ივერია (29)1878.27.07



1878.27.07

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

კახის უჩასტკედამ, („ივერიის“ კრრესპ). ბატონო. რედაქტორო, ეს ორი კვირა არის, რაც ჩვენი ნაიბი უფ. ბოღუსლავსკი დაეთხოვა დროებით და თავის მშობლების სანახავად წავიდა. ამის დათხოვნის დროს მაზრის ნაჩალნიკმა ბევრი იფიქრა საიმედო კაცის დასანიშნავად, რომ დროებით ბოღუსლავსკის თანამდებობა ყოჩაღათ და სვინდისიანათ აესრულებინა, მრთელს მაზრაში ერთი საიმედო აფიცერი აარჩია და იმას ჩააბა რა, ეს აფიცერი ზაქათალის მაზრიდამ არის.

როდესაც ამან ეს თანამდებობა ჩაიბარა, მაშინ აქაურმა ბეგებმა, ვაჭრებმა და სოფლის წურბელებმა, შეიტყვეს თუ არა, ლეკურათ ცეკვას მოჰყვნენ, ბურთი და მეიდანი დაგვრჩაო. ამათ თავიანთ ჭკუაში დაამტკიცეს და ხალხსაც არწმუნებენ, რომ ბოღუსლოვსკი აქ აღარ მოვაო. თქვენს მტერს ისე წელები დასწყედეს, როგორც ამის შემტყობ დაგლეჯილ გლეხებს წელი სწვდებათ. ახალი ნაიბი სცხოვრებს, საცა ბოღუსლოვსკი სცხოვრობდა. აქაური მცარცველნი მოვიდნენ ახალის ნაიბის სანახავად; სალამის და მძიმე თავის დაკვრის შემდეგ, ხელი ჩამოართვეს. მოიკითხეს, გვერდით ჩამოუსხდნენ, დაუწყეს საუბარი და მხიარულად ლაპარაკი. ახალი ნაიბიც მოუყვა პატივის ცემით ლაპარაკს, თითქო ძველნი ნაცნობნი არიანო. მეორე დღეს ერთი ბეგი მოვიდა ნაიბთან რაღაცა საქმისათვის; ხალხში არაფერი უთხრა, ნაიბი ოთახში მიიწყვია. ორიოდე ბძანება დააწერინა, აიღო და გამოესალმა ხელის ჩამორთმევითა, თან ნაიბმა მოკითხვა დააბარა ბეგებთან რამდენიმე სახელების ჩამოთვლით. გლეხებიც მოვიდნენ საჩივლელად, ეგონათ რომ უფ. ბოღუსლოვსკისავით ესეც განურჩევლად ბეგისა, ვაჭრისა და გლეხის სამართალს გაგვიჭრისო. მაგრამ გლეხებმა ისე ვერ იგემოვნეს. ბევრი ამოიოხრეს, მაგრამ რა გაეწყობოდა; თუმცა იმედი ქონდათ მაზრის ნაჩალნიკსა და გლეხებს, ეს ღვთისნიერი კაცი იქმნებაო, რადგანაც დღეში ხუთჯერ ნამაზსა შვრება და კარგ ყოფა-ქცევას აჩვენებს. ამ თანამდებობის მიღების შემდეგ ღვინო არაყის სმაზედაც ხელი აიღო, ამასთან ბოღუსლოვსკის ერთი რუსი ბიჭი ჰყვანდნა საჭმელებს უმზადებდა; ისიც კი დაითხოვა, სხვა და სხვა მიზეზები მოუგონა, უდიდესი მიზეზი კი ის იყო, რომ რუსის მომზადებული საჭმელები არ ესიამოვნებოდა, მაინც და მაიც დაბალი ხალხის გული ვერ მოიგო. ხანდისხან ანდაზასაც ამბობს: ღმერთს მთა და ბარი არ გაუსწორებიაო და მე როგორ გავასწოროვო გლეხი, ბეგი და ვაჭარიო სამართლის დროს ამას ერთი მწერალი ჰყავს; თვითონ ლეკია, მაგრამ უფ ბოლუსლოვსკისთან ცოტა ხანს ნამსახურია, და ცოტაოდენი სამსახურიც ესმის; სამართლის დროს რო ხედავს უკანონობას, გულზედ მოდის და ავარიის ენით ეუბნება, რასა შვრებიო, ის ნაიბი ასე არ იქცეოდაო.

ჩვენმა კახელებმა ალათემურში ხალილბეგის მიწაში ყანები გათიბეს; ეს ხუთმეტი დღე არის რაც გაათავეს, ადგილშივე აწყვია შნები. ნებას არ აძლევს ხალილბეგი, რომ გამოზიდონ. ქერები თითქმის წვიმაში დალპა. ამ ნაიბს ბუზის ტოლათაც არ მიაჩნია და, ყურადღებასაც არ აძლევს. ეს ერთი კვირა არის, რაც მაზრის ნაჩალნიკისაგან ბძანება მოუვიდა, რომ ნაიბი ჩავიდეს და შეარიგოსო, რათა საწყალი გლეხები შიმშილით არ დაიღუპნენო. უფ. ნაიბი ყოველ დღე თითო მიზეზს იგონებს და ხალიბეგის ხათრით არ მიდის. ამის ხათრი და მეგობრობა ხალილბეგთან გლეხებს სამას თუმანს ზარალს აძლევს. სულითა და გულით გლეხები ელოდებიან უფ. ბოღუსლოვსკის მოსვლას.

ამ ორი კვირის განმავლობაში ჯერ მარტო კახში ერთი სახლი დაწვეს, ერთი კაცი დასჭრეს, ძლიერ მდიდარი სახლის პატრონი.

კახელი მშრომელი.

10 ივლის. 1878 წ.

ქუთაისის თეატრის მატიანე.

წარმოდგენა 19 ივლისს, სოხუმელით სასარგებლოდ.

(„ივერიის“ კორრესპონდენცია“)

19 ივლის ჩვენს სცენაზე წარმოდგენეს „ცელქები“ ერთ-მოქმედებიანი ვოდევილი და „უსახელო კომედია,“ როგორც პირველი, ეგრე მეორე ამ პიესთაგანი მაყურებელთაგან უაზრო სიცილის მეტს არა რას იწვევს. ეტყობათ ჩვენ სცენის მოეგრეთ ავიწყდებათ იგი ჭეშმარიტება, რომ „თეატრი უნდა იყოს ხალხის სასწავლებელი, სადაც იგი უნდა ისმენდეს ყველაფერს რაც კი აღვიძებს დიდ-სულოვნებას სდევნის ბოროტობას, იწვევს ძმობას, ერთობას და.....აქეზებს სწავლას, მიწაში აძვრენს სიძვას, ჰნერგავს პატიოსნებას და უმანკოებას“ და სხვ. და სხვ. იმავე დროს, შექსპირისა არ იყოს, „სცენაზე უნდა გამოიხატებოდეს ბუნება, რათამცა სიკეთემ და სიბოროტემ, დრომ და ხალხმა, როგორც სარკეში ეგრე უნდა დაინახონ თავიანთი თავი სცენაზე...“ წინააღმდეგ შემთხვევაში თეატრი იქნება სალაზღანდარო ასპარეზი, როგორათაც სამწუხაროდ ჩვენი სცენაც გახლდათ 18 ივლისს და 19 ივლისს და კვლავაც იქნება თუ „გევო, მინას და კ-ა“-ს „ცელქები“-ს, და სხვა ამ გვარ ქარაფშუტა კომედია ვოდევილების წარმოდგენას თავი არ დაანებეს.

თვით წარმოდგენა 19 ივლისს გვარიან-კარგად წავიდა. წარმოდგენას ცოტათი ფერს უკრთობდა იგი შემთხვევა, რომ აქტიორეს როლი გაზეპირებული არ ჰქონდათ და ამიტომაც ჯერ მოჩურჩულეს (soufleur) ხმას გაიგონებდი და მერმე აქტიორისას…

არაფერს ვამბობ ნაცნობ აქტიორების თამაშობაზე, რადგანაც მკითხველი თვით მიხვდება თუ როგორ უნდა ეთამაშნათ მათ ამ გვარ ადვილ წარმოსადგენ პიესებში, როგორნიც „ცელქები“ და „უსახელო კომედია“ არიან.

მკითხველებისაგან უცნობ აქტიორებზე შემდეგს ვამბობ:

უფ. ანნა მრევლოვს კარგ აქტიორობამდე არაფერი აკლდებოდა ქართულად რომ საძაგელ კილოვნებით, რუსულზე გადაკვრით არ ლაპარაკობდეს…

უფ. იაკინთე ყიფიანი — ძრიელ კარგად არდგენდა იმერელი ბიჭების როლს „უსახელო კომ.“ როგორც შევნიშნეთ ეს უფ. ჩვენის ხალხოსნობის ცხოვრებითგან შედგენილ როლებს (გარდა სატრაღედიოისა რომელშიაც იგი ჯერ არ გვინახავს) ყოველთვის ძრიელ კარგად, თითქმის უნაკლულოდ, არდგენს...

ი-ა ი-ძე.

ქუთაისიდამ გაზეთს „დროებას“ სწერენ, რომ მილიციონერების კენჭის-ყრა ისე გათავდა აქაო, რომ თითქმის არაფერი უწესოება არ მომხდარაო, ამის მიზეზს იმას ამბობენ, რომ ბევრს სოფლის საზოგადიებაში კენჭის-ყრის ოროს თკითონ უფ. ქუთაისის უბერნატორი დაესწროვო და განსაკუთრებული ყურადღება ქონდა მიქცეულიო, რომ ადმინისტრაციის წვრიმალ ჩინოვნიკებს არავითარი უწესოება და უკანონობა არ ჩაედინათო.

