ცისკარი №1 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ნაამბობი მოხუცისა

▲back to top


ნაამბობი მოხუცისა

(პოემა)

მთხოვ და გიანბობ მცირესა, ბევრი ვსთქვა იტყჳ ყბედია,
რა გითხრა შჳლო მოხუცმა, თავს ბევრი გარდამხედია,-
სად მტრისათჳს შემიტეჳა, ხმაც ბევრჯელ გამიკმედია,
ასგზის ნიმახავს მრისხანედ მომღიმარეთაც ბედია!

სადა ვთრეულვარ: მთა, ბარსა, სად გარდმივლია ქედია;
ელვა, ქუხილსა, წჳმაში არ დამიხრია ქედია,
ზღვაც ბევრჯელ ამღელვებია, მქონია ღვთის იმედია,
ყოველგან შემწედ მყოლია მხსნელი და შემოქმედია.

ერთსა ანბავსა გიანბობ, ძალი მიეცი სმენასა,
მოგითხრობ ჩემსა ნახულსა, სასმენლად ცრემლთა დენასა,
ამაოდ ნურას მაუბნებ, ნუღარ გაანძრევ ენასა,
დაჯექ და ყური მომიპყარ, მამაშენისა ლხენასა!...

სიყრმითვე ომი მიყვარდა, არ ვმხდალობ ვარცა გულადი,
თუ მქონდეს ტყჳა წამალი, არ ვნაღლობ მაკლდეს სულადი,
უკან არ ვრჩები ლაშქარსა, თუმცა არ ვარ ბელადი,
ომშიკი გამოცდილი ვარ, ჳთ ცეცხლში რკინა, ფოლადი.
ერთხელ ჳლაშქრექისტეთზედ, სადაც არღუნი მდინარებს.-
კლდიდგან კლდეზედ ხლტის, ღრიალებს, ჰგავს მხეცსა რასმე მგმინარეს...
სოფელს მივედით ჩაღმოსა, გარს შემოვერტყით მინარებს,
ზოგნი შევედით ციხესა, ქისტთ დავესხენით მძინარეს.

შეგვექმნა ომი ფიცხელი: თოფის ცლა ხრმალთა ტრიალი,
ისმოდა ვაჟკაცთ ძახილი, ჩვენზედ მოიღეს გრიალი,
ქალთა დაიწყეს ტირილი, ბალღებმა შექმნეს ღრიალი,
ბევრს აუტირდათ დედჲ, დარჩნენ ოხერ-ტიალი!...

რა ომსა მოვრჩით მშჳდობით, დაჳმორჩილეთ სოფელი,
სარდალსა წიგნი მივსწერეთ, გავგზავნეთ მახარობელი...
მე კი იქ ყოფნას ჳნანი, არავარ ღვთისა მგმობელი...
სადაცკი მხვედრსა ვერიდე, მუნ დამხვდა დაუნდობელი!

იქ ყოფნას ახლაც ჳნანი, მაშინაც მენანებოდა,-
მისთჳს, რომ ვნახე ვაჟკაცი, ტყჳა გულს დაჰსგერებოდა,
უცხო რამ გმირი, მამაცი, სანთელიჳთა ჰქრებოდა,
მიველ და ზრუნვა დაჳწყე, თუკი რამ ეწამლებოდა.

მან მითხრა: ლომო მოხუცო, ფარდო მამისა ჩემისა:
ნურასა სწუხარ ამაოდ, შენ ჯაფა მოგეცემისა,
აღსრულდეს ჩემზედ ბძანება უფლისა ძლიერებისა,
ხამს დასანთქმელი დაინთქას, მზგავსად უძიროს გემისა!...

მე უთხარ: შჳლო, რას ივნებ, ნეტა წამალისა გლეხითა,
სულ მოკლეობა არა ჰსჯობს, სტირდე დიაცებრ კვნესითა;
ბევრი მინახამს პყრობილი ჭირითა უარესითა,
სჯობს გამაგრება, მხნეობა, მოთმენა, ვაჯკაცთ წესითა.

რა მომისმინა, წამოჯდა, შემომღიმილა მწარეთა,
მითხრა: შინ სიკვდილს, სჯობს მოვჰკვდე, ვაჟკაცებრ ლაშქრათ გარეთა,
მე სიკვდილს არას ჳშიშჳ, ნუ მიცნობ ესრედ მდარეთა,
თუ მოვჰკვდე, გვედრი ამასა აქ მიწას მიმაბარეთა!

ამას და გარდა მამაცო, მაქვს შენთან სახვეწარია,-
ნუ დაიჳწყებ გახსოვდენ, ეს ჩემი საუბარია,
გიანბობ მიზეზს რისთჳსაც სიცოცხლე გაჳმწარია,
მამასა ჩემსა უანბე, ჳსგანაცა ვარ მკვდარია.

- ერთხელ ვნახე ქალი ერთი, მე რა გითხრა
მისი ქება,ნინა ჰქჳა სახელათა, ჳსთჳს ეხლაც გული კვდება,
მთელს ხმელეთზედ იმისთანა, იშჳათად იბადება,-
მისის ხილჳთ მთვარე ჰკრთება, მისის შუქით ვარდი ჭკნება!

პირველადვე მენინამა კეთილი არ დამაყარა:
დაჳნახე, დამინახა, გულს ისარი გამიყარა;
გამიცინა გახლტა სადმე, ელვასაბრ მიმეფარა -
ერთის წუთის სიამოვნე, ისევ მსწრაფლად გამიმწარა!

რა გაგიგრძელო ანბაჳ, მეორეს დღეს ვნახე ნინა,
მშვენიერმა გუშინდელებრ, ისევ ტკბილად გამიცინა,
მკითხა: გმირო, ჳს დაეძებ, საიდგანხარ, ანუ ჳნა?
ვჰკადრე: მზეო, შენსა შუქსა დავსდევ, შენი ჭვრეტა მინა.

მან მითხრა: ჩემი მძებნელი, მიჰმართავს ჩემსა მამასა,
თუ იმას დაიყაბულებს, გარდგჳხდის ერთა ჭამასა.
ესე ვსთქვა მსწრაფლად გასწია, საითაც ჰქონდა გზა მასა.

რა ჳსმინე მე ესენი კვლავ ვახსენე ღვთისა ძალი,
ნინოს მამას მოციქული გაუგზავნე, ვსთხოვე ქალი,
მან დასტური შემოჰსთვალა, -მომიჳდა კაცი მალი,
მეტის-მეტის სიამოვნით, წავბარბაცდი, ჳთა მთვრალი!

ხანი აღარ დააყოვნეს, მეორეს დღეს წამიყვანეს
დარბაზსნინა შემოჳდა, ხუცესიცა დაიბარეს,
ჩვენ ბეჭედი მან გჳკურთხა, - გაიხარეს, გამახარეს!
- აშინ ვჰკრეფდინინას ვარდთა, - მალმალ ჩემკენ დაიხარეს!

რანინასთან მივდიოდი, მუდამ ერთათ დაგვსხმიდიან,
ვსაყვარლობდით, აღარაჳნ აღარაფრად მიგვაჩნდიან:
სხვევნა, კოცნა, ალერსშია, პურიც აღარ მოგვშივდიან,
სადილ ვახშამს დაჳჳწყით, ანუ ძილი რაღას ჰქჳან!

ერთხელ მითხრა მე ნინამა, - მოდი ყური მომიპყარო,
ჩემი ჰაზრი ესე არის, - სჯობს რომ ეხლავ აღჳარო:
თუ რომ გინდა საყვარელო, თუკი გინდა რომ გიქმარო,
ასახელე თაჳ შენი, მაშინ მეტად შეგიყვარო.

გირჩევ წახჳდე ლაშქართა უნდა იპოვნო სახელი,
ყოველი სული გაქებდეს, არ გჯობდეს ერთი კახელი,
თუ ვაჟკაცობას არა იქ, აღარ ვარ შენი მნახუჱლი!...
წადი და მასახელე მე, მაფიცე შენი სახელი!

ესე სთქვა და დამაშურა, არარას დამიგჳანა,
მითხრეს ჯარიც იყრებაო დაქისტეთზედ მიდიანა,
წამოველ დანინასთჳს გულიდგან სისხლი მდიანა-
ადამის გვერდის ნამტვრევმა დახე რადამაზიანა!...

ჳცი მამაჩემს უანბობ წვრილად, ამა საუბარსა,
ანუგეშე უთხარი, ღმერთი მოგცემს სხვასა კარგსა ვაჟსა,
საბრალო ტავში წაიშენს, ჳთ მოლხინე სცემდეს ტაშსა,
დაიჭი, თორემ გაიგლეჯს თმასა, წუჱრსა და ულვაშსა!

თუ შეჰხვდე სადმე ნინასა, უთხარ ვერ უზამ ქრმობასა,
ქვეშკნეთს მივალთქო, იქიდამა ჳნ შესძლებს ტრფიალობასა,
- უთხარგიორგიმ ასე ჰსთავა: ზეცას გიზამს–თქო ძმობასა,
სხვა მოძებნეთქო საფერი, ისა იქმეგიორგობასა!

კულავ ჰკადრე ნინოს: გიორგიმ ჰქმნა ვაჟკაცობა კახური,
ქისტეთში დარჩა ელჩათა, შინ დაითხოვა მსახური,
მიწას სჭამს, წჳმის სწყალსა ჰსომს, -მოსძაგდა ღჳნო და პური,
მიწაა მისი დარბაზი, იგივე საწოლ-სახური!

რა ესე ჰსთქვა, ცრემლი ღვარა, წაუჳდა ლომსა გული,
მივეშჱლე, მოვაბრუნე, მაგრამ ჰკლავდა გმირსა წყლული,
- ოგიკვდიო შემომძახა, ვერ ვშველოდი მე ბედ კრული,
აქ პირჯჯვარი გარდიწერა, განუტევა ესრედ სული!...

ამის მნახავს, მას აქეთ, თვალთა დამაკლდა ჩინია,
გინდა რომ ჳყო ქორწილში, არ მელხინების ლხინია,
ომისა ვაჟკაცობისა, გაგრილდა ჩემში ჟინია...
გემდური მხჱდრო, აქამდის, მეც რად არ დამაძინია!...

ესე სთქო და გაათავა საბრალომა ეს ანბაჳ,
დაიოხრა ცრემლი ღვარა, გაიქნია სამჯერ თაჳ.
სთქუა მოხუცმა: ღმერთო რისთჳს დამანატრე მიწა შაჳ!...
მე მომწყლა ამ ანბავმა რომ მეტის მეტად იყო მწვაჳ...

თ.რაფიელ რისთავი.

2-სა სეკტემბრის, 1854-სა წელსა.
ქისტაური.

2 ოფოფი

▲back to top


ოფოფი

ოდეს ფრინველთა მეფედ თაჳსა აღმოირჩიეს, დასვეს არწიჳ,
მაშინ სხვათა მათ ფრინველთა თანა, ერგო ოფოფსაც ხვედრი არჩიჳ,
აღფრინდა იგი მსწრაფლად წარჳდა, როს მოუჳდა ცნობა საწჳჳ,
არწივთან წარსდგა, მდიდრად მიიღო, მისცა საკადრი ჯილდო, პატიჳ.

მუნ დაჰყო ხანი არა მცირედი, ოფოფს თან ახლდნენ მისი ბარტყები,
არწივსა და სხვა ფრინველთ ნახჳთ მხიარულ იყვნენ ართუ ნატყები,
მას შეხვდა მძერა დაღონებული სევდა და ოხვრა მონამატები,
ფრივნელთა თანა გვარის ვერ მთვლელი, მაგრამ სწავლითა ნააზატები.

ციჳს ჰაერის დაბადებული, უსაკენკობით დაღონებული,
ნახა ოფოფი სტუმრად მოსრული, კადრა: შეჳქმენ აგრე ვნებული,
სთხოვა, მიმიღე და გამომზარდე, ფრთეთა შენთ ქვეშე მონად ხლებული.

უთხრა, რომ მევარ მოხელე, მასწავლეს ჳცი ზნეობა,
მაახელ შენთა ბარტებთა მომანდვე მათ მწეობა,
ვასწავლო ფრინვა, ჭიკჭიკი, გაჩვენო მომჭივნეობა,
შენც გამომზარდე საკარგყმოდ, არა სჯობს სიტყჳს თნეობა.

საკენკი შენთან მაძლიე, მართვენი ჩემთან აცხოვრე,
ჩემს მზრუნველობას მოანდევ, ნუგეშინ გული მომდოვრე,
ერთს წლამდის ნახო რა იქმნენ, თუ მათ მე არ მომაშორვე,
შჳლებრივ გავზდი ფუფუნით უწყოდე დაინახსოვრე.

თუ ნახო ჩემი სიკეთე სცნო ნიში წარმატებისა,
სისრულე ჩემთა სიტყვათა, ძირი ჭეშმარიტებისა,
დაფასე ჩემი ნაშრომი ღირსი მყავ მომატებისა,
საკენკს გარდაის მსაჩუქრე მებრ შენის განმარტებისა.

ოფოფმა უთხრა: მეწყალჳ გაჩნია განაჭირობა,
მაგრამ მომწონდა მძერაო ეგ შენი დანაპირობა,
მსურს შეგიწყნარო, მიგიღო, გიყო წყალობის ხშირობა,
გამოგზარდო და მიჳღო შესაბამ შენი მწირობა.

რაკი მძრამან ოფოფისაგან მიიღო აგრე მუდარა,
სიხარულითა გარეტდა რა ექმნა ვეღარ მიმხვდარა,
ოფოფმა ხელი მოჰკიდა წაუძღვა მართვეთ მიგვარა,
დავედრა მათი გამოზრდა მობრუნდა ჩიტი დიდ გვარა.

ესრედ ოფოფი რა უკუნ იქცა, თანა იახლო სტუმარი მძერა,
რომელს მოსწონდა ოფოფის ბუდე, მისთა ჩიტებთა საშნო და მზერა,
მთათა და ბართა სასტვენლად ფრენა მერცხალთა, შაშვთა, წიკჭიკი, მღერა,
გაგრილდა მისის სამშობლოისათჳს, და დაიჳწყა ძველი პეპერა.

სთქვა: აქა ჩემებრ მძერებნი ძჳრად ოდესმე ყოფილა,
იფიქრა ჩიტებთ ტოლობა, მსწრაფლ გული შეიფოფინა;
მოირთო ჯვარიანთ ფრთები ჩიტებთა მოფინა,
მოიგო გული ჩიტებთა კვლავ მისი მათ ამყოფინა.

სთქვა თუ მე ეგრე არ ვქენი ჩიტნი არ მომენდობიან,
მე გლახა გვარის მძერა ვარ ჩემი რა მოსწონდებიან,
ზრდილობით თუმცა კარგი ვარ, გარნა მით არ მჯერდებიან,
სჯობს ბოლოს ერთი ხელთ ჳგდო, რა რომ გამისწორდებიან.

ამ ხერხით დაჰყო ჩიტთა სუა, ვსთქვათ ხანი არა მცირია,
დაფრინავს შორის მერცხალთა, ჳნ იტყჳს რომე მწირია,
მიიმხრო ერთი ჩიტთაგან შეთჳსდა შემოირია,
გაიმეგობრა გვარულად დაკვნეს ერთობის პირია.

ოდეს მოჰხსენდა ესე ოფოფსა, დასძრა მძერისად წყლიანი ენა,
უთხრა: აღმითქჳ მართვეთა მოკვლა, მით თავსა ჳდევ მე შენი რჩევა,
ეხლა გარდახედ შენს აღთქმასა შენ დაგიწყჳა ჩიტებში ფრენა,
დასცრები თვარა მართვეთ ვერ განდობ, არ შემიძლია ამის მოთმენა.

მძერა გაჩუმდა, აღარ უსმინა ოფოფსა მისი შენაგონები,
მე უცხო ქვეყნით გამოვარდნილვარ ჩემი მეყოფა დარდი, ფონები,
სხჳსა მართვეთა ვეღარ ვმსახურებ, მე ჩემის სევდით განჳწონები,
ჩიტებთან მიყვარს ფრენა, ჭიკჭიკი, მათთა ვნებათა დავემონები.

მობრუნდა უთხრა მისსა მფრინველსა, რომელსა უყვარს მძერის წიჳლი:
შენცა გაიგე უთანხმოება ოფოფისაგან წყრომა ჩიჳლი,
მისსა არესა მე ვერ ვადსდგები, შენ შემინახე ჩემი ტკიჳლი.
ოფოფის მართვეთ შორს გამაშორე მათი არ მესმის ოხვრა, ტკიჳლი,

ვხედავ ჳტანჯჳთ შორიშორ მყოფნი თუ არ გითხარი ჩემი სურჳლი,
შენტან ფრინჳთა ვარ დამაშვრალი, შნეი სევდითა ფრიად ურჳლი,
უნდა გაგიტყდე შენგან მოხთების, რომ უკუნ იქცეს ჩემი სწყურჳლი,
მასურს გაგიღჳსდე და ერთხორც გექმნე, რაზომ გახშირდეს მისთჳს შურჳლი.

თუ მკითხავ ჳნ ვარ სიდამ მოვფრინდი და რა გვარ მქონდა მართვების ბუდე?
არ მოგწონდების ჩემი ცხოვრება, რადგან არ მქონდა მდიდარი ზღუდე,
მე ვარ მფრინველთა უკანასკნელი, მაგრამ ზრდილობით არ განაცუდე,
შორის ფრინველთა კარგის გვარისა აღზრდილვარ, ხედვა არა მაქვს მრუდე.

დარწმუნდი ჩემში შენ არ წააგებ მე ვარ ფაქიზად თავ შენახული.
თუმცა მოდგმითა ვერ გესწორები მაგრამ გრძნობითა წრფელივარ სული,
შემიერთხორცდი, შენთანა მომკალ ჳთარცა იტყჳს ამაზე სჯული,
სიტყვა მომეცი ერთგულებისა ქმენ ჩვეულებრივ შემოფიცული.

ჩიტი დაფიქრდა შეუორგულდა, უკჳრს მძერისგან მსგავსი პირობა,
სთქვა, რომ მე ჩიტი და ესე მძერა, კვლავ გამიგია მისი მწირობა,
აღთქმა რომ მივსცე დაჳმორჩილო ბოლოს შევსწამო მას დუხჭირობა,
ხომ შემიძლია უთანხმოებით ჯმნულჳყო პირობა, ვქმნა გულძჳრობა.

ჩიტსა ურჩიეს მისთა მეგობართ, დაესხენ მძერის აგრე მინდობას,
გვარი კარგი გაქვს, ვეღარ წუნობენ ქორი მიმინო შენს ძმობას-დობას,
მძერა დღეს ფრინავს ჩვენ ფრინველთ შორის, მისთჳს იჩემებს იგი თავადობას,
დაეხსენ, გიჯობს ჩვენ ვერ გიქებთ გვარი შჳლობას მისს თვალადობას.

მაგ დაიბადა ცივს ქვეყანაზედ, მაგრამ აღზრდულა ხედავ თუ სადა.
უყვარს ნავარდი, ჰაერში ფრენა მალე გარდუვლის მას შენი მადა,
ბოლოს დარჩები შენანებული, გირჩევთ დააგდე ის იყოს მანდა,
რა ნახე მასში გასაკჳრველი აგრე უთმენლად რად მოგეწადა?

თჳსთა თათბირთა ჩიტი აღაგზნეს მოზიდეს ნებად, გახარდა მძერა,
გრძნებით დაქსული ბადე გაშალა ჩვეულებისებრ ჳთარ ეფერა,
შინგან შეხჳა ჩიტი უცნობო, რა შიგან შთახდა ვეღარ განერა.
უთხრა, სულ არ ჰყო შენგან აღთქმული ბადე დამახშვან გამოხვალ ვერა

დაბრმავებულმან მძერის ფოფინით, ჩიტმა ვერ ნახა შორ დგმულ მახები,
არა განსაჯა მყოობადისა არ შეისმინა განაძრახები,
არ იცოდა თუ შეხვდებოდა შემოზღუდჳლი უგზო არხები,
სულ მოკლეობამ, განუსჯელობამ მძლეულჰყო სულქმნად მონაჩმახები.

რავდენ დრო მიდის ეგრეთ გრილდების ურთიერთისად ჩიტი და მძერა,
ჩიტის სადგომი მას არ მოსწონდა განგანზე იწყო ფეთქა და მზერა,
აქ რა დამარჩენს მძიმით საკენკით ეგზომ ხანია გავძელი ვერა,
მე თავს დაჳრჩენ შენ არ გაჭირვებ, ნუ გენაღვლება ან მიშავს მე რა.

სთქვა, ვერ დავსდგები ჩიტო მე შენთან მხეცი არავარ რა მემტევრება,
მე ჰაერში ვარ ნაფუფუნები მიყვარს ნავარდი თაჳს ფერება,
შენ ტყეში ჯდები ხეს და ხეს შუა არ მშვენის აქა მე გაჩერება,
შენ იყავ ტყეში, მე მინდორს ჳვლი, ისე მოგივალ ქმენ დაჯერება.

მძერის სიტყჳთ და წინა განძრახჳთ ჩიტი შეიქმნა გამქისებული,
უთხრა, რას ფიქრობ, რას მეუბნები, რისთჳს მყაჳ მე გულკლებული.
შენ სხვაგან ფრენდე და მე აქ ჳყო რის უნდა იქმნეს ეს მსგავსებული,
სხვთა საკენკთა გამოგზარდონ და მე შეჳქმნე განკიცხებული.

ესე არ ვარგა მეგობარ ჩემო, იყაჳ ჩემთან რაცა მოგერვას
დასჯერდი შენდა ღვთისგან მოცემულს იკმავე იგი რაცა მოგერთვას,
ნუ მიყოლიხარ ჩიტებთ სიმდიდრეს არამც დაგვზრახოს მტერმან ცუდი სთქვას,
ღმერთმან ტყე მოგვცა ნუ გამიმინდვრბ ამისდა ნაცვლად ჳღა მოგვცემს ზღვას.

მძერამ ეს რჩევა არად მიიღო ჰაერში წავლა არად დაშალა,
მოემზადა და მოერთო, ფრთა სანავარდოდ გაშალა,
იფრინა, იღოღიალა, არცა სწუხს არცა დამშვრალა,
შეყარა ერთგან გრო ჩიტთა, ზოგთ კერძობს, ზოგნი აშალა.

დაიწყო მათთანა ფრინვა, მომართა კუდი ბოძალა, დღეს ერთს შეეტრფის და ხვალ სხვას უზნეობამან მოძალა, ვერც შეგონებამ, ვერც ძრახმან უგვარო მძერა ვერ კრძალა, მიმინომ გავრით დამდნარმან რაქნას ვერ დართო მას ძალა.

სინდისხან ხვეწნით ტყისაკენ წაიყვანს დასასვენებლად,
მაგრამ იქ ხანსა არა ჰყოფს მზა არის დამომქცეველად,
სძულს ჩიტი და სადგურად ტყე, მას უყვარს ნავარდი ველად,
ახლაკი მიხვდა ჩიტი რომ, მძერას არ მოყვრობდნენ ძველად.

ბევრთა უგინეს მძერას ხშირად ყოფნა, ჩიტებში წიკჭიკი, ფრენა,
უთხრეს რომ ტყე გაქვს შენ ხომ სადგურად,
შენს ჩიტთან სჯობსო შენი მოლხენა,
არ ეკადრების ჩიტებთა გვარსა, შენ მისისაგან ფრთისა გაქნევა,
ჩიტის დაგდება სხვაგან ნავარდი, სხვაგან სიცილი განცხრომა-ზენა.

ჩვენში არ არის გვარიშჳლობა აგრე ღრიალი და კუდის ქნევა,
ცუდათ დაფრინავ, დაიძრახები, მდურვა მოგხვდება და ძჳრის ხმევა,
წადი მიმართე შენსა სადგურსა, სჯობს გაიგონო ეს ჩვენი რჩევა,
თორე არა სჯობს უპირისწყლობა სხჳს სახლში ჰყოფნა და ვნების თნევა.

ეს შეგონება თხოვნა და რჩევა მძერასთან არის ფრიად ამაო,
შორს არ მიიღო ჳსმესგან სწავლა ყურიც არ უგდო მათ ერთ წამაო,
აწე ჩიტიცა აგრე არა სწუხს შუბლი და ჭკუა შეახამაო,
სთქვა: ჩემი მძერა უზნო არ არის, რად ცუდი ფრენა შეაწამაო.

ესრედ გაგრილდნენ მძერა ჩიტისთის და ჩიტი შუბლით ქვეყნის პირისად,
მძერა დაფრინავს სხვა და სხვა კუთხეს, იგი იზიდავს თავსა ჭირისად,
ძრახვენ ფრინველნი ყოვლის გვარისა ხელი აიღეს არ სთვლენ მცირისად,
ზოგად საკითხვლად ეჩვენებიან სწუხენ, უშლიან ერთობ პირისად.

ეგ წოწიალი მათს თვალს და გულში, ჰაერში ფრენა და ნავარდობა
გონებენ, იყოს გახსნილობა, ახალი სწავლა და თავადობა,
არათუ მძრახი შემარცხვენელი, თაჳს ბუდიდგან სხვსა მინდობა,
რადგან ფრინველთა შაჳს მთისათა, მარადის ძულდნენ არ წმინდობა.

ამისგან ვხედავთ ქორი მოღორდა მძერა მეგობრად რომ გაიხადა,
მისი წიჳლი მისი ფოფინი, რომ შეუყვარდა და მოიწადა,
ეხლა ფრინველნი თვალ და თვალ ძრახვენ, ამისგან სევდამ ცნობა მიხადა,
ბოლოს ხსენებაც მისი მოისპო გარემოებამ ესრედ უქადა.

ყოველი დული დედმამის ურჩი მეგობართ არ მსმენ ჩქარა მავალი,
ჩქარ მოფიქრებით შორს არ განმსჯელი წინ დაუხედი გარდამავალი,
ვნების მზდეველი, შემასრულები რასაც არ ჰყოფდა შთამომავალი.
მარად დაბრკოლდეს და აღიხოცოს მისთჳს კეთილი ხსოვნა და კვალი.

მე აქაცა ვსთქჳ, რომელ ყოველი თაჳს გვარისა გარდამხედ არი,
განლაღებული ამპარტავანი დასჯილ იქმნების მორცხვად
მხედარი.და კვლავ ოდესცა სიკვდილით მოკვდეს, მას არ ექმნების ცრემლის ცხედარი,
ენით და საქმით უმანკო ჰყოფა დაგვაგჳრგჳნებს ეგ მტკიცედარი.

თუმცა ყოველნი თანამდებნი ვართ, ჩვენივ ჳცოდეთ ჩვენ ქალწულება,
მაგრამ სადაცა ცხადად ჳხილავთ არ მოთმენა სჯობს და დაწუნება,
რათა შემცდარმან მამხილებელის მიიღოს რჩევა და დარწმუნება,
სცნას რამეთუ ცუდ მოქალაქობს წინ დაიხედოს ქმნას გაცბუნება.

ესრედ სრულ ვყაჳ ესე შაირი ძმერის ფეთქამან ცრემლი
მადინა.
აღმიძრა მფრინველთა შორის მკვლავად შაირის წერა მომაწადინა,
რომ მისი მხედჳ ჩვენთა ჩიტებთა დაძრახვენ ისრე წარმოადგინა,
პატიჳსაგან თაჳ განიხვა, ჩვენც ურცხვენლობა გარდმოგვადინა.

თ. ევგენ დგებუაძე.

3 სოლომან ისაკიჩ მეჯღანუაშჳლი

▲back to top


სოლომან ისაკიჩ მეჯღანუაშჳლი

სამშაბათობით, ხუთშაბათობით, შაბათობით და კჳრაობით სხუა-და-სხუა რიგს საჭმელსა, და ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკეობით ხმელ ხილსა: ინდისხურმასა, ნუშსა, ქიშმიშსა, აღჯანაბათსა და სხ. დედაჩემს შიოდა და ამიტომ არ შაეძლო არ მიეღო შემწეობა მეზობელბისაგან. მოწყალება ეგონა და მადლობდა.

სამ თთუეს უკან, - ეს იყო ყველიერის ორშაბათი, - ბაყლის შამავალი მოჳდა დედაჩემთან და მოუყვა გეო ნონიაშჳლის ქებას, აიყვანა ცამმდინ და დედამიწას აღარ დააკარა; მერე უთხრა:

- კარგა იფიქრე, შჳლო! წარმოიდგინე შენი გარემოება! ჳნა გყავს პატრონი, ჳსგან რას მოელი! როგორ გინდა დარჩე! თექვსმეტის წლის ქალი, შემწყვდეული ერთ ქოხში, რა იქმნები! სხვა არა იყოსრა წყლის მომწოდაჳცკი არაჳნა ყავს!

- რა უნდა ვქნა, დედიჯან! უპასუხა გაიანემ განკჳრვებით.

- აი, შჳლო, რა უნდა ქნა, - უთხრა ღიმილით ბებერმა: დამიჯერე, ჭკუას ნუ დაჰკარგავ, პატრონი გაიჩინე. გეუაზედ უკეთესს პატრონს შენ ვერ იშოვნი. გეუას უყვარხარ შენ, გეუა შენთჳს გიჟდება, ნატრობს შენ შერთვას. რასაკჳრველია ჯვარის წერა ახლა არ იქნება... წლის-თავზედ... მხოლოდ ახლა დაინიშნებით და დღეინდლიდამ გარედამ გიპატრონებს.

- გადაწყვეტილს მოგახსენებ, დედავ, - უთხრა შეწუხებულის სახით დედაჩემმა: ჩემ ქმარშჳლს ვერ უღალატებ; სარჩოსათჳს არა ვზრუნავ, ქვეყანა დიდია.

წელმოწყვეტილი ბებერი გაჳდა და აღარ დანახვებია დედაჩემს.

მეორე დღეს, სამშაბათს, უცებ შამოვარდა ჩუჱნსა ბებერი მეწვრილმანისა, ქაქანით, ღრეჭით და თამაშობით. ეს ბებერი იყო გამხმარი, როგორც ჩაჩხი, შაჳ როგორც მუგუზალი. სიცილში უჩანდა იმას ჩაშავებული ღრჯოლები. იღლიის ქვეშ ეჭირა გამოკრული ბოხჩა.

გაიანე შეკრთა. ბებერი დააშტერდა ქალს; მერე, კატის სიმკჳრცხლით, შეახტა, მოეხჳა ყელზედ, და ჰკოცნიდა საძაგელის ტუჩებით. მანამ დედა ჩემი დორბლებს მოუწმენდდა და შეიკრეფდა ფიქრებსა, ბებერმა ჩამოუგდო ყელზედ ძველებური ოქროს ძეწკჳ, მოსტაცა მარჯვენა ხელი და ორ თითზედ გაუკეთა ზურმუხტისა და იაგუნდის ბეჭდები; თავზედ მოახჳა ბაღდადი, გაშალა ბოხჩა და გადმოუწყო საპერანგე მოვები, შეიდიში, საკაბე, ლეჩაქი, ერთის სიტყჳთ ერთი ხელი ტანისამოსი, თანაც ღიღინებდა.

- შენ გეთაყვანოს ჩემი თავი, გაიანე, უთხრა ბოლოს ბებერმა: რა სახით გიხდება! ღირსი იყავ და მოგეცა კიდევა! გადაიყარე ეგ შავები!

დედა ჩემს შეუბროწავდა ლოყები; ნიშანი ეგონა, მეწვრილმანისაგან გამოგზავნილი და ეწყინა.

- ეს რას ნიშნავს, ბატონო? -ჰკითხა გაიანემ ბებერსა, და სასწრაფოთ ყოველივე ნივთები, რაცა შააყარა იმას მარჭაკალმა, ბოხჩაში გამოუკრა და კალთაში ჩაუდო.

- ეს ნივთები მოგართვა გასპარამ, - უთხრა ბებერმა: დამიცადე კიდე, ეს რა არის, ამდენი მოგივა, რომ ერთ სკივრს გაავსებ!

- მიკჳრს, ბატონო! გასპარა მე რათ მიგზავნის ნივთებსა! ნათესაჳ არა ვარ, თჳსი და ტომი! გამომიცხადეთ თქვენი აზრი.

- ყმაწჳლიხარ ჯერ, ჩემო ლამაზო, რომ თჳთან შენ ვერ მიმხვდარხარ საქმეს! უპასუხა ბებერმა, უსიამოვნო ღრეჭით: შენმა სილამაზემ ასე მოხიბლა გასპარა, რომ შენი მეტი აღარა ახსოვსრა მას ქვეყანათა ზედ; გასპარ გაგიჟებულია შენთჳს;გასპარს უყვარხარ, ასე უყვარხარ, რომ წყალში და ცეცხლში მზათ არის გადავარდეს შენის გულისათჳს. ახლა წარმოიდგინე, რა ბედნიერი იქნები იმისს ხელში! ხომ იცი შემძლებელი კაცია! აგავსებს, აგავსებს, გარწმუნებ აგავსებს!...

დედა ჩემს გული აუჩქროლდა.

- თქვენმა სიტყვებმა, ბატონო, რაღაცა უგუნურ ეჭვებში შამიყვანა, - უთხრა დედა ჩემმა: გამომიცხადეთ თქვენი აზრი.

- გასპარა გთხოვს, ერთ ღამეს გაატაროს შენთან დროება.

მეხი რო დასცემოდა, საწყალს ქალს ისე არ მოჰკლავდა, როგორათაც მოკლეს ბებრის სიტყვებმა. დედაჩემს ყჳტელმა ფერმა გადაჰკრა, თაჳთ ფეხამდინ თრთოლა დააწყებინა. ბებერს შაეშინდა და უკან დაიწია. როდესაც მობრუნდა და შეიკრიბა აზრები, დედამ ასეთის მრისხენების სახით შახედა მარჭანკალსა, ასე საშინლათ დააბრიალა თუალები, რომ სხვას იქვე სული გასცჳვდებოდა, მაგრამ ბებერი უგრძნობარი იყო, გაშეშდა მორიელსაჳთ ერთ ადგილსა და იქამდინ იყო შეუპოვარი, რომ ლაპარაკს კიდევ აპირებდა. მაშინ დედაჩემმა აიტაცა თიხის ჯამი და ტყორცნა უსიამოვნო სტუმარს შიგ პირსახეში; ამითაც რომ ვერა გახდარა, ქალმა წამოავლო შაფურსა, და ერთი თუ ორი მიაყოლა ბეჭებში. მაშინ იკადრა ბებერმა წასვლა. ქალმა კარები მაგრა ჩაკეტა და საღამომდინ ცრემლი ღვარა... წარმოიდგინეთ ყმაწჳლი ქალი, მარტო, მწუხარე, რამე ბნელ სოროში შემწყვდეული!... ეს ჯოჯოხეთი დასძლია, საწყალმა, მხოლოთ ლოცჳთ!

რომ არა დარჩენოდა რა სახლში პილწის მეწვრილმანისა დედაჩემმა, შუაღამისას, რაც ხილი ჰქონდა შემოგზავნილი იმისაგან, შეკრიბა, გაიტანა უშიშრად და დააბნია იმისს კარებს წინ...

