![]() |
ივერია (17)1877.06.23 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
– Тифлисскiй Вестикъ-მა, ამას წინად ტიფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ბანკის გამგეობას ორი ბრალი დაჰსდო. ერთი ისა, რომ ბანკის წესდებულების ძალით ერთ-ერთი დირექტორი უნდა გამოსულიყოო წელს მაისში და არ გამოვიდაო, მეორე ისა, რომ 31-ს მაისამდე გამგეობა ამ საგანზედ ჩაჩუმებული იყოო და 31 მაისამდეო ეს გარემოება არ აცნობაო. ზედამხედველს კამიტეტსო. ყოველს მასა, რასაკვირველია, Тифлисскiй Вестикъ-მა თავისებური „ლათაიები“ დაუმატა და ამით ჩვეულებრივად შეამკო თვისი მუდამი გულ-მტკივნეულობა სიმართლისადმი.
გამგეობამ ამის პასუსად გამოაცხადა, რომ ამ გარემოების ზედ მიწევნით მცნობი ბანკის ზედა მხედველი კამიტეტიაო და თუ ის კამიტეტი საჭიროდ არ დაისავს Тифлисскiй Вестикъ-ს პასუხი აგოსო, მაშინ თვით ბანკის გამგეობა წარუდგენს ზედა-მხედველს კამიტეტსა სრულს გარემოებას ამ საქმისასაო, ჰსთხოვს მის გამოძიებასაო და გამოძიების ოქმს კამიტეტისას გაზეთებში დაჰბეჭდავსო.
ბანკის გამგეობამ წარუდგინა ზედა-მხედავს კამიტეტსა, რომ თ. კონსტანტინე ბებუთოვი Тифлисскiй Вестикъ-ის რედაქტორიც არისო და ბანკის ზედა მხედავის კამიტეტის წევრიცაო და იქნება ამის გამო Тифлисскiй Вестикъ-ის ბრალდება დაიჯეროს ვინმეო, ამისათვის გთხოვთო, ეს საქმე დაწვრილებით გამოიძიოთო. და თქვენი ოქმი ამ საგანზედ დაბეჭდოთო.
შვიდს ივნისს ზედა-მხედავმა კამიტეტმა გამოიძია გამგეობის წარდგინებითა ეს საქმე. კამიტეტში დაესწრნენ თავ-მჯდომარე ღენერალ ლეიტენანტი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცოვი, წევრნი კამიტეტისა; თ. დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძე, თ. ირაკლი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრანსკი, თ. ისაე ადამის ძე ანდრონიკოვი თ. კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბებუთოვი (რედატორი Тифлисскiй Вестикъ-ისა), თ. იასე ნოშრეფანისძე ჭავჭავაძე და თ. ნაპოლეონ ივანეს ძე ამატუნი-
განიხილეს ეს ქვემორე ორი საგანი, წარდგენილი. ბანკის გამგეობისაგან:
1) 31 მაისამდე ბანკის გამგეობამ წარმოუდგინა თუ არა ზედა-მხედავს კამიტეტსა კითხვა მასზედ თუ უნდა გავიდეს გამგეობიდამ ერთ-ერთი დირექტორი, თუ არ უნდა გავიდეს? 31 მაისამდე გამგეობამ რამდენჯერმე აცნობა თუ არა ზედა მხედავს კამიტეტსა ყოველივე გარემოება, რაც ამ საგანს შეეხება?
2) ზედა მხედავმა კამიტეტმა გამოუცხადა თუ არა გამგეობას, რომ ერთ-ერთის დირექტორის გამოსვლის საქმე გადიდოს იქ დრომდე, ვიდრე დამტკიცებულ იქმნებიან ახლად წარდგენილნი ცვლილებანი ბანკის წესდებისა? ბანკის გამგეობის გადაწყვეტილება მასზედ, რომ არც ერთი დირექტორი არ უნდა გავიდეს — კანონიერია, თუ არა?
პირველს კითხვაზედ რვა წევრთაგან შვიდმა ჰსთქვა ჰო, ერთმა — არა, მეორე კითხვაზედ ექვსმა ჰსთქვა ჰო, ორმა — არა. ამასთანავე კამიტეტმა აღიარა, რომ 6-ს და 12 მარტსა, 1-ს აპრილს ბანკის გემგეობამ ამ საქმის გარემოება წარმოუდგინა ზედა-მხედავს კამიტეტსაო.
ვრცელი ოქმი ზედა-მხედავის კამიტეტისა ამ საქმის თაობაზედ დაიბეჭდა გაზეთებში: Кавказъ-ში და Тифлисскiй Вестикъ-ში.
— სოფელს წყნეთში იქაურს სოფლის ღვდელს გვარამაძეს იქაურის ეკკლესიის გვერდით სასწავლებელი გაუმართავს და ყმაწვილები დადიან სასწავლებლად კიდეცაო.
— ამ უკანასკნელს დროს ქალაქში ერთობ გამრავლდა წითელით ავათმყოფობა, მთაწმინდაში და კალიუჩი-ბალკაში ძალიან იხოცებიან ყმაწვილებიო. ნუ თუ ქალაქის გამგეობა ექიმს არ მიაშველებს!..
— მაისის გასულს ტფილისში ერთი ახალი აფთაქი გაიმართა, ბულვარზე, სამხედრო სამსაჯულოს გვერდით. ეშველათ ვერის უბნელებს!..
— რადგანაც საზღვარ გარეთიდამ გზა შეიკრა შავს ზღვაზედ, ამის გამო, ამბობენ, ქალაქში ყველა ჩითეულობა გაძვირდაო.
— ამბობენ, მტკვარზე რომ ნავი მუშაობს, იმის ახლო ამას წინად ორი კაცი მოკლული უნახავთო.
– წენეთიდამ ამბავი მოვიდა, რომ იქით მხარის სოფლები და თვითონ მწყნეთიც ძალიან დაზარალებულან სეტყვისაგანაო.
— ჩვენ შევიტყეთ, რომ ჩვენი ქართველი მსწავლული თარხნიშვილი პეტერბურგის საექიმო აკედემიაში ფიზიოლოღიის პროფესორად დაუნიშნავთო. სტუდენტებს აკადემიისას თურმე ძალიან უყვართ თ. თარხნიშვილი და მის დანიშვნა გახარებიათ, ამით ქართველთაგანი ეხლა სამი პროფესორია; ერთი ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგის უნივერსიტეტში, მეორე უფ· პეტრიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში და მესამე თ. თარხნიშვილი. ღმერთმა ხელი მოუმართოთ ამ ახალ გზაზედ ჩვენს ახალგაზდა მსწავლულთა ჩვენდა სანუგეშოდ და სასიქადულოდ. ამ ჟამად თ. თარხნიშვილი და უფ. ცაგარელი საქართველოში იმყოფებიან.
გასაფთხილებლად
ვალად ვრაცხ საყოველთაო საცნობელად გამოვაცახადო, რომ ამ ჟამად ტფილისში საქონელს გამოაჩნდა თურქული სნეულება ესე შესაყარია, და ამის გამო ვრცელდება ხოლმე. ჩლიქის ჩირქსა, დუჟსა და რძეში არის იმისთანა შესაყარი რამ, რომ მით ეს სნეულება გადაედება ხოლმე. მრავალჯერ ნაცადია, რომ ეგ სნეულება გადაედება არამც თუ პირუტყვსა, არამედ ადამიანსაცა. მრავალი მაგალითია, რომ ადამიანს გადასდებოდეს. ეგ სენი სნეულის ძროხის რძის გამო. სანუგეშო ის არის რომ ადუღებულს რძეს ეკარგება შესაყარი თვისება. რა კი რძე ადუღებულია სენი აღარ გადაედება მისგამო, ამისათვის აუდუღარის რძის ხმარებას უნდა მოერიდოს კაცი. ვისთვისაც აუდუღარი რძეა საჭირო სახმარებლად მან ჯერ პირველად უნდა იკითხოს ჯანმრთელის საქონლისაა თუ არა. თუ სნეულისა იხმარა, მაშინ შესაძლოა ან პირში გამოაყაროს მუწუკი, რომელიც ბავშთათვის მეტად საშიშია, ანუ მუცლის შიგნეულობა დაუსნეულოს. უმორჩილესად ვითხოვ ყოველმა აქაურმა გაზეთებმა გადაბეჭდონ ეს ჩემი განცხადება (Кавказъ).
ტფილისის ქალაქის პირუტყვთა მკურნალი
შეინ-ფოგელი.
![]() |
2 ომის ამბები |
▲back to top |
ომის ამბები
— 11 თიბათვეს, როდესაც ჩვენი ჯარი ციხისძირისკენ მიდიოდა, უეცრად ოსმალები დახვედრიათ და შეტაკება მოსვლიათ. ამ ბრძოლაში ჩვენის მხრით დაუჭრიათ: ფლიგელ-ადიუტანტი პოდპოლკოვნიკი ტერიევი; სტრელკოვოი ბატალიონის მაიორი თ. მელიქოვი და პორუჩიკი პოპოვი; პიატიგორსკის პოლკის მაიორი ულიანოვი და პრაპორსჩიკი ლევიცკი; ზაქათალის პოლკის კაპიტანი ანოსოვი; ლენკორანის პოლკის პრაპორშჩიკი შაგილ გირეი კურამშინი; სევასტოპოლის პოლკის პორუჩიკი ფედკოვსკი; მეორე საპერის ბატალიონის პორუჩიკი ლალოში, პირველის გურიის დრუჟინის როტმისტრი ჩხეიძე და გრუზინსკის პოლკის პოდპორუჩიკი აბულაძე.
— 12 თიბათვეს ოსმალები იმ ჯარის შუაგულს და მარჯვენა მხარეს დასცემიან, რომელიც სამებასთან იყო დაბანაკებული. დილის თერთმეტის საათის ნახევრიდან საღამოს შვიდ საათამდე ბრძოლა არ შემწყდარა.
რუსებმა ოსმალები სრულებით განდევნეს და ბევრი ზარალიც მისცეს. ტყვეთ დარჩენილნი ოსმალები ამბობენ, რომ ციხის-ძირში დერვიშ-ფაშა არისო. ამ საქმეში ჩვენს მსარეს დაჭრილთა და დახოცილთა რიცხვი 150-მდე არისო.
ამ ორივე საქმისთვის მისს იმპერატორების უმაღლესობას, მთავარ სარდალს შემდეგი დეპეშით გაუბედნიერებია ღენერალი აკლობჟიო: „გამოუცადეთ ყველა უფროსებს და გამარჯვებულ ჯარს, ჩემი სრულიადი მადლობა მითის ვაჟკაცურის მოქმედებისათვის 11 და 12 თიბათვის დღესა.
ამ საქმის შემდეგ ოსმალებს ცისისძირიდამ, სადაც ახალის სიმაგრეების აშენება დაუწყვიათ, სროლა სრულებით შეუწყვეტიათ. მაგრამ ქობულეთლებს მაინც სროლა არ შეუწყვეტიათ როგორც ჩვემებისადმი ისე მათდამი, რომელნიც რუსებს დაუმორჩილდნენ. ამის გამოისობით 30-მდე ახლად დამორჩილებული სახლობა ოზურგეთის მაზრაში გადაუსახლებიათ.
— 12 თიბათვეს დიდ-ძალი ხალხი დახოცილა თურმე ოსმალების მხრით. დახოცილთა შორის შტაბ-აფიცრები და ბატალიონის უფროსებიც ურევიან,
— 14 თიბათვეს ოსმალების ხომალდები ილორს მოსდგომიან და ყუმბარების სროლა დაუწყვიათ. ამას გარდა იერიშითაც ნდომიათ მისვლა, მაგრამ რუსების არტილერიას დაუზარალებია ოსმალოს ჯარი, რომელსაც ხომალდების მოფარველობის ქვეშ უკან დაუწევია, ჩვენს მხარეს ერთი დაჭრილია.
