![]() |
ივერია (26)1877.25.08 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 მეორე ხანა აწინდელის ომიანობისა |
▲back to top |
|
მეორე ხანა აწინდელის ომიანობისა
ომის დაწყებითვე რუსეთის საქმე, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან კარგად წავიდა როგორც მცირე აზიის საომარ ველზედ, აგრეთვე ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ. კავკასიის მხედრობას ცოტაღა უკლდა არზრუმამდე; დუნაიის მხედრობაც თითქმის ადრიანოპოლს მიადგა მაგრამ მოვიდა ჟამი, ბედი გადატრიალდა და ომიანობის სურათი სრულიად შეიცვალა, ზივინის ომმა იძულებულ გახადა კავკასიის მხედრობა უკან დაწეულიყო და არამც თუ იმ ადგილამდე მისულიყო, საიდამაც დაიწყო თავისი მსვლელობა, არამედ ამ მხედრობის ერთი ნაწილი ჯარი (ღენ. ტერგუკასოვისა) საზღვრის შიგნით უნდა შემოსულიყო. ამ ნაწილს მისი მოპირდაპირე ოსმალოს ჯარიც თან მოჰყვა და ერევნის გუბერნიაში შემოდგა ფეხი. პლევნასთან რომ ჩვენებმა ვერ გაიმარჯვეს. ამასაც ის მოჰყვა, რომ რუსის ჯარს იქაც უკან უნდა დაეწია, თუმცა ბალკანიის მთის იქით გადასული იყო. ამ ჯარმა დასტოვა ენიზაგრა, ესკიზაგრა, კაზანლიკი ად სხ. და ისევ ბალკანიის მთის ძირს მიადგა და აქ გამაგრდა, სახელდობრ, შიბკას და სხვა ადგილებში.
რად შეიცვალა ომის სურათი და რა შედეგი მოჰყვა ამ შეცვლას? ეს კითხვა ღირს შესანიშნავია და მის პასუხად მოგახსენებთ მხოლოდ იმას რაც სხვა, მეტადრე რუსეთის, გაზეთებში თქმულა. ომიანობის დასაწყისშივე თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ოსმალებთან ბრძოლაზედ ადვილი არ არის რა მეტადრე იმისთანა ძლიერ სახელმწიფოსათვის, როგორც რუსეთია. ამიტომ ყველა ადვილად უყურებდა ატეხილს ომს და დარწმუნებული იყო, რომ სამი-ოთხი თვე საკმაო იქნება ოსმალეთის სულის ამოხდისათვის. „ოსმალო მშიშარა არისო და თვითონ თავისთავად ძნელად დაეცემაო მტერს. მისი ძალა მხოლოდ იმ ციხე-სიმაგრეებშია და მთა კლდეებში. სადაც თავს შეიფარავს ხოლმეო და უცდის მტრის მოდგომასაო. ამიტომ მტერმა თუ გზა აუხვია და ამ სიმაგრეებს ასცილდა, მაშინ ოსმალებს ძნელი საქმე მოუვათო, მით უფრო რომ ოსმალო მალე ჰკარგავს სასოებასაო. ყველა ამ მიზეზთა გამო ოსმალეთის დამარცხებისათვის სისწრაფისა და უეცრად დაცემის მეტი სხვა არაფერი არ არის საჭიროო.“ ასე ფიქრობდნენ მეთქი ომის დასაწყისშივე და თითქმის ამ აზრის მიხედვითაც მიმდინარეობდა ომის საქმე. პირველი მოთხოვნილება, როგორც მოგეხსენებათ, ამაში მდგომარეობს, რომ წინ მოძრავი ჯარი დაცული უნდა იყოს ორივე გვერდით და შეუწყვეტელი მიმოსვლა უნდა ჰქონდეს უმთავრესს ჯართან. ამ მოთხოვნილებას, არა დასდიეს რა და საკვირველის აჩქარებით მიჰმართეს ბალკანიის მთებს, გადავიდნენ ამ მთებსაც და ამის გამო რუსის ჯარი მეტად გაიშალა უნდა მოგახსენოთ, რომ უმთავრესი ყურადღება ბალკანის ნახევარ კუნძულზედ არის მიქცეული, რადგანაც ამ ომიანობის დედა-ძარღვი იქ მდებარებს, და ჩვენც დუნაიის მხედრობას ვიქონიებთ სახეში, მით უფრო რომ ევროპისა და მცირე აზიის საომარ ველზედ ერთგვარი შეცდომა მოხდა. ზემოხსენებულს აჩქარებას ის შედეგი მოჰყვა, რომ რუსის მხედრობის მემარჯვენე ჯარს მოულოდნელი ჯარი დაუხვდა ოსმან-ფაშისა. ამით მთის იქით გარდასულს ჯარსაც შიში მიეცა, რადგანაც ოსმან-ფაშას შეეძლო მისთვის გზა გადაეჭრა და ბალკანის მთებში გაეფანტნა რუსის ჯარი. ოსმან-ფაშის გამარჯვებამ ცხადად დაანახა რუსის მხედრობას მისი საშიში მდგომარეობა და ის შეცდომა, რომელიც თავიდგანვე მოუხდათ რუსებს.
მართლა და საკვირველი სიმძლავრე და სიცხოველე გამოიჩინა ოსმალეთმა; მშვენიერი იარაღი, უშველებელი ჯარი და მოულოდნელი მედგრობა დაახვედრა მტერს. ვინ მოიფიქრებდა, რომ ოსმალეთის ღენერლები, რომელთ უნიჭობაზედ და უცოდინარობაზედ იმდენი რამ იყო თქმული, საკმაო ხერხს და მოსაზრებას გამოიჩენდნენ? სადღაა ის ოსმალეთი, რომლის სამოცი ათასი ჯარი, კარგად დაიარაღებული ვერ ასდიოდა თექვსმეტ ათასს რუსის ჯარს, ისიც უხეირო იარაღით აღჭურვილს? ზემოდ მოგახსენეთ, რომ ოსმალომ არ იცის თავისთავად მტერზედ დაეცემაო, ეხლ არც ეს არის: ამას გვიმტკიცებს სულეიმან-ფაშა, რომელიც შიბკას დაეცა და ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ განდევნოს რუსის ჯარი ამ ბალკანიის მთის უმთავრესის გარდასავლიდამ.
ოსმალეთის მოულოდნელს ხერხიანობას და მედგრობას ორგვარი შედეგი მოჰყვა: სამხედრო და საპოლიტიკო წინაპირველად სამხედრო საქმის მიმართულება რუსების ხელში იყო; ოსმალეთის მოქმედება რუსის ჯარის მოძრაობაზედ იყო დამოკიდებული, რა ალაგასაც უნდოდა რუსის ჯარს, იქ გაუმართავდა ომსა. მაგრამ ეხლა კი საქმე _ იმედი ვიქონიოთ, რომ დროებით_სრულიად უკუღმად წავიდა. ეხლა პირ იქით რუსეთის ჯარმა თვისი მოძრაობა ოსმალოს ჯარის მოქმედობის მიხედვით უნდა მიმართოს. გარდა ამ უმთავრესის შედეგისა სხვაც მოჰყვა. რუსის ჯარს ჯერ-ჯერობით პირველს ხანს დიდი დაბრკოლება არ დაუხვდა ოსმალოს მხრით; ამის გამო რუსები დარწმუნებულნი იქმნენ ოსმალოს უძლუროებაზედ და დიდ მანძილზედ შევიდნენ ოსმალეთის ქვეყანაში. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ, ოსმალებს წინადვე ჰქონიათ ეს გაანგარიშებული. რუსის ჯარი იძულებული გახდა უკანვე დაბრუნებულიყო, _ მართალია დროებით, მაგრამ მაინც ამოდენა დრომ, მეცადინეობამ და ძალამ თითქმის უქმად ჩაიარა.
ახლა სხვა გვარ შედეგს დავხედოთ. ჯერ წარმოვიდგინოთ იმ ადგილთა მცხოვრებნი ქრისტიანნი, რომელნიც ჯერ რუსებმა დაიჭირეს და მერე კი ხელმეორედ ოსმალებს ჩაუვარდათ ხელში. რაღა თქმა უნდა, რომ გაბრაზებულნი ოსმალები ჯავრს იყრიან იმ მცხოვრებლებზედა, რომელნიც გადუდგნენ მათ და რუსებს მიემხრნენ, როცა რუსის ჯარი ძლევა-მოსილობით შევიდა ბოლგარიაში.
ძნელი წარმოსადგენია ის უბედურება, რომელიც, მაგალითად, კაზანლიკისა, ენიზაგრისა, ეს კიზაგრისა და სხვა ადგილთა მცხოვრებთა თავს გადახდათ, როცა რუსის ჯარი ამ ადგილებიდამ გამოვიდა და უკან დაბრუნდა.
გარდა ამისა ამ გვარ საქმეთა გარემოებას საკუთრივ საპოლიტიკო შედეგიც მოჰყვა. რუსეთს, როგორც მოგეხსენებათ, ბევრი მტერი და მოშურნე ჰყავს. ყოველი შეცდომა, ყოველი წაბორძიკება რუსეთისა ამ მტერთათვის მეტად გასახარელია. ევროპიის დილომატია დარწმუნებულია, რომ ბოლოს და ბოლოს მარტო ოსმალეთი ვერ აუვა რუსეთს, მაგრამ მეორეს მხრით აგრეთვე დარწმუნებულია, რომ რამდენადაც რუსეთს ოსმალო გაუსწორებს ომსა, იმდენად რუსეთს ნაკლები ერგება საქმის დაბოლოების დროს. იქნება ამის გამოც ცოტად თუ ბევრად შესწყდა ის მუქარა, რომელიც აქამდისინ ისმოდა, მაგალითებრ, ინგლისიდამ ად ავსტრიიდამ. თუ ასე, მაშინ ადვილი გასაგებია ის აწინდელი პოლიტიკა აღმოსავლეთის საქმის შესახებ, რომელიც ეხლა მიმდინარეობს ევროპიის სახელმწიფოთა შორის და რომელზედაც ბევრი თქმულა „ივერიაში“.
ეხლა კი საქმე ჩვენი კარგად წავიდეს, რადგანაც მთავრობა დიდ-ძალს ჯარს თავს-უყრის ბალკანიის კუნძულზედ და იმედია რომ ამ მოკლე ხანში ამ ახალის დაწყობილებას გამარჯვება მოჰყვა.
![]() |
2 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
„ივერიის“ №25-ში დაბეჭდილი იყო მცირედი ცნობა მასზედ რომ სამს ოსმალოს რუსის სალდათის ტანისამოსით კახეთი გაუვლია და ლეკებში გადასულან. აი ამ საგანზედ ეხლა რასა გვწერენ:
„ამ მოკლეს ხანში, რუსის სალდათის მაგვარათ ჩაცმული, სამი ოსმალო გადავიდა თურმე ლეკებში. დიდოში. პირველათ ისინი ენახათ ახატელში (თათრის სოფელია თელავის მაზრისა). ერთს იმათგანს, თურმე რუსული სცოდნოდა, _ დანარჩენნი სულ-გატრუნულნი თურმე იყვნენ. რა მისულიყვნენ ახატელში მოეხსნათ თოფები, დაეწყოთ წესიერათ, _მოეთხოვნათ მამასახლისი და ვთქვათ: „ხვალ რუსის ჯარი მოვა და სურსათი მოუმზადეთო.“ იქმნება სხვაც ბევრი რამ ვთქვათ, _მაგრამ ვერ გავიგეთ. აბა ახატლური თათრები რას გასცემდნენ? მეორე დღეს გასულიყვნენ ნაფარეულში. იქიდამ მემცხვარეებს ესტუმრნენ, ერთი ღამე ნაფარეულის მთაში_მემცხვარეებთან დარჩომილიყვნენ და შემდეგ გადასულიყვნენ დიდოში. რასაკვირველია საკეთილო საქმისათვის არ იყვნენ ისინი მოსულნი, მაგრამ საოცარი არის, ის რომ ამოდენა გზა ასე მშვიდობიანათ გამოიარეს,_გუშაგები და ყარაულები კი ყველგანა დგანან მგონია. ამ დღეებში შავიტყეთ რომ ვითომც ხიტრა ხოლოებს (დიდოელების სოფელია) იმათი დაჭერა დაეპირებინათ, _გასძალიანებოდნენ, და გაქცეულიყვნენ ხიტრა ხოელები დასდევნებოდნენ, დაეჭირათ, მაგრამ ამ ამბავში ორი ლეკი მოეკლათ, ერთი ოსმალოთაგანი გაქცეულიყო, ორი კი დაეჭირათ. დრო არის თვალები გაახილონ იმათ, რომელთაც საყარაულო ადგილები ჩაბარებულები აქვთ. ეს ამბავი პირველი არ არის,_წინათაც მომხდარიყო. ეს ოსმალების ხოფტები თურმე იყვნენ შამილის შვილის ჯარიდამ.
