![]() |
ივერია (7)1878.16.02 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
წერილი ჯუგაანიდამ 7 თებერვალს 1878 წ. გათავდა ს. გურჯაანში სუდია მამასახლისის არჩევანი (?)! გათავდა და ხალხს გული თან და თან უფრო და უფრო ეემღვრა, მაგრამ დრომდის დაიმშვიდა: დამძრალი ღორის მწვადის სუნი მისდიოდა... თანაც „ალილოობა“ (შობა) კარზედ იყო. თან და თან ახლოვდებოდა იგი და თანაც ერთ ალაგას ერთი „რაღაც ამბავი“ საიდუმლოდ მზადდებოდა. მინდოდა ამ ამბის შეტყობა. ამასობაში დამიგვიანდა, ამისათვის მომიტევეთ, თუ ცოტა გვიან გაცნობეთ, ისიც ჯუგაანიდგან, მაგრამ „ტელეგრაფი“ გვაქვს რამდენსამე პირს.... აი ეს ამბავი თურმე რა იყო: ს. გურჯაანში კაცი — ს-კაშვილი - ჯ-ძე , რომელიც (თუმცა შეხედო ისევ ის ნოდარა, ისევ ის თომაა იმავე ტყავით) ამპარტავნობისაგან ყველას მაღლიდგან დაჰჭყივის — „ვინა ყრიხართო!“ მართალი უთქვავთ: ჭიანჭველას რო ფრთები გამოუვა, ღმერთი მაშინ გაუწყრებაო, აი ამ ტეტია-კრეზმა რა მოინდომა: მე სხვა გლეხთა ტოლი არა ვარ, მინდა ჩემი გროშებით აზნაური გავხდეო. უარა სოფელს, უარა და რომ ვერა გახდა რა, ეს მოიხერხა: დაჰპატიჟა მამასახლისი, მწერალი და ორიც სხვა; კარგა გადააკვრევინა და შეადგენინა ქაღალდი, სოფლის მაგიერად (ორას სამოცი კაცის მათ გიერად!!) მოაწერინა ხელი და შეამოწმებინა მამასახლისს — ვითომც სოფელს სურს იმ კრეზ-ტეტიამ მეორე გილდის მოწმობა აიღოს. გაიგო სოფელმა — ს—კაშვილი გაუნთავისუფლებიათო, ჩვენ მაგიერ ხელი მოუწერიათო.... შეიქნა ყაყანი. გაუგზანეს კაცი მამასახლისს „სოფელი გთხოვს აქ მოდიო“ (იმ დროს ის ს — კაშვილთან ნუნუას სვამდა); მან მოსწერა: „არ ვიცი რაზედ სჩივითო, ჩემი ვალია სოფლის ხელმოწერილი ქაღალდი შევამოწმოვო... გაცხარდა ამაზედ „ნოდარეების“ ხროვა....
ამაობაში „ალილოობა მოვიდა, არივნენ ბუზებივით მკალილოები, ყველა მხრიდგან მოისმოდა „ალილო“ „ოცდა ხუთსა რამთვენსა (ამთვესა) ქრისტე დაბადებულა,
შობა გათენებულა, მადლი მახარობელსა,
სახლო, ღმერთმა აგაშენოს, სახლო, და!“
მოითუთხნა აქა-იქა გურჯაანელობა ღორის ქონში, ჩაიხრჩეს თავი ღვინოში, მერე ამ სიძვირეში! როცა გამოფხიზლდათ, დაიწყეს რაც-რაცი.... მოვიდა ახალი წელიწადიც, აი გაოხრდეს! თაფლის ხსენება არსად წ იყო! იმდენიც არ იყო, რომ პატა ყელი გეეცხიმიანებიათ! მოვიდა მეთქი ახალი წელიწადი, — ერთი რაღაც უშნო, ულაზათო! ოთხი კაციც არ დამთვრალა ღვინით, რომ არ იყო რითი დაითრობოდნენ? წელებიც მაშინ გაყინა და გაუწყრათ ღმერთი. იმითი მაინც უყარნათ პატა გული–გუხარი! ახალ წლის მეორე დღეს „ნოდარები“ მოჰყვნენ ყაყანს ზემოხსენებულს ამბავზედ, გაშვრნენ გამოძვრნენ და ვიღასაც დააწერ…ნეს „არძა“ „ესე და ესე შენი ჭირიმე ნაჩალნიკოვო“ ზედაც დაატანეს: „ეგ მამასახლისი ჩვენ არ ამოგვირჩევია; ვინც დაბჟენა, იმას უმამასახლისოსო. „ესე და ესე შენი ჭირიმე, გუბერნატოროგო, ძალად მოგვაჩეჩეს მამასახლისი, არ გვინდოდა, ღმერთმა ხომ იცის, და გთხოვთ აგება როგორმე გამოგვაჩეჩოვო, ეხლავე ყალბის ქაღალდების შემოწმებას მიჰყო ხელიო, გზირ-ჩაფრებს გვაკლებინებსო, თავისზე დიდს ფეხ ქვეშ უგორდება და ჩვენისთანას ფეხებს გვიბრახუნებსო... დაწერეს, ჩადეს ბუდეში და გაუგზანეს გუბერნატორს. ზედ სამასამდინ კაცმა მოაწერა ხელი, ბოლოსაც სამმა სუდიამ ხელი მოაწერა და ბეჭდებიც ჰსთხლიშეს…
ახლა ის „ნოდარეები“ და მათთან მთელი გურჯაანი არჩევანის განმეორებას მოელის. განა ტყუილათა ვთქვით, გურჯაანელები ფრანციელებსა ჰგვანანო: ამათ მაკ-მაგონიცა ყავთ, გამბეტაცა, დიუფორიც. ჟიულ-სიმონიც და...ლუიბლანიც... რადიკალებიც ბევრია, ბონაპარტიელებიც, ორნეალელებიც და სხვანი იელებიც და ალებიცა ... მოვიდა წყალკურთხევაც... მოგიდა, მაგრამ წელი სადღა იყო! ორ დღეს ავსეს ქვაბები და ნავიც სამ დღეს ივსებოდა წყლით და ნახევრათ ვერ მოიყარა — იქაც ქვაბებში აკურთხეს; წირვა რო გათავდა—მღვდელ-მთავარ-დიაკვანი გამომწკრივდნენ „ნავისკენ“ გალობითა: „ხმა უფლისა წყალთა ზედა.“ წინ და უკან „ნოდარეები“ ხატ-შანდლებ-ხელადა კოკებით მიიკაკვებოდნენ. კაი დღეც იყო ნათლიღებას! წყალს რო აკურთხებდნენ, ერთ მხარეს პატარძლობა იდგა, ამ დღეს იციან პატარძლების საყდარს გამოყვანა; მეორე მხარეს „ნეფიონები—ნოდაროები აკურთხეს წელი.. ხალხმა დაიძახა: „მთავარი ნავში ჩადეთ ყე, კაი მოსავალი მოვაო…“ მოიმწყვდიეს მთავარი შუაში... ისეთი წეწვა, ჯმუგვნა იყო, შენი მოწონებული ყე! როგორც მოვიდნენ, ისეც წავიდნენ უქმეები....
შეიკრა ტყე, მინდორი; მთა და ბარი! ბევრი ფურცელი მოიჭრა, კაკალი, ლეღვი და სხვ. ბევრ ვენახს შემოაცალეს ჭიგო; ბევრი ღობე მიწვა გვერდზე უმარგილობით.... შეშას რო არავის ანებებენ, მარა ეშმაკი და ქაჩი ჰქნან!
ესეც ესე, ჩემო ბატონო, ნურას უკაცრაოთ.
სხვას, რაც დამავიწედა, მერე ვაღვიარებ…
ცხვილოელის თანამოაზრე.
გურჯაანი. გურჯაანის სახალხო შკოლა ეს მესამე წელიწადში გადადგა; მარამ ღმერთმა აშოროს მას ის სიღარიბე, ის ყოვლის მხრით შეიწროებული მდგომარეობა, რაც მას წარსულს ორს წელიწადშა გადახდა თავს. წარმოიდგინეთ, რომ ამ შკოლას მუდქივ არა ჰქონია (ვინ იცის შემდეგში რაღა ეხწევა!) არც კარანდაში, არც მელი და არც სხვა – წვრილმანი სამოსწავლო ნივთები.... გარდა ამისა, არა ქონია მუდმივ (და არც ახლა აქვს მუდმივ) შეშა საშინელს სიცივეებში, როდესაც უსუსურ პატარა ბავშვებს ხელ-ფეხს ჰსძრავდა სიცივე და პირის სახეს ულურჯებდა.... მელ-გრიფილს ვეღარ იჭერდნენ ხელში. მარამ ყველა გარემოებათა წინააღმდეგ პატარა ბავშვები — მოსწავლენი მაინც ხშირათ დადიოდნენ შკოლაში. მოსიარულე მოსწავლეთ რიცხვი ოც-და-ხუთზედ ნაკლები არა ყოფილა წარსულ ორ წელიწადს.
ეხლა, ამ ჟამად შეიძლება ვსთქვათ, რომ გურჯაანის შკოლა ჩინებულს ქონებით მდგომარეობაშია; ქაღალდი, კარანდაში, კალამი, მელი, წიგნები, საწერი ფიცრები, ყველა საკმაოთ არის; მოსწავლეთ რიცხვი ძალიან გამრავლდა: ჟურნალით 35 მოსწავლე ბიჭია, სულ გლეხები: 6 სომეხი და 29 ქართველი; 14 მოსწავლე ქალია, 13 ქართველია და 1 სომეხი სულ გლეხებისა, ამათ გარდა ამ შკოლაში ჰსწავლობს ყრუ-მუნჯი 14- ის წლისა, რომელიც ერთი წელიწადია, რაც ბეჯითად დაიარება შკოლაში; ეს მუნჯი ჰსწერს და კითხულობს თავისუფლად; მისთვის საკუთარი ანბანი მაქვს შედგენილი ხელის თითების სხვა და სხვა გამოხატულების ნიშნებით: ეს ნიშნები მუნჯმა წმინდათ იცის.
მთელი მოსწავლეთა რიცხვი, რომელნიც ამ ჟამად, ყოველ დღე დაიარებიან შკოლაში (თუმცა ამის თანა სიცივეში შეშა ხან და ხან გვაკლია ხოლმე) — არის 44, ხოლო რომელნიც ხან არიან, ხან არა 3. აქედგან ყველას შეუძლიან დაინახოს, რომ ბაგშვებს სწავლის ხალისი ათმენინებს: ცემა-ტყეპას დედ-მამა-ძმებისაგან (რამდენიმე სახლობიდამ ჩუმათ მოდიან შკოლაში), სიცივეს და სხ. ბევრს არა აქვს ქალამანი წინდა, ქუდი, ჩოხა ახალუხი, პერანგი და კიდე ბევრი რამ სხვა.
მთელი მოსწავლენი ოთხ განყოფილებათ არია გაყოფილნი: პირველი შესდგება 6 მოსწავლისაგან ესენი სწერენ თავისუფლათ ქართულათ, — ამ ცოტა ხანში რუსულიც დაიწყეს; იციან ნუმერაცია მილიონამდის ორის პირველის არითმეტიკის მოქმედებით თავისუფლათ, მიხვედრილნი არიან სხვა ორ მოქმედებაზედაც; გავლილი აქვთ მშვენივრათ საზოგადო ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება, „ბუნების კარი“ და სხ, მეორეში 11 მოსწავლეა—სწერენ კითხულობენ და იციან ნუმერაცია 1000-დან. დანარჩენი ორი განყოფილება სხვა და სხვა დროს მოსულ მოსწავლეთაგან შესდგება.
