ცისკარი №11 (1858)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 * * *

▲back to top


* * *

მომავალს 1859 წელს, ჩვენი „ცისკარი“ გადადგება მესამეს წელიწადში. პატივცემულნი მკითხველნი უკეთ ხედვენ ამ ჟურნალის ღირსებასა თუ ნაკლულევანებასა. ნაკლულევანებით არა ვგონებთ დაიძრახოს ჯერეთ ორის წლის უასაკო ნაყოფი, მივხედოთ სხვათა ენის ჟურნალთ დაწყებასა და ისე განვსაჯოთ. ჩვენის მხრით აქამომდე არა ვითარი ღონის-ძიება არ დაგვიზოგავს წარმატებისათჳს და განშუჱნებისათჳს. მხოლოდ უკეთუ ზოგიერთში კმაყოფილ არა ბძანებულან მკითხველნი, ამის მიზეზად არა ერთი ოდენ ჩვენა ვხლებივართ. ღონის-ძიება ყოველსავე შეუძლებელს საქმეს დაჰსცემს და დარღვევს. წარსულის წლითგან,

როგორც უწყიან მკითხველთა, მოველით დღე და ღამე ოთხგვარს ახალს ასოებს, რომლითაც იმედი გვაქვს მივიღოთ უეჭველად ამ წელიწადს და, რომელითაც დავიწყობთ ბეჭვდას მომავალის წლითგან. უკეთუ ვერ მივიღეთ, განსარინებელად მის, რომ არ დავრჩეთ საყვედურსა ქვეშე მკითხველთა, ვეცდებით არ დაგვრჩნენ უმადურად და ვბეჭდავთ ამ ასოებით, რა ასოებითაც არის დაბეჭდილი ესე განცხადება. განვრცელებით და ქადილით ლაპარაკს მკითხველთან, ვსახავთ მომატებულად, - თჳთან ჰხედვენ ჟურნალითგან, თუ ვითარნი თანამშრომელნი მოგვემატნენ და ვითარნი თხზულებანი იბეჭდებიან? მხოლოდ თქვენ, სამშობლოს ენის მოყვარენო ქართველნო, თქვენზედ არის დამოკიდებული ყოველივე იმედი; თქვენზედ არის დაფუძნებული „ცისკრის“ წარმატებაც და ნაკლულევანებაც. განვლეს ძველით საუკუნეთა, რომელს დროშიაც თჳთოეული საგანი მოითხოვდა განმარტებასა. ეს ის საუკუნეა, რომელიცა არ მოითხოვს არა ვითარსა ჩაგონებასა. - თჳთ უკეთ უწყით, მაშასადამე თჳთ უკეთ გესმით საყვარელნო მკითხველნო, სარგებლობა სამშობლოს ლიტერატურასი! მომატებულად თავს ვერ გაწყენთ. ვახსენოთ ღმერთი და შეუდგეთ ერთობ, საზოგადოდ, საზოგადოს საქმეს.

ფასი დარჩების იგივე შჳდი მანეთი. ჴელი მოსწერდება კუკიას, უ. დ. ბერიევის სახლში.

რედ. ი. კერესელიძე

2 ლექსები

▲back to top


2.1 ჩემს დას ეფ...

▲back to top


ჩემს დას ეფ...

ჩემდა ნუგეშად, ჩემდა შუჱბად, სასიხარულოდ,
ლხენად გლახგულის უდროოდა მწარ-დამჭკნარის,
დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ,
და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა!
ცხოვრების ბნელს გზას, შენ მინათი შუჱბის ვარსკვლავთ!
შენის ღიმილით შეჭუმხვნილი სახე მინათლე;
შენი ალერსი, მშჳდი, წყნარი მიხარის შორით
და გულს დაჩაგრულს მენატრების კვალად სიცოცხლე.

სიცოცხლე ჩემი ძლივს გაშლილი სასიხარულოდ;
ძლივს დილა ჩემი მზისა ნათლით გაბრწყინებული,
მიჩვენებდენ მე ამა სოფლის ყვავილთა მხოლოდ
და ახლად ლამპარს აღმინთებდა გულს სიყვარული.
რომლისა სხივნი თჳთ ეკალთა შეჰქმნიდნენ ვარდად,
რომლით აღვსილი არა ვჰსცნობდი ჭმუნვისა ცრემლთა,
მეგობართ შორის უზრუნველი დავმღერდი მარად,
და სიამითა ვუმზერდიცა დღეთ მომავალთა!
აწ სად წარვიდნენ ნეტარების წამნი ძვირფასნი,
რომელ აჩრდილიც არღა დაჰშთა ჩემად ნუგეშად?
რომ გლახ ჩემსა გულს მოსეულნი ჭმუნვათა დასნი,
ესრეთა ჰგლეჯენ უღონო მსხვერპლს შეუბრალებლად?

უცებ გრიგალმან უბედობის დამქროლა ესრეთ,
რომ ცა მომფენი ჩემდა ნათლის, ჰფარა ღრუბელ ქვეშ;
სიტკბოს ფიალი წარიტაცეს მის წყეულთა ფრთეთ,
და დამცა უფრსკულს ვაებისას უმწედ უნუგეშ!
სადაც ოხვრანი აღმოსრულნი გულისა სიღრმით
არვის ესმოდენ და ჰქრებოდნენ ზღუდეთა შორის;
სადაცა ჰსწვავდნენ, ვითა ცეცხლი, ღაწვთ ცრემლნი დენით,
და მათ არ ჰსწყვეტდა არავისი ხელი ნუგეშის!
სადა ვერ ვჰსცნობდი ცისკრის ბრწყინვას, ვერც მწუხრის ჟამს;
სად დღე უნათლო იყო ღამედ, ღამე - უვარსკვლავ;
და სად სიკვდილსა ვინატრებდი ვით ცის ნუგეშსა,
თუმცა სამარეს შეედრების, სადაცა ვიყავ!

მწუხარების დროს ჟამნი მსწრაფლნი ვლიან ნელიად,
და უბედურის სახეზედა ღრმად ბეჭვდენ თჳსთ კვალთ.
არღა აყვავდეს გული ჩემი ორგზის ამ სოფლად!
მახვილი გულით ვერ აჰგლიჯონ შემდეგ სიხარულთ.
ვიყავ უსაგნოდ, უიმედოდ- მაგრამ, ოდესმე
გულსა რაღაცა გაელვებით განახარებდა,
ან დავიწყდებით, ან შებრალვით წარსულ სიამე
თითქმის ჩემს გულში სურვით ნაცნობს ძველს კვალს ჰპოებდა.
თითქმის ჰსცდილობდა განბნევასა, გულის სიბნელის -
და ვით თჳს სადგურს ჩვეულებრივ, მუნ დამკვიდრებას.
მარამ მით უფრო გული გრძნობდა ფასს დაკარგულის
წარსულთა დღეთა იგონებდა რა ნეტარებას!
ესრეთ ამშუჱნებს სიტურფითა ვარდი სამარეს;
ესრეთ მშუჱნიერთ ბაგეთა ზედ იელვებს ღიმი,
თუმცაღა გულში უზომოსა ჰფარავს სიმწარე!
ესრეთ ვარდს დამჭკნარს დაეცემის უდროდ ცის ნამი.

უჩინოდ ჩემთჳს მდინარებენ თჳსთა წესით
დღენი და თვენი- და ვერ ვთვლიდი მე მათსა დენას.
შემაშრნენ ცრემლნი, მარამ ართუ ჭმუნვათ განქარვით;
ართუ ვისგანმე მოვისმენდი ნუგეშისცემას?
არა! წყვდიადსა მას სადგურსა სხივნი ნუგეშის,
ვერ მოეფინენ საშუჱბელად გულსა უბედურს!
ვაი მას, ვინცა ჰრაცხს ნუგეშად, ვით მე მიმაჩნის,
რომ შევეჩვივე მწუხარებას და ვაის სადგურს!
ჭმუნვის ცეცხლთა გულსა დამწვარს აგრილებს ცრემლი
შემაშრნენ ცრემლნი- და ესეცა შუჱბა მომაკლდა,
მაშინ შემექნენ გონება ჩლუნგ და ქვადა გული
და ან რაც ვიყავ, ან რაცა ვარ, ყველა მავიწყდა.
მარამ მახსოვს რომ ერთ-გზის მესმა ჭიკჭიკი მერცხლის
ვჰსთქვაა! რომ მართლივ მრწამდა იგი ხმად მეგობრისა.
იმიერ სოფლით ჩემს ნუგეშად მოვლინებული
და მის პასუხად მსურდა მეცა თქმა სიმღერისა!
მარამ შემზარდა, რა ნაცვლად ხმის განხდა ხრიალი,
და კედელთაცა დაყრუებულთ წარმოსთქვეს ბანი!
ხმა ეს უცნობი იყო ველურ და საზარელი!
გავოცდი, ვდუმენ- და ხმა ჩემი მევე ვერ ვჰსცანი.

მის ჟამით ვიყავ, ვით სამარეს უხმოდ, უსიტყვოდ,
ვიდრე დასასრულ ვაების ბჭე არა განმიღეს.
პირველად მზის შუქს თვალთ ვერ უძლეს დავშთი უნათლოდ,
შემდეგ სიამით მიმოვიხედე გარეშე არეს:
მდინარე იგი, იგავ მთანი ნიავ-მომფენნი;
წალკოტნი, ველნი უწინდელებრ აღმწვანდებოდენ!
იგივ უღურბლო, უცვალებელ ცა ნათლოვანი.
მხიარულ ყრმანი თამაშობით მოიმღერიდენ!
გამოვემსწრაფლე სამშობლოსას სადაც ვგონებდი
წარსულთა ტანჯვათ, მწუხარებათ დავიწყებასა,
მარამ ახ! იყოს წყეულიმცა ესრეთი ბედი:
მშობლის ხვევნის წილ შევხვდი ახალს მუნ ვაებასა!
ვისგან ნუგეშსა მოველოდი-მისი სამარე
თვალთ იხილეს და არ დაბრმავდენ მყისვე ის თვალნი!
უგუნურადა დავმზერდი მის საფლავს მდუმარე
და გლახ გულისა სანუგეშად ვერ ვჰპოვე ცრემლნი!

ვისგან და ვისთჳს განიხაროს აწ გულმან ჩემმან?
ვისა შევბრალდე, რომ ეგებ მით გული განგრილდეს?
ღრუბელი ჭმუნვის განმიბნიოს აწ ვისმა ღიმმან?
უდროდ დავბერდი და ცხოვრებით გული როს დატკბეს?!
სიყვარულის სურვილი მას ვერ დაუთხრობს გულს,
მისი სიცოცხლე ვერა დასტკბეს მართლ სიხარულით,
ვინც სოფელს მუხთალს, საამურის ოცნებით აღვსრილს,
უმზერს ვით აწ მე, მიუნდობელ გამოცდილ თვალით!
ხვალე არღა მრწამს ვით ღამეში მაცთუნი სხივი.
ვინ ჰსთქვას: ხვალეცა ვიქნები მე, ვით დღეს ბედნიერ?
ვისწავლე ესე, როს გამექრო ბედის ვარსკვლავი,
და არ თუ განვლის დღე მშჳდობით- მწუხრს პირჯვარს ვიწერ.

მარამ ნუგეშად, ჩემდა შუჱბად სასიხარულოდ,
ლხენად გლახ გულის უდროოდა მწარ დამჭკნარისა,
დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ
და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა!
მისთჳს ვჰლოც ცას რომ შავნი დღენი ჩემთჳს შთომილნი
არ შეწყდენ, ვიდრე კვალად ჩემთა თვალთ არ გიხილონ!
და მაშინ ოდესც საუკუნოდ მივლულო თვალნი,
მშობლიურ მიწა, ხელთა შენთა გულს დამაყარონ!

თ. გრიგოლ ორბელიანი.
1834 წ

2.2 მწირი

▲back to top


მწირი

შორს სამშობლოსგან ურწყულსა ველსა
იჯდა ჭაბუკი ფერი მიხდილი;
სოფლისა ამის დაუდგრომლობას
მოსთქმიდა მწარედ გულამოფსკვნილი!
აგონდებოდა გორა მაღალი,
მფლობელი ვაკეთ, ტყეთა და ველთა,
სადაცა ძვალნი ეკკლესიაშიდ,
განისვენებდენ მისთა მშობელთა;
სიდამაც ღელვა შავისა ზღვისა
გამოჩნდებოდა ლურჯად და ლურჯად;
სიდამაც ათასთ მცხოვრებთა ერთა
მოჩანდა სახლი პირად პირადად.
არღა ნათობდა მისი მთოვარე,
რომელს ბინდის ჟამს ის შეეტრფოდა,
რომელი მაზედ შუქსა აფრქვევდა
და ვითა დედა შჳლსა დათრთოდა,
აგალობებდა და ახარებდა,
აჭაბუკებდა, ახალისებდა,
სიყვარულისა სანთელს უნთებდა,
ღამეს უთევდა, დროს უტარებდა.
არსადა იყო მისი მდინარე
ოქროს ქვიშაზედ მძიმედ მოარე,
რომლის სათავე არის მჩქეფარე,
კაეშანთ ჯარის მეიავარე.
არ ჭვრეტდა იგი ვარსკვლავს ბედისას,
მთიებსა მჭვირვალს ბედის წერისას,
სიცოცხლის სვეტსა, იმედსა თჳსსა:
ბრწყინვალებასა სამშობლოისას...
შორს სამშობლოსგან უცხოსა ველსა
იჯდა ჭაბუკი ფერი მიხდილი,
სოფლისა ამის დაუდგრომლობას,
მოსთქმიდა მწარედ გულამოფსკვნილი!...

კოლხიდელი.

1858 წელსა.
ოკტომბრის 4-სა.
ქ. ტფილისს.

2.3 შაშჳ

▲back to top


შაშჳ [1]

უცხოს, მშუჱნიერს ყაფაზას, უცხო შაშჳ ჰსჯდა გალობდა,
ხან ჭახჭახებდა, უსტვენდა, - ხან თჳსს ტყვეობას ჰგლოვობდა;
ხან მავთულთ კუთხეთ მიაწყდის, ხან გამოხსნასა ჰსცდილობდა,
ხან დაღალული ტკბილის ხმით, შორს სატრფოს თჳსს შაშვს უხმობდა:

- დავნატრი იმ დროს, როს ვიყავნთ შეტკბობილ ერთად ბუდესა,
მზის აღმოსვლასა ვჰხარობდით, ფართოდ დავჰსტრფოდით ზღუდესა,
თავის უფლება გვაქვნდა. - ხეთ შევსხდით: სწორსა, მრუდესა,
აწ ტყვედ მყოფს? შენი სიშორე? ორკეცად გულს მწვავს წყუდსა.

ვჰსთქვა: თუ ამ სოფელს უძრახო? მითვე ვარ უმეცარია.
ცხადია მისი მუხთლობა, უწყალო მებადურია
აროდეს არვის დაინდობს, - დამნდობი მისი მცდარია,
და როს მის ბადეს გავბმულვარ? - ჩივილი-სადაურია!

მხოლოდ ამას გთხოვ: როს გესმას ჩემი აქ სხვაგან სიკვდილი,
ნურად ჰსწუხ...! სოფლად შემქმნია სიცოცხლე ჟამად დავსილი,
მოვალს დრო, დამხსნის ყოველსა, გული მშჳდ მექმნას დაცლილი;
შენ იხარებდე, - მე წარვალ სიყვარულითა აღვსილი.

მჯერა, შენც უწყი: სულ სხვაა, უბიწო სიყვარულია.
იგია ორივ სოფლისა: სიტკბო და სიხარულია,
მასთან წარვიტან იმ სოფლად, როს აღმომხდების სულია;
მუნ მოხვალ, - მპოვებ, დაგხვდები, სად სიყვარული სრულია. -

თ. ალ. ჩიქოვანი.

__________

1 ლექსი ესე შეთხზულია განსვენებულის თ. ჩიქოანისაგან, ერთის კვირეთი წინათ სიკვდილისა, ავათმყოფობაში. ეტყობა წინათვე უგრძნია სიკვდილის მოახლოება. რ.

2.4 რტო პოლესტინისა

▲back to top


რტო პოლესტინისა

(პუშკინით)

მითხარ მე, რტოვო პოლესტინისა:
სადა ჰყვაოდი? სად იზრდებოდი?
ვითართა ბორძვთა, ვითარს მინდვრისა
შენ შემომკობლად იმყოფებოდი?

წყალთ თანა წმინდის იორდანისა
აღმოსავლეთის სხივი თუ ჰგტრფოდა?
ან ღამის ქარილიბანის მთისა
მრისხანებითა თუ შემოგჰქროდა?

ლოცვასა წყნარსა თუ კითხულობდნენ,
ან თუ გესმოდა სიმღერა ძველი,
ოდესაც შენსა ფურცლებსა სწევდნენ
იქ, სოლიმისასაწყალნი ძენი?

და ბზა იგი ჯერ კიდევ ცოცხალ არს?
ისე მიბირავს ჩვეულებით
უდაბნოის გზით იგი მიმავალს
ზაფხულში, მისის ვრცელის ფურცლებით?

ანუ, გაყრილი დიდ მწუხარებით,
იგიცა დასჭკნა, უმფროს შენზედა,
და ქვენა მტვერი სწვება სიხარბით
მის გაყვითლებულთ ფურცლებთა ზედა?

მომითხარი მე: ღვთის მოშიშ ხელით
ვინ მოგიტანა ამა მხარეთა?
ხშირად შენზედა იყო მოწყენით?
იცავა კვალსა მწარეთა ცრემლთა?

ან, ღვთის მხედარი უუკეთესი,
იგი იყო უღრუბლოს თხემისა,
და ვითარცა შენ, მუდამ ცათ ღირსი
წინაშე კაცთა და ღვთაებისა?

