საქართველოს მოამბე 5 (1863.05.)



საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.

იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:

წმინდა სალიტერატურო
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება

„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

სალიტერატურო ჟურნალი

გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.

1 კაცია, ადამიანი.

▲back to top


კაცია, ადამიანი.

შემდეგი

(დასაწყისი იხ.№4)

VI

ოცი წელიწადია თურმე, რაც ლუარსაბი და დარეჯანი ერთს უღელში შებმულან და ერთს ბედის კალთას ქვეშ ამოფარებულან. საოცარი ამბავია ამათი ჯვარისწერა. ჯერ ლუარსაბი თავის ძმასთან, დავითთან, გაუყრელი იყო, როცა ოცი წლისა შესრულდა და მოინდომა ცოლის შერთვა. ძალიან მოინდომა, მაგრამ არ იცოდა ვისი ქალი შეერთო; მდიდარიც უნდოდა, კაი გვარისშვილიც და მზეთუნახავიცა. ამაების მექონი ქალი ჩვენში ძვირია. ლუარსაბს ჯერ კი თვალი ეჭირა, იქნება შემხვდესო, და, რომ ვერსად ვერა ჰპოვა, გაიზრახა გულში, შეიკეროს პტყელის ბუზმენტებით ჩოხა, ბუზმენტებითვე მორთული განიერი მაუდის შალვარი, ერთი ოციოდ თუმანს თავი მოუყაროს და ჩავიდეს ქალაქში იმ ფიქრით, რომ ერთი-ორიოდჯერ ქუჩა-ქუჩა გავაჭენებ დროშკასაო, იქნება ერთი მდიდარი, კაი გვარის და ოჯახის შვილი ქალი ბადეს მოხვდესო, თუ არა და სომხის ქალები ხომ იქ არიან, ათასს თუმანს წამოვიღებო. ბოლოს შეიტყო, რომ შორს წასვლა საჭირო არ არის: თავად გძელაძეს, დიაღ პატიოსანის გვარის და კაი ოჯახის შვილს, ერთი მზეთუნახავი ქალი უზის გასათხოვარი და ზედ ზურგზედ ორასი თუმანი თეთრი ნაღდად აკერია. აუფორთხალდა ლუარსაბს გული, გაუჯდა გვერდებში და დღემუდამ საამურად უღიტინებდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოეხდინა საქმე. უშველა ღმერთმა და ერთს დღეს მაჭანკალიც გაუტყვრა.

მაჭანკალი, გძელაძისაგან მოგზავნილი, გახლდათ ერთი მოხუცებული, დარბაისელი, ღარიბი და ქვრივი დედაკაცი, რომელიც მას აქეთ, რაც ქმარი მოჰკდომოდა, ამ პატიოსანის ხელობით თავს ირჩენდა. ამას „სუტ-კნეინას“ ეძახოდნენ, იმიტომ რომ ამისი უბედური ქმარი მთელ სიცოცხლეში კნიაზობას ეძებდა და ვერ დაიმტკიცა. ჩვენც ეგრე დავუძახოთ.

დიდი ენამეტყველობის სახელი ჰქონდა გავარდნილი თავადიშვილებში ამ სუტ-კნეინასა. ამისთანა გამოცდილი შუამავალი თურმე ორიც არ დადიოდა დედამიწის ზურგზედა. ამიტომაც ბლომად იღებდა ფეხის ქირასა, მაგრამ ეს იყო კარგი, რომ რაკი იკისრებდა საქმეს, ბოლოსაც მოუღებდა. აი, გძელაძესაც ეს ამოერჩივა, ხუთი თუმანი ბე მიეცა და თხუთმეტსაც დაჰპირებოდა, როცა საქმეს გაარიგებს. თუმცა გძელაძემ გამოგზავნა ლუარსაბთან, მაგრამ გამოცდილმა სუტ-კნეინამ ისე აჩვენა თავი, რომ მითამ ჩემ თავად მოვედიო, რომ ლუარსაბსაც დაავალოს და დასცინცლოს რამე.

ეს მოჰხდა ერთის აზნაურიშვილის სახლში, რომელმაც ჯვარი დაიწერა და ქორწილში სხვათა შორის ლუარსაბიც დაჰპატიჟა. ის სუტ-კნეინა ამ აზნაურიშვილის მამიდა იყო. ქორწილის მეორე დღეს, სადილის შემდეგ, ჩვენი ლუარსაბი შექეიფიანებული წავიდა და ფანჩატურში დაწვა. მზე დაწურვაზედ იყო, როცა ვიღაცამ ხელი ჰკრა და გააღვიძა. ლუარსაბმა გააჭყიტა თვალები და დაინახა ერთი პატიოსანი ხნიერი დედაკაცი. წამოხტა მაშინვე ფეხზედ.

– დაბძანდით, შენი ჭირიმე, მოისვენეთ, – უთხრა სუტ-კნეინამა, – უკაცრავადა ვარ, მოსვენება დაგიფრთხეთ, მაგრამ დედითქვენის მეგობრობა და ხათრიჯამი რომ მაგონდება, ის პატივი და სიყვარული, თქვენზედაც გული შემტკივა... აი, ამოდენა (დაბლა ხელით აჩვენა) ხელში მჭერიხართ, მითამაშებიხართ. დედათქვენი და მე დიდი მეგობრები ვიყავით, უერთიერთმანეთოდ ვერ გაგვეძლო, დიდი სიყვარული გვქონდა ერთმანეთისა: დები რად იქნებიან ისე, როგორც ჩვენ ვიყავით. დედათქვენი ხომ არ გახსოვთ?

– არა, მე მაშინ ორის წლისა ძლივა ვყოფილვარ, – მიუგო ლუარსაბმა, რომელმაც არ იცოდა ჯერ, რა ამბავია და ან რა უნდა ამ კნეინასა.

– რასაკვირველია, არ გეხსომებათ. ის უბედური ღმერთს რომ თავის უმანკო სულს აბარებდა, – იმის დამკარგავი მე ცოცხალი რაღადა ვარ, ეჰ, მადლობა ღმერთს, იმის ნებას ვინ წაუვა, – რომ უმანკო სულს აბარებდა, მე მაშინ ფეხთით ვეჯექი. ყველანი დაითხოვა ჩემ გარდა. მამათქვენი, მგონია, მაშინ მიცვალებული იყო.

– არა, ჯერ მასუკან თუნდ ექვსი წელიწადი იცოცხლა, – მიუგო ისევ ლუარსაბმა.

– მართლა, მართლა, რამ დამავიწყა? – სთქვა სუტ-კნეინამა, მითამ-და მართლა დაავიწყდა, – აი, სიბერე რა არის, ხსოვნამ მიღალატა, დიაღ, ცოცხალი ბძანდებოდა. დახე ჩემს გონებას! თავის პირით არ მიბძანა: „დაო, ხორეშან! ვიცი, რა სიყვარული გაქვთ შენ და ჩემ ცოლსა, წადი, ფეხთით დაუჯექ, იამება, შენ რომ გნახავს ისე ჩემი ნახვაც არ იამება“. მამათქვენი დარბაისელი კაცი იყო, დიდი პატიოსანი, სახელოვანი და ყველასაგან პატივცემული. დიდი შიში-კრძალვა ჰქონდათ იმისი, განა მარტო საქრისტიანოში, სალეკოშიაც; დაღისტნამდინ იმისი სახელი გავარდნილი იყო, რუსებისაგანაც დიდი პატივი ჰქონდა. აბა თქვენ რა გეხსომებათ, პატარა იყავით. ჰო, რას მოგახსენებდით?.. – ჰკითხა ლუარსაბსა.

– რომ მამიჩემის სახელი დაღისტნამდინ გავარდნილი იყო, რომ რუსებისაგანაც დიდი პატივი ჰქონია, – უპასუხა ლუარსაბმა.

– არა, ეგ ხომ ვიცი. რაზედ დავიწყე, ის დამავიწყდა, ვეღარ მომიგონებია. აი, ბატონო, სიბერე ეს გახლავთ: წუთის წინად რას ვლაპარაკობდი, არ მახსოვს, მამათქვენის სიკვდილი – ოცის წლის ამბავი – რომ არ მახსოვდეს, რა საკვირველია.

– თორმეტის წლის ამბავი გახლავთ, – გაუსწორა ლუარსაბმა.

– თუნდ თორმეტისა, მაინც საკვირველი არ არის. რაზედ დავიწყე ლაპარაკი?.. – ჩაფიქრდა სუტ-კნეინა, მითამ-და არ იცოდა, რაზედ დაიწყო. იცოდა, ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ჰფიქრობდა, ისე როგორ მოახერხოს, რომ ლუარსაბმა ტყუილში ვეღარ დაიჭიროს, როგორც მამის სიკვდილში დაიჭირა. ლუარსაბი გაშტერებული იდგა და სულ არ ესმოდა, რა განზრახვით მოსულა ამასთან კნეინა და რა განზრახვით ჰლაპარაკობს.

– ჰო, მართლა! – წამოიძახა სუტ-კნეინამა, ფიქრის შემდეგ, – იმას მოგახსენებდით: ცხონებული დედათქვენი რომ უმანკო სულს უფალს აბარებდა, ყველანი დაითხოვა, ჩემგარდა, და, როცა მარტოკანი დავრჩით, მიბძანა თავის სირინოზის ხმითა: „მე, ჩემო გულითადო მეგობარო ხორეშან, დიდის ხნის სიცოცხლე აღარა მაქვს. ვიცი, რომ ჩემი სიყვარული დიდი გაქვს. აი, ეს შენ და ეს ჩემი ობლები, შენ იყავ ამათი დედა“. ეს რომ ბძანა, – ვუი უბედურების მნახველს! – გული ამოუჯდა. მეც ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები, ბევრი ვიტირეთ. მერე ხომ განუტევა კიდეც ის ანგელოზის სული. მე, როგორც თავზარდაცემული, ისე გიჟსავით დავრბოდი, თურმე ეგონათ, ვერ ავიტან მწუხარებას და ჭკვიდამ შევცდები. დიდი სიყვარული გვქონდა, ესე ვიყავით, თითქო ერთი ხორცი გვაქვსო და ერთი სული. დედათქვენიც ასეთი დედაკაცი ბძანდებოდა, – დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი, – ასეთი დედაკაცი ბძანდებოდა, რომ ყველას ხატსავით უნდა ელოცნა. ასეთი რამ იყო! სადღა არიან ეხლა იმისთანები! ჩვენც ვიტყვით, დედაკაცები ვართო... მესამეს დღეს ქრისტიანულის წესით მივაბარეთ მიწასა იმისი ნათელი გვამი. დიდი სამღვდელო იყო მოპატიჟებული. მოგახსენებენ, მამათქვენს გვამის გასაპატიოსნებლად არქიელიც უნდა მოეწვივა, მაგრამ დროშკის ცხენები ვერ ეშოვნათ, რომ გაეგზავნათ. თქვენ ერთი ბეწო ობლები დარჩით, თქვენ და დავით პატარები იყავით, თქვენ მაშინვე შემიყვარდით, თქვენკენ მაშინვე გული უფრო მამიწევდა. არ ვიცი რად, დათიკოც ხომ იმისი ნაშობი იყო, მაგრამ თქვენ ჩემთვის სხვა იყავით. მე თქვენ ხომ არ გეხსომებით?

– არა, არ მახსოვხართ.

– აბა, რასაკვირველია, არ გეხსომები, შენ სამის წლისა იქნებოდი, როცა მე ქმარი მომიკვდა, ვაი იმის დამკარგავს! მას აქეთ შინიდამა ფეხი არ გამომიდგამს, ვარ ესე უნუგეშო, უპატრონო, ქვრივ-ოხერი. სიხარული ჩემთვის სიხარული აღარ არის, ქვეყანა ჩემთვის სულ შავებშია ჩაცმული. მაპატივეთ კადნიერება, იქნება თავი მოგაწყინეთ. რა ვქნა? ბედისაგან დამწვარ-დადაგული ვარ, დარდები მეშლება ხოლმე. რაღა გავაგრძელო, მოკლე სიტყვა სჯობია. თქვენ სამის წლისა იქნებოდით, რომ ქმარი დავკარგე. მოგშორდით და მას აქეთ აღარ მინახვიხართ, მაგრამ გულით ისევ თქვენთან ვიყავი; ვისაც კი თქვენებურს შევხვდებოდი, თქვენს ამბავს ვკითხავდი, ერთ ღამეს – აი, ეს სამი თვეც არ იქნება, – დამეძინა. ვნახოთ, ღრმა ძილში რომ ვარ, ერთი მშვენიერი ანგელოზი, შუქმოფენილი, განწმენდილი და გასპეტაკებული თვალწინ გამომეცხადა. სიზმარს მოგახსენებთ, მაგრამ ასეთი სიზმარი იყო, რომ აქამდინ ცხადი მგონია. „– ხორეშან! – მიბძანა სულმა ცხოველმა, – მე შენის გულითადის მეგობრის სული ვარ, განწმენდილი და გასპეტაკებული“. მაშინვე მუხლებზედ მოვეხვიე დედი-თქვენის სულსა, დედათქვენი ბძანდებოდა. „– მუხლებზედ ნუ მეხვევი, – მიბძანა ხელახლად, – მე შენგან გული მტკივა: რად დაანებე თავი ჩემს დავითს და ლუარსაბსა? დავითი კიდევ არაფერი, იმან ცოლი იშოვა და დაბინავდა, ლუარსაბს რატომ არ ჰპატრონობ?“ სამი ღამე ერთიერთმანეთზედ მომევლინებოდა და სულ იმას მეტყოდა ხოლმე. ეგრე გახლდათ, თქვენი დაუტირებელი არ მოვკვდე! თუნდ ეგ არ ყოფილიყო, მე, როგორც მოგახსენეთ, უფლისა წინაშე აღთქმა მივეც, რომ დედობა გაგიწივო, და, აი, დღეს მოვიდა ის დღე. თქვენ ყმაწვილი კაცი ბძანდებით. მე, რა წამსაც დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი, რასაც გაუგიჟებია ის საწყალი ქალი. ღმერთმა შეარცხვინოს შენს მხარ-ბეჭთან ყარამანის მხარბეჭი და სიტურფე ტარიელისა, გონიერება გარდანქეშანისა. თვალი მოგკარით თუ არა, მაშინვე მივხვდი, რასაც აუნთია ცეცხლი იმ უბედურის ქალის გულშია. უბედურს ვამბობ იმიტომ, რომ იქნება თქვენ იმაზედ არც კი ჰფიქრობთ, ის კი იქა ჰდნება.

ლუარსაბს იამა, ისე უნებლიეთ ქუდი უფრო ჩაიტეხა, კისერი მოიღერა, წვრილ, ახალ აშლილ ულვაშებს ხელი გადუსო, წელში გასწორდა და მხარბეჭი მოიმარჯვა. ისე იამა, რომ პირველ ხანში ვერ მოახერხა სიტყვის თქმაცა. ჯერ არ იცოდა, რასაკვირველია, ის ქალი ვინ იყო, მაგრამ მაინც იამა.

– არც ქალია ურიგო, – დაიწყო ისევ სუტ-კნეინამა, – როგორი ყარამანიც შენ ხარ, იმისთანა სალბიხურამან ის არის. სწორედ ტარიელ და ნესტანდარეჯანი იქნებით, ორივე ერთად რომ შეგყაროთ. არც გვარი და შთამომავლობა აქვს ცუდი. მუხრან-ბატონთან ერთ ფურცელზედ არის იმათი გვარიც ჩაწერილი. კაი ქალი, კაი გვარიშვილი, კაი ოჯახი, სახელგანთქმული ნათესაობა, – ბიძა ერთი მაიორი ჰყავს, მეორე დიანბეგია თათრებში, ფულიც აქვს ნაღდად, მეტი რა გინდა? მერე დედი-შენის სურვილიც არის. ის ანგელოზი წუხელიც მომევლინა და მითხრა: „ეგ უთუოდ მოახდინეო!“

– ფული რაერთი აქვს? – ჰკითხა ლუარსაბმა.

– ორასი თუმანი ექნება?

– ნაღდად?

– სულ ბაჯაღლო ოქრო; შინა აქვს, პარკში შეკრული.

– გძელაძიანთ ქალი ხომ არ არის?

– თქვენ ვინ გითხრათ?

– მე ვიცი.

– მაინც?

– ვიცი, ის არის. განა მე კი გულში არა მქონდა იმ ქალის სახე, – მორცხობით ჩაიღიმილა ამ სიტყვაზედ ლუარსაბმა.

– საიდამ? გინახავს თუ?

– თვალითაც არ მინახავს, მაგრამ ისე ვიცი.

– მაშ ნებას დამრთავთ თქვენ მაგიერ ვილაპარაკო? რარიგად გაუხარდება ქალსა!

– თორემ მამას კი არა, – სთქვა სუტ-კნეინის ქებით გაზვიადებულმა ლუარსაბმა.

– არ გაუხარდება, თქვენმა მზემ! – გაუძნელა ძალად საქმე სუტ-კნეინამ.

– მაშ იმისგან არა ხართ მოგზავნილი?

– რას ბძანებთ? იმისაგან რომ ვიყო, საქმე გათავდებოდა, რაკი თქვენი ნებაც არის. ის არის, რომ თითონ მამა დიდს უარზედ სდგას.

– უარზე სდგასო!.. – წამოიძახა გულნატკენმა ლუარსაბმა, – რაში მიწუნებს მითამ? გვარი იმაზედ ცუდი არა მაქვს და ოჯახი მითამ რაო?

– ეხლა, ხომ მოგეხსენებათ, რიხიანი კაცია.

– მაშ არა იქს, რაღა?

– როგორ არა იქს, მაგრამ დიდი ცდა და ხერხიანობა კი უნდა.

– მაშ შეიძლება დავიყოლიოთ?

– ვინ იცის? ეგ ხერხზედ ჰკიდია, მაგრამ მაინც კიდევ ღმერთმა იცის, ჯიუტი კაცია.

– ხერხი კიდევ თქვენი საქმეა.

– მართალია, მაგრამ მარტო ჩემი ხერხი რასა იქს?

– სხვა რა უნდა? რაც შემეძლება, ჩემ კისერზედ იყოს. მადლის გადახდა ჩვენც ვიცით.

– უი, შენ გეთაყვანე, შენა! მაგას ვინ მოგახსენებს? გულუხვობაში თქვენი გვარი დიდი ხანია განთქმულია, განა არ ვიცი. თუნდ ეგ არ იყოს, დედიშენის შვილს მე უნდა გამოგართო რამე, მაშინ შემერგება ლუკმა? არა, გეთაყვა, მე მაგას არ ვიქ, ეგ შენ იცი. მაგრამ... მაგარი ეს არის, რომ „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“, ერთი ოციოდ თუმანი მოგინდება, რომ იმისი მახლობლები შემოვისყიდოთ. ერთი კაცია იქ, იმისი სიტყვა გძელაძიანთ მოსესათვის ბეჭედია, ფირმანია სწორედ. იმას უნდა ხახა დავულბოთ.

– ეხლა სად ვიშოვო მე ოცი თუმანი? – უთხრა ცხვირპირჩამოშვებულმა, დაღონებულმა ლუარსაბმა.

– მაგაზედ ნუ შესწუხდები: შენ თამასუქი მამეც და ფულს მე გიშოვი.

– ბატონი ხარ. აი, თუნდ ეხლავ, – წაატანა სიტყვა გახარებულმა ლუარსაბმა.

სუტ-კნეინამ, რომ ჰნახა ესე ადვილად ლუარსაბის დაყოლება, იფიქრა: სულელი ყოფილა, რატომ ბლომად არ ვუთხარიო და, რომ გაასწოროს შეცდომა, ეს მოიგონა:

– ეს კი უნდა იცოდე, ჩემო შვილო, რომ დიდს სარგებელს გამოგართმევენ.

– დიდსა? მაინც რამდენს?

– თუმანზედ შვიდ შაურს.

– რა ვუყოთ, მივცემ. „როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო“, – ნათქვამია.

– მაშ ყური დამიგდე: შენ ჯერ უარზედ დადეგ, ვინც რა უნდა გითხრას, ფეხი მაგრა დააჭირე, იქნება იმ ქოფაკს, როცა დაყაბულდება, ჭახრაკი მოვუჭიროთ, მეტი დავსტყუოთ, გესმის? მე სულ შენთვის ვამბობ, თორემ მე რა მერგება. ხომ გესმის?

– მესმის, როგორ არ მესმის! ფეხი უნდა დავაჭირო.

– მაშ ეხლა მე ვიცი, ხვალ დილაზედ თამასუქს მოვამზადებინებ, შენც ხელი მოაწერე და მერე მე ვიცი.

– თამასუქი წინ მოგცე?

– მაშ, ქა!.. ფულს ისე ვინ განდობს? მე რომ მქონდეს, არ დაგიჭერ, ხომ იცი. დედიშენის შვილს როგორ დავუჭერ, მაგრამ მე, ქვრივ-ოხერს, ვინ მომაბადა, სომეხს უნდა გამოვართო. აბა სომეხი, ხომ იცი, რა ურიაა.

– ვიცი, ვიცი.

– მერე, როცა გავარიგებ, მეც ერთი ქვრივ-ოხერი ვარ... ერთი-ორჯერ პურს მაინც მაჭმევ, – შეაბრალა თავი სუტ-კნეინამა, – შენი გვარი დარდიმანდობაში და პურმარილობაში განთქმულია.

ლუარსაბს იამებოდა ხოლმე, როცა ეგრე იხსენიებდნენ იმის გვარს, ოღონდ ეს გეთქვა და ჩოხას გაიხდიდა და შენ ჩაგაცმევდა.

– ერთი ეს მითხარ, ქალი როგორია? ყველა-ყველა და ეს კი დაგვავიწყდა, – მოიგონა ბოლოს ლუარსაბმა.

– წიგნში და ხელსაქმეში კარგად გაწურთვნილია, მეტი რა გინდა, – უპასუხა იმანაც.

– წიგნი რად მინდა? რა, ბრძნად ხომ არ დავსომ!.. შენ ერთი ეს მითხარ, მადლიანი სახე აქვს? ფერზედ როგორ არის?

– მაგას ნუღარ მკითხავ, კალმით ნახატია.

– მაშ რაღა, ფეხი დავაჭირო? – ჰკითხა ლუარსაბმა, რომელსაც სუტ-კნეინის უკანასკნელ სიტყვებზედ სიხარულმა და წადილმა ტანში მეტად საამურად გაურბინა.

– დიაღ, ფეხი დააჭირე. ამას შენთვის ვამბობ, რადგანაც ჩემს დაზედ უკეთესის შვილი ხარ, თორემ – თითონ შენ იცი – მე გამორჩენა არა მაქვს-რა. ჩემის სულის საცხონებლად მინდა მოვახდინო ეს საქმე, თორემ მოსე გძელაძე მე არას მამცემს. ნეტავი დავიყოლიო და დედიშენის შვილის ბედნიერება მოვახდინო და გამორჩენას ვინ იკითხავს!

– ჩემ კისერზედ იყოს ეგა. ლამაზია? – ჰკითხა ღიმილით კიდევ ლუარსაბმა.

– გითხარ, კალმით ნახატია-მეთქი.

– ორასი თუმანიცა აქვს?

– იქნება მეტიც, – ეგ მე და შენზედ ჰკიდია.

– იქნება მეტიცო!.. ჰა, თქვენ რას იტყვით, ცუდი არ იქნება, – ისე სთქვა ლუარსაბმა, თითქო რჩევას ეხლა აპირებსო.

– შენ როგორღაც გულში ჯერ არ გადაგიწყვეტნია, როგორც ვხედავ, – დაატანა ცბიერმა სუტ-კნეინამ, რომ გამოათქმევინოს, გულში კარგად გაუჯდა თუ არა; თუ გაუჯდა, კიდევ დასტყუოს რამე.

– ეჰ, რას ბძანებ?

– როგორ რას ვბძანებ? თუ გულში არა გაქვს, ნუ შემარცხვენ, ეხლავ თავი დამანებებინე.

– თავი როგორ დაგანებებინო, რომ იმ ქალის სიყვარული გულში ნაღვერდალსავით ჩამიგდე. აბა, როგორ დავანებო თავი? მითამ რაში დავიწუნებ?

– მაშ გავათავეთ?

– გავათავეთ.

– უი, შენ გენაცვალოს ჩემი თავი! ძლივს დედიშენის მოვალეობას და უფლისა წინაშე აღთქმას არ შევასრულებ, თუ მოსე გძელაძე ძალიან არ გაგვიჯიუტდა!

– ის კაცი რომ სთქვი, მოიყიდე, მეც აქ ფეხს დავაჭერ.

– ნეტავი იმის მეტი ქრთამი არ დაგვეხარჯოს! იქნება სხვასაც მოუნდეს.

– შუაზედ გაუყავ ოცი თუმანი.

– უი ჩემ თვალებს! ქა, როგორ იქნება? უბრალო კაცის შვილები ხომ არ არიან, ათ-ათ თუმანში ხელი გაისვარონ, თავადიშვილები არიან, სახელგანთქმულები, იმათი მოსყიდვა ადვილი არ არის. აი, როგორ გეტყობა, რომ ჯერ ყმაწვილი ხარ.

– ოცის წლისა ჯერ სრული არა ვარ, – იტყუა ლუარსაბმა, სრული იყო.

– ისიც ჩვიდმეტის წლისა იქნება. სწორედ გვრიტები იქნებით. უი, ნეტავი კი იმ ბედნიერ დღეს შევესწრა, რომ თქვენ ერთად მხარიმხარ მსხდომნი გნახოთ და! ბევრი არ შემოგნატრებენ!

– მაშ ერთი აუჩქარე, თუ მართლა ეგრეა, თუ ღმერთი გწამს, – შეეხვეწა მოუთმენელი ლუარსაბი.

– ნეტავი ჩემს აჩქარებაზედ იყოს დამოკიდებული და მალე მტერი მოგიკვდეს, მალე მე მაგას ბოლო მოვუღო, მაგრამ ის წყეული მამაა საქმე. ღმერთი მოწყალეა, ნუ გეშინიან.

ეგრე გათავდა პირველი მოციქულობა სახელოვანის მოციქულისა. ლუარსაბს ამ დღის აქეთ, ცხადივ თუ სიზმრად, სულ ის კალმით ნახატი ქალი აგონდებოდა და ორასთუმნიანი პარკი. საღერღელი მეტად აეშალა, სურვილმა მეტად აადუღა, ასე რომ, როცა მოიგონებდა, ერთს ლაზათიანად გაიზმორებდა და ამას იტყოდა მსუნაგსავით ტუჩის ლოკვითა: „კალმით ნახატი ქალი, ორასი თუმანი ბაჯაღლო ოქრო და იქნება მეტიცო... ჰა! რას იტყვი ლუარსაბ, ურიგო არ იქნება, განა? ამაზედ არის ნათქვამი: „ბედი მომეცი და თუნდ სანახვეზედ გადამაგდეო!“

VII

თუმცა სუტ-კნეინამ თავის ანგარიშების გამო საქმე ცოტად გააგრძელა, მაგრამ მალე უნდა გათავებულიყო, რადგანაც ორივეს მხრივ ნების დართვა იყო. სუტ-კნეინის ანგარიშების გარდა, ერთი სხვა ხიფათიც მოსდევდა ამ საქმეს: ქალი, პირველი, რომ ოცის წლისა იყო და ამბობდნენ ოცდაერთისაცააო – ეგ არაფერი, ამაში შეიძლებოდა კიდევ ხერხიანად მოეტყუებინათ, ცხენი ხომ არ იყო, კბილებზედ შეეტყოთ, მაგრამ ჭირი ის იყო, რომ მეტად მახინჯი გახლდათ. აბა, აქ როგორ მოატყუებ? თვალებს ხომ არ აუბამ? მართალია, შეიძლებოდა, პირველში სხვა ეჩვენებინათ, მერე, რაკი ჯვარის დასაწერად მოვიდოდა, ძალად გადასწერდნენ ჯვარსა, მაგრამ სუტ-კნეინას ეშინოდა: მერე ხომ თმით მათრევენო. თმით თრევა კიდევ არაფერი, რომ კარგად გამორჩენა შეიძლებოდეს, ოცი თუმანი აბა რა ფულია! მართალია, ლუარსაბსაც ჩამოართო ბარათი, მაგრამ, რაკი ამისთანა მახეში გააბამდა საწყალსა, მერე როგორღა მივიდოდა ფულის გამოსართმევად? ხომ უზიარებლად დაარჩობდა. ეჩივლა და ბარათი დიანბეგთან წარედგინა, რა გამოვიდოდა? ლუარსაბი გააბათილებინებდა, თუ არა და ნახევარს დიანბეგი წაიღებდა. მაგ ნახევარს ჯანი გავარდეს, ოღონდ საქმე არ გამოაშკარავდეს. მაშინ რა ეშველებოდა სუტ-კნეინასა? ხომ ციხეში დაიჭერდნენ. „არა, – იფიქრა კნეინამა, – ეს ბარათი კიდევ აქა მქონდეს: როცა დრო მოვა, შევუთვლი, თუ მომცა, ხომ რა კარგი, თუ არა და ჯანი იმასაც გავარდეს. ერთის სიტყვით, ეს ბარათი ან ჰო არის, ან არა. საჰო-არაოდ საქმე რად გავიხადო. სიფრთხილეს თავი არ ასტკივა: ისევ ისა სჯობია, მოსე გძელაძეს ათიოდ თუმანი ნაღდი – აი ეგ მიყვარს! – მოვამატებინო და გავბედო ლუარსაბის მოტყუება, თორემ იქ ჩივილი, ერთი დავიდარაბა ასტყდება, იქნება საქმეც გამოაშკარავდეს, ამას იქნება კიდევ სხვა საქმეებიც ზედ შემიკეცონ, – ერთი ხათაბალა რამ გამოვა... რადა? არა, ეგ ჩემი საქმე არ არის: მე მიყვარს „ჩისტად“ საქმის დაჭერა.

ეგრე მომართული იყო სუტ-კნეინა, როცა გძელაძიანთ სოფელში შევიდა ამისი ურემი, მითამ-და ერთ რაღაც ძველ საყდარში ღამის სათევად მოვიდა. მეორე დილას თითონ მოსე გძელაძე მოიჭრა და სუტ-კნეინა თავის სახლში შეიპატიჟა. დაიწყეს ლაპარაკი.

– აბა, ჩემო ღვიძლ დაზედ უფრო უკეთესო დაო! ქალია თუ ვაჟი? – ჰკითხა მოსე გძელაძემ.

– ვაი, რომ ქალია, – უპასუხა შეწუხებულსავით სუტ-კნეინამ.

– როგორ? არ ირთავს?

– არა.

– მაინც რას ამბობს?

– ქალი არ მოსწონს – ნუ გეწყინებათ კი, – მახინჯი არისო.

– ვაი შენს მოსეს! განა უნახავს სადმე?

– არა, არსად არ უნახავს, მაგრამ შეუტყვია.

– თუ არ უნახავს, მაშ კიდევ შეიძლება საქმე დავატრიალოთ.

– აბა როგორ?

– თუ შენ შემეწევი, ჩემო დაო, და ჩემს პურ-მარილს არ დაივიწყებ, საქმეს დამში მოვიყვანთ.

– აბა, გეთაყვა, მე რაღა თხოვნა მინდა, ხომ იცი ჩემს თავს შენის სამსახურისათვის არ დავზოგავ.

– მაშ თუ ეგრეა, დამაცა.

ადგა მოსე, გავიდა გარეთ და პატარა ხანს შემდეგ შემოიყვანა ერთი მშვენიერი, მოხდენილი ახალგაზრდა გოგო. დააყენა სუტ-კნეინის წინ, ხან აქეთ შემოატრიალა, ხან იქით, მერე უბძანა, რომ გარეთ გავიდეს.

გამოცდილი სუტ-კნეინა მიხვდა, რასაც მოასწავებდა ეს ამბავი, მაგრამ თავი მოიკატუნა, მითამ და არაფერი იცის. მოსე გძელაძე მოვიდა და მოუჯდა ისევ გვერდით.

– როგორ მოგეწონა? – დაიწყო გძელაძემ.

– ერთი ტურფა რამ არის, – უმანკოებით მიუგო მანკიერმა სუტ-კნეინამ.

– უფრო კარგი იქნება, რომ ჩემის ქალის ტანისამოსით მოვრთოთ?

– რასაკვირველია: ერთი-ორად მოემატება სიკეკლუცე.

– ეხლა შენ რას იტყვი, რომ ნიშანის მომტანს ეს გოგო, ლამაზად მორთული, ჩემის ქალის მაგიერად ვაჩვენოთ? – ჰკითხა მოსემ და თვალი თვალში გაუყარა, რომ პასუხი იქ ამოეკითხა.

– მერე სასიძო ხომ მოვა ნიშნის მერეთ, იმას რაღას უზამ?

– იქამდინ ვინ დააცლის? მესამე დღესვე ჯვარისწერა დავუნიშნოთ. სადღა მოიცლის, რომ ქალის სანახავადაც მოვიდეს?

– მერე ხომ მაინც ჯვარის საწერად მოვა?

– მერე მე ვიცი. შენ ოღონდ მანამდინ დამეხმარე, მერე ჩემს კისერზედ იყოს. ძალად ჯვარს გადავწერ.

– არა, გეთაყვა, მე მაგ საქმეში ხელი დამიბანია, მე მაგას არა ვიქ, ეხლავ გეუბნები.

– რატომ?

– აბა, იმას გაუგია, რომ მახინჯიაო...

– მაგის ფიქრი ნუ გაქვს, – გააწყვეტინა სიტყვა მოსემა, – ნიშანის მომტანი რომ ამ გოგოსა ჰნახავს, მივა და ეტყვის: რას მიჰქარავ, იმისთანა ქალი ჩემს თვალებს ჯერ არ უნახავსო. თუნდ ეგ არ იყოს, ერთი ხუთიოდე თუმანი და იმისი ჯანი. ასეთს ავალაპარაკებ, რომ...

– ძმას გამოგზავნის.

– უფრო კარგი. რასაც თავის თვალით ჰნახავს, თუნდ ქრთამი არ იყოს, ის არ უნდა უთხრას? თორემ ფულიც ხომ არა მშურს.

– არა, გეთაყვანე, მე მაგ ცოდვაში არ ჩავდგები. აი, შენი ბეედ მოცემული ხუთი თუმანი, მე კი ხელი დამიბანია.

ამოიღო ორი ოცდახუთმანეთიანი ასიგნაცია და მისცა მოსეს გამოქნილმა მოციქულმა.

– მაშ მღალატობ?.. – უთხრა გულის სატკენად მოსემა, – მაშ ჩემი ოჯახის დაღუპვა გინდა? მაშ ჩემი საწყალი ქალი არ გებრალება? ეჰ! მუხანათო წუთის-სოფელო!.. სულ ტყუილი ყოფილა: პურ-მარილიც, პატივისცემაც, სიყვარულიც, მეგობრობაც!.. ეჰ, შენი ნებაა!.. ეს კი იცოდე, რომ გულში შხამწასმული ისარი გამიყარე, სპილენძის ტყვია მომარტყი, ურჯულო ლეკსავით ქრისტიანი სული წამწყმინდე.

მოსეს ეგონა, რომ ამ სიტყვებით მოვულბობ გულსაო, ის კი არ იცოდა, სუტ-კნეინა რა კნეინა იყო! სუტ-კნეინა კი იქნებოდა, რომ სიტყვით მოტყუებულიყო!.. სუტ-კნეინას თუმცა გულში ეცინებოდა, მაგრამ სახე შეიჭმუხნა, მითამ სწუხს კიდეც და ვერა უშველია-რაო.

– შენ ნუ მამიკვდები, მოსე, – უთხრა მწუხარეს ხმით კნეინამ, – და იმ შენის სახის ჩემს უბედურს ქმარს პირშავად არ შევეყრები საიქიოს, რომ შენის ოჯახის სამსახურისათვის მე თავს არ დავიზოგავდი, მაგრამ სამსახურიც არის და სამსახურიც.

– რა ვუყოთ, რომ არის? – მიუგო ეხლა კი ცოტად იმედმოცემულმა მოსემ, რადგანაც შეატყო, რომ სუტ-კნეინა დაყოლებას აპირებს, – რა ვუყოთ რომ არის? განა ჩვენ კი არ ვიცით სამსახურის გადახდა? რა უმადური მე მიპოვე? ოცი თუმანი არ დაგპირდი? ოცდახუთი იყოს, შე დალოცვილო!

