ცისკარი №10 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ქაცვია მწყემსი

▲back to top


ქაცვია მწყემსი[1]

იჯდა ზამთარი ბროლის ტახტზედა,
ხელი ზედ ედვა ფარ-ხმალ ტახტზედა,
მზად ჰყვანდა ლაშქარი,
თოვლ, ყინვა, მას ქარი,
მოსწონდა თავი.

ჯართ მყვანებელად ევროს ამირად
ჰყვანდა კეკიას მოპირდა-პირად,
შემდგომად მას ლიფსი,
ზეფიროს, ფინიქსი,
ბორია, ნოტოს.

ზაფხულს ამირად ჰყვანდა კეკია,
სად ევროს იდგა ნაცარქექია,
შემდეგად არგესტი,
აპილი, ერღასტი,
თრასვე, ლივნოსტოს.

არგესტიმ უთხრა: დრო არის ლიფსი,
ადე გამეცა თორემ დაივსი!
ეს ლიფსმა აწყინა,
უფროსად გაყინა,
ლილო ლაღმან...

ლიფსსა და არგესტს შაექნათ ჩხუბი,
აგრესტ საჯდომსა ლიფსს დასცა შუბი,
დაიჭრა რა ლიფსი,
იხმო მან ფინიქსი,
მიუთხრა მასა.

აგრესტს შავები ხედავ დავიჭერ,
უკაცრავოდვარ თავს ვეღარ ვიჭერ,
აწ ახლა შენ იცი,
ვით გაქვნდეს შენ ფიცი,
შენ გაისარჯე.

არგესტ დაჩუმდა ქროლისგან დადგა,
ფინიქსის ბრძოლად ერღასტი ადგა,
გადაუდგა წინა,
ლაშქრად ახლდა წვიმა,
ფინიქს ჰყვა თოვლი,

ფინიქს ერღასტიმ წამოუქროლა,
თოვლის ხორშავით დაუწყო სროლა,
ერღასტიმ მას თოფნი,
წვიმა და ქარ ჭყოპნი,
მას შეაყარა.

გატყდა, ამოსწყდა ფინიქსის ჯარი,
ვერ მოიხმარეს თავის აბჯარი,
ჩაუსველდათ თოფი,
თავს დაესხათ ჭყოპნი,
დელგმა ღოლფონი.

ეღრასთს ეტყოდა, ზეფიროს გმირი:
კმარა დაჩუმდი ნუ მაღლა ჰყვირი,
ნუღარ ჰქრი თბილად,
თვარა გაგხდი წბილადა,
დალაშქრა თრთოლვით!

რა ზეფიროსმა შექნა მუქარა,
აპილიოტმა ფეხს მოუჩქარა,
დაჰბერა მან თბილი,
განუდნო მას თრთვილი,
მზეც მოეხმარა.

ევროსთან იყვნენ: ბორია, ნოტოს,
და კეკიასთან, თრასვე, ლივონტოს,
მუნ შუა მავლობდენ,
ერთმან-ერთშია.

ამ ქარებს გარდა სხვანი ქარები
დაუნდობელნი არხაზარები,
იყვნენ შორის წასულნი,
მუნ ვერსად ვნახე.

რა ესმა ევროს ჯარის გატეხა,
ბორიას ნოტოსს შემოუჭეხა,
თქვენ აქ რადა ხართო,
რატომ არ წახვალთო,
ჩვენ ჯარს უჭირსო?

ამას წყინობდა ევროს ამირი,
ავათ შებმულა ზეფიროს გმირი,
აპილოტიო, ქმნილა მეტიო,
ზეფიროზისა.

აღდგა ჩრდილოეთით ბორია ქარი,
გულით ფიცხელი ხელფეხით ჩქარი,
მსწრაფლად გაყინა,
სულ ყველას აწყინა,
ვინცა შემოხვდა:

სად ზაფხულისა ვლიდა თარეში,
სულ გაუყინა მაღლა ჰაერში
ასეთი ციოდა,
მკვდარი ძირს ცვიოდა,
მაღლიდამ დაბლა.

თრასკემ ბორიას კარგად უმტერა,
წამოუგირგლა სულ გაუმტვერა,
ჰაერში ახვეტა.
დაუწყო მუნ ჟლეტა,
ბორიას ლაშქარს.

ბორია დადგა წამოდგა ნოტო
ორისვეც დაჩუმდა აღდგა ლეონტოს,
ხვდა ლომსა ლომი,
შეიქნა ომი
მეტად ძლიერი.

ნოტოს დაჰყვირა ლეონტოსს მჭახედ,
ლევონტოს დახვდა გულ მაგრა მკვახედ,
დგენ, გაბოტებითა,
სცემდენ ტოტრბითა
ერთმან ერთს თავში.

ამიერ კეკიამ იხმარა ხერხი
ევროსს მოტეხა ზარბაზნით ფეხი,
ასეთი შესჭეხა,
ევროს ქნა ტანთ გრეხა
შიშისაგანა,

იპყრა კეკიამ ხელს ევროს ქარი,
სრულად დამარცხდა ზამთრის ლაშქარი,
გაიქცა ჩაფარი,
სად იყო ზამთარი,
მას მოახსენა.

ოდეს მოხსენდა სიტყვა ჩაფრისა,
ჯარის სიმარცხე მოსვლა საფრისა,
წამოდგა ზამთარი,
ხელთ იპყრა ხმალფარი
შეჯდა რაშზედა.

სადაც ბანაკად დგა გაზაფხული,
ხმალ გალესილი შუბ გამახული,
მიმართა ზამთარმან,
ჯავრით ვით აფთარმან,
მას შეუტივა.

ზაფხულს მიუგო ავი სიტყვანი,
გადააყარა თავსა სეტყვანი,
ზამთარმან თოფხანა,
სტყორცნა თავს მოჰფხანა
მეხით ზამთარსა.

მზემან მსახურსა ზაფხულს კეთილად,
ზამთრის სიცივე შესცვალა ტფილად,
გაიქცა ზამთარი,
რაშს ტაცა ფაფარი,
დასცეს კიჟინა.

შეჯდა კეკია იყო ცხენ ჩქარი,
დააწყებინა შუბსა ზანზარი,
გამოუდგა მდევრად,
უკამ მოსაწევრად
მიჰყვა ზამთარსა.

არ ჩამოეხსნა კეკელას ქარი,
სანამ არ ჩაძვრა ქვესკნელს ზამთარი,
აიღო ალაფი,
გარდასცა თავს ლაფი,
და გამობრუნდა.

ზამთარს წაუხდა აწ ჭირნახული,
ზურმუხტის ტახტზედ დაჯდა ზაფხული,
შემოკრბენ ყოველნი
მუნ სულნი ცხოველნი,
და დაულოცეს:

გაცვდა, გაძველდა ცივი ზამთარი,
შამოეცარცვა ტანთა საფარი,
ზაფხული გაახლდა,
საცმელი თან ახლდა,
ფერად ფერადი.

ზამთრით გაცრცვილნი შიშველ ტიტველნი
ახლით დამოსა გახდა ძველნი.
მისცა მათ ბძანება,
დართო სრულად მან ნება,
პატიმრად მყოფთა.

ტანთა ჩანაცვა მწვანე კაბანი,
ტფილნი ქარნი ჰბერვენ
ჰხმით ფრინველნი მღერენ,
განაქვთ ჭიკჭიკი.

ამბობს ტორუა, გალობს ბულბული,
ტკბილად მოსძახის ოფოფ, გუგული;
შაშვი ანბობს ზილსა,
მსმენი იკრთობს ძილსა,
დვრინავს ქედანი.

სხვანი ფრინველნი ანბობენ ბანსა,
ქვე მყოფთ ხმა გვესმისთ ხალხს ხდიან ბანსა,
ჩაყრილნი ხაროდა
ზე გასახაროდა,
ამოძვრენ ველად.

მგზავსად მგზავსადმან იპოვა ტოლი,
ყველამ დანერგა თავისი ცოლი,
გამოვიდა დოლი,
გაიზარდა მოლი,
ხეთა ფოთოლი.

მხიარულს ზაფხულს მოჰყვა ყვავილი,
მოწყენილ ზამთარს თან გაჰყვა თრთვილი,
აწ მწყემსნი ხარობენ,
ვით ვისა ყვარობენ
პირობას სდებენ.
ვინვის გვინდოდეს ერთად ვაძოოთ,
საერთო იყოს ვინც რამე ვპოოთ.
სამთ ქალთ სიხარულით,
ცხვარნი სიარულით,
წაასხეს ჭალად.

მირეკეს ჩიგვთან სად ვარდის ფერად,
ყვავილი ნახეს მუნ დასხდენ მღერად,
იმღეროდენ ტკბილად,
კარგ ხმა გაწყობილად,
შაექცეოდენენ.

ყვავილთ გაქონდა გაშლილს ბიბინი,
დაგლიჯეს დაწნეს მისი გვირგვინი,
რაც ქალი იქ იყო,
ყველამ თვითო იწყო,
თავისთვისა.

მარტოს ვერ სწნევდა თეთრს ვარდიანსა,
წავიდა ჭალასა შორს ვარდიანსა,
ყვავილთა საძებრად,
ვარდისა საკრებლად,
თავის კონისათვის...

მოესმა შორით ნესტვთა ხმობანი,
ეგონა ქალთა თამაშობანი,
სითაც ესმა სტვენა,
მიჰყო იქითკენა,
ყვავილთ კრეფასა.

აღმართი ავლო რა გარდიხედა,
მუნ მწყემსი დახვდა სად წყალი სჩქერდა,
შეშიდა შაჰყვირა,
გაგცევა აპირა,
ვეღარ გაბედა.

მაღლად შაჰყვირა ვამე ვამეო,
რა დღე მექნების ან რა ღამეო,
მას მწყემს გაუკვირდა,
თქვა რა გაუჭირდა,
სწრაფ გამოიქცა.

მივიდა ჰკითხა: ვინ ხარ რა მოხდა,
რამ შეგაყვირა წინ რა შემოგვხვდა,
ხელი ხელს მოკიდა,
თვალთ ცრემლი მოსწმინდა,
სცა ნუგეშინი.

ქალმან რა ნახა იმ მწყემსის პირი,
სულ დაავიწყდა რაც სჭირდა ჭირი,
მწყემსი: შეუყვარდა,
ფეხთ ქვეშ შეუვარდა,
შესცინა პირსა.

ქალმან მიუთხრა მწყემს საყვარელო,
დღეს ჩემო მცველო და დამფარველო,
მეც სიტყვის დასტური,
რაც ვსთქვა მიგდე ყური,
მისმინე თქმული

რადგან შენ გახდი ჩემი ძალ ღონე,
რაც მოგახსენო ეს გამიგონე,
დღეს შენგნით მეფონა,
ხსნა აღარ მეგონა,
ჩემის თავისა.

ეს კონა წნული იყოს შენია,
მე ვარდი შემქენ იყავ შენია,
გაშინჯე შენც ნახე,
ჩემი პირის სახე,
თუ გთნდეს მითნიე.

მწყემსმა ქალს უთხრა: ნუ ასჩქარდები,
ჯერ შენვე გაქვნდეს შენი ვარდები,
ცოტა მოიცადე,
საქმე გამოსცადე,
შეიტყევ მართლა.

ჯერ დაივიწყე კვნესა და ვიში,
თქმულა სიყვარულს შეიქსო შიში,
ხარ გულით შემკრთალი,
არვიცი მართალი,

ცოტა ხანს საქმეს დაუგდოთ ყური,
ღვთიური არის თუ ეშმაკური,
დღეს შევიყარენით,
რად შევიყვარენით,
ვსცნათ ერთმანერთი.

თუმც მსურს შენის ნების მიყოლა,
მაგრა შიშითა გულში მაქვს ძრწოლა,
ვინც რომ დაგვინახავს,
დაგვმობს და გვიძრახავს,
უწესურს საქმეს.

ქალმა მიუთხრა: რამ შეგაშინა,
ჩვენ ორთ ხშირ ტყეში ყურს გვიგდებს ვინა,
მწყემსმა რა ისმინა,
გულით გაიცინა,
ამ სიტყვაზედა.

ქალმან მწყემს ჰკითხა გასაცინარი,
ჩემგნით რა გესმა მითხარ ვინ არი,
აქ ჩვენი მნახავი,
რომ იქმნას მძრახავი,
ვისგან გეშინის.

მწყემსმა ქალს უთხრა თუ შენ მომისმენ,
სანამ ვიტყოდე ჩემს თქმულს მოითმენ,
ვისიცა მაქვს რიდი,
ან მე შიში დიდი,
გეტყვი ყველასა.

შენ ყური უგდე ჩემს ლაპარაკსა,
შენ მართალს გეტყვი ართუ არაკსა,
ყოველს ხორციელსა,
ვერ ნახავ ტიელსა,
არ ჰყვანდეს ტოლი:

ოდეს ქმნა ღმერთმან ადამ და ევა,
სჯულად უწესა ერთად შექცევა,
ერთად დაწოლა,
ერთად ატოლა,
არს მიერითგან.

ვინც უნდა ნახოს ლოგინზედ მწოლნი,
არვის დასძრახავს გვერთ უწვეს ცოლი,
აქვსთ უშიშრად ძილი,
შექცევა ტკბილი,
სჯულიერებით.

ქმარნი და ცოლნი შეყვარებულნი,
გულით არიან გახარებულნი,
თავის სახლკარადა,
სხედან აშკარადა,
არ დამალულად.

შესაქცეველად, დიდან ბაღად,
უშიშრად ურცხვად ხუმრობენ ლაღად,
ხელი ხელთ კიდებით,
თამაშით ჭიდებით,
ხელთ ქვეშ მწვანეზედ.

უსჯულოებით შეყვარებულნი,
ტყეში დადიან შეპარებულნი,
ჯაგებში ძვრებიან,
ავს საქმეს შვრებიან,
აქვთ დიდი შიში.

ამ გვართ შიში მაქვს, ოთხის, კუთხისა,
ჩხიკვ, შაშვ, ეკლისა, კაცისა, ღვთისა,
ამათ შეაშინეს
კიდეც შეარცხვინეს,
დედ-მამა ჩემი.

რაც მათ უნდოდათ ვერც ის ქნეს კარგა,
მრავალი ქრთამიც მათ დაეკარგა,
რაც მათ მოეპარათ,
არც ის დაეფარათ,
გამოუმჟღავნებლათ.

ქალმან მწყემს უთხრა, წვრილად მითხარო,
ეგ როგორ ქნილა, ან შენ ვინ ხარო?
შენ შემატყობინე,
მე გამცნობინე,
შენი თავიო.

იყვნენ ერთს დაბას მოსახლე ორნი
გლეხნი, სიმდიდრით, საქონლით სწორნი,
ორივე ჭკვიანნი,
მართალნი ღვთიანნი,
კაცნი კეთილნი

ორთავ სამძახლოდ ეჭირათ თვალი,
მაგრამ არც ერთსა არ ყვანდა ქალი,
სურდათ მათ მოყვრობა,
არ ავად მოპყრობა,
ერთმანერთისა.

ჰყვანდათ ორთავე საცოლოდ ძენი,
მომზადებული ჭკვიანი, ბრძენი,
მამათა მორჩილნი,
დედათა ვით ჩვილნი,
ღვთის მორწმუნენი.

ამათ მოუხდათ ერთს დღეს ქორწილნი,
ორთავ მიეცათ ერთს ღამეს შვილნი,
ერთს ვაჟი ყრმა წული,
მეორეს ასული,
ღმერთმან უბოძათ.

მათ ქნეს პირობა შევთხოვოთ ღმერთსა,
თუ გაიზარდნენ ვრთოთ ერთმან ერთსა,
უფალმან ინება,
მათ ლოცვის სმინება,
დაზარდა დიდნი

იყვნენ ქალ-ყრმანი სახით შვენიერ,
მშვიდ, დაბალ, კეთილ, გულით მეცნიერ,
ერთისა ხნისანი,
ერთად შეზრდილნი...

რა ბიჭს დაუწყო გულის თქმა ბრძოლა.
მოიწადინა გოგოსთან წოლა.
გოგომ თქვა უარი,
უთხრა თუ ნუ არი,
ჯერ შენსა გულსა.

ჯვარ დაუწერლად ეგე საქნელი,
ნუ გჩანს ადვილად ცოდვა არს ძნელი,
ღმერთს ეწყინება.
საწოლთ შეგინება,
უსჯულოებით.

აწ რომ შევსცოდო და მუცლად ვიღო,
ქვეყნად როგორღა ხმა ამოვიღო,
თუმცა ვარ საცოლო,
შვილი რომ მაყოლო,
მერმე რაღა ვქნა?

ჩვენ დაგვარქმევენ მეძავებს, მრუშებს,
და ჩვენს შვილსაცა ხომ იცი ბუშებს,
სახელი გატყდების,
ჩვენს საძრახავად
იტყვიან: რასთვის არ იქორწინეს,

და წარიმძღვარეს მათ წინაწინ ეს,
საქმე ქნეს ურცხვადა,
გვირგვინთ უკიცხავადა,
შვილი იყოლეს.

თუ ვისმე ვეტყვი მე სიტყვებს მკვახებს,
ის ფირცხლავ ამას მე წამომძახებს,
მე ვით მკიცხავ ურცხო,
თვით საქმე ჰქნეს უცხო,
საუნამუსო...

გვარი მოვსთხარე და ნათესავნი,
სირცხვილით დავსჭერ ყველასა თავი,
საქმე ქნეს მტრული,
შენთანა ქალთ პური,
აღარ ეჭმების
მცირეს ხანს თავი ვერ შეინახე,
სჯული და მცნება არ დაიმარხე,
თავ დაუჭერლადა,
ჯვარ დაუწერლადა,
ბუში განაგდე.

მე ეს მაქვს მზითვად და ასე მინდა
შენ მოგიტანო მე თავი წმინდა,
მის დროს ვინც მნახოს
არ რამე მძრახოს,
ურიგო საქმე.

სჯობს ქალი მოკვდეს და დაიმარხოს,
ურიგო საქმე არ დაიძრახოს,
ქალთ სახელ გატეხა,
არს თავთ მეხთ დატეხა,
მშობელთა თავისთა.

ნამუსიანად მქცეველი ქალი,
არს მარგალიტი ძვირფასი თვალი,
მობილწე ქალი,
ქვა ფიქალ მრქალი,
ქმრის საფლავთ ლოდი.

ქალს გასათხოვარს საქმროს მოწეულს,
უჯობს სიწმინდე საცმელს ბოწეულს,
უწმინდურთა ქალთა,
ოქრო ქსოვილთ კალთა,
დაჰფარავს ვერა...

ქალთ დანაშვენებს პირთ კალვა, ხალვა,
და უმეტესად ფარვა და კრძალვა,
მცნებითა დამარხვა,
სჯულთა და წესთა.

სჯობს მარგალიტსა, ოქროსა, ვერცხლსა,
ვიცი არ ვარდეს სირცხვილის ცეცხლსა,
გთხოვ არ შემარცხვინო,
და შემანახვინო,
თავი დრომდისა.

ქვეყანა დაჰგმობს ჩვენ დედ-მამათა,
უდაბურს ჭალასა,
ხშირ ბალახ ჩალასა,
არ მოარიდეს.
რად არ იცოდენ არ აქვნდათ იჭვი,
თეთქსმეტის წლისა გოგო და ბიჭი
რომ ერთად შეჰყარეს,
ერთმანერთს აყვარეს,
ამას იქმოდენ.

მეხსენ ნუ გამხდი მე უბედურად,
ჩვენ დედ-მამათ ამას საყვედურად,
ნუ დავდებთ თავსა,
ნუ ვიქმთ საქმეს ავსა,
მტერთ ნიშნთ საგებთა.

ოდეს დავსხდებით მეფე დედოფლად,
პირზედ დაგვესხმის ჩვენ ჭირის ოფლად,
თავთა შერცხვენითა,
გვექნების სხდომა...


დედ-მამა გვეტყვის: რად შეგვარცხვინეთ,
ქვეყანას თავი დააძრახვინეთ,
თქვენ არ დაიფარეთ,
ქალწულებანი.

მე შენს საცოლოს შენ შესართავსა,
ნუ იქ სირცხვილით ნუ მამჭრი თავსა,
სჯობს გამომჭრა ყელი,
და არ მახლო ხელი,
ჯერ საიმისოდ.

თუ შენ მე გამხდი სასაცილოდა,
მე მოგიკვდები უსაცილოდა,
შენ წაიშენ თავსა,
ტანთ ჩაიცვამ შავსა,
შეიქმ ნანვასა.

ბიჭმან რა უგდო გოგოს თქმულს ყური,
სიტყვა შეწმასთანა მას ეშმაკური,
ჯვარის დაწერა,
არსადა სჩანს ჯერა,
მოვიცდი ვერა.

ბებია მომიკვდა, პაპაც მიკვდება,
მით ჩვენ ქორწილი გვიგვიანდება,
მოწყენით არიან,
არავის ცალიან,
ჩვენს საქორწილოდ.

მართალს მოგითხრობ მე ვერ მოვითმენ,
შენ მალე დაგთმობ თუ არ მომისმენ,
შენ ქალი ხარ წმინდა,
მოლოზნობა გინდა,
მე სხვას მოვნახავ...

ბიჭი შემოწყრა წავიდა განგებ,
თქვა შეშინდესო ეს გოგო აგებ,
სხვის გოგოს ხუმრობით,
თამაშით ხუმრობით,
აჩვენა თავი.

გოგომ რა ნახა სხვასთან მისული,
ჯავრით ამოხდა მას თითქმის სული,
მეტადრე ეწყინა,
გული მას ეტკინა,
შეშინდა დიდად.

იფიქრა ვაი, თუ სხვაზედ სცდესო,
მისგან ცოლქმრობა ჩვენ წაგვიხდესო,
მან სხვა შაიყვაროს,
მე გულს გამიყაროს,
სევდის ლახვარი.

ბიჭს უთხრა მწადდა გვექნა ღვთის რიდი,
შჯულთ უწესურად ქანწულთა ხისი
ჯერ არ დაგეშალა,
მცირედ დაგეცალა,
და არა ჰქენი.

სხვასთან ცოდვაში შენს ჩაგდებასა,
ისევ სჯობია ვიქმ შენს ნებასა,
ჩამოეხსენ სხვასა,
მაგით ღვთის რისხვასა,
ნუ მიიყენებ.
რადგან არ იშლი შენ მატან ძალას,
ხვალ ერთად ცხვარი წავასხათ ჭალას,
იქ.............................
_______________________
შუაღამ ადგა გოგომ ილოცა,
ჩოქით მიწაზე მუხლით იცოცა,
მან თქვა: ღმერთო ჩვენო,
ცოლქმრობის გამჩენო,
შენ გეაჯები,
რომელმან შექმენ ადამ და ევა,
აბრამს და სარას მიეც კურთხევა,
ჰყავ ჩვენზედ წყალობა,
ჩვენ ვაჟ ქალობა,
შენ დაიფარე.

ჩვენ თუმცა მცნება ვერ დავიმარხეთ,
სჯულთ უწესურად ჩვენ განვიძრახეთ,
ხვალ ერთად შაქცევა,
შებმა თუ გაქცევა,
ყავ ნება შენი.

უკეთუ ჯერ არს ესე საქნელად,
ნურას გაგვიხდი საქმესა წყევად,
შენის მიშვებითა,
გვახარე შვებითა,
ჩვენ ერთმანერთთან.

უკეთუ არა ჯერ არს ესე,
შიში, სირცხვილი ჩვენს გულში თესე,
მცნება არ მარხული,
შენ მოგვიშალე!

ბიჭი სურვილით გაცხარებული,
ადრიან ადგა გახარებული,
ცხვარნი გამორეკა,
გოგოს კარს დარეკა,
დრო არის ადექო.
ოდეს მირეკეს ცხვარი ჭალაკად.

............
............
მუნ თურმე კაცი შეშასა სჭრიდა,
მათი ხმა ესმა, თქვა რა გაჭირდა,
მივიდა მან ნახა,
მათ თავს დაძრახა,
რა გაყვირებთო.

მათ ვერა თქვესრა ჩაუვარდათ ენა,
შიშით, სირცხვილით გულს მიხდათ წყენა,
მან კაცმან რა ნახა,
დაგმო, დაძრახა,
ორნივე დალანძღა.

კაცი უკანვე გაბრუნდა ჩქარა,
ორთავ დასთხოვა დიდი მუქარა,
რაც მოგიპარავთო,
ვერ დაგიმალავთო,
ქურდობა თქვენი.

თქვენს დედ-მამასთან გკითხავ მაგასო,
ორთავ ეკალი მად რამ დაგასო,
თქვენ რად ძვრებოდით,
ჭალას ქურდობით,
იქ გათქმევინებთ.

ბიჭმან მიუგო: ეს სჯობს მაგასო,
მე შენ კარგ გვარად სასმელი გასო,
დაგიკლა ჭედილი
დაგიდგა კულა,
ქრთამად მოგართვა ოქრო და ვერცხლი,
რომ არ მოგვიდვა სირცხვილის ცეცხლი,
აგავსებ ძღვენითა,
ჩვენის შარცხვენითა,
შენ რა გერგების.

ის კაცი იყო მათი მოყვარე,
იმავ სოფლისა არ შორს მოსამზღვრე
ახლოს ნათესავი,
განაყოფობით.

გულით უყვარდა ბიჭის მამასა,
მამა ბიჭისა აგრეთვე კაცს მასა,
მის გამოვისადა,
საქმე ქნა ღირსადა,
იმა ბიჭისა,
ასე სთქვა გულში, ქრთამს რო დამპირდა
მოდი გამოვსცდო ვსცნობ როგორ ღირდა,
უთხრა არ გაგცემო,
თუ რასმე მამცემო,
იამა ბიჭსა.

