს არ ვსცოდოთ,
მოუნახოთ წყლულთ წამალი ზედ სალბული მას შემოვდოთ,
და რადგან იმას მოსვლა უთქომს ჩვენცა გვმართებს რომ უწოდოთ.

აქ მობრძანდეს ჩვენ გავსინჯოთ ის მოიქცეს რასაც სახით,
თუმცა გვმოყრობს მდაბლად ბრძანებს თუმცა გვმტერობს ყადავახით.

ხილთა ტკბილთა და მწარეთა შეეტყობის გემოს ნახვით,
და თუ ვერა ვსჭამ ხილს სიმკვახით დავარბილებ დავბეჟ ქვახით.

იგი რაც რჩევა მეფემ ბრძანა დაემოწნენ მას ვეზირნი,
ერთმანეთის შესაყრელად დაამტკიცეს შეკრეს პირნი,
მაგრამ მაზედ წინაღნდგოიმნი ვით ერქვანთა ხისა ძირი,
და მათ კეთილთა მოგზაურთა გამოუჩნდათ გზაზედ მზირნი.

ჩხუბის ჩამოგდება ქართვლის ბატონისა კახის ბატონთანა.

ვახტანგს კოსტანტილეს წიგნი მოეწონა რა გასინჯა,
ბრძანა კარგათ გაუსაზღრამს თუ კი აღარ გარდაბიჯა,
მან მას კაცი გაუგზავნა მობრძანდიო დაჰპატიჯა,
და ეს იესეს გულსა ვითა ლახვარი ხვდა დაეღრიჯა.

იესემ თქვა გულსა შინა ჩემი ძმაა ჩემი მტერი,
პატიმრობით დამაბერა გამითეთრა თმა და წვერი,
აგრე როგორ გავრბმავდები შევიქნები გიჟი შტერი,
და მე იგი ორნი შევათვისო მე კი დავრჩე ვით ოხერი.

ჩემზედ იგი რად ვაცინო ჩემი დღენი მისგან ვტირი,
სამს წელიწადს ბნელში დამსვა არ მაჩვენა მზისა პირი,
ერთი იყო ისრე მიყო მან იხსენა ჩემზედ ძვირი,
და ახლა ორად გამიკეთდეს რაღათ მინდა მე სხვა ჭირი.

იხმობერი დოდოველი ვით მოწაფე მოძღვარ ინდობს,
უბრძანა თუ ჩემო ბერო ეს ჩემი ძმა ეშმაკ ფლიდობს,
არას კაცსა არ კადროლობს ამპარტავნობს და გულ დიდობს,
და მე ძმა ვიყავ არ დამინდო კახ ბატონსა ვით დაინდობს.

კახეთშიაც დიდად წყინობს იმის გაბატონებასა
აქ თუ მოვა ფიცხლავ მოჰკლამს მოხვეჭს იმის ქონებასა,
რადგან მადლის მოღვაწე ხარ სთმობ ამ სოფლის ცხოვრებასა,
და შენ ის სიკვდილს მოარჩინე ღმერთი მოგცემს ცხონებასა.

რაღას ვაგრძელებ გაგზავნა მან ეპიფანე ბერია,
მისწერა კახსა ბატონსა ჭკვა თუ არ გადაგერია,
რომ მოხვალ როდის დაგინდობს მოგკლავს ეს შენი მტერია,
და შენს სისხლსა ვიღა მოჰკითხავს კაცი ხარ ერთი ღერია.

თუ მაგას იტყვი შენ რო გყავს ძმა შენი ნახევარია,
ეგ სიძე არის ამისა ქალი ჰყავს მართ მოყვარეა,
შენს სავარცხელი შემწეთ გიჩანს და მაგას ქრისტეს ჯვარია,
და ამისთვის ეგეც ამისა საწადლის მომდევარია.

თუ ეგ ყეენმა შეიტყო წაგართმევს ბატონობასა,
შენ ძმას ხომ არას მიგიცემს მტერობს ქრისტიანობასა,
თავათ თვით ბრძანებთ დამდნარვართ უფრო დავიწყებთ დნობასა,
და აწ რომ ყეენი დაჰკარგო ვინ გიზამს მისოდნობასა.

მე დამიჯერე ნუ მოხვალ თორემ გაებმი ბადესო,
ნუ მიეცემი ნებითა შენის წახდენის მწადესო,
მე შემიტყვია მართალი რაც იმათ მოგიმზადესო,
და მკვახე ხილსავით ქვახითა დაბეჟა დაგიქადესო.

მომავალსა წინა დაუხვდა კონსტანტილეს იგი ბერი,
გარდახტა და თაყვანი ჰსცა ხელში მისცა მინაწერი,
მან გაშალა წაიკითხა დაიქნია თავ–კისერი,
და ფიცხლავ უკან გამობრუნდა გაამჟღავნა არაფერი.

მის ლაშქართა რა იხილეს უკანვე გამობრუნება,
უკვირდათ ნეტა ბატონმა რაზედ იცვალა ბუნება,
რად მოინდომა უწინვე არ იყო თუ მისი ნება,
და ჯერა თქვა მერემე უკუ სთქვა რაზედ იკადრა მტყუნება.

ზრავოდენ კახსა ბატონსა საქმე ვერ მოჰყავს გზიანად,
ვეჭვობდა ქართველ ბატონსა შეჰყროდა თავაზიანად,
ძმა ძმისა საზიანოსა თუარ მიიჩნევს ზიანად,
და ორივ მტერთაგან დაიწვის სახლ საბზელ კალო ბზიანად,

მიმავალი მიუთხრობდა ამხანაგი ამხანაგსა,
დღეის იქით ამ საქმითა ნიშანს ვხედავ ვერას კარგსა,
ორსა ეძებს მაგრამ ერთსაც ვხედავ მისთვის დანავარგსა,
და მას დროს ნახეს ქართველები ხელს ატანდნენ უკან ბა(?)

დაუცარცვეს კახ ბატონსა ჯორ აქლემნი კიდებულნი,
დასჭრეს ზანდუკ მაფრაშები ამოღეს შიგ დებულნი,
მიეშველნენ ვეღარ მისწვდენ უკან გამოკიდებული,
და ჟამი შეხვდათ უჟამური საღამო დაბიინდებული.

კახ ბატონს კახთა აყვედრეს უღლით ტოლი გამოგეშო,
ვისაც გქონდა შენ იმედი მისგან დარჩი უნუგეშო,
ტახტის ნაცვლად დორ სუზანიც ქართველთ აგაცალეს ქვეშო,
და თუ ამ საქმეს ვერ გაზრდიდი გიჯობდა რომ არც კი გეშო.

მან უბრძანა რას ნიშნს მიგებთ დიდის ვალის გარდამხედლსა,
ვინავარდე საქმე ვსჩხრიკე ვსცან და მოველ სახადელსა,
ახლა ყველას აღვასრულებ მაგა თქუჱნსა საწადელსა,
და ვიქ თქუჱნსადა მოგაგონებთ რჩევას ჩემსა აწინდელსა.