„ყველა ახლად-გამოყვანილი მილიციონერები ქუთაისში მოიყვანეს თურმე და აქ წვრთნიან სხვა-და- სხვა სამხედრო ვარჯი შობაში.“

იმავე გაზეთში სწერია შემდეგი: „ჩვენ შევიტყვთ, რომ მისს ყოვლად-უსამღვდელოებას საქართველოს ეგზარხოსს დაუნიშნავს კომისია, რომელსაც მინდობილი აქვს, რომ დაიაროს ჩვენი მხრის ყველა მონასტრები და ეკკლესიები, გამოიკვლიოს — სად, რა და რა ფასის ნივთები არის და შეადგინოს ამ ნივთების დაწვრილებითი სია; აგრეთვე დააფასოს ყველა ნივთები, როგორც დაგვარწმუნკს, ეს კომისია იმერეთის ეპარსიიდამ იწყებს თავის მოქმედებას.“

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ბერლინის კონგრესის განაჩენი ეხლა მთლად არის საქვეყნოდ გამოცხადებული და დღეს თუ ხვალ ხელმოწერილ უნდა იქმნეს ყველა სახელმწიფოის მიერ, ახალი ე. ი. იმისთანა რამ რაც უწინაც ნაწვეტ-ნაწყვეტ არ იყო ცნობილი გაზეთებიდამ, ამ სიგელში თითქმის არა არის რა, აქ მოგახსენებთ მხოლოდ იმას, თუ რა გვარი ცვლილება უნდა მოჰყვეს ბალკანიის ნახევარ კუნპულს კონგრესის გარდაწყვეტილების ძალით სან-სტეფანოს შერიგების პირობათა შედარებით. სერბიას სან-სტეფანოს შერიგების ძალით ემატებოდა 180 ოთხ-კუთ მილი, კონგრესმა კი მიანიჭა სერბიას 210 ოთხ-კუთ, მილი, რომელზედაც სცხოვრობს 280,000 სული, ასე რომ ახლად მოწყობილს სერბიის სამეფოს სივრცე შეადგენს 1,000 ოთხ-კუთ. მილს, და მცხოვრებთა რიცხვი 1,600,000 სულს — ჩერნოგორიას ეძლეოდა სას-სტეფანოს შერიგების ძალით სივრცე 210 ოთხ-კუთ. მილი, ბერლინის სიგელის ძალით კი ეძლევა მხოლოდ 80 ოთხკ. მალი და 50,000 მცხოვრები სული; ასე რომ ჩერნოგორიას ეპყრება 165 ოთხ-კუთ. მილი და 250,000 მცხოვრები სული, — ბოლგარიას, ღენერალ იგნატიევის ძალით, უნდა დაეჭირა სივრცე არა ნაკლებ 2,300 ოთხ. მილისა, რომლის მცხოვრებთა რიცხვი ოთხი მილიონი უნდა ყოფილიყო; ეხლა კი მოხარკე ბოლგარიას უნდა ეპყრას მხოლოდ 1,170 ოთხ, კუთ. მილი და 1,700,000 სული. — აღმოსავლეთ რუმელის უჭირება 660 ოთხ. მილი და ეყოლება 100,000 მცხოვრები სული, ― რუმინიას, რომელსაც ერთმევა ბესსარაბია და უძლევა მას მაგივრად დობრუჯა, ემატება სივრცე 130 ოთხკუთ. მილი და 100,000 სული, ასე რომ მასი სივრცე მთლად შეიცავს 2,330 მილს და 4,700,000 მცხოვრებ სულს.

აქამდისინ ევროპიის ოსმალეთს (მოხარკე სამეფონიც რომ მივათვალოთ) ეპყრა სივრცე 9,060 ოთხ-კუთ. მილი და მასზედ მცხოვრებთა რიცხვი იყო ოც-და-ორი მილიონი სული, ეხლა, როგორც მოგეხსენებათ, უწინდელი მოხარკე სახელმწიფონი სრულიად განთავისუილებულნი არიან და არავითარი დამოკიდებულობა აღარ იქმნება მათთა და ოსმალეთის შორის, გარდა ამისა ოსმალეთს წაურთო ბოსნია და ჰერცოგოვინა მთლად 1,060 ოთხ-კუთ, მილი და 1,300,000 სული). მაშა სადამე ოსმალეთს ამას იქით ეპყრება სივრცე 4,805 ოთხ-კუთ. მილი და ეყოლება მხოლოდ 14,730,000 მცხოვრები სული. აქედამ რომ გამოვრიცხოთ კიდევ ბოლგარია, აღმოსავლეთის რუმელია და ის ნაწილი, რომელიც საბერძნეთს უნდა მიეცეს, პირდაპირ ხონთქრის მაგლობელობის ქვეშ ევროპაში დარჩება მხოლოდ სივრცე 2,475 ოთხ-კუთ, მილი და 11,750,000 მცხოვრები სული, ახლა ბიკონსფილდი იტყვის თავის გასამართლებლად, რომ კონგრესში სულაც ოსმალეთის განაწილებაზედ არ ჩამოვარდნილა ლაპარაკიო. მაშ ეს რა არის არ განიწალება? გარდა ამისა, ოსმალეთის მფლობელობა მცირე აზიაში ინგლისის ანაბარზედ არის მიგდებული, ინგლისმა, როგორც მოგეხსენებათ, იკისრა ოსმალეთის დაცვა მცირე აზიაში. ამას უეჭველად უნდა მოჰყვეს ინგლისის ზედამხედველობა ოსმალეთზედ, ე.ი. ნამდვილად ოსმალეთი ხელ-ფეხ შეკრული იქმნება ინგლისის მიერ, თუ უბედურება რამ დაემათა ოსმალეთს და მას არსებობას უფრო დღე დაუმოკლდა, ინგლისი, რასაკკირველია, მალე იპოვის მიზეზს ხელი აიღოს ოსმალეთზედ, თუ, რასაკვირველია, მასთანვე, მისი კერძო სარგებლობაც იმას მოითხოვს. ერთის სიტყვით, ასე თუ ისე, გათავდა ოსმალეთის თვითარსებობა და თვით მფლობელობა; დღეის იქით მას უპატრონებს ევროპა, და უმთავრესად ინგლისი, ავსტრია და რუსეთი.

უწინაც მოგახსენეთ, რომ კონგრესმა უმეტესად სარგებლობა მოუტანა ინგლისსა და ავსტრიას; სხვა სახელმწიფონი კი ცოტად თუ ბევრად უკმაყოფილონი დარჩნენ, გარდა გერმანიას, რომელმაც, თუმცა ირ-და-პირ არ არის ჩართული აღმოსავლეთის საქმეში, მაგრამ მაინც ცოტაოდენი სარგებლობა მაინც გამოიტანა კონგრესიდამ. პირველი ისა, რომ დაიმკვიდრა მშვიდობიანობა, რომელიც ძრიელ საჭიროა მისთვის ამ ჟამად, როდესაც შინაობაში დიდი აღელვება და იქმნება არეულობაც მოელის. გარდა ამისა, საქმე იმ გვარად წაიყვანა, რომ ცოტად თუ ბევრად საფრანგეთი და ინგლისი დააშორა ერთი-ერთმანეთს: ამბობენ, გერმანიამ (ავსტრიამ და რუსეთმაც) წინათვე იცოდა თურმე ინგლისისა და ოსმალეთის შორის პირ-შეკრულობის არსებობა კიპრის თაობაზედ.

კონგრესის განაჩენის თაობაზედ უკმაყოფილება ისე აშკარად და მტკიცედ არსად გამოჩნდა, როგრც იტალიაში, ავსტრი-ვენგრიას უპყრია, როგორც მოგეხსენებათ, ზოგიერთა ადგილი, მოსახლელი მთლად იტალიელებით და რომელიც იმყოფება ზედ ამ ორთა სახელმწიფოის საზღვარზედ. იტალია გულ-ნაწყენია, რადგანაც ავსტრი-ვენგრიამ დიდი ლუკმა ჩაიგდო პირში, გაძლიერდა და, საკვირველია, მით ცოტად თუ ბევრად ნუგეში წაართვა იტალიას ზკმოხსენებულ ადგილების (ტრიენტი, ტრიესტი, ისტრია) შეძენისათვის. ავსტრია სრულიად მუქთად იძენს ბოსნიას და ჰერცოგოვინასაო, ამბობენ იტალიელები, ჩვენი ძმები კი ისევ განშორებულნი არიანო და უცხო ქვეყნის მფლობელობის ქვეშ იმყოფებიანო. დიდ-ძალა ხალხი იკრიბება იტალიაში სხვა და სხვა ადგილას და აცხადებს თავის უკმაყოფილებას. მაგალითებრ 9 მკათათვეს გაიმართა რომში დიდი ყრილობა, რომლს თავმჯდომარედ იყო ღენერალ გარიბალდის შვილი, მენოტტი გარიბალდი. მის სკამის უკან გამოფენილნი იყვნენ მუშა მე ხალხთა და სხვა საზოგადოებათა პირაღები. მენოტტი გარიბალდიმ წარმოსთქვა ცხარი სიტყვა კონგრესის განაჩენის წინააღმდეგ და ბოლოს მიმართა ძმური სალამი იმ იტალიელებისადმი, რომელნიც დღემდე ავსტრიის უღელ-ქვეშ იტანჯებიანო, ავსტრიას მანამ არ მოვასვენებთო, სთქვა მენოტტიმ, ვიდრე იგი იტალიას არ დაუბრუნებსო იტალიელ მაზრებსაო. ამ მიტინგის მეორე მოღვაწემ პორბონიმ მოაგონა ყრილობას, რომ ამ დღეს, სწორედ თორმეტის წლის წინედ, გარიბალდიმ დაამარცხა ავსტრიულები ტიროლში; ის კი თუ ამ ბიოლის მრავალ გმირთა სამშობლო ჯერაც ავსტრიელების უღელქვეშ იტანჯებაო. პორბინიმ ბოლოს აღიარა დიდი ძრახვა კონგრესის შესახებ, რომელიც „აძლიერებს მას ვინც აწევინა და უსამართლოდ ეკიდება მას ვინც ნაწყენიაო, შემდეგ წაიკითხეს ღენერალ გარიბალდის მიერ გამოგო ზავნილი დეპეშა, რომელშიაც მოხსენებული იყო შედეგი: „ჩაგრულთ აქვსთ უფლება აჯანყებისა, ტრიესტის შვილნო, წადით თქვენ მთებში!“ ბოლოს მიტინგმა მიღო შემდეგი წინადადება:

„რომის მოქლაქენი, საჯაროდ შეყრილნი 21(9) მკათათვეს, საჭიროდ ჰრაცხვენ, რომ დიპლომატიის უპატიო ქვეშ-ქვეშობის მაგივრად დადგენილ იქმნენ სამართლიანობისა და ხალხთა ურთიერთობის დედა-აზრნი, რომელთაც უღალატა ბერლინის კონგრესმა, დარწმუნებულნი ვართ, რომ, როდესაც ყოველ ვაჟკაცს უპყრია იარაღი და ხმა (კენჭი), ხალხზედ ვაჭრობა დაუსჯელად შეუძლებელია. კარგად გვესმის. აგრეთვე, რომ უცსო ქვეყნის ქვეშევრდომ იტალიელთ აქვსთ უფლება შეუერთდნენ თვის ნამდვილ სამშობლოს. რომის ხალხი აგონებს იტალიას, რომ უცხო ქვეენელთა მფლობელობის ქვეშ ჯერაც იმყოფებიან იტალიელი პროვინციები და აღიარებს იმედს, რომ მალე დამკვიდრდება სამართალი და სიმართლე.“

გარდა ამისა რომშივე გაიმართა სხვა ყრილობაც, რომელშიაც დადგენილ იქმნა შემდეგი მანიფესტი, რომლის საქვეყნოდ გამოფენა აკრძალულია მთავრობის მიერ: რომაელნო! ბერლინის კონგრესმა დაარღვია გვარტოობინ დედა-აზრი, რომელმაც მოგვცა ჩვენ სიცოცხლე. საბერძნეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, რუმინია და სხვა ხალხი, რომელნიც დაეძებდნენ ერთობას და თავისუფლობას, მოტყუვდნენ თვის მოლოდინში. თქვენ, რომელთაც დასძახეთ: „რომი ან სიკვდილი“! და მით თავი დაიხსენით ბერებისა და უცხო. ქვეყნელთაგან და გამოხვედით უდიდეს საქმეთა აღსრულებისათვის, — თქვენ უნდა გააგებინოთ ეხლა ევროპას და მთელს ქვეყანას, რომ ომი არის თვითრწმენა, რწმენა ხალხთა ურთიერთობისა და ეს რწმენა მიუძღვის წინ ყოველს თქვენს გარდაწყვეტილებას. იმ პირთა ხმა, რომელთაც მომეტებული ღვაწლი დაუდვიათ რომის იტალიასთან შეერთებისათვის ხმა გარიბალდისა, ავეცცანისა, საფფისა, კამპანელლასი, გიწვევთ თქვენ რათა აღასრულოთ მოვალეობა, რომულიც იქმნება წინამორბედი მეორე უფრო ღირსეულ მოვალეობისა, რომლის აღსრულებისთვის შესაძლებელია ხვალვე იყვნეთ მიწვეულნი. შეიყარენით და აღიარეთ უწმინდესი უფლება იტალიის ტრიენტზედ და ტრიესტზედ. ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენი ძმები. ტრიუნტში და ტრიესტში მოუთმენლად მოელიან ჩვენგან ნუგეშს, სიტყვას, რწმენას. მაშ დაესწრნით ყველანი ყრლობას რათა რომში დაცებულ კივილმა შეარყიოს თვით ალპიის მთა და ბარი“.