— 11, 12 და 13 თიბათვეს რუსის ჯარს ცხრა ახალი ბატარეია გაუმართავს ყარსიდამ 1,400 საჟენის მანძილზედ. ჩვენს მხარეს 2 კაცი მოუკლავთ და 4 დაუჭრიათ.
— 12 თიბათვეს დიდოელები თ. ჯორჯაძის ტრიადს დასცემიან, რომელიც სოფ. ხუროსა მდგარა. სიღნაღის ადგილობრივის კამანდის აფიცერი თ. ჩერქეზოვი მოუკლავთ და ათი ჯარის კაცი. დაჭრილთა შორის თ. სიკო ჯორჯაძეა და 20 ჯარის-კაცი დიდოელებს ბევრი ზარალი მისცემიათო.
— 15 თიბათვეს ჩვენს ჯარს ილორიდამ და პეკვეშიდამ გაუწევნია მდ. გალიზგი გადუვლია და ოსმალოს ჯარი ოჩემჩირის იქით გაუდენია. ძალიან ცხარი ბრძოლა გამართულა, რადგანაც რუსებს სიმაგრენი და მაღლობები სულ იერიშით ასაღები გახდომიათ. მტრის მხრით აბხაზების გარდა ამ ომში ოსმალეთისა და ეგვიპტის ჯარიცა ყოფილა, რომელიც ბრძოლის დროს სოხუმიდამ მოშველებია. რუსის ჯარს დიდი ვაჟკაცობა გამოუჩენია. მტერს დიდი ზარალი მისცემიაო, ჩვენს მხარეს დახოცილთა და დაჭრილთა რიცხვი ორასზე მეტი არ ყოფილაო,
— რუსულ გაზეთებში შემდეგი ოფიციალური ტელეგრამმა არის დაბეჭდილი: „ვინიდგან მოსული ქურთები ბაიაზეთს შემოჰხვევიან და მეციხოვანეთა რამდენჯერმე უკუუქცევიათ მტერი.
— ზივინის ბრძოლის შემდეგ ღენერალს, ლორის მელიქოვს მელუდიზი დაუჭერია იმ განზრახვით, რომ ღენერალ ტვრ-გუკასოვს გაუადვილოს ალაშკერტსს და ბაიაზეთს მისვლა.
— ყარსზედ ყუმბარების სროლა არ შემწყდარა. სამის დღის განმავლობაში (15, 16 და 17 თიბათვეს) ჩვენს მხარს ერთი მკვდარია და ათი დაჭრილი.
— 14 თიბათვეს პოლკოვნიკი კომაროვი არტანუჯისაკენ[1] გასულა და 17-ს ამ ქალაქის ახლოს ოსმალის ჯარს (სამი ათასს კაცს) დასცემია, ძალიან დაუმარცხებია და არტანუჯიდამ გაუდევნია გამაგრებული ბანაკი 220 კარავით ჩვენ ხელთ დარჩენილა. თვით არტანუჯში რუსებს დახვედრიათ 400 ჩეტვერტი ხორბალი, 500 ყუთი ფქვილი, სუხარი — ტყავის საქონელი, თამბაქო და 300 ყუთი ტყვია-წამალი. რუსებს დიდი მამაცობა გამოუჩენიათ. ჩვენს მხარეს ერთი მკვდარი და 17 დაჭრილი ჯარის კაცი. ოსმალებს 400-ზე მეტი მკვდარი დარჩენიათ ნაომარს ადგილსაო,
— დუნაიის მხედრობის შესახებ წარსულ კვირას ძალიან შესანიშვი ამბავი მოვიდა: 15 თიბათვეს განთიადს რუსის მხედრობის ერთი კორპუსი დუნაის იქითა ნაპირს გადასულა ქ. სისტოვს (რუშუკისა და ნიკოპოლის შუა), ზიმნიცის პირდაპირ (ზიმნიცი რუმინიის ნაპირას არის.) რაც ზარალი მოსვლია რუსის ჯარს გადასვლის დროს ჯერ ნამდკილად არ არის ცნობაში მოყვანილი; ჯერჯერობით ცნობილია, რომ ასი კაცია. მკვდარი და 360 დაჭრილი, რომელთა შორის რამდენიმე აიფიცერია,
ხელმწიფე იმპერატორისა და მთავარ სარდლის უმთავრესი სადგომი ზიმნიცში გადუტანიათ, ზიმცინის და სისტოკის შორის ხიდს აშენებენ.
— 18 თიბათვეს თვით ხელმწიფე იმპერატორს გადუვლია დუნაის და ბოლგარიის ნაპირას მიბძანებულა, სადაც ხალხი აღტაცებით მიჰგებებია. სისტოვაში, სადაც ხალხი და სამღვთელო დიდის აღტაცებით დახვედრია, ხელმწიფე იმპერატორმა პარაკლისი მოისმინა. დედაკაცები ხელმწიფე იმპერატორს ყვავილებს უფენდნენ და კალთებს ჰკოცნიდნენ. საღამოზედ ხელმწიფე იმპერატორი ისევ ზიმნიცში წაბძანებულა.
ხელმწიფე იმპერატორს ბოლგარიელებისათვის პროკლამაციის გამოცემა უნებებია, რომლითაც იგი უცხადებს მათ, რომ ჩემს მხედრობას განზრახვა აქვსო დაიცვას ბოლგარიელთა გვარტომობის უფლებანი, რომელნიც ხალხმა შეიძინა დიდის ტანჯვითა და სისხლის ღვრით, რუსეთის განზრახვა აღდგინება და არა დარღვევა რისამე. ჩვენს მოქმედებას წინ მიუძღვის სიმართლეო წესიერების დადგენის მტკიცე სურვილიო და უსამართლობისა და უწესოების მაგიერ კანონიერება და სამართლიანობაო. მაჰმადიელნი, რომელთაც კაცის მკვლელობის ბრალი დაედებათ ჯეროვნად დაისჯებიანო.
ბოლგარიის ქრისტიანებს ხელმწიფე იმპერატორ უბძანებს: „მოვიდა დრო. ოსმალებისაგან განთავისუფლებისა. რამდენად რუსის ჯარი წინ წადგება, იმდენად ოსმალეთის უფლება შეიცვლება წესიერს განწყობილებად ბოლგარიის ლეგიონებმა უნდა დაიცვან წესიერება და მშვიდობიანობა. ღმერთს ვსთხოვ გამარჯვება მოგვანიჭოს“.
ამ რიგად დუნიის მხედრობამ ერთი ყველაზედ უმძიმესი სიძნელე და დაბრკოლება აიცილა თავიდგან ოსმალეთს თითქმის სრულებით ფუჭად ჩაუარა დუნაიის სიმაგრეებმა და ხომალდებმა, რომელნიც მარტო იმიტომ მიეცნენ დაარსებულნი, რომ რუსის ჯარი მეორე ნაპირას არ გადმოეშოთ. რუსის ჯარი იმ ალაგას გადვიდა, სადაც ოსმალოები სრულიად არ მოელოდნენ.
ოსმალებს ერთი შესანიშნავი და გაუგებარი შეცდომა მოუვიდათ: დიდი ხანია რუმინიის ნაპირს სიმაგრეები უნდა გაეკეთებინათ და მით დაბრკოლება მიეცათ რუსის ჯარისათვის.
ეხლა რუსებს ბალკანიის მთებამდე არავითარი შესანიშნავი დაბრკოლება აღარ ექმნებათ.
___________
1 არტანუჯი არტანის დასავლეთით მდებარეობს, როტინის და შავი ზღვის ნაპირის შუა გზაზედ.
![]() |
3 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საფრანგეთი. — 4 (16) თიბათვეს, როგორც მოგესსენებათ, გაიხსნა საფრანგეთის პარლამენტი. მთელი საფრანგეთი დიდის მოუთმენლობით მოელოდა ამ დღეს რადგანაც როგორც სენატში, აგრეთვე დეპუტატთა პალატშიაც მძიმე და საფრანგეთის ბედისათვის შესანიშნავი საგანი უნდა გარჩეულიყო. ერთის მხრით მოელოდნენ, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი მოსთხოვს სენატს პალატის გადეყნების ნებართვას; მეორეს მხრით, დეპუტატთა პალატში დიდი გაცხარებული ბაასი უნდა გამართულიყო ახალის სამინისტროს შესახებ. ყველამ იცოდა რომ თუ 4 მაისს რესპუბლიკელებს ვერ მოუხდათ თავისის სამდურავის გამოთქმა მთავრობისადმი, რადგანაც პირიდგან სიტყვა გამოჰგლიჯეს, ეხლა მაინც თავისას იტყვიანო.
ასე მოხდა კიდეც. სენატის პირველსავე სხდომაში სამინისტროს მოთავემ, ჰერცოგმა ბროლჰიმ, მაკ-მაგონის ეპისტოლე წაიკითხა, რომელშიაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სთხოვს სენატს ეხლანდელი პალატის სრულიად გადაყნებას.
ამ ეპისტოლეში ახალი არა არის რა. მაკ-მაგონი ისევ იმას იძახის, რასაც იძახდა: საფრანგუთი იღუპებაო, რადიკალების ხელში ჩავარდნილიაო და ამიტომ მე, როგორც წესიერების დამცველიო, მოვალე ვარო ყოველი ღონისძიება ვიხმაროვო და ჩემი სამშობლო განსაცდელისგან დავიხსნაო. ამ გვარ ღონისძიებას კონსტიტუციის მეხუთე მუხლი მაძლევსო. ამ მუხლის ძალით მე, როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნება მაქვს სენატის ნება-დართვით გადავაყენო დეპუტატთა პალატი და ახალი მოვიწვიოვო, პალატის გადაყენება ასე ჩქარა არ მინ- ოდაო, მე მსურდაო რომ პალატს ჯერ სამერმისო შემოსავალ-გასავლის ანგარიში დაემტკიცებინაო და მერე დამეთხოვაო, მაგრამ ამ ერთის თვის განმავლობაში რესპუბლიკელებმა ისე ააღელვეს საიფრანგეთიო, ისეთი უპატიურობა გამოიჩინეს მთავრობისადმიო, რომ ვეღარ მოვითმენო და ეხლა ჩემი ჩივილი პირდაპირ საფრანგეთს უნდა მივმართოვო, რომელსაც, დარწმუნებული ვარ. ჩემსავით აწმყო წესიერების დაცვა ჰსურსო.
იმავე დროს, როდესაც სენატი ამგვარ ეშმაკობით ღსავსეს წუწუნს მისმენდა, დეპუტატთა პალატაში ცხარიდა აღელვებული ბაასი გაიმართა. ყველა მოელოდა, რომ რესპუბლიკელები პასუხს მოსთხოვდნენ მთავრობას და თავის ძრახვას გამოუცხადებდნენ.
პირველად წამოდგა მინისტრი ფურტუ და თითქმის სიტყვა სიტყვით განიმეორა მაკ-მაგონის ეპისტოლე შემდეგ წამოდგა დეპუტატი ბეტმონი, რომლის პირით რესპუბლიკელებმა ისურვეს ზემოხსენებულის პასუხის მოთხოვნა მთავრობისაგან. „მე კარგად ვიცნობო, სთქვა ბეტმონმა, აწინდელ სამინისტროს: იგი 24 მაისს 1873 წ. განაგებდა საფრანგეთის საქმესაო. მაგრამ მაშინ სხვა დრო იყოვო, მაშინ პალატის უმრავლესობა მონარხიელთ ეკუთვნოდათო; მაშინ რესპუბლიკა მკვიდრად არ იყო დადგენილიო. ეხლა კი პალატის უმრავლესობა მაგ სამინისტროს წინააღმდეგიაო.
„ამ ერთის თვის განმავლობაში აბა რა გააკეთა სამინისტრომ? რა ძალაზედ არის იგი დამყარებული? ეს ძალა, ჰსთქვა ბეტმონმა, არის მონარხიელების დროებითი ზავი და შეკრულობა ერთობისა კი რა მოგახსენოთ: თქვენ (ე.ი. სამინისტროს მომხრენი) სამგვარნი ხართ: ორლეანისტები, ლეგიტიმისტები და ბონაპარტიელნი. თქვენ ლეგიტიმისტებო, ვიდრე რომიდამ ბრძანება მოგივიდოდათ, ყოყმანობდით. მხოლოდ კლერიკალობა აზვებს ამ სამის, ერთი ერთმანეთზე გადამტერებულის, დასის კაცებს. მაშ მხოლოდ კლერიკალობა გვიდგა ეხლა ჩვენ წინ.
