ცისკარი №12 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ქაცვია მწყემსი

▲back to top


ქაცვია მწყემსი

(განგრძელება)

(დასაწყისი იხ. №11)

ოდეს ქაცვიამ ანბავი წვრილად
შეიტყო, ქალი მას ერგო წილად,
გულითა ლმობილად ხელთ აღპყრობილად,
მადლობდა ღმერთსა.

მამასთან გაგზავნა მან მოციქული,
კაცი შევქნილვარ მე მოწიფული,
გთხოვ კურთხევას მამურს, ცოლის შერთვის დასტურს,
თუ დამცემ დრო არს,
მამამ უბძანა: ცოლის შართვისა
ჯერ დრო არა გაქვს, იყავ შენთვისა,
შენ ხარ ოცის წლისა, ვერ გიზამ ქორწილსა,
მე შენ უდროოდ.

შვილმან მიუგო: ერთს სიტყვას ვიტყვი,
გთხოვ არ მიწოდო მე მისთვის ბრიყვი,
შენ ქენ სამართალი სწორე და მართალი,
ნუ ჰსჯი თვალ ღებით.
შვილმან დაუწყო მამასა ბჭობა,
რად არ გახსოვსო შენი ბიჭობა,
ჩხიკ შაშვთა ღიჭობა...
წელთ თექვსმეტობა.

შენ რატომ ჰქენი, რად მაიხდინე,
თექვსმეტის წლისამ რას ჩაიდინე.
საცოლო აცდინე...

ბევრი გეხვეწა და არ ისმინე,
ასე როგორ ქენ ვერ დაითმინე,
მე როგორ გისმინო და როგორ ვითმინო,
ოცის წლისამა...

თავი დაუკრა მძიმედ მამასა,
შენ ნუ იწყენო რაც ვსთქვი ამასა,
მე ვსთქვი ხუმრობითა არ გულ წყრომითა
რაც მოგახსენე.

მამამ უბძანა შენ შვილო ჩემო,
შენ მაგისთვისა მე არა გცემო,
არ არის ჭორია სულ ყველა სწორია,
შენი ნათქვამი.

ნუგეშის შვილო წამოდეგ ახლო,
გლოცო გაკურთხო და ხელი გახლო,
შვილმან ხელს აკოცა, მამან დალოცა,
ამ სიტყვებითა.

ღმერთმან გაკურთხოს დამბადებელმა,
ცათა და ქვეყნის ამაგებელმა,
გიწვიმოს ციერი არა გქნას მშიერი,
პურ ღვინით ზეთით.

ესრედ მოგრიოს შენ შენთა მტერთა,
ვით ერეოდეს ქარი მზეთ მტვერთა,
მამამან და ძემან თვით დედისა ძემან,
გზარდა მან გზარდოს.

სულმან წმინდამან დაგცოს, დაგფაროს,
გიძღვეს სიმართლის გზაზედ გატაროს,
კაის ბედს შეგყაროს საყვარელს გაყვაროს,
გულით გახაროს.

ცოლი მოგცეს და ასულნი ძენი,
ვითა სოლომან ჭკვიანი ბრძენი,
მისებრ გაგამდიდროს და დაგამკვიდროს,
სახლითა და კარით,
ღმერთმან გაცოცხლოს მრავალი წელი
მაგრედ გიმყოფოს ზურგი და წელი,
არ შეგყაროს სენი ძნელად მოსასვენი,
გამყოფოს მთლადა.

ყმა მოგცეს ბევრი გლეხი მდაბიო,
გამონოს ნებით რომ არ არბიო.
გქმნას კეთილ მსაჯულად, არვინ გყოს
ტანჯულად, უსამართლობით.

ღმერთმან აღგავსოს გარდამეტებით,
ცხვრთ, ძროხით, ქათმით, იხვით და ბატით,
გიმრავლოს ღორები, აქლემნი, ჯორები,
ეტლებ უნები.

სააქაოსა გახაროს ცოლით,
საიქიოსა გაცხოვნოს სულით,
რა ესრედ დალოცა თავზედ აკოცა,
ესრედ უბძანა.

წამოდეგ შვილო აიღე თავი,ძებნე
მონახე შენ შესართავი,
აღახილე თვალი და მონახე ქალი.
შენდა საცოლოდ.

შვილო მონახე ქალი ასეთი,
ჭეშმარიტებით სწამდეს მას ღმერთ
მოიყიდე კაცი გინდა დედაკაცი,
მას აძებნინე.

ერიდე ცუდსა, ურცხვს, ლოთს და კაპას,
თორემ გიგინებს დედ მამა პაპას,
მალმალ გიზამს ჩხუბსა, გაიმახვავს შუბსა,
გაძგარებს გულსა.

გაქვს თუ არა გაქვს არ გაგიკითხავს.
გეტყვის არ მაცმევ...
მოგიდებს ყისტებსა, წამოკრავს ქისტებსა.
ჩაგამტვრევს ცხვირპირს,
ანჩხლი და ურცხვი თუ არის მრუში,
ზედ შემოგჯდების თუ რომე უშვი,
მოგიდებს მიზეზებს შამოჰკრავს მით ზედებს,
დაგიჩხვლეტს გვერდებს.

საითაც უნდა იქითკენ წარებს.
გარდმოგიჭირებს მათრახებს მწარებს,
აგიდებს აღვირებს გატირებს გაყვირებს,
ისე გატარებს.

თუ ცოლს მიეცა ქმარზედ უფლება,
ქმარი ლაფში უკუეფლობა,
გაისვრება ლაფით და საპნის ქაფით,
ვეღარვინ გარეცხს,
ისო ზირაქში ბრძენმან დაწერა,
დედაკაციცა პყრობით დაჭერა,
კარგ გვარად ქადაგებს აქებს და აძაგებს.
ისე დედაკაცთ,
უმჯობეს არსო ლომთ ვეშაპთანა,
ვიდრე ბოროტის დედაკაცთანა.
კაცსა ხსოვრებას ასე განშორებს,
გვაწუხებს ისე.

ნუ გსურს ლამაზი პირ სირინოზი.
არას გაამებს თუ არის ...
ბევრი ჰყავს მას მტერი, მდევნელი, დამჭერი,
მახის დამრწყმელი.

ძნელია მცველმან ის ასე დაიცოს,
რომ მტაცებელმან არ წარიტაცოს,
მზერს, უდგას მპარავი ვერ შესძლებს მფარავი,
მისს სიფრთხილესა.

რაგინდ რომ მცველი იკრთობდეს ძილსა,
მაინც ვერ შესძლებს ...

რა რომ თვალს დახუჭავს მას მტერი აბუჭავს,
ძალით თუ ნებით,
თვით ქალსა მართებს რომ თავი დაიცოს,
ქმარს თავი თვისი არსად წარტაცოს,
არ განშორდეს მფარავს არ მიეცეს მპარავს,
თავისი ნებით
თუ ქალმან თვითანაო თავი არ დაიცო,
რადენიც უნდა შენ იმამაცო,
ვერ შესძლებ დაცვას თუ შეიქს ტაცვასა,
თვით თავსა თვისსა.

ზოგი ლამაზი ბევრსა კაცსა აცდენს,
როგორც რომ უნდა ისე მოახდენს,
მოსთხოვს კაცს წაახდენს მცნებას გარდახდენს,
მოჰკლავს და წაწყმენდს.

თუ რომ შეადგა ლამაზი ზოგი,
ძნელად გადურჩეს კაცი კეთილი
რომ არ აცდინოს და არ გადახდინოს
სჯულსა და წესსა.

ნუ გინდა ქალი ანჩხლი და ლოთი,
თუ არ გინდოდეს შენს სახლში შფოთი,
ამათა სდევს ჩხუბი, ხელთ ხმალი და შუბი
უჭირავს მზათა,
ნუ გსურს ქალთა ქმრობა შავთვალ წარბისა,
რომლისა გული სხვაგან წარბისა,
შეგიყრის მარქას, წაგართმევს ბარაქას,
სახლსა და კარსა.

თუ ქალსა თავისი ქმარი არ უყვარს,
ვარდივით ფშვიდეს იტყვის: ფუ, სულ ყარს,
იზიზღებს ... და ... მიჯდომას
თავის ქმრისასა.

ქმრის მოღალატე თუნდ ქმართან იწვეს,
რომელიც უყვარს გული მასთან სწევს,
ქმარს ახსენებს არსად ... კარგ გვარად,
მიაპყრობს პატივს,
ქმარს რომ უნდოდეს ........
ეტყვის: დამეხსენ .........
მალვითა, ფარვითა, ქურდულად, პარვითა,
ქმარს ფულებს ჰპარავს.

................
................
................

რომელიც ქალი ქმარს სხვაზედ გასცვლის,
საუნჯისაგან თავისს ხალხს დასცლის.
გახდეს შიშველი, წახდების მიმშველი,
ვეღარვინ შემოსს.

მასწავლელს, დამშლელს ვეღარ ითავსებს,
ვინც თვითან უნდა სახლს იმათ ავსებს,
სახლს მოთხრის დაავსებს და სტაქნებს დაავსებს,
ღვინით სხვას ასმევს.

თავის ქმარს უზამს ასეთს ხუმარსა,
არ გამოუწყვეტს სახლში სტუმარსა,
სიყვარულით მისის სიხარულით,
მასპინძლობს მალმალ.

ცრუვსა და მავნეს სულ ყველას დასხამს.
არაყს და ღვინოს, წყალსავით ასხამს
არა უგდებს, ყურსა ღვინოსა და პურსა,
სახლში გამოსწყვეტს.

... უმზადებს კარგსა სადილსა,
და აღუსრულებს გულის ...
ღვინოს ასმევს ...
სულსა და გულსა.

... მიართმევს ქადა ნაზუქებს,
გატენილს ყვერულს კარგათ ნასუქებს.
როცა სადილს აჭმევს, ყავას, ჩაის, ასმევს,
ხილსაც მიართმევს.
მალმალ მიართმევს არაყ, ღვინოსა.
უნდა რომ ... გაუღიმოსა,
მალვით უზამს თვალსა, შენ მთხოვ რასაც
ვალსა მოგართმევ მალე.

აყურებინებს ქმარსა საწყალსა,
სწყურის არ ასმევს მას ცვარსა წყალსა,
შინ შესთხოვს პურსა არას უგდებს ყურსა,
მყვართან აქვს გული.

ქმარს ეტყვის: ადექ, აიღე წალდი,
და შეშისათვის ტყეშიგან წადი,
გამოგიცხო მწადი, გიქმნა შეჭამადი,
ჭინჭრის ფუშრუკი.

როდესაც რომე ქმარს გაისტუმრებს,
............
............

შეირთევ შვილო ცოლი ასეთი,
ეს საქმე სჭირდეს იმას არც ერთი,
ერიდე ამასა, მისმინე მამასა,
ეს რჩევა შვილო.
ქალს ნუ უვარ ჰყოფ თვალად ნასობით,
თუ გწადს სიცოცხლე წელთა ასობით.
ოღონც ფხიზლად ვლიდეს, ქმარს არ სხვაზედ
ცვლიდეს, არ იყოს ანჩხლი.

ამ გვარი ცოლი არ გიორგულებს,
გაუფრთხილდების შენს ბაღში რგულებს,
დაიცავს, დაიფარავს არას მაიპარავს,
შენს საქონელსა,
სახლკარს მიუდგებს თვალსა და ყურსა,
ბარაქას დასდებს ღვინოს და პურსა.
თუ მიიჩნევ ტკბილად არც ის გაგხდის წბილად,
არ გაგცვლის სხვაზედ,
ერთმანერთისა გულ მინდობილად,
ძილი, ღვიძლი, გექმნების ტკბილად,
ქვეშ დაგიგებს რბილად, ზედ დაგხურავს თვილად,
დაგაწვენს ძილად.

არვინ წაგართმევს შენ იმას ძალით,
არცა მოგპარავს მას ქურდი მალვით,
არ გექმნების შიში მისთვის კვნესა ვიში,
და არცა ფიქრი.

თუ კაცს არა აქვს მართალი ძილი,
სიკვდილი არის მისთვის ღვიძილი,
ვარდეს გონებას, დაიწყებს ღონებას,
წაიღებს ფიქრი,
თუ კაცი რასმე საოხრავს ოხრავს.
თავისის ტანის ძვალებს გამოხრამს,
ბევრისა ურვითა შვიდითა თუ რვითა,
დანამჭლობს ხორცსა,
კაცი მიმყოლი სევდა ფიქრისა.
სიკვდილისაკენ ქარებრ მიქრისა,
ფიქრი არ ასვენებს, აუშლის ავს სენებს.
დანასნეულებს,
ჯავრი უდროოთ კაცს დააბერებს,
ასეთს ლახვარსა გულს დააძგერებს,
მასცა არ აჯერებს მოჰკლავს არ აბერებს,
მეტი ნაღველი.

რაკი დამეხავს ელვა ქუხილი,
დაისეტყვების ყანა და ხილი.
რას არგებს წუხილი, მკვდარ თვალ
და წუხილი, ვეღარ ადგების.

ლამაზის ცოლის პატრონი კაცი.
არს ფიქრისაგან შორს წანატაცი,
მისთვის შიშნეულობს და მისთვის სნბულობს,
შინ არის თუ გარეთ.

ფიქრობს: ვაითუ დედალი ჭრელი
ვიდოდეს სადმე ფრთა დაუჭრელი,
ჩემთანკი ბუდობდეს სხვათა კვერცხს უდებდეს,
მეკი ვჰკვებევდე.

იტყვის: ვაი თუ გაფრინდეს შორსა,
თავისის ნებით მიეცეს ქოხსა,
იმან ითვალტვინოს მეკი ამად რტვინოს,
მისის ნაღვლითა.

იტყვის: ვაითუ ესმინა ჩემი,
იყოს ვისიმე სხვის წინა ჩემი.
შიგ ასხას მან წყალი დამაგდოს საწყალი
მე უჭურჭლოდა.

იტყვის: ვაითუ ეს ჩემი ცოლი,
ავის საქმისა იყოს გამყოლი,
მე არ უყვარდე, საყნოსლად უყვარდე,
სხვასა სუნევდეს.

რა არის ლამაზი დედალი ჭრელი,
თუკი არ უყვარს საკენკის მყრელი,
რა ხელი ეყრების მანამც შაეყრების,
ხრინწ წინ წინაკი.

შენ გეყოლების შავი დედალი,
შენს საქათმოში კვერცხის მდებელი.
ამას იტყვის ქურდი შავია და ცუდი,
რათ მოვიპარო.

შენს კარ მიდამო შეიქს კაკანსა,
მოგართმევს კვერცხით სავსე ბაკანსა,
გიჩეკს წიწილებსა, გიზდის წვრილს შვილებსა,
სხვა რაღა გინდა.

თუ კაცსა გული არა აქვს მთელი,
ცუდია მისთვის თვალთა ნათელი,
სჯობს თვალიდაწუხდეს, გულიკი არ წუხდეს,
კაცისა სევდით.

სიბრმე უდროოდ კაცს არ აბერებს,
თუ გული მთლად აქვს კიდეც ამღერებს,
თუ გულს რამ ეწყინა, სატკენი ეტკინა,
მალე მოკვდების.

რადგან გულით არს სიცოცხლე კვდომა,
სჯობს გულს უსულო. არ თვალთა ნდომა.
ნუ ზდევ თვალთ ნდომასა, გულთა წახდომასა,
გული სჯობს თვალთა.

თვალთ სიამოვნე არს ერთი წამი,
გულთ სიამოვნე მრავალი ჟამი,
თვალთ ნამუშაკევი არს ნაეშმაკევი,
გონება ღვთისა.

თვალი შორს წავა, რასაცა ნახავს,
ანბავს მოუტანს გულთანა ძრახავს,
რასაც მაიწონებს გულში გაიწონებს,
ნდომის ლახვარსა.

რასაც კარგს ნახამს გულს მოუნდება,
თუ ვერ იშოვნა ვით აჭმუნდება.
დაიწყებს ღონებას, ჯავრს მისცემს გონებას,
წაიხდენს თავსა.