რაც შეეხება საფრანგეთს, უწინაც მოგახსენეთ, რომ იგი გულნაწყენი დარჩა კონგრესის განაჩენის შესახებ. ეს უკმაყოფილება, წინაპირველად დიდად ცხარი, თან და თან უფრო დამშვიდდა. მაგრამ საფრანგეთის მიმართულება ამ საგანზედ უფრო მტკიცედ გამოჩნდება მაშინ, როდესაც პალატნი შეიკრიბებიან და აღმოსავლეთის საქმეზედ ჩამოვარდება ლაპარაკი, მანამ კი მოგვყავს გამბეტის სიტყვები, რომელიც უთქვამს მას ინგლისურის გაზეთის „Times-ის კორრესპონდენტისათვის მაკა ცდოშილება და ნაკლულევანება იყოსო. ბერლინის სიგელში, — სთქვა გამბეტამ, — მაინც იგი მთლად დიდი — სიკეთეა, როგორც საზოგადოთ ევროპისათვის აგრეთვე საფრანგეთისათვისაც. ყველაზედ უწინარეს ამა სიგელის ძალით დაცულია ევროპის მშვიდობიანობა. სხვაც რომ არა იყოს რა ესეც დიდი საქმეა, რომელიც სრულიად ფარავს წვრილმან შეცდომას არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმეს მოჰყვა მრავალგვარი სიძნელე, რომელთა ძალით მოსალოდნელი არ იყო ყოველის მხრით უწუნარი გარდაწყვეტილება. ისიც შესანიშნავია, რომ გამარჯვებულმა რუსეთმა პატივი სცა ხალხთა-შორის უფლებას და სან-სტეფანოს მორიგების პირობები მთლად წარუდგინა კონგრესს. ეხლა ევროპა თავისუფლად მაინც ამოისუნთქაკს. უსამართლობა იქნება რომ არ აღვიაროთ კონგრესის მიერ მოტანილი სარგებლობა. რესპუბლიკელმა საფრანგეთმა, რომელმაც საკმოდ დაუმტკიცა ევროპას თვისი მიდრეკილება მშვიდობიანობისადმი, დიდი გამარჯვება დაიმკვიდრა ბერლინში. საფრანგეთმა მოუმართა ხელი კონგრესს მშვიდობიანობის დაცვისათვის. თუმცა ბერლინის კონგრესმა მშვიდობიანობის მეტი არა მოგვიტანა რა, მაგრამ მაინც არ მიუდგები მის წინააღმდეგთ. დაწვრილებით არ განვიხილავ კონგრესის ქმნილებას. ბერლინის სიგელში ბევრი იმისთანა რამ მოიპოვება, რაზედაც სჯა შესაძლებელია მხოლოდ ღრმა მოსაზრების შემდეგ. მაგრამ ბერლინის სიგელს საზოგადოთ მოჰყვა შედეგი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექმნება ჩემის ქვეყნისათვის. მან ბოლო მოუღო იმ განხეთქილებას (ცალკეობას), რომელიც სუფევდა ევროპაში, მან ბოლო მოუღო იმ პოლიტიკას, რომლის ძალით თითოეული სახელმწიფო მისდევდა არა თვის საკუთარს ბუნებითს სარგებლობას და მოთხოვნილებას, არამედ განგებ მოგონილს კავშირობას, რომელთაც თვით ბუნებითს სარგებლობას მსხვერპლად სდებდა ცრუ სარგებლობისათვის და რომლის ძალითაც სახელმწიფონი ერთი ერთმანეთს აჩვენებდნენ ვითომ ერთსა და იმავე მიდრეკილებას ვადგევართო, ნამდვილ გულის წადილს კი მალავდნენ“. გამბეტას აზრით ბერლინის კონგრესმა უჩვენა თვითოეულ სახელმწიფოს თუ რა პოლიტიკას უნდა დაადგეს იგი მომავალში. „ეხლა არ გავსინჯამო, სთქვა შემდეგ გამბეტამ, იმ სამ სახელმწიფოთა ზავს, (გერმანია, რუსეთი და ავსტრია) რომელიც დაარსდა 1873 წელს. მე არ ვამბობ, რომ ეს ზავი განსაკუთრებით საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ როდესაც სამი სახელმწიფო ამ გვარ პირშეკრულობას ადგენს, ვინც მის წრის გარეთ რჩება შეუძლიან სთქვას, რომ ეს პირშეკრულობა დადგენილია არა მის სარგებლობისათვის. საფრანგეთს უფლება აქვს იკითხოს — ბერლინის კონგრესმა ხელუხლებელ დააგდო. თუ არა 1873 წლის სამთა ზავი, ჩემის აზრით — არა. ავსტრიამ ახალ სლავიანთა სამფლობელოში იმ გვარი მდგომარეობა დაიმკვიდრა, რომელიც ხდის ამ სახელმწიფოს არა რუსეთის მოზავეს. როდესაც აღმოსავლეთის ერთს კიდურზედ ავსტრია არის დაენებული ყარაულად, მეორეზედ დაენებულია ინგლისი. ეს ერთგვარი მდგომარეობა ბადავს ავსტრიისა და ინგლისის შორის ერთობას, რომელიც დღეს თუ ხვალ დაარღვევს სამთა ხელმწიფეთა პირშეკრულობას, ჩემის აზრით ბერლინის კონგრესმა სრულიად შეცვალა. ის საფუძველი, რომელზედაც იყო დამყარებული 1873; წლის პირშეკრულობა, საფრანგეთი სიამოვნებით მიეგებებია ამა ცვლილებას იმ ზავში, რომელიც დადგენილ იყო უსაფრანგეთოდ, თუ არ მის წინაღმდეგ. ინგლისის პოლიტიკასც მოჰყვა არა ნაკლებ შესანიშნავი და საფრანგეთისათვის სასიამოვნო ცვლილება, კიპრის კუნძულის დაჭერით და ოსმალეთისთვის მფარველობის ქვეშ აყვანით აზიაში, ინგლისმა დაანება თავი თავის განსაკუთრებულ, გაცალცალკევებულ პოლიტიკს და ჩაერთო დანარჩენ ევროპის პოლიტიკაში. იგი აღარ იქმნება მხოლოდ მაყურებელი ევროპიის ამბების; იგი აღარ იქმნება დაშორებული ევროპიის სახელმწიფოთა პოლიტიკაზედ. საფრანგეთისთვის სასიხარულოა ეს ცვლილება. საფრანგეთისა და ინგლისის სარგებლობანი ისე მჭიდროდ არიან შეკავშირებულნი, რომ ორივე სახელმწიფო გამოყჰავთ დროებითს მარტოობიდამ, რუსთ-საფრანგეთის ზავი შეუძლებელია ახალ მდგომარეობის ძალით ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს გონივრული და მიმართული კეთილის შედეგისადმი ყველასთვის. მაგრამ აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ სფრანგეთი იმისთანა რასმეს არას აპირებს, რისთვის უსათუოდ საჭირო ან სანატრელი იყოს რაიმე ზავი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ კონგრესის განაჩენის ძალით. ავსტრიისა და ინგლისის სარგებლობა აღმოსავლეთით ერთი და იგივეა. მეორეს მხრით, საფრანგეთის და ინგლისის სარგებლობანიც ერთნი არიან, ჩვენდა და საყოველთაო სასიკეთოდ“.

— კონგრესის გარდაწყვეტილება ჯერ მთლად არ არის მოყვანილი სისრულეში. ავსტრიის ჯარი შევიდა კიდეც და ჰერცოგოვინაში, ოსმალოს ჯარმა დაუცალა შუმლა რუსებს; საქმე ვარნაზედ და ბათუმზედ არის მივარდნილი. ყველაზედ მარდათ და ბეჯითად, რასაკვირველია ინგლისელები იქცევიან; მაშინვე დაიჭირეს კიპრის კუნძული და მოჰყვნენ გაცხარებულ მოღვაწეობას. კუნძულის მმართველად დანიშნულია, როგორც მოგეხსენებათ უოლსლეი, რომელიც დიდ ბეჯითობას და მხნეობას მისდგომია. უოლსლეის გამოუცია შემდეგი პროკლამაცია კიპრის მცხოვრებთათვის: „მის დიდებულებამ დამაბარა დაგარწმუნოთ თქვენ იმ თანაგრძნობაში, რომელიც უღვივის მას თქვენდამი, და აგრეთვე და გარწმუნოთ, რომ მას სურს მიიღოს იმ გვარი ზომიერება, რომელიც წინ წასწევს და შეიყვანს წარმატებაში ვაჭრობას და აღებ-მიცემობას, მოგანიჭებთ. თქვენ კეთილ-დღეობას, რომელიც მოსდევს თავისუფლებას, სამართალს და უშიშრობს. მის დიდებულებას ჰსურს, რომ ჩვენ ვმართოთ კუნძულის საქმენი გვარტომის და სარწმუნოების განურჩევლად. სამართალი და კანონის მფარველობა ყველასთვის ერთი და იგივე იქმნება. მთავრობა ყოველ ღონისძიებას იხმარს, რომ ხალხის კეთილმდგომარეობ ყოველის მხრით წინ წაიყვანოს. გარდა ამისა პატივი უნდა მიეცეს მვხოვრებთა კეთილ სურვილს უწინდელ დაწესებულებათა და ადათთა დაცვისათვისათვის, იმ ადათთა და დაწესებულებათა, რომელნიც შეეფერებიან კეთილ მმიართველობას, თავისუფლებას და ცივილიზაციას“. თვითონ უოლსლეის აქვს თურმე განზრახვა დაიაროს კიპრის კუნძული და პირად შეიტყოს მცხოვრებთა აწინდელი მდგომარეობა და სურვილი. როგორც ისმის ცალკე კომისია იქმნება დანიშნული მიწას მფლობელობის მოსამართავად. სამეფო მამულები კიპრში ისევ ხონთქარს შერჩება და სახელმწიფოს საკუთრება კი ინგლისის ხელში ჩავარდება. შესაძლებელიაო, იწერებიან გაზეთებში, რომ ინგლისი წინადვე სამუდამოდ დანიშნავსო თუ რამდენი ფული უნდა აძლიოსო. ოსმალეთის მთავრობას.

