![]() |
ივერია (37)1877.10.11 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
ტფილისი. ჩვენს ქვეყანაში დიდი და პატარა სწავლის, განათლების სახსარს სტირის და სჩივის, მაგრამ მაინც შველა არსად არის. საკვირველიც არ არის. ტირილითა და ვიშითა მტერნი არ შეგვიბრალებენო, ამბობს ჩვენი გლეხური ანდაზა სხვაზედ მინდობა ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერობაში. წამოუვლის ნიაღვარი „შემთხვევისა“ და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იშედევნეულს, სხვა ზედ დანდობილს ერთს უდაბურს ტინზედ გარიჟას შენს თავს შენვე მოუარეო. ეს კანონი ისტორიული კანონია, იქნება ზოგიერთისათვის ფრიად არ მოსაწონი, მაგრამ აუცილებელი კი. ბევრიც რომ ვივაგლახოთ, ბევრიც რომ ვატაროთ უბეში სხვაზედ დამყარებული იმედი, მაინც ბოლოს „ჟამთა სვლა“ ამ კანონზედ დაგვავენებს და დრო წარსული ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგული დრო იქმნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხი თვით-მოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით, თუ ხორცით, რაც მალე დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, რაც მალე შევითვისებთ მით მალე გამოვიხსნით თავს იმ გაჭირებიდამ, რომელშიაც ასე სასოწარკვეთილებით დღეს ვიმყოფებით. გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითთები გვიჩვენა. ნუ თუ აქამომდე გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარე ჩვენი სხნა სიზმარია! მაშ თუ ასეა, სწავლისა და განათლების სახსარის ნაკლებულობას ჩვენის ცრემლით, ვახით და ვიშით ვერ შევავსებთ. სულ ტყუილია. როგორც თვითვეული კაცი, ასე საზოგადოება, ისე ხალხი მარტო. თავისით არის და თავისით უნდა იყოს კიდეც. შალაც ამისთანა ხალხშია და ბედიცა.
ოცს საუკუნეზე მეტია რაც ჩვენი ხალხი იუსტორიულს ასპარეზზედ გამოსულა. ამ ხანგრძლივ დროთა მიმავლობაში ჩვენს ხალხს ერთს ხელში თოფი და ხმალი ჰსჭერია და მეორეში გუთანი და ამ ყოფით და ვაი-ვაგლახით გაუტარებია ეს აუარებელი დრო. თუ შიგა და შიგ, ჭრელად რამდენიმე წელიწადი მოსვენება შეხვედრია, მაშინვე ის მოსვენების დრო შეუწირავს სწავლისა და განათლებისათვის. და ვით აღმაშენებელისა და თამარ–დედოფლის მეფობა ამ შემთხვევაში მეტად სანუგეშო. მაგალითებს წარმოგვიდ გენს....საქართველო, ახლა ცოტად თუ ბევრად დამშვიდდა, მაგრამ ამ დამშვიდებას არ მოჰყვა ის ნაყოფი სწავლისა და განათლებისა, რომელიც უნდა მოჰყოლოდა. რისგამო? თუ უწინ დღე ჩვენი ღამდებოდა და ღამე თენდებოდა მარტო იმის მეცადინეობაში. რომ მტერი მოგვეგერებინა,თუ უწინ ამის გამო სწავლისათვის მოცლა არა გვქონია, ეხლა ხომ უნდა გვქონოდა. ეხლა ხომ ეს მიზეზი არ გვიშლიდა და რატომ მოხდა, რომ სწავლის და განათლების ნაკლებულობაზედ ასეთი სამართლიანი სამდურავი მიგვიძღვის?
ჩვენ ამის მიზეზს იმაში კი არა ვხედავთ, რომ ვითომც სწავლის სურვილი არა გვქონდეს, როგორც ზოგიერთნი ჩვენნი კეთილის მყოფელნი ამტკიცებენ. არა — სურვილი დიდია. არც იმაში ვხედავთ, რომ სწავლის მიღების ნიჭი არა გვქონდეს, თუმცა ამასაც ჩვენი კეთილის-მყოფელნი დევირიან. არც იმაში ვხედავთ, რომ ვითომ ნივთიერს ღონისძიებას მოკლებულნი ვართ. ესეც ტყუილია, ჩვენის ფიქრით მართლადა, არც ისე ლუკმა-გაწყვეტილები ვართ, რომ, თუ არ თვითვეულმან ცალკე, ერთად მაინც საზოგა დოებრივად ღონისიება არ მოვიკრიფოთ ჩვენის აუ ცილებელის საჭიროების შესავსებლად. მიზეზი ის არის, რომ დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამებმა სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვით-მოქმედების ძალ- ღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც თუ კი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფუძველიც. ხსნა ჩვენი თვით-მოქმედებაში და ერთობაშია. საცა კაცი თვითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოს ერთად შეუძლიან ჰქმნას.
ამ ჭეშმარიტს და ფრიად ნაყოფიერს აზრზედ არის დამყარებული ერთის ჩვენის პატივცემულის გვამის მეცადინეობა, რომელმაც ამ ცოტას ხანში ჩვენში კარგა ბლომად მომხრეები მოიპოვა. თ. გიორგი რომანის ძე ერისთავმა, მიიღო რა სახეში სწავლის გავრცელების საჭიროება ჩვენში, ამასთან თვითვეულის ჩვენგანის ცალკე ღონე-ნაკლებობა, — ჩვენს გაჭირებას წამალი მოუპოვა. რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისაგან ბევრს ნურას ველოდებითო; რასაც თვითვეული ცალკე ვერ შევძლებთო, ამას საზოგადოებრივად ერთად ადვილად შევიძლებთო, აი ორი ნაყოფიერი აზრი იმ მეცადინეობის დედა-ბოძად
და ღამე თენდებოდა მარტო იმის მეცადინეობაში. რომ მტერი მოგვეგერებინა, თუ უწინ ამის გამო სწავლისათვის მოცლა არა გვქონია, ეხლა ხომ უნდა გვქონოდა. ეხლა ხომ ეს მიზეზი არ გვიშლიდა და რატომ მოხდა, რომ სწავლის და განათლების ნაკლებულობაზედ ასეთი სამართლიანი სამდურავი მიგვიძღვის?
ჩვენ ამის მიზეზს იმაში კი არა ვხედავთ, რომ ვითომც სწავლის სურვილი არა გვქონდეს, როგორც ზოგიერთნი ჩვენნი კეთილის მყოფელნი ამტკიცებენ. არა — სურვილი დიდია. არც იმაში ვხედავთ, რომ სწავლის მიღების ნიჭი არა გვქონდეს, თუმცა ამასაც ჩვენი კეთილის-მყოფელნი ჰყვირიან. არც იმაში ვხედავთ, რომ ვითომ ნივთიერს ღონისძიებას მოკლებულნი ვართ. ესეც ტყუილია, ჩვენის ფიქრით მართლადა, არც ისე ლუკმა-გაწყვეტილები ვართ, რომ, თუ არ თვითვეულმან ცალკე, ერთად მაინც საზოგადოებრივად ღონისიება არ მოვიკრიფოთ ჩვენის აუცილებელის საჭიროების შესავსებლად. მიზეზი ის არის, რომ დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამებმა სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვით-მოქმედების ძალ-ღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც თუ კი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფუძველიც. ხსნა ჩვენი თვით-მოქმედებაში და ერთობაშია. საცა კაცი თვითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოს ერთად შეუძლიან ჰქმნას.
ამ ჭეშმარიტს და ფრიად ნაყოფიერს აზრზედ არის დამყარებული ერთის ჩვენის პატივცემულის გვამის მეცადინეობა, რომელმაც ამ ცოტას ხანში ჩვენში კარგა ბლომად მომხრეები მოიპოვა. თ. გიორგი რომანის ძე ერისთავმა, მიიღო რა სახეში სწავლის გავრცელების საჭიროება ჩვენში, ამასთან თვითვეულის ჩვენგანის ცალკე ღონე-ნაკლებობა, — ჩვენს გაჭირებას წამალი მოუპოვა. რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისაგან ბევრს ნურას ველოდებითო; რასაც თვითვეული ცალკე ვერ შევძლებთო, ამას საზოგადოებრივად ერთად ადვილად შევიძლებთო, აი ორი ნაყოფიერი აზრი იმ მეცადინეობის დედა-ბოძად მიღებული. შეუდგა ამ აზრზედ დამყარებული თ. ერისთავი საზოგადოების შედგენას, რომელმაც ხელი უნდა გაუმართოს და შეუწყოს ჩვენის ქვეყნის ღარიბს ხალხს და ნამეტნავად ღარიბ—თავად-აზნაურებს, რომ შვილებს რიგიანის სწავლისა და განათლების გზა მისცენ დაბალ თუ მაღალ სასწავლებელში. „ვინ არ იცისო, ამბობს თვის წინასიტყვაობაში თ. გ. რ. ერისთავი, რომ ამ საგანზედ ჩვენი გულგრილობა ჩვენის თავის სიკვდილიაო! ნუ თუ ეგ არ მოუღებს ბოლოს თვით ხალხსაცაო! ნუთუ ეგ არ მოიწვევს ჩვენს თავზედაო რისხვასა და წვევასა ჩვენის შთამომავლო- ბისასაო!“
ვისაც სურს ამ ქვეყნისათვის საკეთილო საქმეში მონაწილეობა მიიღოს, მას, ქალი იქმნება თუ მამაკაცი გლეხი, თუ თავადი ნება აქვს ჩაეწოროს წევრად საზოგადოებაში იმ აუცილებელის პირობით კი, რომ წელიწადში არა ნაკლებ ერთის მანეთისა ფული წარუდგინოს საზოგადოებას. ჩვენ ამ საქმის მეთაურისაგან მონდობილი გვაქვს ეს საჯაროდ გამოვაცხადოთ და ვსთხოვოთ ყველას, ვისაც ენებება ამ საზოგადოებაში წევრად შესვლა, „ივერიის“ რედაქციას აცნობოს ფულს კი ჯერხანობით ნუ გამოგზავნიან. რადგანაც ამის თაობაზედ თავის დროზედ ჯეროვანს განკარგულებას მოახდენენ საქმის გამგებელნი.
ამ საზოგადოების წესდება შედგენილია და ამ მოკლე ხანში წარდგენილ იქმნება მთავრობის წინაშე დასამტკიცებლად. როცა დაამტკიცებენ, ჩვენ ვეცდებით ის წესდება საყოველთავო საცნობელად გავხადოთ.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქართველობა ამ ქველურს საქმეში უკან არ დაიხევს, გულმტკივნეულობით და თანაგრძნობით მიეგებება და ხელს შეუწეობს.
გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავალის ბედის სხვაზედ მიგდება. ჩვენის გაჭირებისა, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ. მძიმეა ეს უღელი, მაგრამ მით უფრო სახელოვანია მისი ერთგულად გამწევი. მძიმეა, მაგრამ უმაგისოდ ვერ შოებულა ამ ქვეყნიერობაზედ სიკეთე და ძალ-ღონე ხალხისა. სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ.
ჯერ თუნდა აქედამ დავიწყოთ, რომ ჩვენს შვი-გ ლებს სწავლისა, განათლებისა და ერთობ კაცად ქცე-6 ვის გზა მივსცევთ იმოდენად ფართო, რამოდენადაცო შესაძლო იქნება.
(„ივერიის“ კორრესპონდენციები.)
ახალციხის გლეხის ნაამბობი
გაზეთჯი ბატონ ჯან![1]
ჯანუმ, ეს ნირი განსხვაება ყოფილა აქაურობის და ჩვენი ახალციხის სანჯახის შვა? ჩვენ სოფლებჩი ერთი სოფლიდამ მეორეჩი რომ გავიაროთ, უნდა შიშით ვიკანკალოთ. აქ, შენი ჭირიმე, როცა გინდა არხეინად და შუბლღია იარე-სულ არაფერი. აგერ ორი დღეა ჩამოველი ხაშურჩი, ჯანუმ სულ გაოცებაჩი ვარ. აქაური ემე ნები ყოველაფერი გასაოცარი ყოფილა, აი დასწყევლოს ღმერთმა. ეგ იემენი, რომ ვნახე, რო დადის თავის-თავათ, მეშინაა რაღაც, გამიკვირდა და სულ ალლახ- ალლახ! დავიძასე. ეგ ეშმაკ ფრანგებს რაები მოუგონიათ? ჩვენჩიც ბევრი ფრანგები არიან, მაგრამ მაგისთანა ემენები, როდი იციან, შენი ჭირიმე. ისინიც ჩვენისთანა ქართველები არიან.
