![]() |
ცისკარი №9 (1861) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პირველნი მოსახლეობანი, ანი ხიზანნი ახალს გოლანდიაში. |
▲back to top |
პირველნი მოსახლეობანი, ანი ხიზანნი ახალს გოლანდიაში.
ახალი გოლანდია აქამოდე არის მხარე ბნელი, გამოუკვლეველი, ბურვილი ტყეები, გუბეები, ზაფხულის თვეეში გულის შეაწუხებელი პაპანაქება, და მთიულნი კაცის მჭამელნი ხალხნი, - აი, ესე ყოველივე წარმოადგენენ საშინელს დაბრკოლებასა იმისს გამოკვლევისათვის.
წარსულის საუკუნის დასასრულს ახალი გოლანდია ევროპიელებმა სრულებით არცკი იცოდნენ; იმ მხარეზედ არავინ არ ფიქრობდა; არავინ არ მიაქცევდა იმაზედ ყურადღებასა მაგრამ ყოველმა კაცმა იცის, რომ ანგლიის ხალხსა წყალი ბევრი აქვს და მიწა ცოტა; ამისთვის დიდის ხნიდამ ფიქრობდნენ ისინი, რომ სადმე დაეჭირათ მცირედი მაინც ნაწილი მიწასა, რომ იქ დამყარებულიყვნენ, აეშენებინათ ციხე, და მისაფარებელი ხომალდისა. ახალი გილანდია არის კუნძლი დიდი, თვითქმის ევროპიის ტოლი ის წარმოუდგებოდა ანგლიელებთა მიმზიდველად ძველებურთა მოგზაურთა აღწერილობათა მიერ, თვით იმის სიშორე სხვა ქვეყანებზედ, თვით მისი დაფარულება განაცხოველებდა თვით ცივსა გამოხატულებასა. დიდრონი ხეები, უჩვეულო სივრცის სხვა და სხვა მცენარეები, უცხო მხეცნი და ფრინველნი, რომელნიც არა ჰგვანან არცა ერთსა ჩვენთა ფრინველთა და მხეცთა, უნახაობის სურვილი, სურვილი სხვა და სხვა გამოჩენათა, წყურვილი ოქროსი, შეერთებულნი ოცნებითთა იმედთა თანა აძლევდენ ახალს გოლანდიას თვითქმის ოცნებითს სახეს. როგორ არ გავიქცე იმ მხარეს, ფიქრობდნენ მრავალნი მათგანნი, სადაც რასაც მოჰკიდებ ხელსა შენია, და რაც მოინდომო, გააკეთე, როგორც შენს მინდორეზე, შენს ბაღში, შენს სახლში და იქნება რომ სრულიად ის მხარე იყოს მშვენიერი ბაღი? იქნება იქ ძვირფასნი ბუნებითნი ლითონნი, ესე იგი ვერცხლნი, ოქრო და სხვა ეწყონ მიწაში წყობათდა იმათსას, როგორც რიყის ქვისაგან, მთის ხალხნი იკეთებდნენ თავისთის ქოხებსა, მაგრამ ანგლიელები წავიდნენ ახალს გოლანდიაში არა წინადაუხედაობით, არამედ საჭიროებით, შემდგომ ბევრის და ძლიერის დაფიქრებისა. ეს საჭიროება მდგომარეობდა აი რაში: ამერიკის შტატები (სამთავრონი, ანუ ქვეყნები,) რომელნიც ეკუთვნოდნენ ანგლიელებსა, განთავისუფლდნენ მათის უფლებისაგან, და 1783 წლიდგან შეიქმნენ თავისუფალნი, ესე იგი იწყეს თვით თავით თვისით მართველობა. ამ ამერიკის ქვეყანაში ანგლიელები ასაღებდნენ ძალიან მოგებით თავის სავაჭროსა და გზავნიდნენ ხოლმე იქა დასასახლებლათ თავიანთ ტუსღებსა და იმ წლიდგანვე ეს ყოველივე უნდა მოსპობოდათ მათ: ტუსაღები ამერიკის შტატებმა აღარ მიიღეს; ვაჭრობა ანგლიელებისა უნდა ყოფილიყო იმათთან ერთმანერთის თანხმობითა, მაშასადამე ანგლიელებს უნდა ეპოვნათ სადმე სხვა მიწა ანუ ქვეყანა, როდესაცკი შესძლებოდა მაგიერობა დაკარგულისა სამხრეთის ამერიკისა და ამისათვის გარდასწყვიტეს დაპყრობა ახალის გოლანდიისა და, რადგან ის რაც ერთს ევროპიის სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა; მაშასადამე იმის გულისათვის არც დავას და არც ჩხუბს მათ ვერავინ აუტეხდა.
1787 წელში, დიდის მოსწრაფებით განამზადეს თერთმეტი ხომალდი; ორნი იმათაგანნი ეკუთვნოდნენ ანგლიის მართებლობასა; ცხრა კერძოპირებს ექვსი გაავსეს ტუსაღებითა; სამში იყვნენ საჭმელი სასმელნი, ორის დღის ხარჯი, მიწის სამუშაო, თევზის საჭრენი, და სანადირო იარაღები, სახლის ავეჯეულობა, და სხვანი მიუცილებელნი ნივთები ცხოვრებისათვის. უფროსად ხომალდებისა და გუბერნატორათ მომავალს სამფლობელოისა იყო დანაშაული არტურ ფილლიპე. ამას ჰყვანდა თანა რამოდენიმე ჩინოვნიკნი და აფიცრები, ერთი აქიმი და ერთი მოსამართლე მსაჯული; ტუსაღი კაცი იყო ხუთას სამოცი, ქალი -ას ოთხმოცდა ათი, და ამას გარდა თვრამეტი პატარა ბავშვი, ტუსაღების შვილები.
ტუსაღები უმეტესი ნაწილი იყვნენ დაბორკილნი, მაგრამ მათთვის თვით მძიმე დასასჯელად იყო ის, რომ მათ გზავნიდნენ ესრეთ შორს და უცნობს მხარეში იმ დროს, როდესაც გამგზავრების წამში, ზღვის სალდათებსა და აფიცრებსა უხაროდათ, დაიმედებულთა, რომ იშოვნიან დიდს სიმდიდრესა და მიიღებენ მართებლობისაგან ჯილდოსა. საცოდავნი ტუსაღნი, მდუმარები, დაღონებულნი იდგნენ, სხვანი დრტვინვიდნენ და ზოგი მოთქმით სტიროდნენ. ერთს დედასა, იმედ მიხდილსა უნდოდა გადაეგდო თავისი შვილი ზღვაში; მაგრამ ბავშვი ისეთს გრძნობით ჩაეკრა გულში და ისე მაგრათ მოჰხვია პატარა ხელები ყელზედ დედასა, რომ ვეღარ გამოიმეტა იგი დასაღუპავად. მოხუცებული, არც ერთს წამს არ აშორებდა იმის თვალთაგან, და როდესაც სრულებით დაიმალა კიდე სამშბლოს მხარისა, მუხლები მოეკვეთა, ათრთოლდა და უგონოდ დაეცა ხომალდის ქორეთზედ, (პალუბაზედ.) ხშირად, ხან აქ, ხან იქ, ისმოდა მძმე ოხვრანი და წკარუნი რკინის ბორკილებისა. ტუსაღები იყვნენ ორ ნაირათ უბედურნი, და თვით თვისის ცუდის ყოფაქცევით უმატებდნენ კიდევ ახალს უბედურებას. გულს ხანდისხან მცირედი შეუმსუბუქდებოდათ ხოლმე, როდესაც შეხედავდნენ პატარა ბავშვებსა, რომელიც უზრუნველად თამაშობდნენ ხომალდზედ.
მაგრამ სვე როგორც ნება ყოფილთა, აგრეთვე დასჯილთა მოცურავთა იყო გადაწყვეტილი უბერავდა ზურგს ქარი, აფრის ქსელები გაიბერნენ; ხომალდები მიფრინავდნენ. ისინი დადგებოდნენ ხოლმე ხან კუნძულზედ ტენერიფისა, ხან რიოდეჟანეირისა და მოიმზადებდნენ ხოლმე სხვა და სხვა ხეებსა, მცენარეებსა, ცხენებსა, რქიანსა და ურქოსა საქონელსა მოსაშენებლად ახალს ადგილზედ თვისის მოსახლობისა.
ცურვა, ანუ მოგზაურობა ზღვით სხვა და სხვა დაყოვნებათაგან იყო საკმაოდ გრძელი. ამა მოგზაურთა ზღვაშიდ განატარეს შვიდი თვე წინეთ დაუხედაობისა გამო ხოგი ერთთა, რომელნიმე ხომალდნი არ იყვნენ შემკობილნი სპილენძთ, ამისთვის იგინი დალპენ, დაინგრენ, იმათში გამოჩნდა წვეთი; საჭირო შეიქმნა წამ და უწუმ წყლის ამოსხმა გემებიდამ, ქარის ანუ ზღვის აღელვების დროს, ეშინოდათ, რომ გემები არ დაღუპულ იყვნენ; კაპიტნები ხომალდისა შიშით და შეწუხებით უყურებდნენ ერთმანერთს და ფიქრობდნენ: რა უნდა ექმნათ მაშინ, როდესაც გემები იწყებდნენ დაღუპვასა. თუ რომ რაოდენიმე დღე კიდევ გასულიყო ამ მდგომარეობაში, აღარ იყო არა ვითარი იმედი; გემები ჩავიდნენ ზღვის ძირზედ მაგრამ ამ დროს გამოჩნდა კიდე და მოგზაურნი დიდის სიხარულით მიაშრებდნენ ხმელეთს, არა მიმხედი მისა, რომ ზოგო ერთთათვის ის ხმელეთი უნდა ყოფილიყო სასაფლაოთ და ზოგისთის, საფლავამდინ - ადგილათ მძიმეთა შრომითა და საუკუნო მამულიდამ განდევნილობათა, მაგრამ იმ წამში ეს არავის აგონდება, ყოველს კაცს უნდოდა იმ დროს მხოლოდ ერთი, - დაედვა ფეხი მიწაზედ, ეგრძნო, რომ ამის ქვეშ აღარ არის წყალი, ზღვა; უნდოდა სუნთქვა ჰაერითა, რომელშიავ ისმის სუნი ყვავილებისა გაეგონა ხმა მფრინველებისა და პირუტყვებისა, ანუ მყუდროებაში დაესვენა დამღალველისა ღელვებისა ხმისა, და ზღვის უბრძანებლობისაგან. ეს სასიამოვნო მოლოდება იყო დაფუძნებული მოთხობაზედ კუკისა, რომელიც უწინ ყოფილიყო კიდებზედ ახლის გოლლანდიისა.
მაგრამ კუკს ენახა ის მხარე შორიდამ, ის შიგნით არ შესულა. დიდროანთა ხეებთა და ბალახებთა, რომელნიც მას ენიშნა, აფიქრებინეს მას, რომ იქ უნდა ბუნება იყოს მდიდარი, მშვენიერი.
ეს შეცთომა ჩინებულის ზღვის მოგზაურისა მალე გამოჩნდა. მივიდნენ რა კიდეზედ ბოტანიბესთან, აღმოსავლეთის კუთხეზედ კუნძლისა, არატურ ფილლიპე იმ საათშივე წავიდა დასაშინჯავათ ადგილებთა და პირველ წამშივე დარწმუნდა, რომ ის ადგილი სრულიად არ ვარგოდა დასასახლებელად; ყოველგან მიწა იყო ქვიშიანი, უნაყოფო, იყვნენ გაყვანილნი დიდრონი გუბენი, რომელშიაც ამოდიოდა მაღალი ლერწამი, და ამისათვის იყვნენ მავნებელნი სიმრთელისათვის დამპალის წყლისგამო. რამდენიც შიგნით და შიგნით შევიდა, მან ჰპოვა მიწა ცოტა უკეთესი; მაგრამ იქ არ იყო არც მიწა წყალი, არც მდინარეები, არც ღელეები, თვით ზღვის ტორი, რომელიც ჰგავდა კარგს ნავთსადგურს აღმოჩნდა საფიქრებელად გემებთათვის, რადგან ძრიელ გახსნილი იყო ქარებისათის, არ იყო ღრმა და იმაში იპოვებოდა მრავალი თავთხელები და ქვები.
დადგომა იქა და დაფუძნება მოსახლობათა ფიქრათაც არ იყო მოსატანი, მიზაზედ სადაც მრავალი რაიმე არის ჩვენგან დაფარულ თვითქმის საშუალ კეთილ სასიამოვნოთა გარემოებათა და მდიდარის ბუნებისაც, ხშირად ვპოებთ მრავალსა სხვა და სხვა დაბრკოლებასა; და აქ კარგიც არარა წამოუდგებოდა ფილლიპესა თუმცა მას ჰქონდა ბძანება თავის მართებლობისაგან, რომ სახელდობ გასულიყო თავის ხალხით კიდეზედ ბოტანიებესთან; გარნა მან გარდასწყვიტა ძებნა უმჯობესა ნავთსაყუდელი და დაუტევა რა გემები იქ დაჰყვა კიდესა რამოდენისამე აფიცრით და არჩეულის მატროსებით პატარა ნავებზედ როდესაც განვლო თექვსმეტი მილი, იმან დაინახა პატარა ტოტი, სადაც როგორც ეტყობოდა, შეეძლოთ შესულიყვნენ მხოლოდ პატარა გემები. იმის კიდები არაფერს სანუგეშოს არა წარმოადგენდნენ: ყოვლის მხრით სჩანდნენ: კლდეები, ქვები და ქვიშა; სანახავთ თვალთავისკი დასახატავი იყვნენ თავისის ველურობითა და დაღვრემილობითა, მაგრამ შეხედრლობა კაცს ვერ გააძღობს. ფილიპემ გარდასწყვიტა შესვლა ტოტში და მოვიდა აღმატებაში, როდესაც თვალწინ წარმოუდგა მშვენიერი ნავთ სადგური. ღრმათ მიწაში შესული, განიერი, რომელიც სიღრმით საკმაო იყო თვით დიდრონის ხომალდებისათვის და იმის გარდა იყვნენ იქ მრავალნი პატარა ტოტები, რომელშაც ცუდის ტაროსის დროს შეეძლოთ დგომა სრულის მოსვენებით და უშიშრებით. ფილიპეს ისე იამა ეს, რომ აღარ შეუდგა შემდგომსა დაშინჯვასა, დაბრუნდა ბატონი-ბეში და უბძანა გემებს წასვლა იმ მხრისაკენ. ამ გვარმა გამოჩენამ გააცოცხლა ყველანი; თვით სასოწარკვეთილნიც, ყველას კიდევ წარმოუდგებოდა მშვენიერი ხეები, ოქრო და ძვირფასი ქვები. ტუსაღების პირველი სურვილი იყო, რომ მალე გასულიყვნენ წყლის პირათ, რომ მალე დაემსახურებინათ ანუ ღირს გამხდარიყვნენ ბორკილების ახსნისა; შემდგომ ფიქრობდნენ მიეღოთ სრული მიტევება დანაშაულობისა და მისცემოდათ თავისუფლება ოქროვანი და დაბრუნებულ იყვნენ ძვირფასს სამშობლოში. მომზადებანი მათნი დუღდნენ - ამ დროს უცებ ყველა გაკვირდა მოულოდნელის მოჩვენებით: დაინახეს რომ შორს, ძალიან შორს, ზღვაში, როგორც ორი თეთრი რფინველი, გამოჩნდა ორი იალქანი ხომალდისა. სასიამოვნოა ნახვა უდაბნოში ერთის ტომისა ანუ შთამოებისა კაცისა; უფრო სასიამოვნო არის, უხალხო უდაბნოში ზღვისა; ხოლო ოკეანეში, რომელიც მაშნ კარგათ არა ჰქონდა გაშინჯული და იყო დაშორებული ყოველს განათლებულს სახელმწიფოზედ, ნახვა ევროპიელის კაცისა ანუ ევროპიელის გემისა...
უნდა კაცი იყოს მეზღვე რომ გაიგოს, თუ მიხვდეს ამ გვარს გრძნობას. ანგლიელები ვერ წარმოიდგენდნენ თუ საიდამ, ანუ რომლის ქვეყნიდამ უნდა ყოფილიყვნენ ის მცურავნი, და შემდგომ, როდესაც მოახლოვდნენ თეთრის დროშით, იცნეს, რომ ისინი იყვნენ ფრანცუზნი; გამოჩენილი ზღვაში მოსიარულე ლაპერუზი სხვა და სხვას საძიებლათ, დადიოდა ტიხი ოკიანოში, რუსეთის კამჩატკაში, მან დაჰყო რამდენიმე ხანი; მას უთხრეს რომ ანგლიელებმა დააფუძნეს კალონია, და მან მიმართა მათკენ დაიმედოვნებულმან, რომ მიიღებდა მათგანბ საჭირო საქმეებს მათთვის, მაგრამ ნახა რომ ეს მოსახლეები ჯერ ხომალდებიდანაც არ გამოსულიყვნენ; ფრანცუზებმა და ანგლიჩანებმა მოიკითხეს ერთმანერთი, ისურვეს ბედნიერება და დაშორდნენ. საწყლის ლაპერუზისა და იმის ამხანაგებისათვის ეს იყო უკანასკნელი ნახვა ევროპიელთ კაცთა. ამის შემდგომ ის დაკარგა სრულიად თვისის ამხანაკებით ზღვაში, და შემდგომ ორმოცის წლისა სახელდობ ჩყკე წელში, ნახეს ნახატები იმათის ხომალდისა ერთს კიდეზედ ტიხი ოკეანისა.
ანგლიჩანები იმავე საღამოს იდნენ ყურში, რომელსაც ეხლა ეწოდება პორტ ჟეკსონი. როგორც გავიდნენ წყლის პირსა. მათ ჩვეულებისამებრ ყოველთა, რომელნიც პირველად დაიპყრობენ რომელსამე ქვეყანასა, გაშალეს ანგლიის ბაირიხი და ანძა მისი ჩაარჭვეს ახალს გოლანდიის ქვიშაში, ეს ნიშნავდა, რომ იმ დროდამ ახალი გოლანდია ეკუთვნოდათ მათ. როდესაც მთიერთ იქაურთ კაცთა დაინახეს ეს ახალი მათთვის ხალხი იფიქრეს, რომ ისი რაღასაც შეექცევიან, უყურეს რამდენიმე ხანი და წავიდნენ თავიანთ მთებსა და კლდეებშ.
მაგრამ აქ საქმე სახუმარო არ იყო, 1788 წელი, სახსოვარი უნდა იყოს ყველასათვის; მაშნ კვ-ს იანვარს ჩაეგდო საფუძველი ახალს სახელმწიფოს, და ეს სახელმწიფო შენდებოდა, თითქმის ჩვენ თვალწინა, და როგორი ხალხი იყო მონაწილე პირველის იმის შენობისა? ქურდნი, ავაზაკნი და სხვა და სხვა ჰსჯულის გარდამავალი. მაგრამ იმაშ მდგომარეობს ქება და ნამსახურეობა პირველის მაშნდელის ღუბერნატორისა, რომ მრავალნი მათგანნი შექმნენ პატიოსან კაცად, და მიუბრუნდნენ კეთილშბილურთა საქმეთა; შრომათა და კეთილთა გრძნობათა.
