![]() |
ცისკარი №6 (1861) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 სიტყვა,დასაფლავებაზედ კნ. მარიამ ერისთავისა |
▲ზევით დაბრუნება |
სიტყვა,დასაფლავებაზედ კნ. მარიამ ერისთავისა
ჟამსა დასაფლავებისასა, გარდაცვალებულის თავადის იოანე ქსნის-ერისთავის ასულის კნიაჟნა მარიამისა, თქმული იკორთის ეკლესიასა შინა, ბლაღოჩინის მღვდლის სოლომონ ხახანოვისა გან. 1858 აგვისტოს 16-სა.
„აღესრულა მცირეთა დღეთა და აღვსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი, რამეთუ სათნო იყო უფლისა სული ამისი“ ესრეთ ღაღადებს ბრძენი სოლომონ.
ქრისტეს მოყვარენო!
მოწმობისამებრ დაბადების აღმწერელის მოსე წინასწარ-მეტყველისა მეცა მოგახსენებ თქვენ, რომელ გარდახდა რა მცნებასა შემოქმედისა თვისისასა პირველ შექმნული კაცი ადამ, უხრწნელებისა წილ დაიმკვიდრა მან ხრწნილება და მასთან უჟამოდ სიკვდილი, დაესაჯა მას ცხოვრებისაგან განსვლა შეურაცხებით და ტომთა თვისთა ესე დაუმკვიდრა მან, ვითარცა ხარკი თამანდებ ცოდვისა.
მაშასადამე არა საეჭვო არს, რომელ ჟამიერი ესე სიკვდილი ანუ გარდაცვალება არს საზოგადო მხვედრი ყოველთა კაცთა, გამოურიცხავათ ყოველთა აჰსაკთა და სქესთა, დიდთა და მცირეთა.
მაშასადამე აქა მდებარემან ქსნის-ერისთავის ასულმან კნიაჟნა მარიამ აღასრულა, ვითარცა ადამის ტომმან მოუცილებელი ვალი უძლურებისა, რომლისადმიცა მოულოდებელად მოიწია ბძანება მან ღვთისამან და ესმა ამას სიტყვა ესე, ვითარცა პირველსა მამასა ჩვენსა ადამს: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც“ მგზავსადვე აწ უჟამოდ მოჰკვეთა ესეცა ცელმან სიკვდილისამან ჯერეთ ახალ ყვავილოვანი, სრული ყოვლის კეთილ-თვისებითა და გონიერებითა. თუმცაღა აღესრულა ესე მცირედთა დღეთა, გარნა აღავსნა ამან ჟამნი მრავალნი გრძელნი, რამეთუ სათნო იყო სული ამისი უფლისადმი ღვთისა ჩვენისა; თუმცა გარდაიცვალა შემდგომად მოკლე ამიერისა სნეულებისა, გარნა მარადის განმზადებულ იყო ესე ლოცვითა და ვედრებითა წინაშე ღვთისა, მოქენე მისისა წყალობისა და შეწევნისა.
თუმცაღა არა ჯერ-არს განვაქიქო მე, მშვიდნი და კეთილგონიერებრივნი ქველის საქმენი მისნი, აქა შემოკრებილნო ძმანო და ნათესავნო მისნო, თვით უწყით კეთილნი თვისებანი ამისნი, ხოლო უცნობთა მე დავარწმუნებ, რომელ ესე ნეტარად ხსენებული იყო აღსავსე ყოვლის კეთილგონიერებითა და სიმართლითა, რაოდენსაცა დაიტევს ბუნება მდედრისა ესე იგი: უყვარდა მას ღმერთი, ვითარცა დაჰსწერს მახარებელი: ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა, ამასთანავე უყვარდა ძმანი და მოყვასნი, ვითარცა თავი თვისი, მაშასადამე ამით აღასრულა მან მცნებანი ღვთისანი.
კვალად ვიტყვი: ესე იყო ფრიად კეთილი, გონიერი, მომთმინო, უზაკველი, უბიწოებისა დამცველი, იყოცა წმინდა გულითა „ნეტარ-იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ!“
ესე მცირე წლოვანებითგანვე განსწავლულ და წვრთნილ იყო მამისა მიერ თვისისა, სიბრძნის მოყვარის თავადის იოანე ერისთავისამიერ ყოვლის კეთილის სწავლითა, ამა უწყოდა, რომელ ყოველივე დიდება ამა სოფლისა მსწრაფლ წარმავალ-არს, ვითარცა ყვავილი ველისა, ამისათვის იგი არა რასა არა ზრუნვიდა დროებითის დიდებისა და ამაოებისათვის, არამედ მარადის იყო ლოცვასა და ვედრებასა შინა, დღე და ღამე განუშორებელ იყო ხელთაგან მისთა კითხვა ფსალმუნთა, სულისა დამატკბობელთა. დღე და ღამ იწვრთიდა და შესძინებდა ახალ -ახალთა ჰსწავლათა საღმრთოთა წიგნთაგან.
დიდება განგებასა ღვთისასა! ესე ვითარის მოქმედი აწ უხმოდ და უსულოდ მდებარე -არს!
ოხ! გონებით სრულო და კეთილ-ზრდილო, ვითარ დასცხრა ღვთის - მეტყველი, ტკბილათ მოუბარი ენა შენი; ოხ! დადუმებულხარ და არა რასა მომიგებ მე მოძღვარსა შენსა, ჩვეულებისაებრ შენის პასუხსა. საღმრთოისა წერილისაგან; ოხ! მართალო სულო, ჭეშმარიტად განჩინებითა ღვთისათა, თუმცა მოაკლდი შენ ამა სოფლისა ჟამიერსა სისრულესა და დიდებასა, გარნა ღვთისა მცნებათა აღმასრულებელო, შევედ სიხარულსა დაუსრულებელსა უფლისა შენისასა!
სულო მართალო! მოვედ და განისვენე შენთვის განმზადებულსა სავანესა, ახლოს საყვარელისა მამისა შენისასა, შემდგომად სიკვდილისა რომლი საცა რაოდენსამე წელსა, გადამატებულისა შენისა მიზდამი სიყვარულისა გამო მოაკლდი შენ თვალთა სინათლესა; გარნა ზეგარდამო განგებითა, ლოცვითა და ვედრებითა შენითა წინაშე ღვთისა კვალად იქმენ შენ განკურნებულ, ვითარმედ შემთხვევა ესე უკვირდათცა მრავალთა მცნობთა შენთა.
წმინდაო იკორთის ეკკლესიავ! კეთილად მიიღე და შეიწყნარე გვამი განსვენებულის კნიაჟნა მარიამისა, მუნ, სადაცა განისვენებენ ძვალნი საყვარელისა მამისა მისისანი, შეიტკბე იგი წიაღთა შინა შენთა, სადაცა მდებარე არიან ნაშთნი წინაპართა მათთა, თავადთა ქსნის ერისთავთანი. ხოლო თქვენცა წმინდანო მოწამენო, ქსნის ერის თავთაგანნო: შალვა და ელიზბარ! მიიღეთ და თქვენ თანა აღრაცხეთ ერთგვაროვანი თქვენი სიწმინდისა და მშიდობის მოყვარე კნიაჟნა მარიამ, და წარუძეღვით მას წინაშე ქრისტესსა, რომლისათვისცა სისხლი დაჰსთხიეთ, კადნიერება გაქვსთ მეოხებად ჩვენდა.
თქვენცა აქა შემოკრებილნო ქრისტეს-მოყვარენო ერნო! უფალსა ევედრენით, რათამცა აღრაცხილ ღირს-იქმნას აწ აღსრულებული კნიაჟნა მარიამ მართალთა და მოღვაწეთა თანა სასუფეველსა ღვთისასა. ამასთანავე მოგაგონებ თქვენ, რათამცა სახედ გვაქუნდეს ესე, რომელ ჩვენ ყოველთა მგზავსადვე გვეგულვების აღსრულებად და წარდგომად წინაშე საყდართა ქრისტესათა. არა უწყითა, არა ხედავთა, არა გულის ხმას ჰყოფთა? რომელ ყოველივე მიწისაგანნი გამოურიცხავად აღესრულებიან მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გლახაკნი, მოხუცებულნი და ჭაბუკნი მცირე წლოვანთათანა, ამისთვის მარადის განმზადებულ იყავით, რამეთუ არა იცით ოდესცა მპარავი იგი მოვიდეს და წარტაცებულ-ვიქმნეთ, ამისთვის მობაძავი იყავით კნიაჟნა მარიამის კეთილ-გონიერებისა, შეძინებითა მარადღე კეთილთა და ღვთივ სათნოთა საქმეთა, მიმყვანებელთა საუკუნოისა დიდებისადმი.
გახსოვდეთ ყოველთა, რომელ ამა ამაოისა სოფლისა ყოველივე დიდება, შვება, განცხრომანი, სიმდიდრები და ღირსებანი, ვითარცა მეფესა შინა თვალთასა მსწრაფლ წარმავალნი ქვეყანასავესა ზედა დაშთებიან; ხოლო ჩვენთანა მოგზაური იქნებიან კეთილნი საქმენი და საუკუნოდ ჩვენთანა დადგებიან, ესე იგი: მარადდღე ლოცვა, სინანული, სიმშვიდე, მოთმინება და ყოველივე მგზავსნი მათნი, რაიცა არიან ნაყოფნი სულისანი.
გახსოვდეთ ძმანო, რომელ თქვენი სამკვიდრებელი და მოქალაქობა ზეცათა შინა არს, ამისთვის ეძიებდით პირველად სასფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ.
და ესრედ, მე, ვითარცა მსახური წმინდისა საკურთხეველისა გულსმოდგინედ ვევედრები ყოვლად მოწყალესა ღმერთსა თქვენ ყოველთათვის, და ეგრეთვე, რათამცა მოანიჭოს უფალმან მწუხარეთა და მგლოვარეთა ამათ, ვითარცა მოხუცებულსა მშობელსა მიცვალებულისასა, ეგრეთვე ძმათა და დათა ამისთა მოთმინება და ნუგეშინის ცემა, ხოლო სული გარდაცვალებულისა აქა მდებარისა ნეტარხსენებულისა კნიაჟნა მარიამისა დააწესოს, სადაცა მართალნი განისვენებენ წიაღთა შინა აბრაამისთა, მეოხებითა ყოვლად წმინდისა ღვთის-მშობლის მარიამისათა და ყოველთა წმინდათა, და იყავნ სახსენებელი მისი უკუნითი უკუნისამდე ამინ.
![]() |
2 მხეცური შურის გება იტალიელის მხატვრისა |
▲ზევით დაბრუნება |
მხეცური შურის გება იტალიელის მხატვრისა
(რუსულით.)
ორნი კაცნი ისხდნენ ვაზის ფანჩატურში, პავილიონის კარებთან. დალია რა პირველი სტაქანი ლოკრი მოკრისტის ღვინისა ერთმან მათგანმან, პლაშჩ წამოსხმულმან, უთხრა მეორეს: - მაშ თქვენ იცნობდით ჯორჯინას, კაპიტანო?
- დიახ ვიცნობდი.
- უთუოთ, იმ დროს, როდესაც იგი დიდათ სახელ განთქმული ბრეშის ქალაქში.
- დიახ, ბატონო, იმ დროს, როდესაც იგი ისახელოვნებოდა ბრეშისა, პადუისა, ბოლონიისა, პარმისა, ვენეციისა ქალაქთა... მთელს იტალიაში.
- რაღა კითხვა უნდა, კაპიტანო, მაშინ იქნებოდით ბედნიერი მისის სიყვარულით... რათა ღირს თუნდა მხოლოდ მოწონება მღვთაებრივისა მომღერლისაგან, რომელიცა ყოველსა შლიდა ჭკუვიდგან!
- ჰო, დაუკვეხნელად ვსთქვა, მე მოვსწონდი მას.
- რა გასაკვირველია! კაცი ყმაწვილი, მშვენიერი, მდიდარი, გუსარის მუნდირით... თქვენში იპოვება ყოველი იგი ღირსება, რომელიცა მოსწონთ თეატრში წარმომდგენელთა ქალთა. მართლაკი უყვარდით მას?
- იგი მხოლოდ იწყობდა ჩემს შაყვარებას. ეს ანბავი არ არის თქვენთვის სანუკვარი.
- არა, არა: ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა გაგონება მისი, რაც შეეხება ხელოვნებასა და პოეზიასა. დავეჩვიე გამოსვლისა მიმართ სასწავლებელიდგან, აღტაცებას გალობით იტალიის ბულბულთა, და ამისთვის ჩემთვის სასიამოვნოა ყოველივე იგი, რაც მათ შეეხებათ, მეტადრე ჯორჯინას.
- რადგანაც მაგას ბძანებთ, მე დიდის სიამოვნებით გიამბობთ, როგორ გავიცან ჯორჯინა.
პლაშჩიანმა კიდევ დაუსხვა ღვინო კაპიტანს, რომელმანცა გადაისო ხელი ქერა ულვაშებზე და დაიწყო ანბავი:
- იქნება ოთხი წელიწადი... არა, ხუთი წელიწადი იქნება მას აქეთ... ჩვენი პოლკი იდგა ბრეშის ქალაქში, სადაც ჯორჯინა თავისის მშვენიერის სიმღერით აღიტაცებდა ყოველს სულს. მე ვნახე იგი მხოლოდ სამჯერ, და შემიყვარდა გაგიჟებით.
- როგორათაც ყველას.
- მაინც, როგორათაც ჩვენ აფიცრებს, არაოდეს ჯერ თვალთა ქალისათა არ აუღელებიათ იმ ხარისხათ გული ჩემი. ეს მან მალე შემამცნია, გარნა არა ფიქრობდა ჩემს შებრალებას. მე უგზავნიდი მას თაიგულს თაიგულზე, ბარათს ბარათზე, - ვერამ ვერა მიშველარა - ჩემთვის აღარ იყო ყავლი. პრიმადონას უყვარდა მაშინ რომელიღაც მხატვარი.
- მხატვარი?
- მგონია. ის უხიაკი კაცი ეჭვსა სდებდა მას საზოგადოებაშიაც; ვერავის ვერ შეეძლო მოსწონებოდა ჯორჯონა; ამას გარდა მხატვარი აპირებდა მის შერთვას მე კიდევაც ვიფიქრობდი დამეტევებინა ყოველივე იმედი, როდესაც უეცრათ... ერთხელ მივდივარ მე წმინდის იაკობის მეიდნით: ვიღაცა გამდელი მაყენებს და წყნარათ მაძლევს ერთ კონა სიგარას; გავხსენ - შიგ დევს ბარათი.
- ჯორჯინასაგან?
- დიახ.
- ბედნიერი ჰყოფილხართ! რასა გწერდათ?
- მრავალს სიტურფეს; მხოლოდ იმ ბარათის დასასრულს ეწერა: „მოდით ხვალ ბინდისას, ვილლა მონტეფოისკონეში, მე თქვენ გელით.“
- თქვენ, რასაკვირველია, აასრულებდით თხოვნას?
- რა გვარი კითხვა არის! მსწრაფლ მივაჭენე ვილლა მონტეფოისკონეში.
- დიახ, მაშინ იქ იყო დღეობა. განა თქვენ იყავით მიწვეულნი?
- არა, ჩუმათ გადავიპარე. სახლი და ბაღი იყო მშვენივრათ განათლებული. ზალაში მხიარულობდა ხალხი და ბაღშიაც დასეირნებდნენ მრავალნი, და ყველგან ლაპარაკობდნენ მხოლოდ ერთზედ - ჯორჯინაზედ, რომელიცა მთელი ორი წელიწადი შეაქცევდა ბრეშის ქალაქს. მეორე დღეს მას უნდა ემღერა უკანასკნელათ თვის ბენეფისში.
- იქ, ალბათ, შეიკრიბნენ მისთვის, რათა ენახათ იგი და გაეგონათ მისი სიმღერა.
- შეიკრიბნენ ყოველის მხიდგან; გარნა ეს არაფერი. შევდივარ მე ბაღში და ვხედავ: ერთ განმარტოებულს ბორცვზედ დგას ქალი თეთრის კაბით, დაწნული ყვავილბის გვირგვინით თავზედ, ის იყო დაყუდებული მარმალილოს მოაჯირზედ.
- როგორათაც იულია, როდესაც მოელოდა თვისსა რომეოს.
- სწორეთ. მე წავედი პირ და პირ მისკენ, ჩემის ფეხის ხმაურობამ გამოაბრუნა იგი ფიქრობიდგან.
- „თქვენა ხართ, კაპიტანო გერნიხო?“ მითხრა მან ხმითა, რომელიცა არ ემსგავსებოდა ამ ქვეყნის სულიერთ ხმას. - „დიახ, მე გახლავარ კაპიტანი გერნიხი: მე შემოვიპარე აქ და გეძებდით თქვენ ყოველგან, ეხლა გნახეთ და დიდად ბედნიერი ვარ.
- „მე დიდათ მადლობელი ვარ თქვენი, მითხრა მან იმავე ხმითა,“ არ ვიცი რისგან, მე მთლათ ვთრთი; მეშინიან, რომ ჯულიომ არ მოგვასწროს ჩვენ აქ.“ -
- ჯულიო! შევსძახე მე, ვინ არის ეგ ჯულიო?
- კაცი, რომელსაც მე, საუბედუროთ, მივეცი პირობა შერთვისა, ის არის ჩინებუ ლი მხატვარი, გარნა არის კაცი ცოფიანი. სიყვარული მისი მამძიმებს ვითარცა ქვა.
- თქვენ მართალსა ბძანებთ მაგათ?
- დიახ, მხოლოდ თითონ ძრწოდა. მსწრაფლ შემოგვესმა ხმაურობა, და ჩვენ დავინახეთ რამდენიმე კაცნი, რომელნიცა ანთებულის ფარნებით მოდიოდნენ ბორცვისკენ. - ესენი მე დამეძებენ, მითხრა ჯორჯინამ. მე უნდა ვიმღერო. შემიბრალე, ჩემო ჯორჯინავ! უთხარ მე, ვაკოცე მას ხელზე და დავეშვი ბაღში. აქ მე მოვიხედე. აღტაცებულმა ჯორჯინამ გამოგლიჯა ყვავილი თვისის გვირგვინიდგან, წაიძრო თითითგან ბეჭედი, გადმომიყარა ერთიც და მეორეც და მომაძა ხა: „ესენი შენ, ჩემო სასურველო!“
- მაგათი დასრულდა თქვენი ანბავი, კაპიტანო?
- თვითქმის. მარამ, მომითმინეთ. მეორეს დღეს თეატრი იყო მშვენივრათ გაბრწყინვებული. დანიშნული იყო წარმოსადგენად სემირამიდა - ჯორჯინას ბენეფისში. მოაწყდა მრავალი ხალხი თეატრის კარებს და შეცვივდნენ მუნ ყაყანით. ერთ წამს დაიჭირეს ყოველივე ადგილები, და მრავალი ცნობისმოყვარებით იყვნენ გაჭედილნი კარებები და კიბეები. აქ ყვიროდნენ, იქ ჩხუბობდნენ... ხმაურობა იყო საშინელი - თეატრი იძროდა; შემდეგ ერთბამათ შეიქმნა ჩუმობა.
- დაუკრეს უვერტურა.
- რატომ აღარასა ბძანებთ ჯორჯინაზედ?
- მომითმინეთ. უვერტურა დაუკრეს, ფარდა არ იწევოდა, საზოგადოება გამოიჩენდა მოუთმენელობას, - გამოუძახიდნენ ჯორჯინას - ფარდა არ იძროდა. ყვირილი ემატებოდა, სულ კიდევ არაფერი. დასასრულ მოუთმენელობა იქცა გაცოფებად: მაყურებელთა დაიწყეს სკამების მტვრევა, ექადებოდნენ რომელთაც დამტვრევასა. ეს გრძელდებოდა ერთი საათის მეოთხედის; დასასრულ ფარდა აიწია, გამოვიდა სცენაზე რეჟისორი, სამჯერ მოუხარა საზოგადოებას თავი; ყველანი გაჩუმდნენ; „მოწყალენო ხელმწიფენო, ჰსთქვა მან, პრიმადონა ჯორჯინა დაიკარგა... იგი ვერ ვიპოვნეთ“. სა ზოგადოება, დაღონებული, წავიდა-წამოვიდა სახლებში, ვერ ასხნიდნენ მას, თუ ეს რას ნიშნავდა. - მე წაველ შინ საზოგადოებაზე უფრო შეწუხებული და მას აქეთ აღარა ვიცირა ჯორჯინასი.
- მაშ თქვენ არ იცით რა შეემთხვა ჯორჯინას.
- არა. ყვავილი მისი დაჭკნა და დაიფურცლა, ხოლო ბეჭედს ყოველთვის ვატარებ გულზე... ეგ რა მოგივიდათ?... რამ მოგაგონათ სტაქანის გატეხა?
- ისე... ძალათ არა. -გასასშტერებელი საქმეა! მე, როგორც თქვენ ანბავს ყური მოვკარ, დანაშთენი მე ვიცი, სწორეთ ამ ადგილიდგან, სადაც თქვენი ანბავი თავდება.
- როგორ? თქვენ იცით, რა შეემთხვა ჯორჯინას?
- ვიცი.
აქვე აფიცარმა დაუსხა ღვინო თვის ამხანაგს და, დალია რა თვითანაც, უთხრა:
- მაშ მიანბეთ, თუ ღმერთი გწამთ. კაცმა, შავის პლაშჩით, დაიწყო ანბავი. – სწორეთ იმ საღამოზედ, როდესაც პრიმადონა უნდა უკანასკნელათ წარმომდგარიყო სცენაზედ, იგი ირთვებოდა თვის პალაცოში. ამასთან იყო ჯულიო -ის მხატვარი, რომელიც ჯორჯინამ დაგისახელათ თქვენ ბაღში. ჯორჯინა მოირთო ბაბილონის ხელმწიფედ. ჯერ არაოდეს იგი არ ყოფილა ესრედ მშვენიერი. დიდროვანნი თვალნი მისნი ელავდნენ გრძლათა წამწამთა ქვეშე, ვითარც ბრილიანტნი, შემოჭედილნი ღაღატით. ელვარენი თმანი მისნი შეადგენდნენ მკრთალთა ლოყათა ზედა მისთა უსწორესა ხაზსა, ასეთსა მშვენიერსა, ვითომც თუ თითონ რაფაელს გეესოს იგი. ტუჩთა ჯორჯინასათა უვლიდა მოსაცთუნებელი ღიმილი. შეხედა რა მას ჯულიომ, ვეღარ შესძლო მეტათ შემაგრება თავის ციება: გულსმოდგინებისა და ზეგარდაშთაგო ნებისა, ავათმყოფობა, რომლისაცა გადააქცევს კაცსა სატანათ.
- რა ჰქნა ჯულიომ?
- მან უთხრა საყვარელსა: „შენ ეხლაკი დასასრულ ხარ ჩემი!“ - ოჰ! მომითმინე, ჯულიო, სთქვა ჯორჯინამ; ეხლაკი დიდს ხანს აღარ გალოდინებ: მხოლოდ ერთი დღეც!
- „ახ ჯორჯინავ, როგორი თავის მოყვარე ხარ: შენ უმჯობეს შერაცხ სახელგანთქმულებას, ვიდრე სიყვარულს!“ - „როგორ არა გცხვენიან, ჯულიო! მე, მგონია, არა გთხოვ დიდს ვადას. ეს იქნება უკანასკნელი დღე ჩემის სახლოვნებისათვის. მე პირობა მივეც და ვერ გავტეხ მას. შემდგომ ამ სემირამიდის წარმოდგენისა, მე - შენი“. ჯულიომ არ უპასუხარა, მხოლოდ უეცრად შემოიკრა ხელი შუბლში, ვითამც ბრწყინვალე აზრმა გაუელა მას თავში.
- „მართლა, დრო არის ჩვენის წასვლისა.“ სთქვა ჯულიომ. იგინი გავიდნენ. კა რებთან იდგა კარეტა ვიდრემდის ჯორჯინა ჩაჯდებოდა შიგ, ჯულიომ წასჩურჩულა მწაფელს რავდენიმე სიტყვა.
კარეტა გაქანდა. -„ეს სად მიგყავარ, ჯულიო?! შესძახა გაშფოთებულმა ჯორ ჯნამ; ეს გზა თეატრისკენ არ მიდის, მთელი ქალქი მელის მე იქ, - ჩვენ ეს პო დესტის ქუჩაში ვართ, ახლოს შენის სახელოსნოსისა.“ ჯულიომ არ უპასუხა არც თუ თუ ერთი სიტყვა. კარეტა დადგა და მხატვარმა ხელთ აყვანით შეიტანა ჯორჯინა თვისს სამხატვრო სახელოსნოში.
-„ოჰ! რას იფიქრებს ბრეში? ჰსთქვა მომღერალმა, რას იფიქრებს ნეაპოლი, ბოლონია, ვენეცია? შენ მიკარგამ მე ათის წლის ნაღვაწ ნაყოფს, ჯულიო!“ -„მე მაგას რას დავდევ! უპასუხა მხატვრამა. სამნი ათასნი ხელნი დაგიკრავდნენ შენ ტაშს და გადმოგიყრიდნენ ყვავილებს; ხოლო მე ვერ მოვისვენებდი მთელს ღამეს; მე გავიტანჯებოდი შურით, იმ ჰაზრით, რომელ სხვანი დასტკბებიან შენის ხმით, შენის სიმშვენიერით, როდესაც მხოლოდ მე შენის ფიქრით... მაშინ ჯულიომ გადასწივა ფარდა და გამოაჩინა საზარელი სურათი; - „ხედავ ამას, უთხრა ჯორჯინას: ავაზაკნი დახვედრიან მგზავრთა? ამათ დაუხოცავთ კაცები ერთიანათ; მცველნი აწვალებენ მას, ჰსჩხვლეტენ ხანჯლებითა, რათა გატეხონ სადა აქვს მათ შენახული თვალმარგალიტი. ეს მხატვრობა ჯერ არ დამისრულებია, ამისათვის რომელ ვერ ვპოვე ქალი, რომელიც ღირს ყოფილიყო აქ ჩასახატავად. ეხლა მე გადმოვიღებ აქ შენ სახეს, და შეიქმნები უკვდავი.“
- „შემიწყალე, ჯულიო! აქ უნდა ტანჯვა, ყვირილი ხოლო მე უფრო ვარგივარ მისთვის, რათა გადაიღო ჩემგნით სტატუია სიტკბოებისა, მეტადრე ამ ტანისამოსში“. -„მაგასაც მალე უშველი... მაიგლიჯე ყვავილები! მაიგლიჯე მანტია!... გაიხიე კორსეტი!...“ - „ოჰ, შემიწყალე, ჯულიო, ეს რას ნიშნავს! მე სულაც არ მსურს ვიყო შენის სურათისათვის ამ ტანჯვაში... შენ ჭკვაზედ შეიშალე! როგორი საკვირველი ოინია!“
- „ოინი... არა! შენ დაინახამ, რომ ეს არ არის ოინი. ამ საათში დაუძახებ ბიჭებს, რომელნიც დაგიწყებენ შენ ტანჯვას. გაიპყარ ხელები და მთხოვე შებრალება... გარნა არა. იგინი არ შეგიბრალებენ შენ... გაგაკრავენ შენ ბოძზედ... დაგიწყებენ ჩხვლეტას ხანჯლებითა... ოჰ! რა კარგი სანახავი ხარ შენ ეხლა, ჯორჯინა!