არა, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, ჩვენჩი მაგისთან ემენები არ გახლავს, აი ჩვენჩი კი ბევრია: ჩხუბი, ქურდობა სოფლეზე დაცემა და ტყვეთ წასხმა, ბევრი როგორც ჩიჩქვი.
იმ დალოცვილს რომ უთქვამს სწორეთ ისეა ჩვენი ახალციხის სანჯახი „თავათ არ იყო ძმარი, შიგ შეურიესო წყალი. ჰალა ყავლა არ იყო რა დარაჯზე იყო და რა ამბები იყო, რომ ახლა რა იყოს.
თუ გახსოვსთ და წაგიკითამს, შენი ჭირიშე, მე ემენი ვქენი მეორე ქართულს გაზეთაჩი ორი წლის წინეთ დავსწერე, რა დარაჯზე იყო ჩვენი სოფლები იმანსიზი აჭრლების ხელით. ახლა რაღა თქმა უნდა, რომ უარესია გავლილ თვეჩი კი არა, მეორე თვეჩი იმ იმანსიზი აჭარებმა იმისთანა ალავათ მოგვაყენეს, რომ არ შემიძლია ვსთქვა — შვაღამის დაგვესხნენ, შენი მუხლების ჭირიმე, და სულ აგვიკლეს ურჯულოებმა. იცით ბატონო როგორ მოხდა? თუ არ გეზარებათ, რომ გაიგონოთ ჩემისთანა უღირსის გლეხის ტიტინი, აი მოგახსენებ თავიდამ ბოლომდისინ, როგორ მოსდა ეს საქმე, შენი ჭირიმე:
ჩვენ სოფელს „უდეს“ ეძახიან. ამ ერთ სოფელჩი ვცხოვრობთ ქართველები, თათრები და ქართველ-ფრანგები. მართალია, სამი სხვა და სხვა შენნიგები ვართ, მაგრამ ძმა-ყარდაშულათ ვცხოვრობთ. ისიც მართალია, რომ თათრები არიან ცოტა ემენები, ხომ მოგეხსენებათ: ძაღლი-ძაღლის ძვალს არ გასტეხსო, უკაცრავათ გაბედისათვის, მაგრამ იმთონათ არ გვაზარალებენ ხოლმე. მადლობა ღმერთსა, ყოველაფერი გვაქვს, ღმერთს მოუცია ჩვენთვის გალურიანი მიწა. მოგვდის კარგი კართოფილი, ლახანა, კიტრი, ყარფუზი და ხე-ხილეულებიც ბევრი გვაქვს, მაგრამ რა გამოვიდა? — ჩვენთვის ურგები თაფლი, არ ვიცი, ვისა. იმისთანა აღები გვყავს, რომ შენი მტერი, აჭარელებზე და ბაშიოზგებზე უარესები არიან…
ჰო, მართლა, ბატონო, უგუნდა მომეხსენებინა თქვენთვისა: შვაღამე იყო, ჩვენ სოფელჩი რაღაც აყალ-მაყალი, ვაი-ვაგლახი გაჩნდა. მერე სთქვეს, რომ აჭარელები მოდიანო. უნდა აგვიკლონო. ახლა თქვენ იფიქრეთ შენი ჭირიმე, რა ალავათი იქმნებოდა სოფელჩი, იმისთანა მიშკანკალი, ყმაწვილების, ქალების ტირილი შეიქინა, რომ მეტი არ შეიძლება. ღმერთსა ვსთხოვ თათრების, ოჯახს მოუვიდეს მაგისთანა დღე, როგორც იყო, შენი ჭირიმე, ყმაწვილები, ქალები, ბებრები შევიყვანეთ საყდარჩი, რომ ილოცონ; ჩვენ კი კაცები დავრჩით და ველოდით რა უბედურება უნდა მოგვსვლოდა. ერთიც ვნახოთ დაგვეცნენ თავს აჭარელები. სულ თოფებით და ფიშტოებით შეიარაღებულები. თოფები ინგლისური ჰქონდათ. დაიწყეს სროლა თოფების გრიალმა და იმ იმანსიზების ღრიალმა იქაურობა სულ აიკლო. ჩკენ სოფელჩი მილიციონერები იდგნენ, ვითომ იქაურობას ყარაულობდნენ. რო დაინახეს აჭარელები და თოფების ხმა გაიგონეს, სულ გაიქცნენ და კატებსავით ჭერებში დაიმალნენ. დავრჩით ჩვენ სოფლელები! აბა ჩვენ რა უნდა გვექმნა, შენი ჭირიმე? ძველი ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ისინი, ის უსჯულოები სულ მუშტით გაერეკნათ, მაგრამ ჩვენ უიარაღოები რას ვიზამდით!.... ჩვენც გავიქეცით, რომ მაინც სულები დაგვესხნათ იმ იმანსიზებისაგან. შესცვინდნენ ის ურჯულოები სახლებჩი აიკლეს იქაურება და რაც მოეწონათ იმათ ავ სულებს წაიღეს. ამ ალავათში ერთმა ვაჟკაცმა თქვენი ჭირი წაიღო. ამ იმანსიზების გახურებულმა ტყვიამ მოაშორა ის უბედური თავის ცოლ-შვილს და დედ-მამას. როცა გამოძღნენ ურჯულები და ყაზახებიც მოახლოვდნენ მისაშველებლათ, მაშინ დასტოვეს ჩვენ გავერანებული და გაოხრებული სოფელი და დაიხეტნენ, შენი ჭირიმე.
რომ სულ წავიდნენ ის ურჯულები და ყველა დამშვიდდა, მაშინ მე რაღაც ხმა შემომესმა „უი, მიშველეთ ქრისტიანები არა ხართ!.... ჰყვიროდა. მე ყურები ავიცქვეტე, ყურები ავიღე მაღლა. ხმა დედა-მიწის შვაგულიდამ მოდიოდა. ვსთქვი, აი დასწყევლა ღმერთმა ეშმაკი და ქაჯი: დედა-მიწის ქვეშ მცხოვრებლებსაც ხომ არ დაეცნენ აჭარელები მეთქი. ვამბობ, ჯანუმ, ახ, ეს რა ამბავია. კარგათ რომ ყური დაუგდე, გავიგე, რომ ხმა ამბარის ქვეშიდამ მოდის; მიუახლოვდი ამბარს და ვეკითხები: უი, კაცო, ვინა ხარ, რა გინდა მანდა? როგორღა ჩავარდი მანდა, ეჰა? — ქრისტიანები არა ხართ, ერთი ამომიყვანნეთ და მერე გეტყვი, როგორც მოხდა. მაშინ შენი ჭირიმე, დავიბარიე ტარჩინა, ხალხი, მოვიტანეთ ჭრაქი, ჩავკიდეთ თოკი და ამოვიყვანეთ.—
აი დასწყევლა ღმერთმა, თურმე ჩვენი ბატონი ყურღანოვი არ ყოფილა!... აქ ჩვენ სოფელჩი მელიციონერების ასის თავათ რომ ბძანდება, აი დასწყევლოს ღმერთმან, როგორ ჩავარდი ამ ემენჩი მეთქი. როგორა და, როცა აჭარელები მოვიდნენ, ხალხი და მულიციონერები გამეგცნენ, მარტო დავრჩიო; მინდოდა შევმალულ ვიყავ ამ ამბრის ქვეშა, თურმე იმ ოჯახ დაქცეულჩიც ორმო ყოფილა. ტყლუმპი გამოვდე — ჩავარდი შიგაო. ხომ მშვიდობაო? ახლა მოდი ჯანუმ და ნუ იტყვი: ვინ განიერ-შალვარა და დიდ-მუცელა სომეხი და ვინ ასისთაობა?!...
აი ასე მოხდა შენი ჭირიმე. თავი შეგაწყინე, აჶი ქენი (მამიტევე).
19 კოტერს 1877 წ.
სოფ. ხაშური.
გლეხი მურო.
ზაქათალის მაზრიდგან, 20 ს ღვინობისთვეს. აწინდელის ომიანობის გამო ჩვენს ზაქათალის მაზრაშიაც გამოჩნდნენ უქმ-მაწანწალა კაცები, რომელნიც დღემდე ჰყრიან ხმას, რომ ლეკები მოდიანო. მას აქეთ რაც მე აქ ვარ (ეს ხუთი თვეა) სულ იმას იძახიან, მაგრამ დღემდინაც ზაქათალის მიჯნას ცუდის განზრახვით არც ერთი ლეკი არ გადმოსულა; იმიტომ რომ თვითონ მაზრი მცხოვრებლებისგან მათ ეშინიანთ, რადგან უკანასკნელებ არც მათთან თანახმანი არიან და არც არავითარ პირობას აძლევენ — რაც ს. მიხაილოვკას, მალაკნების სოფელს, დაეცნენ ლეკები მას აქეთ ქ. ზაქათალის მცხოვრებნი ამ თვის თუთხმეტამდე ციხეში იყვნენ შეხიზნულ აი, მხოლოდ ეს ოთხი-ხუთი დღეა რაც ციხიდგან გამოვიდნენ; ისეც კიდევ ნახევრად: თვითო ხელის ქვეშაგების გარდა თვითო კაცზედ, ყველაფერი სხვა ციხეშივე აქვთ შენახული. ციხეში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქები და განსაკუთრებით ქონდრულა ტუზები არამც თუ სადმე ქალაქიდგან გარეთ არ მიდიოდნენ, არამედ თვითო ქალაქშიც ვერ ჩამოდიოდნენ დღისით, საღამოზედ ან ღამით ხომ რაღა თქმა უნდა. ქალაქი სრულიად მიყრუვებული და ცარიელი იყო. თურმე ნუ იტყვი, მოქალაქები ორივე სქესისა ამ გვარ მდგომარეობის ძალია მოხარულნი ყოფილან: ეს დრო ლოტო, პროფერანსიის და სტუკოლვას თამაშობაში გატარებულ იქმნა. ამასობაში მათი შეშინებული და მშიერი გონება აბა რას არ მოიგონებდა! ამ ხანის განმავლობაში ჩვენის ქალაქის დოპჩინსკებმა, ბოპჩინსკებმა და ხიხუებმა, ვგონებ ათასჯერ კიდეც ცარიელ სიტყვიერად ჩამოიყვანე ლეკები სამმთის უკანიდამ. ერთი ამბობდა: ლეკები მთაზედ ოთხს ადგილას გადმოვლენ და ჩამოგვესევიანო. ოთხ ნაწილად გაყოფილ ჯარებითო: ერთი ლაგოდეხს დაეცეცემაო, მეორე ზაქათალას, მესამე და მეოთხეც სს. მეხახს და კახსო. მეორე იძახდა მე ნამდვილ წყაროდგან გავიგეო, რომ ამ მომავალ პარასკევს მუსაიფი ექნებათო ჯამაათადაო და ორშაბათის კი უთოოთ დაგვეცემიანო. მომეტებული ნაწილი, მათ შორის მისს მაღალკე-თილშობილებანიც იმას ღაღადებდნენ, რომ ბაირამს შემდეგ კი ნამდვილად დაგვეცემიანო. ეს მოგონება ყველას შეურყეველ ჭეშმარიტებად მიაჩნდა.
ძალიან ცუდს ყოფაში იქმნებოდნენ ჩვენი ქალაქელები, რომ ბაირამის დღეს კავკასის მთიულეთის სამმართველოდგან (Изъ Кавказскаго Горнаго Управленiя) უფ. პოლკოვნიკი არკინი არ მოსულიყო. უფ. არაკინი ხუთს დღეს დარჩა ზაქათალაში და ქვეშ ქალაქში იდგა ამ შემთხვევამ ცოტა არ იყოს დაამშვიდა და გააგულადა ჩვენი მშიშარა მოქალაქენი. გამოსალმების დროსაც უფ. არკინი დაგვპირდა, რომ ორს ბატალიონს ჯარს უსათუოდ გამოვგზავნითო. მის წასვლის შემდეგ ორმა დღემაც არ გაიარა რომ ერთი ბატალიონი, ორასი ყაზახი, ორის საბარო ზარბაზნით მოვიდნენ. ამათ მოსვლისვე დღეს ს. კახიდგან ამბავი მოიტანეს, რომ ლეკები ახტიში ჩამოსულანო და ახლა სალავათზედ რიანო. სალავათის დასტა აპირებსო შინის შემოსავალიდგან ს. კახში შემოსევნასო. ამის გამო. ახალი მოსული ბატალიონი მეორე დღესვე ყაზახებით და ზარბაზნებითურთ ს. კასში გაისტუმრეს. ეს ორი კვირაა, რაც იგინი ს. კახში იმყოფებიან. ეს ბატალიონი წავიდა კახში თუ არა, იმავე ღამეს მოვიდა ზაქათალაში მეორე ბატალიონიც.