არ მინდოდა განმარისხეთ შემამყარეთ გულსა ჯავნი,
მე მზატა ვარ თქუჱნ მომზადდით შეიყარეთ ახლავ ჯარნი,
მოირტყენით საომარნი საჭურველნი ტანთ აბჯარი,
და წავიდეთ და დავამტვრიოთ კარნი მაგრა დანაჯარნი.

მე მინდოდა ყოფილ იყო ჩვენში სიყვარეული ძმური,
ჩამომეგდო რიგი წესი სამართალი ბატონ ყმური,
არ ინებეთ არ მოშალეთ ერთმანეთში თქუჱნი შური,
და ცოდო ბრალი თქუჱნი კისერთა თუ რამ მოხდეს უწესური.

კახის ბატონისაგან ბერების გაგზავნა მოციქულად და ქართლის თხოვნა ქართველ ბატონთან.

პირველად ჯერ ეს მისწერა, მე თქუჱნი ნახვა მსუროდა,
კიდეც წამოველ მოგმართე სასწრაფოდ მამეშოროდა,
მაგრამ მომესმა სასმელთა მასმევდი რაც არ მწყუროდა.
და ვეღარ გიახელ ამაზედ ნუ თუ შენ დამედუროდა,

ღმერთმან იცის ვაპირობდი საქმეს კარგად მონავარსა,
არ მამაედევ სახე უცან მახეს შენგნით მონაგვარსა,
განგერიდე რად მამხვიე, გასაცრცველად მონაგარსა,
და არას გთხოვდი თუ დამხსნოდი, სიყრმით ჩემით მონაგარსა.

ეგე ჩემი საქონელი გამოგზავნე არ დამხუთო,
მორიელის ნაკბენარსა, სჯობს მოასწრო ფაზარ ხუთო.
შენ ოთხ რიგად გული დამწვი, არამც მეკი განვახუთო,
და მერემე დამგმობ დასაწვავად, წამისოო განზრახუთო.

მათ მიუწერეს პასუხი, ადვილად მოსაშორები,
ვინ დაგიცარცვათ არვიცით, ლარ კიდებულნი ჯორები,
ეგ ჩვენ კაცსა არვის უქნია, გსმენიათ მრუდი ჭორები,
და რაც თქუჱნში მგლებმან დაჭამოს, ჩვენ ვითარ გიზღოთ ღორები

კახ ბატონს ესმა რა მათგან, გულს ლახვრად დასაძგერები,
კვლავ მოციქულად გაგზავნა, ჩინით რჩეული ბერები,
მისწერა წიგნი მართალი, და ფიცი დასაჯერები,
და ჩვენ ერთმანეთსა ნუ ვახდენთ თორემ წაგვახდენს მტერები.

ორგულთა სიტყვას ნუ ისმენ, გაფთხილდი ნუ მოსტყუვდები,
დასწყერ დასჭერ და დახიე, მტყუანთ ტყუილის გუდები,
თუ არ ღვთით ვერას დააკლებს მკალიას ტარბის გუნდები,
და თუმცა ლომი ხარ ვეშაპთა ვერასძლევ გრძელ აქვსთ კუდები.

გირჩევ ნუ აქცევ ზღუდებსა, შენ ზურგის მისაყუდებსა,
რიდე ნუ შლი ნუ ფუტკნი, სახით არწივთა ბუდებსა,
მიყავ ვით ტრედი უმანკო, უფრთხილდი შენსა ხუნდებსა,
და თორებ კლანჭს გიკვრენ არწივნი ჭირნახულს გაგიცუდებსა.

ნუ ჰგონებ კაცი თვით იყოს მდიდარი განა კეთია,
ანუ ღარიბი წამხდარი ვით ჩოხა ტანთა სცვეთია,
ერთი ათასად გამხდელი ბევრის მიმცემი ღმერთია,
და ვისაც წაართმევს ექნების ათასით აღარც ერთია,

კაცს მართებს კედლის დახედვა, რა გინდ მაღლამდის აროსა,
სიამპარტავნით ხარისხსა, ძირი არ განუბძაროსა,
ბატონის უპატიური ყმას, არ შერჩების აროსა,
და არც ღმერთი ბატონს შეარჩენს, ყმაზედ საუდიაროსა,

ბატონს აწყინე გაგიწყრა, აბრალებ შენსა წყენასა,
აწ რმერთიც გიწყენს იცოდე, არ იქ თუ მოთმენასა,
და მოჩილება უფალთა, უთქვამს დავითის ენასა,
და თუ შენს უფალსა არ უსმენ, ნურც შენს მონას ეჭვ სმენასა,

ყაენს ემტყუნე გაგიწყრა, აქ ზიხარ შემომწყრალია,
ქართლიწაგართო მე მომცა, ჩემი ხომ არა ბრალია,
თუ არ უსმინე ვიქნები შენებრ ურჩებით მთვრალია,
და სულ მომყრალდების ქვეყანა, თავად მტერთაგან მყრალია,

მე თქუჱნ ქართლსა არა გთხოვდით, თუ ეს არ მქონდეს რიდადო,
თუ არ უსმინე ყაენსა, მე გამიწყრების დიდადო,
შენ ხომ ეგ არის გიწყრება, არც ჩემ ზედ იყოს მშვიდადო,
და რაერთსაც ჩვენ მას მიწყავთ, ის ჩვენ მოგვიწყამს შვიდადო.

ხელმწიფე ღალატს მოსძებნის ღმერთი არ დასთმობს გმობასა,
თუ გინდა წიგნში გაჩვენებ, რაც მითქვამს მის მოწმობასა,
იუდა ქრისტეს მონენებდა, სჩემობდა კაის ყმობასა,
და სიხარბით ცეცხლში ჩავარდა, მიხვდა სატანის ძმობასა.

იუდამ ქრისტე გაყიდა, ვერცხლი აიღო ფასადო,
კვლავ შეინახა დაჰფანტა, დანაშაული თავსადო,
აწ სისხლი მიგეც მართალი, ახლა წავიდე ვასადო,
და წავიდა თავი დაიხრჩო, ეს მოუვიდა ნასადო,

იტყვიან სარწმუნოებით პეტრეს იუდა სჯობდაო,
თუ თავი მას არ დაერჩო, სხვას ღმერთი შეუნდობდაო,
ამად რომ სისხლი მართალი, მივეცო მაღლა ხმობდაო,
და პეტრეს ჰკითხევდენ ქრისტესა, ვერ ვიცნობთ ფიცით გმობდაო,

აწ თქუჱნის სჯულის ამბავი, თქუჱნ უმჯობესად იცითა,
მსმენია ქრისტე შესულა, იერუსალიმსკვიცითა,
მუნ პეტრეს უარს უყვია, ვერ ვიცნობ უთქვამს ფიცითა,
და მერმეღა–შეუნანია აქ მკვიდრობს, კლდე სიმტკიცითა,

ვინც შეინანებს შეუნდობს, უფალი თავის ცოდვასა,
წადი და მასვე ევედრე, დაეხსენ ცუდსა ბორგვასა,
ნებით ჰსჯობს გაცლა მძლავრთაგან, ქვა კრებით გამოლოდვასა,
და ვერ გეთნევთ თუ ტახტს არ დასცლით მივხვდებით ჭრა და კოდვასა.

