![]() |
ცისკარი №11 (1857) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პოეზია |
▲back to top |
![]() |
1.1 ნანა |
▲back to top |
ნანა
კნეინა ქეთევან წერეთლისას ვუძღვნი.[1]
ნანა, ნანა, ნანინა,
ნეტარ ვინ შეგაშინა,
ეგე უმანკო გული,
ნეტარ შეგიფრთხო ვინა?
ნუ სტირ, ჩემო ყვავილო,
სურნელებით აღვსილო,
შენგნით მეცა ვიჭმუხვნი,
ჩემო პაწაწა შჳლო!
ვიდრე არც მწარეს, არც ტკბილს,
არ ჰსცნობ სოფელს, -ცრუთ აღვსილს,
დატკბი უზრუნველობით,
უფიქრელად მიეც ძილს.
თვარემ მოგივალს წამი,
ჩემებრივ მეცა ჟამი,
რავდენ გზის ზრუნველობის,
იქმნები შენცა მხილავი!...
ნანა, ნანა, ნანინა,
გვრიტო პაწაწინა!
მაგ შენ ქვეყნად მოსვლამა,
ნეტარ ვით მამალხინა!
ოდეს გაგეღიმების,
ჩემს ტკბობას რა ედრებას,
თითქოს შენის მოლხენით,
სიცოცხლე მემატების!
მაგრამ როს ჟუჟუნ თვალთა,
ცრემლებითა შემკრთალთა
ვნახავ, ვწუხ და ვადარებ,
მარგალიტთა მრავალთა.
აკვანს ხარ, როს ოფლ-სხმული,
ვით ვარდი, დანამული,
მიხშირდების მაშინვე,
უმეტეს სიყვარული!...
ნანა, ნანა, ნანინა,
გულისა-მოსალხინა!
ყოვლთ ნათესავთ უხარისთ,
ვინც შენი ხმა ისმინა.
პაპა ლაშქრად მოილხენს,
რა შენს ყოლას მოისმენს,
შენებრ პაწაწა ხანჯალს,
მტერთაგან მსწრაფლად მოიღებს.
მოვა, ტრფობით დაგეტრფის,
პაპა-შჳლურად გელტვის,
ხანჯალს წელს შემოგაკრავს,
და შემდგომს ამას გეტნვის(გეთნვის):
„შჳლო! აჰა ხანჯალი,
თუმცა არა ახალი,
შენგნით წარხალისებულ,
მივეც მტერთა ზარალი!
რა მითხრეს ყოლა შენი,
მტერნი ვხოცე იმდენი,
რიცხვი ვერვინ შეაგო,
ჰსჩანს გგქონია რომ ბედი.
ესე ვაჟიკაცობა,
სიმარდე, მამაცობა,
მემკვიდრეთ და საუნჯეთ,
მამა-პაპით მებოძა.
შჳლო! ესე ხანჯალი,
და მასთან ჩემი ძალი,
მომიციეს სამკვიდროდ,
ხოცე მტერი მრავალი!
შენ პაპას იგონებდე,
რა მტერთ დაიმონებდე,
შეხედავდე ამ ხანჯალს,
შჳლო, მომიგონებდე!...“
________________
1 ლექსი ესე ნათქვამია მის შჳლის-შჳლის. შჳლის დაბადებაზე
![]() |
1.2 მამა? |
▲back to top |
მამა?
ნანა, ნანა, ნანინა,
ნეტარ გადარო ვინა?
შენ უკეთეს ვინ ჰპოვებს,
იყოს უბრძნესიმც გინა!
მამა სოფლად განაგებს,
აწყობს შენთვის აზრთ ვარგებს,
მის ნაშენი მამული,
ბოლოს სამკვიდროთ გარგებს.
შენგნით წარხალისებულს,
ვით არ უხარის მის გულს?
ერთ-გულათ მომჭირნეობს,
რა ედრის მის სიხარულს!
ფიქრობს: „რადგან ინება,
ღმერთმან ჩემი ლხინება,
შჳლისათვის შრომაში,
მმართებს მე მოთმინება!...
ნანა, ნანა, ნანინა,
ავ-თვალთ გადაგარჩინა,
ვაჟკასცა მირჩევნიხარ,
თუმცა ხარ პაწაწინა!...
ივ. კერესელიძე.
19 სეკტემბერს,
1855 წელსა.
![]() |
1.3 ეპიტაჶია |
▲back to top |
ეპიტაჶია
მე უმცირესმან ძმათაგან, ვახტანგმან სახელდებულად,
ვქმენ ოთხწელ მხეცთა, ურბნისი, სადგურ კამარა გაბედულად,
ტფლისს სიონი ხელახლად, შევძერწე ქანდაკებულად,
ჩემთვისცა სახლი სარკისა, შიგ ლხინი მოწონებულად!
სტანბა მოვიღე ვლახეთით, ვამრავლე წიგნთა მელანი,
მაშაკრის რუ ხომ ტბას შევრთე, შიგ თევზნი ჩავსხი ყველანი,
ესე მთა მოვინადირე, ვხოცე ირემი, შველანი.
სამართლის წიგნი დავსწერე, მჰსაჯულს არ უნდა ცილობა,
ვეფხვის ტყაოსნის თარგმნობა, სხვა წერილთ არ ვსთქვა ცილობა,
ჩემთანა მყოფთა ჭაბუკთა, ვასწავე კარგად ზრდილობა,
ბოლოს მიმიღო სოფელმან, სიმდიდრე, მეფეთ შჳლობა!...
მეფე ვახტანგ.
![]() |
1.4 თეჯლისი |
▲back to top |
თეჯლისი
ხმა სირინოზ მთა ღულამბარ წინა მოს,
დამქროლო ნიავო არვედ ეარე.
მზე აპოლოზ დისკო უძღვენ წინამოს,
შჳდთა მთენთა ერთი ხლებად ეარე.-
ვინ სულთ ბაზრად შეაშენენ შენები,
მეტყვი მოიგულო შავგლახ შენები
ძვირად სადმე საფარდულად ეარე.-
თეთრთა ზღვათა შავნი ნავნი მანავნი,
ესრეთ ვგონე, მან განავნა მანავნი,
არ იკადრა ლიმენს ტევრნი მანავნი,
შავნი ინდნი მას დარაჯად ეარე.-
ვსთქვი: რა ვნახე უცხო სახე დარანი,
მიესხივნეს გულთ სათენი დარანი,
სადაფს ვარქვი შენ ტიალად იარე!
ვარდსა ბაღი გაეწითლა არვებით,
თუ შევეხით არ უეკლოდ არ ვებით,
მისს მიჯნურსა რამცა ჰქონდეს არ ვებით,
ხამს ეკალი ზედან გულზედ ეარე.-
ბესარიონ გაბაშჳლი.
![]() |
1.5 კ.მ.ო. |
▲back to top |
კ.მ.ო.
მოვედ ამ არედ შესამკობელად,
ნიავო მქროლევ კეთილმყოფელად,
მზე მოიწვიე დამატრფობელად,
თოვლთა, ყინულთა დასადნობელად,
ჰაერთა ცივთა განსაძობელად,
მდელოთა ყოველთ მოსახმობელად,
პირველ იასა ექმანს მშობელად,
სიყვარულისა აღსაგზნობელად.
რა აღმოსცენდეს ია წყლიანი,
ქედ მოდრეკილი თავაზიანი,
მშობელსა თვისსა მადლო გზიანი,
გამოუცხადოს თავაზიანი;
მშობელსა თვისსა მადლო გზიანი,
გამოუცხადოს დაუგვიანი,
ჰრქვას: მე შენგან ვარ კეთილ დღიანი,
მნათობმან მისცეს მათ დღე მზიანი.
მათ სუნს ყნოსიდეს ყრმა და ხნიანი
დასათრობელად განსანხმობელად,
და ჰყოს აშიკნი სიყვარულისა!..
აჰა მოსრულ არს აწ გაზაფხული,
სიამოვნითა გარემოცული,
მათ შორის გიეს მძლე სიყვარული,
სუნ სურნელებით მთლად შესვარული,
მაშინ სცნობს მის ძალს ყოვლი სული,
რა დაიმონოს მან მათი გული,
ზოგან მოუგოს ახალი წყლული,
ზოგი განკურნოს კვლავ ქონებული,
მქმნელმან ლამაზის გულის მფლობელად,
და ჰყოს აშიკნი სიყვარულისა!
ჭივჭავთ ჭიკჭიკნი, ბულბულთ გალობა,
რაყიფთ აქვსთ ჩხუბი, ბასვრა, მჭრალობა,
ერთნამეთისა დაუხველობა,
სატრფოდ მოტაცვა, ფრენა, გალობა,
კოცნა, ალერსთა დაუთვალობა,
სიხარულისგან მოუცალობა,
ძლეულის გმობა, შეუბრალობა,
თქვენც განგიცხადესთ ვგონებ მადლობა,
კრძალვით მეჩუჱნო გულის მპობელად
და ჰყოს აშიკნი სიყვარულისად!
ჭაბუკა ვინმე ჩადრით ბურვილი
შევალს წალკოდსა, სწვი არ ურვილი,
მუნთაგან მოყმე გულ შემურვილი,
მოეგებების ხილვის წყურვილი,
განაგდებს ღრუბელს მზე სხივ წურვილი,
მიესალმების მოყმეს გულ ლბილი
ეტყვის, წარვიდეთ გვაწევს სურვილი,
აჰა გუმბათებრ ფოთოლთ ხურვილი,
ეშხით დამცხართა დასაჩრდობელად,
და ჰყოს აშიკნი ლხინის გრძნობელად,
სიყვარულისა აღმაგზნობელად!...
თ. ალ. ჭავჭავაძე.
![]() |
1.6 ყუჱდრება |
▲back to top |
ყუჱდრება
მე შენ მიყვარდი! ჯერეც ეს ალი,
ვგონებ ჩემს გულში არ არს გამქრალი.
მაგრამ ნუ სწუხარ! უკანასკნელად
მოვსულ ვარ შენთან დასაყვედრებლად:
ვითა ბულბულსა მაისის ვარდი,
შენ თვითან გრძნობდი, ისე მიყვარდი,
ტკბილს ტყვეობაში გყვანდი დაბმული,
მაგრამ შენ სხვისთვის გიძგერდა გული.
უცებ ალერსი, უცებ მოჭმუხვნა,
გიჟ მარტივითა შეიცვლებოდი,
ვგრძნობდი, რომ შენ გულს მფლობელი ჰყავს სხვა,
მაგრამ მე ამ ფიქრს ვერ ვეჩუჱოდი.
ხან მკლავდა ეჭვი, ხან შენი ქცევა,
მაგრამ რა გული წყენას ეჩუჱვა,
მისგან ვისგანაც, არ ელოდება,
მაშინ ცეცხლებრივ გულიც ნელდება.
ღმერთმან ინებოს ჩემებრ ნარნარად,
მანც შეგიყვაროს-მარად და მარად!...
![]() |
1.7 ამაოება |
▲back to top |
ამაოება
დრო მდინარეობს, ვითარცა წყარო;
საუკუნე რბის, ვით ერთი წელი,
კაცის სიცოცხლე, არს ერთი წუთი,
შემოჰკრა ქარმან-და მსწრაფლ გააქრო.
გ. რჩეულოვი
![]() |
1.8 ხუნდი მტრედისა |
▲back to top |
ხუნდი მტრედისა
საბრალო კოღო დიდ გალახული, მომყმარი ფრინვით, ფრთა განლეული
მოვიდა, სადა ფეტსა მას ღმერთას, ხელთ ეპყრა ნეკტარ კრონოსეული.
რა გათბა იგი, უძალო, უღირს, უცნო, უღონო, ჭკვა რეული,
იწყო წივილი, ბრუალი, ოხვრა, კბენა ფრინველთა ძვირი კმეული!
ფრინველთ იწუნეს, მაგრამ მართუჱმან, რომელი არის მტრედის წრფელი,
უნდო, უმანკო, მზე გონებითა, ფრინველთა შორის გვარისა მთვლელი,
იგრძნო მან ზეცით, კოღოსა ხმისა, ოხვრა უხამსი და საკიცხელი,
ეწყინა ფრიად, დაიღუღუნა, მშვენიერი და გასაგონელი.
ოხ! ჩემო კოღო, ჯერ შენ ვერ გიცნობს, ვერც ჩემებრ ხუნდი, ვერცა არწივი;
ვერც ერთა ღმერთა, ვერცა სხვა ვინმე, ვერცა მნათობი, ვერცა მზის სხივი,
იყავი შენთვის, ნუ გამოჩნდები, აგრე ხმიანად ნუ ზღაპარ-წივი,
სად შეგიძლია, დაია შჳლობას, რიკაობა და ჯირითი, კრივი.
ოხ ჩემო კოღო, შენ ხომ არ იცი ცა და ცას შინა რა ამბავია;
შენ რომ გგონია, თოვლი და წვიმა, მზის არე მარეს მაშინ დარია,
კი არ გეწყინოს, ეს ჩემი სიტყვა, დღეს მკერდი შენი რომ გამთბარია,
მისთვის არ უნდა, კივილ წივილი, დაია შჳლობამ ცუდი გვარია.
ჩემსა კუთხესა, შენ რომ მოფრინდი, ყოვლთა მიგიღეს ვითა ფრინველი,
თვისება არის, ღმერთა ტრედისა, გული ოქროსა შემწყნარებელი,
გილმო დედამან და შეგიწყნარა, ვითა ღარიბი გამოსაზრდელი,
აწ შენცა იგრძენ, ნუ ჩხივი, კივი, ხო არა გაქვს რა გასაყოფელი?
ფრინველი ფრინველთ, მოურიგდება, აქვს თავისი დრო ყოველსა ქმნულსა,
შეხვთება კარგი და ბევრი ავიც, სოფელსა შინა მყოფსა სულ დგმულსა,
ოდესმე გულნი, აწყენინებენ, განსაკუთრებით თავისა სულსა,
მაგრამ განგება მათ დააზავებს, კოღო ვერ მისცემს რჩევას და სჯულსა.
თუმცა მიიღე აწ, ჩემო კოღო, ჩემი ღუღუნი ჩემი გალობა,
ამოეთხოვე კვნესა, წივილსა, ჩუჱნშიდ არ არის გვარის ზრდილობა,
შენც იცი ჩემი, სიწრფელე გულის, უმანკოება, შთამომავლობა,
ჩემსა სახესა, არ ეკადრება, ფრინველთა ჩემგან უყვარულობა.
აწ თქვენდა ვგალობ, ჩემნო ფრინველნო! მწადიან თქვენთვის ყოვლი კეთილი,
თქვენთვის ვგრძნობ ბედსა, მე თქვენის სახლის მართუჱ ვარ უმანკო ჩჩვილი,
თქვენ გამომზარდეთ, ობოლ წრფელი, რას ქვიან ოხვრა, კბენა წივილი;
არწივთან მე ვარ, თქვენი წამრდგენი, ვის ეკადრება კოღოს წივილი.
სთქვა და დადუმდა გულ-სანატრელი, მართალი გული, მკერდი ცის-ფერი,
სიმართლის მათზედ, ბუნებით მლველი, სიწრფოებითა აღმაზე მზერი,
მარადის მარჯულ, გალობის მთქმელი, მართუჱ მტრედისა, გულის-ხმიერი,
ვინც არ ერწმუნოს, მან დაიწუნოს გული უმანკო და გონიერი.
N
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 საბრალო ლიზა |
▲back to top |
საბრალო ლიზა
(კარამზინისა?)
