![]() |
ივერია (15)1877.06.09 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 აწმყო აღმოსავლეთის საქმისა |
▲back to top |
|
აწმყო აღმოსავლეთის საქმისა
მას აქეთ, რაც რუსეთისა და ოსმალეთის შორის ომი ასტყდა, ევროპიის პოლიტიკა თითქო შედგა თითქო დიპლომატიის, ხმაურობა ზარბაზნების გრიალს ვერ აუვიდა და შესწყდა. დიპლომატიის მოღვაწეობა ხომ თავად ისეც დიდი საიდუმლოა და ლიტონის ადამიანისათვის მიუწდომელი, და ომის ატესის შემლეგ კი რაღა კითხვა უნდოდა რომ სრულებით ფარდა ჩამოეფა რებოდა გარეშე კაცის თვალთა წინაშე.
მაგრამ თუ დიპლომატიის იდუმალი აზრი არ ვიცით; თუ ვიცით ნამდვილად რა გზას დაადგება ერთი თუ მეორე სახელმწიფო მომავალ პოლიტიკაში, ის კი ვიცით – რა ნიადაგზედ იხეირებს ეს პოლიტიკა, რა საქმეების მიხედვით გაიკვალავს გზას და რა მოვლენა ამოქმედებს მის მიდრეკილებას. თუმცა ევროპიის ჟურნალ-გაზეთობა ენა-გრძელია, მაგრამ მის ჭორიკანაობაში ათი რომ ტყუილი იყოს ერთი ხომ მართალი იქმნება. მაშ შესაძლოა ვცნოთ რა მოხდა და რა თქმულა აღმოსავლეთის საქმის შესახებ ამ თითქმის ორის თვის განმავლობაში.
ომის დაწყებითვე რუსეთის საქმე ძალიან კარგად წავიდა, მეტადრე მცირე აზიაში, სადაც რუსის ჯარი კარგა დიდ მანძილზედ არის წინ წამდგარი და ცოტაღა უკლია ყარსის აღებას და აზრუმამდე მისვლას. თუმცა დუნაიის მხედრობას ჯერ არავითარი შესანიშნავი ბრძოლა არა ჰქონია ოსმალებთან, მაგრამ იქაც კაი დიდი საქმე მოუხდათ რუსებს: ოსმალეთის ორი ძლიერი ჯავშნიანი ხომალდი აფეთქეს და დაღუპეს. რუსეთს მიუდგა რუმინია, რომელმაც სრული თავისუფლება და ოსმალეთისაგან უმოკიდებულება გამოაცხადა. გარდა ამისა ჩერნოგორიამაც ხელმეორედ აუტეხა ოსმალეთსა ომი. თვითონ ოსმალეთის შინობაშიაც, მაგალითებრ სტამბოლში, დიდი უკმაეოფილება წარმოსდგა: ოსმალეთის ქვეშევრდომნი მცირე აზიაში რამდენსამე ალაგას სიხარულით გადმოეცნენ რუსებსა; ოსმალეთის პარლამენტისა და მთავრობის შორის უთანხმოება და თითქმის მტრობაც აღმოჩნდა. აქ შესანიშნავი მეტადრე ის არის, რომ პარლამენტის წევრნი ქრისტიანნი თუ მაჰმადიანნი ერთნაირად და ერთგვარს ჩივილს უცხადებდნენ და უცხადებენ კიდეც მთავრობას და ერთგვარს ცვლილებებს თხოულობდნენ მთავრობისაგან. ეს გარემოება შესანიშნავია მეთქი, რადგანაც ცხადად გვიჩვენებს, რომ ოსმალეთის ქვეშევრდომთა ტკივილი ყველასი ერთი და იგივეა, სარწმუნოება, გვარტომობა აქ ერთობას არ უშლის.
ერთის სიტყვით, ოსმალეთის საქმე ძალიან ცუდად მიდიოდა და მიდის კიდეც, ასე რომ ოსმალეთის სახელმწიფოის დარღვევა არავისთვის საეჭვო აღარ არის თუ სხვა რომელიმე სახელმწიფო არ მიეშველება. ვისი იმედი ჰქონდა და აქვს ოსმალეთს? რასაკვირველია, ყველაზე უწინარესს ინგლისისა, რომელიც ეს ორი წელიწადია სულ ოსმალეთის დაურღვევლობასა და ხელუხლებელობას ქადაგებს. მაგრამ ეს ორი თვეა რაც ოსმალეთი ებრძვის რუსეთსა და გაჭირებაშია ჩავარდნილი და ინგლისს კი მისთვის ჯერ არავითარი შემწეობა არ მიუცია. ცხადს შემწეობას ვამბობთ თორემ ფულით, იარაღით და სხვა ამ გვარებით კი ინგლისი ოსმალეთს ძალიან ეწევა.
ჩვენ გაზეთში ადრევაც იყო მოხსენებული თუ რისგამო სტკივა გული ინგლისს ოსმალეთისათვის ე.ი. რად უნდა ინგლისს ოსმალეთის სასელმწიფოის დაცვა. მოხსენებული იყო, რომ მის მიზეზი ინგლისის ეკონომიური განწუობილება, რომლის ძალითაც შინაური წარმოება და მოსავალაი არ ეკმარება აუარებელის მშიერის ხალხის გასაძღომად და ინგლისი იძულებულია გარეშე ქვეყნებში მოძებნოს როგორც სამუშაო მასალა თავის ქარხნებისათვის, აგრეთვე იმისთანა ფართო ადგილები, სადაც მეტი მჭამელების გარდასახლება შეიძლებოდეს. ინგლისი, როგორც სახელმწიფო, მართალია მდიდარია, მაგრამ მის სიმდიდრეს ხალხის საშინელი სიღარიბე და სიგლახაკეც თანსდევს. ხალხის აუარებლს უმრავლესობას, როგორც მიგეხსენებათ, არავითრი ქონება დ სარჩო არა აქვს, და მთელი მამულიაობა მხოლოდ რამდენიმე არისტოკრატის ხელში ჩავარდნილა.
ინგლისი უყურებდა ოსმალებს, როგორც შესამუშვებულის მასალის მიმცემს და ეშინოდა ვაი თუ სხვა განათლებულმა და გამჭრიახმა სახელმწიფომ ხელი ჩაავლოს ოსმალეთსაო და ეს მასალა თვითონ მოიხმაროსო და ხელიდგან მე გამომგლიჯოსო. გარდა ამისა მოხსენებული იყო რომ ინგლისს ეშინიან სტამბოლის დამჭერმა ინდოეთის გზა არ შემიკრასო, რომელიც სუეცის არხზედ გადის. ეს მეორე ტკივილი უფრო საგრძნობელია ინგლისისათვის ვიდრე პირველი ინგლისი, როგორც მოგეხსენებათ ინდოეთს ჰსწოვს და ამით აძღობს თავის ხალხს, და მისი გზა რომ სხვას დაუთმოს, ხომ დაიღუპა ინგლისის ეკონომიური უფლება მთელ დედამიწაზე.
აი ის კერძო სარგებლობა, რომელსაც წამ და უწუმ აღიარებს ინგლისი და რომელიც აწარმოებს მის პოლიტიკას. მართალია ოსმალეთის სლავიანები დიდ გაჭირებაში არიანო, – ამბობს ინგლისი, – მაგრამ ვაი თუ მათთა განთავისუფლებამ ჩემს ხალხსა საზრდოების წყარო წაართვასო. ამ რიგად, ძარღვი ინგლისის პოლიტიკისა მხოლოდ ეკონომიური საჭიროებაა. ჩაერევა ინგლისი ომში თუ არ ჩაერევა ორსავე შემთხვევაში მხოლოდ ეს ერთი მიზეზი იქმნება. პრუდონს რომ ვკითხოთ არამც თუ მარტო ინგლისს, არამედ ყველა სხვა ქვევანასაც მხოლოდ ეს მიზეზი მოქმედებს. აი რას ამბობს პრუდონი: „ხარბს გაუმაძღრობას უჭირავს ხელში ყოველი საზოგადოება და ვიდრე ეკონომიური განწყობილება სამართლიანს უფლებაზედ არ დამყარდება, ომია აუცილებელია. დიახ, მე ვამბობ რომ ომი, რა გვარის და რა სახისაც უნდა იყოს, აუცილებელია: ომი ცარცვისთვის და სხვა ქვეყნის დაპყრობისათვის, ომია საზღვართა გაწევისათვის, ომია ახალის სავაჭროს გზების აღმოჩენისათვის, იმის დედა-აზრისათვის, ომის გვარტომობისთვის, ომია მემკვიდრეობისათვის, ომია გავლენისათვის და თანასწორობისათვის, ომია თავისუფლებისათვის, ომია ურთიერთშორისი, ომია სოცილური. ყველა ამ შემთხვევაში ომიანობის დედა-მიზეზი ერთი და იგივეა, რომლისათვის ხალხნი და მთავრობანი ყველაზედ ნაკლებ ზრუნავენ. ეს მიზეზი არის საცხოვრებელის უქონლობა: ღარიბისათვის – არსებითის საჭიროეის უქონლობა, მდიდარისათვის – შემოსავლის უკმარისობა, სახელმწიფოსათვის –გასავალის გარდამეტება შემოსავალზედ“. თუ ამ დედა-ძარღვს არ შეეხება ეხლანდელი ომიანობა, ინგლისი რასაკვირველია, ხელსაც არ გაინძრევს.
მართლა და ინგლასს რომ უბედურთათვის სტკივოდეს გული, დიდი ხანია ჯერ თავისებს უშველიდა. აი, მაგალითებრ, ირლანდია, რომლის უბედურება განთქმულია და რომელიც ინგლისმა სრულებით გააოხრა და გაცარცვა. ამასწინედ ირლანდიელებმა პარლამენტში თხოვნა შეიტანეს თვით მმართველობა მოგვეცითო და საკუთარი პარლამენტი გაგვიჩინეთო. პარლამენტმა უკუაგდო ეს თხოვნა. ინგლისი თავისიანებისთვის თუ ესეა, სლავიანებისათვის ხომ – საიდამ სადაო წმინდაო საბაო. ამის გამოისობით, მართალია თუ ტყუილი რომ ამჟამად გავრცელებულია ლაპარაკი მშვიდობიანობაზე ინგლისისა და რუსეთის შორის, მაინც ამაში შეუძლებელი არა არის რა. თუ ეს ლაპარაკი მართალია, ჰგავს ინგლისი არავითარ ვნებას არ მოელის თავის სარგებლობისათვის, და თუ ესეა ოსმალეთმა თუნდ თავში ქვა იკრას, ინგლისი ამისათვის თავს არ იტკენს.
ამბობენ, მშვიდობიანობაზე მოლაპარაკება გერმანიის თაოსნობით გამართულაო. ეს რაღა არის? გერმანიას რაღა ალაპარაკებს? აქ წინაპირველად ის უნდა შევნიშნოთ, რომ ვიდრე საფრანგეთში ცვლილება არ მოხდა, გერმანია თითქმის გაჩუმებული იყო. აღმოსავლეთის საქმის შესახებ. მაგრამ რაკი მაკ-მაგონმა თავისი თავხედობა მოახდინა, ბისმარკს მოსვენება წაერთო და მაშინვე გაეჩქარა ბერლინისაკენ. აი ამის შემდეგ დაიწყეს ახირებული ლაპარაკი მშვიდობიანობაზე, მეტადრე როდესაც გავარდა ხმა ინგლისის, ავსტრიისა და საფრანგეთის შორის ვითომ ზავი რამ იმართებაო. თუმცა აღმოსავლეთის საქმეში გერმანიასაც აქვს თავისი საჭიროება, როგორც ადრევ იყო მოხსენებული ჩვენ გაზეთში, მაგრამ აქამდისინ გაჩუმებული იყო, რადგანაც იცოდა, რომ ავსტრია თავისის ზურგით იფარავს მის ინტერესებს. ჯერ ავსტრიის ჩაყლაპვის დრო არ მოსულაო, – ფიქრობდა გერმანია, და ამიტომ მანამდისინ ოსმალეთის გაყოფაში მე და ავსტრია ერთსა და იმავე გზას უნდა ვადგეთო. ხოლო რა წამსაც მაკ-მაგონმა მოახდინა სამინისტრის ცვლილება ბისმარკი, მაშინვე ფეხზედ წამოდგა იმიტომ რომ კარგად იცოდა, რომ მონარხიელთა დასის გამარჯვება საფრანგეთში უომრად ვერ გადარჩება და თუ საფრანგეთის ახალი მთავრობა ვისმეს ომს აუტეხს, უთუოდ გერმნიას აუტეხსო, რადგანაც აქ უფრო ადვილია მიზეზის პოვნა: გერმანიის ჯავრი უნდა ამოვიყაროთო და ელზასიელები უნდა გავანთავისუფლოთო, იტყვიან მონარხიელები. ეს ყველა კარგი. გერმანია, რასაკვირველია არ მოერიდება საფრანგეთის ომს, მაგრამ კაი თუ საფრანგეთმა ავსტრია ჩათრიოსო, – ავსტრია ხომ ყველას ადვილად აჰყვებაო და მერე რაღა უყო ამ წყეულ საქმეს აღმოსავლეთისასაო, ფიქრობს გერმანია. მაშ ჯერ აღმოსავლეთის საქმე უნდა როგორმე ჩავაქროვი, ავსტრიასაც პირი ჩაუმტკბარუნოო, ინგლისსაც პირში კაი ნაჭერი ჩაუდოო და მერე ხელებს დავიმკლავებ. გამოვიწვევ საფრანგეთს და ვეტყვიო, აბა ეხლა გამობანდი, ვნახოთ ვინ აჯობებსო:
ასე წავა საქმე თუ ისე, ვინ იცის. აქ ჩვენ მხოლოდ შესანიშნავი ვითარება საქმისა მოგვყავსო. ის კი უნდა დავივიწყოთ, რომ – პრუდონისა არ იყოს, – პოლიტიკამ რაც უნდა გადმოატრიალ-გადაატრიალოს თავისის მანქანების ჩარხები მაინც თავი და ბოლო ზემოხსენებული ეკონომიური მიზეზია აღმოსავლეთის საქმის დედა-ძარღვი.
