ცისკარი №12 (1853)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 განგრძელება ყვარყვარესი

▲back to top


განგრძელება ყვარყვარესი

(განგრძელება)

ყვარყვარე.

ოდეს უფალი წარმოგზავნის ქვჱყანასა ზედა გამოსაცდელად ანგელოსთა თვისთა, სიყვარულისათვის, მოიმკიან იგინი წყევასა და ცრემლსა, ერთი მათ მშვიდთა ანგელოსთაგანი არის მართა. ჩუჱნი შუღლი გავათაოთ დედოფალო; კმარა ეგ ხუმრობა რომელიც სიცოცხლეთ უღირს ჩემს ცოლსა და თვითონ მე; აღარ შემიძლიან შევაწუხო სული რომლისა ფასი ჩუჱნ შევიტყეთ.-

ორტელიშვილი.

გაათავეთ თქვჱნი შუღლი, დედოფალო ტკბილის სიტყვით დავაბოლოოთ წარსული ბოროტი, უბრალო საქმიდგან შესდგა.-

დედოფალი.

არა ერთი პირობაღა დარჩა. ისიც უნდა აღასრულოს.- ახლა ჩუჱნ იმან უნდა დაგვიმტკიცოს რომ თქვჱნის აგრე სასტიკის ქცევისათვის მაინც თქვჱნ იმას უყვარხარო.- აბა ბატონო მე მგონია ამაზედ კი შეშინდით; ჩუჱნ თავზედ უმეტეს აამაღლეთ თქვჱნი მართა იმან უნდა საქმითაც დაგვიმტკიცოს.-

ყვარყვარე.

განა ცოტა სისხლის ცრემლი დაესხა ამ ჩემს გულსა ჩემის მართას ესრეთის ტანჯვითა.- არა კმარა მე იმას ვეღარ გამოვცდი. მე ვინანი რომ თქვჱნთან გავბედე ამ გვარი შუღლი. არა პირობა სამი გამოცდა იყო; აი მოწამენი არიან მთელი სასახლე, ასე არ იყო ბატონებო.

ვარამ.

დიახ!

ორტელიშვილი.

მე მაგას უარს ვერ ვიტყვი.-

მარიამ.

თვითონ მე სიტყვითი სიტყვად მახსოვს.

დედოფალი.

თუ თქვჱნ ინანით თქვჱნს უხდელობას ჩემთან და შეგებრალათ თქვჱნი ცოლი არა გნებავთ ამ დარბაზ ბატონებთან დაიჩოქოთ და მოიხადოთ ჩემთან ბოდიში.

ყვარყვარე.

მე დავიჩოქო? არსა დროს.

სიდონია

თქვჱნ არ დაენაძლევეთ დედოფალსა ნუ ჰყვითლდებით? არა თქვჱნ გეგონათ რომ როცა თქვჱნს შვილს წაართმევდით და გააგდებდით თქვჱნს მეუღლეს ის გაგიღიმდებოდა?.-

ყვარყვარე.

(ნელის ხმით) მე მაშინვე ვხედავდი იმის ცრემლსა და დათვლილი მქონდა იმის ოხვრა.-

მარიამ.

თუ განსჩხრეკ რაც თქვჱნ წვალება მიაყენეთ საკურველი არ არის, სჩანს ერთი მხოლოდ მორჩილება; ძლიერის ქმრისა ცოლისაგან და ამაში მე სიყვარულს სრულიად ვერა ვხედავ; შეაშინე და შვილი მოგცა.- თქვჱნის სასახლიდგან წავიდა ამისთვის რომ გააგდე ისა.-

ყვარყვარე.

(ჩუმათ) ბოროტების ბადეში გამაბეს.-

დედოფალი.

გადასწყვიტეთ გამოირჩიეთ ან ერთი და ან მეორე.-

სარგის თმოგველი.

იყავით მოწყალე ღვთის გულისათვის ახალ ტანჯვას ნუ მიაყენებთ უმაგისოთაც არის საშინელი უბედური; დამორჩილდი ჯიუტო ყვარყვარე; დაიჩოქე დედოფლის წინა.-

ორტელიშვილი.

დედოფალო ღვთის გულისათვის შეიბრალე მართა.-

დედოფალი.

აი ამაზედ არის დამოკიდებულის საქმე.-

მარიამ.

ნუღარ აგვიანებთ, - რას ჭირვეულობთ დაიჩოქეთ მოსთხოვეთ შენდობა, იქნება აქ მუხლები გეტკინოთ ამ ქვჱბზედ; ბალიში მოვატაინოთ კმარა ნუღარ ჯიუტობთ ნუ გეშინიანთ ჩუჱნ არავის ვეტყვით.

ყვარყვარე.

(შემდგომ მდუმარებისა) მე შევიქენ შეურაცხ მყოფელი წმინდისა უმანკოისა გულისა და მე ვხარობდი მისის ვნებითა; მე ვაღვიარებ, ქცევა ჩემი იყო სასტიკი მსურდა რომ უკუნ მექცია ყოველი შეწუხება მასთან.- მაგრამ გვიანღა არის; მაშა აღსრულდი სოფლისა ვნებალო; მზათა ვარ წავიდე ახალს ბრძოლაში წამოდით მართას მტარვალნო (გავა).-

მოქმედება 4.

(ტყე შიგნით სცენისა წყალი ჩამოდის იქ კარგი ქოხიმენახშირისა საშუალ სცენისა მუხა და იქ არის მიწის ტახტი).-

გამოსვლა 1.

ბრმა ბერიკი გამოვა ქოხიდგან ბიჭს გამოჰყავს.

ბერიკი.

შენ მართლა გაიგონე რომ შვილი წაართო დედოფალმა?.-

ბიჭი.

დიახ გავიგონე.-

ბერიკი.

მერე! დედოფალმა ცოლი გააშვებინა? -

ბიჭი.

ისე მითხრეს.-

ბერიკი.

თავის სახლიდგან შეურაცხებით გააგდო თავის ყმების თანა დასწრებითა?

ბიჭი.

დიახ ეგენი სულ ეგრე მითხრეს ყველანი ჰყვედრიან ყვარყვარეს.-

ბერიკი.

რა არის იმათი ყვედრება, ამაო, ამაოთა; ყვარყვარე არის მთავარი შემძლებელი, და უსჯულოდ შეუძლიან იბოროტ-მოქმედოს, აქვს უფლება, სამართალი; მთავარი ყვარყვარე და მენახშირე, არწივი და ჭია.- მაგრამ ორნივ არიან ძენი უფლისა„ ორნივ არიან ძენი ერთის მამისა.-

ბიჭი.

სადაც მიველ ყველგან ისმოდა ლოცვა მართასი; ზოგი დედათ ტიროდა, ზოგი მეგობრად, ყველანი ფიცულობდნენ, რომ ტყუილად ჰსწამებულა საბრალო, ქმრისაგან.-

ბერიკი.

ხალხი ჰსჯის გარეგანისა ქცებითა და არ იციან რა არის გულსა სიღრმისას; მაგრამ იცის მხოლოდ მამამან, რომელიც უხილავად დასჯის; უმადლოებას, ამპარტავნებას, ამაოთ მოყვარეს და მშობლის სიყვარულის დავიწყებას.-

ბიჭი.

მაგას შენს ქალზედ ვერ იტყვი, შენს ქალს მაგას ვერ აყვედრებ.-

ბერიკი.

თითი ამტკივა? მომაწყენს მოვიჭრი თითსა; გავისხნი ძარღვსა რომ მოვრჩე სენიდგან: ოო, კაცსა აქვს შავი შემაწუხებელი სისხლი.- (ოხრავს)

ბიჭი.

(მიიყვანს ხესთან და დასვამს) აი დაჯექ აქა. -

ბერიკი.

მე მახსოვს ეს ადგილი, მე ხშირად საღამოთი მიჯექ (ვიჯექ) ხოლმე იმასთან; ექ ამ გამხმარს გულს მოეკროდის; აქ ვლაპარაკობდით, ის მიმღერებდა ხოლმე, არ იცი შენ ის სიმღერა.

მოქრის მხედარი ცხენითა,

ვარდი მოსწყვიტა ხელითა.

არ იცი? აბა ეს იმღერე; არა არა ნუ იმღერებ; მე არ მიყვარს მხედარმა მოსწყვიტა ჩემი ვარდი.

ბიჭი.

წამოწექ დაღალული ხარ შეწუხებული.-

ბერიკი.

რომ მომკდომოდა იმას უფრო ავიტანდი დავემორჩილებოდი შავს ბედსა, მაშინ არ ვიგრძნობდი შვილისგან უმადლოებას; შენ შრიალი არ გესმის.-

ბიჭი.

არა- ქარი თუ უბერავს ფოთოლსა.-

ბერიკი.

არა ფეხის ხმა მესმის.-

ბიჭი.

ვიღაც დედაკაცი მოდის.-

გამოსვლა 2.

იგინივე და მართა.

ბერიკი.

იცან ვინ არის ჩქარა მითხარ.-

ბიჭი.

აი თვითონ.-

ბერიკი.

მითხარ ვინ არის!-

მართა.

(დაემხობა და მუხლზედ მოეხვევა) შენი მართა, შენი საწყალი მართა; მამავ შენგან განტევებული ქალი.-

ბერიკი.

ქალი? მე არა მყავს ქალი? - მითხარ მართლა მე მყავს ქალი? მე მახსოვს უშვილო ვიყავ.-

ბიჭი.

აი შეახე ხელი შენი ქალია.-

ბერიკი.

(შეეხება ხელითა) რა არის ესა; მთავრის მეუღლევ, ყვარყვარე მძლეველის მეუღლევ, შემინდეთ დედოფალო ნება მიბოძედ ვაკოცო შინაურად დიდებულს თქვჱნს ხელსა.- ეს რა არის დაძველებული სამოსელი გაცვია და არა ოქროთ ნაქსოვი. - როდი უნდა დაიმდაბლო ესრეთ თავი სად არიან თქვჱნი მოსამსახურენი ქალნი.- ბიჭო! მოართვით ხალიჩა დედოფალს ტყეში ნოტიო არის არ გასცივდეს.-

მართა

(მუხლზედ მოხვევითა) შენი საბრალო ქალი; შენი ქალი, სირცხვილით ხელ აღებული, ქმრისაგან გამოგდებული, შვილი წამართვეს, აღარა მაქვს თავის მისაყრდნობი, ქვჱყანაზედ და შენც მომწამლავ საშინელის დაცინებითა: ჩემო მშობელო მამავ შემიბრალე.-

ბერიკი.

შენი სიტყვანი არიან ალერსიანი, მაგრამ გული გაქვს მაგარი გამოწრთობილი. შე უმადლოვ.-

მართა.

ვფიცავ ყოვლად შემძლებელს შემცდარი ხარ მამავ. -

მე არა მაქვს დანაშაული.-

ბერიკი.

არა გაქვს? აბა მომეც ანგარიში შენს ამპარტავნულს ქცევაში:- შენ სთხოვე შენს ქმარსა მამიშენისთვის როდესაც იმან გამომაგდო გინებით სასახლიდგან.- როდესაც მე გავბედე დამეყენებინა იმის სიანჩხლე უბრალო იმის გლეხებზედ.- მაშინ შენ რა ჰქენ მამიშენისათვის.-

მართა.

მე? მე ვიტირე.-

ბერიკი.

შენი ცრემლი მარგარიტი არ არის, შენ აგრე ძვირფასად რად აფასებ შენს ცრემლსა შენ როგორც ქალი უნდა გამოსარჩლებიყავ მამასა.-

მართა.

ქრმის დანაშაულს ნუ ზდებ შენს ქალსა მორჩილება ქრმისა არის მოვალეობა ცოლისა.-

ბერიკი.

მორჩილება დიახ მართებს, მაგრამ არ უნდა გაჩუმებულიყავ იმასთან, შენ როგორც კერპსა ისე თაყვანსა სცემდი; შენ დაივიწყე მოხუცი; ის შენი ქმარი არ არის; ის არის შენი შემარცხვენელი; შენ არახარ იმისი ცოლი, შენახარ იმისი ხასა.-

მართა.

(დიდის განწირულებით) ღმერთო შენ ჰხედავთ რასაც უსამართლოებას მე ვითმენ; განა ცოტა სატანჯელი მომაყენე? მამისა წყევას მაინც ნუ დასცემ ამ უბედურს თავსა.-

ბერიკი.

უმადლოვ! შენა ხარ ღირსი, შენ არ მოხველ ჟამსა დედი შენის სიკვდილისას, მიგეღო უკანასკნელი დალოცვა. - შენს უნახავად მკოვდა(მოკვდა) დედაშენი.-

მართა.

მოვიწვევ მოწმად ყოვლად უმაღლესასა; მამავ ამპარტავნებით არ მამსვლია. მე არ მოველ თქვჱნთან; იცის ღმერთმა ვითა ვიტანჯებოდი მე მაშინ; დედა და ქმარი მიწვნენ მომაკვდავნი მაშინ ჩემს გულში იბრძოდა თანამდებობ და სიყვარული; თანამდნბობა(თანამდებობა) და ვალი მაწევდა დედაჩემთან: ამავე დროსა მომივიდა ქმარი მაფიცებდა არ გავშორებულვიყავ იმის საწოლსა, მე დავრჩი ჩემის შვილის გულისათვის უნდა მომეთმინა და მომერჩინა მამა.-

ბერიკი.

ჩემი შვილი შვილზედ ამბობ; მერე რაუყავ შენ შვილსა რატო არ გაუფთხილდი, რათ დაანებე შენ მიეც სისხლ მღვრელთა მოსაკლავათ; შენ პირუტყვზედ უსაშინელესი შეიქენ. ყოველი პირუტყვი მდედრი დაიცვამს შვილსა და უფრთხილდება იბრძვის ვინემ აქვს ძალა და შენ ნარ ნარო დედავ! ორის შენის ხელით მიეც მოსისხლეთ შენი შვილი.-

მართა.

იმის სიცოცხლით ვიყიდე სიცოცხლე მამისა.-

ბერიკი.

წადი გამეცალე.- შენი სუნთქვა არის საწამლავი.-

მართა.

მამიო შემინდე, შეუნდე შეურაცხ ყოფილს შენსა მართას მამივ.-

ბერიკი.

გამეცალე არ მინდა გავიგონო, ბიჭო წამიყვანე.- (მოუბრუნდება თავის ქალსა) გამიგონე უკანასკნელი, მე შემოგიშვებ ჩემს ქოხში როგორც ყოველს უბედურსა, მზავარ მივცე თავის შესაფარებელი ჩემს ქოხში, წადი კარი ქოხისა ღია არის, მაგრამ ჩემის გულისა კიარა.-

მართა.

(მარტო.) შენ ნუ დამიტევებ მამო ზეცაიო შენ ჰხედავ გულსა ჩემსა შენ არა უგულებელ მყოფ.- უბრალო ვარ სიყვარულისათვის ვითმენ მე ამა შეუარიცხებასა. სიყვარული არ არის ცოდვა მოვლენილია შენგან, თვით შენ ხარ სიყვარული (დაჯდება ჩუმათ.)

გამოსვლა. 3.

მართა ყვარყვარე და ვარამ.

ყვარყვარე.

ვწყევ შეჩუჱნებულს ჩუჱნს ჩხუბსა ოჰ! თუ ჩემი პატივი რ იყოს შიგ ჩატანებული, მაშინ არ შევწირავდი ჩემს ბედნიერებას ამ სანაძლეოსა მგონია ჩუჱნს ადგილს მოვედით.-

ვარამ.

აქ არავინ არის. აგერ მართა.-

ყვარყვარე.

ის არის დაიმალე ტყეში (ვარამ გავა.)

მართა.

(ღრმათ დაფიქრებული ლაპარაკობს თავისთვის) გაჰფრინდი ჩემო ფრთიანო ანგელოზო ბედნიერება ჩემი საუკუნოდ მეეფარა, მაგრამ სიყვარულისა ვარსკლაო შენ ხარ ისევ აქ ბრწყინვალე მჭმუნვარების ღრუბელი შენ ვერ დაგფარავს.- (დაინახავს ყვარყვარეს დაჩუმდება) ახ ყვარყვარე.-

ყვარყვარე.

სად მირბიხარ ჩემგან მართავ?

მართა.

როგორ შენა ხარ ბატონო? შენ მოჩუჱნება არა ხარ? შენ მეჩუჱნე ისევ მშვენიერ ჩემ ყვარყვარეს ვხედავ; ჩემ ხელმწიფეს. მოეხვევა) მე შენს ბგერას ვგრძნობ მე (?) მესმის მე; შენს ბრწყინვალე თვალებს უყურებ, შენ მეხვევი ნუ განჰქრდები ნეტარო მოჩუჱნებავ.-

ყვარყვარე.

მართავ!-

მართა.

დამავიწყდა ყოველი ფერი შენ ჩემი ხარ, მე გავცოცხლდი შენს მოხვევნილებაში გამეღო კიდევ კარი სამოთხისა, ჩემო მეუღლევ! ჩემო ხელმწიფევ! -

ყვარყვარე.

ოჰ! თუ მე მქონდეს ნება, ვიყვე კვალად შენი მეუღლე.-

მართა.

(გამოვარდება მოხვევნულებისაგან) ვაიმე უბედურსა დამავიწყდა და ბედნიერებამ გამართო შემინდე ხელმწიფევ.-

ყვარყვარე.

გაქვავდი გულო! ცრემლნო დამწველნო შესდექით.-

მართა.

ხელმწიფევ შემინდე დანაშაული; მე გლახაკმა გავბედე ერთ წუთს თავის დავიწყება, ახლა ვხედავ ჩემს თავხედობას ვითარს უბსკრულს შთამაგდო მე ბედმა გმადლობ ხელმწიფევ.- საბრალო მოკითხვისათვის შენ სიყვარულით გნახე მომირჩინე დაწყლულებული გული შენის ნახვით. - გმადლობ.

ყვარყვარე.

მართავ მე სიბრალულმა არ მომიყვანა შენთან.- დღემან დასჯისამან მოაღწია ჩემზედ.- მე ახლა გავყოფ შენს უბედურობას. - დედოფალს დამაბეზღეს ვითომ მე ორგული ვიყო; გამიწყრა ჩამამართო ყმა და მამული გამამაგდეს მამულიდგან მტერი გარე მეხვევა მომდევენ დასაჭერად და მე გამოვექეც.-

მართა

შენ გამოგაგდეს? შენ წაგართვეს ყმა და მამული? შენ გიჭერენ! რას უყურებ ჩემო სიცოცხლევ დაიმალე გაიქეც არ დაგიჭირონ.-

ყვარყვარე.

ტყვილი ღა არის მე ამ ტყიდგან ვერ გავალ მეფის ჯარი გარე მეხვევა.-

მართა.

(დაიჩოქებს) ღმერთო! მიჩუჱნე გზა შენის საფარველისა მე უნდა მოვარჩინო.-

ყვარყვარე.

როგორ შენ უნდა მე მომარჩინო დამმალო? მე არავარ დამნაშავე ყოვლის შენის უბედურებისა?

მართა.

განა არ ვიცი შენ შენის ნებით არ მოუკალ გული საბრალო მართას, როდესაც შენ უბედური ხარ? მე დავივიწყე ჩემი უბედურება, სადა მაქვს დრო რომ თავზედ ვიფიქრო; როდესაც ჩემი ხელმწიფე სდგეხარ კიდესა უფსკრულისასა; ათასნი მახვილნი გელიან ვფიცავ შემოქმედსა შენ მოგარჩენ.-

ყვარყვარე.

დამესხენ მე უბედურსა შენ დაიღუპები ჩემის სიყვარულისათვის; შენ მოგკვლენ ჩემთვის.-

მართა.

მითხარ! მითხარ! რომ მე შევიქნები ღირსი შენთვის მოვკვდე ახლოს შენთან და შენთვის არ, იქნება სიკვდილი, არამედ იქნება განღება სამოთხის კარისა ჩემისა.

ყვარყვარე.

დაანებე დაანებე თავი ჩემს ბედსა; აგერ გესმის იარაღის ჩხრიალი.-

მართა.

ისინი არიან გამოიქეც ჩქარა აი აქ არის კედელი აქ დაიმალე ვერ გიპოვიან ფათალოთი არის დაფარული პატარაობისას იქ ვთამაშობდი ხოლმე წამოდი იქ და დაგმალავ (დაიჩოქებს) მუხლ მოყრილი გევედრები თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა დაიმალე.

ყვარყვარე.

მართავ (მოეხვევა) ჩემო ანგელოზო. - (ყვარყვარე გაიქცევა უყურებს მართა და მერე დაიჩოქებს) ღმერთო გმადლობ ის მორჩა.-

გამოსვლა. 4.

დედოფალი ქალები ხალხი და მართა.

დედოფალი.

ასე გაიქცა მონახეთ ამ ტყეში შევიდა.- ვარამ ნახეთ ეს ქოხი უთუოდ დაიჭირეთ (მივა მართასთან ახლო) შენ სთქვი ამან აქეთ გამოიარა მითხარ ჩქარა რათ გაიქეც რად დაიმალე.-

მართა.

დედოფალო ვის ეძებთ აქა.-

დედოფალი.

შენ ნუ გგონია მოგვატყუო შენ ხარ მართა ცოლი ყვარყვარესი, მე შენ გიცან ჩუჱნ ვეძებთ მუხანათს მითხარ სად დაიმალა.-

მართა.

ვინა! მე?

დედოფალი.