ნახამ კაცისა გული მოკვდება,
ყოველი ასო, სულ თან გაყვება,
თვალი არს მცდენელი კაცთა წამხდენელი.
შემასმენელი.

რადგან თვალებსა, არ აქვს დანდობა,
არც ძმობა გვმართებს და არცა დობა,
ჩვენთა თვალებსა გზის კვალებისა.
მიდევნ მიყოლა,
თვალთა ნდომამა ევა აცდინა,
ღვთისა მცნებასა გარდაახდინა,
ეშმაკთ თქმა ისმინა გულით ვერ ითმინა,
უთვალობანი.

ოდეს ადამ ბრმად ღმერთმან დაბადა,
ნათელი ეცვა ტანთა კაბადა,
იყო გონებით, არ დაღონებით,
ტანთ საცმელთათვის.

არას ზრუნევდა ეძინა ტკბილად,
ღმერთმან ამოსჭრა მას გვერდი რბილად.
ადამ იყო კაცად, ევა დიდკაცად.
უქმნა გვერდითა,
ევაც ბრმა იყო ადამის მგზავსად,
ადამის შემწედ და მისა თავსა,
დახსნა სამოთხესა, არა სამს ოთხს ხესა,
მრავალთა ხილთა.
ღმერთმან უბრძანა ადამს და ევას,
თქვენ ნუ დაუწყებთ, მას ერთს ხეს რყევას,
სხვა რაც ხილი იყოს ყველა თქვენი იყოს:
იმასკი ნუ სჭამთ.

თუ იმ ხილს თქვენ სჭამთ მისგან
მოკვდებით.
როგორც იყავით, ისრე გახდებით.
ნუ გასტეხთ მცნებასა თქვენ ჩემს ბძანებასა
ზედა დადექით.

გველმან ეშმაკმან მიუთხრა ევას,
მე მოგითხრობო შენ კაის რჩევას,
ვერა ხედავ შენა როგორ დანაშვენა,
ღმერთმან სამოთხეს.

სიშვენიერე სამოთხის ხილთა,
ანუ ფრინველთა ტკბილად ძახილთა,
არ ითქმის ენითა ვერ გასმენ სმენითა,
არ ძალმიძს ქება.

რასაც ხის დაცვას გეტყოდათ ღმერთი,
იმ ხეს ასხია ხილი ასეთი,
თუ რომ ის შეჭამე შენ იმავე წამე,
სულ ყველას ნახავ,
ევა ცდა ჭამა ხილი იხილა,
ეშმაკის რჩევით თვალი იხილა,
რაც მან თვალით ნახა გულით ვერ დაინახა,
ენით სათქმელად.

ევამ რქვა ადამს ვახილე თვალი,
სასიარულოდ ვსცნა გზადა კვალი,
განვაგდე მე ძნელი აწ ღამე მე ბნელი,
დღე გამითენდა,
ადამ ჰრქვა ევას მითხარო შენა,
თვალთა ნათელი რამ აღგიშენა,
მიუთხრა ევამა იმ ხისა რხევათა,
რომელსაც ვსცევდით.

რისაც ხის დაცვა ღმერთმან გვიბძანა,
ის ხილი გველმან მე მომიტანა,
რა ისი შევჭამე მაშინვე ერთ წამე,
თვალთ ამეხილა.
აჰა ის ხილი შენცა შეჭამე,
დღე გაითენე განაგდე ღამე,
ადამმაც შეჭამა იმასაც ერთ წამა,
თვალთ აეხილა.

რა დაინახეს წითელ ყვითელი,
შემოეცარცვათ ტანთა ნათელი,
მოუნდათ ლაბადა ჩაიცვეს კაბადა,
ლეღვის ფურცელი.
ტანთ სიშიშვლეთა ორთავ რცხვენოდათ.
მოწყენით იქმნენ არ მოლხენოდათ,
ტანთა სიშიშვლეთა სირცხვილის შიშითა,
დაცაიმალნენ,
უწოდა ღმერთმან ადამ ადამო,
სად მიმალულხარ, აქ ჩემთან გამო,
ადამ ხმა ჰყო მალე: შიშით დავიმალე,
სიშიშვლის გამო.

ჰრქვა ღმერთმან ადამს: რად ხარ შიშველი?
ვინ გითხრა შენა რომ ხარ შიშველი,
უკეთუ არ ჭამე რომლისა გამცნე
მხოლოდ არ ჭამა.

ადამ მიუგო, რომელიც მამე
შენ დედაკაცი მის სიტყვით ვსჭამე,
ჯერ თვითან შეჭამა მერე მე მაჭამა
იმ ხილთაგანი,
ღმერთმან დედაკაცს ჰრქვა, ჰყვა, რისთვინა,
დედაკაცმან ჰრქვა გველმან მაცდინა,
ჭამა იმ ხილისა მით თვალთ ხილვისა,
გველმან მირჩივა.

რქვა უფალმან გველსა რამეთუ ეს ჰყავ,
ყოვლის პირუტყვით მხეცთაგან წყეული იყავ,
ხვიდოდე მკერდითა მუცელზედ თრევითა,
მიწასა სჭამდე.
დედაკაცისა და შენსა შორის,
მისთა თესლთა და შენს თესლთა შორის,
დავდვა მე მტერობა, არა პირ ფერობა,
ერთმანერთისა,
იგი საკვდავად შენს თავს უმზერდეს,
დასაკრავადა დიდს კეტს უღერდეს,
შენ იმისთ ბრჭყალთა მის ვაჟთა და ქალთა,
უმზერდე კბენად.

დედაკაცსა ჰრქვა: განმრავლებითა,
განვამრავლე და მწუხარებითა,
სულთქმითა შენითა კვნესით ქშენითა,
შვნე შვილი შენნი.
ქმრის მიმართ იყოს მიქცევა შენი,
გეუფლებოდეს შენ ქმარი შენი,
შენ ქმარსა მონებდე უსმინე უგონებდე,
რასაც გეტყოდეს,
ხოლო ადამს ჰრქვა: რად მაიხდინე,
შენის ცოლისა სიტყვა ისმინე,
და შენ შეშჭამე რომლისა გამცნე მე,
მხოლოდ არ ჭამა,
წყეული იყავნ საქმეთა შენთა,
ჭმუნვითა შჭამე ყოველთა დღეთა, თივასა ველისასა ნაყოფსა სველისასა,
სჭამდე პურსა შენსა,
ვიდრე მიქცევად შენდა მიწადა,
რომლით მოღებულ იქმენ კაცადა,
რამეთუ შენ ხარ მიწა წყალი და ცეცხლ–ქარი,
მიწადაცა იქცევი.

ნახეთ თვალთ ნდომამ ამათ რა უყო,
ყელთ სასიკვდინე გარდააცვა გულყო;
სცნა მათ ქნეს სარფა რა აჭამა ფაფრა,
ედემთ ხილთ ნაცვლად,
ადამს და ევას ტანთ სამოსელი,
არც აბრეშუმი არც ბანბა სელი,
ნათელი გაძრვა ტყავ, ტუჩი, ტანთ აცვა,
განაძო გარეთ.

თვალთ ლამაზთ ნდომამ მრავალი წმიდა,
კაცი მოკლა და კიდეც წაწყმიდა,
წარღვნა მოიყვანა წყლით დანთქა ქვეყანა,
ენა ურივნა.
თვალმან გულს ამცნო ცათა შვენება,
გულმან დაუწყო გოდოლს შენება,
ქვეყნითგან ზეცადა მით აღსვლას ეცადა,
ღმერთს აწყენინა.

ნუ მისცემ გულზედ უფლებას თვალთა,
თორემ აგირევს გზათა და კვალთა,
წაგიყვანს მრუნდადა გატარებს ცუდადა,
დაგღალავს რებითა.

თვალი გულისა არს წინამძღვარი,
მეტად ხარბი და გაუმაძღარი,
ნდომით არ ამდიდრებს არცა დანამკვიდრეს,
ერთ ფეროვნებით.
კაცთ რომ ტანთ ეცვმს არა სციოდეს,
მაძღარი იყოს არა შიოდეს,
ფერითა საცმელთა გემოთი საჭმელთ,
სხვას მოანდომებს.

ქაცვიამ უთხრა თავსი მამასა,
რაც თქვენ მიბრძანეთ სრულ ვყოფ ამასა,
არ მივდევ თვალთა ნდომას არცა გულთ ცდომას,
ვზდევ ღვთის ნაბძანებს.

რასაც მე ღმერთი სარჩოს მიბოძებს,
სახლ კართ შეუდგამ სვეტებს მით ბოძებს,
მე სხვა არვინ ვიცი გულში დანამტკიცი,
მაქვს ღვთის მინდობა.

მე არ გავიღებ ამაში ფასსა,
არც ლამაზს ვეძებ არც თვალთა ნახსა.
რაც ბედმა მახვდინა და წილი მარგინა,
იმას შევირთავ.

მე ერთი ქალი შემხვდა ჭალასა,
არვინ ატანდა მოსვლად ძალასა.
თავისის ნებითა ვართ გვირგვინებითა,
მოვიდა ჩემთან.

შემომაძლივა ვარდის კონები,
სიტყვა მომიგო მოსაწონები,
ჰა შენ ჩემო, ვარდი, შენს ხელს ჩამოვარდი,
შენად საცოლოდ.

არ ჩამოვართვი მის დროსა ვარდი,
უთხარ: უკანვე ქენი ნავარდი,
თუ შენ გერგი წილად ფიცხლავ საქორწილად,
მამას ვთხოვ დასტურს.

ახლა შევიტყვე სამს ქალს ჩემზედა,
წილი უყრიათ წერა ბედზედა,
მას ქალსა ვრგებივარ მე მისი ბედივარ.
ბედს ვერ წაუვალ.

მამამ შვილს უთხრა: რას ჰქვიან ბედი,
როდის დაგინდობს საწუთრო ყბედი,
შენ ასე გატაროს რომ არ გაგამწაროს,
რაგინდ ტკბილ იყოს.

რადგან შენს საქმეს ღმერთზედა აგდებ,
ბედის ხსენებას რად არ განაგდებ,
რას ქვიან აწ ბედი, ყრმა ვიყავ დავბერდი,
ჯერ ვერ მიცნია.

შვილო ყრმა ხარ და, თუნდა დაჰბერდე,
რაც ღმერთმან მოგცეს უნდა დაჯერდე,
კარგია თუ ავი თეთრია თუ შავი,
უნდა მიამოს.

შემთხვევითი არის და არა ბედი,
წყნარად მავალი განა მორბედი,
რომ წანაწყმდეს ლოდსა, გინა ოქროს ზოდსა,
უეცრად კაცი,
ეს არის არსებით მფლობელი,
მან მოგცეს რამე ნუ გაქვს იმედი,
მეფეთ სიმაღლისა გლახაკთ სიმდაბლისა,
სახელ არს ბედი.

საწუთროს სოფლის ჟამთა ცვლილობა,
დღეს შეშლილობა ხვალ აშლილობა,
გლახობა, მეფობა, სიძვირ-იეფობა,
ღვთით არს არ ბედით.

კაცს არას არგებს ბედის მინდობა,
ღვთის უარ ყოფა არ შეენდობა,
ღმერთს მიანდევ თავი, შენი შესართავი.
იმასა სთხოვენ.

ღმერთმან რისაცა გაგხადოს ღირსი,
იყოს ბნელ ღამე, თუ ნათელ დღისი,
მიიღე ორივე მადლობა მოჰრივე,
ღვთის ნაბოძებსა.

ნუ ემგზავსები უმეცრათ ბიჭებს,
ნუ მიაჩემებ ბედს ღვთისა ნიჭებს,
ღვთისაგან შეწყალებას, ჭირს ლხინად
წვალებას, უწოდენ ბედსა.

რაც კაცი უღმერთოდ საქმეს გაბედავს,
დაბრმობილ არის და ვერას ჰხედავს,
ორს ჰპოებს თუ ერთსა, თუ არ მადლობს
ღმერთსა,
თავსაც დაჰკარგავს.

დ. გურამიშვილი

2 ნასროლი

▲back to top


ნასროლი

(პუშკინით.)

I

ჩუჱნ ვიდექით ადგილას*** ცხოვრება არმიის ოფიცრისა თვითქმის ყოველმა იცის. დილით სამხედრო ვარჯიშობა ანუ მანეჟი, სადილი პოლკის კომანდირთან ანუ ურიის ტრახტირში საღამოზედ ფუნჯის სმა და ქაღალდის თამაშობა,*** არ იყო არცა თუ ერთი აღსნილი სახლი, არცა თუ ერთი გასათხოვარი ქალი: ჩვენ ვიკრიბებოდით ხოლმე ერთ მანერთთან, სადაცა ჩუჱნის მედროებისა მეტს არას ფერს არავხედავდით.-

მხოლოდ ერთი კაცი ეკუთვნოდა ჩუჱნს საზოგადოებას, რომელიცა არ იყო სამხედროს ნაწილისა. ის იქნებოდა ოცდა თუთხმეტს წლამდინ, რომლისა გამოცა ჩვენ ვრაცხდით მოხუცად. გამოცდილება აძლევდა მას ჩუჱნ წინ მრავალსა აღმატებასა; ამასთანავე მისს ჩვეულებრივს დაღვრემულებას მომხოს ხასიათს და ავს ენას ჰქონდა ძლიერი განვლინება ჩვენს, ჯერეთ, ყრმის ჭკუაზედ. რაღაცა საიდუმლოებით იყო შემოზღუდვილი მისი განგება: ისა ჰგვანდა რუსსა და სახელიკი, უცხოს მხარისა ერქვა. ოდესმე ის ემსახურებოდა გუსარში და ბედნიერებაცა; არავინ არ იცოდა მიზეზი ამის სამსახურიდამ გამოსვლისა და ამ უდაბურს ადგილას დადგომისა, სადაცა ისტუმრებდა ღარიბთაცა და ბედოვლათთაც, დადიოდა ყოველთვის ქვეითი გაცვეთილის ძველის ხერთუკით; მაგრამ ამისი სუფრაკი მუდამ მზად იყო ოფიცერთათვის ჩვენის პოლკისა: თუმცა იმის სადილი შეზდგებოდა ორს ან სამ ნაირის საჭმელთაგან, რომელთაც აკეთებდა გადადგომილი სალდათი მაგრამ შამპანიის ღვინო ისმოდა როგორც, წყალი. ჩვენმა არავინ არ იცოდა არც ამის შეძლება არც ამის შემოსავალი და ვერცა რავინ ჰბედავდა რომ ეს ეკითხნა. ამას ქონდა ხოლმე ცოტ-ცოტა წიგნები, ისინიც უფრო სამხედრო და რომანები. ვინც კი სთხოვდა ყველას კმაყოფილებით აძლევდა საკითხავად და აღარას დროს აღარ მოჰკითხავდა: მაგრამ, ხათაბალა ეს იყო, რომ აღარც თვითან დაუბრუნებდა ხოლმე ვისაცკი წიგნს გამოართმევდა. მუდამ ამისი მეცადინეობა ეს იყო, რომ ვარჯიშობდა დაუცხრომელად ტამბაჩიდამ სროლასა. კედლები ამის ოთახისა სულ დახვრეტილი იყო ტყვიისაგან როგორც თაფლის ფიჭა. ამისი ოთახი გატენილი იყო სხვა და სხვა ნაირის ტამბაჩებითა. მეტად გასაშტერებლად დახელოვნებული იყო სროლასი, სადამდისაცკი მისწვდებოდა კაცის გონება და თუ რომ ამას მოენდომნა პანტისათვის ვისმეს ქუდზედ ტამბაჩიდამ სროლა, ისრე დარწმუნებულები იყვნენ იმის სიმარჯვეზედ რომ არავინ უარს არ ეტყოდა ჩვენს პოლკში და მიუშვერდნენ თავსა. ლაპარაკი ჩვენ შორის ხშირად შეეხებოდა ხოლმე დუელში გამოთხოვნას (სილვიო ასე უწოდებდა იმასა) ერიდებოდა ამ გვარს ლაპარაკსა და, როდესაცკი ვკითხამდით: რომ შემთხვევია იმას ამ გვარი ჩხუბი, ის იტყოდა ხოლმე ცივად, რომ შემთხვევია, მაგრამ დაწვრილებითკი არა უანბიარა, და აშკარათა სჩანდა რომ ამ გვარნი კითხვანი იმას არ იამებოდნენ. ჩვენ გვეგონა რომ იმის სინიდისზედ იდვა რამ უბედური მსხვერპლი მის საზარელის ხელოვნებისა და ფიქრათაც არ მოგვდიოდა მისი რაშიმე შეძრწუნება და შეშინება. არიან კაცნი, რომელთაცა ერთი შეხედულობა განაშორებს ამ გვართა იჭვთა; მაგრამ მოულოდნელმა შემთხვევამ გამოაჩინა წინააღმდეგ ჩვენის აზრისა.