ავსტრია-ვენგრიაზე ლაპარაკი აქ საჭირო აღარ არის, რადგანაც მის პოლიტიკაზე საკმაოდ იყო ნათქვამა (იხ. „ივერიას“ მეცხრე და მეათე ნომერი).
რაც შეეება ვითონ ისმალეთს, მის ბედზედაც ბევრი არ ითქმის რა. მისი საპოლიტიკო უძლურება ცხადია, და თუ მართლა სხვა სახელმწიფონი არ უშველიან, ოსმალეთი ევროპიის ზურგიდამ ისე აიგვება, როგორც შარშანდელი თოვლი. ვის ერგება ოსმალეთის სახლმწიფოის მემკვიდრეობა? ძნელი საფიქრებელია, რომ ოსმლეთის მემკვიდრედ თვითონ მისი ქვეშევრდომი ხალხი დარჩეს, ე.ი. ძნელი საფიქრებელია, რომ ეს ხალხი თვითონვე გახდეს თავის თავის პატრონად, ჯერ ჯერობით ამ ქვეყნიერობის საქმე ძალზედ არის მივარდნილი, და ოსმალეთის ქვეშევრდომთა ვინ მისცათ იმოდენა საპოლიტიკო ძალა, რომ გარშემო ძლიერ სასელმწიფოებს გაუძლონ? მართალია საბერძნეთი განთავისუფლდა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ რომ საბერძნეთი უპირატესთა სახელმწიფოთა მფარველობით განთავისუფლდა და მათვე მფარველობის ქვეშ სუფევს. მფარველობა კიდევ, როგორც მოგეხსენებათ, ძნელი საქმეა, მას არავითარი სიმკვიდრე და სიმტკიცე არა აქვს: მფარველობა დღეს უცინის მის კალთის ქვეშ შეფარებულს, ხვალ ემუქრება.
ადვილი საფიქრებელია, რომ სხვა და სხვა სალხემწიფონი დაიყოფენ ოსმალეთის სამფლობელოს, როგორც პოლშა იყო დაყოფილი.
ინგლისი ამბობს, რომ როდესაც რუსეთისა და ოსმალეთის შორის ომი შესწყდებაო და მშვიდობიანობაზე ჩამოვარდება ლაპარაკიო, მაშინ ამ ლაპარაკში ყველა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ მონაწილეობაო. პირველ- ახედვით ეს გასოცარია: რუსეთი ღვრის სისხლს, ხარჯავს ფულს, ყოველს ვაი-ვაგლახს გულს უშვერს და როდესაც გაიმარჯვებს უცხო სახელმწიფონი, რომელთაც იქნება ხელიც არ გაუნძრევიათ, მოვლენ და მშვიდობიანობის პირობებს დაუწერენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ აღმოსავლეთის საქმე მთელი ევროპიის საქმეა და ოსმალეთის მემკვიდრედ ერთი რომელიმე სახელმწიფო ვერ გახდება. ეს ყველა სახელწიფომ კარგად იცის.
![]() |
2 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
საქართველოს მატიანე
ჩვენ მოგვივიდა შემდეგი წერილი: „ერთი გურული ქალი არა უმეტეს 15 წლისა ან...ლ..ძისა იმერეთში ნესტორ ერისთავთან მდგარა მოსამსახურედ. ამისი ალღო აუღია ტფილისში ერთს დედა-კაცს ნატ.... კ...ნა რომელსაც ქალის უმანკოება და სილამაზე თავის ცხოვრების წყაროდ გაუხდია. ეს დედა-კაცი თვითონ წასულა იმერეთს, უცდენია ის გურული ქალი, პირობა მიუცი ოღონდ ქალაქში წამოდიო და ხუთს თუმანს ჯამაგირს მოგცემო, ოთხს ხელს ტანისამოსს შეგიკერავ წელიწადშიო, გიპატრონებ და გაგათხოვებო. გურული ქალი მოტყუებულა და წამოჰყოლია ქალაქს.
„ქლაქში ჩამოყვანის შემდეგ, ეს დაპირება გაქრწყლებულა. საწყალს გურულს ქალს უგვრძნია, რომ მის თავზედ კარგი საქმე არ მოდის, მაგრამ რა ექმნა. ზნეობის მდევნელს დედა-კაცს დაუკეტნია საწყალი ოთახში რომელიც, სარდაფიც რომ ვიანგარიშოთ, მესამე სართულშია (ეტაჟაშია) და ყარაული დაუყენებია. როცა ეს დედა-კაცი წავიდოდა თურმე სადმე იმ გურულის ქალის ოთახს გარედამ კლიტეს ადებდა. ამ ყოფით გაუტარებია საწყალს გურულს ქალს ერთი კვირა.
„6 ამ თვეს, საღამოს მეცხრე საათზედ ხელოსანს დედა-კაცს ორი თათარი მოუყვანია, დაუწყვია ვაჭრობა და ბოლოს დაჰპირებია საწყალის გურულის ქალის ნამუსის გაყიდვა. უპატრონოს, ილაჯ გაწყვეტილს ქალსა შეუტყუვია ეს თუ არა, ნამუსით სიკვდილი უმჯობებია უნამუსო ცხოვრებას. გაუღია მესამე სართულიდამ ფანჯარა, და ურარაოდ, შიშველი გარდმოვარდნილა ძირს. შეჰსწევნია ღმერთი რაღაცას მოსდებია და იმას დაუჭერია, თორემ სულ დაიმსხვრეოდა საწყალი. ძირს დაცემისვე უმალ გულ გადაფითრებული წამოვარდნილა და იქვე ავეტიქ ივანეს ძეს ტერ-აბრამოვის სახლში მივარდნილა და უხვეწნია: „მიშველეთ, მყიდიან!... ვინა ხართ ქრისტიანი, მეც მონათლული ვარ, ნუ დამკარგავთ, დამმალეთ სადმე თქვენის ცოლშვილის სადღეგძელოთ.“
ამ სიტუვების გამგონს ავეტიქ ივანეს ძეს ტერაბრამოვს გული დასწვია და შემწეობა მიუცია მით, რომ მაშინვე პოლიციაში გამოუცხადებია და თვით ქალიც იქ მიუყვანია. უნცროს პოლიცმეისტერს უფ. ალიხანოვს გულმტკივნეული მონაწილეობა მიუღია და ყოველი საჭირო ცნობა ამ საზარულის დანაშაულობისა შეუკრებია და ტფილისის უფროსის პოლიციმეისტრის მერკლინგისათვის წარუდგენია, რომელსაც სამსჯავრო. მოხელეთათვის გარდაუცია.“
ექ. ხელაძე.
3-ს მაისს კაი დიდი სეტყვა იყო ქალაქში. როგორც ეტყობა ჩრდილო-დასავლეთიდამ წამოვიდა და სამხრეთ–აღმოსავლეთისკენ მიიმართა. მაგრამ ქალაქიდამ შორს არ წასულა. 4 ს მაისს ხელმეორედ მოვიდა სეტყვა ორჯელ და საშინელი სხვილი სეტყვაც იყო. თითქმის სახლი არ გადარჩა ქალაქში რომ ფანჯრის მინები არ დაემტვრია. ამბობენ ხუთი ათასის თუმნის მინა მაინც გატეხილი იქნება სეტყვისაგანაო და ვინ იცის მართალია თუ არა. მეორედ სეტყვა კოჯრის მხრიდამ წამოვიდა და საცა მოხვედრია ყანები და ხეხილები სულ ძირს დაუცია. ქალაქის გარშმო სოფლები დუსეტყვავს, დიღომისათვის უზარალებია, კლდანისათვის კარგა დაუკრავს და ავჭალისთვის ცოტა. თვით ქალაქის ბაღები, და კოჯრიდამ მოყოლებული ყარაბულახამდე და ხაშმამდე, რაც მოხვედრის გაუფუჭებია, ზოგან ამბობენ ყველაფერი გაანადგურაო.
– უფ. აღალო თათოევს დაუწერია კომედია სახელად: „ფული ვიტირო თუ ცოლიო“, მეორე კომედიაც დაუწერია უფ. ვასილს აბაშიძეს სახელად „ცოლი თუ გინდა ეს არის“. ეს ორივე კომედია, ამბობენ, ამ ახლო ხანში დაიბეჭდებაო
– თელავიდამ კახეთის შესახებ მშვიდობიანობის ამბავი მოვიდა. ამბობენ, ის ალიანქოთი, რომელიც კახელებს შესდგომიათ ცხვრისა ლეკთაგან მოტაცებისაგამო, ალიანქოთად არ ღირებულა.
– ჩვენ შევიტყვეთ, რომ როცა ცხვარი მოუტაცნიათ, თ. რუსიშვილს შილდაში შეუყრია სამოცი კაცი, მდევრათ გამოსდგომია ცხვრის წამყვანთ დიდოელებს, და შილდის ცხვარი უკანვე დაუყრევინებიაო.
ამის თაობაზედ ქისტაურიდამ აი რასა გვწერენ: „მაისის გასულს უცებ ხმა დავარდა თელავში და სოფლებში, რომ ლეკის ჯარმა ცხვრის ფარები დაიტაცაო, მემცხვარრებიც დახოცაო და ეხლა ყადორზედ დგასო. უცებ შეიქმნა ალიანქოთი და მზადება გასახიზნავად. თელაველებმა დუქნები დაკეტეს, ხალხი გაღმა მხრიდან გამოღმა გამოვიდა და თვითონ თელაველნი კი ახმეტას და ქისტაურს გაიხიზნენ. ბევრი ტყეში გაიხიზნა. ბოლოს გამოვიდა რომ ერთი რაღაც დიდოს სოფელი არეულა და ცხვარი მოუტაცნია. რაზედ დაფთხა ხალხი? იმაზედ დაფთხა, რომ ხანჯალი აღარავისა აქვს და თოფი, რადგანაც აღკძალული იყო იარაღის ტარება“.
– ქალაქის ჯიბის ოსტატები დიდს გამბედაობას იჩენენ. ამბობენ, სულის წმინდაობის დღეს ფრანგების ეკკლესიაში ერთს ქალს ჯიბიდამ ოცდა ოთხი მანეთი ამოაცალესო.
![]() |
3 ომის ამბები |
▲back to top |
ომის ამბები
26 მაისიდამ მოუოლებული რუსის ჯარს რამდენჯერმე დაუთვალიერებია ყარსი. ოცდა რვას თვით მის იმპერატორების უმაღლესობას დაუთვალიერებია ყარსის სიმაგრენი. ამ დღეების განმავლობაში ჩვენის მხრით მხოლოდ ხუთი კაცია დაჭრილი და არც ერთი არ არის მკვდარი.
28 მაისს ღენერალ ტერგუკასოვს ქალაქი აღაშვერტი დაუჭერია, და მის მოწინავე ჯარს –ზეიდიკიანი. ოსმალეთის ჯარი ზივინის ახლოს გროვდება, საღანლუღის მთის იქით.
– 3 თიბათვეს, ათი ბატალიონი ორი ბატარეით ყარსიდამ გამოსულა და ღენერალ გეიმანის ჯარს დახვედრია. შეტაკების შემდეგ ისევ ყარსში გაქცეულან. ოსმალების მხრით ორასამდე მოკლულა. ჩვენის მხრით ცოტად დაუჭრიათ პრაპორშჩიკი აეტოვსკი. გარდა ამისა თერთმეტი სალდათი მოუკლავთ და ას ექვსი დაუჭრიათ.
– სამებას, დაბურულ ტყეში რუსების ბათალიონს ოსმალოს ჯარი დასცემია, მაგრამ რუსებს უკანვე გაუგდიათ ოსმალები, რომელთაც ათი კაცი მოუკლეს და თორმეტი თოფი წაართვეს. ჩვენის მხრით მოკლეს: შტაბს-კაპიტანი პრჟევალსკი და ექვსი სალდათი; დასჭრეს: პარუჩიკი ლემენი-მაკედონი და თერთმეტი სალდათი.
ამავე დღეს საღამოს შვიდ საათზე ოსმალები იმავეადგილს მიუახლოვდნენ, სამჯერ დახალეს თოფები და უკან გაბრუნდნენ. ღამის ორ საათზე ოსმალები კიდევ მივიდნენ და მთელი ერთი საათი თოფის სროლა ატეხეს. ჩვენის მხრით ერთი მოკლულია და ორი დაჭრილი.
– ოსმალეთის ხომალდებს ადლერთან ერთი ატრიადი გადმოუსხამთ, რომლის უმთავრესი ნაწილი ახშტირში დგას. ამ ატრიადს სოჩიდამ გამოგზავნილ რუსის ჯართან ბრძოლა მოსვლია. ოსმალების მხრით რვა კაცი მოკლულა და ბევრი დაჭრილა, ჩვენის მხრით მილიციის პრაპორშჩიკი პშიზოვი დაუჭრიათ და ხუთი ცხენი მოუკლავთ. მდ. მზიმთაზე ოსმალოს ჯარი ათასამდეა.
1 თიბათვეს დუნაიის იქითა (ე.ი. ოსმალეთის) ნაპირას რუსებს ბატარეის აშენება დაუსრულებიათ და ზარბაზნები დაუდგამთ. ამ რიგად რუსებს ოსმალეთის ნაპირზედ გადუდგამთ კიდეც ფეხი.