ჭიჩოელი.
რაჭა. რისაც გვეშინოდა, კიდეც ასრულდა. ომის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის რჩევასა და გამგებლობას შორის მოხდა უთანხმოება. ჩვენ არ ვიცით მიზეზები უთანხმოებისა. ეს კი ცხადი შეიქნა ყველასათვის, რომ უფ ხერჟპუტოვსგიმ, თავმჯდომარემ რჩევისამ, შეიტანა გამგემბლობაში თხოვნა, რომ მას აღარ სურს დარჩეს ამ თანამდებობის აღმასრულებლად. ამ გარემოებას არა ვითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა, რომ მომხდარიყოს ერთს ან ორ წელიწადს შემდეგ. ეხლა კი სულ სხვაა. ეხლა როდესაც ამხანაგობის აღებ-მიცემობა ჯერ აქამომდე ათას მანეთამდისა ვერ მისწეულა და თვით ამხანაგობას ჯერ ნდობა არ მოუპოვებია გლეხთაგან, წესები საქმის წარმოებისა არც გამორკვეულა, არც შედგენილა გამგებლობისგან და არც დამტკიცებულა რჩევისაგან, ერთის სიტყვით, მაშინ როდესაც ამხანაგობა თითქმის პირველ შობის დღეშია და ფეხის ადგმას აპირებს, მაშინ უთანხმოება და მეტადრე იმისთანა, რომელსაც შედეგათ მოსდევს თავმსჯდომარეს სამსახურიდამ გამოსვლა_ საშიშარია ამხანაგობის მომავლისათვის ჩვენ ძალიან ვკვირობთ, რათ მიიღო უფ. სერჟპუტოვსკიმ წინეთვე ანუ დასაწყისვე მონაწილეობა, თუ ეს ჰსწადოდა. კრება ამ თხოვნის მოსასმენლად იყო დანიშნული 7 აგვისტოს და გადიდვა 14-სათვის, რადგან არც თავმჯდომარის თანაშემწე დაესწრო. ეხლა ამხანაგობას აქვს დიდი იმედი მამა ალექსი გიორგობიანისა, რომელსაც უპირობენ ამორჩევას თავმჯდომარეთ დიდათ პატიოსანი და ყველა რაჭველთ მიერ პატივსაცემი კაცი ბრძანდება მამა ალექსი გიორგობიანი; მასთან გავლენაც აქვს. ყოველი ეს ვითარება საკმაოა, რომ მას არ ასცილდეს თავმჯდომარეობა და იმედიც გვაქვს, რომ საქმე ასე გათავდება. დაარსების დროსაც და მერეც მამა ალექსიმ აღმოუჩინა ამხანაგობას დიდი თანაგრძნობა; მარტო ის რათ უღირდა ამხანაგობას, რომ მან მაშინ, როდესაც გამგებლობამ არ იცოდა რითი დაეკმაყოფილებინა ყველა თხოვნა მსესხებელთა შეიტანა სასარგებლოდ სამასი მანეთი 4%. ონის ამხანაგობამ დაიწყო თავისი მოქმედება მხოლოდ იმ წილის ფულით, რაც მოგროვდა ამხანაგობის წევრთაგან. წინ დაწყებითი სესხი არ აუღია. ამიტომაც ეს სამასი მანეთი დიდი შემწეობა იყო ამხანაგობისათვის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვისურვებთ, რომ ამ ამხანაგობას უდროოთ ბოლო არ მოეღოს, სხვა არა იყოს რა სირცხვილი დაგვემართება,_და ეს უფრო სამწუხარო იქმნება ერთი მით, რომ გამგებლობას შეადგენენ კარგი გამოცდილი და მცოდნე პირნი, რჩევას აგრეთვე; მეორე მით, რომ საზოგადოთ ის წევრნიც, რომელთგანაც შესდგება თვით ამხანაგობა, გონების გახსნილობით უფრო მაღლა სდგანან, ვიდრე სხვა სოფლელები. ამათ რიცხვში ურევიან: ვაჭრები, ჩინოვნიკები, მოხელეები და გლეხებიც იმისთანანი, რომელთაც სხვა ქალაქები უნახავთ, თფილისში, ქუთაისში ფოთში და სვხვაგან უმუშავნიათ, უცხოვრნიათ და ამის გამო მიხვედრილნი არიან. მე ვალად ვსთვლი შევნიშნო ისიც, რომ უმეტესი ნაწილი ამხანაგობის წევრნი დიდათ უკმაყოფილოთ არიან, რომ ორმა გამგებლობის წევრთა თავიანთათვის კი ჩქარა გაიხსნეს ნდობის გზა სესხის მისაცემად, მაშინ როდესაც ნდობის თხოვნის სიაში მრავალი გლეხნი არიან ჩარიცხულნი და ერთ თვეზე მეტია წილის ფული შეტანილი აქვსთ და სესხი კი ჯერ ვერ მიუღიათ. ამ გარემოებას უფრო ვიდრე რომელსამე სხვას შეუძლიან დააფთხოს ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებნი და დააშლევინოს თვისი განზრახვა წევრად ამხანაგობაში შესვლისა. მე არ ვსთვლი უადგილოთ გავიხსენო ის გარემოებაც, რომ ამ ამხანაგობის საქმის წინ წასვლისათვის მოწინააღმდეგებს ბევრს ვხედავთ და ის კი არ ვიცი, საფუძველი რა აქვთ ამ წინააღმდეგობისა. მათ შორის მივათითებ უფ. ყარამან ჯაფარიძეზე, რომელიც თვითონ ამხანაგობის წევრია. რათ ისურვა ამ დალოცვილმა ამხანაგობის დამფუძნებელთ წრეში გარევა, თუ ამას უხეირო, ანუ საზარალო საქმეთ ჰსთვლიდა. ნეტა მითხრა რა მიუძღვის წინ, რომ ხმა მაღლა ურჩევს გლეხ-კაცთ ამხანაგობაში მონაწილეობას ნუ მიიღებთო, ფულები შეგეჭმებათო; თუ გადასაყრელი ფული გაქვთო, აი გლახებს დაურიგეთო. უფ. ყარამან ჯაფარიძე! თუ თქვენ გაქვთ საფუძველი, რომ ამხანაგობის საქმე ცუდათ მიდის, თუ თქვენ, რომელსამე გამგების წევრს, არ რჩევისას სანდო პირათ არა ჰსთვლით, ის არა სჯობია გამოაცხადოთ კრებაში და დაამტკიცოთ. იმ მავნე პირთ მოვიშორებთ და საქმეც საქმეთ წავა. თუ თქვენი მისი გეშინიანთ, რომ მართალს აზრს ვერ გაიყვანთ კრებაში (თუმც სცდებით ამაში)_გარნა ამის წამლად გლეხებს ნუ კი უშლით ამხანაგათ შემოსვლას,პირიქით ურჩიეთ და შეიძინეთ მომხრეთ უმრავლესობა. ზურგთ-უკან, დაფარულად მოქმედობა უკადრისია.
ძეგლეველი გლეხი.
რაჭა ამას წინეთ გწერდით კარგს მოსავალზე და ვამბობდი დარები გვეჭივრება მეთქი. სურვილი აგვისრულდა, მაგრამ გადააჭარბა უზომოთ. აგვისტოს პირველს რიცხვებამდის საშინელი სიცხეები დადგა და სიმინდის მოსავალი, გვალვის გამო, ხელიდამ წაგვივიდა. ღვინისთვისაც საშიშარი იქნებოდა, რომ აგვისტოში მაინც არ მოსულიყო წვიმა. ამასთანავე ყველაზე უსაშინელესი სტუმარნი ეწვიენ რაჭას საქონლის ჭირი და მუცელკეთილი; ძვირადღა მოიპოება სოფელი, რომელშიდაც არ იხოცებოდეს საქონელი ჭირისაგან და ადამიანი მუცელკეთილისაგან. გლეხებს შიში ათრთოლებს, პური სალეწავია, ყანები დასახნავია, საქონელი, ომიანობის მიზეზით, ძვირია. ამავე ომიანობას აბრალებს ილაჯ გაწყვეტილი გლეხი-კაცი საქონლის ჭირსაც. ამ ზაფხულზე გაუწყვეტლად მოჰყავდათ მინდვრებიდან, მამირონის მთით რაჭაზე, ოზურგეთისკენ, დიდძალი საქონელი და ცხენები. ამ ჯოგებში ჭირისაგან დახოცილი საქონელი რჩებოდა საძოვრებზედ, რომელთზედაც გავლით იდგომილებოდნენ ხოლმე. ამ საქონელს დროზე დამმარხველი არ უჩნდებოდა და შეგეგი ამისი ეხლა ყველასათვის ცხადია. გვეგონა რაჭაში ომი ბევრს არას გვაზარალებდა, მაგრამ რა გაეწყობა. თუ ადმინისტრაციამ ან სხვამ ვინმე, ვისზედაც ეს არის დამოკიდებული, რაიმე ზომა არ მიიღო ამ უშველებელის უბედურების შემსუბუქებისათვის, რაჭას საგაისოდ შიმშილობა მოელის. ამას წინეთ გლეხ-კაცს ოქროს ფერ_ყანების მაყურებელს, პირმცინარედ, ღიმილ მოუშორებელათ ვხედავდით; ეხლა კი თავ ჩაღუნული ღრმათ ჩაფიქრებული დადის. განა, რომ გულ დახათუთქავია, როცა ხედავ ამ გვარს გაჭირვებას და შველა კი შენს ხეთ არ არის!..
ძეგლეველი გლეხი.
