![]() |
საქართველოს მოამბე 9 (1863.09.) |
საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.
იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:
წმინდა სალიტერატურო
„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.
სალიტერატურო ჟურნალი გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.
![]() |
1 უცნაური ნიშნობა ტფილისის საიდუმლოებთაგან. |
▲back to top |
![]() |
1.1 ნაწილი მესამე |
▲back to top |
![]() |
1.1.1 თავი მეთექვსმეტე |
▲back to top |
თავი მეთექვსმეტე
XVI
ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობაწყლიანი
რუსთველი.
ვანქის უბანში ავანაანთ ხევ გასწვრივ ერთი დაბალი მიწური ბანის სახლიდამ, რომელსაც ჰქონდა გაკეთებული წინიდამ პატარა წნელმოვლებული ბაღჩა, და რომელიც შეიცავდა ორ პატარა ოთახს სამზვარეულოთი და სარდაფით, მოისმოდა როგორც ხმა მაღალი ლაპარაკი, ეგრევე სიმღერის ხმაც —
მაშინ იყო მეხუთე საათი შუადღიდამ.
— მაიცა ჰალა, არ მიჯერია, ეგრე აი, იიფ! შენი-კი ჭირიმე, დაიძახა ეშხით გული გადაღეღილმა სომხის ახალგაზდა ბიჭმა, რომელსაც მარცხენას ხელით ეჭირა დაირა, და რომელმაც მოსდო. რა კისერზედ ხელი მის წინ დაჩოქილ ცალ მუხლზე თოთხმეტი წლის თეთრ ყირმიზ ქალს, აკოცა ჯერ შუბლზე, მერე თვალებში, შემდექ ლოყებზედ, მასუკან ყელში და ბოლოს ბროლივით თეთრ მკერდზედ, და ჩამაართვა მასთანავე ხელიდამ თეთრი ფაიანსის თეფში, რომელზედაც იდგა სამი ბროლის სტაქანი, სავსე კახურის წითელის ღვინით.
ამ დროს მეორე მისი ამხანაგი, რომელსაც ეჭირა ხელში თარი, და რომელსაც უჯდა გვერთით თოთხმეტი წლისვე ხორბლის ფერი ქალი, ქუდ ჩაკეცილი და გული გადაღეღილივე იძახდა გრძნობით:
— მაშ მოდი ისევ ღვინითა, არილალი, . . . . . . . . . . . . დრო.
ესენი რო ამ ლხინსა და შექცევაში იყვნენ, უცებ მოადგნენ გარედამ ქუჩის კარებს სამნი პირნი, რომელთაც დაურეკეს ძალზედ კარები.
— ვინა ხარ? გასძახა ეზოდამ თორმეტის წლის პატარა ბიჭმა.
— გააღე მალე, შემოუძახეს გარედამ სამთავ ერთათ.
— სტუმრები არიან, არ შეიძლება, უპასუხა პატარა ბიჭმა.
– გააღე მეთქი, შე წუწკის შვილო.
— არ შეიძლება, ვა! გიჟები არიან, ქალბატონი ჯავრობს.
— ვინაა, ზახარკა?
— რა მოგახსენო, ქალბატონო, ვიღაცანი გახლავან და იმუქრებიან.
— ვინ ოხრები ყრიან! უთხარი სტუმრები გვყავს, არ შეიძლება თქო.
— ვუთხარი, ქალბატონო, მაგრამ. . . რახუნებენ! და მართლად რო ამ დროს ისეთის გულმოსულობით და ძალით მოჰკრეს ქუჩის კარებს წიხლი, რო ძირს ჩამოვარდნას ცოტა ღა უკლდა.
— ვინა ხართ თქვე, პაჟარნებო თქვენა, გამოსძახა კივილით შინიდამ სახლის პატრონმა, ძაღლმა კი ... . . . და მიიჭრა გააფთრებული ეზოს კარებთან.
— გააღე შე კვდარ ძაღლო შენა, თორე ეს ეს არი დაგანგრიეთ თავზედ.
– ოჰ! გრიგოლ, შენა ხარ? უკაცრავად სხვა მეგონე, უთხრა სახლის პატრონმა და სიამოვნებით გაუღო კარები.
— აი შე ასეთ ისეთოვო — დაიძახა შემოსულმა: შენ,ეგ ვინ შემოგირეკია მანდა, ჰაა! მოუღერა მრისხანებით მუშტი ცნობილმა მკითხველთადმი გრიგოლ ბოსორელმა: გარეკე ეხლავ.
— რაო, გიჟო, კიდევ მოგიარეს?
— გარეკე მეთქი, თორე . . . . . და თანაც მუშტი გასარტემელათ მოუღერა.
– ოო! კნიაზებო, კნიაზებო, ამეცექ, მობძანდით, ღვინო მიირთვით გამოსძახეს შიგნიდამ სომხის ბიჭებმა, რომლებთაც ეშალათ ქეჩებით დაფენილ მოგძო ტახტზედ სუფრა და შეექცეოდენ თავის საყვარლებთან.
— აი! თქვე ქრისტეს გამყიდლებო, თქვენა, როგორ ბედამთ, რო აქ შემოსდიხართ, ჰაა! თქვე, რაზბონიკებო თქვენა, ლამის არი მთელი ქალაქი ამოაგდოთ; დამაცადეთ ჯერა; ჰეი! მოუბრუნდა ბოსორული თავის ამხანაგებს: დაიჭირეთ ეხლავ და წამაასხით პოლიცაში.
— ვა! კნიაზჯან, შენიჭირიმე კნიაზ ჯან, ეს ერთი კნიაზ, ეხვეწებოდენ აქეთ იქიდამ ყელ გადაგდებით სომხის ბიჭები, რა ნახეს რო დეესივნენ დასაჭერად მშიერი მგლებივით.
— აჰა! არა, არა! მანამ თქვენისთანა პაჟარნებს როზგები არ მოხვდებათ, მანამ არ მოიშლით ამ გვარ რაზბონიკობას, წამოიყვანეთ ჩქარა, შეუძახა თავის მოძმეებს.
ბოლოს იქამდინ შააშინა უ. ბოსორელმა საცოდავი სომხის ბიჭები, რო საწყლებმა წელმოწყვეტით ჩაიყვეს ჯიბეში ხელი და კაცის თავს მისცეს ქრთამათ ბოსორელს ხუთხუთი მანეთი.
— წადით ახლაკი, უბძანა წერომით ბოსორელმა, მაგრამ — მიატანა ზედვე — თუ კიდევ მინახვიხართ აქა, იცოდეთ, რო აგრე ადვილათ ვეღარ გადამრჩებით.
— რაო, გიჟო, უთხრა სახლის პატრონმა, რაზე მიფთხობ მუშტრებს?
— ხმა გაიწყვიტე შე ასეთ და ისეთო, თორემ… შეუტია ბოსორელმა და მოუჯდა მზათ გაშლილ სუფრას, რომელსაც მოუსხდენ დანარჩენნიცა.
— იცი რა არი, ბაბუცი, უთხრა პატარა ხანს უკან ბოსორელმა ალერსით სახლის პატრონს: ერთი კაი ბედი, რო გწიო, დამიმადლებ?
— აბა რა, გიჟო, ჯერ მითხარ?
— აი რა, ჩემო ქალბატონო, ამაღამისათვის ასე უნდა დააყორუღო, რო ჩვენის მეტი და ვისაც მე მოვიყვან იმის მეტი სულიერი არა ვინ იყოს.
— მერე?
— მერე, ჩემო დედოფალო, მაგრამ, მაიცა ჯერ ვემთხვიო, მპაა! და აკოცა წოწნით ჟუჟუნა თვალებში თეთრ ყირმიზს ქალს, რომელსაც რამტენისამე წამის წინ ეშხით ჰკოცნიდა საწყალი სომხის ბიჭი და რომელიც ახლაკი ბოსორელს ეჯდა.
— ჰუ პოიები, დაიწყო. მანვე გულმოსულობით: ხედავ რა ამბავში იყვნენ, თითქო. ქვეყანა გაოხრებულაო! ჰო მართლა, რას გეუბნებოდი? დიახ! დიახ! მერე, ჩემო ქალბატონო, ამაღამისათვის შენ უნდა გახდე ამ ჩემი ნიკოლოზის, მიიშვირა ხელი ერთს თავის მოძმეზედ: კნეინა მაკრინედ და ეს ჩემი სულის ბატკანი კი, ამოზდო ამ დროს ნიკაპში ხელი თეთრ ყირმიზ ქალს, — თქვენ გასათხოვარ კნიაჟნა სოფივოდ; ეს კი, ეს, ბაბუცი, მიიშვირა ხორ- ბლის ფერ ქალზედ ხელი: თქვენი მოახლე უნდა იყოს, გეყურებათ?
— რაო, გიჟო, კიდევ გააბი ვინმე მახეში, აი! დალახვრა ღმერთმა შენი ეშმაკი.
— შენ კი იოსებ, შენ, გესმის? მიუბრუნდა მესამე ამხანაგს, გიგოლა ბიჭათ უნდა გაგეთდე და თავს დაგვადგე. ახლა ხო მიხვდით ყველანი, ვინ როგორ უნდა მოიქცეთ, ერთის სიტყვით ამაღამ ნიშნობა უნდა გადვიხადოთ შინაურულად, მაგრამ ღმერთი კი არ გაგიწყრეთ, და არაში შასცდეთ. შენ ეი! მარიკო, ამოსდო. კვალად ნიკაპში ხელი თეთრ ყირმიზ ქალს და აკოცა, ვინძლო, რო დიდკაცურად მაიქცე და არ შემარცხვინო, ერთის სიტყვით ამ საათიდამ გათენებამდინ კნიაჟნა სოფიკო ხარ, ხომ გესმის? შენ კი ნიკოლოზ, როგორც გითხარ, მოხუცებული ბიძა ჩემი კნიაზ ამირინდო კვრინჩხაძე ხარ, და შენ ბაბუცი ძალუა ჩემი მაკრინე ბძანდები, რომელსაც ვითომც მუხლების ტკივილი მოგდის ხოლმე იშვიათად და საექიმოთა ხარ აქ ჩამოსული ქმარ შვილით ამ სამი დღის წინ, გეყურება, ხო კარგა მიხვდი?
— ვიცი, ბატონი შვილო, ვიცი, უპასუხა ბაბუცამ ღიმილით: ეგეც სწორეთ იმას ეგვანება, როგორც შარშან იყო.
— ჰოო! სწორეთ ისე, აბა ახლა თქვენ იცით, დამიჭი ჰაა! ამ თავით ეს იყოს და დანარჩენი ხვალ იქნება, მიაწოდა ამასთანავე ოცდა ხუთ მანეთიანი ბაბუცას ზედ დატანებით: მაგრამ კაი ვახშამი კი უნდა იყოს, ჩაით, ფუნჯით, შამფანსკით, სარდინკებით და სხვა რაც იცოდე; ამასთანავე რამტენიმე კალოდი სათამაშო ქაღალდი, გეყურება? ვინძლო, რო არა ფერში არ შემარცხვინოთ; მაგრამ ეხლავ კი უნდა შეუდგეთ თადარიკს და მოირთოთ დიდკაცურათ; შენ კი, ნიკოლოზ, შენ, ეგებ პატარა თეთრი მელი იშოვო სადმე და თმები და ულვაშები შეიღებო თეთრათ, რო ბერი კაცს დეემსგავსო.
— ვიცი უშენოთაც, ნუ გეფიქრება, უპასუხა ნიკოლოზმა და შეუდგა თადარიკს.
ამასობაში მოატანა ბინდმაც და ბოსორელი, რომელმაც კვალად გაუმეორა მოქმედ პირთ თავ თავისი როლები, გამოვიდა მარტოთ მარტო გარეთ.
![]() |
1.1.2 თავი მეჩვიდმეტე |
▲back to top |
თავი მეჩვიდმეტე
XVII.
იქნებოდა მეცხრე საათი ღამისა, როდესაც იმავე კვირა დღეს ზემოხსენებულის სახლის წინ დასდგა ერთი დროშკა, რომლიდამაც გადმოხდენ გრიგოლ ბოსორელი და უ. გუსინინი.
ეს უკანასკნელი იყო მორთული სადღესასწაულო ტანისამოსით რომელსაც უხვად ჰსდიოდა დუხისა და პომადის სუნი და რომელმაც ჩაიყო მაშინათვე ჯიბეში ხელი ქისის ამოსაღებლათ.
— ნუ შეწუხდებით, ნიკიტ მაკარიჩ, უთხრა თავაზით ბოსორელმა გუსინინს: მე თითონ გავისტუმრებ და ჩაუდო ამ დროს მედროშკეს ხელში ორ აბაზიანი.
— ბიჭო, ჰკითხა ბოსორელმა მოსამსახურეს, რომელიც მეეგება იმათ ეზოს კარებშივე: შინა ბძანდება ბიძა ჩემი ამირინდო?
— დიახ შენი ჭირიმე, მოახსენა მძიმედ თავის დაკვრით მოსამსახურემ.
— ექიმი ხო არ მოსულა დღეს?
— არა შენი ჭირიმე.
— ან მუხლების ტკივილი ხო არ ავარდნია დღეს ძალუა ჩემს?
— არა შენი ჭირიმე, კარგათა ბძანდება.
— აი! ნიკიტა მაკარიჩ, ესეც ჩვენი ბედი, რო კნეინა თურმე დღეს კარგათა ბძანდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . .
— განა არ მოგეხსენებათ, უპასუხა გუსინანმა ღიმილით, რო თუ ღმერთი კაცსა სწყალობს, სწყალობს და სწყალობს.
— აბა ბიჭო, მაშ გაფრინდი და მახსენე ბიძა ჩემს, რო სტუმრები გეწვივნენ თქო.
— მობძანდითო, ბატონო, მობძანდითო, მოახსენა საჩქაროზე შემობრუნებულმა ბიჭმა.
— აბა, ნიკიტ მაკარიჩ წამობძანდით ახლა კი, შეიწვია ბოსორელმა თავაზით სახლისაკენ უ. გუსანინი.
— აი, ბიძა ჩემო, დაიწყო თავის კვრით კარებიდამვე ბოსორელმა: მე რო მოგახსენებდით, ესა ბძანდება უ. გუსინინი, უჩვენა ხელით ის ტახტზედ მოკეცილ დროულ კაცს, რომელსაც მუხლზე ედო მუთაქა და ეწეოდა ჩიბუხს.
— აა! მობძანდით ჩემო ბატონო, მობძანდით, წამოიწია ფეხზე ასადგომათ ამირინდომ ისეთის დაღრეჯით, რო თითქო ხანჯლებს უყრიანო მუხლებში, უკაცრავათა თქო გრიგოლ, რო ასე უზდელად გეჩვენებით თქო, მაგრამ ხო მოგეხსენება თქო, რო ჩემ დროულ კაცს ბევრი აღარ შეუძლიან თქო. ოხ! ჭაბუკობავ, ჭაბუკობავ, ვინღა მოგეწევა.
— ნუ ირჯებით, ჩემო ბატონო, ნუ ირჯებით წასწვდა ხელით გუსინინი ამირინდოს, რომელსაც შესვლისავე ჟამს დაუკრა თავი დიდის სიმარჯვით და ფეხების დატოკებით.
გუსინინს ქართული ენა თითქმის რომ ესმოდა, მაგრამ ლაპარაკს კი ვერა ჰბედავდა ხოლმე.
— დაბძანდით ჩემო ბატონო! ბიჭო, გიგოლავ! მალე, ჯიბუხს ხო არ ინებებ თქო, აბა გრიგოლ მაახსენე.
— არა ჩემო ბატონო, ეხლა ხან გიახელითო,
— ბიძა ჩემო, ბოსორელმა წაართვა სიტყვა პირიდამ ამირინდოს, რომელმაც ის იყო რო გააღო პირი და დააპირა ლაპარაკი: ძალუა ჩემი როგორ ბძანდება; შევიტყე რო ჩემ ბედზედ, დღეს ექიმი თურმე არა ყოფილა, თორემ შენი მტერი, ვინღა მორჩებოდა; დასწყევლოს ღმერთმა, რაღაც ეშმაკათ გავები ტოლებში და....
— ვმადლობ ჩემ იესო ქრისტეს, უპასუხა ამირინდომ: დღეს კარგათ არი, მაგრამ შენც. შე დალოცვილო, ხო იცოდი რო შენის მეტმა აქ რუსული არა ვინ იცოდა, და აგრე თავის დანებება, ერთი მითხარ, რასა გავს? მადლობა ღმერთსა, ისეთი ყმაწვილი აღარა ხარ, რო უკან დევნა გინდოდეს თვალ ყურის საჭერად, და აბა სადაურია, რასაც შენ სჩადიხარ? . . .
— შენ მზეს ვფიცავ, ბიძაჩემო, მიუგო ბოსორელმა ღიმილით: რო ჩემი ბრალი არ არი; რამტენ ნაირათ არ დავაპირე გამოპარვა, მაგრამ რა გინდა ქნა, იმ წყეულებმა ქუდი დამიმალეს დ უქუდოთ ხო . . . .
— აბა მეც მაგას ვჩივი, ჩემო. დისწულო და, რო სიყმაწვილის ქარებს მაინც თავს არ ანებებ; ერთი შენ გაზდას, რაღა დროს შენი იმათი აყოლაა; კაცს გასათხოვარი ქალი შინ გიზის და ვაჟი კაცი შვილები თავს გადგანან. ის დრო წავიდა, როცა ყმაწვილი იყავ. ეხლა, ჩემო დისწულო, სუ სხვა დროა; ეხლა ყველას ფიქრი და ზრუნვა გვმართებს; ასე არ არი, ჩემო სტუმარო?
— გუსინინმა გაიგონა მათი ლაპარაკი, ღიმილით თავი დაუქნია ამირინდოს ზედ დატანებით, რასაკვირველია რუსულად: დიახ, ბატონო, დიახ, მართალს ბძანებთ.
— აბა გრიგოლ ერთი ჰკითხე ჩვენ სტუმარს, დიდიხანია, რაც საქართველოში ბძანდები თქო?
— მეცხრე წელიწადი გახლავსთო, ბიძაჩემო.
— აი, დიდება შენდა ღმერთო, ძალიან გაუძლია შენმა მზემ; გეტეობათ, რო ძალიან შეგყვარებიათ თქო საქართველო?
— რა ბძანებააო, ბიძა ჩემო, განა აქ მყოფს რუსს შეუძლიან ღა რუსეთში გაძლებაო; ეს ისეთი დალოცვილი ქვეყანააო, რო აქ ნამყოფი აგრე რიგათ რუსეთში გეღარ გასძლებსო, და ან კიდეც რო გაისაძლისოსო. მაინც კიდევ დღე და ღამ თვალი საქართველოსაკენ ექნებაო.
— მითომ, ვაჟო და, მე გამიგონია, რო რუსებს ძალიანა სძულთო ჩვენი საქართველო.
— ეგ რა ვიციო, ბატონო, ვისგან მოგხსენებიათო, მაგრამ მე კი ამას მოგახსენებთო, რო ეხლა განგებ რო რუსეთისაკენ გამამწესონო, ისევ სამსახურიდამ გამოსვლას გირჩევო და იქ კი არ წავალო, თუმცა ყმა და მამულიც მოუვლელობით მიოხრდებაო ერთის მოურავის ამარაო.
ამ დროს შემოვიდნენ ქალები, რომლებთაც ფიცხლავ წამოუდგა უ. გუსინინი ფეხზედ და დაუკრა მძიმეთ თავი.
ქალებმა გადუხადეს მადლი თავისავე დაკვრით, ამირონდომ უ. გუსინინს გააცნო ისე როგორც პირობა ჰქონდათ. ქალები გადავიდნენ ტახტზე და დასხდენ ამირინდოს შორი ახლო.
— გრიგოლ, უთხრა ამირინდომ ბოსორელს ღიმილით: აბა ერთი კიდევ ჰკითხე ჩვენ პატივცემულ სტუმარს, კაი ქვეყანაა თქვენი ქვეყანა თქო, იქაც ესე ამოდის და ჩადის მზე თქო, როგორც ჩვენ საქართველოშია თქო?
— მზეო ბატონო, უპასუხა ბოსორელმა, თუ გნებავთო, რო მართალი მოგახსენეთო ასტრონომიის კანონებითო, არც აქ ამოდის და არც ჩვენშიაო, რადგანაც იმას მოძრაობა სულ არა აქვსო და ერთს ალაგსა სდგასო.
— როგორაო გრიგოლ, ჰკითხა ამირინდომ ბოსორელს განცვიფრებით, არ დადისო?
— დიახ, ბიძა ჩემო, გიმნაზიაში, რო გახლდი, მეც ეგრე მასწავლიდენ, ვითომც ვიღაცა გალილეი ყოფილიყვეს და იმას გამეეკვლივოს, რო მზე დგას და დედა მიწა კი დადისო.
— მართალს ამბობს უფალო? მოუბრუნდა ამირინდო გუსინინს.
–დიახო თქვენმა მზემ, ისეთს მართალსაო, როგორც ორი ორი ოთხია.
— აი! დიდება შენდა ღმერთო, ეს რა გავიგონე, დაიწყო ამირინდომ განკვირვებით, როგორ გრიგოლ, ვინ იყო ისა?
— გალილეი, ბატონო, გალილეი.
— გალეული, ჰო; კარგი ახლა და, იქ ავიდა ის ვიღაც გალეული იყო და გაშინჯა თქო, თუ როგორ არი თქო?...
— ბატონო, ეგ რას გიკვირსთო, სტუმარი მოგახსენებსთ, კაციო ისეთს განათლების სიმაღლეზედა ჰსდგასო. ამ ჟამადნო, რო გონებით მზეს კი არა და მთელ ცას და დედა მიწას სუ გარს უვლისო, რო ხუთი წამის განმავლობაში, ერთი ერთმანეთს შვიდ ას ვერსზედ ულაპარაკებიანო, უცხენოთ და უხაროთ ხმელეთად ურმებით დადიანო, ჰაერში დაფრინამენო, როგორათაც ფრინველებიო, წყალში დაცურამენო, როგორათაც თევზებიო, მეხი რო მოდიოდეს სახლზე დასაცემათაო, უკანვე აბრუნებენო, ძაღლები უბიათო ციგქებში და იმითი დაქანაობენო და ვინ იცის რამტენი კიდევ მისთანა სხვა რამ არიო.
— არა მამა ნუ წაგიწყნდებათ თქო, ერთი მახსენე, მართლა ძაღლებიც უბიათ თქო ციგებში?
— დიახ კამჩატკის მხარეს სუ იმითი დააქვთო ფოჩტა და თითონაც . . . . . . .
— აი დიდება შენთვის ღმერთო, გრიგოლ ეს რა თქვა ამ კაცმა; ვაჟო და, თუ კი ეს სუ მართალია, მაშ ჩვენ რაღა ხალხნი ვყოფილვართ?
— ბიძა ჩემო, დრონი მეფობენო, ხო მოგეხსენებათ, როცა ჩვენა გვცოდნია რამე, ესენი მაშინ ტყის ნადირები ყოფილან, და როცა ახლა ამათ ისწავლეს და, ახლა ჩვენ გავხდით ისე; რა გეეწყობა, ქვეყანა ჩარხია და ტრიალებს საწუთროს ქარით, რომლისაგა მოც წინანი უკან მოყვებიან ხოლმე და უკანანი წინა.
— აი დიდება შენდა ღმერთო, ეს რა გავიგონე, ტყუილათ კი არ არი ნათქვამი, რო კაცს ტაბაკის ოდენი ყურები ექნებოდაო, თუ რომ უცნაური ამბავი არ აპატარაებდესო; აი დიდება შენდა ღმერთო, აიხედა ჭერში პირჯვრის წერით.
ამ დროს ბიჭმა შამოიტანა ფოდნოსით ჩაი, რომელიც თავდა პირველ მიართვა ამირინდოს.
— მიართვი, შე მხეცო, სტუმარს, გაუწყრა ამირინდო ბიჭს, მარტო მე მიცნობ თუ; მიირთვი, ჩემო ბატონო, ჰსთხოვა უ. გუსინინს.
— Нћтъ,Нћтъ, прежде имъ, მიიშვირა თავაზით ქალებისაკენ ხელი.
— მიირთვით შენ გაზდას, გამოელაპარაკა კნეინა მაკრინე გუსინინს, ჩვენც მოვესწრობით.
— არაო, ძალუა ჩემო, ზდილობის მეტი კი არა გვჭირსრაო ევროპიელებს.
— ახლა მაინც ინებეთ, ჰსთხოვა კვალად მაკრინემ, როდესაც აიღო. სტაქანი.
— არაო ძალო, თქვენ შემდექო პირველი ადგილი უჭირავსო ჩვენში კნიაჟნა სოფიკოსაო.
— აიღე, ქალო, უბძანა მაკრინემ, ჩვენი სტუმარი ისეთი თავაზიანი ბძანებულა, რო არ შეიძლება არა ვცეთ პატივი.
— ახლაკი სწორეთ ჩემზედ მოდგაო რიგი, მაგრამ კარგი რამ გაუჩენიაო ბიძა ჩემო, იმ დალოცვილს ღმერთს ჩაიო, ნამეტნავად, თუ კაცი ან შეციებულია და ან დაღალულიაო.
— არა თქვენმა მზემა თქო, სუ მიქარვა არი თქო. ბატონო, ჩვენი მამა და პანა რო ჩაის არა სვამდენ თქო, მითომ რა უჭირდათ თქო; მე მოგახსენებთ ვარდივით ვერა ჰყვაოდენ თქო სუ მიქარვაა თქვენმა მზემ თქო; ბატონო რა სჯობდა დუდგულის ყვავილს და ანისულსა თქო, თუ პატარა ბლომათაც დაჰკრამდით თაფლსა თქო; თქვენმა მზემ უკეთესი არა გაუჩენია რა თქო ღმერთსა; ბატონო, ოფლი გნებავდათ მოგგვრიდათქო, მუცლის ტკივილს — უკაცრავოდ არ ვიყო — მოგიჭრიდა თქო, სისხლს დაგიწმენდდა თქო და აბა სად შეუძლიან ესეები ახლანდელ თქვენ ჩაისა თქო?...
— ბიძა ჩემო, წეღან არ მოგახსენეთ, რო სუ დრომ იცის მეთქი, მაშინ ის დრო იყო, რო ისა სჯობდა, ახლა ის დრო შეიქნა, რო ესა სჯობია; შემდეგისათვისაც ვინ იცის რა იქნება; იქნება რო ორ ას წელიწადს უკან ესეც ისე გახდეს, როგორც ანისული და დუდგულის ყვავილი და სხვა რამ უკეთესი და ან უცუდესი მოიგონონ. სუ დროს მესდევს, ბიძა ჩემო, ხალხი და მის მიმართულებას.
ჩაის შემდეგ ბიჭმა ჩამოურიგა ფუნჯი, რომელიც პირველდებულათვე უთავაზეს გუსინინს.
— ბატონო, თქვენ მიირთვით, ეს როგორ იქნება, რო სუ მე მკერძამთ და თქვენ კი არას ინებებთ.
— ინებეთ შენ გაზდას, უპასუხა ბოსორელმა: ჩვენც მოვესწრობით.
— მართლა, ძალოჯან, მიუბრუნდა ბოსორელი მაკრინეს, მე თქვენთან დიდი დამნაშავე ვარ, რომ დღეს თქვენს სამსახურს დავაკლდი, მაგრამ რო საკულავოთაც არ მოხდეს ამ გვარი უზდელობა ჩემის მხრით და თქვენ ყოველთვის გახლდეს მე თუ სხვა რუამირინდომ.
ამ კითხვაზედ გუსინინს, რომელიც მაშინათვე მიხვდა აზრით, რო იმის დამოყვრებაზედ ლაპარაკობდენ, გული გაუსქდა მწყერივით, რა ნახა რო ამირინდომ შეიხმუჭა წარბები და დაასხა. უხვად მწუხარების ოფლმა, უფრო იმ მიზეზით, რო ვაი თუ საქმე ჩამეფუშოსო, რომლისაგამოც გადმოხედა იმან მწუხარების თვალით ბოსორელს; ხოლო ამ უკანასკნელმან რა შეატყო მწუხარება, დაუქნივა ოდნი თვალი იმ მნიშვნელობით, რო ნუ გეფიქრება საქმე კარგა მიდისო. —
— მე მოგახსენეთ, ბიძა ჩემო, რო ერთი კარგი სამუდამო მეგობარი რო უშოვო ჩვენს სახლს, კარგი გახლდებათ მეთქი თუ არა?
— მითომ რატომო? შენმა გაზდამ კაი მეგობარი დიდი რამ ნუგეშია კაცისათვის, მაგრამ სადაა ჩემო დისწულო. ამ დროში კეთილი მეგობრობა, უპასუხა მწუხარებით ამირინდომ; ცუკიასაგან გამიგონია, რო კარგი მეგობარი ძნელათ იშოვება ქვეყანაზედაო, რადგან ორი კვერცხიც თანასწორნი არ არიან ერთმანეთთანაო.
— რო გიშოვოთ ისეთი, რო თანასწორი იყოს?
— მაშინ ვიტყვი, რო შენ ცუკიაზედ მეტი ყოფილი ხარ, მაგრამ ვაი შენ მტერს, გაიქნიკა თავი.
— მაშ ნებას მაძლევთ?
— დიახაც, მაგრამ. . . . . .
— მობძანდით აქა, მოსჭიდა ხელი ბოსორელმა გუსინინს და მიიყვანა ამირინდოსთან.
— აი ის კეთილი მეგობარი და სამუდამო სახლის შვილი, რომელზედაც მოგახსენებდით: დაგარწმუნებთა ბიძა ჩემო, რო თქვენ ნანიაძესაც და იმის თავადობასაც სუ დაგავიწყებთ ძალიან მოკლეს ხანში.
— ეხლა, ბიძა ჩემო, ის დრო აღარ არი, როცა თქვენ და თქვენი მოძმე თავადიშვილები საწყალ აზნაურშვილს და კეთილშობილ კაცს კაცად არ აგდებდით, რადგანაც თქვენის აზრით ისინი ვითომც კაცუნეები იყვნენ და კაცები კი მხოლოდ თქვენ; ხო გაიგეთ წეღანდელის საუბრიდამ, თუ რა ხარისხზედ ასულა კაცის გონება. კარგად უნდა იცოდეთ ბიძა ჩემო, რო საცა და რომელ ხალხშიაც გონება მაღლდება, იქ თანასწორობა და ერთობაც ჩრდილივით უკანა ზდევს გონებას, მართალია, თუმცა ნანიაძე თავადიშვილია და მის ფიქრით ვითომც მაღლა იდგეს კეთილ შობილ კაცზედ.
მაგრამ მერწმუნეთ ბიძა ჩემო, რო ეგ სუ უსაფუძვლოა, რადგანაც . . . . და ამიტომაც, მოგახსენებთ ბიძა ჩემო, რო ამ ჩემი მეგობრის ერთ ფჩხილსაც არ გავცვლი ნანიაძეში. ბატონო, სად ამათი მაღალი განათლება, ამათი სირბილე ხასიათებისა და სად ის თქვენი თავადი ნანიაძე. დამიჯერეთ ბიძა ჩემიო, რო ჯერ ჩემი წინათ მხედველობა არ სად გაცუდებულა, და მგონი რო არც ახლა დარჩეს უნაყოფოდ; რო ღირსება ამ ჩემი გულითადის მეგობრისა ჯერ ისევ დახურულია, როგორათაც ხუფ ქვეშ, და დრო იქნება, რო მოჰფენს კეთილ სულნელებას მთელს სოფელს და კაცობრიობასაც.
— ეგ ყველა კარგი, ჩემო დისწულო, მაგრამ ნანიძე ჩემი თანასწორი, ჩემის სისხლის კაცი, შემძლებელი, და ქართველი, და ესენი კი, თქვენ კი ნუ გეწყინებათ მიუბრუნდა გუსინინს, რუსი ბძანდებიან: აბა რო თავს არ მოვა. ჩვენი მხურვალე ბუნება და მაგათი გაყინული, რო ერთმანეთ არ მიუდგებიან; უთუოთ ან ერთი გაქრება და ან მეორე დადნება. მე თითქმის ეხლაც ისევ ყურებში მიბჟუვის ცუკიას სიტყვა, რო თუ ბუნება ბუნებას არ შეეთანხმა, უთუოთ აღრეულობას დაბადებენო; თქვენთან კი ბოდიშს ვიხდი, მოუბრუნდა კვალად გუსინისს, რო ცოტა ქართველური მომივიდა, მაგრამ რა გაეწეობა სიტყვამ სიტყვა მოიტანა.
ამ დროს კვალად შეხედა გუსინინმა მწუხარების თვალით, რა იგრძნო რო ამირინდო ელაპარაკებოდა იმას თვით მაზედ —
— ნეტა რას ჩააცივდი მაგ შენ ცუკიას, უპასუხა გულმოსულობით ბოსორელმა, დალოცვილო სოკრატ პლატონები აღარა ვის ახსოვან და რა გახდა ის თქვენი ცუკის; დალოცვილო, თუ კი ეგეთი სწავლის მოყვარული ბძანდებით სახარების მოძღვრება დაიმარხოთ, ის არა ჰსჯობია, მაგ თქვენ ცუკიას ფილოსოფურ, მერე ისიც დამჟავებულს მოძღვრებას.
— არა ჩემო დისწულო, ვერ ვიტყვი, რო შენც მართალი არ იყო, მაგრამ ნანიაძე . . . . .
— ახა ღმერთო ჩემო, დაანებე მეთქი თავი მაგ შენ ნანიაძეს, რით ვერ გაიგე შე დალოცვილო, რო ის შენი ნანიაძე სოფიკოს კი არ ეძებს, შენ სიმდიდრეს და ორას კომლ კაცს ეძებს და ვენახ წინ რო ნაფუძრები გაქვს იმას; ასე არ არი ჩემო რძალო? მოუბრუნდა მაკრინეს.
— არ ვიცი შენმა გაზდამ, საცა ბიძა თქვენი ბძანდება, მე იქ რა უფლება მაქვს ხმის ამოღებისა.
— ბატონო კნიაზო, დაიწყო ახლა გუსინინმა, რა რომ მიხვდა ხშირად ნანიაძეს ხსენებით, რო იმას ამჯობინებდენ მას; რასაკვირველია, რო რაკი თავადი შვილი ბძანდებით, ვერა ვინ დაგძრახამთ, რო თავადი არ მოძებნოთ, რადგანაც თქმულია, რო მსგავსმა მსგავსისათანა უნდა განისვენოსო, მაგრამ ესეც კი უნდა იქონიოთ მხედველობაში, რო თუმცა თავადი არა ვარ, მაგრამ არც თუ ნაკლები ვარ, რადგანაც პირველად ძირეული რუსეთის ტახტის აზნაური გახლავართ, მეორედ ყმისა და მამულის პატრონი, მესამედ ორიოდე გროშის პატრონი, მეოთხედ, ცოტა რისამე მცოდნე, მეხუთედ, ხემწიფის აფიცარი და მეექვსედ თანამდებობაში მყოფი. მგონი რო ესენი ცოტად მაინც უნდა ეთანასწორებოდენ ნანიაძეს თავადიშვილობას.
— რაო გრიგოლ? ჰკითხა ამირინდომ ბოსორელს.
— აკი მოგახსენეთ ბიძა ჩემო, რო კაცს ნუ აწყეინებთ მეთქი, ამათაც ეხლა ის მოგახსენეს, რასაც აქამდინ მე მოგახსენებდით.
— ოხ! ჩემო დისწულო, გაიქნია დაღრეჯით თავი ამირინდომ, ერთ ჭირში არა ვარ შენგან, და ორში; აბა ერთი იფიქრე, რაღა პირით შევხედო ნანიაძეს; არ მეტყვის, რო ფუ მაგ შენ წვერ ულვაშსაო, ეგ არი შენი თავადიშვილობაო, რო სიტყვის სიმტკიცეც არა გქონიაო, აბა ახლა რა წყალში ჩავარდე, დაუშვა თავი ძირს მწუხარებით.
— ფიქრი არ არი ბიძა ჩემო, სუ მე დამდევით ბრალი, იმაანა ქნა თქო, სუ იმისი ბრალია თქო, და მე ვიცი და ამან, მაინც მესისხლეები ვართ დიდის ხნიდამ მე და ის უფალი ნანიაძე და ბარემ შემთხვევაც მექმნება, რო ერთი კიდევ უელვო ხმალი ხმალს. განა არ მოგეხსენება ბიძა ჩემო, რო გეთილი მეგობარი ის არიო, ვინც თავის თავს გასწირავს მეგობრისათვინო; ჯანი გავარდეს ერთი კიდევ დავეჯახები გემივით და საცა წვრილი იყოს იქ გაწყდეს.