ყვარყვარემ ასე გამოირბინა შენ იცი სადაც დაიმალა.-

მართა.

თუ გინდა იცოდე მე ვარ მართა ცოლი ყვარყვარესი.-

დედოფალი.

მუხანათო შენ დამალე ისა? მე თითონ დავინახე ისა.-

მართა.

ყოვლად უმაღლესმაც დაინახა და თავის ღრუბლითაც დაჰფარა გაქცეულისა კვალი, წმინდათა მისთა ანგელოზთა თრთები შეასხეს და დააბრმაეს თვალნი მტერთა მისთა.

დედოფალი.

ნუ ჰბედავ წინა აღუდგე ბრძანებასა შენის დედოფლის ასე შენ მაგ დაფარვით ვერ მოარჩენ იმას, თუ ის ჩუჱნის ხელთ წაგვივა შენც თავი მოგეჭრება.-

მართა.

აი ჩემი თავი.-

დედოფალი.

(იქით თავის ხალხს) ვფიცავ ყოვლად შემოქმედსა ამის გულში მაღალი სული სძევს.

ორტელი.

ტყუილათ აწვალებთ მაგას ვერ გამოსცდით.-

დედოფალი.

(მარიამს) მე აღარ შემიძლიან შენ გამოსცადე.-

მარიამ.

ნეტა რას ესარჩლები ყვარყვარეს იმან არ წაგართვა შვილი შენ...

მართა.

ყველა ვიცი და მზათა ვარ მოვკვდე მისთვის.-

დედოფალი.

დადევით ბორკილი ჟამი შენი გათავებისა მოვიდა.-

მართა.

(დაიჩოქებს) აი ჩემი სიცოცხლე უფალო მიიღე. მტვერი შენისა მადლიერისა წყაროისადმი და ცოდვანი ამა სოფლისასა შემინდე; მოწყალე მამაო ნუ უგულებელს მყოფ ჩემისა სიყვარულისათვის მომანიჭე სიყვარული.-

ორტელი.

ერთგული გულისაგან უკუნ იქცევიან ისარნი მაცდურებისანი.-

დედოფალი.

ყოველი გათავდა ჩუჱნ ვერ ვძლევთ ამასა.-

გამოივლნ 5.

იგინივე და ვარამ თან მოჰყავს ბერიკი.-

ვარამ.

მე აღვასრულე თქვჱნი ბრძანება დედოფალო. - ჩუჱნ მოვრჩხრიკეთ ეს ქოხი იმაში მარტო ეს ბერი კაცი ვიპოვეთ.-

მართა.

მოწყალეო ღმერთო! მამა ჩემი.-

დედოფალ.

დაადევით მაგათ ბორკილი მაგათზეთ ამოვიყრი ჯავრსა ეგენი არიან თანა ზიარნი მუხანათის ყვარყვარესი (მარიამს) მე სირცხვილთ ვიწვი. მე იმან მაჯობა.- გლეხის ჩუჱნზედ გოგო იდღესასწაულებს.-

მარიამ.

ჩუჱნ არ გვეგონა.-

ბერიკი.

უფალო როდის მიანეჭებ ქვჱყნიერთა ძალთა მადლსა შენისა მოწყალებისასა.-

მოქმედება 5.

დარბაზი უცხოთ მორთული ორი ტახტი.-

გამოსვლა 1.

ივანე და რამდენიმე მსახურნი რთვენ დარბაზსა და შლიან ორხუებს.-

ივანე.

ეგ ხალიჩა მეფის ტახტ ქვჱშ გაუშალე ეგრე კარგი; რიგიანათ მორთვით დღეს ჩუჱნ მეჯლიში გვექნება ღმერთმან დამასწრო კიდევ ამ ბედნიერ დღესა, მხიარულის სახით მიბძაანა ბატონმა სასახლე მორთე კარგათაო იჭვი არ არის გათავდა ჩუჱნი მწუხარება.-

გამოსვლა 2.

ვარამ ყვარყვარე შანშე.-

ყვარყვარე.

დასრულდა სასტიკი გამოცდა ქვა მძიმე ჩემის გულიდგან აღმომივიდა დღე დიდებისა საბრალოდ დატანჯულო მართავ! შენი ღირსი ჯილდო მოგელის.

ვარამ.

არ ვიცი შეგიძლიანთღა იმის დაწყლულებული გული მოარჩინოთ.-

ყვარყვარე.

ეგ მიანდეთ გრძნეულისა სიყვარულისა მოქმედებასა

„მიეცით ერთი მიიკრას გაყვითლებულს ტუჩებზედ თავისი შვილი, მაშინ როგორც ვარდნი გაწითლდებიან, გული აღევსება სიხარულითა.“-

ვარამ.

მე ვიჭვნეულობ.

ყვარყვარე.

მითხარ რაღას აგვიანებს დედოფალი თავის აღთქმასა.

შანშე.

ცოტა რცხვენიან რომ წააგო ეს სანაძლეო, ყველანი განცვიფრებული არიან თქვჱნი მეუღლის სათნოებასა და მოთმინებაზედ.-

ყვარყვარე.

ჩემნი ყმანი დაიბარეთ? ვარამ.-

ვარამ.

დიახ.-

ყვარყვარე.

ჩემს შვილს მოიყვანენ?-

ვარამ.

მოიყვანეს ივანესა ჰყავს აქა.-

ყვარყვარე.

გმადლობთ.-

გამოსვლა 3.

ისმის ხმა მუზიკისა, დედოფალი და ორტელის შვილი შემოვლენ თან მოზდევენ მთელი სასახლის მოსამსახურები.-

ორტელი.

(ყვარყვარეს) ჭეშმარიტად ბედნიერი ხარ ყვარყვარე, როგორც იკვეხდი გყავს უმეტეს სათნოებითა სავსე მეუღლე ისწრაფეთ დედოფალო გამოიყვანოთ მწუხარებისაგან.-

ყვარყვარე.

დიახ ხელმწიფევ მე ვძლიე დედოფალსა.- და ძლევა ჩემი არის ჩემთვის უმაღლეც ძლევათა სპარსთა და ნოინთა.-

დედოფალი.

დიახ მე მოგეც მეფური სიტყვა უნდა აღვასრულო სადა რიან მოიყვანეთ აქა.-

გამოსვლა 4.

ბერიკი.

სად მივყევართ დასახოცად მივყევართ მართავ?

დედოფალი.

იყავ მშვიდობით აქ არის შენი მეფე და არა ჯალათნი, მართავ ნუ გიკვირს რომ შენ ასე დიდებულად მოგეგებიან სახლსა შენისა ქმრისასა როგორც ახალსა სარძლოსა; შენ ხარ ისევ მთავრინა, მოგილოცავთ ყვარყვარეს მეუღლე.-

მართა.

როგორ? მართლა მიბრძანებთ? ხომ არ მეხუმრებით? რა დამემართა გული იბრძვის შიშსა და იჭვში.- როგორ დედოფალო შენი წყრომა დამშვიდე? კვალად შეირიგეთ ყვარყვარე.- შენი მრისხვანება მოწყალებათ გარდაექცია და ჩემთვის მოგირთავთ ეს დარბაზი?-

დედოფალი.

ჭეშმარიტათ გეტყვი.-

მართა.

ბაგეთაგან შენთა მესმის სიტყვანი სიყვარულისა და არა მრისხვანებისა ღიმილით მიმოიხედები მშვენიერო დედოფალო თუ მართალნი არიან შენი სიტყვანი დავეცემი ქვჱშე ფერხთა შენთა; შეისმინე დედოფალო ჩემი ვედრება.-

ბერიკი.

არა ნუ სთხოვ თხოვნას არ იგრძნობენ ეგენი.-

დედოფალი.

ადექ გაძლევ მეფურს სიტყვასა აღვასრულო ყოველი რაიცა მთხოვო და ვიყო მარად მფარველი შენი.-

მართა.

ჩემთვის არ გევედრებით გევედრებით ყვარყვარესათვის თქვჱნ მიეცით თავის უფლება, აჩუქო სიცოცხლე, მაშა მიანიჭე თქვჱნი მოწყალებაცა; მოიყვანეთ თავის სამფლობელოში, მიეცით გვირგვინი ისევ მთავრობისა იყოს თქვჱნი მოწყალებისა შარავანდითა გაბრწყინბული, (გაბრწყინებული) ბრძანებელ თვისთა მამულთა და მე ნება მომეცით დავრჩე ჩემს ბრმა მამასთან.-

ბერიკი.

შენ იმისთვის სთხოვე? თვითონ იმან არ გამოგაგდო შენ.-

დედოფალი.

ჭეშმარიტად მრცხვენიან მაგრამ უნდა გითხრათ შენისვე დიდებისათვის შენ შემცდარი ხარ, მართავ ჩუჱნ არ წაგვირთმევია შვილი, არც გაშვება თქვჱნი გვიბრძანებია შენ ტყუილად შეშინდი.-

მართა.

რა ბრძანეთ? რა სთქვით? რად შევშინდი ეს მასხარაობა იყო, მაშ მასხარაობით მომკალით?.. მე უბედური მომიკალით.-

ბერიკი.

როგორ ჩუჱნ გვიმასხარაეს?-

მარიამ.

ერთის სიტყვით აგიხსნით, სულ ეგ იყო მასხარაობა, სანაძლეო, თუმცა ძნელი იყო მაგრამ ჯილდოს მიიღებთ მაღალსა, თქვჱნის გამოცდისათვის, რომელიც ასე მაღალ თვისებით აიტანეთ უნდა დედოფალმა დაგიჩოქოთ.

ბერიკი.

და მაგისთვის მოუკალით გული საბრალო მართასა; ახ! ამპარტავნებავ ბიწიერთა.-

გამოსვლა 5.

იგინივე და ყვარყვარე.

ყვარყვარე.

ნუ გამიწყრები მართავ შემინდევ, დაივიწყე შენი ტანჯვა შემომხედე შენი მშვენიერსა თვალითა დაივიწყე შენი დანაშაული.-

მართა.

(დიდხანს უყურებს შემდგომ ეტყვის) მომატყუეს! შეექცნენ მითხარ მინდა შენგან გავიგონო რომ ეს ჩემი გამოცდა იყო სანაძლეო შესაქცევი.-

ყვარყვარე.

დიახ ტყუილი იყო; დაივიწყე წასული შენ მიიღებ ისევ შენს პატივსა, მე შემინდე შემინდე შენის შეწუხებისათვის.-

მართა.

ხუმრობა იყო მაშ მე? (გულს დაიჭერს ხელში და ტირის) საშინელი ხუმრობა და მე ამდენ მწარე ცრემლად დამიჯდა.-

ყვარყვარე.

შენ სტირი ჩემგან მიიღე ნუგეში, მხოლო ეგ ხუმრობა იყო შენის სახელისათვის იქნები შენის სათნოებისათვის არ აპატიო შენს მეუღლეს.-

დედოფალი და ორტელი.

(ჩამოვლენ ტახტიდგან) მარტო მაგას არა აქვს დანაშაული მეც მაქვს დანაშაული. მთავრინავ მე აღგიარებ ყვარყვარემ აღასრულა რაც მე ვუბრძანე (მაღლის ხმით) ჩუჱნ მივეცით მეფური სიტყვა ჩუჱნ დარბაისლებთან, რომ უკეთუ თქვჱნ მოითმენდით ყოველს ამ გამოცდილებას და აჩუჱნებდი ესე ოდენ სათნოებას, რომელიც აჩუჱნეთ უნდა მოვიდრიკო მუხლი მე დედოფალმა წინაშე სენსა, საბრალოვ დაივიწყე ჩემი დანაშაული (უნდა დაიჩოქოს).-

ყვარყვარე.

დედოფალი იჩოქებს მართავ გიხაროდეს.-

მართა.

(არ უშვებს რომ დედოფალმა დაიჩოქოს) რას შვრებით დედოფალო! რას შვრებით, მე უნდა ვიყო ქვჱშე ფერხთა თქვჱნთა, უარ ვყოფ ყოველსა ჩემსა ძლევასა ძვირად დამიჯდა დედოფალო ეს ძლევა, აქ დადის გველი რომელიც სწამლამს ამ გულსა მე ამ ღარიბს ტანისამოსთან გამყვა სიყვარული და სარწმუნოება მხურვალე და ახლა ყოველივე განქრდა სიყვარული.-

ყვარყვარე.

გევედრები რაც არის საღმრთო ჩემთვის, შენ არადრეს არღა დაღვრი ცვრემლსა შენის სიყვარულით დაიწყების ძგერას ეს გული.-

მართა.

ნუ შესწუხდებით ამ გულში ვეღარ დანერგავ წარსულ ნეტარებათა მხიარულებანი აღარ გაახარებენ- ოხ! ყვარყვარე ჩემო ქვჱყნიერო ბედნიერებავ? სანაძლეოსთვინ როგორ მამკალ, შენ სათამაშოთ როგორ გახადე ეს გული სასირცხოთ გამომიყვენე ქვჱყანაში, და შენ არ გეშინოდა რომ იქნებ დავცემულვიყავ„ ღმერთმა შეგინდოს, როგორც მე შემინდე, ყველა გათავდა ჩუჱნ შორის თუმცა ძნელია სათქმელათ„ გეტყვი„ ცვრემლითა მე შენ მიყვარდი, საშინლად მიყვარდი, მე შენ გაღმერთებდი, რა მიუგე პასუხი ჩემს სიყვარულსა; როგორ? შენ ჩემს სიყვარულზედ ეჭვი შემოიტანე.- არა შენ სრულებით არ გყვარებივარ, მე უგუნური როგორ ვიფიქრე მე, მენახშირის ქალი ტყეში დავიბადე და ტყეშივე უნდა მოვკვდე.-

ყვარყვარე.

როგორ? შენ გაბედე შენ მე დამიტეო? გასწყვიტე ჯაჭვი სამღრთო.-

მართა.

მე არავარ მიზეზი ახ ყვარყვარე! აგრე დედაკაცის გულით არ უნდა გეთამაშნა (მოიწმენდს ცრემლსა) შენ მცირეს ხანს დამანებე შვილი მანამ მოვკვდები, მე მალე მოვკვდები, სიკვდილი დამაქვს, ამ გულში დედოფალო სიტყვა მიბოძეთ წეღან ახლა გევედრებით მე დამიფაროთ.-

ყვარყვარე.

(მოეხვევა) დედოფალო ნუ გაუგონებ.-

დედოფალი.

მთავარო ყვარყვარე მე უნდა განგაშოროთ (გააშორებს).-

მართა.

დასრულდა!

ყვარყვარე.

მე უბედური!

მართა.

მამავ მამეც მე ხელი, მე შენ წაგიყვან ჩუჱნს ღარიბ ქოხში მე იქ თავის უფლათ მექმნება ცრემლი, თუ კიდევ დარჩენილა ამ გულში.-

ბერიკი.

(მიიკრავს გულზე) მოდი ჩემო შვილო! მიეკარ ამ გულსა, ამ გულზედ გაცოცხლდი ეგ არის შენი უკდავების წყარო დაუშრომელი მშობლიური სიყვარულისა.-

მართა.

სად არის ჩემი შვილი.-

შვილი.

(გამოიყვანს ივანე) დედავ?

ყვარყვარე.

შემინდე შვილის სიყვარულისათვის.-

მართა.

(ვეღარ დაიჭერს თავსა და მოეხვეა ყვარყვარეს).

თა.გ. ერისთავი

დასასრული.

2 ყვარყვარე ათაბაგი

▲back to top


ყვარყვარე ათაბაგი

ტრაღედია ხუთ მოქმედებაში.

მოქმედნი პირნი.

დედოფალი რუსუდან. ორტელი შვილი მძევალი საყვარელი რუსუდანისა. ავაგ სპასალარი. შანშე მანდატურთ უხუცესი. სარგის თმოგველი. ყვარყვარე ათაბაგი. მართა ცოლი მისი. ბერიკა ბრმა მენახშირე მამა მართასი. ბიჭი წინამძღომელი ბერიკასი. სიდონია ცოლი ვარამ გაგელისა, მარიამ და ორტელი შვილისა. ელენე და ავაგ სპარსალარისა. ივანე სახლთხუცესი ყვარყვარესი. გლეხნი, მხედარნი, ქალნი და მსახურნი.

სასახლე რუსუდან დედოფლისა ვარძიაში, მდიდრად განათლებული დარბაზი, ისმის ხმა საკრავისა და სიმღერისა, დარბაისელთ სიარული, შუა სცენისა სდგას გახტი სამეფო.

გამოსვლა 1-ლი.

მდიდრად ჩაცმულნი მსახურნი დგანან და გააქვთ ჭიჭა-ჭურჭელნი. სხვათა ხალხთ შორის გამოვლენ, არტელი შვილი, ვარამ სარგის თმოგველი და ყვარყვარე.-

ორტელიშვილი.

დიდად მადლობელია დედოფალი თქვენი ბატონო ვარამ, მშვენივრად დიდებულად აპირობთ დახვედრას ჩვენ დარბაზ ბატონთა.

ვარამ.

მე აღვასრულე სურვილი დედოფლისა, ყველანი შეჯრბენ, თვითონ ყვარყვარეც მოვიდა თავის მაგარის ციხიდგან, და შეექცევა დედოფლის პალატში, დადის შეჭურვილი.

ორტელი.

ეგ იმის ჩვეულება არის, რას დავდევთ რაც უნდა ეცოს, ყოველიფერი შვენის იმას, სასიქადულო ყოველთა, დაჭრილობანი მამულისათვის განამშვენებენ იმის მკერდსა.- სამი წელიწადია არა ყოფილა სასახლეში, დედოფალს იამაიმის ნახვა, მგონია ნათესავია დედოფლისა.-

ვარამ.

დიახ, ნათესავია, და ამისთვის ხანდისხან კადნიერობს ხოლმე...

ორტელი.

რაუყოთ ყოველივე შეენდობა ვაჟკაცსა... მსახურთ უბძანეთ ნუ გამოლევენ სასმელთა, ხმა სიმღერისა ნუ დასცხრება გათენებამდის?

ვარამ.

სურვილი თქვენი აღსრულდება. (ორტელიშვილი და ვარამ აირევიან ხალხში. გამოვლენ ყვარყვარე და სარგის თმოგველი.)

ყვარყვარე.

ერთი მიბძანეთ იცნობთ იმ ქალსა? დედოფალს რომ გვერდს უჯდა ეხლა ვარამ ელაპარაკებოდა, საშინელი ამპარტავანი უნდა იყოს, რა რიგათ დაათრევს კაბის ბოლოს.

სარგის თმოგველი.

ვარამის ცოლია გაგელის მსახურთ უხუცესისა; გურიელის ქალია, და ვითა ასული მთავრისა არის მთავარი ქრმისა.

ყვარყვარე.

ოჰ რა მდაბალი სულისა ყოფილა, უმჯობესია ცოლის კაბის ბოლო დაჰქონდეს ვინემ ბექთრები... ის ქალი ვინღა არის მარგალიტის ნაკერის სარტყლით. ძალიან დაფიქრებული არის.

სარგის თმოგველი.

ის არის ორტელიშვილის მიჯნურის და, გასათხოვარია, შოთას ნათლულია და გაზდილი, მოლექსობას და სიბრძნეს ჰსჩემობს.

ყვარყვარე.

კარგია თუ მოლექსობასთან აქვს ნამდვილი სიყვარულის გრძნობა. და რაც შეეხება სიბრძნეს ქალისათვის მომატებულია, ვგონებ რომ სიბრძნე და ძლიერება არის საკუთრება კაცისა. და თუ ეს ორნი თვისებანი ექმნება დედაკაცს წრეს გასული იქნება? სარგის თმოგველი. აგრე ჰგონებთ!

ყვარყვარე.

გინდა დაგიხატოთ სახე დედაკაცისა, იმ გვარად როგორც მოგვცა ჩვენ შემოქმედმან? წარმოიდგინეთ: მჯდომარე თითისტრითა, თვალნი უნდა ცაში ეჭიროს და ლოცვას წარმოსთქვამდეს, გულზედ ეკრას ყრმა და ჰსწოვდეს ძუძუსა, და იმა რძით იზრდებოდეს სიყვარული მამისა. - თუ ამ სამზღვარს დედაკაცმა გადააბიჯა ყველა მომეტებული იქნება... რა დროა ეხლა ნეტა.

სარგის თმოგველი.

შუა ღამე არის ეხლა.

ყვარყვარე.

მე მომწყინდა ეს თქვენი ნადიმი?..

სარგის თმოგველი.

როგორ ყმაწვილო, მე ეგ მიკვირს, მხიარულება სასახლისა, დედოფლის ბრწყინვალე სხივი არ გაათბობს შენს ჭაბუკურს გულსა.

ყვარყვარე

ბატონო სარგის, ყველა უნდა მოგახსენო, მაგრამ რა მოგახსენო, განა თქვენ ვერ გატყობთ, რომ იძულებით უყურებთ ამ ანბებს.- ჩემს სახლში, ჩემს კეთილ-მეზობლებთან, ჩემს ყმასა და მამულში თვითონ მე ვარ ბედნიერი მეფე! ჩემი დედოფალი არის ჩემი ცოლი, რომელიც ატკბობს ამ შეწუხებულს გულსა.-

სარგის თმოგველი.

და ამისთვის ისწრაფით წახვიდეთ შინა, დაჰსტკბეთ ცოლშვილის ყურებით?..

ყვარყვარე.