ეხლა ბევრი მსურველია სწავლისა, მარამ უადგილობისა გამო შკოლა ვერ ახერხებს მათს მიღება და მხოლოდ იმედებს დღე-დღეზედ მიგიღებთო. სტოლები რომ არ არის, ათი მოსწავლე ფეხზეა დგას ხოლმე. ახალი სტოლების დასაკეთებელად ფულებს ახლა მოველით უფ. დირექტორისაგან. გვაკლია მეტის მეტად შეშა და შემთხვევითი საჭიროებისა თვის ფული.
ს. გურჯ. შკოლის მასწავლ. პ. კ—ვი
თიანეთი. 2-ს თებერვალს. ჩვენს სოფელში ვაჟების სასწავლებელი დიდი ხანია გახლავსთ გამართული, სადაც ჰსწავლობენ ჩვენი საწყალი გლეხი-შვილები. ჩვენ გლეხებს ყველას გვიხარიან, რომ ჩვენი შვილები სწავლობენ შკოლაში, 1874 წელში გავარდა ხშა, რომ ამ ჩვენს სოფელ თიანეთში გაიხსნება ქალების შკოლაცაო. ამან კიდევ უმფრო გაგვამხიარულა და აღტაცებით მოველოდებოდით იმ დროსა, როდესაც გვეღირსებოდა ქალების სასწავლებლის გახსნა; დროც მალე გვეღირსა. 1875 წ. ოკტომბრის სამში მოგვივიდა ქალების მასწავლებელი პ. ნ. ორი-სამის დღის განმავლობაში მოვაგროვეთ ორმოცამდისინ პატარა ქლები და მივაბარეთ ახალ დანიშნულს ქალების მასწავლებელს, რომელმაც პარაკლისის შემდეგ დააწყებინა სწავლება ჩვენს პატარა ქალებს. ჩვენ დღემდის იმედი გვქონდა, რომ ახალგაზდა განათლებული ქალი გაგვიზდიდა კარგს დედებს, სინიდისიანს, ღვთის მოეკარეს და საქმის გამკეთებელს ქალებს. ჩვენ იმისი მოწადინე ვიყავით, რომ ჩვენს ქალებს ესწავლნათ კარგი ჭრა და კერვა, რეცხვა, უთოობა, ქსოვნა და ამ გამოყოლოდათ პატიოსანი სინიდისი და ღვთის მოყვარეობა, რომელნიც, როგორც მოგეხსენებათ, ქართველობაში დიდი საჭირო გახლავსთ. მაგრამ ვაი თქვენს მტერს, ჩვენი მოლოდინი არა მართლდება. ხო მოგეხსენებათ ქართველები უბედურები ვართ. ეს მასწავლებელი ქალი რადგანაც ახალგაზდა უნათესაო, ობოლი ქალი იყო ისე გვყვანდა ყველას მიღებული, ვითარცა ჩვენი ნამდვილი შვილი და ჩვენის ქალების განმანათლებელი. მაგრამ როგორც გამოაჩინა ბოლომ, არამც თუ გვინათლებს ქალებს, არამედ ვგონებ უმფრო დაუხშო გონება და სრულიად დაგვიმხეცა ჩვენი პატარა ქალები. როგორც მოგახსენეთ, ყველასთან ისე კადნიერათ გიახლებოდათ ხოლმე ეს ჩვენი მასწავლებელი ქალი, როგორც თავის სახლში. ეს პატივის ცემა იმან ვერ იშვნის კარგად და მიჰყო ენა-მტანიობას ხელი, და ერთის მეზობლიდამ მეორე მეზობელს უზიდავდა ენებს და თვითონაც ბევრს უმატებდა, კიდევ იმ მეზობლიდამ მესამესთან, მესამედან მეოთხესთან და ისე არივა ჩვენი თიანეთი. ამას კიდევ ჯანი გავარდეს, მაგრამ ბევრს ცოლ–ქმარს შუაც ისეთი შფოთები ასტეხა, რომ ღმერთმა ყველა დაგვიფაროს ამ ნაირის შფოთებისაგან! ეს ყველამ ბოლოს შევიტყეთ, რომ ერთი ერთმან ასულა მანეთში შფოთები სულ იმისის ენისაგან მოგვივიდა და ყველამ აჰყარა გული ამ პატივ-ცემულ ქალს. საკვირველი რამ არის: დღეს რომ ვინმე გალანძღოს, ხვალ, ისე მოვა იმის სახლში, როგორც კარგი მეგობარი და გაუფენს იმისთანა ენებს, რომ თვითან სახლის პატრონსავე შეარცხვენს და ბოდიშს მოახდევინებს ერთი ესეც უნდა ვიკითხო: ნეტავ, სოფლის საზოგადოება ვალდებული არის იმისის დისა და ძმის შენახვისა? თითქმის ეს სამი წელიწადია აქ არის და ჯერ ერთი ლიტრა პური არ უყიდნია, სულ შაგირდებს აზიდვინებს გამომცხვარ პურებს და ვაი იმ შაგირდის ბრალი, ვინც დილით გამომცხვარ პურებს არ მიტანს და ხშირად ქათამსა, კვერცხებსა, ერბოსა და სხვასა. ჩვენ რომ ნებას აღარ ვაძლევთ ჩვენ ქალებს. გვპარავენ და ისე მიაქვთ. ვაი საყვარელო, რა კარგი განათლებაა შაგირდების მასწავლებელი ქურდობას ასწავლიდეს?!.. ამასაც მოგახსენებთ, მოსწავლე ქალმა რო არა მიუტანოს რა, ერთ ორ თვეს ხმას აღარ გასცემს და არც არას ასწავლის. ამას შაგირდები ძლიერ თაკილობენ და მეტი რა ჯანია, დედ-მამამ რო არა მისცეს რა, უნდა მოიპაროს და ისე მიუტანოს, ეს კარგი ბატონო, მოუტანონ შაგირდებმა თავის დედ-მამისაგან მოპარული და ნაქურდალი, მაგრამ აბა ერთი გავყვეთ ამ ჩვენს პატარა ქალებს შკოლაში და გავსინჯოთ რას აკეთებენ. ქალები დილით ადრე მიდიან შკოლაში და თავის დროზედ სწავლას მოდევებიან, მაგრამ ერთი-ორის საათის შემდეგ ოსტატი ქალი გასასეირნებლად გიახლებათ ხოლმე სოფელში და ჩვენი საწყალი ქალები კი დაშთებიან მასწავლებელის ქალის დის ხელში. ეს ადამიანიც გახლავსთ ერთი საშინელი კაპასი, კარგა ხნის ქვრივი, აგის ენის პატრონი. ეს ქვრივი თავისებურათ დასჭყივლებს ხოლმე პატარა ქალებს და კიდევაც ბევრსა სცემს, თუ ვინმემ არ გაუკეთა რასაც უბრძანებს — ნეტა თუ ესეც მთავრობისაგან დადგინებული მასწავლებელია?! თუ ესეც მასწავლებელია, ისევ ის ჰსჯობს, რომ ჩვენმა ქალებმა იმისგან არავითარი მაგალითი არა ისწავლონ. ის გვირჩევნია ჩვენვე გამოვიყვანოთ ჩვენი ქალები შკოლიდან და წინდა და პაჭიჭის ქსოვნა მაინც ვასწავლოთ შინა, სხვა არა იყოს რა. ამასაც მოგახსენებთ, რო თუ სადმე წვეულება გაიმართა ეს პატივცემული ანები გინდა დაპატიჟებული არ იყვნენ აუცილებელი ტუმრები არიან წვეულებისა. ქალების მასწავლებელი პ. ნ. აიღებს ხოლმე დიდს ჯიხვებს ხელში და თან სვამს და თან დამღერის ერთგვარს სიმღერებს და თუ ვინმე დედაკაცმა არ დალივა ჯიხვებითვე ღვინო, უტეხს ჩხუბს, გალანძღავს და ეძახის გაუნათლებელს მხეცს და კიდევ ღმერთმა იცის რეებს ეტყვის ხოლმე. ნეტა განათლება ის არის, რო ქალებმა ჯიხვებით ვინო სვან?!!! ეს კიდევ არაფერი, იმხიარულოს, სვას და კიდევაც ილანძღოს, მაგრამ... ეჰ, ბევრს სხვა მაგალითებსაც მოგახსენებდით, მაგრამ რა გამოვა! თქმელს გამგონეც უნდა. აბა, ვისაც გესმის ჩემი სიტყვა, ერთი დაფიქრდი შენს გარდას და კარგათ კამოიკვლიე რა სინიდისი უნდა გამოვვეთ ჩვენს საწალს პატარა ქალებს შკოლიდამ ამისთანა მასწავლებლის ხელში?
გლეხი ზ. დ.
სურამი. 5 თებერვალს. მოხდა დიდი და საოცარი ამბავი. დღეს სურამში მატარებლით მოიყვანეს ტატოს ამხანაგი ალერწიანი, რომელიც დაეჭირათ ს. მოხისში.
თათრული ანდაზა: ძებნით ვერ ჰპოებ, იქმნება შეგხვდესო. ჩირაღდნებით ეძებდნენ მაგას ვერ ნახეს, მაგრამ უეცრად შეხვედრით დაიჭირეს მოხისელებმა.
ამას წინად აქ რომ მოეპარათ პურები და ქერები, იმისი მომპარავი დაიჭირეს ხაშურში და სურამის გამომძიებელმა გაგზავნა „ეშტაფით,“ როგორც აქ ეძახიან სოფლიდამ სოფლამდის გორის საპყრობილეში. გზაზედ თურმე გაექცათ მოხოსელებს და აი იმ ავაზაკის ძებნაში შეხვდენოდათ მოხოსელებს ალერწიანი, რომელიც მოსულიყო მოხისის დუქანში არყის გადასაკვრელად — მუცლის გვრემა აწუხებდა თურმე იმ საწყალს…
მოხისელებმა, რომ დაინახეს ალერწიანი, დაიძახეს თურმე: „ნინიკა, ჩვენ რომ ვეძებთ ეს ის კაცი არ არის? ამის გამგონს ალერწიანს — შეშფოთებულს გაქცევა მოსდომებია. მაშინ მივარდნილა ერთი გლეხი და შეუპყრია; ალერწიანს იმ დროს დაუცლია ორ ჯერ მამასახლისზე რევოლვერი, მაგრამ იმის ბედზე ასცდენია. ის გლეხი, რომელსაც დაეჭირა პირველად, დაჭრილია ორგან (ზურგზედ და მკლავზედ.) მეორე ამხანაგი, რომელიც ჰყოფილა იქვე (ტატოს გარდა სხვა ამსანგიც ჰყოლია) გაუკურცხლავს და გაქცეულა.
გამომძიებელმა შეიყვანა თავის ოთახში, დიდ ხანს ახსარება ათხრობინა. იმან აღიარა, რომ მართალია, მე და ტატო ერთათ გამოვეპარეთ საპატიმროსა, მაგრამ შინვე გავეყარენით ერთმანეთსა და ამ უკანასკნელ ჟამამდისინ ერთმანეთი არ გვენახაო. ახლა რომ ამ ხანებში ტატოს ბევრი ფულები გაუჩნდა, მიმიპატიჟა დროის გასატარებლად და კიდევაც ვატარებდითო, მართალიაო ვიღაც ზარაფი, სოვდაგარი გავცარცვეთ, მაგრამ სურამელი ხანუმაშვილის მოკვლაში მე არავითარი წილი არ მიდევსო. არ ვყოფილვარო; მაგრამ იმისდა საუბედუროდ, ხანუმაშვილის ცოლმა და შვილმა სცნეს ალერწიანი.