– არა, გეთაყვა, ფულზედ ხომ არ არის საქმე: თმით მათრევენ სიბერის დროს, სულს წავიწყმენდ.

– ოცდაშვიდი იყოს.

– არა, გეთაყვა, ფული რა სახსენებელია: საქმე დიდი გასაბედავია.

– ხომ მოხერხება შეიძლება? ოცდარვა იყოს.

– არა, შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ თავს ვინ გამოიმეტებს?

– ოცდაცხრა იყოს, – უმატებს ნელ-ნელად მოსე და ყოველ მომატებაზედ ჰხედავს, რომ სუტ-კნეინა რბილდება.

– ძალიან თავის გამომეტება კი უნდა, თორემ შეძლებით რა არ შეიძლება.

სუტ-კნეინამ, ხელოვანმა სუტ-კნეინამ, ძალიან ცბიერობითა სთქვა ეს უკანასკნელი სიტყვა, თითქო მოსე რომ ფულს უმატებს, იმას ყურსაც არ ათხოვებსო, და მარტო იმასა ჰფიქრობს: შეიძლება, თუ არაო. დიდი ხანია იცის სუტ-კნეინამა, რომ შეიძლება, მაგრამ კარგა მსუქანის ლუკმის ამოვლება უყვარდა, რაკი ქვაბში ხელს ჩაჰყოფდა ხოლმე. მოსესრომ არ დაესწრო, თითონ სუტ-კნეინა ეტყოდა მაგას, ესე მოვიქცეთო. კალმით ნახატიაო, უთხრა და ამისთანა მახინჯს ხომ არ დაანახვებდა? სწორედ მაგისთვისაც მოვიდა, რომ მოსესთან არჩიოს, ისე კი, რომ ფულიც მეტი გამორჩეს. რაკი მოსემ დაასწრო, გამორჩენის საქმე ნახევრად გარიგდა. სუტ-კნეინას კიდეც გაუხარდა, – ეხლა მე უარზედ უნდა დავდგეო, სთქვა გულში, და თუ გამორჩენაა, აქ გამოვრჩებიო.

– ოცდაათი იყოს, – დაუმატა კიდევ სწორე გზაზედ დამდგარმა მოსემ. – მეტი კი აღარ შემიძლიან.

– რატომ? – დაიწყო ისევ თავისებურად კნეინამ, რაკი ოცდაათამდინ აიყვანა, – რატომ? შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ ნიშნობაში მეც უნდა ვიყო, რომ, თუ მოხერხდეს, კარგად მოხერხდეს. ეს არის ჭირი, რომ ამ კაბით ხომ ვერ მოვალ?

– კაბაც შენი ჭირის სანაცვლო იყოს, – დაასწრო გახარებულმა მოსემ, რაკი ჰნახა, რომ სრულიად დაიყოლია, – კაბა ჩემ კისერზედ იყოს.

– მაშ ყური მათხოვე, რას გეტყვი: მე იმას ნიშანის მოსატანად ძმას გამოვაგზავნინებ. შენ გოგო ლამაზად მორთე, – ეცადე არავინ გაგცეს, – სამ დღეს უკან კი უთუოდ ქორწილი უნდა მოახდინო. მოიგონე რამე, რომ ყმაწვილმა ქალის ნახვა არ მოასწროს. მერე ხომ შენ იცი, ჩემი საქმე მაშინ გათავებული იქნება.

– ნიშნობის ღამეს ფულს სრულად ჩაგაბარებ, ეხლა თუ გინდა, ეს ხუთი თუმანი ბე ისევ წაიღე.

– არა, ათი თუმანი მიბოძე, რა ვიცი, იქნება როგორ დამჭირდეს, აქ ხომ ვერ გამოვიქცევი.

– შვიდ თუმანნახევარი იყოს ჯერ.

– ათი მიბოძე. ისევ შენის საქმისათვის მინდა, შენს საქმეს მოვახმარებ, თუ გამიჭირდა. ჩემთვის ხომ არა გთხოვ.

– რა? ეს ათი თუმანი იმ ოცდაათ თუმნის ანგარიშში არ გინდა წაიღო თუ?

სუტ-კნეინამ გაიცინა.

– მაშ, ქა?

– ჰო, ეგრე სთქვი, მე მეგონა, მართლა, ეს ცალკე გინდა, რომ ჩემს საქმეს მოახმარო.

– არა, გეთაყვანე, იმის ანგარიშში მიმაქვს. საკაბე კი მალე მიბოძე, რომ შეკერვა მოვასწრო.

– აი, ათს თუმანს მოგართმევ, იქიდამ შეიკერე და მერე გავსწორდებით.

სუტ-კნეინა დაჰყაბულდა, მაგრამ მოსტყუვდა კი. რაღა გავაგრძელო, მოსემა და კნეინამ ესე დააწყეს საქმე და სწორედ ეგრეთაც ბოლო მოუღეს. კაი ბადე დაუგეს ლუარსაბსა და კარგადაც გააბეს.

ორი კვირა რომ გავიდა, აღტაცებულმა ლუარსაბმა, აქაო და საქმე გარიგდაო, კარგის ნიშანით თავისი უფროსი ძმა დავითი გამოისტუმრა. დიდის ყოფით მიიღეს დავითი. ხალხი მოსემ არ მოიწვივა, სრულიად არავინ, რომ ეშმაკობა არ შეუტყონ, ლუარსაბსაც მისწერა, ნურავის შეატყობინებო. აი, ის წიგნი ნამდვილი თავის ღირსებით და შეცდომებით:

„ჩემო აღმატებულო ბედნიერო გვაროვანო სიძეო:

„თუმცა დიდათ ბედნიერი ვარ რომელიცა რომა შენგანა ვარ დღეს მოხუცებული ბედნიერი და გული ჩემი სიხარულით აღავსე ნეტარითა სიძოობითა თქვენითა და თვალი ჩემი აახილე რომელიცა რომა დაინახა ისევ გაზაფხული მუხთალისა სოფლისა ამისა ფრიად სიხარულში ვარ რომელიცა ეხლა ვარ ჩემო აღმატებულო გვაროვანო სიძეო რომელიცა გთხოვ გამოგზავნო ნიშანი რომა საქმემ არ დაიგვიანოს დიდი ხალხი არ გამოგზავნო რომელიცა რომა მე მოხუცებული კაცი ავადა ვარ სნეული და პატივი და მასლაათი და ქეიფი რომელიცა აწ მე აღარ ძალმიძს რომელიცა ფრიად შეაწუხებენ ქორწილში რომელიც თქვენ იქნებით ჩემს სახლში მასპინძელი დიაღ დიდი ხალხი მოვიწვიოთ თქვენცა დიდი და პატიოსანი ნათესაობა გყავს რომელიცა არც მე ვარ უნათესაო და ბლომად შევყაროთ ისე როგორათაც შეჰფერის დიდებულს გვაროვნობასა თქვენსა და ჩემსა ოჯახს სახლკარიანობასა ჩემსა.

„სხვებრ ბძანდებოდეთ ბედნიერებით იესო ძე ღვთის მიერ ვითხოვ თქვენს ბედნიერებას რომელიცა რომა მსურს ნახვა თქვენი თქვენი სიმამრი ბრწყინვალე თავადი მოსე ნოშრევანისძე გძელაძე:“

რასაკვირველია, თავაზიანი ლუარსაბი ამ წიგნის შემდეგ აღარ გაგზავნიდა ბევრს ხალხსა. მარტო ერთი დავითი და ერთი კიდევ ვიღაცა გამოისტუმრა, რომ ახალი სიმამრი, რადგანაც ავად არის, არ შეაწუხონ, დავითს კი დააბარა, რომ ფულზედ კარგად მოილაპარაკოს, როდის ჩააბარებენ, და მერე ქალი კარგად გასინჯოს.

დიდის პატივით მიიღო მოსემ დავითი. ქალის მაგიერად ის მშვენიერი გოგო მორთეს და დავითს ისე აჩვენეს. დავითი გაგიჟდა, რომ დაინახა და გულში არ იყო რომ შურმაც არ გაუარა, ნამეტნავად თავისი მჭლე ცოლი რომ მოაგონდა ამასთან. ვახშამზედ რომ ისხდნენ, მარტო ოთხნი იყვნენ დავითი და ამასთან მოყოლილი ის ვიღაცა, თითონ მოსე და ამისი მოზრდილი შვილი. კნეინაც თუმცა მოსესთან იყო, მაგრამ ქალთან ივახშმა. მოსემ ბოდიში მოიხადა, რომ ხალხი არ დაუპატიჟა ამისთანა ბრწყინვალე გვარიშვილებსა.

– რა ვქნა, შენი ჭირიმე, – უთხრა დავითს მოსემა, – ჩემო ახალო მოყვარევ! ავადა ვარ, თასლიბს ვერ გავუწევდი. სიძუნწეში არ ჩამომართო, შენი ჭირიმე! აბა, ჯერ ისე ავადმყოფი რა არის, მერე მასპინძელი რა უნდა იყოს. თორემ იმდენი სიკეთე ღმერთმა შენ მოგცეს, რამდენი ნათესაობა და მახლობლობა მე მყვანდეს. მაგრამ ჩემი მაყურებლები რა ქეიფს გასწევდნენ. ისევ ის ვამჯობინე, ნუ დავპატიჟებ-მეთქი. ამ ნიშნობამ ისე შინაურულად ჩაიაროს, ქორწილი კი ჩემ კისერზედ იყოს. ქორწილისა რა ბძანა ჩემმა სიძემა?

– რაც ჩქარა იქნება, ისა სჯობიაო, – უპასუხა დავითმა, პირფერობაში კი ნუ ჩამომართმევთ და ეს ქალი რომ ჰნახოს იმან, იმ წამშივე ჯვარს დაიწერს, თავი არ მომიკვდება!

– მზეთუნახავი ყოფილა, – დაუმატა სტუმარმაც.

– რა ვქნა? მადლობა ღმერთსა, ღმერთმა ეგ მომცა და ყველაფერი ღვთის ნებაზედ ჰკიდია, – თქვა მოსემა, – მიხარიან, თქვენმა მზემ, რომ ქალი მოგეწონათ.

– ღმერთმა აცოცხლოს პატარძალი! – წამოავლო ჯამს ხელი დავითმა, – ღმერთმა ტკბილად შეაბეროსთ ერთმანეთს!

– მადლობელი ვარ, თქვენი ჭირიმეთ! – დაუკრა ყველას თავი მოსემა. – მაშ რაც მალე იქნება, ისა სჯობია.

– იმან ისე მოგახსენათ, – უპასუხა დავითმა, – მეც, სწორედ მოგახსენოთ, მაგას ვურჩევ ჩემს ძმასა. რაღა გავაგრძელოთ საქმე.

– ჩემის ფიქრითაც ეგრე სჯობია, – სთქვა მოსემა, – ქალი აქა ჰდნება – მამისაგან კი არ უნდა ითქვას ესა, მაგრამ შორეული ხომ არა ხართ, თქვენთან რა დავმალო, – ქალი აქა ჰდნება...

– ის კიდევ იქ, თქვენმა სიცოცხლემ! – წაართო სიტყვა დავითმა.

– მაშ, როცა მიბძანებთ, მაშინ იყოს ქორწილი, – სთხოვა მოსემა.

ერთის სიტყვით, გადასწყვიტეს, რომ სამშაბათს საღამოზედ სიძე უნდა მოვიდეს და იმ ღამესვე ჯვარი უნდა დაიწეროს. მეორე დღეს დავითმა ფულზედ ჩამოუგდო ლაპარაკი. მოსემ დააჯერა, რომ ქორწილის მეორე დღეს ორასს თუმანს სულ ბაჯაღლო ოქროებს თავის ხელით მიართმევს. ხელი-ხელს დაჰკრეს, დავითი – მეორე დღეს პატარძალი აღარ აჩვენეს, – შინ წამოვიდა და მოსე თავის სახლში დარჩა. როცა მოსემ ცხენზედ შესო და გამოისტუმრა დავითი, როცა მარტო დარჩა, ხელები დაიფშვნიტა მეტის სიხარულისაგან და სთქვა ღიმილით: ყოჩაღად წავიყვანე საქმე. ეხლა ჩემი წუხილი მარტო ის არის, რომ სუტ-კნეინას ხრიკი მოვუგდო, ერთი მიზეზი რამ მოვუგონო, რომ ფული აღარ მივცე იმაზე მეტი, რაც მიმიცია, თორემ, იმისაგან რომ მოვტყუვდე, სირცხვილია.

ამ ფიქრში იყო, რომ სუტ-კნეინა – მოსეს ცოლი არა ჰყვანდა და ჯალაბობას კნეინა ჰთამაშობდა – წინ მოეგება გახარებული.

– ჰა, რარიგად მოვიდა საქმე! – უთხრა სუტ-კნეინამა, – მომილოცავს შვილის ბედნიერება. დიდი ჯაფა კი გავწიე. სულ ვიწურებოდი – შენზედ მიწა არ მენახოს – სულ ვიწურებოდი, რომ ან აი ეხლა შეიტყობენ-მეთქი, ან აი ეხლა – და დავიღუპები, მაგრამ მიშველა ღმერთმა და ვერ შეიტყეს.

– ეჰ, შე დალოცვილო – უპასუხა მოსემ, – იწურებოდი, ასე გგონია, პირველად ჩაგედინოს ამისთანა საქმე. იწურებოდა!.. თქვენი ხელობა მეტი რა არის? იწურებოდა!..

სუტ-კნეინა შეკრთა.

– არა, ჰხუმრობ, თუ მართლა მეუბნები? – ჰკითხა შემკრთალმა სუტ-კნეინამა.

– მაშ არაөდა გეხუმრები!

– ეხლა განა?

– ეხლაცა და მაშინაც.

– ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, თუ ეგრეა, მე კი გამისტუმრე და მერე შენ იცი.

– სადაც გინდა წაბძანდი, ხელს ვინ გიჭერს.

– რასაკვირველია, ხელს არავინ დამიჭერს, მაგრამ დაპირებული მიბოძე და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, რაც გინდა ილაპარაკე ჩემზედ: გული არ მეტკინება.

– დაპირებულიო!.. რაც მოგეცი იმასაც ვნანობ და გგონია, კიდევ მოგცე რამა!

– ეხლა ეგ ნამუსია? მოხუცებული დედაკაცი ფოშტის ცხენსავით მათრიე, ქვეყანაში თავი შევირცხვინე, საქმე საქმეზედ მოვიყვანე და ეხლა მაგას მეუბნები?! ნამუსია?

– დაჩუმდი, თორემ...

– არა, ნამუსია?.. შენა გკითხავ, ნამუსია?

– ის კი ნამუსია, რომ აგიღია ფეხი, სოფლიდან სოფლად დადიხარ და მაჭანკლობ, ნამუსია? შარშან რომ ათ თუმნად შენი დისწული, გასათხოვარი ქალი, დიანბეგს მიჰგვარე, ნამუსია? როცა დაორსულდა, შენ რომ წამალი მიეცი და მუცელი წაუხდინე, ნამუსია?..

სუტ-კნეინას გული ყელში მოებჯინა, თავისი სიფრთხილე, გამოცდილობა ამგვარებში და გულის სიგრილე დაჰკარგა.

– მაშ თუ აგრეა, – დაიყვირა გაკაპასებულმა სუტ-კნეინამ, – შენი ფეხი დამკარ თავში, შენი ფეხი, თუ ეგ საქმე არ დაგიხლართო!

– შენი ლეჩაქი დამხურე თავზედ, – ამ მუქარაზედ მშვიდობიანად უპასუხა მოსემ, – შენი ლეჩაქი, თუ ეხლავ გომურში არ დაგამწყვდიო, მინამ ქორწილი არ გათავდება. რას მიზამ! მიჩივლებ თუ? არა მგონია, შენი თავი სადიანბეგოდ გახადო: ცოდვა ბევრი გაწევს კისერზედ, სულ ერთი-ერთმანეთს ზედ მიეკეცება, და მაშინ ციმბირშიაც ალაგი არ გექნება, შე ტყუილო-კნეინავ, შენა! ეს ის დიანბეგი კი არ არის, რომელსაც გოგოს გაურიგებდი ხოლმე და ბურთსავით ხელში ათამაშებდი! ის დრო წავიდა.

ვერც ამ სიტყვებმა მოიყვანეს თავის გონზედ გამწარებული სუტ-კნეინა. ის ისევ-ისე სიმწარისაგან გონებამიხდილი იყო, თორემ გაჯავრების და მუქარის მაგიერ ისეთნაირად მოიკატუნებდა თავს, ისეთნაირად მოუკვდებოდა ხელში, რომ ყველაფერს გააქარწყლებდა. ეხლა კი ჯავრისაგან, როგორცა ვთქვი, გონება დაბნეული ჰქონდა, იმიტომაც მაინც კიდევ შეჰყვირა:

– დამამწყვდევ!.. უი, მეხი კი დაგეცა მაგ უხეირო თავზედ! დამამწყვდევ რა, შენი მოახლე გოგო ვარ, ან შენი გომბიო ქალი!..

– რაო? აი, თუ გოგოზედაც უარესი არა ხარ. მე ეხლავ გაჩვენებ, როგორც გაგისტუმრებ გომურში, – უთხრა ხუმრობაგაშვებით მოსემა, – შენ რომ ჩამოგარჩო კიდეც, ხმას არავინ გამცემს. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო, მერე რომ არა დამაბრალო-რა, ეხლავ მიჩვენე ჯიბეში რა გაქვს.

მივარდა სუტ-კნეინას ჩვენი მართალი კნიაზი. სუტ-კნეინა ჯერ გაუძალიანდა, ბოლოს კი, – ღვთის წყალობა გქონდეთ, – იკადრა ერთის ლურჯის ხელსახოცის ამოღება, რომელშიაც რაღაცები ეხვია. სუტ-კნეინა გაფითრდა და პირი გაუშრა. ვეღარა უთხრა-რა. მოსემ გაშალა ხელსახოცი და თავისი ათი თუმანი იქ გამოკრული ისევ ხელუხლებლად ჰნახა, მაშინვე ჯიბეში იკრა. ერთი რაღაც ქაღალდიც მოჰხვდა ხელში. გაშალა, თამასუქი იყო, ის თამასუქი, რომელიც სუტ-კნეინამ ლუარსაბს დასტყუვა. მინამ ამ საქმეში იყო გართული, სუტ-კნეინას თავისი ხერხი, ეშმაკობა, გამოცდილება დაუბრუნდა. იფიქრა სუტ-კნეინამა: „ამ ყვირილს და მუქარას თავი უნდა დავანებო, თორემ დამწყვდევას გამიმართლებსო. თუნდ დამამწყვდივოს, არაფერი, ხუთი-ექვსი დღე სიზმარსავით გაირბენს: შინ მივწერ, რომ მზითევს ვუმზადებ-მეთქი და ქორწილამდინ ვეღარ გადმოვალ. ვინ რას შეიტყობს, ოღონდ ეგ ათი თუმანი მაინც დავიბრუნო! ეგ მაინც არ დამეკარგოს!..“ ამ ფიქრებმა თვალის დახამხამების უმალ გაურბინეს გონებაში სუტს, მაგრამ კი მოხერხებულს კნეინასა.

– ეს ვინ მოგცა შენ? – ჰკითხა მოსემ და აჩვენა თამასუქი. სუტ-კნეინას მზად ჰქონდა პასუხი.

– ეხლა, შენ არ დაიჯერებ, რასაკვირველია, რომ ეგ თამასუქი თუ ჩამოვართვი, ისევ შენის საქმისათვის ჩამოვართვი. თუ ვინიცობაა, რომ მოვატყუეთ, ქალი ის არ ვაჩვენეთ, ეს შეეტყო და უარზედ დამდგარიყო, ამ თამასუქს ვაჩვენებდით და ვეტყოდით: დაიწერე, თორემ დიანბეგს წარვუდგენთ და სულ ნაღდს დაგათვლევინებთ. აი, რისთვის გამოვართვი, შენ ხომ არ დაიჯერებ, გაჯავრებული ხარ, მაგრამ მე კი გული ძალიან შემტკივა შენთვისა.

– თუ ეგრეა, რატომ აქამდინ არ მაჩვენე?

– რომ ვაჩვენო-მეთქი, ვიფიქრე, ვაი თუ ამის იმედით საქმეზედ მუყაითობა იმისთანა აღარ გასწიოს-მეთქი. რა ვიცი? ხორციელები ვართ.

– ეხლა მაგითი გინდა მამატყუვო განა?

– აკი გითხარ: არ დაიჯერებ-მეთქი. კაცს რაკი ერთხელ და ერთხელ ესტიბარი წაუხდება, აღარ დაუჯერებენ. მეც ისე მომდის. შენა გგონია, გატყუებ? თუნდ ეგ ბარათი შენ მიირთვი, ორასს თუმანში გაუბარე და მე ეგ ათი თუმანიც მეყოფა, ჩემო კარგო!

– შენ მაგითი მე ვერ მომატყუებ. ეს ბარათიც მე დამრჩება, ეს ათი თუმანიცა, და შენ კი გომურის მაგიერად ხულაში დაგამწყვდევ, რომ ჯვარის-წერამდინ არ გამცე. მერე რაც გინდა ჰქენი. – ბიჭო! – დაიყვირა მოსემ.

ბიჭი მოვიდა.

– ეს ტყუილი-კნეინა წააბძანე ხულაში, ხალიჩაც მიართვი, მუთაქაც, ქვეშსაგებიც. პური და ღვინო არ მოაკლოთ. ეს კი უნდა ჰქნა, რომ გარედამ კლიტით უნდა გადაკეტო და გასაღები აქ მომართო. თუ ეს აბმავი შეუტყვია ვისმე, ვაი თქვენი ბრალი!

ბიჭი არ გაინძრა, ჯერ ტყუილი ეგონა.

– არ გეყურება შე ...შვილო! – დაუჭყივლა მოსემა.

ეხლა კი იკადრა ბრძანების დაჯერება, მივიდა, წაავლო ხელი და გამოსწია საწყალ სუტ-კნეინასა, რომელიც ეხლა კი ისე მაიკუნტა, ისე მაიკუნტა, რომ მუშტის ოდენა გახდა, მაგრამ მაინც კი იმედი არ დაჰკარგა, რომ გააქარწყლებს ამ ამბავსა და მშვიდობით გადარჩება. კიდევ სიტყვა მოახერხა ეშმაკურად და უთხრა მოსესა ისე, ვითამ აქ არაფერი ამბავია:

– უი, შენ კი გენაცვალოს ჩემი თავი! ტყუილი გაჯავრება რარიგად გიხდება! ამ სულელ ბიჭმაც დაიჯერა, ასე ჰგონია მართლა უბძანე. გლეხკაცია, ვერ მიხვდა, ნუ გაუწყრები, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!

ამისთანა ოსტატობამ კინაღამ მოსე არ გააცინა. ბიჭიც გაშტერებული შედგა. ბევრი კიდევ სხვა იოსტატა სუტ-კნეინამა, მაგრამ ვერაფერმა ვეღარ უშველა: ხულაში დაამწყვდიეს, შინ კი წიგნი მისწერა, – ჯერ კი მოსემ გადიკითხა, – რომ აქ მზითევს და საკერავებს ვუმზადებო და ოთხშაბათამდინ ნუ მომელოდებითო. ეს მისწერა, შევიდა ხულაში, დაჯდა ხალიჩაზედ და დაიწყო ტარის რთვა, რომელსაც, საცა წავიდოდა, თან წაიღებდა ხოლმე. ესე იყო, მითამდა აქ არაფერია.

VIII

როცა დავითი შინ მივიდა, საღამო ხანი იყო. ამისი ცოლი, ელისაბედი და ლუარსაბი ეზოში ღობის ჩრდილში ისხდნენ. თვალი შეასწრო თუ არა, ლუარსაბი წამოხტა, მიეგება ძმას, ვერაფერი კი ვერა ჰკითხა, იმიტომ რომ ჰრცხვენოდა. დავითი ცხენიდამ გადმოხტა, გაისწორა მოშვებული ჩაღსაკრავი, მოვიდა, ცოლს არც კი მიემშვიდობა და წამოწვა ხალიჩაზედ.

– როგორ მოგეწონა სასძლო? – ჰკითხა ცოლმა. ლუარსაბმა ყურები აიცქვიტა.

– მზეთუნახავს რომ იტყვიან, ის არის, – მიუგო დავითმა, – მე იმისთანა ლამაზი ქალი არ მინახავს.

ლუარსაბს გაუხარდა, ელისაბედს ეწყინა: ჩემზედ უკეთესი იქნებაო.

– მართლა, გეთაყვანე? – ჰკითხა ლუარსაბმა.

– შენ ნუ მომიკვდები, იმისთანა ქალის მნახველი არა ვარ. – ამის მერე ცოლს შეჰხედა და შურით დაუმატა: – მე რომ პატარა კიდევ მომეცადნა, სხვა რიგად წავიდოდა ჩემი საქმე.

– რა? შენ შეირთავდი თუ? – წააყვედრა გულღვარძლიანმა ცოლმა, – უი შენ თვალებს! შენთვის მეც არ ვემეტებოდი ჩემს ბედსა. მამა-ჩემი განა რომ უარზედ იდგა, შენისთანები მთხოულობდნენ!

– უარზედ იდგა, მე ვიცი, რუსთ ხელმწიფის შვილს მიგცემდა. იმისიცმადლობელი იყავ, რომ მე გავბრიყვდი. ესე სიტყვა-სიტყვაზედ შეჰყვნენ და ერთი კაი ლაზათიანი ჩხუბი მოუვიდათ, ასე რომ მოგეწონებოდათ. ელისაბედს იმ დღითვე შურით აევსო გული და შეიძულა ჯერ თვალით არნახული რძალი.

„მალე ჩემი მტერი დაჭკნეს, მალე მე ის დავაჭკნო, – ამბობდა გულში ელისაბედი, – ამ სახლში ჩემზედ უკეთესი და ჩემზედ უფროსი არავინ არ უნდა იყოს. ჩემი ქმარი უნდა მაყვედრიდეს იმის სილამაზეს?! უი, უწინამც დღე გაჰქრობია. ასეთ ეკალს გავუყრი თვალში, რომ დღენი ვაწყევლინო!“

ელისაბედი ქორწილში არ წავიდა.

ქორწილის ღამეს დიდი ამბები მოხდა. მოვიდა სიძე დიდის მაყრიონით, ძმაც თანა ჰყვანდა, სწორედ სამშაბათს დღეს. იმ დღეს საცოლო არ აჩვენეს, რასაკვირველია. მოსესაც შეეყარა დიდი ხალხი. უგანზრახვოდ არ იყო ეს ხალხის შეყრა მოსეს მხრით. ეხლა კი მართალი ქალი გაისტუმრეს საყდარში. როცა ყველაფერი მოამზადეს, მერე მიიპატიჟეს საქმროცა. როცა შევიდა ლუარსაბი საყდარში და თვალი მოჰკრა თავის საცოლოსა, ელდა ეცა. მოუბრუნდა თავის ძმას დავითს, თავაზასაც და ზრდილობასაც თავი დაანება და უთხრა:

– დავით, აკი მზეთუნახავიაო?

ხალხს სიცილი წასკდა, საწყალი პატარძალი სირცხვილით აინთო და ტირილი დაიწყო. დავითი წინ წადგა; რომ დაინახა ერთი უმსგავსო პატარძალი, მღვდელს მიუბრუნდა:

– მამაო! ჯერ სხვა იწერს ჯვარს, თუ ეს რა ამბავია?

– კნიაზი ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯან მოსე გძელაძის ასული იწერს ჯვარს, – მიუგო მღვდელმა.

– პატარძალი სად არის?

– აი, ესა ბძანდება.

– ლუარსაბ! – დაუძახა ძმას დავითმა, – მოგვატყუვეს, ეგ ის არ არის, ჯვარი არ დაიწერო.

მთელი ხალხი გაოცდა. ლუარსაბი დაღონებული და უფრო გაფითრებული გამოვიდა საყდრიდგან, მთელი მაყრიონი გამოჰყვა. ცხენები მოიკითხეს, უნდა წამოსულიყვნენ. ცხენები დაემალათ. შეატყობინეს მოსეს, რომ საქმრო ჯვარს არ იწერსო. მოვიდა მოსე და თან მოიყვანა მრავალი ხალხი.

– კნიაზო დავით! ეს რა ამბავია? – უთხრა გაჯავრებულსავით მოსემ, – ქალი საყდარშია და საქმრო ეხლა დადგა უარზედ? აქამდინ სად იყავით, თუ არ გინდოდათ ჩემი ქალი? ვინ გეხვეწებოდათ? თქვენისთანა ოჯახისშვილები მეხვეწებოდნენ, რომ არ მივეცი!

– აი, ბატონო, ქალი მანდ არის და, ვისაც გნებავდეთ, იმას მიეცით. ჩემი ძმა კი მაგის შემრთველი არ არის, – მიუგო თავგამოდებით დავითმა.

– ეხლა განა? როცა მთელმა ქვეყანამ შეიტყო, რომ ჩემს ქალს ირთავს შენი ძმა, როცა შენმა ძმამ საყდარშიაც შეიყვანა ჩემი ქალი? არა, თავზედ ლაფს არავის არ დავასხმევინებ! ან უნდა ჯვარი დაიწეროს, ან არა და აქედამ ცოცხლები ვეღარ წახვალთ! გაგონილა? სიძე სახლში ჩამიდგეს, ქალი საყდარში შეიყვანოს და ჯვარი აღარ დაიწეროს!..

– ის კი გაგონილა, რომ პატარძალი შეცვალონ! ეს შენი ქალი არ არის.

– ხალხო და ჯამაათო! დახე, რომ ვეღარა მოუგონიათ რა, იმას ამბობენ, შენი ქალი არ არისო, – დაუძახა ხალხს მოსემ.

– მაშ ვისია, თუ მაგისი არ არის! – გაიხმაურა მოსეს ხალხმა, ჩვენ ფიცს მოგცემთ.

– არა, ბატონებო, ჩემი ძმა ჯვარს არ იწერს. თუ ძალაზედ დადგებით, არც ჩვენა ვართ ლაჩრები, – წამოსთქვა დავითმა და ხანჯალი მოიმართა.

ქალები, ვინც კი იყვნენ საყდარში, სულ აქეთ-იქით მიიფანტნენ, ჰნახეს რომ ამათი ალაგი არ არის. პატარძალი კი და ორი ვიღაც ბებერი მოსემ საყდრიდამ არ გამოაყვანინა, იმედი ჰქონდა, რომ როგორმე მოახდენდა ჯვარისწერას.

– მაშ მოსე თავადიშვილი აღარ ყოფილა, – წამოიძახა მოსემ, – თუ თქვენ ჩემი ოჯახი შეგარცხვენინოთ; ჩემის ცოცხალის თავით არ ვაკადრებ ჩემს გვარს, რომ თათქარიძეებმა საყდარში ქალი გამიუპატიურონ, ჯვარი უნდა დაიწეროს.

– არ დაიწერს.

– უკანასკნელი სიტყვაა?

– უკანასკნელია.

– დავით! – უეცრად გადაასხვაფერა სიტყვა მოსემ და ხმაც მოურბილა, – აქეთ მობძანდი.

დავითი გაჰყვა. იქით ორნივ გაშორებით გადგნენ. მოსემ ამოიღო ხუთი თუმანი და უთხრა ხმადაბლა დავითს:

– ეს ხუთი თუმანი, დაჩუმდი, შენ რა გინდა? შენ ხომ არ ირთავ?

დავითი დარბილდა.

– ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო? – უპასუხა.

– შვიდი იყოს.

– ან შვიდად.

– რვა იყოს

– ვერც რვა თუმნად.

– მაშ რამდენი გინდა?

– ათი მაინც იყოს.

– ცხრაზედ რას იტყვი?

– არა, ათი.

– ეჰ, ჯანი გავარდეს: ათი იყოს.

ამოიღო ათი თუმანი და მისცა. დავითმა ჯიბეში ჩაიდო.

– მე კი დავჩუმდები და ჩემი ძმისა შენ იცი, – უთხრა ღიმილით დავითმა.

– ოღონდ შენ დაჩუმდი და ერთი ორიოდე კაცი თქვენი მაყრიონიდამაც დაიყოლიე და ლუარსაბს მე მოვუხერხებ.

– ბატონი ხარ. მაგის პირობას გაძლევ.

– მაშ ხელი დაჰკარ.

დაჰკრეს ხელი ხელს და საწყალ ლუარსაბს ძალად გადასწერეს ჯვარი იმ ღამესა. მოსემ არც დაპირებული ორასი თუმანი მისცა, იმის მაგიერ ის თამასუქი დაუბრუნა, სუტ-კნეინას რომ წაართო. ლუარსაბს არ მიჰყვანდა ცოლი, მინამ არ გამისწორდებაო, ბოლოს ესეც რომ ვერა გახდა-რა, გარემოებას დაემორჩილა და წამოიყვანა შინ თავისი დარეჯანი.

ელისაბედი სიხარულით აღარ იყო, რომ ლუარსაბმა მზეთუნახავის მაგიერ გონჯი ცოლი მოიყვანა. „ჰი, ვენაცვალე ღმერთსა! – ეტყოდა ხოლმე ქმარს ელისაბედი, – ჰი, ვენაცვალე! ჯერ ჩემზედ უკეთესი უნდა შეერთო და მერე ჩემთვის ნიშნი მოეგო! ჰი, ვენაცვალე ღმერთსა!“ ბოლოს ხომ, როგორც მოგეხსენებათ, ცოლების მოწყალებით ძმებს ჩხუბი მოუვიდათ და გაიყარნენ.

IX

ჩვენმა ლუარსაბმა ესე დაიწერა ჯვარი. თუმცა ძალადობით მოხდა ესა, თუმცა მზითევშიაც მოატყუეს და მზეთუნახავის მაგიერ მახინჯი დარეჯანი შერთეს, მაგრამ შუბლზედ ეგ მეწერაო, იფიქრა და დაემორჩილა ბედისწერასა. ბოლოს ხომ, – შენც იცი, მკითხველო, – რომ ამათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამათ კი ისე ეგონათ რომ უყვართ ერთმანეთი და სხვისა კი არ ვიცი. „ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო". – ნათქვამია, ფერი ფერს შეხვდა და ერთმანეთი შეიფერეს. ეს შეფერება ჩვენში ცოტასა აქვს მიღებული სიყვარულად? კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლასა და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ; კმაყოფილება კიდევ, – ვიღაცამა სთქვა, – ბედნიერება არისო. ბევრჯერ უთქვამთ დარბაისელთ მოხუცებულთ ჩემთვის, რომ ახალ თაობას იმითი მაინც ვჯობივართო, რომ ჩვენ ცოტას კმაყოფილებიცა ვართო. მე კი დავჩუმებულვარ და გამიფიქრია: „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს: უმადლონი სჯერდებიან მას, რაც არის, იმიტომაც იმათში უფრო ბევრია ბედნიერი, მადლიანნი კი ძნელად: ამათ ყოველთვის უკეთესი უნდათ იმიტომ, რომ კარგს უფრო კარგი მოსდევს თანა, „მჯობს მჯობი არ დაელევაო“, – ნათქვამია.

ჩვენი ცოლ-ქმარნი კი ამისთანანი არ იყვნენ: ამათ თავიანთ ცხოვრებაზედ „მჯობი“ ცხოვრება არ ეგონათ ქვეყანაზედა. ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი ამათ არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა, მხოლოდ ერთი ჯავრი ედოთ გულშია: შვილი არა ჰყვანდათ. აი, ლუარსაბი ორმოცის წლისა და დარეჯანი ორმოცდაერთისა შესრულდა, რომ ღმერთმა მემკვიდრე არ უბოძათ. ბევრჯერ გადაფურცლა კნეინამ კარაბადინი, ბევრი რაღაც ბალახөბულახი მიირთო და ლუარსაბსაც დაალევინა. მაგრამ ვერა ეშველათ-რა. „ტყუილად თავს რად იხეთქენ, – ამბობდა ხოლმე ამათზედ ღვარძლიანი ელისაბედი, – ტყუილად რად იხეთქენ? სოლომონ ბრძნის წიგნს რომ ჩააბულბულებდა ხოლმე და კუდიანობდა, ეგ იმან ჩასცხო თავშია. ღმერთმა მაგათზედ გული აიყარა, ეხლა აღარა ეშველებათ-რა“.