„მოსარხილებმა დაინახეს, რომ დეპარტამენტისა და მუნიციპალის, არჩევანი ახლოვდებოდა და სენატის აწინდელი უმრავლესობა ხელიდგან ეცლებოდათ. მონარხიელებმა იგრძნეს ყველა ეს, და ამასთან ჩვენი გაძლიერებაც და ამიტომ კლერიკალების შემწეობით მოახდინეს 16 მაისს თავისი მანქანება.“ ამის შემდეგ წამოდგა ფურტუ და სიტყვა სთქვა მთავრობის გასამართლებლად: „მაშ კარგიო, თუ თქვენ არ გვენდობით ჩვენ, არც ჩვენ გენდობით თქვენაო. გრძელი ლაპარაკი აქ საჭირო არ არისო: მშვიდობიანობის მაგივრათ, თქვენ შფოთსა და არეულობას დაეძებთო. და ბოლოს დაუმატა: საფრანგეთი რადიკალების ხელშიო, სამშობლო იღუპება და უნდა დაიცვათო.
ფურტუს შემდეგ წამოდგა გამეტა და წარმოსთქვა გრძელი და მშვენიერი სიტყვა. ალაგის უქონლობის გამოისობით, ამ სიტყვას მხოლოდ ადგილ-ადგილ ვაცნობებთ მკითხველს. „თქვენ, მიუბრუნდა გამბეტა მინისტრებს. სიტყვით და წერით გამოუცხადეთ ჩვენს ქვეეანას, რომ მარშალი სამსახურიდამ გამოვაო თუ თანაგრძნობას ვერ პოებსო, მაგრამ როდესაც დაინახვთო, რომ თქვენი მუქარა არავის არ აშინებს, როდესაც დაინახეთ, რომ ყველა სიხარულით მოელის მაკ-მაგონის სამსახურიდამ გადადგომას, მაშინ პალატის გადაყენება მოინდომეთ. ძალიან კარგი! ჩვენ სიხარულით მივიღებთ მაგ გადაყენების ამბავსა, თუმცა იგი ყოვლად უკანონოა. კარგს იზამთ, თუ გადააყენებთ პალტსა. მოჰკითხეთ ჩვენს ქვეყანას მისი განაჩენი, აბა გაბედეთ და ჭეშმარიტი არჩევანი გამართეთ. მთავრობას ჰგონია, რომ შესცვლის ხალსის აზრსა და მიდრეკილებასა. ძალიან სცდება. რადგანაც ერმა კარგად იცის, რომ რაკი რომელიმე მონარიელი დასი გაიმარჯვებს, მაშინვე საერო ურთი-ერთშორისი სისხლისღვრა მოხდება. თქვენ ბედავთ და ამბობთ, რომ 16 მაისის ცვლილება ქვეყნის მშვიდობიანობისათვის მოვახდინეთო. აბა ახლა ჰკითხეთ ევროპას, — მთელ დედამიწაზე არსაიდამ ერთი ხმაც არ მოისმა თქვენს გასამართლებლად. მთელის ევროპის ჟურნალ-გაზეთობამ თვისი წუნი და ძრახვა გამოგიცხადათ. ამისთანა ერთგვარი წუნი და ძრახვა რომ დაინახეთ, შეწუხდით და აი რა მოიგონეთ საქმის გასასწორებლათ და თქვენდა სანუგეშოთ: თქვენ შეადგინეთ ინგლისის გაზეთის Times--ისთვის ტყუილი წერილი და ეს ისე გაგეხარდათ, რომ ვიდრე ამ გაზეთში დაიბეჭდებოდა, იგი წერილი, ვერ მოითმინეთ, და თქვენ თვითონვე გამოაცხადეთ.
„როგორ! თქვენ ჰბედავთ და ამბობთ, რომ ჩვენ ხალხს ვატყუებდით! მაგრმ იცით რა ვქმენით ჩვენ? ჩვენ შევიმაგრეთ ხალხის რისხვა და წყრომა.“
გამბეტამ მშვენიერად დაუხატა პალატს საფრანგეთის აწინდელი მდგომარეობა, გაშინჯა თუ რა გვარი სარგებლობა მოუტანა საფრანგეთს რესპუბლიკამ და პალატის აწინდელმა უმრავლესობამ. გამბეტამ მოაგონა, რომ პალატის ყოველს კეთილს მოქმედებას სენატი აძლევდა დაბრკოლებსაო, ე.ი. სენატის მონარხიელი უმრავლესობაო. თქვენ აბრალებთ პალატსო, რომ იგი რადიკლებით არის აღსავსეო. ამასთან გავიწყდებათო, რომ პალატის თაოსნობით ჩვენმა მხედრობამ ერთი ორად იმატაო, ყველა აფიცრებს ჯამაგირი მოემატათო. პლატი თხოულობდა სამხედრო სამსასურის შემოკლებასაო იმ განზრახვით, რომ ყოველს ქვეშევრდომს საფრანგეთისას სამხედრო სამსახურის უღლის გაწევა შესძლებიყოო.
„სახელმწიფოს შემოსავალ–გასავლის შესახებ უნდა მოგახსენოთო, რომ პალატმა რიგი, წესიერება და სიფრთხილე ჩამოაგდოო. პალატმა დიდი ღვაწლი დასდვა ხალხის პირველ დაწყებითს და საშუალო სწავლისათვის, დიდძალი ფული გადასდვავო. მასწავლებელთა და მოსწავლეთა მომზადებისათვის.
„თქვენ, უთხრა გამბეტამ მინისტრებს, იმისთვის კი არ შეგშინებიათ, რომ პალატი ვითომ შფოთის ჩამომგდებია, არამედ იმისი ფიქრი გწელავდათ, რომ პალატი ზომიერად და კეთილგონიერად იქცეოდა.
„რას შეუშინდით და რისთვის მიჰმართეთ მარშალს იმისთვის, რომ თქვენი სამსახურის ადგილები შეგრჩენოდათ!“ მთელი სამი საათი ილაპარაკა გამბეტამ. მონარხიელები წამდაუწუმ პირიდამ სიტყვას ართმევდნენ, უშლიდნენ და თითქმის ილანძღებოდნენ კიდეც, მაგრამ გამბეტამ საკვირველი მოთმინება გამოიჩინა და თავისი ღირსება იმოდენად დაიცვა, რომ არც ერთი უპატიო სიტყვა და არავითარი შეურაცხ-ყოფა არ წამოსცდენია გამბეტამ გასაოცრად მოუთმინა მონაპრტიელებსა, რომელნიც სწორედ ილანძღებოდნენ, — და თავისი სიტყვა აუჩქარებლივ და მშვიდობიანად დაასრულა. მომავლის არ ჩევანისათვის მისგან თქმულს დიდი ზედ–მოქმედება ექნება საფრანგეთის ხალხზედ. წარმოიდგინეთ რამოდენა თავის დაჭერა, რამოდენა სულგრძელება და თავისთავის პატივი უნდა ჰქონდეს კაცსა, რომ შემდეგს სიტყვებს კაცმა ყური არ ათხოვოს და მთქმელს სამაგიერო არ უგოს. როდესაც გამბეტამ სთქვა, რომ არის კიდევ ერთი დასიო, რომელსაც კარგი წამალი აქვს საზოგადოების სიკეთის დაცვისთვისაო, სახელდობრ, ერთი ბატალიონი სალდათიო, ამ დროს ბონაპარტიელმა პოლ კასანიაკმა მიჰძახა: „შენთვის ორი ჟანდარმიც საკმაოაო,“ ამავე კასანიაკმა შეჰსძახა გამბეტას: „შენ ავაზაკების ამხანაგისა ხარო.“ მაგრამ გამბეტამ ამ შეურაცს-ყოფას ყურიც არ ათხოვა და ძლიერებით მოსილის გულმშკიდობითა განაგრძო. თავისი სიტყვა.
სწორედ მართალი ჰსთქვა გამბეტამ, რომ ჩვენ ხალხის რისხვა შევაყენეთო. მართლა და საკვირველ ჩუმს და მშვიდობიან სურათს წარმოადგენდა პარიჟი იმ დღეებში, როდესაც პარლამენტში იმისთანა მძიმე საგანზედ იყო სჯა და ბაასი. ამას წინედ ერთი რესპუბლიკელი სენატორით გადიცვალა პარიჟში. ამ გვარ შემთხვევაში დიდძალი ხალხი მოიყრის ხოლმე თავს, — და საპოლიტიკო კაცის დასაფლავება, რომელსაც სხვა ქვეყნაში ყურსაც არ ათხოვებენ, სიფრანგეთში საპოლიტიკო საქმედ გადიქცევა ხოლმე, მეტადრე - თუ სხვა რომელიმე შემთხვევაც ზედ დაერთვის, როგორც მაგალითებრ ამ ჟამად, როდესაც საფრანგეთი დიდ განსაცდელშია. აი რა წერილი მოჰყვს გაზკთს Independance Belge-ს იმ დღის შესახებ, რა დღესაც ხსენებულ სენატორს ასაფლავებდნენ: „ხალხი (ამ დასაფლავების დამსწრე) საკვირვლად მშვიდათ და მართებულად იქცევოდა. ყველა ის, რაცა თქმულა პარიჟის ხალხის გონიერებაზედ, წესიერებაზედ და მშვიდობიანობაზედ, ცოტაა მასთან, რაც იყო. დიდი თუ პატარა, ბედნიერი თუ უბედური ყველანი ერთ რიგად იმისთანა კრებას შეადგენდა, რომელიც, თვის ძლიერებით აღსავსე, ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ როგორმე სამაგალითოთ აჩვენოს თავისი თავი, მართებულად გამოჩნდეს, არავითარი დანაშაული არ იკადროს და მით შემთხვევა თუ მიზეზი არ მისცენ მათ, ვისაც წესიერების და საზოგადოების მცველად თავი მოაქვსთ. ვისაც კი უნახავს ეს ჩუმი და მართებული კრება ვერ წარმოიდგენს, რომ ეს ის ხალხია, რომელსაც საზოგადოების ამღვრევის სურვილს ბრალად ჰსდებენ.“
„ეხლა როგორც უნდა წავიდეს საფრანგეთის საქმე, ყველა თითქო წინადვეა დამზადებული ყოველის შემთხვევისთვის. მართლადა დიდი სატანჯველი უნდა გამოევლო ხალხს, რომ რამდენიმე წლის განმვალობაში ამისთანა დამჯდა ორი გონიერება მოეპოვებინა,“ ეხლა წარმოიდგინეთ რამდენათ მართლი და გულწრფელი უნდა იყოს საფრანგეთის მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ საფრანგეთს რადიკალები დაჰხვევიანო და იგინიო. სახელმწიფოის, ოჯახობის, საკუთრების და სხვათა ამ გვართა საზოგადოების ქვაკუთხედთა გამონგრევას აპირობენო.
— 7 (19) ივნისს დეპუტატთა პალატმა შემდეგი წინადადება მიიღო: „რადგანაც ეხლანდელი სამინისტრო, იმ უმრავლესობის კანონის წინააღმდეგ დაინიშნა, რომელიც საპარლამენტო მმართველობის დედა-კანონს შეადგენს; რადგანაც, რა დღესაც დაინიშნა, მაშინვე არც ერთს წარმომადგენელთა ნება არ მისცა ლაპარაკისა; რადგანაც მან მთელი ადმინისტრაცია გადააყენ-გადმოაყენა, რომ თავისი მომხრენი დაენიშნა და მით გავლენა ექონია საყოველთაო კენჭის ყრაზედ; რადგანც ახლა სამინისტრო მხოლოდ იმ დასის წარმომადგენელნი არიან, რომელიც რესპუბლიკის მტერია და კლერიკალების მიმდევარი; რადგანაც იგი მხოლოდ ამის გამოისობით არ სდევნიდა. იმ პირთა, რომელნიც შეურაცხ-ჰყოფდნენ ერის წარმომადგენელთა; რადგანაც მთავრობის მოქმედება შიშს მოასწავებს წესიერებისა და მშვიდობიანობისათვის, და ამასთან საქმეების არევ-დარევასა, ყველა ამის გამოისობით პალატი აცხადებს, რომ ხალხის წარმომადგენელნი ვერ ენდობიან ეხლანდელს სამინისტროს.“
ამ წინადადების 363 თეთრი კენჭი მოუვიდა და 158 შავი.
