![]() |
ცისკარი №11 (1859) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროეთა მწერალთა |
▲back to top |
![]() |
1.1 მოგონება |
▲back to top |
მოგონება
აჰა ადგილი, აჰა ის არე,
სად ხელმწიფობდი მშვენიერებით!
ჭალაკი იგი, იგი მდინარე
და გაზაფხული მის ფაროვნებით!
სახა შენ იყავ, მინცა ყვავილნი
უმეტეს სუნნელთ აღმოფშვინვიდენ,
მზე ბრწყინვალებდა, აშიკ-ბულბულნი
შენდამო ქებას ტკბილად გალობდენ!
გახარებული შენის შვენებით
ნიავი ფრთეთა ამოდ განშლიდა;
ხან შენსა წელსა ნაზად შეხებით,
ხან შენსა ზილფებს ეთამაშიდა.
საცა შენ იყავ, მუნცა მე ვრბოდი
გულ მხიარული სულ-აღტაცებით,
ვითა წყალობას ცისას ველოდი
შენს ერთს მოხედვას ლმობიერებით!
სულ განაბული ვით ანგელოზსა
გიმზერდი კრძალვით, გულსძგერით, სურვით,
გისმენდი ტკბილად ხმა-სირინოზსა
ტრფიალი შენდა, სულის შეწირვით.
აწ მასვე ადგილს ვჰზი მარტო ჭმუნვით
და დრო წარსული თვალ წინ მეხატვის;
როს გულს მინათდი შვენების სხივით,
მსურდა ცხოვრება შენთან და შენთვის.
დრონი წარვიდნენ.. ჩვენგან წარიღეს
გულისა გრძნობა, ძალი ტრფობისა;
მარამა მეკი მარად მახსოვდეს
იგივე დღენი ნეტარებისა
აწ არცკი მიცნობ- გულით იცვალე,
ამ მოგონებამ არ შეგაწუხოს,
შენ განსვენებით ოღონდ იცოცხლე
და მე თუ გინა საფლავმა მფარიოს!
თ. გრიგოლ ორბელიანი.
![]() |
1.2 ხოპის წყალი |
▲back to top |
ხოპის წყალი
მე აღვიზარდე სადაცა, ველნი მწვანითა ლხინობენ,
მოსილ ვაზ-ყვავილ ფურცლითა ედემის წალკოტს გვანობენ;
გარემოს მისსა მთა სამნი ცისა ღრუბელსა ზეობენ,
მთიებნი ჰსჭვრეტენ ღიმიან და შუქით დასტრფიალობენ.
ქვეშხოპის წყალი მოცარბის დაგჯება კლდისა ქვებითა,
მოგრიალობს და მოროხამს გაჭირვებული რებითა,
იფქვება, მყისად შედგება, იძახის გამწარებითა,
მაღალთა მთათა შველასა შესტირის შევედრებითა.
მთანი თხოვნასა ვერ გრძნობენ, მაგრამ ისინიც ხმაობენ,
ვით კლდისა ქვაბნი შთამძასთა ხმას ხმით პასუხსა უგებენ,
ბგერენ, ოხვრენ და ბღავიან, ვითომც ლმობენ და ვაებენ,
მაგრამ ნაწლევნი და გრძნობა მთათა ქვისებრ ქვაებენ!
ამას გადასცქერს დღე და ღამ, ფაცსა ჩალ სართულიანი,
ღარიბი, უნდო, უმანკო, კედელი, წკნელ წვრილ ხიანი.
ჩემი გამზდელი და ჩემი ველ მწვანე ბალახიანი;
ჩემი თვალ შავი ღუღუნა ფერ ელვა გრძნობა მზიანი.
თუმც მინდორი, საზრდოს მისცემს, იქ მცხოვრებთა ქალ-ყმა მშვიდთა,
მაგრამ კლდენი ვერ იგრძნობენ, მვედრი მდინარ ცრემლთა ცივთა,
უნდო ფაცხას აღარ ესმის, უჭვრეტს ზევითა მზისა სხივთა,
კარგავს ამითხოპის წყალი მწუხარებით ცრემლის მძივთა.
მარტო მე მესმის მათ შორის, მათსა გაზრდილსა საბრალოს,
მაგრამ კალამსა ვუნრძანე: არავის უთხრას დამალოს,
რა საჭიროა ურგებად მან წვენი ტყვილად დაღალოს,
მდინარე მრწყველის ქვისაგან გალახვა დღეს რომ დასთვალოს.
რაც იყოს, იყოს და იყოს, რაცა ქმნან ვერ მოვშორდები,
სუსტი ვარ მათ წინ ვით ჩვილი, მათ ფერხქვეშ დაუვარდები,
ცოტა მთა ქვათა მაწყინეს, მაგრამ ერთგულათ მოვკვდები,
კოლხიდელი
![]() |
1.3 ბედნიერების ძებნა |
▲back to top |
ბედნიერების ძებნა
ელვით, გრიალით, ქვეყნად ცამან როს გადმომტყორცა,
იმ წამსვე გრძელი სიღარიბე ხელთ კვერთხი მომცა,
ამ ჩემის კვერთხით ჩემ მშობელმან სად არ მატარა?
ბანაკი ჩემთვის რომ ეპოვნა სადმე პატარა.
ხან სად მიძღოდა, შემაყენა ხან რომელს გზას,
ხან მიმცა ბარსა, ამიყვანა ხან მაღლა მთასა,
მაგრამ რამდენიც მივახლოვდი ჩემს საძებარსა,
იმდენი ქარი ჩრდილოეთის მტყორცნიდა განსა,
და რა მობეზრდა ამ მგზავრობით ჩემი მშობელი,
ცრემლით დამტოვა ერთს ალაგსა გამიშვა ხელი,
მას მიმანება, რომელმანცა ქვეყნად მადგინა,
მრქვა: თუნდ დაჯექი, და იარე ამაოდ გინა!
გულისა სიღრმით ერთი საწყალი ამოვიოხრე,
შემდგომს ჩემსა გარს ყურადღებით მიმოვიხედე,
ვნახე მუნ მტილი მშვენიერი,-შევხედე მე რა,
ვნახე რომ მის თავს კარებზედან ესრედ ეწერა:
„ეს არის მტილი სიმდიდრის და ბედნიერების,
ვინც შევა შიგნით, არ გამოვა, მასშიგან კვდების.“
თუმც ამ ნაწერმან შემაწუხა, საზიზღ მეჩვენა,
მაგრამ რა მექმნა? მიველ კრძალვით კარებისკენა,
ამ ჩემის კვერთხით რაც შემეძლო მაგრად დავკარი,
იმ წამს ჭრიალით ჩემს წინ ორნივ განიხვნენ კარი!
და მუნ რა ვნახე?! საოცარი მე საკვირველი,
მისსა ხილვაზედ სულ მავიწყდა ურვა პირველი:
აქეთ და იქით ხენი ჯგუფად იფურჩქნებოდენ,
მისნი ფოთოლნი ნიავთაგან მოიმღეროდენ:
ყვავილნი ათას ფეროვნებით გაიშლებოდენ,
ნარნარად, ნაზად და ამაყად ცვიფრ ირხეოდენ;
ნაკადთა ცელქად და ჩქრიალით ჰქონდათ ღიმილი,
ჰაერი ჰბერდა, სურნელიან, სამო და გრილი!
ფრინველნი ხშირად ოთხსავე კუთხ ტურფად გალობდენ,
მაგრამ რას იტყვით, ამოებას გარს დამღერდენ!
ხალხსა დიდ ძალსა ჰქონდათ ფრიად მუნ ჟუჟუნება,
უფრო მას ხეს ქვეშ, სად ეწერა ბედნიერება.
მაგრამ თვითოს ხეს, ჰპატრონობდა თვით ცხოველი,
ლომი და ფორცხვი, სპილო, ვერძი და დიდი გველი.
ცხენიანთ ხალხთა ნაყოფისგნით ხის ერგებოდა,
ქვეითი, ჩემებრ კვერთხიანი,-ისე რჩებოდა.
ესე რა ჭდევა, უსწორობა რა რომე ვნახე,
მოდი გამოვცდი მე ვედრებას ეს განვიზრახე!...
მივმართე ლომსა ჩემის კვერთხით, თრთოლვით და კრძალვით,
მეცა მაღირსე, ვთხოვე, ხოლით მცირედიცარით.
ლომმან შემრისხა, თვის ბრჭყალს ქვეშე რა დამიჭირა,
თვის სამფლობელოს განმაძია და განმაპირა!...
მსწრაფლ დაღონებით ფორცხვს ძლიერსა კრძალვით მივმართე,
გულ ამოსკვნით და დიდ ვედრებით ეს სიტყვა დავრთე:
სიმდიდრის მეფევ! ვით გლახაკი, არს ოცი წელი
ცარიელ მუცლით ვარ ქვეყნად საწყლადა მსვლელი,
მომიწყალობე რამ მცირედი მაგ შენის ხისა,
ხომ მხედავ როგორ სახეს მაძევს მე ფერი მკვდრისა?
მან პასუხ მომცა: ჩუმათ გამცნობ ახლოსა მო ჩემს,
მას მივცემ მხოლოდ, ვინც მის ნაცვლად სხვას რასმეს მომცემს!..
იმედ მიხდილი გამოვბრუნდი მოვძებნე სპილო,
მან ესრედ მითხრა: ჩემზე დიდი სხვა არის შვილო,
თითით მაჩვენა მე შორითგან მან დიდი გველი,
რომლის წიწილათ მოეფინათ გარემოს ველი,
შიშით, რა ვნახე თავს დამეცა ფრიადი ზარი,
მაგრამ რას იტყვით, მაწუხებდა შიმშილი მწარი.
მუხლზედ დავეცი და დავიწყე გულზედან ხელი,
ღაღადებით და ანბორებით ახლოს მიველი;
მას მოვახსენე ძლიერო მეფევ! სიმდიდრის ბედის,
უკანასკნელად მხოლოდღა ვარ შენის იმედის.
სასოება აწ წარმეკვეთა და ვარ მიხრწილი,
თუ მწედ არ მექმენ, მემუქარება შორით სიკვდილი.
მან მხოლოდ მცირედ შეისმინა ჩემი ვედრება,
ვსთქვი: ვმადლი ღმერთსა, რომ ძლივს ვპოვე ბედნიერება,
მაგრამ რას იტყვი! ამის ღირს მქმნა ერთის პირობით,
რომ ჩემის კვერთხით მედარაჯნა მათ წიწილთათვის.
და ესრედ ვიქმენ სიმდიდრისთვის მუნ დაწესებულ
სად წიწილანი მრავალ გვარნი იყვნენ შეკრებულ.
ორ დღეს დავიცევ, მაგრამ ხვედრმან დამსაჯა ისე,
რომ მესამეს დღეს, ერთი მათგანი სხვათა ქვეშ გასრისეს.
ვნახე სასტიკი ჩვეულება, ქცევა გველური,
ვით მოითმენდა გრძნობით სავსე ეს ჩემი გული?
უარვყავ. აქ გამიწყრა მე გველი მყარე,
შემომკრა კუდი, ჩემის კვერთხით, გამაგდო გარეთ.
ნაცვლად სიმდიდრის და ბედის, აქ ვნახე ის დღენი,
რომელიც აწმდე ფრიადა მსჯის, ვითარცა სენი.
იმ ჟამს ვიხილე დიდ ვრცელი ზღვა, ჩემთა თვალ წინა,
რომლისა ტალღამ შემიტაცა უცებ მას შინა:
იმ დღით მის ღვირთნი, ჩამიყვანეს ხან ძირს, ხან მაღლა,
და ვერსად შევხვდი ნავსა რასმეს რომ მომცეს დახსნა,
დანთქმას მას შიგან, მხოლოდღა დღე დღეზედ მოველი,
ოთხ-კუთხ მესივნენ, ზღვის ნადირნი, სასტიკ მკვეთელნი!..
საფლავი მომცემს ბანაკს, იქ არს ყოველი ცხოველი,
იქ თუ ვიპოვნი სიმდიდრეს, ბედსაც, იქ არს ყოველი
ი. კერესელიძე.
1859 წლისა. ოკტომრის 2-სა.
![]() |
1.4 ელეგია |
▲back to top |
ელეგია
მკრთალი ნათელი სავსეს მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქებოდა.
არ საიდამ ხმა, არსით ძახილი!...
მშობელი შობილს არ რას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით გამოძახილი,
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა.
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი,
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება.
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვექნება ჩვენ გაღვიძება.
თ. ილია ჭავჭავაძე.
![]() |
1.5 ახალი მოდა |
▲back to top |
ახალი მოდა
გოგო მოიცა ჯერ ერთი წამი,
შემდგომს მომართვი წამოსასხამი!
რომელი?
ხავედრისა ხომ მოდა არ არი,
აღარც მეორე ძვირფასი ზარი!
ატლასისასაც აღარ ხმარობენ
ერთბაშად ხალხი ამას ანბობენ.
ახალმოდის, ახალი ჭრილი,
ფეხებამდისინ სათრევი-გრძელი,
თეთრის ფუნჯებით აყვავებული
და ფერადითა შეზავებული!
ახლა ის არის ახალი მოდა,
ფარსიღას ცოლი ასე ანბობდა!
თუ თვეში ერთხელ არ ვჰყოთ ცვლილებ
დიდ პატარობა რით იხილვება!
ქალბატონო
ხავერდს რითა ჰსჯობს ის ჭრელი ჩითი,
თუნდ ჩითი არა იყოს ატლასი,
აბა რიგიან გაუსვი თითი
ისე გაშინჯე ორივეს ფასი! -
გოგო! არ გესმის ახალი მოდა?
გაჯავრებითა ასე ანბობდა,
ახლა ეს არის ამას ხმარობენ,
ვისაც არა აქვს ასე ანბობენ.
მოდისთვის ისი არასა ზრუნავს
წამოსასხამი ჭრელი არ ჰხურავს,
მეტათ განკიცხვენ ამ გვარსა ქალსა,
გინდა ხმარობდეს ქირმანის შალსა!
ქალბატონო!
შენ ხომ არახარ თავადის ცოლი,
არც აზნაურის, არც მოქალაქის
აბა რათა ხარ სხვისა ამყოლი?
ამას იტყვიან ვინ ოხერია,
რომ ჩვენს კრებაში გამოერია!-
დიმ. ბერიევი.
![]() |
1.6 ნანა |
▲back to top |
ნანა
კაკანა გაურწიეთ სულიკოს ეძინება,
გვმართბს ღმერთსა გავედროთ მისი აღორძინება!
კეკე! ძუძუ აწოვე გულს შუქი გეფინება.
დიდი ხანი ველოდით, აწ განგებამ ინება,
ჩვენდა სასიხარულოდ მაგ ბიჭის მოვლინება.
ნანა ალექსანდრეჯან ჩემს გულს შუქის მფენელო,
შენმა კეთილად აღზრდამ ბინდის გამათენელო,
დედმამის სიხარულო მჭვრეტელთ სხივთა მფენელო,
განგების მოვლენილო ბიძის შენის მლხენელო.
ძიას გულის ნუგეშო, კეთილად აღორძინდი,
ვით ედემის ყვავილი იხარე აბიბინდი,
მარტყო შავარდნისაო მამასთან გადმოფრინდი,
მამიდა გიალერსებს ნათლად უცვალე ბინდი.
ლომ ვეფხვისა ლეკვი, ხარ ბარტყი ქორსავარდნისა,
მამას დაემზგავსები შენ ია და ვარდისა,
მალ სიმალე მისებრივ ნაქვთად ახოვანისა,
კარგო კარგის ნაშობო ლალ იაგუნდო მადნისავ.
ვის ეგვანები ცუდი, მზევ მთვარისაგან შობილო,
ია, ვარდო კოკორო მამის გულზედ სობილო,
წალკოტისა ყვავილო ედემს რგულად ცნობილო,
ნანატრი აღგვისრულდა სიხარულად ხმობილო.
თ. ნიკოლაოზ ყაზბეგი.
![]() |
2 ხანიზდექ |
▲back to top |
ხანიზდექ
თავი მეექვსე.
ტრა! ტა! ტა! ტა! ტრა! ტა! ტა! ტა! ტრა! ტა! ტა! ტა! უკრამდა ამ ხმით გორის ქუჩებში ბალაბანდს სალდათი და მიჰზდევდა ფეხაუჩქარებლივ წინ მძღოლს ორი თოფიანი სალდათებითვე პოლიციის ჩინოვნიკს.
ძუნძულით მორბოდა იმათკენ ხალხი, რომელიც მოკლეს დროში შამეეხვია მათ გარს შავის ტყესავით. ყველა ცდილობდა რომ წამდგარ იყო წინ და გეეგო პუბლიკაცია, რომლისათვისაც ჩხუბობდნენ აქა-იქ და აწვებოდნენ ერთმანეთს ძალზე.
მათ შორის დაბალი ტანის მქონებელნი კაცნი, ხშირ ხშირად დგებოდნენ ფეხისთითებზედ, და იგძელებდენ მაღლა კისრებს მოდარაჯე წეროსავით.
უფორსი ერთს, წინ მდგომ კაცების მხრებ შუა, კუებივით წამეეყოთ თავები, და აცეცებდენ ყურების ცქვეტით თვალებს.
ჰსტოი! დაუძახა ამ დროს ჩინოვნიკმა სალდათს და ამპარტავნულათ წაიღო ხელი სერთუკის უბისაკენ, საიდამაც ამოიღო რა ოთხათ შეკეცილი ერთი თაბახი დაწერილი ქაღალდი, აიხედა მაღლა, ორიოდე წამოახველა და დაიწყო შემდგომი პუბლიკაცია.
მის იმპერატორებითის დიდებულების კავკასიის ნამესტნიკმა, კონფერმაციით იე-სა განვლილს სეკდემბრიდამ კეთილ ინებეს, რათა შეპყრობილნი გორის უეზდში ორნი ავაზაკნი: ქ...და თ.. რომელნიც დიდის ხნობითვე არიან შენიშნულნი ავაზაკობასა, მტაცებლობასა და ყოველსა კანონის წინააღმდეგს საქმეში, იქმნენ დაჰსჯილ სამაგალითოდ, ესე იგი: ჩამორჩობილ ქალაქსა გორში.