ფილიპე შეუდგა თავის საქმეს დიდის ერთეულებით; მაგრამ პირველსავე შემთხვევაში დაინახა სასტიკიშეცთომა თავისის მართებლობისა: მისთვის საჭირო იყვნენ მიწის მუშაკნი, დურგლები, კალატოზები და სხვა ხელოსნები, მაშნ, როდესაც ტუსაღნი იყვნენ უმეტესი ნაწილი მცხოვრებნი ლონდონისა, ფაბრიკებში, და არ იცოდნენ არა ვითარი არც ხელოსნობა და არც მიწის მუშაობა, რომელიც საჭირო იყო გლეხკაცურს ცხოვრებაში. ისინი, რომელთაც მცირე რამე ესმოდათ ამაებისა ყველაზედ წინ გაასხეს წყლის პირზე, ისინი იყვნენ ას კაცამდინ. მათ მაშინვე დაიწყეს შენება სახლისა ღუბერნატორისათვის იმ მასალებიდგან, რომელნიც ლონდონშივე იყო მომზადებული და იქ მიტანილი ხომალდებითა; იმავე დროს დასდგეს რამდენიმე კარავი ავათმყოფთათვის და გააკეთეს ბაკი საქონლისათვის, რომელიც გადარჩა შემდგომ დიდიხნის მოგზაურობისა. მაგრამ ზოგი დაღალვისაგამო ზღვით მოგზაურობაში, ზოგი ახლის ჰავისა და ზოგი მწუხარებისაგამო რიცხვი ავათმყოფთა მრავლდებოდა; მაშნვე სხვა მუშაობაზედ ხელი აიღეს და დაიწყეს შენება დიდის ღოშპიტლისა, ზოგმა დაიწყო შენობა, რომელსაც აბსერვატორია ჰქვიან ასტრონომიულის სწავლისათვის.
ბოლოს გამოასხეს დანარჩენი ტუსაღებიც და დასცალეს გემები; დასჭირდათ მაღაზია დასაწყობად სარჩოსი და აქ პირველად, შექმნიდგან სოფლისა, ახალ გოლანდიის ტყებშ გავარდა ხმა ცულისა; ამოსჭრეს დიდი სივრცე გასწმინდეს და რაც შეიძლებოდა გაასწორეს ღუბერნატორმა მოინდომა თავისი შესვლა ახლის ქალაქისა დღესასწაულებითა მოწმენდილის ველზედ. შორის ბნელთა ტყეთა, გაეწყო ჯარები; ტუსაღები დადგნენ სულერთათ და მოშორებით ჯარებზედ: მახლობლაღ პილიპესა იდგნენ აფიცრები და ჩინოვნიკები; გამოვიდა მსაჯული, ჩაიკითხა განკარგულება ანგლიის მართებლობისა ფილიპეს დანიშვნაზედ გუბერნატორად და დაწესებაზედ სასამართლო ადგილებთა დასაცავათ სიმართლისა და წესისა. შემდგომ წაკითხვისა გავარდა თოფები და ზარბაზნები გუბერნატორმა ჰსთქვა შესხმა, სალდათთა და ტუსაღებთა მიუგეს მას სიხარულის ზმიანობით. ყოველივე ესე დასრულდა საყოველტაო ლხინითა.
ესე ყოველივე თითქო ჩვეულებითი იყო სხოლაც შესხმაც და შექცევაცა; მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ იმ დროს და იმ ადგილს სრულდებოდა რაღაც უჩვეულო, დიდი და პოეტიკური: დიდი და პოეტიკური იყო ის, რომ მიწაზედ სადაც უწინ არა ყოფილარა თვინიე ვრდომისა, აკლებისა და მტაცებლობისა, პირველად გაიგონეს ანუ წარმოითქვა სიტყვები: პატიოსნება, სიმართლე, ჰსჯული, მართლმსაჯრლება; სამსჯავრო. და იმ დროს, როდესაც ჩეხდნენ ხეებს და აშენებდნენ ბაკებსა საქონლისათვის, ფიქრობდნენ იმას, რომ რით დაურბილონ და შეუმსუბუქონ ტუსაღთა სულები, როგორ განანათლონ სწავლითა, გაათბონ ქრისტიანულის სიყვარულითა. იგინი საუბედუროდ; მრავალს ტუსაღებზედ საჭირო იყო მოკლეს დროში მოეხმარათ სასტიკი ზომა, რომ ამით როგორმე ეპყრათ იგინი შემდგომის გარდახდომილებისა ანუ ბოროტებისაგან, თვითქმის მეორეს დღესვე დასაჯეს რამდენიმე კაცი გალახვით. და შემდგომ ერთის თვისა შეიქნა საჭირო დასჯა მათი სიკვდილითაც. საწყალი კაცი? რა აიძულებს ესე ძრიელ იმას, რომ თვითონ ხდება მიზეზი თავისი შეურაცხებისა და ტანჯვისა? უთუვოთ პატარაობითგანვე არ უნდოდათ მათ გაეშვათ სხვა და სხა ცუდი ჩვეულება, მერე უფრო და უფრო გამაგრდნენ ცუდს ხასიათში, და შემდგომ თუმცაღა სურდათ გამოსულიყვნენ, მაგრამ ისე ღრმათ დაინერგა მათში ცუდი ჩვეულება, რომ ვეღარ ჰფლობდნენ იგინი თავსა თვისსა და დაწყობილი ცულებითა, ჩხუბითა ამხანაგებთან, ძმებთა ანუ დებთან თავდება ხშირად ქურდობითა, ავაზაკობითა და ბოლოს სიკვდილითა. გარდა მოსახლოებისა, ახალს გუბერნატორსა ჰქონდა ის ბძანებაცა, რომ იმ გვარადვე კალონია დაეფუძნებინა, რაოდენ შესაძლო ყოფილიყო საჩქაროთ, სხვა ჭალაკსა შინაცა ესე იგი ნორფოლკსა დასავლეთისაკენ ახლის ზელანდიისა ეს კუნძული გამოაჩინა კუკმა 1777 წელში, და თავის აღწერაში თქვა, რომ იქ მიწა არის ნაყოფიერი, და თევზი სულ ხროვათ გამოდის წყლის პირზედ უფროსად იმა ჭალაკისა დანიშნეს კაპიტანი კინგი.
თუმცაღა ტუსაღებისათვის ეს იყო ხელახალი განდევნილება, მაგრამ თვითქმის ყველამ თითონ ნებაყოფლობით გააცხადა სურვილი იქ წასვლისა. მსურველი მოგროვდა თუთხემტი კაცი ცხრა მამა კაცი, და ექვსი დედაკაცი; მათ გაჰყვეს: ფელდებერი, უნტერ აფიცერი, ორი სალდათი, ორი თავისუფალი მუშა, რომელთაც იცოდნენ კარგათ შემუშავება კანაფისა. წაიღეს თან სარჩო ნახევარ წლისა; ექვსი თვის შემდგომ იმედი ჰქონდათ მოეყვანათ საკუთარი მოსავალი, სათესათ წაიღეს მრავალი, და წაიღეს ყოველი მიწის სამშაო იარაღი, საჭირო ხვნისა და თესვისა, რომელისაც წარმატებაზედ დამოკიდებული იყო მათი სიცოცხლე.
სიდნეაში ანუ პორკეკსონში მუშაობა დუღდა, როგორც ჭინჭველებისა; ყველას სურდა მალე დასახლებულიყო; მრავალნი ტუსაღთაგანნი აჩვენებდნენ დიდს ერთგულობასა, იქნება მისთვის რომ პატიოსნის შრომით მოეპოებინათ მათ თავისუფლება, პატივისცემა, და რაოდენიმე დაემშვიდებინათ ყვედრება ანუ შეგონება სინიდისისა და დაეყტუებინათ ის სევდა, რომელიც ხრავდა მათსა შებღალულს სინიდისსა.
რახუნი ცულებისა, ჟრიალი ხერხებისა, წაღებ წამოღება დიდრონნის საძირკველებისა, სხვა და სხა განკარგულებაები, ხმიანობა, ყვირილი მუშებთა, წინ და უკან დაუცხრომელი სირბილი ანუ მოძრაობა ველურს კუნძულში წარმოადგენდა საქმესა ისე ახალსა და დაუჯერებელსა, რომ თვითონ ანგლიელებს ეჩვენებოდათ ყოველივე ესე სიზმრათ: ერთბაშათ სწარმოებდნენ შენობანი სხვა და სხვა რიგნი: აქ ქოხები, იქ ლაზარეთი, ზოგან ციხე, ზოგან კაზარმა, ზოგან მაღაზია, ერთის სიტყვით შენდებოდა მთელი სახელმწიფო მცირე სახით, ამ გვარს მოძრაობას უნდა ეწარმოებინა სასიამოვნო მოქმედება; მაგრამ ზოგი იყვნენ დაღონებულნი, ზოგნი დაფიქრებულნი, ზოგნი დაღვრემილნი. არსად არ ისმოდა არც სიხარულის სიცილი, არც სიმღერა კეთილთა ამხანაკთა ანუ ამქართა თავისუფალის შრომისა, წინააღმდეგ ამისა ერთი შეხედვა მათი, ხმა ბორკილებთა, ჯაჭვებთა, სალდათნი თოფიანნი, რომელნიც არც ერთს წამს არ მოშორდებოდნენ მუშებსა, გოველსავე აძლევდა დაღვრემილს სახესა.
ამ გვარი მდგომარეობა უმეტეს მრავლდებოდა სხვა და სხვა დაბრკოლებათაგან: ავათმყოფთა რიცხვთა თან და თან ემატებოდა. ატყდნენ ხშირი წვიმები, სარჩო, თუ წამლები დასველდნენ, წახდენ; სნეულება ყოველ წამ შეიქმნებოდა უფრო და უფრო საშიშარი; რომ როგორმე დაეფარათ თავი სისველის ან ნოტიოსაგან, იწყეს შენობა გალესილის ქოზებისა, რომელსაცა გარდახურვიდნენ ხმელის ბალაზით; მრავალთ ეძინათ სველს მიწაზედ, და იყვნენ უიმედონი მალე შოვნაზედ ნავთ საყუდელსა, გაშრობაზედ და დაფარვაზედ თავისა ცუდის ტანისამოსისაგან. გუბერნატორმა უბძანა შეეყენებინათ შენობა ციხისა, რომელიც ყველაზედ მეტს შრომას ითხოვდა; მაგრამ ყოვლის მხრიდამ, იწყეს დრტვინვა. საფიქრო იყო ბუნტი, არეულობა, და თუმც ბუნტი ამტყდარიყო, მაშინ ტუსაღნი დახოცავდნენ ყველა აფიცრებსა და სალდათებსა. მაგრამ გუბერნატორი მოქმედებდა იმ შემთხვევაში დაუღალავათ და კეთილგონიერებით, მოაგონებდა ხშირად ტუსაღებსა, რომ იმა პატიოსნებასა და შრომაზედ, ჰკიდია შემსუბუქება მათის მხვედრისა. თითონ დაესწრებოდა ყოველს მუშაობაზედ, აძლევდა რჩევასა, რა ადრე მოასწრონ და საიდამ რა გამოიღონ სარგებლობა. შემდგომ ექვსის კვირისა რაც ისინი წყლის პირს განვიდნენ, მრავალი მუშაობა დასრულდა.
ამ დროებში ანგლიელებს ძალიან მცირე ჰქონდათ ახალ გოლანდიის მთიულებთან საქმე; მთიულნი, როგორც ჰსჩანდა სრულიად არავითარს ვნებას არ უპირებდნენ თავიანთს დაუპატიჟებელს სტუმრებსა, რომელნიც იმათ ქვეყანაში განაგებდნენ, როგორც თავის სახლში, და ხან და ხან კიდეც შველიდენ ისინი ანგლიელებს თევზის დაჭერაში. სხვა და სხვა უბრალო ევროპიულმა ნივთებმა, რომელნიც მათ აჩუქეს, უფრო მომატებულად დაახლოვეს იგინი მოსულთ სტუმრებთაგან, მაგრამ მატროსებთ, რომელნიც უნდა დაბრუნებულ იყვნენ ანგლიაში უნდოდათ ეშოვათ რაიმე ნივთი, იმათი კუთვნილნი, რომელთაც გაყიდვას ვითარცა იშვიათისა რისამე ფიქრობდნენ ანგლიაში. ძვირფასათ. ეს რომ ტუსაღებმა გაიგეს, დაუწყეს პარვა მთიულთა, ხან შვილდისა, ხან ქვის დანების, მაშინ მთიულნიცა მზა იყვნენ მოეპარათ რამე იმათთვის, აქედამ ხანდისხან მოხდებოდა ხოლმე იმათში ჩხუბი და კაცის კვლა. გუბერნატორმა მიიღო ძრიელ ზომიერება წინააღმდეგ ამ უწესობისა აღკრძალვითა, ყურისგდებითა, სასჯელითა. თუ რომ ეს იმას არ ექმნა, იქნება მთიულნი ისე გაბოროტებულიყვნენ ანგლიჩანებზედ, რომ სრულიად ამოეხოცათ, ანუ ესწავლებინათ ისინი ხშრად მათზედ დაცემითა.
შემდგომ ხუთის კვირისა მობრუნდა ხომალდი, რომელმაც წაასხა, მოსახლები კუნძულსა ნორფოლკისასა. იქიდამ მოდიოდა ძალიან კარგი ანბავი: კუნძლი იყო მართლა ნაყოფიერი; აქ იდგნენ დიდროანნი, ხეები. ჰაერი იყო მშვენიერი, და სანახავები დასახატავნი; მაგრამ აქაც ვითარცა სიდნიაში, აღმოჩნდა დიდი ნაკლებულება კაცებში, რომელთაც ჰსცოდნებოდათ მინდვრის მუშაობა: სამუშაოკი ბევრი იყო: არსად არ იყო გატეხილი ადგილი: ყველგან იყო ტყე და მრავალი მცურავი მცენარეში რომელსაც სქელს ბადეში, დიდის სიძნელით, და ისიც არა ყველგან შეეძლო გავლა მხეცსა. დაიწყეს ჩეხა ხეებისა: მაგრამ იმათი წვენი აღმოჩნდა ესრეთი ფიცხი, და მავნებელი, რომ როდესაც თვალში შეესხმებოდა ვისმეს, დაუწყებდა ძრიელ ტკივილსა, ასე რომ იმის შემდგომ აღარ იყო შესაძლებელი მუშაობა რაოდენსამე დღესა. ეს ძალიან აბრკოლებდა მათს მუშაობასა.
როგორც მოჩეხდნენ ხოლმე ხეებსა, მაშინვე მიწას გადაბრუნებდნენ და დაიწყებდნენ თესვას: მაგრამ იქ აღმოჩნდა ისეთი სიმრავლე თაგვებისა, რომ ისინი სჭამდენ უმეტეს ნაწილსა დათესილს მარცვალსა. (რა კარგი იქნებოდა იქ იმ დროს მტელი კალონია კატებისა!) თევზების ჭერა არ აღმოჩნდა ისე ადვილი, როგორც ეგონათ და რისაც დიდი იმედი ქონდათ. კინგი ფილიპესავით საქმობდა მშვენიერად: მან სასტიკად აღუკრძალა ჩეხა ბზის ხეებისა, და გარდა კვირა დღისა, ერთი დღე კვირაში მისცა ტუსაღთა თავისუფლება გასაშენებლად თავისთვინ ბაღებსა. მაგრამ მაშინვე გამოაცხადა, რომ რომელიც იმათში ცუდათ მოიქცევა, მაშინვე წაართვეს ბაღსა. ეს იყო ჭკვიანური და კეთილგონიერული ზომიერება, რომ ტუსაღებს ემუშავნათ ერთგულად, მოქცეულ იყვნენ კარგათ, და მხიარულათ ეყურებინათ მომავალისათვის. იმათში, ესე იგი ტუსაღებში, ამით გაჩნდა საკუთრება, კუთხე, ჩრდილი და ნაყოფი საკუთრად მათი კუთვნილი მხარესა მათის ტუსაღებისა, მათთვის დიდი სანუგეშო იყო, რომ ხე თავისად ეგულვებოდათ და საკუთრებათ ეწოდათ; მაშინ როდესაც იგინი რიგიანათ დასახლდებოდნენ და კარგათ დაშენდებოდნენ, მმართველობას აღარ ექმნებოდა ეგოდენი შრომა.
სიდნეაში გუბერნატორმა როდესაც მოიყვანა წესში საქმეები, მოინდომა გარემოებითად შეეტყო თვისი ადგილ მამულის მართვა, აღმოჩნდა, რომ იგი იყო ძალიან ღარიბ მდგომარეობაში. როდესაც შეუდგა აღწერილობასა პირუტყვთა და შინაურთა ფრინველთა, აღმოჩნდა შემდგომი რიცხვი მათი: ერთი ულაყი, სამი ჭაკი ცხენი, ორი ხარი, ხუთი ძროხა, ოცდაცხრა ცხვარი, ცხრამეტი დედალი თხა, სამოცდა თვრამეტი ღორი, ხუთი ბატი, ესე იგი თეთრი კურდღელი, თვრამეტი ინდაური, ოცდაცხრა ბატი, ოცდათოთხმეტი იხვი. ას ოცდაორი ქათამი და ოთხმოცდა შვიდი წიწილა. ეს აღწერილობა, რომელშიაც არ იყო დავიწყებული არც ერთი წიწილა, დიდათ ღირსი შესანიშნავია; ეს აჩვენებს პირველად, როგორი მნიშვნელობა ჰქონდა ახალთა მოსახლეთათვის თვითვეულსა ქათამსა და ცხოველსა და მერეთ, თუ ვითარის ღარიბის დაშუალობით იწყო მოშენება ამა ველურმა მხარემ და დასასრულ, როგორ ჩქარა, როგორ კარგათ და როგორ ბევრი კეთდება საქმე, როდესაც მას იწყებდნენ კაცნი ჭკვიანნი, განათლებულნი, შრომის მოყვარენი და პატიოსანნი. ეხლა მთიული აღმოსავლეთის კიდე ახლის გოლანდიისა წარმოადგენს მხარეს განათლებულსა და მდიდარსა: იქ ცხენებსა და სხვა მსხვილს რქიანსა საქინელს სთვლიან ათასობით: აწ თვით უმშვენიერესი მატყლი აქაურის ცხვრისა ჰყოფნის ურიცხვსა ანგლიის ფაბრიკებსა და ყოველივე ესე აწარმოვა სწავლამა, დაუღალავმა მეცადიენობამ და წინეთ დანახულობამ! აქედამ სჩანს, რომ გუბერნატორი ფილიპე უსაფუძვლოდ არა სთვლიდა წიწილებსაც.