– 4 თიბათვეს დუნაის მხედრობის მთავარ სარდალსა პეტერბურღს ტელეგრამმა გაუგზავნია, რომელ- შიაც შემდეგია მოხსენებული: „ოსმალნი ნიკოპოლთან და ოლტენიცთან სიმაგრეებს აშენებენ. ჩვენსა და იმათ ჯარს სროლა აქვთ. ოლტენიცაში ერთი ჩვენგანი დაიჭრა, დუნაიის მდინარე, თუთმცა მძიმე-მძიმედ, მაგრამ ყოველდღე კლებულობს.“
– 3 თიბათვეს ოსმალებს უომრად მიუტანიათ სურსათი ნიკშიჩში. იმავე დღეს 15,000 ოსმალოს და ჩერნოგორიელების შორის ომი გამართულა. ჩერნოგორიელებს ოსმალები დაუმარცხებიათ. მეორე დღეს ოსმალები ოთხჯერ დასცემიან ჩერნოგორიელებს, მაგრამ ვერა გაუწვიათ რა და უკანვე გაფანტულან. ოსმალეთის მხრით ორი ათასი კაცი დახოცილა და ჩერნოგორიელთა შორის კი სულ 115 კაცია მოკლული და დაჭრილი.
![]() |
4 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საფრანგეთი. – ვერ წარმოიდგენთ რა საშინლად უდიერად ეკიდება ახალი მთავრობა ჟურნალ-გაზეთებს. დღე არ გავა ისე რომ ან ერთი და ან მეორე გაზეთი, რომელიც კი ცოტა ოდენად მთავრობის აზრისა არ არის, სასამართლოის წინაშე არ იყოს წამდგარი, ვითარცა ბრალდებული დასასჯელად. გარდა ამისა შინაგან საქმეთა მინისტრმა ფურტუმ ყველა პრეფეკტებს ცირკულირი გაუგზავნა, რომლის ძალითაც სასტიკი თვალყური უნდა ადევნონ ცალკე ნომრობით გაზეთების გამყიდველებს. უნდა მოგახსენოთ, რომ 1875 წ. კანონი დაიდვა, რომლის ძალით გაზეთის ცალკე ნომრებით გაყიდვის აღკრძლვა შეუძლებელია თუ არა სამსაჯულოს განჩინებითა, ფურტუმ მოძებნა მეორე კანონი, რომელიც 1849 წლიდამ არის დარჩენილი და რომლის ძალითაც გაზეთის ცალკე ნომრებით გამყიდველს მთავრობისაგან ცალკე ნება-რთვა უნდა ჰქონდეს მიცემული ამა ვაჭრობისათვის. ფურტუს უფიქრია – თუ უფლება არა მაქვს რედაქციას აუკრძალო ცალკე ნომრების გაყიდვა, ეს ნება-რთვა ხომ ჩემ ხელთა არისო, და უბძანებია პრეფექტებისათვის, რომ მარტო ამისთანა გაზეთის გასყიდვის ნება მიეცითო, რომელნიც მთავრობის მომხრენი არიანო. და რესპუბლიკის მტერნიო.
როდესაც რესპუბლიკის მომხრე გაზეთები ამ უბედურებაში არიან ჩავარდნილნი, მონარხიელთა დასის გაზეთები კი დიდ ნეტარებაში არიან და სრულიად თავისუფლად აცხადებენ რესპუბლიკის მტრობას. ერთი გაზეთი, მაგლითებრ, ამბობს, რომ რაც უნდა მოხდეს მაკ-მაგონი უფლებას ხელიდგან არ გაუშვებსო. რა აზრისაც უნდა იყოს პარლამენტი, კმაყოფილებას გამოუცხადებს მაკ მაგონს თუ უკმაყოფილებას, მარშალი მაინც პრეზიდენტობას არ დაჰსთმობსო. ეს ხომ ცხადი წინააღმდეგობაა აწმყო. მმართველობისა, და ამაზედ მეტად კანონის დარღვევა შეიძლებაღა? მაგრამ ეხლანდელი მთავრობა რას დასდევს! ტყუილად კი არ დაირქვა სახელად „ბრძოლის მთავრობაო“. მართლა, როგორც ისმის, მაკ-მაგონი ცხადს ბრძოლას უპირებს საფრანგეთს. ბონაპარტიელები დიდ ფაცა-ფუცში არიან და აქა იქა მომხრეებს ეძებენ. ამბობენ რომ, ნაპალეონის III შვილისათვის მიუწერიათ – მოდიო და საფრანგეთის საქმეში პირადი მონაწილეობა მიიღეო. გარდა ამისა, ბონაპარტიელები ცდილობენ პაპის წინაშე, აგები როგორმე უწმინდესმა მამამ გრაფი შამბორი დაიყოლიოს და ტახტზედ უარი ათქმევინოს. შამბორი, როგორც მოგეხსენებათ ძალიან გული ნაწყენია, რადგანაც უფლება ბონაპარტიელებმა ჩაიგდეს ხელში და არა ლეგიტიმისტებმა.
ნემენცური გაზეთები დარწმუნებულნი არიან, რომ საფრანგეთის მთავრობა ძალ-მომრეობითს ცვლილებას მოახდენსო და ნაპოლეონ IV-ს გაამეფებსო. საფრანგეთის რესპუბლიკელები კი ძალიან გულ-მშვიდად არიან და ამტკიცებენ, რომ მონარხიელები მეტად უძლურნი არიან, და მაგას ვერ მოახერხებენო. ვისი იმედი აქვს მთავრობას? თუ ნაპოლეონ მესამის მაგალითს აჰყვა გლეხობისა და ჯარის იმედი უნდა ჰქონდეს. ჯარი დაუჯერებს რასმეს მაკ-მაგონსა თუ არა ამისი ღმერთმა იცის. გლეხობის შესახებ კი ერთის ნემეცურის გაზეთის კორრესპონდენტი ამბობს, რომ ბევრგან სოფლის ხალხი უფრო აღელვებულია ვიდრე ქალაქის მუშებიო. გლეხები ამბობენო – „პატერების სამინისტროს“ გაგონებაც არ გვინდაო“ და დარწმუნებულნი არიანო, რომ ეს სამინისტრო უთუოდ ეპისკოპოსების მანქანების საქმეაო. თუ მართლა ძალა დაატანა მაკ-მაგონმა და ჯარი იხმარა რესპუბლიკის დასამხობლად, რაღა თქმა უნდა რომ საფრანგეთში რევოლიუცია ასტყდება.
– 4 (16) თიბათვეს, როგორც მოგეხსენებათ, ხელმეორედ უნდა შეყრილიყვნენ ორივე პალატი, რომელნიც მაკ-მაგონმა 4 მაისს ერთის თვის ვადით დაითხოვა. აი ამის შესახებ პარიჟიდამ რა ამბავი მოვიდა: „დღეს, ე.ი. 4 თიბათვეს, ორივე პალატი შეიყარნენ ვერსალში. სენატში წაკითხულ იქმნა რესპუბლიკის პრეზიდენტის ეპისტოლე, რომლითაც იგი სთხოვს სენატის დეპუტატთა პალატის დაშლის ნებას. სენატი გასინჯავს ამ წინადადებას ორშაბათს (ე.ი. 6 თიბათვეს). აქ ამ აზრისანი არიან, რომ სენატი მაკ-მაგონის თხოვნაზედ თანახმა გახდებაო, დეპუტატთა პალატში რესპუბლიკელებმა მთავრობას პასუხი მოსთხოვეს თუ რა მიზეზით მოახდინა მაკ-მაგონმა ცვლილებაო. ამ საგნის შესახებ ცხარი ბაასი ჯერაც არ გათავებულა. ეჭვი არ არის რომ დეპუტატთა პალატი თავის სრულ სამდურავს დ საყვედურს გამოუცხადებს სამინისტროს.“ ვნახოთ ორშაბათის ტელეგრამმა რას მოიტანს.
იტალია. – საფრანგეთის კლერიკალების მოძრაობამ, რომლიც იტალიასაც ეწინააღმდეგება, დიდად ააღელვა ეს ქვეყანა და კლერიკალების წინააღმდეგო მოძრაობა დაბადა. კოროლს, რასაკვირველია, ესიამოვნა ეს მოძრაობა და თავისი სიამოვნება გამოუცხადა კიდეც ხალხს 23 მაისს, როდესაც იტალია დღესასწავლობდა თავის კონსტიტუციის ოცდაათ წლოვანობასა.
ამ დღეს სენატმა ადრესი წარუდგინა კოროლს ვიქტორ ემმანუელს, რომელმაც უპასუხა შემდეგი: „მადლობას მოგახსენებთ თქვენის წრფელის გულით აღიარებულის გრძნობისათვის. დღეს ჩვენ სიამოვნებით ვიგებთ განვლილ ოცდა ათ წელს, რომელთა გამავლობაში დამკვიდრდა ჩვენის სამშობლოს ერთობა.
შემდეგ მიუბრუნდა დეპუტატებს და შემდეგი უთხრა: „ოცდაათის წლის თავდადებითმა მსხვერპლმა და შეურყეველმა სასოებამ იტალიის დიდებისადმი აღმოშობს ჩვენის ძვირფასის სამშობლოის ერთობა და რომი იტალიის სატახტო ქალაქად გახდა. წასრული მიდგა მე მომავალის თავდებად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენის ქვეყნის წარმომადგენელნი და თვით ერი ჩემკენ არის“. თუ დარწმუნებულია მაშ რაღათ ლაპარაკობენ ვითომ შესაძლებელიაო, რომ სამინისტრო გამოიცვალოსო. და ამისთვის კოროლი თურმე უფრო ზომის-მოყვარე კაცებთან საქმეს იჭერსო, რომ სამინისტრო ამათ ჩააბაროსო, ნუ თუ ვიკტორ-ემმანუელს პაპისა ეშინიან?
ერთს ამბავს მოგახსენებთ. რომში ერთი სტუდენტი გარდიცვალა, მისმა ამხანაგებმა გააცილეს სოფლამდე გაცილების დროს ხელში სამ ფერიანი ბაირაღი[1] სჭერიათ. საყდართან რომ მივიდნენ და მღვდელმს დაინახა ეს ბაირაღი, ეკლესიაში არ შეუშვა ამ შემთხვევის შესახებ დეპუტატთა პალატში ერთმა რესპუბლიკელმა შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხი მოსთხოვა. რატომ მთავრობამ ყურადღება არ მიაქციაო ამ მღვდელსაო და არ დასაჯაო. მინისტრმა თავის გასამართლებლად მიუგო, რომ რადგანაც სენატმა უარ ჰყო ამ გვარის დანაშულის დასასჯელი კანონიო ამის გამოისობით მთავრობას ამ შემთხვევაში არა შეუძლიან რაო.
რაც უნდა იყოს იმ მღვდლის მოქმედება ცხადი უპატიურობაა აწმყო მმართველობისთვის.
– პაპს მაკ-მაგონისათივას პიოს ჯვარი უჩუქებია.
ინგლისი. – მას შემდეგ რაკი გლადსტონმა, სთქვა რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენკენ არისო,[2] განაგრძნო:
„დიდად ღირს შესანიშნავია და ჩემის ფიქრით დაა უდიდესი სახელი და პატივია ჩვენის ხალხისთვის, რომ მან თავი გამოიდო არა თვისის ჯიბისათვის, თავისის ცოლ-შვილისათვის, თავისის საკუთარის ჩვეულებათათვის, არამედ იმ საქმისათვის, რომელიც შეეხება პატიოსნებას, მშვიდობით მყოფელობას, ყოფა-ცხოვრებას რამდენიმე მილიონის კაცისას, რომელნიც ცხოვრებენ ჩვენზედ ძალიან შორს, ლაპარაკობენ სულ სხვა ენაზედ, აღიარებენ ზოგიერთში ჩვენს რჯულთან განსხვავეულს რჯულსა და რომელნიც ძლივ-ძლივ ცნობილნი არიან ახალ ისტორიაში (მოწონების ხმა.). თუმცა ასეა, მაგრამ მათმა ბუდმა ისე მიიზიდა ინგლისელთა, გული თითქო ისინი ჩვენი ძმები იყვნენ, ჩვენს მეზობლად ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებნიო. ჩემდა საოცრად მე შევიტყე, რომ მათმა წვალებამ და წამებამ შესძრა გული ყოველგნ დედამიწის ზურგზედ იმ ადგილებშიც კი, რომელნაც ყველაზედ უშორესნი და განაპირებულნი არიან.“
გლადსტონი ურჩევს მსმენელთა, რომ ეხლანდელი პარლამენტი უნდა დაიშალოსო, რადგანაც ახალს არჩევანში ხალხი ჩვენს მომხრეებს ამოირჩევსო. ამის შემდეგ გლადსტონი კიცხავს მათ, ვინც ამ საქმეში წამ და უწუმ ინგლისის სარგებლობაზედ მიათითებს ხოლმე, როცა უნდა მთვრობის პოლიტიკა როგორმე გაამართლოს ხალხის წინაშე.