ბიჭმან დაუკლა მსუქანი ცხვარი,
პური იშოვნა მან გამამცხვარი,
გოზაურით ღვინო,
გულთა სალხინო,
დაუდგა წინა.

მამას მოპარა მან ვერცხლის თასი,
იყო წონითა დანგი ათასი,
მისცა მას ფასადა,
შენ სთქვიო არსადა,
ჩვენი საქმენი...

გაძღა დაითრო წამოდგა კაცი,
დალოცა ქაცვი ვითა რომ ვაცი,
ვინცა ქურდულებ,
აქ იმალულებ,
ღმერთმან გაგზარდოსთ.

მე დღეს ეკალმა კარგს ბედს შემყარა,
მღვდელმან აკურთხოს სადაც ეყარა,
მას აშოროს ცეცხლი,
მაშოვნინა ვერცხლი,
დამათრო ღვინით,
ამ ჯამს წავიღებ ქალაქს გავყიდი,
კარგა გამივა, თასია დიდი,
ბევრს მამცემს აბაზს,
ცოლს უყიდი კაბას,
შვილთა ჩოხებსა

აიღო კაცმან ცხვრის ტყავი შავი,
ნარჩომი ხორცი მოუხარშავი,
რაც რომ ედგა წინა,
თქვა წავიღებ შინა,
სულ წამოხვეტა,
თქვა დავპატიჟებ ჩემს მეგობრებსა,
ჩემგნით ადვილად არ საგმობარსა,
ამ ბიჭის მამასა,
დაუდგამ წინა.

იპყრა ხელთ კაცმან ის გოზაური,
მან ბიჭმან შექნა აურზაური,
თუ კი არ გვინდობო,
ეშმაკობ ფლიდობო,
ეს რად მიგაქვსო...
კაცს დაეჭიდნენ გოგო და ბიჭი,
რად გალექსესო კაცი და ღიჭი,
ამად დაგქრთამეთო,
რომ დაგეფარა.
რადგან შენ აგრე გამოგვაცხადე,
ეკალზედ დაგვსხი იმედად გხადეთ,
ჩვენ რად მოგცეთ ფასი,
მოგვეც ჩვენ თასი,
კაცს დაეჭიდნენ.

კაცმან მათ თასი არ დაანება,
მათ კაცს დაუწყეს ლანძღვა, გინება,
ბიჭს ჯოხი უცხუნა,
სისხლით უთხუნა
თავი და პირი.

ბიჭი მოჩივრად გაგზავნა წინა,
თვითონ უკან მიჰყვა მოვიდა შინა,
დაწვა დაიძინა,
ადგა მაიწყინა,
დაჰკიდა თავი.

(განგრძელება შემდგომში.)

______________

1 როგორცა ჰსჩანს გურამიანითგან, ამ ისილიას მთხუზველს საქართველოს თავადს გურამიშვილს უცხოვრია მეთვრამეტეს საუკუნეში და ეს პოემა დაუწერია პეტერბურღში. 1774 წელს. ქართულს ენაში დიდად დახელოვნებული ყოფილა. იმედი გვაქვს იმის მონათესავეთაგან იცნობებენ რედაქციას განსვენებულის ცხოვრების აღწერასა რ.

2 საწყალი პატრის ცხოვრება

▲back to top


საწყალი პატრის ცხოვრება [1]

იე დეკემბერი 1864 წლისა,

(ნათარგმნი.)

დღეს მივიღე მე ათი გირვანქა სტერლინგი (ექვსი თუმანი) ჩემის ნაჩალნიკის რეკტორის სნერსტისაგან. ეს არის ნახევარი ჩემის წლის ჯამაგირისა.

როდესაც მე შევედი უფლის რეკტორის კაბინეტში, ის იჯდა განიერს კრესლაზედ, სტოლთან, რომელზედაც ეწყო ფულები; მე დაუკარ რამდენჯერმე თავი პატივისცემით: იმან გადამიხადა მადლი მცირედის თავის დაქნევით და იმით, რომ მიაბრუნა შავი ფარჩის საღამური ქუდი კეფასაკენ რეკტორი მართალია კარგის შეხედულობის კაცია; მე არაოდეს არ შემიძლიან ხოლმე იმასთან მისვლა შეუძრწუნებელად.

უფალმა რეკტორმა მიმიშვირა ხელი ფულებზედ, რომელიც სტოლზედ ეწყო. როდესაც გზაში ვიყავი ბევრსა ვფიქრობდი, რომ მეთხოვნა რეკტორისათვის მცირედის ჯამაგირის მომატება, ასჯერ შევთხზე და გადავაკეთე გულში ჩემი თხოვნა, და როდესაც მოვიდა დრო თქმისა გულმა ძაგძაგი დამიწყო.

რა უბედურება არის, რომ ვერ დავკარგე შიში იმ დროს, როდესაც მინდა ხოლმე რისაში თქმა უბრალოს რაზედმე, და თვითქმის მაშინაც, როდესაც მინდა ვსთხოვო ხოლმე დამსახურებელი! მე ისე აღელვებული ვიყავი, თითქო ვბედავდი რასმეს ცუდს საქმეს, ვსცდილობდი გამეხსნა და ხმაც მიწყდებოდა, ყველაფერი მღალატობდა მაშინ- ჰაზრიც, სიტყვაც და ხმაც. პირზედ ჩამომდიოდა ცივი ოფლი.

- რა დაგმართია? მითხრა რეკტორმა.

-არ შემიძლიან მეთქი, მოვახსენე, ვიცხოვრო ასე ცოტა ჯამაგირით! როგორთუ ცოტა ჯამაგირი! ოცი გირვანქა სტერლინდი (თორმეტი თუმანი) წელიწადში ცოტა არის? კარგათ დაფიქრდი რას ანბობ? ღმერთო! ერთი რომ ვსთქვა სადმე, მაშინვე გამოჩნდება სხვა პასტორი თხუთმეტის გირვანქა სტერლინგათ - აი რა იყო პასუხი რეკტორისა.

- თხუთმეტზედაა? შესაძლებელია: თუ რომ ის მარტო იქნება, უცოლშვილო, შეუძლიან როგორმე იცხოვროს, მოვახსენე მე.

- უფალო პატრო, იმედი მაქვს თქვენ სახლეულებას არა მომატებიარა?

- თქვენ ორის ქალის მეტი ხომ არავინა გყავთ?

- ეგ მართალია, მიუგე მე, მაგრამ ისინი იზდებიან. უფროსი ჟენნი არის ეხლა 18 წლისა, უმცროსი პოლლი მალე შეიქნება 14 წლისა,

- ეგ უკეთესი: იმათ შეუძლინ იხელსაქმონ.

მე მინდოდა კიდევ მეთქვა რამე, მაგრამ იმან მომცა დროება, მივიდა ფანჯარასთან, დაუწყო რახუნი თითებით მინასა და მითხრა:

- მე არ შემიძლიან დღეს თქვენი საქმე გავარიგო რამე. იფიქრეთ, შეგიძლიანთ ამ ადგილზედ სამსახური ოც გირვანქა სტერლინგზედ და ბოლოს როგორც გარდასწყვიტოთ შემატყონინეთ; თუ რო არ შეგიძლიანთ, მაშ ვისურვებ თქვენთვის, რომ ახალის წლისათვის იშოვნოთ ადგილი უფრო უკეთესი გამოსარჩენი.

ბოლოს თავაზით თავი დამიკრა, აიწია ქუდი, მე ავიღე ფული, გამოვედი და გზაგზა ვბურტყუნობდი რაღასაც, რომლითაც ვითომც ვსთხოვდი, რომ არ მოეკლოს თვისი განწყობილება, მაგრამ ისე ვიყავი, როგორც მეხდაცემული. თავის დღეში ისე ცივად მე იმას არ მიუღივარ; უთუოთ ვიღაცამ დამაბეზღა მე იმასთან. მე უწინ სადილათაც მიმიპატიჟებდა ხოლმე, და სწორეს ვიტყვი დღეს მეტადრე მოველოდი ამ დაპატიჟებას, მიტო, რომ კრიკლეიდამ ვიყავ წამოსული განთიადზედ და მშიერი.

მე შევედი მეპურესთან, ვიყიდე პური და გაუდექ გზასა, მაგრამ რა ჰსევდა, რა სასოწარკვეთილება იყო ჩემი მგზავრობა გზაში! მე ვსტიროდი, როგორც ყმაწვილი და ცრემლები სცვიოდა პურზედ, რომელსაცა მადიანად ვსჭამდი.

ოხ ტომასო, არა გრცხვენიან შენის სისუსტისა, ვეუბებოდი ჩემს თავს, განა ღმერთი შენი შემწე აღარსად არის, სრულებით რომ წეერთმიათ ადგილი?

შენ გაკლდება მხოლოდ მეოთხედი შენის ჯამაგირისა! მართალია 15 გირვანქა სტერლინგიდამ შენ უნდა ჩააცვა და გამოჰკვებო სამი სული, მაგრამ რა გაეწყობა? ვინც აძლევს ველურს ყვავილებსა, თეთრსა ტანსაცმელსა, და ყმაწვილთა ყვავთა საზრდოსა, არ შეუძლიან, რომ შენც?... მაგრამ ცოტა უნდა შევამცირო ჩემი უწინდელი ბედნიერი ცხოვრება!

ივ-ს დეკემბერს.

ჩემი ჟენნი სწორეთ ანგელოზია; სული მისი უფრო მშვენიერია იმისს ხორცზედ; თვითქმის მე მრცხვენიან იმის წინ; ის უფრო კეთილმსახური და მტკიცე არის ჩემზედა. გუშინ აღარ მქონდა იმდენი ღონე, რომ მეთქვა საწყალი ჩემი ქალებისათვის ახალი ჩვენი უბედურება.

დღეს როდესაც მოვემზადე სათქმელად, ჟენნმა ჯერ პირველად მოიწყინა, და მერე სახე იმისი ისევ შეიქნა მხიარული, და მითხრა: რა გაწუხებს თქვენ მამაო? როგორ არ მაწუხებს საყვარელო ასულო? როგორ უნდა გამოვიდეთ ვალებითგან, მწუხარებიდგან? მე თითონ არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვროთ, ჯერ ჩვენ ეხლაც ბევრი რამე გვაკლია: 15 გირვანქა სტერლინგით ჩვენ მიუცილებელიც ბევრი რამ დაგვაკლდება. ჟენნი მომეხვია ერთი ხელით და მეორე მიმიშვირა ცაზედ. - დაფიქრდი იმაზედ, ვინც იქ არის, მითხრა იმან, პოლლიც მომიჯდა გვერდით და მითხრა: მე მინდა მამაო გითხრა შენ რაღაცები: წუხელი ვნახე მე სიზმარი, ვითომც ახალი წელიწადი იყო, და თითქო კოროლი მოვიდა კრიკლედშია, ეს შენთვის დიდი პატივისცემა იყო. კოროლი ჩამოხტა ცხენიდამ ჩვენ სახლთან და შემოვიდა ჩვენთან, ჩვენ კუხნაში არ ვიცოდით როგორი სადილი უნდა გაგვეკეთებინა; მაგრამ იმან თითქოს უბძანა საჭმელების მოტანა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლებითა, მუზიკას უკრავდენ ქუჩებშია, და შენ, საყვარელო მამაო, მოგიტანეს ფარჩის ბალიშზედ ეპისკოპოზის მანტია და ქუდი იმ გვარი, ძველ წუგნებში რომ არის დახატული, შენ აიღე და თავზედ დაიხურე. ქუდი ძალიან გიხდებოდა და მეც მიხაროდა. ეს სიზმარი უთუვოთ მოასწავებს რასმესა, და ნუ დაივიწყებ, რომ ორის კვირის უკან ახალი წელიწადი იქნება. სიზმარი არაფერს არ ნიშნავს მეთქი, უთხარი პოლლის; მაგრამ დავიხსომებკი ამ საკვირველს სიზმარსა, იქნება როგორმე ბედნიერათ აღსრულდეს, მაგალითად ვსთქვათ: იქნება ვისმე საჩუქარმან საახალწლოთ გამომიხსნას მე გაჭირვებისაგან.

სრული დღე ანგარიშებში ვიყავი; მე არ მიყვარს ანგარიში; ციფრები ტვინს მირყევენ და გულს მიწუხებენ ხოლმე.

__________________

იზ. დეკემბერს.

მადლობა ღმერთსა გადავიხადე ჩემი ვალები. ხუთ ადგილს დაურიგე შვიდი გირვანქა სტერლინგი; დამრჩა მე სამი გირვანქა; ამ ფულით უნდა ვიცხოვროთ ნახევარ წელიწადი. ღმერთო, გადმოიხედე შენის მოწყალეების თვალით! მე უნდა თავი დავანებო შავს ქვეშ ჩასაცმელს კაბას, რომელიც მე მკერვალს კუტებოსთან ვნახე. თუმცაკი ეს ჩემთვის ძალიან საჭირი იყო; თუმცა ის ნაცვეთი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ მაგარი იყო და კუტებო მომყიდდა მე იმას იეფათ. ჩემ ჟენნისაც ეჭირვება კაბა. მე ძალიან მებრალება საწყალი ჟენნი, როდესაც დავინახავ, რომ ის საშინელს სიცივეში დადის მარტო ერთის მსუბუქის კამლოტის კაბით. პოლლიკი უნდა დასჯერდეს იმას, რომ ჟენნიმ თავის ძველი კაბა გამოუკერა იმას.-

იჱ დეკემბერსა.

მე გაზეთებსაც უნდა თავი დავანებო, რომელსაც ვიბარებდი ხოლმე ქეიფარს ვესტბრინთან სანახევროთ. ეს დიდი დასაკლისია, უგაზეთოთ კრიკლეაშიდ არ იციან რა მოხდება მთელ ქვეყანაზედ, მაგრამ რა გაეწყობა.

ოჰ ტომას, სირცხვილია! შენ კიდევ დრტვინავ, და რაზედ? იმაზედ, რომ გაზეთებს ვეღარ წაიკითხავ, როგორ სირცხვილი არ არის ესე! შენ გაგონებითაც შეიტყობ თუ რას შვრება ღენერალ პაოლი კორსიკისათვის. ოჰ როგორი ბედნიერები ვართ თვით სიღარიბეშიაც! ერთ შაურათ ჟენნის უყიდნია დალალის ბერდისაგან კარგი ძველი კაბა და ახლა ისა და პოლლი არღვევენ, რომ ახალი შეკერონ. ჟენნიმ თავის საქმე კარგათ იცის, ჩემზედ უკეთ ვაჭრობს და ვინ არ დაემორჩილება იმის ტკბულს ხმასა? ეხლა ჩემს სახლში სიხარულია, საახალწლოთ ჟენნის ექნება ახალი კაბა. ამ შემთხვევაში პოლლი ცდილობს სთქვას რამე წინათმოსწავებაზედ სხვა და სხვა გვარზედ.

მგონია ალჟირის დეისაც არ მიუღია ესრეთის კმაყოფილებით დიდი საჩუქრები ვენეციანელებთა: ორი ბრილიანტის ბეჭედი, წყვილი საათი ბრილიანტით მოჭედილი, ტამბაჩები ოქროთი დაფერილები, ძვირფასი ხალიჩები, უნაგირები და ოცდა ათი ათასი ცეხინი (ფული). ჟენნი ფიქრობს, რომ ხარჯი უნდა შევამოკლოთ სადილ ვახშმისა, იმის კაბის გამოსახსნელად. ამ დროდგან ახალ წლამდის ხორცს აღარ ვიყიდოთ; ეს კარგია!

ფეიფარი ვესტბერნი კარგი კაცია! მე უთხარი იმას გუშინ, რომ აღარ შემიძლიან მეთქი ამხანაგობა გაზეთების დაბარებაში, რადგან რამოდენიმე ნაწილი ჯამაგირისა მაკლდება მეთქი, და არც ვარ დარწმუნებული თუ დავრჩები ჩემს ადგილზედა მეთქი. იმან მომიჭირა ხელი და მითხრა: მე მარტო დავიბარებ გაზეთებსა, და შენ შეგიძლიან, მუქთათ იკითხო ისინი რამდენიც გინდაო.

ეს გვაჩვენებს, რომ კაცი არაოდეს სასოწარკვეთილებაში არ უნდა იყოს. ქვეყანაზედ უფრო ბევრნი არიან კეთილნი კაცნი იმათზედ, რამდენსაც ჩვენ ვფიქრობთ.

საღამო იმავე დღესა.

მეპურე საშინელი ამაყი კაცია. მე გარდავიხადე სრულებით იმისი ვალი, და როდესაც პოლლიმ უთხრა, რომ დღევანდელი პური პატარა და დამწვარიაო, იმან ისეთი ყვირილი დაიწყო, რომ ქუჩაში შეიყარა ხალხი; მერე სთქვა, რომ ამას იქით ნისიათ აღარ მოგვცემს და თუ გვინდა, შეგვიძლიან სხვაგან ვიყიდოთ ხოლმე პური. საცოდავი სანახავი იყო აქ პოლლი; ჩვენ ძლივს ვანუგეშეთ ის.

მე ვერ მიმხვდარვარ, კრილდედელებმა როგორ იციან წინ და წინ ყველა ახალი ანბავი. ჩვენ სოფელში ყველგან ლაპარაკობენ, რომ ჩემს ადგილზედ მოდის ახალი პატრი, რომელიც დოკტორს სნერტს დაუნიშნავს ჩემს მაგიერათ; ეს ჩემი სიკვდილი იქნება თუ მართლა მოხდა.

ეტყობა ყასაბსაც შეუტყვია ეს ანბავი: იმას ეხლა გამოეგზავნა ჩემთან ცოლი, რომელმაც დაიწყო ჩივილი ცუდ დროებაზედ და გამომიცხადა, რომ ამ დროდგან უნდა წამოვიღო ხოლმე იმისგან ხორცი ფულით. მაგრამ ეს დედაკაცი იქცეოდა ძალიან ძდილობითა. იმან რამდენჯერმე განამეორა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ სიყვარული და პატივისცემა სრულიად სოფლის ხალხისა, ის გვირჩევდა, რომ ჩვენ ვიღებთ ხოლმე ხორცსა ნისიათ კოლსკუდში იქაურის ყასაბისაგან, რომელიც არის მდიდარიო და შეუძლიან გადროვოს ხოლმე ფულის მიცემა. მე არ მინდოდა მეთქვა იმისთვის, რომ ის ყასაბი ერთის წლის წინეთ გვაძლევდა ხოლმე ცუდს ხორცსა და იღებდა ჩვენგან თითო გირვანქაში თითო კაპეიკს მეტსა და როდესაც მე გამოუცხადე მას ეს სიყალბე, მაშინ მე მითხრა იმან, რომ ამას იმისათვის ვშრებიო, რომ თითო წელიწადს უკან ძლივს ავიღებ ხოლმე შენგან ფულსაო, და ის მეტი კაპეიკი ცოტაოდენი სარგებელიაო.

მე დამრჩა ორმოცდა ერთი შილლინგი და სამი პენსი. ამით როგორ უნდა ვიცხოვრო რამდენსამე თვესა? ნისიათ აღარავინ რას მენდობა; და თუ რომ რეკტორი სნერტო ჩემს ადგილზედ გამოგზავნის სხვას პასტორსა, მაშინ მე დავრჩები უპუროთ, ცარიელი ქუჩაში, რა გაეწყობა? იქაც ღმერთი არის.

_______________

ით-ს დეკემბერს.

დღეს მე ძალიან ადრე გამომეღვიძა და ვფიქრობდი რა უნდა ვქნა ამ სამწუხარო ჩემს მდგომარეობაში.

მე მომაგონდა ჩემი ბიძაშვილი სეტტინეი, მაგრამ ყველა ღარიბი უნათერსაო არის. პოლლის სიზმარი რომ აღსრულდეს და მე საახალწლოთ საეპისკოპოსო ქუდი მივიღო მაშინ ნახევარი ანგლია ნათესავათ გამომიჩნდება. მე დავწერე და გაუგზავნე ფოჩტით რეკტორს სნერტს აი ამ გვარი წიგნი: გწერთ ამ წიგნსა შიშით და ძრწოლით. აქ ყველანი ამბობენ, რომ თქვენ ნებულობთ აქ სხვა პატრის გამოგზავნასა ჩემს ადგილზედ. არ ვიცი ეს ლაპარაკი მართალია თუ არა და თუ მოხდა ეს ლაპარაკი უკანასკნელის ჩემის თქვენთან ყოფნის მიზეზით; თქვენ თითონ იცით, რომ სინიდით და სარწმუნოთ ვასრულებდი ჩემს ვალდებულებას, და კეთილ მსახურად ვქადაგებდი სიტყვასა ღვთისასა ჩემზედ არავის არ უჩივლია, და სინიდისი ჩემიც მე არას მამხილებს. მე უმოჩილესად გთხოვეთ მხოლოდ მომატება მცირედის ჯამაგირისა. თქვენ ამის წინააღმდეგად მიბძანეთ მოკლებაც ჩემს ჯამაგირზედ, რომელიც ვერა მყოფნის თვით მიუცილებელ საჭიროებაზედ თქვენმა კეთილშობილურმა გულმა შემიბრალოს მე. მე ვმსახურებ აქაურს მრევლში თექვსმეტი წელიწადი, რაც თქვენ რეკტორათ, დაგნიშნესთ მას აქეთ მე ორმოცდა ათი წლის კაცი ვარ, თმა მითეთრდება. რადგან არა მყავს მეგობარი და მფარველნი, არა მაქვს ღონისძიება სხვა ღონე ცხოვრებისა, სიცოცხლე ჩემი და ჩემის ქალებისა თქვენ ხელშია. თუ რომ თქვენ თავს დაგვანებებთ, მაშინ დაგვრჩება ერთი ღონისძიება- მოწყალება უნდა ვითხოვოთ.

ჩემი ქალები ახლა სრულ წლოვანნი არიან, და თუმცა ძალიან გამფრთხილებელნი არიან, მაგრამ მაინც ბევრი ხარჯი უნდათ. უფროსი არის დედის მაგიერათ სახლში. ჩვენ არ გვყავს მოახლე, ჩემი ქალი არის მეკუხნეც, მრეცხელიც, მკერვალიც და ხარაზიც და მეც ვაკეთებ ყველაფერს, რასაცკი გააკეთებს ხურო, კალატოზი,, მებაღე და მეშეშე.

აქამდინ ღმერთი გვიფარამდა ავათმყოფობისაგან, თორემ წამლის ფასის გარდახდა არ შეგვეძლო. ჩემი ქალები ტყუილათ ეძებდნენ კრიკლეაშიდ სამუშაოსა, აქ ასე ღარიბნი არიან ყველანი, რომ სულ თითონ აკეთებენ ყოველს საქმესა. სამძიმო იყო ცხოვრება თორმეტი თუმნით, ახლა როგორ უნდა ვიცხოვროთ რვა თუმნით. მივენდობი პირველად ღმერთსა და მერე კაცთ მოყვარებისა და გთხოვთ გამოგვიხსნათ გაჭირვებისაგან.

დავწერე ეს წიგნი, და მანამდის პოლლი წაიღებდა იმას ფოჩტაში, მე დავეცი მუხლზედ. და ვეხვეწებოდი ღმერთსა სასიამოვნო ანბის მიღებაზედ. ლოცვამ შემძინა მე საკვირველი განსვება. სიტყვა თქმული ღვთისა მიმართ, არის კიდეც მოწყალება იმისაგან მიღებული. მე გამოვედი ოთახიდამ შემსუბუქებული. მაშინ როდესაც მე აქ შევედი ერთობ მწუხარე. ჟენნი მუშაობდა ფანჯარასთან. იქ იჯდა ის უმანკოებითის მოსვენებით. მზის სხივი ბრწყინავდა იმის პირზედ და ანათებდა ოთახსაც. მე მეჩვენებოდა, ვითომც გადაყვანილ ვიყავ ზეციურს სადვრებში. მე მივუჯექი საწერ სტოლსა და დავსწერე ქადაგება ღარიბის სიხარულზედ.

მე ვქადაგებ ეკკლესიაში რამდენსაც სხვისათვის ეგოდენ, ჩემთვისაც; თუ რომ ჩემი დარიგება არ შეიქმს კაცსა უმჯობესათ, მა ვასარგებლებ მაინც იმით საკუთარის სრულ ყოფისათვის. პასტორი ჰგავს მკურნალსა, რომელმაც იცის ძალა წამლისა, მაგრამ ისკი ყოველთვის აღარ იცის თუ როგორ იმოქმედებს ის წამალი სნეულზედ.

იმავე დღეს. დღეს დილით მივიღე მე ბარათი ტრახტირიდგან, უცნობის კაცისაგან, სადაც იმას ღამე გაუთევია; იმას მივეწოდებინე თავისთან რაღაც დიდ საჭირო საქმეზედ. მე მაშინვე წავედი. უცნობი კაცი არის მშვენიერი ყმაწვილი ოცდა ექვსის წლისა სახე მისი არის კეთილშობილური. ის იყო ძველის სერთუკით და ტალახიანის წაღებით და ქუდით, რომელიც უეჭველად ჩემს ქუდზედ ძვირათ ეღირებოდა თუმცაკი სჩანდა უფრო იმაზედ ცუდი. არა მიმხედი ამ ღარიბის ტანისამოსისა, ის უცნობი არა ჰგვანდა უბრალო კაცსა პერანგი ეცვა წმინდა ტილოსი მე ვიფიქრე ეს უთუოთ ვისიმე საჩუქარი იქნება.