სამწუხაროდ მისა, შემდგომ რაოდენისამე დღისა იმის ადგილ მამულის მართვაში აღმოჩნდა შემდგომი დანაკლისი: ორი ცხვარი და ორი ბატკანნი იყვნენ შეჭმულნი ნადითაგან, ამის გარდა გაეპარათ ორი ხარი, და ოთხი ძროხა, ეს თვინიერ ხუმრობისა, ახალთ მოსახლეთათვის იყო დიდი დასაკლისი. სად იშოვნიდნენ მაგიერსა? იმ კუნძულში არათუ ის ცხოველები არ იპოებოდა, არამედ არც ირმები, არც ცხენ ირემი და არც აქლემები, და ძროხებზედ უნდა კაცი წასულიყო ანუ ნდოეთში და ანუ აფრიკაში. იმასთანავე მოახლოვებულიყო ზამთარი; არ იცოდნენ რა ცვლილება შეიქმნებოდა ბუნებაში, რა უნდა ექნათ, რით დაეფარათ თავი სიცივისა და ანუ ახლიის სნეულებისაგანაც. მაგრამ საბედნიეროდ ზამთარი აღმოჩნდა არა ისეთი სასტიკი, როგორც მოელოდნენ; კარგმა ტაროსებმა დიდხანს გასწიეს, და ჰაერი საზოგადოთ აღმოჩნდა მრთელი, თუმცა ავათმყოფნი იყვნენ ბევრნი, მაგრამ არა ჰაერისაგან, ზოგ ერთს გაუჩნდა სნეულება დიდიხნის ხმარებითგან მარილიანის საჭმელისა, ხვებს ანუ უწესო ცხოვრებისაგან და ანუ ზღვაში მოგზაურობისაგან.
უმთავრესი სიძნელე მდგომარეობდა მას შინა, რომ არა ჰყავდათ საკმაო კაცნი, საჭიროენი ყურის საგდებლად ტუსაღთა, რომელტაც თვალის მოშორება ძნელიყო, ამისთვის რომ მაშინვე ისინი ანუ წაიჩხუბებოდნენ, ანუ მოჰპარავდნენ ერთმანერთს რასმეს, ანუ წახდენდნენ და ანუ დასწვავდნენ რასმეს.
თვით დიდი სიძნელე სართველობასა შიინა, იყო ისა, რომ გუბერნატორს არ მისცეს საკმაო კაცნი ზედამხედველნი, არც ეკონომი, არც იმისი თანა კაცნი, რომელსაც ეყიდნა ნივთები, ეგდო მისთვის ყური და ეძლია ანგარიში. ამას ყოველსავე აღსრულებდა გუბერნატორთან ერთი კაცი მართლათ ჭკვიანი და შრომი მოყვარე, მაგრამ ერთი როგორ აღასრულებს მას თანამდებობას: მაშინ ვერც ერთს ვეღარ აღასრულებს, როგორც რიგია, მაშინ ის ეგვანება კაცსა მას, რომელიც აიღებს რა ხელში წიგნსა, გაიქცევა სამოვრის დასადგმელად; ჩასხამს რა სამოვარში წყალს, დაუწყებს ტანისამოსს წმენდასა, მაგრამ ერთის სახლის გაწმენდის შემდგომ გაიქცევა ბაზარში სანოვაგის სასყიდლად, იყიდის სად რა მოხვდება, გაიქცევი სამსახურში და იქიდამ მორბის ისევ შინ, ჩაჰყრის რა სამოვარში ცეცხლს, მოაგონებდა, რომ არ დაუსრულებია დიდის ხნიდამ დაწყებული სურათი; აიღებს კიტსა, მოუსვამს ორჯერ, სამჯერ, მერე მოიგონებს რომ უნდა წიგნი მისწეროს მეგობარსა, მერე შეუდგება ამის წერასა და თვითქმის ამ სახით აწყდებოდა ერთის საქმიდამ მეორეზედ ზედამხედველი სიდვნის გუბერნატორისა. გუბერნატორმა მოინდომა როგორმე შეევსო ეს ნაკლულევანება და ზედამხედველობით დააყენა ზოგნი ერთნი ტუსაღნი: მაგრამ ზოგნი იმათგანნი აღმოჩნდნენ უნიჭონი, ზოგნი განგებ მოახლოვდნენ უწესობასა და ზოგნი გულის ხასიათით ჰსძულდათ მათ, ვისზედაც იყვნენ დადგენილნი. მაგრამ გუბერნატორმა როგორც იყო ზოგი მუქარით, ზოგი ჯილდოის აღთქმითა და ალერსით მოაყვანინა მათ ზოგიერთი საქმე წესში.
შენობები კეთდებოდა გვიან და უმარჯონი; რადგანაც ყოველსავე აკეთებდნენ ხისასა და ხურავდნენ ბალახითა, ამისთვის ხშირად იქ ჩნდებოდა ხოლმე ცეცხლი. ბოლოს შეიტყეს, რომ ყუსაღებში ურევიან ერთი კარგი კალატოზი, რომელმაც იცოდა აგურის გაკეთება და გამოწვაცა, მაგრამ გულფიცხელობით. ანუ მოუნდობლობით მალავდა იგი თავის ხელობასა, მაშნვე მას რაოდენიმე კაცი ესწავლებინა ის ხელობა. აგურის მასწავლებელმა მაშნვე გააკეთა აგურხანა, მისი შეგირდნი მალე მიხვდნენ იმ ადვილს ხელოვნებას და გააკეთეს მოკლეს დროში სამაო რიცხვი აგურისა, მაგრამ დიდმა წვიმებმა დააგუბეს გარეშემო სიდნეისა, აგურები ისევ მიწას და მიიღეს უწინდელი სახე. საჭირო იყო მოთმინება და მოლოდება კარგის ტაროსებისა.
კარგი დედაკაცი საზოგადოდ კარგი მუშაა. შრომის მოყვარე და დაუღალავი, თვითქმის კაცზედ მეტად, მაგრამ სიდნეაში არ იყოს არც ერთი კარგი დედაკაცი, და ვინცკი იყვნენ, სულ ერთობრივ იყვნენ სასჯელად კოლონიისა; ისინი სრულიად აღარაფერს არ აკეთებდნენ, გაგზავნა შეიზლებოდა მხოლოდ სადაფის მოსაგროვებლად ზღვის პირზედ, რომ იმ სადაფებისაგან გამოეწვათ კირი, მაგრამ იმასაც მცირედ აგორებდენ. ერთის სიტყვით მუშაობა იყო სუსტი, მაშის როდესაც კარგათ და ერთგულად მუშაობა მათთვის იყო საჭირო და გამოსადეგი,
(განგრძელება შემდეგ ნუმერში.)
![]() |
2 ლექსები სხუა და სხუა მწერალთა |
▲back to top |
![]() |
2.1 იკორთა |
▲back to top |
იკორთა [1]
(კნეინა მარიამ ერისთავის ლექსებითგან.)
ტაძარო ვრცელო, რავდენთ საგანთ ხარ დამსახველი;
რავდენთა სპეკალთ უძვირფასესთ თვის შორის მცველი,
შენში ცხოველობს ქსნის ერისთავთ დროება ძველი,
მათი სიწმინდე და სიმდიდრე ნიჭი ყოველი!
მაგრამ ეგ შენი თვალთ საამო ძველ სახეობა,
და აწინდელი სავალალო მდგომარეობა,
წარსულთა დროთა მოგონება სიზრმებს მსვლოლობა,
აღმავსებს ჭმუნვით და მაკლდება სულის მხნეობა.
რომლით, ტაძარო შენი ჭვრეტა შენი ყურება,
თუმც თვალთა ჩემთა განუწყვეტლად არ მოსწყინდება,
მაგრამ რას ვხედავ? აწ დარღვევა მემუქარება,
და მისთვის ნისლი მჭმუნვარების არღა მშორდება.
თუმც დრომან თვისი ჩვეულებით გყო მიძველებულ,
გარნა შენ იმან ხელოვნებით ქმნილხარ აღგებულ,
იმ სიმმეტრიით და ჩუქურთმით დანაკვეთებულ,
რომ ნაქცევნიცა იქმნებიან შემდგომში ქებულ.
მაშინც ტაძარო მაგა შენსა სახეს დიდებულს,
იოანესგან ძველად შემკულს და განახლებულს,
ივერთ ერისთვთ, ერისთავად გვარ სახელდებულს,
ნგრეულთა შენთა ნაშთთა ზედან ჰყოფ გარდაღებულს.
მაშინც იქნების მხილველთაგან მწარ დაცრემლილი,
შენთა დახავსილთ ქვათაზედან კვლავ დაშთენილი,
სახელი ესე წარსაკითხად გამოწერილი,
რომლისა მტვერი შენს კალთებში არს მოფენილი.
მათგან მრავალნი შენებრ სხვანიც აღშენებულან,
სახელოვანის მამაცობით როს ყვავებულან,
დიდებისათვის მამულისა მრავლად ვნებულან,
და ერთ მეორეთ თვისთა ზედან მით სხვავებულან.
შენში ტაძარო ვითა ძეგლის აღმართულება
სად წარიკითხვის მით მამაკაცთ დიდებულება,
რომელთ გენიის ელვარებდა დატვირთულება,
და ბუნებისგან ჩამოსირვით ნიჭებულება.
ესრეთ სცანს შენში თვითოეულნი მათნი ახენი,
რომელთ მსგავსებიას ძლივ შეადგენს საუკუნენი,
გონება ვრცელნი აღსარიცხნი ვით ფენომენნი,
უბრყვლოდა ,ქცევნი სიბრძნის სხივის მზეებრ გამფენნი.
ცნობილან ყოვლგან გოლიათად იმავ დაწყებით,
სახით შვენიერ მიმზიდველნი მორთვით შედგმულებით,
არვინ შბილა მათს დროებში მათის მსგავსებით
უდიდებია თვით განგებას ამ განსხვავებით.
ყოფილან ჩერქეზთ მეფეთ შვილნი ძველად მოსულნი,
მეფეთა შემწე და კეისართ მარად ერთგულნი,
მათ ხმლით დაეცვათ წმინდა სჯული და თვის მამულნი,
აქ მდინარებენ მათის სისხლის ის ნაკადულნი.
მათგან მორწყულნი მათნი მტევრნი აქცა ჰყვავიან,
საყნოსად თვისთა შთამომავალთ სუნნელთა ფშვიან,
მათ განსაცხრომლად აღფრინვებით ჰაერთ ერთვიან,
ყოვლადი მათი კეთილობა მით გარდეხმიან.
მათთა მუსკულთა მათი სისხლი სძგერს განწმენდილი,
და მით ქვთ სულის ეს სიმართლე გარდმოფენილი,
ამით მნათობენ და სიბნელე აქვსთ გადევნილი,
არიან აწცა დიდებულად აღმოჩენილი.
ტაძარო! შენში ჩაწყობილნიც გვითხრობენ ქვანი,
რომ იყვნენ ჩვენნი წინაპარნი მტკიცე მოსავნი,
და შენთა ამა იატაკთა თვალთა მნახავნი,
ჰსცნობენ აქ ბრწყინვენ მოწამენი ქსნის ერისთავნი.
ვით ორნი მზენი ცის სამყაროს სხივ მთებარენი,
ეგრეთა კრთიან და ანთიან აქ მდებარენი,
შალვა,ელისბარ, მისთვის ერთად მოელვარენი,
განჰფინონ მადლი განანათლონ ივერთ მხარენი.
ან ვითა რტონი ედემს რგულნი მშვნიერებით,
ვარდებ შლილობენ, ყვავილობენ ყოვლის დიდებით,
მსგავსად მეუფის მოყვასთათვის სულის დადებით,
კურნების ნექტართ ჩვენდა მომართ აღმოდგინებით.
მესამეც მათთან არის ბიძინა აქა მწოლარე,
იაკობისებრ აღკუწვილი ნათელ მკრთოლვარე,
გვერდსა ლახვრითა განღებული სისხლ მომჩქეფარე,
მირონ უხვებით ჩვენდა მომართ აღმომდინარე.
მრავლობენ ღვაწლნი ვით ვარსკვლავნი ძნელ აღსაწერად,
მათ სისხლთა წვეთნი ციმციმებენ შენს ატმოსფერად,
ელვენ, ნათობენ, ირისობენ სხვა და სხვა ფერად,
რომლისა სრულის ტრფიალებით მოვსულვარ მზერად.
მათდამი ჩემი გამოხატვა ესრეთ მფრინვალებს,
დიდების საყდარს თითქოს ვხედავ მათ წარდგომილებს,
ანგელოზთ ფრთითა მიტანილებს მათსა გვირგვინებს,
მეოხად ჩვენდა სამთავ ერთად ხელ გაპყრობილებს.
გჭვრეტ შენ ტაძარო ვით მეორეს ცად შეცვალებულს,
გრძნობათა ჩემთა შენ ამით ჰყოფ აწ მიტაცებულს,
სამთა დიდ მზეთა თვალთ უჩვენებ აღმობრწყინვებულს
და სხვათ ვით ვარსკვლავთ მანათობლად აქ ჩარიგებულს.
ნუ თუ ჩემისა სიცოხლისაც მზედ აღმოსული,
შენ მოიზიდე აქ ტაძარო და ჰყავ დასული?
რომლისგან მქონდა ცხოველობა, სიტრფო და სული,
რომლის მოკლებას მის უბედო მოსთქვამს ასული.
ნუ თუ სრულიად ცხოვრებისგან მყავ განსვებულად,
და მისსა ჭვრეტას საუკუნოდ მყავ მოკლებულად!
და შენცა მისთვის იხილები ნისლ მოდებულად,
რომ ჩემს საკვდავად იგიც აქ ჰყავ დამიწებულად!
თვალნო! რას უმზერთ? სავალალოდ თქვენ ამა მხარეს,
რად ამა ლოდთა უწინარეს მე არ დამფარეს,
ვინემ მშობლისას ვიხილავდი მე აქ სამარეს,
და ვინემ გული გამოსცდიდა ესრეთს სიმწარეს.
ვაი, ვით ვსჭვრეტდე მშობლისა ხელთ გულზე დაწყობას,
რომლით ველოდი საუკუნოდ ჩემს მფარველობას,
რად გვყავ ჩვეულნი შენს მამობრივს ტკბილს ალერსობას,
თუ ესრედ შენვე შეგვმოსავდი მწარეს ობლობას.
რად არ გვცემ სიტყვას შენ გარემო აქა მდგომარეთ,
შენსა უბედოთ სატრფო ასულთ გულით მკვნესარეთ,
უნუგეშსა, ვაებითა მომთქმელთა მწარეთ,
შენსა საფლავზედ დამხობილთა ბაგეთ მწრწოლარეთ.
ვაი, ვითარცა არს მრისხანებით ჩვენდა მქუხარი,
ვეღარ განვაფრთხოთ რა გინდ ღვაროთ ცრემლი მდუღარი,
ვერც ისმინოთ მისი ტკბილი ბრძნულ საუბარი,
თქვენ დასამხობად საუკუნოდ იქმნა მდუმარი
ოი, გვირგვინო და დიდებავ შენს სახლობის,
სად მიგვეფარე მაგალითო კაცობრიობის,
ხატო და მსგავსო შენის წმინდის შთამომავლობის,
რად დახშე ტკბილი ეგ წიაღი მამობრიობის.
ამაოდ თვალთა ცრემლთ ნაკადნი გარდმოსკდებიან,
უბრალოდ ჩემს გულს ვითა ნამი ეპკურებიან,
ჩემში ეს ცეცხლი დაგზნებული მაშინ ჰქრებიან,
როს მის საფლავთა გროვა მტვერთა დამეყრებიან.
_________________
1 დიდად მადლობს რედაქცია ერისთავის ასულს ეკატერინას, ამ ჩინებულის ლექსის წარმოგზავნისათვის და იმედოვნებს რაც რამ დაშთენია განსვენებულს კნ. მარიამ ერისთავისას, იმასაც წარმოგზავნის დასაბეჭდავად.) რედ.
![]() |
2.2 წიგნი ჩემს მეგობართან |
▲back to top |
წიგნი ჩემს მეგობართან
ვიცი იკითხამ ჩემს ამბავს, ყოველ ჟამს მომდის ფეთება,
რა მაგონდება კეკლუცი, გულსაც მე ცეცხლი მედება,
როგორც მიამბე, ისე არს, ბევრიც აქვს გარდამეტება,
მათსა უცნობსა გულწყრულსა, წამალიც აღარ მედება.
მახსოვს იგიცა რაც იყო, ჩვენ შორის მასზედ თქმულება,
თუმცა აქებდი, არ ვიცი ჯერ მათი მართებულობა,
სახით მეჩვენა დილის მზეთ, მამეცა გულთა წყლულობა,
სიტყვას ვერ ვპოებ, ვაქო, მითი ტანთ აგებულება.
ნარნარის ქცევით ტანთ რყევით, კარსა წამოდგა ღიასა,
ახლად შლილს ვარდსა ვამსგავსე და აპრილისა იასა,
ტანთა ემოსა სპეტაკი, გვანდა თეთრს მატერიასა,
ლაჯვარდის ფერი გარს ერტყა, კეკლიცს წელს ლერწამიანსა.
იაგუნდი გულს უშვენდნენ, ბრილიანტნი ბუდეშურთა,
მარგალიტნი შეზავებით, ზედ ეყარნენ ბროწეულთა,
მხოლოდ აკლდა თავს გვირგვინი, რაცა ჰსდგმიათ ჩინებულთა,
ამა თქმისა მსხვერპლათ შევსძღვნი, ბანოვანს და ღირსეულთა.
თმა მშვენიერათ დაწნულნი, ზილფნი ღაწვთ მაშვენებელნი,
და ღაწვნი ლალებრ მღელვარე, გონება წარმტაცებელნი,
როს ვნახე მზესთან სადარო, სულისა ამომღებელი.
ვსთქვი, რომ მეფა არს მნათობთა, მიჯნურთა მაცოცხლებელი.
ბრწყინვალისა ქება უწინ, ვჰგონებ, არსად არა თქმულა,
სიყვარულის ძალმან შემკრა და სიცოცხლე მომაძულა,
ჩრდილმან მისმან წინ მდგომელმან, დაშხამა და დამაწყლულა,
მათის ჭირის სანაცვლოთა, ჩემებრ სხვა ვინ დადაგულა.
თ. გიორგი თუმანოვი.
ჩყი-სა წელსა, აგვისტოს კვ. დღეს. ს. უწერას.
![]() |
3 განხილვა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა. |
▲back to top |
განხილვა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა.
(განგრძელება)
ქარტათა მოჰყვებიან ისტორიულნი თხზულებანი, რომელთა თავსა ჰსდგანან ცხოვრების აღმწერნი წმინდათა და მოწამეთა საქართველოისა, უმეტეს წილ თანმედროეთა თავადთა, სამღვდელოთა, დარბაისელთა, დადგენილთა მათის ხარისხით და საკუთარითა თვისებითა უმაღლეს საზოგადოებისა. სათანადო არს წაკითხვა ყოველთა მშვენიერთა ამათ მოთხობათა, რომელთაგან ზოგნი ნაწერ არიან უწინარეს რვისა საუკუნისა, რათა ვიცოდეთჭეშმარიტი მათი იტორიული ჩინებულება, იგინი უმეტეს ნაწილ თანამედროულ არიან მოქმედებათა, რომელნიცა აღიწერებიან მათ შინა, არიან ნაწერნი წარჩინებულთა მთხზველთაგან ყოვლისა სიმართლითა და პირ-უთვნებელ და სავსენი სასარგებლოთა ამბავებითა.
