ცისკარი №3 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 მოძღვრება

▲back to top


მოძღვრება

თქმული ეპისკოპოსის გაბრიელისა მიერ სოფელსა საჩხერეს ალექსანდრე წერეთლის სასახლის ეკკლესიასა შინა, ჩყნ-სა წელსა ოკდომბრის თ-სა

მრავალთა საგანთა თჳს მსუროდა განძრახვა და საუბრობა თქვენ შორის ძმანო ქრისტიანენო, გარნა მცირე ჟამი ჩემის აქ ყოფნისა არა მაძლევს ნებასა, და აწ უმჯობესად შევრაცხ, ვსთქვა რა ოდენიმე ჰაზრი ორთა ანუ სამთა უსაჭიროესთა და უმეტეს სხვათა სასარგებლოთა საგანთათჳს, ესე იგი, პირველად, უქმობისათჳს, ანუ თუ ვითარ მავნებელ არს და ცოდვილ უქმად დროების განტარება, მეორედ თუ ვითარი მოწყობილება, ანუ, დაბიურად ვიტყვი, ვითარი მისვლა მოსვლა უნდა იყოს შორის მღვდელთა და ერთა, და მესამედ ერთობრისათჳს ქრისტიანეთა შორის, ანუ მისთჳს, რომელ ერთობა და სიყვარული ნიშანი არს მტკიცე ქრისტიანობისა.

თქვენ ყოველთა იცით, ძმანო, რომელ ერთმა მხოლოდ თვემ განვლო რაც მე შემოვსულვარ სამწყსოსა ამასა შინა; უწინარეს ამისა, თუმცაღა შორის ვიყავი ქვეყნისა და მამულისა ჩემისაგან, გარნა ხშირად გამოვიკითხავდი და შევიტყობდი ყოველსა აქაურსა გარემოებასა და მდგომარეობასა; მაწუხებდა და მაკვირვებდა მრავალი აქაური უნუგეშო და უსიამოვნო ანბავი; ხოლო, შემდგომ მოსვლისა ჩემისა, ამ მცირე ჟამში, უუნამდვილესად შევიტყვე, სამწუხაროდ ჩემდა, ვითარ დარღვეულ არს აქა ყოველი ქრისტიანობრივი ზნეობა, ხშირად განვიზრახავ გულსა შინა ჩემსა და ვკითხავ თავსა ჩემსა თუ რომელნი და ვითარნი არიან მიზეზნი ცუდისა ამის ზნეობითისა მდგომარე ობისა ჩვენისა; ვითარცა მკურნალი გამოიკვლევს დაწვლილებით სატკივართა სნეულად მყოფისა კაცისა რათა შეიტყოს მიზეზი რომელმან მისცა დასაწყისი მისთა სნეულებათა და მიუწეროს მას შესაფერი წამალი, ეგრეთვე ჩვენცა უნდა ვეცადოთ დაწვლილებით შევიტყოთ სულიერნი ჩვენნი სენნი და მიზეზნი, რომელთაგან იგინი წარმოდგებიან, უკეთუ გვსურს რათა მოგვეცეს კურნება. ვგონებ რომელ თქმულნი სამნი მიზეზნი, ესე იგი უქმად დროების გატარება, მღვდელთა და ერთა შორის ცუდი მოწყობილება და განხეთქილება ანუ უთანხმოება შორის ქრისტიანეთა არიან უმთავრესნი და უმეტეს სხვათა მავნებელნი.

ვსთქვათ პირველად უქმობისათჳს, ანუ უქმად დროების გატარებისათჳს. დრო, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ყოვლისა კაცისათჳს არს და უნდა იყოს პირველი და ძვირფასი საუნჯე, ვინაიდგან იგი არს საშუალ ანუ ღონე შეძინებისათჳს ყოველთა სხვათა საუნჯეთა, ვითარცა ხორციელთა, ეგრეთვე სულიერთა. ვინც ჰკარგავს თჳთ ცხოვრებასა, იგი ჰკარგავს ყოველსა სიკეთესა, ჰკარგავს თჳთ ცხოვრებასა თჳსსა, ვინაიდგან დრო არს თჳთ ცხოვრება ჩვენი: განათლებულთა ერთა შორის არ მოიპოვება არცა ერთი კაცი, მდიდარი ანუ ღარიბი, რომელი ან ერთი საათი იყოს უსაქმოდ. ყოველი სული მათ შორის იმას ცდილობს, რათა ასარგებლოს თჳსი დროება და შეიძინოს რაიმე ყოველ დღეს. გარდა ამისა უსაქმობა არს წყარო ყოვლისა ცუდი მოქმედისა, ანუ, ვითარცა იტყვის ერთი რუსული იგავი, არს იგი დედა ყოველთა ცოდვათა. არცა საკვირველი არს ესე: ვინაიდგან უქმი კაცი მიდრეკილ არს ყოველსა ცოდვისადმი; ადვილად შევა მას გულში ყოველი ბოროტი გულის სიტყვა, ადვილად აცთუნებს მას მტერი.

ახლა მივიქცეთ ჩვენდამი:

თქმული აწ სრულიად გამართლდება, როდესაც მოვიხსენებთ მას რაც მომხთარა და რაოდენსა ვხედავთ უწესობასა ჩვენ შორის. უმეტესად კეთილ შობილთა შორის რაც ისმის ურიგობა და სჯულის დარღვევა ყოველივე წარმომდგარა უქმობისა მათისაგან. ვითარ განმრავლდებოდენ და განძლიერდებოდენ კეთილშობილთა შორის მრავალნი, რომელნიც გვესმის, შემარცხვენელნი საქმენი, უკეთუ თითოეული მათი იდგეს რომელსამე საქმესა ზედა და მტკიცედ ასრულებდეს მას. ერთი ფრიად მავნებელი ჰაზრი ძველიდგან არს დაფუძნებული ჩვენ შორის, ძმანო ქრისტიანენო, ესე იგი ვითომც რომელნიმე შრომანი, ანუ მუშაობა ანუ ხელთ-მოქმედება შეაგინებდეს კეთილშობილსა კაცსა, ძველთა დროებათა შინა ჰაზრსა ამას ჰქონდა ძმანო, თჳსი მტკიცე მიზეზი და საფუძველი; ვინაიდგან მაშინ ყოველი კეთილშობილი კაცი იყო აღჭურვილი იარაღითა და იცავდა მამულსა თჳსსა მრავალთა მტერთაგან და ვეღარ მოიცლიდა მუშაობად და მამულისა კეთებად; ხოლო დღეს, მადლითა ღვთისათა, მოგვცა მშვიდობა და მოსვენება მტერთაგან და კეთილშობილნიცა უნდა შეუდგნენ საქმისა კეთებასა და მამულის მართვასა და მუშაობასა. თითოეულმან მათმან ახლა უნდა გაიჩინოს თჳთ ოჯახში და მამულში საქმე და არა იყოს უქმად. არა ვითარი ნაკლულევანება ესრეთ არ დაამდაბლებს და წაახთენს წოდებასა კაცისასა, ვითარცა უქმობა.

ახლა ვსთქვათ თუ ვითარი მოწყობილება ჯერ არს იყოს შორის მღვდელთა და ერთა. ვგონებ, ძმანო ქრისტიანენო, თქვენც თანახმა იქმნებით იმ აზრზე, რომელ, ვინაიდგან ღმერთმან განაჩინა მღვდელობა, ვინაი დგან მღვდელნი არიან ჩვენ შორის, თქვენ ყოველთა ის გირჩევნიათ და უნდა ცდილობდეთ რომ მიიღოთ მათგან რაც შეიძლება უმეტესი სულიერი სარგებლობა. ახლა ვიფიქროთ: ორთა მღვდელთა შორის რომელთაგან ერთი სრულიად დამონებული არის თავადისა ანუ აზნაურისა, ანუ საზოგადოთ, მრევლისა თჳსისა, ესრედ რომელ, არც შეუძლია და არც იცის ხმის ამოღება მათ წინაშე, ანუ დარიგება მათი, და მხოლოდ სწირავს და ილოცავს, გარნა მეორე კადნიერათ იტყვის ყოველსა, არა ეშინია და შეუძლია დაარიგოს და ამხილოს ერი, ამ ორთა მღვდელთა შორის რომელი მისცემს მრევლსა უმეტესსა სარ გებლობასა? ვგონებ რომელ ამაზე ცილობა არ შეიძლება: პირველი, თჳთქმის ურგებ არს, ხოლო მეორე ფრიად საჭირო და სანატრელ ყოველთათჳს; გარნა რაოდენთა მღვდელთა, ოდეს მე ვეტყოდი მათ, რომელ იგინი თანამდებ არიან დაარიგონ ყოველნი და დააყენონ ცუდათ მცხოვრებნი პირნი, გამომიცხადეს, რომელ თუმცაღა იგინი ხედვენ მრავალთა უწესოდ მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა, გარნა ვერ გაბედვენ რაიმე უთხრან მათ შიშისა გამო შურის ძიებისა, მაშასადამე რაისათჳს სახმარ არიან და ვითარცა სარგებლობასა მისცემენ ესე ვითარნი საწყალნი მღვდელნი. ძველ დროებასა შინა იყო ძმანო ერთი ჩვეულება; რომელ თავადი და აზნაურიცა ხშირად აკურთხევინებდა მღვდელად ერთსა თჳსთა ყმათაგანსა და ჰყავდა მას მღვდელი იგი, ვითარცა ერთი მოსამსახურეთაგანი, რასაკვირველია ესე ვითარი მღვდელი სრულიად არ ეგვანებოდა მღვდელსა და ვერცა აღასრულებდა მღვდელობასა ჯეროვანად; გარნა ძველს დროს ესე ვითარი ჩვეულება მაინც ვერ წარმოადგენდა დიდსა ვნებასა, ვინაიდგან მაშინ ქრისტიანობა იყო მტკიცე. და მრავალთა ერის კაცთა თითქმის უმჯობესად იცოდნენ სამღრთო წერილი და ჰქონდათ უმჯობესი ზნეობა, ვიდრე მღვდელთა, გარნა აწ რომელნიმე დარჩენილნი კვალნი ჩვეულებისა ამის იზამენ დიდსა ვნებასა. ახლა უსარგებლო არს და უხმარ მღვდელი იგი, რომელსა არა აქვს სმენა, მორიდება და პატივი ერის კაცთა შორის.

ვიცი ძმანო რასა ფიქრობთ აწ თქვენ?

თქვენ, ვგონებ, ფიქრობთ შემდეგსა: რა ვქნათ ანუ რა ბრალი გვაქვს ჩვენ ვინაიდგან თჳთ მღვდელნი ვერ არიან ღირსნი პატივისა და სმენისა და ვერ მიიზიდვენ სიყვარულსა და მორიდებასა ჩვენსა. რაი ვსთქვა ძმანო ამაზე?... სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენდა უმეტესი ნაწილი მღვდელთა სამწყსოისა ამის ვერ არიან ღირსნი და სრულნი. დიდი სასჯელი და უბედურება არს ესე ქვეყანისა ჩვენისათჳს. გარნა, ძმანო ზოგნი მღვდელნი პატივისა ღირსნი და კეთილნი, და მათაცა არა აქვთ პატივი და სმენა; ამისთჳს უკეთუ გსურთ რათა გქონდეთ მღვდელთაგან სულიერი სარგებლობა, მიიღებდეთ მათგან დარიგებასა და მხილებასა, ნუ მხოლოდვე წირვასა და ლოცვასა მოელოდეთ მათგან, არამედ, უმეტესად, სწავლასა და დარიგებასა. თჳთ თქვენცა მოითხოვდეთ მათგან რჩევასა და დარიგებასა ყოველთა შინა შემთხვევათა, მაშინ აღსრულდება ვალი მათი და მოგეცემა თქვენ სულიერი აღშენება.

ბოლოს ვსთქვათ ერთობისათჳს. ერთობა ანუ ქრისტიანობივის სიყვარულისათჳს, ერთობა, თანხმობა და სიყვარული, ძმანო, არს ნიშანი და ნაყოფი ქრისტიანობისა. სადაცა არ არის ერთობა და სიყვარული, მეც არცა ქრისტიანობა არის უმეტეს ამისა თჳთ სარწმუნოება არა რაარს თჳნიერ სიყვარულისა. რასა იტყვის პავლე მოციქული: „ენასა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდეთ და სიყვარული არა მაქვნდეს ვიქმენ მე ვარვალი რომელი ოხრინ, გინა წინწილი რომელი ხმობედ. და მაქვდენსღა თუ წინასწარმეტყველება და უწყოდე ყოველი საიდუმო და ყოველი მეცნიერება, და მაქვნდესღა თუ ყოველი სარწმუნოება, ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყვარული თუ არა მაქვნდეს, არავე რა ვარ.. და შეღათუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცენ ხორცნი ჩემნი დასაწველად და სიყვარული არა მაქვნდეს არა რავე სარგებელ არს ჩემდა“. გარნა ძმანო ჩემნო, სად არის სიყვარული და ერთგულება ძმათა და მოყვასთა შორის ქვეყანასა ჩვენსა. ვგო ნებ რომ ყოველი კავშირი ერთობის დარღვეულ არს ჩვენ შორის, არა თუ მშობელთა შორის აღარ დარჩა თანხმობა, არამედ მახლობელთა და ნათესავთა შორის, ყურთა ამათ ჩემთა ესმესთ, რომელ მამა შეაჩვენებდა შვილსა თჳსსა, დედა სწყევლიდა შობილსა თჳსსა, შვილი უჩიოდა და აგდებდა სახლისაგან მშობელთა თჳსთა, ძმა ვეღარ დასდგა ძმასთან, ესე ვითარი არს სულიერი მდგომარეობა ჩვენი. ვეცადოთ, ძმანო, და გამოვივცალოთ ხასიათი და ჩვეულება, გვახსოვდეს რომელ თჳნიერ სიყვარულისა და ერთობისა არა რაი არს ქრისტიანობა, და ამაოდ გვეწოდება სახელად ქრისტიანე.

2 რუხის ომის ანბავი, თქმული თჳთ მუნ მყოფის ბესარიონ გაბაშვილისა მიერ, დიდს შაბათს დღეს

▲back to top


რუხის ომის ანბავი, თქმული თჳთ მუნ მყოფის ბესარიონ გაბაშვილისა მიერ, დიდს შაბათს დღეს

დღეს იხარებს დავით სულიერსა ჩანგსა თანა სულით. მღაღადებელი მეფე და იტყვის, აწ აღმისრულნა აღმთქმელმან კეთილობამან: ვითარმედ, „ერთგზის გეფუცო წმიდასა ჩემსა დავითსა; რომლისა შემდგომი მჰსგავსად სიტყვისა მიეცემოდა მეფობაი შენი და რამეთუ მეცა მისი ბრძენი იგი სახელ სახეი სიბრძნისად თანა-მძღვანელი, შენთჳს დღეს ხელ-ჰყოფს შენისავე აფთრათისა[1] წერად კალამ მიმხებელი თმბურთისა[2] თანად მელნისა.

ორნი იგი მეფეთა პირნი ორმალისა[3] თანახმათა შემწყობნი, ორკერძო განმარჯვებისა შენისა სიხარულსა მუსიკობენ; ორთა მათ მამაძეთა ბრძენთა მიერ თქვენ ორთა მამაძეთათჳს, სამთა მათ მეფეთა ძღვენი შეიწირვიან.

იგი მართალი მამაი შურდულსა მრთმელობს, მრჩობელ კერძოთა გოლიათთა[4] განმტვინველობს, ხოლო სხვაი ესე ბძენი მეფეი კვერთხსა უსა მართლოთა განმხილველობს.

და ესრეთ ყოველნი სახლი დავითისი ხელ-აღტყველვილებრ განიშვებს. რამეთუ დღეს დაცემა იქმნა ქედ-მაღალთა მათ უცხო თესლთა, აგაროვან და აღსდგა პირ-დავრდომილი. ჩვენ ქრისტიანეთა ქრისტეს მიერ საბრხე შეიმუსრა, და ჩვენ განვერენით შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისათა, რომელმან ჰქმნა ცანი და ქვეყანა. ქრისტე აღსდგა და აღგვადგინნა მონებისაგან მტრისა.

ლექსი

ათინელთ ენა ქველ შესაძენა, შესხმის მოცალედ,
გშვენს წამის წამად,
პლატონ, უმიროს, პროკლეთთურთ იროს, არისტოტელი
ჰყვეს დასაწამად,
ბრძენნი და მძნენი, ფრანგნი, ბერძენნი, ჩრდილო,
სამხრელნი, ჰხამს შესადგამად,
მოკრბით სეფესად, ქებად მეფესად, სოლომონისად
ხილვა სალამად.
ოდეს ვის ეშა ბრძოდეს, მუნ იცნობს კაცი კაცადა,
ოდეს ვინ ჰსძლოს, სალსა მძლავრსა, ჯილდო
უძღვინ ქვეცა დაცად,
დიდთა მდგომთა საქმე ცუდთა, ბრძენი უწოდს
არ მამაცად,
მაშ სადამე ჯერ არის, სიმდაბლე გვიჩნს ხელ სატაცად.
მართ ჰგვანდა ნდომა აფხაზთა, და ცუდნი
და მორჩევანი,
ბექის-ბექს ასტეხს ქელეშბეგ, და ზურაბს აღძრავს
ლევანი,
ოთხნივე ძმანი შეითქვნეს, შარვაშიძენი ძლევანი,
დესპნათ ფრენითა მოიხმნეს, ლაშქარნი ქვეყნის
მგრევანი.
მოკრბა დასდასად, მწყობრ ბევრ ათასად, შარვაშიძეთა
ეგზო კარებსა,
ვინ იდგეს შორად, ანუ მთა გორად, ფეხს მალიდ
ვჰლიდეს, მთასა არებსა,
ჯაჭვ თროსანნი, ისარ ფრთოსანი, სიმრავლით
სცემდნენ თვალთა ზარებსა,
აღთქმულნი ქრთამით ვლიდენცა ღამით, ვეჭვ იმზადებდნენ
სასამარებსა.
ყირიმელთ ჯიქელთ, ალანელთ კემურძელთ
ამცნეს ცნობითა,
ყივჩაღთა შემოიწვევდნენ ინდობდნენ ჰსჯულის
ძმობითა,
აფხაზნი შეეფიცოდნენ, ქრთამით და აგრევ ძღნობითა,
მეგრელნი სისხლი ჰსწყუროდათ თუცა შეესვათ
გობითა.
შემოკრბენ და აღნუმს სახე დაუძახეს ხშირად
ტევრად,
ცხენ თამამნი გადარჩივნეს, გადახვეწილთ მოსაწევრად,
ექვსნი გვარნი ექვსენითა ერთ ხმობდნენ ბევრის ბევრად,
მინდა გკითხო ზურაბ მითხარ, ვისი სისხლი დაიდევრად?

ანბავი და არა ლექსი

მასმოდა ზურაბ შენისა სიბრძნისა სიბერე და ამად მიყვარდი რომე შენის ძველისა სახლისა ზღუდესა ახალი შენობისა პირი ედგა აწ მე უბრალო ვიყო და ხელი შეგიმართებიეს უმეცრებისა კედლისა მაშენებელად, რომელმანცა აღშენებული მკვიდრი გოდოლი დაუტევე, და ეგრეთვე არისა სახელოვანი სიმტკიცე უწვრთველისა ჯორისა წიხვნითა შემუსრე, და ცვილებრ ნაზელი ზრდილობისა წესი გზასა უვიცსა ქვად უხმარად დააგდე, და ამისთჳს თქმულია სამართლად ესე არაკი ტაეპად.

ოდეს გაგწირონ ბედმან და სვემან, მაშინ დაგცინონ კლდემან და ტყემან:

ჰანბათ

მის მჰსგავსად აღმიჩნდა თქვენი უცები მოგონება, და თუ ვითცა კლდენი და ტყენი გეცინიან, ამა ანბავმან ბოლო ცნობიერად გარწმუნოს.

ლექსი

შილინგით[5] მიმომხტომელნი, მოვლიდნენ მეგრეთს მრბეველნი,
ზარბაზანთ წარმომძღვანელნი, იმედის მამაგრებელნი,
დადიანთ ძენი ლხინად სხდნენ, ამის უაზარელნი,
ხმა გვიშველეთო მოესმათ კაცნი იახლნეს მცნობელნი.
ქუთაისისა მორჭმით მჯდომელსა, ომისა მომანდომელსა,
მეფესა ჰკადრეს მეგრელი მოჰფრინავს ჰგავს ნაკთომელსა,
ჰკითხეს და წიგნი მოართო, ფიცი ჰსწორე აქვს რომელსა,
გაღიმდა ვალი ხრესილის, აწ უთხოვნია მშობელსა.
ვითა ბავლად გამზიდველის, შავარდნისა შეხვდა შური,
გუგას ცეცხლი მოედების გამოაჩნდა ვით ალმური,
მას ჰანბავსა თანა გაჰყვა, გულით წრფელი არ მამხდური,
რიონს განვლის გამოჩნდება, სიყვარული სიძე ძმური.
წყალი განვლო თანა წაჰყვნენ ვინ ახლდნენ სრისა ყმანია,
მსწრაფლ შეამოკლეს შიშორე გზისა სიგრძე და განია,
უძღვების მდაბლად სიმაღლე, არდია მისთჳს მნანია,
დადიანთ მიესალამა საიმერეთოს ხანია.
მისთჳს თქმულია მსმენელნო, ჰამო საჭვრეტელია,
ერთი მტკიცე პირიო.
ერთ პირობისა გზათა მრებელი, არს სახალისო სასტუმრებელი,
სადა რა საქმე შეუძლებელი, იგი მუნ არის გამმარჯვებელი.