„არაო, განაგრძობს გლადსტონსი: საჭიროა აღიმართოს კაცურის მოვალეობის დროშა, საჭიროა წინააღუდგეს ადამიანის თან-შობილს და ჩვეულებრივს თვითმოყვარეობას, საჭიროა ჩაეგონოს ყველას რომ არიან უმაღლესნი და სამარადისო კანონები, რომლის აღსრულებაც ყოველის კაცის მოვალეობაა“
მერე გლადსტონს სიტყვა გადააქვს ისევ მთავრობაზედ და პარლამენტზდა და ამბობს, რომ ერთიც და მეორეც ისე იქცევიანო, რომ უსათუოდ ომში გაგვრევენო ტანჯულთა და წვალებულთა საოხად კი არაო, არამედ ოსმალეთის საშველათო. შემდეგ ოსმალეთზედ გადადის და ამბობს, რომ თუმცა ბევრნი ოსმალეთის საქმის გასწორების იმედს ქადაგობსო, მაგრამ ოსმალოს საქმე წასულიაო. ჩვენი მთავრობა ხელს უშლიდა ევროპის ერთობასო, მისმა პოლიტიკამ პოლო მოუღოო ევროპიის თანხმობს და ამიტომაც ჩვენი მთავრობააო ქვეყნის წინშე პასუხის-მგებელი მასში, რომ ეხლა ამოდენა სისხლი იღვრებაო. ბოლოს გლადსტოსი ამით ათავებს თავის საუბარსა:
„თუმცა ყოველიფერი, რაც გვინდოდა, ის არ აგვიხდ მაგრამ ცოტაოდენი რამ კი ვიმოქმედეთ და შევიძინეთ ჩვენ ხალხი ავაღელვეთ და ავალაპარაკეთ იმ საგანზედ თუმცა ეს უწესოა, არა ჩვეულებრივია, მაგრამ საჭიროა მით უფრო რომ ჩვენს მოქმედებას ნათელი ადგა სიწმინდისა და გონიერებისა. ჩვენ ავაღელვეთ ხალხი და ამით შევაყენეთ მთავრობის ბოროტ-მომქმედი მიდრეკილება და ძალაუნებურად ცოტათი მაინც სიკეთისაკენ მივმართეთ. სხვა არა იყოს რა, ის მაინც ვქმენით რომ ეხლა მთელი ქვეყანა ეჭვშია მასზედ თუ – ის ინგლისი, რომელიც ერთის წლის წინად ევროპას ელაპარაკებოდა მართალი და ნამდვილი ინგლისი იყო თუ არა. იქნებ ეხლაც ისეა, რომ ჩვენი მთავრობა, რომელიც ჩვენის სახელით ლაპარაკობს, დღესაც ცბიერობს, სულმოკლეობს, ორპირობს; რომ იქნება აღთქმას რასმეს სდებს იქ, საიდამაც არა რაიმე სიკეთე არ გამოვა და გაჭირების დროს კი ისევ უკუდგება და უარ-ჰყოფს მას, რაც მანამდე უქმნია. ხოლო ჩვენ კი იმოდენა შეძლება გვაქვს ყველას ყურამდე მივახწევინოთ, რომ თუმცა მთავრობას კონსტიტუციის ძალით ხელთ უპყრია უფლება, მაგრამ იგი კანონიერი და ნამდვილი წარმომადგენელი არ არის ყოველის ჩვენის აზრისა და სურვილისა, (მოწონების ხმა). ჩვენ ვაჩვენებთ ქვეყანას, რომ დიდებული გული ინგლისისა ისევ ისე ჰსძგერს როგორც ყოველთვის ჰსძგერდა უწინაც; რომ ყოველი გულითადი სასოება, ყოველივემ მისი მედგარი წადილი იქით არის მიზიდული, საითკენაც თავისუფლებაა, სიმართლე და მშვიდობის-მყოფელობა.“ (ხმა მაღლა მოწონების ხმა და ხანგრძლივი ტაშისცემა.)
წვრილი ამბები. ამას წინად იაკობ ბრაიტს ლონდონის პარლამენტში წინადადება შეუტანია, რომ არჩევანის უფლება ქალებსაც მიენიჭოსო. ამ საგანზედ ძალიან საინტერესო ბაასი გამართულა, რომელსაც შემდეგ ნომერში ვაცნობებთ მკითხველსა.
ამ წინადადების წინააღმდეგ მოლოდ ისა თქმულ რომ ჯერ დრო არ არისო, ქალებისთვის არჩევანის უფლების მინიჭებისაო. მაშ სხვაფრივ თანახმა ყოფილან ე.ი., თვითონ დედა-აზრი ამ წინადადებისა მიუღიათ.
ოსმალეთის მთავრობას, რა კვირველია, არ მოსწონებია რომ რუმინიამ თვისი უმოკიდებულობა გამოაცხადა. ამის გამო ოსმალეთმა სამდურავი წარადგინა ყველა სახელმწიფოთა წინაშე. ამ სამდურავში ოსმალეთის მთავრობა ამბობს, რომ რუმინიამ რაც უნდა ქნასი და თქვასო, ხონთქრის მთავრობა მაინც არ დასთმობს თვის უფლებას და ისე მოექცევა რუმანიას როგორც ოსმალეთის სარგებლობას შეეფერებაო. ჩვენ წინა აღუდგებით რუმინიის მოქმედებასაო, რომელიც ევროპიის ტრაკტატების დარღვევააო და ეს მოქმდებს როგორც ოსმალეთის შეურაცხ-ყოფაა, აგრეთვე იმ სახელმწიფოთაცა, რომელთაც პარიჟის ტრაკტზედ ხელი უწერიათო.
– კრიტის (კანდიის) კუნძულის წარმომადგენელთ შემდეგი თხოვნა წარუდგენიათ ოსმალეთის მთავრობის წინაშე: 1) კრიტის კუნძული, როგორც თვით უფლების მქონე ქვეყანა, არ ექვემდებარება ოსმალეთის კონსტიტუციას; 2) კუნძულის არსებითი კანონები ხონთქრის ცალკე ბრძანებით უნდა იყვნენ დამტკიცებულნი; 3) ეს ხონთქრის ბრძანება შემოწმებული უნდა იყოს სტამბოლის პარლამენტის მიერ და 4) კუნძულის კანონების ცვლილებანი მომავალში თვითონ კრიტელების ნებაზედ უნდა იქმნას მიგდებული.
ოსმალეთის მთავრობას ყველა ეს თხოვნა უარ-ყვია და უბრძანებია რომ კრიტელებმა ხუთი ქრისტიანი და ხუთი მაჰმადიანი მოციქული გამოგზავნონო სტამბოლში მოსალაპარაკებლად.
– იმ წერილით, რომელიც რუსეთმა ინგლისს გაუგზავნა გრაფ შუვალოვის ხელით, რუსეთს სურვებია დაარწმუნოს ინგლისი, რომ რუსეთი არ შეეხება მის სარგებლობას ინდოეთში; რომ იგი არავითარ დაბრკოლებას არ მისცემს ხომალდების თავისუფლად ტარებას სუეცის არხზედ; რომ რაც შეეხება ბოხფორსა და დარდანელსა, ეს საგანი მთელის ევროპიის საქმეა და რუსეთს არა აქვს განზრახვა ეს საქმე მარტო თვითონ გადაწყვიტოსო. ამ წიგნის შესახებ ბერლინის ოფიციალური გაზეთი ამბობს, რომ ამას იქით შეიძლება დარწმუნებული ვიყოთო, რომ ომი მხოლოდ რუსეთისა და ოსმალეთის შორის გათავდებაო. და სხვას არ გადაედებაო.
– ეგვიპტის ჯარი მშვიდობით მისულა სტამბოლში, და აქედამ საომარს ველზედ ისტუმრებენ.
– ხოთქარი ადრიანოპოლში აპირობს წასვლასაო სიმაგრეების გასაშინჯავად.
– ერთის ნემენცის გაზეთის კორესპონდენტი რუმინიის მთავართან ყოფილა და ლაპარაკი ჰქონია. მთავარს უთქვამს თურმე: „ჩვენ იმაზედ უკეთესს რაღას მოვინდომებთ, რომ ევროპამ რუმინია თავისუფალ სახელმწიფოდ სცნოს. მაშინ დუნაიის მდინარე სრულებით თავისუფალი გახდება, სამხედრო ხომალდებს აღარ შეეძლებათ მასზედ სიარული და დუნაიის ციხე-სიმაგრენი აღარ იქნებიან. ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა ექმნება გერმანიისა და ავსტრიისათვის. ავსტრია რომ მტკიცედ დაადგეს ამ ჩვენს მოთხოვნილებას, სხვა სახელმწიფონი უსათუოდ აუსრულებდნენ მის სურვილს.“ რუსეთისა და ავსტრიის შესახებ მთავარს შემდეგი უთქვამს: „ავსტრია დიდის სიამოვნებით გვიმართავდა ხელს. სწორედ რომ სთქვას კაცმა, ავსტრიას ძალიან მოუხდება რუმინის უმოკიდებულება. რუმინია ერთის მხრით გზად მდებარებს დუნაიაზე ავსტრიისა და რუსეთის შორის. მეორეს მხრით არის სიმაგრე, რომელიც აბრკოლებს ჩრდილოდ მყოფს მეზობელსა (ე.ი. რუსეთს) და სლავიანებს. ჩვენ, რასაკვირველია, რუსეთის მადლობელნი ვართ, რადგანაც შემწეობა მოგვცა სლავინების განთავისუფლებისათვის, მაგრამ ჩვენ გვინდა ამ მხრითაც თავისუფალნი ვიყვნეთ. თუმცა ჩვენ რუსებს როგორც მეგობრებს დაუხვდით, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ იმათგანაც დავიცვათ ჩვენი უმოკიდებულება და ამასაც ვიტყვით, რომ ჩვენი მოხელენი ისე მოიქცნენ, როგორც მათი უფლების ღირსება მოითხოვდა.“
– ერთი გაზეთი ამბობს, რომ როგორც ეტყობაო. რუსეთისა და ავსტრიის მეცადინეობამ თავისი გაიტანაო და სერბია ომის ატეხას აღარ აპირებსო. მთავარი მილანი დაჰპირებია თურმე ავსტრიას ომში არ გავერევიო, მხოლოდ ომის გათავების შემდეგ კი რუსეთმა და ავსტრიამ ჩვენი სარგებლობაც უნდა იქონიონ მხედველობაშიო.
– საფრანგეთის სენატს ჯერ არავითარი გარდაწყვეტილება არ მიუღია ორშაბათის სხდომაში პალატის დაშლის შესახებ. ამ საქმის გადაწყვეტა ოთხშაბათისათვის გადუდვიათ. ძალიან ცხარე ბაასი გამართულა თურმე, სამინისტრო გაუკიცხავთ, რომ კლერიკალობას აჰყოლიაო.
_________________
1 სამ ფერიანი ბაირაღი თავისუფლობის ნიშანია.
2 იხილეთ №44 „ივერიას“.
![]() |
5 ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა |
▲back to top |
ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა[1]
შემდეგი
II
კაპადოკია შავი ზღვის პირისა განიყოფებოდა ორ თემად; პირველი თემი შეადგენდა პონტოს სამეფოს, მეორე კოლხიდას.
ა. პონტოს სამეფო იყო ადგილი წყლიანი, ტყიანი, მდიდარი ნაყოფებითა და მადნებითა. დასავლეთის სამზღვრის პირზედ მოუდიოდა მდინარე ჰალიზისა ან ალაზონისა (აწ კიზილ ერმაკი), ძალიან ვრცელი და დიდი, რომელსაც სათავე ჰქონდა მახლობელ ნიკოპოლის ქალაქისა. გემის მთებში, ჰრწყავდა სრულიად კაპადოკიასა და ერთვიდა შავს ზღვაში მახლობელ ბაფირის ქალაქისა. მდინარე ესე ღირსია შესანიშნავად, მისთვის რომ ძველს დროში განჰყოფდა მცირის აზიის მკვიდრთა მოსახლეთა ორად: მარცხენა ნაპირი ეჭირა ხალხთა, რომელნიც ნათესავობით ეკუთვნოდნენ ბერძენთა, გარნა მარჯვენა ერთა, რომელნიც ნათესაობით იყვნენ აზიის ხალხნი, ე.ი. ჭანელები[2]. სხვანი მდინარენი ზღვის კაპადოკიისა არიან: ირისე ან ირიზე (აწ ეშილერმაკი), რომლისაც ერთსა ტოტსა სახელად ჰქვიან ტეძამი და მეორესა ლიკუს (მგელი); გემრიელი წყალი (ქარტაზედ გარყვნილად ჰწერია გემრიელი ჩაი); თერმადონი (აწ თერმეს წყალი); ფსიხრონი (აწ კოლოპოტამო), რომელიც ერთვის ზღვასა მახლობელ რიზა ქალაქისა. სამხრეთი მხარე პონტოსი იყო მთებიანი და ხევებიანი: ბალხარის მთები, რომელნიც მდებარებენ პონტოსა და საქართველოს სამზღვარზედ, აწ გურჯი ბოღაზი ან საქართველოს ველი, ამ მთებს შეუდგებიან მთები ნაჭილობევისა, ან ძველთა მწერალთა, სციდის მთები; ერთი ნაწილი ნაჭილობევის მთებისა იწოდებიან გჟაურად და გომიშად (კამბეჩოვანად); გომიშის მთები მდიდარია ვერცხლის მადნებითა. ზღვის პირზედ მდებარებდნენ მრავალნი ქალაქნი მდიდარნი ვაჭრობითა და სიმდიდრითა: ამიზუსი (აწ სამსუნი); თემისცირა (აწ თერმე); უნია (აწ ონის ქალაქი); კოტიორა (აწ ორდუ); ფარნაკი (აწ კერასუნი); ტრაპეზონი, ღიზა (აწ სურმენა); ოფიზი, რიზე, ატენი; ხმელზედ: ამასია, მდებარე ირისეს მდინარეზედ, სამშობლო ადგილი სტრაბონისა; გაზიურა, ძველი დედაქალაქი ზღვის კაპადოკისა, მდებარებდა თერმადონის მდინარის ნაპირზედ; ელმანა, ზელა, სატალა (სათალი) და სხვანი.