მე გადამიყვანა გვერდზედ, ასჯერ მოითხოვა ბოდიში, რომ გაბედა ჩემი შეწუხება და ბოლოს კრთოლვით გამომიტყუა, რომ ის იმყოფება გაჭირვებულ მდგომარეობაში და რადგან კრილდელში ვერავის იცნობდა, მოჰმართა ადგილობრივს პასტორსა. ის იყო როგორც თითონ სთქვა, აკტერი. ის არის ეხლა უთანამდებოთ, უნდა წასვლა მანჩესტერში, მაგრამ არ შეუძლიან ტრახტირის პატრონთან გასწორება, და უმორჩილესად მთხოვს ვასესხო თორმეტი შილლინგი, და როგორც იშოვნის ადგილსა და ლუკმა პურსა რომელსამე ტეატრში უეჭველად გამომიგზავნის. სახელი და გვარი იმისი არის ჟონ ფლიტმანი.

სახე იმისი გამოჩენდა მომატებულს მწუხარებას მანამ იმისი სიტყვები: უთუვოთ იმისთანა გამოხატულება შენიშნა ჩემს პირზედაც, ამისთვის რომ. როდესაც შემომხედა, დიდის შეწუხებით მითხრა: ხელს არ გამიმართავ? მე გამოუტყდი და უთხარი, რომ ის მთხოვდა მესამედს იმ ფულისას, რაცკი მებადა, მაშინ როდესაც ისიც არ ვიცი დავრჩები ჩემს ადგილზედ თუ არა: მაშინ იმან მითხრა: თქვენ მაძლევთ პასუხს თქვენის საკუთარის მწუხარების აღწერითა; რა გაეწყობაო, აღარასა გთხოვთო, მაგრამ როგორ არავინ უნდა იყოს თქვენს ქალაქში ღარიბი გარნა შემბრალებელი კაცი?

მე შევხედე იმას და თითონვე შევწუხდი. შემრცხვა რომ მოუყევი საკუთარს შეწუხებულს მდგომარეობას და უარს ბოდიშით. იმავე დროს ვცდილობდი მომეგონა თუ ვინმე არის კრიკლედში, რომელსაც შესძლებოდა შამწეობის ჩვენება და ვერავინ მოვიგონე.

მე მივედი უცნობ კაცთან დავადე ხელი მხარზედა და უთხარი: უ. ფლიტმან! თქვენი მდგომარეობა მაწუხებს მე, მე ჩემი მწუხარება გითხარით თქვენ, მაგრამ შეწევნითკი შეგეწევი, რამდენიც შემიძლიან, მოითმინეთ ცოტა, ერთს საათს უკან თქვენ მიიღებთ ჩემგან პასუხს.

როდესაც დავბრუნდი შინისაკენ გზაზედ ვფიქრობდი: საკვირველია, რომ უცნობმა კაცმა მე მომმართა და კამედიანჩიკს მოაგონდა პასტორი. უთოვოთ ჩემში რამე არის იმის თანა, რომელიც მიიზიდავს ხალხსა, ყოველი გაჭირვებული პირველად ჩემთან მორბის, მაშინ როდესაც ჩემგან მიიღებს ხოლმე ერთობ მცირესა, მე ესეც შემინიშნავს რომ, როდესაც დაუძახნივართ უცნობ ხალხში, სადაც ჰყოლიათ ძაღლი, მოსულა ისა და პირველად ჩემს კალთაში ჩაუდვია თავი, იმ იმედით, რომ გადაუგდო ლუკმა პური.

როდესაც მოვედი შინა, ნე უანბე ქალებსა ჩემი საუბარი უცნობ

კაცთან; მინდოდა გამეგო ამაზედ ჰაზრი ჟენნისა: მაშინ იმან მითხრა: - მე ვიცი შენი ჰაზრი მამაო და რაღას ჰაზრსა მკითხავ მე.

- აბა როგორია ჩემი ჰაზრი?

- შენ იტყოდი გულში: მე შევეწევი ამ საწყალს კომედიანჩიკს, იქნება მეც შემეწიოს რეკტორი სნერტი,

- მე სრულიად არ მომიფიქრია ეგა, და მსურსკი რომ ეგ მომსლოდეს მეც ფიქრათ.

მე ავიღე თორმეტი შილინგი, მივეცი ჟენნის და უთხარი წაეღო იმ მოგზაურისათვინ,

მე არ მიყვარს, როდესაც გლახაკი მადლობას მიცხადებს რაზედმე. მრცხვენიან ხოლმე იმა დროს, როდესაც მადლობას მეუბნებიან, თუმცა უმადურობაც მაწუხებს ხოლმე, იმის გარდა მინდა დამესრულებინა ქადაგება.

__________________

საღამო იმავე დღისა.

ეს ყმაწვილი აკტერი უთოვოთ კარგი ყმაწვილი კაცი უნდა იყოს. ჟენნიმ, როდესაც დაბრუნდა ტრახტირიდამ; ბევრი ილაპარაკა ტრახტირის სახლის პატრონის ცოლზედ. იმ ქალს ეთქვა, რომ იმ მდგმურს არ აქვს ერთი კოპეიკი, ამაზედ ჟენნის ეთქვა, რომ იმან მოუტანა რამდენიმე ფული, შინ ქალს დაეწყო, რომ დიდი უგუნურება არისო მიცემა ფულისა ვიღაც მოწანწალისათვის. მაშინ როდესაც კაცს თითონ არა აქვსო და უჭირსო თავისის შვილების შენახვაო.

მე ისევ ქადაგებასა ვსწერდი, როდესაც შემოვიდა ჩემთან ფლიტმანი მე არ მინდა ისე წავიდე კრიკლეიდამ, რომ მადლობა არ უთხრა ჩემს კეთილს მოქმედსა, მითხრა მან. ჟენნი ამ დროს სუფრასა შლიდა, ვახშმათა გვქონდა ბოლოკი და ერბოკვერცხი. მე მივიწვიე მოგზაური ვახშამზედ და ისიც თანახმა შეიქნა. ეს საჭირო იყო, ამისათვის რომ, მგონია, არაფერი ეჭამა დილიდამ. პოლლიმ მოგვიტანა ლუდი დიდი ხანია ისე გემრიელათ არ გვიახშმია.

ფლიტმანს, მგონია, მოეწონა ჩვენთან ყოფნა. მწუხარებამ გადაიყარა იმის პირისაგან დარჩა მხოლოდ ფიქრი ჩვეულებრივი საწყალს კაცებში. მნახველმა წესიერებისა და სისუფთავისა ჩემს სახლში, ფანჯრების სიწმინდისა, ფარდების სითეთრისა და საზოგადოდ სიფაქიზესი პოლზედ და მებელზედ, იმან იფიქრა, მგონია რომ მე ისე ღარიბი არ უნდა ვიყო, როგორც ეგონა. ღარიბის სახლში თვალი თვალი ხშირათ შეეყრება უსიამოვნო უსუფთაობასა მაგრამ ჩემი ნაიდაგი სათქმელი ცოლთან და ქალებთან ის იყო, რომ სისუფთავე არის პირველი ღონისძიება ეკონომიისა, და ჟენნი ოსტატურად აღასრულებდა ჩემს დარიგებასა. ამან გარდაამეტა სახლის მეურნეობაში თავის დედას და შეიქმნა სახეთ თავის დისათვის. არცა მცირედი ლაქი არ დაიფარებოდა იმისის შორს გამჭრელის თვალისაგან.

ვახშმის დასასრულზედ სტუმარმა სრულიად გაგვიცნო ჩვენ; იგი უფრო მცირეს ანბობდა თავის მდგომარეობაზედ ვიდრემდის ჩვენზედ. ეტყობა იმ საწყალს დიდი მწუხარება აწვა რამე გულზედ. ხშირად საუბარის დროს სახე მისი შეიქმნებოდა ხოლმე მოწყენილი. ის ცდილობდა, რომ ეჩვენებინა თავი მხიარულათ, მაგრამ ამაოდ. ღმერთო შეეწიე მას, ვამბობდი მაშინ.

როდესაც ის წავიდა ჩვენგან, მე მივეცი მას რამდენიმე რიგიანი დარიგება. მე ვიცი რომ აკტორები საზოგადოდ მსუბუქის ჰაზრის არიან. იმან ფიცით აღმითქვა მე გამოგზავნა ფულისა თავის დროზედ და რამდენჯერმე მკითხა, თუ რაოდენს ხანს შემიძლიან ვიცხოვრო იმ ფულითა რაც დამრჩა. აი იმისი უკანასკნელი სიტყვები გამოთხოვების დროს: „შეუძლებელია, რომ თქვენ იყოთ ამ ქვეყანას უბედურნი: მთელი ცა გაქვსთ გულში და ორნი ანგელოზნი გიგანან მხარს უკან“ აქ, მგონია, ჟენნის და პოლლიზედ მანიშნებდა.

__________________________

კ. დეკემბერი. დღემ გაიარა მოსვენებით. მაგრა, უსიამოვნოთ; მედუქნე ლოსტტერს გამოუგზავნია ჩვენთვის მთელი წლის ანგარიში. ანგარიში მეტი გამოსჩნდა იმაზედ, რამდენსაც ჩვენ ვფიქრობდით, თუმცა მედუქნეს არაფერი მოუმატებია იმაზედ, რაც ჩვენ გვეწერა გასავლის წიგნში; მაგრამ ფასები მოემატებინა ყოველს საგანზედ.

იმაზედ უარესი კიდევ ის არის, რომ მე შარშანდელიცა მმართებს და ის მთხოვს მივსცე ეხლავე და მარწმუნებს, რომ თითონაც ძალიან საჭიროებს. ვალი არის თვრამეტი შილლინგი.

მე ვიყავი იმასთან. ის არის კაცი მოლაპარაკე და მომგებელი. მე მინდოდა დამეკმაყოფილებინა ის რაოდენისამე ნაწილის მიცემით; მაგრამ ჩემა თხოვნამ ვერ შესძრა იმის გული, და გამომიცხადა, რომ თუ საჭიროებამ მოიტანა, ის მიმართამს სასტიკს ზომას, ამიტომ რომ თითონ უნდა გარდაიხადოს ვალი სხვის თამასუქით აღებული. კუპცისათვისაო, სთქვა იმან, ანგარიში ყველაზედ დიდი საქმეაო. როდესაც დავხედე რომ, თხოვნით ვეღარა გავხდი რა, მივეცი მრთლათ ვალი. ახლა დამრჩა მე მარტო თერთმეტი შილლინგი. ღმერთმან ინებოს რომ აკტერმა გამომიგზავნოს დროზედ ფული, თორემ არ ვიცით რით უნდა ვიცხოვროთ.

აი შენ, მცირედ მორწმუნეო, არ იცი რით იცხოვრო? ღმერთმან ხომ იცის! რისთვის შეგიძრწუნდა გული? რა ბოროტი გიქნია შენა? სიღარიბე ხომ ბიწიერება არ არის, ვეუბნებოდი ჩემს თავსა.

მცირეთიც შეიძლება მხიარულება ჩვენ გამოუთქმელის სიხარულით უყურებდით ჟენნის ახალს ტანისამოს. საყვარელი ჟენნი ამ კაბაში ჰგავდა სწორეთ სასძლოსა, მაგრამ არ აპირებს იმის ჩაცმას ახალ წლამდის, მინამ ეკკლესიაში არ წავა.

ყოველ საღამოს მაძლევს მე ანგარიშსა რასაც ხარჯავს ჩვენს საწყალს სახლზედ. საჭიროა, რომ დავსწვებოდეთ ხოლმე შვიდ საათზედ, ამით ცოტა ზეთი და ნახშირი დაგვეზოგებაო. მაგრამ სულერთია, ჩემი ქალები დღისით უფრო გამჭრიახნი იქნებიან, და როდესაც დაწვებიან შუაღამემდინ ღუღუნებენ. ჩვენ საკმაოდ მოვიმზადეთ ბოლოკი და სხვა მწვანილები ჟენნის იმედი აქვს, რომ შვიდ რვა კვირას გამოგვიტანს უფულოთ, ეს იქნება ოსტატური მოგონება.

იმ დრომდის ფლიტმანიც შესასრულებს თავის პირობასა. როდესაც მე ამის ეჭვში შევალ ხოლმე, ჟენნი მზა არის გაჯავრდეს, ის არავის აძლევს ნებასა, რომ ცუდი რამე სთქვან იმ აკტერზედ.

ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ იმაზედ, და საკუთრად ჩემი ორივე ქალები. იმისმა მოსვლამ და ნახვამ შესცვალა ჩვენი ერთგვარი ცხოვრება. იმის სახელი ხშირად იხსენება ჩვენს საუბარში. საიამოვნო სანახავია ჟენნის შეწუხება, როდესაც ცელქი პოლლი ეტყვის მას: ის არის კომედიანშჩიკი, სხვა ხომ არაფერი. მაშინ ჟენნი მოუყვება ისტორიასა ლონდონის აკტერებზედ, რომელნიც შექნილან მდიდარნი და ხშირათ არიან მიწვეულნი სადილზედ დიდ კაცებთან და დაუმატებს ხოლმე: ფლიტმანი უნდა იყოს უპირველესი აკტერი. მას მოუთმენია ბევრი უბედურობა, იტყვის ხოლმე, მაგრამ იმისი (მიხვრა მოხვრა) მშვენიერიაო და სამაგალითოთ ლაპარაკობსო.

დიაღ, დიაღ მიუგებს ცელქი პოლლი, სამაგალითოდ ლაპარაკობს, ამიტომ რომ შენ გითხრა: ანგელოზი ხარო.

შენც აკი გითხრა, მიუგებს გაჯავრებული ჟენნი.

მართალია მეც მითხრა, მაგრამ ეს ისე ტყულა უბრალოთ, სიტყვაში ჩასამატებელათ და ფიქრობდაკი მხოლოდ შენზედ.

ამ ბოვშურმა ხუმრობამ ძალიან დამაფიქრა მე. პოლლის იზდება. ჟენნი თვრამეტის წლისაა; როგორ უნდა გავათხოვო ორივე?

ჟენნი კარგი ქალია, კარგი გაზდილი, კარგი მეურნე, ჭკვიანი ზდილი, მაგრამ მთელმა კრიკლედმა იცის ჩვენი სიღარიბე. ამიტომ მცირედ პატივსა გვცემენ, და ძნელია, რომ იმან საქმრო იშოვნოს.

ერთი იმისი უპირატესობა არის სილამაზე, ყოველი კაცი კმაყოფილებით შემოეყრება ხოლმე. როდესაც მე გავატანე იმას ფული ჩვენ მოვალეს ლესტერთან, მაშინ იმას ეჩუქებინა ერთი გირვანქა ნუში და ქიშმიში და ეთქვა. ვსწუხვარ, რომ აგრე სასტიკად მოვეკიდე მამა შენსაო. უთხარო, რომ აღდგომამდის კიდევ შეუძლიან, რომ ხარჯოს ჩემგან ნისიათაო, ამ ნაირი აღთქმა თავის დღეში არ მოუცია იმას ჩემთვის.

როდესაც მე მოვკვდები, ვინ უნდა იყოს მზრუნველი ჩემის ობლებისა? ვინა? ღმერთი, ცათა შინა მყოფი!! იმის გარდა იმათ შეუძლიანთ წავიდენ ვისთანმე მოჯამაგირეთ. მაგრამ ეჰ, აღარას ვიტყვი მომავალისათვის.

_______________________________

კვ. დეკემბერს. რა მძიმე დღეები იყო; არაოდეს არ მახსოვს, რომ ამ გვარი სამწუხარო დღესასწაული მქონდეს როდისმე.

ორ დღეში წავიკითხე მე ორივე ჩემი ქადაგებანი ხუთჯერ სხვა და სხვა ეკკლესიაში. გზები ცუდი იყო, ქარი ქროდა იყო საშინელი სიცივე. ვგრძნობ სიმძიმესა მოხუცებულობისასა. ახლა ისე მღვიძარე და მარდი ვეღარავარ, როგორც უწინ. მაგრამ მართალია კომბოსტო და ბოლოკი წყალში მოხარშული ასეთი საზრდოა, რომ ბევრს ძალს ვერას მისცემს კაცსა.

ამ ორ დღეში ვიყავი სადილათ ფერმერ ღიუსტთან, სოფლის კაცები ბევრით უფრო სტუმრის მოყვარენი არიან მანამ ქალაქისა, რომელთაგანაც ნახევარ წელიწადში ერთს არ დაუპატიჟნივარ სადილათ.

ვსწუხვარ, რომ ჩემი ქალები მაშინ იმ ფერმერის სადილზედ არ მისხდენ ორივე. რა უხვება იყო? ნეტავი საშობაოთ ჩემს ქალებს ის ჰქონდეთ, რაც მაშინ სადილზედ გადაგვრჩა, და რომელსაც უეჭველად ძაღლებს გადაუყრიდენ. მაგრამ მე მოვახერხე რამოდენისამე პიროჟკის გამოგზავნა იქიდამ ჩემს ქალებთან. მე გავბედე თქმა: თუ ნებას მომცემთ მეთქი, ამ პიროშკებს ჩემს ქალებს გაუგზავნი. მაშინვე გაამსეს პარკი პიროშკებითა, და გამომატანეს. წვიმა მოდიოდა საშინელი, იმათ წამიყვანეს კრიკლედში თავისის საკუთარის ეკიპაჟით.

სასმელი და საჭმელი ისე საჭირო არ არის ვსთქვათ როგორც შიმშილის და წყურვილის მოკვლა. მაგრამ კარგი სადილი, კარგი რამ ნივთია, მაშინ კაცი გრძნობს მომატებულს მღვიძარებასა და მხიარულებასა. საჭიროა ხანდისხან გონების გაღვიძება.

მე ძალიან დაღალული ვარ. მე მქონდა ღირსს შესანიშნავი ლაპარაკი ფერმერთან, მინდა დავსწერო ის ლაპარაკი.

______________________

კზ. დეკემბერი. ჩვენ სიხარულშიდ ვართ, მაგრამ კაცმა უნდა ზომიერად ისარგებლოს სიხარულითა; ეს სათნოება მინდა ვასწავლო ჩემ ქალებსა.

ამ მიზეზით შუადღემდის არ მინდოდა გამეხსნა წიგნი ფლიტმანისა. ჩემი ქალები სწორეთ ევას ქალები არიან. ისინი სწუხან, მანამ შეიტყობდნენ რას იწერება ფლიტმანი, აიღებს წიგნსა, წაიკითხვენ ზეიდან ადრესსა, გაშიჯვენ ბეჭედსა და ერთის ხელიდამ გადადის მეორეში.

მაგრამ მე ამასა ვსწუხვარ, რომ ფლიტმანს მე ვასესხე თორმეტი შილინგი და იმის წიგნში სძევს ხუთი გირვანქა სტერლინგი. მადლობა ღმერთსა! უთუოთ კარგი ადგილი უშოვნია.

როგორ სიხარული და მწუხარება ერთმანეთზედ ახლოს დადიან! დღეს დილას მე წავედი ალდერმან ფილდსონთან: მე მითხრეს რომ იზვოშჩიკი ბრუკი თავის მოკვლას აპირებსო, რადაგნ ბევრი ვალები დასტეხიაო. ის არის შორეული ნათესავი ჩემის ცოლისა. თორმეტი წლის წინეთ მე თავდებათ დაუდექი იმას ას გირვანქა სტერლინგში და აქამდინ ჯერ კიდევ არა ვარ გამოხსნილი იმ თავდებობისაგან; ამ კაცმა ბევრი მწუხარება გამოიარა უკანასკნელს წელიწადებში და ბოლოს იწყო ლოთობა.

ალდერმანმა დამაშოშმინა მე. იმან მითხრა მართლათ იყო იმისთანა ხმებიო, ვითომც ბრუკს თავი მოეკლასო, მაგრამ ეს სრულად შეუძლებელიაო. მე მოსვენებული მოვდიოდი სახლში, როდესაც პოლლი მომეგება წინ ფლოტმანის წიგნითა.

საღამო იმავე დღესა.

სიხარული ჩვენი გარდაიქცა მწუხარეებათ, როდესაც გავხსენით წიგნი და შევიტყეთ, რომ ის იყო არა ფლიტმანისა, არამედ რეკტორისა სნერტისა. ის მწერს, რომ მე უნდა ვიყო ჩემს ადგილზედ იღდგომამდის, და მაშინკი ჩვენი ანგარიშები უნდა დასრულდეს. ის მიცხადებს მე რომ ეხლავ შემიძლიან მოვსძებნო ჩემთვის ახალი ადგილი, რომ მე მიგზავნის ის გზის ფულსა და ახალს პასტორსა აქვს ნაბრძანები შევიდეს ჩემს მრევლში, თუ მე წინ არ აღვუდგები მას.

ასე აქაური ჭორები ტყუილი არ იყო. ესეც უნდა იყოს, რომ ახალს პასტორს ამიტომ მიუღია ასე ჩქარა ეს ადგილი, რომ დაჰპირებია დოქტორს სნერტს იმისი მახლობელი ნათესავი ქალის შერთვასა. ჟენნი და პოლლი გაყვითლდნენ, როგორც სიკვდილი. როგორაც შეიტყეს, ნაცვლად ფლიტმანის მადლობისა, იმათ ეს საშინელი ანბავი. აი ჯილდო დიდიხნის სამსახურისა!!

პოლლი დაიღვარა ცრემლითა და დაეცა სკამზედა; ჟენნი გაიქცა თავის ოთახში. ხელები მითრთოდენ, როდესაც მეჭირა რეკტორის წიგნი. მე შევედი კაბინეტში დავეცი მუხლზედ და ვიწყე ლოცვა; როდესაც მე ავდექი, ლოცვამ შემამსუბუქა მე; მე ავიღე დაბადება და პირველი სიტყვები გარდაშლილის ფურცლისა იყო ესენი: ნუგეშინიან, ვინაიდგან გიხსნი შენ (ისაია თავი X) აქ სული ჩემი თავისუფალ იქმნა შიშისაგან, მე აღვმართე თვალი მისკენ და ვსთქვი: ჰე უფალო შენი ვარ!!!

როდესაც შევნიშნე, რომ პოლლი აღარა სტიროდა, მე შევედი ოთახში. ის იდგა მუხლზედ, გულხელ დაკრეფილი და მიყუდებული სკამზედ. მე არაფერი უთხარ, ჩუმათ მივიხურე კარი და მოვბრუნდი კაბინეტში. რაოდენისამე მინუტის შემდგომ, გავიგონე ჟენნის დაწითლებულის თვალებისაგან ჰსჩანდა, რომ ის ეძებდა მყუდრო ადგილსა, დასაფარავად თავისის მწუხარებისა. ორივე მიყურებდენ მე ძრწოლით. ეგონათ, რომ ჩემს სახეში ჰპოებდენ იგინი სასო წარკვეთილების გამოხატულებასა. როდესაც დარწმუნდნენ რომ მოსვენებული ვარ ისინიც მოსვენებულნი შეიქნენ. მე ავიღე წიგნი და ფული და ძველებურის სიმღერით ჩავდე კამოდში დაღამებამდინ არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ იმათ იმ შემთხვეულებაზედ.

არც მე მინდოდა მომეგონებინა რამე იმ სამწუხარო შემთხვევაზედ. იმათის მხრით ამ ჩუმათ ყოფნაში სჩანდა გრძნობა სინარნარისა და ჩემის მხრით ვიშიშოდი მეჩვენებინა თავი სუსტად შვილებისათვის.

კჱ დეკემბერი. უნდა კაცმა გამოსტოვოს პირველი მინუტები არეულობისა გაუსინჯავათ იმის აოხრებისა.

ჩვენ გავატარეთ ღამე მშვიდობიანათ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ სნერტის წიგნზედ და ადგილის დაკარგვაზად, როგორც რომ ერთს ძველს რასმე ისტორიაზედ, და ვადგენთ ათას პროეკტებს მომავალისათვის.

მაგრამ დიდი სამწუხარო ის არის, რომ ამ პროექტებზედ იქნება დამოკიდებული ჩემი ქალებთან დაშორება კარგი იქნება, რომ ჩემი ქალები ჩავაბარო სადმე კარგს სახლებში, მანამ მე ვივლი აქეთ იქით ადგილის საშოვნელათა და ვიშოვნი ლუკმა პურსა ჩემთვის და ჩემის შვილებისათვის.

პოლლი უწინდებულათ მხიარულია. ის კიდევ ლაპარაკობს თავის სიზმარზედ და გვანუგეშებს სხვა და სხვა იმედითა. იმისი გამგონი იფიქრებს კაცი, რომ ის მოელის რაღაც საკუთარს შემთხვევის მფარველობასა.

როგორც მოვა ახალი პასტორი კრიკლედში, და დავიწყებ ახალი ადგილის ძებნასა გარდა ამისა მივსწერ ძველ მეგობრებსა, რომ გააწესონ ჩემი ქალები, ან ღუვერნანტკათ, ან მკერვლებათ, ან რამეთ, ჟენნი ძალიან კარგი ღუვერნანტკა იქნებოდა არც ერთს ქალს არ დავსტოვებ კრიკლედში ამიტომ რომ ეს მხარე ღარიბია ხალხი უმოწყალეოა და არც უცხონი არიან სიღარიბისა, როგორც საზოგადოდ მცხოვრებნი პატარა ქალაქებისა.

ყოველგან ლაპარაკობენ ახალს პასტორზედ. სხვანი თითქო სწუხან ჩემს წასვლაზედ, და არც ვიცი გულის წმინდით თუ არა?

კთ დეკემბერს.