ჰანბავი

აწ ესეცა გიამბოთ, თუ ვით შეჰგვანდა სიყვარული ამიერთა სპათა, საქმეცა უდიდესი სიმდაბლითა მოიპოვეს, რომელიცა აწ ითქმის ლექსად:

არა ცუდად მოუბარნი ვაზირობდნენ ამა პირით,
იტყვის: კაცი დადიანი, ვჰრცელ გონება სიტყვა მზირით,
ნუ მიხმობთო ფრიდონისებრ სისწრაფითა პურად ძვირით,
მივეგებნეთ მომავალთა მივხვდეთ მომხდომთ, ღონით ძირით.
ჰაზრი ყოველი მეფისა, შებმა იყო და სუროდა,
თქვა მისთჳს მოველ ჩემთა სპათა სისხლი ვასვა ვით ჰსწყუროდა,
ჯილავ დამართჳთ მიმართეს ცხენი არავინ ბმუროდა,
ზუბდითს გამოცდის საქმენი, ვინც ცუდად შეიქუროდა,
მისცნეს სულნი, ღმეთსა აგრევ, ღოღნე ყოველ მიაბარნეს,
სპანი მპირე წაიტანეს, მაგრამ მათთჳ ს ბევრად კმარნეს,
ერთი ათთა, ათნი ასთა, ასნი ათასს შეეყარნეს,
აწ ნახენით სიმცირესა, სიმრავლე სად გაეყარნეს.
გაღმართ ენგურად სპა უომარნი, სამ დასად მოდგნენ ბერვიდენ ბუკებს,
იტყვის ქელეშ-ბეგ, გავლი და დავლი, ბრალი და
ხრმალი, ჩემს ზურგს და სუკებს,
ტყვე და ალაფი, ვითღა მეწყალვის, ცხენს მრავლადვშოებ, გავა ნატრუკებს,
გამოვლეს წყალი მინდორს დარაზმდენ, აწ თუ
არვისგან, არ შეიფხუკნეს.
სამთა რაზმთა სამნი ძმანი, უძღვინნ ზურაბ ქელეშ ლევან,
მოყმე კარგი, ძმა მეოთხე, გარს ურბენდის ბექირ მხნევან,
აქათ წარსდგა სპასალარი, წერეთელი გულ-სრულევან,
გიორგიცა ძველი გმირი, წულუკიძემედ გრულევან.
იქით და აქეთ შეიქმნა შეგვიანება ხანისა,
შეექნათ ჰრჩევა აფხაზთა, დავიწყდა ნახვა ხანისა,
თქვეს, ნუთუ მეფე აქ იყოს, რიდი აქვსთ თავთა ფხანისა,
უჩარდია მოციქულეს, მართლისა მისატანისა.

ჰანბავი

აწ მისი უკუღმართი ბედი უჩარდიასი ეახლების და ფათერაკისა კარავს დაუდგამს, მოწევნად სულსა, კარვით განმპარველისა ხელმწიფისას ინებეთ და ჰკითხეთ, მას მელასა განწირულსა, შეყრილსა ლომთათანა სიმწარისა ჟამსა რად მიხვალ? არა თუ რეგვენო და შლეგო, მე რო მგამა, მიხვალ და ნახავ და ინანებცა.

მოსვლა მის შავბედის უჩარდიასი და აწ ომი ფიცხელი, და გამარჯვება მეფის სოლომონისა.

ლექსი.

ვაი ვარირას მომღერალთა, აფხაზთ შექმნეს ცეკვა ბასტი,
იწინამძღვრეს მოციქული, წინ-წარმოსდგა სამი დასტი,
ზურგად ქვევით მოიქცევდნენ, სიმაგრე ჰსჩანს ვითა ლახტი,
რა ზარბაზანთ შექმნეს ხველა, უჩარდიას მოხვდა კრასტი.

ჰანბავი.

აჰი, აჰი! საწყალობელსა უჩარდისა „მის შუა მკვდარისა კოზაკოსა ხელი დაემართაო“.

ლექსი.

მეფე მშვიდი ამას ზედან, გულისობს და არა ლაღობს,
გულსა მჯიღვთა ნელ იკრევდა, ყოველთა გულ იც მასთან დაღობს,
ღვთის-მშობლისად თვალით ცრემლსა, რუებს
ნაცვლად წარმონაღვლობს,
ვეფხვ ფრთოანად გარდისახობს, გმირთა გმირი საღთა საღობს.
ვით ორბი მაღლით მხედვარე, ჰხედავს მისცემდა ბაიას,
ვით სონღურს დრო ხვდა შეჰფრინვად წეროთა დამზარბავიას,
წერეთელს ღვინოს მოთხოვდა, მანდიკი გაქვს თუ აგბაიასა,
მოართვამს მცირეს მათრითა, ვართ ქალაქად და ბაიას,
შესვა და საჭურველი, მარჯვედ ყოვლი მოიხილა,
ბძანა სიკვდილს ვინ გადურჩა, ჩვენთჳ ს იშვა და შობილა,
რით ვინ ჰრიდა მომავალსა, არ იქმნების რაც არ ქმნილა,
ხვალეთ შვილნო ვისცა გინდეთ, აჰა ჟამი მოწევნილა.
აწ ნახეთ ომი, მჭვრეტელთ სანდომი, მიდგნენ
მარცხითად მარცხად მცირენი,
კეისართ ტოლი, შავხოსით მძღოლი, თეთრსა
ზედან ზის თავგამწირენი,
გაჰყვა ვინ გულით, მისთანა ბმულით, ჭირსა
ჭირობდნენ არ ცუდ მშიერნი,
გნოლთ ჯოგთა ქორნი, ფრთე შესაწორნი, როს
გაფრთხენ ანატირენი.
მეფემ ვინმე წითლოსანი, ერთი ნახა მათში ის როს,
მყის მიმართა მიიკმაკნა, კარგი კარგმან უნდა სიროს,
მშვილდი ფიცხლად, მოემარჯვნა, მაგრამ ხრმალი ვინ იკისროს,
ოდეს ისარს ხმალი ბასრი, შეხვდეს ვეღარ ღონით ისროს.
თუცა დგა და უწყლად ჰხოცდა, არ ჰქონდა შიში რიდია,
ჰგავს ევლო ბნელეთს საომრად, მით გული ედგა დიდია,
შიგან ღრუბელსა მზე ნახა, ანაზდათ თვალთა მინდია,
გაკრთა და გადაიკარგა, ცხენ მალი იგი ფლიდია.
რა იგი გაჰქრა სხვათ შეხვდა, მის ცეცხლთ ჩავარდნა მდაგერა,
მისდევს და მიზრახს სად ნახის, მტერი ჰყვა ვერას მაგერა,
სით გაგვეპარე ქელეშბეგ, რას ელდით გარდგვეკარგერა,
თუ სადმე ნახო ზურაბი, უთხარ მეფეა აგერა.

ჰანბავი.

ო უბედურნო ოთხნო ძმანო, კარგნო ყმანო, თუმცა მისვე ღარიბისა უჩარდიას შეუმობრუნება არ დააცადეთ, აჰა იგი მეფე და განიხილეთ, მისი სახე ვისაც გინდესთ კარგთა მოყმეთა და ფალავანთ წესია, ვისცა ვინ ინებებს ანუ მოყრულად, ანუცა მტრულად შეეყრებიან, მაგრამ თქვენ ვითარ გსურდათ მისისა პირისა თვალთ-შედგმა, აწ მე გეამბობთო მისსა ჰამბავსა.

ლექსი.

რა ნახეს მეფე მიჭრილი, გულსა შეაქნეს ბაბანი,
დაჰყარნეს ყოვლნი საკმარნი, გზა ძიეს გასასწრაფანი,
ლეკურსა დრო ხვდა მიჰკაფდა, ვით ნახა ზურგი ჯაბანი,
ჰაერსა შიგან ჰფრინვიდა, ხ რმალი სისხლითა ნაბანი.
მზეს შეშურდა მთვარეს იხმობს, მოდგნენ იგიც განაკიდე,
ვარსკვლავთ რამზნი კიჟინს ჰსცემდნენ, სხვ აცა გითხრა განაკიდე,
მარიხს ხ რმალი სამესისხლო, მოეწვ ადა განაკიდე,
ცისა მშვი ლდსა გარდაეცვა, კილო ისრის განაკიდე.

ჰანბათ.

აწ ესეცა გეამბოთ, საკვირველი შური ვარსკვლავთაგან მეფისა და თუმასთანა შემწედ მოვიდოდეს, ოდეს მარტო-მბრძოლი სიმაღლეი მოიხილეს მათ ათორთა ციურთა სვეტთა ცისათა.

ლექსი.

ათორ რიცხვნი ცისა ზოდნი, ერთი ერთის მთმაწოდნი,
მოქრინ მორბინ, არ გამგონნი, ზარ დამტეხნი უწყლად მკოდნი,
ზოგნი ისართ მართვედ მცოდნი, ზოგთა ეპყრათ ხელთა ლოდნი,
მათნი მჰსრველნი, ვით ეროდნი, წამწყმედნი საუკუნიდნი.

ვერძი მშვიდი, რისხვით მჰრქენი, სისხლის მსმელობს ვითარ ღვინის,
ესე მედგრად მისეული, დამთხეველობს მათის თჳნის,
მარჩბივ რთავს ფათერაკთა, კალოს ლეწავს მკვდართა ზვინის,
ლომი ხმით სისასტიკით, ტოტს ვისცა ჰკრავს მიაწვინის.

კირჩხიბი ესწყლავს ოროლითა, შუა მუცლად გამპობელობს,
ქალწულს ლმობა შეცაშლოდა, ქვას ჰკრავს სისხლით დამტოლველობს,
თევზი წყლითა მინაქონთა, ბოლო რტყმითა დამშთომელობს,
საქონელმან ღრუბელთ ჯარნი, სისხლის წვიმად გადუქცივნა,
თხის რქას ვაქებ გრძლად იბრძოდა, მიკვირს თავი არ ეტკივნა.
მშვილდოსანმან ჯილდო ირგო, ტყვე ხუთასნი გადირჩივნა,
სასწორი სწორს ნაალაფევს, სარგებლამდის მიაწვინა.

ჰანბავი.

მათ ვარსკვლავთ ფიცხელის სახით გულსა შური შემოადგემის მის დღისათჳს, ვითა მათებრივ უსხეულოდ მფრინვალედ მორბედი კაცი დადიანი მიმოქროლვიდა თვალსა მიმტაცებს გონებისასა, და აწ მისი მოგახსენოთ ჰსწორედ ლექსად.

ეთერისა ცეცხლსა მგვანი ქების ღირსნი დადიანი,
სახელ კაცი საქმე ბრძენი, ხრმალ ძლიერად ვადიანი,
ვით მზე ლომსა ლურჯსა მჯდომი, ქებად დაუზადიანი,
გვარად მარგე განასარჯი, გმირ ტან, გამომც სადიანი.
ხ მა ლომის გვ არად მიმზრახნი, მისჩეხდის იტყვი ს ამოხა,
ათიათასთ დავაფრეწო, ვითღა შემიცდი სამასო,
ზურაბის შეყრა მსუროდა ენის ისარი დამასო,
თუ ვნახე სისხლით დავსთვრევო, ხ ორცთა შევაქნევ ჭამასო.
ორნი ძმანი ოთხთა ძმათა შარვაშიძეთა საპირდაპნი,
გაქცეულთა განართხმიდეს, ვით ქორის ქვეშ მცირე ლაპნი,
გიორგისგან განახლეჩთა, კაცთა იდგა სისხლის ტლაპნი,
მისძახდიან თქვ ე ნცა იცით ასე გვწრწვთიდნენ მამა-პაპნი.
შური შემჭამს გიორგისი ძმისა დადიანის ძის,
თუცა ვჰკადრო ტანად მისი, საქმით ღმერთო შესატყვისი,
მარდი ჰსწრაფი მკვრელი ხლმისა, განკვეთიცა ალმასისა,
სახით ამო საწადილი და სახელით მხედრობისი.
აწ შენი მსურს ქების კონვა, ვინ სარდლობდი წერეთელო ,
მაშინ ჰგვანდი მეხთა ტეხას, ჯგუფთა რაზმთა განმბნეველო,
ელვის სახედ მტერთა თვალის დამჭუხებო შემზარველო,
გმირის ხმითა დამქუხებო, თხემთა ტვინის დამთხეველო.

ჰანბავი.

შეჰგვანდა შენდა მაშინ შენის ლომთა ლომისა მამისა მჰსგავსებაი, ოდეს მეფისაგან მარტო ჭირსა შიგან შესვლა მოიხილე, და ვითა ჩვეულებისა გვარი გაწვევდა, უხილავი ცეცხლი ეგრეცა მოგეხვია ერთ-გულსა გულსა ზედა ამად თურმე თქვენსა, კარგისა პატრონისა წინაშე ამო არის ყმისა სიკვდილიო, შენ თუცა არ გვითხარ ჭირი შენი ჩვენ ეგრედცა ლხინდა შემცვლელად გიამბოთო ვალი თქვენის გამარჯვებისა მოკლედ მრავლისა წამწერელთა, მცირეი რაი მე მოგხსენდესთ

ლექსად.

შაბაშ, შაბაშ, შენდა ვაშა, თუმცა გკადრე ვერა დია,
შენი მესმა მცირე ცეცხლი, დიდთა ხეთა მწვე ლადია,
ისპად მსროლო თოფისაო, ლეკურის ხარ ბელადია,
ბრძენთა ენამ როდეს გაქოს, ყოვლთჳს შესაფერადია.

ჰანბათ.

მუნადმდე პირი კალამთა, თემთა ზედა მუშაკობდეს, ვირემცა მართლისა შეცვლად, უტყუებდეს, და მუნამდე ცოცხალვიყო, ვირემცა არღას აქებდე გიორგის, მრავალ-გზის პატრონისათჳს მკვდარსა წულუკიძესა დიდ გვართა ტომსა.

ლექსი.

მდომი, ვის სურის ომი, დიდ გვართა ტომი გიორგი ლომი,
ნახა რაზომი დასდვა საზომი, ცეცხლ ანაგზომი მისდევს გამსწრომი,
ჰხმობდა მიმხდომი, ჰხოცდა მიმწდომი, სრევდა
მიმხლტომი, ჰსძევდა მიმჭრომი,
ვერ დასახსომი, ძალი აქვს მდგომი, ტანი გმირ
გნომი, ღვთივ დანაშთომი.
ანუ იყო მას დღეს მგვანი, საფსონისა მკვლელი ყმათა,
ანუ ღეკტორ მარტო მბრძოლი, მირმიადონთ შეფრფობითა,
ვითა მას ვინმე ახილლესმან , ფინდის ჰკრა უგვარობითა,
ვსთქვა თუ მას ჰგავს ჰსრვიდა და ჰფარვიდა გულწრობითა.

ჰანბავი.

აწ მე რამცა ვსთქვა, მისსა სისხლსა კარგათ ასმია და მისისა ისრისებრ მართალი მოწამეცა იგია. მაგრამ, აქასადამე ჯერია დიდთა თჳსცა ენა მცირედ ვაუბნოთ, ვითა თქმულიცა, ბრძენთაგან არაკად მრჩობლედი.

ნუგცონის ღონევ აუბნე ენა, კარგთა ჰანბავთა არ შვენის ქშენა, თვარ უცილოდ, რაცა გაქვს ლხენა, მოგეღოს იწყო უკვალოდ რბენა.

ჰანბავი.

ჩემს თვალსა და სასმენელსა, რასაც მოახსენებს მას, მას უმეცარი პირი ჩემი ქებად არიდებს, რომელცა ქედსა ხრმალი ბასრი მადგეს აჰა მსმენელნო, ცოტას მოყმესა ელისბარს მოხედეთ, თუ ვითა თავი ერთგულად დაუცს, ერისთავსა და სიძესა მისსა ხელმწიფისა წინაშე, ამ გვარად მოიხსნეთ ლექსად.

გვარად სახის გარდმომხატი, შალვაობს და ელისბარობს,
სჯულისა და მეფისათჳს სისხლთა დენას ვერ იკმარობს,
შუას რაზმად შევალს ფრეწად, წინა მდგომთა დამამწარობს,
მართლ, თხათაებრ ლომი ცოხს, და მისსავ თათსა დაიგვარობს.
სიყრმით ჩვეული ომს არ ძლეული, გულით
მედგრული, დიდ გვარეული,
სარო ჰრხეული, კეთილზნეული, თვალ სათნეული, საოცეული,
თვალ სისხლეული, მტერთ სამტრეული, ხრმალ
კვრით ჰრჩეული ანაზდეული,
არ გაქცეული, სისხლ-დაქცეული, მარჯვედ მხრეული, უურვეული.
ავაზობდის გავაზობდის, და ჰქროლვიდის, დასთროლვიდის,
ნავარდობდის შავარდნობდის, მიწას დაჰსცის და ჰქროლვიდის,
ანაზდობდის, ანაზრობდის, გაჰკაფდის და განასვროლდის,
მილაღობდის, თამაშობდის, განაბნევდის განსტროლვიდის.

ჰანბავი.

მისსა მცირესა სიყრმესა, სხვამცა მეტი რა ექმნა, რომელ მათსა სისხლისა ტბას მისიცა სისხლი მდინარედ შეზდინდებოდა, და თავი მთითა ნადენსა ტკბილსა წყაროსა ომსა შიგან მორბედი ცხენით თჳსსავე სისხლსა შეხვრეტდის, და მის დღისათჳს ღვითის მადლობელ იყო.

მართლ რომენ შენი სახელი შენსავე ჭაბუკობისა შვენოდა, და სამართლად თემთაზედა დაისმა, ჩიჩოა, გვარ დიდო, დავისმაო, მსურის შენთჳ სცა მცირედი ქებაი, ვითა სხვ ანი მოწამენი ბძანებენ, მის დღისათჳს თქვენგან დიდს გულოვნობას.

მას დღეს მსგავსი ავთანდილის, შეჭურვილი ჯაჭვით ზურჩით,
კისკასი და მკლავ-უებრო, მისდევს ხლმისა ხლაჩი ხლუჩით,
ზოგნი ჩივან აფხაზები, სით გავექცით ვერ გადურჩით,
ზოგთა წყლიდგან გამოითრევს, ვით მეთევზე, თევზს ლაყუჩით.
გაეხმოდის, გაეხლმოდის, დაიხმოდის, დაით მოდის,
შეაყენის შეაქშენნის, დაითროდის დაითმოდის,
მიდმოხლტოდის, მიმოსროლდის, დაიქმოდის, და ითქმოდის,
კვლავ არევდის, კვლავ არბევდის, მაიყმოდის, მაიხლმოდის.

__________________

1 ბარათი

2აჯეჯი

3ჩანგური

4 გმირი. რედ

5 სიხარული, ცეკვა

3 გაპარვა შოტლანდიის კოროლევასი მარიამ სტიუარტის ლოხ-ლევენის ციხე-დარბაზიდამ

▲back to top


გაპარვა შოტლანდიის კოროლევასი მარიამ სტიუარტის ლოხ-ლევენის ციხე-დარბაზიდამ[1]

მე მოვიფიქრე საშვალობა ცნობის მიცემისათჳს, უთხრა მარიამს, მიჯნურმა მისმა, გიორგი დუღლასმა, შეხედეთ იმა პატარა გამარტოებულ სახლს კიპროსის ბორცვზედ: ყოველს საღამოს იქ დაინახავთ თქვენ სინათლეს, რომელიც იქმნება მნათობი თქვენის იმედოვნებისა. როცა ისურვებთ, ჰკითხოთ თქვენ მეგობრებსა, თუ როგორ წარმატებაშია მათი მზადება, დადგით სანთელი ფანჯარაზედ, კიპროსის სინათლე გაქრება; დაიდე ვით მაშინ ხელი გულზედ და ითვალეთ ძგერა მისი, და თუ შემდგომ ოცის ძგერისა სინათლე არ გამოჩნდეს, იცოდეთ რომ მზად არ იქმნებიან. თუ სინათლის გამოჩენამდის დაითვალოთ ათი, - გამოსვლა თქვენი მოხდება რვა დღის შემდგომ. თუ დაითვალოთ ხუთი, - გამოხვალთ მეორეს დღეს; თუ სინათლე სულ გაქრეს, - თქვენ განთავისუფლდებით იმ ღამესვე. შემდგომ ამისა დუღლასმა მოახსენა დედოფალს: შეიძლება რომ თქვენ შესცდეთ, ანუ დაგავიწყდესთ ჩემი მოხსენებული და ამისთს მომირთმევია ეს ქაღალდი, რომელშიაც იპოვნით ჩემის მოხსენებულის დაწვლილებით აღწერას.