მე მოგახსენებ მართალსა, ტყუილად არა ვსჩმახაო,
გული მტკივა და შეგკადრებთ, ამაზედ ნუ დამზრახაო,
გაქვს ნართი ავათ დართული, მრუდის ტარებით სძახაო,
და თუ ისევ შენ არ დასცარავ, წაგიხდენს ვერა ნახო.

იტყვიან ერთსა ანდაზას, ნემს მახათს ნუ სცემ მჯიღებსა,
შეგერჭმის ხელთა დანახევ, წაგიხდენს მკლავთა მჯიღებსა,
ნუ ეშუღლები ყაენსა, თორემ მოგიშლის ჯიღებსა,
და რუსეთისაკენგაგზავნის, იმოკლებ გრძელსა ბიღებსა,

მირჩევია ჭეშმარიტი შენი საქმე დანაშურე,
თავსა ცოდვით შებრალულსა,წმინდა წყალი შენ ასხურე,
ვის უარ ჰყავ სამსახური წადი მასვე ემსახურე,
და ვინც მოგხადა თარჯ თომარი, იმისგანვე დაიხურე.

ნუ მრუდ მრიცხვლობ სწორეთ გქონდეს შენ ეგ შენი ანგარიში,
თავს თავიდგან გაუფრთხილდი,არსად უკუაგდო ჭირში,
თორემ ბოლოს არას გარგებს სიმწუხარის კვნესა ვიში,
ავს გამსინჯავს დაემართვის, სამუდამოდ შამათ ქიში,

კახის ბატონის მოციქულების დაჭერა ქართველ ბატონისაგან.

მიუხაროდათ დიაკვნებს, საქართლოდ გაჩაფრულებსა,
გვაწირვინებენ ქართველნი, ვიშოვნით მრავალს ფრულებსა,
საქონლით სავსეს მოვასხამთ, ჯორ აქლემ დაყათრულებსა,
და ეს არ ეგონათ საკანში დაჰყრიდენ ხელ შეკრულებსა.

ერთმან იხუმრა ვიბანებ, თბილის აბანოს ნურითა,
მეორემ თევზით გავსძღები, ზურგიელ გელაქნურითა,
მესამემ მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა,
და მეოთხემამ ჰსთქვა, დაგვთოკვენ საბლითა მაზმანურითა,

ვით მდინარე ღვარ შერეული, ზვირთს ისროდეს სჩქერდეს დიდათ.
მას ქვევითმა ვერ შებედოს, გადოს რამე მაზედ ხიდად,
გატყდეს ხიდი ზედ მავალნი, გახდნენ ხავსთა მოსაჭიდად,
და ეგრეთ ბერებს მოუვიდათ, რაც მოგითხარ მაგალითად.

მეფე დახვდათ ჯავრიანათ, შესაზარი შესახედლად,
მისგან ბერებს გაუძნელდათ, პირად სიტყვა შესაბედლად,
გამოიღეს წიგნი წინა, მიიმძღვარეს საფარველად,
და მიართვეს და ზოზღნად რასმე, სიტყვას მოჰყვნენ ერთობ დედლად.

მეფე წიგნის კითხვას მოჰყვა, ბერებს აღარ უგდო ყური,
წაიკითხა რაცხა ნახა, სიტყვა ყაფლურ ამაყური,
პირსა ოფლი მოედინა, თავს დაადგა სიცხის ბური,
და თავი ცეცხლს ხვდა ქარმან ქროლა, ალმან შექმნა ვით გურგური.

გახდა ვითა ნაკვერცხალი, მეტის წყენით ექცა ფერი,
ბერებს უთხრა რად მოგქონდათ, თქუჱნ ასეთი დანაწერი,
რასთვის იმას არ ურჩივეთ, ზედ თუ გესხათ ულვაშ წვერი,
და თუ არა და წყალს არ სცვივდით, თუმცა გაღონებდათ მწერი,

რად არა ხართ მონასტერში, არ ილოცამთ ღმერთს არესავთ,
გამოსულ ხართ და დასდიხართ, ენაობთ და ჩხუბსა სთესავთ,
ჩვენთა ხმალთა გამახულთა, მაგით უფრო თქუჱნ აღლესავთ,
და ღმერთი როგორ დაიდუმებს, არა გკითხამსთ მაგდენს თქუჱნს ავთ,

გაწყრა ბრძანა ხედავთ ბუში, სიტყვას კადრებს როგორ მქისებს,
არ ვიცი თუ რით მაშინებს, რას ხაზინა უძევს ქისებს,
მე ვით ორბსა მდევს კირკიტა, და მტრიალებს დამკისკისებს,
და ჩემგან იგი რას წაიღებს, მე მოვიტან თუ არ მისებს.

უბრძანა თავის მოყმეთა, მე ცეცხლსა ეს მიკიდებსა,
თვით გიჟი ჭკვას მასწავლის, უსჯულო მე სჯულს მიდუბსა,
უყურეთ ცალ გვერდ ჭიანსა, რა სიტყვებს ისვრის დიდებსა,
და აწ ხელი ჰკიდეთ ციქვანებს მაგა მტყურა, ფლიდებსა.

დაიჭირეთ და წაასხით, ჩაყარეთ ღემასა ხაროსა,
თავს დააყენეთ დარაჯა, არავინ გამოსთხაროსა,
მომზადდენ ჩემნი სპასპეტნი, ლაშქარი შეიყაროსა,
და წავიდუს მოსპოს კახეთი, მტრის ჯავრი ამამყაროსა,

აწ გაუმჟღავნდათ რჩევანი, რაც ქართველთ ივეზირესო,
მოხსენდა კახსა ბატონსა, ბერები დაიჭირესო,
მათ თქუჱნი მიწერილობა, დიაღ შორს დაიჭირესო,
და ემზადებიან სალაშქროდ, ნაღარა დააყვირესო.

კახ ბატონსა წინა დღითვე, მზასა ჰყვანდა თავი ჯარი,
იგ რაესმა წამოვიდა, დაიჭირა ავლაბარი,
ნარიყალა მიმბაშს ეპყრა, შაის ტახტი ციხის კარი,
და რა მივიდა ფიცხლავ მისცა გაიკეთა მუნ საფარი.