„როცა შემოვარდნენ ავაზაკები და გატეხეს ზანდუკები ამოიღეს ფულები, მაშინ ეს—ალერწიანი იდგა კარებთან. ფანარი ხელში ეჭირა და მეორებს უთხრაო: მოჰკალით ეგა, თორემ ჩვენ ეს ამბავი არ შეგვრჩებაო.“
ალერწიანი იქმნება 24 წლისა, არის შუა ტანისა, ორ მკრთალი, შავ-წვერიანი, ცოტათი ჩოფურა; აცვია ტანზედ — ნაცრის ფერი ჩერქესკა. გახამებული პერანგი (შენიშნეთ, ავაზაკს გახამებული პერანგი!) ვინც ელაპარაკება, მას პასუხს აძლევს ლანძღვით და გინებით, დამიანებს უყურებს რღაც მოშიშარის სახით, როგორც მახეში ჩავარდნილი მგელი.
თუ გამოძიება ჭიდროთ დაიჭერს საქმეს, იმედია გამოშკარავდება ბევრი საიდუმლოები, რომლის ძალით აქნონამდისინ ეს ავაზაკები ასე შუბლ ღიად მეფობდნენ....
ს. ბავრელი.
კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს
ავი რა საკვირველია!
რუსთველი.
ხაშური, 10 თებ. მართლა რომ ცუდი ბედისაა სურამის პრისატო, ბევრად განირჩევა იგი საქართველოს სხვა ნაწილებისაგან. სიღარიბე, გაჭირვება, ყოველივე ნაკლი აქ გამეფებულია. საითაც გაივლით, სასიამოვნო და კარგის ყურადღების ღირს საგანს ვერ ნახავთ. მაგრამ დახელოვნებული კალამი გულსაკვდავის სურათების გამოსასატავად, ხალხის ცხოვრებაში ბევრ საგანს იპოვის....
სურამის საპრისტაო მიძინებულია რაღაც გრძნეულის ძილით.
მაინც როცა კაცი უბედო იქნება და იმისი საქმე მარცხად წავა, ის მაშინ მიეცემა ან სიმთვრალეს, ან სასოწარკვეთილებას. თუ სულ მოკლეა ეს უკანასკნელი აუცილებელია სურამის საპრისტაოც მაგ ყოფაშია. ყოველ მხრით გვესმის სასიამოვნო ამბები, ზოგან მართვენ სასწავლებლებს, ზოგან საამხანაგო ბანკებს და სხვა საზოგადოებისათვის სასარგებლო საგნებს ერთის სიტყვით ხალხი რაღაც ფაცა-ფუცში არის.
მაგრამ აქაურებს კი ჯერ ყურებიდამ ბამბა არ გამოუცლიათ. მაგისთვის რათ შეიწუხებენ თავს — „შეჩვეული ჭირი სჯობია, შეუჩვევარ ლხინსო“.
მთელი სურამის საპრისტავო შედგება ორმოცზე მეტს სოფლებისაგან, ამათში სამი-ოთხი სოფელი სომხებისაა. დანარჩენი სულ ქართველები, ოსები და იმერლები არიან. მთელ საპრისტაოში ფანრით რომ იაროდ და მიკროსკოპით გაჩხრიკოთ, ერთ შკოლას ვერ ვერ ნახავთ მგონი ქარელში კი იყოს.
განა არ არის ყურადღების ღირსი ეს საგანი და მოვლენა? რა მიზეზია, რომ ყოველგან იმართება და ვრცელდება სახალხო სასწავლებელი, აქ კი არა! აქ რა ღაც საიდუმლო რამ უნდა იყოს.
რაც მომივა, მომივა, მე სამღვდელობას უნდა ვუსაყვადურო.
ეს სულ იმ მიზეზით არის, რომ აქ არა გვყავს რიგიანნი ახალ გაზდა მღვდლები. აქ არიან რაღაც ადამის წლისანი. ახალ გაზდები ძალიან იშვიათად მოიძებნებიან; თუ არიან, ერთს სამი ოთხი სოფელი აბარია, ისე რომ არათუ შეუძლიან მოვლა, არამედ ვერც მოახერხებს.
სახალხო შკოლების ბედი და უბედობა ბევრად დამოკიდებულია ჩვენს მღვდლებზე, ამიტომ რომ ისინი სცხოვრობენ იმ ხალხში, რომელსაც ეს საჭიროება აქვს ხალხის ბედ-იღბალი, ავი, კარგი და ოჯახის საიდუმლო იმათვის არის ცხადი. მაგათ უნდა იზრუნონ.
მკითხველს კი არ ეგონოს, რომ ვითომ მსურდეს,რომ თვითონ იმათ საკუთრად გამართონ და ასწავლონ შაგირდებს. არა, ღმერთმან მოგვაშოროს მაგისთანა წყალობა თავის დღეში მაგას არ ვისურვებ, ამიტომ რომ ახლაც მახსოვს ძველის მღვდლების მოქმედება; მახსოვს როგორც სახეზე თავლს მცხობდნენ და მზეში მაჩერებდნენ, რომ ბუზებს შევეწუხე; მასსოვს როგორ მიფალასავდნენ ხოლმე ფეხებს (უწინ იცოდნენ, დამნაშავე შაგირდს ჩამოჰკიდავდნენ თავდაღმა და ფეხის გულზე სცემდნენ სახაზავებით.) და როგორ წვალებაში ვიყავით მღვდლის კალაბის გაუტანელ ბრძანების გამო. არა, რათ შევაწუხოთ ისინი, მხოლოთ მე ის მინდა ვსთქვა, რომ ჩააგონონ, აჩვენონ გზა სიმართლისა და სარგებლობა სწავლისა, აი მე რა მინდა ვსთქვა:
მღვდლებს შეუძლიანთ იქონიონ გლეხებზედ დიდი გავლენა. იმათი თითო სიტყვა, თითო რჩევა გლეხისა თვის წმიდა და დაურღვეველია, მხოლოდ, რა საკვირველია, იმათი, ვისაც თავისი თავი უცნობებია სანდო და პატიოსან პირად…
მე კარგად მახსოვს, როცა ყმაწვილი ვიყავ, როგორც სოფლელები საღამ-საღამობით მუშაობის შემდეგ მოგროვდებოდნენ მღვდლის სახლის წინ. გამოვიდოდა მღვდელიც, დასხდებოდნენ იქვე გდებულ ლოდებზედ და მოსაიფობდნენ. მაშინ ყველა გლეხი ჰკითხავდა თითო რჩევას მამა მღვდელიც მისცემდა, შეძლების დაგვარ რჩევას. უსაფუძლოც რომ ყოფილიყვნენ იმისი რჩევანი და წურთნნი, მაინც გლეხები დიდის სიამოვნებით ისმენდნენ და ასრულებდნენ, რადგან მღვდლის ნათქვამი იყო. მაგრამ ეჰ, ვის უნდა გააგონო! ცერცვი კედელს, ცერცვი!
ამ ჰაზრისავე უნდა ვიყვნეთ ხალხის ცრუ მორწმუნოებაზე და მკითხავების მიმდევრობაზე. ისე კვირა არ გაივლის ზაფხულში, რომ ათობით არ გამოიარონ მწირებმა შესალოცავათ და მკითხავთან საკითხავად. ჩვენში ყოველს ღელეს, ბოგირს, ხეობას აქვს ნიშნეულება. ზოგან ამბობენ, ეშმაკებია, ზოგან ჭინკები. საცა ეგულებათ ესენი, სანაძლეოც რომ მისცეთ, ღამით არ გაივლიან, და თუ გაბედეს გაიარეს, მაშინ ვითომ ან გაგიჟდებიან ან პირები დაეგრიხებათ…
აი ეს უფრო ვალად ჰძევს მამა მღვდლებს, რომ ჩააგონონ, მაგრამ რის ჩაგონება, როცა თვითონ ხელს უწყობენ მკითხავებს; ამის შესახებ მე შემიძლია მოგიყვანო მაგალითად ფრანგები, რომლებშიც ეს მავნე სენი სრულობით არის ახსნილი; იმათის პატრების წყალობით — ყველა ფრანგმა იცის და ჩაგონებულიც აქვს, რომ ეს ყველა სიცრუეა და თუ გაბედა და მივიდა მკითხავთან, მაშინ ის გამოგდებული იქმნება ეკლესიისაგან, შეჩვენებული პაპისაგან. ამისგამო ერიდებიან მაგაებს, როგორც ეშმაკი მღვდლებსა …
აქაური შკოლების საქმე, დიდი ხანია შავის ბედისა ჰყოფილა. რომელ სოფლის გლეხსაც საუბარი დაუწყო ამის შესახებ, გაიგებ ერთსა და იმავე ჩივილს რომ „ბატონო, გამოვიღეთ ფულები, ავაშენეთ სახლი შკოლისათვის, მაგრამ ამავალმა და შთამავალმა სახლიც შეჭამეს ფულებიც.
მე ზედ მიწევნით ვიცი სამი ოთხი სოფლის, რომ ასე ყოფილა. მაგალითად სურამი, ბეკამი და სხვა.
ხახები გამოგვეხმა ყვირილით: შკოლები გვინდა, პატრონი არა გვყავს! მაგრამ გურავის ვერ გავაგონეთ ის უნდა გააგონო — ჩვენ კუდა-ბზიკა თავად-აზნაურებს, თუ ინდოურივით გასიებულ მოხელეებსა? ნეტა ერთი — სახალხო შკოლების ზედამხედველი ერთხელ რათ არ დაივლის და არ გაიგონებს ამ ჩვენის ხალხის ღაღადებას!?
ბ.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
წვრილი ამბები. აღმოსავლეთის საქმის მომავალ გარდაწყვეტაში რასაკვირველია საბერძნეთსაც ექმნება თვისი ჯეროვანი მონაწილეობა. თუმცა საბერძნეთი აქამდისინ თითქმის სრულიად ჩაჩუმებული იყო და არავითარ მონაწილეობას არ იღებდა ომიანობაში, მაგრამ მისი მნიშვნელობა ბალკანის ნახევარ-კუნძულის მომავალ მომართვაში იმ გვარია, რომ მასაც ექმნება ხმა და კენჭი. „მთელი ევროპა ჰგრძნობსო, ამბობს გაზეთის Independance Belge-ს რომელი კორრესპონდენტი, რომ ბერძნის გვარტომობას უნდა მიეცეს ჯეროვანი განვითარება და მით ასცილდეს ევროპას სლავიანის ტომის თავ-დაცემა. ამ აზრის არიან მეტადრე ინგლის და იტალია, თუმცა ამ ბოლოს დროს ეს ორივე სახელმწიფო ურჩევდა საბერძნეთს ზომიერებას და შეწყნარებას. ჯერ-ჯერობით კი მტკიცედ უჩვენეს ბერძნებს თვისი თანაგრძნობა მით, რომ შეიმაგრეს ოსმალეთიდ არ დაასაჯვინეს მას საბერძნეთი. იტალიის დემოკრატები აპარებენ საბერძნეთის საქმისთვის შეწევნას და დახმარებას. ღენერალმა გარიბალდიმ მისწერა წიგნი თავის შვილს მენოტტის, რომ უქეიფობის გამო ვერ დავტოვებ ჩემს კუნძულსაო და შენ იხმარე ყოველი ღონისძიებაო. აგები იტალია დაეხმაროს საბერძნეთსაო. დღეს დილით მენოტტის მოსვლია ათინიდამ წიგნი, რომლითაც ატყობინებენ რომ საბერძნეთის სატახტო ქალაქის ყმაწვილ-კაცობა დიდის სიხარულით ამოირჩნვს მას თვისი მოთავედ. მაშ იტალიის ყველა სარევოლიუციო ძალა საბერძნეთს მიუდგება, თუ ახალი შეტაკება რამ გაჩნდა“. გამბეტას დასის გაზეთის „Républipue Française“ აზრითაც, მომავალ კონფერენციაში ღირსეული ადგილი უნდა მიეცეს საბერძნეთსაც. არ დავივიწყოთო, რომ ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ სლავიანთა გარდა, სუფევენ აგრეთვე ბერძნებიც, რომელნიც ჭკუით, ზნეობით თუ მხნეობით არამც თუ არ დაუვარდებიან მაგლითებრ, ბოლგარიელებს, არამედ მათზედ უპირატესნი არიანო. გარდა ამისა არ უნდა დავივიწყოთო, რომ საბერძნეთი არის ზღუდე შემოსევისათვისო და ერთგული მეგობარი ყველა ლათინურ სახელმწიფოთათვისო.