გათენდა ოთხშაბათი ყველიერისა, დედაჩემს მოშივდა და არა ჰქონდარა ეჭამა.

ქართულათა ნათქვამია: „თუ კაცი წაიქცა, დიდიდა პატარა ზედ მისცჳვდებიანო და გაჰქელვენო“. ასე დაემართა საწყალს ჩემს მშობელსაცა! -რაწამს გათენდა, სახლის მოძღვარმა, ცერტერ-ტერ-აკოფამ კარი შამოაღო. ჯერ მოიკითხა დედაჩემი, ნუგეშისცა და უქადაგა მოთმინება. მერე სთხოვა სასყიდელი რიგის გარდახდისათჳს მამაჩემზედ. გაიანემ გულის მჭევრმეტყველობით აუწერათა ჳსი საშინელი გარემოება და შეუძლებლობა. სხვა კაცი ლმობიერებაში მოჳდოდა იმისს სიტყჳთ, შეიბრალებდა ოხერს ყმაწჳლ ქალსა; მაგრამ ტერტერას გული არ დაურბილდა. მაშინ დედაჩემმა უჩვენა და სთხოვა მიეღო, თუ იკადრებდა, შამფურები, ქვაბი, ჯამები და თეფშები. ტერტერამ იცოტავა. დედაჩემმა მიართვა თაჳსი ხალიცა. ტერტერამ უსჳნდისოთ მოხვეტა ყოველივე და წაიღო თაჳსის ხელით. ჩვენ დაგვრჩა ტახტი, ჭილობი, ფარდაგი და ლოგინი.

II

ჩამოიცალა რა ცრუ კეთილის მყოფლები, დედაჩემი მიეცა ფიქრებსა, ეძებდა ღონისძიებასა საზრდოს მოსაპოებლად. უკანასკნელ დამკჳდრდა იმ აზრზედ, რომ უნდა დამდგარიყო ჳსთანმე ან ძიძათ, ანუ მოჯამაგირეთ. მაგრამ აქ დახვდა იმას დაბრკოლება. იყო რა გამოუცდელი, სოფლის გაუცნობელი, ამასთან გაუბედაჳ, საწყალმა არ იცოდა, როგორ გასულიყო კარზედ, როგორ ანუ ჳსით მოეძებნა ბინა და როგორ აერჩია ოჯახი. ამ ფიქრებში და ჩემ რწებაში გაატარა ოთხშაბათი. ერთ დროს ორ საქმეს მოეპოვა ლუკმა პური, რომ მე მეცოცხლა; მარწებდა რომ მე შიმშილით გამშრალი იმისი ძუძუ არ მამეწოვა. მაგრამ ფიქრით და რწებით როგორ გამაძღობდა, როგორ გამიგრილებდა გამშრალ გულ-მუცელსა! მე თურმე გავჩხაოდი, გავსწიოდი. საზღვარს გაჳდა დედიჩემის მწუხარება!

მაშინ დედაჩემმა, აღარც აცივა აღარც აცხელა გაიტანა ბალიში და მიჰყიდა ახლო მეზობელს სამპურათ. მსყიდველს შერცხომოდა და ერთი ჯამი ლობიო დაემატებინა. თჳთონაც გაძღა, მეც დამაძღო.მაგრამ, ოჰ რა გაძღომა იყო! შხამათ შაარგეს დედაჩემს საჭმელი! მეწვრილმანის ბებერი მოუვარდა კეტით, წყევლით და უშვერის ლექსით დაუწყო, სულის-მტერმა, ლანძღვა და არ გაათავა, მანამ ყბები არ ჩამოსცჳვდა... ბედი დედიჩემისა, რომ კარები ჰქონდა მაგრა დაკეტილი, თორე მოჰკლავდა საცოდავსა!

ამას არ დააჯერეს. ღამე თჳთ მეწვრილმანე მოჳდა და ქვებს ესროდა ჩვენს კარებს. შიშთ კინაღამ ჭკუაზე შესცდა დედაჩემი!

ხუთშაბათს ასეთივე დღე დააყენეს. მოთმინებიდამ რომ გამოჳდა, პარასკევს დილით ადრე წაჳდა ქალაქს დედაჩემი, მთელი დღე იარა უბედურმა, და ყველგან გაიგონა, რომ არაჳს ეჭირებოდა მაშინ არცა ძიძა, არცა მოჯამაგირე. დაბრუნდა შინ მკვდარი, სასოწარკვეთილი ჩემი გაიანე, დაეცა პირველი, სტიროდა და გმინავდა

გათენდა შაბათი.

მთელ ღამის უძილობით და მწუხარებით დატანჯული, დედა ჩემი, ფერ-მიხდილი, იჯდა ტახტზედ მოკეცილი, დაჰყურებდა დედამიწას; ერთის ხელით მე მარწებდა, მეორეთი ცრემლს იწმენდდა,თან ლოცვასა ბუტბუტებდა პაწაწკუნა ტუჩებითა...ოჰ, საწყალო დედაჩემო, აგრე როგორ დაიტანჯე!

მსწრაფლ რაღაცა ბედნიერმა აზრმა გაუელვა დედაჩემსა. დედაჩემმა მოიმხიარულა, ამაყენა მე აკვნიდამ, გამახჳა საბანში და წამიყვანა ჩემ ნათლიასთან. ნათლია შინ არ დაგჳხვდა; იმისმა ცოლშჳლმა ცივათ მიგჳღეს. გამობრუნდა დედაჩემი გულ მოკლული. მიდის... სად მიდის? არ იცის.

ამ დროს სიონის წინ გაიარა; კარები დახვდა გაღებული და ხმა მოესმა გალობისა. - მწუხარეთ ანუგეში ეკკლესია. „ოჰ, გმადლობ უფალო! ამაზედ უკეთესი ბინა აღარ მინდა“. სთქვა და შეჳდა დედაჩემი სიონში, დაეცა, გმინავდა, სტიროდა, ლოცულობდა; ლოცვა მისი იყო მხურვალე. იქვე წირვას ისმენდა ერთი ყმაწჳლი ვაჟი, თექვსმეტის წლისა; იმან მიაქცია ყურადღება საცოდავს გაიანეს და თჳთქმის თვალი ვერ მოაშორა.

გამოჳდა წირვა. გაიკრიბა ხალხი. ყველაზე ბოლოს გამოჳდა თექვსმეტის წლის ვაჟი, მერე დედაჩემი. მდუღარე ცრემლი ეყარა საწყალსა გრძელ წამწამზედა ლოყებზედ, თჳთქოს ბრილიანტი შეუბნეჳათო. „ეს არის ჩემი ბინა“ სთქუა და დაჯდა სიონის კართან.

მაშინ თექვსმეტის წლის ყმაწჳლმა ჰკითხა დედაჩემსა, რა მწუხარება გაქვსო.

დედაჩემმა პასუხი არ მისცა, და თქვა თაჳსს გულში: „რა ღმერთი გასწყრომიათო, აქაც არ მეხსნებიანო“.

ყმაწჳლმა დააფიცა ღმერთი, ღვთისმშობელი, და ბოლოს მეცა, რომ ეთქო დედაჩემს გარემოება თაჳსის მწუხარებისა.

დედა ჩემმა უანბო მოკლეთ თაჳსი გარემოება.

მაშინ ყმაწჳლმა ვაჟმა სთხოვა გაიანეს, რომ გაჰყოლოდა იმას სახლში.

დედამ უარჰყო.

კიდევ სთხოვა, აღუთქვა მრავალი კეთილი... კიდევ უარჰყო... მერე დააფიცა... არ იქნა, ვერ გააბედჳნა... იწყინა უგუნური სიკერპე დედაჩემისა და წასვლა დააპირა; მაგრამ მაშინვე წარმოიდგინა ჩვენი საცოდაობა, და ბოლოს ასე უთხრა გაიანეს.

- დედა ღვთისა არის მოწამე, რომ მე მიგიღებ შენ როგორათაც ღჳძლ ჩემს დასა. მე მყავს დედა, რომელიცა შეგიყვარებს, გამოგზრდის და პატიჳთ შეგინახავს, რომელსაც შენ ძლიერ შეიყვარებ. მე მყვანან გამდელები, მოახლეები, მოსამსახურე ბიჭები, მე მაქვს ოჯახი კარგი, სავსე ღვთის მოწყალებითა. ჩემ ოჯახში პირველი უფროსი დედა ჩემია, მერე მე. არაც გიმსახურებ, არც საჭიროა ჩემთჳს შენი სამსახური. მე ვარ თავადი ლუარსაბ რაინდიძე. ღმერთსა სთხოვდი პატრონსა, და აი მოგცა; დედაჩემზე უკეთესს პატრონს შენ ვერ იპოჳ. წამოდი.

ლუარსაბის დიდკაცურ შესახედაობამ, იმისმა გულწრფელმა და ტკბილმა ლაპარაკმა, ზდილობამდა მეტადრე მშჳდმა სახის მეტყველებამ გაუბნივა დედაჩემს ეჭვები. დედა გაჰყვა თაჳსს სულგრძელს კეთილმყოფელსა. - ძლივს მოწყალების კარი გაეღო საცოდავ ქვრივსა და ობოლს!

- ბატონო დედავ! მოახსენა ლუარსაბმა მშობელს, როდესაც შეჳდა შინ: მე გახლდი სიონში, მოჳსმინე წირვა. გწყალობდესთ! იქ ღმერთმა ჩამაბარა ერთი მეტად საცოდაჳ ახალგაზრდა ქვრიჳ ქალი ძუძუთა ბიჭით. მე ჳცოდი, თქვენ გიამებოდათქვრივობოლის შეწყნარება და მოგგვარე. აქ გახლავან. თუ ინებებთ შემოჳყვან.

სახელი ლუარსაბის დედისა - დარეჯან. ეს იყო მშვენიერი, მზგავსი რომლისა არსად მინახავს. კარგი მხატვარი თაჳსის აზრით ვერ დახატავდა ასეთ მშვენიერს კარტინკას.

- უბძანე, შჳლო, შამოჳდეს, - უთხრა ლუარსაბს მშობელმა.

ლუარსაბმა ხმა მისცა და შაჳდა დედაჩემი.

თუმცა იყო ობოლ-ოხერი, უნუგეშო, დღიურ გამხმარ ლუკმას მოკლებურლი, მაგრამ შადგარა ფეხი კარებში, გაეღჳძა იმის თაჳს - მოყუარებადა ამპარტავნობა, - ითაკილა გლახა ამპარტავანმა, რომ მიადგა კარს მოწყალებისათჳს, შეინანა იქ მისვლა და დააპირა უკან დაბრუნება.ესე ყოველი ცხადად გამოეხატა სახეზე დედაჩემსა.

დარეჯან იყო დედაკაცი ჭკჳანი და მაშინვე წაიკითხა დედას სახეზე რაცა, იმას გულში უტრიალებდა და რომ განექარვა აღძვრა დედაჩემისთაჳს - მოყვარებისა, სიფრთხილით შაუდგა დამშჳდებად იმისს ამპარტავნებისა; ამისთჳს კნეინამ მიიღო ასეთი ღონისძიება, რომელიც ეკადრება განათლებულ გვამსა.

- აქ მო შჳლო, დამიჯეგ გვერდით, უბძანა კნეინამ.ეს სიტყვები გამოიღო კნეინამ ასე ტკბილათ ასე ნარნარათ და ალერსიანათ, მასთან ასეთი სახე უჩვენა, რომ დედაჩემს ნამდჳლად ეგონა, რომ კნეინა იყო იმისი მშობელი და დააჳწყდა თაჳსი ჳნაობა.

ლუარსაბ გარეთ გაჳდა. დედაჩემი ჩამოჯდა ტახტზედ, რომელზედაც იჯდა კნეინა.

- გაიგონე შჳლო! განაგრძო კნეინამ: ქუჱყანათაზე არა არისრა საკჳრველი, გარდა ერთისა. ეს არის, ჳსაც აქვს თჳთ - მდგომარე ხასიათი ჳნცა სცნობს თაჳსს ღირსებასა და დაიცავს პატიოსნებასა. დანაშთენი, მაგალითად: სიმდიდრე, სიღარიბე, სიდიდკაცე, სიპატარაკაცე სრულიად არაარისრა. ესენი ეძლევა განგებისაგან კაცსა, რომ იყოს ქვეყანათაზე წესი. მე შენით, შენ ჩემით უნდა გამოჳზარდნეთ, ჳცხოვროთ რა წამს შამოგხედე, მე ვპოვე შენში თჳთ მდგომარე ხასიათი, ამიტომ მე და შენ ღირსნი ვართ, ერთათ გამოჳზარდნეთ და ჳცხოვროთ. შენ ნახავ, შჳლო, როგორათაც საქმით დაგიმტკიცებ ამ ჩემს სიტყვებსა. ახლა გთხოვ მიანბო დაწვრილებით ყოველი შენი გარემოება.

დედა ჩემს გული აუდუღდა, ენა დაება და გადმოსცჳვდა თვალთაგან მსხჳლი ცრემლები.

- რათა სტირი შჳლო? -ჰკითხა კნეინამ.

- კარგა მეყურება თქუჱნი საკჳრველი ყურადღება, რომელიც ჩემზედ უსასყიდლოდ მოიღეთ, ავწონე თქვენი გული, მივხვდი თქვენს კეთილს განძრახვას, ვგონებ ამას ყოველსა, მაგრამ სიტყვა არა მაქვს გამოვსთქვა მადლობა, ქალბატონო! მე ღირსი არა ვარ თქვენთან ახლო ჯდომისა; მიმიღეთ მოსამსახურეთ - ეს რა თქვა, ადგა დედაჩემი, მაგრამ კნეინამ ისევ დასო და უთხრა:

- ამ სახლის უფალი დღეს მე ვარ, - ქმარი მე, შენსაჳთ, აღარ მყავს, - მაშ ჩემს სახლში ჩემი ნება უნდა აღსრულდეს. შენ ნუ სწუხარ. მოსამსახურები ბევრნი მყუანან. ჯერ მიანბე შენი გარემოება. მერე მე გიჩვენებ შენს თანამდებობას ჩემ სახლში.

დედა ჩემმა დაწვრილებით უანბო თაჳსი ცხოვრება და გარემოება; ბოლოს დაუმატა, რომ იმან ისწავლა ზდილობა და ენა ერთ აზნაურის სახლში, რომელსაცა სახელათ ეწოდებოდა ექვთიმე.

კნეინას გაუკჳრდა დედაჩემის მოთმინება, გონიერება და ხასიათები, და ძლიერ შაუყვარდა.

კნეინამ მაშინვე ამოიტანა ბაზრიდამ რაც საჭირო იყო ჩვენთჳს ტანისამოსი. სასწრაფოდ დააკერჳნა და შეგვმოსა...

კნეინა თჳთან ასწავლიდა დედაჩემს კერვასა, ქარგვასა და სხვა ხელსაქმესა. სხვა ამაზედ მომატებული საქმე არა ჰქონდა გაიანეს.

ერთ კჳრის შემდეგ ლუარსაბ წავიდა პეტერბურგს. კნეინა წაბძანდა შჳლის ყმა და მამულში, სოფელს „წითლიანს“ ქართლში, და ჩვენც თან წაგვასხა!...

მე რა მოვიზარდე, კნეინამ იზრუნვა ჩემთჳსაცა მიმაბარა თაჳანთ მოძღვარს, რომელმაც მასწავლა წიგნი და წერა. თჳთონ კნეინა მასწავლიდა დაჳთნსა, და მაკითხებდა ხოლმე ვეფხჳს ტყაოსანსა და სხვა ქართულ წიგნებსა; აგრეთვე მასწავლიდა ზნეობასა, ზრდილობასა, სიტყვაპასუხსა. მე ვუჯერებდი, ვსწავლობდი, მიჳღე მრავალი, და არ მახსოვს, რომ ოდესმე შემეწუხებინოს ჩემის ურიგო ყოფა-ქცეჳთ ჩემი კეთილის-მყოფელი.

ამასთან კნეინა ასე გჳფრთხილდებოდა ჩუჱნ, რომ უბძანა გამდელებსა და სხვა მოსამსახურებსა არამც-და-არამც არ ეწყენინებინათ ჩვენთჳს ან სიტყჳთ, ან წარბით, ან საქმით. მოსამსახურებს გაგიჟებით უყვარდათ ქალბატონი და წმინდად აღასრულეს ბძანება მისი. მართლადაც თექვსმეტ წლის განმავლობაში არცა დედაჩემს, არცა მე არგჳნახაბს იმათგან რაჲმე მცირედი წინააღმდეგობა, ანუ წყენა.

მაგრამ თექვსმეტ წელიწადს უკან ბედნიერება მოგჳშალა. სიკვდილმა გამოგვაცალა კნეინა ხელიდამ. დედაჩემს ასე უყვარდა თაჳსი კეთილის მყოფელი, რომ უიმისოთ ვეღარ გასძლო ჩვენთან და სამ დღეზე გამოუდგა იმას. ეს მოხდა 1817 წ.

ამ დროს კნიაზი ლუარსაბ დაბრუნდა რუსეთიდამ მაიორის ჩინით, მდიდარი ჯვრებითა. ამან ერთი წელიწადი იგლოვა დედა - მერე ცოლი შაირთო.

მე ჳყავ მაშინ თვრამეტის წლისა. დრო იყო, რომ ამას იქით მე მეზრუნდა ჩემის თაჳსათჳს. ამ მიზეზისა გამო გამოვეთხოვე ლუარსაბს, ამ საკჳრველს კაცსა!...

მამიტევეთ, რომ მე გავავრცელე აქ ისტორია ჩემის, მშობლისა. ისტორია მოვალეა მისცეს ადგილი თავისს ტრიქონებში გამოჩინებულ პირსა, გინდა იყოს იგი მეჯღანუას ცოლი.

III

დედაჩემის აღწერით და კითხჳს კითხჳთ, როგორც იყო, მივაგენ პაპაჩემის ქოხსა, ანუ სოროსა,რომელიც იყო დაკეტილი შინაგანის ურდულით. გასაღები ამ ურდულისა მქონდა - მე

იყო ფებერვალი, ყველიერის სამშაბათი. დღე იყო საამოვნო, ცა - უღრუბლო, უნიავო; მზე ატფობდა ჩემს მშობელ ქალაქსა; მზეზე გამოსულიყვნენ და ტფებოდნენ ტფილისის მცხოვრებნი. სხვათა შორის, ციხის უბანში, გამოსულიყო ვიღაცა მოხუცებული კაცი და იჯდა სწორეთ ჩემს კარების წინ გულხელ დაკრეფილი, თავ ჩაღუნული, დაღრომილი, რომელიც ზუზუნებდა, წუწუნებდა, ოხრავდა, თან მთელს სხეულით აქეთ-იქით ექანებოდა; ბოლოს ორის ხელით ლოყებში შამოიკრა მოხუცმა, მძიმედ ამოიოხრა, კავების წვერები გაიწია-გამოიწია, თჳთან გაექან-გამოექანა და წარმოსთვა: „ტა-ტა-ტა-ტა! ეს რა დამემართა! ღმერთი რათ გამიწყრა! სული რაზე წამიწყმინდე! უბრალო სულის სიკვდილის მიზეზში როგორ ჩავდექი! ვაჲ მე!...“

- დედა შჳლობას მიბძანეთ, - უთხარ მე მოხუცებულსა,რომელმაც აქამომდე ვერ შემნიშნადა რომელიცა გამოიყვანეს ჩემმსა სიტყუჱბმა ღრმა ფიქრებისაგან, - დედაშჳლობას მიბძანეთ, აქ სადა დგას გაიანე, ისაკ მეჯღანუაშჳლის ცოლი?

მოხუცებული ასე შაკრთა, რომ დაეფანტა აზრები; ვეღარ გამოერკჳა, რომ მოეცა ჩემთჳს პასუხი. მამარიდა პირი და რაღაცა წაიბუტბუტა, რომელიც მე ვერ გაჳგე. რაღაც ჰკაწრავდა ბებერსა და მე ვისურვე გამომეაშკარაებინა იმისი საიდუმლო. ამიტომ განუმეორე იმას ჩემი თხოვა გაიანეზე.

- რათა კითხულობ გაიანეს? შენ ჳნა ხარ? მკითხა მოხუცებულმა, ასეთის სახით, რომელმაცა აშკარათ გამომიხატა, რომ იმას სრულიად არ ეპიტნავა ჩემი თხოვა, და არ უნდოდა პასუხის მოცემა.

- ჩემი ახლო ნათესავია გაიანე, მინდა ვნახო, - უპასუხე მე.

- არ ჳცი, - თქო ბებერმა და პირი იქით მიიღო.

მრავალი ვეცადე, უვლიდი ხან აქეთ, ხან იქით საითაც კი მიიღებდა პირსა, არ იქნა, ვეღარ შემოჳხედე ბებერი ჩემსკენ. ბებერი ცდილობდა აეცდინა თაჳსი თვალები ჩემ პირისახისაგან.ამ ბებერის ქცევამ უფრო გამიცხოველა სურჳლი - გამომეხმო გარეთ იმისი საიდუმლო.

მაშინ მამაგონდა მრავალჯერ გაგონილი ქართული ანდაზა: „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“, და მე ამოჳღე ორი აბაზი (გამოსალმების დროს ლუარსაბმა მაჩუქა ხუთი მანათი თეთრი ფული), მივეცი მოხუცებულსა და უთხარ:

- ეს არის მოვედი სოფლიდამ; ვარ დაღალული და მშიერი. თუ საწყენი არ იქნება, გეყოლებათ ჳნმე, მოატანინეთ ბაზრიდამ ღჳნო და საჭმელი. მამიტევეთ, დედაშჳლობას, რომ უნდა გაგსარჯოთ მაგდროული ადამიანი.

დაინახა რა ფულები, ბებერმა, თვალის დახამხამებამდინ, შაირბინა მეორე ქოხში და გაგზავნა ვიღაცა კაცი ბაზარში, - მგონია შჳლი იყო იმისი, სადილის მოსატანათ; მერმე მე შამიწჳა. -

- შენ, შჳლო, მგონია იკითხე სახლი გაიანესი? - მკითხა მოხუცებულმა.

- დიაღ, ბატონო!

- სახლი გაიანესი აკრავს ჩემს სახლსა, სწორეთ ის არის, სადაცა მე წეღან ჳჯექ. მაგა მარამ შენ ჳნა ხარ, და რა ხარ გაიანესი?

- მე ვარ გაიანესი დის-წული. დედა ჩემმა, რაც გათხოვდა, გაიანეს ანბაჳ არა იცისრა, დაგამომგზავნა, შაჳტყო იმისი გარემოება. - მადამდისინ ტყუილი არ მეთქო, მაშინ ვთქჳ, და ამერთმა ტყუილმა, ოჰ ღმერთო, შემდგომში რამდენი ტყუილი მათქმეჳნა! რა გავაგრძელო, მთელი ჩემი მოქმედება ტყუილზედ იყო დაფუძნებული!

- საკჳრველია! - მითხრა მოხუცებულმა: რა ძალიან გევხარ გაიანეს! ქალის ტანისამოსი რო ჩაიცო, ვერაჳნ იტყჳს, რომ შენ გაიანე არ იყო.შუბლი, წარბები, ცხჳრი, ტუჩები, ნიკაპი, ელფერი, ტანი, სულ გაიანესი გაქვს. მიკჳრს! ძალიან მიკჳრს!

- ამ მოულოდნელ ბებრის შენიშვნისაგან არიყო რომ არ შევკრთი. ნერწყჳ ყელზედ დამადგა. მაგრამ ჩემ როლს ხომ ვერ უღალატები. მეტი ღონე არ იყო მეორე ტყუილიც უნდა მეთქო, და სასწრაფოთ მოვახერხე.

- დედაჩემი და გაიანე ტყუპები არიან, - მიუგე მე მოხუცებულსა: ტყუპები, როგორც მოგეხსენებათ, ერთმანერთს ხშირათ ძალაინ გვანან, ასე რომ, ერთს მეორისაგან ძნელად გაარჩევთ. რაღაცა ბუნების მონდომებით დედაჩემი გაიანე ასე გვანან ერთმანეთსა თურმე, რომ დედაჩემი რო ნახოთ, გეგონებათ, გაიანეს ხედავთ. მეცა დედაჩემს ასე ვგევარ, რომ თუ ქალური ტანისამოსი ჩაჳცვი, უთუოთ დავეგვანები გაიანეს.

- იქნება მართლა! საკჳრველია!... დიაღ მე გამიგონია - მინახავს კიდეც - ტყუბები ძლიერ გვანან ერთმანერთსა... არა არის რა საკჳრველი, რომ დისწული დაემზგავსოს დეიდასა! -მითხრა ბებერმა და მეტის სიამოვნებისაგან გაიღრიჭა.

გაღრეჭაში ბებერს გამოუჩნდა ღრჯოლები. მაშინ მამაგონდა დედაჩემის აღწერა მეწვრილმანის ბებრის ღრჯოლებისა და მივხვდი ნახევრათ ჳნც იყო სახლის პატრონი.

ამასობაში სადილი მოგვივიდა, დავსხედით. შავექეცით. მადა გვქონდა ასეთი, რომ ბევრს მდიდარს შაშურდებოდა. კახურმა წითელმა დასძლია ჩვენს ბებერსა; ამოუდგა მარადის დაჩუმებული ენა, რომელიცა უფრო გაულესა საჭიკჭიკოდ. ბებერმაც ხან სად გადასცდა, ხან სად გადმოსცდა; ხან ამ მთისა თქვა, ხან იმ მთისა. საგანი იმის ჭიკჭიკობისა იყო მორყვნა მეზობლებისა და თაჳსის თაჳს ქება.

დიაღ, კინაღამ არ დამაჳწყდა! ბებერმა დაიჩემა სადილზე, თაჳსის ძალიათ, თამადობა. გიახლათ სადღეგრძელო თაჳსის საყვარლებისა, ჩემი და სხვათა; არ დაიჳწყა მიცვალებულიცა. მაგრამ გაიანე არც ცოცხლებში ახსენა და არც მიცვალებულებში. რასაკჳრველია, ეს კარგი მიზეზი მამეცა, რომ გადამეტარებინა სიტყვა გაიანეზე.

- მე გეტყჳ, შჳლო, გაიანეს ანბავსა. თუმცა უსიამოვნოა, მაგრამ... ბაფა და... რა გაეწყობა... კაცნი ვართ... მოთმინება გვმართებს...ეჰ, რაც მოხდა მოხდა!... იცი, შჳლო, რა მოხდა? - აგერ თოთხმეტი თუ თექვსმეტი წელიწადია, რაც გაიანე თაჳსი შჳლით წაჳდა სადღაც. და მას აქეთ აქ აღარ გაუვლია. ჩვენ, მეზობლებს, გვეგონა, რომ ისი მიეკედლა რომელიმე ნათესავსა და ჩვენ გჳამა, ამიტომ რომ უპატრონო და უმოწყალეო იყო. ამ კჳრიაკი გაჳგე ასეთს ადამიანისაგან, რომელსაც ტყულიც კი დაეჯერება, არამცთუ მართალი, რომ საწყალი გაიანე დამრჩვალა იმავე დღეს, როდესაც აქედამ წაჳდა, თაჳსის ერთის წლის ვაჟით, მტკვარში. მკვდარი ვარ, ცოცხლებში აღარ ურეჳვარ - ასე მეწყინა! შენ, შჳლო, ნუ შესწუხდები! ალბათ რომ ასე ეწერა... ღმერთმა განუსვენოს! - ეს რა თქვა, დალია ღჳნო, მაგრამ მძიმედ კი ამოიკვნესა.

- ეგ მეც გაჳგე, - უთხარ მე: მაგრამ არ დაჳჯერე.

- სწორეთ, სწორეთ მართალია, ჭეშმარიტია! აბა წარმოიდგინე, შჳლო, ტყუილს რა მათქვეჳნებს ამ დროულს ადამიანსა, და ან რა დაჭირვება მაქვს ვსთქვა ტყუილი.

- ტყუილი რა საკადრისია. (!); მაგრამ, ეს მიბძანეთ: რა გაჭირვება ჰქონდა საწყალს გაიანეს, რომ სული წაიწყჳნდა?

- სიღარიბე, შიმშილი, უპატრონობა!

- არა მჯერა! მე ვხედავ მრავალ ღარიბსა, მშიერსა, უპატრონოსა, მაგრამ წყალში კი არაჳნ ვარდება. არა. აქ სხვა მიზეზი უნდა იყოს. ერთი ეს მიბძანეთ, თუ გახსოვსთ, რა დღეები იყო,როდესაც დეიდა ჩემი ჩავარდა მტკვარში?

- მე კარგათ მახსოვს - იყო ყველიერი.

- რა დღე იყო ყველიერისა?

- შაბათი.

- წინა დღეებში ხომ არაჳნ არა აწყინა რა დეიდაჩემსა?

ბებერს ენა დაება; ლუკმა ყელზე დაადგა, კინაღა, დაირჩო... მაშინ მცირე ხანს ლაპარაკი მოვწყჳტე ამ საგანზე, მერმე ღჳნო დავალეჳნე ბებერსა და ხელახლათ განუმეორე ჩემი უკანასკნელი კითხვა. მაშინ შეიქნა ბებერმა ღრიალი დამოთქმით ტირილი: „შე-საწყალო გა-ი-ანე! ქორფა გა-ი-ანე? წუთი სო-ფელ-ში გა-უ-ხა-რელ-ო! რა კარგი რამ იყავ! ყბა ვინ და-გა-დგა! თვა-ლი ვინ-ა გკრა! რათ გა-მო-ე-რჩი-ე ტოლ ქა-ლებში!...“

- სულკი, იმისს უბედურების, მიზეზი იყო ის შეჩვენებული მეწვრილმანე, - შეჰყჳრა უცებ ბებერმა, როდესაც დაასრულა ტირილი.

- რომელი მეწვრილმანე?

- გასპარ სარქისბეგაშჳლი. ამ წყეულ შეჩვენებულმა გამრია... მაგრამ მე რა... მე სრულებით არა-ში ურეჳვარ... მე მხოლოდ ჳყავ მოციქ...

- რას გადარეულხარ, ბებერო! - წაჰკრა შვილმა და შაუტია: რასა როხამ მოუკოდავ წისქჳლიჳთ.

- მე რა, შილო! -უთხრა შჳლს ბებერმა: ერთი სიტყა ვთქჳ... ყოველთჳს სიტყვა სიტყვას მაიტანს... მაგრამ, ამასაც გეტყჳ, შჳლო, - მითხრა მე; სარქისბეგაშჳლი რომ... სიტყჳთ, სარქისბეგაშჳლს მე რომ არ... რა თაჳ შაგაწყინო, სარქისბეგაშვილმა ხუმრობა დაუწყო საწყალს გაიანეს. - გაიანე, - საწყალი! თავმომწონე ქალი იყო, - წაჳდა და თაჳ წყალში აირჩო. მე კი, შენმა მზემ, იმათ საქმეში არა ვრეულვარ; ფიცი შამძლია. მაგრამ რაც გაგჳგე გაიანეს თაჳს დარჩობა, მე ასე ჳტანჯები, რომ ჩემს სულსა და გულსა აღარ აქვს ლხენა. ოჰ, ღმერთო! ცოდჳლი ვარ, მრავალი შეგცოდე, მამიტევე! -ა ქამომდე ბებრის თვალზე ვერა ვნახე ცრემლი; ახლა კი, სინანულის ლოცვას, დაადევნა იმან ცრემლებიცა.

- რა კაცია გასპარ სარქისბეგაშჳლი? ვკითხე მე: როგორია? რა ხელობა უჭირავს? სადა დგას?

- დიდი ჭკჳანი კაცია, თაჳ კაცია ქალაქში შეძლებით თუ ვაჭრობით. - ის იყო პირველათ მეწვრილმანე და ჰქონდა საკმაო შეძლება. ჭირიანობას საკჳრველი ჭკუა მოიხმარა: სოფლებში პურს ყიდულობდა იაფათ, თჳთანკი ერთი ოთხათ-ხუთათ - ათათ ჰყიდდა. მაშინდელი სიძჳრე, თუ გაგიგონია, აბა იმან ჩამოაგდო. გაივსო, გაივსო ის ღვთის მტერი! ახლა დუქნები აქვს და ვაჭრობს. რავდენი ვაჭარი წაახდინა? ჩვენ უბანში იმას ჰქონდა სახლი; ის აღარ იკადრა, შუა ქალაქში ააშენა დიდი სასახლე. საშინელი წუწკია. ორჯელ ჳყაჳ იმასთანა, ვსთხოვე შემწეობა, ორჯერვე პანღურის კვრითა გამომაგდო. თაჳსთჳს რო ვერას იმეტებს, ჩემთჳს, ანუ სხჳსთჳს როგორ რასმე გამოიმეტებს!...

- კმარა! კმარა! -შევყჳრე, განრისხებულმა, მაღლის ხმით.

ამ ანბავმა ისე გამამწარა ასე გამაცეცხლა, ასე მოთმინებიდამ გამომიყვანა, რომ აღარ ვიცოდი სად ჳყავ, რა ჳყავ, რა უნდა მექნა; მეგონა ეკლებს მსჩხვლეტავდენ ძარღვებში; ვეღარც დავჯექ, ვეღარც დავდეგ. არ შამძლია ავწერო მაშინდელი ჩემი მდგომარეობა. მაშინ დამებადა გულში შურის-ძიება, - პირველად ჳგრძენ ამ ბოროტის ყოფნა ჩემში, რომელიცა სასწრაფოთ გაიზარდა, გავრცელდა, რომელმაცა ფესვები განზე გაიდგა, ტყვეთ შაიპყრა ჩემი სული, გონება და გული...

ბებერს სუფრაზედ დაეძინა. მე გამოვედი და გავაღე კარები ჩემის სახლისა. ჩჳდმეტი წელიწადი არ გაღებულიყო ეს კარები! ჰაერი იყო ცუდი, ნოტიო და ცივი, და მე ვერ შაველ, მანამდისინ კარგა არ გაიკრიბა დაგუბებული ჰაერი.-

ბოლოს შეველ იქ დამხვდა ტახტი; ტახტზე-ფარდაგი, ჭილობი და გაშლილი ლოგინი, სწორეთ იმ სახით, როგორც დაეტევებინა დედაჩემს; იქ დამხვდა ჩემი აკვანი, გაუსწორებელი, არტახებ აუკეცავი. მიჳხედ-მოჳხედე არცა სადმე სარკმელო, არცა ბუხარო! კარები მივხურე და მე დავრჩი შუადღისას საშნელს სიბნელეში. მაშნ წარმომიდგა დედაჩემი; მაშინ ცხოვლად ვიგრძენ თუ რა საშინელი და ენით გამოუთქმელი ჯოჯოხეთი მოუთმენია აქ დედაჩემსა!...

საზღვარი აღარ ჰქონდა ჩემს მრისხანებასა! რა არ ჳფიქრე! რა ღონისძიებას არ ვეძებდი, არა ვნატრობდი რომ კამყოფილ მეყო ჩემი შურისძიება! იმ ჟამათ მეწვრილმანე რომ ჩამვარდნოდა ხელში, ხორცებს კბილებით დავაგლეჯდი!...