3 ჩვენი შკოლა

▲back to top


ჩვენი შკოლა[1]

მოვესწარით, მკითხველო დიდად სასიხარულო მოვლინებას ჩვენს ძვირფას ქვეყანაში! მოვესწარით იმ დროს, როდესაც წინა-მორბედნი ჩვენის ქვეყნისა, მართლა რომ წინამორბედობას აჩვენებენ, როგორც ჩვენი მამა-პაპების წარსულ - დაკარგულ, მაგრამ დაუვიწყარ დროებაში ყოფილა! მოვესწარით იმ მოვლინების ხილვას, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ქართველში ჯერ კიდეე არ გამშრალა ქართლოსის სისხლი, რომ მასში ჯერ კიდევ არ აღმოფხრულა საყოველთაო სიკეთისადმი მიდრეკილება. მაგალითისათვის შორს ნუ მივდივართ. ჩვენში დაარსდა ამხანაგობა, რომლის მიზანი უკვე მოეხსენება ჩვენ მკითხველებს! დღეს ამ ამხანაგობას, სხვათა შორის, სახეში აქვს დაარსოს ქალაქ თბილისში ერთი იმ გვარი სასწავლებელი, სადაც ჩვენი შეილები, ერთი ჭერისა და ერთის ხელის ხელმძღვანელობის ქვეშ, უფრო კარგად, უფრო მკვიდრად, და უფრო იაფად მომზადებულ უნდა იქმნენ გიმნაზიაში და სხვა გვარი სასწავლებელში შესასვლელად. ვის არ გაუხარდება ეს, ამბავი? რომელ ქართველ დედ-მამას არ იამება ე ამბავი, განსაკუთრებით აწინდელ დროში, როდესაც თითო შვილის აღზდა რამოდენიმე ასი მანეთი გვიჯდება წელიწადში, მაგრამ მიზანს მაინც ვერა ვსწვდებით?!....

მაგრამ, რომ ეს სიამოვნება და ეს სიხარული მართლა და საიმედო სიამოვნებათ და საიმედო სიხარულათ შეგვრჩეს, საჭიროა დიდი წინდახედვა ვიხმაროთ ამ საქმეში, საჭიროა სულ დაწერილებით გამოვიკვლიოთ, შევისწავლოთ და წინათვე მოვიმზადოთ ის გზა და ის მიზანი, რა გზითაც და საითაც უნდა წავიყვანოთ ჩვენი შკოლა. დღეს მე მსურს ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას ჩემი საკუთარი აზრი ამ საგანზედ, მსურს მოვახსენო თუ ჩემის ფიქრით რა შკოლა უნდა იყოს ეს ჩვენი შკოლა, საითკენ უნდა იქმნეს მიდრეკილი და სხე.

ამ შკოლას, რომელსაც ჩეენი საზოგადოება აპირებს დაარსებას ტფილისში, უწოდოთ ჩვენი შკოლა. ახლა, როგორი უნდა იყოს ეს ჩვენი შკოლა? ნუ თუ ჩვენი შკოლაც ყოველი თვისის მიმართულებით, მოწყობილობით და თვისის სიცოცხლის წარმოებით უნდა იყოს იმ გვარი, როგორებიც არიან მრავალნი სხვა ჩვენი შკოლებიც?! აი კითხვა, რომელსაც ყველაზედ უწინარეს მკვიდრად და ღრმად უნდა დააკვირდეს, როგორც მთლათ ჩვენი ქართველობა, აგრეთვე და განსაკუთრებით თვით შკოლის დამფუძნებელნი.

არა სანუგეშო სურათს წარმოგვიდგენენ ამ ქამად ჩვენს სამშობლოში მყოფი შკოლები! ვამბობ „არა სანუგეშო,“ რადგანაც არც ერთი მათგანი არ არის დაფუძნებული ნამდვილ პედაგოგიურ საფუძველზედ, ასე რომ მათ შორის ვერც ერთს ვერ შეუძლიან გაბედვით უწოდოს თავის თავს „სახალხო შკოლა“, იმ გვარი სახალხო შკოლა, რა გვარიც ძალიან კარგად არის ცნობილი დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში. აწინდელი შკოლები მაგიერ ზნეობისა და სხეულის აღზდისა და ჭკუა-გონების გახსნისა, სრულიად ამხობენ და აკერპებენ. ჩვენ ნორჩ შვილებს! მართალია, „საზოგადოებამ შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ გარდაჰსწყეიტა დაარსოს შკოლა მომეტებულად იმ განზრახვით, რომ საშუალება აღმოუჩინოს ქართველ დედ-მამებს შეილების უფრო მკვიდრად მოსამზადებელად გიმნაზიისათვის, მაგრამ, ვამბობ, ამ ჩვენის შკოლის უმთავრესი აზრი ეს არუნდა იყოს! ჩვენი შკოლა ყველაზედ უწინარეს უნდა იყოს ნამდვილი სახალხო შკოლა, — შკოლა დამყარებული ნამდვილ პედაგოგიურ მოთხოვნილებაზე ნამდვილად მსგავსი ევროპისა და ამერიკის შკოლისა და არა ის ვიწრო მიმართულების შკოლა, რომელმაც ასე თუ ისე, ხეირიანად თუ უხეიროდ უნდა უსათუოდ მოამზადოს ყმაწვილები გიმნაზიაში თუ სხვაგვარ სასწავლებელში შესასვლელად. ვიმეორებ: ჩვენი შკოლა უნდა იყოს ნამდვილი სასალხო შკოლა, რათა უჩვენოთ ჩვენ შემცდარ ვაჟბატონებს, რომ მხოლოდ ამა და ამ გვარად და ფუძნებულ შკოლებით შეუძლიანთ მათ ხეირი და სარგებლობა მოუტანონ ჩვენს ხალხს!

აი რა უნდა დავამტკიცოთ! მაგრამ, მაინც ჩვენი შკოლა იმოდენა სწავლას, გონების გახსნას და ზნეობის აღზდას უნდა აძლევდეს თავის მოწაფეებს, რომ ყოველთვის მათ უნდა ეპყრათ უპირატესობა გიმნაზიებში და სხვა სახელმწიფო შკოლებში მიღების დროს. აი რა გვარად უნდა იყოს. მომართული „ჩვენი შკოლა“ თქმა არ უნდა, რომ ჩვენმა შკოლამ მართლა და სასახელოდ უნდა შეასრულოს ამ გვარი თვისი ვრცელი დანიშნულება! თქმა არ უნდა, რომ იგი დაფუძნებული უნდა იყოს, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ნამდვილ პედაგოგიურ მოთხოვნილებაზე... ერთი პედაგოგიური ჭეშმარიტება ამბობს: ახლოდამ, ადვილიდამ — შორეულზე, ძნელზე გადადიო, ე.ი. ჯერ ის ასწავლეთო, რაც ბავშვს უფრო ახლო უდგასო, რაც ყმაწვილისთვის უფრო ადვილიაო, და შემდეგ ნელ-ნელა უფრო და უფრო მოშორებულზე, ძნელზე გადადიო. ეს ჭეშმარიტება ამ ჟამად სრულიად არ სრულდება არც ერთს ჩვენის სამშობლოის შკოლაში, როგორ ხდება – ეხლავე მოგახსენებთ; ახლოდამ და ადვილიდამ — შორეულზედ ძნელზე გადადიო! აბა ერთი მითხარით, უახლოესი და უადვილესი სწავლა (პირველ დაწყებითი მაინც), სხვა რა ენაზე შეიძლება თუ არ სამშობლო ენაზე? მგონია ყველა დარწმუნებით მეტყვის, რომ სამშობლო ენაზე არამც თუ მარტო ძალიან ადვილი იქნებაო. სწავლა, არამედ უფრო მარდი, უფრო ნაყოფიერი იქნებაო!

ერთმა გამოჩენილმა და სახელ-განთქმულმა პედაგოგმა (კომენსკიმ) დიდი ხანია წარმოსთქვა შემდეგი ჭეშმარიტება: : „Хатѣть учить чужому языку прежде, чѣмъ дитя владѣетъ своимъ, это тоже самое, какъ если бы заставить Мальчика учиться ѣздить верхомъ, прежде чѣмъ онъ умѣетъ ходить! მაშ თუ აგრეა, ჩვენ შკოლაში, ყოველი სწავლა უნდა მიდიოდეს სამშობლო ენაზე, იმ სამშოლო ენაზე, რომლის შესწაელითა და შემწეობითა, ჩვენ ძლიერ ადვილათ მივაღწევთ შორეულის, ძნელის (ე. ი. რუსულის ენის) შესწავლასაც და რადგანაც ყველა ნამდვილი სახალხო შკოლა აძლევს თავის მოწაფეებს დასრულებული სწავლას (законченное образованиiе). ამიტომ ადვილათ მის ახდომია, თუ რა ვრცელის პროგრამმით უნდა იყოს მომართული, ჩვენ შკოლაში, ქართულს ენაზე სწავლა. ჩვენის შოკლის აუცილებელი მიდრეკილება იქნება-აღზდა ნორჩი ბავშვებისა რვა წლიდამ მოყოლებული ვიდრე თორმეტ წლამდე და სწავლება ყველა იმისა, რაც საჭირო იქნება კაცის შემდეგ წარმატებისათვის. ე.ი. ჩვენმა შკოლამ უნდა ასწავლოს თვის მოწაფეებს ქართულს ენაზე შემდეგი საგნები:

1. ქართული ლაპარაკი, (რომელიც დიდად საჭიროა ამ დროში, როდესაც ქართული ლაპარაკი ჩვენში საშინლად დაეცა და გაირყვნა.)

2. ქართული წერა-კითხვა და ღრამმატიკა.

3. სამშობლოს ცნობა (родиноведенiе) (ბუნებისა და ისტორიისა)

4. სამღვრთო წერილი.

5. არითმეტიკა.

6. გეომეტრია.

7. გალობა.

8. გიმნასტიკა და სხვა და სხვა თამაშობანი.

9. ზოგიერთი ხელობანი (ვსთქვათ მებაღობა).

10, რუსული ლაპარაკი.

11. რუსული წერა-კითხვა და ღრამატიკა.

12 რუსულს ენაზე არითმეტიკა და სამღვრთო წერილი.

აი რამდენი რა უნდა ასწავლოს ჩვენმა შკოლამ თვის მოწაფეებს ოთხის წლის განმავლობაში, მართალია მცირეა ეს ვადა, მაგრამ მოგეხსენებათ ორი სწავლული, რომელთა შორის ერთმა უთხრა მეორეს: „ბუნებამ მეტი და ხანგრძლივი სიცოცხლე მისცა ირმებსა, ყვავებსა და სხვა უგონო ქმნილებებსაო და ადამიანს კი, ამ უმაღლესს არსებას, რომლის დანიშნულება ამისთანა მაღალი და კეთილშობილურია, მიანიჭა აგრეთი მოკლე სიცოცხლეო!“ მეორემ უპასუხა: „არაო კაცის სიიცოცხლე საკმაოდ გრძელიაო და სამყოფი, რომ მან კარგათ შეისწავლოს და გამოიყენოს კიდეც უდიდესი მეცნიერებანი, ოღონდ კი გონივრულად - და ხეირიანად მოჰკიდოს მათ ხელიო“, და მაგალითად ჩამოუთვალა მრავალნი გამოჩენილნი სწავლულნი, რომელთაც ოცდაათი, ორმოცი წელიწადიც არ უცოცხლიათ, მაგრამ მათი ჰსწავლა და საქმე ყველას გაჰკვირვებია.

აგრეთვე ჩეენი შკოლა: ამ ოთხ წელშიაც კარგა ბლომათ საქმეებს გაარიგებს, მხოლოდ კარგა გონივრულად კი წავიყვანოთ ყოველი მისი საქმე.