იქმნება, რომ არცა ერთმა ჩუჱნს ქალაქში მცხოვრებთაგანმან იცოდეს ისე კარგათ გარემოება ამა ქალაქისა, როგორც მე ამისათვის რომ ჩემზე მეტს არავინ დაიარება მინდვრათ, ჩემზედ მეტს არავინ დატანტალებს ქვევითი, არა რაისა განზრახვისა მექონე და უჰაზროთ, საითაც თვალები უყურებენ. მწვანე კორდებს და ჭალებს, სერებს და ველებს. ყოველ ზაფხულს ვპოვულობ საამო ადგილებს, ანუ ძველებში ახალ სიკეკლუცეს.-
მარამ ყოველზედ უსიამოვნესი ჩემთვის არის ის ადგილი, რომელზედაც ამაღლდებიან ბნელნი ბურჯნისი ... ვის მონასტრისანი. რა დგას კაცი იმ გორაზედ, ჰხედავს მარჯვენა მხარეს თითქმის მრთელსა ქალაქსა, იმისთანა სიმლავლეს სახლებისას და საყდრებისას, რომელიც ეჩუჱნება თვალთა მზგავსათ ჩინებულის ბემონისა: მშვენიერი გამოხატულობაა!!! ნამეტნავათ როდესაც მნათობობს მაზედ მზე; როდესაც საღამოს სხივნი მისნი ბრჯყვრიალებენ ოქროს სამრეკლოებზედ, უუმრავლეს ჯვრებზედ, ამაღლებულებზედ ცამდის! ძირს არიან გაშლილნი ბნელნი ხშირათ ამწვანებულნი, აღყვავებულნი კორდნი; მათ შემდეგ, ყვითელს ქვიშაზედ ჩამორბის წმინდა მდინარე, აღელვებული ნიჩბებისაგან მეთევზების ნავისა, ანუ მოჩქრიალე ქვებსა ქვეშე მძიმეთ დადებულისა რომელნიც ჩაცურამენ ნაყოფის მომცემთა მხარეთაგან ჩუჱნის სახელმწიფოსი და ავსებენ განუძღომელს ქალაქს პურითა. მეორეს მხარეზედ მდინარისა ჰსჩანს მუხის ჭალა, რომლისა ახლოს სძოვენ უუმრავლესნი სამწყსოსანი: იქ ახალ გაზდა მწყემსნი სხედან ხის ჩრდილებში, იმღერიან უბრალოს, მჭმუნუარე სიმღერებს, და ამით იმოკლებენ ზაფხულის დღეებს, ესოდენ მათთვის ერთ გვართა. განშორებით ხშირს თელებთა შუა ბჭყვრიალებს ოქროს თავიანი დავითის მონასტერი; კიდევ განშორებით თითქოს ცის ნაპირზედ სადამდისცა თვალი გადასწვდება, ჩანან ლურჯნი გორები. მარცხენა მხარეზედ ჩანან დიდროვანნი პურით დაფარულნი მინდვრები, პატარა ტყეები, სამი ანუ ოთხი სოფელი და მოშორებით სოფელი ოქ...სა.
მრავალჯერ მივდივარ იმა ადგილს და თითქმის ყოველთვის ვხედავ შემოდგომას; იქ მივდივარ ხოლმე ბნელს დღეებში შემ-დგომისა, სავაგლახოთ ერთათ ბუნებასთან, საშინლათ ბერავენ ქარები კედლებთა დაცარიელებულის მონასტრისასა. საფლავებში, ამწვანებულებში მაღალის ბალახით და ბნელს სენაკებში. იქ, რა ვარ დაბჯენილი დანგრეულს ქვებზედ, ყურს უგდებ დროებათა, ყრუ ოხვრას, რომლისაგანაც გული ჩემი ძრწოლავს და თრთის. ზოგჯერ შევდივარ სენაკებში, და წარმოვიდგენ მათ, რომელნიც ჰსცხოვრებდნენ, სამწუხარო გამოხატულობაა!!! აქ ვხედავ მხცოვანსა ბერსა მოკვეთილსა ჯერაც მისა წინ,და მვედრებელსა ცოდვათა მოტევებისასა: რამეთუ ყოველი გულის სიამოვნება გაქრა მისათვის სიცოცხლეში, ყოველნი გრძნობანი მისნი აღიხოცნენ, გარდა გრძნობისა ავათ-გაფითრებულის სახით უყურებს მინდორს ფანჯრის ამართულის ბადიდამ, ჰხედავს მხიარულთა ფრინველთა ჰაერის ზღვაში თავის უფლად ფრინველთა. ჰხედავს, და სცვივა მწარე ცრემლები თვალებიდგან. იგი უძლურდება, ჭკნდება, ხმება-და ჭმუნოვარე რეკა ზარისა მოუთხრობს უდროოთ მის სიკვდილსა ზოგჯერ ეკკლესიისა კარებზედ ვსჩხრეკ გამოხატულობასა სასწაულებისასა მომხდარსა ამა მონასტერში. ცვივიან ციდამ გასაძღომათ მონასტერში მცხოვრებთა, რომელნიცა არიან შეზღუდვილნი მრავალთა მტერთაგან საზრდო. აქ სახე ღვთის მშობლისა უკუაქცევს ხოლმე მათ მტერთ. ყოველი ესე აახლოებს ჩემს მეხსიერებაში ისტორიას ჩუჱნის მამულისას, მწუხარე ისტორიას იმ დროებისას, როდესაც სასტიკნი თათრები და ოსმალოები ცეცხლითა და ხმლით აოხრებდნენ გარეშემოს ჩუჱნის სატახტო ქალაქისას, და როდესაც საწყალი ქალაქი, როგორც უმწეო ქვრივი, მოელოდა ღვთისან შეწევნასა თავის სასტიკ ტანჯვაში.
მარამ უფრო ხშირად მიმავალ ხოლმე კედლებთან სი...ვის მონასტრისა, სადაც მომაგონდება სამტირალო ხვედრი ლიზასი. მომაგონდება ხოლმე საცოდავი ლიზა! ახ! მე მიყვარს საგანნი იგი, რომელნიცა ააჩქროლებენ გულსა ჩემსა და მაღვრევინებენცრემლებსა ნაზის მწუხარებისას!
სამოც და ათ საჟენზედ მონასტრის კედლებიდგან, მუხის ხის ჭალის ახლოს, მწვანე კორდ შუა სდგას ცარიელი ქოხი, უკარებო, უფანჯრებო, უიატაკო; ჭერი დიდიხანია რაც დალპა და ჩამოინგრა. ამ ქოხში ოც და ათის წლის წინათ იდგა მშვენიერი, საყვარელი ლიზა. თავის მოხუცებულის დედითურთ.
მამა ლიზასი იყო საკმაოდ გაკეთებული გლეხი კაცი, ამისთვის რომ იმას უყვარდა მუშაობა; ჰხნავდა კარგათ და უყვარდა ფხიზლად სიცოცხლე. მარამ სიკვდილის შემდეგ, იმის ცოლი და ქალი გაღარიბდნენ, ზარმაცი ხელი მოჯამაგირისა ვერ შეიმუშავებდა ხოლმე მიწას, და პურის მოსავალმაც იწყო კლება. მეტი ილაჯი აღარ იყო, უნდა მიეცათ მიწები ღალით და ძალიან იაფათაც. ამასთანაც საწყალი ქვრივი ხშირად ღვრიდა ცრემლებს თავის ქმრის სიკვდილზედ, ვინაიდგან გლეხთაც იციან სიყვარული! -დღე დღეულად უძლურდებოდა და სრულიად აღარ შეეძლო მუშაობა. მხოლოდ ლიზა, რომელიცა დარჩა მამის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტის წლისა-მხოლოდ ლიზა, რა არა ზოგავდა თავის ნაზსა ყმაწვილობას, რა არა ზოგავდა თავისს იშჳათს სილამაზეს, მხნეობდა დღე და ღამ. ქსოვდა წინდებსა, ქსოვდა ჩულქებს, შემოდგომით ჰკრეფდა ყვავილებს, ზაფხულში ჰკრეფდა ხილს ჩაჰქონდა და ჰყიდდა ქალაქში. მგრძნობელი, კეთილი მოხუცებული, რა ჰხედავდა დაუდგრომლობასა ქალისასა მალამოდ ჩაიკრავდა წყნარიადმცემელს გულში, უხმობდა ღვთის მოწყალებად, ძიძად, ლხინად თავის სიბერისას, და ევედრებოდა უფალსა, რომ გადეეხადნა მოხუცს მის სამაგიერო ქალისათვის. რასაც კი აკეთებდა ქალი დედისათვის, ყოველთვის ამას იტყოდა: „ღმერთმა მობოძა მე ხელები, რომლებითაც უნდა ვიმუშაკო, შენ მზრდიდი მე შენის ძუძუთი, და მივლიდი როდესაც ვიყავ პატარა, ეხლა მოვიდა დრო ჩემი შენის მოვლისაო, მხოლოდ დაანებე თავი მწუხარებას, დაანებე თავი ტირილს; ცრემლები ჩუჱნი ვერ გააცოცხლებენ მამასაო.“ მრავალჯერ ნაზი ლიზა ვერ შეიმაგრებდა ხოლმე საკუთარსა თავის ცრემლებსა ახ! იმას ახსოვდა, რომ ჰყვანდა მამა, რომელმანცა ვეღარ იცოცხლა; მაგრამ დედის დასამშჳდებლად ხშირად ჰფარავდა მწუხარებას თავის გულისას და ეჩუჱნებოდა მხიარულად, მშჳდობიანათ. -„იმ სოფელში, საყვარელო ლიზავ (უპასუხებდა მწუხარე მოხუცებული), იმ სოფელში დავანებებ თავს ტირილსა. იქ, ამბობენ, ყველანი მხიარულად იქმნებიანო; მე მგონია მხიარულად ვიქმნები როდესაც ვნახავ შენსა მამასა. მხოლოდ ეხლა არა მსურს, რომ მოვკვდე - რომ არც მე გყვანდე, უჩემოთ რა მოგივა შენ? ვის მიგანებო შენ? ღვთის მადლით ჯერ გაგიჩენ პატრონსა! იქმნება გამოჩნდეს ვინმე კეთილი კაცი. მაშინ, რა გაკურთხებთ თქვენ საყვარელნო შჳლნო, დავიწერ პირჯვარს, და მშჳდობიანათ ჩავწვები გრილს მიწაშიაო“.
განვლო ორმან წელიწადმან რაც ლიზას მამა გარდაიცვალა. კორდნი შეიმოსნენ ყვავილებით და ლიზა მოვიდა ქალაქში, სადაცა ჩამოიტანა ზამბახები გასაყიდავად. ყმაწვილი, მშვენიერათ ჩაცმული კაცი, საამო შეხედულობისა, შემოეყარა მას ქუჩაში. ლიზამ აჩუჱნა იმას ყვავილები, გარნა გაწითლდა. ჰყიდი ქალოვო? ჰკითხა კაცმა ღიმილით. ვყიდი, უპასუხა ლიზამ.
-„რას თხოულობო? ხუთსა კოპეიკსა უპასუხა ლიზამ.
-„ძალიან იაფია. აი ერთი მანეთი“. ლიზას გაუკვირდა და გაბედა შეხედვა ახალ გაზდა ყმაწვილისა, - უფრო უარესათ გაწითლდა, და დაკიდა თავი მიწაზედ, და უთხრა რომ არ შეუძლიან მანეთის აღება. რატომ? მე მეტი არა მინდარა. -„მე მგონია რომ მშვენიერი ზამბახნი, მოკრეფილნი ხელებით ლამაზის ქალისა, ღირან მანეთად. რადგანც შენ არ იღებ მანეთს, აი შენი ხუთი კოპეიკი. მეკი მსურს რომ ყოველთვის ვყიდულობდე შენს ყვავილებსაო; მსურს რომ, მხოლოდ ჩემთვის ჰკრეფდე ყვავილებსა და არა სხვათათვისო“. ლიზამ მისცა ყვავილები; გამოართო ხუთი კოპეიკი და უნდოდა წამოსვლა; მარამ უცნობმა ხელის დაჭერით შეაყენა „სად მიხვალ ეხლა, ქალო?“ -შინ. - „სად არის შენი სახლი?“ - ლიზამ უთხრა სადაც იდგა; უთხრა და წავიდა. ყმაწვილ კაცს არ უნდოდა დაეჭირა კიდევ რავდენსამე ხანს, მგონია იმისთვის, რომ ქუჩაში გამვლელ გამოვლელნი დადგებოდნენ და იცინოდნენ იმათ ლაპარაკზედ.
ლიზა, რა მივიდა შინ, უამბო თავის დედას რაც შეემთხვა. „შენ ძალიან კარგათ გიქმნია, რომ არ აგიღია მანეთიო, იქმნება ის ერთი ცუდი კაცი ვინმე იყოვო“ ეტყოდა დედა. -ახ, არა, დედავ! მე ეგ არა მგონია. იმას ასე კეთილი სახე აქვს, ისეთი ხმა აქვს -„მაინც, ლიზავ, სჯობს, იკვებებოდეს კაცი თავის მხნეობით, და უბრალოთ არას იღებდესო. შენ ჯერ არ იცი, ჩემო თვალის სინათლევ, თუ ცუდს კაცებს როგორ შეუძლიანთ შერცხვენა საწყალის ქალისა! ჩემი გული თავის ადგილას აღარ არის ხოლმე როდესაც შენ მიდიხარ ქალაქში; მე ყოველთვის ვანთებ ხოლმე ხატის წინ სანთელს, და ვევედრები უფალს, რომ დაგიხსნას ყოველის შერცხვენისაგან.“ გულმტკივნეულად ეტყოდა მშობელი. ლიზას აევსო თვალები ცრემლით, და აკოცა თავის დედას.
მეორეს დღეს დაკრიფა ლიზამ მშვენიერი ყვავილები, და ისევ წავიდა ქალაქსა. თვალები მისნი ნელიად რაღაასც ეძებდნენ. ბევრს უნდოდა იმისი ყვავილების ყიდვა; მარამ ყველას უპასუხებდა, რომ არ არისო გასაყიდი, დაიცქირებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს მხარეს. მოიტანა საღამომ და აპირებდა რა დაბრუნებას, ყვავილები ჩაყარა ქალაქის მდინარეში, იმ ყვავილების ჩაყრაში წარმოსთქო, რა გრძნობდა გულში რაღასაც მჭმუნვარებასა: არავის შეეძლოს თქვენი ხელის ხლებაო! მეორეს დღეს საღამოზედ იჯდა ლიზა ფანჯარაში, ქსოვდა და წყნარის ხმით იმღეროდა მჭმუნვარე სიმღერას უეცრივ წამოხტა და დაიკივდა: ახ!... ახალგაზრდა უცნობი კაცი იდგა ფანჯრის წინა!
რა ანბავია? ჰკითხა შეშინებულმა დედამ, რომელიცა იჯდა იმის ახლო. არაფერი, დედავ, უპასუხა ლიზამ ნაზის ხმით: მე დავინახე ის, -„ვინა?“-ის ბატონი, რომელმანცა იყიდა ჩემგან ყვავილები, მოხუცებულმა გაიხედა ფანჯრიდამ. ახალ გაზრდა ყმაწვილმა ისე პატივისცემით დაუკრა თავი, ისეთის სანახაობით, რომ იმას არ შეეძლო ეფიქრნა რამე ცუდი მაზედ, გარდა კეთილ კაცობისა. მშჳდობა თქვენთან კეთილო მოხუცებულო? უთხრა იმან: მე ძალიან დავიღალე: ხომ არ გაქვს ახალი რძე? პატივის მცემელმა ლიზამ არ მოიცადა დედის პასუხის მიგება, იქმნება იმისთვის, რომ იმას წინათუჱ იცნობდა-ჩაირბინა სარდაფში, ამოიტანა ორყურიანი საწველი დაფარული წმინდა ხის საფარებელით, აიღო სტაქანი, გარეცხა, გაწმინდა თეთრის საწმენდით, ამოიღო რძე, მიაწოდა ფანჯრიდამ, მარამ თითონკი მიწას უყურებდა. უცნობმა დალივა და მგონია უკვდავებაც არ ეჩუჱნებოდა ისე გემრიელად. ყოველი მიხვდება, რომ ის ამის შემდეგ იყო მადლობელი ლიზასი, და სიტყვებით ისე არა ჰმადლობდა ყმაწვილკაცი, როგორც ყურებით. ამასობაში კეთილმა მოხუცებულმა უამბო-ყოველი თავისი მწუხარება და ნუგეში ქმრის სიკვდილზედ და კეთილის თვისებაზედ თავის ქალისა, მის მხნეობაზედ და სიმშჳდეზედ და სხვა. მას ყურს უგდებდა ყმაწვილკაცი ამ ანბავზედ; მარამ თვალები იმისნი იყვნენ, რაღა ვთქვათ, საით? და ლიზაც, წყნარი ლიზაც შეჰხედავდა ხოლმე ხან და ხან; ისე მარდათ ელვა ვერ გაივლის. როგორც იმისნი ცისფერნი თვალნი დაეშვებოდნენ მიწაზედ, რაკი შაჰხედავდა ყმაწვილკაცი. მე მსურს, უთხრა კაცმა დედას, რომ ჩემის მეტს არავის მიჰყიდდეს ხოლმე თავის ნამუშავარსაო. მაშინ აღარ მოუხდება ხშირად ქალაქში სიარული, და აღარც შენ მოჰშორდები ხშრადაო. მეც შამიძლიან მოვიდე ხოლმე ხან და ხან. აქ ლიზას გულში გაირბინა სიხარულმა ელვასავით, რომლის დამალვაც უნდოდა. ლოყები მისნი ბრწყინავდნენ, როგორც ცისკარი ზაფხულის დილისა; და იყურებოდა მარცხენა მაჯაზედ და ისწორებდა მარჯვენა ხელს. მოხუცებულმა დიდის სიამოვნებით მიიღო ამისთანა თხოვნა ყმაწვილკაცისა, ვერც არა შეამჩნივარა უბრალო განზრახვა, და არწმუნებდა უცნობს, წინდები და ჩულქები, მოქსოვილნი ლიზასაგან იქმნებოდა ხოლმე მაგრები და დიდი ხანაც არა ცვდებოდნენ. და რა მოატანა ბინდმან, ყმაწვილ კაცი აპირებდა შინ წასვლას „ახლა სახელად რა გიწოდოთ ხოლმე. კეთილო, ბატონო?“ ჰკითხა, მოხუცებულმა. მე მქვია ერასტი! მიუგო იმან ერასტი! ჩუმათ აღმოსთქო ლიზამ, ერასტი! ოთხჯერ განიმეორა ეს სახელი; ეტყობოდა იზეპირებდა იმ სახელს. ერასტი გამოესალმა და წარვიდა. ლიზამ გააცილა ის თვალებით, დედა კი იჯდა დაფიქრებული, ბოლოს წავლო ხელი თავის ქალს და უთხრა: ახ, ლიზავ! რა კარგი რამ არის და კეთილი! შენი საქრმო მაგისთანა რომ იყოსო. ლიზას დაუწყო გულმა გქროლა. დედავ! დედავ!ეგ როგორ იქმნება? ის ბატონია და მე გლეხ კაცი. გლეხებში როგ... ლიზამ აღარ გაათავა თავის სიტყვა.