ერთხელ ათიოდე კაცნი ჩვენთ ოფიცრებთაგანნი ვიყავით სადილად სილვიოსთან, ვსვით ჩვეულებრივ, ესე იგი, ძალიან ბევრი; სადილთუკან დაუწყეთ თხოვნა მასპინძელსა, რომ დაგვიდოს ბანკი. ის დიდ-ხანს უარს ჰყოფდა, ამიტომ რომ თვითქმის არსად არა თამაშობდა; ბოლოს უბძანა ქაღალდის მოტანა, გამოჰფანტა სტოლზედ ორმოცდა ათამდინ ოქროები და იწყო შლა. ჩვენ შემოვეხვიენით მას, და თამაშობა გაება. სილვიოს ჰქონდა ჩვეულება თამაშობაზედ სრულიად ჩუმად ყოფნისა, არას დროს არ ახირდებოდა და არც გააბასდებოდა. უკეთუ პანტიორს მოუვიდოდა ანგარისში შეცდომა, მაშინ ის გადუხდიდა დანაშთენს, ან დასწერდა მეტს. ჩვენ ვიცანით რა ამის ხასიათი, არ უშლიდით ხოლემ იმას თავისებურს ბატონობასა: მაგრამ ჩვენ შორის იმყოფებოდა ერთი ოფიცერი, ჩვენთან ახლად გადმოსული, ისიც აქავე ჩვენთან თამაშობდა და გართობილს ფიქრში გადუკეცა მეტი კუთხე, სილვიომ აიღო მელი და შეათანასწორა ანგარიში თავის ჩვეულებრივ. ოფიცერს, ეგონა, რომ სილსიო სცდებოდა, იყო ახირება. სილვიო ჩუმად განავრცელებდა დარიგებას.. ოფიცერი გამოვიდა მოთმინებიდამ, აიღო ჩოთქი და წაშალა იგი, რომელიცა ეგონა იმას ტყუილად დაწერილი. სილვიომ აიღო მელი და დაწერა ახლად. ოფიცერი, გაცხარებული ღვინისაგან, თამაშობისაგან, დაცინვისაგან ამხანაგთა, შერაცხა თავი თვისი დიდათ შეურაცხელათ, გაშფოთებაში წამოავლო ხელი სტოლიდგან თითბრის შანდალსა და შემოსტყორცნა სილვიოსა, რომელმანც ძლივს ააცდინა თავი მორტყმასა. ჩვენ აღვირიენით, სილვიო ადგა, გაყვითლდა ბრაზისაგან და თვალების ბრიალით უთხრა: „მოწყალეო ხელმწიფევ, ინებეთ გაბძანება, და ღმერთს მადლობა შესწირეთ, რომელ მოხდა ეს ანბავი ჩემს სახლში“

ჩვენ უეჭველნი ვიყავით ამ საქმის დაბოლოებაზედ; და ვრაცხდით ჩვენს ახალს ამხანაგს წინადვე მოკლულად. ოფიცერი გამოვიდა გარეთ და სთქვა, რომ მზათ არი შეურაცხებისათვის პასუხი გასცეს როგორათაც თვითან უფალი სილვიო ინებებს. ჩვენ ვთამაშობდით კიდევ რამდენსამე მინუტს, მაგრამ რაკი ვატყობდით, რომ მასპინძელს არა ეთამაშებოდა რა, დავიშალენით სათითავოდ და დავიფანტენით თავ-თავის ბინებზედ, და დავიწყეთ ლაპარაკი ახალს ვაკანსიაზედ.

მეორეს დღეს მანეჟში, ჩვენ ერთმანერთს ვკითხამდით, რომ კიდევ ცოცხალია საწყალი პორუჩიკი თუ არა, რომ ამ დროს თვითონაც უცებ გამოგვეცხადა; ჩვენ ამავე კითხვით მივიქეცით იმისაკენ. იმან გვიპასუხა, რომ სილვიოსაგან არაფერი ცნობა არა მიუღია ჯერა, ჩვენ გაგვაკვირვა ამ ანბავმა. მასუკან წავედით სილვიოსთან და ვნახეთ: იმას მიეკრა კარებზედ ტუზი, ტუზში მიერტყა ტყვია და ტყვიას ესროდა კიდევ ტყვიას. იმან მიგვიღო ჩვეულებრივ, არაფერი არ გაუხსენებია გუშინდელს ანბავზედ. გავიდსა სამი დღე, პორუჩიკი იყო ისევ ცოცხალი. ჩვენ გაოცებულნი ვკითხულობდით: სილვიოს არ უჩხუბნია? სილვიომ არ იჩხუბა. ის დასჯერდა მცირედს ბოდიშსა და შარიგდა.

ცოტა არ იყო რომ ამ ანბავმა დაამცრო ჩვენი ყმაწვილები იჭვში, სილვიოს გამოჩენილობამ. გამბედაობას ნაკლულევანებას ყველაზედ ნაკლებ შეუნდობენ ვისმე ყმაწვილნი კაცნი, რომელნიცა, გამბედაობაში უსათუოდ ხედამენ უმაღლეს ყოველთა კაცობრივთა ღირსებათა და მიუტევებენ ყოველთა რიგთა შეცდომათა. ამასობაში ყოველივე იქმნა ცოტ-ცოტათი დავიწყებული, და სილვიომ შაისმინა ხელახლად ძველი თვისი განვლინება.

მარტო მეღა აღარ მეკროდა იმაზედ გული. მე მქონდა სიყმაწვილითვე რომანული აზრები, და პირველად მე ყველაზედ უწინ ვიყავ საშინლად მიზიდულ კაცისაკნე, რომლისაცა ცხოვრება იყო გამოცანა, და რომელიცა მეჩვენებოდა მე გმირათ რაღაცა საიდუმლოის მოთხრობისა. მეც უყვარდი იმას; ასრე რომ ჩემთან არ წარმოსთქმიდა ხოლმე თვის ჩვეულებრივთა გესლიანთა ავთმეტყველებათა და მელაპარაკებოდა სხვა და სხვა საგანზედ წმიდის გულით და საკვირველის საამურებით. ხოლო შემდგომ უბედურისა ღამისა ფიქრი, რომ გასვრილი პატიოსნება ამის არ იყო გაწმენდილი ამისავეს ნებით, არ გამომდიოდა თავიდამ და მიშლიდა ძველებურად მასთან გცევასა; მე როცა იმას დავინახავდი. სილვიო იყო ძრიელ გონიერი და გამოცდილი, რომ ეს არ შაეშინა და არ გამოეცნო ამისი მიზეზი. აშკარათა სჩანდა, რომ მას ეს ადარდებდა; ასრე რომ მე შავნიშნე ორჯელად სურვილი ჩემთან მოლაპარაკებისა, მაგრამ მე ვერიდებოდი ამ გვართა შემთხვევათა და სილვიო დამშორდა. მას აქეთ მე ვხედავდი ხოლმე იმას მხოლოდ ამხანაგებთან და ძველი, აღსნილი, გულმართალი ლაპარაკი მოსწყდა ჩვენ შორის.

გართობილთ მცხოვრებთ სტოლიცისათა[1] არა აქვსთ გრძნობა მრავალთა შთაბეჭდილებათა, რომელნიც ძალიან ცნობილია სოფლებში ანუ მცირე ქალაქებში მცხოვრებთათვის, მაგალითად, მოლოდინი ფოჩტის დღეთა. სამშაბათსა და პარასკევს ჩვენი პოლკის კანცელიარია იყო ხოლმე სავსე ოფიცრებითა; ზოგი მოელოდა ფულებსა, ზოგი წიგნსა, ზოგი გაზეთებსა. პაკეტები ყოველთვის აქავე დაიხსნებოდნენ ხოლმე, ახალი ანბავი გადმოიცემოდა, და კანცელიარია წარმოადგენდა უუცხოველესს მხატრობასა. სილვიო მიიღებდა ხოლმე წიგნსა, გაადრესებულს ჩვენს პოლკზედ, და ჩვეულებრივ აქავე იმყოფებოდა. ერთხელ მისცეს იმას პაკეტი, რომელსაც ბეჭედი მაშინვე ააგლიჯა სახით საშინელის მოუთმენელობისა. როდესაც კითხულობდა წიგნსა იმას საშინლად უბრიალებდნენ თვალები. ოფიცრები ყველანი იყვნენ გართულნი თავ-თავის წიგნებით და ვერაფერი ვერ შენიშნეს. „ყმაწვილებო“ სთქვა სილვიომ „ვითარებანი მოითხოვენ ჩემს განშორებას და მივდივარ ამაღამვე; იმედი მაქვს, რომ თქვენ არ მეტყვით მე უარს უკანასკნელად ერთი კიდევ ჩემთან სადილის მირთმევისად. მოგელით თქვენცა, განავრცელა მან, და მომიბრუნდა მე, გელით და უთუოთაც. ამ სიტყვით იგი საჩქაროდ გავიდა; ჩვენ რაკი დავსთანხმდით ერთმანერთში რომ შევიკრიბნეთ სილვიოსთან, წავედით თავ თავის მხარეზედ.

მე მიველ სილვიოსთან დანიშნულს დროს და ვნახე თვითქმის მთელი პოლკი იქ იყო, ყოველივე იმის ავეჯულობა იყო ჩალაგებული; დარჩენილიყვნენ მხოლოდ ტიტველა დახვრეტილი კედლები. ჩვენ დავსხედით სუფრაზედ: მასპინძელი იყო ძალიან კარგს ქეიფზედ; და მსწრაფლად ის მხიარულება შაიქნა საზოგადო; პროპკები ტკაცუნებდნენ წამ-და-უწუმ, სტაქნები ჰქაფდებოდნენ და ისმებოდნენ უჯეროდ, და ჩვენ ყოველისავე მოწადინებულის გრძნობით ვისურვებდით წარმავალისათვის კეთილ მგზავრობას და ყოველსავე სიკეთესა. კარგა დაღამებული იყო რომ ჩვენ ავდექით სუფრიდამ. ოდესაც ვარჩევდით ქუდებს, სილვიო ყველას ესალმებოდა, და ბოლოს მე მომკიდა ხელი და დამაყენა იმ წუთს, როგორც რომ ვაპირებდი გამოსვლასა. „მე უნდა თქვენ მოგელაპარაკოთ“ მითხრა იმან ჩუმად და მე დავრჩი.

სტუმრები წავიდნენ: ჩვენ დავრჩით ორნივენი, დავსხედით ერთმანერღთის პირ-და პირ და გაჩუმებულთ მოუკიდეთ ჩიბუხებს. სილვიო იყო დაჭმუნვებული; აღარ ეტყობოდა ნაკვალევიცა წეღანდელის თვის აღტაცებულის მხიარულებისა. ფერ დაკარგულსა ასდიოდა სახეზე ალმული; ამასთან ელვარე თვალები და სქელი კომლი, გამომავალი პირიდამ, აძლევდნენ ნამდვილს ტარტარის სანახაობას. გავიდა რამდენიმე წუთი და სილვიომ მოსწყვიტა მდუმარება. „იქნება ჩვენ ერთმანერთი ვეღარ ვნახოთ“, მითხრა იმან; „გამოსალმების დროს მე მინდოდა თქვენთან გამომჟღავნება. თქვენ ვგონებ შენიშნეთ რომ მე მცირედ რათმე ვრაცხ გარეშე პირთ ჩემზე კარგს გინა ცუდს აზრსა, მაგრამ მე თქვენ მიყვარხართ და ვგონებ მე მექნებოდა სამძიმოდ დამენაშთუნებინა თქვენს გონებაში ტყუილი აზრრები“.

ის დადგა და დაუწყო ჩამწვარს ჩიბუხს კეთება; მე ვიყავ ჩუმად, და თვალები მქონდა ჩაშვებული.

„თქვენ გეუცხოვათ“, განავრცელა მან, რომ მე არა ვსთხოულობდი კმაყოფილებას იმ მთვრალის ცნობა მიხდილიდ რ**საგან; თქვენ თვითონ იფიქრეთ, რომ, მე მქონდა ნება იარაღის გამორჩევისა დუელისათვის და ამისგამო დარწმუნებულის უნდა იყო, რომ იმისი სიცოცხლე იყო ჩემს ხელში, და ჩემი თვითქმის არ იყო საფიქრებელი. მე შემეძლო მიმეწერა ჩემი წყნარი გცევა ჩემის სულგრძელობისათვის, მაგრამ მე არ მინდა დავიკვეხო უკეთუ შამეძლოს მე დასჯა რ**ისრე რომ ჩემი სიცოცხლეც არ იყვეს განსაცდელში, მაშინ მე არას დროს არ ვაპატიებდი იმას.

მე უცქეროდი სილვიოს განცვიფრებული ამ გვარმა გულმართალმა ლაპარაკმა აღმრია მე. სილვიო განავრცელებდა, „ასრე სწორედ: მე არ მაქვს ნება, რომ მივეც თავი ჩემი სიკვდილის განსაცდელსა. ექვსი წელიწადია მასუკან რაც მე სილა გამარტყეს, და მტერი ჩემი ისევ ცოცხალი არის.“

შეტყობის სურვილმა ამიტაცა მე. „თქვენ მას არ ეჩხუბეთ?“... ვკითხე მე. რომელის შემთხვევისაგამო განშორდებოდით ერთმანერთზედ?...

- მე ვეჩხუბე იმას, მიპასუხა სილვიომ, „და აი ნიშანიც ჩვენის ჩხუბისა“.

სილვიო ადგა და ამოიღო ბოყვიდგან წითელი ქუდი ოქრომკედის ფუნჯით და არშიით, მან დაიხურა თავზედ, ის იყო დახვრეტილი ერთს გოჯზედ შუბლს ზევით.

