ივერია (19)1877.07.07



1877.07.07

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

(კორრესპონდენცია ზაქათალიდამ)

— ამას წინად ღვთის რისხვასხვით სეტყვა რომ იყო, იგი ჩვენს ზაქათალის მაზრაში სრულიად არ ყოფილა. მშვენიერი მოსავალი არის წელს ჩვენში. მაგრამ ეს მოვლენა ჩვენს გლეხებს არ ამხიარულებს იმიტომ, რომ ამ მოსავალს დაითარაშებენ ხალილბეგი და ზოკი სომხები. ზოკები წაართმევენ ვალში, ხალილბეგი კი თავის უკანონოდ დაჭერილ მიწებში. აი ეხლაც ხალილბეგი ნებას არ აძლევს შარანდელის მსგავსად ძნები გამოიტანონ გლეხებმა მინდვრით, სანამ ორ წილს წვიმა მინდორში არ დაალპობენ. რაც ეს პირი აქ ბოროტებას იჩენს, ის გამოთქმით არ გათავდება. ეს ათი-თორმეტი წელია ინგილოს გლეხები მასზედ ჩივიან, მაგრამ ვერაფერი გააწყეს რა. ახლა კი მარტოთ ღმერთს ეხვეწებიან: „ღმერთო მოგვაშორე ეს რისხვა-ტანჯვა თავიდგანო!“ ცუდია ინგილოების მდგომარეობა მის ხელში.

— ჩვენ მოგვივიდა შემდეგი წერილი: „ნეტავი როდის ეღირსება ჩვენს ბეჩავს გლეხობას გაგება იმისთანა საქმეებისა, როგორც ის, რომ სად დაიწყობა ორ ან სად გათავდება მათზედ (გლეხებზედ( უფლება ისეთის ხალხისა, როგორც მამასახლისებისა, გზირებისა, ჩაფრებისა და სხვ.

თელავის მაზრის ერთს სოფელი იმისთან ღვთის რისხვა მამასახლისი არის თურმე, რომ როდესაც ჯარის შესაკრებათ ხალხსა თხოულობს მთავრობა, ეს კეთილ სინიდისიანი მამასახლისი გზავნის მომეტებულ ნაწილათ იმ კაცებს, რომლების ჯავრიც სჭირს.

ეხლა დიდოების დასამშვიდებლათ რომ ხალხი მოითხოვეს კახეთში, ამ მამასახლისს სხვათა შორის გაეგზავნა ერთი კაცი, განა თუ იმისთვის, რომ ამას ჰრგებოდა იქ წასულა არა—იმისთვის, რომ ადრევე მამასახლისი დაემუქრებოდა, — თუ შენ აქედამ არ დაგკარგე, არ იქნებაო, ბევრი იარა თურმე საწყალმა გლეხმა ბევრი თავში ქვა იცა, მაგრამ უნდა დამორჩილებოდა თავისის მამასახლისის სამართლიან მოთხოვნილებასა! ეს კიდევ არაფერი! როდესაც პირველათ ზამთარშივე მოითხოვეს ხალხი მილიციის შესადგენათ, ერთს გლეხს თავისის ბადლათ სხვა გაეგზავნა იქა. ეხლა დიდოების დასამშვიდებლათ რომ ჯარი მოითხოვეს კახეთიდამ, იმავე კეთილ-სინიდისიანს მამასახლისსა ისივე კაცი ახლა დაღისტანში გაუგზავნია. ასე რომ ამ მამასახლისის კანონით ერთსა და იმავე კაცს შეიძლება ორჯერ ერგოს წასვლა ომში: |ერთხელ უნდა გაგზავნოს ბადალი და მეორეთ თითონ წავიდეს. კიდეგ კარგია, რომ მეორეთაც ბადალი არ გაუგზავნია, თორემ შენი მტერი.მესამეთაც რომ ყოფილიყო მოთხოვნილება, მაშინაც იმასვე მიჰყუდებდა ჯოხსა ის განათლებული მამასახლისი!

„ვინ გამააჭორა, რომ მათრახით (მათრახით, თორემ ხილებს ვიღა ჩივის! ) ცემა აკრძალული არის კნონითო? თურმე ეს სულ ტყუვილი ყოფილა! აბა მაშ თელავის მაზრის ჩაფრებსა ჰკითხეთ, თუ ეს ტყუილი არ გამოდგეს! ამ მაზრის ჩაფრების ლექსიკონში არ სწერებულა ეს კანონი, და ერთს მათგანს იმავე სოფელში, სადაც ზემოთ ნახსენები განათლებული შეასახლისი სუფევს, ერთი საწყალი გლეხი აუჭრელებია მათრახით იმისთვის, რომა იმ გლეხს თავის სიღარიბისგამო თოფი არა ჰქონია, როდესაც ის მოუთხოვნიათ ჯარში დიდოების დასამშვიდებლათ.

„თავათ არ იყო ძმარიო და ზედ დაასხეს წყალიო“ — წუნკალა ჩაფრებისაგან ცემა-ტყეპა და მამა სახლისებისაგან ესეთი უსამართლობაღა უნდოდა ჩვენის გლეხების სანატრელს მდგომარეობასა!

დ.რ.

2 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

თუმცა ღენერალი გეიმანი საღანლუღიდამ დაბრუნებულა მაგრამ მით ყარსის აღებისათვის ზარბაზნის სროლა 25 თიბათვემდი არ შემწყდარა. შემდეგ, როდესაც ამბავი მოუვიდა, რომ მუხთარ-ფაშა მთელის ანატოლიის მხედრობით სოღანლუღის მთიდამ დაიძრა და ყარსისკენ წამოვიდაო, მაშინ ღენერალს ლორისმელიქოვს ციხის ზარბაზნები უკან დაუწყვია რომ მით მის მხედრობას მოძრაობისათვის დაბრკოლება არ მიეცეს.

ღენერალის ტერგუკასოვის გუნდს სურფ-ოჰანესის გზაზედ თითქმის სამასი კომლი ქრისტიანების თავის მფარველობის ქვეშ აუყვანია,რომელნიც ალაშკერტის ვაკეებიდამ გამოქცეულან, სადაც ბაშიბუზუკებს და ქურთებს მთელი სოფლები აუოხრებიათ. ამ გარემოებას გუნდის მოძრაობა დაუბრკოლებია ასე, რომ ოსმალოს ჯარი დასდევნებია და შეწუხება მიუენებია. ამის მიხედვით ღენერალი ტერგუკასოვი რო სურფ-ოჰანესში მისულა, ვიდრე ბაიაზეთში წავიდოდა, სადაც დიდ ძალ მტერს მოელოდა, უკეთ უცვნია ავათმყოფთა, დაჭრილთა და გადმოსახლებულთა დასაცველად იგდირზედ წასვლა, სადაც მივიდა კიდეც 25 თიბათვეს. ხუთის დღის განმავლობაში ჩვენი ერთი აფიცერი დაჭრილი და ჯარის-კაცთა შორის მოკლულთა და დაჭრილთა რიცხვი 30-ია.

– 26 თიბათვეს ღენერალ ტერგუკასოვმა ბაიაზეთისკენ გასწია, იქითვე წინა დღეს ღენერალის ქელბალაიხანის გუნდიც მიმართულა.

– 28 თაბათვეს დილის რვა საათზე ღენერალი ტურგუკასოვი იმ ოსმალოს ჯარს დასცემა, რომელიც ბიაზეთის გარს ერტყა (რიცხვით 30 თასი). რვა საათის განმავლობაში ჩვენმა ჯარმა იერიშით აიღო ქალაქის ახლო–მაღლობები, ოსმალოს ჯარი სრულიად დაამარცხა და გაჰფანტა. ამ ომში ჩვენებს დარჩათ 4 ზარბაზანი, 80 ტყვე, სამხედრო ნივთეულებს და ალფი. ჩვენის მხრით ძალიან ცოტა ზარალია თურმე, თუმცა ჯერ ნამდვილად ცნობაში არ არის მოყვანილი. ჩვენ ჯარს დიდი გულადობა და საქები ერთსულობა გამოუჩენია თურმე. ბაიაზეთის ციხე განთავისუფლებულა და მისი მეციხოვნე ჯარი, რომელმაც გულმაგრად აიტანა 23-ის დღის განმავლობაში მტრის გარს შემოდგომა, სულ ერთიანათ მშვიდობით დასხნილა. რადგანაც ბაიაზეთი ისე აოხრებულია თურმე, რომ მას არა ვითარი მნიშვნელობა აღარ აქვს და ამასთანაც ოსმალებს ყველა ბაიაზეთში მცხოვრებნი ამოუწყვეტიათ და ქალაქი ისე აუვსიათ მკვდრებით, რომ აქ დგომა აღარ შეიძლებო, ამიტომ ერევნის გუნდის ჯარი დროებით იგდირში შეკრებილა, საიდამაც საცაა ისევ სამზღვარზედ გავაო.

ზემოხსენებულის საქმისათვის ხელმწიფე-იმპერატორს ღენერალ–ტერგუკასოვისათვის წმინდა გიორგის ჯვარი მესამე ხარისხის უბოძებია, და აგრეთვე მის მხედრობისათვის მადლობის შეთვლა უნებებია.

– 27 თიბათვეს ლაზები და აჭარლები ქვაბლიან ჩაიზედ მდგარს ყარაულებს დასცემიან, მაგრამ ჩვენებს გაუფანტავთ და დიდი ზარალი მიუყენებიათ.

ჩვნის მხრით 9 ჯარის-კაცია დაჭრილი და მოკლული.

– ღენერალი ლორის მელიქოვი ზაიმისკენ წასულა.

მუხთარ-ფაშა სოღანლუღის მთაში გამაგრებულა.

— ტირნოვიდამ — ამბავი მოვიდა, რომ მოწინავე ჯარი ბალკანის მთის იქით გადასულა 1. მკათათვეს ასე, რომ თოფის სროლაც არ დასჭირებიათ. 2-ს თიბათვეს ღენერალ-გურკოს ხარკოი დაუჭერია (ყაზანლიხის ჩრდილოეთით შვიდ ვერსტზედ არის) და იქ მყოფი ჯარი 3000 კაცი გაუფანტავს. ამ საქმეში ჩვენის მხრით ერთი ყაზახია მკვდარი და ხუთი დაჭრილი.

— 2-ს თიბათვეს რუსის ჯარს ნიკოპოლის ციხე-სიმაგრე (დუნაიის ნაპირას) აუღია, ორი ფაშა და 6000 ჯარის კაცი ტყვეთ დარჩენიათ.

ეს ორივე ამბავი იმდენად შესანიშნავია, რომ ასე თუ ისე საქმის გადაწყვეტას მალე უნდა მოველოდეთ. უეჭველია იმ მოწინავე ჯარს, რომელიც ბალკანიის იქით გადასულა ჩქარა დედა-ჯარიც მოეწევა და მაშინ ცოტაღა დააკლდებათ ადრიანოპოლამდე.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი. 1 მკათათვეს (19 თიბათვეს) მაკ-მაგონმა ჩვეულებისამებრ გასინჯვა ჯარი, რომელიც პარიჟში ვერსალში და ახლო-მახლო ქალაქებშია დაბანაკებული. თქმა აღარ უნდა, რომ ამ გასინჯვამ წრეულ უფრო მომეტებული ყურადღება მიიქცია საზოგადოებისა ვიდრე სხვა დროს. ყოველის სახელმწიფოის დედა-ბოძი. როგორც მოგეხსენებათ, ამ ჟამად ჯარია და ყოველი მთავრობის მოღვაწეობაც, კეთილი თუ ბოროტი, ამ დედა-ბოძზედ არის დამყარებული. რის იმედით ჰკრა პანღური მაკ-მაგონმა ხალხის წარმომადგენელთ თუ არ იმის იმედით, რომ ჯარი ჩემკენ იქნებაო? რა იმედი ქონდათ ამ ჟამად სხვა და სხვა მონარხიელთა დასის კაცებს, თუ არ ჯარის იმედი?

ამის გამოისობით, ცხადია რომ ზემოხსენებულის გასინჯვის დღეს დიდი ხალხი დაესწრებოდა ლონშანის მინდორზედ: ყველას უნდოდა გაეგო თუ როგორ დახვდება ჯარი მაკ-მაგონს და თვით მაყურებელი ხალხი როგორ მოიქცევა. მართლა და დიდი ხალხი დაესწრო. აი რას იწერება სხვათა შორის, ერთის ნემეცურის გაზეთის პარიჟელი კორრესპონდენტი ამის შესახებ: „პოლიციამ არა ჩვეულებრივი ღონისძიება იხმარა მშვიდობიანობის დაცვისათვის: 750 პოლიციის კაცი, 300 რესპუბლიკის ქვეითა გვარდიის კაცი და 100 ცხენოსანი ბულონის ტყეში იყვნენ დაყენებულნი, თუმცა უპატიო სიტყვას ძნელად გაიგონებდა კაცი, მაგრამ ხალხს რაღაც ღელვა ეტყობოდა და აწმყო მდგომარეობის ცხადი უკმაყოფილება ისმოდა. ღირს შესანიშნავია, რომ მარშალის მაკ-მაგონის სურათს მრავალი კაცი ყიდდა (ფასი 15 სანტიმი, ე. ი. 4 კოპ.), მაგრამ მყიდვული კი არავინ იყო.