მეშვიდე საუკუნეში ქრისტეს შობის წინ პონტოს სამეფოს ზღვის ნაპირებზედ, მილეტის ქალაქის მოსახლეთა დააფუძნეს სავაჭრო ქალაქები, რომელთაგანაც უპირველისი იყო სინოპი, ამიზუსი, კოტიორა, ტრაპეზუნტი და ჰქონდათ აქ აღებ-მიცემა და სარგოიანი ვაჭრობა მეზობელთა ხალხთათანა. ხსენებულთ ქალაქებსა ჰქონდათ თავიანთი მმართველობა და არ ემონებოდნენ სპარსთა მეფეთა; მაშინ, როდესაც პონტოსა და კოლხიდის მოსახლენი იყვნენ დამონებული სპარსთაგან, შეადგენდნენ ორს სასპასპეტოს (სატრაპიას) XVIII და XIX[3] და სპარსთა მეფისა ქსერქსის დროს მიიღებდნენ მონაწილეობას ბრძოლაში პირისპირ ბერძენთა და განიყოფებოდნენ ოთხ გუნდად: პირველსა გუნდსა, მთავრობასა ქვეშე არიობარზანისა დარიოს მეფის ძისა, შეადგენდნენ ერნი მესხნი და ტიბარენნი; მეორესა, მთავრობასა ქვეშე არტაკისა, მოსენაკნი; მესამესა მთავრობასა ქვეშე ფარანდატისა, მარნი და კოლხელნი და მეოთხესა, მთავრობასა ქვეშე მისისტისა, – ალაროდიანელნი და ისპირელნი[4]. ამითი ჰსჩანს, რომ პონტოს სამეფოში და კოლხიდაში იყვნენ რამთონნიმე მთავარნი და ქსენოფონტის დროს რომელიმე მათგანი იწოდებოდნენ მეფედა ვითარცა მთავარი მოსინაკთა. ვალიანი თავის პონტოს ისტორიაში მოუთხრობს, რომელ პირველი მეფე პონტოსა იყო არტაბაზი, დადგინებული დარიოს სპარსთა მეფისაგან ამისი მემკვიდრე 402 წლის ქრისტეს წინათ იხილება მიტრიდატ I, რომელიც განაგებდა სამეფოსა დროსა სპარსთა მეფის არტაქსერსისა, ამისი შვილი მიტრიდატი II სახელწოდებულ აღმაშენებლად იყო თანამედროვე ალექსანდრე მაკედონელისა, მიტრიდატ II-ის შვილმა მიტრიდატმა III გაიმარჯვა ლისიმახაზედ, რომელიც იყო მაკედონიის მეფე 384 წელსა და დასდო გამარჯვების წელიწადი დასაბამად წელთააღრიცხვისა ანუ ერად[5], რომელიც იყო მიღებული, როგორც ბოსფორის სამეფოში, ისე კალხიდაში და საქართველოში.
ღირსია შესანიშნავად რომ აქედამ იწყებიან ჩვენი ქრონიკონებიცა, რადგანაც იმ დროს მთელი კოლხიდა დამონებული იყო პონტოს მეფეთგან და ჰქონდათ ერთმანერთში დიდი ერთობა. აქამომდე სწავლულთა და სიძველის გამომეძიებლთა არ იცოდნენ სწორეთ, რომლის წლიდამ იწყებოდა ერა ან დასაბამი წელთააღრიცხვისა პონტოს სამეფოში. ზოგი ჰცდება 8, ზოგი 10, ზოგი 12 წლითა. მე რომ შევადარე ჩვენი ქრონიკონი და აღვრიცხე მაშინ აღმოჩნდა, რომ დასაბამი ჩვენისა და პონტოს ერასი არის 284 წელი ქრისტეს წინათ. ვინ არ იცის რომ ჩვენს ქრონიკონსა, როგორც რომ ეკლესიისკინკლოსსა აქვს საქცევი 532 წელიწადი. ეს რიცხვი შესდგება განმრავლებისაგან 28X19; რიცხვი 28 შეადგენს წელთა მზის მოქცევისათა და 19-მთოვარისათა. 532 წელი რომ დასრულდება, შვიდეულის დღენი, მთოვარის განახლება, დიდმარხვის აღების დღე, პასქა დღე და შემდგომნი ცვლადნი დღესასწაულნი, კვირაცხოვლობა, ამაღლება და სხვანი ანგარიშნი თვითეულის წლისა, იმავე შვიდეულს დღეს, თთვის რიცხვს და თვეს მოვლენ, როგორც რომ 532 წლის წინათ იყო. მაგალითად, ჩვენი ხუთასეული ქრონიკონი დასრულდა 1844 წელსა, ასე რომ 1845 წლიდამ იწყო ახალმან ხუთასეულმან ქრონიკონმან. 1844 წელსა პასქა იყო აპრილის 15. ამ წლიდამ რომ გამოხვიდეთ 532 წელი დარჩება 1312 წელიწადი, ამ წელიწადს პასქა იყო აგრეთვე 15 აპრილსა. ქრონიკონი ან დიდი ინდიკტიონი შემოიღო მღვდელმონაზონმა დიონისიმ 516 წელსა, ქრისტეს შემდგომ მოსაპოვნელად თუ რომელს თვესა და რომელს რიცხვში დადგება პასქა. ამ ჟამადმდე, ე.ი. 516 წლამდინ ამგვარი აღრიცხვა არსად იყო და რასაკვირველია, არც საქართველოში იქნებოდა; საქართველოში, როგორცა ჰსჩანს, აღრიცხვა უწევიათ 781 წლიდამ ქრისტეს შემდგომ. მაშასადამე, ხუთასეული ქრონიკონი გათავებულა 780 და ახალი დამდგარა 781 წელსა. 780 წელს რომ დავრთოთ 284 წელი, მაშინ შეიქმს 1064 წელსა ან ორს სრულს ქრონიკონსა. თუმცა 781 წელს შემოუღიათ ქრონიკონი, გარნა რიცხვი წელთა დასაბამისა დაუდვიათ პონტოს ერა ანუ დასაბამი წელთა აღრიცხვისა, რომელსაც, როგორც ჰსჩანს, ზემო გამორიცხვისაგან ჰქონია დასაბამი 284 წელსა ქრისტე წინათ, ისტორიაც ეთანხმება ამას. 1844 შესრულდა ხუთასიანი ქრონიკონი და 1845 იწყო ახალმა ქრონიკონმა. ამ 1844 რომ დაუმატოთ 284 წელი შეიქმნება 2128 წელი. 2128 წელი რომ გავჰყოთ 532, დაშთება კერძოობითი რიცხვი უნაკლულოდ 4; ეს ამას ნიშნავს, რომ ოთხჯერ ხუთასეული ქრონიკონი შესრულდა 1844 წელსა და 1845 წელს იწყო მეხუთე ხუთასეულმა ქრონიკონმა.
183 წელსა ქრისტეს წინათ ფარნაკ პონტოს მეფემან დაიპყრა სინოპი და სხვანი ქალაქები პონტოს ზღვის პირისა; ამ ქალაქების დაპყრობითა პონტოს სამეფომ მოიპოვა დიდი ძალი და ძლიერება როგორც ხმელეთზედ, ისე ზღვაში და შეძლება პირისპირ ბრძოლისა რომაელებთან. თუმცა მიტრიდატ VI ექმნა თანაშემწე რომაელთა ბრძოლათა პირისპირ ღანიბალისა და გარჯისათვის ჯილდოდ მიიღო დიდი ნაწილი ფრიგიისა, გარნა შვილი მისი მიტრიდატი VII იყო დაუძინებელი მტერი რომაელთა და ებრძოდა მათ დიდხანს. 123 წელსა ქრისტეს შემდგომ მიტრიდატი VII აღვიდა ტახტზედ, ყრმა თორმეტის წლისა, ბუნებით ახოვანი, ბრგე და შემმართებელი, თავი დაუდო სწავლასა და განათლებასა, ამის გარდა, სიყრმითვე შეითვისა საომარი ზნე და ჩვეულება, ჰქონდა საკვირველი მეხსიერება, იცოდა 22 ენა, გულში ჰქონდა თავის მამულის განდიდება და ამისათვის არა ჰრიდებდა არცა თავსა, არცა წარჩინებულთ და მოყვარეთა. წინაპირველად განიზრახა მოსილვა მოსამზღვრეთა ადგილთა და სამეფოთა, ამისათვის შეუდგა გზასა, ორის მახლობლის კაცითა, სრულიად უცნაურად, დაჰყო მოგზაურობაში ოთხიოდ წელიწადი, თვალით განიხილა გამდგომარეობა მცირის აზიისა. შინ რომ დაბრუნდა, მაშინვე მოაგროვა ძალი, შევიდა კოლხიდაში, დაიპყრა აწინდელი აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და სრულიად ბოსფორის სამეფო, ე.ი. ყირიმი, შემდგომად აღძრა შფოთი კაპადოკიაში, მოაკვლევინა მუნებური მეფე და მის ადგილს დასვა თავისი შვილი არიარატ VIII. ეს იყო მიზეზი პირველის ბრძოლისა რომაელთათანა. მიტრიდატმა მოირთო დიდი ძალი, როგორც ხმელეთისა, ისე ზღვისა, დაიმონა სრულიად მცირე აზია და წაართო რომაელთა თრაკია და ატენი. რა ესმა რესპუბლიკას განძლიერება მიტრიდატისა, მაშინვე მოაგროვა დიდი ძალი, უჩინა მხედართმთავრად სილლა და გაისტუმრა დიდის მიტრიდატის საბრძოლველად. სილლამ მახლობელ ხერონისა დაამარცხა მიტრიდატის ჯარი, დაიპყრა საბერძნეთი და გადიტანა ომი მცირეს აზიაში, დაიმონია იონია, მიზია და ლიდია. უღონო ქმნილმან დიდმან მიტრიდატმან ითხოვა ზავი და 85 წლის ქრისტეს წინათ შეეკრა პირობითა რომის რესპუბლიკას. ამ დროს მიტრიდატს განუდგნენ ბოსფორელნი; მიდრიდატმა იწყო მზადება და მოკრეფა ჯარისა ბოსფორას დასამონებლად, რომაელთა ჰგონეს რომელ მიტრიდატი ემზადება ბრძოლის განახლებისათვის მათზედ, ამისთვის უბძანეს მერენას უცებ მისვლა საომრად მიტრიდატზედ. მიტრიდატმა ორჯელ დაამარცხა მერენა 82 წელსა ქრისტეს წინათ და შეეკრა რომაელთა ახალის ზავითა. 79 წელსა კვალად დაიმონია ბოსფორის სამეფო, სადაც დასვა მეფედ თავისი შვილი მახარა (ქართული სახელი). ხმელეთის კაპადოკია კვალად იქმნა მიზეზი მესამის ომისა შორის მიტრიდატისა და რომის რესპუბლიკისა. პირველს ჟამს მიტრიდატმა დაიმონია პაფლაგონია, ვიფინია და მოადგა ქალაქსა ქიზიყს, მდებარესა მარმარილოს ზღვის ნაპირს. ამ ქალაქის მახლობლად ლუკულმა, მხედართმძღვანმა რომაელთა, დაამარცხა პონტოს მეფე, რომელიც განივლტო სომხითს, იქაც დამარცხდა პომპეისაგან და დანარჩენის ძალითა შეივლტო კოლხიდას, იქიდამ გადვიდა ბოსფორსა, ე.ი. ყირიმსა, სადაც მოინება ჯარის მოკრეფა და განახლება ომისა რომაელთა თანა. მისმა შვილმა შეიტყო ეს აზრი, მოიბირნა მხედართმთავარნი და წინააღუდგა მამას. მიტრიდატმა რა ჰცნო შვილის ღალატი, თავი მოიწამლა და გადიცვალა 64 წელსა ქრისტეს უწინ. გვამი მისი შვილმა გაუგზავნა პომპეის, რომელმან დიდის პატივით მიაბარა მიწას, ტაძარსა სინოპის ქალაქში, სადაც იყვნენ დამარხულნი წინაპარნი მიტრიდატისა.
დროს მეფობისა, რომის იმპერატორისა, ნერონისა პონტოს სამეფო შეიქმნა რომის თემად და ვიდრე 1204 წლამდინ ქრისტეს შემდგომ იყო მონების ქვეშე ვიზანტიის იმპერატორთა. ხსენებულს წელიწადს თამარ მეფის შეწევნით ალექსი კომუნინმა დაიპყრა ტრაპეზუნი და იწოდა იმპერატორად ტრაპეზუნისა; სიგლებში ტრაპეზუნდის იმპერატორნი მრავალჯერ იწოდებიან მპყრობელად ივერთა და ჭანთა. ეს იმპერია არსებობდა 1461 წლამდინ; ამ წელიწადს ოსმალთა დაიპყრეს ეს იმპერია და ჰქმნეს საფაშოდ[6].
ბ. კოლხიდა მდებარებდა აღმოსავლეთის და სამხრეთის შავის ზღვის პირზედ; ასე რომ, ძველ დროში მთელი პონტოს სამეფო იყო ცნობილი სახელსა ქვეშ კოლხიდა[7], სტრაბონის დროს კოლხიდა ეწოდებოდა იმ ადგილებს, რომელნიც იწყებოდნენ ფსიხრონის მდინარის (აწ კოლოპოტამო) შესართავიდამ ზღვაში, ვიდრე ოლდირის მდინარის შესართავადმდე, სადაც მდებარებდა ჩინებული აღებ-მიცემის ქალაქი დიოსკურია (აწ იზგაური)[8]. კოლხიდა გარემოცული იყო კავკასიის მთებითა (ქართულად ღადო). რომლისაც ერთი მომავალი სამხრეთისაკენ კალთა (ლიხის მთები) გაჰყოფს იმერეთსა და ქართლსა. ერთი კალთა ამ მთისა მივა მტკვრის პირამდინ და იცნობება ძველთაგან მოსხის მთად, ე.ი. სამცხის მთად ან აჭარისა (აწ სოღანლუხის მთები და კარგაბაზარი); მეორე კალთა მტკვრიდამ პირს შეუქცევს ზღვასა და იწოდებიან ფერსათის მთად; რომელიც გაჰყოფს იმერეთსა და გურიას სამცხისაგან; სხვა კალთა ამ მთებისა, რომელნიც შეუდგებიან მტკვარსა, ისახელებოდნენ ძველთა მწერალთაგან კორაკის მთად (აწ ციხე ჯვარი); კორაკის მთებს პონტოს მხარესკენ შეუდგებიან სციდიის მთები და მასუკან ნაჭილობევი.