— რა ვქნა ჩემო დისწულო, მამა ჩემი არ წამიწყდებს მემძიმება სიტყვის გატეხა, როგორც სიკვდილი, მაგრამ რა უყო შენ ნათესავობას, მეტი ღონე არ არი, ისევ უნდა დაგეთანხმო, მაგრამ, თუ ქალის ნებაც არ იქნება და დედისა, მე ხო ძალას ვერ დავატან.
— აა! შემოჰკრა ტაში ტაშს მხიარულებით ბოსორელმა, ეგ მინდოდა, რო გებძანებინა, თორე ახლა მე ვიცი.
— აბა სოფიკო ჯან, შენ რაღას იტევი, აი! შენი დანიშნული, თანახმა ხარ, თუ არა?
ქალმა ამ კითხვაზედ ფიცხლავ მიიფარა თვალებზედ თეთრი ხელცახოცი და ჩეეკრა მაკრინეს გულში.
– რა გატირებს შვილო, უთხრა მაკრინემ, თუ კი ბატონ მაშასა ჰსურს, ჩვენ რა ძალა შეგვიძლიან.
— აა! მამილოცამ, მამილოცამ, აკოცა სიხარულით და გულზე მიყრდნობით გუსინინს, ბოსორელმა, რომელიც მიიყვანა მაშინათვე ამირინდოსთან და დააჩოქა ცალ მუხლზე. ამ დროს სიამოვნების ჟრუანტელმა დაურბინა თავით ფეხამდე გუსინინს, რომელიც ჩაიკრა რა გულში, მაინც კიდევ წარბებ შეკრულმა ამირინდომ, აკურთხა, როგორათაც ისააკმა იაკოფი და ჩაუთვალა ხელში სოფიკო, რომელიც ვითომც მორცხობით იბუზებოდა დანამული ვარიასავით.
რასაკვირველია, რო ამ გვარ კურთხევას, დაერთო თავისი კურთხევა რებეკასავით, კნეინა მაკრინემაც და აკოცა სიძესა და ქალს, რომელსაც მაშინათვე გაუკეთა გუსინინმა მაჯაზედ განგებ ჯიბით მოტანილი ოქროს ბრასლეტი და შემოაცო თითზედ ბრილიანტის ბეჭედიც.
— აკოცე, ნიკიტ მაკარიჩ, აკოცე, ნუ გეფიქრება, შენია ახლა; იცოდე რო გუღარც ნანიაძე და ვეღარც იმის პაპა ვეღარ წაგართმევენ, დაუძახა ბოსორელმა, რომელმაც მასთანავე აიხედა ჭერში ლმობიერების სახით და დაიწყო: ოჰ! ღმერთო, შენ შააბერე ესენი ერთმანეთს სიკვდილამდე.
ამისა შემდექ, რაღა თქმა უნდოდა რო აღელებულმა გუსინინმა ვეღარ მოითმინა და მეეხვია თავის სატრფო დანიშნულს გრძნობით, და დაჰკოცნა რამტენჯერმე.
— ბიჭო, გიგოლა, ბიჭო, შამფანსკი, ჩქარა, ყვიროდა ძალზე ბოსორელი სიამოვნებით, ხილიც. ჰა! მალე.
— ეხლავ ბატონო, მიუგო იქვე მდგომმა მოსამსახურემ და გაირბინა ცუხცუხით სამზვარეულოცი.
პატარა ხანს უკან ლომბორნი სტოლს, რომელსაც ეფარა თეთრი სუფრა და იდგა მაზედ სხვა და სხვა ნაირი ხმელი ხილი, სიამოვნებით ეხვივნენ გარშემო კნიაზი ამირინდო, გრიგოლ ბოსორელი, კნეინა მაკრინე და უ. გუსინინი თავის — სატრფო სოფიკოთი, რომლისაც მარცხენა ხელი ეჭირა მას მაგრა და ხშირად დააცქერდებოდა ხოლმე თვალებში.
— ბედნიერი იყოს თქვენი დანიშვნა ნიკიტ მაკარიჩ! უთხრა ბოსორელმა სიამოვნებით: ღმერთმა თქვენი ქორწილი და ვაჟი შვილიც მალე მიჩვენოს! ალავერდი, ბიძა ჩემო! და მიაწოდა სავსე ბაკალი, რომელიც მანამდე გამოშუშა მან ერთ ყლუპათ.
— ღმერთმა გაკურთხოთ, შვილებო, დაიწყო. ახლა ამირინდომ, რომელსაც მაინც კიდევ ჩამოსტიროდა თავ პირი და გადუსვა რა შამპანსკი მსგავსად ბოსორელისა, დაკიდა ისევ თავი ძირს ვითომც მწუხარებით.
— რა ღვთის რისხვაა, ბიძა ჩემო, შეუძახა ბოსორელმა, გამოიღე თავიდამ ის დაწყევლილი ნანიაძე. აი თუ არ დაგიშლია თქვენი ნანიაძეც და სახლის შვილიც მხოლოთ ეს არის, მიუშვირა გუსინინზედ ხელი.
— ღმერთმა აკურთხოს, რა ვქნა, შვილო, უპასუხა ამირინდომ მწუხარებით, სინიდისი, ნანიაძე, ოს, ღმერთო! შენ დამიფარე …
— ჩემო სიძევ, შენც ჩემო სოფიკო, დაიწყო, ახლა მაკრინემ: ღმერთმა ერთმანეთ შეგაბეროთ; ღმერთსა ვთხოვ, შვილებო, იმ მაღალ ღმერთსა, რო თქვენის ხელით მაღირსოს მიწის მოყრა.
— გმადლობ, ჩემო სიმამრო, თქვენცა, ჩემო სიდედრო, თქვენცა, ძმაო. გრიგოლ, რო ჩემს ბედნიერებას ისურვებთ, მაგრამ, თუ ღმერთი არ მამკლამს უდროოთ, მგონი რო მალე დაგავიწყებინოთ ის ვიღაცა ნანიაძეა, და აკოცა რა კვალად თავის სატრფოს, გადუშვა ერთ ყლუპად, როგორათაც ბოსორელმა.
— როგორაო გრიგოლ?
— მადლობას მოგახსენებთ ბიძა ჩემო, და გპირდებათ, რო მალე დაგავიწყებინებთ ნანიაძესო.
— ღმერთმა ინებოს, აიხედა მაღლა მწუხარების სახით ამირინ დომ და ამოიოხრა.
ამისა შემდექ მოუხშირა ბოსორელმა სადღეგძელოებს, რომელმაც მართლა რო რიგზედ გადააკვრევინა უ. გუსინინს.
არ იყო რო უ. გუსინინს, როგორათაც ეშხით, ეგრეთვე შამპანსკის ძლიერებით მიეცა მომეტებული გამბედაობა, რომელსაც ბოსორელმა აჩვენა რა თვალით თავ დაკიდებული და წარბებ შეკრული ამირინდო, წასჩურჩულა რაღაც რამ ყურში.
— Аа! чорть побери, დაიძახა გუსინინმა: чуть было не забыл. მოიტანეთ სათამაშო ქაღალდი, თუ ეხლავ არ გავამხიარულებ ჩემ სიმამრს, მაშ რაღა კაცი ვიქნები.
— ბიძა ჩემო, გაიგონეთ სიძემ რა ბძანა, თავი შევიქციოთო ლობიოებზე, ხო არ ინებებთ?
— როგორ? ჰკითხა ამირინდომ მწუხარების ხმით?
— თავი შევიქციოთო. ქაღალდით?
— თავიო, ჰო! თავისი ნებაა, დღეიდამ მე სახლის უფალი და მამულის მმართველი აღარა ვარ, როგორც ენებოთ, ისე განაგონ სახლიც და მამულიც. მე ეს ეს არი, ჩემო დისწულო, მოვხუცდი და საფლავში ვიცქირები, და ამიტომაც ვფიქრობ, რო ეგებ მერმისისათვის, თუ ღმერთი მშვიდობით დამასწრებს, დავეყუდო ერთ ერთ გამოქვაბულში შიომღვიმის მონასტრისაკენ.
— აა რა დროს სიბერეა, ბიძა ჩემო, ჯერ კიდევ გვარიანათ მოსძლებთ; ბიჭო, სტოლი დადგი, მალე. როგორ იქნება, თავს ვინ დაგანებებსთ. ვენაცვალე ბიძა ჩემს თეთრ ულვაშებში. უმი ლობიოც ბიჭო, მალე შე მა . . . . . . ძაღლო. ვიცოდი ბიძა ჩემო, რო არ შემარცხვენდი და კიდეც ისე მოხდა; ვენაცვალე ბიძა ჩემს ყანყრატოში.
— ძალუა ჩემო, განაგძო მანვე თქვენ კი არ შეიქცევთ თავსა?
— კი! ქა, რა ვიცი მე თქვენი თამაშობისა.
— არა ჰსჯობია ნიკიტ მაკარიჩ, რო ცალ სტოლზე ზაკუსკა გაშალონ? მოუბრუნდა ახლა გუსინინს.
— უცხო რამ იქნება.
— აბა, ბიჭო, მიშველე, მალე.
ამის შემდექ არ გაუვლია ერთ საათს, რა რო სრულებით გამოუბერტყეს ძალზე გაჭედილი ბაჯაღლოებით აბრაშუმის ქისა უ. გუსინინს, რომელმაც მეტის სიცხარით დაადვა ზედ თავის ოქროს საათი და ბეჭდებიც.
პატარა ხანს უკან წელ მოწყვეტილი გუსინინი წამოდგა ნერწყვ გამშრალი სათამაშოს სტოლიდამ და წავიდა საჭმელებისაკენ და გაყვნენ თან იქ მყოფნიც.
— საკვირველი ქაღალდის მოუსვლელობა იყო თქვენმა მზემ, უთხრა ბოსორელმა გუსინინს, ვითომც გულმტკივნეულობით, მაგრამ დაატანა ზედვე სწრაფად: მაინც შორს არ სად წასულა; თქვენ გქონ დესთ, თუ თქვენ სიმამრს, მგონი რო თქვენთვის სუ ერთი უნდა იყოს.
— ვინ რას მოგახსენებსთ, უპასუხა ღიმილით გუსინინმა, თუმცა კი მწარეთ უშრებოდა ძარღვებში სისხლი, რომელმაც ამ მიზეზით დაატანა უფრო ძალა ღვინოს.რასაკვირველია, რო ამ სასიქადულო საქმეში ძალიან უმართამდა ხელს ბოსორელიც, რომლის შემწეობითაც უ. გუსინინმა ბოლოს მიაწია იმ ხარისხამდე, რო დაიწყო პირველდებულადვე ტირილი თავის გადაცვალებულებზედ და შემდექ ღონე მოკლებული და ცნობა დაკარგული მიეშვა ტახტზედ ჩულივით მაშინ ამოაცალეს ჯიბიდამ რაც კი რამ ჰქონდა.
![]() |
1.1.3 თავი მეთვრამეტე |
▲back to top |
თავი მეთვრამეტე
XVIII
— ათიც ზედა, სამი და წყვილი, ოთხი ასი, მოვიგე, იძახდა ნაწყვეტ ნაწყვეტად გუსინინი ძილში, რომელსაც ეკრიჭა მასთანავე კბილები დამხრჩვალი თხასავით.
— ბატონო, ბატონო, ანძრევდა ხელით ნელ ნელა ტრაფიმა, ჩაი გაგიცივდათ, ათი სრულდება, სამსახურში გიგვიანდებათ.
— სოფიკო ჯან შენა, ოხ! სულიკო, მოჰხვია ხელები თვალებ დახუჭილმა გუსინინმა ტრაფიმას და ეწეოდა თავისაკენ.
—Вотъ те на не съ ума ли онъ спригнулъ, ჩაი გაგიცივდათ, ბატონო.
― ჰაა! რას ამბობ? გააჭყიტა ცოტ ცოტათ თვალები.
― ჩაი გაგიცივდათ.
— როგორ კნიაზი აბძანდა, ან სოფიკო გარეთ ხო არ გაბძანებულა?
— ვინ სოფიკო ბატონო? აქ კნიაზ რა უნდა.
— როგორ თუ რა უნდა, რას მიჰქარამ? ადგა ფეხზედ.
— რა ვქნა ბატონო, აქ კნიაზი არავინა გხლებიათ, და ტყუილს ხო ვერ მოგახენებთ, უპასუხა ტრაფიმამ მოწიწებით.
— როგორ თუ რა ვქნა, მაშ რა იქნენ, შეუტია გუსინისმა ფეხების ბრაგუნით.
— ბატონო; ვინ კნიაზსა ბძანებთ? პორუჩიკ მელაძეს ხო არა?
— Какой Меладзе, дуралей, კნიაზ კვრინჩხაძე, ამირინდო.
— რა ვქნა ბატონო, აგერ ეს მეცხრე წელიწადია, რაც ჩვენ თფილისში გახლავართ, და მაგ გვარის თავადიშვილი ერთხელაც არ გამიგონია, და არ ვიცი თქვენ რომელსა ბძანებთ.
— მაშ სადა ვარ ეხლა შე დურაკო, შეუტია გვალად ფეხების ბრაგუნით.
— შინა ბძანდებით.
— როგორ თუ შინა, აკი კნიაჟნა სოფიკოსთან ვიწექ; მაშ რ იქნა ვინ მოიტაცა, მითხარ ჩქარა?..
ამ გვარ არეულ კითხვაზედ, არ იყო, რო ტრაფიმა შეკრთა დ მოერია ცრემლები თვალებში.
— რას იცინგლები, კიდევ მოგაგონდა განა პრასკოვია? მითხარი მალე, სად წავიდა კნიაზი ამირინდო, ჰაა! ჩქარა, შეუმაღლა გასარტყმელათ ხელი.
— ეხლავ მოგახსენებთ ბატონო, პატარა მომითმინეთ, მოახსენა ტრაფიმამ და გამოჰწია სამზვარეულოსაკენ
— A вотъ видиш! такъ скорбй же, скорбй მოაძახა გუსინინმა ტრაფიმას და ჩამოჯდა კრაოტზედ.
განგებ გამოსული საწოლიდამ ტრაფიმა იმ განზრახვით, რო მიჰსცეს დრო ბატონს ძილიდამ გამორკვევისა, ბოლოს შევიდა ისევ ბატონთან პირსახოცით და ტაშტით.
— მოიტა მალე, მაიტა შემოსძახა ნიკიტ მაკარიჩმა, რა დაინახა წყალი და ტაშტი, რომელიც იმ ჟამად, თუმც სრულებით გამორკვეული იყო ძილიდამ, მაგრამ მაინც კიდევ ელანდებოდნენ თვალებში კნიაჟნა სოფიკო, კნიაზ ამირნდო, გრიგოლ ბოსორული და სხვანი.
შეუშვირა რა უ. გუსინისმა ხელები წყალს, შენიშნა, რო მისი დიდი ჯერეთ ისევ ამოუჭრელი პრტყელ თავა ოქროს ბეჭედი მის განსაცვიფრებლად, აღარა ჰქონდა თითზედ.
ამის გამო შემოხედა რა ტრაფიმას თვალების დაჭყეტით და პირ დაღებით, ანიშნა თითით, რო სად არიო?
— რა მოგახსენო ბატონო, უპასუხა ტრაფიმამ, წუხელ საღამოს თქვენ და ის ვიღაც სტუმარი რო წაბძანდით, სუ ზედა გქონდათ ბეჭდებიც და ოქროს საათიც და იქიდამ რო მობძანდით კი....
— როგორ თუ არ მახლდა, მაშ რა ეშმაკებმა ჩაყლაპეს?
— რა მოგახსენოთ ბატონო, შუაღამე გადასული იყო, როდესაც დროშკით მობძანდით ერთათ ერთი უცხო ბიჭის ამარა და იქნება . . . . .
— ღმერთო შენ შემიწყალე, ეს რა ამბავია ჩემ თავს, წამოიძახა თრთოლით გუსინინმა, აბა ერთი შალვრის ჯიბეები და სერთუკის უბე გაშინჯე, იქნებ, იქ ჩავაწყე და აღარ მახსოვდეს.
— არა გახლავთ რა ბატონო, უპასუხა ტრაფიმამ, აი ეს კი აქა გხლებიათ, უჩვენა ამ დროს ამოღებული შალვრის ჯიბიდამ ცარიელი აბრაშუმის ქისა.
მეხი, რო დაჰსცემოდა თავს, იქნება, რო ისე არ შეეძრწუნებინა, როგორც ერთმა მხოლოდ ცარიელმა ქისის დანახვამ დასცა თავზარი გუსინინს, რომელიც გაშეშდა ხესავით.
სწორეთ შესაბრალისი იყო მაშინდელის მდგომარეობით უ. გუსინინი.
წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა. ის იდგა უძრავად, როგორათაც სტატუია; ის იყო გაშტერებული, როგორათაც გონება დაკარგული კაცი; იმას დეეღო საცოდავად პირი, როგორათაც უკან დარჩენილ კოჭლ ცხვარს, რომელიც უბღავის წინ წასულთ მოძმეთ; იმას ჩამოცვივნოდენ საპნიანი ხელები ძირს, როგორათაც წვეთ დაცემულ კაცს. . . .
ბოლოს მოვიდა რა საწყალობელი გუსინინი ცნობაზე, ითხლიშა რაც ძალი და ღონე ქონდა შუბლში საპნიანი ხელი და დაიწყო გულ მტკივნეულად:
— ოხ! ღმერთო ჩემო, ეს რა მიქარვაა, რო მე ჩავიდინე. ამტენი წლის ნაწვავ ნადაგი. Охъ! Боже мой, Боже мой! Кажется что съ ума сойду. კარგი თუ მალე მოხდა ჯვარის წერა, და ვინიცობაა რო დაგვიანდეს, ხო დავიღუპე. . . .
— Охъ! Боже мой, Боже мой, что мне делатъ? მაიტა მალე, ჩქარა და ამ სიტყვასთან მიყო ხელი პირის ბანას ფაცა ფუცით, რომელმაც მაშინათვე ჩაიცო ტანთ და გამოქანდა კარებისაკენ.
პატარა ხანს უკან უ. გუსინინი, მორთული წინანდებულათვე სადღესასწაულოს ტანისამოსით მიისწრაფვიდა ვანქის უბნისაკენ, სადაც მიიზიდავდა, როგორათაც კნიაჟნა სოფიკო, ეგრეთვე მომატებულად მისი ბაჯაღლო ოქროები.
იარა რა კარგა ხანს აქეთ იქით, ბოლოს დიდის ცდით და წვალებით მიაგნო. როგორც იყო ცნობილ სახლს, რომლის ეზოს კარები დახვდა იმ ჟამად ღია.
შერაცხა რა ამ გვარი შემთხვევა ბედნიერებად, ფიცხლავ შევლო ეზოს კარები და წავიდა გულ და გულ სახლისაკენ.
დიდათ უკვირდა გუსინინს, რო პირველდებულად არ მეეგება ეზოს კარებშივე ბიჭი, მეტადრე ახალ მოყვარეს, მაგრამ როგორც ეტყობოდა, მაინც კიდევ არ იტეხდა ჯერ ხანობით აბრუს და მიდიოდა გულ და გულ სახლისაკენ.
მიაწია რა კარებთან, დიდათ უამა, რო დახვდა ისიც ურდულს მოშორებული, გულის კანკალით და ფეხაკრეფით შეიხედა კარების ჯუჯუტანიდამ იმ განზრახვით, რო უცებ ჩემ სიმამრს, როგორათაც ცოლშვილიან კაცს თავს არ წავადგე უწესოთაო და არ შევრცხვეო, მაგრამ მისდა საუბედუროდ სუფევდა იმ დროს სახლში ძალიან ღრმა სიჩუმე.
ამისათვის და რო შეეტყო, თუ რა მომხდარა სახლში, უცებ გამოჰსწია სამზვარეულოსაკენ, მაგრამ იქაც შეიპყრა არა ნაკლებმა განცვიფრებამ, რა ნახა, რო იგი იყო სრულიად ცარიელი და დუწმედელი
კარგა ხანს ფიქრობდა, თუ რა შემთხვევია ჩემს სიმამრსაო, რო ხმაურობა აღარ საიდამ აღარ ისმისო, მაგრამ რა რო ვერა გამოიკვლივარა, ბოლოს წავიდა ისევ სახლის კარებისაკენ დაფიქრებულის სახით.
მოჰკიდა რა ხელი კარების რაზას, თავდა პირველ ჩაახველა განგებ ბოხის ხმით, რო ეგებ გაიგონ და გამოიხედოს ვინმეო, მაგ რამ თითქო საფლავად ქცეულაო. ის სახლი, ჰსწორეთ ისე იყო ერთსა და იმავე მდგომარეობაში.
ბოლოს რა გაუწყდა ილაჯი, და ვერა შეიტყო რა სახლის გარემოებისა, გულმოსულობით მოიშვლიპა ქუდი, ჩაახველა ერთი კიდევ მაგრა და შეაღო კარები ფეხების ფართა ფურთით; მაგრამ ჰოი! უბედურებავ, ნაცვლად კნიაჟნა სოფიკოს და სხვათა, მას დახვდა მხოლოდ ცარიელი კედლები და აქა იქ ნაყარი თუ ყურ მოტეხილი ლიტრა და გატეხილი სტაქნები და ნალბაქები.
ფიცხლავ წამოუდგა იმას თვალ წინ, თუ სად იდგა ტახტი, სად თამაშობდენ ქაღალდს, სად ისამხარეს წინაღამეს და საიდამ გამოვიდნენ ქალები, მაგრამ მაინც კიდევ ვერ მოსულიყო გულის ხმას, თუ რამ აიძულა ასე უეცრად გასვლა იმ სახლიდამ კნიაზ კვრინჩხაძეს.
აღარ იცოდა, თუ რა ეფიქრა საბრალო გუსინინს.
ბოლოს დარწმუნდა რა, რო იქ ყოფნით ვერას უშველიდა თავის თავს, წამოვიდა გულმოწულული კარებისაკენ, სადაც უცებ შეეფეთა წინ დაბალი ტანის ჯმუხი და ულვაშები გაკრეჭილი სომეხი.
— Квартиръ хочишъ баринъ? ჰკითხა სომეხმა, Эй Богъ хороши, дошово отдамъ.
- Пропади ты съ своею квартирою, შეუტია გუსინინმა, ты лучше скажи мнћ, куда сошелъ князь. Квринчхадзе?
— ეეი! გაუქნია სომეხმა ხელები, какой Квринчхадзе? Tyтъ лубезный, ни какой Керинчхадзе Мринчхвадзе нћту.
— Не Мринчхвадзе; дуракъ ты этакой, а Квринчхадзе, князь Амирандо.
— ვა! ეეი! Tyтъ чохъ мохъ нћту.
— Ты мћн скажи, ослінная ты голова, кто былъ вчера Здћсь?
Aa эта хочишъ, здћсь, баринъ, дурной женщинъ жилъ, да ушолъ другой мћсто.
Kaкъ!, здћсь они жили. Охъ! Грузо проклятоеЮ წs - ვლო სიკაპასით თმებში ხელი კბილების ძაგაძუგით და გამოვარდა თავშიშველა გარეთ, რომელიც დეეშვა სირბილით მუხრანიანთ ხიდისაკენ.
— Квартиръ баринъ, дошво отдамъ, მიაძახა გუსინინს მაღლის ხმით სომეხმა და გამოვიდა ბურნუთის წევით გარეთ. . . . . . . . . . .
![]() |
1.1.4 თავი მეცხრამეტ. |
▲back to top |
თავი მეცხრამეტ.
XIX.
ვაი სოფელო რა შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლიმც შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა
სად წაიყვან სადაურსა, სად აუფხვრი სადით ძირსა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსთაველი.
რამდენიმე თვეს უკან ორი ეკიპაჟი დასდგა ნავთლუხის გოშპიტლებ ახლო ერთ ატაჟიან ფიცრის სახლის წინ, რომელიც იყო გალესილი გარედამ თეთრად.
— მობძანდით გენაცვალეთ! იპატიჟებდა სახლში ეკიპაჟებიდამ გადმოსულთ პირთ, რუსულათ მორთული ქალი, რომელიც ფიცხლავ გამოეგება იმათ გარეთ.
— გწყალობდეთ წმინდა ბარბარე, ელისაბედ ჯან, გადაეხვია სახლის პატრონს კნეინა ნატალია და აკოცა. მას შემდექ მიესალმა მასვე კნეინა მაშიკოც და ბოლოს შევიდნენ ისინი სახლში, სადაც შეყვნენ მელაძე და ტიტიკოც.
— შენმა სიცოცხლემ ტიტიკო, უთხრა სახლის პატრონმა ქალმა ტიტიკოს, დიდათ, მიხარიან, რო აგრე ერთათ შეყრილებს გხედავთ შენ და მაშიკოს. ღმერთმა ხო იცის, რო დიდათ ვჰსწუხდი ის რაღაც ხმები რო დამხვდა, როცა ქუთაისიდამ გადმოვედით აქ მე და ჩემი პაველ აბრამიჩი, მაგრამ ვმადლობ ჩემს იესო ქრისტეს, მაინც კიდევ არ მოგაკლოთ თავისი მოწყალება და მიგწიათ გულის მურაზს.
— მე არ მოვსწრებოდი ჩემო ნათლიდედ, წამოიტრაბახა მელაძემ, რომელმაც ზაქათალიდამ ნიშნობის დღეს მოასწრო: მაშინ ნახავდით ამის გულის მურაზს, მაგრამ ახლა კი ნათლი დედ, ახლა, აღარც კი ვისმე ახსომს ჩემი . . . . . . . . . . ასე გაშინჯეთ, რო ამათი გულისათვის, თითქმის ცოლიც კი მოვიმდურე სამუდამოთ, რომელიც ამის გამო არამც თუ სოფელში არ წამოგვყვა, საიდამაც სუ ერთი კვირა არ იქნება, რაც ჩამოვედით და სადაც გადავწერეთ ჯვარიც, არამედ წმიდა ბარბარეშიაც. –
— მაგას რათა ბძანებთ ბიძა ჩემო, უპახუხა ღიმილით ტიტიკომ, მე და ჩემი კნეინა, მანამ პირში სული გვიდგა, მანამ თქვენს და დედიდა ნატალიას ამაგს ვერ დავივიწყებთ, არა მაშიკო ჯან?..
— ამ კითხკაზედ მძიმედ დაუკრა თავი მელაძეს წამოწითლებულმა ყაყაჩოსავით მაშიკომ და მეეხვია კნეინა ნატალიას.
— კარგია გენაცვალე კარგი, პაველ აბრამიჩმა არ შემოგვასწროს, წასჩურჩულა კნეინა ნატალიამ მაშიკოს და გასწორდა კრესლაში.
ამ დროს უეცრივ გეეღო კარები და შემოვიდა მათთან სახლის პატრონიც, რომელიც იყო ნავთლუხის გოშპიტლის ექიმი. — ის მიესალმა რიგ-რიგით იქ მყოფთ და, — ბოლოს შეიქნა მათში საზოგადო ხშირი ლაპარაკი სხვა და სხვა საგანზედ, მინამ ჩაი მეესწრებოდათ.
— ვაი! საწყალი, რა უპატრონო ყოფილა, წასჩურჩულა სიბრალულის ხმით ტიტიკოს ცოლმა, როდესაც იმან შეასწრო ფანჯრიდამ თვალი, რო ოთხმა სალდათმა დიდის გაჭირვებით ძლივ გამოასვენეს გოშპიტლიდამ ერთი მიცვალებული უბრალოს კუბოთი და წაიღეს სასაფლაოსაკენ, რომელსაც მიუძღოდა მხოლოდ ერთი ღვდელი შემოსილი შავის ოლრით და ფილონით და გალობდა ხანგძლივ წმიდაო ღმერთოს. მიცვალებულს მიჰსდევდა მხოლოდ ერთათ ერთი მოხუცებული კაცი, რომელსაც ორივე ხელით დეებღუჯა თოვლივით თეთრი თმა და ტიროდა მოთქმით:
— ჩემო კარგო ბატონო, ჩემო სიცოცხლევ, ბატონო! აკი მოგახსენებდი, რო ბოროდავკაში წავიდეთ მეთქი; აბა რატო არ დამიჯერეთ? აბა ახლა რაღა მეშველება. განა იმისათვის გატარეთ მხრით, რო ბოლოს ასე უმოწყალოდ დაგეობლებინეთ? ვაი! ჩემს თავს, ვაი — ვაი, შენს ბედს ტრაფიმ, რო ბატონი აღარა გყავს მფარველად; კაი, შენ დაბადების დღეს ტრაფიმ, რო ღრმათ მოხუცებულს თვალების დამხუჭვიც აღარა ვინა გყავს ამ უცხო ქვეყანაში. პრასკოვია, ოჰ! პრასკოვიავ წამიყვანე მეც შენთან; აბა აქ ვის ანაბარათა მტევებ, თქვენ მაინც ბატონებო, ჩემო კარგო ბატონებო: ანასტასია ივანოვნა, კეთილშობილო დიდო ბატონო, თქვენ მაინც წამიყვანეთ; მაგრამ თქვენ რა? ჩემი პრასკოვია რო გყავთ, მე მანდა აბა რაღათ გენდომებით. ვაი ჩემი ბრალი, ვაი! რომ ამ ტრიალ ქვეყანაზედ მარტო დვრჩი. აბა აქ ვის უნდა შევეკედლო? ბატონო, ჩემ მხრებზედ გაზდილო ბატონო, აბა ერთი კიდევ გამომეც ხმა შენ ტრაფიმას. ვაი, ჩემ სიცოცხლეს, ვაი!
მაგრამ შენ, პრასკოვიას მაინც ნახამ, და მე რავქნა, მე?! ოჰ! პრასგოვია, შემოიკრა უცებ ცნობილმა მკითხველთადმი ტრაფიმამ თავში და დეეცა უსულოდ ზედ გუსინინის საფლავს წინ.
ი. ბერიძე.
დასასრული.
1863 წელსა აპრილის 15 დღესა.
ქ. ტფილისი.
![]() |
2 ლექსები |
▲back to top |
![]() |
2.1 ანდრე შენიედამ |
▲back to top |
(ანდრე შენიედამ)
ზღვათა მფლობელის ვენეციის ზღუდეთა თანა
ღამის ციმციმში უდარდელი გონდოლიერი[1]
ნავსა აბრძოლებს კიდის პირ პირ ლაჟვარდ წყალთანა
რინალდოს, ტანკრედს. ერმინიას[2] მღერს ბედნიერი
თვისი სიმღერა იმას უყვარს, უფასოდ მღერის,
ზრუნვას და შიშსა განკიცხვისას იგი არა ჰცნობს,
არცა დიდებას, არცა სახელს იგი არ ელის
და დამღუპველთა ზვირთთა ზედა მღერით გზას იტკბობს.
მეც მისებრ ვმღერი უანგაროდ, შეუშინებლად,
და ხმანი ჩემგან მხვედრს მიტკბილებენ
ცხოვრების ზღვაზედ, სად გრიგალნი შეუბრალებლად
მშფოთვარე ზვირთთა ზედა ჩემს ნავს ატრიალებენ.
_________________
1 ვენეციაში მრავალი ერთ გვარი საქირაო ნავებია, რომელსაც გონდოლა ჰქვიან; ამ ნავის მმართველს გონდოლიერს ეძახიან.
2 ტორკვატო-ტასოს პოემიდამ არის ეს სიმღერები ამოღებული.
![]() |
2.2 სიხარული. |
▲back to top |
სიხარული
სიხარული ჰგავს გზის პირას გაზდილს,
გზაზედ მოწყვეტილს სუნნელსა ყვავილს,
რომელიც ხელში დიდ ხანს არ გრჩება,
მცირეს ხანს გატკბობს და მერე ჭკნება.
![]() |
2.3 მტკვრის პირას |
▲back to top |
მტკვრის პირას
მტკვრის პირას
(ლ. მაღალაშვილს.)
კვლავ ჩემ წინ მტკვარი მორბის ქუხილით,
ამ ქუხილში ვჰსცნობ მშობლიურს გრგვინვას,
კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით
შეჰკვნესის მღვრიე ზვირთთ მღერითა დენას;
კვლავ განიღვიძეს ჩვეულთა ფიქრთა
და აღმეშალა დიდი ხნის წულული. . .
შევჰკვნეს, შევსტირი მე ამა ზვირთთა,
თითქო მათ შთანთქეს ჩვენი წარსული.
წაგშლიან კვალნი, დრო ნეტარო!
მტვრად აღუგვიხარ საუკუნესა,
მისმინე აჯა, მისმინე, მტკვარო,
იმ დროთ გარდაეც ეს ჩემი კვნესა!
![]() |
3 ბელინსკის აზრი შვილების აღზდაზედ. |
▲back to top |
ბელინსკის აზრი შვილების აღზდაზედ
აი რას ამბობს ბელინსკი შვილების აღრდზაზე:
ზოგიერთი, თვალად მცირე საგანი, ხშირად შეიქმნება ხოლმე, თავისის ჰაზრით, თვით უაღრესად და უპირველესად. ყველანი ლაპარაკობენ, რომა იმ ჟამადაც როდესაც იმყოფება წევრად, აღზრდას დიდი ზედ მოქმედება აქვსო. კაცის სიცოცხლეზედ, ყოფა- ქცევაზედ სადაც უნდა იყოს, ყველგან. მაგრამ ბევრს კი ესმის ისა, რასაც თვითონვე ლაპარაკობს? სიტყვა ჯერ არ არის საქმე; ყოველი ჭეშმარიტება, რაც უნდა უეჭველი იყოს, თუ არ გამართლდა მათის მოქმედებით და ყოფაქცევით, ვინც იმ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობს — არის მხოლოდ სიტყვა, ცარიელი სმა, — ისრევ ის ტყუილი. გაშინჯეთ კარგად მშობლებისა და შვილების ერთმა ნერთში მიქცევ-მოქცევა; ერთის სიტყვით გაშინჯეთ კარგად აღზრდა შვილების — და გული შეგიღონდებათ. ბავშვი სჭამს რაც შეხვდება და რამდენიც უნდა; რა უჭირს! ამბობენ ნაზი მშობლები ბავშვია ჯერა! ბავშვი აწვალებს ძაღლსა, ანა სცემს სახლში მოსამსახურე პატარა ბიჭსა; რა უჭირს! იძახის მზრუნველი დედ-მამა: ბავშვია ჯერა! ბავშვები ჩხუბობენ, ჟღივილ-კივილი აქვსთ ერთმანეთში, და მათი ყვირილი, ჩხუბი და ტირილი თუ არ უშლის სტუმრებთან ლაპარაკსა ან დედილოსს და მამილოს დაძინებასა სადილთუკან, — რა უჭირთ— ჯერ ბავშვები არიან, დეეხსენ თავისთვის იჩხუბონ და იღრიალონ: დიდები დაიზრდებიან, აღარ იჩხუბებენ და აღარც იღრიალებენ! ბავშვები დალანძღვენ, და ზოგჯერ დალახვენ ერთმანეთსა და მივლენ დედასთან ან მამასთან ერთმანეთზედ საჩივლელათა — ეჰ, რა საჭიროა ბავშვების საჩივარის განრჩევა! თუ თქვენ სასტიკათ ექცევით შვილებსა, ჰკარით თვითო წკიპართი ყველას სათითაოთა, ან გაროზგეთ ყველანი ერთათა, რომ არავის გულს არ დააკლდეს; თუ კეთილად ექცევით ბავშვებსა, ანუ ზრდით კეთილ შობილურად, — მიეცით იმათ სათამაშოები ანუ ტკბილი საჭმელები და დაეკოცნეთ ყველანი და მოიშორეთ თავიდგანა, რომ ისინი წავიდნენ კიდევ საჩხუბრად და ერთმანეთის სალანძღავათა. ბავშვს არ სურს სწავლა, სრულიად არ უგდებს ყურსა, რომ წიგნი ხელში აიღოს: რა უჭირს, ჯერ ყმარწვილია — გაიზრდება, დაჭკვიანდება და სწავლასაც დაიწყებს! ბავშვი ხელს სტაცებს, რომელი წიგნიც მოხვდება, თუ გინდ ანატომთა იყვეს სურათებიანი, — რა უჭირს, ჯერ ყმაწვილია! კარგია რომა წიგნის ხალისი აქვს,— დაეხსენით დაეჩვიოს კითხვასა, ცელქობას ეგ ურჩევნიაო! ოსტატი ეუბნება მამასა, რომ გრამმატიკა, რომელიც შვილისათვის უყიდნია არ ვარგაო ან ძრიელ დაძველებულია, ან სულელურათ არის დაწერილი, უაზროთაო, და თვითონ იმ გრამმატიკის დამწერმაც არ იცის ენის კანონები და ხასიათიო: ეს რაღა ახალი ამბავია! შეჰკივლებს კეთილ გონიერი და გამოცდილი მამა: ეგ ხომ ჯერ ყმარწვილია, — მაგისთვის ყოველი წიგნი კარგია, მაგაში მე ფული მივეცი, მაშასადამე კარგი უნდა იყვეს! . . მაგრამ, აბა ახლა ჰკითხეთ რამე საყვარელ დედ-მამასა შვილებზე და მათს აღზრდაზე, და ნახეთ: რამდენს სხვა და სხვა ნაირს საჩივარს გეტყვიან, რამდენს სხვისაგანაც გაგონილ ფაკტებს წარმოგიდგენენ, რამდენს იწუწუნებენ, „ოჰ! შვილები! დიახ! რა ძნელია შვილის ყოლა! რამდენი ზრუნვა უნდა! უნდა გავზარდოთ და ვასწავლოთ კიდეცა! ჩვენ არაფერი გვშურს შვილების აღზრდისათვისა! უკანასკნელ ღონისძიებას არ დავიშურებთ ხოლმე! მე მივეცი ჩემი შვილები სასწავლებელში, ვყიდულობ იმისათვის წიგნებსა, რამდენი ხარჯი მამდის! და ჩვენ ძლივს ვინიშნეთ მადამა, რომ ჩვენმა შვილებმა ფრანციზული და ფორტო-პიანოს დაკვრა ისწავლონ!“ ღმერთმა მშვიდობა მოგცესთ სასურველო მშობლებო!..
