![]() |
ივერია (6)1878.09.02 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 კიდევ კონფერენცია |
▲back to top |
|
კიდევ კონფერენცია
როდესაც ოსმალეთმა დროებით მორიგებაზედ ჩამოუგდო ლაპარაკი რუსეთს, ამან, როგორც მოგეხსენებათ უპასუხა, რომ ომიანობას ვერ შევწყვეტამო და დროებით ვერ შეგირიგდები, ვიდრე სამუდამო შერიგების წინა-პირობებზედ თანახმა არ გახდებიო. ამასთანავე შეუთვალა ის პირობები, რომელნიც ჩვენის გაზეთის წარსულ ნომერში იყვნენ მოხსენებულნი. ოსმალეთი დათანხმდა. შემდეგ რუსეთმა დასდვა დროებითის შერიგების პირობებიც და შესწყდა კიდეც თოფ-იარაღის ჭექა-გრიალი. ამ პირობების ძალით (არ უნდა შეგეშალოთ სამუდამო შერიგების წინაპირობები, რომელნიც მოხსენებულნი იყვნენ ჩვენს გაზეთში და დროებითის შერიგების პირობები, რომელნიც არ ყოფილან დაბეჭდილნი ტფილისის გაზეთებში), — ამ პირობების ძალით მეთქი თითქმის მთელი ოსმალეთი ევროპაში რუსის ჯარის მიერ იქმნება დაჭერილი: მთელი შავი ზღვის დასავლეთის ნაპირი, რუსეთის საზღვრიდამ მოყოლებული თითქმის სტამბოლამდე, ვარნის ციხე-სიმაგრის გარდა, რუსის ხელში იქმნება, აგრეთვე მარმარილოს ზღვის ნაპირი შარკიოამდე. გარდა ამისა რუსის ჯარსვე ეჭირება არხიპელაგის ნაპირი ურშიდამ ქალაქს მაკრამდე. გარდა ამისა იმავე პირობების ძალით ოსმალეთმა უნდა დაცალოს ციხე-სიმაგრენი: რუშჩუკი, სილისტრია და ვიდდინი.
რაღა თქმა უნდა ეს გირაო საკმაოა, რომ თავად ისეც დასუსტებულს მტერს სრულიად ამოუფშვნიტოს სული თუ საჭიროება მოითხოვს. ამ გვარ მდგომარეობაში ი ჩავარდნილი ოსმალეთი რუსის ანაბრად არის მიგდებული, რადგანაც, როგორც ეხლა სჩანს, მას არა-ვითარი მეგობარი და კეთილის მოსურნე არა ჰყავს, რა ღა თქმა უნდა აგრეთვე, რომ ამ გვარად დაიარაღებული რუსეთი გულმაგრა დაუხვდება მომავალს კონფერენციას, მით უფრო რომ სხვა და სხვა კონფერენციებს და დიპლომატიურ ყრილობებს არავითარი მტკიცე მნიშვნელობა არა აქვთ, თუ თან არ მოსდევთ სხვა უფრო ნამდვილი ძალა, მოქმედებისათვის გამზადებული. ყოველი ამ გვარი ყრილობა და ბაასი არის ან ომის დასაწყისი ან ომის დასკვნა. ორივე შემთხვევაში საქმის დაბოლოვება და გადაწყვეტა დამოკიდებულია თოფ-იარაღზედ. რაც შეეხება აღმოსავლეთის საქმეს ამ კონფერენციების უმნიშვნელობა უფრო ცხადია, რადგანაც ამ საქმეს დაერთვის მრავალი საგანი და შურის ძიება, რომელთა თანხმობა და ერთგვარი მიმართვა ძნელია. უპირატესი ხმა და მნიშვნელობა კონფერენციაში ქმნება იმას, ვისაც უფრო გალესილი ხმალი ეჭირება ხელში. ამიტომაც მოგახსენებთ, რომ რუსეთი გულმაგრა დაუხვდება კონფერენციას. მართალია თოფ-იარაღი არც სხვა სახელმწიფოს აკლია, მაგრამ რუსეთმა შეიძინა იმგვარი სტრატეგიული ადგილ-მდებრეობა, რომ მასთან ბრძოლა ეხლა უფრო ძნელია ვიდრე უწინ. გარდა ამისა თუ რუსეთს მტკიცე წინააღმდეგობა დაუხვდება კონფერენციაზედ გასაკვირვალი არ იქმნება, რომ რუსეთმა ჰპოვოს თვისი მოზავე თვით ოსმალეთში. ამ გარემოებას თვით რუსის გაზეთებიც არა მალვენ. აბა დაუგდეთ უური „Голосъ“-ს: „ამ შემთხვევაში (ე.ი. თუ რუსეთის მტერთა საერთო წინააღმდეგობა გამოიჩინეს რუსეთის წინაშე) უკეთესი მოზავე თვით ოსმალეთი შეიქმნება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ მდგომარეობაში, რომელიც გვიპყრია ჩვენ ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ, თუ საერთო ომიანობა სტყდება, ჩვენის მხედრობის პირველსავე ნაბიჯს მოჰყვება ოსმალეთის სახელმწიფოს სრულიადი გაქარწყლება ევროპაში. რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა ბევრი ხომალდი შეიყვანოს ინგლისმა ბალტიისა და შავ-ზღვაში, რამდენიც უნდა ჯარი გადმოასხას გალიპოლს ან სტამბოლს, რამდენიც უნდა თოფი მოგვექცეს ზურგს უკან, - ეს ნაბიჯი მაინც და მაინც აუცილებლია. პირველი თოფი, რომელიც იჭექავს მორიგების შემდეგ, მიმართული იქმნება სტამბოლისაკენ, — ამას ეჭვი არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს. თუ დროებით მორიგებას სამუდამო მორიგება არ მოჰყვა, ოსმალეთის მფლობელობას ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ ბოლო მოეღება. მხოლოდ ამით დაიწყება ყოველი ომიანობა, რომელსაც კი დაამზადებს მომავალი კონკერენცია, რაც უნდა ბოლო მოელოდოს ამ ომიანობას დასაწყისი ასეთი იქნება. ყველა ეს კარგად უნდა ოდნენ ოსმალებმა შერიგების პირობების ძალით ოსმალებს მაინც შეუძლიან განაგრძონ თავისი არსებობა ბოსფორის ნაპირზედ. ახალი — ევროპიული — ომი, რითიც უნდა გათავდეს, იმით დაიწყობა, რომ ეს არსებობაც ჩამოერთაპირებს თურმე დასწრებას კონფერენციაზედ; რუსეთის მიერ გაგზავნილი იქმნება გრაფი შუვალოვი, რუსეთის ელჩი ინგლისში, მაშ თუ ასეა რაღას უნდა მოველოდეთ კონფერენციისაგან?
![]() |
2 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
გორი 24-ს იანვარს. — გორის სიწმინდე არამც თუ სულით და გულით — ეს რა ამისი საკადრისია, სალანძღავი სიტყვები გახლავან, — გარეგნობით მაინც ისეთი სანახავი გახლავთ, რომ რაღა მოგახსენოთ. ბუნებაც ამასა მტრობს ხალხისაგან გათახსირება არ გეყოფა, შე საცოდაო გორო, რომ ბუნებაც ჩამოგკიდებია? ამოდენი თოვლი გამოუგზანა წელს, რომ ყურებამდინ მოლაფულია. თუ ტვინამდინ აუვიდათ ეს შემაძრწუნებელი სიმყრალ-სიჭუჭყე, მაშინ მშვიდობით, ცოლო და შვილო, მაგისი შველა ძნელიღაა. აუვათ კი, მღვთის მადლით, ტვინამდინ სიმყრალის ძალა გორელებს, მაგრამ რა? ზოგი ისრე მაღლა ზის, რომ ვერ მიაღწევს მისამდი, ბრალი იმისი ვინც დაბლაა. ბატონებო, წელს გორში ხალხი სწყდებაო, იძახიან. მა რა ჯანბა მოუვა, რომ არ გასწყდება! შინ სიძვირეში და სიღარიბეში ნაკლებათ ცხოვრობს მდაბალი ხალხი, კარში ქალაქის ცუდი ჰაერი უშხამავთ გულ-ღვიძლს, ზემო ბაზრიდგან დაწყობილი ციხის გვერდის ქუჩა ქვემო ბაზრამდე სულ მთლად მოკირწყლულია ადამიანის ფეინით, დამხრჩვალის კატებით და ძაღლებით. მთელი გორის ვაჭრობას ეს ქუჩა აქვთ ფეხის ადგილათ. რომ მიდიხარ უნდა ძალიან გაფთხი. ლებული იყო, რომ არავინ შემოგაკვდეს. წარმოიდგინეთ ამ ქუჩაზედ დგანან ორი უპრავის წევრნი თავში უფ. და ბოლოში უფ. ა. რა ეს ქუჩა და რა სხვები, ეს ერთი არაფერი; საესბოები, გარდა ერთისა, შიგ ქალაქში არიან დამართულები. ქუჩაში ხოცვენ საკლავს, იქცევა სისხლი, ფაშვებს იქვე ძაღლებს უყრიან; ესენი ხევენ, ათრევენ ტალახში, სისხლიც ირევა ტალახში, მერე აჭერს მზე და ისეთს მშვენიერ სუნელოვანს ჰაერს ავენებს, რომ ყნოსვით ვერ გაძღება კაცი. აი ისემც გამიძღებიან ჩვენი ქალაქის გამგეობის წევრნი, როგორც ჩვენ ვძღებით კი არა, ვირგებთ იმ დამპალს ჰაერს?! ამასთან ესეც უნდა მოგახსენოთ, რომ საკლავის გაბერვა, მგონი, რომ აკრძალული უნდა იყოს, და თუ აკრძალული არ არის, მაინც და მაინც ქალაქის ჯან-მთელობის საქმე მოითხოვს, რომ ეს ცუდი საქციელი გორელმა ყასბებმა მოიშალონ. ისეთი წირპლიანი სალახები ჰბერამენ ცხვრებსა, ისეთი ჭუჭყიანები, ღრძილებ ჩაჟამულები, რომ ჯერ ერთი დანახვა გაგაჟრჟოლებს და ხორცს, თუნდ რომ იყიდო, გემოს ჯერ ჩაატან. რას იტყვი, მკითხველო, მგონი ამის მოსპობა ძალიან ძნელი არ იჟოს ქალაქის გამგეობისთვინ? ან რა ძნელია? მაგრამ სადაცა გორის ქალაქის გამგეობას რიგიანი წევრი ვერ ამოურჩევია თვისის გამგეობისთვინ, საცაღა გამგეობამ უფ დ-ი აღმოირჩია წევრად, სხვას რას იზამს კარგს? ამათ ხომ საყასბოდამ კარგი სუკები არ დააკლდებათ და ჩვენ წყალმა გვზიდოს.
კარგი იქნება, რომ ვისიც რიგია, ყურადღება მიაქციოს ქუჩების სიწმინდავეს და საყასბოების სიმყრალეს, თუ იკადრებს და თუ ძვირფასად მიაჩნა ქალაქის ჯან-მთელობა, რადგან ამისთანა უწმინდურობა ამრავლებს ავათმყოფობას.