ჩვენის შკოლის დროშაზედ ყოველთვის წარწერილი უნდა იყოს შემდეგი: „ყველავერში თავისუფლობა და არაფერში ძალ-დატანება!“ აწინდელი შკოლები დახშულნი არიან ათასგვარ შევიწროებით, დაბრკოლებებით და შეცდომით და ამიტომ მხოლოდ უწარჩინებულესნი ნიჭნი (ისიც დიდის ვაი-ვაგლახით და ტანჯვით), იკაფვენ გონების გახსნისათვის გზას და ესწრებიან კიდეც რამოდენიმე კაცურს განათლებას. მომეტებული კი, ქვეყნის უსარგებლოდ და საზარალოდ იკარგება ამ წუთის სოფლის შეცდომებში. მაშ თუ აგრეა, რა ვქნათ, რა უყოთ, რა გზას დავადგეთ, რომელს ერთს სახსარს მივმართოთ, რომ ჩვენ შკოლაში საქმე წესიერად წავიდეს? აქ ერთადერთი სახსარი დაგვრჩომია: პირდაპირ და უშიშრად გავყვეთ იმ გზას, რა გზასაც გვასწავლიან ჩვენ ზემოთ მოყვანილნი სიტყვები — „ყველაფერში თავისუფლობა და არაფერში ძალდატანება“. ე.ი. ავღზარდოთ ჩვენი შვილები, ისე როგორც მოითხოვს ამას საზოგადოთ ადამიანის ბუნება, ნუ დავბრეცავთ მის მოთხოვნილებას, ყველაფერში დავეკითხოთ ხოლმე იმას და სხვა... ამ ჟამად, რისთვისაც საკმაო იქნებოდა ერთის წლის სწავლა,იმისთვის ჩვენი შკოლები ჰკარგვენ ოთხს ხუთს და ზოგჯერ მეტ წელსაც. რაც ადვილად და თავისუფლად უნდა შეისწავლებოდეს, შეითვისებოდეს და ჩაინერგებოდეს, იმას ყველაფერს ამ ჟამად უნერგავენ საშინელის ძალდატანებით! ავიღოთ მაგალითად თუნდ რუსული ენის შესწავლა... ღმერთო, რას არ იგონებენ, რა ხარჯს არა სწევენ, რომ როგორმე წინ წასწიონ ეს სასწავლო საგანი ჩეენ შკოლებში, მაგრამ სულ ამაოდ! უკანასკნელი მეფაიტონეები, მედუქნეები და კინტოები, ათჯერ და ასჯერ უფრო ადვილათ სწავლობენ ამ ენას ერთ ოთხიოდე თვის განმავლობაში, ვიდრე ჩეენი შკოლების მოწაფენი, რომელნიც დღეში ხუთ საათამდის მხოლოდ იმაზე დგანან, იმაზე ზრუნვენ, იმაზე ფიქრობენ, რომ როგორმე შეისწავლონ რუსული ენა, მაგრამ მაინც ამაოდ და ამაოდ! რა მიზეზია? მიზეზი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ჩეენი შკოლები არ მიჰსდევენ ზემოთ მოყვანილ სიტყვებს, რათ ჩქარობენ, რატომ არ გაიგებენ, რომ ბავშვის ბუნება ვერ აიტანს ამ გვარ უდროვო და მის ბუნების წინააღმდეგ მოთხოვნილებას?! რატომ არ გაიგებენ, რომ ძალდატანება აქ ვერასა იქს, რომ აქ საჭიროა უფრო თავისუფალი, უფრო ადამიანის ბუნების შესაფერი მოქმედება?! ტყუილად კი არ ჰსთქვა ერთმა გამოჩენილმა კაცმა (ციცერონმა): „თუ ჩვენ კვალ და კვალს გავყვებით ბუნებასა, არასოდეს არ შევცდებითო!“

მაშ ჩვენი შკოლა უნდა უშიშრად აჰყვეს ზემოხსენებულს სიტყვებს და ყველაფერი კარგად გამოვა. ამ სიტყვების ძალით ჩვენმა შკოლამ უნდა ასწავლოს ყველაფერი, რაც ადამიანსა ჰხდის ნამდვილ ადამიანად, რაც ადამიანს აძლევს ცოდნას, განათლებას, პატიოსნებას, სიმართლეს და სხვ.... ჩვენ შკოლაში სწავლა და აღზრდა უნდა მიდიო ოდეს არა ძალდატანებით და სხვა სასტიკ სახსრების შემწეობით, არამედ, რამდენადაც შესაძლო იქნება, ადვილად და ბავშვისათვის საამურად. როგორც ყოველი არსება დიდდება, იზრდება არა ძალდატანებითი გაწევ-გამოწევით, არამედ თავისუფალის მოძრაობით, კვებით, ეგრეთვე ადამიანის სული და ჭკუა-გონება იწვრთნება და შედის წარმატებაში მხოლოდ თავისუფალის სწავლით.

რადგანაც ყველა ზემოხსენებული დამოკიდებულია ჩვენის შკოლის მოწყობილობაზედ, სასწაელ საგნებზე, მათ შინაარსზე და გარდაცემის მეთოდებზე, სახელმძღვანელოებზე და სხვა სახსრებზე, რომლებსაც იგი შეიტანს და იხმარებს თვის მოქმედებაში, ამიტომ აქ ძლიერ კარგი იქნებოდა შევსულვიყავით ამ საგნის გამოკვლევაშიაც, მაგრამ ეს შემდეგისათვის, უფრო მოხერხებული დროისათვის გადავსდვათ!

ვანო.

13 მაკათათვეს, 1878 წ.

_______________________

1 თუმცა რედაქცია მთლად ერთანხმება პატივცემულს ავტორს, მაგრამ თვით წერილის საგანი იმდენად ღირსშესანიშნავია, რომ საჭირო არის მისი ყოველმხრივი გამოკვლევა. წმოყენებულ საგანზედ ერთხელ იქმნება კიდევ მოლაპარაკება „ივერიაში“. (რედ.)

4 ტაციტის ცნობა საქართველოზე

▲back to top


ტაციტის ცნობა საქართველოზე

ჩვენ მოვიხსენეთ სტრაბონი და ტაციტი, რომელთაც ჩვენ მხარეზე საკუთარი ცნობები გადმოუციათ, ვინ იყო სტრაბონი, რა გვარი ცნობები დაგვიტევა იმან · კავკაზზე და კავკაზიელებზე, იმათ შორის თვით საქართველოზე, ამაზე ჩვენ ზემოდ გვქონდა ვრცელი საუბარი, ტაციტი იყო სტრაბონის თანა-მეორე. ორნივე იგინი არიან ძველის დროების განვითარებულნი მწერალნი: სტრაბონი უკეთესი გეოგრაფი, ტაციტი უკეთესი ისტორიკოსი, უკეთესი არა თუ რომის ისტორიკოსებში, არამედ თვით მსოფლიო წელთა-მწერლების გუნდში. ის არის მაღლად-მინიჭებული, ღრმად-განმხილველი, შემასწავებელი წარმომადგენელი სურათებისა, პირ-უთნელი და მკაცრი მსაჯული რომის ტირანიისა, ჭეშმარიტი მოუბარი, ყოვლის კეთილ-მოქმედების თანა-მგრძნობელი. ტაციტი მოგვითხრობს რაც იმას თვალით უნახავს ან რაც თანა-მედროეთ იმისთკის უამბნიათ. ტაციტს უწერია ბევრი, მაგრამ მომატებული ნაწილი იმის მწერლობისა დაკარგულა, უკეთესი იმისი შრომა არის 15 წიგნად დაყოფილი „წელთ-აღწერა“ აგვისტო. კეისრის სიკვდილიდამ (14 წელს ქრ. წინად) იმპერატორის ნერონის სიკვდილამდე (34 წ. ქრ. შემდეგ), თუმცა ამ „წელთ-აღწერასაც“ სრულად არ მოუღწევია ჩვენ დრომდე. აქ არა ვპოულობთ აღწერას არც კალიგულის მეფობისას არც კლავდიას მეფობის დასაწყისისას, ტაციტი სხვათა შორის დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ რა დამოკიდებულობა ჰქონდა რომს ტიბერისას, კლავდისას და ნერონისას პარტიასთან, სომხეთთან და იბერიასთან. ჩვენ თავის ადგილს მოვიხსენეთ, როგორ გაძლიერებული პარტია არშაკიდების მეფობაში და როგორ დაუჭერია იმას სომხეთი. პოსტის შეფის მიტრიდატ მეექვსის შემდეგ უეჭველი იყო რომაელების შებრძოლება პარრიელებთან მცირე-აზიაში, ანუ უკეთ ვთქვათ, სომხეთში; უეჭველი იყო ამისთვის, რომ პართიელები დაბრკოლებას აძლევდნენ მათ გავრცელებას აღმოსავლეთზე. ტაციტის წელთ-აღწერა, ტიბერის დროდამ ვიდრე მომატებულ ნაწილამდე ნერონის დროისა შეიცავს რომაელების ბრძოლას პარტიელებთან. მთელი ეს დრო სომხეთის მეფენი და იბერიის მეფენი გამოჩენით მოქმედებენ სცენაზე. იბერთ მეფე ფარაზმანი, იმისი ძმა მიტრიდატი, ფრაზმანის შვილი როდომისტი დიაღ ცნობილნი არიან ტაციტის მხატრობაში, პარფიის მეფე არტაბაგი, ტიბერის დროს, უპატრონება სომხეთს და სომხეთის მეფედ აღიარებს თავის შვილს ოროდესს. ტიბერი ნიშნავს იმის მოცილედ არშაკიდებისავე წევრს ტირიდატს და სომხეთის განმგედ მოიწვევს იბერიის მეფის ფარაზმანის ძმას მატრიდატს, მიტრიდატი ვარაზმანს შემწეობას მოსთხოვს იბერიელნი დაესხმიან სომხეთს და იღებენ იმის დედა-ქალაქს არტასატას, არტაბანი ოროდეს ბძანებლობას ქვეშ შემოჰკრებს თავის ჯარებს და ისტუმრებს იმათ სომხეთისკენ. ვარაზმანი თავის მხრით მოიწვევს ალბანელებს და სარმატებს, თუმცა იმათში სკეპტუსნი ჩვეულებისამებრ დასაჩუქრებულნი, შემწეობას აღუთქმენ ერთს მხარესაც და მეორესაც. „იბერიულნი ჰფლობდნენ, იტყვის ტაციტი, ადგილ-მამულს და რადგანაც ამისგამო იყვნენ ძლიერნი, ამისთვის სარმატებს გზას აძლევდნენ; სარმატები დიდის სისწრაფით გაივლიან კასპიის კარს[1] და დაესხმიან სომხეთს. ის სარმატნი, რომელნიც პარფელებს ჰშველოდნენ, იძულებულ-იყვნენ უკუ-ქცეულიყვნენ, რადგანაც მტერს ხელთ-ეჭირა ყველა გასავლები ერთის გარდა, რომელიც ალბანიის უკიდურეს მთებს შორის მდებარებდა და რომელიც დროის გამო მიუკარებელი იყო ზღვის ქარი ჰფარავს, იმას ზაფხულში წყლით, და მხოლოდ ზამთარში სამხრეთის ქარი ჰფანტავს წყალს და ვითომც ზღვას უკუ-აქცევს და აშიშვლებს დედა-მიწას“... „ყოველივე პარფიელების ძალა მდგომარეობდა ცხენოსან მხედრობაში, ვარაზმანს ქვეითი ჯარიც ჰყვანდა. იბერნი და ალბანნი ცხოვრობენ ტყიან ადგილებში, ამისთვის ისინი შეჩვეულნი არიან შრომას და მოთმინებას. ისინი ჰხადიან თავიანთ თავს ფესალიელთ შთამომავლობად და იტყვიან, ვითომც როდესაც იაზონმა მოიტაცა მედეა და აყოლა იმას შვილები, მედეის მამის აიეტის სიკვდილის შემდეგ ის მოვიდა კოლხიდას და აქ გაუქმებულ ტახტზე დაჯდა. აქ მრავალი ადგილი ჰმოწმობს აეტის სახელს და ფრისკის საწინასწარ-მეტყველოს.[2] აქ ხალხს დიდი პატივისცემა აქვს იმათი. აქ ვერავინ ჰბედავს მსხვერპლის შეწირვას ვერძისას, რადგანაც ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ფრიქსი ვერძით მოგზაურობდა, მებრძოლნი წარმოადგენენ სხვა და სხვა გვარ სახილველს, პარფიელნი ჩვეულებრივის ხელოვნობით უკუ-იქცევიან, დაესხმიან მტერს, გლეჯენ წყობას და ეძებენ საკვეთ ადგილს. სარმატები სტოვებენ მშვილდს, რომელსაც იშვიათად ხმარობდნენ, და თავ-დაესხმიან ხელ-შუბით და მახვილით. პარფიელების მხარეს ცხენოსანნი, ხან უკუივლტვიან, ხან შეეჯახებიან. მოწინააღმდეგენი შეადგენენ შეჯგუფულ წყობებს, რომელნიც გვამის და იარაღის სიმძიმით. ხან მტერს უკუ-აქცევენ, ხან თვით ივლტკიან, ალბანნი და იბერნი ხელით ჰბოჭვენ პარფიკლებს, და ჩამოჰყრიან ცხენებით ფარაზმანი და ოროდი, ხან არიან მათთან ვინც უფრო გაბედვით იბრძვის, ხან მიივლტვიან იქ, სადაც ძალა ირყევა. ბოლოს ერთი მეორეს შენიშავს. ასტყდება მკაცრი არეულობა, ხმოიარება, მშვილდ- ისრის სროლა, მხედართ კვეთება. ფარაზმანი გულ-ფიცსად იბრძვის, თავის მოწინააღმდეგეს გაუპობს ჩაჩქანს და დაჰკოდავს, ფარაზმანი მოიგებს ომს“. პარფიელები დასტოვებენ სომხეთს, რომელსაც დაიჭერენ რომაელენი.[3]