პირველს გაბედვას წარმატება არ ჰქონდა. დედოფალს მოესმა ეზოდგან ხმა ციხის უფროსის ვილიამსის, რომელიც მძანებდა, რათა განამლავღონ სადარაჯო ადგილები და დააყენონ ნავებთან ერთი მოდარაჯე, ამისაგამო მან იფიქრა, რომ გიორგი დუღლასი წავიდოდაო. მან აღიხვნა თვალნი ცისაკენ გამოხატვითა განუსაზღვრელის სირცხვილისა და მასთანვე მადლობისა; დაიბუტბუტა რამოდენიმე სიტყვა, სთხოვა სალდათებს წაყვანა თჳსის დაჭრილის ამხანაგისა, უბძანა ინტენდანტს, ორივე კარების კარგათ დაკეტა და შევიდა სახლის დარბაზში, რომელშიაც ერთის წამით წინ ფრიად განათლება და ხმიანობა იყო, უცებ დაბნელდა და იქმნა მყუდროება. შემდგომს ერთის წამისა საწოლი ოთახის კარები გაიღო და დედოფალი ჩამოწოლილი მარიამ სეიტონის[2] მხარზედ მიადგა კიდევ ფანჯარას და განკვირვებულმა უნებურად იკივლა და დაიკრიბა ხელები ნიშნად კმაყოფილებისა: სანთელი იყო ანთებული ბორცვზედ - მხსნელი ნიშანი მკრთოლვარებდა კიდევ ქარიშხალში.

ამის უფრო სასიხარულო რაღა იქნებოდა დედოფალისათჳს. მან იცოდა რომ, რადგან მტრებმა გაუგეს პირველი შეცდა, უთუოდ იგინი გაბრთხილდებოდნენ და მაშასადამე გაპარვის იმედი უნდა გარდაედვა მას განუსაზღვრებელს დრომდის, მაგრამ ისეც საკმაო იყო რომ მისნი მოკერძოენი აჩვენებდენ იმედოვნების ნიშანს სანთელს, რომელიცა უმეტესად ამხიარულებდა და ეუბნებოდა მას, რომ გიორგის ცუდი არაფერი შემთხევიაო.

შემდგომ ყოვლის ძნელის განსაცდელისა დადგება ხოლმე წამი მოსვენებისა, როდესაც ბუნება კაცისა შემოიკრებს ძალას მოსათმენელად მომავალთა უბედურებათა. წინა დღეს დედოფალს ქონდა იმედი განთავისუფლებისა, და რაცხდა ფრიად შესაწუხებელად კიდევ ორი კვირის ტყვეობას, მაგრამ რაოდენიმე საათს უკან, შემდგომ შემთხვევისა, რომელმანცა დაუკარგა მას იმედი, დანუგეშდა მომავალი თავისუფლება შეპირებითაც, თუმცა არ იცოდა როდის მოხდებოდა.

მეორეს დღეს ეზოდამ შემოვარდა დედოფალის ოთახში ქვა, რომელსაც, როგორც პირველად, გარეშემო ეხვია ბარათი დაწერილი გიორგი დუღლასისაგან. იმ წერილის აზრი იყო შემდგომი:

„თქვენ მიბძანეთ თავს ნუ მოიკლავო, მე დაგემორჩილე; გმადლობ თქვენო დიდებულებავ, რომ მომეცით შემთხვევა თქვენთჳს ხელახლად თავის შეწირვისა, მაგრამ ვაი! ჩვენმა პირველმა მარცხმა დიდხანს გადგვიკარგა იმედი თქვენისგან თავისუფლებისა. ჰამილტონი, ჰერესისი, არჯილ სეიტონი და სხვანი მეგობარნი ჩვენნი იძულებულ არიან გაგზავნონ თავიანთი სალდათები, რომელნიც იყვნენ ვითომც სხვა მიზეზის გამო შეკრებულნი კიპროსის არემარეში, თჳთონაცკი წავიდნენ თავის ციხე-დარბაზში; დავშთი მხოლოდ მე არა მქონებელი ციხე-დარბაზთა და ადგილთა, არ შემიძლიან დაგინიშნოთ ვადა, შემიძლია მხოლოდ დავარწმუნო თქვენი დიდებულება, რომ მე ვღვიძირებ ნიადაგ დღე და ღამე თქვენთჳს და ამ წიგნის მორთმევით დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ ჰგყავს კიდევ ერთი მეგობარი ლოხ-ლევენის ციხე დარბაზში; თუმცა ესე მეგობარი არის ყმაწვილი, მაგრამ გულიკი ვაჟკაცისა აქვს. თქვენო დიდებულებავ, შეგიძლიათ ენდოთ მას, ვინც მოგახსენოსთ ეს ითხი სიტყვა იმ ლექსისაგან, რომელიც იყო ძველად ჩვენის გვარის სადიდებლად:

დუგლასსი დუგლასი,
საყვარელი და ერთგული“.

საბრალო გიორგი! იკივლა დედოფალმა, როცა წაიკითხა ბარათი, აი ერთგულება რომლისათჳს არ არის ქვეყანაზედ ჯილდო, გარნა რომლისათჳსცა კაცთა დააწესეს სასტიკი სასჯელი. წარმოგიდგენია შენ ოდესმე, საყვარელო ჩემო, უთხრა დედოფალმა სეიტონს, მხვედრი მათი ვისაც, მე ვუყვარდი ოდესმე? ფრანჩისკო II მოკვდა უცნაურის ავათმყოფობით, ჩეტლარი დაიღუპა ეშაფოტზე, დარნლეი ნაღმით, ბოტვილი დაეთრევა მამულისგან გაგდებული, და იქნება ისიც დაიღუპა. უკანასკნელ საწყალი გიორგი დაწყევლილია თავის მოგვარეთაგან... ახ სეიტონ! მე ვარ შექმნილი საუბედუროდ ყველასათჳს ვინცკი მე მომეახლოვება და მე არ ვიცი მიუმატა მან, (მისცა სეფე - ქალს ხელი, რომელზედაც მან აკოცა) თუ როგორ იპოვებიან კიდევ იმისთანა უგუნურნი, რომ ბედვენ ჩემთან სამსახურს. შემდგომ წაიკითხა წიგნი ხელ-ახლად და ჩაიდო უბეში. მერმე დაიწყო წყნარის ხმით განმეორება პირობითის სიტყვებისა, რომელთაცა უნდა გამოეცნო მეგობარი, და რომელნიც იყვნენ ასე გარგათ გამორჩეულნი საბრალო გიორგისაგან გამოსათქმელად თავის სიყვარულისა და ვალისა.

დღენი და ღამენი გადიოდნენ უანბოთა; როგორც სჩნდა არც მეგობარნი დედოფლისა აპირებდნენ რასმეს და არც მტერნი. ამათ აღასრულეს თჳსი სურვილი, ესე იგი ხელი ააღებინეს ტახტიდგან მარიამს და დანიშნეს მურრაი შოტლანდიის მმართველად. ესენი იცავდნენ მარიამს სასტიკად და ეგონათ, რომ გაპარვა მისი არ შეიძლებაო. დედოფლის მეგობრებმა იცოდნენ, რომ მაშინ მის განთავისუფლებას ვერ მოახერხებდნენ და საბრალო დედოფალი განატარებდა დროს მწუხარებაში.

გავიდნენ კვირანი, თვენი; დადგა შემოდგომა; დაყვითლებული ფურცლები დაცვივდნენ ხეებისაგან, მერმე ზამთარიც მოვიდა; თოვლმა დაფარა წვერი ბენ-ლომონდისა, და ჩამოიწია რა თან-და-თან კალთებზედ, თითქოს შესუდრა ყოველი. ტბა გაიყინა ისე რომ შეიძლებოდა მეორე კიდემდის გასვლა. ამ დროს განმავლობაში მარიამ ყოველ საღამოს ხედვიდა სანუგეშო სინათლეს და იყო მოსვენებული, მორჩილი თჳსის მხვედრისა და ხანდისხან კიდევაც მოუვიდოდა წამი უწინდელის სიხარულისა, როდესაც გამოკრთებოდა ღრუბელთაგან შარვანდედი მზისა, თითქოს ციდამ გამქრალისა. ბოლოს თოვლიც გაქრა, ყინვა დადნა, ბუნება განცხოველდა; მარიამ ხედავდა ფანჯრიდამ თუ როგორ გაიხარა ბუნებამ გაზაფხულის მოსვლით და საბრალოს ტყვეს კი არა შეეძლო მიეღო ნაწილი ამ სასიხარულო ბუნების განახლებაში.

მართალია, დედოფალმა არაფერი იცოდა, თუ რა ანბავი იყო მისის საპყრობილეს გარეთ, თუ რა მოხდებოდა თჳთ საპყრობილეში, მისთჳს რომ ყოველი წარმატება იყო დამოკიდებული თორმეტის წლის წლის დუღლასის სიმარჯვეზედ. წასვლაზე გიორგი დუღლასს არა ჰქონდა დრო დედოფლის დაიმედოვნებისა. ყოველთჳს, როცა დედოფალი ნახავდა ხოლმე პატარა დუღლასს, იგი ეჩვენებოდა მას ისე დაუდევნელად და ისე მიტყუებულად სიყმაწვილის უზრუნველობით, რომ მას ცოტ-ცოტად სულ დაავიწყდა ეს მეგობარი.

აპრილის დამდექს მარიამმა შენიშნა, რომ ყმაწვილი მიდიოდა სათამაშოთ გარეთ საპყრობილის ფანჯარასთან ჩვეულებაზედ უფრო ხშირად; და ერთხელ, როცა იგი სთხრიდა კედლის ძირში ორმოს ჩიტების დასაჭერად, დედოფალი ყურადღებით უცქერდა მის მუშაობას; მას ეჩვენა, რომ ოდესაც ერთის ხელით სთხრიდა მიწას, მეორეს ხელით სწერდა იგი რაღაცას სილაზედ. მართლა, როდესაც უფრო და უფრო თვალი ადევნა, მარიამი დარწმუნდა, რომ სიტყვები ეკუთვნოდა მას და წაიკითხვიდა რა ხან ერთს სიტყვასა და ხან მეორეს, ამოიკითხა შემდგომი ფრაზი: „ამაღამ შუა ღამეზე ჩამოუშვით თოკი ფანჯრიდან“. რასაკვირველია ეს სიტყვები ეკუთვნოდა მას, მაგრამ ყმაწვილმა არცათუ ერთის შეხედვით დაამტკიცა იგი, ასე რომ, ოდესაც მან იგრძნო მარიამისაგან სიტყვების აღმოკითხვა, გაათავა თჳსი ორმო, დააგო მახე და წავიდა, კიდევაც არ შეხედა ფანჯარას, რომელთანაც იდგა დედოფალი.

ტუსაღმაკი გარდასწყვიტა უსათუოთ აღსრულება, ყოველ შემთხვევისათჳს, სურვილისა, რომელიც იყო დაწერილი სილაზედ. სეიტონმა თოკის უქონლობის გამო გარდააბა ერთმანეთზედ ძეწრები და დანიშნულს დროს, გაიტანა რა სანთელი საწოლ ოთახში, გარდაუშვა ფანჯრიდგან. შემდგომ ერთის წამისა მან შეატყო, რომ ქვეშ რაღაცა მოაბეს და ზევით ამოსწია. ფუთა ცოტა მოდიდო იყო და ამისგამო შეჩერდა ფანჯარასთან, მაგრამ მოაბრუნეს გვერდზედ და გაჭირვებით შამოაძვრინეს ფანჯარაში, მაშინვე წაიღეს თავის ოთახში, დაკეტეს კარები და გახსნეს. იმაში იყო ორი სრული კაცის ტანისამოსი, ორივე ერთი; ერთის საყელოზედ იყო ქინძისთავით მიბმული წიგნი, რომელშიაც ეწერა: „ახალი დარიგება მათს დიდებულებას. ყოველ საღამოს ცხრა საათიდამ შუადღემდის, დედოფალმა და მარიამ სეიტონმა უნდა ჩაიცვან გამოგზავნილი ტანისამოსი, როგორც შესაჩვევად, ეგრეთვე მუდამ მზათ ყოფნისათჳს, გასაპარავად, როგორც შემთხვევა მოითხოვს. ეს ტანისამოსები ვგონებ უნდა კარგათ იყოს მათ ტანზედ, ამისთჳს რომ ზომა აღებული არის მარიამ ზლემინგის და მარიამ ლივინგსტონისაგან, რომელთა ტანი ემსგავსებიან ტანსა მისის დიდებულებისა და სეიტონისა. ყოველს საღამოს დედოფალი უნდა თვალს ადევნებდეს ცეცხლის ნიშანს, რათა იცოდეს, თუ როდის შესაძლო იქნება გაპარვა და არ დააპიროს უდროოდ. მოკერძონი დედოფლისა კრებებიან, მეგობრები მღვიძარებენ“. ამ ანბავმა ძლიერ გაახარა დედოფალი, შემდგომ დიდის ზამთრისა მან ბოლოს შერიცხა თავის თავი დავიწყებულად და მოსწყინდა მარტო ყოფნაში, მაგრამ ამ მღვიძარებითის ერთგულების დამტკიცებამ დაუბრუნა მას ყოველივე იმედი და ენერგიაცა. იმ საღამოსვე მან და მარიამ სეიტონმა ჩაიცვეს გამოგზავნილი ტანისამოსი, და როგორც გამოგზავნილი ფიქრობდა, კარგათ მოუვიდათ ტანზედ.

მეორე დღეს დედოფალს უნდოდა დაენახა პატარა დუღლასი, ჰქონდა რა იმედი, რომ რომლისამე ნიშნითა დაიმედოვნებდა იგი მას, მაგრამ არ უნახავს, საღამოს დედოფალმა შეხედა სინათლეს და დაითვალა ოცი გულის ძგერა, ჯერ არაფერი იცოდნენ დარწმუნებით.

მაგრამ დედოფალი მიუხედველად ამისა, მაინც ნამდვილად ასრულებდა მიღებულთა დარიგებათა: ცხრა სათზედ ის და სეიტონი ჩაიცვამდენ ხოლმე კაცის ტანისამოსსა და იქნებოდნენ ისე ჩაცმულნი შუადღემდისინ; ამ ნაირად გაატარეს ნახევარი თთვე. უკანასკნელ აპრილის დამლევს სინათლე კიდევ გამოჩნდა, შემდგომ ათის გულის ძგერისა და მით დედოფალმა შეიტყო მოახლოება იმა ჟამისა, როდესაც მისს მეგობრებს ხელახლად უნდა ეცადათ მისი განთავისუფლება. სამი დღე გავიდა რომ ნიშანი არ გამოცვლილა. ორს, მაისის დილას დედოფალს მოესმა დიდი ხმიანობა ციხე-დარბაზში. იგი მსწრაფლ მივარდა ფანჯარასთან და დაინახა საკმაო გუნდი მხედრობისა ტბის პირზედ კუნძულთან მდგომარე, ნავები წავიდნენ სიჩქარით მოსულთ მისაღებად რადგან ციხეში მყოფთა პირთა გამოცვლის გამო ამ დროს შესაძლო იყო ვერ მოეხერხებინათ დედოფლის გაპარვა, ამისთჳს შეშინებულმა იმათი მოსვლით გაგზავნა მარიამ სეიტონი შესატყობათ, თუ ვინ მოვიდნენ. სეიტონი მალე დაბრუნდა ძლიერ შეწუხებული ახალი მოსული იყო ლორდი ვილლიამს დუღლასი, ლოხ ლევენის ციხის პატრონი, რომელიც შემდგომ ერთის წლის უმყოფობისა მოსულ იყო რამდენიმე დღის ვადით თჳსის ამალით: მაშასადამე ციხეში იყო შექცევა. ეს ანბავი იყო სამძიმარი დედოფლისათჳს; ყოველთჳს, როცა ლოხლევენის ციხე-დარბაზში მოვიდოდა ხოლმე ლორდი, ერთი იმოტენს მცველებს კიდევ მოუმატებდნენ და ყოველივე გაპარვის იმედი ამის გამო უნდა გადაეგდოთ მის წასვლამდისინ ერთის სიტყვით ბოროტი სული დასდევდა მას.

შემდგომ ერთის საათისა დედოფალს მოესმა ფეხის ხმა კიბეზედ თუმცა გასაღებები მისის ოთახისა ქონდა საპყრობილის ზედამდგომს და კარების დაკეტა შიგნიდამ არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩვეულებისამებრ დედოფალთან მყოფთა, ნაცვლად პირდაპირ შემოსვლისა, ვიღაცამ მოახსენა კარებზედ პატივიცემით. სეიტონმა გააღო. ის იყო ძველი ინტენდანტი ციხის უფროსი, რომელიც იყო გამოგზავნილი ლორდის ვილიამს დუღლასისსაგან დედოფლის და მისი სეფე ქალის სადილზედ მიმაწოდებელად. ლორდს უნდოდა რომ მისი მოსვლა ყველასთჳს სასიამოვნო ყოფილიყო და სხვათა შორის მიეწვია თავის სადილზედ დედოფალიც რადგან ხარჯი ეძლეოდა მისგან. დედოფალი, თუმცა არ იყო სრულიად უგრძნობელი ამ პატივის ცემის ნიშანისა, მაგრამ უბძანა ინტენდანტს, რათა მოახსენოს მისი უქეიფობა და შიში რომ მისმა მწუხარებამ არ ავნოს საზოგადო სიხარულსა. ინტენდანტმა თავი დაუკრა და წავიდა.

მთელს დღე იყო ციხეში დიდი მოძრაობა. მეჯინიბები იმ ნაირის ტანისამოსებით. როგორიც მოუვიდათ დედოფალს და სეიტონს ხშირად დარბოდნენ ეზოში. ამასობაში დედოფალი იჯდა ფანჯარასთან მოწყენილი და უცქერიდა პატარა კიპროსის სახლს; მისი ფანჯრები იყვნენ ჩვეულებრივ დახშულნი და არ ეტყობოდათ დუ ვინმე იდგა იმაში.

დადგა საღამო; ციხე-დარბაზის ფანჯრები განათლდნენ, რომელთაგან გრძელ-გრძელა გაეფინ სინათლე ეზოშიდ; პატარა ვარსკვლავიც კიდევ გამოჩნდა ბორცვზედ. დედოფალმა შეხედა ერთს წამს, მაგრამ კითხვა ვერ გაბედა; ბოლოს უთავაზა სეიტონის თხოვნას და დასდგა პირობითი ნიშანი ფანჯარაზედ; სინათლე მაშინვე გაქრა და დედოფალმა მაშინვე დაიდვა ხელი მწუხარე გულზედ და იწყო თვლა ძგერისა, მაგრამ, რაკი მივიდა თხუთმეტამდის და ვერ დაინახა სინათლე, მიხვდა როგორც ფიქრობდა, რომ ყოველივე გარდადებულიყო და დაეცა შეწუხებული სკამზედ. იმედის დაკარგვამ გახადა მისი დატუსაღება უფრო სამწუხაროდ.

სეიტონი იდგა და კიდევ ითვლიდა ძგერასა; სინათლე აღარ ჩნდაბოდა და იმედი სრულიად წინააღმდეგი მიეცა მის გულს; ეს ნიშნავდა, რომ გაპარვა მაშინ უნდა მომხდარიყო, ამისთანა იყო დარიგება დუღლასისგან მოწერილი. მაგრამ იგი კიდევ ითვლიდა ათ მინუტამდის და ვერ დაინახა რა სინათლე, მოახსენა დედოფალს თჳსი ჰაზრი.

დედოფალი უცებ ადგა, დაიწყო ძებნა სინათ ლისა და იმზირებოდა კიპროსისაკენ თჳ თქმის მე ოთხედს საათს, მაგრამ სინათლე არ გამოჩნდა და ამისთჳ ს განამეორა კითხვა, უბრალოდ კიდევ არ გამოჩნდა.

დედოფალი და სეფე-ქალი შევარდნენ იმ წამსვე თავის ოთახში, დაჰკეტეს კარები და ჩაიცვეს საჩქაროთ. ისე ცოტას იმედოვნებდენ, რომ მომზადებას სრულიად უბრალოდ რაცხდენ. რაკი გაათავეს მათ ტანთჩაცმა, მოესმათ რომ დარბაზის კარები გაიღო და ვიღაც წყნარად უახლოვდებოდა მათ საწოლს ოთახს. სეიტონმა გააქრო სანთელი, კარებზედ მოარახუნეს. ვინა ხარ მანდ? კითხა დედოფალმა შეძრწუნებულის ხმითა.

„დუღლასი, დუღლასი!
საყვარელი და ერთგული“.

მიუგო ყმაწვილის ხმამ.

- ეს არის ნიშანი, წაიჩურჩულა დედოფალმა და დაეცა საწოლზედ; ამ დროს სეიტონი წავიდა კარების გასაღებად, და წყნარის ხმით უბნობდა: უფალო, უფალო, შეგვეწიე ჩვენ! მზათ არის მათი დიდებულება? ჰკითხა პატარა დუღლასმა .

- დიახ, მიუგო დედოფალმა წყნარის ხმით, მზათ ვარ; რა უნდა ვქნათ?

- წამომყევით მე, თქვა ყმაწვილმა გაბედვით.

- ამ საღამოს? კითხა დედოფალმა.

- დიაღ.

- მზათ არის ყოველივე?

- მზათ არის.