ხოლო რაიცა თხზულებათა, მიძღვნილთა სამოქალაქო ისტორიისადმი, ჩვენნადმდე მოახწია, უბედურებისაგამო, მხოლოდ, ერთმა სახელდობრ, ფრიად მოკლემ მატიანემ პატრიარხის მიხაილისა, რომელიცა სცხოვრებდა მეშვიდესა საუკუნესა[1] გარდა ამის ჩვენ გვაქვს სამი გამონაწერობა, რომელთაგან ერთი ენახა ჩქნთ წელსა იერუსალიმის პატრიარხს დოსითეოზს ჟამსა მოგზაურობისასა სამეგრელოს და ხელმძღვანა იგი და კიდევ მისგან გამოკრებილება: ნახული დოსითეოზისაგან გამონაწერობა არის დაწერილი მეფისაგან ბაგრატ III-სა რომელიცა მეფობდა დასასრულ მეათისა საუკუნისა და შეიცვავს ისტორიასა მეფეთა აფხაზეთისა. მეორე გამონაწერობა წოდებით საულ-დავითიანი ანუ ისტორია ბაგრატიონთა არის ტფილისს; ჩვენ დაგვპირდნენ მისსა გამოგზავნასა ნამდვილისასა ანუ პირისა მისისასა. საულ-დავითიანი ირიცხება უძველესად ვახტანგის ისტორიაზედ, როგორც მესამე გამონაწერობა, წოდებული წიგნად ქართულისა ცხოვრებისათვისა, რომელიცა რაოდენსამე წელს ამას უწინარეს იყო ბიბლიოტეკასა შინა თავდის ციციშვილისა. თუ რომე გავსინჯამთ: რა გვარის ცვლილებით არის ნაწერი საეკლესიო ისტორია საქართველოისა; თუ რომე მოვიგონებთ ძველთა მატიანეთა, რომელნიც ხშირად იხსენებიან ცხოვრების აღწერასა შინა, წმინდათა მამათა; თუ რომე აღვწონთ სიტყვათა მეფის ვახტანგისასა და დასასრულ ვიტყვით, რომ მას არაოდეს შეეძლო დაეწერა თავისის წიგნისა უქონლად ძველთა დასაბამთა, მაშინ არა შესაძლო არს არა ვიფიქროთ, რომელ საქართველოსა შინა კიდევღა არიან დოკიმეტნი, უცოდნელნი ჯერეთ ევროპიისაგან. უეჭოა, რომელ რუსეთსა წინაუძევს აღმოჩენა მათი.
უკანასკნელსა საუკუნესა ორნი ადგილობრივნი ავტორნი პატიოსნათ მუშაკობდნენ ისტორიის წერისათვის თვისის სამშობლო ქვეყნისა: მეფე ვახტანგ მეექვსე, და ძე მისი ვახუშტ. პირველმან აღწერა იგი დასაწყისიდგან საქართველოს ერისა ვიდრე ვახტანგისადმდე ძისა დიმიტრი ერთგულისა, რომელიც მეფობდა 1301 წლიდან ვიდრე 1368 წლადმდე. შესაძლოა ვჰყვედრიდეთ ავტორსა მხოლოდ მას, რომელ არაოდეს არ მოიხსენებს იგი თვისსა თხზულებაში დასაბამთა, დასთვირთამს მოქმედთა პირთა წვლილიადითა მოთხრობითა და რაიცა ამაზედ უმეტესია -აღწერის წილ მარტივთა მოქმედებათა, ხშრად განეშორების თვისსა საგანსა. გარდა ამისა მისი წელთ მრიცხველობა ხშირ არა-არს სწორი და თვითქმის ყოველთვის გაუგებელი და ურიგოა. გარნა მეფე ვახტანგმა პირველმან სცადა რიგში მოყვანა ხაოსისა საქართველოს ისტორიისა: ესეც საკმაოა მისი სახელოვნებისა და გამართლებისათვის.
ვახუშტსა, რომელმანცა გადაწერა და შეამოკლა ისტორია, დაწერილი მისის მამისაგან, აქვს უმეტესი შეუსადარელი წესიერება. მან განაუქმა ყოველნი მეტ-მეტნი ლექსნი, შეამოკლა მოთხრობანი, შეჰკრიბა წელთ რიგზედ ყოველნი მოქმედებანი და აღნიშნა თვითოეული მოქმედება ნამდვილის მისის რიცხვით. ხოლო რაიცა შეეხება მისსა ისტორიასა ახალთა ჭამთა, იგი სჩანს მასშინა კარამზინათ თვისსა ერისა. გარნა არა ცნობილ არს: რასაზედა დააფუძნა მან თვისიწელ მრიცხველობა; თით აღნიშვნა მისგან რიცხვთა აღგვიძრავს ვიეთსამე მიუნდობლობასა, რომელიცა ხშირ მართლდება არა სისწორითა სინხრონიზმთა (ერთ-დროულთა შემთხვევათა); ამასთანავე შემოკლებულსა თხზულებისასა თავის მამისა, მას გამოურიცხამს მრავლნი მოქმედებანი და პირნი ღირსნი პატივისცემისა -ხოლო რაიცა აძლევს მას უძლეველსა უპირატესობასა და დაადგენს მას თავს სხათა ქართველთა მწერალთა შორის ეს უნდა მიეწეროს მისსა შესავალსა ისტორიისასა, მისსა გეოგრაფიულსა აღწერასა სათავადოთა, რომელნიცა შეადგენენ საქრთველოს სამეფოსა, მისსა ნიჭსა გამოძიებისასა; რომელნიცა წინუმძღოლია მას გარკვევისათვის დასაბამთა ისტორიისა თვისისა ერისა და დასასრულ მისსა ისტორიულსა განხილვასა ექვსთა უკანასკნელთა საუკუნეთა თამარ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ და მისსა წელთ აღრიცხვისა ტაბლიცათა. ქართველთა აქვსთ სრული რწმუნება მოთხრობებითადმი ამა მამისა მათის ისტორიისა და კიდეც ამბობენ, რომე მან გარდასთვალაო ქვანიცა მათის მამულისა და აღნიშნაო ადგილი თვითოეულისა ქვისა, კარტანი (ქვეყანათა, მდინარეთა და ზღვათა მდებარეობისანი), ზედ დართულნი მშვენიერისა ამის თხზულებასთანა, არა მხირედ განაშვენებდნენ მას: ნახაზნი წვლილელითა სისწორითა თვით ავტორისაგან, იგინი გვასწავებენ ჩვენ უმეტეს ვრცელთა განსჯათაზედა ძველსა მდგომარეობისათვის საქართველოისა, უფლობასა ქვეშე სხვათა და სხვათა მეფეთა შთამომავლობათა, და მე უმზერ, ვითარცა საუნჯესა, მოპოებულსა აკადემიისაგან კოპიოსა ამ მშვენიერის ატლასისასა, გადმოღებულსა ნამდვილითგან მბძანებლობითა იმერეთისათა დედოფლისა ანნასი, მეუღლისა კნიაზის დავითისა-ძისა სოლომონ პირველისა.[2]
ჩვენებათა ამათ ჯერ არს დაუმატოთ დუჟინამდე საზოგადონი, ანუ საკუთარნი კერძობითნი ხრონიკანი (მატიანენი); უბედურებისაგამო ჩვენ გვაქვს ფრიად ცოტა ამ გვარნი წიგნნი: ერთი ეკზემპლიარი ვახტანგის ისტორიისა, რომელიცა ინახების რუმინცოვის მუზეუმში; ისტორია უკანასკნელთა საუკუნეთა სეხნია ჩხეიძისა და პაპუნა ორბელიანისა, -ესენი არიან ჩვენი საუნჯენი; გარნა სწრაფლ განმრავლდებიან იგი; მათ მიემატების სია ვახუშტისა, დაწყებული ბძანებითა გამოცდილისა და დაუღალავისა ორიენტალისტისა, რომელიცა დიდ სახელოვნად განაგებს აზიურსა მუზეუმსა და ძალგვიძს გაბედვით ვიმედოვნებდეთ, რომელ მოკლესა ჟამსა ყოველნი ძვირფასიერებანი საქართველოს ლიტერატურისა წარმოსჩნდებიან ჩვენთა შეკრებათა შორის თხზულებათა.
გარნა თვით ხსენებულნი დასაბამნიცა, რომ არ ყოფილიყვნენ საკმაონი ჩვენთვის, - ისტორია საქართველოისა დაწერილი არს ქვათა ზედა ძეგლთა მისთა - ყოველნი ეკკლესიანი, მოხსენებულნი ვახუშტისაგან და მქონებელნი წოდიბათა მათთა აღმაშებებელთა, ყოველნი მონასტერნი, სიმრავლე ციხეთა, მეფეთა ტაგრუცნი, რომელნიცა ჯერეთ არავის განუხილამს აქამომდე და რომელნიცა არა გვიანბობენ ჩვენ თვისთა ძველთა ცხოვრებათა. ოდესცა ევროპას ექმნება თვალთ-წინ მშვენიერნი ზედ წარწერილობანი ქვუთათისა, გელათისა, ხონისა და ბეთანისანი, მაშინ იგულისხმებს იგი, რომე ქართველნი ყოფილან თანაზიარნი განათლებისა, მაშინ სცნობს: რომე არა მხოლოდ ესენი ქვათაზედა წარწერილობანი ნახმარებ ყოფილან თემსა-შინა, სადაცა იგინი ესოდენ მრავალნი არიან.
თუ რომე ჩვენ შეგვემთხვევა დავსწეროთ ოდესმე სრული ისტორია საქართველოსი და შთავრიცხოთ მას-შინა ძველნიცა ჟამნი აღწერილნი ვახტანგისაგან და გარჩეულნი მისის სიძისაგან და აღსავსე ვჰყოთ ყოველი ეს ზედაწარწერილობითა ძველტაგან და ყოველთა ჩვენებითა, მოკრებილთა ფულთაგან და ნასარგებლთა ესოდენ მრავათა მთხუზველთაგან, მაშინ შესაძლო იქნება გამოვსცეთ სრულიცა და შეკრება მატიანეთა, რომელნიცა შეუთანასწორდების უმდიდრესთა ამგვართა შეკრებათა სხვათა აზიის ხალხთა.
გარნა რათამცა მოვიპოვოთ ისტორიული სიმართლი მსგავსება, არა საკმაო არიან ამისათვის საერონი დასაბამნი, ხშირ გადასხვაებულნი უცოდინარობითა, ანუ ურთიერთისა მტერობითა პატივითა -ანუ მობაასეთა ტოლთა; აქა სტადიონი ჩვენი განიმატებს.
აწცა სცხოვრებს ერი - მეზობლათ საქართველოისა და ძველს დროს თანასწორი მისი, შთამომავალი ერთოსა წინაპარისაგან, მოქცეული ქრისტიანობასა შინა ერთს დროს მისთანა და მექონი დიდხანს ერთისა და იგივესავე ეკკლესიერთა წეთა, - ერი, რომლისა ლიტერატურა აგრეთვე წარმოცენილ და ნაყოფიერ იყო ქრისტიანობისაგან; მე ვუბნობ არმენიისათვის. (სომხეთათვის).
თუ რომე საგნად ესოდენი. ღირს საცოდნელი ისტორია, თქვენ ჰპოებთ არმენიანსა შინა სრულსა შეკრებილებასა მთხუზველთა ყოველთა საუკუნეთა, ყოველთა გვართა წერილთ მთხუზველობისასა, აკტორთა, რომელნიცა ხშირად წარმოადგენდნენ ფრიად საძნელოსა როლსა, დრამასა შინა,[3] რომელიცა აღიწერებიან: კავსტისა ვიზანტიელისაგან, აღაფანგელისასა, გორიუნისა, ძმისა მოსეისა, ღვთის მოშიშის ელისეისა, ჩინებულის ლაზარისა, ჭევრ-სიტყველის თანისა და ვაგრამისაგან და მრავალთა სხვათაგან არა უმცირესად ღირსთა ქებისა. ნუმცა იფიქრებთ, რომელ წიგნი ესენი შემოკლებულიყვნენ მხოლოდ აღწერითა ერთისა რომელისამე თემისა, რომლისა სახელი აღარ უკვე სუფევს. ისტორია სომხისა ერისა შეადგენს უაღრესს წილს აზიის ისტორიისასა, არცა საბერძნეთი მეორეს ვასილის და მისთა მემკვიდრეთა დროს, არცა თავს-დასხმანი სელდჟუკიდთა, არცა ჯვარით ლაშქრობა[4] არცა მონგოლთა მეცამეტისა საუკუნისა[5] არც ერთი ხსენებულთა შემთხვევათაგანი[6] რომელტა შორის სომხისა ერი აღასრულებდა დიდ ძნელსა როლსა, (თვით მოქმედება), არ შეგვიძლიან ვიცოდეთ სისრულით და დავაფასოთ უცნობლათ სომეხთა მთხზველნი. ამისთვის რაგვარ კარგათ უსარგებლია სახელოვანს სენ-მარტენს[7] საუნჯითა მათითა და რა კარგი გამოკრება მათგან უქმნია მას, რომელ თვისისა საკვირველისა სწავლულობათა პყრობდა ყოველთა აზიისა სინქრონიზმთა (შემთხვეულობათა) რომელსაცა დიდის მეცადინეობით განარკვევდა, და რომელი ადრე მოგვტაცა, სიკვდილმან სტადიონიდან აღმოსავლეთის სიტყვიერებითის სწავლისა! ყოველნი ხსენებულნი ავტორნი, ყოველნი გვარნი თხზულებანი შეკრებილ არიან ვრცელსა თხზულებასა შინა ჩამჩიანისასა, რომელიცა შეიცვამს ისტორიასა არმენიისა. დასასრულადმდე უკანასკნელის საუკუნისა, თუმცაღა კრიტიკასა არა მარადის შეუძლიან ერწმუნოს მათ, დამტკიცებათა; თუმცა წესი მისის წერისა ფრიად სადაა ამ გვარის პოემისათვის, გარნა არა მიმხედველთა ამისა, ჯერ არს მივაგოთ სიმაღთლე მისსა სვინდისიანსა მართლმოყვარებასა, მისსა ვრცელსა სწავლულებასა და ჰყოფთ იგი ერთ ფრიად შესანიშნავთა ისტორიკოზთაგანთა შორის აზიისა.
გეოგრაფია არა უმცირეს იყო შემუშავებული სომხთა მსწავლულტაგან, საკუთრივ გეოგრაფიამ არმენიისა მოსცა მიზეზი რა ინდჟიჟს დაწერისა ორთა შესანიშნავთა თხზულებათა, გამოცემულთა წოდებათა ქვეშე: „ახალი არმენია“ და „ძველი არმენია“ მეორე თხზულება გულს დანერგილიყო მას ნამუშევართაგან სენ-მარტენისა. მხოლოდ ესეცა არის არა მცირედი ნიშანი სახელოვნებისა ფრანგსიზელის მსწავლულისა. დასასრულ თხზულება, წოდებული: „სიძველენი არმენიისა“ დააბოლოებენ არმენიისა ისტორიულსა ლიტერატურასა.
ვისაც სურს შეავსოს მონათხრობანი ქართველთა მწერალტაგან, მან უპირველესად ყოვლისა უნდა განისწავლოს სომხთა ლიტერატურა. არა არს არცა ერთი სომეხთა ისტორიკოსი, რომელსაცა არა შეეძლოს არ მოუმატოს უმრავლესნი გვერდნი საქართველოსა ისტორიასა. მოსე, ლაზარე, იოანე კათალიკოზი, მათე ედესელი, არაქელ, მოჰფენენ ფრიადსა სხივსა სინათლისასა ისტორიულთა შემთხვეულებათა თვისთა მეზობელთა: ამიტომ რომ ორთავე ერთა ამათ ჰქონიათ ერთგვარი მხვედრი, და მათსა ისტორიასა უდენია ხელ-გადაბმულ და აქაც კვალად ვპოვებთ ჩვენ ერთსა უხვთა აღმონაჩენთაგანსა, რომლითაცა ვართ ჩვენ დავალებულნი სენმარტენისაგან და, რომელნიცა განმარტებულ არიან მისთა ზაპისკათა შინა.[8]
მოუმატეთ ყოველსა ამას მატიანენი არაბულნი, ოსმალურნი და სპარსულნი, აგრეთვე მატიანენი ვიზანტიურნი, განჩხრეკილნი უკვე სტრიტერისაგან და გამომცემელთაგან ლებოს ისტორიისა და მაშინ გექმნებათ თქვენ ფრიად ვრცელი პროგრამა საქართველოს ისტორიისათვის შესაძლებელ შეგვექმნას ჩვენ მისი აღსრულება.
პირველი გაცნობა საქართველოსაგან რუსეთისა დაიწყების მთავრობისა დიდის კნიაზის იზისლავ მსტისლავიჩისასა, რომელსაცა, როგორც მოგვითხრობენ რუსთა მატიანენი, ჰყვანდა მეუღლედ აფხაზეთის კნეჟნა.[9] თუ რომე მოვხედამთ დროსა ამა მეუღლეობისაგან შიკავშირებისასა (111-სა წელსა), ჯერ არს ვიფიქროთ, რომელ კნეჟნა იგი იყო და გიორგი III-სა, მამისა თამარ დედოფლისა[10]; ხოლო ქართველთა მატეანენი მდუმარებენ ამ საგანზედ, და ჩვენ იძულებულვართ დავიჯეროთ შემთხვევა ეს, ვერ გამგებელნი მისნი, მაინც და მაინც შემთხვევა ესე გვმსახურებენ ჩვენგანსამარტებლად მისა, თუ რაისათვის რაოდენისამე წელს შემდეგ ქართველთა აღურჩიეს თამარ დედოფალს მეუღლე სახლეულტაგან დიდისა კნიაზისა ანდრია ღმერთ მოყვარულისა.-
იოსებ საყვარელიძე.
_________________
1არა ვრცელი საქართველოს ისტორია ქათალიკოზის მიხაილისა, რომელიცა ჰსცხოვრებდა ჟამსა წმინდისა მოწამისა არჩილისა მეფისა და მპყრობელისა სრულისა ივერიისა, შესდგების ფრიად მოკლისა მოთხრობისაგან პირველთა ჟამთათვის საქართველოისა, შეიცვამს წესსა ცხებისასა ზეთით მირიან მეფისა, რომელიცა აღსრულდა სობოროსა შინა, მცხეთას -სატახტოსა ქალაქსა საქართველოისასა და განმარტებისა თანამდებობათა მღვდელთა, ვითარცა ამ შემთხვევაში, აგრეთვე მირონისცხებისასა მეფეთა. აწ წიგნიდან ჰსჩანს თუ რა ადგილი ეჭირა მაშნ საქართველოსში ყოველს, სასულიეროსა წარჩინებულსა, ყოველსა თავადსა და ყოველსა სამსახურში მყოფსა. თვისის სიძველის მიხედვით წიგნი ესე არს მესამე სახსოვარი საქართველოს ლიტერატურისა; ხოლო მეორე არის თარგმანი ლექსითა წმინდისა გრიგოლისა პეტრეისაგან ძისა მეფისა ვარაზ-ბაქარისა. რედ.
2რა ვნახამთ მრავალტა სახელთა, უმეტეს წილ ძველთა, რომელთაცა აღსავსე არიან ქარტანი ვახუშტისა, მაშნ არა შესაძლოა არ დავიჯეროთ, რომელ ხალხთ რიცხვი და შენებლება - იყო ადრე უაღრეს საჩინო, ვითარცა ეხლა (1,500,000 მცხოვრები) და ამით ცხად არს ადრინდელი უაღესობა ქვეყანათა ამათ შინა ქართველისა ერისა. რედ.