იქნება გეგონოს მე შინ ქაჩუობა მიტვარდეს, საკმაოდ დაგიმტკიცეთ, ჩემი კაცობა!-

სარგის თმოგველი.

ვისი აქვს მაგაზედ ეჭვი.

ყვარყვარე.

მაშ თქვენ გგონიათ რომ მე იმისთვის შევირთე ცოლი, უჯდე აკვანთან და ყურს უგდებდე იმის ნანა ნანასა!

სარგის თმოგველი.

საკურველი ხასიათი გაქვს, მაშინვე წამალსავით იფეთქამ!..

ყვარყვარე

არა ბატონო სარგის, მე თქვენზედ არა ვარ გაჯავრებული, ფილასოფოსი კაცი ბძანდები, კარგათ ჰხედავ რა მდგომიარობაში არის საქართველო!.. ღმერთო გუშინ არ იყო, გუშინ საქართველო ამპარტავნებდა ბრწყინვალისა დიდებითა... ხედამ თამარის ქალსა თავის ბიწიერებასთან დაამხობს საქართველოსა!.-

სარგის თმოგველი.

ჩუმათ იყავ ყვარყვარე ღვთის გულისათვის, შენი მეფეა, და ნათესავი.

ყვარყვარე.

მეც მაგისთვის მეწვის გული! ყოვლად შემძლებელო ღმერთო! თავისუფლებამ როგორც შესცვალა რუსუდან? - ოჰ სარგის თუ შენ ის გეცნო როდესაც ჰყვანდა დედა მეფედ და ძმა გიორგი, მაშინ იტყოდით, რომ ყოველფერში უპირატესობდა დედასა და ძმაზედ.- ახლა...

სარგის თმოგველი.

კარგი ახლა ვეღარას მოვეწევით წავიდეთ. (გავლენ) (ისმის ხმა საკრავისა, გამოვა რუსუდან დედოფალი, მოზდევს ორტელიშვილი, მოსდევენ, მარიამ, მელანია, შანშე ვარამ და სხვანი დარბაისელნი, და ქალნი, შიგნით ჰსჩანს სიდონია და ავაგ სპარსალარი. დადგებიან ჯგუფ ჯგუფად... წინ დადგებიან რუსუდან და ორტელიშვილი.

ორტელიშ.

ნუ მტანჯავ რუსუდან, ვითა მზის სხივი დაჰსწვამს მდელოსა, ისე გულს მიწვავს შენი თვალები, ოჰ თუ შენ იცოდე როგორ მიყვარხარ.

რუსუდან.

(სიცილით) ცოტა უკან დადექ, მართლა არ დაიწვა.

შანშე.

(ელაპარაკება ელენეს) ერთი ჰსწორეთ მითხარ, გაფიცებ მაგ შავ თვალებს, მართლა გძულვარ?..

ელენე.

არა.

შანშე.

მაშ გიყვარვარ.

ელენე.

არა...

შანშე.

საკურველია ორჯელვე არა, მაშ გეტყობათ სიყვარული არ ანთებულა თქვენ გულში!

ელენე.

როგორ არა!

შანშე.

მაშ სიტყვით ჰსთქვით, ნუ მორცხობთ, გიყვარვარ თუ არა!

ელენე.

რატომ!

შანშე.

(იქით.) რა გამბედავი შეიქნენ ჩვენი ქალები. (რუსუდან აქამდის ელაპარაკებოდა ორტელიშვილს ჩუმად.)

რუსუდან.

თქვენ მართალს ანბობთ.- ხშირად ზმანებას მოაქვს სხვა და სხვა მშვენიერნი სახენი; მაგრამ დილის ნიავი განსდევნის მათ, როგორც სიზმარი არის ოცნება, ეგრეთვე სიყვარული არის დაუდგრომელი.

ორტელიშვილი.

ცოცხალს სუდარას მაცმევ, რადგან სიყვარული არა გწამთ! (ისინი ლაპარაკობენ გამოვლენ სიდონია და ვარამ.

სიდონია.

ნუ ცდილობ მომატყუო, ჰსწორეთ მითხარ რას ელაპარაკებოდი იმ ქალსა.

ვარამ.

ღმერთო დამიფარე.

სიდონია.

კარგი გასტყდი.

ვარამ.

მე დასაფიცარი არა მაქვსრა, ელენე ხომ იცი მოლექსობას ჰსჩემობს, რაღაც დაუწერია მეუბნებოდა უნდა წაგაკითხოო.

სიდონია.

გგონია მაგისთანა სიცრუე დაგიჯერო, დამაცა ერთი მივიდე შინა მე გადაგიხდი.

შანშე.

(მიმა ვარამთან) რა დაგმართვია ვარამ თითქო გაცივებს.

ვარამ.

არა ისე ღვინისგან თითქო თავბრუ მეხვევა.

რუსუდან.

(ორტელიშვილს) ნუღარ მეტყვი შენ სიტყვებში არის საწამლავი და სიკვდილი მე არ მინდა ყური გიგდო.- დავიღალე მინდა დავისვენო.

ორტელიშვილი.

აი ტახტი მზათ არის მობძანდით დედოფალო. (დაიდებს გულზედ).

დედოფალი.

სად არის.-

ორტელიშვილი.

(გულზედ.) აი აქა.

დედოფალი.

არა ჯერ ჰსწორე ტაზტზე ჰსჯობია! (ავა ტახტზედ დაჯდება) თქვენ აქ დარჩით, გთხოვთ თქვენც დარბაისელნო, ქალებო მობძანდით დავისვენოთ და გავატათოთ(გავატაროთ) დრო მუსაიფობით, ხედავ ყვარყვარე როგორ პირქუშად დადის, გაჯავრებული ელაპარაკება თმოგველსა.-

სიდონია.

საშინლად ამპარტავნობს, რაც იმან ერთხელ გაიმარჯვა ოსმალებზედ, ხედავთ დედოფალო რაც ცოლი შეირთო არა კადრულობს ყურებას.-

დედოფალი.

როგორ ყვარყვარემ ცოლი შეირთო?

ორტელიშვილი.

რას ბძანებთ მართლა, მაგ ამპარტავანმა მუმბერაზმა, რომელიც თავის თავის შესაფერ საცოლეს ვერა ჰპოვებდა სასახლეშია და ბატონისშვილებში!..

სიდონია.

დიახ ჰსწორეთ.

დედოფალი.

როგორ მე არ შემატყობინა? ვისი ქალია მაგის ცოლი.

სიდონია.

ჯერ ეგ არ ვიცი.

დედოფალი.

აქ მოდის მოდი ვკითხოთ.-

სიდონია.

მე ვკითხამ იმას.

გამოსვლა 3.

იგინივე ყვარყვარე და სარგის თმოგველი.

ყვარყვარე.

ჭაშმარიტად, ღვინო ასე არსად მომკიდებია. - ბატონოსარგის ხედავ ამ სასახლის პანპულაებს, ქალებს შეხედე რა რიგათ გაბღინძულან, თითქო გამაძღარი ბატები საკენკს შემდგომად ისე აუღიათ თავები.- არა წავიდეთ ჩემს ტყეში, მე აქაური ჰაერი დამახრჩობს.

სარგის თმოგველი.

ეხლა ასე ღამეში სად უნდა წავიდე.

დედოფალი.

ათაბაგო ყვარყვარე.

ყვარყვარე.

ვიღაც მიძახის!

სარგის თმოგველი.

დედოფალი გიბძანებს.

ყვარყვარე.

(მივა და დაუკრამს თავსა მძიმეთ) რას მიბძანებთ დედოფალო!

დედოფალი.

მიბძანეთ ჰსწორეთ ბატონო ათაბაგო! ვინ იქმნა მძლეველი უძლეველის გულისა.

ყვარყვარე.

არ მესმის დედოფალო!

დედოფალი.

თქვენ ცოლი შეგირთავთ?

ყვარყვარე.

ვინ მოგახსენათ.

დედოფალი.

როგორ მაშ სიცრუეა?

ყვარყვარე.

არა, დიახ შევირთე ცოლი - რა საკვირველია? იქნება გგონიათ მე მცხვენიან თუ.- სულ არა დედოფალო! ჩემს ცოლსა ჰქვიან მართა! მშვიდი, მორჩილი, ნარნარი, ღვთის-მოყვარე, წყნარი, და გონიერი: მე ბევრი ქალი მინახავს, მაგრამ მგზავსი არსად.- იმისი მამა მენახშირე არის; მაგრამ რას დავსდევ, თუ ერთი წვეთი სისხლიც არ არის იმაში აზნაურობისა...

მარიამ.

საშინელია!

შანშე.

გლეხის ქალი!

სიდონია.

გულს მეყრება, აგრე გვარის შეურაცხება.

დედოფალი.

(შანშეს) თქვენ ათაბაგისგან მიიღეთ მაგალითი და ნუ ხართ მტერი მდედრთა.

შანშე.

ქორწინება ხუმრობა არ არის!- არა ბატონო ელენე!

ელენე.

დიახ!

შანშე.

იჭვი არ უნდა თქვენ მენახშირეს არ შეირთავთ.

ელენე.

ახ! არა.

ყვარყვარე.

(სარგის თმოგველს) რას ჩურჩულობენ, ღმერთსა ვფიცამ, იქნება მე დამცინიან.

სარგის თმოგველი.

შენგან არ მიკვირს, ხომ კარგათ იცნობ ქალებსა, თავცარიელნი როხვენ, შეექცევიან, დეე იცინონ შენ რას დასდევ!

დედოფალი.

რადგან თქვენ გინდათ კარგი ვეცდები... ბატონო ათაბაგო! თქვენ ძალიან გვაწყინეთ ჩვენ რომ არ შეგვატყობინეთ თქვენი ქორწინება; და არ გაგვაცანით თქვენი მეუღლე; ეს მაინცა ჰქენით გვიანბეთ სად იპოვწთ ისეთი საუნჯე.-

ყვარყვარე.

რადგან ისურვებთ დედოფალო გიამბობთ ყველას; მე არ შემრცხვება ამ სამის წლის წინათ ჩემნი ყმანი მეხვეწებოდნენ ცოლი შემერთო; ამისთვის რომ ჩემი გვარი არ ამოწყვეტილიყო, დიდხანს ვეძებდი და ვერ შევხვდი ჩემს ბედსა; არავინ მომეწონა.-

მარიამ.

(იქით) რა საშინელი უხდელია.

ელენე.

ამპარტავანი.-

დედოფალი.

ჩვენ მაგიერს გადუხდით (ორტელიშვილს რომელიც აპირებსწასვლას) აქ დარჩით. - მერე ვარყვარე ბრძანეთ.-

ყვარყვარე.

ერთხელ ვიყავ მოწყენილი და წაველ ტყეში.- მხლებელთ მოვშორდი და ვეძებდი მეპოვა რამე გულის გასართობლად.- უეცრად მივადეგ ერთ წყაროს; ცხენი შედგა; შევხედე და რა დავინახე დედოფალო? ჩემს წინა სდგას ქალი, ის იყო უმშვენიერეს მაისის დილისა და არ იცოდა უმანკომ მშვენიერება თვისი; ეხლა ის ქალი ჩემი მეუღლე გახლავთ... წყაროსთან იდგა დაფიქრებული.-

დედოფალი.

(აქეთ ხალხს ნელის ხმით) იჭვი არ არის უთუოდ იბანდა მჭვარტლიან პირსა და გულსა.

ყვარყვარე.

(სარგის თმოგველს) მითხარ ესენი ასე რას ჩურჩულობენ? - და ბრუნდეთ იყურებიან უთუოდ მე დამცინიან.-

სარგის თმოგველი.

შენ ყოველთვის ცუდ მხარესა სთარგმნი ამათ მხიარულებას დაანებე თავი დაეხსენ შეექცნენ.-

დედოფალი.

(მოდარბაზეთ) დასცხერით კმარა, მიხვდება თქვენს სიცილსა, მოიცა პატარა კიდევ შეგვაქციოს... მერე ყვარყვარე ბრძანეთ.-

ყვარყვარე.

მე თქვენ მოგახსენებთ.- ის იდგა წყაროსთან ავსებდა კოკას მდიდარნი და ხშირნი თმანი ღადოდ გარდმოჰფენოდა მხრებზედ აჩრდილებდნენ გულსა მისსა; მხარზედ აჯდა მტრედი, გრძელი ტანისამოსი თითქმის ფეხებამდის ჰფარავდა შურით მშვენიერსა სითეთრესა მისსა მე ვსთქვი: ეს ქალი უნდა იყოს მშვიდი და მორცხვი; უეცრად ქარმა მოჰბერა და ააღელვა წყარო, სახე იმ ქალისა ეტყობა გამოსჩნდა მახინჯურად წყლისა სარკესა იმან დაიწყო სიცილი უხაროდა და სტკბებოდა გულითა; მე ვსთქვი ეს ქალი არის უმანკო და მარტივი.-

შანშე.

საბრალო ქალი.-

ყვარყვარე.

მოისმა საღამოს ზარი, და უეცრად ეს ქალი დასწყნარდა; თმანი გარდაიყარა უკან მშვენიერისა პირისაგან და თვალნი მიაქცია აღმოსავლეთისაკენ და ნაზითა ტუჩებითა დაიწყო ლოცვა; ღვთის მოყვარეცა ყოფილა ვსთქვი მე; დაასრულა ლოცვა, ნაზითა ბაგითა დაუწყო კოცნა მტრედსა და მიიკრა გულში; ვნახოთ ქოხიდგან დაუძახეს მართავ? მაშინვე წამოხტა და სირბილით წავიდა თავის ქოხში; უკან გამოუდგა იმისი ფრთიანი მეგობარი და მიეფარნენ ჩემგან.- მორჩილებაცა ჰქონია ვიფიქრე მე და წამოველ შინა.-

დედოფალი.

ჭეშმარიტად ყვარყვარე უცხოთ გვიანბობ ლამის ყველამ მონაწილეობა მივიღოთ ამ ქალზედ და ცხადად წარმოგვიდგენ არა მიმხედი მჭვარტლიან პირისა ლამაზი ყოფილა და უცხოდ ჰსცოდნია პანჭყალი, როგორც იხვს წუმპეში.-

მარიამ.

ჰხედავთ რა რიგათ გაცოფდა დედოფალო! ალ მული ასდის პირზედ.-

დედოფალი.

დეე! აგრე ურჩევნია.-

ყვარყვარე.

(სარგის თმოგველს) ოჰ თუ არ იყოს დედაკაცი...-

სარგის თმოგველი.

კარგი შენს გულს ნუ აჰყვები.-

დედოფალი.

მერე ბატონო ათაბაგო დაასრულე თქვენი ამბავი.

ყვარყვარე.

(იქით) მოვა დრო როცა მე თქვენ დაგცინებთ.- (დედოფალს) დილით შევყარე ჩემნი ყმანი და დართულ დაკაზმულნი როგორც მეკადრებოდა ცხენებით დაფ-ნაღარით და მივედით სადაც ის მშვენიერი ქალი იდგა; მიველ ღარიბ სახლში: ქალი იჯდა თავის დედმამასთან; ბრმა იმის მამა ვარდებ გაშლილს ღვაწზედ ჰკოცნიდა; დედა თამაშობდა იმის თმებითა და ის ეხვეოდა ჰკოცნიდა დედ მამასა; მე გავბედე წავდექ წინა და უთხარ; შეგიძლიან მართავ მე შემიყვარო რომ შეგირთო? ქალმა შემომხედა გონიერის თვალებით და თითქო უნდა შეეტყო სიმართლე ჩემის სიტყვისა, გაწითლდა და თავი ჩაღუნა; მე კიდევ ვკითხე შეგიძლიან მართავ დაუტევო დედ მამა ქმრისათვის? მეე? მითხრა იმან რატომ; შეგიძლიან მართავ იყო მორჩილი შეიყვარომდა პატივი სცე ქმარსა, მართამ მიპასიხა, დიახ შემიძლიან. მაშინ მე ვაკოცე, მშვენიერს საცოლესა ჩემსა; მოხუცთ დედ მამათ მაშინვე დაგვლოცეს, მე გამოვიყვანე ქოხიდგან წარუდგინე ჩემთ ყმათა; აი ძმანო ჩემი ცოლი; აი თქვენი მთავრინა; ღმერთმა გაკურთხოთ დაიყვირეს ხალხმა; წავედით და იმავე დღესვე დამწერა ჯვარი სახლისა ჩემისა მღვდელმა.- აი დედოფალო ასე იყო ჩემი ქორწილის ამბავი.-

დედოფალი.

მოგვილოცავს გულითა ყვარყვარე და ვისურვებთ რომ თქვენი მართა იყოს ეგრეთვე აღნთებული თქვენდამი სიყვარულითა, როგორც ფიჩხის კონა თონეში-

სიდონია.

სხვა რაღა უნდა; იმ ქალს მიუტანია თქვენთან სიყვარულიანი გული დამწვარი როგორც ნახშირი.-

ელენე.

იცით ბატონო. ყვარყვარე! რას გირჩევთ! თქვენს ბეჭედში ეს ლექსი დაურთეთ.-

მე ვარ მთავარი ახალციხისა.

ცოლად მყავს ქალი მენახშირისა.

ყვარყვარე.

(გაჯავრებულს უნდა წასვლა დედოფალი მიატანს)

დედოფალი.

(ჩამოვა და მიდის) მოითმინეთ ყვარყვარე შინ რომ წახვიდეთ თავი დაუკარი დედოფლის მაგიერ მენახშირის ქალსა!(გავა)

ყვარყვარე.

უმალესს საწამლავს მიუტან, ხანჯალსა. ვინემ დედოფლის თავის დაკვრას.

სარგის თმოგველი.

შენ გადირიე.

ორტელიშვილი.

თავხედო, შენ ღირსი ხარ სიკვდილისა!

ყვარყვარე.

ვინა? მეე? ვისგან შენგან? აი მზათა ვარ! (გაისმენ ხლმებს ხელსა ქალები წივიან სხვანი დარბაისელნი იჭერენ, შემოვა ავაგ სპარსალარი!)

ავაგ.

რა ანბავია, არ იცით სადა ხართ... ჩააგეთ ხლმები.. ეს რას ნიშნავს დარბაისელნო.

ორტელიშვილი.

სპარსალარნო, ათაბაგმა დაივიწყა რომ არის თავის მეფის სასახლეში, ჰაგბედა შეურაც-ყოფა დედოფლისა სასახლისა.

ავაგ.

ეგ არ შეიძლება.

სიდონია.

დიახ სპარსალარო! ჩვენი უბრალო მხიარულობა და მასხარაობა ეწყინა და სიტყვით შეურაც-ჰყო დედოფალი.

ავაგ.

თქვენ რას იტყვით ამაზედ ათაბაგო!

ყვარყვარე.

დიახ მართალია, ეს ქალები დამცინოდნენ, დედოფალმა ჩემს ცოლს აგინა, და ამისთვის მეც ვერ მოვითმინე და მიუგე პასუხი.

დედოფალი.

(გამოვა და ყვარყვარეს ეუბნება) შენ შეურაც-ჰყავ სახლი ჩემი? სახლი შენის მეფისა?

ყვარყვარე.

რისთვის შეურაც-ჰყავით ჩემი ცოლი? რისთვის დასცინეთ ამ თავსა, და ერთგულსა ტახტისა შენისასა, რისთვის დასწვით ეს მკერდი, მრავალჯერ დაკუწვილი, და სისხ დათხეული მამულისათვის!- ჩემი ცოლი თუმცა არის ქალი მენახშირისა, მაგრამ არის ერთგული ჩემი, არის კეთილზნიანი, სავსე სიყვარულითა, სავსე ყოვლისა კეთილსათნოებითა, და გარწმუნებთ დედოფალო არის უმაღლესი მაღალთა შთამომავალთ ქალთა ზედა,-

ქალები.

ხედავთ პირშიაც გვძრახავს ჩვენ, თითონ დედოფალსაც.

სარგის თმოგველი.

ნუ გადირიე.

ყვარყვარე.

რად მიწყრები დედოფალო! ნუ მიყურებთ მრისხანის თვალითა, ჭეშმარიტებას არა აქვს შიში.- და გეფიცებით ჭეშმარიტებასა; თუ ამ სოფელში არის ფასი მაღალ სათნოიანის დედაკაცისა, მაშინ ჩემი ცოლი იქნებოდა ღირსი გვირგვინისა.-

ყველანი.

ახალი შეურაცხება!

ავაგ.

თავხედო! კმარა, მოდი დაემხე წინაშე დედოფლისა, და მოსთხოვე შენდობა.

ყვარყვარე.

შენდობა? რათა, მე მართალი ვარ.

ავაგ.

შენ მოსთხოვ შენდობას...

ყვარყვარე.

ძალად? მალე ცა დამატყდება თავზედ!

დედოფალი.

(აქამდის ფიქრობდა) მოითმინეთ სპარსალარო, რადგან მე ვარ მიზეზი ამ გვარის შფოთისა, მევე უნდა გადავსწყვიტო, არა ყვარყვარე თქვენ ბოდიშს ნუ მოიხდით, მე დავიჩოქებ გლეხის გოგოს წინა.

ყვარყვარე.

რას ბძანებ დედოფალო.

ყველანი.

ეგ არ შეიძლება.

სიდონია.

რას ბძანებთ დედოფალო.

ორტელიშვილი.

დედოფალო თქვენ ხუმრობთ!

დედოფალი.