დაამარცხეს მან მიმართა, ფიცხლადა ვლო მუხრახ ჭარსა,
უთხრა ქართველთ გამაწბილეს, არც მე შევსჭამ იმათ ჯავრსა,
შეიპირა ჭარელები, სასყიდელი მისცა ჯარსა,
და წაუძღვა და ხელ მეორეთ, მიაყენა ჯარი კარსა,

ქართლსკახეთსაგარდეხადა, მაშინ ღვთისა საფარველნი,
ოდეს გარსა შემოადგნენ, თიფლისკახნი და ჭარელნი,
გაუთენდათ სომეხებსა, დღე შაბათი, საზარელი,
და ზოგნი მოჰკლეს ზოგნი დასჭრეს, ზოგთ წაგვარეს საყვარელნი.

სალხინოს დღეს მოქალაქე, დიახ ავათ შეაქციეს,
წამოუხსნენ საქონელნი, სახლ დუქნები დაუქციეს,
დაამარცხეს ქართველთ ჯარი, ვახტანგ მეფე გააქციეს,
და თეთრსა მტკვარსა წითლათ ღებდა, რაც მათ სისხლი დააქციეს.

ოსმალოსაგან ქართლის დაჭერა, და ქართველ
ბატონისა რუსეთს წაბრძანება.

კახთ ნაჩინჩხლთ წინწკალთა, ერთო, ქართველთა ქარიალზედა,
რა იგი ორნი შესცილდნენ, ვით ქორნი გარიელზედა,
გამოეღვიძა არწივსა, ჩხუბსა და მათ ყრიალზედა,
და გარიელს კლანჭი მან უკრა, სხდენ ორნივ ცარიელზედა,

ჰსჯობდა იდუმალ ენუკათ, ქორთ თვისი სანუკარია,
წილად ერთს მხარეს ეწიწკნა, მეორეს საწინწკარია,
სრულ არ მიეცათ მტერთა თვის, თავიანთ საკენკარია,
და თუ ამას ავად ვამბობდე, პანღური ამომკარია.

ვახტანგს ძიმწარის უმწარე, ეტკბილა ვითა შაქარი,
ძილ გაკრთობილმან საზღაპროდ, მძინარე შეძრა ხონთქარი,
ახსაღენებლად სარვანთა გაგზავნა ორი სარქარი,
და წინ მიუმძღვარა ხუროთა, იესე ძმა ძე ბაქარი.

მოტყუვდნენ ხუროთ მოძღვარნი, იხმარნეს ავნი ხურონი,
ძველთაგან მკვიდრათ ნაშენი, საქართლო საკახურონი,
მოშალეს ვეღარ იშოვნეს, სრავანი საკვეხურონი,
და ყმა და მამულნი მტერს, მისცეს თვით დარჩნენ უმსახურონი.

მეტად უზომად გაჯავრდნენ, ვერ გასძლეს გულის ჯავრნია,
აჩქარდენ ვეღარ გაშინჯეს, სათ საქმე საშინჯარია,
მტერთ ნებით კარი განუღეს,მაგროვნად დანაჯარია,
და კახთ იხმეს ლეკი საშველად, ქართველთ ოსმალოს ჯარია.

ოდეს სცნა კახმან ბატონმან, ლაშქარი სარას კარისა,
საქართველოსამიადგა, ვით გოლსაბრბო ფუტკარისა,
წინ აღმდგომად არ ეძლო, ქმნა მათის სანუკარისა,
და წინ მიეგება მიართო, კლიტენი ციხის კარისა,

ოსმალო თიფლისშევიდა, კარები დახვდა ღიარა,
იესე მეფე მათ შერჩა, მათს მოძღვარს მანაღიარა,
და ვახტანგ მეფემან რუსეთადრაჭაზედგადაიარა,
და სხვას ამის ამბავს კვლავ გეტყვი, ჯერ არა გამიგიარა.

კახმა ბატონმა მიმართა ფშავხევსურეთისკიდესა,
კახთა ცოლ შვილით თვალევსა, ძლივს ფერი მოიკიდესა,
რაც ხანი იყვნენ სარჩოსა, ვერც სთესდენ ვერცა მკიდესა,
და რაც აქვნდათ თავის საუნჯე, სულ პურ ღვინოზე ჰყიდესა,

შეწუხდნენ კახნი ქართველნი, მიადგათ რა ეს ჭირები,
შეითქვნენ შექნეს ფიცებით, ერთმანეთს მისცეს პირბი,
არჩივეს გორისციხესა, გამოუთხარეს ძირები,
და კახმა ბატონმა მომართა, დაბდაბნი დასაყვირები.

იესე მეფეს მოხსენდა, გორსადგას ქართვლის ჯარები,
მან შეიყარა ოსმალო, იქნა თიფლისით მარები,
მოხვდნენ ერთმანეთს დაიქცა, რაც მაშინ სისხლის ღვარები,
და აღაბრუნებდა ბევრს წისქვილს, თუმცა ზდებოდა ღარები,

ვაიმე ამის სათქმელად, პირი გამიხდა მწკალტევით,
არ იმართოდა ლაშქარი, ზედა–ველაზე დატევით,
მით ჩვენმა ჯარმა აჯობა, პირველ მისვლაზე შეტევით,
და მაგრამ ბოლოს კი დამარცხდენ, შიგნითვე ნაღალატევით.

ვაი ამ დღეს ოსმალონი, რაუბრალოს სისხლსა ღვრიდენ,
რაცა შეხვდისთ მუშა კაცნი, გლახა მწირსა თავსა სჭრიდენ,
გოდოლს თავი აკლიაო, ცხრას ურმისას ზარში ჰყრიდენ,
და ტანთ მარხველი არ ჰყვანდა, მელა ტურა გამოხვრიდენ.

მეფის ვახტანგისა და ძისა მისისა ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება.

ექვსის წლის წინათ ჩემს უწინ ქართლიდამწაბრძანებულნი,
რა მიველ მოსკოსვიხილე მეფე და ქართველთ კრებულნი,
რომელსაც ხელმწიფისაგან მუნ იყვნენ დაბარებულნი,
და ამის თვის ვეღარ მიესწროთ მით იყვნენ გამწარებულნი.

ერთს დიდს პეტრეს და ორთ სხვასა მოშლოდათ წუთი სოფელი,
წართმოდათ წუთ საყოფელი ეშოვნათ გრძელი სოფელი,
მით სევდა ვახტანგ მეფესა გონების გასაყოფელი,
და სცემოდა გულსა გამეჭრა გრძლად ფილთის შესაყოფელი.

ამის თვის იყო მგლოვარე ცრემლი ამაზედ სდიოდა,
სამი ხელმწიფე ზედიზედ მოკვდნენო გული სტკიოდა,
თავისა თავის ქვეყნისა უბედურობას ჩიოდა,
და გაძნელდა საქმე გაგრძელდა რაღა ვსთქვა რა ვარჩიოდა,

ოდესაც ანნა ხელმწიფე რუსეთზედგარდამწდომარე,
ბრძენ უხვი მართალ მოწყალე სამართლ დაუმცდომარე,
გვირგვინოსანი ტახტზედა მეფემ იხილა მჯდომარე,
და მაშინ შეიქნა საქმისა მოხსენებისა მდომარე.