- განა ჯულიომ მართლა მიაკრა ჯორჯინა? ჰკითხა კაპიტანმა.
- დიახ. მან მიაკვრევინა იგი ბოძზედ და, რაღაცა უჭკოობითა, ხატავდა თვის სურათს, ხოლო დროით და დროით სჩხვლეტდა საბრალო ჯორჯინას ხანჯლით. „ჯულიო! ჯულიო! შემიბრალე!“ კიოდა იგი.
- უბედური! შესძახა კაპიტანმა.
- ჰსჯობს სთქვათ „უბედური მხატვარი“. მხატვარი იტანჯებოდა ჯორჯინაზე უმეტესად. მან უღალატა მხატვარს: მისცა მას ფიცი საუკუნოდ სიყვარულისა და სხვა შეიყვარა. ჯულიო ყოველთვის ეუბნებოდა: „თუ მიღალატებ მიზღამ სიცოცხლით“. მოაგონა რა ჯორჯინას მისი ღალატობა, უკანასკნელის მარჯვე ხანჯლის ძგერებით მან მილურსმა იგი ბოძზედ.
- საზარელობაა! შეჰყვირა გენრიხმა. მა რამ... არა, თქვენ ხუმრობთ: თქვენ, ვეჭვობ, როგორც ძველნი ეგვიპტელნი ლაპარაკობთ სიკვდილზედ, როდესაც ამცნევთ, რომ ღვი ნო ძალიან ამხიარულებს. კმარა!
- განა თქვენ არა გსურდათ, რომ დამე სრულებინა ჯორჯინას ანბავი?
- მსურდა; მარამ რას მოვიფიქრებდი, თუ თქვენ ამისთანა აუხდომელს საზარელებას მიანბობდით!
- აუხდომელი! თქვენ იცით მხოლოდ ერთი მხარე განთავისუფლებისა. ამასთანავე ჰსცნობთ დანაშთენსაც - არა, საკმაოა, ახლაკი დასრულდეს!
- მაშ არა გსურთ შეიტყოთ, ჯორჯინა როგორ გადააგდეს ზღვაში? რას ანბობთ?
- როდესაც ჯულიომ დაასრულა თვისი მხატვრობა ასხნა ბოძიდგან გვამი მშვენიერისა ჯორჯინასი; მერე, ღამე, შეჯდა ცხენზედ, შემოიდო იგი გარდიგარდმო უნაგირის წინა, მიაჭენა ადრაატიკის ზღვამდინ და გადაყარა მუნ ჯორჯინა და ყოველი იგი, რაიცა დარჩა რამე ჯორჯინასი. -
- მზაკრულსა ღენიას შეკსპირისას საშინელ თქვენის ისტორიისა, არა მოუგონია რა! ის ჯულიო უნდა იყოს ვეფხვი კაცის სახით...
ანუ ავათ მყოფი, შეშლილი.
- თქვენ უნდობთ მას?
- მე მებრალება იგი.
-მერე რაღა შეემთხვა მხატვარს?
- იგი პირველათ ჩადიოდა მრავალს სისულელეს, ცდილობდა დაფარვასა თვისის წუხილისასა გარდამატებითა ყოვლისსა გვარისათა; გარნა ეს უმეტესად უღვიძებდა მას მხოლოდ სიძულელსა და განწირულებასა ჩრდილი ჯორჯინასი, იმ სახით, როგორათაც ის იყო უკანასკნელს დროს ჯულიოს სამხატვროში, დაუცხრომელად ელანდებოდა მას თვალებში... კმარა ახლაკი ამაზედ ლაპარაკი დავლიოთ!
- არა, მე მეტს აღარ დავლევ, დაგვიანდა კიდეც და, ამას გარდა, მე როგორღაც შეუძლოთა ვარ, სად არის ეხლა ის მხატვარი? - არ ვიცი. იგი დატანტალებს ყოველგან, სადაცა იმედი აქვს - იპოვნოს რამე ჯორჯინას საკუთრება.
- ეს სულ დიდი საშინელება და საკვირ ველება არის!
- დიდად საკვირველია... ჰო, მე დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა! ჯულიომ გაიგონა, რომელ კაცსა, რომელიც ჯორჯინამ დაამჯობინა მას, აქვს მისი ყვავილი და ბეჭედი და მას აქეთ იგი არ აშორებს თვალსა მას, რომელმაც მოსტაცა ბედი.
უკანასკნელი სიტყვები მოანბემ გამოსთქვა წყნარად და მრისხანე სახით; მაშინ კაპიტანი ყოველსავე მიხვდა და, წამოხტა რა სკამიდგან, გაისო ხმალს ხელი და შესჭყივლა:
- თქვენ ხართ ჯულიო! მე გცნობთ - თქვენ მოჰკალით ჯორჯინა. აგერ ოთხი წე ლიწადია, რაც თქვენი შავი პლაშჩი მდევს ყველგან, როგორ ჩრდილი, ახლაკი დრო არის ამის დასრულებისა -დაიცეთ თავი!
- ვიდრემდის ვიბრძოლოთ, ჰსთქვა ცივათ ჯულიომ, (პლაშჩ წამოსხმული იყო სწორეთ ჯულიო) ვიდრემდის ვიბრძოლოთ, არა სჯობს -კიდევ მოვითხოვოთ ღვინო და დავლიოთ?
- კაცის მკვლელო, ბოროტო, გარეგანო... მშიშარავ! მაშ არ გინდა ჩემთან ბრძოლა?!
- არა, ხმალი რაღა საჭიროა -საწამლავიც კარგათ გასჭრის.
კაპიტანს მართლათ, მოერია საწამლავი, რომელიცა პაშჩინმა შააპარა მას ღვინოში, დაეცა და შეძახა:
– ოჰხ! ნადირო, ასპიდო, დედავ...
ჯულიომ აღარ ალაპარაკა ბევრი: მძიმეთ გამოართო კაპიტანს უძლურის ხელიდგან ხმალი და წნარა დაიყვანა თავამდის კაპიტანის გულში ჯერ ისევ ცოცხალში; მერე ახსნა კაპიტანს გულიდგან ჯორჯინას ბეჭედი და მიეცა ხეივანს ღიღინით.
თ. რ. ბარათაშვილი.
1855 წ.
![]() |
3 ლექსები სხუა და სხუა მწერალთა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 * * * (ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებითგან) |
▲ზევით დაბრუნება |
* * * (ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებითგან)
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირისა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი.
დიდ სამუქარო, საავდარო, და მეც გლახ -გული
მსწრაფლ გამითენდა შავბედისგან დაღამებული.
ნუთუ აღმოჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად?
ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად?
კვლავ აღმიტეხნო გულის ჭირნი, მიყრუებულნი,
და განმიახლო ნეტარების დღენი წარსულნი?
მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეს საოცარი
და განანათლე კვლავცა ჩემი ესრეთ სახარი!
მეცე ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სათურსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი, შენს ხმას ციურსა.
დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი მშვენიერის ცით
მინეტარებდა სიცოცხლისა დღესა სიამით.
მოვჰსთქვავდე თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ ღრუბელს,
ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა, შვების მომფენელს.
ვფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ოი მნათო ჩემო!
ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,
მყის დამიღამდეს ამ სოფელსა სიამოვნება
და შენთვის დავჰსთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება.
![]() |
3.2 კნეინა ბარბარე ჯორჯაძისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
კნეინა ბარბარე ჯორჯაძისადმი
უცხოს კალმითა განგვინათლე მარტის[1]
ცისკარი.
თვალთ ჟუჟუნასა ქება უძვენ სწორ შესადარი.
(ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებითგან)ფეხთთ დაუფინე ასპინოზი და აცედარი,[2]
ნუ დადუმდები გაგვაგონე ტკბილ საუბარი.
ბულბულთ ჭიკჭიკი, ვის არ მოჰგვრის ტანთა ჟრჟოლასა?
ვარდთა მიჯნურთა, უნუგეშოთ, კანკალ, თრთოლასა.
ივერიელნი გევედრებით ლექსთ მოყოლასა,
ნუ დაუტევებთ, შენთ სიტყვების ისართ სროლასა.
ოი მნათობო, კახთა შორის და მდედრთა სქესო,
სწორ უპოვარო, უცხოთ მთქმელო და უტურფესო,
ძვირფასო უნჯო, შვენიერო და უაღრესო,
ოქროდ მოიმკის რაც ცისკარში, კალმით დათესო!
ჩვენც შეგვიბრალე, საცოდავნი მცირეთ მწერალნი,
მალმალ გვიჩვენე, ბუნებითი ნიჭი და ძალნი.
ძველნი მწერლობა გვაპოვნინე, მოგვეც ახალნი,
მით გვანუგეშე შემომყეფნი შემომძახალნი.
პოეტავ დიდო! არ დაგეშრება სიტყვათა წყარო,
ჰსჯობს მას მივმართო, ვინცა შექჰმნა ქვეყნის სამყარო,
მან მოგაშროს, ყოვლი სენი და სამწუხარო,
გაფიქრებინოს, მცირეს თქმითა ჩვენც გაგვახარო!
თავადი გიორგი თუმანოვი.
ზ. მაისს, ჩყჲა-ს წელსა.
ქ. ქუთაისი.
____________
1 ჩყჲს -ს წელსა.
2 სახელნი ყვავილთა
![]() |
3.3 ძმაო ალექსანდრე! |
▲ზევით დაბრუნება |
ძმაო ალექსანდრე!
სულით და გულით მოძღვნილი
მცირედიც შეიწირება! -
ვიცი გაქვს კითხვის სურვილი,
მით შევსძელ კადნიერება.
ამა ლექსებით გაიგებ,
თუ რა ტკბილია მამული. -
ქართველობით მაშინ გაქებ,
თუ ხარ ძმათა მოყვარული!...
ისწავლე და დაინახე,
სიყვარულს გაუღე გული!
და უკვდავად დამარხე
საქართველოს სიყვარული!...
ძმაო! ბევრი დამგმობს ვიცი:
დაგიძრახვენ კეთილ ქცევას!...
მაგრამ შენს აზრს ეყავ მტკიცი,
მით მიიღებ შვილთ კურთხევას.
როს შენს კეთილს დასცინიან,
შენ ნუ ისმენ მრისხანებით! -
რას შვრებიან არ იციან,
ეტევებათ უგნურებით!...
თ. აკ. წერეთელი.
![]() |
3.4 თხუთმეტის წლის ქალს |
▲ზევით დაბრუნება |
თხუთმეტის წლის ქალს
(მიბაძვა რუსულისა)
თხუთმეტის წლის ქალი ხარ, რაღათ გშვენის ჩემგან რჩევა,
მარამ რა ვქნა, რომ არა ვსთქვა, გულს დაღივით დამეჩნევა;
- ნეტა როგორ არა გრცხვენის ამნაირი ყოფა -ქცევა:
დამინახამ ხან წითლდები, ხან გონება დაგებნევა,
და ხან დედისკენ გამექცევი, როგორ გმართებს შენ გაქცევა?...
- თაგვი არ ხარ, არ ვარ კატა რომ მოპარვით გელამუნო,
გავგორდე და გამოვგორდე და ხან სული გავიტრუნო,
ხან ვიბობღო, წამოვცურდე, შენი მზერით გულს ვიტკბუნო,
ვისკუპო და კლანჭი გაგკრა, ხვეწნაც შენი არ ვირწმუნო
და შეგიპყრო და უმათ, ვახშმათ, ვით ტორუა შეგხრამუნო!...
თ. რაფიელ ერისთავი.
![]() |
3.5 თხუთმეტის წლის ქალი. (იგივე აზრი.) |
▲ზევით დაბრუნება |
თხუთმეტის წლის ქალი. (იგივე აზრი.)
(მიბაძვა რუსულისა.)
II.
თხუთმეტის წლის ქალი არის - ყმაწვილ კაცთა ნეტარება.
რაკი მნახავს მემალება, დედას ეკვრის, ეფერება,
აჟრჟოლდება, გაწითლდება, მაისის ვარდს ედარება...
არ ვარ კატა, ღმერთმან იცის, არც ის თაგვი მეგულება...
რომ ვისკუბო, კლანჭი გავკრა, მივაყენო რამე ვნება...
- მაშ რისთვის -ღა მერიდება, მაშ რისთვისღა მემალება?...
თ. რაფაელ ერის-თავი.
![]() |
3.6 სინანული |
▲ზევით დაბრუნება |
სინანული.
(მიბაძვა სპარსულისა.)
როდესაც მოვკვდე, გავცივდე, პირში არ მე დგას მე სული,
სიკვდილი ჩამხუტებოდეს, ხვევნა ჰქონდეს მეგობრული,
თვალნი, ბაგენი დამხშოდეს სიკვდილს ველოდე ბედკრული,
მაშინ ასე სთქვი ლამაზო, სიტყვა მართალი და სრული:
„ვარ შენი მკვლელი, მარამ გულს აქ მეწვია სინანული!...“
თ. რაფაელ ერის-თავი.
![]() |
3.7 ნატვრა |
▲ზევით დაბრუნება |
ნატვრა.
(მიბაძვა სპარსულისა.)
მესისხლობა, შური, მტრობა ამისთანა არის განა? -
სულის მეფას მომაშორეს, გულსა დამდეს მჭრელი დანა;
არ დავსწყევლი ვინც ეს მიქმნა, შემდეგ ხელი გადიბანა,
მხოლოდ ვნატრობ, მასცა შეჰხვდეს დღე და ბედი ჩემისთანა!...
თ. რაფაელ ერის-თავი.
![]() |
3.8 ნატვრა |
▲ზევით დაბრუნება |
ნატვრა
(მიბაძვა სპარსულისა.)
თუ შესრულდება, ნეტამც მე ეს ნატვრა ამიხდინაო:
ჩემისავ ლექსის სტრიქონში დამმალა, მომცა ბინაო,
ამ ოსტატობით ლამაზის ტუჩებს დავკოცნო მინაო,
ოდეს იგინი წარმოსთქმენ ამ ლექსს, ნაჯღაბს მისთვინაო. -
თ. რაფაელ ერის-თავი
![]() |
3.9 ჩემს ქალს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემს ქალს
რა შემოვხედავ შენსა ნორჩობას,
სახის სიწრფელეს, უმანკოებას,
მშვენიერებით ვით რომ მხატვრობას,
ვნატრი მსწარფლიად წელთ წარმავლობას.
მსურს: აღმიყვავდე აჰყვავებითა,
იცნო სოფელი არ მუხთლებითა,
გონებას მშვიდსა განათლებითა
ვჰგრძნობ იქონიებ მაგ ხატებითა
შენ დაიმარხე მცნებამშობლისა,
მღვთის სიყვარული, შემდგომ სისხლისა,
გშვენის და ვალის არს ბუნებისა,
იქნები მაშინ სვეტი ნათლისა.
ვიშიშვი მხოლოდ ვაითუ შენს გრძნობას
არ შეხვდეს მსგავსი, დიდ სულოვნებას,
მხვედრს აბრალებენ ამ შეერთებას,
ზოგნი ვარსკვლავსა, ზოგნი განგებას.
მაგრამ ვგონებკი არვინ იცის
ეტლი ვარსკვლავი თუ არის ზეცის,
ეს შემოქმედმან მხოლოდ მან იცის,
სხვა ვინ ამტკიცებს და ან ვინ იცის!
კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა.
![]() |
4 წიგნი რედაქტორთან |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნი რედაქტორთან
უფალო რედაკტორო!
დიდი მოვალეობა აქვს ჟურნალის გამომცემსა - გაწურთნა ხალხისა, განვრცელება სასარგებლოს ცნობაებისა და სხვა მრავალი; ამის გამო მედროე მწერალნიც ვალდებულ - არიან გიგზანიდნენ უმეტესად იმ სტატიებს, რომელთაც შეეძლოთ გავითარება ხალხისა.
თქვენს ჟურნალს კითხულობენ უმეტესად ის ქართველნი, რომელთაც არა იციან ევროპიულნი ენანი; შეიძლება ესე ვითართა მკითხველთათვის გადმოტანილ იქმნენ ხოლმე თვქენს ჟურნალში სასარგებლო სტატიები აწინდელის რუსეთის ჟურნალებისა და გაზეთებისაგანცა, რომელნიც ძრიელ მდიდარნი არიამ ამ გვარის თხზულებაებითა.
ამ წლის გაზეთის სევერნი პჩელის 45-ს ნომერში არის დაბეჭდილი შინაური ცხოვრება ანგლიის კოროლევას სახლობისა ონბორნში. კოროლევა ვიკტორიას ზღვის პირის სამყოფში, კუნძულსა ზედა უაითს, უმეტესი ნაწილი შესაქცევის ადგილებისა ეკუთვნისთ პრინცთა და პრინცესთა; თვითოეულსა მათგანსა აქვს თვისი ბაღი და ბოსტანი, პარნიკი[1],ორანჟერეა[2], პიტომნიკი[3] და სახელოსნო სახლი. ამ დგილში კოროლევას შვილნი ატარებენ ყოველს თავისუფალს დროს და მუშაობენ ისე მოუწყენელად, როგორც შეჰფერის ანგლო - საქმის ტომსა. არ არის იმისთანა ნაწილი ბაღის კეთებისა, რომელიც იმათ ზედმიწევნით არ იცოდენ გამოცდილებით. ეს ცოტაა: იქ არის საკუთარი შენობა, რომელშიაც არის გაკეთებული ნამდვილი სამზარეულო ყოვლის სანოვაგის მოსამზადისი მკუთვნელობითა და სახლის პატრონის ქალისათვის საჭიროს განძთა, სადაც კოროლევას ყმაწვილნი ქალნი, სრულის მზარეულის დედაკაცის ტანისამოსით ჩაცმულნი, ხარშვენ, ამარილებენ და ამზადებენ მოსავალთა საკუთარის თვისის ბოსტანისათა, რომელთაცა შემდგომ იყოფენ თვითონ ანუ ურიგებენ ღარიბთა მეზობლად მცხოვრებთა. კოროლევამ დააწერა, რათამცა იმის შვილებს არ დარჩესთ არა რაიმე უსწავლელად და არაოდეს ყმაწვილი შთამამავლობა ანგლიის სამეფოს სახლისა არ იქმნება ხოლმე ისე ბედნიერი, როგორც მყოფობისა დროს ოსნბორნში. სახლის მეურნეობის დაწყობილებათ და საქმეთ გარდა, იქ არის კაბინეთი ბუნებითის ისტორიისა, შემდგარი უცხოთა ნივთთაგან, რომელნიც შეგროვებულნი მეფას შვილებთაგან თვისის მცირედის სამეცნიეროს სიარული და შრომის დროს, გეოგონზიური ნიმუშები[4], გერბარი[5], გუდათ გატყავებულნი მფირველნი და ცხოველნი, ყველანი, იმათის ჰაზრით, შენიშვნის ღირსნი, დაწყობილნი თავთავის ხარისხით, ჯეროვანის წესით, იმათისავე საკუთარის ხელით.
ამავე წლის ჟურნალს ილლიუსტრაციაში წაიკითხავდით, რომელ ღენერალმა გარიბალდიმ, ყოფილმა დიკტატორმა სიცილიისა და ნეაპოლისამან, აჩვენა ქვეყანას, რომ მუშაობა არ არის სათაკილო. გარიბალდი თვით ხნავდა მიწასა და მიჰქონდა თვისისავე ხელით მასალა დაკერებისა დროს სახლისა და შემოვლებისა დროს ბაღის კედლებისა.
ისტორია მოგვითხრობს, რომ სახელოვანი ცინცინატი, რაოდენმე გზის აღყვანილი რომის რესპუბლიკის დიდს გაჭივების დროს დიკტატორის ხარისხზედ,[6] შემდგომად მტერთ შემუსვრისა, მსწრაფლ უტევებდა თვისსა დიკტატორობასა და მოიქცეოდა ხოლმე ისევე თვისის გუთნიდედობის ხელობისადმი.
კიტაის ანუ ჩინეთის იმპერატორი და მინისტრნი მისნი ხვნენ მიწასა თვისის საკუთარის ხელით ყოველ წლივ თვითო დღესა, მე მქონია მრავალთა ქართველთა თანა საუბრობა მამულის პატრონობასა და სახლის მოვლაზედ, რასაკვირველია, ბევრი მათგანი სჯიან ამაზედ რიგირანად, მაგრამ არიან უსწავლელთა შორის იმისთანანიცა, რომელნიც ფიქრობენ ისე, როგორც ესმოდა სახლის მოვლა ერთს ამ წელში გადაცვალებულს მოხუცს მებატონეს, ის დიდად თაკილობდა, თუ რომელიმე იმისი რძალი ოდესმე შევიდოდა დასახედავად თავეთს სამზარეულოში, სადაც, იმ მოხუცის ჰაზრით, უნდა შეესვლებოდესთ მხოლოდ მსახურთა მებატონისათა. ამ გვართ კაცებზედ არ შეიძლება არ ჰქონდესთ კეთილი მოქმედება ზემორე აღწერილთა მაგალითთა, თუ ექნებათ შემთხვევა შეტყობისა.
უკეთუ ანგლიის მეფის სახლის შვილები იკადრებენ სამზარეულოში არამცთუ შესვლასა, არამედ მუშაობასაცა, - დიკტატორი ცინცინატი არ ითაკილებდა, დიკტატორი გარიბალდი და ჩინეთის იმპე რატორი თვით მინისტრებით არ ითაკილებდნენ თვი სის ხელით მუშაობასა, რასაკვირველია ქართველთ მებატონეთა და იმათის სახლობაებისათვისაცა არ იქნება სასირცხვილო, არამთუ დაათვარიელონ თვისნი სამზარეულონი, არამედ მიიღონ ხოლმე თვით შრომაშიაც მონაწილეობანი.
თქვენს ჟურნალში იბეჭდება მრავალი სტიხები, რასაკვირველია, სტიხთა აქაურთა ნიჭიერთა პოეტთა, აწინდელისა და განვლილთა საუკუნოთათა, უნდა ჰქონდესთ ამ ჟურნალში ადგილი, მაგრამ რადგან მელექსეობა ჩვენში საკმაოდ არს განვრცელებული; ამისათვის უპირატესობა უნდა ეძლეოდეს ისტორიულთა და იმ გვართა სტატიებთა, რომელთაგან მკითხველთ შეიძინონ სასარგებლონი ცნობანი. ჩვენ გვყანან მრავალნი განათლებულნი ყმაწვილნი კაცნი, მცოდნენი ევროპიულის ენებისანი და ვიმედეულობთ, რომ იმათის შემწეობით და თქვენის შრომით ქართული ჟურნალი გამდიდრდება იმ გვარის თხზულებაებითა, რომელთაც შეიქნება როგორც სასიამოვნოს, ეგრეთვე სასარგებლოს საკითხავთ.
თქვენის ჟურნალის წარმატების მსურველი
იოსებ მამაცაშვილი.
იჱ -სა მაისს 1861 წელსა.
______________
1 პარნიკი არის ბოსტანში დადგმული გრძელი ყუთივით ფანჯრებით დასახურავი, რომელშიაც ჰყრიან მიწასა და სტესენ ბოსტნეულს.)
2 ორანჟერია არს შენობა, სადაც მოჰყვათ მცენარენი.
3 პიტომნიკში რგვენ ნორჩთ ხეხილთ შემდგომ გადა სარგველად
4 დეოგონზია -მიწის მეცნიერება.
5გერბარი - შეკრებულება გამხმართა ბალახთა თავის ყვავილებით.
6დიკტატორი - დროებითი მმართველი.
![]() |
5 ადვილნი და სასარგებლონი ყურძნის ვენახთ და სხვათა ხეხილთა აღშენებანი. |
▲ზევით დაბრუნება |
ადვილნი და სასარგებლონი ყურძნის ვენახთ და სხვათა ხეხილთა აღშენებანი.
აქამდინ კახეთში ვენახს აღაშენებდნენ ამ გვარათ: გასჭრიდნენ მრუდათ, ღრმათ, არხებათ და არცა დაუნიშნავენ სწორეთ საჭიროს გზებს და რუებს, თითქოს შორს აღმოჭრილს დააყენებდნენ სიგანეზედ მეორეს შართან თვითქმის რვასა და ათს საჟენზედ, და ოდესაც აღმოწრილს შარებში ვაზს ჩაყრიდნენ, შემდეგ მიჰყვებოდნენ ვაზების გადაბარვას ერთის ვაზის შარიდამ მეორე ვაზის შარისადმი და დანიშნული მიწა ვენახად ძლივ აშენდებოდა. ათის წლიდამ თხუთმეტს წლამდინ, ამით ვენახის აღმშენებელს დიდი ზარალი ქონდა. პირველათ ამით, რომ მიწის შარს ამოსჭრიდა და საჭიროს ზომაზედ ვაზს ჩაყრიდა, ისევ უნდა აღმევსო ის აღმოჭრილი მიწა, და მეორეთ ამით, რომ ასე განიერათ რომ შარებს ჩაყრიდა, ათსა და თხუთმეტს წელიწადში ძლივ შენდებოდა ვენახი და ვაზი ძლივს მუშაობდა. ვაზს ბევრის გადაბარვით ძირნი უსუსტდებოდენ და ვეღარ იზდებოდნენ. ესე იგი, ერთის ვაზიდამ უნდა გაჩენილიყო ორმოც და ათს ვაზზედ მეტი. -ახლა ნაცვლად ამისა, რომ ესე ვითარი საზარალი ვენახისა აღშენება შეიცვალოს სასარგე ბლოდ, ვენახის აღმშენებელი დანიშნავს რაოდენი დღიურია და გაჰყოფს გზებით, შემდეგ მოიქცევა შემდეგის სახითა: პირველად, მოამზადებს რამდენთამე ათას ვაზის რქათ, რომლისა გვარისაცა ჰსურს, მეორეთ იყიდის გრძელს კანაფის თოკს, ძემოთის დანიშნულის გზიდამ ქვემო დანიშნულს გზამდინ გასჭიმავს და დაამაგრებს. სწორე გზაზედ პალოებით მესამედ, ამ სწორეთ გაჭიმულს თოკის გაყოლება კარგათ მოხნულს და დაფარცხულს მიწაზედ, პატარ-პატარა ორმოებს სამარგილესავით, რომელსაც აქვნდეს სიღრმე ერთს ჩარექზედ მომატებული და სიგანე ნახევარ ჩარექი. ყოველს აღმოჭრილს ორმოში ჩარგამს ორ ორს რქას ვაზისას. მეორედ, შემდეგ, ამ შარის პირიდამ გადაზომავს ქართულსავე ადლ ნახევარს სიგანეს და გაჭიმავს სწორედ თოკს და მოიქცევა ვითარცა ზევით სწერია და ყოველს, ორმოს ერთს მეორის პირ და პირ აღმოსჭრის და ჩაყრის ვაზებს სწორეთ თოკისავე გაბმით რათა ვენახი და შარები ვაზებისა სწორეთ აშენდნენ. და ოდესაც ესრეთის ზომიერებით აღავსებს პატრონი მიწათასა, მაშინ ყოველს შარებს გაუკეთებს თირეებს და მიუგდებს წყალს აღმოჭრილს რუებზედ და მორწყავს კვირაში ერთხელ; ხოლო ვაზებს შუა მოხნულს მიწაში მოიყვანს ბაღეულობას და სხვა და სხვა ბოსტნეულობას და აღმოსულთ. ბალახთ, მოხნულს მიწაზედ ანუ ვაზებს შუა ყოველთვის გასთოხნის. ამ გვარათ აღვსილი და ნამუშევარი ვენახი მისცემს პატრონს სრულს მოსავალს ოთხს წელიწადს, და ვაზნიც იქნებიან ფრიად ძლიერნი და ღონიერნი. გარდა ამისა პატრონს შეუძლიან მაშინვე ვაზის ყრის დროს ყოველს გზის პირზედ ჩაურიგოს სწორეთ ხენი იფნათანი ანუ თუთისანი და აღუშოს მათზედ ყურძნის ვაზნი, ანუ გააკეთოს ხეივნებით. -
(განგრძელება შემდეგ ნუმერში.)