- მაგრამ კარებს ვინ გაგვიღებს?

- გასაღებები მე მაქვ ს.

- აბა წავიდეთ, შვილო ჩემო, უთხრა დედოფალმა, ღმერთი იყოს ჩვენი წინამძღვარი! პატარა დუღლასი მიდიოდა წინ კიბემდის. იქ მოაცდევინა ტყვებს, თჳთონ დაკეტა კარები მათის ოთახისა, რათა მცველებმა შემოვლის დროს ვერასფერი გაიგონ და შემდგომ წაიყვანა დედო ფალი და სეიტონი, მაგრამ, რაკი დედოფალმა გაიგონა ხმა დარბაზიდამ, რომელშიდაც უნდა გაეარათ მათ, დაადვა ხელი მხარზედ ყმაწვი ლს, ის მაშინვე შეჩერდა.

- სად მიგყევართ ჩვენ? კითხა დედოფალმა.

- გარეთ, მიუგო ყმაწვი ლმა.

- მაშ ჩვენ უნდა გავიაროთ დარბაზში, რო მელშიდაც ვახშამს სჭამენ?

- რასაკვირველია.

- ეს როგორ შეიძლება, დაიძახა დედოფალმა, დავიღუპეთ.

- რასთჳს? უთხრა ყმაწვილმა, თქვენო დიდებულებავ;

თქვენ და მარიამ სეიტონს გაცვიათ იმისთანა ტანისამოსი, როგორიც ციხეში მოსამსახურებს; იმტენს ხალხში ვერ შეგნიშნავენ სხვა საშუალობა არა გვაქვს.

თჳთონ მან მოიგონა; მე მხოლოდ ვიშოვე გასაღებები, შენახულნი ვილიამსის ოთახში.

- აბა წავიდეთ, სთქვა დედოფალმა, მე ყოველისფერზე თანახმა ვარ, ოღონდკი დავიხსნა თავი ამ სატანჯველისაგან.

პატარა დუღლასი მიდიოდა წინ, ორივე ტყვები მისდევდენ მას. როცა მივიდა კიბის ბოლოზედ, მან დაიღუნა და აიღო ბნელს ყურეში ჭურჭელი, სავსე ღვინითა, რომელიც მიართვა დედოფალს და სთხოვა რათა დაიდოს მარჯვენა მხარეზედ, ისე რომ დაუფაროს პირი ვახშმათ მჯდომარეთაგან. მარიამ სეიტონმა წაიღო ერთი კალათი სავსე დაჭილის პურითა; ამ სიფრთხილის გამო იცოდენ რომ მოსამსახურები ყურადღებას არმია ქცევდნენ.

ასე შევიდნენ იგინი დარბაზის მესამზღვრეს ოთახში, საიდგანაც გამოდიოდა სინათლე და მოისმოდა ხმიანობა; მოსამსახურენი ყველანი აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და არ შეუნიშნავთ იგინი. ამ პირველმა გამარჯვებამ განამხნევა დედოფალი და უფრო თამამად დაიწყო მან მზერა გასავალ დარბაზისაკენ.

შუა დარბაზში იყო თავიდამ ბოლომდინ გაშლილი სუფრა, რომელზედაც ისხდნენ რიგით უმაღლეს ადგილზედ ლორდი ლოხლევენი, ლედი ლოხლევენი და მათი უფროსი ძე ვილლიამს დუღლასი; სხვები იქ მყოფნი ისხდნენ თავის თანამდებობის შესაფერს ადგილებზედ. სუფრა იყო გა ნათლებული მეტის მეტად, მაგრამ დარბაზის სიდიდის გამო კედლებთან იყო სუსტი სინათლე ფრიად სასარგებლოდ გაპარვისათჳს. ტყვებმა დაინახეს ეს პირველადვე და შენიშნეს კიდევ, რომ ძველი ლორდი და ლედი ისხდნენ მათკენ ზურგით. ხოლო ვილლიამს დუღლასი, მჯდომარე მშობლების პირის პირ, როგორც სჩნდა მისის გაწითლებულის ლოყების და მკრთოლვარეს თვალებისაგან, არ იყო ეხლა ისე საფრთხილო, როგორც იქნებოდა ვახშმათ დაჯდომის დროს.

დედოფალს აღარა ჰქონდა დრო შეენიშნა კიდევ რამე; პატარა დუღლასი შევიდა გაბედვით დასაბამში, მას შეჰყვა სეიტონი და ამას დედოფალი.

შიში იყო ამაო და არა ნამდვილი, გიორგი დუღლასის ფიქრით; თჳთ გაბედვა ამა საქმისა აძლევდა მას წარმატებას; მლტოლვილებამ გაიარეს დარბაზი ისე, რომ არც მოლხინეთა გაუგიათ რამე და არც მოსამსახურეთა და შევიდნენ წინ მისავალ ოთახში; აქ პატარა დუღლასმა გამოართვა დედოფალს ჭურჭელი, სეიტონს კალათი, მისცა ისინი მოსამსახურებს და უბძანა მიტანა სოლდათებისათჳ ს; შემდგომ ისენი გამოვიდნენ გარეთ

ამ დროს შემოეყარათ დამთვალიერებელი, რომელმაცა გაიარა უყურადღებოთ; ამ ახალმა წარმატებამ მისცა ახალი ძალი დედოფალს მათ როგორც იქმნა მიაწიეს იმ ადგილამდის, სადაც, აღარ უწევდა ფანჯრების სინათლის შუქი, ამან კიდევ უფრო გაათამამა იგინი. ასე დაყვენ კედელ კედელ, ბოლოს პატარა დუღლასი გაჩერდა ბაღის კარებთან.

აქ დადგა ჟამი სამწუხაროდ მოლოდებისა; ათის ანუ თორმეტის გასაღებებიდგან უნდა გამოერჩია ის, რომელიც ერგებოდა კარებს. დედოფალი და სეიტონ მიაწვენ კედელს, სადაც უფრო ბნელი იყო და იჭერდნენ სუნთქვას; მეორე გასაღებმა გააღო კარები; ორივე ქალები შევარდნენ უცებ ბაღში, ყმაწვილი გაჰყვა მათ და გარდაკეტა კარები. დედოფალმა დაისვენა, რადგან ჰქონდა გამოხსნის იმედი.

ყმაწვილი წავიდა მეორე გასავალ კარებისაკენ როცა შევიდა ხილნარში მან ანიშნა ქალებს, რათა შეჩერდნენ ცოტა ხანს; მერე შეაერთა ორივე ხელები და ისე დაიძახა ბუსავით, რომ თჳთონ დედოფალს ეგონა ბუ იძახისო; იმ წამში ამნაირივე ხმა მოისმა კედელს უკანიდამ და შემდგომ შეიქნა მყუდროება. ამასობაში ყმაწვილი ძლიერ დაფიქრებული ყურს უგდებდა რაღასაც, თითქოს მოელოდა ახალს რამე ნიშანს; მართლა ერთს წამს შემდგომ მოისმა ოხვრა და გრიალი, მსგავსი კაცის სხეულის მიწაზედ დაცემისა. დედოფალი შეძრწუნდა. ძლიერ კარგათ მიდის ჩვენი საქმე, სთქვა პატარა დუღლასმა და წავიდა.

კარები გაიღო და ვიღაცა შემოხტა ბაღში; ის იყო გიორგი .

- წავიდეთ, ხელმწიფა ჩემო, მოახსენა მან დედოფალს სტაცა რა ხელი ხელში და თან წაიყვანა, ყოველივე მზათ არის, წავიდეთ.

დედოფალი მიყვებოდა მას და მიიხედ-მოიხედვიდა; მან დაინახა კედლისაკენ კაცის სხეული, მიწაზედ დაგდებული, დაძრწოდა. ამით გიორგი მიხვდა, რას გრძნობდა იგი მაშინ.

- მას უწია თავის ცოდვამ, უთხრა მან დედოფალს; ეგ ჩვენი ადრინდელი მოღალატე კაცი, მაგრამ ეხლაკი ვეღარავის უღალატებს.

- ოი! ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! წაილაპარაკა დედოფალმა, კიდევ მსხვერპლი!

- გაუჩქაროთ, ხელმწიფა ჩემო, გაუჩქაროთ უთხრა გიორგიმ .

- სეიტონი რა იქნა? ჰკითხა დედოფალმა.

- ის ჩვენ მოგვდევს პატარა დუღლასითურთ. თქვენო დიდებულებავ ნუ სწუხართ მისთჳს.

მართლა ასე იყო: დედოფალმა უკან მოიხედა და დაინახა სეფე-ქალი და პატარა დუღლასი. ამ დროს გიორგიმ ჩააგდო ქვა წყალში. ნავი აქამდის დამალული ბუჩქებს უკან, გამოჩნდა და ნელა მოადგა კიდეზედ. ერთმა მაშინ მჯდომელთაგანმა გამოაგდო თოკი, გიორგიმ დაიჭირა ის, მიითრია ნავი და მოეხმარა მაში ჩაჯდომაზე დედოფალს, რომელიც დაჯდა ნავის თავში. გიორგიმ ჰკრა ფეხი ნავს და ჩახტა მენავებს შუა. პატარა ნავმა შოტლანდიის ხვედრით წასცურა ტბაში.

მაგრამ ცა ძლიერ სასარგებლო დედოფლისათჳს სიბნელით, ეხლა უცებ მოიწმინდა, ვითომც ბოროტმა სულმა დაფანტა ღრუბელი, ასე რომ მთოვარემ, თითქოს განგებ დაანათა ნავს და იმა ტბის ნაწილს, საცა ის იყო. იმ წამშივე გიორგიმ თჳთქმის დაჰკარგა ყოველივე იმედი დამალვისა და უბძანა მენავებთა რაც შეიძლება დაუჩქარონ; ეს აღასრულეს. მაგრამ რაღაც საუბედუროთ არ შეიძლებოდა სიჩქარის მიმატება, ისე რომ არ მომატებულიყო შუვილი, ამის გამო ერთმა მოდარაჯეთაგანმა დაყენებულმა წყლის პირისაკენ უცებ შენიშნა ნავი და დაიყვირა.

- ეი, ნავი! დაიჭირეთ ნავი!

- დაუჩქარეთ ღვთის გულისათჳს, მიუმატეთ ძალა, დაიძახა გიორგიმ; ხუთ მინუტის იქით უსათუოთ გამოგვეკიდებიან.

- მე რომ არ მივცე ნება მაინც გამოგვეკიდებიან? სთქვა პატარა დუღლასმა, თუ გადმოხტებიან კედელზე, ანუ გამოტეხენ კარებს მაგისი არ ვიცი; მე იგინი ჩემის მხრით დავამწყვდიე: ციხეში ერთი გასაღებიც არ არის. შემდგომ ამისა უჩვენა რა მას ერთი შეკვრა გასაღებები, რომელი ხელში ეჭირა, უთხრა „რადგან ჩვენთჳს საჭირო არ არის ეს დასაღებები, მიმიდვია ნელ პიასათჳს, (ამა ტბის მფლობელის ბოროტის სულისათჳს), რომელსაც ამიერიდგან ვნიშნავ ციხის უფროსად, ნაცვლად ძველის გილდებრანტისა და გადააგდო ისინი ტბაში.

- გაკურთხოს შენ უფალმა ღმერთმა! უთხრა გიორგიმ და მისცა ხელი ყმაწვილსა. ღმერთმა მოგცა შენ სიმხნე და გონება ვაჟკაცისა. ნავი! დაიყვირა კიდევ მოდარაჯემ, ნავი დაიჭირეთ! მერმე ხმა რომ არავინ გასცა, ისროლა თოფი, მივარდა ციხის ზართან, დაიწყო რეკა და ყვიროდა როგორც შეეძლო: გვიღალატეს! გვიღალატეს!

ერთის თვალის წამში განათლდა ყველა ფანჯრები ციხე-დარბაზისა და დაიწყეს კაცებმა ოთახში სირბილი, გადარეულსავით. ნავი ციხე-დარბაზზედ მოშორებით იყო, მაგრამ მლტოლველთა გაიგონეს მაღალი ხმა: ისროლე! უცებ ძლიერმა სინათლემ გაანათლა მთელი ტბა; ისროლეს ზარბაზანი და მისი ბურთჳლი დავარდა რაოდენიმე ბიჯზე ნავიდან. მაშინ გიორგიმ გააბრთხილა რა დედოფალი, რომ არ შეეშინოს, ისროლა ფისტო, არა გაბედვისათჳს, არამედ რათა შეატყობინოს თჳსთა მოკერძოეთა აღთქმისამებრ, რომ დედოფალი განთავისუფლებულია. რასაკვირველია კიდიდგან შემოძახეს. პატარა დუღლასმა მოაბრუნა იქეთ ნავი და ხუთ მინუტის შემდგომ დედოფალი იყო საშუალ თჳსთა მხედართა, რომელნიცა ელოდნენ თჳსის უფროსის ლორდის სეიტონითურთ.-

დ. ღოღობერიძე
1859-სა წელსა. 16 აპრილსა.
ს. ჯიხაიში

__________________

1 მარიამ სტიუარტი იყო შვილის-შვილი დისა ჰენრის VIII-ისა მარგარიტასი, მითხოვნილისა შოტლანდიის კოროლის იაკობ IV სადმი. იგი იყო აღზრდილი საფრანგეთში, სადაც შეირთო იგი ცოლად კოროლმა ფრანჩისკო II მან. ფრან ჩისკო რომ მოკვდა მობრუნდა შოტლანდიაში და დაჯდა იქ მეფად; იქვე შეირთო ქმრად თჳსი ნათესავი დარნლეი, რომელიც მოკლესხანს იქით შეიძულა. უკანასკნელ გრაფმა ბოტვილმა მოჰკლა დარნლეი ნაღმით. დასჯის მაგიერად შეიყვარა ბორტვილი და შეირთო ქმრად. ამისთჳს შოტლანდიელები აღუდგნენ დედოფალს, ხელი ააღებინეს, ტახტიდამ და შეაგდეს ლოხლევენის ციხე-დარბაზში

2 მარიამ სეიტონი იყო მისი სეფე-ქალი.

4 ლექსები სხუა და სხუა მწერლებისა

▲back to top


4.1 ლექსები სხუა და სხუა მწერლებისა

▲back to top


ჩანგურს

(თ. ნიკოლაოზ ბარათოვის ლექსებიდგან)

შენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი,
ხანცა ოხრვანი, ხან-ც ამოსკვნანი
წარსულთა დროთა მოგონებით სულს აფიქრებენ.
ოი ჩანგურო, ნეტავი ოდეს
ხმა მხიარული შენგან მსმენოდეს,
რომ უკუმყროდეს მე სევდიანსა გულისა სენი!
მაგრამ სად ვნახო შენი ღიმილი,
სიხარულითა გამოჩენილი.
მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი...

1837 წელსა.

4.2 ჟუკოვკსკიდამ

▲back to top


ჟუკოვკსკიდამ

მას უხაროდეს ვისაცა ლხინი,
მაისის ვარდი, ხმა იადონის,
და ეშხი დღეთა ჩვენთა მაშვენი,
ვითარცა უწინ აწც იამების.-

იმედსა ჯერ ვინც არ უცდენიეს;
ვინცა სიხარულს დასცქერის ოდენ;
ვის გული ტრფობით არ დასტკბობიეს,
და ოხვრა, კვნესა, მას არა სცნობენ.-

ვითა პეპელა ყვავილთ დაფრინავს,
მხიარულ მარად დაუდგრომელი,
ივიწყებს იას, რომ ზამბახს ჰსუნავს,
და სვავს სიტკბოსა, ტყვედ წამსა ქმნილი!-

...ეგრეთ ნეტარ მას, გულისა ჭმუნვა,
დავიწყებითა ვინც განიქარვა,
ვინც ოხრავს დღესა, იცინის ხვალე,
და მირბის ესრეთა მისი სიცოცხლე!-

მაგრამ ვაი მას, ვისაცა ლხინი,
მაისის ვარდი, ხმა იადონის,

და ეშხი, დღეთა ჩუჱნთა მაშვენი,
უწინდელსავით არ იამების. –

ვისაც განექსო ბაგეთ ღიმილი,
ვინც უთხრა ოხვრით იმედსა „მშვიდობით!“
ტრფობისთჳის ვისაც დაეხშო გული,
და მჰზერს სამარეს სიამოვნებით!..

თ. გრ. ორბელიანი.

4.3 სალამური

▲back to top


სალამური

სად ხარ ჩემო სალამურო,
ხმა ტკბილო და საამურო,
რომ შენის ხმით ჩრდილოეთში
ქართველს გული გამიხურო!!

მიყვარხარ მწყემსის მოყვასო,
იაფო, მაგრამ ძვირფასო! –
ძალგიძს ლხინი განმიმრავლო,
სევდაც მიათიათასო!!

ოდეს მწყემსი გიპყრობს ჴელში
და გაგჰკივის მთა და ველში,
ტკბილსა ხმასა ცაში ჰკარგავს
და სევდისას შავს ქვესკნელში.

მაშინ იგი უსწავლელი,
ინსტიკტით შენი დამკვრელი,
არ დასდევს თუ შენგან რა ხმა
გამოდის გულის მომკვლელი!..

მაგრამ ფიქრი ჩემი შენს ხმას
გარს ეხვევა ვითა ძმა ძმას
და შენი კვნესით მაგონებს
საქართველოს მწარე მოთქმას.

ხმა სპარსელნი აკვნესებენ,
ხან ოსმალნი აოხრებენ,
ხან დროს შეჩვივით კავკასნი
მყუდროებას უშფოთებენ.

მაშ უწყალო სალამურო
მტირალო არ საამურო!
რათ მსურს შენი ხმა ვისმინო
და ქართლის ბედი მოვმდურო?!

მაგრამ როს შენი ტკბილი ხმა
სანუგეშოთ მოჰფრენს აღმა
და ჩემთ გიჟთა ოცნებათა
ხარბთ ინთქავს უფსკრული ღრმა.

თავ გაწირულს მამულის მცველს
მაშინ ვუყურებ მე ქართველს;
მტერს შეჰყვიროს: „ვაშა! ვაშა!“
გამოსული ბრძოლის ველს!

აბა ეს ხმა სალამურო
ტკბილ-ხმოვანო საამურო,
აროდეს არ მომყირჭდება.-
ძალ-გიძს მუდამ მომაწყურო!

ქართულად ჰკვნეს, ქართულად ჰსტვენ,
ქართველს გულსა ამით ულხენ,
ხასიათს და ჩვეულებას
წინაპართა გვიჩვენებ ჩვენ.

მაგრამ ჩემო სალამურო,
გრძნობით მსტვენო საამურო!
დღეს შენ ყურს არავინ გიგდებს!
სჯობს, ისევ მწყემსს ემსახურო!!...

თ. აკ. წერეთელი.

4.4 თავადის გრიგოლ დიმიტრის ძის ორბელიანისადმი

▲back to top


თავადის გრიგოლ დიმიტრის ძის ორბელიანისადმი

გრძნობა აღძრულმან ხამს ჯერ იჩინოს ღირს შესამკობლად,
რაბამ მჭევრ მეტყველ ამუსიკოს ენა სათხრობლად,
ივერიელთა სასიქადულოს მფარველ და მშობლად,
გოლიათობით მტერთა მთურგვნელი სიმხნითა მრჩობლად.

ორბთაებრ მსვლელობს მაღლოით განსხვაებული სქესით,
ელისეჰფარავს მარად და ჰსცვის საღმრთოის წესით,
ანდამანტებრივ მიუზიდავს მას სიბრძნეი ზესით,
ოვსანად ხმა ვჰყოთ ცით მოვლენილად ნუგეშად მესით.

არსთა მაარსმან რა აღგვაყვავა ბედნიერებით,
არა საოცარ არს თქვენდა ეს ნიჭი გვარ შთამოებით,
გარნა აწ თქვენცა ამრჩობილე იგი აწმყოს დროებით,
და განაბრწყინვე სახლი ორბელთი ნიჭთა მთოებით.

უფროს წინაპართ ხარისხთ საყდარსა ზედა მჯდომარე,
დიდის როსსიის მპყრობელის მეინახეთ მდგომარე,
მომტოლველთ მიმართ მიღებით სიტკბოების მწთოლვარე,
საღმრთოის მადლით სრული და ქველის საქმის მხსომარე.

შვენის შემკობა სახიობითა ყოვლისა ქებით,
ვით მამულის შვილს და განათლებულს ყოვლისა თნებით,
ვინ საცნაურ არს ყოვლის ღირსებით და შემეცნებით,
მისგან ხამს მკობა ვინ იყოს სრული მეცნიერებით.

გახსოვს იგი დრო, როს ერთბამ გვქონდა რება, სწავლანი,
ტკბილის საუბრის ურთერთისადმი სიტყვის გავლანი,
მის მახსოვარსა აწ თქვენს მზირალსა არ ხამს მალვანი,
მუნით აწადმდე შორის ტრფიალსა მქონდა კრძალვანი.

ზრახვა ვჰყავ გულით წარსულის ჟამის წარმოდგინება,
არსება კნინის უფსკრულს მისწევნილს ჰყოს აღდგინება,
ამ სასოებით სიმწყვდიადესში მქონდა თმინება,
ლავრად მიხმს ყოფა მცხოვნად მისწევნილს მუნ დადგინება.