„23 3/4 საათზე პრეზიდენტის ლოჟაში გამოჩნდა მარშალის მეუღლე. იმავე ლოჟაში ისხდნენ საზოგადოების მაღალის ხარისხის მექონნი გვამნი. მონარხიელთა დასის დეპუტატები და სენატორები ცოტანი იყვნენ პარიჟის მუნიციპალის საბჭოს წევრნი სრულებით არ იყვნენ მიწვეულნი.

„სამის ნახევარზედ ჯარიც მოგროვდა. მისი რიცხვი სულ 25,000 კაცი იყო ბოლოს მარშალიც მობძანდა თავისის ამალით. ხალხი დუმილით დაუხვდა, არც „გაუმარჯოს რესპუბლიკას“ დაიძახა, არც „გაუმარჯოს მარშალს.“ მარტო. საოფიციალო ლოჟებიდამ ტაში დაუკრეს მაკ-მაგონს და ხმა დაბლა დაიძახეს: „გაუმარჯოს მარშლს“. დანარჩენმა საზოგადოებამ, ხალხმა და თვით მხედრობამ ხმა არ ამოიღო (ამბობენ მთავრობამ წინა დღეს ბძანება გასცაო, რომ მხედრობამ ხმა არ უნდა ამოიღოსო.)“

„4 3/4, საათზედ გათავდა ჯარის განხილვა, საზოგადოება კმაყოფილი დარჩა მხედრობისა, რომელმაც დიდი წარმატება გამოიჩინა, მეტადრე არტილერიამ. განხილვის შემდეგ მაკ-მაგონი მივიდა სოფიციალო ლოჟებთან და თავი დაუკრა მათში მსხდომ საზოგადოებას. მოისმა კიდევ გაუმარჯოს მარშალს“, მაგრამ ხალხმა მაინც ხმა არ ამოიღო, მარშალს ხალხი უგემურად დახვდა, არავითარი სალამი ვერ მოიპოვა ხალსში და ისე წამოვიდა შინისაკენ, მხოლოდ რამდენიმე კაცმა თავი დაუკრა.“

იმავე დღეს მაკ-მაგონმა შემდეგი ბძანება მიჰსცა ეხედრობას:

„ჯარის კაცნო! მე მომეწონა თქვენი გაწრთვნილობა და ვარჯიშობა. მე ადრევაც ვიცოდი თქვენის უფროსებისაგან, რომ თქვენ გულმოდგინე და მეცადინენი ხართ სამსახურის საქმეში.

„დიახ, თქვენ გესმისთ თქვენი მოვალეობა; თქვენ ჰგრძნობთ, რომ ხალხმა თქვენ მოგანდოთ თვისი უძვირფასესი ინტერესების დაცვა. რაც უნდა იყოს, თქვენი იმედი მაქვს, რომ იმ ინტერესებს დაიცავთ. თქვენ, დარწმუნებული ვარ, შემეწევით უფლებისა და კანონის პატივის ცემის დადგენისათვის, ეგ ჩემზედ არის მონდობილი და მე ავასრულებ კიდეც ბოლომდე“.

აქ შესანიშნავი ის არის, რომ მაკ-მაგონი სამხედრო ბძანებაში პოლიტიკასაც იხსენიებს. შესანიშნავია იმიტომ რომ მაკ-მაგონი თავის დღეში სულ იმას იძახოდა, რომ მხედრობა პოლიტიკაში არ უნდა გაერიოსო, და ეხლა კი თვითონ ამბობს, თქვენ შემეწევითო პოლიტიკის წავმართვაშიო.

ამ ჟამად საფრანგეთში ყველა იმას კითხულობს თუ როდის მოხდება ახალი პალატის არჩევანი. რესპუბლიკელებს უნდათ, რასაკვირვულია, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს; მთავრობა კი ცდილობს აგები როგორმე დიდხანს გავწიოვო და მით დრო შევარჩინოო ჩემის საქმის წარმართებისათვისო, მაგრამ ამბობენ, რომ ჰერცოგს დეკაზს უნდაო არჩევანი მალე მოახდინოსო, ჰერცოგ დეკაზს ვითომ ამბავი მოსვლოდეს საზღვარ გარეთიდამ რო ევოროპიის სახელმწიფოებს განზრახვ აქვთ მომავალ საქმეთა განსჯა საფრანგეთს მიანდონო, თუ მას კანონიერი მთავრობა და წესიერი გასწყობილება ექმნებაო ე.ი. თუ ხალხის წარმომდგენელი ეყოლებაო. აი ამის გამოისობით აჩქარებს თურმე ჰერცოგი დეკაზი არჩევანს. გაზეთი „Temps“ ამბობს, რომ არჩევანი სეკტემბერში მოხსდებაო.

ჯერ კი მთავრობა დიდ ფაცა-ფუცშია, რომ როგორმე ხალხს თავისი მომხრენი ამოარჩევინოს. მაგრამ ერთი გარემოება უხლართავს გზას, მოარხიელთა შორის, როგორც მოგეხენებთ, დიდი განხეთქილებაა. ამასთანავე განხეთქილება მოელის მთავრობას მაშინ, როცა თავის მომხრეებს დაასახელეს ამოსარჩევად. ვის დაასახელებს ხალხის წინაშე ლეგიტიმისტებს, ორლეანელებს თუ ბონაპარტიელებს? ვისის სახელით წარმოუდგება მთავრობა ხალხსა? ჰერცოგი ბროლჰი ცდილობდა, რომ ჯერჯერობით მაკ-მაგონის სახელით გამოსულიყო მოედანზედ, მაგრა სხვა და სხვა მონარხიელები ამაზედ თანახმანი არ არიან, რადგანაც თვითვეულს მათგანს უნდა რომ არჩევანი მარტო მის სასარგებლოდ მოხდეს და მხოლოდ თავისი საკუთარი მომხრე გაიყვანოს არჩევანში, რა მნიშვნელობა აქვს მაკ-მაგონის სახელსაო? მისი სახელი მომავალში რას მოასწავებსო? მაკ-მაგონობა უქმი სიტყვაა და ამ სახელს არავითარი მკვიდრი მნიშვნელობა არა აქვსო. მთავრობამ რომ უთხრას მაკ-მგონის მომხრე პირნი მორჩიეო, ხალხს შეუძლიან უპასუხოს - ვინ არ იყოო მაკ-მაგონის მომხრეთაო, ვინ გადუდგაო მაკ-მაგონს, — აქამდისინ არ გამიგონიაო, და ამის შემდეგ ხალხი რასაკვირველია ამორჩევს და ისევ უწინდელებს, რადგანაც იმათ ხელიც არ გაუნძრევიათ მაკ-მაგონის წინააღმდეგ. ამაში მდგომარეობს მთავრობის სიუძლურე და უღონობა. მაგრამ რაც უნდა უსაბუთო და უსაფუძვლო იყოს მთავრობის მოქმედება, მას ერთი ღონე აქვს მკვიდრი და შეურყეველი, რომელსაც შეუძლიან მოკიდოსხელი, როდესაც კანონიერ ნიადაგზედ დგომა მოჰბეზრდება. ეს ღონე ძალაა, თოფ-იარაღზედ დამყარებული. ძალადობას სხვა რა საბუთი უნდა? თვისის თავის საბუთი თვითონ არის. მაკ-მაგონი ტყუილად კი არ ეუბნება მხედრობას: თქვენ შემეშვითო რომ ჩემი დანიშნულება ბოლომდისინ ავასრულოთო. ახლა ჰკითხეთ მაკ-მაგონს, რაში მდგომარეობს მისი დანიშნულება?

მაშინ, როცა მონრხიულთა შორის განხეთქილება და უთანხმოება სუფევს და ყველა მხოლოდ თავის სარგებლობას ეძიებს რესპუბლიკელნი მტკიცე თანხმობით არიან. აი რას წერება რესპუბლიკელთა შესახებ „Indégondance Belge„-ის კორესპონდენტი:

„მრავალი წერილი წავიკითხე გადაუყებულის პალატის დეპუტატთა მიერ გამოგზავნილი სხვა და სხვა დეპარტამენტიდამ. ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ 363 რესპუბლიკელნი ხელმეორედ იქნებიან ამორჩეულნი ყველგან ის მყუდროება ჰსუფევს, რომელიც ძალის ნიშანია. არავის ეჭვიც არ შეჰპარვია მასზედ, რომ რესპუბლიკელნი გაიმარჯვებენ. ყველა ეს წერილები ამტკიცებენ, რესპუბლიკელთა შორის მტკიცე განწყობილებაა. თვითვეულის ამოსარჩევის კაცის შესახებ მხოლოდ იმას კითხულობენ რესპუბლიკელია თუ არა, და ოღონდ რესპუბლიკელი კი, იყოსო, რა ფერისაც უნდა იყოს მისი აზრი, სულ ერთია.“

სერბია. — 2. მკათათვეს (29 თიბათვეს) დაიწყო მოქმედება სკუპშტინამ. მთავარმა მილანმა წარმოჰსთქვა სიტყვა, რომელშიაც უწინარესს აღიარა ის ღვაწლი, რომელიც დასდვა სერბიამ თვის გვარტომობის საქმის სისრულისათვის. იმედი მაქვსო, რომ ისტორია უკანასკნელს ომს სერბიელებისას ქებით, ღირსეულად მოიხსენებსო. დიდის იმედით მოველიო, რომ დაღვრილი სისხლი ნაყოფს მოიტანსო აღმოსავლეთის ქრისტიანთა და კაცო ბრიობისათვის. მთავარმა მოაგონა მსმენელთა ის სიტყვები, რომელნიც წარმოსთქვა მან ოსმალეთთან მორიგების დროს, სახელდობრ ის, რომ ქრისტიანთა ბედი ამ ჟამად უფრო ძლიერ ხელშიაო. ეს სიტყვა გამართლდა კიდეც: „ჩვენთა სამზღვართა ახლოს, – ჰსთქვა მთავარმა — განმათავისუფლებელ — ხელმწიფის დროშა გაშლილიაო. მის იმპერატორების დიდებულების მობძანებამ რუმინიაში, მომცა ძე სანატრელი შემთხვევა გამომეცხადებინა მისთვის ჩემის ხალხის მაგიერ მადლობა ძლიერის მიფარველობისათვის, რომელიც აღმოაჩინა მან ჩვენდამი წარსულს. ომიანობს დროს. მე წრფელის მადლობით ავასრულე ეს მოვალეობა და გულ მოწყალე ხელმწიფემაც მიიღო ამ მადლის გამოცხადება თვისის ჩვეულებრივის წყალობითა და მასთანავე დამარწმუნრომ იგი შემდეგშიაც იზრუნავს სერბიას კეთილ-მდგომარეობასათვის და სერბიის ტომოსისთვის.“

„უფალნო დეპუტატნო! თუმცა სერბია ამ ჟამად იმდენად ბედნიერია, რომ შეუძლიან მსოლოდ მშვიდობიანობის საქმეს დაადგს, მაგრამ რაც უნდა იყოს ჩვენ გარშემო. იმისთანა საქმეები ხდება, რომ სამშობლოს სიკეთე მოითხოვს ჩვენგან დაუდგრომელ სიფხიზლეს. ამისთანა მძიმე მოვლენათა აღსავსე დროს, ცრუ მიმართულება ან რისამე წინ დაუხედავად განაჩენი დასაღუპავ შედეგს მოასწავებს ჩვენთვის. ბევრჯელ დაგიმტკიცებიათ თქვენი გონიერება და მამულის მოყვარეობა, და ამის გამო იმედი მაქვს, რომ ამისთანა განსაცდელით აღსავსე დროს ურთიერთშორის ერთობას და ჩემს მთავრობასთან თანხმობას არ დაარღვევთ და მით არ დაუკარგავთ სერბის იმ ზნეობის სიმაღლეს, რომელიც შეიძინა მან ამოდენა მსხვერპლის დადებითა.“

— ერთი რუსული გაზეთის კორრესპონდენტი იწერება ვენიდგან: „აქ თუმცა სერბიის საქმე გარდაწყვეტილია, ე.ი. თუმცა სერბიის ნეიტრალიტეტს ეჭვი არ აქვს, მაგრამ მაინც მომავალი სკუპშტინა (იგი რომელიც ზევით მოვიხსენიეთ) ცოტად თუ ბევრად აშინებს პოლიტიკის მიმდევარს საზოგადოებას. საზოგადოების აზრით მთავრის მლანის მდგომარეობა ძალიან შერყულია და რომ თავი გადირჩინოს იგი იძულებულ იქმნება ახლანდელი სამინისტრო გადააყნოს. გადააყენებდა კიდეც, დარმუნებული რომ იყოს, და იმედი ჰქონდეს სხვას მკვიდრს სამინისტროს შევადგენო; მაგრამ მილანს ესმის, რომ ამ გვარის სამინისტროის შედგენა თითქმის შეუძლებელია და ისევ რისტიჩის კალთას დაიჭერს. თუმცა რუსეთის მთავრობა ჰსწყალობს მილანს, მაგრამ ეს წყალობა მოლოდ იმისთვის თუ გამოადგება, რომ ომის გათავებამდე ტახტი შერჩება, თორემ სხვაფრივ კი არაფერს არ შეეწევა ამის გამო მილანი ეხლა შინობაში სცდილობს იმისთანა შემწეობა მოიპოვოს, რომელზედაც იმედით დანდობა მისთვის შესაძლოა ჩერნოგორიელთა გამარჯვებაც დიდ ვნებას აძლევს სერიის მთავარსა და მის მთავრობას. სერბიელთა შორის თან და თან მატულობს ჩერნოგო რიის მთავარისადმი თანაგრძნობა და სიყვარული.“

თუ ეს ყველა მართალი აღარავის არ უნდა უკვირდეს რომ მილანს თავის ქვეყანაში სახელი გაჰსტეხია.