მეფე წადგა ხელმწიფესთან ცრემლით ღაწვი დაასველა,
მოახსენა თქუჱნგნით ვარო არც მშიერი არც შიშველა,
ამასა გთხოვ შემიწყნარო ბრძანო ჩვენი ქვეყნის შველა,
და შეისმინა ხელმწიფემა რაც მან სთხოვა მისცა ყველა.

მან უბრძანა მე მიჭირავს ზღვისა მუდამ გაღმა მხარი,
სოლოღასადა დარუბანდსაბაქოსასდგას ჩემი ჯარი,
მუნ მიბრძანდი საჭურჭლისა მუდამ მზა არს ღია კარი,
და ლაშქარი და ხაზინანი ვით გენებოს მოიხნარი.

მივსცემ ყველას ბრძანებასა ჩემთა სპასპეტთა მმართველთა,
ამირთა ამილბართა ათასის თავ ასის თავთა,
თქუჱნს ბრძანებას მორჩილობდენ კარგს იქმოდეთ გინა ავთა,
და თავს საკვდავათ არ ზოგიდენ საცა მოიქნევდენ ხმალსა.

მეფემ მდაბლად ხელმწიფესა თაყვანი ჰსცა ჰკადრა პირად,
ღვთაებრ უხვი მოწყალება ჰქენით ჩემზედ არა ძვირად.
ვმადლობ თქუჱნსა წყალობასა მე ღა მინდა სხვა განძირად,
და დღეის იქით ენამ ჩემმა ქება თქუჱნი წარსთქვას ხშირად.

წინ წადგა და ტახტზედ მჯდომსა ხელმწიფესა ხელს აკოცა,
ხელმწიფეცა წამოუდგა გზა მეფესა დაულოცა,
ღმერთმან ასრე გაგიმარჯოს რომ არ იყოს ბევრი ხოცა,
და სადღეგრძელო დაულია თვით ბრძანა და მისაც მოსცა,

წამოვიდა პეტრე ბუხით მეფე მოსკოს ჩამობძანდა,
მოემწადნენ მამა შვილნი ქართველი ჰყვა ვინცა ვინდა,
წასვლა წყლითა დაამტკიცეს ბრძანეს ექვსნი ნავნი გვინდა,
და შექნეს ნავის შენებანი მით ერთი თვე გამოვიდა,

ნავში ჩავსხედით წავედით თოკებისა ხელის წევით,
ხან ჩქარათა ხან წყნარადა ხან ვერც დასძრით ხან კი რყევით,
წინ ეტიკი მიგვიძღოდა ედილისა წყალს დავჰყევით,
და ჩვენი ავათ სიარული ხამს თვეს უკან შევიტყევით.

ვირემდის ზღვათა ბაგემდის ჩვენ ჩავიდოდით ნავითა,
გარდატრიალდა საწუთო მრუდისა საბრუნავითა,
წინ სვიმონ აბრამის შვილი დაგვხდა ამბითა ავითა,
და აღივსო გული მეფის მრავლითა საჭმუნავითა.

მოახსენა შამახია თამაზ ხანმა დაიჭირა,
მეფეს ესმა თავში ხელი შემოიკრა და იტირა.
ესრეთ მოსთქვა ჩემი ბედი ასრე როგორ გაიწირა,
და გზა არცით წარმემართა წინ ერთი რამ ამეხირა.

ახლა რა ვქნა სად წავიდე გზა შემქნია დახლათული,
ქარი ქრის და აფრა გაშლით ვარ ხომალდში ზღვას შერთული,
ბრძანებანი შინ წასულა ხელმწიფისა ხელ ჩართული,
და ღმერთმან თქუჱნს მტერს წარუმართოს ვით მე გზა მაქვს წამართული.

დღეს რაც სიტყვა საზარელი მოისმინა ჩემმა ყურმა,
ეს სულ წყალში ჯდომამ მიყო სიარულმა ბაყაყურმა,
პირში ლუკმა გამამაძრო თარაქმამ ნადირყულმა,
და რაღა ვქნა და რა ვივარგო სევდით გულღვიძლ დანაყულმა.

თუ დავბრუნდე უბრძანებლად მკითხონ რა მაქვს მე სათქმელი,
თუ წავიდე და რუბანდსამე ვიქნები რიღას მქნელი,
ღმერთო ჩემო ეს რა მიყავ მომივლინე საქმე ძნელი,
და სულ სიცოფეთ შემირაცხე რაც ვისიბრძნე მე სიბრძნული,

კვლავ ბრძანა გავალ დარუბანდსიქვე სჯობს სხვაგან დგომასა.
იქ მოუყუროთუ საქმეს რა მოხდეს შემადგომასა,
რაც უწინ საქმე წამხდარა წუხილით რა ვარგო მასა,
და სჯობს მომავალსაც უფრთხოდე საქმისა არ წახდომასა,

დაბრძანდა მეფე ხომალდით და რუბანდისაკიდესა,
მღვდელნი სამღვდელოთ მოსილნი მოვიდეს ხელი ჰკიდესა,
ციხიდამ თეთრი ალამი გაშალეს გარდმოჰკიდესა,
და რუსთა ზარბაზნის შილინგთა გარს ცეცხლი მოუკიდესა.

ციხითგან თოფთა ისროდეს ხუცები რეკდენ ზარებსა,
ასე გვეგონა ხმისაგან ცა იძვრის მთა ზანზარებსა,
არ ვგვანდით აბუჩს სტუმართა არცა უბრალოს მგზავრებსა,
და ცოტად მით გვეცა ნუგეში მუნ მისვლად დანაზარებსა.

თამაზ ხანისაგან შამახიისდა განჯისაღება და
ოსმალოსაგან თიფლისი დაცლა.

აწ მოგითხრა ნადირყული ან ვინ იყო რისა მქნელი,
იყო ერთი თარაქამა ელთა თავი ხვარასნელი,
იმის გამო შაჰხ თამაზმა მიიყენა საქმე ძნელი.
თვის ნებით მისის ხელით გარდაიცვა ყელზედ წნელი.

ასე რომე შახ თამაზმა საქმე ასრე მოიგვარა,
ლოთობა და მეძაობა მეტათ დიდათ შეიყვარა,
მისად წილად ნადირიყული ვით ბრმამ წინა აღიმძღვარა,
და ბეჭედი და სახემწიფო ჯარი სულ მას მიაბარა.

თვით იმ საქმით ნებიარად ჯდა განცხრომით ამოშვებით,
მისგან ხნარცვში უკუვარდა აღარ იქნა ამოშვებით,
მოიფონა ხრმალთ კაპარჭი მშვილდ საბელი ქნა მოშვებით,
და მაშინდელნო სისხლის ტბანო აწ როდისღა აღმოშრებით.