ეს ერთი კვირა იქნება რაც თუქურმიშიდგან აქ მობრძანდა ღენერალი ორბელიანი ორასის აზრითა და ასიოდე თუშითა. იგი თავის ცხენოსან თუშებით გუშინ დაბრუნდა ს. კახიდგან. ჩვენ ნამდვილი წყაროებიდგან ვიცით, რომ ს. კახის მშვიდობიანობის დარღვევას არავითარი მიზეზი არა აქვსო. ჩვენ არც მაშინ გვჯეროდა, როცა ზემოხსენებული ამბები გვესმოდა. მაგრამ ცრუპენტელაებისგან შეთხუზულის ამბებისგან დაშინებულმან ზაქათალის მოქალაქეებმან დიდი ვნება მისცეს სოფლელ ხალხს. ამ საგანზედ ეხლა ჩემი გავრცელება შეუძლებელია, თუ შემთხვევა გვექნება ამაზედაც სხვა დროს მოვილაპარაკებთ....
ამ გვარის ხმების დამყრელნი — ვითომ ლეკები „აი დღეს მოვლენ, აი ხვალო“ — განსაკუთრებით ვაჭართაგანნი არიან. ეს წრე აქ მომეტებულად არის დაფთხალი და შეშინებული; და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგანაც ამ წრემ თავის დროს რაც ღონე, ძალა და უსინიდისიანობა ჰქონდა მითი ისარგებლა და ჰსცარცვა სოფლური ხალხობა. აქაურს ვაჭრებს სოფლურ ხალხისა უფრო ეშინიათ, ვინემ ლეკებისა. ვაი თუ ბადალი და სამაგიერო გადაგვიხადონო! — ამას წინედ გაგვაგვირეს ს. კახის ბაზრის ვაჭრებმან! აი რით. კახის „უჩასტკის“ მცხოვრებნი ხშირად საჩივრებს, არზებს აძლევდნენ მთიულეთის სამმართებლოს უფროსებს, რომ კახის ვაჭრები თითქმის უფასოდ ჩვენს მიწა-წყალს ვალებში იღებენო და ჩვენც მამულებიდგან გვდევნიანო და სხვა. ამგვარი საჩივრები მაშინ ბევრი მიდიოდა. ეხლა ვცნობულობთ მთიულეთის სამმართველოს ღირსეული ყურადღება მიუქცევია თურმე გლეხების საჩივრებისთვინ; მაგრამ ამაზედ არა სცოდნია რა ხალხს, რადგანაც მაშინდელი ადმინისტრაციის გამგებელთ ამაზედ მიწერ-მოწერა დაუმალავთ. საკვირველიც არ არის. არ ვიცი მართალია თუ ტყუილი, ამბობენ კი რომ მაშინდელი ნაიბი კაი თვალით უყურებდა ვაჭრებსაო და ვაჭრებიც, რასაკვირველია, უცოდველს პატივისცემას არ აკლებდნენო. ამ ნაირად იმართებოდა თურმე ნაიბის და ვაჭრებს შუა ფერხულის მსგავსი თამაშობა. ნაიბი უკრავდა დიმპლიპიტოს, ვაჭრები თამაშობდნენ და ვაჭრები უკრავდნენ ნაიბი თამაშობდა. ეგრე ტკბილად და აუმღვრეველად სცხოვრებდნენ თურმე გამგებელნი და განგებულნი. „დალოცოს ღმერთმა ის დრო,“ — ტყუილად ხომ არ იგონებენ ეხლა გულშიცემით ჩვენი წურბელა ვაჭრები. ამ მფარველობის გამო. ვაჭრები ძალიან ადვილად ირჩენდნენ ვალებში გლეხთა მამულებსა.
წელს ბევრი გლეხობა დარჩებოდა უმიწა-წულოდ, რადგან ვაჭრები ბევრს ემუქრებოდნენ ვალებში მამულების დაჭერას, თუ ამასობაში კახის უჩასტკის უფროსად არ დანიშნულიყო. ერთი განათლებული და კეთილსვინიდისიანი პირი უფ. ბოღუსლავსკი, ეს პირი ძალინ პატიოსან და გლეხებისთვინ თავშემატკივარ კაცად აღმოჩნდა. მან ამ თანამდებობის დანიშვნის თანავე რიგიანად გაიცნო ეკონომიური და ზნეობითი მდგომარეობა გლეხების; განსაკუთრებით ყურადღება მიაქცია გლეხების ვალებს, ამ საქმის თაობაზედ მონახა ის მიმალული ქაღალდები, სადაც მთიულეთის სამმართებლოსგან იყო. აღკრძალული მამულების და მიწების ზოგ-სომხებისთვის ვალებში მიცემა. ამის გარდა უფ. ბოღუსლავსკიმ ვაჭრებს და ხალხს გამოუცხადა, რომ კანონის ძალით გლეხებს არ გაეყიდებათ ის, რაც მათს უსაჭიროესს კუთვნილებას შეადგენსო. და გლეხების მამულების ვალში მიცემა შეუძლებელიაო, თვითონ კახის ბაზრის წესიერებისამებრ ვაჭრობასაც ყურადღება მიაქცია. აი რა ამბები მოხდება ხოლმე აქაურს ბაზარში: ერთხელ ერთმა გლეხმა მოიტანა ერთი ურემი ბალახი ბაზარში გასასყიდლად ამ გლეხს მართებია თურმე ექვსი შაური ერთის ვაჭრისა, ვაჭარმა ჩვეულებისამებრ წაართო ერთი ურემი ბალახი ექვს შაურში, მაშინ, როდესაც ნამდვილი ფასი ერთის ურმის ბალახის, უკანასკნელი მანეთ ნახევარია. ერთი ვაჭარი ჩვეულებისა მებრ ყიდულობდა ხოლმე დამპალს თევზს და ურევდა კარგს ნაჭრებში, რომ კარგთან ცუდიც გაასაღოს, რადგანაც კარგთან მყრალი თევზი ისეთ ძლიერს სუნს არ აუშვებდა. ამ და ბევრმა ამის მსგავსმა შემთხვევამ უჩვენა უფ ბოღუსლავსკის თუ რას და რა ნაირი ყურადღება უნდა მიაქციოს. მიაქცია კიდეც, მაგრამ ვაჭრებს ვერაფრად ეჭაშნიკათ. ეს რომ დაინახეს ვაჭრებმან, ჯერ მოინდომეს შინაურულად მასთან მორიგება, შეუთვალეს თქვენთვისაც ძალიან კარგი იქნებაო, რომ უწინდელ ნაიბებსავით ჩვენთან იოლად წახვიდეთო. უფ. ბოღუსლვსკიმ მას ყურიც არ ათხოვა. ამასობაში მას ბრძანებაც მოუვიდა, რომ მან ოქმები შეადგინოს იმ მიწებზედ და მამულებზედ, რაც ვალებში ვაჭრებმან დაიჭირეს. ამ ოქმებისგან მო ძალიან შესაძლო არის, რომ მიწები პატრონებსვე დაუბრუნდესთ. ვაჭრებმა რომ ნახეს საქმე ცუდათ არისო, დაუწყეს ხვეწნა ფულს მოგართმევთო, ოღონდ ჩვენს დაჭერილ მიწებზედ ოქმებს ნუ შეადგენთო. ერთი ვაჭარი მას რმოც თუმანს აძლევდა ოღონდ მე დამეხსენიო. ამ გვარივე საქმის თაობაზედ ერთი შესანიშნავი ფულით (და გინდ თავის ტან-ფერ მუცლითაც) კახის ვაჭარი ბევრს სხვა და სხვა ნივთებს ჰპირდებოდა. უფ ბოღუსლავსკიმ მაინც თავისი არ დაიშალა და ვერც შეეძლო სხვაფრივ მოქმედება და შეუდგა ოქმების შედგენას. ამ დროს კიდეც დაფთხა ხალხი „ლეკები მოდიანო“ და რამდენიმე ოქმის შემდეგ უფ. ბოღუსლავსკის ბრძანება მოუვიდა, რომ მან ეს საქმე შეაჩეროს, მანამ აქაურობა დამშვიდდება. ამ დროს ზაქათალაში მოვიდა უფ. არაკინი. კახის ვაჭრები და არტემები შეგროვდნენ ერთად იმის მოსააზრებლად თუ რა უნდა უყონ უფ. ბოღუსლავსკის, და მას რო მიწები არ ჩამოერთოთ. რადგან ვაჭრებმან ვერაფერი ვერ მოისაზრეს, ამის გამო მათ მიჰმართეს ერთს პირს ზევს. გვიშველე რამეო. ამან კარგად მოუსაზრა: ჯერ მიიღო „სლოტოო“ სამი თუმანი ფული და ვაჭრებს უთხრა მე დავსწერო არზას თქვენ მიეცითო უფ. არკინს; მასთანვე მითხარითო ისეთი დანაშაულობა უფ. ბოღუსლავსკისა, რომ შეიძლებოდეს საბუთად ჩაითვალოსო. და სხვა ადგილას გარდიყვანენო.
ამგვარი საბუთები მიპოვნეთო და ჩავსწერ არზაშიო. მიუტანეს საბუთები თუ არა, არ ვიცი, ეს კი ვიცი 13 -16-ს დაუწერია არზა და ვაჭრებსაც მიურთმევიათ ვისთვისაც ჯერ არს, ახლა კახის ვაჭრები ძალიან ამაყად დადიან იმ იმედით, რომ უფ. ბოღუსლავსკის უსათუოდ სხვაგან გარდაიყვანენო.
___________________
1 ეს ზემოხსენებული მიანბო ერთმა ახალციხელმა გლეხმა, რომლის სიტყვებიდამ შევადგინე ეს წერილი სინამდგილეზე დარწმუნებული ბძანდებოდეთ. ამ გლეხის გარდა ეს ამბავი მიზიარეს იმისთანა პირებმა, რიმლებიც ყოფლიყვნენ იმ სოფელში გამოძიების დროს.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
ჩვენებმა ყარსი იღეს, ეგ მაგარი ზღუდე ოსმალეთისა მცირე აზიაში ჩვენებმა ჩაიგდეს ხელში. დიდი ელდა ეცემა სტამბოლს საკუთრივ და ოსმალეთს საზოგადოდ. იქნება თვით სტამბოლი აირიოს და ერთი რამ შინაური განხეთქილებაც მოხდეს. ამის ნიშნები წინაც იყო სტამბოლში, ოსმალეთის გულის შემატკივარნი სახელმწიფონი აშკარად მოღვაწე ინგლისი და ჩუმ-ჩუმად მომქმედი ავსტრია — ეხლა უფრო გაბედვით გამოვლენ მოედანზედ, რომ შერიგება ჩამოაგდონ და რასაკვირველია ეცდებიან, რამოდენადაც კი შეიძლება, ოსმალეთს ბევრი არა დააკლონ რა. ხოლო ავსტრიასა და ინგლისს სულ სხვა და სხვა საჭიროება ასაქმებს. ავსტრიის დარდი ის არის რომ რუსეთმა დუნიაზედ და ბალკანის ნახევარ-კუნძულზედ არა შეიმატოს რა, სხვაზედ კი ავსტრია ძალიან ჭმუჭვნას არ დაიწყებს და მაგარზედ არ დადგება. იქნება შავ ზღვაზედ თავისუფალის გზის გახსნასაც ძალლიან ყური არ ათხოვოს ავსტრიამ, იქნება ავსტრია თანახმა შეიქმნეს დუნაის სათავეშიაც რუსეთს ფეხი მოაკიდებინოს და მცირე აზიაში კი აშკარაა არავითარი მიზეზი არ დააბრკოლებს, რომ რუსეთმა ფერი გაიდგას. ინგლისი კი სულ სხვა მდგომარეობაშია ამ შემთხვევაში: მას თვის ვნებად მიაჩნია რუსეთის გამატება ევროპაშიც და აზიაშიც. არც ერთგან და მეორეში ინგლისს არ ეჭაშნიკება რუსეთის ფეხის განზედ გადგმა. ამის გამო ინგლისის დიდს ღვაწლს გასწევს, რომ შერიგება ჩამოაგდოს იმ საფუძველზედ რაც აღნიშნული იყო სტამბოლის კონფერანციაზედ. დაიყოლიებს ინგლისი რომელსამე სახელმწიფოს, თუ არა — აი საგანი, რომელზედაც ეხლა მიქცეულია ევროპიის დიპლომატების ყურადღება, მაგრამ რადგანაც გერმანია ინგლისის მეცადინეობას ეურჩებაო, ამის გამო, ამბობენ დიპლომატები, ინგლისი ევროპაში გერს გირიგებსო და მაშასადამე განმარტოებულ იქმნებო. ინგლისის პირველ მინისტრს ლორდს პიკონსფილდს კი დიდი იმედი აქვს, რომ ინგლისის მეცადინეობა ფუჭად არ ჩაივლის. ეს ამას წინად საქვეყნოდ გამოაცხადა კიდეც. რის ამედით ლაპარაკობს ეგრე თამამად ინგლისის მინისტრი? ნუთუ ღრუბელი გროვდება და დროთა ბრუნვა ჭექა-ქუხილს ასტეხს მთელს ევროპაშია? ვინ იცის? აი ავსტრიას აკი სწამებენ გაზეთები, რომ ჯარის მოგროვებას შეუდგაო; ინგლისის სამხედრო მინისტრიც მოყვა ამ ახლო ხანს ლაპარაკს ჯარის აღჭურვაზედ.