თანახმად ამა კონფერმაციისა გორის პოლიცია, მოწერილობისა ძლით უეზდის ნაჩალნიკისა გიცხადებთ თქვენ, რომელ მოხსენებულნი ავაზაკნი იქმნებიან ჩამოხრჩობილ ხვალ მეათე საათზედ დილით გარეთუბანს, სადაცა დიდნი თუ პატარანი მოვალენიხართ დეესწრათ ამ სასჯელს.
გაათავა რა ეს პუბლიკაცია, უცებ შეიქნა ხალხში ჩოჩქოლი და ყვირილი. იი! სასრჩობელა. იი! ურა! ყვიროდენ ხელების ქნევით და ერთმანეთის თავში ცემით წვრილ წვრილი გორის ბიჭები, რომლებშიაც ამ გამოცხადებამ უცებ აფეთქა რაღაცა მოულოდნელი მხეცური სიხარული.
ბევრნი იმ ხალხთაგან არ მიიღებდენ მონაწილეობას ამ გვარსა სიხარულში, მაგრამ გამომჩხრეკელის თვალითკი შეეძლო კაცს შეენიშნა, რომ, თუმცა მათგანსა მრავალთ შეეჭმუხნათ სახე მაგრამ ზოგსკი გაუელვა პირის სახეზედ მოულოდნელმა სიამოვნების ღიმილმა.
რას დაფიქრებულხარ სვიმონ ივანიჩ? ჰკითხა ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა კაცმა, ჩაცმულმა რუსულად ახალსა მოდაზედ თავის ამხანაგს, როდესაც ისინი ნელ ნელა მიჰსდევდენ დაშლილს ხალხს.
მე, იოსეფ ზახარიჩ! არაფერს, ისე რაღასაც ფიქრში შეველი.
მაინც, მაინც, თუ ღმერთი გწამს ნუ დამიმალავ.
არა ფერს პოვერტე, და ამ დროს ამაყად გაისწორა გალსტუკი და პალტო.
ეე! ბრატეც, უთხრა სიმონ ივანიჩმა, ახლაკი დავრწმუნდი, რო, ლიუბიშ სეკრეტნიჩატ.
ვოვსე ნეტ! მიუგო მეორემ, მაგრამ, რადგან ტი ჩერეზ ჩურ ლიუბოპიტ, შეიტყე, რო მე ვფიქრობდი სოფლის ამაოებაზედ.
ეტო დოლღ ვსიაკაღო იზნას, მაგრამ შემიძლიან გკითხოთ, ეგ აზრი ყოველთვის სუ ევს თქვენში, თუ მხოლოდ ამ პუბლიკაციამ დაბადა?...
კაკოი უტებია სტრანნი ვოპროს! განა შეიძლება, რო კაცმა სოფლის ამაოებაზედ არ იფიქროს, მომატებულად მაშინ, როდესაც დარწმუნებულია, რო თვით ისიც მონაწილეა ამაოებიც ნესპორიუ ჩტო, არიან შემთხვევანი, როდესაც კაცი სოფლის სიტკბოებისაგამო, ეძლევის დავიწყებას, და ცურავს ბოროტებისა მორევში, უპატრონო ნავივით, მაგრამ პირველივე მოულოდნელი უბედურება, თავისი, ანუ სხვისა, ფიცხლავ გამოაფხიზლებს იმას და, მოაგონებს სოფლისა ამაოებას. მაგალითად, შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ გინდა აი! ამ საწყალი ავაზაკების უჩასტიც.
ეჰ, დალოცვილო, რით ვერ გაიგე რო, სოგრატობა აღარ არი, წავიდა ის დროება, როდესაც ცაში ადიოდენ, და იქიდამ ცხვირ აშვერით უცქეროდენ ხალხს; ახლა ყველამ შეიტყი რო ასტრონომიით და მეტადრე ფილოსოფიით მუცელი არ გაძღება, და ამიტომ მიატანეს რკინის გზებს, აქციეებს და სხვათა. მგონი კარგათ იცი რუსული ანდაზა: პოდელომ ვორუ მუკა ნურავინ რას დააშავებს და არც რა გარდახდება. ჰსწორეთ გითხრა მაგ შენ ფილოსოფიას, ერთი კაი ზაკუსკა მირჩევნია ეხლა. მოდი ვეწვივნეთ პეტრილიჩს და ამ სიტყვით შევიდნენ დახურულს გორის ბაზარში.
მეორე დილაზედ, როდესაც ის იყო რო, ამოყო მზემ თავი, სიჩქარით მოდიოდენ კლდის უბნიდამ ორნი პარნია ეტყობოდათ რო, ორთავ, ერთი და იგი საგანი აწუხებდა, რომელსაც ამტკიცებდა მდუმარება და თავების ძირს დახრა.
ტკბილი გალობა შაშვებისა და ბულბულთა, რომლებიც გალობით და ყავაზებით ევიდნენ ბალკონების ბოძებზედ, როგორც ჰსჩანდა არაფრათ მიაჩნდათ ჩვენ მოგზაურებს. პატარა ხანს უკან, მიახლოვდენ ისინი ერთს კრამიტით დახურულს დიდ სახლს, რომელსაც ჰქონდა წინიდამ ღობედ შემოვლებული დაჭრელებული ხარიხეები, და საშუალ რომლისა დავიდოდა ერთი თოფიანი სალდათი.
მელსაც გაგიჟებით მიყვარდი, და თითქმის შენი სახე სატუსაღანოშიაც კი არ მასვენებდა ამ დროს მიუახლოვდა ღვდელი საწყალს მწუხარებით აღვსილს ქვაზას მაპატიე მამაო მაპატიე, ცოდვილი ვარ და კაცის მკვლელი; მე მოვკალ ჩემი საყვარელი ცოლი ხანიზდექ, რომელიც მიყვარდა და რომელმაც ამ უბედურებაში ჩამაგდო დღეს.
შეინანე შვილო, შეინანე, ეტყოდა მღვდელი ქუაზას, რომელსაც დაუწყო ლოცვების კითხვა და შემდეგ აღსარება დააფარა ოლარის წვერი თავზედ.
ვაიმე ცოლ შვილო დაღუპილო, და სახლკარო გაოხრებულო! ვაიმე მოხუცებულო მამავ და დედავ; ნეტა იცით თუ რა მახეში გეება თქვენი საცოდავი თასოლთანი ნუღარ მელით ნურც ღამით და ნურც დღით ზვავი დეეცა თქვენ თასოლთანს თავზე და მიწასთან გაასწორა. თქვენ გაბარებთ ჩემ საწყალ ობლებს. თუღა ცოცხალი გადაურჩებით ჩემი დახრჩობის ამბავს; ვაი შენი ბრალი თასოლთან, რო დამტირებელიც აღარავინ გეყოლება ვაი! ამ უბედურებას, რო მამა პაპის სასაფლაოსაც ვეღარ ვეღირსები და ისე უპატრონოთ უნდა ჩავიფლა მიწაში ტყუილადღა ვფიქრობდი, რო ეგებ შემარიგონ მეთქი მთავრობასა და მივიდე უშიშრად ჩემ სახლობაში, და ხედავ რა მომივიდა, ტიროდა ამ სიტყვებით ავაზაკი ავაზაკი თასოლანთან, რომელიც ხელებ გაშლილი მივიდა ჩოქით მღვდელთან და დაიფარა ანაფორის კალთა თავზედ.
აი! შენი ტყვე ვარ სავგინ, და უნდა მიპატიო. მიპატიე, მიპატიე, შენი ღვთის გულისათვის შენ მღვდელი ხარ და დაგიჯერებენ, რასაც ეტყვი და ჰსთხოვ. გაძლევ ღმერთს თავდებათ, რომ აირაღი აღარ ავიღო ჩემ სიცოცხლეში ხელში.
მე ეგ არ შემიძლიან შვილო, მიუგო მწუხარებით მღვდელმა. ჩემი შემწეობა ის იქნება, რო ვიშუამდგომლებ წინაშე ღვთისა, რათა მოგიტევოს შენი შეცოდებანი უკეთუ შეინანებ შეცოდებასა შენსა ასე შვილო. შეინანე შეინანე, თორემ გვიანღა იქნება გამოხსნა. და ამ სიტყვასთან შეუდგა მის განდობასაც.
იქნებოდა ცხრა საათი დილისა, როდესაც მთელი გორის ხალხი დიდიდამ ვიდრე პატარამდე მიაშურებდენ გარეთუბნისკენ. ქა, ხამფერჯან, ეს ვის არჩობენ? ჰკითხამდა ერთი თეთრ ჩადრიანი მოხუცებული დედაკაცი მეორეს, რომელიც ცოტა პატარა იყო ხნით მაზედ.
რა მოგახსენო, ასე ანბობენ თუ ვიღაც ოსები არიანო! მალე წავიდეთ ბატონჯან, თორემ იქნება ვერცკი მიუსწროთ.
აი! შენკი გაიხარე, სადღაა შვილო მუხლები. ასე მგონია, თუ ფეხები ჩემი აღარ არი - ნაზად! ნაზად! უტევდენ და უკან აყენებდენ ამ სიტყვით ხალხს დესეტნიკები და სალდათები, რომელიც გარს ეხვეოდა ამართულს დიდრონ ძელებს, რომლებზედაც თავხესავით იყო გაგდებული თითო ხე, და ძირსკი მიდგმულები ჰქონდა ორი პატარ პატარა პტყელი კიბეები.
გარეთუბნის ადგილი თითქმის რო ვეღარ იტევდა ხალხს, რომლიდამაც ხშირად ისმოდა წუწუნი და ტირილი.
მოჰყავთ! მოჰყავთ! შექნა ძახილი ხალხმა, და ამ დროს ყველას დარჩათ თვალები ნაობახტის მხრივ, საიდამაც მოუდიოდათ საწყალი ავაზაკები.
პატარის ხანს უკან, გამოჩნდა თავით ფეხამდინ წითელი მაუდით შემოსილი პალაჩი მას შემდექ აფიცარი ამოღებულის ხმლით მერე ავაზაკები და შემდექ აქეთ-იქით მომდევარნი თოფიანი სალდათები.
აგრე რამ შეგაშინა თასოლთან, წაუტუტუნა ქუზამ! ასეთი საქმე ჰქმენ რო სასირცხვილოდ არ დარჩეს ჩვენის ხალხისათვის აი! შემომხედე თუ როგორ მაგრა ვარ
ამ სიტყვაზე აიღო რა მაღლა თასოლთანამ თავი, უფრო თავზარი დაეცა, რა რომ დაინახა ძელები, და დაბარბაცდა წასაქცევად.
მიახლოვდენ რა დანიშნულს ალაგს, დააყენეს ისინი ძელების მახლობლად და გოროდნიჩმა თან დასწრებითა ადგილობრივის მთავრობისა და ექიმისა. წაუკითხა გადაწყვეტილება.
შემდეგ ანიშნეს პალაჩს, რომელიცა წამოვიდა ქუაზასკენ.
წააყენა რა წინ, აიღო სტოლიდამ, რომელიცა იდგა იქავ ძელებ ქვეშ, ერთი თეთრი პერანგი და გადააცვა თავზე, მერე ჰსტაცა კისერში ხელი და წაიყვანა კიბისაკენ, რომელსაც შეუკრა მანამდინ უკან ხელები.
მშვიდობით ხალხნო! დაიძახა ხმის კანკალით ქუაზამ. მშვიდობით საწყალობელო მამა ჩემო, რომელიც ვეღარ ნახავ შენ შვილს ქუაზას. ამ ხმაზედ რაღაც ჩოჩქოლი შეიქნა ხალხში, და პატარა ხანს უკან შეიტანეს ერთს მახლობელს სახლში საწყალი მოხუცებული ქუაზას მამა მშვიდობით ძმებო, მშვიდობით, იძახდა ხმა მაღლივ უკანასკნელად ქუაზა, როდესაც პალიჩმა ის იყო, რო გადააგდო კისერზედ ჩამობმული შუაგულს თავხეზედ საბელი და ჰკრა ხელი, რომლისაგამოც დეეკიდა ქუაზა ზედ შუა ადგილს, და იქნევდა საწყლად ფეხებს.
შემდეგ მოვიდა პალაჩი თეთრი პერანგითვე ცოცხალმკვდარს თასოლთანსთანაც მაგრამ, მინამ გადააცვამდა პერანგს და წაიყვანდა კიბისაკენ, მანამდინ თითქმის რო თავარი სული კიდეც ამოხდა, რომელიც პალაჩმა ძლივ ცოცხალ მკვდარიღა აიყვანა კიბეზედ და იქიდამ პირველისავე მსგავსად ჩამაარჩო.
ვაი საწყლები, ვაი! ტიროდენ ამ სახით მარავალნი მცქერალნი და იცემდენ გულში და მუხლებში, რომლებიც წუწუნით და ნამტირალევის თვალებით წავიდნენ პატარას ხანს უკან თავ თავის სახლებისაკენ.
ამ დროს უეცრივ შეიცვალა ტაროსი, და მანათობელი მზე დაჰფარეს შავმა ღრუბლებმა. ამ ღრუბლებისაგამო ჰასტყდა საშინელი მძაფრი ქარი, რომელსაც მოჰქონდა წვიმა, და რომელმაც თუღაკი იყვნენ ვინმე კიდევ მაცქერალნი, საჩქაროდ დაჰფანტა თავ თავის ქუჩებისა და სახლებისაკენ.
შემდეგ რამტენისამე წამისა, ძელებთან ერთი სალდათის მეტი აღარავინ აღარა ჰსჩანდა, რომელიც მძიმედ დადიოდა თოფით წინ და უკან, სადაც სასტიკი ქარი აქეთ და იქით აქანებდა თეთრ პერანგ ჩაცმულებს ქუაზას და თასოლთანს.
დასასრული.
ი. ბერიძე.
![]() |
3 ტანჯვა მორცხვისა |
▲back to top |
ტანჯვა მორცხვისა
(ეძღვნის თ. ა. ვ. ჯამბაკურ-ორბელიანს.)
სული ჩემი დამწვარია ტანჯვისაგან, რომელიც უეჭველად ბოლოს მოუღებს ჩემს ცხოვრებას. მე აღგიწერთ თქვენ ჩემს მდგომარეობას რომ შეიძლოთ განსჯა ამ ტანჯვისა: მამა ჩემი იყო ღარიბი და უსწავლელი მოსახლე. შემდეგ დედი ჩემის სიკვდილისა, მე ვსარგებლობდი როგორც დედის-ერთა, მამი-ჩემის სრულის სიყვარულით, რომელმანცა გარდასწყვიტა, რომ აღზრდა და სწავლა მიმეღო. ამის მეტი მე არა მაკლდა რა, როგორც თვითონ ფიქრობდა. პირველად მე მიმცეს ლათინურს შკოლაში და მერმეთ გადამიყვანეს აკადემიაში, სადაცა ვისწავლე ღვთის-მეტყველება. მე ვარ გამხარი, მაქვს მშვენიერი ტანი და სახე გარშემკული შავის თმებითა, მაგრამ ვარ საკვირველი მკრთალის ბუნებისა,- მე მრცხვენია საზოგადოოებისა; ვშფოთდები ყოვლისფრით, სისხლი მივარდება თავში და სახე მიწითლდება; ეს უბედური ნაკლულევანება მაძულებს ყოველს საზოგადოებას; ამ მიზეზისაგამო ვირჩიე სრულებით განშორება ამა სოფლისა, და თავი ჩემი შევსწირე სწავლასა. მე მივიღე მაღისტრობის ხარისხი და შემდეგ ვიწყე ძებნა საზრდოსი ჟურნალების წერითა, ეს შრომა ვირჩიე რადგანაც იგი მოითხოვდა ხანგრძლივს ოთახში ჯდომასა, მაგრამ ჩემი ჰაზრი არ აღსრულდა, ეს ჩემი პლანი შესცვალა ორმა შემთხვევამ: პირველად მამი ჩემის სიკვდილმა და მეორედ მდიდრის ბიძი ჩემის დაბრუნებამ ოსტინდოეთით. მამაჩემი იშვიათად იხსენებდა ჩემს ბიძას, ამიტომ რომ არ უყვარდა იმისი აქა-იქ სიარული და მამულის გარეთ ცხოვრება, და რადგანაც განვლო რამდენმანმე წელიწადმა რომ მისგან წერილი არ მომსვლია, ამისთვის ჩვენ ის კიდეც გვეგონა მკვდარი. მაგრამ რამდენსამე დღის შემდეგ მამიჩემის დასაფლავებისა, უცებ გამოტყვრა ბიძაჩემი, მაშინ როდესაც მე ვაპირობდი დაბრუნებას ჩემს კუთხეშიდ; ის ძალიან არ სწუხდა თავის ძმის სიკვდილსა, ამიტომ რომ ოც და ათი წელიწადი არ ენახათ ერთმანეთი, იმას შეეძინა დიდი ქონება, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობდა, შეეძლო გაებედნიერებინა კოროლი; ჭეშმარიტად, იმას ჰქონდა ერთი მილლიონი და ფიქრობდა რომ ეს ქონება იყო სამყოფი მის გასამდიდრებლად, მაგრამ უცებ ამ პლანებს და პრაეკტებს შუა გახდა ავათ და რამდენსამე დღის შემდეგ მოკვდა და მე დამრჩა მთელი მისი სიმდიდრე.
ოც და ხუთის წლისა, კარგად ნასწავლი მე გავხდი პატრონი ამოდენის შეძლებისა, მაგრამ ამ ბედნიერების შუა მე ვიყავი საშინლად მორცხვი, ისე რომ მე მომცეს სახელი მდიდრის გაუთლელისა; დიდი ხანი არ არის რაც მე ვიყიდე კარგი მამული, რომელიცა არის შემორტყმული ახალ გვარის მოსახლეობითა, თუმცა ვიყავი მორცხვი და ვშორდებოდი სოფელს, მაგრამ მრავალნი ცდილობდენ ჩემთან დაახლოებას და უფრო ისინი, ვისაც ყვანდა გასათხოვარი ქალები. მე ყოველს დროს მპატიჟობდენ, მაგრამ ყოველთვის ბოდიშს ვიხდიდი და ვეტყოდი რომ ჯერ არ გავმართულვარ, ბოლოს დროს მე ვიფიქრე რომ ასეთი განშორებითი ცხოვრება არაფერია, სამი დღის წინ ვიყავ ჩემ სახლისკაცთან, რომლის სიყვარულმან და ძმურმან მიღებამან დასთესა ჩემში რწმუნება,- ბარონ გეიერის ჰყას კარგი ზდილი და ყავს ხუთი ქალი.
