ცისკარი №12 (1857)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 პოეზია

▲back to top


1.1 კნიაჟნა მარიამ ერისთავისას

▲back to top


კნიაჟნა მარიამ ერისთავისას [1]

მარგალიტურნი ვიხილე ლექსნი წყობილ,
ვითა მთიებნი ცის არე-მაერს ცნობილ,
შუქ-სხივ მდინარე ნათლისა დობილ,
ოქრო ბრძმედს შინა უბრყვილოდ გამოდნობილ!

ტურფა არისო ამის ესრედ მქსოველი,
ესრედ სულმნთები, ესრედ მაღალ მგრძნობელი;

ქართულის ენის ესრედ ტკბილად მწყობელი
და ოქროს კალმის ესრედ ტურფად მრხეველი!!

მწადიან მისდა პატივი და დიდება,
საღმრთო გრძნობისგან მიერთმევა მას ქება,
მისნი შაირნი ძეგლად აღიმართება,
და ივერიის ცისკარზედ დამყარდება!

აჰა ასული, ივერიის ჰა, სული,
სული ნათელი და კალამი ქართული,
დავითის ქნარის საიდუმლო მართული,
მიუპყარით ყოველთა სმენა, გრძნობა და გული.

კ.

________________

1ლექსი ესე თქმულია, იმ ლექსზედ, რომელიცა დაბეჭდილ იყო ცისკრის მეცხრე ნუმერში

1.2 ლამისყანა

▲back to top


ლამისყანა

საღამოს დროსა, მშვენიერს ჟამსა,
ვზივარ ბალკონზედ, ვსჭვრეტ ბუნებასა:
წყლისა შხუილი, ხეხილთ შრიალი,
ბულბულთ სტვენანი, ფრინველთ შრიალი,
თვალთ აშვენებენ, ყურსა ატკბობენ,
გრძნობასაც უცხოთ განაღვიძებენ.
ველნი მწვანენი, ყვავილოვანნი,
მთანი მაღალნი, ტყით დაბურვილნი,
მოქრის ნიავი, ჩრთილოეთის მხრით,
ატკბობს ბუნებას მშვენიერებით!
ვერ დავიჯერებ, კარგმა მხატვარმა, დახატოს იგი თავის მხატრობით,
ასრე მშვენივრათ, ასრე კარგათა, ვერ შეაზაოს თავის კრასკებით.
ახ! რა კარგი ხარ, კეთილ ცხოვრებავ,
მაგრამ სადა ხარ, საუნჯოებავ!

თ. დ. ერისთავი.

1.3 ვირი

▲back to top


ვირი

ვირი ველზედ ან რა სძოვდა ორი თუ სამი დღეოდა,
მოსვენებისა ამიდით სიმსუქნის ზეთი სწვეოდა,
თავისუფლებას ჩემობდა, იშვებდა შეექცეოდა,
არ ეკადრება სხვა ვირთა, რაგვარათაცა რხეობდა.

მწვანითა იყო აღსავსე იგი ლამიზი მინდორი,
იგვრდივ ტყე იყო, ახლოს ტბა, მათ ზედა შუკა და გორი,
დაჭიკჭიკობდა სკვინჩაცა, კავკასითგანც მას ორი.
არა თუ ვირი იქ ყოფნას, არ იწუნებდა არც ჯორი.

ვით პატრონი იმ არესა, ვირი ფეხსა აბიჯებდა,
დარბოდა, ხლტოდა, ილხენდა, თამაშობდა და იშუჱბდა,
მწვანესა პირით ფუშვიდა, არჩევდა პირშიდ იდებდა,
ვირმანცა იცის განცხრომა, თუმც ვინმე დაუჯერებდა.

დროს არ დაეძებს სვიანი, სმა ლხინსა არ ანგარიშობს,
აცა სწადს ბედი უხვია, არ გარჯის წინა დაუსობს,
მას ზედა ნეკტარს მანანას, ვითარც წვიმას დაუშობს,
ბედი ვირს ელაციცება, მყისად წალკოტშიდ შაუშობს.

ვირი ბედსა მიენდობა, ბედიც ძვირად უღალატებს,
გაასუქებს, გაალაღებს, ხან ხუმრობით გააბუტებს,
ბევრსა რასმე სხვა და სხვასა ვირი ვირულს მოუმატებს.
მაგრამ მისი ყურის ქნევა, რას ნიშნავს არ განუმარტებს.

ვირზედ ბედი რა შესჯდება, შეხედო ბედაურია,
წვივ მაგარი, მოქინდრული, მოქინჩულია, გმირია,
ახლოსა მისვლა, მიკარვა, ძნელი და გასაჭირია,
მაშინ აქებენ ყველანი, ვინ იტყვის რომე ვირია?

ერთი რამ ბედსა შევნიშნე, ოდეს ვირსა ესტუმრება;
არა შურს მისთვის ფაშობა, სასახლესა ქება დიდება,
მაგრამ თუმც იწყოს გალობა, მას ერთობ არ იამება,
ამისთვის ჩემსა მუტრუკსა, ხან და ხან გაუმჯავრდება.

ესე აქვს ვგონებ მიზეზად, რა ბევრსა მოთოვს წყალობას,
თორემ ყვირილი ვირისა, სჯობია კიდევ წიხლობას,
მე ბევრი ნაზი მინახავს ეტრფოდა ვირის გალობას,
აქ შევეწიოთ ჩემს ვირსა, ვსთქვათ ნიშნავს დაუდგრომლობას.

არ ეკადრება ჭკვიანსა ბედია დაუდგრომელი,
„ჭკუამ იცისო, ის ამბობს ბედი და მისი სოფელი“.
ფრიავს ოქროსა ფრთებითა, ლამაზი განსაკრთობელი,
ოდეს ვირს ეხალისება, ვირსა მორჩილებს ყოველი.

ჩემო მკითხველო. იხილე ჩემის კალმისა ბოვშობა,
მე არ მიჯერებს შენ მაინც, უბრძანე გიჟი რას შობა,
ბედი რომ ვირზედ შეჯდება არ შურსო მისთვის ფაშობა,
არ იცის რომე არ ვარგა, ასე თავისა აშობა.

რა ვუყო ჩემი არ ესმის, არა ფერს არას მიჯერებს.
თეთრსა სადაფის[1] ველზედა ყრმაწვილის მსგავსად იხარებს
თამაშობს, აწყობს დას-დასად თემად და თემად შაირებს.
თქვენსა თავს ვფიცამ ხანდახან მეტისა თქმითა მაჯავრებს.

ხან გიჟი არის, ხან ბრძენი, ხან მიჯნურია ხან გმირი.
ხან ახალ დაბადებული, ხან ავაზაკი და მზირი,
ან მაღლა მფრენი არწივი, ხან გვრიტი უცხო და მწირი,
მე მისი არა მესმისრა შევჩერებივარ და ვსტირი.

ვინა ჰსთქვას მისნი საქმენი, სადაურს ხესა ადა რგავს,
ეს ვერ ვანიშნე ლალამან, დამალულს ყარყუმს რა მოკლავს,
აწ კბილი ბედსა მოავლო, ვიცი გააძრობს იგი ტყავს,
მე ვერ მიმხვდარვარ, არ ვიცი; თუ რა გვარია რასა გავს.

აწცა შეხედეთ ამ თქმაშიდ, ქვემო რა დაუწერია,
„ვირი არისო ფერით და სიმარდით ირმის გერია,
ნება მისია დასწეროს, მე რჩევით ჭკუა მერია,
რაცა ერჩიოს იგი ჰსთქვას, მას ჩემგან ჯვარი სწერია.

ის ამბობს ვითომ იმ ველსა იგივე ბედი მთავრობდა,
რომელი მისსა მუტრუკსა, ასუქებდა და ყვარობდა,
ყვავილის მწვანის აფუშვას წახთენას არ ვინ მჯავრობდა,
ვირი ვირულად ვირობდა; რას დაეძებდა, ხარობდა.

იტყვის რომ დარდი არა აქვს ბალახობს, არკბენს მწერია,
კოტრიალობს და მას ჩადის რაცა ვირისა ფერია,
ასხლტება და წიხლს ზე ყრის რა უჭირს ბედნიერია,
სიმარდით, ფერით ნუ სცინით ვირი ირმისა გერია!

აწე მოსწყინდა მწვანე და გემო ია ნარნარისა,
იასამანის ტანი, და ზამბახი იმა არისა,
ფოთოლი, მოლი და სვინტრი; თავის უფალის ბარისა,
ყვავილთ დედოფალს დაუწყო მიჯნურეობა გვარისა.

პირი მოავლო უნდოდა, მისი რა კოცნა, მოკრეფა,
სწადდა სვიანსა რათამცა, ყვავილებზედაც იმეფა?
რა ნახა პირი ვირისა, შეკრდა შეშინდა ის მეფა,
უბრძანა სადა გინახამს, რომ ვირმან ვარდზედ იმეფა.

ბრძანა და ნემსი რა-მეკრა, ვირისა ბაგე ნარნარსა,
ასეთი დაიზრიალა, ღმერთო! რა გმირი, მხნე არსა!
ბედმაცა ჩაუფუჩუნა, არ შვენის ვარდი მის გვარსა,
გაიქცა, მირბის და სწყევლის, გორას, მინდორსა და ბარსა.

დასუსტდა ერთის ნემსის კვრით, არა აქვს ღონე და ძალი,
წამოწვა ძირთა ხეთასა ვითომ დაჭრილი და მკრთალი,
ბედი თავს უვლის და მოაქვს, სხვა და სხვა გვარი წამალი,
ოხ! კარგო ჯოხო, სადა ხარ, შენი სჯულია მართალი.

წევს, თვალი არ ახელს, შეხედო გაგეცინება მკვდარია,
აღმოიოხრებს ხან და ხან, ასე რომ შესაზარია.
ხან და ხან ყურსაც დააქნევს, ეს მათეული გვარია,
სულ მისი ყოფა და ქცევა თავის უფლების ბარია.

სტირს, კვნესის, ტკივა და შფოთავს, ვითა ნარნარი ჩჩვილია,
ბედმან წამალი დაადვა, სამკურნალო და ლბილია,
ურჩი: სჯობს რომ წარმოდგეს, დიდის გვარისა შვილია,
იმის რაიმე საზრდოი, ნუ არის ფერ შეცვლილია.

ფრიად იამა რომ ესმა, დიდის გვარის შვილობა,
წარმოდგა მძიმედ და წყნარად, იხმარა დიდი ზრდილობა,
მიმოიხედა იგვრდივად, ნახა მწვანილთა შლილობა,
ზარმაცად, კვნესით დაიწყო შექცევა და სადილობა.

პირი რა მოსდვა მწვანესა, თურმე არ სტკივა მას ბაგე,
სინაზისაგან შეემთხვა, კვნესა, ტკივილი მას აგე,
ბედსა უცინის დაეტყვის „რასთვის მეხუმრე რათ მდაგე,“
ასეა გასუქებული ვირი, მუტრუკი მებარგე!

ბედი არას ეუბნება, ვინ არი ანუ რა არი,
მადაც რამე მოუვიდა, ჭამს ვითა გაუმაძღარი,
ინ გაუბედავს რომ უთხრას, ბალახობისა რამ ვარი,
უცებ შეხედა, დაფიქრდა, ვგონებ ფარსაგი არ არი.

გაჩერდა, რაღაც დაფიქრდა, ჩავარდა დიდსა გონებას,
ბედმან იქ დაუჭიკჭიკა რას ფიქრობ შენსა მზეობას?
მას არა ესმის, ვირია და ხედავს კეთილ-დღეობას,
ვინ არის მყოფი სოფელშიდ რომ მათ შეუშლის ზნეობას.

მიმოიხედა ტბა ნახა, მოუნდა წყლისა დალევა,
მძიმედ წავიდა მივიდა იწყო სმა წყნარის და კმევა,
როს გაათავა ჰშთახედა, ნახა რომ ყური ერყევა,
სთქვა „ყური რაღა იქმნება, რომ ჩრდილი ესრეთ ირყევა.

ფრიად იამა ხილვაცა მისისა ტანადობისა,
მკერდი, ქინდრი, შუბლი, ცხვირი სიტურფე თვალადობისა,
კვლავ ერთი სიმედიდურე ნიშანი თავადობისა,
იწყო ხარხარი საზარო თვისება ვირადობისა.

კუდი მაღლა აბზიკა და ისლოკინა ქმნა ნება,
შეხტა და შემოტრიალდა შექმნა ჯლოყინი ვაება,
იწყო რბენა და ყვირილი წიხლი და უბედურება,
ეს არის მათი გალობა და მათი ბედაურება.

წინარეცა ვსთქვი რომ ბედსა არ უყვარს მისი გალობა,
რა ესმა ვირის ყვირილი, შეექმნა გულისა მკრთალობა,
განს გამოფრინდა მოსცილდა, წაიღო მისი წყალობა,
არ მიყვარს ბედის სტუმრობა, არც ვირის თავის უფლობა.

მგელიც მიიჭრა ხმაზედან რა ესმა ვირის ძახილი,
იხილეს მათის გულისა, ვირი მსუქანი, პოხილი,
ვირმანც შეხედა დაიწყო საბრალომ ბორგვა ფორხილი,
შეიქმნა ვირი მგელთათვის, ვითა დორთა თვის რკო, ხილი.

რაი ვყო, ასრედ დასრულდა ვირისა კეთილ დღეობა,
ჭამაი, ლხინი, შექცევა, ბედი და თავის უფლება,
ნაზობა, წოლა, აღდგომა, ვაება, მისი გალობა;
მგელთა ყრილობა, ლხინობა, ბედისა გულის გრილობა.

ასეა ესე სოფელი და ვირის ბედნიერება,
ხალხთა ფუჭე ცარიელი ბედი აქვს გაიბერება,
მაშინ აქვს სული და ხორცი თუმც არა გონიერება,
გადავა ლხინი ყოველი და მისიც ბედნიერება.

ვინც რომე თავის გვარისა წერასა გადაუხდება,
ანუ ტყე მოკლავს, ანუ ღრე, შუბი ან გულშიდმოხვდება,
მა და მეგობარს მოყვასსა, და თვისსა ბედსაც მოცდება,
ყოველი გარდასავალი ამა ვირისა შეხვდება.

________________

1სადაფის ველად, მწერალნი ქაღალდს ვუწოდებთ.რ. კ.