ეს გაუშვათ იგივე ვსთქვათ რაც გაეწყოს ბოლოდ თავსა,
კარგი წვითდან დავანელოთ ცეცხლი მიე ბოლოთ ავსა,
ღმერთი კარგსა რად უზამდა მას ბილწს მეძავს და მლოთავსა,
და ავის მქნელსა ავის საქმით ღმერთი საქმეს მოურთავსა,

რა ნადირყულ შაჰ თამაზსა საქმის თავი ვერ უნახა,
დაიჭირა დაპატიმრა დარაჯას ქვეშ შეინახა,
გათამამდა ნადირყული თოფი მრთა ხმალი ჩალხა,
და მოუქნივა წინაღმდგომთა განადინა თავში ჩახა.

ნადირყულობა განაგდო მან დაირქო თამას ხანი,
დაიმონა ყიზილბაშნი ვითა მგელმან ცხვარნი თხანი,
განიმრავლნა ბეგლარ ბუგნი ყულ ნოქარნი უზბაშ ხანი,
და გაიკეთა მეტად კარგი მან თოფხანა ჯაბახანი.

რა თამასხან შაჰს თამაზსა ამისთანა საქმე უყო,
იმისთანას ღალატითა ყელზედ გარდიცვა გულ უყო,
ორმო ბნელში ჩაგდებულსა თავი აღარ ამოუყო,
და ყოვლს ხელმწიფეს აცოდინა თავი თვისი საცნაურ ჰყო.

რუსეთს გაგზავნა დესპანა სიტყვა მისწერა ასეთი,
ჩვენ თქუჱნის ტახტზე დაჯდომით თავის წყალობით გვცვავს ღმერთი.
მოკვდა შახ თამაზ ყაენი მას შვილი დარჩა არც ერთი,
და სახელად ვირქვი თამაზ ხან მე დავიჭირე სპარსეთი.

მას თამაზ ხანის დესპანსა სახელად ერქო ხულუფა,
მისცეს მას დიდი პატივი პეტრებუხ კარგი ულუფა,
იმან ჰსცნა ვახტანგ მეფისა საქმე და განძრახულობა,
და ვინც უთხრა კარგი ვერა ჰქნა იდუმალთ დამარხულობა.

ხულუფას უთხრეს ვახტანგ თქვა მე წავახდინო სუხავი,
ის არის ჩემი ქვეყნისა დამწველი ცეცხლით მხუხავი,
შამახიაშიყუმბარა ვჰყარო მეხისებრ მქუხავი,
და თუ ღმერთმან ეგკი მაღირსა სხვა რა მაქვს შესაწუხავი,

მეფე რომ გაღმით წაბრძანდა ხულუფამ გზავნა ჩაფარი,
მისწერა წიგნი თამაზ ხანს გაიმაგრეო საფარი,
აწ ვახტანგ მეფემ საომრად აიღო ხმალი და ფარი,
და განზრახულობა არს მისი შამახიაზე ფარფარი.

თამაზ ხანს ესმა ეოცა იქმნა მკბენელი ნეკისა,
სუხავის ჯარი მან შექმნა ვით ისომ ამალეკისა,
ჯერ შამახიადალაშქრა ქვეყანა მოსპო ლეკისა,
და კვლავ ხმა ასმინა განჯასა ოსმალოს კართა რეკისა.

ერთს დღეს თამაზ ხან თავის ჯარს მიუძღვა ასრე ხერხითა,
ათი ათასი ათასთა გაასრესინა ფერხითა,
განჯისკარები დამუსრა ზალაყინისა ჯეხითა,
და თიფლისინებით დაცალეს გავლეს ბეცებით ხეხითა.

თამაზ ხანისაგან რუსთ ხელმწიფეს ფეთმარშალთან წიგნის მიწერა და თავის ქვეყნების თხოვნა.

თამაზ ხან სოლაღსმისწერა ვის აქვნდა ამილბარობა,
თუ მეგობარი ბრძანდებით ჩემზე არ გმართებთ ძალობა,
გარდმახდევინეთ სხვა რიგად თუ რამ მემართოს ვალობა,
თუ არა ჩემის ქვეყნისა ხელმწიფემ მიყოს წყალობა.

სოლაღს დარუბანდს არმოანს თქუჱნ რა ხელი გაქვთ ბაქოსა,
და საბაქველი მბაქველმან არც აგრე უნდა ბაქოსა,
რადა ხნავთ ანუ რად სთესავთ თქუჱნ ჩვენსა სათამბაქოსა,
და ანუ ბაჟს დავღას რად იღებთ სადუქნეს საქულ ბაქოსა,

თუ არ დაუთმობთ ერთმანერთს ეგ ჩამოაგდებს მტრობასა,
დასცალოთ თქუჱნთვის მიბრძანდეთ ის სჯობს ყე მანდ მაგრობასა,
მერმე მე ვსინჯამ თქუჱნგნითა მაგ ჩემის ქვეყნის პყრობასა,
და მაგთენი ბოლო არა აქვს ჩემსა და თქუჱნს მოყვრობასა.

მას ამილბარმა მისწერა თქუჱნ ჩვენგნით ნუ გეწყინება,
ვინემდის კარზედ მივსწერდე თქუჱნ ჰქენით ეს მოთმინება,
რაც მე იქიდამ მომესმის თქუჱნ ჩემგნით მოგესმინება,
და მე სიხარულით დაგიცლი თუმცა ხელმწიფემ ინება.

მალე მოვიდა კარიდამ ხელმწიფის გვამანსარია,
სოლაღის ციხე მოშალეთ დაჰსცალეთ გაღმა მხარია,
სანამდის თვითონ ამილბარ ციხეს არ დასცა ბარია,
და მანამდის დასაქცეველად ხელი ვერავინ გარია.

თამაზხან თამაზ ხანობა გარდირქო მან ინაჯიშა,
თამაზ ხანისებრ სეფური შახ თამაზ ვერ ივარჯიშა,
ნადირყულობის ძალითა სახელად ირქვა ნადირშაჰ,
და ჯერ არცადა ჩანს სპარსეთში ნადირ შახთანა ფადიშა.

მან ნადიშამან ყაენმან შახ თამაზ ხნარცვი უთხარა,
ხლმით შეაშინა თურქეთი დაღისტანი და ბუხარა,
რუსთ ხემწიფესაც მისწერა გამეცა ბაქოს ნუ ხარა,
და ინდოეთისახელმწიფე და დრკა მან თავი უხარა.

ვახტანგ მეფეს მოუვიდა იმ ნადირშახ ჩაფარ ელჩი,
ებრძანა თუ მობრძანდიო შენს ქვეყანას არას ვერჩი,
მე გიჩვენო შენის მტრისა თავი შუა განახეჩი,
დამიჯერე არ დაკარგო რაც მე ხელში ჩაგაჩეჩი.

