ივერია (35)1877.20.10



1877.27.10

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენციები)

I

გაკვრით

ჩვენს გლეხებში ყოველს სასჯელზე უფრო გავრცელებული რბევა არის. ეს რბევა იმაში მდგომარეობს რომ გლეხები, მერბეულები, მივლენ დამნაშავეს სახლში და წაართმევენ ან ფულს, ან პურსა და, თუ დამნაშავეს არა აქვს ან ერთი და ან არც მეორე, მაშინ გაიტანენ გირაოდ ან ქვაბს, ან თოფს, ერთის სიტყვით, რაც კი მოხვდებათ, არაფერს დაერიდებიან. ბევრი საცოდაობა მოხდება ხოლმე ამის თაობაზედ: ბევრს ქვრივს და ღარიბს აატირებენ ხოლმე მერბეულები, როდესაც ესენი შეცვივდებიან სახლში და უწყავენ სამიოდე ლიტრა პურს იმ ორიოდე კოდი პურიდგან, რომელიც შეადგენდა იმის წლის სარჩოსა. ბევრგან შეცვივიან ხოლმე ლეკებივითა და, სხვას რომ ვერას ნახვენ, გამოიტანენ უკანასკნელს ქვაბს და იმით მოაკლებენ უბედურს პატრონს ამ საჭიროს ნივთსა —წაიღებენ ან ქვაბსა, ან თოფსა, ან სახნის საკვეთელსა და სხვ.

საქმე ის არის, რომ ამისთანა საცოდაობით წართმეული ისე მიდის, რომ გული აემღვრევა კაცსა, რომ დაფიქრდეს ამაზედა. როს დაარბევენ სულ ყველას, ვინც ჰყვანდათ სარბეველი, წამოიღებენ ნარბევსა და პურსა და გაყიდიან ნახევარ ფასათა და ნივთეულებს დაუგირავებენ მედუქნეებს. გამორჩომილის ფულით იყიდიან ღვინო-არაყსა, დატყვრებიან კარგათა და დაანებებენ თავსა! რაც შეეხება დაგირავებულ ნივთებსა, ისინი იქმნებიან დუქანში ორიოდე კვირას და, თუ პატრონი არ მიხედავს ამ ხნის განმავლობაში, თელავში უკრავს მედუქნე თავს გასასყიდათა. ვინ იცის, რამდენი ცხენის საპალნე მარტო თოფი და ქვაბი წასულა ამ გვარად ახმეტიდგან თელავში გასასყიდლათა!

სასურველი იქნებოდა ის მაინცა, რომ თუ აღარ იშლიან და არბევენ, ის ფული მაინც, რაც ნარბევისაგან სდგება, არ იხარჯებოდეს ღვინოზედ და არაყზედ მამასახლისებისა და გზირების სალოთაოთა, არამედ ინახებოდეს კერძო ალაგასა და იხარჯებოდეს ხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადო, სასოფლო საჭიროება რამ იქმნება.

X

15 აგვისტოს კახეთში არის ხოლმე დღეობა წმინდა გიორგისა სოფელს აწყურის ზემოდან — მთაზედ. რაღა თქმა უნდა, რომ ხალხი ძრიელ ბევრი იცის ხოლმე ამ დღეობამ. წელს ამინდი კარგი იყო და უფრო იყო იმედი, რომ ბევრი მლოცავი იქნებოდა. იმ დილით, როგორც უსაქმობისაგან მოწყენილი, მეც წავედი იქ. დღეობა მართლა და კარგი იყო: მრავალი ხალხი, დიდი მხიარულობა, გაჭრიალებული ვაჭრობა და სხ. და სხ. ვინ იცის, რამდენს სასიამოვნო სურათსა ნახავს აქ კაცი, რომელიც უსაქმოობისა გამო ეძებს გასართობს რასმე! აი, შეხედეთ რამდენიმე თავადიშვილი მოუძღვის დაფა-ზურნას წინ. გამტყვრალ-გახეთქილები ღვინისაგან ხან მიაწე-მააწვდებიან ერთმანეთსა; ხან ერთი წაიქცევა და აყენებენ და ხან მეორე. ღვინისაგან გონება გამოცლილები ღრიალებენ დაჭრილ დათვებივითა.

ჰაი გიდი, ქართველო თავადებო! თავადებო. რომელთ ერთი მუჭა გაჰფანტავდა ხოლმე მტრის სიმრავლესა! თავადებო, რომელთ დამარხულს სიგმირეს ეხლაც მარტო კახური ღვინოღა ჰგრძნობს!

კარგად ნასიამოვნები და გართობილი, იქიდამ წავედი პირ-დაპირ ეკკლესიაში, მაგრამ კი აქ კინაღამ ჩემი თვალები არ შევსწირე ჩემს სიამოვნებასა. შევდგი თუ არა ეკკლესიაში ფეხი, გამოფრინდა ერთი მამალი და შიგ თვალებში მეცა. გამიკვირდა, აქ ქათმებს რა უნდა მეთქი, მაგრამ ერთმა ბებერმა დამამშვიდა და მითხრა, რომ ეს არის აღთქმულიო; ბევრნი აუთქვამენ ხატსაო და მერე მიიყვანენ და შეუფრენენ ხოლმე ხატსაო. მართლაც დავიცადე რავდენიმე ხანი, და კიდევ მოიყვანეს ქათმები ხატის შესაფრენათა. ეკკლესიიდამ რომ გამოვედი, შემხვდა ერთი ნაცნობი მღვდელი, რომელმაც იცის იმ ეკკლესიის გარემოება კარგათა ლაპარაკში სხვათა შორის ვკითხე იმ მღვდელს ამ ეკკლესიის შემოსავალზედა. მღვდელმა მითხრა, რომ ამ ეკკლესიას ძრიელ ბევრი შემოსავალი აქვსო, ასე ბევრიო, რომ ამის შემოსავლითა სცხოვრობს ძრიელ კარგა მღვდელიო. ძრიელ ბევრსა რჩებაო ადგილობითი ბლაღოჩინი მ.ე.მ. მაინც კიდევ სულაც არ ეტყობა, რომ ძრიელ ბევრი აკლდება ამის ჯამსაო, რომელსაც შემოსავალის წიგნში სწერენო. მე არ მჯეროდა, რომ ბლაღოჩინს მაინც რამე სარგებლობა შეეძლოს ამ ეკკლესიიდამ, იმ მღვდელმა ნამდვილად დამარწმუნა, რომ ესე არისო, და კიდეც ინატრა თუშურათ, რომ ნეტავი იმთვენი წყვილი წინდა დაგმართა ჩემიო, რამდენიც ჭრელი აბაზი ბლაღოჩინს მ. —ვს აქედამ და ალავერდიდამ ერგოსო.

X

საკვირველი ხალხია თელაველები და უფრო უფრო თელაველი კორრესპონდენტები! ლამის იმ დალოცვილების შიშით მაღლა ფრინველმა ვერ გაიჩუჩუნოს და ძირ დედა-მიწაზედ ჭიანჭველამა. დალოცვილის შვილები ერთს ბეწოს არას გაუშვებენ უწესოს თავიანთ საზოგადოებაში, რომ არ მიაქციონ იმაზედ ყურადღება მკითხველის საზოგადოებისა. რასაკვირველია, რომ მხარეს, რომელსაც ჰყავს იგეთი მეთვალყურეები, არა გაუჭირდება რა, ესე იგი, იქ არა აქვს ალაგი არა რომელსამე უწესოებასა უფ. „თელაველებმა“ (იხილე „დროების“ 151 №-ში) საწყალი მკითხავებიც კი აღარ მოასვენეს თავიანთ სახლებში. მერე ვაი იმ მკითხავსა, რომელიც მოჰყვება ამათ კალმის ქვეშა!.... განა მარტო. იმდენს გეტყვიან მკითხავებზედ, რამდენიც ჯერ არს? არა, ისინი „დალაგებით“ მოგიყვებიან ან როგორა მკითხაობს იმათი უბედური მსხვერპლი მკითხავი, ან თითონ როგორ ელაპარაკნენ მკითხავსა და რომლის ღონისძიებით (ინდუქციურის თუ დედუქციურის) გამოაჩინეს იმისი ცრუ გულთა-მხილავობა. ყოველს ამის აღწერაში სუფევს აკინძული რიგი, ერთის სიტყვით.... ჩვენ „თელაველები“ დაწვრილებით გვაუწყებენ ხოლმე თავიანთ გამარჯვებას მკითხავებზედა. კიდევა ყოფილან ქვეეანაზედ კრილოვის „ცნობის მოყვარენი“ რომელნიც შიგ დადიან „კუნსკამერში“ და სპილოს კი ვერ დაინახვენ ხოლმე…

თელავი 1 ოკტომბერს.

1877 წელს.

დ. რ.

II.

საგარეჯო. ხუთმეტ სეკტემბერს საგარეჯოში მოვიდა გუბერნიის ექიმი საქონლის ჭირის თაობაზე, ამან მისცა ვრცელი დარიგება ხალხს. — თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში. დაიბარა ახლო-მახლო სოფლების მამასახლისები და ყველას მისცა თავისის ხელით დაწერილი დარიგება; მაგრამ სამწუხაროდ ეს რუსულად დაწერილი დარიგება იმათთვის გაუგებარი იყო. ბოლოს ამ ექიმმა მე მთხოვა რო გადამეთარგმნა ერთი პირი ქართულად და აქედან გადაეწერინებინათ მამასახლისებს თავ-თავიანთვინ. ეს თხოვნა აღვასრულე და სიტყვიერათაც ჩავაგონე მამასახლისებს ეს დარიგება და გადავთარგმნე კიდეც.

მამასახლისებს ერთ ყურში შესდიოდათ ეს დარიგება და მეორეში გასდიოდათ, წავიდნენ და აღარც კი მოგონებით, რა უნდა გადვიწეროთო.

ამ დარიგებაში სხვათა შორის ექიმი ურჩევდა, რომ მოხელეებმა არ უნდა მისცენ ნება მედუქნეებს დაკლული ცხვარი გაბერონ, რადგან გამოკვლეულია რომ ხშირად მედუქნეები ავად-მყოფობენ სხვა და სხვა სნეულობით, ამათი ნასუნთქი იფანტება ცხვრის ხორცში და აქედან შეიძლება მთელ ხალხს მოედოსო. ამიტომ მოხელეებმა ჯერეთ უნდა გამოუცხადონო მედუქნეებს, რომ აღარ გაბედონ ცხვრის გაბერვა და მერე თუ შეამჩნიოთ გაბერილის ცხვრის ხორცი, მათ შინვე უნდა მიწაში დამარხონო და დამნაშავეზე შეადგინონ ოქმი და წარუდგინონ ადგილობრივ მოსამართლეს. ამასთანავე აუკრძალეთო მედუქნეებს ქუჩაში საქონლის ხოცვა და მისი ფაშ-ფუშების რეცხა მდინარე წყალშიო და რუებშიო, რადგან ამას სვამს საქონელი და დაკლულ საქონელს შეიძლება ტანში სდგომოდეს ჭირი და აქედან ძრიელ ადვილად გადაედებათ სხვა საღს საქონელსაო.