1.4 ეკატერინა მეორისა მიმართ, დერჟავინის მიერ, დროსა შუჱდთა თანა დაზაებისასა

▲back to top


ეკატერინა მეორისა მიმართ, დერჟავინის მიერ, დროსა შუჱდთა თანა დაზაებისასა

პეტრო-პოლს მიხვალ მშვიდობით, თავსა დაფნითა ხურვილი,
თანა წარგყვების ზეფირი, რუსთადმი ფინიკთ მფენელი;
მიხვალ... იხილე მეფაო, სრულად შვებითა აღვსილი.
შენ გარე ერი საკრებოს, ესთაა, შენი მჭვრეტელი
ვით ნაზის გაზაფხულისა, შენდა წინ-მომგებებელი;
მეწამულისა სამოსლით ცისკრისა მანათებელი.

მიხუალ თვალთაცა მიაქცევს, მათდამი ვითარ ღმერთაი;
ერთის ღიმილით შედგრება განცხრომა ჩუჱნი შვებაი,
საშვალ დიდის მწყობრისა, შეგვემთხვა ბრწყინვალებაი,
შენ იყავ წინა მძღომელი, თვით ახოანი მეფაი;
გჭურეტენ მშვიდობის მომქონსა, თვალნი ადრითვე მკვირვალნი;
შენ შორის ამათ შვებათა არიან აღმომკითხავნი
ამათვე მიმღებელობენ მტვირთველნი მშვიდობისანი.
ვითარცა მეფე სამსახურთ, უხვებით ჯილდო მყოფელი,
ითარცა დედა ობოლთა ნუგეში დაცაფამრველი;
შვილთ, მეუღლეთა მოკლებულთ უშურვლად აღმადგენელი;
მხსნელი დილეგსა პყრობილთა, წარმტყვენილთ მამდიდრებელი;
უბოროტოთა ბრალეულთ ცოდვათა მიტევებელი,
საჭიროების დროსაცა სისხლისა დამათხეველი;
ხოლო მშვიდობის ჟამსავე ღვთიური ჩუჱნ საყვარელი
ჩუჱნისა ბედნიერების მარადის მაახლებელი.

განაგძობ ჩუჱნთა ოქროანთ წელთა
საზოგადოსთვის განსასვენელთა;
აღურიცხველთა შენთა-ცაერთა
მირულებულთა ქვეშე შენს ხელთა.
ტალავრიდგან ვიდრე საყდრამდე;
ბორცვთა ზე შუა მისვე მხვედრადმდე
მბრძოლთ რუსთა სულთა განსვენებადმდე.
იქმნენ ბედნიერ ყოველნი შენ მიერ:
მწყემსი, მთავარი თანასწორ ძლიერ
ხოლო ჰსჯულითა ერთ სახედ მდგმიერ,

განუყოფ ხელსა ცხოველად მყოფელსა
ძნიად მტვირთველსა მიწის მშრომელსა;
ხარკს მიუტევებ არ მქონებელსა,
ორნატნი ველნი მით აღყვავდებინ
ხელთა საქმარნი უხვ იგზავნებინ,
ნავთა საგრილსა განისვენებინ,
ოქროს მდინარე და ვერცხლისანი
ორმით ნევადმდე განრთხმულისანი,
უნ შეკრებილნი ერნი სხვისანი;
დამგემებელნი კეთილისანი.

კვალად ესენი მოაქცევნ ქუხილთ
ნეტარნი დღენი ჰამბავად ყოფილთ!
საყვირთ ბეგარნი ქარით მოხმულნი
ათასის კაცის გარგამომხმელნი,
ერი ირყევის ვითარ ღელვანი,
ყოვლით კერძო ჰსდის სრულნი შვებანი,
მტერთა, მიყვასთა ამბორებანი;
შორის შუკათა ხმოვანებანი;
სახლებთა შინა ცრემლთა დენანი,
მამათა, შვილთა, ცოლთ შეხვევნანი.

ეჰა თქვენ ლომის, სულის მექონნო,
მამაცნო ბრძოლის ფრიად მოყვარნნო
მოხედეთ ამას ნაკვეთთ სახესა,
შეცაუსწორეთ ბრძოლისა წესსა:
არს მუნ კვნესანი ბგერა და შიში;
აქა განცხრომა, ხლტომა ვიშ ვიში;
მუნვე სიკვდილი სნეულებანი;
აქ სიყვარული და ცხოვრებანი.
ვხედავ მოკლულთა ვითარ აჩრდილთა
მოქადულთ გასმენთ მათ სასყიდელთა;
უბრალოებით სისხლით შესვრილთა.

გარნა გვირგვინოსანო სათნოებაო!
ეჰა! ანღელო ჩუჱნ წყნართ დღეთაო!
ეკატრინავ! ვართ მოწამენი
არ იყო შენგან სიკვდილთ მიზეზნი;
არ იძიებდი ბრძოლით დიდებას.

გარნა ჩუჱნთა ზნეთ განცანათლებას.
განშვენდებოდი მყუდროებითა,
ცრემლთ სიუხვითა გამოხმობითა;
შენთვის ჰამო არს ვიდრე სოფელი,
იქმენ ბრძოლითა მომპოებელი.

დერჟავინი.

1.5 * * * (შემშურდნენ ესე შაირნი)

▲back to top


* * * (შემშურდნენ ესე შაირნი)

შემშურდნენ ესე შაირნი, ვითომ მენება თარგმანი
მაგრამ ვერ ვუძლე საფერად, ვერც შევიწიე სხვა ყრმანი;
ვისაც ვჰსთხოვე გამკიცხეს, არ გვაქვსო დრონი საქმანი,
ზოგნი ქაღალდსა ვსთამაშობთ, ზოგთა სხვა გვქონან საქმარნი.

მოგიძღვნით ქართველთ მკითხველთა, მაგრამ დავძინებ თხოვასა,
ღვთის-გულისათვის ნუ ჰკარგავთ, ძველის ენისა ხსოვასა,
საკიცხელია ყოველგან მოგვატყვებს დიდსა გლოვასა
გვეტყვიან თვისი დაჰკარგეს, სხვისას ვერ ჰყოფენ შოვასა:

თუცა გამკიცხოთ რა მგამა, სიტყვათა უსწორობაზედ;
მისთვის არ ვიწყენ არას დროს, არცა თავსა ვჰსდებ ბრძნობაზედ,
რაბამ შემეძლო დავჰსწერე, არ გეცილებით ჯობნაზედ
უ იცით ყველამ გამართეთ, ქართულის გვარის წყობაზედ,

დრო შემხვდა მარტოობისა, არ გავატარე ამაოდ
ხელთ ვიგდე დერჟავინისა შაირნი ტკბილნი საამოდ;
ფიქრისა განსატოლველად, თარგმნას ხელი ვჰყავ საღამოდ
რედაკტორსა ვჰსთხოვ დაბეჭდოს, ცენზორმან მართოს საკმაოდ.

დ. ციციშვილი.

2 პროზა

▲back to top


2.1 პირველი სამხარი

▲back to top


პირველი სამხარი

მოთხრობა სოფლელისა

ჩუჱნს სოფელში იყო ერთი ქალი, თუმცა მოხუცი, მაგრამ სასიამოვნო დედაკაცი და მრთელის სოფლის საყვარელი. სახის მეტყველება იმ მოხუცებულის დედაკაცისა დაგიმტკიცებდათ, რომ ყოფილა ოდესმე მეტად მშვენიერი ქალი. ის ემზგავსებოდა თუმცა არა ახალს ბუსუსიან ატამსა, გარნა უხორკლო, სუფთა ვაშლსა, ვაშლსა, ზამთარში გარგად შენახულსა. ჭკვიან თვალებში უბრწყინავდნენ ის ცეცხლის ნაპერწკლები, რომელნიცა არიან ხოლმე დამამტკიცებლად აღნაგზებ გულის მხურვალებისა! რომ დაგეკვირვებინათ თვალი სახისათვის, უეჭველად დაატყობდით, რომ ოდესმე შეპყრობილი ყოფილა სიყვარულის ჯაჭვითა, რომელსაცა დაუდვია თავის ბეჭედი თვითოულს მის ასოზედ.

ის იყო დამამშვენებელი ჩუჱნის სოფლის საზოგადოებისა, ამისთვის ხშირად შევიყრებოდით ხოლმე იმის სადგომის წინ, რომელიცა განშვენებულ იყო მშვენიერის შეფოთვლილის ხეებითა, სადაც უბრძანებდა ჩაის მომზადებასა და ხშირად სამხრებისასაც იმ მშვენიერს ხეებ ქვეშ. ჩუჱნს მასპინძელს ქალს უყვარდა მოთხრობა, მოგონება წარსულთა დროთა, ხოლო ჩუჱნ გვიყვარდა ყურის დაგდება. ყოველი თქვენი მოთხრობა, უთხარით იმას ჩუჱნ ერთ გზის, არიან ღირსნი,ყურადღებისა, რა არიან სასიამოვნონი. მაგრამ ეს კი უნდა გითხრათ პირმოთნეობით, რომ უკეთუ ყმაწვილ ქალობისა თქვენისა გარდასავალი გეთქვა ჩუჱნთვის, მაშინ სასიამოვნო იქმნებოდა რა კარგი გემოვნება გქონიათ! მოგვიგო ქალმა ღიმილითა. მართლად, რომ ჩემი თავს გარდასავალი კარგად გაგართობდათ თქვენ; მაგრამ მე არ მიყვარს წარსულის საქმის მოგონება, ამისთვის რომ ხელმეორედ დარდებს ამიშლიან. ამასთანავე ესეც უნდა ვსთქვა, რომ გაიგოთ ჩემი თავს გარდასავალი, არ დაიჯერებთ და ტყვილათ პირი რაზედ მოვაცდინო. - გარწმუნებთ რომ ყოველსავე დავიჯერებთ, რასაც კი იტყვი, მივუგე მე. რასაც კი იტყვით ესენიც ყველას დაიჯერებენ, როგორც სრულიად ჭეშმარიტებასა. ხომ არას მოუმატებთ ჩემს ნათქვამს? მითხრა იმან. არცა ერთს სიტყვას.- მინამ მე ცოცხალი ვარ ხომ არ განსთქვამთ? არათუ თქვენ, მანამდი ჩუჱნ თითონ ცოცხალნი ვართ, არცა ერთი სიტყვა იქნება განთქმული. ოჰ, არა! სთქვა იმან, მე მაგას არ მოგთხოვ და გაძლევთ ნებას რომ როდესაც იქმნებით ჩემს წლოვანებაში, უამბოთ თქვენთა მეგობართა და ამხანაგთა ანბავი ჩემი ქარიან ახალგაზრდობისა, ხოლო წინათვე გაცნობებთ თქვენ, რომ ჩემი თავის გარდასავალი ასე გრძელია, სამ დღემდინ ძლივს გავათავებ, თუ რომ ყოველ დღეს სამხრათ მეწვევით. სამხარზედ გიამბობთ ეგ უფრო უკეთესი, მიუგეთ ჩუჱნ. რა მოგვიტანეს და რა მოვაყოლეთ ჩაის სმასა დაიწყო მასპინძელმა შემდგომი მოთხრობა:

„მე დავიბადე მდიდარ მდგომარეობაში, გარნა არ ვიცოდი ჩემი სიმდიდრე მაშა ჩემმა, ბედნიერის ვაჭრობის საშვალობითა, მოაგროა დიდი ფული და მოკვდა, დამტოვა რა მე ყმაწვილი; ხოლო დედა მიმიკვდა მამის ჩემის წინათ ბიძა ჩემი, ზედამხედველი ჩემი და მამიდა, ცოლი მისი იყვნენ ორივენი ღვთის მოყვარენი, გარნა ძუნწნი, როგორც თავიანთს ქონებისა. ისე ჩემს ქონებასა ძალიან უფრთხილდებოდნენ რაც უნდა ნაკლულევანება მქონოდა, არაოდეს არ შემისრულებდნენ და ყოველსავე მათმენინებდნენ, მარწმუნებდნენ რა, რომ ვარ ძალიანის ღარიბის კაცის შვილი.“

სახლში მყოფნი, ყოველნი ერთბამ ცდილობდნენ, რომ არ შემეტყო სიმდიდრე ჩემი, დიდი თუ პატარა. ბიჭი თუ გოგო. ისე დამიმორჩილეს და გამხადეს თავისის ნებისა, რომ სრულებით არაფრის უფლება არა მაქვს სამყოფი შეძლება, რომლითაცა შემეძლოს თავის შენახვა. თუმცა დედი ჩემის სიკვდილის შემდგომ დარჩა ძალიან ბევრი ძვირფასი ნივთები და ბრილიანტები, მაგრამ მე სრულიად არა მომცეს რა, გარდა ამა ოქროს პატარა გულისა. ჩემი ფულები გაცემულ იყვნენ სარგებლობით, მეკი არა მქონდა არცა თუ ერთი ცალიფული. ასე მეგონა ჩემზე ღარიბი არავინ იყო, მეგონა ჩემი ნათესავების წყალობითა ვსცხოვრებდი. იფიქრეთ, თუ რა მდგომარეობა იქნებოდა ეს ჩემთვის.“

„თექვსმეტ წლიამდინ არ მინახავს ქვეყნიერება,ისე დაკეტილში მინახავდნენ მე ვხედამდი ქვეყანასა მხოლოდ ჩემის ფანჯარიდგან; ხოლო რა შევსრულდი თექვსმეტის წლისა, ვნახე რაღაც სრულიად ახალი და მეტად სასიამოვნო. რა ერთს დილით გარდავიხედე ფანჯარაში ჩუჱულებრივ, ვნახე ახალგაზდა მშვენიერი კაცი, რომელიც იყო მწერლად მდივანბეგთან. ჩუჱნს მეზობელთან, და რომელიც გარდივარცნიდა რა მავს გრუზა თმასა, ყოველ დილას ჩუჱულებრივ, საქმის წინად, დაჯდებოდა ხოლმე ფანჯარის წინა, პირის-პირ ჩემის ოთახისა, რათამცა დატკბობილ იყო ახლის ჰაერითა. წარმოიდგინეთ თქვენ აპოლონ ღმერთა საღამურ ტანისამოსში, ამისთანა იყო ჩემი ალექსანდრე.- ჩემი გეუბნებით, მისთვის რომ ამა წამიდგან ჩუჱნი გული შეერთდნენ. ის იყო ჩემი მრთელს ჩემს სიცოცხლეში.“

„შევხედე რა პირველად, მაშინვე შევიტყე ყოველი ის, რაცაწინად იყო ჩემთვის შეუტყობარი: მომეწყინა მარტოობა, ბნელი აზრი რაღაც სიყვარულზე და მუდამ ჩემი მოუსვენლობა. აი რა არის საჭირო ჩემის ბედნიერებისათვის, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობითგან! ვეუბნებოდი ჩემს თავსა და ვიმეორებდი ათასჯერ; მაგრამ ქუჩა მიყოფდა საგანსა ჩემის ბედნიერებისასა.“