წვრილი ამბები — აზეს Indépendance Belge-ს ტრაპიზონდამ ჰსწერენ: „უკანასკნელი ამბები ძალიან აწუხებენ საზოგადოებას, მეტადრე არზრუმში, სადაც დიდი დარღვეულობა და ეშინიანთ მხედრობაც ამ მდგომარეობაში არ ჩავარდეს. ეს მით უფრო შესაძლებელია, რომ ჯარი თითქმის ნახევრად უბრალო გლეხებისაგან არის შემდგარი, რომელთაც თავის დღეში ცეცხლი არ უნახავთ და რომელთაც მხოლოდ ეხლა ასწავლიან საქმროდ თოფის ხმარებას. თუ რუსებმა ისარგებლეს ამგვარის გარემოებით, შესაძლებელია, რომ ერთის თვის განმავლობაში არზრუმს მივლენ და ადვილათაც აიღებენ, რადგანც ეს ქალაქი კარგა გაწყობილ ჯარს ვერ გაუმაგრდება. მაგრამ თუ მუხთარ-ფაშა დააბრკოლებს როგორმე რუსის ჯარს და სამს ან ოთხს კვირას შეაყენებს სოღანლუღის მაღლობზედ, მაშინ ოსმალებს უფრო მეტი იმედი ექნებათ გამარჯვებისა ვიდრე ეხლა, რადგანაც მიველ დღე ახალ-ახალი ჯარი მოსდით. ოსმალებს დიდი იმედი აქვსთ ქურთების იჯარისა, რომელთა მოსაკრეფად და წასახალისებლად ქურთისტანში გაგზავნილია ბაჰრი ბეი, ბედირ-ხანისშვილი,

„ქურთისტანი, როგორც ყველა ელის ხალხთა ქვეყანა არასდროს არ ყოფილა წესიერ სახელმწიფოდ განწყობილი. იგი შემდგარია რამდენიმე ტომთაგან რომელნიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ყველას თავ-თავისი მოთავე ჰყავს. მაგრამ, ყოველთვის ამ მოთავეთა შორის ერთი რომელიმე გამოჩნდებოდა და უფლებას დაიპყრობდა ხოლმე მთელს ხალხზედ. ამ ჟამად ქურთისტანის ერთი ნაწილი სპარსეთს ემორჩილება და მეორე ოსმალეთს, ის ტომნი რომელნიც სომხეთის ახლოს არიან მოსახლებულნი ხვნა-თესვას არიან მიჩვეულნი, და რომელნიც ამ ორთა სახელმწიფოთა საზღვარი შუა სცხოვრობენ იმათ კი ელის ხალხის ჩვეულება შერჩათ. ქურთები მხოლოდ ავაზაკობით და ცარცვით იკვებებიან, სპარსეთის და ოსმალეთის სახელმწიფოს ემალებიან ხარჯი არ მიგვაცემინონო. ბევრჯელ გაუგზავნია ხონთქარს მაჰმუდს ჯარი მათთა დასამორჩილებლად, მაგრამ ვერ გაუწყვია რა: რაკი ჯარი გაბრუნდებოდა, ქურთები ისევ თავისას მოჰყვებოდნენ. თუმცა ქურთებს ძალინ უყვართ ცარცვა. მაგრამ თავის სიტყვაზედ კი მაგრა დგანან. 1839 წ. ქურთებმა თვისთა მოთავის ბედირ-ხანის წინამღომლობით ომი აუტეხეს ოსმალეთს.

ოსმალეთმა მანამ 60,000 ჯარის კაცი არ გაგზავნა ვერ დაიმორჩილა ბედი-ხანი, რომელიც ბოლოს დაატუსაღა და კანდიაში გარდაასახლა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. შვილი მისი ბაჰრი-ბეი სტამბოლში გაიზარდა.

ეხლა ოსმალეთი ჰსცდილობს ბედირ-ხანის სახელით ისარგებლოს და მის შვილს მოაკრეფინოს ქურთებთა შორის რაც შეიძლება მომეტებული ჯარი.“

რუსულის გაზეთის „Новое Время“-ს კორრესპონდენტი (რუსი) ვენიდამ იწერება: „ჩეხიის ხალხის აღელვება დიდ ყურადღებას იზიდავს, როგორც ვენის კაბინეთისას აგრეთვე საზოგადოებისაც პეტერბურღში ვერც კი წარმოიდგენენ რაგვარ მნიშვნელობას აძლევენ აქ ამ აღელვებას. ჩეხიელნი, რასაკვირველია, დიდის თანაგრძნობის ღირსნი არიან, და რასაკვირველია სასიხარულოა რომ იგინი ასე მეგობრულად გვაწდენენ ხელს, მაგრამ მაინც ამ გვარი მოძრაობა ამ ჟამად ჩვენთვის მავნებელია. პანსლავ ომის მოლანდებას შეუძლიან აქ ისე განარისხოს მთავრობა, რომ უსქმო მდგომარეობიდამ გამოიყვანოს და ხელში იარაღი ააღებინოს. სლავიანთა გვარ-ტომობის გაძლიერება ავსტრიაში არც ვენგრიელებს უნდათ და არც ნემენცებს; ამიტომ ამ საქმის აღძრა ამ ჟამად ვგონებ, უდრო-უდროა. ჩვენ ჯერ დუნიაზედ უნდა გავათავოთ ჩვენი ანგარიშები, იქ კიდევ ბევრი შრომა და ღვაწლი მოგველის.

„ბოლგარიის დაჭერა ხომ ძნელია, ხოლო მისი მომართვა და ზნეობითი შეკავშირება რუსეთთნ უფრო ძნელი იქმნება. ამ სიძნელის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ბოლგარიის განათლებულნი წინა-კაცნი არ ენდობათ რუსეთის უანგარობას და ვინც დღეს თავსა ხრის რუსეთის დროშის წინაშეა იქნება ხვალ ჩვენ წინა- აღგვიდგნენ. საქმე იმაზედ იქნება დამოკიდებული თუ როგორ მოვახერსებთ ბოლგარიის განწყობასა და აღდგინებასა.

ბოლგარიაში ამ ჟამად, როგორც მოგეხსენებათ, რუსის მმართველობაა შემოღებული და დროებით თ. ჩერკასკი არის დანიშნული გუბერნატორად.

ამ საგნის შესახებ გაზეთის „Times-"ის კორრესპონდენტი ბუხარეტიდამ იწერება: „რა ქალაქშიც შედის რუსის ჯარი იმ წამსვე მუნიციპალური განწყობილება იმართება მაჩინი, სისტოვო და ტირნოვო. ქრისტიანთა უფროსია ექვემდებარებიან კიდეც, რომელნიც თვითონ მცხოვრებთა მიერ არიან ამორჩეულნი.

ბოლგარიის სათემო მმართველობა ტირნოვაში იმართება პირდაპირ თ. ჩერკასოვის ზედამხედველობით.

ბოლგარიის მმართვას აწესებენ საკუთართა კანონთა მიხედვით ახალი წესდებულება დამყარებულია საფრანგეთის კანონებზე და იმ ცვლილებთან პროგრამმაზე, რომელნიც სტამბოლის კონფერენციის მიერ იყვნენ შემუშავებულნი.“

- ერთს ავსტრიის გაზეთში სწერია; „სრულიად მართლდება ამას წინად გავარდნილი ხმა, რომ სერბიას და რუმინის ერთ-ერთმანეთის შორის პირობა დაუდვიათ შესახებ ჯარის სერბიაზედ გაყვანისა და სერბიის ომიანობაში მონაწილეობის მიღებისა. ამ განაწილების მიზეზის პოვნა ადვილია. თვითან ოსმალები მისცემენ ამ მიზეზს, რადგანაც ოსმან ფაშა უსათუოდ ეცდება დაიჭიროს ნეგოტინი და სხვა ადგილები მდ. ტიმოკზე, რომ როგორმე გზა შეუკრას რუმინიელებს. ომის მიზეზიც ეს იქნება.

ამას რუსული გაზეთი „Новое Время“ შემდეგ შენიშვნას უმატებს: „ამ საქმეში რუსეთი სრულებით არ არღვევს თავის სიტყვას, რომელიც ავსტრიას მისცა სერბიის ნეიტრალიტეტის დაცვის შესახებ, რადგანაც რუმინია სრულიად თავისუფალია და თავის მხრით შეუძლიან მოზავე მოიპოვოს. თუმცა ეს ბოლოს სულ ერთი გამოდის, მაგრამ დიპლომატიური ფორმა ხომ დარღვეულ არ იქნება; სახელმწიფოთა შორის საქმეც ეს არის“. ალალ-მართლობა ყოველ საქმეში საქებია.

— ინგლისურს გაზეთს „Standard-ს ბერლინიდამ დეპეშა მოსვლია, რომელიც ამბობს, რომ ოდო როსსლს, ინგლისის ელჩს გერმანიის წინაშე, უთქვამს თურმე, რამ ინგლისი არას დროს არ ჩაჩუმდებაო თუ რუსეთი სტამბოლს დაიჭერსო. ბისმარკს მიუგია თურმე რომ სტამბოლის დაჭერა უკეთესი ღონისძიებაა იმისათვის, რისათვისაც რუსეთმა ომი გამოაცხადაო.

— გაზეთი Голос–ს რაგუზიდიმ დეპეშა მოსვლია, სადაც მოხსენებულია რომ სერბიას და ჩერნოგორიას ზავი შეუკრავთ ერთი ერთმანერთში და მილანსა და ნიკოლოზს ხელიც მოუწერიათო. მართალია ეს ამბავი თუ არა ღმერთმა უწყის.

– პარიჟიდამ იწერებიან, რომ არჩევანი საფრანგეთში 14 ოკტომბერს არის დანიშნულიო.

4 მგზავრის წერილები

▲back to top


მგზავრის წერილები

სვანეთზედ

22-ს მკათათვეს 1973-ს წელსა, ქუთაისიდამ შუადღისას ლეჩხუმისაკენ გავემგზავრე; იმავე საღამოს სოფ. ნიკორის-ბოლოს მივატანეთ. ჩემთან იყო ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ჩემსავით გახარებული იყო სვანეთის ნახვისათვის და რომელიც ყოველთვის მზათ იყო ამ გვარ მგზავრობისათვის; ორი კაციც გვახლდა ჩვენ, რომელთაც ლაილაშამდინ ცხენები გვაქირავეს,და გზაში ჩვენ ერთი იმერელი მოგვეწია, იმავე ლაილაშს მიმავალი. ქუთაისიდამ მოყოლებული ნიკორის-ბოლომდინ მშვენიერი გზა მისდევს რიონის ხეობას, ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზედ.ეს გზა კარგათ არის შოსსეთ დაგებული და თუმცა კი ცოტათი ვიწროა ეკიპაჟების სიარულისათვის, მაგრამ, ცხენოსან კაცს–უკეთესი გზა არ უნდა. მაგ იმერელმა გზაში ბევრი გვასიამოვნა; რაღაც ნაირ ფერის ჯორზედ იყო დასკუპებული და წახრილი და ჯორსაც კუდი ნადირისაგან გადაჭმული ჰქონდა. როცა დეზებს შემოჰკრავდა თავის ჯორსა ეს იმერელი, კუდს ისე გააბზეკდა ჯორი, რომ უნებურათ გაგვაცინებდა ხოლმე. გზაში, ამ ნაირი შექცევა ძალიან სასიამოვნოა, დაღალულობას ვეღარა გრძნობსმგზავრი. სულ ხმა გაუწყვეტლათ ლაპარაკობდა ეს ჩვენი იმერელი; ენა არ ეღალებოდა; ზოგს ზღაპრებს და ანდაზებს და სხვა და სხვა ამბებს გვეუბნებოდა. უმეტესად კი ტყის კუდიანებზედ ჰქონდა მუსაიფი, რომელიც ვითამ ამ ალაგებში უნახავს მაგას, საცა ჩვენ მივდიოდით. ბოლოსა ჰსთქვა, რომ ჩვენ ამ კუდიანებს „ჭინკას“ ვეძახით.იმ წამსვე მე აზრში მომივიდა, რომ ეს იმერული„ჭინკა“, უსათუოთ მაიმუნის გვარი ნადირი უნდაიყოს, იმიტომა რომ, აფრიკაში არის პატარა მაიმუნი, რომელსაც იქ ეძახიან „ჭინოკა“ ანუ „ჭინაკო“, როგორათაც იქ, იმერეთში, ჰრქმევია.ვინ იცის, იქნება მართლა ეგ გვარი მაიმუნი იპოვებოდეს კავკასიის ტყიან მთებში? თორემ რათ იქნებოდა ამ სახელში მაგისთანა ახლო მგზავსება, და აფრიკანების სიტყვა „ჭონოკა“, „ჭინაკო“, ჩვენს ენაში საიდამ შემოვიდა, თუ არა იმ მიზეზით, რომ აქაც ყოფილიყოს აფრიკის ნადირი.