ზაალ ზაალოვი

4.5 იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო

▲back to top


იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო

რა ვარსკვლავი რა ვარსკვლავზედ ჩვენ დაგვებადაო,
დედამ ღმრთისამ მოწყალებით ჩვენ გადმოგვხედაო,
ვაჟი მოგვცა მით გვიწვიმა ციდან მანანაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

ანგელოზთა გუნდიდგანა ეს ვინ გვეწვიაო,
რა წალკოტის ყვავილიხარ ჩემო პაწიაო,
ტურფავ, ტკბილო, საიდანხარ შენ მაგისთანაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

ადე დედას დაეკონე მშვენიერო ყრმაო,
ძუძუ სთხოვე, გააგონე შენი ტკბილი ხმაო,
ან უბრალოდ ნუ იჩხავლებ კარგია ნანაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

ზურაბს ემსგავსე დიდებით შენს წინაპარსაო,
რომ თრთოდეს და ეშინოდეს შენი შენს მტერსაო,
მეფესკი შენი სიცოცხლე უნდა სულ უძღვნაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

გაიზრები და მოითხოვ თოფსა და ხმალსაო,
მტერს უჩვენებ ვაჟკაცობას და შენსა ძალსაო,
ყველაც იტყვის დახე გმირსა მტერს შეანანაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

რომ მოემზადო საომრად გახსოვდეს დედაო,
სახელი ღმრთისა ახსენე მიდი მტერზედაო,
გებრალებოდეს თუ მტერი მიწას დაასკვნაო,
დაიძინე ჩემო კარგო, იავ-ნანინაო.

გახსოვდეს ღმერთი, გინდოდეს მისი დიდებაო,
პატივსა სცემდე, გიყვარდეს შენი დედმამაო;
არ დაივიწყო ესენი, ასე არა ჰქმნაო, -
შვილო, ტკბილო დაიძინე,- იავ-ნანინაო!

თ. რაფიელ ერის-თავი.

4.6 * * * (მსურს ვაგრძნობინო)

▲back to top


* * * (მსურს ვაგრძნობინო)

მსურს ვაგრძნობინო განემზადოს ამა კალამსა,
შენი შვენება გამოხატოს ყოველს ალაგსა;
სახეს უზადოს შვენის ქება თვალს ჟუჟუნასა!
აყრილსა წარბსა, კულულ თმასა გადმოფენილსა!
ტანი სიწვლილით არალია-სპინოზას დარი,[1]
ნორჩ აჰყვავებით, სურნელებით ვით აცედარი,[2]
ვარსკვლავი ცისა გამოკრთომით შვიდ ცდომილთ დარი,
რას მიგამსგავსო მჯობო ყოვლის რაც ქვეყნად არი?

ეგ მიმორხევა უმანკოსა დიდათ გშვენდება,
ტკბილ საუბარი ბაგეთაგან თაფლათ სწვეთდება,
მნახველსა შენსა გულსა სევდა წარეხოცება,
სანატრელია ვინც კურთხევით შენ შეგერთდება.

მოხედვა შენი მშობელთაცა რაგვარ ახარებს,
ამად კეთილთა ნაყოფთაგან ხე საცნაურებს,
სიმშვიდე ეგე ზეციური თავს დაგტრიალებს,
ოქროს გვირგვინსა მოგანიჭებს, რომელი არსებს.

არ ძალმიძს სრულად მე შეგამკო მტრედო სულისა,
ბრძენი შეკრთება, ჩაფიქრდება ნამდვილ წერითა,
შენს შემომჭვრეტსა ხელი შემკვრია ამ ბორკილითა,
ვფუცავ ჭეშმარიტს ზეცისა ძალს წრფელის გულითა!...

კნ. ბარბარე ჯორჯაძისა.

__________________

1სახელი ყვავილისა

2სახელი ყვავილისა

4.7 კნეინა ბარბარე ჯორჯაძისას

▲back to top


კნეინა ბარბარე ჯორჯაძისას.

ივერიელთ ქალთა შორის აღმოჩნდი მწერლად,
რომლით ღირსი ხარ ტკბილსა სიმზედ გვყვანდეთ სამღერლად;
მადლობას გძღვნიდეთ შრომისათვის, როგორც მეშრომეს
ქართველთ ენისთვის და ცისკრისა დამაშვენებელს.
ვუწყით: მრავალნი ნიჭით სავსე ქალნი მეფობენ,
გარნა კრძალვითა უაზრობით სრულად მკრთალობენ;
შენოდენ მათში აღმობრწყინდი წმინდად მგრძნობელად:
კალმით ნაღვაწით ყურთა ჩვენთა დამატკბობელად
კვალად ამას გთხოვთ შენს ბუნებითს ნიჭთა სიმდიდრეს
მოჰფინე ცისკარს და იგ ქართველთ გულსა ატკბობდეს;
მაშინ იქნები აღურაცხელ მყოფი საქებლად,
და შემოგწირავს მადლობისა დაუცხრომებლად.
კახიშენისა კალმის მნახი, „მრავალჟამიერს“
შენს სიცოცხლისას გიგალობებს სოფელს ამიერს;
მასთან ჯილდოთ შენ მოგეცემის კურთხევა ზენარის,
რა რომ იქნები თანა-შემწე ჩვენისა მხარის!...

გიორგი ანდრონიკოვი.
6-ს ივლისს.
1860 წელსა.

5 უფალო რედაკტორო

▲back to top


უფალო რედაკტორო[1]

მე როგორც მოგეხსენებათ, არა მაქვს ბედნიერება, ვიწოდებოდე თქვენის ჟურნალის თანამშრომელად მაშასადამე, რაც მოვალეობა უნდა მაწვევდეს, გაცნობოთ კორესპოდენტობის წესით საზოგადო ანუ კერძობითი კახეთის კეთილშობილთ ხმა, ან ჟურნალის კარგს ანუ ცუდს მდგომარეობაზედ, მაგრამ, რადგან მეც, როგორათაც ერთი ივერიელთაგანი, ვგრძნობ ბუნებითის ხმით მოვალეობას, ვიღვაწო დღე ყოველ ძალისა და შეძლებისამებრ ქართულის ლიტერატურის აღყვაებისა და კეთილ დღეობისათვის, ამიტომ საჭიროდ ვხედავ, მოვახწევინო კეთილდროებითვე თქვენთან იმათს აზრს, შესახებ თქვენის ჟურნალისა.

თუ რაში მდგომარეობს იმათი აზრი, მოგახსენებთ ბოლოს, მხოლოდ მანამდე, უმორჩილესად ჰგთხოვთ, მიიღოთ შრომა და სუსტსა, მიკიბულ მოკიბულს ქვემორე აღწერილს განხილვას, რომელიც ჩემისა ფიქრით ძალიან არ უნდა აღმოჩნდეს საწინააღმდეგოდ რომელთამე მემამულე განათლებულთ პირთათვის, მისჰცეთ მცირედი ადგილი თქვენსა ჟურნალში მომავალის თვისათვის. ესეცკი უნდა გითხრათ, რო ამითი უთუოთ დაავალებთ იმ პირთ, რომელთ მონდობილებით და თხოვნითაც, მე ეხლა იმათ პატივსაცემლად, გამოვჰყავ თავი ლიტერატურის ასპარეზზედ, თუმცაკი კარგათ ვიცი, რო ასპარეზზედ მარტორქის გამოხტუნება და შუბის ტრიალი, სრულებით ჩემი საქმე არ არი, რადგანაც მარტივი ლექსიცკი „ასპარეზი“, როცაკი ჩემს სამწუხაროდ ვიტყვი ხოლმე, შიშით სულ სისხლის ოფლს მასხამს. რასაკვირველია უფრო იმისთვის, რო, ვაი თუ მოპირდაპირის ლახტს, ფარმა ვერ უდგნოს, მარტორქას წელი მომიწყდეს და მეც, თქვენი ბანდაყული ერთის დაკვრით გადმოვარდე შებნედილი ძირს და აიარებმა მომიტაცონ; მაგრამ ქართული ანდაზაა: „ნუ შეხვალ, ნუ ებანები, ნუ გამოხვალ, სთრთიო“. როცა იქნებოდა, ხო მაინც ეს დღე უნდა დადგომოდა.

მაშ ვიწყოთ: მგონია უფალო რეღაკტორო საკმაო იყოს საბუთად თუ რომ ვიტყვით, რო თითონ თქვენი განათლებული გული უდგას მთელს კახეთის კეთილშობილთ თავდებათ, თუ როგორი შემწეობა და მონაწილეობა მიიღეს იმათ ამა 1861 წლისათვის, განვრცელებაზედ ჯერეთ ისევ უსუსურის ქართულის ჟურნალისა, და მისგამო რასაკვირველია რო, ქართულის ლიტერატურისაც. მაშასადამე, არ უნდა ითხოვდეს კეთილგონიერება? რომ, როგორათაც ამ გვარ გულწრფელობით მოღვაწე სამშობლო ენის აღდგინებისათვის კეთილშობილთ საზოგადოება, ეგრეთვე წარჩინებულნი პატიოსანის ქცევით და სამსახურით წინაპარნი მათნი, იყვნენ დაცულ უშესაბამოს და მათდა არა კუთვნილ გიებისა და მორყვნისაგან, ნამეტნავად მაშინ, როდესაც წარმოვიდგენთ, თუ როგორის სიყვარულით და სასოებით უცქერდნენ უკანასკნელნი საქართველოს მეფენი კახეთის კეთილშობილთ და სრულიად კახეთის ხალხთ, რადგანაც შეიძლება ვჰსთქვათ გაბედვით, რო სასოება მათი, ძალიან მტციდე იყო დამყარებული მათზედ, სამეფოს კეთილდღეობისათვის.

ვინ არ იცის, რო მიზეზად ამ გვარის ყურადღებისა, იყო კახელების ლომბერი მტერთან ბრძოლა, რომელნიც, გარდა საზოგადო მტრისა, იდგნენ მყარე კლდესავით პირისპირ კავკასიის სხვა და სხვა ხალხთანაც. ცხადია, რო უფრო ამისგან მოხდებოდა ის, რო, თურმე რომელნიმე ევროპიის პირნი, კახეთს, ოდესმე იხსენიებდენ საქართველოს სამეფოს ზღუდეთ, და მართლადაც, ვის შეუძლიან უარ ჰყოს, რო სხვაზე უფრო მომატებით, კახელები არ იყვნენ წარსულს დროებში დღე და ღამ მოპირდაპირე კავკასიის მხრივ მტერთა, თუმცაკი სრულებით ვერ ვიტყვით, და დიდი გმობაც იქნება ჩემის მხრით, რო დროებითად იმ სხვათაც არ მიეღოთ მონაწილეობა ერთათ მათთან ომში.

არ ვიცი, მიხვდით უ. რედაკტორო, თუ არა, რო მე ვლაპარაკობ თქვენ მიერ დაბეჭდილს წარსულს წელს მეთერთმეტე ნომერში უ. რჩეულოვის შრომაზედ, რომელზედაც კიდეც მიუგო ძალიან ღირსეული პასუხი ამა წლის იანვრის ნომერში კნეინა ნინაერისთავისამ.

რასაკვირველია რო, შემდეგ კნეინა ნინოერისთავის პასუხისა, ჩემი თავის გამოდება ერთსა და იმავე საგანზედ, სრულებით მეტია, მაგრამ მოვითხოვ პატივცემულთ მკითხველთაგან ბოდიშს ამით, რო ამ შემთხვევაში, როგორც ზევითაც მოგახსენეთ იმათი აზრი ნამდვილ დიპლომატიურის წესდებით უმეტნაკლულოდ.

აი, რას მოგახსენებენ: „ყოველს საქართველოს შვილს აწვევს მოვალეობა მოიხსენოს წინაპარნი თვისნი ისე, როგორც ყოფილან, და არა უშვერის ლექსით სიცრუისა გამო, ესეც კიდევ მაშინ, როდესაც მათი საფლავიდამ შეძვრა, ითხოვდეს თვით აუცილებლივ დარღვევას ისტორიის, ანუ ისტორიულის სიცრუით მოთხრობისას, და რადგან უ. რედაკტორმა არ მიხედა ამას და ჩვენის მეფის და ბატონიშვილის სიცრუით პატიოსნების გინებაზედ შეიწყნარა უ. რჩეულოვის ჰსტატია, „ანუკა ბატონიშვილი“ და გამოჰსცა უსხოლიოთ (თავის მხრით) ქვეყნად ჩვენის თვისა მოსაჭრელად, ამისათვის უმჯობესად ვჰრაცხთ, უკუვსდგეთ ცისკარზედ ხელის მომწერისაგან, უკეთუ საკულაოთაც გამოიცემა ამავე წესით, რომ შემდგომისათვისაც არი არ ვნახოთ მაში ჩვენთა მეფეთ, ბატონიშვილთ და საზოგადოდ წინაპართ სიცრუით შეურაცხება[2]

აღვასრულე რა მონდობილება კახეთის კეთილშობილთ აზრის გამოცხადებით (უკაცრავათ, რო ცოტა წიწაკა მორეულია), მოვითხოვ პატივცემულთ მკითხველთაგან ნება რთვას, დავსძინო ჩემი საკუთარი აზრიც, შესახებ უ. რჩეულოვის შრომისა.

უნდა ვსთქვათ სვინდისის ქვეშ, რო შრომა უ. რჩეულოვისა „ანუკა ბატონიშვილი“ არ იქნებოდა სრულად უსარგებლო ქართველთათვის, მხოლოდ მაშინ, უკეთუ უ. რჩეულოვიმიიღებს ცოტა ოდენ, ანუ იგეთსავე, როგორიც მიუღია შრომას და მოქმედებას გადიტანს გრემის ნაქალაქევიდამ, თავისსავე ადგილს იტალიაში, აგრეთვე, თუ მოქმედ პირთაც: მეფეს ალექსანდრესდა დასა მისსა ანუკას, უწყალობებს თვისსავე ბუნებითს სახელწოდებას. მაშინ, ვიტყვი განმეორებით, უსარგებლო არ იქნებოდა ჩვენთვის და კიდეც გვმართებდა მადლობის გადახდა გაცნობისათვის იტალიის შესანიშვნელთ პირთ და ზნეობათა მათთ, მაგრამ ახლაკი, მე და ზოგი ერთი პატივცემული მკითხველიც, ძალიან შორს ვიდგეთ მადლობის მოხსენებაზედ, ამიტომ რომ, პატივცემულმა ავტორმა იკადნიერა და სხვის მუნი გადმოიღო საქართველოს შვილებზედ.

ამართლებენ ზოგიერთნი უ. რჩეულოვსიმით, რომ ვითომც იტალიის მცხოვრებს ორსინის, ოდესმე ემოგზაურნოს კახეთში და დაბრუნებისა შემდეგ დაეწეროს იტალიის ენაზედ ანუკაბატონიშვილის მოთხრობა, რომელიც ენახოს რა უ. რჩეულოვს რუსულს ჟურნალში, მაშინვე სიტყვითი სიტყვად გადმოეღოს სამშობლო ენაზედ ჩვენს სასარგებლოდ. მიბძანეთ ახლა პატივცემულნო მკითხველნო, შეიძლება ვერწმუნეთ ამას და მოვიღოთ საბუთად? არა! აი, რატომ? პირველად იმ მიზეზით, რო ანუკაბატონისშვილის რუსულიდამ ჩვენს ენაზედ გადმოღებას, თვითონა უ. რჩეულოვიარა კისრულობს, რომელიც გადმოგვცემს იმას თავის საკუთარ პოეზიად და შრომად (ორიგინალად) სახელწოდებით: „ბატონიშვილი ანუკა. ისტორიული მოთხრობა გ. რჩეულოვისა.“ უფრო ცუდი იმისთვის, თუ მართლა თარგმანია, რო დიდების მოყვარებით, სხვის შრომას და ღვაწლს, თავის შრომად უწოდებს, არც უნდა, რო პასუხის საგებლად მაინც, გაგვაცნოს ნამდვილი ავტორი და, მეორე, რო ის უფალი იტალიის პროზაიკი ორსინიც, როგორათაც განათლებული ევროპიელი, იქამდინ არა დროს არ შესცდებოდა, რო ქართველ პირთათვის მიეცა თავის ქვეყნის ზნეობა, ისიც იმ დროში, როდესაც ქართლსა და კახეთში, სპარსთ და ოსმალთ დევნულებისაგან ძალიან მტკიცედ სუფევდა ქრისტიანობის სარწმუნოება.

მაშ რად უნდა ვიფიქროთ უ. რჩეულოვის ღირს შესანიშვნელ შრომაზედ? მკითხვენ მრავალნი. ისევ ის, მოწყალენო ხელმწიფენო, რაც მოგახსენეთ, ესე იგი: რო უ. რჩეულოვმაშეუბრალებლივ და ცემა ტყეპით გადმორეკა საწყალი ფლორენციის მცხოვრებნი გრემის ქალაქში. აქ რასაკვირველია, ხალხს რო აებუებინათ, მაშინათვე დაჰრთო ქართულის ტანისამოსით, დახურა ბუხრის ქუდები, შამაკრა გორდა ხმლები; მერე დიდის მეცადინეობით უშოვა ქალების ლეჩაქი და და როცა სრულებით მორჩა, წინათ ვერ დამნახაობით, შეგზავნა ისეთს გარყვნილების მორევში, (საწყლები, კინაღამ არ დაირჩვნენ,) რომელიც პირველ წაკითხვაშივე, ზიზღით და ელეკტიურის ძალით, ფიცხლავ ხელ ჰკრავს თავისგან ყოველს საქართველოს შვილს.

აბა მოდი და ნუ შაიბრალებთ საწყალ იტალიანელებს, მერე რა, ასე საჩქაროდ და მოულოდნელად უ. რჩეულოვს ელოვნებისაგან სხვა სახედ შეცვლილებას. ვინ იცის, იქნება რო ოყალი ჯადოს მეთილისმობა კიდევ იყოს სადმე დარჩენილი და იმის შემწეობით მოქმედებდეს უ. რჩეულოვი?... და ჩვენკი ასე ყურზედ გვეძინოს?... მაშ თუ არა და რას უნდა მივაწეროთ ესეთი მოულოდნელობა. მართალია ძველადკი იყო ამ გვარი მწერალი, მგონი ოვიდი, თუ ვიღაცა სხვა. ელლინი, (მომიტევეთ რა სოფლიურმა ზრუნვამ ისე მომაძლურა, რო მეხსიერებაც დავჰკარგე და ძალ მოკლებული ძლივღა დავფანფალებ ყავარჯნით). მაგრამ აკი ანბობენ რო, როგორც იმისი ქმნილება, აგრეთვე ბევრი სხვა გამოჩენილი მწერლებისაც დაიკარგაო, რო ზოგი ერთს ამათგანს ევროპამდინაც აღარ მოუსწევიაო. მაშ ეს რა ანბავია ჩვენს თავს?... აა! ახლაკი მივხვდი. უთუოთ უ. რჩეულოვს ყარამანიანისკითხვით იმტენი ძალა დაუტანებია თავის ჭკუისათვის, რომ ბოლოს ოყალი ჯადოს საიდუმლოებისათვის მიუგვნია, და აი უბედურება. ჩვენკი, ვყრივართ ისე ოხრად, რო არც ჰსწავლას ვადგებით და არც ჩვენს თავს. რაკი ასე მოხდა, მეტი ღონე არ არის, ისევ უ. რჩეულოვს, როგორც ამისთანაებში დაწინაურებულს კაცს, ერთხმობით უნდა აღუმართოთ ძეგლი ზედ წარწერით: „საქართველოს მგრძნობელთ შვილთაგან, დიდს მემამულე მწერალს და მეთილისმეს!“

მინდოდა გამეთავებინა, მაგრამ სამწუხაროდ უ. რჩეულოვისა, ეს დაწყევლილი შინაგანი ძმა აღარ მისვენებს. მეტი ჩარა არ არი, ისევ უნდა დავემორჩილო და ვიყბედო.

აი, რა შაუძლიან სოფელს, საწყალ დანთეს ასე ეგონა, რო მარტო ჩემზედ მოვიდა ღვთის რისხვაო, და მემამულეთ ფლორენციდამ გამდევნესო. ისკი არ იცოდა საცოდავმა, რო იმის მემამულეთ უფრო უარესი დღე მოელოდათ. იმან კიდევ იმითი მაინც ამოიყარა თავის მესისხლების ჯავრი რო ყველას შეუბრალებლივ ჩაუძახა თავს საღმთო კომედიაში, მაგრამ აბა ერთი მიბძანეთ, რაღა უნდა ჰქნან იმის მემამულეთ, რომლებიც, ასე საცოდავათ შეემწყვდნენ გრემის ნაქალაქევში, რომელთაც, თუმცა ძარღვებში ისევ ბუნებითი სისხლი უდგათ, მაგრამ უბედურება ეს არის, რო იმ საწყლებს ვეღარ უცვნიათ თავისი თავი, და პირ დაღებული, ხან ცას შესცქერიან და ხან დედამიწას. ღმერთი იწამეთ უ. ავტორო, და ეს საბრალონი ისე თავის სახედ აქციეთ, ხედამთ, თუ როგორ გაშტერებულნი და თვალ ცრემლიანნი დგანან!... მართალია, თუ არ თქვენის სისხლის მოცხებით, ისინი თავით სახეზედ ვეღარ იქცევიან, მაგრამ როგორც იყოს ღვთის გულისათვის, ძალა დაატანეთ თქვენს გონიერებას და უშველეთ რამე, შელოცვით მაინც!...