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარე არის შვილების აღზრდისა, ანუ იმისი რასაც ისრე ტყუილათ ეძახიან აღზრდასა, ეს ის აღზრდა არის, რომელსაც თითქმის ყოველთვის ეძახიან ღვთის ანაბარად, და მართლა კი შემთხვევის ანაბარად იზრდებიან, — ეს აღზრდა არის ბუნებითი ე.ი. გამოკვება არის არა აღზრდა. ეგ აღზრდა დაბალი ხალხის მზგავსია. არის კიდევ აღზრდა პატიოსნური, თავაზიანი, ნარნარა, სასტიკი, კეთილშობილური. აქ ყოველის - ფერზე ყური აქვს მიგდებული, არც ერთი მხარე არ არის დატოვებული. ამ ნაირს შვილების აღზრდაში ბავშვი სჭამს თავის დროზე და ზომიერადაც; სადილს წინად დაყავს სასეირნოთა ან გუვერნიორსა (მამა-მძუძეს) ან გუვერნანტასა დედა-მძუძეს). ცოტას ცელქობს, ვარჯიშობს გემნასტიკის ლამაზ თოკებზე, ბოძებზე და გასაყრებზე, სასწავლებლად აქვს დანიშნული საათი, დაწესებულ დროს დაწვება დასაძინებლად და ადგება. ერთს დროს ეძლევა სიმრთელეც. სიმაგრეცა, გონებაც ეხსნება და სწავლობს კიდეცა და ფორმა — ოჰ, ეს თვით უმშვენიერესია! სისუფთავე, სიმარტივე, გამოუსაჯვრებლობა, ამასთანავე კეთილ შობილება, ღირსებით ქცევა, კარგი გემო და კარგი კილო (тонъ). ესენი ეტყობათ ყოველისფერში: საცმელშიაცა და ყოფაქცევაშიაცა.მხოლოდ ერთი ის როგორა ღირს, რომა ბავშვმა იცის თავისი გრძნობის დამალვა, არ წაეტანება სიხარბით იმასა, რაც ძრიელ უნდა, არ გამოიჩენს გაკვირვებასა და სიხარულსა იმ საგანში, რომელიცა აღძრავს ბავშვის გუნებაში გაკვირვებასა და სიხარულსა; ერთის სიტყვით შესაბამობისა და მაღალ კილოზე ქცევას უმსხვერპლის ყოველს თავის გრძნობასა, ასრე გაშინჯე, თვით უწმინდაესსა და ადამიანურს გრძნობასაცა!... მოკლედ მოგახსენებთ: ასრე გაშინჯეთ ჩინეთის მანდარინები, ეს უმაღლესი მაგალითები დამახინჯებული და მკვდარი ბუნებიანი, თვით ჩინეთის მანდარინები ვერ შეედრებიან ამ ყმაწვილ ხალხსა, ამ კეთილ აღზრდილ ყმაწვილებსა თუ ადამიანის სიცოცხლე არის თეატრის სცენა ანუ სალონი (სასტუმრო ოთახი) და თუ მხოლოდ „ჩვენება“ არის საგანი ადამიანის სიცოცხლისა, მაშინ ამ გვარი შვილების აღზრდა იქმნება სამაგალითო მართლაც, რა იქმნება უკეთესი და სასურველი, მაგალითებრ, გაზრდილ გასათხოვარ ქალზე? ის უფრო ჩქარა ათასი ჯერ თავს გასწირავს სასიკვდილოდ, ვიდრე თანახმა შეიქმნებოდეს, რომა თავის სიცოცხლეში ერთხელ საქვეყნოთ სასაცილოდ გამოჩნდეს, ე.ი. ატაცებით გაეხარდეს ხელოვნებითი ქმნილების ნახვა, ანუ ბუნებისაგან რისამე გამოჩინებისაგან, ან უმაღლეს გამარჯვებაზე ლაპარაკის სმენისაგან, რისაგანაც ისრე სტირიან ანუ მხიარულებენ ცუდის კილოს (тона) ხალხი. ის გასათხოვარი ქალი ისრე თამამი და თავისუფლად მქცევია, როგორათაც კეკელა-ქალი; იმას არც არაფერი გაუკვირდება, არც არა-ფრისა შეეშინდება და არც შეკრთება ის არის ყოველთვის მშვიდი, ერთს კილოზე მყოფი, ყოველისფერში ზომიერად და შესაფერად მქცეველი. . . და რამდენი ნიჭის მქონებელია ისა, რომელსაც არ იჩენს საზოგადოდ, ისრე როგორათაც ქალაქის გარეშე მცხოვრებელი (провинцiалки). . . . . . და ამ ყოველისფერთან რა ნაირი უმანკო სული აქვს, წრიული გული! ის გასათხოვარი ქალია; მაგრამ ჯერ არაფერი არა წაუკითხავს რა ბულიისა და ბერკენის მეტი . . . . და როდესაც დაუწყებთ თქვენა შექსპირზე ლაპარაკსა ის ისრეთის ჩინებული გულ გართობით ჩამოაგდებს ლაპარაკსა დარზე ანუ დასასრულ ბალზე. ვიკტორ ჰიუგოსა და პოლ-დე-კოკს ის წაიკითხამს გათხოვების შემდგომ და მინამდინ ბულიისა და ბურკენის თხზულება ეყოფა. არა კარგიც არის: შილლერი, გიოტე, ბაირონი, გოფმანი, ვალტერ სკოტტი, პუშკინი — საშიშარნი არიან ყმარწვილი ქალის გულისათვის: ვინ იცის იქმნება გული აუღელვოს რაღაც გასაოცარი სურვილით, გამოურკვეველი ოცნებით, მისცენ შიგნეული პოეტიური სიცოცხლე, — და ეს ხუმრობა კი არ არის! — გასათხოვარი ქალი შეხვდება ვისმე თავის გულის სათვისტომო სულსა, — რომელსაც გროში არ უგდია ჯიბეში, —
И жизнь могучая даетъ
И пышный цвћтъ и сладкiй плодъ
(სიცოცხლე ძლიერი გამოიტანს
უხვს ყვავილსაცა, ტკბილს ნაყოფსაცა,)
როგორცა სთქვა პუშკინმა . . . . რომ შევიდეს ოცნებაში, — მიეცეს კაცობრივს გულის-ვნებასა, მაშინ რას იტყვის ქვეყანა? არა, სრულიად ამისთანა არ არის კეთილად აღზრდილი ქალი მაღალის კილოსი (высшаго тону): იმას შეუძლიან ხალხში გამოიჩინოს სილამაზე, თუ ღმერთს მიუცია იმისათვის, ჩაცმა-დახურვა, თუ იმისი მამა მდიდარია სხვებზე, მაგრამ ის როგორ გამოიჩენს სულსა, გულსა, და სხვა და სხვა მდაბალი ხალხის გასასტერებელს ქცევას. ის გათხოვდება; — ასრე გაშინჯეთ, თუ გინდ სხვებმაც არ იზრუნონ იმას გათხოვებისათვის, თვითონ მოახერხებს ყოველის. ფერსა; მაგრამ ეს გათხოვება იქმნება დიდად ჩინებული, შესაშურველი, და არა ხალხის სალაპარაკო, აი, რას შვრება ჭეშმარიტი აღზრდა გასათხოვარი ქალისა? და ყმაწილი ხალხნი? — ოჰ, იმათზე კიდეც მეშინიან ვილაპარაკო: ისინი ჭკუიანებიც არიან და სულულებიცა, მსწავლულებიცა და უზრდელნიცა — ისინი ყველანი ისრეთის ფილოსოფიური გულ-გრილობით უყურებენ ამ ქვეყნის ცხოვრებასა, რომელშიც იმათთვის არცარა საიდუმლოა, არც საკვირველი, არც მიუწდომელი; ისინი ისრე გაბედვით და ურცხვად შამოგხედვენ თავისი ლარნეტითა . . . ჩინებული ყმარწვილი ხალხნი არიან! და რა ნაირ თავისუფლად, რა ნაირ დაუდევნელათ ლაპარაკობენ ფრანციზულსა — თითქო თავის ღვიძლი ენა არისო, ღვიძლს ენაზედ კი ორი ფრაზის, მიკერება ვერ მოუხერხებიათ ან ორის სტრიქონისა დაწერა შეუცთომელად — პედანტიზმურს ვერასფერს იპოვნით მათში წამლად ! . . . [1]
ჩვენ წარმოვადგინეთ თავი და ბოლო (უმაღლესი და უმდაბლესი მხარე), არის კიდევ მათს საშუალოდ მყოფი, რომელიცა, როგორათაც თითქმის ყოველი საშუალი, ხშირად არის ხოლმე პირველზედაც და უკანასკნელზედაც ცუდი. ჩვენ ვამბობთ იმ საზოგადოების ხარისხის აღზრდაზედ, რომელიცა მდაბიურს უყურებს კეთილშობილურის შეურაცხებით და თავისი თავის ღირსების გრძნობითა, — და უმაღლეს საზოგადოებას — მოწიწებით და პატივის ცემით. ეს საშუალოთ მყოფი საზოგადოება ყოველის ძალითა და ღონით სცდილობს, რომ მიემზგავსოს უმაღლეს ხარისხისასა და იყოს იმის ნამდვილი პირი (კოპიო); მაგრამ თავისდა საუბედუროთი რჩება რაღაც საშუალ წევრთა შორის მყოფი, რომელიცა აღარც თავის თავსს ემზგავსება და აღარც სხვასა, არის უხასიათო, არ მიემზგავსება ნამდვილსა — აი მაგასა ჰქვიან გლეხობა აზნაურობაში. უნდა რო თავისუფლად და სასიამოვნო ურცხობით და კარგ კილოზე მოიქცეს, მაგრამ გამოდის პრანჭვა, გრეხა და მაიმუნობა. სასაცილო და შესაწუხებელი სანახავია
Какъ негодяй оффицiантъ
Ламаетъ барила въ передней!
მაგრამ ეს იქით იყვეს: საქმე ის არის, რომ ამ საშუალო საზოგადოებაში შვილის აღზრდად ის მიაჩნიათ, რომა მოუკლან ბავშვსა ყოველი სიცოცხლე და სიცქვიტე, რომ შეჰქმნან ისინი თუთი-ყუში და სასიამოვნო თოჯა, რომლებზედაც ყველამა ჰსთქვან: ოჰ, რა კარგათა ზრდიანო!
შვილების აღზრდა ყველგან არის საითაც მიიხედამთ, და არსად არ არის საითაც უნდა მიიხედოთ. რასაკვირველია, შეგიძლიანთ ნახოთ შვილების აღზრდა ყოველ ხარისხის საზოგადოებაში, უმაღლესიდგან უმდაბლესამდისინ, მაგრამ როგორათაც იშვიათი რამე, როგორათაც სხოლიო საზოგადო კანონიდგან, როგორც ათასში ერთი, რათ არის ეს ასრე? ამისათვის რომა ქვეყანაზე მრავლისგან უმრავლესნი არიან მშობლები, მრავალნი არიან მამილოები და დედილოები, მაგრამ ცოტანი არიან მამანი და დედანი. „ეს ჩინებულია!“ — იტყვით თქვენ: „რა განსხვაება არისო მშობელთა, მამათ და დედთ შორის? — როგორ თუ რა განრჩევა არის? შეხედეთ ზაფხულში ბუზებსა: რამდენი მრავლისაგან უმრავლესი მშობლები არიან მათში, მაგრამ სად არიან დედ-მამანი? გრიბაედოვმა დიდი ხანია სთქვა —
Чтобъ имћтћ дћтей,
Кому, ума не доставало?
(შვილის ყოლას ბევრი ჭკვა არ უნდაო.)
დაბადების განწესება აძლევს მშობლებს ნაკურთხს უფლებას, რომ ეწოდებოდეთ იმათ კურთხეული სახელი მამა და დედა, — ამის წინააღმდეგი არავინ არ არის; მაგრამ საქმე ამითი არ თავდება ჯერ შვილის ყოლა ადამიანს არა ხდის ჯერ კიდევ ცხოველზე უმაღლესად; უმაღლესი უფლება — მშობლური სიყვარული არის, მაგრამ — მეტყვით თქვენ — რომელ მამასა და რომელ დედას არ უყვარს თავისი შვილები? აგრე გახლავსთ, მაგრამ გვიბოძეთ ნება გკითხოთ, რას ეძახით სიყვარულსა? როგორ გესმით სიყვარული? — ხომ ცხვარსაც უყვარს თავისი ბატკანი: ის აწოვებს თავისს რძესა და ლოკამს ენითა, მაგრამა როცა ბატკანი რძესა მინდვრის ბალახზედ შეიცვლის — მათი დედაშვილობა გათავდება. უ. პრასტაკოვის ცოლსაც უყვარდა თავისი მიტროფანუშკა: ის შეუბრალებლად შემოუწკეპამდა ხოლმე ლოყებსა თავის მოხუცებულ გამდელ ერემეევნასა იმისთვისაცა, თუ მიტრაფანუშკას ცოტას აჭმევდა და იმისთვისაც, რომა — ბევრს აჭმევდა. იმას ისრე უყვარდა თავისი შვილი, რომა, რომ დაეწყო დედისათვის თავ-პირში ცემა. დედა მწარედ მოყვებოდა ტირილსა, რომ მისი კარგი და მშვენიერი მიტრაფანუშკა ხელებს იტკენს დედის ცხვირ პირზე. განა ცხვრის გრძნობა, რომელიცა თავის ბატკანს აწოვებს ძუძუსა, და გრძნობა უ. პრასტაკოვის ცოლისა, რომელიცა იყო ცხვარიც და ძროხაცა და გამზადებულიც იყო, რომ ცხენათაც გადაქცეულიო და ეტარებინა თავისი ოცი წლის მიტრაფანუშკა კალიასკითა, - განა ეს ყოველივე სიყვარული არ არის? — დიახ, სიყვარულია, მაგრამ როგორი? ეს არის გრძნობის სიყვარული, პირუტყული, რომელიცა ცხვარს, როგორათაც პირუტყვსა, შეშვენის და რომელსაც ცხვარში თავისი ჭეშმარიტი, გონივრული, ჩინებული და სასიხარულო მხარე აქვს; მაგრამ უ. პრასტაკოვის, ცოლისათვის იგივე სიყვარული, უაზროა, მახინჯი და საძაგელია, რადგანაც ეს ადამიანია და არა ცხვარი. შემდგომ: პაველ აფანასიევიჩს ფამუსოვსაც უყვარდა თავისი ქალი, სოფია პაკლოვნა: უყურეთ, ის როგორა სცდილობს, რომ რაც შეიძლება მოგებით მოიშოროს თავიდგანა, ძვირად გაჰყიდოს . . . . . გაჰყიდოს? — რა საშინელი იტყვაა! . . . . . . . მამა ჰყიდის თავის ქალსა, ვაჭრობს, რასაკვირველია საწვრიმალო სავით კი არა, მაგრამ ერთხელ და სამარადისოდ, ერთის კაცის გულლისათვის, რომელიც იქმნება იმისი ქმარი! . . . მაგრამ ამას ხომ თავის თავისთვის არ სჩადის, თავისი ქალისათვის უნდა ხომა, — იტყვიან ბევრნი. დიახ ჩინებულია! მაშ ამის შემდგომ ავაზაკიცა, რომელიც ქალის მზითვისათვის ქორწილს წინათ დახოცამს რამდენსამე კაცსა, არ იქნება გასამტყუნარი, ამისათვის რომ მას მოიქმედებს თავისი ქალის სიყვარულით? ამის შემდგომ, ზოგიერთი დედაც, რომელსაც არ უნდა, რომ თავის სატრფიალო ქალი ჰყავდეს სიღარიბეში, ძალას დაატანს თავის ქალსა, რომ მშვენიერება გამოსარჩენად მოიხმაროს, — აგრეთვე არ იქნება გასანტყუნარი, ამისათვის რომა ამასა თავის ქალის სიყვარულით შვრება? განა ეს არ მოხდება ხოლმე მართლაცა? განა რომელიმე დაბერებული მოსამსახურე კაცსა, დაჩვეულს მოქრთამეს და ხაზინის მპარავს, არ უსსწავლებია თავისი საზიზღი ხელობა თავის ნაზად საყვარელი შვილისათვისა? — ჩვენ კიდევ თანახმა ვიქმნებით, რომა იმისი მიზეზი სიყვარულია, მაგრამ რა ნაირი სიყვარულია, ეს არის საქმე! საიდგან გამომდინარეობს ეს სიყვარული, საით იძვრის, ვის მიუბრუნდება? ნადირნი რისთვის ჰგლეჯენ და ღუპვენ ერთმანეთსა, და შიმშილში შეშჭამენ თავის საკუთარ შვილებსაცა? — ამისათვის, რომა მათ უყვართ თავისი თავი; თავისი თავის სიყვარული კიდევ თვისებაა ყოველის სულიერისა რომელზედაც დამოკიდებულია ყოველი სულიერის ყოფნა, საფუძველი და კანონი სიცოცხლისა. ძაღლები რისთვის ღრინავენ, როცა ძვალ გადუგდებთ? ისევ იმისათვისა, რომა უყვართ თავისი თავი და ჩვენ არ გვეწყინება ხოლმე ესა, როდესაც მაგ ყოფაში ვხედავთ პირუტყვთა; ჩვენ მაინც და მაინც არ ვამტყუნებთ ამისთანა ქცევაში და არცა ვრაცხთ ბოროტებად და ავაზაკობად, ამისათვის რომა ისინი სცხოვრებენ და მოქმედებენ პირუტყვთ მიდრეკილების ზედ-მოქმედებითა, რადგანაც ისინი იმ მიდრეკილების მონები არიან და თავის თავის—დაცვისა და გაძღომის მეტი არაფერი მოვალეობა არა აქვსთ რა. ადამიანიც, ცხოველის მზგავსად, მიუხვედრელად მისდევს ბუნებისაგან მიცემულ თავის-დაცვის (сам сохраненiе) მიდრეკილებასა და თავის მდგმოიარებისა საუკეთესოდ მოყვანასა; მაგრამ დავიჯერო, რო ადამიანში ყოველისფერი ამითი უნდა გათავდეს? — არა, განსხვაება ადამიანსა და ცხოველთა შორის სწორეთ ის არის, რომ ადამიანობა დაიწყობა მაშინ, როდესაც ცხოველობა გათავდება. თავის თავის მოვალეობას გარდა, ადამიანს აქვს კიდეც მოვალეობა მოყვასისა; ცხოველის მიდრეკილებას გარდა, ადამიანს აქვს, კიდევ გრძნობა, ჭკუა და განსჯა, რომელიცა არა აქვს ცხოველსა. ადამიანი არის არსება, სხეულის აგებულების გარდა, ის არის სული — ნაპერწკალი და სახე ღვთისა. მაშასადამე, იმისი სიყვარული უნდა იყვეს უმაღლესი იმ სიყვარულზე რომელსაცა ვხედამთ გარეშე ბუნებაში. ადამიანი დაიბადება ქვეყანაზე ცხოველად, რომელიც ყვირის, სძინავს, სჭამს და მიდრეკილებით ხელს ატანს ძუძუსა, მიდრეკილებისავე გამო ჯავრობს, როდესაც იმას ძუძუს გამოართმევენ. მაგრამ იმ წამს შემდგომ, როდესაც მისი ენა, განურჩეველი შორის დებულიდგან (междомерiе) დაიწყობს ნელ-ნელა გარდასვლას წევრთ განამყოფელ ხმებთანა (членораздћльнымъ звукамъ) და დაიწყობს პირველი სიტყვების ტიტინსა, — მაშინ იმაში გათავდება ცხოველური სიცოცხლე და დაიწყობა ადამიანური მთელი სიცოცხლე რომელისაცა სრულ ადამიანობამდისინ, არის გაუწევეტელი შეწყობა (формированiе), ქმნა, შედგენა სრულ ადამიანად, სრულის სიამოვნებისათვის და თავის სულის ძალის დასამორჩილებლად, რომელიცა შეარდგენს ღონის-ძიებას მისი გონივრული ბედნიერებისასა. ჯერ ბავშვია, მაგრამ მივარდება სიყვარულის წყაროსა — დედის ძუძუსა, და დააცქერდება ნათელ გონებითა, თუმცა ჯერეთ შეუგნებელითა, და არა პატარა ცხოველის უგუნური ყურებითა; ის უცინის თავის დედასა, — და მის ღიმილში გამოკაშკაშებს სინათლე ღვთიურის ჰაზრისა. ყოველს მისს სიყვარულის გამოცხადებაში ნათლად სჩანს თუმცა მცირედი, მით დრეკილებითი, მაგრამ აზრიანი და გონივრული გრძნობა: ჯერ იმისი ფეხები უღონოა, იმას არ შეუძლიან გადადგას ნაბიჯი, რომ შევიდეს ცხოვრებაში, მაგრამ მაშინაც მისი სიყვარული უმაღლესია ცხოველის სიყვარულზე. მაშ დავიჯერო, რომა ამის შემდგომ, სიყვარული დედ მამისა — სრული ადამიანებისა უნდა დარჩეს პირველსავე და ცხოველურს მდგმოიარებაში? არა ყოველი ადამიანური სიყვარული უნდა იყვეს გრძნობა, განათლებული გონივრულის აზრით, გრძნობა განსულიერებული, მაშ რა არის სიყვარული? ის არის სიცოცხლე, ის არის სული, შუქის სინათლეა; უიმისოთ, სუ ყოველისფერი არის სიკვდილი, თვით მაშინაც, როცა სიცოცხლეა, სუყოველისფერი არის ნივთიერება, თვით მაშინაც, როცა ღორძინებაში არის, ყოველისფერი ბნელია, მაშინაც, როცა თვალი ახილებული გაქვს. სიყვარული არის უმაღლესი და მხოლოობითი ჭეშმარიტება, რომელის გარეშე ყოველისფერი არის მოჩვენება, თვალის მამატყუებელი უსაგნო ყალიბი, სიცარიელე, თუნდაც რომ ყველაფერი რათმეც ჩანდეს. როგორათაც ცეცხლი არის ერთს და იგივე დროს სინათლეცა და სითბოცა,— ესრედ სიყვარულიც არის გაარსებული ნათელი, ჩინებული გონება; გაარსებული, ნათელი ჭეშმარიტება მაზედ არის დამყარებული, და თვით ქვეყანაც იმისი გამოცხადება არის. ბუნებაში ის არის განვრცელებული ელეკტროსაებრ: სულში აღმოჩნდება გონივრულის ჰაზრით, რომელსაც თავისშივე აქვს ძალი კეთილის საქმით თვისის გამოცხადებისა, და ამისათვის კაცი სავსეა სიყვარულითა, და ამით უძლიერესია სამსონზე. . . . სიყვარული იქამდისინ ძლიერია, რომა იქმს მიუწთომელს, დასძლევს მარადის გამოუკვლელ სივრცესა და დროების პირობასა, ბაშვს აძლევს ლომის ძალასა. თვით ღმერთი არის სიყვარული, და წყარო სიყვარულისა, რომელიდგანაც ყოველისფერი მოგვერთმევა და რომელსაც სუყოველისფერი უკანვე მიერთმევა ხოლმე. „საყვარელნო! გვიყვარდესთ ერთმანერთი; რამეთუ სიყვარული არის ღვთისაგან, და ყველა, ვისაც უყვარს, შობილია ღვთისაგან და იცნობს ღმერთსა. ვისაც არ უყვარს, მას არ უცვნია ღმერთი; ამისათვის, რომა ღმერთი არს სიყვარული — ღმერთი არს სიყვარული, და მყოფი სიყვარულში ღმერთთან არის და ღმერთი მასშია“, ამბობს წმინდა მოციქული იოანნე და მისთვის, ყოველი უფლება და ყოველი ძალა არის მხოლოდ სიყვარულში. ამისათვისაც სიტყვა სიყვარულის ძალით შემოსილი, ანთია დაუმარცხებელი დარწმუნების ცეცხლით და დაათბობს ლმობიერების სითბოთი გამგონის გულსა, და მისცემს იმას მშვიდობას და ბედნიერებას; მაგრამ სიტყვა სიყვარულის არა მქონებელი, წმინდა ჭეშმარიტებასაც შეიქმს ცივად და მკვდარ ზნეობით — სწავლად, და ამისათვის უღონოდ მოქმედებს ჭკუაზე და გულზე.
ჭეშმარიტება უმაღლესია ადამიანზე, როგორათაც მხოლოობით პირზედ: მისთვის, რომ შეიქმნეს ღირსი კაცის სახელის წოდებისა, კაცი უნდა გახდეს ჭურჭელი ჭუშმარიტებისა, მაგრამ ჭეშმარიტებას ადამიანი ვერ მიითვისებს მსწრაფლად, როგორათაც თავის კანონიერ საკუთრებას: უნდა მისწვდეს იმას ჯაფით, ბრძოლით, სხვერპლით და ტანჯვით, — მრთელი მისი სიცოცხლე უნდა იყვეს ჭეშმარიტების დევნა. ადამიანი თვითონ არის კერძოობითი და შეიწროებული. მხოლოდ ჭეშმარიტება შეიქმს იმას საზოგადო ჰაზრის მქონებელად და დაუსრულებელად ამისათვის, პირველი პირობა და საფუძველი ჭეშმარიტების მისაწთომელად-არის თავის თვისის უარყოფა ჭეშმარიტებისათვის. აქედგან დაიბადებიან თავის ნებითი მოკლება, ბრძოლა სურვილისა და გულის ვნებისა, შეუბრალებლად სასტიკად მოქცევა თავის თავის იყვარულთან; მზათ ყოფა განტყუნება ჭეშმარიტების წინაშე, თავის თავის გამტყუნებისათვის, თავის თვისის უარყოფა და განწირვა: ვისაც არა სცოდნია და არ გამოუცდია თავის სიცოცხლეში ესენი, — მას არ უცხოვრნა ჭეშმარიტებითა, არ უცხოვრნია სიყვარულითა.
ახლა გავშინჯოთ. ამის და კვალად მშობლების სიყვარული.
დედასა და მამას უყვართ თავისი შვილი, ამისთვის რომ ის არის მათი ნაშობი. სისხლის ნათესაობა არის პირველი, და იმავე დროს, ნაკურთხი საფუძველი სიყვარულისა, ეს არის მისი მწერტილი საიდგანაც იწყობა და რომელზედაც არის დამოკიდებული მოძრაობა მისის განვრცელებისა. ამის წინააღმდეგი იქმნებიან მხოლოდ ანუ განყენებული ჭკუის პატრონნი, უგუნურად მსჯელი ხალხი, რომელთაც არა აქვსთ ნიჭი, რომ განსჭვრიტონ. ცოცხალი, გამოცხადებული ჭეშმარიტება ანუ ცივი, ხმელი, მკვდარი გულის მქონებელნი, თუ არა ცოდვილნი და გარყვნილნი. მაგრამ, განვიმეორებთ რომა სიყვარული, მხოლოდ ერთს სისხლის ნათესაობაზე დამოკიდებული, სრულიად ვერ შეარდგენს იმას, რაც უნდა იყვეს ადამიანის სიყვარული. სისხლისა და ხორცის ნათესაობიდაგან უნდა გავრცელდეს სულიერი სიყვარული, მხოლოდ ეს არის მკვიდრი, მაგარი, მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი და ნამდვილი, მხოლოდ ეს არის უმაღლესი და კეთილშობილი ადამიანის ბუნებისა ღირსი. ნახეთ: რამდენნი არიან ქვეანაზე ცუდი შვილები, რომელთაც დაკარგული აქვსთ დედ მამის სიყვარული, მაგრამ აღსრულებენ მხოლოდ გარეგანს კანონიერს პატივის ცემასა. რამდენი მამხდარა ქვეყანაზე საშინელი უბედურების მაგალითი შვილებისაგან, რომ მშობლებს არც გარეგანად სცემენ პატივსა, რომელსაც მოითხოვს საზოგადოების რიგი, — და რამდენნი არიან ისრეთი შვილებიცა, რომელნიც აწყევინებენ ხოლმე თავის თავსა დედ-მამას, თუ მათ არ მიმართეს სამოქლაქო კანონსა . . . . . საშინელი, გულის აღმაშფოთებული სანახავია! საწყალი მშობელნი, უბედური შვილები! დიახ, უბედურნი, — და თქვენ დედ-მამის შემბრალებელნო, ნუ დასწყევლით შვილებსა. მარტო ეს გამოიკვლიეთ, რომა ბუნება დაჰბადებს ხოლმე ქვეყანაზე საძაგელი ხალხსა, თუ აღზრდა და ცხოვრება შეჰქმნის ხოლმე იმათ ისრე? ჩვენ არა ვართ ამის წანააღმდეგი, რომა ბუნება არ დაბადებდეს ხოლმე ადამიანს ბოროტის მიდრეკილებით, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ კარგად დარწმუნებულნი ვართ, რომ ამისთანა ამბავი შეიძლება იშვიათად მოხდეს (როგორათაც სხოლიო საზოგადო კანონიდგან) და არც არის, ისრეთი ცუდი ადამიანი, რომელსაცა კარგმა აღზრდამ არ მოუტეხინოს ცუდი თვისება. ვაი ცუდს შვილებს! რის მიზეზითაც უნდა შექმნილიყვნენ ესრეთნი — გინდ ცუდის აღზრდისაგან, დედ მამის დანაშაულით, თუ გინდ სხვა შემთხვევის გარემოებით,— მაგრამ უბედურნი არიან ისინი, ამისათვის რომა არ იციან შვილურის სიყვარულის ბედნიერება და არც ექმნებათ იმედი მშობლურის სიყვარულის გემო გაიღონ, მაგრამ მაინც უნდა გავშინჯოთ მიზეზი მათი ზნის გაფუჭებისა, თუ მათ გასამართლებლად არა, ჭეშმარიტების გასამართლებლად მაინცა, რომელიცა უმაღლესია ყველაზე, ასრე გაშინჯე მშობლებზედაცა და სასწავლებელი მაგალითიც, არის ამისთანა გულის აღმაშფოთებელი სანახავის აღმოსაფხვრელათა. ჩვენა ვსთქვით, რომა მამას უყვარს შვილი ამისთვის რომა ის არის მისი ნაშობი; მაგრამ ამას გარდა იმას უნდა უყვარდეს თავისი შვილი კიდევ ისრე როგორათაც მომავალი კაცი, რომელიც ღმერთს მიაჩნია თავის შვილად, და რომელის დასახსნელადაც ჯვარს ეცვა. შვილი მამამ უნდა აღზარდოს სულით და ჭეშმარიტებით, — და ეს აღზრდა არ უნდა იყვეს ცოცხალს სინამდვილეზედ მოშორებული, არა, მრთელი იმისი სიცოცხლე და ყოველი მოქედება მისი უნდა იყვეს გამოხატვა ცოცხალი და მხურვალე სიყვარული ჭეშმარიტებისა, რომელშიაც აღმოჩენილია ღმერთი. მხოლოთ ამისთანა სიყვარული შვილებისა არის ჭეშმარიტი და ღირსი სიყვარულის წოდებისა; ყოველი სიყვარული ამას გარდა არის ეგოიზმი, ცივი თავის მოყვარება. მთელი ცხოვრება დედ-მამისა, ყოველი მათი ყოფა-ქცევა უნდა იყვეს მაგალითი შვილებისათვის,და საიფუძველი ერთი ერთმანეთის მიქცევ-მოქცევისა, შვილისა და მშობლებს შორის უნდა იყვეს სიყვარული ჭეშმარიტებისა, და არა თავის თავისა. არიან ისრეთი მამები, რომელთაც უყვართ შვილი თავისათვის, — და ამ სიყვარულში არის თავისი ჭეშმარიტი და გონივრული მხარე; არიან ისრეთი მამები, რომელთაც შვილები უყვართ, შვილებისათვისვე, — და ეს სიყვარული არის უმაღლესი, უფრო ჭეშმარიტი, უფრო გონივრული; მაგრამ ამ ორ გვარ სიყვარულთანავე არის კიდევ უმაღლესი, უჭეშმარიტესი და უუგონიერესი სიყვარული შვილებისა — სიყვარული ჭეშმარიტებისათვის, ღვთისათვის. განა იმ მამას უყვარს თავისი შვილი, რომელიცა აყურებინებს პატივის-ცემით თავისს ცუდსა და გარყვნილ ყოფაქცევასა ისე, როგორათაც ერთ რამეს კეთილ შობილურსა და გონივრულსა? განა სულ ერთი არ არის, რომა ბავშვს მოსთხოვო, რომ თავის მხედველობის წინააღმდეგად შავს დაუძახოს თეთრი და თეთრს შავი? აქ არ არის სიყვარული, აქ არის მხოლოდ თავის-მოყვარება, სადაც თავის თავი ჭეშმარიტებაზედ უმაღლესად მიაჩნია. ბავშვს ყოველთვის ექმნება იმდენი გონება რომ, როცა ნახავს იმის დედა სცემს თავ-პირში მოახლეებსა, ან იმისი მამა დათვრება და დაუწყებს დედას ჩხუბსა, გაარჩივოს, რომ ეს ცუდია. რასაკვირველია, თუ დაეჩვია ამისთანა სცენების ყურებასა პატარაობიდგანვე და თუ უქეს ეს კარგიაო; შეიძლება სრულიად დაარწმუნო ბავშვი, რომ აი სწორეთ ეს არის ჭეშმარიტი სიცოცხლე; და ეს იქმნება გარყვნა, დაღუპვა იმისი: სად არის აქ სიყვარული? აქ არის მხოლოდ თავის თავისმოყვარება, რომელსაც უნდა, რომ თავისშვილებში დაინახოს თავისი მახინჯი სურათი, რომ ისინი არ შეიქმნენ მისი სასტიკი, თუმცა ხმის ამოუღებელნი, მსაჯულები. ბუნებისა და სულის კანონის წინააღმდეგად, ადამიანის გონების გახსნის წინააღმდეგად, მამას უნდა რომა მისმა შვილებმა უყურონ ქვეყანას მამის თვალებითა[2]: მისდევს და უქრობს ყოველს ჭკუის დაუმოკიდებლობასა, ყოველს ნების დაუმოკიდებლობასა, როგორათაც შვილურის პატივის-ცემის დარღვევასა და როგორათაც მამის უფლების წინააღმდეგობასა, — საწყალ შვილებს არ შეუძლიანთ იმასთან ხმა ამოიღონ, იმათში მოკლულია ენერგია, ნება, ხასიათი. სიცოცხლე, ისინი შეიქმნებიან მართებული ხისაგან გამოჩორკნილი კაცები, მიითვისებენ მონის ბოროტებასა — მცბიერობას, მზაკვრებას, გულ- დახურულობას, ტყუილის თქმასა, მოტყუებასა, თავის დაძვრენასა... ჩინეთის ხალხს პატარა ფეხები ქალისა სიმშვენიერეთ მიაჩნიათ, ამისათვის შეუხვევენ პატარა ქალს ფეხებსა ხარის ტყავში და მოხსნიან მაშინ, როდესაც შეიქმნებიან გასათხოვრად; და მართლაც ერთი ბეწვა ფეხები აქვსთ, მხოლოდ ბრუნდეები, დამახინჯებული ასე, რო ქალს შეუძლიან სიარული მხოლოდ ოთახში, ისიც კედელ-კედელ თუ გაჰყვება ან მებელს მოჰკიდებს ხელსა. ამისთანა არის დაბოლოვება, როცა დააყენებთ ბუნების თავისუფალ ზრდასა! სწორედ ეგრეა მაშინაც, როცა ბუნებითს სულის ზრდას დააყენებენ ხოლმე. აბა რა ვსთქვა იმ მშობლებზე, რომელთაც აქვსთ უბედური რწშუნება, რომა თავის შვილების სასარგებლოთ და ბედნიერებისათვის ისინი ვალდებულნი არიან უფლებდნენ მათს მიდრეკილებაზე, მერე იმისთანაზედ, რომელზედაც დამოკიდებულია დამიანის მთელი სიცოცხლის ბედნიერება და უბედურება? ხშირად მოხდება ხოლმე, რომ მშვენიერი ყმაწვილი ქალი, ღრმა სულისა, მოყვარული გულის მქონებელი, და რომელისამე შემთხვევით კარგად აღზრდილი, თავის და საუბედუროდ, რომელსაც შეუძლიან გაამშვენიეროს, ძვირფასად მორთას, გააბედნიეროს სიცოცხლე თავისის ამორჩეულისა, რომელმაც შეიძლო ცნობა,— მიათხოვებენ ხოლმე ვისმე ადამიანის სახის მქონებელსა მოუხეშავს ცხოველსა დედ-მამის უფლების ძალით, და ესრედ იღუპება საწყალი ხმის ამოუღებელად. ვერვისგან მიუხვედრელისა და გულში ჩამარხულის ტანჯვითა . . . . . . საწყალს არც კი შეუძლიან იჩივლოს ვისზედმე ის დაღუპეს მისისავე სიყვარულისა გამო, მისთვისვე ბედნიერებისა და სიკეთის სურვილის გამო. . . . . ვაი იმ ადამიანის ბრალი, რომლის ბედიც ბოროტი კაცის ხელთ არის, ვაი იმისივე ბრალი თუ მისი ბედი, კეთილი, მაგრამ უგუნურისა და უზრდელის კაცის ხელთ არის! საწყალი ქალები, ყველაზე მომატებულად გამოსცდიან ხოლმე ამ უეჭველი მწარე ჭეშმარიტებასა. . . . . . ყმარწვილი კაცი, რომელსაც სხვის ძალდატანებით იმისთანა ცხოვრების გზას აირჩევს, რომელიც არა ყოფილა მისთვის დანიშნული, ადრე თუ გვიან, თუნდა სულის ძალა გამკლებული ჰქონდეს, თუმცა შეკვეცილი ფრთებითაც იყოს, მაგრამ მაინც კიდევ გამოვა თვისს მოწადინებულს თავის უფალ გზაზე, და ქალები კი!... აბა, რა ვსთქვათ იმ მშობლებზე, რომელნიცა თავისი შვილების ხედათა ვაჭრობენ, ვაჭრობენ სიმდიდრისათვის, დიდ-კაცობისათვის, და ამასთანავე ამას მოქმედებენ მათთვის ვითამ სვინიდისიანად და თვისის წმინდა მშობლიურის ვალდებულებითა?.. არა, დავსტოვოთ ეს საშინელი საგანი, რომლისაგანაც აღშფოთდება და თრთის ადამიანის ბუნება, თითქო გველაშაპი ანუ გესლიანი გველი დაინახაო.