„თქვენ იცით“, განავრცელებდა სილვიო, რომ ვემსახურებოდი *** გუსარის პოლლში. ჩემს ხასიათს თქვენ კარგათ იცნობთ: მე ვარ ჩვეული პირველობას, სიყრმიდგანვე მქონდა ამაზედ ძლიერი მიმზიდველობა. ჩვენს დროში შმაგობა იყო მოდათ: მე ვიყავ პირველი შმაგი (ასეული) არმიაში. ჩვენ გვქონდა საქებურათ ლოთობა: მე გადავაჭარბე ჩინებულს ბ. ***-სა, აღმკულს დ. დ-საგან. დუელნი ჩვენს პოლკში მოხდებოდნენ ხოლმე წამ-და-უწუმ: მე ყველაზედ ვიყავ ან მოწამე, ან თვითონ მოქმედი პირი. ამხანაგნი მე პატივს მცემდნენ, და პოლკის კომანდირნი, რომელნიცა იცვლებოდნენ უჯეროდ, მიყურებდნენ მე, როგორც საჭირო ბოროტებასა.“

„მე მყუდროთ (თუ არა მყუდროდ) დავსტკბებოდი ჩემის დიდებით, რომ ამ დროს გაგწესდა ჩვენთან ყმაწვილი კაცი მდიდარი და გამოჩენილის გვარისა (არ მინდა ვსთქვა იმისი სახელი) ჩემს დღეში არ შავხვედრივარ ამ გვარს ბრწყინვალეს ბედისას! წარმოიდგინეთ სიყმაწვილე, ჭკუა, მშვენება, მხიარულება თვით უფოთიერისა, ვაჟკაცობა, თვით უდარდელი, განთქმული სახელი. ფული, რომელისაცა არ იცოდა იმან ანგარიში და რომელნიცა მას არას დროს არ შემოაკლდებოდნენ; აბა წარმოიდგინეთ; რა გვარი მოქმედება უნდა ეწარმოებინა იმას ჩვენ შორის. უპირველესობა ჩემი შეირყა. აღტაცებული ჩემის დიდებით, ის იწყებდა ჩემის დამეგობრების ძიებას; მაგრამ მე მივიღე ის ცივად, და იგი ყოვლისავე დაუნანიებელად განმშორდა მე. მე შემძულდა გამარჯვება იმისი პოლკში და ქალთა საზოგადოებაში შემიყვარდნენ მე უკანასკნელს განწირულებაში. მე დავიწყე ძიება იმასთან ჩხუბისა, ჩემს ეპიგრამებზედ მიგო იმან ეპიგრამმებით, რომელნიცა მეჩვენებოდნენ ხოლმე მე ყოველთვის მოულოდნელად და უმახვილესად ჩემთა და, რომელნიცა რა კითხი უნდა იყვნენ შეუდარებელ სამხიარულონი: იგი ჰხუმრობდა, და მე ვბრაზობდი. ბოლოს ერთხელ ბალში პოლიაკის მებატონებთან შევესწარით ორნივე; მთელის საზოგადოების ლხინი იყო ისა და ამისთანავე მასპინძლისაცა, რომელიცა იყო ჩემ თან კავშირებაში, მე მიბრაზდებოდა გული და ბოლოს უთხარ იმას რაღაცა გაუსხვეპავი ბრიყული სიტყვა. ის აენთო თონესავით და გამარტყა სილა. ჩვენ მივსცვივდით ხმლებსა: ქალები დაეცნენ გულ-შეწუხებულები; და ჩვენ ერთს წუთს გაგვაშველეს, და ამავე ღამეს წავედით სასროლლად.

ეს იყო გათენების ჟამსა. მე ვიდექ დანიშნულს ალაგსა ჩემის სამის სეკუნდანტით, გამოუცხადებელის მოუთმენლობით მოველოდი მე ჩემს წინააღმდეგს. გაზაფხულის მზე ამოვიდა და თან და თან კიდეცა ცხებოდა. მე ის დავინახე შორიდანვე, ის მოდიოდა ქვეითი და მუნდირზედ ერტყა ხმალი, მას მოსდევდა ერთი სეკუნდანტი. ჩვენ წინ მივეგებენით. ის მოახლოვდა. ეჭირა ქუდი ხელში სამსე ბლითა. სეკუნდანტთ გაგვიზომეს ჩვენ თორმეტი ნაბიჯი: მე უნდა მეცროლა პირველად: მაგრამ აღრეულება ჯავრისა იყვნენ ჩემში ისრე ძლიერნი, რომ მე არა მქონდა იმეხი ხელის სიმარჯვისა, და რათა მიმეც ადროება გულის დაშოშმინებისა, უთმობდი სროლას; ჩემი წინააღმდეგი არა მთანხმდებოდა. ავდექი და ვყარეთ წილი: პირველი რიგი ერგო იმას, მუდამ საყვარელს ბედნიერისას. მან დამიმიზნა და გამიხვრიტა ქუდი. რიგი დარჩა ჩემზედ. სიცოცხლე იმისი იყო ძლივს ჩემს ხელში; მე უცქეროდი მას ხარბად, და ვმეცადინეობდი მომეპოვა აჩრდილიც არის შიშის აღრეულობისა. ის იდგა შეუპოვრად ტამბაჩის ქვეშ, და გამოარჩევდა წიფეთა მბალთა და გამოაფურთხებდა კურკათა, რომელნი თვითქმის ფეხებში მხვდებოდნენ. ამისმა შეუშფოთელობამ გამაცოფა. რა სარგებლობა მექნება, ვიფიქრე მე, განვაშორო ეს ეხლა სიცოცხლესა, როდესაც ეს თვითომ თვის სიცოცხლეს სრულებით არაფრად აფასებს? ბოროტმა ფიქრმა მიელვა მე თავში და დაუშვი ტამბაჩა. „თქვენ, ვგონებ, ეხლა სასიკვდილოდ ჯერ არა გცალიანთ, ამიტომ რომ ჯერ თქვენ ინებებთ საუზმესა და მე არ მინდა რომ მოგაცდინოთ“. „თქვენ სრულიად არას ფერს მიშლით“, მიპასუხა გულგრილად იმან, „ინებეთ სროლა, მაგრამ, თქვენი ნება იყვეს, სროლა თქვენი დაშთება თქვენზედვე; მე ყოველთვის მზად ვიქნები პასუხის გებად.“ მე მიუბრუნდი სეკუნდანტებს და განუცხადე, რომ დღეს არა მსურს სროლა, და ჩვენი დუელში გამოთხოვნა ამითი გათავდა

„მე მოველ სამსახურიდამ და განუდეგ ამა ადგილას. მას აქეთ არც ერთი დღე არ გასულა რომ არ მეფიქროს ზღვაზედ. და ან ჩემი საათი დამდგარა“...

სილვიომ ამოიღო ჯიბიდამ დილით მიღებული წიგნი, და მომცა მე წასაკითხად, ვიღაცა (ეტყობოდა თვისი მინდობილი საქმებში) სწერდა მას მოსკოვიდამ, რომ ცნობილი გვამი უნდა უნდა შეუღლდეს კანონიერის ქორწინებით ყმაწვილს და მშვენიერს ქალთან.

„თქვენ გენიშნებათ“, სთქვა სილვიომ, „ვინც არის ეს ცნობილი გვამი. მივდივარ მოსკოვს, და ვნახოთ კიდევ ისრე აუღრევლად მიიღებს სიკვდილსა, თავის ქორწინ წინა, როგორც ოდესმე ბალზედ თუ არა?“

რა გაათავა ეს სიტყვა სილვიო ასგდა, დააგდო ძირსა ქუდი, დაიწყო ოთახში წინ და უკან სიარული, როგორც ვეფხვმა თვის ყაფაზაში. მე უგდებდი ყურსა გაუნძრეველად; საოცარნი, წინააღმდეგნი გრძნობანი მერეოდნენ მე გონსა. მსახური შემოვიდა და მოახსენა, რომ ცხენები მზად არიანო. სილვიომ მაგრა დამიჭირა ხელი; ჩვენ ვაკოცეთ ერთმანერთს ის ჩაჯდა ტელეგაში[2] სადაცა ეწყო ორი ჩამადანი, ერთი ტამბაჩებით, მეორე მის ქონებით. ჩვენ გამოვესალმენით კიდევ, და ცხენებმა გასწიეს.

II

გავიდა რამდენიმე წელიწადი. და საჭირო საქმებისაგამო მე დავსახლდი ღარიბს სოფელში **** უეზდში. თუმცა მუდამ ვსაქმობდი და უვლიდი სახლკარსა, მაგრამ მაინც კიდევ მაგონდებოდა ჩემი უწინდელი უფიქრელი გართული ცხოვრება სუყველაზედ უფრო მიძნელდებოდა შაჩვევა გაზაფხულისა და ზამთრის საღამოთა გატარებისა,- ნამეტნავად როცა მარტო ვიყავი. სადილობამდინ როგორც იყო გავატარებდი დროს ყბედობით ნაცვალთან სიარულით სამუშაკოებში, ანუ დავლით ახალთა შენობათა, ხოლო, როდესაც დაიწყებდა ბინდებას, მე სრულებით არ ვიცოდი, სად წავსულვიყავ. მცირედი რიცხვი წიგნთა, რომელნიცა ვიპოვე მე შკაფს ქვეშ და სარდაფში მქონდა გაზეპირებულნი. ყოველნივე ზღაპრები, რომელნიცა კიდევ ახსოვდა მეგასაღებეს კირილოვნას, მქონდა სრულიად მოთხრობილნი; სიმღერანი დედაკაცთა მომგვრიდნენ კაეშანს. ცოტა არ იყო მივყავ ხელი შეუნელებელს ნალივკას, მაგრამ ისიც თავს მატკივებდა; და უნდა გავსტყდე, რომ კიდეც მეშინოდა არ შავიქმნა ჯავრისაგან მწარე ლოთი მეთქი, ესე-იგი უუმწარესი ლოთი. რისაც მაგალითი ვნახე მრავალი ჩვენს უეზდში.

ახლო მეზობლები არა მყვანდნენ, გარდა ორთა ან სამთა მწარე ლოთთა, რომელთაც შაქცევა შეზდგებოდა უმეტესი ნაწილი მწუხარებაში და ოხვრაში. იმათთან დროების გატარებისა ისევ მარტოობა სჯობდა. ბოლოს გადავსწყვიტე დაწოლა ადრე და სადილი რაც შეიძლებოდა გვიან; და ამ გვარად შევამოკლე საღამონი და მოუმატე სივრცე დღესა და აღმოვაცენე, რამეთუ ესე კეთილ არის.

ოთხს ვერსზედ ჩვენიდგან იმყოფებოდა გაკეთებული პომესტე;[3] რომელიც ეკუთვნოდა გრაფინა ბ**; მაგრამ მაშინ სცხოვრობდა მხოლოდ მოურავი, და გრაფინან განანათლა თვისის ყოფნით პომესტიე, მარტო ერთხელ, პირველს წელიწადს ქმრის ხელში, და იქ არ დარჩენილა ერთს თვეზედ მეტმა. და მეორეს გაზაფხულზედ, ჩემის განდეგილებისა, გაისმა ხმა, რომ საზაფხულოდ გრაფინა მოვა თავისის ქმრით თვისს სოფელში, მართლადაც ისინი მოვიდნენ დამდეგ თიბათვეს.

მოსვლა მდიდარის მეზობლისა არის სახსოვარი ეპოხა[4] სოფლებში მცხოვრებთათვის. მებატონები და მათი მსახურები ლაპარაკობენ ამაზედ ორის თვის წინად და წასვლის შემდგომ სამს წლამდინ. რაიცა შემეხება მე, უნდა გავსტყდე, რომ ცნობა მოსვლისამ ყრმაწვილის და მშვენიერის მეზობლისამ იმოქმედა ჩემზედ ძლიერად; მე ვიწოდი მის ნახვის მოუთმენლობისაგან და ამისაგამო პირველს კვირეს მის მოსვლისა შემდგომ გავსწიე სადილთ-უკან სოფელს*** გამოსაცნაურებლად მათის ბრწყინვალებისა, როგორათაც მახლობელი მეზობელი და უფლად უმორჩილესი მონა.

ბიჭმა შემიყვანა მე გრაფის კაბინეტში და თვითონ წავიდა, რომ მოახსენოს ჩემი მოსვლა. დიდი კაბინეტი იყო მოკაზმული ყოველ შესაძლებელის მდიდრულ შემკულებითა; კედლებთან იდგნენ შკაფები სამსე წიგნებითა და ყველაზედ იყო ბრონზის ბიუსტი; მარმარილოს ბუხარზედ იყო განიერი სარკე; პოლი იყო გაკრული მწვანეს მაუდით და დაგებული ხალებით. გადაჩვეული სიმდიდრესა ჩემს ღარიბს კუთხეში, და დიდის ხნის უნახავი სხვის სიმდიდრისაცა, მე შევკრთი და ველოდი გრაფსა რაღაცა ძრწოლით. როგორადც პრავინციელი[5] მოჩივარი ელოდეს გამოსვლას მინისტრისას. კარები გაეღო და შემოვიდა ყრმა ერთი ოცდა თორმეტის წლისა: მშვენიერის შესახედაობისა. გრაფი მომიახლოვდა მეგობრულისა და მხიარულის სახით. მე დავიწყე თავის მაგრება, და ვიწყობდიცა რეკომანდისიას, მაგრამ გრაფმა დამასწრო მე. ჩვენ დავსხედით. ლაპარაკმა მისმა აღსნილმა და ალერსიანმა, მსწრაფლად დამიფანტა ჩემი გაგარეულებული მოკრძალეობა; მე ვიწყე მდგომარეობა ჩემის ჩვეულებრივის ყოფნისა, რომ ამ დროს შემოვიდა გრაფინა. და აღრეულებამ შემიპყრა მე უმეტეს წინანდელისა. მართლადაც ის იყო მშვენიერი. გრაფმა წარმადგინა მე: მე მინდოდა ვჩვენებულვიყავ მამაცად, მაგრამ რამდენსაც ვსცდილობდი მიღებას შეუჭირვებლობის სახისას, იმდენი უფრო ვგრძნობდი ხეპრეობასა. მათ რათა მომცენ დროება თავის მოპოებისა და შამაჩვიონ ახლად გაცნობასა, იწყეს ლაპარაკი ურთიერთ შორის და მე მეგცეოდნენ უკრძალველად, როგორათაც კეთილმეზობელს. ამ დროს მე ვიწყე წინ და უკან სიარული, დაუწყე შინჯვა წიგნთა და მხატრობათა. მხატრობას მე ვერ ვიცნობ, მაგრამ ერთმა სურათმა მიიზიდა ჩემი გონება, ის წარმოადგენდა რაღაცა სახედაობასა შვეიცარისას. მაგრამ მე განმაცვიფრა არა მხატვრობამ, არამედ მან, რომ მხატრობა იყო ორის ტყვით გახვრეტილი, რომელნიცა იყვნენ მიტყუებულნი ერთმანერთზედ. აი კარგი „ნასროლი“ ვსთქვი მე მივბრუნდებოდი რა გრაფინასკენ. „დიახ“ მიპასუხა მან, „ნასროლი ძალიან შესანიშნავია. თქვენ კარგათ ისვრით?“ განავრცელებდა იგი.- „რიგიანად ვესვრი,“ უპასუხე მე, გახარებულმა; რომ ლაპარაკი შეეხო ძლივს საგანს, ჩემდა მახლობელსა;“ ოცდა ათს ნაბიჯზედ არ დავაცდენ სათამაშო ქაღალდსა, მხოლოდკი ნაცნობის ტამბაჩიდამ.- „მართლად“ სთქვა გრაფინამ, სახიდ დიდის ყურადღებისა; „შენ, ჩემო სულო მოარტყამ ქაღალდს ოცდა ათის ნაბიჯზედ?“ - „ოდესმე ჩვენ ვსცდით,“ უპასუხა გრაფმა. თავის დროზედ მე ურიგოთ არ ვისვროდი; მაგრამ აგერ ოთხი წელიწადია ტამბაჩა ხელში არ ამიღია. - „ო“. შავნიშნე მე, „მაგ შემთხვევაში, თქვენო ბრწყინვალებას, დამენაძლევებით, რომ ვერ მიარტყამ ქაღალდს ვერც ოცს ნაბიბიჯზედ: ტამბაჩა საჭიროვებს ყოველ დღივს ვარჯიშობასა. ეს მე თვითონ გამომიცდია. ჩვენს პოლკში მე ვიყავ ერთი საუკეთესო მესროლთაგანი. ერთხელ შემემთქვა მე რომ სრული ერთი თვე ხელი არ ამეღო ტამბაჩა: ჩემები იყვნენ გასაკეთებლად; თქვენ რა გგონიათ, თქვენო ბრწყინვალებას? პირველად, რომ დავიწყე სროლა, მე ავაცდინე ოთხჯერ ბუთლიკასა ოცდა ხუთს ნაბიჯზედ. ჩვენში იყო ერთი როტმისტრი, საშინელი ოხუნჯი და ისიც იქ შაგვემთხვა ამ დროს და მითხრა მე: სჩანს, რომ შენი ხელი ვერ იმეტებს ბუთლიკასაო, არა თქვენო ბრწყინვალებავ, არას დროს არ უნდა გააგდოს ხელიდამ ტამბაჩა, თორემ ის-ის არის მაშინვე გადაეჩვევა კაცს ხელი. ერთი საუკეთესო მესროლი, რომელსაცკი შევმთხვევივარ მე ჩემს სიცოცხლეში, ისროდა ყოველ დღე, ცოტა, ცოტა, სამჯერ მაინც სადილს წინად, ეს ჰქონდა მას ჩვეულებად, როგორც რიუკმა ოტკა. გრაფი და გრაფინა გამხიარულდნენ რომ მე ამოვიდგი ენა. „ის როგორღა რასმეს ისროდა?“ მკითხა მე გრაფმა. „აი როგორა, თქვენო ბრწყინვალებავ: რომ დაინახამდა, რომ კედელზედ ბუზი დასჯდა, თქვენ იცით გრაფინავ? ღმერთმან იცის მართალია. როგორც დაინახამდა ბუზსა და დაიძახებდა: კუზკა ტამბაჩა! კუზკა მაშინვე მოუტანდა გატენილს ტამბაჩასა. ის, ტკაც, და მაშინათვე მიასრესამდა კედელზედ ბუზსა!- „ეგ საკვირველია!“ სთქვა გრაფმა; „რა ერქო იმასა?“ „სილვიო, თქვენო ბრწყინვალებავ.“ „სილვიო!“ შაჰყვირა გრაფმა, და წამოხტა თავის ალაგიდამ, „თქვენ იცნობდით სილვიოსა?“ „როგორ არ ვიცნობდი, თქვენო ბრწყინვალებავ! ჩვენ მეგობრები ვიყავით; ის ჩვენს პოლკში როგორც ძმა და ამხანაგი ისრე იყო მიღებული; და აგერა ხუთი წელიწადი მეტია რაც აღარა მაქვს მაზედ არაფერი ცნობა. მაშ, თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენცა გქონდათ იმისი ცნობა?“- ვიცნობდი. არა უანბნიარა იმას თქვენთვის ერთი ფრიად საოცარი თავს გადასავალი?“- „სილა ხომ არა თქვენო ბრწყინვალებავ, რომელიც გაერტყმია ამისათვის ბაღში ერთს ვიღაცა ჭირვეულსა?- „გითხრათ თქვენ იმან სახელი იმ ჭირვეულისა“- „არა თქვენო ბრწყინვალებავ, არ უთქვამს... ახ! თქვენო ბრწყინვალებავ,“ დავიწყე კიდევ მე: რაკი მივხვდი საქმის მდგომარეობასა. „უკაცრავად... მე არ ვიცოდი... თქვენ ხომ არა ბძანდებოდით?...“ „მე ვარ თვითონ“, მიპასუხა გრაფმა, სახით საშინელის მოშლისა; და გახვრეტილი მხატვრობა არის ნიშანი უკანასკნელის ჩვენის შეჯახებისა.“ - „ახ, საყვარელო ჩემო“, სთქვა გრაფინამ, „შენის ღვთის გულისათვის ნუ ანბობ: მაგ ანბის გაგონება ჩემი სიკვდილია“. არა, უპასუხა გრაფმა.“ მე ყველას უანბობ; მაგან იცის როგორ შეურაცხვყავ მე მაგის მეგობარი და დეე შეიტყოს როგორც სილვიომ მე გადამიხადა“. მრაფმა მომიწია მე კრესმო, და მე უუმახვილესის ცნობის სურვილით მოვისმინე შემდგომი ანბავი:

„მას აქეთ ხუთი წელიწადია რაც მე ცოლი შევირთე. პირველი თვე, გავატარე მე აქა, ამ სოფელში. ამ სახლში გავატარე მე საუკეთესო მინუტები ჩემის სიცოცხლისა და ერთი უმძიმესი მოსაგონარიცა“.

„ერთხელ საღამოზედ ვისეირნეთ ჩვენ ცხენებით; ცხენი ჩემის ცოლისა როგორღაც გაჭირვეულდა, ქალი შეშინდა, მომცა მე სადავე ცხენისა და წამოვიდა თვითან ქვეითი შინა. კარებზედ დავინახე სამგზავრო ტელეგა; მემითხრეს რომ ჩემს კაბინეტში მელის კაცი, რომელმანცა არ ინება გამოცხადება თავის სახელისა, და ეთქვა, რომ მას აქვს ჩემთან საქმე. მე შემოველ ამ ოთახში, და დავინახე სიბნელეში კაცი, მტვერში მოსვრილი და წვერ გამოშვებული: ის იდგა აქა ბუხართან. მე მიველ იმასთან, და მინდოდა მომეგონებინა მის სახის მეტყველება, - „შენ ვერ მიცან მე, გრაფო? მითხრა მან ხმის კანკალით. - „სილვიო!“ შევყვირე მე, და უნდა გავსტყდე, რომ მე ვიგრძენ, როგორც ერთბაშად თმა ამეშალა თავზედ. - „სწორედ,“ განავრცელებდა იგი; „სროლა ჩემზედ არის, მე მოველ დავცალო ჩემი ტამბაჩა; მზათ ხარ შენ თუ არა? „ტამბაჩას გამოეშვირა ტუჩი მის გვერდის ჯიბიდამ. მე გავზომე თორმეტი ნაბიჯი, და დავდეგ აიმ კუთხეში, ვსთხოვდი, რომ მალე ესროლნა, ვიდრე ჩემი ცოლი არ დაბრუნებულიყო. იმან დაიწყო ყოყმობა და მოითხოვა ცეცხლი. მოუტანეს სამთელი,- მე ჩავკეტე კარები, და აღუკრძალე ყველას ოთახში შემოსვლა. და კიდევ დაუწყე თხოვნა რომ ესროლნა. მან ამოიღო ტამბაჩა და დამიმიზნა... მე ვსთვლიდი სეკუნტებსა, და გონება მქონდა ჩემის ცოლისაკენ... საზარელი წუთი გავიდა! სილვიომ დაუშვა ტამბაჩა.- ვსწუხვარ, სთქვა სილვიომ, რომ ტამბაჩა არ არის გატენილი ბლის კურკებითა... ტყვია მძიმეა. მე სულ მგონია, რომ ჩვენ გვაქვს არა დუელი, არამედ უბრალო სიკვდინება: მე არა ვარ ჩვეული უიარაღოს უმიზვნიდე. ვიწყოთ ხელ ახლად; ვყაროთ წილი და ვისაც ერგოს იმან ესროლოს წინათა“. მე თავი მიტრიალებდა... ვგონებ მე არა ვსთანხმდებოდი... ბოლოს ჩვენ კიდევ გავსტენეთ ერთი ტამბაჩა; დავახვიეთ ორი ბარათი; იმან ჩააწყო ისინი, ოდესმე ჩემგნით გახვრეტილს ქუდში; მე მაოვიღე კიდევ პირველი ნომერი.

- „შენა გრაფო. ეშმაკის ბედისა ხარ,“ მითხრა იმან ღიმილით, რომელიცა თავის დღეში არ დამავიწყდება. არ მესმის თუ რა იყო ჩემს თავსა; და რა გვარ მიმაღწევინა იმან იქამდინ... მხოლოდ მე ვესროლე, და მოვარტყი ამ მხატვრობას (გრაფი მაჩვენებდა თითით გახვრეტილს მხატვრობასა; სახე მისი ენთო როგორც ალი, გრაფინა იყო უფეროდ თვით თავის ხელსახოცზედ: მე ვერ შევიმაგრე თავი დაყვირებისაგან.)

„მე ვესროლე“, განავრცელებდა გრაფი, „და მადლობა ღმერთსა, ავაცდინე; ამ დროს სილვიომ... (ამ წუთში, ჭეშმარიტად, ის იყო საშიშარი) სილვიომ დამიწყო მიზვნა, უცებ გაეღო კარები, მაშა შემოვარდა, და კივილით დამეკიდა კისერზედ. მისმან დასწრებამან, დამიბრუნა მე სრული მხნეობა, „საყვარელო“, უთხარ მე ამას, „განა შენ ვერ ხედავ, რომ ჩვენა ვხუმრობთ? რაღამ შეგაშინა! წადი დალიე ერთი სტაქანი წყალი და შემოდი ჩვენთანა; მე წარმოგიდგენ შენ ჩემს ძველს ამხანაგს და მეგობარს“. მაშინ არ დამიჯერა და ჰკითხა საზარელს სილვიოს „მითხარით, მართლა ანბობს ჩემი ქმარი?, რომ ვითომც თქვენა ჰხუმრობდეთ?- „ეგ ყოველთვის ჰხუმრობს, გრაფინავ, უპასუხა ამას სილვიომ; ერთხელ გამარტყა მაგან სილა ხუმრობით, ხუმრობით გამიხვრიტა აი ეს ქუდი, ტყვით ხუმრობით ამაცდინა ეხლა ნასროლი; ახლა მეც მოველ ხუმრობის ქეიფზედ... რა დაასრულა ეს, მიპირებდა იგი დამიზვნებას... ნეტა თუ ვისთან?- ამასთანა! მაშა დაეცა მის წინ დაჩოქილი- „ასდეგ, მაშავ, სირცხვილია!„ დავიძახე მე გაცოფებით; და თქვენცა ყმაწვილო, როდის დასწყნარდებით აგდებისაგან უბედურს დედაკაცისა? მესვრით თუ არა? „არ გესვრი“. მიპასუხა სილვიომ, „აი ვჯერვას: მე გნახე შენ შეშფოთებული, და შემკრთალი; მე გასროლინე ჩემთვის და ჩემთვის ეს საკმაო არის. მე შენ გექნები სახსოვრად, და ახლა გაგდებ შენ შენს სინიდისს ქვეშ. ამ დროს დააპირა გასვლა, და უცებ შესდგა კარებთან, შეიხედა ჩემსგნით გახვრეტილს მხატვრობისაკენ, ესროლა თვითქმის დაუმიზნავად, და მიგვეფარა. ცოლი ჩემი ეგდო უგონოდ; ბიჭებმა ვერ შებედეს დაყენება და საშიშროებით უყურებდნენ მას, ის გამოვიდა დერეფანზედ, და დაუძახა იამშჩიკს, და მანვე მე გამოვირკვეოდი აღრეულობიდამ.“

გრაფი გაჩუმდა. და ამ გვარ მოვისმინე მე ბოლო მოთხრობისა, რომლითაც დასაწყისი ისე მანცვიფრებდა მე. გეროის ამისის მე აღარ შევხვედრივარ. ამბობენ რომ სილვიო ჟამსა აღრევისა ალექსანდრე იფსილინტისა, წინამძღრობდა ოტრიადს ეთერისტებს და იყო მოკლული სკულიანების ბრძოლაში.

დასასრული

ან. ფურცელაძე.

1860 წელს, მაისის 3-სა დღესა. ქ. გორი.

_______________

1 სამეუფო ქალაქი.

2რუსული ოთხ თვალიანი ურემი. მთ.

3საბატონო მამული სოფელში.

4ეპოხა არის ღირსი სახსოვარ შესანიშნავი დრო, უმეტეს სხვათა დროთა. მთ.

5სამეფოს ქალაქს გარე ქვეყნებს, მხარეებს, ჰქვიან პრავინცია. მთ.

3 ლექსები სხუა და სხუა მწერლებისა

▲back to top


3.1 დილიდ ხმაზედ

▲back to top


დილიდ ხმაზედ

მთვარე.

ახ, მთვარევ, მთვარევ, დამწვარო იმედო!
მსურს ჩემი ტანჯვა შენც გაგიბედო.
მთვარევ, ხომ გახსოვს ის ტკბილი ღამე,
მხოლოდ შენ იყავ იმ დროს მოწამე,
შენის ვერცხლებრივ ნათლით მოსილნი,
ხის ძირს ვისხედით, გვდიოდა ცრემლნი...
გხსომს, რა სიტყვით იგი ბედს ჰსწყევდა,
რომელიც იმას მე მაშორებდა...
იმისი ფიცი, იმის იმედი
ეახლაც ყურს მესმის, და კვნესის გული,
მაგრამ სად არის ჩემთვის ის ბედი,
რომ განმიახლოს მან სიყვარული...
ნუ თუ იმ სიტყვებს ჰსწერდა ყინულზედ,
მაშ მე რათ შემრჩა ესრე ყრმად გულზედ!
მთვარევ შენ მოგთხოვ ჩემს სიყვარულსა,
მონახე იგი ყოველ მხარესა.
თუ ნახო, მთვარევ. ჩემი მტანჯველი,
უთხარ იმ ხის ძირს ყოველ ღამ ველი.
უთხარ, რათ მტანჯავს, რათ არ მიბრალებს
რატომ არ მოვა და არ მახარებს.-
თუ ნახო, რომ ის უალერსებს სხვას,
ნუღარას ეტყვი, სულ ნუ გაჰსცემ ხმას,
მაშინ ამ ხის ქვეშ მოვიკლავ მე თავს
და ქვეყნად მოვჰფენ ჩვენს მწარე ამბავს.

გ. რჩეულოვი.

3.2 ქალების იხტილათი

▲back to top


ქალების იხტილათი

დაჰკარ დაირას დაო გულქანდი,
ლეკური ქალო! წმახვნითა კლაკვნით.
მაგ ხეივნიდამ შენ გამოქანდი!
გაშალე მკლავი სპეტაკი ხელი,
ჩამოურბინე ვით ნაზი ქალი;
აწ ძლივს დრო შაგვხვდა თავის-უფალი!

ოჰ! დაჰკარ დაჰკარ, მაგ დაირასა-
შენც დიმპლიპიტო დაარახუნე!
რა დროს ოხვრაა, რას ანბობ რასა...
მოწყვიტე ვარდი ლამაზ დასუნე-
და ასე უთხარ: ბედნიერ გსახავ,
თუ შემდგომშიაც ამ ფერით გნახავ!

ჩამოურბინე ახლა შენ წინა.
ნეტა რა არის, რამ მოგაწყინა!
ლამაზი ბაღი, ეს წყლისა კისე,
ბუნება შენცა ჩვენებრ ადიდე!!
გაშალე მკლავი, გვაჩვენე ცეკო
ამდენი ხვეწნა რა არის გვეყო!

შენ დაჰკარ ქალო არ დაიღალო,
მაგ ბროლის თითებს მიეცი შრომა,
კამპანიასა შენ დაგავალო,
შექცევა ლხინი და ეს განცხრომა!

აბა კატოჯან! შენც მოგვალხინე
შენც ხეივნიდან გამოირბინე!
ოჰ! ხოხობია? ოჰ! კაკბია?
ყელს მარგალიტის ღილი აბია!

აწ რიგი შეჰხვდა ქალსა ქეთევანს,
ქარვისა მარცვალს, ყურძნისა მტევანს!
გასძარი ქალო ეგ ნაზი წელი,
მარგალიტი ხარ ძვირფასი ძველი!

ძლივს თავისუფლად ამოვისუნთქეთ,
მარტო ქალებმა ძლივს ვიქეიფეთ!
ამბობენ ჩვენ ვართ თავისუფალნი;
მარამ ყოვლის ფრით ჩვენ ვართ საწყალნი,
ქალს არ შაეძლოს მართალი რამ ჰსთქვას,
ან დედამთილთან და ანუ ქმართან;
აბა ამ ცეცხლში ნეტა მან რა ქნას.
რომ ვერ იღებდეს იგი შიშით ხმას.

წყლისა კიდესა, ქართულს სუფრის გარს,
შემოსხდომიან ჯგუფად ქალები!
მტკვარს მობუტბუტეს გადასცქერიან,
მას შეჰხარიან ზედ დაჰმღერიან!

ოჰ! ამ წყლის სიო, ქალო სოფიო,
მასთან შრიალი აქ ხეებისა!
კარგი ის არის ღამე ათიო-
ზედ დაგდიოდეს წვეთი ნამისა!

თუ თხუთმეტისა ის ბადრი მთვარე
ზედ დაჰნათობდეს შენს მშვენებასა,
და თუ იმ დროსა ეშხით მღიმარე-
დაემონები გულის ნებასა...
ნეტა მას დროსა რა შაედრება,
ოდეს წარსული მოგაგონდება!
ამაყად იტყვი კვლავ შამომცინე-
და შენი სახე წარმომიდგინე!...