— ძალიან აღელვებულა თურმე ლონდონის საზოგადოება, როდესაც ამბავი მისვლია, რომ ხონთქარს ნება არ მიუცია ინგლისის სამხედრო ხომალდებისათვის დარდანელში შესვლის შესახებ. მეტადრე იმ გარემოებას შეუწუხებია ლონდონი ვითომ რუსეთძა გათავა თვისი ომიანობა იმით, რომ დაუმეგობრდა ოსმალეთს და მით ცოტად თუ ბევრად ფეხი მოსდო ინგლისისა და ავსტრიის შორის ზავს ან ზავისათვის მოლაპარაკებას.
— აი რას ამბობს აღმოსავლეთის საქმის შესახებ ინგლისის გაზეთი „Times“: „რუსეთისა და ოსმალეთის შორის ომიანობა შესწუდა და დადგა ახალი, უფრო ძნელი და საშიში ხანა აღმოსავლეთის საქმისა ადვილად მოსააზრებული იყო, რომ ოსმლეთი დამარცხებული გამოვიდოდა რა სახელმწიფოსთანაც (ევროპიის) უნდა ეომნა. დღეს ეს საქმე რუსეთმა აღასრულა და სხვა არც ერთი სახელმწიფო არ დახმარების ოსმალეთს. მაგრამ საქმის სამუდამო დაბოლოვება მაინც ძნელია. ერთმანეთის შური ქრისტიანე სახელმწიფოთა შორის ისევ ისე სუფევს როგორც უწინ. ბოლგარია, ბოსნია, ჰერცოგოვინა და თვით რუმინიაც განთავისუფლდნენ ოსმალოს ფლობელომისგან, მაგრამ ამის მაგივრად ვინ დაუწყებს მათ პატრონობს. ჯერ-ჯერობით რუსეთი, მაგრამ შეუძლებელია, რომ მისმა მფლობელობამ დიდხანს გასწიოს. განთავისუფლებულნი პროვინციები და დამოუკიდებლად აღიარებულნი სამთავრონი ახალის მფლობელობის ქვეშ იმავე მოუთმენლობას იჩენენ, როგორც ოსმალოების დროს.
„როდესაც გარდაწყდება ახლად დაპყრობილ პროვინციების ბედი, ავსტრია თვალს დაიჭერს თვის სარგებლობაზედ და შეიძლებს, მეტადრე ინგლისის შემწეობით, დაბრკოლება უტეხოს საქმის იმ გვარ დაბოლოვებას, რომელიც მოასწავებს მისთვის ვნებას და ზარალს. ერთის სატყვით რუსეთი, რომელმაც დასძლია ოსმალეთის წინააღმდეგობა, დგას ეხლა ევროპის პირ-და-პირ, და მხოლოდ ეხლა არის წარმომდგარი ნამდვილი აღმოსავლეთის საქმე.
„რუსეთმა ჩაიგდო ხელში მფლობელობა, და თუ მან თითოეულ სასელმწიფოსთან ცალკე დაიჭირა საქმე ადვილად შეეძლება აჯობოს ამ თვითოეულ სახელმწიფოს და შეიძინოს სარგებლობა, რომლის ღირსი არ არის.“
- ინგლისის გაზეთის „Daily Telegraph“-ის სტამბოლელი კორრესპონდენტი იწერება, რომ ვითომ ოსმალეთი როდესაც სრულიად შეურიგდება რუსეთს, არ უპირებს დესპანის გაგზავნას კონფერენციაზედ, რადგანაც იგი იმ აზრისა თურმე, რომ ჩემი საქმე გათავდაო და დანარჩენი ევროპისთვის მიმინდვიაო, რაც უნდა ისა ჰქმნასო..
- ინგლისის გაზეთს „Standart“-ს სწერენ სტამბოლიდამ, 10 თებერვალს: როგორც ისმის, დიდი, მთავარი (ნიკოლოოზ ნიკოლოოზის ძე), შეიტყო თუ არა, რო ოსმალეთი თანახმა არ არის შერიგების პირობებისა, სტამბოლზედ მისვლას აპირებს. ხონთქრის სასახლეში მინისტრები შეყრილან. მათ შორის ბევრს ჰსურს დაჰყვეს რუსეთს.
გარდა ამისა მოვიდა შემდეგი ოფიციალური ამბვი დიდის მთავარისა: „დღეს (ე. ი. 12 თებერვალს) ღამის 4 საათზე რკინის გზით მოვედი სან-სტეფანოს,[1] ხონთქრის ნებართვით დღეს შედიან (სტამბოლში?) პრეობრაჟენსკის პოლკი, ყაზახები; კანვოის როტა ჩემთან არის. ოსმალებმა დაგვიცალეს ადგილი, სტანციაზედ მომეგებნენ ბერძნის სამღვდელოება და მაჰმედ- ალი-ფაშა. მშვიდობიანობაა. ჯარი კარგად არის“.
____________
1 სან-სტეფანი - სტამბოლზედ რვა ვერსტედ არის.
![]() |
3 გლეხური სიმღერები |
▲back to top |
გლეხური სიმღერები
მე აქედამ ვერ გხედამ
ნისლისა და ბურისაგან;
შენ უჩემოდ როგორა სძლებ
მიკვირს შენი გულისაგან?
მგზავრი მყავს შეჯერებული
მუდამ შენი კითხვისაგან.
ვიცი რომ არ დამივიწყებ
შენის კარგის გულისაგან,
დამივიწყებ კარგათ მყვანდე,
მე მჭირს ჩემი ბედისაგან.
___
სოფელო ცრუვო, მტყუანო,
საბრუნავისა მახეო,
ზოგსა აიყვან ცათამდინ
ზოგსა უკუღმა ქცევო.
___
ზოგიერთა გლეხი კაცი
ცას ავა, როდი ჩამოვა
ქალაქში ქოშებს იყიდის
შინ ბაკა-ბუკით ჩამოვა...
დასჯერდეს მამის ჯღანებსა
თორემ იქავე ჩამოვა.
![]() |
4 რაოდენიმე სიტყვა რიგიანის „საწერის დედნის“ უქონველობაზედ |
▲back to top |
რაოდენიმე სიტყვა რიგიანის „საწერის დედნის“ უქონველობაზედ
„.....Въ наше время нѣтъ ни у однаго народа алфавита такъ хорошо приспособленнаго къ языку, какъ у грузинъ.
Баратовъ.
„…Если смотрѣть на грузинсвій алфавитъ въ отношеніи къ самому грузинскому языку, то нельзя не сознаться, что онъ удовлетворяетъ всѣмъ условіямъ: едва ли это не есть совершеннѣйшій изъ всѣхъ существующихъ алфавитовъ. Каждый звукъ выражается особымъ знакомъ, каждый знакъ постоянно выражаетъ одинъ и тотъ же звукъ. Во всѣхъ евро- поейскихъ языкахъ есть камень преткновенія, - Орфографія; для грузинъ, благодаря совершенству ихъ алфавита, этой трудности не существуеть.
Петръ Усларъ.
ყოველი ქართველი და მასთან ყოველი გულით მოსურნე ქართულის ენის შესწავლისა, ვალდებულია მიაქციოს ყურადღება „ქართულის ანბანის“ სიმშვენიერეს, მისს აუარებელს ღირსებას და მისს გამოხატულებას არ დაუკარგოს წერის დროს ის სიმშვენიერე, რომელიც შეადგენს მისს უცილობელს კუთვნილებას.
ვინ არ იცის, რომ „ქართულს ანბანს“ ცალი არ მოეძიება არსად და ისრეთი ანბანია, როგორიც კი შეუძლიან მხოლოდ წარმოიდგინოს სხვა ტომის კაცმა.
„ქართული ანბანი“ სათითაოდ შეიცავს ყველა იმ ხმებს, რომელთ წარმოთქმაც კი შეუძლიან ქართველს და კი ყოველს შემთხვევაში ერთის ხმის გამოსახატავად აქვს არ ერთი და იგივე ნიშანი. ამისათვის ქართველისათვის ოლფოგრაფია არ არსებობს. წარმოიდგინეთ ბერძნული, ფრანციული, ლათინური, ინგლისური, ნემეცური, იტალიანური, რუსული და სხვ. ანბანების უვარგისობა ოროფოგრაფიის შესახებ: რუსმა იცის თვის ენაზედ ლაპარაკი და რასაც სწორეთ ლაპარაკობს, მას სწორეთ ვერ დასწერს: мiръ (ქვეყანა. მსოფლიო) და миръ (შვიდობიანობა), ѣстъ (ჭამა), естъ (არის); წარმოიდგინეთ: и, i, й, iй, ы, ый, და მათი წერის დროს ხმარების სიძნელე. „ქართულს ანბანში“ ამ გვარს რასმეს ადგილი არა აქვს; ქართველი — ნასწავლი და უვიცი ერთსა და იმავე სიტყვას ერთნაირად დასწერენ. მაშასადამე ქართველს ერთი ათად ადვილად შეუძლიან ისწავლოს „წერა-კითხვა“, სანამ რუსს, ან სხვა გვარ-ტომის კაცს; ქართველს ამ შემთხვევაში მარტო ის შრომა მოუვა, რომ პირველი, — დაიხსომოს ხმა და ნიშანი ხმის გამომხატველი და მეორე, — ისწავლოს ამ ნიშნის რიგიანი გამოხატვა, ესე იგი კარგის ხელით წერა.
არა მგონია რომ „კარგის სულით წერას“ (კალიგრაფიას) ვინმე რაცხდეს არა ღირსად ზრუნვისა. „კარგის ხელით“ წერა ბევრს შემთხვევაში ფასდაუდებელია და სანატრელი: რამდენია, რომ „კარგის ხელით“ გადამწერს თავ-გაწეწილი დაეძებს.