თუმცა ეს დარიგება ფრიად გონივრულია; მაგრამ ვინ არის ამისი აღმასრულებელი. თქვენ მეტყვით, მოხელეები რას აკეთებენო? ბატონო, მოხელეები ისე ასე ფიქრობენ სოფლის კეთილ-დღეობაზე, როგორც მაკ-მაგონის პოლიტიკაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ პირველი მიზეზი ხალხის ავათმყოფობისა უფრო არის წელების წაპილწვა. ამ სოფლებისკენ თითქმის ყოველ- წლივ დიდი ავათმეოფობა იცის: საგარეჯო განიყოფება ორ ნაწილად, ბაზარ ზემოთა ნაწილს უწოდებენ თვალთავად, სადაც მომეტებულნი სომხები დგანან და აქ ავად-მყოფების რიცხვი ძრიელ ცოტაა, ხოლო ბაზარ ქვემოთა ნაწილს უწოდებენ ვაკეთ, სადაც ოთხას ხუთას კომლამდინ ქართველები დგანან. აქ კი ავად მყოფების რიცხვი ძრიელ ბევრია. ბაზარს უკან ჩამოუვლის მშვენიერი პატარა სათავის წყალი, მაგრამ ამ წყალს კი ბაზარში ჰსწამლავენ. ბაზრელი ვინც საქონელს დაჰკლავს, იმის წელ-წულებს შიგა რეცხავს და ეს მისდით ვაკელებს სასმელად. აქაურ მამასახლისს იმდენი მოფიქრება და ძალა არა აქვს, რომ გამოიხსნას ვაკელები მოწამლულის წყლის სმისაგან და აუკრძალოს ამ წელის მოწამლვა; მაგრამ რად იზამს? ვაკეში ქართველები დგანან, თვალთავს მდგომნი ხომ წმინდა წყალსა სმენ, თითონ მამასახლისიც იქა დგას და რა ენაღვლება მის ქვემოდ თუნდა სულ ამოწყდნენ.

კავთელი.

1877 წ. 2 ოკტომბერს.

III.

ივრის-ხეობა. ივრის ხეობაზე მშვენიერი პურის მოსავალი მოვიდა, თუმცა კი ვენახების მოსავალმა უმტყუვნა მცხოვრებლებს გამოუარა ქალაქიდან სეტყვამ და მარტყოფს, ნორიოს, უჯარმას, სართიჭალას და ხაშმს სულ ტუტა ადინა ვენახებსაც და მინდვრებსაც; მემრე გამოყვა მარტო ვენახებს პატარძეულისას, ნინო-წმინდისას, საგარეჯოსას, გიორგი-წმინდისას, თოხლიაურისას, მანავისას და წვრიმალა სოფლების ვენახებს და სულ ერთიანად მირეგვა. ვისაც რვა ცხრა საპალნე მოსდიოდა და იმედი ჰქონდა, წრეულ რვა ჩაფი არ მოსვლია. ამიტომ გარეთა კახეთში ღვინოზე ძლიერ უკაცრავათ არიან და ძვირიც არის, თუმცა ამათი მინდვრები გადარჩა იმ რისხვას და მშვენიერი მოსავალი მოვიდა პურისა და სიმინდის, ასე რომ მოხუცებულებს ასეთი მოსავალი თითქმის ამ ორმოც წელიწადში არ ახსოვთ, არამც თუ მარტო კახეთში არამედ ყველა საქართველოს კუთხეში, მაგრამ პური კი საშინლად დაძვირდა. რა არის ამის მიზეზი? ჯერ ხომ ომია და ომი და მერე ეშმაკის ჩამომავალნი ვაჭარნი. ამათ კალოზევე შეიტყეს სიუხვე პურისა, თითონ გლეხებსაც უხაროდათ და ხმას ავრცელებდნენ, ამოდონა პური არა დროს არ მოგვსვლიაო. მოდიოდენ ამათთან დასეტყვილი მეზობლები კალოზედვე და კოდს. შვიდ-შვიდ აბაზად ყიდულობდნენ. ვაჭრები კიდევ კოდზე როგორც მაზანდა იყო თითო აბაზს უმატებდნენ და ევაჭრებოდნენ; რასაკვირველია, გლეხებიც იმათზედ უფრო სიხარულით ჰყიდდნენ, რადგანაც მეტის მძლეველნი იყვნენ. ვაჭრები კიდევ ფიქრობდნენ, „დავტენოთ დიდრონი ბეღლები. პური სულ ჩვენ ხელში იქნება, მემრე, რასაკვირველია მაზანდაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული,როგორც გვინდა ისე გავყიდითო.“ ამაში დამარწმუნა ალექომ, როცა მე ვკითხე: რად ყიდულობ მაგდენ პურს მეთქი, გაიაფდება, ყველა კუთხეზე ბევრი მოვიდა, იმან მიპასუხა: „როცა იაფი იქნება კიდევაც ვივიდი და შევინახამ იქამდინ მანამ არ დაძვირდება ჩემ ბეღელს თაგვი არ გააფუჭებს, კოდს ოთხ მანათად ეხლავ მეხვეწებიან, მაგრამ არ ვაძლევ; მე ვიცი რომ უფრო კიდევ დაძვირდება; ჯარებისთვინ იყიდიან. დიდი შალი ჯარი თურმე: იმათ ბევრი პური უნდებათ, ამბობენ ფუთი სამ მანეთად გახდებაო.“

რასაკვირველია, ყველა ვაჭარს ეს ედვა გულში,აეღოთ ჩანახები და დაეთრევოდნენ კალოებზე. როცა მოაქციეს ბეღლებში და გული იჯერეს, მისხდნენ კუთხეში. გლეხებს ეხლა იმდენი პური აღარ აქვთ რომ გაყიდონ, ვაჭრებმა მანქანებით გამოსცინცლეს. ეხლა ესენი შეიქნენ პურის გამყიდველნი. გლეხი რომ ამათთან მივიდეს ეხლა პურის სასყიდლად, – კოდში ხუთ მანეთს სთხოვენ. ერთბაშად ამათგან დადგინებული მაზანდის ხმა გავარდა ყველგან და ამიტომ პურის ფასმა აიწია. რასაკვირველია, ქალაქშიაც დაძვირდებოდა. გლეხებს იმდენი აღარ აქვთ წამოიღონ და რიგიან ფასად გავიდონ; ახლა ვაჭრების ხელშია პურიც და მაზანდაც ესღა ჰქონდათ საწყალ გლეხებს გასაყიდი ხოლმე ქალაქში და ამაშიც ესენი შეეცილნენ. რასაკვირველია, ამ ოინებს არა მარტო სოფლის ვაჭრები სჩადიან, არამედ თვითონ ქალაქელებიცა. რამდენი სარდაფი მინახავს ფქვილის საცალოებით გაჭედილი და საიდამაც თითო-ოროლა ცალობით გამოქონდათ სიძვირის დროს გასაყიდლად. რასაკვირველია, ამაზე უნდა იყვეს მთავრობის ყურადღება მიქცეული, რადგან პური თავდაპირველი სახსარია ადამიანისა. ამის გამო ვაჭრებს არ უნდა ქონდეთ ნება პურის ყიდვისა იმ განზრახვით, რომ იაფათ მივიდონ, მერე დამალონ განზრახ, განზრახვე გააძვირონ. ორი თუმანი რომ ითხოვონ ფუთში მოდი და ნუ მისცემ, მაშ რას იზამ? რამდენი უღმერთოა რომ ამ საქმეებს სჩადის. როგორც მოვიხსენე ზემოდ, ალექო, თუ ამას ამბობდა, ჯარს ძვირად მივიდიო მაშინ, როდესაც ჯარი არის მისის ოჯახობისა და ქონების დამცველი და მისთვის ტყვიისათვის გული მიუშვერია, — თუ ჯარზედ ამას ამბობს, სხვაზედ რაღას იტყვის?

ა. კავთელი.

უფ. მეტყევემ როგორც მითხრეს თავის სუსხები არ მოიშალა. პატარძეული ძლიერ შეუწუხებია თურმე, ფიჩხსაც აღარ ატაინებს. წინეთ თურმე საფიჩხე მუქთად ჰქონდათ მიცემული ყველა სოფლელებს, ახლა აღარავინ აძლევს ნებას ამ წინაზედ დარბევინებდნენ რუსულად დაწერილ ბრძანებას, მე შევიტყვე ამათა და ამათ ფიჩხი გაუტანიათო, შეიტვეთ და მსწრაფლად მაცნობეთო. ტყის მცველებმა რუსული არ იციან, იმის წამკითხველნი სულ ამ მხარეზე ხუთიოდეა. ამათაც რომ არ წაუკითხონ და უარი უთხრან, მაშინ რა უნდა ქმნან საწყალმა მცველებმა? მაშინ იქნება ქალაქშიაც ჩამოიტანონ მეტყევის ბრძანება, გადაგვი თარგმნეთო. ამ მეტყევეს, როგორც მითხრეს, მწერალი თურმე ჰყავს. განა არ შეიძლება ეშოვნა ისეთი მწერალი, რომელსაც ქართული სცოდნოდა და რუსულიც.

IV

თრიალეთიდამ. სეკდემარის პირველს რიცსვებში სოფელს დარბაზიდან გაქცეულმა ავაზაკმა მეხრალიმ მოიტაცა ყარაფაფახების და ქურთების თნაშემწეობით. რომელნიც რიცხვით იქნებოდნენ 400 კაცამდე, თრიალეთიდამ 600 ცხენამდე, რომელნიც ეკუთვნიდნენ ყაზასებს და ზოგიერთს გარეშე პირებს. მას შემდეგ გავარდა ხმა ხალხში, რომ მეხრალი ამ ცოტას ხანში დაეცემა ნემენცების კალონის ეკატირინოფელდს (რატევანს) და აიკლებსო. შეშინებულმა ნემენცებმა დაუწყეს გამაგრება კალონიას. გააკეთეს გოდორეურები ქუჩის პირებში, ჩაყარეს ხერგები და ყოველი იქური მცხოვრები, ვალდებულ ჰყვეს, როდესაც სამრეკლოს ზარი დაიკვრებოდა, მაშინვე ფურგონები გამოეტანათ და ჩაეყნებინათ დანიშნულს ალაგს ქუჩებში და მით შაეკრათ შემოსავალი კალონიაში გზა, დედაკაცობა და წვრილფეხობა უნდა შეყრილიყვნენ ეკკლესიაში. 15 ენკენისთვეს ღამის სამს საათზედ, შეიქნა საშინელი ზარის რეკა; ტკბილად მძნარნი მცხოვრებნი რატევნისანი წამოცვივდნენ დაიფეთებულნი თავიანთ საწოლებიდან. დედაკაცები და ყმაწვილები ეცნენ ეკკლესიას, კაცები ფურგონებს და იარაღს. შეიქნა საშინელი სრიალი ფურგონებისა, ტირილი ბალღებისა და ხმაურობა ხალხის ყოველი ცდილობდა ბეჯითად აღესრულებინა თავის მოვალეობა, რაც კი ჰქონდა ნაბძანები შულცისგან. ამ არეულობის დროს ერთს დედაკაცს დაეცდინა ფეხი კიბისათვის სიჩქარით, ზემო სართულიდამ ძირამდინ გორვით ჩამოსულიყო და მოსტეხოდა ფეხი და მეორე დედაკაცზედ კიდევ ფურგონს გადაევლო. შემდეგ გავიგეთ ამ ვალ-ვალობის მიზეზი. ერთს განაპირებით კალონიიდან მდგომს ნემენცს სახლში ცეცხლი გასჩენოდა და რომ ხალხს შეატყობინოს, სამრეკლოს ზარი დაეკრა.