ახლა წარმკითხველმა ეს უნდა იცოდეს, რომ ეს ყმაწვილ კაცი იყო, საკმაოდ მდიდარი აზნაურშჳლი, კარგის ქონების პატრონი და კეთილი, იყო კეთილი ბუნებით, მარამ სუსტი და ქარიანი. ოჯახობაში იყო დაუდევნელი, ფიქრობდა მხოლოდ თავის თავის შექცევაზედ, ეძებდა იმ ყოფას საერთო შექცევაში, მარამ ბევრჯერ ვერსად პოულობდა: იყო ხშირად მოწყენით და ემუდარებოდა ხოლმე თავის ბედს. ლიზას სილამაზე პირველსავე შემოყრაზედ ჩაებეჭდა გულში. კითხულობდა რომანებს; ჰქონდა საკმაოდ კარგი მეხსიერება, და მალმალ ფიქრთა თვისითა გადადიოდა იმ დროებში, რომელშიაც თუ რომ დაუჯერეთ მოლექსეთა ყოველნი კაცნი უდარდელად დასეირნობდნენ კორდებზედ, ბანაობდნენ წმინდა წყაროებში, კოცნიდნენ ერთმანეთს გვრიტებივით. განისვენებდნენ ვარდების ქვეშ, და უსაქმობაში ატარებდნენ თავიანთს დღეებს, იმას ეგონა ლიზაში იპოვა ის, რასაცა დიდი ხანი იყო რაც დაეძებდა. „ბუნება მეძახის თავისთან თავის სიმხიარულეში, ფიქრობდა ის, და ფიქრის შემდგომ გარდაიწყვეტდა რომ დაენებებინა თავი ამ ქვეყნისათვის.-
დავუბრუნდეთ ახლა ისევ ლიზასა: რა დაღამდა, დედამ ჩუჱულებრივ დალოცა თავისი ქალი, რომელიცა აპირებდა დაწოლასა ძილად, მარამ ამ ჟამათ ვერ ეძინა ისე, როგორც ადრე იძინებდა. ლიზას ეძინა ძალიან ცუდად. ახალი სტუმარი იმის სულისა, სახე ერასტისა ისე ცხადად წარმოუდგებოდა ხოლმე, რომ თითქმის ყოველს წამს გამოეღვიძებოდა, გამოიღვიძებდა და ამოიოხრებდა. ჯერ მზე არ ამოსულ იყო, ლიზა ადგა, ჩავიდა ქალაქში მდინარის პირს, დაჯდა მწვანე ბალახზედ და უყურებდა ღრუბლებს, რომელნიცა აბნევდნენ წვეთს და იმითი ნამამდნენ ბუნებასა. ყოველგან სცხოვრებდა სიჩუმე. მარამ მალე ამომავალმა სინათლემან დღისამან, განაღვიძა ყოველი ცხოველი: ჭალები, ჯაგები გაცოცხლდნენ: ფრინველთ იწყეს ფრთხიალი და ჭიკჭიკი; ყვავილთაც აიღეს მაღლა თავნი, რაც განშვენებულ იყვნენ განმაცოცხლებელის მნათობის სხივებით. მარა ლიზა ისევ ისე იჯდა მოწყენით ხელზედ თავი დაყუდებული. ახ! ლიზავ! ლიზავ! რა დაგემართა შენ? აქამდინ რა გაიღვიძებდი მაშინ, როდესაც იმღეროდნენ ჩიტებნი და მხიარულებდნენ, შენც იმათთან ერთად მხიარულობდი დილით, და წმინდა, გახარებული სული ბრწყინვალებდა შენს თვალებში, მსგავსად მზისა, რომელიც ბრწყინვალებს ცის ნამის წვეთში; მაგრამ ეხლაკი შენ ხარ დაფიქრებული, და საზოგადო სიხარული ბუნებისა შენ გმოსავს!... ამასობაში ახალგაზრდა მწყემსი მწყსიდა მდინარის პირსა საქონელს და უკრავდა სალამურს. ლიზამ დააპყრო მას თვალი და ფიქრობდა: „ახლა, რომელიც არის ჩემს ფიქრში, ჩემს გონებაში, ნეტამც იყოს დაბადებული უბრალოს მწყემსად და მიერეკებოდეს ასე საქონელს: ახ! მე იმას თავს თაუკრავდი(დაუკრავდი) ღიმილით, და ღიმილითუჱ ვეტყოდი; გამარჯობა, საყვარელო მწყემსო! სად მიერეკები შენ საქონელს? აქაც იზდება მწვანე ბალახი შენის ცხვრისათვის; აქაც მშვენიერდებიან ყვავილები, რომლებითაც შეიძლება დაიწნას გვირგვინი შენის ქუდისათვის. ის შემომხედავდა ალერსიანის სახით, იქმნება მაშინ გამოერთო ხელი... ოცნება! მწყემსმა სალამურის კვრით გაიარა გვერდზედ, და თავისის ცხვრებითურთ მოეფარა სერს. უეცრივ ლიზას შემოესმა ნაზი ყმაწვილკაცის ხმა, ამ ხმაზედ მიიხედა და დაინახა პატარა ნავი, ნავში უნდა იცოდეთ ვინ იყო მჯდომარე?... ერასტი!...
ყოველმა ძარღვმა დაუწყო ცემა, რასაკვირველია მეტის სიხარულისაგან. რა ესე ნახა მოინდომა წასვლა მარამ ვერ შეძლო. ფეხები ჩაეკეცნენ, ერასტი გადმოხტა კიდეზედ, მივიდა ლიზასთან, რომლისაცა ფიქრი თითქმის გამართლდა: იმან შეხედა ლიზას ალერსიანის სახით, წავლო ხელი ხელში... გარნა ლიზა, ლიზა იდგა თავ დაშვებით, ცეცხლის გვარ ლოყებით, მხტომარე გულით, არ შეეძლო, რომ წაერთმევინა მისთვის ხელი თვისი, არ შეეძლო რომ მიბრუნებულ იყო. როდესაც იგი მიახლოვდებოდა ხოლმე თავის ვარდის ფერის ლოყების ტუჩებით... ახ! ერასტმა აკოცა, აკოცა ისეთის სიცხოვლით რომ ლიზას ეგონა მრთელი ქვეყანა იწვის ცეცხლშიაო! საყვარელო ლიზავ! აღმოსთქო ერასტმა: საყვარელო ლიზავ! მე მიყვარხარ შენ! და ეს სიტყვები ჩაიჭრა მის სულის სიღრმეში როგორც ციური აღმატაცებელი მუზიკა; ის ჯერ არ უჯერებდა თავის ყურებს და... მარამ მე აქ ვანებებ თავს, ვამბობ მხოლოდ მას, რომ იმ მხიარულების წამში გაქრა მხდალობა ლიზასი, ერასტმა შეიტყო, რომ ის უყვარს ლიზას, უყვარს მოწადინებით, წმიდის, ცხადის გულით.
ისინი ისხდნენ მწვანე ბალახზედ, ასე რომ იმათ შუა რჩებოდა პატარა ალაგი-უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ევედრებოდნენ ერთმანეთს: გიყვარდე! და ორმა სათმა განვლო იმათთვის უცუფად. ბოლოს ლიზას მოაგონდა, რომ დედა შეწუხდებოდა, უნდა გაშორებულ იყვნენ. ახ, ერასტ! სთქვა ლიზამ: ყოველთვის გეყვარები შენ თუ არა? „ყოველთვის ჩემო საყვარელო ლიზავ, ყოველთვის!“ შენ შაგიძლიან რომ მომცე ამაში ფიცი? „არა! მე არ მინდა ფიცი. მე გერწმუნები შენ, ერასტ! გერწმუნები. იქმნება მოატყუო საწყალი ლიზა? არა მგონია, ეგ არ შეიძლება? -„არ შეიძლება, არ შეიძლება, საყვარელო ლიზავ! -„რა ბედნიერი ვარ, და როგორ გაუხარდება დედას, როდესაც შეიტყობს, რომ მე შენ გიყვარვარ! -„ახ, არა ლიზავ? იმას არაფერი არ უთხრარა“ რატომაო? „მოხუცებულნი ძალიან ეჭვიანები არიან. ის ცუდს რასმეს იფიქრებს“. არ შეიძლება. -„ამას გეხვეწები რომ ამ საქმისა არა უთხრარა დედასა.“ კარგი; შენ უნდა დაგემორჩილო, თუმცა არ მინდოდა, რომ დამეფარა რამე დედისათვის. ისინი გამოესალმნენ ერთი ერთმანეთს დაკოცნეს, ბოლოს დროს და დადეს პირობა, რომ ყოველს საღამოს ენახათ ერთი ერთმანეთი, ან მდინარის კიდეზედ, ან მუხის ხის ჭალაში, ან სადმე ლიზას ქოხის მოახლოობით. უეჭველად ენახათ ერთმანეთი. ლიზა წავიდა, მარამ თვალები მისნი ასჯერ მობრუნდნენ ერასტისაკენ, რომელიცა ისევ იდგა მდინარის კიდეზედ და უყურებდა მას.
ლიზა მოვიდა ქოხში სრულიად იმ გუნებით არა რა გუნებითაც გამოვიდა. პირის სახეზედ და ყოველს მოქმედებაში ეტყობოდა სიხარული. მე ვუყვარვარ იმას! ფიქრობდა ამას და ხარობდა ამისთანა ფიქრით. „ახ დედავ!“ რა სიამოვნება არის მინდორში! თავის დღეში ასე არ უნათებია; თავის დღეში ყვავილები ესე სურნელიანნი არა! ყოფილან!“ მოხუცებული, ჯოხზედ დაბჯენილი გამოვიდა გარეთ, რათა განცხრომილ იყო იმ მშვენიერის დილით, რომელსაცა ასე ძალიან აქებდა ლამაზი ლიზა. მართლა და ძალიან საამოთ ეჩუჱნა ის დილა. ლიზა, საყვარელი ქალი სიხარულითა თვისითა ამხიარულებდა დედისათვის მრთელს ბუნებას „ახ, ლიზავ“ ამბობდა დედა მისი: როგორი კარგათ არის ყოველის ფერი უფლისაგან დაწესებული; სამოც წელიწადს ვცოცხლობდა სულ სიამოვნებით უყურებ უფლის საქმესა. სიამოვნებით უყურებ ცას, რომელიცა ჰგავს მაღალს კარავს და მიწას; რომრლიც ყოველს წელიწადს იფარება ახალ ახლის ყვავილებითა და ბალახებითა. სჩანს რომ ზეციურს მამას ძალიან უყვარს კაცი, რომლისათვისაც მოურთავს ასე მშვენიერათ აქაური ქვეყანა. ახ, ლიზავ! ვინ მოისურვებდა სიკვდილს, რომ ზოგჯერ არა გვქონდეს ჩუჱნ მწუხარება... სჩანს რომ ასე უნდა იყოს. შესაძლებელია, დაგვევიწყნა სული, თუ რომ ჩუჱნს თვალებიდამ ცრემლები არ მოცვივნულ იყვნენ არაოდეს, ახ! უფრო მალე დავივიწყებ ჩემს სულს ვიდრე ჩემსა საყვარელსა მეგობარსა!
ამის შემდეგ ლიზასა და ერასტს ეშინოდათ, რომ არ გაეტეხნათ პირობა და ამისთვის ყოველთვის ნახავდნენ ხოლმე ერთმანეთს მაშინ, როდესაც ლიზას დედა დაწვებოდა ხოლმე დასაძინებლათ ან მდინარის კიდეზედ, ან მუხის ხის ჭალაში, მარამ უფრო ხშირად ნახვიდნენ ხოლმე ერთმანეთს მუხის ხეების ჩრდილოებში (ოთხმოც და ათ საჟენზედ ლიზას ქოხიდან) რომელნიც ამშვენიერებდნენ რამას და წმინდა მდინარეს, მაშინ წყნარი მთვარე მნათობი ხეების ტოტებში ხშირად ვერცხლის ფერად აქცევდა ხოლმე ლიზას თმებს, რომლებსაც ეთამაშებოდა წყნარი ნიავი და ხელი საყვარლის მეგობრისა; ხშირად სინათლე იგი ანათებდა ნაზის ლიზას ბრწყინვალე ცრემლს სიყვარულისას, რომელიც მორჩებოდა ყოველთვის ერასტის კოცნით, გადაეხვევოდნენ ერთმანეთს, მარამ უმანკო იყო იმათი ხვევნა „როდესაც შენ, მეუბნები ხოლმე, ლიზა ერასტს, მიყვარხარ ჩემო მეგობაროვო! როდესაც ხოლმე მიმიკრავ გულში და შემომხედავ საამო თვალებით; ახ! მაშინ ისე კარგათა ვარ, ისე, ისე რომ ვივიწყებ ჩემს თავს, ვივიწყებ ყოველს, შენ გარდა საყვარელო, ახ! ვიდრე არ გიცნობდი შენ როგორ მშჳდობიანად და მხიარულად ვიყავი. ახლა სიცოცხლე ჩემი გაუგებელია: ეხლა ვფიქრობ, რომ უშენოთ ჩემი სიცოცხლე სიცოცხლე კი არ არის, მჭმუნვა და მწუხარება არის, თუ არა გხედავ შენ მაშინ ბნელია ბრწყინვალე მთვარე; როდესაც არ მესმის შენი ხმა მჭმუნვარეა ბულბული მგალობელი; შენს ამოუსუნთქველად არ მიამება ხოლმე ნიავი“ ერასტი ხარობდა თავისის მწყემსა ქალით, ასე უწოდა ლიზას-და რა ჰხედავდა, რომ ძალიან უყვარს ლიზას, უმეტესად სიყვარულიანათ იქცეოდა. ყოველი ბრწყინვალე მხიარულებანი წარმოუდგებოდნენ მას შეურაცხლობად იმ შექცევებთან, რომლებთაც მოწადინებლივი მეგობრობა უმანკო სულისა აღავსებდა მის გულს. „მე ვიქმნები შეტკბობილ ლიზასთან, როგორც ძმა დასთან (ფიქრობდა ასე): არ მოვიხმარებ ბოროტად მის სიყვარულს, და ვიქმნები ყოველთვის ბედნიერი!“ -უგონოვ, ყმაწვილო კაცო! იცნობ შენს გულს? ყოველთვის შეგიძლიან პასუხი მისცე ზენას შენის ქცევისათვის? ყოველთვის არის გონება, მეფე შენის გრძნობისა?
ლიზა ჰსთხოვდა ერასტს, რომ იმის დედას ხშირად ნახვიდეს ხოლმე. „მე მიყვარს იგი,“ ამბობდა ლიზა, და მსურს იმისთვის ყოველი კეთილი; მე მგონია, რომ შენი ნახვა ყოველთვის არის ბედნიერება.“ - მართლად, მოხუცებული დიდად ისიმოვნებდა ხოლმე, რა ნახავდა იმას. მოხუცებულს უყვარდა მასთან ლაპარაკი, განსვენებულს თავის ქმარზედ: მაზედ, როგორ შეეყარა პირველად თავის საყვარელს ივანეს, ან როგორ შეიყვარა იმან ის, და რა სიყვარულით და რა რიგათ ცხოვრებდა ქმართან, -ახ! ჩუჱნ ერთმანეთის ყურებით ვერ ვძღებოდით, - იმ საათამდის რა საათსაც მოჰკვეთა სიკვდილმა მუხლები. ისი გარდაიცვალა ჩემს კლავზედ.“ ერასტი იყო ამ ჟამად ძალიან ყურადღებით. ყიდულობდა მოხუცებულისაგან ლიზას ხელ საქმეებს, და უნდოდა რომ ეძლია მეტი ფული, მარამ მოხუცებული არ იღებდა მომატებულს.