გონივრული სიყვარული უნდა იყვეს საფუძველი მშობელთა და შვილებთა შორის. სიყვარულისაგან გამოდის ერთი ერთმანეთის ნდობა, — და მამა უნდა იყვეს რამდენადაც მშობლად, იმდენადაც თავისი შვილის ამხანაგად. პირველი იმისი ზრუნვა უნდა იყვეს ის, რომა შვილმა იმას არ დაუმალოს არც იოტის ოდენი თავისი სულის მოძრაობა, პირველათ ამასთან უნდა მივიდეს თავისი მხიარულებისა და მწუხარების ამბის სათქმელათა, პირველად იმას უნდა შეატყობინოს თავისი დანაშაული, ცუდი აზრი, ცუდი სურვილი; და სთხოვოს იმას, რჩევა, მონაწილეობის მიღება, თანაგრძნობა, და ნუგეშის-ცემა. საშინელი შეცდომაში არიან ბევრნი, ასრე გაშინჯე ზოგიერთი ჩინებულ მამებთაგანიცა, რომელნიცა რაცხვენ მიუცილებელ საჭიროებად შვილების მოქცევას სასტიკად, პირქუშად და მიუკარებელი ამაყობით და ქცევითა. იმათა ჰგონიათ, რომ ამითი შვილები მომატებულად პატივის მცემელნი იქნებიან; მართალია, შვილი პატივსა სცემს,მაგრამა ის პატივის-ცემა ცივია, მოკრძალულია, საშიში და მთრთოლვარეა; ამით აძულებენ თავსა და უნებულად შეაჩვევენ ხოლმე შვილებს მალვასა და ცრუობასა. მშობელნი პატივ-ცემულნი უნდა იყვნენ შვილებისაგანა, მაგრამ ეს პატივის-ცემა უნდა გამომდინარეობდეს სიყვარულისაგანა, მასზედ უნდა იყოს დამოკიდებული, როგორათაც თავისუფალი ხარჯი, უთხოვნელად მისაღებია. არაფერი ისრე საშინლად არა მოქმედებს რა ყმარწვილ გულზე, როგორც გულგრილობა და ამაყობა, რომელითაც მიიღება ხოლმე მისი მხურვალე გრძნობის გამოცხადება; არაფერი არა დაასხამს რა იმისთანა მომაკვდინებელ სიცივეს, როგორათაც კეთილ გონივრული დარიგება და რჩევა იქა, სადაც ის მოელის თანა გრძნობასა. ერთხელ და ორ ჯელ ამ გვარად მოტყუებულს ყმაწვილს გული დაეხურება, მიხვდება თავის მარტოკაობას, თავის ცალკე ყოფნასა დ განსხვაებულებას ყოველისფრისაგან,რომელიც იმ ცოტას ხნის განმავალობაში ისეთის სიყვარულით და სიხარულით ეხვივნენ გარეშემო, და გაუჩნდება სულში თავის თავის მოყვარება (эгоизмъ), ის შეეჩვევა ფიქრსა, რომ სიცოცხლე არის ბრძოლა თავის-თვისის მოგვარეთა შორის, შმაგი თამაშობა, რომელშიაც ყოველთვის გამარჯვებულია მცბიერი და შეუბრალებელი და დაღუპვილია მოუხერხებელი და მორცხვი. ღია გული ბავშვისა ანუ ჭაბუკისა არის წმინდა წყარო, რომელშიაც სჩანს მოწმენდილი, და მოკაშკაშებული ცა; გულ დახურვილი კი არის ბნელი უფსკრული, სადაც დაბუდებული არიან ღამურაები და ღომფაშოები.... თუ ეს არა, შეიძლება მოხდეს მეორე: ადამიანს, თავისი ბუნებისა გამო, არ უყვარს მარტოკაობა და განშორება, სურს ყოველთვის თანა-მგრძნობელობა და მინდობა თავისი მზგავსისა (ადამიანისა), — ამისგამო ბავშვები მეგობრდებიან ერთმანეთში, შეარგდენენ საზოგადოებას, რომელსაც აქვს თავისი საიდუმლოები, რომელსაც საზოგადო და შეერთებული ღონით მალვენ, რომელიცა არას დროს არ არის საკეთილო ეს უფრო საშიშია, მაშინ როდესაც გაუამხანაგდებიან უცხოებსა, მით უმეტესად, თუ ამორჩეული ამხანაგი არის უფროსი ამამორჩეველზე: ის აჯობებს უმცროსსა, მიიღებს ავტორიტეტობასა მასზედ, და ჩააგონებს ყოველს თავისს მიდრეკილებასა და ჩეეულებასა, — რა იქმნება მაშინ, თუ მისი მიდრეკილება და ჩვეულება არის ცუდი და ბოროტი? არა! პირველი საქმე მშობელის სიყვარულისა ის არის, რომ შვილი სრულად ენდობოდეს მშობელსა, და ბედნიერნი არიან ის შვილები როდესაც მათთვის განმაზდებულია მშობლის მკერდი და ხვევნა,როდესაც იციან რომ მშობლის კალთა განმზადებულია მართლისაცა დ მტყუანისა მისაღებათა, როდესაც იციან, რომ შეუძლიანთ უშიშრად და უეჭვოდ გული დაიმშვიდონ მშობლის გულზედა. ყმარწვილი სული, რომელსაც ჯერ არ გამოუცდია განდევნა და ეჭვი, სულ ღია არის, არის გარეთა; იმან არ იცის სიყვარული ზომიერი, ის მიეცემა თავის საყვარელ საგანსა (უაღთქმოდ), უანგაროთ და უზომოდ, ხედამს მასში სულ მას, რაც კი შეუძლიან გონებამ წარმოუდგინოს, სწამს ისა ყოველის ფანატიკური სიმხურვალითა. და ახლა იფიქრეთ რა უნდა იყოს ეს სიყვარული მშობლებისაკენ მიმართულთული, ამისთანა შვილებისათვის უმაღლესი ბედნიერება ის არის, რომ რაც შეიძლება ხშირათ იყვნენ დედ-მამასთანა, დასტკბენ მათის ლაპარაკითა, წაჰყვენ სასეირნოთ, ჰყვანდნენ ისინი თავისი თამაშობისა და ცელქობის მოწმებად. ჰკითხონ იმათ თუ რამე საეჭვო ექმნებათ, გამოირჩიონ მსაჯულად თავის ბაშვურს ჩხუბში და უსიამოვნობაში! საჭიროა ღა დავამტკიცოთ, რომა ამისთანა აღზრდაში, მშობლებს მხოლოდ ერთის ალერსით შეუძლიანთ თავის შვილებს სულ, რაც კი სურთ ის აქმნევინონ; მათთვის სულ ადვილია თავისი შვილები ერთნაირსა და რიგიანსა ჯაფასა შეაჩვივონ (ეს არის უპირველესი მხარე აღზრდისა: ურომლისოთაც ბევრი რამ იღუპება ადამიანში)? საჭიროა ვილაპარაკოთ მაზედ, რომა ამისთანა მშობლებთათვის ძრიელ შესაძლებელია ჯაფა თავის შვილებსა, ჩვეულებად გაუხადონ და დანარჩენი თავისუფალი დროება, ჯაფის შემდგომ, — უმაღლეს ბედნიერებად და ნეტარებად? ამაზედ ნაკლები დამტკიცება ღა უნდა იმას, რომა ამისთანა აღზრდაში სრულიად უსარგებლო არის ყოველ გვარი დასჯა, რომელიც ადამიანების ღირსებას ამცირებს, ბავშვის კეთილშობილურის სულის თავისუფლებასა ვიწროებს სასტიკი შეხედულობა, ცივი ზრდილად მოქცევა, კილოკავად საყვედურის გაგონება, თავაზიანი შენიშვნა და თუ ესეც არა, ბევრი-ბევრი, სასეირნოთ არ წაიყვანო თანა, ან უარი უყო და არ მაგდებინო ყური, როცა მოთხრობასა და ზღაპარს ამბობს თუ კითხულობს დედა ან მამა, ანუ ოთახში დატუსაღება, — აი სასჯელი, რომელიცა, თუ იხმარება ზომიერად დანაშაულის მიხედვით, საკმაოა შემაგნებელად რომ ბაშვმა შეიგნოს, მოინანიოს, მოიქცეს და ატირდეს კიდეცა. ნაზს სულს ყოველისფერი აღებეჭდება, რაც უნდა იყოს: იმას აქვს მახვილი მიდრეკილება, რომლითაც თვითონვე მიხვდება თავის ცუდს მდგომარეობაში უოფნასა, თუ მოახდინა რამ ცუდი; მოუხეშავი სული კი დაჩვეული სასტიკ დასჯასა, გამაგრდება, გახმება, დაიბეგვება, შეიქმნება უსირცხვილო — უნამუსო, — და იგი სრულიად აღარაფრად შეიმჩნევს არც ერთს ასჯელსა. საჭიროაღა ვილაპარაკოთ მასზედა, რომ ამისთანა აღზრდა ადვილიც არის და შესაძლებელიცა, მაგრამ მოითხოვს სრულ ადამიანსა, მთელს მის ყურის-გდებასა, და მთელს მისს სიყვარულსა. მშობლები, რომელთაც შვილებისათვის უმსხვერპლიათ, მთელი თავისი სიცოცხლე განუწილადებიათ, იშვიათნი არიან: მაგრამა კიდეც ამათთვის ვამბობთ ჩვენა, და ჩვენს სიტყვას იმათ ვუგზავნით. ღმერთმა ჰქმნას, რომა იმათ მიიღონ ჩვენი სიტყვა ისრეთის სიყვრულითა და გულ-მხურვალებითა, როგორათაც ჩვენ იმათ უგზავნით! იმათ კი, ვინც ესრეთნი არ არიან, შეუძლიანთ ჩვენ არ დაგვიჯერონ და დაგვცინონ კიდეცა თუ ნებავსთ. ღმერთმა მშვიდობა მისცეთ!. . . .
დიდი საქმეა აღზრდა: აქამდინ იმაზედ არის დამოკიდებული ადამიანის ბედი. ყმაწვილი ხალხი არის სტუმარი აწმყო დროებისა, და პატრონი მომავალისა, რომელიც არის მათი აწმყო, რომელსაც მიიღებენ ხოლმე ისინი, როგორათაც მემკვიდრეობასა თავის ძველებთაგან. როგორათაც ჩასახული მომავალი დროებისათვის რომელიც უნდა შეიქმნეს აწმყოდ, თვითო მათგანი არის ახალი აზრი. გამზადებული ძველი ჰაზრის შესაცვლელად. კიდეც ეს არის პირობა წინ წადგომისა და უკეთესობაში მისვლისა ადამიანთა შთამამავლობისა. „არ ჩაასხმენ ახალ ღვინოს ძველ ტიკში“, ბძანა იესო ქრისტემ, და მანვე სთქვა მასთან საკურთხებლად მოყვანილ ბავშვებზე: „მათთვის არს სასუფეველი ღვთისა“ მაგრამ ახალი, განანამდვილებლად, უნდა ისტორიულად განვრცელდეს ძველიდგან, – და ამ კანონში არის უაღრესობა აღზრდისა, და მითივე მტკიცდება უაღრესობა იმ ხალხისა, რომელნიც კისრულობენ ბავშვების აღზრდის წმინდა მოვალეობასა.
მთავრობა, დაუდუმებლად მოწადინე ჩვენის სიკეთისათვის, არასფერს არა ზოგავს საზოგადო განათლების დასაწესებლად მკვიდრ საფუცველზე. თუმცა ამ ჟამად არიან მრავალი სასწავლებლები, მაინც კიდევ აწესებს ახალს და ახალს საუკეთესო საფუძვლით, ძველებსა სცვლის და აუკეთესებს ისრე, როგორც ითხოვს დროება; ხარჯამს მისთვის მრავალი ფულსა, ვაკანციის გახსნის დროს ამწესებს ყმარწვილ ხალხსა, ძველებზე უმეტესად ნიჭის მქონებლებსა, რომელთაც შეეძლოსთ ახლანდელი დროების საჭიროების აღსრულება, — და ვისაც მიუგდია ყური ამ მმართებლობის ნაწილისათვის, მას არ შეეძლო გაკვირვებულიყო. მასში საუკეთესოდ შეცვლილებისაგან, ჩინებული დაბოლოვებისაგან. მაგრამ საზოგადო განათლება, რომელსაც უპირველეს მნიშვნელობად აქვს გონების ნიჭის გახსნა და გამდიდრება მისი სწავლით, სრულიად არ არის ისა, რაც შინაური აღზდა: ერთიც და მეორეც მიუცილებლად საჭირონი არიან; და ერთი მეორეთი არ შეიცვლება.
ისრეა! მშობლები, მხოლოდ მშობლები არიან მოვალენი, რომ აღზარდონ თავისი შვილები ადამიანად; მოვალეობა შკოლებისა არის, რომ გამოიყვანონ ისინი მსწავლულებად და ხელმწიფის მოსამსახურედ ყოველს მისს ხარისხზედ; მაგრამ ვინც ყველაზე უწინ არ შექმნილა ადამიანად, ის ვერაფერი მოყვასი იქმნება სხვისათვის და მოსამსახურე ხელმწიფისა. აქედგანა სჩანს რა უწარჩინებულესია, დიდი და კურთხეული ღირსება აღმზრდელისა: იმის ხელშია ადამიანის სვე მთელ სიცოცხლეში. პირველი აღბეჭდილება შემძლებელად მოქმედებენ ყმარწვილ სულზე: მთელი დანარჩენი განვრცელება იმისი დამოკიდებულია მის ზედ-მოქმედებაზე. ყოველ კაცს, რომელიც ჯერ არ დაბადებულა ქვეყანაზე. თავის თვისში აქვს შემძლებელობა (возможноть) იმ ფორმისა, როგორიც მისთვის საჭიროა. ეს შემძლებელობა არის იმის აგებულებაში, რომელზედაც არის დამოკიდებული მისი ხასიათიცა, მისი გონების ღონეცა, მისი მიდრეკილებაცა და ერთისა თუ მეორე მოქმედებისა, ერთია თუ მეორე როლის ნიჭი საზოგადო დრამაში, — ერთის სიტყვით, მთელი მისი ადამიანობა. თავისის ბუნებით, არავინ არ არის უმაღლესი და უმდაბლესი თავის თავზე: ნაპალიონად და შექსპირად უნდა დაიბადოს ადამიანი, მაგრამ არ შეიძლება გახდეს; კარგი აფიცერი ხშირად შეიქმნება ხოლმე ცუდ გენერალად, და კარგი ვადევილისტი ცუდ ტრაგიკად. ეს არის ბედის-წერა, რომელთანაც უღონოა ადამიანის ნებაცა და თვით უბედნიერესი გარემოებაცა. მნიშვნელობა ადამიანისა არის განვრცელება მისს ბუნებაში იმ მარცვლისა, რომელიცა სძევს სულის ღონისძიებად, შეიქმნეს თავის თვისის თანასწორი; მაგრამ იმის ნება არ არის, და ძალა არა აქვს, რომ შეიძინოს ჯაფითა და ძალდატანებით მომატებული იმაზე, რაც მისთვის ბუნებას მიუნიჭებია, და შეიქმნას თავის თავზე უმაღლესი, და აგრეთვე არ შეუძლია არ იყოს იმათ, რაც წინათვე დანიშნული აქვს, მაგალითებრ, თუ დაბადებულია ხელოვანად (художникомъ) არ შეუძლიან შეიქმნას მსჯელად (мыслителемъ) და სხვანი. და აი აქ აღზრდას აქვს თავისი ჭეშმარიტი და უმაღლესი მნიშვნელობა. ცხოველი დაბადებული ლომისაგან, შეიქმნება ლომი, იმისათვის საჭირო არ არის ცდა და ძალ-დატანება თავის მხრით, არც ბედნიერი გარემოება; მაგრამ ადამიანი, დაბადებული არამც — თუ ლომად და ფოცხვერად, თუ არის დაბადებული კაცად მთელის მამა სიტყვის ჰაზრით, შეიქმნება გახდეს მგელიცა და დათვიცა, ერთის სიტყვით რაც გინდათ. ხშირად ადამიანი, დიდი ღონის-ძიების მქონებელი დიდის საქმისათვის, გამოიჩენს მხეცურ ღონეს, რომელსაც ხმარობს ყოველი მის გარეშე მყოფის დასაღუპავად დ ასრე გაშინჯე თავის თავის დასაღუპავადაც, და სხვა არაფრისათვის, და თუ არიან ხოლმე ისრეთი მდიდარი და ძალოვანი ბუნების მქონებელნი, რომელნიცა თავისი სიღრმით და ძალით დაიხსნიან ხოლმე თავის თავს დაღუპვისაგან და დამახინჯებისაგან ცრუ გონების გახსნისა და ცუდი აღზრდის გამო, — იმითი არ შეიძლება საეჭვო იყვეს მაინცა ისა, რომა ისრევ იმ ბუნების მქონებელნი, მაგრამ კანონიერად გონება გახსნილნი და გონივრულად აღზრდილნი პირდაპირ მივიდოდნენ თავის საგანთან, მოუღალავის და მოუკლებელის ძალის მქონებელნი, მძიმე და უნამოყოფო ბრძოლაში შემთხვეულ წინააღმდეგობისაგან. გონივრული აღზრდა ბუნებით ბოროტად დაბადებულსაც ან მოაკლებს ბოროტებასა და ზოგჯერ შეიქმს კეთილად, ახსნის რომელსამე ხარისხამდის თვით უნიჭო გონებასა და შეძლების და გვარად გაადამიანებს თვით შემოკლებულსა და მქრალ ბუნებასა: ასრეთვე ტყის მცენარეს, როცა გადარგვენ ბაღში, მოუვლის მებაღე, შეიქმნება ფერითაც მდიდარი და ნამყოფითაც გემრიელი. ყველანი არ დაიბადებიან ვაჟკაცად, ხელოვანად (художниками), მეცნიერად; გენიოსი არის საუკუნოების მოვლინება, იშვიათი ძლიერი ნიჭის მქონებელნიც შეარდგენენ სხოლიოს საზოგადო კანონიდგან, — და ამ შემთხვევაში კაცობრიობა (человечество) არის ჯარი, რომელშიაც შეიძლება თითქმის მილიონი სალდათი, მაგრამ მხოლოდ ერთი ფელდმარშალი, და თვითო პოლკში მხოლოდ თითო. პოლკოვნივი, და ას სალდათზე თვითო აფიცერი. ამ გვარივე პრაპორცია არის უმრავლეს ხალხთა და იმ ადამიანთა შორის, რომელნიც არიან ღრმა და დაუსრულებელი ბუნების მქონებელნი, რომელთა მნიშვნელობაც არის ყოველისფერის გაგება, ყოველის ფრის თანა-გრძნობა და ყოველის ივრის გაკეთილშობილება და გაბედნიერება თავის ზედ-მოქმედებით და არ გამოჩინება რომელსამე ერთ მხრის მოქმედებით, რომელიც შეარდგენს გენიის მოწოდებასა და ნიჭსა. ბუნება არის მზოგველი და არა ძუნწი თავის საჩუქრით, — და როგორათაც გამოჩინება სამარადისო მეცნიერებისა, ის სასტიკად იცავს თავისს იერარხიულ წესსა, (табель о рангахъ). მაგრამ ბუნებაში ყოველის ფერს აქვს თავისი შესაფერი მნიშვნელობა, კაცობრიობაში და სამოქალაქო საზოგადოებაში, — რომელის მიზეზითაც ყოველი კაცი, რა ნაირი ნიჭიც უნდა ჰქონდეს, პოულობს თავის ადგილსა ან ერთში ან მეორეში. ადგილი კი არ ამცირებს კაცსა, — ადამიანები ადგილს ამცირებენ. თვით უპირველესი შესაფერი ადგილი კაცისათვის არის ისა, რომელისთვისაც მოწოდებულია, და მოწმობს მოწოდებისს არის მისი ნიჭი, ნიჭის - ხარისხი, მიდრეკილება (наклонность) და მიდევნა (стремленiе). ვინც მოწოდებულია დიდის საქმისათვის კაცობრიობაში, აღასრულოს ისა: მას ეკუთვნის პატივი და დიდება, გენიის ჯიღა, ვისთვისაც დანიშნული წყნარი და არ გამოუჩენელი ბედი — შეიძლოს იმაში ბედნიერების პოვნა, შეიძელ სარგოიანად მოქმედება მცირეს ასპარეზზედაცა, შეიძელ იყო ღირსი, პატიოსანი მცირე საქმეშიაცა. ყოველი სურვილი ვერ შესძლებელის — არის ტყუილი სურვილი; ყოველი წადილი თავის თავზე უმაღლესად და თავის ღონის-ძიების უმაღლესად ყოფნისა, არ არის კეთილშობილური გრძნობა. საგანი ჩვენის წადილსა არის დაკმაყოფილება, და ყოველი ადამიანი დაკმაყოფილდება არც მეტით და არც ნაკლებით მხოლოდ იმითი, რაც იმისთვის საჭიროა; და ვინც იშოვნა თავის კმაყოფილება მცირე ასპარეზზედ ის ბედნიერია მაზე, რომელსაც აქვს სულისა მრავალი ღონის-ძიება, და ვერა პოულობს თავის კმაყოფილებასა. პატიოსანი, და თავის კვალად ჭკუიანი ხარაზი, რომელმაც სრულიად კარგად იცის თავისი ხელობა და იღებს იქიდგან ყოველისფერს, რაც იმას უნდა საცხოვრებელად, უმაღლესია ცუდ გენერალზე, თუ გინდ ის გენერალი იყვეს თვითონ მელასი, უმაღლესია მეცნიერ-პედანტზე, უმაღლესია ცუდ ლექსთ მთხზველზე.უპირველესი საგანი კაცისა ის არის რომ ყოველს მოქმედებაში, ყოველ საზოგადო იერარხიის კიბის საფეხურზე იყვეს — ადამიანი. თუმცა ბუნება მოგვივლინებს ზომიერად დიდი გენიის მქონებელსა ამ სულიერთ ქვეენაში, მაგრამ უხვად დაუსრულებლად დაბადებს ხოლმე სულისა, ნიჭის და გულის-ყურის მქონებელ ხალხსა, ერთის სიტვით ყოველის ფრით სავსეს რაც კი საჭიროა კაცისათვის, რომ მიიღოს უმაღლესი ღირსება ადამიანობის სახელ წოდებისა. ხალხი უგულის-ყურო, უნიჭო გონება დაბნელებული ისრეთი იშვიათია, როგორათაც მახინჯები სხეულითა, და ისრე ცოტანი არიან, როგორც მახინჯები. ისინი მრავლდებიან ორის მიზეზისაგან, რომელშიაც ბუნებას სრულიად არა აქვს დანაშაული: ცუდის აღზრდისაგანა და საზოგადოდ ცრუდ გონების გახსნისაგანა. და კიდევ იმისაგანა, რომა იშვიათად ნახამთ კაცსა თავის გზაზე და თავის ადგილას, რისთვის არის კაცი მოწოდებული, ან რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კაცსა ამ ქვეყანაში, ეს ძნელი მისახვედრი საქმეა, და ხშირად თუ არ მიაგდე სხვა ცხოვრების გზაზე, ის თვითონ დაკარგამს გზასა შეუგნებელობის და პრეტენზიის ხელთ-მძღვანებითა. მაგრამ, რომ შესაძლებელი იყოს ყველასათვის ერთ ნაირი კანონიერი აღზრდა, მაშინ ბუნებისაგან დაჩაგრულების რიცხვი დაცოტავდებოდა იქამდისინ, რომა მართლა ბუნებისაგან დაჩაგრულებს პირდაპირ მიიღებოდნენ კუნსთკამერში სპირთ ასხმულებმინებში. და ამისათვის, აღზრდა, ხალხის სიმრავლის შეფარდებით, შეიძინებს კიდევ მომატებულ უაღრესობას: ის არის სუყოველისფერი —სიცოცხლეცა, სიკვდილიც, დახსნაცა და დაღუპვაცა. მაგრამ მისთვის, რომა აღზრდა შეიქმნეს სიცოცხლედ და არა სიკვდილად, დახსნად და არა დაღუპვად, უნდა ხელი აიღოს თავის ნებითი და მოგონილი (искуственной) თვის მოქმედების პრეტენზიისაგან. აღზრდა უნდა იყვეს თანა შემწე ბუნებისა — მეტი არაფერი. თითქმის ყოველთვის გონიათ, რომა ბავშვის სული არის თეთრი ფიცარი, რომელზედაც შეიძლება დასწერო რაც გინდა, და ისკი აღარ ახსომსთ, რომა ყოველი კაცი არის სრულიად განსხვაებული, რომელიც შეიძლება კიდეც გაფუჭდეს და კიდეც გაკეთდეს — მხოლოდ თავის და გვარად. აღზრდას შეუძლიან მხოლოდ ადამიანის გაიფუჭება, დამახინჯება იმის ბუნებისა; უკეთესად ის ვერ შექმნის, და მხოლოდ შველის ქმნასა, თუ კი მართლა ბავშვის სული არის თეთრი ფიცარი, მაშასადამე თვისება და აზრი იმ ასოებისა, რომელსაც იმაზედა სწერს ცხოვრება, არის დამოკიდებული არამც თუ დამწერზე და საწერ იარაღზე, თვითონ იმ ფიცრის თვისებაზედაცა, რომელზედაც სწერს. ადამიანს არ შეუძლიან არაფერი შეიტყოს, რაც უნდა იყვეს კაცში, ამისათვის როყოველი ჭეშმარიტება მისაწთომელი მისი გონებისათვის არის გაარსებული კანონი მისივე საკუთარი მეხსიერებისა, და სხვა არა ფერი. და კიდეც ამისათვის არის თან დაყოლილი აზრები (идеи) რომელნიც არიან განუშორებელი შთაჭვრეტა (созерцанiе) ჭეშმარიტებისა, ადამიანის აგებულების საიდუმლოში ჩაყოლილი. ბავშვს ვერ დააჯერებ, რომ ორჯელ ორი არის ხუთი, და არა ოთხი. მაგრამა არიან ამაზედ უმაღლესი ჭეშმარიტებანი, რომლებისა თესლი არის კაცის სულში, რომელსაც სულ არ უფიქრნია მათზე!
არა, ბავშვის სული ხის თესლია, რომლისაგანაც შეიძლება შეიქმნას ადამიანი და არა თეთრი ფიცარი! თუმცა ძრიელ დაძველებული ჰაზრია აღმზრდელისა და მებაღის დადარება, მაგრამ ძალიან — მართალია, და ჩვენ არ გვეძნელება მოვიხმაროთ ესა. დიახ, უსოვარი — ბავშვი არის ნორჩი, მომწვანო კლერტო, ახლად გამოსული, თავის მარცვლისაგან, და აღმზრდელი არის მებაღე, რომელიც უვლის იმ ნაზ ამოსულ მცენარეს. დამყნით ტყის ვაშლსაც, შეიძლება მოასხმევინო. წვრილი მაცვე ვაშლის მაგიერად, ბაღის ვაშლი, გემრიელი და სხვილი; მაგრამ ამაო იქმნებოდა ყოველი შრომა ხელობისა ცდილიყო, რომ მუხისათვის მოესხმევინებია ვაშლი და ვაშლისათვის — რკო. და სწორედ ამაში არის ხოლმე, შეცდომა აღზრდისა: დაივიწყებენ ხოლმე ბუნებასა, რომელიც აძლევს ბავშვსა მიდრეკილებასა და ნიჭსა, და რომელიც წინათვე დაუნიშნამს ადამიანს ცხოვრებასა, და გონიათ რომა ოღონდ ხე კი იყოსო, თორემა შეიძლება მოასხმევინონ რაც უნდათ, თუ გინდ კაკლის მაგიერად საზამთრო.
მებაღისათვის არის კანონი დადებული, რომელსაცა მიუცილებლად ხმარობს ხეების მოვლაში. ის იქცევა თანახმად არამც თუ თვითო მცენარის ბუნებისა შესაფერად ცალ-ცალკე, ის საზრავს წლის დროებასაცა, დარსაცა და მიწის თვისებასაცა ყოველ მცენარეს აქვს მებაღისათვის თავისი დროება აღზრდისა, რომლის და კვალადაც დააწყოს თავის მოქმედებასა: ის არ დამყნის ჯერ კარგად გაუმაგრებულ ხის შტოზე, არც ბებერ ხეზე, რომელიც გახმობაზეა მიმდგარი. ადამიანს აქვს თავისი ზრდის დროება, რომელსაც თუ არ განსაზრავ შეიძლება, რომ გაუქრო. ყოველი გულის-ყურის გახსნა.
აღზრდის იარაღი და საშუალი უნდა იყვეს სიყვარული, და საგანი — ადამიანობა (человечность). ჩვენ ამ ჰაზრით, ვამბობთ პირველ აღზრდაზე, რომელიცა უაღრესია ყველაზე. ყოველ კერძოობითს ანუ განსაკუთრებითს მიმარჯვებას, რომელსაც აქვს წინათ განზრახული საგანი რომელისამე საზოგადოების მხარესადმი, აქვს ადგილი მხოლოდ შემდგომს, დასასრულს სწავლაში ბავშვის პირველ აღზდაზე უნდა ჰქონდეთ მხედველობაში, რომ იმას ამზადებთ არა ჩინოვნიკად, არა პოეტად, არა ხელოსნად, არა, ის უნდა მზადდებოდეს მისთვის, რომ შეიქმნას ადამიანი, რომელსაც ბოლოს დროს შეეძლოს ჩინოვნიკადაც ყოფნა, პოეტადაც და სხვათა, და იმავე დროს ისრევ ადამიანი იყვეს. კაცობრიობას (человечность) ვეძახით ჩვენა აქა ერთს ადამიანში ცოცხლად შეერთებულს იმ სულის საზოგადო ელემენტია რომელიც ერთ ნაირად მიუცილებლად საჭიროა ყოველი ადამიანისათვის, რომელ მილეთსაც (нацiи) უნდა ეკუთვნოდეს, რომელი წოდებისაც უნდა იყვეს, რომელს სიცოცხლის ხანში და რა გარემოებაშიაც უნდა იყვეს, — იმ საზოგადო ელემენტისასა, რომელიცა უნდა შეარდგენდეს მისს შიგნით სიცოცხლესა, მისს უძვირფასეს საუნჯესა, და რომლის უქონლობითაც ის არ არის ადამიანი. ამ სულის საზოგადო ელემენტებს, უწოდებთ ჩვენა — მიწთომას ყოველ კაცობრივის გრძნობისასა, ყოვლის კაცობრივის ჰაზრისასა, ბუნების ძალისა დ განათლების ხარისხის და გვარად ყოველი ადამიანისა. ადამიანი არის გონივრულ-შემგნებელი არსებs (сущность) და ორგანი ყოველი დაარსებულისა. — და აქედგან მიიღებს თავის ღრმა და უმაღლესს მნიშვნელობას თქმული „Я человекъ — и ничего человеческого не считаю чуждымъ мне“, ე. ი. „მე ვარ ადამიანი — და არაფერი ადამიანური არ მეუცხოება“. რამდენათაც უმეტესად ღრმაა და მახვილი ბუნება ადამიანისა, მით მომატებულად არის ისა ადამიანი და მით მომატებულად ადვილი მისახვედრელია მისთვის ადამიანური. ის მიხვდება ბავშვის სიხარულით ჭყოპინსა ფრინვლის გაფრენის დანახვაზე, ჭაბუკის ცეცხლებრ აღგზნებულ გულის სასტიკ აღელვებულს გულის-ვნებასაცა, ვაჟკაცის მშვიდობიანს თავის შეოკებასაცა, მოხუცებულის გარინდებულ შთაჭვრეტასაცა, დამდაგველსთვის განწირულებასაცა, ველურს მხიარულებასაცა, გამოუთქმელ ტანჯვაცა, მდუმარე მწუხარებასაცა, ბედნიერი სიყვარულის სიხარულით აღტაცებასაცა, განშორების მწუხარებასაცა, აღმოფხვრილი გრძნობის ცრემლსაცა, თვალის გამოუთქმელ ვედრებასაცა, თვის უარ-ყოფის უაღრესობასაცა, ლოცვის სიტკბოსაცა, და ყოველის ფერს, რაც არის სიცოცხლეში და რაშიაც არის სიცოცხლე. გამოცდა და გამოცდილება არ არის მიუცილებელი საჭიროება ამისთანა ყოველისფრის მიმხვედრისათვის: ბავშვისა, ჭაბუკისა, ვაჟ-კაცისა, მოხუცებულისა და ქალის საცინობლად მისთვის საჭირო არ არის რომ იყვეს ერთი ან მეორე! ან მესამე; იმისთვის არც ის არის საჭირო, რომ იყვეს იმ მდგმოიარეობაში, რომელშიაც ისინი არიან: ოღონც კი წარმოუდგეს გამოჩინება (явленiе), მაშინ იმისი გრძნობა მიუხვედრელადაც გამოეხმაურება და მიხვდება იმასა. ყოველისფერისათვის ექმნება იმასა ალერსიცა, პასუხიცა,მონაწილეობის მიღებაცა, ნუგეშის ცემაცა, წმინდა მხიარულება მოყვარის ბედნიერებაზე გულის შეტკივნება მის მწუხარებაში,ღიმილიცა მის სრული ნეტარების შეხედულობაზე,ცრემლიც მისს მწარე ცრემლზე! იმან იცის, ხომ არამც თუ შესაძლებელია სისუსტე და შეცთომა ადამიანისა, იმან იცის თვით შეცოდებაცა და დანაშაულიცა: მას ეჯავრება შეცოდებაცა და დანაშაულიცა, მაგრამ გული შესტკივა შემცოდველისათვისაც და დანაშაულის მომქმედისთვისაცა. მისი გული თანასწორად მიიღებს მეგობრის გულითად საიდუმლოსაცა, ყმარწვილი, ტანჯული სულის აღსარების თქმასაცა, ნეტარებით მოქანცულ სულის თქმასაცა, ტანჯვით დამზრალ გულსაცა, გოდებით შემნანიებელსაცა და თვით უსაშინელეს გულის ვნებისა და შეცოდების მოთხრობასაცა. ის პატივის-ცემით მიიღებს მეგობრის გრძნობასაცა და მტრისასაც; იმისთვის; წმინდა არის მწუხარება და მხიარულება ნაცნობისა და უცნობისა, იმასთან ისე თბილა და შვება მიეცემა თავისას და სხვისასაცა; ის ყველას აგრძნობინებს მინდობისა და გულის სურვილის განხილებასა. იმის სულში იმდენია სითბო და სიწრფოება მისს ლაპარაკში ისრეთი თავ დაბლობსა და დაფიქრება, მისს მიხრა-მოხრაში იმდენი სირბილე და თავაზიანობაა. რა შვება მიეცემა ადამიასა, როცა ნახამს მოხუცებულსა, რომელსაც არ მიუღია განათლება და არა ყოფილა აღზრდილი, რომელსაც გაუტარებია თავისი მთელი სიცოცხლე საქმის კეთებაში, არ იცის არაფერი გონების მოსასაზრავი, ოცნებითი და პოეტიკური, — რა სასიამოვნოა შეხვედრა თბილი გრძნობისა, რომელიც არ არის შევიწროებული წლოვანობის ტვირთით და ცხოვრების მძიმე ზრუნველობით, სიყვარულისა და დათმობისა ყმაწვილი ხალხის ქარიანობით შექცევისა, მისს ამბოხიერ მხიარულებისა, მისს ოცნებასა სამწუხაროსაც, ნათელსაც. გულითადსაც და ამპარტავნულსაცა! რა სასიამოვნოა, როცა ნახამ მის სახეზე მშკიდობიან ღიმილსა სიმღერისა, ლექსებისა და მოთხრობის გაგონების სია. მოვნებით მოყვანილსა, ან წმინდა ცრემლს ლმობიერებისასა!.. ო, დაიჩოქეთ ამისთანა მოხუცებულის წინ, ბედნიერებად და პატივის ცემათ შერაცხეთ მისი ალერსით მოკითხვა, მის მეგობრული ხელის ჩამორთმევა იმას აქვს ადამიანობა (человечность)! ის მილიონ ჯერ უკეთესია იმ ეჭვიან და გულასუყებულ ყმაწვილ კაცებზე, რომელნიც დამჭკნარები არიან უდროვოთ, — იმ პატიოსან მელოტებზე და ჭაღარიანებზე, რომელთაც სიძველით უნდათ შესცვალოს ჭკუა და ნიჭი, ცივი უბინაო ლაპარაკით თბილი გრძნობა, გარეგანის და ნათხოვარი ჩინებულების, ბრწყინვალებით თავიანთი შიგნითი ფუღობა და შეურაცხება (სიკნინე), და დიდებული და სასტიკი განმსჯელობით ზნეობაზე — თავიანთი ხის გულებიმ სიხმელეთ და მოკვდინებით.