სანამ ღამის სათიებელად სოფ. ნიკორის-ბოლოსმივიდოდით, გზაში კარგათ შემოგვიღამდა; დაეს იმერელი, აკი ფრთხილი არ ყოფილა, სულ ხანჩემ ცხენს ეხახუნებოდა და ხან ჩემ ამხანაგისცხენსა; უკან დარჩენა ან წინ წასვლა და განზედგადგომაც ეშინოდა თურმე. როგორც რომრამე ხმა ტყიდან შემოგვესმოდა, ან ფოთელიშეირყევოდა ან ხე დაიჭრიჭინებდა, იმას სულჭინკები ეჩვენებოდა. ძრიელ სასაცილოთ კიავიგდეთ ეს ჩვენი მამაცი იმერელი და ძრიელაცშეგვიფხუკიანდა, მაგრამ შიშმა და სიფრთხილემვერ მოგვაშორა. სხვათა შორის მაგან ერთიგასაკვირველი ამბავი გვიამბო. - 1872-ს წელსა,რიონის მარცხენა მხარეზედ, სოფელს ტვიშისმახლობლად დიდ და მაღალ კლდეზედ, მისისიმამრის თხები ყოფილან საძოვრად გარეკილი.დარჩნენ თხები იქა დიდ ხანს, და მარტში თოვლირომ დაინძრა და დენა დაიწყო იმ კლდიდამ, სამითხა, დიდ თოვლის ზვავს ხრამში ჩიმოჰყვა დაეხლაც იქ არიანო. მაშ, მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. ესეც უნდა მოგახსენოთ,რომ როცა ამ იმერელმა ის ადგილი დაგვანახაგამოღმიდამ, სულ უნაყოფო და უბალახო,ტიტველი ადგილი ყოფილა. ჰალბათ ამ თხებმაიქ ბალახიც ი პოვეს და წყალიც მთელი წლისგანმავლობისა, რომ იმდენს ხანს გასძლეს იქა.ჩვენ პატარა დურბინდი გვქონდა, ბინოკლს რომეძახიან, და იმითი ცხადათ ორი თხა დავინახეთ,და ისეთ სიშორეს არიან რომ თოფის ტყვია ვერმიუწევს და ისეთი ადგილია, რომ კაცს ვერაფრისღონის ძიებით იქ მისვლა არ შეუძლიან. ჯერ, ამაშიგასაკვირველი არა არის რა; საქმე იმაშია რომ, ამთხებს რაღაც ნაირი მფრინველი არა სშორდება;ზაფხულს ამ მფრინველებს თავის ბუდეებში ბალახი შეაქვთ და ახლო-მახლო პატარ-პატარაბულულებათ ინახვენ ბალახსა საზამთროთ.ზამთარში თხა ამ ბალახით ირჩენს თავსა, დამათი განავლით კი-მფრინვლები ძღებიან;ერთიერთმანეთს ეხმარებიან საკვების შოვნაში.რა მშვენიერი ბუნების დაწყობილობაა!!? ბევრი მარწმუნებდა მე, რომ მართლაც არის იმისთანა მფრინველი, სახელად „შურთხი“,რომელიც ჯიხვთან ცხოვრობს და არა სშორდება,რომელიც ზაფხულს ბალახს უმზადებს დამონადირე და ნადირისაგან აფრთხილებს ჯიხესა მონადირეებმა მითხრეს, რომ როდესაც ჯიხვზედსანადიროთ მივალთო, ხოლოდ იმ ბალახისთივის ბულულებით მივაგნებთ ჯიხვის ბინასაო;და ხშირათ ეს შურთხი, როცა მონადირეებსდაინახავს, რაღაც ნაირათ დაუშტვენსო და ესშტვენა ჯიხვს აფრთხილებს და გაგვეპარებახოლმეო. იმისთანა მონადირეებმა მიამბეს მე ესამბავი,რომ იმათი სიტყვა მე, რასაკვირველია,ჭეშმარიტად მიმაჩნია.

ეს ჩვენი იმერელი კი გვიმტკიცებდა, რომ კუდიანები ინახვენ იმ სამი თხასაო; ამ კუდიანებს იმერლები „ჭინკას“ ეძახიან და მეგრელები - „ოჩიკოჩი“.

ღამე, ნიკორის-ბოლოს, რომ მივატანეთ, უცეფ შეგვაყენა რაღაცამ. რა არის? რა ამბავია? ვიკითხე რასაკვირველია. თურმე ერთ დიდ ხიდს მივადექით, დიდ-უშველებელ ხრამზედ, და ზედშუა გზაზედ ამ ხიდის თავში გადარაზული ჭიშკარი ყოფილა; იმისთანა ჭიშკარი, შლაბ ჰაუმს რომ ეძახიან, მაგრამ სულ მთლად დახურული და ფიცრით აკრული ყოფილა. მე გამიკვირდა ამ შლაბჰაუმს აქ რა უნდა მეთქი. თურმე რა ყოფილა. დაბინდდება თუ არა ეს შლაბჰაუმი იკეტება კლიტეებითა, რაზებითა ისე რომ ვერაფრის ღონისძიებით მგზავრი ვერ გააღებსდა ყოველთვის ხიდის მცველმა, ყარაულმა, ანუ „სტოროჯმა“, როგორც იქ ეძახიან, უნდაგაუღოს კარი მგზავრსა და გაატაროს.თურმე რა მნიშვნელობა ჰქონია ამ კარსა? რადგანაც იმერეთში ხარი პარიები და ცხენიპარიები ბევრნი არიან, და ამგვარი ქურდობაც გახშირებულია, ეს ხიდი ქურდსა გზას უჭრის.შესკუპდება თუ არა ცხენი-პარია მოპარულს ბედაურზედ, მაშინათვე გზა-გზა ლეჩხუმისაკენ გაქანდება; უცებ მიაწყდება ამ შლაბჰაუმს; რაღაქნას? უკან თუ გამობრუნდება, მდევარს დაეტაკება,რასაკვირველია თავის ნაპარავს თავს მიანებებსდა თავათ ფეხ-და-ფეხ გაძვრება ხიდზედ დაწავა თავის გზით; ნაპარავი საქონელი კი აქეთკენა რჩება. ქურდი აქედგან ვერსად წავა,თუ ცხენს თავი არ მიანება; მარცხნივ საშინელიდიდი კლდეებია, მარცხვნივ საშინელი ხრამიდა გიჟი რიონი. რსააკვიველია თავისი თავიმოპარულ საქონელის თავს ურჩევნია ქურდსა,და გაი პარება. ხან-და-ხან კი ისეა ეს ჭიშკარი,რომ კაცი შიგ თავს ვერ გაიძვრენს ხოლმე, დაამ შემთხვევაში სწრაფათ იჭერენ ქურდებსა.ამათ თავისი კისრის აბოლება ურჩევნიათ, თავის გადაჩეხის მაგიერად.

ამ გზაზედ, ჩვენ რომ მივდიოდით, ღამე არავინ დადის, ფრთხილობენ. ისეთი ბნელა ღამეა ამადგილებში, რომ თუ არ გაჭირება, ძვირად გაბედავს მგზავრი სეირნობას. ვინმე ცხენიპარია თუ გაივლის, ან ჩვენისთანა დაგვიანებულიმგზავრი. შუაღამე კარგა ხანი გადაცილებულიიყო, ჩვენ რომ მივადექით ამ შლაბჰაუმსა.ბევრი ხანი ვეწვალენით და კარგა ხანსვუძახოდით ხიდის მცველს, რომ გაეღო კარებიდა ჩვენ გავეტარებინეთ. გამოვიდა ბუტ-ბუტით,გამოგვკითხა ჯერ ვინა ვართ, ამ დროს რათმოვდივართ, სად მივალთ, ცხენები ვისი გვყავსდა მერე, ბოლოს, როცა დარწმუნდა რომ ჩვენავაზაკები არ ვიყავით, გაგვატარა და ცოტამძიმე-მძიმე სიტყვებიც თან მოგვადევნა. ამ ხიდსრომ დავსცილდით ჩვენ ღამის დასადგომს ბინასმივადექით ნიკორის-ბოლოს დუქანში, რიონისპირზედ. შევისვენეთ თუ არა და ცოტა ვახშამიცშევკბიჩეთ, როგორც იყო ერთი პაწია ოთახში,უფრო გალიაში, დასაძინებლათ მოვთავსდით.ეს ოთახი თავისის კედლებით და ჭერით სულსხვა და სხვა ფრის ზოლიან ჭრელ-ჭრელისქაღალდით ყოფილა გაკრული (შპალერებითა)ისე რომ სულ თვალებსა გვჭრიდა, და ვნანობდი რომ ამ ოთახში შევედი, მაგრამ რა უნდა გვექნა,სხვა ოთახი იმ მედუქნეს არა ჰქონდა, დაგარეთ დარჩენაც არ შეიძლებოდა წვიმისაგან, რომელიცა მთელ ღამესა საშინლად ჰსწვიმდა.ძილი არ მოგვდიოდა და დავიწყეთ ლაპარაკიდა მუსაიფი. იქვე ერთი მგზავრი ლეჩხუმელი გავიცანით, რომელმაც გვიამბო შემდეგი ამბავი.

რიონის მარცხენა პირზედ არის დიდი-მაღალიმთა-კლდე, და იმ კლდეში დიდი გამოქვაბული მღვიმე; იმ მღვიმეში ყოფილა კაცის ძვლები, ხუთისიგძითა. არშინი ვითამც, რამდენიმე წლის წინათ,რუსეთიდამ ერთი მდიდარი ქალი მოსულიყოსიმ განზღრახვით, რომ ამ მღვიმეში უნდა შემძვრალიყო. გააკეთებინა დიდი უშველებელი ხის კიბე და ამ კლდეზედ მიაყუდებინა. თვითონავიდა და იმ მღვიმიდამ გადმოუგდია რამდენიმე კაკლის ფიცრები, ძველი უშველებელი ლაფჩინებიდა ერთი კაცის, თეძოს ძვალი ორ არშინიანი.ეს მთხრობელი გვარწმუნებდა ჩვენ, რომთვითონ იყო იმ ქალთან და თვითან საკუთარისთვალებით უნახავს, და მოწმათ წმინდა გიორგიცმოგვიყვანა და გრაფი რაზმორდუკი, რომელიცაიმ დროს იმ ქალთან ყოფილიყოს. ამ გრაფზედეს ამბავი ორჯელ მითხრეს და ალბათ მოხდა ამგვარი რაიმე საქმე. ჩვენმა მგზავრმა, იმერელმაკი დაუმატა, რომ ვითამც ის ლაფჩინი ჩაუცვიაკიდევაც, და იმ ქალსა „ისთე პაწია ფეხი ჰქონია,რომე, მისდღემში მისთანა ფეხი, აჰ, არ მინახავს;რაშუაშია, ბოვშის ფეხი, ბატონო, რომე, ხუთიიერთათ ჩევიდოდა იმე ლაფჩინშიო.“

მკათათვის 23, განთიადისას, მივატოვეთნიკორის-ბოლო და სადილობისას ლაილაშსმივედით; მივედით ლაილაშს, საცა ლეჩხუმისუეზდის ნაჩალნიკის ბინა არის, მიროვოი სუდიანუ სამსჯავრო, შკოლა და ბაზარია. ერთისიტყვით დაბა ლაილაში ლეჩხუმის პირველიქალაქია. მთელი გზა, ნიკორის-ბოლოდამმიყოლებული ლაი ლაშამდინ ისე კარკათ არისგაკეთებული და იმისთანა მშვენიერ ხეობაშიმიკლაკნილ-მოკლაკნილია, რომ გუნებაშიმიხაროდა რომ ამისთანა ხამს და მიუკარებელსადგილებში, ისე მშვენიერად გაპლანურიყოფილა და სულ შოსსეთ დაგებული. ლაილაშსრომ მივედით, მშვენიერ ქვით-კირის სასოფლოშკოლის შენობაში დაგვაბინავეს. ეს შენობაახლად იყო აშენებული, რომელშიაც ლაილაშისსასწავლებელი ყოფილა გახსნილი, საცაროგორათაც თავადთა და აზნაურთა შვილები სწავლობენ, აგრეთვე გლეხობის შვილებიცა. ამდროს მოწაფეები თავ-თავის სახლებში იყვნენსაზაფხულოდ გასტუმრებულნი; და რადგანაც ლაილასში სხვა თავისუფალი შენობა არ იყო ამ დროს თავის სტუმრებისათვის, ამიტომაც ბინათჩვენ ეს შკოლის შენობა მოგვცეს. მინდა გამეგოროგორმე ამ შკოლის ამბავი და აღმეწერა კიდეც,მაგრამ ჩემს საუბედუროთ თვითან შკოლისმასწავლებელიც იმ დროს, სხვაგან ყოფილიყო,ასე რომ, გარდა ამისა რომ ეს შკოლის შენობააშენდა ლეჩხუმის თავად-აზნაურთა შემწეობით,და არის გრძელი ქვითკირი, რვა თუ ცხრათვალი ოთახი აქვს, კლასსები და ყოველის ფერიკარგათ და ჩინებულათ არის გამართული და მასწავლებელიც ქართველი კაციც ყოფილა, მესხვას ვეღარას ფერს მოგახსენებთ; და კიდევიმას, რომ ამ შკოლაში ორმოცი თუ ორმოცდაათი ყმაწვილი სწავლობსო. ჩვენს ბინაზეროგორც მივედით თუ არა, იმ წამსვე ლაილაშისმბრძანებელმა ვალად იცნეს ჩვენი ამბისშეტყობა და მოკითხვის გამოგზავნა, თუ როგორ მშვიდობით მოვიარეთ ქუთაისიდამ.