წინაშე შემკულ ოქროს ხატისა,
საიდუმლოის ზრუნვით დაცული,
სად გევხარ, რტოიერუსალიმისა
ეკკლესიის ერთგული მცველი.

კიდობანი, ჯვარი, სიმვოლო წმიდა...
მჭვირვალე ბინდი, სხივ კანკელისა,
სავსე არნ მშჳდობით და ნუგეშითა
შენსა ზედა და გარემო შენსა.

ს. ლი. აკ. წერეთელი.
ჩყნჱ-სა. წელსა.
აგვისტოს თ-სა დღესა

2.5 სვანეთის აღებასა ზედა კნიაზის გ. ერ.

▲back to top


სვანეთის აღებასა ზედა კნიაზის გ. ერ.

გორთა მაღალთა,
ვინა მკვიდრობდენ,
რომელთა გულნი მოქადულობდენ.
გიორგისმხედრის,
ღვთის შემწით მხვედრის,
გოლიათებრივ განიბრძოდენ.
იკვეთდნენ მსწრაფლად,
ლტოლვა ქმნეს წამლად:
მთათა კაპრალთა დაიმალვოდენ.
იხილეთ ძალი,
სუსტ შენაცვალი,
ურწთვნელ უსჯულონი დაიღალვოდენ.
ოდეს სცნეს თვალი,
მზისგან მავალი,
მიმართეს სწრაფად ხსნეს შესავალი.
ომთა უხმართა,
ვერღა გავბედავთ,
შენ შემოგვედრებთ, დაგვდევი ვალი.
რტონი ქედისა,
მაღლა მხედისა,
შთამოგვიცვივდნენ იქმნენ დამზვრალი.
როკვანი ჩვენნი,
ოხერ შეიქმნენ,
რაბამ სიბნელით იყვნენ დამთვრალი.
გმირო შენ გმონებთ,
სახლით და კარით,
ვინ მაღალ იყავ ტომით ძველოდეს.
განმდიდრებითა,
სათნო საქმითა,
ვის ტახტი გვართა აღგეწეოდეს.
ისმინეთ თხოვა,
ბედით შემთხვევა,
სიბნელე ჩვენი შეგეწყალვოდეს.
ინებეთ თნევა,
კეთილთა ქმნევა,
წყალობა თქვენი შეგვეწეოდეს.
ერთა მფლობელო,
კეთილ მპყრობელო,
მთანი გიველდეს იქმნა მდელოდა.
რისხვამან თქვენმან,
გულთ დამწყვედელმან,
ჭკუა განძრცვილნი შეგვქმნა ხელოდა.
იკლო სიმხნემან,
მხეცებრ მქცეველმან,
დაღმა დახვრითა დაეცემოდა.
სახმილთ გზებანი,
თოფხანთ ცემანი,
ვის ხმანი კრთომით მოგვეცემოდა,
თავნი გვირეტნა,
ტანნი გვილეწნა,
თქვენთჳს აღმართნი ივაკეოდა.
აღწყდა იმედი,
ჩვენი შემწედი,
შიშით გულები შეგვეწვეოდა.
ვით ლომ ვეფხებთან,
დევნულნი მხეცნი,
კლდეთა მაღალთა იფარვეოდა,
ილივნენ დღენი,
ჩვენებრ ბნელთანი,
ჩრდილოთ ცისკარი ინათეოდა.

ანდ. კასრაძე.
ქ.ქუთაისს.

3 პროზა

▲back to top


3.1 მკითხუჱლთა მიმართ

▲back to top


მკითხუჱლთა მიმართ

მრავალნი ვიდრემე არიან, რომელნი დაემონებიან უაღვიროთა გულის თქმათა თჳსთა და უკეთუ შეხვდებისთ გარეგანის შუჱნიერებითა მორთულნი პირნი, აღეტყინებიან და არღარა განჰსჯიან და იგონებენ, რაოდენნი წინად უხილავნი უბადრუკებანი შეუდგებიან მათ და გარეგანთა მათ მშუჱნიერებათა შინა, რაოდენნი უშუჱრებანი შინაგან დაფარულ-იქნებიან: მაშა ყოველთა მიერ სათანადო არს, რათა განიხილვიდეს შინაგანთა შუჱნიერებათა. ვინადგან გარეგანის სახიერებით მოცთუნებულნი მრავალგზის მისცემიან სინანულსა, გარნა გვიანღა ყოფილარს და მათთჳს ყოვლადვე უხმარ; ამისთჳს კეთილ-გულის ხმიერება ითხოვს, რათამცა ვიდრე ხელყოფადმდე, ჰკითხვიდეს განზრახვისა თჳსისათჳს გამოცდილთა და უმეცნიერესთა კაცთა, უფროს მათ, რომელთა არა ექმნების მონაწილეობა განზრახვასა მას შინა, რამეთუ იგინი გულ-გრილად და არა თვალ ღებით განჰსჯიან მისთჳს; ვინადგან ნამეტნავი სურვილი განზრახულისა მის მიერ, რომელსაცა სურს აღსრულებაი მისი, დააბრძობს გონებასა და ვერღარაიხილავს, თუ ვითარნი უკვე ვნებანი შეუდგებიან მას, რათა ოდენ აღასრულოს სურვილი თჳსი. მოვიღებ მაგალითად სახლსა გარეგან შუჱნიერსა სახილავად და შენობით შემკულსა, არა შესაძლო იქმნებისა რათამცა ყოვლად მშუჱნიერი იგი სახლი იყოს სავსეი გესლიანთა და მავნებელთა ქვე-წარმავალთა მიერ, და კაცი, მხილველი მისი და სათნო მყოფელი სახლისა მის, შევიდეს მუნ დადგრომად; შესაძლო არს, რათა ღამესა მას დაძინებულსა კაცსა, მიეტევნენ გესლიანნი იგი ცხოველნი და დაზდვან წყლულებაი, განსივნეს კაცი იგი და მოკვდეს: რაისა უკვე იტყვით ამისთჳს? არა უმჯობეს იყოა კაცისა მის დადგრომა სახლსა უბრალოსა და სახითა მქისესა გარეგან, ხოლო შინაგან განწმენდილსა და ყოველთა ქვეწარმავალთაგან ცალიერსა და შეუალსა, სადითცა კაცი იგი უვნებელად გამოსრულ იყო? არა უმჯობეს იყოა კაცისა მის დადგრომა გარე თჳთ უსაჭიროესთა დროთაცა შინა, ვიდრემდის მორთულსა მას სახლსა შესვლა და სიკვდილი?

ჭეშმარიტად გეტყვით, ესრეთვე ჯერ არს კრძალვა ცთომათგან თვალისათა და გარეგანთა შუჱნიერებათაგან და ყოვლითურთ სათანადო არს განიხილევდეს შინაგანსა შუჱნიერებასა. ჯერ არს ვჰსთქვა ესეცა, რამეთუ ოდესმე უსახურთაცა შორის დამკვიდრებულ-არიან დიდნი სათნოებანი სულისანი, კეთილ-გულისხმიერებანი, გულ-წრფელობანი, განწმენდილი სვინდისი და მართალნი და პირუთნებელნი მეუღლებისა სიყვარულნი; აჰა გარეგანსა უსახურობასა რაოდენნი შინაგანნი სახიერებანი ჰქონან. მითხარითვე მკითხველნო: რომლისა შუჱნიერებისა მოძიება თანა-აძს კაცსა გულისხმიერებითა სრულსა, შინაგანისა, ანუ გარეგანისა? უკეთუ წინამდებარესა ამას მოთხრობასა შინა მოხსენებულს ჭაბუკსა განეზრახა ესრეთ, მაშინ არცაღა აღხოცდა სახელსა თჳსსა საწუთოსა ამის სოფლისაგან, არცა დასტყვევდებოდა გარეგანისა მშუჱნიერებითა ქალისათა, რომელმანცა უკანასკნელ წარმოსთხივნა დაფარულნი შინაგან უსახურებისა გესლნი: ვსასოებ, რამეთუ წარმკითხველნი ქვემორე მოხსენებულისა ამის ჰამბისანი, იტყვით; რამეთუ მე სიმართლით აღვიარე ყოველივე ზემორე დაწერილი და არ თვალღებით.

3.2 უსარგებლო ცბიერება და დაფარული კაცთა შორის გარეგანთა მშუჱნიერებათა შინა შინაგანი უშუჱრებაი

▲back to top


უსარგებლო ცბიერება და დაფარული კაცთა შორის გარეგანთა მშუჱნიერებათა შინა შინაგანი უშუჱრებაი

დროსა ქართველთა მეფობისასა, ხოლო ათაბაგობასა ბექასსა, იყო მესხთა სამთავროსა მთავარი არტავაზ; ამას უკვე ესვა ასული ფრიად შუჱნიერი, რომელსა ეწოდებოდა სითიხათუნ: ჰამბავი ქალისა მის მშუჱნიერებისა განითქვა ყოველსა ქვეყანასა, არათუ მესხთა და სათაბაგოსათა; არამედ მოიწიასაქართველოსაცა, ხოლო მუნითვესპარსეთამდე; მცნობელნი ამისათჳს ძენი, მეფეთა და დიდებულთა მთავართანი, აღეტყინებოდნენ სურვილით და მოიწეოდნენმესხეთად ქალაქსაარტანუჯს, ხილვად ყოვლად მშუჱნიერისა მის ქალისა, განმზრახნი, უკეთუ ვერ ეწეოდნენ აღსრულებასა სურვილისა თჳსისასა შერთჳსა მისისათჳს, მაშა ოდენ დამტკბარცა - იყვნენ ერთის ხილვითა ყოვლად შუჱნიერის ქვეყანისა მის მნათობელისათა.

ხოლო მოწევნილნი იგი ქალაქად, ვიეთნიმე დაადგრებოდნენ მრთელსა თვესა, ზოგნი ნახევარსა წელსა და სხვანი წელიწადსა, დაადგინებდნენ მხმილავად მსახურთა თჳსთა და მონათა, ხოლო სხვანი მოიმზიდვიდნენ მუნებურთა მცხოვრებთაგან, რომელთაცა ეუწყებინათ გამიჯნურებულთა მათთჳს, ოდეს ქალი იგი გამოვიდოდა სასახლით გარე, ანუ შევიდოდა წალკოტსა შესაქცევრად, რათამცა ეხილვათ იგი მათ.

განეფინებოდა რა გამოუთქმელისა და საკვირველისა შუჱნიერისა მის ქალისა ჰამბავი; მიწევნილ იქმნა ყურთაცარანის ერისთავის ფადალასძის ყამარბეგისათა; რომელი იყო ჭაბუკი შუჱნიერი, ახოან, მხნეი და მამაცობასა შინა განთქმულ; განიზრახა ჭაბუკმან ამან, რათამცა წარვიდეს და წარიღოს თჳსთანა მრავალნი საუნჯენი უცნობლად მამისა თჳსისა და უბძანა დიდებულთა და ახოვანთა თჳსთა განმზადება წარსლვისათჳს სახმართა საგზალთა და ყოველთა საჭიროთა გზისათჳს, ხოლო თჳთ შეიჭურვა მდიდრის საჭურველითა და ძვირფასი სამოსელი შეიმოსა და განემზადა რა, წარემართა გზასა.

და ვითრცა მიიწია ქალაქსა არტანუჯს, დაადგრა სახლსა მუნებრივის ვაჭრისასა, რომელსა ეწოდებოდა სახელად გურამ. იხილნა მრავალნი ქალაქსა მას მისრულნი უცხოს ქვეყნებით, ძენი მეფეთა და დიდებულთა მთავართანი, შუჱნიერისა მის ქალისა ჰამბით გამიჯნურებულნი და შოვნისა მისისა მოსავნი. ხოლო ყამარბეგ მხილველმან მათმან განიზრახა, რათამცა არა საცნაურ იქმნეს მათ მიერ, შეიმოსოს უბრალოი სამოსელი და ეგრეთ შეუდგეს ქალისა მის ხილვასა. ამისათჳს ერთს დღეს განთიად აღსდგა და განვიდა სახლით და მიმართა სამთავროსა სახლსა და იტყოდა თავსა შორის თჳსსა, თუ ვითარ უკვე იხილოს სითხათუნი და განიცდიდა სახლსა მას. და ვითარცა იიწია პირის-პირ სახლისა, რომლისაცა სარკმელი ჰსჭვრეტდა ქალაქით კერძო,მაშინ ერთბამად განეხვნეს კარნი სარკმლისა მის და ვითარცა შეხედა ყამარბეგ, იხილა მუნით შუჱნიერი იგი სითხათუნ, ახლად აღმდგარი სარეცელით და ერთისა ოდენ პერანგითა მოსილი, რომელსა მხართა ზედან გარდაშლოდენ გიშრისა მჰსგავსნი თმანი და ნათხეზნი კავთანი და ჰსჩანდა თოვლებრ სპეტაკი მკერდი და ვითარცა ორნი შუჱნიერნი თურინჯნი კოკობნი იგი ძუძუნი, რომელსაცა ხელი კაცობრივი ჯერედ არა შეხებოდა. ყამარბეგმხილველი მისი სულ-მცირე-იქმნა, დაუბნელდნენ თვალნი და დაეცა ქვეყანად და მყის უცნობო იქმნა. შეისწავა ესე სითხათუნ, მყის ხმა უყო დედა-მძუძესა თჳსსა და ჰრქვა: მიავლინე მონათაგანი ვინმე, რათა იხილოს მან პირის-პირ სარკმლისა ამის ქვეყანად დაცემული კაცი, რომელიცა მდებარებს ვითრცა მკვდარი, ჰსცნას უკვე ვინ არს და რაი შეემთხვა უბადრუკსა მას? დედამძუძემან მყის უბძანა მონასა და მიავლინა ხილვად კაცისა მის, ვითარცა უბძანა მას გაზდილმან თჳსმან.

მონამან, რომელი მივიდა, იხილა, რამეთუ კაცი იგი არს მდებარე და უგონო-ქმნილი, და ვითარცა შემდეგ მრავალთა წოდებათა კვალადცა უძრავად ქმნილ-იყო, ისწრაფა მოღება წყალისა და დაასხა მას და მცირე მცირედ მოეგო ყამარბეგგონებასა; ხოლო მივლინებული იგი ჰკითხევდა მას და ეტყოდა: ვინ ხარ ძმაო და რა შეგემთხვა? მიუგო ყამარბეგ: ძმაო მე თჳთ არ ვუწყი თუ რა შემემთხვა, გარნა ოდენ მახსოვს, რამეთუ მიმავალმან პირის-პირ სარკმელისა მის (უჩვენებდა ხელით), ვიხილე ერთბამად განხმულნი კარნი, რომლისაგანაცა გამოკრთა მცხინვარებაი საკვირველი, ვითარცა მზისა მიერ, მიმტაცა ნათელი თვალთა და ქვე დავეკვეთე და უგონო ვიქმენ, ვიდრემდის შენ უკვე მომიყვანდი ცნობასა. კვალადცა ეტყოდა მონაი იგი და ჰკითხვიდა, ძმაო ვინხარ და რასათჳს მოხვიდოდი, მიუგო ყამარბეგ; ძმაო ვარ გლახაკი შორიელის გზით მოსრული და ვალ მოწყალების სათხოვნელად, ამისთჳს მოვმართე აქაცა თხოვად რაისამე მდღევარის საზრდელისათჳს, გევედრები ძმანო მარქვი, შენ უკვე ვინ ხარ, რომელმან ესოდენი მღვთის მოყვარებაი და წყალობა მიჩვენე და მიხსენ სიკვდილისაგან? მიუგო მონამან მან, მე ვარ მსახური მთავრისა, ასულმან მისმან გიხილა შენ დაცემული ქვეყანად, ამისათჳს მომავლინა საცნობელად შემთხვეულისა შენდა ვნებისა, მაშინ ყამარბეგ ჰრქვა: ძმაო უძღვენ ფრიადი მადლობა სიმაღლესა მისსა, უფალმან მიაგოს ნაცვლად წყალობისა ჩემისა ასი წელი კეთილი: ხოლო მონა იგი მიიქცა სასახლესა, ყოველივე აუწყა დედამძუძესა, ხოლო მან მოახსენა გაზდილსა თჳსსა სითიხათუნ აღიღო და მისცა ფრული ერთი, და უბძანა მიცემად გლახაკისა მის; ყამარბეგმიიღო ფლური იგი და მიიქცა სახლსა თჳსსა, სადაცა დადგრომილი იყო იგი.