დღეს მე მივსწერე წიგნი სალისბიურის ეპისკოპოზს და მწუხარებით აღვუწერე ჩემი მდგომარეობა, ჩემი შვილების მწუხარება, და დიდიხნის ჩემი სამსახური ვფიქრობ, რომ ის არის კაცი კეთილმსახური და შემბრალებელი; ღმერთმა აგონოს, რომ მომცეს მან თავისი შემწეობა. სამ ოთხ პრიხოდში იპოება ჩემთვის ალაგი. ბევრს ხომ არასა ვსთხოვ.

_______________

ლ დეკემბერს. თუ რომ ეპისკოპოზის მიტრას, რომელიც პოლლიმ ნახა სიზმარში, მალე ვერ მივიღებ, მაშინ მე მოუცილებელად შემხვდება საპყრობილეში წასვლა მე ვხედავ ის არ ამცდება!! ჩემში აღარ არის უწინდელი სულითადი ღონე, ამაოდ ვსცდილობ ვიპოვო ჩემში, უწინდელი სიმამაცე მე დამაკლდა ღონე თითქმის ლოცვაზედაც. ასე დამიპყრა შიშმა! დიღ! საპყრობილე აუცილებელია! ამ სიტყვებს ხშირად ვამეორებ ამისთვის, რომ მინდა წინ და წინ შევეჩვიო ამ ჰაზრსა. ყოვლად მოწყალე ღმერთი იყოს ჩემი შვილების პატრონი. ვერ მითქვამს ამათთვინ რაც ვიცი.

იქნება უდროო სიკვდილმაკი გამომიხსნას ამ სირცხვილისაგან მე თითქმის მკვდარი ვარ, და ცივების კანკალი მივლის ძარღვებში. არ შემიძლიან კერვა, ხელები მითრთიან.

რავდენიმე საათის შემდგომ.

აი მე ცოტათ დავშოშმინდი. მე ცუდათ ვიყავი ძალიანა! მე დავსწექი ლოგინში, და მგონია დამეძინა, თუ არ ვიცი უგონოთ ვდევ: სამმა საათმა განვლო ქალებს გაეხვიათ ჩემი ფეხები ლოგინში სხეულით დავსუსტდი მაგრამ სულით გავძლიერდი ყოველივე წარსული, რაც შემემთხვა ახლა სიზმარივით მეჩვენება: ბრუკს მართლა თავი დაურჩვია. ფლიდსონმა დამიძახა თვისთან, გამომიცხადა ეს ანბავი და მაჩვენა პროტოელი, სადაცა მე თავდებათ ვინიშნები მერე მითხრა, რომ იმას დარჩენია საკმაო ვალები, და მირჩია, რომ ვეცადო მივსცე იმის ვალი ვაჭარს ვიტელს, რომელთანაც მე თავდები ვარ ის გირვანქა სტერლინგში.

უ. ფლიდმანი უბრალოთ არა სწუხდა ჩემთვის. ღმერთო ჩემო! ასი გირვანქა სტერლინგი... სად უნდა ვიშოვნო მე იმდენი ფული? სრულიათ რომ გავყიდო ჩემი მოძრავი საცხოვრებელი, არა მგონია, რომ ასი შილლინგიც შეადგინოს.

ბრუკს ეძახდენ კაცს ანგარიშიანს და მდიდარსა, არ მოველოდი, თუ ასე დაასრულებდა თავის საქმეებსა და ცხოვრებასა. მცირედი მზითევი ჩემის ცოლისა იმის ავათმყოფობაზედ დაიხარჯა; თითქმიც ვალებიც, რომელიც ერგო იმასა, ისინიც დავყიდე ნახევარ ფასათ. ახლა მე მიწევნილი ვარ სიგლახაკედმდე ნეტავი ვიყო გლახაკი და თავისუფალი! მაგრამ მე ჩემსმენ საპყრობილეში, თუ რომ ვინტელი სულგრძელი კაცი არის. ვალის გარდახდა არას გზით არ შემიძლიან.

_________________________

იმავე დღის საღამოს. მრცხვენიან ჩემის სისუსტისა. ჩავარდნა ასეთს უიმედობისა, ასეთს იჭვნეულობაში. სირცხვილია, მაშინ როდესაც მე ვარ მსახური ღვთისა, მრწამს განგებულება: სირხვილია სირხვილი ეს ჩემთვის!

მე ვქმენ ის, რაც შემეძლო, რაც საჭირო იყო, წავიღე პოჩტაშ წიგნი უ ვინტელთან, აუხსენ მას, რომ არა მაქვს ღონისძიება იმ ვალის გარდახდისა და უთხარი, რომ შეუძლიან ჩასმა ჩემი საპყრობილეში. იმ კაცში თუ იპოება მცირედი კაცობრივი გრძნობა, უთუოთ შემიბრალებს, თუ არა და წავალ სადაც მეტყვის.

დაბრუნებულმა ფოჩტიდამ მე გამოვსცადე სიმტკიცე ჩემის ქალებისა მე მინდოდა მომემზადებინა ისინი გასაგონად იმ სასტიკის უბედურებისა; მაგრამ ვალები აღმოჩნდნენ უძლიერესნი კაცებზედ და უკეთილმსახურეს პასტორისა:

მე უანბე ბოლოს ბრუკის სიკვდილი, ჩემი თავდებობა და შემდგომი გარემოება იმ თავდებობისა. იმათ მოისმინეს სემწუხრის ყურადღებითა. საპყრობილეში! სთქვა ჟენნიმ მტირალმა და შემომხვია რა ხელი: შენ ხომ სინიდისი არაფერს არ გახილებს, საყვარელო მამავ. და რისთვის ისჯები უბრალოთ ამდენსა. მე წავალ თითონ ვინტელთან, დავეცემი იმის წინ მუხლებზედ და ავდგები მაშინ, როდესაც გამოვიკითხავ იმისაგან თავისუფელბასა შენსა.

არა უთხრა პოლლიმ, ეგ არ იქნება. ვაჭარი ყოველთვის და ყოველგან ვაჭარია. შენის ცრემლისათვის არც ერთს შილინგს არ მოიკლებს ის. აი მე წავალ იმასთან დაუდგები მას მოჯამაგირეთ, სიკვდილამდის ვიზრდები მარტო წყლითა და პურითა ერთის სიტყვით ვინექბი იქამდინ, მანამ მამის ვალს გადავიხდიდე.

ამ წინეთ დაწყობილების შემდგომ ისინი ცოტათ დაშოშმინდნენ; და მალე ნახეს უსაფუძვლობა თავიანთის პლანებისა, და ჟენნიმა სთქვა: რათ გვინდამაგნაირნი შეუძლებელნი პლანები? უნდა მოუცადოთ ვინტელის პასუხსა, დაეხსენ იყოს სასტიკი თუ უნდა. განა საპყრობილეშ ღმერთი არ არის? თუ რომ მართლა, მამაო საპყრობილედ გახდება შენი საქმე, მაშ იქნება შენ იქ კიდევაც გერჩიოს, ვიდრემდის აქ სიგლახაკეშ. შენ არაფერში დანაშაული არა ხარ, მაშ რისა უნდა გრცხვენოდეს. მე და ჩემი და წავალთ მოჯამაგირეთ და ჩვენის ჯამაგირით შეგინახავსთ შენა. არ გავწითლდებით მოწყალების თხოვაზედაც რომ საქმე მიდგეს. ჩვენ ხშრად გნახავთ ხოლმე მამავ და მოგივლით. რისა შეგვეშნდება ჩვენ. მართლა, პოლლი, უთხრა ჟენნიმ, ვისაც ეშინიან, იმას არა ჰსწამს ღმერთი, და მინდა ვიყო მხიარულად. იმოდენ მხიარულად, რამდენიც შეიძლება ქმონდეს მარტოობაში, მამაზედ და დაზედ დაშორებულსა.

ამ სიტყვებმა გამამტკიცეს მეც ფლიტმანმა ტყუილი არ მითხრა, რომ მე ორი ანგელოზი მყავს.

________________________________

დღე წმიდისა სილიბისტროსა. დასრულდა წელიწა. ვმადლობ ღმერთსა, რომ გარდა მცირედთა უსიამოვნებათა, ეს წელიწადი იყო ჩემთვის კარგი და ბედნიერი: მართლად ჩვენ ხან და ხან მოვითმინეთ ხოლმე დიდი ნაკლებულება, და სიღარიბე, მაგრამ ყოველთვისკი ვშოულობდით ლუკმასა.

მწარე მწუხარება ხან და ხან შეჰსძრავდა ხოლმე ჩვენ გულსა, მაგრამ იმაში. გამოგვიჩნდებოდა ხოლმე სიხარულიც. ახლა ვსთქვათ, მე ძლივს მაქვს ღონისძიება ნახევარ წლის საზრდოსი, მაგრამ რამდნეი იმისთანა არის რომ ესეც არა აქვს და არ იცის ხვალ რით გამოიტანოს თავი.

მე მოვაკლდი თანამდებობასა. აი მოხუცებულების დროს ვარ უადგილოთ, უპუროთ. იქნება მომავალს წელშ ვიჯდე საპყრობილეშ, ჩემს საყვარელს ქალებზედ დაშორებული, მაგრამ იქაც ღმერთი არისო, სთქვა ჯოჯოხეთზედ არა ჰსჩანს, და ბოროტის სულისათვის არსად არ არის ბედნიერება მართლათ მე ბვედნიერი ვარ. ვისაც შეუძლიან უბედურების ატანა ის რა არის, თუ არ ბედნიერი? წმინდა სინიდისი არის ყოველს ქვეყნიერის დიდებაზედ მეტი. უბედურება იყო ხოლმე ჩემთვის შკოლათ სადაც მე ცხადად გავიგებდი ხოლმე სახარებასა. ოკსფორდის მსწავლულნი ლაპარაკობენ ხშირად საღმრთო წერილის ასოებზედ და შინაგანს ჰაზრსკი ვეღარ ახსნიან.

ამ ფიქრებით და მსჯელობით მინდა გავატარო ეს წელი. მოხარული ვარ, რომ ყოველდღიური ჩემი ცხოვრების წერა დავიწყე. ყოველმა კაცმა ასე უნდა ქმნას, თავის თავის გაცნობა და შეტყობა შეჰსძენს კაცსა მომატებულს სარგებლობას, ვიდრემდის კითხვა მსწავლულთ წიგნთა. როდესაც დასწერ ყოველ დღე თავის ჰაზრსა და ცხოვრებასა, წლის დასასრულზედ დაინახავ თავის თავს ყოვლის მხიდამ. კაცი სხვა და სხვა არის სხვა და სხვა დროსა. ვინც ანბობს, რომ იცნობს თავის თავსა, ის ანბობს მართალს მხოლოდ იმ წამში, როდესაც ანბობს, ამიტომ რომ იმ დროს ესმის თავისი თავი, მაგრამ ბევრმა არ იციან თუ როგორი იყვნენ ისინი გუშინ: ანუ როგორ იქმნებიან ხვალ.

წრევანდელს წელიწადს მე გამოვსცადე, როგორი მართალია ანდაზა: ერთს უბედურებას მეორე მოსდევს. რამდენიც მეტი უბედურება მოდის იმდენით ახლოს არის ბედნიერებაც. ასე პირველის შეძრწუნების შემდგომ, ყოველთვის ვიწყებ სიხარულით წარმოდგენასა, მომავალს კეთილს მდგომარეობასა და ვიმედოვნებ ხოლმე რომ ბრძოლა მიდის დასასრულზედ. წინააღმდეგ, როდესაც ცემი სურვილი შესრულდება, მაშინ მე ვთრთი და ვერ ვბედავ მივენდო სასოებას.

ვერ ვენდობი სოფელსა. საშიშარია ერთობ მინდობა სოფლისა, და ყოველი უბედურება შორიდამ უფრო აშინებს კაცს, ვინემ ახლოს, როდესაც შეეყრება პირისპირ. ღრუბელნიც შორიდამ უფრო შავი ჰსჩანს ვიდრემდის ახლოდან როდესაც წინეთ ვიგრძნობ უბედურებასა ჩვეულებრივ ყოველთვის მოველი ცუდს დასასრულსა; ველი თვით უცუდესს რასმეს და ნამდვილი უბედურება იშვიათათ იქმნება დამღუპავი კაცისა, იმ გვარათ როგორც კაცს წარმოუდგება გამოხატულებაში.

_____________________

პირველი იანვარი 1875 წლისა დილა.

აი სამწუხარო და საკვირველი შემთხვეულება წლის დასაწყისისა. ექვს საათზედ დილით, როდესაც მე ვფიქრობდი ქადაგებისათვის, როემლიც დრეს უნდა ვსთქვა ეკკლესიაში, გავიგონე რომ ვირაც არახუნებს კარებსა. პოლლი ამ დროს კუხნაში იდგა ის გაიქცა შეიტყოს თუ ვინ არახუნებს.

ამ გვარი ადრე ვისგანმე ნახვა ანუ სტუმრობა იშვიათია ჩვენთვის. განთიადისას, ვიღაც კაცმა მოსცა მას დიდი კალათი და უთხრა: უ. (გვარიკი ვეღარ გაეგონა პოლლის) გამოუგზავნა ეს კალათი პასტორსა და სთხოვს გაუფრთხილდეს იმას, რაც ამაშია პოლლის განკვირვებით აეღო კალათი, მომტანიკი წასულიყო.

მოვიდა და ნელა დაარახუნა კარი, უნდა შეეტყო მღვიძამს თუ მძინამს. მე ნება მივეცი შემოსვლისა, შემოვიდა მომილოცა ახალიწელიწადი და სიცილით მითხრა: ხედამთ, მამაო, პოლლის სიზმარი როგორ ახდა; აი თქვენი ქუდი და კიდეც მოჰყვა თუ როგორ მომიტანეს მე ეს ძღვენი საახალწლოთ; მხოლოდ ამას ვსწუხდი, რომ ვერ გაეგო სახელი გამომგზავნისა. ის გავიდა სამთლის ასანთებათ და ჟენნის დასაძახებლათ, და სწორეთ უნდა ვსთქვა ჩემში განიღვიძა მოუთმენელმა გამოძიების მოყვარებამ. აქამდის მე თუ მიმიღია ძღვენი ვისგანმე, იშვიათათ და მცირე; მე ვიფიქრე: ჩემს მეგობარს ფერმერს გაუმსია კალათი პიროგებითა და მიგზავნის.

მე შევედი ოთახში პოლლი და ჟენნი იდგნენ დიდი კალათის წინა, რომელიც გულს მოდგინებით შემკული იყო მე ავსწიე იმას; მეჩვენა ძალიან მძიმე. გარდა ამისა ზევით ფიცარზედ ორს ადგილს გამოჭრილი ჰქონდა.

მე ავხადე კალათს ჟენნის შემწეობით და სიფრთხილით. თეთრი ხელსახოცი წმინდა ტილოსი იყო დახურული საჩუქარზედ. მე ავსწიე ისიც, და ... ოჰ, არ შემიძლიან ავსწერო ჩვენი განცვიფრება. ჩვენ ერთათ, ერთხმად დავიყვირეთ: ღმერთო რას ვხედავთ!!! იქ იწვა და ეძინა ყრმას, ვაჟს ექვსისი ანუ შვიდის კვირისას რბილს სახვევებში ვარდის ფრის ლენტებით შეკერულში. თავი ედვა ცისფერს ატლასისი ბალიშზედ. წითელი ატლასისი საბანი ეხურა მას. იმას ევლო ბარაბანტის ძვირფასი კრუჟევა.

რაოდენსამე წამს ჩვენ უყურებდით ერთმანეთს მდუმარებით ბოლოს პოლლიმ ხარხარით გვითხრა, ახლა რა უნდა ვქნათ ეს ქუდი არ არის.

ჟენნიმ დაუფაცუნა ყრმასა ხელი და უთხრა მრთოლვარის ხმითა ნუ უკვე შენ მოაკლდი დედასა, ანუ თუ დედა შენი ვერა ჰბედავს ჰყავდე თავისთან? ღმერთო ჩემო! ასეთი მშვენიერი ყრმა გაუგდიათ უნუგეშოთა. შეხედეთ მამაო, დაო, როგორ განსვენებით ჰსძინავს, არა მგრძნობელი თავის უბედურებისა, თითქო იცისო, რომ ეგ არის შენახული გულსა უფლისასა. გეძინოს საცოდაო ყრმაო, ჩვენ არ უარგყოფთ შენ შენ ჩავარდი ისეთს სახლში, სადაც შეგიყვარებენ. მე ვიქნები შენი დედა.

ამ დროს ცრემლები ჩამოსდიოდა ჟენნის თვალებიდგან, მე მივიკარი ის გულში და უთხარ: კარგი, იყავი მაგის დედათ, ყრმა დევნული ბედისაგან, ეკუთვნის მათ, ვინც იმის მსგავსად დევნულნი არიან, უფალს უთოვოთ ნებავს გამოსცდა ჩვენის სარწმუნოებისა. არა ის არა სცდის, იმან კიდეც იცის იგი აი რისთვის მოგვაბარეს ჩვენ ეს ყრმა, მართალია ჩვენ არ ვიცით რით ვიცხოვრებთ ხვალინდელს დღეს, მაგრამ იმანკი იცის, ვისაც სურს, რომ ჩვენ ვიყვნეთ მაგ ყრმის მფარველნი.

ასე ერთს წამს გარდავსწყვიტეთ. ყრმას ისევ ეძინა. იმის მშობლებზედ ვფიქრობდით ათას რიგათ, ვსცდილობდით გამოგვეცნო, თუ ვისია ამიტომ რომ ის კალათი იყო გამოგზავნილი ჩემს სახელზედ. მაგრამ საუუბედუროთ პოლლიმ ვერ გვითხრა, თუ ვისგან არის ის გამოგზავნილი. მე ისევ ქადაგების ფიქრს შეუდექი, სადაც ვაპირებდი საკუთრად თქმას ძალზედ საუკუნოის განგებულებისა. ჩემი ქალებიკი იმის ფიქრში იყვნენ, თუ როგორ მოუარონ პატარა სტუმარსა.

მეკი მეჩვენებოდა; ვითომც რომ ახალის წლიდგან შევდიოდი ახალს სოფელსა შინა სასწაულებათა, და ვსთვლიდი იმ ყრმასა ანგელოზათ, რომელიც მომევლინა მე ნუგეშათ დროსა მძიმე მწუხარებისასა.

მე ვსუნთქმიდი უფრო თავისუფლათ; ჰაზრნი ჩემნი შეიქმნენ განსვენებულ და სასიამოვნონი.

_______________________

იმავე დღეს საღამოზედ.

შევასრულე რა ღვთის მსახურება, დაღალული მოვბრუნდი შინა. გზა იყო საშინელი ცუდი. შინ გამაცოცხლა ჩემმა ქალების სიხარულმა. სახლი მეჩვენებოდა ისე მხიარულათ, რომელიც დიდიხანია აღარ მინახავს მე. სტოლი გაშლილი დამხვდა და ზედ ბოთლი ღვინო, გამოგზავნილი უცნობი კაცისაგან.

საკუთრად გახარებული ვიყავი მე იმით რომ ყრმა მშვენიერად იცინოდა. ჟენნის გულში ჩახუტებული. პოლლით მიჩვენა ქონება ჩვენის ახლის საშვილოსი: თორმეტი მშვენიერი გასახვევი, ქუდი, ხელსახოცები წმინდა ტილოსი, ესენი ყველანი ელაგნენ კალათში და ამასთანავე რამოდენიმე ფული ჩემს სახელზედ. ესენი ეპოვნათ ყრმის ფერხთით, როდესაც მას გამოჰღვიძებოდა. ფული იყო ას ორმოცი მანეთი ვერცხლისა და აი ეს წიგნი ჩემგან: სავსენი თქვენდამო დარწმუნებისა, და მცოდნენი თქვენის კაცთმოყვარებისა და გამოცდილის კეთილის მსახურებისა, უბედურნი მშობელნი გიგზავნიან თავის საყვარელს შვილს. ნუ უარც ყოფთ მას, როგორცკი შესაძლებელ იქნება ჩვენი თავის გამოცხადება, მოვალთ მადლობის გარდასახდელათ, ჩვენ შორიდამ გვეცოდინება ყოველივე, რასაც ჩვენის ყრმისათვის იზრუნავთ. ყრმა არის სახელად ალფრედი და არის უკვე მონათლული. ამასთანავე გიგზავნით მეოთხედს მისს წილს ხარჯსა, ყოველს სამს თვეში მიიღებთ ამოდენს ფულსა. მოუარეთ ყრმას გულს მოდგინებით. საკუთრად იმას ვაბარებთ ნაზს მზრუნველობას თქვენის მშვენიერის ჟენნისას.

ამის წაკითხვის შემდგომ პოლლიმ იწყო ხტომა და ყვირილი: აი ჩვენი ქუდი, საეპისკოპოსო ქუდი, სიზმარში ნახული; ღმერთო ახლა როგორ გავმდიდრდებით ჩვენ! მშვიდობით ახლაკი საწყალო პასტორი თანამდებობავ. მაგრამ მე რათ უნდა მიხაროდეს ესე ძალიან, სთქვა ბოლოს პოლლიმ; წიგნში პოლლის ხსენებაც არ არის.

ჩვენ ათჯერ წავიკითხეთ წიგნი, და არ უჯერებდით თვალსა, რომელიც ხედავდა სტოლზედ თორმეტი თუმნის ოქროსა.

ოჰ რა ძღვენია ეს საახალწლოთ! ერთბაშათ გამოვედით გაჭირვებიდგან, და მერე როგორის გასაკურვალის მიუწთომელის სახით!

ამაოდ წარმოვიდგენდი გონებაში ჩემთა მცნობთა, რომელნიც თავისის მდგომარეობით ყოფილ იყვნენ იმ გაჭირვებაში, რომ დაეფარათ თავიანთი შვილი, ანუ იმათთანას, რომელთაც შესძლებოდათ თავისის სიმდიდრით ასე უხვად დაჯილდოება ქრისტიანულის ყურისგდებისათვის ყრმისა. ვეძებ. ვეძებ და ვერ მიპოვნია იმ გვარი კაცები. მაგრამ ეტყობა მშობელნი ალფერდისა უთუოთ გვიცნობენ მეცა და ჩემს ქალებსაც. გზანი განგებულებისანი მიუწთომელ არიან!!!

_____________________________

კ. იანვარი. ბედნიერებამ მომფინა თავის მოწყალება. დღეს დილით მივიღე კიდევ თორმეტი გირვანქა სტერლინგი და წიგნი უ. ფლიტმანისაგან. ესე რთობ გადამეტებულია. თვითვეულს შილლინგზედ მაძლევს თითო გირვანქასა. ეტყობა იმისს საქმეც კარგათ მოსულა, როგორც მწერს კიდეცა ვსწუხვარ რომ თავისი ადრესი აღარ მოუწერია ჩემთვის.

ღმერთმან ინებოს, რომ სიმდიდრემ არ შემცვალოს მე! ეხლა იმედი მაქვს ცოტ ცოტა ბრუკის ვალიც გავისტუმრო. როდესაც მე უთხარი ჩემს ქალებს ფლიტმანისაგან წიგნის მიღება, ახლა ეს შეიქნა მიზეზი ახალის სიხარულისა. მიკვის ის უმარწვილი კაცი რათ მოსწონთ ამათ ისე ძრიელ. ჟენნი გაწითლდა და პოლლიმ ორივე ხელი დააფარა პირზედ. მაშინ ჟენნი გაწყრა. მე წავიკითხე უ. ფლიტმანის წიგნი და შევძრწუნდი, ამისთვის, რომ ის პირმოთნეა, იმდენი ქება მოუწერია, რომლისაც მე ღირსი არა ვარ სულ ყველას განდიდებით იწერება, თითქმის ჟენნის ქებასაც.

შეწუხება საწყალის ჩემის ქალისა, მანამ გავათავებდი კითხვასა, მაწუხებდა მეც, მაგრამ აი სახსოვარს ადგილს წიგნისას გამოვაცხადებ:

„უპატივცემულესო პასტორო! როდესაც მე თქვენს სახლში ვიყავი და იქიდამ გამოვედი, მეგონა თუ დავსტოვე სახლი მამისა ჩემისა, და წავედ უდაბნოდ. არაოდეს არ დამავიწყდებით მე თქვენ. არაოდეს არ დამავიწყდება რას რას ნეტარებას ვგრძნობდი თქვენთან ყოფნით. ნიადაგ თვალწინ მიდგიხართ თქვენის მდიდრულის სიღარიბით, ქრისტიანობრივის სიმშვიდით, პატრიარხულის სულის დიდებით. აქავე მშვენიერი პოლლიც. ხოლო ჟენნი.. აღარ ვიცი რა ვსთქვა, სად ვიპოვნო სიტყვები რა სახელი უნდა უწოდოთ უმაღლესთ სულიერთ უქმნულებათა, რომელნიც ყოველსავე, რაც გარეშემო არტყია, გარდააქცევენ სამოთხედ და პოეზიათ. ჩემს სიცოცხლეში არ დავივიწყებ იმ სანატრელს წამს, როდესაც მე იმან მომიტანა თორმეტი შილლინგი, როდესაც მე პირველად გავიგონე სიტყვა ნუგეშინის ცემისა... ეხლაც ისე შენახული მაქვს ის თორმეტი შილლინგი. არც აღას ღონეთ მივსცემ მე ამ თორმეტს, იქნება მალე მქონდეს შემთხვევა ყოველივე აგიხსნათ თქვენ. არაოდეს, რაც გავჩენილვარ ქვეყნათ, ერთს დროს არ ვყოფილვარ ისე ბედნიერი და ისე უბედური, როგორც ეხლა. თავი დაუკარი ჩემ მაგიერათ ორთავ თქვენ სანატრელს ქალებსა. თუ რომ კიდევ ვახსოვარ მათ“

ამ წიგნის მიხედვით, ფლიტმანი კიდევ აპირებს ერთხელ კრიკლედში მოსვლასა. ეს ძალიან მახარებს მე, მექნება შემთხვევა მადლობის თქმისა. იქნება გადამეტებულის კეთილ გულობით გამოუგზავნია მას ჩემთვის წლის ჯამაგირი, რადგან მე მივეცი მას ნახევარი ჩემი ფული. ეს თუ ასეა, ვსწუხვარ. ის ქარიანს კაცსა ჰგავს, მაგრამ გულიდკი ძალიან პატიოსანი და კეთილშობილი უნდა იყოს. პატარა ალფრედი უცინოდა პოლლის, როდესაც ჟენნი, როგორც ყმაწვილი დედა ათამაშებდა მამ ქალები. უვლიან მას ჩემს მოლოდებაზედ მომეტებულათ. მართალია ის მშვენიერი ყრმა არის. დღეს უყიდეთ ჩვენ იმას ლამაზი აკვანი და დავზდგით ჟენნის კრაოტთან დღისით და ღამით, როგორც ანგელოზი, მცველი ისე უფრთხილდება თავის საშვილოსა.