უნდა ვსთქვა, რომ ქუთაისსა და ლაილაშს შუაცხენით სასიარულო გზა-მშვენიერია; და ამ დროსდიდი მუშა ადგა იმ გზის გასაგანიერებლად,ეკი პაჟების სასიარულოდ. მითხრეს კიდეც,რომ ვითამც შოფტის ცხენების დაყენებასაც აპირებენო.[1] ქუთაისიდამ დაბა ლაილაშსმიმავალ კაცსა ან საკუთარი ცხენი უნდა ჰყავდესან არა და ბეგრის ცხენით უნდა იაროს. მე ძალიანმომეწონა ქუთაისისა და ლეჩხუმის უეზდებისნაჩალნიკების დაწყობილობა; არა თუ ამ ორისუეზდის უმფროსებისა,აგრეთვე დანარჩენისუეზდებისაც. საქმე იმაშია რომ, ყოველსსამამასახლისოში, რომელიც შეიცავს 6 ან 10სოფელს, მამასახლისის სოფელში ფოშტები არისგამართული სოფლელის ხალხის ხარჯით,ესე იგისოფლის უპრავლენიაში, კანცელარიაში ხუთი ანექვსი საჯდომი ცხენი მგზავრისათვის მზათ არის,ხანდისხან მეტიც. რომელიმე გლეხ-კაცს იჯარით აქვს აღებული ამ გვარი ფოშტის ცხენები; ხუთი,ექვსი, ან რვა ცხენი უსათუოთ უნდა ჰყავდეს, დარასაკვირველია უმეტესად ან უბელო ცხენებია, ანმარტო კეხებიანი; და სოფლების საზოგადოება თითო ცხენზე ამ მოიჯარადრეს წელიწადში ექვს ექვს თუმან ფულს აძლევს. ამ კაცმაყოველს მგზავრს რომელსაც „პადაროჟნა“ აქვს,ანუ რუსულად. უნდა მიართვას ცხენები დამგზავრმა თითო ვერსტზედ და ცხენზედ უნდამისცეს ხოლმე სამ-სამი კაპეიკი, პრაგონი. ესკაციც, რომელსაც იქ ეძახიან „ფოშტას,“ თავისცხენებს უნდა გაჰყვეს ხოლმე, მეორე „ფოშტის სტანციამდინ“ როგორც იქ ასახელებენ; და აქა,ამ გვარათვე ცხენებსა სცვლიან და მგზავრი დაუბრკოლებლად მიდის. მაგრამ უნაგირებიკი ან საკუთარი უნდა ჰქონდეს მგზავრსაან არა და უბრალო კეხზედ უნდა შეჯდეს.ხანდის ხან ამისთანა სტანციებს შუა ხან ხუთივერსტია და ხან ოცდა ხუთი და ორმოციც–ესსოფლის კანცელარიაზე ჰკიდია. რა სიშორე ზედ კანცელარია არის, „ფოშტაც“ იქ ყოფილა.ამ გვარად, ჩვენ ქ. ქუთაისიდამ მოიჯარადრისცხენებით, რომელიც თავს ისახელებს „ფოშტავარ“, მივედით ჩვენ ქუთაისის უეზდის, სოფელს მექვენას. აქა კარგა ხანს შეგვაჩერეს, ცხენებსიჭერდნენ სათივეებში; მოგვიყვანეს ახალიცხენები, პრაგონიც ჩაიგდო ჯიბეში „ფოშტამ“და მიგვიყვანა სოფელს ნიკორის-ბოლოს, საცა„ფოშტა“ არ ყოფილა თურმე და მეორე დღესიმავე მექვენას ცხენებმა ლაილაშს აგვიყვანეს ასე,რომ ქუთაისიდამ ლაილაშამდინ 80 ვერსტია დამხოლოდ ერთხელა ჰსცვლიან ცხენებს, მექვენასა.ახლა ამ ცხენებსა, უკან რომ დაბრუნდებიან,კიდევ მოჰყავთ მგზავრი, და პრაგონსაც მეორეთიღებენ. მე მგონია, რომ ამისთანა დაწყობილობა,რომ ჩვენს გორის უეზდშიაც შემოიღონ, უროგიარ იქნებოდა; მაგრამ ჩვენს საუბედუროთ ჩვენინაჩალნიკები არ ყოფილან თურმე ქუთათურებზედგამჭრიახი ხალხი, თორემ ჩვენშიაც შემოიღებდნენამ გვარ შემსუბუქებულს მგზავრობას.

დაბა ლაილასში მდებარეობს მაღალ მთაზედ; ამასაც ლაილაიშის მთას ეძახიან; უმეტესი კი ამბობს რომ მთა-ლაილა ჰქვიანო. ლაილაშს მშვენიერი გადასახედი აქვს, ლეჩხუმს გადაჰყურებს; დაბასა დიდი ყაბახი აქვს და ამ ყაბახზედ ჩინებულ ბაღს ჰმართვენ და ამ ბაღიდამ ლეჩხუმის სოფლები მოჩანან ორმოცამდინ, მოჩანს ის მშვენიერი გზა რომლითაც ჩვენ მივედით, და რომელიც მთა-ლაილას გარს უვლის და ეკლაკნება, იმ გვარად როგორც დიდი შოსსეს გზა სურამის მთაზედ. ამ ბაღიდამ კარგათა სჩანს მდინარე ლაჯანურა, რომელიც მთა-ლაილას ქვეშ მიმდინარობს და რიონს მარჯვენა მხარეს ერთვის. ნიკორის ბოლოს ათ ვერსტს, რომ გადმოვსცილდით, საცა ლაჯანურა რიონს ერთვის, რიონის წყლის პირი მივატოვეთ და ლაჯანურის წყლის პირის გზას დავადექით, რომელიც ათ ალაგას ლამაზი ქვითკირის და ხის ხიდებზე გადადის წყალსა. თვითან ლაილაში კი ძალიან მაღლა მდებარებს ამ ლაჯანურაზედ, ასე რომ დაბაში წყაროს წყალსა სმენ, და წყალიც მშვენიერი და გემოვიანი და მარგებელი ყოფილა. კარგა-ძალი შენობა არის ლაილასში; ბევრი თითო ეტაჟიანი ქვითკირის სახლები ყოფილა, უთვალავი დუქნები, ზოგი ხისა და უმეტესი ქვითკირისა, და სულ ურიებისა ყოფილა. დაბას მცხოვრები უმეტესი ურიები არიან. დაბასლეჩხუმის უეზდის ნაჩალნიკის სახლია თავის უპრავლენიით; სამსჯავრო სუდი, ეტაპის სახლი, სასოფლო მაღაზია, შკოლა, ეკკლესია, ურიების სალოცავი თორა, მათი შკოლა და ბაზარი. თითქმის ქალაქი ყოფილა![2] .

23-ს მკათათვიდამ 29-ს რიცხვამდის ჩვენ ლაილასში დავრჩით, რადგანაც მე თვით ლაილასში მქონდა საჭირო საქმე და აგრეთვე ლეჩხუმის უეზდშიაც, და ამ ექვს დღეში ჩვენ ნელნელა ცოტ-ცოტათი თავისუფლად-სვანეთისაკენ გამგზავრებისათვის ვემზადებოდით. სვანეთისაკენ გამგზავრება ცოტათი გვამძიმებდა და გვაბრკოლებდა მითი რომ, რა ხანსაც მგზავრობას მოუნდებოდით დარახანიც სვანეთში ყოფნასაც მოუნდებოდით ჩვენა ყოველ ნაირი ჩვენი სარჩენი, ხარჯი, ხორაგი თან უნდა წაგვეღო და საკუთარი ცხენები უნდა გვყოლოდა და ან უნდა გვექირავნა; და ეს უფრო გვაბრკოლებდა, იმიტომ რომ ძრიელ იშვიათათ ბედვენ ლეჩხუმლები თავისის ცხენების მიქირავებას სვანეთის მოგზაურობისათვის; და ისიც, რომ სვანები თურმე არასდროს და არას გზით თავის ცხენებს, ვისაცა ჰყავს, მგზავრებს არ აძლევენ და ვერაფრის ფულით სვანეთში მგზავრი ცხენს ვერ იქირავებს. ამისი მიზეზები სულ დაწვრილებით ქვემოთ იქნება მოხსენებული. მაგრამ როგორც იყო, ჩვენ ექვსის კვირის სამყოფი ყოველისფერი მოვიმზადეთ, და ცხენებიც ვიქირავეთ; ოთხი ცხენი, დღეში ექვს აბაზად ლეჩხუმელ-კაცისაგან, რომელიც თვითან გამოვგყვა ფეხით, და ხან და ხან კი ჩვენ ბარგზედ ზევიდამ დააჯდებოდა, თუმცა კი მისივე ცხენს კარგათ უმძიმდა.

30-ს მკათათვეს, გათენებისას ლაილაშიდამ გავედით და სვანეთის გზას დავადექით, ჩვენ ვიყავით–ცხრანი, და გვყვანდა თოთხმეტი ცხენი, ზოგი ბარგს ქვეშ, ხორაგსა და ხარჯს ქვეშ, და ზოგზედ ჩვენ ცხრანი ვისხედით. უწინდელის ქუთაისის ღუბერნატორის ბრძანებით ჩვენთან უნდა წამოსულიყვნენ სვანეთის პოლიციის პრისტავი თავადი ზაქარია ჯორჯაძე, თავისი მთარგმნელითა (პერევოდჩიკითა), ბაქრაძე, ლეჩხუმის უეზდის ნაჩალნიკის ბრძანებით, გამოგვყვა მილიციის პრაპორსჩიკი სამთელაძე და დანარჩენნი იყვნენ ჯორჯაძის ჩაფრები. სუყველა ეს პირები ჩვენ ლაილასში დაგვიხდნენ სულ მთლად მომზადებული ამ მგზავრობისათვის, რომელთაც წინათვე მისვლიათ მოწერილობა ქუთაისიდამ ამ მგზავრობის თაობაზედ. ერთს საათს შემდეგ, მთა-ლაილას დიდ თავდაღმართს დავეშვით და ლაჯანურის ფონს გავსცილდით[3]. ამ გზაზედ გავიარეთ ლამაზი სოფლები: გუ, ლაჯანა, ახალ-ჭალა, ორბელი, და ჭყუტერი. ეს სოფლები მდებარებენ მთა ლაილას პირდაპირ მთის ქედზედ ლაჯანურის მარჯვენა მხარეს. ამ სოფლებზე მიდის კარგი გზა, თუმცა ძალიან ვიწრო, ასე, ორი ცხენოსანი ძლივს დაეტევა, მაგრამ სულ შოსსეთ დაგებული, და ეს გზა სჭრის ჩინებულ ტყეს, მუხის, კაკლის, იფნის და წიფლისას, და ამ უმრავლეს ხეებზედ ეკვრის სხვილ-სხვილი ვაზი, მაღლნარი,და ეს გზა სვანეთის ვიწროებამდის მიდის და იქ თავდება, და სჭრის მთებს, ხეობებს ღელეებს, ხევებს და ხრამებს. სოფ. ჭყუტერს ცოტათი შევისვენეთ, და გავსწიეთ; ორი საათის სავალის შემდეგ მივედით სოფ. მურს, ლეჩხუმის უეზდის უკანასკნელ სოფელს, სვანეთის სამძღვარზედ.

კოტე სანინელი

(შემდეგი იქნება)

________________

1 ჯერაც არ დაუყენებიათ, თუმცა მას შემდეგ რაც მე იქ ვიყავი ეს მეოთხე წელიწადი მირბის; მაგრამ ისიც კარგი რომ „აპირებენ“ და ხალხს იმედს აძლევენ.