ხუთისა თუ ექვსის დღის შემდეგ, ღამე, — ხელახლად ასტყდა ზარის რეკა, მაშინვე ფურგონები გამოიტანეს ნემენცებმა და ჩახერგეს ქუჩის პირები და ამოუსხდნენ თოფებით ამ სანგრებს, იძახოდნენ: მეხრალი მოდის ჩათახის მხრიდანაო, ერთი ნემენცი ამბობდა: მე ვნახეო ორმოც კაცამდინ იყვნენ თოფ-იარაღიანიო და მგონია ის მოწინავე ჯარი უნდა იყოსო. ამის მიზე რომ გაეგოთ ნემენცებს მეხრალის დიდი ჯარი ჰყავს თუ არა, ამოარჩიეს ჩაფრების ურიადნიკი ფაშა და გაგზავნეს დასაზვერად ქათვანაკჩისაკენ. ფაშა მოახტა ცხენს და გასწია გზა-გზა მაშევრის ჭალაში და რაკი მიახლოვებულიყო შეითალნოს ასავალს, ძირიდან შეუხედნა და დაენახა სერზედ, რომ ცხენოსანი გადმოდიან ჭალაში, ამასთანავე უეცრად ფაშას მოესმა საშინელი თქრიალი ცხენოსან ხალხისა, წარმოედგინა რომ მე დაჭერის მიპირებენო, გამოექცია ცხენი, ამის ცხენის ფეხის ხმაზედ ცხენოსანნი გამოყოლოდნენ, თან ფაშა, გულგახეთქით მოვარდა ნემენცებთან და დაიძახა: მოდიანო! მართლადაც არ გამოსულა ორი თუ სამი წუთი, მოისმა საშინელი ფეხის თქრიალი, ნემენცებმა დიდხანს აღარ უცადეს, დაუშინეს თოფები და სროლა გამართეს. შემდეგ რა ნახეს, რომ თოფის სროლაზედ პასუხს არავინ აძლევს, შესწყვიტეს სროლა გათენდა დილა, ნახეს ნაომარს ადგილს ორი მკვდარი ძროხა, თოფით მოკლული. თურმე რა ყოფილა? ნემენცი მომავალებულა ლოქის ტყიდან და დაუნახავის რავდენიმე ცხენოსანი ქაფანაკჩასთან; იგინი ყოფილან თათრის მაყრები, რომელთაც მიჰყოლებიათ თათრის პატარძალი და ეს თათრები მიუღია მოწინარე ჯარად; ფაშას რომ სერზედ ცხენოსანი ჯარი დაენახა, აქლემები ყოფილიყვნენ და აქედამ ფაშა ურიადნიკი რომ გამოქცეულიყო ჭალაზედ ჩამოერბინა. მისდა საუბედუროდ, ჭალაში მდგარიყო ნახირი, რომელშიაც შამოვარდნილიყო ნადირი, გაეფთხო საქონელი და დასდევნებოდა ფაშის ცხენის ფეხის ხმას. ფაშას გონებია მტერმა დამინასაო და მომდევსო. მორბის თურმე რაც შეუძლიან ცხენით ფაშა და მისდევს უკან თქაფა-თქუფით ნახირი. მოვარდა გულდახეთქებით ფაშა კალონიაში და ნახირიც ზედ წამოაწყდა ამოსაფრულს ნემენცებს. ამათ ჰგონებოდათ, არ იქა მტერი დაგვეცაო და დაეშინათ თოფები. გამარჯვების ნიშნად ორი მკვდარი ძროხა კი ეპოვნათ მეორეს დილას.

სეკტემბრის 26 რიცხვსა ვარანცოვიდამ წამოსულიყო მალაკანი დანიელ ფეოდოროვის შვილი ნიკალაი დანიილოვიჩი, რომელსაც წამოეღო თან ფურგონის სასყიდლად 280 მანეთი, მოსულიყო სოფელს ირღანჩაის, სადაც დაექირავებინა ერთი კაცი, რომელიც ირღანჩაის სხვათა შორ ყარაულებში იყო. ამ ფარულს, რომელსაც უწოდებენ მუსტაფა ფიშიკ ოღლის შაესწრო თვალი რომ ნიკალაი დანიილოვიჩს „ბუმაჟნიკში“ ბლომად ფული აქვს, და როგორც მოსულიყვნენ ბეზაქლოს ჩამოსავალთან, ხანჯლით მოჰკლამს მალაკანს, ამოაცლის „ბუმაჟნიკს,“ გახდის ჩექმებს, თავის ცხენს დასტოვებს იქ და მალაკნისას კი წაიყვანს. ეს ამბავი იმავე დროს გამოაშკარავდა და შიშით დანარჩენი ხუთი კაციც, რომელნიც იდგნენ ირღანჩაის ყარაულებად თავიანთ ურიადნიკით ასან აღა ნასიბ ოღლით, გაიქცნენ ოსმალში, ეხლა თრიალეთში ირიცხება გაქცეულები 26 კაცი.

გ. ო.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ხმები კიდევ შერიგების შესახებ. დღე და დღე შერიგებაზედ ლაპარაკი ხშირდება ევროპაში და ამ საგანზედ ხმები მატულობენ. საფრანგეთის გაზეთები „Journal des Debats“ მედგრად თხოულობს ინგლისისა და ავსტრიისაგან, რომ ამ საგანს მხურვალედ მოეკიდნონ ვიდრე დრო არის. თუ ავსტრია ისევ ისე გულ-გრილად იქნებაო ამ საგანზედ, ამბობს იგივე გაზეთი, ბოლოს ინანებს და მაშინ გვიანღა იქმნებაო. ის ხმაც დადის ვითომ ოსმალოს ინგლისისათვის შუამავლობა უთხოვნიაო და ინგლისსაც უკისრიაო, სტამბოლიდამ ინგლისის გაზეთს „Standard“-ს ჰსწერენ, რომ ოსმალოს ელჩს საფრანგეთის წინშე, — აარიფ-ფაშას მისმა მთავრობამ პირობები მიანდო, რომელზედაც ოსმალეთი თნახმ იქმნებაო. რუსეთს შეურიგდესო, თუ სხვა სახელმწიფონი შუამდგომლობას იკისრებენო. საფრანგეთის გაზეთი „Memorile Diplomatique“ ამბობს, რომ ინგლისის პირველი მინსტრი ლორდ ბიკონსფილდი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდ დერბი ერთმანეთში მორიგებულან კიდეც მასზედ, თუ რა და როგორი ზომიერება მიიღონ შერიგებისათვისო, ავსტრიაც მიემხრობა ინგლისის მეცადინეობას ომის შესაწყვეტლადო. ხოლო ბერლინის გაზეთები გვარწმუნებენ, რომ გერმანია ინგლისის შუამდგომლობაში არამც თუ არავითარს მონაწილეობას არ მიიღებსო, არამედ წინაც აღუდგება, რადგანაც ყოველი შუამდგომლობა რუსეთისათვის საწყენო იქმნებაო. ამ ბოლოს დროს კი გაზეთების სიტყვით, გერმანიასაც როგორღაც გუნება ეცვალა ამ საგანზედ და შერიგების ხმებს ისე სასტიკად აღარ ეპყრობა.

კორრესპონდენტი ინგლისის გაზეთის „Daily Nevs“ ბუხარესტიდამ 18 ოკტომბერს იწერება, რომ შერიგების ხმებს არც რუსის მხედრობის უმთავრეს სადგურში, არც ბუხრუსტის დიპლომატიის გამგებლობაში ყურსაც არ ათხოვებენო. აქ ინგლისის მინისტრების ლაპარაკი უბრალო ტიტინად მიაჩნიათო. რაც უნდა იძახონ ინგლისის მინისტრებმა, თუ ავსტრია ინგლისს არ მიემხრობაო. რუსეთის წინააღმდეგ, არაფერი არ გამოვაო, - თუ ავსტრია მიემხრობაო, მაშინ ხომ საერთო მთელის ევროპიის ომიც ასტყგებაო. უნდა ესეც ვსთქვაო, რომ ამ შემთხვევისა რუსეთს სრულიადაც არ ეშინიანო. ცხადია, რომ იგი დაიმედებულია თვის მომხრეებზედ და მათგან ზურგი მაგარი აქვსო. ინგლისს ვისზედ უნდა ჰქონდეს იმედიო. საფრანგეთი, რომელიც ამ გვარს საქმეში ბევრს რასმეს ნიშნავს, ეხლა ისე გართულია თავის შინაურს არეულობაში, რომ ანგარიშში მოსატანი არ არისო; ერთად ერთი მომხრე, რომელიც შეიძლება ინგლისმა კიდევ მოიპოვოს — ავსტრია არისო, მაგრამ ესეც შინ იმისთანავე განხეთქილებაშია, როგორც საფრანგეთიო. რუსეთის მომხრენი კი ცხადია ვინც იქნებიანო. თვითონ რუსეთშიც საზოგადო აზრი იმაზეა, რომ ომი ბოლომდე განიგრძოსო, იმ დრომდე ვიდრე წადილს არ აისრულებსო უნაკლოდ. რუსეთში ყველა დარწმუნებულია, რომ დღეს იქნება თუ ხვალე, ოსმალო დამარცხდებაო. თითქმის ამასვე იწერება პეტერბურგიდამ მეორე ინგლილისის გაზეთის „Times“–ის კორრესპონდენტი რუსეთის შესახებ.

ნემენცური „გაზეთი კელნისა“ მოგვითხრობს, რომ იტალიის პალატის პრეზიდენტს კრისპის, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრობას უქადინ იტალიაში, ჰქონია ლაპარაკი პეშტში ვენგრიის პალატის დეპუტატებთან აღმოსავლეთის საქმის შესახებ მს უთქვამს: იტალიის მომეტებულის ნაწილის სურვილიაო, რომ ყველა სახელმწიფონი ერთმანეთს მიემხრონ და დაეთანხმნენო აღმოსავლეთის საქმის შესახებ, თუ რუსეთმა საბოლოოდ გაიმარჯვო. უკეთესი გადაწყვეტილება ის იქმნებაო, რომ სამხრეთ სლავიანთაგან „კონფედერაცია“ შესდგესო და საბერძნეთმა ბალკანამდე გაიწიოსო, ამისთანა გადაწყვეტილება სამუდამოდ მოსპობს ომის განახლების მიზეზსაო.

საფრანგეთი. საფრანგეთში განხეთქილება ჯერ არ მოსპობილა, აქოთილი მაკ-მაჰონისაგან საქმეები ჯერ არ დალაგებულა და დღესაც გაცხარებული ბრძოლაა კალმით თუ სიტყვითა რესპუბლიკელთა და მაკ-მაჰონის მომხრეთა შორის. არ ვინ იცის რით გათავდება წესის დამცველის მაკ-მაჰონისაგან ჩამოგდებული უწესოება გაზეთები გვარწმუნებენ, ვითომ მაკ-მაჰონს და მის სამინისტროს წარბიც არ შეუტოკნიათ არჩევანის შედეგის გამო, თუმცა ამორჩეულთა რესპუბლიკელთ საერთოდ 4,312,000 კენჭი მოუვიდათ და მათ მოპირდაპირეთ კი 3,636,000. 1876 წელს კი პირველთ მოუვიდათ 4,030,000 კენჭი, ხოლო მეორეებს 3,460,000.

გაზეთი „Republique Française პირდაპირ ითხოვს, რომ მარშალი მაკ-მაჰონი პრეზიდენტობიდამ გადადგეს, უკიდურესნი რესპუბლიკელნი ითხოვენ, რომ მთელი სამინისტრო სამართალში მიეცეს ბოროტ-მოქმედებისათვის სამსახურის აღსრულების დროს. „Journal des_Debats“ ურჩევს რომ მარშალი გადადგეს და ამას გაზეთი „France“ უმატებს, რომ მაკ-მაჰონს მაგის მეტი გზა არ დარჩომიაო. მაგრამ მაკ-მაჰონი და მისი სამინისტრო ყოველს მას ერთს ყურში შეუშვებს და მეორედამ გაუშვებს ხოლმე. ერთსაც და მეორეებსაც განუზრახავთ თვის ადგილებზედ დარჩომა და დეპარტამენტების არჩევანი მონაწილეობის მიღება იმ აზრით, რომ ის არჩევანი თავიანთ სურვილზედ გაატარონ. ამას წინადაც ვსთქვით და ეხლაც ვამბობთ, რომ ამ დეპარტამენტის არჩევანს, რომელიც 22-ს ოკტომბერს არის დანიშნული, დიდი მნიშვნელობა აქვს საკულაოდ და ამიტომაც ძალიან ცდილობს მაკ-მაჰონი და მისი სამინისტრო, თავის გუნების კაცნი ამორჩევინონ.