ახლაკი დროა ვსვათ სადღეგრძელო,
გამოცხადება: ვისაც ვინ უყვარს!
აბა დააწყე ქალო ფეფელო,
გრძნობა შევსწიროთ ამ მდინარეს მტკვარს!

ღმერთმა ადღეგრძელოს ჩემი ბართლომე,
მიყვარს ჩემია კეთილის მდომე!
მშვენივრად უკრავს ქალებო თარსა,
სიმღერას ამბობს გასაოცარსა.

ალავერდი აი! დავსცალე, ქალო გულქანდი,
ოჰ! ადღეგრძელოს ის ჩემი ვარდი!
ის მშვენიერი და დარდიმანდი-
ჩემი იოთამ კოხტა და მარდი!

ალავერდი დაო ნინუცი, ახლა შენ იცი!
ოჰ რა ვქნა, არა მყავს მე საყვარელი,
ეჰ! ადღეგრძელოს ჩემი ვასილი,
კარგის ენისა კარგად გაზდილი!

ალავერდი კატოჯან აბა!!
ღმერთმან გიცოცხლოს ჩემი გეგენა-
მისი ჭიკჭიკი ბულბულის ენა!
მისი თათბირი, მისი მოლხენა...

ალავერდი ნატალია აბა სწორეთ!!
ვიტყვი რა ვქნა: ღმერთმა ადღეგრძელოს ჩემი ტიტია
მოღუღუნეა ვითა გვრიტია!
გამოცხადებაც ხომ გავათავეთ,
აბა გენაცვა ახალი პური!
გულის წადილი ხომ ავითავეთ
აქეთ მომხედეთ დამიგდეთ ყური!

ლამაზის ხმითა, მოვსთქვათ სიმღერა,
მარამ ვაითუ დაგვიწყონ მზერა!
და რა იქნება! დეე!- გვიყურონ-
სიამის ნამი მათცა იპკურონ!

ნატალია! მოჰყევ, შენ უფრო სხვაზე-
ეშხისა ალით ვჰგონებ იწვები!
აბა გენაცვა! ლამაზსა ხმაზე,
შენი სიმღერა ყველთვის ნაქები,
ჩვენსა კრებასა, კვლავ გააგონე
და შენნი მცქერნი ნუ დააღონე!-

ოჰ! გული დამიწყებს უცებ ცემასა-
და თვალებიდგან ცრემლის დენასა;
ოდესაც ვიტყვი: ოჰ! დილავ- დილავ,-
იმ დროს ისე ვარ თითქმისა მძინავ...

კარგია ქალო, რა დროს ეგ არი,
შენ შემოგცქერის ეს კამპანია!
თქვი როგორც იცი, თქვი როგორც არი-
აღარა გვრჩება მეტი ხანია!

„საყვარელო შენსა გრძნობას, რათ არ მიძღვნი, რათ ახანებ,
მითხარ სწორეთ ჩემს გულს გარე სხვების გულსაც
ითაყვანებ?“
..................
..................
..................

რა ნატალია ამას მღეროდა.
ჩვენი გამდელი შორით უმზერდა-
პირჯვარს იწერდა ასე ამბობდა;
ოთხმოცის წლისა აგერ გავხვდები,
მართალსა ვანბობ მე არ წავწყმდები.
ყველა უნახავს ამ ჩემს თვალებსა-
ცრემლით ვიგონებ ძველსა ქალებსა!

დიდს მეჯლიშებში მე შევსწრებივარ;
მარამ ამ ამბავს არ მოვსწრებივარ;
პარასკევს დღესა ჭამონ სასხნილო,
ვჰგონებ, რომ იყოს ეს სასაცილო?

ვისაც ვინ უყვარს ცხადათ ახსენონ,
სახელის თქმაცა არ შაირცხვინონ!
ღმერთო მამკალი რაღ ვარ ცოცხალი,
ქალი უნდა იყოს თავისუფალი?...

ვარდო! რას ანბობ. რაებსა ჰსჩმახავ,
რა რომ ვასრულებთ გულის ნებასა!
ამისა შემდგომ უფრო მეტს ჰნახავ,
განათლებასა დიდსა შვებასა!

განათლებასა? დაბრმავებასა!
და უსირცხვილოდ მაგ-გვარ შვებასა,
რა განათლება- თავისუფლება?
თქვენში კეთილი რაღა იქნება?

ვუი! ვინღაც მაღალი, სახე ლამაზი-
აგერ მოაბიჯებს ტურფა და ნაზი!
ნეტა ვინ არის აქ რისთვის მოდის,
ან ვის უნახავს აბა ეგ როდის!
აი! მოვიდა! შახეთ ღიმილსა-
ნუთუ აპირებს ამ ხეს ქვეშ ძილსა?-

აქ ნატალია ყვითელ წითლდება,
საშინლად სახე მას უფითრდება!
რა არის ქალო, რა დაგემართა,
მას ეუბნება ჭკვიანი მართა!
დეე მოვიდეს, ვითომც რა არი,
ეს სუფრა, ლხინი ყველა მზა არი!

შენი ჭირიმე გვითხარ ვინ არი,
სახელი მისი და ანუ გვარი!
მოიპატიჟე თუ რომ მცნობია-
და ჩვენს კრებაში მისანდობია!

ოჰ! რაღა გითხრათ ჩემი ტიტია,
ტკბილ მოღუღუნე ჩემი გვრიტია!
გამოვაცხადე აკი სახელი,-
ვისაც ვინ უყვარს, რომ გიახელი!

კიდევ მოდიან აგერ ქალები-
ანა, ფეფე და სიდონია.
ლოტო გავშალოთ გენაცვალები,
ოჰ! ამ კრებას მოსაწონია.

მოდი გენაცვა, ქალო კატატო,
მოდი გავშალოთ ჩვეულებრ ლოტო,
ჯანი გავარდეს დროს გავატარებთ
დაჩაგრულს გულსა, წუთს გავახარებთ!
მეტად დამჩემდა გულისა თრთოლა,
ოდეს არ ვანბობ: აი! აქ არი!
და უცებ ქალო! დამივლის ჟრჟოლა
თუ მაქვს საგანი რამ გასახარი...

ქალოჯან! მომაგებინე მით გამახარე
სევდიანი ვარ გული მაქვს მწარე!
ოდეს მოლხენით დავსვამ ამბორსა,

ის მომიყვება სახლის საქმესა (ქმარი.)
რათ მინდა მისი სახლი და კარი
თუ არ ვასრულებ გულის ნებასა!
რა არის ნეტა სიტყვები მწარი,
მაშინ ოდესაც ველი შვებასა!

ოჰ! ჩემი ქმარიც მეტად ანჩხლია,
როს მოვემზადო წასასვლელათა-
მაშინ მოჰყვება სახლს რა აკლია
აბა სად უთხრა ყველა ხელათა!

აბა დაბრძანდით, აბა გასწორდით:
დვაცატ,-ტრი.-სემ.
ძლივს მოვისვენეთ ქმრებსა განვშორდით,
ეგ მართალია ქალო შენმა მზემ!

დევიტნაცატ,-ვოსემ,-ჩეტირე
ოჰ! ამ ამბოებს ოთხოთხი ერთათ,
იცი მე წუხელ რა დავაპირე,-
მარამ იყოს, აღარ ღირს თქმათ...

აბა! ვის მოუგია, ვის წაუგია,
კატომ წააგო ორი შაური!
წაგება მითომ რა აუგია-
ვუი! ნეტა რა ხარ რა უცნაური!!

თვალიმც დაუდგება სახლსა და კარსა,
თუ არ ვასრულებ ჩემსა ნებასა,
ყველთვის ვინ გასძლებს სიტყვებსა მწარსა
ვინ მოუჯდება შინ ყველთვის ქმარსა!

მე ასე გირჩევ მრისხანის სახით-
იმ შენსა ქმარსა, როს გაჯავრდება,
დაუხვდი ხოლმე სიტყვებით მკვახით-
მერე მიწვება და მიეგდება!

ქეთოჯან უნდა იცოდე მე ჩემსა ქმარსა,
არ გავსცემ ხოლმე ორის დღით ხმასა!
მერე საწყალი თითქოს მტირალი
ხელზედა მკოცნის,- ვაი მისი ბრალი!

ქალოჯან. თუ რომ გიყვარდე სწორეთ მითხარი,
მაგდენი ფული ნეტა ვინ მოგცა,
აი! გეტყვი: რა შინ შამოვა ის ჩემი ქმარი,
გაჯავრებული საშინლად ცხარი,
ბუმაჟნიკს სტოლზედ აიღებს დასდებს,

ფეხებს დივანზე დიდკაცურ გაზდებს;
რა ვნახავ რომე მას ჩაეძინა,
ნელნელა მივალ მე სტოლის წინა,
გავხსნი ბუმაჟნიკს, ამოვალაგებ-
და ჩემ პორტმანში მე ჩავალაგებ.

დილით ბუტბუტებს ფული მაკლია,
დეპოზიტებსა ხუთჯერ გადათვლის!
საცოდავს მოსდის ცივი ოფლია.-
მე ვერას მეტყვის როგორ გაჰბედავს,
და შუბლ-შეკვრითა თუ შამომხედავს,-
მეც ვითომც ვსწუხვარ, ყველგან დავეძებ-
რა დავიღლები ლოგინს დავიგებ,
დავიწყებ კვნესას, დავიწყებ ოხვრას,
ვეტყვი: რატო არ გახსოვს სად რა იყიდე,
ან ვის რა მიე, ან სადმე დასდე!
ვინ იცის აბა ვინ აიღებდა-
და სიხარულით შინ წაიღებდა!

მომიბრუნდება მეტყვის საწყალი;
რისთვისა სწუხარ შენი სულისა,
რაღა ეგ მინდა ნუღარ მამკალი,
ადექ ვიპოვე შენი გულისა!

მაშინ კვნესითა ძლივს წამოვსჯდები,
მოვა თვალებზე ხელს გადამისვამს!
მერე ოხვრითა რა წამოვდგები,
მეალერსება, გვერდით მამისვალმ!

ოჰ! ქალებო, რამდენი იჩურჩულოთ
დაბრძანდით, ამოიღეთ ნომერი,
ლაპარაკით გული არ დაიწყლულოთ
მე ჩემს ბედს ლხინით დავმღერი!-

ტრი, - პიატ, - დესიტ,
მოვიგე აქ არის. ძლივს მერგო ერთი!
ვამობდიკი: დვა, ვოსემ მარამ სულ კვნესით
მართალს ვანბობ არ გამიწყრეს ღმერთი!

ოჰ! ქალო! ქმარი ხომ ქმარი-
და დედამთილი უარესია!
ღმერთო! რა არის, რა ენა მწარი-
შეჩვენებული თვალებ ბრეცია!

მისი ბუტბუტი მისი ჯავრობა.
აბა რაღა ვსთქვათ გამოგიცდიათ,
დედამთილისა ყველთვის ავობა-
ყველას ტანჯვითა გარდაგიხდიათ!

ბევრის ჯავრობით არ შერჩა კბილი,
ბევრის ყვირილით ხმა ჩასწყვეტია,
სიკაპასითა არ მოსდის ძილი,
საშინელია მეტის მეტია!

სულ მას ბუტბუტებს, ვის ეკადრებით,
თაროს და წალოს აღარ უყურებთ,
ადრინდელს ქალებს ვით დაედრებით
აბა თქვენს ქმრებსა რა რიგ ჰმსახურებთ?

აბა ვაებით გაწვრილდა გული,
ამ ვაებით ნიკვნესის სული,
რა არის აბა სიმდიდრე, ფული,
როდესაც გრძნობა არის მოკლული!

ეს ყველა ესმის ორომსიმესა, (დედამთლილი.)
თავსა გაიქნევს იწყობს ქშინვასა!
დასწყევლოს თქვენი ხასიათები,
მე ყაირათით მტკივა თითები.-

აბა სადღაა ძველის დროს ქალი,
ან ოჯახისა ლამაზი რძალი!
ძველი ნამუსი ან მორჩილება-
რიგზე თავაზა კარგი ზდილობა!
აწ რა შაჰხედავ თვით უსახურსა,
მისგან რა ესმის ნეტა ჩემს ყურსა,
სწუმობს ორსავე; ქმარსაც დედამთილს
და მათ ორთავე სწამებს რაღაც ცილს!

დაილოცა ღმერთო შენი განგება,
რა რიგად მიეც დროსა ცვლილება!...
ის რაღა ქმარი ვერ უთხრას ცოლსა,
სახლს რა აკლია მითხარი აბა!
მითომ არ ესმის, იგებს საწოლსა,
ბუტბუტებს: ახალ მოდისა არა მაქვს კაბა!

ადრინდელს დროსა- დროსა ნეტარსა- ქმარი რა სახლში შემოვიდოდა,
ცოლი მას ფეხზე აუდგებოდა!
თუ რასმე იგი მას უბრძანებდა,
ტუჩებ მღიმარი გაიხარებდა,
წარბსა და შუბლში მას უყურებდა,
მსწრაფლ მის ნებასა აღასრულებდა!
ახლათუ ქმარი სახლშია ნახონ!
უნდა იკვნესონ და ივაგლახონ!!!

ბატონებო! თქვენც ვჰგონებ გახსოვსთ დრო უწინდელი,
აწ მოსაგონად კმასაყოფელი!
სადღა არიან სძალნი ასულნი
კრძალვით მავალნი და თავ დაცულნი.-

სად ხართ დედანო ჩვენთვის ნეტარნო,
თქვენ კურთხეულნო თქვენ წინაპარნო!
განატარებდით თქვენსა ცხოვრებას
ფსალმუნის წართქმით წინწილით ებნით,
მასში ჰპოებდით განცხრომას შვებას.
მადლი გფარვიდათ, ზეცით განგებით.

ვიდრე ჩვენ ვესავთ ეკკლესიასა,
და საკმეველი დაიკმეოდეს
კონდაკში ჩავსწერთ თქვენსა სახელსა,
რომ საუკუნოდ იხსენებოდეს!-

დიმ. ბერიევი.
1861 წელსა.

3.3 კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან

▲back to top


კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან

(ფანტაზია, როცა ახლად გათენდება.)