ამ ამბით განვლო რაოდენმე კვირამან. ერთხელ საღამოს ხანზედ ერასტი დიდხანს ელოდდა თავის ლიზას. ბოლოს მოვიდა, მარამ ისე უსიამოვნოთ, რომ ერასტი შეშინდა; თვალები ცრემლისაგან სრულიად დასწითლებოდა, ლიზავ, ლიზავ! რა დაგმართვია? -„ახ ერასტ! მე ვტიროდი!“ რაზედ? რა ამბავია? –„მე უნდა გითხრა შენ ყოველიფერი. მე მთხოულობს ერთი, კაცი შჳლიმდიდარის მიწის მხვნელისა, მახლობელს სოფელში. დედა ჩემს უნდა რომ ის შავირთო.“ შენც თანახმა ხარ? „ბოროტო კაცო როგორ ჰკითხავ მაგას,“ მე მებრალება დედა ჩემი; ძალიან ტირის და მებრალება რომ შენ არ გინდა ჩემი მშჳდობიანობაო გინდა რომ მომატებულადვიტანჯებოდე ჩემს სიკვდილის წინათაო, თუ რომ ჩემს სიცვცოლეში (სიცოცხლეში) არ მოგცემ ქმარსავო. ახ! დედამ კი არ იცის, რომ მე მყავს საყვარელი მეგობარი!“ ერასტი ჰკოცნიდა ლიზას; ამბობდა, რომ ბედნერება მისი ძვირია ყოველის ფერზედ მრთელს ქვეყანაში; რომ დედის სიკვდილის შემდეგ წაიყვანს თავისთან, და იცოცხლებს განუშორებლივ სოფელში და დაბურულს ტყეში, როგორც სამოთხეში“ რომ არ შეიძლება შენ მე შემირთო? უთხრა ლიზამ მწუხარის ოხვრით-რატომაო? –„მე გლეხის. ქალი ვარო“. შენ შენ მაგით დიდად მაწყენინებ. შენის მეგობრისათვის საჭიროა მხოლოდ, არა დიდკაცის ქალობა, სული მგრძნობელიო, სული უმანკო. და ლიზა იქმნება ყოველთვის მახლობლად ჩემ გულთანაო ლიზა ამ სიტყვაზედ მოეხვია ერასტის და იმ საათში მზათ იყო დაეღუპვა უბიწოება, ერასტი გრძნობდა რაღასაც მღელვარებას თავის სისხლში, ამაზედ მშვენიერათ არა ჰსჩუჱნებია იმას-თავის დღეში, იმის ალერსებს ასე არ აუღძრავს ისე, როგორც იმ ჟამათ. არაოდეს ლიზას კოცნა იმისთვის არ ყოფილა ისე ტკბილი, როგორც იმ წამს. ერასტიმ მეტის მღელვარებით თუ ეშინოდა ვისიმე სიბნელე, საღამოსი ზრდიდა სურვილს-არც ერთი ვარსკვლავი არ ბრჭვიალებდა ცაში-არა სხვის არ შეეძლო გაენათებინა ცთომილება. -ერასტი გრძნობს თრთოლას-ლიზაც ისე, არ იცის რისგან, არ იცის რა მოზდის... ახ ლიზავ, ლიზავ! სადარის შენი მფარველი ანგელოზი? სად არის შენი უბიწოება? ამ მდგომარეობამან განვლო ერთს წამს, ლიზა ჰკვირობდა, მეტის გრძნობით აღელებულებით ჰკითხავდა. ერასტი ჩუმათ იყო, ეძებდა სიტყვებს და ვეღარა ჰპოვებდა, ახ, მე მეშინიან ამბობდა ლიზა, მეშინიან, ამ ჩუჱნის ქცევისა. მე მეჩუჱნებოდა რომ ვკვდები; რომ სული ჩემი... არა, არ ვიცი რა ვსთქო... ჩუმათა ხარ ერასტი, ოხრავ? ღმერთო ჩემო რა არის? ამასობაშ გაიელა და დაიჭექა ქუხილმა, ლიზამ:„მე მეშინიან, მე მეშინიან რომ ქუხილმან არ მომკლას რა ვარ შემცოდე! საშინლად გრიალებდა ქარისაგან იქაურობა; წვიმა მოვიდოდა შავის ღრუბლებიდამ, ეგონებოდა, რომ ბუნება გლოვობდა ლიზას უბიწოების დაკარგვაზედ, ერასტი ცდილობდა ლიზას დამშჳდებას, და გააცილა ისი ქოხამდის. ცრემლები სცვივოდა საწყალს, როდესაც გამოესალმა მეგობარს. ახ, ერასტ! დამარწმუნე, რომ ადრინდელსავით ვიქმნებით ბედნიერნი! -„ვიქმნებით, ლიზავ, ვიქმნებით!“ უპასუხა ერასტმა, „ღმერთმა ინებოს! არ შეიძლება რომ არ დაუჯერო შენს სიტყვას: ხომ იცი რომ მიყვარხარ. მხოლოდ ჩემს გულში... კმარა! კმარა! ხვალა, ხვალ ვნახავთ ერთმანეთს.
ნახვანი მთანი გაგრძელდებოდნენ; მარამ ყოველიფერი გამოიცვალა! ერასტი კმაყოფილი აღარ იყო მარტო ალერსებითთავის ლიზასი, ერთის სიყვარულიანის შეხედულობით, ერთის შეხებით ხელისა, ერთის კოცნით, ერთის წმინდა გადახვევნით. იმას ჰსურდა მომატებით მომატებული, და ბოლოს აღარა ჰსურდარა. ვინც იცნობს თავის გულს, ვინც ფიქრობსნაზს თვისებაზედ. იმას რასაკვირველია შეუძლიან დამეთანხმოს, რომ აღსრულება ყოველის სურვილისა არის საშიშარი გამოცდა სიყვარულისა ლიზა აღარ იყო ის უბიწო ანგელოზი, რომელიც ანთებდა გამოხატულობას და აღიტაცებდა მის გულს, ლიზა სრულიად რა მიენდო ერასტის, იმის სიყვარულით ჰსცოცხლობდა და სუნთქავდა, ყოველთვის ემორჩილებოდა იმის ნებას, როგორც ბატკანი, და იმის მხიარულებას მიიჩნევდა ბედნიერებად რა ჰხედავდა მასში ცვლილებას; ხშირად ეუბნებოდა: ადრე მხიარულად იყავ ხოლმე; ადრე ვიყავით ბედნიერნი; და ადრე ისე არ მეშინოდა სიყვარულის დაკარგვისა! ზოგ ჯერ, როდესაც გამოესალმებოდა ხოლმე ლიზას, ერასტი ეუბნებოდა: ხვალ, ლიზავ, შემიძლიან შენი ნახვა; მე შემხვდა დიდი საქმე-და ყოველთვის ამ სიტყვების გაგონებაზედ ლიზა ამოიოხრებდა.
ლიზა მოვიდა ერთხელ დანიშნულს ალაგს და ვერ ნახა ერასტ, მოვიდა მეორედ, მესამედ-კიდევ ვერ ნახა, ხუთს დღეს აღარ უნახავს, და იყო დიდს მწუხარებაში; მეექვსეს დღეს მოვიდა ერასტი შეწუხებულის სახით და უთხრა ლიზას: „საყვარელო ლიზა! მე უნდა რაოდენიმე ხნობით გამოგესალმო. შენ ხომ იცი, რომ ჩუჱნ ომი გვაქვს; მე სამსახურში ვარ; ჩემი პოლკი მიდის ომში.“ ლიზა გაყვითლდა და კინაღამ გულს შემოეყარა.
ერასტი უალერსებდა იმას; ეუბნებოდა, რომ ყოველთვის ეყვარება ლამაზი ლიზა, და იმედი აქვს,რომ მალე დაბრუნდება და არაოდეს აღარ მოჰშორდება. დიდ ხანს იყო ჩუმათ ლიზა, მასუკან აღიმსო თვალები მწარე ცრემლებით, წავლო ხელი მკლავსა და შეხედა დიდის, რა ნაზის სიყვარულით, უთხრა, ნება შენიაო. აქ დარჩენა არ შეიძლება? „შეიძლება, მარამ დიდის უპატივობით ჩემის პატიოსნებისათვის, ყველას ვეძულები მაშინ; ყველანი დამიძახებენ მშიშარს და მამულის უღირს შჳლად.“ ახ! რადგანც ეგრეა, სთქო ლიზამ, მაშ წადი, წადი, სადაც ღმერთი გიბრძანებს! მარამ ვაი თუ მოგკლან ომშიო. „სიკვდილი მამულის გულისათვის საშიში არ არის საყვარელო ლიზავ.“ მე მოვკვდები, რა სათსაც შენ ცოცხალი აღარ იქმნები ამ ქვეყანაშიო. მაგას რათ ფიქრობ? მე იმედი მაქვს, რომ ცოცხალი დავრჩე. იმედი მაქვს, რომ დავბურუნდე ჩემს მეგობარს.“ - ღმერთმან ინებოს! ღმერთმა ინებოს! ყოველ დღე, ყოველს საათს ვილოცავ! მე შემატყობინე ხოლმე ყოველიფერი რაც რამ შეგემთხვეს. მეც მოგწერავ შენ ამბავს ჩემს ცრემლებისას; არა, გაუფრთხილდი შენს თავს, ლიზავ; შენის მეგობრისათვის. მე არ გამოგესალმები, იქმნება მაშინვე დავანებო თავი ტირილს მაგრამ მერმეთ გახმება ჩემი გული. ახ! ჩქარა მაინც მოვიდეს! საყვარელო ერასტ! გახსოვდეს, გახსოვდეს შენი საწყალი ლიზა, რომელსაც უყვარხარ უმეტესად თავის თავისა!...
მე არ შემიძლიან ყოველისა აღწერა, რასაც ამ დროს ლაპარაკობდნენ. მეორეს დრეს უნდა უკანასკნელად ენახათ ერთი ერთმანეთი.
ერასტს უნდოდა გამოსალმებოდა ლიზას დედას, რომელიც ტიროდა ცხარის ცრემლით რაკი შეიტყო, რომ მოალერსე და მშვენიერი ბატონი მისი მიდიოდა ომში. ერასტმა მისცა რაოდენიმე ფული და უთხრა: მე არ მინდა, რომ ჩემ წასვლის შემდეგ ლიზა ჰყიდდეს ხოლმე თავის ხელსაქმეებს; რომელნიც, აღთქმით მიეკუთვნიან მე“ მოხუცებულმა მოჰფინა კურთხევა თვისი. „ღმერთმა ინებოს, ამბობდა, ისე, რომ შენ დაგვიბრუნდე მშჳდობით, რომ კიდევ გნახოთ ჩუჱნს სიცოცხლეში. იქნება ჩემა ლიზამაც იმ დრობამდისინ იშოვნოს ქმარი როგორ დაუმადლებ ბატონს რომ იმ დრობამდისინ დაბრუნდე ჩუჱნს ქორწილში, როდესაც ლიზას ეყოლება შჳლები, ეს უნდა იცოდე ბატონო რომ შენ უნდა მოუნათლო ერთ ერთი! ახ! ახ მე ძალიან მსურს რომ მინამდის ვიცოცხლო.“ ლიზა იდგა დედასთან ახლო და არ შეეძლო რომ შეხედნა იმისთვის. წარმკითხველს შეუძლიან წარმოიდგინოს რასა გრძნობდა იმ წამში ლიზა!
ან მაშინ რაღასა გრძნობდა, როდესაც ერასტი უკანასკნელად გარდაეხვია, უკანასკნელად ჩაიკრა გულში, და უთხრა: მაპატივე ლიზავ!... რა საცოდავი გამოხატულობა იყო! დილის ცისკარი ბრწყინავდა აღმოსავლეთის ცაზედ. ერასტი იდგა მაღალის მუხის ხის ქვეშ, ეჭირა ხელგადახვეულს საწყალი, სუსტი, მწუხარე მეგობარი თვისი, რომელიც, რა ესალმებოდა მას, აგრეთუჱ ესალმებოდა თავის სულს. მრთელიბუნება სცხოვრობდა სიჩუმეში.
ლიზა ქვით-ქვითებდა, ერასტი ტიროდა. დაანება მას თავი, ლიზა წაიქცა, დაიჩოქა, ხელები განუპყრო ცას და უყურებდა ერასტს თან და თან, და ბოლოს აღარა ჩნდა. აღმობრწყინდა მზე, და ლიზამ, დატევებულმან მარტოდ, დაუტევა გრძნობა და გონება.
- ბოლოს მობრუნდა და მრთელი ქვეყანა ეჩუჱნა მჭმუნვარედ და შეწუხებულად ყოველნი მშვენიერებანი დაიფარნენ მისთვის, მის გულთან. ახ! (ფიქრობდა ისი) რისთვის დავრჩი მე ამ უდაბნოში? რა მიჭერს რომ არ მივიდე საყვარლის კვალს ერასტისას? ომში საშიში არ არის ჩემი მეგობარი. იმასთან მინდა ცხოვრება და სიკვდილი, ანუ მინდა სიკვდილითა ჩემითა მოვარჩინო უუფასოესი სიცოცხლე მისი. მოიცა, მოიცა საყვარელო, მე მყავს დედა! შეაყენა იგი. ლიზამ ამოიოხრა და რა მოიხარა თავი, წყნარის სიარულით წავიდა თავის ქოხში. ამ სათიდამ დღენი მისნი იყვნენ დღენი მჭმუნვისა და მწუხარებისა, რომელნიცა უნდა დაეფარა დედისათვის: ამით უმეტესად იტანჯებოდა იმისი გული! მხოლოდ მაშინ მიეცემოდა შვება, როდესაც იქნებოდა განმხოლოებული ტყეში, სადაცა თავის უფალად შეეძლო ეღვარა ცრემლები, და ეოხრა თავის საყვარლის განშორებაზედ. მრავალჯერ მჭმუნვარე გვრიტი შეაერთებდა თავის საბრალო ხმას მის ოხვრასთან. მარამ ზოგჯერ, თუმცა მრავალჯერ ძვირათ სხივი იმედისა, სხივი ნუგეშინისა, განაბრწყინებდა სიბნელეს სივაგლახისას. როდესაც დაბრუნდება ის ჩემთან, როგორ ბედნიერი ვიქმნები მე! როგორ გამოიცვლება ყოველისფერი! ამ ფიქრიდამ აღიხსნებოდა იმისი მხედველობა, ვარდები ლოყებზედ ახლდებოდნენ, და ლიზა გაიღიმებდა, როგორც მაისის დილა ქარიანის ღამის შემდეგ. ამ ყოფით განვლო ორმა თუჱმ.
ერთს დღეს! ლიზა უნდა წასულიყო ქალაქში, რომ ეყიდნა ვარდის წყალი,რომლითაც დედა მისი ჰსწამლობდა თვის თვალებს, ერთს დიდროვანთა ქუჩებთაგანში შემოეყარა ბრწყინვალე კარეტა, და კარეტაში დაინახა ერასტი. ახ! შეკივლა ლიზამ, და მივარდა უკანა თვლებს! კარატამ შემოუხვია გვერდზედ და შებრუნდა ეზოში. ერასტი გამოვარდა კარეტიდამ და აპირებდა კიდეც კიბეზედ ასვლას, მარამ ნახა რომ უცებ მოეხვია ლიზა, ამაზედ გაყვითლდა დიდად, არა მიუგორა პასუხი ლიზას, მხოლოდ დაკივლებაზედ წაავლო ხელი მკლავში, აიყვანა მაღლა, შეიყვანა თავის კაბინეთში, დაკეტა კარები და უთხრა: ლიზავ! გარემოებანი ჩემნი გამოიცვალნენ; მე ვიფიქრე ცოლის შერთვა; შენ უნდა დამანებო თავი, და საკუთრად შენის მშჳდობიანობისათვის დამივიწყო. მე მიყვარდი შენ, და ეხლაც მიყვარხარ, ესე იგი მსურს შენთვის ყოველი კეთილი. აი ასი მანეთი, წაიღე ეს. ერასტმან ჩაუწყო ჯიბეში ფულები,ნება დამრთე გაკოცო უკანასკნელად და წადი შინ! მანამდისინ ლიზა მოფიქრიანდებოდა, ერასტმა, გამოიყვანა კაბინეტითგან და უბრძანა მოსამსახურეს, რათა გაეცილებინა ქალი ეზოდამ.