„მე შევამჩნიე იმას განცვიფრება, ამასთანავე სიხარული, ოდეს პირველად მნახა მე; უეჭველად ისიც შენიშნავდა ჩემს განკვირვებასა და სიამოვნებასა. მხოლოდ დარწმუნებული ვარ, რომ სირცხვილი და შიში, რომელნიცა განუშორებელარიან უბიწოებისაგან, აგრეთვე გამოცხადდნენ ჩემი სახეზედ როგორღაც გულის გრძნობამან მითხრა მე, რომ ახალგაზრდა ქალთათვის არ არის საკადრი ჯდომა დიდხანს ფანჯარაში, როდესაც შეჰყურეს ახალგაზრდა კაცი, ამასთანავე მოწონებით და სიამოვნებით. მაშინვე ავდექ, მოვშორდი იმ ფანჯარას, მინდოდა გავრთობილ ვიყავ რითამე, დავუწყე ალერსი ჩემს ჩიტებს, რომელნიცა მისხდნენ ყაფაზაში, კიდევ მივედი იმავე ადგილსა; ვშორდებოდი, ვბრუნდებოდი და ნელნელა ვუყურებდი, იმ აზრით რომ შემეტყო ხომ არავინ არ მიყურებდა. საყვარელი ალექსანდრე იდგა უძრავად, არცა თუ ერთს მინუტს, მაშორებდა თვალსა, მელაპარაკებოდა შორიდგან სახის მეტყველებითა, მთხოვდა რაღასაც მეტის ვედრებითა და ენა მჭევრად, და სჩანდა მაყვედრიდა მას, რომ არ მინდოდა იმის ყურება ხალისიანად, -

დასასრულ, მოვერიე ჩემის გულის ძალასა, მოვშორდი ფანჯარასა მრთელი ის დღე. - იმ დღეს ესეც შევნიშნე, რომ დედიდა ჩემი თვალს მადევნიდა ეხლა უფრო, ვიდრე სხვა დროსა და ცდილობდა შეეტყო ჩემის გულის ფიქრი. მეც რა შევიტყე ესა და რა ვსცდილობდი არ შეეტყო ჩემის გულის აშლილობა, დავიწყე წიგნის კითხვა, მაგრამ ძნელი ეს იყო, რომ წიგნში სრულიად ვერასფერს ვხედავდი, გარნა შავის თვალებისას და შავის თმისას. დედიდა ჩემმან დამიწყო ლაპარაკი, მაგრამ მე არ შემეძლო პასუხილ მიგება წესიერად და ვუთხარ, რომ თავბრუ მესხმება მეთქი.“

„იმ დღეს მსურდა მალე დაღამებულ იყო, ამისთვის რომ ძალიან მინდოდა მარტოდ ყოფნა, სადაც შემძლებოდა ფიქრი, რომლითაცა მენახა ეგება სიზმარში შავი თვალები და შავი თმები- დავიძინე, ახ! ნეტარ თუ რა ტკბილი ძილი იყო ჩემთვის, როდესაც ვნახე ის, რაცა სურდა ჩემს გულს!“

„ეს იყო აპრილში, ამა დროსა, როდესაც უოველი ცოცხლდება და ყოველი ახალგაზრდდება, ყოველი, გარდა კაცისა! ოხ, მე თვითონ ვყვაოდი მაშინ, როგორც ხეები, და გავიღვიძე მეორე დღეს მზის აღმოსვლის ადრე; მაგრამ ჩემს აპოლლონს აესწრო ჩემთვის, ამდგარ იყო ჩემზე ადრე, და იჯდა ფანჯარის წინა. შევხედე რა, შემრცხვა, მაგრამ მსურდა დამემალა ჩემი სირცხვილი, არ ვაჩუჱნებდი იმას ჩემის გულის გრძნობასა, და ისე ვექცეოდი, ვითომც გართობილ ვიყავ დილის სიამოვნებითა. ერთხელ ამ მდგომარეობის დროს ჩუჱნი სახენი შეხვდნენ ერთმანეთსა; იმან თავი დამიკრა, მანიშნა ხელითა და თავითა; ეს ხელითა და თავით ნიშნება ამას მოასწავებდა, რომ დრო იყო მეტად კარგი. მეც დაუკარი თავი, რადგანც ბოროტებაში არა რაი ეჭვი მქონდა და თავის ქნევით მეც გავუხდი იმას თანახმა მასზედ, რომ დღე იყო მშვენიერი. შემდგომ შევიტყე, რომ თუ თექვსმეტი ანუ ჩვიდმეტი წლის ქალი გაუხდება თანახმა ახალგაზრდა კაცსა რაშიმე, მაშინ ისინი უნდა იყვნენ ერთის აზრისანი; ეს არაფრათ მეჩუჱნა, მაგრამ ბოლოს ვინანე, თუ რათ გავუხდი თანახმა მასზედ, რომ დრო იყო კარგი.“

„ალექსანდრე ამით შეიქმნარა კმაყოფილი ამ ლაპარაკის დასაწყისითა, განიზრახა განგრძელებაცა; დაიდო გულზე ხელი, რომლითაც მიჩუჱნა, რომ იმისთვის დიდად სასიამოვნოა სუნთქვიდეს ჩემთან ერთის ჰაერითა. ხოლო მეც გაუფრთხილებლობითა ისე ვიმოქმედე. ამაზედ ის გახდა უფრო თამამი და ზომამდა რა თვალებითა სივრცესა, ჩუჱნის სიშორისას, რომელიც გვყოფდა ჩუჱნ, ამოიოხრა და აიწია მხრები. მივხვდი რასაც ამბობდა, მაგრამ არ შევიმჩნიე რადგან ესეც გაბედა და ამაზედ დავუწყე ყვედრება ჩემს თავს, თუ რათ გავიცან ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი, რომელიცა თუმცა სჩანდა კეთილკაცად, მაგრამ მაინც ჩემთვი ჯერეთ იყო უცნობი“.

„რამდენიმე დღე არ მივედი ფანჯარასთან, ვცდილობდი გულიდგან გარდაგდებასა, მაგრამ არ იქნა კიდევ, სულ იმაზე ვფიქრობდი, მხოლოდ ისა მყვანდა თავში გამოსახული, ვფიქრობდი თუ, რა მიზეზით უცნობი ლამაზი კაცი დადგა ჩემს სახლის პირდაპირ?... მაგრან კვალად ვცდილობდი ხელი ამეღო განსაკუთრებულ სიამოვნებისაგან, დატკბობისა დილის ჰაერისა და გაზაფხულის სილამაზისაგან. ჰო! ეს იყო ძნელი. ახალგაზრდა უცნობი, ვხედავდი რომ არ იყო უზდელი; არც კადნიერი, იმას ესიამოვნებოდა ჩემი ნახვა: ეს შესაძლებელია, ვფიქრობდი მე და თან ვიყურებოდი პატარა კარებში, იმას უნდა ჩემთან დაახლოება: ეს რა გასაკვირველი საქმეა? რისთვის არ უნდა ვეჩუჱნო, მაშინ, როდესაც ის ჩემთვის საშიშარი არ არის? თუ მოვერიდო მაშინ ყველას უფრო სხვა ნაირად ეგონება. არა, მე არავისი არ მეშინიან და არც მოვერიდები!“

„მეორე დღეს მიველ ფანჯარასთან, სადაც დავსდე გალია, დაუსხი ჩიტებს ახალი წყალი და მივე საჭმელი; ალექსანდრე ისმენდა ჩიტების გალობასა დიდის სიამოვნებით, და სიშურით უყურებდა გალიასა, თითქოს სურდა ყოფნა გალიაში ჩიტების ნაცვლად. იქნება მკითხოთ, თუ როგორ შემეძლო ყმაწვილ კაცის ნახვა შორიდგან? არა, ეგრე არ არის! თექვსმეტის წლისანი როდესაც ვართ, მაშინ თვალები გვაქვს მეტად კარგი, უმეტესად ხედავენ ამისთანა შემთხვევებში. თუმცა დამჩემდა დაფიქრება, გონების დაფანტვა, მაგრამ მაინც ვერ იმალებოდა ჩემის ყურადღებისაგან: ვერც იმის მოთმენა, ვერც იმის მოუსვენლობა, ვერც იმის ყვედრება, როდესაც გამოვიდოდა ხანი და არ მივიდოდი ფანჯარასთან, ვერც იმისი მშვიდობიანი კმაყოფილება, როდესაც შევხედამდი ხოლმე ალერსითა ამ გვარად გაიარა მრთელმა თვემ; უცნობი ჯერეთ კიდევ არ იყო კადნიერი, არცა თუ მე ვიყავინ იმის მწყალობელი, არც თუ არა ვწყალობდი.“

„ერთხელ, პირველ მაისს, ჩემ დღეობას, ავდექ რა ადრე დილით, დავინახე იმის ფანჯარაში მშვენიერი ყვავილები, რომელნიცა იყვნენ ახლად გაშლილნი და რასაკვრელია იყვნენ ნუგბარნი, რადგან პირველად იყვნენ იმა გაზაფხულში შემოსულნი. თვითან ალექსანდრე ზედ დასტრიალებდა და რა დამინახა, მაცნობა მე გამოუთქმელის სიამოვიებითა,აუწერავის სინარნარითა, რომ ყვევილები მეკუთვნიან მე ცალ ხელში ეჭირა კალენდარი, რომელსაცა მხურვალედ აკოცა იმა ფურცელსა, რომელზედაც იყო დაბეჭდილი ჩემი სახელი და მიჩუჱნა ცხადად რომ იცის ჩემი დღეობა. მაგრამ ძნელი ეს იყო რო, მეკი არ ვიცოდი, თუ რა ერქვა ყმაწვილკაცს. რა ეს მანიშნა, მეც თავის ქნევით ვანიშნე, რომ სწორეთ ანბობს, ჩემი დღეობა არის და მადლობა გარდუხადე რადგანც ჩემი სახელი იცის, რომ სოფიო მქვია. აქ უცნობმა მიიკრა მარჯვენა ხელი გულზედ, იმ გვარის სახითა, თითქოს რიღასიც მოცემა სურდა; ხოლო მარცხენა ხელი აიშვირა ზეით, ნიშნად ფიცისა.“

„მაშინ ვიგრძნე, რომ გულმა დამიწყო ადრინდელზედ მეტად ცემა, ფერი წამივიდა, და ვეღარ გაბედა ჩემა სახემ, ეჩუჱნებინა, კვალად იმის სახისათვის, დავიფარე რა ორივ ხელებით პირი სახე, მსწრაფლ გამოვბრუნდი ფანჯარიდგან.“

„ამის შემდგომად მე აღარა რაი მიზეზი მივე, რომლითაც გამებედნა ამ გვარი საქმე, ალექსანდრე რომ დამელაპარაკებოდა მე. მაშინ რასაკვრელია ასე მალე ვერ გამიბედამდა სიყვარულის გამოცხადებასა და ჯერეთ დაიწყებდა ჩემის კეკლუცობის ქებასა.“

„ცხადად ჰსჩანდა, რომ მომცა თავის გული და ჰფიცამდა მუდამ ვყვარებოდი ვფიქრობდი მე, რომ იმას ეგონება ვითომც ჩუჱნი გულნი თანახმანი არიან, გარნა ის კი არ იცოდა, თუ ვითა შემეძლო უნებურადდა შეუტყობელად ჩემის ნათესავებისა შევსულ ვიყავ მოვალეობაში, და შემეთანახმებინა ჩემი გული უცნობ ახალგაზდა კაცის გულთან, რომელიცა იქნება, კიდეც დაიცინებოდა ჩემზედ? ყოველი ესე მიკარგამდნენ გონებასა და ვაპირობდი ფანჯრის დაკეტასა სრულიად; მაგრამ ჰაზრმა, საკმაოდ საფუძვლიანმა, გამოცვალა ჩემი განზრახვა. მე მივიღე მხოლოდ ყვავილები ვფიქრობდი მე და არა გული. მაგრამ იქნება ის ყმაწვილი კაცი ღირსიც იყოს ჩემი, იქნება განგება მიგზავნის მე ქმარსა? თუ ის ჩემთვის არის დანიშნული, მაშ ჰქონდეს იმედი! მივსცემ დროსა ჩემის მოძებნისასა. ვგონებ იცოდეს თუ ვის ხელქვეითა ვარ მე; მაგრამ თუ ახალგაზდა კაცი მიცნობს მე სასიამოვნოდ, არ უნდა ვიწყინო მე ისა, ახ! იმას კი აღარ ვფიქრობდი, თუ რაც უნდა მოგვწონებოდა კაცებსა, ვინ მოინდომებიმათ და საწყალის ღარიბის ქალის შერთვასა? ამ აზრით მე ვცდილობდი ჩემი თავის დამშვიდებასა.“

„ყოველ დილასა რწამდა ისა ჩემს ყვავილებსა, სუნავდა იმათ მშვენიერ სუნსა; სთვლიდა ვარდებს, რომელნიც გაშლილ იყვნენ; მაჩუჱნებდა მე იმათ, რომელნიც ჯერეთ იყვნენ გაუშლელნი; ხარობდა იმით და ეალერსებოდა იმათ ხოლო მე გავუღიმებდი ხოლმე, ვხედავდი რა იმის ზრუნვასა ცემს ყვავილებზედ, შეუნიშნავის სახითა დღითი დღე უყურებდი იმას უმეტეს გაბედვითა და დიდხანს. ერთხელ ჩუჱნი თვალები შეხვდნენ და არ უნდოდათ მოშორება ერთმანეთისაგან; ის იყო აღსძრულიუცხო სახითა-აკოცა დიდის სიამოვნებითა ერთსა ვარდსა, შეუბერა თავის კოცნასა და მანიშნა მე ხელითა, რომ გზავნის ჩემთან. თქვენ იგულის-ხმეთ, რომ მე არ შემეძლო დამეტოვა ამისთანა კადნიერება დაუსჯელად; იმავე წამს მოვშორდი ფანჯარას და დავიფიცე, რომ აღარ ვჩუჱნებოდი. და მართლად რომ არ ვეჩუჱნე... თქვენ რა გგონიათ?... მთელი კვირა!... მთელი კვირა!... იფიქრეთ ჩემნო მეგობარნო როგორი მოთმენაა ახალგაზრდა ქალისათვის!...“