ქალაქის სიმყრალე, ცუდი ჰაერი, გვაქვს საზდოთ ხორცისთვინ, სხეულისთვინ შენახული, — ამას ხელს არვინ შეუშლის; ეს ცუდი პერი უწმინდურების გამო. ყოფილა და იქნება. ახლა გადავავლოთ თვალი იმას თუ რა საზდო აქვთ გორელებს სულისა და გულისათვინ, ე.ი. გონებისთვინ, ტვინისთვინ. საკვირველიაო, შენიშნავს მკითხველი, ამ ჩვენის მობაასის საქმეო, ამდენ სიმყრალეს რაღა ტვინი, რაღა გონება გადაურჩებოდაო, რომ გონების საზდოზედაც ლაპარაკობსო; ვიღამ რა საზდო უნდა მიიღოსო. მეორეც ესა, ჭკუა ეხლანდელ დროში ხომ თავის ალაგას — ტვინში არ არისო, თვალშია და თვალის საზდოზედ ილაპარაკოს სჯობიანო. ჰო, გაცოცხლა ღმერთმა, ჩემო მკითხველო! მეც მანდა ვარ! ამ გორში კი არ არის ხეირიანი ტვინი, აქ თვალში აქვთ… შენი ბძანებისა არ იყოს, ჭკუა — და საზდოც ამისთანა ჭკუის შესაფერი აქვთ. რომ აღარ დამაცალე თქმა! აქ საზდოთ გონებისა გახლავთ ჭორიკანაობა. როგორც მო|გეხსენებათ ჭორიკანაობა წარმოსდგება გონების გაუნათლებლობისაგან. ისე გასჯდომით გორელებს ეს თვისება, რომ დიდი და პატარა, განათლებულ-გაუნათლებელი, თითქმის ყველა ან მეჭორეა გმოჩინებული, ან უსათუოდ ჭორის დამჯერია. — უცხოდ რომ მოხვიდეთ აქ დით, ცოლით, ნათესავ-ქალით, შინვე მთელს ქალაქს მოსდებენ, რომ ვიღაც როსკიპები მოვიდნენო. დასთან რომ გაიარო, მაშინვე იმ დასკვნას გამოიყვანებენ, რომ შენი საყვარელია. მთელი გორი თითქმის ხომ მეჭორეა, მაგრამ ამათში გამოსულები არიან ორი მეორე ქალი. მათ ჭორებს ლაპარაკობენ ცისმარე დღეს, ამათ ის ჭორებით ატარებენ დროს მთელი გორელი ქალები უფრო და კაცებიც კი. ერთი ამ მეჭორეთაგანი სცხოვრობს ქვემო უბანში, მეორე ზემო უბანში. ქვემო უბნელი მეჭორე ცოტა ცოტა მოხუცდა, გონების ძალა აღარ მისდევს, რომ ცოცხალ-ცოცხალი ჭორი გამოიღოს, აღარც სხეულის ძალა, უიმისოთაც უძლური, შესწევს, და ამიტომ აღარ აქვს ამის ჭორიკანაობას დიდი გავლენა გორელებზედ. ამ პატიოსანმა მანდილოსანმა დაუთმო სხვას თავისი თანამდებობა. მეორე ქალი[1] გახლავსთ ახალ-გაზდა, კანტი აგებულებისა; მეტის ჭორების მოგონებით ტანში მოშლილი, გამხდარ-გამსჭვალული გახლავსთ. ეს ორნი იწყობენ ჭორებს, გაისტუმრებენ ჭორს სასიარულოდ და როცა მიძველდება არხივში გადასცემენ და ახლა კიდევ სხვას ახალს მოიგონებენ. რასში მდგომარეობს ამათი ჭორიკანაობა: ეს ამას და ამას ჰყვარობს, ამან ბუში გააგდო, იმან თურმე კამპანიაში იმას აკოცა; არც თავისას ზოგვენ. ამათის მოქმედების აღწერას, რომ მოყვე შორს წავა. ვიტყვი კი, რომ დიდი ვნება მოაქვთ და ამათ ამითი. დასა და ძმაში სთესენ მტრობას, მეგობრებში გაუტანლობას, ცოლ-ქმარში უსიყვარულობას და სხვა და სხვ.
ტ.—ც
ქუთაისი . ქუთაისს საქართველოს ცხოვრების წარმოებაში ტფილისის მერმე პირველი ადგილი უჭირავს და როგორც შეჰფერის ამ ყოვლად საპატიო ალაგის მჭერელს, იგი იძლევა საქმით მაგალითებს საზოგადოებრივ ცხოვრების ყოველ განყოფილებაში. ეს საქმითნი მაგალითები გამომდინარეობენ ხოლმე წრეთაგან, რომელნიც შესდგებიან ამ ჩვენს ქუთაისში როდესაც ან მთელს საზოგადოებას თავისთვის, ანუ და რამოდენიმე პირს საზოგადოებისთვის სურს რაიმე ცვლილება ცხოვრების მსვლელობაში. პირველ შემთხვევაში თავად აზნაურნი ირჩევენ თვის შორის ათიოდე და მათ აბარებენ საქმის განხილვას და ცვლილების მოხდენისთვის პროექტის შედგენას, ამ პირთაგან შედგების მზრუნველი წრე, რომლის ნაღვნწი პროექტი მიდის მმართებლობასთან დასამტკიცებლად. ეგრე მოხდა როდესაც თავად-აზნაურებმა საჭიროდ სცნეს თვის შორის ბანკის გახსნა. მეორე შემთხვევაში წრის შედგენა უფრო შესანიშნავია, თუ გინდა შემთხვევითია, ვთქვათ, რამოდენიმე ყმაწვილი კაცნი (ქალებზე ტანცი-მანცის საქმეში გამოსადეგთ გარდა უკაცრავათა ვართ) რომელიმე ოჯახში შეიკრიბნენ, მათ შორის ჩამოვარდება ლაპარაკი რომელიმე საზოგადო საქმის სანავლულეზე და გათავდება მითი რომ რამოდენიმე ხანის მერმე თვით მოკიდებენ ხელს ამ სინაკლულის მოსპობას, და თუ კარგად ცოდნით მიჰყავთ საქმე, საზოგადოებაც მათ ხელს უწყობს. ამ გვარ წრის წყალობით დაარსდა ქ. ქუთაისში ერთი სასწავლებელი, რომელზედაც ჩვენ ქვევით გვექნება საუბარი. ეს სასწავლებელი გახლავს ღირს-შესამჩნევი ორ-კლასიანი კერძო სასწავლებელი პანსიონით უფ. ალ. ბეს. ჭიჭინაძისა პირველად ამ სასწავლებელის დაარსება იკისრა ი. მ. რომელიც ქუთაისის ღიმნაზიის კურსის დასრულების შემდეგ ციურიხში ლექციებს ისმენდა რამოდენიმე წელიწადს. მასთან თანამშრომელად იყვნენ ეხლანდელი მზრუნველი სასწავლებლისა და ი. მ-ძე თუ რა რიგ გულ-მოდგინებით ჰსურდათ მათ ამ კეთილის საქმის სისრულეში მოყვანა და რა რიგ დარწმუნებულნი იყვნენ საქმის კარგად წაყვანაზე ზოგადოებისაგან ხელის მოწყობაზე, გვიჩვენებს იგი რომ მათ 60 მანეთით დაიწყეს საქმე. ამ ფულით იყიდეს სასწავლებლისთვის აუცილებლად საჭირო ნივთები რადგანაც 60 მანეთი მალე დაეხარჯათ, ნისიათ აიღეს შაგირდთათვის ტაბლები და იქირავენ მშვენიერი ქვითკირის სახლი 700 მ. წელიწადში. მათდა ბედათ ახლის პატრონი ი.მ. ახლო ნათესავი იყო და ფულის (სახლის ქირას) მიცემა წლის ბოლომდის აცალა.
გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილი განცხადება აუწყვბდა, რომ ქუთაისში იხსნებაო კერძო ორ-კლათიანი სასწავლებელი პანსიონითაო. მიიღებიან შაგირდებიო შემდეგის პირობებითო; პენსიონერებმა წელიწადში უნდა შემოიტანონო 250 მან. აგრეთვე ტანაცმელი და ქვეშ-საგები და სასწავლო ავეჯეულებანი ათი უნდა იყვესო, დანარჩენი ზრუნვა სასწავლებლის ექნებაო. სახლითგან მსვლელებმა შაგირდებმა წელიწადში უნდა შემოიტანონო 40 მან ამ გვარად ჩვენი ეთილის მოსურნენი მზად იყვნენ შაგირდთა მისაღეად, მაგრამ ამ დროს უფ. ი. მ. „ციურიხის“ სახელის წყალობით უარი მიიღო. მთავრობისაგან სასწავლებლის მზრუნველად ვერ დაგნიშნავთო. მის მაგიერად თხოვნა შეიტანა უფ. ალექსი ბეს, ჭიჭინაძემ, მოსკოვის უნივერსიტეტში კურს დასრულებულმა, ცოტაოდენის ხნის მერმე მისი თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. უფ. ჭიჭინაძემ სხვა სახლი დაიქირავა სასწავლებელისთვის, რომლის კურსის, ე.ი., ორი კლასის პროგრამმა უდრის მოსამზადებელ და პირველ კლასის ღიმნაზიის პროგრამმებს. პირველს, 1877 წელს, სასწავლებელში სწავლობდნენ 35 სახლითგან მსვლელნი შაგირდნი და 5 (ხუთი) პანსიონერი. ერთი წლის სასწავლებლის არსებობამ დაანახვა საზოგადოებას, რომ უფ. ა. ბ. ჭიჭინაძეს კარგად ესმის იგი საქმე, რომელსაც ხელი მოკიდა, მართლაც მისი ხელოვნურ ხელმძღვანელობის წყალობით სწავლა ისე მიდის, როგორც მოითხოვს ნამდვილი პედაღოღია. ბევრი სწავლაზე გულ-აცრუებული ყმაწვილი, სხვა და სხვა სასწავლებელში უკუღმართის სწავლისა გამო, ნამდვილ გზაზედ დააყენა აქ სამაგალითო სასწავლებელმა. ამის გამო იგი თუმც მცირე ხანია რაც არსებობს, მაგრამ საზოგადოება მას პატივს-სცემს. და როგორ არ უნდა სცეს, განათლების მწყურვალედ მძებნელმა, მაგ სასწავლებელს პატივი, როდედესაც ცხადად ხედავს რომ სხვები ეკონომიურის მხრით უფრო შეძლებულნი სასწავლებლები მხოლოდ გულს უცრუებენ ბავშვებს… წრეულს ამ სასწავლებელში ითვლება 79 შაგირდი. პირველ კლასში 58 და მეორეში 21. მათ შორის 9 პენსიონერია და 2 სანახევროდ პენსიონერი. გვარტომობით: 76 ქართველია, ერთი რუსია, ორი სომეხი. მათ შორის 4 თავადიშვილი, 64 აზნაური, სამი გლეხი და 5 მოქალაქენი.
სრული, საფუძვლიანი იმედია, რომ სასწავლებლის საქმე მომავალშიაც აგრე კარგად წავა უფ. ა. ბ. ჭიჭინაძის ხელოვნურ ხელმძღვანელობის წყალობით, როგორც ახლა მიდის. გისურვოთ რომ ეს — ღირს-შესამჩნევი სასწავლებელი განათლების გზაზედ დავენებელისაგან გარდიქცეს თვით განათლების მიმცემათ!
ი-ა ი-ძე.