მაქსიმ ღოღანიძე.
_________________
1 ემ, ჩვენდა სამწუხროდ, ბევრს ქართველებსაც შეეხებათ. მთარგმ
2 ე.ი. მამამ თეთრი რომ აჩვენოს და უთხრას ეს შავიაო; იმათაც უნდა დაიჯერონ, რომა ის შავია და არა თეთრი; თორემ ეს იქმნება მამის ნების წინააღმდეგი.
![]() |
4 კირაკოზი განძაკეცი |
▲back to top |
![]() |
4.1 კირაკოზი განძაკეცი, მწერალი XIII საუკუნისა |
▲back to top |
კირაკოზი განძაკეცი
მწერალი XIII საუკუნისა [1]
1858 წლის დასასრულს მოსკოვში გამოვიდა სომხურს ენაზედ კირაკოზი განძაკეცისაგან დაწერილი მონგოლების ისტორია. ჯერ კიდევ ხელნაწერი იყო იგი ისტორია, რომ მეცნიერთა ყურადღება მიიქცია. ავტორი იყო თანამედროვე იმ საქმეებისა, რომელსაცა გვიამბობს და, რადგანაც მონგოლებში ტყვეთაც ყოფილა, იმათს ამბავსა ისე ვრცლად მოგვითხრობს, და ისეთის სისწორითა, რომ ისტორია მისი გამოსადეგია რუსული ისტორიისთვისა მონგოლების პერიოდში და უფრო ნამეტნავად აზიაში იმათი დაპყრობის ისტორიისათვისა. კირაკოზი განძაკეცი თავის ისტორიას იმ დროდამ იწყობს, როცა სომხებს მიუღიათ ქრისტიანობა და 1270 წლამდე მოჰყავს. იმისი წერილი ორ ნაწილად განიყოფება: პირველში მოგვითხრობს იმ საქმეებზედ, რომელიც სხვა სომხური ისტორიკოზებიდამ ამოუკრეფია; მეორეში მარტო იმას გვიამბობს რის დამსწრეც თითონ ყოფილა, კიდევ სხვისაგან ისევ დამსწრესაგან გაუგია. ვისგანაც გაუგია, იმათი სახელებიც აქავე მოჰყავს. თუმცა პერიოდი, რომელიც თათრებს ჰსჭერიათ, გძელი არ არი (სულ ორ საუკუნეზედ მეტი არ იქნება), მაგრამ იმათი დაპყრობანი ისეთი დიდნი იყვნენ, იმათი უფლება ისე გავრცელებული იყო და ისეთი გავლენა ჰქონდაო მთელს აზიაზედ და ევროპის ზოგიერთ ნაწილებზედაცა, რომ ძვირად თუ რომელსამე სხვა ხალხს მაგისთანა მოკლე ხანში მაგოდვნა საქმე მოუხდენიათ რამ, ანუ, უკეთ ვჰსთქვათ, ისტორიისათვის მაგოდენი ფაქტები მიუცია. თუმცა მონგოლების ისტორია წყაროებით მდიდარია, რომელთაც ხმარობდნენ მეცნიერნი — გომმერი, დოჰზონი, კორტმერი, მაგრამ ამ მეცნიერთა ყური არ უთხოვებიათ სომხური ისტორიკოსებისათვის, რომელნიც დიდს მასალას გვაძლევენ აზიის ისტორიისათვის და გეოგრაფისათვის, ნამეტნავად ჩინგის ხანიდგან ლანგთემურამდე შიგ ჩართვით.
სომხეთში, ივერიაში და ალბანიაში თათრების შემოსვლის ისტორია იოანნე ვანაკანისა ჩვენდა სანანურად დაკარგულია; მაგრამ XI და XIII საუკუნეში სომხურმა ლიტერატურამ ახალის ძალით გაიღვიძა და არცა კლებია მაშინ იმისთანა კაცნი, რომელთაც სურვებიათ წარსულ დროთა კეთილ სვინიდისიანის აღწერით სახელის შოვნა. ამისთანანი იყვნენ ვანკანის თანა მედროვენი და მოწაფენი— კირაკოზი, ბერ-მონაზონი მაღაქია და ვარდანი[2], რომელნიც ხშირად იხსენიებენ თავიანთ მეგობრის დამასწავლებელს (იოანნე ვანაკანის) თხზულებასა.
კირაკოზი XIII დასაწყისში დაიბადა, იმიტომ რომ 690 წელსა სომხურის ქრონიკონით, ანუ 1212 წ. ქრის. შემდეგ, „ორმოცის წლისა ანუ ცოტა მეტ-ნაკლებისა ვიყავიო“ — თითონვე ამბობს: 63 გვერდზედ. ჰსჩანს იგი დაბადებულა ან 1201 ან 1202 წელსა. 1279 წ. იგი თავის წერილსა უეცრადა სწყვეტს, ამის გამო უნდა ვიფიქროთ, რომ სიკვდილმა ზედ ამ შრომაზედ მოასწრო, რომლითაც თავის სახსოვრის დაგდება სდომებია. წინა-სიტყვაობაში იგი ამბობს: „ყოველნი მწერალნი ჩემზედ უწინარეს მყოფნი აიღებდნენ საგნად ერთს რას ეს დიდებულს და იმაზედ ჰსწერდნენ: ან რომელიმე მეფის მოქმედებას აგვიწერდნენ, ან რომელიმე გამოჩენილი გვარის ისტორიას გვიამბობდნენ, მაგრამ ჩვენ ყოველსავე ამას მოკლებულნი ვართ ჩვენი სამეფო არშაკიდების და ბაგრატიდების[3] გვარში ამოწყდა და აღარ სად არიან მფლობელნი არტონისა (საკუთრად დიდს სომხეთში). . . . . მხოლოდ ჩვენ კი — უმატებს იგი მერე – შრომას ხელს მოვკიდებთ და დავიწყობთ წმ. გრიგორის მემკვიდრეებიდამ პატრიარხის ტახტზედა და მოკლეთ მოვიყვანთ ამბავსა ეხლანდელ დროებამდე, — რომ ნაშრომი ჩვენი იყოს არა მკვდარი, არამედ ცოცხალი საფლავის ძეგლი — და დარჩეს მასში სახელი კირაკოზისა. ზოგი ერთის სომხის ისტორიკოსების ჩვეულებისამებრ იგი თავის თხზულების თავში იხსენიებს მთელს სომხის ისტორიკოსებს, რომელზედაც კი გაუგია რამ და რომლებთა შორისაც ზოგიერთის თხულებამ ჩვენამდე მოახწია და სხვანი კი ან გადამწერისაგან არიან შეშლილნი, ან კიდევ სრულიად დაკარგულან.
კირაკოზი თავის ისტორიას სომხების გაქრისტიანებიდამ იწყობს — როგორც ზემოთა ვსთქვით და მოკლე სიტყვით უკანასკნელი არშაკიდების[4] დროს აგვიწერს და სპარსეთში სასანიდის დინასტიის გამეფებასა. მერე ამბობს სომხური ანბანის მოგონებაზედ ვრამშაპუხის მეფობის დროს (312-414), სომხურ ენაზედ დაბადების გადათარგმნაზედა, მეხუთე საუკუნის სომხურ მწერლებზედა, რომელთაც შეჰქმნეს „ოქროს დრო“ სომხურის ლიტერატურისა. არშაკიდების მეფობის დაცემაზედ ცოტას ამბობს. რელიგიურ უთანხმოებას, რომელიც მაშინ ყოფილა სომხებ და ბერძნებ შორის, იგი მართალია იხსენიებს, მაგრამ ის ხშირად არა როგორც მისი თანამედროვე მწერალნი.
სომხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ სპარსებმა სომხეთის მართველად მარზპანები[5] დააყენეს, რომელთაც სათითაოდ ჩამოგვითვლის თითონ კირაკოსი ბაგრატიდების გამეფებამდე. მერე იგი გვიამბობს მაჰმადის რჯულის დაფუძნებასა და სპარსეთის დაცემას. ამ ნაწილში კირავოზს მარტო ის ეკუთვნის, რომ რა პერიოდზედაცა ჰსწერს, იმის ლიტერატურას, ლიტერატურის წარმომადგენულებს იხსენიებს და იმასაც მოგვითხრობს რა საგანზედაც თვითეულს მათგანს უწერია სომხეთის მველი ისტორიკოსების რიცხვში ერთიც არ გვეგულება, რომ ლიტერატურაზედ ეთქვას რამე კირაკოზის მეტი, რომელიც ამით უფრო პატივ საცემია. შემდეგ სელჯუკების შემოსევაზედ და ბაგრატიდების სამეფოს დაცემაზედ ლაპარაკობს და ათავებს პირველს ნაწილს 1185 წლითა. აქამდინ (ე.ი. მესამე თავამდე) ნაშრომი მისი — როგორც თვითონ ამბობს — შედგენილია სხვა სომხის მწერალთაგან, მაგრამ ის კი რაზედაც ამას იქით ვილაპარაკებო, ჩემი ნახულია, ან სხვისაგან, რომელსაც თვითონ უნახავს, იმისაგან გამიგიაო.
რამდენიმე თავის თარგმანს კირაკოზის ისტორიისას ჩვენ წარმოუდგენთ მკითხველსა და ვეცდებით კი რომ თარგმანი ზედ მიწევნილი და ახლო იყოს დედანთანა. საკუთარს სახელებს ისე ვიხმარებთ, როგორც თითონ ხმარობს. აი როგორ აღწერს იგი მონგოლების ევროპაში პირველად გამოჩენას:
_________________
1P. Cл. 1862
2 ვარდანმა დაჰსწერა საზოგადო ისტორია, ანუ უკეთ იმ ხალხების ისტორია, რომელთაცა იგი იცნობდა
3ავტორი ჰსცხოვრებდა რუპენიდების მართებლობის დროსა, რომელთაც კილიკიაში სომხეთის მეფეების მეოთხე დინასტია დააფუძნეს.
4 არშაკიების დინასტიის პერიოდი იყო: 150 წ. ქრის. წინად 428 ქრისტეს შემდეგ.
5 მარზ — სამზღვარი; პან — მცველი; ძალიანა ჰგავს ნემეცურს სიტყვას: Marcgraf (მარგრაფ), რომელიც სატყვა-სიტყვით ამასვე ნიშნავს.
![]() |
4.2 თავი XI. |
▲back to top |
თავი XI.
მასზედ თუ როგორ გამოვიდნენ თათრები და უკუ აქციეს საქართველოს მეფე.
წელსა 669 (1121) მაშინ, როდესაც თაჯიკზედ (მაჰმადიანებთ) გამარჯვებით თავი გაიზვიადეს ქართველებმა და წაართვეს მათ რამდენიმე ოლქი სომხეთისა, უეცრად აუარებელი რიცხვი ჯარისა დაეცა აგვანიასა (ალბანია) დარუბანდის კარებში გამოიარეს და მიიქცნენ საქართველზედ და სომხეთხედ. რაც კი რამ შეხვდათ მათ გზაში ყველას ხოცდნენ — კაცსა, საქონელსა, თითქმის ძაღლებსაცა ისინი არაფერს არ ინდობდნენ ცხენების მეტსა. იგინი სწრაფად მივიდნენ ტიფილის ქალაქამდე, ისევ მალე დაბრუნდნენ აგვანიაში, შაკონის[1] ქალაქის სამზღვრებისაკენ.
ყველგან იმათზედ წინ ცრუ ამბავი მიდიოდა, რომ ისინი მაგების და ქრისტიანის რჯულისა არიან და სასწაულსაც მოქმედობენ; რომ ისინი მოვიდნენ თაჯიკების დასასჯელად, რადგანაც მათგან ქრისტიანები შეწუხებულნი იყვნენ. ამბობდნენ კიდევ რომ იმათ ურდოში აქვსთო საყდარი და სასწაულმომქმედი ჯვარი; რომ იმათ სამღთოდ ჯვრისათვის ცხრა კოდი ქერი მიაქვთ ხოლმეო და ვითომც მთელი ჯარი იმ შეწირულს ქერს აჭმევსო. თავის ცხენებს და ცხრა კოდს თავის დღეში არ აკლდებაო. ამასვე ამბობდნენ ხალხის სურსათზედა. ამისთანა ტყუილი ამბებით აივსო ჩვნი ქვეყანა და ხალხი ჩვენი გამაგრებას არა ფიქრობდა. ერთი ღვდელი კიდეც გამოეგება მთელის თავის ერითა და ხორუგვებითა. ისინი კი მიჰსცვივდნენ და სულ ერთიანად ამოჟლიტეს. რაკი ხედავდნენ ამისთანა უზრუნველს ხალხსა, ისინი ყველგან ჰხოცდნენ საცა კი შეხვდებოდნენ და რა მოიტაცებდნენ დავლასა, მიჰქონდათ პორტავის ექალაქის (ბერდა) და ბელუგანის[2] შორის ტყეში და ნაგუბარ ალაგებში მალამდნენ და ამ ალაგებსაც ამაგრებდნენ. აქედგან ისინი დაეცემოდნენ მახლობელს მაზრებსა. მაშინ საქართველოს მეფე ლაშამა[3] და მისმა დიდმა სარდალმა ივანემ მოაგროვეს ჯარი და მიესივნენ. რაკი ხუნანის ველში შევიდნენ მტერიც იქ დახვდათ. შეიქმნა ბრძოლა. ჯერ პირველად თათრები გაიქცნენ, მაგრამ რადგანაც ჩასაფრებული ჯარიც ყოლოდათ, ის ჩასაფრებული უკან მიექცნენ ქართველებსა და შუმოუტივეს. მაშინ გაქცეული ჯარიც შედგა და შემოეხვივნენ რა ქრისტიანებს, დაჰცეს მათ იმ დღეს საშინელი თავზარი. მეფეცა და მისი დიდებულნიც გაიქცნენ. მტერმა გაცარცვა მკვდრები და წავიდა თავის ურდოში.
საქართველოს მეფემ ხელახლად შეკრიბა ჯარი და მტერზედ წამოვიდა, მაგრამ მტერი თავის ცოლით შვილით და სურსათით ფიქრობდა წასულიყო თავის ქვეყანაში ისევ დარუბანდის კარითა. თაჯიკის ჯარმა, რომელიც დარუბანდში იყო, შეუკრა გასავალი არ მიუშვა. მაშინ იმათ კავკასის მთა გადაიარეს უგზო უკვლოდ, ხევებს და ნაპრალებს ამოავსებდნენ ქვითა, ხითა, საქონლითა, ცხენებითა და საომარ იარაღითა, რომ როგორმე გადეარნათ. ამ რიგად თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ. იმათი თავი იყო ვიღაცა საბატა.
თითქმის ჯერ კიდევ ეს ჯარი შინ არ მისულიყო და არ ემბნათ რაც ნახეს და იპოვეს იმის ამბავი, რომ მეორე ჯარი შემოესვა სომხეთსა და ამ დროდამ სამი ქვეყნის — აგვანისა, საქართველოსი და სომხეთისა ბედი გადაწყვეტილი იყო: მონგოლებმა ამ ქვეყნებში ფეხი მაგრად მოიკიდეს.
აი კირაკოზი ამ მეორე ლაშქრის შემოსევის ამბავს როგორ გვიამბობს.
ქართველების დამარცხება განძაკის ქალაქის მახლობლად.
რამდენიმე ხნის შემდეგ ამის მერედ, სხვა ურდო (opда). წოდებული ხუჩახად (ყიპჩაღი) გამოვიდნენ გუნნების მხრით და მოახწიეს საქართველომდი. ჰსთხოვეს ლაშას და მის სარდალს ივანეს ადგილები დასახლებისათვისა, რომლის მაგიერათაც აუთქვეს ერთგული სამსახური; მაგრამ იმათ უარი უთხრეს. მაშინ მიმართეს გაძაკის[4] ქალაქის მცხოვრებლებს: ამათ სიხარულით მიიღეს ისინი, იმიტომ რომ შეწუხებულები იყვნენ ქართველებისაგან, რომელნიც უოხრებდნენ ქვეყანას და იტაცებდნენ ტყვეთ კაცსა და საქონელსა. ამათ მიჰსცეს ქალაქის გარეშემოებში ადგილები, აძლევდნენ საჭმელს და სასმელს, რომ იმათაც ეშველათ საქართველოს მეფეზედა. როცა გუნნების ურდო გამრავლდა იმ მხარეზედა, ივანე თავის ჯარით ამაყად წამოვიდა იმათზედ. ის იკვეხიდა რომ ამოჰსწყვეტს მონგოლებსაც და ქალაქის მცხოვებლებსაცა; მაგრამ იგი უფრო თავის ჯარის რიცხვის იმედით იყო, ვიდრე ღვთისა, რომელიც ვისაც ნებავს გამარჯვებას იმას აძლევს. როცა საქმემ ბრძოლამდინ მიახწივა, ბარბაროზები გამოცვივდნენ თავის მიწურებიდგან დ დაატრიალეს ხმალი დაღალულ და დაქანცულ ქართველების ჯარში. მრავალი ტყვეთ დაიჭირეს, დანარჩენი გააქციეს. დიდი დამარცხება მიეცა საქრისტიანო ჯარსა და ღმერთმაც ისე აიღო ხელი, რომ უბრალო ბარბაროზი წინ მიერეკებოდა, როგორც მწყმსი ცხვარსა, მრავალ ვაჟკაცებს და ომში სასახელებსა. არ მიჰსცა უფალმა შემწეობა თვისი და არ მიიღო იგინი ბრძოლის დროს. თათრებს გამოყვანდათ ის პატიოსანი ხალხი და ჰყიდნენ ტანისამოსის ნაჭრეებზედ და საჭმელზედა. სპარსნი იყვნენ მსყიდველნი, რომელნიც საშინელს ტანჯვებს მიაყენებდნენ ხოლმე ნასყიდებსა და დასასხნელად იმოდენა ოქროს და ვერცხლსა ჰსთხოვდნენ, რომ ბევრი მათგანი შეუძლებლობისა გამო ტვეობაში იხოცებოდნენ. სხვათა შორის იყვნენ: გრიგოლი, ახბაკის შვილი, მამაცი ვასაკის ძმა, და ამ ვასაკის შვილიც — პაპაკი. ვასაკს ჰყვანდა სამი შვილი პაპკი, მკტები და ჰასსანი, რომელსაც მეტი სახელი პროშემი ერქო,— ეს სამივე მეტად მამაცნი და გამოჩენილნი იყვნენ ასე რომ თაჯიკები[5] ამათგანა თრთოდენ. პაპაკი ომში მოკლეს; გრიგოლი კი ტყვეთ წამოყვანილი მიჰსცეს საშინელს წამებას, რომ ქრისტის რჯულიდამ გადაეყენათ, მაგრამ იგი არამც თუ შეურყეველი იყო, არამედ კიცხავდა იმათს ჰრჯულის მდებელს მაჰმადსა და მათ კანონებსა. გაცოფებულებმა ურჯულოებმა შიშველი მიწაზედ ათრიეს, ხორცი ეკლის ცემითა ჰგლიჯეს. იქამდინ სტანჯეს იგი, რომ იმ ცემაში განუტევა მან სული და მიიღო ქრისტესაგან წამებულის გვირგვინი. მის მეომრები ხაჩენის მაზრიდამ იყვნენ, გამოჩენილის გვარისანი, რჯულით მართმადიდებელნი ქრისტიანენი და შთამომავლობით სომეხნი.
ურჯულო სპარსელებმა სხვა და სხვა ნაირი წვალება არ დააკლეს სხვა ტყვეებსაცა. ხან შიმშილით, ხან წყურვილით. ხან სიტიტვლით სტანჯავდნენ. ქრისტიანენი, რომელნიც განძაკში ჰსცხოვრებდნენ, ბევრს ეწევოდნენ უბედურთ თანა-მორწმუნეთა, — ზოგს ფულით იხსნიდნენ და ანთავისუფლებდნენ, ზოგს აჭმევდნენ და აცმევდნენ და მიცვალებულთ მიწას აბარებდნენ. ამ რიგად გამოიჩინეს იმათ კეთილ მოქმედება. რამდენიმე დღის შემდეგ დიდი სარდალი ივანე ახალის ჯარით წამოვიდა რომ გადაახდევინოს იმათ, ვინც იმისი მეომრები ამოჟლიტა. უეცრად დაეცა იგი ბარბაროზებს, ამოხოცა და წაასხა ტყვეთ თავის ქვეყანაში იმათი შვილები და დავლაც წაიღო.
მონგოლები რაკი რომ თავის ქვეყნის სამზღვრებიდამ გამოვიდნენ, არც ერთი ხალხი, რომელიც კი გზაზედ შეხვედრიათ, დაუმონავად არ დაუგდიათ. პირველი სხვერპლი იმათის დამპყრობელის გუნებისა შეიქმნა ხორაზმიის სულთანი — ჯალალადინი. რაკი რომ საშინლად დამარცხდა, სულთანმა თავის დაანება თავის ქვეყანასა და მრავალ რიცხვი ცხენოსანის ჯვარითა ეცა მესამზღვრე ქვეყნებსა, რომ ახალი სამეფო დაიჭიროს სადმე. ყველამ იცის იმისი დამღუპველი მონაწილეობა იერუსალიმის სამეფოში. „ზემოხსენებული ჩრდილოთ — აღმოსავლეთის ხალხმა, თათრებად წოდებულმა ხორასანის სულთანი ჯალალადინი უკანასკნელ გაწირვამდე მიიყვანა,დაუმარცხა ჯარი და აუოხრა ქვეყანა. რადგანაც იძულებულ იქმნა აგვანიაში გასაქცევად, სულთანი განძაკში მოვიდა, დაიპყრო იგი და ურიცხვი ჯარი შეაგროვა — სპარსთა, თაჯიკთა და ოსმალთაგან იგი სომხეთში გადვიდა. ივანემ შეიტყო ეს ამბავი თუ არა, აცნობა საქართველოს მეფეს და შეკრიბა ძლიერი ჯარი, რომ სულთანს გაუმაგრდეს. ივანე და ლაშა ზვიადობდნენ და აღთქვეს — თუ გამარჯვება ამათ დარჩებათ — მთელი სომხები, რომელიც უფლების ქვეშ ეყოლებოდათ, ქართულ რჯულზედ მოაქციონ და ვინც არ მოიქცევა — სიკვდილს მიჰსცენ. — იმათ ეს მოიწადინეს უღვთის განგებოდ, იმათ მოჰკიდეს ხელი საქმესა სული წმინდის შაუგონებლად, დაივიწყეს უფალი, რომელიც ვისაც ინებებს, გამარჯვებას იმას აძლევს.
ამის შემდეგ სულთანი კუთაიკში[6] შევიდა. ივანე ქართვლის ჯარით იმათ ზემოდამ დადგა და, რაკი ისინი დაინახა, ჭოჭმანობას მოჰყვა, იმიტომ რომ იმ ადგილას დაიბინავა. სულთანმა კი თავისი ჯარი იმათ პირდაპირ გაიწყო, ეს დაინახეს თუ არა, ქართვლის ერთმა დადებულთაგანმა შალვუემ (?) და მის ძმამ ივანემ — კაცთა მამაცთა და სახელოვანთა, რომელნიც ჩვეული იყვნეს ომში გამარჯვებასა, უთხრეს თავისელებს: „თქვენ აქ ცოტაოდენი მოიცადეთ, ჩვენ წავალთ დავეცემით იმათა; თუ რამდენიმე იმათგანი გავაქციეთ — გამარჯვება ჩვენი იქნება — თქვენ მოდით; და თუ ისინი გვძლევენ, მაშინ გაიქეცით და თავი გადირჩინეთ“ როცა საქმემ ბრძოლამდინ მიახწივა, იმათ დაიწყეს სულთნის ჯარის ჟლეტა, მაგრამ ქართველებმა ამაზედ ყურადღება არ მიაქცივეს, გაქცნენ ისეთის სისწრაფით, რომ ერთმანეთს ვეღარ ცნობულობდნენ. თუმცა უკან არავინ მისდევდათ, მაგრამ შიშისაგან ძირსა ცვივოდნენ და გროვდებოდნენ გარნის ქალაქის ვაკეზედა. ეს დაინახეს თუ არა არისის ჯარი მდევრად გამოუდგა — ბევრი დახოცეს, დანარჩენი კლდიდამ ჩამოყარეს. სულთანმა ამის მნახველმა, რომ კაცი და ცხენი ხევში ირევა, როგორც ბუზი, გაიქნივა თავი და თქვა: „ეს კაცის საქმე კი არ არი, ყოვლად შემძლებული ღვთისაა.“ მაშინ იგი დაბრუნდა, რომ დაცარცვოს დამარცხებულნი და ააოხრა რა რამდენიმე მაზრა, ტფილისს მოადგა. სპარსელებმა, რომელიც ტფილისში იყვნენ, მიჰცეს სულთანს ქალაქი, მრავალი დახოცა ქალაქში და უფრო მრავალს ძალას ატანდა ქრისტიანობიდამ გადამდგარიყვნენ და მიეღოთ მაცდური და ცრუ რჯული თაჯიკებისა. მაშინ, სიკვდილის შიშისაგამო, მრავალმა ჭეშმარიტება სიცრუეზედ შეჰსცვალა, სხვებმა კი არჩივეს მამაცური სიკვდილი, სვინიდისით ტანჯულს სიცოცხლეზედა, მიიღეს წამების გვირგვინი და დიდებით და კეთილის სახელით დაუტევეს ქვეყანა. ამის შემდეგ სულთანმა ბძანება გაჰსცა, რომ უნდათ თუ არ უნდათ მაჰმადიანობა, ყველა განურჩეველად წარჰსცვითონ. ამ სახით ორი კაცი ერთს დაუჭერდნენ ხელებსა, მიათრევდნენ მოედანზედ, საცა მესმე კაცი წარაცმევდა.... ხოლმე. იგინი უნამუსოდ და სამარცხვინოთ ექცევოდნენ დედა-კაცებსა, აოხრებდნენ და ანგრევდნენ საყდრებსა და ჯვრებსა, საცა კი მოახელებდნენ. ეგრე იქცევოდნენ ისინი განა მარტო ტფილისში, ნახიჩივანში, განძაკში და სხვა ალაგებშიაც. ერთი იმათ უფროსთაგანი ორხანი — რომელსაც ცოლად სულთანის დედა ჰყვანდა — უწყალოდ აწუხებდა განძაკელებსა — ქრისტიანებს, თუ სპარსელებს დიდის ხარჯის მოგროვებითა. იგი მოჰკლეს იმავე ქალაქში მულჰითებმა[7], რომლნიც ავაზაკურად კაცსა ჰკვლენ. როცა ორხანი ერთს ქუჩაზედ მიდიოდა, რამდენიმე კაცი მივიდა იმასთანა, მითამ ვისმეს უჩივიან, აჩვენეს ქაღალდი და წამოიძახეს: „დატ, დატ!“ (სამართალი!) როცა ორხანი შედგა და უნდოდა გამოეკითხნა, ვინ შეაწუხა ისინი — ისინი მიჰცვივდნენ და ხლმით მოჰკლეს. ვინ იცის დახოცეს თუ არა იმისი მკვლელები, იმიტომ რომ იმათ მრავალი დაკოდეს და გაიქცნენ ქალაქიდამ. ეს ხალხი სულ ესე იქცევა ისინი ცხოვრობენ მაგარ ადგილას — თუნში და თანჯაკში და ლივანის მთებში. თავის თავადისაგან ისინი მიიღებენ ხოლმე თავის სისხლის ფასს რომელსაც აძლევენ თავიანთ ცოლშვილსა. ისინი იქ წავლენ, საცა თავიანთი თავადი[8] გზავნის ხოლმე. დაწანწალებენ სხვა და სხვა სახით, მინამ არ მიეცემათ შემთხვევა, რომ განზრახული კაცის კვლა მოახდინონ და ჰკვლენ დანიშნულს კაცს. ამისათვისაც იმათი ყველას ეშინიან,ყველა თავადი და მეფე იმათ ხარჯს აძლევს. ისინი თავის თავადის ბძანების ზედმიწევნით აღმსრულელებელნი არიან და მისგან ნაბძანებს ასრულებენ, ასე რომ ხანდახან თავის თავსაც ზედ ადებენ. ამ რიგად ისინი ხოცვენ მრავალ დიდ კაცებს რომელნიც ამათ ხარჯს არ აძლევენ ისე როგოოც ეს ავაზაკი, რომელზედაც ლაპარაკი გვქონდა.“
შემდგომს თავში იმაზედ ლაპარაკობს, რა მწუხარებაც მიადგათ ქართველებს და სომხებს თათრებისაგან. ჩვენ ეხლა ზოგიერთს თავს, რომლის შიგმდებარება მრავალგვარია ამოვარჩევთ, რომ ვაცნობოთ მკითხველს რა რიგათა ჰსწერს კირაკოზი. ერთი მარტო ბრძოლის ამბავი, ერთის მხრით გვაცნობებდა, მაშინ როდესაც კირაკოზი სხვა და სხვა მხრით სინჯავს იმ ხალხს, რომელზედაცა ჰსწერს; იგი ამბობს მონგოლების ენაზედაც, მათ ზნე და ხასიათზედაც, იმათ რჯულზედა და მათ ქვეყანაზედ დაწვრილებით ცნობას გვაძლევს. ამისათვისაც ჩვენ მარტო იმ თავებს გადავთარგმნით, საცა ავტორი ამ ზემოხსენებულ საგნებზედა ლაპარაკობს.
_________________
1 უთუოდ შანქრია.
2 ბელაქანი ხომ არ არის,
3 გიორგი IV.
4განჯა
5 არაბები.
6 არარატის მაზრის აღმოსავლეთზედ
7 ე.ი. ასსასინებამ. უმთავრესი იმათი ადგილი ალამუთის ციხეში იყო, რუდბარში იალბუზის ველზედა. იხ. D. v. Hammer. Geschichte der Assasinen, გვ. 202-200. Marco Polo. Frav. Lib. J. c. XX, p. 109. ასსასინი ეს ევროპიული სახელია, მუსულმანები მულეჰითებს ანუ მელახითებს ეძახიან, ე. ი. წარმართი, სახელ გატეხილი.
8 მთის ხუცესი, ჯვაროსნების Vetuius der montanis; il vecchio della montano, Marco-Polo-სი...
![]() |
4.3 თათრები საქართველოსაც აოხრებენ. |
▲back to top |
თათრები საქართველოსაც აოხრებენ.
განძაკის გაცარცვის რამდენიმე ხნის შემდეგ, თათრებმა უწყალოებმა და მცბიერებმა იმავე დროსვე თვის შორის წილი იყარეს და სომხეთის, საქართველოს და ალბანიის ქვეყნებით დაიყვეს. იმათ მოთავეებსა ნაბძანები ჰქონდათ აიღონ და ააოხრონ ქალაქები, მაზრები და ციხეები. ყოველი ალმის ჯარი თავის ნარგებს ნაწილში მოვიდა ცოლებით, შვილებით და ჭურჭლითა. ისინი ყურს არ უგდებდნენ არა ფერსა, აფუჭებდნენ მინდვრის მოსავალსა თავის ნახირით და აქლემებით.