— 9 (21) თიბათვეს სენატში ვიკტორ-ჰუგომ ილაპარაკა პალატის გადაყენების შესახებ. ,„საფრნგეთი, — ჰსთქვა გამოჩენილმა მოხუცებულმა პოეტმა, — რას დროს არა ყოფილა იმისთანა განსაცდელში, როგორშიაც ამ ჟამად არის ეხლა სენატზედ არის დამოკიდებული, მშვიდობიანობას მიანიჭებთ სიფრანგეთსა თუ კიდევ ახალს შფოთსა და არეულობაში ჩააგდებთ. საფრანგეთს ააშფოთებთ, თუ დაამშვიდებთ, ამით ააშფოთებთ და დაამშვიდებთ მთელს ევროპასაც. ეხლა სენატს მიეცა შემთხვევა თავისი თავი გამოჰსცადოს, წარსული კარგი მასწავლებელია, ყოფილა ბოროტ-მოქმედება შეიძლება რომ ხვალაც ისევ მოხდეს.“ ვიკტორ-ჰუგომ სთხოვა სენატს, ცოტა მაინც მოითმინეთო და ასე ჩქარა ნუ გადაენებთ პალატსაო, თორემ არეულობა რამ ასტყდებაო. „საკვირველიაო — ჰსთქვა ბოლოს ვიკტორ-ჰუგომ, რომ ამჟამად რევოლიუციის სული მთავრობას უდგასო და ზომიერი სული მთავრობის — პარლამენტის უმრავლესობასა. სუფევს პაპის დასი, რომელიც იტალიას ეწინაღმდეგება. უნდათ რომ სარწმუნოება ომის მიზეზათ გახადონ. ეცადენით, რომ ამათ თავისი საწადელი არ აისრულონ. მოსპეთ 16-მაისის გასაოცარი ამღვრეულობა თქვენს ხელთ არის საფრანგეთის დამხობაცა და დასხნაცა. სენატორებო! დაამტკიცეთ, რომ თქვენ ქვეყნისთვის მართლა საჭირონი ყოფილხართ!“
ვიკტორ-ჰუგომ ძალიან ააშფოთა მონარხიელები რომელნიც წამ და უწუმ უყვიროდნენ: „გაჩუმდით, უკანვე წაიღეთ თქვენი სიტყვა.“ მოხუცებულის პოეტის სიტყვამ როგორც მოგეხსნებათ, ფუჭად ჩაიარა: სენტმა გადასწყვიტა, რომ ეხლანდელი პალატი უნდა გადადგესო.
ავსტრი-ვენგრია. — ბოლოს დროს ავსტრია დიდ მზადებას შეუდგა ომისათვის. ვის დაეხმარება და ვის აუტეხს ომს? ამისი კი გადაწყვეტილად არავინ რა იცის. ეხლა იმისთანა დრო არის რომ, თითქო განგებ ისა ხდება, რაც უფრო ძნელად დასაჯერებელი და მოულოდნელია. აბა იფიქრეთ, ვინ დაიჯერებდა, რომ ავსტრია ოსმალეთის წინააღმდეგობას გამოიჩენდა და სლავიანებს დაეხმარებოდა. აქამდისინ რუსის გაზეთები ძალზე ლანძღავდნენ და ათრევდნენ ავსტრიას, ის კი არა თუ ავსტრია ჩერნოგორიის დაცვას აპირობს ოსმალეთისაგან. „Новое Время“-ს კიდეც შურს, რომ ავსტრია ესარჩლება სლავიანებსა, — აბა სლავიანების განთავისუფლება რა ავსტრიის საქმეაო. ავსტრიის საქმეა თუ არა, ის კი ცხადია, რომ ავსტრიას ჩერნოგორიისა და სერბიის საზღვარზე, დიდი ჯარი გამოჰყავს და როგორც ავსტრიის გაზეთები ამბობენ, — იმიტომ რომ ჩერნოგორია დაიცვასო ოსმალების მიერ გაოხრებისაგანო. ეს ყველა კარგი, მაგრამ თუ კი ავსტრიას ისე სტკივა გული ჩერნოგორიისათვის, მაშ სერბიას რაღად დაუშალა და უშლის კიდეც მიეხმაროს ჩერნოგორიას და თავის მხრით ომი აუტეხოს ოსმალეთს. აქ ასე გამოდის თითქოს ავსტრია იმიტომ იმაგრებდა სერბიას, რომ ჩერნოგორიას საქმე გასჭირებოდა და მით მიზეზი მისცემოდა ბოსნიისა და გერცოგოვინის დაჭერისთვის. ყველამ კარგად იცოდა, რომ რაკი ოსმალეთი დარწმუნებული იქნებოდა სერბიის მშვიდობიანობაზე მარტოკა ჩერნოგორია ვერ აუვიდოდა ოსმალეთს, რადგანაც სერბიისაკენ გაყვანილი ოსმალოს ჯარი ამ მხრით თავისუფალი იქნებოდა და ჩერნოგორიას დაეცემოდა. ეხლა ჩერნოგორიის საქმე ძალიან ცუდათ მიდის. სერბია რომ დახმარებოდა, მაშინ საქმე იქნება სხვა რით გად წასულიყო, მაგრამ... სერბიას არ შეუძლიან დაეხმაროს და ამიტომ ჩერნოგორია ღვთის ანაბარზეა მიგდებული, და როდესაც სული ამოსძვრება, მაშინ ავსტრია გაუძღვება წინ თავის ჯარს და იტყვის, ეხლა კი ჩერნოგორიის აოხრების ნებას ვერ მოგცემთო. მაშ ავსტრიაც არა ყოფილა ისეთი სულელი, როგორიც ჰგონიათ: იმას არც არა ოსმალეთისა ენაღვლება რა, არც სლავიანებისა: იმას თავისი საკუთარი ჭირი უცვნია და იმის წამალს დაეძებს.
ზოგნი დიდ მნიშვნელობას აძლევენ იმ შემთხვევას, რომ ავსტრიის ჯარი, რომელიც საზღვარზედ დგას და გალაშქრებასაც აპირებს. სლავიანებისაგან არის შემდგარი. ეს სწორე მოგახსენოთ დიდი არაფერია. მართალია ეს ვერაფერი ნიშანია. ოსმალეთისადმი ანაგრძნობისა, მაგრამ არც არა სლავიანებისათვის არის რამ. აქ მეტი არ იქნება მოგახსენოთ, რომ 1812 წ. ნაპოლეონ I მხედრობაში კრონტის ჯარიც იყო. თუ იტყვით, რომ ეს დიდი ხნის ამბავიო და მას აქეთ ბევრი კოკა წყალი დაღვრილა, ამაზედ მოგახსენებთ, რომ მართალია ბევრი კოკა წელი დაიღვარა, მაგრამ იმ კროატის ჯარს ერთა ცვარი იმ წელისა მოხვდა თუ არა, ამისი კი რა მოგახსენოთ.
— ამბობენ, რომე როგორც რუსეთი ბოლგარიის განთავისუფლების გირაოდ დაიჭერსო, აგრეთვე ავსტრია ბოსნიას დაიჭერსო როგორც გირაოს, ვიდრე რუსეთი ბოლგარიიდამ არ გამოვავო.
ახლა თქვენ გამოიცანით ვისკენ არის ავსტრია.
წვრილი ამბები. – ერთი ინგლისის გაზეთი იწერება, რომ სტამბოლში იმ დასის კაცებს, რომელთაც მშვიდობიანობის ჩამოგდება სურთ თან და თან გავლენა ემატებათ. სამხედრო საბჭოში, რომელიც პირველ თიბათვეს იყო შეყრილი, ზოგიერთა წევრნი ძალიან მაგრად დამდგარან მშვიდობიანობაზე. მეჰმედ-რუშით-ფაშას უთქვამს თურმე, — ცხადიაო რომ ოსმალეთი სხვა სახელმწიფოისგან აღარასფერს შემწეობას არ უნდა მოელოლესო და აგრეთვე ცხადიაო, რომ მარტოკა ოსმალეთი ომს ვერ გაუძღვებაო. გარდა ამისა მეჰმედ-რუშიდმა ჰსთქვა, რომ ევროპა უთუოდ გასწევს შუამდგომლობასაო, რადგანაც ერიდებაო. საოველთაო ომი არ ასტყდესო. იმას უთქვამს თურმე კიდევ, რომ ამისათვის შეიძლება რუსეთის უკანასკნელს მიწერილობას სული ჩავჭიდოთო და ტყუილ-უბრალო სისხლის ღვრა შევწვიტოთო. ბევრი ულაპარაკნია მეჰმედ-რუშდის მშვიდობიანობისათვის. მაგრამ საბჭოს უმრავლესობა არ დათანხმებულა. ამბობენ, რომ მშვიდობიანობის დასის კაცებს დიდი იმედი აქვსთ გერმანიის ელჩისაო, —
— ერთს ინგლისელს გაზეთში ვენიდგან იწერებიან, რომ იქაურ ოსმალეთის ელჩს ალექო-ფშას უთქვამს ანდრაშისთვის, რომ ოსმალეთის მთავრობას არა სჯერა სერბიის მშვიდობიანობა, რადგანაც, როგორც ისმის, სერბია დიდს მზადებაში არისო. ოსმალეთის მთავრობას სურს ამ საგანზედ ავსტრიის აზრი შეიტყოსო. ანდრამის უთქვამს თურმე, რომ რუსეთს არავითარი განზრახვა არა აქვს ომში სერბიაც ჩაურიოსო. გარდა ამისა მთავარი მილანიც დაჰპირებია ომს არ ავტეხო.
— 8 თიბათვეს რუმინიის სენატს არა ჩვეულებრივი სხდომა ქონია მის თაობაზედ, თუ როგორ უნდა მოიქცეს რუმინიის მხედრობა და იმ გზას უნდადაადგეს, რა გზასაც რუსეთის მხედრობა დაადგება, თუ არა, — და თუ რუსეთის მხედრობის გზას დაადგება, როგორ უნდა იმოქმედოს.
პალატის პრეზიდენტს, როზეტტის და სამინისტროს მოთავებს, ბრატინოს რაღაც უსიამოვნობა მოსვლიათ ერთმანეთში. პალატის პრეზიდენტს სამდურავი გამოუცხადებია ბრატიანოსათვის — რუსეთს ძალიან რათ უახლოვდებიო. ამ უსიამოვნობის გამო როზეტტი სამსახურიდამ გამოვიდა, მაგრამ პალტმა ხელმეორედ მოარჩია როზეტტი თავის პრეზიდენტად.
— ამას წინად ბერლინში ორი დამატებითი არჩევანი იყო რუიხსტაღის დეპუტატებისა. ამ ომში ერთი სოციალ-დემოკრატი ამოირჩიეს (12 ათასმა კაცმა) და მეორე პროგრესისტი (ე.ი. იმ დასის კაცი, რომელიც აგრეთვე აწინდელის სამინისტროის მტერია). ამ არჩევანმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ ნაციონალ-ლიბერალებს, რომელნიც აქამდისინ განსაკუთრებით უფლობდნენ გერმანიაში, ცოტად თუ ბევრად ძალა და გავლენა წართმე|ვიათ.