არ წავიდაარ მიენდო იმისი ყმობაც ითაკილა,
სიტყვა მისი მას გულს ეცა თვალთა ქაცვი ვით ასკილა,
ვითა სმოდა პირველითგან მით იხსენა ითაკილა,
და თქვა მეც უნდა დამბორკილოს ვით შახ თამაზ დაბორკილა,

რუსთაგან გაღმა მხრის დაცლა და მეფის ვახტანგის აშტარხნისაკენ გამობრძანება.

რუსთ დარუბანდიდაცალეს ყიზლარისაკეარესა,
მეფე ვახტანგცა მიბრძანდა აშტრახნისარე მარესა,
იქ უარესად შეესწრა ამბავსა საწყინარესა,
და მაშინ თქვა წუთო სოფელო ფუ შენს და შენს მოყვარესა,

წყეულო ცრუო მაცდურო ასრე რათ დამემტერეო,
ცხრა რიგი ჭირი შემყარე ერთსა არ დამაჯერეო,
გულს მქონდა ხმალი გაჩრილი აწ შუბიც დამაძგერეო,
და არც მამკალ არც დამარჩინე მატარე ზერე ქვერეო,

მეფემ უბრძანა თვის შვილსა შენ შვილო ჩემო ბაქარო,
ისმინე ჩემი ნათქვამი ტკბილო ვით თაფლო შაქარო,
ვეღარსად წავალ აქედამ ვიქნები რადგან აქ ვარო,
და ჩემს დაქცეულსა–ოჯახზე უნდა რომ შენ ისარქარო.

არვიცი რაღაც ეტლზედა შევიქენ, დავიბადეო,
მე ბევრს ვეცადე არიქნა აწ ახლა შენ ეცადეო,
ვეღარ შევიძელ მოწევა დავბერდი მშვილდი დავსდეო,
და რაც უნდა წახდეს გაკეთდეს მე მას აღარას დავსდეო.

რომელიც კაცნი ქართველნი ქართლიდამგარდმოგვყოლია,
ზოგს ქართლშივეჰყავთ ცოლ შვილი ზოვთ აქ შეურთავს ცოლია
ქართლურად მიეც ნებადა რუსულათ დაივოლია,
და როგორც უჯობდესთ ისე ქნან მითამ არც ერთი მყოლია.

მთხოენ და მივსცემ ვერა რას მე ვერ ვიტვირთავ ამასა,
მე წაუხდინე ქვეყანა შვილიც გაუეც მამასა,
მე ღმერთი მიზამს რას კაის ორმო უთხარო ჭამასა,
და სჯობს უჭმელობით სიკვდილი საყვედურითა ჭამასა,

მე ყველას დავსცემ დასტურსა შევიქ თავიანთს ნებასა,
ამას კი ვიტყვი რჩევითა დაუგდებ ერთსა მცნებასა,
კაცი ხომ ვერცად წაუვა სიკვდილსა ღვთის ბრძანებასა,
და მაგრამ ნურავინ შეიყრის თავისის ნებით სნებასა.

შვილმან შეჰკადრა მამასა შენ რა გაქვს აწ საჭმუნავი,
რაზედ შექნილხარ არ ვიცი შენის ცხოვრების მწუნავი,
რა ახლა იცან საწუთო დასაბამიადგან მბრუნავი,
და მიბრძანე მისი შემხები ვინ დარჩა გაუთხუნავი.

კაცი თავს ვერას გაუა ცრუის საწუთროს მდურვასა,
უნდა რომ კაცმან გაუძლოს ჭირს შეჰყრის ცხრასა თუ რვასა,
ჯობია ისევ მოლხენა წუხილსა ჭმუნვა ურვასა,
გირჩევ დაეხსენ მაგდენსა ცრემლსა და ოფლში ცურვასა.

ერთს მოგახსენებ რჩევასა მაზედ ნუ გამიწყრებითა,
ისი სჯობს მოსკოვსწავიდეთ წკნარად ნებივრად რებითა,
იქავ ვიცხოვროთ ვით უწინ ვსცხოვრებდით ჩვენის კრებითა,
და ჯავრს დაივი წყებთ როდესაც ხელმწიფეს შეეყრებითა.

უბძანა აღარ ვიქნებით როგორც ვჰყოფილვათ ჩვენაო,
მისთვის ვიმალვი სირცხვილით არ მინდა გამოჩენაო,
მრავალის ცრემლის დენითა დავჰკარგე თვალთა ჩენაო,
და ასეთი სენი შემყრია ძნელია გარდაჩენაო,

წამიჩოქეს ქართველთა თავს წაიშინეს ხელია,
იტირეს ბევრი მეფის წინ დაღვარეს ცრემლი ცხელია,
შეჰკადრეს რას თვის შექნილხარ ვით ველად მრბოლი ხელია,
და ბრძანებთ ვემალვი სოფელსა ეგე რა გასამხელია.

ჩვენ გაგვიშვია ქვეყანა თვრამეტ ცხრამეტი წელია,
სამსახურითა თქუჱნითა გვტკივა ზურგი და წელია,
ნამსახურობის ჩვენისა ეგე რა სასყიდელია,
და თქუჱნ მანდ დაბრძანდეთ და ჩვენზედ ასრე აიღო ხელია,

მეფემ უბრძანა ტირილით თქუჱნ მართალს ამბობთ ყველასა,
გიმსახურნიათ თქუჱნ ბევრი მშიერსა და შიშველასა,
მაგრამ რას მიზამთ ვეცადე მე ჩემის ქვეყნის შველასა,
ადარ იქნა რითღა გარდვიხდი მე თქუჱნსა სასყიდელასა,

მითხოვ შემინდოთ ჩემზედა თქუჱნ ჰქენით რაც საქნელია,
ენით დაგლოცავ მის მეტი სხვა არ მაქვს საქონელია,
ღმერთმან მოგაგოსთ მუქაფა ჩემგნით გარდახდა ძნელია,
და სადაც კრულ იყვნენ მტერთაგან მუნ ღმერთიც თქუჱნი მხსნელია.

ერთი ამბავი მომესმა მე გასაგონლად მენახა,
დიდათ მერჩივნა სიკვდილი მე ცოცხალს ამის სმენასა,
ამაზე ვსტირი ცრემლითა ვავსებ ქვევრსა და მენასა,
და მე თქუჱნი სხვათა მიცემა ვერ ვათქმევინე ენასა.

რაცა ვსთქვა ჯავრით ეგე მკლავს მაჩივლებს ეგ მატირებსა,
წყეული წუთი სოფელი რაც არ მწადს მას მიპირებსა,
არ ვიცი როგორ გარდურჩე მჭვალს გულზე დანაჭირებსა,
და თუ არ მდომოდით გაგცემდით არ შევიყრიდით ჭირებსა.

რა ეს ისმინეს ქართველთა კვლავ უფრო შემოსძახესა,
თავს იქით აქეთ აწყვიტდენ ახლიდენ ქვასა და ხესა,
ჰკვირობდენ ჩვენი მჭვრეტელნი მგონია კიდეც გვზრახესა,
და მით არ იცოდნენ თუ ჩვენა გავვბით რა გვარს მახესა.