_______________________

გ. იანვარი

დღეს უ. პასტორი ბლესინგი მოვიდა ტრახტირში ახალგაზდა ცოლით და შმატყობინა თავის მოსვლა. მე მაშინვე წავედი იმასთან. ის არის ძალიან სასიამოვნო და ზრდილი კაცი. მითხრა, რომ ის არის დანიშნული ჩემს მოადგილეთ, და სურს დაუყოვნებლათ შესვლა თავის თანამდებობის აღსრულებაში, თუ მე თანახმა ვექმნები, და რომ მე შემიძლიან პასტორის სახლში ცხოვრება აღდგომამდინ. მე უთხარი ამაზედ, რომ თანახმად მისის სურვილისა, მაშინვე ჩავაბარებ მრევლის საქმესა, და ამ სახით მექმნება მეტი თავისუფლება ახალი ადგილის მოძებნისა. ამაზედ დავამატე, რომ მინდა მეთქი გამოთხოვების ქადაგების თქმა ჩემს მრევლში, სადაც დიდხანს ვქადაგებდი სიტყვასა ღვთისასა.

იმან აღმითქვა მოსვლა ჩემთან სადილის შემდგომ, სახლის გასაშინჯავათ, და მოვიდა თავისის ახალგაზდა ცოლით, რომელიც, მგონია, ცოტა ამპარტავანი და თავის მოყვარე უნდა იყოს. ძლივს აღირსა ჩემს ქალებს თვალის გარდახედვა: არაფერი არ მოსწონდა სახლშია როდესაც შეხედა პატარა ალფრედს აკვანში, მიუბრუნდა ჟენნის და ჰკითხა: განა შენ ქმრიანი ხარ? საწყალი ჟენნი გაწითლდა მთლათ, უარის თავი დაუქნია და რაღაც წაიბუტუნა. მე ეს არ მეჩვენა კარგათ, მაგრამ გავჩუმდი, მე ვსთხოვე ერთი ფინჯანი ჩაის დალევა, მაგრამ უარი გვითხრეს. მე მგონია უ. პასტორი სრულიად მორჩილია თავისი ყმაწვილის ცოლისა.

ჩვენ ძალიან გვიამა, როდესაც ისინი წავიდნენ.

უ. ვიტელი, იმის წიგნის მიხედვით, უნდა ძალიან კარგი კაცი იყოს. ის ძალიან სწუხს, რომ გავრეულვარ იმ საუბედურო თავდებობაში, და მარწმუნებს, რომ სრულიად არ შემაწუხებს, თუნდ თავის დღეშიაც რომ არ მივსცე ბრუკის ფული. იმას მგონია სცოდნია ჩემი შინაური გარემოება, აქებს მას, და მრიცხამს პატიოსან კაცათ. ეს ჩემთვის დიდი კმაყოფილება არის როგორცკი შესაძლო იქნება, მაშინვე წავალ იმასთან, მივსცემ იმას სრულიად იმ თორმეტ გიტვანქა სტერლინგს, რომელიც მივიღე ფლიტმანისაგან ჩემი დიდი ვალის ანგარიშში.

ჟენნი მარწმუნებს, რომ პატარა ალფერდის გვერდით მშვენიერათ სძინავს ხოლმე, რომ იმასაც მთელს ღამეს მოსვენებით სძინავს და გამოიღვიძებს ხოლმე ღამეში ერთხელ დალევა რომ მოუნდება. მაგრამ ჩემი საყვარელი ქალი როგორღაცკი მაფიქრებს მე. იმაში აღარ არის ის უწინდელი სიხალისე და სიხარულის, თუმცა ცდილობსკი, რომ გვიჩვენოს თავი მხიარულათ. ხშირად ამღები რისამე ხელსაქმისა, ზის უძრავად, დაფიქრებული და მუხლზედ ხელებ დაწყობილი, და თუ იმ დროს ვინმე დაელაპარაკება ის შეხტება და უნდა მეორეთ უთხრან ერთი სიტყვა. ეს მგონია ამისთვის, რომ ყმაწვილი აწუხებს მას, თუმცა ის მალამს ამას. არ შეიძლება, რომ სრულიად მრთელათ და კარგათ არის.

მე არას გზით არ მოველოდი თუ ეს ისე თავის მოყვარე იყო. ეტყოვა ფლიტმანის ქება არაფრად მოეწონა იმას, ამიტომ რომ გამომართვა იმისი წიგნი, რამდენჯერმე გადაიკითხა ისი და ბოლოს ჩასდო თავის სამუშაო კალათში. რა სიყმაწვილეა ესა!!

ჩემმა გამოთხოვების ქადაგებამ მოჰგვარა ცრემლი მრავალთა. ახლაკი ვხედავ, რომ ჩემს სამრევლოს ვყვარებივარ. მე არაოდეს არ გამიგონია ამდენი ალერსიანი სიტყვები, და არც ამდენი საჩუქარი მიმიღია; არაოდეს არ ყოფილა ჩემს სახლში ამდენი უხვება და ღვინო. რამდენისამე ხნის წინეთ რომ მე ასე მქონოდა რაც ეხლა, ბედნიერათ შევრაცხდი თავსა. ახლა ჩვენ მომეტებულიცა გვაქვს მაგრამ უმეტესი ნაწილი ჩვენის სარჩოსი კიდეც გაქრა, მე ვიცი ბევრი შეუძლებელი კაცი კრიკლედში.. ჟენნიმ კიდეც ჩემზედ მეტი იცის, მსურს რომ იმათაც იხარონ ჩვენთანა.

მე უნდა გამოვსტყდე, რომ მე ვიყავი გულჩვილი ქადაგების დროს, ვსწერდი და თან ვსტიროდი. ეს იყო გამოთხოვება მრევლთან, სადაც ამდენი ხანი ვიცხოვრე, მე გამოგდებულ ვიქმენ ვენახისაგან რვთისა, როგორც უსარგებლო მუშა; მაგრამ შრომა ჩემი იყო გულს მოდგინებითი, ვსთესე კეთილი თესლი, და აღმოვსთხრიდი მათგან ღვარძლსა; მე გაომაგდეს ვენახისაგან, სადაც დღე და ღამე ვიცამვდი, ვასწავლიდი, ნუგეშვცემდი და ვლოცულობდი. მე არა ვრბოდი ქვეშსაგებისაგან ავათმყოფსა; მომკვდავსა, სულთ ბრძოლის დროს, ვანუგეშებდე საღმთოისა სასოებითა; არა მივრბოდი ცოდვილისაგან, ხოლო საწყალი არ დამიგდია უმოწყალოდ; მოუწოდდი შეცთომილთ ცხოვართ გზასა ზედა ჭეშმარიტისასა. ოჰ! ეს სულნი შეკრულნი ჩემთან უნდა დაშორებულ იყვნენ ჩემზედ როგორ გული ჩემი არ უნდა შეისვაროს სისხლითა? იყავნ ნება უფლისა!

ახლა მე კმაყოფილებით ვსთხოვდი რეკტორს სნერტს უსასყიდლოთ სამსახურს ამავე მრევლში, თუ რომ ახალი პასტორი არ შემოსულიყო თანამდებობაში. პატარობიდგან შეჩვეულვარ შრომასა; და ამიერიდგან ზრუნვანი დღიურის საზრდოსათვის განუშორებელ ყოფილან ჩემზედა. ახლა მარტო ქირა ალფერდისა შენახვისათვის გარდაემატება ჩემსა და ჩემის ქალების საჭიროებასა. ჩვენ შეგვიძლიან კმაყოფილნი ვიყოთ უბრალოდ საზრდოთი.

ოჰ მე აღარ ვიჩივლებდი არც სიცივესა და არც წვიმაზედ, რომელთაც ხშირად ასხველებდა ჩემს ჭაღარა თმასა. თუმცა შესაძლებელი იყოს ვქადაგებდე კიდევ სიტყვასა ღვთისასა ჩემს საყვარელს მრევლში.

მაგრამ რათ ვდრტვინავ, ცრემლნი რომელიც სვრის ამ ქაღალდისა არა არის ცრემლი მწუხარებისა: ფულის დაკარგვა ვერ მაიძულებდა მე მეტირნა. უფალო ნუ განაშორებ ჩემგან მსახურსა შენსა, როგორიც სუსტი უნდა ვიყო. შემწე მექმენ მე ვენახსა შინა შენსა მოვუპოვებდე სულთა დიდსა მოწყალებასა შენსა.

__________________________

იგ იანვარი.

მოგზაურობა შემი უ. ვინტელთან მოვიდა ძალიან კარგათ. მე მივედი საღამოს გვიან ქვეითათ, იმ პატარა ლამაზ ქალაქში სადაც ისა ჰსცხოვრებს, დავიღალე და ამისთვის კარგათაც მეძინა. მეორეს დღეს ჩავიცვი სუფთათ. რაც ჯვარი დავიწერე, იმ დროდგან ასე კარგათ ჩაცმული აღარ ვყოფილვარ, და მერე წავედი უ. ვინტილთან, ის სცხოვრებს მშვენიერს დიდს სახლში.

პირველათ მიმიღო იმან ცოტა ცივათ, მაგრამ როგორც გაიგონა ჩემი სახელი და გვარი შემიყვანა კაბინეტში. მე უთხარი მას მადლობა იმის სულგრძელობისათვის, მოუყევი მას, თუ რა შემთხვევით ვიყავი მე თავდები ბრუკისა, და ისიც რაც ჭირი და მწუხარება მე გამოვიარე; მერე ამოვიღე თორმეტი გირვანქა სტერლინგი; მინდოდა დაუდო სტოლზედ.

უ. ვინტილი მიყურებდა ამ დროს აღელვებული; როდესაც მე გავათავე ლაპარაკი, გამომართვა ხელი და მითხრა: მე დიდიხანია გიცნობ თქვენ, თქვენზედ შემიკრებია მე სრული ცნობები, რომლისაგანაც ვსცნი, რომ თქვენ პატიოსანი კაცი თურმე ხართ: წაიღეთ უკანვე თქვენი ფულები, მე ვერ მოგაკლებ მაგ საჩუქარს ახალ წლისათვის, და იმედი მაქვს შეინახავთ მაგ ფულებს ჩემს სახსოვრათ.

მერე ადგა, შევიდა მეორე ოთახში, გამოიტანა ქაღალდი და მითხრა: სცნობთ ამ თავდებობას და ხელის მოწერას? აი ინებეთ ეს მიჩუქებია თქვენის კარგის ქალებისათვის, გახია ის ქაღალდი და ნახევები. ხელში ჩამიწყო.

მე აღარ შემეძლო აღარც ერთის სიტყვის თქმა. ცრემლის ნაკადულმა დაიბნელა თვალები, ამანაც შემატყო, რომ მინდოდა მადლობის თქმა და ვერ ვახერხებ.

კარგი! კარგი! მითხრა ბოლოს, კმარა ესე. მხოლოდ მაგისთანა მადლობას მოველოდი მე შენგან. მე თითონ ბრუკსაც ვაპატივებდი თავის ვალსა, ასერ რომ აეწერა თავის მდგომარეობა.

არა! არაოდეს არ მინახავს ვიტელზედ სულგრძელი კაცი! ის მეჩვენა მე ერთობ კეთილ კაცათ, მთხოვა უფრო წვრილათ მეთქვა ჩემი მდგომარეობა, ბოლოს გამაცნობა თავის ცოლსა და ვილსა. მერე გაგზავნა ჩემის ჩამადნისათის ტრახტირში და ცდილობდა აღარ გავეშვი მე კარგახან. მერე მიმასპინძლეს ისე როგორც პრინცსა. ჩემი ოთახის ხალიჩები იყვნენ ისე მდიდრული, რომ ძლივს ვბედავდი ფეხის დაკარებასა.

მეორეს დღეს უბძანა წაყვანა ჩემი კრიკლედში თავისი მშვენიერის ეკიპაჟით. მე გამოვეთხოვე იმას გამოუთქმელის სასიხარულო მღელვარებით. ჩემა ქალებმა დაიწყეს ტირილი, როდესაც უანბე მე ეს ყოველივე. გასაკვირველი არ არის? ის ქაღალდი რამდენისამე ხნის წინეთ მაწვა გულზედ, როგორც მძიმე რამე ტვირთი, და ახლა ის მეჭირა წვრილათ დახეული. ილოცეთ მეთქი უთხარ ქალებს, რომ ღმერთმან დააჯილდოვოს ჩვენი კეთილის მომქმედი.

___________________________

ივ. იანვარი.

გუშინდელი დღე არის სახსოვარი ჩემს სიცოცხლეში, ჩვენ ვისხედით ყველანი ერთათ ზალაში შუადღის დროს; მე ვარწებდი პატარა ალფრედის აკვანსა: პოლლი კითხულობდა; ჟენნი ჰკერავდა ფანჯარასთან ვნახოთ ჟენნი უცებ წამოხტა, განშრდა ფანჯარასა და გაყვითლდა, როგორც სამთელი. შეშინებულნი ვკითხამთ: რა იყო? ეს ცდილობს, რომ გაიცინოს და გვეუბნება: აი ის კაცი.

ამ დროს გაეღება კარი და შემოვა უ. ფლიტმანი, მშვენივრად ჩაცმული, ჩვენ სიხარულით მივეგებეთ და ბედნიერათ მიგვაჩნია თავი, რომ ვხედავთ იმას უმჯობეს მდგომარეობაში უწინდელზედ.

მე მომეხვია, პოლლის აკოცა, და ჟენნის პატივისცემით დაუკრა თავი. როდესაც შენიშნა ფერ მიხდილობა ჟენნისა, შეწუხებით ჰკითხა: ხომ მშვიდობით ბძანდებით? პოლლიმ აუხსნა, როგორ იყო და რისგანაც ის ისე გახდა, მაშინ ის მივიდა, აკოცა ჟენნის ხელზედ და მოითხოვა ბოდიში, რომ ის იყო მიზეზი უცეფ ისე იმის შეკრთომისა: საწყალი ქალი გაწითლდა, როგორც მაისის ვარდი.

მე მანამდე გავგზავნე ღვინოზედ და პიროგებზედ, მინდოდა მემასპინძლა ჩვენის კეთილის მყოფისათვის პირვანდელზედ უკეთესათ პირველათ უარს ანბობდა, რადგან მას ელოდნენ თავის ამხანაგნი, და ბოლოს ჟენნის თხოვას წინ ვეღარ აუდგა და დარჩა ჩვენთან სტოლზედ.

მე ვიფიქრე, რომ ამხანაკნი, რომელნიც ელოდნენ მას, უნდა იყვნენ აკტიორები და ვკითხე: ხომ არას წარმოადგენთ საწყალს კრიკლედში. დიაღ, მიპასუხა იმან, გვინდა წარმოვადგინოთ, მაგრამ უფულოთ პოლლიმ სიხარულით დაუკრა ტაში, დიდიხანია უნდოდა იმას ენახა რამე წარმოდგენა.

ბევრნი არიან თქვენთან აკტიორები? ჰკითხა პოლლიმ.

მხოლოდ ერთი კაცი და ერთი ქალი, უთხრა ფლიტმანმა, მაგრამ ორნივე თამაშბდნენ მშვენიერათა.

ამაზედ ჟენნი ძრიელ შესწუხდა, შეხედა განკვირვებით ფლიტმანსა. და ჰკითხა: თქვენც უნდა წარმოადგინოთ.

ეს კითხვა მისცა ისეთის ხმითა, რომლითაც მხოლოდ საჭირო შემთხვევაში იკითხავდა რასმეს. საწყალი ფლიტმანიც შეწუხდა იმ უჩვეულო ხმით კითხვაზედ, შეხედა თავის დროზედ იმანაც ჟენნის მშვიდად თითქო თითონვე ეძებდა იმის თვალებში პასუხსა და ბოლოს უთხრა: ქალბატონო, გეფიცებით ღმერთსა, თქვენზედ, მხოლოდ მარტო თქვენზედ იქნება ეგ დამოკიდებული ესე იგი რომ მეც ვერიო წარმოდგენაში თუ არა. ჟენნიმ ძირს დაიწყო ყურება, ფლიტმანი ისევ ლაპარაკობდა, ის პასუხს აძლევდა, მე სწორეთ უნდა ვსთქვა სრულიათ არა მესმოდარა იმათ ლაპარკი რას ეუბნებოდნენ ერთმანეთსა. თუმცა მე და პოლლი ძალიან გულს მოდგინებით ვისმენდით იმათ ლაპარაკსა, მაგრამ ჰაზრი არც ერთის არ გვესმოდა, იმათკი მგონია ერთმანეთისა ძალიან კარგათ ესმოდათ და როგორც ვატყობდი, ფლიტმანი ჯავრობდა ჟენნის ლაპარაკზედ, თუმცა მეკი არაფრად მიმაჩნდა ის პასუხები. ბოლოს გაიქნია ხელი, მიმართა თვალები ცასა და სთქვა ხმა მაღლათ: მე ძალიან უბედური კაცი ვარ...

პოლლიმ ვეღარ მოითმინა, მივიდა იმათთან ახლო და უთხრა: მე მგონია თქვენ ესლავ თამაშობთ კომედიასა.

ოჰ, ნეტავი ეგ მართალი იყოს, მიუგო ფლიტმანმა.

მე დავასრულე ეს არეულობა, მით რომ, დავასხი რუმკაზედ ღვინო და დავიძახე ჩვენის კეთილის მყოფელის სადღეგრძელო იყოს.

ქალბატონო! უთხრა ფლიტმანმა მშვიდობიანის სახით ჟენნის: გნებავსთ დალიოთ ჩემი სადღეგრძელო თუ არა!

მაშინ ჟენნიმ მიიტანა ხელი გულზედ, დახუჭა თვალი და დალია ხმის ამოუღებელათ.

მაშნ ფლიტმანი შეიქნა უფრო მხიარულად. მივიდა აკვანთან და ჩახედა ყრმასა, მაშინ მე და პოლლი უანბეთ, როგორც იყო ალფრედის საქმე, ფლიტმანმა, გამგონმა ამისა, მხიარულებით და სიცილით გვითხრა:

მაშ ეტყობა თქვენ ვერ მიმხვდარხართ რომ ეგ ძღვენი საახალწლოთ მე გამოგიგზავნეთ?

ვინ? თქვენ? როგორ? როგორ? მივსცვივდით და შევსძახეთ ყველამ ერათხმათა.

ჩვენ ვიდექით განცვიფრებული, მაშინ იმან იწყო:

მე მართლა ფლიტმანი არა ვარ, მე ვარ ბატონი სესილ ფერროდი. ჩვენს ბიძას უნდოდა წაერთმია მამული ჩემთვისა და ჩემის დისათვის. დიდხანს სწარმოებდა დავა, და ამ დავის დროს ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვეცხოვრა მცირე საცხოვრებელით, რომელიც გაგვიტოვა დედა ჩვენმა ჩვენს დას აიწროებდა ბიძა ჩემი საშინელათ, ამიტომ რომ იმისი აპეკუნი იყო და იძულებით უნდოდა მიეცა ცოლათ ერთის თავისის მეგობრის შვილისათვის; მაგრამ ჩემის თანხმობით იმან საიდუმლოთ ჯვარი დაიწერა ყმაწვილს ლორდს სენდაუზედ და იმათ დაებადათ ალფრედი. ჩვენ მოვასწარით დროებითად გაგვეშორებინა ჩემი და აპეკუნის სახლიდგან, იმ მიზეზით, რომ ვითომც ზღვის წყლები საჭირო იყო მისთვის. საჭირო იყო გვეპოვა უშიშარი ალაგი ალფრედისათვის; მე შემთხვევით გავიგონე პატიოსნება, კეთილსულობა და სიღარიბე კრიკლედის პასტორისა. მაშინ მე თითონ მოვედი აქა, ადგილობრივ შევამოწმე ის ხმა. თქვენ ისე მომეწონეთ, რო გადავსწყვიტე თქვენთან გამოგზავნა. ჩემი და შინ აღარ მიბრუნებულა ოთხის თვის წინეთ საქმე გარდაწყდა ჩვენს სასარგებლოთ ახლა შევედით მამის ჩვენის საცხოვრებელის გამგეობაში. ძველი ლორდი ჩვენი ბიძა მოკვდა რამდენისამე დღის წინეთ დამბლითა, მაშინ ჩემი დის ქმარმა გამოაცხადა თავის ქორწინება. ახლა აღარ არის მიზეზი მაგ ყმაწვილის არსებობის დაფარვისა და დედმამა მაგისი მოვიდნენ ახლა მაგასთან. მეკი უ პასტორო, მოვედი თქვენთვის და თვენი ქალებისათვის, თუ რიმ უარს არ ყოფთ ჩემს წინა დადებას პასტორის ადგილი ჩემს მამულში ეხლა ცარიელია; ჩემს განკარგულებას ქვეშე არის ისა. ეს თანამდებობა აძლევს ჯამაგირსა ათას ორას მანეთს წელიწადში. თქვენ მოკლებულიხართ თქვენ თანამდებობას, და ახლა ბედნიერად დავსთვლი თავსა, თუ მიიღებთ იმ ადგილს და იქნებით ნიადაგ ჩემზედ განუშორებელი.

მხოლოდ ღმერთმან უწყის სხვამ არავინ, თუ როგორის შეძრწუნებით აივსო ჩემი სული. თვალები დამიბნელდა სასიხარულო ცრემლითა. მე მოვეხვიე ყმაწვილს კაცს, რომელიც მეჩვენებოდა ზეციდგან მოვლენილად. პოლლი ჰკოცნიდა სიხარულით, ჟენნის უნდოდა ხელზედ კოცნა, მაგრამ ის გაიქცა თითონაც აღელვებული და მოარიდა თავი ჩვენს მადლობასა.

ქალები ისევ ყელზედ მეხვივნენ, და ჩვენი ცრემლი იყო ისე ერთმანერთში არეული, როდესაც შემოვიდა ბარონი დითა და იმის ქმრითა. ეს მშვენიერი ყმაწვილი ქალი, მივარდა მივარდა მაშინვე აკვანსა და დაეცა მუხლზედ ალფრედის წინ და დაუწყო დიდხანს მცხარედ კოცნა იმას ცრემლიანმა.

მერე მოგვიბრუნდა ჩვენა და გვეუბნებოდა მადლობასა დასახსოვარის სიტყვებითა. პოლლიმ მიუშვირა ხელი თავის და ჟენნიზედ, რომელიც ამ დროს ის იდგა ფანჯარასთან და უთხრა:

ქალბატონო, აი ისა, ვინც დედობას უშვრებოდა თქვენს პატარა ალფრედსა.

ლედი სენდაუ მივიდა ჟენნისთან, კარგს ხანს უყურებდა ჩუმათ, სიცილით გამოურბოდა ძასა და ბოლოს მოეხვია ჟენნის. საწყალი ჟენნი ძლივს უმართავდა თვალსა. მაშინ იმან უთხრა: მე ისე დავალებული ვარ თქვენგან, რომ არაფრით გარდახდა არ შემიძლიან. იყავი ჩემი დაი საყვარელო ჟენნი, და როდესაც და იქნებით, რაღა ანგარიში იქნება დებში.

მანამ ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ, ბარონი მივიდა იმათთან.

აი ჩემი საწყალი ძმა, ეუბნებოდა ჟენნის. ლედი განმეორებითა, გთხოვ იყავით ჩემი დაი და ჩემს ძმასკი საუკუნოთ მიეცით ადგილი თქვენს გულში.

ჟენნი გაწითლდა და ბოლოს კრთოლვით უპასუხა: ლედი ეგ არის მამის ჩემის კეთილის მყოფი.

ეგ უკეთესი, მიუგო ყმაწვილმა ქალმა. თუ ეგ არის თქვენი მამის კეთილის მყოფი, მაშ არ გინდათ, რომ იმის მაგიერ თქვენ მაგის კეთილის მყოფი იყოთ? ერთი შეხედეთ მაგას ალერსიანის თვალით. ნეტავი იცოდეთ როგორ უყვარხარ თქვენ მაგას!

ბარონმა გამოართვა ხელი ჟენნის და აკოცა. ლედი სენდაუმ მომგვარა ისინი ორივე მე და მითხრა: გთხოვთ აკურთხოთ ესენი. ჟენნი, შევსძახე მე. ჩემს ქალსა რას ვხედამთ, ეს რა არის სიზმარია თუ ცხადი? შგიძლიან შეიყვარო? თუ შეგიძლიან, მაშ გარდასწყვიტე!

ჟენნიმ შეხედა ბარონსა, გამოართვა ხელი, მიიდო გულზედ და სთქვა: თვით ღმერთმან გარდასწყვიტა ესე კარგახანია!