თ. ს. გურგენიძე.
![]() |
6 წერილი რედაკტორთან |
▲ზევით დაბრუნება |
წერილი რედაკტორთან
II.
„მოშაირე მას არ ჰქვია, ვინც ლექსი თქვას ერთი ორი.“
რუსთაველი.
მიიღებთ თუ არა წერილს, მე ვგონებ, იტყვით: „მცონარა ადგაო და აღარ დადგაო“. მართლაც - ჩვენ ვინა და ვინ წერა! მაგრამ მეორე ანდაზაც ანბობს: „ნუ შეხვალ ნუ ებანებიო, ნუ გამოხვალ ნუ სთრთითო“. რაღა გაეწყობა, რახან ავიღე კალამი და ვიწყე წერა, უნდა კიდეც დავასრულო. ესკი, რომ ამ ჟამად ნახევარი ვერა ვთქვი; ბევრი რამ დამრჩა კიდევ სათქმელი; მიზეზი ამისი ეს არის, რომ შემდეგ უფ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა ერთვის თარგმანზე აქამომდე ისე მიბჟუის ყურები, თვითქოს ეს არის ეხლა გამოველ მეთქი ბაზაზხანიდამ. მე მიკვირდა, თუ რამ გააშფოთა უფ. ჭავჭავაძე ასე მწარეთ, და როდესაც ამაზე ვფიქრობდი, მამაგონდა პასუხი თვით უფ. ჭავჭავაძის, რომელიც იტყვის: „მე მშობელ მამასაც არ დაუთმობდი ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებასაო.“ სწორეთ მოგახსენო, ეს სიტყვები ასე გაბედვით და დიდგულად არიან გამოთქმულნი, რომ მეგონა უფ. ილია ჭავჭავაძეს სწვევია გენი რომელიმე დიდ ქართველ მწერალისა. მეგონა, შავშინდი და რომ უბრალო „რახარუხით“ აღარ მეწყინებინა საქართველოს გენი, მე ვისურვე განხილვა ამ გენის ქმნილებათა და შეტყობა, თუ რავდენი მისხალი პიიტიკური ნიჭი ძევს მათში.
გავაღე განჯინა. უჰ! რა საზარელი ნოტიოს სუნი მეცა! მაგრამ შევძელ როგორც იყო და ამოვალაგე დაობებული ცისკრები. მრავალი მათგანი იყო შეჭმული თაგვებისაგან და აი საკვირველება! შემდეგ სამის დღისა, რომელიც მოუნდა ცისკრების გაშრობას, ვნახე რომ არც თუ ერთი ლექსი უფ. ილია ჭავჭავაძისა, ნიკ. ბარათაშვილისა და სხვათა მწერალთა სჩანდა მხოლოდ გვარი და დაწყება ლექსებისა; დანაშთენი იყო მთლათ დახრული.
დიდად გავკვირდი ესრეთის სანახაობით. მაშინ ვიფიქრე: „თაგვები მუზიკის დიდი პატივისმცემელნი არიან და, ეტყობა, რომ უფ. ჭავჭავაძის ლექსები უნდა იყვნენ, უეჭველია, სხვა ღირსებათა გარდა, დიდი კეთილ ხმოვანნი.
ამიტომაც დიდის მოწიწებით ავიღე უფ. ჭავჭავაძის ლექსები და დაუწყე კითხვა:
უფ. ჭავჭავაძე გამოვიდა ლიტერატურის ასპარეზზე, ვგონებ, 1857 წ. თავისის პატარა ლექსით -„ჩიტი“.
გაიარეთ ერთ რომელიმე კვირას იარმუკაზე; იქ დაგხვდებათ ახალი მოსწავლე დურგალი, რომელსაც გამოუტანია პირველი თავისი ხელოვნება პატარა ყუთი; შორიდამ ხედავთ ყუთი არის გარანდული, ლაქწასმული, უბრალო ხისა; მერე ახლო გასინჯეთ და მაშინვე მიხვდებით, რომ ის არის ახალ მოსწავლის გაკეთებული. ესრეთი არის უფ. ჭავჭ. „ჩიტიც“ - გარედგან გარანდულია და შიგნით... ეს იყო პირველი მისი თხზულება, და ვინ მოითხოვდა მისგან მეტს, ან ვინ ათხოვებდა ყურს.
1859 წ. უფ. ჭავჭ. მოუხშირა ლექსებს, რომელნიცა არ განსხვავდებიან „ჩიტისგან“ სისუბუქით, თუმცა იგვირგვინებიან, მაღალს სახელებით -„შილლერით, გეტეთი, ბაირონით“ და სხ. ამ დიდ მოლექსეთ სახელებით უნდა დაებრმავებინა მკითხველი, თუმცაკი საეჭვოა, რომ ნამდვილ იმათ თხზულებიდამ გადმოეღოს და არა რუსულით. ავიღოთ რომელიმე ლექსი უფ. ჭავჭავაძისა, თუნდ „ცრემლთა შინა ნუგეში“ (შილლერით) ეს ლექსი იწყობა ასე:
„მოღელვენ ზვირთნი, მოქუხს მდინარე,
ტყე ყრუთ ხმაურობს, ორ მხრივ მდგომარე,
გადახრილ წყლისკენ ზის ნაზი ქალი,
უფრო ღელდება მდინარის წყალი,
უფრო სიშფოთით ზვირთი ზვავდება;
უნებურ ცრემლნი ქალის არ მალვით
ორ ნაკადულთა თვალით იღვრება
და მის სიმღერა მოდის წყალსავით“.
უკაცრაოდკი არ ვიყო უფ. ჭავჭ. მარამ, რომ არ მესმის, როგორ არ ვიკითხო!... არ გამიგონია და ვერც წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს „გადახრილი წყალი“ ან ეს: „უნებური ცრემლნი ქალის არ მალვით“ თუ „ქალის არ მალვით იყო“ ცრემლი, მაშინ „უნებური“ რაღათ იქმნებოდა?! -„ორ ნაკადულთა თვალით იღვრება“. ნუ თუ ნაკადულს თვალები აქვს და ისიც ორ ნაკადულს ერთი თვალი?!
„ებრაულ მელოდიაში“ უფ. ჭავჭავაძე გვიბძანებს: „სტიროდეთ!... თუმცაკი არ მესმის, რა არის სატირელი?! მეტადრე ამ სამს სტრიქონში:
„სტიროდეთ... სადაც ღმერთი იმ მტირალთ
იმყოფებოდა იმა ალაგსა
არიან, ვისაც ღმერთი არა ჰყავთ“.
ბევრი ვეცადე, მარამ აზრს ვერ მიუხვდი. მართალია კარგი მწერლობაცკი ის არის (ზოგიერთის ფიქრით), რომ ვერ მიუხვდე მწერალს აზრს: სად ანბობსო! საკვირველი ღრმა ლექსიაო!...
ავიღოთ ახლა საკუთარი ჭავჭ. რომელიმე ლექსი, მაგალითად: „არაგვი, ელეგია, შავს თვალებს, მწუხარება და სხ“. ამ ლექსებში ავტორი გამოიჩენს ნიჭს ბუნების განსაკუთრებულის შენიშვნისას. აი მაგალითად. არაგვს ეუბნება პოეტი:
„იქ, სადაც შენსა მღვრიესა წყალსა,
შეურევ ხმოვან შფოთიან ტკვარსა “
არაგვი თავისის სიწმინდით და სიმსწრაფლით და გათქმულია და არა მტკვარი არაგვთ მიუღია.
„ელეგიაში“ უფ. ჭავჭ. ამბობს.
„როსღა გვექნება ჩვენ გაღვიძება.“
უთუოთ, ხუმრობით მოსვლია ესეთი ლექსი, თორემ განა თითონ უფ. ჭავჭ. არ იცის, რომ არ ითქმება - „გვექნება გაღვიძება“ და უნდა იყოს: როს გვეღირსება ჩვენ გაღვიძება. „მწუხარებაში“ ამბობს: „და მეკი მკლავდა მწუხარების ისართ ტკივილი“. უფ. ჭავჭ. ვერა ყოფილა კარგათ შეწუხებული, თორემ „ისართ ტკივილს“ ყურს არ ათხოვებდა. და არც მესმის, რა სნეულება ეჭირვებოდათ ისართ? რევმატიზმი!? - ეს კიდევ არაფერი; მარამ როცა უფ. ჭავჭ. იპყრობს კალამს სიმშვენიერის გამოსახატავათ, მეტადრე თვალებისას, მაშინ ყოველი კრიტიკა ეცემა მის წინაშე; აქ გამოიჩენს ნიჭს შედარებისას, და მშვენიერს თვალებს აქცევს -„მორევათ, ტბათ, მელნის გუბეთ“, ამ გვარ წვრილმან შეცთომილებებს მრავალს გადმოვსწერდი, მაგრამ იმათთვის დრო არა მაქვს.
მე როგორც წერის გუნებაზედა ვარ და მსურს მოვძებნო პოეზია უფ. ჭავჭ. ლექსებში. ვიდრე შეუდგები ამ საგანსა, მე საჭიროთ დავინახე ვსთქვა რავდენიმე სიტყვა პოეტიკურ თხზულებაზე საზოგადოთ.
პოეტიკურ თხზულებაში აზრი გამოიხატება საგნებითა არა იმ სიტყვებითა, რომელიც მხოლოდ გვესმის და ვერ კი წარმოვიდგენ მის ფორმას. ასე, პიეტა იტყვის თუ ჰსურს გამოხატვა კაცის ცუდის მხრისა: „ეს კაცი არის გველი“ ფილოსოფიურ ენაზე იგივე აზრი ითქმება სხვა გვარად: „ბოროტია“ პირველში კაცის ნაკლულევანებას ვხედავთ გველის ფორმაში, მერმე. იმავე აზრს, მხოლოდ ცარიელ სიტყვებში. პოეტიკურ აღწერაში ბუნება უნდა იყოს გამოსახული:
ცხოვლათ, რათა უფრო ნათლად წარმოგვიდგეს თვალწინ აზრი, რომლის გამოხატვაცა ჰსურს პოეტს.
მოკლე, რათა თქვას მხოლოდ ის, რაც მსახურებს გამოსახატავთ იმ აზრსა, რომლის გამოთქმაც ჰსურს პოეტს.
უნდა ჰქონდეს ძალა, რათა მსმენელზე იოქმედოს ისე, როგორათაც სურს პოეტს და არა ისე, როგორათაც უფ. ჭავჭ. გვიბძანებს „იტირეთ“ და როდესაც ვკითხულობთ გვეცინება; „გაიღვიძეთო“ და თვითანვე გვაძინებს.
სრულდება, რათა აზრები იყოს გადაბმული გვირისტით და არა გადაჯღანებული. ამას გარდა, პოეტიკური თხზულება უნდა იყოს კეთილხმოვანი, რათა არა სტანჯვდნენ სმენას თავისის გაუთლელის ჯაყჯაყით და არც ისე დამბლათ მიათრედნენ ფეხებს, როგორათაცა უფ. ჭავჭ ლექსები.
ქართული მოლექსეების ბედი ის არის, რომ ქართული ლექსი თვის ბუნებაში იცვლის სამს ასოს და არც ერთს, როგორათაც რუსულს ენაში. ამისთვის ისინი, რომელთაც პოეზია მიაჩნიათ მხოლოდ რითმებში, ადვილათ მოიპოვებენ მათ; აი ამ გვარი ლექსი:
უფლისა
ჩვენისა
ანტიკრიტიკისა
და მის კამპანიისა. და სხ.
მითამ რატომ არ არის ლექსი? სამი ასო მოდის ბოლოში რითმათი! თუნდ კიდევ ესეც:
კამბეჩებია,
კარგებია,
ნასყიდებია,
გამოქნილებია და სხ.
რასაკვირველია რომ ამისთანა ლექსის მოთამაშე მწერალს არ მოეწონება ჩახრუხაძე!
თუ არა გჯერათ, რომ თვითქმის, სულ ასე აქვს ნაწერი უფ. ჭავჭავაძეს თავისი ლექსები, გადაიკითხეთ მისი თხზულებები და მაშინ, თუ იპოვით ერთს მარად ქართულს ლექსს, როგორსაც შეხვდებით მეტადრე უფ. აკ. წერეთელის თხზულებებში, ბოდიშს ვიხდი.
დასამტკიცებლათ ჩემის სიტყვებისა, მოვიყვან თითო ტაეპს უფ. წერეთლის და ჭავჭავაძის ლექსებიდგან.
აი ტაეპი უფ. წერეთელის ლექსებიდგან, როდესაც ქალი წამოდგება პერანგა ღამე და მოვა ფანჯარასთან:
„ქურდულათ პირდაპირ ფანჯერს
მოადგება, ავლებს თვალებს,
ავლებს, გული მაღლა უძგერს,
მკერდს პერანგი დაჰფართხალებს.“
აი ნამდვილი პოეზია! გული გამეღო! ეხლა წაიკითხეთ უფ. ჭავჭავაძის ტაეპი:
„ერთელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია,
გული წმინდა ალით მეც ამნთებია!...
რა მას უყვარდი და მეც მიყვარდა!...
ცხოვრება ჩვენი ბევრს კარგს გვიქადდა“.
უჰ! განა აქ არის პოეზია! ეს არის „რახარუხი სხვა არა რა“!
ზოგნი, იქნება შევიდნენ ეჭვში, რომ მე ამო მერჩიოს, განგებ, ერთს. კარგი ტაეპი და მეორესი ცუდი; არა, კიდევ გავიმეორებ, ვინც უფ. ჭავჭ. ლექსებში იპოვნის ერთს ქართულს ლექსს, დიდი ოსტატი ქანქანა იქნება.
ეს არის პირი მთელის ჭავჭ. ლექსებისა და ვინც მოინდომებს მათში იპოვოს პოეტიკური ერთი რამ ღირსება, ტყულათ დროს დაჰკარგავს.
უფ. ჭავჭ. ლექსები არიან უგარმონიო, უფერული, უნდილი და ისეთი მძიმე, რომ ვერა თაგვის მუცელი ვერ მოინელებდა და აი ეს იყო მიზეზი, რომ მისი ლექსები იყვნენ კბილ უხლებელი.
თუმცა უფ. ჭავჭ. უწოდებს ჩახრუხაძის ლექსებს „ტყვიასავით მძიმეთ“ მხოლოდ მისთვის, რომ არიან ოც მარცვლოვანი; გარნა ყოველმა იცის, რომ არა ისე რიცხვი მარცვალთა, როგორათაც მასალა არის მიზეზი სიმძმისა: ოცი მარცვალი ბალი, რასაკვირველია, უფრო სუბუქია, ვიდრე ხუთი მარცვალი ტყვია. ამას გარდა, უფ. ჭავჭ. ლექსებში, არა არისრა ქართული, გარდა სიტყვე ბისა (ისიც სუყველასი არა.)
გინახავთ რუსის დენჩიკი მორთული ჩერქეზუ ლათ?... იმაზე სასაცილოს რაღას ნახავთ!... ტანი სამოსზე შეხედავთ - წმინდა ჩერქეზია, და მაშნვე იცნობთ მოუხეშავს სალდათსა. ესრეთნი არიან უფ. ჭავჭ. ლექსებიც.
ერთს სნეულებას ვპოულობთ მის ლექსებში, ეს გახლავსთ -მარად კვნესა და გულმტკივნეულობა მამულისათვის.
მართალია გეტემა თქვა სიკვდილის დროს, რომ „ვისაც ჰსურს კარგი წერო, უნდა უყვარდეს მამულიო, ბუნებაო და ნათესაობაო“; გარნა მან გამოსთქვა იმით მხოლოდ ერთი მრავალთა პირობათაგანი კარგის მწერლობისა და არა მარტო ტირილი და კვნესა. ამისათვის, ვგონებ, რომ უფ. ჭავჭ. ტირილმა ვერ აჯობოს ბერანჟეს სიცილს?...
მარამ არ არისრა უმიზეზოდ: კვნესით ბევრს აუხვევს თვალებს და მით დაჰფარავს ლექსებს ნაკლულევანებას.
უ. ჭავჭავაძემ იცოდა, რომ დაფნის გვირგვინის მოსაპოებლად არა კმარა მოკლე თხზულებანი და მაშინ გადაავლო თვალი დიდს პოემებს; რასაკვირიველია უფ. ჭავჭავაძე არ იკადრებდა კაზლოვს და მიკვირს კიდეც, რომ ბაირონი და შილლერი მშვიდობით გადარჩნენ?! მაინც კიდევ კარგს ლუკმას ჩაავლო კლანჭი „ჰაჯი აბრეკს“.
მე ვგონებ რომ ჰსჯობს ისევ კაზლოვის თხზულება თარგმნოს, თუ ხელი ექავება ცუდა მწერალს, ვიდრე ლერმონტოვისა, და ისე ნაკლი ლევანად გამოაჩინოს იმისი მშვენიერი პოემა, რომელშიაც ცხოვლად და ნამდვილად გადმოღებულია ბუნება, როგორათაც უფ. ჭავჭავაძემ.
თარგმანი არის ორ გვარი: ერთი, რომელიც ითარგმნება ლექსითი ლექსად და მეორე თავისუფალი.
უ. ჭავჭავაძე არ ირჩევს ერთს რომელსამე თარგმანის გვარს; ის, როგორათაც მთვრალი სალდათი, ხან მიბობღავს კედელ-კედელ და ხან სცდის თავის ძალას გამოდის გზაზე, - მარამ მუხლები ღალატობს და ბარბაცით დაეჯახება კედელს; ასე იმეორებს ხშირათ.
უ. ჭავჭ. იწყობს ბობღით კედელ-კედელ:
„ჯემათი არის დიდი სოფელი,
იგი მდიდარი არვის აძლევს ხარჯს;
მისი ხმალია მისი კედელი,
მისი მეჩეთი ბრძოლის ველზე დგას.“
რასაკვირველია ამ ლექსებში სცნობთ ცრუ ჩერქეზს -დესჩიკს.
შემდეგ უფ. ჭავჭ. მეტად ადრე ანებებს კედელს თავს და ეცემა. ის ამბობს:
„მის თავისუფალთ შვილთა გულები
ომის ცეცხლში აქვსთ მოკალულები,“
აქ მთარგმნელს თავისებურათ მოუბრუნებია ლერმონტოვი პირუკუღმა: მოკალვა ნიშნავს სიყალბეს, ასე ამბობენ: „ეს კაცი გარედან არის მოკალულიო, თორემ შიგნიდან ცარიელი არისო. ვგონებ უ. ჭავ. არა ნდომია გამოხატვა სიყალბისა, გარნა - ვაჟკაცობისა, როგორათაც არის რუსულათ: - -
«Его свободные сины Въ огняхъ войны закалены».
закалены ქართულს ენაზე არის წრთობა, რომელიც ნიშნავს სიმაგრეს და არა სიყალბეს, როგორათაც მოკალვა.
უ. ჭავ. კიდევ მალე დაეჯახება კედელს:
„გოლვიანი დღე ცაზედ მოცურავს“
რუსული ანდაზა ანბობს:
«Что русскому здарово, то немцу смерть»
ჩვენ ქვეყანაში დღე არა ცურამს ცაზედ, და ვგონებ არც ლერმონტოვი დაგიმადლებს, რომ აგრე თრევით გადმოგიტანია იმისი ლექსები?!
გაივლის ცოტას და კიდევ ცდილობს გამოსვლას შუა გზაზე და ამბობს:
„ხომ არ ელიან რუსისა ჯარსა,
იმ სამსხვერპლოთა სიტკბო სტუმარსა“
და შემდეგ რამდენსამე სტრიქონისა.
„და მის გარემო მის მნათნი თვალნი
შეწუხებულათ ხშირათ დარბოდნენ.“
ბოდიშსკი ვიხდი, მაგრამ როგორღაც ეჭვში შევდივარ, რომ უ. ჭავჭავაძემ იცოდეს თუმცა რუსული მაინცა, შეიძლება ერთი რამ აზრი გამოსთქვას რამდენიმე გვარათ; აზრიკი უნდა დარჩეს შეუცვლელად.
Не ждуть ли Русскаго отряда,
До крови лакомыхъ гостей?
განა თუ ეს იმას ნიშნავს, როგორათაც უფ. ჭავჭ. უთარგმნია და არა ამას; ხომ არ მოელი ან რუსის ჯარს, იმ სისხლის მოყვარულ სტუმართა?!...
როგორათაც ხედავთ, ეს აზრი სულ უკუღმა სმენია მთარგმნელს და ეს ორი სტრიქონი.
«И вкругъ себя блестяiцим окомъ
Печально водит он порой,»
ნიშნავს შემდეგს: „გარემო თვისსა ბრწყინვალე თვალსა დაღონებული გადაავლლებდა დროსა და დროსა“, და არა მას:
„დარბოდნენ ხშირათ“
რის აზრით გადუბრუნებია საბრალო ლერმონტოვის ძვლები?! არა ვგონებ თუ რიფმების ეშხით, ამისათვის რომ უ. ჭავ. თავისებურათ გამოიყვანს რიფმებს სადაც დასჭირდება: მრავლობით რიცხვში გადიტანდა წინადადებებს და გამოვიდოდა“:
მოდიან რუსები,
სისხლი ჭამია სტუმრები.
რა უშავს ამ ლექსებს სხვათა შორის! შემდეგ შეხვდებით რომ
უფ. ჭავჭ. ამ სტიხს:
Её хранилъ я как святыню
სთარგმნის ესე: „მას (ქალს) ვინახამდი საღმთოსავითა“.
ასე არა აქვს ლერმონტოვს. „ინახავდა ნაწილებსავით,“ ამბობს ის, და არა საღმთოსავით;
საღმთოს ინახვენ დასაკლავად.
როცა უფ. ჭავჭ. შეეხება ბუნების აღწერას, მაშინ მეტად
სჭიმავს თავის ჩანგის სიმებს:
„ერთხელ გაღმა ყრუ უდაბნოსი“
მაღლაა ნათქვამი! მოდი და მიხვდი?...
„მას აქეთ, ვანბობ, იმ მტანჯველ ფიქრით
მე დავეთრევი აი ამ მთებზედ,
როგორაც გველი ცხენისა ჩლიქით
გადასრესილი ეთრევა ველზედ“
მშვენიერი შედარება, რომელიცა ლერმონტოვს აქვს გამოხატული ორი კალმის მოსმით, ესრეთ გაუჭიმავს უფ. ჭავჭ. როგორ არ ეცოდინება უფ. ჭავჭ. რომ ამ გვარი განმეორება, როგორიც უხმარია მას, არ არის შესაწყნარი, მეტადრე ლექსებში.
მე დავეთრეოდი მთებზედ, როგორც გველი, კმარა. რაღა საჭიროა განმეორება.
- მე დავეთრეოდი, როგორათაც გველი დაეთრეოდა. მეტადრე სიტყვა „ველზედ“ საიდგან მოუმატებია?! რასაკვირველია თავისებური რიფმა გამოუყვანია:
მთებ-ზედ
ველ-ზედ.
თუ არ დაიღალეთ ერთი მოკლე ტაეპიც წაიკითხეთ, რომელიც ბრწყინავს სიცხოველით:
„ხელი გისხლტება შენ მუხლებზედა,
და სურვილისა ტკბილმა ძალამა,
დაგიხსნა მხარი ტყვეობიდამა...“
თქვენც შეგაწუხეთ და მეც დავიღალე ამისთანა უბრალო ლექსებზე ლაპარაკით; მაგრამ საჭიროა ავხსნა რა უნდა ეთქვა ამ უკანასკნელ ტაეპში უ. ჭავჭავაძეს.
- ლეკის ქალი ზის მარტო თავის სახლის კარებში და მოელის თავის საყვარელს. ამ ლოდინში მშვენიერი ფიქრები აუღელვებს სისხლს, მას სცხელა და უნებურათ დაიწევს მუხლთა გრძელს პერანგს და გამოუჩნდება მხარი, აი ეს უნდა ეთქვა მთარგმნელს; მარამ ანუ არ შესძლებია, ან უნებებია ლექსით გამოხატვა. კარგი იქნება რომ უ. ჭავჭ. თავის ლექსებს იქვე გაუკეთოს ხოლმე თარგმანი ქართულ ენაზედ, რადგანაც მისი ლექსი არც ქართულია და არც რუსული.
ვათავებ ამით უ. ჭავჭ. ლექსების ახსნას. თუ გამოჩნდება ვინმე უსაქმო კაცი და მოინდომებს მის დაწვრილებით განრჩევას, ღმერთმა მოთმინება მისცეს, მეკი ვერ შემიძიან გულ-გრილათ უქცირო ესრეთს გაუგებრობასა საბრალო ლერმონტოვის ლექსებისას.
უფ. ჭავჭ. ნაცვლად მადლობისა, რომ იმის ლექსებს ყური არავინ არ ათხოვა, შეემზადა პეტერბურღში, როგორათაც დონკიხოტი; მარცხენა ხელში იპყრა ფარის მაგივრათ, ბელინსკის ტომები, მარჯვენაში ლექსიკონი უსწორო სიტყვებისა და ესრეთ დაიარაღებული, გამოილაშქრა სა ქართველოზე, რათა ძალ და ძალ აეღო დაფნის გვირგვინი.
ახალი დონკიხოტი არ არის უსანხო პანსოთი, რომელიც მოტყუებული ფანტაზიებით თავისის ბატონისა, შესტრფის, აქებს და ადიდებს; რა გა უძლებსთ!
თვითონ ქალაქშიაც აედევნა მრავალი პირღია ხალხი; ერთი, რათა მათაც დაეცესთ სხივი ახლის ამომავალის ვარსკვლავისა, მერეთ - რათა ჰქონდესთ შემთხვევა ენის ქავილის მოკვლისა და ზოგი მისთვის, რომ ვერ შეუძიანთ იარონ, თუ არავის არ აედევნენ; ეს გუნდი ჩაივლის ნახშირის მეიდანზე, შუა ბაზარში და იქ ჰკრეფს ნამდვილს ქართულს სიტყვებს, რომელშიაც შეამსებს თვისს ლექსიკონს და დიდის ჭექა ქუხილით დაეცემა საბრალო ქართველების მწერლებს. „ბატონს პირველი მოჩივარი მართალი ეგონაო“. უფ. ჭავჭ. ააბღავლა მრავალს ალაგს თავის კრიტიკის კეთილ ხმოვანი კონცერტი, შენელებული მრავლის ოხვრით. დიდად უკრავდნენ ტაშს ისინი, რომელნიც კრიტიკაში ეძებენ მხოლოდ დაწუნებას, და რაღათ დაუჯერებდა ვისმე, რომელიც მოინდომებდა ეჩვენებინა მის თვალში ძელი; როდესაც ესმოდა: აგრე ჩაჰკარო აბა!... ბარაქალა!... ამ გვარ შაგულიანებას გარდა, მიზეზი ესრეთ უგვარო მოხ სენებისა ჭავჭავაძისაგან ჩახრუხაძისა იყო განმეორება იმ ისტორიისა, რომ ერთმა ბერძენმა, ეროსტრატმა, რაღაცა უგუნურებითა გადასწო წარჩინებული დიანას ტაძარი, მხოლოდ მისთვის, რათა სახელი მისი ყოფილიყო უკვდავი.