ერთს ჟურნალში „Revue Britanique“ მოხსენებულია ის შედეგი, რომელიც ვითომ უნდა მოჰყვეს ოსმალეთის დარღვევასა. თუ ოსმალეთი დაირღვევაო და სრულიად გაუქმდებაო ევროპაში, მაშინ ინგლისი დაიპყრობს კანდიასო, რომლიდამაც ინგლისი ერთის თვალით სუეცის დიდს არხს უდარაჯებსო და მეორის თვალით მარმარილოსა და შავის ზღვის შესავალ-გასავალსაო, ამ ზღვასთან საფრანგეთს არავითარი საქმე არა აქვს რაო. ხოლო თუ ინგლისმა სუეცის დიდი არხი ხელთ იდგო და გაისაკუთრაო, მაშინ კი აგნებს საფრანგეთსაო, რომელსაც ჩინეთთან, იაპონიასთან და სსვა აზიის ქვეყნებთან დიდი ვაჭრობა აქვს. ამის გამო ინგლისმა უნდა უსათუოდ განუზიაროს საფრანგეთსო თვისი მფლობელობა სუეცის არხისა: თვითონ ინგლისმა რომ კანდია დაიჭიროს, საფრანგეთს უნდა კიპრი დაუთმოსო. ეს ადვილად მოსახდომია, რადგანაც მარტო ამ სახით შეუძლიან ინგლისსა საფრანგეთი მოიმხროსო და საფრანგეთის მომხრობა კიდევ იმიტომ არის საჭირო, რომ უსაფრანგეთოდ ინგლისი აღმოსავლეთში ვერას იზამსო. თვითონ კიპრის მცხოვრებნიც დიდის სიამოვნებით მიეცემიან საფრანგეთსაო. ევროპა არ უნდა ეწინააღმდეგოს კიპრის დაპყრობას საფრანგეთის მხრით, რადგანაც ევროპისათვის დიდი საქმეა, რომ სუეცის არხი ერთის სახელმწიფოს ხელში არ დარჩეს განსაკუთრებითაო, თუმცა იტალიას ვერაფრად იამება კიპრის დაჭერაო საფრანგეთისაგან, მაგრამ არა გვგონიაო იტალიამ ამის გამო დიდი უინიათობა გაჰსწიოსო.
საფრანგეთი. 7 ნოემბერს და ჩვენებურად 23 ოკტომბერს საფრანგეთის დეპუტატთა პალატს მოქმედება დაუწყვია. პრეზიდენტად ამოურჩევიათ გრევი. პალატს გადუწყვეტია, რომ მაკ-მაგონის სამინისტრო გამოძიებას მიეცეს იმ ბოროტ-მოქმედებისათვის, რაიც მას ჩაუდენია არჩევანის წარმოების დროს. ამ ბოლოს დროს ამბავი მოვიდა, რომ პალატს ამ საგანზედ კამმისსიაც დაუნიშნავს. ვერაფერი დღე დაადგა მაკ-მაჰონს და მის პოლიტიკას. დეპარტა მენტის არჩევანიც გათავდა და რესპუბლიკელთა აქაც ასე გაიმარჯვეს, რომ იმედიც არაა ქონით, სამინისტროს უთხოვნია მაკ-მაჰონისათვის სამსახურიდამ დაგვითხოვეო. მაკ-მაჰონს კიდევ უთხოვნია დარჩით ჯერ ხანობითაო და პალატის წინაშე გაამართლეთ ჩვენი პოლიტიკაო, ბევრგან ცდილა მაკ-მაჰონი, რომ ახალი სამინისტრო შეედგინა, მაგრამ როგორღაც ვერ ახერხებს. ამბობენ, ეგ იმისაგან არის, რომ კეთილ-გონიერნი კაცნი ამ არეულობაში სამინისტროში შესვლას ერიდებიანო. ამას წინად გაზეთები ამბობდნენ, რომ ბონაპარტიელს პუი-კარტიეს იწვევსო. მაკ-მაჰონი პირველ მინისტრად და ეხლა ამბობენ, რომ იქნება წინ დაუხედავი და აშკარა მტერი რესპუბლიკისა ლენერალი დიუკრო დადგეს მინისტრადო.
ასეა თუ არა, რესპუბლიკის წინააღმდეგი დასი, რომელიც ძლიერია სენატში გულს უკეთებს უთავბოლო მაკ-მაჰონს და ამბობენ კიდეც ვითომც სენატი ხმის უმეტესობით მაკ-მაჰონს და მის სამინისტროს პოლიტიკისაც ქებას გამოაცხადებსო. იქნება საქმე იქამდინაც მივიდესო, რომ სენატი დაუთანხმოს მაკ-მაჰონსაო ამ ახალის პალატის გადაყენებაზედაცაო.
ინგლისი. ბიკონსფილდმა, ვიდრე თავის სიტყვას შერიგების თაობაზედ წარმოჰსთქვამდა, აცნობა თურმე უცხო სახელმწიფოთა ელჩებს, რომ ამისა და ამის თქმა მინდაო. ამის გამო. ელჩები გერმანიისა, რუსეთისა და იტალიისა არ მისულან, თუმცა მიწვეულნი ყოფილან, იმ სიტყვის მოსასმენად. ოსმალოს ელჩი და ავსტრიისა კი დასწრებიან. 31 ოკტომბერს ვინჩესტერში წვეულებს ყოფილა და იქ ნორტბრუკს უთქვამს, რომ რუსეთის გამატება და მფლობელობა აზიაში ინგლისს არაფერს ზიანს არ მოუტანსო. ნორტკოტსაც თითქმის ესევე უთქვამს. ნუ თუ ინგლისში ეხლა სხვა ქარმა დაბერა? ჩვენ არა გვწამს.
ოსმალეთი. გაზეთები ამბობენ, რომ სტამბოლში შეთქმულობა აღმოაჩინესო, ვითომ ჰსდომებიათ ეხლანდელი სულთანი ტახტიდამ ჩამოაგდონ და მის მაგიერ ხელახლად დასვან მისი ძმა მურადი, რომელიც შარშან ტახტიდამ ჩამოაბძანეს. დიდი ვეზირის ედხემ-ფაშის ბძანებით ბევრი უპირატესნი დიდებულნი შეუპყრიათ ამის გამო. და დაუმწყვდევიათ. მიდხათ-ფაშას მიუწერია სულთანისათვის და ურჩევია, რომ თუ არ ევროპის სახელმწიფოთა შუამდგომლობით რუსეთთან ცალკე საქმეს ნუ დაიჭერო.
ავსტრი-ვენგრია რუსის გაზეთს „Голосъ“-ს ვენითამ ჰსწერენ 5-ს ნოემბერს, რომ აქაურს გაზეთებში ხმა დადისო ავსტრიის ჯარის აღჭურვის და შეგროვების თაობაზედაო; ის ხმაც დავარდაო, ვითომც გალიცის ლაშქრის დათხოვნილს ფიცრებს ბძანება მიუვიდათ, რომ ყველანი თავის ადგილას იყვნენო. მთავრობის კაცნი კი უარ-ჰყოფენ ამ ხმებსაო და ამბობენო რომ ჯარის მოგი როვებისთვის არავითარი საჭიროება არ არისო და არც ღონისძიებააო, ვიდრე პალატი არ შეიყრებო ფულის შოვნაც ვერ მოხერხდებაო. 23 ნოემბერია დანიშნული პალატის შეურისათვის. იმ დრომდე საქმეთა მდგომარეობა იმოდენად გამოკვლეულ იქმნებო, რომ შესაძლო იქნება კაცმა სთქვასო, საჭირო არის თუ არა ჯარის შეყრაო.
სერბია. სერბიამ ყოყმანობა გაათავა და ბოლოს გაბედა ომში ჩარევა. ცნობა მოვიდა, რომ 6-ს ნოემბერს სერბია ომს გამოუცხადებს ოსმალეთსა. წინა ჯარი ღენერალის სკობოლევისა სერბიის სამზღვარზედ მისულა, პანდირალოს ახლო; გაზეთის „Tagblat“-ის სიტყვით, ამ ამბავს დიდი სიხარული აღუძრავს სერბიელთა შორის; სერბიელებს ჩვენის ჯარისათვის ძღვენიც მიუტანიათ.
![]() |
3 ომის ამბები |
▲back to top |
ომის ამბები
ექვს ნოემბერს ვერან-კალედამ დეპეშა მოვიდა, რომ ჩვენებმა ყარსი იერიშით აიღეს. ომი დაწყებულა ღამის რვა საათზედ და დილის რვა საათზედ შეწყვეტილა.
ამ ამბავმა ელვაზედ უმალეს მოირბინა მთელი თფილისი ასე რომ ვიდრე ზარბაზნის სროლას დაიწყებდნენ თითქმის მთელმა ქალაქმა იცოდა კიდეც. მეორეს დღეს სიონში სამადლობელი პარაკლისი იყო დანიშნული. რაც ქალაქში დიდ-კაცობა იყო. სულ პარაკლისზედ დაესწრო.
შვიდს ნოემბერს მოვიდა მეორე ტელეგრამმა. რომელშიაც შემდეგი ეწერა: „ყარსი ჩვენს ხელშია. ომი საღამოს ცხრა საათიდამ დაიწყო და დილის ცხრა საათზედ შეჰსწყდა. ჩვენმა ჯარმა საოცარი ვაჟკაცობა გამოიჩინა; ოსმალონი იბრძოდნენ თავ გადადებულად. მეციხოვნეთა ნაწილს სურდა გაერღვია ჩვენი ჯარი და ოლთისისაკენ წასულიყო. მაგრამ ცხენოსანმა ჯარმა გზა გადუჭრა. შვიდი ათასი ტყვეა. ტყვედ დარჩენილა ორი ფაშა, მრავალი შტაბი და ობერ-აფიცრები, შტაბის უფროსი, არტილერიის უფროსი, ბაირაღები, სამასი ზარბაზანი, საომარი სამზადისი, ხორაგი და სურსათი. ჩვენი ზარალი ჯერ ცნობაში არ არის მოყვანილი. მოკლულ არიან: ღენერალ-მაიორი გარბბე, წინამძღვანი პერნოვის პოლკისა ბელინსკი, პიატიგორსკის პოლკისა — ბუჭყიევი, სტრელკოვის - გერიჩი. ნაწილი უმთავრესის ჯარისა არზრუმისაკენ მიდის და ნაწილი ყარსში დარჩა მეციხოვნე-ჯარად.