ამ ეპოქაში საქართველოს სამეფო დაუძლურდა მასსა მართავდა მაშინ რუსუდანი, თამარის ქალი, ლაშას და, შვილის შვილი გიორგი III- სა, ქალი ტრფიალი და გარყვნლი, როგორც შამირამი[1] . ამ ქალმა უარი უთხრა ყველას, ვინც კი თხოულობდა მრავალთან კი კავშირი ჰქონდა. ქვრივობაში იგი ივანეს, მის შვილის ავაქის, ზაქარიას შვილის შაჰანშაჰის, ვაჰრამის და სხვათა შემწეობითა მართავდა თავის სახელმწიფოსა — ივანე მოკვდა უდროულად და დაიმარხა სპილენძის სამადნოს (პღინძაჰანქ) მონასტერში, რომელიც სომხებისგან იყო წართმეული და ახლად აღშენებული ქართველებისათვის. შვილმა მისმა მისი თანამდებობა მიიღო. რადგანაც საქართველოს ვერ შეეძლო მომავალს განსაცდელს გამაგრებოდა; ამის გამო ყოველი მარტო თავის გადარჩენას ფიქრობდა და ეძებდა თავისათვის უშიშარს სადგომსა გამაგრებულ ადგილებში. თათრები, რომელნიც გაიფანტულნი იყნენ ველებზედ, მთებზედ, მინდვრებზედ, ურიცხვაობითა ჰგვანდნენ კალიასა, ან წვიმის წვეთსა, რომელიც მიდვრებზედ ცივა. იქ ისეთს აუწერელი მწუხარების და უბედურობის სანახავსა სახავდა კაცი, რომ კაცს თვალში ცრემლს მოგვრიდა! მიწაც არა ჰფარავდა იმათ, ვინც კი თავის შესაფარებელს ადგილს მიწაში უქებდა; კლდე და ტყე არ იფარავდა იმათ, ვინც კლდეში და და ტყეში ეძებდა თავის დახსნასა; თვით უმაგრესი ციხის კედლები, ღრმა ხეობეები არაფერს არა შველოდნენ. ვერავინ ვერ გადურჩებოდა თათრების ხელსა. ვინც ყველაზედ უშიშარნი იყვნენ, ისინიც შუშინდნენ, უკეთეს შვილდოსნებს ხელები უღონოებისაგან წერთოთ. ყველა ვისაც კი ხმალი ჰქონდა, შიშით ჰმალავდა, რომ იარაღი არ შემჩნიათ და უწუალო სიკვდილისათვის არ მიეცათ. მტრის კიჟინაზედ სიმხნე ეკარგებოდათ და იმათი ჯავშნის ხმაზედა ფითრდებოდნენ. ყველა ფიქრობდა, რომ მოვიდა უკანასკნელი დღე და იმათმა გულმა ცემა შესწყვიტა. შეშინებულნი შვილნი თავის მშობლის კალთას ეფარებოდნენ და მშობელნი კიდევ შვილებით ერთათ ცვივოდნენ ღრეში, რომ მტრის ხელში არ ჩავარდნილივნენ. უნდა გენახათ, როგორც უწყალო მახვილი ჰხოცდა მამა-კაცთა, დედა-კაცთა, ყმაწვილს კაცებსა, ბავშვებსა, მოხუცებულებსა, ეპისკოპოზებსა, ღვდლებსა, დიაკვნებსა და საყდრის მსახურთა. ძუძუთა ბავშვებს ქვაზედ ანარცხებდნენ და ლამაზ გასათხოვარ ქალებს აძალადებდნენ და ტყვეთ იტაცებდნენ. თათრებს გარეგანი სახე საზარელი ქონდათ და შინაგანი კი დაუნდობელი. იმათ დედის ცრემლი გრძნობას არ უღვიძებდა და მოხუცის თეთრი თმა პატივის ცემას. ისინი სიხარულით საომრად მიდიოდნენ, როგორც ქორწილში, ან ლხინში. ყველგან ეყარა მკვდრები და აღრავინა ჰმარხავდა. მეგობარს აღარა ჰქონდა ცრემლი იმისთვის, ვინც იმას ძვირად უღირდა: ვეღარ დაჰსტირებდა ავაზაკების შიშითა. ეკლესიამ შავები ჩაიცვა; სიტურფე და ბრწყინვალება მისი გაქრა; ცერემონიები შეჰსწყდნენ, წმინდა ზიარება ტრაპეზიდამ ხალხს აღარ ურიგდებოდა, მგალობლების ხმა აღარ ისმოდა; დადუმდნენ საგალობელთა ხმანი იგი ქვეყანა დაფარულ იყო თითქოს ნისლითა. ხალხი დღეზედ ღამეს უფრო ირჩევდა, და დედა-მიწა დარჩა უმცხოვრებლოდ. მასზედ დადიოდნენ უცხონი და აგროვებდნენ მთელის ქვეყნის საკუთრებასა და განძსა. თათრების მშიერ მსუნაგობას გაძღომა არ ეკიდებოდა. ყოველი სახლი და ოთახი გაჩხრიკეს და არა დაემალათ რა. ყველგან დახტოდნენ იგინი, როგორც გარეული თხა და ჰგლეჯდნენ ყველაფერს ნაჭერი ნაჭერ, როგორც მგლები. იმათი ცხენები სიარულში დაუღალავნი იყვნენ, თითონ კიდევ ცარცვაშია. ამისთანა მწარე მხვედრი ბევრს ხალხს მიუტანეს, იმიტომ — რომ უფალმა დააქცია ჩვენზედ თავისი რისხვის ფიალა ჩვენის ცოდვების სამაგიეროდ და მისთვისაც რომ ჩვენ განვაღვიძეთ სამართლიანი რისხვა მისი.
აი რის გამო ესე ადვილად შუმოვიდნენ თათრები ჩვენს ქვეყანაში. მოიმწყვდიეს რა ნახირები, შეაგროვეს რა განძი და ტყვეები ერთ ადგილას, ისინი მიჰყვნენ ციხე ქალაქების აღებას. თავის მცბიერობის და მოსწრობის მოწყალებით იმათ მალე დაიპყრეს და დაანგრიეს მრავალი სიმაგრენი და ცხენი. მაშინ ზაფხული იყო და რადგანაც გოლვა საშინელი იყო და არც მოემზადებინათ სურსათი იმათი დაცემის უწინარეს ამისათვის კაცი თუ პირუტყვი, წყურვილით გულმილეულნი და დაქანცულნი ჯაფითა, ნებით თუ უნებლიოდ იმათ ხელში ცვივოდნენ. ზოგსა ხოცავდნენ, ზოგს ინახავდნენ სამსახურისათვის. ამ რიგადვე ექცევოდნენ დიდრონ ქალაქებსაცა, რომელთაც მძიმე იერიშის შემდეგ დაიპყრობდნენ ხოლმე.“
შემდეგ ავტორი ლაპარაკობს თათრების თვალადობაზედ და იმათ ჩვეულებაზედ. ჩვენა ვჰსთქვით, რომ თითონ იმათში დიდ-ხანს იყო ტყვეთ, მაშასადამე თავის თვალით ნახავდა ყველაფერს, რასაც კი სწერს. ამის გარდა სომხები იმ დროს ისე დაახლოვებულნი იყვნენ მონგოლებთანა, რომ იმისთანა კაცი არ მოაკლდებოდა, რომელსაც შეეძლო ეცნობებინა ავტორისათვის საჭირო ამბავი. თვითონ ავტორი არა ერთხელ იხხსენიებს იმ კაცების სახელებს, რომელთაგანაც გაუგონია ესა თუ ის ამბავი. ეგ ამბები მით უფრო დასაჯერებულნი გვგონია, რომ მთხრობელნი მისნი ყოფილან კაცნი,რომელნიც ეკუთვნოდნენ სომხის მაღალსა და განათლებულს საზოგადოებას.
კირაკოზისაგან გადმოცემული ცნობა შედეგს თავში ისე დაწვრილებით, ისე კეთილ სვინიდისიანად არის შედგენილი, რომ ძნელად თუ ახალ მეცნიერთა ვრცელს გამონაკლევებში თათრების შინაურ ცხოვრებაზედა შეიძლებოდეს იპოვოს უფრო მართალი ფაქტები.
_________________
1 სემირამიდა.
![]() |
4.4 გამოსახვა თათართა |
▲back to top |
გამოსახვა თათართა.
რადგანაც გვინდა შთამომავლობას ჩვენი თავის სახსოვარი დავუგდოთ. ჩვენ რომელთაცა იმედი გვაქვს, რომ მალე განვთავისუფლდეთ ჩვენ დამჩაგვრელ შემწუხებელთაგან — ჩვენ მოკლე სიტყვით ცნობის მოყვარეთათვის აღვწერთ იმათს (თათრების) თვალადობას, და ენას. სახე მათი იყო საშიშარი და საძაგელი; წვერი იმათ არ ჰქონდათ, მხოლოდ ზოგიერთს ტუჩისა და ნიკაპის ზემოდ იმდენი თმა ქონდათ, რომ ადვილად შეიძლებოდა დათვლა[1] თვალები ვიწრო და მსწრაფლ მხედველნი, ხმა წვრილი და მკაფიო ჰქონდათ; ისინი ბევრსა სძლებდნენ და ჯმუხსა და მაგარის აგებულებისა იყვნენ. როცა ხელში მოხვდებოდათ საჭმელი — გაუმაძღარის ხარბობით სჭამდნენ და სვამდნენ, როცა საჭმელი არა ჰქონდათ — ადვილად იტანდნენ შიმშილსა ყოველს ცხოველსა გაურჩეველად სჭამდნენ — წმინდასა თუ უწმინდურსა, მაგრამ ყველას ამჯობინებდნენ ცხენის ხორცსა, რომელსაც ჯერ გაგლეჯდნენ ნაჭერ ნაჭერ, მერე უმარილოდ ხარშავდნენ, ამოავლებდნენ ლუკმას მარილიან წყალში და ისე სჭამდნენ, ზოგი დაჩოქილნი როგორც აქლემი, ზოგი დამდარი[2]. ჭამის დროს თანასწორი ულუფა ბატონსა და მოსამახურეს შეხვდებოდა ხოლმე. როცა ისინი ყუმისის, ანუ ღვინის სმას დაიწყობდნენ, ერთი იმათგანი ჯერ ხელში აიღებდა დიდს ფიალას და ამოიღებდა იქიდამ პატარა თასით ღვინოს და ცისაკენ ასხურებდა, მერე დასავლეთისაკენ, ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ; ამის შემდეგ თვითონ მასხურებელი რამდენსამე მოსავდა და მერმე უფროსს უთავაზებდა. ყოველი ვინც კი მოიტანდა ან საჭმელს, ან სასმელს ჯერ თითონ უნდა ყველასთან ეგემნა და მის შემდეგ ყველა სჭამდა და სვამდა. ესე იქცევოდნენ ისინი, რომ საწამლავი არ შემოეპარებინათ. იმათა ჰყვანდათ იმდენი ცოლები, რამდენიც უნდოდათ და უნამუსო ქალებს კი ხოცდნენ. თვითონ კი როცა უცხო ქვეყნის ხალხს შეხვდებოდნენ იმათს ცოლებს განურჩეველად დაუახლოვდებოდნენ ხოლმე. ქურდობა ისე სძულდათ, რომ საშინელის სიკვდილით დამნაშავესა ჰსჯიდნენ იმათ არა ჰქონდათ ღვთის თაყვანის ცემა, ანუ სამღთო სამსახური, მაგრამ სახელსა ღვთისასა ხშირად და ყოველს შემთხვევაში იხსენიებდნენ, მარად მყოფელს ღმერთს იხსენიებდნენ,თუ სხვა რომელსამე ღმერთსა — ჩვენ არ ვიცით და თითონ იმათაც არ იცოდნენ.
ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ იმათი მეფე ღვთის ნათესავია; რომ ღმერთმა თავის წილად ზეცა იაღოვო და დედა მიწა კი ხაყანს მიჰსცაო. ისინი ამბობდნენ, რომ ჩინგის ხანი, ხაკანის ე.ი. ოკტაის მამა, კაცის თესლისაგან არ იყო გაჩენილიო, არამედ ნათელი უხილავის ადგილიდამ ბანიდამ იმის დედის სახლში ჩავიდაო და უთხრაო: „ინაყოფე, და დაჰბადავ შვილსა, რომელიც მთელი ქვეყნის პყრობელი იქნებაო.“ იმათის ფიქრით, ესე დაბადებულა ჩინგისხანი. ეს ამბავი გვიამბო ჩვენ თავადმა გრიგოლმა, მარზპანის შვილმა, ასლანბეგ, სარგისის და ამირის ძმამ მამიკონიანთ გვარისამა; იმას კიდევ გაეგონა ეს ამბავი ერთის თათრისაგან, რომელიც პირველ დიდებულებს შორის ირიცხებოდა და რომელსაც ერქვა ყუთუნუინ. მაშინ გაეგონა, როცა ყუთუნუინი ყმაწვილ კაცებს ჰსწვრთიდა. როცა ვინმე მოკვდებოდა, ან როცა თითონ მოჰკლამდნენ ვისმეს თავისთაგანს, ისინი დიდხანს თავისთან ატარებდნენ მკვდარსა, იმიტომ რომ ეგონათ ვითომც ეშმაკი ჩაეპარაო მკვდარსა ტანში და რაღაებსაცა ბოდავსო[3]; ზოგს კი ჰსწვავდნენ, ზოგს ღრმა ორმოებში მარხავდნენ და თან ჩააყოლებდნენ იარაღს, ტანისამოსს, ოქროს და ვერცხლს, რომელიც მას ეკუთვნოდა. თუ მოკვდებოდა ვინმე დიდებული, მოსამსახურებს, მხევლებლს, რომ, როგორც ამბობდნენ — იქაც ემსახურონ; ცხენებსაც ჩაუწვენდნენ, იმიტომ რომ ეგონათ საიქიოსაც ძლიერი ომები არისო. როცა იხსენიებდნენ მკვდარსა, ისინი ცხენს მუცელს გაუპობდნენ და იქიდამ გამოჰგლეჯდნენ ხოლმე ხორცს სულერთიანად ასე, რომ ძვლებს არ შეხებოდნენ; ამის შემდეგ ძვლებსა და შინაგანს სულ დასწვავდნენ და ტყავს კი გაჰკერავდნენ ისე, რომ ცხენი ხორცში გეგონებოდათ. მერე გაამწვეტებდნენ სარსა, მუცლიდამ პირში ამოუტარებდნენ, ასწევდნენ და ან ხეზედ შესდებდნენ ან სადმე მაღალს ადგილას.
იმათი ცოლები გრძნეულები იყვნენ და ყველაფერზედ მკითხავობდნენ, მკითხავების და გრძნეულების დაუკითხავად ისინი ვერას გზით არსად არ წავიდოდნენ ენა იმათი ბარბაროზული იყო და ჩვენთვის გაუგებარი, აი იმათი რამდენიმე სიტყვა:
ღმერთი — თანგრი.
კაცი — ჰარერიან ზოგს წერილში ჰერენ, ენრ.
დედა-კაცი — აფჯი.
მამა — ეზგა.
დედა — აქა.
და — აქაჯი.
თავი — თივრონ.
თვალი— ნიტუნ.
ყური — ჩიკინ.
წვერი – სახალ.
პირი-სახე — იაზნიურ; ზოგს წერილში: იოზ.
პირი — ამან.
კბილი — სხურ.
პური — ოთმაკ.
ხარი- —აქარ
ფური — უნენ.
ცხვარი — ყოინა.
ბატკანი — ყურლან.
თხა — იმან.
ცხენი — მორი.
ჯორი — ლოსა.
აქლემი —თამან.
ძაღლი —ნავხა შეი ნუხა.
მელა — ჰუნქან ანუ ჰოქან.
მგელი — ზინა.
დათვი — აიტქუ.
კურდღელი — თაპლღა.
ფრინველი — თახია.
ტრედი — კოკაჩა.
წყალი — უსუნ.
ღვინო — ტარასუ.
ზღვა — დანგიზ.
მდინარე — ულანსუ.
ხმალი — ხოლდუ.
შვილდი — ნმუ.
ისარი — სრმუ
მეფე — მელიქ.
თავადი — ნუინ.
დიდი თავადი — სკანუინ.
დედა-მიწა — ელ.
ცა — გოგა.
მზე – ნარან.
მთვარე — სარა.
ვარსკვლავი — საღრა
ნათელი —ტდურ.
ღამე — სოინი.
მწერალი — ბითიქჩი.
სატანა — ბარაჰურე;
და სხვა მრავალი ეგრეთივე ბარბაროზული სიტყვები ჰქონდათ, რომელნიც დიდხანს ჩვენ არ გვესმოდა და რომელნიცა ეხლა ჩვენის სურვილის წინააღმდეგ გვესმის.
იმათს უფროსებში ყველაზედ დიდი იყო: ჩარმა-ყან-ნუინი, რომელიცა სამართლს ჰსჭრიდა, და მისნი ამხანაგნი: იხრარ-ნუინ, ყუთუნ ნუინ და თუთუნ-ნუინ. ჯარების წინამძღვარი ჯაგათაი იყო, რომელიც მელახითებმა მოკლეს. იმათი მრავალი სხვა უფროსები ჰყვანდათ და აურიცხველი ჯარი.“
ბ.ვ.
_________________
1 საოცარი მგსავსება აქვს იორნანდის გუნნების აღწერასთან
2 IX საუკუნეში მოსე კაღანკაზუაცი, რომელმაც ალბანიის ისტორია დაგვიტოვა, თითქმის ამავე სიტყვით ამბობს ხაზარებზედ და იმათ ცხოვრებაზედა.
3 უთუოდ მკითხაობა ჰსცოდნია.
![]() |
5 კონრად კიფერი ანუ დარიგება ყმაწვილების კარგად აღზდისათვის. (გაგრძელება) |
▲back to top |
![]() |
5.1 XXV. კონრად სასაცილოთ კითხვას სწავლობს. |
▲back to top |
XXV. კონრად სასაცილოთ კითხვას სწავლობს.
ერთის წლის შემდეგ, პასტორმა დაუწყო ყმაწვილებს მზადება კითხვისათვის ეს მზადება ძალიან სასაცილო იყო, კითხვის დროს, ყმაწვილებს არც წიგნებს აძლევდნენ ხელში და არც ასოებს უჩვენებდნენ. პასტორი აი ასე იქცეოდა: უჩვენებდა ყმაწვილებს სხვა და სხვა ნივთებს და წაუკითხავდა მაღლის ხმით, ჩათვლით იმ ნივთების სახელებს; მაგალ: ეს კარია, ეს სკამია, ეს სტოლია, ეს დანაა. ორი კვირის შემდეგ, პასტორმა გამაიყვანა ერთი შაგირდი სხვა და სხვა რამეს ჰკითხავდა; ამ კითხვაებზედ ყმაწვილს ჩათვლით უნდა მიეცა პასუხი. ეს რა არის? ცხვირია, ესა? პირი.
ცოტა ხნის შემდეგ, ყმაწვილებს კარგად შაეძლოთ ჩათვლით. კითხვა, თუმცა ასოები კი არ იცოდნენ. ამისთანა სწავლამ გამაოცა და ამის გამო მივედი პასტორთან ყურისსაგდებლათ უფრო კარგი არ იქმნებოდა, რომ ჯერ ასოები გესწავლებინათ მერე კითხვაც დაგეწყებინებინათ, უთხარ მე.
პასტორმა გაიღიმილა და მითხრა: როდესაც მე დავაპირებ ხოლმე ამის ასხნას, თუ რომელი მეტოდი (რიგი სწავლისა) სჯობია ძველი თუ ახალი, ჯერ პირველათ იმას უყურებ, თუ რომელს უფრო მეტი წარმატება მოაქვს.
აი მაგ. ლაპარაკი რომ მოუვიდეთ ვისმეს, რომ პური დაუფარცხავ მიწაზედ უფრო კარგი ამოვა, მინამ დაფარცხულზედაო. მე როდი გავერევი ლაპარაკში. დავიცდი დათესის დრომდინ, მერე ავიღებ ერთს მიწას დავფარცხავ, მეორეს არა ორივეში ერთ ნაირს ხორბალს დავთესავ. როდესაც უანა გაიზდება და თავ თავს გაიკეთებს — მაშინ მივალ და ვნახავ, რომელ ღონის ძიებას უფრო კარგი ყანა მოყავს. და რომელი ღონის-ძიებაც უფრო მომეტებულ ყანას მოიყვანს და კარგს თავთავს გაიკეთებს, იმას ვიხმარებ. აქამდინ ყმაწვილებს ჯერ ასოებს ასწავლიდნენ და მერე ჩათვლით კითხვას: მე უკუღმა ვჩადივარ, მაგრამ, აბა სწორეთ მითხარ, რომლებმა უფრო ჩქარა ისწავლეს კითხვა: ჩვენმა ყმაწვილებმა, თუ იმათ, რომელთაც ძველებურ მეტოდით ასწავლიან.
— რასაკვირველია ჩვენებმა უფრო მალე ისწავლეს, მინამ სხვებმა, მიუგე მე. მაგრამ ჯერ ამათ რომ ანბანი არ იციან.
— ხვალ დაიწყობენ ანბანის სწავლას, განაგრძელა პასტორმა.
თავი დაწყობილი იყო; მაგრამ კიდევ გაკვირვებული ვიყავ: ჯერ წიგნები არა ჰქონდათ. წიგნების მაგიერ, პასტორმა მოიტანა დიდი დაბეჭდილი ასოები. კონრად! ეს რა არის კითხა პასტორმა. ცხვირია, მიუგო იმან. ყური მიგდეთ, ყმაწვილებო! აქამდინ თქვენ ასოებს ჰხმარობდით, მაგრამ თვალით კი ჯერ არ გინახავთ. ეხლა კი უნდა იმათთანაც გაგაცნობოთ. უყურეთ ეს ც. ეს ხ, ეს ვ. ეს ი, ეს რ, ეს ი, აი სულ ერთ მხარეზედა დგანან, როგორც სალდათები. აბა გამოსთქვით ეს ასოები: ც, ხ, ვ, ი, რ, ი, ცხვირი, დაიძახეს ყმაწვილებმა.
ამ გვარათ სხვა სიტყვებსაც გამოათქმევინებდა ხოლმე. მერე აიღებდა თითო თითო ასოს, ასწევდა მაღლა, უჩვენებდა ყმაწვილებს და ამბობდა: ეს ა, ეს ბ, ეს ლ, და სხვა. ესეც ერთი ოინი (штука). მერე ჩაიდო ხელი ჯიბეში რაღაცის ამოსაღებად, ყმაწვილებმა ისეთი გულის ყური ათხოვეს ამას, რომ მაშინვე შამოეხვივნენ გარშემო, დაიხარეს ჯიბისაკენ და რადგანაც პასტორმა ამოღება დააგვიანა, მისცვივდნენ და ძალათ ამოართვეს. სურათები იყო, ყმაწვილებმა გაიცინეს და დაიწყეს ხტუნვა ოთახში პასტორიც იცინოდა.
სხვა უამისოს ეწყინებოდა, იფიქრებდა, რომ ამისთანა ყმაწვილების ქცევა უპატივცემულებაო; გარყვნილობაში და გაუზდელობაში ჩამაართმევდა და მგონია სილასაც კარგათ უთავაზებდა, თუ ნამეტნავათ ძველი შკოლის პედაგოგიც იყო. ჩვენი პასტორი კი, როგირცა ვთქვით, უფრო იმათზედ მომატებულად იცინოდა. რამდენიმე წამი რომ გავიდა ამ სიცილში, პასტორმა ჰკითხა ყმაწვილებს: გინდათ რომ ეს სურათები თქვენი იყოს?
ყმაწ. გვინდა, გვინდა!
პას. ძალათ რომ წამართვათ ეს სურათები უფრო სამიამოვნო. იქმნება თქვენთვის, თუ ჩემის ნებაყოფლობით რომ შეიძინოთ?
ყმაწ. თქვენის ნებაყოფლობით.
პას. გაჩუქოთ, თუ ჯერ კიდე ვითამაშოთ რამე?
ყმაწ, ვითამაშოთ, ვითამაშოთ!
— აბა, მაშ დაჰსხედით, მე გასწავლით თამაშობას აი, აქ ყველა ასოებია ყოველმა თქვენგანმა ის ასო უნდა იპოვოს, რომელსაც მე დაუნიშნავ და მერე ვისაც უფრო ბევრი ასოები ექმნება სურათსაც ის მიიღებს.
დაიწყო თამაშობა. კონრად! პ — იპოვე; ფედა — მ. კონრად — კ. ფედა — ლ! და სხვა. ასოები სულ აიკრიფა და მომატებული უფრო ფედასა ჰქონდა — ამისაგამო სურათიც იმან მიიღო. თამაშობა რამდენჯერმე განმეორდა და შემდეგ პასტორმა ჰკითხა: ნუ გავათავებთ თამაშობასაო? ნუ, ნუ, დაიძახეს ყმაწვილებმა, კიდევ ვითამაშოთ!
ნახა მაგისთანა სურვილი გქონიათ – ვითამაშოთ, მაგრამ ეხლა უფრო სასაცილო თამაშობას გასწავლით, უთხრა პასტორმა. კიდე დაშინჯეთ ასოები; მე თითო ასოს ჩავნიშნავ ჩუმათ, ვინც ჩანიშნულს ასოს გამოიცნობს, ხელში უნდა აიღოს და მერე ვისაც უფრო მეტი ასო ექმნება ხელში ის აიღებს სურათს. აბა, ფედა გამოიცან. მერე შენ, კონრად.
ფ. ვ?
პ. არა.
ფ. რ?
პ. არა რო არ არის.
ფ. ი?
პ. ი არც კი გამიფიქრნია.
კ. მაშ ო იქმნება.
პ. ეგ მართალია, აიღე ო!
გამოცანა გრძელდებოდა იქამდან, სანამ ასოები სულ აიკრიფებოდნენ. ორი დღის შემდეგ, ყმაწვილებმა მშვენიერათ იცოდნენ ანბანი. ამ ნაირად პასტორმა ასწავლა ყმაწვილებს სხვა და სხვა ენების ანბანა, რადგანაც ყმაწვილებმა ასოები კარგად იცოდნენ — ჩათვლასაც კარგად ახერხებდნენ ხოლმე და ვინც ჩათვლა იცის კითხვა აღარ გაუძნელდება და ამის გამო პასტორის მოწაფეებმა მალე ისწავლეს კითხვა.
როდესაც ყმაწვილებმა მარჯვედ კითხვა ისწავლეს, პასტორმა თავისთან დამიბარა და ჩემთან, რამდენსამე მოწაფეს წააკითხა. ყმაწვილებშა კითხვა რომ გაათავეს, მამიბრუნდა და მითხრა:
აბა, უფ. კიფერ, რომელი მეტოდა უფრო სჯობია, კითხვის სწავლებაში, — ჩემი, თუ ძველებური? თქვენი, მიუგე მე.
ამ ლაპარაკში, პასტორს ეწვია ერთი თავისი მეგობარი, პასტორი მეზობელ სოფლისა იმას თან მოჰყვა თავისი შვილი, ჩვენი ყმაწვილების ტოლი.
როგორ ექცევით თქვენს მოწაფეებს? ჰკითხა სტუმარმა პასტორს. ჩათვლით კითხვას არ ასწავლით? როგორ არა ვასწავლი.
მიკვირს თქვენმა მზემ. თქვენ მაგისთანა განათლებული კაცი, როგორ მისდევთ იმ მეტოდას, რომლისაც ყველა ახალი პეტაგოგები წინააღმდეგი არიან? უთხრა სტუმარმა.
პასტ. ყმაწვილების სწავლაში მე არც ძველებს და არც ახალ პედაგოგებს არ უგდებ ყურს; ისე ვექცევი, როგორათაც ჩემის ფიქრით კარგია.
სტუმ. აბა, როგორ უნდა ვსთქვათ, რომ ჩათვლის მეტოდა სასარგებლო იყოს. წარმოიდგინეთ, რა სასაცილოა, როდესაც ყმაწვილი ამ რიგათ კითხულობს ვ - ა - ვა რ - რდი — ვარდი. წ - ყ - ა - წყა - ლ - ი — წყალი. უფრო უმჯობესი არ იქმნება, რომ პირველათვე ყმაწვილს მთელი მარცელის გამოთქმა ასწავლოს.
პასტ. მე სწორე მოგახსენოთ, სამეცნიერო ლაპარაკში გარევა არ მიყვარს. თქვენი შვილი ჩაუთვლელათ ისწავლიდა კითხვას.
სტუმ. რასა კვირველია.
ყმაწვილი, რომელსაც ჩათვლით - არ ესწავლა კითხვა, საძაგლათ კითხულობდა.
დაუძახეს ფედას. იმას ისვე უნდა წაეკითხა, მაგრამ იმისი კითხვა იყო კარგი და ჩქარიც.
პასტორმა დაითხოვა ფედა და მერე მიუბრუნდა სტუმარს და ჰკითხა, რომელი უფრო კარგად კითხულობდაო? ფედამ აჯობაო, უპასუხა სტუმარმა.
მეც მაგრე მგონია, უთხრა პასტორმა. მე ბევრს ვიცნობდი, რომელთაც პირდაპირ დაეწყოთ სწავლა — უჩათვლოთ, მაგრამ ისინი ყოველთვის ცუდათა კითხულობდნენ და საძაგლათა სწერდნენ. სინი კი, რომელნიცა ჯერ ჩათვლით კითხულობდნენ და მერე უიმისოთ, ყოველთვის კარგათა კითხულობდნენ და კარგათა სწერდნენ. აი ამისაგამო ვერ დავანებე თავი ჩათვლის მეტოდას.
![]() |
5.2 XXVI. კატიხიზის მაგიერ, კონრადი ქათმის წიწკვნასა სწავლობს. |
▲back to top |
XXVI. კატიხიზის მაგიერ, კონრადი ქათმის წიწკვნასა სწავლობს.
ამბავი, რომ ჩემმა კონრადმა კითხვა ისწავლა, მთელს სოფელში იყო მოფენილი. რა შაიტუო მამიდა ჩემმა ესა, მაშინვე მოუტანა ლამაზი ყდიანი კატიხიზისი და დაარიგა, რომ კარგად ესწავლა. კონრადს ძალიან გაუხარდა, გასხნა წიგნი და წაიკითხა მაღლის ხმით. რას გვიშლის მეშვიდე მცნება? მრუშობას.
მამა! დაიძახა კონრადმა. მრუშობა რა არის?
არ ვიცი, უთხარ მე, მამიდასა ჰკითხე.
მამიდავ, მრუშობა რა არის, არ იცით?
შენ ჯერ იმოდენა არა ხარ, რომ ყველა იცოდე.
კონრადი გაიქცა დედასთან და ჩააცივდა, თუ ამისხენ რა არის მრუშობაო; დედამ გამოაგდო. ყმწვილი გაჯავრდა და დაიწყო ყვირილი: რათ მინდა იმისთანა წიგნი, თუ მე ვერაფერს გავიგებ? არავინ არ მისხნის მრუშობა რა უნდა იყოს.
აქ მე ვიგრძნე, რომ კატიხიზისი ჯერ სრულებით საჭირო არ იყო იმისათვის. რა უნდა მექმნა? როგორმე უნდა გამამერთმევინა ის წიგნი.
ჩემს ცოლს სადილათ ქათმებს დავპირდი. ამითი მე ვისარგებლე და წავჩურჩულე კონრადს წამოდი ქათმები დავიჭიროთ. წავიდეთ, წავიდეთ, დაიძახა სიხარულით კონრადმა, დააგდო წიგნი სტოლზედ, წამავლო ხელი და საქათმოში წამიყვანა. კარებში ჩემს ცოლს წავჩურჩულე, რომ წიგნი დაემალა.
შავედით საქათმოში. როგორ გაუხარდა კონრადს, რომ დაინახა ქათამი, რომელიც თავის წიწილებს საკენკს უქექავდა. დავიჭირე ორი ვარია, მივეცი და მიუბრუნდი ბძანებით კი არა — კითხვით: კონრად! დედას არ წაუღებ ამ ქათმებს? წაუღებ, წაუღებ! მითხრა იმან და გააქცივა ვარიები. მინამ ის მივა და მოვა მე ერთს შენიშვნას მოგახსენებთ: მე შვნიშნე, რომ კაცი თუნდა ყმაწვილი იყოს, თუნდ ბებერი, თავის ნებას უფრო სიამოვნით ასრულებს მინამ სხვის ნებას და ის უფრო კარგად წაიყვანს საქმეს, რომელიც მიუბრუნდება სხვას ბძანებით კი არა, ისე, რომ ჩააგონოს იმას რომ ყველაფერი, რასაც კი იმისაგან თხოულობენ იმის ნებაყოფლობით კეთდება.
კონრადის აღზდაში — მე მალე ვიპოვე ამაზედ დასარწმუნებელი შემთხვევა. როდესაც მე უბძანებდი რასმეს, დიახ, ასრულებდა ხოლმე, მაგრამ ის სიამოვნებით აღსრულება კიდევ სხვა იყო, როდესაც ჩემს ბძანებას – კითხვის ფორმას მივცემდი ხოლმე: ამისა და ამის გაკეთება ხომ არ გინდა? ის ყოველთვის მიპასუხებდა: სიამოვნით, მამავ!
კონრადი ისევ ჩქარა მობრუნდა და მკითხა: ნუღა წაუღებს ქათმებს დედას? დიახ, წაუღე უთხარ მე, მივეცი ორი ქათამი, მეც იმთვენი ავიყვანე და ერთათ წავედით.
ჩემმა ცოლმა წაიყვანა ქათმები სამზვარეულოში დასაკლავათ. კონრადი თან გაჰყვა. მაგრამ მე ვიფიქრე: ვაი თუ ყმაწვილი უწყალო შეიქმნას, რა დაინახავს რომ ყოვლის უდანაშაულოთ ჰხოცენ საცოდავებსა მეთქი და ამისგამო დაუშალე სამზვარეულოში შასვლა.
რამდენიმე ხანის შემდეგ, ჩემი ცოლი მობრუნდა და ჰკითხა კონრადს: ქათმებს არ დასწიწკნიო? დავწიწკნი, დაიძახა იმან და წავიდა სამზვარეულოში. თავის საქმის კეთებაში, რამდენჯერმე მოგვიბრუნდებოდა ხოლმე და გამოგვკითხავდა ქათმებზედ და იმათ ცხოვრებაზედ. ერთხელ მამიბრუნდა ამ ძნელ სასხნელ კითხვით: განა კარგია, ქათმებს რომ ჰხოცავთ? აბა რა დაგიშავეს?
ამ კითხვამ ძალიან დამაფიქრა და ბუტბუტით როგორც იყო მოვიშორე, მაგრამ შავწუხდი კი, რომ სწორე პასუხი ვერ მიუგე პასტორს ბევრჯელ უთქვამ ჩემთვისა თუ კაცი ჭკვიანურს არა იტყვის, ისევ გაჩუმება სჯობიაო.
გავედი გარეთ, რამდენიმე ხანი დაფიქრებული დავდიოდი და მერე, რა მამაგონდა რომ კონრადს პასუხი უნდა მივცე — შამო-ვედი შინ.
კონრად! უთხარ მე, იცი რით იკვებებიან ფრინველნი?
კონ. ვიცი, ქერით, ფეტვით, სიმინდით და სხვა.
მე. საიდამ მოდის ფეტვი, ქერი? —
კონ. მინდვრიდამ.
მე. იქ ვინ მიიტანა?
კონ. იქ ამოდის.
მე. თავის თავათ?
კონ. არა, სთესენ.
მე. მაშასადაე ფეტვი, ქერი, სიმინდი და სხვა მე მეკუთვნის ანუ მუშებს და არა ქათმებს. იცი რამთვენ წიწილას გამოჰჩეკს ქათამი წელიწადში?
კონ. არ ვიცი.
მე. მაშ მე გეტყვი. ერთი ქათამი წელიწადში გამოჩეკს ათს ანუ თორმეტს წიწილას.
კონ. ერთს წელიწადში?
მე. დიახ.
კ. რა ბევრი უჩენია.
მე რასაკვირველია, ბევრია. ეხლა მე ოცდა ათი ქათამი მყავს. არც ერთი რომ არ დავკლა ერთის წლის შემდეგ ხუთ ასი ანუ ექვს ასი შამიდგება. ვთქვათ ასი თავის თავათ დაიხოცნენ, რამდენსამე ქორი მაიტაცებს, მაგრამ მაინც ოთხას, ხუთ ასამდინ კიდე დარჩება, ესენი კიდე მემრის გამრავლდებიან ოთხი ათას, ხუთი ათა-სამდინ,
კ. ახ, მამავ, ხუთი ათასი ქათამი გეყოლება?
მე. ვთქვათ, ისე რომ გამრავლდნენ, რომ სულ მინდვრიდამ მოტანილი პური იმათ შაგვიჭამონ და ხალხს კი არა დარჩეთ რა…
კ. არა, მამავ. ერთი ვარია მაქთვენს რას შაშჭამს.
მე. ჰო, ერთს დღეში დიახ ცოტას შაშჭამს, მაგრამ მთელს წელიწადში კი ბევრსა. რამთვენი მოუნდება ხუთი ათას ქათამს? ეხლა ხომ გესმის კონრად. — რათ ვხოცავთ ქათმებს? მარტო სიამოვნისათვის რომ გხოცავდე, — ეგ დიახ უწყალო იქმნებოდა, მაგრამ საჭიროებისათვის ვხოცავ და აბა აქ უსამართლობა რაშია?
კ. რასაკვირველია, უსამართლობა არ არის, მაგრამ საწყალ ქათმებს ხომ სტკივათ ხოლმე, როდესაც ყელსა სჭრიან.