მე ვიცოდი რომ არა ჰქონდა მიხრამოხრით სიარული და მისთვის ავიღე რამდენიმე უროკი ტანცაობის ოსტატისაგან; რაკი დავრწმუნდი რომ შემეძლო თავის დაკვრა და სიარული ფეხს წამოუკვრელად, მაშინ მე მივიღე დაპატიჟება სადილათ; მე მქონდა იმედი რომ სხვებში არ გავერჩევოდი ქცევით, მაგრამ ვაი, ამაო არს ტეორია უპრაკტიკოდ; რაკი მივახლოვდი სახლს, მე მომესმა ზარის რეკა და შევშინდი; იქნება მე მიცდიდნენ, რასაკვირველია მე მაშინვე ავირიე და გავსწითლდი; ბიჭმა მოახსენა და მიმიწვიეს ბიბლიოტიკაშიდ, მაგრამ მე ისე აღრეული ვიყავი, რომ ვერ ვხედავდი ჩემს წინ ვინ იყო, ანუ ვის ველაპარაკებოდი, მაგრამ რაცკი შემეძლო ვცდილობდი კარგა დამეკრა თავი ბარონისათვის; საუბედოდ მე ფეხი დავადგი ბარონს, რომელსაც ქონდა ნიკრისის ქარები ის მომდევდა რომ გავეცან თავის სახლობასთან. ვერ წარმოიდგენთ რა ძნელს და უბედურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი; მარტო ჩემისთანა მორცხვი კაცი გაიგებს ამას. მაგრამ ვგონებ ამ გვარნი პირნი ცოტანი არიან; სახლის პატრონის თავაზიანობამ სრულებით გააქრო ჩემში აღრეულება და მე მიკვირდა იმისი მოსვენება ამისთანა ტკივილს შემდექ ქალების დაყვავებამ და მათმა და ძმურმა ლაპარაკმა გააქრეს ჩემში მორცხვობა, ასე რომ კიდეც წარმოვსთქვი რამდენიმე სიტყვა ხალხში; ჩვენ ვიყავით ბიბლიოტიკაშიდ, საცა იყო ბევრი წიგნები, და მისთვის მე ვრაცხდი სახლის პატრონს სწავლულ ლიტერატორად. დავიწყე ლაპარაკი რამდენსამე ბერძულს აღწერილობაზედ და ბარონი ყველაში მეთანხმებოდა, ამ დროს უცებ დავინახე უჯრაზედ აღწერილობა ქსენოფონტისა თექვსმეტ ტომად და რადგანაც პირველად ვხედავდი, ამისთვის მოვინდომე იმისი გასინჯვა, და მე ავდექ, მივმართე უჯრისაკენ, ბარონმა შეიტყო ჩემი სურვილი და წამოხტა უცებ, მაგრამ მე იმაზედ უფრო მარჯვე ვიყავ და ძალით გამოვაძრე წიგნი, ვაი, არათუ ერთი წიგნი მთელი შკაფი ტყავით გაკრული და ოქროთ გაკეთებული წამოიქცა სტოლზედ და სტოლიდგან გადმოვარდა საწერელი და გასვარა ძვირფასი ხალიჩა; ამაოდ მარწმუნებდა სახლის პატრონი რომ არაფერია, მაგრამ მე ამოვიღე ძვირფასი ბატისტის ცხვირსახოცი და დაუწყე მას წმენდა; ამ დროს დაგვიძახეს სადილათ.
როდესაც გავდიოდით სტოლოვოიდან, მე მოვემზადე და განვმხნევდი და დავსჯექ ჩვენებულს ალაგზედ ბარონესას და მისს ქალს შუა, სახე ჩემი იწოდა ფიცრისა და ქსენოფონტის გამო, მაგრამ ახალმა შემთხვევამ უფრო აღმრია; როდესაც დავიწყე სუპის ჭამა, ისე ახლო დავდგი თეფში სტოლის ნაპირსა რომ როდესაც ველაპარაკებოდი ბარონის ქალს, უცებ წამოვკარ ხელი და გადმოვაგდე, რასაკვირველია მაშინვე დამაყარეს სალფეთქები შალვალზედ, მაგრამ მე საშინლად მეწოდა ტანი, და ვერ ვიტანდი მას, მაგრამ რაკი მომაგონდა ტკივილი ბარონისა, როდესაც მე იმას ფეხი დავადგი, მე გულგრილად დავრჩი სტოლზედ, მხოლოდ მესმოდა სიცილი ქალებისა და მოსამსახურეთა; მაგრამ ტანჯვა ჩემი ჯერ კიდევ არ გათავდა. როდესაც მე მქონდა ერთი ნაჭერი ბუდინი ჩანგალზედ ბარონესმა მთხოვა ყურძნის მიწოდება, რომელიცა იდგა ჩემს წინ, სიჩქარით მე ჩავიგდე ის ნაჭერი პირში და პირი ისე დამეწვა რომ, მაშინვე გამოვაგდე ნაჭერი თეფშზედ, ყველანი შესწუხდნენ ჩემს უბედურებაზედ, და მირჩევდენ სხვა და სხვა საშუალობას, ბოლოს დროს მირჩიეს ღვინის დალევა და უბრძანეს ბიჭს ერთი სტაქნის ღვინის მოტანა. იმ საძაგელმა ღვინის მაგიერ მოიტანა არაყი, და რადგანც მე ეს სასმელი არას დროს არ დამელია, იმან უფრო დამწვა და გამაგიჟა, როგორც შადრევანი გამოვასხი პირიდამ, ვერავინ ვერ დაიჭირა სიცილი, და მე ვიყავ დაკარგული, ამაოდ უჯავრდებოდა ბარონი ცოლს, ქალებს და ბიჭებს, და უნდოდა დაეჩუმებინა ყველა. ჩემი საშუალობა არ იყო ნაპოვნი ჯერ, მე მომივიდა საშინელი ოფლი, და მინდოდა გამეწმინდა სახე ცხვირსახოცით, მაგრამ რადგანც ის იყო გასვრილი მელანში, სულ მომისვარა სახე, რაკი შემომხედეს არათუ ბარონმა და მისმა ცოლმა, სულ ყველამ გაიცინეს, მე როგორც გიჟი წამოვხტი სტოლიდამ და გამოვიქეც შინისაკენ.
ეხლა მე ვზივარ შინ და ვწამლობ ჩემს თავს. მაგრამ ვერასფრით ვშველი ჩემს უბედურებას, როდესაც ჩემს ყურებში დაგრიალდება ის სიცილი, მაშინ მე მასხამს ოფლსა. აი რა შემთხვევა მქონდა და ამას ვსწერ რომ თვითოეულს თქვენგანში განვაღვიძო მონაწილეობა ჩემის უბედურებისა.
თ. ზაქარია ერის-თავი.
![]() |
4 უწინდელს დროს ბატონყმობა საქართველოში |
▲back to top |
უწინდელს დროს ბატონყმობა საქართველოში
ამ საგანზედ მომატებულს განსჯაში არ შევალ, ხოლო უმეტესად აღვწერ, ვითარ და როგორ იყო ბატონყმობა საქართველოში?- იქნება ისტორიის წერილად გამოდგეს ეს წერილი, ამისათვის უმდაბლესად ვითხოვ ცისკარში დაიბეჭდოს ეს წერილი და ბოლოს მეისტორიემ განჩხრიკოს, ისტორიისათვის საჭიროა თუ არა?
საქართველოში მებატონეთ ყმობა მონად (მონება მესმის მე, დაჩაგვრა?) არ ითქმის. მართალია სიტყვა ყმობა იყო, მაგრამ საქმე მონებას არ აცხადებს.
უწინდელს დროში, გარეშე კაცი იმას ეძებდა: მებატონე ვიშოვნო და იმას შევეხიზნოვო, ამისთვის რომ მებატონე თავის ყმას შვილივით ყურს უგდებდა და შვილის მზგავსად გული სტკიოდა ყმისათვის.
ყმა თავის მებატონესთან თამამად მივიდოდა, ყოველს საქმეს დაუფერებით, აუმკრთალად მოახსენებდა და როგორც ამხანაგი ისე გაუგრძელებდა ლაპარაკს, მაგრამ დიახ პატივისცემით.
ყმა თავის მებატონესთან დაჯდებოდა სადილათ, ანუ ვახშმათ, მებატონესთან ერთად იგემებდა; მებატონე და ყმა ერთად საუბრობდენ, ერთად შეექცეოდნენ და ერთად სიამოვნებდნენ.
ყმასა მებატონე მამასავით უყვარდა, მამასავით შიში ჰქონდა, მამასავით პატივსცემდა და ყოველთვის გაფრთხილებული იყო. „არა ვაწყენინორაო.“ ერთგულება ხომ, რაღა უნდა ითქვას ყმებისაგან, მებატონისა. ასეთი მაგალითები მომხდარა, რომ მებატონის ერთგულებისათვის, სახლეულებით მსხვერპლად შეეწირებოდა მებატონეს. ბევრჯელ მძიმე ავათმყოფს თავის ბატონსა, თავისი გლეხი გარს შემოევლებოდა გულ მხურვალეს ვედრებით: ღმერთო, თუ ამ ჩემს ბატონს სასიკვდინო სჭირდა რამე, ამის მაგიერ მე მოვკვდე, ოღონდ ეს მშვიდობით ამყოფეო.
ამდენსა მსხვერპლსა მებატონენი ძვირად აფასებდნენ თავის ყმისას, რომელნიცა ამის სამაგიეროდ თავის თავსა, არა შემთხვევაში არა ზოგევდნენ, ამათის მცირედის კეთილმდგომარეობისათვის, არამც თუ დიდი რაიმე საქმე ყოფილიყო თავის ყმისა.
ვინცობაა თუ მებატონეს ყმა ავათ გახდებოდა, სანახავად წავიდოდა თავის ერთიანის სახლეულობით, კარგა ხანი დასხდებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ. თუ ეცოდინებოდათ სამკურნალოს მისცემდნენ, თუ არა და აქიმს მოაყვანინებდნენ. საჭმელით ხომ რასაკვირველია ხელს უწყობდნენ ყოველთვის, მოკითხვითაც ხშირად იკითხამდნენ და ხანდისხან თვითონაც მივიდოდნენ სანახავათ; თუ სარიდო არა სჭირდარა, და თუ სარიდო სჭირდა, გარედგან ზრუნვას არ დააკლებდნენ.
თუ ღმერთი მშვიდობას მისცემდა დიდი სიხარული შეუდგებოდათ მებატონეთა თავის ყმისათვის, და თუ დღე დაუმარცხდებოდა, თანასწორ იმის ნათესავებისა, მებატონენიც ეგრეთ შეწუხდებოდნენ; სამარხს გაუგზავნიდნენ, სამძიმრის სათქმელად მივიდოდნენ და დამარხვაშიაც იქ დაესწრებოდნენ. თავის დროზედ შავსაც მებატონენი გამოუცვლიდენ ანუ თავის მოსაპარსსა აჩუქებდენ რასმე. ვინცობაა თუ ობლები, ანუ ობოლი დარჩებოდა და უფროსი პატრონი არ ეყოლებოდა, მაშინ მებატონე კაცებს დაუყენებდა და იმათი პატრონობით, თვითონაც ყურს უგდებდა დიდის ყურადღებით, თუ სახლში არ გამოიყვანდნენ მისამსახურედ, და თუ გამოუყვანდნენ, იმას ხომ შვილსავით აღზრდიდნენ თავის შვილებთან ერთად, თუმცა მოსამსახურედ, მაგრამ გრძნობით და სულით თავისუფლად, მოახლესაც ეგრეთვე. ყოველი მებატონე გამზადებული იყო, რო თავის კერძობას თითქმის უკეთესად სცმოდათ ტანისამოსი მებატონეზე და განსხვავებით ყოფილ იყვნენ ტანისამოსში. ეს ჩვეულება ასე იყო ძველადგან საქართველოში.
ქორწილი ხომ რაღა უნდა თქვას ენამ. ვითარ დღესასწაულობდნენ მებატონენი თავის ყმის ქორწილს, რავდენს შესაწევარს გაუგზავნიდნენ: ცხვრებს, ძროხებს, ყველსა, ერბოს, ღვინოს, პურს, ტანისამოსს და ამგვარს კიდევ რასმე, რომელნიცა თვითონაც ცოლშვილით ეწვეოდნენ. პატარძალსა პირი სანახავს მიართმევდნენ, ვითარცა დედოფალსა, ხოლო სამი დღისას: ბეჭედს ანუ კარგსა ნივთსა რასმე და ანუ ფულსა. დროსა ლხინისასა, ისე მოილხენდნენ და ისე შეექცეოდნენ თავის გლეხებში, როგორც იმისი ახლოს ნათესავნი; ქალები ქალებთან და კაცები კაცებთან რომელნიც ფერხულშიაც იმათთან დაებმოდნენ და იმათთან ერთათ მოიმღერებდნენ.
ამპარტავნება და თაკილობა ერთმანეთისა იყო ღვთის საწყენი ანუ იმის განმარისხებელი. ასე იყვნენ ყმაწვილობითვე ჩაგონებულნი თავის უფროსებისაგან. მაგალითებრ: მეფის ირაკლის ვინმე საყვარელი მ.ს. თვით მეფის გაზრდილი, იყო ამპარტავანი და ზვავი კაცი, იცოდა მეფემ ეს ანბავი და ყოველთვის სტუქსავდა, მაგრამ მეფე იმისი მოწყალე, ვიღასიღა შეშინდებოდა? მეფემ უთმინა, უთმინა და რო ვეღარ დააჯერებინა, გაუწყრა და სრულიად აიკლო. რასაკვირველია თავის დროზედ ისევ გაუტკბა და უნამეტნავესით დაუბრუნა თავისი ქონება, მაგრამ ეს წყრომა იყო მაგალითისათვის სხვების გასაფრთხილებლად.
უწინდელს დროში ასე და ამ გვარად იყო ჩვენი მამაპაპის ცხოვრება, მეფიდგან მოკიდებული მცირემდისინ, რომლითაც არავისი კარი არ დაიკეტებოდა, თუ არ ძილის დროს. არავის არ დაეშლებოდა თავის უფროსთან მისვლა,- მივიდოდნენ ისე თამამად, ისე გაბედვით, ისე პატივცემით და ისე ზდილობით, როგორც ზევით აღგვიწერია.
როგორა ვსთქვა, სულ ასეთნი იყვნენ საქართველოს ხალხნი მეთქი, მაგრამ საზოგადოდ, სწორედ ასე ითქმის. რასაკვირველია იმათშიაც იყვნენ ცუდნი კაცნი ანუ უწყალონი, მაგრამ ერთიან საზოგადოობისათვის ეს რავდენიმე დიახ მცირეა, რომელნიცა თითით საჩვენებლად ჰყვანდათ და საანდაზოდ საქართველოს ერთა, ამ გვარი კაცი. ეს ამ გვარი კაცი უნდა განიკერძოს, ამისთვის რომ ამ გვარი კაცი მიაჩნდათ, ვითარცა იუდა.
მეფე ვახტანგ ანბობს თავის სჯულში და კანონად ზდებს - „სულს გარდა მებატონისა არის ყმაო“.
ამ მეფე ვახტანგის კანონს სხვა გვარად ნუ გავიგონებთ. ეს იმას ნიშნავ, როგორათაც შვილი მშობელს ეკუთვნის და შვილი სრულებით მშობლისა არის, ისე იმის მზგავსად მებატონეს ეკუთვნოდა ყმა. დაუნაშავებელი კაცი ხომ არ იქნებოდა, სრულებით უმანკოება ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის ეს მეფის კანონი იმას ნიშნავს, როგორათაც დამნაშავეს შვილსა, მამამ წკეპლა დაანახოს და იმითი შიაშინოს, ისე ის კანონი ჩვენი გლეხების საჩვენებლად და მებატონის შესაკავშირებლად იყო, უფრო და უფრო ერთნი ყოფილიყვნენ რომ იმათი განშორება არაფრით არ მომხდარიყო, როგორც მამა-შვილისა, თორემ თუ ეს ასე არ ყოფილიყო, იმისთანა ბრძენი და მოწყალეკაცი, ვითარცა მეფე ვახტანგ, იმისთანა უწყალოს კანონს დასდებდა? - საქმეც აცხადებს იმას.
ყოველს მებატონის გლეხებსა, თავთავის დებულობა ჰქონდათ მებატონისა: ყოველს საგანზედ, ყოველს საქმეში, და ყოველი ასე და ამსახით იყო. ყოველი ჩვენი მდგომარეობა მამა-პაპისა. ყველამ იცოდნენ თავისი მოვალეობა და აღასრულებდნენ რიგზედ, წესზედ, სიმართლით, სწორედ, თავის დროზედ და ყოვლის ჭეშმარიტებით. მგონია აქამომდე კიდევ იყოს იმერეთში დებულობა სამსახურისა მებატონეთა და თავის გლეხებთა შორის.