არ არის ეჭვი, რომ კაცი ესრეთ ამაყათ გამოსული მეიდანზე, როგორატაც უფ. ჭავჭავაძე, ადვილათ ვერ დასთმობს თვისს (თუ სხვისაგან ჩაგონებულ) აზრებს; და როგორათაც კარლოსი XII ბენდერში, გამაგრდება და არ დასდებს კალამს, ვიდრე ხალხი არ ჩაიცინებს და არ მისცემს ფულს ოღონდკი თავი დაგვანებეო. ზოგნი პოულობენ უფ. ჭავჭ. კრიტიკაში ნამდვილს ქართულს ენას, და ცდილობენ დაამტკიცონ რომ უგვანი სიტყვა აზრს ძალას არ უკარგავსო. ამის დასარღვევათ ვიტყვი, რომ ვის იამება ჭკვიან კაცთან ლაპარაკი, თუ მას ამოზდის ნივრისა და არყის სუნი. რაც შეეხება ნამდვილს ქართულს ენას - მას ბაზარში და ჩორჩო ბაზარშიკი ნუ დაუწყებენ ძებნას, როგორათაც პირველში, და სხვაგან ყველგან იპოვნიან.
უფ. ჭავჭ. როგორათაც მდარე მოკრივემ აურია ცისკარში ქვა და იქნება ზოგიერთმა ალალ მართალმა მწერალმა გამოაცალოს თავი ცისკარს. მგონია ამ ქვის კრივის მიზეზით, თბილელმა შიშით უფრო აიკიდა ცხრილი და გუდა, ნაკმაზით გაერია მოთამაშებში.
უკეთესი იქნებოდა ჩვენთვისაც და თვით უფ. ჭავჭავაძისთვისაც, რომ იაროს ისევ თავისის გზით და ნუ მიეცემა გაშმაგებას სხვის რჩევით, განა არ იცის რომ:
Услужливые друзья
Опаснее врага.
ჩემის ჩვეულების წინააღმდეგ გავაბი სიტყვა უ. ჭავჭავაძეზე. მხედველობაში მაქვს ახალი ამბები, რომლებსაც ვეცდები გაცნობოთ შემდეგ წერილში...
თ. გიორგი ბარათოვი.
29-ს აპრილს 1861 წელსა.
______________
* ტიპოფრაფიის შეცთომით, უ. ბარათოვის სტატიიდგან გაშვებულა მთელი ერთი პერიოდი, რომელსაც აქ ვბეჭდავთ: რედ.
„ჩემ ერთგულ თოფმა, გაწურთნილ მკლავმა მაშინ პირველათ მე მიღალატა“. ესეცკი მაღლა არის ნათქვამი!... მარამ მიმინოზე და ქორზეკი იტყვიან „გაწურთვნილიო და მკლავზედ არსად გამიგონია. იტყვიან: ვარჯიში მკლავი, მარჯვე მკლავი, და არა გაწურთვნილი.
![]() |
7 პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
პასუხი
უძღვნით ალ. ვახტანგის ძეს ჯ. ორბელიანს და იმ პირთა, ვინც, ყურადღება აღირსეს ამ სტატიასა.
«Изъ нашей литературы хотятъ устроить бальную залу и уже зазываютъ въ нее дамъ изъ нашихъ литераторовъ хотятъ сделать светскихъ людей въ модныхъ фракахъ и белых перчаткахъ энергiю хотятъ заменить вежливостiю, чувство приличiемъ мысль – модно фразою, изящество щеголеватостiю критику комплиментами».
ბელინსკი[1] ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა! ვისაც თავის დღეში კალამი ხელში არ აუღია, იმასაც ააღებინე; ვისაც მართალი სიტყვა პირ და პირ ნათქვამი თავის დღეში არ გაუგია, იმას მართლის თქმით გული აუმღვრიე; „ვისაც შინიდამ ფეხი კარში არ გამოუდგამს“ და რაღაც ანბანის თეორეტიკის მეტი არა უკითხავს რა, ისიცკი ალაპარაკე თეორეტიკის გარე საგანზედ. ბარაქალა, ბარაქალა! სამი სტატია ერთს სტატიაზედ რა ანბავია? ეს ის ანბავია, ჩემო კეთილო მკითხველო, რომ ამ ჩემ მოპირდაპირეთ რიცხვით ჯობნა სურვებით და არა თავის სტატიების ღირსებითა; იმ ზღაპრისა არ იყოს: „ასმა კაცმა ვერ შეჭამაო, ერთი კაცის ლუკმა იყოვო,“ ეს სიტყვები სწორეთ ჩემს აპრილის სტატიას უხდება. ეგ არაფერი კიდევა ჩემზედ. სხვანიც, რომ ამ სამს კრიტიკაზედ დაჰმატოდენ, კარგი იქნებოდა; პირველი რომ პასუხს ერთათ გავჰსცემდი, მეორე რომ ეს რამდენთამე კრიტიკა ერთათ კაი ზომიერი ლუკმა მაინც გამოვიდოდა, რომ ღირებულიყო ჩასაყლაპავათ.[2]
ეჰ, თავი დავანებოთ უბრალო ყბედობას და, მინამ პასუხს გავსცემდეთ თვითვეულს მათგანს, ვსთქვათ ცოტა ოდენი რამე კაცის ბუნების სისუტეზედ:[3] საკვირველია, რომ ზოგი, ვისაც ღონე და ძალა აქვს, გაიქცევა ხოლმე მოედნიდამ და იმალება ხალხში; ზოგიკი, ვისაც არც ღონე აქვს და არც ძალა, გამოვა და შეუპოვრად დადგება შუა მოედანზედ. რათ არის ამითანა წინააღმდეგობა კაცის ბუნებაში? ამას ყოველი გონიერი კაცი მიხვდება, თუ გინება დააკვირვა მაგ ორ გვარს ქცევასა სულელის უბედურობა ისკი არ არის, რომ სულელია, ის არის, რომ თავის თავს ვერ იცნობს და თავისი თავი დიდი რამა ჰგონია.[4] მე ადამიანის წვრილმანობით თუ გავამართლებ ამ სიტყვებს.[5] „მე ქვეყნიერებისა არა მესმისრაო, ცოდნის გლახა ვარო, მისწავლიაო ორიოდე სიტყვები, რომელნიც ხან საჭმელად მგონიაო და ხან სასმელად, მაგრამ მაინცკი გამოვდივარ მოედანზედაო, რათა კენჭებით მაინც ქვეყანა დავანგრიოვო“. ჭიდილი, რომ იქნება იქაცკი იმ კაცს, რომელიც ეგრე გულწრფელობით აღვიარებს: არაფერი შემიძიანო, მოედანს ჩამოაცლიან.
ხშრად შემხვდება ხოლმე სიტყვები: ლიტერატურა, კრიტიკა, ხელოვნება, სიტ ყვიერება და სხვანი, მაგრამ მხმარებელთ ხმარებულის გაგება არა ჰქონიათ; რომ ჰქონოდათ დარწმუნებული ვარ, რომ არამცთუ ლიტერატორობას მოჰყვებოდნენ, კალამსაც ხელში არ აიღებდნენ და თუ აიღებდნენ, მარტო მოკითხვის წიგნების დასაწერად. ამის დასამტკიცებელს მაგალითს შორს არ დაუწყობთ ძებნასა, აი თვით კნ. ბ. ჯორჯაძის სიტყვები: „ჩვენ როგორც შეგვიტყვია ილია ჭავჭავაძე, ბატონებო, გაზდილი გახლავს უნივერსიტეტში, (ვის უთქომს?) სადაც ასწავლიან მრავალ საგნებსა (ესეცა ჰსცოდნია) და რასაკვირველია სწავლას მიიღებდა. მაგრამ აი საკვირველი (მართლა რომ აი!!!) უპირველესი საგანი არ შეუძინებია, ესე იგი თეორეტიკა (?) ანუ ხელოვნებითის სიტყვიერების ჰსწავლა“. მე, სწორეთ მოგახსენოთ, ეგ თეორეტიკა არ ვიცოდი, რა არი, მაგრამ თეორეტიკით დახელოვნებული ჩემი მოპირდაპირე ისეთი კეთილი გულისა ყოფილა, რომ განსაზღვრავს იმ თეორეტიკას ანუ სწავლას ხელოვნებითის სიტყვიერებისას ამ რიგათ: თეორეტიკა გვასწავლისო ა, ბ, გ, დ, და სხვანი, რა რიგათ იხმარებიან სიტყვიერებაშიაო, რა რიგათ შეადგენენ მარცვალსაო, - და ამ სწავლასა ხელოვნებითის სიტყვიერების სწავლას ეძახის ჩვენი მწერალი ქალი!!! აი რა ძნელი ყოფილა შინიდგან გამოუსვლელობა და უნივერსიტეტის დაცინება. აქედამა ჰსჩანს, რომ არც ხელოვნება ესმის ჩვენს მწერალს ქალს და არც სიტყვიერება.[6] ასოს ხმარების გამსაზღვრელი საგანი ტყუილათა ჰსჩემობს ხელოვნების სწავლის სახელსა. ასოს ხმარებას სწავლა არ უნდა; თითონ სიტყვა გვასწავლის, სად უნდა ვიხმაროთ რომელი ასო.[7] მერე თვით ასოს ხმარება გარეგანი საგანია, - ეგ მეხანიკური მიკერ-მოკერებაა? ენაში, როგორც კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსები; ეგ ხელოსნობაა და არა ხელოვნება.
ხელოვნება არის განხორციელება სახეში იდეისა, აზრისა: მუზიკა, მხატვრობა, პოეზია ესენი სულ სახეში გამოსთქვამენ იდეიას, მხოლოთ იმით განიყოფებიან, რომ თავის იდეის გამოსათქმელად სხვა და სხვა მასალებსა ხმარობენ, როგორც მუზიკა - ხმასა, მხატვრობა - ხაზსა, პოეზია -სიტყვასა. სიტყვიერებით ხელოვნება პოეზიასა ჰქვიან, რადგანაც სიტყვის საშუალებით და შემწეობით აღასრულებს ხელოვნების მნიშვნელობასა.[8] მაშასადამე ანბანის განსაზღვრა ხელოვნება არ არის, მაშასადამე კნ. ბ. ჯორჯაძისას არ უნებებია გაგება მისი, რაც წაუკითხავს უკითხავს და რაც თავის გულწრფელობით უხმარია. მიგვილოცნია! ხელოვნების სწავლისათვის, საკვირველი წიგნების ამორჩევა ჰსცოდნია! თითონ თეორეტიკა - ეგ სხოლასტიკობის ნაშთი[9] რა არის რო მასზედ აშენებული განვითარება რა იყოს? ყოვლის მწერლისათვის საჭირო და აუცილებელიაო იცოდეს თეორეტიკა [10] ანუ სწავლა ხელოვნებითის სიტყვიერებისა, ესე იგი ანბანის გასაზღვრაო, ბძანებს ჩვენი მწერალი ქალი. იქნება ეგ საჭირო იყოს როგორც მწერლისათვის მელანი და კალამი საჭიროა, ანუ მათემატიკისათვის ნუმერაცია: ვისაც წერა უნდა ანბანი უთუოთ უნდა იცოდეს, მაგას თქმა არ უნდა რომ, როგორც მარტო ნუმერაციის ცოდნა არ შეიქმს მატემატიკს, ისე მარტო ანბანის ცოდნა[11] არ შეიქმს მწერალსა. ამას ძალიან ცხადათ ამტკიცებენ კნ. ბ. ჯორჯაძისა ლექსები და მისი სტატია, რომელზედაც ჩვენ საუბედუროდ უნდა ვილაპარაკოთ.
„ნუ განიკითხავთ რათა არ იყვნეთ განკითხულნი“. მრწამს საღმრთო წერილიც და ის აზრიც, რაც შეპყრობილია ამ სიტყვებში. ეგ იმაზედკი არ არის ნათქვამი, რომ კაცი წყალში რო იხრჩობოდეს, ნუ მაარჩენო, თორემ შენც რომ იხრჩობოდე, გადაგარჩენენო?[12] მაგას კაც-მოყვარე, კაცის დახსნისათვის ჯვარცმული ღმერთი ჩვენი მაგ აზრით არა ბძანებს, რა აზრითაც კნ. ბ. ჯორჯაძისას უნებებია გაგება. ვისაც საქმე ესე ესმის, იმას ანბანის თეორეტიკაც ვერას უშველის,[13] როგორც წყალწაღებულს ხავსი, იმას არაფრის განხილვაც არ შეეძლება; მაშ რისთის გამობძანდებიან ხოლმე ამ გვარნი პირნი სცენაზედ? რა დაჰკარგვიათ და რას ეძებენ?[14] უბედურობა ჩვენი ეს არის, რომ შევბეჭდავთ თუ არა ანბანის თეორეტიკის კანონით უზადო ლექსებს, გვგონია, რომ ხელოვნებას დიდი რამ შევძინეთო, იმიტომა გვგონია, რომ ჩვენს ლექსში „ა“ თავის ალაგს ხმარებუ ლია, „ბ“ თავის ალაგსა. თუ ცისკარი უარგისია კიდევ თქვენგან, ყვავებო ფარშავანგის ფრთებითა, ბულბულებო ყორნის ჩხავილითა![15] ეხლა ცარიელი ანბანის თეორეტიკით[16] და ჩხავილით ტყუილად ნუ ცდილობენ იყოს ის ბედნიერი დრო, როცა ეს ლექსი თურმე მოსწონდათ მაგ თეორეტიკებზედ[17] თვალებ გაწყალებულ პირთა:
არჩილ კასიებრ, ბალასანკინა მოებრ, ყარანფილ ვარდებრ იაკოსტ ყაყაჩოებრ, რტო კაპიროსებრ ია შამპასოსანებრ[*] და სხ.
იქნება ეხლაც მოეწონოს ვისმე ეს ლექსი და სწორეთ მოეწონებათ კიდეც[18] თუ ანბანის თეორეტიკა კნ. ბ. ჯორჯაძის გარდა სხვასაც ვისმე ხელოვნების სწავლათა სწამს და გალახოვის ქრესტომატიის სხოლიოები უფ. გ. ბარათოვსავით კრიტიკათ მიაჩნიათ ეხლა რომ კაცმა სწეროს ცოდნის და განათლების გარდა ნიჭიც უნდა ჰქონდეს. ცოდნა და განათლება ისრე აუცილებელი და საჭირონი არ არიან პოეტისათვის როგორათაც ნიჭია საჭირო და აუცილებელი.[**] ამის დასამტკიცებლად შორს არ გავგზავნი მკითხველს: აი რუსეთში გაუნათლებელ და უცოდინარმა კალცოვმა თავის ნიჭით ასეთი სახელი დაიგდო, რომ, როგორც სახალხო პოეტი, კალცოვი პუშკინზედაც მაღლა დასვეს რუსებმა. ეს უბრალო აზრი არ ესმის ჩვენ მწერალ ქალს, რადგანაც ჩვეულებრივ გულწრფელობით ბძანებს: შვიდასს ყმაწვილსა ზდისო ხელმწიფე და აბა თუ ერთი კარგი დაჰსწერონო, ასე ჰგონია მწერლობა ლილახანა იყოს. სხვათა შორის ჩემს კრიტიკოსებს არ ესმითს, რა არის კრიტიკა, არავის არ ესმის გარდა თ. ერისთავისა, რომ ჩვენ მწერალ ქალს არ ესმის -ეგ საკვირველი არ არი, რადგანაც ბევრიც სხვა არ ესმის და ანბანის თეორეტიკაზედ აუშენებია თავის ხელოვნება და შინიდგან ფეხი არ გამოუდგამს: არც უფ. გ. ბარათოვისა მიკვირს, რაგდანაც ძალიან მკვირცხლი გონება ჰქონია, რომ ჩემ ამ ორ ლექსებში:
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?
მწვანე ბალახის ნატვრა დაუნახავს თავის სამ განსაცვიფრებელ ნიშნებითა. იქნება მკითხველი არ იჯერებდეს ამ გვარ იმ ლექსის გაგებას, რადგანაც მართლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აი უფ. ბარათოვის სიტყვებიც: „გაზაფხულში პოეტი სულით ნატრობს საყვარელ მამულის აღყვავებას. ნეტავი დაანახვა ეხლა საქართველო როგორ მწვანე ხავერდივით ბიბინებს!!!“ მართლა და უფ. გ. ბარათოვს ლაღი ფანტაზია და ნიჭიერება უნდა ჰქონდეს, რომ ეგრეთ გაიგოს უბრალო აზრი, უბრალოთ გამოთქმული[19] აკი მოგახსენეთ რომ, მწვანე ბალახის ნატვრა დაუნახავს მეთქი, მაგრამ მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო, ნათქვამია. სტატიაში აპრილის ბოლოს მოვიხსენიებ სხვათა შორის: „თუ მკითხველი ეყოლება ჩვენს სტატიას მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ, იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდა და ვერა ჰპოვა, რა უყოთ? როგორიც ღვდელიაო, ისეთიც ერიაო, ანბობს ქართველი ანდაზად; როგორიც პოემა იყო ნათარგმნი, ისეთის, ღვთის წყალობა თქვენა გქონდესთ, გამხილავიც შეხვდა“ ამ სიტყვებს უფ. ბარათოვი კვეხნათ მიწერს: სხვა მაქებარი, რომ არა ჰყავდა თავის თავი თითონ აქოვო. ეხლა ვკითხავ უფ. ბარათოვს: როგორი იყო პოემა ნათარგმნი ჩემის კრიტიკის აზრით! - ძალიან ცუდი. მაშასადამე მისი მსგავსი კრიტიკა რაღა იქნება? თუმცა ვერ გაუგია უფ. გ. ბარათოვს, დარწმუნებული ვარ რომ, არც იმ სიტყვებს გაიგებდა, რაც ამოუწერია, მაგას თქმა აღარ უნდოდა. ბატონებო, თუ ორჯერ ორი არ გესმით რა არი, რის იმედით გამობძანებულხართ მოედანზედ? რვა წელიწადი, როგორც თვითანვე ამბობს, მჯდარა უ. გ. ბარათოვი ღიმნაზიაში და ნაცვალ სახელამნდინ მისულა. ძალიან შორს წასულა, თქვენმა მზემ, თუ ამ რიგათ გაუგია, რაც მასწავლებელთ უთქვამსთ; კიდევ ბარაქალა ამ ოსტატების ხელოვნებას, რომ მაგისთანა მსმენელი ნაცვალ სახელამდინ მიუყვანიათ. ეჰ, ამ უფ. ბარათოვის აზრზედ არა ღირს ლაპარაკი; თავი დავანებოთ, ეგ თვითონ თავის თავსვე უწერს კრიტიკას. უფ. ბარათოვი სწორეთ იმ მოკრიტიკესა ჰგავს, რომელსაც ერთი ხელი მოკლე აქვს და ერთი გრძელი, ისიც მარცხენა; გრძელის ხელით თავის თავსა; მაგაზედ, ესე იგი ბარათოვის სტატიაზედ, ლაპარაკი უბრალო ყბედობა იქნება და იმისათვისაც თავს ვანებებ. ეს ზემო ხსენებული სიტყვები კნ. ბ. ჯორჯაძისასაც უფ. გ. ბარათოვის ნიჭიერებით გაუგია და აზრის დასამტკიცებლად, როგორც შეშვენის მაგ გვარს ლიტერატორს კეთილ სვინიდისიანად ამოუწერია ჩემ სტატიიდამ თავის სტატიაში მარტო ეს სიტყვები: „ღვთის წყალობა თქვენა გქონდესთ, იმისთანა გამხილავიც შეხვდა. „მე მოვახსენებ კნ. ბ. ჯორჯაძისას, რომ უფ. გ. ბარათოვის გონება არ ესესხნა და თავის გონებით გაესინჯა ეგ სიტყვები არა ცალკე შიგ ჩართვით, არც ეგ ამოწერა მოუნდებოდა და არც ულოღიკობას დამწამებდა, ეხლა თითონვე განიხილოს თავის შინ აღზრდილი ლოღიკა დამყარებული ანბანის თეორიტიკა ზედ და მერმე ბძანოს, ეს ასრე უნდაო.
„კრიტიკა“ -ამის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვა არ არის ქართულს ენაზედ და არც ძალიან საჭიროა რომ იყოს, თუმცა უკეთესი იქნებოდა რომ ყოფილიყო, რადგანაც ეგ დაგვიმტკიცებდა, რომ ჩვენი მამა-პაპანი მაგ მხრით განვითარებულნი ყოფილან. სადაც სახელია, იქ უთუოთ საგანიც უნდა იყოს ეგ სიტყვა ეხლა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და ყოველი ხალხი ცოტა ოდენათ განათლებული ხმარობს თავის ენაში; მაშასადამე არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ, ეგ სიტყვა ჩვენში იხმარებოდეს. „კრიტიკა“ არის განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად. როცა რომელსამე საგანს ფასსა ზდებს კაცი, ჯერ იმის ღირსებას იტყვის (თუ აქვს ღირსება) და დაამტკიცებს, მერე ამბობს, ამოდენად ღირსო, ესე იგი, შინჯავს შიგნიდამ და გარედამ საგანსა, ყოველს მის თვისებასა, არჩევს ცუდსა და კარგსა და მერე ჰსწონავს მართალ სასწორზედ[***] ამ ორ გვარ თვისებაებს საგნისას ზოგიერთი კრიტიკოსი არ განარჩევს ცუდს და კარგსა, სასწორს დაუთმობს ხოლმე თითონ მკითხველს, ზოგიერთიც თითონვე ასწონამს ხოლმე[20] მეც ამ მეორე გვარ განმხილავებს მივბაძე ჩემს აპრილის სტატიაში, რომელსაც მაინც კიდევ ვერ გაუბედე კრიტიკის დარქმევა. მეც სწორეთ ეგრე მოვიქეც: ჯერ კაზლოვის ნიჭიერება განვიხილე მერე მისი პოეზიის მომართულება, მერე მისი შეშლილი, შემდეგ თარგმანი და ბოლოსა ვსთქვი, რომ არც კაზლოვი ვარგა მეთქი, არც მისი შეშლილი და არც ამ შეშლილის თარგმანი. მე კაზლოვზედ ახალი არა მითქვამსრა, მე ისა ვსთქვი, რაც მთელი განათლებული რუსეთი ანბობს. ეგრე არ მოქცეულან ჩემი კრიტიკოსები. მე მეგონა, რომ ან ჩემს აზრებს დაარღვევდნენ, ან თითონ სტატიის მიმართულებას დამიწუნებდნენ და შემდეგ დააფასებდნენ ცუდია თუ კარგი.[21] მარტო თ. ერისთავი ცდილა ჩემ აზრების დარღვევას, მიმართულების დაწუნებას (ლანძღვა არისო)[22] და სხვათა შორის როგორც შეშვენის ლიტერატურულს სტატიის განხილვას გაუკენწლივარ სიტყვების ხმარებაში, სხვანიკი რამდენიმე აზროვანნი და ანბანთ თეორეტიკოსნი მიჰსცვნიან მარტო ჩემ სიტყვებს; ისკი არ იციან, რომ სიტყვა გარეგანი სამოსელია აზრისა და კრიტიკაც მარტო მაგაზედ აშენებული სამასხარაოთ ხდის კრიტიკის წმინდა მნიშვნელობასა. ამას ამტკიცებს როგორც კნ. ბ. ჯორჯაძის სტატია, ისე უფ. გ. ბარათოვისა თავის რამოდენიმე მაგარ აზრითა. სამასხარაოდ არა ხდის თავის თავსა ის კაცი, რომელიც ანბობს რომ ეს კაცი არ ვარგაო იმისთვისაო, რომ მტვრიანი ტანისამოსი აცვიაო? მე მინდა ამითა ვსთქვა, რომ ვინც ამ გვარათ სინჯავს საქმეს და ამ გავრ დამტკიცებაზედ ამყარებს თავისს აზრსა, იმას თვალებში ჰქონია ჭკუა.[23] მაგ რიგათ გასინჯვა რისამე თვალის საქმეა და არა სწავლისა, რომელიც ანბანთ თეორეტიკაზედ უფრო აუცილებელია მწერლისათვის. როგორც ჰსჩანს, კნ. ბ. ჯორჯაძისას და უფ. გ. ბარათოვს მარტო სიტყვები უძებნიათ ჩემს სტატიაშ და არა აზრი. კიდეც იმიტომ ამათ სტატიებში მარტო სიტყვებია და სხვა არაფერი. ეხლა ყურადღება ვაქციოთ კნ. ბ. ჯორჯაძის სტატიასა, განვიხილოთ თ. ერისთავის პასუხიც. უფ. გ ბარათოვსკის თავს ვანებებთ, რადგანაც თავის თავს თითონვე სცემს იმ ხელმოკლე მოკრივესავით.
ძალიან გულნატკენი ბძანდება ჩვენი მწერალი ქალი ჩემს სტატიისაგან, რატომ არ მაქოვო? იმიტომ არ ვაქე, რომ არ იყო საქებელი, - და როცა მაგ აპრილის სტატიასა ვწერდი, თქვენმა მზემ, არცკი მომგონებია, არც მათი ლექსები, არც მათი მარხვების ტრაკტაცია[****] მე ისინი მაგონდებოდნენ, ვისაც ცოტაოდენი სახელი აქვსთ დავარდ ნილი ჩვენში; ვინც საქებელი იყო ჩემის ფიქრით, მე ისინი ვაქე და ვინც არა რით მების მბეჭდველთა რაზმში ჩავაყენე. ჩემი სიტყვები მოუყვანია კნ. ჯორჯაძისას რომელთაც ძალიან დაუჩაგრავთ: სხვა ახალი მოლექსენი დაპროზაიკები ზოგიერთის გარდა ღმერთმა შეინახოს მეთქი. „ზოგი ერთი“ რომ ვსთქვი იმიტომა ვსთქვი, რომა მართლა და სახეში მყვანდნენ[24] „ზოგიერთნი ნიჭიერნი მწერლები სახელდობრივ იმიტომ არ ვახსენე, რომ ნუგეშათა ჰქონდათ ეგ სიტყვები იმათ, ვინც უსაფუძვლოდ თავიანთ თავზედ ბევრს რასმეს ფიქრობენ, როგორც კნ. ბ. ჯორჯაძისა, რომელსაც თვითანვე უგვრძვნიათ, რომ არ არიან იმ „ზოგიერთში“ შესარევნი, თორემ რაღა მაგათ იწყინეს ეს სიტყვები და თავის ანბანთ თეორეტიკის ხელოვნებით გამობძანდნენ სცენაზედ? ჰსჩანს თვითვე უჩემოთ მიმხვდარან თავიანთ თავის ღირსებას და ამისათვისაც რითმების მბეჭველთა რაზმში ჩამდგარან. მე აქ არა მეთქმისრა გარდა იმისა, რომ გავამართლო ეგრეთი გონიერი ქცევა, მხოლოდ ამასკი დაუმატებ, რომ ეგ ადრე უნდა გაეფიქრებინათ; ეგ იქნებოდა სასარგებლო ჩვენთვისაც და თავიანთ თავისაც.