რვას ნოემბერს მოვიდა კიდევ დეპეშა, რომელშიაც ჰსწერია ზემოხსენებულთ ცნობათა გარდა შემდეგი: „დილით (ექვს ნოემბერს) ყარსის მეციხოვნე-ჯარი გამოვიდა და მთებში გაქცევას აპირებდა, მაგრამ ჩვენი ჯარი გარს შემოერტყა და სულ ტყვედ დაინარჩუნა. ჩვენ დაგვრჩა: ათი ათას კაცზედ მეტი ტყვე, სამასამდე ზარბაზანი და აუარებელი საომარი სამზადისი და სურსათი. სამკურნალოებში ოსმალოებს დარჩათ ოთხი ათას ხუთას კაცამდე სნეული და დაჭრილი. ჩვენი ზარალი ორი ათას ხუთას კაცამდეა დაჭრილი და მკვდარი.
ამ სახით ყარსი – ეგ უძლეველი ციხე-სიმაგრე ოსმალთა ჩვენებმა აიღეს. ყარსის აღებით თუ სრულიად არ გათავებულა მცირე აზიაში საომარი საქმე ბევრით მიახლოვებულია გათავებამდე. ეხლა არზრუმის აღებაღა აკლიათ, რომ ძლევა მოსილმა კავკასიის მხედრობამ დიდის ღვაწლის შემდეგ მოისვენოს ამ ზამთრობით მაინც ამოდენა ომისა და სისხლის ღვრისაგან. ყარსში მოცლილი ჯარი არზრუმისაკენ გაუგზავნიათ და იმედია რომ ბევრი ხანი არ გავა, არზრუმის აღების ამბავიც მოგვივა.
- დუნაიაზედ და ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ არავითარი შესანიშნავი ამბავი არა მომხდარა, მას აქედ რაც გურკომ გაიმარჯვა. ოსმან-ფაშა, რომელიც ეხლა, კაზეთების სიტყვით, პლევნაში მომწყვდეულია, დიდს გაჭირებაშია. ამბობენ მის ჯარს საჭმელი მალე შემოაკლდებაო და ამის გამო ოსმან-ფაშა ან იძულებულ იქმნებაო. ტყვედ მიეცეს რუსებსაო, ან კიდევ გაარღვიოს რუსის ჯარი და გავიდესო. რუსის შტაბში დარწმუნებული არიან თურმე, რომ ოსმან-ფაშა რუსის ჯარის გარღვევას ვერ გაბედავსო და როცა ჯარისათვის საჭმელი შემოაკლდება, მეტი რა გზა ექნება, თუ ტყვედ არ მოეცემაო. ოსმალოს მთავრობა კი იმედს არა ჰკარგავს ოსმან-ფაშის გამოხსნისას. ამ ახლოხანში სულთანს შეუყრია დიდებულნი და მოულაპარაკნიათ, რომ ჩქარა გაუწყონ და მიაშველონ ჯარი მეჰმედ-ალის, რომლისათვისაც უბძანებიათ ჩქარა წავიდეს ოსმან-ფაშის გამოსასხნელათ. მეჰმედ-ალისა და ოსმალ-ფაშის შორის ამბავი მიაქვთ მოაქვთ იქაურ მცხოვრებელთაო, რომელნიც ღამით ქურდულად გადიან მდინარეს ვიდსაო.
![]() |
4 წერილები პეტერბურღიდგან |
▲back to top |
წერილები პეტერბურღიდგან
წერილი პირველი
23 ოკტომბერს 1877 წ.
წინადვე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ჩვენის საუბარის საგანი დღეს ერთი იქნება, ხვალ მეორე და ამას თანავე ყველაზედ ნაკლებ თვით პეტერბურღზედ მოგიყვებით ლაპარაკს. ან რა ეთქმის კაცს პეტერბურღზედ? მართალია ყოველ სატახტო ქალაქს ერთი უმთავრესი თვისება სჭირს, რომლითაც იგი ღირს შესანიშნავია: რაც კი ავი თუ კარგი რამ აბადია საზოგადოებას, რაც კი რამ ჭირი თუ ლხინი მიუნიჭებია ღმერთს ხალხისათვის, რაც კი რამ საცინელი თუ სატირელი, ჭკუა თუ სულელობა, ძალა თუ უძლურობა, სიკეთე თუ ბოროტობა არის გამჯდარი ცხოვრებაში — ყველა ეს სატახტო ქალაქშია გამონასკული, ეველა იქ არის მოგროვილი. თუ ცხოვრება სადმე დუღს ან შიშინებს, ამ შიშინის ხმაურობა უფრო ცხადათ, უფრო გაბედვით სატახტო ქალაქში მოისმის; თუ რამე იძვრის საზოგადოებაში, ამ მოძრაობის ჩარხის ტარი სატასტო ქალაქს უჭირავს ხელში. ამიტომ ყოველი სატახტო ქალაქი როგორც თვისის ქვეყნის გამომხატველი, ღირს-შესანიშნავია და საცნობელი. მაგრამ, პეტერბურღისა კი უკაცრავად....უკუღმართთობასაც ახირება სცოდნია. პეტერბურღი თითქო თავისთვის არის, დანარჩენი თავისთვის. იგი არავის არ ეკითხება, მას აქვს საკუთარი ჭკუა, საკუთარი მხედველლობა, რომელიც, ავია თუ კარგი, არავითარად არ ეკავშირება მის საზღვარ გარეშეულობას. პეტერბუღს ეტყობა განათლება, წარმატება, აზრის დაწინაურება და შორს მხედველობა, მაგრამ თუ რუსეთს დაეძებთ პეტერბურღში, ვერა ჰპოვებთ. მართალია თვით ყველა ეს თვისებანი სდიან პეტერბურღს ღირსშესანიშნავად. მაგრამ საუბედუროდ, სად ვპოვო ის სარკე, რომელშიაც იხატებოდეს პეტერბურღის აზრი და მიმართულება? ის კი ვიცი ნამდვილად, რომ პეტერბურღი არა გავს დანარჩენს რუსეთს, მაგრამ საითკენ არის მიმართული მისი საკუთარი აზრი, ამისი კი რა მოგახსენოთ. მე ვიცი, რომ როდესაც მთელი რუსეთი ხარხარობს პეტერბურღი მხოლოდ ღიმილობს, ისიც თითქო იმიტომ, უზდელობად არ ჩამომართონო; მაგრამ გულში რას უღვივის, იმისი კი რა მოგახსენოთ. ვიცი აგრეთვე, რომ როდესც პეტერბურღის გარშემო აღტაცების ჭექა-გრგვინვა და თავის მტვრევა მოისმის, პეტერბურღიც აცანცარებს ხელებს, მაგრამ უგემურად, თითქო უნებურად, ძალდატანებით. რატომ? — ამისიც რა მოგახსენოთ: ვიმეორებ — სად ვპოვო ის სარკე, რომელშიც შეეძლოს საზოგადოებას თავისის აზრისა და მიმართულების გულწრფელი გამოხატვა? მაშ, დავანებოთ თავი პეტერბურღს და სხვა რაზედმე დავიწყოთ ლაპარაკი. რაზედ? ზემოდ მოგახსენეთ, რომ საუბარის საგანი დღეს ერთი იქნება მეთქი, ხვალ მეორე, ე.ი. ამ წერილებში არავითარი ერთი და იგივე, ვრცელი და ერთგვარი საგანი არ იქმნება ჩართული. მართლა და, დროთა და ადგილთა ვითარება რომ ვიქონიოთ მხედველობაში, სხვა გვარი ლაპარაკი ძნელიც არის. ჯერ უნდა მოგასსენოთ, რომ მხოლოდ იმ საგანზედ მსურს ლაპარაკი რომელიც საზოგადოებას შეესება, რომელიც ასე თუ ისე ერთვის საზოგადოების საერთო ცხოვრებას. ამ გვარ საგანთა შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ სხვა და სხვა ქვეყანას და სხვა და სხვა დროს წამოყენებულია უმთავრესად ერთი რომელიმე საგანი, რომლისკენაც არის მოქცეული მთელის სალსისა და საზოგადოების ყურადღება, და რომელიც შეადგენს ამა და ამ ჟამს მის ცხოვრების დედა-ძარღვს. ამისთანა დროს და საზოგადოებაში ყოველის კაცის ფიქრი და ზრუნვა, მისი ჭკუა-გონება მიქცეულია ამ საგანზედ: მხოლოდ იგი იტაცებს მთლად მის გულსა და სულს, მაგრამ რა ქმნას კაცმა, თუ კი ბულს ჩაგდო უგზო-უკვლო, უთავბოლო ცხოვრებაში? რა ქმნას კაცმა, როდესაც არც კი იცის სად არის ამ საზოგადოების აწინდელის დროის დედა- ძარღვი, რომლისკენაც მიქცუული უნდა იყოს ყოველის კაცის ზრუნვა, ძალა და მეცდნეობა, თუ კი ვერც კი იტყვს: აი სად არის აწინდელის დროს კუჭი, აი რას დასტრიალებს ამ ჟამად ცხოვრება, აი ამ ჟამად რა არის წამოყენებული და რაზედ არის დამოკიდებული ცხოვრების ავ-კარგიანობა და სასიქადულო მომავალი. ამ შემთხვევაში როგორც საზოგადოება უგზო-უკვლო, ისე თითოეული გვამია გზა დაბნეული, როგორც ცხოვრებაა უთავბოლო, ისე მწერლობაც… ვიცი დრო და საზოგადოება როდესაც და სადაც წამოყენებული ყოფილა უმთავრესად ერთი რომელიმე საგანი, რომელზედაც მიქცეულ-ქმნილა ყოველის გვამის ძალა და მთელის საზოგადოების მეცადინეობა, რომელიც ძალა-უნებურად იტაცებდა ყოველის კაცის გულსა და სულს. მაგალითებრ, საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს წამოყენებული იყო საპოლიტიკო თავისუფლების საქმე, რომელიც მთლად იპყრო და საზოგადოების მოღვაწეობას: ყველა, დიდიდამ პატარამდე, დარწმუნებული იყო, რომ თავი და თავი საქმე, დედა-საჭიროება საპოლიტიკო თავისუფლებაა; დარწმუნებული იყო, რომ უიმისოდ ყოველგვარი წარმატება, მცირე რამ ფეხის წადგომ შეუძლებელი იყო, აი კიდევ, მაგალითებრ, იტალიის პატარა სახელმწიფონი ვიდრე შეუერთდებოდნენ ერთი ერთმანერთს. ყველა ამ სახელმწიოთა ხალხი შეწუხებული და დაჩაგრული იყო. თვის მთავრობისაგან და ვიდრე არ აიყრიდა თავიდგან ამ სატანჯველს, სიცოცხლე მის. თვის შეუძლებელი იყო. რადგანაც თვითოეული ხალხი ამ გვარ მძიმე ღვაწლს მარტოდ-მარტო ვერ იტვირთებდა, ამიტომ აუცილებელი იყო ერთი-ერთმანეთის დახმარება და შეერთება. აი მოვიდა დრო და მთელს იტალიას, დიდიდამ პატარამდე, მსოლოდ ერთი წადილი აეშლა გულში და მხოლოდ ერთი მოძრობა მოედო თავისუფლების დაცვისთვის. სრულიად აუსრულდა იტალიის ხალხს თვისი წადილი თუ არა, სრულიად დაიმკვიდრა ხლხმა თავისუფლება თუ არა — ეს სხვაა. მაგრამ საქმე ის არის, რომ იქაც ერთსა და იმავე დროს ყოველს კაცს ესმოდა სად იყო. იმ ჟამად ცხოვრების დედა-ძარღვი, რომელზედაც დართული იყო სასიქადულო. მომავალი. აი თუნდ კიდევ რუსეთი ამ ოცის წლის წინედ, როდესაც წამოყენებული ბატონ-ყმობის საქმე. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ვიდრე ეს დედა-ჭირი, ბატონ ყმობა ძირიანად არ მოისპობა, შემდეგი წარმატება შეუძლებელია. ამ საქმემ დაბადა ცოცხალი მოძრაობა საზოგადოებაში, ბევრი კეთილშობილი იმედი აუშალა გულში. გამართლდა ეს იმედი თუ არა, ეს სხვაა. მხოლოდ იმას მოგახსენებთ. რომ იყო დრო, როდესაც ერთი და იგივე ნაპერწკლი ბრწყინავდა გულში, როდესაც კაცმა იცოდა, რომ თუ არის რამე კიდე ეს ნაპერწკალია მომავალის საქადელი და მას უნდა ათხოვოს ყოველი წუთი თვის სიცოცხლისა.