მეორეს დღეს სადილად მისადა სახლის პატრონსა ვაჭარსა გურამს, მისრული გურამყამარბეგისა, შემდეგ ჯეროანის მოკითხვისა დაჯდა ახლოს ყამარბეგისა: ხოლო ყამარბეგ იწყო კითხვა ქვეყანისა მის ჩვეულებისა და მთავრისა მის ჰამბისა: გურამ ეტყოდა, ვითარმედ მთავარი ჩვენი არს ფრიად პატიოსანი გვამი, ღვთის მოშიში, გლახაკთა ხელის აღმპყრობელი, ეკკლესიათა მაშენებელი და ყოვლის სულიერითა სათნოებითა აღსავსე; განა უბადრუკად ჰრაცხს თავსა თჳსსა, ვინადგან არა უვის ძეი, გარნა ოდენ ერთისა ასულისა, რომლისაცა შუჱნიერებისა ჰამბავი განთქმულ-არს კნინღა სრულიადსა კიდესა სოფლისასა, და მოსულან მრავალნი მეფეთა მთავართა და დიდებულთა ძენი და ჰსცხოვრებენ ქალაქსა ამას, მომლოდნენი ხელისა მისისა შოვნისანი; გარნა ამაოდ დაშთებიან ყოველნი მეცადინეობანი მათნი, ვინადგან ქალი იგი არა განიზრახავს ქმრის შერთვას, ხოლო მთავარი ჩვენი, მამა მისი არტავაზ ფრიად ჰსწუხს ამისთჳს: ვინადგან ვჰრცელი ესე სამთვროი მისი ჯერ-არს დაშთეს უმკვიდროდ, ხოლო ათაბაგიცა ბექა მარადის ეძიებს დაპყრობასა მისსა, გარნა ეშინის მეფისა ჩვენისა ვახტანგისა, ვინადგან ვახტანგსფრიად უყვარს არტავაზ. ჰრქვა ყამარბეგ: ძმანო, რა ჰაზრი აქვს ქალსა მას, ვინა სურს რათა შეირთოს? ნუთუ საუკუნოდ უქმროდ ეგების? მიუგო გურამ, ვინ შემძლებელ არს ჩვენგანი ჰსცნას ეგე და ვინ იკადრებს მაგისთჳს კითხვასა? მე მივის ასული ერთი, რომელსაცა სითიხათუნჰზრდის სახლსა თჳსსა და ფრიადცა უყვარს იგი. თუცა მრავალგზის ვჰკითხავ მაგისთჳს გარნა მარადის მეტყვის, რამეთუ ქალი იგი მიდრეკილ არს ღვთის ვედრებისა მიმართ და საწადელი მისი არს, რათამცა მიეთხოვოს ზეცისა სიძესა და წარვიდეს მონასტერსა დედათასა, ხოლო საცხოვრებელი თჳსი განუყოს გლახაკთა და ეკკლესიათა; გარნა ეშინის მამისა თჳსისა. ყამარბეგმსმენელმან ამისმან, არღარა განაგრძო საუბარი, უბძანა მონათა მოღება სადილისა, მოიღეს ტაბლა და დააგეს და სანოვაგენი და იწყეს ჭამა და სმიდნენ ღვინოსა: ოდეს შეზარხოშდნენ, მაშინ ყამარბეგჰრქვა: გურამ, მაქვს რაიმე შენდა საიდუმლო საქმეი და ვსასოებ შენ მიერ აღსრულებასა, ჯილდოდ ამისა მიგცე მრავალნი და გყო შენ უაღრეს პატივისა და ხარისხისა შენისა, ხოლო ასული, რომელიცა არს სითიხათუნისათანა, იგიცა ვითხოვო ცოლად ძმისა ჩემისათჳს და იყო მდიდარ ფრიად წინაშე ყოველთასა. მიუგო გურამ, ხელმწიფეო! მიბრძანეთ, უკეთუ შესაძლო იქმნების ჩემ მიერ, ირწმუნეთ სახელითა მღვთისათა, რამეთუ დაუზოგველ-ვჰყოფ თავსა ჩემსა. მაშინ იწყო ყამარბეგდა ეტყოდა გურამს. მე ვარ რაინის ერისთავის ძეი სახელით ყამარბეგ, რომელსაცა მესმა შუჱნიერებაი მთავრისა თქვენისა ასულისა, რომლისა სურვილმან აღმატყინა და მოვიწიე აქა; ძოღან ვიხილე ქალი იგი მისრულმან სახლისა მისისა სარკმლის დამართებით, და ყოველივე ზემოწერილი, ვითარცა ყამარბეგსშეემთხვა ხილვა სითიხათუნისა მიუთხრა გურამს: აქ მარქვ ძმაო ვითარის სახით სათანადო იქმნების ჩემდა, რათამცა ვეწიო სურვილისა ჩემისა აღსრულებასა, თანამდებ-ვარ გითხრა ესეცა, რამეთუ უკეთუ ვეწევი განზრახვისა ჩემისა აღსრულებასა, მაშინ თჳთ სიცოცხლესაცა ჩემსა წინაშე ქალისა მის დავასრულებ. მიუგო გურამ, ხელმწიფეო ჩემო! ირწმუნეთ ჩემ მიერ, რამეთუ მე ყოვლითურთ ვეცდები სურვილი თქვენი აღვასრულო, უკეთუ შემძლებელად ვჰხადოდე თავსა ჩემსა, გარნა არა ვითარისა მცნებისა და საშუალობის მოცემა არ ძალმიძს და არცა ვუწყი რაბამი მცნებაი მოგცეთ, ვინადგან სურვილი თქვენი მდგომარებს დიდსა საქმესა შინა.

ესმა რა ესე ყამარბეგს მოიდრიკნა მუხლნი წინაშე გურამისადა ჰრქვა, მიიღე ჩემ მიერ, რაიცა გსურს და ვინადგან ასული შენ ახლავს სითიხათუნს, დამავედრე მას, ნუთუ რომლისამე მე ღონის-ძიებით შეიძლს გამოცხადებაი მისდა სიყვარულისა და სურვილისათჳს ჩემისა: წინადვე გაუწყე, რამეთუ თჳთ ასულსაცა შენსა ვითხოვ ძმისა ჩემისათჳს; მიუგო გურამ, აწვე შევალ ასულისა ჩემისადმი და ყოველსავე ბრძანებულსა განვუცხადებ და ვჰკითხავცა, ვითარის საშუალობით ვეცადნეთ აღსრულებასა განზრახვისა ჩვენისასა, და ვეტყვი კვალადცა, თუ ვითარის სახით თჳთცა მან გამოუცხადოს სითიხათუნს: აღსდგა გურამდა შევიდა ასულსა თჳსსათანა და ეტყოდა ესრეთ: შჳლო თამარ, მაქვს რაიმე შენდა სათქმელად საქმეი უცხო, რომლისაცა აღსრულებასა ზედან დამოკიდებულ-არს ბედნიერებაცა შენი, მიუგო ქალმან. მამაო მიბრძანე და უკეთუ ჩემ მიერ შესაძლებელ-იქმნების აღსრულებაი მისი,ვითარ ვიკადრებ უარის ყოფასა ბრძანებისა თქვენისასა.

მაშინ გურამიწყო და ჰრქვა: ისმინე საყვარელო ასულო ჩემო, ჭაბუკი ესე, რომელი დადგრომილ არს სახლსა ჩვენსა, არს რანის ერისთავის ძეი. რომელსაცა სახელად ეწოდების ყამარბეგ; მას უკვე ჰსმენიეს შუჱნიერებაი სითიხათუნისა, ამისთჳს აშიკად შექმნილ არს და წარმოსულ-არს საერისთოისა თჳსით, რათამცა შეირთოს ქალი იგი ცოლად, და ჰსთხოვს არტავაზს; ჭაბუკი იგი მევედრა შენთან შუამავლობასა, რათამცა შენ თავს-იდვა მოსხენებაი სითიხათუნისადა ითხოვო მის მიერ თანხმობაი, უკეთუ მამა მისი მოსცემს ჭაბუკსა ამას თავით თჳსით თანხმობასა. თამარ ამისი მსმენელი განცვიფრდა ფრიად და მაღლად გაცინებულმან მიუგო მამასა თჳსსა და ჰსთქვა: მამაო, ვაი რაოდენ უბრალო ფიქრი არს თქვენ მიერ თქმულნი ეგე და ჭაბუკიცა იგი ამაოდცა დამაშვრალ-არს, ანუ ვითარ მიბრძანეთ მაგისათჳს და რაბამ ვიკადრებ მაგის გამოცხადებასა სითიხათუნისმიმართ, ნუთუ გსურსთ სიცოცხლისა ჩემისა უჟამოდ დაკარგვა და ფიცხელის სასჯელით გამოძიება ჩემი სამთავროისა მის პალატით; ნუთუ არა უწყით, რამეთუ სითიხათუნსრულიად იჯმნების მეუღლეობის განზრახვისაგან, და დიდებული მამაი მისი დიდად იკრძალვის გამოსაცხადებელად, ოდეს მოიწევიან დესპანნი დიდებულთა მეფეთა და მთავართანი და ჰსთხოვენ მას მიცემას ასულისა მისისასა ძეთა მათთთჳს ცოლად: უკეთუ მე მაგისთჳს ვჰყოფ მასთანა ზრახვასა უიჭველად მიმცემს სიკვდილსა, ანუ საუკუნოდ განმიშორებს თჳსგან; არა მამაო, ნუ მაწვევთ მე მაგას... და ნუცა იმედოვნებთ მაგისთჳს, არქვთ ჭაბუკსა მას, რათამცა მან მოიძიოს სხვა ღონის-ძიება: ესე ყოველივე აუწყა გურამყამარ-ბეგს, აღივსო იგი მწუხარებით და არ უწყოდა ვითარი უკვე საშუალობა მოეპოვა მისთჳს.

ხოლო ყამარბეგ მეორეს დღეს კვალადცა შემოსილი უბრალოს სამოსლითა წარემართა სამთავროს სახლისა მიმართ, განიზრახევდა, რათამცა იხილოს კვალად სითიხათუნ. ოდეს უკვე მიეახლა სახლისა მის სარკმელსა, სადაცა იყოფდა სითიხათუნ, იწყო ხელობით სლვა და ეგრეთ მიმართა სასახლესა მას, იხილა სარკმლით სითიხათუნმიმავალი იგი, ჰრქვა დედამძუძესა თჳსსა, აჰა გლახაკი იგი კაცი კვლადცა მოვალს, მოუწოდეთ მას და მიეცით მოწყალებაი და ჰკითხეთ საით მოსულ-არს უბადრუკი იგი? დედამძუძემან გამოსულმან გარეთ მიუწოდა, და ყამარბეგცა ნელიად მივიდოდა სახითა უძლურისა და ღონე მოკლებულისათა; მივიდარა ახლოს, ჰკითხა დედაკაცმან მან, ვანხარ ძმაო და საით მოსულხარ? მიუგო ყამარბეგ: ვარ გლახაკი შორიელთა ადგილთაგან მოსრული, თხოვად მოწყალებისა ღვთის მოყვარეთა ერთაგან, გზასა ზედა დამემთხვა ხურვება და მისგამო უღონოდ ვიქმენ, ხოლო აწ მიმოვეკვეთები ადგილითი ადგილად, არა მექონეი არა ვითარისამე სავანისა; უწინარეს ამისად კვალადცამოვედ აქა მოწყალებისა თხოვად, გარნა მოვეახლე რა პირის-პირ სარკმლისა, რომელიცა ჰსჭვრეტს ასპარეზსა ამას, ვიხილე რამეთუ განეხვნეს კარნი სარკმლისანი, ხოლო განხმასათანა გამოკრთა საკვირველი მცხინვარებაი მჰსგავსი ცეცხლისა, რომელისა მცხინვარებისა ვერა მტვირთველი მყის დავეცი ქვეყანად და უგონო ვიქმენ, ვიდრემდის აღმადგენდა მე მოსრული ჩემდა რომელიმე კაცი, რომელმანცა მაპკურა წყალი და მომიყვანა ცნობასა და ოდესაც ზე აღმადგინა, მაშინ მომცა ორნი ფლურნი და მეყვსეულად განმეშორა, ხოლო ვითარცა შევისწავე, კაცი იგი შემოვიდა სასახლესა ამას; აწცა, დედაო, მოვიწიე მოწყალებისა თხოვად, რათამცა სახლისა ამის უფალმან აღმიპყრას ხელი წყალობითა თჳსითა და უფლისამიერ მიიღოს ნაცვალი კეთილი. მაშინ დედაკაცმან მან აღმოიღო გასდილისა თჳსისა მიერ მონიჭებული გლახაკთათჳს ფლური და მისცა ხოლო თჳთ მიიქცა პალატად. მეყვსეულად ხმა უყო გლახაკმან მან, გამზდელო მცირედრე შეიცადე, რამეთუ მეგულვების რაისამე კითხვა; დადგა დედაკაცი იგი და ჰკითხა, რაი გსურს შჳლო! მარქვ დედაო, ვისი არს სრაი და პალატი ესე ანუ ვინა მომანიჭა წყალობაი ესე?

ჰრქვა დედა-კაცმან მან, შჳლო პალატი ესე არს მესხთა მთავრისა, ხოლო მოწყალებაი ესე გიბოძა მხოლოდ შობილმან ასულმან; მისმან ჰკითხა ყამარბეგ, უვისა მას ქმარიი მიუგო დედაკაცმან, არა მას არა სურს ქმრის შერთვა; კვალადცა ეტყოდა ყამარბეგ: ნუთუ მთავარსა გარდა ერთის მის ასულისა არა უვის სხვა მემკვიდრეი? მიუგო დედაკაცმან მან, არა შჳლო, არავინ უვის, ვინადგან ქალისა მის შობასათანა გარდაიცვალა მეუღლეი მთავრისა: დასძინა ყამარბეგ, ვითარ შესაძლებელ არს, რათამცა დიდებული ესე სამთავროი დაშთეს უპატრონოდ, ოდეს არცა მთავარსა უვის სხვა შჳლი და არცა ქალსა მას სურს ქმრის შერთვაი, ნუთუ ესოდენნი სიმდიდრე ჯერ-არს დაშთეს ოხრად, რაისა უკვე განიზრახავს თჳთ მთავარი ამისთჳს? მაშინ მიუგო დედაკაცმან მან განკვირვებულმან საუბარითა გლახაკისა მის, შჳლო, მე ვითარ შემძლებელ ვარ ცნობად მაგისათჳს, და ჩვენთა მაგისთჳს არავინ ჰყოფს ზრახვასა და ვერცა მუნამდე კადნიერ-ვიქმნებით ვჰკითხოთ ეგე: გარნა რას იურვი მაგისათჳს? წარემართე გზასა თჳსსა, რათამცა ღმერთმან წარგიმართოს და მოიპოვო დღიური საზრდელი, რომლისაცა მორეწად დაშვრები, და მიიქცა დედაკაცი იგი სახლსა, ხოლო ყამარბეგ კვალადცა მიმართა ადგილსა ახლოს სარკმლისა სადაცა იყოფდა სითიხათუნ, აღმოიღო მცირედი კოტორი პურისა ტავარჯოღით და იწყო ჭამად ნელიად.

ხოლო დედამძუძემან ყოველივე თჳთოეულად მიუთხრა სითიხათუნს საუბარი გლახაკისა, ვიდრემდის განცვიფრდა ქალი იგი და არა რაი უწყოდა კაცისა მისთჳს, ესრეთ მეტყველისა; გარნა მიეცა ფიქრსა. მიხედა სითიხათუნსარკმელსა და იხილა კაცი იგი მჯდომარე პირის-პირ თჳსსა და ძლით მჭამელი ცარიელისა მის პურისა; მაშინ კვალადცა ხმა უყო დედამძუძესა თჳსსა და ჰრქვა, მიხედე უბადრუკსა მას გლახაკსა, ზის და ჰსჭამს ცარიელსა პურსა, მიუვლინე მონისა ხელით სანოვაგეი და სასმელიცა მცირე, ვინადგან ფრიად მელმის მისთჳს, ვინადგან სნეულ არს და არა რაიმე აქვს, რათამცა სჭამოს უბადრუკმან მან. დედამძუძემან მყის აღასრულა ბრძანება გაზრდილისა თჳსისა და წარუგზავნა მონისა ხელით. ვითარცა იხილა ყამარბეგ განიხარა და ფრიად ჰმადლობდა, და შემდგომად სანოვაგეთა მიღებისა აღმოიღო უბით ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი, რომელი ფარულად შთადვა ნეშტსა პურისასა და მისცა მას და ჰრქვა, მიართჳ ნეშტი ესე პურისა დედოფალსა შენსა და ფრიადი მადლობაცა უძღვენ ჩემ გლახაკისა მიერ, ღმერთმან ასწელ კეთილად გარდაუხადოს შეწყალებაი ჩემი, გარნა მოახსენე, ნუ მიიღებს სათაკილოდ ნეშტსა ამას მიიღებს ფრიადსა სიხარულსა; მონამან წარიღო იგი და მიართვა სითიხათუნს ხოლო ყამარბეგ, მყის წარვიდა სადგურსა თჳსსა სითიხათუნ განცვიფრებით მიმღებელმან პურისა მის შემუსრა იგი მყის იხილა შთადებული მას შინა ძვირფასი იგი ბეჭედი და მეყვსეულად შეძრწუნდა სულით, და მიეცა ღრმასა განზრახვასა, და იტყოდა, რაიმე იყოს ესე? უკეთუ ნამდვილ გლახაკი იყოს კაცი იგი, ვინ მისცა მას საკვირველი ესე ნივთი უკეთუ ჰპოვა სადამე, შეეძლო მას გასყიდვა და იღება დიდ ძალისა ფასისა, რომლითაცა ეცხოვრა მდიდრად. და უკეთუ მე მომივლინა ამისთჳს, რათამცა მე მივსცე ფასი, მაშა, არცამცა წარვიდოდა იგი ამიერ და მოელოდამცა პასუხის მიღებასა, და არცა ესე ვითარის ფიქრით გარემოცული-იყო სითიხათუნ, და მრთელსა მას დღესა განიზრახვიდა ფრიად დაჭმუვნებული ამისთჳს.