ჯერ მათქმევინეთ რაზედ არის საქმე, მე დავიჩოქებ თქვენის ცოლის წინა თუ დაამტკიცებთ თქვენ გამოცდითა, რომ მართა არის კეთილ-სანდომიანი და სავსე თქვენის სიყვარულითა და არის ერთგული, თუ თქვენ დაამტკიცებთ ჭეშმარიტად მე მუხლ მოყრილი თავს დაუკრავ!

ყვარყვარე.

ინებეთ მე ეხლავ საქმით დაგიმტკიცებთ.

ავაგვ.

ტყუილად კისრულობ მაგ პირობას ყვარყვარე, ჰსჯობს ეხლავ მოსთხოვო ბოდიში დედოფალსა.-

დედოფალი.

ამას გეტყვით. პირობა რომლითაც გამოიცდება შენი ცოლი არ იქნება ადვილი, ეხლა არ შემიძლიან მითხრათ, გთხოვთ მობძანდეთ პატარას ხანს უკან ჩემს სენაკში, და თქვენცა დარბაისელნო იყავით მოწამენი ჩვენ სანაძლეოზედ და თქვენ შანშე და ვარამ გაჰყევით ყვარყვარეს და გქონდეთ ყურადღება ანგელოზს ქვეყნად ჩამოფრენილს მაგის ცოლზედ; მაგრამ კიდევ გეტყვით ათაბაგო ძნელი გამოცდა იქნება მართასათვის და იქნება ვერ აიტანოს.

ავაგ.

კარგი დაიმშვიდე ეგ ამაყი სული ყვარყვარე, ჰსთხოვე შენდობა დედოფალს, ნუ მიიყვან შენს მეუღლეს, განწირულებადმდე. შენთვის ერთგულს გულს ნუ განჰგმერ.

ყვარყვარე.

მე ვერავინ შემაშინებს, ყოველი თქვენი გამოცდა, მე თავს ვსდებ ჩემი მეუღლის მაგიერ, მართა სიცოცხლეს არ დაზოგავს ჩემთვის, მე ამაზედ დარწმუნებული ვარ, თავის საყვარელი სასტიკის შემთხვევით დამარწმუნა, იმისმა ბრმა ბებერმა მამამ სიტყვით მაწყინა, გავაგდე სასახლიდგან, მართა ტიროდა და იყო ჩუმათ.- გნებავთ უმეტესი შეიტყოთ, ერთი წელიწადი არ არის რაც მე გავხდი ავათ ძველის დაჭრილობითა და თითქმის საეჭო იყო ჩემი სიცოცხლე, ამ დროსვე მართას მოხუცებული დედა გაუხდა ავათ კვდებოდა, ქალი დაიბარა უნდა დაელოცნა სიკვდილის ჟამსა, მაგრამ მე მხედავდა მომაკვდავსა ერთი ბიჯი არ გადასდგა ჩემის საწოლიდგან, ვინემ ქმარი არ მოურჩა, დედა მოუკვდა ვერა ნახა, ვერ დეელოცვინა ჩემის გულისათვის, და მე კიდევ ეჭვი უნდა მქონდეს ჩემ მართაზედ, რაც უნდა დიდი გამოცდა იყოს, ყველას აიტანს დიდ სულოვნება ჩემი მართასი, მე წინათვე ვამპარტავნებ რომ მოვიგებ სანაძლეოს.-

ავაგ.

ჯერ ნუ იკვეხი.

სარგის თმოგველი.

საქმით ხომ გიჩვენა, ბრმა მორჩილება ერთგულება და ნარნარი სიყვარული, რათ გინდა კიდევ დასტანჯო, ახლის განასაცდელებით, ათაბაგო ყველასა აქვს ზომა, თვითონ მოქნილი შვილდიც გატყდება თუ მაგრა მოჰსწევ.-

დედოფალი.

გადაწყდა, თუმცა ვსწუხვარ, მე მიზეზი მექნება ვნახო თქვენი სახლი და სამფლობელო, არ მინდოდა ცრემლი მენახა თქვენ სახლში.- აბა ახლა წამობძანდით დავსდოთ პირობა. (ქალებს) ამ გიჟ ხარს შევაბამთ უღელში.- (იცინის და მიდიან).-

მოქმედება 2.

(ღამე ფისოსი ანთია, რომელიც ანათებს დარბაზსა, ერთ მხარეს დიდი კარები და მეორე მხარეს პატარა.-

მართა.

ნეტა რა არის მიზეზი იმის დაგვიანებისა, რა საშინელი ბნელი ღამე არის, ასე რათ დაიგვიანებდა? ხომ არა შეემთხვარა? ფეხის ხმა ისმის, ეს ის არის უთუოთ. (დიდი კარები გეეღება და ივანე შემოვა).

მართა.

ივანე დიდიხანია შენ გელი!

ივანე.

ასეთი ბნელი ღამე იყო, რომ ძლივ გზა გავიგნე, საშინელი ავდარი უნდა მოვიდეს ამაღამ.-

მართა.

რა მომიტანე ანბავი, ნახე საწყალი ბრმა მამჩემი?

ივანე.

დიახ ვნახე მე ისა, ჩრდილ ქვეშ იჯდა, გვერდით უჯდა პატარა ბიჭი წინა მძღვარი.

მართა.

შენ იმას ელაპარაკე? ვერ დაამშვიდე იმის მრისხანება ჩემზედა?

ივანე.

იმისი მოუდრეკელი ხასიათი მოგეხსენებათ; მე ჯერ ალერსიანათ მომექცა, მე მიალერსებდა; მაგრამ როცა მე თქვენ თავს მოვაგონებდი, შუბლი შეეჭმუხვნებოდა, მერე მწარის ღიმილით მითხრა მე: ასე უთხარ მე ყვარყვარემ თავის სახლიდგან გამამაგდოო და მე იმდენი ამპარტავნება მაქვსთქო, რომ იმის დერეფანს აღარ შეაბიჯებს ბრმა მოხუცი მამაშენითქო, აღარ მოვეხვევი უმადლოს ჩემს ქალსათქო.

მართა.

მაშ მაგას მე მაბრალებ, რომ გავაგდე! მართალია ჩემ ქმართან გაჯავრებულ დროსა რაღაც წამოჰსცდა; ჩემ ქმარს ის ეწყინა; იმასაც წამოსცდა ერთი სიტყვა. გადი ჩემი სახლიდგანაო, დიდიხანია ნანულობს.

ივანე.

ეგენი ყველა ვუთხარ და შევაგონე, მაგრამ თავის ნება ხასიათი აქვს, არ გაიგონა და ასე დამყარებული არის თავის გონებაში ვითომ იმის გულისათვისაც არა ნახეთ თქვენი დედა მომაკვდავი.-

მართა.

ოჰ! რა რიგათ არის შემცდარი; ღმერთი არის მოწამე მე მხოლოდ სიყვარულისათვის გავცვალე ქოხი სახლზედ; სიყვარული არის უძვირფასესი ჩემთვის ოქროსა და პატივზედ; და მე სიყვარული ვიპოვე ყვარყვარეს გულში და იმის სიყვარულის მიზეზით მოვაკლდი უკანასკნელს მომაკვდავს დედი ჩემის დალოცვას.-

ივანე.

თქვენი სინდისი არის წმინდა; იყავით თქვენ დამშვიდებული, მამა თქვენი ოდესმე შეგიბრალებთ მე ეს შევიტყე მალმალ მკითხავდა თქვენს შვილზედ.-

მართა.

როგორ! იმან ჩემი შვილი იკითხა?

ივანე.

დიახ მე მაგის იმედი მაქვს რომ შეგიბრალებთ.

მართა.

მადლობ ნუგეში მეცი იმედია წადი დაისვენე დაღალული იქნებით.

ივანე

ღმერთმა გაკურთხოს, ღამე მშვიდობისა.- (გავა). (მართა მარტო.)

მართა.

დედა მამიკვდა სიკვდილის ჟამს ვერა ვნახე; ოხ! დედავ! თუ ზეცით მხედავ შენ განსვენებულო ჩემო ანგელოზო; შემინდე რომ შენი მომაკვდავი თვალები მე ვერ დავხუჭე, ვერ გავიგონე შენმა ქალმა უკანასკნელი აღმოსუნთქვა (მოიწმენდს ცრემლმა) ოჰ რა საშინლად მოიღრუბლა, კარგა ღამე გავიდა, დრო არის ძილისა: მშვიდობით ყვარყვარე, ნეტა ეხლა შენ მე მიგონებ? როგორ არა, მე შენ მიგონებ, მე დარწმუნებული ვარ; ვნახო ჩემი შვილი (რო უნდა შევლოს პატარა კარებში ამ დროს შემოვა ყვარყვარე შემოჰყვება ვარამ და შანშე).-

გამოსვლა 2.

მართა ყვარყვარე შანშე და ვარამ.

ყვარყვარე.

მართავ!

მართა.

(მოირბენს) ბარონო! შენ მობრძანდი? შენ გხედავ ბატონო?

ყვარყვარე.

ხომ კარგათა ხარ!

მართა.

კიდევ მოხველ ბატონო ჩემო! ერთი კვირა მოგშორდი ნეტა მიგონებდი თუ არა, სასახლეში რაღათ მოგაგონდებოდი იმთენ მშვენიერ ქალებში; არა, მე შენ აღარ გაგიშვებ სასახლეში.- მაკოცე ბატონო! რა რიგათ დამწვარხარ გზაზედ. ოჰ! რა ბედნიერებაა, როცა გხედავ ჩემს მეუღლესა, ჩემს ბატონსა, ჩემს ხელმწიფესა.-

ყვარყვარე.

მართავ მოიხედე...

მართა.

ოხ! ჩემო სიცოცხლევ რამდენი დაჰკარგე აქ არ ყოფნით. ჩემა ტიტიკომ ხელ დაუჭერელი გაიარა ეს დარბაზი სულ შემოიცუცუნა, არც ერთხელ არ წაქცეულა.- იმისმა ბებერმა ლალამ ივანემ სიხარულით იტირა; ოჰ! ბატონო უშენოდ რა უგემურად ვიყავ მიწვენილი ათასი ფიქრები მოდიოდნენ ამ სულელ თავში; ოჰ, აბა ვნახავ შენ შვილს რა მოუტანე; როგორ, არაფერი? რა დაუდევნელი ხარ ბატონო!

ყვარყვარე.

კარგი მოიხედე ჩვენთან სტუმრები არიან ჩემი მეგობარნი მიესალმე.-

მართა.

(გაწითლდება და მიესალმება) შემინდეთ ბატონებო ამის მეტი ვერავინ დავინახე.-

ვარამ.

მთავრინავ ჩვენის მოსვლით ნუ მოიწყენთ მხიარულს შეყრას თქვენის მეუღლისას.-

ყვარყვარე.

(ვარამს) კარგი ძმაო დაუტევე სასახლის ზდილობა მე დაგარწმუნებ; უმაგისოთაც კარგის გულით გიმასპინძლებთ; არა მართავ!

მართა.

უეჭველად! ხომ არ გნებავთ ამ ოთახში მობძანდეთ.-

ვარამ.

არა ჩვენ აქ არა გვიჭირსრა.-

მართა.

აქ ჩემი შვილი წევს მეშინიან ხმისაგან არ გაიღვიძოს; არ გინდა აკოცო ბატონო!

ყვარყვარე.

მოვესწრობით; ჩვენ ცოტა დაღალულები ვართ უბრძანე ვახშამი ცოტა ადრე იყოს.-

მართა.

ეხლავ მოგართმევენ გთხოვთ არ გააღვიძოთ.(გავა)

გამოსვლა 3.

ყვარყვარე შანშე და ვარამ.

ყვარყვარე.

(დაჯდება) როგორ მოგწონთ ბატონებო მენახშირის ქალი.-

ვარამ.

მარტივ სულობა გამოხატული აქვს თავის სახეზედ.-

შანშე.

მხიარულება, მორცხობა, მარტიობა, გარეგანთა მშვენიერებათა თანა არიან შეზავებულნი მასში.-

ყვარყვარე.

მაშ არ დავიკვეხე განა დედოფალთან; ჩემი ცოლი ღირსია ქებისა, რომელსაც მე იმაზედ ვამობდი, ძლევა მე დამრჩება თქვენ ნახავთ.-

ვარამ.

თავის შვილი ძალიან უყვარს არ დაგვანებებს.-

ყვარყვარე.

(წამოვარდება) არ დამანებებს შვილსა? მე ხელს მოვიჭრი, როგორ მეწინაღმდეგება მართა; ძლევა ჩემია დარბაზ-ბატონებო, დედოფალს დავაჩოქებ მართას წინა.-

შანშე.

მაგ ნარნარს უმანკო ცოლსა, რომელმაც დაივიწყა მშობელნი შენი გულისათვის გინდა მისცეთ საწამებელად? ხანჯლით გაუზომოთ გული? რომელიც ჰსძგერს და ცოცხლობს მხოლოდ შენთვის; თვალთაგან უნდა ადინოთ ცრემლის ნაკადი, თვალთაგან? რომელნიც შენ გხედვენ მარტოკას მთელს ქვეყანაში.- მოდი გონებაზედ ყვარყვარე! ნუ გაჯიუტდები თქვენ სიტყვაზედ.-

ყვარყვარე.

როგორ? მე უკეთ ვსთქვა ჩემი სიტყვა? რომელიც ვითა შხამი გველისა, გაერთხო ძარღვებში და აღმინთო სისხლი; მე გარწმუნებთ ეხლავე თავის ნებით დაგვანებებს და მართას წინ დაიჩოქებს დეოფალი.-

შანშე.

ხვალამდის მაინც დავშალოთ ეგ საქმე, ამაღამ მაინც ნუ გაუკრთობთ ძილსა, ნუ მოუწამლამთ; თქვენის ნახვის მხიარულებასა დღეს უღმრთოობაა, რომ გამოუცხადოთ ეს საშინელი მისთვის ანბავი.-

ყვარყვარე.

მერე რა უშავს, თუ მე ცოტას შევაწუხებ იმას, დაიძინებ ცრემლითა გაეღვიძება ღიმილით, თქვენ ხომ იცით დიდ მარხვაში ვითარ მოღვაწეობაში ვარ ხოლმე მშიერ უსმელი; ჩვენ ცოლ ქმარნი ვართ ერთ ხორც და ერთ სისხლ ჩემ თავს რომ ვიწამებ, ვაწამებ ცოლსაცა, მაშ მხოლოდ მე ამას გეტყვით წაიყვანეთ ჩემი შვილი ამ ახლო სოფელში, მიეცით იქ ჩემს ძიძას იმან შეინახოს და ნუ აჩვენებს დედას. აი თითონ მართაცა.-

ვარამ.

კიდევ გთხოვ გევედრები დაეხსენ.-

ყვარყვარე.

რაც გითხარ არ შეიძლება უნდა აღსრულდეს.

გამოსვლა 4.

იგინივე და მართა.

მართა.

აი მზათ არის ვახშამი ინებეთ; რა საშინელი ბნელი ღამეა. წვიმა და ქუხილია.- (შეხედავს ქმარსა) თქვენ რატომ აგრე ბძანდებით მოწყენილი; თქვენებურად არა მხიარულებთ, ოხრავთ თავი დაგიხრიათ, აგრე მე არსად მინახევხართ მოსული; რა არის და რა დაგმართვიათ.-

ყვარყვარე.

დაღალული ვარ სხვა არაფერი.-

მართა.

არა მე ვერ მომატყუებთ; კვლავ აგრე არა ყოფილხართ რა დაგმართვიათ.-

ყვარყვარე.

ხვალ ყველას შეიტყობ.

მართა.

არა ეხლავ მითხარ ეხლავ; მე ვერ დავიძინებ მრთელს ღამესა.

ყვარყვარე.

მაშ შეიტყე, დედოფალი გამიწყრა რომ ჩემი მემკვიდრე შვილი, იქნება შვილი მენახშირისა და აი ამათ უნდა მივცეთ შვილი დედოფლის ბრძანებითა, თუ არა თავს გამაგდებინებენ.-

მართა.

(დაჩუმდება და იცინის მხიარულად) თქვენ ხუმრობთ ყვარყვარე, დამცინი მაშინებ ისე.- აბა შემომხედე ემანდა ვერ მიმართავთ თვალსა, ტუჩებს იკვნეტავ, ღიმილსა ჰფარავ; არა შენი ჭირიმე სხვა რიგათ მეხუმრე მაგ გვარი სიტყვები მაშინებს ვერ გავიგონებ.-

ყვარყვარე.

აი დედოფალმა ესენი გამოგზავნა მაგ საქმისათვის.-

მართა.

დარბაზის სულნო მართლა. ეს არ შეიძლება, თქვენ გინდათ მომტაცოთ შვილი, ქრისტეს გულისათვის ნუ მეხუმრებით მე ვერ ავიტან მაგ გვარ ხუმრობასა.-

ყვარყვარე.

ამას არა ჰსჯერა ბატონებო თქვენ უბრძანეთ რაც დედოფალმა გიბრძანათ.-

ვარამ.

ათაბაგი მართალს ბრძანებს.

მართა.

მაშ თქვენ არა ხუმრობთ შვილს მართმევს დედოფალი?.-

შანშე.

დიახ დედოფალმა გამოგვგზავნა წაგართვათ შვილი.

ვარამ.

დედოფლის ნება არის უნდა დამორჩილდეთ და მოგვცეთ შვილი.-

მართა.

ყვარყვარე და შენ ეგ იყაბულე? შენ მოინდომე? იფიქრე მისცე შენი შვილი? აღარ გინდა შენ იმის ყურებით სტკბებოდე? ვეღარ აკოცო ლამაზ თვალებში? ვერ გაიგონო შენი სახელი? შენი პირმშო შვილი; არა არ დავიჯერებ! შენ მომეტებულად გიყვარს; შენ არ ახარებდი ყველას, შენ არ აჩვენებდი იმას ყველას; არა არ შეიძლება, ვის შეუძლიან მოსტაცოს ლომს თავისი ლეკვი; არა ყვარყვარე არ დაანებებს მტრებს თავის შვილსა.-

ყვარყვარე.

არ არის ღონე მოვარჩინო, ნება არის დედოფლისა.-

მართა.

შენ სძლიე სპარსთა, შენ სძლიე სარაცინთა, სახელი შენი მოფენილია ქვეყანაზედ და არ შეგიძლიან დაიფარო შენი შვილი? რა დანაშაული აქვს ყრმასა რომ დაიბადა უბრალო დედაკაცისაგან; ყვარყვარე? შეურიგდი დედოფალსა, შესწირე თავი, სისხლი დასთხიე დაიხსენ შენი პირმშო შვილი; ის არის ჩემი სიცოცხლე და სიკვდილი.-

ყვარყვარე.

აკი გეუბნები დედაკაცო აღარა შემიძლიანრა უნდა შევსწირო შვილი დედოფლის ნება არის; ჩემი ნებაც არის.-

მართა.

ჩემი შვილიც არის, უმეტეს ჩემია, მე არავის დაგანებებთ არა, ჩემი სისხლია, ჩემი ღვიძლია, მე თვითონ ძუძუს ვაწოვებდი რამდენი ღამე უძილო იმას ვაფუფუნებდი ყოველ დღე ვაძლევდი ჩემს სიცოცხლესა, რომ მალე გამეზარდნა; არა! ეგ საშინელებაა ვერავის დაგანებებთ.- (დადგება და ჩქარა დაიწყებს ლაპარაკს) არა შვილზედ არა აქვს მეფეს უფლება; იმას როგორ უწყრება; რა ბრალი აქვს ყრმასა ჩვილსა.- მერე რას უპირებს? რას უპირებს მითხარით, რათა ხართ ჩუმათ, რას უპირებს მითხარით, რა უნდა უყოს ჩემ შვილსა.

შანშე.

დედოფალი კეთილი არის მართლ-მსაჯულია.-

ვარამ.

დრო გამოაჩენს შემდგომს; ახლა მხოლოდ უნდა აასრულოთ იმისი ნება.-

მართა.

(შეშლისათვის ჩქარა ლაპარაკობს) მე თქვენ ვეღარ მომატყუებთ, თქვენ სახეზედ გეტყობათ, მე ვხედავ ამ დასაბრმავებელის თვალითა უნდა დედოფალს ჩემი შვილის სიკვდილი.- არა! არა! ჯერ მე მომკალით ბატონო! ოჰ! შვილო ტიტიკო! შვილო! საბრალო შვილო მამა არა გშველის მამა სასტიკი, შენ გშველის დედაკაცი შენი დედა, აბა გაბედეთ ბოროტ მოქმედნო გამომგლიჯეთ ჩემი შვილი ხელიდგან.-

ვარამ.

აკი გითხარით არ დაგვანებებს თავის ნებითა მეთქი.-

ყვარყვარე.

ეხლავ ან სულ არა. (მართას) მაშ კარგი მართავ გყვანდეს შენი შვილი, შენს საყვარელს შვილს გაუფრთხილდი, დაიცე შენი შვილი როგორც გუგა თვალისა შენისა. მამის სიცოცხლე მიეც შვილის სიცოცხლეში.-

მართა.

რაო? მამის სიცოცხლე?

ყვარყვარე.

რა არის? რათ ჰკრთები? შენ ხომ შვილი დაგრჩება, როცა მე ვიქნები გაგდებული მამულიდგან უპუროდ; დამიწყებენ ნადირივით კვლევას და მე არ მექნება ალაგი უნდა დავდიოდე სოფლითი სოფლად ვინამ არ დამიჭერენ და მასუკან საძაგელი ჯალათი ამიყვანს თხემისა ალაგსა და მომკვეთს თავსა; ნუ შესწუხდები; ჩემს გვამს შესჭამენ ნადირნი; ნუ იტირებ ჩემთვის მართავ! შენ შენი საყვარელი შვილი გეყოლება; გაუფრთხილდი შენს შვილსა; ღვთის გულისათვის ჩემთვის ტირილს სად მოიცლი.-

მართა.