ნეტავი იმას ვინც დასწრებია ან დაესწრება მის თანა დროს და ცხოვრებას. მაშინ სიცოცხლე ცხადია და ნათელი. კაცმა იცის სად მიაქანებს ცხოვრების ტალღა და თავისუფლად, გულწრფელად მიეცემა მის მიმდინა რეობას. მაშინ ყოველგვარი მომქმედი ძალა — ჭკუა, გრძნობა, სიტყვიერება — დასტრილებს წამოყენებულს საგანს. ვიცი კიდევ დრო და საზოგადოება მიძინებული, სულ ჩამქრალი და ღონე მიხდილი, სადაც არავითარი საერთო მოძრაობა არ სწარმოებს, იმისთანა, რომ შეძლოს კაცის გულის გატაცება, მისის სულის ამაღლება. რას მიმართოს კაცმა უმთავრესად თვისი ყურადღება? რაზედ დაამყაროს თვისი იმედი და სასოება, საიდგან ელოდოს ბედნიერს მომავალს? უგზო-უკვლო გზა-დაბნეულ ცხოვრებაში კაცი ხან აქეთ ეცემა, ხან იქით.... მაშ ნუ დამემდურები, ჩემო მკითხველო, და აჰყვე ჩემს ტანტალს ჩვენისა და უცხო ცხოვრების სხვა და სხვა მოვლენათა შორის.
„აღმოსავლეთის ანუ სლვიანთა საქმეო „? მეტყვის მკითხველი. „აი აწინდელის დროის ქვა-კუთხეო, აწინდელის ცხოვრების დედა-ძარღვიო.“ მართალაც ამ ჟამად მხოლოდ ომიანობა იპყრობს ქვეყნის ყურადღებას, მხოლოდ ომიანობა არის გამჯდარი შინაგან ცსოვრებაში, მხოლოდ ზარბაზნის გრიალი უკრთობს ძილს დამშვიდებულს ხალხს და საზოგადოებას. მაგრამ....მაგრამ მაინც რა ვუყო ჩემს ეჭვით სავსე გულსა და როგორ არ ვიკითხო, თუ სად არის ის დედა-საქმე, ის. სიცოცხლის ძარღვი, რომელზედაც დამოკიდებულია საყოველთაო კეთილ დღეობა და რომელიც მოასწავებს საბედნიერო მომავალს? ვეცდები უსაფუძვლოდ არ გეჩვენოს, მკითხველო, ეს ჩემი კითხვა. შემდეგ წერილში მოგახსენებთ აწინდელს ომიანობაზედ, თუმცა ომი ჯერ არ გათავებულა და მისი დასკვნა შემდეგშია, მაგრამ მაინც გუშინდელმა წარსულმა ბევრმა შესანიშნავი რამ აღმოაჩინა, რომულიც ცოტად თუ ბევრად გვიხატავს „სლავიანთა საქმეს“ რუსეთში. მაშინ მკითხველი იქმნება დამეთანხმოს, რომ მართლა და ამ „საქმის“ მაყურებულს არავითარი ნუგეში არ ემატება და მაინც შეუძლიან ზემოხსენებული ეჭვი და კითხვა დასდვას.
![]() |
5 გლეხური ლექსები |
▲back to top |
გლეხური ლექსები
I.
დასაბამიდამ დავიწყოთ, თუ ქვეყანაზე რა არის:
ქვეშ ხომ დედა-მიწა არის, ზეიდგან გვიყურებს ცა არის,
ადამის შვილი ჩამოდის ათას ფერადი სხვა არის.
II.
ჯოჯოხეთი თუ სამოთხე - ჩვენ ორივ ხელში გვიჭირავს
ზრაელი დაგვადგება ხელში ჩანგლები უჭირავს;
ცოდვის-მადლის გამრჩეველსა ხელში სასწორი უჭირავს
III.
როცა მოკვდები მოქრთამევ, გნახამ ვიღაც გიტირავს
მღვდელს მისცემენ საწირავს, შენ მღვდელი გიტირავს:
მადლის საქმეს არა შვრები, ცოდვისკენ თვალი გიჭირავს.
IV.
ავ-კაცი სწუხს და სტირის ცრემლი ჩამოდის თვალზედა
ნეტამც არ გავჩენილვიყავ არ მევლო ქვეყანაზედან,
სულ ენით მიწა მელოკა, ძაძა ჩამეცვა ტანზედან!...
V
შენ, ერისთავო, დიდი მთისაო,
წელი მოგიდის არაგვისო
აკი გეტუოდი, ბატონო ჩემო,
ყიდვა ნუ იცი შენის ყმისაო!
(მოგრ. ს. ბაგრელისაგან)
![]() |
6 ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა მეურნეობა |
▲back to top |
ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა მეურნეობა[1]
(დასასრული) [2]
„ხალხს მილით განათლებით შეუძლიან გამდიდრეს და გონიერად გამოიყენოს თავის შრომის ნაყოფი.“
ლავლეი
„ცოდნა არის ძლიერება ანუ ძალა“
ბეკონი.
„იგი არს საძირკველი ხალხის კეთილდღეობისა“
ვივერშამ.
VI
ნუ თუ ჩვენ კიდევ უნდა ვეძიებდეთ სხვა და სხვა სახსრებს მეურნეობის გასავრცელებლად, როდესაც საქართველოს დედა-ქალაქში იმყოფება მთელი საზოგადოება იმ განზრახვით, რომ შემოიტანოს. მიწის გონივრული მუშაობა, სხვა და სხვა მცენარეების გავრცელება, ღვინის უკედ კეთება, ერთი სიტყვით იმ განზრახვით რომ მეურნეობა დააფუძნოს იმ საძირკველზე, რა საძირკველზდაც იგი დგას დასავლეთ ევროპაში? უბედურობა ის არის, რომ ეს საზოგადოება ოცდა-ხუთი წულიწადია მოქმედებს და მის მოქმედებას მაგდენი არაფერი სარგებლობა მოუტანია. ეს აღიარა თვით ამ საზოგადოების „სეკრეტარმა“ უფ. ხატისოვმა საზოგადოების წინაშე საზოგადოებას ოცდა-ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ის უკეთებია, რომ ურიგებია შესაწევარი ფულები სხვა და სხვა ახალ–მოსულებისთვის, უბოძებია ოცი-ათასი მან (20,000) ერთის ვიღაც ნემეცის ადამსისათკის, ხუთმეტი ათასი (15,000) ფრანციელის დიუფორისათვის, თორმეტი ათასი (12,000) ინგლისელის ვალისათვის, ოცი ათასი მანეთი (20,000) ბარონ კუჩენბახისთვის და კიდევ
რამდენიმე ათასი თუმანი სხვა და სხვა ვაჟბატონებისათვის. ახლა იკითხეთ, თუ ამისთანა ხელ-გაშლილს შესაწევარს, ამისთანას უხვად გაცემას რა სარგებლობა მოუტანია ჩვენის მხვნელ-მთესველებისათვის? არაფერი. ამას აღიარებენ თვითონ საზოგადოების წევრნიცა. იმას გარდა, რომ საზოგადოებას თვის მიზნად ჰქონია ქვეყნის სიკეთის სურვილი, სხვა და სხვა ევროპიულ ნივთთა გამოფენშიაც მონაწილეობა რამდენჯერმე მიუღია. მაგრამ საუბედუროთ, არც ამ გვარ მოქმედობას მოუტანია სარგებლობა ჩვენის მეურნეობისათვის. ასე, კავკასიის, სამეურნეო საზოგადოებას ოცდა-ხუთი წლის განმავლობაში უმოქმედნია, მაგრამ უმოქმედნია იმ გვარათ, რომ ჩვენის მხარესთვის არავითარი სარგებლობა არ მოუტანია. საზოგადოების აწინდელი „სეკრეტარი“ დიდ იმედს იძლევა, რომ მომავალში საზოგადოებაც ეცდება სარგებლობა რამ მოუტანოს ჩვენს მხარესა რასაკვირკელია დიდათ საამური იქმნება, რომ ეს იმედი აუსრულდეს. მაგრამ მე კი საეჭვოთ მიმაჩნია. რასაკვირველია, შესაძლებელია, რომ საზოგადოებამ, უფ. „სეკრეტრის“ სიტყვით და რჩევით მიიწვიოს მხარის მცოდნე კაცები და ამათის დახმარებით ცოტ-ცოტაობით მაინც გვარიანათ გაიცნოს მეურნეობის მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში; შეადგინოს მშვენიერი ბიბლიოთეკა და ბეჭდოს დრო-გამოშვებით წიგნები, სადაც მოიხსენიოს სხვა და სხვა ღონისძიებანი მეურნეობის გასამჯობინებლად, წინ წასწევათ; კარგი თხზულებეების დამწერთ დანიშნულ საგნებზე აძლიოს ჯილდოები. აგრეთვე შესაძლებელია, რომ საზოგადოება დაეხმაროს დრო-გამოშვებით გამოფენის გამართვასა და ძლივოს საჩუქრები იმათ, ვინც გამოფენაზე წარმოადგენს შესანიშნავ და უკეთესს ნამუშავარს: აგრეთვე შესაძლოა, რომ საზოგადოებამ გამართოს ცალკე სამეურნეო სასწავლებელი პრაკტიკულის მიმართულებით; მაგრამ ჩვენ ხალხს კიარა მოეცხობა რა ყოველ ამისგან. გლეხი ვერც წიგნით ისარგებლებს, ვერც სხვა ღონისძიებებით. ყველა ეს ღონისძიებანი შეიძლება მოუხდეთ დიდის მამულების პატრონებს; მაგრამ ჩვენ გლეხ-კაცობას კი, ე.ი., იმას ვინც თვითონ მუშაობს, თვითონ ჰხნავს, ჰსთესავს, ჰბარავს, ჰსხლავს, ჰყელავს, ვენახს უვლის, მისდევს სარკამბეჩს, ძროხებს ცხვრებს, ღორებს — ერთის სიტვით — ვინც თვითონ ირჯება, ის ვერასფერს ვერ გამორჩება ზემოხსენებულ ღონისძიებას. იმ სახელმწიფოების მიძვა, სადაც მეურნეობამ გაიწია დიდის მამულების პატრონების წყალობით, ჩვენ ხელს არ მოგვცემს და არც იმისთანა მამულების პატრონები გვყვანან, როგორც, მაგალითებრ, ინგლისში. ჩვენ მეურნეობა უნდა გავავრცელოთ ხალხში და მცირე მამულების პატრონებს შორის. მხოლოდ ვისაც დიდი დედულ-მამული აქვს, იმას ჩვენი შემწეობა სრულებით არ უნდა. იმას უჩვენოდაც შეუძლიან მიიწვივოს დახელოვნებულ აგრონომი და იმის შემწეობით საქმე კარგად წაიყვანო აგრეთვე შესაძლებელი საქმეა, რომ სამეურნეო სასწავლებელმა პრაკტიკულის მიმართულობით სარგებლო რამ აღმოუჩინოს ჩვენ ხალხს, მაგრამა აი რა უნდა ვიქონიოთ სახეში. ჩვენში მხოლოთ სიტყვით ვარქმევ სახელს ანუ სიტყვით გეძახით „სასწავლებელს პრაკტიკულის მიმართულებით, საქმით კი თეორიის სასწავლებელია“. ამას გარდა განა შესაძლებელი საქმეა, რომ ერთ და იმავე სასწავლებელში მიწის მუშაობის ყველა ნაწილები იმ ხარისხზე დააყენოთ, რა ხარისხზედაც დგას დასავლეთ ევროპაში! ან საიდამ მოიყვანთ იმისთანა კაცებს, რომლებმაც ზედმიწევნით იცოდნენ მეურნეობის საქმე? ნუთუ ამ საქმეს მივანდობთ იმ მწიგნობარ სწავლულებს, რომლებიც მხოლოდ ბევრ ფულებს ჩაჰყლაპავენ და ჩვენს მეურნოებას კი წინ ფეხსაც არ წაადგმევინებენ. ვიმეორებ სამეურნო სასწავლებელს, პრაკტიკულის მიმართულობით, შეუძლიან სარგებლობა მოუტანო ჩვენ სამშობლოს. მაგრამ შიში იმაში მდგომარეობს, რო სასწავლებელი პრაკტიკულის მიმართულებით ძალა-უნებურად ადვილად გადაიქცევა სასწავლებელად თეორიის მი ქართულებით და მაშინ ჩვენის ხალხისათვის შეიქმნებ სრულებით უსარგებლო. რასაკვირველია, თუ ნამდვილ მეურნეო სასწავლებლებს ნამდვილის პრაკტიკულის მიმართულობით დააფუძნებენ საქართველოს სხვა და სხვა დგილას და ამ სასწავლებლებში დახელოვნებულ მუშებ დააყენებენ საწრთვნელად ჩვენის ყმაწვილებისა, რომელშიაც სასწავლებელში კურსი შესრულებული ექმნებათ, მაშინ მალე გავრცელდება ხალხში მეურნეობის ცოდნა მაგრამ საზოგადოებას არა აქვს ეს აზრათ და ამის აღსრულებას ვერც შეიძლებს.