გული ჩემი ივსება სისხლით ამ წამში მე ვივიწყებ კაცობრიობას ერასტისას-მზა ვარ დავსწყევლო ის, მარამ ენა ჩემი აღარ მოძრაობს, და ცრემლი მოგორავს ჩემს სახეზედ. ახ! რატომ არა ვსწერ რომანს ამ სამწუხარო ნამდვილ ანბავის ნაცვლად.
ასე მოატყუა ერასტმა ლიზა, რა უთხრა მივდივარ ჯარშიო? არა, მართლა, იყო ის არმიაში; ნაცვლად მისსა რომ ეომნა მტერთან, თამაშობდა ქაღალდს და თითქმის მართლათ ერთიანათ წაგო თავის ყმა და მამული. მალეც შარიგდნენ და ერასტი დაბრუნდა ქალაქში ყელამდინ სავსე ვალებით. იმას დარჩა ერთი მხოლოდ ღონისძიება, რათა გაესწორებინა თავისნი გარემოებანი უნდა შეერთო ცოლი, მდიდარი ქვრივი ქალი, რომელსაც დიდხანი იყო რაც უყვარდა ის, გაბედა ესე და გადავიდა იმასთან სადგომლათ, მხოლოდ შესწირა გულ-წრფელი ოხვრა ლიზას. მარამ ყოველისა ამის განშორებული იყო ერასტი. ლიზა რა გამოაგდეს ქუჩაში მოსამსახურეთა, მეტად დაბნედილს ამ გვარ საშინელებისაგან გამოფხიზლდა, გარნა ისეთის მდგომარეობით, რომ არა კალამს შეუძლიან იმისი აღწერა. „განა, განა, გამომაგდო მე? განა იმას უყვარს სხვა? განა დავიღუპე! აი იმისი ფიქრი, იმისი გრძნობა! სასტიკმა გულის შეწუხებამ გააწყვეტინა ეს ფიქრი! ერთი კეთილი დედა კაცი, რომელიც მიდიოდა ქუჩაში, მიუახლოვდა ლიზას, რომელიცა ეგდო მწარედ შეწუხებული მიწაზედ, და ყოვლის ღონის ძიებით ცდილობდა საბრალოს მობრუნებასა. საბრალომ ლიზამ ახილა თვალები, ადგა იმ კეთილის დედაკაცის შემწეობით და რა ჰმადლობდა დედაკაცს, გასწია, ისე რომ, წელი აღარ მოსდევდა, ცახცახით, თითონაც არ იცოდა სად მიდიოდა. „ჩემი სიცოცხლე აღარ შეიძლება, ფიქრობდა ლიზა, არ შეიძლება!... ოჰ, ნეტავი ცა მაინც დამეცეს! ან მიწამ მაინც ჩამღუპოს მე საწყალი!... არა!... ცა არ ჩამოვარდება, მიწა არ გაირღვევა! საცოდავი მე.“ რა გამოვიდა ქალაქიდამ, დაინახა თავის თავი, ერთს ღრმა მდინარისა პირსა ჩრდილში, ძველის მუხებისა, რომელნიცა რაოდენსამე კვირის წინათ იყვნენ მოწამედ მისის სიხარულის მოგონებათა. მოგონებამ შეაძრწოლა იმისი გული; საშინელ, გულითადი მწუხარება გამოიხატა იმის პირის სახეზედ. მარამ რაოდენსამე წამის შემდეგ ჩავარდა დიდს ფიქრში, მიიხედა, მოიხედა, და დაინახა ქალი მეზობლისა გლეხ-კაცის (თხუთმეტის წლისა.) მიმავალმან გზასა დაუძახა მას, ამოიღო რა ჯიბიდან ათი თუმანი. და რა აძლევდა უთხრა: „საყვარელო დაო ანნავ! საყვარელო მეგობარო ჩემო! წაუღე ეს ფულები დედა ჩემს, ღმერთს გაძლევ მოწამედ, რო მოპარული არ არის, უთხარი, რომ დიდი დანაშაული მაქვს მე იმასთან, მე უმალავდი სიყვარულს ერთის სასტიკ კაცისას. ეჰ... რა საჭიროა იმის სახელის ცოდნა, უთხარი რომ მამატყუა, მიმტყუნა და ფიცი გასტეხა. სთხოვე ჩემს მშობელს მაპატივოს რაც მაქვს დანაშაული წინაშე მღვთისა და მისსა. ღმერთი იქმნება იმისი შემწე. და მეოთხე აკოცე ჩემს მაგიერ ხელზედ. ესეც უთხარი, რომ დაგაბარე ხელზედ კოცნა, უთხარი რომ მე.. „ესე უკანასკნელი სიტყვა რა სთქვა, გაექანა და უცებ ჩავარდა საწყალი წყალში! ანნამ, ამისმან მნახველმან შეკივლა, დაიწყო ტირილი, მარამ ვერაფერი ვერ უშველა; გაიქცა სოფელში, შეკრიბა ხალხი, რომელნიცა რა მოსცვივდნენ, გამოათრივეს საბრალო ლიზა: მაგრამ ნახეს რომ კიდეც დამრჩვალ იყო!
ამ ყოფით განუტევა თავის სიცოცხლე მშვენიერმან სულითა და ხორცითა. როდესაც ჩუჱნ, იქ, ახალს ცხოვრებაში ვნახავთ ერთმანეთს, მაშინ გიცნობ მე შენ, ნაზო ლიზავ!
საბრალო ლიზა დამარხეს მდინარის ახლო, მუხის ხის ქვეშ, და დაუდგეს თავს დიდი ხის ჯვარი. აქ ხშირად ვზივარ დაფიქრებული და დაყუდებული ლიზას საფლავზედ; ჩემს თვალებში ციმციმით მომდინარეობს მდინარე ცრემლთა; ჩემზედ შრიალებენ ფოთოლნი.
ლიზას დედამ შეიტყო რა სიკვდილი თავის ქალისა, სისხლი გაუცივდა შიშისაგან, თვალები საუკუნოდ დაეხუჭნენ. ქოხი დაცარიელდა. მასში ახლა მხოლოდ მღერის ქარი, და რა ესმით ასე ხმა იმა სოფლელებს, ამბობენ: იქ კვნესის განსვებული; იქ კვნესის საწყალი ლიზა:
ერასტი მრთელს თავის სიცოცხლეში იყო უბედური რა შეიტყო ლიზას ხვედრი, ვერას გზით ვერ შეიძლო მიეცა ნუგეში თავისა, თვისისათვის. თავის თავს სახავდა. კაცის მკვლელად. მე გავიცან ის ერთის წლის წინათ, მანამდის გარდაიცვლებოდა. თვითონ იმ სასტიკმან ერასტმან მიამბო ეს ანბავი და მიმიყვანა ლიზას საფლავზედ. ახლა შესაძლებელ არს, იმ სოფელს იყვნენ შერიგებულნი.
გიორგი ანდრონიკოვი
![]() |
3 ჰსწავლა და ჴელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 ქვრივის ლიმონები |
▲back to top |
ქვრივის ლიმონები
(განგრძელებ.)
დიდ ხანს იყო მეფე ირაკლი შესული ღრმა ფიქრში; დასასრულ მიიხედა მოიხედა, თითქოს უნდოდა დარწმუნებულ იყო, ყურს ხომ არავინ უგდებდა მას, და რა ნახა ლამაზი კეკე აგრეთუჱ შესული ფიქრში და დაღონებული, მეფემ უბრძანა ღიმილით:
- შჳლო კეკევ, ფიქრმა გამიტაცა და ლაპარაკის საგანს გავშორდი, შენ მაინც არ მითხარი მაგ ლიმონების დანიშნულება; თუ რომ საიდუმლო შენი სასარგებლოა, ღმერთმა მოგახმაროს... ვიციკია რომ ეგ საიდუმლო ვერ შესცვლის საქართუჱლოს ბედსა... შეიძლება კეკევ, რომ ჩემს დროსვე, ანუ ჩემს შემდეგ, აქ მოხვდეს დიდი ცვლილება. ჩემს ხანში კაცნი უნდა ეშურებოდნენ ყოველს საქმესა. მე მინდა, რომ შენს გამოც დამშჳდებული მქონდეს გული და სინდისი. -დამინიშნე შჳლო, ვინ გინდა ქმრათ, და დიდის მოწადინებით აღგისრულებ სურვილსა: ღარიბი იქმნება -გავამდიდრებ, უგვარო იქმნება გვარს მივსცემ, უთანამდებო იქმნება -თანამდებობას მივსცემ.
- თქვენი დიდებულება მაბედვინებს მოგახსენოთ ამ ლიმონების ხმარება. ორი ყმაწვილ-კაცი ეძებს ჩემს ხელსა, ორნივე კარგი კაცის შჳლნი არიან, და არ ვიცი, ვის მივცე მათში უპირატესობა. დღეს მრთელი დღე ამ ლიმონებს ვათამაშებ-ვაგდებ და ვიჭერ.
- აკი გითხარ შჳლო, რომ შენის წირვაზედ მოუსვლელობის მიზეზი მარტო ანასტასია არ იქმნებოდა, უბრძანა მეფე ღიმილით: ახლა მითხარი, ვინ არიან ის ყმაწვილნი კაცნი, მე ამოგირჩევ იმათში თუ შენ ვერ გაგიბედავს.
- ისინი გახლავან-ერთი ქაიხოსრო ანდრონიკაშჳლი და მეორე ზაზა თარხნის შჳლი.
- ბედნიერები! უბრძანა მეფემ: ორნივ უცხო ყმაწვილნი კაცები. ზაზა ქართუჱლია, დალაგებულის ჭკუისა არის, კარგი ცხენოსანი, ვაჟკაცი, კარგი მოლაპარაკე -ქაიხოსრო კახელია, ისიც კარგი ვაჟკაცი, მოჯირითე, მოხუმარი, უცხო ლეკურის მოთამაშე... მართლად, მეც გამიძნელდება მათში აღმორჩევა... აღმოირჩიე ისა, რომელსაც უმეტესად უყვარხარ, ანუ რომელიც შენ უფრო მოგწონს.
- თქვენო დიდებულებავ! იმათის სიტყვითა, ორივეს ერთ გვარათ უყვარვარ; ესე კი მარწმუნებენ, და ჰსწორეთ რა მოგახსენო... ზაზა, როგორც შემიცვნია, უფრო თავმომწონეა, პატივის მოყვარეა, ამპარტავნად იჭერს თავის თავსა. ქაიხოსრო კი უფრო შინაური სოფლური კაცია... იმას უყვარს წყაროები, მინდვრები, ნადირობა, ჩიტები, ლექსები...
- ეხლაკი მესმის მაგ ლიმონების დანიშნულება! უბრძანა მეფემ: შენ მოგწონს ქაიხოსროცა და ზაზაცა; ხოლო რადგანაც ორის ქმრის ყოლა არ შეიძლება, ამისთვის შენ აგდებ მაღლა ლიმონებს, და ის, რომელსაც ხელში ვერ დაიჭერ და ძირს დაეცემა...
- ეგ არის ძნელი, თქვენო დიდებულებავ, რომ რაგდანაც მე არ ვიცი ვის მივცე მათში უპირატესობა. ამისთვის სინიდისიანათ ვცდილობ ორივე ლიმონების დაჭერასა და არცა ერთი არა მვარდება ძირს.
- მაშ ანტონ ქათალიკოზს უნდა ვსთხოვოთ, რომ ქვრივებს ორის ქმრის შერთვის ნება მოგვცესთ, უბრძანა მეფემ ღიმილით: თუკი თათრებს ათი და ოცი ცოლი ეყოლებათ, თქვენ ორი ქმარი რათ უნდა დაგეშალოსთ.
- ღმერთმა დაგვიფაროს. ჩემთვის არც ერთი საჭირო არ იყოს, მაგრამ თქვენი დიდებულება რომ მოწადინებული ბრძანდება...
- მაშ კარგი, ჩემო ლამაზო ქვრივო! რადგანც ჩემის მოწადინებით ირთამ ქმარსა, ნება მომეცი მე შევათამაშო ეგ ლიმონები შენს მაგივრად.
- როგორ გაგიბედამ მაგას, თქვენო დიდებულებავ.
-კარგათ, მაგრამ წინათუჱ გაუწყებ რომ მე შენსავით მაჯაში სიმარჯვე აღარა მაქვს, და გარწმუნებ ჩემო ქვრივო, რომ ერთს წამზედ ან ქაიხოსრო, ან ზაზა გაგორდება ძირს.
- ვაი თუ, თქვენო დიდებულებავ, განგებ გაგდოთ რომელიცა უფრო არ შემოდის თქვენს ფიქრში?
- ეგ რაღა საფიქრებელია! უბრძანა მეფემ: მაგრამ მაგისი წამალიც ადვილია, ერთს ლიმონს ჩაურჭე ქინძისთავი და შენს გუნებაში თითო სახელი დაარქვი შენის საქმროსი. მე ხომ არ მეცოდინება, მათში ზაზა რომელია და ქაიხოსრო! ახლა თვალი ადევნე, რომელი მათგანი მეტოქე დაეცემა ძირსა, და რომელი შემრჩება ხელში, რომ შენი ბედნიერი ქმარი შეიქმნეს.
მეფემ იწყო მაღლა სროლა ლიმონებისა და სიმარდით იჭერდა მათ; ხოლო მესამე შესროლაზედ, მან ვეღარც ერთი ვერ დაიჭირა და ორივე გაგორდა ხალიჩაზედ.
ქვრივმა მხიარულებით გაიკასკასა.
- აკი გოთხარი, ჩემო ქვრივო, უბრძანა მეფემ, რომ დაბდური ვარ მეთქი: სამოც და სამის წლის მაჯა შენს მაჯასთან როგორ მოვა!
- მაშ რა მეშველება, თქვენო დიდებულებავ, აკი მოგახსენეთ, რომ მე ბედი არ მეწევა გათხოვებაში.
- ბედის დამორჩილება ადვილია. შენ მხოლოდ მითხარ; რომელს უფრო უყვარხარ იმ ყმაწვილ კაცებში?
- რა მოგახსენო? ორივე მარწმუნებენ...
- არ შეიძლება, რომ ორივეს ერთ გვარად უყვარდე, უბრძანა მეფემ: რახან ეგრეა, მაშ ორივ უნდა გამოვსცადოთ. ეხლავ გაგზავნე მსახური და ჯერ ზაზა დაიბარე, ჩემი აქ ყოფნა კიარ შეატყობინო მას... დღესვე უნდა გარდაწყდეს იმათიც და შენი ბედიცა... რა კი მოვიდეს ზაზა და ჩამოგიგდოს ლაპარაკი, შენ დაპირდი მას შენს ხელს, მხოლოდ ერთის პირობით.
- რა პირობით?
- უთხარ, რომ ეთანხმები შეიქმნა იმისი ცოლი მხოლოდ მაშინ, თუ რომ ის დაუტევებს თავის თანამდებობას სასახლეში და წაგიყვანს საცხოვრებელად თავის ყმა მამულში ნოსტენს, სადაც მითომ შენა გსურს ყოფნა განმარტოებით.
- შემდეგ?
- შემდეგ შენ დაუნიშნე მას ორი საათი მოსაფიქრებლად, და თუ თანახმა გახდება წიგნად მოგწეროს.
- რა გამოა მანდედგან? მოახსენა ქალმა.
- ბოლოს ვნახამთ.
მეფე წამოდგა, შევიდა მეორეს ოთახში და აეყუდა კარებს უკან.
- რას შვრებით თქვენო დიდებულებავ? მოახსენა ქალმა განკვირვებით.
- არ შეატყობინო შენს მიჯნურსა ჩემი აქ ყოფნა; ხმა მაღლივ ელაპარაკე, რომ მეც მესმოდეს. გაბრუნდი, ფეხის ხმა ისმის.-
შემოვიდა ზაზა თარხნისშჳლი.
ეს იყო მშვენიერი წამოსადები კაცი, შავი ულვაშებიანი, ელვარეს თვალებით, ჭკუიანის სახის გამოთქმულებით. გამბედავი, ამპარტევნული შეხედულობა ამტკიცებდა მის კეთილშობილებას.
კეკე გაწითლდა, რა მოიწვია ზაზა ჩამოსაჯდომლად ტახტზედ, და იფიქრა მან გუნებაში:
- მგონია მეფის გამოცდა საჭირო აღარ არის, და ჩემი აღრეულობა ამის დანახვის ჟამს მიმტკიცებს რომ მე ეს უფრო მამწონს ქაიხოსროზედ.