„წყეული გული არ მამეშვა, მტანჯავდა მეტად და რა ვეღარ იქნა, ვიპოვე ღონის ძიება კვალადა ნახვისა არა ცხადად, არამედ იდუმალ, თითქმის ზედიზედ უყურებდი ხოლმე ფანჯრიდგან. ამ დროს შევნიშნე, რომ პირველ ორ დღესა, როგორც ადრე, რწყამდა ყვავილებსა, მაგრამ ნაღვლიან და ბნელის სახითა, რისგანაცა ვარდები ასე გონია სჭკნებოდნენ; უყურებდა მწუხარედ, შემოიხედამდა ხოლმე ასჯერ ჩემს ფანჯარასა, და არა ხედამდა რა არავის, მიდიოდა ისე, როგორც საწყალი მთხოვარი, უარ-მიღებული განმკითხავთაგან. მესამე დღესა ვნახე, რომ ყოველი იმისი მოთმინებაც აღისპო; დანამა რა ცრემლითა ჩემი ყვავილები, მოსწყვიტა ის ვარდი, რომელსაცა აკოცა ასე უბედურად, შეიხურა ფანჯარა და დაიმალა.“

„შემდომად ორის დღისა ნაცვლად ალექსანდრესი ვნახე კაცი, იმის ოთახში, რუსულათ ჩაცმული, ხელში გრძელის ჯოხით მქონებელი, რომელიცა გაივლიდა და გამოივლიდა. ოხ! ეს აქიმია! ვფიქრობდი მე: უთუოდ ავათ არის, ავათ არის ჩემის მიეზითა, ჩემის სასტიკ ქცევისაგან!... რა ვქმნა? როგორ მეთხოვნა ჩემის დანაშაულობის მოტევება; რა გზით მეცნობა იმისთვის, რომ მე ვიმყოფები სინანულში? ბოლოს ვიპოვე ღონის ძიება.“

„ის კაცი მოდიოდა დღეში ორჯელ; უცდიდა იმას, რომ მომდგარ იყო ფანჯარასთან, დავინახე რა რომ მოდგა, ნაღვლიანის სახითა დაუკარი თავი, იმანაც აგრეთვე დამიკრა თავი, არ იცოდა რა, თუ ვისა-და მიუბრუნდა თავის ავათ-მყოფსა, რათა ეკითხა ჩემი ვინაობა. ესეც საკმაო იყო ჩემთვის.“

„ახალგაზრდა ალექსანდრე არ დაერწმუნა მარტო აქიმის ნათქვამს; უცდიდა რა მას თავის ოთახიდგან გასვლასა და, რა ნახა აქიმი გასული, იმ სათსვე ადგა ბარბაცით, მოვიდა ფანჯარასთან, სადაც დავინახე, მაგრამ რა დავინახე!... ისე გამხდარ იყო, ისე ფერ-მკრთალი შექმნილ იყო, რომ შემეშინდა და ვერ შემეძლო დაფარვა მისგან ჩემი უგულითადეს შეწუხებისა. ალექსანდრემ გამომიცხადა მე თავის ავათმყოფობა, დაიდო თავისი ხელი მაჯაზე, შუბლზე და გულზე; ხოლო შემდგომ, შეხედა რა მწუხარებითა ვარდებსა, დაეცა დაჩოქილი, გამოიშვირა ჩემკენ ხელები და ითხოვდა მოტევებასა. ცრემლთა დამიწყეს თვალთაგან დენა და ისიც მიყურებდა, როგორ ვიწმენდდი, იფიქრეთ თუ ამ ჩემს ტირილზედ როგორ განიხარა? მაგრამ მე ვანიშნე, რომ ისევ დაწოლილ იყო. გამიგონა, და რამდენსამე დღეის შემდეგ, ვნახე რომ ჩემი ალექსანდრე მორჩა.“

„იმ დროიდგან ის მეტად იშიშოდა, არა ვაწყენინორაო; აგრეთვე მეცა იმის მიხედვით ვიყავი ფრთხილად, და ვერა გზით ვერ შემეძლო დავიწყება კოცნისა, ფანჯრიდგან ფანჯარაში გამოგზავნილისა; მე მეგონა, რომ ის მოჰფრინდა ჩემამდინ და ჩემი თვალები ასჯერ მზათ იყვნენ სათხოვრად, კიდევ მეორედ გამოეგზავნა ჩემთან კოცნა, რომლისთვინაც აღარ დავსჯიდი ასე უწყალოდ; მაგრამ ის ვეღარ ბედავდა. მეორე შემთხვევა, უმეტეს საშიშარი, მელოდა მე.“

„თითქმის არსად არ გავსულვარ სახლიდგან, როგორც ზემოთა ვთქვი, შვიდმეტ წლამდინ; მაგრამ ერთს მშვენიერს დღესა მოუნდა ჩემს დედიდას სეირობა მინდორზე, სადაც იყო შეკრება ხალხთა სათამაშოდ და იმისაც უნდოდა ნახვა. იმ თამაშობაში წასვლა უმჯობესიაო, მეტყოდა მე. ვიდრე ფულის მიცემა და სიარული ტეატრშიო... როდესაც ჩუჱნ დავდექით მეფის ძეგლის წინა, ამ დროს მოვიდა ჩემთან ერთი ბებერი დედაკაცი, რომელსა ეჭირა ლამაზი პატარა ფინია და მკითხა: არ ინებებთ პატარა ძაღლის ჰსყიდვასაო? ის ფინია ძალიან მომეწონა და გამოვკითხე ფასი; მაგრამ დედიდამ უბრძანა იმ ქალსა, რათა წასულიყო თავის გზაწედ, რადგანაც არ უნდოდა ფასის გაღება.“

„თუმცა სამწუხარო იყო ჩემთვისა, რომ მომაკლო ამისთანა სიამოვნება, მაგრამ, რა ვხედავდი ჩემს თავს ღარიბ მდგომარეობაში, აღარაფერი არავსთქვი რა, ყოველსავე ნაკლულოვანებასა ვითმენდი.“

„მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი განკვირვება! მიველ რა შინა, ვნახე დერეფანში დადიოდა მშვენიერი ჩემი ფინია ყელზედ ვარდის ფერ ლენტით შემოხვეული პატარა ეჟვანებითა! სიხარულით ავიყვანე ხელში, ვეალერსებოდი და ვკოცნიდი; ხოლო ჩუჱნმა მსახურმა მითხრა, რომ ვიღაც ბებერმა დედაკაცმა მოიყვანაო და დამიგდო სიტყვა, რომ მომეცა შენთვისაო. დეიდა ჩემს ეგონა, რომ ჩუმათ მივეცი იმაში ფული, დამიწყო ლანძღვა და ყვედრება ამისთანა ცუდ უბრალოდ ფულის გარდაგდებისათვის, მაშინ, როდესაც რომ ვიყავი ღარიბი. თუმცა ბევრი მაყვედრა, მაგრამ თავი სრულებით არ მიმართლებია მხოლოდ ვიყავი ხმა გაკმეტით. -

„შეველ ჩემს ოთახში, და ვფიქრობდი, თუ რა სახელი დამერქმივა ამა მშვენიერის ფინიასათვის; ამ ფიქრში რომ ვიყავი უეცრად შევხედე, - ვნახე ფინიას საყელოდგან გავარდა პატარა ბარათი, რომელზედაცა ეწერა: ჩემი სახელია გიშერა, ხოლო გამომგზავნელისა ალექსანდრე!“ -ოხ! ეს უეჭველად იმისაგან გამოგზავნილი იქნება-ვფიქრობდი მე-ის რასაკვრელია სასეიროდ იქმნებოდა, და შენიშნამდა რა ჩემს სურვილსა, რომ მეტად მსურდა ამ ფინიას ყიდვა, მიყიდა და მაჩუქა მე! ვინ იცის იმ ყმაწვილკაცს ჩემი გულისათვის მიუცია უკანასკნელი ფული, რომელზედაც მეტი არცკი ჰქონდა. იმ პატარა ფინიასა რასაკვრველია მიხვდებით, რომ უნდა სძინებოდა ჩემთან, ერთს ლოგინში და ეჭამა ერთს თეფშზედ.“ „მთელ ღამეს ვფიქრობდი მხოლოდ იმ ყმაწვილ კაცზედ და მაზედ, თუ როგორ გამომეცხადა იმისთვის მადლობა ამისთანა შესანიშნავის და გულის გასაგმირალ სიყვარულისათვის?“

„მეორეს დღეს დილა ადრიან ალექსანდრემ დამინახა, რომ მე ვიჯექი ფანჯარაში, მეჭირა ხელში ფინია, ვიკრავდი გულში, ვუალერსებდი და ვკოცნიდი. სიხარულით და მწუხარებით გვიყურებდა მე და ფინიას, და ისეთის მოწადინებით, ისეთის შურითა, რომ მე დავივიწყე ჩემი თავი და მოვიხდინე სიბრიყვე. საუბედუროდ იმა წამსა ხელში მეჭირა სარკე: მე მიუბრუნე იგი საყვარელ ალექსანდრეს შემდგომ მოვიბრუნე, ვაკოცე და დავიმალე.“

„არ ძალმიძს აღგიწეროთ თქვენ მაშინდელი ჩემი აღელება, ამასთანავე სირცხვილი და მწუხარება. ეხლა ჩემს გულსა წაერთო სამუდამოთ თავის უფლება, ვფიქრობდი მე. ვტიროდი რა თან მდუღარების ცრემლითა; ახლა ახალგაზრდა უცნობმა მიიღო მასზე მუდამი ნება; იმან დაინახა, რომ მე ვკოცნიდი იმის სახესა, და თუ ამის შემდგომ ის არ იქმნებოდა ჩემ ქმრად, ჩემი უპატიურება დაუვიწყარი იქმნებოდა ჩემთვის. მე დაუფიცე მაშინ ჩემს თავსა, რომ არ შემერთო სხვა ქმარი, გარდა მშვენიერის ალექსანდრესი.“

„ალექსანდრე, ჩემის განწირულების ჟამს, იყო აღტაცებული სიხარულით, და ჩემის ერთის კოცნის მაგიერათ ათით და ოცით მომიგო. სამწუხაროთ ჩემდა მეზობლებს ენახათ ეს და ეთქვათ ჩემის დედიდასთვინ.“

„მე გადმომიყვანეს სხვა ოთახში, კი არ მითხრეს თუ რა მიზეზით? მე რასაკვრელია მაშინვე მივხდი, მაგრამ დავემორჩილე ჩემს ხვედრსა და ვცდილობდი არარად შემემჩნია რომ უფრო ეჭვი არ აეღოთ, ვიმყოფებოდი რა მარტო ჩემს ახალ ოთახში, მე წარმოვიდგინე მწუხარება ახალგაზრდა კაცისა, დატოებულისა უნუგეშოდ და ვერა ვპოობდი ვერა ვითმრსა ღონის ძიებასა, რათა შემეტყობინებინა იმისათვის მიზეზი, რომელიც შემემთხვივა მე. ამის შემდგომ ვნახე, რომ მოვიდა ჩემს ბიძასთან ვიღაც ერთი მდიდარი ვაჭარი, რომელიც, როგორც ისმოდა ხმა, სარგებლობდა, წყალობითა პირველის მინისტრის წინამძღვარისა, და დაიწყო ჩემი თხოვნა რომ მივეცით იმის შვილისათვის. ეს იყო საკვირველი, რომ ეს აზრი მიეცა ვაჭრის შვილისათვის, თითონ მშვენიერს ალექსანდრესა.“

„უნდა იცოდეთ, რომ ის ვაჭარი იყო დიდი მფარველი ახალგაზრდა ალექსანდრესი, არწმუნებდა იმას ერთს დროს თავის წყალობაებით აღვსებასა, და სურდა ეპოვნა შემთხვევა, რათა ყოფილ იყო იმის სასარგებლოდ. ალექსანდრე, არა მხედამდა რა მე რამდენიმე დღე ფანჯარაში, და შეიტყო რა, რომ ძუნწი ჩემი ბიძა მზათ არის მიმცეს მდიდარსა, განიზრახა გამოცვლა თავის მდგომარეობისა, და აღმორჩევა იმისთანა გზისა, რომელიც უფრო მალე ამდიდრებს კაცთა; იმან დააპირა ძებნა ადგილისა სხვა ვაჭრებთან და თხოვნა მაზე თავის მწყალობელისა. ვაჭრისათვის არ იყო ძნელი მიზეზის შეტყობა ამისთანა სურვილისა. ერთის სიტყვით შეიტყო, რომ შეკრულ იყო ალექსანდრე ვისამე მიჯნურებითა, და სახელობრივაც გაიგო. თუმცა ალექსანდრეს არ უთქვამს არცა ერთი სიტყვა ჩუჱნს ცნობულებაზე, მაგრამ აგრძნობინა, რომ მიიღებს რა ადგილსა რომლისაგანაც შემოსავალია, აქვს იმედი ჩემგნით გაბედნიერებისა.“

- „მე არ დაგივიწყებ შენ, უთხრა იმას ვაჭარმა, მნახე ხოლმე ხშირად, რამდენსამე დღის შემდედ. ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა სახლში მადლობითა. იმის მწყალობელმა მართლა არ დაივიწყა ალექსანდრე; მაგრამ მეც გამხადა ღირსი თავის ყურად-ღებისა. იმას გაეგონა ალექსანდრესაგან, რომ მე არა ვარ გონჯი სახითა; რომ მე უნდა ვყოფილიყავ მდიდარი; შეეტყობინებინა, თუ რამდენი ფული დამრჩა მამისაგან, გარდა ამისა ძუნწი და უშვილო ბიძა ჩემი, ადრე თუ გვიან უნდა მომკვდარ იყო. ერთის სიტყვით ვაჭარმა დააპირა დაქორწინება თავის შვილისა ჩემზედ, და სურდა რა დახსნა მისი პირველ შემთხვევაში საშიშარეობისაგან მოცილესი, გაგზავნა ალექსანდრე სოფელში საქმეზედ ახალს ადგილს, ხოლო შემდგომ მოვიდა ჩემს ბიძასთან, რათა მივეცი უუგუნურეს უგუნურისათვის.“

„იფიქრეთ, როგორი განსხვაებაა? - კარგად იცით რა მდგომარეობაში ვიქნებოდი ამაზედ! ვისზედ უნდა გამეცვალა სილამაზისა და სიამოვნების სახე როგორი განსხვაება იყო ორ გულთა შორის! ოხ! ერთი შეხედულება, ერთი ღიმილით ჩემის საყვარლისა ალექსანდრესი იპყრობდა უმეტეს მახვილით ნებასა ჩემსა. რა დავატყე საქმე როგორც იყო, მე უარი ვუთხარ სრულიად და ვუთხარი ჩეს ბიძასა რომ შვიდმეტ წლოვანებაში არა ჩქარდებიან ქალის გათხოვებასა. ის მეუბნებოდა ვაჭრის სიმდიდრესა; მაგრამ მე დავაჯერე ის, რომ იმგვარი კაცი არაოდეს არ მომეწონება მე.- მაშ თქვენ გნებამთ ქალბატონო - მითხრა მე დედიდამ წყრომითა შეირთოთ იმისთანა კაცი, რომელსაცა არაფერი არა აბადიარა. სხვის კარზედ და სხვის ბანზედ არის! მე მოვბეზრდი აქამდინ შენს მოვლასა! ან ქმარი უნდა შვირთო, ან არა და უნდა წარძანდეთ მონასტერში ამ ორში ერთ ერთი უნდა აღმოირჩიო? მე მაშინვე დიდის სიხარულით აღმოვირჩიე მონასტერი იმედითა მით, რომ ვიქმნებოდი იქა უფრო თავის უფალი, ვიდრე ჩემის ძუნწის ბიძის სახლში.“

„საკმაო არის ჯერ ესა დღეს, რაცა ვსთქვი; ზოგს ხვალ აღგიწერთ, თუ ვითარი უარესი შემთხვეულება მოეცა ამის შემდგომს ჩემს სიცოცხლესა.“

(განგრძელება იქნება შემდგომს წიგნში).