„აგერ საგულოვნო, რა მზე ამოელვარდება!
ანუ საასპარეზო დღე, ვითარ მოემზადება,
მაგრამ აღარავინ არარიან შეჯავშნილ-შეზოსტირილნი,
და მოოქროვილის მუზარებით მოხდენილნი,
რათა ძველებრივ მეჩოგნეობა ასტყდებოდეს,
რომ ცხენთა ნქრევა გადმოესიამოვნებოდეს,
ვით ფრიალოს ქვეშ მჯდომარეს, დამგრიალებდეს ქარი,
და მეორეს მხრით ჩარდახიდამა მშვენიერი ქალი,
დამარცხებისა ჯილდოსა გაიღებს,
და ჭაბუკს ყელზედ გადაავლებს დამღიმარი.
მაშინ მითხარი,
ვითარ ბედნიერი იქნები შენ ჭაბუკო?“
დღეს დილით, ამ გაკამკამებულს, ცის
მოლაჟვარდულობაში,
დავინახავ იქით შორსა, იმ ჰაერობაში,
კავკაზიის ბორცვთ მოკიდულთა, თავის ქედებით;
თავის დახავსებულის თეთრის წვერებით,
რომელზედაც მზის შარავანდი დანებიერობს,
და ღვთაების გამოსახული დიდება,
მეტის დაშვენებით, ზედ რო განისვენებს“
„ბრუტოს, ბრუტოს! შემოვყურებ შენს თოვლიანს
სპეტაკოვნებასა:
შენს გამომჭვრეტს მობზინვარებასა და შენს ამაყად მოღერებასა!
კავკაზიისმთებს შორის თვით მოყელყელაოდ,
და გმირ-ფალავნებრივ რო შემოგიცრცვია ღრუბელი,
ვით ვიღასაც შეერკინო ტიტველი!“
„იქით მოძმე შენი, მყინვარე მთა აწოდვილი,
ხელსა გაყვდენს მკლავ გაშლილი,
შენთანა სწორად- შენებრ უშიშრად-
შენებრ აღმართული, და სდგას შენებრ განძვინებული,
რაღა თოვლების ზვავები შეიგლიჯოთ,
და ღრიღლოვანს ღრანტეებში გადმოანარცხოთ,
ზარ ახდილის გრგვინვის შეძრწუნებით,
რომ შვილნი თქვენი წარმოსთქმიდნენ გაკვირვებით,
და იტყოდნენ თავიანთ სახლეუბობაში,
რომელთ გაშტერებით შეჰყურებდნენ მათ მოანბეთა
ვით შეიხეთქეთ ზვავნი, ანუ ხეობაები როგორ
ჩამოახერგეთ.“
„აგერ ბორცვთ კლდეები კავკაზოდა ფრიალონი,
მდუმარ დაყმენდილნი სვავნი, ზედ რო დაჰფართოებენ,
და გაფაციცებულის თვალით მძოვრსა ეძებენ,
რათა ჩაილუკმონ და ჩაიგემონ.“
„აგერ შორს შეღმაებულნი შენი ხეობაები:
სადაც ყურთ ხმა აღარ ისმის, მკვირცხლთ მდინარეთ ვარვარებით,
რომელ მათში თავს მოიკვლენ ზვირთი ზვირთზე ქაფი ჩქარებით“.
„შენი არ თანასწორი, გრძლად გადაჯაჭვილება,
შავ ზღვით კასპადმდე, იმისი მოფერხულება,
მოიტაცებს გონებას, გაწოლილო კავკაზო!
რომელზედაც მისნი ქალნი დათამაშობთ ნაზნო,
და შექცევით დასეირნობთ.
მეც თქვენს ძმასა გადამიტანთ, მის შეკრულებაში
და მის შეჭმუხვნილებაში:
ჯერ მე თქვენთან ვმუსაიფობ, ლამაზ ახალ მოლზე;
მოლზე მსხდომარენი და წმიდას მოწანწკარეს წყაროს პირზე,
მესმის თქვენი სანუგეშო სიტყვანი!
მიამბობთ თქვენსა ანბავსა აქამომდე.
კარგო ქალებო ვინ გითხრათ ეგ?-
არის მამაპაპის სიტყვაო ეს.
შემდგომ მიბძანებთ და თქვენი ნებისამებრ
თქვენგნით წავალ კავკაზისბორცვების ქედებზე;
თუ ნება მეცით, მაშ რაღათ გამამატანთ ცრემლსა,
ცრემლსა გულის საკვლავსა?-
სდუმთ ქალებო? მაგ დადუმებამ ხომ სულ გამიქრო.
ვაი ჩემს თავს, ახლა გამიწყრებით და მიბძანებთ:
წადი, წადი ეხეტე იმ მთებზედ რას დასდეო.
რას ასე, მაშ წავალ ისევ, წავალ მის კლდეებზე,
რომელზედაც დავნადირობ ჯიხვთ რქიანთა;
ეგრეთა ვდევნი დიდრონთ ირმებს ქორბუდიანთა,
და ნებისამებრ მიმოვიარები, მთით მთაზედ,
მთის ზეფიროსის, მორბედობის სიამოვნით...“
„მიყვარს შენი შენზედ შეკმაზულნი ღრუბელნი,
როდისაც არაზმულებრივ შემოგემართების,
და წყნარ-დაზანტებით, რო გცოცავ ზედ და განგერთხმის“.
„მიყვარს შენი დაგუნდებულნი ბნელნი ღრუბელნი,
უფრო მაშინ,- მალანაზდნი ელვარებანი რო დაგეგრაგნება“.
„მიყვარს კავკაზო, შენი ესრეთი ცეცხლებრ აღლაშქრულება,
და შენი ძახილით ადრტვინებული ღაღადება,
ნამეტნავად მაშინ, ოდეს ცის საყვირნი დაგყივის შენ,
„სად ერთ საყდრად სუფევ, კავკაზიისთან შეზრდილო,
და ერთი მუცლის ძმა არარატო!
გემდური და შემომძახე,- სად განშორებულხარ?-
შუბ დარდნობილს თეთრ დევსავით, რო გაველებულხარ,
რათა უამხანაგოთ იდგე და უმეგობროდ?
სტირდე, სტირდე დაობლებულო შენ არარატო;
შენსა ძმასა მხარს არა უშვენებ და სწუხ მარტო,
გადმობუკე მაინც არარატოდა აღძარი
იგი წარღვნის მოწამე, არარატზედდამდგარი,
ნოეს კიდობანი იგი,
რომელიცა გადმოვიდეს ჩემთან, სწრაფის ქროლვით;
ჩემს მშობელს ქვეყნად, ჩემს გადასაყვანად,
რომ მისი ჰაერი, ბუნება, წყალი კიდევ განვიცადო,
და კეკლუცნი ქალნი ვნახო:
სულზედ უფრო სულის სულნი იგინი!...
თორემ ბედმან მომწყლა; აღარ მახსოვს ისინი მე,
შენ არარატო! წმინდა იაკობის ტარბნი
მაინც გამოგზავნე, ჩემი სულისაგან მკალნი
შემუსრონ და მოსპონ, არარატო, არარატო!
„ახ! ჩემო საყვარელო კავკაზო!
არა წადილით საყვარელო,
არამედ ძლიერის ვნებით სასურველო!...,
კავკაზომშვენიერო, და კავკაზოგანსაცვიფრებელო!
შენ თეთრ ფრთოსანი ორბი გამომიფრინე,
და თან შენი საუცხოება გამოატანე;
რაოდენის წლების მკვდარს გულზედ, ფრთებით დამნიაოს:
უკვდავებად მივიღო და კვალად გამაცოცხლოს...
გესმის ძველთ უძველესო კავკაზო,
და პირველ ქმნულ კაცთა ბუნებათა ბუდეო!
მე ვარ ძე შენი,- ძე შენი კავკაზო,
და ძველ ივერიანელი ქართველი,
რომელიცა ამით მოვამაყობ!
შენ გემგოსნი,
შენ გინეტარებ,
შენ შეგამკობ,
შენ შემოგტრფი,
შენ თაყვანსა გცემ მოწიწებით,
და ახლა ვეღარცკი ვიჭერ, რომ არ შემოგტირო,
საცოდავად და მწარად!...
ახ! ვის უთხრა?- ესე ცრემლი რას ჩაიტანს თვის
უფსკრულში...
რომლისაცა მის აზრი გალობს გლოვითა,
მარად ღვთის წინა დაობლებული.
ხომ ჩემი გესმის.- მაშ გულს არ ილმობ? ოი შენ
ღმერთო!“

თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.
1839-სა წელსა.
15-სა სეკტემბერს.
ქ. პიატიგორსკს.

3.4 ნანა, მიხეილ გიორგის ძეს ყაზბეგზე

▲back to top


ნანა, მიხეილ გიორგის ძეს ყაზბეგზე

ნანა ჩემო მიხაკო, ედემისა იაო,
დღეგრძელობით აღივსე ჩემო პაწაწინაო!
მსურს გიხილო მლხინარე, ჩემ საამოდ მცინარე,
მეც გაგირწევ კაკანას თუ დედა გყავს მძინარე.

საყვარელო მიხაკო, გულით მსურს რომ იხარო,
აღორძინდე, გამრავლდე და მეც იმით მახარო. შ

ენ ხარ შვილათ ხმობილი, სტეფან წმინდასშობილი,
ანგელოზთა დასთაგან ჩვენთან გადმოფრენილი.

ალექსანდრემ აღმოვსთქვი ესე შენი ქებანი,
ამაზედ უმჯობესი არა მაქვს შეძლებანი.

თორმეტის წლის ყმაწვილმა ესე ნანა მოგიძღვენ,
თუ ღმერთი შემეწევა უკეთესსა მოისმენ.

ა. ყაზბეგი.
წელსა 1861-სა 2-ს სეკტემბერს.
სტეფან წმინდას.

4 ოკტომბერს. 1860 წ.ს. ბაკურციხე

▲back to top


ოკტომბერს. 1860 წ.ს. ბაკურციხე

(ივ. კერესელიძის მოგზაურობითგან.)

ყოველმა ნასწავლმა კაცმა და თვითან უკანასკნელმა პირმა იცის, რომ ყოვლის სახელმწიფოს, ყოვლის სახლის და ყოვლის კაცის ბედნიერებითი ყოფნა და აღყვავებულს მდგომარეობაში მდგომარეობა წარმოსდგება მიწის შემუშავებითგან და ეს მიწის შემუშავებაც წარმოსდგება ადგილმამულის მართვით. ზენას მოუცია ჩვენთვის მდიდარი ბუნება, მოუცია მდიდარი მიწები, მდიდარი მთები და ყოველივე რაც რამ საჭიროა კაცის ცხოვრებისა და იმის ბედნიერათ მყოფობისათვის, მაგრამ თუ კაცის მეცადინეობამ არ მოიყვანა მოქმედებაში. თავისი ზენითვე მოცემული ძლიერება და ძლიერივე გონება, ყოველივე სარგებლობა განსაცვიფრო ბუნებისა ამაო, როგორც „სიყვარული თვინიერ სარწმუნოებისა“ როგორც იტყვის საღმრთო სიტყვა. მაგრამ განა ჩვენ ცოდვილს და ზარმაცს ქვეყანაში კი არ არიან უცოდველნი და მხნენი! აი დამტკიცება: ესეცკი უნდა მოვიხსენიოთ ამ დამტკიცებასთან, რომ ორნი და სამნი, ოთხნი და ხუთნი ვერ შეადგენენ ქვეყნისა და ხალხის ბედნიერებასა, მხოლოდ შეუძლიანთკი ამ ორს და სამთ უჩვენონ სხვათა თავისის მოქმედების ნიმუში, თუ რომ ამ სხვათაც მიითვისეს... სოფელი ბაკურციხე დგას წინათ შესავალის კარდანახისსოფლის მგზავსად ჩინებულსავე ალაგს. ეს სოფელი, ვგონებთ იმ ბაკურის აღშენებული უნდა იყოს, რომელსაც ვიცნობთ ჩვენ ქართულს ისტორიაში მეცამეტეს საუკუნეში. ყოვლად უეჭველია ეს ბაკურ იქნებოდა ვაჩნაძეთაგანი, რომელსაცა მტრებისა გამო, რადგანაც მოუსვენებელს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მთის ხალხისაგან, აღუშენებია მაგარი ციხე თავის სახელზედ და დარჩენილა სახელიც ამ დამაფუძნებელისა ციხე ბაკურისა, ბაქარციხეანუ ბაკურციხე. - ამ ყოვლად მშვენიერის სოფლის და ყოვლად ჩინებულის გარდა ნახავთ ძვირფას ფერმას, რომელიცა ეკუთვნის და რომელიცა დიდის ღვაწლით და შრომით გაკეთებული, შრომის მოყვარის თ. სოლომონ ანდრონიკოვისაგან. ღირსია შენიშვნისა ეს ფერმა, არა ერთი ოდენ სილამაზით. იქნება სხვა ბევრიც იყოს სხვა სახელმწიფოში, მაგრამ ეს ისეთის მდგომარეობით, და ისეთის ღონისძიებით გაკებულია, რომ ვერა მგონია ბევრს არ მიეცეს მოუთმენელობა და სასოწარკვეთილება. თვითან ეს ფერმა, ჯერ ეს უნდა მოვიხსენიოთ, გაკეთებულია იმ ალაგს, სადაცა ყოფილა რიყე და ახლაცა ცხადათა სჩანს კვალი ქვებისა ასე, რომ რაც კაცის ძალას ვეღარა გაუწყვიარა, მიუტანია და ხეივანს შუა დაუყრია, პირველად ამისთვის, რომ შორი გზა შეუმოკლებია, მეორედ ამისთვის, რომ სხვა უბრალო ბალახი აღარ ამოვიდოდა. მართლადაც, ძვირფასი შრომა და ღვაწლი არის დადებული. აქ ნახავთ სიამოვნებითს სარგებლობას, შეერთებულს ღონის-ძიების სარგებლობასთან. შესავალს ალაგს, რამწავს შეხვალთ, დაგხვდებათ სწორე ევროპიული ხეივანი, რომლის ორივე მხარეს იხილავთ ევროპიულს ყვავილებს, აქ ნახავთ ყოვლის მხრის და ყოვლის სახელმწიფოს ვაზს, ყოვლის კუთხის მსხალს და ვაშლს, იქნება ბევრმა არ დაიჯეროს. მაგრამ თვითო მსხალი, ზოგიერთი როგორც აწონილა, ერთი გირვანქა და მისხალი გამოსულა.- ამასთანავე ყოვლის თვისა, ასე, რომ ერთი ილევა, მეორე შემოდის; მეორე მწიფდება, მესამე ისხავს ახლად; დღეს, ე.ი. 16 ოკტომბერს, მიჩვენეს ატამი, კარგი დიდის ვაშლის ოდენი; ქვემომხრივ, ხეივანი აქვს რომლის გნით ვერ შეგიძლიან თავის დროს გარდასცილდეთ, რომ შეგეძლოთ გადასვლა ხეივანითგან იმ ალაგსა, სადაცა დგანან ვაზები, მსხლები, ვაშლები და სხვა საგანგებო ნაყოფი; აქეთ და იქით ერთი ერთმანერთზედ ძალიან ახლოს ჩაყრილია აურაცხელი თუთის ხეები! შესავალი გზა, შეკრულია პაწაწა კარებებით. რა ახვალთ აქეთგან, სადაც ყოფილა ნარიყი, დაგხვდებათ კვალად ჩინებულად შემუშავებული ფერმა: ხეივნები ჩინებულად დაყოფილი. ჩინებული სხვათა სახელმწიფოს ხეხილები და სხვა და სხვა ყვავილებით; აქ ნახავთ ბიღნონიას, ციტიზუს, ამელიას, კიპაროზს, ტუს, ცერცის, გობისკუს, პალნიას, გინიეს, იაპონიკას, აკაციას, სხვა და სხვა გვარს, მიმოზას, ტეტმა, ჟისმიას, და სხვას და სხვას. ასავალის ალაგს სასახლისა, სადაცა დგას კარის ეკკლესია, მარჯვნივ მხარეს დაგხვდებათ არანჟერეი. ამ არანჟერეისში დგანან ლიმონები არა ჭურჭელში, არამედ დედამიწაში; მშვენიერს სუფთას ეკკლესიაში გარშემო კუთხებში ჩაყრილი აქვს იმ გვარი მცენარე, რომელიცა ადის კედლებზედ ოთხ კუთხივ და ეხვევა სრულებით ეკკლესიას ასე, რომ კედელი სრულებით აღარ გამოჩნდება, და იხილავთ მხოლოდ მწვანეთ შეფოთვლილს. ასე იფიქრეთ, მრთელს სახლს გარჩემო ამ გვარი მცენარე ახვევია, აქ ნაზავთ ზამთრის არანჟერეის, აქ ნახავთ სახლის უკან ურიცხვს თუთის ხეებს. ესკი დამავიწყდა, რომ ღობის ნაცვლად იქნება (ახლა ჯერ ქორფა არის, ამისათვის ჯერ კიდევ ღობე აქვს) იმ გვარი მცენარე, რომელსაცა ჰქვია გნედიჩა და რომელიცა ისეთი ეკლოვანია, რომ არა თუ კაცი, ჩიტს ვერ შეუძლიან შემოსვლა. სახლი დგას ორ ეტაჟიანი, რომლის ბალკონითგან სჩანს თვითქმის მრთელი კავკაზიდა მრთელი დაქანებული ალაზნის მინდორი. სახლის უკან არის აბრეშუმის ქარხანა. თვითან ის ნარიყიანათ რომელზედაც ფერმა არის დიდის შრომით გაკეთებული, არის ორმოცდა ათის დღისა, მნახველმა და გამომძიებელმა ისე არ უნდა მიხედოს ამას ჩინებულს შემუშავებას, როგორც შემდგომს გარემოებას, პირველად ეს, რომ გამკეთებელი ხუთის დღისა არის, ისე ავათ ყოფილა, რომ თურმე ასწევდნენ ხალიჩით, გამოიტანდნენ მუშაკების ალაგს და იქიდგან ავათმყოფი, როგორს ყურადღებით უყურებდა, ისე ყურადღებით ასწავლიდა; მეორედ ეს, რომ იმ ღონისძიებით არის გაკეთებული, რომლის ღონის ძიებით ბევრს არ შეუძლიან. აი კიდევ, მაგალითი, ყურადღებისა. - რა ქნას მეცადინეობამ, თუ წახალისება და წაქეზება არ ეხმარება პატიოსანს და მხნეს ადგილმამულის მართველს.- ეს ფერმა და სახლები ისეთის ხელოვნებით არის გაკეთებული და ისეთი ფანტასტიკური აზრი აქვს მომავალისათვის, რომ მართლად და უნდა სამოთხეს ემგზავსებოდეს, მართლადაც და არათუ ერთი ფერმა თვითან ეს მხარე დიდებულია... ბაკურციხის, თუ კარდანეხისმებატონენი არიან შემკობილნი მართლად და ყოვლის ღირსებით: მხნეობა, შრომა, სტუმართ მოყვარეობა და ერთობა მეფობენ ამათ მუშაობისას და შრომისას. ყოვლის ღონისძიებით მეცადინეობენ დაწინაურებას შესახებ ადგილ-მამულისა მართვისა.