-კნეინავ! უთხრა ზაზამ: თუმცა გული მოილტვიდა, მაგრამ მე ვერ გავბედე უთქვენ ბრძანებლოდ დღეს თქვენთან ხლება და მოლოცვა პირველის მაისისა, რომელთანაც დიდი მსგავსება გაქვსთ... დღეს ბევრი გათვალიერე წირვაზედ, მაგრამ ხომ არა გქონიათრა? - რამდენი ხანია რაცარ მინახვიხართ.
- ვგონებ, გუშინ წინ აქა ბრძანდებოდით?
- მართალია, გუშინწინ, მაგრამ ყოველი თქვენს მოშორებით გატარებული ჟამი მე წელიწადებათა მჩანს.
- თუჱბში მაისს შემადარე, წამი წელიწადათ გარდააქციე, - სხვაც მოიგონეთ რამ, უთხრა სიცილით ქალმა.
- არა გჯერათ, რომ მართალს ვამბობ, იცინით, ჩემს ტანჯვაზედ, კნეინა?
- მე მომეტევება სიცილი, კნიაზო... ამოდენა ხანია თქვენი მოწონებული მაისი მოღრუბლულია და დაჩაგრული ბედისაგან. -
- მაგისთვის გიძღვნი, კნეინავ, გარდაიხსნათ ღრუბელი და გარდააქციოთ თქვენი სიცხის დღენი დაუსრულებელს მხიარულებად.
- მეშინიან, რომ მომატებული მხიარულებაც ჩქარა არ მოგვწყინდეს, კნიაზო.-
- მიბრძანეთ ერთი სიტყვა, კნეინავ, და მოვიხმარებ ყოველს ჩემს ქონებას, ჩემს სიცოცხლეს შესადგენელად თქვენის ბედნიერებისა. - ხოლოდ მიბრძანეთ, მხოლოდ მასწავლეთ, როგორ უნდა მივიქცე, რომ ბედნიერი მყოთ თქვენა.
- მე ვხედამ, კნიაზო, რომ თქვენ მეტად პატივის მოყვარე ბრძანდებით.
- უფრო უმეტესად მაშინ გავხდი -როდესაც თქვენი მშვენიერი სახე ჩამესახა გულში.
- განა პატივის მოყვარეობა საჭირო არის ცოლქმრის სიყვარულში, კნიაზო?
- განა სიყვარულს უშლის რასმეს კნეინავ?
- მე მგონია. ამიტომ მიჯნურებისათვის საჭირო არს განმარტოებით ცხოვრება, განშორება სახლისაგან და მოშურნეთაგან; აღარავინ არ შეარხევს მათ სიყვარულსა და ბედნიერებასა; რაკი მოსვენებული ექმნებათ ყურები მრავლის სხვა და სხვა ჭორებისაგან; არ იცით, რა ჩქარა დაიბადება ამით ეჭვი თვით აღგზნებულ ცოლ ქმართა შორის, და რა ჩქარა ხშირი მაისის ბედნიერი დღები გარდექცევად მოღრუბლულს და ქარიშხალიანს ქრისტის შობის თვის დღებად.
- მოგახსენო, კნეინავ! კეთილშობილთა შორის, რომელთაც არ დაუმდაბლებიათ თავიანთი გავრი უთანასწოროთ კავშირითა, სიყვარული არ უნდა იყოს დაკრძალული და მოშიშარი, როგორც აღგვიწერენ ხოლმე სამიჯნუროს წიგნებშია, და რომელიც ახარებს მხოლოდ ჩუჱნს გოგო ბიჭებსა... განა ღმერთი იმიტომ აძლევს კაცს ბედნიერებას, რომ სოფელში ჩაფლას? განა ბედნიერება თვისი კაცმა ყველას უნდა აჩუჱნოს ამპარტავნებით, ამიტომ რომ აქედგან დაიბადება შური მტრისა, და ხოლო შური უფრო ამაღლებს ბედნიერებას... ერთი მიბრძანეთრათ იკეთებთ ხელებზედ ადგილზედ ბრილიანტებსა? განა იმიტომ რომ, ხალხმა ნახოს? - თუ რომ იმისთანა ადგილს იდგები, რომ ვერავინ ნახამს შენს ბრილიანტებსა, ან დარწმუნებულ ხარ, წელიწადში ერთხელაც არ გახსნი ყუთსა რომ ნახო ისინი, გაკეთება ხომ ფიქრათაც არ მოგივა... ყალბი ფიქრია მითომ სოფელში უფრო ბედნიერი იყოს მიჯნურთ ცხოვრება ქალაქზედ... ჩუჱნი ალაგი აქ არის, სასახლეში მეფის თვალ წინ, რომ აქედგან ავმაღლდეთ და მოგვემატოს ხარისხი და სახელოვნება... ყოველი ესე შენთვის მინდა მოვიპოვო და დავამხო ჩუჱნის სიყვარულის ტაძარზედ... ქვრივი ყურს უგდებდა სიტკბოებით, მაგრამ, თითქოს რაღაც მოაგონდაო, უთხრა მან:
- რასაც ბრძანებ, კნიაზო, ჩემს გულში არ შამოდის. მე მარტო სიტყვებით არ მინდა ვიყო დაჯერებული თქვენს სიყვარულში. მზათა ხართ, შეჰსწირო ყოველი თქვენი პატივის მოყვარეობა, ყოველი თქვენი ოცნება ხარისხის მოპოვებაზედ ჩემს სიყვარულისა?
- მე მათ მიუმატებ ჩემს სიცოცხლესაცა.
- მე მაგოდენს არ ვითხოვ, უთხრა ლამაზმა ქალმა; მაგრამ თუ რომ გნებამს მიიღო ჩემი ხელი, უნდა...
- რა? დავიპყრა სპარსეთი ანუ ინდოეთი?
- არა, ეგენიც მეტად შორს არიან. უნდა მოიგონო, კნიაზო, რომ ნოსტენში გაქვს მამულები.
- დიახ, მგონია ერთი ქოხი მაქვს კალოთი საბძლით, უთხრა ზაზამ.
- ყოველნი თავის ქოხში უფალნი არიან. დამიჯერეთ, დღესვე დაიბარე ცხენები.
- ამისთვის, რომ წამიყვანოთ იმ დაბალს ქოხში სადაც ჩუჱნ ჯვარს დავიწერთ თქვენს აზნაურთა და გლეხთა საშვალ. ჩუჱნი ბედნიერება და სიყვარული იმ ქოხს სასახლედ გარდააქცევენ.
- რა საოცარი ფიქრი მოგსვლიათ, კნეინავ, უთხრა ყმაწვილმა კაცმა: ესრეთ ჰსჩანს თითქოს აქ ბევრი? კმაყოფილებითა და სიამოვნებით მოღალულ ხართ და ეძებთ განმარტოებასა, მაშინ როდესაც მე დარწმუნებით ვიცი, რომ თქვენ თაობითუჱ მტერი ყოფილხართ ყოვლის უზომიერების კმაყოფილებისა... მაგრამ მე მაინც თანახმა გახლავარ ყოველს თქვენს ბრძანებაზედ.
- კარგი, უთხრა ქალმა: მაშ იმედი მექმნება; რომ ხვალ ან ზეგ უეჭველად გავალთ ქალაქიდგან მეც მანამდისინ ჩემს თადარიგს შეუდგები... ჰო დიაღ, მე კიდევ ერთი რამ დამავიწყდა...
- რა?
- ესა რომ წასვლის წინად მეფეს არზა გაუგზავნე სამსახურიდგან გარდადგომაზე.
ზაზა წამოხტა გაოცებული!
- რას ბრძანებ კნეინავ, ეგ რაღა საჭიროა?
- მე მოგახსენებ, რომ თქვენ ვეღარ შეიძლებთ აღასრულოთ აქაური თანამდებობა ნოსტენში მყოფი?
- როდესაც იქიდგან დავბრუნდებით?
- აღარ დავბრუნდებით.
- აღარ დავბრუნდებით! განიმეორა ყმაწვილმა კაცმა განგრძელების ხმით. მაშ სად უნდა ვიცხოვროთ?
- ნოსტენში.
- მთელი ზაფხული?
- მთელი ზაფხულიც, და შემდეგ კიდევ ზაფხული, კიდევ ზამთარიც დასრულებამდინ. აკი მოგახსენეთ არ მიყვარს ქალაქში ცხოვრება, აქაური ხმიერება, ჭორი, შექცევა... მე მინდა დავსტკბე წმინდას ჰაერში, ბუნებისაგან დახატულს ალაგს, სადაც მეგობრად და ამხანაგად მეყოლებიან ბატკნები, ხბორები, გლეხნი სოფლისანი... მგონია თქვენთვის სულერთი უნდა იყოს, კნიაზო. თქვენ ბრძანებთ, რომ პატივი და სახელი გინდათ მხოლოდ ჩემთვის, მაშასადამე მე უფრო გიყვარვარ, ვიდრე დიდება, და ჩემთან დროების გატარებას ირჩევ, ვიდრე აქა იქ სპარსეთისაკენ სიარულსა.
- კარგათ ბრძანებთ, კნეინავ, მაგრამ...
- ეს გახლავსთ, კნიაზო გარდაწყვეტილი ჩემი პირობა. - პირველი ჩემის გათხოვების პირობა ეკუთვნიდა ჩემს მშობელთ და ნათესაობას, ხოლო ქვრიობის აღმატება ეს არის, რომ მეორეთ თვითონ აღმოირჩევს საქმროსა და თვითონ დაუდებს პირობას, წაბრძანდით შინა, მოიფიქრეთ და თქვენი პასუხი ორს საათის შემდეგ მაცნობეთ წერილით. მშჳდობით.
ყმაწვილმა კაცმა ცივად დაუკრა თავი და გამოვიდა.
- ჩემო პატარა ქვრივო! შეჰმოყვირა მეფემ მეორეს ოთახიდგან. მე დიდად კმაყოფილი ვარ: კარგათ მიიყვანე ბოლომდე ლაპარაკი ზაზასთან.ახლა ქაიხოსრო დაიბარე, იმათ ჩემის სახელობით დაჰპირდი განჯაში მდივანბეგობა, და იმ ქალაქის გამგეობა.
- თქვენო დიდებულებავ! არ ინებებ გამობრძანებას?
- არა, მეფენი მოკლებულნი არიან სიამოვნებას თავიანთის ყურით გაიგონონ რამ, ანუ მართალი ანუ ტყუილი. ვნახოთ ქაიხოსრო რას გეტყვის.
- რამდენსამე წამის შემდეგ კნეინას კეკეს მოახსენეს ქაიხოსროს მოსვლა.
თავადის შჳლი ქაიხოსრო არას ფრით არ ჩამოუვიდოდა მეტოქესა თვისსა ზაზასა. ესეც იყო მაღლის ტანისა, ლამაზი, ჭრელთვალა, ხუჭუჭი თმიანი. ამას უყვარდა საკრავი, მინდორი, წყაროები, ლექსები, -მთელი ბუნება. ამას უყვარდა კეკე აღგზნებით, მაგრამ სიყვარული მისი იყო გაუბედავი, მოშიშარი, იდუმალი, და მხოლოდ მისგან შეთხზული ლექსები ამხილებდნენ, რომ გული მისი შეპყრობილი არის ვისამე ტურფასაგან. -
- პირველს შემოსვლაზედვე, ქაიხოსრომ ჩამოუგდო ლაპარაკი კეკესა, რომ კაცის ბედნიერება მდგომარეობს სიყვარულში, რომ ნამდვილი სიყვარული ერიდება შეკრებილებასა, დიდებასა, დაცინვასა ხალხისაგან, მშვენიერებასა, რომ მას უყვარს განამრტოებით ყოფნა თავის აღმორჩეულთან უმოწმოდ. უმშურნეულოდ...
- რით დამიმტკიცებ, კნიაზო, შენს სიყვარულს? ჰკითხა ქალმა.
- ყოვლით, რაცა კი შესაძლებელ არის კაცისაგან.
- მე დიდად პატივის მოყვარე ვარ, უთხრა ქალმა.
- მე მაგას ვერიდები, უთხრა ვაჟმა დაღონებით.
- მაშ ჩუჱნ ვერ შევითვისებთ ერთმანეთს? უთხრა ქალმა: მე მინდა რომ, ჩემი ქმარი იყოს ყოველგან ღირსეულად მიღებული და სახელოვანი თანამდებობით.
- მაშ მე უნდა შეუდგე ცდილობას, რათა მეფის სასახლეში ვიშოვნო რამა თანამდებობა.
- თქვენ ხომ მოგეხსენებათ, კნიაზო, რომ მე იულონის მონათლული გახლავარ და მეფე ირაკლი ჩემი დიდი მწყალობელი ბრძანდება. ჩემის თხოვნით მათმა დიდებულებამ უკვე დაგნიშნათ მდივანბეგათ განჯაში. შემდეგ უკეთესი ადგილი შეიძლება გამოვითხოვოთ სასახლეში. - რათ გვინდა, კნეინავ მდივანბეგობა ან უკეთესი ადგილი სასახლეში. თუ რომ ადამიანი მხოლოდ თავის სიამოვნებას ეძებდეს, რა შედრება ფოთლებს, წყაროების ჩანჩქერს, ბულბულის სტვენას... ორი გული რომ ერთნმანეთისათვის ივლტოდნენ, ერთგვარად ჰგრძნობდნენ სიყვარულსა, მათ რათ უნდათ ხალხის პირში შეცქერა, რათ უნდათ შეძინება ანუ დიდებისა ანუ ხარისხისა.
- არა, უთხრა ქალმა: რაც თქვენ მოჰთვალეთ კნიაზო, მაგ გვარი ცხოვრება მწყემსებს შეეფერებათ. კეთილშობილთა ხალხთა უნდა ესმოდესთ მდგომარეობა მამულისა და მეფისა: მხიარულობდეს მეფე-მხიარულობდნენ თვთონაც; ჰსწუხდეს მეფე,-ჰსწუხდნენ თვითონაც. კეთილშობილთ ვალია დაამყაროს ბედნიერებამემამულეთა და მეერთჯულეთა თვისთა თავისის ფიქრით, შრომით, მზრუნველობით და თვით მიეცნენ განცხრომასა უსარგებლოსა თავისთვისაც და მამულისთვისაც... მამულის ამაღლება და დამდაბლება უნდა მიიჩნიონ თავის საკუთარ ამაღლებად და დამდაბლებად... ესრეთსა ფიქრისა, ესრეთისა მოქმედებისა უნდა იყოს ჩემი ქმარი. გსურთ მიიღოთ ეს პირობები ჩემგან, კნიაზო, თუ არა? თუ გსურთ მომიცია ერთი საათი ვადა, რომ თქვენი თანხმობა წიგნად მაცნობოთ, რათამცა ბოლოს თქვენგან არ მქონდეს საყვედური იძულებულ თანხმობაზედ. მიბრძანდით, იფიქრეთ, მშჳდობით.
- აქ ფიქრი აღარ უნდა, კნეინავ! უთხრა ვაჟმა: რაც უმძიმესი იქნმნება ჩემთვის თქვენგან დადებული პირობა, ეგოდენ უბედნიერესად შევრაცხ ჩემს თავს., რაგდანაც მეცოდინება, აღსრულება მისი თქვენთვისარის სასიამოვნო. მხოლოდ მიბრძანეთ, როდის მქონდეს უტკბესი და უბედნიერესი იმედი თქვენის ხელის და გულის მფლობელობისა... მეშინის, რომ ყოველი ესე არ იყოს ოცნება და სიზმარი...
- არ იქმნება ოცნება, უთხრა ქალმა ღიმილით: მხოლოდ მეფე დაგვინიშნამს ჩუჱნის ბედნიერების დროსა.
ქაიხოსრო გამოვიდა აღტაცებით.
- რაღა მეშველება, რომ ზაზამაც გამოაცხადოს თანხმობა ნოსტენში სამუდამოდ დასახლებისა! ჰფიქრობდა ლამაზი ქვრივი.-
ამ დროს მეფე გამობრძანდა სამალავიდგან.
- ხედავთ თქვენო დიდებულებავ, რომ ჩემი საქმე უარესად გაიხლართა? ორთავე საქმრომ გამოაცხადეს ჩემგან დადებულის პირობის აღსრულება... ვხედამ ჩემი საქმე ისევ ლიმონებზედ მივარდება.
- ლიმონები საჭირო აღარ არის.
- როგორ? განა თქვენი დიდებულება დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ჩემი ბედი გარდაწყდა?
-სრულებით დარწმუნებული ვარ... ქაიხოსროს უმეტესად უყვარხარ ზაზაზედ.
- ნება მომეცით, თქვენო დიდებულებავ, არ გეთანხმო მაგაზედ, უთხრა ღიმილით ქალმა.
- რატომ?
-კახეთი გიყვარსთ და კახელებს სწყალობთ. ამისთვის მეს საქმროდ კახელს მირჩევთ.