ჩვენი ცოლ-ქმარნი კი იმედს არა ჰკარგავდნენ. შეიტყეს, რომ ქალაქში ერთი მკითხავია, ის შეიტყობს უშვილობის მიზეზსაო. თუმცა შვილოსნობის დრო გადასვლოდათ, მაგრამ მაინც კიდევ ქალაქისაკენ კაცი აფრინეს, თან გაატანეს ერთი კარგი ბაღდადი, რომელზედაც, როგორც მოგეხსენებათ, უკითხავს მკითხავი იმას, ვინც თითონ ვერ მივა, და რომელიც, რასაკვირველია, მკითხავს დარჩება ხოლმე. სამს დღეს უკან ბიჭმა პასუხი მოუტანათ, რომა „თქვენზედ ხატია გამწყრალიო. მერე რომელი ხატი? თელეთისაო, ასე სთქვა მკითხავმაო“. ეს რომ გაიგეს ცოლ-ქმართ, ერთ დროს და ერთხმად პირჯვრისწერით წამოიძახეს:

– საიდამ სად მოგვიკითხა! დიდება სახელსა უფლისასა, – სთქვეს და ისევ პირჯვარი გადიწერეს.

– დალახვრა ღმერთმა! საიდამ სად მოგვიკითხა! – ისევ გაიმეორა ლუარსაბმა.

– ხატზედ „დალახვრას“ როგორ ამბობ?

– ღმერთო, ნუ მიწყენ, ღმერთო, ნუ მიწყენ! – რამდენჯერმე პირჯვარი გადიწერა სხაპასხუპით, – აი, დალახვრა ღმერთმა, დაჩვეული რომ ვარ, ისე თავისთავად ითქმის ხოლმე, ღმერთო, ნუ მიწყენ!

– ახლა რას იტყვი, ლუარსაბ, წავიდეთ?

– შორს რომ არის?

– რა ვუყოთ? ალბად ნება ღვთისა ეგ არის.

– მოდი, აქვე ნეკრესის ღვთისმშობელი ვილოცოთ.

– თელეთის ხატს ეწყინება: მე დავიბარეო, აქ კი არ მოვიდნენო და იქ კი წავიდნენო, იტყვის.

– მართალია, ეწყინება. გული მოუვა. აი, მე ხომ კაცი ვარ, მეც გული მამივიდოდა და ის ხომ ხატი ბძანდება – ვენაცვალე იმის მადლს! – უფრო გული არ უნდა მოუვიდეს?

– ეგ არის და.

– მაშ რა ვქნათ?

– უნდა წავიდეთ.

– შორს კი არის, თუ შენც იტყვი.

– ეხლა, თუ მივდივართ, ნუღარ ამადლებ გვიწყენს.

– მართლა, მართლა! ნუ მიწყენ, აგრემც დიდება შენსა სახელსა, ხატო თელეთისაო! გიახლები, გიახლები და თაყვანსა ვცემ სახელსა შენსა.

დაიჯერეს მკითხავის სიტყვა: თედოს შეაბმევინეს ურემი, გადააფარეს ფარდაგი, ერთი კარგი ცხვარი დააკრეს ურმის ბოლოს, ახსენეს ღმერთი და ერთ მშვენიერ ზაფხულის დილას შეუდგნენ ქალაქის შარაგზასა. ურემში ისხდნენ კნეინა დარეჯანი და მისი მოახლე ლამაზისეული. ერთი ბიჭი და ლუარსაბი თავის წითელს ულაყ ცხენზედ მჯდომი ნელ-ნელა აედევნენ უკან ფეხმძიმე ურემსა. მეომარის თვალადობა ჰქონდა ამჟამად ჩვენს უამისოდაც საყვარელს ლუარსაბსა, თუმცა კი, როგორც ბამბის ტომარა, ისე იდო ცხენზედა. წელზედ ერტყა ქართული ხმალი და გრძელი ლეკური ხანჯალი, უკან წელში გაყრილი ჰქონდა სევადიანი დამბაჩა. შავი შალის ჩოხა ეცვა, იმისი კალთები ვაჟკაცურად ამოტარებული ჰქონდა ჩოხის ჯიბეებშია. შარვალში იჯდა, შარვლის ტოტები ჩაეკეცნა მაღალყელიან ყარაბაღულ თეთრ ჩექმებში, წვივებზედ პტყელი ჩაღსაკრავი, გრძელფოჩებიანი, სირაჯსავით შემოეკრა. თავზედ ეხურა ლურჯი ყალმუხის ქუდი, კახურად ჩატეხილი და შუბლთან შიგ შეკეცილი, რადგანაცა ცხელოდა, – ერთის სიტყვით, ხმლის პირი, ზედწამოცმულ ვაშლით, რომ ამოღებული სჭეროდა, თავიდამ ფეხამდინ ორშაბათის ყეინი იქნებოდა.

ამ ყოფით ავიდნენ თელეთში მეხუთე დღეს, ილოცეს და მეორე დღესვე დაბრუნდნენ. ქალაქს რომ ჩამოუარეს და შეუდგნენ კახეთის გზასა, კნეინა დარეჯანმა შეაქცია ზურგი კოფასა, წამოიჩოქა და გამოჰხედა ქალაქსა. ლუარსაბს ურემში ეძინა. ისიც გააღვიძა.

– ლუარსაბ, ერთი შეხედე, რა ამბავია. ამოდენა ქვეყანა გაგონილა, რომ აქ არის! დიდება შენდა, ღმერთო! სულ ქვითკირის შენობა უნდა იყოს. კნეინას ქალაქი ჯერ არ ენახა.

– მაშ არა და წნული იქნება.

– ერთი შეხედე-და, რამდენი საყდრებია!..

– ვიცი. განა არა ვყოფილვარ?

– პირველად რომ ჩაგიყვანეს, კენჭები არ ჩაგაყლაპეს?[1].

– როგორ არა? სამი ასეთი კენჭი ჩავყლაპე, რომ ძლივს მოვინელე.

– აღარ დაგცადა ქალაქმა?

– არა, რაღას დამცდიდა. რომ კენჭებჩაყლაპული ვიყავ? რომ არ ჩამეყლაპა, მაშინ სხვა იქნებოდა.

– ეგ ხომ აგრეა. კაი სანახავი კი უნდა იყოს!

– კარგი როგორ არ არის, მთელი მილეთის ხალხი სულ მანდ დაწანწალებს: თათარი, ყაზილბაში, ურია, ოსი, სომეხი, რუსები ხომ რაღა, ბუზსავით ირევიან.

– მართალია, რომ აქ კაცს თავს მოსჭრიანო და მერე ისევ გააცოცხლებენო?

– მართალია, მაშ? ეგ კიდევ რა! რაღაც მოუგონიათო, ფიცრებს თავისთავად ხერხავსო.

– ეხლა ეგა სთქვი.

– თავი არ მამიკვდება.

– როგორ? ისე თავისთავად?

– თავისთავად.

– არც კაცია, არც ადამიანი?

– არა.

– მაშ ხერხი ვის უჭირავს?

– ეშმაკს და ქაჯს, ღმერთმა ნუ იცის რუსების თავი!

– რუსების მოგონილია განა ეგა?

– მაშ არა-და შენის მაზლის დავითისაა!

– დიდება შენდა, ღმერთო თვალთმაქცობას რომ ჰთამაშობენ, ისიც გინახავს?

– აბა რომელი?

– აი, გაჭენებულ ცხენზედ რომ კაცი დადგება, იმ კაცზედ კიდევ კაცი, იმაზედ კიდევ კაცი და კიდევა და კიდევა.

– ეგ რა არის? მე კი არ დავდგებოდი ხოლმე გაჭენებულ ცხენზედ ჩემ პატარა ბიჭობაში!.. – დაიკვეხა ლუარსაბმა.

– აი, შენმა მზემ! შენ კი იქნებოდი, რომ დამდგარიყავ.

– ღმერთმა იცის! ეხლა ჯანი აღარ მამდევს და სიმარდე, თორემ ეხლავ გიჩვენებდი.

– ნუ იკვეხ. ხომ ვიცი, ჩემო კარგო, რაცა ხარ.

– განა კვეხნისთვის ვამბობ? მე იმისთვის ვთქვი, რომ ეგ რა თვალთმაქცობაა-მეთქი. მაგაზედ უფრო ბევრი ასეთია, რომ...

– მაინც?

– რა ვიცი, რამდენი რამ არის.

– სთქვი რაღა, მეც ვიცოდე.

– ბევრია.

– მაინც?

– რა ვიცი, რამდენი რაღაცაებია...

– მაინც?

– ეჰ, ვინ მოსთვლის? ბევრია, ნეტავი შენ! რა-რიგად ჩამოცხა! უჰ!

რომ არ იცოდა რა ეთქვა ჩვენ უბოროტო ლუარსაბსა, სიტყვა გადაასხვაფერა. მოიხადა ყალმუხის ქუდი, შუბლიდან და სახიდან იმითი ჩამოიწმინდა ოფლი. მერე გააკეთებინა ჩიბუხი და ჩიბუხის წევაში ისევ ხვრინვა ამოუშვა, მერე ასეთი, რომ რამდენიმე დღის უძილო ეგონებოდა კაცსა.

_____________

1 ჩვენში ბევრსა სწამს, რომ თუ ვინც პირველად ქალაქში ჩადის და კენჭს არ ჩაჰყლაპავს, ქალაქი დასცდისო. მეც, ამის დამწერს, გადამაყლაპეს ერთს დროს.

2 ლექსები

▲back to top


2.1 თანამემგზაური

▲back to top


თანამემგზაური

(მიბაძვა პავლოვისა)

გამომეცხადა მე პირველად, მახსოვს იმ ჟამსა
ხეს ქვეშ ვიწექი, კმაყოფილი განვისვენებდი,
გარე ხვეული ყვავილთაგან; ბულბულის ხმასა
ყურსა ვუგდებდი მდუმარებით, მოვილხინებდი!
ხეს ფურცელთ ქვეშე მზისა სხივნი გამოსჭვირვიდნენ,
მერცხალნი ცელქად ნავარდობდნენ და დაჰფრინვიდნენ,
ბრწყინვალნი წვეთნი ყვავილთაგან ჩამოსცვიოდნენ,
ყველა ხარობდნენ, მოძრაობდნენ, ყველა ჰყვაოდნენ!
ჰქონდა მეჯლიში გაზაფხულსა გვირგვინ ბურვილსა,
ყველას აძლევდა სიხარულის გულის სურვილსა!
ჭაბუკნი ჩემნი, ახალ შლილნი გულის გრძნობანი,
უპასუხებდენ, უგალობდენ დღესასწაულსა!
თვრამეტის წლისას მაქვნდა გული ტფილი, ცხოველი.
ახალ გაშლილად ბაღად მიჩნდა ესე სოფელი!
მზე და მთოარე, მთა და ველი, უცხო ქმნილება,
მეჩვენებოდა, იყო ჩემი მთლად კუთვნილება.
შორს მზადდებოდა გასაფრენად ჩემი სურვილი,
თვით არ იცოდა, რისა ჰქონდა გულის წყურვილი.
მაშინ უეცრად წარმომიდგა მღიმარებითა
სპეტაკ მოსილი, ვითა თოვლი ქალწულებითა;
გვირგვინიანი ყვავილთაგან დამადგა თავსა,
ნარნარებით და სიყვარულით მიმზერდა თვალსა.
ამა სამოთხის მოციქულმა თავი დახარა,
ბედნიერება, ნეტარება ჩუმათ მახარა.
ამ დროს ნიავი ფურცელთ რხევით აშრიალებდა,
და შორს ბულბული ტკბილსა ხმასა განაგრძელებდა;
მაშინ მითხრა მე ტკბილის ხმითა: „ჭაბუკო ყრმაო,
მე აწ ვარ შენი, ამა სოფელს ყოვლით გახარო.
მე ვარ მეუღლე და სიცოცხლის თან მეგზაური.
შენც შემინახე, გამიფთხილდი, დამიგდე ყური!
მე შენ აღგივსო ეგე გული მკაცრ ძლიერებით,
ბედნიერებით, მღიმარებით, ტკბილ მღელვარებით.
სწავლის სურვილით მე მოვიცვავ შენსა გონებას,
გარე აღგიგზნებ აღტაცებას, ცეცხლებრივ გრძნობას;
მე აღგისრულებ ყოველს სურვილს, ყოველს ნებას,
გემსახურები და ვიკადრებ შენს მონებასა.
მომეცი ხელი და წავიდეთ ვინემ გვაქს ხანი,
ამა სოფელში მოგველის ჩვენ დიდი საგანი.“
განცვიფრებული ვუმზერდი მე და ვუსმენდი მას,
გული მიძგერდა სიხარულით და ვერ ვცემდი ხმას
განვიდენ წელნი… კვლავ მეჩვენა, ოდეს სევდითა
იყო მოცული სული ჩემი მჭუნვარებითა,
დროცა ზამთრობდა და გულიცა უპასუხებდა,
ხესა განცრცვნილსა, შემუსრვილსა ემგზავსებოდა.
იყო დუმილი ბუნებაში, ვითა საფლავში,
უფეროდ ჰსჩანდა მთა და ველი, ეგრეთვე ცაში,
იყო ცვლილება და მსოფლიო როგორც რომ მკვდარი,
თითქო ქვეენისა ძარღვის ცემა იყო. შემდგარი.
მჭუნვარებითა და კვნესითა მოზუზუნებდა
ხანდისხან ქარი; ვითა კაცსა სული ხდებოდა!
გახუნებულსა ცასა შინა შავი ღრუბელი
იწვა საშიშრად მოგრაგნული, როგორც რომ გველი,
მიჰქონდა ქარსა ხის ფურცელნი, შორს განფაიტვიდა
ჭმუნვის გრიგალით მეც გონება სულ გამიფრინდა:
რაცაღა მქონდა სიხარული, კეთილ ზმანება დაჭკნა
ყოველი და წამერთო, სურვილი, ნება!
ვნახოთ უეცრათ თითქო. ჭმუნვა გადამეყარა
ვიხილე იგი, მაგრამ გულ კი შემამეყარა!
იდგა ჩემს წინა მჭუნვარებით იყო თავს ხრილი
და შემკულისა სამოსითა თითქმის განცრცვნილი.
შემზარდა, შევკრთი, რა ვიხილე გვირგვინ ახდილი,
იდგა ველურად გაშტერებით, ვითა შეშლილი!
ისევ ის იყო ისევ მხარე და ისევ არე,
ისევ ისივ მთა, იგი გელი და ბაღის გარე
ოცდა ათის წლით, წინათ სადაც გამომეცხადა,
ვინ ამა სოფელს სიხარული გულით მიქადა!
„აქ რისთვის მოხველ? დაუძახე მე მას ევედრებით:
„რა გინდა ჩემგან განმშორდი მე, გთხოვ აწ ვედრებით.
„ეგ იყო შენი დაპირება, შენი ქადილი?
„რა აღმისრულე, აბა მითხარ, გულის წადილი?
„აბა სად არის სიყვარული, ბედნიერება?
„შენგნითა ჰვპოვე მხოლოდ ერთი უბედურება.
„შენ არ იყავი მპირდებოდი გამხადო კაცი
„და უსირცხვილოდ მიღალატე ვით დედა-კაცი.
„შე უბედურო, უგუნურო, მითხრა მან მწარად:
„აბა იხსენე როცა გნახე ვიდექ ამ გვარად?!
„შენ მოიგონე რა გვარ გზაზედ თან წამათრევდი,
„ვითა ველური, უგზო უკლოდ სად მიმათრევდი,
„ებრძოდი ცასა, ქვეყანასა, მოიძულებდი.
„გახსოვს შენ ისა უზომობით ვით დამღალავდი?
„დაღალვისაგან მცირე ხანსა რომ გშორდებოდი,
„გახსოვს წყრომითა აღშფოთებით მომაბრუნებდი?
„სად მიისწრაფდი, ვის ეძებდი, რას მოელოდი?
„აღარ იგონებ, რამდენჯერმე რჩევას გეტყოდი:
„შესდექი, ყრმაო, აი შენი, ნავთ საყუდარი,
„აი ეს არის ცხოვრებისა შენი საზღვარი!
„არ დამიჯერე, მირბოდი შენ ვითა გრიგალი,
„დამაუძლურე, შემომხედე მხოლოდ ვარ ჩრდილი“.
ამას მეტყოდა და ხმა ნელ ნელა უსუსტდებოდა
ბაგე უთრთოდა და ფერიცა აეხდებოდა!
ერთი შევხედე გამახსენდა მისი შვენება განმიცხოველდა, განმინათლდა მისგან გონება!
„მომეცი ხელი, ვუთხარი მე და დრო წარსული,
„ჩვენ დავივიწყოთ, მოგიძღვნა შენ გული და სული.
„შემინანია ვით ცოდვილსა, მომეც შენდობა!
„უკვ-მომიქცივე სიყვარული, ისევ ის გრძნობა.“
მწარის ღიმილით მას შეერხა ბაგე და ტუჩი,
არ შეისმინა თხოვნა ჩემი, შეიქმნა ურჩი!
მაშ შენ ვინა ხარ! დაუყვირე რად მეწუხება,
მე გაყრა შენი, გულსა ჩემსა რათ ეძნელება?
მითხარ, რა გქვიან ერთხელ გვქონდა ხომ მეგობრობა!
მან მიპასუხა: „მე ვარ შენი ყმაწვილ კაცობა.“
თ. გ. ერისთავი.
1860 წ. დეკემბ. 12.

3 „ცისკარს“ რა აკაკანებდა?

▲back to top


„ცისკარს“ რა აკაკანებდა?

„ცისკარი“ იანვარს აქეთ რაღაც ერთობ დატკბა. ანჩხლობის მაგიერად თითქო ყველას ია და ვარდს აფენსო... მეტად გაგულკეთილდა! . . წარმოიდგენდით, მკითხველო, თუ როდესმე „ცისკარი“ იმ გაბასრებულ ჩხუბის შემდგომ ასე დამშვიდდებოდა? ახლა შეხედეთ! თითქო ბუღაღსაც ვერ გააღვიძებსო. - ასე გაშინჯეთ: საზოგადოებასაც თავს აბრალებს ვითომც ვისმე შეევიწროებინოს. რას თათბურებ „ცისკარო“? ან ვის კალთაში ლამი თავის დადებას? ვინ შეგავიწროვა?.. რომ შენთვის ჯერ კაცს ხმა არ გაუცია? და მართლა რომ კიდევაც ვინმემ ხმა გაგცეს, განა უნდა საჩივლელად წახვიდე? შენ შენი აზრები გაქვს, რომლების დაცვაც ყოველ წინააღმდეგ აზრისგან უკანასკნელ სისხლის ცვარამდინ გმართებს, მაგრამ მხოლოდ შენის გონებით და მსჯელობის ძალით და არა სხვის მოხმარებით. მსჯელობა ყოველთვის თავისუფლებას ეძებს და ყოველი გვარი მფარველობა მას სიკვდილივით სძაგს. ან იქნება მართლა შენ გინდოდეს გუგულსა და მამალავით მოიქცე?.. „გუგულო, რისთვის აქებ მამლის ყივილსაო“? - „მიტომ რომ მამალი ჩემს ხმას აქებსო“ ვინ არ მიხვდება, ჩემო „ცისკარო“, რომ „ცისკრის“ აგრეთი ქცევა უფრო სულ მოკლე სიმხდალის ნიშანია, რომ როგორმე დამოკლესის მახვილს აიცდინოს და არა იმ სულგრძელ მოქმედების შედეგი, რომელიც აღიძვრის ყოველ კეთილშობილ გულში, როდესაც მას შეაგონებენ მისს შეცდომებს. მით უფრო მაგითი პირს ვერ აგვახვევინებ, რომ მაინც დაწვლილებით არ განვიხილოთ საზოგადოების წინ შენი ექსვი წლის ნაღვაწი, რომლითაც ყურებს გვიყრუებ. გერც იმას მოგვაშლევინებ არა ვთქვათ, რომ ყოველი ფაქტი, საზოგადო გონიერების წინ წაწევის დასამტკიცებლად აღმოჩენილი, რაგინდ რომ თავისთავად სასარგებლო იყოს, მაინც გაივლის უნაოფოდ ცხოვრებისათვინ, როდესაც ეს ფაქტი დაფუძნდება ბრუნდე დასაწყისებზედ, — თავად ის საშუალობა, რომლითაც მიუცილებლად საზოგადოების გონებითი ხსნა ყველაზედ. მსწრაფლად წინ უნდა წაწეულიყო, როდესაც მას არ უჭირავს თავისი ადგილი ცხოვრებაში, წავა სრულად უნაყოფოდ, როდესაც ხალხის სიტყვა, რომლის გამომთქმელათაც უნდა იყოს ყოველი ჟურნალი, არ უბნობს იმას, რაც რომ სტანჯავს ხალხის ცხოვრებას, არ მუსრავს იმ ნაკლულევანებებს, რაც რომ წინ უდგება ცხოვრების კეთილ მდგომარეობას და არ აჩვენებს საზოგადოებას სწავლისაგან გამოსაკვლევს ჭეშმარიტებაებს და კანონებს, რომლების ძალითაც ისპობა ეს ნაკლულევანებები მაშინ ყოველი ფერი უნაყოფოა.

ამ უკანასკნელ დროში, ნამეტურ ორის წლის წინიდამ დაწყებული იანვრამდინ მაინც, „ცისკარი“ თათქო. სამუდამოდ გამოეთხოვა მოსვენებას. ლანდით დაფრთხალ კაცივით არა ეშველა რა, შფოთვაში და ღელვაში ატარებდა თავის წუთის სოფელს. რა მიზეზი იყო, ან რისგან შეემთხვა ასე უეცრად აგრეთი ცვლილება, კვალის ამღები ახლაც არ არის. გრძნობდა მხოლოდ ერთს საუბედურო სიმპტომებს, (უსათუოთ ახლაც გრძნობს, თუმცა რომ გვგონია პირზედ ვარდი გადმოდისო.) დრო გამოშვებით ტანში ჟრუანტელი უვლიდა, მაგრამ ნიშნის ცოდნიდან მიზეზის გამოკვლევამდინ ყოველთვის დიდი ბიჯია, „ცისკრისათვის“ ხომ სულ მიუწვდომელი ყოფილა. ხან იმას მივარდებოდა აშფოთებული ხან ამას და ამ გვარ ვითარებაში ერთვოდნენ მის უფერო დღეები საუკუნესა. მის ამ გვარმა ქცევამ ისე მოგვიხუთა სული, რომ ბოლოს გამოჩნდა ერთი ღვთიანი კაცი, რომელმაც მიიღო თავის თავზედ მის მაშფოთებელ მიზეზების გულწრფელად ჩვენების მოვალეობა, ვითომც ეგონა იმ კეთილ პირს, თუ ერთის მხრით „ცისკარსაც“ სარგებლობას მოუტანდა, რადგანაც თავად ცისკარმა იმ მიზეზების კვალიც არ იცოდა და მეორეს მხრით ჩვენც გაგვათავისუფლებდა მის ფუჭი ქადაგებისაგან; მაგრამ ღმერთი არ გაუყწერა!.. ფხიკიანი აკი გამოდგა „ცისკარი“!.. ექიმთან წამალზე გაფრენის მაგივრად, მიზეზების ჩვენება თავის თავზედ აკი უკადრისად მიიღო! ამაზედ მახსენდება ერთი ყმაწვილი, რომელსაც თვალზედ გამოუვიდა მუწუკი. „ყმაწვილო თვალზედ შემწვარი ხახვი დაიდე, დაგიმწიფდება, ჩირქი გამოვა და მუწუკისაგან მალე განთავისუფლდებიო.“ - ვინც შეხვდებოდა, ამას ეტყოდა ყმაწვილს ეგონა თუ მუწუკიანს მეძახიანო. და ვინც კი მის წინ მუწუკის სახელს ახსენებდა, სულ კუდით ქვას ასროლინებდა ხოლმე!.. რა სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო ყველასთვის „ცისკარის აგრეთი ზნეობითი სიჩვილე, მაგრამ საუბედუროდ ეს მართლა მოხდა. იწყო გაბასრებული ჩხვლეტა; ცოტა რომ მჭრელი ეკალი ჰქონოდა, თქვენი მტერია, რომ ბრალიანს და უბრალოს სულ ერთიანად დაჰჩხვლეტდა! რაღაც ბედით, არ ვიცი, დღეს მოსწრებით მოსტეხია ეკალი, თუ დასაბამიდანვე მისთვის უზენაესს ის ერთი ეკლის სიბასრეც დაშურებია, მოყვა უკბილო ღრძილებით ლოღვნასა... აბა ერთი მითხარით ღრძილებით ლოღვნა ვის რას ავნებდა? აქედან აშკარათა ჩანს, რომ მისი პასუხის გება არავისთვის არ ღირდა თავის შესაწვენად. ამიტომ, რომ ამ შემთხვევაში წინააღმდეგ - მოქმედებას აღძრავს მხოლოდ ერთი ტკივილის გრძნობა; თუ რომ ნაკბენი არსაით შეიმჩნევა, უსათუოდ იქ არც ტკივილის გრძნობას ექნება ალაგი, მაშ ყოველი წინააღმდეგი მოქმედებაც სრულებით წავიდოდა ამაოდ, და თუ რომ ეხლა ვსცებთ პასუხს, ამის მიზეზი არის უსათუოდ ერთი საგანი, რომელიც ქვემოთ ცხადდება. „ცისკარმა“ რომ ამ ბოლოს დროს დაიწყო ჩხვლეტა და წივილი-ეს აქტი და ყველამაც იცის რა იყო მისი წივილის მიზეზი? უსათუოთ ერთი იმ ელემენტთაგანი, რომლის მოკლებითაც ყოველს სხეულში შეირყევა სიმრთელე. „ცისკარმა“ დაიწყო ცოტა ხელის მომწერების რიცხვზედ ჩივილი: აშკარაა, რომ ზემოხსენებული ელემენტი არ ყოფნიდა, ესე იგი არ იყო იმდენი, რამდენსაც მოითხოვდა მისი სიმრთელით ყოფნა; რასაკვირველია, რომ ამის შემდგომ ის მიუცილებლად უნდა ჩავარდნილ იყო არა ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რომელსაც მუდამ ოხვრა და წივილი მოსდევს. იმერეთში ვიცოდი ერთი ოჯახი, სადაც იმყოფებოდა ერთი საწყალი მუნჯი, ეს მუნჯი იყო მეტად წითელ ნუნუის და ნამეტურ მისი კულით რაკრაკის მუსუსი. გაჩნდა იმერეთში წყეული ნაცარი, რომელმაც სულ ერთიანად კვირტებში დაახმო ყურძნის ტევნები; გაჭირვებულმა მუნჯმა არამც თუ კულით, სტაქნითაც ვეღარ დაიტკბო ნუნუით გული; მას აქეთ იმას პირზედ საუკუნოდ დაეკარგა ღიმილი. „ცისკრის“ ჩივილი ედარება ამ შემთხვევის შედეგს, მაგრამ ელემენტის სიცოტავეს მიზეზი კი იმყოფება თავად „ცისკარში“ და არ მიეწერება გარეშე უეცარ შემთხვევას, როგორც ყურძნის ნაცარი. მოლაყბე გვიმტკიცებს, ვითომც თერგ დალეული და სხვა მის გვარი პირები ცისკარს არ იწერენ და მით იყოს ცუდიო. მე მგონაა ეს „ცისკრის“ უკარგობის მიზეზი კი არ არის, მისი უკარგობის მიზეზის შედეგია: ალბათ რომ მისი გამოწერა სასარგებლო არ არის რომ არიწერენ.

რა გინდ რომ გაუხსნელი იყოს საზოგადოება, ეს მაინც ცხადია, რომ ის ცხოვრებს, მაშა-სადამე მის მოთხოვნილებაში უნდა სუფევდეს ცხოველი აზრი, მარგების ელემენტი, რომელზედაც დამოკიდებულია მისი სიცოცხლე. ტყუილი არ არის მე რომ მშიოდეს და შენ ცარიელი სიტყვებით მიყოლიებდე, ჩემ შფოთვაზედ მუდამ მიმეორებდე: „მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო“, სწორეთ ვიფიქრებ: „ეს კაცი ან გაგიჟებულა და ან ჩემი შიმშილით მოკვლა ნდომია მეთქი“ თავად იესო ქრისტეს ღვთიურ ქადაგებასაც არ იქნებოდა ერთ უდაბურ ალაგს ხალხზედ იმდენი გავლენა, თუ ისინი ქადაგების შემდგომ პურით და თევზით არ დაეძღო. აგერ ერთი საუკუნეა სპარსელების და ოსმალებისაგან განვთავისუფლდით; ცისკრის რედაკტორს კი, როგორც პოეტს, თითქო ერთ საუკუნის განმავლობაში სულ აძინიაო და როდესაც ძილისაგან თვალი გამოუჭყეტია, მოჩვენებია ვითომც ჩვენ ისევ მათ ხელში ვართო და ჩვენ ყმაწვილებს გულში „ნანით“ აკვნიდგან სისხლის ღვრის გრძნობის აღძვრას უპირებს? -მოუვიდა პოეტიკური ფანტაზია და აღტაცებაში გამოხატაო. თავისი გრძნობა — იტყვის ზოგი. ჩვენის ფიქრით გრძნობა აღიძვრის, როდესაც კაცის გონებაზედ მოქმედებს გარემო მდგომარეობა, როდესაც კაცის გულში აღძრავს რომელიმე აზრს თავად ცხოვრება და გარეგანი ქვეყნის ზედმოქმედება პოეტი ხომ კაცზედ სხვა რიგი არსება არ არის? თქვენი რისხვა მქონდეს თუ „ცისკრის“ რედაკტორს თავის დღეში ენახოს ხანჯლით მოკლული კაცი. -მაგითი კიდევ ხომ არ მტკიცდება, რომ ჩვენ შინაური მტერი სრულიადაც მოგვსპობოდეს-იტყვით, მკითხველო. დიახ მართალია, მტერი ცოცხალ არსებას არაოდეს არ ესპობა, მაგრამ ახლანდელი მტრები ძველ მტრებს ხომ არა გვანან. მას ფარში ჩვენი ხანჯლის წვერი ვერ გაატანს. „დევკაჟის მოსაკლავად დევკაჟისკე ხმალი უნდა მოიპოვოო“- არის ნათქვამი. აი ჩვენს ვითომც პოეტს რედაკტორს ხანჯლის ხმარების მაგივრად ყმაწვილებისთვინ ესწავლებინა, თუ როგორის საშუალობით მოიპოება დევკაჟის ხმალი — ეს სხვა იყო, თორემ ამ ნაირი საზრდოთი ჩვენი ყმაწვილები აკვანში ვეღარ გაიზრდებიან; მაგ გვარი საზრდო ერთობ დაობდა, რომ მათ სხეულისთვის იქნეს მარგები და შეძლევაზედაც თავად მათ პირი არ გაიბრუნონ.- მაშ საიდან აღიძრა ეგ კეთილგრძნობა პოეტის გულში? -საიდანაც ის საკიცხავი ვაჟი მილიციონერი და სულ მთელი „დიასამიძის“ სახლობაც, რომლების მსგავსი იქნება რამ ჰაერში სუფევდეს და არა ჩვენ საზოგადოებაში. -სულ ერთ გვარ წყაროდან, რომელიც ერთ ცრუ გრძნობით მოდის აღტაცებაში. და თავის ვიწრო შეხედულობით ვერ სწვდება რეალურს, მართალ ცხოვრების სიმრავალგვარეს; სულ იმ დამსხვრეული ფანტაზიიდან, რომელიც ვერ ხედავს ულეველ ქვეყნის მშვენიერებას და თავის „ანგელოზის“ მხრებზედ მჯდარი, მიიგლიჯება ჰაერში, უნდა ცხოვრებაც თან გაიტაცოს. ჰაერში ფრენა ჩვენ არას გვარგიაო! . . როგორც დედამიწის შვილები ჩვენ მხოლოდ დედა მიწაზედა ვართ წელმაგარიო, — მიუგო საზოგადოებამ ინსტიკტურად ხელის მოუწერლობით. – შენ ჩვენ გულ მტკივნეულებას ვერა გრძნობო, წადი, როგორც გეფრინოს ქარში, ისე იფრინეო! აი, სად არის „ცისკრის“ მარგებს ელემენტის სიცოტავეს მიზეზი და მასთან მისი ჩივილისაც. აშკარაა, რომ „ცისკრის“ უკარგობა და მის ჩივილი სულ თავის მიმართულების ბრალია, რომელიც, მართლა რომ ვსთქვათ, სრულებით არადროს მასში არ ყოფილა როგორც ეხლა არ არის, ამიტომ რომ ყოველი გვარი მიმართულობა არის დაიფუძნებული რომელიმე აზრზედ და წადილზედ, რომელიც მუდამ უნდა გაჰყავდეს მას საზოგადოებაში; მაგრამ თუ რომ აზრი არ სუფევს, ალბათ აქ არც მიმართულებას ექნება ალაგი.

რა იქნება იმაზედ უკეთესი ყოველ მემამულესთვის, როდესაც ის ფაქტით იგრძნობს თავის საზოგადოების გონების კეთილ — წარმატებას. ამ გვარ ფაქტით რასაკვირველია დამტკიცდა, როგორც ეს, ისე ცხოველ ელემენტების დაძვრა ჩვენ საზოგადოებაში. ჟურნალის გამოცემით ყველამ ვიგრძნეთ, რომ მრავალი ხნის ძილის შემდგომ, ბოლოს ჩვენ ცხოვრებასაც უშველა თვალის გამოჭყერა, თუმც რომ „ცისკრის“ რედაკტორს კი გონია, ვითომ მხოლოდ იმას და მის თანამშრომელებს მოუხდინოს ან აღეძრას ეს მომენტი ჩვენ ცხოვრებაში. იმას ხომ ვერ დააჯერებ, რომ რამოდენიმე გულ-წრფელი სიტყვა, რომელიც მის გამოცემაზედ წარმოითქვა, იყო საზოგადოების გამოხმობა, რომლის თანაგრძნობითაც „ცისკარმა“ მოატანა აქამდინ ძალა უნებურათ. —

ყოველი მომენტი, ხალხის ცხოვრების კეთილ წარმატების გამსაზღვრელი, არის მრავალი ხნის მის ისტორიულ ცხოვრების ნამყოფი, — და არა კაცის მაჯას აგეთი ბიჯი არ შეუძლიან საზოგადოებაში რომ მოახდინოს. თითოული პირის ცხოვრება იმ გვარად არის შეკავშირებული მთელ საზოგადოების ცხოვრებასთან, რომ არც შეუძლიან მის ზედ მოქმედებისგან თავი ისხნას, არც მისგან გაცალკდეს და არც მაზედ ამაღლდეს; ამისგამო ყოველ ცხოვრების მოქმედების ფაქტის წინ, თითოულის პირის მოქმედობა დარჩება ყოვლად უძლური; მაგრამ ამ შემთხვევაში მისი გამჭრიახობა და ნაღვაწი, როგორც საზოგადოების წინ, აგრეთვე შთამომავლობის წინ იფასება, თუ რამდენად უცვნია იმას ეს იფაქტი, როდესაც შემთხვევით გამხდარა მისი მმართვული, ან თუ რა მხრით წარუმართავს ის, რომ როგორმე ამ ფაკტს შესძლებოდა ცხოვრებისთვის მოეტანა იმდენი კუთილი, რამდენიც მისგან იყო შესაძლო. რომ ვრცლად გავზომოთ ამ ზომით „ცისკრისაგან“ მოტანილი საზოგადოებისთვინ კეთილი ექვსის წლის განმავალობაში და მისი მმართველის ღვაწლი შთამომავლობის წინ, საჭირო არის ცოტა მოვილაპარაკოთ იმ კანონებზედ, რომლების წესითაც გადასულა განათლება ერთის ხალხიდან მეორეში; მით უფრო, რომ ჩვენ ცხოვრებაში აღმოჩენილი მომენტი არის ამ წრისა და არა ჩვენი საკუთარი ისტორიულ ცხოვრების ნამყოფი.