2გასაკვირვალი ეს არის რომ ამ დაბას სრულიად თავი მიუნებებია, და ლეჩხუმის უეზდის ნაჩალნიკის უპრავლენია მდინარე ლაჯანურაზედ გადუტანიათ დაბლობში, საცა იმისთანა ციება არის, რომ ქათამსაც კი აცივებს. კარგისა კარგზედ გამოცვლა კიდევ ჰო! მაგრამ კარგი ავზედ–უმეცრებაა და.....;

3 ეხლა ამ ალაგზედ არის აშენებული ახალი უეზდის ნაჩალნიკის უპრავლენია, სამჯავრო და სხვა, ე. ი. ლაილაში აქ არის გადმოტანილი.

5 ბრძოლა რომის დასაპყრობლად

▲back to top


ბრძოლა რომის დასაპყრობლად

(ნემენცური თხზულება რუსულიდამ თარგმნილი, Sin Kampf um Rom, von Dobn. 1876)

I

სტამბოლი

სტამბოლში იმპერატორის სასახლის ერთერთს ოთახში ფეხზედ იდგა ერთი ვერაფრად გამოსაჩენი ტანად – მომცრო კაცი. იგი იყო ღრმად ჩაფიქრებული. მის გარეშემო სრულიადი დუმილი სუფევდა. ჯერ თუმცა დღეს ბინდი არ მორეოდა, მაგრამ ფანჯარას, რომელიც ეზოს გადაჰყურებდა, ჩამოფარებული ჰქონდა მძიმე ოქროს ქსოვილი ხალი. ამ გვარივე ხალი ეშალა ჩუქურთმით ნაკეთს იატაკზედ.

ოქროს ვარაყიანს კედლებზედ ჩამორიგებული იყო ლუსკუმები ყველა ქრისტეს მორწმუნე იმპერატორებისა კონსანტინედამ დაწყებილი. ტახტს ზემოდ ესვენა დიდი, კაცის ტანის სიმაღლე ჯვარი ხალასი ოქროსი; ჯვარს შუაგულში ჰქონდა ჩატანებული ნაჭერი ვითომ იმ ჯვარისა, რომელზედაც ჯვართ-აცვეს იესო ქრისტე.

რამდენჯერაც ტანად-მომცრო კაცი გაივლიდა ჯვრისაკენ, იმდენჯერ თავს მოუხრიდა ხოლმე თაყვანების ნიშნად. ბოლოს შედგა რომის სამფლობელო ქარტის წინაშე, რომელიც კედელზედ ეკიდა. დიდხანს უყურა ამ ქარტას, ბოლოს ამოიოხრა და ორივე ხელი მიიფარა თვალებსა და სახეზედა.

ვალებსა და სახეზედა. მას არ უვარგოდა არც თვალები და არც სახე; მაგრამ ერთიც და მეორეც ბევრს რასმეს გამომეტყველობდა, ავსაცა და კარგსაცა. სიფრთხილე, მიუნდობლობდა, მელაძუობა, გამოჰკრთოდა მის მოუსვენარსა და ჩამომძვრალს თვალებში. ღრმა ნაკეცი, უფრო მზრუნველობისაგან ვიდრე ხნიერობისაგან, ეჩნეოდა მის წინ გამოშვერილს შუბლსა და გამხდარს ლოყებსა. „ვინ იცის რით გათავდება!“ ამოიკვნესა მან და შეიკუმშა გაჭნავებული ხელები. „მე გული მითხრობს, რაღაც ცხოველი სული მიწვევს და მიწვევს. ვინ იცის? იგი ანგელოზია თუი სატანა? ვინ ამისხნის მე ჩემს სიზმრებსა? მომიტევე, ერთარსო ღმერთო, მომიტევე ერთგულსა მონასა შენსა.... მე თანამდებ ვარ, გავბედო, თუ არა?“

კვლავ მოჰყვა ოთახში წინა და უკან ბოლთის ცემასა. ხოლო ნელიად აიხადა მეწამული ფარდა კარებისა. მხლებელი ოქრომკედით ნაკერის ტანისამოსით შემოვიდა, დაეცა მუხლებზედ ტანად-მომცრო კაცის წინაშე და დაიკრიფა რა გულზედ ხელნი მოახსენა:

გულზედ ხელნი მოახსენა: – იმპერატორო! შენგან დაბარებულნი დიდებულნი გიახლნენ.

– მოითმინონ, უპასუხა იუსტინიანმა და ჩამოჯდა სპილოს ძვლისა და ოქროს სელზედა: მომართვი მე ვერცხლის წუღები და ქლამიდა.

მხლებელმა მოართვა და ჩააცვა წუღები მაღალ ქუსლებიანი, რომლის გამოც ეს პატარა კაცი ერთს გოჯზედ ამაღლდა; მხრებზედ წამოასხა ოქროს ვარსკლავებით მოფენილი წამოსასხამი. რა ნივთსაც ხელში აიღებდა, მხლებელი ჯერ ემთხვევოდა და მერე მიართმევდა. როცა მხლებელმა თვისი სამსახური შეასრულა, ისევ, აზიელთა ჩვეულებისა მებრ, მუხლი მოუყარა იუსტინიანეს და შემდეგ ადგა და გარედ გავიდა.

იმპერატორი იუსტინიანე მარცხენას ხელით დაეყრდო სვეტის ნაჭერზედ, რომელიც იერუსალიმის ტაძრიდამ იყო მოტანილი; გაიმართა ტანში როგორც ჩვეულება ჰქონდა როცა ვისმე ინახულებდა და გაჩერდა შემოსავლის კარის პირ-და-პირ.

ფარდა გადიწია. ოთახში შემოვიდა სამი კაცი. ამათაც როგორც მხლებელმა, მუხლი მოუყარეს იუსტინიანეს. ესენი იყვნენ უპირველესნი დიდებულნი იმპერიისა.

დიდებულნი იმპერიისა. იუსტინიანემ თავიც არ მოუხარა სალამის გადასახდელად და უთხრა:

– ჩვენ მოგიწვიეთ თქვენ იმისათვის, რომ გკითხოთ რჩევა იტალიის შესახებ. თქვენ ხომ გასინჯეთ კიდეც ყველა სიგელები: წერილი დროებით მმართველის ქალისა და ოქმები მამულის-მოყვარეთა. თქვენ სამი დღე გქონდათ ჩემგან მოცემული, რომ მოგეფიქრათ. ჰსთქვი პირველმან შენ, სარდალო მხედრობისაო!

ეს ჰსთქვა და შეხედა ამ სამში ერთს, რომლის დიდებული, წამოსადეგი და მშვენიერი სანახაობა აღმოაჩენდა, რომ ნამდვილი გმირია. იგი იყო შეჭურვილი საომარის ძვირფასის იარაღითა. მისი ცის-ფერი თვალნი, დოდრონი და ქორულებ მჭვრეტელნი, სავსე იყვნენ სითამამითა და ნდობითა, სწორე ცხვირი, სავსე ლოყები მის სახეს ჯანმრთელობის ფერსა ჰსდებდა, განიერი გულ-მკერდი, ჰერკულესის მხარ-ბეჭი მის ღონეს მოუთხრობდა; გარნა ბაგესა მისსა, გარემოცულსა რგვლად შეკრეჭილის წვერითა, ეტყობოდა გულბილობა და კეთილ-სულობა.

– ხელმწიფეო, უპასუხა მან მტკიცე და რიხიანის ხმითა: ბელიზარიის რჩევა ყოველთვის ერთი და იგივეა: თავს დავეცნეთ ბარბაროზთა. ჯერ რა ხანია მას აქედ რაც, შენის ბრძანებით, მტვრად აღვგავე აფრიკაში ვანდალნი 15,000 კაცითა. მიბოძე მე 30,000 კაცი და ფერხთა წინაშე გაგიგორებ გოთთა გვირგვინსა.

– ძალიან კარგი, მიუგო მხიარულად იმპერატორმა: მე მიამა და მომწონს შენი სიტყვა. შენ რაღას იტყვი, ტრიბონიანო, ჩემთა რჯულის მცოდნეთა შორის უპირველესო თვალო.

ეს სიტყვები მიჰმართა მაღალს კაცსა, რომელსაც კარგად გახსნილი შუბლი ჰქონდა, მშვიდობიანი თვალნი, სიმტკიცით მოჭედილი ბაგე. მთელს მის სანახაობას ედვა ბეჭედი ჭკვისა ძლიერისა და მორჭმულისა.

– ხელმწიფეო, უპასუხა მან მშვიდობიანის ხმითა, აუჩქარებლად: მე გაფრთხილებ, მოერიდე მაგ ომსა. ომი ეგე უსამართლოა.

– უსამართლოა! შეჰყვირა იუსტინიანმა გულნაწყენად: მაშ უსამართლოა დავიბრუნოთ ის, რაც რომის იმპერიას ეკუთვნოდა!

– ეკუთნოდა! შენმა წინაპარმა ზენონმა შეკრულობის ოქმით გადაჰსცა დასავლეთი თეოდორიხს და გოთებს მას შემდეგ, როცა მათ ძირს დაჰსცეს ამაყი და ზვიადი ოდოაქრი.

– თეოდორიხი უნდა ყოფილიყო იმპერატორის მოადგილედ და არა იტალიის კოროლად.

– ვჰსთქვათ რომ ეგრეა. გარნა როცა კოროლად გახდა, მაშინ იმპერატორმა ანასტასიმ იგი კოროლად აღიარა, კოროლადვე აღიარა მერედ ბიძა შენმა იუსტინმაც და თვით შენცა.

– მართალია, ხოლო ეგ გაჭირების გამო მოხდა. ამ ჟამად კი იგია გაჭირებული და მე ვარ ძლიერი... მე მსურს ჩემგან აღიარებული ეხლა უკუ-ვჰსთქვა.

კუ-ვჰსთქვა. – აი სწორედ მაგას ვჰსთვლი მე უსამართლობად.

– შენ, ჩემო ტრიბონიანო, სწორედ მოუნელებელი ხარ, შენ თავის დღეში არ გადაკეთდები. შენ უჯიათი და ჯიუტი მეკანონე კაცი ხარ და თუ გამოდგები რაშიმე ისევ კანონების დაწერაში თუ. ხოლო პოლიტიკაში მე ამას იქით შენ აღარ დაგეკითხები. აბა ერთი მითხარ, რა საქმე აქვთ ურთიერთ შორის სიმართლეს და პოლიტიკასა.

– სიმართლე, ჰოი იუსტინიანე, უკეთესი პოლიტიკაა.

– ნუ თუ? ალესანდრეს და ცეზარსა ეგ აგრე არ ჰქონიათ მიღებული.

– და ამიტომაც, პირველი რომ ვერ დაასრულეს მათ თავისი საქმე, და მეორე... ტრიბონიანმა სიტყვა შეჰსწყვიტა.

– ჰა, ჰსთქვი მეორე რაღა?

– მეორე ისა რომ შენ არც ცეზარი ხარ და არც ალექსანდრე

ყველანი ჩაჩუმდნენ. რამოდენიმე ხანის შემდეგ იმპერატორმა გულდამშვიდებით ჰსთქვა: შენ, ტრიბონიან, ძალიან გულ ახდილად ლაპარაკობ.

– როგორც ყოველთვის, ხელმწიფეო.

იუსტინიანნი მარდად მიტრიალდა და უთხრა მესამე დიდებულსა:

– შენ როგორღა ფიქრობ, ნარზეს?

ის ცივი ღიმილი, რომელიც მოუვიდა ნარზეს ტრიბონიანის სიტყვებზედა, სწრაფად განუქრა.

ეს იყო მახინჯი კაცი, ტანად იუსტინიანეზედ უფრო დაბალი. იგი იყო მელოტი, ლოყები სნეულსავით ჩაჰყვითლებოდა, მარჯვენა მხარი მარცხენაზედ მაღალი ჰქონდა, ცოტად კოჭლობდა კიდეც მარცხენა ფეხზედ და ამის გამო ოქროს თავიანს ყავარჯენზედ იყო დანდობილი.

მაგრამ ისარსავით განმაპობელს მის თვალთა მხედველობაში იმოდენა კეთილშობილება გამოჰკრთობა, რომ მისი სიმახინჯე კაცს ავიწყდებოდა. მისი თვალთა მხედველობა ჰსდებდა თითქმის საზარელს მის პირის სახეს რაღაც დიდების ნიშანსა და სნეულებრივი სახის მეტყველება, გამომთქმელი მორჩილებისა და უპირატობისა, მის თვალადობას თითქმის მიმზიდველობას აძლევდა.

– ხელმწიფეო, მიუგო მან მტკიცე ხმითა: მე არ გირჩევ ომი დაიწყო– –ამ ჟამად.

იუსტინიანის თვალებში გაიელა უკმაყოფილებამ.

– შენც ხომ სიმართლის მიხედვით არ ამბობ მაგასა? ჰკითხა დაცინებით იმპერატორმა.

– მე ვჰსთქვი: ამ ჟამად მეთქმი. – ვითომ რატომაო?

– იმიტომ-რომ საამურსა წინ უნდა ასწროს რაც საჭიროა. ვისაც უჭირს თვისის სახლის დაცვა, იგი არ უნდა ეტანებოდეს სხვისასა. – მაგითი რა გინდა ჰსთქვა?