ლოგინი ავკეცე და დავალაგე სალოგინეზე.დავჯექ მოკეცილი ტახტზედ, რომ წარმომედგინა მგდომარეობა დედაჩემისა, როდესაც ისი იჯდა ხოლმე მარტოთ-მარტო იმ ტახტზე, მე მარწებდა, ან ძუძუს მაძლევდა, მშიერი, მწყურვალე, სიცივეში, სიბნელეში, მწუხარე... უცებ ერთი ფიცარი აყირავდა და მე ჩავარდი ტახტის ქვეშ ორმოში. - შემდგომში ვნახე, რომ ეს ადლ-ნახევარი და აქათ იქით გვერდებზედაცა. - გონია, სამალავი უნდა ყოფილიყო.

საღამომდინ იქ დავრჩი. რამე ვეღარ დავდეგ და გამოველ გარე...

IV

იმდენ სიკეთესთან, კნეინ არაინდიძისამ დაიჳწყა, - დედაჩემს ხომ სრულებით ფიქრშიაც არ მოსვლია, - რომ საჭირო იყო ესწავლებინათ ჩემთჳს,რომელიმე ხელობა მარტო ზრდილობა და მცირედი წიგნიური და ზეპირ მოთხრობითი სწავლა პურს ვერ მაჭმევდენ. მე გამოვდგებოდი მხოლოთ მოჯამაგირეთა მოქალაქებთან ანუ ლაქიათ, მაღალ საზოგადოებაში, ისიც თუ დახელოვნდებოდი ლაქიების ხელობაში და ჩემში იპოჳდნენ საჭიროებასა. მაგრამ იმ დროს ქალაქში ლაქიობა ჯერ არიყო გახშირებული; მოჯამაგირეს თანამდებობის აღსრულებასა ადჳლად შაჳძლებდი, თუ რომ ჩჳდმეტი წელიწადი ნებიერ ცხოვრებაში არ ვყოფილჳყავ. ესრეთ ჳყავ მოკლებული საზრდოს მოსაპოებელს ღონისძიებასა!

ამ დიდ ნაკლულევანებასთან შამემთხვა ასეთი გარემოებაცა, რომელიცა, ვისაც კი დაიმონებს, დაუბნელებს გონებასა, გაურყვნის გულსა, წაუხდენს ხასიათებსა. გამოცდილებით ჳცით, რა ძნელია, რა საშიშია თუ ყმაწჳლკაცს, ქალაქში, არა ჰყავს ხელმძღვანელი, ანუ თუ არ შახვდება კარგი საზოგადოება, ან კარგი ტოლი და ამხანაგები.

მე ჳყავ ცუდ მდგომარეობაში, ცუდ განსაცდელში; მე ჳდექ საშინელს უფსკრულის ნაპირზედ და უთუოთ დაჳღუპებოდი საუკუნოთ სულით და ხორცით, თუ რომ არ შემაწევნოდა ჩემი მტკიცე ხასიათი და ნამეტნავათ ის მცირედი სწავლა, რომელიც მიჳღე თ. ლუარსაბ რაინდიძის სახლში. რაც შამეძლო შაჳმაგრე და ხელიდამ არ გაუშვი მაგრამ თუმცა ერთს დიდს ბოროტს გადავრჩი, მასთანავე გაუღე გული მეორე ბოროტსა, რომელმაც დამიკარგა ცნება პატიოსნებაზე და კეთილშობილური ამპარტავნობა. სრული კაცი არ არის ისი, ჳსაც არ აქვს ეს თჳსებაები.

ზეჳთ მოგახსენეთ, რომ მე გავექეც ჩემს მამა-პაპას სახლსა, რადგანაც მეჩვენა საშიშარ სადგომად. სირბილით დავეშჳ ციხის უბნიდამ და სად მივრბოდი აღარ ჳცოდი. ჳრბინე, ჳრბინე და მივაწყდი ერთ მიკიტნის დუქანსა თათრის მოედანზე. იქ ისხდნენ სამხარზე, თუ ვახშამზე, სამი ყმაწჳლი კაცები. - აბა რა შამიყვანდა იქა! -წავდექ წინ, გარშემო უარაე მოედანს, საჩემო ადგილი ვერსად ჳპოვე. გავიარე ჳწრო და დახვლანჯული ქუჩები, კარები ყველას ჰქონდა ჩაკეტილი. დავტრიალდი ისევ მოედნისაკენ და მეტი ღონე არა მქონდა მივედი იმ მიკიტნის დუქანშივე. შავედი, მივეცი მიკიტანს ერთი აბაზი, მოვთხოვე სასმელ საჭმელი. მიკიტანმა სასწრაფოთ აღმისრულა თხოვა. შიმშილს სრულებით არა ვგრძნობდი; ამასთან მადა უფრო დამიკარგა მიკიტნის აყროლებულმა ტანისამოსმა. რაღას გავაწყობდი; დროების გასატარებლად ძალის ძალით მე დაჳწყე კიკნა პურისა და საჭმლისა; ჩემი ფიქრი კი იყო გართული მით, თუ სად უნდა გამეტარებინა ღამე.

ამასობაში მე შევამჩნიე, რომ სამი ყმაწჳლი კაცები ერთმანეთს თვალით რაღაცას ანიშნებდენ, ერთმანეთს უღიმიდენ და ხან-და-ხან ჩურჩულობდენ კიდეცა. ბოლოს ერთმა იმათგანმა მითხრა მე:

- ყმაწჳლო! მე გატყობ შენ, როგორღაც დაფიქრებულხარ. რა დროს ფიქრია! ყველაფერია! უნდა ჳქეიფოთ! თუ საწყენი არ იქნება, ჩვენ კამპანიასა სურს დრო ერთათ გავატაროთ: ან შენ გვეწჳე შენის ჩარექით და ტაბაკით, ან ჩვენ გეწვეჳღ ჩუჱნის თუნგიანითა და ხონჩითა.

ამ წინადადებამ სრულიად გამომათაყვანა: ენა დამება, გავლენჩდი, ვერა ვთქჳრა. მაგრამ კამპანიასასეთი მაგნეტიზმური მიზიდულობა ჰქონდა,რომ წამითრია და მე უგრძნობლად აჳბარგე ჩემის ტაბაკით და ჩარექით და შავერთდი იმასთან.

მედუქნემ დარაბები აუგდო; ნახევარ თუნგი შამოგვაწია და ინება მოკეცა ჩვენთანა. ეს თაჳსუფალი ქცევა მოტურტვჳლი მიკიტნისა ძლიერ გამიოცდა და მეთაკილებოდა კიდეცა იმასთან ჯდომა. - აი რას ნიშნავს კარგ ოჯახში გაზდილი კაცი! ოჰ, ნეტაჳ ისევ სიმშილით სული ამამხდომოდა და რაც ხასიათები მიჳღე ლუარსაბის სახლში არ დამეკარგა!...

სმა გაჩნდა შატეული; არ ჰქონდა დასასრული პროშტებსა, არ ჰქონდა დასასრული სადღეგრძელოებსა. ჳსი სადღეგრძელო არ დავლიეთ! განა დარჩენილა ქვეყანაზე კაცი, მიკიტანი, ჩარექები, თუნგები, რომ არ გვედღეგრძელებინოს! ამასთან აღარ მოსწყდა სიმღერა. ხუმრობა, თამაშობა, ხვევნა, კოცნა, მტლაშა მტლუში... ასე გავათენეთ ის ღამე, ასე გავატარეთ მეორე დღე, მესამე, მეოთხე, კჳრა. ღჳნოში ასე შამიყვარდა მიკიტანი, ასე შამიყვარდა იმისი დუქანიცა, რომ უკეთესი კაცი, უკეთესი სახლი აღარ მეგონა სადმევამდენ სისულელესთან, სხვა სულელობაც მამიჳდა - თავს გამოჳდე და იმ ხუთს დღეს მე გაუმასპინძლდი ჩემს ახალ მეგობრებს; ჯიბე დამიცარიელდა.

მოაწია ჟამმა, როდესაც მე ან გარყვნილების უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ, ანუ როგორმე მამერჩინა თაჳ. განსაცდელში კაცი, თუ თჳთმდგომარე ხასიათის მექონია, უფრო გამაგრდება და თავს გამოიტანს.

იყო კჳრა (ყველიერის უკანასკნელი დღე). როგორღაც მოხდა რომ მე გავშინჯე ჯიბე. დიდხანს ვეძებე აბაზები, ჯიბის კუთხები ავწიე დავწიე -რაღას ჳპოჳდი, რომ აღარა იყო რა! ელდა მეცა, ჭმუნვა დამერთო, ფიქრები წარმომიდგენ.

- ეი, რას დაფიქრებულხარ! - შემომკივლა მაღლის ხმით და წამკრა გულში მუშტი ერთმა მეგობართაგანმა, რომელსაც ტჳნი ძლიერ დასუსტებოდა ღჳნისაგან: დიდმარხვა რას გაკეთებულხარ! ხვალ არის დიდმარხვა, დღეს კიდევ აღების ღამეა.უნდა ჳქეიფოთ ეი ღჳნო!

მეგობრის მუჯლუგუნმა გამომაფხიზლა და მე, თაჳს გასამართებლათ, გულმტკივნეულად აღუწერე მდგომარეობა ჩემის ჯიბისა.

- ჰა, ჰა, ჰა! გენაცვალოს ჳნც მდიდარია! - მითხრა უგუნურ ხარხარით იმავე მეგობარმა: მაგისთჳს როგორ მოგიწყენია. აი ჩვენ, ჩიტებსაჳთ ვცხოვრობთ; არცარა გვაქვს, არცარა გვაკლია. მაგალითად გეტყჳ: ამ ხუთ დღეს არცა გჳხნავს გჳთესავს, არც გაგჳჭრია, მაგრამ, აბა კარგა წარმოიდგინე, რომელმა მდიდარმა ჩვენზე უკეთესათ გაატარა დრო. ქეიფი - სასუფეველია. ეს სოფელიც ჩვენია, ქეიფიც ჩვენია. მდიდრებისათჳს ღმერთს გაუწყვეტია სიამოვნება და ქეიფი. ჳქეიფოთ, ძმაო! დაასხით!... ესეც ღმერთმა ადღეგრძელოს ის ტერტლონი ფეხები, ეს ღჳნო რომელმაც გამოგჳწურეს!... ალავერდი! - იახშიოლ! - უპასუხა მეორემ. - რასა ჰფიქრობ, საყვარელო ძმაო! -განაგრძელა პირველმა მეგობარმა: მე ვარ ხელმარდი; ასე გამოვაცლი კაცს ქეცასა რომ ვერ გაიგებს.ეს არის (მეორე მეგობარზე ხელი დაადო) წინამძღვარი ლამაზ ქალებისა, იმათის ხელობითა თჳთონაც სცხოვრობს, იმათაცა აცხოვრებს. - კბილები რას დააკაწკაწე! ხომ არ... ეს საყვარელი ძმა და მეგობარი (მიჩვენა მესამეზე) საყვარელია ქალებისა, ასე რომ შურით და ერთმანეთის წინააღმდეგობით ბევრსაც აძლევენ ამას. ოჰ, ნეტაჳ იცოდე, როგორი შფოთი, როგორი თმისწეწა მოუვათ ხოლმე ქალებს ამის გულისათჳს. ახლა მკითხე, რისთჳს? თურმე ამ შაჩვენებულსა... აი, ძმაო, როგორა ვცხოვრობთ! შენც კი გაგიჩენთ თანამდებობასა! გარწმუნებ ხვალვე! მაშინ გავახილე თვალები და დაჳნახე, რა საზოგადოებაშიაც ჳყაჳ გარეული, რაცა მომელოდა შემოდგომში; დაჳნახე რომ უფსკრულის ზედ კინწირაზე ჳდექი და ერთს წამს კიდევ რომ დავრჩენილიყავ ამ კინწირაზედ, ნიაჳ გარყვნილებისა გარდამაგდებდა უფსკრულში. ცხოვლათ დაჳნახე ჩემი მდგომარეობა და შიშს ზარმა ამიტანა. მამაგონდა ერთ კაცისაგან ნათქომი ანეგდოტი: ერთი ყმაწჳლი კაცი თურმე, - რომელმაც ცურვა არ იცოდა, -ბანაობდა მტკვარში და ჩავარდა ორმოში, ასე რომ წყალი ერთ ადლზე თავზე ასხავდა. ყმაწჳლმა კაცმა გონება დაიტანა და იფიქრა: თუ მარცხნივ წაჳდეო, შუაგულ მდინარეს მივეცემიო, თუ წინა - მორევში შამითრევსო; ისევ მარჯვნივ ვეცდებიო და ეგების გაჳდეო. მართლადაც ყმაწჳლმა კაცმა შიშით და ძრწოლით მარჯვენა ფეხი წყნარ-წყნარა ამოდგა ორმოდამ, შაიმაგრა ზურგით წყალი და თავს უშველა. - შიშის ზარმა და ამ მაგალითმა გამამხნევეს, და მე აღარ დავიგვიანე: უცებ წამოვხტი, მარდათ გადავახტი ზედ თავზე გარყვნილ მეგობრებსა, გავარდი დუქმიდამ და ასე ჩქარა მივრბიოდი შინისაკენ, რომ გაჭენებული ცხენი ვერ მამეწეოდა. გავაღე კარები ჩემის ქოხისა, მიჳხედ მოჳხედე და თაჳსუფლათ ამოჳსუნთქე. ქოხი, რომელიც ხუთის დღის წინათ მაშინებდა, ახლა მეჩვენა მშვენიერ სასახლეთ. რაღასაც გამოუთქმელ სიხარულსა ვგრძნობდი. მეგონა დაჳხსენი მეთქი ტყვეობისაგან, საბნელეთისაგან, ჯოჯოხეთისაგან რასახით შამიყვარდა ჩემი ქოხი! სულ კედლებსა ვკოცნიდი! აქ მეგონა მისხდნენ გევრდით მამა-პაპაჩემი და ჩემი საყვარელი დედა გამინათდა გონება და გული. აღდგომის დღე იყო ჩემთჳს ეს დღე! თან ჩემს თავს ვაყვედრიდი, ვლანძღავდი, თავპირში ჳცემდი უგუნურობისათჳს... ჩემი აკვანიღა? ოჰ, რავდენი რამ წარსული მამაგონა აკვანმა! აქ თვალწინ წარმომიდგა თუ როგორც დედა მიკეთებდა ოდესმე აკვანსა, ჩამაწვენდა, ძუძუს მომცემდა, დამარწყებდა, ნანას მეტყოდა; რავდენჯერ დრო სიამოვნებით გაუტარებია იმას ქმართან, ანუ მწუხარება მოუთმენია. ამ გვარ ფიქრებმა გული ამივსო სიამოვნებითა. სიამოვნებამაც გამიტაცა, მიამათ რო, ხორციელათ აღარ ვხადდი ჩემ თავსა; მე ჳყავ იმ საათს სრული ბედნიერი. - მე აქ არა უმატებ. წარმოიდგინეთ, ვის არ გიყვარსთ მამა-პაპის ქოხი, თქვენი მშობელი ქოხი! ნუ თუ სხჳს სასახლეში უფრო თაჳსუფალნი იქნებით, უფრო შვება, ლხენა გექნებათ, ჳთამც თქვენს მშობელს ქოხში! იქნება მრავალნი წინააღმდეგნი იყვნენ ჩემის აზრისა, მაგრამ მეკი არ მივყიდი სხვასა ჩემსა ქოხსა; შეძლებისამებრ გავაკეთებ, გავამშვენიერებ და ანდერძათ დაუტოვებ ჩემ შჳლის-შჳლებსა, რომ ეს ქოხი არამც და არამც გაყიდონ...

დიაღ, იმას მოგახსენებდით, რომ მე ჳყავ ტკბილ ფიქრებში გართული. ამ დროს შამომესმა გარედამ ფეხის ხმაურობა და არეული ორ სამ ენაზედ ლაპარაკი. არ გაჳდა ორი წამი და ჩემს სახლს მოადგნენ რამდენიმე პირნი სხვა და სხვა გვარისა და ტომისა, რომელნიცა, დაუკითხავათ, თაჳსუფლად შამოჳდნენ ჩემთან.

ჳნამ აღვწერ ამ განათლებულ ხალხის მოქმედებას. წინათ საჭიროთ დაჳნახე გაგაცნოთ იმათი პიროვანობა.

როგორც ბოლოს დროს შეჳტყე:

ერთი იყო „პრისტაჳ“. ამ გამოჩინებულ გვამსა დარქმეოდა ქალაქელებისაგან მერი სახელი: „აქლემა“, ამიტომ რომ იყო აკვლანჭული, შუბლჳწრო და, თაჳთ ფეხამდინ, აქლემსაჳთ უსწორმასწორო.

მეორე - პერევოჩიკი. მეტი სახელი იმისი:„ნემსი-ყლაპია“. მოგახსენებენ ჳთომც ეს სახელი დარქმეჳა, არდგანც ქრთამები უყლაპავს, მრუდეთ თარგმანი ჰყვარებია და არც ერთხელ სინიდისში არ გაზიდჳა ეს ბოროტები.

მესამე -„წიპლონკა“ დესეტნიკი, სალდათთაგანი. ეს სალდათი იყო დალეული, წიპლიანი და გამხდარი. წიპლიონკა ამიტომ დაურქმეჳათ.

მეოთხე - ქათამა დესეტნიკი, სალდათთაგან. ქათამა დარქმეჳა წინააღმდეგ წიპლინკა დესეტნიკისა, რადგანც იყო მოსული გაჟივებული (არყისაგან) კაცი.

მეხუთე... იცით ვინ იყო? -შჳლი მეწვრილმანის ბებრისა.

ეს კაცი, - მითხრა პერევოჩიკის პირით პრისტავმა მრისხანის და უგუნურ ამპარტავანის სახითდა მიჩვენა ბებრის შჳლზე: ეს კაცი შენზედ სჩიჳს, შამოგწამებს, ჳთომც შენ იყო მიზეზი მაგის დედის სიკვდილისა. შენ რა სიმართლე გაქვს?

პირუჱლ შემთხვევაში შავკრთი: ჩემს დღეში ამ გვარი ცილის წამება არ გამეგონა; არც ჳცოდი ჳნ იყვნენ დაუპატიჟებელი სტუმრები. გაშტერებული შევსცქეროდი პრისტავსა და ამასთან ტუჩი ტუჩს (როგორც პერევოჩიკმა დამარწმუნა) თურმე მოვაშრე და მცირეოდენ გაჳღიმე. თქვენ მტერს დაადგეს ის დღე, რა დღეც პრისტავმა მე დამაყენა! როგორ თუ გაიღიმეო, პრისტავმა მაღლის ხმით შამამღრიალა და დამტუქსა, მერე უბძანა დესეტნიკებს: „გააწჳნეთო ეგ (მე), როზგით გაწკიპეთო“. დესეტნიკები მამცჳვდნენ, მაგრამ ვერ მამერივნენ მე ჯერ არ ჳცოდი რას მიპირებდენ. როდესაც პერევოჩიკმა შამატყობინა, ამაყათ და მრუნდის თვალით შავხედე პრისტავსა და უთხარი: „თუ მოსამართლე ხართ, სამართლიანათ მოიქეცით... როგორ შაგიძლიანთ წკეპლით გამლახოთ, იცით მე ჳნა ვარ? იქნება გგონიათ მე უპატრონო ჳყო!“ პრისტაჳ ჯერ კი მოდრიკა, მერე - პერევოჩიკის ჩაგონებით - უფრო გაწყრა, ერთი მთელი საათი მიყვიროდა, მლანძღავდა, ფეხებს ადგილზედ აბარტყუნებდა. როდესაც მაიქანცა, მითხრა: „რა გაეწყობა რომ თან არა მაქვს როზგები, თორე მე გიჩვენებდი შენ თამაშას! მაგრამ, სულ ერთია! პოლიციაში გაგლახავ შენის სიამაყისათჳს! ახლა კი მე უნდა გამოჳძიო ამ კაცის საჩივარი, და ვაი შენი ბრალი თუ არ გატყდები, სწორეს არ იტყჳ! გარწმუნებ ციხეში დაგალპობ, და იქნება ვეღარცკი გამოხჳდე იქიდამ! თქჳ სწორეთ, შენ მოკალი ამ კაცის დედა?“

- არა. მე რათ მოვჰკლავდი! რა საჭირო იყო ჩემთჳს იმისი სიკვდილი! - მერე მიუბრუნდი ბებრის შჳლსა და ვკითხე: განა დედა შენი გარდაიცვალა? როდის გარდაიცვალა?

- სწორეთ იმ საღამოზე, როდესაც სადილი ერთათ ვსჭამეთ ჩვენ. შენა ხარ მიზეზი იმისს სიკვდილისა.

- როგორ! რითი მოვკალ? დავარტყი რამე, ხელით დავარჩე, თუ იარაღი ჳხმარე?

- არა. ხელი და იარაღი არ გამიხარია, მაგრამ ან შეუოლოცე, ან ჯადო უყაჳ, ან მოწამლე. მე დედაჩემი მაცხოვრებდა, ახლაღა ჳღა მაცხოვრებს!

- განამეორე დაწვრილებით შენი საჩივარი, გარემოება დედაშენის სიკვდილისა და რა საბუთი გაქვს, რომ ამ კაცს (ჩემზე უჩვენა) შესწამებ მაგ დიდს დანაშაულობასა, - უბძანა პრისტავმა ბებრის შჳლსა.

- ამ ბიჭს (ჩემზე უჩვენა) სრულებით არ ჳცნობ, ჩვენ სახლში და ქუჩაში აქამომდე არ გაუვლია. წარსულს სამშაბათს მოჳდა ეს დედაჩემთან, სადილის ფასი მისცა, ღჳნო და აძალა საწყალს მოხუცებულსა. დედაჩემმა მოიგონა ჳღაცა გოგო გაიანე, რომელიც წყალში ჩავარდა, დაირჩო; იწუხა, იკვნესა და იმავე საღამოზე სული დალია. ეს ბიჭი იმავე დღეს დაიკარგა და აი ახლა მოჳდა ისიც სხჳს სახლში.

- ოჰ, მაგაზე მეტი საბუთი აღარ არის საჭირო, - შაჰყჳრა პრისტავმა: უცნობი მოჳდა და გაგემცნაურათ, თაჳსის ხარჯით სადილი გააკეთა, ღჳნო დააძალა, ხუთ დღეს დაიკარგა... წაიყვანე პოლიციაში!

- ნუ ჩქარობთ, ბატონო! - მოვახსენე პრისტავსა: გაიგონეთ ჩემი სიმართლეცა: სამშაბათს მე ჩამოვედი სოფლიდამ, და რადგან მშიერი ჳყავ და ქალაქში არ ვყოფილჳყავ, ვთხოვე ამ კაცის დედასა საჭმელი მოეტანინებინა ჳსთისამე ბაზრიდამ. ამისმა დედამ მოატაინა სადილი, თჳთან, სიხარბით, ღჳნო დაიძალა. სადილს უკან წავედი ჩემ ნათესავების საძებნელად. - სად არის მკვდარი დედაკაცი?

- მიწაში. მამიგო პრისტავმა.

- მაშ ჯერ ამოიღეთ მკვდარი, გაშინჯეთ, და თუ აღმოჩნდეს, რომ ბებერი მამკვდარა ანუ საწამლაჳთა, ან ხელითა, ან იარაღითა, მაშინ მე დაჳბრალებ იმისს სიკვდილსა.

პრისტავმა კბილები დააკრაჭუნა, მაგრამ კიდევაც აბრუ არ გაიტეხა.

- სადაური ხარ და ჳნა ხარ?

- ჰკითხეთ მაიორს თავადს ლუარსაბ რაინდიძეს ის გეტყჳს ჳნცა ვარ.

პრისტავმა მრუნდის თვალით დახედა პერევოჩიკსა. ამ უკანსაკნელმა თვალებით მიუგო.მაშინ პრისტავმა მითხრა:

- მაიორს თავადს ლუარსაბ რაინდიძეს კარგა ჳცნობ. მანამ იმას ვკითხავ, შენ უნდა პოლიციაში იჯდე ტუსაღათ და იქნება ციხეშიაც გაგზავნო.ეს რა თქვა, უბძანა დესეტნიკებსა: „წაიყვანეთ პოლიციაში“.

მე გავყევ...

გზაზე პერევოჩიკმა მირჩია, რომ ქრთამით მეშველა ჩემის თაჳსათჳს. მე დავარწმუნე, რომ მე ცალი ფულის პატრონიც არ ჳყაჳ. პერევოჩიკმა მგონია შაატყობინა ამაზედ, პრისტავსა. მაშინ პრისტაჳ და იმის კამანდა ასე გაიპარ-გამოიპარნენ, რომ მე ვერ გაჳგე. დავრჩი რა მარტო,დავბრუნდი შინ.

ბოლოს დროს ბებრის შჳლმა მიანბო, რომეს კამედია ათამაშებინა ზემოხსენებულ ხალხსა პერევოჩიკმა.

V

აღების ღამეს, დიდმარხჳს ორშაბათს და სამშაბათს შინ ჳყავ მშიერი და მწყურვალე. მეოთხე დღეს, დილით, გამოველ ღuთის ანაბრობაზე, ვიარე დასუსტებულმა უთავბოლოთ, და უკანასკნელ გამოვჩნდი თათრის მოედანზე. აქ გლეხ კაცებს მოეზიდათ სოფლიდამ მრავალი პური, (ფქჳლი).ვიარ-ჩავიარე და რას ვფიქრობდი არ შემიძლია მოგცეთ ანგარიში, ამიტომ რომ რაღაც რამ გამოუცნობელი მაწვა გულზე, რაღაცა განუსაზღვრებელი მქონდა ფიქრები. ზმორება და მთქნარება დამაწყებინა და მე თურმე, უმსგავსოდ გავაღებინე პირი მთქნარებაში და ამასთან რაც ძალი მქონდა ჟინიანათ გაჳზმორე. ეს უმსგავსი პირისახის და სხეულის დაგრეხა შამამჩნია ერთმა კარგ ოჯახის (ზედ ეტყობოდა) შჳლმა, და მაგრძნობინა ჩემი შეცთომა და უზდელობა. შამრცხვა, ასე შამრცხვა,რომ ერთის (მოედნის) კუთხიდამ გაჳქეც მეორე კუთხემდინ. აქ ვნახე: ერთი მოქალაქე ევაჭრებოდა გლეხ კაცსა ოც ტომარა პურსა და ვერა რიგდებოდენ. გლეხი კაცი ოდეს აფასებდა ათ შაურათ, მოქალაქე აძლევდა ხუთ შაურ ნახევარს. კარგა ხანს ყური უგდე იმათ ვაჭრობასა და რომ დასასრული არც ერთმა არ მისცა, მე შავედი (სხჳს მიხედჳთ) იმათ შორის -შუამავლათ. მოქალაქეს ნახევარშაური მოვამატებინე და გლეხკაცი ძლივ რის ყოფით, რის ანბით ჩამოჳყვანე ექვს შაურზე. მოქალაქე დამრჩა მეტათ მადლობელი, ამიტომ რომ იმაზე იაფათ პური არაჳნ იყიდა და ამ სიკეთისათჳს მაჩუქა იმან ახლად მოჭრილი ოქროიანი ბაღდადი. სხვა ვერა მკადრა რა, რადგანც კარგათ მეცო. მგონია გლეხმა კაცმაც სცა პატივი ჩემი ტანისამოსსა!...

მოედნიდამ წავედი ქალაქს გასაცნობად და ქუჩაში შამხვდა ვიღაცა ჩინოვნიკი რუსი, რომელიც ქართულათ თჳთო-ოროლ სიტყვას ამტვრევდა. ჩინოვნიკმა მკითხა: „ბაღდადს ჰყიდიო?“ მე მივართჳ ბაღდადი. ჩინოვნიკმა მიიღო, მითხრა მადლობა და ოქროც მადლობას თან დაადევნა. - კაცის ენაზედ ვერ ვპოულობ სიტყვასა, რომ გამოვსთქო, როგორ შამიყვარდა ის ოქრო! ღჳძლები შაიქნა ისი ჩემის სულისა! ჩემა გულმა გაუღო კარები და მაგრა ჩაიკრა! ახლა ადჳლათ შაგიძლიანთ წარმოიდგინოთ თუ რა სახით გამაცოცხლებდა, რა სახით გამახურებდა ოქრო, რა სახით შევტრფოდი მე ოქროსა!...

მერე, ჩინოვნიკმა მთხოვა მეყიდა იმისთჳ სსასმელ-საჭმელი სადილათ, და მე თხოვა აუსრულე; ხურდა შაჳ ფული - იქმნებოდა შაურნახევარი-მაჩუქა გასამჯელო. დავეჩჳე მუქთად ფულების შოვნასა და მე მთელ დიდმარხვას, ყოველ სადილობის დროს განგებ დაუჭერდი ხოლმე გზასა იმ ჩინოვნიკსა, და ისი მაყიდჳნებდა ხოლმე, რაც დასჭირდებოდა და მაჩუქებდა გროშებსა. ამ სახით შევაგროვე კარგა ფული, ასე რომ მქონდა ექვს მანეთამდინ. დიდ ხუთშაფათს ერთი ათშაურიანი ბატკანი მივართჳ ჩემ ჩინოვნიკსა, და იმან ერთი მანეთი მაჩუქა. მაშინ დამებადა აზრი, რომ ჩარჩობით ფულს მოჳგებდი. ამიტომ იმავე საათს გაჳქეცი ქალაქს გარეთ, სადაც მოერეკათ ბატკნები; ჳყიდე ათი ბატკანი და იმავე დღეს გავყიდე მოგებით. მოგებამ წამაქეზა და მე მოუღალავად, ცისკმარე დღეს, ვყიდულობდი და ვყიდდი ბატკნებსა მოგებით, ასე რომ ერთ თვეზე შამიგროვდა სამთუმან ნახევარი.

აქ უნდა მოგახსენოთ ესეცა, რომ რადგან ჩემი მორთულობა მაძლევდა ამპარტავნობასა და არ მოუხდებოდა ჩარჩობასა, მე პირველშვე ჳყიდე ლეინის პერანგი, ახალუხი, და ძველი ქუდი, და მორთულობაღა ჩემი, თჳთქმის წაღებიცკი, შაჳნახე. არ ჳყავ ჩვეული ფეხ შიხველობასა და შევეჩჳე.

დადგა მაისი. გაჩნდა ვარიობა. ჩემზე ადრე არაჳნ შამოურბენდა ხოლმე ქალქსა. ვყიდულობდი სოფლელებისაგან ვარიებსა და ყოველ დღე ასზე მომატებულსა ვყიდდი. შეუძლებელი იყო რომ დღეში ორი მანეთი უფრო მეტიცა, არ მამეგო. მაისის გასულს ჩემს ხაზინას მოემატა ექვსი თუმანი ხაზინაში. სულ მქონდა ცხრა თუმან ნახევარი.

შამოჳდა სხვა და სხვა ახალი ხილი. კინტუობა დაჳწყე და ჩემი თუმან ნახევარი შაიქნია ცამეტ თუმანი.

გაჩნდა ნესჳ და საზამთრო. ბედმა ამ ხელობაშიაც არ მიღალატა. ორ თჳს ვაჭრობაში თუმანმა სამი მანათი მაიგო; გამიხდა ჩჳდმეტი თუმანი მანათ ნაკლებ.

შამოდგომას და ზამთარში მოედანს არ მოვშორებულვარ. ვყიდულობდი რასაც კი მოვახელებდი სოფლელების ხელში, ვყიდდი, ხან ვდალალობდი. ხაზინა ჩემი გავრცელდა ჳდრე ოც-და-ათ თუმანამდინ.

მეორე გაზაფხულზე თიბათვემდინ ჩემ სამფლობელოში შაიკრიბა ოც-და-თხუთმეტი თუმანი.

ახლა მოგახსენებთ როგორც ვსცხოვრობდი.თხუთმეტ თჳს განმავლობაში: მშრალ პურის გარდა სხვა საჭმელი და ნამეტნავათ ღჳნო არ მიყიდნია, არც დამხარჯჳა ფული: სანთელზე, საპონზე, აბანოზე, წყალზე, შეშაზე, და ნახშირზე, არცა ტანისამოსზე; მხოლოთ ჳყიდე საზამთროთ სალდათის ლურსმებიანი ჩექმები და ერთი ოსური ჩოხა, ისიც ნახმარი. ღამე ვიძინებდი ჩემს ქოხში; ფულს ჳნახავდი ტახტის ქვეშ, თხრილი რო იყო. რომ არაჳს მიეგნო, მე გავაახლებინე ჩემი ტახტი და გარშემო მივაკვრეჳნე ფიცრები, მანამ არ დაამტვრევდით ტახტსა, ვერ მიხვდებოდით, რომ იმისს ქვეშ უნდა ყოფილიყო სამალაჳ.

1819 წ. პირუჱლს ივნისს, მოვირთე, მოჳკმაზე, - სულ სხვა ყმაწჳლი ბიჭი დავდექი; მოედნის ხალხი ვეღარ მიცნობდა კოპწია ტანისსამოსში, ასე დავშვენდი, - და ჩემის ოც-და-თხუთმეტის თუმნით წაველ პირდაპირ ლუარსაბთან, იმ აზრით, რომ სოფელს წითლიანში და სხვა სოფლებში უნდა მეყიდნა პური და ქერი.

ლუარსაბმა მიმიღო ძლიერ კარგა, სწორეთ ისე, როგორც ეკადრებოდა, როგორც სჯული სტუმრის პატიჳსცემისა მოითხოვს, როგორც ტოლი და მეგობარი. სამაგალითო იყო იმისი ხასიათები: არას დროს არა შამამცნეჳნებდა ხოლმე, - არათუმარტო მე, ყოველ სულსა, - რომ ისი იყო ჩემზე მაღალი ჩამომავლობით, ზდილობით და ნამსახურებით. მე ამავ ვაჩემებ ნამდჳლ გონებისდა გულის განათლებასა. რავდენიც ასე იქცეოდა, იმდენ იმაში ვხედავდი კაცსა, ასსწილ, ჩემ გულში, ვმადლობდი იმას ჩემზედა, და პატივს ვსცემდი: - მე შავხვედრივარ ზოგიერთებსა, რომელნიცა თავსა სდებენ განათლებაზე და რომელთაცა უგუნურათ დაუგრეხიათ ჩემ წინ ცხჳრ-პირი, მაგრამ მე მაშნვე გამღჳძებია თაჳს მოყვარება და ისინი დამიწეჳა ჩემზე ქვეით, ამიტომ რომ იმაში არ მიპოჳა სრული ჭკუა.