როგორც ისტორია მოგვითხრობს საზოგადო კაცობრიობითი განათლების გზა მუდამ ყოფილა ავი საკვლევი. ვინ წარმოიდგენს, თუ რავდენ ადამის შთამომავლობას თავი ქვაზედ უმსხვრევია და ხალხს ხალხად დაუყვია თავის წუთის სოფელი, სანამ შემზადდებოდა ახლანდელი ევროპის ცივილიზაცია და რა? ზოგიერთს სწავლულს, რომელსაც სუნითა და გემოთი დაწვლილებით გაუცვნია ეს განათლება, რომ ჰკითხოთ, ამბობს, „ჯერ კიდევ სწავლის კარშიაც თუ ვართ შესულიო“. მართლა, რომ კიდევაც კარგად მოვიფიქროთ, არც გასაკვირველია ასე ნელა ბოდიალი ხსნის გზაზედ. თუ რომ წარმოვიდგენთ იმ მჭმუნვარე გარე მომდებარეობას, იმ სულ მომხუთველს, წრიაპს კლდეებს თავის დახშულის, უდაბურის მღვიმეებით, იმ ცამდინ მწდომს მთის წვერებს თავის უძირო ნაპრალებით, თვალ მოუწვდომელ მინდვრებს და მუდამ მღელვარე სტიქიონს, რომლებსაც უნდა ქონოდა მისთანა მჭიდრო ზედ მოქმედება ჯერ კიდეც ნორჩს კაცის გამოხატულებაზედ; კიდევ მადლი მის სიყურმახვილეს, თუ რომ ბოლოს მას უშველა მაინც ამ გვარ ზედ-მოქმედებისგან განთავისუფლება. ხევთა ჩხრიალი, ქართა ქრიალი, კლდეთა ღუილი, ზვავთა ძგრიალი, მეხის ჭექა, ზღვის ქოთვა, კოხთა ცქრიალი და ათასი სხვა ბუნების ძალების სასაშიშრო მოქმედებაები და გამოხატულებისთვის მკაცრი სურათები განა არ იქნებოდნენ საკმაოდ, რომ პირველადვე დაეფრთხოთ გაუხსნელი კაცის გონიერება, რომ კაცს ევლო მართლა „წყუდიად ბნელში“ ქვეყანაზედ, სანამ რომელიმე გარემოების გამო, შესძლებოდა ხელი გაეშვირა თავად მას მჩაგვრელის ბუნებისთვის და მასშივე ეძებნა წყაროები თავისი ცხოვრების კეთილ-მდგომარეობაში მოსაყვანად? განა ახლაც კი არ არის რწმუნება ჩვენ ხალხში, ვითომც ტყეში, ნამეტურ ღამე, ყოველ ფოთლის ქვეშ იმალვებოდეს ფათერაკი სული, რომელიც თითქო ყოველს გამვლელს ეჯახებოდეს შესანთქავად. თუნდ თვითონ „ცისკარიც“ ავიღოო. ასე გაშინჯეთ ამ გვარ რწმუნებებზედა ერთობ გულგრილი არც ის ყოფილა. თორემ ეს კარგად ვიცი, რომ ერთ მის ნომერთაგანში - ნომერი დამავიწედა საუბედუროდ, იყო გრძელი მოთხრობა, თუ ბრუტ-საბძელზედ რა რიგი შექცევა ქონიათ თავის ტარტაროსით კუდიანებს. ამას იქით თუ კი ახლანდელი კაცის გონიერებას ვხედავთ ამ გვარ მდგომარეობაში, როგორსაც წარმოგვიდგენს ევროპიის ცივილიზაცია, სადაც კაცს გაუტეხია ბუნებისგან შებმული მონების ბორკილი, ე.ი. განთავისუფლებულა ამ გვარ რწმუნებებისაგან, და გამხდარა თითქმის მისი ბატონი, კიდევ მადლი მის გონიერებას. ეს არის რომ, როგორც ზევითა ვსთქვით ერთობ ბევრი ხალხის ოფლი დაწურულა და ჩაუვლია მრავალ საუკუნოებს, სანამ კაცობრიობა მოვიდოდა ამ გვარ მდგომარეობაში. ეს განათლება არის მრავალის ისტორიულის ხალხების ნაშრომი, რომლებიც მოქმედებდნენ ერთი მეორის შემდგომ. მრთელი კაცობრივობის ცხოვრება, როგორც დასაბამიდგან ისე აქამომდე მომდინარეობს, (რომ მომავალ დროზედ სჯას დავეხსნათ, რადგანაც მომავალი ჩვენს გულთ-მხილველობისგან დაფარულია), თავის თავად არც ძველდება და არც წარმავალია; ძველდება მხოლოდ მისგან გამოსაკვლევი ფორმა, მისგან შემუშავებული საზოგადო წყობილება, რომელიც იმ დროში ამ ცხოვრების მოთხოვნილებას მხოლოდ აკმაყოფილებდა. თან და თან ხალხის განათლებით რასაკვირველია თავად ცხოვრების მოთხოვნილებაც, მის კეთილ მდგომარეობისამებრ, უფრო და უფრო ვრცელდება დ მრავლდება სხვა და სხვაობით; მაშასადამე რამოდენიმე საუკუნეს წინ დაარსებული საზოგადო წყობილება და მისგან მონაპოვარი საშუალებაც ველარ აკმაყოფილებს ამ ცხოვრების მოთხოვნილებასა აშკარაა რომ საზოგადო ფორმამ განვლო თავის საუკუნე, დაძველდა და ამის გამო ან სულ უნდა მოისპოს და ან გადაკეთდეს ახლად შემოსულ მოთხოვნილებისამებრ. ცხოვრებას მხოლოდ თავის ნიჭ ნი სისრულეში მოჰყავს. მაგალითად: თუნდ ავიღოთ კაცი ივანე. ივანე ისეთი ივანეა აკვანში, როგორც წვერ-ულვაშიანი, ისეთი კაცის არსება არის აკვანში, როგორც წვერ-ულვაშიანი, ისეთი კაცური უფლება აქვს აკვანში, როგორც წვერ-ულვაშიანს: მხოლოდ რომ ივანე აკვანში იყო ჩვილი ყრმა და ეხლაკი წვერ-ულვაშიანი ვაჟკაცია; მაშინ იმას დედა არჩენდა, ეხლა კი თავს თითონ ირჩენს მაშინ ის იყო ჭკუით უგუნური, ეხლა კი გონიერი, ისე ცხოვრებაც. მხოლოდ რომ, შეიძლება წინეთ დაარსებული ზოგადაწყობილების ფორმა იყოს დამყარებული იმ გვარ სასტიკს კანონებზედ, რომელიც ჩააგდებს საზოგადო გონიერებას და მის გამჭრიახობას უძლურებაში, როგორც სწყალ ივანეს დააჯეჯავებს მუდამ დედის ცემა; მაგრამ რადგანაც კაცის გონიერებას მოსდგამს მუდამ სისრულეში მომავალობა, არაოდეს არც ხალხის ცხოვრება არ დარჩება მუდამ ერთ და იგივე მდგომარეობაში; აღიძვრის თუ არა ცხოვრებაში იმდენი ძალა, რომ საკმაო იქნება ახალ საშუალების მოსაპოვნელად და ძველი ფორმის გადასაგდებათ, იმავ წამს ცხოვრების წინ მსვლელობაც დაიძვრის და ატყდება გამწარებული ბრძოლა ძველ წყობილების და ახალ მოთხოვნილების შუა. ამ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთ მკაცრის გარეგან შემთხვეულებების გამო თავად ხალხის ცხოვრებაც უდროოდ დაიღუპოს, როგორც დაიღუპება საწყალი ივანეს სიმრთელე და გონიერება, თუ რომ რომელიმე გარემოებისგამო არ წაერთვა მისი თავი დედის სიმტარვალესა. აი ამ გვარად დაიქცა რომიც. რაგინდ რომ მკაცრი ზოგად წყობილებაც არ ყოფილიყო რომში, რაგინდ რომ გასრესილი არ ყოფილიყო. მისი შინაგანი ცხოვრება ზოგად წყობილებით სიმტარვალისაგან, რაგინდ რომ შევიწროვებულიც ყოფილიყო მის ცხოვრების კეთილ-წარმატების საშუალობაც, მაინც მიუცილებლად ხალხში აღმოჩნდებოდა იმდენი ცხოველი ძალა, რომ შესძლებოდა გაეწია ბრძოლა მის მრჩომელ გარემოებასთან და მოესპო ის, თუ რომ შინაგან ბრძოლას და უთანხმოებას არ მიმატებოდა მრთელის ქვეყნების ხალხების ძალა, რომლის სიმძლავრის ქვეშაც გაისრისა სრულებით რომის არსება. აი ამ გვარი უეცარ შემთხვეულებაების გამო დაიყოფებოდა სხვა და სხვა დროშა თითქმის ყოვლის ისტორიულის ხალხის ცხოვრება, — და იმავ მიზეზებსაც უნდა მივაწეროთ თითქო მემკვიდრებით ჭკუითის საუნჯის გავრცელება სხვა და სხვა ნაციებისგან. განსაკუთრებით შესანიშნავია ის კანონი ამ შემთხვევაში, რომლის წესითაც ერთს ხალხს გადაუცია მეორე ხალხისთვის თავის ჭკუით შეძენილი ქონება, მით უფრო რომ ზოგი ცუდი მხარე, რომელიც თან მოსდევს ამ გვარ წესს არა, ხალხის ცხოვრებას, სადაც კი განათლება გადაღებით გადასულა, არ ასცილებია. ასე გაშინჯეთ ჩვენც ვერ ვშორებივართ იმ ქვას, რომელზედაც წამოუკრავს ფეხი თითქმის ყოველის ისტორიულის ხალხის ცხოვრებასა. ამის მიზეზი უნდა იმყოფებოდეს უსათუოთ ჯერ კიდევ ნორჩს ხალხის გონიერებაში, რადგანაც მის სუყე ჭკუასა არ შეუძლიან იმ მაღლად გახსნილას ცხოვრების საფუძვლიანად გახილვა, რომელშიაც მას ექნება ნიადაგი მიმოსვლა. ავიღოთ თუნდ მაგალითი: ვსთქვათ რომ ერთმა ღარიბის კაცის შვილმა დაინახა ვინმე მდიდრად ჩაცმული ყმაწვილი. მას მიიზიდავს იმავ წამს ამ ყმაწვილში მისი მდიდარი სამკაული. „ნეტავი შენ, ყმაწვილო, მაგ ნაირი ტანსაცმელი გაცვია... რა არის ახლა ჩემი სიცოცხლე? ამ ტიალ კონკში მაინც! რატომ მეც არ მაცვია აგრეთი ტანისამოსი?.. ჩემ ტანსაც ხომ აგრე შეამკობს, კარგი არ არის, რომ მეც აგრე ვუყვარდე ჩემ დედ მამას, როგორც თავის დედ მამას ეს ყმაწვილი, ხომ მეც აგრე ჩამაცმევენ“ — ფიქრობს თავისთვის ღარიბი კაცის შვილი; ის კი არა თუ იმ ყმაწვილის მამას თავის შვილის ტანსაცმელი ეგოდენათ არ უღირს, რამდენათაც მის გაჭირვებულს მშობელს ერთი შვილის პერანგი; და თუ მართლა თავის შვილის უგუნურებას აჰყვა, უკანასკნელ პურის ქერქსაც უნდა გამოეთხოვოს. რასაც ვხედავთ ნორჩს ყრმის გონიერებაში სრულებით მას ვხედავი გონიერებით ჩვილის ხალხის ცხოვრებაში. შეიძლება მკაფრი ეჩვენოს ბევრს ამ გვარი შედარება. ავიღოთ მეორე: ვსთქვათ, ერთი ჩვენ თავადის შვილთაგანი გავიდა სამზღვარს გარეთ დ შეხვდა მას ერთ ევროპიულს სატახტო ქალაქში ყოფნა, ვსთქვათ ის მოხვდა პარიჟს. საითაც თვალს არ მიაპყრობს ყოვლის მხრით ჰხედავს მხოლოდ ერთ დიდებას და სამოთხის გვარ მშვენიერებას: დიდებულს სასახლეებს, დიდებულს ქუჩებს, კაცი ენიდგან გამოუთქმელს სიმრავალ გვარით და გემოვნებით საჭმელებს, წალკოტს, კაცის თვალისგან უნახავის შადრევანებით, ძეგლებით, აუხებით, სხვა და სხვა ქვეყნის ხეხილებით, მდინარით, ზღვით, სხვა და სხვა ქვეყნის მხეცებით; ერთი სიტყვით ის იქ ნახავს დიდებას და მშვენიერებას, რომელიც თვით მაჰმადსაც არ მოზმანებია თავის სამოთხეში. დასვით ეხლა ეს პირი ჩვენში. პირველი მისი წადილი ის იქნება, რომ როგორმე ბროლის კოშკი დაიდგას და იმ გვარი წალკოტი გაიმართოს, როგორიც იმ ქვეყანაში იმას თვალს უბრმავებდა ოღონდ კი გამართოს, თორემ მრთელი ხალხიც რომ ჰყავდეს ხელში, მისს ღონისძიებას უკანასკნელ წვეთამდინაც შესწირას ამ წადილს. განა ამას აქვს იმდენი გონი, რომ მოიფიქროს, თუ ამ გვარ წადილით, უიმისოთაც საშუალობით ღარიბის სიცოცხლის ცეცხლზედ სულ წყალს დაასხამს? განა ის იმის სჯას შეუდგება, თუ ეს გარეგანი სიმდიდრე და ბრკიალება მხოლოდ დიდის ხნიდან ცხოვრების კეთილ-წარმატების გზაზედ მომდინარეობის შედეგია? – თუ ეს სიმდიდრე მხოლოდ ამ გვარად გახსნილს ცხოვრებას შეფერის და ყოვლის საშუალობით ღარიბის ცხოვრებისთვინ დიდი მავნებელია, რადგანაც მისი გადაღება უდროოდ ლევს ამ ცხოვრების ძალას? ის არის უბედურება, რომ გონებით გაუხსნელის ხალხის თვალთ-მხედველობას იტაცებს მხოლოდ ერთი გარეგანი ელვარება და არ შეუძლიან მას ჩაღრმავდეს იმდენათ, რომ გამოიკვლივოს მისგან მიზეზი და ან აზრი. აქედამ, რასაკვირველია ვხედავთ იმ უწესო მომენტებს ყოველს ისტორიულს ცხოვრებაში, რომლებიც არის შედეგი ამ გვარ გადაღებისა. თუნდ ეხლა ავიღოთ ჩვენი ცხოვრება: ვინ არ იცის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ელვარე მუნდირს დიდი ფასი აქვს: ვინც . . . . . . . ეპოლეტებით - არის შემკული, ვინ არ იცის, რომ ჩვენ საზოგადოების ფიქრით, მხოლოდ ის არის კაცური კაცი ბრძენი და ფილოსოფოსი. ჩვენში კაცის ღვაწლი საზოგადოების წინ და მისი გონიერება იფასვის გარეგან ელვარობითა. არ შუმიძლიან აქ არ მოვიხსენიო ერთი იმერელი თავადი შვილთაგანი, რომელმაც ერთ დიდ კაცის წინ იმდენი იმაიმუნა, როგორც გავიგეთ, სანამ ჩინი არ იშოვნა. მაგრამ განსაკუთრებით იმის მაგალითს, რომელზედაც ჩვენ გვაქვს ლაპარაკი, წარმოგვიდგენს ფრანციის შინაგანი ისტორიული ცხოვრება როდესაც საზოგადოებამ მიაწია იმდენ განათლებაზედ, რომ შემოვიდა ცხოვრებაში ძველის კლასიკურის მეცნიერების გადაღების მოთხოვილება, მისი გონება მხოლოდ ერთმა ბრკიალა სამოსმა შეიპყრო: მან სტაცა ხელი მხოლოდ ერთს ფორმას; მისიყურადღება მიიქცია მხოლოდ ერთ ტურფა და მეტად ტკბილის ენით გამოთქმაზედ და არა თვით მასში მყოფს აზრზედ. მისი პოეტები იწყებდნენ იმ ნაირად ყეფას, როგორც სოფოკლი, ესხილი, არისტოფანი და სხვა გამოჩენილი საბერძნეთის მწერლები; აღწერდნენ იმ გვარ გრძნობაებს, როგორებსაც თავის საზოგადოების ნაკლულევანებაები აღძრავდა არისტოფანის და ევრიპიდის გულში. რასაკვირკელია, რომ ამ გვარ გზაზედ დამდგარი ლიტერატურა და პოეზია სრულიად უნდა განშორებოდა ხალხის ცხოვრებას; შინაგანის ცხოვრების ელემენტით გაცხოველებული პოეტის სიტყვა უნდა შეცვლილიყო. ერთს ყურის მგლეჯელს ცივს ხმაზედ. ლიტერატურამ დაკარგა ცხოვრებაში თავისი მნიშვნელობა და ხალხის ცხოვრებიდგან განშორებულმა, მან ვერ შესძლო მისთვისვე გამოეკვლია გონიერი და საფუძვლიანი დასაწყისები, რომულზედაც მაგრად უნდა დაფუძნებულიყო მომავალი პოლიტიკური წყობილება. აქედან გამოვიდა ის რომ, როდესაც ხალხმა თავისუფლება მოითხოვა სახემწიფოში, როდესაც მან ძველი წყობილება, როგორც უვარგი შესცვალა ახალზედ, თითქმის მთელს ერთს საუკუნის განმავლობაში განვლო მუდამ აღრეულობაში და ტანჯვაში, ბოლოს კი მაინც ჩაბარდა იმ გვარ ზოგად წყობილების ჭვანგებში, რომელიც ბევრით არ გაერჩევა პირველს. აი რა მავნებელია ლიტერატურა და პოეზია, როდესაც ის არ მსახურებს ხალხის ცხოვრებას, ატარებს დროებას ფუჭ დეკლამაციაში, როდესაც გადაღებაში, ნამეტურ ამ გვარ განათლების მხარეების, როგორც პოეზია და ლიტერატურა, მისი გადმომღები ხელთ მძღვანელობს ერთ გარეგან ბრკიალა სახით და ვერ სცნობს მის მართალს მნიშვნელობას, მის შინაგანს აზრს, ურომლისოთაც თვით ელვარე ფორმა ფუჭია და მავნებელი. აი ის ქვა, რომელზედაც ყოველის ხალხის ისტორიულ ცხოვრებას, მიმბაძავ პერიოდის დროს, ფეხი წამოუკრავს და რომელზედაც ჩვენც ზედ გადამტვრევას გვიპირებს ჩვენი „ცისკარი“, თუ კი რომ ქონდეს ის მაღური თვალი, რომლის გორვითაც შესძლებოდა შორს გავეტაცეთ.

1857 წელს ჩვენს ბნელს გორიზონტს ეღირსა ბოლოს „ცისკრის“ ამოსვლა. აბა მითხარით ვინ არ გაიხარებდა ამაზედ. რადგანაც ყველას გულში გვქონდა, რომ მდაბიურად ყოველს ცისკრის ამოსვლის შემდგომ, „ბნელით მოცულს“ ბუნებას ელის გამაცხოველებელი ტკბილი დილა. მაგრამ დაგელოცა ღმერთო სამართალი!.. ურიცხვთ სვა და სხვა ქმნილებათა შორის ყოფილა ქვეყანაზედ იმგვარი „ცისკარიც“, რომელიც არ გვანებია მდაბიურს ცისკარს. ამიტომ რომ ეს მეშვიდე წელი დადგა, ის იჭყირება იმავ ალაგიდან, საიდანაც შვიდის წლის წინეთ დილის მოსვლა გვაუწყა, თავადკი ჯერ თავის ალაგიდან არ დაძრულა, თუღა აწ დაიძვრის ეს უფალმა იცის. მრთელ შვიდის წლის განმავლობაში ნათობს ციალის შუქით და არა ეშველა რა, ოდნა ვარსკვლავის სიბრკიალეც ვეღარ მიიღო, არამც თუ დილის გამაცხოველებელი სინათლე. ჩვენი ბედკრული „ცისკარი“ შვიდის წლის განმავლობაში სულ იმაზედ გვატარებინებს დროებას ან ღამე როგორია, ან დღე რარიგის სინათლით მოიცვავს არე მარეს, თუ დილა კაცის გულში რა რიგს ტკბილს გრძნობაებს აღძრავს, ან თუ საღამო რა რიგის სიმშვენივრით მორთავს ბუნებას და სხვა ამ გვარებით. არა გვეშველა რა, ის აზრი კი ვერ გამოვიკვლიეთ მასში, რომელსაც პირობა დაედვა საქართველოს დილის ამოსვლაზედ; თუ რომ ლამიდა შეტოპვას ცხოვრების მორევში, იმავ წამს ისხამდა ფრთებს ჰაერში გასაფრენად და ჩაუვარდებოდა ენა. ნამდვილის ცხოვრების თვისების მაგივრად, ფანტაზიაში შედგენილ სურათებზედ გვაცქერინებდა; რასაკვირველია, რომ ყველას მალე უნდა მოსწყენოდა ღარიბის ფანტაზიის სურათებით შემკულ ქვეყანაზედ მუდამ უურება! —

ჟურნალი იმ გვარის თვისების, როგორიც მიიღო მან ევროპიის ხალხში, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ნამყოფი ევროპიული ხალხის ცხოვრებისა. მხოლოდ ევროპიაში, ზოგიერთის გარემომდებარეობის მიზეზების მადლობით, ადრე ჩავარდა კაცი თავის გონში და მოითხოვა სასტიკ ზოგად-წყობილებისაგან დაკარგული უფლება. აშკარაა, რომ აღმოსავლეთში, სადაც ხალხის ცხოვრება იყო მოსრესილი მეფის დესპოტობისაგან, ამ გვარს ფაქტს არ ექნებოდა ადგილი. ეს ფაქტი გადმოვიდა ჩვენ ცხოვრებაში მიბაძვით, ამისთვის ყველაზედ პირველად უნდა შეგვეტყო მის აზრი და არ გავყოლოდით მის გარეგან სახეს, ყველაზედ პირველად უნდა გაგვეგო, თუ რისი მაქნისია, ან რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ჟურნალს ჩვენს ცხოვრებაში, ვინემ აღვტაცებულვნიყავით მის ყოველს თვისა და თვის თავზედ შვიდ შვიდის დაბეჭდილის ფურცლების გამოსვლით და „ცისკრის“ სახელით. მაგრამ პირებს, რომლების ხელმძღვანელობის ქვეშაც ჩავარდნილა შემთხვევით ეს ფაქტი, ვერ შეჰძლებიათ ღრმად, იმის არის გაგება და იმის გამო ამ მეტად კეთილ-მყარ თავის თავად ფაქტს ჩაუვლია აქამდინ სრულიად უნაყოფოდ საზოგადოებისთვის. „ცისვარი“ ასე გაშორებულია ცხოვრების მოთხოვილებაზედ, როგორც ცა მიწაზედ. ის ვერ გრძნობს სრულებით მის გულმტკივნულობას და მის მოთხოვილებაზედ წინ უდებს იმ გვარ საჭმელებს, როგორც „შვილი უმანკოებისა„ ისიც სხვისა საძაგლად გადაკეთებული და სხვისად უსირცხვილოდ მითვისებული[1], „ჩემი ანგელოზი“, „თამარ ბატონის შვილი“, „მამისგან შვილის დარიგება“ და ვერ მოვითვლი რამდენს სხვა ამ გვარებს. რა გასაკვირველია, რომ საზოგადოებაში ვერ პოებს სიმპატიას. კიდევ ბედია ჭეშმარიტად, რომ აქამდინაც სრულებით არ დაეცა, მაგრამ ზოგი მის მოლაყბესაც უნდა ჰკითხოს კაცმა. აი რა გვარ მიზეზებს აწერს ის „ცისკრის“ დაცემას — „ცისკრის“ თავდა პირველად გამოცემა ყველას სასიხარულოდ მიგვაჩნდა, - ამბობს მოლაყბე ოკტომბრის ნომერში 1862 წელს – „მაგრამ დამარხვაზედ კი ნურას უკაცრაოდ, ყოვლისფერი დაიმარხება, თუ მტრად გადავეკიდენით და ქვითა ვდიეთ ჩასაქოლავათ“. ქვით ჩაქოლვა რა არის?... განა თუ კაცს, რომელსაც არ მოსწონს ზოგიერთი აზრები, მისის ფიქრით მავნებელი ცხოვრების კეთილ-წარმატებისთვის და დაიწყებს ლაპარაკს ამ გვარის აზრების წინააღმდეგ, ერქმის ქვით მქოლავი?.. საზოგადოების ცხოვრებაში, როგორც სულთ დგმულთ მოქმედებაში, მუდამ იპოებიან სხვა და სხვა ერთი ერთმანეთის წინააღმდეგი ელემენტები: მაშა სადამე მათში ყოველთვის უნდა სუფევდეს მუდამი ბრძოლა, რადგანაც განსვენება სიკვდილის წესია. ცხოვრებაში იმყოფებიან სხვა და სხვა რწმუნებაები, ყოველ საგანზედ თავისებური სჯა, თავისებური აზრი და შეხედულობა, რომელსაც ჰყვანან თავთავის დამცველები. საზოგადოობაში, როგორც გონიერ არსებაში, შედის მუდამ ის რწმუნება, ის აზრი, რომელიც ყველაზედ ვრცლად, ცხოველად და საფუძვლიანად დაიცვის, რომელიც ყველაზედ უფრო ჭეშმარიტია; თუ კი, რომ „ცისცარში“, წარმოითქმოდეს მისთანა აზრები, რომელშიაც საზოგადოება კეთილს და სასარგებლოს რამეს პოებდეს, რაგინდ ბევრი ქვა და ლოდი სცემონ, მაინც ვერვინ ვერას დააკლებს. ქვის სროლა „ცისკარს“ კიდევაც უფრო გაამაგრებს, რადგანაც წინააღმდეგ აზრებში მისი სარგებლობა უფრო აშკარად დაინახება. როგორც სჩანს, ამ სალაყბო ფურცლის ღირსება მდგომარეობს ან სრულებით ფუჭ მეტყველობაში და ან თუ თერგ-დალეულის სტატიის განხილვას წადილობს, მხოლოდ იმ გვარ საგნებზედ აქვს ლაპარაკი, თუ თერგ-დალეულმა, რატომ თქვა „გაიარდა“ და არ გაივლიდაო; მის შინაგანს აზრს კი ვერ ეხება, რადგანაც მართლის პირში შეხედვას არწივის თვალები უნდა. ამის გამო ვის ექნება იმდენი დრო, რომ ნამეტურ აქ თავიდან ბოლომდისინ ის გაარკვიოს? მხოლოდ არ შეიძლება ზოგიერთ პუნკტებზედ არ გავჩერდეთ, რადგანაც იქ ზოგიერთს მაღალ საგნებზედ მოდის ლაყბობა და სწორეთ თუ მრუდეთ „ცისკრის“ დაცემის მიზეზებს ეხება. თუნდ ავიღოთ ის, სადაც მოლაყბეს მოუდის ლაპარაკი მწერალის და მწერლობის მნიშვნელობაზედ - „რა არის მწერალი და თვით მწერლობა“? – ჰკითხავს მოლაყბე თერგ-დალეულს. აქ რომ მართლა კითხვითი ნიშანი დაესვა და შემდგომ სხვაზედ დაეწყო ლაპარაკი უსათუოთ ვიფიქრებდით, რომ მისი მნიშვნელობა, თავის სიყურ-მახვილით, სადმე ამონაკითხი მაინც ექნებოდა. ახლა კი მე მგონია მის ახსნით საზოგადოებაში მოიპოვა დიდი ხელი, რადგანაც მან უჩვენა სწავლულთ ქვეყანას პოეზიის და ლიტერატურის სფერაში იმ გვარი კანონები, რომლების მსგავსი არა წარმოთქმულა რა არც ლესსინგის „ლაოკოონში“ და არც ღეგელის „ესთეტიკაში“. მიეცი შვებას, ჩვენო საზოგადოებავ! დღეს შენ აჩუქე კაცობრივობას ერთი სწავლის მნათობი, რომლის კვალზედაც აწ იწყებს წინ წასვლას ევროპიის განათლება, ის მნათობი გახლავთ მოლაყბე. ნეტავ ვიცოდე ვინ არის, ან რა სახე აქვს ამ მოლაყბეს, რომ მისის კინკრიხის გახილვით ვამცნო ახალი კანონები ფაკტებით ღარიბს ფრენელოღიის სწავლას. აი რას გვამცნებს მოლაყბესაგან წარმოთქმული პირველი კანონი: 1, „მწერალი არის მამა ხალხისა“. მკითხველებო, გაიგონეთ ამ კანონის გარკვევა. მწერალი არის მამა ხალხისა, ესე იგი ხალხი მისი შვილები, გესმისთ კარგად?.. შვილებს უნდა მამისგან მუდამ ზნეობითი დარიგება. ყოველს, ჩვილს წლოვანებითს ყმაწვილის გულში თითოული მამის სიტყვა არის განუსაღვრელი ჭეშმარიტება. აქედან: მოლაყბე არის მწერალი, ჩვენ მისი შვილები, მაშ ყოველი ნამცნევი, რაც რომ მის პირისაგან არ წარმოითქოს, უნდა გვეგონოს, განუსაზღვრელ ჭეშმარიტებად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გველის მომავალს დროში ცხოვრების კეთილ-წარმატება, განათლებათ ევროპიელ ხალხებზედ დაწინაურება და თუ ვინიცობაა, არ ვეთანხმეთ ზოგი ერთს მის აზრს, შევიქნებით ღვთის პირისაგან წყეული, როგორც მამის ურჩი შვილები. ყოველ სულმდგმულს მართებს არამც თუ გონიერად, ინსტინკტურათაც თავის არსებობის დაცვა. არც მოლაყბეს ეძრახვის, რომ ამ გვარი სილლოგიზმებით იმოქმედოს „ცისკრის“ და თავის ინტერესის დასაცველად, მაგრამ ღვთის პირისაგან შეჩვენებაც რომ მელოდეს, არ შემიძლიან ამ განმარტებაში წინააღმდეგად არ გავუხდე, მწერალი, ჩემის ფიქრით, ყველაზედ პირველად იმ ქვეყნის შვილია, სადაც რომ შრომობს; არის დაბადებული იმ საზოგადოებაში, აღზრდილი იმ საზოგადოებაში, და მიმღები ყოველივე ზნეობითის ჩვეულებაების,რომლებიც სუფევენ იმ საზოგადოებაში; მაშ მწერალი უფრო უნდა იყოს საზოგადოების შვილი, ვინემ მამა; მაგრამ სწორედ რომ გავსაჯოთ, არც ეს არის: მწერალი არის ერთი თავის საზოგადოების მწევრთაგანი, ერთი იმ პირთაგანი, რომლების კრებაც შეადგენს საზოგადოებას. ის არის საზოგადოების ტანჯვის და შვების თანაგრძნობელი. რაში მდგომარეობს მისი ღვაწლი საზოგადოების წინ? -აჩვენოს საზოგადოებას თავისი აზრი ამ ნაკლულევანებეაბის შესახებ, უჩვენოს იმ გვარი საშუალობაები, რომლებიც მისის ფიქრით საუკეთესო არიან ამ ნაკლულევანებაების მოსასპობელად. შეიძლება მისი აზრები არ ვარგოდეს, მაშინ ის ჰპოებს მას მოძმებში წინააღმდეგობას. გამოჩნდება მესამე, მეოთხე, ერთის სიტყვით ყველა ვინც, რომ ჰპოებს იმდენ ძალას, რომ თავისი აზრი გამოთქვას. შეიქნება ბაასი და აი ამ ბაასში და სხვა და სხვა აზრებში ეუწყება საზოგადოებას ჭეშმარიტება, რომელიც განსაზღვრავს მის გონებითს გახსნას და ცხოვრების კეთილ-წარმატებასაცა. რასაკვირველია, რომ ასე მოკლეთ მწერლის მნიშვნელობის განმარტება არ არის საკმაო, მაგრამ არც სტატიის სივრცე გვაძლევს მეტს ნებას, ამისთვის სხვა შემდგომისთვის იყოს, აქ მხოლოდ ის არის ნაჩვენები, თუ რავდენად უგუნური არის ის განმარტება, რომლითაც მწერლის მნიშვნელობას ადარებენ მამის მნიშვნელობას. როგორც მოლების სიტყვებიდან ჩანს, იმას სამძღვარ გარეთ უმგზავრნია. არ ვიცი, რომელ სალიტერატურო ორღანიდან ამოუკითხავს ესრეთი სჯა ამ გვარ საგნებზედ, თუ იქნება მართლა „ტრედიაკოვებით“, „სუმაროკოვებით“, „ხემნიცერებით“ თუნდ „ლაღარპებითაც“ და მათ თხზულებებით თავი ისე გაუტენია, რო პატარა გონიერ სჯას თუნდ ამ გვარს მის თავში ადგილიც აღარ დარჩენია? ვთქვათ თუნდ ეს ასე იყოს, მაგრამ ამნაირი კანონება საიდანღა გამოუღია? ხომ ერთ ზემოხსენებულს მწერლების თხზულებაებშიაც არ იპოვება ამ გვარი კანონები, როგორც მაგალითად: რაც რომ ბევრს ფულს მისცემ მწერალს, იმდენად უფრო კარგად დასწერსო? (bis) გეთაყვა ერთი კიდევ გაიმეორე ეს კანონი, მოლაყბევ! ამათ მსგავსი კანონები ნევტონსაც აღარ წამოუთქვამს ქვეყნის აგებულების ასახსნელად. აი უცოდინარობა მწერალს როგორ უგუნურებაებს წარმოათქმევინებს. ერთი რომ ჟურნალი თავის სიკეთით იძენს ბევრს ფულს, რადგანაც ამ შემთხვევაში ყველა წადილობს მის გამოწერას, და არა ფული შეიქს კარგს ჟურნალს; მეორე - ეს მაინც რამ წარმოგათქმევინა, მოლაბე! „ხუთი ათას ხელმომწერლების ფულით რა მწერალსაც მინდა ლეკურს ბუქნას ვათამაშებო“? განა მწერალი სუდიას გვარია, რომ ასი თუმნით ლეკური ბუქნა ჩამოარონინო? - მაშ, მოლაყბე, იქნება შენ კარგი საჭიერი მწერალიც იყო, მაგრამ სანამ ხუთას თუმნობით მუჭებს არ გაგივსებენ, მანამ არ დაიძვრი, განა? -დიახ და გეშაბის! შეიძლება შენ შენის უნიჭოების მისამალავათაც წარმოსთქვი ეს; მაგრამ რაც რომ ბევრი ეცადო, თუნდ ერთი მილიონიც მოგცეს, მაინც მაგაზედ უკეთესს ვერ დასწერ, რაც დაგიწერია. განა რაც ბუნებას შენთვის დაშურებია, ფული იმას ჩაგინერგავს თავში? ესეც უნდა ვსთქვათ, რომ მწერალი, რომელიც ასი თუმნით თამაშისას, მეტად ნიჭიერიც, რომ იყოს, მაინც თავის თვისებით კეთილზედ ბოროტს უფრო მეტს შესძენს საზოგადოებას, მაშა სადამე მაგ გვარი მწერალი, რომ კიდევაც გამოჩნდეს მაინც კბილით დასაგლეჯია. ნიჭიერი და მამულის მოყვარე მწერალი ფულში არ საჭიროებს. მის გულში, როგორც გაუქრობელი ლამპარი, ანთია მუდამ ერთი წმინდა წადილი, რომელიც სიკვდილამდინ ამხნევებს იმას ღვაწლისთვის. რასაკვირველია, ფული მრავალ თავისუფლებას მიჰსცემდა მწერალსა, იმიტომ რომ თუ საწყალია თითქმის უფრო მეტი თავისი დღენი მაგ ღონისძიების მოპოებაში ეკარგება და ამით მწერლობასა ჰსცდება, მაგრამ აქედამ ის არ გამოდის, რომ მწერალს ფული ჰქმნიდეს. რატომ როდშილდი არა შეგსპირობს, ჩემო მოლაყბევ! მაგრამ იმას, ვისაც ოცდა ათის და მეტის წლის განმავლობაში სულ ერთი მხრით უწევნია, მეორე მხრით როგორღა გაასწევინებ, რაგინდ რომ აშკარად და საფუძვლიანადაც ელაპარაკო. ჩვენც, რასაკვირველია, აქ თავს მივანებებდით, თუ რომ ერთი მეტად შემაქცევარი ადგილი არ გვეპოვა კიდევ მის სალაყბო ფურცელში, ეს-ის ადგილია,სადაც ის ყმაწვილურის სიმარტივით ერწმუნება, ვითომც და „ცისკარს“ ზოგიერთის ხეირიანის სტატიებით მოეტანოს რამე კეთილი საზოგადოებისთვის. აი ეს ადგილი: „აქებს თერგდალეული ზოგიერთს მწერლებს, რომელთ შრომაები „ცისკარში“ დაბეჭდილი იყვნენ: ჭონქაძეს, დიმიტრი ყიფიანს, გარდაქეშნელს, ბერიძეს, დიმიტრი ბაქრაძეს, ლაგრენტი არდაზიანს და მე უღირს მონას და მოსამსახურეს, (ტყვილა პირს ნუ იწვამ, რა საქებიცა ხარ, შევიტყვეთ: იმას თუ იტყვი, რომ ზოგიერთი ჩვენის ცხოვრების უმსგავსო ფაქტი, რომელიც თავის უმსგავსოებით ყველას თვალში ეჩხირებოდა, შეგიტანია სალაყბო ფურცელში, როგორც მექრონიკე — ეს კიდევ დიდი სიქადული არ არის ნამეტნავად როცა შევიტყეთ, რომ იმის შემტანიც შენ არა ყოფილხარ. „ქებისთვინ დიდი მადლობა!“ (სულ ტყვილა! თუ მართლა თერგდალეულმა გაქო, ჰლიერ შემცდარა. „მაგრამ ერთი ეს ბრძანოს, აკი იძახდა ცისკარი ცუდიაო! ცუდი არ ყოფილა. დიახ, მართალია ზოგიერთი ისტორიული სტატიები „ცისკარში“ არ იყვნენ ურიგონი. შეიძლება შემდგომისთვის, როგორც ისტორიის მასალა, შეიქნენ რითიზე გამოსადეგნი, ისიც ვინ იცის? მაგრამ ცხოვრებისთვის კი სრულიად გამოუდეგარნი იყვნენ, რადგანაც გვაჩვენებდნენ მხოლოდ წარსულის ისტორიის ფაკტებს და საზოგადოებაც არ იყო იმდენად გახსნილი, რომ საკუთარი მსჯულობით მათგან რომელიმე სასარგებლო წესი ცხოვრებისთვის გამოეკვლია. ესეც ხომ იყო: საზოგადოებას რომ კიდევაც შესძლებოდა ამ ფაქტების განხილვა, მე არ მგონია, იმ გვარად იყვნენ დაწერილნი ის სტატიები, რომ მათგან შეძლებულიყო რამე სასარგებლოს აღმოჩენა ცხოვრებისთვის. არც ის იყო შესაძლო ამ სტატიებისაგან, გვეცნო. საფუძვლიანად რომელიმე მომენტი წარსულის ცხოვრებისა. მაშ „ცისკარს“ როგორც ჟურნალს, ამ გვარ სტატიებით ღირსება არ მიეცემოდა. რასაკვირველია „სურამის ციხე“ მეტადრე „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ და განსაკუთრებით „რომეო და ჯულიეტა“ დრამა შექსპირით სათარგმნი შორს მოიტოვებდნენ „შვილს უმანკოებისას“, „თამარ ბატონის შვილს“, მაგრამ ან ამითი რა გახდა? ევროპიული საჭმელები რომ მომიტანო, მათი ჭამაც ხომ უნდა მასწავლო, როგორ უნდა. შექსპირის დრამების გასაგებლად, საზოგადოებას იმდენად უნდა ქონდეს ესტეტიკური გრძნობა გახსნილი, რომ შეძლოს მის დრამებში თითქო ღვთიურის ხელით აღმოხატულის ცხოვრების ჭვრეტა, კაცის გულის ისე ღრმად და ვრცლად გაგება, როგორც ის არის ნაჩვენები მის დრამებში და კომედიებში. აბა ერთი მითხარით, რავდენ სტატიებში აუწყა საზოგადოებას „ცისკარმა“ ან პოეზიის მნიშვნელობა, ან მისი ისტორიული არსება და ცვლილება, თუ როგორი შეხედულობა ქონიათ ელლინელთ ქვეყანაზედ, ან როგორის გრძნობით ეყრებოდნენ ბუნების ზედმოქმედებას, ან თუ რა არის პლასტიკური გრძნობა, ურომლიოთაც პოეტისგან არ შეიძლება რეალურ ცხოვრების მართლად ჭვრეტა. აბა სად გვიჩვენა ის პლასტიკური გრძნობა, რომელიც გამოსჭვერს თ. რაფიელ ერისთვის ზოგიერთ ლექსებში და ნამეტურ თ. გრიგოლ ორბელიანის, სწორედ ხალხურის ელემენტით სავსეს პოეტურს გრძნობაებში, სადაც ასე აღტაცებით არის გამოყვანილი, თუ რას შეხარის ქართველის გული? აბა თუ შეუნიშნავს კიდევაც „ცისკარს“ ის რომანტიული(?) მიდრეკილება, რომელიც ისმის თითქმის ყოველ აკაკი წერეთლის ლექსებში „საყვარელო ალექსანდრა“ დან „რუსეთუმეს“ სურათებამდინ. „ცისკარი“ არ იყო ილია ჭავჭავაძეს ქვის სროლით შეხვდა? სად გვიჩვენა მან ის ორი ხასიათი ქალისა და ვაჟისა, რომლებიც ასე ღრმად და საკვირვლად არიან გამოხატული „სურამის ციხეში“? სად განიკვლია მან ის მიზეზები და გარემოება, რომელმაც შექნა ეს ხასიათები, ამისთანა ბოლოს ღირსნი, როგორიც ამ რომანშია ნაჩვენები?