1879 წ. 30-ს იანვარს კანონის ძალით, უნდა 79 სენატორი გადადგეს და მათ მაგიერ, ანუ თვითვე იგინი, ხელახლად ამორჩეულ იქმნან. ვისაც 22-ს ოკტომბერს დეპარტამენტების არჩევანში ამოირჩევენ, ისინი იქმნებიან ზემოხსენებულის სენატორების ამომრჩეველად 30 იანვარს 1879 წელსა. სენატში ეხლა უმრავლესობა მაკ-მაჰონისაკენ არის. სენატს კიდევ სხვათა შორის ის უფლება აქვს, რომ დეპუტატთა პალატთან ერთად რესპუბლიკის პრეზიდენტი ამოირჩიოს ხოლმე. ამასთან ამასაც ნუ დავივიწყებთ, რომ 1880 წ. თვით მაკ-მაჰონს პრეზიდენტობის ყავლი უთავდება და რასაკვირველია ბევრად იქმნება დამოკიდებული სენატზედ ხელახლად ამოირჩევენ მასვე თუ სხვას დააყენებენ. აქ ცხადია, რომ როგორც მაკ მაონს და მის მომხრეებს, ისიც მის მოპირდაპირედ რესპუბლიკელთ დიდი სურვილი აქვთ, რომ თავისი კაცები გაიყვანონ დეპარტამენტის არჩევანში. ორივე მხარე ამისათვის ამ ჟამად დიდად იღვწის და არა ხარჯს არ ერიდება. დღეს თუ ხვალე იმის ამბავიც მოგვივა, აქაც გაჰპენტენ მაკ-მაჰონს და მის პოლიტიკას, თუ არა. იმ დრომდე კი მაკ-მაჰონი და მის სამინისტრო დიდს ცუღლუტობაშია და სურთ თავიანთ ადგილებზედ ფეხ-მაგრად იყვნენ.

რა მინისტრები სამსახურიდამ არ გადადგნენო. და მაკ-მაჰონსაც მათი გადაყენება არ უნდაო, — ეგ იმასა ნიშნავსო, ამბობენ გაზეთები, რომ საზოგადო აზრს და სურვილს ეურჩებიანო და არაფრად აგდებენო. ეგ ცხადი საბუთიაო, რომ უნდათ უფრო დიდი არეულობა მოახდინონო. მაგრამ გაზეთი „Temps“ ამბობს, რომ ყოველივე ეგ ტყუილი ამბავიაო, სამინისტროს სამსახურიდამ გადადგომა გათავებული საქმეაო და ეგ გამოცხადებაო 23-ს ოკტომბერს, ესე იგი, დეპარტამენტების არჩევანის მეორეს დღესვეო. სხვა გაზეთები კი, მათ გალითებრ, „Française“ ამბობს, რომ მინისტრებს ფიქრადაც არა აქვსთ გადადგომაო, პირიქით, მზად არიან წარსდგნენ პალატთა წინაშე თვისის პოლიტიკის დასაცველადაო და ყოველსფერში პასუხის-გებას თვით ჰკისრულებენო. თუ პალატნი რომელსამე გადაწყვეტილობაზედ დადგებიანო, ისინი წინააღმდეგობას არ გაუწევენო და გადადგომაზედაც მზად არიანო, თუ მაკ-მაჰონი ახალთ მრჩეველთ მოიწვევსო. „Assemblee National“-ი კი ამბობს, რომ მაკ-მაჰონმა თავის მინისტრებს უთხრაო, სრული თავისუფლება მომიცია როგორც გსურდეთ ისე მოიქეცითო, მე კი თავის დღეში თანახმა არ ვიქნებიო მარცხენა მხარესთან ერთად საქმე ვაწარმოვო. ორლეანელების გაზეთი „Soleil“ ურჩევს რესპუბლიკელთა — ბევრს ნუ გამოუდგებითო, თორემ სნატი ამ ახალს პალატასაც ხელახლად დაითსოვსო; რესპუბლიკელნი კიდევ თავისის მხრით ამბობენ, რომ არასფერს არ დავთმობთო და არის ერთი განხეთქილება და გაცხარებული ურთი-ერთის მკილავობა. ხოლო გაზეთი „Nord“ გვარწმუნებს რომ თუმცა ასეთი გაცხარებული კამათობსო რესპუბლიკელთ და მარშლის მომხრეთა შორის, მაგრამ მაინც იმედიაო, რომ პალატთა კრება ყველას დაამშვიდებს და მოარიგებსო.

კიდევ ვიტყვით, რომ საქმე გაძნელებულია და არვის იცის რა გამოვა რისაგან. ბევრი შიშობს, რომ საქმე ძალა-მომრეობაზედ არ მიდგეს. რასაკვირველია, ამ შიშის მოლოდინი რესპუბლიკელთაგან არა აქვთ. ნემენცური გაზეთი „Nordz deutche Zeitung“ სამართლიანად ამბობს, რომ სახელი და დიდება რესპუბლიკის იმაში მდგომარეობსო, რომ დღეს რესპუბლიკა და ამბოხი ერთ და იმავედ არავის მიაჩნიაო; რესპუბლიკა თავისით თავის დღეში საერთო მშვიდობიანობას არ დაარღვევსო. პირიქით, საქმეთა მომდინარეობა გვიმტკიცებსო, რომ ბერლური რენპუბლიკა საფრანგეთში უკეთესი იმედია მშვიდობიანობისაო, შესანიშვავია ამ მხრით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰერცოღ დეკაზის სიტყვა, ნიცცაში წარმოთქმული: მეო, უთქვამს. ამ მინისტრს, ეშვიდობის მყოფელს მინისტრს მეძახიან და ამით თავს ვიქადიო; მეო, თუ ჩემის ქვეყნის პატივსა და სახელს არავინ შეეხებაო, მშვიდობიანობის მხურვალე მსურველი და მომხრე ვიქნებიო. ამ სიტყვამ უნდა გაჰფანტოს ყოველივე იჭვნეულობა გერმნიისა. მაგრამ დიპლომატების სიტყვას ხომ ბაჟი არა აქვს!.. ეს გულთა მხილავმა ბისმარკმა ჩვენზედ უკეთ უნდა იცოდეს.

ინგლისი. მუხთარ-ფაშის დამარცხებამ ძალიან ხაუმრობა ატეხა ინგლისში და გაზეთებმაც, რუსის მომხრეთა თუ მოძულეთა, ერთი ბაასი ატეხეს მასზედ, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რა შედეგი მოყვება ამ დამარცხებას. ყველა დარწმუნებულია ამაზედ კი, რომ ამ დამარცხებას არ რაიმე გავლენა არ ექმნება დუნაიაზედ ომის მიმავლობაზედ, გარდა იმისა რომ ცოტად თუ ბევრად ფრთას მოჰკვეთს ოსმალთა თამამობასაო „საქმე იმაში კი არ არისო, ამბობს გაზეთი „Standard,“ ოსმალეთს ბევრი ხალხი გაუჟლიტეს თუ ცოტაო, საქმე იმაშაო. რომ მცირე აზიაში ოსმალთა საქმე ამ დამარცხების გამო საბოლოოდ წაგებულიაო. გაზეთი „Pall-Mall“ დაუძინებელი მტერია რუსეთისა და თუმცა ესეც დიდს მნიშვნელობას აძლევს რუსთა გამარჯვებას მუხთარ-ფაშზედ, მაგრამ მოჰყვა თავის ძველს ამბავს „დათვებას ხარბობაზედ.“ მეორე მტერი „Daily Telegraph“-ი უმატებს ამას რომ მიკვირსო ჩვენებს რა სიხარული შეუდგათ ამ მარჯვების გამოო. მცირე აზია რომ რუსებს დარჩეთო, მაშინ ჩვენს სამზღვრებს რაღა უნდა ეშველოსო? განა ვერა ხედავთ რუსის მახეების გაშლას ავგანისტანშიო! სხვა სახელმწიფოებს ევროპისას მარტო დუნიაზედ და ბოსფორზედ უჭირავთ თვალი, რადგანაც იმათ ინტერესები მარტო იქა აქვთო. მაგრამ ყარსთან, არზრუმიან, ბატუმთან არავის ხელი და საქმე არ აქვს, გარდა ინგლისსა და ოსმალოსაო“.

გაზეთი „Wold“ შემდეგის თვალით უყურებს ამ გამარჯვებას: „ვიდრე ომი დაიწყებოდა, ინგლისი სულ ხმალზე იყურებოდა და თითქმის ხმალზედაც ხელი ედო, რადგანაც ყველას ეშინოდა, რომ რუსეთი, რაკი ოსმალოს ევროპიდამ გაგვის, მაშინვე გამოგვის ინგლისელებსაც ინდოეთიდამო. როცა რუსთა ცოტაოდენი მარცხი მოუვიდათ, მაშინვე გაქრა ომის სურვილიც ბრიტანელთა შორის; რუსეთის აღარავის ეშინოდა; იქამდინ რუსეთის შიში აღარავისა ქონდა, რომ მცირე აზიაში ოსმალთა ჯარის ამოწყვეტამაც არ გამოაფხიზლა არავინ. ამაობაში რუსეთი შეიძლება გამარჯვებულიც დარჩეს და მერე? რუსეთმა ხომ სამაგიერო უნდა აიღოს თავისის აუარებელის ხარჯისა. ამ სამაგიეროს აღებას მოერიდება ევროპაში სიფრთხილისა გამო და ეცდება სამაგიერო. მიიღოს მცირე აზიაში, გაიწევს სპარსეთის ზღვის-უბემდე და ხმელეთის გზას გადუჭრის ინგლისსა ინდოეთისაკენ. ავსტრიას და გერმანიას მცირე აზიის დარდი არა აქვთ.

„ესენი არამც თუ დაუშლიან, ხელსაც შეუწყობენ რუსეთს იმ კეთილგონიერების ჯილდოდ, რომ ბოსფორი რუსეთის მეოხებით ყველასათვის ღია იქმნება; წააგებს მხოლოდ ოსმალო და დაკარგავს ინგლისი. პირველი დამარცხებული იქმნება, ხოლო მეორე საღად, ჯანმრთელად და მზად იქნება ბრძოლისათვის. ინგლისმა წინადვე ეს უნდა გამოიხატოს, რომ მარტო თავის-თავის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგანაც სსვაზედ ყოველივე იმედი ფუჭია.“

თქმა არ უნდა, რომ ინგლისი ხელახლად ძალზე დატრიალდება, რომ ვიდრე საქმე შორს არ წასულა ომს როგორმე ბოლო მოუღოს. დიდს მეცადინეობას შეუდგება, რომ ყოველ შემთხვევისათვის საფრანგეთი და ავსტრია მოიმხროს. ვენიდამ გაზეთს „Observer“-ს ჰსწერენ, აქ ხმა დადისო, რომ ორი ინგლისელი ჯონსტონი და ლორდი დარნლეილი თავისით სცდილობენო, საფრანგეთს, ავსტრიას და ინგლისს ზავი შეადგენინონო რუსეთის წინააღმდეგ. ლორდ დარნლილს ბევრი ნაცნობი და კეთილის-მყოფელი ჰყავს თურმე ვენაში დიდ-კაცებს შორის და მათის მეოხებით მოუხერხებია რომ ავსტრიის იმპერატორს იგი მიუღია. მოჰყოლია ეს ლორდი თავისის პოლიტიკის ამ ავსა რუსეთის წინააღმდეგ, დიდის მოთმინებით იმპერატორს ყური უგდია და როცა გაუთავებია იმპერატორს ღიმილით პასუხად ეს უთქვამსო: არა რაიმე მისგან, რაც თქვენ, ლორდო, მაუწყეთ, არ მიშლის დღეს სადილად მოგიწვიოთო.