კავთისხევი. 31 მკათათვეს კავთისხევის სასამართლო კანცელარიასთან შეკრებულიყო ხალხი და ერთი ახირებული ყაყანი გაემართათ. როგორც შემდეგ შევიტყე შკოლის თაობაზე ჰქონიათ მოლაპარაკება. ვიდრე მამასახლისი მაზრის უფროსის ბრძანებას ხალხს გამოუცხადებდა შკოლის დაარსების თაობაზედ, კავთისხევის მღვდელი, როგორც მითხრეს, დავით იასონის ძე ბარნაბისშვილი, ხალხში დადიოდა თურმე და ჩუმათ ასე არიგებდა: „რად გინდათ იმისთანა შკოლა, რომლისთვისაც საჭირო იქნება უეჭველათ ბაღი, კარგი შენობა და მასწავლებლისთვის ორმოცამდინ თუმანი ფული? თქვე ბედოვლათებო, შკოლა არ არის მე მაქვს_არც ფული გაგდით მასწავლებლისთვის, არც ბაღია საჭირო და არც შენობა თქვენ იმ შკოლის შენობის მაგივრათ_ რო მე ამიშენოთ სახლი ამას არა ემჯობინება რა, მაშინ სულ მთლათ განთავისუფლებულნი იქნებით ყოველის ხარჯისგან: თქვენთვინ შკოლაც გექნებათ და მასწავლებელიც გეყოლებით; მე მგონია ვინც უნდა მასწავლებელი მოვიდეს მე ვერ მაჯობოს_მე დღეს კაცი „კურხოვნიკი“ მღვდელი ვარ, მე ვინ წამამიდგება წინა! თქვენ სრული უარი ეხლავ უნდა გამოუცხადოთ, თორე მერე რა კი დაგიმტკიცდებათ თქვენი ნათქვამი, ვეღარას უშველით“. ყოველს ჯგუფს გლეხებისას სიტყვასიტყვით ამას უქადაგებდა თურმე და სამწუხაროდ ამ გულშემატკივარმა მღვდელმა ისეთი გავლენა იქონია ხალხზე, რომ სულ მთლათ გადარია. მამასახლისმა რომ გამოაცხადა მაზრის უმფროსის ბრძანება, ხალხმა არც კი დააცადა_ერთ ხმად ცხვარივით დაიბღავლა: „არ გვინდა შკოლა, შკოლა არ არის გვაქვს, ამაზე უკეთესი შკოლა ჩვენთვინ რა საჭიროა_ჩვენ ბაღისა და შკოლის შენების გაკეთებისა თავი არა გვაქვს_ან მასწავლებელს საიდან უნდა ვაძლიოთ ჯამაგირი? უფასო მასწავლებელი არ გვირჩევნიან. თუ ჩვენ ფული გამოგვივა,იმ ფულით ჩვენ მღვდელს ავუშენებთ სახლსა.“ ამ დროს სოფლის მწერალმა შენიშნა, რომ ეს სულ მღვდლის დ. ბარნაბოვის ბრალიაო და მღვდელი სახალხოთ დაითხოვა, სოფლის მოხელეთა თანხმობით, ხალხის ყრილობისაგან. წაბძანდა შინ ეს სახელოვანი მღვდელი. შემდეგ შკოლის მზრუნველთ, მწერლისა და მამასახლისის თანაშემწეობით, ხალხს დაუმტკიცეს აუცილებელი საჭიროება ამ სოფელში შკოლისა_ხალხი შემდეგ დაშოშმანდა. რამდენიმე კაცმა წარმოსთქვა, რომ ეს არეულობა მღვდლის ბრალი იყო, „თორემ ჩვენ ეგრე ღმერთი როგორ გაგვიწყრებოდაო, დაუმატა ერთმა ხანში შესულმა კაცმა, რომ ჩვენთვინ ავი და კარგი ვერ გავარჩიოთო.“ ხალხმა მოინდომა კავთისხევში შკოლის დაარსება და თამამათ ყოვლის დაუბკოლებლივ მოაწერა ხელი იმ განაჩენს, რომელიც ამის თაობაზე შესდგა და შემოწმებული მამასახლისისაგან და მსაჯულებისაგან გაიგზავნა მაზრის უმფროსთან დასამტკიცებლათ.
1877 წ. მარიამობის 4-სა დღესა.
იდლელი.
![]() |
3 ომის ამბები |
▲back to top |
ომის ამბები
ჩვენის მხედრობის უმთავრესი ძალი ახალს ადგილას დაბანაკებულა ქურუქ-დარიდამ მოყოლებული უჩ-ტაპამდე. კარაიალი და უჩ-ტაპა ჩვენს მიერ გამაგრებულნი არიან. მის იმპერატორის უმაღლესობის უმთავრესი სადგურიც იქ არის თურმე. მუხთარ-ფაშის მხედრობა ალაჯის მთიდამ გამოსულა და დაბანაკებულა ვიზილტაპიდამ და ინახ-ტეპესიდამ სობოტანისა და ხაჯივალამდე.
– 12 მარიამობისთვეს, ერევნის გუნდის ერთს წყობას ოსმალოს ჯარი დასცემია, მაგრამ ვერა გაუწყვიათ რა. 15-ს ოსმალოს ჯარი ხელმეორედ დასცემია, მაგრამ ჩვენებს გაუმარჯვნიათ და მტერი, რომელსაც ოთხასი კაცი დაჰხოცია, უკანვე გაუბრუნებიათ. ჩვენ მხრივ მცირე ზარალია თურმე.
12-ს ოსმალები მეორე წყობასაც დასცემიან, მაგრამ აქაც ვერა გაუწყვიათ რა.
– 12 მარიამობისთვეს ოსმალები ქობულეთის გუნდის მოწინავე ჯარს დასცემიან, მუხა-ესტატეზედ მდგარსა. ცხარის ბრძოლის შემდეგ ჩვენებს ოსმალები გაუდევნიათ. ჩვენის მხრით 21 ჯარის კაცია მკვდარი; დაჭრილთა შორის პირუტყვთ ექიმი ლუბანსკია და 24 ჯარის კაცი.
– 16 მარიამობისთვეს, ღენერალის ალხაზოვის მოწინავე ჯარი 800 საჯენის სიახლოეზედ დამდგარა იმ სიმაგრეების პირ-და-პირ, რომელნიც ოსმალების მიერ არიან აშენებულნი სუხუმის წინ. ოსმალებს ზარბაზნები უსროლიათ და ჩვენის მხრით ოთხი კაცი დაუჭრიათ.
– 12-ს და 14-ს ამ თვეს კურინსკის პოლკსა და პოლკოვნიკის ნაკაშიძის ჯარს ვედენში იჭყერის აჯანყებულნი მცხოვრებნი დაუმარცხებია. თუმცა აჯანყებულთ ბევრი ზარალი მისცემიათ, მაგრამ მაინც დამორჩილება არ უნდათო.
– თერგის მაზრაში, 18-ს ამ თვეს,ღენერალის სმეკალოვისა და პოლკოვნიკის ბატიანოვის ჯარს სრულიად აუოხრებია ერსენისა და ზანდაკის აულები და აჯანყებულთა ორი გუნდი დაუმარცხებია.
– 18 მარიამობისთვეს ოსმალები რუშჩუკის გუნდის მოწინავე ჯარს დასცემიან სოფ. კარახანსანსკიოს ბრძოლის შემდეგ რუსის ჯარი იძულებულ გამხდარა ისევ ბანაკში დაბრუნებულიყო. ჩვენის მხრით დაჭრილთა რიცხვი 400-მდეა.
– 13 რუშჩუკიდამ რვა ოსმალოს ბატალიონი გამოსულა და ჩვენი მოწინავე ჯარი კადიკოიდამ გაუდევნია, მაგრამ ჩვენებს ახალი ჯარი მიჰშველებია, და კადიკოი ხელახლად ჩვენებსავე დაუჭერიათ.
იმავე დღეს პლევნაშიაც ყოფილა ბრძოლა, როგორც ეტყობა გაცხარებული, რადგანაც რუსებს 600-მდე დაჰზარალებიათ (მოკლულნი და დაჭრილნი). ამ ომში ოსმალები დასცემიან, მაგრამ რუსებს იგინი გაუფანტვიათ.
– 20-ს ამ თვეს ღენერალს ალხაზოვს სოხუმი დაუჭერია,საიდამაც წინაღამეს ოსმალოს ჯარი გასულა, ხომალდებში ჩამსხდარა და იქაურობისათვის თავი დაუნებებია. ორთა მებრძოლთა მხარეს რასაკვირველია სროლა ჰქონიათ. ჩვენის მხრით 8 მოკლული ჯარის კაცია და 49 დაჭრილი. ზოგს აფხაზებს თოფ-იარაღი დაუყრია და ჩვენებს დაჰმორჩილებია, ზოგიკი ოსმალეთა გადასახლებულა.
– იმ ომში, რომელიც 19 აგვისტოს გაიმართა პლევნასთან, დაჭრილთა შორის ჩვენის მხრით 40 აფიცერი და 1, 020 ჯარის-კაცი მკვდარია და დაჭრილი.
– ტფილისში დეპეშა მოვიდა რომ ტიერი უეცრად გარდაცვლილაო.
![]() |
4 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საფრანგეთი. ძალიან ცუდ გუნებაზედ უნდა დაბრუნებულიყო მაკ-მაგონი ნორმანდიიდამ. თუმცა ოფიციალური გაზეთები ხმა-მაღლა ჰყვირიან, რომ ხალხი დიდის აღტაცებით მიეგება მაკ-მაგონსაო, მაგრამ ყველა კორრესპონდენტები ამბობენ, რომ მაკ-მაგონს ხალხი მიეგებებოდა ხოლმე თურმე ძახილით: „რესპუბლიკას გაუმარჯოსო.“ საწყალი მაკ-მაგონი! ვინ იცის გულში რა რიგად იყვედრება,– ამ მინისტრებმა რა ყოფაში ჩამაგდესო, თვითონაც არ იციან რა უნდათო
ამ მინისტრებს ეტყობათ თვითონაც სასოება დაჰკარგვიათ თავის საქმისადმი. ერთი ამბობს მე კლერიკალობა არა მწამსო და კლერიკალების საქმე და ჩვენი საქმე სულ სხვა არისო. ამაზედ კლერიკალები რასაკვირველია განცვიფრებულნი არიან, რადგანაც აქამდისის ყველა დარწმუნებული იყო, რომ კლერიკალობამ ამოქმედა მაკ-მაგონი 16 მაისს, და ეხლა მისი მინისტრები მადლს ასე უხდიან. მეორე მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი საქმე რესპუბლიკის დაცვა არისო და მაკ-მაგონმა მხოლოდ წესიერება დაიცვაო, რომელსაც ხალხის წარმომადგენელთა უმრავლესობა ემუქრებოდაო. ყველა ამ გვარი ლაპარაკი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ თვითონ მინისტრები დარწმუნებულნი არიან, რომ დამარცხებულნი გამოვლენ მათ მიერ ატეხილის ბრძოლიდამ და ცდილობენ სრულიად თავი არ შეირცხვინონ და მომავალ არჩევანში ცოტა რამე ირგუნონ მაინცა.
– პარიჟში ხმა გავარდნილა ვითომ არჩევანი 23 სეკტემბერს მოხდებაო და არა 14 ოკტომბერსაო, როგორც წინად იყო ნათქვამი. რესპუბლიკელთათვის ეს რასაკვირველია სულ ერთია, რადგანაც მათი ერთობა და მტკიცე იმედი მომავალზედ უეჭველია.
– მთავრობას გადაუწყვეტია გამბეტის დასჯა იმ სიტყვისათვის, რომელიც წარმოთქვა მან ლილში. ბევრჯელ წარმოუთქვამს გამბეტას ამისთანა სიტყვა, მაგრამ ეხლა მთავრობას მით სარგებლობს, რომ გამბეტა დეპუტატი აღარ არის და სრული უფლება აქვს დასჯისა.