ლუარსაბმა საკუთარი მონაწილეობა მიიღო ჩემში. როგორც მამა შჳლსა და უფროსი უნცროს სძმასა გამომკითხა თჳთეულად ჩემი ყოფაცხოვრება. მე, რასაკჳრველია, როგორ რასმე დაუმალავდი ამისთანა კეთილის მყოფელს კაცსა - ყველას ჩემს მოქმედებას დაწვრილებით უანბობდი, მაგრამა ჟამათ დაგვესწრა შინაური მოსამსახურე, ჩემი ხნის ბიჭი, ჩემთან ერთათ შეზრდილი, სოსია გამწკეპავე შჳლი; სწორეთ მოგახსენოთ, ამ ბიჭისა ძალიან შამრცხვა და ამიტომ წარსული ჩემი ცხოვრება და მოქმედება, მაგალითებრ: სამიკიტნოში გარყვნილ ბიჭებთან დროს გატარება, კინტუობა და ჩარჩობა და სხ. და სხ. ვერ გამოვაცხადე; მე მივკიბე მოვკიბე ტყუილები და ასეთი სიცრუე ავაშენე, რომ არ შაიძლებოდა ლუარსაბს არ ერწმუნა: მე მოვახსენე, რომ თხუთმეტი თვე დავყავ ერთ ვაჭართან, რომელმაც კარგა შამინახა, მასწავლა ვაჭრობა და უკანასკნელ მაჩუქა, ერთგულობისათჳს, მერვედი ნაწილი თაჳსის მოგებისა - ოც-და-თხუთმეტი თუმანი; დასამტკიცებლად ჩემის სიტყჳსა ამოჳღე პარკი და მივართჳ ლუარსაბსა. ლუარსაბს იამა ჩემი ბედნიერება, მაგრამ ზედაც არ დახედა პარკსა. მაშინ ვთხოვე მე,რომ ეს ფული შაენახა დაკეტილ ზანდუკში; ამასთან გამოუცხადე ჩემი აზრიცა, რაზედაც უნდა მამეხმარებინა ფული...

ამ ლაპარაკში რო ჳყაჳთ (ჩუჱნ ჳსხედით ვენაში. და იყო საღამო ხანი.) უცებ შამოვარდა ქაქანით ერთი მსახურთაგანი, რომელმაც მოახსენა ლუარსაბსა: „გახარებ, ბატონო! ქალბატონი მშჳდობით დაიხსნა... ვაჟი შჳლი დაგებადათ!“

- ასე ჩქარა!... რა მეტ ხანს გაუვლია!...გმადლობ უფალო!... თქვა ლუარსაბმა და სახეზედ ცხოვლად გამოეხატა სიხარული...

ახლად დაბადებულსა დაარქვეს სახელათ ალექსანდრე.სტუმარი სტუმარზედ ეწჳა ვაჟის მამასა და დიდხანს გაგრძელდა ლხინი და დღესასწაულობა...

ალექსანდრეს სახელობაზე იყიდა ლუარსაბმა ათი კომლი ყმა, ერთი დიდი ვენახი და წისქჳლი; ფული დააკლდა ჩემგან ივალა ოც-და-ათი თუმანი ერთის წლის ვადით; სარგებელი ზედ შააკეცა და მამცა ვექსილი.

მე დავრჩი ლუარსაბთან ერთი თვე. წამოსვლის დროს ლუარსაბმა მაჩუქა ერთი ურემი პური და გამამატანა უხვად სასმელ-საჭმელი. გარდა ამისამე ჳყიდე გლეხკაცებისაგან ხუთი თუმნის პური და ქათმები, ინდოურები, ბატები და იხვები.ეს ყოველი ფულათ ვაქციე ქალაქში.

დაჳწყე ხელმეორეთ ჩემი ხელობა - კინტუობა და ჩარჩობა მხნეობას მოუმატე, ძილი და მოსვენება არა მქონდა; ჩემი გონება იყო გართული ფულებით; ჩემი გული გრძნობდა მხოლოთ ფულების სიყვარულსა. ეს სიყვარული იქამდინ გამიცოცხლდა, რომ ხშირათ მშრალა პურსაც არა ვყიდულობდი, რომ გროში გროშს არ მოჰკლებოდა; ხშირად, განდეგილ ბერსაჳთ ოც-და-ოთხს საათსში არასა ვსჭამდი, და ხან-და-ხან ორდ ღესაცა; მხოლოდ მე გავერჩეოდი ბერისაგან მით, რომ ბერი არა სჭამს, გინა მრავალი ეწყოს თვალწინ, მეკი ვეძებდი ხოლმე შემთხვევას, ეგების უფასოთ ჩამეგდო სადმე რომელიმე დარდიმანდის სუფრა. დაღალულობას ხომ, შიმშილსა, სიცივესა და სიცხესა სრულებით არა გვრძნობდი. უსიამოვნობას ვგრძნობდი მაშინ მხოლოთ, როდესაც ტყული უნდა მეთქო, ტყუილათ უნდა დამეფიცა, მაგრამ მასაც შავეჩჳე, ასე რომ ხელის ხელცახოცათ გაჳხადე ტყუილი ფიცი, ამიტომ რომ შეუძლებელი იყო უიმისოთ მამეგო გროში. ამ წჳთა და დაგჳთ ერთ წელიწადს შავაგროვე სამოცი თუმანი. ეს ფული ვაფრინე 1820 წ. თიბის დროს სოფ. წითლიანში. მაშინ ყოველ გლეხკაცს უჭირდა ფული, და მე პური კი აღარ ჳყიდე არა, ფული გავასესხე სარგებლით. სარგებელი გავაწესე სამ მანეთზე ერთი კოდი პური წელიწადშიდა ესრეთ სოფ.წითლიანი მაძლევდა წელიწადშიორასს კოდს სარგებელსა.

წლის თავზე, 1821-სა, სრულებით ავკრიბე სარგებელი წითლიანებისაგან, გავყიდე ოც თუმნათ; ამ ფულს დაუმატე ჩემი ერთის წლის ნაწოვ-ნადაგიცა - ოც-და-ათი თუმანი, და ეს ორმოც-და-ათი თუმანი ვასესხე დიღმელებსა და მცხეთელებსა.

მესამე წელიწადს ზემო ხსენებულ სოფლებში აღებული სარგებელი და ქალაქშიაც მოგებული ფული გავასესხე წიკანსა, წეროვანსა და ოკამსა. ამავე გვარად მეოთხე, მეხუთე, მეექვსე... 1850 წლამდინ მოვალე სოფლებიდამ ჳღებდი სარგებელსა და წლის მოგებასთან, რომნლიც მქონდა ქალაქში კინტუობით და ჩარჩობით, გავცემდი ხოლმე სხვა სოფლებზე, ასე რომ მთელ ქართლში, მტკვრის ორივე მხარეს, არ იყო, სოფელი, რომელსაც ჩემი ფული არა მართებდა.

პირველ ხუთ წელიწადს თავადმა ლუარსაბმა წლისა და წლის თავზე გამომიცვალა ვექსილი და სარგებლები ზედ შააკეცა. განა არ შაეძლო გადაეხადა ვალი; მაგრამ არ გადაიხადა ამიტომ, რომ ადგილ-მამულის პატრონობა დაიწყო და მამულს მამულს უმატებდა, ასე რომ ჩემი ვალი იმისს შამოსავალთან სრულებით არა სჩანდა, და ამიტომ არ ეშინოდა მცირედი ვალის გავრცელებისა. შემდგომში კი ვალის გადახდა სრულებით დაუმძიმდა ვალს ვალი მოემატა, ვექსილი ყოველ წელიწადს იცვლებოდა და ამის მიზეზი იყო შემდგომი გარემოება.

თავადის ლუარსაბის მხნეობა და გამდიდრება შაშურდათ იმისს განაყოფებსა, და მეზობლებსა. მეშურნეთ კი არ მიბაძეს იმისს მხნეობასა, ზომიერ ცხოვრებასა და ჭკუასა, რომ შაეძინათ სიდიდრე, არა, დაუწყეს უგუნური წინააღმდეგობა, და მტერობა. დღეს ერთი ბიჭი გაუქციეს, ხვალ მეორე, ზეგ მესამე... დღეს ერთი მამული მოსტაცეს, ხვალ მეორე... აუტეხეს დაუსრულებელი და დამქცეჳ დავა. სასამართლოებში უგზო უკვლოთ და თუმცა მრავალ დააკლეს ლუარსაბსა, სიცოცხლე გაუმწარეს და ბოლოც მოუღეს, მაგრამ თაჳანთ ოჯახი და ცოლშჳლი უფრო დაღუპეს. გაიგეს რა სუდის და პოლიციის ჩინოვნიკებმა ამათი შფოთი, ცეცხლს დაჰბერეს და ცეცხლს ცეცხლი მოუმატეს. იმათ ასწავლეს ლუარსაბის მტრებსა არამზადული გზები; ისინივე ეწეოდენ, გზებს ხლათამდენ, განგებ, თაჳანთ სარგებლობისათჳს; უწერდენ ხუთ გროშიან არზებსა, ართმევენ თუმნობით, ხუთ თუმნობით და ათ თუმნობით... მოდავების პური და ღჳნო ხომ, საკლაჳ და ავეჯულობა გადიტანეს იმათ თაჳანთ სახლებში. იცით როგორ დაუხვლანჯეს საქმე? - რაცა პოლიციას უნდა გადეწყჳტა, სუდს მიაჩემეს, და რაცა სუდს უნდა გადეწყჳტა მიაჩემეს პოლიციასა. მოდავენი გაებნენ მახეში და აღარ იქნა ვეღარც თჳთან გამოჳდენ, ვეღარცა გამოიყვანეს ჩინოვნიკებმა. ბოლოს, როდესაც მოდავეებმა ხალიჩას მაგიერ დაიგეს ჭილობი, კაბას მაგიერ ჩაიცვეს გლეხური ჩოხა, ფარჩის მაგიერ ჩითიც ვეღარ იშოვეს, ჩიმოვნიკებმა დაუბოლოებელი საქმეები (თჳთოს კაცი ძლივს ასწევდა) ჩუმათ გადაყარეს არხივში.

ლუარსაბს გადეკიდა მტრებზე ნამეტნავათ პოლიცია, რადგანაც აგრე რიგათ ვერას სარგებლობდა ამისაგან. უსამართლოებით და შაუწევნელობით რომ ვერა დააკლორა ლუარსაბსა, პოლიციამ ქვებუდანობით დაუწყო წინააღმდეგობა. ლუარსაბს ჰყვანდა რვა მდიდარი კომლი ყმა ურია. იმათ ოქროებს კბილებს უკრეჭდა ერთი უპრაჳს დიამეგთაგანი. ამ უკანასკნელმა გაიხმო ურიები ერთხელ სოფელ გარეთ, როდესაცლუარსაბ შიგ არ იყო, უთხრა: „მე მაქვსო კარგი საბუთებიო და თუ მამცემთო ასს ოქროსა, ყმობიდამ განგათაჳსუფლებთო. „სიხარულით აბთრობილმა ურიებმა აღუთქვეს ასი ოქრო და ბეი მისცეს ოცი ოქრო. დიამბეგს დაეწერა ათი სავსე თაბახი არზა. არზაში მთელი დაბადება გადმოეწერა, და ამით თაჳსუფლებას მით ამტკიცებდა, რომ ისინი იყვნენ ისრაელნი, შჳლნი აბრაამისნი და იაკობისანი, რომელნიც თჳთ ღმერთმა გააზნაურა (!!). პირველში,როდესაც დაინახეს დიდი რვეული დაწერილი, ურიებს ეგონათ, არზა ქვას გახეთავდა; მერე კი,როდესაც დივანბეგმა დაუთარგმნა, მოსწყდათ წელი; გაახილეს ურიებმა თვალი და დაინახეს ვერაგობა მაცთურისა. აბა დანაშთენს ოთხმოც ოქროს როგორღა მისცემდენ, თავათ ოცი ოქროც რაგვდენიმე წელიწადი იგლოვეს!...

მეორე უპრაჳს დავანბეგმა ეს რომ შაიტყო, იმასაც მოუნდა ურიების ოქროები. შამთხვევაც საჩქაროთ გამოუხდა. ერთ დღის სავალზე, ოსებს კაცი მოეკლათ, უპრავამ შაიტყო და უბძანა იმ დიამბეგს გამოეძიებინა ეს საქმე. დივანბეგმა დაარიგა იასაულები: „გადაიტანეთ მოკლული კაცი ჩაუგდეთ ბინიდამ, ღამე, ერთ-ერთ ლუარსაბის ურიასა სახლშიო“. რასაკჳრველია იასაულებმა მარდათ აღასრულეს დარიგება; მაგრამ ვერაგობა დიამბეგისა გამოჩნდა... თჳთან გაება მახეში. რასაც ურიებისაგან მოელოდა, ორი იმოდენი დაეხარჯადა გადარჩა სასჯელისა...

რა ესა, რამდენი რამ ჳცი!... გიანბობდით ყველასა, მაგრამ უფრთხილდები, საყვარელნო მკითხველნი, თქვენს ყურებსა!...

VI

თორმეტ წელიწას, როგორც მოგახსენეთ, მე დაჳჭირე მთელი ქართლი. არათუ გლეხი, ძნელად გადარჩა მებატონეცა, რომ ჩემი მოვალე არ ყოფილიყო. ჩემს ბადეში გაეხჳვნენ ფრიად მრავალნი; უკანასკნელი ხუთი ათასი კომლი ჩააგდეთ; კომლზე - კოდი პური, კოდი პური - მანათათ შეიქნა წელიწადში ჩემი შამოსავალი ხუთასი თუმანი. ამას მხოლოთ მაგალითათ მოგახსენებთ, თჳთ საქმით კი ყოველ წელიწადს მქონდა შამოსავალი ათას თუმანზე მომატებული, ამიტომ რომ კომლი იყო მაძლევდა ორს, სამს, ოთხს, ხუთს კოდსა. ამათან ქართლული კოდი ქალაქურზე ერთ ნახევრათ მეტია.

ამოდენი ფული არ შამეძლო არ მესარგებლებინა. ფული უნდა იყოს მოძრაობაში; ფულმა ფული უნდა მოიგოს. მეც ვეღარ დავჯერდი ათასს თუმნებსა. მინდოდა მილიონი. - ნუ გამამტყუნებთ, ასეთია ბუნება კაცისა... მაგრამ სად უნდა გადამებნივა ჩემი ძლიერი ფული? - ქართლში ადგილი აღარ იყო; ქალაქელ ვაჭრებისა მეშინოდა: ჩემს ფულს რა წამს ხელში მოიგებიან, მაშნვე განგებ გაკოტრდებოდენ, და მე დავრჩებოდი თვალუჩინარი მდიდარი, მაშინ როდესაც მქონდა მედიდების მოყვარება - ვყოფილიყავ სახელ-განთქმული მდიდარი. მე ავარჩიე სარბიელათ ჩემის მოქმედებისა კახეთი და ბორჩალო. ეს იყო 1832 წელსა.

ჯერ კიდევ გჳან იყო კახეთში მოსავალი და მე დავტრიალდი ქალაქში, რომ მამეყვანა მოქმედებაში ერთი აზრი, რომელიც დიდი ხანი ვზარდე ჩემს გონებაში.

გასპარ სარქისბეგაშჳლი, ანუ, როგორც ადიდებდნენ, გასპარ, მიკირტიჩ სარქისბეგოვ პირველში მეწვრილმანე, მერე თაჳ მოქალაქე და ვაჭარი, გაითქვა, ქალაქში და საქართველოში ჭკუით, სიმდიდრით. მართლადაც იმ დროს იმას არაჳნ სჯობდა. როგორც იმისმა ბებერმა მარჭაკალმა ამიწერა, სწორეთ ისე შაეკრიბა იმას სიმდიდრე, ჩემ დროსაც კიდევ პურს ყიდულობდი და ჰყიდდა იდუმალ ალაფების თაჳ იყო. ამასთან სოვდაგრობდა კიდეცა: მოჰქონდა მოსკოჳდამ მაუდი, ჩითი და სხ. და ჰყიდდა ქალაქში ადლობითაც, თოფობითაც. სიტყჳთ ბედნიერი აღებმიცემობა ჰქონდა. რასაკჳრველია მრავალ ვაჭარს შურდათ და სურდათ როგორმე დაცემულიყო სარქისბეგაშჳლი და თჳთან დაწინაურებულიყვნენ. მაგრამ ვერაჳნ აჯობა. ყოველივე ეს მე კარგა ჳცოდი და მოველოდი დროს. - ტანჯვა დედაჩემისა თვალწინ წამ და წამ მეხატებოდა და სურჳლი ჩემი იყო, ჩამეგდო ეს პილწი მდიდარი ისეთივე ტანჯვაში.

როდესაც მე გავავრცელე ჩემი აღებმიცემობა ქართლში, სარქისბეგაშჳლს ძლიერ შამოაკლდა მოგება პურში. ამას არ დავაჯერე; სამს წელიწადს ვაზარალე რვა ასი თუმანი თეთრი. სარქისბეგაშჳლი ყიდულობდა ნაღდ ფულათ პურსა და უთუოთ უნდა მომატებით გაეყიდნა; მე მხოლოთ სარგებელს ვყიდდი და იმაზე ბევრით იაფათ, ასე რომ ის უნდა ჩამოსულიყო ავნიდამ. რომ გაუჭირდა და გაუჭირდა, და ზარალი ვეღარ აღიდგინა, სარქისბეგაშჳლმა ხელი აიღო ამ ვაჭრობიდამ, და იწყო ვაჭრობა აბრეშუმისა. თჳთან დადიოდა ქვეით ქვეყნებში. ყიდულობდა და მიჰქონდა მოსკოვს აბრეშუმი.

1832 წ. იმას ჰქონდა, ძველ მამა-პაპის სახლის გარდა (ციხის უბანში), საკუთარი შაძინებული ორი დიდი სასახლე, ოცი დუქანი, და შჳდი ათასი თუმანი ნაღდი ფული, სავაჭრო ხუთიათასის თუმნისა. ვალი ჰქონდა მოსკოჳს ვაჭრებსა, ერთის წლის ვადით, ექვსიათასი თუმანი.

ამ წელიწადს ჩვეულებრივ აღარ წაჳდა თჳთან ქვეით ქვეყნებში აბრეშუმის სასყიდლათ, იმ აზრით, რომ იქაური ვაჭრები მაიტანდნენ მაშინ ქალაქში და, რასაკჳრველია ის უფრო იაფათ იყიდდა. - ერთი ორათ უნდა მაეგო! მაგრამ მე აქ დავხვდი.

მართლადაც ქუჱით ქუჱყნის ვაჭრებმა თჳთან მაიტანეს აბრეშუმი რვა ათასს თუმნისა, რომელიც მოსკოვში გაიყიდებოდა ათი ათასს თუმნათ. სარქისბეგაშჳლმა. წინათვე მაგრა დაიჭირა თაჳსი საქმე: აქაურ ვაჭრებს გადაუხადა დიდი წვეულობა და სუფრაზედვე სთხოვა, რომ არაჳნ შესცილებოდა. ყველა ვაჭარი ეხათრებოდა ემონებოდა, სარქისბეგაშილსა და ვერაჳნ გაბედავდა იმისს წინააღმდეგ საქმესა.

მეორე დღეს სარქისბეგაშჳლმა დაშინჯა აბრეშუმი და ცხჳრტუჩები აიწია; ამითი უჩვენა, რომ მითამ ის მსყიდველი არ იყო და არცა საქონელი ღირდა იმ ფასად; მაგრამ უთხრა კი ბოლოს ცივათა:

- რა ხან მოგიტანიათ, აი ჩემი უკანასკნელი ფასი: სამი ათასი თუმანი ეგეც ძალიან ბევრია.

ვაჭრებმა გაიღიმეს.

- რას იცინით? შატეჳთ უთხრა სარქისბეგაშჳლმა: იქნება გგონიათ მეტათ ღირდეს თქვენი საქონელი! მაგ ფასს მე, მე გაძლევთ, თორე სხვა ჳნ უგუნური გამოიმეტებს სამი ათასს თუმანსა!

ვაჭრებმა კიდევ გაიღიმეს.

- მაშ, კარგი! - უთხრა სარქისბეგაშჳლმა თავმოწონებით: სხვა ხომ არაჳნ მოგცემთ მაგ ფასსაცა; და თუ გამოჩნდა ჳნმე მომატებულის მომცემი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რაც უნდა დიდი ფასი იყოს, მე ხუთასს თუმანს კიდევ დაუმატებ. ყაბული ხართ?

- ვართ ხელი ხელს დაჰკრეს და გაშორდენ. სარქისბეგაშვილმა კი მაშინვე დაუარა ყოველს ქალაქის ვაჭარსა, დაარიგა და სთხოვა, რომ არაჳს სამიათასს თუმანზე მომატებული არ მიეცა. და გაგზავნა კიდეცა ორიოდე ვაჭრები, რომ განგებ ევაჭრათ, და იმათ წმინდად აღასრულეს იმისი დარიგება და თხოვნა.

მთელი დღე ვდიე მე სარქისბეგაშილსა, ყური უგდე იდუმალ, მივხვდი იმისს აზრსა, შავადგინე პლანი იმისს დასაცემად, და ვსწერდი, რომ ათასის თუმნის მეტი არა მქონდა ხელში. მაინც უფულობამ ვერ შამაშინა და გავბედე ჩემის პლანის აღსრულება.

შჳდ დღეს აღარ გამოვჩნდი. იმ ერთ კჳრას დაჳკერე ახალი კაბა, შალვარი, პირისფერი ატლასის ახალუხი, ჩექმები; ჳყიდე ალი ატლასის სარტყელი, ბუხარის ქუდი, ფერჩატკები, ბაღდადი და ოქროს საათი თაჳსის ოქროს ძეწკჳთა. ჳყავ აბანოში, გავლამაზდი; ასე გამოჳცვალე, რომ ვერაჳნ მიცნობდა.

მეშჳდე დღეს ორ კაცის პირით შავატყობინე აბრეშუმის პატრონებსა, რომ მე მსურდა აბრეშუმის ყიდვა, რომ განგებ ამისთჳს ჩამოველ გორიდამ და დაუნიშნე დღე და საათი ვაჭრობისათჳს ამასთან ამ ორ კაცებს უნდა დაემატებინათ თაჳსის მხარით, რომ ჩემი სიმდიდრე იყო ურიცხჳ.

დანიშნულ დღესა და საათს უცხო ქვეყნის ვაჭრები მოუთმენლათ მიმელოდენ. სარქისბეგაშჳლს შაეტყო ეს ანბაჳ და გაეგზავნა ოთხი სანდო კაცი, რომელნიც უნდა დასწრებოდნენ ჩემს ვაჭრობაში და რომელთაც ყოველივე დაწვრილებით უნდა შაეტყობინებინათ იმისთჳს.

დანიშნულ დროს მოჳრთე გემოვნებით და მდიდრათ, და გავექანე დროშკით (დროშკა მაშინ იშჳათი და ძჳრი იყო) სიონის ქუჩისაკენ. დროშკა დადგა მელიქიანთ ქარვასლას წინ. კარებთან მიმელოდა მრავალი ხალხი, რომელსაც სურდა თურმე ჩემი დანახვა, როდესაც გადავხტი დროშკიდამ, მე შამომესმა. შემდგომი სიტყვები: „რა ახალგაზრდაა! რა ჭკჳანია! სახეზედ ეტყობა რაც არის!“ გულში გამეცინა და წარმოჳდგინე იმათი დაბრმავება რომ ვერ იცნეს ჩემში კინტუა სოლომონა.

აბრეშუმის პატრონებმა მძიმეთ თაჳ დამიკრეს და დამიწყეს ყურება მოწიწებით. მე გავშინჯე აბრეშუმი, დავთვალე ცალები და ბოლოს ამაყათ ვკითხე:

- რავდენი ლიტრაა?

- სამი ათას ხუთასი.

- როგორ აფასებთ?

- რვა ათასს თუმნათ.

- უკანასკნელი ფასი მითხარით.

- ნაკლებ აღარ შაგჳძლია მივცეთ. თჳთან ჩვენ ძჳრათ გჳღირს.

- უკანასკნელი ჩემი სიტყვა: შჳდი ათასი თუმანი; ლიტრა მოდის ორი თუმანი.

- ვერ მივსცემთ მაგ ფასათ.

- ეს იცოდეთ, მე დღესვე დაგითვლით ნაღდს შჳდი ათასს თუმანსა. ქართველი იტყჳს: „დღეინდელი კვერცხი მირჩევნიაო ხვალინდელ ქათამსაო“. იქნება სხვამ მომატებულიც მოგცეთ, მაგრამ ნაღდ ფულს ვერ დაგითვლისთ, აიღებს ნისიათ და ბარათებით. ასე, მომატებულ წვალებასა, მგონია სჯობდეს ერთ საათს მორჩეთ და მოისვენოთ; თორე, გარწმუნებ თქუჱნ, მოვალეს უკან დევნით დაიღალებით, ბოლოს, იქნება, სრულიად ვეღარა აიღოთ რა. თქვენი მოვალე იტყჳს გავკოტრდიო; აბა რაღასა იქთ მაშინ! სულით ხორცამდინ ხომ დაიღუპებით!

ეს დარიგება წაუკითხე განგებ. ამითი შიში ჩაუგდე იმათ, რომ ნისიათ არ დაენებებინათ აბრეშუმი სარქისბეგაშჳლისთჳს, რომელსაც სურდა ამ სავაჭროს ყიდვა.

- ღმერთმა დაგჳფაროს, ნისიათ ანუ ბარათებით არაჳს მივცეთ, მიპასუხეს ვაჭრებმა.

- მაშ გადაწყვეტილი მითხარით.

- ხვალამდინ დაგვაცადეთ. ჩვენც ჳფიქრებთ, მოჳლაპარაკეთ და თუ ჭკუაში დაგჳჯდება, ხვალ გადაწყვეტილს მოგახსენებთ. - ეს პასუხი მამცეს ამიტომ, რომ ჯერ სარქისბეგაშჳლი უნდა გამოეცადათ.

- ვა, ეს რა საქმეს ჩადიხარ, ბატონო, - მითხრეს ქართულათ სარქისბეგაშჳლის ფისკალებმა სომხურის კილოთი: რავდენ ფულს აძლევ... უჰ, ვინ გამოიმეტებს ეგ დიდი ფულს!... ჩვენ ვაძლევთ იმათ სამიათას თუმანი.

- ქალაქელ ვაჭრებსა ცუდი ესა გჭირთ, რომ არა გაქვთ ძმის არც სიყვარული, არც შებრალება, საზოგადოების აზრსა ხომ თქვენს პატიოსნებაზედ არად აფასებთ. თქვენ იმას ცდილობთ, რომ მანათიანი ნივთი გროშათ ჩაიგდოთ, და მანათათ კი გაყიდოთ. როდესაც თქვენ ყიდულობთ, მასხარათ იგდებთ იმას, ჳნცა გიფასებთ ღირებულ ფასათ, და როდესაც თქვენ ჰყიდით, მასხრათ იგდებთ იმას, ვინც ღირებულ ფასს გაძლევთ. ეს იმას ნიშნავს: ოღონდ თქვენკი ფული მაიგოთ, სხვა თუნდ დაიღუპოს, რას დასდევთ. არა, ასე არ უნდა იყოს. ვაჭარმა თუ არ მაიგო, ცოდვაა... იფიქრეთ თქვენ თავზედა. თუ არას მაიგებთ, როგორღა ივაჭრებთ, როგორღა იცხოვრებთ. უეჭველია დაღუპებით. თქვენ ხომ კარგა იცით, რომ ეს აბრეშუმი ადგილს ღირს ხუთიათას ხუთას თუმნათ. სამიათასს რომ აძლევთ, რა უნდა ქნან ამ საცოდავ ვაჭრებმა! დანაშთენი ორიათასს ხუთასი თუმანი საიდგან რა აღადგინონ? იზარალონ? რათა, როდესაც ეს აბრეშუმი ქალაქში გაიყიდება რვა ათასს თუმნათ,მოსკოვში - ათი ათასს თუმნათ! მე ვაძლევ შჳდიათასსა, ამიტომ რომ ჳცი როგორც სად გაიყიდება აბრეშუმი და არ ჳზარალებ. ნამეტნავათ მოსკოვში რო წაჳღო მოჳგებ ხუთიათასს თუმანსა; ამიტომ რომ მოსკოვში, როგორც მწერენ ჩემი პრიკაშჩიკები, აბრეშუმი ძალიან დამძჳრებულია და თურმე სრულებით არ არის. ოთხ თვეს რომ შჳდი ათასს მოვაგებინო ხუთიათასი, მეტი მოგება განაღა შაიძლება! ამათ კი, გზის ხარჯი რო გამოჳდეთ, შახვდებათ ორას ორასი თუმანი მოგება კაცის თავს. ახლა მგონია მიხვდით, რომ მე ფულს წყალში არა ვყრი. მშვდობით.

ყოველივე ეს დაწვრილებით უანბეს სარქისბეგაშჳლსა. უკანსაკნელმაც დაიჯერა სიცრუვე, სიხარულისაგან თურმე გონება დაჰკარგა, საჩქაროთ დაიბარა აბრეშუმის პატრონები, დაუთვალა შჳდიათას ხუთიათასი თუმანი, როგორც აღუთქვა (ხუთასი თუმანი გამოიტანა თაჳსის მაგაზიიდამ), ჩაიბარა აბრეშუმი და მეორე დღესვე გაისტუმრა მოსკოვს სხვა ხუთასი თუმანიც გამოიტანა მაგაზიიდამ. ამ ფულიდამ სამას ორმოც და ათი თუმანი მისცა ქირა, დანაშთენი ას ორმოც-და-ათი თუმანი დაინარჩუნა თჳთან გზის ხარჯათ. გარდა ამისა ათასი თუმანი ვალათ აიღო აქაურ მოქალაქებისაგან (ყოველს შემთხვეჳსათჳს) და ორ კჳრის შემდგომ წაჳდა მოსკოვს, სრულის იმედით, რომ მოიგებდა ხუთი ათასს თუმანსა.

ერთი ნაწილი ჩემის პლანისა აღსრულდა, და მე იმავე დღეს მიჳმალე, გაჳხადე ძჳრფასი ტანისამოსი, შაჳნახე მძიმეთ, და ჩაჳცჳ ძველი მიგრეჯილ-მოგრეჯილი ტანისამოსი, ხელ-პირი მოჳთხუპნე, და სულ სხვა გამოვჩნდი...

აღსასრულებლად ჩემის პლანის მეორე ნაწილისა, საჭირო იყო ჩემთჳს გამომეკვლია სარქისბეგაშჳლის საიდუმლოები. ამ საიდმულოების გამოკვლევა შაიძლებოდა მხოლოთ იმისს პრიკაშჩიკის შემწეობით. ძნელი იყო პრიკაშჩიკის მოსყიდვა, მაგრამ - ფულს რა არ შასძლებია!... ერთის სიტყჳთ მე მივსწერდი ჩემს საწადელს, და აი რა გამოჳკვლიე:

ათიათასის თუმნის საწონელიდამ პირველშივე გასცა თურმე ნისიათ ორი ათასის თუმნისა, მაგრამ დასწოდა და ფულათ გროშიც არ მიეღო. ნაღდ ფულათ გაეყიდა ათას ხუთასის თუმნისა. ამ ფულიდამ ხუთასი თუმანი სარქისბეგაშჳლსა თჳთან მოიხარჯიანა, ათასი თუმანი ხომ, როგორც ზემოთ ვთქჳ, დახარჯა აბრეშუმზე. დანაშთენიღა საქონელი თჳთქმის ნახევარ ფასათაც აღარ ისყიდებოდა, ამიტომ რომ იყო დამპალი და დამწვარი. ამის გამო სარქისბეგაშჳლი იყო თურმე დიდ ზარალში და ცუდ მდგომარეობაში. ეს იყო მიზეზი, რომ ისი მაგრა დაებღუჭა აბრეშუმისა და უკანაკნელს აბაზსა აღარ გაუფრთხილდა.

რომ გაესწორებინა როგორმე თაჳსის მოსკოჳს მოვალებთან საქმე, სარქისბეგაშჳლმა თურმე განგებ გატეხა კლიტე მაგაზიისა და გამოუცხადა პოლიციას ჳთომც ქურდებს გაეტეხოსთ მოეპაროსთ. ამაზედ შემდგარიყო საქმე, სარქისბეგაშჳლს აეღო მოწმობა პოლიციისა და თორმეტის ვაჭრისა...

მაშნვე მე გამოვაწერინე პრიკაშჩიკსა სახელები და გვარები იმ მოსკოჳს ვაჭრებისა, ჳსიც ვალი ემართა სარქისბეგაშჳლსა.

ამ უწყებით გაჳქეცი მაშინვე ჩემ ძველ მეგობარ ჩინოვნიკთან და დავაწერინე წიგნი მოსკოჳს ვაჭრებთან. წიგნში ავაწერინე დაწვრილებით ყოველი მოქმედება სარქისბეგაშჳლისა და ურჩიე იმათ, მიეღოთ ღონისძიება, რომ ფული არ დასწოდათ სარქისბეგაშვილზედ.

რაც შედგომილება ჰგონია ამ წიგნსა მე გიამბობთ მაშინ, როდესაც სარქისბეგაშჳლი დაბრუნდება მოსკოჳდამ, და მე კახეთიდამ, სადაცა წავედი მაშინვე წიგნის გაგზავნის უკან.

VII

ჯერ კახეთი არ მენახა; კახელ ხალხს ხომ სრულებით არ ჳცნობდი. საგანი ჩემის მოგზაურობისა კახეთში იყო დროებითი ადგილობრიჳ სირაჯობა, ანუ მარტივათ, ადგილობრიჳ სყიდვა გასყიდვა ღჳნისა.

ეს იდეა საკუთარი მე მეკუთვნის.

კახელ ხალხს ხომ სრულიად არ ჳცნობდი. არ ჳცოდი საქმე ჳსთან და როგორ უნდა დამეჭირა; სიტყჳთ, ჳცოდი სირაჯების საიდუმლოები. ამიტომაც ვშიშობდი, - და შიში ჩემი იყო საფუძვლიანი, - რომ ჩემს ათასს თუმანზე არ დავმჯდარიყავ კახეთში მგლოჳარეთ. მაგრამ ვეღარც დაჳშალე, წაუსვლელობა ჩემი შეუძლებელიღა იყო; რაღაცა უხილაჳ ძლიერი ძალი მწევდა კახეთშია.

ამ ჟამათ მიდიოდნენ კახეთს სირაჯები ცხენებით; მე ამათ დაუახლოვდი და ვსთხოვე, რომ მგზავრობა ერთათ გვქონიყო; სირაჯებმა ნება დამრთეს.

ჩემს მომზადებას დიდიხანი არ უნდოდა. იმავე დღეს ვიყიდე ცხენი, და რაც საჭიროა მგზავრობისათჳს. ხურჯინში ჩავალაგე ტანისამოსი, ფული და ორიოდე პური.

წავედი. ქალაქს გარე რო გავედით, ერთი ცხჳრი მამიჳდა; მაშნვე ზედ თავზედ ყვავმაც დაგვჩხავლა. მე არა მქონდა ამო მორწმუნება. კულავ ხშირად ერთი ცხჳრიც მამსვლია, ყვავსაც დაუჩხავლია, მაგრამ წასულა, გაუვლია, მე ფიქრშიაც არ მამსვლია. მაშინკი, უნებლიეთ, მივაქციე ამ გარემოებას ყურადღება; არცა მჯეროდა, ფიქრშიაც შავედი - რაღაცა განუსაზღვრებელი იჭვნეულობა დამებადა...