ოსმალეთი. სტამბოლის კორრესპონდენტი„Times“-ისა იწერება, რომ მუხთარ-ფაშის დამარცხება ყველას საბოლოო დამარცხებად მიაჩნიათო, იმისთანა დამარცხებად, რომ ხელახლად საქმის გასწორება თითქმის შეუძლებელიაო. ოსმალეთის მთავრობა ძალიან შეფიქრებულია და თუმცა მისაშველებლად გაგზავნეს 30 ბატალიონი, მათ შორის ბათომიდამ 12 ბატალიონი, მაგრამ შიშობენ, ვერ მიუსწრობსო. შერიგების მომხრენი აღიარებენო, რომ ეს უეჭველი გამარჯვებაა რუსებისაო და თუ ერთი ამისთანა გამარჯვება ევროპაშიაც შეემთხვათო, მაშინ ევროპის სახელმწიფოებს საბუთი ექმნებათ შუამდგომელობა მიიღონ ომის მოსაკვეთადაო. ოსმალოს მთავრობასა გაზეთები იმედს იძლევიან, რომ გაფანტული ჯარი მუხთარ-ფაშისა ხელლად თავს მოიყრისო, მუხთარს შეუერთდებიანო და რუსებს სამაგიეროს გადუხდიანო, მით უფროო, რომ სტამბოლიდამ, ბათომიდამ და არზრუმი დამ დიდძალი ჯარი გაგზავნილი ისაშველებლადო.

სტამბოლიდამ გაზეთის „Temps“-ის კორრესპონდენტი იწერება 12-ს ოკტომბერს, რომ აქაო ამ უკანასკნელს დროს კიდევ მოჰყვნენ ლაპარაკსა შერიგებაზედ და ევროპიის შუამდგომლობაზედაო. ამ საგანზედ ორი აზრიო. ერთი უფრო კეთილგონიერნი — ამათ შორის სულთანი და გავლენიანნი მინისტრნი — ნდომულობენ შერიგებას, ხალხი კი, ესე იგი, აუარებელი უმრავლესობა შერიგებაზედ დიდს უარზედ დგასო.

რუმინია. გაზეთის „Politische Correspondenz“-ს ჰსწერენ ბუხარესტიდამ 19-ს ოკტომბერს, რომ გუშინ საღამოს დიდი ყრილობა იყო აქაურის ყველა ჯურის კონსერვატორებისაო. და ბაასი ჰქონდათ მასზედ, თუ რა და როგორ მოევლება იმ პოლიტიკას, რომელიც ასეთს შიშს მოასწავებს ჩვენის ქვეყნისათვისაო, ერთხმად გადუწყვეტიათ, რომ რუმინიის ჯარი ოსმალეთზედ დასა ცემად აღარ იყვეს გაგზავნილი, — რომ რუმინია არაფერში ხელშეკრული არ იქმნას სხვა სახელმწიფოსაგან და ეცადნონ, რუმინის განათავისუფლონ ოსმალეთისაგან და ევროპიის მფარველობის ქვეშ მიაღებინონ.

სპარსეთი. სპარსეთის შაჰი აპირებს თურმე ხელახლად მოგზაურობას ევროპაში. პარიჟის გამოფენაზედ დასწრებას ლამისო. თვისი შინა-კაცი და სარწმუნო მირზა-ალი გაუგზავნია კიდეც ევროპაში, რომ შაჰის მოგო ზაურობისათვის სამზადისს შეუდგეს.

3 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

I

— 25-ს ოკტომბერს მისის იმპერატორების უმაღლესობისაგან შემდეგი დეპეშა მოვიდა: ოც-და-სამს ოკტობერს ღენერალ გეიმნის და ტერ-ღუქასოვის შეერთებულმა ჯარმა ცხრა საათის ომის შემდეგ დაამარცხეს მუხთარ და იზმაილ-ფაშის ჯარები დევე-ბოინუს სიმაგრეებზედ. ოსმალოს ჯარი სრულიად აირივა და ასე არეული გაიქცა; ბანაკი, ზორბაზნები და სურსათი სულ აქ დაჰსტოვეს. დაწვრილებითი ამბავი და აგრეთვე ჩვენი. და მტრის ზარალი ჯერ არ ვიცით.

— ვიზინკუვიდამ 18-ს ოკტომბერს იწერებიან: „გუშინ ღენერალ გეიმანისაგან ამბავი მოვიდა, რომ 16 ოკტომბერს მისი და ღენერალ ტერ-ღუქასოვის ცხენოსანი ჯარი მდევრად მისდევს კეპრიკუისაკენ უკუქცეულს მუხთარ-ფაშის ჯარსა. ქვეითი ჯარი ტერ-ღუქასოვისა მიდის შესაერთებლად ღენერალ გეიმანის ჯართან.

— მთავრობისაგან გამოგზავნილი 21 ოკტომბერს ტელეგრამმა ვიზინგევიდამ გვაცნობებს: მას შემდეგ რა კი 16 ოკტომბერს საღამოს ღენერალ გეიმანის წინაჯარმა თითქმის უომრად დაიჭირა კეპრიკეა, საიდამაც უკანა-ჯარი უკანა ჯვარი მუხთარის და იზმაილ-ფაშისა საჩქაროდ უკუ-იქცა ჰასანყალისაკენ — ჩვენი ცხენოსანი ჯარი მაინც სდევნიდა ოსმალთა და შუაღამის ორს საათზედ წამოს წვდა და იერიშით დაეცა მტრის ბანაკსა. ყაზახების ორი სოტნა და ნიჟეგაროდის დრაგუნების ორი ესკადრონი მცირე სროლის შემდეგ პირველნი შეცვივდნენ შუა ბანაკში, დაჩეხეს ასზედ მეტი ოსმალი და დანარჩენნი კი გაიქციეს სრულიად. ექვსს ვერსტს კიდევ სდევდნენ და ბოლოს კაცისა და ცხენის დაქანცვისა გამო დევნა შეჰსწყვიტეს, 5-ს საათზედ დილით ჰასან-კალე ჩვენმა ქვევითა ჯარმა დაიჭირა კიდეც; იმავე დროს ჩვენი ცხენოსანი ჯარი ყრუჯუკამდე (18 ვერსტზედ არის არზრუმიდამ) მივიდა. ჩვენი ჯარი, რომელმაც ერთის წასვლით შეუსვენებლად 55 ვერსტი გაიარა, დადგა შესასვენებლად. ოსმალნი გამაგრდნენ დევე-ბოინოში, რომლის პირდაპირ გროვდება ამ ჟამად ღენერალ გეიმანის და ტერ-ლუქასოვის ჯარები. ასს ნუალის საქმე და ჩვენის ჯარის ხერხიანი სვლა არზრუმისკენ ყველა ქების გარდაემატება. ამასთან ჩვენი ზარალი სულ სათქმელიც არ არის.

— მთავრობისაგანვე გამოგზავნილი 23 ოკტომბერს დეპეშა გვაცნობებს ვიზინკევიდამ: „ჰასანყალასთან ომში ტევედ დაგვრჩნენ ერთი ფაშა და 120 ჯარის-კაცი. მეორეს დღეს ნაომარს ადგილზედ და გზა-და-გზა ხუთასი მკვდარი მტრისა დავმარხეთ; ბევრი თოფი და ტყვის წამალი დაგვრჩა. ყარსი ძლიერ მჭიდროდ გარე–შემორტყმულია; ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთის სიმაგრეების პირდა-პირ ზარბაზნებს ვმართავთ. დაღესტანში ანდისის ოლქაში აჯანყება მოსპობილია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთის მხარეში კი აჯანებულნი ჯერ მაგარზედ დგანან.

II

დუნაიდამ შემდეგი ცნობა მოვიდა:

— მთავრობის დეპეშა ბოგოტიდამ 19 ოკტომბერს გვაცნობებს გორნი დუბნიკთან და ტელიშასთან ომებში 12 და 16 ოკტომბერს ტყვედ დაგვრჩა 12 ტაბორი ქკივითა ჯარი, 5 ესკადრონი ცხენოსანი, 7 ზარბაზანი — სულ შვიდი ათას კაცამდე, მათ შორის ორი ფაშა, ორასამდე აიფიცერი, სამი ინგლისელი, ერთი ფრან ციული; ერთი ინგლისელთაგანი ოსმალოს სამსახურის პოლკოვნიკია და ორი კი მკურნალნი არიან და დრომდე ოსმალთა დაჭრილების მოსავლელად მიკუჩინეთ. ამ და მარცხების ზარმა რადომირცაშიაც თავი იჩინა. შევკეტ-ფაშა 12 ტაბორით იქიდამ გაიქცა, დაინახა თუ არა ჩვენი ცხენოსანი ჯარი. ჩვენი ცხენოსანი ჯარი უკან დაედევნა. რადომირცის ხიდი მთელია და ჩვენს ხელშია.

— გაზეთის «Кавказъ»-ის ტელეგრამმაში სწერია: ლონდონის გაზეთში „Standard დეპეშა მოსვლია, რომ რუსის ჯარი ციხის ასაღების გაწყობილობითა მეჯიდიდამ სილისტრიისაკენ წავიდაო. რაც შეტყობილი გვაქვს, იქიდამა ჰსჩანსო, რომ სტამბოლში ძალიან შიშობენო. თვით გაზეთი Neue freie Presse, რომელიც მეტის-მეტი ერთგულია ოსმალებისა, ისიც კი აღიარებსო, რომ სტამ ბოლში საშინლად ყურები ჩამოუარეს იმ ხმების გამო. ვითომც პლევნა აუღიათ და ღენერალი გურო ადრიანოპოლის გზაზედ არისო. ოსმალთა გაზეთები კი ცდილობენ დაარწმუნონ ყველანი, რომ ოსმანს-ფას ნახევარ ნოემბრამდე სურსათი არ შემოაკლდებაო.

— გაზეთს «Кавазъ»-ში დაბეჭდილია შემდეგი დეპეშები: 20-ს ოკდომბერს ლონდონიდამ გაზეთის „Times“-ის კორრესპონდენტი ბოგოტიდამა იწერება რომ 15 ოკტომბერიდამ რუსებმა თავისი სანგლები ბევრად წინ წასწიეს და ეხლა ისინი პლევნაზე ძალიან ახლო არიან, პლევნა თითქმის სრულიად გარშემორტყმულის, რუსის ჯარი ძალიან კარგს გუნებაზეა, სურსათი ბლომათა აქვთ.

— ბერლინიდამ ჰსწერენ გაზეთს „Times“-ში, რომ ცდილობენ მზად იყვნენ შერიგების ჩამოსაგდებად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დიდს ომს მოიგებს. ინგლისს თუმცა სურს შეიტყოს სხვა სახელმწიფოების აზრი მასზედ თუ რა პირობით უნდა მოხდეს შერიგება, მაგრამ არავის აქვს იმედი რომ სახელმწიფოებმა გამოთქვან რამე ამ საგანზედ, ვიდრე რუსეთი ან სრულიად არ გაიმარჯვებს, ანუ ვიდრე არ დამარცხდება.

— ბოგოტიდამ 21 ოკტომბერს მთავრობის დეპეშა გვაცნობებს: ღენერალმა კარცოვმა გვაუწყა, რომ ტეტებენი ომით დავიპყრიო. შვიდი დიდი სანგალი იყო და 30 პატარა ნაომარზედ ასს მკკდარზედ მეტი ოსმალოს მკვდარი დარჩა. მრავალი სურსათი, იარაღი, ტყვია, წამალი და პირუტყვი საქონელი დაგვრჩა. გუშინ მთავარ-სარდალმა დაიარა დოლნი დიუბნიაკის სიმაგრეები, რომლიდამაც წინა ღამეს ოსმალოს ჯარი გაიპარა პლევნისაკენ, რა რომ ჩვენი ჯარის მოდენა სცნო. ამ სახით ეს მეტად გამოსადეგი ადგილი ჩვენ უომრად დავიტოვეთ. ჩვენი ჯარი გუშინ ორს ვერსტზედ კიდევ წინ წადგა დოლნი დუბნიაკიდამ პლევნისაკენ და გამაგრება დაიწყო ახალს ადგილას. ორხანიესკენ ჩვენმა ქვეითმა ჯარმა ლუკოვიცა დაიჭირა და ცხენოსანი ჯარი კი წინ წააყენა. შევკეტ-ფაშამ უომრად ორხანისაკენ დაიწია.