ერთს ალაგს კნ. ჯორჯაძისა ბძანებს, რომ ჩვენ პასუხს აღარ გავსცემთო, თორემაო ეხლავ რომ კრიტიკები გავმართოთო სხვა გონიერ და სასარგებლო სტატიებს ალაგს წაართმევსო ცისკარში. ეგ მართალია, ამის შემდეგ არც თქვენ და არც უფ. ბარათოვს პასუხს არც მე გავსცემ მაგრამ ნება მომეცით გკითხოთ, რომელ სტატიებს? თქვენ ლექსებსა თუ? ეგ უბედურობა თქვენთვის და ბედნიერება ჩვენთვის ეხლაც მომხდარა მაისის ცისკარში. ეგ ძალიან გვიხარიან ჩვენ და ძალიან გწყენიათ თქვენ, ადვილი მისახდომიც არის რა მიზეზითაც... მადლობელი იყავით ცისკრის რედაქციისა, რომ თქვენი ლექსები იბეჭდებიან; მადლობელი იყავით, რომ ცისკარი უფრო ცუდია, რომ ყველაფერსა ჰბეჭდავს, თორე, თქვენს ლექსებს დაბეჭდვა არ ეღირსებოდნენ თავის დღეშია. კიდეც იმიტომ დაჰსცინით უნივერსიტეტსა, კიდეც იმიტომ ებრძვით იმ კაცს, რომელსაც სულით და გულით სურს ცისკრის კეთილდღეობა! ლიტერატურა ხალხის ჭკვა, ხალხის გონება, გრძნობა, ფიქრი, ჩვეულება და განათლების ხარისხია. ლიტერატურის წარმომადგენელი ჩვენში მარტო ცისკარია ამ ჟამად. ნუთუ მართლა არც ცისკარში იწერება საქართველოს ხალხის ფიქრია, ჭკუაა, გონებაა, ჩვეულებაა? ნუთუ მართლა ცისკარში ჩვენი განვითარებაა, ჩვენი განათლების ხარისხია გამოთქმული? ნუ თუ მართლა ეგრე დაეცა რუსთაველის ხალხი, რომ ეგრე ფიქრობს; ეგრე ჰგრძნობს? მეც მაგასა ვჩივი და ვსტირი რომ, არა, ათასჯერ არა; მეც იმიტომ ასე პირდაპირ ვლაპარაკობ, რომ ვინც წინ დაუხედავათ ბღაჯნის აღარა ბღაჯნოს, რადგანაც იგინი თავის ბღაჯნითა ამდაბლებენ ჩვენს ენას; მე იმისთვის ვლაპარაკობ ეგრე სასტიკად, პირმოუფერებლად, რომ უნიჭონი და ამასთან უსწავლელნიც თავის ოთახითგან ფეხს ნუ გამოზდგამენ გარეთ, ლიტერატურაში, ამას ვთხოვთ ხალხის სახელითა, ხალხისვე სახელის!...
ერთგან ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს, რომ რითმების „ბრახუნებლები“ ეს უშვერი ლექსი ლიტერატორს არ შეშვენისო. თუ ღმერი გწამსთ, ლიტერატორებს და ლიტერატორობას თავი დაანებეთ, მე და თქვენ, რომელთაც ანბანთ თეორეტიკის მეტი არა გვისწავლიარა (მე ეგეც არ მისწავლია და არც ვიცი რა საგანია, მხოლოდ ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს ასოების განსაზღვრის სწავლა არისო, ესე იგი, სწავლა ხელოვნებითის სიტყვიერებისაო!!!) და ლექსების ბღარჯვნის მეტი არა გვიკეთებიარა, როგორ უნდა ვახსენოთ ლიტერატორი, და ლიტერატურა? ვისაც არ ესმის რა არის ლიტერატურა, ან ლიტერატორობა, იმას არ უნდა ესმოდეს ლიტერატორს რა შვენის და რა არა შვენის. მე და თქვენ აქ ხმა არა გვაქვს.
ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს, ვითომც მე ვანბობდე, რომ ეგენი ქართულს ახდენენ. ტყუილია თუ? სადაც აზრი არ არი, იქ ენა რაც უნდა კარგი იყოს სულ უქმია; მერე მე არსად არ გამიგია, რომ უაზრო ენა იყოს სადმე, აზრი და მხოლოდ ერთი აზრი აძლევს ენას ენის მნიშვნელობას, - ყველანი ვისაც რამ ესმის ამას ამბობენ და თქვენ ანბანთ თეორეტიკისკი არ ვიცი რას იტყვის. უთუოთ წინააღმდეგს ამბობს, რომ თქვენი ლექსები სწორეთ მის გაკვალებულ გზაზედ მიდიან. უნიჭო და ამასთან უცოდინარი მწერალი არა მარტო ენას ახდენს, ამასთან გონებას, გემოვნებას, გულს და სულს მკითხველისას. ამას ჩვენ მწერალ ქალს არ მივაწერთ რადგანაც მაგათ არც წახდენა შეუძლიანთ რისამე და არც გაკეთება.
ჩვენი მწერალი ქალი დასცინის ქცევას, რომ მე: უ, ჱ, ჳ, ჲ, ჵ, ჶ არა ვხმარობ. იმის მაგიერათ, რომ მწერალმა ქალმა დაამტკიცოს ჩემი შეცდომა მაგაში, მოჰყოლია და თეორეტიკის ზღაპრებს გვიანბობს. ეგენი ბძანებენ, რომ ბუნებას მოუციაო ხმა სიტყვის გამოსახატავად; ხმა მხეცისათვისაც მიუცია ბუნებას, მაგრამ არა მხეცი არა მგონია ლაპარაკობდეს, თუმცა ბევრი მაგალითები ზოოლოგიაში გვიმტკიცებენ, რომ კაცის გარდა სხვა ცხოველნიც ამცნებენ ურთიერთს თავის სურვილს, განზრახვას, ერთის სიტყვით, აზრსა, მაგრამ ესეც ყველამ კარგათ ვიცით, რომ ისინი ამცნებენ აზრსა ურთიერთს არა სიტყვის საშვალობით; მაშასადამე ბუნების ხმის გარდა სხვა ნიჭიც მოუცია კაცისათვის, ეს ნიჭი არის - ნიჭი სიტყვიერებისა. მაგ ნიჭს შეუდგენია ენაცა, სიტყვაცა და მხოლოდ სიტყვას შეუდგენია ხმოვანიც და უხმო ასოცა. აბა ერთი მიბძანეთ, რომელ ბუნების კუნჭულში ჰსცხოვრებს ასო: ა, ბ, გ, დ, ე, ვ? ეგენი მხოლოდ სიტყვებში ჰსცხოვრობენ, სიტყვის მიხედვით არიან შემდგარნი და მხოლოდ სიტყვის ძალით არსებობენ ქვეყანაში. სიტყვა რომ არ იყოს ქვეყანაზედ, არც ასოები იქნებოდნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მწერალ ქალს შინიდგან კარში ფეხი არ გამოუდგამს და ანბანთ თეორეტიკის გარდა არა უკითხავსრა, თორემ გაიგებდა, რომ მაგას ანბობენ უკეთესი მოყოლა და დამტკიცების მაგივრათ ზღაპრებს გვიბძანებს თეორეტიკის სახელითა.
რისთვისაც არა ვხმარობ - უ, ჱ, ჴ, ჳ, ჲ, ჶ - ეხლავ მოგახენებთ, ჩემო მკითხველნო! „უ“-ზედ ბევრჯელ მქონია ლაპარაკი სხვა და სხვა პირთა, ზოგს უთქვამს უნდა გადაიგდოსო, ზოგს, - უნდა დარჩესო, თუმცა არც ერთს მათგანს ცხადათ არ დაუმტკიცებია თავისი აზრი, მაგრამ მე იმათ ლაპარაკიდგან ეს სარგებლობა გამოვიტანე, რომ ეგ ასო მართლა თუ უარგისია, გადიგდოს როგორც უსაჭირო, რადგანაც ჩვენი ანბანი უფრო განმარტოვდებოდა და მართლ-წერა გაადვილდებოდა. ჩემის ფიქრით მაგის თანასწორ ხმოვანი ასო გვაქვს ჩვენ: „ვ“. თუმცა ამბობენ, რომ სადაც „ვ“ იხმარებაო იქ „უ“ არაო, იმიტომ, რომ უ-თი ნახევარ ჳა-თ გამოითქმისო. ესე იგი „უ -ს და „ვ -ს რაღაც შუა ხმათაო; მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ როგორც „ვ“ ისე „ვ“ გამოთქმაში ერთი ერთმანერთსა ჰგვანან და არაფრით არ განსხვავდებიან, იმიტომ რომ სადაც „ვ - თია ხმარებული, იქ „უ -თი „ვ -ათ ისმის და სადაც „ვ -ნია ხმარებული იქ „ვ -თად ისმის მაგალითებრ „ვითარი“ სადაც „ვ“ არა ხმარობენ. სწორედ რომ გამოსთქვას კაცმა და არა დაძალებით „ვ“ -სავით გამოვა, თუ ვინმე მაგრათ და მტკიცედ გამოსთქვამს, ის ორს - ვ.-სა ხმარობს და არა ერთსა; აქედამა, ჩემის ფიქრითა, ჰსჩანს რომ, ამ თანასწორ ხმოვან ასოთა შორის ან ერთია მეტი და ან მეორეა; მე უფრო „ვ“-ის ხმარებაში, ისე „ვ“-ს ხმარებაში უფრო „ვ“-ნი ისმის, ვიდრე რაიმე ხმა. მერე „ვ“-თი იქ იხმარება, სადაც „ვ“ უხმო ასო შეხვდება ხოლმე და ეგ ორი უხმო ასო ერთათ გამოსათქმელი. „ვ“-ვ-თაც არ აძლევს კაცის ენას ნებას, რომ „ვ“ მტკი ცედ გამოითქვას. ამ მიზეზით არა ვხმარობ „ვ -ს; დამიმტკიცეთ წინააღმდეგი და მე სი ხარულით დაგეთანხმებით. მე ხომ იმისთვის არ გაუკეთე ჩემ აპრილის სტატიას ეს სხო ლიო, რომ მართლა არ ვიცოდე მაგ ასოს ხმარება, მაგ ასოს საჭიროებაზედ ეჭვი მქო ნდა და იმისთვისა ვსთქვი რომ ან მე დამე თანხმოს ვინმე ან კიდევ წინააღმდეგი დამი მტკიცოს. კაცის ენა კერძობით პირსავით იზდება და ვითარდება, ამ ზდაში იცლება როგორც ჩვენ კაცნი ზრდაში ვიცვლებით ხოლმე; ხშრად იქნება, რომ კანონები ერთს დროს საჭირონი სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე, იმიტომაც ახალი ენა ძველს ენას არა ჰგავს, როგორც ახალი კაცი არა ჰგავს ძველ კაცსა. მაშასადამე, თუ მიბძა ნებთ, რომ რადგანც ძველ წიგნებში ხმა რებულა, იმიტომ ეხლაც უნდა ვიხმაროთ ეგ ასო, -ეგ უსაფუძვლო ბძანება იქნება, როგორც უსაფუძვლოა თქვენი რჩევა რომ ანბანის თეორეტიკა უნდა ისწავლოთო ხე ლოვნებისათვისო. იქნება მართლა და „ვ“-ს და „ვ-ს შორის უწინ რაიმე განსხვავება ყოფი ლა გამოთქმაში, მაგრამ ეხლა, ჩემის ფიქრით, არა არის განსხვავება. ეს „ვ თი კიდევ გად ასაწყვეტი საქმეა, მაგრამ ი, ჰ, ხ, ვი, ე, ფ; ამ ასოებზედკი თქმა აღარ უნდა: ეს ასოები სულ აღარ ისმიან ეხლანდელს ენა ში. მარტო „ხ“ და „ჴ“-ზედ ამბობენ სხვა და სხვა ნაირათ გამოითქმისო: გლეხი კაცი ქიზიყშიო ისე გამოსთქვამსო „ხოხობი“ თით ქოს „გხოგხობი“ თუ ეს მართალია დამიმ ტკიცონ და მაგ ასოების საჭიროებაზედ და ვეთანხმები. სრულად არ მესმის რა განს ხვაება არის ამ ასოთა შორის „ე“, და იე“, ი და „ი“, „ვი“ და „ივი“, „ო და „ჰოი“ იქნება ჩვენს უწინდელს ენაშ იყო განსხვაება მაგ ასოთა შორის (და სწორეთაც უნდა ყო ფილიყო რადგანაც შემოუღიათ), მაგრამ ეხლანდელ ჩვენს ენაში არა ვხედამ, -და თუ ხედავს ვინმე, ის ანბანთ თეორეტიკითკი ნუ ცდილობს დამტკიცებას, არამედ ყურადღება მიაქციოს დაკვირვებით ხალხის სიტყვის გამოთქმასა, ხალხის ენაში მონახოს ფაქტი, დაინახოს და მაშინ დავეთანხმები, ენას კანონსა თვითვე ენა აძლევს და არა რაიმე თეორეტიკა. თქვენ უნდა დაგენახვებინათ გან სვაება ამ ასოთა შორის და ენიდამ ამოღე ბულ ფაკტით დაგემტკიცებინათ, ამშნ მე არა მეთქმოდარა. თქვენი თეორეტიკა თქვენ თვინ შეინახეთ, ეგ ამ გვარ საქმეს პასუხს ვერ გასცემს, სხვა უნდა მოინახოს, მერე ვგონებ, თქვენი სახელოვანი თეორეტიკაც არა ხმარობს ასოსა „ფ“. ეგ ასო ახალი შე მოღებულია, არ ვიციკი რისთვის. ეგ ასო ქართულს ენაზედ „ფ“-ად იცვლებოდა ხოლმე მაგ. ფილოსოფია, ამას გარდა ქართველ გლეხკაცს (თუ ბატონთან არ არის ნამყოფი) მაგ ასოს ხმას ვერცკიგამოათქმევინებთ, „ფ“ მაგიერათ სულ „ფ“ გამოსთქმის, მი ნამდინ ბევრჯელ არ გაამეორებთ. ჰსჩანს ეგ ასო ჩვენის ენის თვისებისა არ არის და რაღათა ხმარობთ?
ეს ასოები, რომელების ხმაც გამოითქმება, სხვა ასოებითაც, ეგ ასოები სულ ტყუილათ არიან ჩვენს ანბანში, თუ სულ არა უფროს თაგანი მაინც ტყუილათ აგძელებენ ანბანასა, აძნელებენ მართლწერასა და სხვა არაფერს არ შეგვიძინებენ. თუ მართლა ეგ ასოები არ ისმის ეხლანდელ ენაში, რატომ არ უნდა გადაიგდონ? შესუბუქება და გაადვილება მარ თლ წერასა და ანბანისა განა ცოტა საქმეა? და თუ ისმის რამ, მაგ ასოების ხმარების კანონს არ ვეძებთ ენაში, რომ ყველამ ერთ ნაირათ ვიხმაროთ? ვისაც შინიდგან ფეხი კარში გამოუდგამს ან ანბანთ თეორეტიკის გარდა სხვა რამეც უკითხავს, იმას რასაკვირ ველია გაეგება, რომ ეხლა მრთელი ევრო პია ცდილობს ყველაფრის განმარტივებას, გაადვილებას და სხვათა შორის ანბანისაც და მართლწერისაც. შორს არ წავალ: აი თითონ რუსეთში ცდილობენ მოშ ლას თავის ანბანითგან, რადგანაც ეხლანდელ იმათ ენაში აღარ ისმის ეგ ასოები. მე შემხვედრია წიგნი 1859 წელში, თუ 1860 დაბეჭდილი, სახელობრივ: (ამ მართლ წერითა), სადაც არ არიან ხმარებულნი. როგორ გადაწყდება ეს დავა, მე მაგას არ დავეძებ; მე მომყავს ეს როგორც ფაკტი, რომელიც ამტკიცებს სურვილს, რომ განმარტოვდეს ანბანიც და მართლ წერაც ჩენთვისაც ურიგო არ იქნება, რომ მაგ ასოებზედ კარგათ მოვიფიქროთ და თუ უსაფუძვლოდ არიან ხმარებულნი ამოიშალონ, როგორც უხმარნი; ეგ მოაშორებდა ახალ მოსწავლეს რა მდენიმე უსარგებლო ასოს სწავლასა და მწერალსაც გაუადვილებდა მართლწერასა.
ჩვენი მწერალი ქალი დასცინის რა უნი ვერსიტეტს და მეც იქ გაზდილს, ბძანებს, რა მოჰყავს ჩემი ლექსები:
მისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
„თვალ დაკვირვებით“ რომ გავსინჯოთო, ვერ გავიგებთ ამ ლექსში, რის თქმა უნდაო? სიტყვა ესე „სუბუქ“ ქართული არ არიო, „სუბუქი“ კი არის ქართულიო. ღმერთო! ნეტავი თითონვე მაგ გამოჩენილს მწერალს არ ეხმაროს სიტყვა სწორეთ მაგ ფორმაში ჩემ ლექსების ზემოთ, მაგალითებრ, „თვალ დაკვირვებით“ ბატონო! რაც არ იცით და, პირაპირ გეტყვით, რაც არ გესმით, რათ ანბობთ ეს ასე უნდაო? მართლა და ძალიან დაუსუსხავს ჩემს კრიტიკას რომ მარტო თვალი დაუკვირვებია ჩემს ლექსისათვის ჩვენს თეორეტიკოსსა და გონებაკი არ მიუყოლე ბია, რომ ჩემი „სუბუქ ფრთითა“ და თქვენი „თვალ დაკვირვებით“ სწორე ქართულია. ამის დასამტკიცებლად ვიტყვი, რომ ეგ ფორმა თქვენვე გიხმარიათ, თუ თქვენ თავს არ უჯერებთ, თეორეტიკას ჰკითხეთ და თუ თეორეტიკასაც არ უჯერებთ, აი თქვენი ნა ქები ჩახრუხაძეც: „თამარ წყნარი, პირ მცი ნარი“. თქვენის აზრით „პირ“ ქართული არ არი? აი რუსთაველიც: „მოდგა თეთრ ტაიჭოსანი“. თეთრი ქართული არ არი? აი თ. ორბელიანიც: „უმწედ, უნუგეშ“, ქართული არ არი განა? აი უფ. გ. ბარათოვიც „საყვარელ მამულს“. სუყველგან ერთი და იგივე ფორმა. ხომ ხედავთ, რომ ნიჭიანებს და უნიჭოსაცკი უხმარია ეგ ფორმა, აქედა მა ჰსჩანს რომ ლალხიცა ხმარობს, რომ ენა ში არის ეგ ფორმა, რომელსაც ანბანთ თე ორეტიკოსები ვერას დროს ვერ შეარყევენ მაგ ძვირფასს თვისებას ჩვენის ენისას ვისაც ღვთისაგან განაჩენისა არა ესმისრა, ის თუ წაართმევს, თორემ სხვა არავინა! სახელი არსებითო რომ ბრუნვაშია მის მეზოთ მდგარი, მის ზედ შესრული და ნაცვალ სახელი შეიძება, რომ ბრუნვაში არ იყვნენ, რა დგანაც ერთი და იგივე მარცვლის განმეო რება ზედ არ არის სასიამოვნო სასმენი, მაგ. „ჩემმა ბედნიერმა მხვედრმა“. აქ მარც ვალი „მა“ სამჯერ ზედი ზედ განიმეორება და ამით უკარგავს კეთილხმოვანებას ენასა; რომ ამბობენ ეს და ეს ენა პოეტიკურიაო რომ ენას მაგისთანა ფორმები და თვისებაები აქვს; მაგ გვარებში, ესე იგი, მარცვლების და ხმოვან ასოების მოკლებაში და დამატება ში ჩვენი ენა არა ენას არ დაუვარდება ქვე ყანაზედ. ნიჭიერი მწერალიც იმისთვის არის სასარგებლო ენისათვის, რომ თავის თხზულებაში ენის სიმდიდრე გამოაჩინოს ხოლმე. ეს ძვირფასი თვისება ჩვენის ენისა როგორ უნდა დაიძრახოს წინ დაუხედავად თეორეტიკის ზღაპრებით! როგორ უნდა დაუკარგოთ ეგ უკეთესი თვისება ჩვენს ენასა! ცოდვაა, სასიკვდინო ცოდვაა მაგ გვარი წინ დაუხედავი მასხარაობა ლიტერატურაში ენა ზედა და ენის უკეთეს თვისებაზედ! მაგრამ თავის მოყვანილ სიტყვებითვე გავამართლებ მაგ გვარ ქცევასა: „მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან, რას იტყვიან“.
მერე ჩვენი მწერალი ბძანებს, ერთის ფრთით ვინა ფრინავსო? თქვენ თითონ, ჩემო ბატონო, ესე იგი, მარტო ანბანის თეორეტიკით დაფრინავთ ჩვენ სალიტერატურო ჟურნალში. როცა ამბობენ: „ჩემის თვალით ვნახეო“, ჩემის ფეხით მივედიო, ნუთუ მართლა ერთის „ფეხით“ მიხტოდნენ და ერთის „თვალით“ ხედავდნენ! სულაც არა, მაგრამ ამბობენკი. მაშასადამე, ჯერ ხალხს მოაშლევინეთ ეგრეთ ულოღიკო ლაპარაკი და მერე მე. წინათვე მოგახსენეთ, ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკა.
„და ემდურის ყარიბ მღერით,
ან შენ გიჟმა რა იცოდა,“
ამაებზედაც ის ანბანთ თეორეტიკის შენიშვნაა, რაც სუბუქზედა. ეგ იმისთვის უხმარიაო, რომ ლექს მარცვალი ემატებოდაო; ძალიან კარგათ გამოუცვნია!...
ერთგან კიდევ ჰკვირობს წარჩინებული და ანბანით დახელოვნებული ჩვენი მწერალი: „ღრუბლიანი დაჰყურებს“ რა არისო? ორჯერ ორი, რა არი? ვგონებ ოთხი იყოს, თქვენ რას იტყვით მაგაზედ? „მოღრუბლული“ უნდა ეთქვაო, კარგი იქნებოდა, არ ვიცი იმ ანბანთ თეორეტიკაში ჰსწერია რას ნიშნავს თანდებული „მო“? თუ არა ჰსწერია, მოგახსენებთ: „მო“ ნიშნავს რისამე მი მართულებას მაგ. „მოფრინდი, მოდი, მოღრუბლვა“. ამ სიტყვებში ჰსჩანს საიდამ საით არის მიქცეული მიმართულება. მე ეგ ღრუბლების მიმართულება არა მქონია ჩემს აზრით, თორემ უთქვენოთაც ეგრე ვიტყოდი. სადღაც შორს დარჩენილა თქვენი ღრამმატიკა. მთელს სტატიაში ერთი ნამდვილი შენიშვნა აქვს ჩვენ მწერალ ქალსა, -ეგ მერცხლის ჭყივილზედა. მართალიც არის, სწორეთ უხერხოთ არის მანდ ეგ ზმნა ხმარებული; მაგრამ ეგ ლექსის აზრს არ აბნელებს, რადგანც „მერცხალიც აგერ ჭყივის“ მეთქი, მოვიყვანე „გაზაფხულის“ ნიშნად და ამისთვის ჭიკჭიკი მეთქო, თუ ჭყივილი მაინც ის აზრი არ მოიშლებოდა. მე რომ ჩემის ლექსისათვის დამერქვა „მერცხალი“ მაშინ სხვა იქნებოდა, მაშინ, რომ მეთქო „მერცხალი ჭყივის“ მკითხველი იფიქრებდა: ან ცუდი მერცხალი იქნებოდაო, ან მწერალს ზმნა ვერ უხმარიაო; ეხლაკი რადგანაც „გაზაფხული“ ჰქვიან ეგ ზმნა აზრს არ აფუჭებს, მაგრამ მაინც ამით არ ვიმართლებ თავს იმიტომ, რომ ეგ ლექსს ღორი გამოუხატავს ჩემს კრიტიკოსების მოგონებაში. თუმცა სწორეთ რომ თქვას კაცმა, მარტო ღორი არ მოაგონდება მაგ ზმნით კაცს: რამდენჯერ გაგვიგია: „ფრინველი ჭყივისო, ყმაწვილს ნუ აჭყივლებთო“. „ობოლი ვაზი“ კი, უკაცრავათ არვიყო თავის ალაგს კარგათ არის. თქვენ, რომ „შინიდამ კარში ფეხი გამოგედგათ“ გაიგებდით რომ ხმარობენ: „ობოლი მარგალიტი, ობოლი ხე, ობოლი შტო“; მაგრამ თეორეტიკას ძალიან შეუპყრიხართ და სულ შინა ზიხართ, იმიტომაც არა გაგიგიათრა, ჩემი რა ბრალია? ერთგან ჩვენი მწერალი ქალი მთხოვს „შევამინო მის გაუნათლებელ გონებას განათლებულმა სტუდენტმა“ რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს: ესთეტიკური, სენტიმენტალური, დრამატიზმი და სხვანი; ეს სიტყვები საჭმელათ მიუღია ამ მწერალ ქალსა. მე აქ არა მეთქმისრა ამის გარდა, რომ ეგ სიტყვები სუსტ არსებისათვის ძალიან ძნელი მოსანელებელია. ამ სიტყვებს რაც შეეხება იმის პასუხს მოვახსენებ თ. ერისთავს, როცა იმის სტატიაზედ ვიტყვი რასმეს.
ერთგან კიდევ ბძანებს ჩვენი მწერალი ქალი, რომ „ჭავჭავაძეს ძალიან საკვირველათ მიაჩნია, რომ არა გვყვანან შეგსპირსავით, ბაირონსავით და სხვათა ევროპიის გამოცენილ პოეტთა მზგავსნი“. სულაც არა, თქვენმა მზემა? ეგ იმას უნდა მიაჩნდეს, ვინც ანბანის თეორეტიკის სწავლას ხელოვნების სწავლას ეძახის. ჩვენ ძალიან კარგათ გვესმის და მოკიდებულება ხელოვნებისა, პოეზიისა ხალხთა ცხოვრებაზედ, ეგეც კარგათ ძალიან იშვიათად მოჰყრის ხოლმე მდინარე ცხოვრებისა. პოეტსა ხალხი დაჰბადავს და ხალხის ცხოვრება ძუძუს აწოვებს, ამ საფუძველით ამბობენ, პოეზია ხალხის ცხოვრების გამომთქმელიაო. ჯერ უნდა ხალხმა დაიმუშაოს თავისი სულიერი ბუნება, შეანძრიოს თავის უკვდავების ძარღვი, მოამზადოს მასალა თავის ცხოვრებითა და მერე თავის თავათ, უთქვენ ბრძანებლოთ ძლიერი სული გენიისა ძლიერად გამოჰსცემს პასუხს ხალხის განვითარებასა. თუნდა, რომ იყვნენ ეხლა ჩვენში ბაირონის თანასწორნი ნიჭნი, ის ნიჭნი ბაირონის ოდენას თავის დღეშ ვერ იქმოდნენ, ის ნიჭნი საზრდოს ვერ იპოვიან ჩვენს ცხოვრებაში; დევს დევის ძუძუ გამოზდის და თუ ჩვეულებრივ ადამიანის ძუძუთი გაიზარდა, ის დევი აღარ იქმნება, თუმცაკი არც ჩვეულებრივ ადამიანს ეგვანება. დიდს გენიას დიდი საზდოც უნდა მისცეს ჩვენმა ცხოვრებამა; იმ დრომდინ დროთა ბრუნვის ძალითა ჩვენ ცხოვრების კითხვაზედ აძლევენ პასუხს ნიჭიერნი ჩვენი მწერლები. ბაირონამდინ და შეგსპირამდინ მე და თქვენ ბევრჯელ დავიქანცებით რითმების ბეჭვაში და მარხვების ტრაკტატების ბღაჯვნაში, მაგრამ მაინცკი ერთს ბეწვს სარგებლობას არ მივსცემთ მაგითი ჩვენს ლიტერატურას.