მაშინ მე ვაკურთხე ისინი. ეს იყო წამი საუკუნოდ დაუვიწყარი, დღესასწაულობითი, ჩვენთვის, ჩვენ ყველანი ვსტიროდით, პოლლი კიდეც სტიროდა და კიდეც იცინოდა და იძახდა: აი მამო ქუდები, რადენი ქუდები, ასრულდა თუ არა ჩემი სიზმარი?

იმ დროს ალფრედიმაც გაიღვიძა. აღარ შემიძლიან ავსწერო შემდგომი დღე. გამძღარი ბედნიერებითა, სავსე გული უარს ანბობს და სდებს აქ კალამსა...

გ. დიდებულიძე.

______________

1 რედაქცია უგულითადესს მადლობას უძღვნის უფ. გ. დიდებულიძეს ამ ყოვლად დიდებულის და კეთილგრძნობით აღსავსე შემთხვევის გადმოთარგმნისათვის და, იმედოვნებს არ მოაკლებს კვალად ამ გვართა ჩინებულთა შრომათა. რედ.)

3 ლექსები სხუა და სხუა მწერალთა

▲back to top


3.1 შავი ზღვა

▲back to top


შავი ზღვა

ზღვის პირას ვსდგევარ გაოცებული,
მისის გრგვინვისგან გაბრუებული,
რა უმზერ მისსა ღელვას, ვაებას,
ახლა ვგრძნობ ჩემსა ამაოებას!...

რას ვხედავ! წყლისა სიმრავლეს, წყალია ყოველს მხარესა,
წყლის მთანი აღზდგნენ, მორბიან, ნეტა რა გაიხარესა?
ქარი ქრის, ზვირთნი მოგორვენ, ლხინი აქვს ზღვასა მწარესა,
ღრიალებს, ყვირის გრიალებს, სულ ანგრევს არემარესა!...

რა ქნილან ნავ-ბარქაშები?- თუ მიატანეს კიდესა?
ვითა ჭივჭავნი დაფრთხალნი რომ შესძვრებიან ბუდესა;
პარახოდები შუა ზღვას ირჩევენ ნავთ საყუდელსა;
სანდლებსა და კანჯოებსა ვაი თუ გზა გაუცუდდესა“.

ქარი ქრის, ზვირთნი მოგორვენ, ლხინი აქვს ზღვასა მწარესა,
ღრიალებს, ყვირის, გრიალებს, სულ ანგრევს არემარესა!...

საბრალო ერთი ხომალდი მოჰსხლეტია ვით ცხვარს ვაცი,
იალქნებით დაბურვილი, მთვრალივითა მობარბაცი,
ანძებს იქნევს აქეთ იქით, მოაყოლა მათ რაცრაცი,
მეგემეცკი რაღას დარბის როგორც ომში მხდალი კაცი...

ქარი ქრის, ზვირთნი მოგორვენ, ლხინი აქვს ზღვასა მწარესა;
ღრიალებს, ყვირის, გრიალებს, სულ ანგრევს არემარესა!...

ზღვა მრისხანობს!.. ხომალდსა ისვრის, როგორც რომ ნაფოტსა,
აგერ საცაა გაუცომს, დასანთქველათა ჰკრავს ტოტსა,
კლდეს შეაჯახებს, ან კიდეს, ყულევს გააგდებს ან ფოთსა,
მით მოსპობს შიგ მსხდომთ ვაებას, მხურვალე ლოცვას და შფოთსა!...

ქარი ქრის, ზვირთნი მოგორვენ ლხინი აქვს ზღვასა მწარესა,
ღრიალებს, ყვირის, გრილებს, სულ ანგრევს არემარესა!...

თ. რაფიელ ერის-თავი.

15 ენკენისთვე 1860 წელსა.

ანაკლია.

3.2 ჩემს მეგობარს

▲back to top


ჩემს მეგობარს

კეთილო ყრმაო! შემომესმა წინ გიდგს ეშმაკი,
რომელსა ჰსურს შემოგასხას თავისი მანკი,
საუკუნოთ ჰფლობდეს შენზე, ბრჭყალ-მოხვეული,
ცნობა მიგტაცოს და თვისათ-გყოს ჭკუა-დაბნეული!

მიდრეკილხარ ისე, როგორც ყმაწვილი-კაცი,
გარნა მხნე-იყავ, ვით ქართველი კარგი ვაჟ-კაცი!
მაგ-გვარსა, ბედსა, მაგ-გვარსა მხვედრსა ბევრჯელ შეხვდები,
და უსაგნოს ტრფობის ეშხით ბევრჯელ დაბნდები.

მარამ ტრფიალი დროს-წამისა, მალიად ქრების
და ეგ გონება სინანულით შენთანვე შთების!
მაშინ ყოველი გეჩვენება, ვითა ოცნება,
როს დაჰფიქრდები შეგექმნება თვით გაოცება!

პირჯვარს დაიწერ ასე იტყვი: რა იყო აბა,
ვით პატიმარსა ყმაწვილობით ჯაჭვი მომება;
ჯაჭვი მანქანის რომლისაგან ცეცხლი ჰსცვიოდა
და უბედობის სისხლის ღვარი პირით სდიოდა!

მოვედ გონებას მოიხმარე მახვილი, ფარი,
და დააქციე მანქანების იგი ტაძარი.
ჰსთქვ: ფუ! მაცთურო, ფუ წყეულო, ეშმაკის სახევ,
გიპყრობ რა ხელთა ვფიცამ ღმერთსა დაგლექ და დაგხევ!

ასე, შენ ყრმაო, გული შენი მიეც განგებას,
და ნუ ახყვები ეშმაკისა წყვდიადსა ნებას,
შენ მომავალი უსათუოთ, გიმზადებს კეთილს,
ისე, ვითარცა პატიოსანს საღმრთოს კაცის შვილს!

მაშა დასთრგუნე სიმამაცით ყოველი ეგე!
გონიერებით და სიფრთხილით ჭკუასა მოეგე!

დ. ბერიევი.

1961 წელსა

3.3 ნინა გრებოედოვისაზე

▲back to top


ნინა გრებოედოვისაზე

ვუმზერ სარკმლითა, კლდესა მთა-წმინდის,
სად მონასტერი მამა დავითის-
ვითა ლამპარი ზედა დაგვნათლის
და მადლი გვფარავს მის წმინდისა მთის

მისს ტაძარს ქვეშე შეფარებულთა
რაღაც მოესმათ სალხინო გულთა!
უცებ თვის შორის იხილეს ნინა-
მის სიკეკლუცემ მთა დააშვენა!

მათ შორის გვამი დაუვიწყარი,
აღსდგა საფლავით წინ მოეგება!
გაოცებული მის ხილვით მტკბარი
ქვითქვითებს გულით და ეუბნება:

ჩემო იმედო, ჩემო შვებაო,
დაუვიწყარო სასოებაო!
მე არა მჯერა თუ ხარ შენ ნინა-
წუთის სოფელმან შენც მოგაწყინა?

მოვედ ტრფიალო მუნ დაიმკვიდრე,
გულის ვაება აქ დაიმშვიდე!
აქ შენ სრულიად ჰსცნობ სოფლის მუხთლობას
და უბედურად მაგ გვარ მუშაობას.

მას ცრუ სოფელში ნეტა რა ჰნახე
თუ არ სიცოფე დაუდგრომელი!
დიდება ყველა ისე დასახე
როგორც ეს მიწა გაუძღომელი!

გრებოედოვი მოუთხრობს ამას
უპყრნია ხელნი ცრემლითა განბანს!
ნინა ერთგული მას ყველასა ჰგრძნობს
და საუკუნოთ მასთანა დაჰყოფს.

კეთილო სძალო! შევებაო ქართველთ,
დაუვიწყარო დედაო ჩვენო!
გთხოვთ მად მომსვლელთა და შენთა მნახველთ
კეთილი გული კვალად უჩვენო!

მამაო დავით! მოვიდრეკ მუხლთა
გადიდებთ, ვითხოვთ შენს მეოხებას!
შენ ჩაგაბარებთ კეთილსა სულსა
ცრემლითა შეგთხოთ მის განსვენებას!...

დიმ. ბერიევი.

10 ივნისს 1857 წელსა.

4 პირველი მოსახლეობანი ანუ ხიზანნი ახალს გოლანდიაში

▲back to top


პირველი მოსახლეობანი ანუ ხიზანნი ახალს გოლანდიაში

(განგრძელება)

მახლობლად გემებისა ის გემები, რომლითაც მოიტანეს იქ საჩქარო, წავიდნენ ევროპაში. ეს იყო ახალი უსიამოვნო გარემოება კოლლონიისათვის: პირველად შემცირდა ამით რიცხვი თვით უკეთესთა მუშა კაცთა; ამისთვის რომ მატროსები ძალიან ეწეოდნენ ყოველს სამუშაოშო; გარდა ამისა გრძნობა განდევნილობისა და სიობლისა აწარმოებდა მოსახლეობაში დიდსა სასოწარკვეთასა: წასვლისათანა მათის სამშობლოს გემებისა, ახალის ტკივილით დაუწყო მათ გულმა კვნესა სამშობლო ქვეყნისათვის; მათ წარმოუდგებოდათ, თითქო მეორეთ დააშორეს ისინი ანგლიას: და ოკეანე შეიქმნებოდა მათთვის უფრო და უფრო განიერ, და ველური კუნძული ბნელ და საზარელ მეტადრე ამ გრძნობამ ზოგი ერთზედ იმოქმედა ძლიერათ და აწარმოვა ზნეობითი დასუსტება, ასე რომ მზა იყვნენ დახოცილ იყვნენ შიმშილით გინა ცოცხლივ ჩაწოლილ იყვნენ საფლავში.

უცეფ მოულოდნებელმა შემთხვევამ მოიყვანა ძლიერს სასიამოვნო მოძრაობაში კოლლონისტები: ერთმა ტუსაღმა, სახელდობ დელიმ გამოუცხადა ნაჩალნიკებსა, რომ ვითომც მან იპოვნა ოქროს მადანი, და იცის ადგილიც, საიდამ შეიძლება ოქროს ამოღება. ერთბამად ყველამ დაიწყო ამაზედ ლაპარაკი: ფიქრები სიმდიდრეზედ ადუღდენ: ღუბერნატორი იმ დროს რამდენისამე დღით წასულიყო სიდნეიდამ, რომ უფრო კარგათ დაეშინჯა ახალი ქვეყანა. როდესაც იგი მობრუნდა, მას დაახვედრეს ეს სასიამოვნო ანბავი. ვითარცა კაცი გამოცდილი, უცეფ არ დაერწმუნა ამ ანბავსა, მაგრამ ბრძანა წაყოლოდნენ რამდენიმე კაცნი დელსა მადნის დასასინჯავათ. წავიდნენ, შემდგომ რამდენისამე საათისა გამობრუნდა დელი, მოვიდა მარტო სიდნეაში, და სთქვა, რომ ის გამოგზავნა აფიცარმა წასაყვანად რამდენისამე სალდათისა, რომ მოუყენონ ძვირფასს ადგილს. გუბერნატორი მოვიდა ამ ამბავზედ აღტაცებაში, სალდათნი და ტუსაღნი კიდევ უფრო მომეტებულად. ღუბერნატორი უყვავებს დელის, ჰპირდება ჯილდოსა. სახელი დელისა იხსენება ამ დროს, ვითარცა სახელი კეთილმოქმედისა მეგობრისა და ძმისა.

თვითეულს უნდოდა ჩაეკრა გულში, როგორც პარკი ოქროთი სავსე. ერთი აფიცარი წავიდა თავისის როტითა მადნის ადგილსა, მაშინ შემოეყრება მას კაპიტანი, იმაზედ ადრე იქ წასული და ეტყვის, რომ დელმა არ უჩვენა მათ მადანი, მოიგონა რაღაც მიზეზი და წავიდა ლანძღვა, მუქარება, უკმაყოფილება შეიქმნენ მისთვის ჯილდოთ; დაიჭირეს მსწრაფლათ დელი დაუწყეს კითხვა, და ატანდნენ ძალასა, რომ ეჩვენებინა ადგილი მადნისა იგი ყოველსავე ამას ზედან ჩუმათ იყო, და ან მიუგებდა პასუხსა არეულსა, უაზროსა.- დასრულდა მით, რომ იგი დასაჯეს სასტიკად, და მისცეს ფიცხელს მხედველობას ქვეშ. ის თხოულობს, რომ გაგზავნონ მადნების დასაშინჯავად, მაშინ ხელახლათ იწყებენ, სიხარულით ლაპარაკსა, ხმიანობასა, სწუხან მისთვის, ესე იგი უსამართლოდ და ფიცხელათ მის დასჯაზედ. ბოლოს გაატანეს მას აფიცარს თვისის კომანდით. მან გამოუცხადა დელის, რომ თუ არ უჩვენებს ნამდვილს მადნის ადგილს და ანუ თუ მოინდომებს გაპარვასა, უბძანებს მის თოფით დახვრეტასა. დელი დაფიქრდა და გამოუცხადა დაუფარავად, რომ მისი აღთქმა მადანზედ იყო სიცრუვე, რომ თვითონ თავისის ოქროს ბეჭედისაგან გააკეთა მან პატარა ნატეხი მადნისა და აურია იმაში იმაში სპილენძი და მიწა. მაშინ იგი დასაჯეს ხელახლავ და უფროძრიელ უწინდელზედ ამისთვის, რომ, იფიქრეს იმას უნდოდა აღშფოთება სალდათებისა და ტუსაღებისა. მაგრამ შემდგომში ვერას გზით ვერ გამოსტეხს, თუ რისთვის მოიგონა მან სიცრუე. რომელნიმე დარჩნენ იმ დარწმუნებაში, რომ დელლიმ სწორეთ იცის მადნის ადგილი და თუ არ გამოაჩინა იგი, იმისთვის რომ არ უნდოდათ ისე დაჯილდოება, როგორც ის ითხოვდა მმართველობისაგან. ვინ იცის? იქნება ეს ფიქრი არც ტყუილი იყო; ეხლა ხომ გამოაჩინეს იქ იმისთანა მადნები, რომ იმაზედ მეტი ანუ უკეთესი კალიფორნიას გარდა არსად არ არის. როგორც უნდა ყოფილიყო რამოდენიმე დღე ილაპარაკეს დელზედ და დაჩუმდნენ, მით უმეტეს, რომ მოაწია დროს, რომ ეფიქრებინათ არა ოქროს არამედ პურის ნატეხებზედ, ამისთვის რომ სამკალი აღმოჩნდა სუსტი; თევზს ვერ იჭერდნენ იმტელს, რამოდენიც საჭირო იყო ყველასათვის, ემუქროდა მით შიმშილი თავისის საშინელებით. ეძლეოდათ ყველას საჭმელი შეუმცირა მათ კერძი; და იმათ, რომელნიც სუსტად და ზარმაცად მუშაობდნენ, აძლევდენ მესამედს პორციას; აქედამ წარმოსდგა ხშირი ქურდობა, და საჭიროება ხშირად დასჯისა.

ამას დაემატა ისიც, რომ მთიულთა და მათ შორის ჩამოვარდა უკმაყოფილება, მთიულთა უთოვოთ სცნეს რომ ანგლიელნი იყვნენ მათნი საშიშარნი მტერნი, და ხშირად დაეცემოდნენ ხოლმე მათ. ოთხი კაცი მოუკლეს, ორი დასჭრეს და ყოველდღე მტერობა მათი ძლიერდებოდა; ერთხელ თვითონ ღუბერნატორს ესროლეს ისარი: სხვანიკი უწინდებულად შველიდენ ანგლიჩანებს თევზის ჭერასა და იყვნენ კმაყოფილნი მით, რასაც მათ აძლევდენ. მაგრამ ერთხელ მთიულთა მოინდომეს, რომ თევზნი გაეყოთ მათთვის თანასწორად; ამაში შეიქნა ჩხუბი, და საქმე დასრულდა ერთმანეთის ცემითა. აქ თუმცა გაიმარჯვეს ანგლიჩანებმა, მაგრამ ეს იყო დასაწყისი შემდგომთა უკმაყოფილებათა იმათ შორის. მალე გადავიდნენ ისინი თევზებიდგან ოთხფეხზედ, მოუკლეს მათ თხა და წაიღეს თანა. ამ დროს ჩაუვარდათ ანგლიჩანთა ტყვეთ ერთი ყმაწვილი მთიული კაცი. ღუბერნატორს უნდოდა მონადირება და შეთვისება მისი და მისთვის ეპყრობოდა მას ძალიან ალერსით და მშვიდობიანათ; დაუწყეს სწავლება ანგლიურის ენისა, რომ იმის საშუალობით გამოლაპარაკებოდა და მიეახლოვებინა სხვანი. ეს იყო თვით ჭკვიანური მისი განკარგულება.

ნორფოლოკის კუნძული, საშუალ ამა გამჭრიახობათა და განკარგულებათა, ღუბერნატორს არ დაუვიწყებია: მალე გაგზავნა იქაც ოცდა ათი კაცი და რაოდენიმე შინაური პირუტყვი. თუმცა ყოველი ჯოგი ნორფოლოკში გაწყდა საქონლის ჭირით, მაგრამ მოსავალი კი კარგი ქონდათ, ასე რომ პატარა კოლონია არ ითმენდა საჭიროებასა სარჩოში; მოსალოდებელი იყო, რომ ორის წლის შემდგომ აღარ დასჭირდებოდათ ანგლიიდამ არა ვითარი შემწეობა ჭინახული იყო გასაკვირვებელად კარგი, მეტადრე ქერი ერთმა მარცვალმა მოსცა ას ოცი მარცვალი ეს არ მომხდარა არც ერთს მხარეს ქვეყნისასა ნორფოლკს შეეძლო შეწეოდა თვით სიდნეისაც: გემი რომელმაც მოიყვანა ხიზანნი, დაბრუნდა იქიდამ მშვენიერის საშენებელის ხით. ღუბერნატორმა გაგზავნა იქ კიდევ რამდენიმე კაცი, და დობრი ნადეჟდაში გემები პირუტყვებზედ სიდნეაში დარჩა მხოლოდ ერთი ნავი; მდგომარეობა მათი იყო საშიშარი: თუ რომ დაღუპვილ იყვნენ გემები, გაგზავნილნი აფრიკაში მაშინ ხიზანნი მოკლებულ შეიქნებოდნენ ყოველს ღონის ძიებას გაეგზავნათ ანბავი არათუ ევროპაში, არამედ ნორფოლკში ამ შემთხვევით ისარგებლეს ზოგი ერთთა ტუსაღთა, შეკრეს პირობა, და მოინდომეს გარდასულიყვნენ სადმე სხვა კუნძულში, რომ იქ ემოქმედნათ თავიანთ ნებაზედ კინგმა თავის დროზედ შეიტყო ეს განძრახვა, დაიჭირა უმთავრესნი პირობის დამდებნი და შეჰკრა იგინი რკინის ბორკილებით.

აპრილში 1789 წელსა გაჩნდა მთიულ ხალხში გადამდები სნეულება, რომელიც მართლად გადაედოთ ანგლიჩანებსაც ფილლიპემ ისარგებლა ამ შემთხვევით, რომ ეჩვენებინა მთიულთათვის თვისი კეთილსულობა და დავალება, რომელიც ევროპიელს განათლებულს კაცს შეუძლიან თვისის სწავლით აღმოუჩინოს ყველას. დაუწყეს მათ წამლობა. ორი იმათგანნი წაიყვანეს სიდნეის ღოშპიტალში. დაყვევებულმა მთიულმა, რომ ნახა თვისი თანა მემამულენი, გაეხარდა და როგორც ძმა ზრუნავდა მათთვის გულითადის მონაწილეობით; ასმევდა მათ წამლებს, შეეწეოდა ყოველს საჭირო შემთხვევაში გონება და კეთილი გრძნობაები გაიშალენ მასში განსაკვირველის სისწრაფით; თვინიერ კმაყოფილებასა არა შეიძლებოდა ყურება ასე გამოცვლილის სულისა. ანგლიჩანთა მოიპოვეს მასში მეგობარო, რომელსაცა ადვილად შეეძლო დაემეგობრებინა მათთვის თავისი თანა მემამულენი. მაგრამ უბადრუკი არობანო თითონაც გახდა ავათ და ვერავითართა აქიმებისა ცდილობათა და შემწეობათაც ვეღარ უშველეს მას. შემდგომ რაოდენისამე დღისა იგი მოკვდა და ეს იყო ანგლიელებისათვის საგრძნობელი დასაკლისი. შემდგომში სნეულება ყოველდღე სუსტდებოდა; დობრი ნადეჟდიდამ დაბრუნდნენ გემები და მოიტანეს საკმაო სარჩო და სასიამოვნო ანბავი, რომ რაოდენისამე თვის შემდგომ უნდა მოსულიყო ანგლიიდამ გემები. ამისგამო მუშაობანი სიდნეაში ძრიელ განძლიერდნენ: ტუსაღები ნაცვლად ათიათასის აგურისა, თვეში აკეთებდნენ ოცდაათი ათასსა: ისწავლეს ეს ხელოვნებაც და შრომასაც შეეჩვიენ:-

თვითოეულს ჩინოვნიკსა და აფიცარსა ჰქონდათ თითო პატარა საკუთარი სახლი, სალდათნი და რომელნიმე ტუსაღნი დაესახლენ შელესილ ქოხებში; ესენი ყველანი ისე ბევრს აღარ ითმენდნენ ცუდი ტაროსებისაგან, როგორც უწინ. მაგრამ შეიქნა დიდი ნაკლებულება პურისა და იმედიც ახალს მოსავალზედ ძალიან მცირე იყო ამ დროს ვირთხები შეიქმნენ სასტიკი სასჯელი მათი; გუნდათ დაეცემოდნენ დათესილს ყანებსა, შედიოდნენ მაღაზიებში და აოხრებდნენ პურსა, როგორც მარცვალსა ისე ამოსულსა.

განვლო ორზედ მეტმა წელიწადმა რაც რომ ეს ხიზანნი ანგლიიდამ იქ მივიდნენ; რომელთამე შეუსრულდათ ვადა, საჭირო მათის განთავისუფლებისათვის: მაგრამ დაუდევნელობით, ქაღალდები, საიდამაც უნდა დაენახათ, თუ რომელ როდის გაუთავდებოდა ვადა ტუსაღობის, დარჩენოდათ ლონდონში.- ამაზედ ტუსაღებთა იწყეს ცხადად დრტვინვა მართებლობაზედ და აჩვენებდენ დაურწმუნებლობას მის აღთქმაზედ. თუ რომ ეს გაგრძელებულ იყო რამოდენიმე ხანი, უთუოთ შფოთი ატყდებოდა. ღუბერნატორმა ამ შემთხვევაში მიიღო აი რა ღონე: უბძანა მსაჯულსა მოუწოდოს ტუსაღებსა და ჰკითხოს მათ, რომ თვით მათ სინიდისით აღიარონ, ვის აქვს სიმართლე განთავისუფლებისა. გამოვიდა ძალიან მცირედი რიცხვი კაცთა, რომელთაც განაცხადეს, რომ მათ გაუთავდათ ვადა. შემდგომში, როდესაც ქაღალდები მიიღეს, აღმოჩნდა, რომ არც ერთს ტყული არ ეთქვა. ასე კაცის სულში ბევრი კარგი თვისება არის ჩანერგული; მხოლოდ საჭიროა მათი განღვიძება!

ამის შემდგომ ბევრი ტუსაღები იქცეოდა კარგათ; დასჯა მათი მოხდება ხოლმე ძალიან იშვიათად მრავალნი გულს მოდგინებით შეუდგნენ შემუშავებასა თავიანთის ბაღებისას; ხასიათნი მათი დარბილდნენ; მათ სულში შევიდა სითბო განფიცხელება და კუშტობა მათი გადავიდა მხოლოდ დაღონებულობაში: სულთა გრილთა და ულმობელთა გაიცნეს ცრემლიც.

დამოკიდებულება კი მათი მთიულ ხალხთან ყოველდღე უარესი შეიქმნებოდა. ერთხელ მოუხდათ მათ ჩხუბი, ორივეს მხრით მოკვდა რამდენიმე კაცი. ღუბერნატორმა უბძანა დაჭერა ორის მთიულისა ტუსაღის და რათამცა იგინი დაარბილოს და დაიახლოვოს, ეკიდებოდა მათ ძრიელ მშვიდობიანად. მაგრამ მისთვის, რომ არ გაპარულიყვნენ, უბძანა მათ თითო ფეხზედ მოებათ მათთვის მძიმე ბორკილი. მაშინ ტუსაღები ჰკითხავდენ მათ თუ რისთვის უშვრებიან ამასა, მათ მიუგეს, რომ ეს მხოლოდ მშვენებისათვის, და როდესაც მთიულთა ნახეს, რომ თვითონ ანგლიჩანებისაცა ჰქონდათ ორსავე ფეხზედ იმ გვარი ბორკილები, დაიჯერეს.

მრავალნი ტუსაღთაგანნი, თავისი ყოფაქცევით, ღირსი შეიქმნენ დაჯილდოებისა, კეთილშობილს ღუბერნატორსა დიდათ იამა ესე და განაწესა იგინი პოლიციის ჩინოვნიკებად. ღირსი ხსომისა არის, რომ პოლიციურს დაწყობილობას ითხოვდენ თვით ტუსაღნი. ეს იყო გამოჩინება მშვენიერი! ეს ნიშნავდა, რომ მათ გრძნეს საჭიროება წესისა და ფიქრობდენ, რომ ამოეფხვნათ თავის თავში დანარჩენი საძაგლობისა, და მართლად ლონდონშიაც არ იყო ღამით ისეთი დაუძინებელი ზედამხედველობა, როგორც სიდნეაში.