ამ მთების წიაღში ჰქონდათ მრავალთა მდინარეთა დასაბამი, რომელთაგან ღირსია შესანიშნავად:
ა. ფაზის მდინარე (აწინდელი რიონი), ჰქონდა სათავე, როგორც გვაუწყებს პლინი, მოსხის მთებში[9], სათავიდამ ვიდრე შორაპანამდინ იყო ნავით უვალი და შორაპანიდამ ზღვადმდე ნავით სავლელი. ამ მდინარეზედ ნავით მიჰქონდათ და მოჰქონდათ სავაჭროები ვიდრე შორაპანადმე, შორაპანიდამ მტკვრადმდე ხმელის გზით, და მასუკან მტკვრით კასპიის ზღვადმე, საიდამაც გაჰქონდათ ინდოეთში და ჩინეთში. როგორც ამ აღწერისაგან ჰსჩანს, მდინარეს ყვირილას რაცხამდნენ რიონად და რიონსა ყვირილას შესართავადმდე გლაუკად. ფაზისს შეუდიოდნენ მდინარენი: ღიპიუს (ცხენის წყალი), ციანა (ტეხურა):
ბ. აბსარა პლინისა, აკამპსისი არიენისა და ბოას-პროკოპისა (აწინდელი ჭოროხი.) თუმცა პროკოპიმ ბოას მდინარის სათავე სწორედ აღწერა, გარნა მდინარის სავალი არის დაუჯერებელი და უგვანი. აი რას გვაუწყებს პროკოპი; „ბოას აქვს სათავე ჭანეთის მთებში, მარჯვნივ აქვს სამზღვარი ივერიისა, სადაც არის კავკაზის მთა. ამ მდინარეს ერთვიან მრავალნი მდინარენი, დიდდება და მიიღებს ფაზიის სახელსა; ორსავე მხარესა ჰსცხოვრებენ ლაზები და მდებარებს ქალაქი შორაპანი[10]. ფაზის მდინარე მოუდიოდა ლაზისტანსა და არა ივერიას, ბოასის მარჯვნივი ნაპირი, როგორც ეხლაცა ჰსჩანს, ეჭირათ მესხთა, და ამ მდინარეზედ არ იდო ქალქი შორაპნისა; ეს რასაკვირველია, არის ცთომილება გადამწერისა და არა პროკოპისა, ამისთვის რომ იმავე წიგნში და თავში განასხვავებს ორივე მდინარესა და მოუთხრობს რომ ლაზებმა მოიყვანეს სპარსთა მეფე ხოსრო სომხითით კერძო, განვლეს ბოასის მდინარე და რა მიახლოვდნენ პეტრეს ციხესა (აწ ქაჯთა ციხე ქობულეთში), ჰქონდათ ფაზის მდინარე მარჯვნივ. მაშასადამე, ბოას და ფაზის მდინარენი იყვნენ სხვადასხვა. აგრეთვე, მეორეს ადგილში პროკოპი ამტკიცებს, რომელ ფაზის მდინარე სხვა იყო და ბოას მდინარე სხვა: „ამასობაში მერმერო იმ გაიარა სამზღვარი ივერიისა (ე.ი. სურამი) და ჰქონად ფაზის მდინარე მარჯვნივ მხარეს“[11]. დიაღ, ქართლიდამ რომ შეხვიდე იმერეთში სურამის გზით მისასვლელად პეტრეს ციხედ, მარჯვნივ დაგრჩება ყვირილა (ძველთა მწერალთა ფაზისი). ამითი ჰსჩანს, რომ პირველი ჩვენება. როგორც ვჰსთქვით, გადამწერისაგან არის არეული შეცდომა და არ პროკოპისა, როგორც ამტკიცებენ ორნი უკანასკნელნი ჩვენებანი.[12] პროკოპის პირველმა უწყებამ შეიყვანაი რომელნიმე სწავლულნი ცთომილობაში, მაგალ., პირველი დუბოა, რომელიც გვარწმუნებს, რომ პროკოპის ბოასი არის სანის წყალი. თუ ეს ასე იყოს, მაშინ ბოასს არ ექნება სათავე ჭანეთის მთებში და არცა ამ მდინარეს მარჯვნივ მხარეს იქნებოდნენ მოსახლენი ივერიელნი, როგორც გვარწმუნებს პროკოპი, არამედ ლაზები: მეორე უფ. ემინი[13], რომელიც გვიმტკიცებს, რომელ ფაზისი არის ჭოროხი და არა რიონი და უდის სომხითს ადგილებს. აქ სომხითი არც ყოფილა, როგორცა ჰჩანს მთელის მწერლებისაგან და არც აწ არის. ეს ადგილები ეჭირათ და ეხლაც უჭირავთ გათათრებულს ქართველებს ანუ მესხთა და ოსმალნი უწოდებენ გურჯისტანად. ამ ადგილს, ე.ი. სადაც ჭოროხი მოუდის, ეწოდებოდა კლარჯეთი და კლარჯეთი მოსეს ხორენაცის ღეოღრაფიით იყო ივერია და არა სომხითი[14]. ამაზედ ამის დაბლა კიდევ ვიტყვი ერთს-ორს სიტყვას. აქ კმარა ამაზედ ლაპარაკი. უფ. ემინი დაუმატებს წინათქმულსა, რომ ქსენოფონტი მოიხსენებსო ფაზის მდინარეს, რომელიცა ჰრწყამს სომხითსაო.[15] ქსენოფონტი მოიხსენებს არა ფაზის მდინარეს, არამედ ფაზსა, ფაზისისის მდინარე სხვა არის და ფაზისა სხვა. არეზის სათავეს უწინ და ახლაც უწოდებენ ფაზად ადგილის გამო. ფაზიანი ან ბასიანი. კიპარტეს ქარტაზედ ახლაც ჰჩანს ფაზინ სუ (ე.ი. ფაზის მდინარე), ეგ არეზეა, რომელსაც სათავე აქვს ბასიანის ქვეყანაში.
მეორე საუკუნეში ქრისტეს შობის უკან იმპერატორმა ადრიენმა დანიშნა მმართებლად პონტოს თემისა არიენი, ამან აღწერა ეს ზღვის ნაპირები და მოუთხრობს[16] რომელ კოლხიდა იწყების ღიზის მდინარეს შესართავიდამ ზღვაში, ამ მდინარის მარჯვნივ ნაპირებისა ჰსცხოვრებენ მასელონები და გენიოსები, რომელთაც პლინი სახელჰსდებს ჭანად გენიოსად, ამათა ჰყვანდათ მეფე ანხილაუსი;[17] სცილაქს უწოდებს ამ ადგილს კეხეირად (ქართველების ეკლეცი და სომხების ეკეღეცი); ამის შემდგომ მდებარებდა ზღვის პირზედ ზუდრეთი (აწ ქობულეთი, აჭარა, იმერხევი, შავშეთი და კლარჯეთი), ეკუთვნოდა ივერთა მეფეს ფარსმანს[18]; ზუდრეთის შემდგომი იყო ლასივა (ე.ი. აწინდელი გურია). აქ მეფობდა მელასი;
ამის უკან იყო აპსილი (აწინდელი სამეგრელო). აქ მეფობდა იულიანოსი; ამას მოსდევდა აბაზგია (აფხაზეთი), მეფეთ იყო რესმაგი, და დასასრულ სანიგარი (ჯიქეთი), სადაც მეფობდა სპადაგას; მეექვსე საუკუნეში როგორცა ჰსწერს სომეხთ ისტორიკოსი მოსე ხორენაცი თავის ქვეყნების აღწერაში კოლხიდა განიყოფებოდა ოთხ თემად: მაგნეგიდი, აკრიუგა, გაზაკი და ჭანიკი ან სასტიკი.
უფალი სენ მარტენი (ტ. 2, გვერდი 388, შენიშნულობა 65), გვაუწყებს რომელ მაგნეგიდი არის პტოლომეას მანრალი ან აწინდელი სამეგრელო; აკრიუკა არის ეკრეკტიკა პომპონიის მელასი (წიგნი 1, თავი 191) და პტოლომეისა (წიგნი 5, თავი 10). აკრიუგა უფრო არგვეთია, აწინდელი იმერეთი, ვიდრეღა ეკრეკტიკა. ეკრეკტიკა არის სცილაქსის ეკახიერი (აწ ლაზისტანი); გაზიკი (ლაზისტანი, ე.ი. გურია და ნაწილი იმერეთისა); ჭანივი ან ხალდეა (აწ ჭანეთი, პონტოს სამეფო).
ძველს დროში კოლხიდა შეადგენდა საქართველოს მხარესა. განიყოფებოდა, როგორც ჰწერს ვახუშტი 5 საერისთაოდ: ეგრისი (სამეგრელო), მარგვეთი ან არგვეთი (იმერეთი), წუნდა და არტაანი (აწ სამცხე); ოძრხე (გურია); კლარჯეთი (აწ სპერი ან ისპირის ხეობა და ტაო). პირველს საუკუნეში ქრისტეს შობის უწინ კოლხიდა ემორჩილებოდა პონტოს მეფეთა და შემდგომ სამეფოს დაცემისა იყო აქ სამი დაუმოკიდებელი ერთმანერთისა სამთავრო: ლაზისტანი, სამცხე და ჭანეთი. მეორე საუკუნეში ლაზებმა დაიპყრეს იმერეთი, სამეგრელო და შეადგინეს სამეფო, რომელიც მეხუთე საუკუნეში, იქმნა შორის ვიზანტიელთა და სპარსთა მიზეზი ბრძოლისა 472 წლიდამ ვიდრე 562 წლამდინ[19]. სამცხეში აღმოჩნდნენ ბაგრატიონები, რომელთაც მოსპეს ლაზის მეფობა, დაიმონიეს იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და მასუკან ქართლი და კახეთი; ჭანეთი იყო თემი პირველად რომისა და შემდგომ ვიზანტიის იმპერიისა ვიდრე 1202 წლამდე; ამ წელსა ალექსი კომნენმა შეწევნითა თამარ მეფისა დაიპყრა ტრაპეზონი და იწოდა მეფედ ივერთა და ჭანთა; ამისა მემკვიდრენი ჰფლობდენ ტრაპიზონში, ვიდრე დაპყრობადმდე ოსმალთა 1461 წლამდინ.
(შემდეგი იქნება)
დ. ჩუბინოვი
__________________
1 „ივერია“ №14.
2 ვივიენ სენმარტენი. მცირე აზია II ტომი, 386 გვ.
3 ღეროდოტის ისტ. წიგნი 3, § 90.
4 ღეროდოტის წიგნი 7, § 76, 77, 78, 80.
5 ნახეთ საზოგადო ბიოგრაფიის ლექსიკონი (52 ტომად გამოცემული პარიჟში 1811-1852), სტატია სენმარტენნისა, მიტრიდატ III.
6 უწყება ტრაპეზუნის იმპერიის დაარსებისა სტატია აკადემიკის კუნიკისა დაბეჭდილი უწყებათა შორის ს. პ. ბ. სამეცნიერო აკადემიისა, 1855, 733.
7 ქსენოფონტი, IV და V წიგნი.
8 სტრაბონის წიგნი, XI, თავი I; პლინი, წიგნი VI; არიენის აღწერა შავი ზღვის ნაპირების. გამოცემული გოფმანისაგან ლათინურად, გვერდი 55.
9 პლინი, წიგნი VI თავი 4. სტრაბონი XI § 2. სტრაბონი, ჰსწერს, რომელ ფაზისს სათავე აქვსო სომხითში. ეს უსაბუთოა, როგორც ვჰხედავთ აწ ადგილების მდებიარობას.
10 სტრიტირის მატიანე ხალხთა, ტ. 4, გვ. 45; პროკოპი, ნათარგმნი რუსულად, გვ. 288 (წიგნი 2, თავი 29).
11. პროკოპი წიგნი 2, თავი 30
12. არიენი თავის წიგნში განასხვავებს ქმ ორთა მდინარეთ, აგრეთვე პლინი და სხვანი ძველNი მწერალნი
13. მოსეს ხორენაცის ისტორია რუსულად ნათარგმნი, გვერდი 344.
14. მოსე ხორენაცის ღეოგრაფია სენ-მარტენი 2. ტ., გვერდი 357. სომხებს კლარჯეთი გესარად გაუკეთებიათ. საქართველოს ამავე ღეოგრაფიით ეკუთვნოდა: არტაანი, შავშეთი, ჯავახეთი, სამცხე, აჭარა და სხვანი, რომელნიც შეადგენდნენ ჭოროხის მხარეს და არა სომხითსა.
15. წიგნი 4, თავი 6.
16 გვერდი 66, გოფმანისაგან გამოცემული
17. ეს ადგილი აწ არის ლახისტანი
18. ფარსმან III იყო თანამედროვე რომის იმპერატორის ადრიანისა, იყო რომის ქალაქში, მიიღო დიდი პატივი ხსენებულის იმპერატორისაგან და საჩუქრად ებოძა 500 აღჭურვილი მხედარი კაცი და მისცა ნება მსხვერპლის შეწირვისა კაპიტოლიაში. იმპერატორმა აღუმართა ბელონის ტაძარში ცხენოსანი ანდალმა. ნახე ბიოგრაფიულ ლექსიკონში სტატია სენ მარტენისა; მიტრიდატ III.
19 მატეანე სტრიტერისა მეოთხე ტომი ლაზიკა.