— ერთს ავსტრიის გაზეთში იწერებიან, რომ რუმინიაც წინ წადგებაო და დუნიაზედ გადავაო. რუსეთი კისრულობსო რუმინიის მხედრობისათვის ხიდის ასაშენებელის მასალის მიტანასო, რუსეთმა აგრეთვე მთავარის კარლოს სამხედრო უმოკიდებლობა აღიარაო.
![]() |
4 ორი ლექსი |
▲back to top |
ორი ლექსი
* * *
ვიხილე სატრფო: იგი ცრემლს ღვრიდა,
ბედს და სიყვარულს მოთქმით დასტირდა!
მის ცრემლი დამჭკნარს ვარდს დასდიოდა.
და მეც შორს მისგან ცრემლი მცვივოდა.
მოვიდა სხვა დღე, განჰქრა მის დარდი....
მას ხელთა ეპყრა სხვა ტურფა ვარდი;
იმ ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა
და მე კი მაინც ცრემლი მცვივოდა.
ს....ჩ....სას
სტრფოვ! სშირად ლაღი ფიქრი
გამიტაცებს სუბუქის, ფრთით,
ვითომც მე შენ მოგხვევივარ
სავსეს ეშხისა სიამით,
„დაჰსტკბი, გიჟო! — მეუბნები,
აჰა ჩემი წრფელი გული!
ბაგეს ბაგე ჩავაკონოთ
და ჩავართთ სულთან სული!“
თუმც ეს, ტურფავ, სიზმარია,
მითაც ჰსტკბება გული კრული…
თუ არ სიზმრით მაშ რით დაჰსტკბეს
უიმედო სიყვარული!...
![]() |
5 წერილი გურჯაანიდგან |
▲back to top |
წერილი გურჯაანიდგან
წერილი ს. გურჯაანიდგან 6-ს თიბათვეს.
თიბათვის 4-ს შაბათს მშვენიერი დღე გათენდა; ყოველი სულდგმული შეჰხაროდა სუნნელებით აღსავსე ბუნებას: გლეხი მხნავ-მთესველი ყელმოღერებით, დარბაისლურათ გამოიყურებოდა კომლისგან შეჭვარტლულის თვალებითა მოსავლის პირით ზურგ-გამაგრებული მებაღე იმერელი ჩიბუხის ბოლის პირიდგან შვებით ღეჭვით ლაპარაკობდა ყველასთან - მე სახვეწარი არავისთან არა მაქვს რაო. თავადის შვილნი სხვა და სხვა ოცნებათა მიერ მობურვილის პირის სახით და ყურთმაჯებ მხარზედ გადავრილნი სეირნობდნენ ხან აქეთ და ხან იქით; — ვაჭარი კაცი ხელში კრიანოსნით და მუცელ გადმოგდებით დაბაჯბაჯებდა თავის დუქნის წინ — წრეულ ყველა ნისია გამინაღდდებაო. ყველამ სხვა და სხვა სახსრით მცხოვრების, სიხარულის მიზეზი იყო მოსავლის მშვენიერი პირი მშვენიერი დღე იყო 4-ს თიბათვეს. და ამ დღემ ჩამოაფარა დაღონების ფარდა იმ სხვა და სხვა მოსაქმე გვამთ პირის სახეს. მშვენიერი დარი იყო ოთხ თიბათვეს. შუადღის შემდეგ მეხუთე საათის ნახევარზედ დასავლეთი შავათ მოიღრუბლა, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ერთ წუთში ცა ჩამობნელდა ზღვასავით მღელვარე ღრუბლით. უცებ წამოუშინა მსხვილმა წვიმამ, რომელსაც მოჰყვა ყველა მცენარეობის დამმასახიჩრებელი, მტრედის კვერცხის სიმსხო სეტყვა, რომელმაც გაანადგურა ყანები და უფრო ვენახები — გურჯაანში, ვეჯინში, ბაკურ-ციხეში, კარდანახში, ანაგაში, ვაქირში, საქობოში, მაჩხაანში და ვინ იცის კიდევ რამდენგან, ბევრგან ვაზი სრულებით გაატიტვლა — არც ფოთოლი შეარჩინა და არც რქა. ყანები მიწის პირათ დასცა. ბაღეულობა ძირიანათ ამოაგდო. ეს ამაოხრებელი სეტყვა ცვივოდა ციდან ნახევარ საათის განმავლობაში.
დაღონდა ყველა, ყველა ოხვრას მოჰყვა, ვაჭრის მეტი — მე არა წამხდენია რომ ყველაზედ ძრიელ გლეხი დაღონდა..... იგი ამ ერთ კვირაში ნამგლის ხაკა-ჩხუკით და ტრიალით მიდიოდა მინდვრისაკენ. 4 თიბათვის შემდეგ კი მკლავზედ ნამგალი გადადებული და პირის სახეზედ დაღონების ბეჭდით მიეშურება ყანებისკენ — რაც დარჩა ის მაინც დროით მოვმკო, რომ ისიც ხელიდამ არ გამომეცალოსო.
წარმოიდგინე, მკითხველო, გლეხების დაღონება, მათი სულიერი მდგომარეობა 4 თიბათვის შემდეგ: წლის ნამუშავარი. მზათ მზად შემუშავებული და ახირებულათ მსხმოიარე ვენახები ერთ დღეს გაქრა.
— ეს ერთი კვირაა გავარდა ხმა ლეკებმა შილდა და ყვარელი გადასწვესო და ალაზანს მალე გამოვლენო. ზედაც მოვიდა ამბავი ყადორის მთიდან ლეკებს ორმოცდაათი ფარა ცხვარი წაუსხამთო. ამ ხმებმა ტყუილათ არ ჩაიარეს: რამდენიმე სოფელი თურმე გახიზნულა. მაგ. ხ. ველისციხიდამ ხალხი გახიზნულა ჭერემის მთაში; სომხობას სიღნაღისთვის მიუტანებია, ამბობენ ბაქრამეს ლეკვბი ერთ ხევში მოუმყვდევიაო, აქ დღე-დღეზედ მოელიან კზ. ღერენალ ანდრონიკოვს.
პ. ცხვილოელი.
1877 წ. 7 თიბათვეს.
![]() |
6 ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა |
▲back to top |
ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა [*]
(დასასრული)
ამ ხალხთა განხილვისაგან ჰსჩანს, რომელ ტაოელნი და ისპირის ხეველნი, სომეხთა სპერი, — შეადგენდნენ კლარჯეთის საერისთაოსა, ეკუთვნოდენ ნათესაობით საქართველოს ხალხსა, იწოდებოდნენ, ახლაც იწოდებიან მესხად. კლარჯეთის საერისთოს აწცა ოსმალნი უხმობენ გურჯისტანად. ე.ი. საქართველოდ; ხალიბები, სტრაბონის დროს იწოდებოდნენ ხალდად და არა ქალდეველად. ხალიბი ან ხალდი და ჭანი ერთი და იგივე ხალხია. ესე სჩანს, პირველად ვიზანტის მწერალთაგან, რომელნიც გვაჭეშმარიტებენ რომელ ჭანნი იყვნენ ხალდიის მოსახლენი[1]; მეორედ: მოსე ხორენაცი, რომელიც მოგვითხრობს, რომელ რომის იმპერატორი ტაციტი იყო მოკვდინებული ჭანეთში ან გახტკაში, ე.ი. ხალდეაში[2]2; აგრეთვე სომეხთა მწერალი ეგიშე ამტკიცებს ზემოხსენებულსა[3]. მესამედ: ძველნი მწერალნი, მეტადრე ქსენოფონტი[4]4 და არიენი[5], მთელს ზღვის ნაპირსა, რომელიც ეჭირა პონტოს სამეფოსა, უწოდებენ კოლხიდად. როგორცა სჩანს მოსეს ხორენაცის ღეოღრაფიისაგან, კოლხიდა ან უგური განიყოფებოდა ოთხ თემად: მაგნედიხი, პტოლომეას მინრალია ან აწინდელი სამეგრელო; ახრიუგა აწ არგვეთი ან იმერეთი; ღაზივი აწ გურია და ჭანივი აწ ჭანიკა ან ტრაპეზუნის პაშალივი[6]. ევროპიელნი ჭანებს უწოდებენ ლაზებად. ლაზები, როგორც ჰსწერს პლინი, არიენი და საკუთრად ვიზანტიის მწერლები, სცხოვრებდნენ აწინდელს გურიაში. ლაზებმა მეოთხე და მეხუთე საუკუნეში დაიპყრეს იმერეთი და სამეგრელო და შეადგინეს ერთი სამეფო, რომელსაც ერთის მხრით ვიზანტიელები და მეორეს მხრით სპარსნი ერთმანერთს ეცილებოდნენ და ჰქონდათ ას წლამდი ბრძოლა. ლაზისტანსა სამხრეთის სამზღვრის ნაპირზედ ჰქონდა პეტრეს ციხე (ქაჯთა ციხე ქართველთა) ქობულეთში.[7] ლაზი ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს მეკომბრესა ან ავაზაკსა.
ხალხის სახელები, რომელნიც ამის ზევით მოვიხსენეთ, არიან ან ქართულნი: ვითარ ისპირელი, ტაოელი, ჭანი, მესხი, — ან ბერძნულნი, ვითარცა ხალიბი, ხალდი, მოსინავი, მაკრონი, მაკროცეფალი, ხეპტაკომიტი, ტიბარენი ან თობალი.
ქართულნი სახელები აქამომდე დარჩნენ შეუცვლელად, გარნა ბერძნული დროთა ვითარებისაგან განჰქარდნენ.
მთელს აწინდელი ტრაპეზუნდის პაშალიკი დასახლებულია ჭანებითა.
აქა ჯერ არს შენიშნვად, რომელ აწცა მოავალნი სახელნი მთათა, მდინარეთა, ქალაქთა, დაბათა ტრაპეზუნის პაშალიკში არიან ქართულნი, ვითარცა: ნაჭილობევის მთები საშუალ პონტოს სამეფოსა, თემი ჟომურა (ჟამურა) ტრაპეზონის დაბლა; გომიში (კამბეჩი მეგრულად) სადაც ვეცხლის ქანია; ქაჯთ კარი (მთა), გაცურის მთა; ჭალა, მთა ქალაქის კერასენის მახლობლად; ნებიანი მთა ბაფრას ქალაქის ახლოს; ქურდბელი, მთა ქალაქის ნიკსარის მახლობელ; თავშავის მთა, მდინარის კიზილერმაკის მახლობელ ჰალისის მდინარე ან ალზანი ირისეს მდინარე და სხვანი მრავალნი.
ზემოხსენებულის განხილვისგან ჰჩანს რომ ყოფილს პონტოს სამეფოში ან აწინდელს ტრაპეზონის საფაშოში მკვიდრნი მოსახლენი იყვნენ ჭანელნი, რომელთაც ენა სრულიად ემგზავსება მეგრელთ ენასა და სამტკიცებლად ჩვენის აზრისა, განვიხილოთ ღრამმატიკული მწყობრი ორივე ენისა. ვალად ვრაცხ აქ გამოცხადებასა რომ ჭანურის ენის ღრამმატიკის კანონები გამომიგზავნა მე პატივცემულმან თავადმა გრიგოლ დავითისძემ გურიელმა, რომულმან არ რიდა შრომა და თავს დადებით და გულმოდგინებით მისცა წარმართება აღსახნელად ჩვენისა წინადადებისა.