- მართალია, მაგრამ, მერწმუნე, შჳლო კეკევ, რომ ამ შემთხვეულებაში ჩემი სიყვარული კახეთისადმი არ არის შემწე ქაიხოსროსი... ამას გარდა შემცთარნი არიან, რომელნიც ჰფიქრობენ, მითომ ეხლაც კახელნი უფრო მიყვარდნენ ქართლელებზედ. მართალია ოდესმე ვცდილობდი, მსურდა, რომ კახელებს ეჯობინებინათ ქართლელებისათვის, ეს იმ დროს როდესაც ვიყავ კახის ბატონი, მარა, რაც ერთმა გლეხმა შემამბედა და მითხრა: „კახეთის მამაო და ქართლის მამინაცვალოვო“, მას აქეთ თვალები ავიხილე და შევამჩნიე ჩემი შეცთომილება და პირფერობა კახელთადმი... ბევრჯელ დავფარე იმათი ნაკლებულება; ბევრი ვეცადე და ვერ მოვიყვანე ესენი ერთს წრეზედ ქართლელებთან... ბევრი კარგი ოჯახიც გარდავასახლე ქართლიდგან კახეთში, რომ მიეღოთ მათგან ზრდილობა, ქცევა ლაპარაკი, მაგრამ შრომა ამაოდ მრჩებოდა... მარჯვენა ხელი და თვალი კახეთზედ მეჭირა და მარცხენა ქართლზედ... მაგრამ ეხლა ორივე მხარეს ერთის თვალით და ერთის გულით უყურებ, თუმცა გულმტკინელობით ვხედამ, რომ, ვითარცა დღე ღამესა, ისე ქართლის კეთილშობილება ჰსჯობს კახელთა გლეხ კაცზედ კი ვერ ვიტყვი მაგას: გლეხი კაცი ჰსჯობს ქართლისასა.
- მაშ ჩემთვის რათ გსურთ საქმროდ კახელი? ჰკითხა კეკემ.
- ერთის ყვავილით გაზაფხული არ იცნობა... საზოგადოდ სხვა არის და თვითოევლად სხვა.
- მაშ თქვენი დიდებულება დარწმუნებით ჰფიქრობს, რომ ქაიხოსრო ჰსჯობს ზაზასა?
- მხოლოდ სიყვარულში შენდამი, და არა სხვაფრივ.
- ეგეც ჯერ ჰსწორედ არ ვიცით. უნდა მოუცადოთ...
- აი მაგის დამტკიცებაც, უბრძანა მეფემ, რა მიუშჳრა ხელი მსახურზედ, რომელიც შემოვიდა. დაბეჭდილის წერილით ზაზასგან.
- კეკემ მოუთმენლობით გარდაგლიჯა ბეჭედი და წაიკითხა.
„კნეინავ, კეკევ გეფიცები მამის ჩემის საფლავსა, და დედის ჩემის სულსა, რომ მე მიყვარხარ ისე, როგორც ჯერ ჩემს გულს არცა ერთი ქალი არა ჰყვარებია. შენი დაკარგვა დამიმტკიცებს რომ ჩემთვის ბედნიერებაც აღარ არსებობს ქვეყანაზედ, მაგრამ მე თავადის შჳლი ვარ და ვემსახურები დიდ მეფე ირაკლისა, ბრძენსა და გმირსა. ჩემი სიცოცხლე და სისხლი ეკუთვნის მას. მე არ შემიძლიან დავშთე უსაქმოდ, არ შემიძლიან დაუტევო სამსახური მისი, არ შემიძლიან...“ და სხვანი და სხვანი, გააწყვეტინა მეფემ. ეხლა ჩემო ლამაზო ქვრივო, შენ შეგიძლიან დაიბარო ქაიხოსრო და გააბედნიერო.
რა ქაიხოსრო მოვიდა კეკეს სახლში და ნახა მუნ მეფე იგი განცვიფრდა.
-კნიაზო! უბრძანა მეფემ: ზაზას უყვარს ჩუჱნი ნათლული კეკე და თხოულობს ამის ხელსა; მაგრამ იმას მე უფრო უყვარვარ კეკეზედ, ამიტომ რომ არა სურს დატევება ჩემის სამსახურისა. ხოლო შენ კეკესი უფრო გეხათრება, ვიდრე ჩემი ამიტომ რომ თანახმა ხდები ემსახურო ჩემს კარს წინ, მხოლოდ კეკეს სურვილით... აქედგან მე ვხედამ, რომ ზაზა კარგი დივანბეგი და ეშყაბაში შეიქმნება ჩემი და შენ ერთგული ქმარი კეკესი. ამისთვის მას ვაძლევ ყორა-იასაულთბაშობას და ვისტუმრებ ერევანში და შენ გნიშნამ კეკეზედ. - ამა სიტყვებით მეფემ გამოაძრო ქაიხოსროს თითიდგან ბეჭედი და კეკეს გაუკეთა, ხოლო კეკეს ბეჭედი მიჰსცა ქაიხოსროს და სჰთქვა ღიმილით: იმედი მაქვს, რომ ხვალ სხვათა სტუმართა შორის, მეც არ ვიქმნები დავიწყებული თქვენგან... ოჰ, რა ბედნიერი ვიქმნები, რომ ჩემს უძლურს ძარღვებშიაც ჩადგეს რამდენიმე წვეთი თქვენის ახლის სისხლისა... მაგრამ ამაო არის ნატვრა... დროს ქრთამით ვერ შეაყენებს კაცი!... ეს ანუგეშებს გლახაკთა და ეს აჰსწორებს დიდთა მეფეთა მათთან.. მშჳდობით! ისიამოვნეთ ვიდრე დრო გითხრობსთ.. მეფე გამობრძანდა და დაუტევა დანიშნულნი. იმ ნეტარს მდგომარეობაში, რომელსაც ყოველნი ახალნ შეყვარებით დანიშნულნი ადვილად წარმოიდგენენ, და რომელიცა შთება ტკბილ მოსაგონებლად ვრცელსა სიცოცხლესა შინა კაცისასა.-
გრიგოლ რჩეულოვი.
![]() |
3.2 სამგზავრო წერილები |
▲back to top |
სამგზავრო წერილები
წიგნი პირველი.
ივლისს 1857 წელსა.
ს. კავთიხევით.
საყვარელო მეგობარო ჩემო! ვისწრაფი გზიდამ წიგნის მოწერასა, თუმცა დიდად დაღალული ვარ, რა გამოვიარე ორმოც ვერსამდენ გზა და ვისვენებ ერთს ბაღში, მშვენიერის ხის ძირს. ხომ იცით რომ მიყვარს სჯა, და ამისთვის შორიდგან გეტყვი ჩემსა აზრსა მოგზაურობაზედ: ერთი ფილოსოფოსი ამტკიცებდა „ვისაც ბევრი უმოგზაურნია, იმას ორი წილი მეტი უცოცხლიაო“ რომელი არ დაეთანხმება ამ აზრსა? რომელი მიიღებს ამას წინა-აღმდეგად? მოგზაურობა არის წამალი ყოვლის სნეულებისა; მოგზაურობა არის წყარო ყოვლის განათლებისა, ჰსწავლისა, გონების გახსნისა და თუ გნებავსთ საგანი ყოვლის მშვენიერის თხზულებისა. მოგზაურობით შეგიძლიანთ შეიტყოთ თვისება ხალხისა, ზნეობა, ჰსწავლა, ჩუჱულება და სხ. მაგრამ ძნელი ეს არის, ახლანდელს დროში ყოველი სასარგებლო განზრახვაი მოითხოვს შეძლებასა, რომლისა საშვალობითაც შეიძლოს კაცმა მოიყვანოს თავისი განზრახვა სისრულეში. მსურს ძალიან ნახვა, საფრანგეთსა, ანგლიისა, იტალიისა, რომელსაცა ბაძამენ საქართუჱლოს. მკითხავ მეგობარო ჩემო! რაღა გიშლისო?... ამაზედ შემიძლიან გაბედვით მოგიგო: ჯიბე!... მაგრამ დავიჯერო, რომ უეჭველად უნდა ვნახო ევროპა, სადაც შემეძლოს ჰსწავლის მიღება გარემოების მიხედვით?... მე სარწმუნო ვარ, რომ არიან ქართუჱლნი, რომელნიცა მიეშურებინა ევროპიის სანახავად, და თავიანთი საქართუჱლო არ უნახავსთ. ქართუჱლს არ ენახოს საქართუჱლო! თქვენ რა გგონიათ? დავიჯერო რომ არ იყოს ღირსი ნახვისა ქართუჱლთათვის საქართუჱლო, რომელიცა შეიცავს თითქმის ექვსა სამეფოსა? დავიჯერო რომ ამ ექვს სამეფოში არა იყოსრა ღირსი შენიშვნისა? მრავალნი! ძალიან მრავალნი შესანიშნავნი საგანნი არიან! იმ გვარნი საგანნი, რომელთაცა აქამომდენ არცაერთისა მწერლის კალამი მოხვედრია. როგორც ზემოთ მოვიხსენიე, თუმცა მსურს ძალიან ევროპიის ნახვა, მარამ ჯერ დიდს არ შევეჭიდები. წვრილებითგან დავიწყებ, დაეხსენ ვნახავ, ჯერ ჩემს საქართუჱლოს ქართუჱლი საქართუჱლოს ვუწოდ მე კასკაზიის მთის აქეთ მდებარეს მხარეს, ვინაითგან ხალხნი ლაპარაკობენ ერთს ენაზედ, თუმცა დაუწმახნიათ ენა სხვა და სხვა ჩუჱულებით, მაგალითად იმერელნი, თუმცა სხვა სამეფო ყოფილა, თუმცა დაწმახვნით იციან საუბარი, მარამ მაინც ქართულსა ენაზედ ლაპარაკობენ, მაშასადამე არიან ქართუჱლნი, ესე იგი ქართულს ენაზედ მოლაპარაკენი, აგრეთუჱ მეგრელნი და სხ.
როგორც ზემოთ მოვიხსენიე, ეს-ეს არს ჩამოვხტი ცხენითგან და გარდავხედ ამ კავთიხევის სოფლის ვიღისიც ბაღში, სადაცა ვისვენებ ერთის ხის ძირში, მაგრამ გინება და ლანძღვა არის, რომ ჩემს თავზედ მოდის! ახ, ბოროტებაო! ნეტარ თუ რა საზიზღარია სმენა შენი, და ნახე მეგობარო ჩემო თუ თვითან მოქმედება რა იქმნება? ჯერ წიგნის წერა არ დამისრულებია, რომ მამიხდა ერთი გლეხ-კაცი გრძელის ჯოხით, როგორც სჩანს ლანძღვის გარდა თავის გრძელს ჯოხითაც გვაშინებს, რაგდანც გავბედეთ დაღალულთა მგზავრთა შესვენება როგორც ჰსჩანს იმის ბაღში, აი მგზავრის პატივი და მიღება, როგორ იციან ამ სოფელში, მაშინ როდესაც რომ ჩემთა მსახურთა მოცემასა. ის ქართუჱლნიაღარ არიან, რა ქართუჱლნიც ყოფილან ადრე, როგორი ვწუხვარ, რომ დროებას ასე შეუცვლია! რისყოფით და რა ანბით მოვიშორეთ ეს კაცი, მაგრამ რას იტყვი. ამის შემდგომ აგვიტყდა სხვა დედაკაცი, რომელმანცა გაგვირეკა ბაღითგან ცხენები, მომიახლოვდა მე და დამიწყო ლაპარაკი, რომელსაცა ვუთხარი: დედავ! განა აგრე ჰსცემენ პატივს, დაღალულს და დაქანცულს მგზავრსა მეთქი? ფასი ვაძლიე არ გამომართო და მიპასუხა „არა, შჳლო მე რომ შენს დუქანში შემოვიდე, შემიშვებო?“ აი როგორი ღირსება აქვს მეგობარო ჩემო ჩოხასა, ჩოხა რომ არა მცმოდა ამას ხომ არ მეტყოდა, ეცადე მეგობარო ჩემო, რომ არ ატარო მგზავრათ რომ მიდიოდე ჩოხა. ცოტათი ვისაუზმებ და ვაპირებ ამ წყეულის სოფლითგან აყრას, რომელსაცა ვსწყევლი, რადგანც ბუდობს ბოროტება და შეუწყნარებლობა.- მეორეს წიგნს მიიღებ საყვარელო ჩემო გორის ქალაქითგან, სადაცა იმედი მაქვს ამაღამ შევიდე და თუ ვნახე გზაზედ რამ შესანიშნავი, უეჭველად ყოველსავე წვრილად გაცნობებ. ახლა კი მშჳდობით, დამილოცე საწყალს მგზავრსა გზა.
შენი კ.