მგონია უნდა იცნობდეთ ინდოეთის ძვალ ყლაპია ფრინველს, რომელსაც ინდოელები გურჯილას უძახიან და ანგლიჩანებიკი, სეკრეტარ-ადიუტანტს, ქევქევა სიარულისათვის. ამ ფრინველისას მოგახსენებენ, რო ძვალს ჰყლაპავსო, მაგრამ ისეთსკი არა, რო ყელში გეეჩაროს. დალოცვილო, იმათგან აიღეთ მაგალითი და საქმის დაწყობის დროს აქეთიქით მიიხედეთ ხოლმე. სუ გასწორ, გასწორ როგორ იქნება, გესმისთკი რო რეკენ, და ისკი არ იცის, თუ რომელ ეკკლესიის ზარს. აქა და ბაქარ ქართლელი და უ. არდაზიანიავითარებენო მემაულეთ თავისის უკვდავის თარგმანებით, განა იმ წესით და კანონებით იქცევიან, როგორც თქვენ. იმისი არ იყოს, რო ამას წინათაც ტფილისის თეატრიდამ გრიგალივით გააქანეთ პირდაპირ კუკიის სახლებში ვიღაცა, ხელოვნებითვე შეცვლილი ქართველად, პირნი, სადაც, ვითომც ლუნატიკობით, ქმარს ცოლი მოაწამლინეთ, და მერე თითონ ქმარსაც, მეორე ცოლის სიგრილით, მისსავე კაბინეთში დამბაჩა დეეცით. დალოცვილო, თუ თქვენი თავი და ხელები არ გებრალებათ, ჩვენი ყურები მაინც შეიბრალეთ. ისინი რა დამნაშავენი არიან, რო თქვენ მწერლების გვირგვინი გინდოდესთ.

ერთი მიბძანეთ ჩვენი ახალო სარგითმოგველო, რას იფიქრებთ მაშინ, როდესაც ბაქარქართლელს და უ. არდაზიანს, რომეოს, ჯულის, ჰამლეტის და ოფელიასთვის დეერქმევინათ თქვენსავით ქართული სახელები და მაგალითებრ: მიხაკადა ტასიკო, იულონ ბატონიშვილი და სოფიო, და მერე რა, სუ კისერში მუჯლუგუნის ცემით და ჩქმეტით მოერთოთ თქვენის ხელოვნებითვე ქართულის ტანისამოსით; მასუკან წამოეყვანათ და ემოქმედათ: ვერონას მაგიერ, გორში, და დანიის მაგიერ, ტფილისის ქალაქში. ერთი მიბძანეთ კარგი იქნებოდა?... ვიცი გული გეუბნებათ, რო არაო, მაგრამ მაინც კიდევ აბრუს არ იტეხთ.

რასაკვირველია თქვენ შეგიძლიანთ მიპასუხოთ, რო ზოგს ფლავი უყვარს და ზოგს კორკოტიო, და მეც გეთანხმებით, მაგრამ, ესკი არ უნდა გავიწყდებოდესთ, რო კაცი არის მწევრი საზოგადოებისა, მაშასადამე, ყოველი მისი გრძნობა და მოქმედება უნდა იყოს საზოგადო, და არა კერძოებითი.

ვჰსთქვათ რო ყველა შეიძლება მოიგონოს კაცმა, მაგრამ ეს მაინც როგორ ვერ მოიგონეთ უ. ანუკა ბატონისშვილის ავტორო, (აქ საჭიროდ აღარ ვრაცხ, ვჰსთქვა რამე საწყალს უ. რჩეულოვისაგან დაჩაგრულს ანუკა ბატონიშვილზედ, რადგან ყოველივე ამტკიცებს მის უბრალოებას). რო, არამც თუ ძველს დროში, არამედ თვითქმის ახლაც, როდესაც ცოტად, თუ ბევრად კიდევ შემოვიდა ევროპიის განათლება, არა დროს არ მომხდარა და არც ჯერ ხანობით შეიძლება მოჰხდეს, იქამდინ იკადნიეროს საქართველოს შვილმა, რო თავის მანქანებისათვის გამოიტყუოს სახლიდამ სასულიერო პირი, ისიც ვინ? მოძღვარი!! ვითომც წმინდის საიდუმლოს აღსასრულებლად, ძალათ თვალები ახვეული შეიყვანოს ერთს სადმე ცარიელს გომში, მერე იქ დაამწყვდიოს, იმისი ანაფორით შემოსოს გულდამწვარი ქმარი და შეიყვანოს წმინდას ეკკლესიაში. ეს კიდევ არაფერი, - საკურთხეველში წმიდას ტრაპეზთან!!! (ჭეშმარიტად დიდი გამბედაობა საქართველოს შვილისგან.) ვითომც გასანდობლად მოძღვრობის წესით თავის მოღალატის ცოლისა. ახ! უ. რჩეულოვი, იცით თუ როგორ გმობას და ცილის წამებას ჰსდებთ მთლად საქართველოს შვილებს, რატო არ უნდა იცოდეთ, რო ჩვენი ნეტარ ხსენებულნი გვირგვინოსანნი მეფენიცკი დიდათ ერიდებოდნენ საკურთხეველში შესვლას, თუმცაკი, როგორათაც სცხებულთ, იმათ არა ჰქონდათ დაშლა იქ შესვლისა. სხვა არა იყოსრა იმას მაინც მოიგონებდით, რო საქართველოს შვილნი, ისეთის საღმრთოს სასოებით უცქეროდნენ საღმრთო მოქმედებას და თვით საღმრთო პირთ, რო თუმცა დანაშაულით რამ ეპოვნათ ამ უკანასკნელში, მაინც არას გზით არ იკადრებდენ, გეებედნათ უკრებულოთ თვით ნებობითი მათზედ ხელდასხმა.

მიკვირს მეფე ვახტანგ გორგასლანის ისტორიამაინც რათ დაგვიწყებიათ. არ იცით რო, როდესაც ვახტანგ გორგასლანი მოვიდა გამარჯვებული სპარსეთიდამ ქალაქსა მცხეთას, და ნახა სხვათა ხალხის რიცხვში მუნებული მღვდელთმთავარიც, მაშინვე გადმოხდა ცხენიდამ და სიმშვიდით წინაშე მისს ფერხთან დეემხო და უანბორებდა, მაგრამ აღძრულმა ვნებეებით მღვდელთმთავარმა, ჰკრა კბილებში ფეხი და რამდენიმე კბილი ჩააგდებინა. მიბძანეთ ერთი, შეეძლო თუ არა მეფეს, რომ არმ გვარის უწესობისათვის იქვე ჩამოეხრჩობინებინა? მაგრამ არა! რადგან მეფე ხედავდა მღვდელმთავრის სახეში თვით იესო ქრისტეს სახეს, ამისთვის ვეღარ გაბედა, რომ ანკი უშვერი რამ ლექსი ეკადრებინა, გარდა მხოლოდ მისა რო წესიერის ღირსებით გაისტუმრა კონსტანტინეპოლის პატრიარქთან, სადაც პატრიარქთა კრებამ ერთხმობით ექსორია უყვეს. მაგრამ რა საჭიროა პატივცემულნო მკითხველნო ამდენი მხილება უ. რჩეულოვისათვის, როდესაც წმინდა სახარების სიტყვა წინ გვიძევს: „სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ“ ის არა ჰსჯობია, რო, უ. რჩეულოვი გამტყუნდეს თავისსავე სიტყვით. აი, რას ანბობს. Стр. დეკანოზს (ესე იგი მოძღვარს ზაქარიას.) აუკრეს თვალები, და პატახანს აქეთ იქით ატარეს, შეიყვანეს ერთს ცარიელ გომში, იქ გახადეს მას ანაფორა და მოხსნეს ოლარი, შემდეგ ესენი მარტირუზამ გამოიტანა და გამოვიდა და დანაშთენი დეკანოზის ყარაულად დაშთნენ იქა.“ ერთი რატო არ უბძანეთ პატივცემულნო მკითხველნო უ. რჩეულოვს, საიდამ დააწესა ეს ახალი თვისება საქართველოს სამღვდელოებში, (მერე ისიც 1574 წელში, როგორც თითონაც მოწმობს.) რო მოძღვარმან თვის სახლშივე გადიგდოს კისერზედ ოლარი და ისე წავიდეს ორს ან სამს ვერსზედ წმინდის საიდუმლოს აღსასრულებლად. არა ჰსჩანს ცხადად, რო ეს წესდება არის კათოლიკების სამღვდელოებისა, რომელიც კიდევ ისე იქცევიან, როგორც უ. რჩეულოვიმოგვითხრობს. აი, კიდევ იმავე გვერდზედ მისი სიტყვა: „ქალი (ესე იგი ანუკა ბატონიშვილი) შევიდა საკურთხეველში და მუხლი მოიდრიკა წინაშე მოძღვრისა, (მისის ქმრის თავადის ჩოლოყაშვილისა, რომელსაც ეცო ზაქარია დეკანოზის მოძღვრის ანაფორა და ეგდო კისერზედ ოლარი.) რომელმანც ბუტბუტით გადააფარა მას თავზედ ოლარი.„ ნურც ახლა დაიჯერებთ. აკი მოგახსენებთ, რო უ. რჩეულოვი, სწორედ რომის პაპა და ან კონსტანტინეპოლის პატრიარქი გამხდარა, რო საწყალი ქართველებისათვის სუ ახალი საეკკლესიო კანონები დაუწყვია. თუ ღმერთი გწამსთ, ერთი კითხეთ მაგ უ. რჩეულოვს, განდობილა სადმე თავის სიცოცხლეში ღვდლისაგან საკურთხეველში? აბა მოდი და მეთილისმობას ნუ დაუმტკიცებ იმას საუკუნოდ. სად მომხდარა, ერთი მიბძანეთ ხალხნო და ჯამაათნო, რო საქართველოში მოძღვარს გაენდოს ქალი საკურთხეველში.

ეჰ! რაღა მეთქმის შემდეგ ამისა.

ერთის ლექსით უნდა დავაბოლაო, რო ბევრს უშესაბამოებასა ვჰხედავ უ. რჩეულოვის შრომაში, მაგრამ, რადგან თვით უ. რჩეულოვი არ არი ამაში დამნაშავეთ, არამედ ერთი მხოლოდ მისი მოუწყვეტელი სურვილი, რომელიც არც დღე და არც ღამე არ აძლევს იმას მოსვენებას, იმ მიზეზით, რომ ნახოს თავის უფალი მწერლობის ტახტზედ იტალიის პოეტის ტასოსებ დაფნის შტოთაგან შეთხზულის გვირგვინით, ამისათვის ნუღარც ჩვენ გამოვეკიდებით; მხოლოდ ესკი სამწუხაროდ მაქვს, რომ, რომის პაპა, რომელსაც დაწყევლილმა გარიბალდიმ ძალიან გაუჭირა საქმე, მგონია რო ჯერ ხანობით ვერ მოიცლის უ. რჩეულოვის დასაგვირგვინებელად... - ა... ა... ა... უ!... სუ! ამთქნარებს??... აბა ერთი საათი გავშინჯო, ბაა!! შუაღამე!!! ხედავ რამოტება ღამეს გაურბენია ამ უსარგებლო ყბედობაში. მაშ მშვიდობით, ღმე მშვიდობისა ჩვენი გამოჩენილო მწერალო. ოხ! რა მეძინება ხხხ!!!

კახეთის მებუკე.
16 თებერვალს.
1861 წელსა.
გრემის ნაქალაქევი.

__________________

1საზოგადოთ კახეთის კეთილშობილთ სრული იმედი აქვსთ, რო ამ საზოგადო ამათს სურვილს, დიდის პირადის თქვენის მეცადინეობით, დაბეჭდავთ უმეტნაკლულოდ. ვინ იცის დროება რას მოიტანს; იქნება რო, ისინიც გამოგადგნენ რაშიმე.- ავტორი. ამ სხოლიოთგან როგორცა ჰსჩანს, ავტორი ეჭვში ყოფილა, ვითომც არ დაგვებეჭდა ეს სტატია.- რამდენჯერმე გაგვიმეორებია და კიდევ ვიმეორებთ რომ თუნდა მე თვითან შემეხებოდეს და რა სახითაც მოხსენებული უნდა ვიყვეთ დიდის სიხარულით დავბეჭდავთ, ოღონდაცკი ჩვენის ლიტერატურის სასარგებლო და გასამართავი იყვეს. რედ.

2 ამაზედ რედაქცია მოახსენებს პასუხად როგორც ამ სტატიის ავტორს, ისე პატივცემულთ კახელებს, რომ ზოგჯერ რედაქციაში იმ გვარი თხზულება მიიღება ხოლმე, რომელიცა დაგვაფიქრებს, ასე, რომ თუ დავბეჭდევით ზოგი ერთი მკითხველი დაგვემდურება და თუ არა, მთხზველის მცნობნი და ამხანაგნი, და ეს ორნი მოპარტაენიც, ერთის და მეორეც გვემდურებიან ცისკარზედ ხელის მოწერის აღებაზედ, თვითქოს ეს ჟურნალი გამოდიოდეს მხოლოდ ჩემთვის და ჩემის სარგებლობისათვის. ახლა ვთხოვ, იმ უფალს ავტორს, ერთი იმ გვარი რჩევა მოსცეს რედაქციას, რომლის საშუალობით არცა ერთის მხრის დამდურება მოხდეს. რედ.

6 უფალო რედაკტორო!

▲back to top


უფალო რედაკტორო!

არა ერთხელ მომსვლია სურვილი ჩაწერა ჩემის სახელის თქვენის გამოცემულს ჟურნალ „ცისკარში“ მაგრამ როდესაც დავაპირებდი ამ ჩმის სურვილის აღსრულებასა ყოველთვის თითო მიზეზი დაბრკოლებისა წინააღმიდგებოდა და ვიყავი აქამომდე ამისთანა ტანჯვაში. ახლა ჩავიგდე დრო, მინდა თუ თქვენს ჟურნალში ადგილს მამცემთ მოგახსენო რაოდენიმე აზრი ანუ შეხედულობა თქვენის ჟურნალის მდგომარეობაზედ.

ეს მეხუთე წელიწადი მოდის რაც რომ სუფევს თქვენი ძვირფასი ჟურნალი; სუფევს და ხარობს თავის წარმატებით. ოღონდაც წარმატებით! ვინც რა უნდა ბძანოს, მე ამას მოგახსენებ, რომ ამ წლისთანა გამშვენიერებული, არასოდეს არ ყოფილა თქვენი „ცისკარი“ მაშასადამე მე მაქვს ნება პირდაპირ მოგახსენოთ ყოველი სიკეთე თქვენის ჟურნალისა. წარსულის თვის ნუმერში პირველად ყურადღბას მიიპყრობს შესხმა დაწერილი ქუთაისის ეპიზკოპოზისადმი, შემდეგ ღირს სახსოვრად რომანი უ. არდაზიანისადიდის შრომით დაწერილი და შედგენილი. ამასთანავე სტატია მოლაყბისა სრულიად ამოწმებს ჩემს ზემო გამოთქმულ ქებას თქვენის ჟურნალისას. მით უმეტეს რომ ძალიან მჭრელად სწერს და ღირსად ყურადღებისა. ჩვენი თანა მედროენი ვალდებულ არიან დიდი მადლობა შესწირონ მოლაყბეს და არ ემდურებოდნენ ზოგნი, როგორც ყური მოვკარ ზოგ ერთს ალაგს. ნეტავი მე ვიყო მოლაყბე განა არ მინდოდა ერთი უჩინ-მაჩინის ქუდიც მე დამეხურა, და შემოვრეულვიყავ თქვენს ჟურნალში მაგრამ ვინ დამალულა რომ მე არ გამოვჩნდე. ერთის სიტყვით თუ განაგრძელებს თავის ფურცლებს მოლაყბე ძალიან მადლობელი ვიქნებით. ბევრს მართალს გვეუბნება და სადა სიმართლეს მგონია ყოველმა სვინიდისიანმა კაცმა მიიღოს პატივსაცემლათ, ამისაგამო გავბედე გაცნობო თქვენ, უფალო რედაკტორო ჩემი აზრი რომ ამ წლის ცისკარი სრულიად შემკობილია ყოვლის ახალის აზრითა. და სადამტკიცებლად მისა რომ მოლაყბე ჭეშმარიტსა სწერს კმარა სტატია ფებერვლის ცისკრისა „რამდენიმე აზრი შესახებ კენჭისა. - ახლა მოგახსენებ თქვენ მოწყალეო ხელმწიფევ ერთ ორ სიტყვას შესახებელად თქვენის საუცხოვო სტატიისა, თუმცა შევიტყე გემდურიან, მაგრამ სამდურავი შეიძლება მოხდეს რაც უნდა მართალი იყო მტრობითაც ანუ სიშურით. აი პირველი თქვენი შენიშნულობა რომ უწინდელ დროში განათლება მდგომარეობდა სარწმუნოებაში და სარწმუნოებაშივე განვითარება, ეს იმისთანა ჭეშმარიტია, რომელსაც ვერ ვინ ჩვენგანი წინააღუდგება და მოყვანილნი თქვენგან მაგალითნი: დავით აღმაშენებელი, მიტროპოლიტი იოანე და სხ. დიახ ამტკიცებენ სრულიად თქვენს შენიშნულობასა.-

ასე უფალო რედაკტორო. რაღა ბევრი შეგაწუხო, თქვენმა კეკლუცმა ჟურნალმა მიიპყრო დიდი ყურადღება ქართველთაგან, რომელნიც არ დაიშურვენ სამამულო საქმისათვის კეთილშრომას და განუგრძობენ თავიანთ ერთგულობას თქვენს ყოვლად შემკულს და განვითრებულს ჟურნალსა, მეკი გთხოვთ მაპატიოთ ამოდენი განსჯა და გეგულებოდე ყოველთვის მაშვრალათ ცისკრისა ქართული სალიტერატურო ჟურნალისა.[1]

პეტრე ბაქრაძე

24 ფებერვალს. ჩყჱა წელსა.

__________________

1.მოვკარ ყური ორს სამს ალაგს, ვითომც გვიპირებენ კრიტიკის დაწერას, ჩვენს ზოგი ერთს აზრზედ, რომელიც დაბეჭდილი იყო ფებერვლის ნომერში, და თან ამ დაპირებას ზედ დაჰმატებენ, ვითომც არ დაუბეჭდავდეთ, რადგანც ჟურნალი გამოდის ჩვენს მხედველობასა ქვეშე. - უმორჩილესად გთხოვთ იმ უფალთ, უკეთუ მართლად ეს განზრახვა აქვსთ, აღასრულობ თავიანთი განზრახვა, - ჩვენზედ დაწერილს კრიტიკას დიდის სიხარულით მივიღებთ და დავბეჭდავთ, - რასაკვირველია არც უპასუხოთ დავაგდებთ. რედ. კერ.-

7 უ. რედაკტორო!

▲back to top


უ. რედაკტორო!

ყოველნი კეთილნი დაწყობანი, რომელთაც ყოველნი კეთილნი დაწყობანი, რომელთაც საგნად აქვთ საზოგადო სარგებლობა, ლატარიები, ხელის მოწერანი და თეატრების გამართვანი, ჩვენს დროში აღმოჩნდნენ საჭიროდ საზოგადოებისათვის. ვინცკი ევროპიისა და რუსეთის ჟურნალებსა კითხულობს, ის დიაღ დამემოწმება ამ სიტყვებზედა. დრომ განვლო, როდესაც სახალხო საჭიროების აღსრულებაში მოყვანისათვის, საზოგადოება მიჰმართავდა მთავრობასა და მას მოსთხოვდა შემწეობასა. ასეც უნდა იყოს. მხოლოდ საზოგადოების თვით მზრუნველობა და იმის მხრითვე დაწყება თვისს შესახებთა საქმეთა მისცემს ხალხს მოძრაობასა, დააყენებს განათლების გზაზედა. ჭეშმარიტი განათლება ისე სწავლათ საგნების მითვისებაში არა მდგომარეობს, როგორათაც მიხდომილებაში საზოგადო საჭიროებათა და მათ აღსრულებაში საზოგადოებისაგანვე. ასე ესმით ესა ყოველს განათლებულ ქვეყნებში. თვით ამერ-იმერეთშიც ასე იყო ძველს დროებში. უმეტესი ნაწილი მშვენიერთა ტაძართა და მონასტერთა, აგრეთვე თარგმნილებანი საეკკლესიო და საერო წერილთა ქართულს ენაზედ, შეუსრულებია ხალხსა თავისს-თავად, ხელთ-მძღვანელობათა ქვეშე ნიჭიერთა და გამოჩენილთა პირთა. ამ წესსზედ უნდა დავემყარნეთ აწცა. და ეს არც არის ჩვენთვის ძნელი. ამერ-იმერნი თვით ბუნებით არიან მდიდრად მინიჭებულნი და სავსენი მიდრეკილობითა ყოვლისა კეთილისადმი. საჭიროა მხოლოდ, იმათ ჰყვანდეთ რამდენნიმე კარგათ მომზადებულნი და მზრუნველნი წინამძღომნი. თუ ამ გვარნი პირნი ეყოლებიან ჩვენს საზოგადოებასა, ის ადვილად მიხვდება მათს აზრსა და მიიღებს მათს შთაგონებასა.