კლავდის (41-54 ქრ. შემდეგ) ტაციტი გვიამბობს სომხებთან იბერიელების ბრძოლას, რომელმაც შემთხვევა მისცა რომაელების შეჯახებას პარტიელებთან, ამ დროს პარფიას განაგებდა ვოლოგეზი; იბერიას ჰფლობდა დიდის ხნით ფარაზმანი; სომხეთს კი — ფარამხზანის ძმა მიტრიდატი, რომელიც აქ ტახტზე თვით რომალებს დაესვათ. ფარაზმანს ჰყვანდა შვილი სახელად რადამისტი, ტანად დიაღ წამოსადეგი, ღონით განსხვავებული და გასაოცარი მარდი ყოველ ხელოვნებაში, რომელიც იმის ქვეყანას შეჰფერის, რადამისტი დიდის მრისხანებით უჩიოდა თავის მამას, რომ ის მოხუცებლობის გამო ვეღარ განაგებსო იბერიის სამეფოს, ცხადი იყო რასაც ნიშნავდა იმისი დრტვინვა. ფარაზმანი შიშით უმზერდა ყმაწვილ-კაცს, იმის გამბედაობას და იმის ძალას, თვით იმისნი ქვეშე-ვრდომნი ჰგრძნობდნენ მიდრეკილობას რადამისტისადმი. ფარზმანმა ჩაჰნერგა იმას სხვა იმედი: იმის ყურადღება და სურვილი მიაქცია სომხეთზე. ამასთანავე იმან მოაგონა რადამისტს, რომ „პარფრიელების განდევნის შემდეგ იქ მეფედ დავსვიო მიტრიდატი; მაგრამ ძალას იმასთან ნუ მოიხმარებო და ჯერ ხერხი მოიქმედეო“. რადამისტი საქმეს შეუდგება; ის მივა მიტრიდატთან და უჩვენებს იმას სახეს, ვითომც ის დედი-ნაცვლის გამო. მამასთან უკმაყოფილოდ არის, მიტრიდატი იმას შეიწყნარებს ალერსით, როგორც შვილს, რადამისტი აღელვებს და ჰშლის სომხეთის მთავრებს, მიტრიდატი მაინც არ ეჭვნეულობს და ქველის მოქმედებას მიაგებს თავის ძმისწულს.

რადამისტი დაბრუნდება მამასთან. „რაც კი ხერხით შესაძლებელი იყო, ყოველივე მოვიქმედეო, ეტყვის მამას, დანაშთენი ძალით უნდა დავასრულოთო.“ ფარაზმანი ეძებს ბრძოლის მიზეზს. „როდესც მე ვებრძოდიო ალბანიის მეფეს, მაშინ მე მოვითხოვეო რომაელებისგან შეწევნა, მაგრამ იმის დამაბრკოლებულ მიზეზად ჩემი ძმავე აღმოჩნდაო და ამისთვის იმას ზღვევა უნდა მივაგოო“. შეჰკრებს მრავალ-ძალ ჯარს, რომელსაც მიანდობს რადამისტს, რადამისტი უცებ დაეცემა სომხეთს და შეამწყვდევს მიტრიდატს გორმეის სიმაგრეში, სადაც რომაელების გარნიზონის უფროსად იყო პრეფექტი ცელი პოლლიონი და ასის-თავად კასპერი. რომაელების შემწეობით რადამისტი და მიტრიდატი დაზავდებიან და კასპერი გაემგზავრება სირიაში, რომ სირიის უფროსს კვადრატის აცნობოს სომხეთის გარემოება. პოლლიონი მოიხმარებს შუა-მდგომელობას ბიძასა და ძმის-წულს შორის. „ძმები ერთ-მანეთში ძმურად უნდა ცხოვრობდნენო; ფარაზმანს, როგორც უხუცესს მომატებული პატივი შეჰფერისო; ამასთანავე სხვა გვარი ნათესავური კავშირიც არისო თქვენში: მიტრიდატს ჰყავსო ცოლად ფარაზმანის ქალი და თვით მიტრიდატი რადამისტის სიმამრი არისო“... მიტრიდატი ეჭვით მოისმენს პრეფექტის რჩევას, რადგანაც იმას ახსოვდა პოლლიონისაგან თავის-თავის გაპატიურება იმის ხასასთან მეძაობით და დარწმუნებული იყო, რომ პოლიოსს ყოველფერს აკადრებინებდა შესყიდვა.... კასპერი დაბრუნდება და ფარაზმანს მოსთხოვს, რომ იმან ციხის იერიში ახსნას, ფარაზმანს სწორე პასუხს არ მისცემს და იდუმალ აცნობებს რადამისტს, რომ რითაც იქნებოდეს მსწრაფლ დააბოლოვოს საქმე. მიტრიდატს დაიყოლიებენ და და დაანიშვნინებენ დღეს და ადგილს პირობის, შეკრულობისათვის; ამის გამო ის სიმაგრიდამ გამოვა“.

„თავდაპირველად რადამისტი მიტრიდატს მიეხვევევა, მოწიწებით ერთგულობას განუცხადებს, სახელ-უწოდს იმას სიმამრად და მამად, შეჰფიცავს, რომ არც მახვილით, არც მოწამვლით არ შეეხება იმის სიცოცხლეს, ამასთანავე შეიტევებს იმას ახლო-მდებარე ტყეში, რადგანაც „მე შევამზადებინეო სამსხვერპლო და მსურსო. რომ თვით ღმერთნი იყვნენო ჩვენის შეკრულობის მოწამენი, მეფეებს ჩვეულებად აქვთ, როდესაც ისინი ერთი მეორეს შეეკვრიან კავშირით, მაშინ ერთი მეორეს მარჯვენა ხელს შეუწნავს და ცერებს მაგარის ნასკვით შეუნასკვავს; და როდესაც თითები სისხლით გაემსება, მაშინ იმათ მსუბუქად დასჩხვლეტს, გამოიდენს სისხლს და იმას გამოსწოვს. ამ გვარად დასკვნილი კავშირი მიაჩნიათ საიდუმლო კავშირად, ურთი-ერთის სისხლით განწმედილ კავშირად... ამ დროს ის, რომელმაც ეს კავშირი წინა-დაუდვა, განგებ დაეცა სტაცა ხელი ფეხზე მიტრიდატს და წააქცია ისა. შემოჰკრიბა ხალხი; მიტრიდატი შეჰბორკილეს და გაიყვანეს. დაბალი ხალხი, რომელსაც ის სასტიკად ეპყრობოდა, ჰკიცხავდა იმას და სცემდა; იყვნენ ისეთნიც, რომელთაც გული შესტკიოდათ იმისთვის, თან მისდევდნენ. მიტრიდატს გოდებით ცოლი და მცირე-წლოვანნი შვილნი. ჩასხეს ისინი სხვა და სხვა ურმებში და ელოდნენ ფარაზმანისგან ბძანებას.... რადგანაც რადამისტს ახსოვდა თავისი ფიცი, იმან ააცილა თავის ბიძას და დას სიკვდილი მახვილით და საწამლავით, მაგრამ დასცა ისინი მიწაზე და დაახრჩო. ტან-საცმელით, რომელიც იმათ დააყარეს ზემოდამ, თვით მიტრიდატის შვილებიც დახოცეს“.