– ის მინდა ვჰსთქვა, რომ დასავლეთიდამ გოთთაგან ჩვენს სახელმწიფოს არა ვითარი შიში არა აქვს. მტერი, რომელსაც შეუძლიან ჩვენის სახელწიფოს განადგურება, აღმოსავლეთისაკენ არის.

– სპარსნი რაღა! მძულვარებით წარმოსთქვა იუსტინიანემ.

– როდის აქედ, ჰსთქვა ბელიზარიმ, ნარზეს, ჩემს დიდს მეტოქეს სპარსთა შიში მიჰსცემია?

– ნარზეს არა ვისი შიში არა აქვს, მიუგო მან ისე, რომ თვის მოპირდაპირეს არც კი შეხედა: ნარზეს არ ეშინიან არც სპარსელებისა, რომელნიც დაუმარცხებია და არც შენი, რომელიც მათ დაამარცხეს. ხოლო მე კარგად ვიცი აღმოსავლეთის ვითარება. თუ სპარსნი არა, სხვანი მოგვესევიან. განსაცდელი, მომავალი ბიზანტიაზედ, ტიგრიდამ მოდის და არა ტიბრიდამ. შენთვის, ხელმწიფეო, რომაელთა სახელისათვის, რომელსაც ჩვენ კიდევ ვატარებთ, სამარცხვინოა, რომ ყოველს წელიწადს ხოსროისაგან მშვიდობიანობას ვყიდულოთ ოქროს ძლევითა.

იუსტინიანეს სიწითლემ გადაჰკრა პირის სახეზედ.

– მაგ რიგად როგორ ჰსთარგმნი საჩუქარს რომელსაც ჩვენ მას ვუგზავნით?

– საჩუქარს! აბა ერთი კვირა დაუგვიანდეს, თუ ხოზროიმ არ გადაბუგოს შენი სოფლები...

იუსტინიანემ დაიწყო აღელვებით სიარული ოთახში.

– მაშ შენ რას მირჩევ? ჰკითხა მან ნარზესსა და გაჩერდა მის წინ.

– ჰქმენ ჯერ ის, რაც საჭიროა. მე კი ვშიშობ, რომ შენ ამას ვერ შეჰსძლებ,–და თუ ეგრეა, გასწი იქით, საითკენაც წაგიტყუებს შენ დიდება და სახელი.

იუსტინიანემა თავი გაიქნივა.

– შენ ვერაფრად მასიამოვნებ ხოლმე, ნარზეს, უთხრა მან სიმწარით.

– ეგ მე დიდი ხანია ვიცი, მიუგო გულდინჯად ნარზესმა.

– მაშ უშენობა აღარ იქნება! დაიძახა ამაყად ბელიზარიმ. მაგ პატარა უჯერო კაცსა ნუღარ დაეკითხები, დიდო ხელმწიფეო. მომეც მე ოცდა ათი ათასი კაცი და ჩემს მარჯვენას თავდებად გაძლევ, რომ იტალიას დავი პყრობ.

– მე კი, ჰსთქვა, ნარზესმა, თავდებად ვჰსდებ უფრო მომეტებულს, სახელდობრ ჩემს თავსა, რომ ბელიზარი ვერ დაი პყრობს იტალიას ვერც ოცდა ათი ათასის კაცითა, ვერც სამოცი ათასითა და ვერც ასი ათასითა. – მაშ ვინ შეჰსძლებს იტალიის დაპყრობასა და რამოდენის ძალითა? იკითხა იმეპერატორმა.

– მე, უპასუხა ნარზესმა, ოთხმოცი ათასის კაცითა.

ბელიზარი ცეცხლსავით აინთო, მაგრამ ვეღარა ჰსთქვა რა, რადგანაც სიტყვა ვერ იხერხა.

– თუმცა შენ შენი თავი ყოველთვის დიდად მიგაჩნდა, მაგრამ შენ თავის დღეში შენს მეტოქეზედ ეგრე მაღლა არ აგიწევია თავი, როგორც დღეს,–უთხრა ტრიბონიანმა.

– მე არც ჟამად ამაქვს ჩემი თავი მაგაზედ მაღლა, ტრიბონიანო. გასინჯე, რაშია ჩვენ შორის განსხვაება: ბელიზარი დიდი გმირია და მე კი დიდი ლაშქართ-მძღვანი სარდალი ვარ. გოთთა ააოტებს მხოლოდ დიდი სარდალი.

ბელიზარი ამაყად გაიმართა წელში და თრთოლით ხელი წაავლო ხმალსა. ამასთან მან ის სანახაობა მიიღო, თითქო ამ მახინჯის გასრესას ჰლამისო. მაგრამ იმპერატორი შუა ჩამოუდგა:

– ბელიზარი დიდი სარდალი არ არისო! შენ, ნარზეს, შური გიბამს თვალებსა.

– მე ბელიზარისა არა მშურს რა, არა მშურს თვით მისი–აქ ნარზესმა ნელა ამოიოხრა,–ჯანის სიმრთელეცა. ბელიზარი იქმნებოდა დიდი სარდალი, რომ ეგეთი დიდი გმირი არ იყოს. ყველგან საცა კი მაგას ომი წაუგია, მარტო იმის გამო წაუგია, რომ გარდამეტებული გმირია.

– დარწმუნებული ვარ, რომ შენზედ მაგასვე ვერ იტყვიან, ჩაუმატა სიტყვა ბელიზარიმ ნარზესის საწყენად.

– დიაღ ბელიზარი, ვერ იტყვიან, იმიტომ რომ მე ჯერ თავის დღეში ომი არ წამიგია.

ბელიზარი მოუთმენელობით შეტოკდა, მაგრამ ამ დროს მხლებელი შემოვიდა და აუწყა, რომ იუსტინიანესაგან რავენნაში გაგზავნილი დესპანი მოვიდა.

– ეხლავ აქ უხმე, ეხლავ, დაიძახა იუსტინიანემ და სკამიდამ ფეხზედ წამოდგა.

– რაო, ალექსანდრევ, მარტო დაბრუნდი? ჰკითხა იუსტინიანემ დესპანს მის შემოსვლის უმალ და ამასთანავე მოუთმენელად ხელით ანიშნა,რომ ფეხზედ წამომდგარიყო, რადგანაც ჩვეულებისამებრ დესპანმა მუხლი მოუყარა.

– მარტო, უპასუხა მოხდენილმა. ახალგაზრდა დესპანმა.

– როგორ მიდის იტალიის საქმე? – შენთვის ძალიან კარგად, ხელმწიფეო. გოთთა რავენნაში აჯანყების ხმა და მმართველის ქალის ამალასვინტის გაქცევა ბიზანტიისკენ გავარდა მთელს იტალიაში. რამდენჯერმე საომრად შეხვდნენ გოთნი და რომაელნი ერთმანეთსა. თვითონ რომში ქვეყნის-მოყვარეთა უნდოდათ მონაწილეობა მიეღოთ საქმეში, განიზრახეს დიქტატორის ამორჩევა სენატში და შენი მოწვევა საშველად. მაგრამ ყოველივე ეს უდროო იყო და შეთქმულთა გენიოსმა მოთავემ შეთქმულნი ჯერჯერობით შეაჩერა.

– რომის პრეფექტმა განა? იკითხა იუსტინიანემ. – დიაღ, პრეფექტმა ცეტეგ. შეთქმულთ უნდოდათ გოთებზედ თავ-დასხმა, შენი იმპერატორად აღიარება და ცეტეგის დიქტატორად ამორჩევა. მაგრამ ცეტეგმა გულს ხანჯალი დაიბჯინა და... უარი ჰყო.

– გულადი კაცია, წამოიძახა ბელიზარიმ.

– გასაფრთხილებელი კაცია, ჰსთქვა ნარზესმა.

– წაიკითხე წიგნი მმართველის-ქალის ამალასვინტისა, განაგრძო დესპანმა, მიაწოდა რა იმპერატორსა მთელი ერთი ბოხჩა წერილებისა:– მე მგონია, რომ ამ წიგნებში ღირს შესანიშნავი ცნობებია.

იუსტინიანემ გაჰსჭრა წითელი ზონარი წმინდა სანთლით დაკრულის ფირფიტებისა და დაიწყო წერილის კითხვა. წერილი ამით იწყობოდა: „იუსტინიანეს, რომაელთა იმპერატორს, ამალასვინტა მეფა გოთთა და იტალიელთა.

ვინტა მეფა გოთთა და იტალიელთა. – რაო? მეფა იტალიელთაო! გაიცინა იუსტინიანემ,–რა უგუნური სახელი მიუღია!

წაიკითხა თუ არა წერილი, ფირფიტები ხელში თრთოლით შეკუმშა; თვალნი გაუბრწყინდნენ და წინ მიიმართნენ, მის უმარილო პირის-სახეზედ გამოიხატა კეთილშობილება, ძლიერი ძალი ჭკუისა, და ამ წუთს შესაძლო იყო კაცს დაეჯერა, რომ ამ პატარა კაცში, რომელშიაც ი პოვებოდა აუარებელი ნაკლი და წვრილმანობა, არის ღონეცა, დიდი ღონე: დი პლომატიურის გენიოსობისა!

– ამ წერილით, ჰსთქვა მან ბოლოს და თვალმაც გაუელვა,–მე ხელთ მი პყრია იტალია და გოთთა სამეფო.

ჰსთქვა ესა და დაიწყო ისევ ოთახში სიარული; ამ ჟამად ჯვარს რომ გაუარა, თავის მოხრა აღარ მოჰგონებია.

– მცველნიო, მცველთ გაუგზავნი! ორი ათასს კი არა, რამდენსამე ათასსა, იმაზედ მეტს რაც თვითონ სურდა. შენ, ბელიზარი, წინ გაუძღვები მათ!

– აჰა ძღვენიცა! ჰსთქვა ალექსანდრემ, და მიართვა იმპერატორს მშვნიერი ყუთი ძვირფასის ხისა, ოქროთ მოჭედილი:–აი გასაღებიც. აქ მისის სახის სურათია.

ამ დროს ფარდიდამ უჩუმარად და სხვისგან უჩინოდ გამოჰყო თავი ქალმა და ორი ელვით სავსე შავი თვალი იმპერატორს მიაპყრო ასე, რომ ვერავინ იქ მდგომმა ის ქალი ვერ დაინახა.

იუსტინიანემ სწრაფად მიაგდო გვერდზედ თვალ-მარგალიტი, მიჰსწვდა ერთს ძვირფასს ბუდეს და ამოიღო მუნით პატარა ფირფიტა მშვენიერად გაწმენდილის ხისა, რომელსაც ოთხკუთხივ ოქროს ჩარჩო ჰქონდა გაკეთებული. აღტაცების ხმა მოისმა მისის გულიდამ; თვალნი აუპრიალდნენ. იუსტინიანემ ის ფირფიტა მიაწოდა ბელიზარის და უთხრა:

– რა დიდებულის სახის ქალია! ეს სწორედ ნამდვილი მეფაა, კოროლის ასული–და იუსტინიანე აღტაცებით დაჰყურებდა მშვენიერს სახეს გოთთა დედუფლისას.

მაშინ კი ფარდა შრიალით აიხადა და ოთახში შემოვიდა თეოდორა, იუსტინიანეს ცოლი. იგი იყო გონების მიმტაცი მანდილოსანი თავისის სიტურფითა.

რაც კი მანამდე მოეგონა ქალთა მახვილგონიერებას, რაც კი სახელმწიფოს ღონისძიება ჰქონდა,–იგი ყოველსავე ხმარობდა ყოველ დღეს, რომ დაეცვა სრულის ბრწყინვალებით და სიუხვით თვისი გამოჩენილი სიტურფე, რომელიც თავდაუჭერელის ქცევისაგამო ადრეულად ჭკნობაში შესულიყო.

ყორნის ბოლოსათვის შავი თმა მისი ბრწყინავდა ოქროს ფრად, რადგანაც ოქროს მტვერი ჰქონდა თმაზედ მოყრილი; თმა უკან ჰქონდა დაბლად გადავარცხნილი, რომ ლამაზი მოყვანილობა თავისა და ყელისა კარგად გამოჩენილიყო; წარბწამწამი შეეღებნა გუნდით და შავად უელავდნენ და ალის ფერი ტუჩები ისეთის ხელოვნებით აქვნდა შეღებილი, რომ იუსტინიანეს, რომელიც მაგ ტუჩებს ჰკოცნიდა ხოლმე, ეჭვიც არ აუღია მასზედ თუ იგინი შეღებილია ფინიკიის მეწამულითა. ხელის ფჩხილთა ლამაზად მოკვეთას ბევრს საათებს ანდომებდა ხოლმე ყოველს დღეს მისი, განსაკუთრებით ამისათვის დანიშნული, მხევალი.

მართალია, სახეს მისსა არ ეტყობოდა დიდებულება; მისნი თვალნი, ცივად ბრწყინვალენი, არ აჩენდნენ დიდებულსა და ამაყს აზროვანობასა: ტუჩთა ზედა უთამაშიდა ჩვეულებათ გადაქცეული ღიმილი, რომელიც მომავალთა ნაკეცთათვის კვალსა ჰსდებდა სახესა; ლოყებზედ და თვალთა ქვემოდ, კარგად რომ დაგეკვირვებინათ თვალი, დაინახავდით ნიშნებს დაღალვისას.