![]() |
6 ოსმალოს საქართველო |
▲back to top |
ოსმალოს საქართველო
აჭარა
აჭარა, როგორც წინათ მოხსენებული იყო მდებარებს ეხლანდელ სამძღვარზე ახალციხის და გურიის უეზდებისა და სდევს აჭარის და ახალციხის მთებს იქით სამხრეთ მხარეს, ამ მთისაგან არსიანის მთის ქედი დაეშვება. ამ ორის მთისა მრავალი წვრილი ქედები ტოტებივით იფინება მთელ ქვედა და ზედა აჭარაში და მრავალ ხეობებათა ჰყოფს ამ მშვენიერ მხარეს საქართველოისას, რომელშიაც მომდინარეობს წვრილი მთის წყლები კალმახით სავსე. ზედა-აჭარაში უმთავრესი ხეობანი ხუთნი არიან: სულისა, გორჯომისა, ბეღლეთის, სხალტისა, მირეთისა და ჭვანისა. ამ უკანასკნელ ხეობას გარდა დანარჩენებზე არსიანის მთის ტოტები ჩამოსდევს.
თვითვეული ხეობა კარგა საკმაოთ განიერია, სახნავ-სათესად და საძოვრად კარგის მინდვრებით შემკულია, ყოველ მხრიდამ მთის წყლები ჩამოჩუხჩუხებს და ერთვის შუა ხეობის წყალსა. უმაღლეს მთებზე არსიანის შიშველ ადგილსა ვხედავთ, და რაკი დადაბლდება იმოსება მდიდარის წიფლის, თელის, მუხის ტყითა. ხეხილი აქ ყველა ხარობს, ზეთის ხილი კი ცოტათ მოდის აქა-იქა დაბლობ ადგილებში. ვაშლი და მსხალი ისე ბლომათ მოდის, რომ გააქვთ ახალციხეს, ოზურგეთს, არტაანს და თითქმის ალექსანდროპოლშიაც ვენახი ხშირია და ასე გაშინჯეთ ამ რამდენიმე წლის წინათ ახალციხელები იქ მიდიოდნენ თურმე, ღვინოსა სწურავდნენ და გადმჰოქონდათ. მკათათვეში, როდესაც ბალი არსად არ მოიპოვება თქვენ შეგიძლიათ გურიაში ნაგომარზე იარმუკობას (ქალაქობას) იშოვნოთ.
მიწა მომცემი მიწაა: მომატებულათ მოყავთ სიმიდი და ცოტათ ხორბალი და ქერი. რადგანაც სიმინდმა უფრო მოსავალი მეტი იცის და რადგანაც სახნავ-სათესი ადგილი ნაკლებია, ამისგამო ხორბალს და ქერს ნაკლებათა სთესენ. წინა წლებში თამბაქო მოჰყავდათ, მაგრამ ბოლოს დროს, რადგანაც აქციზი შემოვიდა, თითქმის აღარა სთესენ.
საქონელს ძალიან ბევრს ინახვენ ზედა აჭარაში მეტადრე სოფლებში: ბაკოს, ხიხობირს, ზემო და ქვემო თხილვანს, გორჯომს და ნაგორევს. სამზღვარზე მდებარე სოფლებიდამ დიდძალი კარაქი და ერბო გადმოაქვთ ჩვენვეს გურიაში და ამით კარგი სარგებლობა აქვთ. არტაანისკენ ვაჭრობა კი ვერ ეხერხებათ რადგანაც ქურთები დგანან და ბევრი საქონელი ყავთ. მაინც კიდე აჭარაში იმოდენა საქონელს ინახვენ, რომ მარტო ზედა აჭარიდამ საქონლიდამ ას სამოცი თუმანი შემოსავალი აქვს ოსმალოს მთავრობასა. საქონელს გარდა ყოველ მოსახლეს დ ათიოდე ცხვარი და თხა ჰყავს და თითო ცხენი.
ეს ლამაზი კუთხე საქართველოსი საკმაოთ გამდიდრდებოდა, ცოტაოდენი რიგიანი გზები რომ ჰქონოდა, მაგრამ გზები ისეთი საძაგელი აქვს, რომ მარტო ცხენი თუ ივლის, თორემ ურმის ხსენება არ არის. მმართებლობა ამაზე არა ფიქრობს, წყლებზე თუ სადმე ხიდია, ისიც ძველის-ძველად აშენებულია, საქართველოს მეფეების დროინდელია. ამის გამო ვაჭრობა და მისვლა-მოსვლა რ ძნელდება. ამისათვის სავაჭრო დუქნები აქა-იქა ძალიან ცოტაა და ადგილობრივი მცხოვრები მედუქნე ვერ შეგხვდებათ, ან სომეხია, ან ბერძენი ან ოსმალო. აქაც ქართული ანდაზა მართლდება, სომეხი დუქანზე და ქართველი გუთანზეო.
მთელი მოსახლეობა აჭარისი ქართველობაა. აი რას ამბობს მოგზაური დამწერი ფრიად შესანიშნავის და ძვირფასის წიგნისა „სამი თვე ოსმალოს საქართველოში“, რომლიდამაც ჩვენ ვკრებთ ცნობასა. „სოფელ გორჯომს რომ დავეშვით შორიდამ ნახირი დავინახეთ; ამასთან მოჩანდა ხალხი – პატარა ბიჭები. იმათი წივილი და ჟღავილ-ჟღუვილი მოგვესმოდა. აჭარლები პირველათა ვნახე და ვფიქრობდი, ნუ თუ ერთმანერთს თათრულათ ელაპარაკებიან? ნუ თუ საქართველოს არსება აჭარაში გაქარწყლდა? ბოლოს ახლოს მივედით და... ღმერთო და ბედო! თურმე ჩვენი ყოფილა, ჩვენი! ბალღები ქართულათ იგინებოდნენ.“ ჩვენ მკითხველებს აჭარული ლექსები წავაკითხეთ და ნახავდნენ რომ დღევანდლამდე სახალხო არამც თუ ლაპარაკი, ლექსებიც კი დარჩა. მაგრამ განვავრცოთ მოგზაურის სიტყვა: „ჩვენი მისვლა რომ დაინახეს ყმაწვილები დაჩუმდნენ და ეს პატარა მთიულები გზაზე შეიყარნენ ჩვენ საყურებლათა. ჩვენ დავდეგით. თუთხმეტიოდ ყმაწვილი ბიჭები იდგნენ და რამდენიმე უფრო ჭაბუკი. მაგრამ უნდა შეხედოთ რა მშვენიერის სახისანი არიან. ძონძები რომ გახადოთ, გეგონებათ დიდ-კაცის დარბაზში გაზდილები იყვნენო, ისეთი თეთრ-წითელნი და ლამაზნი არიან. ჩვენ მთიულებსა გვანან და თანაც გურულების სახის იერი მოსდევთ... ვინც კი შეგვხდა სულ ტანადნი, მხარბეჭიანი და თვალადნი იყვნენ. სუფთა გადაწმენდილი სახე, ცოტა მოდიდო ცხვირი და შავარდნის შეხედულობა გრძელი და ხშირი თმა ყაბალახ შემოხვეული – ესე ყოველი წარმოგიდგენთ აჭარლის სურათს.. ტანისამოსი გურული აცვიათ. სარწმუნოებით მაჰმადიანები არიან, შინ ოჯახობაში ქართულათა ლაპარაკობენ, თათრული (ოსმალური) ენა ხანში შესულმა კაცებმა იციან. დედაკაცებმა და ყმაწვილებმა ცოტათ იციან. ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ არა ყოფილა ასე გავრცელებული თათრული ენა რომ დედაკაცებს ცოტაოდნათ მაინც სცოდნოდათ, და საკვირველია ასე მალე თათრულმა ენამ როგორ გაიდგა ფესვები აჭარაში“.
ამ ფრიად სამწუხარო შენიშვნამ ძალიან უნდა დაგვაფიქროს და ქართველობის მოყვარის მხრით შრომას ითხოვს.
მეჩითებთან შკოლები აქვთ, რომელშიაც მარტო არაბულ კითხვას ასწავლიან, და არაფერი კი არა ესმისთ რა. ქართული წიგნის მკითხველი თან და თან კლებულობს და ამგვარათ ხალხი უწიგნოთა არის. ხალხი თუმცა მოსურნეა სწავლისა, ოსმალოს მმართებლობა რიგიან სასწავლებელს არა მართავს, რომ სწავლა ქალრთულს ენაზე იყოს და მარტო. მაჰმადიანთ სამღთო წიგნების საკითხველად მოლები არაბულის ასოების ჩათვლასა სწავლიან; ეს გარემოება ისეთ ნაკლულევანებათ არის ნაგრძნობი, რომ როგორც ნამდვილ სანდო კაცებისაგან გაგვიგონია, მოლებიც კი საჭიროებასა გრძნობენ ქართული წერა-კითხვა ისწავლონ და როდესაც კი შემთხვევა მისცემიათ საქართველოში გადმოსვლისა ან თავიანთში ქართულის წიგნის მცოდნე უნახავთ, მაშინათვე წერა-კითხვა უსწავლიათ. აქ მხოლოდ სახარების სიტყვას ვიტყვით: „რომელთა აქვნ ყურნი სმენად, ისმინნენ.“ ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ, რომ მოლები, რომელნიც თვით აჭარლები არიან, შორს არ იჭერენ ქართულ ენასა და პირიქით სურვილი ჰქონიათ.
ამას გარდა ზოგიერთი ბეგებსაც შვილებისთვის ჩვენი ქართველი მასწავლებლები უნდათ, მაგრამ იქ მიმსვლელი ისეთი არავინ არა ჩნდება, რომ თავისის დამჯდარის ხასიათით ნდობა ჰქონდესთ.
ზნეობით აჭარლები მხნენი არიან. თოფის სროლა და იარაღი უყვართ და ძველი თავადისშვილების (ბეგების) მომხრენი და მორჩილნი არიან. ჩვენში აჭარლებს ცუდი ხმა აქვთ დავარდნილი და იტყვიან კაცის თავი ხახვის თავათ მიაჩნიათო, ქურდები და ავაზაკები არიანო. ქვედა-აჭარაში და ქობულეთში რამდენიმე სოფელი მართალია ქურდობით გათქმულია, მაგრამ მთლად აჭარაზე კი ამისი თქმა ცილის წამებაა. ზედა აჭარაში ქურდობა და ცარცვა იშვიათია.
შინაურობაში აჭარელი ისეთივე მთიულია, როგორც არაგვზე და თერგზე. მოხუცებულის პატივისცემა. სტუმარ-მოყვარება, თავის დაჭერა, ცნობის მოყვარება და ამასთანვე დიდი შრომის მოყვარება აჭარლის პირველი თვისებაა. მთელი დღე კაცი მინდორში შეუწუვეტლათ მუშაობს, დედ-კაცი ოჯახში. ემაწვილი რა კი მოჩიტდება, მაშინვე მწყემსად გადის. ტყეში გდება და მარტოობა რასაკვირველია ცუდათა მოქმედებს ყმაწვილის ხასიათზე და ამიტომ აჭარელი გარეშე კაცთან უცხოობს. ველურსა ჰგავს. მაგრამ ეს უნიჭობათ კი არ უნდა ჩავთვალოთ ჩვენს ხევსურს ისინი გვანან რომელსაც ეუცხოვება ყველაფერი.
აჭარლებს კარგათ ახსოვთ რომ ჩვენნი ძმანი არიან მხოლოდ სარწმუნოებით განსხვავდებით. ძველი შენობების, ციხების და ეკლესიების პატივის ცემა აქვთ და იციან, რომ საქართველოს მეფეების აშენებულია. ზოგიერთის საყდრის პატივისცემა ისეთი აქვთ, რომ ხელის ხლება დიდ ცოდვათ მიაჩნიათ და სასწაულებსაც ლაპარაკობენ. ორს ხოჯას სხალტის ეკლესია, (რომელიც უკეთესია თავისის შენობით დამხატვრობით სვებზედ მთელ აჭარაში) უნდოდათ მეჩითათ გადაექციო. საყდარმა ორივ ჭკუაზე შეშალა და ტყეში მხეცებივით ატარაო. ერთმა მეცხვარემ ზამთარში ცხვარი ამავ საყდარში შერეკაო, ხატი გაწყრა, ორასი სული ცხვარი დაუხოცა და თითონ მწყემსს კისერი მოუგრიხოა. ამისთანებს ლაპარაკობენ აჭარლები.
ხირხათის ციხეზე აჭარლები ამბობენ თამარ მეფის აშენებულიაო. ამ ციხედამ ზარზმამდის გვირაბი გააკეთებინა და დადიოდა ხოლმეო, რადგანაც ლანგთემური გზაში ჩაუდგა და დაჭერა უნდოდაო. ერთის ბერისაგან შეიტყო ლანგთემურმა ეს ამბავიო, ზარზმას წავიდა და თამარ მეფეს გამოსვლაზე უდარაჯაო. დადგა შაფათი. დედოფალი ცისკარზე მივიდა ზარზმასა. ამ დროს ლანგთემურის ჯარით შემოერტყაო. თამარ მეფემ რომ სხვა ვეღარ მოაგვარა რა, საწამლავი დალია და თავი მოიკლაო.
ამ გვარი ხალხის თქმულობა გვაჩვენებს აჭარლების დახსომებას წარსულის ცხოვრებისას და პატივის ცემას.
სამართალი აჭარაში მარტივი და უბრალოა. სოფლის სასამართლო ანუ მეჯლისი იმ გვარივეა, როგორც ჩვენი სოფლის სასამრთლოები. მოსულნი ამოირჩევიან ხალხისაგან და ამას გარდა ყადიცა, სოფლის მოლა. მერე ამაზე უფროსი სასამართლო ადგილი არის მუდირი (უჩასტკის ნაჩალნიკი) და იმისი მეჯლისი; კაიმაკამი (უეზდის ნაჩალნიკი) მეჯლისით. მაგრამ ამასთანავე ბეგებთან ხშირად მოდიან საჩივლელად და ესენი სამართალს აძლევენ. ზემოხსენებული მგზავრი მოიხსენებს ერთს ამბავს.