„კვადრატმა შეიტყო ეს ამბავი და რჩევა მოახდინა იზღვიოს მიტრიდატის სიკვდილი თუ არა. დასდეს, რომ ფარაზმანს მოსთხოვონ გასვლა სომხეთის საზღვრებიდამ და გაყვანა შვილისა. ამ დროს კაპპადოკიაში იმყოფებოდა პროკურატორი იული ველინგი, დაბალი სულით და საძულველი ხასიათით, რადამისტმა მოიმხრო ფელინგი, რომლის რჩევითაც იმან დაიდგა გვირგვინი. ხალხი აღელდა. ვოლოგეზმა ისარგებლა ამ შემთხვევით და დაეცა სომხეთს. იმას სურდა თავისი ძმა თირიდატი ტახტზე დაესვა. შემოვიდნენ თუ არა პარფიელნი, იბერნი უბრძოლოდ განივლტვნენ. სომხეთის ქალაქები არტაქსატა და ტიგრანოქსატა იმათ დაჰმორჩილდნენ. თუმცა მკაცრმა ზამთარმა პარფიელნი განდევნა და რადამისტმა კვლავ დაიჭირა სომხეთი, მაგრამ ხალხი მოთმინებიდამ გამოსული აიშალა და შემოერტყა სასახლეს. რადამისტი ცოლითურთ საჩქაროდ გაეშურა ცხენებით. ცოლი ორ-სულად იყო და ჯერ ქმრის სიუყვარულით და დევნის შიშით ცხენის სირბილს ითმენდა. შემდეგ, როდესაც ის უსაზღვროდ შეწუხდა და მოთმინებიდმ გამოვიდა, იმან ქმრის ხელით სიკვდილი ირჩია დატყვევებას, რადამისტი განცვიფრებული, შერყეული, ხან ეხვევა და ამხნევებს ცოლს, ხან შიშობს, რომ არ შეიგვიანონ და მტერს ტყვედ არ მიეცნენ. ბოლოს სიყვარულით იძულებული და ბოროტ-მოქმედებაში გავარაჯისებული დასცემს იმას მახვილს, შემდეგ წაიღებს და არაქსის მდინარეში ჩააგდებს, რომ მკვდარიც არავის ერგოსო, თვითონ აჩქარებით შევა მამას სამფლობელოში, ამ დროს ზენობიას, ასე ერქვა დედოფალს — მდინარე ნაპირად გამოაგდებს. ჯერ იმას ფშვინვა არ დაჰკარგვია და სიცოცხლის ნიშანი ისევ აქვს. გვამს შჰენიშნავენ მეცხვარენი; იმის ქეთილშობილის შეხედულობით იგრძნობენ, რომ ზენობია არ იყო მდაბიოთაგანი. შეუხვევენ წყლულს და თავიანთებურად წამლობას დაუწყობენ. როდესაც სცნობენ, ვინც იყო ისა, წაიყვანენ არტაქსატაში და აქედამ საზოგადო ხარჯით გაამგზავრებენ თირიდატთან, რომელიც იმას მიიღებს ისეთის პატივით, როგორიც დედოფალს შეჰფერის“[4]

ამით ტაციტი არ ასრულებს ფარაზმანის დამოკიდებულობას რომაელებთან. ნერონის დროს (54-81 წ. ქრ. შემდეგ) იმათ კიდევ ებრძვის ვოლოგეზი. ამ ბრძოლაში ისახელებს რომის ჯარის წინამძღომელი დომიცი კორბულონი, რომელიც არტაქსატას სრულებით იკლებს და დასწვავს. აქ ფარაზმანს კიდევ შევხვდებით იბერიელებითურთ. ტაციტის სიტყვით, ფარაზმანი მოჰკვეთს თავს რადამისტს, ვითომც სიმუხთლის გამო და განუცხადებს რომაელებს თავის ერთგულობას, აღძრული მკაცრის სიძულილით სომხებისადმი და დიდის მძვინვარებით ებრძვის იმათ.[5] როდესაც არტაქსატის იერიშის დროს სომხები შეიხიზნებიან მთებში და მთის ხეობაებში თავიანთის ქონებით და აქედამ დაესმიან რომაელებს, მაშინ კორბულონი იმათ მიუსევს იბერიელთ, რომელნიც თვით მთებში და ხეობაებში იმათ აოხრებენ. როდესაც კორბულონი სომხეთს დაუმონავებს ნერონს, ნერონი გამგეობას სომხეთის ნაწილისას მიანდობს ფარაზმანს, არისტოვულს, პოლემონს და ანტიოქს...[6]

აი რა გვარი იყო, ტაციტის ცნობით, იბერიის დამოკიდებულობა რომაელებთან. ტაციტი ისეთის დაწვრილებით გადმოგვცემს თავის ნაამბობს, რომ არ შეგვიძლიან უარ-ვყოთ ის. ამ თქმულებას ემოწმება ძველი წარწერა ბერძნულის ენით ქვაზე, რომელიც 1867 წელს, მცხეთის მახლობლად იპოვნეს და რომელიც ქრისტეს შემდეგ 75 წელს ეკუთვნის. თუმც ეს წარწერა არის მეფეს რაზმანის ძმას; ერთ დროს აქვე მეფობდა ფარაზმანის შვილი თვით მამისაგან მეფედ დამჯდარი, ქართლის-ცხოვრების თქმით და სომხის მატიანეს ჩვენებით კი ამ დროს სომსეთი იყო გაძლიერებული სამეფო; სომხეთის მეფეებმა თვით საქართველოს სამხრეთის საზღვრებიც ჩამოართვეს ქართველთა მეფეებს.

_______________

1უნდა იყოს კაკკაზისას Porta Caucasica. Прибавленіе газ. Кавказъ 1868 r. примеч. Къ стр.8

2ითქმის ტაძარზე

3 Tacite, Oeuvres completes, traduction de Ch. Louandre, Paris, 1872, t. 1, lire VI, p. 321-324.

4Taeite, t. I, livre XII, 409 — 416.

5 Ibid., 461—462.

6 Tacite, t. I, livr. XIV, 504-507.

5 ურწმუნო დიეგო

▲back to top


ურწმუნო დიეგო

ერთი ხანა კარლისტების აჯანყებისა

(დასასრული)[1]

IV.

მას შემდეგ, რაკი ანტონიომ ნახა თავისი მეგიბარი დიეგო. სამი დღე კიდევ გამოვიდა და კარლისტები ჯერ არ შემოსულიყვნენ ქალაქში. მაინც კიდევ დიეგომ კარგათ მოიხმარა ეს დრო: გაგზავნა წიგნი მახლოპელ ქალაქის გუბენატორთან და აცნობა აქაური ამბავი, აცოდინა, რომ აქა მდგომი ჯარი მეტად ცოტაა, სულ ორასი კაციაო, გუბერნატორი, ანუ უფრო სწორედ, ამისი სეკრეტარი სწერდა დიეგოს პასუხათ: შენი შიში უსაფუძვლოაო, ამიტომ რომ, თქვენის ქალაქის ალვადი, სინიორ-პონგო, თავდებობსო, რომ მთელი ქალაქის მცხოვრებელნი, ხელმწიფის ერთგულნი და ქვეშევრდომნი არიანო, ამავე ფოშტით მიიღო სენიორ-პონგომ წიგნი გუბერნატორის სეკრეტრიდგან, რომელშიაც ამას ჰკითხავდნენ, თუ როგორი კაციაო. სენიორ გერდაო, რომელიც დაუკითსვათ სხვის საქმეში ერევაო, რადგანაც დიეგო მაბეზღრობას აშორებული იყო და არც უნდოდა სენიორ-პონგოს დაღუპვა, ხმა აღარ ამოიღო და სეკრეტრის პასუხს დასჯერდა — ეს კი შეიტყო ამით, რომ სხვაზედ იმედი არა იყო რა და მარტო თავის-თავის ანაბარას უნდა დარჩომილიყო.

ამ სამ დღუში დიეგოს ადელინა არ უნახავს. სახახავად კი იყო, მაგრამ არ მიიღეს გადაწყვიტა, რომ ამათში არავითარი მსვლელობა აღარ, ვიდრე კარლისტების არეულობის ამბავი არ გადაჰსწყდებოდა. თუ კარლისტები გაიმარ ჯვებდნენ, თავის-თვის მადლობელი დარჩებოდა, რომ დიეგო არ მიიღო; და თუ დამარცხდებოდნენ, მაშინ სიხარულით მიიკრავდა გულზე თავის დიდიხნის მორჩეულ სასიძოს, რაც კი შეეხება სამღვდელოებას, უეჭველია, თუ კარლისტები დამარცხდებოდნენ, ისინი ხმას ჩაიწყვეტდნენ და იქნება დონ-დიეგო იმათი სადიდებელიც გამხდარიყო.

ამის გამო დიეგო ჯერ-ჯერობით სახლში აღარ მიიღო. ის დიდხანს დადიოდა ადელინას ფანჯრებთან, აბრახუნებდა ფეხებს, ახველებდა, მაგრამ სულ ტყუილათ ჩაუარა: არამც თუ კარი, ფანჯარაც არავინ გაუღო. მაშინ დიეგომ შეისყიდა ერთი იმათი გოგო და იმის სხელით გადასცა წიგნი ადელინას. მეორე დილაზე ამ წიგნნის პასუხად კარანდაშით დაწერილი მარტო ეს მოუვიდა: „ღმერთმა გიხსნას და დაგიფაროს.“ ეს წიგნი დიეგომ სწორეთ კარლისტების აჯანყების ერთი საათის წინეთ მიიღო, ბრწყინვალე ბურბონის მომხრენი სან-ამარ-დელოს-დებლანში, ნიშნათ აჯანებისა, დონ-კარლოსის სამზღვარზე მოსვლას ელოდნენ. ბოლოს მოვიდა ტელეგრამმა დონ-კარლოსი ისპანიაში შემოვიდაო და გამარჯვებულმა აიღო ერთი სოფელიო, რომელშიაც სამასი ომლი მცხოვრებიაო, ამის გაგონების შემდეგ ერთმა საათმა ძლივს გაიარა, რომ რამდენიმე მუშამ და მოქალაქეებმა მამა მალალიასის წინამძღომლობით ჩამოიარეს შუა ქალაქის ქუჩაში, პოლიციაში მოსამსახურეებს წაართვეს იარაღი, გააქციეს მეციხოვნენი, რომლებსაც იმათ მხარეზე გადასვლა არ უნდოდათ (50 კაცამდინ 200-გან) დიდის აღტაცებით გალობდნენ საომარს სიმღერებსა, ეს გუნდი გაღონიერებული სალდათებით, რომლებმაც უღალატეს სახელმწიფოს და ამათი მხარე დაიჭირეს, წავიდნენ რატუშისკენ და ხალხის საჩვენებლათ, ვითომ ძალდატანებით დაითხოვეს ქალაქის ალკადი და მმართველობის წევრნი, რომელნიც დიდის გულდამშვიდებით წავიდნენ თავ-თავის სახლებში. ამის შემდეგ, როდესაც აჯანყებულებში დაინახეს, რომ მრავლობით ქალაქის მცხოვრებნი მათ მხარეზე არიან, მეორეთ გაიარეს ქალაქის ქუჩებზე დიდის ამბითა და ხმა-მაღლივ ყვიროდნენ „გაუმარჯოს დონ-კარლოსსაო! სიკვდილი ამედეისაო!“ აქა იქ დაურჭეს თეთრი ბაირაღები და დაიწყეს პურითა და ღვინით ხარჯის მოკრეფა. აქ მამა მალალიასს მოაგონდა, (თუმცა კი სწორეთ, რომ ვსთქვათ, იმას ეს აზრი ერთ წამსაც არ დავიწყებია) თავისი მეგობარი დიეგო გერდა.

დიეგო დარწშუნდა იმაში, რომ იმას ექმნება საქმე ძლიერს მტრებთან, მოიხმო თავისი ინგლისელნი და საფრანგეთელნი მუშები და აუხსნა თუ რა მდგომარეობაში არიან. პატრები თხოულობენო თქვენს დათხოვნას, და თუ გსურთ, ეხლავე გაიქეცით აქედამ და ამით თავები დაიხსენითო, თუ არა მზად იყავით მხნეთ დახვდეთ მტერსა თქვენის თავის დასაცველადაო. ინგლისელებმა ამაზე უპასუხეს, რომ ჩვენ ეხლავე მსაჯულთან წავალთო და ფიცით ვაჩვენებთო, რომ ჩვენ დიდს განსაცდელში ვართო, და მოვთხოვთ კარლისტები დააწყნაროსო, როგორათაც საზოგადოების მოსვენების აღმშფოთველები. ნახევარი საიფრანგეთელნი, არ ვიცით რა მიზეზით, საცაღა გაჰქრენ და ნახსევარი კი მოემზადნენ საბრძოლველად, რადგანაც კარლისტები რადიკალები არ არიანო. ადვილი არ იყო ინგლისელების დარწმუნება იმაში, რომ მსაჯულის განაჩენი, დაფიცებულების ჩვენება და სხვა ამ გვარი წესდებანი ურწმუნო სახელმწიფოებისა, არ გამოდგებიან ღვთისნიერ ისპანიაშიო; მაგრამ როცა კი გაიგეს, რომ კარლისტები მუქარას სდებენ იმათს თავისუფლებას და სვინიდისს, განაცხადეს, რომ თუ ვინიცობაა ჩვენ დაგვეცემიანო, ჩვენ უკანასკნელს ღონისძიებამდის ვიბრძოლებთ ჩვენის თავის დასაცველადაო, დიეგომ ამათ ყველას დაურიგა თოფები, დამბაჩები და სხვა იარაღები. სუყველა ეს იარაღი დიეგომ მოაგროვა თავისას მეგობრების შემწეობით, შემდეგ თვითონ ორი რევოლვერით ჯიბეში დაუწყო ლოდინი ხალხის გროვას, ეს კი გულში მკვიდრად ჩაინერგა, რომ თავისის მხრით არ მიჰსცეს არავითარს. მიზეზს, რომ ჩხუბი და ბრძოლა მოხდეს.