დაინახავდით ნიშნებს დაღალვისას. მაგრამ ეხლა კი, როცა იგი იდგა წინაშე იუსტინიანისა მშვენივრად მოღიმარე და ამასთან მოხდენილის კეკლუცობით მარცხენა ხელით ოდნივ აეწივნა მძიმე კალთა მუქ-ყვითელის ფარჩის კაბისა, იგი თავიდამ ფეხამდე, მუშკამბარის სურნელებით აღსავსე, წარმოადგენდა მეტად მიმზიდველს მშვენიერს სანახაობასა.

– რამ გაახარა ჩემი ხელმწიფე-ბატონი? არ შეიძლება მაგ სიხარულში მეც წილი დავიდო? იკითხა მან ტკბილისა და პირ-ფერობის ხმითა.

იქა მდგომთა მყისვე მის წინაშე მუხლნი მოიდრიკეს. იუსტინიანე აირია, თითქო რაიმე დანაშაულში მოასწრესო. მას უნდოდა ქალის სურათი დაემალა როგორმე, მაგრამ გვიანღა იყო. დედუფალმა თვალი შეასწრო კიდეც სურათსა და აღარ მოაშორა.

– ჩვენ მოწონებით ვსინჯავდით საოცარს ხელოვნებას ამ სურათის ჩარჩოსას.

ჰსთქვა ეს იუსტინიანემ და გაწითლებულმა მიაწოდა სურათი.

(შემდეგი იქნება)

6 ჰაერში მოგზაურობა

▲back to top


ჰაერში მოგზაურობა

ამას წინად ერთი შისანიშნავი ჰაერით მოგზაურობა მომხდარა: 26 აპრილს ფილადელფიაში (ამერიკაში) ხუთი კაცი ჩამჯდარა ჰაერით-მატარებელში (аэростатъ) და 28-ს საფრანგეთს გადმომსხდარან, ასე რომ მთელი ატლანტიის ოკიანე 60 საათის განმავალობაში გადაუვლიათ, ე. ი. ორ დღე-ნახევარს.

დიდი ხანია მას აქეთ, რაც ჰაერში ასვლა მოიგონეს, მაგრამ აქამდისინ ჰაერით მატარებელი ვერ იყო ისე გაწყობილი, რომ მისი შემწეობით მოგზაურობა და დიდ მანძილზედ სიარული შესაძლო ყოფილიყო. ჰაერში აშვებული მატარებელი ქარის ანაბარას იყო მიგდებული და სადაც ქარი წაიღებდა იქითკენ უნდა წასულიყო. კაცს შეუძლიან, რასაკვირველია, ან მაღლა ასწიოს, ან ძირს დაუშვას და ან ერთ ალაგას შეაყენოს მატარებელი, მაგრამ მისი მიმართულება კი მის ხელთ არ არის. ამის გამოისობით ზემოხსენებული მოგზაურობა დიდად შესანიშნავია და დაწვრილებით გაცნობის ღირსია, და გავაცნობთ კიდეც მკითხველს ერთის პარიჟელის კორრესპონდენტის სიტყვით. ეს მოგზაურობა ორის კაცის თაოსნობით მომხდარა, ფლამარენისა და იაკობისა. ექვსის თვის წინად უფ. ფლამარენმა იმისთანა მეხანიზმი მოიგონა, რომლის შემწეობით კაცს შეუძლიან თავისის ნებით შესცვალოს მატარებელის მიმართულება. ფლამარენი იმას კი არ ამტკიცებს, რომ მართლა იმისთანა რამ მოეგონოს, რომლის შემწეობით ყოველ ჟამს შეეძლოს მატარებლის მიმართულების შეცვლა, არამედ ფლამარენი ამბობს, რომ ეს სრულიად შეუძლებელიაო, რადგანაც არავითარი ჰაერში მატარებელი ქარს ვერ გასჭრის და მის პირდაპირ ვერ ივლის. ფლამარენმა მხოლოდ შემდეგი მოიგონა: ჰაერში ყოველთვის მოიპოვება იმდენად ღონიერი ჰაერის დენა, რომ წაიღოს აეროსტატი უფრო ჩქარა, ვიდრე რკინის გზის მატარებელმა. ეს ჰაერის დენა სხვა და სხვა სიმაღლეზედ სხვა და სხვა მიმართულებისაა. მატარებელში მჯდომის საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიმართულების ჰაერის დენაში ჩავარდეს, საითკენაც მიემგზავრება. აი ეს დანიშნულება აქვს ფლამარენის მიერ მოგონილს აგებულებას, რომელიც მას შემდეგის სახით მოუწყვია: გააკეთებინა ერთი უშველებელი თავთის ბურთი, რომელსაც დიდი ორ სართულიანი ნავი ჩამოაბა და ძლიერი ორთქლის ოწინარი (поровая машина) გაუკეთა.

თითო მოგზაურმა ორი თბილი საბნის მეტი სხვა ბარგი არ წაიღო, თბილათ ჩაიცვეს და თან წაიღეს 20 გირვანქა ვიჩინა და ჩაჩხის-ხორცი ათი დუჟინი შემწვარი კვერცხი და რამდენიმე ბოთლი ხორცის წვენი (бульон). სასმელად წაიღეს: ღვინო, კონიაკი და წყალი,– ეს სასმელები ესხათ ტიკებში, რომელნიც ნავის გარედ იყვნენ მიკრულნი. მოგზაურები წამოვიდნენ ფილადელფიიდამ 14 (26) აპრილს დილის ოთხ საათზედ. გაზით ავსებული ბურთი ჯერ წყნარად და ტოკვით ადიოდა მაღლა, მერე კი თან და თან უფრო ჩქარა, მანამ ათი ათასის ფუტის (სამ ვერსტამდე) სიმაღლეზედ არ ავიდნენ. ცა მოწმენდილი იყო და მშვენიერი დარი იდგა. ქალი იქითკენ მიქროდა საითკენაც მოგზაურებს გზა ედვათ. ოწინარმა თავისებურად დაუსტვინა, ჩარხები დატრიალდნენ და ბურთი გაქანდა აღმოსავლეთისკენ. ცხრა საათის განმავლობაში არაფერი ცუდი არა შემთხვევიათ რა; ბურთი სულ ათი ათასის ფუტის სიმაღლეზედ მიფრინავდა და მგზავრები სრულებით არა გრძნობდნენ მოძრაობას, რადგანაც ისინი ქართან ერთად მიექანებოდნენ, იმათ ეგონათ, რომ ჰაერში არავითარი მოძრაობა არ არის. შუადღისას კარგა მადიანად დანაყრდნენ. მეორე საათზე ბურთი ღრუბლებში შევიდა და ნისლში ვიდოდა. ჰაერის დიდი სისველისაგან ბურთსა, ნავსა და მოგზაურთა ტანსაცმელზე ნამის წყალმა დენა დაიწყო. ნისლი ისეთი სქელი და განუჭვრეტავი იყო, რომ კაცი თავის საკუთარ ხელს ვერა ხედავდა. ერთი საათი ასე იყო, მერე კი ისევ მზემ გამაანათა.

ღამემაც ისე მშვიდობით გაიარა, როგორც დღემ, და მოგზაურებს არა შემთხვევიათ რა. ფლამარენისა და იაკობის გარდა სხვებმა კარგად გამოიძინეს კიდეც და მეორე დილას გაიღვიძეს ჯანმრთელას და საღად. მეორე დღეც ისე მშვიდობით გაატარეს, როგორც პირველი. ბურთს ცოტა გაზი გამოუვიდა და ამისგამო ძირს დაეშვა, ასე რომ მხოლოდ 7,500 ფუტის სიმაღლეზეღა მიდიოდა. ოკიანეზე დიდი მიმოსვლა იყო ხომალდებისა. ეს გარემოება უმტკიცებდა მოგზაურებს, რომ მათი ბურთი იმავე მხარეს მიდიოდა, საითკენაც ხომალდები ვიდოდნენ, და მაშასადამე მატარებელი სწორეთ მოქმედებდა. რადგანაც საქმე კარგად მიდიოდა ფლამარენმა დასვენება მოინდომა და დაიძინა. ოთხი საათი ტკბილად ეძინა. შემდეგ ბურთი საშინლად იძრა და ფლამარენს გამოეღვიძა. ქარი უეცრად გამოიცვალა და კომპასი ანიშნებდა მოგზაურებს, რომ ქარი სრულებით სხვა მხარეს მიქროდა. ბურთიც საშინელის სისწრაფით ჩრდილოეთისკენ მიიმართა. მოგზაურები ძალიან შეშინდნენ. მხოლოდ იაკობი იყო გულმაგრად. „ეს ამბავი დიდხანს არ გასწევსო,“ სთქვა მან. ბურთი კი მაინც ჩრდილოეთისაკენ მიექანებოდა, და თან და თან უფრო და უფრო აცივდა. დაუხვდათ, შემდეგ პირის-პირი ქარი და ბურთი უკუღმა დატრიალდა და შეინძრა. მაგრამ ქარმა ჩქარა გამოიცვალა მიმართულება და მოგზაურები ისევ აღმოსავლეთის მხარეს მიუბრუნდნენ. გარდა ამისა, ამ დღეს სხვა არაფერი არა გადახდენიათ რა. მაგრამ მესამე დღეს კი დიდ განსაცდელს და ფათერაკს შეემთხვნენ.

დიდი ნისლიანი დილა დაუდგათ სხვა და სხვა და ერთი ერთმანეთის პირის-პირი ქარი ჰქროდა. ფლამარენმა თავის ჩარხების შემწეობით ბურთი მაღლა აუშვა იმ იმედით აგები იმ ქარში ჩავდგეო, რომელიც გვსურსო. როდესაც მოგზაურები 9,500 ფუტის სიმაღლეზედ ავიდნენ ისევ დასავლეთის ქარი (რომელიც უნდოდათ) დაუხვდათ, მაგრამ ეს ქარი თან და თან ძლიერდებოდა და ბოლოს დილის რვა საათზე მძლავრ გრიგალად გადიქცა. ეს გრიგალი მარტო ზემო-ჰაერში კიარ იყო, არამედ თვით ოკეანეშიაც, რომელიც საშინელს სანახაობას წარმოადგენდა: ტალღები მთებსავით ადიოდ-ჩადიოდნენ და მათ შორის შავი უფსკრული მოჩანდა. ტალღების ჭექა-გრიალი, ქარის სტვენა და ბღავილი ქუხილსავით ეჩვენებოდა მოგზაურებს. ფლამარენმა უცებ კანკალით გაიშვირა ხელი და დაანახვა თავის ამხანაგებს, რომ ბურთი გახეულა. ბურთი, ამის გამო, საშინელის სიჩქარით ძირს წამოვიდა, ოკეანის საშინელებას თან და თან უახლოვდებოდნენ ასე, რომ მისი გრიალი უფრო და უფრო ცხადად ესმოდათ მოგზაურებს. წამოხტა მაშინვე იაკობი, დიდის გამბედაობით ავარდა იმ ალაგას, საცა ბურთი გახეული იყო, პარუსინის ნაჭერი დაადვა და გახეული გაკერა. ამ საქმეში სულ ათი მინუტი არ გასულა. ამასობაში ბურთი ისევ დაბლა დაესვა ასე რომ ოკეანედამ სულ 500 ფუტზედღა იყო მაღლა. ხუთი მინუტი, რომ კიდევ გასულიყო მოგზაურნი სიცოცხლეს გამოესალმებოდნენ. იაკობი რომ ძირს დაეშვა, მისი ამხანაგები გადაეხვივნენ და სიხარულით კინაღამ არ დაახრჩეს. ბურთმა ისევ ზევით აიწია და 5,000 ფუტის სიმაღლეზედ ავიდა. გრიგალი თერთმეტ საათამდე უბერავდა. შემდეგ ბურთი ნისლში შევიდა და ორ საათზე ისევ მზე გამოჩნდა. ამავე დროს მოგზაურებმა ჩრდილოეთის მხარეს ხმელეთი დაინახეს, რომელიც ბნელს გორასავით მოჩანდა და შუაზე რაღაც უცნაური ცეცხლი ამოუდიოდა.

– „ეს ისლანდიაა თავისის ცეცხლის-მფრქვეველის მთითა.“ წამოიძახა ფლამარენმა. „ისლანდია! ევროპა! სიხარულით დაიკივლეს მოგზაურებმა. საღამოს ხუთ საათზე აღმოსავლეთისკენ რაღაც მოლურჯი ზოლი გამოჩნდა, რომელიც ზღვაში ძლივს ერჩეოდა. „ეს ღრუბელია თუ ხმელეთიო.“ კითხულობდნენ – ხმელეთი იყო. მოგზაურნი თან და თან უახლოვდებოდნენ მას და საღამოს შვიდის ნახევარზე მშვიდობით ჩამოხდნენ ბრეტანში (საფრანგეთში).