3დრამა არის სათეატრო თხზულება. რედ.
4ლაშქრობა ესე იყო დაბოლოებითგან მეთერთმეტისა საუკუნისა გასვლადმდე მეთორმეტისა საუკუნისა და ლაშქრობდნენ ევროპიისა დასავლეთის მხარის ქრისტიანენი გამოსახსნელად წმინდათა ადგილთა ურწმუნოთაგან, -და მოლაშქრეთა ქრისტიანეთ ეკიდად ნიშნად გულზედ ჯვარი. რედ.
5 მონგოლთა მეცამეტისა საუკუნისა მეფობასა თეიმურაზისასა - გინა თამერლანისასა ეპყრათ არმენია 1387 წელ. და საქართველო 1395 წელს. რედ.
6ამ ეპოხისათვის, განსაკუთრებით, ისტორია საქართველოისა მდიდარია მოქმედებითა აღწერითა ქართველთა მთხუზველთა, მხოლოდ ეს ეპოხაც რომ აღეწერათ, მაშნაც ღირს იქნებოდნენ ჩინებულის სახელისა აზიის ლიტერატურისა შინა. რ.
7სენ-მარტენი იყო ფრანგიზელი მწერალი, დიდი მცოდნე აღმოსავლეთის ენათა და მუშაკობდა უაღრეს სომხთა ლიტერატურისათვის. რედ.
8პირველი წინადადება აღმოსაჩენად მათგან, რომელნიც მუშაობენ ცნობისათვის არმენიისა, უნდა იყოს მგზავსება ორთა ენათა შორის ქართულისა და სუმხურისა უნებურ ვართ ფიქრისა, რომელ ორნი ესენი მეზობელნი ერნი, რომელთა თვითქმის ყოველთვის ერთათ შემოგვეყრებიან ისტორიასა შინა, მახლობელ არიან აგრეთვე ვნებიტაცა თვისთა. არცა მცირედი მსგავსება ორთა ამათ ენათა თვალთა წინა გავითარებულისა ფილლოღიასა შორის სრულისა ერთ-გვარობისაგან შემდარებელ მათი ურთი ერთისა, ჰპოებს მეტის-მეტთა განსხვაებათა მათ ლექსთა თხზულებასა შინა, იშვიათ ვიეთსამე მსგავსებასა გრამმატიკულთა ფორმათა შინა, სიტყვათა შინა, რომელიცა ეთვისების შთამოებასა მრავალსა მთგანსა, ვითარცა ინდო-გერმანულისა: ეს არის სრული შედგინება. გარნა ეს ფრიადი სასიამოვნო საგანია ფილოლოღისათვის: ეს არის ძვირფასი დანაშთენი ძველსა ენისა მიდიელთა, სპარსთა და ზოროასრტისა. თუ ვინმე საფუძვლიან მცოდნემა ხანსკრიტულისა ენისა, ინებოს წვლილეულად განრჩევა სომხურისა და ქართულისა ენისა, იგი ჰპოებს თვისისა ცნობის მოყვარებისათვის მრავალსა სასიამოვნოსა. რედ.
9კარამზინი, მისი ისტორია რუსეთისა სახელმწიფოსა. ტომი 11. რედ.
10 აკადემიკმა კრუგმა აღმოაჩინა საქმე ესე რუსულთა ხრონიკათა შინა, რომელნიცა ერთობრივ მოგვითხრობენ აფხაზეთის კნეჟნისათვის, რომელი თანამემცხედრედ ჰყვა იზასლავს; მხოლოდ კიევისა მატიანე უწოდებს მას მეფისა ასულად. რედ.
![]() |
4 ადგილმამულის მართვა |
▲back to top |
![]() |
4.1 სიცოცხლე ბუნებაში |
▲back to top |
სიცოცხლე ბუნებაში [1]
თუ ჩვენ ყურადღებით და სიყვარულით გავჩრეკთ ჩვენს გარშემო ბუნებასა, რომელსაც მრავალნი არცკი აღირსებენ ხოლმე თავის შეხედვასაც, ყველგან ვნახავთ მრავასა შენიშვნასა და საკვირველსა. როდესაც გავივლით ხოლმე ტყესა, მინდორსა, მაღალ მტებსა, ლელვიანს ზღვასა, დღით თუ ღამით, სულ ერთია, -მიწაზედა, ცაში, ჰაერში, - ყველგან ვგრძნობთ ბუნების მოძრაობას და სიცოცხლეს! აბა ცოტას ხანს თავი ვანებოთ ჩვენს წუთი სოფლის ამო სიცოცხლესა, ამ მუდამ ტანჯვის და წვალების სიცოცხლესა, და მივხედოთ მშვიდსა, მხნესა, და ჩვენგან დაფარულსა ცხოველთ სიცოცხლესა, რომელშიაც ვპოებთ მრავალსა შესანიშნავსა და ბუნების დიდებასა! ვგონებ, რომ ზოგნი ერთნი ჩემნი მკითხველნი იტყვიან: ცხოველთ სიცოცხლეს რომ არ მივხედო, განა ჩვენის სიცოცხლის ცნობაკი არა კმარაო. ამაზედ მე აი რას მოვახსენებ: მართალია, რომ ყოველმა კაცმა ჯერ თავისი თავი უნდა სცნას შემდეგ სხვა რასმე მიჰყოს ხელი, მაგრამ ბუნებაში მრავალი იმისთანა რამ არის დაფარული, რაც ჩვენთვის დიდი სირცხვილია, რომ არ ვიცოდეთ. რადგანაც კაცი არის ბძანებელი და უპირველესი ცხოველი ყოველთ ქვეყნიერთ ცხოველთა შორის, როგორატაც მებატონისათვის დიდი სათვალოა, რომ თავის ყმებს არ იცნობდეს და იმათ ცხოვრებას ყურადღება არ მიაქციოს, აგრეთვე ჩვენცა არ გვეპატიება, რომ ცხოველთ არ ვიცნობდეთ და იმათ ცხოვრებას არ მივხედოთ, რადგანც ჩვენც ყოველთა ცხოველთა მებატონენი ვართ ქვეყანაზედა. მაშ ახლა მივხედოთ იმ საკვირველს მოძრაობას და სიცოცხლეს ცხოველთა, რომელიც ჩვენის დაუდევნელობით და სიზარმაცით სრულიად დავიწყებულია. ჰაერში, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ, მიწაში, რომელზედაც ვსცხოვრობთ, წყალში, რომელსაცა ვსვამთ ყველგან დაფარულია სიცოცხლე. ბუნება სცხოვრებს, მოძრაობს! ყველგან სჩანს სიცოცხლე და ბუნების დიდება, ერთის სიკვდილი, მეორესათვის დაბადება, ერთის საფლავი, - მეორესათის აკვანია. ცხოველი მოკვდება, დალპება, გამიწდება; ახლა ამ მიწაზედ მცენარე ამოვა, რომელიც სხვა ცხოველს აცხოვრებს. ჩვენ ჩვენის გამიწებულთ წინაპართ მიწაზედ ხვნა და თესვა გვაქვს ოდეს. მე ჩვენც მიწათ ვიქცევით და მომავალნი ხალხნი თავის გუთნით მიწის ბელტათ გადმოგდვაბრუნებენ სადაც უწინ სასაფლაო იყო. ახლა იქ მშვენიერნი ყანები ბიბინებენ! ერთის სიტყვით, ბუნება წარმოადგენს ჯაჭვის წრესა, რომელშიაც ყოველი რგოლი მხოლოდ ერთმანერთის შემწეობით შაადგენენ ერთსა მრთელსა და განუყოფელსა წრესა. თუ ამ წრეს ერთი რგოლი დააკლდა მაშნ წრე დაიშლება და ერთობაც დაირღვევა. ან წარმოიდგინეთ, რომ ბუნება ჰგავს ქვითკირის თვალსა, რომელსაც თუ ერთი ქვა დააკლდება, მაშნ თაღის სიმკვიდრეც მოიშლება და მალეც დაიქცევა. ცხოველს აცხოვრებს მცენარე, (თუმცა მრავალნი ცხოველნი ერთმანეთსაც სჭამენ), მცენარეს აცხოვრებს მიწა და ჰაერი, - ჰაერი სავსეა სხვა და სხვა გვართ ფრინველითა. მცონარითა; იმ სუბუქთ, ნარნართ არსებათა, რომელნიც თავის სიცოცხლეს შიშით, სიფრთხილით და ზრუნნვით ატარებენ. ჩვენი წყლები ჰფარავენ, ვინიცის, რაოდენს რიცხვს ცხოველთა, ინფუზორიიდგან[2] მოყოლებული, რომელნიც ისეთი მცირედნი არიან, რომ ას ორმოც და ათი მილიონი მცონარე, ერთს გრან ვერცკი შაადგენდნენ, და თვით კიტამდინ, [3] რომელიც წყალში ძილის დროს მტელი კუნძული გეგონებათ. ზღვები სავსე არიან ურიცხვთ თევზებით, კიბოებით, ლოკოკინებით, და ვინ მოსთვლის, რაოდენის სხვა და სხვა გვარის სხოველით. კლდეები დათრილ არიან ცხოველტაგან, ყოველ ქვაზე უეჭველად ნახავთ მცონარესა. ყველგან სჩანს სიცოცხლე. მიწაზედაც და მიწაშიაც ყველგან სთხრიან, ცოცამენ, დარბიან, მოცურავენ ცოცხალნი არსებანი. რა შევეფარებით ტყის გრილოსა, ყოვლის მხრით: შიშნი მცონარეთა, ფრინველთ ჭიკჭიკი, აჩქარებული ფეხის ფაცუნი შაშინებულთ ნადირთა. თუ დავაცქერდებით ხესა, ბუჩქსა, ბალახსა, რამდენს ნაირს ცხოველსა ნახავთ, რომელნიც ან ბინას იკეთებენ, ან საზრდოს ეძებენ. აბა ხეს ტორი მოსწყვიტეთ თუ იმაზედ არა ნახოთ მცონარე, რომელიც ჩვეულებრივ მუშაობს. კარგათ დააცქერდით ფოთოლსა, თუ არა ნახოთ რომელიმე მცონარის კვერცხი, რომელიც იმის მფარველობაში ელის სულით მცონარეთ გამოსვლასა. ნამის წვეთი, რომელიც ისე მშვენივრად ბრწყინავს მცენარეზედ, უეჭველად ჰფარავს რამდენსამე თვალით დაუნახველთ მცონარეთა. ზოგჯერ როდესაც ჩვენს ყანებს თავთავი გაუწითლდება და დაბიურათ სისხლის წვიმას ეძახიან, ესეც წვრილთ ალისფერთ მცონარეთაგან არის, რომენიც საკვირველად მრავდებიან. კიდევ როდესაც თოვლი გაწითლდება ხოლმე, ესეც წვრილ მცონარისაგან არის. პურის ობიც მცონარეთაგან არი შადგენილი. სამხრეთის ზღვებში, მზის ადროს, ან მთვარიანს ღამეშ წყალი რომ ფერად ნაირად მჭყვინავს, ესეც მიკროსკოპულთ მცონარეთაგან არის. თვით დედამიწის უფრო უმეტესი ნაწილი გამიწებულთ მცონარეთაგან და ცხოველთაგან არის შადგენილი. როდესაც მიწაში ღრმა ჭებსა სთხრიან ხოლმე, მაშინ რაოდენს უცნაურთ და საკვირველთ, წარსულთ დროების ცხოველთა და მცონარეთა პოულობენ, რომელნიც ოდესმე კაცის გაჩენის დღითგან ჩვენს მიწაზედა სცხოვრებდნენ წარსულმა დრომ აწინდელს დროს მოუმზადა სიცოცხლის მასალა, და აწინდელი დროც თავის მხრით უმზადებს საჭიროებისა მასალასა მომავალსა დროსა. ერთის ეპოხის სიცოცხლე ჰბადავს მეორე ეპოხის სიცოცხლესა, ჩემნო მკითხველნო, არ გეგონოსთ, რომ მარტო მიწაზედა, ჰაერში და წყალში იყოს სიცოცხლე. არა, თვით სიცოცხლეშიაც სჩანს სიცოცხლე! ერთმა სწავლულმა ფრანცუზმა გამოსცა დიდი წიგნი, რომელშიაც აღწერა სიცოცხლე იმ მცონარეთა და ცხოველთა, რომელნიც სცხოვრებენ კაცისა და სხვათა ცხოველტა გვამში რამდენი სხვა და სხვა თხზულება გამოვიდა ამავე საგანზედა, ვინ მოსთვლის. ბუნება ისე ვრცელია, რომ ჩვენს გონებას, სურვილსა და ფიქრს იმისი მშვენიერების და დიდების სამძღვრის პოვნა არას დროს არ შაუძლიან. ვგრძნობ, რომ ჩემთა მკითხველთა შორის არიან ისეთნიცა, რომელნიც იტყვიან: ეს ვინღა გამოგვიჩნდაო, რომ საზარელთ, უბრალოთ ცხოველთ სიცოცხლეშიაც პოეზია უნდა გვაჩვენოსო. მართალია, მაგ. ბაყაყი, და დასანახავათ საზარელია, (ნამეტნავად ზოგი ერთს სუსტთ არსებათათვის), მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ამ ცხოველთაც სული უდგასთ და ჩვენს სიცოხლესთანაც ძალიან დაახლოვებული სიცოცხლე აქვსთ, ამ მიზნით ჩვენ არას დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის მცირედნი ცხოველნი, რომელნიცა ჩვენ გარშემო სცხოვრებენ და, რომელთაცაზედა უფლება გვაქვს ღვთისაგან. დაწესებულ არიან. არიან ისეთნი პირნიც, რომელნიც თუარ ჯიბის სარგებლობას, სხვა გვარს სარგებლობას ქვეყანაზედ საჭიროდ არა ხედვენ. ესენი ჰგვანან უბრალოდ და უგრძნობელს პირუტყვსა, რომელიც მინდორში მშვენიერს ყვავილს ბალახთან არ არჩევს. მაგრამ ყველას თავისი გემო აქვს: ერთს უყვარს ატამი, მეორეს ალუჩა. ვისავ ბუნების განჩხრეკის და ცნობის სურვილი აქვს, ნურას დროს ნუ მიხედავს იმათ, რომელნიც თავის უმეცრებით დასცინიან იმის შრომასა. ოდესმე მოგვივა ის სანატრელი დრო, როდესაც უგუნურად და უმარგებლოდ ვიზიტებში დროს გატარების მაგივრათ, მივყვებით სასარგებლოთა სწავლათა. მაშინ მოგვივა მშვენიერი ყვავილოვანი გაზაფხული.
ნ. პაული.
1861 წელსა. ს. არჯაკელი.
_________________
1დიდად მადლობს რედაქცია უფ. პაულს ამგვარს საგანზედ შრომის მიღებისათვის და იმედოვნებს არ მოაკლებს ამ გვართა სასარგებლოთა სტატიათა.) რედ.
2ინფუზორი არის ისეთი მცირედი მცონარე, რომელსაც მხოლოდ მიკროსკოპით დავინახავთ ხოლმე. მიკროსკოპი არის ისეთი იარაღი, რომელის შემწეობით თვალით დაუნახველს ნივთსა კარგათ გავარჩევთ.)
3 კიტი არის ყველაზედ უდიდესი ზღვის ცხოველი. გრანი აფთიაქის მცირე წონაა.)
![]() |
4.2 ბოსტნის მოშენება |
▲back to top |
ბოსტნის მოშენება
8) თესლეული.
ზოგნი ერთნი ჩივიან ხოლმე, რომ ნაყიდნი თესლეულნი არ ვარგანანო, ისიც არ იციან, რომ თესლეული იქნება კარგი ოყო, მაგრამ თითონვე არ უფრთხილდებიან. თუ თესლს ამოსვლის დროს ყინვა მოასწრებს, მაშინვე დაჰკარგავს ამოსვლის ძალას. ზოგჯერა მავნებელნი მცონარენი ასე მალე შეშჭამენ ხოლმე ქორფა მცენარესა, რომ არცკი ეტყობოდა, დათესილი იყო თუ არა. აგრეთვე ზოგნი ასე მაღლა სთესენ, რომ ქარი თესლეულს გადაფანტავს ხოლმე და ფრინველნი ჰკენკენ. ბევრნიც ასე ღრმათა თესენ ხოლმე, რომ ქორფა მცენარეს იმდენი ძალა არა აქვს, რომ მიწას ზევით ამოატანოს და მიწაშივე ლპება. ზოგნი კიდევ დასათესავს თესლეულს ასველებენ, რითაც ძალიან დიდს ვნებას აძლევენ თესლებსა, ამიტომ რომ ტფილს და ნოტიო დროში თესლი დალპება ხოლმე -თუ გსურთ გაიგოთ, თესლი დასათესად ივარგებს, თუ არა, უნდა აიღო რამდენიმე მარცვალი, ჩაზდოთ სველი ნაბდის ან მაუდის საჭერში, (რომელშიაც ცოტა მიწაა ჩაყრილი), და ამ გვარად ტფილს ალაგს შაინახოთ. თუ ნახევარზედ მეტი ამოსულა, მაშინ იმედია რომ თესლი დასათესად კარგია.
9) ბოსტნის მორწყვა.
ბოსტანი ყოველთვის ზომიერად და თავის დროზედ უნდა მოირწყას, რადგანაც მომატებული ნოტიო ზოგი ერთს მცენარეს ძალიან ავნებს. ერთის სიტყვით, ბოსტნის მორწყვა დამოკიდებულია მცენარის თვისებაზედ, წყლის დროზედ და ამინდზედ. - ნიაღვარი ისე არ ავნებს ბოსტანის მოსავალსა, როგორც მომატებული რწყვა. მცენარენი, რომელთაც უყვარსთ მომატებული წყალი, უმჯობესია რომ ერთხელ და საკმაოთ მოირწყან, ვიდრე მალმალ და ცოტცოტად. კარგი მცენარის მორწყვის დრო, გაზაფხულზედ და შემოდგომაზედ არის დილა ან შუა დღის დრო, რადგანაც ამ დროს ღამით ხშირად სიცივე და ზოგჯერ კიდეც ყინვები იცის ხოლმე. ზაფხულშიკი ბოსტანი საღამობით მორწყით, ამიტომ, რომ თუ დილაზე მორწყამთ, მაშინ რაკი მიწას მზე დაადგება, ძალიან გამაგრდება ხოლმე და თქვენი შრომაც უსარგებლო იქმნება. ღრუბლიან დღეებში მორწყვა ყოველთვის შაიძლება. უღონო და ქორფა მცენარენი წყნარა მორწყიტ, რომ წყალი კარგათ გაუჯდეს; მრავალ მუსლიანნი და დიდ ფოთლიანნი მცენარენი ცოტათ მორწყით, რადგანაც ეს მცენარენი თავის ჩრდილით ყოველთვის ძირში ნოტიოს იჭერენ. ახალ სასუწ დაყრილნი კვლები, რადგანაც საკმაო სიტფო აქვს, შაიძლება რომ მომატებულად მოირწყან, ვიდრე დიდხნის პატივ დაყრილნი, რომელთაც ისეთი სიტფო არა აქვსთ. მცენარის გადარგმის დროს ყოველთვის საკმაოდ უნდა მოირწყას, რომ ძირი კარგათ გაიმაგროს მიწაში. მუდამ ყვავილის უწინ, მცენარეს წყალი არ მოაკლოთ. ზამთარში მცენარეს აგრე წყალი არ ეჭირვება, ამიტომ რომ ამ დროს მცენარენი ისვენებენ ხოლმე. როდესაც მცენარის მორწყვის უკან გარშეო მიწა გაუმაგრდეს, მაშნვე უნდა გაითოხნოს.