ხოლო ამ მომზადებაში დიეგომ ის კი ვეღარ მოიფიქრა, რომ ისინი ძალა-უნებურად საქმეს იქნამდე მიაყვანინებდნენ, რომ უკან დაწევა შეუძლებელი ყოფილიყო, და როდესაც დიეგომ ეს ნათლად დაინასა, მაშან გვიანღა იყო უარის თქმა. რა წამსაც კარლისტები აირივნენ, მაშინვე დიეგოს ქარხანასთან დაიწყო დაიარაღებულმა ხალხმა შეგროვება. ესენი იყვნენ ის ჯარის-კაცნი და აფიცრები, რომელთაც არ მოინდომეს თავისის ბაირაღის ღალატობა; რამდენიმე თავისუფალი სამსახურიდგან აფიცარი, ვაჭრები, სტუდენტები და რამდენიმე დიეგოს პირადი მეგობარნი, სულ ორას კაცამდინ. ამათ გაეგონათ, რომ ემზადებოდა საბრძოლველად, და, რადგანაც ვაჟკაცობა გადამდებია, მოსულიყვნენ დიეგოსთან ამის ზედამხედველობა მიეღოთ და ისე დამორჩილებოდნენ, როგორათაც თავიანთს თავ-მდგომარეს.

— თქვენი ქარხანა პატიოსნი ციხეა, სთქვა ერთმა აფიცერმა, რომელმაც ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ ქარხანა სიმაგრეთაც გამოდგებოდა. დიახ, კარგია, თუ ჩვენი საქმე ბრძოლაზედ მიდგება, უპასუხა დიეგომ — მაგრამ ჯერ გადაწუვეტილი არვინ იცის, იქნება ბრძოლა თუ არა.

ამ შენიშვნის პასუხათ მოისმა თოფის ხმა. ეს პირველი ტყვია იყო კარლისტებისა, რომელნიც ეხლა ქუჩის თავში გამოჩნდნენ. ეს პირველი ტყვია თვით მამა მალალისისა იყო. ქარხნიდგან გადმოჰკიდეს თეთრი ბაირაღი,[2] მაგრამ მალალიასმა შორს დაიჭირა.

იმან წინათვე გამოუცხადა თავის მომხრეებს, უეჭველათ მიწასთან უნდა გავასწოროთ ეს ურჯულოების ბუდეო, თეთრი ბაირაღი რომ დაინახა სთქვა: ეს ტყუილი ეშმაკობაა იმათიო, იმათ კაცი არასოდეს არ უნდა მიენდოსო. ხალხმაც თეთრი ბაირაღი შიშის ნიშნად მაიღო და ამიტომ უფრო აყვნენ მალალიასის სიტყვას. ათის წამის განმავლობაში მთელი ქუჩა აიმსო წამლის ბოლით და ტყვია ისე მოდიოდა, როგორათაც სეტყვა. კარლისტები, ერიშით მივიდნენ, და დიეგო გერდა თავის ამხანაგებით იგერიებდნენ რაც ძაღლი და ღონე ჰქონდათ. სუყოველმხრივ ისმოდა დედაკაცების და ბავშვების ღრიალი, დაჭრილების წყევლა და კვნესა, მინების მსხვრევის ჩხრიალი და კედლების ნგრევის ხმა. მაგრამ ყოველს ამ საშიშარ ხმაზე მომატებულათ ისმოდა ყვირილი მამა მალალიასისა, რომელიც კაცმა სწორედ უნდა სთქვას, ყველაზე წინ იყო, და სროლაშიაც ყოვლად მომატებულს მონაწილეობას იღებდა. მალალიასი გულდაჯერებული იყო, რომ თუ კარლისტები გაიმარჯვებენ მოენიჭება ეპისკოპოსის მიტრა და ბევრი სხვა ცხოვრების და სასუფევლის ბედნიერებასა.... ამას იმედით ძალიან ირჯებოდა და დიდის მხნეობით თავის მომხრეებს უყვიროდა: „ნუ შეიბრალებთ იმათ, ძმანო! ისინი ბევრნი არ არიან, და ვინც არიან ისინიც მშიშარნი არიან!“

იმის აღწერა არ შეიძლება, თუ რას გრძნობდა ადელინა, როდესაც ქალაქში პირველი თოფის ხმა მოისმა, იმან იცოდა, რომ ეს კარლისტების ბრძოლა იყო დიეგოს ქარხანასთან, — და სრულიად უტყუარი იქნება, რომ ვსთქვათ, რომ პირველი ხუთი წამი ამას ეჩვენა ხუთ წელიწადათ. ადელინა ამ დროს თავის ოთახში იჯდა, უცებ წამოხტა და ჩაირბინა კიბე, ეცა ქუჩის კარებს; მაგრამ კარები დაკეტილი დახვდა და უბედური ქალი დედამ მოსამსახურეების შემწეობით უკანვე დააბრუნა თავის ოთახში. აქ სუყველამ ერთათ გაატარეს სამი საათი; ამ სამის საათის განმავლობაში ადელინა უძრავად იდგა მუხლ მოდრეკილი შუა ოთახში, და სულის შემაძრწუნებელის ვაებითა ქვითინებდა და ლოცულობდა მხურვალე გულით, სხვა დედა-კაცებიც იდგნენ დაჩოქილნი და კრიალოსნის მარცვლების თვლით ხმა დაბლა ლოცულობდნენ. დედა არა ცდილობდა ადელინას ნუგეშის ცემას, ამიტომ რომ იცოდა, თუ რა უალაგო იყო ნუგეში ამ შემთხვევაში. ხანდისხან მოსამსახურეები შიშით შეჰყვირებდნენ, როდესაც ცხელ-ცხელი ტყვია ფანჯრის წინ გაიელვებდა ხოლმე.

ძლივს ხუთ სათზე სროლამ იკლო. თოფის ხმა უფრო გვიან და გვიან მოისმოდა. შემდეგ სრულებით შესწყდა და ჩამოვარდა უფრო საშიშარი სიჩუმე, და ნახევარს სათამდინ გასწია. ადელინა, როგორც გაქვავეთული ადგა და სკამზედ ჩამოჯდა. იმისი თვალები უაზროთ იყურებოდნენ. მოსამსახურეები ცდილობდნენ იმისათვის ნუგეში ეცათ, მაგრამ ეს იმათ სრულიად ყურს არ უგდებდა. ბოლოს ერთმა იმათგანმა დიყვირა: „მე ხმაურობა მესმის! ყოველისფერი გათავდა! გამარჯვების ხმა იმის!“

მართლაც ქუჩაზე მოდიოდნენ გამარჯვებულები, გაშავებულები თოფის წამლით და სიხარულით მოიძახოდნენ, გამრჯვებულებს ყოველის მხრით მოერთმეოდა საჭმელი, ღვინო და სიგარები, სწორედ იმ რიგად, როორათაც ყოველთვის გამარჯვებულებს მოექცევიან ხოლმე. გამარჯვებულები კარლისტები იყვნენ.

ერთი ყმაწვილი მუშა ჯარის წინ მოდიოდა, ერთის ხელით თოფს ათამაშებდა და მეორით კოცნას უგზავნიდა ყმაწვილ ქალებს, რომელნიც ფანჯრებში გადმომდგარიყვნენ. უცებ იმის მხარზე დაეშო პაწაწინა ხელი.

— დიეგო გერდა სად არის? ჰკითხა ადელინამ.

— დიეგო გურდა! სიცილით შეჰყვირა კარლისტმა: ის ბოლომდინ ვაჟკაცურად იბრძოდა, მაგრამ ჩვენმა კეთილმა მამა მალალიასმა ბოლო მოუღო თავის საკუთარის ხელით. მალალიასმა დიეგოს დამბაჩა დასცა უკანიდამ მაშინ, როდესაც დიეგო ზურგ შექცევით იდგა, და ურწმუნო იმავ წამშივე მკვდარი დაეცა მალალიასის ფერხთა წინაშე.

ამის თქმაზედ ადელინა შევარდა ხალხში, რომელიც იქვე მამა მალალის გარს ერტყა. ეს მშვენიერი ყმწვილი ქალი უეცრად ეცა ხალხს, საჩქაროთ აქეთ იქით გასწია ხალხის გროვა და ისე გაცეცხლებული და გამგელებული მივარდა მალალიას, როგორთაც გაშმაგებული ვეფხვი. მოულოდნელმა მუქუნჯმა წააქცია პატერი, ყმაწვილი ქალი ზედ დაეცა და აქა-იქა რაღაცა იარაღით ჩხვლეტა. პატერს ყელიდგან წყაროსავით გადმოსქდა სისხლი და თვით ადელინასაც მოუსვარა პირი და ხელები. ეს ისე უმალ და სწრაფად მოხდა, რომ გაოცებისაგან ვეღარავინხელი ვერ გაანძრია. ბოლოს ყმაწვილი ქალი წამოხტა, სახე სულ შეშლოდა, როგორც ჭკუიდამ შემცდარს, მერე მოჰყვეა საზაროდ ხარხარს, უშველებელს მაკრატელს სულ გასისხლიანებულს ხელში ათამაშებდა და ყვიროდა:

— აჰა, ხომ ხედავთ ამ სულის მტერსა! ეს იყო პატერი და ამან მოჰკლა ჩემი დიეგო! მოჰკლა თავისის სულით .... თავისის ხელით! ხა, ხა, ხა, ეხლა წავიდეს საიქიოს და უთხრას ჩემ დიეგოს, რომ მე იგი მიყვარს და საუკუნოთ არ დავივიწყებ. უყურეთ რასა ჰგავს ეს პატერი! ფუ! მისი სისხლი მე მაჭუჭყიანებს, ჩამომრეცხეთ, ჩამომრეცხეთ!

ადელინა ჭკუაზე შესცდა.

ორის კვირის შემდეგ ადელინა დამარხეს უკურთხ მიწაში, რადგანაც პატერის მკვლელი იყო. მაგრამ ვიღაცამ დარგო მის გაუნათლავ საფლავზე რამდენიმე ვარდის ბუჩქი, და ის ბუჩქები დღემდინ ასრულებენ საფლავის ქვის მაგიერობას.

გაბაშვილი.

_______________

1 „ივერია“ №25, 26, 28. 1878 წ.

2 თეთრი ბაირაღი მშვიდობიანობისა და მოლაპარაკების სურვილის ნიშანია