ეს ამგვარი მაშინდელი ჩვენი ცხოვრება იმისათვის იყო ისე კარგი, რომ მაშინდელი ზნეობა, სრულიად გაწმენდილი იყო ყოვლის მცირედის მწიკვლისაგან, ესე იგი იყვნენ: მშვიდობიანნი, წყნარნი, უფროსების მორჩილნი, ნათესაობის მიმდევნ-მომდევნი დიდის სიყვარულით, მეზობლების გამტანნი და შემწენი ერთმანეთისა; კეთილნი, პურმარილიანნი, პურადნი, შემწყნარებელნი, გლახაკ-დავრდომილთ ხელის გამმართველნი, ზდილობიანნი, მართებულნი, უცხო დარბაისელნი, მოთავაზენი, გულგახსნილნი, სიწრფელით მოლაპარაკენი, დაუფერებით მთქმელნი, გულფიცხელნი, მხიარულნი, მომღერალნი, მახვილ-სიტყვიერნი, გონიერნი, საქმის მალე მიმხვედრნი, თავის პირობის აღმასრულებელნი. არაოდეს სალანძღველსა სიტყვას არ იტყოდნენ, არამცთუ საგინებელი ეთქოთ რამე, და თუ როგორმე იტყოდნენ დიდი შფოთიც მოუხდებოდათ; მეუფროსეთ პატივის მცემელნი და იმათ უბნობის დროს განკრძალვით ყურის მიმგდებნი, სინდისიანნი, გულმარტივნი, მიმდობნი, უცხო დედაკაცთან უმანკონი, ვალის გადახდაში უკანასკნელს ქონებას მისცემდენ თავის დროზედ; მართალნი და მართლმსაჯულობის მოყვარულნი. სახლეულობაში ბედნიერნი, არაოდეს ტყუილს არ იტყოდნენ, რაც უნდა ძვირფასი განძი ეპოვნათ არ დამალავდნენ, მოსავნი, ჭეშმარიტნი მორწმუნენი, ხასიათში მაგარნი, გაჭირვებაში დიდი მომთმენნი, ძლიერნი ვაჟკაცნი. ამხანაგობაში ანუ მეგობრობაში მტკიცენი და ეგრეთვე სხვანი ამგვარნი... როგორც კაცნი კარგნი იყვნენ, დედა კაცები უფრო მომატებით კარგნი იყვნენ, მაგრამ ახლა ვიკითხოთ: მიზეზი რა იყო ამისთანა კარგის ზნეობისა?
ჩვენი ქრისტიანობის სასულიერონი აღსრულებდნენ ყოველს სახარების სიტყვას, იცოდნენ იმათ, საღმთო წერილი კარგად, არამც თუ მხოლოდ წაკითხვა, არამედ იმის კანონის დებულობას აღასრულებდნენ, ყოვლის გულით და სულით; სრულიად მიხვედრილნი იყვნენ, იმ საღმთო წერილის ძალს, სხვა ყოველი ამაო არს თვინიერ კეთილისაო.
ამ საგანზედ ექადაგებოდნენ თვისთა მრევლთა, ყოველთვის და ყოველს ჟამს, ამ საგანს ვრცლად განუმარტებდნენ სამღთო მხურვალეს გულით, რომელნიცა ყურადღებით მოისმენდნენ, თვის მოძღვართა კეთილუბნობასა და შეუდგებოდნენცა კეთილთა დარიგებათა მათსა.
საქართველოში არა მებატონე არ იყო რომ იმას თავისი საკუთარი მღვდელი არა ჰყოლიყო არ იქნებოდა, რომელთანაც ყოველს სადილვახშმათ, მღვდელიც იქ უნდა ყოფილიყო უთუოთ; იმას ეკურთხა სუფრა, თორემ უმადლო სუფრა იქნებოდა უმღვდლოდ. ეს მღვდელი იყო მებატონის კარის ეკკლესიისა, მებატონის სახლის მახლობლად რომელშიაც განუწყვეტელი იყო წირვა: ლოცვა და ცისკარი, სადაც მებატონენი სახლეულობით მივიდოდნენ მოსასმენად ყოველთვის, და წირვის შემდეგ შუადღის დროს სადილს იგემებდნენ კეთილად. როგორც ქართველებს სადილ-ვახშამი ანუ სუფრა კეთილ საუბრით გაივლიდა ხოლმე, ღმერთმაკაცობრიობას მისცეს ის კეთილი და ბედნიერება,
ჩვენი უდაბნოები, ყოველთვის ბერებით სავსე იყო. ბევრს ცოლშვილიანს კაცებს სახლეულებაზე ხელი აუღიათ და იქ შესულან მონაზონად: სოფლის ამაოებას მოვშორდეთო. ვიცი ეს მაგალითები და ამისთვის ვანბობ მე ამას.
ერთს პატიოსანს კაცს, (ეს უფრო ახალი ანბავია) სახლეულობით ბედნიერს, თავის სახლეულობაზე ხელი აუღია და უდაბნოში მისულა ბერებთან მონაზონად, რომელიცა წელიწადში ერთხელ მოვიდოდა თურმე კალოს დროს თავის კალოს პირზე, სადაც თავის სახლეულება გაეგებებოდნენ, დიდის მოწიწებით და კრძალვით თაყვანს სცემდენ, ცოლი, შვილები და ერთობრივ ნათესავები, ისიც მცირეს ხანს დარჩებოდა კალოს პირზე თავის სახლეულებასთან და ნათესავებში კეთილ საუბრით, რომელსაცა იმის უბნობის დროს, ერთს ურემს პურს მიუწყამდნენ თავის სახლეულობა; ისიც უდაბნოს კაცებს ანუ თავის ამხანაგ ბერებს ურემზე დაადებინებდა იმ პურს და წმინდა ბერებისაკენ გამოემგზავრებოდა უდაბნოსაკენ, სადაც თავის სახლში აღარცკი შევიდოდა; მოვიდოდა უცხო ბერსავით და წამოვიდოდა უცხო ბერსავით. იმის შინაურები და ნათესავები, სიამოვნის ცრემლით აცილებდნენ და თან სანატრელად მიაჩნდათ, იმის კეთილ ცხოვრება კეთილს ძმებსა შორის უდაბნოში.
ყოველი საქართველოს უდაბნოების კარი ღია იყო ყველასათვის, ყოველს დროს, ყოველს ჟამს. იყო ყველასათვის ერთგვარი სადგური და მისამართი უდაბნოს ეკკლესიის სალოცავათ ვინც დედანი წავიდოდნენ თამამად შევიდოდნენ იმ უდაბნოში ბერებთან და იმათთან კარგახანი დარჩებოდნენ, რავდენიმე დღეები: ვითარცა წმინდა სული სასუფეველში შესულ-გამოსული. არამც თუ საქმით, ფიქრითაც არ იცოდნენ ცუდი რა იყო ქვეყანაზედ, ასე განწმენდილი ზნეობა იყო ძმებსა შორის საქართველოს უდაბნოებისა, მაშინ როდესაც რომ არა უდაბნოს ბერსა დაშლა არა ჰქონდა, ქალაქებში და სოფლებში სიარული არავისთან, რავდენი ხანიც ნდომოდათ, მაგრამ ახლა ვიკითხოთ, ასეთი თავისუფალი სიარული რა იყო უდაბნოს ბერებისაგან ქვეყანაზედ?
ქადაგებდნენ ქვეყანაზედ ჭეშმარიტსა ქრისტიანობასა, რაარის ქრისტიანობა?-არ დარჩებოდათა არა სახარების სიტყვა განმარტებით არ ელაპარაკათ ვისთანაც იყვნენ ხოლმე არ გაუშვებდნენ სამღთო წერილის კეთილს აზრს, იმათში არ ეთქვათ. სულ ამაოზედ ქადაგებდნენ და ამაზედ ლაპარაკობდნენ საქართველოს ერში; არა პირსათნოებით, არა რაისამე განძრახვისათვის, არამედ კეთილის ქრისტიანობისა და განწმენდილს ზნეობისათვის. ეს იყო და ამისთვის დადიოდნენ ქალაქებში და სოფლებში ჩვენი უდაბნოების ბერები.
როდესაც უდაბნოს ბერი მოვიდოდა სახლეულობაში სადმე, უნდა გენახათ მთელი სახლეულება, ვითარ კეთილ-მოწიწეობაში შევიდოდნენ, ვითარი უფრინავდათ გული კეთილით. ესეთი სიტყვით, სულ სხვა ცხოვრებაში გადვიდოდნენ გონებით ვითა სასუფეველითგან ანგელოზი სწევოდა მათ.
უწინდელს დროს საქართველოში, ვერავისგან ვერ გაიგონებდით სალანძღველი სიტყვა ეთქო ვისმე, არა დიდსა ანუ მცირესა; სულზნეობით ლაპარაკი ჰქონოდათ: მათ დარბაისლებს, მათ მართებულთა, მათ ზდილობიანთა, მათ პატიოსანთა, მათ კეთილის მოქმედთა და მათ მშობლის მამულის მოყვარულთა, რომელნიცა ღმერთსა ხშირად ახსენებდნენ ყოველს ლაპარაკში.
ყოველი ზევით ხსენებული რაც ითქვა, ამის შემდეგ, მგონია კარგნი იქნებოდნენ ჩვენნი ერნი ყოველს ფერში-სადაცა ცუდი არა გაიგონებარა თვინიერ კეთილისა, იქ უთუოთ ერნი კარგნი იქნებიან, დაწმენდილი ზნეობისა. კარგი და ცუდი მაგალითით, დიდი საქმეა! ორსავ საკურველი ძლიერი ძალა აქვს; ორსავ შეუძლიან კაცობრიობა დაიმორჩილოს ადვილად.
როდესაც მებატონე და გლეხი, ერთად იქნებოდნენ; გლეხი მებატონის პატივის ცემაში იყო, ვითარცა მამისა და მებატონე სიყვარულს აჩვენებდა გლეხსა, ვითარცა საკუთარსა შვილსა. ასე და ამ გვარად იყვნენ ერთი-ერთმანეთში გაერთებულნი მებატონენი გლეხებთან, წრფელის გულით.
ჩემს სიყმაწვილეში, ეხლაც კარგად მახსოვს, ბევრი ჩვენი მართებულნი ძველი დედაკაცები და კაცები, რომელნიცა დიახ ხშირად იყვნენ ერთმანეთთან, უნდა გენახათ ისინი: ვითარის თავაზით იყვნენ ერთიერთმანეთთან, ვითარის წრფელის გულით, ვითარის კეთილის სულით; ვითარ ზდილად უბნობდიან, ვითარ ზდილად ხუმრობდიან, რომელნიცა არაოდეს ერთმანეთის საწყენს სიტყვას არ იტყოდნენ, მაგრამ მოუწყვეტლადკი ლაპარაკობდნენ, რაზედაც გნებავთ ყოველს კარგს საგანზედ და უბნობდიან ყოველთვის კეთილს გონიერებას.
სიმართლე და უმანკოება, იქამდისინ იყო საქართველოში. სასამართლოები და სამჯავრო, ყოველს ადგილს და ყოველს სახლში იყო ხოლმე. ვისაც საჩივარი გაუჩნდებოდა უფროსი ერთი საჩივარი, იქვე სოფელში გადაწყვეტნენ სახალხოთ, რავდენიმე მოჩივრებისაგან ამორჩეულნი შუა კაცები. ბევრჯერ მოხდებოდა, მოჩივარი ანუ პასუხის მიმცემი, თანახმა არ შეიქნებოდა. მაშინ თუ მებატონის კაცი იყო, მებატონესთან წავიდოდა, თუ ეკკლესიისა სასულიეროს უფროსს მამასთან და თუ სამეფოსი,- მეფესთან, რომელთანაცა თუ შეესწრებოდნენ ვინმე, თვით ისინივე შეიქნებოდნენ იმათი მოსამართლენი, თანა დართვით მებატონისა, და თუ არავინ შეესწებოდა, თვით მებატონე იქნებოდა მოსამართლე ერთათ თავის მეუღლითურთ და იმათი გამოცდილი კერძობანი. ყოველი მაშინდელი ამ გვარი სამართალი, სულ სვინდისით იყო და ჭეშმარიტებით. თითქმის ყოველი სული, ასე დახელოვნებულ იყვნენ ჭეშმარიტის სამართლით, რომ ძნელად შესცდებოდნენ სამართლის დროს სამართლის გადაწყვეტაში, მაგრამ უნამეტნავესად უფრო ამას ცდილობდნენ მოსამართლენი, მოჩივარი და პასუხის მიმცემი, ერთმანეთში მოერიგებინათ როგორმე, რომ ერთი ერთმანეთზე გულძვირად არ დარჩენილიყო. არც ერთი და ამისთვის პირზედაც აკოცნინებდნენ ერთმანეთს, რომელნიცა დიდი მოხარულნი დარჩებოდნენ ყველანი, რადგან მორიგება მოხდებოდა იმათში. ხანდისხან ესეც მოხდებოდა, თუმცა დიახ იშვიათად, რომ მოჩივარი ანუ პასუხის მიმცემი, თანახმა არ შეიქნებოდა არავის სამართლით, ამაზედ ძალა არავის შეეძლო. - ჩვენ ასე გადაგვიწყვეტია და შენც თანახმა უნდა იყოვო. მაშინ უეჭველის ფიცი უნდა მომხდარიყო; უნდა ჯვარი და სახარება აეღო და ისე ეფიცა. თუმცა დაიფიცავდა, მაგრამ ამ გვარი მოფიცარი კაცი, მიაჩნდათ ხალხს, ღვთის გარეგან კაცად. არამცთუ ამ გვარი ფიცი, უბრალო ლაპარაკშიაც არ დაიფიცავდნენ ხუმრობით არასდროს, მხოლოდ ამას იტყოდნენ: ჭეშმარიტად ვანბობ, მართლა ვანბობ და კიდევ ამ გვარად მეორის მეფის ირაკლის დროს, ერთს მოქალაქეს, ერთის მოქალაქისათვის ასი თუმანი უსესხებია, გამოსულა დრო და ჟამი, მომკვდარან, ბოლოს მსესხებელის შვილი წასდაებოდა მოვალის შვილს: მამაშენს მამი ჩემისა ასი თუმანი ემართა, მამეციო, რომელსაცა თამასუქიც ეჩვენებინა, მოვალის შვილს ეთქო: მართალია თამასუქი მამა-შენთან დარჩა, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, მამაშენმა სრულიად მიიღო, ის ასი თუმანი თავის სარგებლით მამიჩემისაგანაო. ბევრი დავის შემდეგ, ორივ მეფეს ირაკლისთან წასულიყვნენ და ორთავ საჩივარი რომ დაესრულებინათ, მეფეს ირაკლის ებძანებინა მოვალის შვილისათვის.
- თუ იცი რომ მამაშენმა სწორეთ მისცა მაგ თამასუქის ფული და მიზეზისაგამო, ეგ თამასუქი მაგის მამასთან დარჩა, უნდა გული დაურწმუნო მაგაზე, თორემ გადაგახდევინებს მაგ თამასუქის ფულსაო. ამ სიტყვით დასდო ფიცი. მოვალის შვილის პასუხი ეს იყო აგრე იყოს ჩემო ხელმწიფეო: ას თუმანს გამოვიტან პარკით, მამიჩემის საფლავზე დავდებ, იმ მამიჩენს შევაპირებ მაგჩემს მოდავეს საიქიოს, მოვიდეს ეგ მოდავე, მამიჩემის საფლავიდგან აიღოს ის ათი თუმანი და მასუკან მაგისი იყოს შენი ჭირიმეო.
მეფეს ირაკლის დიდად მოსწონებოდა იმისაგან ეს თქმა და ვინც იმ დროს იქ ხლებოდა, იმათაც. ეს ანბავი ქ. ტფილისში განთქმულ იყო, ამის მეორე დღეს, მთელი ქალაქის ხალხი იმ მოვალის საფლავის გარს იდგნენ თურმე, ყველანი ძრწოლით, ვნახოთ რა მოხდებაო?- ან დროს იმ მოვალის შვილი გამოსულიყო ხალხითგან; თავის მამის საფლავთან მისულიყო, ის ასი თუმნის პარკი, იმის საფლავზე დაედო ამ სიტყვით:
„მამა ჩემო, თუ მაგის მამისათვის (პირდაპირ უდგა თურმე მსესხებლის შვილი.) არ მიგეცეს შენი ასი თუმანი ვალი, ეს ასი თუმანი ღმერთმა მოახმაროს იმის შვილს, ამას, და თუ მიგეცეს, საიქიოს მოგცეს პასუხი, დიდს სამჯავროში ამანაო.“
ამ სიტყვისთანავე დაუძახა აჰა ეს ასი თუმანი, მოდი აიღეო. მოვალის შვილი მივიდა, დაავლო ხელი პარკს, მაგრამ ვეღარ აეღო და ძრწოლით უთხრა თურმე არ ვიცი; იქნება მართლა მიეცეს, მაგრამ მეკი არ ვიცი და არც გამიგონია ჭეშმარიტად არავისგან. ამასთანავე ის ასი თუმანი მოვალის შვილს დაუბრუნა და ხალხიც მეტი კმაყოფილნი წამოვიდნენ თავთავისად ყველანი. (საქართველოში ამ გვარი სამართალი იყო. ყველასათვის ერთ გვარად, დიდთა და მცირესათვის თანასწორად ისე, როგორც აღგვიწერია.)
აი ასე მოდიოდა საუკუნოების ჩვენი კეთილზნობითი სწავლა საქართველოში. ყმა დიახ ძნელად გააჯავრებდა თავის ბატონს, და თუ გააჯავრებდა, ჯარიმას წაართმევდა, მაგრამ თავის მეზობლისაგან, ყოველთვის საყვედურში ქნებოდა.
-„შენ ის არახარ, მამის მზგავსი, ჩვენი პატრონი გააჯავრე და ჯარიმა გადაგახდევინა;შენ სოფელში აღარ გაგევლება, თუ სვინიდისი გქონდეს, წადი ბატონის გული როგორც იყოს მოიგე, თორემ ჩვენ შეყრილობაში არ გაგატარებთო.“
ისიც წავიდოდა, მოციქულები უნდა შეეჩნია, ბატონს შერიგებინა, რომელიცა უფროსი ერთხელ, ბატონიც ჯარიმას დაუბრუნებდა უკან. ჯოხით ცემა, დიახ იშვიათად მოხდებოდა ბატონისაგან თავის გლეხისა, და თუ მოხდებოდა, ისიც ყმაწვილს კაცსა სცემდა, მაგრამ მაინც საყვედურს ქვეშ იქნებოდა მეზობლებისაგან, მინამ კიდევ ბატონი შეირგებდა.