მე. რასაკვირველია, სტკივათ. ხომ უნდა დაიხოცნენ, და როდესაც უნდა დაიხოცნენ მაინც ეტკინებათ და მაინც. რამდენსამე ხანის შემდეგ ვკითხე პასტორს — კარგი ვქენ, რომ არ ვაჩვენე კონრადს, თუ როგორ ხოცენ ქათმებსა? პასტორმა მამიწონა. სანამ ყმაწვილმა არ იცის, მითხრა იმან, რისთვის და რომელ შემთხვევებში გვაქვს ნება პირუტყვების ხოცვისა, მე არ მიყვარს, რომ იმან უყუროს თუ როგორ ხოცენ პირუტყვებს. ის ან შეიბრალებს პირუტყვებს და შეიძულებს იმას, რომელიცა ჰკლავს; ანუ დაჰკარგავს შებრალების გრძნობას, ამის გამო გახდება უგრძნობელი და დაუნდობელი. მხოლოდ მაშინ, როდესაც ყმაწვილს ეცოდინება მიზეზი, რისთვის ვკლავთ პირუტყვს და რა შემთხვევებში გვაქვს ნება იმისის მოკვლისა, მაშინ ყმაწვილზედ არას ფრისთანა ცუდი გავლენა არ ექმნება პირუტყვის წვალებას სიკვდილისაგან.
კატიხიზისის წართმევაც მამიწონა და იმის მაგიერ სხვა წიგნი. მამცა, რომელშიც ეწერა პატარა ადვილი გასაგონარი მოთხრობეები.
![]() |
5.3 XXVIL. კონრადი წერასა სწავლობს. |
▲back to top |
XXVIL. კონრადი წერასა სწავლობს.
ყმაწვილებმა ჯერ წერა არ იცოდნენ, მაგრამ პასტორმა ისე დააჩვია ისინი, რომ შეეძლოთ თავიანთი ფიქრების ქაღალდზედ გადმოღება. ერთის დღის წინად, სანამ დაიწყობდნენ სწავლას, პასტორმა თავისი განძრახვა მე შამატყობინა. მე სიცილი მამივიდა: კითხვაც ისე ასწავლა, რომ ჯერ დიდ ხანს ასოები არ იცოდნენ ყმაწვილებმა, ეხლა კიდე უნდა ესწავლებინა ქაღალდზედ ფიქრის გადმოღება, მაშინ როდესაც ერთი ასოს წერაც არ იცოდნენ. მაგრამ სასიამოვნო იყო შამეტყო როგორ გათავდებოდა ეს საქმე და ამის გამო. წავედი პასტორთან. ამ ჟამათ ის ბატზედ ლაპარაკობდა. მე სიამოვნით უგდებდი ყურს და ბევრიც იმისთანა გავიგონე ამ ფრინველზედ, რომელიც მე არ ვიცოდი. სწავლა რომ გათავდა, პასტორმა ჰკითხა ყმაწვილებს, აბა რომელი დამაწერინებთ ამ ჩემს ნაამბობსო? მე, მე! დაიძახა რამდენმა. არა, უთხრა პასტორმა ყველანი ხომ ვერ მიამბობთ. იმან უნდა დამაწერინოს ჩემი ნაამბობი, რომელიც იტყვის რას უფრო ჰგავს ბატი. ყმაწვილები დაფიქრდნენ, კონრადმა კი მალე წამაიძახა: ბატი იხვსა ჰგავს.
გამაიცან, უთხრა პასტორმა. აბა კონრად შენ დამაწერინე ჩემი ნაამბობი, მაგრამ ვინძლო კარგათ მიამბო, რომ მამა შენი გაახარო. კონრადმა დაიწყო ლაპარაკი, პასტორი სწერდა. ხუმრობისათვის აი წარმოგიდგენთ კონრადის ნაამბობს.
ბატი არის ფრთებიანი ცხოველი, ტანი აქვს დაფარული ბუმბულითა, აქვს ნისკარტი და ორი ფეხის გარსით. ბატები მრავლდებიან კვერცხებით. შეუძლიანთ ცურვა, როგორათაც იხვებს. მე დიდ სიამოვნეში ვიყავი ამისთანა კონრადის წარმატებისაგან.
![]() |
5.4 XXVIII. კონრადი იგზავნება სასწავლებელში და იმაზედ, თუ რა ისწავლა ამან იქა |
▲back to top |
XXVIII. კონრადი იგზავნება სასწავლებელში და იმაზედ, თუ რა ისწავლა ამან იქა
პასტორმა მირჩია, რომ კონრადი ეხლა სასწავლებელში მეტარებინა. მაგრამ ჯერ უნდა შამემზადებინა. ბევრნი, ამბობდა პასტორი, გზავნიან ხოლმე თავიანთ შვილებს სასწავლებელში ყოვლის უმოუმზადებლოთ, ასე ჰგონია ცხვრები იყვნენო.
ახალი ყმაწვილი პირველ მისვლაშივე დაინახავს ან გაიგებს, რომ შაგირდი დასაჯეს რაზედმე რას იფიქრებს ის სასწავლებელზედ? ის იფიქრებს, — მეც იმიტომ გამამგზავნეს, რომ მეც დამსაჯონო და რასაკვირველია ამ ფიქრით სასწავლებელი დაეზიზღება და ვერც არას ისწავლის.
ამისგამო მე დაუყწე ჩემს შვილს მზადება ისე, როგორათაც პასტორმა მასწავლა. ერთხელ მინდვრიდამ შინ მოვდიოდი და რა მივახლოვდი სახლსა კონრადი ერთის თეფშით ალუბალით მამეგება, რომელიც ჩემთვის ქონოდათ შანახული. მე და ჩემმა ცოლმა ერთმანერთს პირობა მივეცით, როდესაც ერთმანერთისათვის მიცემა ან ჩუქება გვდომოდა — კონრადის ხელით უნდა მოგვცემოდა, ამითი ჩვენ ვაჩვევდით კონრადს, რომ ყოფილიყო სხვისა და ჩვენი პატივის მცემი და მასიამოვნებელი.
მე გავიღიმილე, როდესაც ალუბალი მამიტანა და ვაკოცე.
მამავ! მიამბე რამე! მითხრა იმან.
მე ამ შემთხვევით ვისარგებლე, რომ შკოლისათვის მამემზადებინა.
აბა, გვერდით მამიჯექ, უთხარი მე. მე ერთს კარგს ისტორიას გიამბობ.
„ერთს სოფელში ორნი ძმანი იყვნენ; ერთს მიხეილი ერქვა, მეორეს გრიგოლი. ძმები იყვნენ, მაგრამ ერთმანერთში კი დიდი განსხვავება ჰქონდათ, მიხეილს სწორე ცხვირი ჰქონდა, გრიგოლს კი მრუდე, მიხეილს ქერა თმა ჰქონდა, გრიგოლს შავი. მიხეილის შვილები სულ მინდორში დარბოდნენ, გრიგოლისა კი სასწავლებელში დადიოდნენ. მიხეილის შვილები უსწავლელები დარჩნენ და ცუდი კაცები გამოვიდნენ. ჩხუბისათვის ყოველთვის მზათ იყვნენ; ერთი ჩიტის ბუდეც არ გადარჩომილა იმათ ხელებისაგან; დადიოდნენ ვენახებში და იპარავდნენ ხილსა; ხან და ხან თუ გააჯავრებდათ ვინმე — ფანჯარებსაც უმტვრევდნენ ყველას შააძულეს თავიანთი თავი. ჩხუბი რომ მამხდარიყო რამე — მაშინვე იტყოდნენ: მიხეილის შვილები იქმნებიანო. უფროს შვილს ვლახი ერქვა; დიდი ხანია წვერი და ულვაში გახშირებული ჰქონდა, მაგრამ არც წერა და არც კითხვა იმან არ იცოდა.
გრიგოლის შვილები სულ სხვები იყვნენ. ისინი სასწავლებელში დადიოდნენ, ბევრი კეთილი ესმოდათ და თითონაც კეთილნი გამოვიდნენ. ისინი იყვნენ პატიოსანნი და სცდილობდნენ, რომ სხვისათვის ესიამოვნებინათ რითიმე. ყველას უყვარდნენ და ყველა იმათ ქებაში იყო!
ორივე ძმები ჩქარა დაიხოცნენ. გრიგოლმა სიკვდილის წინად დაიბარა თავისი შვილები და უთხრა: შვილებო, თქვენ დარჩებით ობლათ. ღმერთსა ჰსურს, რომ ჩემი სიცოცხლე გათავდეს. მაგრამ არა მგონია, თუ თქვენ დაიკარგნეთ მე გატარებდით თქვენ სასწავლებელში, სამყოფი სწავლა გაქვთ, იცით: წერა, კითხვა, თვლა და სხვ. მაშასადამე თქვენც გექმნებათ ალაგი ამ ქვეყანაში.
შვილები ჰკოცნიდნენ მამას და ეუბნებოდნენ: მადლობელი ვართ, რომ ცოტა რამ სწავლა მიგვაღებინე; ჩვენ, როგორც გვასწავლეს ისე ვიცხოვრებთ.
მიხეილის შვილები სულ უბედურნი იყვნენ. მამამ იმათ არა დაუგდოთ რა, სწავლითაც არა იცოდნენ რა, მუშაობაც ეზარებოდათ. ერთი სალდათათ შავიდა და ბოლოს ქურდობისთვის ციმბირში იყო გაგზავნილი. მეორემ დაიწყო ყაჩაღობა და ისიც ბოლოს დაიღუპა; ქალი კიდე შიმშილისაგან ქუჩაში მოკვდა.
გრიგოლის ორი შვილის ცხოვრება სულ სხვა იყო. მამამ იმათ საცხოვრებელი არა დაუგდოთ რა, მაგრამ ისინი ყოველთვის კარგად სცხოვრებდნენ. უფროს, სერგეის ეჭირა დიდი ალაგი კონტორაში. ის იყო. კეთილი კაცი და ძალიან წინ წავიდა. უმცროსი, ალექსი, იყო წაყვანილი რეკრუტათ და რადგან კარგათა სწავლობდა და კარგად იქცეოდა — აფიცრობაც მალე იშოვნა.
აფიცრობა რომ მიიღო, დააპირა თავისის ძმის სერგეის ნახვა.
ერთს კვირა დღეს სერგეი თავისის ცოლ-შვილით სადილზედ ისხდნენ. შამოესმათ ეზოდამ ცხენის ბრახაბრუხი და ვიღაცამ კარებთან ცხენი მოაჭენა. ყმაწვილები მიცვივდნენ ფანჯარასთან და დაუწყეს იქიდამ ყურება: მამა! დაიძახეს იმათ, ვიღაცა მდიდარი კაცი მოვიდა, ბუმბულიანი ქუდი ჰხურავს.
სერგეი მიდიოდა მისაგებებლათ, მაგრამ მანამ ის სერთუკს ჩაიცვამდა — მდიდარი კაცი წინ ედგა. ყველამ თავი დაუკრეს. სერგეიმ კი ჰკითხა: ვინა ბრძანდებითო?
მდიდარი კაცი — ჯერ გაჩუმდა და მერე სიცილით შახედა სერგეის თვალებში; ბოლოს უთხრა: როგორ, ჩემო ძმაო. სერგეი, მართლა ვერ იცან შენი ძმა ალექსეი?
მოეხვივნენ ერთმანერთს და დიდ ხანს იყვნენ ამ მდგმოიარებაში. რასაკვირველია ძალუასა და ძმის წულებსაც ძალიან გაუხარდათ იმისი გაცნობა.
ალექსეი მაშინვე სუფრაზედ მიიპატიჟეს. ორივე ძმებმა უამბეს ერთმანერთს თავიანთი გარემოება და ეხლანდელი ცხოვრება. ბოლოს ალექსეიმ სთქვა:
ყველაფერში მამა ჩვენისაგანა ვართ დავალებულნი. ჩვენც რომ ისე პირუტყვებსავით გავზდილიყავით, როგორც მიხეილის შვილები, ჩვენგნითაც არა გამოვიდოდა. მამა ჩვენმა გვატარა სასწავლებელში, ჩვენც კითხვა და წერა ვისწავლეთ და ეხლა ყველასაგან პატივცემულნი ვართ.
კონრადი ისე გულის ყურით უგდებდა ყურსა, რომ ალუბალი სრულებით დავიწყდა.
ეს ამბავი რომ გავათავე, კონრადმა მკითხა: მამა! მეც გამგზავნი სასწავლებელში?
მეც ეს მინდოდა. თუ პირობას მამცემ, რომ ბეჯითი იქმნები, იქმნება გაგზავნო, მიუგე მე.
ბეჯითობის პირობა მამცა.
ახალი სერთუკი და ქუდი შაუკერინე; ორშაბათს გავაკეთებინე პიროგი და ზოგიერთი ჩვენი ნაცნობები მოვიპატიჟე. ყველანი რომ შიყარნენ, მე მიუბრუნდი იმათ და უთხარი, რომ დღეს დიდი სასიხარულო დღე არის, ამიტომ რომ დღეის შემდეგ ჩემი შვილი მოსწავლეთ იქმნება.
ყველამ დამილოცა შვილი. პატარა შექცევის შემდეგ, მოვჭიდე კონრადს ხელი და წავიყვანე სასწავლებელში. მართლა და აასრულა თავისი პირობა; ძლიან ბეჯითი იყო.
კონრადი სიხარულისაგან აღტაცებული იყო. რა დადგებოდა დრო, სასწავლებელში წასვლისა, ვერაფერი ვერ დაიჭერდა იმას, ყოველთვის სირბილით და გახარებული მიდიოდა.
![]() |
5.5 XXIX. ეგზამენია. |
▲back to top |
XXIX. ეგზამენია.
ჩქარა ამის შემდეგ, ჩვენი ძველი პასტორი გარდაიცვალა და იმის მოადგილეთ მოვიდა, სხვა ახალი, მართლა და კარგათ ნასწავლი პასტორი, იმან ბევრი ცვლილება მოახდინა სასწავლებელში და შემდეგ როდესაც ყველაფერი კარგათ გამართა, იმის დასამტკიცებლათ, რომ ყველაფერი კარგათ დაუწესებია, დაუნიშნა თავის მოწაფეებს ეგზამენია (გამოცდა მოწაფეთა სწავლაში) და იმ ეგზამენიაში მოიპატიჟა არა თუ უფროსნი იმ სოფლისა, სხვა მდაბალი ხალხიც. ყველამ მოუწონა მეტოდა და დიდი მადლობა მიიღო სოფლისაგან.
პასტორი ფიქრობდა თავის თავათ: ჭედე რკინა, მანამ ცხელია. იმან მოიპატიჟა ყველა სასწავლებლების ინსპეკტორები და ჯერ მადლობა უთხრა, რომ ერთმანეთს შემწეობას აძლევდნენ სასწავლების წარმატებისათვის, და შემდეგ დაუმატა; აქამდინ ყველა კარგათ არის ჩვენს სასწავლებელში, მხოლოთ ერთი რამღა აკლია — ასპარეზობა (Гимнастика). ადამიანი საკვირველი რამ არის. როგორც ვიცით, ის არის შედგენილი სულისაგან და სხეულისაგან და უამათოთ არ შეუძლიან ცხოვრება. მაგრამ კაცი ხან სულ დაივიწყებს ხოლმე, ხან სხეულსა. შრომითა ის ჰფიქრობს მხოლოდ სხეულზედ, ზრუნავს საჭმელზედა და საცმელზედ; სწავლის დროს კიდე ჰზრუნავს, მხოლოთ სულზედ; სხეული კი სრულებით ავიწყდება. აი ეს დაუდევნელობა არის მიზეზი ამთვენის ავათ მყოფობისა. შავასრულოთ ეს ნაკლულოვნება, მეგობარნო ჩემნო! და მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენს სასწავლებლებში სულის გარდა, სხეულიც იზრდებოდეს.
რა შავხედავთ ყმაწვილებს, განაგრძელა პასტორმა, მაშინვე შავნიშნავთ, რომ ისინი ძალიან იშვიათათ დადიან წყნარათ, უფრო ან დარბიან, ან დახტიან. სურვილი სირბილისა და ხტომის თითონ ღმერთმა ჩანერგა მათში ამიტომ, რომ იმათ თავიანთის მოძრაობით სისხლი მიეყვანათ მოძრაობაში და იმათი ყოველი ასო ყოველთვის მოქმედებაში იყოს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ იმათ თავიანთ სურვილი აღუსრულოთ, უნდა ხშირათ ვაძლევდეთ იმათ შემთხვევას და შემწეობას, რომ სირბილი და ხტომა შაეძლოთ. მაგრამ ჩვენ ამას არა ვჩადივართ. თითქმის ყოველთვის უშლიან ყმაწვილებს სირბილს და აჩვევენ წყნარ სიარულს, მე თითონ ვნახე ერთი ორმოცდა ათის წლის კაცი, რომელიც ერთის პატარა თავის შვილით მინდორში დასეირნობდა; და რასაკვირველია ყმაწვილი მინდორში დახტოდა ხან იქით, ხან აქეთ; მაგრამ მამამ დაუძახა: ალიოშა! ნუ დარბიხარ; შამამხედე მე, და როგორც მე დავდივარ, შენც ისე იარეო.
ჩვენ სხვა რიგათ მოვექცევით ჩვენსყმაწვილებს; მივცემთ სირბილის შემთხვევას, გადა სხვა თამაშობისას. რადგან ხვალინდელი დღის შემდეგ, ყმაწვილები დათხოვნილები იქმნებიან, მე ხვალვე დაუდებ ამ საქმეს თავსა. ყველანი დაყაბულდნენ. მეორე დღეს, პასტორი, რა მოვიდა სასწავლებელში — უთხრა ყმაწვილებს: საყვარელო შვილებო! დღეს თქვენის კარგის პასუხებით ეგზამენიაში — დიდათ მასიამოვნეთ. სამართალი ითხოვს, რომ მეც რითიმე გასიამოვნოთ. ხვალ დილით, მე თქვენ თამაშობას გასწავლით. ვისაც ჰსურს ჩვენს მინდორზედ მოვიდეს.
ყმაწვილებს ძალიან გაუხარდათ — და ყველამ მოსვლის პირობა მისცეს.
მაგრამ, დაუმატა პასტორმა, არ დაგავიწყდეთ, წამოსვლის ნება სთხოვეთ თქვენს დედმამას. იქმნება ან საქმე გამოგიჩნდეთ რამე, ან თითონ მშობლებმა არ ისურვონ თქვენი იქ წამოსვლა. ვისაც დედმამა ნებას არ მისცემს ნუ წამოვლენ, იმიტომ რომ, კეთილი ყმაწვილები დედმამის მორჩილნი უნდა იყვნენ.
მეორე დღეს თითქმის ყველანი შიკრიბნენ. ჯერ გასწრობაზედ არბეინა. ყმაწვილები სულ ოთხ კრებათ გაყო. ყოველ კრებაში შეთანასწორებული ღონითა და სიმარდით ყმაწვილები იყვნენ, ნიშნათ ერთი ხე იყო აღმორჩეული. პასტორმა დააყენა პირველი კრება, მისცა ნიშანი გაქცევისა, პირველი ვინც მივიდოდა — საჩუქრათ მუხის ტოტს მიიღებდა ასტორისაგან.
სირბილის შემდეგ — დაიწყეს ხტუნვა, რამდენიმე ყმაწვილები — ერთს წრეზედ დადგნენ და რამწამვე პასტორი ნიშანს აჩვენებდა — ერთმანეთზედ უნდა გადამხტარიყვნენ.
რომელიც უფრო შორს ხტებოდა — საჩუქრათ მუხის ტოტს მიიღებდა ხოლმეო.
ამ პირველის დღის ვარჯიშობაზედ ისეთი მადლობელნი იყვნენ ყმაწვილები, რომ სთხოვდნენ პასტორსა ყოველ დღე ამისთანა ვარჯიშობის განმეორებას. ეგ ადვილია, თუ ბეჯითობის პირობას მამცემთ.
ზოგნი ერთნი მშობლები, რომელნიცა ჰხედავდნენ ამ გვარ ყმაწვილების ვარჯიშობას — დიდათ მადლობელნი იყვნენ; ზოგნი კი ჩიოდნენ, ამ სახით: ეს სულ სულელურია; ამ ვარჯიშობაში კაცი თითონვე მოიყვანს თავის თავზედ უბედურებას; დაინახავთ — თუ ჩვენმა შვილებმა თავ პირი არ დაიმტვრიონ. ერთმა კეთილმა მოხუცმაც კი სთქვა: ოხ, რა დროს შავესწარი! მე რომ სასწავლებელში დავდიოდი, ხტუნვისა და სირბილისათვის როზგითა გვცემდნენ ხოლმე: ეხლა კი თითონ სამღთო ხალხიც კი ურჩევენ ყმაწვილებს სიცელქეს; კარგი ჩამომავლობა არ გამოვა! პასტორს ესმოდა ეს სიტყვები, გაიღიმილა და პასუხი არა უთხრა რა. პასუხის მაგიერ — პასტორმა ყმაწვილებს უთხრა: შვილებო! მე გასიამოვნებთ ამ გვარ დროს გატარებით ამიტომ, რომ თქვენ შეიქმნეთ ჯან-მრთელნი, ღონიერნი და მარდნი და იმიტომ, რომ ზოგიერთს შემთხვევაში შეგეძლოთ თქვენის თავის შველა. ხშირათ მოიტეხს კაცი ფეხსაც, ხელსაც, ხანდის ხან კისერსაც და ძალიან ხშირათ უფრო ის კაცი, რომელიც ყოველთვის წყნარათ დადის. იქმნება ამ წყნარ ხალხს ხელიც შარჩენოდათ და ფეხიც — გიმნასტიკაზედ რომ ევარჯიშნათ პატარაობაში. მაგრამ, მე, ძალას არავის გატანთ. ამის შემდეგ გაბრუნდა და წავიდა შინ; მე და მასწავლებლები თან გავყევით.
გზაზედ ლაპარაკობდა კიდე — თუ როგორ გაეკეთებინა გიმნასტიკა, ზედ დატანა, რომ ძალის დატანება არ უნდა გიმნასტიკაზედ ვარჯიშობასაო ძალის დატანებით — ყმაწვილებს სიამოვნება დაეკარგებათ და არც კარგი წარმატება ექმნებათ.
ბოლოს ვარჯიშობის რიცხვი უფრო და უფრო გამრავლდა; ყმაწვილებმა ისწავლეს კარგი ხტომა — ასე რომ დიდ არხზედ (ровъ) უშიშოთ გადახტებოდნენ. ისწავლეს კარგი სირბილი, ხეზედ სიარული, წყალში ცურვა და სხვა. რამდენიმე ხნის შემდეგ ისეთი წარმატება გამოაჩინეს ყმაწვილებმა, რომ იმათ საყურებლათ, როდესაც ვარჯიშობდნენ — მთელი სოფელი შეიყრებოდა ხოლმე.
ყველაზედ უმჯობესი კონრადი იყო. ისე არ წავიდოდა შინ, რომ ერთი კარგი კონა მუხის ტოტები — არ წაეღო.
![]() |
5.6 XXX. კონრადს ეძახიან უსჯულოს, უსვინიდისოს და მოჩხუბარს. |
▲back to top |
XXX. კონრადს ეძახიან უსჯულოს, უსვინიდისოს და მოჩხუბარს.
კონრადი ათის წლისა იყო, როდესაც ერთს ჩემს ნათესავს ქორწილი ჰქონდა. მე და ჩემი ცოლი დაპატიჟებული ვიყავით. კონრადის წაყვანა არ შეიძლებოდა ამიტომ, რომ ჩვენს ქორწილებში ყმაწვილები არ უნდა იყვნენ. ზოგი საჭმელს აძლევს, ზოგი სასმელს — ასე რომ ამ სხვა და სხვა ნაირის საჭმელითა და სასმელითა უხდებათ მუცელი და ხდებიან ავათ; ამის გარდა იმისთანა ხუმრობა და ლაპარაკი იციან, რომ ყმაწვილმა არ უნდა გაიგონოს.
ჩემი ცოლის ძმამ, რამდენჯერმე მთხოვა, რომ კონრადი იმასთან დამეთხოვა და მეც ნება მივეცი, თავის ბიძასთან ყოფილიყო, მანამ ჩვენ ქორწილიდამ დავბრუნდებოდით.
ქორწილი რომ გათავდა, წამოვედით შინ, და გზაზედ კონრადისათვის შავბრუნდით — ჩემი ცოლის ძმასთან. აქ იმისთანა სცენა დაგვხდა, რომ ჩემს სიცოცხლეში აღარ დამავიწყდება.
პირველი სიტყვები ჩემი ცოლის ძმისა, — ოთახში რომ შავედი — იყვნენ: მადლობა ღმერთს, რომ მოხვედი და კონრადს გამაცლი. ეს ასეთი უსჯულო და უსვინიდისო ყმაწვილია, რომ ჩემს დღეში არ მინახავს მაგისთანა. მე, მართლა კარგი ყმაწვილი მეგონა, თურმე საშინელი მოჩხუბარი უოფილა. ოჰ, ამ ორ დღეში ისეთ ნაირათ გამაჯავრა, რომ ჯავრისაგან კინაღამ არ მოვკვდი.
როგორა? უთხრა ჩემს ცოლმა, ჩვენი კონრადი უსჯულო და უსვინიდისოაო? თუ შენ კეთილი კაცი იყო — მაგას არ იტყოდი.
ჩემმა შვილმა კეთილის მეტი არ იცის რა, იცი მამა, დაიძახა კონრადმა, ნუ დაუჯერებ, რომ მე ანჩხლი ყმაწვილი ვიყო; ბიძაჩემი ტყუის.
გესმით, სთქვა ჩემი ცოლის ძმამ ხელი და ხელ მამტყუნებს. მეც რომ ავჩქარებულიყავ, კარგი ამბავი გამოვიდოდა, მაგრამ მოვითმინე. წადი და სანამ მე არ დაგიძახო ნუ გამოხვალ ვენახიდამ, უთხარ მე კონრადს. — მერე ჩემი ცოლიც დავითხოვე ოთახიდამ და მე და ჩემი ცოლის ძმა დავრჩით. ეხლა ხომ მარტოკანი ვართ, ჩემო საყვარელო ძმაო, უთხარი მე; ერთი ჩქარა მიამბე რა ქმნა კონრადმა. თუ დამნაშავეა — უეჭველათ დავსაჯავ.
უნდა დაისაჯოს, არ შეიძლება მაგისი პატივი, მე ამას იმიტომ გეუბნები, რომ ის უსჯულო ყმაწვილია.
ეგ წეღანვე გავიგონე, მაგრამ, ერთი მითხარ რაში შაჰნიშნე მაგას უსჯულოება.
ცოლის ძმა . უსჯულოა მეთქი. ჯერ ქვებით ფანჯარის მინები დაუმტვრივს ერთს ჩვენს მეზობელს, მერე შვილს უცემა. ასე რომ პირიდამ და ცხვირიდამ სულ სისხლი სდიოდა, მე მტყუანათ დამსახა, დანა მესროლა. . . . .
მე. სხვა არა ფერი?
ც. ძ. მე არ ვიცი, ჩემო ძმაო! რა უნდა ვიფიქრო შენზედ განა ეს საკმაო არ არის? ამისთანა შვილი რომ მყვანდეს სულ დავიწიწკნიდი თმას.
მე. დიახ, სულ რომ დაგეგლიჯა კიდეცა, მითამ იმითა კარგი იქმნებოდა? მე თმას არ დავიგლეჯავ ამ წვრილმალებისათვის; წავიყვან კონრადს, — გამოვკითხავ ყველაფერს და შესამებრ დანაშაულისა — დავსაჯავ.
გამოვეთხოვე ჩემი ცოლის ძმას, დაუძახე კონრადს, ჩემს ცოლს და წავედით შინ.
გზაში — კონრადს ჩვენზედ წინ უნდა ევლო, და ჩემს ცოლს ვთხოვე, რომ კონრადისათვის არაფერი არა ეთქვა რა და ეს საქმე მე და პასტორისათვის მოენდო. შინ რომ მივედით კონრადი და ჩემი ცოლი შავიდნენ ოთახში — მე კი პასტორთან წამოვედი; უამბე ყველაფერი და რჩევა ვთხოვე, რომელშიაც უარი არ მითხრა. შინ რომ მოვბრუნდი — დავჯექ ჩუმათ სტოლთან, კონრადს ხმას არა ვცემდი, მხოლოთ ჩემს ცოლს ველაპარაკებოდი კარტოფილზედ, რომელიც მეორე დღეს უნდა ამოგვეთხარა. ამ ლაპარაკში კონრადმა მკითხა: მამავ! ნებას მიბოძებ, რომ მეც ამოვთხარო კარტოფილი?
როდესაც ღირსი იქმნები მიუგე მე მოკლეთ. იმ სიტყვამ ისეთი შეაწუხა, რომ ორსავე ლოყებზედ ცრემლები ჩამოედინა, შეწუხებული დაწვა და დიძინა.
მეორე დღეს — დავიწყე გამოძიება. ჩავჯექ კრესლაში, მივიღე სერიოზნული შეხედულება და დაუძახე კონრადს.
კონრად? უთხარი მე, შენ ყოველთვის კეთილის მოყვარე ყმაწვილი იყავ და მე შენითა ვხარობდი. ჩვენ რამდენიმე დღე დავშორდით ერთმანერთს და შენ ამ დროს განმავლობაში შეიქენ: უსჯულო, უსვინიდისო და მოჩხუბარი ყმაწვილი.
კონრადმა დაიწყო ტირილი და სთქვა: მამა! საყვარელო მამავ! ეგ ტყუილია, მე ისევ კეთილის მოყვარე კონრადი ვარ. მამეხვია კისერზედ, დამისველა ლოყები ცრემლებით და კინაღამ მეც არ დავიწყე ტირილი. როგორც იყო გული გავიმაგრე, მოვიშორე და უთხარ: შენს ცრემლებს და ტირილს — მე ყურს არ უგდებ; აგე იქ დადექ და პასუხი მამეც. ტყუილს ნუ იტყვი: ჩემმა კონრადმა ტყუილები არ იცოდა. მხოლოდ უსჯულო, უსვინიდისო და მოჩხუბარი იტყვის ტყუილს.
კონ. მამავ! არ ვიტყვი ტყუილს.
მე. კარგი! მაშ მიპასუხე. მართლა ფანჯრის მინები დაუმტვრივე, ბიძი შენის მეზობელს?
კ. ერთი მინა გაუტეხე.
მე. განა იმ კაცმა — გაწყენინა რითიმე?
კ. არა.
მე. მაშ მინები რისთვის დაუმტვრივე?
კ. ფანჯარაზედ ჩიტი იჯდა.
მე. იმიტომ გაუტეხე ფანჯარა?
კ. მე ჩიტს ვესროლე ქვა — მინას კი მოხვდა.
მე. ჩიტს რაღათ ესროლე ქვა.
კ. რაღაცა ეჭირა ნისკარტში და მინდოდა დამეგდებინებინა. მინდოდა მენახა, რა იყო.
მე. ამის შემდეგ — წახვედი მეზობელთან და უამბე ეს ამბავი?
კ. არა.
მე. რატომ არ წახველ?
კ. მეშინოდა.
მე. შენ უნდა წასულიყავ და აი ეს გეთქვა: მოწყალეო ხელმწიფევ! მე ჩიტს ვესროლე ქვა, მაგრამ თქვენს ფანჯარას მოხვდა და ერთი მინა გატყდა. ნუ გამიჯავრდებით! ამის შემდეგ აღარ გავისვრი ქვას, მამას მოვახსენებ და ის მინის ფასს მოგართმევთ.
ის კიდე აი რას გეტყოდა: კარგი, პატარა ცელქო, გაფთხილდი ხოლმე! როცა მოგინდება ჩიტების ქვის სროლა, ფანჯრებზედ კი ნუ მოსძებნი, ხეებზედ მოძებნე. ასე მოექეცი მეზობელს?
კ. არა. იმან ბიძა ჩემს შაატყობინა, რომ კონრადმა ფანჯარის მინები გამიტეხაო.
მე. განა არ გაუტეხე. შენ რომ იმისათვის გეთქვა, ბიძაშენთან აღარ დაგაბეზღებდა. ბიძა შენმა, რომ გაიგო რა გითხრა?
კ. აიღო ერთი ჯოხი და ხუთ ჯერ დამარტყა.
მე. რა უთხარი შენ ამაზედ?
გ. მე დავიყვირე და უთხარ: არა, მე მინები არ დამიმტვრევია მეთქი.
მე. მართალია მინები არ დაგიმტვრევია, მაგრამ ერთი ხომ გასტეხე. შენ უველაფერი სწორეთ უნდა გეთქვა. როცა უთხარ რომ ტყუილიაო, ამაზედ რა გითხრა ბიძა შენმა?
კ. იმან წამავლო. ჯოხს ხელი და მითხრა: აი, შე საძაგელო. შენა! შე მოჩხუბარო! მტყუანათაც გამხადე? მაიცადე, მე დაგახსომებ ჩემს თავს და დამიწყო ცემა.
მე. ეს ყველაფერი იმიტომ მოგივიდა, რომ მაშინვე შენი დანაშაულობა არ უთხარ. ესეც ტყუილია, რომ იმ მეზობლის შვილსაც სცემე?
კ. ეგეც ტყუილია.
მე. კონრად! სწორეთა სთქვი — თორემ ცრუვათ დაგიძახებენ. და ცრუი ცუდი კაცია. აქ ცოტა რამ მართალი უნდა იყოს, რემ ბიძა შენი ტყუილს არ იტყოდა.
კ. მე იმ მეზობლის შვილისათვის არა მიქნია რა — მხოლოდ ორი სილა გავარტყი.
მე. ეგ არა ფერი? რათ გაარტყი.
კ. მე ყველაფერს გიამბობთ: მეორე დღეს — ბაღის უკან გამოვედი — ის ყმაწვილი იქ მოვიდა და მკითხა: მოგეწონა გუშინდელი ჯოხებიო? ამაზედ გავჯავრდი და უთხარ, რომ მე ნებას არავის მივცემ, რომ უდანაშაულოთ გამლახონ მეთქი. იმან სიცილი დაიწყო და დაცინვით მითხრა: ო, დიდი რამ არ არის შენისთანა მუტრუკის გალახვა.
ვინ არის მუტრუკი? ვკითხე მე.
შენ, მამიგო მან, მემრე მტაცა თმაში ხელები, ერთი გამიქნია და დააპირა გაქცევა; მაგრამ ჯერ ხუთი ლაჯი არ გადაედგა, რომ მოვჭიდე ხელი, მივაჭეჭყე ღობეს და ორი სილა გავარტყი.
მე. ის კი არა ქცემდა?
კ. არა, იდგა და ყვიროდა.
მე. მითამ კარგი ჰქენი, რომ სცემე?
კ. არა.
მე. მაშ რათა ჰქენ ეს საქმე?
კ. მოთმინებიდამ გამამიყვანა და მა რა მექმნა.
მე. იმის მამას რომ დაენახა?
კ. დაინახა.
მე. დაინახა? რა თქვა?
კ. გამამიდგა მე, და . . . .
მე. ქცემა განა?
კ. არა, იმან ჰკითხა თავის შვილს: გემრიელნი იყო სილებიო? კიდე რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ მე გამოვექეცი და შინ მოვედი.
მე. შენი ბედი, რომ კეთილი კაცი ყოფილა ის მეზობელი. რო გაჯავრებულიყო, იმისაგანაც მოგხვდებოდა.
კ. ბიძა ჩემმა გადამახდევინა.
მე. რა გიყო?
კ. საღამოზედ მე შინ ვიჯექ და მსხალსა ვჭამდი, ბიძა ჩემი ერთის დიდის ჯოხით შამოვიდა და გაჯავრებულმა მითხრა: ა შე ეშმაკო შენა, მინებიც დაუმტვრივე და შვილსაც უცემე? ყოვლის უკითხაოთ დამიწყო ცემა.
მე. შენ რაღა უთხარ ამაზედ?
კ. ისეთი გავავრდი, რომ მიწაზედ დავანარცხე დანა, რომ ლითაც მსხალსა ვჭრიდი.
მე. ამის შემდეგ ალბათ ისევ კარგად მოგექცეოდა ბიძა შენი განა?
კ. არა! უფრო ძალიან გაჯავრდა და კიდევა მცემა.
მე. მაშ მაქთვენი სიამოვნება არა გინახავს რა სტუმრობაში. ვინ არის მიზეზი ამ უსიამოვნობისა?
კ. ბიძა ჩემი.
მე. მართლა? პირველ მისვლაში გახსოვს რა ნაირათ გიალერსებდა; თაფლიც კი მოგიტანა.
კონრადმა თავი დაღუნა.
მე. მაშ როგორ მოხდა, რომ ბიძა შენმა შენზედ გული აიყარა და თაფლის მაგიერ — ცემით გიმასპინძლა?