და ვითარცა განიზრახვიდა ამისთჳს სითიხათუნ, მაშინ შევიდა ვაჭრის ასული თამარდა ჰკითხვიდა და ეტყოდა სითიხათუნს: ხელმწიფაო ჩემო! რად ეგრე ჭმუნვარედ დაფიქრებულ ხართ? მიუგო სითიხათუნ არს რაიმე საქმეი საცვიფრო და ამასთანავე საწუხარიცა; ვინადგან ვიხილე გლახაკი ვინმე მოსრული პირის-პირ სარკმლისა ამის ჩემისა, რომელი ითხოვდა მოწყალებასა, წარუგზავნე მას ფლური ერთი და სანოვაგეცა და ვჰსჭვრეტდი ამიერ, რამეთუ მიიღებდა საზრდელსა მას, ხოლო უკანასკნელ ნეშტი პურისა მის მომიტანა მონამან მან, რომელმანცა მიუტანა მას და მჰრქვა, რამეთუ გლახაკი იგი ევედრა მას, რათამცა ნეშტი პურისა მის მივიღო მე და დავმუსრო ხელითა ჩემითა, და ოდეს განვსტეხე იგი, აჰა რაიცა ვჰპოვე პურსა მას შინა (უჩვენა ბეჭედი თამარს), ამისთჳს რაოდენ განვჰცვიფრდები, ეგოდენ საწუხრადცა მაქვს, და ვერა ვჰსცან, რომე იყოს ესე? უკეთუ ნამდვილ გლახაკი არს კაცი იგი, მაშა ვინ მისცა მას ძვირფასი ესე ბეჭედი, უკეთუ ჰპოვა სადამე და მომივლინა მე სასყიდლად, მაშაარცამცა ივლტოდა ამიერ და ვლოდამცა ჩემ მიერ ფასის მიღებასა, ვჰფიქრობ, რათამცა არა იყოს ამას შინა ვითარიმე ხელოვნება ცბიერებისა. მსმენელმან თამარ, განიღიმა და მოახსენა: დედოფალო ჩემო! რა გჭირსთ მაგისთჳს და ანუ რად იურვით? უკეთუ კაცი იგი ნამდვილ არს გლახაკი, კვალადცა მოვალს აქა, მაშინ უბოძეთ ფასი მაგისი, და უკეთუ სხვა რაიმე ვერაგობა არს, მის მიერ თქვენ არა რაიმე გევნების: გარნა უკეთუ მომცემთ ნებას, ვიკადნიერებ მოგახსენოთ მცირედი თქვენდა სასარგებლო და რათამცა არღარა გაქვნდესთ არა ვითარიმე ფიქრი და შიში საფრთხისა, რომლისაგანაცა იკრძალვით: ჰრქვა სითიხათუნ, ჰსთქვი რაიცა უწყოდე: მაშინ თამარიწყო და ეტყოდა ესრეთ: დედოფალო ჩემო! მე საკმაოდ ვჰსცნობ, რამეთუ ბეჭდისა მის მოვლინებისათჳს გაქვსთ იჭვი, რათა არა ვერაგობითა მოევლინებინოს რომელსამე დიდებულთაგანსა მეძიებელსა ხელისა შენისასა და აქა აწმყოფთაგანსა. ისმინე დედოფალო, რამეთუ თქვენ მეუღლეობისა გარემიქცევისაგან არათუ მხოლოდ მოხუცებულსა მამასა თქვენსა მწუხარედ-ჰყოფდა, არამედ სრულიად სამთავროსა მესხთასა ოხრად და უპატრონოდ დაუტევებთ, და მისცემთ მტერსა თქვენსა ცხადად წარსაწყმენდელად; უწყით კეთილად რამეთუ ათაბაგი ბექამარადის ეკითხების მამასა თქვენსა დაპყრობისათჳს სამთავროისა თქვენისა, და მარადის ელის აღსასრულსა მამისა თქვენისასა, რომლისაცა შემდეგ დაიპყრას მამული თქვენი, ადრე ანუ გვიან; მიუცილემელად ესე აღსრულდების; ვჰსთქვათ ესეცა, რამეთუ თქვენ გსურთ შესლვაი დედათა მონასტერსა და ენკრატისჰყოფაი იუწყეთ დედოფალო, მსმენელი შუჱნიერებისა შენისანი, მრავალთა დიდებულთა ძენი აღტყინებულნი ხელისა შენისა შოვნისათჳს, არა დაზოგვენ თავთა თჳსთა და ერთაცა და ჰყოფენ დიდსა შფოთსა და სისხლის დანთხევასა წარყვანისათჳს შენისა, და მონასტერსაცა მას, რომელსა თქვენ იქმნებით სრულიად საფუძვლითურთ აღფხვრიან: ჰსთქვათ ამისთჳს, რამეთუ მესხნი იყვნენ ფრიად მორჩილნი და ერთგულნი თქვენი და არა დაზოგონ თავნი თჳსნი თქვენდა დასაცველად და საერთგულოდ; გარნა იგინიცა იხილვენ რა უპატრონობასა თჳსსა, თჳთ დაემონებიან ზედა-მოსრულთა მათ მტერთა, ვინადგან ძალი ძალითავე შეიმუსრვის; მაშინ თქვენ არღარა თავის-უფალ იქმნებით, წარგიყვანონ ანუ დაგიტეონ: ნუ შეაგინებ მტვერსაცა მამისა შენისა საფლავისასა შეიწრებისა გამო მტერთათა; მიეც ნება მამასა შენსა აღმორჩევისათჳს მეუღლისა შენისა ანუ თჳთ შენ ჰყავ აღრჩევაი მისი, რად ელტვი ღვთისა მიერ განჩინებულსა ამას საქმეს? არა ამისთჳს შექმნაა კაცი და მისგანვე დედაკაციცა, რათამცა მათ მიერ განმრავლებულ-იქმნეს კაცთა ნათესავი, მაშა უკეთუ ნება ღვთისა ესრეთ არს, თქვენ რასათჳს გარე-მიიქცევით მისგან, ესეცა შესაძლო არს, რათა ქმრისათანა მყოფსაცა გაქვნდეს შიში ღვთისა და დიდნი სათნოებანი; დედოფალო ჩემო! თანამდებ ვარ გამოგიცხადო დაუფარავად, ვინადგან ყოველი ერი სამთავროისა თქვენისა ფრიად დრტვინავს და ჰყვედრიან მამასა თქვენსა და იგიცა ამისთჳს გამოუთქმელად სწუხს, გარნა სიყვარულითა თქვენითა ჰფარავს მწუხარებასა თჳსსა თქვენგან. მე უკვე ვითარცა ერთგული მხევალი თქვენი და არა დამზოგველი სიცოცხლისა თჳსისა თქვენს ჭირისა სანაცვლოდ, ვიკადნიერებ ჭეშმარიტისა მოხსენებასა. სითხათუნ მოისმინა რა ესე თამარის მიერ მცნებაი. აღსდგა და განვიდა გარე, ვითარცა მრისხანე და არა რაი მიუგო მას.

და ვითარცა შემწუხრდა წარვიდა თამარ სახლსა ჰკითხა მამამან მისმან, ვერა რაიმე ჰსცნაა სითიხათუნისაგან ქმრის შერთჳსათჳს; თამარ ყოველივე მიუთხრა მამასა თჳსსა რაიცა სითხათუნ უთხრა გლახაკისა მისთჳს და ბეჭედისა და ვითარცა მანცა ამცნო მას ქმრის შერთჳსათჳს: ხოლო გურამ შესრულმან ყამარბეგისათანა, მიუთხრა ყოველივე თქმულნი ასულისა თჳსისა მიერ: ყამარბეგგანიცინა და არა რაი ჰრქვა გურამს თჳსისა ბეჭდისა და გლახაკად ჩემებისათჳს თავისა თჳსისა და მისვლვისათჳს სასახლესა მთავრისასა, გარნა ჰრქვა გურამს, ჰკითხე ასულსა შენსა. თუ ვითარის სახით შევიძლებ მე შესვლადა სახლსა მთავრისასა და საუბრობასა სითიხათუნისათანა? წარვიდა გურამდა შევიდა ასულისა თჳსისათანა და ჰკითხვიდა მას რაიცა ჰრქვა ყამარბეგ: მაშინ თამარმამისა მიერ იძულებულმან უთხრა, რამეთუ სხვითა ღონისძიებითა შეუძლებელ იქმნების აღსრულება ყამარბეგისსურვილისა; გარნა ოდენ შემოსითა მონოზონთა სამოსლისათა, რომელმან იჩემოს მონასტრით მოსლვაი და თხოვა ეკკლესიათათჳს მოწყალებისა, ამით ოდენ ძალუძს მისლვა სახლსა მთავრისასა და გრძლად საუბარი სითიხათუნისათანა, ვინადგან ქალსა მას აქვს განსაკუთრებთნი პატივის-ცემან მონაზონთა მიმართ: ხოლო გეტყვი ამისცა მამაო, უკეთუ მცირედ შენიშვნეს ცბიერებაი ესე შორის ყამარბეგისა, მაშინ ვერ განერების სიკვდილსა.

გურამ ყოველივე ესე ამცნო ყამარბეგს, ხოლო მან მყისვე განიმზადა სამოსელი მონაზონთა და გარდეუტევნა თმანი და წვერი, და დაჯდა სახლსა გამოუსვლელად გარე, ვიდრემდის ყოველივე ესე აღასრულა და ვითარცა ყოველივე აღასრულა წინად განმზადებაი თჳსი ყამარბეგ; შეიმოსა სამოსელი მონოზონებისა და დაიბურა კუნკული, გარდმოიკიდა ქედსა ორარი, იპყრა ხატი ხელთა და წარემართა მთავრისა პალატად და ვითარცა მივიდა, უხმო მონასა და ჰრქვა, ძმაო აუწყე მთავარსა, რამეთუ მონოზონი კოსმავარძიის მონასტრით მოვსულვარ დაძველებულთ ეკკლესიათა განახლებისათჳს. ვითხოვ მთავრისა მიერ მოწყალების მოცემასა: მონამან ბერისა მიერ თქმელნი აუწყა მთავარსა; მიუწოდა მთავარმან არტავაზ მონაზონსა მას, და ვითარცა შევიდა კოსმან სასახლესა, მოეგება არტავაზ ასულითურთ თჳსით, ამბორს უყვეს ხატსა მას, რომელი ეპყრა მონაზონსა და მის მიერცა მიიღეს კურთხევა:მაშინ იგი ბერი ეტყოდა, დიდებულო მთავარო, მამათა მონასტრისათა მაწვიეს თქვენდამო ხლება და ყოველთა ღვთის მოყვარეთა ერთა მომართ, რომელთაცა დაძველებულთა ტაძართა გაახლებაი სურსთ, ამისთჳს ითხოვენ შეწევნასა შეძლებისამებრ თჳთოეულისა; მაშინ აღუთქვა მთავარმან მიცემა ფასისა სახმარად ტაძრისა, ხოლო ასულმან მისმან დაჰსძინა, რამეთუ მზა-არს იგი, რათამცა თჳთ მან მხოლომან განაახლოს ტაძარი იგი საკუთარის წარსაგებელითა და არღარა საჭირო იქმნება სხვათაგან თხოვაი შეწევნისა, და ეტყოდა მამასა, რათამცა მისცენ მონაზონსა მას პალატსა შინა სადგური, ვიდრემდის დამაშვრალობისაგან გზისა განისვენოს მან და შემდეგ აღასრულონ თხოვაი მისი: უბრძანა მთავარმან მნესა სახლისა თჳსისა, და შეიყვანეს კოსმასახლსა და უჩინეს ყოველივე სახმარნი, ხოლო სითიხათუნ ხშირად მივიდის მისდა და ჰზრახავნ სულიერისა ცხოვრებისათჳს და იგიცა ასწაებდა და ეტყოდა ყოველსავე, სოფლისა ამის ამაოებისათჳს; გარნა ამცნებდა, რამეთუ ჭეშმარიტი მეუღლება და შჳლიერება არს სათნოი ღვთისა, და ამისთჳსცა შობილამ კაცნი ქვეყანასა ზედა, ხოლო მონაზონი კოსმან განკრძალულ იყო ფრიად და იპყრობდა დიდსა მოღვაწებასა და გამოაჩინებდა თავსა თჳსსა ყოვლითურთ ბიწთაგან განწმენდილად:

მოიწივნენ წმინდანი ორრმეოცენი და იწყეს განმმზადებაი ზიარებისათჳს წმინდათა საიდუმლოთა, მთავარმან ასული-თურთ და ყოველთა პალატსა შინა მისსა მყოფთა: და ვითარცა სითიხათუნ ხედავდა კოსმანს დღე და ღამე ზედგომით ღვთის მიმართ მვედრებელსა ფრიადის ღვაწლისა და მარხულობისა მიმართა მიდრეკილსა, ინება, რათამცა იპყრას იგი სულიერ მოძღვრად თჳსდა, ამისთჳს გამოცხადებულმან მამისა მიმართ მიიღო ნებაი. მივიდა სადგურსა ბერისასა სითიხათუნდა ეტყოდა: მამაო! მსურს მიღება წმინდათა საიდუმლოთა მომავალსა მაბათსა, და ამისსთჳს აღგირჩიეთ მმოძღვრად, გთხოვ აღსარება მათქმევინოთ და თჳთ თქვენ ჰსწიროთ კარის ეკკლესიისა ჩვენსა და თჳთ თქვენ მაზიაროთ მაშინ კოსმანქვე-მხედველმან თვალთამან მიუგო: დედოფალო, რად ისურვებთ ჩემ გლახაკისა და უმეცარისა მონოზონისა დიდებულისა გვამისა თქვენისა მოძღვრად ყოფასა? ჰრქვა სითიხათუნ: და ღვაწლნი თქვენი მომცემენ იმედსა, რამეთუ უკეთუ თქვენ იქმნებით მიმხმელი აღსარებისა ჩემისა, სთხოვთცა ღმერთსა მოტევებისათჳს ცოდვათა ჩემთასა. მივიდა ბერი იგი და დახშნა კარნი, და მოიქცა სითიხათუნისადა მოიდრიკნა მუხლნი და ჰრქვა: ეჰა! ქვეყნისა მანათობელო, და ყოველთა ცთომილთა ვარსკვლავთა უმცხინვარესო! მომიტევე ვულგრძელებით კადრნი ჩემნი, აღგიარებ აწ დაუფარავად. რამეთუ მე არა ვარ მონაზონი, არამედ ვარ რანის ერისთავის ძეი სახელით ყამარბეგ. მსმენელი შენის შუჱნიერებისა წარმოვედ მამულით ჩემით და ესე მეექვსე წელი არს, ვინადგან ვიმყოფები ქალაქსა ამას; და სურვილისა შენისა ცეცხლით აღტყინებული გული ჩემი დადნობილ-არს, ვითარცა ცვილი მოიგონეთ ოდეს მე გლახაკისა სამოსით მოსილი პირის-პირ სარკმლისა შენისა დავეკვეთე ქვეყანად, განხმასა თანა სარკმლისასა, ოდეს მუნით გიხილე ახლად განღვიძებული და ერთისა ოდენ პერანგისა სამარ: რომლისა გამოკრთობილმან ნათელმან მყო უგონოდ: მოიხსენეთ ესეცა, რამეთუ ბრილიანტისა იგი ბეჭედი კოტორსა პურისასა დამამული და მონისა თქვენისა მიერ თქვენდა მორთმეული სახელითა გლახაკისათა, რომელსაცა უბოძე სანოვაგე და ფლური, თჳთ მე იგი ვარ და ბეჭედიცა იგი არს ჩემი; ხოლო ვინადგან ვერა რომლითა ღონის ძიებით შესაძლებელ ვიყავ დაახლოებისა თქვენისათჳს და საკმაოდ მცნობელმან, რამეთუ თქვენ ყოველთა მთხოველთა ხელისა შენისათა გარე-მიაქცივ; ამისთჳს მეუწყა, რამეთუ თქვენ ფრიად ჰსწავლობთ მონაზონთა, ვითარცა აწ მე თჳთ საქმით ვიხილე, ამისა გამო მოვიხელოვნე ესე მონაზონების სახისა შემოსა, რათამცა დაახლოებულ-ვიყავ თქვენდა: აწ სვემან ჩემმან მომცა მე ესე შემთხვევა, ანუ აწვე მომკალ ხელითა შენითა, ანუ მომეც ხელი შენი, სითიხათუნესოდენ შეძრწუნებული კნინღა უგონოდცა იქმნებოდა უკეთუმცა არა განემხნო გული თჳსი, რამეთუ ჰხედვიდა თავსა თჳსსა ვითარცა კრავსა მგელთა შორის, რომელსაცა მიხდოდა ყოველივე ღონისძიებაი და იტყოდა თავსა შორის თჳსსა, უკეთუ არ მისცე ხელი ჩემი, ნუთუ უძვირესი რაიმე შემემთხვეს, უკეთუ ხმა უყო მსახურთა, მაშინ მიუცილებელად მოკვდეს ჭაბუკი იგი მათ მიერ, ანუ არტავაზისა მიერ, და ვიქმნე ზიარ კაცის-კვლისა, ვინაიდგან თჳთ თხოვითა მისითა დაადგინა მამამან მისამან პალატსა თჳსსა: მიმოკვეთებულმან ფიქრითა ამით ჰრქვა ყამარბეგს: ისმინე ჭაბუკო, უკეთუ აღვირ ასახავ გულისთქმათა შენთა და კრძალულებით იპყრობ თავსა შენსა, რათამცა არ შეაგინო უბიწოებაი ჩემი, ჭეშმარიტის სიტყვით გარწმუნებ, რამეთუ მოგცემ ხელსა ჩემსა და იქმნე-იცა ქმარი ჩემი. და უკეთუ ჰყო ვითარმე უხამსი და უშესაბამო განზრახვა, აწვე მოკვდე და ვერღარა განერე ცოცხალი ამიერ, და ვინაიდგან მეცა დადებულ ვიქმნები საიჭველ საბასრობელად, თჳთ შენთანავე მოვიკლა თავი ჩემი: მაშა ნუ განხვალ საზღვართაგან პატიოსნებისათა და აწვე განვედ ფარულად ღამესა, და ივლტოდე; მოუვლინე მამასა ჩემსაა მოციქული და სთხოვე თავი ჩემი, გაძლევ საღამოს ფიცსა რამეთუ მეცა შერთვასა შენსა ზედა მივსცე თანხმოვაი. მაშინ ყამარბეგ სთხოვა ხელი სითიხათუნს, ამბორს უყო, განაღო კარი, და განვიდა სითიხათუნ მთრთოლარე და კნინღა სიცოცხლე მიხდილი, შევიდა და დაეცა ტახტსა და კნიკღა ერთს ჟამს სული ვეღარ დაიღო: ხოლო ყამარბეგცა ივლტოდა სასახლით სადგურსა თჳსსა სახლსა გურამისასა, რომელმან ყოველივე აუწყა გურამს რაიცა შემთხვა; ხოლო გურამაცნობა ასულსა თჳსსა თამარს.