ჩვენი მებატონენი არაფერს არა თაკილობდნენ თავის გლეხებში, არა განსხვავებულს საქმეს და არა მცირეს. თუ მებატონე თავის გლეხკაცებს თავზე არ ადგა მებატონის საქმეზედ, ერთგულათ არას გაუკეთებდნენ ყოველს მებატონის საქმეში, უთუოთ მებატონეც იქ უნდა სდგომოდა თავზედ: ხანდისხან მებატონეს იმათთან ერთად ემუშავა, იმათთან მუშური სიმღერა ეთქო და თან ჰოკმა ეძახა წესისამებრ როგზედ. არა გაქეზებისათვის იყო ესე, არამედ უთაკილობისათვის გლეხი კაცის საქმისა. თუ ეს ასე იქნებოდა, მოგეცათ ღვთის წყალობა, ისინი კათილის სიხარულით, ერთგულათ გაუკეთებდნენ საქმეს თავის ბატონს, თუ არა და დიდად მოიწყენდნენ და წელმოწყვეტილსავით იქნებოდნენ უბატონოდ. მაშინდელმა ჩვენმა მებატონემა სრულის გონებით კარგად იცოდნენ, რომ გლეხი კაციც ღვთის გაჩენილი იყო, თანასწორ მებატონისა და ამისთვის არას თაკილობდნენ თავის გლეხებში არას საქმეს, რაც კაცობრიობას შეშვენის სწორედ ისე.
სხვათა შორის, ჩემსს სიყმაწვილეში, ესეც მახსომს. დიდი კაცი ვინმე და დიდი კაცის შვილი კ. ბ. ბ. და ამისი ძმათ სიცხე პაპანებაში, ახალუხასულმკიათ თავის გლეხებთან, თავისი ყანა; იმათთან ერთად უთქვამსთ მუშური სიმღერა და თან პოპუმა, როგორც ამხანაგი ამხანაგებთან. მინახამს ესენი ხვითქში გაცურებული გამოსულან მკიდგან თავის გლეხებთა სადილისათვის, უზომოთ გამხიარულებულები და განცხოველეულის ღიმღიმის სახით. იმათთან ერთად ასე უსადილიათ. პირველად მომკალნი დაუსხამთ სადილზედ, რომელთაცა ჯერ ყველასათვის თვითოეულათ ღვინო ჩამოირიგებიათ ყანწებით მათ, მასუკან იმათში ჩამსხდარან შუაში და სადილი გემრიელათ უგემებიათ იმათთან ერთად, მაგრამ უსიმღეროთ და მოულხენად ვინაიდგან კიდევ მოელოდნენ მუშაობას სადილის უკან, ხოლო სადილს უკან, ვედრებით უთხოვნიათ თავის გლეხებს თავის ბატონებისათვის, აღარ ჩადგნენ იმათში რომ არ დაიღალნენ იმათაც პატივი უციათ და აღარ ჩამდგარან. ესეც ასე იყო, ეს ჩვეულება უწინდელს დროს, ყოველს ჩვენს მუშაობაში.
თითქმის ესეც შესანიშნავია აქა, რომელსაცა ეხლა ვიტყვი. მართალია უფროს უმცროსობა იყო საქართველოს ერში, მაგრამ ყოველს საქმეში, ასე გაერთებულნი იყვნენ დიდნი და მცირენი ერთმანეთში, რომ თანასწორად ითქმის ყველანი, ყოველს საქმეში ანუ ანბავში. მაგალითებრ: მუშტის ანუ ჯოხის. (სალდასტი) და ანუ ქვის კრივის დროს, თავად აზნაურები, ისე იკრიბებოდნენ თავის გლეხებში ანუ საერთოდ ხალხში, როგორც თვით მდაბალნი გლეხკაცნი ერთმანეთში არეულნი, რომელთაცა შორის, არც თავაზა იყო ხოლმე და არც დაზოგვა ერთმანეთისა დასამარცხებლად. ქ. ტფილისის კრივები არა გვანდა სხვა ქალაქების კრივებს, სადაც ორად გაყოფილი ქალაქაი ერთმანეთს ეკრივებოდნენ და აჭირვებდნენ ართი მეორეს დასამარცხებლად სახელისათვის. ქართლის თავად აზნაურნი ზემოთი მხრით იკრიებდნენ და კახეთის თავად აზნაურნი ქვემოთკი მხირთ, რომელთაცა შორის იყო ძლიერი და ძლიერი კრივები და ზამთრით ჯოხით (სალდასტით.) იკრიებდნენ, თან შურდულით ანუ ხელით ქვასა ესროდიან ერთმანეთს, და ზაფხულით, მხოლოდ მუშტით ეკრიებოდნენ ერთმანეთს, კვალად დასამარცხებლად სახელისათვის. თუ ამ სავნებელს ამბავში თანასწორობა იყო ხოლმე, რასაკვირველია სხვა საქმეში უფრო იქნებოდა.
ასე და ამ სახით იყვნენ გაერთებულნი ჩვენი მამა პაპანი ერთმანეთში, მაგრამ ახლა ესეც ვიკითხოთ, ყმა რას ნიშნავს?-ყმა ნიშნავს „ჭაბუკს“ კიდევ ყმა ნიშნავს, ბატონის აგარაკზე მოსახლეს. კვალად უწინდელს დროში იტყოდნენ მდაბალს მახლობელს დიდთან.
„შინა ყმაო“. ვითომ: შინაური მახლობელიო.
ყოველს აღწერილში აქა ცხადათ სჩანს, ყმასა ანუ მდაბალ ხალხსა, მებატონესთან სრული თავისუფლება ჰქონია და მეგობრული მახლობლობა, როგორც კაცობრიობას შეშვენის სწორეთ იმ გვარი. გაგონილს გარდა, ჩემს სიყმაწვილეში, ეხლაც კარგად მახსოვს ზოგნიერთნი ესენი რაც აღმიწერია, გარდა ამისა, ვისაც რა ჰქონდათ თითქმის საერთო იყო ყველა. თუ როგორმე გაუჭირდებოდა ვისმე, იმისი მახლობელი თავის შემოსავლითგან ანუ ქონებიდგან, მისცემდიანდა გაუყვიან. უყვარდათ გაცემა, უყვარდათ მომადლიერება; ამით მოსწონდათ თავი, ამით იხარებდნენ, რომ არაფრათ არ მიაჩნდათ თავისი ქონება ანუ შემოსავალი, და ყოველთვის გამზადებულნი იყვნენ: გაცემად ანუ მიცემად.
ძველ მომთხრობელთ ასე უთქვამთ: დიდს ერისთავს ქსნისას, საჩუქარი ბეგარა მოსვლია და ახალ გორის მოედანი ავსილა საქონლით. ამ დროს ერთს აზნაურს ფიცხელაურს, გადუვლია თვალი საქონლისათვის და ბოლოს უთქვამს „ეს ერთიანი საქონელი დიახ კარგია ერისთავისაო“. ეს სიტყვა ერისთავს შეუტყვია, დაუძახნია და სიამოვნით უთქვამს.
- „ფიცხელაურო: წაასხი, სულ შენთვის მიჩუქებია ეს საქონელიო“.
რა გგონიათ?- იმასაც წაუსხამს: უფროსი ერთი სხვებისათვის დაურიგებია და თვითონ კი მცირედი აუღია. და რატომ არ უნდა დაერიგებინა?- მაშინ როდესაც რომ გაუჭირებელი ცხოვრება ჰქონიათ უწინდელსა საქართველოს ხალხს, ამასთან წმინდა მდიდარი გული, სიხარულით გაღვიებული.
დიდ პაპა ჩვენს დიდ ყაფლანს, მთის საბალახე მოსვლია ტანძიას და ეს საბალახე მოურეკია, აზნაურს ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილს, თან მხლებელს ყაფლანისას.
- „ნიკოლოზ, ათის თავი რაერთი გერგო საბალახის საქონლიდგანაო?“- ყაფლანს უკითხავს.
- ცოტა შენიჭირიმე. ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილს მოუხსენებია.
- „მაინც რაერთი, თუ გიყვარდე?“-
- „სამასი სული თქვენს მზესა ვფიცამ“.
- „მართლა ცოტა არის, ერთი მაგტოლა კიდევ მიჩუქებია იმ ჩემი საქონლითგან, ეხლავ გამოათვლევინე და სადაც გინდა წაასხიო“.
იმასაც გაუთვლევინებია, წაუსხამს, მარამ იმასაც ისე დაურიგებია სხვებისათვის, როგორც ზევით ითქვა ფიცხელაურისა.
მართალია გარდამეტებული ფულის სიმდიდრე არა ყოფილა უწინდელს დროს საქართველოში, მაგრამ სხვა ღვთის წყალობაკი უხვად იყო. მეფის ირაკლის მეორის მამა მეფე თეიმურაზ, გამობზანებულა სომხეთში და ბოლოს მობძანებულა. თან ხლებია სულ ერთიან ყაფლანიშვილები და რავდენიმე ათასი ცხენიანი ჯარი; მომავლობაში მოხუცებული აქულაშვილი დახვედრია გზის პირს, ამ სიტყვით „ჩვენო ხელმწიფეო, მე გახლავარ ბოლნისში მოსახლე, ყაფლანიანთ ყმა. გევედრებით, თქვენცა და თქვენი ჯარიც მეწვივნეთ შენიჭირიმეო,“
მეფეს თეიმურაზს ცხენი დაუყენებია და ყაფლანიანთვის უკითხამს ეს კაცი თქვენიაო?
მოუხსენებიათ დიახ შენი ჭირიმე ჩვენი გახლავსო.
-„რაგვარია?“
- აქულაშვილი.
- ეტყობა მდიდარი უნდა იყოს?
- დიდათ! როდესაც ჩვენი მამები გაყრილან; ამათის სახლეულობისათვის, ვერა შეუფარდებიათრა ვერც ერთი სოფელი და საერთოდ დაუდვიათო თავ მოწონებით უთქვამთ ესა მასუკან ცხენი მოუტრიალებია და აქულაშვილისათვის უკითხავს.
- მერე შეგიძლიან, ჩვენი ავდენი ჯარის დახვედრა?
- ღვთისა, თქვენი და ჩემი ბატონების წყალობა არა მაკლიარა, კარგად დაგიხვდებით ჩემო ხელმწიფეო.
სახლეულობით გამრავლებული შვილის შვილებით; იმის შეურყეველი სახლის სვეტი ბედნიერებითა, გაუღია აქულაშვილს კარები მისი, გაუყრელი ერთი სახლი, მაგრამ ბევრი დარბაზებისა; სულ მშვენიერი ორხუებით და ქეჩებით მოფენილი, როლმებთაცა შორის ყოველი თავადი და აზნაური თავისთავად მოთავსებულან თავისუფლად, თავის მოსამსახურებით ჯარის კაცნიკი, სულ სოფელში ჩამოუხდენია თავის ხარჯზედ.
სამი დღე და ღამე აღარ გამოუშვია მეფე აქულაშვილს; მეფესაც პატივი უცია იმის მოხუცებულობისათვის და დარჩომილა იმის სახლში.
უთქვამსთ: სადილვახშმათ მეფის სუფრა სულ სხვა და სხვა აქულაშვილის ვერცხლეულის სასმისებით იყო მოფენილიო. სასმელი და საჭმელი ხომ ცხადია რაც იქნებოდა, რომელთანაცა ვისაც ადგილი ჰქონია მეფესთან ყოფილან სადილვახშმათ და მოხუცებული აქულაშვილიც იქა ხლებია.
ძილის დროსა, ღამე საყოველთაოთ თვითო ქვეშაგები გაუშლიათ ყველასათვის ცალკე, მის სახლეულობის საქვეშაგებოდან, ზოგი ზარიანი ფარჩისა და ზოგი ყალანქარისა ხავერდის დორებს და ხავერდის მუთაქებს ხომ ანგარიში არა ქონია, ავდენი ყოფილა.
სამი დღე და ღამე, ყოვლის ფრით კმაყოფილნი ყოფილან ყველანი, მეფიდგან მცირეს ჯარის კაცამდისინ.
როდესაც მეოთხე დღის დილაზე წამომდგარა მეფე წამოსასვლელად, მოხუცებულის აქულაშვილისათვის უბძანებია, თავისი ერთიანი სახლეულობა მიიყვანოს მეფესთან დასალოცავად, რომელნიცა დაუყოვნად მიუყვანია, დართულ დაკაზმული ქალები თავის ქმრებით და წვრილის ყმაწვილებით. მეფე ჯაკვირვებულა, იმათ სიმრავლეზედ და სიამოვნით მიუღია ყველანი. ისინიც მისულან თვითოეულად, ქალი და კაცი და ყველანი შემთხვეულან მეფის მუხლსა. მეფეს ყველანი ერთობ დაულოცავს ტკბილის სიტყვით და კეთილის გულით, მასუკან შემჯდარა ცხენზედ და თავისის ჯარით წამოსულა.
მოხუცებულს აქულაშვილს დაუძახნია თავის სახლეულობისათვის „რაც მარნებში ქვევრებია, ეხლავ დახადეთ, მეფე გავაცილოთო. დახვევიან ქალი, და კაცი, ბევრი მოჯამაგირები და ორღობეში მიუშვიათ ღვინო, სადაც მეფე მიბძანებულა ჯარით ღვინო ნიაღვარსავით წასულა, და ჯარისათვის ჩაუვლია შუაში. მეფე დამდგარა, უკითხამს რა ანბავია რომ შიგ მივდივართ ამ ღვინოშიაო“.
ყაფლანიანთ მოუხსენებიათ „შენიჭირიმე, აქულაშვილო ღვინით გაცილებსთო“.
აი მეფის თეიმურაზის პასუხი „ჭეშმარიტად, ყაფლანიანთ თავი უნდა მოგწონდეთ, მაგისთანა გაკეთებული კაცი გყავთ. საქართველოში სხვანიც ბევრნი არიან კარგათ, მაგრამ მგონია მაქ აქულაშვილისავით არავინ. მადლობა უნდა შევსწირო ღმერთსა, რომ საქართველოში უნაკლულებაა ყოვლის ფრით და ყველანი სიამოვნით ცხოვრებენო“.
კიდევ ეს იყო ჩვეულებას საქართველოში: რაც სადილვახშმათ ბიტონებს ჰქონდათ, უთუოთ კერძობასაც ის უნდა ჰქონოდა. თორემ თუ ბატონის კერძი დააკლდებოდათ კერძობას, გულში ეწყინებოდა; ბატონიც შეამცნევდა სამდურავს, რომელნიცა მასუკან უნდა მოემადრიელებინა.
ამ აქულაშვილს ჰქონია ვაჭრობა: ოსმალოში, სპარსეთში და მთელს საქართველოში. გარდა ამისა, იმის ჩვიდმეტს გუთანს უხნავს ჯილღზედ და იმისი მოსავალი უმკია დიდი მდიდარი ყოფილა და დიახ პურმარილიანი.
ბატონების თავის მოსაწონი აქულაშვილი, მეტად ჰყვარებიათ თავის ბატონებს და აქულაშვილსაც გულუხვად უმსახურია თავის ბატონებისათვის ყოვლისფრით. ღმერთს უძლევია თავის წყალობა და იმასაც უხმარია სვინდისიამებრ კეთილად.
სამუხრანოში ერთი მუხრანის ბატონის კაცის სიმდიდრე გამიგონია და ურიგო არ იქნება, იმათმა ბატონებმა მოგვითხრან იმ კაცის სიმდიდრე. ვინიცის რავდენი ამ გვარი მდიდრები იქნებოდნენ საქართველოში, რომელთაცა სახელი დაკარგულია სრულიად. თუ იცოდეს ვინმემ, თქო და ჩვენკი დავწერთ?
უწინდელ დროში, ყოველი მებატონე იმას ცდილობდა, თავისი გლეხიკაცი გაკეთებული ყოლოდა, ანუ ვსთქვათ მდიდარი, ამისთვის რომ ყოველს მებატონეს სახელად მიაჩნდათ და თავის მოსაწონად ჰქონდათ იმათი გაკეთება.
როდესაც ჩემს სოფელს მივდივარ, ანუ იქიდგან მოვდივარ, ბევრჯელ იქით მხარეს, ამოვივლი-ჩამოვივლი, შევხედავ დაოხრებულს დიდს სოფელს ბოლნისსა; დავაცქერდები და დაღონებით ვიტყვი ხოლმე. „სად არის ის დიდ სოფელი ბოლნისი, ანუ ის მდიდარი სახლი აქულაშვილისა, იმისი გამართული ბედნერი სახლი, სახლეულობით გამრავლებული. ეეი, ეეი სოფელო! ეს არის წესი შენი!...
ბევრი კიდევ სათქმელია უწინდელი ჩვენი ცხოვრება, მაგრამ სჯობია შევამოკლოთ და ამით დავასრულოთ.
ქ. ტფილისში, მეფე თეიმურაზს მეჯლიში გაუმართავს, მაშინ მეფე ირაკლი ყმაწვილი კაცი ყოფილა, რომელთანაცა ვისაც ადგილი ჰქონიათ, პირისპირ მსხდარან აქეთ-იქით მეფებთან და თვით მეფენი ტახტზედ ბძანებულან სალხინოს თავს. ყოველს ბოლოს რევაზ სარდალი მოსულა (ორბელიანი.) და თავის ადგილს დამჯდარა.მიუხედ-მოუხედია, უნახამს, რომ ყმაწვილი კაცი ეშკაღაბაში დიმიტრი ორბელიანი ამას მეფე თეიმურაზის ქალი ანა ჰყვანდა ცოლად ქიზიყის მოურავს ქვემოთა ზის, ამის მნახველს დიდათ სწყენია; გულფიცხელიც ყოფილა, მეფის ირაკლის დიდი მოჭირნახულეც და წამოუჩოქია ამ სიტყვით.
- ჩემო ხელმწიფეო მეფეო თეიმურაზ! ამ დიმიტრი ეშკაღაბაშს, ან შენის სიძეობით ეცი პატივი, ანუ ეშკაღაბაშობით და ან დიდკაცის შვილობით. მოგიყვანია და ქიზიყის მოურავის ქვემოთ დაგისომს, ეს არ ეკადრება თქვენს მეფობას, არც თქვენს სიძეს ეკადრება, ქიზიყის მოურავის ქვემოთ ჯდომაო.
ამ სიტყვასთან წამომდგარა და განრისხებული წასულა. მეფეს ირაკლის უთქომს, ვითარცა შეშვენის ყმაწვილს კაცს.
-„რევაზ სარდალმა დიდი პანღური ამოგვკრაო“.
მეფეს თეიმურაზს დამშვიდებით:
-„შვილო ირაკლი, შენმა გაზდამ, საქართველოს დიდთა და მცირეთაც, ყოველთვის უთქმოსთ და კიდევაც იტყვიან. საქართველოში სისწორეთ ლაპარაკი არავის არ დაეშლება, ოღონდ სიმართლით იყოს ყველაო“.