ნაცვალ სახელი ყოვლს ენაში არის უპირველესი სიტყვა, რომელიც განკარგავს როგორც სიტყვის სახელსა ისე ზმნას. ქართულს ენასა აქვს ორ გვარი პიროვანი ნაცვალ–სახელი, პირველი კერძოობითი, ვითარცა მე, შენ, ის, იგი, მან, ჩვენ, თქვენ, იგინი, ისინი, მათ, და რთულნი ზმნათა თანა: ვჰ, ვა, ვი, ვუ, ვუ, მ. მა, მ. პირველსა და მეორეს პირთა კერძოობითა ნაცვალ სახელთა არა აქვსთ კანკლედობა. ჩემი, რომელიც მოუღიათ ჩვენის ღრამმატიკის მწერალთა, ვითარცა ნათესაობითი, ბრუნვა, არ იხმარება როგორც ნათესაობითი ბრუნვა, არამედ ვითარცა სხელობითი ბრუნვა, რომლისა ნათესაობითი არის ჩემისა. მიც. ჩემსა, მოქმ. ჩემითა და სხ. აგრეთვე შენი არ არის პირობითი ნაცვალი სახელი, არამედ მოგებითი. ჩვენი ენა შეადგენს ერთსა დარგსა ინდოევროპიულის ენებისას, ძალიან ძველი და შეცვლილი დროთა ვითარებისაგან. სპარსული და სომხური არიან უახლესნი ვიდრე ქართული და ამის გამო ცოტად შეცვლილნი არიან. თალიშინის ენაში[8], რომელიც მონათესავეა, სპარსულის ენისა, ვჰპოვებთ პიროვანს ნაცვალს სახელსა მე; ეს ნაცვალი სახელი თქმულს ენაში არის აგრეთვე შეუცვლელი და არა მქონი ბოლოს ცვლილებისა; დასანიშვნელად ნათესაობითის ბრუნვისა თალაშნელები უმატებენ თანდებულსა ჩე, რომლითაც შესდგება ჩემე და ჩემი; მსგავსადვე შესადგენად მიცემითის ბრუნვის თავს უსმენ სხვას თანდებულსა, რომულა ბი და შეადგენენ ბიმე. აგრეთვე ფრანციულს ენაში პიროვანს ნაცვალ სახელსა, სრულიად მსგავსისა ქართულის, რომელა მე (me). მოა (moi) არ შეიცვლის ბოლოსა,და დასანიშვნელად ნათესაობითისა ან მიცემითის ბრუნვისა ხმარობენ სხვა და სხვათა თანდებულთა. ნაცვალ სახელი ჩემზედ, ჩემთან, მიიღებს მნიშვნელობასა ნათესაობითის ან მიცემითის ბრუნვისას; ნაცვალ სახელი მესამეს პირისა ის, ეს, ეგ, იგი, მრავლ. ისინი, ეგენი, იგინი, აგრეთვე არიან შეუცვლელნი, გარნა ნაცვალსახელი მან, იმან (შემოკლებით იმ), არის ცვლადი: ნათ. მის, მიცემ. მას; მრავლობ. მათ. აგრეთვე მეგრულს ჭანურს ენაში თქმულნი ნაცვალსახელნი არიან უცვალებელნი: მე მეგრ. და ჭანურ. მა, ჩვენ მეგრ. და ჭან. ჩქუ; შენ, მეგრ. და ჭანურ. სი; მრავლ. თქვენ მეგრ. და ჭანურ. თქვა. მესამე პირი იმ, იმან, მეგრ. და ჭან. ჰუმ, ნათესაობ. მისი, მეგრ. და ჭანურ. ჰემიში; მიცემ. იმას, მეგრ. და ჭანურ. ჰიმუშა; ისინი, მეგრ. და ჭანურ. ჰიმი; ნათეს. და მიცემ. იმათ, მეგრ. და ჭანურ. ჰინისა: მოგებითი ნაცვალსახელი ჩემი. მეგრ. და ჭანურ. ჩქიმი; მრავლ. ჩვენი, მეგრ. და ჭანურ. ჩქინი; შენი, მეგრ. და ჭანურ. სქანი, თქვენი, თქვანი; იმისი, ან ემისი მეგრ. და ჭანურ. ემუში; რა, მეგრ. და ჭანურ. მუ და სხვანი.
რთულნი ნაცვალ სახელნი, რომულნიც მოზავებიან ზმნათა მაპიროვნებლად იხმარებიან ან მარტივად. მაგ. ვჰ (ვჰსწერ, ვზომ, ვაყრი); ან შერთვით, როდესაც ორნი ნაცვალ სახელნი შეერთდებიან. მაგალ. ვი, ვუ (ვიწერ, ვიზომ, ვუწერ, ვუზომ); ვი შედგების ორის ნაცვალ სახელისაგან ერთი ვ, მეორე ი მაგალ. ვიშენებ, შენებას აღვასრულებ ჩემთვის, ჩემს სასარგებლოდ; აგრეთვე ვუ, შედგების ორის ნაცვალი სახელისაგან ვ პირველის პირისა და უ მ სამე პირისა, მაგლ. ვუშენებ. ე.ი. სასარგებლოდ ვისთვისმე ვაშენებ. ნაცვალ სასული უ იპოვების სპარსულს ენაშიაც, აქედამ ჰსწარმოებს რუსული онъ, და ფრანციული on; ამ გვარი ნაცვალსახელები იპოვებიან მეგრულში და ჭანურს ენაში. მაგალ., ვჰსწერ; მეგრ. და ჭანურ. ვჰჭარუ; ვიწერ, მეგრ. და ჭანურ, ვიჭარუ; ვუწერ, მეგრ, და ჭანურ. ვუჭარუ
მიმოხვრა ზმნისა წერა, მეგრ. და ჭანურ. ჭარუა აწმდგომი:
ქართული; ვჰსწერ, ჰსწერ, ჰსწერს; ვჰსწერეთ, ჰსწერეთ, ჰსწერენ.
მეგრული: ვჭარუ, ჭარუ, ჭარუნს; ვჭარუნთ ჭარუნთ, ჭანურნა.
ჭანური: ვჭარემ, ჭარუმ, ჭარუმს; გჭარუმთ, ჭარუმთ, ჭარუნა.
სრული:
ქართული: ვჰსწერე ჰსწერე, ჰსწერა; ვჰსწერეთ, ჰსწერეთ, ჰსწერეს.
მეგრული. ვჭარი, ჭარი, ჭარუ; ვჭარით, ჭარით, ჭარეს.
ჭანური. ვჭარი, ჭარი, ჭარუ; ვჭარით, ჭარემტით, ჭარეს.
მიმოხვრა ზმნისა ვარ, მეგრულ და ჭანური ვირე.
აწმგომი:
ქართული ვარ, ხარ, არს; ვართ, ხართ, არიან.
მეგრული. ვორე, ვორექ, ორე; ვორეთ, ორეთ, ორენა
ჭანური. ვორე, ორე, ონუ; ვორეთ, ორეთ ორერან (თავ გურიელის გრამატიკა)
ჭანური. ბორე ქორე ,ქორენ, ბორეთ, ქორეთ, ქორენან. (როზენის ღრამატიკა)
სრული:
ქართული: ვიყავი იყავ, იყო; ვიყავით, იყავით იყვნენ.
მეგრული: ვორდი, ორდი, ორდუ; ვორდით, ორდით, ორდეს.
ჭანურად: ქობორტი, ობორტი, —; ქობორტით, ქორტით, ქორტეს.
კანკლედობა სახელისა ტყე, მეგრ. ტყა, ჭანურად დაღ. წრფელ. ტყე, მეგრ. ტყა, ჭანურ. დაღ; ნათეს. ტყისა, მეგრ. ტყაში, ჭან. დაღიშა; მიცემ. ტყესა. მეგრ. ტყას, ჭან., დაღიშა; მოქმ, ტყითა, მეგრ. ტყათ, ჭანურ. დაღითე; მრავლ. წრ. ტყეები, მეგ. ტყეეფი. ჭანურად დაღეფე; ნათეს. ტყეებისა, მეგრ. ტყეეფის. დაღეფეშა; მიცემ. ტყეებსა, მეგრ. ტყეფს, ჭანური, დაღეფშა; მოქმ, ტყეებითა, მეგრ. ტყეფით; ჭან. დაღეფეთე.
რიცხვითი სახელნი: ერთი, ორი, სამი, ოთსი, ხუთი, ექვსი,
მეგრული, ართი, ჟირი, სუმ, ოთხი, ხუთი, ამშვი.
ჭანური. არ, ჟურ, სუმ, ოთხუ, ხუთ, აშ.
ქსრთული: შვიდი, რვა, ცხრა, ათი, ასი, ათასი,
მეგრული, შქვითი, რუო, ჩხორო, ვითი, ოში, ათასი.
ჭანური, შთვიდი, ორვო, ჩხორო, ვით, ოში, შილია.
ამ მცირე გაშინჯვითა ჰჩანს, რომ ჭანური ენა ძალიან ემსგავსება მეგრულსა. დასასრულს ეს უნდა ვჰსთქვა, რომელ საქართველოს ხალხი მკვიდრობდნენ და აწცა მოსახლენი არიან ქართლისა, კახეთის, იმერეთისა, სამეგრელოსი, გურიასა, აწინდელს ტრაპეზუნის საფაშოში და უჭირავთ შავი ზღვის ნაპირი კოდორის შესართავიდამ ვიდრე შესართავადმდე კიზილერმაკისა და იყვნენ ძველს დროში უპირველესნი ხალხნი, ჩინებულნი და ღირსნი შესანიშნავად.
დავით ჩუბინოვი
___________
* „ივერია“ №16
1სტრიტირის მატიანე ხალოხთა ტ. 4. 229.
2მოსე ხორენ. თარგმანი ემინისა, გვერდი 127.
3რუსული ნათარგმნი შანშიევისა გვ. 127, ფრანციც. ნათარგმნი დულორიესი, გვერ. 209.
4 გამოცემ. გოფმანისა, გვერდი 5.
5ქსენოფონტი წიგნი 4. 5 და 6.
6ს. მარტენის ნათარგმნი, ტ. 2 გვ.357
7არიენის გამოც. გოფმანისა გვ.55 მატიანე ხალხთა სკრიტირისა ტომი 4 გვ. 224.
8 Записи Кавк. Общества кн. 3-тая.
![]() |
7 მედროშე |
▲back to top |
მედროშე
(მოთხრობა ალფონს დოდესი)
I.
ჩვენი ერთი გუნდი ჯარისა იბრძოდა რკინისგზის ფერდობებზედა პირის-პირ პრუსიელების მთელის ლაშქრისა, რომელიც პირდაპირ ჩასაფრებული იყო ტყეში და ჩვენი გუნდი კი წინ ედგა როგორც სასროლი ნიშანი. ისე ახლო ესროდნენ ერთმანერთსა, რომ მათშორის რაღაც ოცდაათი ნაბიჯი მანძილი თუ იქნებოდა. აფიცრები დადიოდნენ და სულ ამას იძახდნენ: „მიწაზედ წაწექით, მიწაზედ!“ გარნა ამ ბრძანებას არავინ ემორჩილებოდა: ჯარის კაცნი სულ ერთიანად მიიწევდნენ დროშისაკენ და მის ახლო გროვდებოდნენ თავ- გამეტებითა. ეს თოფის კვამლში შეხვეული აფორიაქებული გროვა ხალხისა იმ ყანებ და მინდვრებს შორის, რომელთაც ჩამავალი მზე ნათელს ჰფენდა,— ჰგვანდა ერთს რასმეს ფარსა, რომლისათვისაც ტრიალს მინდორზედ საშინელს ჭექა-ქუხილს მოუსწვრია.
ისეთი საშინელი სროლა იყო, თითქო ტყვიის წვიმა მოდის იმ ფერდობებზედაო. ჰაერში ისმოდა ჭექა სროლისა, დამაყრუებელი ქუხილი ყუმბარისა, რომელიც გორვით ხევში ცვიოდა; ტყვია ზუზუნებდა ყოველის მხრიდამ, როგორც გაჭიმული სიმი რაღაც უცნაურის და გრძნეულის საკრავისა. ზოგჯერ, დროშა, მოფარფარე ჯარის-კაცთა თავთა ზემოდ და მოფრიალე ყუმბარის ქარისაგან დაიმალებოდა ხოლმე თოფის წამლის ბოლში. მაშინ ისმოდა ზარიანი და რიხიანი ხმა: ის ხმა უფრო ისმოდა ვიდრე სროლის ხმა, ვიდრე დაჭრილები კვნესა-წყევლის ხმა: „დროშას მიეშველენით, ყმაწვილებო, დროშას!“ ამ ხმაზედ ერთი აფიცერი შევარდა კვამლში და იმ ვაჟკაცობის სულდგმულმა დროშამ ხელახლად დაიწყო ფრიალი საომარს მინდორზედა.