ჩვენი მწერალი ბძანებს, რომ ისინი სწერენ არა დიდებისათვის, არა ილია ჭავჭავაძის მოსაწონებლად, არამედ ცისკრისათვის უანგაროთა. დიდების უსიყვარულობა ძალიან საქებელია, მაგრამ მე და თქვენისთანა თანამშრომელებმაც, რომ ხელი და კალამი შეასვენონ, ცისკარი უფრო უკეთესს დღეებსა ნახავს. ეს არის ჩვენი უბედურობა ჩვენისთანა თანამშრომლები ჰყავს ცისკარსა, თანა ნამშრომელბიკი არა безделники деловие[5*] პუშკინისა არ იყოს, ესე იგი, უსაქმო საქმიანები, რომელნიც უფრო ახდენენ საქმეს ვიდრე აკეთებენ. ძალიან გვიხარიან, რომ ჩვენი მწერალი ქალი აღარ აპირობს ჩემზედ პასუხის დაწერას და თუ პოეტობაზედაც ხელს აიღებს, ღმერთი, რჯული დიდ ღვაწლს მხოლოდ მაშინ დაზდებს ჩვენ ცისკარსა!
ერთგან ბრძანებს; „იქნება როგორც უსწა ვლელში მრავალი ნაკულევანება ნახოს ჩემს ლექსებში“ (იქნებკი არა სწორედ ნამდვილად), მაგრამ რასაკვირველია მეც რომ იმისავით სასწავლებელში გავზდილიყავ, (ძალიან ვწუხვარ რომ არ გაზდილხართ და თუ გაზდილიყავით მაინც კიდევ პოეტი ვერ შეიქმნებოდით. გეტე ანბობს: „მხოლოდ ბუნება ჰქმნის პოეტსაო“) შეცდომებს მორიდებული ვიქნებოდი“ მწერალი ქალი უსაფუძვლოდ ჩვეულებისამებრ შიშობს, რომ მე ვითომც ლექსებს გაურჩევდი. თუ თ. ერისთავის თარგმანი გავარჩიე, აქედან არა ჰსჩანს, რომ კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსებსაც გავარჩევ თუ არ მოცლილი კაცი რომელი ადამიანი დაიწყებს გამარგვლას იმ კვლებისას, რომლიდგანაც არაფერს არ ელის იმავ ბალახის აღმოსვლის მეტს; იმ კაცს ზღაპრებში ნაცარქექიას ეძახიან და მე როგორღაც არ მამწონს ეგ სახელი.
დასასრულ ჩვენი მწერალი ქალი ეპატიჟება თავის მოძმეთა მწერალთა(?) და სხვათა შორის თ. რევაზ ერისთავსაც, რომ არ მოაკლონ თავიანთი ნიჭის სხივები დამზრალს ცისკარს. მიბძანდით, მიბძანდით, ჩვენ მწერალ ქალის მოძმენო მწერალნო, და შეადგინეთ კვარტეტი კრილოვისა, თორემ ჩვენ მწერალ ქალს ეშინიან, რომ მარტოკა დარჩება რითმების მბეჭველთა რაზმში! მიბძანდით; მიბძანდით, ამ მწერალ ქალის მოძმენო მწერალნო! თუ ნიჭი არა გაქვსთ წერისა, ნუ გეშინიანთ, უნიჭოთაც გამოჰსჩნდებით, როგორც გამოჰსჩნდა თვითონ ჩვენი მწერალი ქალი; თუ ცოდნა არა გაქვსთ, ნურც მაგისი გეშინიანთ, უცოდინარობითაც სახელს დაიგდებ ხომ ხედავთ სწავლსაც დაჰსცინიან, უნივერსიტეტსაც და შიგნიდგან გამოუსვლელობით და უსწავლელობით მოჰკვეხენ! თუ ხელოვნება არ იცით მაგის წამალიც ხელთა აქვს ჩვენ მწერალ ქალს: ანბანთ თეორეტიკა. გზა მშვიდობისა, ჩვენ მწერალ ქალის მოძმენო მწერალნო! გზა მშვიდობისა! მოვა დღე კრიტიკის განკითხვისა და მართალთ მარჯვნივ დააყენებენ და ცოდვილთ მარცხნივ; მაშინ ბევრიც რომ იძახოთ დაპატიჟებულები ვიყავითო და ანბანთ თეორე ტიკაც ვიცითო, მანც კიდევ დაუნდობელი სიმართლე კრიტიკისა გაგზავნით თავის დაუნდობელ ჯოჯოხეთში. აბა იქ იქნება „ღრჭნა კბილთა და ხორცის გლეჯა!“ თ. ერისთავის პასუხის აზრი ის არის, რომ მე ვითომც განხილვის მაგიერათ ლანძღვა დამეწეროს. ამას ჩემს აპრილის სტატიაზედ მარტო ისინი იტყვიან, ვისაც თავის დღეში კომპლიმენტების მეტი არა გაუგონიარა. მე ყიზილბაშობა არც მყავრებია და არც მიყვარს, მე როგორც მესმის, ისე ვლაპარაკობ და პირდაპირ ვეუბნები კაცს: ეს ცუდია და ეს კარგია მეთქი. ჩემს განხილვას ლანძღვას ისინი დაარქმევენ ვისაც ანბანის თეორეტიკის მეტი არა წიგნი არ უნახავს თვალით და ვისაც მართალი სიტყვა პირდაპირ ნათქვამი არ გაუგია თავის დღეში. აბა წაიკითხეთ გრაფ პლატენის ლექსების გარჩევა სახელოვან ჰეინისა, აბა განიხილეთ ბელინსკის სტატიები, სადაც უნიჭო მწერლებზედ ლაპარაკობს და სხვათა შორის ბულგარინზედ და ბარონ ბრამბეუსზედ. ლანძღვა ის არის რომ იტყვი და არას დაამტკიცებ: დაუმტკიცებელი და უსაფუძვლო ქებაცკი ლანძღვაზედ საწყენია პატიოსან კაცისათვის. მე რაც ვსთქვი, ის დავამტკიცე კიდეცა, როგორც შემეძლო; რომ დავამტკიცე ამის მოწმეთ მომყავს ის ფაქტი, რომ არც ერთი ჩემი კრიტიკოსები არ არღვევენ არც ერთს ჩემს აზრსა. რაც დამტკიცებულია, ის მართალია, რაც მართალია, ის ლანძღვა არ არის. ლანძღვა ის არის, რომ დარბაისელ კაცს კუკის ჩუქება გაუბედო სახსოვრათ, ესე იგი, როგორც ჩვენ ცისკარს კნ. ბ. ჯორჯაძისამ მიართვა თავის სახსოვრად „რაოდენიმე აზრი“ ანბანის თეორეტიკაზედ დამყარებული. თ. ერისთავი მართალია ცდილა ჩემ აზრების დარღვევასა, მაგრამ, ჩემის ფიქრით ვერ დაურღვევია. მე არ მინდა სამასხარაოთ გავხადო ეს სტატია, თორემ ზოგი ერთს უმანკო აზრს თ. ერისთა ვისას გამოვეკიდებოდი და თ. ერისთავის სტატიის მერვე სტრიქონიდგანვე დავიწყობდი განრჩევას. ეგ მარტო თეორეტიკოსებსა შვენით; იმათ შეუძლიანთ ტფილისიდამ უბერონ პეტერბურღის უნივერსიტეტსა, რათა გადააქციონ, რომ ანბანთ თეორეტიკას გასავალი ჰქონდეს ხალხში; იმათ და მარტო იმათ შეუძლიანთ დაჰსძრახონ სტუდენტის სახელით მაგ სახელის მქონებელი: ეგ იმათ შეშვენისთ, რადგანაც იმათთვის ანბანის თეორეტიკას სხვა საგანი არ მიუცია სალაპარაკოთა. თუნდ ეგ არ იყოს, სულ შინ მჯდომელს სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს და ან მაგისთანა კეთილ გონიერი მასხარაობა განათლებაზედ. მაღალ სასწავლებელს დაბალი გონება ვერ მისწვდება, ტყუილია! თ. ერისთავი ბძანებს: „ჩაფლვა ოცნებაში დიდ ჩირქიანათ მიაჩნია ჭავჭავაძესაო; ვგონებ „წირპლიანობა და ბრახაბრუხი“ უფრო უარგისი ლექსები იყვნენო. „ოცნებაში ჩაფლვა“ შეუძლებელია ჩემის ფიქრით, თორემ ძალიან კადნიერია. თუ ჩემი ლექსები თქვენის სიტყვით უფრო უარგისნი და უკადრისნი არიან თქვენს ოცნებეებში ჩაფლვაც უარგისი ყოფილა; მეც უნდა ეგ მეთქო და სხვა არაფერი. ამასაც მოგახსენებთ, რომ უკადრისი სიტყვები ქვეყანაზედ არ არიან, მხოლოდ აზრი იქმნება უკადრისად გამოთქმული სიტყვებთაგან, უარგისი სიტყვაც არ არის ქვეყანაზედ. თუ ხალხი ხმარობს, მაშასადამე ვარგისიანია. მე რომ სხვის გემოვნებითა ვსცხოვრებდე როგორც უფ. გ. ბარათოვი ანტონ კათალიკოზის გემოვნებითა[6*] მე თქვენ მოგიწონებდით მაგ გვარ აზრის განსახოვნებასა, რადგანაც თვით ალექსანდრე ჭავჭავაძეს აქვს ხმარებული თითქმის სწორეთ ეგრე: „ფიქრებში ჩაფლული“, მაგრამ ეგ ჩაფლვა არც იქ მოსწონს და არც არა „ჩაფლვა“ მხოლოდ იმაზედ ითქმის, სადაც საფლობი საგანი აგრძნობინებს მას, რაც იფლვება რაიმე სიმაგრესა, წყალშიაც არ ითქმის ჩაფლვა, თორემ ოცნებაში ხომ უფრო არა. მწერალს აქვს უფლება თქვას ისრე, როგორც მოჰსწონს, როგორც ეხერხება კრიტიკოსსა -შენიშნავს და ხალხსა - მიიღოს მწერლის ნათქვამი: მხოლოდ ეს უფლება ხალხს ეკუთვნის. თუ ხალხმა მოიწონა ეგ ოცნებეებში ჩაფლვა, ხომ მიიღებს კიდეცა, თუ არ მოიწონა ბევრიც რომ იყვიროს უფ. გ. ბარათოვმა რომ თ. ერისთავი ცუდათ არას ამბობსო, მაინც კიდევ ხალხი არ მიიღებს. შემდეგ ერისთავი ამტკიცებს იმ სახელოვანის სულთქმის გაგების შეძლებას, ვითომ ჯერ ორთქლი დავინახეო, რადგანაც ზამთარი იყოვო. ეს დამტკიცება თავის თავსვე არღვევს, ჩვენ მაგაზედ არა გვეთქმისრა. მერე ეგეც თუნდა შესაძელებელი იყოს, მე რა უფლება მქონდა, რომ ამ ლექსებში: ძველ კარის ბჭეში კანდელი ბჟუტავს მის სიახლოვეს ვიღაცა სუნთქავს, დამემატებინა, რომ უთუოთ ჯერ ორთქლი დაუნახავს და აქედამ გამოუყვანია რომ კიდეც სუნთქამს. მაგ გვარი დამატების უფლება მარტო უფ. გ. ბარათოვსა ჰქონია, ეგ იმასა შვენის. იქნება თ. ერისთავის გულში ბევრიც სხვა რამ იყოს მე საიდამ უნდა ვიცოდე? ეგ სწორეთ იმასა ჰგავს: „ამირან გულში მღეროდაო, ყმებო, ბანი მითხარითო!“ თუ ეგ ორთქლი დაგინახავთ და მაგის თქმა გინდოდათ, ბატონო, იქავ უნდა გეთქვათ და არა შვიდ თვეს შემდეგ. მე ჩემ აპრილის სტატიაში სხვათა შორის ვსთქვი ამ ლექსებზედ:
„დილით თუ ღამე ვფიქრობ მაზედა
ცრემლი არ მშრება არც ერთს თვალზედა,“
რა ნუგეშია მეთქი, რომ ერთს თვალზედ შეშრეს ცრემლი და მეორედამკი ჰსცვიოდეს. ამაზედ ამბობს თ. ერისთავი, „ხან იმასა წყრება დალოცვილი ჭავჭავაძე თავისის მეხის სიტყვით შეშლილი ჭკვიანურათ რათ ლაპარაკობსო და ეხლა ამაზედა ჯავრობსო, რატომ რიგიანათ არ უთქვამსო“. ხომ კაზლოვს არა აქვს ეგ აზრი ხმარებული, თუნდ რომ მართლა ეგრე იყოს? თუ არა აქვს, თქვენ რა უფლება გაქვსთ, რომ ჰსთარგმნით და აზრებსა ცვლით? კიდეც საფუძვლითა ვსთქვი, რომ თქვენი თარგმანი არა ჰგავს კაზლოვის შეშლილსა მეთქი. ეხლა თქვენვე მამართლებთ და მე აქ არა მეთქმისრა მადლობის მეტი. მე ჭკვიანობა კაზლოვის შეშლილს შევსწამე და მართალიც არის; თქვენ რა უფლება გქონდათ რომ ეგრე უწყალოთ შეშალეთ კაზლოვის შეშლილი, როცა თითონ მწერალს ვერ შეუშლია? კაზლოვს მაგ ლექსის აზრი არსად არა აქვს, მაშასამე თქვენ დაგიმატებიათ და ამ დამატებით, შეგიცვლიათ: მეც მაგასა ვჩიოდი ჩემ აპრილის სტატიაში სხვათა შორის. თუნდ ეგ არ იყოს, სწორეთა ბძანეთ ხელოვნებაა მაგგვარ ლექსის თქმა? აქაო და გიჟიაო ხომ არ ვათქმევინებთ, რომ ჩემი თმები ტირიანო? ეგ ხელოვნებაა, რომელიც დაგვითმია კნ. ბ. ჯორჯაძისათვის, ეგ იმათ მიეტევებათ, რომელთაც მარტო ანბანის თეორეტიკა და გალახოვის ქრესტომატია უკითხავს და თქვენკი არა. თქვენ, როგორც გვახსოვს თქვენი წვრილი ლექსები, ლერმონტოვი, ჟუკოვსკი და კალცოვიც გიკითხავთ, მაშასადამე, კაცმა თქვენგან არ უნდა მოიწონოს მაგგვარი ანბანთ თეორიტიკული ხელოვნება.
„მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა“ სწორეთ უ და ე ამრევია, რომ ეგრეთ ამოვსწერე. საქვეყნოთ თქვენს წინ ბოდიშს ვიხდი! მართლა და თქვენი არ იყოს ძალიან ზაფრა მომრევია რომ, სიცხარით „უ“ და „ე“ გამომირჩევია და ამოდენა არ მო მიფიქრებია რომ მაგისთანა შეცდომა კორეკტურის ბრალი იქმნებოდა თუ იქნებოდა და არა მწერლისა, საქვეყნოთ ბოდიშს ვიხდი თქვენთანა! სხვა რაც შეეხება „უ“ და „ე“ გარჩევაზედ მასხარაობას თქვენ არაფერი არ უნდა გეთქვათ, ეგ უნდა უფ. გ. ბარათოვისათვის დაგეთმოთ, რადგანაც იმას უფრო კაი ღრეჭა სცოდნია და ასეთი მკვირცხლი ფანტაზია ჰქონია, რომ ეგ დაინახავდა უცოდინარობას, აი მაგალითიც ჩემ აპრილის სტატიაში რედაქციას შეცდომით მოუწერია ბოლოს 1860 წ. ნოემბრის 5 მაგიერად, 1861 წელ. ნოემბრის ხუთი,[7*] როგორც მაისის ნომერში თ. რაფაელ ერისთავის მოხუცის ნაანბობის წინასიტყვაობის ბოლოს მოუწერია 1867 წ. ამაზედ ძალიან მასხარაობს გულწრფელი თ.გ. ბარათოვი 1861 წ. ნოემბრის თვემდინ აპრილიდგან ჯერ კიდევ შვიდი თვე იყო და ის ვერ მოუფიქრებია რომ რაც უნდა შვიდი თვეს შემდეგ დაიწეროს, ის შვიდ თვეს წინათ ვერ დაიბეჭდება, როგორც შვიდ თვეს შემდეგ დასაბადებელი შვიდ თვეს წინათ არ ინათლება. ოხ, მარტივო კაცის სიმარტივევ! ოხ, მარტივო მახვილ გონიერებავ! ეგ ამ გვარ კრიტიკოსებს დაანებეთ, ეგ იმათი საქმეა: „წყალ წაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ნათქვამია; დაე მოეჭიდოს, მე და თქვენ კარგა ვიცით, რომ ხავსი ვერას უშველის, მაინც წყალი წაიღებს.
ჩემს ჰაჯიაბრეკზედ ბძანებთ, როგორც შეშლილიო ისე თქვენი ჰაჯიაბრეკიო, დიდი შესაძინებელი არ არისრაო ჩვენი ლიტერატურისათვის. რომ თქვენი შეშლილი არ არი შესაძინებელი ესე ვგონებ, დამიმტკიცეთ, ეხლა რიგი თვენზეა.
თ. ერისთავი იმართლებს თავს შეშლილის უარგისობაში იმით, რომ ათის წლის წინათ ვთარგმნეო. თუნდ რომ ოცდაათის წლის წინათ გეთარგმნოთ, მაინც კიდევ იმას გეტყოდით, რასაც ეხლა მოგახსენებთ: არც მაშინ ვარგებულა ეგ შეშლილი და არც ეხლა ვარგა; თქვენი ყმაწვილობა ვერ გაამართლებს მაგ თარგმანის სიცუდესა და ვერც ვერარა ღირსებასა მისცემს მერე თ. ერისთავი ბძანებს ამ ჩემ სიტყვებზედ ჩვენ სულ მაგ „მამა პაპურმა ძილმა დაგვღუპაო“ ეს აზრი ჩვენს მამა პაპაზედ მხოლოდ იმათ ექნებათო, რომელთაც ჩვენის მამაპაპების ცხოვრების ინჩეც არ იციანო. ეგ მამა პაპაზედ კი არ არის ნათქვამი, ეგ იმ ძილზედ არის, რომელიც, მაგალითებრ, უფ. გ. ბარათოვს ჩემს ამ ლექსში
მამული საყავრელო
შენ როსღა აყვავდები,
მწვანე ბალახის ნატვრას აზმანებს ხოლმე.
არსებითი ზმნის დაკლებაზედკი ნურასა ბძანებთ, ეგ გადაწყვეტილათ არ შეიძლება ჩვენს ენაში, თუნდ თეორეტიკასა ჰკითხეთ. იქ აზრი არამცთუ ცხადია, სადაც ზმნა აკლია, იქ თვით აზრიც არ არის, იმიტომ რომ სხვათა სიტყვის ნაწილებ შორის მარ ტო ზმნა არ არი იქ ხომ წინა დადებაც არ არი, მაშასადამე არც აზრია, რადგანც წინადადება გამოთქმაა აზრისა. რუსული ენა არსებით ზმნაზედ სულ სხვა კანონებსა ზდებს. ეგ ჩვენი საქმე არ არი.
ორიგინალი, სენტიმენტალური, და სხვანი, მაგ გვარი სიტყვები ხმარებული ჩემს აპრი ლის სტატიაში თქვენ უცხო სიტყვებათ მიგიღიათ. ეგ მართალია, ქართული სიტყვები არ არი, მთელი კაცობრივობა კი ხმარობს. ყოველ ხალხსა ცოტაოდენ განვითარებულს და ფეხშეკრულს ევროპიის განათლებაში შემოუტანია და მიუღია ეგ სიტყვები, როგორც თავის ღვიძლი ენის ლექსნი; მაშასადამე არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ჩვენც ვიხმაროთ თუ კნ. ბ. ჯორჯაძისას არ ესმის ეგ სიტყვები, ჩემი რა ბრალია. მიბძანებს აგვიხსენიო: მე არაფრის მასწავლებელი არა ვარ და ნამეტნავად ანაბანისა, რომ ეგენი აგიხსნათ. თუ ამას იტყვით, რომ ვერ შესძლო ახსნა, ეგ თქვენი ნებაა! უსაფუძვლო ლაპარაკი საშიში არ არი. თუ მე ვერ შევძელ, რული объяснительный словарь иностранныхъ словъ ხომ ხელთა მაქვს, იქიდამ მაინც გადმოგითარგმნიდით, რომ სხვა არ იყოს რა. მე „ოსტროვები“, ლინიები და სხვა გარმიანური სიტყვები (და არა გარმონიული, როგორც რედაქციას გა დაუსხვაფერებია) ამისთვის დავძრახე რომ მაგის თანასწორ-მნიშვნელობის სიტყვები არიან ჩვენს ენაში და ისინი, რომელნიც ჩემს აპრილის სტატიაში მე მიხმარია, ვერ იპოვიან თავიანთ მნიშვნელობის სიტყვებს. მე რომ ახალი სიტყვები მომეგონა და შემედგინა მას სიტყვების მნიშვნელობისათვის, ისინიც ისე გაუგებარნი იქნებოდნენ ყველასათვის, როგორც ეხლა ეგენი არიან გაუგებარნი ზოგიერთისათვის: განათლებულს კაცს მაინც ესმის ეგ სიტყვები და იმ ქართულს რომელსაც მე შევადგენდი, ვერც განათლებული გაიგებდა და ვერც გაუნათლებელი. თუნდ რომ მე არ ვიხმარო ეგ სიტყვები, მაინც კიდევ უთუოთ შემოგვეპარებიან, როგორც შემოგვეპარნენ: პოემა, პოეზია, ფილოსოფია, კრიტიკა, სტატია, ლოღიკა და სხვანი მრავალნი. ეგ არა ხალხს არ დაეძრახება, ის ჰსცრუობს, რომელიცა ძრახავს მაგგავრ სიტყვების შემოტანას ენაში.
თ. ერისთავი მძრახავს, რომ ცუდ მწერლად ვახსენე კარამზინი ამ სიტყვებითა: „კარამზინის ისე უპატიოთ ხსენება არ ეშესაბამება, იმას იმისთანა უსაფუძვლო სიტყვებით ვერავინ მიიღებს თავის შრომით, ჭკუით და განათლებით მოპოვებულს და დამკვიდრებულს ღირსებას გამოჩენილის მწერლისას რუსეთში, იმის ღვაწლის შერხევას უბრალოთ ნურავინ ეცდება“ თ. ერისთავი სულ ამაოთ ჰფანტავს თავის რიტორიულს აღფრთოვანებას და სიტყვიერებას ამაზედა. ვინ შეარყია ღვაწლი კარამზინისა რუსეთზედა? მე მარტო კარამზინზედ ისა ვსთქვი, რაც თითონ რუსები ამბობენ. ეს უნდა კარგათ იცოდეთ, რომ ლიტერატორს სხვა და სხვა მნიშვნელობა ექმნება: აზრით, მიმართულობით და ენის წარმატებით; ესეც კარგათ უნდა იცოდეთ, რომ ერთის ხალხის ლიტერატორს მეორე სხვა ხალხისათვის ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს. მწერალს თავის ხალხისათვის ექმნება მნიშვნელობა: აზრით, მიმართულობით, ენის წარმატებით და მოქმედებით, როგორცა ვსთქვი... სხვა უცხო ხალხისათვისკი მარტო თავის აზრით და თავის მიმართულებით კარამზინი, როგორც პოეტი. არ არის პატივცემული რუსეთში, უნიჭოს ეძახიან; მის თხზულების მიმართულობაც დაწუნებულია და მხოლოდ იმისთვის სიამაყით ახსენებენ მაგის სახელსა, რომ რუსული ენის აღდგინება მაგან დაიწყო რუსეთში და პირველად მაგან დაიმუშავა თავის ქვეყნის ისტორია აი რა მნიშვნელობა აქვს კარამზინსა რუსეთისათვის. სულ ეგ ორი დიდი საქმე რუსეთისათვის, უქმია ქართველებისათვის. კარამზინმა რუსეთის ენა აღადგინა და რუსეთის ისტორია დაიმუშავა, მაგითი ქართველებს რა შეგვემატა? კარამზინს მარტო ხოლოვნებითის სიტყვების მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისა და ეგ მნიშვნელობა რუსეთშიაც დაცინებულია. მე კარამზინი ჩემს აპრილის სტატიაში ხოლოდ მაგ მხრით გავსინჯე, ესე იგი, ხელოვნების მხრით, რომელსაც ჩვენს პოეზიაზედ გავლენა შეუძლიან, თუ ავყევით კარამზინის მიმართულებას სხვა მეორე მხარე კარამზინის მოქმედებისა არ შეეხებოდა ჩემს აპრილის სტატიას იმიტომ, რომ მე კარამზინს არა ვსინჯამდი, მე ვსინჯამდი მარტო კაზლოვს რომელიც იყო კარამზინის ცდომილ მიმართულების გავლენის ქვეშა.
როცა ცრუკლასიკური მიმართულება ეცემოდა ევროპიაში და იბადებოდა ნელნელა რომანტიკული მიმართულება, რომლის წარმომადგენელი შეიქმნა ბოლოს დიდი შილლერი; როცა გამოსჩნდა გეტე თავის „ვერტერით“ ბერნარდენ დე-სენპიერი თავის „ელიოზით“, მაშინ ევროპას პირველად ეცა დამატკბობელი სხივი პოეზიისა; მაშინ ცრუ კლასიკურ მიმართულებით დათრგუნვილნი მწერალნი მივარდნენ მშიერსავით ახლშობილს პოეზიის მიმართულებასა; მაგრამ პირველად ვერ იცნეს, ვერც გეტეს „ვერტერი“, ვერც „ელიოზა ჟანჟაკ რუსოსი, და ვერც „პავლ და ვირგინია“ ბერნარდენ დესენპიერისა: ამათში სენტიმენტალური სული მოესმათ, ეგ სული მამულთა მისთა განავითარეს და დაჰბადეს სენტიმენტალური სხოლა, რომლის წარმომადგენელი რუსეთში შეიქმნა კარამზინი. როგორც პოეტიო კარამზინი უნიჭო იყოვო, ამბობენ რუსები, და მიმართულებითაც სენტიმენტალურის სხოლისა იყო, ამ თვისებაების პატრონი არ იქნება თავის დღეში სახელოვანი მწერალი, ეგ დამტკიცებულია ეხლანდელ მიხედვით. რომ სენტიმენტალური მიმართულება, არავისთვის არა არის საჭირო და სხვათა შორის ჩვენთვისაც, ამას თქმა აღარ უნდა. მაშასადამე კარამზინი მაგ მხრით ჩვენთვისაც და რუსებისთვისაც უარგისია, მეც ეგა ვსთქვი ჩემს აპრილის სტატიაში.