ვიფიქროთ ისიც, რომ „კარგის ხელით“ წერა სისუფთავეს, სიფაქიზეს მოითხოვს, რომელიც განვლენას იქონიებს. ის, ვინც ერთში ავ-კარგს არჩევს, მეორეშიაც ადვილად შენიშნავს[1]. იგი ადვილად ეკედლება გამომძიებლობის გრძნობას ავ-კარგის გარჩევისათვის ყოველ საქმეში.[2]
მე გაბედვით ვიტყვი: არ შეიძლება „კარგის ხელით“ მწერალი კარგი მკითხველი არ იყვეს; მაგრამ შეიძლება კი ყველა კარგი მკითხველი „კარგის ხელით“ მწერალი არ იყვეს. აქ საჭიროა ითქვას რა არის „კარგის ხელით“ წერა? ამ კითხვის პასუხი ღირსია ყურადღებისა და ისე უბრალო არ არის როგორც ბევრი წარმოიდგენს.
„კარგის ხელით ბევრი ჰსწერს; ერთს ერთის წერა მოსწონს, მეორეს სხვისა და სხვ. მაგრამ არ შეიძლება ერთის „ხელი“ მეორისას არ ჰსჯობდეს.
„კარგის ხელით“ დანაწერის პირველი ღირსებას გარჩევა — რომ ის ადვილი წასაკითხი იყოს სწავლულისთვისაც და უსწავლელისთვისაც როგორც კი შეიძლება, მეორე ის, რომ ასოების გამოხატულება სასიამოვნო იყვეს თვალისთვის; და მესამეც რომ რაც შეიძლება ცოტა ადგილი ეჭიროს.[3]
საქართველოში მწიგნობრობა ჰყვავოდა წარსულ საუკუნეში და მანვე დაბადა „მესხიაანთ ხელი“, რომელსაც აქამომდე ქართულ ენაზედ არა „ხელი“ არ უდრის; ამ „სულის“ ღირსებანია: ადვილი გარჩევა ასოებისა, მათი თანასწორობა (სიმმეტრია), სილამაზე და ცოტა ადგილი. ეს სული წმიდათ დაცულია აქამომდე ალექსიევ-მესხიაანთ გვარში. ვის არ წაუკითხავს დავით რეკტორის (ცუკიას) ნაწერები, დიმიტრი თუმანოვისა, გეონტისა და სხვ.
ახლა წარმოიდგინეთ რა საჭიროებას შეადგენს „კარგი ხელი“ სახალსო სასწავლებელთათვის; რა საჭიროებას შეადგენს იგი იმ სასწავლებელში, რომლის ოსტატმა თვით, შეიძლება, „კარგი ხელით“ - წერა არ იცის?! ყველა დამეთანხმება, რომ სახალხო სასწავლებელთათვის და საზოგადოდ ქართველთათვის „კარგის ხელით“ წერის დედანი მისწრობაა. ამ მოკლე ხანში დავასრულებთ „საწერის დედნის“ შედგენას (დარიგებით), რომლის ჯეროვანი ყურადღება და მის მიერ ჩვენის ხალხისთვის მოსალოდნელის სარგებლობის აღიარება ყოველის ჩვენგანის წმიდა ვალია. ნურავინ დაიშურებს ჩვენთვის ამ შრომაში დარიგებას, სიმართლის თქმას! ვისურვებთ, ვისაც შეძლება აქვს რაიმე სარგებლობის მოტანისა ჩვენთვის ამ საქმეში - არ ემსგავსოს „განხმელსა მას ლეღვსა დასადებელსა“.... ვსთხოვთ ყოველთ აღმზრდელთა, მასწავლებელთა — ერთის სიტყვით ვისაც კი გამოცდილება აქვს ბავშვების აღზრდაში, დაგვეხმარნონ ამ წმიდა შრომაში!![4] პ.კ - ვი. სოფ. გურჯაანი. 1878წ. 3-ს თებერლვალს.
____________
1 ბევრი მეტევის, „ეგ ნიჭზედა ჰკიდიაო“; მე ამას უარს არა ვჰყოფ. რომელიმე საქმის შეჰსწავლაში, მისის „კარგის“ შეთვისებაში ნიჭის გაღვიძებას, მისს განვითარების უძღვის წინ სწავლის სურვილი, რომლის მოსწავლეში აღორძინება ყოველის დედ-მამის და ოსტატის ვალია.
ბავშვს. თაფლი მისთვის უყვარს, რიმ ის ტკბილია. კარგია და მოსწონს; აბა ბავშვს გაუღვიძეთ, აგემოვნეთ სწავლის სიტკბო, სიკარგე და ნახავთ, რომ იგი მას შეიყვარებს; აბა ისე ნუ წარმოვიდგენთ სწავლის ძირს, როგორც გურამიშვილი ამბობს: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“...
2 აქ არ შემიძლიან ყმაწვილი არ შევადარო ნორჩს მცენარეს გამრჩევის გემოს შესახებ: მცენარე ზრდილი პირგელიდგანგე იმ მიწა-წყალზედ, რომლის ნაყოფიერებამ, ჰავის ზედმოქმედების თანახმად ჩაუდგა მას სული, სიცოცხლე, — ვერ აიტანს მიწა-წელის გამოცვლას და მალე თუ გვიან „ან ფერს იცვლის, ან ნაყოფს“. — ბავშვი, რომელიც პატარაობითვე შესჩვევია სიზარმაცეს, „ცუდათ გდებას“, იგი აგერ მიეთვისება „ბეჯითობას, გულმოდგინეობას“ ისე, რომ სიზარმაცის ზოლი არ გაჰსდევდეს მას ყოველს მოქმედებაში. ესევე ითქმის კარგის ხასიათის ბავშვზედაც.
3 შეიძლება ათი ბეჭდური სტრიქონი ერთმა დასწეროს — გააჭიანუროს ნახევარ თაბახზედ, მაგრამ გარჩეულის ხელით კი არა; შეიძლება ესევე სტრიქონი მეორემ თაბახის, მერვედზედ დასწეროს, მაგრამ პირველზედ გარჩევით კი; მაგრამ მაინც ზოგს ის მოსწონს, ზოგს ის; „ზოგს ხუცეცი უყვარს, ზოგს ფოფოდიაო“, იმისი არ იყვეს.
4 ვსთხოვთ უმორჩილესად „დროების“ რედაქციას ეს წერილი გადაბეჭდოს თვის გაზეთში და მით მიგვიმართოს ხელი.
პ.კ-ვი.
![]() |
5 ფიქრი და შენიშვნა |
▲back to top |
I
იმ სხვა და სსვა საგანთა შორის, რომელთათვის ინიშნება ეს დრო გამოშვებითი საუბარი, უმთავრესი ყურადღება მიქცეული იქმნება კავკასიის რუსულს მწერლობაზედ. იმდენად გახშირდა ჩვენში რუსული მწერლობა, თან და და თან იმდენად ვრცელს ადგილს იპყრობს და ფესვებს იმაგრებს იგი ჩვენს ცხოვრებაში, რომ მასზედ სიჩუმე შეუძლებელია მისთვის, ვინც ცოტაოდენად მაინც ადევნებს თვალ-ყურს გარემოცულს ცხოვრებას და გულ-გრილად არ უცქერის ამ ცხოვრების ავ-კარგიანობას, ბედსა და უბედობას. მართალია,........ჩვენი ცხოვრება და ბედ–იღბალი იმ გვარად არის მომართული,რომ რუსული ლიტერატურა მთლად, საზოგადოდ, მთას იქით თუ მთის აქეთ, ღირს შესანიშნავია და ცნობისათვის საჭირო, მართალია, ჩვენს ნიადაგზედ იქმნება აღმოცენილი რუსული მწერლობა თუ რუსეთში ორივე უნდა იქონიოს კაცმა მხედველობაში და ორივეს უნდა ადევნოს თვალ-ყური, მაგრამ ამ ორთა შორის განსხვავებაც არის. რუსეთის მწერლობა იმდენად ღირს შესანიშნავია, რამდენადაც ღირს შესანიშნავია თვით რუსეთის ცხოვრება, მისის ჭკუისა და აზრის მიმართულება და წარმატება. რაც ხეირიანი და გამოსადეგი რამ აბადია რუსულს აზრს და ჭკუა-გონებას არსებობს სატახტო ქალაქის ჟურნალ-გაზეთობაში. ეს არის რუსის საზოგადოების აღმზრდელი და იმავე დროს მისის სურვილისა და მიდრეკილების გამომთქმელი. მაშასადამე თუ საჭიროა ჩვენთვის რუსეთის ცხოვრების გაცნობა, საჭიროა იმავე საბუთით იმ ტერატურის გაცნობაც, რომელიც დასტრიალებს მას და სულს უდგავს.
რასაკვირველია, რუსეთის ლიტერატურაში მოიპოვება ზოგჯერ ბევრი იმისთანა რამ, რომელიც ერთგვარად შესანიშნავია რა ენაზედაც და რა საზოგადოებაშიაც უნდა რასის გადატანილ იქმნას. ამაზედ ლაპარაკი საჭირო არ არის, მისი მნიშვნელობა ცხადია, როგორადაც ცხადია ახალის ცოდნისა და აზრის შეთვისების საჭიროება, ვისიც და სადაურიც უნდა იყოს იგი აზრი.
რაც შეეხება ჩვენს აქაურს რუსულს მწერლობას, ე.ი. კავკასიისას, მის მნიშვნელობას და ღირს-შესანიშნაობას ჩვენთვის სხვა საბუთი უძევს. მას არ შეუძლიან იქონიოს არც ერთი იმ თვისებათაგანი, რომელნიც მოსდევენ რუსულს მწერლობას რუსეთში და რომელნიც ზემოდ იყვნენ მოხსენებულნი. თუ მოვძებნით ახალს აზრს და მეცნიერების ახალს ღვაწლს ჩვენს ე. ი. აქაურს რუსულს მწერლობაში, ვერას ვპოვებთ. მეცნიერების ახალი ღვაწლი და ახალი აზრი ნდომულობს ფართო გზას, გაშლილ ადგილს, მრავალ მსმენელს. ჩვენში რა უნდა? ნუ მოჰკითხავთ აგრეთვე ამ მწერლობას ნურც რუსის ხალხისა და საზოგადოების სურვილს და მიდრეკილებას, ნურც მის აღზრდას და წრთვნას. ჩვენი აქაური რუსული მწერლობა მოძრაობს და იღვწის არა იმ ადგილას, სადაც სუფევს რუსეთის ხალხი და რუსეთის საზოგადოების ბუდე. ვისაც რომლსამე ხალხისა და საზოგადოების აღზრდა უნდა, ვისაც სურს საზოგადობრივის აზრისა და სურვილის მიმართვა, იგი უეჭველად მონახავს იმ ნიადაგს, სადაც მის სურვილს და ნდომას უფრო ვრცელი და უფრო მტკიცე დაკმაყოფილება მოელის. აქაურს რუსულს მწერლობას კი ფეხ-ქვეშ უგია განსაკუთრებული ნიადაგი, აღსავსე განსაკუთრებულის თვისებებით, გარემოცული განსაკუთრებულის ჰაერით. მისი მნიშვნელობაც ჩვენთვის განსაკუთრებულია და ჩვენის აზრით აი რაში მდგომარეობს.