4 ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა

▲back to top


ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა

(შემდეგი)[1]

„ხალხს მხოლოდ განათლებით შეუძლიან გამდიდრდეს და გონიერად გამოიყენოს თავისი შრომის ნაყოფი.“

ლავლეი.

ცოდნა არის ძლიერები ანუ ძალა“

ბეკონი.

„იგი არს საძირკველი ხალხის კეთილდღეობისა.“

ვივერშამ

III

ჩვენ ეხლა თვალ წინა გვაქვს ხალხის ცხოვრების სურათები, რომლებზედაც ნათლად ეტყობა ხალხის საჭიროებანი: ამისათვის ადვილი მისახვედრია, თუ რა ხასიათისანი უნდა იყვნენ სასწავლებელნი, რომ რა არი მართლაც შეიძლონ ხალხის გამოხსნა საძაგელ-მდგომარეობიდამ სოფლის სასწავლებლების ხასითზე, მათ მიმართულებაზე ჩვენს საზოგადოებაში შხვდებით სხვა შეხედულობასაც გარდა იმ უხეირო და არაფერზე დაფუძნებული შეხედულობისა, რომელიც თხოულობს თავდა-პირველათვ რუსულის ენის შესწავლას. ამ შეხედულობის მომხრეები ფიქრობენ, რომ სასოფლო სასწავლებელმა უნდა გაავრცელოს ჩვენ ხალხში არა მხოლოდ წერა-კითხვა, არამედ ხელოსნობის და მეურნეობის ცოდნაც. მათის აზრით სასოფლო სასწავლებელს უნდა ჰქონდეს სავენახე ადგილი და სადურგლო იარაღი. მისი მასწავლებელი უნდა იყვეს კარგად დახელოვნებული მეურნეობაში, ხელოს ნობაში და, რასაკვირველია, სწავლის გადაცემაში, რო რა არი ასწავლოს მოწაფეებს როგორც წერა-კითსვა, ის ხელოსნობა და მეურნეობა.

ამ გვარ შეხედულობას სასწავლებელის საგანზედ ერთ დროს პირველი ადგილი ეჭირა როგორც მთელ რუსსეთში, ისე ჩვენ სამშობლოშიაც. მაშინ თითქმის აღარავინ ეჭვნეულობდა, რომ სასოფლო სასწავლებელი ერთსა და იმავე დროს უნდა შესდგომოდა წერა-კითხვის მეურნეობის და ხელოსნობის გავრცელებას ხალხში. ამ განზრახვით მაშინდელ საოსტატო სემინარიაში სხვათა შორის შეიტანეს დურგლობისა და ბოსტნეულობის სწავლაცა და ფიქრობდნენ, რომ მოხსენებულის სემინარიის მოწაფეები მოფინამდნენ მეურნეობას და ხელოსნობას საქართველოში.

თუ რად ეჭირა ამ გვარს შეხედულობის სასწავლებელის საგანზედ უპირატესი ადგილი და ყველა, როგორც პედაგოგები, ისე საზოგადოებაც ქადაგებდნენ მეურნეობის გავრცელებას სასწავლებელის შემწეობით, ეს ადგილი მისახვედრია იმისათვის, ვისაც თვალი უდევნებია რუსულის ლიტერატურისათვის. აბა მოიგონეთ აქ რა დრო იყო ამ რვა წლის წინეთ. მაშინ წერილი წერილზედ იბეჭდებოდა ჟურნალებში — უმეტესად ჟურნალ- ში «Русское слово» მასზედ, რომ ბუნების-მეტყველების შესწავლა ხალხის კეთილ-დღეობისათვის ფრიად საჭიროა, რომ რუს კაცს ნიჭიერება აქვს მის შესწავლისათვის, რასაც თავის ხუთი გრძნობით სცნობს და ბუნების მეტყველებაზედ კი არ აქცევენო. ყურადღებას; რომ რუსეთი უნდა შეუდგეს მეურნეობას და ხელოსნობას და ამისათვის ყოველს კუთხეში უნდა მოიმართოსო ხელოსნური, მეურნეული და სხვა ამ გვარი საქმით გამ წურთვნელი სასწავლებლებიო. (მოვიგონოთ აქ გარდაცვალებულის შჩაპოვის წერილები — უფრო «Народная Экономия»). მართალს ქადაგებდა რუსული ლიტერატურა თუ არა, ამის გასინჯვას ჩვენ აქ არ შევუდგებით და არც გვაქვს ეგ განზრახვად. ჩვენ მხოლოდ აქ ის უნდა შევნიშნოთ, რომ ამ გვარის აზრების გამოთქმას მწერლობის მხრით ჰქონდა განვლენა პედაგოგებზე და სსვა პირებზედაც. ამათ ასეთი დასკნა გამოიყვანეს: თუ ჩვენის ხალხისათვის მეურნეობაც და ხელოსნობაც საჭიროა, მაშ ეს საგნები უნდა შევიტანოთ სასოფლო სასწავლებელში, რომელმაც წერა-კითხვასთან მოხსენებული საგნებიც უნდა გაავრცელოს ხალსში. რასაც ფიქრობდნენ რუსეთში სასწავლებელის შესახებ, იმასვე ფიქრობდნენ ჩვენს სამშობლოშიაც და აი, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, საოსტატო სემინარიაში მოწაფეებს ასწავლიდნენ დურგლობას და ცოტაოდენა მეურნეობას, რომ რა არი ამათ ბოლოდროს ხალხისათვის გარდაეცათ თავიანთი ნასწავლი. მაგრამ საქმემ ნათლად გამოაჩინა, რომ მაგ სახით ხალხში მეურნეობის და ხელოსნობის გავრცელება შეუძლებელია. მთელ საქართველოში ერთი კაციც ვერ მოიძებნება, რომელსაც საოსტატო სემინარიის მოწაფისაგან ცოტათი მაინც შეესწავლა ხელოსნობა და მეურნეობა. ზოგიერთი ახირებული კაცები ამ გარემოებას სრულებით ყურს არ უგდებენ და კიდევ ლაპარაკობენ და სწერენ, რომ სასოფლო სასწავლებელში სხვათა შორის უნდა ასწავლიდნენ ხელოსნობას და მეურნეობას; რომ სასოფლო სასწავლებელს თავის საგნად უნდა ჰქონდეს როგორც წერა-კითხვის, ისე მეურნეობის და ხელოსნობის გავრცელება.

რასაკვირველია დიდად სასიამოვნო იქნებოდა ხალხის კეთილ-დღეობის ყოველს მსურველთათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო წერა-კითხვასთან მეურნეობის და ხელოსნობის გავრცელებაც ხალხში; რომ თერთმეტისა და თორმეტის წლის ბავშვებს შესძლებოდათ სასწავლებელში იმ გვარად შესწავლა მეურნეობისა და ხელოსნობისა, რომ ბოლოდროს მოეხდინათ განვლენა თავიანთ დედ-მამეებზე. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეგ შეუძლებელი საქმეა. — და ვინც ფიქრობს მაგ გზით განავრცელოს ჩვენ ხალხში ხელოსნობა, თუ მეურნეობა, იმას უნდა გაუმჟღავნოთ, რომ ის შემცდარი ბრძანდება, ატყუებს თავისთავს. ეს კიდევ არაფერი — ის ატყუებს ხალხს და ხდება პასუხის მგებელად შთამამავლობის წინაშე მარ თლაც, ვის გაუგონია და სადა თქმულა, რომ თორმეტის წლის ბავშვს შეესწავლოს მეურნეობა და ხელოსნობა? განა ამის აგებულებას შეუძლიან აიტანოს ხელუჩოს და შალაშინის ხმარება? განა ამას ჭკუა-გონება ადვილად მიხვდება, თუ რა დროს რა თესლეულობა უნდა დაითესოს, თუ რანაირად უნდა მოჰყავდევთ ყურძენი, თუ როგორუნდა დასწურონ ყურძენი და დააყენონ მაჭარი, რომ რა არის ბოლოს კარგი ღვინო დაუდგეთ?

ვიმეორებ, განა ბავშვებს შეუძლიანთ ყველა ამას ჯეროვანი ყურადღება მიაპყრან? გარდა ამისა, განა შესაძლებელი საქმეა, რომ ბავშვებს ოთხის წლის განმავლობაში ლაზათიანი წერა-კითხვა, საგნების თავდაპირველი კურსიც ისწავლონ და ამავე დროს დახელოვნდნენ კიდეც მეურნეობაში და ხელოსნობაში? ვთქვათ, რომ მანქანების ძალით ბავშვებს შეუძლიანთ ყოველი ეს ადვილად შეისწავლონ, ყოველს ამას მიხვდნენ, ყოველივე ეს იმათ აგებულებამ აიტანოს... განა შესაძლებელი საქმეა, რომ ვიშოვნოთ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც დახელოვნებულნი იყვნენ როგორც ცოდნის გარდაცემაში, ისე მეურნეობაში და ხელოსნობაში? თუ თეხნოლოგიურ ინსტიტუტში და მიწათ-მუშაობის აკადემიაში (Земледбльческая Акаднмiя) კურს დასრულებულები ვერაფერს ხდებიან, საქმით უხეიროდ იქცევიან და მხოლოთ ტყეების მცველად დგებიან, ნუ თუ საოსტატო ინსტიტუტის ანუ სემინარიის მოწაფეებს შეუძლიანთ მეურნეობის საქმე ზედ-მიწევნით იცოდნენ!? მე მრწამს, რომ მწიგნობრებისგან — ინსტიტუტის მასწავლებლებისაგან გაგონილი ექნებათ მათ, თუ ეს და ეს ხე ასე იმყნობა; ამა და ამ მცენარეს ესა და ეს ნიადაგი უნდა ცერცვს და მუხუდოს ესა და ეს მიწა მოუხდება; კომბოსტოს ბევრი მორწყვა უნდა და სხვა მრავალი ამ გვარი ზეპირ-დარიგება. მაგრამ განა გაგონით და წიგნში ამოკითხვით შეუძლიან კაცს დახელოვნდეს მეურნეობაში? აგრეთვე განა ათასში ერთხელ შალაშნის გაკვრით შეუძლიან კაცს შეიქნეს მცოდნე დურგლობისა და ახლა როგორი მცოდნე? ისეთი მცოდნე, რომელსაც შეეძლოს თავის შეგირდები მოუმზადოს ჩვენ ხალხს ხელოსნებად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც კი ამ თქმულს ჩააკვირდება, ყველა ნათლად დაინახავს იმ შეხედულობის უსაფუძლობას, რომელიც თხოულობს ერთსა და იმავე დროს წერა-კითხვის, მეურნეობის და ხელოსნობის სწავლებას სასოფლო სასწავლებელისაგან. მაგრამ ამ შეხედულობის უსაფუძლობა და მისი მომხრეების შორ-გაუმჭვრეტელობა და დაუდევრობა უფრო ცხადი იქნება ყველასათვის, თუ მივაქცევთ ყურადღებას დასავლეთ ევროპიის სახალხო სასწავლებელს და მოკლეთ ვაჩვენებთ, თუ რა გზით დასდგა იმ ნიადაგზე, რომელზედაც ეხლა დგას.

რადგანაც ამ წერილის სივრცე ნებას არ მაძლევს, დასავლეთ-ევროპიის ყველა სახელმწიფოების სახალხო სასწავლებლები განვიხილო ვრცლად და თვითვეულად ამისათვის მკითხველის ყურადღებას მივაქცევ მხოლოდ ორის წარჩინებულის სახელმწიფოების სახალხო სასწავლებელზედ — სახელდობრ–გერმანიის და ინგლისის სასწავლებელზედ.