ნორფოლკის კუნძულში მოსალოდებელი იყო კარგი მოსავალი; მაგრამ ღუბერნატორი გზავნიდა იქ თვით ცუდის ყოფაქცევის ტუსაღებსა, უთოვოთ იმ ფიქრით, რომ იქ ისინი უფრო სასარგებლო იქნებოდნენ, ხოლო სიდნეაში სადაც საჭირო იყო ბევრი მუშაობა, ისინი სხვასაც აბრკოლებდნენ მუშაობაში, არამცთუ თვითონ მუშაობდნენ. აქ გუბერნატორის ანგარიში არ გამოდგა: შეუგონებელი, ზარმაცი და უსინდისონი არასგზით არა ჰკიდებდნენ იქაც ხელსა სამუშაოსა, ახდენდნენ ბაღებსა, დათესილს მინდვრებსა, ხოცავდნენ ახრჩობდნენ და ჰყრიდნენ გემებში, შინაურს საქონელსა. ერთის სიტყვით ახდენდნენ მეურნეობასა და შრომასა პატიოსანთა კაცთა. მაგრამ ცხოვრება იქ უკეთესი იყო: ბოსტნეულობა, თევზი გარეული ფრინველი, ესენი იქ უფრო მეტი იყო ვინემ სიდნეაში, ფილიპემ გააგზავნა კიდევ ახალნი ხიზანნი; მაგრამ ეს არაფრად შეეწია სიდნეის მცხოვრებლებსა. ყოველდღე უმცირებდნენ მათ სარჩოს კერძსა, ამშინ რომელთამე თვითონ მოინდომეს წასვლა ნორფოლკში. რადგან უარეს თქმა უფრო განაბოროტებდა მათ ამისთვის ნებას აძლევდნენ წასვლისასა. ამ სახით სიდნეა ცარიელდებოდა ყოველ დღე და დამცირება ხალხისა სიდნეაში ადგებდა დანარჩენთ კაცთა საცოწარკვეთილებაში.

დადგა 1790 წელი. ორის წლის განმავლობაში ანგლიიდამ არც ერთი ხომალდი აღარ მოვიდა. ხიზანნი დაფიქრდნენ, ეგონათ რომ სულ დაავიწყდნენ ისინი ანგლიაში; რუბერნატორი იმას არ ფიქრობდა, მაგრამ უანბობა აწუხებდა იმასაც ძალიან ის ხმარობდა ყოველს ღონისძიებას, რაოდენ შესაძლებელ იყო დაეცვა წესი და შრომის მოყვარება ხიზანთა შორის; უკეთესთა მათგანთა მისცა ბაღები და წოხები მათი, რომელნიც გარდასახლდნენ ნორფოლკში; მისცა მეტო დრო ყველას თავის საკუთრების სამუშაოზედ; კვირაში ერთხელ ურიგებდა პურსა და რადგან ზოგნი ვადამდინ სწამდენ თავის კერძსა, დააწესა ყოველ დღიური დარიგება კერძისა. უეჭველია ეს შიმშილს ვერ უშველიდა; ზოგი ერთნი, რომელნიც ვერ იტანდნენ შიმშილსა, მიჰყვნენ ქურდობასა. აქ პატიოსანნი კაცნი ორრიგათ ითმენდნენ: პირუტყვი, ვერა მშოვნი საკამო საკვებისა, გავარდებოდა ხოლმე ველზედ და აოხრებდა ნათესსა. ერთი მოხუცი მოკვდა შიმშილით; ერთმა დედაკაცმა ითმინა შიმშილი უკანასკნელს ღონემდინ და როდესაც იმის მოთმინებას აღემატა შიმშლი, წავიდა ყანაში, სიხარბით გაძღა პურის ჯეჯილით და მოკვდა ძლიერს ტანჯვაში ზოგნი იპარავდნენ ღუბერნატორი ხედავდა ამას, და გულს მტკივნეულობით სჯიდა იმ გვართა ერთი კიდეც იმათგანნი მოაკვლევინა, რათამცა ეჩვენებინა მაგალითი მოთმინებისა და არ ყოფილიყო საყვედურს ქვეშ, მან უბძანა საკუთარი მისთვის მომზადებულება სარჩოსი შეეტანათ საზოგადო მაღაზიაში და იქიდან გამოქონდათ კერძი, როგორც სხვებსა. ამ კეთილშბილებამ უეჭველია მოუპოვა მას მომატებული პატივისცემა, მაგრამ განამრავლა იმავე დროსა სასოწარკვეთა. ყოველი ფიქრობდა, რომ თუ ღუბერნატორსაც ასე უჭირს საჭმელი, მაშ მოახლოვებულა უბედურებაო. ყველანი შეწუხებულის მოლოდინებით შეჰყურებდენ ზღვასა, ხომ არ მოდის გემი, ხომ არა სჩანს თეთრ პარუსი. მუშაობის დროს მოკლეს დასვენების საათებში, მაგრამ თვალგადაუწვდენელი ზღვა იდო იმათ წინ უნუგეშო უდაბნოდ ბოლოს გამოჩნდა ხომალდი წყლის კიდეზედ გავარდა ხმა სიხარულისა, რომელიც მალე მოედო მთელს კოლონიასა, და რამდენსამე ხანს შემდეგ მუშებმა დაყარეს ცულები, წერაქვები, ხერხები, კოლლონისტები სდგანან ჩუმათ, აი ელიან. ხომალდი შემოვიდა ბუსტაში მიდგა კიდეზედ... მაგრამ ეს იყო ხომალდი ნარფოლკიდამ, მერე, ჰო ღმერთო. როგორის ანბით! მეორე ხომალდი, რომელიც მოსდევდა მას სარჩოთი დასცემოდა წყლის კლდესა და გამტყდარიყო, ამ ამბავმა, როგორც მეხმა ისე მოსწყვიტა წელი ყველასა. ზოგმა სულ გააგდო მუშაობა და წამიდა სადაც მოხვდა. -აქედამ წარმოსდგა უწესობა ზედამხედველობაში. ისარგებლა ამ შემთხვევით ყმაწვილმა ველურმა ბენნილონგიმ, რომელსაც ანგლიელები ზრდიდნენ მისთვის, რომ ის ყოფილიყო მოენე, მათ და ველურთა შორის, გაიქცა. დაიკარგა უკანასკნელი იმედი გამოლაპარაკებაზედ და დაახლოებაზედ ველურებთან, რომელთაგანაც ელოდნენ ვითარსამე საჭმელსა. საჭიროება, უწესობა, დრტრვინვა, გაუგონლობა, პარვა, სასჯელნი მრავლდებოდნენ ყოველ დღე. კოლლონია გარდაიქცა საკიცხავ მეიდნად, ისინი, რომელთაც შერჩათ, რაოდენიმე სიმტკიცე ხასიათისა, მუშაობდენ, მაგრამ დაღონებულნი, სასოწარკვეთილნი. გაქვაებულის გულით. კვალად უყურებენ ზღვასა. აი საღამოზედ სამსივნის აღელებულს ზღვაში ხედვენ პარუსსა, მაგრამ არა სჯერათ თუ ის პასუხია ჰგონიათ თუ ის არის ღელვა ამაღლებული ზღვის ქაფიანს სავარცხელზედ. არა, ეს სწორეთ პასუხი, ხომალდია ანგლიიდამ, პურით და სხვა სარჩოთი. აქ იწყება სიხარულით აღტაცება! მაგრამ ხომალდმა მოიყვანა თან უმეტეს ორასის კაცისა და ისინიც დასუსტებულნი და ტუსაღნი, სნეულნი, საჭმელი იყო ძალიან ცოტა იმ ხომალდზედ, და რაც იყო, ისიც გაფუჭებული. მაგრამ ღუბერნატორს შეეძლო მცირედი კერძის მომატება. მადლობას აძლევდენ ღმერთსა, რომ მოუმატეს მცირე მაინც და არ დაუმცირეს კერძი. ამბავიც რომელიც მოიტანა გემმა იყო სამწუხარო. სხვა ხომალდი, რომელიც მას მოსდევდა ორის წლის სარჩოთი და კარგის მეშებითა, ჩავარდნილიყო ყინულებში, და წამხდარიყო, ასე რომ, საჭირო შეიქმნა მთელი სარჩო წყალში გარდეყარათ, პირუტყვები დაეხოცათ და თითონ გაეშურებინათ დორბ ნადეჟდის მისზედ. სხვა ანბებიკი ამაგრებდა მათ მოთმინებასა: ანგლიიდამ ერთი მეორეზედ გამოგზავნილიყვნენ ხომალდები, საშველად განდევნილთა: მართლათ აქკი აღარ მოტყუებულან მოლოდებაში: ოთხი ხომალდი მოვიდა დაუყოვნებელს დროში. ამან პირველად გააცოცხლა კოლლონია. მაგრამ ახალთ მოყვანილს კოლლონისტებში იყო მრავალი ავათმყოფი; ზედამხედველობა მათზედ, კეთება ქოხებისა და კაზარმებისა ართმევდა დროსა იმათ, რომელთაც შეეძლოთ შემუშავება ველებისა და საკუთარის შრომით მოემზადებინათ სარჩო კოლლონიისათვის. ერთი ხომალდი შეიქმნა სწორეთ ლაზარეთი: ზოგი ერთი შიგ ხომალდში დაიხოცნენ ვინემ ნაპირს გაიყვანდნენ; ზოგი შიგ ნავებში კვდებოდა, ზოგი ეცემოდა ძირს, როგორცკი დაადგამდა ფეხს ხმელეთზედ, სურავანდი და საოფლე შეიქნა გადამდებ სნეულებად. მკვდრები იყო იმტენი, რომ ძლივს ასწრებდნენ დამარხვასა. ყოველი მუშაობა გადავიდა საფლაეების თხრასა და მკვდრების მარხვაზედ. გუბერნატორმა დააშურა მრთელები დაეშორებინა სნეულთაგან, შეუდგა ლაზარეთების დაწყობასა და ზრუნვით ყურს უგდებდა მათ აქიმობასა. ამა განკარგულებამ ბევრი უშველა: სნეულება დამცირდა, და მუშაობამ იწყო ჩქარმა და .კანონიერმა

ნორფოლკში მდგომარეობა კოლლონისტების უმჯობესი არ იყო. იქაც ითმენდნენ დიდს ნაკლებულებას; ბოლოს მოხდა შიმშილი, იქაც ხშირად უყურებდნენ ზღვასა; ერთხელ იქაც დაინახეს ხომალდი და იცნეს, რომ ანგლიის იყო: დაუწყეს ხელის ქნევა, უნდოდათ რომ ხომალდ მიეხვია იქითკენ. მაგრამ ხომალდმა გვერდი აუქცია, იფიქრეს, რომ სრულიად ხელი აუღიათ იმათზედ და ხაზანნი ნორფოლკისა შევიდნენ სასოწარკვეთილებაში მაგრამ ფილიპეს, შორის საკუთრის ტანჯულისა, ახსოვდა თავისი გაჭირვებულნი ძმანი, დაუყონებლივ გაუგზავნა მათ ორი ხომალდი სარჩო ამ სახით აქაც და იქაც კოლლონისტებმა ცოტა სული მოიდგეს, და მოემატათ მოთმინება და იმედით უყურებდნენ სანუგეშო მომავალსა ოკეანი შეიქნა მათთვის ცოტა ალერსიანი. იმაზედ რომ დამეგობრებოდენ ველურთა პოლლიპე ბევრს ზრუნავდა ხშირად და აჩვენებდა დიდს დარწმუნებასა, და თან არა ჰქონდა ხოლმე არა ვითარი იარაღი და ეგრეთვე სხვებსაც აღუკრძალავდა იარაღის წაღებასა, მაგრამ აი რა მოხდა ერთხელ: ფელიპპე თხუთმეტ ვერსზედ სიდნიიდამ შემოეყარა ხროვა ველურთა. იმათ რიცავში იყო ბენილონგიც. ამათ სთხოვეს ღუბერნატორს რამოდენიმე ცული ფილიპემ აღუთქვა და დაჰპირდა თითონ მიტანასა. ეს ბენილოგმა გადუთარგმნა მათ იგინი შემოეხვივნენ ფილიპეს და იმის აფიცრებს თვით მეგობრულის გრძნობით. მხოლოდ იმათში ერთი უჩვენებდა დაუნდობლობასა ბენილოგმა ჩაარჭო თავის ისარი მიწაში და ელაპარაკებოდა ანგლიჩანებსა, როგორც ძრიელ მეგობრებსა. ღუბერნატორი პასუხს უგებდა იმათ და იმ დროს უნდოდა, რომ ძრიელათ გამოეთქვა ერთი თვისი რაღაც ჰაზრი და ამისთვის ძლიერათ გაანძრია ხელები ეჭვიანმა ველურმა იფიქრა, რომ ის იყო ვითომც მან მოინდომა მის დაჭერა, უცეფ ამოაძრო მიწიდამ შუბი და ესროლა ღუბერნატორს რაც ძალა ჰქონდა. ანგლიჩანები მისცვივდნენ საშველათ. მაშინ სხვებმაც დაუწყეს მათ შუბების სროლა, ანგლიჩანები მაშინ გაიქცნენ; ღუბერნატორი ძლივს მიეწეოდა მათ, ამიტომ რომ შუბის წვერი დარჩა იმის ხორცში, საჭირო ოყო შემდგარიყვნენ გამოსაღებათ; მაგრამ შუბი იყო დაკეჭნილი, მაშასადამე საჭირო იყო ამოეჭრათ და აქიმიკი იქ არ იყო, ამისთვის მოსჭრეს ტარი შუბსა, რომ გაქცევა არ დაეშალა, ველურებმა კიდევ ესროლეს შუბი და კიდევ ერთმა იმათგანმა გაჰკინძლა ღუბერნატორი. ანგლიჩანებმა მოუმატეს სირბილი, ვისაც როგორ შეეძლო; გაფიცხებული ხროვა ველურთა მისდევდა უკან, მაგრამ ანგლიჩანებმა მიასწრეს წყლის პირზედ ჩაცვივდნენ იქ დაბმულს ნავში და წავიდნენ. აქიმმა მშვიდობით ამოუღო შუბის პირი ფილიპეს და განაცხადა დაჭრილობა მისი უვნებლათ. რამდენისამე დღის უკან გამოცხადდა ბენნილონგი და აუხსნა, რომ იმისმა მემამულემ დასჭრა ღუბერნატორი მხოლოდ შიშთ ანუ ეჭვით და ეხვეწებოდა ფილლიპეს რომ დაევიწყნა ეს და სთხოვდა აღთქმულს ცულებსა. ღუბერნატორი დაჰპირდა თითონ მიტანასა. შემდგომ დაჭრილობის მორჩენისა. ფილლიპეს, როგორც მოურჩა დაჭრილობა, მარგლათ მოკლეს დროში წაუღო ცულები, მაგრამ ეხლაკი თვითონაც და თან მხლებელნიც მისნი ერთმანეთის ნახვა იყო მეგობრული. აქ ბევრს შეეწია ბენნლენოგი; იგი სასტიკად აყვედრებდა იმ ველურს კაცს, რომელმაც პირველად დასჭრა ფილიპე, ცულებმა კარგათ იმოქმედეს, შემდგომ რამდენისამე ხანისა მოვიდა კიდევ ბენნელონგი ეხვეწებოდა ღუბერნატორს რომ მას აუშენონ ქოხი ღუბერნატორს ეს ძალიან იამა; ქოხი გაუკეთებინა დაუყოვნებელს დროში, -და ეს იყო პირველი კაცური საცხოვრებელი ველურსა, რომლისაც წინაპარი მთელი საუკუნეები დადიოდნენ ტყეში და იმალებოდნენ ამოქვაბულებში, და იგივე იყო პირველი ძეგლი საერო ახალ გოლანდიის განათლებისა მართლათ ამის შემდგომ მეგობრობა ხიზანთა და ველურთა შეიქმნა უფრო და უფრო მტკიცე. მაგრამ გავლო ერთმა მწუხარებამ, დასდგა მეორე: ნორფოლკში ფრინველებმა ამოაგდეს დათესილი ყანები; ახალ გოლლანდიაში დასასრულზედ 1790 წლისა, დასდგა დიდი გვალვები: თებერვალში, რომელიც ემზგავსება ჩვენს აგვისტოსა დაიჭირა ისეთი სიცხეები, რომ იხღჩობოდნენ სიცხით. პირუტყვები, მფრინველები სცვიოდა ძირს დახოცილნი სიცხით. სიცხე ქარი სწვამდა საშინლად პირსა; ეს განგრძელდა ივლისამდინ; ყანები ამან სულ ამოაგდო; ფიქრობდენ ხელახლათ გათესასა: მაგრამ მიწა იყო ისე გარკინებული, რომ ვერავითარი მაგარი გუთანი ვერ გაატანდა. აქედამ ხელახლათ დაიწყო კერძის დამცირებამ, ქურდობამ, სასჯელმა და შიმშლმა.

ბოლოს გაჩნდა კიდევ ხომალდი ანგლიიდამ; იმან ორ რიგათ გაამხიარულა ხიზანნი: პირველათ მით, რომ მოუტანა მრავალი პური, მეორეთ მით რომ მოვიდა კოროლი ბძანება, მიეცათ თავის უფლება იმ ტუსაღებისათვის, რომელნიც ღუბერნატორის ფიქრით იმის ღირსნი იყვნენ ფილიპემ იმ წამსვე ისარგებლა ამით. ეს იყო თვით ბრწყინვალე დღესასწაულებითი დღე, მათთვის; მთელს კოლლონიაში სიხარულით ღაღადებდენ განათავისუფლა რამოდენიმე კაცი და რამოდენიმე ქალი. ზოგი ერთებს იმათში ყვანდათ შვილები: დედებთა მხოლოდ მაშინ შეეძლოთ მიფერება, აყვანა ხელში შვილებისა, რადგან თავისუფალნი იყვნენ ბორკილებისაგან.

ერთი ამ ხომალდთაგანი, რომელთაც პირველად მოიყვანეს ხიზანნი ახალ გოლლანდიაში, უნდა დაბრუნებულიყო ანგლიაში. ღუბერნატორმა მისცა წინა დადება, რომ ისინი დარჩომილიყვნენ კოლლონიაში. აფიცრებთაგანნი არავინ დარჩა. დარჩა მხოლოდ ათი მატროსი: მათ მაშინვე შეირთეს ცოლები ტუსაღის ქალები. ეს იყო დასაწყისი სახლეულობითის მეურნეობისა და კეთილზნეობითის ცხოვრებისა. ერთმა ტუსაღმა მშვენივრად შეიმუშავა თავისი ბაღი და გამოუცხადა ღუბერნატორსა, რომ თითონ შეუძიან რჩენა თავისა.

შემდგომს დროში ხშირად ხოლმე მიდიოდნენ ხომალდები სარჩოთი; დაიწყეს იქ სხვლა თავისუფალთ ხალხთაც ნებაყოფლობით. ისინი ცოდნიტაც და მაგალითითაც კარგათ მოქმედებენ ტუსაღებზედ.

ერთს დროს გავარდა სასიამოვნო ანბავი არა მსგავსი დელის ოქროს მადნის ანბისა: ეს იყო ის რომ გაპარულნი ძროხები არა თუ დაკარგულიყვნენ, არამედ განმრავლებულ იყვნენ ტყეში ათასამდინ და თუმცა ცოტა გაგარეულებულ იყვნენ, მაგრამ ადვილი იყო მათი დაჭერაც და მორეკაც სიდნეაში: მაგრამ მათ დაანებეს თავი ევლოთ და ეძოვათ თავისუფლათ, რადგან თითქმის აღარცკი საჭიროებდენ მათში.

კიდევ ბევრი იყო სხვა და სხვა ნაკლებულება: უწესობა, არეულობა, გაპარვა ქურდობა, მაგრამ კოლონიამ განაღვიძა ლონდონში სრული მონაწილეობა; ბოლოს წავიდა იქ თვითონ ღუბერნატორიც, და პირდაპირ უამბო მმართველობასა, თუ რა ცხოვრებას ატარებდნენ ახლის გოლანდიის ხიზანნი და სთხოვა ხშირ ხშირათ გაგზავნა შემწეობისა, ამით თავდება დასაწყისი. ახლის გოლლანდის აარსებისა. ხოლო ეხლანდელნი ყვავილოვანნი მდგომარეობა ახლის გოლლანდის იციან მრავალთა, რომელტაც კი იციან გეოგრაფია მისი.

დასასრულ ღირს შესანიშნავი იყო ისა, რომ იმ დროს, როდესაც უდაბნოს მხარეში შენდებოდა და ფუძნდებოდა ახალი სახელმწიფო, ევროპაში იყო ახლოს დაქცევაზედ სახელმწიფო ძრიელი, რომელსაც წარმოადგენდენ მაგალითათ განათლებისა; საფრანგეთში იმ დროს მშვინვარებდა აღეულება და სწარმოებდნენ სიმძაფრენი, რომელნიც თვისის უმკაცროებით შეაძრწუნებდნენ თვით ახალს გოლლანდის მთიულთა.-

დასასრული.

5 ბოსტნის მომართვა.

▲back to top


ბოსტნის მომართვა.

განგრძელება.

9. ქინძი.

ქინძს შემოდგომაზედ დასთესენ; ამ მცენარეს რბილი და მსუქანი მიწა უყვარს. თუ ქინძი ზამტარში კვლებზედ დარჩა, უთუოთ წახდება, ამისთვის შემოდგომაზედ მიწიდგან უნდა ამოიღოთ და მშრალს სარდაფში საინახოთ. ქინძის თესლი სათესლეთ სამს წლამდის ივარგებს.

10. ოხრახოში.

ოხრახოშს მარტში სთესენ, მსუქანს და რბილს მიწაზედ. მაისში ახალს კვლებზე გადარგით; გადარგმის დროს ოხრახოშს ფოთლებს და გრძელს ფესვებს აცლიან ხოლმე. რადგანაც ოხრახოშს ყინვისა ეშინიან, ამისათვის სეკტემბერში მიწიდგან უნდა ამოიღოთ ხოლმე.

11. თვის ბოლოკი.

თვის ბოლოკი სხვა და სხვა გვარია: მოგრძო, გრგვალი ფერადი ფერისა. ადრეულ თვის ბოლოკს პარნიკებში სთესენ; ამ მცენარეს სითბო და ჰაერი უყვარს. თუ თვის ბოლოკი გამოულეველად გინდათ იქონიოთ, ყოველს ორ კვირის შემდეგ უნდა დათესოთ ხოლმე. თვის ბოლოკს ხშირი მორწყვა უნდა. თვის ბოლოკის თესლი სათესლეთ ოთხს წლამდინ ივარგებს.

12. მიწის ბოლოკი.

მიწის ბოლოკი ორნაირია: ადრეული - ზაფხულისა და შემოდგომისა. ადრეული ბოლოკი აპრილში და მაისში უნდა დაითესოს, რბილს და მსუქანს მიწაზედ. ამ ბოლოკს საჭმელად ქორფა უნდა იხმაროთ. შამოდგომის ბოლოკს ივნისში სთესენ. ამ ორივე გვართ ბოლოკებს ახალ სასუქდაყრილი მიწა არ უყვართ, რომლისაგან ჭიანი და მწარე გამოდიან. ბოლოკს გვალვაში კარგი მორწყვა უნდა, ამისი კვლები მალმალინდა გაითოხნოს ხოლმე. ამ მცენარის თესლი სათესლედ ხუთს წლამდის ივარგებს.

13. კარტოფილი.

კარტოფილი მრავალ გვარია, მაგრამ მოვლა სუყველას ერთ ნაირი აქვსთ. კარტოფილს რბილი, ქვიშა ნარევი თიხიანი მიწა უყვარს, რომელზედაც ძალიან გემრიელი მოდის. მსუქანს და ნოტიოან მიწაზედ კარტოფილი წყლიანი და უგემურო მოდის. ეს მცენარე მარტში და აპრილში ითესება. კარტოფილს ამოსვლის დროს მიწის გამარგვლა შემოყრა უნდა, რომლისაგანაც სხვილ ძირებს იკეთებს. ეს მცენარე შორიშორს დათესეთ, რადგანაც ძირების გავრცელება იცის. კარტოფილს ხშირი რწყვა არა ეჭირება, რომლისაგანაც ძლიან წყლიანი მოდის ხოლმე. ამ მცენარის გამრავლება ძალიან სასარგებლოა, რადგანაც ბევრ ნაირად იხმარება საქართვლოში, სადაც უფრო მეტი ნაწილი წლისა მარხოებია, ამ მცენარის გაჩენა და გამრავლება ხალხს ძალიან შამწეობას მისცემს. კარტოფილის რტოები და ფოთლები, როგორც ნედლი აგრეთვე გამხმარი საქონელს საჭმელად გამოადგება. კარტოფილი მიწიდგან ამოიღეთ, მინამ ყინვები არ დამდგარან.

14. თალგამი.

თალგამი ბევრნაირია, მაგრამ უფრო მიჩნეულნი არიან: მაისის პრტყელი თალგამი. ეს მცენარე ითესება გაზაფხულზედ, როდესაც თოვლი დადნება. თალგამა ჭია იცის, რომლისაგამო მალმალ ზემოდგან უნდა დაინამოს ხოლმე. თალგამს ქვიშა ნარევი მიწა უყვარს, ოღონდა ახალ სასუქ დაყრილი მიწა არ იყოს. რადგანაც ამ მცენარემ სხვილი ძირი იცის, ამისთვის შორიშორს უნდა დაითესოს. როდესაც სეკტემბერში თალგამი მიწიდგან ამოიღოთ, კარგათ გააშრეთ და მშრალს სარდაფში ქვიშაში შაინახთ ხოლმე.