ეს ანბავი რევაზ სარდალს შეუტყვია, დილით მძინარეს მისჭრია მეფეს ირაკლის, გაუღვიძებია, გვერდით დაჯდომია და მრავალი მშვიდობის მყოფობის სიტყვები უთქომს ირაკლი მეფისათვის ბევრის კეთილითურთ.
უწინდელს დროში, არა დიდი, არა მცირე ლხინი არ გადიხდებოდა ანუ ქორწილი, რომ იქ სასულიერონოც არ ყოფილიყვნენ აქ იქნებოდა, თავის მახლობელს უდაბნოს ბერებითა, სადაც ისე მოილხენდნენ და ისე შეექცეოდნენ, ვითარცა საერონი, თავთავის მონსტრულია გალობითა.
დიდთა და მცირეთა შორის, იყო საერთო. ამ გვარი სიყვარული საქართველოში: ერთობა, სიწრფელე, ერთგულება, სიმდაბლე, დაწმენდილი ზნეობა და სრული კეთილი! ვითარცა წმინდა სახარების სიტყვა. „ვიყვარებდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ.“
თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.
![]() |
5 კანონები გამოფენისათვის |
▲back to top |
კანონები გამოფენისათვის სოფლის სახლოსნობის ხელთა ნაწარმოებისა რომელიც უნდა შედგეს ს. პეტერბურღს, 1860 წელსა, საიმპერატორო თავისუფალის ეკონომიის საზოგადოებისაგან.
1) უმაღლესის, მისის იმპერატორებითის დიდებულების ნებადართვით, საიმპერატორო თავისუფალი ეკონომიის საზოგადოება, სეკტემბრის თვეში 1860 წელსა, ს. პეტერბურღში, გამოფენს სახლის სახელოსნობის ხელთა-ნაწარმოებსა. 2) ამ გამოფენასა აქვს ის აზრი, რომ წაახალისოს და მისცეს წარმატებას სოფლიური სახელოსნობა. 3) ამ საზოგადო გამოფენაში მოიწოდებიან ყოველნი პირნი, მებატონენი თუ გლეხნი, რომელთაც კი აქვსთ წარმოება და დახელოვნება სოფლის სახელოსნობაში. 4) საქმეები, რაცკი შეეხებიან გამოფენასა, მიენდობიან საკუთარს კომიტეტს, სადაცა უპირველესი პირი არის პრეზიდენტი საზოგადოებისა. არიან მწევრნი და ერთი სეკრეტარი. 5) ამას გარდა საზოგადოება სთხოვს, მინისტრსა, სახელმწიფოთა ქონებათა, შინაგანთა საქმეთა და სასოფლოთა, დანიშვნისათვის ერთ-ერთის ჩინოვნიკისა იმათის მხრივ, რომელმაცა უკეთ იცის სოფლიური სახლოსნობა ამასთანავე, სთხოვს ყოვლის ქალაქის ღუბერნატორთა, რათა კეთილშობილთა, გაგზავნონ ერთ-ერთი მებატონე წარმომადგენლად კეთილშობილთა მხრივ, ამ საზოგადოს საქმეში. 6) კომიტეტი აგრეთვე მოიწვევს, გარეშეთა პირთა, ყოვლის წოდებისას, რომელთაცა შეეძლოთ ფასის დადება იმ საგანთა, რომელნიცა წარმოგზავნილ იქნებიან გამოფენაში. 7) ყოველი ხარჯი, რაც მოუნდება გამოგზავნას, ჯილდო რომელიცა დაენიშნებათ წარმომადგენელთა, უნდა გავიდეს იმ ათასის თუმნიდგან, რომელიცა ეკუთვნის საზოგადოებას. 8) ამას გარდა აქვსთ უფლება ყოველს მწევრს საზოგადოებისას დაუნიშნოს ჯილდო. საკუთარის ღონის ძიებითგანმხოლოდ უნდა აჩვენოს რომლის საგნისათვისგამოფენაში წარიდგინებიან შემდგომნი საგანნი: I - მიწის მოსავალთაგან: 9) ყოველი მოსავალი მიწისა: კაცის საჭმელი, პირუტყვისა, საზეთო, საწამლო, საწერადო და სხვა მცენარე. 10) ყოველი ხორბალი აღებული მინდვრებითგან, უნდა წარიდგინებოდნენ არა ნაკლებ ერთის ლიტრისა და არცა ორს ლიტრაზედ მეტი, ხოლო ბალახი უნდა წარიდგინებოდეს ნახევარი ფუთიხორბლის გარდა შეიძლება წარუდგინონ, თვით თავთავი, ანუ სრულიად ერთი ხელეური, რომ უფრო უკეთ შეიტყობოდეს ძალა მოსავალისა და სიგრძე ნამჯისა. 11) ეს ზემო მუხლში მოხსენებული კანონი, მხოლოდ შეეხება ახლო მახლო სოფლებითგან გამოგზავნილთ საგანთა, ხოლო შორს მდებიარეს სოფლითგან, შეიძლება წარმოადგინონ თვით მცირეცა. II. - 12) პირუტყვი, მომზადებული წარსადგენელად არ უნდა იყოს ნასყიდი, არამედ შინ ნაყოლი და გაზდილიპირუტყვნი ესე არიან: ცხენი, ხარი, ძროხა, ხბო, ცხვარი, თხა, ღორი და სხვა შინაური ფრინველი გასავალი ამათ საჭმელზედ, გზაზედ, ანუ ალაგობრივ, მიეცემის საზოგადოებისაგან. III. - ბაღის მოსავალთაგან: 13) ყოველი ხილი და ხეხილი. რაცკი მოდის ბაღში, ანუ ორანჟერეაში. ხეხილები წარიდგინებიან გარშოკებით IV-.ყვავილთაგან: 14) მიწის მოსავალი, რომელიცა მსახურებს განსამშვენებლად ბაღებისა, ოთახთა და ორანჟერეათა. შეიძლება წარადგინონ თვით ყვავილის კონებიც -. ბოსტანის მოსავალთაგან: 16) ყოველი ბოსტნეული, მწვანილი და ძირეული; საზამთრო, ნესვი, შამამი და სხ I.- ტყის მოსავალი: 17) თესლეული ტყით გამონაცემი, ფიცარი ტყის ხეთაგან გამონაკვეთი. - VII. გარეული მიწის მოსავალი: 18) ამ ხარისხს ეკუთვნის ის მოსავალი, რომელნიცა არ არიან მოხსენებული წინა მუხლებში და იზრდებიან მინდვრებში, ტყეებში და ჭაობებში მოუვლელად, გარნა რომელთაცა აქვსთ მნიშვნელობა და სარგებლობა რამ. -VIII. ფუტკართაგან წარმოდგენელი: 19) თაფლი, წმინდა სამთელი, სკა და სხ. – IX. ჭიათაგან წარმომადგენელი: 26, აბრეშუმის ძაფი, თესლი აბრეშუმის ჭიათა, ჭიის პარკები და თუთის ფოთლები X- სოფლიური ხელოვნება: 21) ამას ეკუთვნის ყოველნი ნივთნი, წარმომადგენელნი სოფლელთ ხელოვნებისაგან. 22) მიწის ნამკალი ფქვილი, გამომცხვარი პური, ხორბალი, კარტოფილი, ბრინჯი, ქერი: შაქრის ქვიშა და შაქარი, თოკი, მავთული, შოლტი, და სხ. თევზის და ფრინველთ შესაპყრობი, ძაფი, ტილო, მიტკალი, სუფრა ხელსახოცი, ქისა, ზეთი სელისა, ნიგვზისა და სხვა ღვინო. მებილის ლაქი, პივა სხვა და სხვა გვარი. კვასი პურისა და ხილისა. 23) პირუტყვთა ბეწვი, ბეწვითგან ნაკეთები ნივთი, გლეხკაცის მაუდი, შალი, ცხენის თმა, ტყავი, წებო, თულუფი, ტყავი მელისა, ჩექმები, რქები და ძვლები; სახლები კაბისა, ჩულქები, წინდები, კუდი, სარტყელი და სხ. ხორცი დამარილებული, ერბო, ყველი. კვერცხი, ქონი, საპონი, ღორის ქონი და სხ. 24) ძროხის რძე და ნაღები, გამოგზავნილი გამოფენისათვის, ყოველდღე აჩვენებენ მნახველთა, ამას გარდა აცოდვინებს ვისია და რომლის ძროხისა არის. 25) ამას გარდა მიიღებიან სანადირო ნივთნი, უკეთუ გაკეთებულ არიან უმეტესად სოფლითგანპირუტყვთა ტყავები, თევზი გამხმარი, დამარილებული, კიბო, კიბორჩხალები, წურბელა და სხ საექიმო საჭირო. 26) ბეწვი უნდა გამოგზავნილ იქმნეს სრულიად ტანისა, ცხენის ძუა გაკეთებული იმ გვარად, რომ არ დაიხვლანჯოს, 27) ბაღის მოსავალი, ბოსტნისა და აბრეშუმის ჭიისა: ხილი, გამხმარი, თუ დასველებული, მურაბები. წნილი კიტრისა, კომბოსტოსი თუ სხვა. კომბოსტო, ლობიო, ბაკლა, მუკაშარი და სხ. 28) ტყის მასალათაგან გლეხკაცების ხელით ნაწარმოები. გორგოლაჭები, ურემი, პაოსკა, მარხილი, ყუთი, კალათები, გოდრები და სხ. ხის ნახშირი, ძმარი, ტიპოგრაფიის მელანი და სხ. 29) მიწის საკვეთთაგან: ხვედი, გლეხკაცის სოფლიური ლურსმანი, კლიტეები, კარებები და სხ. გათლილი ქვა, დამწვარი ქვა, კრამიტი, ბუთილკის შუშა, გოგირდი, ნაფთი, გიშერი, გორჯილა, ალბასტრი და სხ. XI. შინ მოსახმარის მაშინათაგან: 30) გუთანი, საფარცხი, ჩაქუჩი, ბურავო, ნიჩაბი, წერაქვი, ბარი, თოხი, ცელი, ნამგალი, და სხვა რაც რამ საჭიროა შინაობისათვის. გასანიავებელი, გასარჩევი ხორბლისა, გასალეწი, კევრები, ცეცხლის გასაქრობი მაშინა და სხ. 31) ყალიბები ამ ზემო აღწერილის ნივთებისა მოსამზადებლად, თავისის მოკლეს აღწერილობით XII. ყალიბები სოფლის საჭიროებისა: 32) ის ყალიბები უნდა იქმნენ წარმოდგენილი, რომელნიცა არიან სასარგებლონი, ამას გარდა უნდა ყოფილიყვნენ სადმე ნახმარნი. 33) ყოველს ესე ყალიბისათვის უნდა იყვეს მცირედი აღწერა და ამას გარდა ჩვენებულ, თუ ვითარის სარგებლობისათვის მსახურებს. - XIII ბალახთაგან: 34) სხვა და სხვა გვარი ბალახეული, მომზადებული სწორეთ ამას გარდა უნდა აჩვენონ, რომელს მხარეზედ არის მოკრეფილი და რომელს მხარეზედ იზრდებიან ესე ბალახნი, შეიძლება წარადგინოს მხატვრობაცა ბალახისა XV. ჭიაღუათაგან: 35) სასარგებლონი, სავნებელნი და ტყიურნი რამდენიმე, ამასთანავე უნდა იყვეს ცნობა, რომელს მხარეზედ მოუპოვებიათ, ან როდის უფრო გამოჩნდებიან ხოლმე. როგორის საშუალობით უნდა წარუდგინონ ნივთნი: 46) ყოვლის საგნისა, რაც კი გაიგზავნება, უნდა იყოს გამოცხადებული ფასი, თუ როგორ ისყიდება ადგილობრივ, ანუ ს. პეტერბურღს 37) ძალიანი კარგი იქნებოდა, უკეთუ გამოატანდენ თან მიწის მოსავალს, ცოტას იმ მიწას, რომელზედაც მოსულა მოსავალი, რომლითაც შეიძლებოდეს შეტყობა იმ ღირსებისა, რაც ღირსება აქვს ალაგს. 38) ვისაც სურს გაგაზავნა რისამე კომიტეტში, უნდა გაგზავნოს აგვისტოს 15-ამდენ 1860 წელსა, ამ საგანთ გარდა, რომელნიცა მალე ხდებიან. ამას გარდა პირუტყვთა გაგზავნის დროს უნდა გაიგზავნოს აღწერაცა, ან რამდენის წლისა არის, ზომა და ტანი პირუტყვისა. 39) პირუტყვნი როდესაც მიახწევენ ალაგობრივ, მაშინ გაისინჯებიან 40) უკეთუ კომიტეტი შევა იმ გვარ რასმეში ეჭვში, რომელიცა საჭიროა ადგილობრივ მთავრობის მოწმობაცა უნდა წარადგინონ. 41) კომიტეტსა აქვს უფლება მოითხოვოს ცნობა ადგილობრივ მთავრობისაგან, შესასრულებლად გამოფენისა. 42) გასაგზავნს საგანს უნდა დასწერდეს შემდგომი ადრესი: „გამოფენის კომიტეტში“ 53) საზოგადოების მწევრთა აქვსრ უფლება გამოგზავნონ საგანი ფოჩტით უფასოთ. მხოლოდ ზედკი უნდა დააწერონ. ამა და ამ მწევრთაგან არისო. ჯილდონი: 44) წახალისებისათვის მებატონეთა, გინა სოფლიურთა ხელოსანთა, წარდგენისათვის უკეთესის მოსავლისა მიეცემისთ: მედლები, ფულათ, საქები ქაღალდი, საჩუქარი და სხ. 45) ამას გარდა საიმპერატორო ეკონომიის საზოგადოება უშუამდგომლებს მთავრობასთან, იმ პირთა, რომელნიცა წარადგენენ საუკეთესოსა საგანსა რასმე, წმინდის ანნას ანუ ვლადიმირის ორდენს. 46) კომიტეტი განუსაზღვრავს მომატებულს ჯილდოს უფრო იმ პირთა, რომელთაცა საგანს დაინახავს, რომ საასრგებლო არის სახელმწიფოსთვის. 47) ჯილდოს დანიშვნის დროს მოიწოდებიან, საუკეთესო მცოდნენი ამ საქმეში.48) რომელიც წარმოადგენს რამდენიმე საგანს, იმას არ მიეცემის რამდენიმე საჩუქარი, მხოლოდ დაიჯილდოება უპირველესის ჯილდოთი. 46) რიცხვი საჩუქართა არ არის განსაზღრული, ხოლო რამდენიც საგანი მოსაწონი იქნება, იმდენი საჩუქარი წარმდგენელთ განეწილებათ. 50) ყოველი საჩუქარი მიეცემათ, საზოგადოების სეკრების დროს, განგებ ამ შემთხვევისთვის დანიშნულს დროს, 31 ოკტომბერს 1860 წელსა. 52) რომელნიც მიიღებენ ჯილდოს, ისინი დაბეჭდილ იქმნებიან სხვა და სხვა გაზეთებში. 32) მებატონეთა აქვსთ უფლება, წარმოადგინონ თავიანთა ყმათა საუკეთესო მიწის ნაყოფი. ნამდვილზედ ხელი მოაწერა. პრედსდატელი კომისიისა, პ. შტორფი.
პასუხი უ. ბერძენოვის პასუხის-გებაზედ.
აგერ რამდენი ხანია, რაც ასწავლიან სოფელსა, რომ მაშენებელი და მწერალი არ უნდა აჩქარდნენო - მაშენებელი შენობაში და მწერალი სჯაში, თორე შრომა ამაოთ ჩაუვლისთო. მაგრამ ვის ესმის!
თუ როგორ მართალია ეს რჩევა, ეხლა ვნახავთ.
მეცხრე ცისკრის წიგნში მე შევნიშნე მხოლოთ, რომ უ. ნიკოლაოზ ბერძენოვს ჯერ არ უნდა გაეზომინებინა განათლებულ ევროპისათვის ჩვენის საზოგადოების გონების გახსნა წარმოებებით გამოუცდელ მწერალთა; ამიტომ რომ ნიჭიერნი და მცოდნენი პირნი იმადლებიან, წარმოებანიღა სხვათა, რომელთაც დარჩენიათ ბურთი და მოედანი, სრულიად ვერ გამოდგებიან საზომად. გაედა ამისა, საჩქარო განხილვას (Бъглй обзоръ) ვუწოდე კრიტიკად, ამიტომ რომ სული უდგას კრიტიკისა. ეს კრიტიკა, ანუ განხილვა, გვეჩვენა სასტიკად, უსაფუძვლოთ, უდროოდ, ამიტომ რომ ახლად მოსწავლე ხალხს პირველში მომატებული ვერ მოეთხოვება. ეს შევცოდე უ. ბერძენოვსა.
ეტყობა უ. ბერძენოვს გულს სცემის ეს შენიშნულება და გულ-მოსულს დაუწერია პასუხის გება, რომელსაცა წაიკითხავდნენ საყვარელნი მკითხველნი მეათე ცისკრის წიგნში. ეს პასუხის გება, ანუ სწორეთ ვსთქვა, მწარე და უსამართლო შურისგება, მსგავსად საპნის აბურთებულ ქაფისა, გარედგან ბრწყინავს ფელეტონურის ოხუჯობით, შიგნით კი, ღმერთმა იცის რა ძევს! უ. ბერძენოვი აქა-იქ თვითო-ოროლ ჩემ სიტყვებს აჰკრეფს და შეუბრალებლად მტყორცნის ზარბაზნის ტყვიასავით შიგ გულში. ჩემის მხრითკი ამ პასუხის გებაში ვხედავ შესაქცევარ კამედიასა, რომელმაცა საკმაოდ მასიამოვნა და ამიტომ მადლობას უძღვნი ამისს დამწერსა.
გავშინჯოთ ის ნაწილები პასუხის-გებისა,რომელნიცა ღირან ლაპარაკათ.