მეორეს დღეს მივიდა სითიხათუნისათანა და უბრძანა თამარს დაჯდომა ახლოს თჳსსა და ჰრქვა: მაქვს რაიმე საიდუმლოდ შენდა სათქმელი, გიცნობ რა ერთგულად ჩემდა და ხარ ჩემთანა თანა შეზრდილი, ამისათჳს გამოგიცხადებ საიდუმლოსა გულისა ჩემისასა და შენდა ჯერ არს დამარხვაი მისი დროდმდე: მიუგო თამარ: ხელმწიფაო ჩემო! ეს ოცი წელი არს ვინადგან თქვენ გახლავარ და თავი ჩემი შემოწირულ მაქვს, რათამცა ვიდრე უკანასკნელს აღმოფშჳნვადმდე ვეგო სრულსა ერთ-გულებასა შინა თქვენსა, ვჰგონებ არცა თქვენ გახსოვდეთ, რათამცა საიდუმლოი თქვენი მრავალ-გზის ჩემდამო. რწმუნებული განმეცხადებინოს, და აქ ვითარ იჭვნეულობით ჩემზედა, ირწმუნეთ, რამეთუ ყოველივე ბრძანებული თქვენ მიერ ჩემდამო, დაშთების ფარულად, და ერთად ჩემთანვე იქმნების დამარხვილ საფლავსა შინა. მაშინ სითიხათუნსთქვა, იხილეა შენ მონაზონი კოსმა, რომელი მივიდა თხოვად ვითარცა მოწყალებისა განახლებისათჳს ვარძიის მონასტრისა? ვითარ იყო იგი მიღებულ მამისა ჩემისა და ჩემგანაცა პალატსა ჩვენსა, რომელმანცა გამოაჩინა ფრიადი მოღვაწებანი და მლოცაობანი, რომელთაცა არათუ ოდენ მე და მამაი ჩემი, არამედ მხილველნი განცვიფრებულ-ჰყვნეს. ხოლო მე წმინდასა ამას ორმეოცესა განმზადებულსა მიღებისათჳს წმინდათა საიდუმლოთა, მენება ღირსისა მის ბერისადმი აღსარებისა თქმა, რათამცა განმეწმიდა ლოცვითა ბერისა მისისათა მსოფლიონი ცოდვანი ჩემნი; ამისთჳს ვაუწყე მამასა ჩემსა და ვჰსთხოვე ნების მოცემაი, ხოლო მანცა ინება სურვილისა ჩემისა აღსრულება. მივედ ბერთან და გამოუცხადე სურვილი ჩემი, მან პირველად ცბიერებით გამოაცხადა თავი თჳსი უღირსად მოძღვრად ყოფისა ჩემისათჳს, გარნა შემდეგ აღსდგა და დახშნა კარნი სასახლისანი, და ოდესმე მეგულვებოდა მუხლთ მოდრეკა, მაშინ თჳთ მომდრეკელმან წინაშე ჩემსა მუხლთამან მიპყრა ხელი და მჰრქვა, რამეთუ არს იგი ძეირანის ერისთავისა ყამარბეგ, ვითარმედ შერთჳსა ჩემისათჳს მოსრული, იწყო სხვა და სხვითა მლიქვნელის ლექსებით საუბარი და მთხოვა ხელი ჩემი. ხოლო მე განსრული გარე ცნობათაგან შიშით და სირცხვილით, ვჰხედვიდი თავსა თჳსსა, ვითარცა კრავსა მგელთა შორის, და უკეთუ დამეყვირნა, მაშინცა ვერ განვერებოდი ერისა ცილის წამებასა და იჭვსა: ამისთჳს აღუთქვი მას, უკეთუ დამიტევებდა მე შეუგინებელად, მივსცე ხელი თჳსი და ოდეს სთხოოს თავი ჩემი მამასა ჩემსა, გამოუცხადო თანხმობა შერთჳსა მისისათჳს. იგიცა მეთანხმა; მთხოვა ხელი და ამბორს მიყო, ამით უკვე განვარინე თვაი ჩემი ცხადსა უბადრუკებისაგან, და მასცა ვამცენ მუნით ფარულად წარსვლა: ხოლო ოდეს მეორეს დღეს მამა ჩემი იკითხვიდა ბერსა მას, დავარწმმუნე იგი, ვითარმედ წარვიდა იგი აქაურთა სამღვდელოთა ხილვად და ესე ვითარის სახითიგიცა განრინებულ-იქმნა ცხადის სიკვდილისაგან.

მსმენელი ამისი თამარ ეტყოდა ქალსა მას: ხელმიწაო! ადრევე ვუწყოდი ჭაბუკისა მის მოსლვა ქალაქსა ჩვენსა, რომელიცა ჰსდგას სახლსა მამისა ჩემისასა; მრავალგზის ჰსთხოვდა იგი მამასა ჩემსა, რათა მან მითხრას მე, ვითარმედ გამოგიცხადოთ თქვენ შერთვაი მისი, რომელიცა აღმითქმიდა თხოვნასაცა ჩემსა ძმისათჳს თჳსსა, და მასთანავე მამასა ჩემსა მრავლის საუნჯის მიცემასა; თუმცა მამაი ჩემი მეტყოდა მე ამისთჳს, გარნა სრულიად გარემივაქცევდი თხოვასა მისსა, და მეცა ვერ ვიკადრებდი თქვენთან გამოცხადებასა მისსა. სითიხათუნ მსმენელი ამისი არა რაიმესა ეტყოდა, გარნა იჩემა ავადყოფნა, და მის გამო უზიარებლდ დაშთენა, რათამცა მამასა მისსა არა ეეძულებინა ქალისა მისთჳს გამოცხადება, რაისათჳს იგი არღარა ეზიარა წმინდათა საიდუმლოთა?

მეორეს დღეს მოვიდნენ მოციქულნი წუნანის ერისთავისან, თხოვად ასულისა არტავაზის, ძის ნასარისათჳს, რამეთუ ერისთავმან მათმან იოსებ მიავლინა წინარე მისსა და სთხოვა ცოლად ასული მისი ძისა თჳსსა მიცემა მოციქულთა მათ სადგურისა და ყოვლისავე სანოვაგისა, აღუთქვა მათ პასუხის მიცემა მეორეს დღეს.

შემდეგ არტავაზ შევიდა სითიხათუნთან და ამცნო მოციქულთა წუნანის ერისთავთა მოსვლა და თხოვაი მისი ცოლად ძისა თჳსისათჳს. ხოლო სითიხათუნ არარაი მიუგო, ვიდრემდის მამაისი შეწუხებული მის მიერ უპასუხობისათჳს გამოვიდა გარე.

მეორეს დღეს ყამარბეგ მოიღო ქაღალდი და საწერელი, და მისწერა წერილი არტაზს, რომელსაცა წერილი იყო ესრეთ:

დიდებულსა მთავარსა არტავაზს.

რანის ერისთავის ძეი ყამარბეგ, ისურვებს თქვენთჳს მშჳდობასა და მოგიძღვნის ძეებრსა სიყვარულსა და პატივის ცემმსა განგიცხადებ დიდებულო მთავარო! საერისთოსა ჩემსა მოისმა ჰამბავი შუჱნიერებისა ასულისა თქვენისა სითიხათუნისა: აღტყინებული სურვილით მოვიწიე ქალაქსა თქვენსა და ესე მეექვსე წელი არს ვინადგან ვიმყოფები: მრავალთაგან მესმის, რამეთუ ასულსა თქვენსა არა სურდეს შერთვაი ქმრისა, მე ამისგამო დავაყოვნე გამოცხადება სურვილისა ჩემისა წინაშე თქვენსა: მე ვჰსცან აქ, რამეთუწუნანის ერისთავი გთხოვს ძისათჳსისათჳს; ამისთჳს ვიკადნიერე წერილისა მორთმევა და გამოცხადება სურვილისა ჩემისა: ვინადგან უწყოდით თჳთ თქვენ, რამეთუ ხარისხითა და უპირველესობით აღმატებული არს საერისთო ჩემი და მამაცა ჩემი წინაშე მეფეთა საქართველოსათა უაღრეს წუნანის ერსთავიას პატივცემულ-არს ამიერიდგან მხცოვანებაი ჩემი იქმნების განმტკიცებულ და კნინღა განჭაბუკდების, რამეთუ ვიხილავ თავსა შენსა ზედა გვირგვინსა, ვიხილავ მეუღლესაცა შენსა და მემკვიდრესა სამთავროისა ჩემისასა. გარნა გევედრები შენ შჳლო ჩემო, მაუწყე ესე, რაიმან უკვე გაიძულა აღმორჩევა ყამარბეგისა, ნუთუ გიხილავსა სადამე? მიუგო ასულმან: მამაო თჳთ თქვენ ხართ მიზეზი იძულებისა თანხმობისათჳს შერთვასა ზედან ყამარბეგისასა, ვინადან თქვენ მოცთუნებულმან მზაკვრებითა მისითა დაადგინეთ იგი პალატსა თქვენსა, ვითარმცა მონოზონი, და ყოველივე ზემოწერილი, რაიცა შემთხვა სითიხათუნს თჳთოეულად აუწყა მამსა თჳსსა და დაჰსძინა, რამეთუ მიცემულისა მის მიერ ყამარბეგისა დმიმტკიცეს ფიცისა ვერღარა შეიძლო დარღვევა და ამისთჳს გამოაცხადა თანხმობაცა.

არტავაზ, მსმენელი ამით ყოველთა, აღივსო გულის-წყრომით და იაყო ბასრობა ქალისა თჳსისა გამოცხადებლობისა მისისათჳს და ჰყვედრიდა, რამეთუ თჳთ მან აქამომდე დაჰფარა ესე ამისთჳს, რათამცა ჰქონოდა საიდუმლოდ ნახვა მასთანა, და განრისხებით ეტყოდა სითიხათუნს, რამეთუ იგი არღარა დააყოვნებს გათხოებასა მისსა, მოუწოდა მოციქულთა წუნანის ერისთჳსათა, დაჰსწერა წიგნი და მიუვლინა იგი იოსებსდა აღუთქვა მიცემა ძისა მისისათჳს ასულისა თჳსისა და სრულიად სამთავროისაცა და წარგზავნა იგინი; მაშინ უბრძანა მოხელეთა თჳსთა, წარსვლა ქალაქად და ყამარბეგისაცა მოყვანებაი: ხოლო ასული თჳსი მიავლინა დედათ მონასტერსა კოლასდა მისწერა იღუმენიასა დამარხვამისი ვიდრე აქორწინოს. მივლინებულნი არტავაზისმიერ ყამარბეგისადმი მივიდნენ, რომელთაცა განუცხადეს ბრძანება მთავრისა; ხოლო ყამარბეგს ეგონა ვითარმედ მიწერილისა მის მიერ არტავაზისა მიმართ წერილისათჳს სურს მას ხილვაი მისი და საუბარი, სიხარულით აღსდგა და წარვიდა, მისრულმან პალატსა იხილა არტავაზ და თაყვანისცა მას: ხოლო არტავაზ აღსდგა და მიმართა და ჰრქვა. შენ ხარა რეგვენო, ცრუ იგი მონოზონი, რომლმანცა შეურაცხებით იკადრე მონოზონების სქემისა შემოსაი, რათამცა ვერაგობითა შენითა შეურაცხ-გექმნა პალატი ჩემი და შეგემწიკვლებინა მხოლოდ-შობილი ასული ჩემი? უწყია უგუნურო, რამეთუ აქ თანამდებ ხარ გარდაიხადო ყოველი ესე შენ მიერ მოწევნილი ჩემდამო უპატიურობაი თჳთ სიცოცხლითა შენთა? დაღაცათუ ხარ დიდებულის ერისთავისძეი, გარნა არ მივხედავ მე ამას, არამედ აწვე უბრძანებ თავის მოკვეთასა შენსა; ყამარბეგ ვერარაისა მიმგებელი ბორგნეულისა მის მთავრისადმი, ჰსდგა განცვიფრებით მდუმარე: მაშინ უბრძანა არტავაზ მონათა თჳთა წარყვანა ყამარბეგი სამსახურით მისითურთ საპყრობილედ და დაკრძალვაი მათი ხუნდსა შინა; მსახურთა მსწრაფლ აღასრულეს ბრძანება და პატიმარ ჰყვეს ყამარბეგ საპყრობილესა და მონიცა მისნი.

მიავლინა იოსების სახლის უხუცესი თჳსი და შესთვალა, რათა მან მოავლინოს ძე თჳსი ნასარ, რომელმანცა იქორწინოს ასულსა მისსა ზედან: მივლინებულმან მან აუწყა იოსებს: ხოლო მან წარმოგზავნა ნასარ ძეი თჳსი დიდებულებითა თჳსითა და მრავლისა სიმდიდრითა საქორწინედა და ვიდრემდის მიიწეოდნენ იგინი არტანუჯის, წარვიდა არტავაზ კოლას ასულისა მიმართ თჳსისა. და ვითარცა შევიდა იხილა იგი ფრიად მწუხარე და დაფიქრებული, მაშინ ჰრქვა მას არტავაზ, სითიხათუნ, ჯერარს განუმზადო შენ საქორწინედ, ვინადგან შემდგომად ორისა დღისა მოვალს ნასარ: სითიხათუნ მიუგო, მამო, ნუ მაიძულებ ქორწინებას, რამეთუ მე ადრითვე გამომირჩევიეს. უმეუღლეოდ ყოფნა. და ცხოვრება ესე, სადაც აწ ვიმყოფები, მადა შემოსვლასათანავე ჩემსა აღუთქვი ღმერთსა, რათამცა სიცოცხლე ჩემი დავასრულო აქა ენკრატისობასა შინა; გევედრები მამაო, ნუ მიმცემ წარწყმედასა და ნუ ინებებ ჩემსა ქორწინებასა: არტავაზ არცა თუ მცირედ მსმენელმან ვედრებათა ასულისა თჳსისათა. უბრძანა იღუმენიას, რათამცა განმზადოს ქალი იგი და ოდეს მიუწოდოს მიავლინოს იგი პალატად.

მოიწია დანიშნული დრო. და მოვიდა ნასარ მრავლის ერთურთ არტანუჯს, აცნობეს არტავაზს ხოლო მან იწვია ცალკე სახლი სადგურად სიძისა მის; მისრული ნასარ პალატსა მთავრისასა გარდახდა და ცხენით, შეუძღვნენ მანდატურნი მთავრისანი და შეიყვანეს სიმამრისათანა, ხოლო არტავაზ მოგვბებულმან მიიღო იგი სიხარულით და ამბორის ყოფით და დაისვა გვერდით თჳსსა და ჰყვეს პურობა და განცხრომა. და ვითარცა ხვალისად ეგულვებოდა ქორწილი, მიავლინა არტავაზ ასულისა მიმართ და უბრძანა იღუმენიასა მოყვანება ღამესა მას სითიხათუნისა პალატსა. დღეს მივლინებულთა მათ აუწყეს იღუმენიას და სითიხათუნს წარსლვა არტანუჯს: აღივსო გულისწყრომით ქალი იგი, და განიზრახა საქმე ბოროტი და სასტიკი, რომელსაც შემდგომ ისმენთ, გარნა დასვარა გულსა თჳსსა და არავის გამოუცხადა იგი: წინა-დადება იღუმენიასი განმზადებისათჳს და წარსვლისა გარე მიქცეულ ჰყო, მოიღო ქაღალდი და მისწერა წერილი მამასა თჳსსა ესრედ.

უსაყვარლესო მამაო.

ვინადგან ადრითგანვე და ვიდრე აქამომდე თხოვაი ჩემი, სრულიად გარე მიაქციეთ და არღარა მოიხსენეთ პირველი თქვენი სიყვარული ჩემდამომართ, და სხვის მიზეზითა მყავთ მე მოძულებულ და მამობრივთა სიყვარულთა თქვენთაგან განშორებულ, რომელსა შორის მე სრულიად არა ვჰრაცხ თავსა ჩემსა არცა თუ მცირედ ბრალეულად; უკანასკნელ გთხოვ, ნუ მოაიძულებ მამო და ნუ მაწვევ ქორწინებასა, რამეთუ გული ჩემი ყოვლადვე განშორერებულ-არს მსოფლიოთა გულის-თქმათაგან. ნუ ჰგონებ მამაო სიმართლედ თანაგმობასა ჩემსა ყამარბეგის შერთჳსათჳს, რამეთუ მე აქ დაუფარავად აღგიარებ, ოდესცა თქვენ ინებებდით მითხოებასა ჩემსა მისადმი: მიუცილებელად მიიღებდა იგი ჩემ მიერ მზაკვრებისა თჳსისა სასყიდელსა და გარდიხდიდა მას სისხლითა თჳსითა, ფიცი ჩემი ყამარბეგისადმიიყო მიცემულ სახსრად თავისა თემისა და განსარინებელად უბიწოებისა კერაოდ მისდა მოსალოდნელის შეგინებისაგან, რომლისაცა ხელთა უნებლიედ მივეც თავი ჩემი მოცთუნებელმან მზაკვრებითა მისითა. გარნა არ წინა-აღმდეგ კითხვისა და ნებისა თქვენისა. მამაო ჩემო! განსაჯეთ აწ ბრალი ჩემი და ეგსახედ განმიკითხეთ; დაუფარავად აღგიარებ, რამეთუ მე არ ვიქნები ნასარისათჳს სათნოდ მისდა ცოლი, და სიცოცხლესაცა ჩემსა ვცდები შევამოკლო, უკეთუ არ დაუტევებთ განზრახვასა თქვენსა და იძულებასაცა ჩემსა.