(გაშტერებული უყურებს რამტენსამე ხანს) შენ გაგდებენ? შენ უნდა მოჰკვდე ჯალათის ხელითა? წაიყვანეთ ჩემი შვილი.-

ყვარყვარე.

როგორ? შენ აძლევ შენს შვილსა?

მართა.

მე უნდა მივცე.

ყვარყვარე.

მე ვაჯობე. - შანშე წაიყვანე ჩემი შვილი (შანშე და ვარამ მიდიან მეორეს ოთახში მართა თან მისდევს).

მართა.

მოიცადეთ... არა წაიყვანეთ... არა დადექით! ოჰ ღმერთო! არა არ შემიძლიან მოგცეთ ჩემი შვილი.-

ყვარყვარე.

აქ მოდი მართავ. (მართა მობრუნდება დაეცემა ფეხ ქვეშა დაჩოქილი უსიტყო შესცქერის თვალებში მერე მიაკრავს თავს მუხლზედა ყვარყვარესა ამ დროს შედიან შანშე და ვარამ მეორეს ოთახში).-

მოქმედება 3.

სასახლე ჯაყელისა დარბაზი სამეფო ტახტითა.-

გამოსვლა 1.

ყვარყვარე.

(ზის სკამზედა წამოხტება) დიახ კაცმა უნდა აღასრულოს თავის სიტყვა, მე ვარ მართალი, მაგრამ რათა ვარ ასე შეწუხებული, ჭმუნვარება აწევს ამ გულსა როგორც ტყვია; მე მაწუხებს უგუნური სანაძლეო, ხანდისხან იყო დრო როდესაც მინდოდა შემეტყო და მენახა, შევხებიყავ ხელითა, რომ მართლა მარტო ჩემი სახე ჰქონდა შებეჭდილი მართას მშვენიერს და ნარნარს გულსა? ახლა თვითონ ბედმან მამცა შემთხვევა გამოვცადო; დიახ უნდა გამოვცადო.-

გამოსვლა 2.

ყვარყვარე და შანშე.

ყვარყვარე.

(შანშეს) მითხარით რა უყავით ჩემს შვილსა!

შანშე.

როგორც ბრძანეთ ისრე მივაბარე თქვენს ძიძასა, მაგრამ ვერ დავაჩუმეთ არავის უდგება სულ დედასა კითხულობს; ტირილით გვითხრა: მამა ბატონთან გიჩივლებთო, რომ დედა წამართვითო; მე ვიტირე ყვარყვარე.-

ყვარყვარე.

იტირებს ჩემი პატარა ცოტას ხანს იტირებს, მე ჩემს დანაშაულს გადავიხდი: მოვიდნენ ჩემნი ყმანი შეკრბენ?

შანშე.

დიახ სულ აქ არიან.- და თქვენს გამოსვლას ელიან.-

გამოსვლა 3.

იგინივე და ვარამ,

ყვარყვარე.

ვარამ ნახე მართა?

ვარამ.

დიახ ვნახე. –

ყვარყვარე.

რას შვება სწუხს? ტირის შვილსა? ნუ დამიმალამთ ყველა მითხარით.-

ვარამ.

მართა ფერ მიხდილია როგორც მარმარილო, ზის თავის ოთახში ძლივს სუნთქამს, დაუდგამს აკვანი წინა თავის შვილისა და უყურებს გაშტერებული.- კალთაში უნდა იცოდეთ რა უძევს! უძევს ბურთი თავის შვილისა რომლითაც გუშინ უთამაშნია, მე რომ დამინახა დამიძახა შესაძრწუნებელის ხმითა! მომეცით ჩემი შვილი ჩემი ტიტიკო! და გულს შემოეყარა.-

ყვარყვარე.

კმარა! კმარა.- ყვარყვარე შენ შეძრწუნდები დედაკაცის ცრემლითა უნდა ლბილ ჰყო შენი მტკიცე ნება; უნდა დალიოს სრული ფიალა სიმწარისა გამოცვლა არ შეიძლება ის მოვარჩინო?

ვარამ.

როგორ არ შეიძლება ერთის სუტყვით სიცოცხლეს მოუბრუნებთ უთხარით თქვენი სანაძლეო.-

ყვარყვარე.

შენ დაივიწყე რომ ჩემი პატიოსანი სიტყვა არის გირაოდ?-

ვარამ.

თქვენ დაუთმეთ დედოფალსა.-

ყვარყვარე.

როგორ! მე დაუჩოქო დედოფალს წინა.-

ვარამ.

თქვენი ამპარტავნება არის მიზეზი ამ უბედურებისა. დეე დაისაჯოს თქვენივე ამპარტავნება.

ყვარყვარე.

მანამ სული მიდგას ეგ არ შეიძლება.-

შანშე.

თქვენი მოყმენი შეიყარნენ აქ მოდიან თქვენი მოხელენი და სპანი.-

ყვარყვარე.

მე წავალ მივეგებები იმათ და თქვენ მართას ნუგეში ეცით აიტანოს ახალი უბედურება.-

შანშე.

ბატონი ხარ.-

ყვარყვარე.

აგერ ისა როგორ ნელა მოდის (გავ).-

შანშე.

რა საშინელი შეწუხებული სახე აქვს.-

გამოსვლა 4.

იგინივე და მართა მოჰყავთ ქალებსა.

მართა.

გმადლობთ ჩემის ყურის გდებისათვის ახლა აღარ ხართ საჭირო, ახლა უკეთა ვარ. ახლა გთხოვთ წაბრძანდეთ. (ქალები გავლენ მართა მივა დარბაისლებთან) გთხოვთ ბატონებო მიბრძანოთ სად არის ყვარყვარე თვითონ დამიძახა მე.-

შანშე.

ეხლავ მობრძანდება.-

ვარამ.

თქენ გვიწყრებით ბატონო, ჩვენი სახე გაშინებთ თქვენა; ჩვენ თქვენის სიძულვილის ღირსნი ვართ მაგრამ ჩვენი დანაშაული არ არის მოწამე არის ღმერთი.

მართა.

ვინ გაბრალებთ თქვენა, არა მე არა მაქვს არავის სიძულილი ვითა ქრისტიანსა, დედოფალიც კი არა მძულს.-

შანშე.

მაშ ვინ მოსწყლა თქვენი გული თუ არა დედოფალმა.

მართა.

არა არ არის დედოფალი მიზეზი; არის წმინდა ნება უფლისა რომელიც სრულდება ჩემს უბედურს თავზედ, იმან მომწყლა მე; ვისიც ძალი განაქარვებს ტახტთა და მოჰგლეჯავს გვირგვინთა ქვეყნისა მეუფეთაგან, რომლისა ხელითა შერხევითა აღმოვლენ მზენი და შებერვითა განაქრობს; იმან მომწყლა მე და არა თქვენმა დედოფალმა, მე ვიცი ღმერთმან დამსაჯა ამპარტავნებისათვის.-

ვარამ.

ვითარითა მოთმინებითა და სარწმუნოებითა ტვირთულობთ ჯვარსა უფლისასა.-

მართა.

მე? არა ბატონებო, წინააღმდეგ მე ამპარტავანი ვეძებდი იმას, რისაც არ ვიყავ ღირსი- გულსა ყვარყვარესასა. მაშ მე არ ვამპარტავნობდი რომ ყვარყვარე იყო ჩემი ქმარი? მაშ მე არ ვამპარტაენობდი ჩემის პატარა მშვენიერის შვილითა? მე, ქალმა უბრალოს გლეხისამ ასე დავივიწყე რო მე დედოფლობას ვჩემობდი, მე ვერ მივხვდი ღვთის მოწყალებასა მან მომცა ესე ბედი მოწყალებად და მე ვიფიქრე რომ ეს იყო წერა ჩემი და ამისთვის ღმერთმან შვილით დამსაჯა.-

ვარამ.

ღვთის გულისათვის დაიცევით ეგ ზეციური ნუგეში თქვნს თავზედ ჯერ სრულად არ დაცემულან სხვანი უბედურებანი, ახალთ მსხვერპლთ მოითხოვენ თქვენგან.-

მართა.

ახალთა მსხვერპლთა? ოჰ, გულო ნუ გასქდები, ღმერთო მომეც შეძლება, მითხარით მე მზათა ვარ მე ყველას ავიტან.

ვარამ.

ჩვენ ვერ მოგახსენებთ ყვარყვარე თვითონ გეტყვით.-

მართა.

ნუღარ მიმალავთ ღვთის გულისათვის ლოდინი უმეტეს საშიშო არს თვით სიკვდილისა.-

შანშე.

აი აქ შემოდიან თქენი ყმანი.-

გამოსვლა 5.

(იგინივე ყვარყვარე შემოვა, მოსდევენ თავის მოხელენი და უფროსნი მოყმენი. ამ დროს ფარდა გაიწევა და შემოვლენ სხვანი ყმანი და ჯარნი ბაირახებით, ტახტზედ (ტახტზედ ავა ყვარყვარე).-

ყვარყვარე.

მშვიდობა და გამარჯვება საყვარელნო ძმანო და ყმანო, მე თქვენ მოგიწოდეთ ჩემს სასახლეში დიდის საქმისათვის, ისმინეთ რას გეტყვით:- თქვენ კარგათ იცით მე თქვენის თხოვნით და სურვილით შემერთო ცოლი და მე დაგიჯერეთ, გამოვარჩიე ცოლად მართა. თუმცა იყო გლეხის ქალი, მაგრამ ღირსი იყო ჩემის ცოლობისა კეთილმოქმედებისათვის, რუსუდან დედოფალმა არ ინება რომ მყვანდეს მართა ცოლად და არც მიიღო ჩემი შვილი, შვილი წაიყვანეს ამისთვის რომ მენახშირის შვილმა გვარი არ წაახდინოს ჩემი და მე აღვასრულე სამღრთო ბრძანება მეფისა.- (ამ სიტყვაზედ მართა დაიწყებს კანკალსა ყვარყვარე დაჩუმდება და შემდგომ იტყვის). აი ამ დარბაისელთ მივეც შვილი დედოფალმა მიბრძანა შევირთო და ორტელის შვილისა რომელსაც თვით რუსუდან ირთავს, და თქვენ რომელნიც იყავით მოწამენი ჩემს მართასთან ჯვრის წერისა, თქვენის თანადასწრებით უნდა გაუშვა მართა.-

მართა.

(საშინელის ხმით) წინათ გრძნობანო აღსრულდით? აღსრულდით შავნო ფიქრებო!-

ყვარყვარე.

დედოფლის ბრძანებით მოგიწოდეთ თქვენ აქა, რათა აღვასრულო იმისი ბრძანება.-

1. მოხელე.

ბატონო ყვარყვარე.-

2. მოხელე.

ეგ საშინელებაა.-

3. მოხელე.

მართა უნდა გაუშვა?

ყვარყვარე.

მე გასამართლებლად არ მომიყვანიხართ, მე მოგიყვანეთ იყვნეთ მოწამენი მეფის ბრძანების აღსრულებისა. დაჩუმდით თორემ როგორც მეხი ისრე დაგეცემათ ჩემი მრისხანება. ჩუმად ყური დამიგდეთ, მოდი ახლო მართავ!

მართა.

ჩემო ბატონო! ჩემო ხელმწიფევ!-

ყვარყვარე.

შენ გაიგონე ჩემი ბრძანება.-

მართა.

მე გავიგონე დიდიხანია ველოდი, ჩემი მწარე ბედი დიდი ხანია ვიცოდი, მე მომეტებულათ ვიყავ ბედნიერი შენგან ამ სოფლისათვის კეთილ მადლიერისა სამოთხისა ზმანებითა, ვიყავ მოცული აქამდის, და აი ვითა სიზმარი განჰქრა ციური ზმანება.-

ყვარყვარე.

დღეიდგან შენ არა ხარ ჩემი ცოლი მართავ გესმის.-

მართა.

მესმის ხელმწიფევ.-

ყვარყვარე.

დღესვე წადი ჩემის სახლიდგან; დააგდე ყოველი მდიდარი სამკაული რაც მე შენთვის მომიცია ასე ბრძანა მეფემ, აქედგან წადი ასე ღარიბად როგორც ღარიბად მოხველ თანა დასწრებით მეფის დარბაისელთა და ჩემთა ყმათა განგიტევებ შენ.

მართა.

ყოველსავე დაუტევებ ჩემო ხელმწიფევ რაც ჩემთვის გიწყალობებია, დაუტევებ დიდებულს შენს მეუღლობის სახელს ყოველს ძვირფასს სამკაულს, რომელიც აჩუქქე შენს საყვარელ გლეხის გოგოს, - დაუტევებ სიყვარულის წინდასაცა, რომელიც მინდოდა საფლავში ჩამეტანა გაძლევ შენსა ბეჭედსა (გამოიძრობს და აცმევს ხელზედა) აი ეხლავ წავალ ისევ გლახად როგორც მოველ გლახად.-

ყვარყვარე.

შენი საკუთრება შეგიძლიან წაიღო.-

მართა.

მე ურმებით მზითევი არ მამყოლია დაგლეჯილის კაბით მოველ.-

ყვარყვარე.

წაიღე კაბა და ყოველიფერი ახლა ჩვენი ყოველი ანგარიში გათავდა შენთან.-

მართა.

არა ჩემო ხელმწიფევ! შენ დარჩები ჩემი საუკუნო მოვალე, ჩემი სიყვარული დარჩა შენთან... როგორც მაგ სიყვარულის ბეჭედმა ჩამჭრა ეს თითი და დაარჩინა თვისი ნიშანი, შენი სახე ისე არის ჩაჭრილი ამ გულში.

ყვარყვარე.

(იქით) მომიკლეს გული ამ სიტყვებმა.- (მართას) ყველა გათავდა წადი გამშორდი.-

ვარამ.

მე ცრემლი ვერ დამიჭერია. –

შანშე.

გული სისხლით ამემსო.

მართა.

ერთი სიტყვა კიდევ მათქმევინე- მე მივდივარ ისევ ტყეში (დაჩოქილი) მშვიდობით ყვარყვარე იყავ ბედნიერ ახალ ცოლთან, ცრემლ ქვეშ გაგიღიმდები თუ დავინახავ შენს ბედნიერებასა, თუ იმასთან უფრო ბედნიერი იქნები ვინამ ჩემთან, მაგრამ ამ ქვეყანაში ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს, ჩემსავით არავინ გაღმერთებს.-

ყვარყვარე.

(შეძრწუნებულის სახით) კარგი კმარა წადი მართავ.-

მართა.

(დაჩოქილი) ნება მომეც უკანასკნელად შენს ახლო ჰაერს მაინც მოვეხვიო, ნება მომეც პატარა ხანს უყურო ჩემს მკვლელს თვალებსა, იქ შენ არ მიყურებ? შენ მართალი ხარ გებრალები არ გინდა უმეტეს მომწყლა შენის თვალებით; მშვიდობით ყვარყვარე მშვიდობით ჩემო ბატონო ჩემო ხელმწიფევ ჩემო დიდებავ.-

ყვარყვარე.

წადი მართავ წადი.-

მართა.

იყავ ნება უფლისა (მართა მიბრუნდება წასასვლელად ყვარყვარე მანტიას მიიფარებს ისმის ტირილის ხმა დედაკაცები დაუჩოქებენ წინა).-

1. დედაკაცი.

შენ დაგვიტევებ ანგელოზო ჩვენო?

2. დედაკაცი.

დედოფალო ჩვენო დედავ ნუ გაგვიშვებ.-

3. დედაკაცი.

ვკოცნი ფეხთა შენთა ანგელოზო ქვეყნად წამებულო.-

მართა.

დარეკა ჟამმან უნდა დაგიტეოთ დედანო. –

1. გლეხი.

მშვიდობით მართავ.-

2. გლეხი.

ღმერთი გფარვიდეს.-

მართა.

მშვიდობით მე ნუგეშიერის გულით მივალ აქედგან (შეხედავს ყვარყვარეს) მე ვსტირი და შენც მიტირებ მე ყვარყვარე? (მართა მიდის და ხალხი უკან მიზდევს ყვარყვარე უყურებს რომ მიეფარება ჩამოხტება ტახტიდგან მივა შანშესთან და სტაცებს ხელსა.-)

გამოსვლა 6.

იგინივე გარდა მართასი.-

ყვარყვარე.

ოჰ! მე სასტიკად მოვიქეც შანშე არა? ოჰ საშინელი უსამართლობა ვჰქენ.-

შანშე.

ამ ამპარტავნებამ სადამდის მიგიყვანა. შენი ფეხით გასჭყლიტე ქვეყნიური ანგელოზი.-

ყვარყვარე.

ეს რა ხმა არის, საყვირის ხმა მესმის.-

ვარამ.

აი თქვენი გალავანი ჯარით აივსო დედოფალი მობრძანდება აგერ ორტელი შვილი გვერდით მოზდევს.-

ყვარყვარე.

უდროო სტუმარია.-

შანშე.

მართლა დედოფალია აი ცხენიდგან ჩამოხტა მართა შეხვდა არც კი შეხედა, წავიდეთ მივეგებნეთ (რო უნდათ გასვლა დედოფალი შემოვა).-

გამოსვლა 7.

(იგინივე და დედოფალი. მას მოზდევს ორტელი შვილი შემოჰყვებიან ქალები და დარბაისლები ყვარყვარე შანშე და ვარამ მიეგებებიან).-

დედოფალი.

არ ვიცი გიამათ თუ გეწყინათ ჩემი მოსვლა, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ სტუმრის მოყვარეებას მტკიცედ დაიცვავთ და მტერსაც მისცემთ ადგილსა თქვენს სახლში და მასთან მოგიტანთ ახალს ანბავსა (აჩვენებს ორტელის შვილსა) ეს არის ჩემი ქმარი ვიცით სიამოვნებით მიიღებთ ჩემს აღმორჩევას.-

ყვარყვარე.

(უკუ დგება და დაუკრავს თავსა) ღმერთმან ბედნიერ ჰყოს ქორწინება თქვენი და სცხოვრებდით კეთილ-დღეობით მრავალთა დღეთა შინა ბედნიერ, რათა კეთილ მართვიდეთ საქართველოსა, ინებეთ დედოფალო აი ტახტი, სახლი, მე და ყოველნი ქვეშე ვრდომნი ჩემნი ვართ მზათ სამსახურისათვის მეფეთა ჩემთა.-

დედოფალი.

მადლობელი ვარ რომ კეთილის გულით მიგვიღებ, მაგრამ მითხარ ყვარყვარე რა მიზეზისათვის არიან შეკრებილნი ეს ხალხნი, დღესასწაული არის რამე, თუ ნადიმი გაქვს ან სამსჯავრო დიდი რამე: ვიღაც დედაკაცი მიჰყვანდათ და ხალხი შეუდგებოდა; ვინ იყო ისა.-

ყვარყვარე.

ჩემი ცოლი მართა, რომელსაც შვილი წავართვი და თითონ გავაგდე თანა დასწრებითა თქვნ (თქვენ) დარბაისელთა და ჩემთა ყმათა.-

დედოფალი.

როგორ ის მართა იყო?-

მარიამ.

იმან თქვენ შვილი მოგცათ?

ვარამ.

გასაშტერებელის მოთმინებით, თუმცა ცრემლითა, მაგრამ შვილი შესწირა მსხვერპლად მამისა.

ორტელიშვილი.

როგორ თავის ნებით?

ვარამ.

დიახ თავის ნებით, უყვედრელად დაემორჩილა თავის ბედსა და განსჯასა. თავის მტანჯველთ კიდევ ლოცვიდა.-

შანშე.

ჭეშმარიტებას გაფიცებ.-

განგრძელება შემდგომში.

3 სასიამოვნო ამხანაგი

▲back to top


სასიამოვნო ამხანაგი

(უბნობა ერთის მოთხრობა ანგლიჩანისა.)