ოცდაორჯერ დაეცა დროშა იგი!.. ოცდაორჯერ გავარდა იგი ხელიდამ ტყვიით მოკლულ მედროშესა და დროშის ტარი ჯერ კიდევ თბილი ყოფილა ხელში ჭერისაგან, რომ მსწრაფლ მივარდნია სხვა ჯარის-კაცი და თამამად აუღია საღსა და ძლიერს ხელში. ბოლოს როცა მზე ჩასვლაზედღა იყო და თითო ოროლად გადარჩენილთ ჯარის-კაცთა ომი შეჰსწყვიტეს და უკან დაიწიეს მაშინ დროშა იგი პატარა ნაფლეთსაღა ჰგვანდა იგი ეჭირა ხელში სერჟანტს[1]1 ჰორნუსსა, იმ დღის მეოცდა მესამე მედროშეს.
II.
სერჟანტი ჰორნუსი არ იყო ჭკვით გამოსაჩენი ბერი კაცი; იგი თავის სახელის მოწერასაც ძლივს ახერხებდა. ოცი წელიწადი ჰსწევდა თვისის სამსახურის უღელსა და ძლივს ეღირსა სერჟანტობა ყოველი უბედურება თავ-განებებულის ობლობისა მძიმე და უსიხარულო ცხოვრება ჯარის-კაცისა — ზედ ეჩნეოდა მის პატარას შეჭმუხვნილს შუბლსა მის გუდის სიმძიმით მოხრილსა ტანსა და დასასრულ მის უცნაურს სიარულსა. იგი ცოტად ენას უკიდებდა. ენა ბრგვილი იყო, მაგრამ დროშის მატარებელს რად უნდა მჭევრ-მეტყველება. იმ ომის დღესვე უფროსს ეთქვა ჰორნუსისათვის: „დროშა ეხლა შენ გიჭირავს: ვინძლო კარგად უპატრონო. იმავე წამს ჯარის ქალმა (Миркитантка) დაულანდა ოქრომკედის ჩაფარიში მის ძველსა სამხედრო წამოსასხამზედა, რომელიც წვიმისა და ცეცხლისაგან გახუნებული იყო. მისის მიწასთან-გასწორებულის ცხოვრებისათვის დროშა იგი შეიქმნა სიქადულად. საბრალო ბერიკაცი ჩვეულ იყო ტანში მოხრით სიარულსა და თვალებიც სულ ძირს უჭირა ხოლმე. ხოლო, როცა დროშა ჩაიბარა, თითქო გადახალისდაო: ტანშიაც გაიმართა, გაბედვითაც დაიწყო სიარული, თვალებიც მაღლა გაფარფარებულ დროშაზედ ჰქონდა ხოლმე მიქცეული და თვით დროშა ისე სწორედ და მაღლა ეჭირა, რომ იგი მომკვდავთა სასხსნელად ყოფილიყო და მფარველად. ღალატისა და მარცხისაგან.
როცა ომის ცეცხლის დროს ჰორნუსს ხელთ ეპყრა ტყავის ბუდეში კარგად შეხვეული დროშა ძნელად თუ ამაზედ ბედნიერს კაცს წარმოიდგენდა ვინმე. იგი ვიდოდა ხმა გაკმენდილი, მდუმარედ, უკან მიუხედავად და ისეთის სასოებით და თაყვანებით მიჰქონდა დროშა, ვითარცა მღვდელს ბარძიმ-ფეშხუმი. ისე მკვიდრად ეჭირა ხელში ის მშვენიერი სამფეროვანი დროშა, თითქო რაც სიცოცხლე და ღონე აქვსო სულ თითებში მოუკრებიაო. მის ახლო ზუზუნით მოდიოდა ტყვია, მაგრამ იგი თვალ დაუხამხამებლივ პირდაპირ შეჰყურებდა პრუსსიელებს, თითქო ეუბნებაო: „აბა თუ კაცნი ხართ, მოხვალთ და წამართმევთო.“
ხოლო იგი ვერავინ ვერ წაართო, ასე გასინჯეთ, თვით სიკვდილმაც კი. დროშა იგი გადურჩა ბორნის ომსა, გადურჩა გრაველოტის ცეცხლსა გადურჩა საშინელთა სიკვდილით-მოსილთ ბრძოლათა. მართალია, თუმცა სრულიად დაიფლითა და დაიხვრიტა ტყვიისაგან, მაგრამ მაინც კიდევ ბევრ კაცს ჰორნუსს ეჭირა ხელში და თამამად დაჰქონდა ხოლმე.
III.
დადგა ენკენისთვე. ლაშქარი მეცთან იყო მტერმა ალყა შემოარტყა გარს. ამოდენა ხალხი გაჩერებული იყო ბანაკად წვიმისა და ავდრის ქვეშ ლაფში, საცა ჟანგი ეკიდებოდა ზარბაზნებსა, საცა მთელს ქვეყანაზედ გათქმულს ჯარს უსაქმობისა და უჭმელობისაგან ღონე-მიხდილსა უწყალოდ ჰხოცდა ციებ-ცხელება, უქმობა და გვერდით კი ელაგა აუარებელი რიცხვი რიგიანის თოფ-იარაღისა როგორც უფროსთა აგრეთვე დაბალთ ჯარის-კაცთაც დაეკარგათ ყოველივე იმედი და წარეკვეთათ სასოება. მხოლოდ ერთი ჰორნუსიღა იმედეულებდა: ყოვლად მსხნელი იმედი მისი ის ნაფლეთი იყო სამ-ფეროვანის დროშისა. მას ეგონა, რომ რაკი ეგ არის, იმედიც დაკარგული არ უნდა იყოს მისდა საუბედუროდ ლაშქარს არ აომებდნენ და ამის გამო დროშა იგი რაზმის უფროსსა ჰქონდა შენახული თავის სადგომში. მეცში. მაშინ ბებერი ჰორნუსი ჰგვანდა სწორედ დედასა, რომელსაც თვისი შვილი უცხო დედა-კაცთანა ჰყავს გაბარებული. იმის ფიქრი სულ ის დროშა იყო, და როცა მის უნახაობით სევდა რამ გულს მოაწვებოდა. ბანაკიდამ მეცში ქვევითად წავიდოდა ხოლმე დროშის სანახავად და ვიდრე გულს არ დააჯერებდა, რომ იგი უვნებელად აყუდებულია იმავ ადგილას კედელთან, უკან არ დაბრუნდებოდა. ეგ ნახვა გაამხნევებდა ხოლმე, გულს დაუწყნარებდა. მერე ბრუნდებოდა თავის უსიხარულო კარავში და მიეცემოდა ხოლმე ოცნებას ბრძოლაზედ და მასზედ თუ როგორ დაიწყობს ფრიალს პრუსსიელთა სანგალზედ მისი საყვარელი სამ-ფეროვანი დროშა.
ხოლო მარშალ ბაზენის ბძანებამ სრულად ჩაფუშა მისი ოცნება. ერთხელ დილით თვალი გაახილა ჰორნუსმა თუ არა ნახა მთელი ბანაკი ფეხზედ წამომდგარა და ხმაურობს. ჯარის-კაცნი ბუზსავით ირევოდნენ და გულგამწყრალნი და გაცოფებულნი ყვიროდნენ ერთს მხარეს პირ-მიქცეულნი თითქო დამნაშავეებს თვალ-წინ ხედვენო „უნდა დავიჭიროთ ის და თოფით დავხვრიტოთ.“ ჯარის უფროსნი ჯარის-კაცებში არ ერეოდნენ... იმათ მხარი აექციათ ჯარის-კაცებისათვის და თავჩაკიდულნი მიდიოდნენ, თითქო ჰსცხვენოდათ თვისთა ჯარის კაცთაგან. და სწორედ სამარცხვინო საქმეც იყო! ას ორმოცდა ათი ათასს კარგათ შეიარაღებულს ჯან-მრთელსა კაცსა ის-ის იყო გამოუცხადეს, რომ უომრად მტერს ტყვედ უნდა მიეცნეთო.
— „მერე დროშები-ღა?“ იკითხა გულ-გადაფითრებულმი ჰორნუსმა.
დროშებიც და მასთან ერთად თოფი, იარაღი და ყოველი სამხედრო ნივთეულება ლაშქრის მტერს უნდა ჩააბარონო.
— „ა-რ-რ-რ-აო! დაიყვირა ენა დამბით საბრალო ბერი-კაცმა. იგინი ვერ მიიღებენ ჩემს დროშასა“ და მსწრაფლ გაექანა მეცისაკენ.
IV
მეცშიაც დიდი ღელვა და ჩოჩქოლი იყო. ერის გვარდია, მოქალაქენი, მობილები ჰყვიროდნენ, შფოთავდნენ, ხოლო ჰორნუსი არც არაფერს ჰხედავდა, არც არაფერი ესმოდა. იგი თავის-თავს ესააუბრებოდა ქუჩა ქუჩა მიმავალი და სულ ამას იძახდ „რაო? მე დროშა უნდა წამართვან!...დიახ, როგორ – არა! ვის შეუძლიან. ვის!... განა მაგას გაბედავს ვინმე… დეე პრუსიელებს ის მისცეს, რაც თვითონ ეკუთვნის: თავისი ოქროს ეტლები, ის თავისი მშვენიერი სამკაული სუფრისა, რომელიც მექსიკიდამ წამოუღია!...ეგ დროშა კი ჩემია, ჩემი!...ეგ არის ჩემი ღირსება!... ეგ არის ჩემი კაცობა!...მინამ ცოცხალი ვარ ხელს ვერავინ ახლებს“....
სიარული და ენის დაბმა ამ ნაწყვეტს სიტყვებს უფრო ჰსწყვეტდა. მაგრამ მაინც რასაც ბერი-კაცი ამბობდა, იმაში აზრი იყო, აზრი ცხადი და განსაზღრული: დროშას ხელში ავიღებო, ჩემის რაზმიდამ ვაჟკაცთა შევყრიო და მათთან ერთად პრუსიელების ლეშებზედ გადვივლითო და თავს გავიტანთო.
მეცში მივიდა რაზმის უფროსის სადგომს ხოლო გულგამწარებული უფროსი თავისთან არ ვის უშვებდა და არ ვის ინახულებდა. მაგრამ ჰორნუსს კაცი ეგრე ადვილად ვერ მოურჩებოდა. იგი ყვიროდა, იგინებოდა, გუშაგს მუჯლუგუნსა ჰსცემდა.... „ჩემი დროშა....მე ჩემი დროშაა მინდა...“იძახდა უბედური ბერი-კაცი.
ბოლოს უფროსმა ფანჯარა გამოაღო და გადმოიხედა.
— ეგ შენა ხარ, ჰორნუს?
— „დიახ, ბატონო, მე გახლავარ...“
— „სულ რაც დროშებია, თოფ-ხანაშია… იქ წადი; ბარათს მოგცემენ!“
— „ბარათიო? ბარათი რად მინდა?...“
— „ეგრე ბძანა მარშალმა.“
— „მერე, ბატონო? …
— „მომშორდი, შენი თავი არა მაქვს“! ჰსთქვა ეს უფროსმა და მოაჯახუნა ფანჯარა.
ბებერი ჰორნუსი წაბარბაცდა, როგორც მთვრალი კაცი.
„ბარათი....ბარათი....“ ბუტბუტებდა იგი უაზროდ.
ბოლოს დაიძრა ადგილიდამ და გასწია მარტო ესღა ჰქონდა ფიქრში, რომ დროშა თოფ-ხანაშია და რაც უნდა მოუვიდეს, იგი იქიდამ უნდა გამოიტანოს,
V
დიდი ალაყაფის კარები თოფ-ხანისა ღია იყო. მის ქვეშ გადიოდნენ პრუსიელების „ფურგონები“ და მერე ეზოში მწკვრივად დგებოდნენ. ჰორნუსი რომ შედიოდა კარებში შეკრთა. დანარჩენნი მედროშენიც სულ აქ იყვნენ. მოგროვილნი. ხმა გაეკმინდათ და შეწუხებულნი იდგნენ. ეს შავად შეღებილი ფურგონები და მათ უკან მიმდევნი ჯარისკაცნი ქუდ-მოხდილნი, სწორედ მკვდრის დამარხვის მოწყობილობას ემგზავსებოდა.