მაშინ გომბორზე იყო შიში; და ამიტომ ჩვენ წავედით სიღნახის გზაზე. მგზავრობაში, სირაჯები მიმიხვდენ, რომ მე დიდი ძალი ფული მქონდა ხურჯინში, და არც შაიძლებოდა არ მიხვედრილიყვნენ: ხურჯინი იყო ძლიერ მძიმე ასე რომ, სადაც დაჳსვენებდით, ძლივ-ძლივ გადმოჳღებდით ხოლმე ცხენიდამ ხურჯინსა. სირაჯები გაოცებულები მიყურებდენ, თაჳთ-ფეხებამდინ მშინჯამდენ და ჰკჳრობდენ, ამოდენი ფულის პატრონი რომ ჳყავ; ერთმანეთს ეუბნებოდენ ჩემზედა: „ვინ უნდა იყოსო. თუ თაჳსიაო ფული, ვის მოუციაო... მეჯღანეთ უნდა იჯდესო. თუ სხჳსიაო, როგორ გაგიჟდა პატრონიო, რომ ანდო უბირ კაცსაო“. უკანასკნელ ერთმა მოგზაურთაგანმა მკითხა და თვალი თვალში გამიყარა, რომ გამოეცნა ჩემის სახის მეტყველებისაგან ჩემი გულის აზრი:

- შე დალოცჳლო, ცხენი როგორ არ გებრალება! მაგ სიმძიმე ფული აგიკიდია და შენცა ზიხარ. გზაზე რო დაგივარდეს, რაღას იქ! ჩვენ ხომ ყარაულათ არ დაუდგებით შენ ფულსა, და თუ მინდორში დარჩები მარტო, ავაზაკები გაგცარცვენ.

თქვენ მტერს, დაადგეს ის დღე რაც მე მაშინ დამადგა. ასე შევკრთი, ასე გადაჳრიე, ასე გამოვრეტდი ელდისაგან, რომ აღარ ჳცოდი რა ცხოველი ჳყავ. ხან გავწითლდი, ხან გავყჳთლდი, ამასთან სრულიად დავბლუვდი და ძლივ-ძლივ, მინაზებულის ხმით, ვთქჳ, დაუფიქრებლივ, რაც მამადგა ენაზედ:

- მე ფული ვინ მამცა! ხურჯინში მარილის თვლებია.

აშკარა ტყუილი იყო. მარილის თვლებს ვინ არ შაატყობს ხურჯინში! ღირსი ჳყავ, რომ ჩემზედ კარგა გაეცინათ, და მართლადაც, სირაჯებს უცებ ასეთი სიცილი აუტყდათ, რომ მუცლები ორის ხელით ეჭირათ. მაშინ მოვედ გონებას და შამრცხვა, ასე შამრცხვა, რომ თაჳ მაღლა ვეღარ აჳღე, ვეღარც აქეთ-იქით მიჳხედე, ჭირის ოფლში გაჳწურე.

დიდ ხანს იცინეს, იკსიკისეს. როდესაც მოიღაკდნენ, მითხრეს:

- საყვარელო ძმაო! ჩვენ რათ გჳმალავ ფულსა. კარგა უნდა იცოდე, რომ აქ შენის ფულის წამრთმეჳ არაჳნ არის. თჳთან ჩვენც გვაქვს ას-ასი თუმანი. მაგრამ შენკი, როგორც გეტყობა, მომატებული უნდა გქონდეს.

- მეც ასი თუმანი მაქვს; ესეც ხომ ჩემი არ არის, სხჳსია, - უპასუხე მე ასეთის მოკვდინებულის და დაღრეჯილის სახით, რომ სირაჯებს წასქდათ ხელმეორეთ სიცილი.

მანამ სირაჯები სიცილს გაათავებენ, მე, საყვარელნო ამ ამბის მკითხველნო, მოგახსენებთ სიტყვასა. აღწერილ მოგზაურობაში, მე, მართალია უღალატე ჩემს ხასიათსა, მაგრამ ამასაც ნუ დაიჳწყებთ, რომ ჩემი იმედი და იცოცხლე იყო ფული, მე ჳყაჳ უდაბურ ადგილას, არ ჳცნობდი ჩემს ამხანაგებსა, რომელნიც აგრეთვე იყვნენ ფულის მოყვარულნი და დღე-და-ღამ ლოთობდენ, და უკანასკნელ რომ მეც მინდოდა მეცოცხლა. ამ მიზეზისა გამო მე დავჰკარგე მცირე ხანს ჩემი გამბედაობა.

გავაგრძელოთ ანბაჳ.

მგზავრებმა, შემდეგ სიცილისა, იწყეს, ჩემის ანგარიშზე, ოხუნჯობაა ყოველი იმათი სიტყვა იყო მარილიანი, ზედ-გამოჭრილი, ცოცხალი, მაგრამ ნაღველაზე მწარე, უზდელი, ბრნაგული. მახჳლ გონებიანი ხუმრობა სასიამოვნოა, თუ ითქმის განჳთარებულის გემოვნებით. მაშინ მე მიკჳრდა ამხანაგების სიბრიყვე; ახლა კი აღარ მიკჳრს და ვერც გავამტყუნებ იმათ, რადგანც აწინდელ განათლებულ დროშიაც ვხედავ მე ზოგი-ერთ კარგა ნასწავლ ყმაწჳლ კაცებსა, რომელნიც მრავალს კითხულობენ და დაიარებიან განათლებულ საზოგადოებაში, მაგრამ ჯერ კიდევ გაუნათლელნი არიან.

მე დავჰკარგე მოთმინება და მენატრებოდა, რომ განვშორებულ ჳყავ ოხუნჯ ამხანაგებსა. ნატვრა საჩქაროთ აღმისრულდა: მოვეწიენით ურმებსა, რომელნიც მიდიოდენ ქალაქიდამ კახეთსა. მე მაშინვე ხურჯინი გამოვხადე ცხენიდამ და დავაკარ ურემზე და მეც გვერდით მოვუჯექ. ძლივს მოვრჩი სირაჯებსა! მაგრამ, მეორეს მხრით ამათ მადლობელიც დავრჩი, რადგან ღჳნოში ერთ-მანეთს არიგებდენ, რა ფასს მეტათ ღჳნო არ იყიდონ როგორ არწყან... და სხ. და ამ სახით გამოთქვეს თაჳანთი ხელობის საიდუმლოები.

მოვედი სოფ. გურჯანს. იყო დილა.

აქ, ხის ძირში ჩამოვხდი, ცხენს ქერი მივეცი და რადგან უძილო ჳყავ, ხურჯინზე თაჳ მივდე. ურმები წაჳდნენ.

დილის ნიავზე ტკბილათ ჩამძინებოდა, მაგრამ მოსვენება საჩქაროთვე გამიმწარდა, თითქოს ჩემმა სვემ შაინანა, რომ მე მიჳღე ძილში მცირე ჟამს სიტკბოება. ძილში შემომესმა რაღაცა არეულობა, ღრიალი. უცებ წამოვხტი, დაბნედილსაჳთ, მიჳხედ-მოჳხედე და ვნახე გლეხი კაცი, რომელიცა მირბიოდა სოფლის გზაზე, დაეძებდა მოპარულ უღელ კამბეჩებსა, თან ხმა მაღლა სწყევლიდა და უშვერის პირით ლანძღავდა მპარავსა, ვინ იცის რომელ მხარეს მაშინ გამოვფხიზლდი; მივარდი ხურჯინსა, ხურჯინი ადგილს დამხვდა, -მიამა! მივარდი ცხენსა... სარა იყო ცხენი!... ოჰ, ღმერთო! რა წამი იყო ჩემთჳს! ელდამ შუაზე გამაპო!... გაჳქეც გიჟსაჳთ ცხენის საძებნელად, და მაშნვე დავბრუნდი, რომ ხურჯინიც არ მოეპარათ. გავშალე ხელები, გავაღე პირი, რომ ხმა მიმეცა მისთჳსმე, ხმა ჩამიწყდა და ხელებ გაშლილი, პირ გაღებული ჳჯექ ერთ ადგილს რავდენიმე ხანს ხესაჳთ გაშეშებული... ზედ-დატანებით მოდიოდა ქვრიჳ დედაკაცი, რომელიცა გულ ამოსკვნილი სტიროდა მდუღარის ცრემლით. ამ საცოდაჳსათჳს ძროხა მოეპარათ, დაეკლათ და გაუტყავებელი ქვევრებში ჩაეკიდათ, მერე ვისა?... სჯობს არა ვსთქვა, რომ ჩემის თქმით არა დაშავდესრა.

შიშის ზარმა ამიტანა... ქურდ ხალხში რაღა დამაყენებდა!... აჳთრიე ხურჯინი და მივედ ერთ გლეხკაცისასა, ჳქირავე ურემი, ურემზე ხურჯინი მაგრა დავაკარ (!), ხურჯინზედ მოჳკეცე (ჯერ კი არ შაებათ) იმ განზრახჳთ, რომ გინა დაგორებულიყო ურემი მაღლის მთიდამ უფსკრულში, მე ხურჯინს არ უნდა მოშორებულ ჳყავ და ხურჯინი მე... ველის ციხის სამზღვარს რო გავცილდით, სულ სხვა ხალხი ვნახე... ძლივ მაშინ მსუბუქად ამოჳსუნთქე.

მე გაველ პირ-და-პირ ყვარელს. ყვარელმა მიმიღო დიაღ ჩინებულათ, უკეთესად აღარ შაიძლებოდა!

ერთ კჳრაზე ჳყიდე თაჳ ღჳნოები ათასის თუმნისა, და ორ კჳრამ აღარ გაიარა, მე გავყიდე ისევე ღჳნოები ქალაქელ სირაჯებზე ათასს ხუთასს თუმნათ.

ამ აღებ-მიცემობაშ მე გაჳცან იქაურნი მებატონენი, რომელთაც კარგა მიმიღეს, თჳთქმის აღარ მამიშორეს გვერდიდამ. ერთთან რომ ვყოფილიყავ სადილათ, მეორე ვახშმათ მიმიწვევდა... ერთი ხასიათი შავნიშნე იმათში და სრულიად კახეთში, კარგი: დიდი და პატარა მებატონენი შეკავშირებული არიან ერთ-სულობით, ერთ-გულობით, სიყვარულით, მეგობრობით, პურმარილობით. ეს წარჩინებული ხასიათი ძნელად სადმე იპოება!

იყო ჳნმე ქოსა დალაქი, ცალის თვალით ბრმა, კოჭლი. გარდა ნაკლულევანებისა ვერას უპოვნიდით კარგსა სახეში იმას. მაგრამ აღწერილი ნაკლულევანება შემატებდა იმისს ჭკუასა, ენასა, და ხელებსა. მართლადაც დალაქი იყო ჭკჳანი, მჭევრმეტყველი, საკჳრველი ოხუნჯი, მომღერალი და თარის დამკვრელი. ეს კაცი ყველგან იყო მიღებული, ყველასი საყვარელი და ასეთი კადნიერი, რომ დაუპატიჟებლივ გამოიჭიმებოდა ხოლმე თავადიშჳლის სუფრაზე. მე ნამეტნავად გამიარშიყდა და თვალს აღარ მაშორებდა. შეუძლებელი იყო თუ სადმე ვყოფილიყავ სადილათ თუ ვახშმად ისიც იქ არ მოსულიყო. ერთ სადილზე ამ კაცმა თქვა: „ერთ კაცს ჭანდრაკს ვეთამაშებიო, და ასე მყავსო ჯარი და ზარბაზნები დაწყობილიო, რომ გამარჯვება მე დამრჩებაო“. ეს იგაჳ ვერაჳნ გამარტა და ყველამ სთხოვა თჳთან განემარტა, ამისს პასუხათ ასე უთხრა.

„როდესაც გაჳმარჯვებო, მაშინ გამოიცნობთო ჩემს იგავსაო“...

მეორე დღეს ქოსა დალაქმა მიმიწჳა სადილათ გულს მოდგინებით ჳახელი, უფრო იმიტომ, რომ შამიყვარდა ამ კაცთან დროების გატარება. სახლი იმისი გაიყოფებოდა ორ ოთახად: ერთ ოთახში მე მიმიღო მასპინძელმა. - იქ დამხვდა ჳღაცა კაცი. დალაქმა ერთი კი სახელი და გვარი მითხრა ამ კაცისა, და მაშინვე დაგიტევა მარტონი. - მეორე ოთახის კარი ერთ მტრკაველზე იყო გაღებული, ასე რომ შეიძლებოდა გაგვეშინჯა იქ მყოფნი. მე გაჳარ-გამოჳარე და უცებ შავასწარ თვალი (მეორე ოთახში) ერთ მშვენიერ ქალსა (ოჰ, ნეტაჳ თვალი დაბრმავებოდა და ის ქალი და დამენახა!). დიდ ხანს შევსცქეროდი მშვენიერს არსებასა... გული გამეღო... შევსტრფოდი... რომ შამძლებოდა შორიდამ ჩავყლაპავდი...

ახლად გაცნობილმა კაცმა (ეს კაცი ყურ-მახჳლი იყო) გაიგონა ჩქარი და ძლიერი ცემი გულის ცემა, წყნარწყნარა მომიახლოვდა და მკითხა: „ჳს უყურებთო?“

მე პასუხი არ მივეც

- საკჳრველია, რა ნახეთ ისეთი, რომ თვალი ვეღარ მოგიშორებიათ! -მკითხა კაცმა ცბიერის განკჳრვებით.

- ვინ არის აგერ ის ქალი? - ვკითხე მე იმასა.

- დალაქის ქალია.

- რას ანბობთ?! განა იმ უჯმაჯურ კაცსა აგეთი ქალი ჰყავს?

- რათ გიკჳრთ! ახლა გახდა აგეთი უჯმაჯური, თორე სიყმაწჳლეში რა უჭირდა!

- რა კარგი რამ არის!...

- რავდენი თავადისშჳლები სთხოვენ! - თჳთან მე ვარ შუამავლი; მაგრამ მამა ვერ იმეტებს.

- ოჰ, რა კარგი რამა არის! განვამეორე მე.

- ეს უნდა იცოდეთ, - მითხრა ახლად გაცნობილ კაცმა: დალაქს ეგ ერთი ქალი ჰყავს - ვაჟიც ეგ არის ქალიცა - აქვს ოთხი კარგი ვენახი და ოთხას თუმნამდინ ფული. ჳნც ქალს შაირთავს ზედ სიძეთ შავა ამ გაკეთებულ სახლში.

ქალი, ვენახები, ფული ჭკუაში მამიჳდნენ და მე მსურდა, რომ იმავე საათს ჯვარი დამეწერა. სურჳლი ჩემი ჩემ წინ გამოვთქჳ და ძლიერ დაბალს ხმით, რომ ახლად გაცნობილ კაცსა არ გაეგონა. მაგრამ ჩემს მოუთმენლობას და სურჳლს მიმიხვდა ისი, და საჩქაროთ გაჳდა...

სუფრაზე მეტათ გამხიარულდა მასპინძელი, თარს უკრავდა და დამღეროდა სამიჯნურო ლექსებსა. საკრავმა, ლექსებმა და ღჳნომ ამიღელეს გრძნობანი, გამიტაცეს ფიქრების სოფელში, სადაცა მე ვემუსაიფებოდი, შევტრფოდი, ვეხვეოდი, ვკოცნიდი მშვენიერს ქოსა დალაქის ქალსა მე ვგრძნობდი გამოუთქმელ ნეტარებასა, მე ჳყავ სამოთხეში!... და როდესაც გამოვერკჳე ოცნებისაგან, უცებ დავღონდი და დავკარგე იმედი მშვენიერ ქალის შერთჳსა. მე ჳფიქრე, რომ დალაქი არ მამცემდა თაჳსს ქალსა, რადგანაც ჰყოლოდენ უფრო უკეთესნი მოთხოვნელნი.

მაშინ მოჳფიქრე მე უკანსკნელი ღონისძიება. აჳღე ქათმის მკერდი, ჩამოვაცილე ხორცი, და ორ კაპა ძვალი (საწინწკარა) დავანახვე დალაქსა:

- ჳთამაშოთ, - უთხარ მე.

- რაზე?

- ასს თუმანზე. - ჩემი სიმდიდრე მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეგების მისის გრძნეულის ძალით დამეტყუვნა ქალი.

- ათასს თუმანზე, - მითხრა დალაქმა გულადათ.

- ხუთიათას თუმანზე, - მივუგე მე.

- არა. ათასს თუმანზე და ჩემი სოფიკოც ზედა, რადგანაც ყოველი ჩემი ქონება იმისია.

- ბატონი ხარ.

- ჳთამაშეთ... მოჳგე სანაძლეო.

- ჩემი სიტყვა სიტყვაა, -მითხრა ქოსამ: შენი ბედი ყოფილა ჩემი ქალიცა და ქონებაც. არ დაიჯერებ, ჩემო საყვარელო ძმაო, შჳლო და სიძევ, ოთხი კარგი თავადი შჳლი მთხოვდა, და... რაღა გავაგრძელო, შენი ბედი ყოფილა!

- დღესვე მინდა ჯვარი დაჳწერო (ვეშურებოდი, რომ დალაქი არ გამოფხიზლებულ იყო ღჳნისაგან და სხჳსათჳს არ მიეცა ქალი.)

- ეგ სრული შენი ნებაა.

- მაშ უნდა მღვდელს შავატყობინოთ.

- ბატონი ბძანდებით. ადეგ ძმაო, -უთხრა ქოსამ მეორე სტუმარსა: მოამზადე ყოველივე...

მოჳრთე, თავ-პირი მოჳლამაზე და წავედი ეკკლესიაში... ჯვარის წერის დროს არც აქათ არც იქით არ მიმიხედია, პირ-და-პირ უყურებდი სართხეველსა, ჩემ ფიქრში გვერდით მედგა მშვენიერი ქალი, მიხაროდა, დავნატროდი ჩემს თავს, ბედნიერი მეგონა ჩემი თაჳ.

გათავდა. ჯვარის წერა. ტერტერამ მიბძანა პატარძალს აკოცეო. რასაკჳრველია მიამა, მაგრამ მინამ მოჳხედავდი, პატარძალი გამექცა...

პირველ ღამეს თვალით არ დამანახვეს პატარძალი... დაგვაწჳნეს უსანთლოთ... მოუთმენლათ ველოდი გათენებასა, რომ გამაძღარიყავ ჩემის ცოლის მშვენიერებით. ბოლოს გათენდა, - ოჰ, ნეტაჳ არ გათენებულიყო! დავხედე ჩემს სატრფო მეუღლესა... „ვაი მე!“ ერთი კი შეყჳრე და გულ შემოყრილი დავეცი ბალიშზე... მშვენიერ ქალის მაგიერ მკლავზე მიგორავდა ქოსა დალაქის თავპირი. დიაღ, ქოსა დალაქის ქალი ასე ჰგვანდა მამასა, რომ თჳთან დალაქი მეგონა. ღმერთმა კიდევ მითი მიბრალა, რომ მეუღლე ჩემი არ იყო მამასაჳთ კოჭლი და ბრმა...

ქოსას ჭადრაკის თამაშობა და გამარჯვება ამას მასწავებდა. რაღა მეთქმის, დალაქმა მაჯობა. კარგა დაეწყო იმის ჯარები და ზარბაზნები, კარგა ესწავლა ტაკტიკა და სტრატეგია, მხედართმთავრობა შაეძლო.

მშვენიერი იგი ქალი იყო ასული... რომელიც განგებ დაეპატიჟათ სადილათ და დაესოთ კარების პირ-და-პირ, რომელმაცა განძრახვა დალაქისა არ იცოდა. მეორე სტუმარი კაცი, ქოსა სულითა, იყო მასპინძელის ცოლის ძმა. ქალის მშვენიერებამ და ამ კაცის სიცრუვემ დამიბნელეს გონება.

არა თუ ოთხი ვენახი, ოთხასი თუმანი ფული, ოთხი ვაზიცკი და ოთხი მანათი დალაქს არსად ეპოებოდა,

კარგა მოვსტყუვდი. მშვენიერ ქალის მაგიერ შეჳრთე ჟამი, ყიველისფრით უმზგავსი ქალი, ანუ სწორეთ, გოგო.

რასაც დათესავ, იმას მომკი. მე რომ სარქისბეგაშჳლი მახეში არ გამება, მეც ასე არ მოვტყუვდებოდი.

VIII

დიდ ხანს ვეღარ დავრჩი, უსიამოვნო ცოლთან. მაგრამ რას ვანბობ? უსიამოვნო ცოლს რათ ვაბრალებ! ბრწყინვალე ცოლიც რომ მყოლოდა, მაინც მაინც კიდევ ვერ მოჳთმენდი, რომ ახალი ოქროს მადანი არ მამეძებნა სხვა ადგილსაცა. დიახ სწორეთ ამ აზრით მე გადაველ ბორჩალოს, აქაც ბედი მემსახურებოდა და ათასს ხუთასი თუმანი ერთი-ორათ გარდავაქციე. მე ვყიდულობდი და ვყიდდი: ცხვარსა, საქონელსა და სხ.

1833 წ. იანვარში ჩამოველ ქალაქს, და დაჳწყე ჩემი ჩვეულებრიჳ აღებ-მიცემობა: ჩარჩობა. იმ დროს გადმოჳდა რუსეთიდამ ჩვენი სარქისბეგაშჳლიცა, როგორც იტყჳან, ცარიელ-ტარიელი. აქ გიამბობთ რაცა გარდახდა ამ გამოჩინებულ მდიდარსა.

ჩემმა წიგნმა, რომელიც მივსწერე მოსკოჳს ვაჭრებსა - სარქისბეგაშილის მოვალებსა - იმოქმედა თურმე ისე, როგორათაც მე მსურდა. ვაჭრები მიელოდნენ მხოლოდ სარქისბეგაშჳლსა და იმისს აბრეშუმებს, და რა წამს მიჳდა, იმათ წარადგინეს ვექსილები ჯეროვანს სასამართლოში, რადგანც ამ წერილების ვადა იყო და გული: ამასთან პირობა შაჰკრეს, რომ ფუთი აბრეშუმი ოთხ თუმანზე მეტათ არაჳს ეყიდა.

სარქისბეგაშჳლმა პირველად, მისვლის შემდეგ, გამართა წვეულება, რომელიც ძჳრად დაუჯდა. მოსკოჳს ვაჭრები მიხვდნენ იმის განძრახვასა და არ ეწჳვნენ.

მერე ათასი თუმანი განაწილდა და დაურიგა მოვალებსა.

წარადგინა მოწმობა ტფილისის პოლიციისა, აუწერა თაჳსი ზარალი, რომელიც შაემთხვა ჳთომც გაცარცჳს გამო მაგაზიისა, და სთხოვა მიტევება რაოდენიმე ვალისა; მაგრამ არაჳნ შაიბრალა...

სასამართლომ დაიბარა, მოსთხოვა ხუთიათასი თუმანი ვალი. სარქისბეგაშჳლმა სთხოვა ერთის თჳს ვადა... მისცეს ვადა... მაგრამ ვალი ვერ გადაწყჳტა: აბრეშუმი არ გაეყიდა. სწორეთ ის გაჭირვება დაადგა იმას მოსკოვში, როგორც თჳთან დააყენა იმანტფილისში ქვემო ქვეყნის ვაჭრებსა. მხოლოთ ამათ შორის ის გარჩევა იყო, რომ უკანასკნელებს ტფილისში გამოუჩნდათ მშველელი, სარქისბეგაშჳლს კი მხსნელი არ გამოუჩნდა მოსკოვში.(მგონია, ცუდ, კაცსა, როდესაც იმისს საწყავო აივსება, ანგელოზი მფარველი ჩამოეცლება, და მაშინ ხსნა აღარ აქვს გაჭირებისაგან)

სარქისბეგაშჳლს, როგორც ჭირს, ყველა ერიდებოდა, ფული არაჳნ ასესხა, არც არაჳნ თავდებად დაუდგა. უკანასკნელ მიცემული ვადა გაჳდა... აუწერეს აბრეშუმი, დაბეჭდეს...სარქისბეგაშჳლმა უჩვენა თაჳსი მაგაზია, სახლები და დუქნები ტფილისში ვალის უზრუნველ-საყოფად... არ მიიღეს... გაუყიდეს აბრეშუმი და ძლივ ააყენეს სამიათას ასი თუმანი... სასამრთლომ დაიჭირა სარქისბეგაშჳლი და მისწერა ტფილისის მთავრობას, აეწერა და გაეყიდა რაც რამ მოძრაჳ და უძრაჳ ჰოქნდა ათას ცხრას ტუმნის გადასახდელად.

ამასობაში სარქისბეგაშჳლს პრიკაშჩიკმა შაიტყო იმისი ცუდი გარემოება, უმეტესი ნაწილი სავაჭრო გაყიდა იაფათ და ფული ჩაჯიბა,

მოჳდა მოსკოჳდამ ქაღალდი. პოლიცია ამ შამთხვევაში ფრიად მარდათ მოიქცა. იმავე წამს მაგაზია სარქისბეგაშჳლისა და სახლი, რომელშც იდგა იმის ცოლშჳლი; ასწერა თჳთოეულათ ყოველი ნივთი. მაგრამ ამ აღწერაში დაიკარგა მრავალი ვერცხლეული, ოქროული, თვალმარგალიტი, რომელნიცამ მიზეზისა გამო, აღარ იყვნენ მოხენებულ სიაში.სარქისბეგას ცოლშჳლები, შემწყვდეულნი ერთ ოთახში უნუგეშოდ სტიროდენ და არა ფიქრობდენ, რომ თაჳანთი სამკაული მაინც დაეცვათ გაცარცჳსაგან.-

იმათ საუნჯეს სწორეთ ისე დაემართა, როგორათაც ნათქვამია: „უპატრონო ეკკლესიასა ეშმაკები დაეპატრონენო“.

მაშინ ქალაქის მოქალაქეებმაც წარადგინეს ვექსილები ათასის თუმნისა და ითხოვეს კმაყოფილება.

დანიშნულ დღეს ბარაბანი დაჰკრეს. ქალაქელებმა ეს პირობა შაჰკრეს: ერთი მეორეს არ უნდა შესცილებოდა ვაჭრობაში. გაიყიდა მაგაზია სარქისბეგაშჳლისა, - მანათიანი ნივთი აბაზათ; ფული ადგა სამას თუმნათ. მერე გაყიდეს სახლები და დუქნები მესამედ ფასათ: ერთი სახლი გაიყიდა ხუთასს თუმნათ, მეორე ცხრას თუმნათ, დუქნები ათას ასს თუმნათ. სარქისბეგაშჳლის ვალი თუმცა სრულად გადაიხადა, მაგრამ იმისს ცოლშჳლსა აღარა დაშთა გარდა ტანისამოსის და მამაპაპის სახლისა (ციხის უბანში).

მანამ სარქისბეგაშჳლი გადმოჳდოდა რუსეთიდამ, იმისი ცოლშჳლი ჰყიდდა ტანისამოსსა და პურსა ყიდულობდა. უკანასკნელ ეს საშუალობაც მოაკლდა. მცნობთა და ნათესავთა ზედ არ მიხედეს, რაგდანც გულ დამწვარნი იყვნენ ისინი სარქისბეგაშჳლისაგან. მრავალს უხაროდა ამ მდიდარ კაცის დაცემა და მიწასთან გასწორება, ამიტომ რომ იმისაგან მრავალი კაცი იყო გაფუჭებული და დაღუპული და არაჳს სიკეთე არ მოაგონდებოდა.

ჩვენი გასპარ მიკირტიჩ (ჳღასაც წამოეყვანა მოსკოჳდამ სამადლოთ) კარგა რომ მოღამდა მაშინ შამოჳდა ქალაქში. ამ უბედურებამ დაინახა რა მშბელი ქალაქი, წარმოიდგინა წარსული თაჳს დიდება, სიმდიდრე, სილაღე და აწინდელი არარაობა, სიღარიბე და დამდაბლობა, ამოიკვნესა საშინლად და გამოყარა მსხვლი ცრემლები. ცეცხლი უფრო მოეკიდა, როდესაც ნახა თაჳსი ცოლშჳლი უსანთლოში, უცეგანლოში, შიმშილით გადახრწნეული.

- ვაი, მე, შჳლებო, რა დღეში გხედავთ თქვენ!

ცოლი და შჳლები მისცჳვდნენ, მოეხჳვნენ და ერთ საათს აღარ ჩამოეხსნენ.

- სანთელი ამინთეო, დამენახვენით, გამაძღეთ თქვენის ყურებით, გამიგრილეთ დამწვარი გული! რაღას იგჳანებთ! სანთელი, ჩქარა სანთელი აანთეთ!

- არ გახლავსთ, მამაჯან, სანთელი. მოახსენა ერთმა.

- რას ანბობ! იმ დიდ საცხოვრებელიდამ ერთი აბაზიც აღარ დაგრჩათ?

- არა.

- მაშ როგორ ხართ?

- გუშინ და დღეს არა გჳჭამიარა.

- ვაი, ვაი მე! ცოლ-შჳლო, დაღუპილო!- შამოიკრა თავპირში სარქისბეგაშჳლმა, პირქვე დაეცა საცოდაჳ, დედამიწაზედ, გმინავდა, სტიროდა და არ ისმენდა ცოლშჳლის ნუგეშინისცემასა.

შეუძლებელია აიწეროს ამ კაცის მწუხარება და ტანჯვა. მთელი ღამე კვნესით, ოხვრით გაათენა. ათი წლის სიცოცხლე მოაკლდა იმ ერთ ღამეს, ხშირათ იმ რამეს ეტყოდა ხოლმე ცოლშჳლებსა.

- ამ საბნელეში, ამ ჯოჯოხეთში, ამ გაყინულ ბნელ სახლში როგორ ყოფილხართ, როგორ გაგიძლიათ, თქვენი თვალები რას უყურებენ, რასა ხედვენ! უიმე! რა დღეში ხართ ჩემო გვრიტებო!

მაგრამ მწუხარებას ვეღარ გაუძლო, ლოგინათ ჩავარდა და თუ მე არ მივშველებოდი, ორ დღესაც ვეღარაჳნ იცოცხლებდა.

მთელი ღამე იმათ კარებთან არ მოვშორებივარ, ყურს უგდებდი. ცალკე სიცივემ, ცალკე იმათმა საცოდაობა დამწო; მეც იმათთან თანასწორათ ჳტანჯებოდი; მაგრამ ჩემი ტანჯვა გარდაემატებოდა იმათ მწუხარებასა, რომ მე შური-უგე ბოროტ კაცსა. შური-გება მე არ მეკუთვნოდა და ამიტომაც შეჳნანე, ცრემლით გავბანე ჩემი შეცოდება და აღთქმა დავდე, რომ ისევ მე უნდა დამეხსნა სიკვდილისაგან რავდენიმე სული.

ჯერ არ გათენებულიყო. მე ჳყიდე ბაზარში პური და მოხარშული საჭმელი. რაც ერთ დღეს ეყოფოდათ, - კარები წყნარა შავაღე (ახლად ჩაძინებულნი იყვნენ და ვერ გაიგეს), საზდო ტახტზე დაუტევე და საჩქაროთ გამოვბრუნდი. - ერთ კჳრას ხელი ასე შაუწყე, მაგრამ არცა შეშა, ანუ ნახშირი, არცა სანთელი არ მივაწოდე, განგებ, რომ გასპარას უფრო ცხოვლად ეგრძნო, თუ რა ძნელია უცეცხლო და ბნელ სახლში ყოფნა.

გათენდა.გასპარმა თვალი გაახილა, მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ იმის ცოლ შჳლებსა ლოყები დასწოდათ ცრემლისაგან, ტანისამოსი ეცოთ უბრალო და ჩირქიანი და სახლში სრულიად არა ებადათ რა; წაიშინა თავპირში და ერთი ასე ამოიოხრა, რომ იმავე წამს მომაკვდაჳს ფერი დაედო სახეზედ...

ამასობაშ დღე სცვლიდა ღამესა, ღამე დღესა.

დროს განმავლობაში შაეჩჳა სარქისბეგაშჳლი მოუნელებელ ჯოჯოხეთსა, და რავდენიც დამშჳდდა, სინანულში მოჳდა, მაშინ განეღჳძნენ იმას კაცობრიჳ გრძნობანი, გული დაურბილდა, გონება გაუნათდა, სასოება და იმედი დაებადნენ; მოთმინებით და სარწმუნოებით დაემორჩილა ისი ღვთის განგებას.

ერთ საღამოს ასე უთხრა ცოლშჳლსა:

- ჩვენ კიდევ რა გჳჭირს! ხუთნი მაინცა ვართ, ერთმანეთს ხმას მაინცა ვცემთ, ჩვენზე კიდევ საცოდავნი ყოფილან და არიან. აი მაგალითად: ჩვენ მეზობლათ იყო ქვრიჳ ერთის მეჯღანესი, თექვსმეტის წლის გოგო, ძუძუთა ბიჭით, მარტოთ-მარტო, ბნელსა და გაყინულ სოროში, უსაზდოვო და უნუგეშო... ოჰ-მე! მე რომ ის საცოდაჳ შამეწყნარებინა, იქნება ჩვენ ეს დღე არ გვენახა!...

საკჳრველი ეს იყო, რომ ერთი არაჳნ მიჳდა ამ კაცთან სანახავათ და ნუგეში საცემელად, არცა მეგობარი, არცა ამხანაგები, არცა თჳსი და ტომი... ამ კაცს, ყავდა სამი მოსწრებული ქალი, დაცულნი და დაკრძალულნი. ამათი დედა იყო დიაღ კარგი დედაკაცი, კარგის ოჯახის ქალი. ეს უბრალო სულნი ღირსნი იყვნენ, რომ მწუხარება გაჰქარებოდათ, ღირსნი იყვნენ ბედნიერებისა. და მართლადაც საცოდაობა იქნებოდა რომ ეს ქორფა ყვაჳლნი უდროოთ დამჭკნარიყვნენ.-

მერვე ღამეს, - იყო ცხრა საათი, - გაჳხადე ჩემი ბრანძჳ ტანისამოსი, და მოჳრთე ძჳრფასის ტანისამოსით, საათით, ფერჩატკებით და სხ. და წავედი სარქისბეგაშჳლის მოძღჳსას და დავარაკუნე კარები.

- ჳნა ხარ? -მკითხეს შიგნიდამ.

- მოძღვარი შინ ბძანდება?

- შინ გახლავარ. თქვენ ჳნა ბძანდებით? რა გნებავსთ? მკითხა ტერტერამ და გამოაღო კარები.

- მამაო! უკაცრავოთ, რომ უდროო დროს შაგაწუხეთ. თქვენთან ერთი სიტყვა მაქვს სათქმელი.

- მობძანდით, შჳლო!...

- თქვენ, ჳცი, მოგეხსენებათ გასპარ სარქისბეგაშჳლი.

- დიაღ, დიაღ, შჳლო!

- მე ვგონებ, თქვენც გაიგონებდით ამ საცოდავ კაცის უბედურებასა.