ასული თქვენი სითიხათუნ.

მისცა წერილი ესე მანდატურსა და მოუვლინა მამასა თჳსა. არტავაზ წარიკითხა რა წერილი იგი, დაუფიქრდა ღრმად და არა უწყოდა თუ რაი ექმნა: მაშინ ეტყოდა თავსა თჳსსა, შესაძლო-არს, რათა ასული ჩემი მატყუებდეს, ვინადგან ყამარბეგ ჯერედცა აქა ეგულვების: კვლავადცა მიავლინა იღუმენიასადმი და უბრძანა მოყვანება სითხათუნის სქორწინედ: ხოლო წერილის პასუხი ასულსა თჳსსა, არარაი მისწერა. ამცნო იღუმენიამან სითიხათუნს და ეტყოდა წარსვლისათჳს; გარნა არა ეთანხმებოდა; უკანასკნელ ჰრქვა იღუმენიას, რათამცა აუწყოს არტავაზს. ვინადგან არღარა მიიქცევა განზრახვისა თჳსისაგან და წინააღმდეგ ნებისა ჩემისა სურს მას ქმრის შერთვაი ჩემი; მაშა, მოავლინოს, მარტოდ ნასარ ერთისა ანუ ორისა მონით და მღვდლითა, და დაფარვით დაიწეროს ჯვარი, წინა აღმდეგ, შეუღლებულ იქმნების მაზედ სითიხათუნისა ქალაქსა. აუწყა ესე ყოველივე იღუმენიამან არტავაზს იგივ, ეოანამუთხრა მისთჳს ნასარს, ნასარ წარიყვანა მეორეს ღამეს მღვდელი და ორნი ოდენ მონანი და მივიდნენ კოლასა, გარდახდნენ ცხენიდგან და შევიდნენ სახლსა იღუმენიასასა. ხოლო სითიხათუნ შეიმოსა საქორწინე სამოსელი: რომლისა ზოგან (?) მახვილი, გარნა უცნაურად ყოველთა, მოვიდა და დაჯდა ნასარისათანაშემდეგ მცირედისა განაღო მღვდელმან კარნი ეკკლესიისანი, აღანთნა სანთელნი და ყოველივე განმზადნა, რაიცა ქორწილისათჳს იყვნენ საჭირონი: მაშინ ნასარ სითიხათუნ და იღუმენი წარვიდნენ ეკკლესიად: და ვითარცა შევიდნენ იწყო მღვდელმან საიდუმლო ქორწინებისა და შემდეგ დასრულებისა, იღუმენია წარმოვიდა სახლსა სერობისა განმზადებისათჳს, ხოლო იგინიცა გამოვიდნენ, და ვინადგან ბნელ-იყო, მღვდელი მოუძღოდა ახალ ქორწინებულთა მათ სანთლით: გარნა რომლისამე საჭიროებისათჳს უკანვე შეიქცა მღვდელი ეკკლესიად; მეუღლენი იგი დაშთნენ გარე ეკკლესიისა ბნელსა მას რამისასა: მაშინ ნასარ უკრძალველობითა თჳსითა ჰრქვა ხუმრობით სითიხათუნს, აწ უკვე მივიღე სრული უფლება შენზედან, რამეთუ შენ არა გსურდა ეწ ხართ ხელთა შინა ჩემთა, რაიცა ვინებო მას ვჰყოფ. სითიხათუნ შემრაცხელმან სიტყვათა ქმრისა თჳსისათა მართლ-სიქადულად და ნამდვილ მგონებელმან ძვირის ყოფით თჳსისამან, გარნა წინადვეცა განმზრახმან ნასარის სიკვდილისათჳს, იხადა მახვილი და ჰსცა გულსა ქმრისა თჳსისასა, მოკლა უბადრუკი იგი და ივლტოდა მის მიერ ადრევე საცნაურსა ადგილსა. სადაცა მიეფარა. მღვდელთან გამოსულმან ეკკლესიით, მიანთო სანთელი და იხილა ჭაბუკი იგი მკვდარი განგმირული მახვილითა და მახვილიცა იგი მუნვე მდებარე; ხოლო ქალი იგი არღარა მყოფი მუნ; განსრულმან გარე ცნობათაგან თჳსთა საშინელებითა ამით, შეჰყვირა ხმითა დიდითა, მეყვსეულად გამოვიდნენ იღუმენია და მონანი ნასარისანი, იქმნა საშინელი გოდება და ტყვებაი, აღიღეს მკვდარი იგი და შეიტანეს სახლსა და დაზდვეს. მიავლინეს ერთი მათ მონათაგანი და აუწყეს არტავაზს ყოველივე; მაშინ არტავაზ, აღიპარსა თავი და დაისხა ნაცარი და იწყო მწარისა ხმით ტირილი და ტყვებაი; შემოკრბენ ყოველნი ნასარისათანამოსრულნი ქორწილსა დიდებულნი და თჳთ არტავაზ მხოკელნი პირისა, თმათა და წვერთანი მოვიდნენ კოლას; არძალმის გამოვსთქვა მწუხარებაი. მათი, რამეთუ ვერცა სიტყვით ითქმის და ვერცა რომელი კალამი შემძლებელ არს აღწერად მწუხარებათა მათთა: გარნა მოკლედ გეტყვით, უზესთაესის პატივითა შეამკვეს ლუსკუმა და შთასვენეს გვამი ჭაბუკის ნასარისა და წარიღესწუნანს და დაბუდეს სამარხოსა წინაპართასა. ხოლო არტავაზ აღბორგებული ასულსა ზედა თჳსსა, ეტყოდა მონათა და მსახურთა თჳსთა, რათა მოიძიონ სითიხათუნ და შეკრული მოგვარონ მას. წარსულთა მათ ვერა ჰპოვეს იგი, რამეთუ დამალულ იყო ნაპრალსა კედლისასა კნინღა შეუვალსა.

არტავაზ განრისხებულმან და ფრიად მწუხარემან ესე ვითარის უბადრუკებითა, უბრძანა მოყვანებაი. ყამარბეგისა საპყრობილით და წარდგინებაი იგი, ყოველნი ჰგონებენ, რამეთუ ყამარბეგი უიჭველად მოკვეთდა არტავაზთავსა, შეუდგნენ მრავალნი გზასა ზედა ხილვად აღსასრულისა. და ოდეს წარადგინეს წინაშე მთავრისა, შეხედა არტავაზრისხვით და ჰრქვა მას: აქ მეგულვების წარწყმენდაი შენი ესრეთ, ვითარცა შენის მზაკვრებითა წარსწყმინდენ ასული ჩემი და ჭაბუკი ნასარ; გარნა ვჰსწყალობ სიჭაბუკესა და ჰაეროვნებასა შენსა, და უფროს პატივს ვჰსცემ მამასა შენსა ფადალას, რამეთუ არის იგი მოყვასი ჩემი: ხოლო მიგავლენ შენ მამისა შენისა მიმართ და ვაუწყებ ყოველსავე სიბოროტესა შენსა და უპატიოებასა შენ მიერ პალატისა ჩემისასა, და სრულიად აღმოფხვრასა საფრთხითა შენითა ორთა დიდითა სამთავროსათა. ყამარბეგ მიუგო, მთავარო! მე აქ ვარ ხელთა შინა შენთა და რაიცა სათნო გიჩს, იგივე ჰქმენით. მაშინ არტავაზ, დასწერა წიგნი ფიდალას მიმართ და ვითარ თჳთოეულად აუწყა, რაიცა ყამარბეგ ჰყო, და ვითარ ასულმან მისმან მოკლა ქმარი თჳსი მიზეზითა მისითა, მისცა წერილი იგი ერთსა დიდებულსა თჳსსა და ყამარბეგ შეკრული მასთანავე მიავლინა.

ხოლო მივლინებულნი არტავაზისამიერ ძიებად სითიხათუნის, არა დასცხრებოდნენ ძებნასა მისგან, ერთმან უკვე მათგანმან მიწევნილმან ნაპრალსა მას კლდისასა, სადაცა დამალულ იყო სითიხათუნ, იხილა იგი შიმშილით მოუძლურებული და ფერმიხდილ, რამეთუ არღარა იხილვებოდა სიკეთე პირისა მისისა, ვინადგან ორმეოცსა დღესა თჳნიერ ველური მდელოთა და ძირთა მათთა არარაი მიეღო: ხმა უყო მოყვასთა თჳსთა და მისრულთა მათ გამოიყვანეს ქალი იგი, სრულიად უძლურ ქმნილი, ვიდრემდის მივლინებულნი იგი სტიროდნენ უპატიურობისა მისისათჳს და მოკლებისა შევენიერთა სახეთა მისთა და ფერისა, რომლისაცა შუჱნიერებისა მსმენელნი მრავალნი დიდებულნი მოიწივნენ და ხილვისა მისისათჳს წარაგებდნენ ფრიადსა საუნჯესა. მაშინ მოიღეს კაცთა მათ სანოვაგენი და მიართვეს ქალსა მას, ევედრებოდნენ, მიღებასა მისსა, რათაცა განემტკიცებინა ძალი თჳსი: გარნა არარაი მიიღო, უბრძანა წარყვანა თჳსი ეგრეთვე, ვითარცა მათდამი მამისა მისისაგან ბრძანებულ აქვნდათ: ხოლო მონანი იგი, ვერ იკადრენდნენ ხელისა შეხებასა და (?) წინაშე მისსა კრძალულებით მვედრებელნი რათა წარვიდნენ მათთანა მაშინ ქალი იგი ეტყოდა, უკეთუ არა გსურთ თავთა თჳსთა სიკვდილი მაშა აღასრულეთ ბრაძანებული, მას ეგონა; რამეთუ ჰპოებდნენ რა კაცნი იგი, თანამდებ იყვნენ მოეკლათ იგი. ხოლო მათ მოახსენეს: დედოფალო, ჩვენდა ბრძანებულ-არს, რათამცა შეკრული წარგადგინოთ წინაშე მამისა თქვენისა; უბრძანა სითიხათუნ მოღება თოკისა და შეკვრაი ხელთა თჳსთა, გარნა მონანი იგი იკრძალვოდნენ და მისითა იძულებითა მოიღეს თოკი და ზარიფნი იგი ხელნი შეუკრნეს და წარიყვანეს.

(დასასრული იქმნება შემდომს წიგნში.)

4 ჰსწავლა და ხელოვნება

▲back to top


4.1 დაფლვისა სიტყვა, ბრწყინვალეს თავადს პოლკოვნიკს იოანე ლუარსაბის ძეს თარხან მოურავიანსა ზედა, 1856 წელსა, მაისის 5 დღესა

▲back to top


დაფლვისა სიტყვა, ბრწყინვალეს თავადს პოლკოვნიკს იოანე ლუარსაბის ძეს თარხან მოურავიანსა ზედა, 1856 წელსა, მაისის 5 დღესა [1]

ესრეთ, მოხვედა მრავლის ჟამითგან მოლოდებაო ჩემო? მშჳდობით ისაგრეა საგრობა შენი სატრფიალოო სულისა ჩემისაო? ეგოდენსა სიშორესა ლიფლანდიის გზისასა უვნებელად მოიწეა სამკვიდრებელსა ამას შენსა? და რად დამიძვირე ესოდენთა წელთა საწადელი ხილვა ნათლისა პირისა შენისა? ნუთუ სიგრძემან გზისამან შეგამთხვია დაბრკოლება რაიმე და მისრვის დაიყოვნე? ესერა მოგეგებები და მოგიკითხავ, კურთხეულ-არს მშჳდობით მოსვლა შენი საყვარელო!

გარნა რად ჰსდუმ და არა რას მომიგებ? ნუთუ გულ-მწყრალ რადმე ხარ ჩემზედა, რომელი ესე უცხო არს თჳსებისა შენისა! აჰა გეზრახები სიყრმითგანვე შენით შენგან შეყვარებული სარწმუნო მეგობარი შენი, რად არა მომიგებ მე ჩვეულებისამებრ შენისა მხიარულებით პასუხს? გარნა ჰსდუმ! -ჵოიმე, ჵოიმე; გხედავ შენ უხმოდ და უძრავად მდებარესა! ჵოიმე, დაშრეტილ-არს საღრმთოთა სიყვარულითა მარადის მოტყინარე ლამპარი ქვათახევის მონასტრისა![2] ჵოიმე, დადუმებულ არს სამარადისოდ ღვთის მზრახველი ენაი! ჵოიმე, დახშულ-არიან იდუმალ მეფსალმუნენი ბაგენი! ჩარხდა ძალი და იმედი ჩემი, და დავშთი მე მარტოდ „ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა, და ვითარცა ბუ ნატამალსა ამის სავანისასა!“

მონასტერი ესე. მოთხრობისამებრ ისტორიისა, იქმნა აოხრებულ ჰუსჯულო ლანგთემურისა მიერ, რომელმან ააოხრა საქართველო შჳდგზის. ბარბაროსებრიული მძვინვარება მისი აღწერილ არს მრავალთა მწერალთაგან, მაგ. გრანოვსკისაგან. აოხრება ქალაქთა, ციხეთა, მონასტერთა და ეკკლესიათა იყო მისთჳს ჩვეულებითი საქმე. მხოლოდ მუსრვასა და დაწვასა შინა ქრისტიანეთა ჰპოვებდა იგი სიხარულსა. მონაზონთა ქვათახევის მონასტერთა მიიღეს მისაგან წვალებითი სიკვდილი ცეცხლისამიერ. მან პირველად შეჰყარა იგინი მონასტერსა შინა, შეასხა ეჟვანნი და უკანასკნელ გამოსწვა იგინი, „ვაი ჩვენს დედობრიობასა, ეს რა გვეჟღარუნებიან“. ესრეთ ჰსტიროდნენ ნეტარნი იგინი, დროსა მწუხარებისასა.

შემდგომ დედა-მონოზონი ამოწყვეტისა, ამ ჰუსჯულო მახმადის მოსავის ლანგთემურისაგან. რომელსა ჰსწადდა ძალით განვრცელება მახმადის სარწმუნოებისა,ქვათახევის მონასტერსა შინა დაემკვიდრნენ მღვდელ-მონოზონნი. ხოლო სრულებით გაუქმდა იგი 1821 წელსა. იმ წლითგან აქამომდენ არღარა ისმოდა იქ ხმა არცა ღაღადებისა, არცა გოდებისა მამათა და დღე დღეზედ იქცეოდა და ინგრეოდა უძვირფასესი ესე სახსოვარი, ძველის დროებისა ჩვენისა. თითქმის უნდა შექმნილ იყო უკანასკნელ სრულებით მსხვერპლად დროებისა, ოდეს განგებამან ღვთისამან აღმოაჩინა თავადი.იოანე ლუარსაბისძე თარხან-მოურავი განმაახლებელად და განმაშუჱნიერებელად მონასტრისა ამისა. მან განაახლა წ. ტაძარი, განაშუჱნიერა, იყო ყოვლითა სამკაულითა და აწ, სასიხარულოდ ჩვენდა, ისმის უკვე მარადღე ქება და დიდება ღვთისა, პირთაგან მღვდელ-მონაზონთა, თუმცა ჯერეთ რიცხვით მცირეთა. თჳთ მასცა ჰსწადდა განატარებინა დღენი ცხოვრებისა თჳსისა სიკვდილამდინ ამა მონასტერსა შინა, სადაცა ეგულებოდა სიყრმიდგან შეყვარებული სარწმუნო მეგობარი თჳსი. ხოლო ამაოდ წარხდა ყოველი განზრახვა გულისა მისისა; სიკვდილი ეწია მასრუსეთს. მხოლოდ გვამმან მისამან მშჳდობით განისვენა განახლებულ მის მიერ მონასტერსა შინა, 1856 წელსა მაისის 5 დღესა, რომლისა დროსა თქმულ არს შუჱნიერი სიტყვა ესე, როგორათაც ჰსწერს თჳთ მწერალი მეგობრისაგან მისისა. აჰ! ვითარ იტყვიან პირი, ნამეტნავისაგან გულისა.

ა. სავანელი.

სანატრელო გვამო! მაუწყე, სადა არს ბრწყინვალე იგი მადლ-მოსილი სული შენი? სად დაუტევე იგი? სად წარგზავნე? ვის არწმნუნე? ვის შევედრე? ხელთა შინა ღვთისათა! - ჰო!!, ხელთა შინა ღვთისათა? იყავნ ნება უფლისა კურთხეულ უკუნისამდე!