თ. პავლე თუმანოვი.

3 ჰსწავლა და ჴელოვნება

▲back to top


3.1 ცხოვრება ქეთევან დედოფლისა

▲back to top


ცხოვრება ქეთევან დედოფლისა

„ამას იქმს ქალი, ბუნებით ჭირთა მკრთალი“
ანტონი.

მიიღო რა საქართველომ ბერძენთ სარწმუნოება, ქადაგებითა წმინდისა ქალწულისა და მოციქულთა სწორისა ნინასითა, რომლისათვის წოდებულ არს განმანათლებელად საქართველოისა, პატივს ჰსცემს აგრეთვე ყოველთა წმინდათა, მიღებულთ ბერძენთ ეკლესიისაგან. გარნა საქართველოშიაც, დასამტკიცებლად ჭეშმარიტისა ძალისა ეკკლესიისა მტერთა ზედა, აღმოჩნდნენ მრავალნი წმინდანი და მრავალნი მათგანნი შეიქმნენ მსხვერპლად დაუძინებელ მტერთა ქრისტესისა და ამისთვის ეკკლესიასა ჩუჱნსა შეურაცხამს იგინი წმინდათა შორის და ხსენებასა მათსა ჩუჱნ ვდღესასწაულობთ აქამომდე. ესენი არიან: ნინა, ქართველთ განმანათლებელი, ცამეტნი მამანი სარისანი, ე.ი. იოანე, აბიბო, ანტონი, დავით, ზენონ, თათეოს, იესე, იოსებ, ისიდორე, მიხეილ, პირროს, სტეფანე და შიო; ქეთევან დედოფალი, ბიძანი ჩოლა-ყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთვის შვილნი და მრავალნი სხვანი. ცხოვრება მათი, როგორც ვგონებთ, იქმნება სასარგებლო საქართველოს ისტორიისათვის და სამოძღრო ყოველთათვის და ამისთვის ამ პირველ შემთხვევაში მივიღებთ შრომასა, ჩუჱნის შეძლებისამებრ, აღწერისათვის ქეთევან დედოფლისა ცხოვრებისა, ფრიად სამაგალითოისას და საკვირველისა... ქეთევან იყო ასული თავადი აშოთან ბაგრატოვანისა, მეფეთ შთამომავლობისა. იშვა იგი 1573 წელსა სოფელს მუხრანს, სადაც ჰსცხოვრებდნენ და ჰსცხოვრებენ აწცა ბაგრატოვანნი ანუ მუხრანიანი. 1587 სა წელსა კახეთის მეფემ, ალექსანდრე მეორემ, შეაუღლა ქეთევანი ცოლად უფროსსა შვილსა თვისსა დავითის, რომელმაც წაართო მამასათვისა სახემწიფო და შეიპყრა ციხეში. ძალით მიტაცებულმან მეფობამ დავითისამან დაჰყო არა დიდხანს. მოთხრობისამებრ ვახუშტისა, მეფობდა იგი ექვსი თთვე. თანახმად ამისა გვიწერს მეფე თეიმურაზ პირველიცა, ძე თვით დავითისი. შემდეგ დავითის სიკვდილისა, რომელსაც დაჰშთა მცირე მწლოვანი შვილი თეიმურაზ (უკანასკნელი ნუგეში და სიყვარული ქეთევანისა) აღვიდა მეორედ სამეფო ტახტზედ მამავე მისი, ალექსანდრე მეორე და მან, დასაცველად საქართველოსა სპარსთაგან, გაგზავნა, ზემო ხსენებული, შვილის შვილი თვისი თეიმურაზ სპარსეთში-შაჰბაზ დიდთან, დასამტკიცებლად სიყვარულისა და მორჩილებისა თვისისა. მზაკვრი შაჰბაზ არ ერწმუნებოდა ალექსანდრეს მორჩილებას, რადგანაც ალექსანდრეს აქვნდა მიწერ მოწერა რუსეთის მფლობელთან და ამისთვის გამოგზავნა შვილი მისი კოსტანტინე, მყოფი მაშინ სპარსეთში, სადაცა მიეღოცა მათი სარწმუნოება, რათა მოეკლა მამა თვისი და ძმაგიორგი, ასულ იყო სამეფო ტახტზედ და მიექცია ქართველნი მაჰმადის სარწმუნოებაზედ კოსტანტინემ ეს საშინელი ნება შაჰბაზისა აღასრულა, წინაშერუსეთის ელჩი ტატისჩევისა[1] მოჰკლა მამა თვისი ალექსანდრე, ძმა გიორგი და არხიეპისკოპოზი რუსთველი, რომელი ექიდოდა მას საუკუნო შეჩუჱნებითა მამის სიკვდილისა და სხვა ბოროტ მოქმედობისათვის მისისა. -

მოსვლის დროს კოსტანტინესა და სამეფოს მიღებისა ქეთევან დედოფალი იმყოფებოდა ქართლში, სამშობლოსთან, კოსტანტინეს ესრეთმა ქცევამან, მამის მკვლელობამან, შესძრა მრთელი კახეთი, რომელიც მოელოდა დღე დღეზედ უბედურებასა და უპატრონობასა თვისსა ტირილი და გლოვა ისმოდა ყველგან. კახელთ აქუნდათ მხოლოთ ერთი ნუგეში, მიემართათ მღვთის მოშიშისა ქეთევან დედოფლისათვის, რათა მას მხლოსა მოეღო ღონის ძიება ამ საშინელ და საზარელ მდგომარეობისათვის და დაეხსნა მწიკლოვანებისაგან ეკკლესია ქრისტესიდა მემამულენი თვისნი ქართველნი მსხვერპლად ეკკლესიისა და მამულისა განმზადებულმან, სარწმუნოების სიმხნით აღკაზმულმან მიიღო წინა მძღრობა კახელებისა, დაამარცხეს მტაცებელი ტახტისა კონსტანტინე, უგმირეს ლახვარი და მოკვეთეს თავი.

ესრეთმა ქცევამ ქეთევანისამან, რომლითაც მიიღო მფლობელობა კახეთისა,[2] შეაშინა სპარსეთის მფლობელი შაჰბაზ და რათამცა არ მიეღო მრთელსა საქართველოსა მასთან ბრძოლა. რომლისაც ღირსი იყო, გამოუგზავნა მას ქეთევანს შვილი თეიმურაზი, რომელიც იყო გაგზავნილი, როგორათაც ზემოთ ვსთქვით, მეფე ალექსანდრე მეორისაგან. ქეთევან დედოფალი აღივსო მისის ნახვით სიხარულითა დიდითა და წესისამებრ მართ მადიდებელთ ეკკლესიისა თეიმურაზი დაგვირგივნდა ბოდბის ეკკლესიაში, 1605 სა წელსა, და აღვიდა სამეფო ტახტზედ, მეთექვსმეტე წლისა შობიდგან.

შემდეგ ამისა იწყო მართლად ბრწყინვალემ ცხოვრებამ ქეთევანისამან, შვილსა მისსა თეიმურაზს შეეძლო თვით განგება სახელმწიფოისა. მზრუნველობა ქეთევანისა საქართველოსათვის იყო მხოლოდ განმშვენიერებასა ზედა მონასტერთა და ეკკლესიათა, რომლისადმი ჰქონდა მას ვითარიმე უხილავი ბუნებითი მიდრეკილება და რომელთა შინა ჰპოვებდა თვისსა საკუთარსა ცხოვრებასა, ნუგეშსა და ნეტარებასა. ქვირივნი და ობოლნი, გლახაკნი და სნეულნი მოვიდოდიან მასთან ვითა დედასთან და ჰქონდათ მისგან დედობრივი მზრუნველობა და პატრონობა, და იყო მათთვის ჭეშმარიტად წყაროდ ყოვლისა ნუგეშისა, სახელი მისი მრთელ საქართველოში შეიქმნა განთქმულ. მაგრამ ეს არ იყო მისთვის საკმაოდ. ღვაწლი მის იყო მსგავსად ღვაწლისა წმანდისა მოწამისა ივლიტასი.[3] მას, უნდა აღესრულებინა ღვაწლი წინაშე ქვეყნისა, ღვაწლი ფრიად მამაცური და წინა-აღმდები დედობრივისა ბუნებისა, რომელიც უნდა შექმნილ იყო, განსაკვირვებლად არათუ ჩუჱნთვის, არამედ თვით პირდა პირ მდგომარეთათვის აღსრულების დროს, ღვაწლისა მისისა, ვინაიდგან დიდებულსა სულსა მისსა სრულებით უნდა დაეფარა უძლურება ბუნებისა და მით უმეტესად დაეცა მაღლით წინა-აღმდეგი ქრისტეს ჰსჯულისა, რომელსაც საკიცხავად ჰსჩნდა. ძლევა დედაკაცისაგან- ბუნებით უძლურისა. „უძლური იგი მღვთისა, უძლიერეს კაცთა არს.“ საქართველოს, როგორათაც მოგვითხრობს ისტორია, ჰქონდა იმ დროს მიწერ მოწერა რუსეთთან. ამ გვარმა მოქმედობამ საქართველოისამან აღძრა მეორეთ შაჰბაზ და მოვიდა, 1615 წელსა, ფრიად განძვინებული, სპით დიდითა. მოიწია რა განჯას (ელისავეტო პოლს.) მოსთხოვა მან თეიმურაზს შვილი მძევლად, დასამტკიცებლად მორჩილებისა საქართველოისა. ალექსანდრე, უმცროსი შვილი, და დედა თეიმურაზისა ქეთევან, რომელსაც შვილი შვილის მოშორება არ შეეძლო, იყვნენ გაგზავნილნი შაჰბაზთან. მაგრამ იგი არ დასჯერდა ესრეთსა მსხვერპლსა, თეიმურაზისაგან შეწირულსა,მან განიძრახა მოთხოვა მეორის შვილისა-ლეონისა, რომელიც იქმნა ეგრეთვე გაგაცავნილ, თუმცა თეიმურაზ მიეცა ფრიად დიდსა მწუხარებას, აჰ მაგალითი მამულის სიყვარულისა! გარნა რაგვარი მწუხარებამ უნდა ყოფილ იყო გულსა შინა მეფის თეიმურაზისა ოდეს ესმა ახლად საშინელი თხოვნა შაჰბაზისა, რომლითაცა საქართველო შეიქმნებოდა უპატრონოდ და მაშასადამე წარღვნილ მაჰმადიანთაგან? ეს იყო დაბარება შაჰბაზისაგან თვით თეიმურაზისა. ამბავი ესე განხდა მრთელ საქართველოში. ტირილი და გლოვა, წუხილი და ღაღადება ისმოდა ყოველგან. თეიმურაზმა შეჰკრიბა ყოველნი მოხუცნი და დარბაზისერნი, რომელთათვის ესრეთ მდგომარეობა საქართველოისა იყო დიდათ საგრძნობელი, და მათ დასდვეს უარის ყოფა ზემო ხსენებულის თხოვნისა და განემზადნენ წინა-აღმდეგობისითვის მტერისა, რომელიც მოწევნილ იქმნებოდა წინამძღვანველობითა მამულის მოღალატისა გიორგი სააკაძე თარხან მოურავისათა. ესრეთმა ურჩებამან თეიმურაზისა და საქართველოისამან უმეტესად განარისხა შაჰბაზ და ამისთვის დედა შვილნი თეიმურაზისანი ლეონ და ალექსანდრე წარგზავნილ იქმნენ განჯიდამ პატიმრად აშრაპის საპყრობილეში და თვით წამოვიდა სპით დიდითა საქართველოზედ, რომლისა მოწყვეტასა ექადდა, როგორათაც გვიწერს დიმიტრი ბაგრატოვანი სიტყვითა მკვახე მკვახითა.“[4]

მეფეთა: თეიმურაზ და ლუარსაბმა[5] თუმცა მიიღეს ყოველი ღონის ძიება დასაცველად საქართველოისა წინაშე შაჰბაზისა, მაგრამ დარჩნენ სრულებით ამაოდ, უმეტესად მაშინ ოდეს აღმოჩნდნენ წინააღმდეგნი მათნი თვით საქართველოს შვილნიცა. ესენი, როგორათაც გვიწერს ვახუშტი იყვნენ: ნუგეზარ არაგვის ერისთავი, იასე ქსნის ერისთავი, ანდუყაფარ ამილახვარი, ფარშანგ ფალავანდი-შვილი და აღათანღელ ხერხეულიძე. შემდეგ ამისა წინა-აღმდეგობა შაჰბაზისა მეფეთა ჩუჱნთა აღარ შეეძლო და დიდი მწუხარებითა დაუტევეს მათ საქართველო და დასაცველად ცხოვრებისა და ტყვეობისა თვისისა, მიმართეს იმერეთის მეფეს, გიორგი მესამე რომელმან მიიღო იგინი დიდის პატივით, საქართველო შეიქმნა სრულებით უპატრონო. შაჰბაზ პირველად მოვიდა კახეთს, დაიპყრა იგი და დააყენნა იქ გამგებელად თავადნი: ნოდარ ჯორჯაძე და დავით ასლანიშვილი, რომელთა განუცხადეს მას მორჩილებაი თვისი.