სრულებით ამ გვარ რამეს. 1857 წლიდან, რომ დავიწყოთ და ამ თვის ნომრამდინ გადავშალოთ სულ ფურცელ ფურცლად, მაინც ვერაფერს მასში ვერ ვპოვებთ. ვერც იმას ვპოებთ, თუ სად განუხილავს ასე ვრცლად და მართლად გამოხატული სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ხასიათი, რომ როგორმე მკითხველის გულში აღუძრა ზიზღი ამ გვარ მიდრეკილებაზედ. როგორც ვეჭობ, „ცისკარს“ სურამის ციხის აზრი სრულებითაც არ გაუგია, ამიტომ რომ როდესაც თერგ-დალეულმა გაიხსენა იმაზედ, როგორც ერთ კარგ თხზულებათაგანზედ, რაც რომ მხოლოდ „ცისკარში“ არ დაწერილა, მხოლოდ მის შემდგომ გამოვიდა მასზედ ფურცელაძის რეცენზია და მერე როგორი! განა ამას რეცენზია ერქმის?... ახალ ადგმულ ენის უბედობაა და ქარის მობერილი ჰსჯა. ამის შემდგომ თუნდ თვითონ შენ დაიდევ, მოლაყბევ, გულზედ ხელი და თქვი ღვთის წინაშე, რამდენი კეთილი მოუტანია „ცისკარს“ საზოგადოებისთვის ამ შვიდის წლის განმავლობაში? ვინ იქნება იმდენად უგუნური, რომ „ცისკარს“ ამაში დაუწყოს გამტყუნება. ყოველი საგანი მხოლოდ მაშინ იმტყუნება, როდესაც მასში იპოება მისთანა საშუალობა, რომლითაც შეიძლებოდა რამე კეთილის მოტანა და არ მოუტანია. ცარიელი ტიკი რაგინდა რომ წურო, კახურს ვერ ჩამოგისხამს, მაგრამ ის არის სამწუხარო, რომ, როდესაც ამტკიცებენ, რომ „ცისკარი“ შვიდის წლის განმავლობაში არა კეთილის შემძენი არ ყოფილა საზოგადოებისთვისაო. აშკარა მართლის თქმაზედ გული გებძარვის კარგი რაც ითქვა,ითქვა: იმას ხომ აღარა გაეწყობა რა, მხოლოდ ერთი უნდა გითხრა, მოლაყბე! რადგანაც ცისკრის ადვოკატობა მიგიღია: შენ კარგად გექნება ნაცნობი თუ არა შენის გულთ- მხედველობით, ინსტინკტიურის გრძნობით მაინც, რომ ჩვენ საზოგადოებაში დაიძრა ცხოველი სული, იმას უნდა ცხოველი სიტყვა; მაშა სადამე „ცისკარს“ თუ თავის სიკვდილი არ უნდა უსათუოდ უნდა დასტოვოს ის გზა, რომელზედაც აქამდინ მოდიოდა, გააგდოს მიშურა, გარეგანი სიბრკიალე და ჩაღრმავდეს სიცოცხლის მორევში მარგალიტების მოსაბოჭად. სიტყვით დატევება ცოტა არის, საქმით კი ჯერ ვერა ვხედავთ. გარიბალდის ცხოვრებით და სხვა ამ გვარებით თავს ვერ შეგვიხვევ ამიტომ, რომ მის გვერდში ვხედავთ იმ გვარ თხზულებაებს, როგორც „მამისგან შვილის დარიგება“ ქერელი ბექას ბაქიობა და სხვ. ამ გვარად „ცისკრის“ გზის გამოცვლა კიდევაც უფრო მავნებელია, რადგანაც ამ გვარებით შეიძლება მკითხველის თვალისგან დაიფაროს შინაგანი ეშმაკობა. და ესეც არის: კაცი, რომელიც თან შეზრდის ერთგვარ სმენას და შეხედულობას ცხოვრებაზედ, რომელსაც გამოუშვია თავისებური სჯა თითოულ საგანზედ და ფაკტებზედ, თუ კი იმას რამე აზრი აღუზრდია თავში, ერთობ ძნელად შეიძლება გადახდეს თავის გზას ნამეტურ ასე უცებ, როგორც „ცისკრის“ რედაკტორმა ეს გვაუწყა და თითქმის ყოველწელს გვაუწყებდა: ეხლა სხვა აზრზედ უნდა წავიდეო, სხვა კარგი მიმართულება ვიქონიებო და თუ მართლა ასეა, სანამ ჟურნალის შინაგანი ნაკლულოვანება საქმით არ გაიწმინდება, სულ ტყუილია, რომ იძახონ თუნდ წლიდამ წლამდინ: ეხლა სხვა გზაზედ ვდგებიო, საქმე უნდა და არა სიტყვა. როგორც ტბაში, თუ ქვეწარმავალი არის, არ შეიძლება რომ ხან გამოშვებით მაინც თავი არ ამოყოს ხოლმე და იმ ტბის სიწმინდავე არ აამღვრივოს, სწორედ ისეც ჟურნალშია ხოლმე.

გ.-თელი.

_____________

1 ეს თხზულება გახლავთ რუსულად ნათარგმნი ნემენცურიდამ: უხეირო ნემენცის მწერალის კოცებუს დრამაა მაგავე წოდებით, მაგრამ უფ. ცისკრის რედაკტორმა გადააკეთა გვარები და სახელები და თავისად გამოჰსცა. ცისკარს ბევრ ჯერ მოსვლია ამ გვარი სიკეკლუცე საზოგადოობის წინაშე, მაგ. რჩეულოვის „შეშლილი“. ეგ გახლავთ პატარა მოთხრობა ანგლიურიდამ რუსულად ნათარგმნი, რუსულს ენაზედ მაგ მოთხრობასა ჰქვიან: Венокъ Офелiи. უფ. რჩეულოვმა სახელი გამოუცვალა, სიტყვა სიტყვითი ჰსთარგმნა. მხოლოდ გიორგი კოროლი ანგლიისა, ვარანცოვად გადააკეთა, ლონდონის თეატრი ჩვენ თეატრად, აქაური გიჟების სახლი ბეთლემი, ჩვენ ნათლუხის გიჟების სახლად, იქაური აკტრისა, აქაურად და ამ ყოფით იმ მოთხრობას დაარქვა შეშლილი და თავისი გვარი მოაწერა,-მითამ და იმისია აგრეთვე „იშვიათი ცხოვრება“ გ. ბარათაშვილისა, „ანუკა ბატონი შვილი“, იმავე რჩეულოვისა და სხ.

4 საქართველოს ისტორია

▲back to top


საქართველოს ისტორია

(მე 60–ათე წლიდგან მე 29 წლამდე:)

საფუძველი, რომელზედაც იყო. დამყარებული დუარხიული მმართებლობა. -ამ პერიოდის ხელმწიფეები. მომხდარნი საქმენი —სომხებთან ბრძოლა. — დაპყრობანი ტროიან იმპერატორისა და ურთი ერთ შორისი ბრძოლა ფარსმან III-სა და მირდატისა. მოგზაურობა ფარმანისა რომში.

ამ პერიოდის ხელმწიფეებსა რა უფლება და მოვალეობა ჰქონიათ, როგორც ურთიერთ შორის მიქცევ მოქცევაში, ეგრეთვე ხალხის საზოგადო საქმეებში, ამაზედ არის ზოგიერთი ცნობა ქართულ მატიანეში. ამ ცნობათაგან შეიძლება ვიფიქროთ, რომა ის უფლება და მოვალეობა იყვნენ დამყარებულნი შემდგომს საფუძველზედ: 1, ერთს ორ ხელმწიფეთაგანს უნდა ეცხოვრა მცხეთაში და სჭეროდა მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარე ქვეყნები, და აგრეთვე რიონის და ჭოროხის აუზის მაზრები, მეორეს კი უნდა ჰქონოდა ბინა არმაზში და ემთავრა მტკვრის მარჯვენა მხარიდგან დაწყობილი საქართველოს სამხრეთის სამძღვრამდინა; 2, თუ ვინიცობაა, იმათგანი მოკვდებოდა ვინმე, მაშინვე იმის მაგიერად უნდა დამდგარიყო სამთავროში — მმართებლად უფროსი შვილი და აღესრულებინა მოვალეობა, რაც კისრად ედვა იმის მამასა; 3, ყოველს მათგანსა თავის სამფლობელოში დაუმოკიდებელი მეფის უფლება ჰქონდა. 4, მშვიდობიანობის დროში ხალხის საზოგადო საქმის გადასაწევეტლად, რომელიც შეეხებოდა ორივე სამთავროსა, უნდა შეყრილიყვნენ ორივენი და გარდაეწყვიტათ საქმე ერთად და 5, ლაშქრობის დროს ერთს მათგანს ებარა სამხედრო ადმინისტრაცია მთელის საქართველოსი და მეორეს სამოქალაქო, ამასთანაც პირველი უნდა ყოფილიყო. წინა-მძღოლი ჯარისა და მეორეს კი ეზრუნა ჯარის სურსათისათვისა და იარაღისთვის . —

პირნი, რომელნიც მეფობდენ ამ პერიოდში იევნენ: ბარტომი და ქართამი, შვილები ფარსმან პირველისა. ისინი შევიდნენ თავის სამთავროს მფლობელობაში მე 60 წელიწადში. ქართამი სამს წელიწადს შემდგომ მოკვდა, მე 63 წ. და იმის მაგივრად გამფდა იმისი შვილი ფარსმან I. ბარტომმა იმეფა 72 წლამდინ და იმის სიკვდილის შემდგომ ფარსმან II-ს გაუამხანაგდა კაოსი, ბარტომის შვილი. -ესენი დაიხოცნენ 87 წელიწადში და იმათ მაგიერად შევიდნენ სახელმწიფოს მფლობელობაში აზორქი და არმაზელი. აზორქისა და არმაზელისა სიკვდილის დრო და იმათი შვილების დეროქისა და ამასაპისაგან მართებლობის მიღება ნამდვილად არ ვიცით, მხოლოდ 103 წელიწადში პირველნი მათგანნი აღარ იყვნენ ცოცხლები და მეფობდნენ იმათი შვილები. აგრეთვე არ ვიცით: პირველი, ამ ხელმწიფეების სიკვდილი და დასაწყისი იმათი მემკვიდრეების მირდატისა და ფარსმან III-ს მმართებლობისა, რომელნიცა 113 წელში კი მართავდნენ საქართველოსა, და მეორე: წელიწადი მირდატის საქართველოდგან განდევნისა და ჩავარდნა სრულის სამეფო უფლებისა მარტო ერთის ფარსმან III ხელში. ეს უცოდინარობა გვაიძულებს, რომ მივიღოთ დურხიულის მმართებლობის საძღვრად, წელიწადი, როცა მიიცვალნენ ფარსმანი და მირდატი და როცა ადამი საქართველოს ხელმწიფედ დაინიშნა, — და არა ის წელიწადი, როცა მირდატი გაიქცა.

ამ პერიოდის განმამავლობაში ერთი გამოჩენილი საქმეთაგანი იყო ომი ქართველებისა სომხეთში. ეს ომი დაიწეო ფარსმან III-მა იარვანდის მისაშველებლად სომხეთის მეფის შვილის არტაშანის წინააღმდეგად. იარვანდს ეჭირა სომხეთის მეფის ტახტი უკანონოდ; კანონიერი მემკვიდრე კი არტაშანი, თავის მცირე წლოვანობაში ემალებოდა იმის დევნას სპარსეთში ერთს სომხეთის დიდი კაცის სემბათის მეურნეობასა ქვეშე. 78 წელს, როდესაც ეს ხელმწიფეს შვილი დავაჟკაცდა, მაშინ სემბათმა დაიყოლია სპარსეთის კარი, რომ არტაშანსა მამულის ტახტის დაბრუნებაში დახმარებოდა. მიიღო რა იმისაგან ფარი, სუმბათმა და თან წაიყვანა არტაშანი და შეესია სომხეთსა. იარვანდმა, სპარსელების მოსვლით შეწუხებულმა, სთხოვა ფარსმანს შემწეობა მტრის შესაოკებლად, ქართველები შევიდნენ სომხეთში და მიემატნენ იარვანდის ჯარსა მაშინ, როდესაც თითქმის მთელი ის ქვეყანა მიემხრო კიდეცა არტაშანსია. იარვანდი მალე დაამარცხა და მოჰკლა სემბათმა; იმისი ჯარი გაიქც გამოიქცა და ფარსმანიც დაბრუნდა საქართველოში.

არტაშანის მეფედ დასმის შემდგომ – სუმბათმა მიჰყო ხელი მთელის სომხეთის დამორჩილებასა და წესიერობაზედ მოყვანასა, და თანაც გულში ისახავდა ფარსმანის შურის ძიების განზრახვასა იმისთვის, რომ იარვანდსა შემწეობა მისცა. 87 წელ სემბათი ომის გამოუცხადებლად შემოადგა საქართველოს სამძღვარს და ჯარით გარს შემოერტყა არტანისსა და წუნდასა. რა ნახა რომ ამ ციხეების გუშაგნი გულდაგულ ეწინააღმდეგებიან და ამასთან შიშიც მოეცა, რომ არ მოშველებოდნენ, იმან დაქრთამა გუშაგის უფროსები, მაგრამ როდესაც ამ ღონისძიებითაც იმათი დამორჩილება ვერ მოახერხა, მაშინ დაქრთამულების თანხმობით გაუგზავნეს გუშაგებსა კაოსისა და ფარსმანის ტყუილი წიგნები, რომ ჩაებარებინათ ციხეები სომხეთის მეფისათვის, რადგანაც ფიქრი გვაქვსო სომხებთან დამეგობრებისაო, ალბათ როდესაც ერთს ჩიკრიკს მიჰქონდა ის წიგნი მტრისაგან გარე მოცულს ციხეებში, მეორე ჩიკრიკი საქართველოს ხელმწიფეებთან საწამლავით გაგზავნილი იყო, ამისათვის რომა სწორეთ იმ დროსა, როდესაც მოტყუებისა გამო, ქართველი გუშაგები აბარებდნნ სომხებსა წუნდასა და არტასისსა, კაოსი უცებ მოკვდა.

ფარსმანი მიეცა დიდს მწუხარებასა თავის ამხანაგის სიკვდილისა გამო, რომელზედაც სიბერის დროს იმედი დამყარებული ჰქონდა, ამასთანავე ზედ დაერთვა მეორე მოულოდნელი სევდა, როცა შეიტყო რომ სომხებს ის ციხეები აუღიათ; მაშინვე დაიბარა აზორქი და არმაზელი, მისცა იმათ თავისი და კაოსის უფლება, გახდა ძრიელ ავად და მას შემდეგ მალე მოკვდა. საქართველოს ახალი მეფეები შურს ეძიებდნენ სომხებისასა, და მოიწვიეს რა ოსები და ყველა მთის ხალხი[1], რათა მიემატებინათ ქართველებისათვის სომხეთის ასაკლებათ, თითქმის მე 88 წელში შეესიენ სომხეთის ჩრდილოდ მდებარე მხარესა, საშინლად გაცარცვეს და ააოხრეს. როდესაც სრულებით აღნენ შურის-გებითა, ისინი დაბრუნდნენ იორის საპირონეს, და იქ დადგნენ. ხელი მიჰყვეს თუ არა დავლისა და ტყვეების გაწილვასა, მაშინ მოეწიათ იმათა მრავალ რიცხვი სომხეთის ჯარი, სემბათის წინამძთოლობითა, რომელიც რა დაბანაკდა მტკვრის მარჯვენა მხარეზე გაუგზავნა, რომ ტყვეები დაუბრუნონ.

როდესაც მიიღო უარი, სემბათი გავიდა მტკვარს გაღმა, შეება და ისე დაამარცხა ქართველები და იმისი მოსარჩლეები, რომა მოსარჩლებმა დასტოვეს დავლა, ტყვეები და გაიქცნენ თავ თავის ქვეყნებშია, ქართველები კი გამაგრდნენ ციხეებში. სუმბათი შეესია საქართველოს შიგნით მხარეებსა და გაიარა მთელი ეს ქვეყანა ქიზიყიდგან სამესხეთომდინ და ააოხრა უმწეო სოფლები. მისთვის რომ დაემკვიდრებია სომხეთის მფლობელობა სამესხეთოში, იმან ააშენა მესამე ციხე დემოთი, დააყენა იქ ძლიერი გუშაგი და დაბრუნდა სომხეთში.

საქართველოს ხელმწიფეები გამოვიდნენ თავისი საფარველებიდგანა, მეორედ შეჰკრიბეს მთის ხალხი სომხეთს საომრად, მაგრამ არტაშანმა დაასწრო იმათა და თვითონ წამოვიდა საქართველოში; - იმან აიღო მცხეთა, ააოხრა და აანადგურა ქართლი და იქამდინ მიახწევინა, რომ მორჩილობის სიდაბლითა ასყიდვინა მშვიდობიანობა და შერიგება.

ამას შემდგომ აზორქი და არმაზელი დიდხანს ვერ ბედავდნენ გამოეცხადებინათ არტაშანისადმი თავის სიმძულვარე, რომელიცა აეღგზნებოდათ ხოლმე, როცა ნახავდნენ სათითაოდ ყოველ ნაოხარსა, რომელიც აგონებდათ ხალხის სახელის აღდგენის მიუცილებელ საჭიროებასა. დიდი ხნის მშვიდობიანობაშ მისცა იმათ შეძლება, რომ საქართველო აოხრებული კვლავ აეშენათ, წესი და რიგი ისევ დაეწყოთ და ჩუმად საომრათაც მომზადებულიყვნენ.

ბოლოს როცა სომხებმა ასტეხეს ომი რომაელებთან და სპარსებთან[2], მარჯვე შემთხვევა მიეცათ აესრულებინათ დიდიხნის წადილი. აზორქმა და არმაზელმა მაშინვე ისევ მთიულები დაიბარეს და წაიყვანეს ქალთველებთან ერთად სომხეთზედა. არტაშანმა მოაგროვა თავისთან დარჩომილი ჯარი, გაუძღოლა წინა თავისი შვილი ზარენი და გაგზავნა მტრის დასახვედრად. ქართველებმა დაამარცხეს სომხეთის ჯარი და ხელმწიფის შვილი ზარენი ტყვედ დაიჭირეს და დარიალანში დააპატიმრეს.

ამის შემდეგ სამი წელიწადი რომ გავიდა, არტაშანმა, რაკი რომ მორჩა სპარსეთის ომსა, რაც კი სომხეთსა ჯარი ჰყვანდა სულ მოაგროვა და საქართველოში გამოგზავნა, უფროსობა ჯარისა თავის სამს შვილს ჩააბარა. ისინი მოვიდნენ თრიალეთამდინ და დაუწყეს ქართველებს შერიგებაზედ ლაპარაკი. ეს ლაშქრობა დაბოლოვდა სისხლ დაუნთხეველად; სომხებს მისცეს ხელმწიფის შვილი ზარენი და საქართველოს დაუბრუნეს ციხეები და სამესხეთო, არტაშანის გამეფების პირველ წელიწადში სემბათისაგან მუხთლობით დაჭერილი.

ამ სახით გვიამბობს ქართული მატიანე ამ ხან გრძელ ქართველებთა და სომხებთ შორის ლაშქრობის ამბავსა, ამ ფაქტის შესამოწმებლად, ჩვენ ძველი წერილი სახეში არა გვაქვს, მოსე ხორენულის გარდა, მაგრამ ვინც კი მიჰყოფს ხელს იმათს შეფარდებასა, ის უნებლიეთ ქართულ მატიანეს დაამჯობინებს სომხებისასა, მარტო ერთმა სომხეთმა არ დააკმაყოფილა, ის წამოვიდა საქართველოსაკენ და, როგორც გვაჩვენებს ისტორია, ადვილად დაიმორჩილა იგი. მაგრამ როგორც შეუნიშნამს შლოსსერსა, საქართველოს მფლობელები ყოფილან მორჩილებაში იქამდისინ, ვიდრე რომის ჯარი ახლო მდგარა.[3]

მეორე საქმე იმოდენადვე შესანიშნავი, როგორც ლაშქრობა ქართველებისა და სომხებისა-იყო ფარსმან III-ის და მირდატის ურთი ერთ შორისი ბრძოლა.

ეს ორნი პირნი ხასიათში სრულიად არა ჰგავდნენ ერთმანერთსა. ფარსმანმა თავისი მშვენიერის შეხედულობითა, ვაჟკაცის გულითა და ლბილის ხასიათითა ქართველებში ყოველი ხარისხის ხალხს თავი შეაყვარა და სახელი გაითქვა, მაშინ როდესაც ულმობელმა და უსამართლო მირდატმა შეაძულა თავი საზოგადოდ ყველასა. მირდატს შეშურდა რომ ფარსმანი ესე უყვართ, და განიძრახა ფარსმანის სიკვდილი ნადირობაშია, რომელიცა განგებ მითამ შესაქცევრად მოიგონა.

სანადიროდ მოწვევის ამბავი მიუტანა თუ არა ფარსმანს მირდატის კაცმა, თანაც აცნობა საზიზღარი განზრახვა მირდატისა. ფარსმანმა ნადირობაზედ უარი ჰყო და გამოუცხადა ხალხსა მირდატის განზრახვა. ქართველებმა, რომელთაც დიდიხანია სურდათ ეპოვნათ შემთხვევა, რომ ამოეყარათ ჯავრი ბოროტ-მომქმედის მირდატისა, განდევნეს იგი თავის სამშობლო ქვეყნიდგანა. მირდატი გაიქცა თავის სიმამრთან, სპარსეთის ხელმწიფესთან.

ორჯელ შემოესია მირდატი საქართველოსა სპარსელების შემწეობითა, და ორჯელვე ისე ხერხიანად აოტეს ქართველებმა, რომა ბოლოს ფარსმანმა თავისას დაუმატა რა სომხეთის ჯარი, თავისი სიმამრის სომხეთის მეფისაგან მოშველებული, თვითონ წავიდა საომრად სპარსეთშია. იმისმა გაბედვით შესევამა და გამარჯვებამ ისე გააშფოთა სპარსეთის მეფე, რომ იმან რაკი სხვა ღონის ძიება ვეღარ იპოვა, რომ თვის სამეფო დაეხსნა აოხრებისაგან, გაბედა და შეისყიდა ფარსმანის მზარეული ფარსმანის მოსაწამლავად. ფარსმანი უცებ მოკვდა და ქართველები უკან დაბრუნდნენ, ამათ მდევრად დაედევნათ სპარსეთის მრავალ რიცხვი ჯარი. სპარსელებმა საქართველო აიღეს და მეფედ მირდატი დასვეს. მაგრამ შემდგომ ფარსმანის შვილი ადამი რომაელთა[4], სომხებთან და დასავლეთის მაზრების ქართველთა შემწეობით დაეცა სპარსელებს და ბრძოლაში რიხის სიახლოვეს ლიახვზე, გადასწყდა სვე მირდატისა — ამისი მოსარჩლეები სრულიად დამარცხდნენ და თვითონაც ომში მოკვდა. ამ გვარად გათავდა დურხიული მართებლობა მე 129 წელიწადში დაჯდა საქართველოს მეფის ტხტზედ მარტო ერთი ადამი.

ფარსმან III ადრიან იმპერატორის დროს წავიდა სამგზავროდ რომში და, როგორცა სჩანს უცხო ქვეყნის მემატიანეებთაგან, იქ დიდის პატივის ცემით იყო მიღებული. ერთხელ როდესღაც ფარსმანმა მიიტანა ზვარაკი ბელონის ტაძარში, იმას აჩვენეს ღვთიურ კერპებთა შორის თავისი საკუთარი სახის გამოხატულობა, იმის მისვლის წინად რომის მთავრობისაგან იქ აღმართული.[5] ადვილად მისახვედრია, რომ ეს პატივის ცემს იმ უმაღლესის აზრის გამომთქმელია, რომელიც ჰქონდათ რომაელებს იმ დროების საქართველოს შეძლებაზედა და იმ სარგებლობაზედა, რომელიც იმათ შეეძლოთ ქონოდათ ამ სამეფოსი და იმპერიის ერთმანეთში თანხმობისაგან. სანანურია, რომა ეს აზრი რომის ისტორიის სხვა და სხვა ადგილას ნაწვეტ ნაწყვეტად არის მხოლოდ გამოხატული და არა ზედ მიყოლილ აღწერილებითა, რომლისაგანაც ჩვენ შეგვეძლო გამოგვეკვლია ვრცლად ის მნიშვნელობა, რომელიცა ქონია საქართველოსა ამ ძველისა და მთელის ქვეყნის მპყრობელის იმპერიისათვისა.

თუმცა ეს ესეა, მაგრამ მაინც კიდევ ღირს, რომ ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტები კაცმა ყურადღებით წაიკითხოს, რათა რამოდენათმე შეიტყოს ფასი ამ მცირე, მაგრამ მშვენიერის ქვეყანისა, რომელიცა ბედს ქართველებისათვის მამულად დაუნიშნავს.

_____________

1როდესაც „ქართლის ცხოვრება“ ამბობს ოსების ლაშქრობაზე სამხრეთის ქვეყნებში და იმათს შესევაზედ სომხეთში, მოსე ხორენელი უწოდებს ამ ლაშქრობასა ალანების შესევასა. ჩვენის აზრით ძველთაგან ძველის დროებიდგან იალბუზის ჩრდილოეთისა და ჩრდილოთ-აღმოსავლეთის კალთებზე სცხოვრებდნენ შემდგომი ტომნი: 1), სივრცე ქვეყნებისა კავკაზის მთიდგან კასპის ზღვამდინ და ანდის მთადგან სამურის წელამდინ ეჭირა ხალხსა, რომელთაც უწინდელი დროების გეოგრაფები უწოდებდნენ ლეგებსა და ქართველები კი ლეკებსა: 2), სუნჟის წყლის სათავიდგან-მთელ ამ წყლის გაყოლებაზედ ანდის მთამდინ სცხოვრებდნენ მეჯეხები ანუ მესსეგები — ესენი არიან ეხლანდელი ჩაჩნები, რომელნიც ეხლაც იწოდებენ ამავე სახელსა, თკით ქვეყანას კი ერქვა: მეჯეხეთი ანუ მასსაგეთი; 3) სივრცეზე სუნჯის წყალსა და თერგ შუა სცხოვრებდნენ ხალხი უწინდელი გეოგრაფების სახელწოდებით: გელები; ამ ქვეყანასა, სადაც ცხოვრებს ეხლა უფრო მომატებული ნაწილი სხვა ტომებისა. აქამდისაც ჰქვიან გელასტანი; მაგრამ ამ ქვეყნის მთებში ეხლა სცხოვრებს ნაშთი იმ ტომისა, რომელთაც ეწოდებათ გალაშელნი ანუ გალგაელნი, ჩაჩნურ ენაზედ მოლაპარაკენი; 4), თერგის სათავიდგან მარცხნივ ყუბანის წყლამდინ და ამ წყლის მარჯვენა ნაპირიდგან დონის წყლამდინ სცხოვრებდა ხალხი ოსების სატომოსი სხვა და სხვა სახელწოდებით; 5) კავკაზის მთის, ყუბანის და შავი ზღვის შორის იყვნენ ადაგე ანუ ჩერქეზები, მრავალ სხვა და სხვა თემებად გაყოფილნი, რომელთაც სხვა და სხვა სახელწოდება ქონდათ და 6) შავის ზღვის ჩრდილოთ-აღმოსავლეთი ნაპირი ეჭირათ, როგორც ამ ჟამათაც უჭირავთ, აფხაზებსა.

ყველანი ეს ხალხნი მთელ თავის ცხოვრების განმავლობაში თითქმის ველურად დარჩენილნი იყვნენ, ამათ არა ჰქონდათ მწერლობა, გარდმონაცემები იმათი არიან არეულ დარეულნი და ბნელნი, -და ამის მიზეზით მათი ცხოვრება ისტორიულის ზედმიყოლებით ცნობილი არ არი; მაგრამ ვიცით, რომა ეს ტომები, აფხაზებსა და ლეკებს გარდა, სცხოვრებდნენ უბინაოთა და ხანდახან გადადიოდნენ სხვის, სკვით-სარმატების ხალხის მამულებში და ხანდახან თვითონ ამათვე განდევნიდნენ ხოლმე სხვა ხალხნი, რომელნიცა შეესეოდნენ ამათ საკუთარს მამულებსა და იმ მამულებზედ გადიოდნენ ზემო აზიაში, როგორათაც მაგალითებრ: კიმმერიანენი, ხაზარები და ბალქარები ანუ ბასსიატები, ე.ი. ბასიანენი ანუ ბარსელიანენი. სასარმატოში და სკვითეთში დადიოდნენ რა უბინაოდ, ისინი შეხვდებოდნენ ხოლმე სხვა ტომებსა და ზოგჯერ ამათი ნაწილი ხალხი მიუდგებოდა ხოლმე სხვა ხალხსა და ზოგიერ თვითონ ესენი მიიღებდნენ ხოლმე და შეირევდნენ სხვა უცხო ტომსა. აქედგან წარმოდგა ისა, რომა ამ ექვს ტომის მაგიერად კავკასიაში, ძველი და სშუალო საუკუნის მწერლები ანგარიშობენ ურიცხვს, ხალხსა სხვა და სხვა სახელწოდებითა.

ამავე მიზეზით ოსსებსა სხვა და სხვა დროებში სხვა და სხვა ხალხი უწოდებდა სხვა და სხვა სახელებსა: ქართველები მწერლობის მექონენი და ყველაზე მახლობლად მყოფნი ოსებზედა უწოდებდნენ ოსებად; ჩრდილოეთის ხალხი იასსებად; დასავლეთის ხალხი უწოდებდა იმათა ხან ასებს ხან აზებს ანუ ათრასებს, ხან სარმატებსა, ანუ მეოტებსა; თვითონ კი თავის თავს ეძახიან ირონებსა, ადრიანი, მოსე ხორენელი, იოანე კათალიკოზი და კონსტანტინე პორფიროსანი ოსებს ეძახიან ალანებად და ზოგი ერთი მწერლებიცა ალანებსა და ალბანელებს ურევენ ერთმანერთში; აბულ-ფედს ალანეთი აქვს დანიშნული დაღესტნისა და ჩეჩენის ადგილას. კლაპროტი კი იმ აზრისა არის, რომ ოსები და ალნები ერთი და იგივე ხალხი-ირონნი არიან, მაგრამ ძნელი გადასაწყვეტი კი არის: ალანები იყვნენ ოსები თუ ეგ ალანები სხვა ტომი იყო; ამ ჟამად კავკასიაში არაფერი არ მოგვაგონებს რა ალანების სახელსა, ერთს ხვობას გარდა, რომელსაც ილან ხევი ჰქვიან, მაგრამ, ეს ადგილი მდებარებს სალევოშია.

2 ქართლის ცხოვრებაში რომაელნი ბერძნებად სახელწოდებულნი არიან, მაგრამ მაინც კიდევ უსათუოთ სომხებისა და იმპერატორი დომიციანის ჯარების ბრძოლაზედ უნდა ამბობდეს ქართლის ცხოვრება.

3 Ф. Шлоссеръ Веем. Ис. т. ст. IV. 286.

4 „ქართლის ცხოვრებაში“ რომაელნი ისე, როგორათაც უწინაცა, ბერძნებად არიან სახელწოდებულნი, და ალბათ იმ მიზეზი იყო, რომა აღმოსავლეთის რომის ჯარში უმთავრესი ელემენტი ბერძნისა იყო.