დასამტკიცებლად აი ერთი შემთხვევა ქუთაისში. აქ რამდენთამე პირთა განიზრახეს საერო-სასარგებლოდ წარმოდგენა ქართულს ენაზედ თეატრისა. ამ-გვარი წარმოდგინებაები იწყო პირველად თ. გ. დავითის-ძემ ერისთავმა ათის წლის წინათ, ტფილისში. მაგრამ ის საგანი, რომელიც აწ აქვთ, იმას არა ჰქონია მხედველობაში. უნდათ წარმოდგინებაებით შეადგინონ იმდენი ფული, რომ დააბეჭდინონ ერთი უცხო წიგნი, რომელიც დიაღ ცოტათ წაუკითხავთ და რომლისაც გამოცემა დიაღ საჭიროა. ჩვენ ვანბობთ „კალმაზობაზედ“.ეს წიგნი შეუთხზავს უკანასკნელის საქართველოს მეფის გიორგისძეს იოანეს, და შეიცავს მთელის მეთვრამეტე საუკუნოს ამერ-იმერთა ზნეობათა და გვართა, და შესანიშნავთა ისტორიულ-პირთა მოქმედებაების გამოხატულებასა, აგრეთვე საქართველო, მსოფლიო ისტორიათა და მეცნიერებათა. ეს თხზულება მთელი ენციკლოპედიაა და არის დაწერილი მშვენიერის ენითა. ამ თხზულებაზედ არ ვავრცელებ სიტყვას, უ. რედაკტორო, ამისთვის რომ აპრილის „ცისკრისათვის“ თქვენ მიიღებთ ჩემგან იმაზედ ვრცელს სტატიასა. მხოლოდ გეტყვით, „კალმასობა“ ასეთი რამ არის, რომ თვითოეულს ქართველს ხელში უნდა ჰქონდეს და სკოლებშიაც უნდა იყოს ხელმძვანლად ჩვენის ენის სწავლისათვის.

ქართულის თეატრის დადგენა სასარგებლოდ „კალმასობის“ დაბეჭდისა დიდის სიხარულით მიღებულ იქმნა ჩვენის ქუთაისის საზოგადოებისაგან. თვით გენერალ-გუბერნატორის თ. გრ. ერისთავისა და გუბერნატორის სახლობათა მიიღეს, როგორათაც საზოგადოების მწევრთა, გულითადი მონაწილეობა უპირველესნი საქმის დამწყობნი და აღმასრულებელნი პირნი იყვნენ გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე, მოსკოვის უნივერსიტეტის მოსწავლე და კაპიტანი კოვაკოუ. ღოღობერიძე სავსე გულს-მოდგინებითა ყოვლისა კეთილისათვის, ამხნევებდა მოთამაშეთა, შეკრებდა მათ თავისს სახლში და კისრულობდა ხარჯსა საქმის წარმატებად. კარგმა სცენურის ხელოვნების მცოდნემ უ. კოვაკომ, დეკორაციის დადგმის გარდა მიიღო თავის-თავზედ რეჟისსორის თანამდებობა და აკტერნი-აკტრისები დააყენა თვითოეული თავისს წესზედა. წარმოდგენა იყო კლუბში 3-ს ამ მარტს, სადილის შემდეგ 8 საათით. ქუთაისის კეთილშობილთ საზოგადოების პირნი და მოქალაქენი თვითქმის არავინ დაკლებიან, ახლო-მახლო სოფლებიდამაც შეიყარნენ თავად-აზნაურნი. ხალხი შემოკრბა მრავალი. არათუ ზალა იყო გაჭედილი, ერდოცკი გაივსო. წარმოსადგენლად აღირჩიეს „გაყრა“ თავადის გიორგი დავითისძის ერისთავისა, და მოთამაშენი იყვნენ შემდეგნი:

ანდუყაფარ, ქვრივი... ს. აბულაძე.
ძმანი მისნი: თავადნი დიდებულიძენი.
ივანე გაზდილი რუსეთში და
ახლად მოსული ვარშავიდამ. ა. მეიფარიანი.
პავლე... კ. დ. წულუკიძე.
მაკრინე მისი ცოლი.... ნ. მაისუროვისა
ნინო პავლეს ქალი... კნიაჟნა ელ. წერეთლისა.
ყარდაშვერდი, მაკრინეს გოგო. კნიაჟ. ეკ. აგიევისა
მიკირტუმ გასპარიჩი ტრდატოვი,
ვაჭარი ანდუყაფარის მეგობარი. გრ. მიზანდაროვი.
თათელა მისი ცოლი... ნ. მაისუროვისა.
შუშანა მიკირტუმას ქალი... ლ. ფომინა.
რამაზ სუდის სეკრეტარი.დ. ბაქრაძე.
ბარძიმ, დიდებულიძეების ნათესავი. კნ. აბ. მაჩაბელი.
ბარამ, ანდუყაფარის მოურავი. კნ. მ. ლორთქიფანიძე.
კომისიონერი, თათელას ძმა. გ. კლდიაშვილი.
გაბრიელ, ივანესმსახური... კნ. ო. დადიანი.
ბაზიერი, იმერელი... კნ. ნ. ერისთავი.

ესენი ყველანი იმერეთის შვილნი იყვნენ, გარდა სამთა პირთა. იმათ შორის, არათუ არც ერთმა არ იცის სცენური ხელოვნება, გარდა მეიფარიანისა, რომელიც თვითანვე არის ავტორი პიესისა: „ქმრები გავაბით მახეში“, უმეტესს ნაწილს სცენაცკი არ უნახავს. ამის გარდა, გვიან შეუდგნენ საქმესა და რეპეტიციებისთვის საკმაო დრო არა ჰქონიათ. საზოგადოება ეჭვნეულებდა წარმატებაზედ. მაგრამ ამ მოთამაშეთ მოულოდნელად აღმოარჩინეს ნიჭები, რომელთაგანაც დიაღ დიაღ შემკულ არიან იმერეთის შვილნი. არც ერთი მათგანი არ შეკრთა; არც ერთი დაიბნა. თვითოეული გამოდიოდა გაბედვით სცენაზედ, ვითამც რომ დიდის-ხნის შეჩვეულნი იყვნენ. თვითოეულმა შეითვისა თავისი როლი, როგორათაც კაცმა, აგრეთვე ქალმა. უმჯობესად ითამაშეს მიკირტუმამ, ანდუყაფარმა, თათელამ, პავლემდა მოურავმა, რომელთაც როლები უძნელესი იყო. უმეტესი ნაწილი ლექსები წარმოსთქვეს სიმღერით. ორკესტრი იყო გიმნაზიის მოსწავლეთა და მოსწავლეთაგან შემდგარი, - ფორტეპიანო, ფლეიტა და სკრიპკები. როგორათაც სიმღერა მოთამაშეთაგან, აგრეთვე ორკესტრი იყო დიაღ სასიამოვნო და მშვენიერი. სრულებით არავინ არ მოელოდა ამ გვარ წარმატებასა. აღტაცება და აპლოდისმენი იყო ხშირი და საზოგადო. ორის საათის განმავლობაში მთელი კლუბის სახლი ზანზარებდა და ირხეოდა. რასაკვირველია ეფფეკტს ძალი მისცა თვით „გაყრამა“. „გაყრა“ არის უმჯობესი კომედია, რაცკი ჩვენს ენაზედ აქამომდე ამ გვარი რამ დაწერილა, - უმჯობესი, როგორათაც ხელოვნებითის ქართულის ხასიეთებისა და ზნეობათა გამოხარულობითა, აგრეთვე ნამდვილს ჩვენის კომიკურთ მხარეთ ჩვენებითა.

დაბოლოება წარმოდგენისა იყო მოსაწონი. ქორწილი, მაყრული სიმღერა, პატარძლის შემოყვანა, უცხოდ რომ იყო თეთრად ჩაცმული და შემკული დავარაყებულის იალქნითა, ლეკური შემდეგ მილოცვისა და დასასრულ ქალთა და კაცთაგან სიმღერითვე წარმოთქმა შეცვლილისა ლექსისა, რომელშიაც ავტორის მაგიერ ისინი უჩვენებენ „გაყრის“ საგანსა და ითხოვენ შენდობასა ნაკლულევანებათათვის. ამ შემთხვევამ დიდი ეფფეკტი მისცა წარმოდგენასა. მთელი პუბლიკა დიაღ კმაყოფილი დარჩა ქართველნი, ვინცი ტფილისის ქართულს წარმოდგინაებში დასწრობიან, განათლებულნი რუსნი, რომელთაც სხვა და სხვა თეატრები უნახავთ, ანბობენ, ასეთი საზოგადო მხიარულება არ გვახსოვსო. მრავალი ქება შეასხეს ტრუპპასა. ეს იყო მიზეზი, რომ თვით მოთამაშენი ვახშამზედ კლუბშივე სრულს აღტავებას მიეცნენ. შესანიშნავი ეს არის, რომ გ. ღოღობერიძემ წარმოსთქვა ტოსტი „გაყრისა“ ავტორისათვის და ყოველთა იქ მყოფთა პირთა ერთის ხმით ისურვეს მისი დღეგრძელობა. ეს შემთხვევა არა თუ სასიამოვნო იქნება ჩვენმიერ დიაღ პატივცემულის გ. დ. ერისთავისათვის, ჩვენის აზრით კიდეც აგრძნობინებს, რომ ბოდიში არ მოეთხოვება საზოგადოების წინაშე ამ ავტორსა, რომელიც ბუნებას შეუმკვია მაღალის ნიჭითა და ისკი როგორათაც „გაყრისა“ ავტორი, მარხავს მიწაში თავისს ტალანტსა... ქუთაისში სიამოვნება იყო ისეთი, რომ ეს სამი დღეს, ყოველს სახლში და ბაზრებში მხოლოდ ამ წარმოდგენაზედ არის საუბარი რასაკვირველია, ბევრთ არა ჰქონდათ ბედნიერება ნახვისა. ეს პირნი დიდად სწუხდნენ და კვირისთვის ითხოვეს მათ განმეორება. მაგრამ აღარ მოხდა. აქ ჰსურთ, რომ ქუთაისში აშენდეს რუსულის და ქართულის სცენებისათვის შესაფერი ბალაგანი, ამ პირობითა, რომ მეხუთე ნაწილი შემოსავალის ქუთაისის წმინდა ნინოსსასწავლებლის სასარგებლოდ დაეწესოს. დიაღ სასიხარულო იქნება ამ სურვილის აღსრულებაში მოყვანა. „გაყრის“ წარმოდგენით, ხარჯთ გარდა, ოც თუმნამდე ფული შასდგა. ნააღდგომევსაც იქნება რამდენიმე წარმოდგენა შესამსებლად იმ ფულისა, რომ, როგორათაც ზემოთ ვსთქვით. „კალმასობა“ დაიბეჭდოს. იმის დაბეჭდის გარდა, ჩვენი აზრი ეს არის რომ ფონდი დაეფუძნოს სხვა და სხვა ქართულთ წიგნებთ გამოცემისათვის. „კალასობის“ პირველის ნაწილის გასყიდვითა უხდა გამოიცეს მეორე მისი ნაწილი, რომელიც შეიცავს იმერეთის აღწერასა, და შემდეგ საბა ორბელიანის ლექსიკონი. ერთის სიტყვით, ერთის წიგნის გასყიდვით მეორე რამ წიგნი უნდა დაიბეჭდოს; აგრეთვე მესამე, მეოთხე და სხვანი. ფასი უნდა იყოს, რაცკი შეიძლება იაფი. „კალმასობა“ ორ მანათზედ მეტი არ უნდა ღირდეს. სიაფე იმიტომ არის საჭირო, რომ უფრო განვრცელდება წიგნი ხალხში და ადვილათაც გაისყიდება. თვითოეული მიხვდება სარგებლობასა, რომელიც ამ აზრის აღსრულებას შეუდგება: აღმოსჩნდებიან დრამატულნი მწერალნი; საზოგადოებას მიცემა მოძრაობა, განათლებისა. გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, ჩვენის საკუთარის ენის მისუსტებაზედ. ეს დიაღ ჭეშმარიტია - და უმხოლოოდესი ღონისძიება ენის აღდგინებისა არის ძველის წიგნების გამოცემა და იაფის ფასით გასყიდვა. კალმასობის“ ხელნაწერი მხოლოდ საქართველოში მოგზაურობისა, ესე იგი პირველი წიგნი, შეიცავს რვაასამდე გვერდსა, უნდა გაიყოს ჩვენის ფიქრით, სამ ნაწილად და დაიბეჭდოს გარკვეულის სტანბითა, კარგს ქაღალზედა და არა დიდის ფორმატითა.

ვიმედოულობთ, ამ საქმის დაწყობასა არათუ ტფილისში და მთელს საქართველოში, შესაფერის მონაწილეობით მიიღებენ, არამედ იქაც ამ მაგალითს შეუდგებიან და ამერ-იმერნი საზოგადო საჭიროების შესახებთა საქმეთა შაასრულებენ, ძმობრივის თანხმობითა და ურთი-ერთის შემწეობითა.

გულითადი მსურველი თქვენის კეთილ-დღეობისა და თქვენის ჟურნალის წარმატებისა

დიმ. ბაქრაძე.
6 მარტი, 1861.
ქ. ქუთაისი.

8 ჩვენის, მშობლიურის ენის ერთგულო თანამშრომელო, საყვარელო დიმიტრი!

▲back to top


ჩვენის, მშობლიურის ენის ერთგულო თანამშრომელო, საყვარელო დიმიტრი!

ჩვენ ვერა ვპოვებთ სიტყვებს, რომლის საშუალობითაც შეგვეძლოს მადლობის გადახდა, ამგვარ კეთილშობილურ და ღირს სახსოვარ აზრის გამოხატვისათვის. პატივი და დიდება იმერეთის საზოგადოებას, რომ ასე დაუცხრომელად ზრუნავს ჩვენთვის, ჩვენის სიტყვიერებისათვის და ჩვენის ხალხის საჭიროების აღსრულებაში მოყვანისათვის. - კვალად პატივი იმ პირთა, რომელთაცა მიუღიათ მონაწილეობა ამ საზოგადოდ კეთილს საქმეში. - ახლა ვიმედოვნებთ, რომ დიდის ხნით მილულებული ჩვენი სიტყვიერება გამოიფხიზლებს თავისს ერთგულთ შვილთ შემწეობით. - ჩვენც ჩვენის მხრივ ვეცდებით ყოვლის ღონისძიებით, მაგ თქვენს კეთილშობილურს განზრახვას, მოვეხმარნეთ იმედითა მით, რომ საზოგადო ამერ-იმერთ მეცადინეობით სახლახო საჭიროება ჩვენი განვრცელდება და მით აღსრულდება დიდის ხნის გულმხურვალე სურვილი ჩვენი, რომელნიცა დავშთებით მადლობელნი თქვენგან, რადგანც თქვენის საზოგადოებაა მიზეზი, ამ სახალხო კეთილის საქმის დაწყებისა.

თქვენის, კეთილ განზრახვის, აღსრულების, გულმხურვალედ მსურველი რედ.

კერესელიძე.

9 ლოტოთი ლოთობა ქუთაისში

▲back to top


ლოტოთი ლოთობა ქუთაისში.

წარსულს წლის, სეკდემბრის ცისკარში თუმცა წავიკითხე ლოტოზე ცოტა რამ მოთხრობა, მაგრამ ძალიან გაურკვეველად და სუსტად დაწერილი იყო.- ეხლა მეცა მსურს ცოტა რამ შენიშვნა ჩემის მხრით დავამატო, ამ ახალ წლისათვის ჩვენ ქალებს უბედნიერო და უთავაზო წასაკითხავათ, რომელზედაც არ არის ეჭვი შემდგომ მადლობას იტყვიან: „ისე კაი მოუვა ამის დამწერს, კაი ახალწლის მოსალოცავი ჩვენთვის შეუმზადნია, ვიღაც პლუტი ყოფილაო“. წინეთ ამისა, ლოტოს ანბის აღწერა დააბრალეს ბ. რაოდენთამე ქალებთაგანმა, ხოლო რაოდენობა მათგანი ანბობდენ: „უი! ჩვენი ბ. როგორ დასწერდა“. მეორე მხარე იძახდა აგრე კი არა და, ვინც იმის დამწერია, ჩავიგდოთ ხელში, იმოდენი ვსცემოთ, იმდენი, რომ...“ რა რომ ეს ანბავი გაიგო ბ. ფიცი და შეჩვენება დაიწყო: არ ვიცი ვინ დაწერაო და შიშისაგამო კარგ მთვარიან ღამეში მარტოთ სიარულს ბულვარზედ ვეღარა ბედავდა: - მე ამას ვერ ვიტყვი რომ ბ. ნაწერი იყოს, მაგრამ ძალიან ფრთხალი კაცის ნაწერი უნდა იყოს. მითი, რომ ნაცვლად ძალის გამოჩნისა წერაში ანბობს: „თუ ქალები ლოტოს თამაშობას მოშლიან, მე ხის სიმსხო სანთელს ღმერთს შევსწირავდიო“. მე გირჩევ უფალო ავტორო! სულისათვინ შესწირე რაიმე ღმერთს და ქალების ხაბარდისა და ლოტოსათვინ თავს ნუ შეიწუხებ. აი! მე გამოვსულვარ ასპარეზედ, მობძანდენ ქალბატონები (ძველებურად მითქვამს) ჩემს საცემად, რომ სიმართლით აღუწერ მათ თვითოეულ მოქმედებას ლოტოს თამაშობაზედ. ლოტო არც არის ჩვენი ბუნებითი თამაში და არც მისთანა სათამაშო, რომ ჭკუა ეკკლესიაზე მიმოსვლას ამცირებს, მოსახლობის ზრუნვას ატევებინებს და საამო შეკრებას ქალთა არღვევს. ლოტოს თამაში იმერეთში გახშირდა ჩყნგ-ს წლიდგან, ესე იგი წარსულის ოსმალოს ომის დაწყებითგან, თითქო ქალები ლოტოთი იყვნენ აღჭურვილნი მამულისათვის. - პირველად თვითეული ოჯახობა მოიპატიჟებდა ქალებს და შექცეოდნენ ლოტოს თამაშობას ათ საათამდე და ბევრი იყო თერთმეტ საათამდი ღამისა; შემდეგ რაოდენსამე დროს განვლისა, ლოტოს თამაში გახშირდა ასე, რომ ღამეს არ გაუშვებენ ცუდათ ჩვენი ქალბატონები რომლისამე ოჯახში არ იყვნენ შეკრებულნი ლოტოს სათამაშოთ; ასე გაერთვენ ამ წყეულ თამაშობაში ქალები, რომ მიუპატიჟებლად შეკრბებიან ერთი მეორესას და ისეთი ძალაც მიიღო ლოტომ, რომ ყოველ წირვის გამოსვლისაზე ეკკლესიის ბჭის წინეთ არის მათში დიდი მოლაპარაკება.

„ქალო, ამაღამ ვისას ვიქნეთ შეკრებულნი? ამაღამ ვისას?... მაშინ მისცემენ ერთიერთმანერთს პირობას: ქა! მივიდეთო ამა და ამისასაო. - მივლენ დიდის სიცილით და გამოუთქმელის მხიარულებით მისვლისათანავე, ლაქიები სამოვრის მაგიერად, ეცემიან სტოლებს, გამართვენ და დაწყობენ მაზედ ფიალებით სიმინდის მარცვალს და ლოტტოს: იმავე მინუტამდი ქალები შამოუსხდებიან სტოლებს და დაიწყებენ ძახილს; 30, 25, 60. მოხდება, რომ სამჯელ ერთი და იგივე პირი ბუტბუტი: „ქა! რა ღმერთი გაუწყრა, რომ იგებს სულ და ჩვენ არაო! არა, სტყუი შენ! მომგები ფიცს დაიწყებს: - არა ვსტყუი.“ ქაღალდი გამოვცვალოთ, ეს რა ბაიყუში ყოფილა! (ერთმა ხშირათ იცის ქაღალდის გამოცვლა) გამოსცვლის და მოიგებს სხვა რომელიმე; იტყვიან მაშინ, „აი როგორ მოგვიხდა ქაღალდის გამოცვლა!“ წინეთ მომგები იწყევლება ჩუმათ და ასეთი თვალებით იყურება, რომ ბევრს რასმეს გამოიხატამს ჰაზრში, მაგრამ ერთ ცხვარს ბევრს მგელშიდ რა გაუვა! - გაზაფხული როდესაც მოაწევს ხოლმე, მაშინ იტყვიან. „ეს რა უბედურება მოგვივიდა, ღამე გაგვშორდა და დღე შემოგვეახლა (ესე იგი ღამე დაგვიპატარავდა) ამ დროში გასწევს ლოტოს თამაშობა რვა საათითგან შუადღისა, სამ საათამდე ღამისა, ხანდისხან კიდევაც შემოათენდებათ თამაშობაში, იმავ დროს იტყვის ერთი მათგანი: „აღარ ავდგეთ? მეორე ამოიოხრებს და იტყვის: - რაღა დროს ადგომა არის, ცისკარზე წავიდეთ და დეკანოზ გიორგაძეს ლოცვის გულს მოდგინება ვაჩვენოთ“; მართლა და რო წავიდნენ ორი მათგანი, შევიდნენ ეკკლესიაში თუ არა, შეესმათ მოჩქარებული ხმა კირილეისონ... მათ ეგონათ, თუ ლოტოს ციფირებს ანბობდნენ, ესიამოვნათ და შეელაპარაკნენ ერთი მეორეს: „ქა! ბევრი წავაგე! ბევრი წავაგე?“ „ღმერთო! შენზედ არის ჩვენი იმედი. - მახსოვს წარსულ ომიანობის დროს, როდესაც შამოვიდა ხმა, რომ სევასტოპოლი რუსსებმა დასტოესო, ეს დრო იყო ღამის ათი საათი, როდესაც ქალები ლოტოს თამაშობდენ, ამ დროს შამოვიდა ერთი პატივცემული მოხუცი, თავზე ხელი შამოიდო და უთხრა ქალებს: „ფუ! ფუ!... ეს რა ანბავია?! სევასტოპოლი აუღიათ და თქვენს ლოტოს თამაშობთო?“ ქალებმა გაიღიმეს და ლოტოს თამაშობა მხურვალედ განაგრძვეს. ამისთანა შემთხვევამ რომ ვერ მოაშლევინა ჩვენ ქალებს ლოტოს თამაშობა ცოტა რამ მიზეზი როგორ მოაშლევინებს?