პირველად უ. ბერძენოვი წარმოგვიდგენს იული კეისარის სიკვდილის მოთხრობასა. რა მნიშვნელობა აქვს აქ ამ მაგალითსა? ჩემის ფიქრით (და თუ ვსცდები, ვითხოვ მოტევებას) აი რა ჰაზრია აქ: ბრუტმა, ესე იგი, მე თავი გამოვიდე, მოვინდომე ჩემის სახელის გამოჩენა და ვითომც მშობლიურის ქვეყნის (ლიტერატურისა) განთავისუფლება და აღდგინება მოვიწადინე, მოვკალ კეისარი (უ. ბერძენოვი). მაგრამ რომაელნი ხათას გაეყარნენ, ბალას შეხვდნენ. შემდგომ კეისრისა (უ. ბერძენოვისა) რომაელნი (ქართველები) ხომ იმისთანა პატრონების (ათიოდე ჩემისთანაების) ხელში ჩავარდებიან, რომელნიც სრულიად დავჰსცემთ ჩვენ ქვეყანას. (ლიტერატურის). თუ სწორედ მივხვდი უ. ბერძენოვის ჰაზრსა, მაშ ვკითხავ მას: როდის იყო ის მეუფე, ანუ თავი ქართულ ლიტერატურისა? ვინ იცნობდა მას? სითგან სჩანს, რომ მე ვცდილობდი იმისს გადმოგდებას სამეუფო ტახტიდამ? და ან რათ უნდა გადმომეგდო, გინ იჯდეს, თავისს ფიქრში, სამეუფო ტახტზედ? რა გაგვიკეთა, ან რა წაგვიხდინა? აბა უ. ბერძენოვმა მოინდომოს, თავისის მამულის სასარგებლოთ,- და დაიჭიროს ადგილი, შესაბამი თავისს ნიჭისა, მაშინ დარწმუნდება ისი, რომ მე არავარ ბრუტი, მკვლელი მისი, არამედ ვარ ბრუტი, იმისი ერთგული, პატივის მცემელი და მოყვარული; მაშინ დარწმუნდება, რომ მე გულში არა მქონია უკანასკნელის ადგილიდგან შევმხტარვიყავ მაღალს ადგილსა, და რასაკვირველია, მაშინ დაგვიხსნიდა გულის-მომწყვლელ ცილის წამებისაგან, მითამ მქონდეს პატივის მოყვარება ვიდიდო თავი ლიტერატურის წარმოებითა.
-აქ, რადგანც ლოღიკა არ ვიცი, უადგილოთ ვიტყვი ანდაზას: „მელას რას ეზმანებოდაო, ის აგონდებოდა“.
ანეგდოტსაც მოგახსენებთ: ერთმა ვეტერანმა საზოგადოებაში დაიწყო თავის ქება და თქვა: „პარიჟიდამ ლონდონამდინ და აქედან სტოკგოლამდინ ჯარი ქვეით გავატარეთო. ერთმა მსმენელთაგანმა უთხრა ვეტერანს: „შე დალოცვილო, გეოგრაფია არა გცოდნიაო: ზღვაზე ქვეითი კაცი როგორ გაივლისო“. ვეტერანმა უპასუხა: „მაშინ გეოგრაფია გაღმა დამრჩაო.“ მგონია უ.ბერძენოვსაც ისტორია გაღმა დარჩენია როდესაც ამბობს რომ შემდეგ კეისრისა რომის იმპერია დასცესო. არა, მოწყალეო ხელმწიფევ, შემდეგ კეისრისა რომის იმპერისა უფრო აღყვავდა და დაეცა რამდენიმე საუკუნეს უკან: სიკვდილი კეისრისა არიყო მიზეზი მისს დაცემისა. გირჩევთ ისწავლოთ ისტორია, თორე მეორე შემთხვევაში კიდევაც გაღმა დაგრჩებათ.
მერმე უ. ბერძენოვი გამკიცხავს, რომ მე გავბედე და დავწერე კრიტიკა იმისს საჩქარო. განხილვაზედ მე არ დამიწერია კრიტიკა, არცა დამირქმევია ეს სახელი ჩემის სტატიისათვის (იხილეთ ნამდვილი). აი როგორ მოხდა ამ სახელის დარქმევა... მაგრამ კვლავ მოგახსენებთ მიზეზსა, მანამდისინკი ჩემ კისერზედ იყოს ეს შეცთომა.
ეხლა მეც ჩემის მხრით ვკითხავ უ. ბერძენოვს: თვითან რაღათ უწოდა კრიტიკად თავისს პასუხისგებას, რომელიცა ჩრდილიც არ არის კრიტიკისა? ფუყი სტატია კრიტიკა არ არის!
აქამდისინ ხომ უ. ბერძენოვმა წინაუხედავათ ილაპარაკა ჩემ გაუგებლობაზე რიტორებაში და ფილოსოფიაში (თავისი ცოდნა კი ფილოსოფიისა დაამტკიცა მით, რომ დათვები და ძაღლები შტუკების გაკეთებას ისწავლიანო), ეხლა გადადის ლოღიკაზედ, და რომ დაამტკიცოს ჩემი გაუგებლობა და თავისი გაგება ლოღიკაში, მე მკითხავს: რომელი ლოღიკის კანონით გამომყავს მეორე პუნკტიდამ ეს დაბოლოვება: „გეგონება, კავკაზის წამკითხველთა იმდენი მზრუნველობა მიუღიათ, იმდენი შემწეობა მიუციათ ცისკრისათვის, რომ უთუოთ საჭირო იყო მოეთხოვათ, უ. კრიტიკოსისაგან ანგარიში“.
ბატონი ბძანდებით პასუხს მოგახსენებთ:
მეორე პუნკტში მე ვთქვი, რომ „თქვენ ბოდიშს ითხოვთ, რომ დაიგვიანეთ თქვენის ანგარიშით:“ ამის პასუხათ ვანბობ: „გეგონება, კავკაზის წამკითხველთა და სხ“. ესე იგი, ვინა გკითხავსთ (თქვენ), რომ ბარი ათშაურათ არის მეთქი რაო, ლოღიკა არ არის აქ?...
მერმე კიდევ:
უ. ბერძენოვი განამეორებს თავის ჰაზრს, რომ ქრისტიანობის წინათ ქართველებს არა ჰქონიათ ლიტერატურა.
ამაზედ გიპასუხებთ: თუ მე არ მერწმუნეთ, ერწმუნენით მაინც უ. ბროსეტს, რომელმაცა დაამტკიცა, რომ ქართველებს ჰქონიათ საკუთარი წერილები სამასის წლის წინათ ქრისტეს შობადმდე.[1]
შემდგომ უ. ბერძენოვი დამიმტკიცებს, რომ მას ანბავზედ ცოტა მეტი უსწავლია, თუმცა არა ყოფილა არც ლიცეიში, არც უნივერსიტეტში და არც აკადემიაში, და მე ქართული ფრიად სუსტად ვიცი, თუმცა ვყოფილ ვარ (უ. ბერძენოვის ფიქრით) ერთ-ერთ ზემოხსენებულ სასწავლებელში.
გთხოვ უ. ბერძენოვს კარგა გაიგონოს: თვითან მე მრავალი ვთქვი მეცხრე ციხკრის წიგნში ჩემის კალმის სისუსტეზედ; მაშასადამე საჭირო აღარ იყო ამაზედ გამეორება.
ყველა-ყველა მაგრამ უ. ბერძენოვი თავს რაღათ იქებს, როდესაც იცის, რომ „თავის ქება, თავის მტვრევათ? რაღათ იქებს თავსა, როდესაც მე იმავე წიგნში საქვეყნოდ ვაღვიარე მისი ცოდნა ამ ლექსით: „ქართული უ. ბერძენოვის სიტყვა ქართველებს უფრო მოგვიტანდა სარგებლობასა? წაუკითხავს უ. ბერძენოვს ეს ლექსი? თუ წაუკითხავს, მიპასუხოს, რას ნიშნავს იგი? (ხანჯალსა?!!) და თუ ვერ დაუნახავს, ანუ ვერ გაუგია, მაშ სიჩქარით საქმე წაუხდენია!
დასასრულ ჩემი მდევნელი გულ-მტკივნეულად ოხრავს, მეტათ ნანობს, რომ არ გაიგონა ჩიჩინი კეთილისა და პირდაპირის მოყვარისა ლ. , ნამდვილ ქართველ კაცისა (!), და ძირით ძირობამდინ არ განიხილა ჰამლეტი; მაგრამ კიდევაცკი იმედი აქვს მოიცალოს და დაამტკიცოს უვარგისობა მისი. ოჰ, შურის-გებაო! რა მიხარიან, რა მადლობელი ვარ შენი (ვინა თქვა შენი სისაძაგლე, მე არა მჯერა!), რომ გამოიყვანე მოედანზედ მეორე კაისარი, დაუმარცხებელი დამმარცხებელი! მხოლოთ, ესკი უნდა მოგახსენო წინათვე, შენს კეისარს მოედანზედ არავინ დახვდება, მარტო თვითან იმდენი იქნიოს ხელები, მანამ მოსწყინდეს. ამასთან გთხოვ მოაგონო შენს კეისარს, რომ ჰამლეტი ყველა ევროპიის ენებზედ მრავალჯერ არის გადათარგმნილი პირდაპირ ანგლიურიდამ, და იქნება კიდევაც მრავალჯერ გადათარგმნონ იმავე ენებზედ, აქედამ სჩანს, რომ პირველი თარგმანები არ ვარგებულან; ახლა იფიქრე თუ განათლებულთ კარგა ვერ გადმოიღეს, ჩემი თარგმანი რუსულიდამ რაღას მაქნისი იქნება!... სხვა შენ დაუმატე, როგორც ვიცოდე შენის სვინდიდისაგან.
ეხლაკი მშვიდობით.
ლავრენტი არდაზიანი.
20 ოკტომბერს 1859 წ.
ტფილისი.
____________
1 იხილე Разсуж. ак. броссе, необходимости и способахъ изучитъ памятиики старины Грузи. 5 ОКтября 1847 г. г. Тифлисъ.
![]() |
6 დამარხვაზედ |
▲back to top |
დამარხვაზედ
გულ შემოყრილთა და ღონიძიებაზედ
განდევნისათვის ამ უბედურებისა
(რუსულით.)
მიცემულნი დიდებისა, პატივისა და ფულის მოყვარებისა განძრახვისადმი, ანუ ზრუნვისადმი გამოზრდასა და დღიურ საზრდოსათვის თავისა და სახლობისა ჩვენისა, ჩვენ ყოველნი ვჰფიქრობთ მხოლოდ სარგებლობაზედ აწმყო დროისა, და უკეთუ ვფიქრობთ მომავალზედ არა უშორეს კუბოს ფიცრის სამძღვრისა, რა გველის ჩვენ შემდეგ მისსა, ჰზრუნვენ ფრიად არა მრავალნი; ფრიად და ფრიად მრავალნი წინააღმდეგ მისსა, არ იციან თავიანთ ცხოვრებაში უსიამოვნესი საგანი, თვინიერ ჰაზრისა სიკვდილზედ და ყოვლის ღონის-ძიებით ჰსცდილობენ განიშორონ თვისდამი ფიქრიცა და უბნობაცა მაზედ ტყუილათ: ამ უსიამოვნო საგანზედ ცუდი არ იქნება ვიფიქროთ თავისუფალ დროს, ამიტომ, რომ, არ ვიტყვი მომავალ ცხოვრებისათვის, თვით აწმყო დრო, რომლისსათვის ესრეთ ვზრუნავთ, რომელსაც ესრეთ ძვირათ ვაფასებთ, რომელსაც რაოდენ შესაძლებელია ვსცდილობთ ვიხსნათ ყოველ გვარ ვნებათაგან, თვით აწმყო დრო ესე ხშირათ სრულდება ჩვენთვის არა ნამდვილისა სიკვდილითა, არამედ ამით, რომ ჩვენ ჩაგვასვენებენ კუბოში, დალურსმენ მას და ჩაგვიშვებენ სამარეში, საფლავში, სადაცა შეიძლება მთელ ამ ოპერაციის განგრძობის დროს ვიყვნეთ ცოცხალნი, შეიძლება დავრჩეთ რაოდენიმე დრო ცოცხლად შემდეგ ამის აღსრულებისა, შეიძლება ვიყვნეთ ცოცხალნი, ე. ი. ვგრძნოთ, ვჰსჯათ და ვჰსცნოთ: - თვით კუბოში, სამარეში, მიწის ქვეშ -
არიან საზარელნი წვალებანი შემცოდველთათვის, იმ გვარნი წვალებანი, რომელთა ხილვა არა ძალუძს კაცსა, უბნობა, მოგონება რომელთა ააშფოთებენ გულსა და წარმოდგენასა ჩვენსა. ჯაჯანი, წარსულ დროისანი, მიაყენებენ ასეთსა წვალებათა და ქენჯეთა, რომ არა გვრწამს, თითქმის, ეხლა რომ ისინი ყოფილიყვნენ ოდესმე, ხოლო წინააღმდეგ ამისა შეიძლება სრულებით უცოდველად ჩავარდეს თვითოეული ჩვენგანი წვალებაში უმწარეს ყოვლისა, წვალებაში, წინაშე რომლისა წვალება შემცოდველისა გვეჩვენა უკვე სასიხარულოდ, სასიამოვნოდ; შეიძლება ვიყვნეთ დამარხულნი გულ-შემოყრილნი და განღვიძებულნი სამარეში.
მიეცით ნება ფიქრსა თქვენსა წარმოგიდგინოსთ მრთელისა სურათითა მდგომარეობა უბედურისა, გულ-შემოყრილ დამარხულისა და განღვიძებელისა მიცვალებულთ თემში. თმა დაგიდგებათ კალხზედ და თრთოლა დაგივლისთ მრთელს სხეულში. გაახილებს თვალებს ის უბედური, მაგრამ მას გარეშეიცავს სიბნელე ღამისა, ჰსურს წამოჯდეს, რომ ჰპოვოს მცირედი ბჟუტი სინათლისა, მაგრამ ამაოდ თავსა, საშინლად დაწეწკინსა არა აქვს მოძრაობა, გადაბრუნდება ერთის მხრიდგან მეორეზედ, ხოლო აქაც არა აქვს ალაგი მოძრაობისა; დაასხამს საცოდავს ჭირის ოფლსა; ხელების ცაცუნებით ჰსცნობს გარეშემოკრებულთა საგანთა, ახლად შეხედამს გაუჭვრეტელსა სიბნელესა, ახლად იხმარებს ხელთა-და დასასრულს განკრთომით ჰსცნობს თავის მდგომარეობასა. ამაოდღა ჰსცდილობს თავის გამოხსნასა ყვირილით, მაგრამ მის ყვირილი იხოცება სამზღვარსავე ვიწროს სამფლობელოისა და არა მიიწევის ყურთადმი მცხოვრებთა ქვეყანაზედ; ამაოდღა ჰცდილობს კუბოს თავის ახდასა; ის დალურსმუნია და სქელი უძრომელი ნიადაგი ჰსდევს მას დიახ მძიმედ. კვალად ცივი ოფლი გამოხდება იმ უბედურსა; დაქანცული, წყნარად მფშვინავი ჰაერის მოკლებისაგამო, მოელის ის ყოველს წამს უკანასკნელსა მფშვინვასა და მიეცემა საცოდავი საზარელთა განწირულებათა; თუ წვალება მოეკვეთება ჰსწრაფად, რამდენისამე წუთისა ანუ საათისა გავლაში, ბედნიერებაა მისთვის, თუმცა ამ გვარი საათი სამარეში უნდა იყოს უუსაზარელეს ყოვლისა წვალებისა ქვეყანაზედ; გარნა რაი, თუ დაჰკრძალულსა სამარეში ესრეთის სახითა ექნება საკმაო ჰაერი არა ცხოვრებისათვის, არამედ განგრძელებისათვის, გამოუთქმელთა მათ ტანჯვათა? რაი, თუ ესეთნი წვალებანი იქამდინ განგრძელდებიან რომ ექნებათ სხვათაცა დრო მათთან შეერთებისა, მაგა სიმშილსა და სხვათა, რომელნიცა მისცემენ მას ისრეთს აღსრულებაში, გამოსახატავად რომლისა არარის სიტყვა მეთანხმებით, რომ არ იქმნება სულის ტანჯვა უსაშიშარეს მისსა და დიახ ადვილია აღვიაროთ თანხმობა იმაზედ, რომ ვიყვნეთ ათ გზის დასჯილი ქვეყანაზედ, მინამ ერთ გზის აღსრულებულ ესრეთისა სახითა -
ეს ცოტაა რომ თითონ ჩვენ ჩავცვივდეთ ამისთანა საშინელ უბედურებაში; დაუდევნელობითა და უფუქროობითა ჩვენითა მივცემთ იმ უბედურებაში თვით ნათესავთა, ჩვენის გულის საყვარელთა: დედასა, მამასა, ძმათა, დათა, მეგობართა, ცოლსა, შვილთა: უკეთუ არაფრათ მიგვაჩნია საკუთარი ხვედრი ჩვენი, მაშ რაში ჰპოვებთღა სიმართლესა ჩვენსა ამისთანა უზრუნველობაზედ შესახებ სხვათა? რომელი მონანება დაჰფარავს ესრეთსა საშინელსა დაუდევნელობასა ჩვენსა!