5 Zonaras, tom. I. p. 590.

5 სხვა და სხვა ამბავი

▲back to top


სხვა და სხვა ამბავი

ცოტა ხანში ბევრი ისეთი ამბავი მოხდა ქვეყანაზე, როგორც სხვაგანა, ისე ჩვენ მხარეშიაც – რომელიც ჩვენ საზოგადოებასაც უნდა შეეხებოდეს და მაშასადამე მთელი ქართველობისათვისაც საინტერესო უნდა იყოს. იმათი მბობა ვისურვე შენთვისა, მკითხველო, მაგრამ ამ სურვილის აღსრულების შეუძლებლობა მაშინვე წარმომიდგა ფიქრში და ძალიან შევწუხდი. მოგახსენო მიზეზი.

რაც საქვეყნოდ მოხდება ხოლმე, იმას, რასაკვირველია, უველა მაინცა და მაინც შეიტყობს ხოლმე; მაშასადამე, თითქო იმისი მბობა საჭირო აღარ იყოს, რათგანაც შეტყობილი ამბვების მბობამა მეტის მეტად თავის მობეზრება იცის. და ეს ხომ კარგად იცი, მკითხველო, რომ შენი თავის მობეზრება ჩემი წინააღმდეგი და მავ- ნებელი საქმეა. – მაგრამა, შეიძლება, და ხან და ხან აუცილებელი საჭიროც არის, რომ ერთსა და იმავე ამბავსა სხვა და სხვა გვარი მნიშვნელობა მიეცეს, და კიდეც ამბვების ამ მნიშვნელობის მიცემაშია ჩვენი ამბვების საგანი.

წასულ კვირებში ორი იმერელი კაცი ჩამოახჩეს. აბა, საქართველოში, შიგ ქალაქს თფილისში ორი კაცი ჩამოახჩეს ქრისტიანი, ჩვენი იმერელი და როგორ უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ეს ამბავი ქვეეანას არ შეეტყოს!? რა ხშირად მოხდება ხოლმე ქვეყანაზე კაცის ჩამოხჩობა, რომ ესე შეუტყობრად ამ გვარი ამბავი დარჩენილ იყო? მაგრამა, ამბვის შეტყობაში ხომ არ არის საქმე, საქმე ამბვის ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაგებაშია. აბა, ერთი მეზობლებში მოიკითხე, მკითხველო,– როგორი გულგრილობით მიღო ყველამ ეს ამბავი. რა აზრები წამოუდგათ? ან ვითამ ამ ამბავმა ვისმე საფიქრებელად აზრები გამოუღვიძა რამე? არა გგონია, განა, მკითხველო? სამართლიანობა მოიკითხა ვინმე, დაეთანხმა, თუ არა? არა გგონია. ეს ხომ ვიცით, რომა ქვვუანაზე ბევრი რამ განუსჯელად მოხდება ხოლმე, ან ხშირათაც-განსაჯვითა, მაგრამ მაინც კი უსამართლოთა? რა იცით. განა არ შეიძლება განსაჯვა უუსამართლოესიც-იყოს? რწმუნება იქმნება და მაგისთანა?! ესეც ხომ არა გგონია. კარგია, რომ კიდევ მაგისთანა მართებლობა გვყავს, რომ, არა გგონია, განუსაჯველად არავინ არც დაახვრეტინოს, არც ჩამოახჩობინოს, არც კატორგაში გააგზავნინოს. ხომ არც ესა გგონია, მკითხველო?

კიდეც ეგ არის, რომ არა გგონია ლიტერატურა კარგათა გრძნობს თავის ვალდებულობასა, რომ შენა, მკითხველო, ყოველმა ამბავმა ფიქრები და აზრები მოგივლინოს ხოლმე ისე როგორათაც კაცობრივი ღირსება მოგთხოვს, და „გგონია“-ობის გათავებით არ გაკმაყოფილოს, მაგრამ. . . მაგრამა სად არის შეძლება ჩვენი სურვილის აღსრულებისა? ამასა მოუსვენარობად მიიღებენ და შეგვიმუსვრვენ ხოლმე ყოველს ამ გვარ სურვილსა და შენცა, მკითხველო, ამითი კაცობრივი ღირსების აღმადგენელად, ბევრს აზრზე ან თვითონ ფიქრობა, ან ფიქრობაში ხეირიანისა რისამე მოფიქრება მოგაკლდება ხოლმე.

მაგრამ, რა გაეწყობა, განა? ეჰ, ხომ მაინც არა გენაღვლებარა რა კაცობრივი ღირსება, რა თივა, რა ბზე?! განა!? სად არის მაგდენი ცნობის მოყვარეობაო, ოხვრით იტყვიან დარბაისელნი, მცოდნენი, გამოცდილნი პირნი და რად გვინდა მაგდენი ცნობის მოყვარეობაო, იტვიან დანარჩენნი! ეჰ, რა გენაღვლებათ! თუნდაც რომ გენაღვლებოდეს კიდეცა, მაინც რომ არ შეიძლება რათგანაც ჩემ კალამს ამოდენი ძალა როგორ უნდა მოეთხოვებო დეს, რომ იმოდენი ცნობის მოყვარეობა განგიღვიძოს, ქართველობავ, რომა კაცობრივის ღირსებით განაღვლებინოს ვრცლად (ე.ი. ნაღვლობის დაკმაყოფილებამდან) შენს კერძოობითს საქმეებზედაცა, საზოგადოობისებზედაც და მთელი კაცობრივობისებზედაცა! ან ეს რა გენაღვლება, ეჰ, ან ეს რა გენაღვლება!

ვითამ სამუდამოდ დამშვიდებულ ლეკებს რაღაც უსიამოვნობა, რაღაც უკმაყოფილობა შეხვედროდათ და პატარა, იმ მხარეში ნაწილობითი აღრეულობა გაებედნათ. ბევრი სხვა და სხვა გვარი ამბავი მომხდარა იქა!

მაგრამ შენთვის ხომ სულ ერთია! რა გენაღვლება! სად არის მაგდენი ცნობის-მოყვარეობაო, ოხვრით იტყვიან დარბაისელნი, მცოდნენი, გამოცდილნი პირნი და რათ გვინდა მაგდენი ცნობის-მოყვარეობაო, იტყვიან დანარჩენნი! ეჰ, რა გენაღვლებათ! თუნდაც რომ გენაღვლებოდეს, მაინც რომ არ შეიძლება რათგანაც ჩემ კალამს იმოდენი ძალა როგორ უნდა მოეთხოვებოდეს, რომ იმოდენი ცნობის მოყვარება განგიღვიძოს, ქართველობავ, რომა კაცობრივის ღირსებით განაღვლებინოს ვრცლათა (ე.ი. ნაღვლობის დაკმაოფილებამდინა) შენ კერძოობითს საქმეებზედაცა, საზოგადოობისეებზედაცა და მთელი კაცობრივობისებზედაცა. ან ეს რა გენაღვლება!

ბევრჯერ ჭეშმარიტებით რისამე წარმოდგენა, რისამე ამბობა საზოგადოებაში შეუძლებელია! ესეც თუნდ იმავე თქვენი ცნობის მოყვარების უქონეობის მიზეზითა. მარტო ამ აზრზე დარწმუნება გამოიყვანდა საზოგადოებაში ყოველ კაცსა, მაშასადამე თვით ზოგადოებასაცა, ჩვენ ქართველობას იმ მიმზანტებელ გულგრილობიდამა, რომელიც მთელ ქართველობას საზოგადოდ უმოქმედობის მძინარეობის ამოვნებაში ანთქნარებინებს. . . და ლეკებში სადმე, ან სხვაგანა რა მოხდა, რათ მოხდა, რა მიზეზით მოხდა, ანა ყოვლისავე ამისა ჭეშმარიტებით წარმოდგენა შეუძლებელი რათ უნდა იყოს? ეჰ, ყოველივე ეს შენ რა გენაღვლება, მკითხველო!

ჩემო ტკბილო, ჩემო მშვიდობიანო. ქართველობავ! შენს შინაურობაში მაინც მიიხედ მოიხედე! შენს სოფლიურ მდგომარეობას დააშტერდი მაინცა და იგრძნე იმისი ყოვლად წყლული სიღარიბე-სიბილწემდინ ჩაობებული. გეტყოდი, ამასთან სხვა ხალხების სოფლიური მდგომარეობა მოიკითხე, როგორია მეთქი და რისაგან არის ესა, მიზეზები იცანი მეთქი, მაგრამ, რომ ვიცი, რომ არა გენაღვლება რა! აი, ცნობის მდევარეობის მოკლება! სადამდინ მიგიყვანდა ცნობის მოყვარეობა, რომ გქონოდა?! მაგრამ, ეჰ, რა გენაღვლება!

ამ გვარი ამბავი, რომ მომხდარ იყოს: ვჰსთქვათ, ერთი ხალხი რომელიმე დიდს რომელსამე სახელმწიფოში აღუდგა მართებლობასა. ვჰსთქვათ, მთელ ხალხსა საზოგადო აღრეულობა განეძრახოს და მოეხდინოს კიდეცა. როგორ უნდა გაებედნა მთელ ხალხსა, მკითხველო, ხელმწიფის წინააღდგომა? ამ გვარი ბოროტობა (მთელი ხალხის აღრეულობა ბოროტობაა, მაშ რა არის?) გული რატომ არ აგეღელვება?! თუ გაბედა, რა სამართალი ჰქონდა, რომელიც ხელმწიფის სამართლიანობას წინაღუდგოებდა უმიზეზოთ ხომ ქვეყანაზე არ მოხდება რა! ამას რა მიზეზები უნდა ჰქონოდა? ეჰ, მაგრამ რა გენაღვლება? რათ გინდა მიზეზების მოკითხვა? რა გენაღვლება!

თუნდაც რომ გენაღვლებოდეს, მაინც რომ არ შეიძლება... რათგანაც ჩემ კალამს იმოდენი ძალა როგორ უნდა მოეთხოვებოდეს, რომ იმოდენი ცნობის მოყვარეობა განგიღვიძოს, ქართველობავ, რომა კაცობრივის ღირსებით განაღვლებინოს ვრცლად შენს კერძოობით საქმეებზედაცა, საზოგადოებისებზედაცა და მთელი კაცობრივობისებზედაცა! ან ეს რა გენაღვლება!

თუ, ქართველობავ, თუნდ, სხვათა შორის, ზემოხსენებული ცნობის მოყვარეობის უქონოების გამო შენი აწმყო მდგომარეობისაგან ბევრს კეთილს არას მოელი, შენი მყობად კუთილ მიმართულობაზე მაინცა ფიქრობდე! დახედო მაინც, ნეტავი, შენს შვილებსა, როგორ იზრდებიან, როგორ უნდა გაიზარდნენ, რა გზით არის შესაძლებელი იმათი კეთილი წარმართული აღზრდა, ვისი ვალდებულობაა ეს საქმე, რათ არი ესე უზრუნველათა ამ საქმის აუსრულებლობა ესეთს უღირსობაში, მიზეზსა, მიზეზის მიზეზსა რა ტომ არმოიძებნი? მაგრამ, აბა, რა გენაღვლება! ყოველსა ამა ფიქრობა უნდა და ფიქრისათვის კი . . . რომ არ გენაღვლება! თუ გენაღვლება, რაში ეტობა?!

თუნდაც რომ გენაღვლებოდეს კიდეცა, მაინც რომ არ შეიძლება რათგანაც ჩემს კალამს იმოდენი ძალა როგორ უნდა მოეთხოვებოდეს, რომ შესაბამი ცნობის-მოყვარეობა განგიღვიძოს, ქართველობავ, — ესეც იმოდენათა, რომა კაცობრივი ღირსებით განაღვლებინოს ვრცლათა შენს კერძოობით საქმეებზედაცა, საზოგადოებისებზედაცა და მთელი კაცობრივობისებზედაცა! ეჰ, ან ეს რა გენაღვლება!

დედამიწის ზურგზე, ამ კაცების საცხოვრებელში, სადაც ხალხების განკვლევა კი არეულ გადარეულია და სახელმწიფოები კი ღვთათ ჯერ გარეგნობით მაინც— რიგიანობაზე დგანან, -ჩვენ დროში ერთმა დიდმა აღრეულობამ იტალიისამ რაღაცა ნაციონალობის, ხალხობის აზრი წამოაყენა წინა, რომლის მოთხოვნილებასცა, მკითხველო, ჭეშმარიტი თერგ-დალეულობა ეტყობა. ყოველს საზოგადო სახალხო აღრეულობასა, საკვირველია, რომ უთუოდ ამ გვარი რამე მოსდევს ხოლმე თანა. საკვირველია, რა ეშმაკი და ქაჯი დააფენებს ხოლმე თითქო ამ გვარ ბოროტობასა (მთელი ხალხის აღრეულობა ბოროტობაა, მაშ რა არის?!) სამართლიანობაზე და თითქო დიდ განმაცოცხლებელ აზრებს რათ უნდა შემოიტანდეს ხოლმე კაცობრივობაში?! საკვირველია, ხან და ხან კაცობრივობა გაჰყვება ერთ ორ ჭირვეულ კაცებს, დაიჟინებს ხოლმე რასმე და მანამ თავის გასაოცარ უჯიათობას, თავის ჭირვეულ გულის წადილს არ აასრულებინებს ხოლმე, არ მოეშვება ხოლმე, არა და არა! . . ამისი განმარტება და დაწვლილებაში შესვლა ძალიანაც მსურდა, მკითხველო, მაგრამ. . . შენ რომ არც ეს გენაღვლება! აბა, რა გენაღვლება, განა?

თუნდაც რომ გენაღვლებოდეს კიდეცა, რომ არ შეიძლება! . . რათგანაც ჩემ კალამს იმოდენი ძალა როგორ უნდა მოეთხოვებოდეს, რომა შესაბამი ცნობის — მოყვარეობა განგიღვიძოს, ქართველობავ, — ესეც იმოდენთა, რომა კაცობრივი ღირსებით განაღვლებინოს ვრცლათა შენს კერძოობით საქმეებზედაცა, საზოგადოებისებზედაცა, და მთელი კაცობრივობისებზედაცა! ეჰ, ან ეს რა გენაღვლება!

კარგათ, დაწვლილებით რომ ყოველის ფერში მიზეზებს მოიკითხამდე ხოლმე, იქნება, ბევრი იმაზე უფრო სანაღვლო იყოს: როგორც კაცი რომ იხჩვებოდეს, ან შიმშილითა კვდებოდეს, რათგანაც ეს სანაღვლებელი საგანი შესაძლებელია კერძოობით შენ კეთილმდგომარეობას შეეხებოდეს, ან საზოგადოობისას, ან კიდევ მთელი კაცობრივობისას. მაგრამ, ეჰ, აბა, ერთი მითხარი, რა გენაღვლება?!

ჩვენი საუკუნისათვის დიდი მნიშვნელობის ხალხმა, ჩვენგან ძალიან შორსა, იქით სადღაც ამერიკაში მცხოვრებელმა, წასული საუკუნის დალევაში, ევროპიდამ გადავარდნილებისაგან შემდგარმა, თავისი საზოგადოების დაარსებაში თავისუფლების მოთხოვნილებაზე წესდებულება დაიმკვიდრა.

იმ ხალხის ერთობის დარღვევა შეუძლებელად ირიცხებოდა. ეხლა კი იმ ხალხსა რაღაცა განხეთქილება მოსვლია. აბა, რა გენაღვლება, მკითხველო?! მაგრამა, მომითმინე, რომ უფრო გაკაპასებით ამოგათქმევინოს ეგ შენი ყოვლად ვრცელი უნაღვლობა, რაც კი შენ, კერძოობით შენ, შენთვის ცხადად არ შეგეხება! იმ ხალხის მომატებულ ნაწილში თურმე თავისებური ბატონყმობა ე. ი. ბატონ მონება არის. მონებად არიან ძველადვე იქს მცხოვრებნი, რომელნიცა სულ სხვა ფერის კაცები არიან, თურმე გაშავებულნი და უთუოდ სისხლიც დაბალი ღირსებისა უნდა ქონდესთო ამათა სხვები ჩვენი მსგავსი კაცები ისე ეკიდებიან, როგორც საქონელსა, ხარსა, კამბეჩსა და სხვა ამ გვარ ნივთეულობასა: გაჰყიდიან, იყიდიან, შოლტითა და ხან კეტებითაცა ჰსცემენ... ერთი სიტვით საკუთრებათა ჰავსთ. . . ვის რა დავა აქვს თითქო.. თავის საკუთრებას კაცი რასაც უნდა, იმას უზამს! განა, მკითველო? ჰო, იმ ხალხის მეორე ნაწილსა არა ჰქონდა ამისთანა წესდებულება; იმათში ერთ კაცსა მეორე კაცი, როგორი ფერისა და როგორი საეჭვო სისხლისაც უნდა ყოფილიყო, მაინც არ შეეძლო მონად ეყოლია. მასა საზოგადოდ კაცის თავისუფლება მოიძიხოვსო. ამის მიხედვით კაცის მონება სძაგდათ და ამბობდნენ, რომ ჩვენ ხალხს ეს წესდებულება ამდაბლებსო და უნდა გადავაგდოთო. მონების პატრონებსა ამას მეტი აღარა უნდოდათ რა, რომ ეს იმათი სიმდიდრის წყარო გადაეწყვიტათ, და თავისთვის უსამჯობინაროესს სხვას ვერას მოიგონებდნენ, აიღეს და თვითონ განეშორნენ თავის ხალხსა და თვითონ ცალკე საზოგადოების შერდგენა მოინდომეს, თავისი ცალკე ყოვლად დაუმოკიდებელი მართებლობითა. იმ ხალხის კანონიერმა მართებლობამ ეს უკანონო ქცევა ხალხის ერთი ნაწილისა მორჩილობაში ძალით მოქცევა ირჩია და ძალით, მთელი ხალხის მოთხოვნილებით უნდა აესრულებინა საზოგადოდ სახალხო სამართლისაგან აღმონაშობი სურვილი. საშინელი განხეთქილება მოიტანა მან იმ საზოგადოებაში და საშინელი შიგნეული ბრძოლა ახლა, მკითხველო, ეს საქმე რა მდგომარეობაშია, რა მნიშვნულობა აქვს საქმესა, შენ რა გენაღვლება?! ამისი დაწვლილებითი მბობა რათ გინდა?

სად არის მაგდენი ცნობის მოყვარებაო, ოხვრით იტყვიან დარბაისელნი, მცოდნენი, გამოცდილნი პირნი და რათ გვინდა მაგდენი ცნობის მოყვარებაო, იტყვიან დანარჩენნი! ეჰ, რა გენაღვლებათ! თუნდაც, რომ გენაღვლებოდეს კიდეცა, მაინც რომ არ შეიძლება ერთგანაც ჩემ კალამს იმოდენი ძალა როგორ უნდა მოეთხოვებოდეს, რომ იმოდენა ცნობის მოყვარეობა განგიღვიძოს, ქართველობავ, რომა კაცობრივის ღირსებით განაღვლებინოს ვრცლად (ე.ი. ნაღვლობის დაკმაკოფილებამდის) შენ კერძოობითს საქმეებზედაცა, საზოგადოობისებზედაცა და მთელი კაცობრივობისებზედაცა! ან ეს რა გენაღვლება! ეჰ, ან ამისი რა გენაღვლება!

ნუ რა გენაღვლება რა, ნუ რა გენაღვლება რა!!

დ. ავ….ი.

6 სფირიდონის და თადეოზის ბასსი.

▲back to top


სფირიდონის და თადეოზის ბასსი.

(1861 წ. 15 თიბათვისას)

— ჩემს სფირიდონს გაუმარჯოს! მადლობელი ვარ ჩემო სფირიდონ, რომ ხანდახან მაინც მომხედამ ხოლმე. ყოჩაღ, ყოჩაღ! ჩემი ძმის კეთილი გული შენ გამოგყვა; არა გევხარ ზოგიერთს ძმის-წულებსა. დაბძანდი ჩემო. სფირიდონ.

— როგორ მშვდობით ბრძანდებით, ბიძა ჩემო?

— კარგად, კარგად გახლავარ; თქვენ როგორღა გიკითხოთ?

— მე, ჩემო თადეოზ, მადლობა ღმერთსა, კარგადა ვარ; მაგრამა ამდენ საქმეში ვარ გაბმული, და ვერ ვიცლი, რომ უფრო მალმალე გნახო ხოლმე, — სახლია, კარია, ყველას გაძღოლა უნდა, როგორც მოგეხსენება მარტო-ხელი კაცი ვარ, ვსცდილობ სუყოველიფერი ხერხიანად მოვიყვანო. ვსწუხვარ, ჭეშმარიტად, რომა ასე იშვიათად შემემთხვევა ხოლმე თქვენთან ბაასი. თქვენ ხომა მაგ მუთაქასა და ტახტს არ მოშორდებით მოხუცებული კაცივითა და.

— მოხუცებული არა ვარ, ჩემო საყვარელო. სფირიდონ, მაშ რა ვარ? აღა-მაღომედ-ხანის დროსა ბარე ორი წლისა ვყოფილვარ, როგორც იტყოდა ხოლმე დედა ჩემი; და ხუმრობა ხანია მას შემდგომა? მაგრამა ესეც კი უნდა მოგახსენო, კვეხნაში ნუკი ჩამამართმევ, რომ ზოგიერთს ახალ-გაზდებსა კიდევაცა ვჯობივარ ხალისითა და მხნეობითა.

რასაკვირველია, გვემჯობინებით: ისე თავისუფლათა და უდარდელად გაგიტარებიათ თქვენი დროება. ახლა ჩვენ ბევრი ფიქრი გვაწუხებს, მრავალი სხვა და სხვა საჭიროება გვაქვს, მაშინ როდესაც თქვენა კმაყოფილი იყავით თქვენის შეძლებისა, ეხლა ჩვენთვის ის საკმაო აღარ არის; რითაც თქვენ უწინდელ დროში ნებიერობდით, ის ჩვენთვის ეხლა ნაკლებულობა, ერთის სიტყვით დროება შეიცვალა. სურვილი ბევრი გვაქვს, მაგრამ შეძლება კი არა,-და ამისათვის ვცოდვილობთ, ჯაფასა ვსწევთ და როდესაც ვერაფერს გავხდებით ხოლმე, დავანებებთ თავსა, დაღონებულები, გულ მოწყვეტილები და შეუდგებით კიდევ მეორე ფიქრსა. ეს ჯავრი და ეს ფიქრი უდროვოდ გვაუძლურებს; აქ ან შვილი წამოგეზრდება, ან ძმა და ახლა იმათ სწავლა უნდა, და ათასი ცოდვილობა როგორცა სთქვა ვიღამაცა:

„ეს სოფელი სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა,
ვიშვებით მყისვე ვსტირით, ვით წინათ მგრძნი მომავალთა
მოვიზრდებით, წიგნის კითხვით, არ გაგვიშრობს მწრთვნელი თვალთა;
ჟამი გვეტყვის, იგი გვიძახს, შეუდექით სიბრძნის კვალთა.
ასაკს შევალთ მაშინ ახლად ჭირი უფროს გვემატების:
თვალი გულს ჰსცვლის, გული გრძნობას, გრძნობა ტრფობას ემსჭვალების,
სახე რამე საუვარელი დაგვატყვევებს თვისებრ ნების,
და გლახ შეგვქმნის პატიმარად, მკვნესრად, მთქმელადა ვაების.
ოდეს შევალთ ხანსა სრულსა მაშინ კვლავცა სხვა გვაქვს წუხვა,
არა ვკმარობთ საკმაოთა, ნდომა ჩვენი უხმო უხვა,
გვსურს დიდება, გვსურს პატივი, გვსურს სახელი, განთქმა, ქუხვა,
რა ვერ ვპოებთ საწადელსა, შეგვექმნების შურით ჭმუხვა.
ოდეს წელთა ტვირთის ზიდვით ქედსა მშვილდებრ მოვიხრებით,
ყოველთვე მოვგსძაგდებით, ზნე გვეცვლება გრძნობის კლებით,
სიკვდილისა წინამძღვარად მოვლენ ზეცით, მახვილებით,
მათგან ერთი გვცემს და გვეტყვის: „ახით ნაშნო, მოკვდით ვებით“.

— ეჰ, ჩემო სფირიდონ, მაგას რომ გამოვდგომოდი, ერიჰა, აქამდისინ ხსენებაც აღარ იქნებოდა ჩემი. მაგრამ აი მხედამ ჩემის გულ-გრილობითა, ასე მოუარე ჩემს თავსა, რომ ეხლა ჯანზედაც კარგათა ვარ და ღონეზედაცა. არა, ხალისიც ძრიელა მაქვს, მაგრამა, ვაი ჩემს უბედურებაა, ცოტა ამ სიბერის დროსს თვალებმა მიღალატეს, სათვალეებსა ვხმარობ, მაგრამ ისე ცხადად ვეღარ ვარჩევ ასოსა წიგნში, როგორც ამ ათის წლის წინათა. უწინ ისე ჩავაკრიალებდი ხოლმე დავითნსა, დაუჯდომელსა, სახარებასა და სხვა საღმრთო წერილის წიგნებსა, რომა თვალს არ დავახამხამებდი, ეს რამდენიმე წელიწადია ძრიელ მიჭირდება. სიბერე ძნელი ყოფილა. აი, ეხლა, ცისკარი მამდის, მინდა ხოლმე ჩავიკითხო, გავიგო რმე ქვეენიერებისა, მაგრამა ზოგიერთს ადგილასა ძრიელ ჭრელად მეჩვენება ხოლმე სტამბა, რაღაცა სხვა და სხვა ნაირად არის არეული; ზოგან კი, ვკითხულობ ძლივ-ძლიობითა ჩემი სათვალეების შემწეობით. კვეხნით არ მოგახსენებთ და უწინდელს დროში ჩვენა ხარის ბეჭზედა ბატის ფეხითა ასეთი გარკვევითა ვსწერდით ხოლმე, რომა ბრმაც წაიკითხამდა.

— სწორეთ მართალსა ბრძანებთ, მაგრამ როგორც იყოს მოვითმინოთ და ცისკრის რედაკტორი აგერ გვპირდება ახალი ასოები მოგვივაო და მაშინ . . .

— დიაღ, დღეგრძელი ხარ, ჩემო სფირიდონ, მე მინდა მომეხსენებია ეგა. მოუთმენლად ველი. კარგი სხვილი ასოებით, რო იყოს დაბეჭდილი, ხანდახან უშენოთაც წავიკითხამდი ხოლმე. ეხლა კი, ვიდრე მოგვივიდოდეს, ჩემო სფირიდონ, ნუ დამზარდები, გადმოირბინე ხოლმე ერთს წუთასა და განრკვევით შემატყობინე ხოლმე ემაგ ცისკრის აზრი. ზოგჯერ, როდესაც ასოებს ვარჩევ, აზრს ვეღარ მივხვდარვარ; ამასთვის, რომ როგორღაც ჩვენებურად აღარა სწერენ. ჩვენ უწინდელ დროში თითო სიტყვასა ოროლ მწერტილს დაუსვამდით ხოლმე და ეხლაკი სიტყვები ერთი ერთმანერთზედ არის მობმული და რომ ვეღარაფერს ვიგებ. რასაკვირველია ამითი ბევრს გაწუხებ, მაგრამ, რა ვქმნა, ყმაწვილი კაცი ხარ, რა გახდება რო ბერიკაცი ბიძისათვის შესწუხდე და ამისათვის უფრო გიბედამ ამ თხოვნასა, რომა შენც როგორღაც გიყვარს ახლანდელი ამ ჟურნალის კითხვა და ეს მწერლობა.

— მაგაზედ არ დაგზარდებით, მაგრამ მე მიკვირს, აგრე გეხალისებათ წიგნის კითხვა თქვენა! მგონია უწინდელ ხალხს არა გევარებიათ აგრე რიგათა, რასაკვირველია, სამღრთო წერილი გარდა?

ეგ ტყუილად გაგიგონია. ყოველთვის ვკითხულობდით ხოლმე წიგნებსა, როცაკი გვეცალა: ვეფხვის-ტყაოსანსა, ბეჟანიანსა, ყარამანიანსა, ვისრამიანსა, მოურავიანსა და სხვებსაცა, განა ცოტა გვქონდა ხელთ-ნაწერები? ეხლა კი სხვა და სხვა სწავლა შამოვიდა, სხვა და სხვა ნაირი მწერლობა. რო აღარა კადრულობს ახლანდელი ხალხი ამ წიგნებსა, რომელსაც ჩვენ დროში ისე მომჭინედ სწავლობდნენ ზეპირათა, მეტადრე ქალები. მაგრამ უნდა მოგახსენო, რომა ყოველისფერს თავისი შემოდგომა და გაზაფხული ქონია, თავისი დრო და ჟამი, და ყოველ დროებას თავისი შესაფერი სწავლა და ყოფა-ქცევა. კარგა მოზრდილი ვიყავი, როცა შკოლაში მიმაბარეს, შენც გაგეგონება, რასაკვირველია, და დამაწყობინეს რუსული კითხვა, ქართული წიგნი და წერა კი შინ ვისწავლე, შემდგომ სამსახურში ვიყავი ცოტას-ხანსა, როგორღაც ვერ შევეჩვიე. ჯარში სიარულსა და მასუკან სახლ-კარობას შეუდექი. გარგად კი ვსცხოვრებ, რაც შეეფერება ჩემს ხარისხსა, მაგრამ ძნელი ეს არის, რომა სიყმაწვილით სწავლას არა დავდიე რა, რადგანაც შინაურს საქმეში ვიყავი გართული, და როდესაც მოვბერდი და ჩანჩალი აღარ შემიძლიან, ეხლა კი რაღას მოვეწევი; და ასე ჩამოვრჩით, მეცა და ჩემი ამხანაგებიცა მრავალნი, სწავლასაცა და წუთისოფელსაცა და დავრჩით ტოროლა ჩიტივითა მინდორში. ყველა წინ მიდის, ყველა სწავლაშია, ერთი ბეწვა ბავშვები კვერცხში გამოწივიან, აქეთ გაზეთებსა კითხულობენ, იქით წიგნებსა. ჩვენცა ხან აღარ ვკადრულობთ, რომა იმათში გავერიოთ და ხანდახან თუ გკითხამთ რასმე ყმაწვილ კაცებსა, რასაც გვეტყვიან, მეტი რაღა ღონია უნდა დავიჯეროთ; ჩვენი განმსჯელობა ახლანდელს სწავლაში დამდგარია. აი, ეხლა ამ ცისკრის ჟურნალში ბევრს წავაწყდები ხოლმე ისეთს სიტყვებსა, რომ არ მესმის, ჩვენი უწინდებური რუსული აღარა სჭრის, და საშინლათაც მეწყინება ხოლმე, რომა რათ უნდათ იმ დალოცვილ მწერლებს ამდენი რუსული სიტუვები, რო ლაპარაკში და წერაში ხმარობენ? აღარც ჩვენებურ ქართულ ენაზედა სწერენ, რაღაცა ანღრევაში არის ხალხი, მეტადრე ამ წვრილ ფეხობამ გააჭირა საქმე, ამ ყმაწვილმა ხალხმა, ნურას უკაცრავად კი თქვენთანა, ჩემო სფირიდონ, ნახამთ ვინც მოესწრობით სადამდისინ მივა ეს ენის არეულობა, ბაბილონიის გოდოლის აშენება იქნება სწორეთ.

— რა ვქმნათ, ბიძა ჩემო, უნდა ყოველიფერი გავიგოთ, თორემა თქვენ რო ბრძანეთ, ჩვენც ისე ჩამოვრჩებით დროებასა. დრო გვითხრობს ისწავლეთო, და ჩვენცა ვსწავლობთ. ამ სწავლაში, ჩემო თადეოზ, სხვა და სხვა აზრები გვესმის, სხვა და სხვა ქვეყნების ენაზედა, შემდგომ გვსურს ის აზრი ქართულათა ვსთქვათ, ე.ი. გადმოვიტანოთ იმ ხალხში, რომელსაც ჯერ თავის სამშობლო ენაზე ნათქვამი ის აზრი არ გაუგონია, და ამასობაში, აღნაქვსი ქართული ენისა იცვლება და ამას და გარდა უცხო ქვეყნის სიტყვები შამოდის ხმარებაშია; უამისობა არ შეიძლება, ერთს მხარეს უნდა დაიკლო, რომ მეორე მხარეს შეიმატო.

— ახირებულია, თქვენმა მზემა! განა არ შეიძლება ენის გამოუცვლელად, ქართულად, ჩვენებურად ვსწეროთ კიდეცაა ვისწავლოთ კიდეცა? თუ დააკვირდებით სიტყვები ამდენი არის, რომ ამიერ უკუნისამდე გეყოფათ. მაშ რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპარნი თუ სიტყვებსაც ვერ მოიგონებდნენ? აი ჩუბინოვის ლექსიკონი იხმარეთ, იქიდგან ამოარჩიეთ სიტყვები და ყოველისფერი ხერხიანად მოვა, თუ არა და მოდი გამაფრანცუზე ეხლა, რაღადროს ჩემი გაიფრანცუზებაა?

— სიტყვა მრავალი გახლავსთ, ჩემო თადეოზ ძრიელ ბევრი, მაგრამ, რა ვქნათ, რომა იმ სიტყვებსა დაუმატებლად ბევრჯელ არ შეუძლიათ ზოგიერთი აზრის გამოთქმა? მე რასაკვირველია იმ აზრის გამოთქმაზედ არ მოგახსენებ, რომელიცა ჩვენი ხალხის გონებაში დაბადებულა როდესმე, როცა დაიბადებოდა ის აზრი, უეჭველია მაშინვე იმ აზრის გამომხატავი სიტყვაც მაშინვე აღმოჩნდებოდა, და იმ გვარი სიტყვა და აზრი ჩვენ, ქართველებმა, უნდა უთუოთ ვიცოდეთ; მაგრამ როგორ მოვაგვაროთ საქმე მაშინა, როდესაც სხვა უცხო ენაზედ შევიტყეთ რომელიმე აზრი და გვინ და ის აზრი ქართულის ენით ვსთქვათ, და სხვასაც შევატყობინოთ. და თუ ამ შემთხვევაში არ ვიხმარებთ იმ აზრების გამამხატველ სიტყვებსა, უნდა დავანებოთ თავი და დავრჩეთ გაუგებელი და უმეცარი. მსწავლული არავინ დაბადებულა, ყველანი ერთი ერთმანერთისაგანა სწავლობენ, ერთი ხალხი მეორე ხალხისგანა სწავლობს ესრედ საბერძნეთი როდესაც აიკლეს ოსმალებმა, ბერძნები მრავალი რიცხვი გაიფანტნენ და გავიდნენ დასავლეთ ევროპაში, და გაიტანეს სწავლა; როდესაც სწავლა გაძლიერდა იქა, ქიდგან შეიძინეს დანარჩენმა ევროპის ხალხმა. რასაკვირველია საბერძნეთიდგან გატანილმა სიტყვამ შემოიარა ევროპა და თითო თითოთ გადმოდის აზიაშიაცა და რა იქმნებოდა მაშინა, რომ იმ ხალხს, დასავლეთის ევროპისას, უფიქრნა: აი ეს პოეზია არ არის ჩვენს ენაზედაო, ეს პროზაო, ეს ტრაგედიაო, კამედიაო — და სხვანი და გაჩერებულიყვნენ ამაზე გულ-ხელ დაკრეფილები; ან შედგომოდნენ იმათ თარგმნასა ან ახალი სიტყვების მოგონებასა, უეჭველია ამიერ უკუნისამდე იმას მოუნდებოდნენ და დარჩებოდნენ უსწავლელნი ან კი რა წახდა რუსულ ლიტერატურაში იმითი, რომა ხმარობენ მრავლისაგან უმრავლესს ლათინურსა და სხვა დასავლეთი ევროპის ხალხის სიტყვებსა აზრის გამოსათქმელად? მაგრამ შორს რათ მივდივართ, თვითონ ჩვენ კი ცოტასა ვხმარობთ აქამომდისინაცა თათრულს სიტყვებსა, და არა ვძრახამთ ერთმანერთსა, და არც სასაცილოდ მიგვაჩნია იმათი ხმარება. რამდენჯერ იტყვით ყოველ ცისმარე დღე: უზბაში, მინ-ბაში, სარდალი; ჩიხირთმა, ბოზართმა, ყაურმა, ტოლმა და სხვაც მრავლისაგან უმრავლესი, რა საჭირუა ჩამოთვლა. ამას და გარდა რამდენ რუსულს სიტყვასა ვხმარობთ ეხლა, რომელნიცა სრულიად აღარ გვეჩოთირება, და ვხმარობთ ისრე როგორც ჩვენს საკუთარს ქართულს სიტყვასა: „სტოლი, სამოვარი, სალფეთქი; კანცელიარია, სუდი, პალატა კანტორა, სენატი, სინოდი; ჩინი, ჩინოვნიკი, აფიცერი, პოლკოვნიკი, გენერალი და სხვანი. ყოველ ქვეყანაში ასრე იქმნებოდა, ჩემო თადეოს, ვიდრე არ შეეჩვეოდნენ უცხო სიტყვასა, უეჭველია, იმათვისაც საჩოთირო იქმნებოდა. ამის დასამტკიცებლად წამოგიდგენ ბელინსკის სიტყვასა, თუ რუსულ ენაზე არ წაიკითხამ ორიოდე აზრს გადმოგითარგმნით ქართულათა და თვითონ თქვენ გაშინჯეთ, რა წინააღმდეგები ყოფილან რუსეთის მწერლები უცხო ქვეყნის სიტყვების ხმარებისა: თუ ჭკუაში დაგიჯდესთ დამეთანხმენით; და მე კი ჩემის მხრით სრულიად არა ვარ ამის წინააღმდეგი.