მახსოვს ერთს წვიმიანს და ქარიანს ღამეს ქალები შეიკრიბენ რიონის პირათ ერთ ვისმესას, ამ დროს მხოლოდ მე მარტოკა მათშიდ ვიყავ ჩემდა საუბედუროდ. როდესაც დაიწყეს ლოტოს თამაში, ოთხმა მათგანმა ერთ ნუმერზე მოიგეს, ამაზედ შეიქმნა ცილობა და ჩხუბი: „არა, შენ არ მოგიგია! არა, შენ!... აბა შევასწოროთ, ამ შესწორების მაგიერათ ერთმა მათგანმა სთქვა: პურკა უყოთ: - მეორემ სთქვა, პოვრკა რა არისო?... ეხლა ამაზე წალაპარაკდენ, ასე, რომა ზომას გარეშე გავიდნენ, შევშინდი და წამოველ ბინაზე. მოწმათ არ დამისწრონ ამ ანბავზედა მეთქი; და ამის შიშით ერთი სამ მანეთიანიც დავკარგე, ერთი ამ ჩვენის ქუთაისის ქალებთაგანი ისე გავარჯიშებული არის ლოტოს თამაშობაშიდ, რომ თავის ნომრებსაც ადევნებს თვალებს და სხვისასაც, ამ დროსავე ყვირის: „მანდა გყავს! 35, 15... თვალი დაგიდგა რო ვერას ხედავ“ მადლობის მაგიერად უპასუხებენ ხოლმე, - თვალიც დაგიდგა და ყურიცაო“

ორი ქალი მათში ხაზინდრად არის აღრჩეული, რომელთათვის უნდა ვსთქვა, რომ დიდი საჭირო არის წისიერებისათვის და ფულის ანგარიშისათვის. რადგან თეთრი ფული არ იშოვება და ასიგნაციებზე ლობიოს მარცვალს აწყობენ ხაზინდრები და ანგარიშობენ: „ეს ამან წააგო! ეს მან!... ეტყვიან წამგებნი: - სტყუითო, უფალნო ხაზინდარნო! მე არ წამიგია ამოდენა“ ამ დაობის დროს ჩხუბი შამოუვათ, თავიანთ ფულებს დაიბრუნებენ და დაიძახებენ: „ჩვენზე იყოს, ჩვენზე. - ვინც მონაგებია მათში, ასეთს დრტვინვით და აღშფოთებულის სულით წამოვა სახლშიდა, რომ ამას იტყვის კაცი: „უსათუოთ ამ ქალს შვილი უნდა მოკდომოდესო.“

ზემოთა ვთქვით, რომ ლოტოს თამაშობა იყო ათ და თერთმეტ საათამდე ღამისა, ეხლა ამა დროს ვარენიები შემოაქვთ და ისე მოჩქარებით სჭამენ ქალები, უთუოთ იფიქრებს მყურებელი: „ამათ ან მტერი მისდევს, ან გაპარული არიან დამნაშაობისათვინაო“ და ეს სულ ის მიზეზია, რომ ჩქარა ჩაუსხდნენ ლოტოს თამაშობას.-

ნეტავ მეღირსებოდეს ისეთი ბედნიერება, რომ ქალებთა შორის მეღირსებოდეს ლოტოზე დროს გატარება. ბევრი რამ კიდევ სხვა, მაგრამ მათი თვალების შეხედვაც ძნელია, ისეთი მრისხანე შეიქნებიან, რომ ბევრათ ჰსჯობს ივლისში მაღლა მზის ცქერა! - რაკი ქალები შეკრბებიან ლოტოს თამაშობაზე ხმას ვერვინ ამოიღებს, და არის კაცთაგან ჩუმი ლაპარაკი და დუმილი: „ღმერთო ეს რა უბედურება შამოვიდა,“ მეორე იტყვის: „ეს სულ ს. ბრალია, სულ ეს არის ლოტოს უსტაბაში;“ ამ დროს ერთმა მათგანმა მეორეს ჩაუჩურჩულა: „აქეთ მოიწი, ქა! გიანბო ის ყმაწვილი, რო ტყვილა არის, ვათამაშოთ“ - კარგი იქნება! დასმენ იმ ყმაწვილს და ათამაშებენ, ამ დროს იტყვით ერთი: „ვა! რა ხელები ქონია ამას, ამის ხელების ყურებს სჯობია მაგის თამაშობას, ასე შეაფერებინებს ყმაწვილ კაცს, რომ ხელს თავზე შამოიდგამს, ნომრებს არ უცქერს და ღამეში ამითი ექვსი მანათი არ ყოფნის წასაგებათ, ქალები ანბობენ: „ეს ჩვენი პურია! ეს ჩვენი... მეორე ეტყვის, ცოდვა არის“ მესამე იტყვის: - მე უფრო ცოდვა არა ვარ, შვილები გამიშვია და მე აქ მთელ ღამეს ვათენებებ ლოტოზე.

არიან მათში ერთი ანუ ორი ქალი, რომელნიც იშვიათათ თამაშობენ ლოტოს, მიზეზი ეს არის, რომ ერთი მათგანი არის დიდი სტუმრის მოყვარე, რომელიც ეს დიდი ნიჭია და ცდილობს რუსულის კიგნის კითხვას და ლაპარაკს, იმ ქალმა წინეთ ორის წლისა, მახსოვს არ იცოდა წყლის სახელი რუსულათ, ეხლა ლერმონტოვისთხზულებისაგან რუსულათ გიანბობს რაცა გნებავთ და კითხულობდა ილიუსტრაციას, პროფერანსზე და იარალაშზე დროს გაგატარებინებთ; აი გულს მოდგინება ეს არის! ქალებს ერთი ბაიათი შამოუღიათ მაგრამ სადილთ უკან ანბობენ ხოლმე შემდეგს: ოჰ! ჩვენი ლოტო! შენ ჩვენო ლოთო! შენ გეთყვანოს იარლაში, შენ ჩვენო ლოტო, ეხლა თუნდ პროფერანსიც, შენ... ციფრებზე ხომ, 90 როგორც ამოვა, თუ ამ ქალებთა შორის გაჩნდება კისკისი და ლაპარაკი, ეს ამ მიზეზით რო რადგან ლოტოსში 90 უკანასკნელი ციფრია, სათვალავითაც უმეტესი და ჩვენ ქუთაისში ყველა კეთილშობილზე სტეფანექორქაშვილი არის ხნიერი, ამისათვის მას უწოდეს ეს სახელი, რომლისა ყმაწვილი მეუღლე ამ თამაშობაშიდ ეს წრება და მის გასაჯავრებლად მოიგონეს; რაებს არ მოიფიქრებენ ჩვენი ქალები, ვინ აღწერს მას, დროც ბევრი უნდა და ქაღალდიც. - ნეტა კარგი რამ მაინც მოიგონონ და იფიქრონ ასე გულს მოდგინებით!

ერთი შავ თვალიანი ქალი მათში, რომელსაც უწოდებენ ორ სახელს: ნათლიაობისას ვ. ხოლო მეორეს, ლოტოს წინამძღომელს; ბევრს არ შამომაგინებ ქალო! როდესაც წაიკითხავ, მაგრამ რა გვიშავს მე და ბ. თუ სხვა ვერავინ ვიშოვნეთ ჩვენდა დასაცველად, ნიჩაბს მაინც დავიჭერთ ხელში. ნუ გეშინია ბ. აქ არა ვარ! შენმა მზემ ასი ქალიც ვერ მოგვერიოს, ერთს ასეთს დავსძახებ რომ სულ ყორნებსავით დაიფანტნენ. მოაწია ზამთარმა, და ფარნებია რომ კეთდება! ერთს მეფარნეს ვკითხე წარსულ კვირაში: სხვა დროს რომ ამოდენი ფარნები არ გაგიკეთებია ეხლა რა მიზეზია მეთქი? მიპასუხა: ქალებს დასჭირდებათ ლოტოს თამაშობის დროს, თითქო ქალს ოთხი ანუ ხუთი ფარანი მოუნდება. ღმერთმა უშველოს რო ისე ხშირად ამტვრევენ და მისაღებენ ჩემ ფარნებს. - როდესაც ქალები ფარნებით ლოტოს თამაშობითგან დაბრუნდებიან, მაშინ წარმოვიდგენთ იმ პროცეს, რომელსაც აღვასრულებთ ჩვენ ერნი ქრისტიანენი აღდგომის ცისკარზე! მაგრამ ვინც იცის მელოტოეთ პარტის ანბავი, იმავ წამს იფიქრებს ეს უნდა იყოს ლოტოს ხუნდი. ამავ დროს ქუთაისში არის ფარნების ისეთი სინათლე, რომ ემგზავსება გაზოვიასვეშჩენიეს. - ხედავთ როგორ იკრიბება ლოტოს პარტია? არის დიდი სიხარული მელოტოეთა შორის შეკრებისათვის; ვაჭართაც კარგი დრო მოუვიდათ: პირველი, იარმუკა და მეორე ეს ლოტო. ოთხ ოთხი პოლსაპოშკი თითო ქალს არ ყოფნისთ თვეში გასაცვეთათ, დიდის მიმოსვლით ლოტოს მიზეზით. ღმერთმან აცოცხლოს ჩვენი გუბერნატორი ივანოვი! ასეთ ნაირათ დააგებინა ქვები, რომ პოლსაპოშკზე კალოშები თვითქმის აღარ არის საჭირო. წარსულ წელიწადებში ისეთი ქუჩები იყო, ბევრჯელ პოლსაპოშკები ლაფში რჩებოდათ.

არიან რომელნიმე გაუთხოვარნი ქალნი, რომელნიც თამაშობენ ლოტოს, მოიგებენ რაოდენსამე აბაზს და დაბრუნებულნი ბინაზე მოლაპარაკობენ სიამით გზაზე! „ამით ფერჩატკები ვიყიდოთ, ჩულქები და სხვა რამე, მონაგებისა ფულით სყიდვა კარგია,“ არა, მეორე ეტყვის: - ხვალ კიდევ წავიდეთ ლოტოზე და განავმრავლოთ და მერმე პოლსაპოშკებიც ვიყიდოთო“ ამ დროს იმასაც წააგებენ და დაშთებიან ცარიელნი. იმას ხომ აღარ ფიქრობენ და არ ახსოვთ, რომ მეტის მომდომნი დაჰკარგვენ მცირესაცა.-

პირველ კვირიაკეს დიდი მარხვისა, ქალებისა თვინ არის დიდი სამწუხარო ლოტოს თამაშობას მოუთმენელობით და ანბობენ: „როგორ უნდა მივაწიოთ თეოდორობის შაფათამდე! ეს დუმილი მათში არის ლოცვის დროს ეკკლესიაში... აქ დეკანოზი ეუბნება: „თავში გამოილიეთ ლოტოს ფიქრი, მარხვა სინანულით გაატარეთ და ღმერთი მოიახლოვეთ!“ ჩუმათ ჩაიბუტბუტებენ ქალები: „თავიც გაგიხმა და ყურიც დაგიდგა“ შრომის და მეტანიის მაგიერად ერთი მეორეს შესჩივის: 35 ანუ 25 რო მომსვლოდა მოვიგებდი ლოტოს. „მეორე ეუბნება, მოითმინე შაფათამდი და საღამომდი დავსხდეთ, ცისკრამდი სულ ვითამაშოთ. მართლა რომ იმ დღიდგან უკანასკნელ კვირამდი არის მათში ისეთი თამაში, როგორათაც სხნილის დღეებში და ესე ატარებენ დიდი მარხვის დღეებსა. - ქალბატონებო! ნება მიბოძეთ ქალბატონებო, გკითხოთ, რაც ზემოთ დამიწერია გენიშნებათ თუ არა? რა, თუნდ გენიშნებოდეთ, მაინც არ გატყდებით. - მე და ჩემთა თანამოძმეთაკი ცხადათ ვიცი“, რომ მართალია, რასაც მოგახსენებთ.

შემდეგ ამისთანა სიმართლით გარემოების აღწერისა, მე არ შემიძლიან დაფარვა, ჩვენი ქალების ნიჭიერებისა, რომელიც იპოება მათში გასაშტერებელი. ხშირათ არიან ჩვენ ქალებში მისთანა ნიჭიერნი, რომელთაც კარგი თხზულების დაწერა გარკვევით და საამოდ მკითხველთათვის შეუძლიანთ. განა ქალებსკი არა მართებთ ჩვენის ლიტერატურისათვის ზრუნვა - მრთელს საქართველოში ერთი მხოლოდ კნ. ბარბარე ჯორჯაძისა გვყავს სამაგალითოდ და ერთია მხოლოდ ქალებთაგან ამ პირველს საგანზედ.

ქუთაისის ქალების მშვენიერებაზე ხომ ვეღარას ვიტყვი, რადგან მათში ბევრნი ისეთნი მშენიერნი არიან, რომ იტყვის კაცი: „განგებას მგონია ამათზე მშვენიერი არა შეუქნიარაო“. ყოველი მათი მოქმედება მოსაწონია უმეტესი ნაწილი, მხოლოდ ეს თამაში არის ეშმაკის მანქანებით დაბუდებული მათში, რომლისა მიზეზით აკლდებიან იგინი წირვას და ლოცვას, სახლის მოვლას, შვილების გაზდას, ძველი და ახალ ისტორიულის ანბების წაკითხვას, ასე რომ თამარ მეფის პორტრეთი ყველასა აქვს თავიანთ სახლში, მაგრამ მისი ისტორია ვინ და რა იყო ძვირათ იციან. ქართულ წიგნებს არა კითხულობენ და ეს არ შეესაბამება საწყალ ჩვენ ღარიბ ენას, მაშინ როდესაც ქალებმა ვეფხვის ტყაოსანი უმეტესი ნაწილი ზეპირათ იციან; არიან თვითქმის ქალნიც რაოდენიმე რომ ვეფხვის ტყაოსანი არცკი იციან რა არი, თუმცა ამ თხზულებას უწოდებენ სახალხო სიმღერას, ეხლანდელს „ცისკარს“ რომელიც უფრო ადვილი წასაკითხია და გასაგონი რომ ბევრნი ყურს არ ათხოებენ. ორი ფურცლის წაკითხვამდისინ ბეზრდებიან და ხევენ, ისე მიეჩქარებათ ლოტოზედ. აბა თქვენი ჭირიმე, ლოტოთი ლოთი ქალი, ბევრს დაგიდევს ცისკარს.“ აი უფალო რედაკტორო! ასე იცოდეთ რომ ლოტო არის მიზეზი ქალებისაგან ცისკრის გამოუწერლობისა. იმედი მაქვს ქალებისაგან, წაკითხვისათანავე ამ წერილისა თვითეული მათგანი მოიქცევა და მიიღებს გულსმოდგინებას ამ საგნებზე, რომელნიც ზემო აღმიწერია და განსაკუთრებით მიაქცევენ ყურადღებას ქართულ წიგნებზე, ძველს და ახალს თხზულებაებზე, რომლითაც სცნობენ მეფეთა ჩვენთა და ჩვენთაცა მომდინარეობას და იქნება მათში სჯა განსხვავებული საგნებზე და მით დავიწყებთ ჩვენ ამაყობას და ენას სიმდიდრეს მიანიჭებენ, რომლის ნაცვლად დავსწერ შემდეგ სტატიას და რომელშიაც ავაყვავებ მათ.

საყვარელნო ჩემნო თანამემამულენო! ეს ქალების ზრახვა არა კმარა? დარწმუნდით რომ, ისინი გაგვისწრებენ წინ, თუ რომ ამ თხზულებას თქვენც ყური არ მიუპყარით და ჩვენც პრაფერანსის თამაშობა არ შევამცირეთ, თორემ აი ვნახოთ!-

თვ. იმერელი.
2 ნოემბერს 1860 წ. ქ. ქუთაისით.

10 რედაქციისაგან.

▲back to top


რედაქციისაგან.

„ცისკრის“ რედაქციამ დაკარგა თავის სამწუხაროდ ერთი თანამშრომელთაგანი. - წარსულის თვის, ესე იგი მარტის 27, გარდაიცვალა სასტიკის სნეულებით, თავადი გრიგოლმუხრანსკი, რომელიცა იყო დიდად დახელოვნებული ქართულს ენაზედ. - წარსულის წლის ცისკრებში, ხშირად ჰპოვებდა მკითხველი, განსვენებულისგნით ნათარგმნს ბერანჟეს ლექსებს. ამასთანავე უნდა მოვიხსენიოთ, რომ ღირსია შენიშვნისა იმის ძვრფასი შრომა, „ისტორიული დამტკიცება ნამდვილ ყოფობისათვის ქრისტესი ქვეყანასაზედა“ - ეს წიგნი დაბეჭდილია პეტერბურღში და შეიცავს ორასამდე ფურცელს. - დიდად დაავალებდენ რედაქციას, განსვენებულის ახლო მეგობარნი, რომელთაც აძევთ ეს მოვალეობა, გამოეგზავნათ განსვენებულის ცხოვრების აღწერა, - დასაბეჭდავათ.-

11 სია, 1861 წლის „ცისკარზედ“ ხლის-მომწერთა

▲back to top


სია, 1861 წლის „ცისკარზედ“ ხლის-მომწერთა: (განგრძელება)

ქ. ტფილისში

108, თ, გრიგოლ ორბელიანი.
თ. კონსტანტინე ფალავანდოვი.
თ. სვიმონ ფალავანდოვი
მიხეილ ყაზბეგი.
თომა გრიგორიევი.
თ. ნიკოლაოზ ჭავჭავაძე
ბარბარე ტერგუგაზოვისა.
ვახტანგ თულაევი.
მიხეილ ყიფიანი.
ანტონ მამულოვი.
კნ. სალომე ანდრონიკოვისა.
კნ, ქეთევან გურგენიძისა.
თ. ალექსანდე ორბელიანი.
დავით ავალოვი.
ქაიხოსრო ბორძელოვი.
გიორგი გასპაროვი.
იოსებ მამაცაშვილი.
გაბრიელ წინამძღვაროვი.
ისაკ ივანგულოვი.
თ. ზაალ ბარათოვი.
სოლომან ყორღანოვი.
ივანე ევლახოვი.
დავით ცისკაროვი.
პეტრე ბაქრაძე
თ. რამაზ ანდრონიკოვი.
დიმიტრი მგალობელოვი.

ქუთაისში.

თ. სოლომან წერეთელი.
თ. ლევან გურიელი.
კესარია იურკევიჩი.
კონსტანტინე ნიჟარაძე,
ივანე ბაინდუროვი.
კნ. ბაგრატიონ დესპინნა გურიელისა.
გიორგი ღოღობერიძე.
ლუკა ისარლოვი.
სტეფანე აკოფოვი.
მღვდელი სვიმონ მიქიევი.

გორში.

ივანე სულხანოვი.
თ. ალექსანდრე ერისთავი.
თ. ნ. ვაზიროვი.

დარბანდში.

220, დავით ჩაჩიკოვი.

პეტერბურღში.

დავით ბაქრაძე.
დიმიტრი მაჭავარიანი.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

სოფიო ჟერებცოვისა.

თელავში.

თ. იოსებ ჯორჯაძე
თ. გიორგი ჯორჯაძე.
მიხეილ ჯორჯაძე
თ. ტატო მაყაევი.
კნ. ლიზა ჩოლოყაევისა.
კნ. სალომე ავალოვისა.
თ. ზურაბ რატიევი
მიხეილ ყარალაშვილი

თემი რ. ხანშურაში.

თ. ლევან მელიქოვი.
თ. დიმიტრი ჯორჯაძე.
თ. ნიკოლაოზ ჭავჭავაძე
პოდპოლკოვნიკი თ. ჭავჭავაძე.