როგორც გერმანიაში, ისე ინგლისში ერთი და იგივე მსვლელობა ჰქონდა სასწავლებელის საქმეს. ამ ორივე წარჩინებულ სახელმწიფოში სასოფლო სასწავლებელი დაფუძნდა მეთექვსმეტე საუკუნიდამ თავდა-პირველად იმ განზრახვით, რომ რა არი ხალხს შესძლებო და ახალის სწავლის შესათვისებლად საღმრთო წერილის კითხვა, ლოცვეების შესწავლა, ზიარების და ნათლიღების განმარტება. ერთის სიტყვით სასოფლო სასწავლებელი დაფუძნდა პირველად სასულიერო ნიადაგზე და სასულიერო მიმართულებით. ამის აღორძინებას, ამის კეთილდღეობას და ღრმად ფესვების გადგმას ცდილობდნენ ახლის სარწმუნოების მომხრეები. (მე აქ მხოლოდ ახალის სარწმუნოების მომხრეებზე და მათგან დაარსებულ სასწავლებლებზე ვლაპარაკობ და სახეში არა მაქვს იეზუიტების საწავლებლები.) ბოლოს ორივე სახელმწიფოში სასწავლებელმა მიიღო. სამოქალაქო თვისება და მას აარსებდნენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ რა არი ხალხს სასულიერო წიგნების კითხვა შესძლებოდა, არამედ იმი სათვისაც რომ ხალხი ჭკუა-გონებით, ზნეობით, სულით და ხორცით განვითარებულიყო და ამ გვარად ხალხის თვითვეული წევრი შექმნილიყო გონიურ-მოქალაქედ, ჭკუა-დამჯდარ წევრად სახელმწიფოისა, ცოცხალ და ყველაფრის მიმხვედრ-კაცად. აბა ყური დავუგდოთ, რას ამბობს ვილჰელმი III, შემდეგ ნაპოლეონის პირველის შესევისა გერმანიაში,(1806—1807წ.) სასწავლებელის მნიშვნელობაზე: „ჩვენ არ უნდა მივცეთ თავი სასოწარკვეთილებას უნდა შევიკრფნოთ ერთად, შევერთდეთ სულით, რათა დაუბრუნოთ ჩვენ სამშობლოს ბედნიერი დღეები. ამ შემთხვევაში სასოფლო სასწავლებელი უებარი წამალია. პირველ-დაწყობითმა სწავლმა უნდა შეაკავშიროს ერთი ერთმანეთთან ჩვენი ქვეშევრდომნი.“ ამ გვარი აზრების ძალ–დატანებით შეუდგნენ სასწავლებელის გადაკეთებს, მის თვისების გამოცვლას და რომ ბეჯითად ხალხს ეტარებინა თავისი შვილები სასწავლებელში, დააწესეს ვალდებულებითი სწავლა (обязательное обученiе) გერმანიაში. ეს სახსარი მაგდენად ვერაფრად გამოდგა და აი სასწავლებელში შეიტანეს ხელოსნობის და ზოგ ადგილებში კიდევ მეურნეობის სწავლა. ასე, ორივე ჩვენგან ამორჩეულ სახელმწიფოში სასოფლო სასწავლებელს დაურთეს ხელოსნობა და მეურნეობა. მაგრამ ხალხის ჭკუა-გონება, ხალხის დალოცვილი, საქმიანი აზროვნებ მალე მიხვდა, რომ ბაშვები აგრე მოწყობილ სასწავლებელში ვერც წერა-კითხვას, ვერც ხელოსნობას და ვერც მეურნეობას ვერ ისწავლიან და ის ინგლისში 1818 წ. რა შესანიშნავი ამბავი მოხდა: სოფლების და ქალაქების საზოგადოებამ თავიანთ წარმომადგენელებს მიანდეს პარლამენტში შეეტანათ აზრი ხელოსნობის გაუქმებაზე სასწავლებელში და აი ამათ რა წარმოსთქვეს პარლამენტის წევრთა წინაშე: „ათის-წლის გამოცდილებამ ცხადად დაგვიმტკიცა, რომ ხელოსნობის სწავლა სასოფლო სასწავლებლებში სრულებით ამაოა. ათის წლის განმავლობაში ჩვენი შვილები არამც თუ არა ხელოსნობას არ მიეჩვივნენ, არამედ უფრო. სუბუქად დაუწეს ცქერა ხელოსნობას, თუმცა მამავალში ამან უნდა მისცეს მათ ლუკმა-პური, — მიეჩვივნენ მასალის ხდენას, საქმის დაუდევრად კეთებას და ამასთანვე წერა-კითხვაც ვერ ისწავლეს.“ წარმომადგენელებმა ესეც ითხოვეს, რომ ხელოსნობა და აგრეთვე მეურნეობა მთის შვილებისათვის ესწავლებინათ სრულებით სხვა გზით. მალეც გამოიკვლიეს ეს სხვა გზა ყველა სოფლის საზოგადოება სასწავლებელში კურს შესრულესულებს აძლევდა შეგირდად გამოჩენილ ხელოსნებს რამდენიმე წლობით და სხვა და სხვა პირობებით. ხელოსნები სვინიდისიანად იქცევოდნენ და მთელი ინგლისი მალე მოიფინა ხელოსანის კაცებით. ამას ესეც დაუმატეს ბოლოს, რომ სხვა და სხვა ადგილებში მუშა ხალხს ასწავლიდნენ დაბიურ ენაზე საგნებს ხელოსნობის შესახებ, ასეთი წესი იყო ინგლისში 1867 წ. და იქნეაბა ეხლაც ამნაირი წესია. რაც შეეხება გერმანიას, აქაც სრულებით მოაშორეს სასოფლო სასწავლებელს ხელოსნობის და მეურნეობის შესწავლა. გერმანიაში აი რა წესია: ყმაწვილები ჯერედ სწავლობენ სასოფლო სასწავლებელში; სწავლის გათავების შემდეგ აქ, ისინი შედიან სხვა და სხვა სახელოსნო და სამეურნეო სასწავლებელში; მაგრამ ამავე დროს სწავლის შესასრულებლად კვირაში ანუ ორჯერ, ანუ სამჯერ ბეჯითად დაიარებიან სწავლის გასაგრძომს სასწავლებელში. ამ გვარის სასწავლებლებით მოფენილია ეხლა მთელი გერმანია.

ეს მოკლედ მოყვანილი მსვლელობაც სასოფლო სასწავლებელისა გერმანიაში და ინგლისში ნათლად ამტკიცებს იმ ჭეშმარიტებას, რომ წერა-კითხვისა, ხელოს-ნობის და მეურნეობის არევა ერთად დომხალივით შეუძლებელი საქმეა, რომ სასოფლო სასწავლებელს თავისი საკუთარი საგანი აქვს და მხოლოდ ამ საგანის განხორციელებას უნდა მიზდევდეს იგი. რაც შეესება კიდევ ხელოსნობის და მეურნეობის შესწავლას, ამის გზა სრულებით სხვა უნდა იყვეს.

ქვემო ქართლელი

(შემდეგი იქნება)

______________

1 „ივერია“ №№33, 34

5 ბრძოლა რომის დასაპყრობლად

▲back to top


ბრძოლა რომის დასაპყრობლად

კონსტანტინოპოლში.

(შემდეგი)[1]

შევიდა თავის ოთახში თუ არა იუსტინიანე არ მოერიდა ნარზეს და მის წინ გადაეხვია თეოდორას.

— რა რიგად ბედნიერი ვარ, რა რიგად ვიქადი თავს, რომ ამისთანა ცოლი მყევხარ, ჰსთქვა იუსტინიანემ: რა ლამაზი იყავ, თეოდორავ, დღეს იმ კეთილ-შობილურის მრისხანებით ანთებული! რით შემიძლიან გადაგიხადო, შენ თვითონ ჰსთქვი, ჩემო უკეთესო ვეზირო, ჩემო თანა-შემწევ!

— თუ მართლა მე სუსტს, დედა-კაცსა, განმიზიარებ შენ დაწყობილობას და განზრახვასა, მაშ მითხარ, რა გვარად გინდა წარმართო ომი? უპასუხა თეოდორამ.

— ყოველს შემთხვევაში მე იტალიაში გავგზავნი ორს სარდალს, ეს კი ვიცი ეხლა, რომ ერთი იმათგანი ბელიზარი იქმნება.

— მაშ მოწყალებასავით ვითხოვ მეორე მე დაგინიშნო. ნარზეს, გინდა მეორე სარდლად შენ იყო? ჰკითხა თეოდორამ, თუმცა ჯერ იუსტინიანეს პასუხი არ იცოდა.

თეოდორამ იცოდა რომ ნარზესი ამას არ ინდომებდა.

— მადლობელი ვარ, უპასუხა ნარზესმა მკვახედ: შენ თვითონ იცი მე უხედნი ცხენი ვარ, სხვასთან ერთად ვერ გავწევ. სარდლის ყავარჯენს და დედა-კაცს ან ერთი უნდა ჰფლობდეს, ან სულს არ უნდა ჰფლობდეს.

— მაშ შენ უკანასკნელს ჰრჩეობ? ჰკითხა გულ-სატკენად იუსტინიანემ: ეს იცოდე, ჩვენო magister militum. შენ ძალიან საჭიროც არა ბძანდები.

— როგორც ყოველი სხვა კაცი ამ ქვეყნიერობაზე, იუსტინიანევ! უპასუხა ნარზესმა: კიდევაც დიდი ბელიზარი გაჰგზავნე. დეე მესამედაც გამოჰსცადოს ბედი იმ ქვეყანაში,საცა ასე უხვად მოდის დაფნის ფოთოლი. ჩემი საათი ჯერ არ მოსულა ამ ჟამადკი მე ტყუილ-უბრალო მოწამე ვარ თქვეყნის ცოლ-ქრმობის ბედნიერებისა, მე მეტი ვარ აქ. ხოლო ერთს რჩევას კიდევ მოგცემ. ბოლოს და ბოლოს მაინც ის გამოვა, რომ შენ ნარზესი უნდა გაჰგზანო იტალიაში. ამას რამდენადაც ადრე იქმოდენად ნაკლებ შესვავ წყენისა და დამარცხების მწარე ფიალას და ხარჯიც ცოტა მოგივა. ვაი თუ ნეკრესის ქარებმა ნარზესი საიქიოს გაისტუმროს და გოთების მეფე ტოტილი კი დარჩეს მაშინ ვიღა დაამარცხებს ტოტილსა? იცი, იუსტინიანევ, შენგან დადგენილს კანონებში რომელი უფრო ყველაზედ გონიერია?

— რომელი?

— იგი, რომელიც სიკვდილით ჰსჯის მას ვინც დედოფალზედ შენ შეგასმენს რასმეს, — მარტო ეგ კანონია მისი მფარველი და მხსნელი.

ჰსთქვა ეს ნარზესმა და გამოვიდა ოთახიდამ.

— უსირცხვილოვ, მიაძახა თეოდორამა და მიაყოლა მრისხანე თვალი მიმავალს ნარზესს: მუქარასაც მიბედავს. მოიცა. ბელიზარის მოვრჩები თუ არა, ხელს მივჰყოფ ნარზესსაც.

— ჯერ კი ორივენი ჩვენთვის საჭირონი არიან, უპასუხა იუსტინიანეძ: მაშ შენ მაინც იმ კაცისვე სარდლობას მირჩევ იტალიისათვის?

— იმ კაცისვე.

— ეხლა მე უფრო ბევრი საბუთი მაქვს იმას არ მივენდო. იგი ხშირად ინახულებს ხოლმე შეთქმულთა და მათთან მისვლა-მოსვლა აქვს.

— ეგ მართალია, იუსტინიანევ, ხოლო მაგას იგი ჩემის ბძანებითა შვრება; იგი ხელში მოგვცემს ყველას და ამით დაღუპავს.