10) მიწის გათოხნა და მცენარის გარშემო შემოყრა.
მიწის გათოხნა და გარშემო შემოყრა ძალიან არგებს მცენარეთა. მიწის შამოყრა უფრო იმ გვარს მცენარეს არგებს, რომელსაც გრძელი და მსხვილი ძრი აქვს, მაგ: კარტოფილი, წარხალი, სტაფილო, თალგამი და სხვანი. მცენარის გარშემო მიწის შამოყრა კიდევ იმით კარგი, რომ ძირს უფრო გაუსხვილებს და გაუზდის ხოლმე; ამაგ გარდა მცენარის მიწის შამოყრა ყოველთვის ძირში ნოტიოს იჭერს და ამ სახით მცენარეს გვალვაში შაინახავს. ბოლოს, მცენარის მიწის შამოყრა უშლის მავნებელთ ბალახების ამოსვლას. გათოხვნის დროს ეცადეთ, რომ მცენარის ძირს ცნება არა მიეცესრა.
11) მცენარის გამარგვლა.
ორ ნაირათა მარგვლიან ხოლმე: ხელითა და სხვა და სხვა იარაღებითა იარაღით გამარგვლა, მართალია ძალიან შეამსუბუქებს მუშაობას, მაგრამ მხოლოდ მაშნ შესაძლებელია, როდესაც მცენარენი რიგ-რიგათ არიან დათესილნი. ხელით გამარგვლა ყოველთვის გამოდგება მაგრამ, დიდს ჯაფასკი მოითხოვს. კარგი კვლების გამარგვლის დრო მაშინ არის, როდესაც მავნებელი ბალახები ჯერ არ აყვავებულა, ამიტომ რომ აუყვავების შემდეგ, ამ ბალახების თესლები მიწაში ჩაცვივიან, და ხელმეორეთა გაამრავლებენ მავნებელთა მცენარეთა. აჰვდარში გამარგვლა არ ვარგა, რადგან ბალახი ძირებს ბევრი მიწა აყვება ხოლმე და მუშასაც შააწუხებს. აგრეთვე გამარგვლა არ ვარგა სიცხეში, ამიტომ რომ რბილმა მიწამ სიცივისაგან ძალიან გაშრობა იცის, რითაცა ავნებს მცენარის ამოსვლას. ერთის სიტყვით, გასამარგლავათ ისეთი დღე ამოარჩიეთ, რომ არც ძალიან ცხელოდეს და არც მომატებულად ნოტიოიანი იყოს. ზოგჯერ გამარგვლის დროს მუშები მოსავალს ფეხითა სთესვენ ხოლმე ამისთვის კარრგი იქნება რომ მუშებმა ფეხ გახდილი იმუშაონ. გასამარგლავად უმჯობესია, რომ დედაკაცები და ყმაწვილები იხმარებოდნენ, რადგანაც უფრო ხალისიანად მუშაობენ.
ნაწილი მეორე.
ბოსტნეული მცენარენი.
1) კომბოსტო.
კომბოსტო სხვა და სხვა გვარისაა; ამ მცენარეს ორ წლოვანი მცენარე ჰქვიან, რადგანაც კომბოსტო თესლს მხოლოდ მეორე წელიწადზე იკეთებს ხოლმე. კომბოსტოს თესლი დასადებად ექვს წლამდინ ივარგებს.
1) თეთრ თავიანი კომბოსტო.
ამ გვარი კომბოსტო ძალიან გამრავლებულია. ეს კომბოსტო გაზაფხულზედ უნდა დაითესოს, როდესაც თოვლი დადნება და პატარა სითბოები დადგება, განგებ მომზადებულს მიწით სავსე ყუთებში. ამ ყუთებს ბოძებზედ შემოდგამენ ან მარალს სადმე ყუდრო ადგილზედ დასდგემენ ხოლმე. ამ ყუთებში მსუქანი და რბილი მიწა უნდა ჩაიყაროს; როდესაც ქორფა მცენარე ამოვა, უნდა კარგათ გაიმარგლოს და ხშირად მოირწყას. ეცადეთ რომ კომბოსტო თვილ დღეებში მორწყათ. ძალიან სასარგებლო იქნება, რომ კომბოსტო დანამოთ ხოლმე, რადგანაც ეს ღონისძიება მცენარესაც მალე ამოიყვანს და ჭიასაც არ დაახვევს. როდესაც კომბოსტო ყუთში კარგათ ამოვა, მაისში ან ივნისში კვლებზედ უნდა გადაირგან; ეს მუშაობა ეცადეთ ან წვიმის დროს ან უკან მოახერხოთ. კომბოსტო შორიშორს დარგით რადგანაც ამ მცენარეს ხშირი და დიდრონი ფოთლები იცის მინამ კომბოსტო დამწიფდებოდეს, წყალი არ მოაკლოთ, მანეტნავად გვალვაში. გარშემო მიწა მალმალ გაუთხარეთ და შემოაყარეთ ხოლმე. უფრო მიჩნეულნი თეთრთავიანი კომბოსტოები არიან; ბრაუნშვეიგისა, ტრაზბურგისა, ერფურტისა, რუსული, შკაბისა, შოტლანდიის დ
ა სხ. 1) წითელ თავიანი კომბოსტო. წითელ თავიანი და თეთრი კომბოსტო ერთ გავრისა არიან. განსხვაება მხოლოდ ფერშუ აქვსთ. ამ ორივე კომბოსტოს მოვლა ერთ ნაირია, მაგრამ წითელ თავიანთ კომბოსტოს წია უფრო ეტანება.-
თავ-ყვავილა კომბოსტო [1]
ამ კომბოსტოს უყვარს კარგი ნოტიოანი, მსუქანი მიწა და მოყუდროებული ადგილი. თავყვავილა კომბოსტო ითესება ფებერვალში და მარტში. როდესაც მცენარე ერთს ვერშოკზედ ამოვა, მაშინ უნდა გათხელდეს, რომ ქორფა მცენარებმა ერთმანერთსა ამოსვლა არ დაუშალონ. როდესაც მცენარე ჯერ პატარაა, ცოტცოტად სიცივეს უნდა შააჩვიოთ, და სამსამ ან ოთხს ფოთოლს რომ გაიკეთებს ყუდრო დროს კვლებზედ გადარგით. გადარგმის დროს მცენარეს გარშემო პატარა წყლის ჩასადგომი ფოსო გაუკეთეთ და მენარე კარგათ მორწყეთ, ივნისში კომბოსტოს გარშემო მიწა უნდა გაითოხნოს და გაიმარგლოს. რაც კომბოსტოს კვლებში ცარიელი ალაგი დარჩეს, კარგია რომ სალათა, თვის ბოლოკი ან ნიახური დაითესოს. ამ კომბოსტოს ნურას დროს ფოთლებს ნუ მოამტვრევთ; გვალვიან და მშრალდღეებშ წყალი არ მოაკლოთ. როდესაც თავყვავილა კომბოსტო თავს გაიკეთებს, მაშინ მზისაგან მოსაფარად, რომ მზემ ყვავილი არ გააყვითლოს, უნდა ფოთლები ჭილობით აეკრას და ყვავილი შიგ მეექციოს. ეს ღონისძიება შესაძლებელია მხოლოდ ტფილს დღეებში, რადგან ნოტიოან დორს ყვავილი შაალპება. ამ კომბოსტოს სიმწიფე იმით შეეტყობა, რომ ყვავილი ზევით დაიწყებს გაზდასა. ვისაც ამ გვარი კომბოსტო სურს შემოდგომამდინ იქონიოს, ამან უნდა დათესოს ხოლმე აპრილის გასვლიდამ მაისის ნახევრამდინ. წითელი თავ-ყვავილა კომბოსტოს იმისთანა მოვლა უნდა, როგორც თეთრ თავიანს, მაგრამ წითელ თავიანი ისეთს მიზაზედ მოდის, სადაც თეთრ თავიანი კარგათ მოდის ხოლმე. წითელ თავიანი თავ-ყვავილა კომბოსტოს, თუ კარგი ამინდია, აპრილში კვლებზედ გადმორგმენ. უფრო მიჩნეულნი თავ-ყვავილა კომბოსტოები არიან: ანგლიური, გოლლანდიური, კიპრული, აზიური, კაპური და სიცილიური.
4) კომბოსტო ბრუნკოლი.
ბრუნკოლი, მართალია ძალიანა ჰგავს თავ-ყვავილა კომბოსტოს, მაგრამ შორის დიდი განსხვაება არის. ამ კომბოსტოს მარტში და აპრილში თესენ და შეიმუშავებენ როგორც თავ-ყვავილა კომბოსტოს. ბრუნკოლ შაიძლება მაისშიაც დაითესოს, ხოლოდ კვლები ჩრდილიან ადგილას კი უნდა იყვნენ. ამ კომბოსტოს სხვა და სხვა ფერი ფოთლები აქვს: თეთრი, ნარინჯი და მწვანე. ბრუნკოლის ყვავილი, მინამ თესლი არ გაუკეთებია, იხმარება სატაცურის მაგიერად.
5) კომბოსტო კოლრაბი.
კოლრაბი ორ გვარია: თეთრი და ვითელი. ეს მცენარე ითესება აპრილის გასულს ან მაისი ნახევარში; როდესაც ქორფა მცენარე ბატის კალმის სიმსხო გახდება, ამშინ შორიშორს კვლებზედ უნდა გადაირგას. გადარგმის უკან, როდესაც მცენარე მიწაში ფერსოებს გაიმაგრებს, მაშინ გარშემო მიწა უნდა შემოეყაროს, რომ სხვილი ძირი გაიკეთოს. ამ კომბოსტოს ძირი, -თვითონ ნამყოფია და საჭმელათაც მარტო ამ ძირს ხმარობენ ხოლმე.
6) სტაფილო.
სტაფილო სხვა და სხვა გვარისაა, მაგრამ უფრო მიჩნეული არიან: მოგრძო ადრეული, წითელი და ყვითელი. სტაფილოსა სთესენ შემოდგომაზედ, რაგდანაც გაზაფხულზედ დათესილი ძალიან გვიან ამოდის. სტაფილოს თესლი, დათესის წინად კარგი იქნება, რომ ცოტად დაალბონ. თუ რომ ხმელად გინდათ დათესოთ, თესლებს ქვიშა აურიეთ და ისე დათესეთ, რადგანაც უფრო სწორეთ დაითესება. როდესაც სტაფილოს კვლებზედ მიწა გამაგრდება, მაშინ უნდა გათოხნოთ ხოლმე, რომ ჰაერმა ძირში გაუაროს. თუ სტაფილო ხშირი მოვიდეს, უნდა გაათხელოთ, რომ სხვილი ძირი გაიკეთოს. სტაფილო მიწიდგან შემოდგომაზედ ამოიღეთ, როდესაც ჯერ ყინვები არ არის და მშრალს სარდაფშიქვიშაში შაინახეთ. სტაფილოს თესლი დასათესად ოთხს წლამდინ იკარგებს. სტაფილო საჭმელების გარდა, კარგია ყმაწვილებს უზომოდ აჭამოთ ხოლმე, ამიტომ რომ სისხლს უწმენდავს. სტაფილოს ზროხებსაც აჭმევენ, რისგანაც რძე ზქელი და გემრიელი გამოდის. ზოგნი სტაფილოს ცხენებსაც აჭმევენ ხოლმე. ბატება როდესაც დაჭრილს სტაფილოს აჭმევენ ძალიან გემრიელი ხორცი იციან.
7) ჭარხალი.
ჭარხალს უყვარს ღრმათ დაბარული და მსუქანი მიწა. ახალს სასუქ დაყრილს მიწაზედ ჭარხალი კარგი არ მოდის. ჭარხალი რიგზედ და შორიშორს უნდა დაირგას. წარხალის თესლი დასათესად ოთხს წლამდინ ივარგებს. წარხალს გამარგვლა და გათოხვნა უყვარს, წარხალი მიწიდგან ამოიღეთ, მინამდინ ყინვები არ დაწყობილა. სეკტემბრის გასულს, როდესაც მიწიდამ ამიოღოთ კარგათ გაწმინდეთ, ფოთლები მოაშორეთ და ქვიშაში მშრალს სარდაფში შაინახეთ.
8) ნიახური. ნიახური შემოდგომაზედ უნდა დაითესოს, კარგს რბილს და მსუქანს მიწაზედ. ნიახურის მოვლა, სტაფილოს მოვლის მსგავსია. ნიახურის ძირი, რომელიც მთელი ზამთარი მიწაში. ყოფილა, საჭმელად არ ვარგა ხოლმე. ნიახურის სათესლეთ სხვილი და ნედლი ძირები უნდა ამოირჩეს, რომელიც შორიშორს ჩაიყაროს. როდესაც ნიახურს თესლი დაუმწიფდება, მაშინ მცენარეს ფოთლები მოაცალეთ და მშრალ ალაგს შაინახეთ.
ნ. პაული.
(განგრძელება შემდგომ ნუმერში იქნება.)
_________________
1 რადგანაც ქართულს ენაზედ ვერ ვიპოვე ცვეტნოი კაპუსტის სახელი, ამიტომ მე თითონ დავარქვი სახელი: „თავყვითელა კომბოსტო“, რადგანაც ამ მცენარის თავს შაარდგენენ ერთად შეჯგუფებულნი ყვავილნი.
![]() |
5 ოკტომბერს 1860 წ. სიღნახს |
▲back to top |
ოკტომბერს 1860 წ. სიღნახს.
(ივ. კერესელიძის მოგზაურობითგან.)
ორის და სამის დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა წვიმა და ბურუსი. დილით, რა ცოტა ნისლი მოშორდა მოდამოსა, გაველი ციხე-ქალაქის სანახავად - დავიწყე ბაზრებიდგან. ჯერ ეს უნდა ვსთქვა, რომ ალაგის მდებარეობა არის მეტად მოსაწონი. დასავლეთისაკენ მაღალი დაქანებული გორა, რომლის დაქანებულსავე მწვანეთ მოსილს მინდორზედ აქა იქ პოეტიკურად განიბნევიან სახლები. - ბაზარი მიდის ორ და სამ ქუჩად, აქაც ის სახლი შუა ბაზრისა სძევს, რა სახელიცა ჰსძევს ტფილისის შუა ბაზარსა. ამ ბაზარში იხილავთ ყოველს ჯურა სავაჭრო საქონელს. როგორც ზოგი ერთს უეზდის ქალაქში, ვერ ნახავთ აქ, რომ ერთს დუქანში ისხდნენ სხვა და ხვა ხელობის კაცნი. - შუა ბაზარი დახურულია ზემოთგან, ტფილისის ბაზასხანის მსგავსად. კეთილშბილურს ვაჭრობას, რომ იტყვიან სწორეთ ის ვაჭრობა მეფობს აქა. ორს სამს ალაგს განგებ დავაფასებინე საქონელი, რომელიცა დამიფასეს კეთილსინდისით, ყური მოვკარ ბევრს ალაგს ისეთს ზდილობიან სიტყვებით ევაჭრებოდნენ დედაკაცებს ახლოს სოფლებითგან სავაჭროდ მოსულებს, რომელიც ძვირია ტფილისში. დასავლეთის მხარეს, სადაცა დუქან ბაზრებია, და სახლები ზოგან დიდრონები, ეს ნაწილი ქალაქისა არის ახალ ქალაქი. ძველი ქალაქი, ესე იგი მეფის ირაკლისგნით აღშენებული არის დასავლეთის მზრივ, მაღალ გორაზედ, რომელსაც გარშემო შვიდს ვერსზედ ისეთი ქვითკირის გალავანი ავლია, რომ იფიქრებს კაცი, ახლახანს აღშენებულიაო. ახალს ქალაქის მხრივ, კლდეში დატანებული აქვს პატარა ეკკლესია, სადაცა თუ ათი კაცი მოთავსდა, დიდად საქებია. ქალაქი თუ მათში მცხოვრებლები ყოვლის მხრივ შემკულია, მხოლოდ აკლია ერთი: ეს არის ეკკლესია. ამოდენა მცხოვრებთ, რომელნიცა შეადგენენ სამ ათასამდე, ერთი ათასი კაცის დასატევი ეკკლსია აქვსთ. ეს თვით პატარა ეკლესიაც ირაკლის წყალობითა, თორემ იქნება ესეც არ ყოფილიყო. როდესაც შეველი და ვნახე, მაშინნვე ის გამახსენდა, როდესაც ფშავ ხევსურნი მეფის ირაკლის გარდაცვალების შემდგომს მოვიდნენ, მოსთქმიდნენ გულმდუღრად და იტყოდნენ, სხვათა შორის:
„დაშთნენ მას ძენი ძის ძენი მათისა ვიტყოდეთ ქებასა,
მისგნით მამაცნი აღზრდილნი ჰყოფენ კეთილსა ძმობასა,
მტერთა მისცემენ პასუხსა, მოყმეთა თანახმობასა,
მოდით გამოვსცნათ აწ ძმანო, ვინც გვიზამს ირაკლობასა!
როდესაც ვიდექი ამ პატარა ეკკლესიის გვერდდზედ კოშკის წინ, და როდესაც ნისლმა ცოტათი მაღლა აიწივა, აქ გამოჩნდა მართლაც და დიდებული პანორამა: პირ და პირ დაინახავთ კახეთის გარს სანგრად შემოვლებულს თეთრად მოსილს თვალუწდომს მთას, რომელიცა თითქოს იცვამსო კახეთს მძლავრთა მტერთაგან; წინ, დაქანებულს ვრცელს ალაზნის მინდორს, რომლისა შუა გველისა მსგავსად დაკლაკვნით მოდის და იკარგება შორსა, გველისავე მსგავსად მოშავო ტყეში, საიდგანცა მოჩანს ჭარი და ბელაქანი; მარჯვნივ, გამოღმა გახედამ კვალად მთას, რომლის მხარეს მწკრივად აჰყვებიან სოფლები, ეს გახლავსთ ქისიყი -მარცხნივ კვალად მაღალ მთას, რომლის გვერდზედ, აღმოსავლეთით ორ და სამ ვერსზედ მოშორებით აზდევენ კვალად სოფლები. - ეს გახლავს მხრად წოდებული. ამავე მთას, მეორეს მხრივ, დასავლეთით კვალად აზდევენ ახლოს-ახლოს სოფლები: მელაანი, იკოთი... და სხ. ამას უწოდებენ უკანა მხრად.