ჯერ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ აქ სრულიად არ ვეხებით სახელმწიფოს და საპოლიტიკო ცხოვრებას. ამ მხრით ჩვენი ქვეყანა სათრეველაა ერთს დიდს ურემზედ გამობმული. საითაც გაიწევს ურემი იქით მიდის სათრეველაც. ეს ყყველასთვის ცხადი და უეჭვოა. მაგრამ აქ თავდება ერთგვარობა და იწყება მრავალი სხვა და სხვა ფერი თვისება, რომლითაც განირჩევა ჩვენი ქვეყანა და რუსეთი. ენა, ჩვეულება, წესიერება, ისტორია, ყველა ეს შეადგენს იმ განსაკუთრებულს ნიადაგს, რომლის მიუხედველად შეუძლებელია სალსის ცსოვრებაზედ ზედმოქმედება, მისი წარმატება და მისის კეთილ-მდგომარეობისათვის სარგოიანი მოღვაწეობა, დღეს ამ ნიადაგს დასტრიალებს რუსეთის ცხოვრების ზედმოქმედება. მაშასადამე საჭიროა შუამავალი ამ ნიადაგისა და ზედმომქმედის შორის. ამი შუამავლად უნდა იყოს ადგილობრივი რუსული მწერლობა. იგი იმდენად ღირს შესანიშნავია და ცნობისათვის საჭირო, რამდენადაც იგი გულწრფელად ასრულებს ამ თანამდებობას. თუ არადა მისი შრომა ფუჭია და გამოუსადეგი; უამისოდ იგი არის იგივე რუსეთის გაზეთი ან ჟურნალი, მხოლოდ შინაობაში გამოცემული; კარგია თუ ავი, ჭკვიანია თუ სულელი, მასი არსებობა ტყუილ-უბრალოა, რადგანაც ამ გვარ მწერლობას აქამდისინაც არ ვყოფილვარ მოკლებული.
მაშ დავაკვირდეთ ჩვენს შინაურს რუსულნ მწერლობას, ავადევნოთ თვალი როგორ აღსრულებს იგი თვის თანამდებობას, როგორ ემსახურება ჩვენს გზა-დაბნეულს ცხოვრებას.
რუსული მწერლობა ჩვენში ახლი სტუმარია, გაზეთს „კავკაზს“ არ ვიხსენიებთ, რადგანაც იგი აუცილებული კუთვნილებაა ჩვენის ქვეყნისა, იმის მსგავსად როგორც მაგ., ყოველ გუბერნიაში უნდა იყოს გუბერნატორი, ყოველ სოფელში. მამასახლისი და სხვ. გაზეთ თი „კავკაზიც“ უნდა არსებობდეს ავია თუ კარგი, ემსახურება რასმეს თუ არაფერს. იქნება ეს გარემოება არაფერს რომ არ ყოფილიყო. დიდი ხანია გაქარწულებულიყო კიდეც. რასაკვირველია, ყოველის გაზების, აგრეთვე „კავკაზისაც“ ხეირიანი თუ უხეირო მომართვა ცოტად თუ ბევრად მის მოღვაწეებზედ ჰკიდია. ამაზედ — შემდეგ იყოს. აქ მარტო იმას ვამბობ, რომ „კავკაზის“ არსებობა უნებურია, და ამის გამო მას ჩვენ სხვაფრივ უნდა დაუწყოთ ყურება, ვიდრე იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომელნიც თავის-თავად იდგენ სიცოცხლის სულს, თავის ნებით არსებობენ დედა-მიწაზედ. ამათ სხვა პასუხიც მოეკითხებათ. რად გამოდის ახალი რუსული გაზეთი? რა მოთხოვნილება და საჭიროება უნდა დააკმყოფილოს? რა სამსახურს გაუწევს იგი იმ განსაკუთრებულს ნიადაგს, რომელზედაც არის აღმოცენილი და რომლისთვის მოღვაწეობა შეადგენს განსაკუთრებულს მოვალეობას რუსულის მწერლობისას ჩვენში? ამ ნიადაგზედ ახლად მოსულს სტუმარს ესე იგი, რუსულს გაზეთს უხვდება აქაური ქართულ-სომხური მწერლობა, რომელიც შეადგენს ამ ნიადაგის იმისთანავე აუცილებელს კუთვნილებას, როგორც ენა, წესიერება, ჩვეულება ისტორია და სხვ. როგორ მიეგებება ახალი სტუმარი ამ მწერლობას? ეს კითხვა ყოვლად მძიმეა და არსებითი. ამ კითხვის პასუხი შეადგენს რუსულის გაზეთის ფეროვნობას ჩვენში, ამ პასუხზედ არის დამოკიდებული იმ განზრახვის სიცხოველე, რომლისთვისაც გამოდის რუსული გაზეთი (და მარტო ამ განზრახვითაც უნდა გამოდიოდეს) ჩვენის ცხოვრების მოედანზედ. აი ამ საგანზედ გაგიწევთ ჯერ-ჯერობით საუბარს.
ჩვენში რუსული მწერლობა ახალი სტუმარია მეთქი. ამ ახალთა შორის უახლესი არის უფ. ნიკოლაძის გაზეთი „ობზორი“. მაშ ჯერ ამ გაზეთს მივმართოთ ჩვენი ყურადღება. მასპინძლობაც ამას ითხოვს.
მომწონს კაცი ყველგან ყოველ შემთხვევაში პირ-მღიმარი, წარბ გაშლილი, გულ-ღია. მას ატყვია გულადობის და უშიშრობის ნიშანი იქნება თავზედ ლაფს ისხავს და პირს ირცხვენს საქვეყნოდ, იქნება იძენს თვის მოძმეთა რისხვას და შეჩვენებას — არას დასდევს. ღმერთმანი წარბს შეიძრავს, ღმერთმანი დაფიქრდება თუ! შეცნ არ მომიკვდე. იგი დგას პირ-მღიმარე, გულ-ახდილი, თავ-მომწონე, თითქო მართლა საქები და სასახელო ღვაწლი დუდვია. მომწონს ეს თვისება. ამის „ანა კაცთან საქმის დაჭერა უფრო დვილია ვიდარე იმისთანასთან, ვისაც დაერთვის პირ-მოთნეობა, მშიშარობა, თითქო თვითონაც არ იცის თავის თავისა, — ჭკვიანია თუ სულელი, კეთილია თუ ბოროტი. პირველი გეძგერება გულდაგულ, პირდაპირ გაგიმჟღავნებს თავის იდუმალ აზრს და სურვილს, გაგიშლის თვის ჭკუის და გულის საუნჯეს — აბა გაოცდი და მაქეო. მართლა და საქებიც არის.
საქებია აგრეთვე „ობზორიც“, რომელიც გულდაგულ დაჰსძგერებია იმ საგანს, რომელზედაც გესაუბრებით. გულწრფელად ასრულებს „ობზორი“ თავის მოვალეობას. დახე მის პატიოსნებას: მისთვის არავის არ უკითხავს, როგორ ფიქრობ ჩვენს სამშობლო მწერლობაზედაო, მაგრამ იმდენად ჰსწამს თავისი მოვალეობა, რომ თვითონვე ასწრობს და პირმღიმარე, გულახდილი, აძლევს პასუხს იდუმალს კითხვას. ბარაქალა… დავუგდოთ ყური „ობზორს“. მის №40-ში დაბეჭდილია მოწინავე წერილი „ადგილობრივი მწერლობა“. მართალია, წერილი შეთხზულია „მშაკის“ თაობაზედ და სომხებისაკენ არის მიმართული, მაგრამ როგორც სათაურის წერილის, აგრეთვე შიგადაშიგ ჩართული აზრი და სიტყვა, პირდაპირ გვეხება ჩვენც — ქართველებს და ქართულს მწერლობას.
გაზეთის „მშაკის“ რედაქტორს სამდურავი გამოუცხადებია თურმე თავის მკითხველთათვის, რომ ხელს არ მიმართავთო, და თუ ამას იქითაც ასე ცოტა ხელისმომწერი მეყოლებაო, იძულებულ ვიქმნებიო მოვჰსპო ჩემი გაზეთიო და სამწუხაროდ აღვიაროვო, რომ სომხები ღირსეულნი არ არიანო ცალკე გაზეთის ქონებისაო. ეს სამდურავი უთქვამს „მშაკის“ რედაქტორს, „ობზორის“ სიტყვით.
როგორც სჩანს, ძალიან გამწარებულა უფ. არწრუნის გული და „ობზორი“ ნუგეშსა ჰსცემს: სომხების ღირსებას რად უკიჟინეო, შენს გამწარებულის გულისთქმას მეც დავეთანხმებიო, ამ სიტყვებით რომ იყოს გამოხატულიო: სომხები „მცირე საჭიროებას“ ხედვენ მათთვის ცალკე გაზეთის გამოცემაშიო. ერთის სიტყვით, „ობზორი“ ეუბნება „მშაკს“, სომხებისათვის ცალკე გაზეთის გამოცემა არა ღირსო, რადგანაც მათ იგი არ ეჭირებათო.
რაც შეეხება სომხებს და „მშაკს“, მათი საქმე მათთვისვე მიგვინდვია. თვითონ უფ. არწრუნმა იცეს თავში. რათ მიუშვირა „ობზორს“ ზურგი და რათ აკვრევინა წიხლი. ნეტა რად დაინდობდა პირმღიმარე, წარბგაშლილი, უშიშარი „ობზორი“! ვაი ჩვენი ბრალი, რომ ზურგი არ მიგვიშვერია, მაგრამ „ობზორის“ წიხლი მაინც გვეცა. „ობზორის“ წერილი მიქცეულის საერთოდ ადგილობრივ მწერლობისაკენ და რაც არის თქმული სომხურს მწერლობაზედ, მომართულია აგრეთვე ჩვენკენაც. მაშ ჩვენი საზოგადოებაც „მცირე საჭიროებას“ ჰხედავს თავისათვის ცალკე გაზეთის გამოცემაში? ვინ უთხრა ეს „ობზორს“?. ის ამბობს, ვითომ ადგილობრივ მწერლობაში საზოგადოდ ხშირად მოიპოვება იმგვარივე სამდურავიო, როგორიც წარმოუთქვამს „მშაკს“. ქართულ მწერლობაში, როგორც გვახსოვს, არ ყოფილა ამისთანა უცნაური სამდურავი… „ობზორი“ დარწმუნებულია, რომ ქართული მწერლობა ძალიან მცირე თანაგრძნობას ჰპოვებს თვის საზოგადოებაში. ეს მოვლენა მისის აზრით დამოკიდებულია იმაზედ, ვითომ აწინდელი ქართული (და სომხური) მწერლობა იღვწის საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ქართული ლიტერატურა და რომელიც თავის ჭკუისა და გულის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს რუსეთისა და უცხოეთის მწერლობით. მოჰყოლიაო ქართული (და სომხური) ლიტერატურა მაღალ-მაღალ სფერაში ფრენას და ჩივისო, რომ თანაგრძნობას არა ვპოვებო. მაღალი ფრენა რა თქვენი საქმეაო, ეგ რუსულს მწერლობას (სხვათა შორის „ობზორსაც“) მიანებეთო. თქვენ მხოლოდ მდაბიო და უმეცარს ხალხს უნდა მიჰმართოთო თქვენი მოღვაწეობაო. მაგრამ საქმე ის არის, რომ არც მაგისი ნიჭი და თავი გაქვთო.
აქ მოყვანილ აზრთა თეორიულ განრჩევას შევუდგებით შემდეგ; აგრეთვე შემდეგ მოგახსენებთ თვით „ობზორის“ ჭკუა-გონების სიმდიდრეზედ და იმ მაღალს სფერაზედ, რომელსაც იჩემებს იგი, როგორც რუსული გაზეთი. აქ მოგახსენებთ მხოლოდ თუ როგორ ასრულებს „ობზორი“ იმ თანამდებობას, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ და რომელშიაც სუფევს, ჩვენის აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა რუსულის გაზეთისა ჩვენში.