![]() |
3.3 სალაყბო ფურცელი |
▲back to top |
სალაყბო ფურცელი
საყვარელო წამკითხველო! გთხოვ მიცნობდე, მე გახლავარ მოლაყბე. რა ვქნა, დიაღ დიდი სათაკილო სახელია, მაგრამ რა გაეწყობა. ის საზოგადოება,რომელსაცა მე ვეკუთვნი და რომელშიცა ვიმყოფები, მოლაყბეს მეძახის. ილაჯია გაწყვეტილი, ისე უბედური ვარ, თუ ერთი ხმა ამოვიღე, ფიცხლავ იმას იტყვიან: აი დაიწყო მოლაყბემ, აი მოვიდა მოლაყბე, აბა მოლაყბეს ვკითხოთ, ეს რას იტყვის. ახლა ერთი მკითხეთ, რისთვის მეძახიან მოლაყბეს? ამისთვის რომ, მართლისათვის, რასაც კი სიმართლეზედ ვილაპარაკებ გულ მხურვალედ და ხანგრძლივ, მოლაყბე ვარ! ეს ქვეყანა ასეთია, მართალი რომ არ გადის. ჩემს წყეულს საზოგაოებაში, (როგორ არ დავწყევლო, რომ ამ გვარი შესარცხვენი სახელი მიწოდეს) ახლა-ხან ეშმაკად და ქაჯად, ერთი სიტყვა წამომცდა: მართლად თუ ტყუილად, ეგ თქვენ იცით როგორც გინდათ იფიქრეთ, მე კი მართლად მიმაჩნდა და. იმ ერთის სიტყვისათვის, ცოტა გაწყდა წმინდის სტეფანესა-ვით ქვით არ ჩამქოლეს! განა ტყვილია, რომ ქართუჱლების უბედურებით მდგომარეობაში ყოფნის მიზეზნი ისევ თვითან ქართუჱლები არიან? არა, ღვთის გულისათვის მიპასუხეთ, ტყვილია? ამ თქმისათვის ჩასაქოლი ვარ? ამ თქმისათვის და ამაზედ ხანგრძლივ და გრძნობით საუბარისათვის, მოლაყბე ვარ? მაგრამ ვის ვკითხავ! ამისთვის იქმნება თქვენც დამიწყოთ ლანძღვა; იქმნება თქვენც უკუმიდგეთ და მიუდგეთ ჩემს შესარცხვენელს საზოგადოებასა და სთქვათ: მართლად რომ, სიმართლით დაურქმევიათ მოლაყბეო! დაეხსენი, რაც გინდათ თქვით, დაეხსენ, თქვენც გამლანძღეთ მოლაყბე კაცი ჩემის სიმართლისათვის, კიდევ ვიტყვი და განვიმეორებ, რომ ჩუჱნის უბედურებით მდგომარეობის მიზეზნი ვართ თვითან ჩუჱნ და ამას კიდეც დავამტკიცებ.-
- სად იყო ჩუჱნს ტფილისის ქალაქში ამისთანა მშვენიერი სახლები, როგორთაცა ახლა ვხედავთ? სად იყო ჩუჱნს ქალაქში ამისთანა ჩინებული ხიდი, რომელიცა აღშენდა მტკვრის მდინარეზედ? -სადაცა ყოფილა ადრე კალო და საბძელი, იქ ვხედავთ სამსა და ოთხს ეტაჟიან სახლებსა; სადაცა ყოფილან ნახნავები, იქ ვხედავთ მშვენიერსა ბულვარსა, რომელზედაც ნაცვლად ახლანდელის განათლებულის კაცებისა, ურეკიათ ნახირი! სად იყო ადრე ქართული ტეატრი? მგონია სახელიც არ იცოდნენ ამა უცნაურის საგანისა! მგონია სმენათაც არ გაეგონათ ჩუჱნთა წინაპართა. სადა გვქონდა ჟურნალი და რომელი ცისკარი გამოდიოდა, თამარ მეფას დროს, რომელსა საუკუნესაც ეძახიან ოქროს საუკუნოდ!... ეს ხომ კარგად ვიცით, ყოვლის ხალხის განათლება მდგომარეობს ლიტერატურაში, რომელიცა ხსნის კაცის გონებასა. რაკი კაცს გონება გაეხსნა, რას არა იქმს? რას არ მოიგონებს, რას არ შეუდგება გაბედულებით? მაშინ ის დაარღვევს ყოველსა თითქმის შეუძლებელსა საქმესა. ეს ხომ კარგად ვიცით ლიტერატურის საფუძველი, ჯერ არის ჟურნალი, შემდგომს-ტეატრი. ისე ზრუნავს იმ დღიდგან, რა დღიდგანაც იმყოფება საქართუჱლო, რუსეთის ფარველობასა ქვეშე უმაღლესი ჩუჱნი მთავრობა, რომ არასა ზოგავს ჩუჱნის კეთილ-მდგომარეობისათვის!... დასამტკიცებელად ამისსა, მოგვცა,ჩუჱნს სამშობლო ენაზედ ტეატრი; მოგვცა ჩუჱნს სამშობლო ენაზედ ჟურნალი, გახსნა ვაჭრობა ოთხკუთხივ და ხს. ახლა ესა ვსთქვათ: მოვიხმარეთ ესე ყოველი მოცემული მთავრობისაგან? გადაუხადეთ მადლობა, ამ გვარ მთავრობის კეთილ განზრახვისათვის? იმ მადლობას მიიღებდა მთავრობა სიხარულით, რომ მოგვეხმარებინა ყოველი ესე და მიგვეცა წარმატებაში. მაგრამ რომ ვერ მოვიხმარეთ პირველი, რომ ვერ ვიშვნევთ მეორეს. რა ვიცით ჩუჱნ ამ გვართ სასარგებლო საგანების მოხმარება! აბა რა ჩუჱნი საქმეა? სად შეგვიძლიან! მხოლოდ ღმერთს ამაში მოუცია ჩუჱნთვის ნიჭი, მე მოლაყბე დამიძახონ, იმას სულელი, სხვას ტუტუცი და ხს. აი რა მიდის ჩუჱნში წარმატებაში, ეს არის, რომ ღმერთს მოუცია თვალები ახილებული და არა აუხილებელი, მაგრამ ვერასა ვხედავთ; ყურები მოუცია მსმენელი და არა ყრუ-ვერას ვისმენთ! რომ არა გვესმისრა, მაშასადამე როგორ უნდა მოვიხმაროთ. თვალები გვაქვს, ვერა ვხედავთ, ყურები გვაქვს და არა გვესმისრა. აკი რომ ვერა დავინახეთ რა ქართულს ტეატრში. თავი დავანებეთ; აკი რომ ვერა გავიგეთ რა სასარგებლო იყო თუ არა, მოვსპეთ. როგორ არ უნდა მოგვესპო, რომ არა გვესმოდა რა! იქნება იფიქრეთ, რომ მთავრობამ მოგვისპო! არაოდეს! თუ მოსპობა უნდოდა, თავდაპირველად რაღათ მოგვცა. ეს კარგათ ვიცით, რამწავს იტყოდნენ ქართული წარმოდგენა არისო, ისე მირბოდნენ ქართუჱლები თავიანთი სამშობლო ენაზედ წარმოდგენეებითგან, თითქოს ჭირი არისო და როდესაც იქმნებოდა სხვათა ენაზედ, ფეხებს მიიმტვრევდნენ! ჩუჱნი დიდი იმპერატორი მამობრივ ზრუნვას ჩუჱნის სიამოვნებისა და სასარგებლო საქმისათვის. მთავრობა იმასა, ჰგონებდა რომ გვიამებოდა დიდად და სასიამოვნოდ მივიღებდით, თუ კი არა გვსურს, არ ვნახავთ ღვთის მოცემულის ლიტონის თვალებით, არ შევისმენთ მსმენელ ყურებით, რად შეგვაწუხებს. თავისი მოცემული თვითანვე მიიღო, მხოლოდ დაგვაკლდა ჩუჱნ თუ გვესმოდეს, „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულის ხმა ჰყო.“ ბრძანებს საღმრთო სიტყვა. ტეატრს ვიღა ჩივის, ამასა ვჩივი ახლა, რომ ჩუჱნს საბრალოს ცისკარსაც ამისთანა ხვედრი არ დაეცეს!... ჩუჱნის ჭკუისაგან არც ეს არის გასაკვირველი! რაკი ცისკარზედ დავიწყე ლაპარაკი, თავდაპირველად ეს უნდა ვთქვა: უფალმან რედაკტორმან ცისკრისამ დაგვიბეჭდა ორი განცხადება ჟურნალში: პირველის განცხადებით მოიწვევს ყოველთა ქართუჱლთა ხელის მოსაწერად, რადგანც გასჭირებია გამოცემა მცირეთა ხელის ომწერთა მიხედვით. იმ განცხადებაში გულწრფელობით აღვიარებს თავის რედაქციის შეუძლებლობასა. ეს თუ კაცნი ვართ და მცირედიცარი გრძნობა გვაქს, დიდი შეურაც-ყოფა არის ჩუჱნთვის, ამისთვის რომ რედაქციის სიღარიბე, არის საზოგადოების სიღარიბე, რადგანც ლიტერატურა საზოგადოა და არა კერძოობითი. ყოველი ქართუჱლი მოვალე არის თავის სამშობლო ენას მისცეს შემწეობა...მეორე განცხადებაში (მეათე ნომერში) გვიწერს, რომ ხელის მომწერთა ვითომც ვეღარ ასდიოდეს! აი სიცრუვე! მე ისეც ვიცი, რომ კვიტანციას ძალის ძალად მიაყენებს ხოლმე კარზედ. აი კიდენ დიდი შეურაცხ-ყოფა ჩუჱნთვის. პირველი რედაკტორისა (მაგრამ არცა თუ გასამტყუნარია, ქართუჱლებს ყოველთვის ძალა გვაბედნიერებს) რომ კარდკარ დააქვს კვიტანციები და მეორე ჩუჱნთვის, რომ იქამომდენ უგრძნობელნი ვართ და არა გვესმისრა, ერთი პირი თვითან თავისის ნებით არაოდეს არ მივა და არ მოაწერს ხელსა. ახლა იფიქრეთ, ეს ჟურნალიც რომ მზგავსად ტეატრისა მოისპოს, ვინ იქმნება მიზეზი: ჩუჱნა თუ მთავრობა? ჩუჱნ ქართუჱლები ხომ ვტყუვით საზოგადოდ და უმეტესად მიზეზნი ყოვლისა ამის სასარგებლო საქმის მოსპობისა, არიან უფალნი წარმომადგენელნი საზოგადოებისა, რომელნიცა ატარებენ მხოლოდ სახელსა და სრულებით ხელითგან არა გამოუათრა! აქ არის მიზეზი თვითან-საზოგადოებაცა, ასე რომ, რად ვირჩევთ იმისთანას პირს, რომელსაცა სრულებით არაფერი ნაყოფი არა გამოუარა საზოგადოებისა სასარგებლოდ? პირველი მოვალეობა იმათი მდგომარეობს მასში, რომ ჩუჱნ ყოველთა ჩაგვაგონებდეს ყოველსა სასარგებლო საქმესა. იქნება არა გვესმისრა! მაგრამ ძნელი ეს არის, რომ მგონია ის უფალნი, არა თუ სხვათა ჩააგონებდნენ, თვითანაც არ იწერენ და თუ იწერენ, აქამომდენ ფულს არ შეიტანენ რედაქციაში. უბრალო საქმეზედ, ოღონდა კი საკმაყოფილო იყოს,ოცს თუმანსაც დავხარჯავთ! ახლა იფიქრეთ, რა უნდა ქმნას საცოდავმან ჟურნალის გამომცემმან? რომ მოსპოს, იტყვიან რად მოსპოვო? იმას კი აღარ წარმოიდგენენ, რომელი შეიძლება მოიხმაროს გამოსაცემად. თუ არიან იმდენი, რომელთაცა ესმით ძალა ამ გვარის საზოგადო საგანისა, ისინი საუბედუროდ ჩუჱნდა-ღარიბნი არიან და რომელთაცა აქვსთ შეძლება, დიდს ხარისხზედაც იმყოფებიან, იმათ ისე გასციებიათ გული, რომ არცა ქართუჱლებში ურევიან და არცა სხვათა სჯულის ხალხში. ახლა იმისთანას საუკუნეში ვდგევართ, ჩუჱნის დიდის იმპერატორის წყალობით, რომ რასარა ვიქმთ? მაგრამ რა გაეწყობა: გონება ჩუჱნი ყოვლის მხრით დაბნეულია. პირველი აქედგან ავიღოთ მაგალითი, რომ კაცი ყოველსავე თავის აზრს წარმოსთქვამს უშიშრად, ყოველს კაცს შეუძლიან სჯა, როგორც ჭკუა უჭრის, მაშასადამე რას მოგვიკეცია და ვსხედვართ; რას გვარგებს სხვათა განათლება. თუ ჩუჱნ არ გავინათლეთ თავი, ვწეროთ, ვიკითხოთ, ვიმუშავოთ, ვიბეჯითოთ, რომ თქვან ესენიც ხალხში ურევიანო! ვიფიქროთ, ვიაზროთ, ვსაჯოთ, გზა გახსნილი გვაქვს, ალაგი გვაქვს ჟურნალში. იქნება დამცინოთ, ზემოთაც მოვიხსენიე, ჩუჱნი თვისება ეს არის იქნება სთქვათ ეს სულელი ვინ არისო. რადგანც გსურთ, მოვაწერ ამ ჩემის სალაყბო -ფურცლის ქვემოთ, არა ნამდვილს გვარს, არამედ თვით იმ სახელს, რომელსაცა ჩემი საზოგადოება მიწოდებს, და თუ უეჭველად გსურთ შეიტყოთ, მიმართეთ ზემოხსებულს საზოგადოებასა და ის გეტყვით ვინცა ვარ. უფ!... ეს როგორღაც ფიქრმან შორს გამიტაცა! მშჳდობით! ზოგი შემდგომს იყოს.. მერმეთ მოვილაპარაკებ თქვენთან. ჯერ ეს საკმაო. მეყო ამდენი ლაყბობა.
მოლაყბე.
![]() |
4 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
![]() |
4.1 ხუმრობა თარხნისა |
▲back to top |
ხუმრობა თარხნისა
ერთ მყინვარე ზამთრის ღამეს, მეიდანზედ სეირნობდნენ თფილისის რამდენიმე მოქალაქენი. დედოფალი ღამის მთვარე უფრო განაბრწყინებდა სისპეტაკესა თოვლისასა; გაბნეულთა საუბრობაში მსიამოვნელთა საღამოს სახით სეირნობელთა დაჰყოფეს მრავალი ხანი, ხოლო სიმცივნემან თვისითა წესითა გამუპო სამოსელი, დაუარა ძვლებში და შეაჟროლნა იგინი, მარტო თარხანი არ იცნევდა თავის თავზედ სიცივეს. მოქალაქეთა დააპირეს განშორება სიცივისა გამო და ამბობდენ: ჩუჱნ რამდენიმე საათი ვერ გავძელით და ვინც გასძლებს მთელიღამე გარეთ უარაროდ რასაკვირველია კარგი ვაჟ-კაცი იქნებაო: თარხანმა მაიწონა თავი და დასამტკიცებელად ამის, რო შაუძლიან გასძლოს მთელი ღამე, მოითხოვა სანაძლეო. მოქალაქების მხრით საჩუქრად აღთქმული იყო ჩინებული ხალათი, რომელსაცა არა სცმოდა ქალაქში იმისთანა არავის. ადგილი სადაც უნდა დაეყოვნა თარხანსა ღამე, იყო ერთი დუქნის ბანი. მართლად მოღვაწეობა იქნებოდა ამ გვარი ღამისთევა, თუმცა იმის შრომასაც არ მივიღებ დავამტკიცო როგორც გაათენა ღამე. დილით მივიდა და დაუწყო მოქალაქებსა თხოვნა აღთქმულის ხალათისა, მათ არა სუროდათ მისი სიტყვა. უთოთ შენ ცეცხლი ქონიაო, თორე შენ უბრალოთ არ შეაწუხებდი თავსაო. თარხანმა რამდენი არწმუნა, რო მას ახლოც არ დაუნახამს ცეცხლი. მარტო ბანიდგან ჩანდაო, რო მახათაზედ ცეცხლი ბჟუტამდაო. ამისაგან უფრო დაამტკიცეს მოქალაქეებმა, რო თარხანსსხვა-საფარებდლის გამო ცეცხლიც ჰქონიაო მართლად ერთმა ფილოსოფოსმა (არისტოტელმა) კითხვაზედ, რაის სარგებლობს ცრუო? უპასუხა: იმას, რო, როდესაც მართალს ამბობს, მაშინაც არ უჯერებენო. აგრეთუჱ რახან თარხნის ლაპარაკში შეემჩნიათ რამთენჯერმე უსაფუძლობა და არც ეხლა პატივი დასდეს მისა ლაპარაკსა, თუმცა მეფემდინაც მიახწივა იმა ანვაბმა. ქცევა ეს ღრმად ჩააჩნდა გულში თარხანსა, თუმც სიმახვილითა თვისთა სიტყვათა იგი აგრძნობინებდა მოქალაქეთა აღქმის გატეხასა, მაგრამ ერთ დროს უფრო მაიცალა შური ედო. მეფის სამზარეულოთგან ითხოვა თარხანმა ჭურჭელი, მიიწვივა მოქალაქენი, შემდეგ შავიდა მეფე ირაკლისთან და სთხოვა მის სტუმრობაზედ, მასაც ენებებინა მობძანება. წირვა გამოვიდა სიონში და მიწოდებულთა სადილზედ გასწივეს თარხნისაკენ სადილის დრო გავიდა და სამხრობამაც მოაწია, გარნა სუფრას არ აშლევინებს თარხანი, ხოლო შაბეზრებული შიმშილით ერთი სტუმარი გამოვიდა დასახედავათ სამზარეულოში, ხოლო რას ხედამს! თარხანს შემოუწყვია ერთ დაფარებულ ალაგზედ დიდროანი ქვაბები და უვლისა გარეშამო! გაოცებული ამ ქცევისაგან მოქალაქე ჰკითხამდა თარხანსა; რასშვრებიო? არაფერსა, როგორც მე მახათაზედ ანთებული ცეცხლიდგან გავთბებოდიო, ეგრეთუჱ საჭმელი ამ შუა გულში დანთებული ცეცხლიდგან მოგემზადებოდათო. შამტყობმან ამა ანბისამ მეფემან ირაკლიმ, შექმნა სიცილი, და მოქალაქეთა სირცხვილეული ჩამოკიდეს თავი.
ნ. გამრეკელოვი.
![]() |
5 განცხადება |
▲back to top |
განცხადება
მომავლის, 1858 წლითგან, კვალად გამოიცემება „ცისკარი“ ქართული სალიტერატურო ჟურნალი. აქამომდე გამოცემულმა „ცისკარმან“ ისე განაღვიძა ხალხში როგორც სურვილი კითხვისა, აგრეთუჱ წერისა რომ მრავალნი პირნი შორის ალაგებითგან გვთხოვენ პირველის იანვრითგან გამოცემულს წიგნებს გარნა თხოვნა მათი რჩების აღუსრულებელ, რადგანც რედაქციაში არცა თუ ერთი წიგნი დაგვრჩომიეს. ამას გარდა რედაქციაში გვქონან მრავალნი მშვენიერნი თხზულებანი სხვა და სხვა პირთაგან წარმოგზავნილნი, როგოც ახალნი, აგრეთუჱ ძველნი აქამომდენ დაუბეჭდელნი, რომელთაცა ვამზადებთ შემდგომის წლისათვის დასაბეჭდავად და რომელთაცა იმედი გვაქვს წარიკითხამენ დიდის კმაყოფილებით პატივცემულნი ჩუჱნის ჟურნალის მკითხველნი. ესე ყოველი გვაძლევს იმედს, რომ თან და თან მიეცემა ჩუჱნი ჟურნალი დიდსა წარმატებასა. ამისთვის ვხმარობთ დიდსა ღონის-ძიებასა, რათა გამოვსცეთ მომავალის წლითგან განშვენიერებით და განვრცელებით „ცისკარი“ რომლისათვისაც მოვიწერეთ ს. პეტერბურღით ჩინებული ასოები, ოთხ გვარნი. რაგდგანც წიგნები დაიბეჭდებიან ხელის მომწერთა მიხედვით, ამისთვის ვთხოვთ, მსურველნი „ცისკრისა“ ამის, გვაცნობებდნენ ადრე, და თან წარმოადგენდნენ შესახვედრსა ფულსა. ფასი დაშთების იგივე შჳდი მანეთი გაგზავნით.
რედ.