ჰე ჭეშმარიტად! „მართალთა სულნი ხელთა შინა ღვთისათა“! ნამდვილ სარწმუნო-არს თქმული ესე წინასწარმეტყუველისა მიერ, და ვხედავ თჳთ საქმეთა მიერცა შენთა, რომელ განგიმზადებიეს რა სულისა შენისათჳს სავანე წიაღთა შინა ზეციერთა, არა დაგიტევებიეს უზრუნველად მიწიერიცა საბლარდნელი მისი, და წარმოგიმართავს იგი წიაღთა შინა ტაძრისათა, რომელი გულს-მოდგინებამან შენმან გამოიყვანა საუკუნოობითისა დავიწყებისა და უქმობისაგან. ტაძარი ესე განუხვამს წიაღსა თჳსსა მტვერსა შენსა. მით უმეტესითა განმზადებულობითა, რომელ ნამდვილ მართალი და განწმენდილი სული შენი ხელთა შინა ღვთისათა განსვენებულ-არს, სარწმუნოო მონაო ქრისტესო! რომელმან ეგე „წინასწარ განგაჩინა და წინასწარ გამოგირჩია დედის მუცლით შენითგან (მსგავსად სამოელისა). მანვე წინასწარცა გიწოდა განსასვენებელსა თჳსსა და რომელმან გიწოდა, მანვე გადიდა სათნოებათა მიერ, სიტყვისაებრ მოციქულისა. რამეთუ შენ სანატრელო და საუკუნოდ სახსენებლო, სიჩჩოთგანვე მოიგენ შენ „მხცოვანებად გონიერება, და ჰასაკად სიბერისად ცხოვრება უბიწო“. და არა აუფლე ბიწსა რასამე თავსა შორის შენსა ფლობად, ვინადგან დამტკიცებულ იყავ სიყრმიდგანვე შეურყეველსა კლდესა ზედა წმიდისა და მართლისა სარწმუნოებისასა; და ვითარცა ზეთის ხილი ნაყოფიერი დანერგილ-იყავ ბუნებითისა ძირსა ზედა კეთილ-მსახურებისასა; იწურთიდი ჰსჯულსა უფლისასა დღე და ღამე, და ირწყვებოდი ცრემლთა შენთა ნაკადულითა, გამჰსცემდი ნაყოფად ზეთსა წყალობისასა ყოველთა მიმართ მოქენეთა, მით რამეთუ, კოპართა შინა რტოთა შენთასა ჰსდიოდეს ბრწყინვალენი იგი სისხლნი პაპისა შენისა ღვთის-მსახურისა მეფისანი!

შენ დაფარულო მონაო ქრისტესო? დაღათუ აქამომდე მიკრძალებდი მე საყვარელთა წერილებითა შენითა დაფარვასა საიდუმლოთა საქმეთა შენთასა, აწ სადამე მომეც ნება სარწმუნოსა, გარნა უღირსსა მეგობარსა შენსა, რათა საანჯმნო ვიყვანე დაფარულნი სათნოებანი შენნი, სადიდებელად მეუფისა შენისა, ვინადგან ვერღარა იტევს მათ შეიწრებული და მოწყლული გული ჩემი გხედავ რა უტყვად მდებარესა; ვაი ჩემდა! რა ვსთქვა და რასა ვიტყოდე უძლურთა ენითა ჩემითა, და რომელთა, და რაბამი სათნოება და სიკეთე შენი განვაცხადო? საყვარელო ღვთისა თუ მოყვასისა? სიმდაბლე შენი თუ სიმშჳდე? დიდ-სულოვნება, ქველის-საქმე თუ სიმართლე? მოღვაწება, მმართველობა თუ სიწმინდე ანუ თუ შუჱნიერ ზრდილობანი და ყოფა ქცევანი შენნი! ამათ საქებელთა საქმეთა მიერ შემკულმან, აღირე შენ ჯვარი ესე შენ სიყრმითგანვე შენით და შეუდეგ ქრისტესა სატრფიალოსა შენსა მბრძანებელსა ამისსა, და ღირსად აჩინე თავი შენი მონებასა შინა მისსა.

შენ აღსრული კნინღა საზომსა ჭეშმარიტისა მონოზონებითისა ღვაწლისასა, შრომასა თანა აზნაურებითისა ჰსწავლისასა, თჳთ ყრმოვანით ჰასაკით განჰკფდი შენ თავსა შენსა იდუმალ მარხვითა მუნ, სადაცა ძნელ-იყო დაფარვა მისი, სასწავლებელსა კორპუსსა შინა სატახტოსა ქალაქისასა, საშუალ ასეულთა თანა-მოსწავლეთა შენთა, დღეთა შინა მარხვათასა, ოდესცა ისერებდნენ იგინი სანოვაგეთა სახსნილოთა, ხმა ყოფილი თავსა შენსა ლიტონით ოდენ ჰაერითა; გარნა ეგრეთ ხელოვნებით ჰფარევდი კრძალულებასა ამას, რომელ ძგილდა შემდგომად რაოდენთამე წელთა ცნობილ-იქმნა მათდა მმარხველობა ესე შენი, რაიმემანცა მისცა მათ მიზეზი სახელ-ნართაულობით წოდება შენი მონასად.

შენ შეუძლებელიცა გდინდა შესაძლებელ-ჰყავ, ორთა უფალთა სარწმუნოებით მონება! რბიოდირა ვითარცა გამოცდილი მხედარი, მრჩობლსა სარბიელსა შინა, ზეციერისა და ქვეყნიერისა; აღასრულებდირა მონებასა ზეციერისა უფლისასა, ღამე ყოველ ხელ განპყრობით ლოცვითა, ვედრებითა, მუხლთა დრეკითა და ცრემლთა დენითა: ხოლო დღისით მონებასა ქვეყნიერისა უფლისასა; სამხედროთა მსახურებითა, სიმხნითა სიყვარულითა, ერთგულებითა, მორჩილებითა, და შენდა რწმუნებულთა მკვდრობითა კეთილად წარმატებითა, განკაზმულებითა და განკარგულებითა მათითა; და ამით სათანადოთა კეისრისასა კეისარსა, და ღვთისასა ღმერთსა, რომლისათჳს მრჩობლნიცა გვირგვინნი მოიხვენ შენ მრჩობლთა უფალთა შენთაგან; ესე იგი, ღვთისაგან განსვენება ხელთა შინა მისთა მართლისა სულისა შენისა; ხოლო კეისრისგან ქებანი, მადლობანი, ნიჭნი და სახელოვანნი ესე აქამდებარენი ნიშნი, სიმხნისა, სიმართლისა და უბიწოდ მსახურებისა შენისანი!

ვსთქვა ამათსა უაღრესი და უსრულესი და კრძალულება მხნისა სულისა შენისა; შენ კაცმან, ხორცთა შინა მყოფმან, საცთურიანსა სოფელსა ამას შინა მქცევამან, მორფ-შუჱნიერმან ჭაბუკმან, სამხედროსა ღვაწლსა შინა შეყოფილმან, აღიღე შური ქალწულ-მახარებელისა მოსახელისა შენისა, და ეპისტოლეთა მისთაგან წვრთნილმან, მდუღარებასა ჰასაკისასა, და მძლავრებასა ბუნებისასა აღვირ-ასხენ, ვითარცა ბრძენმან ხელოვანმან, ღვაწლისა სტადიონსა შინა ჰსჯულიერად მჰსრბოლმან, დაამონე სულსა ხორცი, და დაიცევ გვამი ესე შენი ქალწულებით და უბიწოდი!ვაშა სიმხნესა შენსა, ვაშა დიდ-სულობასა შენსა, და ვაშა ღვთის-მოშიშებასა შენსა!„ მონაო სარწმუნოო, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა!

და კვალად რაღა ვსთქვა ქველის-მოქმედებისა შენისათჳს? თჳთ ესე წმინდა ტაძარი, შენ მიერ საფუძველითგან განახლებული ღაღადებს ხმა მაღლად დიდსა ქველის-მოქმედებასა შენსა, რომლისა მალიად სრულ-ყოფას მასწრაფებდი მე. და მაკრძალებდი არა განცხადებასა სახელისა შენისასა მოქმედად ამისა. ხოლო მე მცნებისა მკაცრიად დამცველისა, არათუ უცხოსა ვისთჳსმე განმიცხადებიეს მათ თჳს, აჰა აქა ცრემლთა მიდინებელნი, და მამხილონ მე; რომლისათჳსცა ვიეითამე ამაოთა და ბოროტენოვანთა კაცთა სხვაფერ ეოცნათ, ქველის მოქმდება ესე შენი, სხვათაგან ქმნილად, და სხვაფერ განჰსთქვეს ერთა შორის, და ნაცვლად შეწევნისა, ნაცილით მაბრკოლებდნენ საქმისა ამის მალიად აღსრულებასა, და ამისგამო ვერ შეუძლე მეწადილისამებრ შენისა მოსწრაფედ აღსრულებაი, რომლისათჳსცა ვითხოვ შენგან შენდობასა.

აჰა აწ აღსრულებულ-არს, ოც და ათის წლის წინათ განზრახული ჩემთანა სამეუფოსა ქალაქსა შინაროსისასა, ღვთის-სათნო ესე საწადელი და განზრახვა შენი. აწ მოვედ და იხილე თვალითა შენითა, შენ მიერ განახლებული ტაძარი ესე სასოისა შენისა ყოვლად-წმინდისა ღვთისა დედისა, თუ ვითარ სათნოდ აღგიჩნდების შენ. მოვედ ეგოდენთა წელთა ჩრდილოდ მმწირობი, შენსა ამას სამკვიდრებელსა, და მოიკითხე წმინდა ესე ეკკლესია, მსგავსად სეხნისა შენისა წმინდისა ოქროპირისა და ჰრქვ, „მშჳდობა ეკკლესიასა„! ოჰ! სდუმ სანატრელო და არარას იტყვი? ვაიმე, ვაიმე; ჰგავს საუკუნოდ დადუმებულ-არს დაუცხრომელად მეფსალმუნე ენა ეგე შენი, და დაშრეტილ-არიან ბრწყინვალენი თვალნი შენნი და ვერ განიცდიან შუჱნიერებასა ამის ტაძრისასა! აჰა მიგიწოდს და შეგიწყნარებს წმინდა ესე ეკკლესია და გიხმობს: მოვედ, მოვედ მოყვარეო ჩემო; მოვედ ქველის-მოქმედო ჩემო; მოვედ მადიდებელო, განმაახლებელო და განმაბრწყინვებელო ჩემო; მოვედ წმინდასა ემბაზსა შინა ჩემსა აღმშობილო შჳლო ჩემო, მოვედ წმინდისა ბეჭდისა ჩემისა აღუხოცელად დამცველო; მოვედ დადუმებულისა საფსალმუნისა ჩემისა აღმატყვებელო, მოვედ სასძლოსა სამკაულისა ჩემისა შემმოსელო; მოვედ წმინდათა ხატთა ჩემთა ჩემ შორის აღმმართებელო; მოვედ დაცადებულისა საკურთხეველისა ჩემისა მსხვერპლის შემწირველობისა მიზეზო; მოვედ და განისვენე შრომათა და ღვაწლთა შენთაგან ფრთეთა და საგრილთა ქვეშე ჩემთა: ამიერითგან არღარა დავსცხრე ვიდრემდის ვეგო საფუძველსა ჩემსა ზედა შენთჳს მსხვერპლისა აღვლინებად პირმშოსადმი ეკკლესიისად, ჩემდა მომართ ქმნილსა ამის ქველის მოქმედებისა შენისა წილ!

ესრეთ სანჯმნო-ჰყო თჳთ წმინდამან ამან ეკკლესიამან საიდუმლო ქველის საქმე ესე შენი ღირსო ნეტარებისაო, და არა მე! და ვითარ შესაძლებელ-იყო მზისა ბრწყინვალებისა ხვიმირსა ქვეშე დაფარვა, და ესოდენ ცხადისა საქმისა შენისა დადუმებაი, რომელიცა გეწადა შენ სიმდაბლისა და სათნოებისა შენისაგამო? და ვითარ დავარდებოდა სიტყვა ესე წმინდისა სახარებისა; „არა არს დაფარული რომელი არა გამოცხადნეს“. მიხედენ წმინდასა ამას ტაძარსა, არა შენ მიერ განშუჱნებულ-არსა ოქროვანთა ამათ სამკაულთაგან? არა შენ მიერ წარმოვლენილ-არიან როსსით წმინდანი ესე ტაძარნი ძვირფასად მოოჭვილნი, რომელთა ზედა გამოხატულ არიან მამულისა შენისა ყოველნი წმინდანი მნათობნისაქართველოისანი, საოხად შენდა სასონი შენნი? არა შენ მიერ განშრობილ-არსა წმინდა ესე იატაკი, წვიმათა ღვართა დენისაგან დალტობილი, რომელსა ზედა დაიწვნენ წმინდანი მოწამენი უსჯულოსა ლანგთემურისაგან? არა შენ ხარა მიზეზი აქ მარადღე ქებისა-მეტყველებისა ღვთისა? არამედ წმინდისა ამის ტაძრისა თჳთ ქვანიცა ღაღადებენ დაფარულსა ამას ქველის-მოქმედებასა შენსა, და მე ვითარ მეძლო დაფარვა ესოდენ საჩინოსა და საღმრთოსა ამის საქმისა შენისა? რომლისა ნაცვლად ჰპოე, რასა იგი ეძიებდი სიყრმით შენითგან, და მიემთხვიე მას, რაცა იგი გსუროდა, ესე იგი, ურცხვენელად წარდგომაი წინაშე საშინელისა საყდრისა, და შევედრება მართლისა მაგის სულისა შენისა ხელთა შინა ღვთისათა!

ხოლო მე რა ვყო აწ უღონომან ამან შენგან მოკლებულმან? რა ესე მიყავ უცნობთაგანცა საყვარელო! მე აქამომდე მომლოდებელი ბედნიერებით მოსლვისა შენისა განვემზადებოდი სიხარულით და დღესასწავლობით მიგებებად შენდა; ხოლო აწ გოდებით და ცრემლით შევემთხვევივერრო ქალაქით უსჯულოდ მოღებულსა გვამსა შენსა! მე თხოვისამებრ შენისა გიმზადებდი შუჱნიერად შემკობილსა სენაკსა, და შენ მაიძულე აწ ბნელსა საკანსა შემწყვდევა შენი! მე მოველოდი ქველისმოქმედთა ხელთა შენთაგან დაფლვასა, და აწ უწყალონი და უღირსნი ხელნი ესე ჩემნი დაგფლვენ შენ! ვაი ჩემდა! ესე იყოა ჩვენ შორის საწუთოსა ამას შინა ვიდრე სიკვდილადმდე ზოგად ცოვლებისა შეთქმულობა და პირობა? რა ესე ჰყავ სანატრელო, შენ აღფრინდი ხორციელი, ეგე ენგელოსი უხორცოთა ანგელოსთა თანა დიდების-მეტყველებად ღვთისა. ხოლო სიბერე ჩემი ცოცხალ-მკვდარი შთაიყვანე ვიდრე ჯოჯოხეთამდე სავალალოდ და საგოდებელად თავისა ჩემისა დაკარგვისათჳს შენისა! აწ ვინღა იღუწიდეს და აშენებდეს სავანესა ამას შენსა? შენ არღარა ხარ ქვეყანასა ზედა, და ჩემ შორისცა დაცხრომილ და განქარვებულ-არს ყოველი ძალი, გულს მოდგინებად და სურვილი შენებისა მისისა, ვინადგან მოვკვედ მეცა შენთანა! ვინ! ვინღა განაძლიერებდეს და განამხობდეს სიტყვით თუ საქმით უძლურებასა და სიგლახაკესა ჩემსა შენობასა მისსა ზედა? ვინღა ნუგეშინისჰსცემს სულ-მოკლეობასა ჩემსა სანუგეშოთა აღთქმითა და წერილებითა? ვინ გამოზრდიდეს მწირსა და უნაყოფოსა უდაბნოსა ამას შინა დამკვიდრებულთა გლახაკთა მონოზონთა. მლოცველთა და მომხსენებელთა შენთა? ანუ ვინ შემოსდეს შიშლოებასა მათსა და მოწყალებით ხელსა აღუპყრობდეს? არა ვინ არს! არავინ უვის შემდგომად შენსა ჯერეთ მბაძავი კეთილ-შობილისა სულისა შენისა, და დაშთომილ-არს მონასტერი ესე თჳნიერ ყოვლისა შეწევნისა და ნუგეშინისცემისა, გარნა ვესავ მე წყალობასა ღვთისასა, რომელ ლოცვითა და შუამდგომელობითა სასოსა შენისა ყოვლად წმინდისა ღვთის-მშობლისა მიმართ, არა მოაკლდეს ამის სავანისა მისისა საფქვილესა ფქვილი და საზეთესა ზეთი უკუნისამდე!

ხოლო მე შენგან მარტოდ დატევებული, სულო ქრისტეს მოყვარეო? სიყრმით შენითგან შეყვარებული, არა ღირსი შენისა მეგობრობისა, არა სადა განვეშორო განწმენდილსა ამას გვამსა შენსა, და არა დაუტეო ესე მარტოდ, (უკეთუ იქმნების ესე დამოკიდებულ ნებასა ჩემსა ზედა), არამედ ვიდრე უკანასკნელ აღმოფშჳნვად ჩემდამე დავადგრე ლარნაკსა შენსა ზედა და ცრემლთა მაპკურებელ მისი, გიგალობდე შენ საყვარელსა ამას შენსა ფსალმუნსა „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა.„ და დასასრულ დავფლა მახლობელ სამარხოსა შენისა ხელთა მიერ შესაჭმელი მძორი ჩემი, რათამცა აქა სახლობელობითა პატიოსანისა გვამისა შენისათა, ლოცვითა და მეოხებითა შენითა მივემთხვიო სულითაცა მახლობელ ყოფასა ზეციერისა სავანისა შენისასა!

და შენ ყოვლად-სახიერო და კაცთ-მოყვარეო ღმერთო? სული წინამდებარისა ამის გვამისა სათნოსა და რჩეულისა მონისა შენისა, რომელიცა მისცვალე საწუთოსა ამის სოფლისაგან ხელსა შენთა შეივედრე აღთქმისამებრ შენისა, და აღრაცხე იგი წმინდათა ანგელოზთა მწყობრთა შორის, და ყოველთა წმინდათა და მართალთა თანა, ადგილსა ნათლისასა, ადგილსა განსვენებისასა, სადაცა ყოველნი წმინდანი დამკვიდრებულ-არიან, რათა ხედვიდეს მარადის დიდებასა შებსა დაუსრულებელსა მას ნეტარებასა შინა, და საუკუნოდ ჰყავ ხსენება მისი, ამინ.