ავსტრი-ვენგრია. ავსტრი-ვენგრიას დიდძალი ალაგი ერგო აწინდელს პოლიტიკაში. ეს გარემოება სხვათაშორის იმაზედ არის დამყარებული, რომ ავსტრი-ვენგრია სხვა და სხვა ტომის ხალხთაგან არის შემდგარი, რომელთაც აწინდელი ომიანობა სხვა და სხვა იმედს უღვიძებს და მოძრაობაში მოჰყავს. მრავალს ადგილას თავს იყრის ხალხი ავსტრი-ვენგრიაში, და ყველგან აღმოსავლეთის ომიანობის თაობაზედ თავის საკუთარს დარდსა და გულის წადილს აცხადებს. ვენგრიელებმა, ხორვატებმა და სხვა ყველამ ისარგებლა აღმოსავლეთის საქმით და გააგონა მთავრობას თავისი აზრი. რიგი მიადგათY ავსტრი-ვენგრიის პოლიაკებსაც,რომელნიც გალიციაში სცხოვრებენ. პოლაკების როლს აღმოსავლეთის საქმეში შემდეგში გამოვიკვლევთ თუ შეძლება მოგვეცა, მანამდე კი მოგახსენებთ, რა ადრესი მიართო გალიციის სეიმმა ავსტრიის იმპერატორს. ამ ადრესში სხვათა შორის მოხსენებულია მადლობა პოლიაკის გვარტომობის დაცვისათვის და აგრეთვე პოლიაკურის ენის ხმარებისათვის სასწავლებელში და სხვა და სხვა სასამართლოებში. „ჩვენის ქვეყნის მადლობაო,– ამბობს ადრესი,–მით უფრო გულწრფელია, რომ . . . . . . . . გალიციას უპყრია უძვირფასენი უფლებანი გვარ-ტომობისა გალიციის წარმომადგენელთ ყოველთვის სურდათ, რომ კანონ-მდებლობითი და ადმინისტრატიული თვით მმართველობა უფრო გაძლიერებულიყო; იგინი ცდილობდნენ თავის ქვეყნის საისტორიოს, საგვარტომოს და საეკონომიო სარგებლობის დაცვას, რომლის ძალით გალიციას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მონარხიაში. ჩვენ არ გვეწყინა როდესაც გალიციას ჩამოერთო უპირატესობა, რომელიც შეადგენდა მის თვითებას– ხოლო ჩვენ გვგონია, რომ მთავრობა არა გვწყალობს, და აი, ეს გვაწუხებს მხოლოდ.“
„უშიშრად შევყურებთ ჩვენ აწინდელს მძიმე საპოლიტიკო საქმეებს. ჩვენ გვსურს, რომ ძლიერმა იმპერატორის სიტყვამ მტკიცე გავლენა იქონიოს საქმეთა მიმდინარეობაზედ. მხოლოდ მაშინ დაარსდება ხანგრძლივი მშვიდობიანობა და თანასწორობა როდესაც ყველა ტომის ხალხს ერთგვარი უფლება მიეცემა.
„პოლიაკის ტომი საუკუნების განმავლობაში იბრძოდა წარმატებისათვის, განათლებისათვის და თავისუფლობისათვის. ასმა წელიწადმა გაიარა მას აქედ, მაგრამ ხალხს თავისი სიცხოველე არ დაუკარგავს, და ეხლაც იმ აზრისაა, რომლისათვისაც ამოდენა მსხვერპლი დაუდვია. ჩვენი ქვეყანა დიდის აღტაცებით მიეგებება იმ გაძლიერებას, რომელსაც ავსტრია დაეძებს გარეგან პოლიტიკაში“.
სერბია.–ავსტრიის პოლიტიკა იმდენად გამოიცვალა, რომ არას ნაღვლობს, მიიღებს სერბია ომში მონაწილეობას თუ არა. ავსტრია, რასაკვირველია, დარწმუნებულია, რომ რაც უნდა მოხდეს სერბია ვერას გაიტანს, მეტადრე ავსტრიისას. მალმალ ისმის, რომ სერბია ომისათვის ემზადებაო.
აი რას იწერება СѢверный ВѢстник-ის კორესპონდენტი ბელგრადიდამ: „ღენერალის ფადეევისა და ხიტროვოს მოსვლა ცოტად თუ ბევრად გვიმტკიცებს, რომ სერბია ომში ჩაერევა. ძნელი საფიქრებელია, რომ ღენერალი ფადეევი მხოლოდ საპოლიტიკო განზრახვით იყოს მოსული; უფრო საფიქრებელია, რომ თუ ომი ატყდა ღენერალი ფადეევი იმ თანამდებობას დაიჭერს, რომელიც შარშან ჩერნიაევს ეჭირა. თუ ასე მოხდა, მაშ სერბიას კარგად ვერ უგრძნია თუ რას ნიშნავს უცხოეთელი მთავარ სარდალი. მაგრამ იქნება ეხლ- სარდალს ის ძალა მისცენ ხელში, რა ძალაც ეპყრა ჩერნიაევს შარშანდელ ომში. თვითონ ფადეევმაც, თუ ჭკვიანი კაცია, არ უნდა იკისროს ეს თანამდებობდა. დაე, საქმე თვითონ სერბიელებს მიენდოთ. სერბიელებს თუ ღენერლები არა,კარგი პოლკოვნიკები და პოდპოლკოვნიკები ხომ ჰყავთ, რომელნიც ღენერლებს არ დაუვარდებიან.“
![]() |
5 თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა ქ თელავში |
▲back to top |
თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა ქ თელავში
(შემდეგი)[1]
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინც ორგულია,
სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგელია?
რასაცა გასცემ შენია, რაც არა-დაკარგულია.
რუსთველი.
სამღვდელოთ ყრილობა 8/9 მაისს 1876 წ. შესანიშნად უნდა დარჩეს 1875 წელიწადი თელავის სასულიერო სასწავლებლის ისტორიაში, რადგანაც დიდი ჩხუბისა და ლანძღვა-თრევის შემდეგ ძლივს მოახერხა ადგილობრივმა სამღვდელოებამ მოსამზადებელი კლასის გახსნა. ამას, რასაკვირველია, შესაფერი მნიშვნელობა ექმნება სამღვდელოთ განათლების ისტორიაში, მაგრამ მაინც უნდა ვსთქვათ, რომ აღნიშნულის მოსამზადებელის კლასის დაარსებით სამღვდელოებამ წადგა წინ მხოლოდ ერთი ბიჯი, თუმცა ამით მაინც არ შეუსრულებია მას ყველა ის მოვალეობა, რაც ზურგზედ აწევს ყველა კეთილ მზრუნველ მშობელს თავის შვილების აღზრდაში. სამღვდელოებას უნდა სცოდნოდა, რომ ამის შემდეგაც მათის შვილების გონებითი გაუკეთესება მოითხოვდა მათგან სხვა შემწეობას–შეწირულობასაც, რომელზედაც ისინი უარს ვერ იტყოდნენ, თუ რომ თავიანთ შვილებისთვის მშობლიურის მზრუნველობის კანონებს არ დაარღვევდნენ. წარმოიდგინეთ, რომ სამღვდელოებას სურს ხელი მოუმართოს სასწავლებელს და შესაფერს შემწეობასაც არ დაიშურებს, თუ რომ ნამდვილი საჭიროება დაინახა, ამ შემთხვევაში შესანიშნი უნდა იყვნენ ის საჭიროებანი, რომლებზედაც ადგილობრივი მმართველობა (პრავლენიე) სასწავლებლისა სამღვდელოების ყურადღებას მიაქცევს. მოსამზადებელი კლასის გახსნის შემდეგ ბევრს მღვდელს ეგონა, რომ ეს არის შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა და ამის შემდეგ სასწავლებისთვის შეწირულობაზედ ხმას ვერავინ გაგვცემსო.–რა თქმა უნდა, რომ ესენი ამისთანა ფიქრში მოტყუებულნი იყვნენ. როდესაც ერთის წლის შემდეგ დაინიშნა კიდევ სამღვდელოთ Yყრილობა, რომელზედაც გვაქვს ჩვენ ეხლა საუბარი, მაშინ ნათლად გამოსთქვეს ზოგიერთმა დეპუტატმა, რომ ისინი სრულებით არ ელოდდნენ, რომ სასწავლებლის მმართველობა მოითხოვდა მათგან ახალს შეწირულობას შარშანდელს გარდა. მომეტებული ამათგანი იმ აზრისანი იყვნენ, ვითომც სასწავლებლის მმართველობის წევრნი თავიანთთვის ითხოვდნენ შეწირულებას და არა სამღვდელოთ შვილების გონებითისა და ნივთიერებითის წარმატებისათვის. თუ რამდენი სიყმაწვილე და უმეცრება იხატება ამისთანა ჰაზრში, ამას თვით მკითხველი უკეთ დაინახავს. ჩვენ მხოლოდ ვუჩვენოთ ის, თუ რა საჭიროებაზედ უნდა მოელაპარაკნათ სამღვდელოთ თავიანთ ყრილობაზედ. ეს საჭიროებანი იყვნენ:
1) მოსამზადებელი კლასის მეორე უმაღლესი განყოფილების გახსნა,
2) პანსიონის დაწესება სასწავლებელთან,
3) სასწავლებლის ეზოს შემოზღუდვა გალავნით და
4) სასწავლებლის შენობის განშვენება