— შენც რომ გატყუებდეს?

— მაშინ ხომ დაგვიჯერებ და იტალიაშიაც გაჰგზავნი, თუ ხვალ იგი ხელ-შეკრულებს მოგგვრის შეთქმულთა და მათ'შორის იმასაც, ვინც შენ არ იცი და იმათი საიდუმლო წინამძღვანი კია.

— როგორ არ ვიცი: იმათი წინამღვანი ფოტიუსია, გააზატებული მონა ბელიზარისა.

— არა, იუსტინიანევ. იმათი წინამძღვანი თვით იგია, ვისაც შენ გაჰგზავნიდი სარდლად იტალიაში, რომ მე წინადვე შენთვის არ მეცნობებინა... იმათი წინამძღვანი თვითონ ბელიზარია!

იმპერატორი შეკრთა, გაფითრდა და თავის შესამაგრებლად ხელი წაავლო სელსა.

— რომ ხვალ სულ ესე მოხდეს რაც გითხარ, მაშინ ხომ მიენდობი რომაელის ერთგულებას და მას გაჰგზავნი იტალიაში ორგულისა და განდგომილის ბელიზარის მაგიერ?

– მივენდობი, მივენდობი, რასაკვირველია, ჰსთქვა იუსტინიანემ: მაგრამ ნუთუ მართლა ბელიზარი ჩემი ორგულია? თუ ეგრეა, უნდა ავაჩქარო საქმე და ვიმოქმედო.

— მე მიმიღია კიდეც ყოველივე ზომიერება, ჩემი მახე დაგებულია, ნება მომეც მახე მოვწიო და ყველანი გავაბა.

იუსტინიანემ თავი დაუქნივა ნების დართვის ნიშნად. თეოდორა კი წამოდგა და როცა ოთა ხიდამ გამოდიოდა უთხრა მსახურს:

– წადი და ამ წამსვე დამიძახე ცეტეგი,—რომის პრეფეკტი!

(შემდეგი იქნება)

_____________

1 ივერია №№12, 21, 22, 23, 24, 28 და 32

6 განცხადება

▲back to top


განცხადება

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკი.

გამგეობა ზემოხსენებულის ბანკისა უმაღლესად დამტკიცებულის ამა ბანკის წესდების (§16 ძალითა ამით აცხადებს, რომ 13-ს დეკემბერს 1877 წ. ბანკის სადგომში, ქალაქს ტფილისში, სოლოლაკის ქუჩაზედ, კორღანოვის სახლში ისყიდება საჯაროს ვაჭრობით უძრავი ქონება ქვემოხსენებულთა პირთა, რადგანაც მათ არ შემოუტანიათ ბანკიდამ აღებულის ვალის გადასახდელად ვადის ფული, დაწესებული წესდების §§29, 30, 34 და 36 მუხლითა.

ტერ-მკტჩიანც, ქრისტეფორე ნიკიტას ძე. სამ-სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველ-გვარის შენობითა და მიწითა ზომით 6341/2 ოთხ-კუთხე საჟენი, ქ. ტფილისში, 2 განყოფილების 12 ნაწილში, ჩუღურეთში, ნიკოლაკვის ქუჩაზედ. ვალას თავნია 78,734 მანეთი და 88 კ., შემოსატანია ბანკში 3,927 მ. და 40კაპ. — სულ 82,662მ. და 28კ.

ზემიანსკისა, ნატალია ივანეს ასული, ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი და ყოველგვარის შენობითა და მიწით ზომით 818 ოთხ-კუთხე საჟენი, ქ. ტფილისში, 2 განყოფილების 10 ნაწილში, ნემენცების კოლონიაში ბაღის ქუჩაზედ. ვალის თავნია 5,230 მ. და 56 კ. შემოსატანია ბანკში 234 მ. და 61 კ. სულ 5, 465 მ. და 17კ.

სულხანოვისა, მარიამ ივანეს ასული. ა) ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქანი და ბ) ორი სამ-სართულიანი, ორი ორ-სართულიანი და თერთმეტი ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქნები. ქ ტფილისში, ა) 1 განოფილების 1 ნაწილში და ბ) 2 განყოფილების 14 ნაწილში. ვალის თავნია 17,435 მ. და 21 კ. შემოსატანია ბანკში 874 მ. და 60 გ. სულ 18,309 მ. და 81კ.

თეთრაძე, გლახა ზურაბის ძე. ა) სამ-სართულიანი ქვითკირის სახლი სამსართულიან შენობებითა და ბ) ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი ერთ-სართულიანის სამზარეულოთი და მიწით ზომით 125 ოთხ-კუთხე საჟი ქ. ტფილისში, 1 განყოფილების 1 ნაწილში, დავიდოვის ქუჩაზედ. ვალის თავნია 6,446 მ. და 99 კ. შემოსატანია ბანკში 389 მ. და 53 კ. – სულ 6,836მ. და 52 კ.

პავლიევი, იაკობ სვიმონის ძე ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველ გვარის შენობითა და მიწით ზომით 72 ოთხ-კუთხე საჟ. ქ. ტფილისში 1 განყოფილების 5 ნაწილში, ნემენცების ქუჩაზედ. ვალის თავნია 5,860 მ. 31 კ. შემოსატანია ბანკში 202 მ. და 20 კ. ― სულ 6169 მ. და 11კ.

ამილახვრები, კნ. ივანე და კნ. ელისაბედ თეიმურაზის ძენი. სახნავი და საძოვარი მიწები ზომით 151 დესეტინა 1,756 ოთხ-კუთხე საჟ , გორის მაზრის სოფ. ნაწრეთში. ვალის თავნია 3,481 მ. და 67 კ., შემოსატანია ბანკში 159 მ. და 79 კ. სულ 3,641 მ. და 46 კ.

აბხაზი, კნ. ირაკლი კოსტანტინეს ძე. სახნავი, სათიბი და საბაღო მიწები, ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლით, ეზოთი და ხე-ხილიანის ბაღით ზომით სულ 177 დესეტინა და 7 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისის მაზრის სოფელ თხინვალში. ვალის თავნია 5,968 მ. და 62 კ. შემოსატანია ბანკში 205 მ. და 24 კ., სულ 6,233 მ. და 86 კ.

ერისთავი, კნ. გიორგი (კიაზო.) გიორგის ძე. სახნავი, სათიბი და საძოვარი მიწები და ტყე ზომით 800 დესეტინა. თიანეთის მაზრის სოფელ ბოჭორმას. ვალის თავნია 4775 მ. და 1 კ., შემოსატანია ბანკში 134 მ. და 31 გ.—სულ 4909 მ. 32 კ.

ბებუთოვი, დავით მელიქსდის ძე. საძოვარი მიწები ტყით და ხეხილიანის ვენახით ზომით 208 დესეტინა 378 ოთ-კუთხე სჟ. ტფილისის მაზრის სოფელ წენეთში. ვალის თავნია 4,476 მ. და 43 კ., შემოსატანია ბანკში 200 მ. 84 კ.—სულ 4,677 მ. 29კ. გაბაევი, ანდრია მიხაილის ძე. სახნავი და საძოვარი მიწები და ტყე ზომით 106 დესეტინა 320 ოთხი გუთხე საჟ. ტფილისის მაზრის სოფელ ერტისში. ვალის თავნია 4, 973 მ. და 85 კ. შემოსატანია ბანკში 57 მ. 21 კ.― სულ 5,031 მ. და და 6კ.

ზანდუკელი, ოტია გიორგის ძე. სახნავი მიწა ზომით 80 დესეტინა. თიანეთის მაზრის სოფ. ბაკნიანთკარს. კალის თავნია 797 მან. და 97 კ. შემოსატანია ბანკში 48 მან. და 86 კ.— სულ 846 მან. და 83კ.

თარხან-მოურავისა კნ. მარიამ ბიძინასძე. სახნავი და სათიბი მიწები და ტყე ზომით სულ 543 დესეტინა 1645 ოთხ-კუთხე საჟ. გორის მაზრის სოფ. ცსოვერში. ვალის თავნია 6682 მან. და 99 კ. შემოსატანია ბანკში 291 მან. და 23 კ. ― სულ 6974 მან. და 22 კ.

ადამაშვილი, გიორგი ადამის ძე. ერთ-სართულიანი ქკითკირის სახლი ერთ სართულიანის შენობითა და მიწით ზომით 90 ოთხ-კუთხე საჟ ქ. თბილისს, 1 განყოფილების 1 ნაწილში. ვალის თავნია 270 მან. შემოსატანია ბანკში 27 მან. და 46 კ. — სულ 297 მას. და 46კ.

საყვარელიძე, მინადორ ზურაბის ასული. სახნავი მიწა ზომით 25 დესეტინა 600 ოთხ-კუთხე საჟ. გორის მაზრის სოფ. ზენოტში, ცოცხნარში და ზინდისში, ვალის თავნია 500 მან. შემოსატანია ბანკში 37 მან. 20 გ. სულ 537 მ. და 20 კ.

ვართანოვი, მანას მანუკას ძე. ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი შენობითა და მიწით 57 ოთხკუთხ ისე საჟ. ქ. თბილისში 2 განყოფილების 13 ნაწილში, ავლაბარში. ვალის თავნია 600 მან. შამოსატანია ბანკში 41 მან. და 44 კ. — სულ 641 მან. და 44კ.

მეხტიევი, სადიხ-ოსპარ-ოღლი, ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი ერთ-სართულიანი შენობით და ბაღით ზომით სულ 547 ოთხ-ვუთხე საჟ. ქ. თბილისს 4 განყოფილების 9 ნაწილში, ბოტანიკურ ბაღის მახლობლად. ვალის თავნია 1200 მან. ბანკში შემოსატანია 66 მან. და 88 კ. — სულ 1266 მან. და 88კ.

მირიანოვისა, ნანა დავითის-ასული. ხე-ხილიანი ვენახი ზომით 1440 ოთხ-კუთხე საჟ. გორის მაზრის სოფ. ხიდის-თავს. ვალის თავნია 400 მან. ბანკში შემოსატანია 32 მან. და 96 კ — სულ 432 მან. და 96 კ.

ვაჩნაძისა, კნ. მართა მიხაილის ასული ვენახი ზომით 3 დესეტინა. სიღნაღის მაზრის სოფ. კარდანახში. ვალის თავნია 2000 მან. შემოსატანია ბანკში 36 მან. და 53 კ — სულ 2036 მ. და 53კ.

ვაჩნაძე, გნ. გიორგი ნიკოლოზის ძე. ვენახი ზომით 1 დესეტინა 1200 ოთხ-კუთხე საჟ. სიღნაღის მაზრის სოფ. ბაკურციხეს. ვალის თავნია 1000 მან. შემოსატანია ბანკში 37 მ. და 20 კ. — სულ 1037 მ. და 20 კ.

ვაჭრობა, თანხმად წესდების 19 მუხლისა, დაიწყოს იმ ფულის რაოდენობიდამ რაც ზემოდ მოხსენებულია ხოლო მასზედ დაერთვის კიდევ თუ რამ ვალია სახელმწიფო ან საერო გარდასასადისა. ვალის თავნი შეიძლება მოშორებულ იქმნას გირაობის ფურცლითაცა, რომელსაც ბანკი იმ ფასად იღებს რა ფასისაც არის, ესე იგი, მანეთს მანეთად. შეიძლება მსყიდველმა თავისზედ გადიტანოს ვალის თავნი ბანკის თანხმობითა, ხოლო ვადაზედ შემოსატანი ფული და სხვა ნაშთები უნდა უსათუოდ ნაღდად იყოს შემოტანილი.

თუ 13-ს დეკემბერს 1877 წ. რომელიმე მამული არ გაიყიდება, მაშინ წესდების 22 მუხლის ძალითა დაინიშნება გასასყიდად მეორე უკანასკნელი ვადა 28 დეკემბერს 1877 წ.