შემდეგ წამოვიდა ქართლზედ, განვლო მდინარე არაგვი და მსწრაფლად ელვისა, ავიდა ქ. გორს. ესრეთ საქართველო შეიქმნა მსხვერპლად შაჰბაზისა; წმინდანი ეკკლესიანი და მონასტერნი ააოხრა; მთანი და ველი შეღებნა სისხლით ქართველთათა და მრავალნი მათგანნი წაიყვანა ტყვედ.-

„მოვიდა ლაშქრით მოსწყვიდეს, მრავალნი დედა წულები,
„მამანი ლაშქრით რჩეულნი, ბრძოლათა მონახულები;
„სხვანი წაასხეს პატიმრად, ხელკრულნი დაბაწრულები,
„უმწარეს ბაბილოვნელთა სტიროდენ წარტყვევნილები.“[6]

მღუთის მტერი შაჰბაზ მიეცა ესრეთის ქცევით დიდსა შვებასა და დიდისა სიხარულითა წავიდა სპარსეთში, სადაც განიძრახა მიღება სასტიკის მოქმედებისა ქეთევან და მის შვილი შვილთაზედა.პირველი გაისტუმრა პატიმრად შირაზის საპყრობილეში და მორჩილებისა გამო მეფისა თეიმურაზისაგან სულთანისადმი, რომლისაგან ითხოვდა შემწეობასა წინაშე სპარსთა, და უმეტესად სიყვარულისა გამო ქეთევანისა თვის სარწმუნოებისა, უბრძანა წამება მისი, უკეთუ არ მიიღებს მაჰმადისსარწმუნოებასაო; ხოლო ძეთათვის მეფისა ბრძანა დასაჭურისება, 1620 წელსა, რომელთა იცოცხლეს შემდეგ ამისა მცირედი ხანი. ერთი მათგანი აღსრულდა მაშინვე, ხოლო მეორე შემდეგ სამისა წლისა. მათზედ მწუხარებასა ქეთევანისასა მოგვითხრობს დიმიტრი ბაგრატოვანი ესრეთ:

„მუნ დაჰყო ხანი ქეთევან, კვნესით, სულთქმით და ვაებით,
შვილის შვილთ სიკვდილს შეესწრო, მათგან უწყალოს ზვავებით;
მისთვის დაბნელდა ქვეყანა, მზე შეიმოსა შავებით,
„მაშინც არ დაცხრა შაჰბაზ, გულითა განაქვავებით.

„მოსთქვამს: რა გლხვჰყო უთქვენოდ, სულთა უტკბესნო შვილებო,
„ჩემგან სათუთად ნაზარდნო, ჯერ ისევ ყრმანო ჩვილებო;
„ვარდნო კოკობნო უშლელნო, ზამბახნო გაფუჩვნილებო,
სიკვდილის ცელით კნეთილნო, უჟამოდ გარდაცვლილებო.

„ჩემნო შვებისა წალკოდნო, ალექსანდრე და ლევანო,
„სარო და ნაძო ნანორჩნო, ახალნო ნერგთა ხევანო,
„იერიქულნო ვარდებნო, პალესტინისა მტევანო.
„უთქვენოთ საწყლად სულდგმულმან, ვითაღა ვიქეთევანო?

„ჭირზედან ჭირთა დართული, სიცოცხლე გამწარებული,
„მიწყივ ტიროდეს სულთ ითქვის, იგ ნუგეშ დაძვირებული;
„არ ახლდენ ბანოვანები, არცა სამღვდელო კრებული;
„ეთქვათ რამ გულის სადები, ნუ ხარ აგრე ვებული“.[7]

ქეთევან დედოფალი ჰსჯდა ზემო ხსენებულ სპარსეთის ქალაქს შირაზს, სადაცა მხოლოდ ლოცვაში ჰპოვებდა ნუგეშსა და დღე დღეზედ მოელოდა განკარგულებასა, ბალწ მაჰმადის მოსავის შაჰბაზისაგან. შაჰბაზმა, შეპყრობილმან ეშმაკის საცთურისაგან, უკანასკნელ განიძრახა წამება ქეთევანისა, უკეთუ არ იწამებს ჩუჱნს სჯულსაო, ზეცით მოვლინებულ მაჰმადისასაო. აღსრულება ამა საშინელისა ნებისა თვისისა მიანდო შირაზის ხანს იმამყულს, რომელმან თუმცა მიიღო დიდი ღონის ძიება და ურჩევდა ქეთევანს უარი ეყო ქრისტეს სარწმუნოებისათვის და აშინებდა ამასთანავე შაჰბაზის მრისხანებითა, მაგრამ სარწმუნოება მისი ვერ შეარყიეს, სარმუნოება რომლითა უკეთუ „რქვათ მთასა ამას მიიცვალა ამიერ იქა და მიიცვალოს.“ მისცა თავი თვისი, როგორათაც გვიწერს ანტონი კათოლიკოზი,ქრისტესთვის სასტიკთა ტანჯვათა დიდითარე ტრფიალებითა და უშიშითა გონებითა, ვითარცა ლომმან. მაშინ, უღმრთოთა მათ მტარვალთა მეფისათა აღაგზნეს წინაშე მისსა ცეცხლი, და მოიხვნეს შაფურნი, და მარწუხნი, და ბარი მტლისა საბარველი და გვირგვინი რაიმე რვალისა, და ნაკვეთებული რეცა სიავისა სახედ და განახურვეს თვალთა წინაშე წმინდისათა, და დასხნეს ხელნი, ყოვლად ბილწთა მათ, ყოვლად წმინდასა მას ტარიგსა ქრისტესსა, და განაშიშვლეს იგი, და განშალეს ქვეშე მისსა ნაკვერცხალთა სიმრავლენი, და მას ზედა განართხეს წმინდა იგი, და იწყეს განყრად ძუძუთა და ხორცთა წმინდისათა განხურვებულთა მათ შამფურთა, და მარწუხთა-მიერ განხურვებულთა დახლიჩეს ძუძუნი, და ყოველნი ხორცნი წმინდისანი, ვიდრემდის დაშიშვლდეს ძვალნი მისნი, და დაადგეს თავსა მისსა განხურვებული იგი ბარი დასდვეს ყოვლად უბიწოსა გულსა ზედან. და ესრეთ დაიკმია გუნდრუკი იგი მრავალ სუნნელი.[8] იგი აღსრულდა ესრეთისა სახითა 1624 წელსა სეკტემბრის 13 დღესა, ორმოცდა თერთმეტის წლისა შობითგან.

წმინდა ქეთევან დედოფალსა თანა ჰყვანდა ორნი ვინმე ხუცესნი, რომელთათანა ნეტარნი იგი ატარებდა დროსა ლოცვასა და სამღთო წიგნთ კითხვასა შინა წვალებადმდე. ერთი, მათგანი, სახელი რომლისაარსად ირ იხსენება, შეიქმნა პატივის მცემელ მაჰმადის სარწმუნოებისა; ხოლო მეორე სავსე, მგზავსად ქეთევანისა, სასოებითა ქრისტესისა, ღირს იქმნა მოწამისა ღვაწლისათა და ქრისტესთვის მიიღო აღსასრული ცეცხლისა მიერ. სახელი ამა მღვთისა და ქრისტეს მოწამისა იყო ვასილი.-

შემდეგ სიკვდილისა ქრისტეს მოწამისა ქეთევანისა, რომელთამე ქრისტიანეთა სპარსეთისათა შეჰკრბეს წმინდანი ნაწილნი მისნი და დაჰფლეს, დიდის პატივისცემითა, ეკკლესიასა შინა, ქეთევანის მიერ აღშენებულსა ქალაქსა შირაზს. ნათელი ზეცით გამოჩენილი წ. ნაწილთა ზედა იყო მიზეზად შეკრებისა მათისა. შემთეგ რაოდენიმე ხანისა, როგორათაც მოგვითხრობს ანტონი, მოვიდნენ მეფე თეიმურაზთან ვინმე ლათინელთაგანნი ხუცეს მონაზონნი, მყოფნი ქალაქს შირაზს წვალების დროსა, რომელთა წარეპყრათ გვამი წმინდისა და განეყოთ იგი ორად, და კერძოი ერი,[9] რომლისათანა იყო თავიცა, წარგრაგნეს არმანაკითა (ტილოთი:) წმინდითა და მრავლითა სუნნელითა შემურეს იგი და დიდითა პატივითა, ვითარცა ქრისტეს მოწამე, წარმოიღეს აქართველოდ, და მიართვეს ძესა მისსა მეფეს თეიმურაზს, რომელმან დიდითა ლიტონიითა წარიღო აქამდეალექსანდრეს, სადაცა კათოლიკოზმა ზაქარიამ, თანა დასწრებითა სამღვდელო კრებისა, დაჰკრძალეს ქვეშე სამღთოისა ტრაპეზისა ალავერდის სობოროისა.

ეკკლესიან ქართველთა დღესასწაულობს წამებასა ქეთევან დედოფლისასა სეკტემბრის 31 დღესა, რომელსაცა შინა იქმნა წამება და გარდაცვალება მისი.

დიდება მისი არა წარხდეს. გვამმა მისმა მშვიდობით განისვენოს. სახელი მისი ჰგიებდეს ნათესავით ნათესავად. სიბრძნესა მისსა აუწყებდნენ ერნი და ქებასა მისსა ჰქადაგებდეს ეკკლესია[10]

ალ. სავანელი.
ქ. თფილისს.

_________________

1Истор. Государ. Рос. т.х. ст. 63.

2მაშინ იყო 31 წლისა

3წმინდა მოწამე ესე ცხოვრებდა I საუკუნოში. წ. ეკკლესია ხსენებასა მისსა დღესასწაულობს 31 ივლისს

4 იხ. წამება ქეთევან დედოფლისა, თქმული ლექსად დიმიტრი ბაგრატოვანისა მიერ.

5ლუარსაბი იყო მეფე ქართლისა, ხოლო თეიმურაზ კახეთისა

6იხ. წამება ქეთევან დედოფლისა, თქმული დიმიტრი ბაგრატოვანისა მიერ.

7 იხ. ზემოთ ხსენებული სხოლიო.

8იხ. სვინაქსარი.

9 მეორე კერძოი გვამისა წ. მის მოწამისა წარიღეს ლათინელთა მათ ხუცესი მონოზანთა ქვეყანად თვისად და აქამომდე არის ბელღიის ქალაქს ნამურში.

10 იხ. წიგ. ისო ზირა. 44. 12-14

3.2 ცოდნისათვის განჯაფისა

▲back to top


ცოდნისათვის განჯაფისა[1]

(თ. ნიკოლაოზ დიმიტრის ძეს ჭავჭავაძეს ვუძღვნი.)
რედ. კერ.

1. განჯაფა არის ხელი რვა: პირველი არის ყიზილი, რომელისაცა ბატონს ეწოდება ალთაფი, და ამის პირველობის ცნობის ნიშანი არის მზე ლომსა ზედა. მეორე არის ყუმაში, მესამე არის ბარათი.მეოთხე არის ჩანგი, მეხუთე არის ხრმალი, მეექვსე არის თაჯი, მეშვიდე არის აღაღჩი და მერვე არის ყარაჯი.

აღრიცხულთა ამათ თვითოეულთა ხელთა შინა არიან ვარაყნი თორმეტ-თორმეტნი, და თვითოს ხელის თორმეტს ვარაყში პირველი არის ბატონი, რომელიც განირჩევა ქოლგის დახურვით, და მეორე არის ვეზირი. ხოლო ორნივე ესე არიან ცხენოსანნი, ზემოთ თქმულს ალთაფს გარდა, და ალთაფსაცა ჰყავს ვეზირი ცხენოსანივე.

არამედ შვიდთა ამათ ბატონთა, ცხენოსანთა და ქოლგიანთა, და რვათა ვეზირთა აქვსთ განრჩევა ერთმანეთისაგან ესრეთ: ალთაფის ვეზირს აქვს ყიზილი, ყუმაშის ბატონსა და ვეზირსა აქვსთ ყუმაში, ბარათის ბატონსა და ვეზირსა აქვსთ ბარათი, ეგრეთვე ჩანგის ბატონსა და ვეზირსა ჩანგი, ხრმლის ბატონსა და ვეზირსა ხრმალი, თაჯის ბატონსა და ვეზირსა თაჯი, აღაღჩის ბატონსა და ვეზირსა ეგრეთვე აღაღჩი, ყარაჯის ბატონსა და ვეზირსა სიშავე.

განყოფისათვის განჯაფისა.

2. განჯაფა განიყოფება მაშინ ჰსწორედ და რიგზედ რვა ხელად თუ ითამაშებენ სამნი, და ამათში მდებარის განჯაფისაგან აღიღებს ერთი მათგანი სამსა ვარაყსა. ერთსა თვითონ იპყრობს და ორს თავისთან მსხდომარეთ მისცემს, და რომლისაც უმჯობეს ვარაყი იქმნება გაყოფა იმას ერგება, და მარჯვნივ მჯდომარე გარდაჭრის მას, რომლისაგანაცა იწყების დარიგება და განყოფა, ესრეთ: მისცემს მარჯვნივ მჯდომარესა ოთხსა ვარაყსა, და ეგრეთვე შემდგომით შემდგომად, არიგებს ოთხ ოთხსავე დასრულებადმე განყოფისა, მაგრამ განყოფასა ამას შინა დამრიგებელი ესე პირველსა და დასასრულს დარიგებაში უჩენს პირს ვარაყსა, და ამათ საშუალ დაფარვით განუყოფს, და განყოფილ ესე განჯაფა სულერთობით არის ვარაყი თვითოეული ოთხმოც და ათექვსმეტი, და რიცხვისა ამისგან სამთა მოთამაშეთა ერგების ვარაყი თვითოს და თვითოსა ოცდა თორმეტ თორმეტი.

დაწყობისათვის განჯაფისა.

3. თვითო და თვითო მოთამაშე სამნივ დააწყობენ თავიანთ განჯაფას, ანუ ვარაყსა, რომელიც ჰრგებიათ ესრეთ: პირველად დაზდებენ ბატონსა, და ამასთან თავისავე ვეზირს, მაგრამ დაწყობაში უნდა იცოდეთ მოთამაშემ, რომ რვა ხელი, რომელიცა ზემოთ განჯაფის ცნობაში აღვრიცხეთ, ამა ოთხისა ცოტა ჰსჯობს, და ოთხისა ბევრი: ყიზილისა, ყუმაშისა, ბარათისა და ჩანგისა ჰსჯობს ცოტა. ეს ასე უნდა დაიწყოს: ბატონთან ხომ ვეზირი იქმნება, და ვეზირთან იაქე, იაქესთან ორი, და ორთან სამი, ეგრეთვე შემდომისა შემდგომი ვიდრე ათამდე. ეგრეთვე ამის შემდომისა ოთხისა ჰსჯობს ბევრი: ხრმლისა, თაჯისა, აღაღჩისა და ყარაჯისა, და ეს ასე უნდა დაიწყოს: ბატონის შემდგომს ვეზირთან უნდა იყოს, ათი, ათთან ცხრა, და ცხრასთან რვა. და ასე ერთმანეთთან გარიგებით, და დაწყობით უნდა იყოს ვიდრე იაქემდე

გამორჩევისათვის ხარჯისა.

4. ხარჯი ასე უნდა გამოარჩიოს მოთამაშემ, რომ ყიზილისა, ყუმაშისა, ბარათისა და ჩანგისა, რადგანც ცოტა ჰსჯობს, ცოტა უნდა შეინახოს, ბევრი ხარჯში მისცეს: ხოლო ხრმლისა, თაჯისა აღაღჩისა, ყარაჯისა, რომ ბევრი ჰსჯობს, ცოტა ხარჯში უნდა მისცეს და ბევრი შეინახოს.