დანიშნულს ექსარხოსისაგან რიცხვს, 8 მაის 1876 წ გამოსცხადდენ 15 დეპუტატი. თავმჯდომარედ, კანონისამებრ, ამოირჩივეს ყვარლის მღვდელი მიხეილ ვარდიევი, ხოლო საქმის მაწარმოებლად მღ. მ. ხელაევი. ზემორე აღნიშნული საგნები ყრილობამ განიხილა 8-ს მაისსვე, თუმცა ვერაფრით მაინც ვერ დააბოლოვეს. რომ წარდგენილნი საჭიროებანი ღირსნი იყვნენ აღსრულებისა, ამის წინააღმდეგ თითქმის არც ერთს დეპუტატს ხმა არ ამოუღია. საუბარი იმაზედ იყო, თუ რა წყაროდგან შევსწიროთ საჭირო ფულიო. ორი დღის 8 და 9 მაისის განმავლობაში ამაზედ ჰქონდათ ბაასი. ამ ბაასის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ და საზოგადოდ გონივრულად და წინდახედვით ლაპარაკობდნენ მღვდლები: პ. შიუკოვი, მ. ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრ. თუშუროვი, ი. მრევლოვი და განსაკუთრებით პირველი ამათგანი; შეიძლება ვსთქვათ, რომ ამას რომ იმ ხალისით და ერთგულებით არ ელაპარაკნა ამ ყრილობაში, იქნება ამ ყრილობას სულ უქმად ჩაევლო. ამის აზრი ის იყო, რომ მღვდლებს ერთი მესამედი ნაწილი თავიანთ ჯამაგირიდგან შეეწირათ სასწავლებლისათვის. ამის უსაფუძვლო მიწინააღმდეგედ გამოჩნდნენ გ. მრევლოვი და სფ. ფირანოვი. თუ ვისმე არ უნდა ამოეღო ხმა სასწავლებლის წინააღმდეგ, მე ვგონებ, უმეტესად ამ აღნიშნულ მღვდლებს, იმიტომ რომ ესენი თუ თავიანთ მოსაზრებით ვერ დააფასებდნენ აღნიშნულის შეწირულობის სიკეთეს და სარგებლობას, თავიანთ ნათესავ ბლაღოჩინებისაგან მაინც გაგონილი ექმნებოდათ გონიერი სიტყვა სასწავლებლის შემწეობის აუცილებლობაზედ, თავ-გამოდებით ლაპარაკობდა უფრო გ. მრევლოვი. (საჭიროა მკითხველმა იცოდეს, რომ გ. მრევლოვი არის შვილი ბლაღოჩინის დეკანოზის ეგ. მრევლოვისა, ხოლო სფ. ფირანოვი არის ძმა ბლაღოჩინისა, სოლ. ფირანოვისა). საზოგადო ხასიათი ამის ლაპარაკისა წინ წარმოგვიდგენს ძუძუმწოვარა ანუ ახლად ენა ადგმულს ბალღს, რომელიც აღტაცებაში მოდის იმით, რომ სხვის გაგონილს სიტყვებს იმეორებს კაჭკაჭივით. რასაკვირველია ამისთანა პირი უფრო შესაბრალისია ვიდრე გასაკიცხი და ამასთანაც თვით განკიცხვაც უქმია, რადგან წინათვე იცი, რომ შენი ამ გვარი მოქმედება მისთვის უნაყოფოდ დარჩება. თუ ამისთანა აზრისანი იყვნენ ბლაღოჩინების მონათესავე მღვდლები, დარწმუნებულნი უნდა იყვნეთ, რომ სხვები უფრო მცირე თანაგრძნობას გამოაჩენდნენ. მაინც ყველა დეპუტატები გაიყვნენ ორს ნაწილად: ერთს იმათგანს ჰსურდა მიეღო ყველა ხარჯი, რაც კი დასჭირდებოდა სასწავლებელს, ხოლო მეორე უარზედ იდგა. შეიქნა ჩხუბი, ყაყანი, ყვირილი ამ ორ მხარეს შუა. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ საქმე მაინც არა თავდებოდა არც კარგად და არც ავად, თუმცა ორი დღე იყაყანეს ზემორე აღნიშნულ საგნებზედ. ბოლოს თავმჯდომარემ მიიწვია ადგილობრივი ზედამხედველი ყრილობის ოთახში იმ აზრით რომ იმის თანა დასწრებით მაინც იქნება გარიგებულიყო საქმე. ძედამხედველი შემოსვლისავე უმალ ყრილობის ოთახში, გაჩერდა კარებთან გაჩუმებული, რადგან ამ დროს მღვდლებს ისეთი ყვირილი და ალიაქოთი ჰქონდათ, რომ კაცს შესზარავდა. ამ მდგომარეობაში იყო ზედამხედველი იმ დროიმდის, ვიდრემდის დეპუტატებმა ცოტცოტად თვალყური არ მიაპყრეს ახლად შემოსულს უცხო პირს. როდესაც ცოტად დაწყნარდნენ, მაშინ ზედამხედველმა დაუწყო ფეხდგომელამ ლაპარაკი ყველა დეპუტატებს შემდგომის სახით: „მე მგონია, რომ თქვენა მთხოვეთ შემოსვლა თქვენთან მოსალაპარაკებლად რომელსამე საგნებზედ სასწავლებლის შესახებ. მე ამ თქვენს წადილს დიდის სიამოვნებით აღვასრულებ, მაგრამ წინადვე გეტყვით, რომ თქვენში ისეთი არეულ-დარეულობა და უწესობა არის, რომ ძნელია თქვენთან ახლად შემოსულმა უცხო პირმა გაარჩიოს, თუ ვითარი წესიერება არის თქვენში, ვინა გყავთ თავმჯდომარე და რა რიგზედ სინჯავთ სხვა და სხვა საგნებს, რომლებიც თქვენ სასწავლებლის მმართველობამ გადმოგცათ. ამ ნაირი საზოგადო ყრილობები, მგონია ყველამ იცოდეთ, მარტო ჩვენში, საქართველოში და სამღვდელოებაში, არ არის; ეს წესი მთელს რუსეთში სხვა და სხვა წოდების ხალხში–გლეხობაში, თავადაზნაურობაში და სხვებში არის შემოღებული. როდესაც ამისთანა ყრილობის დროს ირჩევენ თავმჯდომარეს, ყველგან ამას აქვს მინიჭებული შესაფერი უფლება შესახებ წესიერების დაცვისა და საქმეების განხილვისა. თქვენგან თავმჯდომარის უპატიურად მოქცევა არის თქვენივე დამცირება. მგონია თქვენ ამოგირჩევიათ თავმჯდომარედ მღვდელი მ. ვარდიევი, რომელსაც უწესოების მიზეზით, ვერაფრით ვერ დაუბოლოვებია ყრილობის განსახილველი საქმენი. ჩემის ფიქრით კი, ამ საქმეს ჩხუბით და ერთმანერთის ჯიბრობით ვერ გაათავებთ, თუ დაწყნარებით და დამშვიდებით არ მოიფიქრეთ ყველა განსახილველს საგანსა. მე რომ ნებას მომცემდეთ თქვენს საქმეში გარევისას, ერთს საათშივე გაგითავებდით საქმეს, მაგრამ“.... ამ სიტყვების შემდეგ ყველა დეპუტატებისაგან მოისმა სურვილის ხმა რომ რიგი ჩამოვარდეს და საქმე ჩქარა დაბოლოვდეს და თვით თავმჯდომარემაც სთხოვა ზედამხედველს მონაწილეობა მიეღო ყრილობის საქმეების განხილვაში „თქვენ, მგონია, ყველამ იცით, განაგრძო ზედამხედველმა, თუ რა საგნების გულისათვის ითხოვს სასწავლებლის მმართველობა თქვენგნით შეწირულებას. მაინც კიდევ წავიკითხოთ ხელახლად სასწავლებლის მმართველობისაგან შედგენილი ერთი წლის ანგარიში (1876/7 სამოსწავლო წლის განმავლობაში.“ კითხვისა და განხილვის დროს ზოგიერთი მუხლები შესცვალეს, მაგ. სქემით იყო დანიშნული ორი ზედამხედველი (надзиратель) მოსწავლეთათვის და ამათ ჰქონდათ დადებული 400 მ. ჯამაგირი. ყრილობამ ერთი ზედამხედველი უარ-ჰყო. საზოგადოდ ყრილობას დიდი ცვლილება არ მოუხდენია სასწავლებლის გამგეობისაგან წარდგენილს სქემაში; ამის წაკითხვის და შემოკლების შემდეგ, უნდა მოეფიქრნათ იმაზედ, თუ რა წყაროებიდგან შესწირონ საჭირო ფული? სამღვდელოებას უნდა შეეწირნა წარდგენილის საჭიროების დასაფარავად 3,259 მ. „ჩვენ შევიტყეთ, განაგრძო ზედამხედველმა, თუ რამდენი უნდა შევსწიროთ ეხლა თქვენ ამის შემდეგ იმაზედ გმართებთ მოიფიქროთ, თუ რა წყაროებიდგან შეგიძლიანთ შეავსოთ ეს საჭიროება. ამასთანავე გეტყვით, რომ ამ ხარჯის დასაფარავად თქვენ გაქვთ მხოლოდ ორი წყარო–თქვენი ჯიბე და საეკკლესიო ფული. უმჯობესი იქნება შევიტყოთ ჯერ ის, თუ რამდენს გაიმეტებთ ამ სასარგებლო საქმისათვის თქვენის ჯიბიდგან.“ ამ დროს თავმჯდომარის და ზედამხედველის სტოლის ახლო იდგა ერთი დეპუტატთაგანი, სახელდობრ ი. ბიბილაუროვი, რომელსაც მოუბრუნდა და უთხრა ზედამხედველმა: „აი, მაგ., მამაო იოსებ, რამდენი შეგიძლიან შესწირო ნაჩვენების საჭიროებისათვის თქვენის ჯიბიდგან?“ ამ დროს მოისმის ყაყანი სხვა დეპუტატებისაგან, რომელთაც ზედამხედველი სთხოვს სიჩუმეს, რადგან იმათი ლაპარაკის ჯერი ეხლა არ არის და თავის დროზედ კი შეუძლიანთ რაც უნდათ, ის სთქვან.
– თქვენ რას ბრძანებთ, მამაო იოსებ, – გაუმეორა კითხვა ზედამხედველმა. – მე იმ შვიდ მანეთზედ მეტი (იხილე აღწერა სამღვდელოთ ყრილობისა, რომელიც იყო 1875წ 19 სეკტემბერს) არ შემიძლიან შევსწირო. რომელსაც მე შარშანდლიდგან ვსწირავ, მიუგო მღვდელმა,
– წარმოიდგინეთ, მამაო, რომ თქვენ სწირავთ თქვენის შვილის ბედნიერებისათვის; თუ მამამ ვისთვისმე უნდა გაიმეტოს შეწირულობა, უმეტესად შვილისათვის უნდა გაიმეტოს; დავიჯერო, რომ თქვენ არ შეგიძლიანთ ერთი აბაზი, ან ერთი შაური მაინც მიუმატოთ იმ შვიდ მანეთს, რომელსაც თქვენა სწირავთ?
– კარგი ერთ თუმნათ შემიძლიან შევასრულო ჩემი შეწირულობა, სთქვა ბიბილაურმა, და ამით გაათავა თავისი ვალი.
ამის შემდეგ ზედამხედველმა სთხოვა აქ მჯდომ საქმის მაწარმოებელს (дѢло производитель) დაენიშნა ქაღალდზედ აღნიშნული მღვდლის ჩვენება.