ასე, თუ კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ წარსულ წელიწადებში მაგდენი ვერაფერი სარგებლობა მოიტანა და მომავალშიაც იქიდამ, რაც წარუდგინა აწინიდელმა უფ. „სეკრეტარმა“ საზოგადოების წევრთა, ჩვენს ხალხს არ მიეცხება რა, თუმცა კი მეცნიერების სასარგებლოთ ბევრი რამ კარგი წარმოსდგება. მაშასადამე ჩვენ თვითონ უნდა მოვიფიქროთ და ვიტვირთოთ მეურენოების ცოდნის გავრცელება ჩვენს ხალხში. ყურის წაყრუება ამისთანა საქმეში ჩვენ ხელს არ მოგვცემს.
ვინ არ იცის, რომ სალსში ძრიელ მოქმედობს მიბაძვა და რასაც სეირინს რასმე აკეთებს ერთი გლეხი, მეორეც მიბაძავს; რომ გლეხები ცდილობენ ერთი-ერთმანეთს არაფერში ჩამორჩნენ; რომ გლეხები რასაც კარგს თვალით ხედავენ, იმას მალე იხსომებენ, და ცდილობენ თვითონაც გააკეთონ. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე გლეხმა ისწავლა წითელის კომბოსტოს მოყვანა და თავისი ნამუშავარი კარგა ფასად გაყიდა. ნუ თუ იფიქრებთ, რომ მეორე წელიწადს ეს კომბოსტო სხვა გლეხებმაც არ მოიყვანონ. აგრეთვე ვთქვათ თამბაქოს დათესვამ ანუ მოყვანამ მისცა ხელი რომელსამე გლეხს; მეორე წელიწადს სხვა გლეხებიც უთუოდ შეეცდებიან კარგი თამბაქო. მოიყვანონ და კარგ ფასად გაყიდონ. ერთის სიტყვით — გლეხებში ერთი-ერთმანეთის მიბაძვა და მხედველობით მოქმედება ძლიერია. თვითვეულ სოფელში რომ გამოჩნდეს თითო მეურნოების მცოდნე გლეხი, ბევრი ხანი არ გაივლის, რომ მთელ მაზრაში გავრცელდეს მეურნეობის ცოდნა. აგრეთვე, აბა თამამი და გონებით გახსნილი გლეხი წაიყვანეთ და გაუშვით სამუშავოდ იმ ადგილას, სადაც მეურნეობის საქმე კარგა მიდის, თქვენ ნახავთ, რომ ეს გლეხი, ორის წლის განმავლობაში რასაც თვალით ნახავს და რაზედაც იმუშავებს, ყველაფერს შეისწავლის. რაღა თქმა უნდა, რომ ეს გლეხი როცა თავის ქვეყანაში დაბრუნდება, თავის სწავლას მოასმარებს მამულის უკეთესად შემუშავებას.
თუ ეს ასეა, მაშ ჩვენ უნდა ვეცადოთ მოვდოთ საქართველოში მეურნეობის მცოდნე მუშები. მოლოდ ამის ასრულება შეიძლება შემდეგის სახით: ზემოდ ვაჩვენენე, თუ როგორ უნდა მოიწყოს სასოფლო სასწავლებელნი. ამ გვარ სასწავლებელში კურს შესრულებულებ შორის უნდა ამოვარჩიოთ ხოლმე თამამი, ნიჭიერი, ჯანმრთელი ყმაწვილები, უფრო მამულიანის კაცების შვილები და გავგზავნოთ დასავლეთ-ევროპიის სახელმწიფოების იმისთანა ადგილებში, სადაც მეურნეობის რომელიმე ნაწილი კარგად მიდის, რომ რა არი ზოგმა მათგანმა შეისწავლოს ღვინის დაყენება, ანუ ვენახის მუშაობა, ზოგმა ჭიის მოვლა და აბრეშუმის გაკეთება ზოგმა ხეხილების მოვლა, ზოგმა თამბაქოს მოყვანა, ზოგმა კიდევ სხვა და სხვა სოფლიური საქმე ჩვენმა ყმაწვილებმა თვითონ უნდა იმუშავონ ფერმებში სამ-სამის წლობით მაინც და ამ ხნის განმავლობაში, რაღა თქმა უნდა, თვითვეული მათგანი მოასწროს შეისწავლოს ის თვალით ნახული, თავისითვე გამონაცადი საქმე, რომელი ზედაც ის იქმნება მიჩენილი. ფერმების პატრონები ჩვენ ყმაწვილებს, რასაკვირველია, მიიღებენ, მხოლოდ ჩვენის ხარჯით კი, თითო. ყმაწვილის შესასვა ფერმაში რაც უნდა ბევრი დაჯდეს ჩაცმა-დახურვით და სმა-ჭამით ორ თუმანზე მეტი თვეში არ დაჯდება. მაშ წელიწადში თუ ათი ყმაწვილი იგზვნა სამძღვარ გარეთ, პირველი წელიწადში ათი ყმაწვილის შენახვას მოუნდება 2,400 მან. წასვლაზედაც 700 მანეთი; მეორე წელიწადს ოცი ყმაწვილის შენახვას 4800 მან. და ათი ყმაწვილის წასვლაზე კიდევ 700 მანეთი; მხოლოთ მესამე წელიწადს ოცდა-ათი ათი ყმაწვილის შენახვას 7,200 მან. და 700 მან. კიდევ ათი ყმაწვილის გაგზავნაზე დაისარჯება. რადგანაც ყოველ მესამე წლის ბოლოს ათ-ათი ნასწავლი, მეურნეობაში დახელოვნებული ყმაწვილი უნდა დაბრუნდეს ხოლმე, ამისათვის ამ მესამე წელიწადის ბოლოს 700 მან. ათი ყმაწვილის დაბრუნებაზე სამძღვარ-გარეთიდამ დაიხარჯება. ასე, პირველ სამის წლის შემდეგ ყოველ წლივ ოცდა ათი ყმაწვილის შენახვაზე სხვა და სხვა ფერმებში დაიხარჯება 7,200 მან. და 4,400 მან. ოცი ყმაწვილის მგზავრობაზე, რადგანაც ათი საქართველოდამ უნდა გაიგზავნოს და ათი კიდევ სამძღვარ-გარეთიდამ უნდა დაბრუნდეს ხოლმე. ეს ფული რომ ერთად შუვკეცოთ, შეადგენს 8,600 მან. მართალია კარგა ფულია, მაგრამ ყოველ წლივ დაგვიბრუნდება ჩვენ ათ-ათი თავიანთ საქმეებში დახელოვნებული მუშა კაცი. სამი წლის შემდეგ საქართველოს მხვნელ-მთესველებს თავიანთ შორის ეყოლებათ ისეთი კაცები, რომლებიც თავიანთის მოქმედებებით, თავიანთის ცხოვრებით, თავიანთის მოსაზრებით არაფერში ჩამოუვარდებიან დასავლეთ-ევროპიის მუშა ხალხს და მათი რიცხვი რამდენიც ხანი გავა, იმდენს იმატებს, რადგანაც ყოველ წლივ დაბრუნდებიან სამძღვარ გარეთიდამ ათ-ათი კაცი. რაღა თქმა უნდა, რომ ესენი თავიანთ მოძმეებს შორის ადვილად გაავრცელებენ მეურნეობის ცოდნას, შეიქმნებიან მათი წინამძღომელნი, მათი წინა-მორბედნი მეურნეობის საქმეში. ძრიელ შესაძლებელია, რომ ამ სახით ხუთია ანუ ექვსი წლის განმავლობაში გლეხებმა იმდენი ცოდნა შეიძინონ დახელოვნებულის მუშებისაგან, რომ მათი ყოფა-ცხოვრება ძალზე შეიცვალოს.
ეჭვი არ არის, რომ თუ ზოგიერთი კურსი შესრულებულები სასოფლო სასწავლებელში გავგზავნეთ სამძღვარ გარედ გამოჩენილ ფერმებში სამუშავოდ, ძრილ სასარგებლო საქმე იქმნება ჩვენის ხალხისათვის. მაგრამ ვინ იტვირთებს ამ საქმეს და ვინც იტვირთებს — სად უნდა იშოვნოს იმოდენა ფული, რომ გაუძღვეს იმ ხარჯს, რა ხარჯსაც მოითხოვს მოხსენებულის საქმის აღსრულება? რასაკვირველია. ამის აღსრულებას უნდა შეუდგეს მთელი საზოგადოება და ამ საზოგადოებას უნდა დაერქვას შემდეგი სახელი: საზოგადოება განათლებისა, ხელოსნიბისა დი მეურნეობის გავრცელებისა თბილისის გუბერნიის გლეხთა შორის.[3] ამ საზოგადოებამ უნდა იკისროს როგორც სასწავლებლების საქმე, ისე ხელისნობის და მეურნეობის გავრცელება საქართველოში მოხსენებულის შუამავლობით. მე დარწმუნებული, ვარ რომ საქართველოს ყველა კუთხეში, საქართველოს ყველა მხარეში ასობით არიან იმ გვარნი პირნი, რომლებიც ნათლად გრძნობენ ჩვენის ხალხის საძაგელ მდგომარეობას და ფიქრობენ, თავიანთის მხრით რა და როგორ უშველონ. ვიმეორებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ რა წამს გამოაცხადებთ — ესა და ეს საზოგადოება იმართება ამა და ამ განზრახვით, ბევრი ხანი არ გაივლის, რომ რამდენიმე ასი კაცი მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში; რომ ყველას, ვისაც კი ხალხის კეთილდღეობა ძვირად უღირს შეუდგება ბეჯითად ამ საქმის ხელის შეწეობას ყოველ მხრივ და ყოველ გვარად.
ვსთქვათ — გაიმართა საზოგადოება და ამისი წევრთა რიცხვი არის ექვსასი (600) კაცი; მაშასადამე საზოგადოებას ექნება ექვსასი თუმანი, თუ წევრის ფული იქნება წელიწადში ერთი თუმანი. ამას გარდა, ეჭვი არ არის, რომ კავკასიის სამეურნეო საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას და, იმის მაგივრათ, რომ სხვა და სხვა გარმიანელებს ურიგოს შესაწევარი ფულები სრულებით უსარგებლოთ, იკისრებს რამდენიმე ყმაწვილის ხარჯს, ანუ ფულათ გამოადგება მამავალ საზოგადოებას — ორას თუმანს რომ გადასდებს და გადასდებს მოხსენებულის კეთილის საქმისათვის. დაუმტეთ ამას ისიც, რომ სოფლის ბანკებიც არ დაზოგავენ ფულს მეურნეობის გავრცელებისათვის და ესენიც რამდენსამე თუმანს ყოველ წლივ შეაწევენ ზემოთ მოხსენებულ საზოგადოებას. რაღა თქმა უნდა, რომ თავად-აზნაურობის ბანკიც აღმოუჩენს შემწეობას და ამ საქმეში უკნ არ დაიწევს. ერთის სიტყვით, განათლების, ხელოსნობის და მეურნეობის გავრცელების საზოგადოება თფილისის გუბერნიის მხვნელ- მთესველებს შორის ყოველგან შეიძლებს მოიპოვოს სხვა და სხვა სახსრები იმოდენა ფულის საშოვნელად, რომ თავისი მიზანი ბეჯითად და შეურყეველად აასრულოს.