გაკვრით . როგორც ყველამ იცის, ყოველს სასწავლებელსა აქვს ზაფხულში კანიკულები, ანუ თავისუფალი დრო, ესე იგი, დრო, როცა სწავლა შესწყდება და შეგირდებს თავიანთ დედ-მამასთან გაისტუმრებენ ხოლმე. ეს თავისუფალი დრო სხვა და სხვა სასწავლებელში ზოგან სამი თვეა, ზოგან ორია და სხვ. ზაფხულის კანიკულები, თუ არა ვცდები, არიან დანიშნულები იმისათვის, რომ შეგირდებმაც და მასწავლებელმაც შეისვენონ წლის შრომის შემდეგ, შეიკრიბონ კვლავ ძალა, რომ ხალის ძალით და ღონით შეუდგნენ შემოდგომაზედ თავიანთ ჩვეულებრივს საქმესა. ზაფხულში იმიტომ ინიშნება ხოლმე კანიკულები, რომ სიცხე თითქმის შეუძლებელად ხდის (ძლიერ მაინც უშლის) იმ გონებითს გარჯას, რომელიც საჭიროა როგორც შეგირდებისათვის, აგრეთვე იმათ მასწავლებლისათვისაც. ხოლო სოფლების შკოლების მდგომარეობა რომ ვიქონიოთ სახეში, ეს კანიკულები ჩვენს თვალში კიდევ სხვა დანიშნულებას მოიპოვებენ. შეწყვეტილი სწავლის დრო აძლევს ღონისძიებას გლეხების შვილებსა, რომ თავის მამის სახლს მიეშველონ მუშაობაში მაშინ, როცა გლეხ-კაცისათვის დამხმარებელი უფრო საჭირო არის, ესე იგი, კალოობის დროს.
ეს ესეა მხოლოდ იქ, სადაც არ არის მთა ალაგი, მაგრამ თიონეთის მაზრის შკოლები რომ ავიღოთ, აქ სულაც არ მოუდგება არც ერთი ზემოხსენებული დანიშნულება ზაფხულის კანიკულების, თვინიერ პირველისა. მართლაც და იმ სოფელში, სადაც ეხლა ამ მაზრაში შკოლები მოიპოვება, ისე გრილა ხოლმე, რომ სწავლის წარმოებას სულაც არ უშლის ზაფხულის სიცხე. მაგრამ იქმნება ზაფხულში შვილები საჭირო იყვნენ დედ–მამისათვისო, ვიცი მეტყვის, მკითხველი. საქმეც იმაშია, ჩემო მკითხველო, რომ აქ იმ დროს დედ-მამას თავის შვილი არ უნდა შინაურის გარემოებისათვისა. სულ უდროოდ ეტყვიან ხოლმე თავიანთ მასწავლებლები; ადექი და წადი შინაო. აი რატომ: თიონეთის მაზრაში სწორედ იმ დროს დაიწყობენ ხოლმე მოსავლის შეკრებასა, როდესაც მასწავლებელი მარიამობისთვის გასულში დაიძახებს ხოლმე: „მამასახლისო, ახლა კი მომირეკე ბიჭები, რომ სწავლა დავიწყოვო“. როდესაც ამას დაი ძახებს ხოლმე მასწავლებელი, მაშინ გაჩაღებული კალოს ლეწვა და მუშაობა არის ხოლმე თიონეთის მაზრაში. ამისთანა დროში, როდესაც გლეხის ყველი და დანა ერთათ არის, როდესაც გლეხს ასე უჭირს კევრზედ შემდგომი და საქონლის მომვლელი უმცროსი, იმ დროს ეუბნებიან გლეხსა, რომ შენი შვილი შკოლაში უნდა გააგზავნოვო. არ არის ძნელი გამოსაცნობი, რომ მაშინ გლეხი არ გაგზავნის შვილს შკოლაში, და ამის გამოც პირველ ენკენისთვის მაგივრათ, ხან პირველს ღვინობისთვეში დაიწყობა ხოლმე ამ მაზრაში სწავლა, ხან ამ თვის გასულს და რო გვიანაც, ასე რომ აქაური კანიკულები ხან ხუთ თვემდე გასტანს ხოლმე. ამ რიცხვს რომ მიუმატოთ ექვსი კვირა უქმი დრო (საშობაოთ ორი კვირა, ორ სააღდგომოთ, ორი საყველივროთ), თითქმის ნახევა რი წელიწადი იქმნება ხოლმე თავისუფალი დრო აქაურს შკოლებში.
ჩვენის აზრით, ესეთი თავისუფალის დროის სრულებით მოკლებულია საფუძველს შესახებ თიონეთის მაზრის შკოლებისა. უნდა ისე მაინც იყოს, რომ არც მწვადი დაიწოს და არც შამფური; ყმაწვილები იმ დროს უნდა იყვნენ თავისუფალნი სწავლისაგან როდესაც ისინი უფრო საჭირონი არიან თავიანთ მამის სახლისათვის, თორემ თითქმის ნახევარი წელიწადი მოდის სასწავლებლის შეწყვეტის დრო. ამასთნ ისიც რომ მოვიგონოთ, რომ აქ ძრიელ ხშირად აკლდებიან ყმაწვილები კლასებსა, გასაგები იქმნება, თუ რა სუსტი სწავლის იმედი უნდა გვქონდეს აქაურს შკოლებში. თუ ამაებს მიუმატებთ იმ ცრუ-პედალოღიურს სწავლის სასტემას, რომელიც არის მიღებული (რუსული ფრაზების კაჭკაჭივით სწავლა) ყველა ადვილად გაიგებს, თუ რა იმედი უნდა ჰქონდეს კაცს ამ შკოლებისაგან!
X
ცოტა ოდენის ყურად-ღების ღირსია კიდევ ის სურათები დაკვირვებითის სწავლისათვის, (картины для нагляд. обученiя), რომლებსაც ამ მაზრის შკოლებში შეჰხვდებით ყველგან. ისინი არ აჩვევენ ყმაწვილის ჯერ გაფანტულს გონებას რომ ერთს საგანზედ შეიკრიბოს გონების ძალი, დააკვირდეს და გაიცნოს მის გარეშემოდ მყოფი ბუნება. ეს შეადგენს, ამისთანა სურათების პირველ დანიშნულებას არა, თქვენც არ მომიკვდეთ — ის სურათები უკუღმა მოქმედებენ: განათლების მაგივრად აბნელებენ ყმაწვილის გონებასა, ამისათვის რომ არიან დაფარულნი მიუწდომელობის სიბნელითა; არამც თუ აჩვევენ ბუნებისადმი დაკვირვებას, არამც თუ რაც გარს არტყია ყმაწვილს, იმას წარმოუდგენენ ყმაწვილის გონებასა, არამედ უხატავენ იმისთანა ბუნებითს საგნებს, რომელიც ყმაწვილებმა სულაც არ იციან. საქმე იმაშია, რომ ეს სურათები უხატავენ ყმაწვილს იმ ბუნებასა და იმ ცხოვრებასა, რომელიც სიზმარშიაც კი არ მოსჩვენებია რა უნდა გაიგოს ერთი მითხარით გეთაყვანეთ, ხევსურს ანუ ფშავლის პატარა ბიჭმა ნემეცურის ცხოვრებისა, რომ დაკვირვებითი სწავლა დაიწყოს ნემეცების ცხოვრების სურათებითა!? ნეტარ-ხსენებულმა პესტალოცციმ დიდი ხანია შეურაცხყო ამისთანა უგუნურება და ცხადად დაამტკიცა, რომ პირველდაწყებითის სწავლის მასალად უნდა იყოს ის ცხოვრება, რომელშიაც ტრიალებს ყმაწვილი, იმ ცხოვრების სურათები, რომელთაც ყმაწვილი ხედავს ყოველს დღეს და სხვ. ესეც ხომ ქართული ენა არ არის, რომ ძილი დაუფთხოს ჩვენს კეთილისმყოფელებს, ეჰ! ეჰ! და ეჰ!
დ .რ.
კახეთი, „ივერიის“ მე 3 № ში იყო დაბეჭდილი წერილი, რომელმაც ცოტად თუ ბევრად ნაჩვენებია ზოგიერთა მასწავლებლებლების უვარგისობა საზოგადოდ. მე ვამბობ საზოგადოდ, რადგანაც ავტორი ეხება როგორც მათს შრომას შკოლაში, აგრეთვე ზნეობითს მხარესაც. მართალია, თუმცა საზოგადო აზრი ზოგიერთა მასწავლებელზე ხსენებულის წერილისა ნამდვილად ჰხატავს კახეთის ზოგიერთა სს. შკოლების მასწავლებლების შრომას და ყოფა-ცხოვრებას, მაგრამ ზოგიერთში კი ვერ დავეთანხმები უფ. კორრესპონდენტს. სხვათა შორის ავტორი ეხება ალვანის შკოლის მასწავლებელს, რომელიც, ვითომ „ვერ დაჰყურებს მაღლიდამ იმისთანა მასწავლებლებს, როგორიც არიან: არტაანის, ფშავლისა, ნაფარეულისა და სხვები“ ნეტა სიმართლე რას ეუბნებოდა უფ. დ. რ-ს, როდესაც სწერდა ალვანის მასწავლებელზე უსაფუძვლოდ? მე მხოლოდ ამას ვიტეკი: ალვაანის შკოლის მასწავლებლისთანა ზნეობით, შრომის მოყვარეობით და ერთგულობით შკოლისადმი რომ ყოველს კახეთის ს. შკოლას ჰყვანდეს. საქმე გვარიანად წავა... უფ. დ. რ-ს, ეტყობა გაგონებით კი გაუგია, რომ ზოგიერთი შკოლის მასწავლებელი ვერ ამართლებს თავის დანიშნულებასო, და თითონ კი არ გამოუკვლევია სახელდობრ, რომელნი მასწავლებლები იქცევიან ცუდად. უფ. დ. რ-ს მიუყვია ხელი და ყველანი ჩამოუთვლია. მიკვირს, უფ. კორრესპონდენტს როგორ დავიწყებია სს. საბუისა, ენისლისა, შილდისა და ყვარლის შკოლების მასწავლებლები, რომ არაფერი უთქკამს იმათზე? გაუგონია კი უფ. დ. რ-ს, ალვანში შკოლა არის და მასწავლებელიცა ჰყავთო, მაგრამ, როგორც გვიმტკიცებს ავტორის სიტყვები, თვითონ სრულებით არა სცოდნია არც ალვანის შკოლის მასწავლებლის ვინობა, არც იმასი ზნეობა, არც განათლება და არც შრომა შკოლაში. თუ ასეა — უფ. დ. რ-ს ტყუილ-უბრალოდ დაუჯღაბნია უფ. ალვანის შკოლის მასწავლებელზე. ჩემის სიტყვების დასამტკიცებლად მოვიყვან იმას, როდესაც ტფილისის გუბერნიის სს. შკოლების დირექტორი უფ. სტრელეცკი (უფ. თელავის სამაზრო სასწავლებლის მასწავლებელი ვ. კიკნაძე და საცხენისის შკოლის მასწავლებელი უფ. დ. ბუკურაულიც, რომლებიც შკოლების დასათვალიერებლად თან წაიყვანა უფ. დირექტორმა) დარწმუნდა, რომ ისე გვარიანად დაყენებული შკოლა და ერთგული თავის საქმისდმი მასწავლებელი, როგორიც არის ალვანში, ძვირად მოიპოება საქართველოშიაო. ამ სტრიქონების დამწერს აქვს სახეში მხოლოდ სიმართლის დაცვა და არა „ბაასი;“ ამისთვის ნუ უწინება უფ. დ. რ-ს, თუ იმისი აზრი ალვანის მასწავლებელზედ უმართლო გამოდგა. უსაფუძვლო განკიცხვა და დამცირება საზოგადოებაში არამც თუ გაასწორებს უხეიროს, არამედ კარგსაც წაართმევს ბეჯითობას, და მხნეობას როგორც ხშირად მოხდება ხოლმე კაცთა-შორის: ჩვენთვინაც კარგი იქნებოდა, რომ ბევრნი იყვნენ მაგარის ხასიათის კაცები, რომლებიც ერთგულად მისდევეს თავის საქმეს და არ ეპუებიან ხალხისაგან უსაფუძვლოდ განკიცხვას, მაგრამ ისეთი კაცები არამც თუ ჩვენს უბედურს ქართველებში არამედ უგანათლებულეს ხალხებშიაც იშვიათდ იპოვებიან. ბევრი ნიჭი დაღუპა. სამუდამოდ უსაფუძვლო და უსამართლო სჯამ!..