შემდეგ გამოუწოდეს სიით რიგზედ ყველა დეპუტატებს, რომლებთაგან ყველამ თავთავის აზრი წარმოსთქვა შეწირულობაზედ. ამათი აზრი თვითეულად ინიშნებოდა ქაღალდზედ. მართალია ამათი აზრები ერთი მეორეს ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ საზოგადოდ ამათ პასუხებში ის იყო, რომ ერთი ნაწილი თანხმა იყო გაეყო ზემორე აღნიშნული ფული სასწავლებლის ოლქის სამღვდელოთ რიცხვზედ და ვისაც რამდენი შეხვდებოდა, შემოეტანათ დანიშნულ დრომდის, ხოლო მეორე ცივ უარს ამბობდა შეწირულობაზედ. უბედურება ის იყო რომ რომ თანხმდებოდა შეწირულობაზედ მცირედი ნაწილი დეპუტატებისა, ხოლო მომეტებული უარს იძახდა. შემდეგ თავიანთ ჯიბიდგან შეწირულობისა, დეპუტატებმა აჩვენეს შემოსავლიანი ეკკლესიები თავიანთ საბლაღოჩინოში და ყველას შეაწერეს შესახვედრი ნაწილი. განჩინება კიდეც შეადგინეს უპირველეს საგანზედ, სქემით მოთხოვნილ ფულზედ. თანხმანი იყვნენ შეწირულობაზედ შემდგომი მღვდლები: თავმჯდომარე მ. ვარდიევი, დეპუტატები: პ. შიუკოვი, მ. მირიანოვი, ი. მრევლოვი, გრ. თუშუროვი, ს. ტოპოლაშვილი დი ი. ბიბილაუროვი უარს აცხადებდნენ: გ. მრევლოვი, ა. ბაღაევი, ლ. ბერიევი, ვ. როსტომოვი, დ. ქიტიევი, გ. ახმეტელოვი და სფ. ფირანოვი. რომ მომეტებული ხმა შეწირულობის მხარეს ყოფილიყო საჭირო იყო, რომ ერთს დეპუტატსაც თანხმობა გამოეცხადებინა. შემდეგ დიდის ხნის რჩევისა, ახსნისა და დარიგებისა ძლივს გაბედა დათანხმება გ. მრევლოვმა, ვითომც სამღვდელოთ სარგებლობისათვის თავგაწირულმა. შემდეგ ამისა დანაშთენი უარის მთქმელნი დეპუტატები შეიყარნენ და უნდოდათ თავიანთი აზრი საკუთრად წარედგინათ თავმჯომარისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს მღვდელმთავრისათვის, მაგრამ, მათდა საუბედუროდ, პაუსუხის დაწერა ვერ მოახერხეს, თუმცა ბევრმა ამათგანმა სცადა კალმის ხელში აღება. ამისთანა შემთხვევამ ბევრი თავსაცილი აღძრა მათ მოპირდაპირეთა შორის, რომლის შემდეგ იგრძნეს ყველამ თავიანთი კერპობა და დათანხმდნენ. მართალია ჯერ ეს თანხმობა იყო სიტყვიერი, და დეპუტატებსაც მაინც ეტყობოდათ გაუბედაობის ნიშანი. ამ მდგომარეობაში იყო საქმე, როდესაც ყრილობის ოთახში შემოვიდა ადგილობრივი ბლაღოჩინი სოლომონ ფირანოვი. ამან მოსვლისავე უმალ, დაიწყო ლაპარაკი დეპუტატებთან იმ ხმით, სიბეჯითით და დარწმუნებით, რომ გარეშე მსმენელს ეგონებოდა, რომ მართლა ამან იცის ყოველივე ნამდვილი სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ, მისი ნაკლულევანება თუ სისრულე. ამის აზრით ა) სხვა უფრო საგრძნობელი ნაკლულევანება აქვს სასწავლებელს, ვიდრე ის რაც მმართველობას წარმოუდგენია; ბ) შეიძლება ყველა საჭიროება ეკკლესიის ფულიდგან შეივსოს და სამღვდელონი განთავისუფლდნენ მომეტებულის ხარჯიდგან. დეპუტატები დიდის ყურადღებით ისმენდნენ ამის საუბარს, რომელსაც მიზნად ჰქონდა სასწავლებლის ზარალი, მესაუბრის აზრით კი, ვითომ დეპუტატების და სამღვდელოების სარგებლობა. იქნება მართლაც თითქმის კარგად გათავებული საქმე სრულებით ჩეშალა იმის თავგამოდებით და გულ აღელვებით საუბარს, თუ რომ ამ დროს თავმჯდომარეს არ ეთხოვნა სასწავლებლის ზედამხედველისათვის, რომ ამას მიეცა პასუხი ბლ. ფირანოვისათვის, რადგან ეს უკანასკნელი თავის ლაპარაკით ცდილობდა ყველა იმ საბუთების დარღვევას და გაუქმებას, რომლის ძალითაც საჭიროების შევსებას და აღსრულებას ითხოვდა სასწავლებლის მმართველობა სამღვდელოთ ყრილობისაგან. როდესაც ზედამხედველს გადასცეს, თუ რა იყო მიზეზი მისის მოწვევისა და რა ნაირად ლაპარაკობდა ბლაღ. ფირანოვი, მაშინ იმან პირ-დაპირ უთხრა ბლაღოჩინს, რომ „უკეთესი იქნება, მამაო, რომ იმ საგანზედ დაბეჯითებით არა სთქვა რა, რომელიც თქვენ თვით არ იცით და რომელზედაც თქვენს სიცოცხლეში ბეჯითად არ გიფიქრიათ. იქონიეთ სახეში, რომ თქვენ აქ ლაპარაკობთ საზოგადო და არა კერძო პირის საქმეზედ; თუ რომელსამე კერძო პირის ჯავრი გჭირთ, თქვენ შეგიძლიანთ იმასთან იქონიოთ საქმე და იმის მიზეზით დაბრკოლება არ მისცეთ საზოგადო სასარგებლო საქმეს. თქვენ გიბძანებიათ, ვითომ სასწავლებლის მმართველობა იმისთანა საგნებისთვის გთხოვთ შეწირულობას, რომლებიც ძრიელ საჭირონი არ არიანო. დიდს სიკეთეს გვიზამთ და მადლობასაც გარდაგიხდით, თუ რომ გვაჩვენებთ მათზედ უსაჭიროესს საგნებს სასწავლებლის წარმატებისათვის. (ბლაღოჩინს ენა მოეკვეთა). ან შეგიძლიან კი სთქვათ მოკლედ ამ მღვდლების წინ, თუ, სასწავლებლის კანონით, რომელი საგნები ანუ საქმენი ეკუთვნიან სამღვდელოთ ყრილობის განხილვას? მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის ამ კითხვის საგანნი სრულებით უცხონი არიან და ამაზედ მსჯელობით თქვენ თუ თავს არ დაიმცირებთ და პატივს არ მოიკლებთ თქვენ თუ ძმებთა შორის, მგონია, ვერაფერს შეიძენთ. შეიძლება ზოგიერთმა დეპუტატთაგანმა იფიქროს, ვითომც თქვენ იცოდეთ რამე ნამდვილი და საფუძვლიანი სასწავლებლის სასრულისა და ნაკლულევანების შესახებ. შეიძლება ასე იფიქრონ იმის მიხედულობით, რომ თქვენ ოდესმე ჰყოფილხართ სასწავლებლის მმართველობის წევრად (მგონია 1869–1873 ) და ამასთანავე სცხოვრობთ ქალაქშივე. რომ ყველამ ქალაქის მცხოვრებმა და მათში თქვენცა არ იცის სასწავლებლის საქმე, ამას დამტკიცება არ უნდა და რაც შეეხება თქვენს წევრობას, შემიძლიან გაბედვით მოგახსენოთ თქვენი მოქმედება 1871 წლამდის, ესე იგი, იმ დრომდე, როდემდისაც თვით ვიყავი თქვენთან ერთად სასწავლებლის მმართებლობაში მონაწილე. მგონი გახსოვთ, რომ სასწავლებლის კანონებს მე თვით ძალად გასწავლიდით და თქვენს უფლებას გიხსნიდით, რომ რა არის იმით მაინც შეგეტყოთ ახალი კანონები და მათგან მონიჭებულნი უფლებანი. საუბედუროდ თქვენს წევრობას და ჩემს შრომას, როგორც თქვენის ლაპარაკიდგან სჩანს, სრულებით ნაყოფი ვერ გამოუღია. რაც შეეხება ეკკლესიების შეწირულებას, უნდა გითხრათ, რომ დეპუტატებმა კიდეც შეაწერეს ეკკლესიებს ფული, მაგრამ ეს ფული საკმაო არ არის სასწავლებლის საჭიროების დასაფარავად და ამისათვის მღვდლებმა თავიანთ ფულიდგან უნდა შესწირონ და შეავსონ ნაკლი.“ ამაზედ ფირანოვმა უპასუხა ზედამხედველს, რომ საჭირო ფული გააწერონ საბლაღოჩინოებზედ და თვითონ ბლაღოჩინები გაანაწილებენ მღვდლებზედ და შეაგროვებენ კიდეც ამ ფულს.“ ერთმა დეპუტატთაგანმა უპასუხა, რომ ბლაღოჩინებს თავის დღეში არ მივანდობთ ფულების გაწერასაო, რადგან ვიცით, თუ აქედამ რამდენი ბოროტ მოქმედება შეიძლება მოხდეს ბლაღოჩინების მხრითაო.“ ამის შემდეგ ფირანოვი ჩაჩუმდა და თავის გზა მონახა. აღმოჩნდა, რომ ამ საუბარმა მოწინააღმდეგე დეპუტატებზედ კარგად იმოქმედა, რადგან ყველამ ბეჯითად გამოთქვეს თავიანთი თანხმობა შეწირულობაზედ, თუმცა იმათ ჯერ მაინც არც ერთი მუხლი თავიანთის განჩინებისა ჯერ არც კი დაეწერათ. მაგრამ რაცა სთქვეს სიტყვით, ისევე დასწერეს მერე ქაღალდზედაც მაშასადამე სამღვდელოთ მიიღეს ყოველივე სქემით დადებული ხარჯი, რომელიც შესდგებოდა შემდეგისაგან:
1) ჯამაგირი მოსამზადებელის კლასის უმაღლესის განყოფილების მასწავლებელისა – – – – 500 მ.
2) ამ კლასის ვეჯით მოწყობილებისათვის – 100 მ
3) ჯამაგირი სასწავლებლის მმართვ. მწერალს 100 მ.
4) სასწავლებლის ეზოს გარშემო ქვითკირის გალავნისათვის – – – – – – – – – – 316 მ.
5) ქირა პანსიონერების სახლისათვის – – 200 მ.
6) მოსამატებლად ხარჯისა სახელმწიფო მოსწავლეთათვის 13 სრულის ულუფისა და 13 ნახევარ ულუფისა, თითოზედ 40 მ. და სრულიად – – – – – – 1, 040 მ.
7) პანსიონერების სახლის და კლასის ოთა- ხების გასათბობად – – – – – 100 მ.
8) ამ ოთახების ვეჯისათვის (სტოლები, შკა- ფები, კრაოტები, ლოგინი) – – – – 200 მ.
9) ჯამაგირი მზვარეულს 8 მ. და სამს მოსამსა- ხურეს ხუთ-ხუთი მანეთი – – – – – – 276 მ
10) ჯამაგირი ერთს ზედამხედველს – – – 200 მ.
11) ავათ-მყოფ მოსწავლეთათვის – – – 100 მ.
12) სამზვარეულოს ვეჯისათვის (პლიტა, ქვაბები და სხვ. ) – – – – – – 75 მ.
13) ვეჯი პურის საჭმლის ოთახისათვის – 15 მ.
14) სუფრის ვეჯი (სალფეტკები, დანა-ჩანგალი, თეფშები და სხვანი) – – – – – 37 მ.
სრულიად 3, 259 მ.
ამ საჭიროების შესავსებლად სამღვდელოთ გარდასწყვიტეს, ა) რომ ეს 3, 259 მ. განაწილდეს სასწავლებლის ოლქის ეკკლესიების კრებულზედ (შესაფერს მონაწილეობას იღებენ მთავრები და მეფსალმუნენიც), რომელთაც ეს ფული უნდა შეავსონ თავიანთ ჯამაგირიდგან, ბ) ხოლო ეკკლესიებს შეაწერეს ფული ქვემორე ნაჩვენების სახით:
1) აწყურის წმ გიორგის ეკკლესიას – – – 800 მ.
2) ფშავლის წმ. გიორგის – – – – – – 500 მ.
3) გავაზის წმ. გიორგის – – – – – – 100 მ.
4) ალავერდის სობოროს – – – – – – 50 მ.
5) ვაქირის იოანე ნათლის-მცემლისას – – 50 მ.
6) ზემოხოდაშნის წმ. გიორგისას – – – 40 მ.
7) ბოდბის ღვთის მშობლისას – – – – 30 მ.
8) ბოდბის მიძინებისას – – – – – – 20 მ.
9) ანაგის მთავარანგელოზისას – – – 100 მ.
10) დედოფლის წყაროს წმ. ილიასას – – – 50 მ.
11) ჯუგანის ჯვარ პატიოსნისას – – – 20 მ.
12) მატნისას – – – – – – – – – – 25 მ.
13) თიანეთისას – – – – – – – – – – 30 მ.
14) ბოდავის წმ. გიორგისას – – – – 50 მ.