უმაგისოთაც სენტიმენტალურ მიმართულების მაგალითები გვაქვს ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ, „ვარდ ბულბულიანი“ და „შამი ფარვანიანი“; რომანტიკულის მიმართულებისაც გქონია ჩვენ მაგალითი ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ, „ვეფხისტყაოსანი“, ცრუ კლასიკურის, მაგალითებრ სულ იმ მწერლობის მიმართულება, რომელთაც მიბაძეს მარტო გარეგან ფორმასა ჩვენ უკვდავის რუსთაველის ვეფხვისტყაოსნისას და ვერ გაიგესკი, რომ ვეფხვისტყაოსანი თუ არს უკვდავი, არა მარტო თავის ფორმით, არამედ თავის შინაგან ღირსებაებით, მაგრამ ამაზედ მერე მოვილაპარაკებთ, მაშინ როცა ჩვენი ლიტერატურა წარმოგვიდგენს სხვა მაგალითებსაც ჩვენ წინადადებულ აზრის დასამტკიცებლად.
თ. ილია ჭავჭავაძე.
14 მაისსა. 1861. ტფილისი.
____________
1 ეს ეპიგრაფი აქ უადგილოა: ეს მიეწერება იმ დროს, როდესაც ბელინსკისაგან მოხსენებული ნაკლულევანებაები ზოგი ერთის ევროპიის საზო გადოების ზნეობაში იყვნენ და იმ ზნეობეითგან შემოვიდნენ მათ სიტყვიერებაში: პირველი მაგა ლითი უჩვენა ფრანციამა, რომელსაც ჰბაძავდა თვით რუსეთიცა. ქართული სიტყვიერება ჯერეთ არ დაფუძნე ბულა, ჯერეთ არა რაი „მიმართულება“ მას არ მიუღია. მაშასადამე თუ ჩვენის საზოგადოების ზნეობაში ის ნაკლულევანებანი არიან შემოტანილნი, იმათ ჯერ ლიტერატურას ვერ მივაწერთ. მართალია, მარმონტელიც იყო დაბეჭდილი, კაზლოვიცა და სხვანი ცა, მაგრამ იმათი გავლენა არავისზედა ჰქონდიათ და არც ერთი „ცისკრის“ თანამშრომელი იმათ არა ჰბაძავს. „ცისკრის“ რედაქცია, მართალია, მოიწ ვევს ქალებს სწერად. ვითამც ამ შემთხვევაში და საძრახისი რა არის? საქართველოს შვილნი -კაცნი და ქალნი არიან ნიჭიერნი და ამ მოწვევაში მხო ლოდ ის აზრი სძევს რომ, თუნდა თავდა პირვე ლად ცუდათ სწერონ „ცისკრის“ თანამშრომელთა (ეს აუცილებელია) თავისს დროზედ ისწავლიან და განვითარდებიან. ყოველს განათლებულს ქვეყანაში ასე დაფუძნებულან სიტყვიერება და ჟურნალები. რედაქციისა და საზოგადოების მოვალეობა არის ამ გვარნი მწერალნი განამხნევოს და დაფაროს დრო ებით ნაკლულევანებანი, რომელნიც უვნებელნი არიან და თავისს თავადვე აღმოიკვეთებიან. ისინი ჯერ სიტყვიერებაში ყრმანი არიან, მაშასადამე და ყვავება მათი საჭიროა. უ. ჭავჭავაძე ივიწყებს რა გვარის საზოგადოებისათვის ჰსწერს კრიტიკაება. ქართველები ჯერ ევროპიისა და რუსეთის განათ ლებაზედ არა დგანან. უ. ჭავჭავაძე ბელინსკის ჰბაძავს და ბელინსკობა ჩვენში არ გამოდგება: თუმცა ბელინსკი საფუძვლიანი და უპირველესი კრიტიკი იყო რუსეთში, მაგრამ, როგორათც სნე ული და ზაფრიანი კაცი, ყოველთვის ილანძღებოდა და ამ მიზეზით იმისი ბაძვა არ არის მოსაწონი, და თვით რუსეთში ეხლა ვინა ჰბაძავს იმასა? რედ.
2 ბელინსკის გავლენა ყოველს სიტყვაში ჰსჩანს. „ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა; ვისაც თავი დღეში... პასუხს ერთი გავცემდი... ზომიერი ლუკმა გამოვიდოდა...“ ადამიანმა წერა ში, თუ მოქმედებაში ზომიერება არ უნდა დაი ვიწყოს, თორემ კარგი არა იქნებარა: ის თუ არ თავისს თავშ, სხვაში ვერც ნიჭსა და ვერც სხვა ღირსებას ვერ შენიშნავს. თუნდა რომ მთელი საზოგადოება ახილებდეს, შენ არ ვარგიხარ, შენ უსაფუძვლოდ ჰსწერ, ანუ მოქმედებ, ის ვერ და იჯერებს; თქვენ ყველანი სწორეს არ ამბობთო, თქვენ არაფერი გესმით. მე ვარო რაცა ვარო. ამ იმისი აზრები. უ. ჭავჭავაძე როგორც ეტ ყობა, ჯერეთ ყმაწვილია გამოუცდელი, უნდაკი თავისი ნიჭიერება გვიჩვენოს და მხოლოდ ამაყობს. იმ მწერალთ სტატიებში, რომელნიც მას არ მოსწონს, უფრო კარგი აზრები სძევს, და უფრო საფუძვლიანად არიან ისინი დაწერილნი. განსაკუ თრებით კნ. ბარბარე ჯორჯაძისა: ეს თვით მცოდნე პირთაც შენიშნავს; მაგრამ უ. ჭავჭავაძე ამას ვერ ხედავს: არც ესმის თუ საზოგადოების აზრსა და მსჯელობასა აქვს რამე მნიშვნელობა. არა, მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვარო. მარტო სტუდენ ტებს შეუძიანთ დაფასებაო, სხვას რა ესმითო. ასე გამოდის; ამ აზრით მხოლოდ უნივერსიტეტის სწავლასა და ღირსს სტუდენტებს, ცუდად შეასმენს მრავალთა ჩვენ მემამულეთა შორის. ეს სამწუ ხაროა! რედ.
3 აბა ვნახოთ რას იტყვის ჩვენი ამაყი კრიტიკი! სჩანს მარტო ლიტერატურას არ მისდევს;ბუნების თვისებეებზედაც ყჰვარებია დაპირება და საუბარი.
4 „ვისაც ძალა და ღონე აქვს -გაიქცევა მოედნიდამ და იმალება; ვისაც არა აქვს ძალა, შეუპოვრად გამოვა“. -თუმცა ბევრი რამ გა გვიგონია ბუნებაზედა და ყმაწვილობაში ჩვენც ბევრი რამ მიგვიწერია ბუნებისათვის, მაგრამ უკა ცრაოდ -უსწავლელნი და უმეცარნი ვართ - ამა ზედ ჯერ ჩვენი აზრი არ მოგვიკლია. ერთმა ევ როპიელ წესსზედ აღზრდილმა ბუნების მცოდნე ვიღაც შეგსპირი თურმე ყოფილა და ამ გვარი იმას არა უთქვამსრა. - მაგრამ რახანი გონიერი კაცი გმიხვდება, როგორ კრიტიკი ანბობს, თუ გონება დააკვირვა“ მაშ აღარა გვეთქმისრა. იქნება იმ გონიერთ რიც ხვში ბელინსკიც იყოს და იმას უთქვას, -„სულელის უბედურება ისკი არ არისო, რომ სულელიაო, ის არისო, რომ თავის თავს ვერ იცნობსო და თავისი თავი დიდი რამ ჰგონიაო!“ ოჰ! საკვირველება საკვირველებათა! რედ.
5 „ადამიანის წვრილმანობა და მსუნაგობა?“ - იქნება ესეც ადამიანის ბუნების თვისება იყოს, რომ რამდენიც ბუნება წვრილმანია, იმდენი მსუნაგი უნდა იყოს. რამდენსამე კაცებსკი ვიცნობთ, წვრილმანება და მსუნაგობა არ იციან რა არის. რამდენსამე მსუქნებს ვიცნობთ, რომელნიცა საკვირველნი მსუნაგნი არიან, მაგრამ ესეც ჩვენი უმეცრება. - სჩანს, ამასაც ბელინსკი გვიმტკიცებს. უნდა დავიჯეროთ. ბელინსკი უპირატესი ავტორიტეტი ყოფილა! რედ.
6 რასაკვირველია! კრიტიკი ანბობს, ხშრად გვესმისო, ჩვენკი ამის მეტად არ მოგვსმენია, ვითომც ვისაც არ ესმის მნიშვნელობა ლიტერატურისა, კრიტიკისა, ხელოვნებისა, სიტყვიერებისა და სხვათა, ის კალამს ხელში არ აიღებს და თუ აიღებს, მარტო მოკითხვის წიგნების მეტს არა რას დასწერს. რა ვქნათ, მივიღოთ ეს სიტყვები, თუმცა კი ვერ დაგვიჯერებია ჩვენი თავი და თუმცა კნ. ბარბარე ჯორჯაძისას, რომელიცა მაგალითად მოჰყავს, და რომელსაც არ ვიცით „თეორეტიკა, ანუ ხელოვნებით სიტყვიერება ესმის თუ არა და არც ის ვიცით (ეს ლიტერატურის საქმეც არ არის იცოდეს) კეთილის გულისაა, თუ ბოროტისა, თუმცა კნ. ბარბარე ჯორჯაძისას ცისკრის იმ თანამშრომელთა შორის ვრიცხავთ, რომელნიცა შენიშნა ჩვენმა საზოგადოებამ და აღმოიჩინეს ლექსებში ნიჭი, როგორათაც მოაზრე პოეტათა, მაგ. „ არაგვში“ და პროზაშიაც აღმოაჩინეს ლოღიკური წერა, ზომიერება, და კარგ ენის ცოდნა და სხვანი ღირსებანი.
უკაცრავად ნუ ვიქნებით, მეცნიერო კრიტიკო, ერთს შენიშვნაზედ. ჩვენ არ გვესმის, რას ნიშნავს ფრაზა: „შინიდამ გამოუსვლელობა:“ მრავალი ვიფიქრეთ, და ვერ მივხვდით. რატო არ შეიძლება ადამიანი შინ იჯდეს და თეორეტიკა კარგად ესმოდეს; ესეც არ გვესმის რა დაკავშირებაა ამ სიტყვებში „შინიდამ გამოუსვლელობა და უნივე რსიტეტის დაცინება, აქედამა სჩანს, რომ არც ხელოვნება ესმის არც სიტყვიერება.“ თუ გა მოუსვლელობით გინდათ სთავათ, უნივერსიტეტში არა ყოფილაო და ამისათვის არ ესმის კნ. ჯორჯაძისას ხელოვნება, ამაზედკი ვერ დაგთანხმდებით. განა არ იცით, ის მწერალი, ქალია. უნივერსიტეტში იმას მთავრობა არ მიიღებდა. მაშ ქალებში გარეთ სულ არავინ გამოსულა და ჰსჩანს იმათში არავის ესმის არც ხელოვნება, არც სიტყვიერება: მაშ ამას შეთანასწორებასკი ნუ დაინახავთ. მაშ ვინ არიან -მადამ სტალი, ჟორჟ -ზანდი, ბიჩერ-სტოუ, ავტორი „ჯენი -ეირის.“ და სხვანი მწერალნი ქალთაგან, რომელნიცა ევროპიისა და ამერიკის სიტყვიერებაში ბრწყინავენ როგორც უპირველესნი პლანეტნი. თქვენი მაგალითი და ავტორიტეტი ბელინსკია? თუმცა ფეხი შესდგა იმან მოსკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ გამორიცხული იქმნა; აგრეთვე ბაირონიც გამოგდებულ იყო უნივერსიტეტიდამა. სჩანს, ისე უნივერსიტეტი არ აძლევს ადამიანს სწავლასა და ჭეშმარიტს მსჯელობასა, როგორათაც ბუნებითი ნიჭი და მეცადინეობა, ანუ შრომა? და არა ჰსჩანს, რომ კნ. ჯორჯაძისას წარმატებასაც ვხედავთ იმისს თხზულებაებში.
თქვენ რატომ არა ხედავთ ან ერთს, ან მეორეს. ეს არ გვესმის... მეორე შენიშვნაც. აი რა გახლავსთ. თქვენ ბძანებთ, ვითომც კნ. ჯორჯაძისა უნივერსიტეტს დასცინოდეს. ჩვენ ბევრჯელ გადავიკითხეთ იმისი სტატია და დაცინვა ვერსად ამოვიკითხეთ. ესკი ჭეშმარიტია, -თქვენ გკიცხავთ, როგორათაც უნივერსიტეტის მეცნიერების მითვისებით და, რომელიც კრიტიკაშიკი აღმოიჩენს კრიტიკულს ხელოვნების უცოდინარობასა, ქართულის გრამატიკის კანონთ შეურაცხებასა, აზრების ულოღიკო დაწყებასა ხან და ხან წინააღმდეგობასა თქვენისავე აზრისა და უშესაბამო ფრაზების ხმარებასა. თქვენი კრიტიკა ასე მიიღეს არა თუ მხოლოდ კნ. ბარბარე ჯორჯაძისამ, არამედ მრთელმა საზოგადოებამა. თუ გესმოდეთ კრიტიკის წერა რა არის თქვენ აი რას იქმოდით: ვსთქვათ კრიტიკა დასწერეთ და დააბეჭდინეთ; ვსთქვათ, თქვენ როგორათაც ყმაწვილი კაცი თქვენ თავში უპირველესს ნიჭსა ხედავდით, რატომ ყური არ უგდეთ საზოგადო ხმასა. ევროპაში ყველგან ასე იწერება კრიტიკები, რომ ავტორნი ჯერ შეიტყობენ, ხალხს როგორ ესმით ის საგანი, რომელზედაც უნდათ წერა, ან ღირსებისას რას ანბობენ. ან ნაკლულევანებისასა და შემდეგს ქაღალდს გარდასცემენ ლოღიკურის წესითა და თავიანთის აზრებითა, თქვენ საზოგადოს აზრს არას დასდევთ. თქვენ, როგორათაც ანბობენ, ყველაზედ დაცინებით ანბობთ, რამდენსამე ადგილს აი რა გავიგონეთ: „საყვედურს გვეუბნებით, რატომ „ცისკარს“ არ ვიწერთო. რათ დავიბაროთ და როგორ ვიკითხოთო, როდესაც ლანძღვის მეტს ვერასა ვპოებთო, როგორათაც აი ჭავჭავაძის კრიტიკაშიაო.“ ერთმა შესანშნავმა პირმა, რომელიც ქართულს სიტყვიე რებას მისდევს, აი რა გვითხრა: „თუ ღმერთი გწამსთ, ამისთანა უშვერს სტატიებს ნუ ბეჭდავთო.“
7 სცდებით ამაში. უსწავლელოთ ვერ მიხვდებით, სად რა ასო იხმარება. მხოლოდ შეიძლება კი უგრამატიკოდ მიიღოთ ამაში განვითარება, პრაკტიკით თუ ყურადღებითის კითხვითა. რომელი რუსი გინახავთ, კანონიერად სწერდეს თავისს ენაზედა, თუ არ უსწავლია? ან აბა ფრანცუზმა ანუ ანგლიჩანმა მიითვისონ სწერონ ხოლმე თვისს ენაზედა. რედ.
8 ძალიან სასტიკათ ანბობთ კნ. ბარბარე ჯორჯაძის უმეცრებასა და თქვენ თვითან არა გცოდნიათ, რა არის ხელოვნება. არც გვესმის ეს სიტყვები: „ხელოვნება არის განხორციელება სახეში იდეისა, აზრისა“... როგორთუ სახეში? ანუ როგორ თუ განხორციელება? სახე თქვენს აზრში მხატვრობას ხომ არ ნიშნავს? მაშ თუ ასეა, თქვენ გინდათ სთქვათ: ხელოვნება არის განხორციელება, ანუ მხატვრობითი გამოთქმა იდეისა, აზრისა... ეს ასე არ არის. ხელოვნება მარტო პოეზიასა, მუზიკასა და მხატვრობას არ მიეწერება: ხელოვნებასა აქვს ვრცელი მნიშვნელობა: ხელოვნება მიეწერება ყოველს საგანსა უსიტყვო, თუ სიტყვიერს ბუნებასა, -საგანსა, რომელშიაც შინაგანი ღირსება და თვით გარეგანი ღირსება ისე არიან შეკავშირებულნი, რომ ადამიანში აღძრავენ აზრსა და გრძნობასა. თქვენის განსაზღვრებით ყოველივე ლექსი, ყოველივე მუზიკა და ყოველივე მხატვრობა ხელოვნება უნდა იყოს. თქვენ ანბობთ „სიტყვიერებით ხელოვნება პოეზიასა ჰქვიანო“. თქვენ ეჭვში შეგყევართ, რადგანც არ აგვიხსნით, როგორ გესმით პოეზია? თუ პოეზიას მარტო ლექსებში ჰპოებთ, რაც უნდა მშვენიერად იყვნენ ის ლექსები დაწერილი, დიდად სცდებით. მართალია, ასე ესმოდათ ეს უწინა, ახლაკი სწავლას სხვა აზრი დასდვა ამ საგანზედ. პოეზია პროზაშიაც არის, არათუ არის უფრო ცხოველად გამომეტყველებს რადგანაც რიფმები შეავიწროებენ ადამიანის აზრსა, ამისათვის შაირს ფასი აღარა სძევს. შაირებს განათლებულს ქვეყნებში იშვიათათღა მისდევენ და ეს არის მიზეზი რომ დიდი პოეტები მოლექსეები აღარსად არიან. ისინი შეიცვალნენ პროზაიკებათა. რედ.
9 ეორეტიკა რათა გგონიათ სხოლასტიკის ნაშთათა? თეორეტიკა ანუ თეორია არის კანონები რომლისამე სწავლისა. არც ერთი სწავლა არ შეიძლება უთეორიითა, მათემატიკა, თუ პოეზია, თუ ისტორია, ყოველს გვერდზედ ივიწყებთ, რომ ქართველბთაბა გვაქვს საქმე და არა ევროპიის განათლებულ საზოგადოებასთანა. რედ.
10 იცრუვეს ანბობს მაშ? რათ გესმით მრუდეთ ჭეშმარიტება. კრიტიკების მწერალს ეს არ მიეტევება. რ.
11 ანბანის ცოდნაზედკი არ გეუბნება კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, არამედ თეორიის ცოდნაზედა. რა ლოღიკით ურევთ ერთი ერთმანეთს იმ საგნებსა, რომელთა შორის დაკავშირება არა არისრა. რედ.
12 არ გვესმის ამ სიტყვებში რა აზრია. ან ეს რა ქართული ენაა, უ. კრიტიკო? რედ.
13 კიდევ უბედურს თეორეტიკას მიუბრუნდა. ვითომ ამ გამეორებით ძალას აძლევთ თქვენს სიტყვებსა. იქნება ამ გვარი წერა ბელინსკისაგან ისწავლეთ! რედ.
14 თქვენ არა დაგიკარგავსთ რა და გირჩევთ არაფერი ეძებოთ, ვერას იპოვით. რედ.
15 საკვირველათ მჭევრ მეტყველობთ! რედ.
16 ეს მეოთხეთ თუ მეხუთეთ იმეორებს ჩვენი კრიტიკი თეორეტიკასა. რედ.
17 ეს მეექვსეთა! რედ.
* ამ ლექსს ამბობენ გორის სასწავლებელში ასწავლიდნენო ერთ დროს. თუ ეს მართალია ბარაქალა მასწავლებელთ გემოვნებასა.) ავტ.
** იქნება ზოგიერთს და სხვათა შორის კნ. ბ. ჯორჯაძისას ეს ჩემი სიტყვები ძალიან იამოს. სხვისა არ ვიცი და ჩვენს მწერალს ქალსკი მო ვახსენებ პირდაპირ რომ სწორეთ ეს საჭირო და აუცილებელი ღირსება აკლია სხვათა შორის.) ავტ.
19 უბრალო აზრი უბრალოდ გამოთქმული! საცა აქამდისინ ქართველნი ხმარობდნენ -მარტივი აზრი მარტივად გამოთქმული, ახლა კრიტიკი ხმარობს უბრალო აზრი უბრალოდ გამოთქმული (?) რედ.
*** იქნება აქ პურის მოედნის სასწორი მოაგონდეს უფ. გ. ბარათოვსა, ეგ ჩვენი ბრალი არ იქნება. ავტ.
20 მადლობა ღმერთსა! ძლივს აღმოვიკითხეთ კრიტიკის განსაზღვრება. იქნება ის ევროპიელნი, მეთექვსმეტე საუკუნეში რომ მრავალი ჟამი ოკეანეში სცურავდნენ, არ აღვსილან აგრეთის სიხარულითა, ოდეს ამერიკის ხმელეთი დაინახეს, როგორათაც ჩვენ, რა კრიტიკის გამორკვევა შევნიშნეთ. აბა როგორ გამოგვირკვევს მეცნიერი კრიტიკითავის საგანსა. სწორე მოგახსენოთ, ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ეს განსაზღვრება თეორეტიკას ეკუთვნის და კარგათ იცით თ. ილ. ჭავჭავაძე რა აზრისაა თეორეტიკაზედა... „კრიტიკა არის -განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც და დაფასებაც“ რომელ ლექსიკონითგან ამოუწერია ამ ერთისა და იმავე აზრის შემცველი სიტყვები. აქედამ ვხედავთ, რომ ავტორს ფრაზები დიდად ჰყვარებია. საკმაო იყო ერთი რომელიმე სიტყვა ეკმაყოფილა და შემდეგ განემარტა, ესე იგი, ეთქვა, რომ ეს სიტყვა ორ ნაწილად განიყოფება ღირსებისა და ნაკლულევანებისა ასაწონად „ჯერ ღირსება საგნისა უნდა ითქვასო, მას უკან ნაკლულევანება“; არ გვესმის, რატო არ შეიძლება ჯერ ნაკლულევანება ითქვას, შემდეგ ღირსება; ეს მწერალზედ არის დამოკიდებული. უპირველესი კრიტიკი, ანგლიის ისტორიკი მაკოლეი, თვით თქვენი ავტორიტეტი ბელინსკი და ყოველგან განვითარებულნი კრიტიკნი ასე სწერენ. არ იქნება დაგვისახელოთ ის კრიტიკნი, რომელიც „განარჩევს რა ცუდსა და კარგს, სასწორს დაუთმობს ხოლმე თვით მკითხველსა“: ამ სიტყვებით ამტკიცებთ იმას, რომ თქვენ არ გესმით რას ანბობთ. კრიტიკა მაშ რა არის თუ არ დაფასება ანუ აწონა საგნისა. ამ აზრს სადაურის ლოღიკით გამოსთქვავთ. უ. ბარათოვს სასაცილოდ იგდებთ შენიშვნაში, მაგრამ იმას შეუძლიან თქვენზედვე გადმოიტანოს ეს სიტყვები და უფრო ჭეშმარიტი იქნება. რას ნიშნავს ფრაზა „კრიტიკის თანასწორე მნიშვნელობა არ არის ქართულს ენაზედაო და არც ძალიან საჭიროა რომ იყოსო, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო, რადგანაც ეს დაგვიმტკიცებდა, რომ ჩვენი მამაპაპანი მაგ აზრით განვითარებულნი ყოფილანო“. შე დალოცვილო, თქვენვე განსაზღვრეთ კრიტიკა ქართულის სი ტყვებითა: განხილვა თუ გარკვევა, თუ დაფასება, აი სამი სიტყვა, რომელთაგანიც თვითოეული კრიტიკის მნიშვნელობას შეიცავს. მრთელს ევროპაში რისთვის შემოვიდა ეს სიტყვა, ეს სხვა არის: ევროპიელთ სიტყვიერებანი ერთი მეორეზედ მჭიდროდ არიან დამოკიდებულნი და რასაკვირველია მრავალი ტერმინებიც ანუ სწავლათ სიტყვანი ერთი და იგინივე განვრცელდნენ. ჩვენთვის „არა თუ დასაძრახისი არ არის“, როგორც თქვენ ანბობთ, ეს სიტყვები და სხვანიცა ჩვენმა სიტყვიერებამ მიითვისოს, საჭიროც არის, მაგრამ, ჯერ კი იმ გვარად ვერ ვიხმარებთ, როგორც თქვენ ხმარობთ ფრაზებს: კლასიკური, სხოლასტიკა, პლასტიკა და სხვანი ისე უნდა იხმაროთ, რომ ქართველი მკითხველი მაშინვე მიხვდეს იმათს მნიშვნელობასა, თუ არა და ლექსიკონი სად ეძებოს უბედურმა სოფლელმა ჩვენმა მემამულემ, კაცმა ანუ ქალმა. თუ კრიტიკოსათ გამოხვედით, ეს პირველი მოვალეობა იყო თქვენი და ამაზედ კარგათ უნდა მოგეფირქბეინათ, ამას გიწერენ კნ. ჯორჯაძისაც, ბარათოვიცა და ერისთავიცა; ყველანიც ამასვე ანბობენ. ჰსჩანს ვისაც თქვენ სასაცილოდ იგდებთ, იმათ უფრო კარგათ ესმისთ. რედ.
21 ვისი ბრალია, რომ კნ. ჯორჯაძის კრიტიკაში თქვენ ვერასა პოულობდეთ? რედ.
22 მაშ რა არის, თუ არ ლანძღვა! არ ვიცით ლანძღვა როგორ გესმით! ლანძღვა თხზულებაში ისკი არ არის, რომ გინების სიტყვებს ხმარობდეთ, რომელსაც ნებას თვით ცენზურა არ მოგცემთ და რომელსაც სხვა რამეც შეუდგება. ეს ის არის, რომ არა თქვენი აზრი იმათ აზრს არ არღვევს, არამედ უშვერის სიტყვებით მიუბრუნდებით როგორათაც პირი პირსა. სიტყვებში ანუ ლიტერატურაში ასე ესმით ლანძღვა. შე დალოცვილო, აქაო და ბელინსკი ილანძღებაო, მაშ ლანძღვა აღარ უნდა იყოს. რედ.
23 ესკი გაგვიგონია, რომ თვალებში ჭკუა გამომეტყველებდეს და ისიკი არა, თუ თვალებში ჰქონდეს ვისმე ჭკუა. რედ.
4* 1860 წ. ნოემბრის ნომერში გახლავსთ კნ. ბ. ჯორჯაძის სტატია სახელათ: „რამდენიმე აზრი ახლანდელს მდგომარეობაზედ“. ამ სახელმა არ მოგატყუოთ ჩვენო მკითხველნო. ცუდი მაღაზინი მაგ გვარ წარწერებით შეიტყვებს ხოლმე მსყიდველთა. მაგ სტატიის სახელს რომ დაუჯეროს კაცმა იფიქრებს: ან პოლიტიკურ მდგო მარეობაზედ იქნება რამდენიმე აზრიო ან ეკონომიურ მდგომარეობაზედ და კიდევ განათლებაზედ. არა ბატობო, მაგ სტატიაში კნეინა ბძანებს მარ ხვებს არ ინახამენო.) ავტ.