X
მკირხველო! ეხლა მე მსურს გაგაცნო ერთი შესანიშნავი პედაღოღი, რომელიც სუფევს მასწავლებლად ს. საბუეში. უფ. უიასოვმა (გვარია ამ შესანიშნავის პედაღოღისა) ისე არ იცის რა თავის საქმისა ჰედაღო ღობისა), როგორც მე და შენ, მკითხველო, ჩინურის უნისა! აბა ერთი მიბძანუთ: ლოჭინის შკოლაში, სადაც მებაღეობას და ხვნა-თესვას ასწავლიან (ისიც მგონი უხეიროთ), რამდენსამე ხანს ნამყოფისგან რა პედაღოღიურ ქცევას უნდა მოველოდეთ!! უფ. იასოვი იმ მეთოდით ასწავლის, რომელიც მამად-ხანის დროსა მეფობდა! რაღა თავი შეგაწყინო, ჩემო მკითხველო, ამ პედალოღმა“ არც ქართული იცის და რუსული ხომ ღმერთმა შეინახოს! მაშ, იტყვის, ჩემთან ერთად გაოცებული მკითხვლი, რომელი ენა უნდა იცოდესო?... — ს. ყვარლის მასწავლებელი უფ. ნ. მესხი ქალაქიდამ დაბრუნებულა და, როგორც დ მარწმუნა ერთმა იქაურმა პატივცემულმა გლეხმა ქ. — შვილმა, 30 იანვრისათვინ დაუბარებია შეგირდები შკოლაში. ის დალოცვილი ძალიან ერთგული არა ყოფილა თავისის საქმია! ეტყობა, უფ. ნ. მესსი ძალიან ნაზად არის აღზრდილი, რომ ასე ხშირად დასეირნობს და იშვიათად დაიჩრება შკოლაში! წარმოიდგინეთ ისეთი ბეჯითია შკოლაში სიარულში, რომ თუმცა ყველიერი მოახლოვდა, მარგამ მაინც დაიბარა შეგირდები, არ მოსცდნენ სწავლასაო! არ უყოთ მთელი თვე შესვენება?! უფ. ნ. მესხს თავისი კალენდარი ჰქონია როგორც ეტყობა იმის კვირაში სამი-ოთხი დღესასწაულია! თვის თავს რას ეუბნება უფ. მესხი რომ მუქთად ჰსჭამს იმ გლეხების თითო მანეთს, რომელიც, ვინ იცის, რა შრომით და ოფლით აქვთ შეძენილი; ან კიდევ ვინ იცის რომელ პოღოსას ან ოანეზს გამოართვა და ერთი კოდი პური ან ერთი ჩაფი ღვინო დაუწერა?! ფშავლის შკოლის მასწავლებელი ბადუროვი აღარ არის მასწავლებლად; დირექტორმა მოსვლისთანავე დაითხოვა და მის მაგივრად უფ. რცხილაძე განწესა. ეს მასწავლებლებზე და დ ეხლა სხვა რამე ვილაპარაკოთ.
X
კახეთში ავად-მყოფობა არა არის რა; მხოლოდ ზოგს სოფლებში მჭვლით ხდება ავად ხალხი, მაგრამ სიკვდილი კი არ არის გახშირებული. საქონლის ჭირი კიდევ იღებს ხარჯს, თუმცა მცირედ. ამ უკანასკნელ დროს კახეთში ქარები იყო და ეხლა კი აღარ არის, თოვლიც აღარ მოდის, თუმცა ძველი ჯერ ტყე-მინდვრებს არ მოშორებია, — გზები კი გამშრალია. ამ ჟამად თითქმის გაზაფხულის სითბო დგას ალაზნის ველზე კახეთში. „დროებითი მილიცია“ დაშალეს, და, როგორც გავიგე, მარტში ისევ უნდა მოკრიფონო, თელავში პოლიციას ბძანება მოსვლია, რომ ეზო-ქუჩები სუფთად შეინახოთო, რომ თბილისის ავადმყოფობა მანდაც არ გავრცელდესო პოლიცია დიდ ფაცა-ფუცშია. წარმოიდგინეთ: რიყეზე (თელავის და ძველ-გალავანის შუა) ყასაბ-ხანები სულ დააკეტინეს და ქვევით რიყეზე ჰხოცვენ ეხლა საკლავს. რასა ჰხოცვენ, — ღორი და ორი სამი ცხვარი — აი თელავის საკლავი! მე მიკვირს: თუ პოლიციამ რივეზე დააკეტინა ყასაბ-სანის დუქნები — ბატონის წყაროსთან რაღატომ არ უბძანებენ, რომ დაკეტონ, რადგანაც, როგორც წინათაც მოვიხსენიე — წყარო სრულებით გაფუჭებულია; ჯერ დაუდევნელობა და მერე ყასაბ-ხანამ ხომ სრულებით ბოლო მოუღო. საშინელი ტალახი დახვდება და მურალი სუნი ეცემა „ბატონის წყაროს“ ახლოს გამვლელს... ზოგი შემდეგში.
ქართველი.
თელავი.
1878 წ. 4 თებერვალს.
ყველაფერზედ
(წერილი სურამიდამ)
მკითხველო, თუ როდესმე ჰყოფილხარ იმისთანა მე გადავარდნილ ალაგას, სადაც შენი გული არავის არ ეთვისებოდეს არც იქაურ ჩვეულებას, არც იქაურ ადამიანების ცევას და არც იქაურ მყუდროებას; თუ ჰყოფილხარ ობლად დამავალი და მხილებელი იქაურობის ურიგობასა, ადამიანების ცბიერებისა, მატყუვრობასა და ფლიდობისა, გეცოდინება რა მჭმუნვარებაში იქმნება ის ობოლი. ამ ნაირ ადამიანს პოეტები დაობლებულ სულს ეძახიან, ხომ ისიც გეცოდინება რა სახით აღგვიწერს ჩვენი უკვდავი პოეტი — ბარათაშვილი ობოლს სულს. აი ის ამბავი:
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული:
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული,
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული,
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
ამისთანა მდგომარეობაში მყოფ კაცს ორი საშვალება ქონია თავის სანუგეშოთ, ნაღვლის გასაქარვებლად და დროს მოსაკვლავათ: პირველად წიგნების კითხვა, მეორე დღიურის წერა. უსულოდ სიტყვიერი წიგნები კაცს ელაპარაკებიან. ხან ანუგეშებენ, ხან მოგვრიან ნაღველს და სევდას. სანაც იმისთანა ალაგას მიიყვანენ, რომ იქ კაცი მხოლოდ აზრით იქმნება იყოს, თუ არა და სხვაფრივ, არ შეიძლება. დღიურში კიდევ კაცი ხატავს თავის შთაბეჭდილებას და გულის ამავს. ეს უკანასკნელი არ ვიცოდი. ერთმა ჩემმა ამხანაგმა მირჩია ერთხელ მიველი იმასთან და იმის დღიურში ამოვიკითხუ ეს ახირებული ლუქსები: რო ამბობენ გორელები მატრაბაზები,“ სცდებიან ძალიან, ეგ გორელებზე კი არ არის ნათქვამი — სურამელებზეა. იმის გამომთქმელს სურამში მოუგონია და გორში გამოუთქვავს, ისე კი არა, ნამდვილად ასე უნდა იყოსო:
სურამელები მატრაბაზები,
არშინიანი ოინბაზები. —
სწორეთ მოგახსენოთ ეს ამბავი ძალიან მეწყინა, ნეტა სურამელებს რა დაუშავებიათ, რომ აგრე უწყალოთ ილანძღება, მას აქედ მეც დავიწყე ბღაჯნა დღიურისა. ჩემი დღიური არ არის შესანიშნავი და შინაარსით მდიდარი, მაგრამ იმედი მაქვს მკითხველი იქმნება იმოდენად კეთილი იყოს, რომ თვალს გადაავლებს ამ ნაწერსაცა.
I
ადრე მოგახსენეთ, რომ თოვლით მდიდრები ვართ-მეთქი. დიახ, ისე გახლავს. აგერ დღევანდლამდისინ განუწყვეტელათ მოდის თოვლი გულ-გახეთქილი. აქაურს ურიების ხახამს უწინასწარმეტყველია, რომ თოვლი ერთ საჟენამდისინ უნდა მოვიდესო. ადონას (დაბადებაში) ისე წერებულა.
Il
ეს ამბავი ძველია, მაგრამ დასავიწყარი კი არ არის. პირველად რომ დაარიგეს აქ გლეხების სახლებში სალდათები, ერთის გლეხის სასლის წინ გზად მიმავალმა ერთმა სალდათმა თურმე მოინდომა ერთის გლეხის ცოლის კოცნა; ამისი სილამაზე მოეწონა თურმე მეომარს, მნე ქალმა შეუპოვარს სალდათს უთავაზა მშვენიერი სილა, სალდათმა იჩივლა მომრიგებელ მოსამართლესთან, (თუმცა კი, ამბობენ, ბრალი ქალის ყოფილა, მაგრამ მე არ მგონია: თუ სალდათს მიზეზი არ მიეცა, ქალი მაგას ვერ გაბედავდა.) მისთვის რომ სუსტმა დედა-კაცმა თავისი ნამუსი დაიცვა სილის თავაზით, მართლა მოსამართლისაგან იქმნა დასჯილი — ორის კვირით საპატიმროში ყოფნით. რისაგან არის, სომხებს არც ერთი სალიდათი არ უდგათ სახლში, სულ ქართველებთან არიან?..
III
დღითი-დღეზე ყვავილი და ქუნთრუშა სურამში ვრცელდება. საკმაო რიცხვი ყმაწვილებიც გახდნენ ამ სენების მსხვერპლად. როგორც ეტყობა ამ ყვავილს არ ეშინინ აქაურის ამცრელის მენდლებისა. საქმე ის არის, რომ ვინც აცრილია, იმათაც არა ზოგავს. ორი ამცრედია სურამში, მაგრამ ერთად არა ღირან; მაზრის ფერშალიც რომ შეერთდეს, მაშინ იქმნება გამოვიდეს რამე.
VI
დღეს აქაურს ერთს გლეხის ქალს ჯვარი დასწეეს, ერთმა გლეხმა შეირთო. საწყალობელს ქალს თურმე არ უნდოდა და ბევრი იძახა:
ნუ მიკერავ, დედილო, წითელს კაბასა,
არ შევირთავ დედილო დაღრეჯილ ქმარსა,
ვაი, ვაი ნუ მცემ, ნუ მკლავ დედილო!...
მაგრამ გამგონი არავინ იყო. ჯერ ჰსცემეს, ძალად თვალ ცრემლიანი შეიყვანეს საყდარში და გადაჰწერეს წვარი, დღეში თორმეტი, რომ შეიყვანონ ამისთანა მსხვერპლი აქაური მღვდლები არ იტყვიან „კმარაო“...
ქაღალდის თამაშობა სურამში ყვავის და ყვავის. ნუნუაც თავის რიგზე, მოკუპრულ რუმბებიდამ მოუკუპრავ რუმბში გადადის ყანწებით და ჯიხვებით. ამაზე, მართლა, მომაგონდა ისპანიის ერთის ბრძენის კოროლის განკარგულება ბრძენმა კოროლმა თავის სამფლობელოში გასცა ბძანება, რომ ვინც დათვრებოდა, ფულით ჯარიმა უნდა გადაეხადა სახალხო შკოლების სასარგებლოდ და იმით ისპანიაში მრავლდებოდა იმის დროს სახალხო შკოლები. ახ, რა კარგი იქმნებოდა, რომ ჩვენშიაც ყოფილიყო ეს განკარგულება, მაშინ იქნება ჩვენს სურამსაც ეღირსებოდა შკოლა.