გარნა, იტყვიან, ვიცი, რომელნიმე და იქნება მრავალნი, რომ ვითომ წარმოდგენილი ჩემგან ეს სახე საეჭო მიცვალებლობის განღვიძებისა იყოს ნაყოფი მხოლო ჩემის წარმოდგენისა, და სრულებით ტყუილი მოგონება დასანერგავათ ყოველთა შორის შიშისა. თუ მოხდება დასაფლავება გულ-შემოყრილების კაცებისა და მობრუნება მათ სამარეში, მაშინ ნაკლულოვანება ჰაერისა იმავ საათს დაახრჩობს მათ, თვინიერ ყოვლისა წვალებისა; ხოლო მეორეს მხრით, ამ გავრი შემთხვევა, თუ ყოფილა, ჩვენ არ გვინახამს და არც შეგვთხვევია ხილვა ამ შემთხვევის მნახველისა და ესრეთ იშვიათია, რომ ერთი შემთხვევა ანუ მაგალითი მილლიონს კაცთ შორის არარის ღირსი ყურადღებისა. არა, მიუგებ ამაზედ ზემოხსენებული მდგომარეობა საეჭო მიცვალებულებისა, როდესაც განიღვიძებენ იგინი საფლავში არ არის უქმი, ტყუილი მოგონება ჩემი დაფუძნებულია ეს მრავალ მაგალითებზედ: მაგალითი ყოფილა, რომ უბედურთა, უდროოთა დამარხულთა უცოცხლიათ მიწის ქვეშ, საფლავში სამს, ოთხს დღეს, და საფლავის და კუბოს ახდის დროს უნახამთ გადაბრუნებულნი. ამ გვარი შემთხვევები ცნობილ ყოფილან ყოველს დროს, ყოველს ხალხთ შორის და შემოწმებულთა პირთაგან, რომელთ კეთილ სინდისობა საეჭოა არც ყოფილა და არც არის ხოლო რაც ეკუთვნის საეჭო მიცვალებულების რიცხვსა და უდროოთ დამარხულთა შესათანასწორებისათვის მიცვალებულთადმი, რომელნიცა ჭეშმარიტად გარდაცვალებულან, მადლობა ღმერთსა, თუ ის რიცხვი იყოს ესრეთ მცირედი, როგორც ჰფიქრობენ საერთოდ, მაშინ, ჭეშმარიტად, საჭირო არ იქნებოდა უბნობა ხსენებულ უბედურებაზედ, შესაძლებელი იყო მიგვეწერა ის იმ რიცხვის-შორის, განდევნა რომლისა არ შეგვიძლია და რომელიც თითქმის აუცილებელია კაცობრიობაში, მაშინ საკმაო იყო გვეცხოვრა, თვინიერ ყოვლისა ზრუნვისა და ფიქრისა მაზედ, თუ რომელს დღეს დაგვასაფლავებენ ჩვენ; გარნა იმაშია საქმე, რომ რაოდენობა და პროპორცია მისი აშინებს ყოველსა, რომელიც იფიქრებს ამაზედ. ჰა! რაოდენიმე მოცემანი ამ შემთხვევისანი.
წარჩინებულს ჰექიმს ბრუე თავის თხზულებაში შეუკრებია ას ოთხმოცდა ერთი საეჭო სიკვდილის შემთხვებეები, ამ რიცხვის შორის ორმოცდა თორმეტი, როგორც გვაჩვენებს ის, გულ-შემოყრილნი ყოფილან დასაფლავებულნი, ოთხნი ცოცხალ მკვდრები ამოუღიათ, ორმოცდა ცამეტნი მობრუნებულან კუბოში და ორმოცდა თორმენი მობრუნებულან წინათ სანამ კუბოში ყოფილან ჩასვენებულნი.
ერთს ფრანციცულს ჟურნალში დაბეჭდილია, რომ რიცხვი უდროოთ დამარხულთა 1833 წ. 1846 წლისამდისინ იქ მიწევნილა ორმოცდა ხუთამდისინ, მაგრამ განდევნილან სხვა და სხვა შემთხვევისაგამო. ოცდა ხუთნი თვით მობრუნებულან, იმ დროს, როდესაც შესდგომიან დამარხვის ცერემონიას, ცამეტნი მოსულან გრძნობას სხვა და სხვა ღონის-ძიებითა, ნათესავთამიერ მიღებულთაგან; შვიდთა გამოუღვიძნიათ კუბოს დახლით, რომლითაც ისინი მიუსვენებიათ; ცხრანი მოსულან გრძნობას სუდარის ჩაცმის დროს, - ხოლო ექვსნი-ამავე მიზეზით, რადგანაც იმათ სიკვდილზედ ჰქონიათ კიდევ ეჭვი-
ნიუორკში კანონით დაწესებულია, რომ მიცვალებულები უთუოთ რვა დღე უნდა იყვნენ დაუმარხავნი, იმათ კუბოების თავს აქვს საბელი, საიდგანაც წაღებულია შებმული ხელთა და ფერხთა მათზედ წვრილი ზონარი გასაღვიძებელ ზართან. რაა აღმოჩნდა? ათას ორას მიცვალებულთ შორის, ესრეთისა სახით დატოვებულნი, აღმოჩნდნენ ცოცხლად ექვსნი და რასაკვირველია იქნებოდნენ დასაფლავებულნი უკეთუ არ ეხმარათ ზემოხსენებული ღონის-ძიება.
ექვსი, ათას ორასსზედ! ჰსჩანს, ორასს მიცვალებულებზედ მოდის თითო გულშემოყრილი- საშინელი ნაწილია! ერთს ბილეთს ვიღებთ ლოტტერიისასა და მოგების იმედი გვაქვს, სადაც იქნება ერთი მოგების ბილეთი მოდიოდის ათასს ბილეთზედ, როგორ არ უნდა ვშიშობდეთ, რომ როდესაც ამ საშინელ დასაფლავების ლოტტერიაში, რომლისა თითო ბილეთი ყველასა გვაქვს და სადაც ორსს ბილეთში ერთი უთუოთ ცოცხალი იქნება დამარხული, - როგორ არ უნდა ვშიშობდეთ, რომ საშინელი ხვედრი შეგვხვდება ან თვით ჩვენ, ანუ რომელსამე ჩვენ სახლობისას, ანუ რომელსამე ჩვენს მცნობს, მეგობარს! ამ მომავალ უბედურებაზედ უფრო იმედია მოგებისა, ვინემც ხსენებულ როტტერეაში: შესაძლებელია დავფიფრდეთ ამ ანგარიშზედ.
თუ ამ გვარი უბნობა დაიპყრობს თქვენსა წარმოდგენასა, შეჰსძრამს თქვენსა მოშიშობასა და ინებებთ ახლოთ და დაწვრილებით ცნობასა სამწუხარო სტატისტიკისასა უდროოთ დამარხულთა და მრავალთა შემთხვევათა გამოღვიძებულებზედ კუბოში ანუ საფლავში,- წაიკითხეთ რასა ჰსწერენ ამაზედ ბრუე, პინო, ჟანენი, ჟულ-დე-ფონტენელი, გუფლანდი, ელლიზენი, შნეიდერი და მრავალნი წარჩინებულნი მწერალნი.
რისგან წარმოსდგება ესრეთ მრავალი რიცხვი უდროოთ დამარხვისა?
მრავალნი არიან მიზეზნი, გარნა უპირატესი ეს არის, რომ განსაკუთრებითი ცხადი ნიშანი სიკვდილისა თუმცა არის ერთი სხეულის ლპობა, მაგრამ მიცვალებულებსა ხშირათ მარხვენ წინათ, ვიდრე აღმოჩნდება მათ სხეულზედ ლპობა ანუ დაშლა. დრონი, რომელნიცა დაწესებულ არიან სხვა და სხვა სამეფოებში უდრო დროს დამარხვის განსადევნელად, იმ რიცხვიშორის თვით ჩვენი სამი დღე, საკმაო არ არიან ამისთვის, რომ არ შეიძლება ყოველთვის იმ დროს აღმოჩნდეს მიცვალებულებზედ ზემოხსენებული ნიშანი. მართალია ლპობა ლეშისა, თითქმის ნიადაგ აღმოჩნდება მესამე ანუ მეოთხე დღეს შემდეგ სიკვდილისა, მაგრამ შემთხვევა არა ადრე ოცის დღისა, ხოლო ვიდრე არ აღმოჩნდეს ლპობა არა რომელთა სხვათა ნიშანთა, თვით მას, რომელსაც უწოდებთ „მიცვალებულის სუნად“ არ შეგვიძლია ვერწმუნოთ. მრავალნი მაგალითნი გვარწმუნებენ, რომ კაცნი რომელთ სხეულთზედ აღმოჩენილან ეს ნიშნები: გაცივება, გაშეშება სხეულისა და სხვანი ამგვარნი,- გაცოცხლებულან და ცოცხალან დიდხანს სრულისა სიმრთელითა. საკმაო არ არიან აგრეთვე ის ღონის-ძიებები, რომელნიც მოუგონიათ თვით მკურნალთა მასზედ, რომ ნამდვილათ დამტკიცდნენ კაცის სიკვდილზედ. შეიძლება დავიჭიროთ სარკე, ანუ ანთებული სანთელი მიცვალებულის პირისა ანუ ცხვირის წინა და არ აღმოჩნდეს სარკეზედ მცირედი ორთქლი და არც შეიძრას ალი სანთლისა: შეიძლება დავწვათ მიცვალებული გახურებულის რკინითა და სრულებით არ გამოიჩინოს ნიშანი გრძნობისა, ხოლო ამგვარი მიცვალებული იყოს მხოლო გულ-შემოყრილი და არა მკვდარი, შეიძლება გამოიღვიძოს და მობრუნდეს ცხოვრებისადმი. -
ესრეთ, უდროოთ დამარხვის და ამის საშინელთა გამოძიებათა განდევნისათვის, საჭირო არის, რომ მიცვალებულები განუშვად ქვეყანაზედ აღმოჩენადმდე იმათ სხეულზედ ლპობის ნიშნებისა; ამაზედ უადვილესი და უუცხადესი რა არის, მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენდა, აღსრულება ამ ჭეშმარიტებისა ხშირად გასაჭირია; ყოველთვის არ შეიძლება დატოება სახლში მიცვალებულისა სანამ გამოჩნდება სიკვდილის ნიშანი: სუნი მისი, ვიდრე გამოჩნდება ლპობა, იქნება სავნებელი და შესაყარი ცოცხალთათვის; ამისთვის ძველადვე საჭიროდ მიღებულია ცოცხლების სიმრთელის დაცვისათვის ვითარ შესაძლებელია, მიცვალებულების მოშორება. ეს საჭიროება დაორკეცდება ვიწრო ქალაქებში, სახლებში და ოთახებში, სადაცა ჰსცხოვრებენ მრავალნი; ზაფხულის სიცხეებში, უმეტესად იმდროს, როდესაც გაჩნდება რომელიმე შესაყარი სნეულება. გარდა ამისა გარდაიცვლებიან უნათესაონი, უსახლონი, სასტუმრო სახლებში: (გოსტინიცებში) სხვათა სახლებში, ქუჩებში, გზებში, იმათ ვინ წაიღებს, ვინ მოინდომებს დაჰკრძალოს იმათი სხეული აღმოჩენამდე მათზედ ლპობისა? გლახაკნი, მცხოვრებნი ვიწრო და მცირე ოთახებში, ხშირად ჰსცდილობენ, საჭიროებისაგამო, ჩქარა მოიშორონ, რაოდენ შესაძლებელია თავიანთ მიცვალებული, ამიტომ რომ აბრკოლებს მათ ყოველს ფეხის გადადგმაზედ შეგვემთხვევა აგრეთვე გაჭირება დატოებისა შიშისაგამო, რომელსაც აგონებენ კაცთა თვით მიცვალებულები: არიან კაცნი, რომელნი არაოდეს არ გაათენებენ ერთს სახლში, სადაცა ასვენია მიცვალებული, თუმცა იყოს მეგობარი, ანუ თვით ნათესავი, აქ მოქმედობს არა მხოლოდ წარმოდგენა, არამედ საკუთარი, უძლეველი ბუნებითი განრინება.
რომლის სახითა შევათანხმოთ ორნი განწირულებანი, ვითარი საშუალ გზა აღმოვირჩიოთ, რომ არც მთელი ტომი ცოცხალთა მივცეთ ამ უბედურებაში და ამასთანავე გამოვიხსნათ მიცვალებულები ზემოხსენებულ შემთხვევისაგან? ეს კითხვა დიდხანია გადაწყვეტილია ფრიად უადვილეს და ბუნებითის ღონის-ძიებითა,სახელდობ: ქალაქი და სოფელი გარეთ საკუთარის სახლების აღშენებითა, სადაცა მიცვალებულები, აღმოჩენადმდე მაზედ ლპობის ნიშნებისა, არიან დაცულნი დიდის ყურადღებითა. ამისთანა სახლები აშენებულებია სასაფლაოს ახლოს ყოველს საჩინო გერმანიის ქალაქებში და მრავალ ალაგებში ფრანციის და ანგლიისა. ამგვარი სახლები, ამავე განძრახვითა, აშენებულია სიბირში, რომელთა უწოდებენ: მატურს (УБогихъ домовъ). აშენებისათვის ამ გვარ სახლებისა, ევროპაში მიღებულია ეს კანონები: უნდა იყოს აშენებული მშრალს და, თუ შესაძლებელია, მაღალს ალაგზედ ახლოს სასაფლაოსა და საკმაო ოთახებიანი, ასე რომ თითო ოთახში მხოლოდ თითო მიცვალებულები ესვენოს; ოთახები უნდა იყოს საკმაო მაღლები, ნათელნი და სანიაონი. იმ სახლს შუა უნდა იყოს ერთი ოთახი მოსამსახურეთათვის, რომელნი მოუცილებლივ ყურს უგდებენ მიცვალებულთა, მცირედსა მოძრაობასა რომელთა, გაღვიძების შემთხვევის დროს, ამცნებს იმათ გასაღვიძებელი ზარი, საიდგანაც წაღებულია წვრილი ზონარი, ერთი თავი რომლისა შებმულია მიცვალებულის ფერხის ანუ ხელის თითზედ. იმ ოთახში, რომელშიაც უნდა მოაბრუნონ მიცვალებულები, უნდა ყოველთვის მზათ ჰქონდეთ საჭირო იარაღები. ვანნა, წამლები და სხვა. გამგებლობა ამისთანა სახლებზედ აქვსთ ჰექიმებს და მხოლოდ ამათის განკარგულებით და ნების დართვით შეუძლიან მიცვალებულები წაასვენონ და დაასაფლაონ.
ა. სავანელი
![]() |
7 რედაქციისაგან |
▲back to top |
რედაქციისაგან
თეიმურაზ გვწერს, ბაქარ ქართლელის მეგობარი, ჩემმა მეგობარმა ერთი ახალი ანბავი აღმითქვა და როგორც რომ გამომიგზავნის, მაშინვე რედაქციაში წარმოვადგენო გამოვიკითხეთ და შევიტყეთ, რომ ბაქარ ჰსთარგმნის ერთს სულ ახალს მოთხრობასა, რომლისაგანაც შარშან პარიჟში სათეატრო კომედია გაუკეთებიათ და რამდენჯერაც წარმოუდგენიათ, ყოველთვის ზედაჟლეტა ყოფილა ბილეთებისათვის ამ მოთხრობას ეწოდება: „რომანი ერთის ღარიბის ყმაწვილი-კაცისა.“- თხზულება არის ოკტავ ფელიეტისა
იმედი გვაქვს, რომ მომავალს იანვარში ან ფებერვალში ვიწყებთ ამ მოთხრობის ბეჭდვასა და საზოგადოების ესეც კი უნდა მოვახსენოთ, რომ თუ არ „ცისკარში“ ცალკე არ დაიბეჭდება.
_______________________
- რომეოს ბეჭდვაში სამწუხაროდ ჩვენდა, იმდენი შეცთომა მოგვსვლია, რომ ზოგან აზრიც შეცვლილა, ამაზედ მივიღეთ რედაქციაში მთარგმნელისაგან, რომელთანაც ვითხოვთ ბოდიშს, შენიშნულება ამ აზრების გამოცვლაზე რადგანც იმ დროს მოგვივიდა, როდესაც ვეღარ მოხერხდებოდა ამის დაბეჭდვა, ამისათვის გადავდევით დეკემბრის ნომრისათვის, სადაც დავბეჭდავთ დიდის კმაყოფილებით.
_______________________
- ქართლითგან მივიღეთ სამწუხარო ცნობა: ამ ახლოს ხანებში გარდაცვლილა მწერალი ქალი,- კნიაჟნა მარიამ ერისთავისა. თუმცა ბევრი არა დაგვიბეჭდიარა განსვენებულის თხზულებათაგან, რადგანც არა სურდა თავის გამოჩენა, გარნა რედაქცია საკმაოდ იცნობდა მწერლობის მნიშვნელობით. წარსულს წელს დავბეჭდეთ ორიოდე ლექსი, რომელიც მოვიპოვეთ მცნობთაგან, არ არის ეჭვი, ბევრი თხზულება დარჩებოდა განსვენებულს, იმედი გვაქვს მონათესავენი წარმოგზავნიან რედაქციაში დასაბეჭდავათ.
რედაკტორი.
ვეფხვის ტყაოსანი, გამოცემული უ. ჩუბინოვისაგან, ბროსეტის და ფალავანდოვისაგან სამი მ.
გაგზავნით - ოთხი მ.
ლექსიკონი უ. ჩუბინოვისა, რუსულითგან ქართულად და ქართულითგან
რუსულად, სამი ნაწილი - თერთმეტი მ.
გაგზავნით - ცამეტი მ.
მხედრული დავითნი. ორი მ.
გაგზავნით - ორი მ. და ათი შაური.
მხედრული სახარება.- რვა მ.
გაგზავნით. - ცხრა მ.
ქართული გრამმატიკა უ. ჩუბინოვისა - ათიშაური.
გაგზავნით - ოთხი აბაზი.
დიდ მოურავიანი, თქმული სააკაძისაგან, გამოცემული პლატონ იოსელიანისაგან - სამი აბაზი.
გაგზავნით - ოთხი აბაზი.
მეფის თეიმურაზ პირველის ცხოვრება - ერთი მ.
გაგზავნით.- ერთი მ. და ერთი აბაზი,
მოხილვა ტიმოთესი - ერთი მ. და ხუთი შაური.
მიმოსვლა რუსის მიტროპოლიტისა. - ერთი მ.
გაგზავნით. - ერთი მ. და ხუთი შაური.
სიბრძნე სიცრუისა. - ერთი მ.
გაგზავნით - ერთი მ და ხუთი შაური.
მეფის თეიმურაზის პორტრეთი - ათი შაური.
შამილის პორტრეთი - ერთი მ.
ამ ახლოს ხანებში ექნება აგრეთვე გასასყიდი„შამილის ტყვენი“ ფრანციცულ ენაზედ შეთხზული თვით ტყვე ქალის დრანსესი ნათარგმნი ი. კერესელიძისა, გამოცემული ეფიაჯიაცისაგან
ხელი მოსწერდება 1859 წელსა.
ქ. ტფილისში, ქართულის ჟურნლის „ცისკრის“ რედაქციაში, კუკიას, კერესელიძის სახლებში.
ფასი ერთის წლის გამოცემისა, ქ. ტფილისში გაუგზავნელად ექვსი მანეთი, ხოლო შინ მიწოდებით ანუ სხვა ადგილებში გაგზავნით: შვიდი მანეთი თეთრი ფული.