15. ხრენი.

ამ მცენარეს არ იყვარს მშრალი და უღონო ალაგი, რომელზედაც მწარე და ძალიან ცხარე მოდის. ნოტიო ადგილზედ ხრენი უფრო ცუდი გამოდის. ხრენი უნდა გააჩინოთ რბილს და მსუქანს მიწაზედ; ეს მცენარე თავისი ძირით გამრავლდება. რადგანაც ხრენმა ახირებული. გამრავ.ლება იცის, ამისთვის ამ მცენარეს ცალკე ალაგი უნდა აურჩიოთ, რომ სხვა მოსავალს ვნება არ მისცეს. ხრენის დრო სეკტემბერი და ოკტომბერია, ამ დროს ხრენი უფრო გემრიელია ხოლმე.

16. სალათა.

სალათა სხვა და სხვა გვარია: ნემენცური, სხვილი ფოთლებიანი, ყვითელი ბერლინული, ყვითელი ბატავური, აგრეთვე სხვილ ფოთლებიანი; იტალიანური; გოლლანდიური, მუქი ადრეული მუქი ბატავური და სხ. ამ მცენარეს რბილი და მსუქანი მიწა უყვარს. სალათა ივლისის ნახევრამდინ ყოველს ორ კვირის შემდგომ მუდამ დაითესება. სალათის დასათესათ ჩრდილიანი ადგილი ამოარჩიეთ, მაგრამ მომატებული ჩრდილიცკი აწყენს. სალათა შორიშორს უნდა დაითესოს.

17. წიწმატი.

თუ წიწმატი გამოულეველად გინდათ იქონიოთ უნდა ყოველს ორ კვირის შემდგომ დასთესოთ. სიცხეებში წიწმატი მოჩრდილებულს ალაგს დასთესეთ ხოლმე, თორემ უგემური და ცხარე გამოვა, წიწმატი მალმალ უნდა მოირწყას, რომ ადრე ამოვიდეს.

18. ხახვი.

ხახვი რამდენიმე ხაირია: ყვითელი, წითელი და თეთრი. ამ მცენარეს უყვარს რბილი და მსუქანი მიწა, საკმაოდ ნოტიოანი. ხახვს გაზაფხულზედ სთესენ, როდესაც თოვლი დადნება. ხახვი რიგზედ და ხშირად უნდა დაითესოს ხოლმე, როდესაც ხახვი ამიწევს, მაშინ გარეშემო მიწა გამარგლეთ და გამოთოხნეთ, თუ გინდათ, რომ ხახვმა სხვილი თავები გაიკეთოს, ფოთლები მოაცალეთ ხახვი მიწიდგან იმ დროს ამოიღეთ, როდესაც ჯერ ყინვები არ დამდგარა. ხახვი თბილს და მშრალს ალაგს შაინახეთ, თორემ ნოტიო მალე ააყვავებს და დაალპობს ხოლმე.

19 თალიში ხახვი.

თალიში ხახვი გამრავლდება თავისის თავებით. ეს მცენარე სეკტემბერში უნდა დაითესოს. თალიში ხახვი ქვიშიანს დიდიხნის სასუქ დაყრილს ალაგს უნდა დაითესოს. როდესაც თალიში ხახვს ფოთლები დაყვითლებას დაიწყებენ, მაშინ ხახვი ამოიღეთ მიწიდგან, კონებათ შაჰკარით და მშრალს ალაგს შაინახეთ.

20 პრასა.

პრასა ორ ნაირია: ზაფხულისა და ზამთრისა, რომელთაც განსხვაება მხოლოდ ფოთლებში აქვსთ. ზაფხულის პრასას სიცივისა ძალიან ეშინიან, ზამთრისასკი შაუძლიან მრთელი ზამთარი კვლებზედ დარჩეს.- ამ მცენარეს ფებერვალში და მარტში სთესენ ხოლმე. პრასას უფრო მსუქანი და ნოტიო მიწა უყვარს, რომელზედაც გემრიელი მოდის. ვისაცა სურს, რომ პრასა მრთელს ზამთარს გამოულეველად იქონიოს, იმან შემოდგომაზედ პრასა ძირიანათ მშრალს სარდაფში მიწაში დარგას ხოლმე.[1]

21 ნიორი.

ნიორის თესვა და მოვლა, ხახვის მოვლის მსგავსია, როდესაც ნიორს ფოთლები გაუყვითლდება, მაშინ უნდა მიწიდგან ამოიღოთ, კონებათ შეკრათ და მშრალს ალაგს შაინახოთ, ნიორს სამიოთხი წლის მიწაში გაძლება შაუძლიან, რისაგანაც თავის თვისებას არ გამოიცვლის.

22 მუხუდო.

მიჩნეული მუხუდონი არიან: დაბალი, ადრეული ფრანცუზული, სხვილი ჩენჩოიანი; ტკბილი მწვანე, გოლლანდიური, ყვითელი სხვილი მარცვლიანი, ნემენცური დაბალი ანგლიური და სხ. მუხუდოს უყვარს ქვიშიანი, ცოტად სასუქ დაყრილი მიწა. ამ მცენარეს ზედიზედ ერთს ალაგს ნუ დათესავთ, თორემ კარგი არ მოვა, ვისაც სურს, რომ ნედლი მუხუდო მრთელს ზაფხულს გამოულეველად იქონიოს, იმან ყოველს ორ კვირის შემდგომ ახლად დათესოს ხოლმე, ივლისის ნახევრამდინ. როდესაც მუხუდო კარგათ ამოიწევს, მაშინ ამ მცენარეს ფაჩხი ან ჯოხები უნდა დაერჭოს, რომ ზედ ავიდეს და დაეხვიოს, თუ მწვანე მუხუდოს მომზადება გინდათ, ეს მცენარე ნედლათ დაკრიფეთ, კარგათ გაარჩიეთ ორის ან სამის წუთით დუღარე წყალში ჩაყარეთ ხოლმე რომლისაგანაც თავის მწვანე ფერს არ დაკარგამს. ბოლოს მუხუდო კარგათ გააშრეთ და მოიხმარეთ. მუხუდო შორიშორს უნდა დაითესოს ხოლმე.

23 ცერცვი.

ცერცვი მრავალგვარია, მაგრამ უფრო მიჩნეულნი არიან: მაღალი ვინდზორული, მდაბალი ვინდზორული, მწვანე ანგლიური და სხ. ცერცვი აპრილში ან მაისში დაითესება; ამ მცენარეს მუხუდოსავით, რბილი და ცოტა სასუქ დაყრილი ქვიშიანი მიწა უყვარს. როდესაც ცერცვი ამოვა, გარშემო მავნებელნი ბალახები უნდა გაიმარგლონ. დათესვის დროს, ცერცვს ნუ დაალბობთ ხოლმე, თორემ დალპება. ცერცვი სათესლე ოთხს წლამდინ ივარგებს.

24 ლობიო.

ლობიო, მართალია სხვა და სხვა გვარია, მაგრამ მოვლაკი სუყველას ერთ ნაირი უნდა. ამ მცენარეს რბილი და მსუქანი მიწა უყვარს. ლობიოს მაისში სთესენ, რადგანაც სიცივისა ეშინიან ლობიოს დასათესათ ღია და მზიანი ალაგი ამოარჩიეთ. რაკი ლობიო კარგათ ამოიწევს, სარები უნდა დაერჭოს, ან არადა სიმინდთან ერთად დათესეთ, რომ ფუჩებს დაეხვიოს. ამ მცენარეს მალმალ გამარგვლა და გათოხვნა უნდა. ლობიო სათესლეთ ხუთ წლამდინ ივარგებს.

25 ისპანახი.

ეს მცენარე სხვა და სხვა ნაირია, მაგრამ თითქმის ერთის თვისებისანი არიან. ისპანახს უყვარს რბილი და მსუქანი მიწა; ეს მცენარე შემოდგომაზედ უნდა დაითესოს, რომ გამოულეველად იყოს ხოლმე. ცხელს დღეებში ისპანახი ჩრდილიან ალაგზედ დათესეთ და მალმალ გამარგლეთ; ამის მეტი ამ მცენარეს სხვა არაფერი მოვლა არ უნდა. ისპანახის თესლი სათესლეთ ექვს წლამდინ ივარგებს.

26 დანდური.

ბოსტნის დანდური მრავალ გვარია. ამ მცენარეს აპრილში სთესენ, მსუქანს და რბილს მიწაზედ, მზიანს ალაგს. დანდურს ხშირი მორწყვა უნდა, რომლისაგანაც მსუქანი და გემრიელი ამოდის ყვითელ ფოთლიანი დანდური უფრო გემრიელია. ამ მცენარის თესლი სათესლეთ სამს წლამდინ ივარგებს.

27 მჟაუნა.

საბოსტნე მჟაუნას მრგვალი ფოთლები აქვს. ამ მცენარეს მსუქანი და რბილი მიწა უყვარს. მჟაუნდა გაზაფხულზედ ითესება და როცა ამოვა კარგათ გაათხელეთ, რომ ბევრი ფოთლები გაიკეთოს. მჟაუნა თავის ძირებითაც გამრავლდება; ამ მცენარის თესლი სათესლედ სამს წლამდინ ივარგებს.

28 კამა.

კამას შემოდგომაზედ სთესენ ხოლმე. ამ მცენარეს რბილი და მსუქანი მიწა უყვარს. კამამ ისეთი ახირებული მოსავალი იცის, რომ ზოგჯერ ვერცკი აუვლენ ხოლმე. ამ მცენარის თესლი სათესლედ სამს წლამდინ ივარგებს.

29 ქონდარი.

ამ მცენარე აპრილში სთესენ, მსუქან და რბილს მიწაზედ. ქონდარი, თესლის გარდა, თავის ძირითაც გამრავლდება. ამ მცენარეს საჭმლის გარდა, წამლათაც იხმარებენ ხოლმე. ქონდრის თესლი სათესლედ სამს წლამდინ ივარგებს.

30 ტარხუნა.

ტარხუნას მსუქანი და რბილი მიწა უყვარს რადგანაც ტარხუნის თესლი ძნელად დამწიფდება ხოლმე, ამისთვის უმჯობესია რომ ეს მცენარე თავის ძირით გააჩინონ. თუ მუდამ ქორფა ტარხუნა გინდათ იქონიოთ, მალმალ დაჰკრიფეთ ხოლმე. ტარხუნას სხვა არაფერი მოვლა არ უნდა.

31 კიტრები.

კიტრს მსუქანი და რბილი მიწა უყვარს. კიტრი სამხრეთისაკენ მიქცეულს ალაგს უნდა დაითესოს, რადგან სიცივისა ძალიან ეშინიან. ეს მცენარე შორი შორს დათესეთ ხოლმე; კიტრის მოსავალი დამოკიდებულია თბილს და ნოტიო დროზედ. ფეჩის კიტრი იანვრის გასულს ჯერ განგებ მომზადებულს ყუთებში უნდა დაითესოს და მერმე პარნიკებში გადაირგას ხოლმე ამ კიტრს ძალიან გაფრთხილება უნდა, რომ ან ყინვამ ან ცივმა ქარმა არა წაახდინოს. კარგს დღეებში: პარნიკში ჰაერი შეუშვით ხოლმე. კარგი იქნება, რომ ჰაერის შაშვების დროს პარნიკს ჭილობი გადააფაროთ, ცივი ქარი აღარ დაკრამს ქორფა მცენარეთა. კიტრის პარნიკები ღამით თბილათ უნდა დაიხურონ, რომ სიცივემ არა ავნოს.

32 გოგრა.

ეს მცენარე მრავალ გვარია. გოგრას მარტში ან აპრილში დასთესენ ხოლმე. გვალვაში ამ მცენარეს ხშირი მორწყვა უნდა; გარშემო მიწა მალმალ გაუთოხნეთ. ყელიანი გოგრას სარები უნდა მიეცეს, რომ ზედ ავიდეს, თორემ მიწაზე გაზდილი ყელიანი გოგრა მაგარი არ გამოდგება. სასარგებლოა, რომ გოგრა ძროხებს აჭამონ, რომლისაგანაც ამათი რძე სქელი და გემრიელი გამოდის. ნედლი გოგრის თესლისაგან ნუშის რძის მსგავს რძესა აკეთებენ.

33 საზამთრო.

საზამთროს ქვიშა ნარევი მსუქანი მიწა უყვარს; ეს მცენარე მარტში და აპრილში ითესება. საზამთრო შორიშორს უნდა დაითესოს, რომ დიდრონი ნაყოფი გაიკეთოს. ამ მცენარეს სიმწიფემდინ ხშირი მორწყვა უნდა. რადგანაც წვნიანი ნაყოფი იცის. რადგანაც საზამთროს სიცივის ეშინიან, ამისთვის ამის კვლები მოყუდროებულს და მიან ალაგს გააკეთეთ.

34 ნესვი.

ეს მცენარე ბევრ გვარია. ნესვს მსუქანი და რბილი მიწა უყვარს. რადგანაც ნესვი საზამთროსავით წვნიანი ნაყოფია, ამისთვის სიმწიფემდინ კარგათ უნდა მოირწყას ხოლმე. ეს მცენარე მარტის გასულს და აპრილში ითესება. როდესაც მცენარე ერთს ვერშოკზედ ამოვა, მაშინ ნესვის კვლები უნდა გაიმარგვლონ, თუ ერთმა მცენარემ ბევრი ნაყოფი დაისხას, მაშინ ზოგი ერთი მოაცილეთ, რომ დანარჩენი სხვილი და გემრიელი გამოვიდეს. ნესვი უნდა მაშინ მოიწყვიტოს, როდესაც ჯერ ძალიან არ დამწიფებულა, თორემ დიდხანს ძირზედ ყოფნით, ჩამწიფდება და ბევრს ვერ გასძლებს ხოლმე.

35 მარწყვი.

მარწყვი სხვა და სხვა ნაირია: წითელი, თეთრი, მოგრგვლო მოგრძო და სხ. ამ მცენარეს მსუქანი ქვიშა და თიხა ნარევი მიწა უყვარს. რადგანაც თესლით მოყვანილი მარწყვი ნაყოფს გვიან გაიკეთებს, ამისთვის უმჯობესია რომ ძირებით გააჩინოთ ხოლმე. ეს მცენარე აგვისტოში უნდა დაირგას, რომ ზამთრამდინ მიწაში კარგათ გამაგრდეს. მარწყვი შორიშორს უნდა დაირგას, რომ ერთმანერთს ამოსვლა არ დაუშალონ; მარწყვს ხშირი გამარგვლა უნდა.-

დასასრული.

______________

1 ამ გვარად შაინახება სხვა და სხვა ბოსტნის მოსავალი, მაგ: კომბოსტო, სტაფილო, ხახვი ჭარხალი და სხ.

6 ახალნდელს აღზრდისა სურათი საფრანგეთში

▲back to top


ახალნდელს აღზრდისა სურათი საფრანგეთში

რამდენისამე წლის წინეთ, ერთს საფრანგეთის სისხლის სამართლის სამსჯავროში სწარმოებდა საქმე ნოტარიუსზედ ორ ნაირის დანაშაულობისათვის მისისა: ა) შედგენისათვის მისგან ყალბის ქაღალდებისა, და ბ) განზრახვისათვის ქალწულის ქალის მოკვლისა, რომელიც მას დიდად უყვარდა.

ცილობა საქმეზედ გრძელდებოდა სამს დღეს.

ჩვენება მოწმობათა, ეგრეთვე საკუთარი კადნიერი გამოტეხა ნოტარიუსისა იყვნენ იმგვარნი. რომ მას გარდუწყვიტეს სიკვდილამდინ მადნებშ მუშაობა. როდესაც წაუკითხეს სამსჯავროს განჩინება. მან ხმა მაღლა დაიძახა: რატომ არ გადამიწყვიტეთ მე სიკვდილი? ვითხოვ მე ამას ვიტარცა კეთილ მოქმედებას ბოლოს უცებ ამოიღო ჯიბიდამ დანა და უნდოდა თავი მოეკლა, მაგრამ იქ მყოფნი მისცვინდნენ და წაართვეს დანა. მაშნ იგი მიუბრუნდა სამსჯავროს პრეზიდენტს და უთხრა აღშფოთებულის ხმით: მე ვაბრალებ ამას ჩემთა მასწავლებელთა, რომელნიც მზრდიდნენ მე სიჭაბუკეში; კანონთა, რომელნიც მათ შემაგონეს მიმაწევინეს ამ გარდახდომილებამდინ სასჯელს ამა დანაშაულობისათვის მე აწ მიცევემი თვინიერ უარის ყოფისა, მაგრამ პასუხის გებაში ღმერთთან ამაზედ იქნებიან ჩემნი მასწავლებელნი.

შემდგომ ამისა ერთის დღის წინეთ ვინემ გაგზავნიდნენ დასასჯელათ ტულონში, მან მისწერა ერთს ტავის მეგობარს შემდგომი ბარათი: „მე შენ გეტყვი საყვარელო მეგობარო, და მზა ვარ ესევე უთხრა მთელს ქვეყანას, რომ კანონთა რომელიც შემაგონეს მე სასწავლებელში დამღუპეს მე მქონდა როგორც შენც იცი, პატიოსანი გული; მე ვდილობდი სათნოყოფასა აქ როგორ მივეწიე მე ახლანდელს ჩემს მდგომარეობაში? პასუხი ამ კითხვაზედ ნუ მსახურებს მწუხარების განმრავლებად უბედურს ჩემს დედასა. დღე ჩემის სასწავლებელში შესვლისა იყო დრეთ ჩემისა დაღუპვისა; თუმცაღა შემძლებოდა გაფრთხილება ჩემთა მშობელთა მეთქვა მათთვის: ფრთხილად იყავით, ნუ ჩაჰყრით შკლებთა უფსკრულში, დარწმუნდით, გამოსცადეთ იგინი, რომელთაც შვილები აბარებთ, ნუ მიიზიდებით გარეგანის ბრწყინვალებით, ამისთვის რომ თქვენ უნდა მისცეთ პასუხი ღმერთსა მაზედ! ცუდს სასწავლებელში ყოველივე ეწევა საფრთხესა და გარყვნილებასა, გარნა იქ, სადაც მე ვიზრდებოდი თვით ანგელოზსაც არ შეეძლო თავის დაჭერა; უსაქციელო სიტყვა პასუხნი, უწესო მაგალითნი ამხანაგების მხრით, უღმრთობა, გულგრილობა ყოველ საქმეში, ცუდი წიგნები ეჭვი და ურწმუნოება სასწავლებლის წიგნებში. სასაცილოდ აგდება ყოვლის სჯულიერის მოვალეობის აღსრულებისა, რომელის გულს უნდა აეტანა ესე ყოველივე? არა მიმხედველი ამისა, მე დიდხანს ვითმენდი, სტიროდი მალვით მაგრამ ვერ შევძელი მიმეყრუებინა ჩემი სინიდისის ხმა. და ბოლოს დავეცი. მე ვიცი რომ ბევრნი ისე შორს არ შედიან ცოდვაში, როგორც მე შეველ: ვიცი რომ ბევრნი გამოსვლის შემდეგ სასწავლებლიდამ შექიმნებიან საზოგადოობაში პატიოსან კაცათ, და ზოგნი მხოლოდ თავს მოგვაჩვენებენ ასე, გარნა ღვთის წინაშეკი ისინიც ისე ცოდვილნი არიან როგორც მე და ესრეთ შეჩვენებულ იქმნენ ის მწერალნი რომელნიც თვისის შზამიანის სიტყვებით მოსწამლვენ გულსა ჭკუასა ჭაბუკთა! შეჩვენებულ იქმნენ უკუნისამდე ის მასწავლებელნი, რომელშიაც წმინდა უმანკო სული ჭაბუკისა იღუპვის!...

კ. ს. წერეთელი.

7 რედაკტორო უფალო ი. კერესელიძე!

▲back to top


რედაკტორო უფალო ი. კერესელიძე!

სხვა რიგად დავიწყო და მოვყვე, აბა რა იქნება, ისევ პირდაპირ ვსთქვათ ისა ჯობია ჩვენი ქართული ჟურნალი ბობღავს. მარამ ესეც არის რომ არა ვსწუხვარ, იბობღოს, ოღონდკი იყოს. ვისაც მოთმინება აქვს მოითმენს და ვისაც არა შუაგზიდგან გაიქცევა. ქართველებმა ვიცით, გაჯავრებული რო დავემუქარებით ვისმე: მაინც ურმით დგეო და სადაც იქნება მოგასწროფო, ჩვენი ქართველების ხასიათისამებრ, უნდა ურმით ვდიოთ და ბოლოს დროს რკინის გზაც გვექნება. აბა რას ვიფიქრებდი, ურმით მოსიარულე ჩვენი ცისკარი, აქ პიატიგორსკში მოლასლასდებოდა, ვმადლობ ღმერთსა დადის მაგრამ შორსკი მიდის მართალია შუა გზაზედ, რომ გაუტყდეს ურემი მეურმეს, მჭედლისათვის შეწუხდება: სად ვიშოვნოვო კარგი გალესილი ცული და გზაზედაც ჩქარა დადგება წასასვლელად. მიდის და მიდის როგორათაც ღონიერი და იმედიანი მძიმე სპილო.

აქ პიატიგორსკს, ჩვენს უკანასკნელს ცისკარში ბევრი კარგი რამ წავიკიტხე ჩემი სასიამოვნო; აღარ ვსწუხვარ ჩვენი ქართველებისათვის, მხოლოდ თუ ზოგიერთნი კიდევ თვით ქართველნი არ უშლიდნენ ქართველთ საზოგადოობის კეთილმდგომარეობასა, ყოველი ჩვენი საქმე კარგად მოვა, მაგრამ რა გაეწყობა იმათ სიბრუნდეს?- თქვე კაიკაცნო, თქვენი თეტრად ჩვენს დავრდომილს საზოგადოებაზე, თორემ რისხვა ღვთისა ძნელია! აბა როგორ არა ვსთქვა, გული ვერ ითმენს; ამ ცისკრებშ ჩანს. რომ ჩვენი ქართველები ისევ ქართველები არიან, თავიანთ მამაპაპის ნიჭის საყდარზე დგანან კიდევ და იქიდგან მნათობენ ბრწყინვალეს გონებით! მოითმინე ჩვენო დაღონებულო ცისკარო, თქვენის დააარსებიდგან მოთმინების სწავლა დაუდო ღმერთმან წინა ჩვენ ქართველთა, მაშასადამე ეს ვიკმაროთ იმან იცის ჩვენს ცისკარსა, რას სინათლესაც მისცემს: ხელმწიფეთა გული ღვთის ხელიაო. რას მდგომარეობაზედაცა დგას ეხლა ჩვენი ცისკარი, ამ ჟამად ამაზე მეტს ვერას მოვთხოვთ ამას; რას შეიძლება, ბევრი კარგი რამ იბეჭდება, მართლათ დიახ ბევრი კარგი: საუცხოვო ლექსები, სასიამოვნო მოთხრობანი, კარგი სხვა და სხვა ანბავნი, მახვილგონიერებითი განხილვანი ანუ კრიტიკანი და სასარგებლო სახლის პატრონობა.

შემხვდა ეს სიტყვა: სახლის პატრონობა და ამაზედ უნდა ითქვას რამე იოსებ მამაცაშვილს მოაქვს საუცხოვო მაგალითი, ჩვენი ქართველების სწავლებელი რომელიცა თვითოეული იმისი ფურცელი, ყოველს ჩვენს მებატონის სახლში უნდა იყოს და ყოველნი იმას ვკითხულობდეთ, რომ ვისწავლოთ ამ წუთის სოფლის ცხოვრება რა გავრად უნდა მაგრამ ის რომელი მოხუცი მებატონე ყოფილა, რომელიცა თავის რძლებისაგან თაკილობდა თურმე, როდისაც სამზარეულოში შევიდოდნენ დასაზედათ? -სწორეთ ვიტყვი, ის არც ასე ყოფილა და არც ისე ეხლა დრო არარის და თავის დროზედკი ვიტყვი, რომ უწინდელი ჩვენი მებატონენი, ქალნი და კაცნი, როგორი სახლის პატრონები ყოფილან რომ დავინახოთ, არც იმაში იყვნენ ისინი უმეცარნი. ამას მომავლისათვის დავანებოთ თავი და ახლა თქვენ უმდაბლესად გთხოვთ, ეს მცირედი წერილიცა დააბეჭდინოთ ცისკარში, ესეც თავის გზაზედ წავიდეს; გზა ვრცელია და მეკობრე არავინ დახვდება ამას.

თ. ალექსანდრე ვახ. ძე ჯ. ორბელიანი.

ამ წელს 1861ს. 30-სა ივნისს.

ქ. პიატიგორსკს.

8 რედაქციისაგან

▲back to top


რედაქციისაგან

თ. ილია ჭავჭავაძისგან მივიღეთ სტატია „უფ მესხიევის“ ანტიკრიტიკულ უსტარის „პასუხად“ რომელსაც დაბეჭვდა ვერ მოვახერხეთ ამ ნუმერში, - შემდეგ წიგნში უეჭველად დაიბეჭდება. რედ.

9 სხვა და სხვა ანბავი.

▲back to top


სხვა და სხვა ანბავი.

ახლანდელის აღზრდის სურათი საფრანგეთში. კ. ს. წერეთელისა. წერილნი რედაკტორთან ... თ. ალ. ვახ. ძე ჯ. ორბელიანის.

ხელი მოსწერდება.

1861 წელსა.

ქ. ტფილისში, ქართულის ჟურნალის „ცისკრის“ რედაქციაში, კუკიას, კერესელიძის სახლებში.