VI
მე-XIX საუკუნის არსენა — წულუკიძე თავისის ამხანაგებით კიდევ აქედკენ დეეხეტება. ჩკენი პოლიცია დასდევს დასაჭერად, მაგრამ (ოხრად დარჩეს ეს „ეს მაგრამი, სულ ამ მაგრამის ბრალია.) ვერ დაიჭირეს. მე რომ ვიცი მაგათი გარჯილობა... მესტვირესი არ იჟოს „უზარბაზნოთ არ იქმნება თქვენი საკვირველია, რომ გაუჭირდა ჩვენ ცის დაჭერა. ეხლაც შეეტყო პოლიციას, რომ ტატო სადღაც დროებს ატარებსო. მაშინვე აფრინდნენ თავისის ჩაფრებით (ჩაფრები მარტო საწყალ გლეხებთან არიან გმირები) მაგრამ (ოხ ღმერთო ჩემო, კიდევ ვედები ამ მაგრამს) უკანვე ცარიელნი მოვიდნენ.
მგელს მგელობა ერქვა, ტურამ ქვეყანა ამოაგდოო. წულუკიძეს ვჩივით, მაგრამ ამაზე უარესები გამოდიან. ის თუ ჩირაღდნებით მიდიოდა საქურდლად, ესენი ურმებით მიდიან. გაგონილა გეთაყვა, ამისთანა შეუპოვარი და ურცხვი ავაზაკები! გაგიგონიათ ქურდობაზე ურმით წასვლა? წუხელის (29-ს) გაუტეხიათ ერთის აქაურის ვაჭრის ბეღელი და იქიდამ ამოღებული ტომრები პური და ქერი დაეწყოთ, განძრახ იქ მიყვანილ ურმებზე და წაეღოთ. ღმერთო უარესისაგან დაგვიფარე!...
VII
არა უშველა რა ამ მშიერ-მწყურვალე სოხუმიდამ გადმოსულს ბერძნებს. ისევ ისე მშიერ მწყურვალედ, ისევ ისე უნუგეშოდ არიან ეს ყველასაგან დავიწყებულები. ახლა ამას მოემატა წრევანდელი ზამთრის სუსხიც — ამაზე მეტი შეწუხება იქმნება? ბევრი თხოვნაც გაისტუმრეს, ბევრი ტელეგრამმებიც გაგზავნეს, მაგრამ ყუ-
რის მგდებელი არავინ გამოვიდა, ცოდო და სირცხვილია, ღმერთს გეფიცებით, რომ ამისთანა განათლებულ საუკუნეში გვერდით მშიერ-მწყურვალე და სიცივით დამზრალ-წვალებულნი ასობით ადამიანები იტანჯებოდნენ და მიმხედავი არავინ იყოს....
VIII
გაზეთებმა საყვირი დაჰკრეს: პაპი მოკვდაო! ნახეთ გულმა არ მოუთმინა, დეეშურა საიქიოს ვიკტორ ემანუელთან. საკვირველი კავშირი ქონდა პაპის ცხოვრებას იმ კაცის ცხოვრებასთან! აქ ვერ რიგდებოდნენ ერთმანეთში, საიქიოს, ვნახოთ, როგორ წავლენ იოლად? აი იქ იქმნება საყელოს ჭერა — ბერტვა!.. ღმერთმა საუკუნო განსვენება მაინც მიანიჭოს!
ს. ბავრელი.
____________
1 ახლა კი დაგიჭირეთ, ჩემი კორესპონდენტო, სიცრუეში: ეს ქალი თავის დღეში არ იკადრებს იჭორიგანობის, ამას მგონი სასწავლებელში ნიმუოფს აბობენ და მეუღლეც თურმე ისეთი კორრესპონდენტი ჰყავს, რომ შენი მოწონებული, ისეთ ტორრესპონდენციებს თურმე სწერს ჩვენ თბილისურ რუსულ გაზეთებში, რომ როდესაც რედაქცია გადაგეთებს სოლმე იმის ნაწერს, თითონაც ღმწერს აღარ ესმის.*
ასოს ამწყობის შენიშვნა.
* აქსებს ასრე იყოს, არ ავხირდები.
ავტორი.
![]() |
3 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საფრანგეთი. დეპუტატთა პალატს, როგორც მოგეხსენებათ, სხვათა შორის, უპყრია ერთი მძლავრი იარაღი, თუ ვინიცობაა მთავრობამ მოინდომა ხალხის წარმომადგენელთათვის ღალატობა. ეს იარაღი არის ბიუჯეტი. მაკ-მაგონმაც, სხვათა შორის, ამ იარაღის შიშით დაუთმო პალატს: ვაი თუ ფული არ მამცენო და რიღათი გავწიო. მმართველობაო. მაკ-მაგონის დამარცხების შემდეგ რომ რესპუბლიკის მომხრე სამინისტრო დაინიშნა და პალატს ცოტად თუ ბევრად შიში მოეკლო, რესპუბლიკელებმაც ისურვეს ბიუჯეტის დამტკიცება. მაგრამ ჯერ-ჯერობით, სიფთხილისათვის, მეთორმეტე ნაწილი გადუწყვიტეს. საფრანგეთი, გულმშვიდი და მოსვენებული, მიეცა ჩვეულებრივს ცხოვრებას და მოღვაწეობას. რაღაშიში უნდა ქონოდა? მაკ-მაგონი და მისი კარისკაცები დაუმორჩილდნენ რესპუბლიკელებს, პალატს მიეცა გულწრფელი რესპუბლიკელი სამინისტრო, ყოველის ნდობის ღირსი. პარლამენტში შეტანილ იქმნენ სხვა და სხვა წინადადებანი საფრანგეთისა და რესპუბლიკის სასარგებლოდ. მაგრამ უეცრად ხელმეორერედ აეშალა პალატს შიში: ჰერცოგ ბროლჰის მეგობრებს დაუწყვიათ სენატის წინაშე მეცადინეობა ბიუჯეტის უკუგდებისათვის, თუ ნაწილ-ნაწილ იქმნება შემოტანილიო. მათ უნდათ, რომ ბიუჯეტი რაც შეიძლება ჩქარა და მთლად იყოს დამტკიცებული პარლამენტის მიერ. ემუქრებიან კიდეც პლატს — თუ ასე არ მოიქეცითო და ჯერ ბიუჯეტს არ დაამტკიცებთო. არც სენატი განიხილავსო რესპუბლიკელთა მიერ წარდგენილ წინადადებებსაო. სჩანს მაკ-მაგონის კეთილის. მოსურნენი არ არიან ისე მიყრუებულნი და მიძინებულნი, როგორც აქამდისინ ეტყობოდათ. იგინი ფხიზლათ არიან და ელიან მხოლოდ პირველს შემთხვევას, რომ იმ გვარივე განსაცდელი გადაახდევინოს რესპუბლიკას, როგორიც 16 მაისს აუტეხა მაკ-მაგონმა. რესპუბლიკელებიც არ არიან გულხელდაკრეფილნი. იგინიც ამბობენ. მანამ სენატი არ გასინჯავს ჩვენ მიერ წარდგენილ წინადადებას ბიუჯეტი არ მოგერთმევათო. ამ გვარად ჩუმ-ჩუმი მუქარა და დაშინება რესპუბლიკელთა და დამარცსებულის დასის შორის ისევ სუფევს და სრულიად დაწყნარება შინაგანის პოლიტიკისა საფრანგეთში ჯერ შორს არის, მაკ-მაგონს და მის მეგობრებს ჯავრი მოსდით, რომ სრულიადი თანხმობა სუფევს სამინისტროისა და პალატის შორის. ამიტომ ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ რაიმ განსეთქილობა ჩაუგდონ მათ და დიუფორსაც იგივე ყოფა დააყაროს, როგორც ჟიულ სიმონს.
ავსტრი-ვენგრია. ავსტრია, ძალიან მშვიდობიანათ დაუხვდა რუსეთის მიერ წარდგენილ შერიგების პირობებს, მით უფრო, რომ თვითონ რუსეთმა მოინდომა კონფერენციით განხილვა შერიგების პირობათა რამდენიმე მუხლისა. მაგრამ ერთი გარემოება აწუხებს ავსტრიას: რუსის ჯარის მოძრაობა სტამბოლისაკენ. აი რას იწერება ამის შესახებ გაზეთის Indépendance Belge“-ის კორრესპონდენტი ვენიდგან: „მართლა და ეჭვი აღარ არის რუსები მიდიან ოსმალეთის - სატახტო ქალაქისაკენ. აქ ყველა კითხულობს, თუ რა განზრახვა აქვს ამ მოძრაობას? ოსმალეთი ხომ სრულიად დაუმორჩილდა რუსეთს და მიიღო კიდეც მორიგების წინა პირობები. ნუ თუ რომელიმე სამხედრო მოთხოვნილება მოითხოვს ამას? არა, — რადგანაც ოსმალეთმა დამარცხებულად აღიარა თავისი თავი და არავითარ წინააღმდეგობას აღარ იჩენს მაშ ამ სტამბოლისაკენ მსვლელობას სხვა მიზეზი უნდა მოვუძებნოთ. სასახელოდ ეს არ შეშვენის აწინდელს მძიმე გარემოებებს. მაშ იქნებ მას მოსდევს რაიმე საპოლიტიკო მოსაზრება? ესეც ვერაფერი გამართლებაა ეხლა, როდესაც ინგლისმა გაომოაცხადა, რომ თვით დროებით დაჭერაც სტამბოლის არ არის მისთვის სასურველი. აი ამიტომაც ავსტრი-ვენგრიას მიზეზი ეძლევა თვითონაც მიეცეს მოქმედებას. რაც შეეხება სტამბოლს, მას შეეძლო მშვიდობიანი მაყურებული ყოფილიყო. იმ დროს, როდესაც მხოლოდ მხედრობაზედ იყო მიგდებული საქმე. მაგრამ ეხლა კი სხვაა ავსტრია უნდა წინ დაუხვდეს ახალს არეულობას ანუ შიშს. იმას კი არ მოგასსენებთ, რომ ავსტრია აღჭურვილი - იყო რუსეთის წინააღმდეგობისათვის. მაგრამ ავსტრიელებს გონიათ, რომ რუსის ჯარის მსვლელობა სტამბოლისაკენ სრულიად საჭირო არ არის და შიშსაც მოასწავებს.“
— სად შეიყრება მომავალი კონფერენცია ჯერ არ არის გადაწყვეტილი. რუსეთს არ უნდა, რომ ვენაში მოხდეს კონფერენცია, რადგანაც ამ შემთხვევაში, დიპლომატიის ჩვეულების ძალით, თავმჯდომარედ იმ ქვეყნის გარეშე საქმეთა მინისტრი უნდა იყოს, რომელშიაც შეიყრება კონფერენცია. ეს გარემოება უხერხო იქმნება თუ ვინიცობაა რუსეთსა და ავსტრიის სარგებლობა ვერ მოთავსდებიან ურთიერთ შორის წამოყენებულს საქმეში. ვენიდამ იწერებიან, ვითომ კონფერენცია ქ. ბადენ-ბადენში შეიურება. ახლა ვინ დაესწრება ამ ყრილობას? თუმცა რუმინია, სერბია, საბერძნეთი, და ჩერნოგორია თხოულობენ ჩვენც შაგვიშვითო, მაგრამ საეჭვო კია, რომ ეს პაწაწკინა ქვეყნებიც მარაქაში, გარიონ თუმცა სცა სამართალია იმათაც უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მომავალ კონფერენციაში, მეტადრე რუმინის, ჩერნოგორიას და სერბიას, რომელთაც დიდი ღვაწლი დაუდვიათ ომიანობაში.