- რასაკჳრველია. ოჰ, რა სახით მებრალება, საწყალი! მაგრამ, - ღმერთო მომიტევე. - ღირსი იყო...

- კარგი ცოლშჳლი ჰყავს, მამაო: ამიტომ ღირსია შებრალებისა.

- ცოლშჳლი კი კარგი ჰყავს, დიაღ.

- მაშ ჩვენ უნდა უპატრონოთ, რომ ბოლოს სანანურათ არ გაგჳხდეს არცა მე, არცა თქვენ.

- თქვენ ჳნა ბძანდებით? -მკითხა ტერტერამ.

- მე მსურს, არაჳნ იცოდეს ჳნცა ვარ მე; არ მინდა გამოვჩნდე.

- მე როგორა ვარ მოვალ სარქისბეგაშჳლისა.

- მამა ბძანდებით.

- დიაღ, მართალსა ბძანდებთ; მაგრამ მე რა შამიძლიან! მე ერთი საწყალი მღვდელი ვარ და დიდი ოჯახი კისერზედ მაწევს!

- მე შემიძლიან! თქვენ გთხოვ მხოლოთ შემწეობას.

- მე მზათ გახლავარ დავეხმარო კეთილ საქმესა, რავდენიც შამიძლიან, გამომიცხადენ თქვენი აზრი.

- სარქისბეგაშჳლსა ჰყავს სამი საუცხოვო ქალი. მე მსურს გავათხოვო ისინი. მზითევს მე მივცემ.

- ვის გნებავსთ მისცეთ?

- მე მყვანან არჩეულნი სამი ახალგაზრდა ბაზაზები: მ... ზ... ი... პირველს მსურს მივცე უფროსი გასპარას ქალი, მეორეს - შუათანა, მესამეს - უნცროსი.

- მზითევათ რას აძლევთ?

- ორას-ორას თუმანსა ფულათ და ოც-ოც თუმანსა ფულათვე ტანისამოსის მაგიერ. თუ ინებებთ და ამ საქმეს მოახდენთ, აი ეს ათი თუმანი თქვენი გასამჯელო.

- ღმერთმა გაკურთხოს, შჳლო! ბარაქა მოგცეს! თუ ცოლშჳლი გყავს, გიცოცხლოდ და გაგიბედნიეროს! ამინ!

- ფული გამომართო ტერტერამ და საჩქაროთ უბეში შაინახა.

- პასუხს როდის შაჳტყობ?

- მე ხვალვე დაჳწყობ საქმეს, და იმედი მაქვს ორ დღეზე გავათაო.

- მაშ ხვალზეჳთ გიახლები ამ დროს.მშჳდობით.

ღმერთმა გადღეგრძელოს! მეორე დღეს ტერტერამ გულმოდგინედ დაიწყო საქმე: სამივე ჩემგან აღრჩეული საცოლო ვაჟები და იმათი მშობლები ნახა და გადაწყჳტა როგორათაც მე მსურდა. მერმე მივიდა სარქისბეგაშჳლთან და სთხოვა ნების დართვა. ამ უბედურ კაცსა არა სჯეროდა. და როდესაც მოძღვარმა დააჯერა, გასპარა წამოჯდა (სიხარულისაგან ღონე მიეცა) და ჰკითხა „ვინ არის ჩემი ბედნიერებისა და სიცოცხლისაო?“ მოძღვარმა არ გამოუცხადა და დაარიგა რომ ღვთისათჳს მადლობა შაეწირა...

მე ეს ყოველივე ჳცოდი და დანიშნულ დროს მივედი შუამავალთან. ამან მამილოცა და კეთილის საქმისათჳს დამლოცა. მაშინ გადუთვალე ექვსას სამოცი თუმანი სამის ქალის მზითეჳ, და გამოვეთხოვე.

ამის შემდგომ შაუგზავნე სარქისბეგაშჳლსა სამი ხელი საქორწილო ტანისამოსი და მივწერე შემდგომი წიგნი:

ძმაო გასპარ მიკირტიჩ!

„სამ ხელს საგჳრგჳნო ტანისამოსს გიგზავნი შენი ქალებისათჳს. უმორჩილესად გთხოვ დააშურო მაგათი ქორწილი. ამასთან ამასაცა გთხოვ ნუ მოსძებნი შენს კეთილის მყოფელსა, რომელსაც არც იცნობ და ვერცა იპოჳ“. 25 იანვარს 1833 წ.

ერთ კჳრის შემდეგ ჯერ უფროსს ქალს დასწერეს ჯვარი. მეორე დღეს შუათანასა, მესამე დღეს უნცროსსა. სამივეს ჯვარის წერაში დავესწარ მე, მაგრამ ყველაზე უკანასკნელი მე ვსჩანდი. ამიტომ რომ მეცო ჩემი მიგლეჯილი მოგლეჯილი ტანისამოსი, და ზედაც არაჳნ შამომხედა. p align="center">IX

ჩჳდმეტ წელიწადს კიდევ ჩემი აღებ მიცემობა და ცხოვრება სწოერთ ისე წაჳყვანე, როგორათაც აქამომდე მომყვანდა: სარბიელათ ჩემის მოქმედებისა იყო: ზაფხულში ქართლი, შემოდგომას კახეთი, ზამთარში ბორჩალო და განჯა და გაზაფხულზე ქალაქი. ბედი მქონდა ყოველგანა და არსად, არა დროს ზარალი არ მინახავს. მაგრამ უკანასკნელს წელიწადებში ქართლმა მიღალატა: ყველამ ჳსაც კი ჩემი ფული ემართა ჭკუა ისწავლა, სარგებელი აღარ მამცა და თავნი დამიბრუნა.

თავადი ლუარსაბ რაინდიძე, - ყოველ წელიწადს ვექსილს მიცვლიდა. იმისს შემდგომღა ჩემის ვექსილის გამოცვლა შედგა, იმ მიზეზით, რომ ალექსანდრე სიცოცხლის დროსვე ლუარსაბმა გაისტუმრა პეტერბურგს სასწავლებელში, და სხვა იმის შჳლები მცირე წლოვანების გამო ოპეკუნის მფარველობის ქვეშ იყვნენ.

ჩემს ცხოვრებას მოემატა ხარჯი წელიწადში ჳდრე ათ თუმნამდინ, რადგანაც ჩემი ცოლი და შჳლები ერთი ვაჟი და ქალი გადმოვასახლე ქალაქში.

მაგრამ ჩჳდმეტ წელიწადს უკან ჩემი ცხოვრება უცებ შაიცვლება, ჩემში ვეღარ იპოჳთ კინტუა სოლომონასა. მიზეზი იყო თავადი ალექსანდრე რაინდიძე. ამ ყმაწჳლკაცს გაგაცნობთ შემდგომში...

ლავ. არდაზიანი.

(დასასრული პირველის ნაწილისა.)

4 ალბომში ღ. ოჰ...

▲back to top


ალბომში ღ. ოჰ...

შესტრფი საღამოს
ტკბილ სულნელ მყუდროს
მის სიბნელესთან სინათლე რეულს;
ცას ვარსკვლოვანსა,
ლაჟვარდოვანსა
და შორით კავკაზს სახე დიდებულს! –
მე მდუმარებით
მჰზერ გაოცებით,
შენზე მთოვარის შუქსა მოდგმულად!
და ღამე ესე,
სიტურფით სავსე,
მჰწამს, რომ შენგან არს დაშვენებულად!
მჰსწამს: ჩვენის ცისა
მშვენიერისა,
შენ ხარ ვარსკვლაჳ, მოსული ქვეყნად!-
მან ინეტაროს
ჳს მოეფინოს,
გულს შუქი შენი, ტრფობისა ნიშნად!...
მჰრწამს ცის ნათელი,
ვარდის სუნნელი,
ერთად რეულნი, სულად ქცეულა,
და შენ წმინდა გულს,
სიკეთითა სრულს,
უმანკოს წრფელსა დამკჳდრებულა!
ეგ ჩემი მკვლელნი,
ზილფებნი გველნი
ჳნ დაადგინა ვარდ-ღაწვთა მცველად?
რომ დღე და ღამით,
ესრეთ განცხრომით,
ზედ -ხელმწიფობენ ჩემ თვალთა მწველად?
ნეტა ჳს მისცეს
ბედმან მხვედრი ეს,
რომ გარდაშლიდეს მაგ გველთა-მცველთა,
და ზედ დაკვდომით,
სულ ამოხდომით,
ვარდთ დაგეკონოს, ღაწვთზე გაშლითა?
ანუ ეგ თვალნი
ელვა მოსილნი,
ჳსა უმზერენ მონაზებულად?
ან ჳნ შეგეხოს
შენ წელ კიპაროზს,
გულს შუქი შენი, ტრფობისა ნიშნად!
მჰრწამს ცის ნათელი,
ვარდის სურნელი,
ერთად რეულნი, სულად ქცეულა,
და შენს წმინდა გულს,
სიკეთითა სრულს,
უმანკოს წრფელსა დამკვიდრებულა!
ეგ ჩემი მკვლელ;ნი,
ზილფებნი გველნი
ვინ დაადგინა ვარდ–ღაწვთა მცველად?
რომ დღე და ღამით,
ესრეთ განცხრომით,
ზედ – ხელმწიფობენ ჩემ თვალთა მწველად?
ნეტა ვის მისცეს
ბედმან მხვედრი ეს,
რომ გარდაშლიდეს მა გველთა–მცველთა,
და ზედ დახუდომით,
სულ ამოხდომით,
ვარდთ დაგეკონოს, ღ–წუთზე გაშლილთა?
ანუ ეგ თვალნი
ელვა მოსილნი,
ვისა უმზერენ მინაზებულად?
ან ვინ შეგეხოს
შენ წელ კიპაროზს,
ხან ნიავებრ მსვლელს, ხან ჴელმწიფურად?
როს მშვენიერთა,
ბაგეთა ვარდთა,
განაღებ მღერად, თვალზე ახილვით,
მაშინ ნათელი,
ცით მოვლენილი,
გვირგვინოსან გყოფს თავს გარდმოფენით! –
მაშინ მეც მესმის
ხმა ანგელოზის
სულის გონების, ცადა აღმტაცი!
არ ვიცი სად ვარ...
გულ–ტკბილად კი ვარ,
ვჰგრძნობ ამ სიტკბოსა – ეს მხოლოდ ვისი!
მაშ უგრძნობლობით,
გულ–გაქუაობით
რა სანატრელ–არს სიმრავლე დღეთა? –
მაშ რამ გვახაროს,
რამ გვანუგეშოს,
ან ჭმუნვის ცრემლი, ვინა მოგვწმინდოს,
თუ სიყვარული,
ზე გარდმო მადლი,
ღუთისა კურთხევით არ მოგვევლინოს?
შენსა მელექსეს,
მაქუს ვედრება ეს,
რაც ვერ ვჰსთქვი ენით – მისხდე გულით;
და შორს კავკაზსა,
და მეც მუნ მყოფსა,
ნუ მოგვიგონებ გულის სიგრილით!

თ. გრიგ. ორბელიანი.
1860–სა მაისის 5 დღესა. გორს.

5 თუალები

▲back to top


თუალები

(თ. ნიკოლაოზ ბარათოვის ლექსებიდამ.)

მიყვარს თუალები, მიბნედილები;
ეშყისა ცრემლით დაქანცულები;
მაგრამ როს ვუჭვრეტ ზამბახსს ვარდთ ველად,
განუწოვნიან მათი ისრები.

მივხუდი თუალებო, ჩემო მკულელებო, მაგ თქუჱნსა ქცევას,
მაგრამ ვით ელით თქუჱნთაგან კოდილის თქუჱნგან გაქცევას?
ვიცი რომე მტრობთ გულსა მგრძნობელსა,
უწყალოდ ჰსტანჯავთ უენოს მსხვერპლსა,
მაშინვე ჰპოებს საკურნებელსა.

თვალნო ლამაზნო! ვინ უძლოს თქუჱნსა ძრიელსა ბასრობას,
თუ არა ვსჭურეტდეთ თქუჱნგან სიკუდილში თჳთ უკუდავებას?

1842 წელსა

6 გრემის ნაქალაქევი

▲back to top


გრემის ნაქალაქევი

1 ნოემბერს, 1860 წ.ს. გრემს

(უძღვნი კნ. ბარბარე ჯორჯაძისას.)[*]

მეცა მოველი მხცოვანო! გიხილო ძველი ქმნილება,
სად არის შენი განვლილი ძლევამოსილი დიდება?
დრო იყო ოდეს, შენშიგან ჰსცხოვრობდა ერი მრავალი
შენში ჰპოვებდა სიამეს, შორის გზით მგზავრი მავალი.
აა, დიდის ალექსანდრესი, იქ სდგა სამეფო პალატი,
რომლის დროს ვერვის შეეძლო წინაშე მისსა ღალატი;
აგერ, მაღალი მინარა, აგერ სასახლის ტაძარი,
როგორ წამხდარან, მტვერ ქმნილან!ოჰ? ღმერთო ჩემო, რა არი?
აგერ, ის ბაღი მეფისა, აგერ მის წყარო ხმიანი,
სად ახლა უდგას მწყემს ხშირად ზროხა, ხბო, ცხვარი, თიკანი;
აგერ ის ვრცელი მინდორი, სად ნავარდობდა ლაშქარი,
სად აღმოსულან, უყურებ, ხეები, ჯაგი, ჯაგნარი;
და აჰა დუქან ბაზარი, სადა ყოფილა ყაყანი,
მოიპოვება სად არა, არცა თუ ბღავანი!
ამ ქალაქს ერთხელ ჰსწვევია, ჰსჩას, ბედი, ვითა სტუმარი,
გსდგევარ, უყურებ, მას ცფიქრობ ოჰ! ღმერთო ჩემო რა არი?..
ერთხელ შენც გქონდა შენი დრო, ერთხელ შენც იყავ მდიდარი,
ქალაქებთ შორის სხვათაცა ერთხელ შენც იყავ მჩინარი.
აქა ჰსცხოვრებდა დიდებით ერთხელთინათინ ნარნარი,
ჳთარცა წყარო უმანკო, კამკამკამი ჳთ ცის კამარი;
აქ განაგებდაელემირზ, აგერ მის ტახტი მაღალი,
რომელსაც ახლა შექმნილა ყოველთზედ მდაბლათ მდაბალი.
უყურებ, თვალწინ მეხატჳს, შენი დრო ჩრდილებრ წარსული;
თვალწინ მეხატჳს ალმასებრ სოფლისა ცელი ლესული!...
გხედავ ქალაქო, ჳწმუხვნი, შენსა ხვედრს ლმობით დავტირი:
სად არის შენი გჳრგჳნი, სად არის შენი პორფირი?
ერთი გრჩენიეს, -ეს არის შუა გულს სერზედ ტაძარი,
ესა გვმსახურებს სახსოვრად, რომ შენც ყოფილხარ მაგარი!
რა ამ ღვთის სახლსა იმზერდე, ქალაქო მარად გოდებდე,
წარსულსა დროსა მშვენიერს, სჭვრეტდე და მოიგონებდე.
გიყურებ ფიქრით, და გმღერის ამაოების სოფელი,
მიმავლობითი მუხთლობა რომელზედ არის მსთოველი.
სამწუხაროსა შენსა ხვედრსა ნაბსა აძლევენ მდელონი,
ქალაქო! მოიგონებდე! აქ გიმარხია ლეონი!...

ივ.კერესელიძე.

_______________

1 ეს ჩუჱნი მწერალი ქალი, კნ. ბ.ჯ. ჰსცხოვრებს იმ გრემის ნაქალაქევები, რომელიცა სოფლად გარდაქცეულია. ჩემს იქ მყოფობაში დიდი პატივი მომიპყრა და ყოველივე რაც რამ შესანიშნავი საგანი იყო მაჩუჱნა, რომლისთჳის დიდად გმადლობ

7 ძმაო რაფიელ

▲back to top


ძმაო რაფიელ[1]

ხედავ ცვლას ტაროსთ და დროებათ ჳთ საპყრობილეს:
დამფლეს, დამაბეს, მძიმეს ჯაჭჳთ შემაბორკილეს;
ნათელი გული, მხიარული, შემიორგულეს,
რად მივემზგავსე უცნობოსა ოცნებაში მყოფს?

ხუთთ გრძნობათაგან მოკლებული ესრედ ხელქმნილი,
ვზივარ კუშტობით, აჩრდილობით, მხოლოდღა სული
ჩემდაა, ვსუნთქავ და ხან ვოხრავ, მკვდართ განრჩეული,
ამით შევქმნილვარ სხვა არარა მაქვს ამა სოფელს!

ხან ვებრძჳ ძილსა, როგორც მკვდარი თჳს ანგელოზსა
სულის მიცემას ეკრძალება, თჳსს სულის მხდელსა;
ვშფოთავ და ჳფრთხობ ამა ძილს ტკბილს და განსასვენსა,
ვსიზრმობ და რასა? განა ფხიზლად ვნახავთ საწადელს!

დილით აღვსდგები და შევხედავ ცას ლაჟვარდოვანს,
მზეს განმრწყინვალეს ოქროდ მთრთოლვარეს, და ჳთა ფრთოვანს.
თითქო მიჳლტჳ ჩემის მხვედრით და ავალ ზეცას,
შევალ ღრუბლებში, დაჳფარავ, ამ მჭმუნვარებას.

მინური იგი რა განირბენს მალიად ჟამის,
ჳთ ნისლი დღისა, განიფანტჳს ტანჯვანი გვამის,
ჩემს თავსა შორისც შემოკრბება გონება დრამის,
რად არსებაში მომიყვანა, უცნობო მცნობმა?

თუ ეს ტანჯვა, სურს ჳტჳრთო მე მისმან მსხვერპლმან,
ჳთღა ვმსახურო მე უძლურმან და ნივთიერმან.
მან მხოლომ მოგვცა, ეს კანონი არ ქვეყნიერმან,
ნუთუ ჳნ იყოს სხვამ არღჳოს ესე კავშირნი?

_______________

1 ამ ლექსის მთხუზველი არის ნამდჳლი და, ჩვენის თანამედროე მწერლის თ.რაფიელ ერისთაჳსა, რომელსაცა ჰსწერს ამ, ლექსად, წიგნს.) რედ.

8 ლოდინი.

▲back to top


ლოდინი.

ფრენით მოდი შუა ღამე,
დამიმშჳდე, ჰღელავს გული,
შენა ხარ ჩემი სიამე,
დრო სატრფოსგან დანიშნული!
საბრალო ჩემი ნუგეში
ასრულებს რა მშობელთ სურჳლს,
ოხვრით გორავს ქვეშსაგებში,
ცრემლით იკლავს ტრფობის წყურჳლს.
მაგრამ შენ დროს შუა-ღამე
მის მეტს ყველას ეძინება;
მაშინკი ჩემი სიამე
საწოლითგან წამოდგება.
ქურდულათ პირ და პირ ფანჯერს
მოადგება ავლებს თვალებს
ავლებს, გული მაღლად უძგერს
მკერდს პერანგი დამფართხალებს.
ზეცით მთვარე სხივს ჰფენს მინას,
ქვეყნის მთვარეს ეჯიბრება,
მაგრამ ვერ ჰსძლევს ჩემსანინას
მძლავრობს ჩემი ნეტარება!...
თეთრპერანგა თეთრი წინდით
თავს შვენებულს ხუჭუჭ-მკულით
დაბალ ჰსრის და გრძნობით წმიდით
ოცნებას ეძლევა სულით.
ისმენს ვარდსა ჳთ ბულბული
დაჰყეფავს საბრალოსა ხმით;
უღელავს და უძგერს გული
და შენატრის გულისა თქმით:
ვარდო, ვარდო მშვენიერო,
სუნნელების აღმომფშვენო!
ყვაჳლთ მეფა უცხო ფერო
ედემისა დამაშვენო!
არჳს მონებ, თაჳს უფლებ,
აღყვავდები უცხო ველად,
აშიკ ბულბულს თავს აწონებ,
გაგიხდია ეშხით ხელად.
ქურდულათ ვსჭვრეტ მე ჩემს ბულბულს
აივანზედ გამოსულსა,
მით სიშორე მიწყლავს მე გულს,
სურჳლი მიშფოთებს სულსა.
მიჭვრეტს ჩემი იადონი
თუთუნსა სწევს კვამლსა უშვებს.-
რათ მე არ ვარ ყალიონი,
რომ მიმიკრას კოკობს ტუჩებს!!!
ვარდო, ვარდო! როს ინება
შენი ეგე ნეტარება;
ღმერთო, ღმერთო! როს იქნება
გვხვდე მისი საკუთრება?!
ამას გრძნობს ჩემი სიამე,
ჩემი ტკბილი ნეტარება;
მალე მოდი შუა-ღამე
ნინოს სახვა მენატრება!!...

თ. აკ. წერეთელი.

9 წინასწარ მეტყველი

▲back to top


წინასწარ მეტყველი

(პუშკინიდგან)

რა დავდიოდი ბნელს უდაბნოსა,
სასულიერო წყურჳლი მწვავდა,
და სერაფიმნი ჯვარედინ გზასა
მე ექვს-ფრთიანი გამომეცხადდა.
თითებით მჩატით ჳთა სიზმარნი
ჩემსა თვალებსა შეეხო ისა;
განმეხსნეს წინა-მხედველნი თვალნი
ჳთ შეშინებულს დედალ არწივსა;
მერეთ ჩემთა ყურთ შეეხო ისა,
ბგერით, გუგუნით აღმევსენ ყურნი
და მსწრაფლ მომესმა მე თრთოლა ცისა,
ანგელოზებთა ფრენა ციურნი,
აღმოცენება ველზედ ვაზისა
და ზღჳს ქვემძრომთა წლის ქვეშე დენა.
ჩემთა ბაგეთა შეეხო ისა
და გამომგლიჯა ცოდჳლი ენა,
ენა ბოროტი, უქმი მეტყველი
და ბრძენ გველისა მე საქენჯელი
დალოცჳლ ხელით შთამიდგა მანა
ჩემ გასისხლებულ ბაგესა შინა;
მერე განმიპო მკერდი მახჳლით
და ამოიღო მთრთოლარე გული
და ნაღვერდალი ცეცხლის ალიჳთ
შთადვა ჩემ მკერდში მან ანთებული.
და როგორც მკვდარი უდაბნოს ჳწექ
და აღმიძახნა უფლის ხმამ: „აღზდექ,
წინასწარ-მეტყვო! ჰსჭვრეტდე, ისმენდე,
ჩემისა ვნებით აღივსებოდე
და მოივლიდე ხმელეთსა, ზღვათა,
და სიტყჳთ გულებს უნთებდე კაცთა!„

თ. ილია ჭავჭავაძე.
1858 წელსა, 28 ივლისს ს.ტიარლევო.

10 წინასწარ-მეტყველი

▲back to top


წინასწარ-მეტყველი

(ლერმონტოჳდგან)

მას აქეთ, რაც მან, ჳნც მეფობს ცაში,
მომცა მე სიბრძნე წინასწარ-მეტყველის,
ვკითხულობ ხოლმე კაცისა თვალში
წერილსა ცოდჳს და ბოროტების.
აღვმართე სიტყვა საქადაგებლად
სიმართლისა და სიყვარულისა,
ყოველ ჩემ მოძმემ შეუბრალებლად
შმაგად დამიწყო მე სროლა ქჳსა.
ზედ წარვაყარე ჩემ თავსა ფერფლი,
ქალაქით გლახა გავარდი შრსა;
და აჰა ჰვცხოვრობ, როგორც ფრინველი
უფლის საზდოთი მე უდაბნოსა.
იქ ღვთისა აღთქმას რა აღსრულებენ,
მმონებენ არსნი მე მიწიერნი,
თჳთ ვარსკვლავნიცკი მე მმორჩილებენ
სხიჳთ მხიარულ მოთამაშენი.
და როს გაჳვლი ხმოვან ქალაქტა
და ვეშურები ჩემ გზას სიფრთხილით,
მოხუცნი ხოლმე, ეტყჳან ყრმათა
თაჳს მომწონე მცბიერ ღიმილით:
„უყურეთ! აი მაგალითი თქვენ!
ეგ ამაყია ჩვენთან ვერ სცხოვრობს;
სულელს უნდოდა დავერწმუნეთ ჩვენ,
რომ მის ბაგეთა ღმერთი მეტყველობს!“
„უყურეთ, შჳლნო, ემაგ ფერ მკრთალსა,
რა მწუხარეა, გლახა, გამხდარი,
უყურეთ რა რიგ შიშველი არი,
რა რიგთა ჰსძულთ იგი ყველასა!“

4. აგჳსტო 1860 წ. პავლოვსკი

11 * * * (როცა წუხილი მსჩაგრავს უწყალო)

▲back to top


* * * (როცა წუხილი მსჩაგრავს უწყალო)

როცა წუხილი მსჩაგრავს უწყალო,
კაცთან არ ჳლტჳ მის განქარვებად.
მყის თაჳს თავად ლაღი, უბრალო
სიმრერა მორბის ნუგეშ-საცემად;
და იმ სიმღერას ჩემს წყურჳლს ვანდობ,
ის ჩემებრ არის სევდით ბურჳლი,
მის მწუხარ ხმებში ჩემს გულის ხმას ვცნობ
და მევე მიყვარს ჩემი წუხილი.

12 მეშურნე

▲back to top


მეშურნე

რა არის ღმერთო! რისთჳს დამბადე,
გარს მომახჳე ეს ბნელი ბადე,
ეს უბედობა რათ განმიმზადე
და მეც სხვათაებრ არ გამომცადე!
ზოგს მიანიჭე, მხვედრად დიდება,
ზოგს უთვალაჳ ურიცხჳ ფული;
ჩემთჳს წყალობა რათ გიჭირდება,
ამა ვაებით იტანჯჳს გული!
სული მიშფოთავს, როდესაც ვხედავ,
კაცს, ღირსეულს და ანუ მდიდარს,
ჯვარით აღვსილი დღე მუდამ ვბოდავ
და მივეცემი ჭმუნვას საოცარს!
მეც ისევ კაცი იმავე გრძნობის,
რატომ არა ვარ მის თანასწორი
რა ვსთქვა მიზეზად ამ უბედობის
თუ გაქვს მსაჯულო სწორე სასწორი!
თუ სამუდამოდ ასე ვეწვალო,
არ აღმისრულდეს გულისა ნება,
ნეტამც იმათაც გამოაცალო,
ჳსაც განცხრომა აქვს, ანუ შვება!
მე მიჳღებდი დიდ მოწყალებად,
ოღონდ ისინიც იტანჯებოდნენ,
მე მას შევრაცხდი მხიარულებად
რომ ისინიცა ჩემებრ კვნესოდნენ.
ოდეს მეშურნე ამას ფიქრობდა,
რაღაც უეცრად ხმა შემოესმა.
ღირსი ხარ ტანჯჳს და ვაებისა
შენ ვერ იხილო დღენი შვებისა!
რას განიზრახავ ოი! მედგარო,
შხამით სავსეო და ენა მწარო,
ეშმაკის მსგავსო გულ ღვარძლიანო
სულით ბოროტო ადამიანო!
შენ უშრომელად გსურს რომ დიდება,
მოგეცეს მსგავსად-დიდთა მშობელთა?
სიმდიდრე ფულით და განდიდება,
მე მივანიჭე ღირსთა რომელთა?
მაგის ღირსი ხარ, აგრე იტანჯო,
აგრე დრტჳჳთა იარებოდე!
ღვთისა განგება შენ-ჳთ განსაჯო,
აგრე შიმშილით უნდა კვდებოდე!
რატომ არ გესმის შენ ღვთისა მცნება,
ოფლითა შენით ჰსჭამდეო პურსა;
რატომ არ გესმის მისი განგება,
და რათ ისახავ შენს გულში შურსა?
რათგანაცა გაქვს ბოროტი გული,
ასე გარდასწყვეტს დიდი მსაჯული:
ჳთა მეშურნე უნდა იტანჯო
და შენი ბედი შენვე განსაჯო!!!

დიმ. ბერიეჳ.
3 აპრილსა, 1860 წელსა.

13 ალბომში.

▲back to top


ალბომში

მიბძანე ალბომს ლექსი მცირედი,
რომე ჩავწერო ჩემსა სახსოვრად;
ვფიქრობ მომეხა ეხლა მე ბედი,
აქ ვაღჳარებ ფარულსა მარად.
მაგრამა აქ მდგომს, შენ რომა გხედავ,
გულისა სიტყვა, ძველი, ფარული;
მოლათა დავკარგე, ვეღარას ვბედავ,
დავრჩი ისევა მარად ბედკრული.
გული მიძგერის ყოველთჳს ხშირათ,
ოდესაც გხედამ სულითა ხარობს;
ოღონდ იცოცხლე შენ ბედნიერათ,
და მე ბედკრული მიწამა მფაროს.

თ. გიორგი ორბელიანი.

14 ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი.

▲back to top


ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი.

თაჳანთსა ათასობითსა წლებისა, ყოველს კარგსა ღირსებასა, ანუ ხასიათსა, ანუ ჩვეულებასა, ანუ ზნეობასა, არა ჰკარგავდნენ და არ იჳწყებდენ არას დროს.

მართალია,როსტომ მეფეს სპარსეთის ჩვეულება შემოუტანია საქართველოში და ის ჩვეულება ასე ეგრგინა მთელს საქართველოს ერსა, რომ საერთოთ იძახდენ თურმე: ყიზილბაშებმა წაგვპილწეს და გაგვრყვნესო. ამას ვახუშტიცა სწერს, მაგრამ მაინც ჩემი აზრი უფრო სხვა არის ამაზე.

აი როგორ? რაც დრო უნდა ყოფილიყო ხოლმე საქართველოში, მაინც ჩვენთა მამაპაპათა უყვარდათ თაჳანთი დამიწებულნი მამაპაპანი; კეთილმოწიწებით ახსენებდნენ ყოველთჳს.

ჳნ იცის რავდენს საუკუნოს მკვღდრებსა მოიგონებდნენ თაჳანთსა წინაპართა, თორემ ახლო ხანისას ხომ რასაკჳრველია მოიგონებდნენ და დიდის პატიჳსცემით იტყოდნენ იმათსა ადამიანობასა. ყოველს ლხინში, ყოველს შეყრილობაში, როგორ გაწყდებოდა თაჳანთ წინაპართა ანბაჳ, როგორც იმათში ყოფილიყვნენ ცოცხალნი? ასე და ამ სახით იყო ჩვეულება ჩვენი მამაპაპებისა. სადაც ესენი იქნებოდა, უთუოდ თაჳანთი მამაპაპების ჩვეულებანი, იქ არ დააჳწყდებოდათ არას დროს. იყო და კიდეც ჰქონდათ მიღებული.

დიახ კარგი, უთუოთ მაშინ ისე უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი წინაპარნი, რომ გარეშე უცხო თესლების ჩვეულება არა მიეღოთრა იმათ, გარემოებისაგამო, მაგრამ ძნელი ეს არის; თჳთქმის ეხლაც ისეა ჩვენი გლეხები, რომელნიცა არაჳსგან არ სწავლობენ, ახლანდელსა კარგსა არაჳსას. მაგალითებრ: ჩემს გლეხებს ვკითხე ნემეცების ყოფაქცევა და იმათი ცხოვრება? აი იმათი პასუხი:

- ბატონო, რა კარგნი არიან ნემეცები, და იმათი დაწყობილება ხომ რაღა მოგახსენოთ?

- მერე რატომ არა სწავლობთ იმათ დაწყობილებასა თქვენც, თუ აგრე მოგწონთ? მე ვკითხე.

იმათ ეს ჩემი სიტყვა არ მოეწონათ და უკმაყოფილად მითხრეს. - ეჰ ნატონო, რაც ჩვენს მამაპაპას არ უქნია, ვერც ჩვენ გადავალთ იმათ ჩვეულებასაო.

მაშნდელი დრო სხვა იყო, უთუოთ ისე უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი მამაპაპანი. მაგრამ ახლა ასეთი სინათლე აივლის და ჩამოივლის ქვეყანაზედ, რომ უთუოთ ჩვენც იმას უნდა დაუწყოთ დევნა, იმ ნათელსა დროსა. მადლობა ღმერთსა, ახლა ბევრნი მოვედით გონებაზედ და ახლანდელსა განათლებასა ანუ განჳთარებასა მივმართეთ ბევრმა, ბევრმა კეთილშბილებმა, და ნურც მოგვეშლება ეს ფიქრი ნურაჳს.

წარსულს წელიწადის ცისკარში ჩემს აღწერაში წაიკითხავდით: უწინდელს ჩვენს ბატონყმობას საქართველოში. იმ უწინდელს ჩვენს უმანკოებას, ახლანდელი ევროპიული სრული განათლება ზედ რომ დაერთოს და ერთს ზნეობად გაკეთდეს, მაშინ იტყჳან: აი ზეციური ცხოვრება ქვეყანაზე გადმოვლენილიო, მაშნდელის გარემოების მიხედჳთ, მართლად შესანიშნავნი არიან ჩვენი წინაპარნი, უცხო ქვეყნიერებთან, რომელნიცა სრულიად განსხვავებულნი იყვნენ ყოველს ფერში იმასთან.

სხვათა შორის, ჩვენი გალობა, ანუ სოფლების სიმღერის ხმები სხვა ქვეყნიერებისას არ მიემსგავსება, რომ ჩვენი გალობა ანუ სიმღერა, იმათ გალობასა ანუ სიმღერასა ეგვანებოდეს. მე ამისი დამტკიცება არ შემიძლიან და იქნება სხვა გამოჩნდეს ჳნმე?

ჩვენს ეკლესიურს გალობასა: თქმასა მოძახილსა, ბანსა, კრინსა და დვრინსა, სად არ იგალობებდნენ ერთიანსა შეწყობილსა გალობასა ამას, სხჳსა და სხჳს ხმებით? ყველგან, თავადი, აზნაური ბევრი გლეხი გალობდა, ეხლა ევროპიელებს არ მოეწონებათ, მაგრამ მეკი მინახავს რომ ჩვენს გალობაზე, სულის საამო ცრემლები ბრკვეჳათ მშვენიერის თავლებიდგან სპეკალს ლოყებზედ. საკუთრება არის მეტი კარგი გულისათჳს.

რად დაჳჳწყეთ ის ჩვენი მამაპაპების კარგი გალობა, სადაც გნებავდათ ის ხელად სათქმელი? სად არ გაგვატარებინებდა დროსა და სად განგებასა ღვთისასა, არ მოგვაგონებდა, ის იმისი მიმოსვრილი გალობა? გამიგონია

გურიელები კიდევ თურმე გალობდნენ მამაპაპის გალობასა? ღვთის გულისათჳს ჩვენი დიდი ხელმწიფის სადღეგრძელოთ, თქვენ მაინც ნუ დაჳწყებთ თქვენი მამაპაპის ეკკლესიების გალობას: იმ ღვთის სასიამოვნოს, წყნარსა და მშჳდობიანს გალობასა, რომელიცა ის ხმა მოგვაგონებს, ჩვენსა კეთილსა ქრისტიანობრივსა ნამდჳლსა.