ციხის შუა გულს, ქალაქი არის ძველი, მიზეზი ამ ახლო სოფლებს აღშენებისა ცხადია. პირველად ეს უნდა ვსთქვათ, რომ ვიდრე ირაკლი მეორის მეფობის დაწყობამდე, ეს ალაგი, ესე იგი, სადაც ძველი ქალაქი არის აღშენებული ყოფილა საძოვარი ალაგი, მრთელს ქიზიყის საქონლის გამოსაკვები, ირაკლის უფიქრია, ამ ალაგში სიმაგრის გაკეთება, აქა-იქ სოფლებითგან, გადმოუსახლებია რომელნიმე გლეხკაცი, შემოუკრავს გალავანი და დაურქმევია „სიღნახი“ (მოგროვილი. თათრული ლექსია) ე.ი. თავის შესაფარებელი. ამ ერთერთს კოშკზედ რომ შმტერი შეენიშნა ციხის ჯაშუშს, ანუ მარცხნივ და მარჯვნივ მთის შემოყოლებითს ერთერთ სოფელს, ერთის თოფის დაცლაზედ, ერთს საათს შეიკრიბებოდნენ ოცი და ოც და ათი ათასამდინ კაცნი. თუ ძალიან გაწირდებოდა, ამ თავის შესაფერებელს ანუ სიღნახის ციხეს შაიტანდნენ მრთელი ქიზიყი და კახეთი. მართლად და უნდა უგრძნობელი კაცი იყოს რომ ამ ყოვლად დიდებულის პანორამის ნახვაზედ არ მოუვიდეს ტირილი და არ იმოქმედოს იმაზედ ან განსაცვიფრო ბუნებამ. -რა უყურებდი კარგა ხანი ამ ჩინებულს კავკაზიის და ალაზნის დაქანებულს ვრცელს მინდორს, მომაგონდა წარსული დრო, მომაგონდა ის დრო, როდესაც რამდენი რიგი ხალხი და მეფენი მოსულან ამ ალაგს და დაუნთხევიათ სისხლი; რამდენჯერ მომხვდარა ამ მთისათვის შფოთი და რამდენჯერ უჩვენებიეს ჩვენ ქვეყანას ძლევა შემოსილება ამ ალაგისათვის. ამ ფიქრში მივჯექი ერთს ალაგს, და უმეტეს ღრმა ფიქრმა გამიტაცა:
კავკაზო! მოველ ვიხილო, ეგ შენი ქედი მაღალი,
რომელს თავს გადაგხვევიეს, თეთრად მოსილი გრიგალი.-
ამპარტავანო კავკაზო! ნუ გაქვს ამაყი გუნება,
თუმცაკი მჯერავს, გიპყრიეს შენ გასაცვიფრო ბუნება.
ვით მეფე ტახტსა მჯდომარე, დაჰყურებს ქვეშევრდომელთა,
ეგრეთ შენც გარსა ევლები ვრცელსა და ურიცხვთ ღელესა.
შენებრივ ამპარტავანი ალაზანისა მდინარე
გველებრ კლაკვნითა მოცარბის, თითქოა მარად მცინარე,
შენსა გარს მყოფი ყოველი, კრძალვით და რიდით გახსენებს,
აქეთ და იქით მინდორი შენსა მეფობას აშვენებს!
კახოსის შვილნი ერთგულნი შენსა... სხვა არის შენი იმედი...
ძველსა დროს ჩვენმა ბატონმა, შენ მეფე, ბევრჯელ აგყარა,
მისთვის თუ შეგპარებიეს თავსაზედ თეთრი ჭაღარა!
ბევრჯერ შენ გფლობდა კავკაზო, ირაკლი, კახი პატარა,
რომელმან თვისნი მოყმენი საწყლად და ოხრად დაგვყარა.
შენ ჩაგაბარა ირაკლიმ კახელნი, ქართველთ ვით ბედი.
რაც უნდ დაბერდე კავკაზო! სხვა არის შენი...
ზედ წარწერა ამ ციხეზედ, გინდა ეკკლესიაზედ არა არისრა. - რა ცოტას ხანს ვიჯე, ავდექი და ჩამოველი ძირსვე, ქუჩების გასაშინჯავათ .- მცხოვრებნი არიან ამქალაქში უმეტეს ნაწილნი სომხები, რომელნიც თავისის ჩვეულებრივ დიდად ცდილობენ, თავიანთ გვარის წინ წაწევასა. ამათა აქვს მშვენიერი საკუთარი ეკკლესია, დიდი და მაღალ გუმბათიანი, რომლისა გვერდზედ საკუთარივე სასწავლებელი აქვსთ დაფუძნებული. ახლა მოუგროვებიათ კვალად ფული. მასწავლებლების მოსაწერად და სხვა სხვა საგნების სასწავლებელად, სადაცა უპირვლესს როლს ითამაშებს სომხური ენა. -გვანებულან ჩვენს ქართველებს! სხვა მცხოვრებნი შეადგენენ სამსახურში მყოფთ ჩინოვკიკება. ყოველს ქუჩაში მომაღლო და მოდაბლო ალაგია.
როდესაც დაუტევთ სიღნახი, და გავემართენით წინამხრის კახეთს, ჩაველით მშვენიერს ხეობაში, რომელიცა პირველსავე ნახვაზედ, წარმოგიდგებათ იმერეთის ხეობები. - ნამდვილად იმერეთი ეგონება ეს ალაგი კაცს. აქეთ და იქით მიმდინარეობს წყალი და აქა იქ არიან გამართულები წისქვილები. ეს წისქვილებიც წორეთ იმის მზგავსია, რომელნიცა შეხვდებიან მოგზაურს იმერეთში და, რომელთაც უწოდებენ იქ ბუჭულას. -რა გავსცილდით ექვსს, ანუ შვიდს ვერსსა, დაგვხვდა დიდი სოფელი, რომელსაცა ჰქვია „ანაგდა“ დიდებულის და მშვენიერის ქალის ანას სახელზედ, რომელიცა აქა თურმე მდგარა. -ამ სოფელში ჰსცხოვრებენ ოთხასამდენ მცხოვრებნი; მშვენიერ აყრილს ხეებს ქვეშ და შიგ ვენახში; აქ ძნელად შეხვდება კაცს მიწური სახლი; რაც სახლია უმეტესი ნაწილი ზემოთ აღშენებულია. - აქაური ადგილ მამულის მართვის უპირველესი საგანი არის ღვინის მოყვანა, და აბრეშუმის გაკეთება, რაგდანაც თუთის ხეები ხშირია. აქ კეთილშობილტაგანი არვინა სცხოვრებს. ორს ანუ სამს ვერსზედ გამოცდილებით, დაგვხვდებაო სოფელი, რომელსაცა ჰქვია „კარდანახი“- ყოველი მკითხველი მგონია მიხვდეს თუ რათა ჰქვია „კარდანახი“ ანუ კარგათ-ნახე. მატთლად და, უკეთესი არ შეიძლება სოფელი. აქაც ამაღლებული და დამდაბლებული ალაგებია, ზედან ახლები, რომელიცა აღშენებულია. ხეების ქვეშ, ისე რომ მგზავრს ეგონება, შიგ ვენახებში დგანანო. ამ სოფელში იქნებიან მცხოვრებნი ხუთასამდე, მდაბალს ალაგს, წინ ალაზნის მინდორზედ, დაინახავს კაცი ნახნავებს და ეს ნახნავები ისე გადაბმულია ერთი ერთმანეთზედ, რომ იტყვის მხილველი, მრთელი ეს მინდორი გადახნულიაო, მართლად და საქებია ამ გვარი მიწის მუშაობა. უკანასკნელს გლეხკაცს ათის დღეზედ ნახნავზედ ნაკლები არ ექნება, თავადის შვილებს ორმოცისა და სამოცისა, ოთხმოცის და ასის დღისაც ნახნავები აქვსთ. - ამ სოფელში ჰსცხოვრებენ თავადნი ვაჩნაძენი, რომლნიცა შეადგენენ ოც და ათს და კიდევ მეტს კომლობას. - ყოველს ამათგანს თავადის შვილს აქვს ცინებული ვენახები, რომელთა შორის იდიდება ზვარი თ. დიმ. აფხაზისა. ჯერ ეს უნდა მოგახსენოთ თუ რათ და როგორ მოხდომიათ, რომ ამ ვაჩნაძებში შემორევიან ორი თუ სამი კომლი აფხაზნი. - ამასთანავე საჭიროდ ვრაცხ, მოვიხსენიოთ წარმოება თვითან ვაჩნაძიანთ.
(განგრძელება შემდეგში.)
![]() |
6 პასუხს პასუხი. |
▲back to top |
პასუხს პასუხი.
ვინ დასცა რომი და ვინ იყო მიზეზი ამ მშვენიერის ძველის ძველადვე აღყვავებულის იმპერიის დარღვევისა? ვინ დასცა სპარსეთი და ვინ იყო მიზეზი მისის მოუძლურებისა? ვინ... მაგრამ, არა, აქ შევსდგები, ვაი მწვამს და ჯაჭვი მაკრთობს... ვინ დასცა? უთანხმოებამ! უთანხმოებამ საყვარელნო მკითხველნო. უთანხმოება არის მიზეზი ყოვლის ბოროტებისა უთანხმოება გაასწორებს მრთელს ხალხს მიწის პირად და უთანხმოება დასცემს თვით აღრვავებულს და განძლიერებულს სახელმწიფოსა. რომელს ჯურა ხალხში არსებობს ამ გვარი მომაკვდინებელი სენი? ფარისეველთში! ფარისეველთში საყვარელნო მკითხველნო! „ვაი თქვენ ფარისეველნო და მოძღვარნო, რომელნი დაქადაგებთ ხალხს კეთილისათვის და თქვენკი შორავთ მას.“ ფარისეველნი, რომელნიცა გამოდიან სათეატრო მოედანზედ, თვითანვე არიან მოთამშენი და მაყურებელნი, დაქადაგებენ ხალხს, თვითანვე ისმენენ იმ ქადაგებას, მეცადინეობენ მაყურებელთა დაუკრან ქების ტაში და საქმით თუ კარგა თვალი დავაკვირვეთ, ქება რჩებათ იმათ და ხალხს, ნაყოფი არაფერი. აი ფარისეველნი! ჩამოდეგით ბატონებო ამ მოედნიდგან, ჩამოდექით, თორემ „ვაი“ უსასტიკესი მეხი სიტყვა, საღრმთო და შეურყეველი ჩაგნთქავთ თავის უფსკრულის სიღრმეში. დავანებოთ თავი ამ გულის და სულის შემაწუხებელს ფარისეველთ თვისებას და შეუდგეთ თ. ილია ჭავჭავაძის პასუხზედ ლაპარაკს.
უფ. ჭავჭავაძეს მეტად მორევია მამულის სიყვარული და ბძანებს „ჩვენ ჩვენს მშობელს მამასაც არ დაუთმოთ ჩვენის ენის მორყვნას და გულით მსურს ენის წარმატებაო“ თანავე იძახის კალამს ხელში ნურავინ აიღებსო და თუ აიღებთ ვინმე ისიც მარტო მოკითხვის დასაწერათაო“ ეს არის ენის სიყვარული? ეს არის წარმატების სურვილი? აი შემმუსვრელი სენი, მაგრამ ყურს ვინ უგდებს ამ გვარს ლაპარაკს, ამით კალამი ვის უნდა დაატევებინოთ? ან ძალით და ან ნებით, ყოველს კაცს გული აქვს და თქვენ ვერ მიიღებთ მფლობელობას მათის გულის სურვილზედ. დამშვიდდით, ეს მხოლოდ არის ყმაწვილური შექცევა. ბძანებს: მეთერთმეტე საუკუნიდამ დაწყებულნი ძველნი და ახალნი მწერალნი არ ვარგანანო, ამის თქმით განა განქრნენ საქართველოს ძველნი და ახალნი სასიქადულონი მწერალნი? განქრნენ საუკუნოთ, მისუსტდნენ იმათი სახელნი? ღვთისგან ცხებულნო მეფენო: თეიმურაზ, ვახტანგ, არჩილ და სხვანო საქართველოს გამოჩენილნო სწრწოდეთ საფლავში სწუხდეთ ჩვენის უმეცრებისათვის, მოიტანა საუკუნემ, მოსცა პეტერბურღის უნივერსიტეტმა იმგვარი მაღალი გენია, რომელიც თავის აზრში ამტკიცებს რომ, რადგან „შინადამ კრშიარ გამოსულხართ და უნივერსიტეტის გავლენის ქვეშ არ ყოფილხართ“ ვითომც არ ვარგოდეთ, ვითომც თქვენი ნაწერი იყოს უაზრო, უსაგნო, თვინიერ ყოვლის მშვენიერებისა, ყოვლის ხელოვნებისა. მართლაც არის ნათქვამი „დრონი მეფობენ და არა მეფენიო.“ მართლათაც, დრო არის შემმუსვრელი ყოველის ღვთისაგან ქმნილებისა, დრონი დასცემენ დიდთა და მცირედთა, დრონი სცვლიან ხალხსა და იმის თვისებასა. - ფიქრმა ძალიან შორს გამიტაცა, განსვენებულნიც ვახსენე ვითხოვ მოტევებას, როგორც მკითხველთაგან, ეგრეთვე განსვენებულთ აჩრდილთაგან.
მე არაოდეს არა მწადდა როგორც აღვთქვი კიდეც, მიმეცა პასუხი თ. ილია ჭავჭავაძისათვის, თუ რომ იქნებოდა ჩემი რამდენიმე აზრი დარღვეული ზრდილობიანის და განათლებულის კალმით, მაგრამ რადგანაც ჭავჭავაძეს პასუხი შორავს ზრდილობას და უშვერებით დაუბადებია ახალი ენა, უეჭველია ამ ახალს ენას პასუხიც მოეთხოვებოდა.
თავდაპირველად იწყობს ჩემი მოპირდაპირე და ბძანებს: ბარქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა! ეს რა ანბავია ერთს სტატიაზედ სამი სტატიაო, ეს ანბავია, რომ ჩემ მოპირდაპირეთ რიცხვით ჯობნა სურვებიათ და არა თავის სტატიების ღირსებითაო და სხ“ არა, ჩვენო სასტიკო კრიტიკო, ეს თქვენ ძალიან ტყვილი გამოცანა გახლავთ. ეს ის ანბავია, რომ ერთი კაცი დასცინით ათასს, ათი ათასს, ერთი სიტყვით მრთელს საზოგადოებას და იმათის სიცხვიდამ სამი მაინც არ გამოქცემდა პასუხს? „სულელის უბედურება ისკი არ არის რომ სულელია, სულელის უბედურება ის არის, რომ თავის თავს ვერ იცნობს და თავის თავი დიდი რამა ჰგონიაო“. კაცის ბუნების მოთხრობა მაღალ სასწავლებელში არა მგონია თვქენთვის ასე ესწავლებინოთ და თუ გზაზედ გაგონიათ სადმდე ესკი არ ვიცი ამ მნიშვნელობას კი განვითარება არ ეტყობოდა. ამას უსწავლელნიც იტყვიან, რომ თუ კაცი სულელი იქნება, იმას თავის თავი აღარც დიდი რამ ჰგონია და აღარც პატარა. სულელს დამდაბლებისა და ამაღლებისა რაღა ესმის, ან თავის ბუნებითს ენაზედ და ან სხვაზედ. ამ სოფლიურის სიმწარისა და სიტკბოებისა რომ არ ესმოსრა, თავის თავის დიდობისას თუ პატარაობისას რაღას ინაღვლის, და თუ მადგენი ესმის, ის აღარც სულელი იქნება თქვენ სულელობა უთუოთ იმსითვის მიგიწერიათ ვისთვისაც ფრანციზული არ უსწავლებიათ. ფრანციზული რატომ არ ესმითო. არა ბატონო, სულელი იმ არსებას მიეწერაბა, რომლისათვისაც ბევრი რამ უსწავლებიათ და იმის მეხსიერებას არც თუ ერთის იოტის ოდენი მიუღია. აი ამ გვარის კაცისას იტყვიან სულელია, ჩერჩეტიაო!...
„ხშირად შემხვდება ხოლმე სიტყვიერება, ლიტერატურა, კრიტიკა, ხელოვნება და სხ. მაგრამ მხმარებელთ ხმარებელის გაგება არა ჰქონიათ, რომ ჰქონოდათ დარწმუნებული ვარ კალამსაც ხელში არ აიღებენო“ რით ამტკიცებთ, რომ ამ ლექსების ხმარებელთ არ ესმისთ ის, რაც ქართულს ენაში შემოტანილია და თუ არ ექნებათ გაგება დარწმუნებულნი ბძანდებოდეთ არც იხმარდნენ. ჩვენც ჩვენის მხრივ აი რა უნდა ვსთქვათ: თუ გცოდნოდათ რა არის ენა, რა არის სიტყვიერება, მწერალს რა ზრდილობიანი თვისება ეჭირება, რა კეთილ ზნეობის მიმართულება და რა შეუდგება ჩვენს მამა პაპათ წინაშე მოქცევას, არაოდეს არ ეცდებოდით ასე ენის წახდენას და მამაპაპათ დამდაბლებას. აბა მართლად სასიკვდინე ცოდვა ეს არის, რომ კაცი ამდაბლებდეს იმ პირთ, რომელნიცა მდგარან მაღალს სარისხზედ და დღეს სიკვდილისაგან დადუმებულნი ვერ აძლევენ პასუხს თვისთ შემარყეველთ მოპირდაპირეთა.
ამოუჩემებია „თეორეტიკა“ და ყოველს ფურცელზედ ერთსა და იმავეს სიტყვას იმეორებს ესკი გაგვიგონია ჩვენ, რომ როდესაც გონიერს არსებას მოაკლდება ღვთისაგან მოცემული გონიერება, ამოიჩემებს ერთსა და იმავცე სიტყვას და დაიჟინებს, სხვათა არსებათა შორის, ეს ბუნების სისუსტეკი არ შეგვინიშნავს. „ბძანებს, ჩემი მოპირდაპირე, ტეორეტიკიას ამ რიგათ განსაზღვრამსო“ ა, ბ, გ, დ, და სხ. „მე არც მითქვამს და არვ ვანბობ, რომ თეორეტიკა გვასწავლიდეს ა, ბ, გ, და სხ. მე მითქვამს და ვანბობ, რომ თეორეტიკა გვასწავლის წერის კანონს და თუ თქვენ გსურთ მაგ რიგათ გაიგოთ ესკი ჩემი ბრალი არ არის. უნივერსიტეტის დაცინებასაც მწამებთ რომელზედაც ჩემს თავს არასოდეს ნებას არ მივსცემ, უნივერსიტეტს დავცინო, ესკი მართალია თქვენ დაგცინით, როგორც სტ... როგორც სტუდენტების... რასაკვირველია მკითხველნო, რომ უნივერსიტეტით დიდად თავს იწონებს და იქ გადასვლით და გადმოსვლით. ერთს მაგალითს მოვახსენებ თუ არ იწყენს: საბუიდამ ბატონებო ერთს გლეხ კაცს, ერთი ქეციანი თხა გაეპარა. ეს ის დრო იყო როდესაც ვრცელი ბუნების ბაღი იმოსებოდა მწავნეთ და მღტელი დაღესტნის ხალხნი ემუქრებოდნენ საქართველოს, მაგრამ იმ თხამ, მღტელი დიდოს არემარე მიარ მოიარა და რამდენისამ ხნის შემდგომს ისევ პატრონს კარს მიადგა. მაგრამ აი უბედურება ესევ ქეციანი! დარწმუნებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ იმ თხას იქ გადასვლა და გადმოსვლა არც გონიერებით მოსვლია და არც ძლიერებით. სირბილით სწავლა არ დამტკიცდება და შინ ჯდომით უსწავლელობა.