ინგლისი. 28 იანვარს ინგლისის პარლამენტში მინისტრს ნორტკოტს შემდეგი სიტყვა წარმოუთქვამს, რომელშიაც იხატება მთავრობის პოლიტიკა აღმოსავლეთის საქმის შესახებ: „ მთავრობა აღიარებს დიდს ცვლილებას ოსმალეთის მდგომარეობაში და რაც შეიძლებს ეცდება მხედველობაში იქონიოს ოსმალეთის ქვეშევრდომთა სარგებლობა. მთავრობას ჰსურს მიუდგეს ევროპიის საბჭოს ამ საგნის გასასჯელად; იგი არ დაეძებს მხოლოდ თვის საკუთარ სარგებლობას და არა ჰსურს მტკიცე საზღვარი დასდვას მაგალითებრ დარდანელის თავისუფლობის შესახებ. ინგლისს სურს დაადგინოს ამ სრუტეში თავისუფალი აღებ-მიცემობა და გადაწყვიტოს ეს საქმე იმ გვარად, რომ არა სახელმწიფოს არ შეეძლოს დარდანელის სრუტის შეკვრა; ეს საჭიროა საქვეყნო ვაჭრობისათვის,რომლის სარგებლობასაც დაეძებს მთავრობა. გარდა ამისა საჭიროა რომ აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ გზა შეუკრავი დარჩეს. მაგრამ ყველა ამ საგანზედ, რომელიც ერთგვარად სხვა სახელმწიფოებსაც ეხება, ინგლისის მთავრობა წინადვე არავითარ წინადადებას არა სდებს. მთავრობა ყოველ ღონისძიებას იხმარებს, რომ ზემოხსენებულს ხალხებს (ოსმლეთის ქვეშევრდომებს) მიეცეთ ხეირიანი მმართველობა; გარდა ამისა ეცდება დაიცვას თავისუფალი წყლის სავალი საქვეყნო ვაჭრობისათვის, და ეცდება აგრეთვე, რომ არავითარი შიში არ მიეცეს ინდოეთის იმპერიას ეგვიპტის საშუალებით. მთავრობა მზად არის მშვიდობიანად გასინჯოს საქმე კონფერენციაში; იგი ყველაზედ უწინარეს ეცდება საქმე ისე წაიყვანოს, რომ სამუდამო მშვიდობიანობა დაარდეს, რადგანაც უკანასკნელის დროის შიში და ორ წყალშუა დგომა ძნელი ასატანიღაა.
„მთავრობის მიერ მოთხოვნილს სესხს აქვს შემდეგი განზრახვა ინგლისს ჰყავს მხედრობა, რომელიც რიცხვით თუმცა მცირეა, მაგრამ ჩქარა შეუძლიან გადიდება და გამრავლება. მოთხოვნილის ფულის ერთი ნაწილი მოხმარებული იქმნება ჯარის დასამზადებლად (საომრად) თუმცა მთავრობას იმედი აქვს, რომ ეს დამზადება არ დასჭირდება, მაგრამ მაინც ხელში ჯეროვანი ფული უნდა ჰქონდეს თავის პოლიტიკის დასახმარებლად.“
– გაზეთის „Северный Вестникъ“-ის ლონდონელი კორრესპონდენტი იწერება სხვათა შორის შემდეგს: „ოსმალეთი აღარ არის. იქმნება რამდენიმე ხანი კიდევ გასწიოს თავისი სიცოცხლე მარმარილოს ზღვის ნაპირას, მაგრამ ევროპიის საპოლიტიკო ისტორიის აწინდელის ხანისათვის იგი მკვდარია. ევროპა უყურებდა ოსმალეთს, როგორც რომელიც აბრკოლებდა რუსეთის გაძლიერებას აღმოსავლეთით, მაგრამ ეხლა ეს ზღუდე დაიქცა. მთელმა ევროპამ კარგად იცოდა რამდესანადაც იტანჯებოდნენ ქრისტიანები ოსმალეთის უღელ ქვეშ; ეხლა ეს უღელი უკუგდებულია. ოსმალეთის „კრედიტორებს იმედი ჰქონდათ, რომ ოსმალეთი აუვა თვის განსაცდელს და ვალს; ეხლა ამ იმედსაც ბოლო მოუღო ინგლისი, გამარტოებული საპოლიტიკო მხრით, უყურებდა ოსმალეთს როგორც თვის მოზავეს რუსეთის წინააღმდეგ.
ეხლა ოსმალეთთან ზავი არავითარ სარგებლობას არ მოასწავებს. თუ სურს ინგლისს მიზეზი იპოვოს რუსსეთთან შეტაკებისათვის, ეს მიზეზი უნდა მოძებნოს ოსმალეთის გარედ. ოსმალეთი გაეცალა და ინგლისიდ დგას ეხლა პირის პირს რუსეთის წინაშე.
„მომავალ კონფერენციაში ინგლისი გამარტოებული „ქმნება. რასაკვირველია კეთილ-გონიერ ინგლისელებს არ მ უნდათ რომ ინგლისი ეჩვენოს ევროპას როგორც იმისთანა სადაც საპოლიტიკო დასთა ბრძოლა გაძლიერებულია. ამისთვის კეთილ-გონიერნი ინგლისელები ცდილობენ, რომ შეირიგონ მთავრობა და მისი მოწინააღდეგნი აღმოსავლეთის საქმის შესახებ. ეს მოწინააღმდეგნი არ ყოფილან რუსეთის კეთილის მოსურნენი; მაგრამ ამავე დროს იგინი იყვნენ ოსმალეთის მტერნი. ეხლა ოსმალეთი უძლურია, მაშასადამე ინგლისის ორთა დასთა შორის ბრძოლას ერთი მზეზი მოაკლდა: რამდენადაც მეტ თავისუფლებას მიანიჭებს რუსეთი ოსმალეთის ქრისტიანებს იმდენად უფრო მეტ თანაგრძნობას შეიძენს ინგლისის ლიბერალებთა შორის. მთავრობის დასი კი მარტოკა ვერ გაბედავს წაესარჩლოს ოსმალეთის ავკაცობას, მაშ ამ მხრით ორივე დასის მორიგება შესაძლებელია. მეორეს მხრით, თუ რუსეთი მოითხოვს თავისთვის იმისთანა რასმეს, რაც ინგლისს ეჩვენება საშიშრად, მეტადრე თუ რუსეთმა მოითხოვა სრუტების თავისუფლობს მარტო რუსისა და ოსმალოს ხომალდებისათვის; თუ გამოჩნდა, რომ რუსეთისა და ოსმალეთის შორის ხელშეკრულობა რამ სუფევს ინგლისის გავლენის შემცირებისათვის, მაშინ ინგლისას მთავრობა, რა დასსაც უნდა ეკუთვნოდეს, ყოველ ღონისძიებას იხმარებს რომ ფეხი გამოსდოს რუსეთს. ამ შემთსვევაშიაც ორივე დასის მორიგება შესაძლებელია. თუ მართლა ორივე დასი მოუხერხდებიან ერთი ერთმანეთს, მაშინ ინგლისი მომავალ კონფერენციაში წარდგება როგორც პატივ-საცემი ძალა, თუ არა და მას მოელის მასხარად აგდება.“
ოსმალეთი. საშინელ მდგომარეობაშია თურმე ამ ჟამად სტამბოლი იმის გამო, რომ მრავალი იქ იფარავს თავს აქედ, რაც რუსის ჯარმა სწრაფად დაიწია წინ. მას აი რას იწერება „Kölnische Zeitung“-ის კორრესპონდენტი: „ის უბედურება და ალიანოთი, რაც კომმუნისდროს (პარიჟში) მოხდა, თეატრის წარმოდგენაა აწინდელს სტამბოლის მდგომარეობას რომ შევადაროთ. გამოცემულთა შორის 5/% გზაზედ დაიხოცა სიცივით, შიმშილით და ჰაერის ნაკლულევანობით. საკვირველია, რატომ მეტი არ დაიხოცა. ამ დღეებში ვაგონებიდამ გამოიტანნეს 21 მკვდარი ყმაწვილი და 45 მკვდარი დედაკაცი; მრავალი მათგანი დაიხოცა სისხლის დენისაგან მშობირობის შემდეგ. აი რა მიამბო ერთმა მგზავრმა: ერთა დედა-კაცი რომ გამოქცეულა, თან ორი თვისი ძუძუ მწოვარი შვილიც წამოუყვანია. როდესაც დაუნახავს, რომ ვაგონში, ხალხის გროვისაგან, ჰაერი სამყოფი არ არის და ვერ შესძლებს ორთავეს ერთად აწოვოს ძუძუ, აუღია ერთი ყმაწვილი და ფანჯარაში გადაუგდია ტირილით, ამ გვარი შემთხვევა მრავალია. რა მოელით ყველა უბედურებებს? მთავრობამ მარტო ეხლა მიაქცია ყურადღება ამ საგანს და მარტო ეხლა დანიშნა კომისია მის გასასჯელად. გადმოსახლებულთა და გამოქცეულთა რიცხვი თან და თან მატულობს; თან მოსდევს მრავალი შესაერი ავად-მყოფობა.“
დავუმატოთ ამას წიდევ შემდეგი სურათი, რომელი ესაც გვიხტავს გაზეთის „Daily News“-ის კორრესპონდენტი: „ქუჩა-ქუჩა დაიარებიან ორიოდე დაიარაღებული ჩერქეზები, რომელნიც იაფად ასაღებენ სხვა და სხვა მომეტებულ ნივთებს. არა ვინ არა ცდილობს ჩამოართოს მათ იარაღი. ხმლებს, თუ კი აბადიათ რამე იგივე შიში აწუხებთ ჩერქეზებისა, როგორც ქრისტიანებს. ოსმალეთის მთავრობა პირ-და-პირ ამბობს, რომ მას საშუალება არა აქვს დაიცვას წესიერება, ამისათვის საჭიროა სხვა სახელმწიფოთა დახმარება.»
![]() |
4 შვილი მოხუცებულის გამზისა |
▲back to top |
შვილი მოხუცებულის გამზისა
სერბიული მოთხრობა
(თარგმანი)
I
ამ ჩვენს დროშიც კარგი და სასიხარულო რამ არის გაზაფხული. ყვავილები ყვავიან, ბრწყინავს და თრთის დილის ცის ნამი, ჰყეფს ბულბული და გული აღსავსე სიყვარულითა და ამოვნებითა, სვავს სწორედ სამოთხის სიტკბოებას. სული კაცისა აღტაცებულია, გული ადვილად და დიდის ნეტარებით ჰფეთქს. ხელნი მზად-გაპყრობილ არიან სხვის მოსახვევნლად და სიტკბოებით როსილი ადამიანი ფიქრობს: ვიშ, რა ტკბილი იქმნება ეხლა სული დალიოს კაცმა მშვენიერის ქალის გულზედაო....