„ობზორის“ აზრით ჩვენ, ე. ი. ქართულ-სომხური მწერლობა, განათლებულს საზოგადოებას არ უნდივართ და უმეცარ ხალხისათვის კი არ ვიცით არც ლაპარაკი, არც მოქმედება. ამას ამბობს შუამავალი ჩვენის თავად ისეც საწყალის ცხოვრებისა, ამას ამბობს ჩვენი წარმომადგენელი იმ ძალის წინაშე, რომელიც დასტრიალებს ამ ცხოვრებას. „მაშ რიღას დამაშვენებელიაო და რიღასთვის დაეხეტებაო დედამიწაზედ ეს რაღაცა ქართული თუ სომხური მწერლობაო“ იტყვის „ობზორის“ მკითხველი. როდის აქეთ, ბატონო, ბატონო!..
(შემდეგი იქნება)
![]() |
6 შვილი მოხუცებულის გამზისა |
▲back to top |
შვილი მოხუცებულის გამზისა
შემდეგი[1]
III
მშვენიერს ვაკე მინდორზედ, რომელზედაც დუდუნით მიგრიალებს სწრაფი მდინარე ტიმოქი, იდგა მაგარი ციხე ჰამზიგრადი. მის შორიახლო მოფანტულნი იყვნენ სოფლები და მოჩანდნენ ახალი მონასტრები, აშენებულნი სერბიის პირველ ქრისტიანთაგან სადიდებლად ახლად მიღებულის სარწმუნოებისა. იქით შორს განზიდულიყვნენ მთის მაღალი ცერები, ტყეებით მოსილნი.
ამ ჰამზიგრადში აუშფოთებლად ატარებდა თავის სიცოცხლის უკანასკნელთ დღეთა მოხუცებული ჰამზა, რომელმანც თავი დაანება სამუდამოდ ბრწყინვალეს კარს მეფისას. ჭაღარა თავი ძირს დაშვებოდა; ისიც კი ემძიმებოდათ ეხლა მის მხრებს, ოდესღაც ძლიერთ და მორჭმულთა. მოხუცის ბრძნულს შუბლსა მოჰმატებოდა კიდევ რამდენიმე ნაოჭი. არაერთხელ გულის სიღრმიდან ამოუკვნესია ოხვრა და შავთვალთაგან გადმოსდენია მწარე ცრემლი. ხოლო არავინ მის მახლობელთაგანმა არ იცოდა, რის გამოა ასე მწუხარე და სევდიანი მფლობელი ჰამზიგრადისა.
გარნა თვით მოხუცი არ იყო ამ ქვეყნად ობლად დარჩენილი, მასაცა ჰყვანდა ნუგეში, რომელსაც ბევრნი სხვანი შენატროდნენ. იგი ნუგეში იყო მისი შვილი რადიშა. მარტო იგი დაშთომოდა საყვარელის ცოლისაგან, რომელიც ამ შვილის შობიარობაზედ გარდაცვლილიყო. მოხუცს სულით და გულით უყვარდა თავისი ერთადერთი შვილი. შეჰხაროდა და სიხარულით ვერ სძღებოდა, შეჰყურებდა და ყურებით სურვილს ვერ იკლავდა.
ახალგაზრდა ლამაზი რადიშა ღირსი იყო მამის სიყვარულისა. ჯერ სულ ცამეტის წლისა იყო და უხედნს განადირებულს ცხენს იმორჩილებდა! გადარეულს ცხენს მოახტებოდა და უშიშრად მიაქროლებდა, ხევი დახვდებოდა თუ ხნარცი სადმე არაფერს მოარიდებდა. მამის მძიმე ჯაჭვის პერანგში ჩამჯდარი ფეხდაფეხ მშველს დაეწეოდა, მფრინავს მერცხალს ისრით შუა გააპობდა, შავარდენს თავზედ არ გადიფრენდა.
ხოლო როცა იუნაკნი შეიყრებოდნენ ხოლმე სალხინოდ და მორიგი თასი ღვინით სავსე ჩამოივლიდა სულის გასამხიარულებლად და გულის გასათბობად, ყველამ იცოდა, რომ ყმაწვილი რადიშაც ხელს წაავლებს მძიმე თასს და უსულოდ დასცლის მოლხინეთა სადღეგრძელოს, როგორც გამოცდილი ძველი ვაჟკაცი მხოლოდ კი თვალები უფრო განუბრწყინდებოდნენ და უფრო ძლიერ დაუწყებდა ხოლმე ცემას ყმაწვილი გული.
დააყვირებდა ხოლმე რადიშა ვერცხლის საყვირს - დაიწყობდნენ აქეთ-იქით რბენას ბაზიერნი და მეჯინიბენი, ძაღლები მოჰყვებოდნენ ხტომას და რამდენსამე ხანს უკან მთებსა და ტყეებში ასტყდებოდა ხმაურობა ნადირობისა, ყეფა - ძაღლისა და თქაფა-თქუფი ცხენის ფეხისა, ერთი ყოფა და ამბავი.
ამრიგად ატარებდა თავის დროს მამისერთა შვილი მოხუცებულის ჰამზასი. ნადირობა მისთვის შექცევა იყო, შუბი და ხმალი სათამაშო და ამ სათამაშოთი ართობდა ხოლმე თავის უასაკო გულსა.
მხოლოდ მაშინ კი დაღონდებოდა ხოლმე მისი ნორჩი გული, როცა მამას უყურებდა და ხედავდა, რომ მოხუცებული მამა წელთა სიმრავლითა თანდათან ჭკნება და ჭკნება, როგორც ძველი ჭანდარი, რომელსაც ვერა დააკლეს რა ვერც მეხის დაცემამ, ვერც გრიგალთა ქროლამ, და რომელიც კი წყნარ-წყნარად ხმება და მწუხარედღა არხევს წვერზედ გაშიშვლებულს ტოტებსა.
ბოლოს მოხუცი ჰამზა დაბრმავდა და მით წაერთვა თვისი შვილის ნახვის ნუგეში. მაგრამ, როცა კი მის ხმას გაიგონებდა - ცრემლნი ლმობიერებისა და სიყვარულისა ჩამოსცვიოდა ხოლმე გამქრალ თვალთაგან. ბებერი ჰამზა ჰგრძნობდა, რომ ბევრი ხანი აღარ დარჩენილიყო წუთისოფლად და თვით ეს წუთისოფელიც შესძაგდა და თვითონ სიცოცხლეც მოსწყინდა. ხოლო სწუხდა, რომ საყვარელს შვილს უნდა გამოვეთხოვოო; გული სტკიოდა, შვილი უნდა დამრჩეს აქ მსხვერპლად მტრობისა და დევნულებისაო...
ამ მოხუცის თავადის სასახლეში არც ერთი ხატი არ იყო ქრისტიანობის ნიშნად. ზოგიერთს მაშინდელს თავადებს კი ესვენათ სახლში ხატები, რომელთაც ცბიერნი ბერძნები ურიგებდნენ ხოლმე ახლად მონათლულებს. ამ ხატების მაგიერ ბებერს ჰამზას სახლში იდგნენ ბუთნი წარმართთა ღმერთებისა, რომელთაც ლოცულობდნენ ჰამზას მამა-პაპანი და რომელთ წინაშეცა თვით ჰამზას ხშირად მუხლმოდრეკით აღმოუთქვამს თავისის სულის მწუხარება. არამც თუ თვით ჰამზა იყო მხოლოდ წარმართი, არამედ ყოველნი მისნი მხლებელნიცა, შინამოსამსახურენი და თვით სტუმარნიც, რომელნიც ეწვეოდნენ ხოლმე ჰამზიგრადში, ვერა სცნობდნენ ღმერთსა ქრისტიანებისასა.
მოხუცს გასჯიქებოდა კიდეც გული და მაღალი მცნება ქრისტიანობისა მას ვეღარ მიეკარებოდა: იგი გარდასრული იყო და ბრმა. იგი შენატროდა მხოლოდ წარმართთა ღმერთებს, ღმერთებს ომისას და ბრძოლისას და თაყვანს სცემდა მამა-პაპის ღმერთების ბუთთა.
ერთხელ დილით ჰამზამ მოიხმო შვილი, გადუსო ალერსით ხელი შუბლზედ, რომელზედაც ჯერ სევდას და მწუხარებას არ დაეჩნივა თავისი ნიშანი, და უთხრა ნელისა და მისუსტებულის ხმით, რომელიც აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებდა.
- მიიღე ჩემგან ლოცვა და კურთხევა, შვილო ჩემო! ღმერთნი შენთა წინაპართა, ღმერთნი, რომელნიც მრავალ საუკუნეს ჰპატრონობდნენ და გფარავდნენ სერბიის ერსა და რომელთაც თაყვანს ვცემდი მე, იყვნენ მფარველ და მეოხ შენი, ჩემო კარგო! შენ გული გაქვს გმირისა! ემსახურე შენს ქვეყანას და შენს მეფეს, - და როცა საყვირი ბრძოლისა მიგიწვევს შენ საომრად, წადი და გულდაგულ დახვდი რაზმსა მტრისასა. ეგ იმისთანა თავგანწირვაა, რომლისათვისაც ღმერთნი შენთა მამა-პაპათანი მიანიჭებენ ხოლმე კაცს სამარადისო სახელს და დიდებას. შვილო ჩემო, ნუ დაივიწყებ ჩემს ანდერძს. ნუ ჰგმობ და ნუ უღალატებ შენთა წინაპართა ღმერთებს! ნუ ჰგმობ და ნუ უღალატებ შენს სამშობლო ქვეყანას და შენს მეფეს: გმობა და ღალატობა წყეულია მთელის ქვეყნისაგან! ხოლო მოერიდე მეფის კარსა და სიკვდილი გერჩივნოს, ვიდრე ნახვა იმ ტახტისა, რომელზედაც სხედან ნემანიჩების შთამომავალნი. მეფეს ეჯავრები შენ იმიტომ, რომ შვილი ხარ დაცემულის მთავრისა; შენ ეჯავრები მას იმიტომ, რომ თაყვანს არა სცემ იმ ღმერთს, რომელსაც სცემენ მეფენი ნემანიჩების გვარისანი. კურთხევა შენდა, ჩემო შვილო!
IV
ბებერი ჰამზა გარდაიცვალა.
დაიკეტა რკინის ჭიის-კარნი ქალაქისა და შავად შეიღება მგლოვიარობის ნიშნად; დადუმდა ხმა მონადირეთა; მხლებელნი შავად შეიმოსნენ, თმა და წვერი გამოუშვეს; გუშაგნი შუბს ატარებდნენ, წვერით ძირს დაშვებულს და თავადთა ქუდის თეთრი ფრთა შავზედ შეიცვალა. თითქმის ცხენებიც კი, როგორღაც, გლოვის ხმით ჭიხვინებდნენ თავიანთ გომურებში.
ჭაბუკი რადიშა დაღონებული და შეწუხებული დადიოდა მამის ქალაქში. სახე გაუფითრდა და შუბლზე დაეწერა მძიმე ფიქრნი, რომელთაც გარემოიცვეს ეხლა კი მისი სული. თუ დაინახავდა ხოლმე იუნაკებს სადმე ერთად მსხდართ, მივიდოდა ისიც იშვიათად, მიუჯდებოდა ხოლმე მათს წრეს და დიდის წყურვილით ყურს უგდებდა ხოლმე მათგან ნაამბობს ამბავს თავისის მამის საქმეებისას.