რაოდენისამე წელის უწინარეს ამისსა, დროსა მყოფობისა ჩემის კურცხლსა[1] დობრი ნადეჟდისა კაპტაუსა შინა, მე მქონდა შემთხვევა დაახლოებით შესვლა მრავალთა მათ გამბედავთ ვაწართა შორის, რომელნი ატარებენ სასარგებლოსა, გარნა საშიშარსა აღებმიცემობასა მხარეთა შინა, მდებარეთა ჩრდილოეთით კერძო, მდინარიდგან ორანისა . სხვაგან ყოფნა მათი განგრძელდების ოდესმე ორი წელი და უმეტესიცა; თვისთა ტვირთებითა და მოსამსახურითა იგინი გარდადიან ერთის ტომითგან მეორისადმი, ვიდრემდის არ განჰყიდიან სრულიად სავაჭროსა თვისსა, მაშინ დაბრუნდებიან რა კაპტაუში, წარმოირეკენ წინაშე თვისსა ნასყიდთა პირუტყვთა და გაავსებენ თვისთა ურმებთა სირაქლემთა ბუმბულითა, ტყავებითა, სპილოს ძვლებითა და ძვირფასითა საქონლითა, რომელნი აძლევენ მათ სარგებლობასა ასზედ ოთხასი და ხუთასი წილსა. მათ, რომელთაც მე ვიცნობდი, მათ შორის, უმეტეს განსაზღრულ ჰქონდათ თვისი მიმოსვლა ალაგთა შინა, რომელნიც განზიდულარან სიგრძივ დასავლეთის კიდურსა ზედა აფრიკსასა საშუალ მდინარისა ორანისა და პორტუგალის სამფლობელოთა ბენგალსა შინა.-

ერთი მათ ვაჭართა შორის გამბედავი და თვით ბედნიერთაგანი იყო გოტტონი, ანგლოს ახალი მოშნე (კადონისტი) რომელმან თვისითა მიმოსვლეთა ნამაკთა და დამარებთა შორის შეადგინა თავისათვის არა დიდი სათავნო, და ფიქრობდა კიდეც დატევებასა ვაჭრობისასა. მე აღმიწერეს იგი არათუ ვითარცა კაცი მცოდნე თვისის საქმისა და ჩინებული მონადირე, არამედ ეგრეთვე სხვთა შორის ერთი თვით საფუძვლიან აღმწერელთაგანიცა აფრიკის ჩდილოუთის მხრისა. მე მქონდა შემთხვევა ჩუჱნებად მისდამი არა დიდისა სამსახურისა, და მანცა მაუწყა მე ყოველივე ანბავნი ამა მხარისა, რომელიცა მე მსურდა. ხოლო სამსახური, რომელიც მე ვაჩუჱნე მას, იყო ძალიან მცირე. ერთი მოსამსახურე, კუთნილი ნამაკის შთამომავალთა რომელიცა მათ მოეყვანა სამხრეთის კერძოდამ მდინარისა ორანის შთავარდა საპყრობილესა შინა და შუამდგომელობითა ჩემითა, მე შევიძელ მიცემად მისდა თავის-უფლობისა.-

ეს ყმაწვილი კაცი, შეხედულობითა და ხასიათითა, იყო ნამდვილი ღოტტენ ტოტი. არა დიდისა ტანისა, შავგრემანი, თვალნი, ჩაცვინული თვისსა ბუდესა შინა, პატარა ცხვირი, განიერი გამოვარდნილი თვალებ ქვჱშ ამომჯდარნი ძვალნი და ძალიან ხშირნი თმანი.- აჰა სახე ახალგაზდა ნამაკისა. იგი იყო ნიადაგ ჩუმი, მძიმე და თითქმის მოწყენილი, სანამ არ შეემთხვევოდა მას დალევა მანამ, მხიარულების სასმელისა, რომელიც მას გაფაციცებით უყვარდა, როგორათაც, თითქმის ყოველთა მით თანამემამულეთა. მაშინ იგი გარდავიდოდა ერთის განწირულებითგან მეორესა შინა და შეიქმნებოდა არა თუ ოდენ მკვირცხლად და ყბედად არამედ მეშფოათრად და მაჩხუფრად. იგი შუღლობდა და ხშირად შუღლობდა ბოროტად არაბეეთან რომელიც ესრეთსა შემთხვევასა შინა მისსა დიდად ისიამოვნებდენ. ერთხელ ოდესცა მან დაიწყო საშინელი ჩხუბი დიდგვარს მოზამბიკელს- არაბთან, პოლიციამ შეიპყრა იგი, თითქმის ნახევარ მკვდარი და დაამწყვდივეს საპყრობილესა შინა. ბატონი მისი, რომელმან ცუდათ იცოდა ჰსჯული ჩვეულებანი მისი ქალაქისა, მოვიდა ჩემთან დარიგებისათვის და მთხოვა თანა შემწეობა ჩემს ამა საქმესა ზედა.-

გამოუცხადე რა მეუფროსესა პოლიცისასა დაწვრილებით მიზეზი დაჭერისა, მე უშრომელად მოვახერხე გამოშვება ნამაკისა. აპპოლონი (ესრეთ უწოდებდენ მას) იქმნა დაბრუნებულ თავის ბატონთან რამდენსამე სათის შემდეგ შეწყვდევისა, რომელთაც იგი გამოაღვიძეს და დაამშვიდეს.-

მე ვიყავ განცვიფრებული მღვიძარესა მზრუნველობა ზედა რომელსაცა აღმოაჩენდა ამა საქმესა ზედა უ. გოტტონი. ანუ სიდგან წარმოსდგებოდა იმისი დამოკიდულობა ამა ყმაწვილის ველურის კაცისათანა? არც შეხედულობაში, არც ქცევაში შინა, აპპოლონს არა ჰქონდა არა ვითარიმე მიმზიდველობა. ერთის შეხედვით კი მასცა უყვარდა თვისი ბატონი; გარნა ხასიათი ჰქონდა აპოლონსა არა უმჯობესი ფიზიონომიისა; და მისსა გონებითსა ნიჭსა სრულებით არ შესაძლო იყო წოდება ნათლად. უ. გოტტონზედ იტყოდნენ რომელ იგი არა მიმხედველი თვისისა სიმარდისა ვაჭართ საქმეთა შინა და ნადირობისა მსურველი, იყო პატიოსანი კაცი, და განსხვავდებოდა მგრძნობელბითითა გულითა. მე ამისათვის განვიზრახე, რომელ აპოლონი ჩაბარებულ არს მშობელთაგან საჩინოს პირობითა რათა დაუბრუნოს მათ სიმთელით უძვირფასესი არსება, რომელსაც ვაჭარი ესე ჰსცდილობდა აღსრულებასა თვისისა სიტყვისასა.-

იმავე საღამოს უ. გოტტონი მოვიდა ჩემთან მადლობითა სამსახურისათვის. ლაპარაკის დროს მე შევნიშნე მის შარის რომელ მისი მოსამსახურე უნდა იყოს განსხვავებული წარჩინებულითა თვისებითა. რადგან მან შეიძლო ესრეთ თანა შეკრულყოფა თვისისა მებატონისა მიმართ.-

მე ვალდებულვარ ვზრუნვიდე მისთვის, „მამიგო ვაჭარმან“ ამისათვის რომელმან მომარჩინა მე სიკვდილისაგან.

როგორ, არა რეგვენმა მცირე ყრმამ! „დავიყვირქ მე ვერ გამოვარჩევდი გამოთქმასა“ გაგიტყდები მე თქვჱნ; ეს მე მაკვირვებს.“

- „მე გეუბნები თქვჱნ ჭეშმარიტად ყოფილს, მამიგო მოგზაურმან ვაჭარმან“. განვლილარს თითქმის ათი წელიწადი იმ დროდგან, როდესაც მე ვიპოვე აპპოლონი ჩრდილოეთის მხარეს ორანის მდინარის ნაპირზე. ეს იყო ყრმა თორმეტი წლისა იგი გადაეგდოთ; ნახევარ მკვდრათ მარტო, ფარდულსა ქვჱშე, გაკეთებულსა რტოებითა და ბელტებთა. გოტეტენტოტთან აქვს ჩვულობა დატევებათ ესრეთითა სახითა სნეულთა და მოხუცებულთა რომელთაცა არა შეუძლიან მიჰყვნენ სიარულით ტომთა მათ საშინელმან რჩეულობამან მაიძულა ჰსჯა მათზედ შესაძლო არს ფრიად ფიცხელად ამისათვის რომ სხვათვა შემთხვევათა შინა იგინი სრულებით არ არიან ესრეთნი ბოროტნი ვითარცა წარმოგვიდგენენ მათ რომელნი მე მოგზაურნი. მე დავსდე საცოდავი ყმაწვილი ესე ერთსა რომელსამე ჩემსა ურემსა ზედა. მივეც მას ქინაქინა და სხვანი წამალნი. რამდენსამე დღის უკან იგი დარბოდა და თამაშობდა, ესრეთ რომელ ვითომც ის არაოდეს არ ყოფილიყოს სნეულად. მან მითხრა მე, რომელ მას უწოდებენ ტკუეტკუდ; მაგრამ ეს სახელი მეჩუჱნა მე ბარბაროსებრად და მე უწოდე მას მეორე რომელიც აწ სძევს მას, სახელი რომელიც არის კეთილ-ხმოვან. აი მდროთგან აპპოლონი დამდევს მე ყოველგან, და თავისებურად მაჩუჱნებს თავსა დამოკიდებასა ჩემდამო. სხვებზე ესე სრულებით ველური კაცია. მხოლოდ ერთსა მე ოდენ მიგონებს; გარნა ჩემთა ბრძანებათა იგი აღასრულებს იქამდინ, როდემდიცა ახსოვს იგინი ესე იგი განგრძობასა შინა ოცდა ოთხსა საათთა. იშვიათად შეხვდება რომ ხსოვნა დაშთეს მასთანა უმეტეს ამა ვალისა. გარნა მე არაოდეს არა შემიძლია ვქმნა იგი წევრად“ საზოგადო ზომიერებისა. იგი არაოდეს არა დაამდებს შემთხვევასა დალევისასა, და, დამთვრალი, ეძგერების ვითა ტიგრი უმცირესა მიზეზსა ზედა. ხოლო სხვანი ცოდვანი მას შინა არა იპყრობიან; ესე არის პატიოსანი, ერთხული ყმაწვილი და კარგი თანა მოგზაური როგორათაც მე ოდენ ვიცი. თანა მოგზაურეთ ჩუჱნ უწოდეთ გოტტენტოტსა ანუ ნეგრსა, რომელიც მოგვდევს ჩუჱნს უკან ცხენით, უჭირავს ჩუჱნი თოფი და სამხედრონი იარაღნი, სტყორცნის ნადირთა და გვაჩუჱნებს სხვათცა სამსახურთა.-

გარნა უწინარეს, ვიდრე იგი დაიცავდა თქვჱნსა სიცოცხლესა, თქვჱნ გამოგისხნიათ იგი,. შევნიშნე მე უ. გოტტონს.-

ეგრე არის მართალი, მამიგო ვაჭარმა“ თუმცა იგი განმრთელდა მაგრამ იქნება ესე შეუწევნელადცა ჩემდა ყოფილ იყო. გოტტენტოტნი და ნამაკნი ატარებენ სცოვრებასა უზომოდ სასტიკსა; რათა წარგზავნონ მას სოფელსა შენა რომელნიმე მათგანი, საჭირონი არიან განგრძელებული სიმშილი დს საშუნელნი ავათ მყოფანი, ახლა მე გიამბობთ თქვჱნ როგორ ისე სახით აპპოლლონმა მაჩუჱნა მე თვისი მადლობის გადახდა.-

ორის ურმით და თორმეტის მსახურებითა წარვედი, მე ქვჱყანასა დამმარისასა. ორი ჩემი მოსამსახურე თაგანი იყვნენ არაბნი მოზამბიკის ნაპირიდგან და სხვანი ეკუთვნოდენ თომთა გოტტენტონსა და ნამაკთა, და იყვნენ შეერთებულნი ჩემგან ორთა პირველთათანა უწინარესა მგზაურობისა.- ნეგრთა (არა აბთა) საკმაოდ კარგათ იცოდნენ სამსახური; მათ მოიპოვეს კაპტაუტში რომელიმე ნაწილი ვაჭრობის განათლებისა. სხვათ შეეძლოთ მხოლოდ ურმების ტარება, ოდეს მე ნებას მივცემდი მათ გამოდგომად ნადირთადმი, რომელსაც იგინი აღასრულებდნენ საკმაო სიმარჯვითა. ამასთანვე ცნობა, მათი ალაგისა ამის იყო ჩემთვის ფრიად სასარგებლო; მაგრამ საჭირო იყო ჩემგან განუშორებლად ყურება მათზედ. ბუნებასა მიუნიჭებიეს მათვის საკვირველი სიმხდლე და თუმცა მრავალნი მათგანი ფარისაგნი ხმარობდნენ ცეცხლ-სასროლთასა საჭურველთა, მაგრამ მე ვერა ოდეს შევიძელ შეგონებად მათდა საკმაო გამბედაობამა და ბრძოლისათვის საშიშართა ცხოველთათანა, რომელნიც არიან: კამბეჩი ანუ მარტორქა, და ლომზედ რაღა სვთქვა. მე მოვკალ ორნი ანუ სამნი მარტორქანი, და არ მიმიღია ჩემთა კაცთაგან არცა მცირედი შეწევნა, გარნა აპპოლლონისქა, რომელიც ყოველთვის უშიშრად იდგებოდა ახლოს ჩემს, თუმცა კბილნი მისნი რაკუნებდნენ, და თვალებიდგან ჩამოსდიოდა წყაროებად ცრემლნი, როდესაც ჩუჱნ მივახლოვდებოდით მტრისადმი.-

ერთხელ შემდეგ შუადღისა, განაგრძელა უ. გოტტონმა, დავდეგ მე ახლოს ერთის ტბისა, სადაცა ღამე მოვიდოდნენ სარაჯასა ზედა[2] ცხოველნი სხვა და სხვა ნათესავისანი. კვალნი მათნი შესაძლო იყო ხილვად ყოველსა ჩაყოლებასა ნაპირისასა. ადგილი ესე კარგათ იცოდნენ ნამაკთა, და მათ მთხოვეს მე დადგომა რამდენსამე მოშორებით ამა ალაგიდამ, იმა მიზეზისათვის, რომელ აქაურნი ლომნი არიან ბოროტნი, და უკეთუ ჩუჱნ დავრჩებით ნაპირზედ მაშინ უეჭველად დავკარგამთ რამდენსამე ხარსა, და, იქმნება, თვით ჩუჱნცა შთავცვიდეთ შეჭირვებასა ქვჱშე. აჰა საკვირველი საქმე! თუ ლომა იგემა ხორცი კაცისა, მაშინ იგი უმჯობესად რაცხს ყოველსა სხვასა საჭმელსა ზედა და ყოველთავე შეიძლებს, როდესაც შაუძლიან შეპყრობა კაცისა. მე, არა. მსურდა ჩაცვივნა განსაცდელსა შინა ჩემის კაცებისა და ხარებისა. როდესაც მათ სრულებით დააცხვრეს თვისი წყურვილი, მე წავედი ას მილზე მოშორებით და დავსდეგ მცირე ღელეში საიდგანაც არ შეიძლებოდა დანახვა ტბისა. ჩუჱნ გავაჩინეთ ცეცხლი დიდი, რათამცა მოვიშოროთ ძვინვარენი მხეცნი და გაუშვით ხარები აქა იქ საძოვნელად ბალახთა, საშუალ კლდეთა ჩუჱნთა შემორტყმულისა. რაიცა შემეხებოდა, მე მსურდა ტყვიის საჩქაროდ განმტყორცნა შეხვედრასა ზედა ლომისასა, ამისათვის რომელ მე აღარ მესროლა ამა მხეცისათვის თითქმის სამი წელიწადი. მე ვკითხე ოთხთა ანუ ხუთთა ჩემთა კაცთა მონათა, და რა საკურველია მათ შორის აპპოლონსაცა, არა უნდათ მათ წამოსვლა ჩემთან რათა უდარეჯოთ ლომსა მართელსა ღამესა, რომელიც კიდეც იწყებოდა. სამთაოდენ მიიღეს ჩემი წინადადება; სხვანი ჩუჱნ დაუტევთ ურმებთან, დავაბარეთ რომელ არ გააქრონ ცეცხლი და არ გაუშონ ხარები შორს. ჩუჱნ მივახლოვდით სარაჯასა, როდესაც მზემანცა იწყო ჩასვლა, და იმავე საათს დავიწყეთ ბარებით მოთხრა ქვიშიანის მიწისა, ას ნაბიჯზე მოშორებით ტბისაგან და ამოვსთხარეთ ორმო სიღრმით უმეტეს არშინ ნახევრისა, და მოვაყარეთ გარეშემო მისსა მიწა, რათამცა დავიმალოთ რაოდენ შესაძლო არის კარგათ. შემდეგ ერთისა საათისა მუშაობა ჩუჱნი იყო სრულებით გათავებული, და ჩუჱნ, ჩავსხედით რა თხრილში, ხელთა თოფების ჭერითა, მოველოდით ლომთა.

გარნა ლოდინი ჩუჱნი ამად განგრძელდებოდა მრთელსა ღამესა. მრავალნი გარეულნი მხეცნი მოვიდოდიან დასაცხრომელად თვისისა წყურრვილისა, არა გვეჩუჱნებოდა მხოლოდ უპირატესი ცხოველთაგანი. მე ვხედავდი წინაშე ჩემსა ზურბთა, ქურკცოა და სხვათა ოთხ ფეხთა; ჩუჱნ არ გვინდოდა დაკარგვა მათვის, რომელ ჩუჱნ არ ვსაჭიროებდით ხორცზედ; ამისთანავე სროლასა შეეძლო აღშფოთება ლომთა და განშორება მათი წყლისაგან. გარნა ანგარიშნი ჩუჱნნი დარჩნენ აღუსრულებლად. როდესაც ინათლა, ჩუჱნ ამოვედით თხრილიდამ ნახევარ გაფიჩხებული, ცუდის-გულითა და ძრიელის მთქნარებითა ძილისათვის არა ჰსჩანდა არც თუ ჩრდილი ლომისა, თუმცაღა შორიდამ ისმოდა ყვირილი. ლომთა მიიზიდვიდნენ ჩუჱნნი ურემნი და ხალხნი, გარეშე რომლისა, დარბოდნენ იგინი მთელსა ღამესა, როგორც მე შემდეგ შევიტყე. კაცნი, დარჩენილნი შემდეგ ჩემსა, ითმენდნენ უდიდესა შიშსა; გარნა იგინი მაინც დაიმარხვიდნენ იმდენსა სიმტკიცესა სულისასა. რათიმცა ენთოს მოუკლებლივ ცეცხლი; პირუტყვი იყო იქამდის შეშინებულ, რომ შეიწევდა თითქმის თვით ალში, ბრწყინვალება რომლისა იყო მაფარველად ლომთა დაცემისაგან.

მე უიმედო დავრჩი ლომის მოკვლისა; გარნა არ მინდოდა დაბრუნება ურმებიან თვინიერ ნადირისა, რათამცა რაოდენიმე დამეჯილდოებინა თვისი დიდი ხნის ლოდინი. ძლივ გაგვევლო ჩუჱნ რამდენიმე საჟენი რომ მსწრაფლ მახლობლად ჩუჱნსა ეკლიანის ბუჩქნარიდგან გამოვიდა არა დიდი თაბუნი ქურციკთა, იგინი საკვირვლად მიხტოდნენ, ვითომც იყვნენ შთაცვივნულ რომელსამე შიშსა ქვჱშე; არა ვსაჯეთ მიზეზისათვის მათისა შეშინებისა, მე ვესროლე შუაგულ თაბუნისა და წავაქციე ერთი თვით მსუქანთაგნი. კაცნი ჩემნი შეუდგებოდნენ ამავე მაგალითსა, გარნა სრულად უსარგებლოდ. ავიღე რა თოფის კონდახი ჩემის მხრიდგან, მაშინ უდიდესი ლომი გამოვიდა ძეძვთაგან, და იწყო წყნარ წყნარად ჩუჱნთან მოახლოება; იგი იყო ჩუჱნზედ არა უშორეს ასისა ნაბიჯისა, ესრეთ რომელ, ჩვემ არა გვქონდა დრო თოფებისა გატენისა ხელ-ახლად. მე შევიქმენ იქამდისინ შემკრთალ, რომელ პირველსა წამსა შინა დავრჩი სრულებით უძრავად, არვიცოდი, რა მექნა; გარნა საჩქაროდ ჩემ თავში გამოიხატა უპირველესი ღონის-ძიება, რომელსაცა შეეძლო გამოყვანა ჩუჱნი გაჭირვებულის მდგომა-რეობითგან. ოდეს მცხოვრებნი ამა მხრისანი შეიყრებიან და წავლენ ლომთა სანადიროდ, აღჭურვილნი შუბებითა და მახვილებითა, იგინი ჩვეულებისამებრ დასხდებიან ერთი მახლობლად მეორისა, როდესაც დინახვენ თვისსა მტერსა, უკეთუ მხეცი იგი გაჯავრებულია, მაშინ იგი პირდაპირ მივარდება ერთსა მათგანსა. უბედური ოდესმე დაეცემის მკვდრად პირველსავე შეხებაზე, საშინელითა ჭანგებითა და კბილებითა; გარნა უმეტესი რიცხვი განშველდებიან საკმაო დიდისა დაჭრილობითა. მაშინ სხვანი მონადირენი სულ ერთად მისცვინდებიან მას კუდზედ და ასწევენ მას მაღლა, რომელიც დაუშლის მას უკან მობრუნებასა, მაშინ უკვე სხვანი დასცემენ მას შუბთა და მახვილთა; ესრეთითა სახითა მათ შეხვდებათ მოკვლა ლომისა, არა დამკარგველი არცა ერთისა ამხანაგისა; გარნა ლომიცა ოდესმე დარჩება მძლეველად; იგი დაჰგლეჯს ნაჭერ ნაჭერ ორს ანუ სამს მათგანსა, ხოლო სხვანი გადარჩებიან გაქცევითა. მე ვფიქრობდი მოხმარებად ამავე ხელოვნებისა: დავსჯე მე მიწასაზედა და ვაჩუჱნე სახე სრულად უშიშრობასა, იქმნება კიდეც შეგვეშინებინა მხეცი, და იგი არა მოგვარდებოდა ჩუჱნ უწინარეს, ვდრემდის მე მოვასწორობდი თოფის გატენასა. დასხედით, დასხედით! დავიყვირე მე ყოვლის ღონის ძიებითა დავსჯექ ცალ მუხლზედა და ვემზადებოდი გასატენად თოფისა. გარნა გარემო ჩემსა შემოვავლე თვალნი და ვნახე, რომ კაცნი ჩემნი მირბიოდნენ და თითქმის მისულიყვნენ ვიდრე ნახევარობადმდე ქედისა, რომელიც მოანახევრებდა ჩუჱნსა ურმების შუა. აპპოლლონი გაიქცა ეგრეთვე, ამა დაჭეშმარიტებით, როგორც მან მითხრა მე შემდეგ, რომელ იგი მირბოდა მათთან და თითქმის ოდენ უკან დარჩა.