უფრო ლამაზი, უფრო საამური იყო გაზაფხული წმინდა მეფის ნემანიის[1] დროს. მაშინ სხვა დრო იყო; მაშინ არ იყვნენ მიზეზნი სიხარულთა მოწამლვისა და დაშხამვისა. მაშინ შეუძლებელი იყო იმისთანა წუთი, რომ კაცის გულისთვის მიზეზი რამ მიეცა ანუ ტირილისა, ანუ რისხვა-წყევისა; არ ყოფილა ისეთი წუთი, რომლის გამოც კაცს სიცოცხლე მოჰსწყინდება ხოლმე. და თუ მაშინ გული შფოთავდა და ღელავდა რისთვისმე, — ეგ შფოთვა და ღელვა წარმოსდგებოდა ახალის სახელის შოვნის ნდომისაგან, ახალის გამარჯვების წყურვილისაგან..... როცა მოხდებოდა ხოლმე, რომ ნათელი შუბლი მეფისა შეიჭმუხვნებოდა და პირ-მქუშად მაჩრდილობელ წარბთა ქვეშ თვალნი მეფისანი რისხვით გაიელვებდნენ, ვითარცა ელვა შავ-ღრუბლებს შორის, მაშინ შეუდგებოდა ხოლმე თრთოლა და წრწოლა სერბიის მტერთა-ბერძნებსა და და მადიართა; გრძნობდნენ, რომ ჭექა-ქუხილი მათს თავზედ აპირობს მოსვლას…
მართალია, ეხლაც ისმის სიმღერა... მაგრამ ეხლანდელი სიმღერები სამწუხარო და სევდიანი არიან. ასე სევდიანი, რომ დედამ უმღეროს შვილს აკვანზედა, ბაშვი ხმას გაიკმენდს და თვით დედა კი გაფითრდება და მთრთოლარე ბაგეთაგან უნებურად მოსწყდება მძიმე და საშინელი წყევლა… სევდიანია, სევდიანი ეხლანდელი სიმღერა!.. მოუთმენლობის თრთოლითა და გაბოროტებით ანთებულის სისხლითა ისმენს ეხლა სიმღერებს იუნაკი[2] და ელის, როდის დაკრავს საათი შურისძიებისა, საათი სამაგიეროს გადახდისა....
იგი სიმღერა კოსსოვის სიმღერა, სიმღერაა სერბიელთა დამხობისა!
იმ ძველს დროს კი, როცა ყოველი გატარებული საათი სახელისა და გამარჯვების საათი იყო სულ სხვა სიმღერებს მღეროდნენ ხოლმე..... მაშინ უფრო სახელოვანნი იყვნენ საქმენი და უფრო ძლიერ ვაჟკაცნი იყვნენ იუნაკნი! იმ სიმღერებში იყო ქება და დიდება ვაჟკაცობაში გამოჩენილ იუნკებისა, — და ვისაც ერთხელ მაინც ყური მოუკრავს იმ სიმღერებისათვის-ის სამუდამოდ და გაუთავებლად ინატრებს მათს მოსმენას იმ სიმღერებში ადიდებდნენ სახელსა, თავისუფლებას და ძლიერებას სერბიის ერისასა!...
ო, ღმერთო, ღმერთო! სადღა არიან ეხლა ის იუნაკნი? სად არის ის სახელი და ის დიდება? სად არის პრიშტინა წმინდა ნემანიჩების სრა-სასახლითა?..
II
ნემანიჩების გვარეულობიდამ პირველის მეფის მარმარილოს დარბაზში, მწკვრივად იდგნენ მარმარილოს ლუსკუმები დიდის შვილის-შვილის სახელოვანთა მამა-პაპათა: ხელოვანს ხელს სული ჩაედგა მარმარილოსათვის და გამოტვიფრულნი სახენი გამომეტყველობდნენ სიყვარულს, გულმართლობას, სიმტკიცეს და ძლიერებას.
ამათ შორის ბრწყინავდა ოქროს ტასტი, რომელზედაც მთელს ორს საუკუნეს ისხდნენ ნემანიჩები, ერთგულთათვის ჭირისა და ლხინის მოზიარენი და მტერთათვის - მუსრნი.
აღსავალი ტახტის მორთული იყო ხალებითა, მძივით ქსოვილითა და ოქრომკედით გარშმო ნაკერითა. ტასტის ირგვლივ აბრეშუმის ბალიშებზედ ისხდნენ იუნაკნი. თვალნი მათნი ბრწყინავდნენ, როგორც დაყუდებულ შუაღამისას ვარსკლავნი, მომასწავებელია მალიადის განთიადისა.
ტახტზედ მეფე იჯდა.
აი წყნარად დაიწყეს კვნესა ჩანგის სიმებმა და ახალ გაზდა მომღერალი მოჰყვა სიმღერას, სახე მისი უფრო ცხოვლდებოდა გულის სიმხურვალისა და სულის აღფრთოვანებისაგან.
მომღერალი აქებდა და ადიდებდა მეფის სახელსა და მეფე მდუმარედ ყურს უგდებდა; ზოგჯერ ღიმილი მოსდიოდა და მაშინ მისი ნათელი შუბლი გამოკრთოდა, როგორც გვირგვინი, რომელიც ედგა თეთრის თმით მოსილს თმაზედა.
თან და თან მაღლა და მაღლა ასწია მომღერალმა და ზარივით ისმოდა სიმღერა მისი; ხან დაბალს და წყნარს ხმაზედ გადმოვიდოდა, თრთოლით და კდომით ჩაიკაკანებდა, თითქო წელის ნაკადული მორბის და ბუტბუტებსო; ხან ისევ აიმაღლებდა ხმას, გაგიჟებით სცემდა სიმებს; სიმები გრიალებდნენ, მისი ხმა სჭექდა, თითქო მეხი წამოვიდაო ქუხილის გრიალითა და ელვა-ჭექის ცეცხლის ისრებითაო.
იუნაკნი ყურს უგდებდნენ და თან და თან ცეცხლი უკიდებოდათ, თვალნი რისხვით აენთოთ; მათი მკერდი, როგორც აფორიაქებულის ზღვის ტალღა, ადიოდ-ჩადიოდა ისეთის ძლიერებით, რომ გულზედ რკინის პერანგები დააწყდათ. ხელი ძალა-უნებურად მივარდა ხლხის ტარს და ლამოდა ხლმის გაშიშვლებას. იუნაკები ააღელვა სიმღერის ლექსმა; სიმღერაში მტერი იწვევდა მათ საომრად; მომღერალის ხმაში მათ მოესმათ კვნესა და გოდება ომში დაჭრილთა წარმოუდგათ თვალწინ ბოლი, მტვერი, სისხლი და მინდორი, მოფენილი სისხლში მოსვრილ მკვდრებითა.... იმათ ეგონათ, რომ ცხენებზედ სხედან კიდეც და წინ მიერეკებიან დამარცხებულს და შეძულებულს მტერსა… წამოვარდნენ ფეხზედ, ძარღვებში სისხლი აუდუღდათ, გულმა მედგრად ცემა დაუწყო და ცეცხლმოკიდებულნი და აფორიაქებულნი მომღერალის სიტყვებითა, ხმა დაბლა იძახდნენ: „საომრად! საომრად! ახალის სახელისათვის! ახლის გამარჯვებისათვის!“
მეფე მდუმარებდა.
მომღერალს, რომელიც ყოველის სიმის თრთოლით, ყოველის ხმის აღმოქშენით ასე კარგად და ღირსეულად ადიდებდა სახელსა და ძლიერებას თავისის ერისას, კაი ჯილდო ელოდდა.
მომღერალმა ნელა და ხმა დაბლა დააბოლოვა სიმღერა აქ სიტყვებით:
წვიმასავითა გესლიანი მოდის ისარი
სმალი წკრიალებს, შუბი ჭექით შუაზედ ტყდება...
ნეტა რა იქმნენ იუნაკნი? იგი სად არი,
ვინც შურდულთ ქუხილს და ხლმის ელვას წინ დაუდგება.
ნეტა სად არი, ერთის დაკვრით დაგვიმხოს
მტერი ქვეყანა იხსნას, ფარად უქმნას მეფისა ტახტსა!
აი ნუ გეშისთ! ისევ ძლიერია სერბიის ერი,
მტრის არ ეშინის,კვლავ მოიქნევს ძლევისა ხმალსა...
მას დიდთა გმირთა გვარის კაცი არ დაელევა,
და აჰა, გამზა ძველი კაცი....
შეიძრა გვირგვინი განრისხებულის მეფის თავზედ, შეირყა ტახტი და მეფეს ფერი ეცვალა და ისე გახდა, როგორც მარმარილო, რომლიდამაც გამოტვიფრული იყო სახენი მის მამა-პაპისა. მოხუცებულის ჰამზის სახელი უფრო სძაგდა მეფეს, ვიდრე სახელი თავისის ქვეყნის მტრისა, დიდად სწყინდა, რომ მის გათქმულ სახელთან იხსენიებ სახელიც თავადისა, რომელიც წარმართი იყო.
- ხმა ჩაიწყვიტე, შე წინდაუხედავო! - დაუყვირა მომღერალს მეფემ.
მომღერალი მაშინვე გაჩუმდა, რაკი ასეთის გულისწყრომით უბრძანა განრისხებულმა მეფემ. იუნაკნიც შეკრთნენ მეფის გულისწყრომის შიშისაგან.
ერთი მათგანი წამოდგა და მდაბლად დაღუნა თავისი ჭაღარა თავი წინაშე მეფისა. მან იგრძნო, რომ მეფე განრისხდა მისის სახელის ხსენებაზედ. ჰამზამ თავდაბლად დაუკრა თავი მეფეს და იუნაკებს, რომელნიც ხმაამოუღებლივ და გაოცებით შეჰყურებდნენ, წარმოსთქვა "მშვიდობითო" და გამოვიდა. მას აქეთ ჰამზა მეფის სასახლეში აღარავის უნახავს.
(შემდეგი იქნება)
_____________
1 XI, XII დ XIV საუკუნის დასაწუისში სერბიაში მეფობდა სემანის გვარეულობა, რომელთა ჩამომავალნიც იწოდებოდნენ ნემანიჩებად, მათი დრო მეფობისა იყო უკეთესი, უწარჩინებულესი დრო სერბიის ხალხის ისტორიისა, ნემანიჩებმა მოსპეს წვრილ-წვრილი სამთავროები და ისეთი ძლიერი სამეფო შედგინეს, დაფიქრეს, თვითონ ბიზანტიაცა. ამათს მეფობის დროს სერბიაში შევიდა ქრისტიანობა.
2 იუნაკი — მეომარს ვაჟ-კაცს ნიშნავს. სერბიაში ერთმანეთს იუნაკობით იხსენიებენ.
![]() |
5 სოფლის მეჭორეები |
▲back to top |
სოფლის მეჭორეები
V
(ორი სოფლის დედა-კაცი: ერთი წყალზედ მიმავალი და მეორე წყლიდგან მომავალი, მხარზედ კოკებ გადგმულნი შეიყრებიან და ლაპარაკობენ.)
პირველი ქალი. სოფიო აცოცხლოს ღმერთმა!..
მეორე ქალი. შენი თავი მიცოცხლოს ღმერთმა, ჩემო დარეჯან!
პირველი ქალი. რასა იქ, ქა?...როგორ გიკითხო?..
მეორე ქალი. გახლავარ გენაცვალე.... მაგრამ, ეჰ!.. ჩვენი ყოფნა რაღა ყოფნა არის....თქვენი მაზლი ავათ გახდა, სესიაც ხომ მილიციათ წაიყვანეს და დავრჩი ალო უხნავი და ამოდენა წვრილ-ფეხობის სინაბარა.... თავ-წყალი ვეღარ გამიდენია…
პირველი ქალი. ნეტა ამთენი მილიცია რათ უნდათ, რომ მიერეკებიან?
მეორე ქალი. აბა რა ვიცი გენაცვალე; ჩვენ კი ასე უკაცურათ დაგვყარეს, და!...ამბობენ, ხონთქარს შამოუთვლია ჩვენის ხემწიფისათვის, რაც თათრები
გყავსო, სულ მე უნდა მომცეო, თორემ შავ ზღვასა და თეთრ ზღვას ერთმანეთსა ვკრამო… ერთმანეთსა ვკრამო, ასე უთქომს დედა-შვილობამა....
პირველი ქალი. უი, მეხი კი დავაყარე იმ ქერტლიან თავზედ!... ერთმანეთსა ვკრამო, განა ალა-ალა არის?...ჩვენ კი აღარ გეკითხამს?...
მეორე ქალი. აბა, რა მოგახსენოთ მაგისი და ასე კი დაუკვეხნია: ერთმანეთსა ვკრამო....