გზაზე შარიფ-ბეგი ხიმშიაშვილს დახვდა ხალხი, თითო თითოდ მოდიოდნენ კალთასა ჰკოცნიდნენ, მერე მოკითხვის შემდეგ ბეგმა გამოკითხა ამბავი. ერთმა მოხუცებულმა იჩივლა, რომ ქალი შინიდამ გაიქცა ამა და ამ ოჯახიდამ საქმროსას და შინ აღარ ბრუნდება. დედ-მამას იმ კაცის სიძეობა არა სურთო. ეს ამბავი ძლიან ეუცხოვათ იქ მყოფთა. ამ ლაპარაკის დროს მოვიდა ქალის მიჯნურის მამა და ბეგს მოახსენა, რომ ყოველივე მართალია ჩემს სახლშია ქალიო და აი აგერ აქ მოვიდაო. ბეგს აჩვენა ჩადრში შეხვეული ემაწვილი ქალი, რომელიც ჯაგებში იმალებოდა და ვერ გაებედნა ბეგთან მოსულიყო, თუმცა კი ამ აზრით იდგა. აღმოსჩნდა რომ, თურმე ქალის ძმა ყოფილა წინააღმდეგი. ბეგმა დააძახებინა ძმა და უთხრა, რომ დას ნუ აუბედურებ, უნდა ეგ ყმაწვილი და მიეციო.. სიტყვა გამოართვა, ქალის ძმამ კალთას აკოცა და სასიძოს მამას გადაეხვია. ეს შემთხვევა რო არ ყოფილიყო, იქნება სისხლი დაღვრილიყო.
ამ გვარათ ბევრჯელ საქმეები თავდება.
პ. უ.
![]() |
7 ქალაქის სცენებთაგანი |
▲back to top |
ქალაქის სცენებთაგანი
ხათაბალა
ახლაც იტყვით სიზმარი ტყუილია, არ ახდემბაო, აჰა თუ არა ხდება, მარა ჯანაბაა, მე როთავს ხათაბალა გადამეკიდა! ბატონო, სიზმარი ვნახე, დამდგომია ერთი წვერიანი ცხინვალელი ურია დასწყევლა ჩემმა წმინდა გიორგიმ! გადმოუშლია ბოხჩა და სულ სპეტაკ-სპეტაკს პერანგებსა და პერანგის ამხანაგებს წინ მიყრის და მიყრის: ეე ჩემო ბატონოვო! ვიცი ორი პერანგის მეტი არა გაქვსო, მიირთვი ჩემი ბატონოვო; თუ შენვე ამეებს სულ დარეცხამო, სულ მუქთათ მოგართმევო, აბა მაიტა მეთქი. დავიწყე რეცხა. მოაქვს ამ ურიას უთვალავი და მოაქვს. ვდგევარ და ვრეცხავ ერთის ყოფითა და თანა ვფიქრობ, ერა ხათაბალა გადმეკიდა მეთქი. იმდენი ვრეცხე. იმდენი ვრეცხე სანამ გამეღვიძებოდა. არ დაიჯერებთ, დილაზე ისეთი მოქანცული ავდექი, თითქოს მართლა სარეცხი დამერეცხოსო, სულ მკლავები მტკიოდა. აი დაგწყევლა ღმერთმა მეთქი! ვინ კაცი და ვინ სარეცხი! მაგრამ ეს ეშმაკური სიზმარი, ნეტა ვიცოდე, როგორ ამიხდება მეთქი? დედაკაცებმა მითხრეს, ხათაბალა რამ გადაგეკიდებაო, ზიანსა ნახავ და ან დაჰკარგავ რასმეო. ძაან ჯავრი მამივიდა და გულში დამრჩა შეჩვენებული ურია.
შემოდგომაზე ქალაქში ჩავედი. წინათ რაც მოსავალი მქონდა ჩემ ბიძაშვილს ვატანდი გასაყიდათ და ეშმაკათ რაც ე მაშინა გააკეთეს, თუთხმეტჯერ დავაპირე. ბოლოს დაუდევ ლობიო, ფქვილი და გავწიე, ჩავიტანე ქალაქში. მედა ჩემა ღმერთმა, რიგიან ფასათ გავყიდე. ახლა მინდოდა ქალაქი დამევლო და მენახა. მამაჩემი რომ აზნაურობას იმტკიცებდა, ხუთი-ექვსი წლისა ვიქნებოდი და თაანა ვყავდი, ქალაქი სიზმარივით მახსომდა. ჩავიარე თათრის მეიდანზე საპონის საყიდლათა; მივადექ ერთ დუქანსა. მიდის ხალხი და მოდის ამ დუქანში: აი ხათაბალას გაუმარჯოს, აბა ხათაბალ, ეს ამიწონე, ხათაბალამ მამატყუაო, იძახის ეს ხალხი. რას მიჰქარავს ეს ყურუმსაღი ხალხი? მე ხო არ დამცინის ახალ მოსულ კაცსა მეთქი? მაგრამ ისე გაყუჩებული ვარ და არ შევისადარე, აგება ხმა ჩაწყვიტონ მეთქი. შენც არ მამიკვდე! რაკი დუქანთან კაცი მოვა, მაშინვე ხათაბალას იძახის. მამაგონდა ის შეჩვენებული ურია და ყელში სისხლი მამაწვა. დაიძახა კიდევ ვიღაცამ, ხათაბალაო. მოუბრუნდი: შენ ვის უბედამ, რომ ხათაბალას იძახი მეთქი? საყელოში ხელი ჩავავლე: აბე ერთი კიდევა თქვი მეთქი! – გიჟი ხარო?... მე შენ გიჟს მოგცემ მეთქი; აზნაურშვილი გახლავარ, შე მურდალო. მეთქი. დაგვეხვია თავს ხალხი, გამაშველეს... თურმე ნუ იტყვით, იმ დუქნის პატრონის სახელი არა ყოფილა! დალახვრა ღმერთმა თქვენი თავი მეთქი, მოვდივარ და ვფიქრობ ეს რა ხათაბალაში ჩავარდი მეთქი! გავიარე პატარა, ვხედამ, კედელს ერთი ვეებერთელა ქაღალდი აკრავს და ზედ ასეთი ვეება ერთელა ასოები სწერია, რომ თითო ასო მოკრივე კალატოზიშვილის მუშტების ოდენა იქ ნება. წავიკითხე: და აი დასწყევლა ღმერთმა, ხათაბალა არ ეწერა! ეს უთოოთ ქალაქური მამაძაღლობა იქნება მეთქი, ქვეშაც წვრილათ ეწერა; ვიფიქრე შაირებს დაუწერდნენ ვისმე მეთქი.. გავიარე პატარა, კიდევ ისე ვეება ქაღალდზე ხათაბალა სწერია. ახლა კიდევ ავიარე და კიდევ ისე. ერთი სიტყვით საცა კი გავიარე, სულ ასე დამხვდა. ვიფიქრე მოდი წავიკითხო მეთქი. წავიკითხე და „სომხური მოქმედება წარმოდგებაო, მაგას რაღა ფიქრით უნდა მეთქი, სომეხთან თუ საქმეს დაიჭერ, ხათაბალა წარმოდგება მეთქი. ახლა კიდევ წავიკითხე: ერთკენ სომხები სწერიან და ერთკენ სუ თავადიშვილები და აზნაურები, ჩვენი ქართლის აზნაურებიც დაეწერათ. აქ ერთი დიდი ამბავი უნდა იყოს მეთქი. ის სომხები ფულის პატრონები იქნებიან და უთოოთ ქართველებისთვის უსესხებიათ. კიდეც ამიტომ ისე პირდაპირ დაუწერიათ სომხები და ქართველები. აი თუ მართლა ხათაბალაში ჩავარდნილან მეთქი მაინც გული არ დავაჯერე, რავიცი ქალაქში ოინები ბევრი იციან და ერთ ხათაბალაში მეც არ ჩავარდე მეთქი, ის წყეული ურია მამაგონდა კიდევა – ერთი შკოლის ყმაწვილი დგას და კითხულობს. ვკითხე, რა სწერია, მეთქი. ქართული თრიატრი იქნებაო. ახლა მითომ რა იქნება მეთქი? თამამშოვის ქარვასლაში რო თამაშობდნენ, არა ყოფილხარო? – აი რო დამწვარა, მეთქი? ჰო იქაო. თავი მოვარიდე, ხათაბალიანი ადგილი ყოფილა, წავიდე ჩემ გზაზედა მეთქი. თურმე თამამშოვის ქარვასლის საქმის თაობაზე ყოფილა ის ქაღალდი. ამოვიარე ზემო დუქნებისკენ, გარეთ ჩამოკიდებული ჩექმები ვნახე და ერთი ძალიან მამეწონა, ყელები სულ ასე ბწყინამდა რო თითქო სარკე იყოსო და სულ ფერადი ძაფის ყვავილებია ნაკერი. შევევაჭრე, მივეცი თუმან ნახევარი. მემრის მაინც ქორწილს ვაპირობა მეთქი და მეორეთ ქალაქში იქნება აღარც კი ჩამოვიდე, ბარემ ვიყიდი მეთქი – წავედი შინ ჩავიცვი სანდლის ფერი კაბა, ეს ახალი ჩექმები, შალვარი შიგ ჩავიკეცე, ყელზე ახალი ბაღდადი, ქუდი ჩავიტეხე, როგორც აზნაურ შვილს ეკადრება და წაველ ბაღში. ერთ სკამზე ჩამოვჯექ და უყურებ ამვლელ-ჩამვლელსა. რა მილეთის ხალხი გინდა, რომ იქ არ დადიოდეს. ამ ხალხში ორმა ქალაქის ბიჭმა გაიარა ერხელ; პატარა ხანს უკან გამოიარეს მეორეთ და სუ ჩექმებში მიყურებენ. ფეხი ფეხზე გადავიდე და ვფიქრობ, თავის უქუსლო ყელიან ფაფუჭებთან ვერ მოეწონათ მეთქი! მივიხედე კიდევ, ისევ ის ბიჭები არა ვნახე!? ძალიან ცხარეთა ლაპარაკობენ. ბოლოს მოვიდნენ ჩემთან. რაგინდათ შვილოსა მეთქი? ერთმა დაიწყო:
– კნიაზო, ერთი ოცდა ხუთი მანეთი უნდა მომაგებინო, შენი ჭირიმე. ეს ბიჭი ახირებულა ამ კნიაზს ფეხზე ექვსი თითი აქვსო. მე ვეუბნები: რას მიჰქარამ კნიაზი კაცია, ექვსი თითი რათ ექნება მეთქი. ეს გაჯინიანებულა და ახლა სანაძლეო და გვიდია: ამან ოცდა ხუთი მანათი ამოიღო და მე ხუთი მანეთი.
რას მიჰქარამთ, თავიდამ მამშორდით. რაებს ლაპარაკობთ, ქვეყანა აქ დადის, ბეაბრუთ გინდათ გამხადოთ მეთქი.
- არა, კნიაზჯან, ხელდახელ ოცდა ხუთ მანეთიანი უნდა მამაგებინოთ და თუ მოვიგე სადილათაც ქეიფს გაგაწევინებთო. თუ უკაცრავათ არ ვიქნებით, ერთი ფეხი გაგვაშინჯვინეთო.
რა ხათაბალა გადამეკიდეთ მეთქი! აჰა, ჯანაბას, გამხადეთ მეთქი. გაუშვირე ფეხი და გამხადეს.
– აჰა, რო გეუბნები, კნიაზი კაცი ბძანდება მეთქი, ექვსი თითი არ ექნება! აი კნიაზის ჭირიმე რომ ოცდა ხუთი მანეთი მომაგებინა.
მეორე უარზე დადგა: არაო, მე ხო ეგ ფეხი არა ვთქვი, მეორე ვთქვიო დამეკარგენით რას ჩამაცივდით მეთქი, გიჟები ყოფილხართ, თუ საქმე არა გაქვთ? ამოიღო. ის ბიჭმა ოცდა ხუთი მანეთიანი და ამხანაგს ეუბნება.
– აჰა, ამამიღია და მამიცია, თუ მეორე ფეხზე ექვსი თითი არა ჰქონდესო.
დამეღრიჯა მეორე, გეთაყვა კნიაზო, ბედსა მწიე შენ სადღეგრძელოთაო – გაუშვირე მეორე ფეხიცა. გამხადა იმ ოცდა ხუთი მანეთის მძლეველმა და ორივე ჩექმა ხელში უჭირავს. გაშინჯეს ორივემ.
– ახლა ხომ მოგიგე, ახლაც უარზე ხარო?
– არ გაძლევო, მეორემ უთხრა. ახლა ასე ხელ და ხელ ოცდა ხუთ მანეთიანი ოხრობაა, დამტყუოვო.
გამართეს ერთმანერთის ლანძღვა. ერთი ვითომ არ უშვებს, მაიტა ჩემი მოგებაო. მეორე ეწევა და თავი უნდა მოაშოროს. მე სეირს უყურებ, ვნახო ერთი რა გამოვა მეთქი. დაებღაუჯნენ ერთმანერთსა, ოც და ხუთი მანეთის მძლეველს იღლიაში ჩემი ჩექმები ეჭირა, ხელიდამ გაუსხლტა და გაექცა; მეორეც ყვირილით უკან გამოუდგა, დაიჭით, დაიჭითო. ჩაირბინეს ქვემოთკენ და ვეღარა ვნახე. რო წამოვდექი, ფიქრზე მაშინ მოველ: ვაი შენ ჩემო თავო, იმ ყურუმსაღებს თურმე ჩემ ჩექმებზე არა ჰქონდათ ეს ამბავი მეთქი! ორ ხათაბალას გადურჩი და მესამეზე კი ამისთანა ოინი მომივიდა. ახლა იტყვით სიზმარი ტყუილიაო.
1877 წ. თიბათვის 3-სა
ანჩისხატის უბნელი.