მოჰყოლია ჩემი კრიტიკი და ორს ფურცელს აჭრელებს პოეზიაზედ, ესე იგი, გვასწავლის რაც არის პოეზია „ხელოვნება არის განხორციელება სახეში იდეისო“ რადგანც გვიბძანებს, ჩვენისთანა სუსტნი არსებანი ამაზედ პასუხს ვერ მისცემენ, მეტადრე უსწავლელნი, ამისთვის სვთზოვთ რომ გაისარჯონ და საიდამაც ეს ამოუწერიათ პასუხიც იქვე წაიკითხონ, მაგრამ ესკი ძნელია, რომ ის სიტყვები თვითანვე გამომატყველებენ, რომ მოპარულია და გადმოღებაში ვერ მოსულა სურვილისაებრ, თუნდა ხელმეორედ წაიკიტხოს ტავის სტატიის 231 გვერდი და შემდგომსკი იქნება კარგათ შეამცნიოს თითონაც. პოეზიაში დახელოვნებული პოეტი მოჰყოლია და დევებზედკი ლაპარაკობს ზღაპრებს „დევს დევის ძუძუ გამოზდის და თუ ჩვეულებრის ადამიანის ძუძუთი გაიზარდა, ის დევი აღარ იქნება და ადამიანი თუ დევის ძუძთი გაიზარდა ის ადამიანი აღარ იქნებაო“ აი მართლადაც სამასხარაო ფილასოფია! დევი ადამიანის ძუძუთუ გაზდილი მშვენიერი კაცი შეიქმნება და კაცი დევის ძუძუთი აღზრდილი შესაზარებელ დევად შეიცვლება ყოვლის ხასიათით. მკითხველნო ერთი ღვთის გულისათის შეასმინეთ, ასო არა არისრა, საქმე სიტყვა არისო! ერთი ჰკითხეთ სიტყვა ასოთი არ არის შედგენილი? აბა თუ ასო არა არისრა, აიღეთ თუნდ თქვენი ლექსი, სადაც ხმარობთ ერთს ალაგს „ჰყვავის“ მაგიერად, „ყვავის“ არ ვიცი რის გამოხატვას უნდა შევამსგავსოთ, ყვავის ბარტყს, ყვავის ბუდეს, თუ მამულის აჰყვავებას. იცოდეთ ბატონო და დარწმუნებულნი ბძანდებოდეთ, რომ ერთს ასოს შეუძლიან მრთელის აზრის დაკარგვა მრთელის სიტყვისბ შეცვლა და ესეც იცოდეთ რომ თუ ყვავის ბუდეს მოუმატე აღარ იქნება ბუდე ხესავით ჰყვავის - მე და თქვენკი ვიმტვრიოთ თავი და ვიძახოთ, ასო არა არისრაო.
კაცს ერთერთი სხეულის ასო რომ აკლდეს, მაგ. თვალი ან ხელი, ანუ სხვა სხეულის ასო, მაშინ დამახინჯდება და სხვა სახელი რომ ერქვას რამე კაცის სანაცვლოდ, მაშინკი არა დაუშავდებარა. „ნუ განიკითხავთ რათა არა იყვნეთ განკითხულნიო თქვენ საღმრთო სიტყვების შეცვლის უფლება ვინ მოგცათ, ესეც ხომ ჩემი სტატია არ არის რომ გადაბრუნებით მიიღოთ, მეორეც ეს, რომ ბძანებთ, ეს მაზედკი არ არის ნათქვამი „კაცი წყალში რომ იხრჩობოდეს ნუ მოარჩენ თორემ შენც რომ იხრჩობოდე გადაგარჩენენო.“ ეს თქვენის ახლის ენის ტანზედ, თქვენვე მოგიჭრიათ და შეგიკერამთ, თორემ მე არც ერთი მითქომს, და არც მეორე, რაცა ვსთქვი, იმას სხვა მნიშვნელობაცა აქვს. რომ ბძანებთ, რა დაჰკარგვიათ და რას ეძებენო. ბატონო და, ამაზედ მეტი რაღა უნდა გაგვიკარგოს აზრდილობა და ზრდილობიანი ენა, თუმცაკი თქვენ ამით მოჰკვეხთ „მე ყიზილბაშობა არცა მყვარებია და არც მიყვარს, მე როგორც მესმის ისე ვლაპარაკობო“ მჭევრ მეტყველობით და მაღლის ხმითა ბძა.ნებთ თუ ცისკარი უარგისია კიდე თქვენგან ყვავებო ფარშევანგის ფრთებითა, ბულბულებო ყორნის ჩხავილითაო“ საკვირველია რომ მერცხალიკი დაგვიწყებიათ და არ გითქვამთ: მერცხალნო ღორებრ ჭყივილითა. ცისკარი ვარგისია თუ უვარგისი თქვენთვის, სულ ერთია, რომ არა კითხულობთ, „ნუთუ მართლა ცისკარში ჩვენი განვითარება, ჩვენი განათლების ხარისხია გამოთქმული,. ნუთუ მართლა ეგრე დაეცა რუსთაველის ხალხიო“ რუსთველის ხალხს რაღასა სწვდებით, თქვენ მხოლოთ ერთი მოგწონთ იმათ რიცხვში. განა შეშვენის ვისმეს ხან ქება, ხან ძაგება. სადაც რას მოიხმარებს. ცისკარს ზემოთაც მოვიხსენიე როგორც სჩანს თქვენ არა კითხულობთ და სულ ამ განათლების გზას უნდებით ახალ ახლის ჩრდილოეთის პოეზიის მოსატანათ. აბა სად მოიცლიდით, ეხლაც მადრიელი უნდა იყოთ იმის, ვინც მოგცათ მიზეზი გულდამყარებით ჟურნალების კითხვისა.
„იყო ის ბედნიერი დრო როცა ეს ლექსი თურმე მოსწონდათ მაგ თეორეტიკაში თვალებ ჩაწყალებულ პირთაო.“
„არჩილ კახიევ ბალასანკი ნამოემბრ და სხ. აქ რა არის ზნეობის შემარყეველი სიტყვა და ან არა სჯობია ბიჭბუჭების ლექსებს, რომელსაც თქვენ აქებთ ხოლმე.
ენას, ჩვენს მამაპაპათ, დარბაისლურს ენას, არც ამაღლება ეჭირვება, არც დამდაბლება, ჩვენი ენა დიდი ხანია სისრულეშა მოყვანილია მხოლოდ გზა აბნევია ამ ენას თქვენებრ მწერალთ წყალობით, რომელსაცა დაფუძნება უნდა და მიმართულება. „საკვირველია რომ ეს უბრალო აზრი, არ ესმის ჩვენ მწერალ ქალსა, აი რუსეთში გაუნათლებელმა და უცოდინარმა კალცოვმა თავის ნიჭით ასეთი სახლი დაიგდო, რომ პუშკინზედაც მაღლა დასვესო“ რასკვირველია რომ ეს უბრალო აზრი რუსულია და არ მესმის, მაგრამ ესეცკი საკვირველია რომ რუსეთის მწერლებზედ ელაპარაკები იმ პირს, ვინც რუსული არ იცის და ეს მართალია თუ ტყული ვიღამ უნდა შეატყობინოს. ვაი ჩვენი ბრალი, ახლაკი, სულელს დაგვიძახებს უფ. ჭ. რათ ანბობს რომ რუსულს ვერ გავიგონებო... „ძალიან გულნატკენი ბძანდება ჩვენი მწერალი ქალი ჩემს სტატიისაგან რატომ არ მაქოვო.“ დიდათ, სწორე მოგახსენო, მაგრამ სხვა ვინ აქეთ რომ მაგაზედ მე დაგმდურებოდით, ამაზედკი გემდურით ვისაც სასაცილოთ იგდებთ, თქვენი სტატია იმათვე მიუძღვენით, და მეკი გამომრიცხეთ იმათის რიცხვიდამ. „ბძანეთ მე არცკი მომგონებია იმათი ლექსების ბღაჯნა და მარხვების ტრაკტაციაო. ამაზედკი სარწმუნოდ გახლავარ თქვენისთანას განათლებულს, თქვენისთანას დიდს პოეტს, გამოჩენილს მწერალს და ახლის ენის აღმადგინებელს რათ მოაგონდებოდა ვისამე ბღაჯნა და მარხვაზედ აშენებულს აზრს რას საგნისათვის ოიგონებდით, მაგრამ ვინც პასუხი მოგცა იმაზედ მაგრე ამბობთ და ვინც პასუხი არ მოგცა იმაზედ ბძანებთ ისკი სახეში მყვანდაო და მბეჭველთ რაზმში ჩავაყენეო“ მაგ ცბიერებას ყველა მიხვდება. „ცუდი მაღაზინი მაგგვარს წარწერილობით შეიტყუებს ხოლმე ხალხსაო“ ამაზედ მკითხველნი სარწმუნონი ბძანდებიან, რომ თქვენ ჩემი სტატია ვერ შემოგიტყუებთ და ძალათ მარხვას ვერ შეგანახვინებთ, ვერც ენის მჭევრმეტყველობას მოგაშლევინებთ და რათა სწუხართ.
„კნეინა ჯორჯაძისას და უფ. ბარათოვს მარტო სიტყვები უძებნიათ ჩემს სტატიაში და არა აზრიო. აი ბატონებო! ჯერ ამას გვიმტკიცებდა ასო არ არის საქმე სიტყვა არისო და ახლა სიტყვასთან რომ მივიდა აქ ბძანებს სიტყვა არაფერია საქმე აზრიაო, სად რა მოხვდება, სად რა მოუხდება და სად რა, იქ რასაც უნდა იმას ახერხებს „მერცხლისა თუნდა ჭყივილი მეთქო თუნდ ჭიკჭიკი მაინც აზრი ხომ არ მოიშლებოდაო“ პირველი ზმნა არისო, რადგანაც პირველი ზმნა არის, რომლით აზრი გამოდის და რადგანც პირველი აზრია, მაში ესეც შეიძლება ვთქვათ: ჩვენი სახალხო პოეტი თ. ილია ჭავჭ. თავის უკვდავ ჩანგზედ დაჭიხვინებს ანუ დარმუის. მითომ რატომაო? აზრი ხომ არის, თუნდა დამღეროს, თუნდა დასჭიხვინოს, თუნდა... სულ ერთია, სიტყვა აზრია, სიტყვა არაფერი. ოჰ, სასაცილოა ჭეშმარიტად და სამწუხაროც რომ ასე შეიცვალოს ჩვენი სამშბლო ენა, თითონკი სხვაზედ ანბობს „ცოდვაა, სასიკვდინე ცოდვაა მაგ გვარი წინ დაუხედავი მასხარაობა ლიტერატურაში, ენაზედაო, განა ესკი მასხარაობა არ არის: „წირპლიანი, აგანგლა, მორახუნე და სხ. ჩვენკი გვიბძანებს ფეხს ნუ გამოსდგამთ ლიტერატურაში, ხალხის სახელიტა გთხოვთ ხალხისავე სახელის დასაცველადაო“ ოფ, ჭეშმარიტად თქვენ გამოუჩნდით ქართველთ წერილებს, როგორც ებრაელთ შორის გამოჩნდა სინაპელი პონტოს წარმართი[1] ახალი ენა ძველს ენასარა ჰგავს როგორც ახალი კაცი არა ჰგავს ძველ კაცსაო“ როგორ მითომ? რაცკი კაცი დაუბადებია ღმერთს, იმ დღიდამ მოკიდებული ერთის სახიერებისა გამოდიან, ესკი არის, ზოგი იბადება ლამაზი ზოგი გონჯი, ბრძენი და ზოგი სულელი. ძველ~ დროშიაც ასე ყოფილა და ახალშიაც ასეა, თორემ რა განრჩევა აქვთ, ძველთ კაცთ და ახალთა. ვინც კარგი გამოსულა მაშნაც გამოსულა, ვინც გამოდის კარგი ეხლაც გამოდის, რატომ არა ჰგავს ახალი კაცი ძველსა? ახალი ენაკი არ ემსგავსება ძველსა, ამაზედ მეც სარწმუნო ვარ, რადგან თქვენ ასე აღადგინეთ ენა. ეს ასოები სულ აღარ ისმის ეხლანდელს ენაშიო „ი, ო, ხ, ვი, ე, სჯობს რომ გადავაგდოთო, რადგანც რუსეთშიაც ცდილობენ ზოგიერთის ასოების ამოშლასაო“ ბატონო! ჯერ მოითმინეთ, გული დააჯერეთ რომ რუსეთში სწორეთ ამოშალონ და შემდგომს თქვენც იმათ მიბაძეთ, თუ არა და, განათლებულთ პირთ რომ ამდენი ხანია თავიანთ განძრახვა კიდევ ვერ შეუსრულებიათ და იჭვნეულობენ, არ შევცთეთო, თქვენკი თავს გამოგიდვიათ გინდა თუ არა უნდა ამოვშალოთ არ ვარგაო. ჯერ ჰკითხეთ ქართულში დაწინაურებულთ პირთ, სამჯობინარი არის თუ არა, შემდგომს თუ იმათაც დაამტკიცეს ისე ინებეტ, თუ არა და, ათასი თავები ვიმტვრიოთ საჭირო არ არის, ვინ რას გაგვიგონებს. მიხე.დეთ სარდიონ მესხიევს, როგორის ზრდილობიანის კალმით გამხილებთ თქვენს შეცთომებს, აი ძველი კაცი. არა ჰგვანებია...
დაუჟენია დიდს პოეტს ჩემი სუბუქ ფრთით და თქვენი თვალ დაკვირვებით ერთი არისო, აგრეთვე ჩახრუხაძის პირმცინარიო, საიდამ არის თქვენი ჭირიმე ერთი, სუბუქ ფრთით ორი ლექსია და თვალ-დაკვირვებით ერთი, აგრეთვე პირმცინარი ერთათ ითქმის, აი რომ მართლა თითონ არ გაგისინჯამს გონიერულათ. „თქვენ რომ შინიდამ კარში ფეხი გამოგედგათ გაიგონებდით რომ ხმარობენ, ობოლი ვაზი, ობოლი შტო, ობოლი მარგალიტიო.“ არა, შინ მჯდომნი უფრო გულ დამყარებით წავიკითხამდით, რუსთველი ანბობს „ვით მარგალიტი ობოლი ხელი ხელს საგოგმანები“ მეორეც ეს, რომ ბატონის შვილისაგან ნაბძანები მაგალითი გამიგონია რაზედაც უწოდებიათ ობოლი მარგალიტი: თავდაპირველად როდესაც ზღვაში ჩასასვლელათ კაცი მიდიოდა თურმე, მაშნ ერთმა ობოლმა ქალმა მისცა ფული და შეისყიდა წინათვე რასაც ამოიტანდა ის კაცი იმისი უნდა ყოფილიყო. როდესაც რომ ამოვიდა ზღვიდამ და ენახათ რომ ერთი მარტივი მარგალიტი ამოეტანა, საშინელი დიდი და ნათელი, ეთქვათ: ეს ობოლის მარგალიტიაო, და ძვირფასი მარგალიტი მიეცათ იმ ქალისათვის და შემდგომ იმისა, სადაც ნახვიდნენ მარტივს და ძვირფასს მარგალიტს იტყოდნენ თურმე: ობოლი მარგალიტიაო. ობოლი ვაზი და ობოლი შტოკი არ გამიგონია და თუ თქვენ გიწოდებიათ თქვენის შედგენილის ახლის ენისათვის, ესკი არ ვიცი. „ეს არის ჩვენი უბედურება ჩვენისთანა თანამშრომლები ჰყავს ცისკარს, თანა მშრომლებიკი არა პუშკინისა არ იყოს, ესე იგი უსაქმო საქმიანებიო, რომელნიც უფრო ახდენენ საქმეს ვიდრე აკეთებენო“ ეს უსაქმობა მიეწერება მხოლოდ იმას, ვინც ტყვილად სიარულში, და მისვლა მოსვლაში აღამებს თავის სიცოცხლეს ერთს, ძველს დროში, აგაინთ გამდელს იტყვიან, რომელიცა ყოველ დღე წირვაზედ თურმე მიდიოდა, მანამ ეკკლესიაში მივიდოდა მიტრიალ-მოტრიალებაში იქ წირვა გამოსული დახვდებოდა და მანამ შინ მოახწევდა, სადილი გათავებული დახვდებოდა, ამ გზაზედ სიარულით და მიბრუნ-მობრუნებით ორივეს მოკლებული იყო. თუ უკაცრავოდ არ ვიქნები თქვენც ამ გზაზედ სიარულით სწორეთ ისე მოგდით, აქ ქართულსა სცდებით და იქ ევროპიულსა. მივხედოთ მაინც იმათ, რომელნიც გულ დამყარებით იმყოფებიან უნივერსიტეტში და, რომელთაგანაც მამული მოელის ბევრს კეთილს, აი, თუნდაც ავიღოთ მაგალითად აკაკი წერეთელი, მაგრამ თქვენ რა, დალოცვილო ბძანებთ „მწერალი ქალი უსაფუძვლოთ შიშობს რომ მე ვითომც ლექსებს გაურჩევდე და სხ. რომელი ადამიანი დაიწყებს გამარგვლას იმ კვლებისას, რომლიდგანაც არაფერს არ ელის იმავე ბალახის მეტს, ამ კაცს ზღაპარში ნაცარ ქექიას ეძახიანო“ პირველად ამას მოგახსენებ, თუ უვარგისია ეგ საზოგადოებამ იცის, თქვენის ქებით და ძაგებით არა იქნებარა, მეორედ, ნაცარქექიობის სახელის წოდებას რომ მორიდებულხართ, ეგკი კარგათ გინებებიათ ამისთვის, რომ იმ ნაცარში ჰპოებდით იმისთანას ნაპერწკალს, რომელიც თქვენვე დიდათ გავნებდათ.
საყვარელნო მკითხველნო! დასასრულს უნდა შეურიგდე თ. ჭავჭავაძეს.
დიდო პოეტო! ახლაკი დრო არის შევრიგდეთ. დალოცვილო, კარგათ იცით და დარწმუნებულნი ხართ, აქ მარტოობა არა არისრა, არც ყმაზედ და არც მამულზედ, არამედ მცირე დავა სიტყვიერების ღირსების დაცვაზედ და, ეს შერიგებაც ამით იქნება: თქვენის სურვილისამებრ, როგორც თქვენ თვითან ინებეთ, შედგენილი გვაქვს ჩვენ და ჩვენთა მოძმეთა კვარტეტი კრილოვისა, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ერთი გვაკლია, -მომღერალი. იმედი გვაქვს როგორც პოეტი და კარგი მაღალხმიანი, მიიღებთ მონაწილეობას და ამასთანავე დაგვარიგებთ თუ როგორ დავსხდეთ... ახლაკი მშვიდობით და თუ გსურთ კიდევ, მეორედ ნახვამდინ.
კნეინა. ბარბარე ჯორჯაძისა
___________
1 იქნება ეს საკუთრებითი სახელი უ.ჭ. უცნაურად მიიღოს, როგორც თეორეტიკა, რადგანც იმის სტუდენტურს დავთარში არა მგონია მოხსენებული იყოს. ბ.ჯ.