ერთს უწმინდურს კუთხეში თოფ-ხანისაში ერთად შეეგროვათ ბაზენის მხედრობის დროშები. ეს აბრეშუმის ჭუჭყიანი ნაფლეთები, ოქრო-მკედის ფოჩების ნარჩენები, დროშის ტარის ნატეხები, ყველა ეს ვაჟკაცობის სულ მდგმელი ნივთები, გალაფიანებული წვიმისა და ტალახისაგან, გულსაკვდავს სანახაობას წარმოადგენდა.
ერთი ჯარის უფროსი აიღებდა ხელში დროშას და იძახდა იმ რაზმის სახელსა, რომელსაც დროშა ეკუთვნოდა. მაშინ რაზმის მედროშე უნდა მისულიყო. მასთან და ბარათი ჩამოერთმია. ამ ბარათის მიცემას დინჯად და შეუბრალებლად თვალ ყურს ადევნებდნენ ორი პრუსიელი აფიცერი.
ამ გვარად წარხდნენ იგი უწმინდესნი სახელოვანი ფლასნი. ტყვიით დაფლეთილნი და დახვრეტილნი გულსაკვდავად თრევით მიჰქონდათ იგინი, როგორც ფრინველს მოტეხილი ფრთა მიაქვს ხოლმე. წარვიდნენ იგინი, მოსილნი წმინდანის შეგინების მძიმე სირცხვილითა წარვიდნენ და ყოველს მათგანს თან მიჰქონდა ნაწილი საფრანგეთისა.
თქვენს გახუნებულს ნაკეცებზედ მზემ დაასვა სამარადისო ბეჭედი! ტყვიის ნაკრავს ადგილებში თქვენ ინახავთ სახსოვარს იმ დავიწყებულთ მეომართა, რომელნიც თქვენს ჩრდილს ქვეშ დაიხოცნენ!
— „ჰორნუს! ეხლა შენი რიგია ...შენ გეძახიან... წადი ბარათის მისაღებად....“
თითქო საქმე იმაში იყო, რომ მარტო. ბარათი მიეღო… დროშა იქავ იყო, მის წინ. ეგ იყო მისი დროშა, ყველაზედ უკეთესი, ყველაზედ უფრო ტანჯული და დიდ ცეცხლში გამოტარებული.... თვალი მოჰკრა თუ არა, საბრალო. ჰორნუსმა, მოეჩვენა, რომ ვითომ ისევ იქ ომშია ფერდობებზედა. მას თითქო მოესმა კიდეც ტყვიის ზუზუნი, ყუმბარების გრიალი და უფროსის ზარიანი ხმა: „დროშას, მიეშეელენით, ყმაწვილებო, დროშას!“ მერე წარმოუდგა, რომ ოცდაორი მისი ამხანაგი მიწაზედ ჰყრიან დახოცილები და თვით მეოცდა მესამე მივარდა და აიღო ხელში საბრალო დროშა, რომელიც ძირს ეგდო უკაცობისაგამო. ოხ, იმ დღეს ფიცი დასდვა, რომ თავს მოიკლავს. ამ დროშისათვის და სიკვდილამდე, არავის არ დაუთმობს. ეხლა კი....
ამ სიტყვაზედ სისხლი თავში აუვარდა. გონებამიხდილი ეცა პრუსიის აფიცერსა, გამოჰგლიჯა ხელიდამ თავისი საყვარელი დროშა და მაგრად მიიკრა გულზედ… მას უნდოდა ერთხელ კიდევ აღემართა დროშა, მაღლა და სწორედ დაეჭირა და დაეძახნა: „დროშას მიეშ...“ მაგრამ ხმა ჩაუწყდა. მან იგრძნო რომ ტარი ხელში აუკანკალდა და ხელიდამ დაუსხლტა.
იმ ღალატის შხამით მოწამლულს ჰაერში დროშას აღარ შეეძლო თვისის კალთების გაშლა, არარასა პატიოსნურსა იქ აღარ შეეძლო გაძლება…
და მოხუცებული ჰორნუსიც გადიქცა და სული დალია.
ეკ. ღვინიაშვილისა
________________
1 უნტერ-აფიცერის მაგვარია
![]() |
8 გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები |
▲back to top |
გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები
ამას წინადგამოცხადებული იყო „ივერიაში“, რომ ცალკე კამმისიასა აქვსო მინდობილი ახალი წესი შეადგინოსო ცოლისა და ქრმის განშორების საქმის თობაზედაო. ეხლა გაზეთი „Hoвoe Bpeмя“ ამბობს, რომ კამმისიას შეუდგენია ამ საგანზედ თავისი გადაწყვეტილებაო. კამმისია იმაზედ დამდგარა, რომ ცოლქრმობის განშორების საქმის თავდაპირველი გამოძიება და განჩენი საერო სამსაჯულოს უნდა მიენდოსო და სინოდს უნდა წარედგინოს იგი განაჩენი მხოლოდ დასამტკიცებლადო. ეს კამისიის აზრი გარჩეულ იქმნა სინოდის მიერ და სინოდს ეგ აზრი უარ-ყევია. საბუთად ეს მოუყვანია, რომ საერო სამსაჯულო კონსისტორიაზედ მალე ვერ დაადგენსო მაგ გვარ საქმეებში განაჩენსაო და საერო სამსაჯულოში განსამართლება ყველასთვის ერთ ნაირად გაადვილებული არ იქნებაო. პირველი იმიტომაო, რომ თავდა პირველი გამოძიება, პროკურორის განხილვა და მერე ოლქის სასამართლოში საქმის გარდაწყვეტაო უფრო ბევრს დროს მოითხოვსო, ვიდრე აქამომდე ითხოვდაო და მეორე — იმიტომაო, რომ ოლქის სასამართლოში მოდავებს ვექილების დახმარება მოუნდებათო და ამის გამო საქმის წარმოება უფრო ძვირად დაუჯდებათო, ვიდრე კონსისტორიაშიო და ამით ღარიბს ხალხსა ცოლქრმობის განშორების თაობაზედ სამართლის გზა დაეხშობათო.
— ლონდონის „Economist“-ს მოჰყავს ფრიად ღირს საცნობი ანგარიში მასზედ თუ ამ უკანასკნელს ოც-და-ხუთს წელიწადში ევროპას და ამერიკას რა დაუჯდა ომები კაცითა, თუ ფულითა. გამოდის რომ თორმეტს ომიანობაში დახოცილა ერთი მილლიონი ცხრაას ორმოც-და-რვა ათასი (1,948,000) კაცი და ორი ათას ოთხას ცამეტი მილლიონი ფუნტი სტერლინგი[1]. (2,413,000,000). ეს იმოდენა ფულია, რომ რვაჯერ ანუ ცხრაჯერ მეტია მასზედ, რაც მთელს ევროპიის სახელმწიფოებსა და ამერიკის შეერთებულს შტატებს ერთად წლის შემოსვალი აქვსთ.
ეს ამოდენა ზარალი ამ გვარად განიყოფება:
1) ყირიმის ომი (1853 —1856) 750.000 კაცია მკვდ.
2) იტალიის ომი (1859) — 45,000 —
3) შლეზვიგ-გოლშტინის ომი (1864) — 3,000 —
4) ჩრდილო ამერიკის შტაბის ურთიერთშორის ომი:
ჩრდილოეთის მხრისა — — — 280,000
სამხრეთის მხრისა - - - - - 520,000
5) გერმანიისა და ავსტრიის ომი (1866 წ.) 45,000
6–10) მექსიკისა, მაროკკოსი და პარაგვაისა 65,000
11) საფრანგეთისა და პრუსიის ომი (1870—1871)
გერმანიისა — — — 60,000
საფრანგეთისა — — — 155,000
12) სერბიისა და ბოლგარის აჯანყება 25.000 —
სულ 1.948,000
ფულად:
1) ყირიმის ომი — — —348,000,000
2) იტალიის ომი 1839 — — — 60,000,000
3) შლეზვიგ-გოლშტინის 1864 — 7,000,000 —
4) ჩრდილო ამერიკის შტატებისა:
ჩრდილოს მხრით — — — 940,000,000
სამხრეთის მხრით — — — 460,000,000-
5) გერმანიისა და ავსტრიის ომი — 66,000,000 ―
6–10) მექსიკ.,მაროკ. და პარაგ. ომები 40,000,000 —
44) საფრ.და პრუს. ომი 1870-1871 — 500.000,000 — 12) სერბიისა და ბოლგარის აჯანყება — ? —
სულ 2,413,000,000.
— კრუპპის ქარხანაში უდიდესი ქვეყანაზედ ზარბაზანი უყიდნია რუსეთის მთავრობისა. ზარბაზანი იგი ყოფილა საჩვენებლად ამერიკის გამოფენაზედ. ყუმბარა, რომელიც უნდება მაგ ზარბაზანს, ოცდა თერთმეტი ფუთია და ხუთი ქირვანქა, სამას ორი გირვანქა წამალი უხდება ერთს გატენაზედ.
— ინგლისის გაზეთები ერთს საოცარს ამბავს მოუთხრობენ ორის წყლის ვეშაპის (китъ) ბრძოლის თაობაზედ. ეს ბრძოლა ვეშაპების მომხდარა ინგლისის ჩრდილოდ მხრივ ზღვაში და მრავალთა მეთევზეთა თვალ წინ, ეს ორი საშინელება ვეშაპი ჯერ დაჰსჯახებიან ერთმანეთს თავებითა და მერე კუდით უცემიათ ურთიერთისთვის, ასეთი ყოფა დონით, რომ ზღვა იმ ადგილას აუღელვებიათ. შემდეგ მედგარის ბრძოლისა ეს ორი ვეშაპი ერთმანეთს დიდ მანძილზეა განსდგომიან. მოუკრებიათ რაც ძალი და ღონე ჰქონიათ, წამოსულან ისარავითა შორიდამ და ერთმანეთს დასჯასებიან, ასეთი საშინელი დაჯახებს ყოფილა, რომ ორივე რამდენსამე ხანს დარეტიანებულან და მერე ისევ ბრძოლა დაუწყვიათ. წყალი იმთა გარეშემო სამს-ოთხს საჟენზედ მაღლა ზვირთდებულა თურმე. ბოლოს ერთხელ კიდევ შესჯახებიან ერთმანეთს, რომლის შემდეგაც დიდს მანძილზედ წყალი სისხლისაგან წითლად შეღებილა ბრძოლა მათი მთელი სამი საათი განგრძელებულა ერთი ვეშაპი წყალს მოუტივტივებია და იქ დარჩომილა, მეორე კი წასულა. მეორეს დღეს ზღვის ნაპირას გამოუგდია წყალს ერთი მკვდარი ვეშაპი.
— შარშან ზაფხულს ლონდონში ექიმმა რიჩარდსონმა წაიკითხა ერთი ღირს-საცნობი ლექცია. იგი ამტკიცებდა, რომ შეიძლება ისეთი ქალაქი აშენდესო, რომ ადამიანს იქ მცხოვრებს დღე-გრძელი სიცოცხლე ქონდესო და ერთობ სიკვდილიანობა მეტად ცოტა იყოსო. რიჩარდსონმა წარუდგინა მსმენელთ თვისი აზრი შესახებ იმ ქალაქის მოწყობისა და სახელად ქალაქს უწოდა გიგიენა — ქალაქი ჯანმრთელობისა. მეცნიერნი ამბობენ, რომ რიჩარდსონის აზრი უსაბუთო არ არისო და აღსასრულებლებლად შესაძლებელიაო.
_________
1სტერლინგი შვიდ მანეთამდე ჰსჭრის