„. . . . . . . ილაჯი იყო გაწყვეტილი რუსულში ახალი სიტყვებისა, — მომატებულად უცხო ქვეყნის სიტყვებისა და ლაპარაკის კილოების შემოტანის განა; მაგრამ რომელი ახალი ცვლილება მამხდარა ილაჯი გაუწყვეტელად, და სასაცილო არ არის, რომ არ დაიწეო კეთილი საქმე უბრალო ლაპარაკის შიშითა? რაღა საჭირონი იქმნებიან ექიმები, თუ ავად-მყოფებს არ უწამლებენ, იმისი შიშითა, რომა წამლებით უფრო ცუდად არ შეიქმნენ ავად-მყოფებიო? საქმეში რო მხოლოდ შენიშნო რამე შეცდომილება ეს ჯერეთ იმის დამტკიცებას არა ნიშნავს, რომა მთელი საქმე არის ტყუილი და არა მართალი. მოქმედებს ხალხი, მაგრამ დროება კი ასრულებს ყოველის ფერსა რასაკვირველია ეხლა სასაცილონი არიან ეს სიტყვები: „ვიკტორია, სენსაციი, ონდიროვატ (აღელვება), და სხვანიცა ამათი მსგავნი. სასაცილო იქმნება რომ დაიწეროს: „სლოჟენიის„ მაგივრად „ადდიცია“; „ვიჩიტანიის“ მაგივრად „სუსტრაქცია“; „უმნოჟენიის“ მაგივრად „მულტიპლიკაცია“; „დელენიის“ მაგივრად „დივიზია“; ამ ზემო ხსენებული სიტყვების ხმარება და შემდგომი სიტყვების ხმარება დაიწყეს ერთს დროში, — „გენიი, ენტუზიაზმი, ფანატიზში, ფანტაზია, ოდა, ლირიკა, ეპოპეია, ფიგურა, ფრაზა, კაპიტელ, ფრონტონ, ლინია, პუნკტ, მონოტონია, მელანხოლია“ და სხვანიც მრავლისაგან. უმრავლესი უცხო ქვეყნის სიტყვები, მაგრამა აქამომდისინაც დიაღ ჩინებულად იხმარებიან რუსულ ენაში და ამისთვისაც აღარ არიან სასაცილონი, გასაოცარნი და შეუგნებელნი. ხალხი განურჩეველად ხმარობდა ახალ სიტყვებსა, მაგრამ დროებამ გარდაწყვიტა — რომელი სიტყვა უნდა დარჩენილიყო ენაში და ხმარებულიყო და რომელი უნდა გადავარდნილიყო ხმარებიდგანა; მაგრამა ამ ახალი სიტყვების შემომტანებლებმა არ იცოდნენ დ არც შეეძლოთ სცოდნოდათ ეს. შიშკოვს[1] არ ესმოდა, რომა კილოსა და სამარადისო კანონებს გარდა, ენას აქვს კიდევა ზოგიერთი უხიაკობა, (ხასიათი), რომელის წინააღმდეგობაცა სასაცილო არის; იმას არ ესმოდა, რომა სიტყვის ხმარებასა აქვს უფლება სრულიად გრამმატიკის თანა-სწორი, და ხანდახან გრამმატიკასაც აჯობებს ხოლმე, თუმცა საქმე აშკარად აჩვენებს, რომა გრამმატიკის წინააღმდეგი არის. ჩვენა გვაქვს სიტყვა, ტორგოვლია (ვაჭრობა), რომელიცა სრულად ამბობს თავისს აზრსა; მაგრამ იპოვნეთ ერთი ვაჭარი კაცი, რომელსაც არ ესმოდეს და რომელიც არა ხმარობდეს სიტყვას, კომერციას, თუმცა ეს სიტყვა ყოველის სიმართლით სრულიად მეტი არის. ამის და გვარად იპოვება მრავალი ნამდვილი რუსული სიტყვები, რომელნიც არიან სრულიად დავიწყებულნი და უხერხულნი სახმარებლად.“

პირველი მიზეზი, ახალი სიტყვების ლაპარაკში შემოტანისა, გამოკრებილისა თავისის ან სხვის ენიდგან, არის გაცნობა სალი აზრისა (ან საგნისა); და უეჭველია თუ განი არ არის, არც სიტყვა იქმნება იმის გამოსახატავად; თუ აღმოჩნდა საგანი — საჭირო არის სიტყვაცა, რომელის შემწეობითაც ის უნდა გამოითქვას. ჩვენ გვეტყვიან, რომა აზრი, საგანი და სიტყვა ერთად უნდა დაიბადნონო, ამისათვის რომა სიტყვა უაზროდ და არა უსიტყვოდ ვერ დაიბადებიან. ეს სრულიად მართალი არის: მაშ რა უნდა ჰქმნას, თუ მწერალმა აზრი ანუ საგანი იცნო. სხვა უცხო ქუეყნის სატყვითა? – უნდა იპოვნოს სიტყვა თავის ენაზე, ან შეადგინოს ახალი სიტყვა, იმისი შესაფერი? -ამას ბევრნი სცდილობდნენ, მაგრამ, ბევრს მათგანნ ვერას გახდნენ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .“

„. . . . . . . . . . . .რუსის გლეხი კაცებისათვისა „კუჩერი“ ნამდვილი რუსული სიტყვა არის; და „ვაზნიცა“ ისეთი უცხო, ქვეყნის სიტყვად მიაჩნიათ, როგორათაც „ავტომედონი“. ამ სიტყვების სათქმულად: „სალდათი“, „კვარტირა“ და „კვიტანცია“ ასე გაშინჯე გლეხკაცებს არა აქვსთ ამაზედ კარგად გასაგონარი და ამაზედ უკეთესი რუსული სიტყვა, როგორც სალდათი, კვარტირა და კვიტანცია. რა უნდა უყოთ ამას? და შესაწუხრად კი ღირს ესა? როგორი სიტყვაც უნდა იყვეს ჩვენი თუ სხვისა, ოღონდ კი შეეძლოს გამოთქმა იმ აზრისა, რომელისათვისაც არის გამოსახული, — და თუ სხვის სიტყვა უკეთესად იტყვის აღნიშნულს აზრსა, ვიდრე ჩვენი, გვიბოძეთ სხვის სიტყვა და ჩვენი წაიღეთ საკუჭნაოში სხვა და სხვა ძველ-ძულებთან შესანახავად. . . . . . . “

თანახმა ხართ ამაზე, თადეოზ, თუ არა?

— რა ვიცი, რა მოგახსენო, იმდენი ილაპარაკე, რომა კინაღამ დამეძინა; ყურის გდება მიყვარს, მაგრამა არც აგრე გაჭიანურებული ვარგა. მაგრამა წეღანვე მოგახსენე მე ძრიელ ჩამოვრჩი მეთქი დროებასა, რასაკვირველია შენს სიტყვას დროება გაამართლებს.

— ბელინსკის თქისა არ იყვეს, ეხლა რო შეუდგეთ იმის ფიქრსა, რომა „სტოლი“ სხვა ქვეყნის სიტყვა არისო და დაუწყოთ ლექსიკონებში ძებნა, რა ჰქვიან და ან უწინ რა რქმევია, ძალიან შორს მოგვივა. აი თუ გინდა სამაგალითოდ გადმოვშალოთ ეს ჩუბინოვის ლექსიკონი და ვნახამთ მე 1043 გვერდზედა: „стол“ ქართულად არის: ტაბლა, მაგიდა, ტრაპეზი, სტოლი, სუფრა, სანოვაგე და სხვანი. აბა რომელი ერთი მიუდგება ამ სიტყვასა? ხალხში რომ ვსთქვათ: სტოლი და მაგიდა, რომელს უფრო მალე გაიგონებენ? მე მგონია სტოლი უფრო მალე გაიგონოს რაც არის ვიდრე მაგიდა. მაშასადამე უნდა დაუძახოთ ისრევ სტოლი ან კი რა წუნი აქვს? ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაგიდასა იქნება ისეთი გარეგანი ფიგურა არა ჰქონდა, როგორიც აქვს ახლანდელ სტოლსა, თორემა რომ ყოფილიყო იმისი მსგავსი მაშინვე როგორც პირველად დაინახამდნენ ქართველები სტოლსა, მაშინვე მაგიდას დაუძახებდნენ; ალბათ განსხვაება იყო რამე სტოლსა და მაგიდას შორის. აი, თუ გსურსთ ავიღოთ კიდევ მაგალითად „სამოვარი“. ლექსიკონი ამაზედ სრულიად არაფერს არ გვეუბნება ვსთქვათ, ჩვენ პირველათა ვნახეთ; აბა რა დავარქვით, თადეოზ, სამოვარსა? ქვაბსა და ქოთანს არა ჰგავს, არც ქილასა, არც თუნგსა და არც ალთაფასა. მაგრამ ჩვენ გვითხრეს რომა სამოვარი ჰქვიანო; რა უჭირს სამოვარი ერქვას ისევა და თუ გინდ მოვიგონოთ და დავარქვათ სხვა სახელი, ვის უნდა დავასწავლოთ, როდესაც ყეველამ იციან იმის სახელი. უნდა დავსწეროთ ქაღალდზედა და დარჩება ისე უხმარებელი, როგორათაც შიშკოვის „პერეკლიტკა“, ამის მიზეზითა, რომა დიდმა და პატარამ იცის იმისი სახელი, კარგად იციან რა არის იმისი ტრუბა და კრანტი.

— ეგ ვსთქვათ, ჩემო სიფირიდონ, რაც არიან მაგათ რაღა გაეწყობა, მაგრამ ახლა მაინც ნუღარ მოგვიმატებენ, ძალიან ძნელია, ზოგჯერ ისეთი სიტყვა შემხვდება ხოლმე, რომა ასოების ჩათვლითაც ვერ გამამითქვამს. და მეტადრე ჩვენებურად ბრუნვაში და კანკლედობაში ვერ მიიხრებ-მოიხრებიან ხოლმე და უშნოთ არიან წამამსხდარნი თხზულებაში. ეს წინააღმდეგია ენისა.

— დამერწმუნეთ, ჩემო თადეოზ, ისინიც რაც ახლა მოგვემატებიან უარესად საჭირონი იქმნებიან. რით არიან უშნონი არაბული სიტყვები ვეფხვის-ტყაოსანში; თქვენ როგორცა ფიქრობთ მაშ რუსთაველის თხზულება დამცირებული იქმნება? მაშ რუსთაველი ძრიელ დამნაშავე იქმნება არაბულისა და თათრული სიტყვების ხმარებისათვის. და თუ მაინცა და მაინც არ დამეთანხმებით, მაშინ ერთი ღონის-ძიება დაგვრჩება, — ერის ხუმრობას მოგახსენებთ: უნდა მოვიშოროთ თავიდგან ყველა სხვა ქვეყნის სიტყვები, ავიღოთ ცოცხი მივაგროვოთ, მოვაგროვოთ ჩალა-ბულასავითა; პოეზია წინ გავიგდოთ, პროზა უკან მივაყოლოთ, ჟურნალიცა, ტრაგედია, კამედია, და ჩავიტანოთ ფოთში, ჩავყაროთ გემში და გავისტუმროთ: ზოგი საბერძნეთში, ზოგი იტალიაში, ზოგი რუსეთში, ერთის სიტვით საიდანაც მოსულან და დავუენოთ ყარაულები, რომ მეორეთ აღარ შემოგვეპარონ; მაშინ მოვრჩებით და მოვისვენებთ, აღარც ბაასი მოგვინდება და აღარც კრიტიკა. მაგრამ ეს უნდა გახსოვდეთ, რომა ვინიცობაა გავრეკოთ ჩვენი ქვეყნიდგან ყველა სიტყვები, რომელნიც აქ დაბინავებულან და რომელნიც კიდევაც აპირობენ დაბინავებასა, მაშინ ის უნდა წარმოვიდგინოთ თვალ-წინა, რომ ქართული ენა ეგვანება კალიისაგან მოჭმულ ეანასა.

— ეგ სასაცილო ხუმრობა არის, ჩემო სფირიდონ.

— მაშ როგორ იქმნება, ან ერთზე უნდა დათანხმდე ან მეორეზედა. მე კი ამას მოგახსენებ, რომს ყოვლის სიმართლითა სჯობს, რაც ჩვენთვის მიუცილებლად საჭირო არის უნდა ვიხმაროთ, კარგი ამბავი უცხო ქვეყნისა, კარგი აზრი ჭკვიანი ხალხის ნათქვამი, ყოველისფერი ამორჩევით გადმოვიტანოთ ჩვენს ენაზედა, დავაკვირდეთ, გავშინჯოთ, შეუფარდოთ ჩვენს ამბავსა და ჩვენს აზრსა და ამ შეფარდებით გავიგოთ რა არის ჩვენში კარგი და რა არის ცუდი. რასაკვირველია, მეც საშინელი წინააღმდეგი ვარ „ოსტროვებისა“, „ლინებისა“ და „ოზეროების“ ხმარებისა; ეს მეტის-მეტი ახირებაა, რადგანაც ჩვენა ჩვენს სამშობლო ენაზედაც კარგათ ვიტყვით და გავიგონებთ კიდეცა კუნძულსა, ხაზსა და ტბას. მაგრამ ეს სალაპარაკოდ არა ღირს, რადგანაც უმეცრებით მოსვლია ამის დამწერსა, ვეჭობ შემდგომ აღარ გაიმეორებს.

– არა, სფირიდონ, მე ხომ მაგას არ ვამბობ, მე სხვისაგანაც გამიგონია და ქართული ისტორიაც ამბობს, რომ ბევრს სხვა და სხვა ხალხს გაუვლია საქართველოში და დაუტოვებიათ აზრებიცა და სიტყვებიცა, მაგრამა თვითონ ჩვენსავე საკუთარ ქართულ სიტყვებსა სცვლიან და გრეხენ რაღაც ნაირათა: ზოგი იძახის ასოები აღარ გვინდა, ზოგი იმ ხის ანბანი უნდა გამოიცვალოსო; ეს არ მოგვწონსო, ის მეტადა გვიჩანსო, რაღებსაც ამბობენ. ახა ღმერთო ჩემო! მაგრამ სამართლიანად დაუწერეს კრიტიკა ილია ჭავჭავაძესა, ისე ურჩევნია.

— ეგ არაფერი, ყველა თავისებურად სჯის. ყველას ნება აქვს კრიტიკისა, ყველამ უნდა სახალხოთა სთქვას თავისი აზრი, როგორა ფიქრობს ამა და ამ საგანზედა; მათგანსა ზოგს გაანტყუნებენ, ზოგზედ დაეთანხმებიან, და ამასობაში სტატია გაიწმინდება და დადგება ისე როგორც უნდა ნამდვილად ყოფილიყო. და თუ ხმას არავინ ამოიღებს, მაშინ ყურის მგდებელმა რა ჰქმნას? და ეგ ასოები.

— ეგ მართალია, მაგრამა კრიტიკებით კი აამსეს ეს ჟურნალი გადააბრუნებ კრიტიკა დაგხვდება, გადმოაბრუნებ მაინც კრიტიკა; ან რაზედა ცილობენ ეს დალოცვილები, განა ჩვენ არა ვიცით რა, განა ჩვენ არ გვესმის, მაგრამ ჩუმათა ვართ, არც ქვეყანას ვაწუხებთ და არც ვისმე ვაწყევნინებთ. აი, ეხლა, რა ნაირად შეებნენ ერომანერთსა: ჭავჭავაძე, ერისთავი, კნეინა ჯორჯაძისა და ბარათაშვილი; რა ნაირად ებრძვიან ერთმანერთსა.

— ეგ არის კიდეც ძნელი, ჩემო თადეოზ, რომა ყველანი ერთ-მანერთის შეცდომას გულ-გრილად უყურებთ; კიდეც ეგ არის ცუდი, რომა ყურს უკან კი ვლაპარაკობთ ერთი ერთმანერთის ცუდზედა და კარგს მოქმედებაზე პირში თქმას კი ვერიდებით. აი, ესხლა, შორს ნუ წავალთ, ჩვენ ერთმანერთში ვსთქვათ, თქვენ რომ ხედავდეთ რასმე ჩემს ცუდს, შეცდომილს მოქმედებასა, არა გმართებთ, მოვალე არა ბრძანდებით, რომ მე თქვენ ძმის-წულსა, მიჩვენოთ ჩემი შეცდომა, და მითხრათ: ამას შენ ცუდათა სჯი, ამას ცუდათ სჩადიხარ, აგრე არ უნდა მოიქცე, თორემ სხვა ბევრს უმეცარსა კეთილი ეგონება ეგ შენი მოქმედება და მოგბაძებს შენა და ამ გვარად, შენის მიზეზით, შევა შეცდომაშია და რომელიც კეთილი გონია, უმეცრებითა, ბოროტად დაუბოლოვდება? არა, მოვალეობა გაქვსთ როგორც ჩემს მოყვასსა, მასა და ნათესავსა, რომა როდესაც დაინახოთ ჩემში ბოროტება, უნდა სცდილობდე. აღმოფხრა ჩემში ის ბოროტება, თქვენი კეთილის დარიგებითა, რჩევითა და ტკბილის სიტყვით. და თუ თქვენ გულ-გრილად დაუწყებთ ყურებასა, ჩემს შეცდომასა, მე, რადგანაც უმეცარი ვარ, ის თქვენი დაჩუმება თან-ხმობის ნიშნად მეჩვენება და სწორ გზაზედ სიარულის ნაცვლად, მე ბრუნდ გაწვრილზედ ვადგევარ და ვინ იცის ის გზაწვრილი რა საშინელს ფლატეზე გადამაგდებს, და ვინ იცის, რამდენი სხვა ჩემისთანა უმეცარი კაცი მამდევს უკანა, თუ თავისი შეცდომით, მე მეცნიერ კაცად მცნობენ ისინი. შეგშვენისთ თქვენა გაჩუმება მაშინ, როდესაც ცხადად ხედამთ ჩემს შეცდომასა? რატომ არ მამკიდებთ ხელსა და არა მეტყვით: ეგ გზა ცუდს ადგილს გაგიყვანს, ნუ მიხვალ აგრე, აი კაი გზა, რომელზედაც უნდა გაიაროს ყოველმა კეთილ-გონიერმა კაცმა. იქნება მე არც კი დაგიჯერო, მაგრამა, შესაძლო არის, რომა ჩემი მომდევართაგანი ოცში ერთი იყვეს დამჯერო და გულის-ხმიერი და იმან დაგიჯეროს; მაშინ იმ ერთი კაცის კარგს გზაზე დაყენებისათვისაც თქვენ უნდა ხარობდეთ და კმაყოფილი იყვნეთ თქვენის თავისა.

ვინ მოგახსენებთ, ბატონო, მაგასა? მე ეგ არ მამიხსენებია; რასაკვირველია, ყველანი ვალდებულნი ვართ, მოყვას ხელი მივაწოდოთ და ჯურღმულიდგან ამოვიყვანოთ, მაგრამ ეს კრიტიკა და ლანძღვა, რა საკადრისია? ჯერ შინ, ჩემს სახლში, რომ უპატიუროდ მომექცეს ვინმე, ისიც მეწყინება, არამც თუ საქვეყნოთ კრიტიკა დამიწეროს.

— ჯერ ერთი შეცდომა ეგ არის, რომ კრიტიკა და ლანძღვა ძალიან შორის შორ არიან ერთმანერთზედა თავისი მნიშვნელობითა. ლანძღვა არ შეშვენის კაცსა არას დროს, არც პირად თქმითა და არც ქაღალდზედ გამოცხადებითა. კრიტიკა ნურას დროს ნუ გგონიათ ლანძღვა: ნურცა გგონიათ დაცინება; ის არის დარიგება, შეცდომილების ცხადად ჩვენება, ბუნდიანი საქმისა გამორკვევით და ნათლად ჩვენება. აი, ვსთქვათ ეხლა წავიკითხეთ, რამე თხზულება, ან გავიგონეთ რამე ამბავი, რომელიც მამხდარა რომელსამე ადგილასა, მაგრამა ის კი ვეღარ გამოგვიგნია ცხადათა, რომ ვსთქვათ ჩვენი აზრი იმ საქმეზედა, კარგია ის თხზულება ან ის ამბავი, თუ ცუდი. და ამ თვისების პოვნა არ არის ადვილი. კარგისა და ავის განრჩევა, დამერწმუნეთ, თადეოზ, რომ არ არის ადვილი. მეტადრე იმ შემთხვევაში, როდესაც თხზულების ან მოქმედების ცუდი ან კარგი მხარე ძალიან ცხადად არა სჩანს, მაგრამა კაცი დაუყოვნებლივ და განუწყვეტლათა სჯის ისრე, როგორც ესმის. ყველა გეტყვის დაუყოვნებლათა თავის აზრსა, იმ საგანზე, რომელიც კი გაუგონია. აბა, ეხლა კითხე ვისაც გინდა ქართველ კაცსა, რომელიც კი ცოტაოდენადაც მაინც თავის თავს წიგნის მცოდნეებში აგდებს, რომ რა ღირსებისა არის „ვეფხვის ტყაოსანი“? მე თქვენ დაგარწმუნებთ, თადეოზ რომა მათგანი არც ერთი არ დაიფიქრდება ამის პასუხის გებაზე „დიაღ ჩინებული, მშვენიერი რამ გახლავსთ, თქვენმა მზემ, იმისთანა არცა რა დაწერილა და არც დაიწერება“ მაგრამ რომ მიუბრუნდე და მეორეთა ჰკითხო: რა არის ვეფხვის ტყაოსანში კარგიო? მე მგონია ყველამ ვერ მოგცეს ამაზედ პასუხი. ამისათვის რომა იქნება არც კი წაეკითხოს თავის დღეში ვეფხვის ტყაოსანი, და გაეგონოს, კია ვისგანმე ქება და სხვის სიტყვით აქებდეს. ან თუ გინდა წაეკითხოს, განა ყველას შეუძლიან ნათლად გამოარკვიოს რა არის კარგი ვეფხვის ტყაოსანში, და ცხადად და ნათლად ჩაგაბაროთ ანგარიში, როცა კითხამთ. მარად ჭეშმარიტია ქართული ანდაზა: „კარგს მთქმელს კარგი გამგონე უნდაო“ კარგის გასაგონებლად კაცი მომზადებული უნდა იყვეს, გონება უნდა ჰქონდეს გახსნილი, განათლებული, თორემა ბნელის გონებით, ბნელაში კაცი რას დაინახამს. გონება გახსნილი კაცი წაიკითხამს თხზულებასა და იტყვის: ეს ცუდია, ეს კარგია, ეს არც ძრიელ ავია და არც ძრიელ კარგი; ცხადად იტყვის რის მიზეზით არის ან კარგი, ან ავი, ან საშუალო; ცხადის საფუძვლით, საბუთით დაამტკიცებს თავისს ნათქვამსა კრიტიკოსი არის გამრჩევი თხზულებისა, კრიტიკოსი არის ცხადად მაჩვენებელი ავისა და კარგისა თხზულებაში ან ყოველივე მოქმედებაში ის არის დამრიგებელი და მსაჯული. რა გამოვა, ჩემო თადეოს, იმ ბავშვისაგანა. რომელსაც არა ყავს კარგი დამრიგებელი, ან სრულიად არ ყავს დამრიგებელი? რა გამოვა იმ ჟურნალიდგან, რომელსაც არა ჰყავს კარგი დამრიგებკლი, კარგი კრიტიკოსი? ვერც ერთი ჟურნალი უკრიტიკოდ ვერ იცოცხლებს, კრიტიკა არის იმისი გზის მაჩვენებელი, იმისი წინა-მძღოლი, იმისი სინათლე და დამრიგებელი. იმან უნდა გამოარჩიოს ავი და კარგი ყოვლის სიმართლით და დაანახოს ყველა ჟურნალის წამკითხველს. ყოველი წამკითხველისთვის, მგონია, სასიამოვნო უნდა იყოს ყოველთვის კრიტიკული სტატია, რადგანაც შეუძლიან თავისი აზრი შეამოწმოს იმ კრიტიკით; ნახოს სხვა როგორა ფიქრობს იმ საგანზედა. მაგრამა სამწუხარო ეს არის, რომა როგორც თქვენა ბრძანებთ, ჩემო თადეოზ, საწყენათ მიგაჩნიათ კრიტიკა. მაგისი მიზეზი იქნება ის იყოს, რომა ზოგიერთი კრიტიკოსი თავის განრჩევაში ხმარობს ცხოველ სიტყვასა, ან ამაყად და ცხარეთა სჯის და უნდა, რომ ერთის ცხოვლის სიტყვით ჩაშალოს შეცდომით ნათქვამი ვისიმე აზრი; და ცოტა მკვახეთ გამოდის ლაპარაკი და მოუხეშავად. ან იქნება პირ-ფერობას იყვეთ დაჩვეული. და გწყინდეთ პირში —თქმა?

— არა თქვენმა მზემ, ეგ როგორ შეიძლება განა არ იცი ქართული ანდაზა: „პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულიაო.“?

— დიაღ, იმას მოგახსენებდი, ზოგიერთი კრიტიკოსი, თავ-მოწონებით ლაპარაკობს. იმ ლაპარაკში ძრიელ ცხადად სჩანს, რომა ხალხი უნდა გააცინოს და იმისთვის გეჩვენებათ საწყენად; მაშსადამე განსჯაში და დარიგებაში ლაპარაკის კილოს დიდი მნიშვნელობა აქვს; შეიძლება კაცმა გითხრას ტკბილი სიტყვა, მაგრამ იმ დროს ისე გაიღიმოს, რომა იმ ღიმილმა ის ტკბილი სიტევა გაამწაროს; შეიძლება უკმეხი სიტყვა ისეთს კილოზე გითხრას, რომა საწყენად არ მიიღო, მაშასადამე ლაპარაკში შნო უნდა ჰქონდეს კაცსა დარიგებაში დაცინებას ხელი არა აქვს. ნუ რაღა დროს სიცილია, მაშინ როდესაც ყველა საქმის გაკეთების სცდილობს ამაზედ ვეჭვობ თანახმა იქმნებით, ჩემო თადეოს, რომა სიცილსა და კასკასა, დარბაისლური ლაპრაკი სჯობია? მეტადრე უადგილო სიცილსა სრულიად არა აქვს ლაზათი – ზემოთ მოგახსენეთ, კრიტიკოსი არის მეთქი მსაჯული, მაშასადამე იმან არ უნდა დაიფაროს არა რამე სიმართლე მთს ხველისა და შეცდომილება, და მაშასადამე უსამართლოდ არ უნდა მიუდგეს მტყუანი და მართალი დაჩაგროს. მაგრამა რა კრიტიკოსი უნდა იყვეს ისა, რომელიცა სწავლით, განათლებით, განმსჯელობით კარგა დაბალი ღირსებისა არის იმაზედა, რომელსაც აძლევს დარიგებასა? კრიტიკოსი ნიჭითა და სწავლით უნდა უთუოდ უმაღლესი იყვეს ავტორზე, თორემ რა დარიგება შეუძლიან.

– თქვენგან არ მიკვირს, სფირიდონ, მაგასა ამბობთ, რასაკვირველია თუ არ შეუძლიან ხმასაც არ ამოიღებს. ალბათ გრძნობს თავის შეძლებასა და იმისთვის სჯის, შეუდგება საგანის სჯასა; მაგრამა მე კიდევ იმას მოგახსენებ, რომა ეგ კრიტიკეები მე არ მამწონს, და რა ვიცი.

— არა, თადეოს, ბევრჯელ გარემოება ისეთს შემთხვევას მივაყნებს კაცსა, რომ ნებით თუ უნებლიეთ კალამს მოაკიდებინეის ხელსა. ავმა კაცმა რომ ბრძოლა დაგიწეროთ, ხელს არ გამოიღებთ? — აბა რასაკვირველია.

(შემდეგი იქნება.)

სფრიდინ ჩიტორელიძე

_____________

1 ეს მწერალი საშინელი წინააღმდეგი და მტერი ყოფილა უცხო ქვეყნის სიტყვებისა, და არც უხმარია თავის დღეში ერთის სიტყვის მეტი პოპუგაი (თუთიყუში), რომელსაც დაარქვა თავისებურად „პვრეკლიტკა“

7 საბრალონი

▲back to top


7.1 საბრალონი

▲back to top


საბრალონი

(დასაწყისი იხ.№4)

ამ საქმის მოგონით, თითქმის სამ წელიწადში, თითონაც გამდიდრდა და ხალხიც გაამდიდრა. ქალაქში იმ კაცს არავინ არ იცნობდა, სადაური იყო? ვინ იყო, ან როგორ დაიწყო ის საქსე?

მარტო ამას ამბობდნენ, რომ როცა იმ ქალაქში მისულა, ცოტაოდე ფული ჰქონია, სულ რავდენიმე ასი ფრანკი. იმ ცოტა ფულებით რიგიანათ დაიწყო თავის აზრის აღსრულება და ცოტას ხანში თითონაც შემძლებელი გახდა და მთელი ის მხარე გაამდიდრა.

ქალაქ მ-ში მისვლის დროს ტანთ ისე სცმია, ისეთი იერი ქონია და ლაპარაკი, როგორც უბრალო ხელოსანს.

მგონია იმ დღეს, როცა ეს უცხო კაცი ზურგზე პარკ აკიდებული, ხელში ვეება კომბალით, ერთ დეკემბრის დღეს საღამოზე შევიდა იმ ქალაქში, თურმე იმ სახლში, საცა სასამართლოები იყო, ცეცხლი გაჩნდა და იწოდა. ამ უცხო კაცმა თავის თავი არ დაზოგა, ჩავარდა იმ ცეცხლში და იქიდან ორი პატარა ქალი სიკვდილს გადაარჩინა დ გამოიყვანა; ის ქალები თურმე ჯანდარმების უფროსის ქალები იყვნენ; ამ საქმის გამო ამ კაცს ბაუფორთი არავინ არ მოკითხა და არცარავის მოგონებია. ამის შემდეგ უცხო კაცის სახელი შიტვეს. იმას ერქვა: „ბიძია მადლენი“. ეს კაცი ორმოცდა ათის წლისა იყო, კეთილი და დაფიქრებული სახისა. ამის მეტი ვერა ითქმოდა რა იმაზე.

მადლენის მოგონებით და იმის წარმატებით ქალაქი მ-ი შავ-შუშეულის ვაჭრობით პირველი ქალაქი გახდა და ლონდონს და ბერლნის არ უვარდებოდა. თავის ქარხნების შუშეულით ისპინიასთან კარგ ვაჭრობაში შევიდა და ის ანიას დიდი ძალი გაქონდა ქალაქ მ-დან. ბიძია მადლენის მოგება ისეთი იყო, რომ მეორე წელიწადზედ შეეძლო დიდი ქარხნის აშენება, საცა ორი ფართო სახელოსნო იყო, ერთი კაცებისათვის და მეორე დედაკაცებისათვის. ყველა ვინც კი მშიერი იყო, შეეძლო იქ გაბედვით მისულიყო. და დარწმუნებით ეშოვნა სამუშაო და ლუკმა პურიც. ბიძია მადლენი თავის ქარხანის მუშაკაცებს მარტო გამჭრეხობას და ჯაფასა სთხოვდა და დედა-კაცებს ნამუსიანობას, ყველას კი ერთად, — პატიოსნობას და ხელ-მართლობას. ვაჟების და ქალების ოთახები იმიტომ გაყო, რომ ისინი ერთათ არა ყოფილიევნენ და დედა-კაცებს თავი რიგ-ზედ სჭეროდათ; ამ აზრზედ ძალიან მაგრა იდგა და ასრულებას ყველას ერთ-ნაირათ სთხოვდა. მეტადრე ამ მიზეზით, რომ ქალაქ. მ-ში ჯარი იდგა და გარყვნილობა და დაცემა იქ იშვიათი საქმე არ იყო. რაც ეს ბიძია მადლენი იმ მხარეს გაჩნდა, ხალხი თავის ჯაფით კარგა საკმაოდ სცხოვრობდა. უსაქმოთ, უფულოთ და ღარიბად არავინ არ იყო. ისეთ ღარიბ ოჯახს ვერ ნახავდით, რომ ცოტაოდე სიხარული მაინც არა ჰქონოდა.

ბიძია მადლენი ყველას აძლევდა სამუშაოს. იმის თხოვნა მარტო ეს იყო: „პატიოსანი და ნამუსიანი კაცები იყავითო! ნამუსიანი პატიოსანი ქალები გამოდითო!“

მადლენში, როგორც მოვაჭრე კაცში გასაოცარი ეს იყო, რომ მარტო თავის ვაჭრობაზე და ჭირნახულზე არა ფიქრობდა. როგორც ეტყობოდა, ეს სხვებისთვის უფრო მეტად ზრუნავდა ვინამც თავის თავისთვის. ყველამ იცოდა, რომ წელსა 1820-ში მადლენს თავის სახელობაზედ ლაფიტთან ექვს ას ოცდა ათი ათასი ფრანკი ჰქონდა გაცემული; ამ ფულის შეყრამდის, იმას ერთი მილლიონი მეტი ჰქონდა დანახარჯი ქალაქზე და საწელებზედ.

ლაზარეთისთვის ცოტა ფული იყო დანიშნული და ბევრ ავათ-მყოფებს არ იყვანდნენ; მადლენმა სამუდამოთ ფული გადასდვა ავათ-მყოფებისთვის და ლაზარეთს ათი საწოლი მიყმატა. ქალაქ მ-ში მარტო ერთად ერთი შკოლა იყო გამართული, ისიც ერთ ძველ დანგრეულ ქოხში; მადლენმა ორი შკოლა აშენა, ერთი ვაჟებისათვის და მეორე ქალებისათვის. იმ შკოლების ორ მასწავლებლებს, რაც სახელმწიფოდ ცოტა ჯამაგირი ეძლეოდათ, ამან თავის ჯიბიდამ ორი იმოდენა მოსამატი დაუნიშნა და აძლევდა. ერთხელ ვიღამაც ეს შეიტყო და იმ მასწავლებლების მოსამატი ჯამაგირზე თურმე გაიოცა; მადლენმა იმ კაცს უთხრა: „სახელმწიფოში მარტო ორი ძალიან საჭირო თანამდებობა არისო — ერთი ძიძისა და მეორე მასწავლებელისაო. გარდა ამისა გამართა შესაწევარი კასსა მოხუცებულ და უძლურ ხელოსნებისთვის და მუშებისთვის. იმის ქარხანა შუაგული გახდა, გარშემო სულ სახლები აშენდა, ქუჩები გაიღო. დ მრავალი საწყალი სახლობაები ახლო დასახლდნენ; მადლენმა იმათთვის აფთიაქი გამართა, საიდამაც წამლები საწყლებს მუქთათ მიჰქონდათ.

თავ და პირველათ, როცა ეს თავის საქმეს იწყობდა, ზოგი-ერთი კეთილი და მადლიანი სულები ამბობდნენ: „ამ კაცს გამდიდრება სურსო.“ და როცა დაინახეს, რომ თავის თავის გამდიდრებამდის ჯერ მთელი ხალხი გაამდიდრა, მაშინ ისევ ის კეთილი სულები ამბობდნენ: „ეს კაცი სახელისათვის სჩადის სიკეთესაო, თავ-მოუვარენო“ მას ამიტომ უფრო ამბობდნენ, რომ ბიძია მადლენი სულიერი და მლოცავი კაცი იყო. ნიადაგ ყოველ კვირა დილაზე წირვას არ მოაკლდებოდა ხოლმე.