არა შეეძლო მობრუნება თავისა, რომ უკან მოეხვდნა, საწყალმან იგრძნო შეცდომილება არა უწინარეს ვიდრე არ მიაწია ურმებამდე.-

დავსხდეთ მე დავრჩი პირდა-პირ ლომისა. გაქცევა შრომად არა ღირდა; უკეთუ მე გამოვსდგომოდი ნამაკთა, იგი შეიპყრობდა ერთსა ჩუჱნგანსა. და უეჭვლად, მე უადრეს სხვათა ვიქმნებოდიღა მსხვერპლად მისსა. არა თუ ოდენ მქონდა მარტო თოფი ჩემი მედაცლილი, არამედ მას დროს, როდესაც ჩუჱნ ვსთხრიდით ორმოს მე მივეცი ჩემი სანადირო მახვილიცა სხვასა, ამისათვის რომელ იგი მე მიშლიდა. მე ვიყავ სრულებით უიარაღო და ვგონებდი თავსა ჩემსა უეჭველად დაღუპულად ღმერთო, მოწყალე იქენ ჩემს ცოლსა და საწყალთა შვილებთა ზედა. ღაღადვყავ მე, და აღვსილი გაუმოთქმელისა კაეშანითა, დავსდექ და ველოდი ლომის გარდმოხტომასა.-

გარნა ლომი ჰსჩანდა, არა სწრაფობდა; მოსვენებით, ნელანელა ზომიერისა თვისისა სიარულითა მოახლოვდა იგი ჩემად, დადგა ოც ნაბიჯზე, და ვითარცა კატა, ჩასკუბდა უკან ტოტებზედ, და თვალების-შესტერებით მიყურებდა მე. მეცა დავსჯექ ჩემრიგზედ, და ვიწყე ესრეთითვე სახითა ყურება მას ზედა, ვსცდილობდი შეკრებად სრულად თვისისა სიმხნისა. ოდეს უკვე ვიყავ მე სასწავლებელში, მე წავიკითხე, რომელ ცხოველთა არ შაუძლიან აიტანონ კაცის თვალ-დასტერებითი ყურება, და თუმცა გამოცდილობანი ჩემნი არაოდეს არ დამტკიცებულა სიმართლით ესრეთისა ჰზრისა; მაგრამ მე გარდავსწყვიტე გამომეცადა, არა შემეწივნისააე მე ესრეთი საშუალობა? საუბედუროდ იგი აღმოჩნდა არა ჭეშმარიტადხანდა-ხან ლომი დახუჭავდა თვალთა ანუ იყურებოდა მარჯვნივ და მარცხნივ. დასასრულ იგი დაწვა, მოიკეცა თვისნი ტოტნი და დასდო წვერი ალაგსა ზედა, ვითარ კატა ჰყარაულობს თაგვსა.

ხანდა-ხან იგი გაილოკდა ტუჩებსა, უსათუოდ რომელ მას გაეთავებინა თვისი საუზმე და მე წინათ შევიტყე მისი განზრახვა შაეჭამარა რომელიმე ცხოველთ, იქმნება ქურციკი; ლომი არა იყო მშიერი მაგრამ მან მოინდომა შენახვა ჩემი მის დროებისათვის როდესაც მას მოუა მადა, და როგორთაც ლომთა უყვარსთ ახალი ხორცი ამისათვის იგი აღრიცხამდა გემოვნებასა ჩემსა, მაშინ როდესაც კუჭი მისი სრულებით მომზადდებოდა სამხარისათვის. არშეიძლება არ დამეთანხმოთ, რომელ მდგომარეობა ჩემი იყო კრიტიკებრივი. მე წამეკითხა მოგზაურობა ერთისა მისსიონერისა, რომელ ერთხელ ლომმან შეინახა ესრეთითა სახითა გოტტენტოტი მთელიდღე; გარნა საღამოს თუ არ შევცდები, ტყვემ, მოუძლურებელმან დაღალულობისაგან დაიძინა. ოდესცა განიღვიძა მან, ლომი უკვე აღარ იყო.

ეგ ისტორია მეც ვიცი, შევნიშნე მე ამბის მთხრობელსა, ეგ გოტტენტოტი იყო უუბედნიერესი.

თვისითა ორღანოებითა და ჩვეულობითა, მომიგო ვაჭარმან ლომი სხვა არა რაიმე არს, ვითარ კატა დიდისა სახითა რომელნიმე მოგვითხრობენ მისისა სულგრძელობისათვის და მიუწერენ მას კეთილშობილურთა გრძნობათა: ესე სრულებით სიცრუვეა! თუ მოლი არარის მშიერი და შეემთხვევა ნადირსა, იგი ხშირად გაუვლის გვერდზედ და არ მაიქცევს მას ზედა ყურადღებასა. იგი იშვიათად მოკლამს ერთისა სიამოვნისათვის მოკვლად; გარნა, თვისითა ბუნებითა, კატაცა ესე ვითართა, იგი თამაშობს თაგვთან სანამ არ მოშივდების. იქმნება თქვჱნ ჰსთქოთ, რომელ ესე არის კიდევ შემდგარი მისის ფიცხელის ბუნებისაგან; და თქვჱნცა ჰსცდებით: იგი მხოლოდ ინახავს ცოცხალსა თვისსა მსხვერპლსა სადილისათვის. ცნობილ არს, რას მოქმედობს ლომი ამგვარ შემთხვევაში, როდესაც მას უნახავს გემო კაცის ხორცისა; მაინც და მაინც, აი რას ამტკიცებენ მცხოვრებნი ამა მხრისანი. სიტყვისამებრ მათისა იგი ელის რათამც კაცმან დაიძახოს და დაინახავს რა პირველსა გაძვრასა მისსა დროსა გღვიძებისასა, მივარდება მსხვერპლსა ზედა. ლომი. დამცველი გოტტენტოტისა, უთუოთ იყო დანგევნილ რომლისამე ხმაურობითა ანუ უეცარის აღშფოთებითა ძილის დროსა ტყვისა თვისისა შესახვედრ ჩემსა მე არ ვიჭვნეულობდი რომელ ბოროტი მხეცი ელოდა მას წამსა, ოდეს მე წავიქცევოდი დაღალულობისა გამო, რათამცა შემდეგ მომვარდნოდა მე პირველსავე ჩემსა შეძვრასა ზედა. მე ვიქნები ცოცხალი იქამდისინ, ვამბობდი მე ჩემს თავში, სანამ თვალნი ჩემნი იქმნებიან განღებულნი; და უკეთუ მე დავიძინებ, მაშინ განვიღვიძებ ლომის მუცელსა შიგა. გამოვიყვანდი რა ესრეთსა კიდურმდგომარეობისა, მე უნებურად დამაჟრჟოლა და არა შემეძლო დაჭერა ჩემი, ხმაამოუღებლად, სხვებრ, ნუ შეშინდები ჩემს ბედზედ, მითხრა გოტტენტოტმა; თქვჱნ მხედავთ მე წინაშე თქვჱნსა ცოცხლად და მშვიდობით, მე მსურს ოდენ მოგცეთ თქენ ცნობა, იმ განსაცდელისა, რომელშიაც მე ვიმყოფებოდი, წინათვე ვიდრე გიამბობდე, ვითარითა სახითა განვთავისუფლდი მისგან. განვატარე რა ერთი ღამე ესრეთისა სახითა, მე, რასაკვირველია, ვგრძნობდი ძლიერსა შიმშილსა და საშინელსა თვლეემასა. საბედნიეროდ მე მქონდა ბუთილკა სავსე წყლითა, რომელიც მე დილით გამოვაცალე და ახლა არა ვგრძნობდი წყურვილსა. უიმისოთ მე არ შემეძლო მოთმენა ყოველთა სულიერთა აღშფოთებათა და ფიზიკურთა დაღალვათა თანა, რომელნიცა მე გამოვსცადე იმ ღამესა. მზე აღმოვიდა ჩვეულობრივისა ელვარებითა, ვითარ ჩვეულებრივ აღმოჩნდის ჩვეულებრის ელვარებითა, ვითარ ჩვეულებრივ აღმოდის ამ მხარეზედ, და თითქმის იმავ საათს განაბნივა ღვარნი შარავანდედისა, რომელთაცა გაახურეს ქვიშა გარემოს ჩემსა; მე უეცრად გამოვჩნდი შორის ორთა ცეცხლთა, და ვფიქრობდი, რომელ ტყავი ჩემი უთოოდ დაიწვის. თავზედ მეხურა მე შლიაპა განიერი ყურებითა და სირაქლემისა ბუმბულითა; იგი ჰფარამდა სახესა ჩემსა პირისპირ შუქთაგან; არა მიმხედველი ამისა, არას დროს მზე არ მჩუჱნებია ესრეთ სამძიმოთ; იქმნება, ეს წარმოდგებოდა მისგან, რომელმე დიდხანს არ მეჭამა და არც მძინებოდა. გარნა მე განვაგრძელებდი დაცვასა სულის სიმტკიცისასა და მოველოდი მე პირველსა სასარგებლოსა შემთხვევასა, რათამც გადავრჩენოდი. ჩემთა კაცთა შეეძლოთ შეკრება სიმხნისა სრულად მოსვლა ჩემდამი შესაწევნელად. ოჰ! მე ვიცოდი მათი გაუბედაობა, ვიცოდი, რომელ იგინი ვერ გაბედვენ მოსვლასა ახლოს, ვითარ ოდენ მილისა მეოთხეზედ; და ამა შემთხვევაში ლომი დაინახამდა რა მათ უეჭველად მამვარდებოდა მე და გარდასწყვეტდა დაბოლოებასა ჩემისა საეჭო მდგომარეობისასა.-

გარნა რისთვის, ვკითხე მე მას, თქვჱნ არა ჰსცდილობდით ახლად თქვჱნის თოფის გატენისათვის.

მე ვიყავ ესე გამოცდილება მომიგო მან; მაგრამ პირველსავე შეძვრაზედ, ჩემის მხრით, მაშინვე ძველმან პლუტმან აღიღო თავი და დაიწყო ღმუილი, ვითომც უნდოდა სათქმელად; არა, არა, ჩემო საყვარელო, ოდენ შეეხო... თუ რომ მე გამებედა წინა-აღმდეგობა მაშინ უეცრად გამოვჩნდებოდი მისსა ბრჭვალთა ქვჱშე და ვითარცა მოვასწრებდი ჩაყრასა თოფის წამლისასა. ის იყო საშინელი ლომი, თვით უდიდესი როგორიცა მე ოდესმე მინახავს დიდის ჭაღარა ჯავრითა და ფრიად ვერაგის თვალებითა. თქვჱნ არ შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, ვითარი დიდი ვერაგობა აქვსთ დიდთა ლომთა იგი, რომელიც იწვა წინაშე ჩემსა, ძალიან კარგა ეყურებოდა მნიშვნელობა ჩემისა თოფისა, უეჭველად მან იცოდა ეგრეთვე, რომელ მეზობლათ იმყოფებოდნენ ჩემნი კაცნი, ამისათვის რომელ ჟამითი-ჟამად გადაავლებდა საეჭო სახით თვალთა მას მხარებს, სადაც იყო ურმები. მე ვგრძნობდი, რომელ გული ძლიერ მიცემდა შინაგან ჩემსა, და გარდამეტებული ოფლი მორწყედა სხეულსა ჩემსსა.

რაჲსაგან იყო, დავიყვირე მე, რომ ლომიცა დადგა უძრავად განგრძობასა შინა მრთელისა დღისასა?

არა სრულებით, „განგრძო ვაჭარმა“ წინამღდეგ, იგი იყო ძალიან მოუსვენებელ, ხოლო მასთან, იგულ -ხმების, არცა მე ვიყავ ძალიან მოსვენებული. ჩუჱნს ახლოს გამოირბენდნენ ჯოგი ზურბთა და დაინახავდენ რა ლომსა, იგინი მსწრაფლად დაბრუნდებოდნენ და თავქვჱ გაიქცეოდნენ მეორეს მხარეს. ლომი აღიმართა ტოტებზედ მიბრუნდა ნახევარზე და თვალნი მისნი გადაბრიალდენ საყურებლად გაქცეულთა. ლომთა გაშმაგებით უყვარსთ ხორცი ზებრთა, და მე მოველოდი, რომ ჩემი ბრძოლი გამოუდგება მათ დასაჭერად; გარნა მან, უეჭველად, არ იფიქრა გაცვლა დამზადებულისა უცნობელზედ; მობრუნდა ჩემკენ, და ხელ-ახლად დაწვა მიწაზედ, ღმუოდა საშინელითა სახითა და მიყურებდა მე დიდის სიმკვირცხლითა, ვიდრე უწინარეს ამისა, ვითომ უნდა ამით თქმა: ხედამ, ჩემო მეგობარო, რომელ შენის გულისათვის მე დავკარგე ზუბრი; ახლა შეგიძლიან გამოიცნო მექნება მე განზრახვა შენის ცოცხლად გაშვებისა? რა საკვირველია ჩემ გუნებაში, მე ავავსე იგი საშინელითა შეჩუჱნებეებითა; გარნა ვცდილობდი არ გამომეთქვა არცა ერთი ოხვრა, ვშიშობდი რა სხვათა შედგომილებათაგან.-

მსწრაფლ მე შევნიშნავდი, რომელ ლომმან ორჯელ ანუ სამჯერ ყურადღებით მიიხედა მას მხარეს, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი ურმები, შემდეგ ადგა და განრისხებით დაიღმუვლა, განაღო პირი და მაჩუჱნებდა რა თვისსა ყბებთა, ვითომც დაინახა რაღაცა უსიამოვნო თავისა. შემდეგ მე შევიტყე, რომელ ჩემნი კაცნი განღვიძებულნი აპპოლლონისაგან, აღიჭურვნენ თავით ფეხამდინ და მოაწვინეს ბორცვის სიმაღლედ. აქედამ საკვირველად კარგათ განირჩეოდა ლომი და მისგან ყარაულობა აღრეულსა მდგომარეობასა შინა; გარნა ოდეს იგი ადგა და მიბრუნდა მათკენ, იგინი მიბრუნდნენ გასაქცევათ და თითქმის გონება მიხდილნი მირბოდნენ ურმებთან, რამდენსამე ხანს უკან ლომი კიდევ დაწვა წინაშე ჩემსა, გასჭიმა თვისი ტოტნი; ამთქნარებდა და ახამხამებდა თვალთა, მეჩუჱნა რომელ მას მოსწყინდა მან განსაზღვრა დარჩენა საღამომდი ესრეთსა მდგომიერობაში; თუ არა იგი უთუოდ მსწრაფლლად დაასრულებდა ჩემთან თავის საქმესა.

საღამო ხან მე გავიგონე შორითგან გაუგებელი ბრდღვინვა. შემდეგ გავარჩიე ამ ხმაში ღმუილი ძუ ლომისა. რომელიც ეძებდა თვისსა მეტოლესა. უკანასკნელი რამდენჯერმე ხან ადგებოდა, ხან კიდევ დაწვებოდა; და ,ოჰყვებოდა წინა და უკან სიარულსა დამჭმუხვილისა სახითა სუნამდა მიწასა ვითომ იმყოფებოდა გარდაუწყვეტლად და აღშფოთებაში, გარნა იგი იცავდა დუმილსა, და ყვირილი ძუ ლომისა ცოტა-ცოტად დამშვიდდა. ესე იყო ჩემთვის დრო თვით დამტანჯველისა მოუსვენლებლობისა; ამისთვის რომელ თუ ლომს ხმა გეეცა ძუ ლომისათვის და მოეყვანა იგი აქა, მაშინ რა საკვირველია, იქნებოდა იგი მშიერი და უთაოდ ყოვლის უანგარიშოდ მივარდებოდა ფრიად გემოვანსა ტაბლასა, რომელსაც აქამდისინ მისილმეტოე ინახვიდა თავისთვის. ბებერი პლუტი ვგონებ ესრეთ, ჰფიქრობდა; აი როგორითა კეთილ მსჯელობითა დარჩა ჩუმად.

დასასრულ იწყო ღამემა. ცაში მკრთოლვარებდენ ვარსკლავნი; გარნა მთვარე ჯერ არ გვეჩუჱნებოდა. მე არეულად განვარჩევდი საგანთა არა დიდს სიშორეზედ; ხოლო აღმოსავლეთით მე მეჩუჱნებოდა ოდენ სიმაღლე ბორცვთა. შეუძრავი ლომი წარმომიდგენდა თვალთა ჩემთა უსახოთა ლეშთა. გარნა მას არეძინა, და ათვალიერებდა თვითეულსა ჩემსა მოძრაობასა. ხანდახან თვალნი მისნი მკრთოლვარებდენ ვითარცა გალაპლაპებული ნაკვერჩხალი. მე ვნუგეშობდი ერთითა ოდენ იმედითა, მე ვფიქრობდი: დავდგე შეუძრველად და ჩუმად, იქმნება, მე დავღალო იგი ანუ მაინც, არ მივსცე მას მიზეზი მოვარდნისა ჩემზედა, წინათ სანამა მე არ მოვისწრაფ რომელსამე უეცარსა შეწევნასა, რადგან ესე იყო გარდასავალი გოტტენტოტისა თანა. რათამცა მე არ დამეკარგა ესე უკანასკნელი საშუალობა უნდა მომეთმინა ძილი, საქმე უზმო და მეტად ძნელი მე ვიყავ გარდამატებით დაღალული და დავეცემოდი თვლემისაგან, უძილო ოცდა თექვსმეტ სათში და არა მეჭამა ოცდა ოთხ სათში; გარდა ამისა, რამდენნი ფიცხელნი და საშინელნი შემთხვევანი უნდა მომეთმინა მე ამ დროს! ჰაერი იყო მოწმენდილი და მისი სასიამოვნო მოწმენდილობა უმეტეს მიმიზიდვიდა მოსასვენებლად შემდეგ სასიამოვნისა დღისა. გარეშამო ჩემსა სუფევდა მყუდრო და მშვიდი დუმილი, და მე იძულებელ ვიყავ ქმნად, განგრძობილის სიმხნისა, რათა არა დავხუჭო თვალნი საუკუნოდ. რამდენჯერ მე ვიგრძენ, რომელ თავი ჩემი ჩამოიხრებოდა, და გავისწორებდი ახლად ვკვდებოდი შიშითა ამ ერთს ჰაზრში, რომ ლომი, იქმნება ემზადება კიდეც მოსავარდნად ჩემზედა. მართლად რომ ესე იყო საშინელი. და ახლაც კიდევ მე არ შემიძლიან ვიფიქრო მას ზედა მოსვენებულის ჰაზრითა. მე ვიყავ მსგზავსი განჩინებით სასიკვდილოისა, მყოფისა დაჭირვებულსა და საშინელსა სიზმარში, მსწრაფლ განიღვიძებს რა შეშინებაში, რათამცა მოიგონოს მოახლოებულის დასჯისათვის. არა მჯერა, რომ მე შემეძლო მომეთმინა ესე საშინელი მდგომარება მთელსა ღამესა. ესე იყო უმაღლეს კაცობრივთა ძალთა. ვაჭარი გაჩუმდა რამდენსამე წამს; სახე მისი იყო შეჭმუხვნილი და დაფიქრებული, ვითარ კაცისა, რომელსაც აღშფოთებენ მძიმენი მოგონებანი. გარნა საჩქაროდ მოვიდა ახლად განმტკიცებასა შინა და განაგრძო თვისი უბნობა.