თამაშობისათვის განჯაფისა.

5. სამს მოთამაშეში, რომელსაც პირველი ბატონის ალთაფი ერგება ის ითამაშებს პირველად, და ამ ალთაფის ვარაყს გარდმოაგდებს, და ერთს სხვას ყიზილის ვარაყს მოთიფედ თანავე გამოატანს, რომელიც ბევრი იქმნება ყიზილის ვარაყში იმას, და მაშინ მოსცემენ ორნი თანა-მოთამაშენი ოროლს ვარაყს ხარჯად: კიდევ ისევ ითამაშებს, ასე რომ თავს ვარაყებს გაშინჯავს, თუ ბატონი და ვეზირი ერთის ხელისა ორივ ერთათ ჰყავს, ბატონს ათამაშებს, და თანა მოთამაშეთაგან ხარჯსა აიღებს.

თუ ვეზირი ჰყავს და ბატონი არა ჰყავს, და სხვას ჰრგებია, იმის ასნაფიდამ ერთს უქვემოესსვარაყს გარდმოაგდებს, და ბატონს გამოითხოვს სათამაშოდ, და მერმე ვისაც ბატონი ჰყავს ათამაშებს და ხარჯს ის წაიღებს; ამას ეწოდება აღჰკსნა თავისა.

სამს მოთამაშეში, რომელიც მარჯვნივ უზის, ერთმანეთის მოთიფენი არიან, თუ თავისი მოთიფე არის, რომელიც ითამაშებს, და ბატონს გარდმოაგდებს თიფით მოვა, და ისე დაჰკრავს, თუ მოთიფე არარის მარტო ბატონს ათამაშებს, და თუნდა მოთიფე არ იყოს იმაზედაც მივა თიფით, თუ მეორისაგან წართმევისა არ ეშინიან, და თუ ან ათი და ან იაქე ჰყავს იმავე ბატონისა, მაშინ შეუშინებლად მივა თიფით, და სამნივ ასე ზემო დაწერილს რიგზედ ითამაშებენ: აგრეთვე კიდევ იაქე ჰყავს და ვეზირი არა, მაშინ ვეზირს გამოითხოვს სათამაშოდ და იმას აუხსნის თავსა. მაშინ ვისაც ჰყავს იმის ვეზირი გარდმოაგდებს და წაიღებს ხარჯს; ესრეთვე უპირველესს ასნაფებსაც აუხსნიან თავს ერთმანეთში და ითამაშებენ.

რომელიც თავის ხელში დაჰხედავს რომ თავის ასახსნელი აღარ ეყოლება, მაშინ რაც სათამაშოები ექნება ყველას ათამაშებს, და ამას ჰქვიან ხელის გამოსვლა: ამ დროს ცხენიანებს გარდმოყრის და ხარჯს აიღებს, და ცენიანებს რომ გაათაებს მას უკან ვარაყის გარდმოგდებაში იტყვის „ბაიაღ თუ ბაიაღი ოყოსო? ბაიაღი ეს არის, რომ სხვას იმაზედ უკეთესი იმასნაფის ვარაყი არ ჰქონდეს, ამასაც ამიტომ იტყვის თუ ეს არა თქვა, ვისაციმაზედ მჯობი ვარაყი ექმნება დაჰკრავს და წაიღებს.

ბაიღებს რომ გაათავებს და აღარ ეყოლება, მერმე ხელს გარდაჰკვრენ, ხელის გარდაკვრა ეს არის, რაც ვარაყები ექმნება თვითოსა და თვითოს არევენ თავიანთ ხელში.

მაშინ რომელიც მარჯვნივ უზის გამოსთხოვს ისი მერამდენეც ვარაყი ექმნება და რომ მოსცემს მერმე რომელსაც იმაზედ უმჯობესი იმისავე ასნაფის ვარაყი ექმნება, დაჰკრავს და ის წაიღებს: ეგრეთვე ეს გამოვა ხელს და ითამაშებს ბაიაღებს: ბაიაღები რომ გათავდება ისიც გარდაჰკრავს ხელს, და თავის მარჯვნივ მჯდომი იმასაც გამოსთხოვს ვარაყს, და რომ მოსცემს, მაშინ რომელსაც უმჯობესი ვარაყი აქვს იმისავე ასნაფისა დაჰკრავს, და წაიღებს; ვიდრე დასასრულამდე ერთმანეთთან ასე ითამაშებენ.

თუ ოთხი და ან უფრო ცოტა ვარაყი არის დარჩომილი ხელს აღარ გარდაჰკვრენ ის შეჰყრის, რომელიც ერთი მათგანი ვარაყი პირ გამოჩენით იქმნება, და ან პირ გამოუჩენლად, მაშინ ვისაც იმისი ვარაყი ექმნება უმჯობესი დაჰკრავს, და ის წაიღებს და ესრეთ დაასრულებენ თამაშობას.

________________

1საქართველოში ვიდრე მეფობადმდე ირაკლი II; ნაცვლად სათამაშო ქაღალდებისა, უხმარიათ მათივე მგზავსი ძვლის ფირფიტები. რომელნიცა მხატრობითა თვისითა წარმოუდგენენ მოთამაშეთა სხვა და სხვათა მნიშვნელობათა და რომელსაცა ჰსწორდებია „განჯაფა“. ეს ფირფიტები გვქონდა რეაქციაში, გარნა ვერას გზით ვერ მივხვდით, თუ ვითა ჰქონიათ ხმარებაში ძველ დროს. ჟამსა მოგზაურობისა ჩემისასა ამა წელს, ვიმყოფებოდი რა ჩუჱნის თანმედროეს მწერლის თ. დავით ციცის-შვილის სახლში ს. ქარელს, სადაცა მაჩუჱნა თავისნი მრავალნი მშვენიერნი თხზულებანი, მათ შორის ვპოვე აღწერა ზემო ხსენებულის განჯაფისა, რომელსაცა ვბეჭდავთ ჩუჱნს ჟურნალში დარწმუნებითა მით, რომ ჩუჱნის „ცისკრის“ მკითხველნი მიიღებენ სასიამოვნოდ).

რედ. კ.

3.3 სალაყბო ფურცელი

▲back to top


სალაყბო ფურცელი

ცისკრის წარსულს ნომერში სად დავსდექი? აღარ მახსოვს საზოგადოდ ქართული თვისება ეს გახლავსთ. ჰო, დიახ, მგონია იქ დავსდექი, სადაცავანბობდი, უფ: ძალიან დავიღალე, ჯერ ეს საკმავო არის მეთქი. თქვენ იქმნება გეგონოთ ლაპარაკით დავიღალე, ესე იგი, წერით! არა, შორსა ბრძანდებით ამა აზრითგან, არცა წერით დავღალულვარ და არცა ლაპარაკით. გულს მოსულს კაცს რა მოღალავს. მე დავიღალე რა წარმომიდგა ეს საშინელება, რომ ჩუჱნის თავის უბედურსა მდომარეობაში ყოფნის მიზეზნი ვართ თვითან ჩუჱნვე! კაცი თავის თავსა თვითონა მტრობდეს!!! არა თუ ღმერთი გწამსთ ამაზედ უსაშინელესება გაგონილა სადმე?... ღვთის გულისათვის, პირმოთნეობით მიპასუხეთ და გულწრფელობით! მაგრამ ვისა ვსთხოვ გულწრფელობასა. შევიყრებით ერთს სახლში ჩუჱნ გულწრფელნი რამდენიმე ქართველნი, ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ, ვჯიყჯიყებთ ეშმაკმა იცის რაზედ? და სრულებით ჩუჱნის ლაპარაკითგან არა გამოდისრა! ვითომც საზოგადოდ, კეთილი რამ გავაკეთოთ, გავარიგოთ, მოვსცეთ ნაყოფი რამე კეთილი! ღმერთმა დაგიფაროსთ! ღმერთსა ჩუჱნთვის მოუცია ნიჭი მხოლოდ ლაპარაკში! აი, ბატონი ბრძანდებით, დავსხდეთ, მოვიკეცოთ ქართულურად და ვილაპარაკოთ, ვნახოთ რა გამოვა? ჩუჱნი საქმე როგორ წავა წინ? ცისკრებისას თუ ბრძანებთ წავიკითხოთო, აქამდინ რომ არა წაგვიკითხავსრა, ახლა რაღას წარიკითხავთ. უკაცრავად კი თუ ვიქნები და, ჩუჱნს ცისკარს უმეტეს ნაწილად კითხულობენ ბუზები, რა რომ თავისუფლად განისვენებენ ფანჯარებში, მოსამსახურების ოთახში, იმისი ადგილი იქ არის, კაბინეტშიშეტანა როგორ იქმნება- ქართულს ენაზედ არის დაბეჭდილი, სხვათა ენაზედ რომ იყოს, აი, ის სხვა არის! ჩუჱნს ენას ახლა აღარავინა ხმარობს, წამხდარი ენა არის, გასწორება რათ უნდა, სახლის პატრონმა, თავს რომ ჭერი ექცეოდეს როდი უნდა გამოიცვალოს და გაიახლოს! ამასთანავე ჩუჱნი ქართული ენა მოდად აღარ გახლავსთ, ადრე მართალია დიდს პატივში იყო ჩუჱნი ენა, ისიც მაშინ, როდესაც რომ ლაპარაკობდენ ქართულს ენაზედ მხოლოდ დიღმითგან დაწყებულნი, ვიდრე ტფილისის აბამოებამდინ (ეს უკანასკნელისიტყვები თუ მოიხსენიებთ ნათქვამი გახლავსთ ერთის ქართველისაგან, რომელსაცა ჩუჱნდა სამწუხაროდ ზოგნი ერთნი ქართველნი ბრძენად სახავენ!.. კაი ბრძნული სიტყვაა ჭეშმარიტათ!!!) აი ჩემოსაყვარელო წარმკითხველო, როგორს როლს თამაშობს ჩუჱნი ქართული ენა ახლანდელს დროში.- რადგანც ვახსენე ახლანდელი დრო, უნდა კიდეც განგიმარტოთ ახლანდელის დროს მნიშვნელობა: როგორც წარსულს ცისკრის ნომერში, აგრეთვე ახლა ვახსენებ, ჩუჱნ საზოგადოდ უბედურებასა, და ეს კი არ ვიცი რას ეძახით საზოგადოდ უბედურებას? უბედურება კიარა და ამისთანა ბედნიერს მდგომარეობაში, თავის დღეშიაც არა ვყოფილვართ, ჩუჱნის დიდის ხელმწიფის და საზოგადო მამის წყალობთა. პირველი აქედგან ავიღოთ: აბა რომელი მტერი აწუხებს ჩუჱნს მყუდროებით მდგომარეობასა? აბა რომელი ბარბაროსი მაჰმადიანი ატყვეებს ჩუჱნს ცოლს, გინა შვილს,გინა ნათესავს და სხვ. მგზავსად ადრინდელის ქართველთ მეფობის დროებისა, რომელშიაც კაცი არ იყო რომ გადარჩენოდა ამისთანა უსაშინლესს ხვედრსა, თითქმის ყოველი კაცი მტერს უნდებოდა და თავის ტყვეებს უკანა სდევდა, ან სწავლისთვის ვისა სცალოდა, ან წერისათვის, ან სახლისა და ან კარისათვის? ხომ ამისთანა შეჭირვებაში იყო საქართველო, მაგრამ მაინც ჩუჱნი ლიტერატურა არ დაცემულა, ვერა რომელმან ხრმალმან ვერ მოჰკვეთა აღყვავება და წარმატება მისი! ახლა? ის, როგორც ზემოთა ვსთქვი, რომ ამისთანა მყუდროებით მდგომარეობაშია ვართ, მტერი ვერაჰბედავს ჩუჱნს შეიწროებასა, ვინაითგან გვიცამს უძლიერესი ორთავიანი ბედნიერი არწივი ჩრდილოეთისა, სწავლა ჰყვავის უსიტკბოესის ნაყოფითა, გარნა თან და თან მიეცემის სისუსტესა, ჩუჱნის დაუდევნელობით ჩუჱნი ენა, რომლისათვისაც ცდილობს უმაღლესი ჩუჱნი მთავრობა, გვაძლევს ყოვლისავე შემწეობასა და არარას ზოგავს ჩუჱნთვის, ჩუჱნის კეთილ მდგომარეობისათვის. ამისთანა მყუდრო მდგომარეობაში, კაცს არ შეეძლოს თავისი სამშობლო ენის მოხმარება! უბედურება არ არის, მაშ რა არის? არა რომელი ბედნიერება არის? მე უბედურება მგონია ეს და! არა თუ უბედურება, უბედურებაზედ უბედურებაა!! მაგრამ რა, ვის ველაპარაკები უბედურებაზედ, განა იმდენი მხურვალება გვაქვს გულში, რომ ვიგრძნოთ უბედურება? ჩუჱნის უბედურების გამაქარვებელი, ჯიხვი არის დააზარფეშა, ესენი განაქარვებენ თუ ვისმე ჩუჱნგანში აქვს გრძნობა უბედურებასა, ვისაც არა აქვს გრძნობა და, იმისთვის სულ ერთია, უჯიხოთ და უაზარფეშოთაც, სომხისა არ იყოს, იოლათ წავა! იქმნება გწყინთ, რომ უგრძეობელად ვსახავ ჩუჱნს თავსა? ვითომც რათა გწყინთ მართლის თქმა, მეც მაგასა ვსჩივი, როგორათაც ადრე ვსთქვი, რომ მართლისთვის მოლაყბეს მეძახიან.- აბა მაშ, თუ გრძნობა რამ მოიპოება ჩუჱნში, დავსხდეთ ერთად და მოვილაპარაკოთ, ერთს საგანზედ, მხოლოდ სისწორთ მიპასუხეთ და ჭეშმარიტებით, თქვენის სამშობლო ენის მზეს!... აბა, დაბრძანდით თუ არა, ქართულად ტახტზედ?... ოჰ, აგრე, ჩემო სამშობლო ენის მოყვარეო ქართველო!... ახლა მინდა გიანბოთ, გულგრილად როგორც შეშვენის ქართველის თვისებასა, ერთის ქართულის ენის მოყვარის ქართველის ანბავი: ერთს დიდს საზოგადოებაში, თითქმის ტფილისის ყოველთ ზედ მაღალს, შეყრილნი ყოფილან რამდენიმე დარბაისელნი, იმათ შორის ხედამენ რომ ზის ქართულის ენის მოყვარე ქართველი, რომელსაცა მაღალს საზოგადოებაში. დიდი მნიშვბელობა აქვს, იქ ჩამოვარდება ქართულს ტეატრზედ ლაპარაკი, უმაღლესი პირი იტყვის რომ ქართველთათვის საჭიროებას მოითხოვს ქართული ტეატრი, აქედან ის გამოდის, მადლობა ღმერთს სიცრუვით არ მილაპარაკნია წარსულს ცისკარში, რომ უმაღლესი ჩუჱნი მთავრობა არასა ზოგავს ჩუჱნის კეთილ მდგომარეობისათვის, - ისუმაღლესი პირი, პატივი და დიდება ამ გვარ ზრუნველობისათვის, წარმოსთქვამს ყოველსავე ქართულის ენის შემწეობასა, რაც რამ კი გამოუა ხელითგან. ამ დროს დაფიქრდება ქართულის ენის მოყვარე ქართველი და მოახსენებს აი ამ გრძნობიან ლექსებით: „რა საჭირო გახლავსთ ქართული ტეატრი მაშინ, როდესაც რომ არის რუსული და ამასთანავე ოპერა იტალიანურს ენაზედ (ესე იგი თრინჯულს ენაზედ) ეს იქით იყოს, რომ არავის უნდა ქართველებში“ უმაღლეს პირს ეს სიტყვები ისე საზიზღრად მიაჩნდება, რომ მოარიდებს თავს ქართულის ენის მოყვარეს ქართველს და იტყვის: კეთილი არ გინდათ ღმერთმა ნუ მოგცეთო!... „ახ, კალამო! დასდექ! კალამო, საქართველოს ბატის გამონაცემო! მაჯა აღარ მომდევს შენ საბრალო გიხმარო! რომ გიხმარო, ვისთვის გიხმარო და ან რა სინდისით რომელს ენაზედ? ეგ შენი სპეტაკი ფრთა მოვიხმარო ქართველთათვის, რომელნიცა გმტრობენ ლეკებზედ უმეტესად?! ქართულს ენაზედ ვამუშაო, ეგ შენი მშვენიერი, გარნა საწყალობელი ნემსივით განგმირავი მშვილდი, რომელიცა სძულთ ქართველთ? რომელნიცა ყოველგან, ყოველს ჟამს და ყოველს წამს ცდილობენ ძირიანად აღმოფხვრან სხნება შენი?!! ნურცა თუ გეშინის! დაგრჩომიეს ერთი ნუგეში, იმ გვარი პირი ნუგეშად, რომლისაგანაც წარმოდგება ბევრი რამ კეთილი საზოგადოდ. გყვავს საზოგადოდ წარმომადგენელი, რომელიცა იცვავს ჩუჱნს პატიოსნებას, ჩუჱნს ხარისხსა, ჩუჱნსლიტერატურას, ესე იგი თვითან შენა, არა მოქმედებით, არამედსიტყვით: გირჩევს ყოველი ნაშრომი, შენის სიტკბოებით გამონაცემი მშვენიერნი ლექსები, გაიტანებოდეს იარმუკაზედ და იქ გაისყიდებოდეს, უკეთუ არ გაისყიდა, დახდებოდეს საკიცხავად მხილველთა! ეს ხვედრი კი დაეცა, თ. გ. დავითის-ძის ერისთავისაგან გამოცემულს ცისკრებს! თ. გ. ერისთავი ვახსენე, და უალაგო არ იქმნება ვსთქვა: რა გრძნობით ვუყურებდით თ. გ. ერისთავს, რომელმანცა დააფუძნა „ცისკარი“ აღადგინა დაცემული ქართული ენა, მრავალი კეთილი შესძინა საქართველოს და უფრო მეტს შესძინებდა, უკეთუ ჩუჱნ გარდაგვეხადნა მადლობა დამფუძნელისათვის, მაგრამ რა, მაგდენი სინდისი არის ჩუჱნში! ნაცვლად მადლობისა, ხშირად დამდურება ისმოდა იმ გვარ კაცზედ, რომლისაცა ტალანტი და შრომა ღირსი არის შენიშვნისა და რომლისა წყალობითაც ახლაცა გამოდის ჟურნალი. თ. გ. ერისთავი რომ არ ყოფილიყო, აქამდინც დაძინებულნი ვიქმნებოდით. რა ნახა ქართველთა პოეტმან, რომ ვეღარ გააწყო თავისი გრძნობა ჩუჱნზედ, დაიჭირა, ამოხვრით დაანება თავი ჟურნალს და სთქვა: როგორც გიწირავთ, ისე ჰსწირეთო! ჩუჱნც მაგის მეტი კი არ გვინდოდა. აი რა ფასი აქვს ჩუჱნში ჭეშმარიტსა ტალანტსა და ამასთანავე შრომასა... საყვარელო წარმკითხველო! მომიტევეთ, უკაცრავად ნუ ვიქმნები შეგაწუხეთ ბევრის ჩემის ლაყბობით, ამასთანავე მგონია მოკეცითაც დაიღალენით, აბრძანდით თუაგრეა ნუ შეწუხდებით, საკმაო გახლავსთ!... სარწმუნო ვარ რომ ქართველნი, ვერცა ბევრს შეჭირვებას ავიტანთ და ვერცა მომატებულს სიხარულს. ვაი შენ ჩემო თავო, აკი არ დამავიწყდა, დღეს ხომ ორთაჭალას კრივია. არ იქნა მიშველეთ, წავიდეთ თორემ ვეღარ მიუსწრობთ, დაიშალა და ცარიელი დავრჩებით. მერმე თუ იქ არა ვართ, შენიმტერი! ზემოთუბნელებს დამარცხებენ, ესე იგი მთაწმინდელებს და სრულიად დავიღუპებით! რა დროს ლიტერატურაა თუ ღმერთი გწამსთ, არა თუ ლიტერატურა ყოველი სიბრძნე იქ არის!!!