ამასობაში, წელს 1849-ში ერთ დილას ქალქში ხმა გავარდა: უფ. პრეფეკტს, იმ ბევრ სიკეთისათვის რაც მადლენს ხალხისთვის უქნია, წარუდგენიაო. ქალაქ მ-ის მერათაო და კოროლი ამ თანამდებობაში უთუოთ დაამტკიცებსო. ის ადამიანები, რომლებიც ამ კაცზე ამბობდნენ: „ეს თავ-მოყვარე კაცია და სიკეთეს თავის სახელისათვის სჩადისო“ როცა ეს ამბავი შეიტყეს, იმ წამსვე სთქვეს: „აბა, განა ტყუილს ვამბობდითო!“ მთელი ქალაქი მ-ნი ამაზედ ლაპარაკობდა. ეს ხმა გამართლდა: რავდენიმე დღის შემდეგ „მონიტერ“-ში იყო დაბეჭდილი მადლენის დანიშვნა მერათ. მეორე დღესვე ბიძია მადლენმა იმ თანამდებობიდამ უარი ჰყო და არ მიიღო.

იმავ წელიწადსვე 1819-ში, მადლენის ქარხანის ნივთები ეწყო გამოფენაზე და რადგანაც კარგი ხელოვნებისა იყო, ბიძია მადლენმა კოროლისაგან პატიოსანი ლეგიონის კავალერი მიიღო. ხალხში ახალი ჭორები გამოვიდა: „ჰო! ჯვარის მიღება ზდომებია და ხარისხებისაო!“ მაგრამ მადლენმა ამაზედაც უარი ჰყო და არ ინდომა.

რაღა თქმა უნდა რომ ამისთანა კაცი ძნელი გამოსაცნობი იქნებოდა.

როცა ეს გამდიდრდა, შემძლებელნი ამას „უფ. მადლენს უწოდებდნენ, მაგრამ გლეხები, ხელოსნები და ყმაწვილები ისევ ბიძია მადლენს ეძახოდნენ.

1820 წელსა, ხუთის წლის უკან ქალაქ მ-ში მოსვლის შემდეგ, იმას იმდენი ღვაწლი და ამაგი ჰქონდა ხალხზედ და მთელ მხარეზედ, რომ კოროლმა ხელ-მეორეთ დანიშნა ქალაქის მერათ. მართალია მადლენმა მაინც კიდევ უარი ჰყო, მაგრამ პრეფეკტმა ამისი უარის თქმა არ შეიწყნარა და ამისა გარდა მთელ ქალაქის თავად აზნაურობამ და ხალხმა გულიანათა სთხოვა იმ თანამდებობის მიღება; ეხლა კი მადლენი თანახმა გახდა და იკისრა; მეტადრე უფრო ამ მიზეზით, როგორც შეცნიეს, რომ ხალხში ერთმა მოხუცმა დედა-კაცმა, რომელიც თურმე თავის სახლის კარების ღრუბლში იდგა, გაჯავრებით დაიძახა: „კარგი მერი საჭიროა ქალაქისათვისაო. განა კაცი სიკეთის ქნას უნდა გადუდგეს ან მოერიდოსო? მეტადრე მაშინ როცა იმის აღსრულების შეძლება აქვსო?“ ბიძია მადლენი გახდა უფ. მადლენად, უფ. მადლენი გახდა უფ. მერად.

7.1.1 IV. ლაფიტთან მიბარებული ფულები

▲back to top


IV. ლაფიტთან მიბარებული ფულები

თუმცა მადლენმა ქალაქის მერობა მიიღო, მაგრამ ისევ ისრე თავ-მდაბალი იყო როგორც უწინ. ამას თეთრი ჭაღარა თმები ჰქონდა, პირისახე მზე მოკიდებული, როგორც ხელოსანს და დაფიქრებული, როგორც ფილოსოფოსს. ამას თავზედ ეხურა დაბალი და განიერი შლიაპა და ტანთ ეცვა გძელი, მსხვილი მაუდის სერთუკი, სულ ღილებ შეკრული. ეს აღსრულებდა მერის თანამ დებობას, და სამსახურს გარეთ ისე სცხოვრებდა როგორც უწინ. ძალიან ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. სხვა ადამიანებთაგან მართებულ და ზრდილ ქცევას და პატივს ერიდებოდა, თავს მუდამ გვერდზედ უკრავდა ხოლმე და მალე მიდიოდა, რომ ლაპარაკს ასცდენოდა; გაუღიმავდა ხოლმე, რომ ლაპარაკი იმასთან მალე გაეთავებინათ და ზოგჯერ, რომ სხვათა ღიმილს გადარჩენოდა, ფულებს აძლევდა. დედა-კაცები მადლენზე ამბობდნენ: „რა კეთილი დათუნანო!“ ამის პირველი სიამოვნება, ქალაქ გარეთ ქვეითი სიარული იყო.

სადილს მუდამ მარტო სჭამდა, წინ წიგნი გაშლილი ჰქონდა და კითხულობდა. პატარა ბიბლიოთეკა ჰქონდა გამართული, მაგრამ კარგი წიგნებისაგან იყო. შემდგარი. წიგნები ძალიან უყვარდა. წიგნები-ცივი მეგობრები არიანო, მაგრამ კი ერთგულნიო. რაც ქალაქ მ-ში დასახლდა აცნევდნენ, რომ ენა გაუსწორდა და თან და თან ზრდილათ და სიტყვაპასუხიანათ ლაპარაკობდა.

როცა სასეიროთ მიდიოდა, ბევრჯელ თოფიც თან მიქო და; თუმცა ათასში ერთხელ სცლიდა, მაგრამ ნიშანში საშინლათ სწორეთ და მარდათ ესროდა. უწყინარ პირუტყვს არას დროს არა ხოცდა. თავის დღეში ჯერ არც ერთი პატარა ჩიტი არ მოეკლა. ახალგაზდა არ იღო და ამბობდნენ კი, რომ ძალიან ღონიერიაო. გაჭირებულს ყველას შველოდა ვისთვისაც კი იმის მოხმარება საჭირო იყო: დაცემულ ცხენს ასწევდა ხოლმე, ტალახიდამ ურმის თვალს გამოათრევდა, გაგიჟებულ კამბეჩს რქებში სტაცებდა და შეაყენებდა ხოლმე. როცა შინიდან გამოვიდოდა, ჯიბეები ფულით სავსე ქონდა, და როცა შინ ბრუნდებოდა,-ცარიელი. სოფელში რომ გაივლიდა დაგლეჯილ-დაფლეთილი პატარა ბიჭები სიხარულით უკან მისდევდნენ და გარს ისე ეხვეოდნენ, როგორც კოღოების გუნდი.

სუყველანი აცნევდნენ, რომ ეს კაცი ადრე გლეხი უნდა ყოფილიყო, უფრო ამითი, — რომ იქაურ გლეხებს ბევრ კარგ სასარგებლო დარიგებას აძლევდა ნაჭირნახულევის მოსავლელად.

ერთხელ მადლენმა ნახა, რომ იქაური გლეხ-კაცები ჭინჭარს გლეჯდნენ და ისე უბრალოთ აგდებდნენ; შეხედა დაგროებულ ძირიანათ დაგლეჯილ ჭინჭარს, თითქმის გამხმარს და სთქვა: „ეს ხომ სულ წახდა; კარგი იქნება თუ ამის მოხმარება იცოდეთ. როცა ჭინჭარი ჯერ ქორფაა, ფოთლები საჭმელში იხმარება, -როცა დაბერდება, შიგ ღერში ძაფები აქვს ისეთი, როგორც კანაფსა და ხელსა; ჭინჭრის ძაფის ქსოვილი თითქმის ტილოსთან არ ირჩევა. დაკეფილი ჭინჭარი ძალიან მარგებელი საზრდოა შინაური მფრინვლებისათვის და დაცეხველი, ძალიან კარგია საქონლისათვის. ჭინჭრის ძირი მარილში ერთათ არეული და გალესილი მშვენიერი ყვითელი საღებავი წამალია. ჭინჭარი ზაფხულში ორჯელ მოითიბება ხოლმე და კარგი თივა ახლა ესა ვსთქვათ: ჭინჭრისათვის რა არის საჭირო? ცოტაოდე მიწა და მოვლა კი სრულებით არაფერი არ უნდა; მარტო იმის თესლი ძნელი მოსაგროებელია, იმიტომ, რომ მოიწევა თუ არა, იმ წამსვე დედამიწაზედა სცვივა. ცოტაოდე ზრუნვა და ჯაფა რომ გასწიოთ, ჭინჭარი ძალიან გამოსაყენი იქნება. ისა სძულთ, ეჯავრებათ, ისიც მავნებელი ხდება სუსხავს და მაშინ ჭინჭარსა სოცენ. რავდენი ადამიანია ჭინჭრის მსგავსი! ცოტას ხანს დაჩუმდა და მერე ისევ სთქვა: „ჩემო მეგობრებო, ეს კარგად და— იხსომეთ, ქვეყანაზედ არ ცუდი ბალახია და არც ცუდი ადამიანებია. მარტო ურიგო და ავი აღმზრდელნი და მასწავლებლები არიან.“

თუ საედრისაკენ გაივლიდა ხოლმე და მიცვალებელს ნახავდა, ის იმწამსვე შევიდოდა და პატივსა სცემდა. ქვრივ-ოხრობა და უბედურობა ამას იზიდავდა; ეს მიცვალებულის მგლოვიარებთან მივიდოდა, იმათთან შეერთდებოდა ხოლმე და თვალები ცაში ამართული სამწუხარო მღვდლების გალობას ყურს უგდებდა.

მადლენი მრავალ კეთილ საქმეს სჩადიოდა, ცდილობდა რომ არ გამოჩენილ იყო და თან ისე იმალებოდა, როგორც ავი საქმის მქნელი. საღამოობით ჩუმჩუმათ სახლებში შეიპარებოდა და უჩუმრად კიბეზედ ავიდოდა ხოლმე. ღარიბი ვინმე ადამიანი თავის ქოხში რომ დაბრუნდებოდა, ოთასის კარები ღია დახვდებოდა ხოლმე ზოგჯერ გატეხილიცა და საწყალი დაიკივლებდა: ვაიმე აქ ვიღაც ქურდი ყოფილაო“! და როცა ოთახში შევიდოდა პირველი ნივთი, რომელსაც დაინახავდა, ოქროს მანეთი იქნებოდა, დანებებული სადმე სტოლზედ. ქურდი და ავი კაცი იმ ოთახში შემსვლელი ბიძია მადლენი იყო.

მადლენი იყო ალერსიანი და თან დაღონებული. ხალხი ამბობდა: „აი მდიდარი კაციო, რომელიც სრულებით ამპარტავანი არ არისო. აი ბედნიერი კაცი რომელიც თითქო უმადურიაო.“ მადლენის ოთახზე, ხალხი ამბობდა, რომ მეუდაბნოელის საოდგომიაო, მორთული ადამიანების ძველებითა და მკვდრის თავებითაო. ამაზე ასე ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ერთხელ ზოგიერთი ახალგაზდა კეკლუცი ქალები მივიდნენ მადლენთან და იმის ოთახის გაშინჯვა სთხოვეს. იმან ნება მისცა, ქალები ოთახში შევიდნენ და ნახეს სამუდამო ოთახი, მორთული წითელი ხის მებელითა და უბრალოთ მოწყობილი; ბუხარზე ორი ძველებური ვერცხლის დიდი მანდნები იდგა და მეტი არაფერი. ქალები ასე იყვნენ დასჯილნი.

ხალხში ამასთანავე ჩურჩულებდნენ: ამას ლაფიტთან ფულები აქვსო მიბარებული, ამ პირობითა, რომ როცა კი მადლენი მოითხოვს თავის გულსა, იმავ წამსვე მიიღებსო; მეეჭორეები თან ამასაც უმატებდნეე „უფ. მადლენს შეუძლიან მივიდეს ლაფიტთანაო, ბარათი მისცესო და ათ მინუტში წამოიყოს თავისი რი სამი მილლიონი ფულიო. ის მილლიონის“ მაგიერად, როგორც ადრევე ვსთქვით, მარტო ექვს ას ოცდა ათი ათასი თუ ორმოცი ათასი ფრანკი ქონდა მიბარებული.

7.1.2 V. უფ. მადლენი შავებშია

▲back to top


V. უფ. მადლენი შავებშია

1821 წლის დასაწყისში, ჟურნალებში ეწერა უფ. მირელის სიკვდილი, ქ. დ-ის ეპისკოპოსისა, რომელსაც მონსინიორ ბენვენიოს უწოდებდნენ და ოთხმოცდა სამის წლისა გარდაცვლილი იყო.

აქ დაწვრილებით ამბავსაც მოგითხრობთ, რომელიც ჟურნალებში არ ეწერა. ქალაქ დ-ის ეპისკოპოსს თავის გარდაცვალების რავდენიმე წლის წინათ თვალის სინათლე მოჰკლებოდა და ამ უსინათლობის დროსაც მაინც თავის ბუდისაგან თურმე მადრიელი იეო; თავისი და მუდამ თან ფეხმოუცვლელი ჰყავდა და არ შორდებოდა.

მირელის გარდაცვალება გადიბეჭდა ქალაქ მ-ის ჟურნალში. მეორე დღეს უფ. მადლენს მძიმე შავები ეცვა და შლაპაზედაც შავი ლეჩაქი ეხვია.

ხალხმა რომ მადლენი შავებში ნახა, დაიწყო კიდევ თავისა ჭორები. იმისი მგლოვიარობით ვითომც მიხვდნენ საიდამაც იყო. მადლენი ჩამომავლობით და აქედამ ეს გამოსჭორეს, რომ პატივსაცემი და განსვენებული ეპისკოპოსი უთუოდ ამის ნათესავი იყოო, ეს ხმა ქალაქში გავარდა და ასე ამბობდნენ: მადლენი ქალაქ და ის ეპისკოპოსზედ არის მგლოვიარეთაო. ამ ხმამ მადლენი ძალიან აამაღლა და მ-ის კეთილ–შობილ საზოგადოებაში პატივი მიეცა. თავის ამაღლებაში და პატივის ცემაში მადლენი მაშინ უფრო დარწმუნდა, როცა ნათლათ დაინახა, რომ მოხუცებული დედა-კაცები უწინდელზე თავს უფრო დაბლად და ხშირად უკრავდნენ და ახალ გაზდა ქალები კი მეტის მეტად პირში უცინოდნენ. ერთ საღამოს ერთმა ბებერმა დედა-კაცმა, რომელსაც ძალიან გულითა სურდა შეტყობა, გაბედა და კითხა:

— უფ. მერო, თქვენ უთუოდ განსვენებულ ქალაქ დ-ის ეპისკოპოსის ძმისწული ბანდებით, განა?

არა ჩემო დედავ, მადლენმა უთხრა.

— მაშ თქვენ იმაზედ არგაცვიათ შავები? დედა კაცმა ჰკითხა.

— მე მგლოვიარეთ იმიტომს ვარ, მადლენმა უთხრა, რომ ჩემ სიახალგაზდეში მე იმათ ოჯახში მოსამსახურეთ ვიყავი.

ხალხი ამასაც აცნევდა, რომ თუ ქალაქში ბუხრების გამწმენდი ახალგაზდა ვინმე სავოიელი გაჩნდებოდა, უფალი მერი თავის თან დაუძახებდა, სახელს გამოკითხავდა და ფულებს აჩუქებდა ხოლმე. როცა პატარა სავოიელები ერთი ერთმანერთს ხედავდნენ ამ ამბავს ეუბნებოდნენ და ამ მიზეზითაც იმ ქალაქში უფ. მერთან ძალიან ბევრნი მიდიოდნენ.

7.1.3 VI. შორეული ელვა ქუხილი

▲back to top


VI. შორეული ელვა ქუხილი

დროის და გვარათ მადლენზე ხალხის ლაპარაკი, ძრახვა და ჭორებიც თან და თან სცხრებოდა; იმის სახელს ყველანი ღირსებით და პატივით ახსენებდნენ და ერთ დროს, წელს 1821 სიტყვა „უფ. მერი“ ქალაქ მ-ში ისე იხსენებოდა, იმ სახით და იმ პატივისცემით, როგორც ქალაქ დ-ში, წ. 1815-ში, სიტყვა „მონსიონიორი ეპისკოპოსი“. ზოგჯერ შორ ქალაქებიდამ და სოფლებიდამ ათ ლიოზე მოდიოდნენ უფ. მადლენის სანახავათ და დასაკითხავათ იმ ფიქრით, რომ იმასთან რჩევა ჰქონოდათ. ის დავებსა სწყვეტდა, მოდავეებს შეარიგებდა ხოლმე და დავის დაწყობას არავის არ ურჩევდა და მუდამ უშლიდა. იმის განსჯას და სიტყვას ყველა ენდობოდა და თავის საქმეებში შუაკაცათ ბევრი იმას ირჩევდა და რჩევასა ჰკითხავდა ხოლმე. ხუთ ექვს თვეში მთელმა მხარემ ეს კაცი ასე შეითვისა და შეიყვარა.

ქალაქში და იმის არემარეში მარტოდ ერთათ ერთი კაცი რაღაცა ბუნებითი გრძნობით სრულიად ერიდებოდა მადლენს და იმას რაც უნდა სიკეთე ექნა, ის კაცი მაინც მტრათ უყურებდა.

ხშირად, როცა უფალი მადლენი წყნარი და მშვიდობიანი ქუჩაში გაივლიდა ხოლმე და ყველა გამვლელ გამომვლელი პატივსა სცემდა იმას და კურთხევას უთვლიდა, ერთი ვიღაცა მაღალ-მაღალი კაცი ჭუჭყის ფერ სერთუკში, რომელსაც ხელში სხვილი კეტი ეჭირა და შლაპა თვალებში ჩამოწეული ქონდა, როცა მადლენ, დაინახავდა, საჩქაროთ იმისკენ მიბრუნდებოდა ხოლმე და თვალდაკვირვებით და თითქმის ბღვერით იქნობამდის უყურებდა მანამ თვალიდამ დეეკარგებოდა მერე გულ ხელს დაიკრეფდა, მძიმეთ თავს გაიქნევდა და ტუჩებს თითქმის ცხვირამდის აიპრუწავდა ხოლმე. ეს ტუჩების გრეხა მგონი ამას ნიშნავდა: „რავქნა ეს კაცი მე სადღაც მინახავსო! ვინ უნდა იყოსო, ან სად მინახავსო? მაგრამ ვინც უნდა იყოს. მე ეს ვერ მომატყუებს და ხელიდამ ვერ წამოვაო!“

ეს ადამიანი ამავი სახისა იყო, თითქო ემუქრებაო. იმ კაცის სახე ადამიანს პირველ ნახვაზედვე დააფიქრებდა.

ამას სახელათ ერქვა ჟავერი და მსახურებდა პოლიციაში.

ჟავერს ქალაქ მ-ში ზედამხედველის თანამდებობა ეჭირა, თანამდებობა მძიმე და მნელი აღსასრულებელი. როცა მადლენი იმ ქალაქში დასახლდა ის იქ არ იყო. ჟოვერი მაშინ გაჩნდა, როცა ქარხანა გამართული იყო და მადლენს უფ. მადლენათ ეძახდნენ.

ზოგი ერთ პოლიციის აფიცრებს სხვა ნაირი ფერი და შეხედულობა აქვსთ, სახეზე დამტირებაც ეცნევათ და ბრძანებლობაცა ორივე ერთათ არეული. ჟოვერი ამ გვარი სახისა იყო, მაგრამ დამცირება და სიმდაბლე არა ქონდა.

ჟავერი საპყრობილეში დაბადებულიყო ერთ მკითხავ დედაკა ცისაგან, რომლის ქმარიც კატორღაში იყო გადაკარგული; როცა მოიზარდა და ხანში შევიდა, იფიქრა და ნახა, რომ საზოგადოებიდამ ის მოკლებელი იყო, გაშორებული და სრულიად იმედი აღარა ქონდა, რომ კიდევ საზოგადოებაში შესულიყო. ესეც შეაცნია, რომ საზოგადოება თავისთან ორ გვარ ადამიანებს არ ითვისებს: იმათ, რომლებიც იმას ზრახვენ, ავნებენ და, – რომელნიც იმა იცავენ და უსარჩლდებიან. ამას სხვა გზა და კვალი აღარა ქონდა და ამ ორ გვარ ადამიანების შუა ადგილი უნდა ამოერჩია; ამასთანავე ეს თავის გულის სიღრმეში გრძნობდა, რაღაც ნაირ სისასტიკეს, სიმართლეს, პატიოსნობას, სიმძულვარესაც და ეჯავრებოდა იმ გვარი უბინაო ხალხი, რომლიდამაც თითონ იყო ჩამომავლობით ჟავერი გამწესდა პოლიციაში. ბედით სამსახურში თან და თან წინ წავიდა და ორმოცი წლისას ზედამხედველობის თანამდებობა ეჭირა.

ჟავერის სახეს გაგაცნობთ.

ამ სახისა იყო: პაჭო ცხვირი ქონდა, დიდრონი ნესტოებითა, ორივ ლოყები გამსილი ჰქონდა სქელი ბალნითა, ისე რომ იმის ყბა-წვერი ტყე გეგონებოდათ და ნესტოები გამოქვაბულებად. როცა გაიცინებდა ხოლმე, თუმცა ძალიან ძვირათ იცინოდა, — საშინელი სანახავი იყო, წმინდა ტუჩებს იჭიმავდა და მაშინ არამც თუ კბილები, ღრძილებიც კი უჩანდა ხოლმე და ცხვირი იყო უღმიჯებოდა, როგორც გარეულ ნადირის დინგი. ქალა ძალიან პატარა ქონდა, დიდრონი ყებები, შუბლი თმებით მოდებული, ასე, რომ თმები თვალებში ჩამოსდიოდა; ტუჩები მოკუმული, მთელი სახე შეჭმუხმული, დაღვრემილი, საშინელათ მრისსანე და ბძანებლობითი.

ამ კაცის ხასიათი ორ უბრალო გრძნობისგან იყო. შემდგარი: პირველი, მთავრობის პატივის ცემისაგან და მეორე სიმძულვარისაგან ხალხის არეულობაზე და აშფოთებაზე; ჟავერის ფიქრით ქურდობა, კაცის მკვლელობა და სხვა ყოველნაირი სიავკაცე და დანაშაული ხალხის სხვა და სხვა გვარ ურჩობის და არეულობის ნიშნები იყო. ეს ძალიან ბრმა ყრუთა სცემდა პატივს და დიდი ნდობა ჰქონდა სახელმწიფოში ყოველნაირ თანამდებობაზე, მინისტრიდამ მოკიდებული უკანასკნელ მსახურ სალდათამდის. ჟავერს ყველა სძულდა და ეზიზღებოდა ვინც კი ერთხელ კანონს გარეთ გადასულიყო და არ აესრულებინა. არავის დანდობა და გარჩევა არ იცოდა. ერთის მხრით ასე ამბობდა: „სამსახურის კაცი თვის დღეში არ შესცდებაო, მტყუანი არ იქნებაო“; და მეორეთ: „ვინც ერთხელ კანონს გადუდგაო, ის საუკუნოთ დაკარგული და დაღუპულიაო იმათგან სახეირო არაფერი არა გამოვა რაო“. ჟავერი გაქვავებული გულის პატრონი იყო, ცივი და საზარელი მსვილ შეხედულობისა. იმის მთელი სიცოცხლე ამ ორ სიტყვაზე იყო დაფუძნებული. სიმხნევე და თვალის დადევნება. თავის თანამდებობა დიდათ მიაჩნდა და რომ ის სასარგებლო კაცი იყო, ამაში თითო ამაში თითონაც ეჭვი არა ჰქონდა; მთავრობასთან ამბის მიტან-მოტანას, მაბეზღრობას იმ ფიქრით და ისე აღასრულებდა, როგორც მოძღვრები თავიანთ თანამდებობას ასრულებდნენ. ვაი იმას ვინც იმის ხელში ჩავარდებოდა! ჟავერის მამა რომ კატორღიდამ გამოქცეულიეო, ის, შვილი დაიჭერდა და ვინიცობაა, რომ თავის დედა სპყრობილიდამ გამოპარულიყო, არ დაინდობდა, მთავრობას მოახსენებდა და იმას ისე დარწმუნებით აასრულებდა გულში, ვითომც სიკეთეს სჩადიოდა. ამასთანვე უნდა ვსთქვათ, რომ ჟავერი კარგათ არა სცხოვრებდა, ყველასგან გაცალკევებული იუო და მოკლებული ყოველ სიამოვნებისაგან.

ჟავერს სახეზე ეცნეოდა, რომ დამზვერავი, დამთვალიერებელი და თან დამმალავი და ქვეშ-ქვეშა კაცი უნდა ყოფილიუო. ჟავერს შლიაპის ქვეშ შუბლი არ უჩნდა, არც თვალები უჩნდა წარბებ ქვეშ, არც ნიკაბი, რომელიც ყელსახვევში ქონდა ჩამალული, არც ხელები სერთუკის მაჯებ ქვეშ და არც ჯოხი, რომელიც კალთის ქვეშ ჰქონდა დამალული. მაგრამ შემთხვევის დროს, როცა საჭირო იყო სუყველა უეცრადა გამოუჩნდებოდა ხოლმე, ის პატარა შუბლიც, ის საზარელი შეხედულობაც, ის დამმუქრებელი ნიკაპიც, ვეება ხელებიც და საშინელი კეტიც.

როცა უსაქმო იყო და თავისუფალი დრო ჰქონდა,— ეს კი ძვირათ შეემთხვეოდა,— თუმცა იმას წიგნები სრულიად ეჯავრებოდა, მაგრამ კითხულობდა და ამის მიზეზითაც არც ისე ძალიან უსწავლელი იყო. ეს უფრო იმის მაღალ ფრაზიან და ღრმა ლაპარაკზე ეცნეოდა.

ამას წუნი არაფერი ჰქონდა. როცა თავისგნით მადრიელი იყო, თავის ცხვირს ერთ მოსაწევ ბურნუთს უთავაზებდა ხოლმე. მარტო ამ ნაკლებულებით და წუნით ადამიანებში ერია. ამისთვისაცა გასაკვირვებული არ არი თუ ჟავერი ხალხისათვის საზარელი დ საშინელი იყო, ჯერ მარტო ერთ იმის სახელის ხსენებაზე გარბოდნენ და თუ ჟავერს სადმე დაინახამდნენ, ხალხი თრთოდა, კანკალობდა და ისე ეშინოდათ როგორც მეხისაგან. ასეთი საზარელი იყო ეს კაცი.

ჟავერი უფ. მადლენს მუდამ საეჭოდ, ავის თვალით უყურებდა, და არ აშორებდა. მადლენმა ბოლო დროს ეს შეამცნია, მაგრამ, რომ თავს არ შეიდვა და ვითომც არ ატყობდა. მადლენი იმას რას ეუბნებოდა, არც თავს არიდებდა, არც მალ-მალ იმასთან შეხვედრას ცდილობდა; ჟავერის ზვერას და იმის მახვილ ყურებას მოთმინებით უძლებდა და თვითონ ჟავერს ისე ექცეოდა, როგორც სხვებს, სიწყნარით, ალერსიანათ და მართებულად.

ზოგიერთ უეცრად წამოროშილ სიტყვებზე, ჟავერს ეცნეოდა,რომ ყოველ ღონის-ძიებას ხმარობდა და ცდილობდა, რომ დაწვრილებით შეეტყუო ბიძია მადლენის უწინდელი ვინაობა დ ცხოვრება,სადედამ იყო და ვინ იყო? თითქო ესენი იცოდაო და ზოგჯერ ლაპარაკში ეცნეოდა, რომ ვითომც ვიღასაც სხვა მხარეში, ერთ ამოწყვეტილი სახლობაზე რაღაცა გეგოს. ერთხელ ჟავერი თავის თავს ელაპარაკებოდა და ეს სიტყვები წამოსცდა: „მე მგონია ეგ ეხლა ჩემ ხელშიაო!“ ამ სიტყვების შემდეგ მთელი სამი დღე ჩაფიქრებული დადიოდა და ხმა არ ამოუღია, მგონია, რომ ის თოკის წვერი, რომელიც თავის ეჭვის შესატყობად იპოვა და ხელში ჰქონდა, ის გაუწყდა.

მაგრამ ესეც უნდა ვსთქვათ: კაცში სრულიად შეუმცდარი არა ფერი არ არი და ინსტინკტს (გულის თქმას) ისეთი ზნე სჭირს რომ აირევა ხოლმე და სწორე გზას გადავა. თუ ასე არ ყოფილ იყო, უამისოთ ინსტინკტი, გონებას ემჯობინებოდა და მაშინ პირუტყვები უფრო ჭკვიანი და გონიერნი იქნებოდნენ, ვინემც ადამიანები.

ჟავერი უფ. მადლენის თავის უფლებაზე და სიწყნარეზე თითქო ირეოდა.

ერთ დღეს ჟავერის გასაოცარმა ქცევამ მადლენს გულში რაღაცა ჩაუნერგა. აი ამ შემთხვევითა.

უფ. მადლენი ერთ დღეს დილაზე მიდიოდა ქალაქ მ-ის ერთ მოუკირწყლავ ქუჩაში და ხმაურობა შემოესმა. შორი ახლოს დაინახა ხალხი, მივიდა და ნახა რომ მოხუცებულს, სახელად ფოშლეკანს ცხენი წაჰქცეოდა და თითონ პოვოსკის ქვეშ მოჰყოლოდა.

ეს ფოშლევანიც მადლენის მტრებში ერია, რომლებიც იმ დროს იმაზედ გადაკიდებული იყვნენ. როცა მადლენი იმ ქალაქში დაბინავდა, ფოშლევანი, საზოგადოდ ქაღალდების გადამწერი და ძველი გლეხი, თითქმის განათლებული კაცი, ვაჭრობდა; მაგრამ იმის აღებმიცემა თან და თან ცუდათ მიდიოდაა. ფოშლევანი ხედავდა რომ მადლენი, უბრალო ხელოსანი მდიდრდებოდა და თითონ კი ძველი ვაჭარი უფრო და უფრო ღარიბდებოდა. ამ მიზეზით გულში შური ჩაუარდა და ყოველ შემთხვევაში რა ღონისძიებითაც კი შეეძლო სცდილობდა მადლენისათვის ევნო და სიავე ექნა. ბოლოს ფოშლევანი გაკოტრდა და სიბერის დროს, როცა აღარაფერი აღარა ჰქონდა, ერთი პოვოსკის და ცხენის მეტი, მეპროსკობა დაიწყო, რომ ამ ხელობით თავის თავი დაერჩინა. უცოლ-შვილო მარტო ხელი კაცი იყო.

დაცემაში ცხენმა უეცრად ორივე უკანა ფეხი მოიტეხა და აგომა გეღარ შეეძლო. მოხუცებული თვლები ქვეშ მოყვა. ისე ცუდად დაეცა, რომ პოვოსკა მთელის სიმძიმით იმას გულზე დააწვა. პოვოსკას კარგა მძიმედ ედო. ფოშლევანი საცოდავათ გაჰკიოდა. ხალხი იქიდამ იმის გამოთრევას სცდილობდა, მაგრამ ვერა მოეხერხებინათ რა და ვერ უშველეს. ცოტა უხერხოთ რო მოქცეულიყვნენ, პოვოსკა რომ ერთი ბეწო ისე რიგზედ არ მიეწიათ, ის უბედური იქვე გათავდებოდა და დაიღუპებოდა. სხვა ფრივ შველა არ შეიძლებოდა და ამის მეტი ღონე არ იყო, რომ პოვოსკა ძირიდამ უნდა აეწიათ. ჟავერმა, რომელიც იმ დროს იქ გაჩნდა, კაცები პოვოსკის ასაწევათ ბერკეტის მოსატანათ გაგზავნა.

მადლენი მივიდა თუ არა, ხლხი პატივის ცემით ჩამოეცალა.— მიშველეთ! გაკიოდა მოხუცებული ფოშლევანი. ვინ იქნება ისეთი მადლიანი ქრისტიანი ადამიანი, რომ ბერი კაცი დაიხსნას? უფალი მადლენი იქ მყოფ კაცებს მიუბრუნდა და ჰკითხა:

— ბერკეტი არავის არ გეგულებათ?

მოსატანათ გავგზავნეთ, ერთმა გლეხმა უპასუხა.

— მალე მოიტანენ?

— აქ ახლო მჭედელთან გავგზავნეთ ფლაშოს ქუჩაში. მაგრამ სულ ერთია, მინამ მოიტანენ, სულ ცოტა კიდევ ხუთმეტი მინუტი გასწევს.

— ხუთმეტი მინუტი! მადლენმა დაიძახა.

იმ დღის წინათ ავდარი ყოფილიყო და წვიმა მოსულიყო, დედა-მიწა გაჟინთულიყო; პოვოსკა ყოველ წამს თან და თან მიწაში იფლებოდა და ბებერ მეპოვოსკეს უფრო და უფრო გულზე აწვებოდა. ნათლად სჩნდა, რომ პატარა ხანს უკან ორივე გვერდი და ნეკნები იმ უბედურს ჩაედრიკებოდა და დაემსხვრეოდა.

— ხუთმეტი მინუტს მოცდა არ შეიძლება, მადლენმა სთქვა და გლეხებს შეხედა.

— მა რავქნათ? უნდა მოვიცადოთ.

— მაშინ შველა გვიანღა იქნება! განა თქვენ ვერ ატყობთ, რომ პოვოსკა თან და თან იფვლება და ძირს იწევა?

— რაღა თქმა უნდა!

— გამიგონეთ, მადლენმა დაიწყო: პოვოსკის ქვეშ იმოდენა ადგილი კიდევ არის, რომ შეიძლება ერთი კაცი ქვეშ შეძვრეს და ზურგით ასწიოს. ეს ხომ ერთი წუთი საქმეა, მადლს მოიგებთ დ საცოდავსაც დაიხსნით. აქ თქვენში არავინ არ გამოვა ისეთი მარდი, რომელსაც ღონეტა ჰქონდეს და გულადიც იყოს? გასამრჯელოს ხუთ ლუიდორს მივცემ!

ხალხში არავინ არ გაინძრა.

— ათ ლუიდორს მივცემ მადლენმა სთქვა. ხალხი დაღვრემილი იდგა. იმათში ერთმა წაიდუდუნა:

— ამის ასაწევათ კაცს ეშმაკის ძალა უნდა ქონდეს, — მერე იქნება მშველელიც თითონ შიგ მოჰვეს.

— გამიგონეთ, ხმა მაღლივ სთქვა მადლენმა: – ოცლუიდორს უხდი, ვინც ამ საქმეს იკისრებს.

ხმა მაინც კიდევ არავინ არ ამოიღო.

— ამ საქმის აღსრულება სრულებით ნებაყოფლობაზედ და ნდომაზედ არ არის დამოკიდებული, ვიღაცამ სთქვა.

უფ. მადლენმა მიიხედა და ჟავერი იცნა. იმის იქ ყოფნა მადლენმა ჯერ არ იცოდა იმ დრომდის.

ჟავერმა დაიწყო ლაპარაკი:

— ამათ იმოდენი ღონე ვინ მისცათ? ან სადა აქვსთ? ამ სიმძიმის ზურგით ამწევი კაცი, საშინელი დიდი ღონის პატრონი უნდა იყოს.

მერე ჟავერმა ღრმათ და თვალ დაკვირვებით დაუყწო ყურება და მძიმეთ ეს სიტყვები უთხრა:

— უფ. მადლენო, ჩემს სიცოცხლუში მე მარტო ერთ კაცს ვიცნობდი, რომელიც შეიძლებდა ამ საქმის ასრულებას, რისაც, — თქვენ ეხლა გინდათ.

მადლენი კანკალმა აიტანა.

ჟავერი მაინც იმას თვალს არ აშორებდა და გულ გრილათ უთხრა:

— ის კაცი კატორღელი იყო, ტუსაღი.

— ოჰ! მადლენმა გაოცებით სთქვა.

— ტულონის გალურიდამ.

მადლენი სულ გაყვითლდა და მკვდრის ფერი დაედო.

ამ ლაპარაკის დროს პოვოსკა თან და თან მიწაში იფლებოდა. მოხუცი ფოშლევანი ხრინწიანის ხმით კვნესოდა და საცოდავის ხმით იძახოდა:

— სული მიგუბდება! . . ნეკნები დამელეწა!.. როგორც იყოს ! . . მიშველეთ! . . ვაი ! . .

მადლენმა გარშემო ხალხს შეხედა.