ორის ანუ სამის სათისა შემდეგ ამისა, როდესაც სიბნელემ წაგრაგნა ცა და ქვჱყანა, მესმა ყვირილი: ცხოველთ იწყეს მოსვლა წყლის დასალევად ადგილს რომელთამე მათგანთა გამოიარეს ჩემს სიახლოეს; მაგრამ მე არ შემეძლო გაშინჯვა არცა ერთისა. ლომი, რომელიც ხედვიდა მათ ძალიან კარქა, განზომდა არა დიდისა მოძრაობით თავისათა, ოდესცა იგინი გარბოდნენ ახლოს მისსა. და აქა ამაოდ ვფიქრობდი მე, რომელ იგი გამოუდგება მათ; მსწრაფმად ლომი ადგა, შემამხედა მე და დაიღმუილა. საათმა ჩემმა დაჰკრა, ვფიქრობდი მე. მან გაისწორა თვისნი ტოტნი და დაიღმუილა კიდევაც უმეტესი განაგრძობდა განუშორებელ ყურებასა ჩემ ზედა. მე დავასკვენ, რომ შევბმოდი, მეჭირა რა მარცხენა ხელით თოფი, და მარჯვენში ცხვირსახოცი. ჩემი განზრახვა მდგომარეობდა მას შინ, რათამცა გადუზიდო გარდიგარდმო კონდახი ჩემის თოფისა მას პირში, და შემდეგ დავარჩო იგი ჩავსტენო მას ხელსახოცი შიგ ყელში. განძრახვა ესე იყო არა ადვილი; გარნა ეს იყო უკანასკნელი ჩემი იმედი, და მე არ მინდოდა სიკვდილი გამოუცდელად უკანასკნელის ღონის-ძიებისა. სწორეთ ვსთქვა, მე აღარ მქონდა იმედი, ჩემი უპირველესი სურვილი იყო მივარდნილვიყავ ლომსა, რომელიც მტანჯავდა მე დილიდამ; მე ვიყავ საშინლად გაჯავრებული მას ზედა და მზად ვიყავ ყოველსავე ზედა, რათამცა ჯავრი ამოვიყარო მისი. გარნა ესეც იყო კიდევ ცარიელი განგაში. შემდგომ რამდენისამე წამისა, მძვინვარე მხეცი დამშვიდდა და ახლად დასჯდა უკან ტოტებზედ; იგი არ დაწვა როგორათაც წინარე, გარდამოიწოდა თავი თვისი მსგავსად კატისა, რომელიც ყურადღებით შინჯამს რომელსამე საგანსა. დასასრული იგი დაიჭიმა მიწაზედ, ვითომ მან დაასრულა თვისნი იჭვნეულობანი, რომელიც მას აწუხებდნენ, გარნა შემდეგ ათისა წამისა იგი მსწრაფლ წამოხტა და დაიღმუვილა თვით მძვინვარითა სახითა. მე წარმომიდგა ჰზრი, რომელ სხვა ცხოველი ამავე ნათესავისა მომიახლოვდებოდა უკანით ჩემსა, და რომელ ჩემი ლომი უარყოფდა განყოფასა საშოვარისასა უკეთუ მე არა ვსცდებოდი სვე ჩემი უნდა ყოფილ იყო ჩქარა აღსრულებული. კიდევ მოვიფიქრე რომელ ჩემნი კაცნი, მოიმედენი-ღამის სიბნელისა მოდიან ჩემთანა მოსაშველებლად; გარნა შეეძლოღა მათ ქონება ესოდენისა კადნიერებისა? ჩემი თვლემა სრულებით განქარდა. ლომი გაუწყვეტლად ღმუოდა, იყურებოდა ხან ერთსა ხან მეორესა მხარესა, ვითომ არ იცოდა რა უნდა ექმნა მას. უკანასკნელი იგი ჰბედავდა და მე ვხედავდი რომელ იგი ემზადდებოდა გარდმოსახტომელად: სიკვდილი მქონდა მე ცხვირ წინა.-

მასვე მყისვე, ჩემს უკან გამოხდა გაშმაგებული ქვითინი, და ძრიელმან ალმან გაანათლა გარემომდებარენი ადგილნი. ქვითინი განგრძელდებოდა ერთსა ანუ ორს წამსა, და რომელიმე ქმნილება, რომლისაც თავი და მხრები მეჩუჱნებოდა ცეცხლისაგანი, შემოვარდა შორის ჩემსა და ლომისა. ცხოველმან ამოუშვა საშინელი ღმუილი უმეტეს შიშისაგამო ვიდრე გულის-წყრომისა და რამდენსამე გადახტომაზედ სიბნელეში განქრა. მე მყისვეევიცანი აპპოლლონი იმ სახით, როგორც გამოჩნდა ესრეთ მონასიბად. ალი, რომლითაც იგი პირველად იყო გარეშემოზღუდული აღარ იყო; გარნა თვითეულსა ხელში მას ეჭირა ორ-ორი ანუ სამსამი ანთევული რტონი, რომელთაცა ატრიალებდა თავის თავზედ, დახტოდა, ჰყვიროდა და შმაგობდა ვითარცა ჭკუა შემცდარი; ერთის ლექსით, იგი ემგზავსებოდა ბოროტსა სულსა, თუმცა ჩემთვის კი იყო გამომსხნელად. საწყალი, იყო ესრეთსა შიშსა შინა, რომ ძლივ შეეძლო ლაპარაკი, და არ ესმოდა ჩემი სიტყვა. გასტენე შენი თოფი! გასტენე შენი თოფი! ყვიროდა იგი, სულს ძლივ იქცევდა, მხეცი დაბრუნდება კიდევ გატენე თოფი!

ესე იყო კეთილი რჩევა, და მე მივყევ მას, ვითა შესაძლო იყო ჩქარა. ავსდექი რა მე ვგრძნობდი ასრეთსა სისუსტესა, ვითარცა დანბლა დაცემული. გარნა სისხლის მოქმედებამან არა დაიგვიანა განსაახლებელად, და როდესაც თოფი იყო გატენილი, ჩუჱნ მივეშურებოდით ურმებთან. აპპოლლონმან გამასწრო მე, კიდევაც შეცულიყო შიშითა; მას ეჭირა თავზედ მანდალი, და მარჯვენა ხელში მოკიდებული კერეონი[3], განაგრძობდა ხტომასა და ყვირილსა, ვითარცა გიჟი. რათამცა მით მოიშოროს გარეულნი მხეცნი.-

დასასრულ ჩუჱნ მივახლოვდით ჩუჱნ ბინაზედ, ხმა კოფილი გავხადე რა ჩემი მადა, მე დავიწყე კითხვა ჩემის გამომსხნელი-სადმი მას ზედ, რა მოხდა ჩემს მოცილებაში, და როგორითა სახითა მან გაბედა გამოყვანა ჩემი საშინელისა მდგომარეობისაგან. აღმოსჩნდა, რომელ იგი მრთელ დღეს სცდილობდა განღვიძებასა ჩემის კაცებისასა საშველად ჩემდა მოსვლისათვის. მათ ხელ-ჰყვეს ერთის საქმის საცდელად. როგორც მე თქვჱნ გიანბეთ, გარნა სიმხნემან მათმან შესცვალა. საღამოს აპპოლლონმან დაასკვნა მხოლოდ ერთმან თავს იდვას ჩემი გამოსხნა და ამის გულისათვის მოიგონა მახვილ-გონებიანი ღონის ძიება. მან აიღო დიდი მანღალი, მოაყარა მასზედ ერთი პირი თოფის წამალი, მაგრამ საკმაოდ დასველებული, რომ საჩქაროდ არ იფეთქოს, არამედ იწოდეს წყნარა; ზემო ამა შორისა მოჰფინა ბზე, ხოლო შუაში მოაყარა მშრალი თოფის წამალი, მერმე ყოველი ეს შეხვია არა დიდის შეკვრითა რტოთა და წვრილითა ჩხირებითა. დაიდგა მან მანღალი თავზედ, იგი ღამის მოახლოების დროს წარმოემართა გზებზედ. როდესაც მან გამოიარა ნახევარ გზა, შესცვალა სახე თვისისა მოძრაობისა; მოცოცევდა რა ძრიელისა გაფრთხილებითა, მოახლოვდა იგი ას ნაბიჯზედ იმ ადგილსადმი სადაცა მე ვიმყოფებოდი, ესრეთ რომელ ლომი პირველად ვერაფერს ვერ გრძნობდა. მაშინ მხოლოდ პირველად ვერაგი მხეცი ადგა ფეხზედ და დაიწყო ღმუილი. ამა საშინელ ხმათა ზედა, როგორც ამბობდა აპპოლლონი, გული მისი შებნდებოდა და იგი იყო მახლობელად გულის შემოყრისადმი. დავყავ შეუძრველიო იქამდის, სანამ ლომი დამშვიდდებოდა, ჩემი ნამაკი მოცურავდა ახლად, წამოიწევდა წინ თითს ჯერ ერთსა ანუ ორსა გრესა; შეადგენდა რამდენსამ ნაბიჯსა, იგი დადგებოდა ხუთიოდ მინუტსა.დასასრულ რაცხდა რა თავსა თვისა საკმაო ახლოდ, მან ამოიღო კოლოფიდამ გოგირდის წუმწუმა და მოუკიდა მას. საკმაო არის შეხება მის ბზისადმი, რათამცა უთუოდ წარმოადგინოს ალი. დროს ამა მომზადებისასა, მეფე უდაბურისა, გვაჩუჱნებდა საშინელისა განფიცხებასა. გარნა აპპოლლონმა არა მისცა მას დრო მოქმედებად; გამოჰქანდა რა ჩუჱნკენ თავზე მდებარე მანღალითა და ანთებულისა რტოებითა მარჯვენა ხელში, იმავ პირველსავე წამსა უკან იქცა მტრის გასაქცევად. თქვჱნ გესმის ეხლა, რისათვის მე ესრეთ შევკრულვარ ამ ყმაყვილისადმი. გამომიხსნა რა მე სიკვდილისაგან, მან მაჩუჱნა, იქმნება, უმეტეს გონებისა და გაბედვისა, ვიდრე მას შემთხვევაში, ოდესმცა მას შეხვედროდა გადარჩენა სიკვდილისაგან საკუთრისა თავისა თვისისა.-

მე აღვიარე, რომელ თვით საქმით ესე ბაშვი სრულებით ღირს იყო თვისის ბატონის მოწყალებასა. რაიცა შეეხებოდა ლომისადმი, საგონებელ არს რომელ მას ზედ არ იყო ხსენებაცა შემდეგ.-

თქვჱნ სცდებით, მითხრა მე გოტტონმა, მე ანგარიში გავასწორე ავაზაკთან ყოვლის ტანჯვისათვის, რომელნიცა მან მოიძულა მე მოთმენად. როგორათაც ცხადად ჰსცანდა, რომელ ეს ლომი ეკუთნოდა რიცხვთა შორის კაცის ხორცის მყვარებელთა, მაშა არ იქმნებოდა დამეგდო იგი თავის უფლად, მქონდა რა შეძლება მოწყვედა მისის დასასრულისა. მე ვიყავ დარწმუნებულ რომელ იგა არ მოშორდებოდა წყალსა, იქამდისინ სანამ მეზობლად დარჩებოდნენ ჩემნი ხარნი. ვიცოდი რა ამას თანავე, რომელ ორნი სხვანი ვაჭარნი, დჟონსონი (და ლერი) მამდევდნენ მე განგრძობასა ორის ანუ სამის დღისასა, მე დავასკვენ მათი მოცდა. მაშინ ჩუჱნ მივიდეთ საზოგადო წარსვლა სრულებით ჩუჱნის კაცებითა და ძაღლებითა. განგრძობასა შინა ორის დღისასა ჩუჱნ ვაჯავრებდით მოხუცსა კანიბალსა[4] ვერ შევიძლეთ ძალის დატანებით მისი გამოგდება თვისის სოროდამ, საშუალ კლდისა და ჯაგნართა. დჟონსონი იდგა სუყველაზე ახლო, როდესაც იგი უკანასკნელ გამოვიდა, და წააქცია იგი ერთის სროლითა. მაგრამ ეს იყო ხელოვნობითი სროლა; ტყვია მოხვდა მარჯვენა მხარეს და გავიდა ქვჱშე მარცხვენისა გვერდისა. მე მივეცი მძლეველთა ხუთი გირვანქა სტერლინღი[5] ტყავში, რომელიც გავსტენე ჩალითა და შევინახე ჩემთვის, მოსაგონებლად მის დღისა, რომელსაც მე პირის-პირ შეუდგებოდი მას; პირველის დღისათვის მე ვიგონებ ვითარცა თვით უსაშინელესასა ჩემს სიცოცხლეში, მეორესათვის ვითარცა თვით ბედნიერისათვის.

დასასრული.

თარგმნილი რუსულით. ალექსანდრე სავანლისაგან

___________________

1 კლდის ცხვირთ წამდბარი ზღვაში. მთარგმნელი!

2სარაჯა არს აუზი ანუ შადრევანი. მთარგმნელი.

3კერონი წმიდა სანთელში გავლებული სამოსელი და დახვეული ასანთებად. მთარგმნელი.

4სხოლიო: კანიბალი კაცთა მჭამელი. მთარგმნელი.

5ერთი ფუნტი სტერლინგი ანგლიური იქს რუსულს 7-8 რუბლს ასიგნაცს. მთარგმნელი?

4 სხვა და სხვა ანბავი

▲back to top


სხვა და სხვა ანბავი

ბრძანება ახალციხის ატრიადისადმი, მიცემული ღენერალ ლეიტენანტის თა ადრონიკოვისა 5ს დეკენბერს. 1853 წლის.

მხედარნო! განვშორდები რა ატრიადსა, მე მსურს გითხრათ ჩემი გულითადი მადლობა ერთობილ სპათა, პატიოსნის სამსახურისატვის, უყვარულს შრომის და დაკლების ატანისათვის, სიმხნისა და ვაჟკაცობისათვის. მოკლეს დროში აღასრულეთ ამხანაგნო, მრავალ სახელოვანი და სასარგებლო საქმენი. კარგათ ემსახურეთ ხელმწიფესა და მამმუალსა.-

ძლიერი თურქთა 18 ტ ათსეული, კორპუსი 14-ს ზარბაზნით შემოხვდა ჩუჱნსა სამძღვარსა, შემოერტყა ახალციხესა და ჰქონდა განზრახვა წინ წამოსვლისა, ბორჯომზედ საშუალ საქართველოსი და ჰსურდა აეკლო ეს შვენიერი და მდიდარი მხარე. მაგრამ აწყვურში დააყენა თურქნი ძლიერმან სიმაგრემან. რვა როტამ ბრესტისა და ბელასტოკისა პოლკისა. თბილისის ქვჱითის ქართველთ დრუჟინამ, უზარბაზნოდ, უცხენოსნოთ დაიფარვიდნენ რა დიდსა აბოზსა, მხნედ მიეგებნეთ თურქთა ქვჱითსა და ცხენიან და ზარბაზნიან ჯარსა, დააყენა ყველ მხარეს მათი დაცემა, და თვითონ მისცვიდენ მათ შტიკებითა, არბინეს 7ი ვერსტი, წაართვეს ერთი ზარბაზანი, ბაირახი შიშნები, მრავალი საჭურველი და ბარგი. ეს ომი იყო ნიშანი თურქთა ძლევისა. აქ პირველად ღენერალ მაიორმან ბარუნერ გააცნა თურქთა რეგულის ჯარსა რუსეთის შტიკები.- ამავე დროს ვილნის პოლკი, დაიცვავდა ვრცელსა და მრავალ ეროვანსა ქალაქსა, იდგა 16 დღეს სიმაგრეში ცივს ცას ქვჱშე ადგილსა, სადაც ესეთივე სიცივე არი როგორც რუსეთში. მტერთა განზრახვა ქალაქზედ დასხმისა, იყო გამარჯვებით შეყენებული ღენერალ მაიორ კავლევსკისაგან.

12-ს ნოემბერს მოველ მე ახალციხეს, აწყურის ჯარითა მტრის ძალა ერთი ორად გარდა მეტობდა ჩუჱნსა ძალსა: თურქნი იდგნენ მაგარს ადგილებში და განიძრახვიდენ უკანით ჩუჱნზედ დაცემასა აღარ იყო დრო დაყოვნებასა, მდგომარეობა ჩუჱნი იყო საშიშო, უნდა გვემოქმედნა გარდაწყვეტით, წავედით თურქებზედ მტკიცის გაზრახვითა ან დაგვემარცხნა და ან დავხოცილვიყავით, დავცემულვიყავით და დაგვერეკნა აურიცხველი ჯარი მტრისა, ანუ დავხოცილ ვიყავით ახლოს ახალციხისა. დილით 14ს რისხვსა, მოვიწვიეთ შემწედ ყოვლად უმაღლესი ჩუჱნ წავედით ასაღებად თურქთა სიმაგრეთა.-

ღალატობით ნიკალაევცკის არების დროსა ოსმალთაგან, მტერნი, ფარვით ქურდულად შეეპარნენ და დაესხნენ სიმაგრესა. მაგრამ ჩუჱნკი წავედით სუფლისში არა ფარულად და არც მიპარვით, წავედით ცხადად, მზე ბრწყინვალიან დღეში, და ციხის ზარბაზნების სროლით ვაცნობეთ ოსმალთ, რმმაორთ(?) დიდებმალე ისა ჯარი მოვა საბრძოლად დასამარცხვებლად და ანუ სასიკვდინოდ ურწმუნოთა თანა.-

უფალმან აკურთხა ჩუჱნი საჭურველი, თურქთა ვერ შეიძლეს დადგომა ვერც ერთ ადგილში, თქვჱნ წინ. ვერა რამ შეაყენა თქვჱნი ვაჯკაცური შეტევა არც ჩქარმა წყალმმა, არც მაღალთა კლდეთა და მთათა, მოფენილთა ზარბაზნებითა და სანგრებითა, არც ზარბაზნისა საფანტმა ტყვიამა და შტიკმა მტრისამა. თურქნი ჯერ იდგნენ და ვაჟკაცურად იბრძოდენ, მაგრამ მერე შეკრთნენ, და გაიქცნენ თქვჱნის პირისაგან, ეს ოდენ დიდ, იყო რომ არამთუ უნდა მიგვეშვით თურქებზედ, უნდა დაგვეჭირეთ: ყველანი იწევდით წინ, თითქო მიგიზიდავდათ სახე მტერთა. ღენერალ მაიორ ფრეიტაღი, რომელიც პირველი იყო გარე მოფენილი ტყვიისაგან და იქმნა დაჭრილი, თითქმის ძლივ მოასწრო გამოსვლა ცეცხლისაგან შესახვევად და მოსაჭრელად თითისა, რათა მსწრაფლად მობრუნებულიყო თავის ეგირებთან, იმათ კიდეც მოასწრეს ბრძოლაში წართმევა 7ს ზარბაზანისა და აღება სოფლის სუფლისისა.

ყველა ჯარზედ უმჯობესად განსხვავდა პეხოტა, აგრეთვე კარგათ იბრძოდენ წინა აღმდეგ თურქთა, ყაზახნი 21-ის პოლკისა და გორის კეთილ-შობილთ დრუჟინა, სუყველას ვერ დავთვლით ძმანო, რა არ წავართვით მტერთა, ყველა ომში. 14-ი ზარბაზანი ესე იგი მთელი მათი არტელერია, მრავალნი ბაირახნი, ნიშანნი, ტყვია, წამალი, ყუთები, პატრონები, საჭურველი, ბარგი, ცხენები, მრავალი საზდო. თურქთა მკვდრებითა იყო სავსე გარეშე. ამხანაგნო თქვჱნ ასე შეაშინეთ თურქნი რომ ახალციხიდან გაიქცნენ და დაუსვენებლივ მივიდენ არდაღანში რომელიც არის 70 ვერსტი, არსად არ დაუღამებიათ გზაზედ ამისთვის რომ იმათ ეგონათ ვითომ თქვჱნ ჰსდევდით და თქვჱნი ურრათი კიდევ ყურები უწიოდათ. ახლა შევიტყე რომ თურქთა ქვჱითი ჯარი მივდა (მივიდა) არდაანში ძალიან საცოდავის სახით დაჰკარგვიათ თავიანთ ბარაბანი და მრავალი თოფ იარაღი, და სირცხვილეულნი გაგზავნეს სხვა ადგილებში რომ დაშალონ ის ჯარი ნაწილ ნაწილ ჩააყენონ სხვა ჯარებში.

სალდათნო, თქვჱნის სიმხნით მორჩა ეს მხარე აკლებისაგან და ქალაქი ახალციხე დაქცევისაგან. აქაურნი მცხოვრებნი იყვნენ შეშინებულნი და მხოლოდ თქვჱნს ვაჟკაცობაზედ იმედეულ იყვნენ. 14-ს რიცხვსა შემდგომ გამარჯვებისა მჭმუნვარება მათი შეიცვალა სიხარულად. ცოლი და შვილნი მათი ეხვეონენ მუხლებზედ რუსის ჯარის ნაჩალნიკთა, ჰმადლობდენ მორჩენისათვის. სიმხიარულისა ცვრემლი ხალხისა არის საკმარო თქვჱნთვის ჯილდო.

თქვჱნს სამსახურს ჰსცნობს ჩუჱნი დიდი ხელმწიფე, და მამობრივი გული მისი გაიხარებს თქვჱნსა ღვაწლსა და გამარჯვებაზედ.

მოგიძღვნით ჩემსა გულითადსა მადლობასა ყოველთა კერძოთა ნაჩალნიკთა და სუვალტერნ ოფიცერთა. რომელთა სამსახური წარმიდგენია მთავარ მართებელთან. ვმადლობ ოფიცერთა ღენარალის შტაბელთა, რომელიც იყვნენ ამ ატრიადში. მცოდნენი ამა მხარისა და კავკასიის ომისა, ისინი მართვიდნენ ბრძოლაში ჯარსა მათი ბრძოლისა გამოცდილებამ მოიმკო მრავალი სარგებლობა.-

მისმან უგანათლებულესობამ, სიმართლით დამფასებელმა თქვჱნისა სამსახურის, გამოგზავნა 162 წმიდის გიორგის ჯვარნი, განსხვაებით გამოჩენილთათვის, 7-ს 14-ს ნოემბერს ბრძოლისათვის.

- კვალადცა გმადლობთ თქვჱნ, ძმანო და ამხანაგნო; ვაჟკაცურად, პატიოსნად და ერთგულ მონად ხელმწიფისა და რუსეთისა გამოაჩინეთ თავი.

განგშორდებით რა, მე ვერ მიპოვია სიტყვა გამოვსთქვა ჩემი გულითადი მადლობა. დღე 14-ს ნოემბერსა იქმნება ჩემ გულს სახსოვრად ჩემს სიცოცხლეში. გულით და ჰაზრით მე ვიქმნები ყოველთვის თქვჱნთან.