სრულიად 1, 865 მ
ამ სახით გარდაწყვეტილება დასდეს იმ სამს საგანს, რომლებიც ეკუთვნოდა სამღვდელოთ ყრილობის განხილვას, დარჩა მხოლოდ გაუთავებელი ერთი საქმე, რომელიც შეეხებოდა სასწავლებლის სახლების განშვენებას. ამ საგნის პასუხად ყრილობამ დასდო: რადგანაც სამღვდელოებამ ერთბაშად შესწირა 3, 259 მან. სასწავლებელს და ამის შემდეგ სასწავლებლის შენობის გასამშვენებლად ხარჯს სამღვდელოება თვით ვეღარ იკისრებს, ამისგამო ვსთხოვთ მღვდელმთავარსა ნება მიჰსცეს სასწავლებლის მმართველობას, რომ ამ უკანასკნელმა სასწავლებლის გასამშვენებლად სქემით დანიშნული ფული გამოსთხოვოს საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორასა (ГрузиноИмерентинская Синодальная Контора). ყრილობამ კიდევ განიხილა სამი სხვა საგანი, მოსამზადებელის კლასის მასწავლებლის დ. ბერძენოვის ჯამაგირის მომატებაზედ და ბლაღოჩინის ი ბედიევისა და მღ. ლ. ბერიევისა ჯარიმის ფულის გადახდიდგან განთავისუფლებაზედ. ყრილობამ სამივეს უარი უთხრა, პირველს შეუძლებლობის გამო, ხოლო ორს უკანასკნელს იმ მიზეზით, რომ იმათი თხოვნა სამღვდელოთ ყრილობის განხილვას არ ეკუთვნის. კეთილი ნაყოფი ამ ყრილობისა ის იყო, რომ სეკტემბრიდგან 1876 წ. სასწავლებელთან გაიხსნა როგორც უმაღლესი განყოფილება მოსამზადებელის კლასისა საკუთარის მასწავლებლით, ეგრეთვე პანსიონი სახელმწიფო და თავიანთ ხარჯზედ აღსაზრდელ მოწაფეთათვის. კეთილი სურვილი თვმჯდომარისა და მასთან თანა მოაზრე დეპუტატებისა, რომელთ შემწეობითაც ესე სასარგებლოდ გათავდა აწინდელი ყრილობა, სხვათა შორის იქიდგან სჩანს, რომ ამით აღნიშნული ზემოთ 3, 259 მ. სულ თავიანთ ჯიბიდგან შესწირეს, როდესაც ამათ სრული უფლება ჰქონდათ ეს ფული შეევსოთ ეკკლესიების შემოსავლიდგანაც. აი რა წყაროებიდგან შეკრიბეს ეს ფული: 2,535 მ. საეკკლესიო კრებულთ გააწერეს, ხოლო დანაშთენი 924 მ. შეავსეს: 257 მანეთიდგან, რომელიც 19 სეკტემბრის 1875 წ. განჩინების ძალით უნდა წარედგინათ თბილისის მოვაჭრეთ ბანკში 1875 წელშივე; 317 მანეთიდგან, რომელიც უნდა დარჩომილიყო იმავე ფულიდგან 1876 წელსა და 349 მ. და 67 კ., რომელიც დარჩა მოსამზადებელის კლასის მასწავლებელის ჯამაგირიდგან 1875 წელს. რაც შეეხება ეკკლესიებზედ გაწერილს 1, 865 მ., ამისთვის სამღვდელოებას არაფერი დანიშნულება არ მიუცია, იმ განზრახვით, რომ მომავალის წლისათვის ჰქონოდათ შემოსავლის წყარო, რადგან თვითონ მიიღეს ზემორე ნაჩვენები ხარჯი მხოლოდ ერთის წყალობით. ამისავე მიზეზით დასდვეს სასწავლების შესაწირავად 20% ყველა სასწავლებლის ოლქის ეკკლესიებიდგან წლისა და წლის შემოსავლიდგან. თუ ვითარს დანიშნულებას მისცემს ამ ფულს მომავალი სამღვდელოთ ყრილობა და როგორ ისარგებლებს იმით, ამას ვიხილავთ შემდგომის ყრილობის აღწერიდგან.
(შემდეგი იქნება)
––––––––––––––––
1 “ივერია“ №25.
![]() |
6 ისტორიულნი სიგელნი |
▲back to top |
ისტორიულნი სიგელნი
ქვემო-მოყვანილი წერილი სოლომონ მსაჯულისა ჩვენ მივიღეთ უფ. ილია ჭყონიასაგან, რომელიც სოლომონ მსაჯულის წერილისა გამო ჩვენ გვწერს შემდეგსა:
„გიგზავნით პირს ბარათისას სოლომონ მსაჯულის, ანუ როგორც თვით ჰსწერს, მდივანბეგისაგან ზურაბ წერეთლისადმი (სახლთ-ხუცესი სოლომონ II) მიწერილს. იმედია რომ თქვენ უკეთ უნდა გესმოდეთ ის მნიშვნელობა, რაიცა ჰქონდათ ზემოდ მოხსენებულ პირებსა უკანასკნელ დრამაში საქართველოს ისტორიისასა, და მაშასადამე ის ხალისიც, რომელსაც აღძრავს ეს ბარათი სოლომონ მსაჯულისა მის წამკითხველთა შორის. მივიღე რა ყველაფერი ესე მხედველობაში, წარმოვგზავნე მოხსენებული წერილი თქვენდამი და მაქვს იმედი რომ იგი დაბეჭდილ იქმნება „ივერიაში“ 22 №-ში თუ არა 23-ში მაინცა....
უნდა მოგახსენოთ რომა ეს პირი გარდმოწერილია თვით სოლომონ მსაჯულის ხელნაწერისაგან, რომელიც მე ვნახე ერთ თავადიშვილის ოჯახში...
გარდა ამისა მე შემიძლია გადმოვწერო და გამოგიგზავნოთ, თუ რედაქციას დასჭირდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . , . ქართველი გაზეთები, რიცხვით ხუთი ნომერი.
პირველს ჰქვიან „ქართული გაზეთი,“ რომლის სივრცე საწერი-ქაღალდის ფურცლის ოდენაა. გაზეთის ქაღალდი სქელია, ლურჯი ფერისა. ამ გაზეთის მე 12, 20, 40 და 46 მაქვს. მეთორმეტე № სათაურის შუა დახატულია წმ. გიორგი და იქით-აქეთ აწერია „ქართული გაზეთი“ მარტის 25 დღეს 1821 წელს. დანარჩენს ნომრებს წმ. გიორგი არ უხატია. გაზეთებს არ აწერიათ რამდენჯერ გამოდიოდა. არც რედაქტორის სახელი და გვარი აწერია. მეორე გაზეთს ჰქვია „ტფილისის უწყებანი.“ ამის სივრცე საწერი-ქაღალდის ფურცელი რომ შუაზე გავჰკეცოთ იმოდენა იქნება. ამ გაზეთის მარტო პირველი № მაქვს, რომელიც, როგორც ზევით აწერია გაზეთს, სამშაბათობით გამოდიოდა; ხოლო სალიტერატურო დამატებაებანი თვეში ორჯერ. მართლ-წერა ანტონი კათოლიკოზის კანონების მიმართულებისაა. გაზეთი დამატებანითურთ ღირს 8 მანეთი. ჩემი №-ი 1832 წელშია გამოცემული.
პირი დედანიდამ.
მათს ბრწყინვალებას ჩემს მოწყალეს ხელმწიფეს
სულითა ერთგულებისათა მოვისწრაფი, პასუხის გებად წერილისა თქვენისა, ოდესაც მივიღე წერილი, მოწვევისა ქორწილსა შინა კარგისა გრიგოლისა, იცის ბრწყინვალებამან თქვენმან სიყვარული ჩემ მიერ მისი, და ვითარ უცოდნელად მივისწრაფებდი, და დროსა მას მივიღე წერილიცა მეფისა მათდამი, გარნა დამაბრკოლებელ ჩემდა იქმნა ულებობა მცირედ ჟამ ცხელებისა, და წერილისა იგი თქვენ მიერ უბეჭედო და ხელი გრიგოლისა, იჭვეულ მყოფდა რომელ სახელსა ზედა მამისა თვისისასა მომწერა მან საკუთრებითა ძმათ მოყვარებისათა, რომელსაცა მივართვი წერილი შესაბამისა პასუხისა; და ვითარ წერილი ესე თქვენი ჩემდა უღირსითა მოწყალებითა აღმითქვა მან მე, რომელ დიდებულ ეგე ოჯახი თქვენი სახლ-სავანე–ნუგეშის მცემელ და მფარველ ჩემდა იყოს, დარწმუნებული მქნადისა დავამტკიცებ ქმნილითა; ოდესაც ინება განზრახვამან სამღვთომან, დადგა ფერხთა ჩემთა უცხოებასა შინა, საჭირველნი რომელნიცა სდევენ კაცსა ყარიბსა უცხოთა თემთა შორის განვიქარებდი ფიქრითა ამით, სახლი–უცხოთ მოყვარებისა თავადსა ზურაბს განუკაზმავს კეთილ მსახურებითა და გონება მისი საკურთხეველი ღვთისა განადევნის დამჭირნეობასა უცხოებისა ჩემისასა; და გიხილე რა სხვა ჰავას ყოფასა შინა ჩემსა მიწვეულმან თქვენ მიერ დაწერილისათვის წიგნსა ხელმწიფისასა, ვცან მაშინ მწუხარებაცა თქვენზედა მოწევნილი და უძლებად მყოფმან განმიცხადე ყოველი, უთხარ მე ფიქრსა ჩემსა. წუხს კაცი ესე მსგავსი თემისტოკლესა, კეთილის უმაღლოთა და ბოროტის განმზრახველთა ერთგან, და რაღა სარგებელ მყოფობა ჩემი აქა; თქმამან მწუხარებისა თქვენისამან მაშინვე–წარმიყვანა, – მფლობელისადმი ოდიშისა მგზავრობისთვის ზღვასა ზედაო არიან გზანი შენნი; და მუნით მოგწერეთ აზრი ჩემი მიმოხლილი ზვირთთაგან მღელვარისა ამის საწურთოსათა. მოველ რა აქა, სისტემა იგი შეკრულებისა ჩემისა თქვენდა მომართ არ ოდეს დამიხსნიეს მე, საფუძველი ცხოვრებისა ჩემისა დავსდევ თქვენ მიერ; იცის თვით უმაღლესობამან მისმან, და ვიმოწმებ თქვენთანა რომელ არა მივიღე არცა ერთი რაიმე თვინიერ თქვენსა; სიმდიდრე სასოებისა ჩემისა, შენ ხარ სამფლობელოსა ამას; და ვით შემძლებელ არს შეძვრად ჩემდა ერთგულობისა თქვენისაგან, უკეთუ მიიღებ მოხსენებასა ჩემსა, უკეთუ შეიწყნარებ რჩევასა ჩემსა; უკეთუ გახსნი ნასკვსა ავთა ენათა და დედა ზარდლებთა ქსელთაგან შეხვანჭულსა; მე ღარიბი მდიდართა-თვის ვშობილვარ და უზაკველითა გულითა შემძლეველ ვარ თქმად უმჯობესისა სულისა და ხორცთათვის; სოფლისათვის ცრუსა და მართლისა უკვდაებისათვის გეტყვი წრფელ სულობით და უკეთუ არა ირწმუნებ მე რა ვყო. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; გინდა რომ ცა და ქვეყანა შენს ფიქრზედ ბრუნვიდეს, ეი, ადამ არ იქნება; თუ კაი მონარდე ბრძანდები იაგანში დუშაში ითამაშე! რა გაჯავრებს, მართალია დიდი კაცი ხარ ათასი კვამლი გეყოლება, მაგრამ ქვეყნის ქარტა რომ არის დახატული თუ კაცი ხარ იმაში ან შენს საჩხერეს იპოვნი და ან შენს სასახლეს მიაგნებ თუ სად ზიხარ და სად გძინავს. თურმე არა ჰყოფილხარ რა და რას დიდგულობ; ჩემი მოწყალე და დიდი ხელმწიფე დედა დადიანის ქალი (ჩემი ბატონი და მოწყალე) არას დროს არ დაგითხოვს, მაგრამ რას დროს თქვენი მზად ყოფნა არის, ჭეშმარიტად თუ დაიჯერებდე, როგორც შეჩვეული ძაღლი ისე უკან დევნას დაგიწყებთ, მაგრამ დიდი კაცის დაჭერა ძნელია და პატარამ რა ქნას მე ამ მაღალ კადნიერებას პავლეს სიტყვით ვბედავ სრულმან სიყვარულმან გარე განსდევნისო შიში და სხვებრ ვგიე მარადის.[1]
ბრწყინვალებისა თქვენისა მონად უმორჩილესი მდივანბეგი
სოლომონ.
ოკტომბრის ლ წელსა ჩყვ.