ა. ტ.

_____________

1 ამ სტატიასა დიდის კმაყოფილებით ვბეჭდავთ, გარნა უკეთუ მთხუზუჱლს პასუხი მისცა უ. მოლაყბემ, მაშინ ნუ დაგუჱმდურება უფ. ბერიძე. ადრეც გვიცნობებია საყვარელთა „ცისკრის“ მკითხუჱლთათვის და ახლაც ვაცნობებთ, რომელ ყოუჱლსაუჱ სტატიასა ვბეჭდავთ სიხარულით, უკეთუ არ იქნება კანონის წინააღმდეგი. რედ.

2 ქვათახევის ღვთის-მშობლის მიძინების მონასტერი აღშენებულ არს მეფე დავითმესამე აღმაშენებელისა-მიერ, 1126 წელსა. და დადგენილ იყო დედად-მონასტრად.ქვათახევად წოდებულ არს მონასტერი ესე სიმრავლეთაგან ქვათა, ხეობისა მისისა მდებარება მისი აწცა ღირსია ქებისა, და თითქმის, შეგვიძლიან ვსთქვათ, თჳთ ბუნებასა დაუწესებია ადგილი ესე სამონასტროდ, საუდაბნოდ. ღირსება ადგილისა ამისა აღწერილ არს ძველად ვახუშტისამიერ: „და არს ადგილი შემკული, ზაფხულს გრილი, წყარიოანი, ზამთარს თბილი, გარემოს მთატყიანი“

5 სალაყბოს ფურცელი

▲back to top


5.1 * * *

▲back to top


* * *

ლაყბობის წოდების განმეორება, ოსეთით. - მწოდებელის პასუხის გება. - წინა-აღმდეგის წინა-აღმდეგობა. - ავტორი და არა ავტორი.- ქართველთ თჳსების განმეორება. - იტალიანურ ენა და მისი უქმობა ქართველთათჳს. - მიზეზი ქართულის ლიტერატურის სიმდაბლისა. - მოლაყბის ნავარდობა სალაყბოს მეიდანზე.-

__________________________

ტყვილათ კი არ არის ქართულათ ნათქვამი „რაც მგელმან ცხვარს დააკლო, რაც არა მწყემსმა უარესი ქნაო“- ერთი ესღა მაკლდა! ჩემს საზოგადოებას ვუჩივიდი ჩემს შესარცხვენელს სახელის წოდებისათჳს, ჩემ წინა-აღმდეგობისა-თჳს და, არა თუ მხოლოდ ტფილისში, როგორც საქმითანა სჩანს, გადაკარგულს, გადაქაჯულს, ერთის სიტყვით, ეშმაკმა იცის რომელს ქვეყნის კუთხეში გამოჩენილან ჩემნი უკან მსდევნელნი! - ვნახოთ დღეის ამას იქით ახლა საიდგან დამიწყებენ ჩინებულის წოდების განმეორებასა „მოლაყბევ!... მოლაყბისადმი!... უფალო მოლაყბეო, პატივ-ცემულო მოლაყბევ!“ თქვენ კურთხეულნო რომელნიცა მაძლევთ ამ გვარს ხარისხსა, ამას მაინც როგორ არა ფიქრობთ, რომ თუ მოლაყბედ მსახავთ მართლად, ეს რაღა არის?!! მაგრამ არა, ქართულური მოგვდის ყოველიფერი, წინ დაუხედავნი ვართ... „პატივცემულო მოლაყბევ!... ისე სიცოცხლით გამიძღებით, როგორც კარგი პატივის-ცემა გახლავსთ, „მოლაყბე„ განკვირვებითის ნიშნითურთ!... ქართულის ენის-მოყვარე ქართველი ცხადად მიხვდება, რომ მე ვლაპარაკობ ამ სტატიაზე, რომელიცა იყო დაბეჭდილი „ცისკრის“ მეათე ნომერში, უ. ბერიძისა-გან, რომლითაცა ვიყავ გვარიანად შემკობილი ჩემის ლაყბობისათჳს... ახიც არის... ათასჯერ და ასი ათასჯერ ახი: არა, რომელს ესმის ჩემი ლაპარაკი? ჩემი საუბარი, როგორცა ჰსჩანს, ქართველთათჳს, რასაკვირველია იმ გვართ ქართველთა-თჳს, რომელნიცა ემზგავსებიან უფალთ ბერიძეებთ[1] (?), გაუგონარია, სწორეთ იტალიანურს ენას ემზგავსება; იმ ენას და იმ დუდუკზე სიმღერას, რომლითაცა ვართ აღტაცებაში, მაიმუნების მზგავსად, დაგვიღია პირი, შევყურებთ თითქოს გვესმოდეს რამე და, სრულებით-არა თუ გვესმის, გაგებაც არა გვაქვს!... რაში სჩანს თუ ღმერთი გრწამსთ გაგება? უ. ბერიძის სტატიის პირველსავე დაწყებაში იმისთანა რაღაებიც გამოუყვანია რომ, სწორეთ მოგახსენოთ არ არის მოსათმენი! აბა რა მოსათმენია თუ ღმერთი გრწამსთ, რომ სოკრატიცმზგავსად ასულა „მეცნიერების ტახტსა ზედა და იქიდან ვითარცა მოწაფისა თჳსისადმი აღიმაღლებს იგი ხმასა თჳსსა და შემასწავებს სხვადასხვათა დიდთა საგანთა მნიშვნელობასა(?) ამ სახით: „ვიწყო იქიდამ, რომ ყოველი საგანი, რასაც უნდა არ შეიცავდეს იგი თჳს შორის, ითხოვს განრჩვას ანუ განხილვას თჳთოეულად... თქვენი მტერი დამარჩეს ამ სიტყვებმა“ მაჟამსა შინა, თჳს-შორის, იგი „საკვირველია ჭეშმარიტად რომ, ხსენება კი შეგვიძლიან ამ გვარ სახელებისა „ლაბირინტი, ვირტუოზი, ზევსი, პლუტონიდა სხ“. ვახსენებთ სხვათა ენის ხალხთა უპირველესთა მწერალთა და აქამომდენ ის კი არ ვიცით, რომ ყოველნი განათლებულნი ხალხნი იმასა ცდილობენ დაწერონ ყოველთათჳს გასაგონს ენაზედ... ტყვილათ კი არა სთქვა „ცისკრის“ მეოთხე ნუმერში უ. ნოტა-ბენემ „ჯერ ჩვენი ერთის წლის ჟურნალი ვერ აიტანს ამ გვარს სახელებსაო: პროკოპიდა სხ. ეს ვისაც ესმოდა, (მაგრამ მგონია უფ, ბერიძემესეც ვერ შეიტყო, ეს ბნელი იმისი ჭკუისა-თჳს აზრიც საზოგადოდ ჩვენ გვეუბნებოდა, მართლათაც გვიწერდა. ამისათჳს რომ ჯერ ჩვენი გონება იქამდინ ვერ მისულა, ჯერ პირველად იმას უნდა ვეცადნეთ, რომ ჩამოვაგდოთ სიყვარული ჩვენში, სამშობლოს ენისა, სიყვრულის ჩამოვარდნაც მხოლოდ შეიძლება, დავწეროთ იმ ენით, რან ადვილს საგანზე რომ ყოველთათჳს გასაგონი იყოს და ყოველთათჳს სასიამოვნო, რატომ აქამდინ არ ვიცით, ამ გვარნი უცნაურნი სახელნი მკითხველთ დააშინებენ, მაგრამ არა, ღმერთმან დაგვიფაროსთ რომ ჩვენ გავტყდეთ, მეტადრე ძველებურნი ქართველნი. სულ ის ძველებური „იგი და მასჟამსა შინა“ გვიყვარს, ამ გვართ ლექსებს შევტრფით!... უფ. ბერიძე გვაყვედრის, რომ გესაუბრებით საყვარელნო მკითხველნო, ქართულის ენის სიყვარულზე, ჩვენის წარმატების მეცადინეობაზე, ჩვენის მამულის ფასის დადებაზე!!! ახ საკვირველებაო! განა ამ დღესაც შევესწარი რომ ვნახე კაცი, ნამდვილი კაცი და და არა ტყვილი. ამისათჳს რომ იქნება სხვათა ქვეყანაში გაგვკიცხონ, როგორ შეიძლება ამისთანა კაცი იყოს, რომელიც იძახდეს თუ ღმერთი გრწამთ, ნურას ენას, ნურც მამულს, ნურც ზნეობას ახსენებ, მხოლოდ ერთს ტეატრზე ილაპარაკე და შეგვაქციეო, უთუოთ მოლაყბეს მოჩვენება რამ მოლანდებიაო, რომელიცა იქადაგებს უმეტესად ცუდის თჳსების შემოტანასა ჩვენში, - ასე რომ ერთი ოდენ შევაქციოთ ხოლმე მისი ფილოსოფიური გონიერება ტეატრებით, აკტრისებით, აკტიორებით. - მოვახსენოთ, რომ ესა და ეს აკტრისა მეტად ლამაზია, ჩინებულად მღერობს, ისე მღერობს რომ, შახის გარემის ხოჯასაც კი მიიზიდავს!... გმადლობთ ჯავის ფეხზედ დამყენებელო! ოსეთის მხარის განმანათლებელო!... ასლი ამაზედ არის ნათქვამი განსვენებულის კრილოვისაგან. ერთი კაცი შევიდა თურმე სხვა და სხვა პირუტყვთ გასაშინჯავათა დიდს დარბაზში, სადაც განგებ ხალხთა საჩვენებელად შეემწყვდიათ, რა რომ გამოვიდა პირუტყვთა მნახველი კაცი, ჰკითხეს მეგობართა, რა ნახეო! მაშინ მიუგო, ყოვლისფერი ვნახე, ჭინჭველა, ფუტკარი, ბუზი, ცხრაფეხა, და რა უნდა დაესრულებინა, მიატანეს მეგობართა: სპილოცა ნახეო?... მაშინ მიუგო, აი საკვირველი, მაგ პირუტყვისათჳს თვალი არ მომიკრავსო?“ ეს უნდა ვსთქვათ, რომ იმ პირუტყვებში სპილო პირველს როლსა თამაშობდა, ასე რომ ყოველი პირუტყვზე თავს ის“ იყო ამართული! სწორეთ უ. ბერიძესაცასე მოსვლია, უპირველეს საგნისათჳს კი თავი დაუნებენია და წვრილმან საქმეს გამოსდგომია, - მაგრამ გონია უფრო აკტრისების სიხარბით მოსვლია,- „მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო“. არის ქართული ანდაზა... კვალად მიწერს, რომ რადგანც ძველია ბერძენთა ვერ აღუდგენიათ ენა, რომელზედაც სტყუის, ჩვენს ენასაც ყურადღება არ უნდა მივცეთ და თუ მივცეთ ყურადღება არა შეჭირვებით, არამედ წყნარად, ხვეწნით, თხოვნით, მივმართოთ თჳთან იმასაც, იმ უფალსოსეთის განმანათლებელს და ვითხოვოთ მოწიწებით: ინებეთ თქვენო გონიერების წყაროვო, შემწეობა ენისა, რომელიცა შენისავე წყალობით დაცემულია! ასე წყალობით რომ ყოველისავე საგნისა აღყვავება მდგომარეობს ღონისძიებაზე. აკი ბერძენთა, რომელთაცა ახსენებს, სხვა და სხვა მტერთაგან ძველად ღონის-ძიება რომ შეაკლდათ, დაეცა!... უ. ბერიძესა ჰგონია, მარტო იმისის პლატონ ფილოსოფიურის კალმის ჩხაფა ააყენებს დაცემულს ლიტერატურასა. უკაცრავათ კი ნუ ვიქმნები იმასთან და, ამდენი ხელ-ნაწერები წიგნები გვაქვს ჩვენ ქართველებსაცა, რომ შეგვიძლიან გაბედვით ქადილი, აბა რომელმა ბერიძემ მიიღო შრომა დაბეჭვდისა. განა რომ შეძლება უნდოდა? განა რომ შეძლებაცა წარმოსდგება საზოგადოების შემწეობით?.. შევხვდი „ცისკრის“ რედაკტორს თავის რედაქციაში განგებ და ვკითხე: უფ. ბერიძე, რომლის სტატიის დაბეჭდაზე ვარ დიდად მადლობელი, რადგანც სულ არარაობას დაუწერია რამე მაინც მეთქი თავის ენაზე, იწერს თუ არა „ცისკარსა“ მეთქი. რედაკტორმა დამარწმუნა, რომ მთელსოსეთის ოკრუღში იწერს მხოლოდ ერთიო, და მაგგვარს გვარსა ჩვენი ხელის მომწერთა სია არა სცნობსო! მე გავოცდი! ამისათჳს რომ ჰკვირობდა, რატომ ვირჩობდი თავსა და გულრგილად არ უყურებდი ბერიძეთ მზგავსთა პირთა, რომელნიცა მხოლოდ ლაპარაკობენ სიცრუით დახმარებაზე, და ღონისძიება თუნდა ჰაერში დაიჭირე, იმათათჳს სულ ერთია!... აფერიმ ბერიძე! აფერიმ! იშალდა! ღმერთმან გაგიმარჯოს მაგისთანის სჯისათჳს.საჭირო აღარ არის გამოუდგე უ. ბერიძეს სტატიას, ამისათჳს რომ მკითხველი კარგათა ხედავს საქმეს!... უკეთესი მაგალითი გვიძევს წინა. იანვრის ნომერში დაგვიბეჭდა უფ. რედაკტორმა „ცისკრისამ“ ბევრნი კარგნი პირნი დაგვეხმარებიან შემწეობასაო, უმეტესად ერთი კარგი მცოდნე, განათლებული და თუ გნებავსთ უპირველესი ქართველთ ლიტერატორიო (?)... მეტს ქებას ეს მოაქვს!... ახია, რაც მოუხდენია რედაკტორს; მაგრამ რას ვანბობ, მარტო რედაკტორს,- იმისი დაკლება ჩვენია. ასე რომ არ ექო, არ დაემართებოდა ის, რაც გამოგვიცხადა „ცისკრის“ მეათე ნომერში განცხადებით; ჰკვირობენ რისთჳს ვირჩობდი თავსა! ჰკვირობდენ რაისათჳს ყოველსავე ჩვენს თჳსებასა არ ვუყურებ გულგრილად!... თუ ღმერთი გრწამსთ, რომელი კაცი უნდა იყოს, რომ გულგრილად უყურებდეს ამისთანას საშინელებას: პატიოსანი კაცი, აძლევს პირობას შემწეობისას, კეთილს საქმეზე, შემდგომს რა გამოდის დრო, ზურნა პირში და დოლი გვერდზედ გაჰკივის ოთხ-კუთხივ, ვითომც მისვლა ვალია და სრულებით დაუნიავებია ჩვენის საზოგადოების სანუგეშო!... რასაკვირველია, რომ კაცსა ეს ბოროტება ეჩვენოს საზიზღრად და ამჯობინოს თავის დარჩობა, ეგება აღარ უყუროს მაინც ამ საშინელებასა!... მართალია, ქალაქისა საუბარიც კარგია, უმეტესაც სხვათა მხარეს მყოფთათჳს, ანუ რა და რა მოხვდება ხოლმეტფილისში, ანუ რა წიგნი გამოდის ახალი, (ქართული წიგნებია რომ იბეჭდება!) რა და რა მასხარები მოდიან, გინდა მაიმუნები, ვითომც გაგვაკვირონ, ესე ყოველი მაშინ არის საჭირო, როდესაც უპირველესი საგანები წინ არ გვედოს, კურთხეულნო, ჯერ ის ვეცადნეთ, რომ მკითხველნი განვამრავლოთ, რომელთაცა შეეძლოთ კითხვა ჩვენის კალმის გამონაცემისა, შემდგომს რაკი გამრავლდებიან ყოველი ადვილად შეიძლება, განა წვრილმანებს კი არა აქვსთ თჳსი ღირსება! თუკი ტყვილათ დასწერ და არავინ წაიკითხამს, რაში აქნევ ვსთქვათ, რომ ტყვილათ დაუკარგავს დრო, ქართულის ენის შემწეობა უნდოდა, ქართულს ენას ტყვილათ ნუ შეეწევა, ამისთჳს რომ მრავალნი თხზულებანი არიან ქართულს ენაზედ დაუბეჭდავნი, დახმარებოდა ღონის-ძიებით იმ პირს, რომელიცა ბეჭდავს და ცდილობს განმრავლებასა. - მოეპოვა რამდენიმე ხელის მომწერნი და წარმოედგინა რედაქციაში, მაშინ არათუ მხოლოდ ერთი და ის პირი, ჩვენ ყოველნი დაუმადლებდით. კიდევ განვიმეორებ, რომ პირველად ენის აღდგინებისათჳს არის ღონის-ძიება, ხოლო შემდგომს რაკი ღონის-ძიებით ზურგს გავიმაგრებთ, წერაც კარგათ შეიძლება, ახლა ყოველთა ნამდვილი ქართველთა გვმართებს ფიქრი ღონის-ძიებაზე თუ მაშინ წარმატებაში არ შევიდეს ენა და სხვათ არ გადავაჭარბოთ, ის სხვა არის!... საკმაო არის ეს. ზოგზე უპასუხოს, ჩემა საზოგადოებამ, რომელმაცა მიწოდა მოლაყბე, რომლისა წყალობითაც ოთხკუთხივ ადგნენ ჩემზედ, და რომლის მეოხებითაც ვნავარდობ სალაყბოს მეიდანზედ.-

მოლაყბე

_____________

1 საზოგადოდ რომ ვთქო, იწყენ. მეტი გზა არ არის, ისევე ნება არ უნდა მივცე კალამსა.(?)