ხუმრობა იქით იყოს და, მე ვიცი რომ ძალიან გწყინთ ჩემი ლაყბობა, ესე იგი, სიმართლით ლაპარაკი, რაკი გწყინთ, თუ ამას იქით ვილაყბო ტყავი გამაძრეთ მაინც რა ტუტოცობაა ჩემის მხრით! რომ არავინ მიგდებს ყურს, რომელმა გაიგონა ჩემი ნათქვამი? არა თუ გაიგეს, სულელსაც მეძახიან გონია რასაკვირველია ისინი, რომელთაცა გაციებული აქვსთ გრძნობა და ჭკუაშიაც არ მოსდით ჩემი ნათქვამი. ჩემი საზოგადოება ხომ რაღა? სულ ამას იძახის: ილაყბოს ილაყბოს და დაჩუმდესო!..

მოლაყბე.

4 სხვა და სხვა ანბავი

▲back to top


4.1 მოტყუებული ბრილიანჩიკი

▲back to top


მოტყუებული ბრილიანჩიკი

ერთს პარიჟელის ბრილიანჩიკის მაგაზიაში შევიდა ლაზათიანად ჩაცმული ყმაწვილი კაცი.

- თქვენ უთუოდ ვეღარ მიცანით? რასაკვირველია! მე ადრე ვიყავი ვოენნის სამსახურში... მუნდერი, ულვაშები, დეზები... ესენი ყოველი ჰსცვლის კაცის სახესა. ეხლა სამსახურიდგან გარდავსდექი და დავსახლდი ჩემს მამულში; ხოლო რადგანც მე ადრე ხშირად ვყიდულობდი ხოლმე თქვეგან სხვა და სხვა საწვრილმანოებსა, ეხლაც ამისათვის გიახელი, შემეწიენით აღმოვაჩინო ჩემის საცოლისათვის კარგი რამ საჩუქრები. ფასში იმედი მაქვს მოგირიგდე.

ჯავაირჩი თუმცა არ იცნობდა მას და არცა ოდესმე ენახა იგი, არც მუნდერში და არცა დეზებითა, მაგრამ მაინც დიდი მოხარული იყო ამ შემთხვეულებით და გარდმოუწყო მან მყიდველსა უძვირფასესი ნივთები ბრილიანტისა. ამ დროს ამ მაგაზიის წინ გაიარა სხვა ყმაწვილმა კაცმა. მყიდველმა დაუკაკუნა მას ფანჯარა. ეს მეორე კაციც შევიდა ამ დუქანში.

- მშვიდობა შენი ნახვა, ჩემო საყვარელო ბარონო!... ვეღარც შენა მცნობ?

- ვა! ალბერტ, შენ ხარ! და მეგობრები გარდაეხვივნენ ერთმანეთს.

- დიდი ხანია პარიჟში ხარ? ჰკითხა ახალმა მისულმა ბარონმა.

- ეხლახან მოველ. ქორწილი მაქვს, არ იცი?...

- გავიგონე... ბედნიერი ხარ, მომილოცავს... ჩინებული, მდიდარი პარტია ამოგირჩევია! შენიგრაფინა ყოველს ჭკუიდგან შლიდა... წადი მზათ მოგებულს დააჯექი. -

- შემოიარე როდესმე ჩემკენ: დაწვლილებით გიამბობ, როგორ მოვახდინე.

- უთუოთ, რას შვრები, საჩუქრებს ხომ არა ყიდულობ შენის საცოლისათვის?

- ნუ იძვირებთ, იგი ღირსია, რომ რაც ინდოეთში ძვირფასი ქვებია იმითი შეამკო.

- მოდი, შენც მიშველე აღმოვარჩიოთ კარგი ნივთები.

- ბატონი ხარ. ოღონდ შენ ფასი გამოიმეტე, თორემ ამორჩევა ადვილია.

- შემდეგ რამდენისამე ქექა-ჩხრეკისა და ფასშიდაჩინჩებისა, მათ ამოარჩიეს ნივთები ორასის თუმნისამდინ. როდესაც საქმე მივარდა ფულის მიცემაზედ, საქრმო დაფიქრდა და უთხრა ჯავაირჩს:

- გესმის-რა? დედაკაცნი, ხომ იცი თავიანთ ნათქვამნი არიან... ისინი ჩუჱნს აღმორჩეულს რასმეს ძნელად მოიწონებენ, და მე არ მინდა რომ ფულები ტყუილად გარდავყარო... აჰა შენ ოცი თუმანი ბეთ... ჯერ წავალ და ვაცჩუჱნებ ჩემს სასიდედროს ამ ნივთებსა... აქავე დგანან, ამ ორიოთ სახლის ქვეით... ჩემი მეგობარი ბარონი კი აქ დარჩება შენთან გირაოდ, ვიდრე დავბრუნდებოდე...

ჯავაირჩი ეთანხმა. საქრმო წავიდა, და გირაომ ბარონმა დაუწყო დუქნის პატრონსა ლაპარაკიახალ ამბავებზედ. დასასრულ, რა მასალა შემოაკლდათ საუბრისა, ბარონმა დაიხედა საათზედ და უთხრა: - ეხლა კი უკაცრაოდ ჩემო საყვარელო მეგობარო. დღეს არა მცალიან. იმის მოსვლას ვეღარ მოუცდი. ჰსჩანს სიდედრმა გაუბა იმას გრძლად ლაპარაკი, რომ ამოდენა ხანი დაიგვიანა... ფიქრი ნუ რასი გაქვს, ასეთი მდიდარი საცოლო ჰყავს იმას, რომ ნახევარ წლის შემოსავალით იყიდის შენს დუქანსა... მშვიდობით.-

- ნუ ჰსწუხდებით, მე არ შემიძლიან თქვენი გაშვება, უთხრა ბრილიანჩიკმა სიტყვა სიტყვაზედ, მათ მოუვიდათ ლაპარაკი და ჩხუბი...

ამ დროს შემოვიდა დუქანში პოლიციის ჩინოვნიკი და იკითხა მან მიზეზი ყვირილისა. ჯავაირჩმა უამბო მას ყოველი საქმის გარემოება.

- რამდენი მოგცა ბეთა? ჰკითხა პოლიციის ჩინოვნიკმა.

- ოცი თუმანი.

- მგონია, რომ მე ამ უფლებს უნდა ვიცნობდე... მაჩუჱნეთ ბეთ მოცემული ფულები.

- აჰა, ოთხი, ხუთ-ხუთ თუმნიანი ბილეთები.

- ჰსწორეთ ესენი არიან, წაიბუტბუტა პოლიციის ჩინოვნიკმა. უფალო ბარონო! (უთხრა მან, რა მიუბრუნდა გირაოსა) გთხოვთ თან წამომყვეთ...

- რას ნიშნავს ეგა?... როგორ ბედამ მაგ გვარს...

- არაფერსა, პოლიცმეისტერი განგიმარტებს რასაც ნიშნამს... ეგ ფული აქ მომეცით, ეგენი ფალშივებია, ამათი გაკეთებული ბილეთებია... შენით ჩქარა ვიპოვნით შენს ამხანაგებსაც... წამობრძანდით...იძულებულ ნუ მყოფთ მოვიხმარო უსიამოვნო ძალა...

ბარონი დაემორჩილა თავის ბედსა და ჩაუჯდა დროშკაშო პოლიციის ჩინოვნიკსა, რომელმაც უთხრა ჯაბაირჩსა, რომ ისიც მოვიდეს პოლიცმეისტერთან ნახევარ საათის შემდეგ ანუ უფრო ადრე.

ხოლო როდესაც ჯავაირჩი მივიდა პოლიცმეისტერთან, მაშინ გამოჩნდა რომ, სამნივ პირნი: საქრმოც, ბარონიც და პოლიციის ჩინოვნიკიცა, ყოფილან ამხანაგნი ქურდნი. იმათ არავინ არ იცნობდა და დღესაც არავინ არ იცის რა იქმნენ ისინი.

გ. რჩეულოვი.

5 განცხადება

▲back to top


განცხადება

რადგანც ამ წლის გამოცემა თავდება, ამა უკანასკნელის ნომრით, ამისთვის რედაქცია ცისკრისა ამის მოითხოვს პატივცემულთა ჩუჱნის ჟურნალის მკითხველთაგან ბოდიშსა, უკეთუ ჰპოვეს რამე აქამომდე გამოცემულს წიგნებში ნაკლულევანება რაიმე, ანუ შეცთომა, თუ უწესობა. კარგათ მოეხსენებათ იმ უფალთ რომ ყოველი დასაწყისი საქმე უნაკლულევანებოდ არა არს შესაძლებელ იყოს არსრულებულ მომავალის წლისათვის ვხმარობთ ყოველსავე მეცადინეობასა, გამოვსცეთ ვრცლად და წარმატებით, რომლისათვისაც მოვედით დღე დღეზე ქ. ს. პეტერბურღით ჩინებულ ასოებს. სარწმუნო ვართ, ყოველნი ნამდვილნი ქართველნი მოსცემენ რედაქციას შემწეობასა აღსასრულებელად ამა საზოგად სასარგებლო საქმისა.

რედ. კ.