5 ტფილისის ანბავი

▲back to top


ტფილისის ანბავი

ყველამ ვიცით და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კავკაზისმხარე მდიდარია ყოვლის ბუნების ნიჭით, რაც ეთვისება მრთელის ქვეყნის ჰავებს და მრთელის ქვეყნის ადგილებს. მაგრამ რასაკვირველია ყველამ არ ვიცით, თუ რომელს ადგილს და მხარეს რა გასაკუთრების ნიჭით არის შემკული ანუ სხვა და სხვა ქვეყნის ხალხს, როგორ შეუმუშავებია ბუნების მიხედვით თავის მიწა და რა სისრულეში მოუყვანია ნაყოფი იმ თავისის მუშაკობითა. ამისათვის საჭირო არის, როგორც მთავრობისათვის, აგრეთვე ჩვენთვის. ვიცოდეთ ყოველი ესე, რომ ჩვენცა შეუდგეთ იმ დახელოვნებულთ ადგილმამულის მართვაში პირთა. ამ ცოდნის მიღებაც შეიძლება მხოლოდ ერთის ღონისძიებით. ეს ღონის ძიება არის, „გამოფენა ხელთა ნაწარმოების ნიმუშებისა“ რომელიცა დაწყებულია ქ. ტფილისში მთავრობის განკარგულებით. აქ ყოველს გვარს ხელთა ნაწარმოევს ნახავს კაცი. ამ გვარი გამოფენა, მოხდა ტფილისშიერთი 1850 წელსა, მეორედ 1858 წელს, მესამედ წარსულს შემოდგომას, ესე იგი ნოემბერს და ერთიც ახლა, ამ ნოემბრის გასულში ყოველს. შემოდგომაზედ იქნება ეს გამოფენა და ყოველს შემოდგომაზედ, ყოველს ადგილმამულის მართველს შეუძლიან წარადგინოს თავის ხელთ ნაწარმოევი. ნამუშები ყოველთა ხელთა ნაწარომებისა ეწყო ორს ოთახში, ჩინებულს გემოზედ გაწყობილში. პირველში ნახავდით ფორტრეტებს სხვა და სხვა ხელოვნებულს დახატულთა და ზოგს გამოყვანილთა ჩუქურთმის მზგავსად, ქაღალდისაგანვე შემდგართა სხვა და სხვა გვარის ფიცრებს რომელის სამზღვარს გარეთ თვითქმისმისხლობით ფასობს და რომელიცა მრავალია ჩვენს მხარეზედ. სტოლებს, სკამებს, მარმარილოს ქვებს, ჯიხვებს და სხვა ამ გვარს. მეორეს ოთახში, რომელიცა იყო გრძელი, ეწყო უმეტესად მიწის შესამუშავებელი იარაღები და ამ იარაღების საშუალობით მოცემული ნაყოფი; ხორბალი, ქერი, ბრინჯი და სხვა და სხვა სანოვაგესათვის საჭირო. უფრო წარმოედგინათ ნემეცებს კალონისტებს, უკეთესი პური და ქერი. გუთნის მოდელები (ნიმუშები) ფარცხისა, ჩუთისა, სალეწისა, გასანიავებელისა და სხ. აბრეშუმთაგან ყოველთზედ მოსაწონი იყო, ორის კახეთისმებატონისა: თ. დიმიტრი აბზაზისა და თ. სოლომონ ანდრონიკოვისა, რომელნიცა ღირსნი არიან შენიშვნისა თავიანთ შრომის მოყვარებისა გამო ამ ადგილმამულის მართვაში. ეს გამოფენა, და ადგილმამულის მართვის განძლიერება მინდობილი აქვს ადგილმამულის მართვის საზოგადოებას, რომელიცა ყოვლის ღონის-ძიებით მეცადინეობს მოიყვანოს სისრულეში. რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ბევრთა არ იციან რუსული ენა, რომელთაცა წააკითხონ და აცნობონ, თუ რა და რა მიწის შემუშავების იარაღი არის საჭირო ჩვენთვის გამოსაწერად, ამისათვის ადგილმამულის მართვის საზოგადოებამ მიანდო „ცისკრის“ რედაქციას ადგილმამულის მართვის გაზეთის მსგავსად გამოცემა ორს კვირაში ერთხელ, მხატვრობით, ამაში იქნებიან სურათები სხვა და სხვა ევროპიაშიმოგონებულის გუთნებისა და იმათი აღწერა რასაკვირველია იმ გვარებისა რომელნიცა გამოადგებიან ჩვენს ქვეყანაში: ფარცხისებისა, ჩუთისა და სხვა. მეორე შესანიშნავი, მოხდა ტფილისში16 ნოემბერს. ეს გახლდათ ქართულის თეატრის მოყვარეთაგან, წარმოდგენა ორის ქართულის კამედიისა, საზოგადო სასარგებლო საქმისათვის. კამედია წარმოადგენს დიდს სახელმწიფო თეატრში, როგორც ვსთქვით ზემოთ ორი. ერთი „მე მინდა კნეინა გავხდე“ თხზულება განსვენებულის ზ. ანტონოვისა და მეორე „გაყრა“ თხზულება, თ. გიორგი ერისთავისა. მოქმედნი პირნი იყვნენ, ზოგნი გიმნაზიის მოწაფეთაგანნი, ზოგნი შინაურს სასწავლებელში და ზოგნი სამსახურში მყოფნი, რომელნიცა ერთის სულით და გულით გვეჩვენნენ სათეატრო სცენაზედ. უნდა გენახათ, როგორ მხიარულად, როგორ გულმხურვალეთ აღასრულებდნენ თვითეულნი იმათგანნი თავიანთს როლს. საჭიროდ ვრაცხთ მოვიხსენიოთ სახელდობ მოქმედნი პირნიცა, კომედიაში „მე მინდა კნეინა გავხდე, იყვნენ შემდგომნი: მინას პეტრუზიჩ ვაჭარი და მეზობელი ბარბარესი, - უ. სააკაშვილი; ბარბარე, მდიდარი ვაჭრის ქვრივი და ბებერი, - უ. სარქისიანი; კეკელა, მაზლის ქალი ბარბარესი.- თ. მაჩაბელი; ილიკო, მილიციონერი, საყვარელი კეკელასი. - უ. ყიფიანი; დავით, ღარიბი და ქვრივი თავადი, მოვალე მინასასი, - უ. მდივანი; გრიგოლ ნათლია კეკელასი, - უ. ს...ვ. კვარტალნი, უ. ბაქრაძე, პეტრიკა იმერელი, მსახური მინასას. - კომედიაში „გაყრა“ ანდუყაფარ, ქვრივი, თავადი დიდებულიძე - უ. ოხიტაშვილი; პავლე ამისი ძმა, უ. ბაქრაძე; ივანე აგრეთვე ამათი ძმა. რუსეთშიგაზდილი, უ. ყიფიანი; მაკრინე, ცოლი პავლესი, - თ. მაჩაბელი; ნინო. ქალი პავლესი, - უ. კალატოზიშვილი; მიკირტუმ გასპარიჩი ტრდატოვი, ვაჭარი და მეგობარი ანდუყაფარისა - უ. სააკაშვილი; თათელა ამისი ცოლი, თ. ფალავანდიშვილი; რამაზ, სეკრეტარი სუდისა, - უ. პაიჭაძე; ბარძიმ ნათესავი დიდებულიძეთა, - უ. მდივანი; ბარამ, მოურავი, დიდებულიძეთა... უ. ხ....ვი; კამისარი, ძმა თათელასი, - ს...ვი; გაბრიელ, მსახური ივანესი, - უ. კორინთელი; ყარდაშვერდი, გოგო ნინოსი, - უ. სარქისიანი. წარსულს წელს წარმოადგინეს ამავე აზრით და განზრახვით ცოცხალი სურათები, საზოგადო საქმისა კეთილის მყოფელთა და მრავალთა დარბაისელთა პირთა მიიღეს მონაწილეობა. ინებოს ღმერთმა რა განზრახვითაც წარმოადგინეს, ის განზრახვა მოიყვანონ აღსრულებაში... ამ მოთაშეთა შორის, რომელთა გვარი მოვიხსენეთ ზემოთ, ყოველთზედ მეტად თამაშობდა სომეხი, ვაჭარი მინას პეტრუზიჩი, ისევე მიკირტუმ გასპარიჩ ტრადოვისა როლში, უ. სააკაშვილი; მართლადაც სომეხს ემზგავსებოდა. ლაპარაკი, შეხედულობა თუ მიხრა-მოხრა; მეორე გაბრიელა ბიჭი, უ. კორინთელი; იმის გამოთქმა, იმისი მიხრა-მოხრა, იმისი სახის ცვლილება, ტირილი თუ სიცილი ცხადათ დაგარწმუნებდათ, რომ თითქო დიდის ხნითგან დახელოვნებულიაო სათეატრო სცენაზედ; მესამე თ. მაჩაბელი, რომელიცა იყო ჩაცმული ქალურად და თამაშობდა კეკელას როლს. ვერას ფერში ვერ შეატყობდა მიმოხვრა სრულიად აშვენებდნენ თ. მაჩაბელს. სხვანიცა წარმოადგენდნენ გამოცდილების და ასაკის მიხედვით: უ. ყიფიანი, უ. ბაქრაძე. უ. ოხიტაშვილი, აღსრულებდნენ თავიანთს როლს გულმხურვალედ და დიდის სიამოვნებით. ინებოს ღმერთმა რა კეთილის განზრახვითაც წარმოადგინეს, იმ კეთილსავე მოახმარონ. დასასრულს უნდა ვახაროთ საყვარელთა „ცისკრის“ მკითხველთა, რომ ამ მოკლეს დროში გამოვა ქართულს ენაზედ სრული კალენდარი, რედაქციითგან გამოცემული, ნათარგმნი სტეფანე მდივანოვისაგან ქართულს ენაზედ. ამ კალენდარში იქნებიან იანვრითგან დაწყებილნი ყოველნი დიდნი თუ მცირენი დღესასწაულნი, ქართველთ, სომეხთ და სხვათა სარწმუნოებისა. ამასთანავე რომელს თვეში და რიცხვში მოხდება მზის დაბნელება, რომელს დღეს იქნება დარი ანუ ავდარი, ანუ მიწის ძვრა, ან სნეულება. ეს კალენდარი ამ წინასწარ თქმულობის მიხედვით შედგენილია ეფემვერდისაგან. ამის გარდა იქნებიან სხვა და სხვა წმინდათა მოთხრობანი: იოანე ოქროპირისა, ვასილ დიდისა და ზოგი ერთთ წმინდათა სომეხთ სარწმუნოებისა. ეს კალენდარი იქნება პატარას ტანისა, ისე რომ შეიძლება ჯიბით ატაროს კაცმა. იმედი გვაქვს ქართულის ენის მოყვარენი ქართველნი, აგრეთვე სომეხთ სარწმუნოებისანი, რომელთაცა უფრო ესმის ენა ქართული ვიდრე სომხური შეიძინებენ სყიდვით, რომლის ფასი დანიშნულია მთარგმნელისაგან, ათი შაური. უკეთუ გაესყიდება მას თავისი შრომა, უეჭველია გამხნევდება, სხვასაცა სთარგმნის სასარგებლოს ისტორიულს წიგნსა, რომელიცა კიდეცა აქვს ბევრი ნათარგმნი, დაჰბეჭდავს და თვითან ამ კალენდარსაც თავის დროზედ მიეცემა ისეთი სისრულე, რომლითაც იყიდებიან ევროპიის კალენდრები.

6 უფალო რედაკტორო!

▲back to top


უფალო რედაკტორო!

რა საკვირველია მოგეხსენებათ, რომ 16-ს გიორგობის თვეს იყო წარმოდგენა ქართულს ენაზედ ორის პიესისა: „გაყრა“ თ. გ. ერისთავისა და „მინდა კნეინა გავხდე“ ზ. ანტონოვისა, კეთილშობილთ პირთაგან, საზოგადო სარგებლობისათვის, ტფილისისდიდს ტეატრში, და საზოგადოების კმაყოფილებაც თქვენ უკეთ მოგეხსენებათ.- აგრეთვე თქვენ თვითონ შეგიძლიანთ გასაჯოთ“ რაც ეფეკტი და შთაბეჭდილებაც მოახდინეს პუბლიკაზედ: უფ. სააკოვმა, კორინთელმა, თ. მაჩაბელმა, უფ. ბაქრაძემ, სარქისოვმა და აგრეთვე სხვათა. რამდენთამე აკტეორთა, საზოგადოებისა და აგრეთვე მთავრობის პირთ სურვილით ვაპირებთ კიდევ წარმოდგენასა... მაგრამ მე ეს არ მინდა მეთქვა: მე მხოლოდ მინდა წარუდგინო საზოგადოებას, ფულის ანგარიში, რომელიც ავიღეთ. გვინდა რომ ჩვენზედაც ის არ ითქვას, რასაცა ზოგიერთს სხვა პირზედ ანბობენ. თეატრი, როგორც მოგეხსენებათ, სულ სავსე იყო; ადგილების ფასიც ხომ ჩვეულებრივი იყო; ფული მოგროვდა სამოცდა სამი თუმანი და ოთხი მანეთი; აქედამ თეატრის სამზადისზედ დაიხარჯა თხუთმეტი თუმანი და ოთხი მანეთი; დანაშთენი - ორმოცდა რვა თუმანი წარდგენილ იქმნა შესაწევნელად ტფილისისგიმნაზიისა, რომ სიმრთელისათვის სავარჯიშო გიმნასტიკა გაიმართოს, ვისაც სწავლისათვინ სიღარიბისაგან ფულის მიცემა არ შეუძლია, ფული აღარ მოეთხოვებოდეთ. - ამ კეთილის საქმის კეთილად წარმართვისათვის დიდი მადლობა გვმართებს უმეტესადრე თავადთ გიორგი და ალექსანდრე სვიმონის ძეთ მაჩაბლებისა, რომელთაც არ დაზოგეს არა ვითარი მათგან შესაძლო შრომა და შემწეობა, და კვალად დიდად ვმადლობთ თავადს გიორგი ნიკოლოზის ძეს ბაგრატიონ-მუხრანსკისა, რომელმაც წარმოდგენაში ჩინებული მომღერალი სათარ-აღა მოგვახმარა საკუთარის ხარჯით. ან. ფურცელაძე.
გიორგობის თვის 24 დღესა.
1861 წელსა.