პირველი ქალი. უწინამც დღე დაელიოს!.... ჯერ ერთი ეს რომა, ჩვენოდენა ჯარი იმას სად ეყოლება; მეორე კიდენ რომა, ჩვენისთანა ზარბაზნები იმას არ ექნება, მესამე რომა — ის თათარია!...
მეორე ქალი. უსჯულოს, ღმერთმა ნუ გაუმარჯოს!... ასე კი გავიგონე, ბევრი ქრისტიანი ამოწყვიტაო, ამ ზამთარს; სულ მოხუცებულები, ქალები და ბალღები დაუჟლეტიაო, სულ ქრისტეს წვალება აუღებინებიაო.
პირველი ქალი. თათარი-თათრულსა იქს, მაშ რა!.. აბა ჩვენს ვაჟკაცებს შაჰბმოდა, შვილოს?.... აჩვენებდნენ თავის თამაშას, დაჰხურავდნენ დედა-კაცის ლეჩაქს!...
მეორე ქალი. ჰაი, ჰაი, რომ დაჰხურავდნენ.... პირველი ქალი. აი, ერთი ჩამივარდებოდნენ ხელში!...მე ხომ დედა-კაცი ვარ და, დედა-კაცი არ ვიქნებოდი, თუ იმათ ღორის ხორცით არ გამოვაძღობდი, ი ურჯულოებსა!...
მეორე ქალი. ღვთის წყალობა გაქვს რომ გამოაძღობდი... მაგრამ ეს ზღვები რომ ერთმანეთსა ჰკრას, რაღა გვეშველება?!... ხომ დავიხრჩობით?...
პირველი ქალი. ნეტავი შენა!..ჰკრას კი არა,და!.. აქ კოკის ასამსები წყალი ვერსად გვიშოვნია, — ისე დაშრა ე წყაროები — და შენ კი იძახი დავიხჩობითო.
მეორე ქალი. წყარო — წყაროა და ზღვა — ზღვა არის....
პირველი ქალი ზღვა რომ — ზღვა არის, ისიც კაცია, მდევი ხომ არ არის?!...მეხი კი დავაყარე მეაქლემე თავზედ!...
მეორე ქალი. მაშ არ უნდა გვეშინოდეს?..
პირველი ქალი. რა პასუხია! რისა უნდა გვეშინოდეს?
მეორე ქალი. მაშ ახლა კი წავალ და გულ-დინჯათ დავიძინებ....მშვიდობით!
პირველი ქალი. მშვიდობით ქაჯან!... მაგისთვის ყურსაც ნუ გაიბერტყამ... ო. დედა-შვილობამა!... მეხი კი დავაყარე იმათ იმ ქერტლიან თავებზედ!...
![]() |
6 ახალ გაზდა გლეხის ნაამბობი |
▲back to top |
ახალ გაზდა გლეხის ნაამბობი
I
(სცენისათვის)
ტყუილათ კი არ არის ნათქომი: „დედი-ნაცვალიო თვალში ნაცარიო!“ რაც ჩემ თავზედ გა- მოვსცადე, იმას მოგახსენებთ. მაშ თავიდან მო ვყვები.— ი ბეჩავმა დედაჩემმა კარგა ხანია თქვენი ჭირი წაიღო, რო გამოვიდა ოთხიოდ წელიწადი და ი დალოცვილს მამა ჩემს, აკი გაუწყრა ღმერთი და მოხუცებულობის დროს აეშალა საღერღელი.... შაირთო ისეთი ყმაწვილი ქალი, რომ, მე, დედათ კი არა, ცოლათაც ძლივს შემეფერებოდა, გამჩენის მადლმა!... ეჰ, შაირთო, შაირთო... რა უყოთ!... ვთქვი, ობლობას მაინც აღარ შავიმჩნევ მეთქი... მიხაროდა....მიხაროდა, მაგრამ, ი სიხარული, სულ შხამათ ამოგვადინა, მე და ჩემ დას....ქალი კი არა, ვეშაპი რამა ყოფილა ის დასაქცევი... ნეტავი ჩვენ სახლში ხუთასი ალქაჯი გაჩენილიყო და იმას კი, აქ, ფეხი არ შემოედგა.... პირველში კი მითომ პატარძლობდა, თურმე თავს იკატუნებდა და ერთ კვირას უკან კი მოგვყო ხელი და სულ ცეცხლის ალში გაგვატარა. ეს ორი წელიწადია, სულ არაქათი აღარ გვაქვს....მიადგება ჩემ დას: აი, სახლი დაგავეო. საქათმე დახვეტეო, ქათმებს საკენკი დაუყარეო, ცეცხლი აანთეო, შეჭამანდი მოხარშეო, თონე გაახურეო, პური დააკარიო, აი ესა ქენიო, ისა ქენიო....ეს კიდენ არაფერი… დაჯდება თითონ ქალბატონივით, პურსა სჭამს, კარგა გამოიბრუჟება: და ჩვენ კი ნასუფრალიც აღარა გვხვდება ხოლმე.... მე ხომ, ის არის: აი ღამის მეხრეთ წადი სესიავ, გუთანზედ, სესიავ, წისქვილში სესიავ ღორებში — სესიავ, ხატობაში წამიყვანე სესიავ.... ფეხები მაქვს გადაცვეთილი, ამთენი სიარულით..... იმ დღეს მინდვრიდგან მოველ მშიერი, პური არ გვიდევსო.... მესამე დღეს კი, შავხედე, ერთი გროა დაობებული პურები ძაღლებს გადუყარა!... ჩვენთვის კი არც ჭამაა, არც ჩაცმა, არც დახურვა არც დარეცხა, არც დაკერება.... ვყრივართ ესე საცოდავათ… ჩვენი ოჯახი ხომ გააწყალა....რასაც მოიგდებს ხელში — დედ-მამას უგზავნის და ძმებს გაატანს ხოლმე..... დალოცვილი მამა-ჩემიც მოხუცდა და სულ წევს, აღარცა რა ცოლისა სცხელა და აღარც შვილებისა!... ვთხოვე ჩემი და გაათხოვე მეთქი.... გამომივარდა დედი-ნაცვალი და ერთი ყოფა დამაწია.... თავის ძმები კი ყველა დააქორწილა. — ამას წინათ ჩემი დისათვის ეცემნა.... ნეტავი იცოდეთ, რაზედ?... ჩემი და ჩვენი დედინაცვლის ნასხლეტის აკვანს არწევდა: ბალღმა ტირილი თურმე დაიწყო, ძუძუ მოითხოვა და რათა ტირისო, მოსდგა და რაც სიგძე ჰქონდა, ის სიგანე მისცა...აბა, ჩემი დისა, რა ბრალი იყო?. თითონ ის კაი დედა-კაცი კი ჩვენი დედი-ნაცვალი, გადამდგარიყო. ბაღჩიდან და მეწვრიმანეებს ეკურკურებოდა... ამიღრინდა გული, მაგრამ რას ვიქ მოდი.. მეც ესე დაკონკილი დავდივარ, — ჩემს ტოლებში თავი ვეღარ გამომიყვია..... იმ დღეს მამაჩემს უთხარი, ამ შემოდგომაზე. თუ არ დამქორწილე, მეტი აღარ. შემიძლიან - მეთქი.... ამ დროს ჩემი დედი-ნაცვალი გამოტყვრა და შამომიტია: „შე ქეციანოო, ცოლს ვინ მოქცემსო!....რა დროს შენი ცოლიაო?!... დრო არი, თუ არა, მე უმფრო არ ვიცი, შვილოსა!....
ეხლა ამ გაჭირებაში ვართ ჩაცვინული: მეცა და ჩემი დაცა არ ვიცი საით გადაცვივდეთ?... ეგება თქვენ სადღეგრძელოთ, ერთი კაი რჩევა მოგვცეთ რამე, კაი გზაზედ დაგვაყენოთ....
რაფ. ერისთავი.
16 პრილს 1877 წ.
![]() |
7 ივერიის რედაქციის პასუხები |
▲back to top |
ივერიის რედაქციის პასუხები
— ლოქოს და მუროს ბაასის დამწერს. ჩვენ დიდი მადლობელნი ვართ მისი, რაც შრომა გაუწიეთ ჩვენს გაზეთს თქვენის წერილებით. იმედი გვაქვს საკულაოდაც არ დაიშურებთ ჩვენის გაზეთისათვის შრომას. ხოლო ზემოსსენებულს „ლოქოს და მუროს ბაასს“ ვერ დავბეჭდავთ. გვერწმუნეთ, იგი ვიზედაც არის დაწერილი არც საბაასოდ ღირს და არც თქვენს შრომად.
გიგიენის შესახებ წერილების დამწერს. ვიდრე დანარჩენი წერილებიც არ მოგვივა, რომ თავი და ბოლო ერთად განვიხილოთ, ვერ დავბეჭდავთ გამოგზავნილებს.
— ს. ზიარში თ. ი. ზ. ა — შვილს. თქვენი წერილი თქვენს გულმტკივნეულობას ამტკიცებს, მაგრამ მაინც დასაბეჭდად არ გამოდგება.
— „ავდარის“ (ლექსია) გამომგზავნელს. თუმცა იწერებით რომ ეს ლექსი ძველია და ძველს ქაღალდებში გიპოვნით, მაგრამ საქართველოს ბევრი არა დააკლდებოდა რა, რომ სულაც არ გეპოვნათ.
— ორის ქალის ბაასის (ლექსია) დამწერს. ჩვენც ძალიანა ვწუხართ, რომ თქვენგან ლექსად აწერილს ქალს იმისთანა უბედურება შემთხვევია. იმასაც კი ვწუხართ, რომ იმისთანა ამბავს ამისთანა ლექსი დუბადავს.
– ციცა გულადის (ლექსია) დამწერს: მგონია მივხვდით, ვისაც აქებთ. ნამდვილად ქების ღირსია, თუ მართლა ის არის, ვინც ჩვენა გვგონია. გვიხარის, რომ მას თანამგრძნობელი გამოსჩენია. რადგანაც თანამგრძნობელი თქვენ ბძანებულხართ, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ არ დაგვემდურებით ჩვენი აზრი თქვენს – ლექსზედ გულახდილად მოგახსენოთ. თქვენის ჯურის ხალხი სიმართლეს ეძებს და არა პირ-ფერობას. ეს ლექსი არ გივარგათ, მაგრამ კი ზოგიერთში ეტყობა, რომ თქვენ თავის დროზედ რიგიანს ლექსებს დასწერთ, ღმერთმა ქმნას რომ ეს იმედი გაგვიმართლდეს.
— ს. კავთისხევს მ. დ. ს. მ—ეს: თქვენი აკროსტიხები იქნება ძნელი საწერი იყოს, მაგრამ ულაზათო კია. ბატონო, როცა კაცი სტიხს, თუ აკროსტიხსა სწერს მარტო თავის თავის სასიამოვნოთ კი არ უნდა სწერდეს, სხვის სიამოვნებისთვისაც უნდა იფიქროს. ლექსის წერა ჟინით არ იქნება. კაცს რომ ლექსის წერის ჟინი მოუვიდეს, გაზეთის მკითხველისა რა ბრალია ვისაც უნდა ამ ჟინისაგან განთავისუფლება, იმისათვის ერთი უებარი წამალი ვიცით: აიღოს თავისი უხეირო ლექსი და დღეში ორჯელ თვითონ წაიკითხოს. ამბობენ, რომ არამც თუ ჟინი მეორეს დღესვე დაეკარგებაო, არამედ საზოგადოდ ლექსის დანახვაც შეზარდებაო.
— ქართველს. თქვენს სიმღერებში ბევრი შეცდომები იპოვეს. უთქვენოდ მისი გასწორება შეუძლებელია.