ერთს დილას, როცა ბრწყინვალება ამომავალის ცისკრისა ჯერ კიდევ ებრძოდა ღამის სიბნელეს, როცა ბალახზედ ჯერ კიდევ თრთოდა ცის ნამა და რადიშას მჭმუნვარე თვალებში ბრწყინავდა ცრემლი და გაფითრებულ ბაგეთაგან გამოისმოდა სევდიანი ოხვრა, სევდიანი, როგორც ყეფა ბულბულისა, რომელიც მიყრუებულ ღამეში დაჰკვნესის თავის დაქცეულს ბუდეს, მაშინ-მეთქი, - რადიშას ნატკივარ გულიდამ უეცრად აღმოხდა ხმა სანადიროდ გაწვევისა. მამის შემდეგ ეს პირველი ნადირობა იყო.
გაისმა თუ არა რადიშას საყვირის ხმა, ატყდა ერთი ფაცაფუცი მოსამსახურეებისა, ქორებმა ფრთები გაიშალეს, ცხენები მხიარულებით შეტოკდნენ და ძაღლთა ზარიანი ყეფა გაიფანტა დილის რიჟრაჟის მყუდროებაში.
სულ მზად იყვნენ.
და, აჰა, გაიხმაურა მთამა და ბარმა. შორს ისმოდა გიჟური ჭენების ხმა მონადირეთა ცხენებისა. მგელი, შიშით გალეული, ხშირ ტყეში მირბოდა დასამალავად, გახურებული ძაღლები ჩარბოდნენ და ამორბოდნენ ხევებიდამ და ხან სირბილითო გამალებულნი იშვერდნენ ფეხს და სკუპით გადავარდებოდნენ ხოლმე კლდე-ღრეში.
მონადირენი უფრო და უფრო შორს მიდიოდნენ და მათის ძახილით და ყვირილით ტყე ხმაურობდა.
შორს წავიდნენ მონადირენი, მაგრამ ყველაზე წინ და შორს ჭაბუკი რადიშა წავიდა. მას უნდოდა, რომ გაცოფებულ და გიჟურ ჭენებით მოეკლა თავისი წუხილი გულისა და უკან ამხანაგებს აღარ მოჰხედა. იგრძნო თუ არა თამამმა ცხენმა ჩემს ნებაზე მიმაგდესო, გაფრინდა როგორც ფრინველი. ბევრი კლდეღრე გადიარა, ბევრს ხევზედ გადავიდა როგორც ქარი; ბევრს ხანს მირბოდა ტყე-ტყე ცხენი, მაგრამ რადიშამ მაინც არ აუკრიფა სადავე დასაყენებლად და ერთხელაც არ შეშინებია იმ უცნობის და ხამის ადგილებისა. მაინც მძიმე ფიქრნი ვერ დაიფრთხო, ვერ მოიშორა თავიდამ ჭაბუკმა მხედარმა და სულ მიარბენინებდა და მიარბენინებდა ცხენს გაფოთებით. ხან ის ფიქრები ჩამოეცლებოდნენ და მაშინ რადიშა სტკბებოდა ახალის ადგილების სილამაზის ხილვითა.
მიაჭენებდა ცხენს რადიშა და უეცრად თვალწინ წამოუდგა მშვენიერი, ყვავილოვანი ველი, იმისთანა, რომელიც მოეჩვენება ხოლმე სიზმრად უშფოთველს და მშვიდობიანს სულს. დაინახა ლიმონისა და თურინჯის ხეები, მათზე ასული ვაზები; ხშირ მწვანეთა შორის წითლად ღვიოდნენ ვარდები; ყურთ მოესმა მშვენიერი ყეფა ბულბულისა და მურმური წყაროსი; ოქროსფერი თევზები მჭვირვალე წყაროში თამაშობდნენ და დიდთა მუხათა მაგრილებელ ჩრდილში მოჩანდა სათავე მეფის სრასასახლისა.
რადიშა გაოცებული შედგა; ყველაფერი, რასაც ჰხედავდა, ხამად და უცნაურად ეჩვენა. „რა ვქნა? ეს სამოთხეში ვარ, თუ რა არისო“, - იფიქრა. რადიშას შეეშინდა კიდეც ამ მშვენიერის სანახავისა: ვეღარც თვალის მოშორება შესძლო და ვეღარც უკან დაბრუნება, მაგრამ რაც მოულოდნელად და უეცრად თვალწინ გამოეცხადა, იგი უფრო უმშვენიერესი იყო ყოველსავე მასზე, რასაც წუთის წინად ასე ძლიერ შენატროდა.
იგი იყო მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, იმისთანა ქალი, რომლის მსგავსი რადიშას არასოდეს არ ენახა და რომლის წინაშე ყოველი ადამის შვილი მუხლს მოიყრიდა და სიყვარულის სიტყვებს კი ვერ გაუბედავდა. იგი მხოლოდ სასოებით და თაყვანისცემით დაუწყებდა ყურებას ხმაგაკმენდილ აღტაცებითა, როგორც ციდამ მოვლენილს მოჩვენებასა.
რადიშას ძლიერ დაუწყო გულმა ცემა; უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ ენა არ დაემორჩილა, თუმცა აზრით კი ეუბნებოდა მშვენიერს ქალსა: „ზე აიხედე მაგ მშვენიერის თვალებითა, ჰოი, ღმერთავ, და შემომხედე მე. გამიცოცხლე სული ჩემი შენის ღვთიურის შემოხედვითა!“
რადიშას მოაგონდა ბოლოს, რომ ეს სახე სხვა დროსაც უნახავს. სახელდობრ, იმ ღამეს, როცა თავთ ეჯდა სულთმობრძავს მამას, ქვითინებდა და სწყევლიდა თავის გაჩენის დღეს, თითქო წინადჰგრძნობდა, რომ მამის შემდეგ სიცოცხლე მის მოწამლული იქნება მწუხარებით და მარტოობითა. სწორედ იმ ღამეს, როცა სევდა ისე ძლიერ მოაწვა გულზედ, რომ აღარ იცოდა, რა ექმნა, მაშინ უეცრად მოევლინა საკვირველი მოჩვენება, წარმოუდგა თვალწინ მშვენიერი ახალგზდა ქალი, რომლის ციურმა ღიმილმა სწრაფად შეუშრო ცრემლი და საშინელი წვა სულისა შეუსუბუქა. იგივე მშვენიერი ქალი ეხლა ხელმეორედ ედგა თვალწინ.
ეს მშვენიერი დანაბადი იყო კრინა, სერბიის მეფის მამისერთა ქალი, რომელიც, როგორც წმინდა წვეთი ცის ნამისა ვარდის ყვავილის ფოთოლზედ, ისე წმინდად და სათუთად იზრდებოდა თავისის მამის სასახლეში. იმისთანა სურვილი რა იქნებოდა, რომ მის ხნიერს მეფეს, მის მამას, მაშინვე არ აესრულებინა.
ის ადგილი, რომელმაც თავისის სიტურფით და სიუხვით გააოცა რადიშა, მეფის ქალის კრინას საკუთარი ბაღი იყო; აქ მარტო მისთვის ჰყვაოდნენ და სუნნელობდნენ ვარდ-ზამბახნი, ბულბული მარტო მისთვის გალობდა, მშვენიერი და დიდრონი ხეები მარტო მისთვის დააყენებდნენ ხოლმე ჩრდილსა და გრილოს. რადიშას ცხენი გაქვავებულივით უძრავად იდგა მეფის ქალის წინაშე და თვით რადიშაც გულისკდომით ელოდდა, აცა, ან ეხლა შემომხედავს და ან ეხლაო.
კრინამ შემოჰხედა. თვალნი მისნი ღამეზე უფრო ბნელნი იყვნენ და სახე უმტვერო თოვლზედ უფრო თეთრი ჰქონდა. შავი ნაწნავები გველებსავით ეყარა თოვლივით თეთრს მხრებზედ იმ ხორციელს ანგელოზსა.
- სწორედ ის არის, ის! მაშ სიზმარი კი არა ყოფილა, ცხადი იყო, როცა მე ეს პირველად ვნახე. ჩემი მაცხოვარი, ჩემი იცოცხლე ეგ არის! ოჰ, ღმერთო, ღმერთო, - იძახდა მთრთოლარე გულში ნეტარებით სავსე რადიშა.
კრინამ შემოჰხედა და გაწითლდა. თვალნი განუბრწყინდნენ, როგორც გაზაფხულის მზე ღრუბლებ შორის და ალისფერი ტუჩები აუთრთოლდნენ. რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხმამ უღალატა: იგი ვერ ჰპოულობდა სიტყვას თავისის გრძნობის გამოსათქმელად. კრინას ეგონა, რომ მის წინაშე დგას ხორციელი ადამიანი კი არა, რაღაც სულიერი, ციდგან მოვლენილი.
- საიდამა ხარ შენ, უცნობო ყმაწვილო კაცო? - ძლივს წარმოსთქვა ბოლოს კრინამ და ხმა მისი იყო ისეთი საამო და ნარნარი, როგორც ღუღუნი გვრიტისა: შენ მამაჩემის კარისკაცი არა ხარ? მისთა თავადთა შორის შენ მე არ მინახავხარ...
რადიშამ თავისი მწვავი თვალი თვალში გაუყარა; კრინამ ამ თვალთა სიმწვავეს ვერ გაუძლო, აირია და თავი ჩაღუნა. მერე კი ისევ აიხედა მაღლა და შეხედა რადიშას, თითქოს უნდაო, საუკუნოდ დასტკბეს რადიშას თვალთა მომხიბლავის ძალითაო.
- მე ვთხოვ მამაჩემს, შენს მეფეს, რომ მიგიღოს სასახლეში დიდებულთა შორის, უთხრა კრინამ; - შენ ისეთი მშვენიერი რამა ხარ...
ახალგაზრდა მხედარი გაფითრდა, ენაზედ შეაკვდა პასუხი... მსწრაფლ მოატრიალა ცხენი და როგორც ფრინველი თვალთაგან დაიკარგა.
მეფის ქალმა მწუხარებით გააყოლა მხედარს თვალი, მკლავები ჩამოჰყარა, თითქო დაუდუნდაო და სახიდამ მსწრაფლად გაუქრა ლამაზი ვარდისფერი...
რადიშა ამას იქით აღარ ნადირობდა. თავის მამის საფლავის სანახავადაც კი მოიშალა სიარული. აღარც ცრემლი მოსდიოდა და აღარც ოხვრა-კვნესა.
დაუჟანგდა მძიმე რკინის აბჯარი, დაუჟანგდა ბრწყინვალე რკინის პერანგი; სქელი მტვერი დაედო ცხენის იარაღსა. ამ ქვეყნიერობაზედ აღარაფერი არ იტაცებდა რადიშას გულს, აღარაფერი ესიამოვნებოდა. მას ერთის ნახვით შეუყვარდა კრინა და მზად იყო სიცოცხლე მიეცა, რომ ერთხელ კიდევ თვალით ჰნახოს, ჰნახოს და იქავ მოკვდეს კიდეც.
ხოლო წელიწადი წელიწადზე მიდიოდა და რადიშა მამს ანდერძისა გამო ვერ ჰბედავდა მეფის კარზედ მისვლას, თუმცა იქ ჰნახავდა თავის ღმერთას - თავის გულის სანატრელსა.
_____________
1 ივერია“ №6,1878წ.