სულხან საბა ორბელიანი ანბობს გალობისათჳს თაჳს ლექსიკონში. - გალობა არს თჳსისამებრ უკვე სიტყჳსა ხმა რამე ტკბილად თქმული, მადლობა; გალობა არს ღვთის მეტყველებისა მაღლისა ხედჳსა მქონებელი იყოს, გალობა ხმა ავაჯიანი შემწეობით აღტევებული, თჳნიერ ორღანოსა, გინა ორღანოთ და მწყობართა. გალობა არს მართლმადიდებლობითთა მიერ ღვთის მეტყველებაი, რომელი თავათ თჳსით იწურთის, შეწირვასა ღვთისასა, სულისა სრულისა ჳსიმე“.

გადმოჳდეთ ახლა ჩვენი სოფლებისა სიმღერებზედ, თუ რავდენ რიგათ გაიყოფება. ჯერ რაც მე ჳცი და რაც არ ჳცი ის კიდევ სხვა არის. მოვყვეთ აქედგან ანუ პირველ ყმაწჳლის დაბადებიდგან: უწინდელს დროს ჩჳლი ყმაწჳლი რო დაიბადებოდა, თან უნდა სიმღერით ეთქოთ ეს ლექსი, ქალებს და ყმაწჳლკაცებს. „მზე შინაო, მზე შინაო, მზეში შამოდიო“. --და სხვანი. ეს ერთიანი ლექსი სეთი შესაფერი ლექსია ძეობისა, უკეთესი აღარ იქნება.

მეორე. მეფე-დედოფალს ეკკლესიიდგან ჯვარდაწერილებს რო გამოიყვანდნენ, მომღერალნი მაყრულის სიმღერით წამოუძღვებოდნენ. მექორწილებით და სალხინოს სახლში შემოიყვანდნენ მღერით, იქ მხიარული ლხინი უნდა გამართულიყო, სხუა და სხუა სოფლიურის სიმღერებით და ღიღინებით თან თუ მესტჳრე ეყოლებოდათ, იმის სტჳრის დაკვრაზე როკვას დაიწყებდნენ ქალნი და კაცნი და თუ მესტჳრე არ ეყოლებოდათ, როკჳს სიმღერას იმღერებდნენ მომღერალნი და იმ ხმაზედ აჰვებოდნენ დიახ კარგათ ამასთან თუ მესტჳრით იყო ხოლმე ქორწილი, ის მესტჳრე მრავალს ქებას შეასხამდა მექორწილებს, სხვა და სხჳს სიმღერის ხმებში, რომელიცა ამისთჳს მიიღებდა საჩუქრისა ყველასაგან[1]

მესამე სადაც დიდი სადილი იქნებოდა, ნადიმი; სადაც იქ პირველი გვამი იჯდებოდა თავზე, იმის პატიჳსცემისათჳს, იმის სუფრის წინ პირდაპირ, უნდა მოსულიყვნენ მგალობლები და სალხინოსა გალობასა მოჰყოლოდნენ დაჩოქილნი: „დღეს სალომან მადლმან წმინდისა სულსიამან შეგვკრიბნა ჩვენ... და სხვანი. ჯერ პირველად ამ ღვთის დიდებით მოილხენდნენ გულით და სულით, მასუკან მომღერალნი მოჳდოდნენ, სოფლიური სიმღერების მთქმელნი; სხვასა და სხვას სიმღერასა იტყოდიან, თაჳს ღიღინებით, თაჳს სადღეგრძელოს მრავალჟამიერით და სამადლობელის გადახდით. ამისთანა ნადიმზე, ავდენი წარითქმებოდა და ავდენი სიმღერა სულ სხვა და სხვა, რომ ოთხი საათი თუ მეტნაკლები, გაგრძელდებოდა მოლხენილი ნადიმი, რომელნიცა დასასრულზე გულკეთილიანი ადგებოდნენ ნადიმიდგან და თავ თაჳსად წაჳდოდნენ ყველანი, ურთიერთის მადლობელნი. უწინდელი ლხინების ანბაჳ დიახ ბევრია, მარამ მე ეს მოკლეთა ვსთქჳ, რადგან გალობისას და სიმრერისას ვლაპარაკობ.

მეოთხე. ბევრი რიგი თამაშობა არის ჩვენში მღერით. მაგრამ ერთს იმათგანს ჳტყჳ, იმ თამაშობას და იმ შექცევას, „სამაია“ ქალნი და კაცნი ორ დასად გაყოფილი ერთმანეთის პირ და პირ კარგა მოშორებით, ხელი ხელს გაბმულები მწკრივათ; ჯერ ერთი გაბმული დასი წამოჳდოდა, თაჳს პირისპირ დასისა, წყნარად მომავალნი და თან ამას მომრეროდნენ: „სამაია სამსაგანა რა ტურფა რამ ხარო... და სხვანი. ასე უნდა მოსულიყვნენ მოპირდაპირე დასთან, ეს მომღერალი დასი, მასუკან მღერითვე გატრიალებულიყვნენ და თაჳს ადგილს მოსულიყვნენ ეგრეთვე მღერით. იქ მწკრივათ დადგებოდნენ ხელებ გაბმულები პირველისავე რიგათ. ეს პირველი დასი თაჳს ადგილს, რომ დადგებოდა მწკრივათ, დადგომასთან სიმღერა უნდა დაესრულებინათ მაშინვე, ამ დროს ის მეორე დასი ჩამოართმევდა სიმღერასა პირველს დასსა; თან პირველის დასის რიგით წამოჳდოდა და იმათის რიგით შეასრულებდა იმ წესსა. ეს ორი გაყოფილი დასი ხან ერთი მოჳდოდა მეორესთან. ხან მეორე პირველთან მარამ თან და თანკი აჩქარებდნენ სიმღერასა თაჳს შემწეობილის ლექსებითა. ბოლოს დროს ასე უნდა აეცქარებინათ სიმღერა, რომ სალაღოთ გარდაექციათ და ერთმანერთისათჳს ბაღდადის ხელცახოცები ესროლათ ანუ წყნარა დაეკრათ ეგრეთ მღერით. ჩემ სიყმაწჳლეში, ერთს გამოჩენილ ქორწილში გააბეს. „სამაია“ ორმოცმა მეტმა მახლობლად ქალებმა, გათხოჳლებმა და გაუთხოვარებმა. მე ეს ასე მამეწონა რომ, როცა მოჳგონებ ხოლმე, იმ დართულდაკაზმულს ქალებს, იმათ საუცხოოს შეწყობილს მღერას და იმათ მშვენიერსა ნარნარსა მიმომსვლელობას მღერითვე? ოჰ! მეტად მესიამოვნება. არ ჳცი, ეს ამ გვარები რომ დაიკარგოს ჩვენში, რისთჳს და

მეხუთე. ბევრჯელ მახსოვს ესეც. ერთი სოფლის დედაკაცები და გაუთხოვარი ქალები, ერთათ შეყრილნი საღამო-ჟამს, წყალზე მიმავალნი კოკებითა მხრებზედ შედგმული თან შეწყობილსა სიმრერასა ანბობდნენ ამას მეტად კარგად: „თინა მიდის წყალზედა ახ თინანო“. და სხვანი ესეც წყალის მოსატანი სიმღერა არის.

მეექვსე. ავათმყოფის სიმღერა „ნანა“ უკეთესი. ხმა რაღა უნდა. თითქმის არაფრისაგან საქმე არა გაკეთდებოდარა უწინდელს დროს ჩვენში, თუ თაჳსი საკუთარი სიმღერა არა ეთქოთრა არ იქნებოდა, სწორეთ იმ საქმის მიმსგავსებული იმისი სიმღერა. აი ამითი სჩანს, რომ ჩვენსა ერსა უღრმეს და უძველეს დროში ტაჳს საკუთარი ხმის მუსიკა ანუ ახლანდელს გვარზედა ვსთქვათ: პოეზია ჰქონიათ, რომელთაცა დღესაც ზოგი ერთმა იციან ის ათასობითი წლების გალობანი ანუ სიმღერანი; ის იმათი დამიწებული ჩვენი მამაპაპების ხმები, ანუ მაშნდელი ბუნებითი ძველი მუსიკა, რომელიცა ჩვენი ქვეყნის დაარსებაშვე, როგორც ვხედავ, მე მგონია, რომ იმ პირველს ჩვენს მამასა უნდა შემოევლო, სადაც ჯერეთ კიდევ ცხოვრობდა ჩვენში. რასაც ვანბობ ნურაჳნ ნუ გაიკჳრვებს ეს ტყუილი იყოს, ამისათჳს რომ ის პირველი ჩვენი ძმა ამ საკჳრველს უუმშვენიერესს ქვეყანას რო ნახავდა, ამთენს განსხვაებულს საუცხოვოს ბუნებას, რა საკჳრველი იქნება, რომ იმისი გრძნობა აღებულიყო და თჳს კლდეში, ჯერ ფუტკარსაჳთ ბზუილი შეექნა, მასუკან ის ბზუილის ხმა, თან და თან გაელამაზებინათ, გალობად ანუ სიმღერად? ჩვენი ქვეყანა, პირველ კაციდ ბუდე არის მართლა, მაშ უთუოთ ესეც ასე უნდა იყოს როგორც ვანბობ. ერთს ანბავს გიამბობთ, სასაცილოც არის და შესანიშნაჳც: ჩემ ყმაწჳლობაში, როგორც მახსოვს მგონია ან 1824-ი წელი იყო ან 1825-ი, ამ რომელსამე დროს ჩვენორბელიანთ მთაზე ჳყავ ზაფხულს, სადაც ჩვენი ყმები თათრები იდგნენ აგრიყარზე; იქ იმათშ შევექცეოდი მთიანობით. საქმე გამიჩნდა ბორჩალოს (მოურავთან), პრისტავთან, რომელიცა იმ დროს იდგაყარახაჩსა ჩვენორბელიანების კუთვნილს მთაზედვე. დილა ადრიან ორი ჩემი კაცით შევსხედით ცხენზე და მთამთა ჳარებოდი ყარახაჩისაკენ: მზე რო დაეწვერა, ხუთი თუ ექვსის შუბის სიმაღლეზე საღამოსი,ყარახაჩის მთაზე მივედით. იქ იმყარახაჩის მთაზე, ერთი მრგვალი მაღალი ბორცჳა ამოსულსაჳთ მოსაწონი, რომელზედაც შეუდექით იმ კლდიანს ბორცვსა, მცირე ადგილი ცხენებით, დანარჩენნი დაქვეჳთებული, მაგრამ რას ყოფით და წვალებით მიჳდოდით, რადგან ძნელი ასასვლელი იყო მეტად. ბოლოს ავედით, და იმის წვერზედ დავდექით. მეტი მშვენიერი სანახაჳა იქიდგან ოთხსავ კუთხივ. სად იყო და სად არა, თეთრი დიდრონი ღრუბლები წამოჳდნენ სამხრეთის მხრიდგან დიახ უსწრაფესად და სადაც ჩვენ ჳდექით გარს შემოერტყა იმ ბორცვს. დავრჩით შუა დიდრონს ღრუბლებში. ამ დროს ელვა დაიკლაკნა ჩვენს გარშემო ღრუბლებში, თან გრიალი დაიწყო საზარად და ამ დროსვე დიდრონი კაკლების ტოლა სეტყვა ჩამოყარა რავდენიმე, რომელნიცა მაშინვე ცხენებზე შევსხედით, ხელიდგან არ წაგვსულიყო და დავრჩით იმ მაღალს გორაზედ, და ან სადღა უნდა წავსულიყაჳთ, თუ წამოჳდოდით უარესი დაგვემართებოდა, ამისთჳს სამნივ მწკრივათ დავდეგით, ამისმეტი ღონე აღარ იყო, თავზე ყაბალახიანებმა და ნაბად წამოსხმულებმა ზურგი სეტყჳს მხარეს მივეცით, ცხენებმაც თავები დაბლა დაიხარეს ჯარებიანმა და ის გვრეგა რაც შეეძლო იმ ძლიერში სეტყვამ. ამასთან ძლიერი და ძლიერი ჭექა ჩამოსქდებოდა ჩვენს თავზე. ორჯელ თუ სამჯერ მეხიც შემოსტყორცა სპილენძის ფერის ელჳთ და სრიალით გაირბინა საყჳრის ძახილსაჳთ ჩვენს მახლობლად. ჰაერის აღრეულობიდ საშინელებაში, ჩემი ორი კაცი აქეთ-იქით გვერდებზე მიდგნენ ცხენებით მარჯვნივ მხარეს ჩემი გამზდელი ლალა და მარცხნივ ჩვენი სოფლის ქემხა ორივ ხნიანი კაცები, ორივ ძელს დროს, ველს ანბებში გამოვლილნი და მაშინდელს ვაებაში გამოქანჯულნი. მკჳდრად იდგნენ და ჰაერის საშინელებას ეცინოდნენ მხიარულად. მართლად როგორღაც არის, ამ გვარი საშინელი ზარი, შეუპოვარს გულსა როგორღაც ესიამოვნება, ნამეტნავად თუ კიდევ უყვარს ჳნმე. როგორც პირველი ნაპალიონი ანბობს: მსურს, ყოველსა ჩემს სალდათსა ჰყვანდეს საყვარელი, ის იქნება დიდი შრომის მზიდაჳ ადჳლად და საშინელებაში ძლიერი ვაჟკაცი. კიდევ ერთი სწორეს საყვარელსა საშინელებაშ ჳყავ, ასე მეგონა მეორეთ მოსვლა არისო, მაგრამ რადგან შენი სიყვარული, ჩემს სულს გადახვეოდა და ტკბილად ეკონებოდა, ეს საშინელება იყო ჩემი საამო შექცევაო? მგონია ეს სიტყვა დასაწუნი არ იყოს გულთა მგრძნობელთაღჳს. ადამიანი მანამ ცოცხალია, რას არ ნახავს, რას არ გაიგონებს და რას არ გამოსცდის ქვეყანაზე? ჳნ იცის რავდენ გვარს რასმე?... რაღა უნდა ითქვას, იმ ჰაერის საშინელებამ დაბლა დაიწია ზედ ვაკე მთაზე იმ ბორცჳს გარეშემო და სრულიად ხელში დაიჭირაყარახაჩის მთა. აბა ეს იყო კარგი და საკურველი სახე! ასეთი ყოფა შეიქმნა ვეჳთ ერთიანს ვაკე მთაზედ, რომ გვეგონა: ზეციდგან რისხვა რამ დასცემია და ფურთნის დედამიწასაო. ბევრი საშინელება მინახავს ხმელეთზე და ასე გაშინჯეთ ზღვაშიაც, მაგრამ მე იმისთანა სახე არსად არ მინახავს. სადაც ჩვენ მაღლა ჳდექით, იქ სრულიად გამოიდარა მზემ, რომ ერთი პატარა რრუბელი არსად არ იყო, ჩვენთან თუ ჩვენ ზეჳთ და მოწმენდილი ციდგან მზე იცქირებოდა თაჳსებურათ, მაგრამ ამ ჩვენ გარეშემო ქვეით, დუღდა ღრუბლები თეთრად და თეთრად; ზედ დაგგველებულის მოხშირებულის ელვებითა და ერთი ერთმანეთზედ დანახეთქის ჭექებითა, ასეთი სიტყჳს გრიალი და ბუნების აშვებული ზარი იყო, იმ ჩვენს გარშემო ქვეჳთ დიდს ვრცელს ვაკეზე, ასე ეგონებოდა კაცსა, რომ იმ არე მარეს დანთმას უპირებდო. უფრო თუ სწორეთ ჳტყჳთ: თუ ჯოჯოხეთი იმას ეგვანება, ვაი კაცობრიობაო ჩვენი ბრალი!

აქამდისინ ჩვენს თავზედ იყო ის ანბაჳ, აგრე რიგათ ვერა გაჳგეთრა, ახლა ზეჳდგან რო დავყურებდით ქვემოთ, დიდად გჳკჳრდა! უყურებდით იმ აღრეულობას საკჳრველის შეზარებით და გჳამებოდა კიდეც როგორღაც.

მცირე ხანს უკან, ერთმა პატარა ნიავმა შემოჰკრა იმ საშინელებას და ის საშინელება ასე ადჳლად გაიტაცა აღმოსავლეთის მხრისაკენ, რომ თჳთქმის თავგადაგლეჯილსაჳთ: დიდ ხარ შენ უფალო და საკჳრველ არიანს აქმენი შენნი. მეც ასე ვანბობდი ღმერთსადმი. რა მცირე ხანი კიდევ გამოხდა, აღარც აღრეულობა იყო, აღარცღრუბლები ხოლო ბუნება დამშჳდებული და ჰაერი კეთილი, მაგრამ ის ჩვენი გარეშემო მთა, სულ ერთიან გადალეწილსაჳთ იყო სიტყჳთ და ბუნება საუცხოვოთ ბზინავდა განსპეტაკებული. აი ახლა მოვედით პირველს საგანთათანა, რომელზედაც გვქონდა ჩვენ ლაპარაკი, იმ პირველს სიმღერასთან, და იმის მიზეზთან, - მაგალითებრ: იმ აღრეულობის შემდეგ, ოთხსავე კუთხივ ჳყურებოდით, საიდგანაც უუმშვენიერეს სხვა და სხვა ბუნებას ვხედავდით და საკჳრველებით უყურებდით!

იქ შორის გამწვანებული მთები, ველები და მინდვრები გაბიბინებული, აქ ჩვენს გარეშემო სეტყჳთ მოფენილი თეთრად, რაღასაც განსხვაებას აძლევდა ერთიანს ბუნებას და მეტად აშვენებდა კარგად.

იმ ავდრის შემდეგ, ის მშვენიერი ბუნება, რომ დაინახა ოთხსავ მხარეს ჩემმა გამზდელმა, რაღაც უცნაური ყჳრილი დაიწყო, ჳთომ სიმღერის ხმა იყო. ჩვენ გაკჳრვებით კითხვა დაუწყეთ: რა დაგემართაო? იმან გაიცინა და მასუკან გჳთხრა.

- ჩემ დღეში არ მახსოვს სიმღერა მეთქოს როდისმე და არც ვცდილვარ არას დროს, მაგრამ ეხლა ამ ავდრის შემდეგ, ეს მშვენიერი ადგილები რომ დაჳნახე, რაღაც სიამოვნებამ გულში გამიარა და ყჳრილის შევქენ, ჳთომ ჳმღერი მეთქი. ამასთან შექნა ყჳრილი, ძლიერი ძახილი და ამაში ოთხსა მხარეს იყურებოდა მეტის სიამოვნით. ჩვენ უყურებდით და თან ვკასკასებდით სიცილით. აჰა დამტკიცება პირველი ჩვენი სიმღერის საფუძველისა, როგორცა ვთქჳ და დავწერე ზეჳთ.

სეტყჳსაგან დარეგჳლებმა ბორცჳდამ ჩამოჳარეთ კიდევ რის ყოფით, მასუკან გადავხედით ცხენებზე გავემართენით ჩვენს გზას დაბორჩალოს მოურავს ვეწჳეყარახაჩზე, სადაც ალაჩუხები ედგა რავდენიმე. მაშინბორჩალოს მოურავათ იყო თავადი ლუარსაბ სუმბათაშჳლი,[2] ძველი დარბაისელი და მართებელი კაცი, რომლისაცა განთქმულიყო ვაჟკაცობა ძველს დროებში.

იმის ალაჩუხებს რომ დაუახლოვდი, იმის ალაჩუხის კარზე თათრები იდგნენ. რამ წამს დამინახეს მიცნეს, უმალ აცნობეს ჩემი მომავლობა, რომელიც მაშნვე გამოჳდა კარზე. ამასობაში მეც მივედი. იმ გმირმა ხნიანმა კაცმა აღარ დამაცალა ჩხენიდგან ჩამომხტარიყავ, მომვარდა, თაჳს გმირული ხელები მომავლო ტანზე და ხელ და ხელ ამიტაცა ცხენიდგან. წამიღო, თაჳს კრაოტზე დამსო, თჳტონ გვერდით დამიჯდა და გაკჳრვებით კითხვა დამიწყო ამისთან. საშინელს სეტყვაში სად იყაჳო. მეც ყოველი უანბე, მაგრამ ზოგიერთს ადგილს ტანი მტკიოდა სეტყჳსაგან, ისკი არ უთხარ სსირცხჳლით. ამაში, სეტყვაში არეული რავდენიმე ვარიის კვერცხის ტოლა სეტყვა შემოიტანეს თათრებმა, ლ. მოართვეს. იმან აიღო და მასუკან მე მითხრა:

- აი, ღმერთს როგორ დაუფარავხარ, თუ სულ ამისთანა სეტყვა ყოფილიყო, არ ჳცი რა დაგემართებოდა. ღმერთს მადლობა უნდა შესწირო

სამი დღე დავრჩი იმასთან, აღარ გამომიშო, რომელიცა არც შეიძლებოდა. უცხოთ შევექეცით მთის კვალობაზედ. შემდეგ გამოვეთხოვე და მეოთხე დილაზე წამოველ ჩემ მხრის, ჩემი ბარის სოფლისაკენ, სადაც გახშირებული იყო ყანების მკა და ქართველი გლეხკაცებისაგან სიხარული დიდი მკის სიმღერებით.

ახლა მივედი სხვა და სხვა მუშაობის სიმღერებთან: 1) სიმღერა ვენახის მუშაობისა, 2) ქვევრის გარეცხისა, 3) ყურძნის დაწურჳსა, 4) სახლის აშენებისა, 5) მიწის ხვნისა, 6) მიწის დაფარცხჳსა, 7) ყანის მომკისა და ნამგლის გალესისა, 8) ძნის მოტანისა, 9) კალოს ლეწისა, 10) ხვაჳს განიავებისა, 11) საბაროს ურმით წასვლა-მოსვლისა, 12) სიმღერა ჭონა[3] ბზობის კჳრაში დადიან მომღრალნი კაცნი, ჭონა სიმღერას ანბობენ და კვერცხებსა ჰკრეფენ სააღდგმოთ, 13) სხვა და სხვა გვარი ფერხულის მაგრამ სალხინო ხმები ყუფრო მრავალი მეტათ, 14) შობის წინაღამეს სიმღერა ალილო: სახლით სახლათ დადიან კაცნი და ფულებსა ჰკრეფენ ამ ალილოს მომღერალნი.

ერთს შობის წინაღამეს მახსოვს ამ ოც და ათის წელიწადის წინათ, ჩვენი სახლის ფანჯრების ქვემოთ ქუჩაში, უეცარი სიმღერა დაიწყეს ალილო: თქმა, მოძახილი და ბანი. ასე გაწყობილის მშვენიერის ხმით ანბობდნენ იმ ასლილოს, რომ ყოველი ჩვენში გონება იმ სიმრერამ მოიტაცა. ჳნც იმ დროს შინ ჳყაჳთ და გაჩუმებული ყურს უგდებდით იმ ხმოანობას მეტის სიამოვნით. იამთ რომ ის თქმა დააასრულეს აქ ჩვენ შევწუხდით გარდა ბატონიშჳლი დედი ჩემისა[4] რომელმაც ბძანა: ეს უთუოთ იმერლები არიანო. ამ სიტყვასთან ჩემი უმცროსი ძმა წამოხტა და საჩქაროთ მომსახურეს ამაყვანინა სამნივ. გამოჳკითხეთ მართლა იმერლები იყვნენ. კარგახანი აღარ გაუშჳთ, ბევრი კარგი სიმღერები და ღიღინები ვათქმეჳნეთ იმერული. იმათმა მშენიერმა სხვა და სხვა სიმღერებმა და ღიღინებმა დიდად გვასიამოვნეს, მეტად დაგაჩნდა იმათი ღიღინით სიმღერები და კარგა ხანი ჩვენი გონებიდგან აღარ მოისპო, მაგრამ სამგლოჳს გალობა სრულიად განსხვაებული ხმა არის სალბუნებელი და ცრემლის საფრქვეჳ. კლდის გულიც რო ჰქონდეს ჳსმე, იმასაც აუდუღდება ის გული და ცრემლებს მოაფრქვევს ბევრსა... ეშკაღაბაში თავადითამაზ ჯ.ორბელიანი როგორ გადაიცალა ჩემ ყმაწჳლობაში, მაშინ მგალობლებსა ეგალობათ ეს ხმა, და დახოცილსაჳთ გამოსულიყვნენ იქიდგან ჳნც იმ დროს იქ ყოფილან. საკურველია რომ არაფერში არ მიემსგავსება იმერული ხმებისაქართველოს ხმებსა, რომელნიცა იმერულსა ხმებსა ღიღინებად უხმობთ დასაქართველოს ხმებთა სიმღერად. ეს ორივ მხრის ხმები, ერთად რო შეერთდეს და ორთა მხარეთა ერთი ერთმანეთისაგან რომ მიიღონ, აბა მაშნ იქნება სხვა და სხვა საუცხოვო ხმები, სულ ერთი ერთმანეთზედ უკეთესი. ღირს სახსოვრად დარჩება იმისი სახელი მარადის, ჳნც ავდენსა ხმებსა, ერთად შემოჰკრებს და ნოტებზე დააწყობს სულერთიანათ? ის შეიქნება ისტორიის პირი საჩენი!

ქართველებო! აიღეჳთ ყიზილბაშურს ყიყინზედ იმათ სიმღერების ხმებზედ ხელი, რა შეედრება ჩვენს მამაპაპის სიმღერების ხმებსა, რომელიცა ჩვენი ავდენი ათასობით წლების ხმოვანება, მხოლოდ ჩვენი კუთვნილი საკუთარი გალობანი, სიმღერანი და ღიღინები დაგჳმტკიცებს, რომ ჩვენი საქართველოს დაიმერეთის ერნი არიან ძველი ივერიანელების შჳლის შჳლები, ჳთარცა პიტალოს ოქროდგან, პიტალო ოქრო გამომდნარი და ამის შემდეგ გვმართებს თაჳს მოწონება თუ როგორ? ამისთჳს უმორჩილესად გთხოვ ჩვენი ქართულის ჟურნალის, რედაკტორო, რომ ჩემი ეს თხოვა შეიწიროთ და ისტორიისათჳს დააბეჭდინოთ ეს წერილი ცისკარში.

_____________

1მესტჳრესა ახლა ბლიაძეს ეძახიან, მაგრამ ბლიაძე გვარია და არა მესტვირე, რადგან საგანგებო მესტვირე ყოფილა რომელიმე ბლიაძე, იმის სახელი მესტვირეთათვის დაურქმეჳათ.)

2თავადი ლუარსაბ სუმბათაშჳლი იყო ჩემი სიმამრის დედის ძმა.

3მეტად დაავალებდა ავტორი რედაქციას ამ სასიამოვნო სტატიაში, ისიც მოეხსენებინა სახელდომ თვითოეული ლექსი, ანუ ჰაზრი თვითოეულის გალობისა, - უკეთუ კიდევ დაგჳწერა დიდად დაუმადლებთ.) რედ.

4 ამ სტატიის მთხზველის დედა, ბძანდებასაქართველოს მეფისირაკლი მეორის ასული, რომელსაცა ერქვა სახელადთეკლა და რომელიც ღრმად ნასწავლი და დახელოვნებული ბძანდებოდა ქართულს ენაში.) რედ.

15 კრიტიკა

▲back to top


კრიტიკა

ანუკა ბატონის შჳლის მოთხრობაზედ.

ყოვლის სახელმწიფოს მწერალი, კეთილ სინიდისიანი კაცი და, ჳსაც კი მცირედიცარი პატიოსნება აქვს, ცდილობს გამოიყვანოს თაჳსის წინაპართ მოთხრობა ისე, როგორც ყოფილა, და აჩვენოს ხალხს იმათი მოქმედება იმ სამაგალითოს სახით, რომლისა კვალის შემდგომას მეცადინეობდნენ იმათნი შთამომავლობანი. ამ ზემოსხენებულ აზრს მოვაწერ უფალი გრიგოლ რჩეულოჳს მოთხრობას, რომელიც დაბეჭდილი იყო წარსულს წლის „ცისკარს“ მეთერთმეტე ნუმერში და, რომელიც სავსეა ყოვლის უშესაბამო აზრებითა; და არც არის ეს მოთხრობას ჩვენი ქართული ენის ქცეჳთი ლაპარაკი. სჩანს უფალრჩეულოვს სურჳლი ჰქონია, რომ ამ გვარი მოთხრობა რამ, შაედგინა თაჳს სახელისათჳს, მაგრამ ეს ერთი სხვათა ხალხის ისტორიის ისტორიის ნაწილტაგანი უნდა იყოს უთუოთ და არასაქართველოს ქალის მოქმედება, მერე ისიც ბატონის შჳლისა, რომელიც იმ საუკუნეში ამ გვარს ლაპარაკს და ქცევას ბატონიშჳლთაგან ვერც ერთი პირი ვერ იკადრებდა გაებედნათ, როგორც ჳღაცა ტიტიკოს, და ყოველი საზოგადოება ბატონისა და ბატონის შჳლის ყოფაქცეჳს მიმბაძველნი ყოფილან, რომელიც ეხლაც შევნატრით იმ ძველს დაკრძალულებას და ზეციურს სიმშჳდეს.და თუნდა რომ ყოფილიყო რამე შეცთომა კაცობრიობის ბუნებისა იმ დროში, მაინც ისეთის ფარდით იყო დაბურჳლი წესდებულება, რომ თჳთ სახლში მყოფი ერთი მერესთან ვერ დაიჩურჩულებდა, და განა გამოიყვანდნენ ასე საზოგადო საზღაპროთ? მერეალექსანდრე მეფე და ისიც თაჳს დას? ესეც უნდა ვსთქვათ, რომგრიგოლრჩეულოჳ ხომ არ იქნებოდა იმ დროს დამსწრე და რომლის ისტორიით მოგჳთხრობს ამ მშვენიერს მოთხრობას და ანუ ის მეუდაბნოვე რომელიც გამოჰყავ საძულველ მოქმედ პირად, რის საფუძველით და ანუ როს ძალით ალაპარაკებს თაჳსს ისტორიულ მოთხრობაშიტიტიკოს, თექვსმეტ-ჩჳდმეტის წლის ბავშვს, ისიც მოსამსახურეს ბატონის შჳლის წინ იმ ყოვლის უწესო ლექსებით, რომელიც ძნელად არის დასაჯერებელი. -რამდენსაც ტიტიკო, მოსამსახურეანუკა ბატონიშჳლისა, გაუხსენებს რასმე სიყვარულზედ, იმდენი ბატონიშჳლი პასუხს უგებს დედაშჳლურად, -მაგალითად აჳღოთ ერთი ალაგი ამ სატრფიალო მოთხრობითგან... მე მეგონა რომ ვკვდებოდი (მოახსენებს ტიტიკო) ოჰ! რატომ არ მოვკვდი?... რათა შვილო, უპასუხებს ანუკა ბატონიშჳლი, რას ნიშნავს შენი ესრეთი ავათ მყოფობა? მითხარით ტიტიკო, გამიხსენ შენი გული, ჳთარცა დედა შენსა, წლოვანობით კიდეც შეგეფერები დედად და სხ. წარმოიდგინეთ ამ სიტყჳერების და ამ საუბრის საშინელება, რაც უნდა სჳნიდის მოკლებული კაცი იყოს, რაც უნდა გარყვნილი და ზნეობა წამხდარი, ერთი ეს მაგნიტიზმური ლექსი, „დედა“ ყოველის ფერს ბოროტებას განაქარვებს და მოსპობს კაცში და, ჳთარ შესაძლო იყო მომხდარიყო, რომ ბატონიშჳლის დედაშჳლობას, გაებედნა ჳღაც უბრალო მოსამსახურეს ტიტიკოს და სიყვარულზედ გაეფიქრებინა რამ. - მერე მაშნდელს დროში, როდესაც სარწმუნოებისათჳს ყოველი კაცი, მაღალი თუ მდაბალი, მდიდარი თუ ღარიბი თავდადებული იყო, მხოლოდ ერთსს სარწმუნოებაზედ ფიქრობდნენ და მეორეს პატიჳს ცემასა და დაკრძალულებაზე ეს უპირველეს საგნად ჰქონდათ. ყოველი ჭეშმარიტი მწერალი იმასა ცდილობს გამართოს ხალხში ზნეობა, არათუ უფრო მორყვნას. - თავადვე წამხდარს ზოგიერთის კაცის ზნეობას, ამ საუკუნეში, რაღა ამ გვარი მაგალითები ეჭირება. -რა უფ. რჩეულოვო! ამ გვარის მოთხრობაების წერით, ამ გვარის ისტორიულის მოთხრობის მორყვნით, არა თუ სახელს შეიძინებთ, უფრო დაიმდაბლებთ, თუ უკაცრავათ არ ჳქნები ამ კადნიერებისათჳს. - ერთი უგულითადესი „ცისკრის“ მკითხველთაგანი მე ვარ და ვალად ვრაცხ ჩემს თავს, ეს რამდენიმე აზრი წარმოვსთავა მოკლედ, რადგანც ვრცლად აღწერა თჳთეულის თქვენის მოთხრობის აზრებისა, შორს მოვა. ამასთანავე უნდა მოჳხსენიო, რომ მწერლობაზედ თაჳ არც დამიდჳა და არცა ვდებ მხოლოდ თქვენმა მეტის-მეტად გულის მომწყვლელმა უშესაბამო აზრებმა გამომიყვანეს პასუხ საგებლად, რომელზედაც ჳმედოვნებ სხვანიცა დედანი დამყარდებიან ამ ჩემს აზრზედ.- კნ. ნინა ერისთაჳსა.
ს. ქისტაურს.
1861 წელსა იანვრის, 2 დღესა.

16 რამდენიმე აზრი შესახებ კენჭისა.

▲back to top


რამდენიმე აზრი შესახებ კენჭისა

უფალო რედაკტორო!

უმორჩილესად გთხოვ მისცეთ ამ რამდენიმე ფურცლებსა ადგილი თქვენს ჟურნალში, რომელიც, როგორც ვხედავ, არ უარ ჰყოფს ყოველს მას. რაცკი გამოთქმულია გულმომტკივნებით და მამულის მოყვარებით საქართველოს საზოგადოების სასარგებლოთ.

ცისკრის უკანასკნელ ნუმერში მე წაჳკითხე სალაყბოს ფურცელი, სადაცა, მომავალ კენჭის ყრის გამოისობით, ასეთი ჭეშმარიტებაა გამოთქმული, შესახებ ჩვენის თავადაზნაურათ საზოგადოებისა, რომელიც რამდენი შეუსაბამოა და სათაკილოა მგრძნობელ გულისათჳს, იმდენი მართალია.