24 შე დალოცვილო, აქაო და სიტყვებს არას დავდეო, და მხოლოდ აზრებს მივდეო, ეს ცუდათ დაწერილი გადაგეკითხათ ერთხელ მაინცა. მე ვიცი, რომ თქვენ დაგიწერიათ მხედველობაში მყვანდნენო, და თქვენს სტატიის გადამწერს უხმარია ხედვაში მყვანდნენო. გვეყოფა შენიშვნების წერა, არც დრო გვაქვს და აღარც სურვილი. მოგვიტევეთკი. უ. კრიტიკო, რომ უჟამოდ შევდექით და ვერც ქართულ ასოებს ხმარებაზედ, ვერც ჩახრუხაძეს მნიშვნელობაზედ, ვერც ანტონი კათალიკოზზედა და ვერც სხვათა რომელთამე საგნებზედა ვერ მოგახსენეთ ჩვენი აზრები, რომელნიც სრულებით ეწინააღმდეგებიან თქვენს აზრებს. მაინც ზოგს სხვების სტატიებიდგანა ჰსცნობთ. რედ.
5* ვთხოვთ მკითხველს რედაქციას არ დააბრალოს ეს შეცთომა, უ. კრიტიკის ნამდვილში ასე გახლავსთ, თორემ b შემდეგ e დაიბეჭდებოდა. რ.
6* ნურავინ ნუ გაიფიქრებს, რომ არ მესმოდეს დიდი მნიშვნელობა ანტონ კათალიკოზისა. ანტონი დიდს ალაგს დაიჭერს ჩვენს ლიტერატურაში, როგორც წარმომადგენელი ამ დროს საქართველოს განათლებისა; მაგრამ ეხლა, რომ პოეზიის განხილვა იმ დროის კანონებით მოვინდომოთ ძალიან შევსცდებით. მაშინ სხვა რიგათ ესმოდათ, ეხლა სხვა რიგათ. მერე უფ. ბარა თოვის სტატიაზედ მომყავს, რადგანაც ის ჩახრუხაძეს პოეტობის დასამტკიცებლად ანტონ კათალიკოზის სიტყვები მოჰყავს, ისკი არ იცის უფ. ბარათოვმა, რომ ეგ სიტყვები პოეტისა ძალიან მართალნი არიან
7* ჩვენ ძალიან სამწუხაროდ მიგვაჩნია, რომ ასე ცილის დაწამება სცოდნია უ. ჭავჭავაძეს, რომელსაცა ვთხოვ, მობძანდნენთ და შეამოწმონ ნამდვილთან ასეა თავის საკუთარის ხელით დაწერილი თუ არა? „1861 წ. ნოემბრის 5 -ს“ თუ სულ ასე მართლა ლაპარაკობს, ნეტარება იმის სულს: განა არ ვნახეთ რომ იმის ნამდვილში შეცდომა იყო, მაგრამ რადგანც ნათქვამი გვქონდა ნურცა თუ ერთს ასოს შეეხებით გასაწორებელათაო, ამისთვის ვერ შევეხენით. რედ.
![]() |
8 უსტარი ანტიკრიტიკული |
▲ზევით დაბრუნება |
უსტარი ანტიკრიტიკული
ბრწყინვალეო თავადო ილია გრიგორისაო ჭავჭავაძე
აპრილის თვეის ჟურნალის „ცისკრის“ გადაფურცვლაში უცებ თვალი მოვკარ მე, თქვენგან გამოცემულს კრიტიკაში თ. რევაზ ერისთავზე, სარდიონ ალექსი - მესხიშვილის ხსენებას. ამ უკანასკნელმა სახელმა აღძრა რა ჩემი მიმოწვლილველობა დავუტევე მე წაუკითხავად წინა ფურცლები ჟურნალისა და ვიწყე კითხვა თქვენის თხზულებისა, მწადდა რა შემეტყო თუ რით აღვსძარ თქვენი ყურადღება.
წრფელით გულით მოგახსენებ, თავადო ილია, როგორც გვამსა ასე გულ -წრფელად მოსაუბრესა საანჯმნოდ, რო გულ-მტკივნეულად წავიკითხე მე, ქართველმა, ამ გვარი ქართული ენა განათლებულის და განვითარებულის ქართველისა. იმ ქართველისა, რომელიცა ამაოდ დაიღიღინებს საქართველოს შვენიერით ლექსებით და სადაგ-სიტყვაობაში კი (პროზაში) ასე უწყალოდ ამახინჯებს და ამდაბლებს ქართულს სიტყვიერებას და ამასაც სადა? ქართულის სიტყვიერების ჟურნალში! რასაკვირველია გარგად იცით, რო წერა არი სამ გვარი: მაღალი, საშუალო და მდაბალი. არ ვიცი ამ სამში რომელს მიეთვისება თქვენი კალამი? ჩვენში, სადაცა იხმარება ნაცვალ-სახელი „იგი“ ამ მაღალს სიტყვას ზმნის-ზედა შეეფერება „ოდეს“ და არა სრულიად მდაბალი ლექსი „როცა“ რომლითაც იწყება პირველივე სიტყვა, ან თქვენითავე სიტყვით ვჰსთქვათ, „ბაირახტარი“ თქვენის კრიტიკისა. ამისთანა არეულობით დაჭრელებულია მრთელი თხზულება და არა მხოლოდ ნაცვალ-სახელები და ზმნის-ზედანი და ეს შეუფერებლობა ლექსთ -თხზულებისა დიდად აუშნოებს ენას და ჰქენჯნის სასმენელს. 2. ასოებს ჳ, ჴ, ჲ, უჱ აქვსთ მართლ-წერისა მნიშვნელობა. რასაკვირველია, დაგვიმტკიცებთ თქვენ თქვენის ახლის ღრამატიკის კანონებით, თუ რა მიზეზით მოსპობთ თქვენ ამათ. თქვენის კანონთ-დებულებისამებრ ჰსჩანს, რო ხწლსა (ჭკუიდამ შეშლილსა) არ განარჩევთ თქვენ ხელისაგან (სხეულის წევრისაგან), როგორც, თქვენის მართლ წერის კანონით, რუსულშიც მოისპოს ъ და არ იყოს ასოებით გარჩევა есть და есть შორის. დანარჩენს ასოებსაც აქვსთ ეგრეთვე ძალი. ჳ. თ. ერისთავის თარგმანში თუმცა გულმხურვალედ ეძებთ თქვენ ზედ-შესრულებს და ვერ გიპოვნიათ, მარა, დასტურ, თქვენი ზედ-შემოსულებიც კუდა არიან და არ შეეთანხმებიან თავიანთს არსებითს სახელს, მაგალითებრ: „სასიქადულო რუსთაველის; პატარა ტალანტსა; დიდ პატივში; ყოველ რუსის; მთელ კაზლოვის თხზულებაში და ურიცხვნი სხვა. 4. თქვენი ზედ-შესრულები ან თუ ნაცვალ-სახელები ისე დამახინჯებულები არიან, რო ზოგ-ჯერ არსებითს სახელად ანუ ზმნად შეიცვლებიან და აბნელებენ ჰაზრს. მოიხსენეთ 165 გვერდი: „თავის ტანჯვების წვაში; ეჭვის ღოღვნაში; თავის სულის წყურვილში“. აქ უთუოთ არსებითი სახელი თავი გნებავდათ გეგულისხმნად ნაცვალ სახელად და გეთქვათ „თავისის“ თუ არა, უსათუოდ თავს ეკიდება ტანჯვების ცეცხლი და იწვის უბადრუკი, ან კიდევ, თავში სხვა სულია და მხოლოდ იმას სწყურიან და ფეხების სული გრილად არი?! უნდა მოგახსენო, რო ტანჯვები ტანჯვად რო წარმოგედგინათ უკეთესი იქნებოდა და „ეჭვის ღრღვნა“ ეჭვის ღრღნად, თუმცა ეს უკანასკნელიცა საჩოთირებელია სასმენელისათვის და რუსულიდამ თარგმანს ჰგავს უხერხოს მოწაფისაგან. 562 გვერდზე: „მომხიბლავ ბაირონის გენიისა“, უეჭველია გნებავდათ სათქმელად, ბაირონის მომხიბლავისა გენიისა, თუ არა, „მომხიბლავ“ გახლავს ზმნა, მეორე პირი მყობადისა, და ჰაზრი არ გამოდის. 5. ზედ-შესულების შესაფერად არიან ზმნებიცა, რომელნიცა დროებში დია ხშირად პირველის პირის მაგიერად მეორეს პირად ხმარებულ არიან: „ჩვენ უწინასწარმეტყველებთ, ჩვენ გაუკეთეთ და სხვ“. ამ გვარი შეცთომა თქვენგან უფრო უცნაურია იმით, რო თქვენ ვე დასცინით თ. ერისთავს ზმნის ხმარებაზე და განგიმარტებიათ იმისთვის, რო „პირველი პირი ზმნისა არი „ჩავვარდი და არა ჩავარდი (გვ. 590) 6. განწყობილება სიტყვებისა ბევრგან უგვანად არი, მაგალ: მთელ კაზლოვის თხზულებაში“. უთუოდ გნებავდათ სათქმელად, კაზლოვის მრთელს თხზულებაში და არა მრთელის კაზლოვის თხზულებაში რადგან კაზლოვი მრთელი, ესე იგი, სრული კაცი იყო და არა ნახევარი, ესეც შეგეძლოთ რომ ზედ -შესრული არ მოგეკვეცათ, კანონიერად დაგებრუნებინათ, შეგეთანხმებინათ არსებითთან და ისევ თავისს ადგილს მჯდარ იყო. 7. ჰაზრის განმოხატულება თქვენგან ხმარებულთა სიტყვებითა ეგრეთვე მრავალს ადგილს უხამსია და მომრყვნელი ენისა: „როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან; სულ არ სცვიოდათ ძალად გაჭიმულ პაწაწინა გრძნობის უმარილო ცრემლი; გაბერილი წიგნი; პაწაწკინტელა პოემები. იყვნენ ბაირონის გავლენის ქვეშა; არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასმენებლად; გულის გაუთავებელ წყლულთა მოსარჩენად; ჩინებსავით შევზდგებით ერთ ალაგზედ; ქართველი ვერ გაიცნობს ფრჩხილის ოდენასაც რუსის სოფლის გოგოსა“ და ურიცხვნი სხვანი. რასაკვირველია, ამ ენის შესაფერად შემოტანილნი არიან თქვენგან ეგრეთვე უცხონი სიტყვებიცა: აშუღი, თანხა, კაპიტალი, პლასტიკა, სენტიმენტალური, ფორმა, სუჟეტი და სხვ. და აქა-იქ თქვენი შვენიერ სიტყვაობა, შესაქცევად მკითხველთა, შეგინელებიათ აგანგალა განგალათი, ეო მეოთი და მრავალთა სხვითა ენა-წყლიანობითა. ამით ცხადად ჰხედავთ, თავადო ჭავჭავაძე, რო თქვენის თხზულების მრავალს ნაკლულევანებას თანაწარვხედ მე და იწროდ შემოვსაზღვრე ჩემი კალამი შესახებ ჩვენის სიტყვიერებისა, რომლისათვის დიდად თავ-გამოდებული ბძანდებით და საშინლად იბრძვით, იბრძვით ჩვენის საყვარლის დედა-ენისათვის, რომელსაცა, თქვენს უნებურად და შეუგნებელად, თქვენივე ფაზიკებრ ჰკოდავთ და ამახინჯებთ და ზნეობითად ჰრყვნით და აუძლურებთ. ვიტყვი უფრო შავ-სვიანად, თუ თქვენის მწერლობის მსგავსი მშვენიერ-სიტყვაობა არ მოაკლდება „ცისკარს“, მაშ საუკუნოდ დააბნელებს იმას და თქვენითავე სიტყვით წინასწარ ვსთქვა, „ჩვენი ლიტერატურა არ აღდგება“! როგორც სწავლულმა კაცმა, ს. პეტერბურღის უნივერსიტეტის სტუდენტმა. რასაკვირველია, კარგადა იცით, რო სიტყვიერების ასამაღლებლად საჭიროა დედა ენის ცოდნა. ცოდნისათის ჩვენის ენისა უნდა ვიცოდეთ საზოგადო და განსხვაებითი იმისი ნიშატი. საზოგადოს იმისს ნიშატს გვასწავლის ღრამმატიკა, და განსხვაებითთა თვისებათა ცნობისათვის საჭირონი არიან კანონნი ჰაზრთა განწყობილებისათვის სხვასა და სხვას წესიერებაში, რომელთაცა გვასწალის რიტორება. ამ ორთა საგანთაგან არცა თუ ერთისა ცოდნა ჰსჩანს თქვენს თხზულებაში, და ამასობაში, აღჭურვილი სარკაზმებითა გულადად მობძანებულ ხართ ქართულის სიტყვიერების სარბიელზე და მორკინალისა თავმოკატუნებულის თავის მოწონების ხელოვნებით დასძახით ხალხს: „ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეხვდაო (ერის-თავს)!“ განმხილავს განმხილავი არ დააკლდება. მეკი ჩემის მხრივ უკაცრაოდ თუ არ გახლდები, ამას მოგახსენებ, რო უმჯობესი იქნებოდა მაგისთანა სუსტით ფარ-ხმლით არ გამობძანებულ იყავით.
ამ დაკლაკნილის დამახინჯებულის, გასანჭრაქებულის ქართულის ენის გულტკივნეულად კითხვაში მოვახოწივე მე ჩემს სახელამდინ და ახლა ამ საგანზედაც ცოტა - ოდენ კიდე ვისაუბროთ: 1847 სა წ. ვჰკითხულობდი მარმონტელის მოთხრობათა და იმათგან ერთი, ჩემის გემოვნებისამებრ, მომეწონა, და, რადგან თავის-უფალი დრო საკმაოდ მქონდა, გარდმოვიღე ქართულს ენაზე სახელდობ „მეუდაბნოენი“. ჩვენის „ცისკრის“ პირველს გამოცემაზე უფ. კე რესელიძისაგან, გამოვა ჩემს სანახავად ეს რედაკტორი და რა თვალი მოჰკრა სამწერლოს მაგიდაზე ჩემს თარგმანს, მთხოვა იმის დაბეჭდვა და მეცა არა უარვჰყავ თხოვა იმისი და ვემსახურე რითაც შემეძლო ახლად შობილს ჟურნალს.[1] ცისკრის წიგნაკები განერკვივა უფ. ბერძენოვს რუსულს გაზეთს „კავკაზში“ და სხვათა შორის ესეცა მოეხსენებინა, რო არ იყო გამოსათარგმნელი მარმონტელ, როგორც ძველის დროების მწერალი და უმჯობეს იქნებოდა დამებეჭდვინებინა რომელნიმე ეპიზოდები ქართულის წიგნებიდამ, მაგალ: ყარამანიანიდამ ამაზე პასუხი მივეც მე იმას იმავე გაზეთში და გათავდა საქმე. ახლა თქვენს კრიტიკაში, თავადო ჭავჭავაძე, გაკვრით შეხებიხართ ჩემს მეუდაბნოებსაცა და, უმიზეზოდ, უშვერით სიტყვით მოიხსენიებთ პატივცემულთა ავქსონთა მარმონტელს და კარამზინს. არას ვიტყვი კაზლოვზე, რადგან იმის შავ სვიანს შეშლილზე არი შემდგარი ის კრიტიკა და ჩემს ლაპარაკს განეგრძელებინოს კიდე ეს უსტარი და დაეშვრას მკითხველი; ამასთანავე დასარჩლება კაზლოვისა შეეხება თ. ერისთავს და მართებულება არ მოითხოვს სხვის საქმეში გარევას თქვენგან ლიზღობით მოხსენებულს და საზოგადოდ ქართველთაგან სამარადისოდ პატივით სახსენებელს ჩახრუხაძეზედა-ცა ნეტა რაღა მოგახსენო. იქამდინ აგითვალწუნებიათ ისი, რო გაჯავრებულს თუცა დავარდნილის ცხენისათვის შეგიდარებიათ ტკბილ ხმათ-წყობილება იმისის ლექსებისა, მარა ისე არეულხართ, რო დავარდნილის ცხენის ჯაგჯაგი გოგვად გამოგითქვამსთ. ჩვენში, დავარდნილი ცხენი ჯაგჯაგებს და არა ჰგოგავს ჩიტსავით. ჩახრუხაძის ლექსების ღირსებას შეადგენს იმისი ჩახრუხაული ანუ შვენიერი ლექსთ-მაეგობა. ჰაზრი იმისი არი მაღალი ჭკუა დიდი და სიბრძნის ლამპრით განათლებული, გული მხურვალე. ამას ყოველსავე იმის ნიჭიერებას უწოდებთ თქვენ ზედ-შესრულების რახარუხად!!!... იმ ზედ-შესრულებისა, რომელთაცა დაფასება მოითხოვს მკითხველთაგან განათლებულსა მაღალით ჰსწავლით გონებასა და ამის გამო სიტყვათ გამორკვევასა და ჰაზრთ გამოწვლილვასა, და თქვენ, არა ყურად მღებელს იმათის ძალისა, რახარუხად მიგიღიათ ისინი და ავქსონსა მოიხსენიებთ, რო „არამცთუ დიდი პატარაც არა ბძანდებოდა ის კურთხეული!“ ყოველი მწიგნობარი ქართველი ჰგრძნობს ამ სასიქადულოს მოლექსის ღირსებას და მაშასადამე საზოგადო კსინვა თქვენზე მამულის შვილთაგან კმაა თქვენდა პირის დასაყოფად. დავიდუმოთ ღირსება -ცა იმისი: ნუ თუ თავმომწონესა საქართველოს შვილობითა შეგშვენისთ წინაპართა სამარის ნეშტისაცა შეურაცხება? ბრძენთა მცნებასა მაინც მოიგონებდით: მკვდართათვის ზრახვიდე კეთილად ანუ სდუმენ.
ლუი მეთოთხმეტის მეფობაში ამაღლდა ყოველი შტო ხელოვნებისა და ჰსწავლისა და აღყვავდა ფრანციცული სიტყვიერება. ამ საუკუნეისა სხოლამ უკვდავ ჰყო მრავალნი მწერალნი, რომელთაცა ენა-მჭევრობა დღევანდლამდიმ პატივცემულია მრთელს ევროპაში. ამ სხოლის შემდეგი მწერალი იყო მარმონტელიცა. კალამი მარმონტელისა არი მსუქბუქი., მოთხრობანი გულ-წრფელნი, ბუნებითნი, საამონი. ამ სხოლას უწოდებთ თქვენ წირპლიანად და სენტიმენტალურად. ეს ორი ლექსი სრულიად შეუფერებელია და წინააღმდეგი ერთი მეორისა, მაშინ როდესაც მჭევრ-მეთქვი მეორეს სიტყვას უნდა მოიხმარებდეს უძლიერესს პირველისა და იმავე მნიშვნელობისას, დასამდაბლებლად თუ ასამღლებლად საგნისა. სენტიმენტალური ჩვენებურად არი სათუთი, მგრძნობელი. წირპლიანი და სათუთი სრულებით არ შეეხამებიან ერთი მეორეს და როგორ უნდა განვმარტოთ და მივხვდეთ თქვენს ჰაზრს? ჰო. ასე თუ არი: უთუოდ მომატებულის მგრძნობელობისაგან იწირპლებოდნენ განსვენებულნი ჩვენი მწერლები! ამ სახელწოდების შემდეგ, თქვენს მსაჯულებრივს განსჯას გვიცხადებთ ქართველებს ასე: „იქნება ვფიქრობდეთ, რო ჩვენი ლიტერატურა არ აღდგება, თუ არ განიმეორა თავის განვითარებაში წარსულ დროთა სიცრუე და ცთომილება და სხვ.“ ამას გვიგალობებ ჩვენო ძვირფასო მოლექსევ, მე და თ. ერისთავს. მე ჩემ წილად გაძლევ ამ პასუხს: ლიტერატურის აღდგინება არ არი დამოკიდებული წარსულთა დროთა სიცრუესა და ცთომილებაზე, არამედ თვით განმართვაცა კაცობრივთა სისუსტეთა ექვემდებარების ლიტერატურის ძალასა, და არც -ცა თუ წარსულთა დროთა ამ გვარი ნაკლულევანება შეაბილწებს და დასცემს იმათს აღწერასა ახლის დროების ლიტერატურასა. ამას მოგახსენებ მე შესახებ ჩემთაცა „მეუდაბნოეთა“. ამ მოთხრობაში სიცრუეს ვერ ჰპოებთ, ყოველივე აღწერილია მარტივად და ბუნებითად, და თუ განიმჭვირვალების იმაში წუთიერი ცთომილება გულის-თქმათა, ეს თანადშობილი ჩვენს ბუნებასთან კაცობრივი სისუსტე ჩვენი ესეცა დია სამაგალითოდ წარხოცილია ზნეობით. და ამ გვარი თარგმანი, როგორც ჰჩანს, უხამსი არ უნდა იყოს ჩვენის სიტყვიერებისათვის და მოკლებულ საპატიოსა ადგილისა იმისს ფურცლებში. დასასრულ ვჰსთქვათ ორიოდე სიტყვა კარამზინზედაცა, ამ მწერალზე, რომელსაცა ძვირფასით შრომით მიუძღვის სამართალი პატივისცემაზე. შემდეგ ლომონოსოვისა რუსთაგან არავინ გამოსულა პუშკინამდინ, რომელსაცა აღმოეჩინოს ეგოდენი სამსახური და დაედვას ღვაწლი რუსულის ენისათვის, როგორც კარამზინს. ამან გასწმინდა და დაკაზმა მქისე რუსული ენა, შესძინა იმას მრავალნი სიტყვები და იმით განავრცელა და მისცა ახალი კილოვნება სიტყვიერებასა. სხვა სამსახურიც რო არ მიუძღოდეს, საკმაო არი მხოლოდ იმისი რუსული ისტორია, ნამეტნავად რუსეთის სასწავლებლებში მოსწავლეთათვის. როგორც ჰსჩანს თქვენის კრიტიკისაგან მრავალთა რუსთა კრიტიკოსთა თხზულებანი წაგიკითხავთ იქამდინ, რო არცა თუ ტრედიაკოვსკსა და სუმაროკოვზე ჰსჯა მწერალთა გადაგრჩენიათ და დაგიხსომებიათ, რასაკვირველია, გამოსადეგად თქვენის კალმისათის თავისს დროზე, მიკვირს ხელში არ ჩაგვარდნიათ კარამზინის შრომათ გარკვევა, როგორც მახსოვს თუ არ ვჰსცდები, პროფესსორის პოგოდინისა და სენკოვსკისაგან. მოკვდავთა შორის არავინ არი სრული ყოვლითფრით. ამ ბუნებითს კანონს ექვემდებარებიან მწერალნიცა. როგორც ჰსჩანს „უბედური ლიზა“ კარამზინისა შექმნილია საგნად სასტიკის განსჯისათვისა, მწერლისა და იქამდინ დაუმცირებია ისი თქვენს თვალში, რო უწოდებთ იმას „სენტიმენტალურ, ყალბ-გრძნობიან; მტირალა და წირპლიან მწერლად“. აი ყოვლად საშინელი კიცხვა! როგორ შეიძლება, თავადო ილია რო ყველანი ჩჩვილის გრძნობისანი და პირწმინდები იყვნენ, და, მაინც მოკლებულნი ბუნებისაგან ამ ძვირფასთა სხეულის სამკაულთა, ღირსნი არ არიან ამისთანა სახელ-ნართაულობისა, რომელითაცა სვიურად აღბეჭდილნი არიან, თქვენის განჩნებისამებრ, პატივცემულნი მწერალნი! მიკვირს, რო ის დიდი ბაირონი ისეთ კარგს გუნებაზე განგიხილავსთ, რო არ შეგიმჩნევიათ იმისთვის არაფერი ნაკლულევანება და ხელთ არ გიგდიათ სასტიკი იმაზე გამოცემული ედიმბურღში, კრიტიკა. ეს დიდი მოლექსეც არ იყო თვინიერ ნაკლულევანებათა: სამხატვრო კალამი იმისი ზოგან კამკამიერ -ფეროვანია და ბრწყინვალე, ზოგან უკადრისად, უცხოველოდ მიმკრთალებული და უფერული, თითქო შემოჰკლებია წამლები და გაუცრეცია ხატული! მაინც, არა მიხედვისამებრ ამ ნაკლულევანებათა, შერაცხილია ისი უუდიდესს მოლექსეებთანა. რასაკვირველია, დროთა მომდინარეობით ყოველი ჰსწავლა აღვალს უმაღლესს ხარისხზე და მიეცემის თანდათან სისრულესა და აწმყონი მწერალნი უკეთესნი უნდა იყვნენ წარსრულთ საუკუნეთ მწერლებზე. ვინ იბაასებს ამაზე თავხედად, რო შევენიერი და მომხიბლავი კალამი გოგოლისა ბელინსკისა, გრანოვსკისა არ აბნელებდეს კარამზინის და იმისის მოწაფების კალამს? მარა, ამით სამართალი არ მიუძღვისთ იმათ ლანძღვიდენ წინა -პართა მხოლოდ თავიანთის გამომჩვენებლობის გულისათვის. ყოველს ავქსონს პატივი უნდა ეცეს საზომისაებრ იმისის ნიჭიერებისა და ჰსწავლისადმი სამსახურის აღმოჩენასა, იმ დროების მიხედვით, როდესაც არსებობდა ისი და რას წერტილზედაცა იდგა იმისს დროს ჰსწავლა. ამით ვასრულებ ჩემს სიტყვა-პასუხს თქვენს კრიტიკაზე, თავადო ილია რასაკვირველია, ამ გვარს გამოლაპარაკებაში არ შეიძლება მეტ-ნაკლები სიტყვა არ მოვიდეს. ნაკლები, მე თვით ვგრძნობ, ბევრი არი, რადგან ვსცდილობდი, შეძლებისამებრ, მოკლედ დამეწერა ეს უსტარი და არ დამეშვრა კითხვით ცისკრის მკითხველი და არ - ცა თუ თვქენთვის შემეწყინა თავი, როგორც ჩემდა უცნობის გვამისათვის, და თუ თქვენ მომატებულს ჰპოებთ რასმე ამ საუბარში, ნამეტნავად თქვენთვის საწყენს და ლიტერატურის ჭაბუკისა მწერლისათვის თავის-მოყვარების შემარყეველს, გთხოვ ესეცა მომიტევო, როგორც თქვენს თანამემამულეს, თქვენთან მოსაუბრეს კეთილ-დღეობისათვის და განგრძობისათვის სიცოცხლისა ჩვენდა საყვარლის ენისა. ხო იცით, რო გულდამწვარი ბევრს რასმე იტყვის, გულდამწვარი ნამეტნავად დედა-ენის დაკოდილებითა და დასახიჩრებითა. მოვალს ჟამი, როდესაც სიჭაბუკისა სიფიცხე თქვენი გაგრილდების და ზეფიროსანნი მოლექსისა ლანდები მიმოიფანტებიან და მაშინ მკაცრად აღარ განმსჯით და შევრიგდებით. ნიჭიერება თქვენი, ნამეტნავად ლექსაობისა, გამომჭვირვალებს და, სანუგეშოდ ქართველთა, როგორც ყმაწვილი კაცი, მაღლის სასწავლებელში მყოფი, რასაკვირველია, ეცდებით ყოველი ნაკლულევანება თქვენი განმართოთ, მრავალი კეთილი ჰსწავლა შეიძინოთ და აღმოსჩნდეთ სასიქადულოს შვილად მამულისა ორსავე ნაწილში ქართულის სიტყვიერებისა, როგორც წყობილ - სიტყვაობაში, ეგრეთვე სადაგ -სიტყვაობაში.
სარდიონ ალექსიევ-მესხიევი.
მაისის 20.
ს. რუის-პირი.
________________
1 1 ჭეშმარიტებაა. რედ.