II მცხოვრებნო საქართველოისანო
ოდეს სპარსელთ წარსრულს წელს უეცრად და უსამართლოდ შემოიტანეს სამძღვართა შინა ჩვენთა მძვინვარება ამაოხრებელისა ბრძოლისა თვისისა; თქვენ მფარველობასა ქვეშე სარწმუნოებისა და სიმართლისასა დასდევით სასოება ძალსა ზედა რუსეთის საჭურველისასა, რომელსაცა უძღვის მარადის ღმერთი. პირველისავე მოწოდებისამებრ მმართველობისა, თვითოეულმან თქვენგანმან შესწი რა თვისისა ქონებიდამ; და ვისაც შეეძლო თოფის აღება, შეიჭურვა: მთის ხალხთა ალაზნისა და არაგვის ზემო მხარეთა შინა, მიწის მომქმედთა ქართლსა და კახეთსა და ყოველგან მცხოვრებთა სოფლებთა და ქალაქებთათა და კეთილშობილთა თავად-აზნაურთა ლაშქრობის ღვაწლთა მოყვარულთა, ვითარცა ოდესმე იყვნენ მამა პაპანი მათნი, მოიხსენეს, რომელ რუსეთმან იშვილა იგინი და შეიქმნენცა ღირსნი. მაშინ ხელმწიფე იმპერატორმან წარმომგზავნა მე აქ რათა მონაწილედ ვიქმნე მე სახელოვანთა შრომათა შინა განსადევნელად მტრის შესაწევნელად თქვენდა.
მე ვიყავ მოხარულ, რომელ სული საქართველოს ერისა გავიცან თვით ველსა ზედა ბრძოლისასა.
აწ უმაღლესითა ნებითა მე ვარ დანიშნულ აქაურის მხრის მთავარ მმართებლად. ომი არა დასრულებულა. მოველი თქვენგან, რომელ ახლად იგულს მოდგინებით საზოგადოსა საქმესაზედა სჯულდებულის გამოსაღების და ბეგრის აღსრულებითა და ყოველისავე მის მოცემითა, რაიცა იქნების მოთხოვნილ, რათამცა ყოველს ადგილ და მსწრაფლად აღსრულდებოდნენ ღონენი მხედრობის მოძრაობისათვის მისაღებელნი. მხედრობა იგი მივალს თვენისა განსვენებისა დამარღვეველYთა პირისპირ; აწ ძრწოდენ იგინი თვისის ქვეყნისათვის, ვითარცა თვით მოიწივნენ მშვიდობასა ზედა თქვენის მშობლის მამულისა და სახლობისასა. მცხოვრებნო საქართველოისანო! ყოველნივე მხურვალედ განმხნევდით ერთითა გრძნობითა და ერთითავე გონებითა: ფასითა დიდ სულობითისა მეცადინეობისათა მოისყიდების მშვიდობა სახელოვანი და მტკიცე, მშვიდობა ესე დაეფუძნების და მაშინ მმართებლობას აღარ დასჭირდება ზრუნვა არა ვითარისამე გარეშე შიშისათვის შემწეობითა ღვთისაო აღმოჩნდებიან ახალნი უვრცელესნი საგანნი თქვენის კეთილ მდგომარეობისათვის. ფიცხელი აღრჩევა დამცველთა მართლ მსაჯულებისათა, სოფლებისა და ქალაქების მმართველობასა შინა, ესე ვითართა ნაყოფიერებათა შორის, რომელიცა მხარესა თქვენსა ბუნებისაგან უხვად წილხდომია, მეცადინეობანი წარმატებათათვის ვაჭრობისა ხელოსნობისა, სოფლიურის შრომისა და განათლებისა, თვინიერ რომელთაცა არა იქნების საზოგადოების სიმდიდრე, ესენი აღგიყვანენ თქვენ პატივცემულს ხარისხსა ზედა დიდის ხელმწიფის ჩვენისა სჯულთა ქვეშე განვითარებულის ერისასა. რუსეთის იმპერატორისათვის ყოველნივე ერთგულნი მისნი ქვეშევრდომნი თანასწორედ საყვარელ არიან.
საქართველოს მთავარ მმართებელი, ღენერალი ინფანტერიისა, ღენერალ ადიუტანტი პასკევიჩი.
აპრილის კთ დღესა 1827 წელსა ტფილისს.
IV
წინასწარ დაწყობილება
შედგენისათვის ქართველთ ჯარისა
ა) შედგების ის ბატალიონებისაგან.
ბ) ბატალიონში ჩაიწერებიან ქართველნი საკუთრის თვისის სურვილით.
გ) მიიღებიან ისინი არა ნაკლებნი თვრამეტისა და არა მეტნი ოცდა ათის წლისანი; მაგრამ ფიცხელად დაცვა ამ კანონისა არ შეიძლება ახლა, არამედ მხოლოდ ეს ეჭირებათ, რომ ჰქონდეს კაცს საკმაო ძალა და ღონე, რათა შეეძლოს პახოდი.
დ) განთავისუფლდებიან ისინი თვისის ცოლშვილით ყოველის გამოსაღებისა და ბეგრისაგან ჟამსა მათის სამსახურში ყოფნისასა.
ე) უნდა შეიკვრნენ ისინი მხოლოდ იმ ჟამამდის სამსახურში ყოფნაზედ სანამდის სპარსეთთან ომი განგრძელდებოდეს, რომლისაც შემდგომად იქნებიან თავისუფალნი, რომ თავის სახლებში დაბრუნდნენ, ანუ სამსახურსა შინა საქვეყნოს ჯარში შევიდნენ.
ვ) განწესების ჟამს წაეკითხებათ მათ დიდის პეტრეს კანონის მუხლები, არტიკულები, რომელნიც მიეწერებიან დანაშაულისათვს დადებულთ გარდახდევინებათა, რომელთაც მიეცემიან ისინი სამხედრო კაცთან თანასწორედ.
ზ) მიიღებენ ისინი ფიცსა ერთგულად მსახურებაზედ.
თ) ამ კანონებით მიიღებიან ყოველნივე ვისაც სწადეს, და მიეცემათ მათ ხაზინიდამ ულუფა, სრულიად დაწყობადმდე პირველის ბატალიონის კადრისა.
ი) შედგენა ბატალიონისა.
შტაბ-ოФიცერი . . . . . . . . . . . . . . . . . . 1
კაპიტანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2
შტაბს-კაპიტანი . . . . . . . . . . . . . . . . . . 2
პორუტჩიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
პოდპორუტჩიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
პრაპორსჩიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
კაზნაჩეი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1
ადიუტანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1
ღარნისტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
ბარაბანშჩიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
უტერ-ოფიცერი . . . . . . . . . . . . . . . . . . 80
რედოვოი რიგში მდგომი . . . . . . . . . . . . 800
ნესტროევოი ფურლეიტი რიგში არ მდგომი . . 40
ი) ოფიცრები დაინიშნებიან მხოლო მოადგილედ, თვით კორპუსის კომანდირის მიერ, სიმარჯვისა, შემძლებელობისა და გულს მოდგინების გვარად თვითვეულისა.
ია) საკუთრად განსხვავებისათვის თვითვეულისა, იქმნებიან წარდგენილ ჯილდოისადმი, რომ ებოძოსთ მათ ნამდვილი პირველი ოფიცრის ჩინები.
იბ) ამას გარდა თვითოს ბატალიონის მბრძანებელი იქმნება შტაბ-ოფიცერი ანუ კაპიტანი ნამდვილის სამსახურისა, რომელიც უნდა იყოს გვარად ქართველთაგანი.
იგ) თვითოს ბატალიონში დაინიშნება მღვდელი და ლეკარი მცხოვრებთაგან.
იდ) თვითო ბატალიონი განიყოფება რვას ასად, სოტნად გინა დრუჟინად და სოტნი განიყოფება ათს ათად გინა დესეტკად.
იე) თვითოს ჯარის კაცს მიეცემა სახაზინო თოფი, სუმა ტყავის ქამრით, ოცდა ათი სროლა პატრონა და ათი ტალი.
ივ) თვითოს ჯარის კაცს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავისი ხანჯალი და მხარზედ ტილოს სუმა, ოთხის დღის პრავიანტის საზიდვად.
იზ) უნტერ-ოფიცრებს უნდა ჰქონდესთ ხანჯლის მაგიერათ ხლმები.
იც) ოფიცრებს უნდა ჰქონდესთ თვითო წყვილი დაბანჩა და ხმალიცა.
ით) ტანისამოსი:
ჩოხა მაუდისა ყომრალის ფერისა.
არხალუხი თალხის ლეინისა.
შალვარი თალხის ლეინისავე.
ქუდი ქართული.
ნაბადი.
კ) ყოველნივე ჯარის კაცნი მიიღებენ ჯამაგირს, ნამდვილს საასახურში მყოფს სამხედროს კაცთან თანასწორედ.
კა) ტანისამოსის მაგიერად რედოეოი მიიღებს ერთს თუმანს თეთრს ფულს წელიწადში და უნტეროფიცერი თხუთმეტს მინალთუნს, ამ თეთრით უნდა შეიკერონ თავისი ტანისამოსი იმ დრომდის, სანამდის მმართებლობა განკარგულებას იქმოდის, რომ ტანისამოსი მიეცემოდესთ მათ ხაზინიდამ.
კბ) ამ ჯარს მიეცემა კარვები.
კგ) ბატალიონებს მიუჩენენ პოლკებიდამ ბარაბანშჩიკებს და ღარნისტებს.
კდ) პრავიანტს მიიღებენ ნამდვილს ჯარებთან თანასწორედ.
კე) პირველსავე შესაძლებელს ჟამს შემოიღებენ პრავიანტისა და კომისარიატის წიგნების ქონასა და მიეცემათ მათ ათის დღის პრავიანტი.
კვ) წიგნებისა და პრავიანტის მიცემის შემდგომ მოეჭრებათ მათ დღიური თეთრის ულუფა.
კზ) ავათ მყოფნი მიღებულ და შენახულ იქმნებიან სამხედროს ღოშპიტალებში.
კჱ) თვითოს დესეტკაზედ ანუ ათს კაცზედ მიეცემა ერთი საპალნის ცხენი, კარავი, ქვაბი და ორი ფუთი და ოცდა ხუთი ფუნთი სუხარი.
ორს დესეტკაზედ ერთი ნესტროევოი ანუ რიგში არ მდგომი კაცი.
ხუთს დესეტკაზედ ერთი ცული და ერთი ნიჩაბი.
თვითოს სოტნში ანუ ასს კაცში დაწესდება არტელი განა ფსონი.
კთ) საამსახური:
უნდა იცოდნენ თვით აუცილებელად საჭირო ნაწილი იეგირის სწავლისა: ნიშანში სროლა, გაკეთება ოტდელენიებისა, კალონნებისა შესატევად და კარვებისა.
ყარაულში დგომა ყოველითურთ ჯეროვანად გაწყობილი.
არ შეაწუხებენ მათ სხვა და სხვა რიგად დაწყობით და გასწორებით.
ყოვლზე უმეტესად მოეთხოებათ მათ სრულიადი და უთუოდი მორჩილება ნაჩალნიკებისა.
კამანდის სიტყვები ეთქმისთ მათ ქართულს ენაზედ.
მიეცემათ მათ დიდის პეტრეს კანონის წიგნიდამ გამოწერილი სტროევოის სამსახურისთვისაცა, რიგში მდგომისა.
ტფილისს მაისის 24-სა 1827 წელსა
მბრძანებელი საქართველოსა შინა ჯარებისა, ტფილისის ვოენნის ღუბერნატორი, ღენერალადიუტანტი
სიპიაღინი.
–––––––––––––––––
1 ეს სოლომონ მსაჯულის წერილი დავბეჭდეთ იმავ მართალ წერით და ნიშნებით როგორც გადმოღებულია დედანიდგან.
![]() |
7 ბალანსი |
▲back to top |
ბალანსი
მიხაილის აზნაურობის საადგილ-მამულო ბანკისა ქუთაისში.
1877-ის წლისა 1-ს ივლისს