ამ ჭეშმარიტების სინამდჳლემ წარმოიდგინა გინა მრავალი აზრები და მე მრავალჯერ ვკითხავდი ჩემს თავს: რათ შეიყვარებიან ხოლმე ტფილისში თავადაზნაურნი; რათ აძლევენ თაჳანთ ოჯახსა დიდს ხარჯსა, რა არის კენჭის ყრა, რათ არის დაწესებული კენჭი და რა ზნეობითი სარგებლობა უნდა მისცეს საზოგადოების ცხოვრებასა? ნუთუ კენჭის ყრა მხოლოდ იმიტომ არის დაწესებული, რომ ამოირჩივნენ ორიოდე უღირსნი პირნი, რომელთაც არ ეყურებათ თაჳანთჳ განწესება, მოვალეობა უფლება, და რომელნიც არ შეძინვენ საზოგადოებას არა რა სარგებლობასა. დიდხანს ვეძებდი მიზეზსა საზოგადოების გასამართლებლათ მაგრამ უკანასკნელ დავმტკიცდი რომ იმ აზრით, რომლითაც სწარმოებდა აქამდინ კენჭის ყრა და სახით, რომლითაც ისი იყო ხოლმე არა თუ უსარგებლოა, დიახ სავნებელიცკი არის. აი მიზეზი:

ამ მიზეზის გასამრატებლად საჭიროა გამოჳკვლიოთ პირველი: ჳნ არის ამომრჩეველი? მეორე: ვის არჩევენ? მესამე რისთჳს არჩევენ? ამ სამი საგნის გამოკვლევა გამოაჩენს კენჭის ყრის თჳსებასა და ღირსებასა ესრეთ:

პირველი. ვინ არის ამომრჩეველი?

ამაზედ რასაკჳრველია მიპასუხებენ: ამომრჩეველი არის თავად აზნაურთ საზოგადოებაო არა საკმაო არ არის ეს პასუხი რომელი საზოგადოებაა? - რომელსაც აქვს დიდი მამული მრვალი ყმა მაშასადამე რო მელიც შემძლებელია და მდიდარია თუმცა ყმა და მამულის რაოდენობა ჯერ არ არის ცნობაში ნამდჳლად ოყვანილი არ განუსაზღვრავთ და არცა რა ჳნ იცის დაიწუნებით ჳს რაოდენი ყმა და მამული აქვს. ვსთქვათ რომ ჳცით რიცხჳცა და სივრცეცა ყველას ყმა და მამულისა განა საკმაოა სიმრავლე ქონებისა, რომ ხმა ჰქონდეს ჳსმე კენჭებში? განა საკმაოა სიმრავლე მამულისა რომ ამ ნივთიერმა საუნჯემ შეაგნებინოს მებატონეს იმისი უფლება და თანამდებობა, რომ ღირსეულათ აღასრულოს იმან ზნეობითი მოვალეობა, რომელსაცა ვალად სდებს იმას კენჭი? რასაკჳრველია არ არის საკმაო: საჭიროა კიდევ ჰქონდეს ყოველს ამომრჩეველს ზნეობითი თჳსებებიცა: ცოდნა, განათლება, კეთილ-სჳნიდისიანობა, კეთილ-შობილება, პირუთნებელობა; გარდა ამისა უნდა შეეგნებოდეს თაჳსი მოვალეობა, რომელსაც თჳთან თავს იდებს წინაშე საზოგადოებისა, გადააგდოს თაჳსი საკუთარი სარგებლობა და იქონიოს მხედველობაში მხოლოდ სარგებლობა საზოგადოებისა, რომელსაც უნდა ემსახუროს და შესწიროს თაჳ, ასე რომ სრულიად შეურაცხჰყოს ამასთანავე ნათესაობითი დამოკიდებულებაცა, თხოვნაცა მეგობართა, რომელნიც კენჭით ეძებენ თანამდებობასა. გულის მტკივნეულობით ჳტყჳ რომ დიდის ყმისა და მამულის პატრონთაგანი მხოლოდ მცირედი გრძნობენ და შეიგნებენ საზოგადოებითს მოვალეობასა და სარგებლობასა, დანშთენი უმეტესიღა ნაწილი არ შეიგნებს ამ ზნეობითს ვალდებულებასა, ამიტომ რომ იმათ საზოგადო სარგებლობის მაგიერ, აქვსთ მხედველობაში თაჳანთი საკუთარი სარგებლობა, ანუ სარგებლობა თაჳანთ ნათესავებისა და მეგობრებისა. ისინი ამოარჩევენ საზოგადო თანამდებობისათჳს კაცსა არათუ იმიტომ, რომ ღირსი იყოს აღმორჩეჳსა, არა, მხოლოდ ამიტომ რომ ის არის ნათესაჳ ამა და ამისი, ანუ მეგობარი ამა და ამისი. ანკი როგორ შეუძლიანთ გაიტარონ გულში რომ არ აასრულონ თხოვნა და სურჳლი ამა და ამათი და ადგილია მოძებართა! წინააღმდეგ შემთხვევაში იამთ ხომ დაერღვევათ დამოკიდებულობა, ნათესაობა მეგობრობა! მოერეს მხრით აღმორჩევა წარმოდგება იმ წინათ გამოხატულ აზრისაგანაცა, რომ მისის შემწეობით გაირიგონ და მოიგონ უმრავლესი თაჳანთი სასამართლოებში დაწყობილი საქმეები. ისინი არჩევენ უღირსს კაცსა იმიტომ კი არა, რომ ეს ამორჩეული ემსახუროს ჭეშმარიტებასა, სიმართლესა, ჰსჯულსა, საზოგადოების სარგებლობასა, არა, აარჩევენ იმიტომ მხოლოდ, რომ ისი ემსახუროს იმათ საკუთარ სარგებლობასა. ამის შემდგომ რაღა სამართალია, რომ კენჭში მოაწოდონ მხოლოდ დიდი ყმისა და მამულის მქონე მებატონენი, რომელთაც უმეტეს ნაწილს არა აქვს საჭირო ზნეობითი თჳსებაები, და დანაშთენი უდიდესი თავად-აზნაურთ საზოგადოების ნაწილიკი გააყენონ კენჭიდან იმიტომ მხოლოდ, რომ იმათ არა აქვსთ იმათ ოდენი ყმა და მამული? არ არის ეჭჳ, რომ საზოგადოების უმეტესის და უმრავლესის ნაწილის კენჭში მოწვევა უკეთესია და სასარგებლოა იმიტომ რომ სიმრავლე აღმომრჩეველთა უფრო ადჳლად და კანონიერათ გამოხატავ საზოგადო, ადგილის მსურველზე აზრსა, რომელიც საჭიროა დასაცველად წესისა და სიმართლისა კენჭის ყრაში. ამის გარდა ამიტომაც საჭიროა უმრავლესის მომწვევა რომ იმათში გამოჩნდებიან პირნი, რომელთაც ეყურებათ საზოგადო საქმე სურსთ საზოგადო სარგებლობა და რომელნიც, მაშასადამე ღირსნი და საჭირონი არიან, რომ აღმორჩეული იყვნენ რომელიმე თანამდებობისათჳს ეს კიდევაც ცოტაა. მრავალ თავდ და აზნაურთა კრება მაშინვე გააუქმებს პიროვნების მნიშნელობასა. დაქსაქსებს პარტიებსა, რომელნიც შესდგებიან ხოლმე ყოველ კენჭში როდესაც მოიწოდებიან შემძლე მებატონენი.

და ესრეთ, თუ საზოგადოების აზრი სწორეთ და ნამდჳლად მხოლოდ მაშინ გამოიხატება, როდესაც უმრავლესი და უმეტესი თავად-აზნაურთ ნაწილი მიიღებს მონაწილეობასა საზოგადო საქმეში, უმცირესნიღა თავად აზნაურთაგანნი, მდიდარნი ყმითა და მამულითა არა გრძნობენ საზოგადო სარგებლობასა და არცა ისაჭიროებენ იზრუნონ საზოგადოებისათჳს, მაშ უეჭველია საჭირო არის რომ საზოგადო საქმისათჳს მოიწოდებოდნენ შემძლებელ მებატონეთა გარდა, სხვანიცა თავადნი და აზნაურნი მაშნ დარწმუნებული ვარ, შემძლებელნი მებატონენი ვეღარ იქონიებენ მძლავრებასა, ვერღაც იმოქმედებს ნათესაბითი და მეგობრობითი იმათი დამოკიდებულობა. რავდენიც უმრავლესი შეიკრიბება კენჭში თავადნი და აზნაურნი, იმდენი უფრო კანონიერი, სამართლიანი და ღირსეული იქნება აღმორჩევაცა ამიტომ რომ არა გვაქვს მიზეზი ჳფიქროთ რომ დიდი ყმისა და მამაულის პატრონს უფრო ჰქონდეს მამულის სიყვარული ჳდრე მცირედის მამულის მქონესა, ნამეტნავად თუ ამ მცირედის მექონეს აქვს რაოდენიმე უპირატესობა მაგალითად: ცოდნა და განათლება. პიროვან ღირსებასა და ანათლებასა და საზოგადო სარგებლობის შეგნებასა უნდა დაეთმოს პირველი ადგილი კენჭის ყრაში არ მხოლოთ რიცხჳ ყმა და მამულისა, არამედ პირადი ღირსება და კეთილითჳსება უნდა აძლევდეს აზნაურს საზოგადო საქმეში მონაწილეობასა. ამისგამო სცდებიან ის ზოგიერთნი, რომელნიც ჰფიქრობენ, რომ ჳთამც კენჭში უნდა ჰქონდესთ მონაწილეობა მხოლოთ შემძლებელ თავადსა და აზნაურსა. „სცდებიან ის ზოგიერთნი, რომელნიც ამგვარს ძნელ პირობაებით ართმევენ მცირედის მექონეთ თავად აზნაურებთა კენჭში დასწრობის უფლებასა; - ეს პირობაები არ ეშესაბამება საზოგადოებას. სცდებიან ისინი რომელნიც ჰგონებენ რომ თავადსა და აზნაურსა მხოლოთ მაშინ აქვსთ უფლება კენჭში დასწრებისა, თუ აქვსთ საკმაო ყმა და მამული, გინა იყოს უსწავლელი და შეუგნებელი საზოგადო მოვალეობისა და თანამდებობისა. სცდებიან ისინი რომელნიც ემონებიან ნათესაობითს დამოკიდებულებასა ანუ რომელიმე დიდის პირის თხოვნასა და აღარჩევენ უღირსსა კაცსა. ამაზედ მეტყჳან, თჳთ კანონისაგან არის დაწესებულიო, რომ მხოლოდ ამდენისა და ამდენის ყმის და მამულის მებატონე უნდა მიიწვევოდესო კენჭში. პასუხათ მე მიუგებ: ამ კანონს მხედველობაში აქვს მხოლოდ ის თავად აზნაურნი, რომელთაც ქონება ცნობაშია მოყვანილი, აღრიცხული ჰყავთ ყმა და გამიჯნული აქვთ მამული.საქართველოში ჯერ არც მამულია გამიჯნული და ცნობაში მოყვანილი, არც ყმაა სწორეთ აღრიცხული. ამისაგამო თჳთ კანონიც არ მოითხოვს მისს აღსრულებასა საქართველოში.

მეორე: ჳს აღმოირჩევენ ხოლმე თანამდებობაში? - აქამომდე ადგილებს ეძიებდნენ მოუმზადებელნი და უსწავლელნი, მხოლოთ ჯამაგირისათჳს და ეგრეთვე მათთჳს, რომელნიც ურიგებდენ იმათ ადგილებს. ისინი არა ზრუნჳდნენ საზოგადო სარგებლობისათჳს, და ანკი როგორ იზრუნავდნენ, როდესაც არ იცოდნენ თაჳანთი მოვალეობა, არ ეყურებოდათ თაჳანთი მნიშვნელობა და განწესება, არა ჰქონდათ ზნეობა, არ იცოდნენ რა არის „სიმართლე, სჯული და პატიოსნება“. დიაღ, ისინი არ ემსახურებოდნენ სჯულსა, ჭეშმარიტებასა, საზოგადოებასა. ისინი ემსახერებოდნენ ძლიერ პირთა. ამიტომაც საკჳრველ არ არის რომ სიმართლესა, ჭეშმარიტებასა და მფარველობასა ვერ მოიპოებდა იმათში ისი, ჳნც არ იყო გამოჩინებულის გვარისა, დიდის შეძლებისა და დამოკიდებულებისა. ამ გვარნი ამოჩენილნი მხოლოთ იმათთჳს იყვნენ სასარგებლონი, რომელთაცა აქვსთ ხმა კენჭში, რომელთაგან შემდგომ კენჭშიაც მოელოდნენ აღმორჩევასა. რათ იყო ამ გვარი ბოროტება! პასუხი ერთი და იგივეა; აღირჩეოდა შეუძლებელი და გამოუსადეგი შემძლებელთაგან, რომელნიც, გარდა ორიოდე პირსა, არ შეიგნებდნენ საზოგადო საჭიროებასა და სარგებლობასა. სხვანიღა უფრო გამოსადეგნი; - განათლებულნი და ნასწავლნი, - საზოგადოების მოვალეობისა, მცოდნენი და იმის კეთილ მდგომარეობის მსურველნი, ვერა ჰბედავდნენ მდიდართა მებატონეთაგამო ჩამოეტარებინათ თაჳანთჳს კენჭი, რადაგანაც ეს მდიდარნი მებატონენი იყვნენ იმათი წინააღმდეგნი. აღმოირჩეოდნენ ისინი, წინააღმდეგნი. აღმოირჩეოდა ზოგჯერ ასეთიცა, რომელსაც სრულიად არანფრის გაგება არა ჰქონდა. აღმოირჩეოდნენ, ორიოდე ნამდჳლ ღირსეულის გარდა, ისინი, რომელტაც ჰქონდათ მხოლოთ ერთი სურჳლი: მიეღოთ ადგილი, და რაკი მიიღებდნენ, გამოესალმებოდნენ ზნეობასა, კეთილშობილებასა და საზოგადო სარგებლობისათჳს მზრუნველობასა. სასამართლოებში ეწეოდნენ მათ, ჳნც გულს მოუგებდა და მადლობას გადაუხდიდა და ამ სახით მაგებინებდნენ უსამართლოთ საქმესა ეწეოდნენ და უნებლიეთ დაემორჩილებოდნენ ხოლმე მდიდართა, რომელთათჳს იჳწყებდნენ თაჳანთ მოვალეობასა, არღვევდნენ სჯულსა, შეარყევდნენ თაჳანთ პატიოსნებასა და მართლმსაჯულებასა. რავდენჯერ არის შენიშნული, რომ თანამდებობის მთხოვნელათ გამოჩენილან ასეთნი, რომელთაც რომელისამე მიზეზით დაუკარგავსთ სახელმწიფო სამსახურში ადგილი და რომელიც კენჭით დიდის კმაყოფილებით აღმოურჩეჳათ, რადგანც ჰქონდათ რავდენიმე დღის მიწა და რავდენიმე კომლი ყმა, მაგრამ ამასთან პატივად და საქებურად საზოგადოებისა უნდა ვსთქვა, რომელ უკანასკნელ კენჭში აღმოირჩია ერთი კეთილშბილი ახალგაზრდა, რომელმაც უჩვენა საზოგადოებას დიდი სარგებლობა თაჳსის სწავლით, განჳთარებით, პატიოსნებით და კეთილზნეობით; აასრულა თაჳსი მოვალეობა კეთილსჳნდისიანათ, საზოგადო და კერძო საქმეში დაიცვა გულითადის მიზიდჳთ, პატიოსნათ, სიმართლით, სულიერათ ყველასი სარგებლობა. არ გამოვაცხადებ ამ ახალგაზრდა კაცის სახელსა: ამ აღწერით ყველა მიხვდება. ჳსაც შაეხება ეს ქება.

აი განვმარტე მეორე კითხვაცა, აბა ბძანე ახლა წარმკითხველო, მართალია თუ არა, რომ კენჭით აღმორჩევა, რომელიც დღეს აქამომდენ მომხდარა არა თუ მხოლოთს ასარგებლო არა ყოფილა, არამედ საზიანოც იყო, რომელ მრავალნი კენჭით აღმორჩეულნი არ აძლევენ თაჳანთ თავს ანგარიშსა, თუ რაისათჳს აღჩევენ მათ და რისთჳს ირჩეჳან. ამაზედ, რომელ ამათ ფიქრში მხოლოთ ის არის, რომ მიიღონ ალაგები და მხოლოდ ალაგებით სარგებლობა რამ, იმათ ფიქრში საზოგადო სამსახური არ არის, არცა კეთილი საქმე, არცა სხვა მოვალეობის აღსრულება როგორც შეჰფერის საზოგადების მწევრთა. ისინი ემსახურებიან საკუთარ სარგებლობასა და არათუ საზოგადოებითსა, საკუთარი სარგებლობა პირველია და კერძობრიჳ მერორეა. უკანასკნელ მესამე: რისთჳს არჩევენ? მე გიჩვენეთ კენჭის უწესობა და ბოროტი, რომელიც წარმოდგება უჯერო აღრჩეჳსაგან უღირსის კაცისა. ამათივე განიმარტება ეს მესამე წოდებული საგანი: რისთჳს არჩევენ უღირსსა? - რა-საკჳრველია იმისთჳს, რომ ემსახურნენ ერთისა ანუ მეორეის აზრსა, ერთისა ანუ მეორის გვარისა. საზოგადოება არაფერს მოგებაშია იამთის აღმორჩეჳთ; საზოგადოება ჰკარგავს ბევრს, ეცემა ზნეობით, ჰკარგავს ძალასა, სურჳლსა, კეთილმდგომარეობასა. ამისი მიზეზი არის თჳთ საზოგადოება. იმას არა სურს დაინახოს დაახლოვებით თაჳს საჭიროება, თაჳსი უფლება, თაჳსი მოვალეობა და თაჳსი უმაღლესით მონიჭებული ძალი. უღირსნიკი არ უნდა აღმოირჩიოს საზოგადოობამ საზოგადო სხვა და სხვა თანამდებობისათჳს, საზოგადოების ღირსების დასაცველად, არა. საზოგადოობამ უნდა ამოირჩიოს ისი, რომელსაც ესმის ზნეობითი მოვალეობა წინაშე კაცობრიობისა, რომელიც არის პატიოსნების მოყვარე, განათლებული და კეთილშობილი, რომელსაც ესმის ნაკლებობა და საჭიროება საზოგადოებისა, რომელიც სულით და გულით ზრუნავს და ფიქრობს თუ რა კეთილი შესძინოს საზოგადოებასა, რა სარგებლობა უჩვენოს მას, გამოადგეს ყოველს თაჳს მოძმესა გაჭირებაში, რომელიც სრულიად არ ეძიებს თაჳსს საკუთარ სარგებლობასა თანამდებობიდამ, რომელიც მზათ არის შესწიროს თაჳსი თაჳ საზოგადო სარგებლობასა, ამ გვარნი პირნი მრავალნი არიან ამ ჩვენ კეთილშობილთ საზოგადოებაში, მხოლოთ უნდა ვცდილობდეთ იმათ გაცნობასა, იმათ გამორჩევასა, იმათ განსხვავებასა, იმათ სამსახურში მოქმედებასა, უნდა გამოჳრჩევდეთ კენჭით იმათ და არა თუ უსწავლელსა, უცოდინარსა, გაუნათლებელსა, მექრთამესა და სჳნდის მოკლებულსა, რომლის მსგავსნი მრავალნი აღმორჩეულან უწინდელ კენჭში; უნდა აღვარჩიოთ ახალანდელი დროების კაცი საზოგადოების მექონი. ძველებურ აზრის მქონებელი ვეღარ გამოდგება ახლანდელ დროში, ახალი აზრები მეფობენ ეხლა და საზოგადოებაც ამ ახალ აზრების მიხედჳთ უნდა მოიქცეს საზოგადო საქმეში, კენჭში, რომ ამით დასდვას მკჳდრი საძირკველი თაჳსს კეთი; დღეობისა, თაჳნ-თაჳს დაცჳსა, უფლებისა, წესდებულებისა და მართლმსაჯულებისა. ჳნ უფროა ახლის აზრის მქონე.ბელი, ახალის აზრის უკეთესად გამგები და აღმასრულებელი? რასაკჳრველია ახლანდელი დროების კაცნი, სასწავლებელში, ანუ შინ ნასწავლნი, ნამდჳლათ განათლებულნი, კეთილშობილნი, მართლმსაჯულნი, მხოლოთ ამათ შეუძლიანთ მისცენ საზოგადოებას ნამდჳლი და ჭეშმარიტი სარგებლობა; იმათით უნდა აღყვავდეს საზოგადოება, იმათით უნდა განვრცელდეს სწავლა, განთლება, კეთილმდგომარება საზოგადოებისა და შეგნება მოვალეობისა; იამთით უნდა განახლდეს, აღყვავდესსაქართველო და დადგეს იმ მდგომარეობაში, როგორცა სურს და ზრუნავს დიდი ხელმწიფე ჩვენი, რომელმაცა ამის გამო მოგვცა ჩვენ ესოდენ უფლება და წყალობა. ახალს აზრებს ახალს საზოგადოებას, ახალ საზოგადოებას საჭიროებას უნდა ჰყავდეს კაცნიცა ახალნი ახლის აზრით, ახლის განათლებით; კაცნი მცოდნენი სჯულისა, სიმართლისა და მოვალეობისა. გამოიცვალა დროება, გამოიცვალა საზოგადოება, უნდა გამოიცვალნენ კაცნიცა; ძველის აზრის მქონებელმა უნდა დაუთმოს სარბიელი ახალ დროს კაცსა. კარგათ ჳცით და დარწმუნებულნიცა ვართ, რომ ეს დათმობა უთუოთ უნდა მოხდეს ბუნების წესით დღეს არის თუ ხვალ; მაშ რა სჯობია რომ ეს მოხდეს ეხლავე ესე იგი რომ დაძველებულ აზრების მექონემ დაუთმოს სარბიელი ახლანდელი დროები აზრების მექონეთა! არა სჯობია რომ იამთ ეხლავე ჩააბაროს თაჳანთი მოვალეობა, თაჳანთი უფლება, თაჳანთი სამკჳდრო ახალგაზრდებსა, რომ ესენიც არ დაძველდნენ რომ ამათ ახალგაზრდობაშვე დაიწყობენ კეთილშობილურად და ღირსეულად აღსულებას მოვალეობისას და დაცვას თაჳანთ უფელბისას ისე, როგორც მოითხოვს ახლანდელი დროება და ახლანდელი საზოგადოება? არა სჯობია რომ ეხლავე შეჳდნენ ეს ახლანდელი დროების აზრების მქონენი თაჳანთ მოვალეობის აღსრულებაში და გამოიხსნან საზოგადოება ძნელ მდგომარეობისაგან, რამელშიაც არის და რომლისაგან ვერ გამოსულა, რომ გაუსილონ თვალი, გასწურნონ, ასწავლონ, განანათლონ, გააგებინონ საზოგადოებას თაჳსი მოვალეობა, თაჳსი დრო, თაჳსი საჭიროება და ნაკლებობა? განა უნდა კიდევ შეიშუროს რომელიმე ძველ აზრების მექონემა და არ დაუთმოს თაჳსი ადგილი ახლანდელს აზრების მექონესა! განა ერთნიცა, მეორენიცა ერთი და იგივე სახლობისანი არ არიან! განა ერთნი ხალხნი უმცროსნი საქართველოს შილნი არ არიან!

არა, ეხლავე უნდა მიეცესთ ახლანდელ დროების კაცთ თაჳანთი სამკჳდრო, ეხლავე უნდა დაუთმონ ამათ ძველ აზრის და ჭკუის მექონეთა თაჳანთი ადგილი საზოგადოების სამსახურის სარბილეზედ, და თუ არ დაუთმობენ, მაშინ კეთილი არა გამოვარა. ახალგაზდანიც ისეთივე ცუდ მდგომარეობაში ცაცჳჳან, რომელშიაც არიან სხვანი, ესე იგი უმეცრებაში და თაჳანთ მოვალეობის უცოდინობაში დააჳწყდებათ თაჳანთი უფლება, თაჳანთი სარგებლობა, დაიჩაგრებიან, ფრთები მოსწყდებათ, დაკარგებათ გულითადი საზოგადოებისათჳს სამსახურის ხალისი დაინთქმებიან იმავე უფსკრულში, რომელშიაც გადააგდეს ძველ დროების კაცთა საზოგადოება! მანამ დროა უნდა ჳსარგებლოთ, უნდა ჳხმაროთ ძალი ახალგაზრდობის სულისა და გულისა, უნდა მოჳხმაროთ იმათი სწავლა, იმათი ცოდნა, იამთი პატიოსნება, კეთილშობილება ზდილობა, ხალხის პატიჳსცემა, ხალხის საჭიროებაზე ზრუნვა, იმათის საზოგადოებისათჳს სამსახურის სურჳლი. იმათ უნდა აღმოჳრჩევდეთ ხოლმე კენჭში ყოველს თანამდებობაში და გარწმუნებთ, რომ ისინი ღირსეულად არასრულებენ თანამდებობასა, ღირსეულათ დაიცვენ უფლებასა და საზოგადოების სარგებლობასა; აღასრულებენ ისე, როგორც შეჰფერის კეთილშობილებასა, პატიოსნებასა, სჯულსა, კანონსა და კეთილზნეობასა; გარწმუნებთ, რომ იმათით აღყვავდებასაქართველო, მაშნ დაჳნახავთ რაოდენ საჭიროა ჩვენთჳს იმათი სწავლა, გამოცდილება, ჭკუა საზოგადოებისათჳს და ისინიც სრულიად დაემონავებიან და მიეცემიან საზოგადო სამსახურსა. სცდებიან ისინი, რომელნიც ანბობენ, რომ ამ გვარნი ახალგაზრდანი ცოტანი არიან, საზოგადო სამსახურისთჳსა. არა, მერწმუნეთ, იმდენნი არიან, რავდენიც გნებავსთ და ამ მცირე ხანში უფრო განმრავლდებიან. აგერ იზდებიან სხვა და სხვა სასწავლებელში ყმაწჳლკაცნი, იმ აზრით, რომ შესწირონ თაჳ თჳსი საზოგადო სამსახურსა, უძჳრფასეს სამშობლო ქვეტანასა, უსაყვარლეს საქართველოსა. ამათი ეხლავე წახალისება, წინ წაყვანა, შემწეობა და ზურგის მიცემა ამიტომ უფრო საჭიროა, რომ ჩვენი საზოგადოება ზრუნავს იმათთჳს და უმზადებს იმათ ადგილს საზოგადო სამსახურისათჳს, რომ იმათ სწავლას ექნებასაქართველოში ღირსეული ფასი, პატიჳ და ამისგამო უფრო ეცდებიან სწავლასა, უფრო განათლდებიან, უფრო მტკიცედ და საფუძველიანათ მოეჭიდებიან ყოველს კეთილს საქმესა სასარგებლოთ საზოგადოებისა. - დიახ, ახლაკი დროა დავერწმუნეთ, რომ ჩვენი საზოგადოება განახლდება, განათლდება განვრცელდება და გაკეთილშობილდება მხოლოთ იმათგან, რომელნიც იზრდებიანრუსეთის სასწავლებელში და რომელთაც შეუსრულებიათ რა სწავლა, გამოსულან ისევ სამშობლო ქვეყანაში და ცხოვრებენ თავად აზნაურთა შორის კეთილშობილურად და უმანკოთ. ხოლო თავად აზნაურობასკი არ მიუქცეჳა იმათზედ ყურადღება. მე ვერ გიჩვენებთ თითოთ ჳნ არიან ეს ახალგაზდანი, ჳნ არის ამათგანი ღირსი კენჭით აღმორჩეჳსა, მე მხოლოთ გაცნობებთ და გარწმუნებთ, ჳნც უნდა იმ ახალგაზდათაგანი გამოირჩიოთ, მაინც კიდევ ემჯობინება იმათ, ჳნც დღეს აქამომდე აღმორჩეულა, ორიოდი პირთ გარდა. -ვერ წარმოიდგენთ რა სასარგებლო საქმეა განათლებულ ახალგაზდათ კენჭით საზოგადო სამსახურისათჳნ აღმოირჩევა, როგორ საჭიროა იამთი საზოგადი სამსახურისათჳს მიზიდვა: პირველად საქართველო იმათგან მთელის ბედნიერებისა, კეთილდღეობასა და განთლებასა. და მეორედ მართებლობა გჳმზადებს ჩვენ დაგჳწესოს სამჯავროებში სიტყჳერი წარმოება საქმისა. იცვლება ამ დროების სასამღტლო, ყოველი კანონი ამ დროების მიხედჳთ; ამ ცვლილებაების პროეკტები განუხილავსთ კიდეც მინისტრებსა და გოსუდარსტვენნის სოვეტსა და არ გასწევს დიდ ხანს, რომ გამოცხადდება საქვეყნოთ ეს ცვლილებაები, რომ თავლწინა გვაქვს, როგორ არ უნდა ცდილობდეს თავად აზნაურთა ღირსეულად მოიქცეს ამ კენჭში, როგორ არ უნდა ამოიღციოს თანამდებობისათჳს ისინი, როემლთაც ესმისთ მართებლობის ახლანდელი აზრი, განზრახვა და სურჳლი და რომელნიც რირსებით აღასრულებენ მინდობილ თანამდებობასა! განა ამ ცვლილებაბებს ისევ ისე ძველი აზრების მქონები უნდა დაუხვდნენ, რომელნიც დღეს აქამომდე კენჭით აღმორჩეულან? რა სარგებლობა და რა ნუგეშს მოგვცემენ ის ცვლილებანი, ის ახალდაწესებანი თუ იგივე კენჭით აღმორცეულნი იქნებიან სასამრთლოში? როგორ არ უნდა ვედცადნეთ ჩვენც ჩვენის ღონისძიებით შვეწივნეთ მმართებლობასა და მოუმზადოთ კაცნი ახალდებულების ღირსებით და კეთილშობილურად აღმასრულებელნი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისათჳს. მხოლოთ ახლანდელ დროების კაცთ შემწეობით, შეუძლიანთ მმართებლობას არასრულოს თაჳსი კეთილი განძრახვა, დაიცვას თაჳსი ახალი კანონები, ახალი წესი; მხოლოთ იმათ მეცადინეობით შეაჩვევს ხალხს ახალსა წესსა ახალსა აზრსა, ახალსა კანონსა, და ამისგამო არ მიეტევება ჩვენს თავად აზნაურთ საზოგადოებასა, თუ არ მიხედავ ამ დროებასა და ისე არ მოიქცევა ამ მომავალ კენჭის ყრაში, უნდა იცოდეს თავად-აზნაურობამ, რომ მისი ბრალი იქნება თუ უღირსს ხალხის აღმორცეჳთ დაუშლის მმართველობას ახალ დებულების აღსრულებაში მოყვანასა; თავად-აზნაურობა იქნება მაშინ საზოგადოების წინაშე პასუხის მგები და დაბრალდება ყველა, რაც მმართებლობის ჩვენზედ ზრუნვა ვერ აღსრულდება, ზოგიერთის საკუთარ სარგებლობას მიზეზით? მაგრამ არა, ჯერ დრო არა რის სასოწარკვეთილებისა, ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თავად-აზნაურობა ღირსია იმ უფლებისა, იმ უპირატესობისა და იმ პატიჳსა, რომელიცა აქვს; ჯერ კიდევ ვერ გავამტყუნებთ მას, ჳთამც არა ჰქონდეს მას სურჳლი საქართველოს ბედნიერებისა, კეთილდღეობისა; არა გვგონია, რომ ისევ იმ აზრით და იმ განზრახჳთ აღმოირჩიოს, რა აზრითა და რა განზრახჳთაც დღეს ამაომდე აღმოურჩეჳა; არა გვგონია რომ ახლაც აღმოირჩიოს უღირსნი. ღმერთსა ვთხოვ, რომ თავად-აზნაურობა მოერიდოს ამ კენჭში მაინც იმ უწესობასა, იმ საზოგადო სარგებლობის მიუხდომელობასა, იმ კეთილშბილთ მოვალეობის აღასრულებლობასა იმ საზოგადოების ყოფილა უწინდელ კენჭში, რადგანც ამ კენჭზედ დამოკიდებულია ჳთარცა თავად-აზნაურების, ეგრეთვე მრთელის საზოგადოების კეთილ დღეობა და ბედნიერება? ღმერთმა ინებოს რომ აღარ განახლდეს უწინდელი დროება და აღმოირჩიონ ისეთი კაცნი, რომელთაც შეუძლიანთ დაცვა იმის უფლებისა, იმის სარგებლობისა და ბედნიერებისა, და ძნელიც არ არის პოვნა და აღმორჩევა ამ გვარ კაცსა, თუ მიხედვენ ახლანდელ განათლებულ კეთილშობილ და ნასწავლს კაცთა, რომელთაც იციან თაჳანთი და საზოგადო თანამდებოაბში მოვალეობა და რომელთაც უყვართ სამშბლო ქვეყანა: ისინი არ დაზოგვენ არა სიმართლესა არცა დროსა ოღონდკი შეეწივნენ და გააბედნიერონსაქართველო.

ამითი ვათავებ ჩემ შენიშვნასა. უფალო რედაკტორო, და გთხოვთ დაბეჭდოთ აქ გამოხატული ჩემი კენჭის შესახებ აზრები. ამასთანავე გთხოვ აცნობოთ საზოგადოებას, რომელ ამ აზრების გამოხატვა იმიტომ უფრო მოჳწადინე რომდავანახო თავად აზნაურობასა ის უწესობა რომელიც მომხდარა და რომელიც მოხდება ხოლმე კიდევ კენჭის ყრაში და რომ ამ ჩვენებით ვემსახურო რავდენიმე ჩვენს თავად-აზნაურობასა. შევძელ თუ ვერა ამ განძრახჳს აღსრულება ეს განსაჯოს საზოგადოებას, რომელსაც მივანდობ განსასჯელად ამ ჩემს გულწრფელს და იქნება კიდეც კადნიერ და გულის გასაგმირავ სტატიასა. მე არ მეშინიან მსაჯულისა, მე მხოლოდ ამისი მეფიქრება რომ ვაითუ ეს ჩემი აზრები დარცეს უნაყოფოთ. ეს უფრო საწუხარი იქნება ჩემთჳს ჳდრე უფალთ აღმამარჩეველთ და აღმორჩეულთაგან აზრების გამო, ჩემი განკიცხვა ჭეშმარიტებას არ უნდა ეშინოდეს და არცა ეშინიან განკიცხჳსა; მას მხოლოდ იმისი ეშინიან და იმისი ეფიქრება, რომ იქნება არ მიიღონ იგი, არა სცენ პატიჳ, არ მოიქცენ და კიდევ მოახდინონ უწესოება. მე ვგონებ რომ არ უნდა იწყონოს თავად ანაურობამ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი წმინდის გულით და კეთილის განზრახჳთ ეტყჳს მას მართალსა, რომ მართლის თქმით დააყენოს ისი კეთილდღეობის გზაზედა. იმედი მაქვს, რომ ამ მართლის თქმის გამო არ იფიქრებს თავად-აზნაური, ჳთამც მე არ ჳყო მისი პატიჳცმცემელი, მისი ერთგული. მართლის ჩემგან თქმა, როგორც თჳთ თავად-აზნაურობაცა სცნობს, მოხდა მხოლოდ ჩემის გულწრეფელ და გულმომტკინე სურჳლისაგან, რათა ვემსახურო თავად აზნაურობასა იმ დროს, როდესაც ყველა მათგანი შეიკრიფებიანტფილისში საზოგადო საქმის სარჩევად.