მეფემ გვიბრძანა ქართველნო კაია ნუღარ სტირითა,
თქუჱნ გაიგონეთ ყურითა რაც მე მოგითხრა პირითა,
რაც საიდუმლო გესმენოდესთ ხმა მაღლა მას ნუ ჰყვირითა,
და ნურც თქუჱნ სწუხთ ნურც მე მაწუხებთ გული სავსა მაქვს ჭირითა,

გულს ნუ იჩვილებთ იყავით გულისა გამაგრებითა,
ჩემს შვილს ბაქართან მიბრძანდით ყველა ერთ პირათ კრებითა,
თქუჱნ ის წაგიძღვეს საითაც უკან მიჰყევით რებითა,
და მის უკითხავად წინაწინ თქუჱნ ნურსად წაეჩრებითა,

ასრე მოგვითხრობს თარგმანსა ამ იგავის ხის მრგველია.
არს მორჩილობა საქები ურჩება საძაგელია,
მწყემსი უფრთხილი სამწყოსი ადვილად დამკარგველია,
და სამწყოს უმწყემსოდ მავალთა შესჭამს ტურა და მელია,

გამოესალმნენ მეფესა ქართველნი მუხლზედ ხვევნითა,
მდაბლად თაყვანის–ცემითა ხელზედ და ფერხზედ მთხვევნითა,
წინ დაუყენეს ტბორენი ცხელის ცრემლისა ნთხევითა,
და იმათი თავის რახუნი ისმოდა ქვა და ხევითა.

წავიდნენ ბაქარს შესჩივლეს მეფემ რაღაც ქნა იჭვია,
ნამსახურობის სანაცლოდ მოგვაგო ესე ნიჭია.
აწ თქუჱნა ხედავთ თვალითა რაც ჯიღა თავთა გვირჭვია,
და სულ გამოგვყარნა ქართველნი დარჩა ათიოდ ბიჭია.

აწ მამა თქუჱნი თუმცა რომ ღრმად საქმის გამჩხრეკელია,
წერილთა ვით როგორც იონე დამასკელია,
მაგრამ ეს ავად იფიქრა აქ გაიკეთა პკელია,
და თვითონ აქ დგების მარტოკა ჩვენი შორს გამრეკელია,

ბაქარ თქვა ეგ შემიტყვია მე თქუჱნგან უფრო ადრეო,
ნუ მომიკვდების შვილები ლევან და ალექსანდრეო,
ბევრი მიუთხარ მამაჩემს ეგ საქმე რად იკადრეო,
და არ დამიჯერა ავათ ქნა აქ დგომა მან მეტადრეო.

ვერა ვნახე რა მაგისი ღრმად საქმე მინაწდომარე,
რაზედაც მიდგა არ დარჩა ის საქმე წაუხდომარე,
მე შვილი ვარ და ეგ მამა არა ვარ წინ–აღმდგომარე,
და მე მოსკოსწავალ თქუჱნც მოხვალთ ეგ იყოს აქა მჯდომარე.

გვიბრძანა მალე წავიდეთ არა სჯობს აქ გრძლათ დგომაო,
გზა წაგვიხდების მოგვისწრობს ახლო არს შემოდგომაო,
ცარიცინამდის წყლით წასვლა მიგვაჩანს ნავში ჯდომაო,
და ცარიცინს იქით მოსკომდის ეტლებ უნებით ხლდომაო.

მან კაცმან საგზაოდ შევქენით მომზადებანი,
თავის საჯდომს ნავს შიგან ნუზლთა და ბარგთა დებანი,
ვსწუხდით მეფისა გაჰყრისთვის გვწვევდა სახმილთა დებანი,
ბევრმან დავსწყევლეთ მას დღესა ჩვენ ჩვენი დაბადებანი.

ჩვენ წავედით იგ მუნ დადგა საქმე მოხდა არეული,
ათიოდე კაცი დარჩა ხაბაზი თუ მზარეული,
სხვა იმან ყმა არ ინდომა არ მემკვიდრე არეული,
ვითა გოდოლთ მშენებელნი გავხდით ენა შარეული.

მეფის ვახტანგისა მიერ სოფლით მიცვალება და ქართველთ თავადთა და აზნაურთა რუსთ ხელმიფის სამსახურში განწესება.

ნახეთ წუთის სოფლისა ცრუი მატყუარა ფლიდისა,
მისგან სიბნელე ნათლისა ზედან გარდაკვრა ბინდისა,
ყმანი ვიყვენით კეთილნი მის ცხებულისა დიდისა,
გვწყალობდის უხვად გვაძლევდის სწავლით შვილურებ გვზრდიდისა.

მას მოგვაშორა მუხთალმან გზა დაგვიბნელა სავალი,
სადრა გვეშოვნა მუდრეგად სარგებლით გვთხოვა სავალი,
რაცმან მოიღო არ ითქმის ჩვენ თავზე გარდასავალი,
თუ გეტყვი მწარედ გულსა და მწვამს შემხუხავს და მტუსავალი.

ვაი რა ბოძი წაიქცა სახლ კარი თავს დაგვექცაო,
ლხინი შვება და სიამე სულ ჭირად გარდაგვექცაო,
ჩვენ ყრმანი დავრჩით პატრონი წავიდა შორს გაგვექცაო,
და გაფრთხილდი შენც არ დაგვექცე ღვთისამცა მაგრა დაექცაო.

მეფე მოგვიკვდა ვიქმენით ჩვენ მწარედ ოხერ ტიალი.
მით დაგვიბნელდა საწუთო შუქთა ბრწყინვა და ჭყრტიალი,
მოგვწყდა წელ გული შევქენით ვით უმხროდ ჩიტმან ფრტიალი,
და დავიწყეთ ვითა წიწილთა უკრუხობითა წკრტიალი.

მის დროს რუსთა თქვეს ქართველნო ეს თქუჱნცა გაგეგონება,
თვით ქრისტე ბრძანებს ძნელია ორთა უფალთა მონება,
იწამეთ ერთი უფალი თუმცა გენებოსთ ცხოვნება,
და ან წადით ანუ დადექით თავს ნუ მიეცით ღონება.

ჩვენ ოცს წელს იქით სტუმარსა ვერ უზამთ თავაზასაო,
შემოგვეწევის თუ არას მუდამ ვერ ვაჭმევთ მზასაო,
თუ რომ დასდგებით ჩვენ თქუჱნთვის მოვმზადებთ კარგს მაზასაო,
და თუ არ დასდგებით დრო არის მიბრძანდებოდეთ გზასა...

ქართველნი სცდენ და გატეხეს მეფის ვახტანგის მცნებაო,
წინ წაუარეს ბაქარსა საქმე ქნეს თავას ნებაო,
სწორეთ იმ გზაზედ წავიდნენ საითაც იყო სნებაო.
და არავინ უწყის მვნითგან ცოცხალი ვინ იხსენებაო

დასასრული.