ამ სახით, რაც ფულს შეეხება საზოგადოების მოქმედება სრულებით შესაძლებელია. რაც შეეხება საზოგადოების შინაგან განწყობილებს, სახელდობრ მას, თუ რაგვარი წესდებანი უნდა შედგენილ იქმნას, რომ საწადელი აუსრულდეს, რა სახით შეიტოს ნამდვილი ამბავი გამოჩენილ ფერმებზე დასავლეთ ევროპაში, როგორ უნდა მოეწყოს. ზოგის ყმაწვილის სამზღვარ გარედ გაგზავნა, ზოგის აქავ მიბარება გამოჩენილ ხელოსნებთან. ყველა ამას და სხვა საჭირო საგანსაც თვითონ საზოგადოება გამოიკვლევს, თუ ბედი გვეწივა და ეს საზოგადოება დაიბადა. მე მხოლოდ აქ ის უნდა ვთქვა კიდევ, რომ დრო არის თვითონ ჩვენ ვიფიქროთ ჩვენ თავზე, ჩვენის ხალსის ყოფა-ცხოვრების წინ-წაწევაზე და მის მომავალ ბედზე; დრო არის თვითონ ჩვენ ჩავჭიდოთ ხელი განათლების, ხელოსნების და მეურნეობის გავრცელებას და ყოველ ნაბიჯზე ვიგულისსმოთ, რომ ცოდნა არის საძირკველი ხალხის კეთილდღეობისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ყურის წაყრუება და სხვის იმედი ჩვენ ხეირს არ დაგვაყრის.
ქვემო ქართლელი.
26 მარიამობისთვეს 1877 წ. კავთისხევი.
_________
1 წინა ნომრის წერილში შეცდომა მოხდა: იქა ჰსწერია: „ვის არ გაუგონია დერციკის ანდრია კაპანაძის სახელი, ანუ ეგ სახლის მოწყობილობის — მებულის მკეთებელის-ძე? ამის ჰაგიერ უნდა იყოს: ვის არ გაუგონია დერციკის ანდრია კაპანაძის სახელი ანუ კიდევ სახლის მოწყობილობის-მებელის მკეთებელის დავით გიგაურიშვილისა.
2 „ივერია“ № № 33, 34 35 და 36.
3 რაღა თქმა უნდა, რომ ამგვარივე საზოგადოება უნდა შედგეს ქუთაისის გუბერნიაში.
ავტორი.
![]() |
7 განცხადება |
▲back to top |
განცხადება
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკი.
გამგეობა ზემოხსენებულის ბანკის უმაღლესად დამტკიცებულის ამა ბანკის წესდების 46 ძალითა ამით აცხადებს, რომ 13-ს დეკემბერს 1877 წ. ბანკის სადგომში, ქალაქს თილისში, სოლოლაკის ქუჩაზედ, კორღანოვის სახლში ისყიდება საჯაროს ვაჭრობით უძრავი ქონება ქვემოხსენებულთა პირთა, რადგანაც მათ არ შემოუტანიათ ბანკიდამ აღებულის ვალის გადასასდელად ვადის ფული, დაწესებული წესდების 29, 30, 34 და 36 მუხლითა.
ტერ-მკტჩიანც, ქრისტეფორე ნიკიტის ძე. სამ-სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველგვარის შენობით და მიწითა ზომით 634 1/2, ოთხ-კუთხე საჟენი, ქ. ტბილისში, 2 განყოფილების 12 ნაწილში, ჩუღურეთში, ნიკოლაევის ქუჩაზედ. ვალის თავნია 78,734 მანეთი და 88 კაპეიკი, შემოსატანია ბანკში 3,927 მანეთი და 40 კაპ. — სულ 82,662 მან. და 28კ.
ზემიანსკისა. ნატალია ივანეს ასული, ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი და ყოველგვარის შენობითა და მიწით ზომით 548 ოთხ-კუთხე საჟენი, ქ. თბილისში, 2 განყოფილების 10 ნაწილში, ნემენცების კოლონიაში, ბაღის ქუჩაზედ. ვალის თავნია 5,230 მან. და 56 კ. შემოსატანია ბანკში 234 მან. და 61 კ. — სულ 5,465 მან. და 17კ.
სულხანოვისა, მარიამ ივანეს ასული. ა) ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქანი და ბ) ორი სამ-სართულიანი, ორი ორსართულიანი და თერთმეტი ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქნები. ქ. თბილისში, ა) 1 განყოფილების 1 ნაწილში და ბ) 2 განყოფილების 14 ნაწილში. ვალის თავნია 17,433 მან. და 24 კ. შემოსატანია ბანკში 874 მან, და 60კ. სულ 48,309 მან. და 81კ.
თეთრაძე; გლახა ზურაბის ძე. ა) სამსართულიანი ქვითკირის სახლი სამ-სართულიან შენობითა და ბ) ორსართულიანი ქვითკირის სახლი ერთ-სართულიანის სამზვარეულოთი და მიწით ზომით 125 ოთხ-კუთხე საჟ. ქ. ტფილისში, 1 განყოფილების 1 ნაწილში, დავიდოვის ქუჩაზედ. ვალის თავნი 6,446 მან. და 99 კ. შემოსატანია ბანკში 389 მან. და 53 კ — სულ 6,836 მან. 52კ.
პავლიევი, იაკობ სვიმონის ძე. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველ გვარის შენობითა და მიწით ზომით 72 ოთხ-კუთხე საჟი ქ. ტფილისში 1 განყოფილების 5 ნაწილში, ნემენცების ქუჩაზედ. ვალის თავნია 5,860 მან. 31კ. შემოსატანია ბანკში 202 მან. და 20 კ.სულ 6,169 მან. და 44კ.
ამილახვრები, კნ. ივანე და კნეინა ელისაბედ თეიმურაზის ძენი. სახნავი და საძოვარი მიწები ზომით 454 დესეტინა 1,786 ოთს-კუთხე სჟ. გორის მაზრის სოფ. ნაწრეთში, ვალის თავნი 3,481 მან. და 67 კ., შემოსტანია ბანკში 159 მან. და 79 კ.—სულ 3,641 მნ. და 46 კ.
აბხაზი, კნ. ირაკლი კოსტანტინეს ძე. სახნავი, სათიბი და საბაღო მიწები, ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლით, ეზოთი და ხე-ხილიანის ბაღით ზომით სულ 177 დესეტინა და 7 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისის მაზრის სოფელ თხინვალში. ვალის თავნია 5,968 მან. 62კ. შემოსატანია ბანკში 265 მან. და24კ. სულ 6.233 მან. და 86კ.
ერისთავი, კნ. გიორგი (კიაზო) გიორგის ძე. სახნავი, სათიბი და საძოვარი მიწები და ტყე ზომით 800 დესეტინა. თიანეთის მაზრის სოფელ ბოჭორმას. ვალის თავნია 4,775 მან. 1 კ., შემოსატანია ბანკში 134 მან. და 31 კ.― სულ 4909 მან. 32 კ.
ბებუთოვი, დავით მელიქსადის ძე. საძოვარი მიწები ტყით და ხეხილიანის ვენახით ზომით 208 დესეტინა 378 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისის მაზრის სოფ. წენეთში, ვალის თავნია 4,476 მან. და 45 კ., შემოსატანია ბანკში 200 მან. 84 კ — სულ 4,677 მან. 29 კ.
გაბაევი, ანდრია მიხაილის ძე. სახნავი და საძოვარი მიწები და ტყე ზომით 106 დესეტინა 320 ოთხკუთხე საჟ. თბილისის მაზრის სოფ. ეერტისში. ვალის თავნია 4,973 მან, და 85 კ. შემოსატანია ბანკში 57 მან, და 21 კ. — სულ 5,031 მან. და 6 კ.
ზანდუკელი, ოტია გიორგის ძე. სახნავი მიწა ზომით 80 დესეტინა. თიანეთის მაზრის სოფ. ბაკნიანთკარს. ვალის თავნია 797 მან. და 97 კ. შემოსატანია ბანკში 48 მან. და 86 კ.—სულ 846 მან. და 83 კ.
თარხან-მოურავისა, კნეინა მარიამ ბიძინას ასული. სახნავი და სათიბი მიწები და ტყე ზომით სულ 345 დესეტინა 4,643 ოთხ–კუთხე საჟ. გორის მაზრის სოფ. ცხოვერში. ვალის თავნია 6682 მან. და 99 კ. შემოსატანია ბანკში 291 მან. და 23 კ.—სულ 6974 მან. და 22 კ.
ადამაშვილი, გიორგი ადამის ძე. ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი ერთ-სართულიანის შენობითა და მიწით ზომით 90 ოთხ-კუთხე საჟ. ქ. თბილისს, 1 განყოფილების 1 ნაწილში, ვალის თავნია 270 მან. შემოსატანია ბანკში 27 მან. და 46 კ. — სულ 297 მან. და 46კ.
საყვარელიძე, მინადორა ზურაბის ასული. სახნავი მიწა ზომით 25 დესეტინა 600 ოთხ-კუთხე საჟ. გორის მაზრის სოფ. ზენოტში, ცოცხნარში და ზინდისში, ვალის თავნია 500 მან. შემოსატანია ბანკში 37მან. 20 კ. — სულ 537 მან და 20 კ.
ვართანოვი, მინასა მანუკას ძე. ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი შენობითა და მიწით 57 ოთხ-კუთხე ს. ქ. თბილისში 2 განყოფილების 13 ნაწილში, ავლაბარში. ვალის თავნია 600 მან. შემოსატანია ბანკში 44 მან და 44 კ. – სულ 641 მან. და 44 კ.
მეხტიევი, სადიხ-ოსპარ-ოღლი. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი ერთ-სართულიანი შენობითა და ბაღით ზომით სულ 547 ოთხ-კუთხე საჟ. ქ. თბილისს 4 განყოფილების 9 ნაწილში, ბოტანიკურ ბაღის მახლობლად. ვალის თავნი 1,200 მან. ბანკში შემოსატანია 66 მან. და 88 კ. — სულ 1,266 მანეთი და 88 კაპ.
მირიანოვისა, ნანა დავითის ასული. ხე-ხილიანი ვენახი ზომით 4,440 ოთხ-კუთხე საჟენიანი გორის მაზრის სოფელ ხიდის თავს. ვალის თავნია 400 მან. ბანკში შემოსატანია 32 მან. და 96 კ.―სულ 432 მან და 96 კაპ.
ვაჩნაძისა, კნეინა მართა მიხაილის ასული. ვენახი ზომით 3 დესეტინა. სიღნაღის მაზრის სოფელ კარდანახში. ვალის თავნია 2000 მან. შემოსატანია ბანკში 36 მან. და 53 კ. — სულ 2,036 მან. და 53 კ.
ვაჩნაძე, კნ. გიორგი ნიკოლოზის ძე. ვენახი ზომით 1 დესეტინა 1,200 ოთხ-კუთხე საჟენიანი სიღნაღის მაზრის სოფ. ბაკურციხეს. ვალის თავნია 1,000 მ.ნ. შემოსატანია ბანკში 37 მან. და 20 კ.—სულ 1,037 მან. და 20 კ.
ვაჭრობა, თანახმად წესდების 49 მუხლისა, დაიწყობა იმ ფულის რაოდენობიდამ რაც ზემოდ მოხსენებულია ხოლო მასზედ დაერთვის კიდევ თუ რამ ვალია სახელმწიფო ან საერო გარდასახადისა. ვალის თავნი შეიძლება მოშორებულ იქმნას გირობის ფურცლითაცა, რომელსაც ბანკი იმ ფასად აიღებს რა ფასისაც არის, ესე იგი, მანეთს მანეთად. შეიძლება მსყიდველმა თავისზედ გადიტანოს ვალის თავნი ბანკის თანხმობითა, ხოლო ვადაზედ შემოსატანი ფული და სხვა ნაშთები უნდა უსათუოდ ნაღდად იყოს შემოტანილი.
თუ 13-ს დეკემბერს 1877 წ. რომელიმე მამული არ გაიყიდება, მაშინ წესდების 22 მუხლის ძალითა დაინიშნება გასასყიდად მეორე უკანასკნელი ვადა 28 დეკემბერს 1877 წ.