კ. იმიტომ მოხდა, რომ ჩვენს მეზობელს მინა გაუტეხე.
მე. მარტო ეგ არის მიზეზი, უფრო იმიტომ მოხდა, რომ შენ არც მეზობელს უთხარი შენა შემთხვევა და არც ბიძა შენს ყმაწვილს ყოველთვის ეპატიება შეცოდავება, მაგრამ უნდა მაინანიოს და არ დამალოს.
კ. ესეც ხომ ცუდია, რომ ბიძა ჩემი ისე გაჯავრდა.
მე. უცუდესი ის არის, რომ შენ ის გააჯავრე; ეხლა ხომ იცი იმ კაცის მდგმოიარება, რომელიც გაჯავრებულის კაცის ხელში ჩავარდება. გახსოვდეს! და უფთხილდი, რომ შენის ქცევით არვინ გააჯავრო ბიძა შენს ადრევე ძალიან უყვარდი, მაგრამ ეხლა კი დაგეკარგა ის სიუვარული.
კონრადმა ტირილი დაიწყო.
მე. ეხლა ის თავისთან აღარ მიგიპატიჟებს, აღარც სიტყვის ჩემი საყვარელი კონრადიო.
კ. ოხ, ნეტავი კი ისევ შამიყვაროს!
მე. მე შენ ერთს რჩევას მოქცემ. მისწერე წიგნი და ბოდიში სთხოვე იმ უსიამოვნობისათვის, რომლების მიზეზი შენ იყავ.
კონრადმა დაწერა წიგნი ისე, როგორათაც იცოდა — ის წიგნი გაუგზავნე ჩემი ცოლის ძმას და რადგანაც ის აქნობამდინ დამშვიდებულიყო, პასუხი ისე მოეწერა, როგორათაც მე ურჩივე ამითი საქმე გათავდა.
მე ყველაფერი პასტორს უამბე, რომელმაც მამცა რჩევა — თუ როგორ მოვქცეულიყავ ამ საქმეში; ხომ ხედავთ, უ. კიფერ! მითხრა იმან, საიდამ წარმოდგება სიანჩხლე ყმაწვილისა — უფრო ყოველთვის იმ კაცების ქცევიდამ, რომელნიცა ყმაწვილები აღარ არიან. ყმაწვილები განუსჯელნი არიან, უგუნურნი და ზარმაცნი მუშაობაში; მაგრამ ანჩხლები კი არ არიან თუ ძალათ არ გაანჩხლეს. ამისაგამო, ვისაცა სურს ყმაწვილების აღზრდა, იმან ის უსიამოვნობა, რომელიც ყმაწვილებისაგან წარმოდგება ყმაწვილების სიანჩხლეს კი არ უნდა მიაწეროს, იმათ განუსჯელობას, ზარმაცობას და სხვა ყმაწვილების ნაკლულოვნებას უნდა მიაწეროს; ის ყოველთვის პირველს მიზეზს უნდა ეძებდეს რომლისამე უსიამოვნობისას. ვინც ამას არა იქს და დაიწყებს მტკიცებას, რომ ყოველი სიცელქე ყმაწვილისა იმის სიანჩხლობისაგან არის და ამ სიცელქეს განზრახვა აქვს, რომ სხვას დაუშავოს რამე, ის არა თუ კარგად აღზდის ყმაწვილს, — სრულებით წაახდენს.
განა ყმაწვილი არ იწყენს როდესაც იმას სიანჩხლეს შესწამებენ, მაშინ როდისაც იმისი დანაშაულობა ყოვლის უმიზეზოთ იყო ნაქნარი? და თუ ყმაწვილს ისე მოექცევიან, როგორათაც ანჩხლსა — განა ის კი არ გაფიცხდება? და გაფიცხებული ყმაწვილი რას არა იქს. ზანტი აგებულების ყმაწვილმა იქმნება აიტანოს უსამართლობა; მაგრამ თავ მოწონებული ყმაწვილი კი, რომელსაც ძვირათ უღირს სიყვარული და მინდობილება უფროსებისა, ყოველთვის იწყენს, როდესაც ძალათ ანჩხლათ გახდიან. ამისაგან გამოდის, რომ ძალიან ხშირათ — კარგი თავები — საშინელი ანჩხლები ხდებიან, როდესაც იმათ უჭკოოთ ექცევიან და ყოველს იმათ შეცოდავებას იმათ სიანჩხლეს მიაწერენ ხოლმე.
თქვენ რომ კონრადი სრულებით არ გაგიმართლებიათ — ძალიან კარგათ გიქმნიათ. მეც ბევრჯველ შამხვედრია მაგ გვარი საქმეები. ყმაწვილები მოდიოდნენ და ჩიოდნენ მასწავლებელზედ, რომ მითამ ის ცუდად ექცეოდეთ; მე ვგრძნობდი, რომ ესენი მართალნი იყვნენ და მასწავლებელი დამნაშავე იყო; მაგრამ მე იმათ ამას არ ვაგრძნობინებდი; ურჩვდი, რომ უფრო ფთხილათა ყოფილიყვნენ და მასწავლებელი არ გაეჯავრებინათ.[1]
ლევან ჯანდიერიშვილი.
(დასრულება იქმნების შემდეგ № ში.)
_________________
1 ამ უკანასკნელი აზრის თანახმა არა ვართ. მართალი ყოველთვის უნდა გამართლდეს, მტყუანი - გამტყუნდეს. სიმართლის გამოძიებაში უფროს უნცროსობა არ უნდა იყოს: თუ ერთს საქმეში გარეულნი არიან, ოსტატი და შეგირდი, ოსტატი რომ მტყუანი იყოს უნდა გამტყუნდეს რომ ბავშვმა პატარაობიდანვე ყოველი უფროსის პატივის ცემაზე მაღლა სიმართლის პატივის ცემა ჩაისახოს გულში. თორემ მართალი ბავშვი თავის უფროსზედ საჩივლელად მოვიდეს და არ გაამართლო, — აქედამ რა უნდა გამოიტანოს ბავშვმა? ისა რომ უფროსთან უნცროს სიმართლე არ გაუვა. ეს არა მგონია კარგი იყოს. რედ.
![]() |
6 საბრალონი |
▲back to top |
საბრალონი
(დასაწყისი იხ.№8)
მადლენმა ხმა არ გასცა; ფლამანდელი კიდევ მოჰყვა:
— ძალიანა ცივა.
უფ. მადლენმა კიდევ ხმა არ გასცა.
სკოფლერმა ჰკითხა:
— ვინიცობაა, წვიმა რომ მოგივიდესთ?
მადლენმა თავი აიღო, შეხედა და უთხრა:
—ტილბიური და ცხენი ხვალ დილით, ხუთის ნახევარზე, ჩემ კარებთან მზათ იყოს.
— ბატონი ბძანდებით, უფ. მერო, სკოფლერმა უთხრა; მერე სტოლზე რაღაცა ლაქას ფჩხილით ფხეკა დაუწყო და თან ვითომც უნაღვლელის ხმით განგებ კითხა:
მართლა, აი მარტო ეხლა მომაგონდა: უფ. მერმა რომ არ მითხრა სად მიდის; თქვენ საით მხარეს მიემგზავრებით, უფ. მერო ?
რაც ლაპარაკი დაიწყეს, სკოფლერი სულ ამ საგანზე ფიქრობდა და თითონაც არ ესმოდა, რომ მადლენს ეს ადრევე რატომ არა კითხა.
— თქვენ ცხენს წინა ფეხები წამხდარი ხომ არა აქვს? კარგი აქვს? მადლენმა ჰკითხა.
— დიაღ უფ. მერო, სკოფლერმა უპასუხა. მაგრამ თქვენ გაისარჯეთ ხოლმე და თავდაღმართებზედ თავი დაუჭირეთ. იმ გზაზედ, რომელზედაც თქვენ უნდა წაბძანდეთ, ბევრი თავ-დაღმართებია?
— არ დაგავიწყდესთ: ხვალ დილით, სწორეთ ხუთის ნახევარზედ ტილბიური მზათ ჩემ კარებთან იყოს, მადლენმა უთხრა და გავიდა.
ფლამანდელი „გასახტებული დარჩა“, როგორც მერე თავის ცოლს უამბო.
ორმა თუ სამმა მინუტმა არ გაიარა, რაც მადლენი სკოფლერის ოთახიდამ გავიდა, ერთიც ვნახოთ, უეცრად კარებები ვიღამაც შეაღო. ეს ისევ უფ. მერი იყო. სახეზე ისევ ის უვნებელი და დაფიქრებული შეხედულობა ეტყობოდა.
— სკოფლერო, — იმან უთხრა, — თქვენ ცხენს და ტილბიურის, რომელიც მე ვიქირავე, ორივეს ერთად, რას აფასებთ?
— ესე იგი, ერთი მეორეში შებმული? ფლამანდელმა ღიმილით უთხრა.
— ვსთქვათ აგრე იყოს. მაინც?
— განა თქვენ გნებავსთ ჩემგნით იყიდოთ?
— არა, მაგრამ ვინიცობაა, მე მინდა თქვენ გირაო დაგიგდოთ. როცა იქიდამ ჩამოვიდე, ეს ფულები უკანვე დამიბრუნეთ. თქვენ ცხენს და ტილბიურის რას აფასებთ?
— ხუთას ფრანკად, უფ. მერო.
აი ეს თქვენ.
მადლენმა სტოლზედ ბანკის ბილეთი დაზდო და გავიდა; ამის შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
სკოფლერი ძალიან ნანობდა და სწუხდა, რომ მადლენს ათასი ფრანკად არ დაუფასა და არ გამოართვა. მარამ მაინც ზარალში არ იყო; ტილბიური და ცხენი ორივე ას ეკიუზე მეტი არა ღირდა.
ფლამანდელმა თავისი ცოლი დაუძახა და ყოველი ფერი უამბო ეს უფ. მერი სად უნდა მიდიოდეს? ამაზე დაიწყეს ლაპარაკი.
— ის უთუოდ პარიჟში მიდის, ცოლმა სთქვა.
— არა მგონია, ქმარმა უთხრა.
მადლენს ბუხრის თავზე ქაღალდი დარჩენოდა და დავიწვებოდა, რომელზედაც ციფირები ეწერა. ფლამანდელმა ის ქაღალდი აიღო, დახედა და წაიკითხა:
— ხუთი, ექვსი, რვა და ნახევარი? ეს ციფირები უთუოდ ფოჩტის სტანციებსა ნიშნავს.
ცოლს მიუბრუნდა და უთხრა:
— ვიპოვე, ეხლა კი ვიცი საცა მიემგზავრება უფ. მერი!
— როგორ?
— აქედამ გედენამდის ხუთი ლიოა, გედენიდამ სენ-პოლიამდის ექვსია და სენ-პოლიდამ არრასამდის რვა ლიო და ნახევარია. ის მიდის არრასში.
ამასობაში მადლენი შინ დაბრუნდა. თავის ოთახში შევიდა და კარები ჩაიკეტა, მუდამ ასე იცოდა ხოლმე, რადგანაც ადრე იძინებდა. იმ ღამეს, ქარხანის მეკარე დედაკაცმა, რომელიც ამ თანამდებობის გარდა, მადლენის მოახლეც იყო, ნახა, რომ მერს ოთახში სანთელი ცხრის ნახევარზე გაექრო. ეს იქვე ეზოში მცხოვრებულ მადლენის კასსირს უამბო და უთხრა:
- უფ. მერი შეუძლოთ ხომ არ არის? დღეს რაღაც ნაირი უცნაური სახე ჰქონდა. კასირი მადლენის ოთახების ქვეშ იდგა. მეკარე დედაკაცის ნათქვამს ყური არ ათხოვა, წავიდა თავის ოთახში, დაწვა და დაიძინა. შუაღამისას მან უეცრად გამოიღვიძა და თავის ჭერ ზეიდამ ნამძინარევს ხმაურობა შეესმა. კასსირმა ყური კარგა დაუგდო და მიხვდა, რომ მადლენი ზეით თავის ოთახში დადიოდა. ამაზედ ეს ძალიან გაოცდა, უფრო იმიტომ, რომ თავის დღეში ღამე მადლენის ოთახში ხმაურობა არ გაეგო, იქნობამდის მანამ ის დილით არ ადგებოდა ხოლმე ქკეშაგებიდამ. ერთ წამს უკან კასსირს შემოესმა, თითქო. განჯინა ან შკაფი გააღეს და დაჰკეტესო. მერე რაღაც მებელი მისწიეს, ცოტას ხანს ხმაურობა შესწყდა და კიდევ ადამიანის ფეხის ხმა შეესმა. კასსირი ლოგინში წამოჯდა, კარგად გამოფხიზლდა, მიიხედ მოიხედა და ეზოს პირდაპირ კედელზედ წითლად შუქი დაინახა. სადედამაცა სცემდა შუქი, ეტყობოდა რომ მადლენას ოთახიდამ იყო და უფრო დიდ-ალის შუქსა ჰგავდა, ვირემც სანთლისას. იმ კედლის შუქზე ფანჯრის შუშების პატარა ჩარჩოების ჩრდილი არა ჩნდა, ამითი ეცნეოდა, რომ ფანჯარა ღია იყო. იმ სიცივეში ფანჯრის გაღებამ ძალიან გააოცა კასსირი, რომელიც ისევ მალე დაწვა და დაიძინა. ერთ თუ ორ საათს უკან იმან კიდევ გამოიღვიძა. ისევ ის ფეხის ხმაურობა შეესმა, თითქო ადამიანი წყნარად დადისო იმის ოთახის ჭერ ზეიდამო. კედელს კიდევ შუქი ადგა, თუმცა ნაკლებად იყო, თითქო სანთლისა იეოსო. ფანჯარა მაინც კიდევ ღია იყო.
აი რა მოხდა და რა ამბავი იყო მადლენის ოთახში.
![]() |
6.1 XIII. ფორთქვნა და ჭექა-ქუხილი ქალას ქვეშ. |
▲back to top |
XIII. ფორთქვნა და ჭექა-ქუხილი ქალას ქვეშ.
მკითხველი, რა საკვირველია მიხვდებოდა, რომ უფ, მადლენთ სხვა არავინ არი, თუ არა ჟან-ვალჟანი.
მას აქეთ, რაც პატარა ჟერვი გაქურდა, ჟან ვალჟანი სულ გამოიცვალა და სხვა კაცი შეიქმნა, ეპისკოპოსის თხოვნაც აასრულა.
სახელი გამოიცვალა, ბედმა არ უმტყუნა და დაიმალა; ეპისკოპოსის ვერცხლეული გაყიდა და თავისთვის, იმის სახსოვრად, მარტო ორი დიდი ვერცხლის შანდნები შეინახა. ქალაქ ქალაქ დაძვრებოდა, ასე თითქმის მთელი ფრანცია გაიარა და ბოლოს ქალაქ მ-ში მივიდა, საცა იეფი ფასის შავ-შუშის გაკეთება მოიგონა, რომელზედაც ჩვენ ადრე ვსთქვით. და იმ ქალაქში დასახლდა. თითონვე უხაროდა, როცა იგრძნო და დარწმუნდა, რომ მეორე ნაწილი თავის ცხოვრებისა უწინდელ პირველს არ გავდა. ეხლა მშვიდად და კეთილად სცხოვრებდა, მოიმედოვნე იყო და მარტო ორი აზრი ქონდა: თავის ძველ სახელის დამალვა, კეთილად და ნამუსიანად ცხოვრება, რომ ხალხს მორიდებოდა და ღმერთს დაბრუნებო და და მიახლოებულიყო.
როცა ჟავერის ლაპარაკს ყურს უგდებდა, მაშინ იგრძნო რომ იმის თავს რაღაც ამბავი იყო და უბედურობა მოახლოებულიყო. იმ დროს ფიქრათ ჯერ ეს მოუვიდა, რომ შანმატიე დაეხსნა, წასულიყო თავის თავი დაებეზღებინა, ის შანმატიე ციხიდამ გამოეხსნა და იმის მაგიერად თითონ დამწვდეულიყო. ამ აზრმა ძალიან დასტანჯა და გული მოუკლა, თითქო შთელ ტანში სამართებელმა დაუა რაო და ხორცებს აგლეჯდნენო; მერე, როდესაც ცოტათი დაცხრა, თავის თავს უთხრა: „კარგი, კმაროდეს, ჯერ ვნახოთო!“ გიწყალა გულში პატიოსანი გრძნობა და დაამარცხა თავის მამაცობა. მთელი დღე მოუსვენრად გაატარა, გული შფოთებული და აღელვებული ჰქონდა. თითონაც არ ესმოდა რა მდგომარეობაში იყო, ჰაზრები სხვა და სხვა ნაირად ეცვლებოდა; მარტო ეს კი ცოტათი ესმოდა, რომ იმის თავს დიდი უბედურება ემართებოდა. რადგანაც მუდამ დღე ჩვეულობათა ქონდა, ფანტინას ოთახში შევიდა და იქ იმასთან კარგა ხანი დაჰყო. თითქმის ამასაც გრძნობდა, რომ იქნება არრასში წასვლა მოხდენოდა და თუმცა ჯერ დარწმუნებით არ იცოდა, მაგრამ მაინც თავის გულში ამბობდა, ჩემზე ხომ ეჭვი არავისა აქვსო, კარგი იქნება და ვეცდები კიდეცაო, რომ შანმატიეს გასამართლების დროს მეც იქ ვიყოო. სკოფლერისაგანაც ამ ფიქრით იქირავა ტილბიური, რომ ვინიცობა წასვლა მოხდებოდა, მზათ ყოფილიო.
სადილს ძალიან მადიანათ მიაძღა.
რაკი თავის ოთახში შევიდა, ჩაფიქრდა.
როცა თავის მდგომარეობა გაშინჯა იქნობამდის ცუდათ და საოცრად უჩვენა, რომ ადგა და ოთახის კარებები მაგრა ჩაკეტა. ეშინოდა კიდევ არავინ არ შემოვიდესო. ერთ წამს უკან სანთელს შეუბერა და გააქრო. სანთელიც კი იმას აწუხებდა.
იმას ეგონა, რომ ვინმე დამინახავსო.
ვის შეეძლო ენახა?
მაგრამ ის, რომელის შეშვება არ უნდოდა თავის ოთახში შევიდა კიდეც; რის დაბნელებას და დაბრმაებასაც ნდომულობდა, იმას ის დასცქეროდა კიდეც. ეს თავის სვინიდისი იყო.
იმის სვინიდისი, ესე იგი, ღმერთი.
პირველად, ჯერ თავის თავი მოატყუილა; მარტოკაობა და უფიქრელობა იგრძნო; კარებები კლიტით ჩაკეტა, ასე ეგონა, რომ ეხლა ვერავინ ვერ დამიჭერსო და სანთელიც იმ ფიქრით გააქრო, რომ აღარავინ არა მნახავსო. მერე სტოლს ნიდაყვებით დაეყუდა და იმ ბნელაში ფიქრს მისცა თავი.
— სადა ვარ? სიზმარში ხომ არა ვარ? ის რა მითხრეს მე? არა ის ჟავერი, მართლა ჩემის თვალით ვნახე და ან ის რას მეუბნებოდა? შანმატიე ვიღაა? მაშ ის კაცი სახით მე მგავს? ეს შესაძლებელია? მეტადრე როცა მაგონდება, რომ მე გუშინ ისე სრულიად დამშვიდებული ვიყავ და არც არაფრის ეჭვი მქონდა იმაში. გუშინ ამ დროს მე რას ვაკეთებდი? ეს რა შემემთხვა? — ან რით გათავდება? როგორ დაბოლოვდება— რა უყო? რავქნა? . . .
რა ფიქრები აღელებდა იმ კაცს. ტვინი თითქმის შეერყა, აღარა ახსომდა რა და ხელებით შუბლს იჭერდა, თითქო ჭკუის მოგროებას ცდილობდაო.
მთელი თავი ეწოდა. მივიდა, ფანჯარა გააღო, ცა შავათ მოღრუბლულიყო, არც ერთი ვარსკვლავი არა ჩნდა. დაბრუნდა და ისევ სტოლთან ახლო დაჯდა.
შუაღამის პირველ სათამდის ასე ამ ყოფაში იყო. ამის შემდეგ თან და თან გონებას მოეგნო და თავის გარემოება შეიტყო.
იმას ასე ეგონა, რომ რაღაცა საოცარ სიზმარში იყო და მაშინ გამოეღვიძა, როცა ბნელა ღამეში ერთ რაღაც ნაირ დაღმართ ზე ვითომც დაქანებული მიცურავდა, ფეხი უსხლეტებოდა, თან აკანკალებდა და უბრალოდ ცდილობდა, რომ მოშორებოდა იმ თვალ მიუნდომელ უფსკრულს, რომლის ნაპირზედაც კინკილაზე ღა იდგა.
ბინდ-ბუნდში მადლენში ნათლად წარმოიდგინა ის ვიღაცა უცხო კაცი, რომელსაც განგება და ბედი იმის მაგიერად რაცხდა და იმის ნაცვლად იმ საწყალ უცხო კაცს ხელსა იკრავდა, იმ უფსკრულში აგდებდა, და რომ უფსკრული დამალულიყო და პირი შეეკრა უთუოდ ერთ ერთი ვინმე შიგ უნდა ჩავარდნილიყო, ან თითონ ან სხვა; ეს საჭირო იყო.
ბოლოს გონება სრულიად გაუნათლდა, გატყდა და იგრძნო, რომ პატარა ჟერვეს გაქურდვისათვის ის გალერაზე კატორღაში უნდა ყოფილიყო და ის ადგილი იმას იქნობამდის მოელის და იზიდავს, მანამ თითონ თავის თავად არ მივა და არ დაუმწყვდება, დ თავის ბედის წერაა, რომ კატორღას ვერ გადურჩება და ვერც ასცდება. მას უკან თავის გულში სთქვა ეხლა ამ წამში ჩემ მაგიერად სხვა არისო; ეს შავი ბედი კიღაცა შანმატიეს შეხვედრიაო, და რომ იმას იქით თითონ ჟან-ვალჟანი, ერთ და იგივე დროს კატორღაშიაც იქნება, როგორც შანმატიე, და საზოგადოობაშიაც დარჩება სახელად უფალი მადლენი, როგორც ეხლაა და რომ შიში და ფიქრი ეხლა აღარაფრისა არ უნდა ქონდეს, მარტო. უნამას ცდილობდეს, რომ ხალხს თვალები აუბას და არ დაუშალოს, რომ შანმატიეს დაბრალდეს უველა და ხალხმა იმას ის უპატიობის ლოდი დაადვას, რომულიც საფლავის ქვის მგზავსაა თუ ერთი დაეცა, აღარ აიწევა ხოლმე. ეს სასტიკი აზრები და სვანიდასის გაქვაება სულ უეცრად მოუვიდა.
საჩქაროთ სანთელი ისევ აანთო
— აბა, თავის თავს უთხრა: რისა მეშინიან? აქ მე რიღასი უნდა მეფიქრებოდეს? რაღა ფიქრი უნდა? მე გადავრჩი! მორჩა დ გათავდა. მე მარტო ერთად ერთი კარი მქონდა, ისიც ნახევარზე ღია, რაშიაც ჩემი წარსულ ვითარებას შემოპარვა შეეძლო ჩემ ახალ ცხოვრებაში. ეხლა ეს კარი მე საუკუნოთ ამოვქოლე! ის ჯავრი, რომელიც ასე დიდ ხანს მაკრთობდა და მაშფოთებდა, ის საშინელი კაცი, რომელმაც მე მიცნო ვინცა ვარ და მუდამ და მუდამ და ყველგანა მე ისე დამდევდა, როგორც კარგი მეძებარი, სულ შეიშალა, აირია, კვალი დაკარგა და სხვაგან მეძებს! ის ეხლა კმაყოფილია, დამშვიდებულია, ძლივს, ის მე ეხლა მომასვენებს, იმას ჟან-ვალ- ჟანი უპოვნია! ვინ იცის, იქნება მართლათაც ამ ქალაქს სრულიად თავი დაანებოს და სხვაგან წავიდეს. ეს სუყოველი ფერი უჩემოდ გარიგდა და მოხერხდა! ამაში მე არ ვცდილ ვარ და არც გავრეულვარ! არა ღმერთო ჩემო! აქ სამისო დიდი უბედურება რაარი, რომ ისე ვწუხდი? სხვას, ვინმეს რომ ვენახე, ასე ეგონებოდათ, ვინ იცის რა ძნელი საქმე დამმართვია! რაც უნდა იყოს, ამ საქმეში ჩემს გამო თუნდ ვინმე დაიტანჯოს და გაუბედურდეს, მაინც მე უვალომც ვიქნები და ჩემი ბრალი არ იქნება. ეს საქმე ღვთის განგებამ მოახდინა. სჩანს, რომ იმასა სურს იმის აღსრულება! რა უფლება მაქვს, ან შემიძლიან განგებას უწინამდეგო და მოვშალო ან დავარღვიო ის, რაც იმან მოახდინა? ეხლა მე რა მწადიან? რაში ვერევი? ეს ჩემი საქმე არ არი, მე არ შემეხება. როგორ! განა მე კიდევ უმადური ვარ? ამაზე მეტი რაღა მინდა? ჩემ წადილი, ჩემი აზრი, რომელიც მე ამდენი წელიწადია ვესწრაფებოდი, რომელსაც მე სიზმარშიაც კი ვხედავდი, რომელის ასსრულებასაც მე ვევედრებოდი და კსთხოვდი გამჩენსა, — უშიშრობა და უფიქრელობა იყო, რომ გადავრჩენილ კივავ, ჩემი სახელი დამემალა, ეს მე ამიხსრულდა! სჩანს თვით ღმერთს ასე ნებავს. ღვთის ნებას მე წინ ვერ აუდგები. ღმერთს ეს რაღასთვის უნდა? იმისათვის, რომ ავასრულო და დავაბოლო . რა საქმეც მე დავიწყე; სიკეთე ვქნა, -რომ მომავალისთვინ, სამაგალითოდ ვიყო, იმათთვის, ვინც შეინანებს და კეთილ გზას დაადგება! არ დააჯერებთ? მე ჯერ აქნობამდის ვერ გამიგია, თუ მე დღეს არის დამერიდა დ შემეშინდა, რომ იმ კეთილ მღვდლის სახლში არ შევედი, და როგორც სულიერ მამას ყველა დაწვრილებით არ უამბე და რჩევა ან დარიგება არა ვთხოვე რასაკვირველია ისიც მე ამას მეტყოდა? „მორჩა, გათავდა! რაც იქნება, იქნება! ღმერთს მივანდოთ, დეე იმის ნება აღსრულდესო“!
თავის გულში და სვინიდისში ასე ამბობდა. მერე ადგა და ოო თახში სიარული დაიწყო, — კმარა, თავის თავს უთხრა: ამაზედ ფიქრი აღარ უნდა. გათავდა, მაგრამ გული მაინც არც შეუმსუბუქდა და არც უხაროდა: არამედ სვინიდისმა დასტანჯა და თუმცა ძალიან ცდილობდა მოეშორებინა ის აზრები, მაინც გული ეუბნებოდა : „დაფიქრდიო“! თავის თავს ჰკითხა: მე ეხლა რაზე დავდექიო? კარგა გასჩხრიკა და აღკიარა, რომ ყველა, რაც ამის წინ თავის ფიქრში გადასწევიტა, რომ ღვთის ნება უნდა სრულდესო და მას არ ეწინაამდეგოსო, ეს მეტად საოცარი და საზარელი იყო. თუ დაჩუმებულიყო. ხალხისთვის შეცდომა არ დაენახვებინა და არ მოაშკარაებინა, რომ შანმატიე ჟან-ვალჟანი არ იყო, მაშნ ძალიან დააშავებდა და ეს იქნებოდა ამის მხრით წუწკური, გველური, საზარელი და უგვანური ავაზაკობა!
რვა წლის განმავლობაში ამ უბედურმა კაცმა, აი ეს ჯერ პირველად იგრძნო. ავ-ფიქრის და ავის საქმის სიმწარე ზიზღით გადააფურთხა და თავის თავს კიდევ სასტიკად ჰკითხა: ეს სიტყვები „ჩემი აზრი და სურვილი ამისრულდა“ როგორ გესმის? გულში ზღვიარა, რომ მართლა ჰაზრი და სურვილი ჰქონდა იმას. მაგრამ რა აზრი? რა სურვილი? თავის სახელის დამალვა? პოლიციის მოტყუილება? განა ყველა, რაც აქნობამდის ამან ჩაიდანა, მარტო ამფიქრით და ამ საქმისთვისა ქმნა, რომ ხალხი მოეტყვილებინა? განა სხვა, ამაზედ უკეთესი, მართალი, ჭეშმარიტი და კარგი აზრი არა ქონდა, რომ თავის სახელის დამალვის ნაცვლად სული გადაერჩინა და მოეპოა? ხელახლად ნამუსიანი, კეთილი და პატიოსანი კაცი დამდგარ იყო, განა თითონ ეს არ უნდოდა და ეპისკოპოსმაც მარტო კეთილ კაცობა არ უანდერძა? — წარსულ, ძველ სიცოცხლის კარის დახშობა სწადოდა? მაგრამ, ღმერთო ჩემო, იმ კარს არ კი ახშობდა, უფრო აღებდა, აი იმითი, რომ საძაგელ საქმეს ჩადიოდა! ხელახლად საზიზღარი ქურდი და ავაზაკი ხდებოდა! რომ თავის მოძმე კაცს ამ ქვეყანაზე ადგილს ჰპარავდა! კაცის მკვლელი ხდებოდა! ის კლავდა, ზნეობითად კლავდა საწყალ კაცს, ის ცოცხლივ სტანჯავდა და იმ საზარელ ქვეყნიურ სიკვდილს სწირავდა და შიგ აგდებდა, რომელსაც სახელად კატორღა ჰქვიან! გარნა ამის მაგიერად, თუ რომ მთავრობასთან მივიდოდა, თავის თავს გამოაცხადებდა, აღვიარებდა ვინც იყო, იმ თავზარ დაცემულ საცოდავ შანმატიეს დაიხსნიდა, რომელიც ცუდუბრალოდ იქ იტანჯებოდა, — თავის ძველ სახელს მიიღებდა და რადგანაც მოვალე იყო, სრულიად კატორღული ჟან-ვალ-ჟანი გახდებოდა და ასე იმ კაცს დაიხსნიდა, მაშინ ის მართლად რომ მკვდრეთიდ აღდგებოდა, აღმოიშობებოდა, თავის სულს დაიხსნიდა და საუკუნოდ დაჰკეტდა იმ ჯოჯოხეთის ბჭესა, საიდამაც თითონ გამოდიოდა! უთუოდ ასე უნდა ექნა! და თუ ამას არ იქმოდა, მთელი ამის სიცოცხლე უნაყოფო იქნებოდა, შენანება და ყველა კე თილი საქმეც ფუჭად ჩაუვლიდა. იმ დროს ეპისკოპოსის აჩრდილი თვალ წინ წამოუდგა, რომელიც ამას დაჰყურებდა და ეს გრძნობდა, რომ ამას იქით იმდენი, უთვალავი სიკეთის მომქმედი მერი მადლენი უფრო ავად და საზარლად გამოუჩნდებოდა ეპისკოპოსის თვალში ვინეც კატორღელი ჟან-ვალჟანი. მაშ უთუოდ უნდა არრახში წასულიყო, ცრუ ჟან-ვალჟანი გაენთავისუფლებინა, გამოეხნა, მართალი გამოეცხადებინა და თავის თავი დაებეზღებინა! ეს ამის მხრით უდიდესი შეწირვა იქნებოდა, დიდი დამარცხება თავისა, ერთი ნაბიჯი კიდევ უნდა გადედგა და გაებედნა. სამწუხარო ბედის წერავ! როცა კაცი ხალხში შარცხვენილი და საკიცხავი ხდება თურმე ღვთის წინაშე მარტო მაშინ არის პირნათელი და წმინდა.
- მორჩა, გავბედოთ! ჩვენი ვალი ავასრულოთ, ის კაცი დაგიხსნათ! ვალჟანმა ეს სიტყვები ხმა მაღლივ წამოსთქვა და თითონ კი ვერ შეიტყო, რომ მაღლის ხმით ამბობდა.
თავის დავთრები და ანგარიშები აიღო, შეაფარდა, იანგარიშა, რიგზე დააწყო და დაალაგა. ერთი დასტა ბარათები და ვექსილები, რომლებითაც ზოგერთ გაჭირებულ ღარიბ იქაურ ვაჭრებს ამისი ემართათ, ცეცხლში ჩაყარა და სულ ერთიანათ გადასწვა. მერე წიგნი დასწერა, დაბეჭდა და ზეიდამ დააწერა: „უფალ ლაფიტს, ბანკირს, არტუას ქუჩაში, პარიჟში მიერთოს“.
და შემდეგ ყუთიდამ ამოიღო. პატარა პორთველი (ჩალთა-ბუდე) რაშიაც თავის ბაშვორთი ჰქონდა შენახული და რავდენიმე ბანკის ბილეთები.
იმ დროს ვისმეს რომ ენახა ის, როცა დაფიქრებული ამ საქმეებს აკეთებდა, უთუოდ მიხვდებოდა თუ რა მდგომარებოშიაც იყო იმის გული და ფიქრები. ზოგჯერ ტუჩებს აცმაცუნებდა, და მარტო ხანდისხან თავს მაღლა აიღებდა ხოლმე, კედელზე ან ჭერში ერთ ერთ ალაგს ძალიან თვალს დაკვირვებდა ხოლმე, თითქო იმ ალაგს ის იყოო, რის შეტყობაც უნდოდაო. ლაფიტის სახელობაზე დაწერილი წიგნი და პორთველი ჯიბეში ჩაიდო და დაიწყო კიდევ ოთახში სიარული.
თავის ფიქრი ამას არა შორდებოდა და საითაც მიიხედავდა, ყოველგან თავის მოვალეობას ცეცხლის ამოებით დაწერილს ხედავდა და თვალებში უჭყრთიალებდა: — „წადი, შენი სახელი აცნობე, შენი თავი დააბეზღე!“.
ამასთანვე თავის გულში ამბობდა: ცუდ უბრალო საქმეს ძალად ხომ არ ვაზვიათებო და თვალში დიდათ არ მიჩანსო? ან ის შანმატიე ამათა ღირსო რასაც მე თავს ვიწუხეფო? რაც უნდა სთქვან, იმას მაინც ქურდობა უქნიაო. მერე თავის თავს თითონვე უპასუხა: თუ შანმატიეს, მართლად, მარტო რავდენიმე ვაშლი მოუპარავსო, ამნში საიმისო დიდი დანაშაულობა არა არის რაო, –ქურდობისათვის ერთ თვეს ციხეში დაამწყვდევენო და საქმე იმითი გათავდებაო. ისიც ვინ იცის. მართლა იმას მოუპარავს? განა ეს დამტკიცებით იციან? იმის ბრალი მარტო იმაშია და ამითი გაამტყუნებენ, რომ ვითომც ჟან-ვალჟანი ჰქვიან. ერთიც ეს, მერე რომ არრასში წავიდეს და თავის თავი დააბეზღოს, მაშინ იქნება ამის გულწრფელობას, ამ გვარ ამის პატიოსან მოქმედებას, ამის პატიოსან და რიგიან ყოფაქცევას იმ უკანასკნელ შვიდ წელიწადში, პატივი სცენ და რომ იმ მხარეს, მთელ ხალხს, დიდი შემწეობა მისცა, ამითი მაინც აპატიონ.
ეს განძრახვა ამას მალე დაეკარგა და მწარედ გაიღიმა, როცა მოაგონდა, რომ უკანასკნელი ქურდობა, პატარა ჟერვეს რომ ორმოც სუანი მანეთი მოპარა, მაინც კიდევ ქურდათ და ავაზაკად ხდიდა. „ამას მე, როგორც ძველ კატორღელს არ შემარჩენენო და კანონების ძალით მე გამასამართლებენ და საუკონოდ კატორღაში გადამკარგვენო“.
ჟან-ვალჟანი ცდილობდა რომ ჭკუის და გრძნობის შეცდომიდამ გამოსულიყო და კიდევ იმ აზრზე მივიდა, რომ საჭირო იყო თავის ვალდებულების ასსრულება და მოვალეობიდამ გამოსვლა და თუ ქალაქ მ-ში დარჩება, ყველა ფერს განგებას მიანდობს, თუ არ წავა და არ დაიხსნის იმ შანმატიეს, მაშინ ხალხისაგან ამის პატივის ცემა, ამის კეთილი სახელი, კარგი ადამიანობა, ამის სიმდიდრე, მადლი და უოველი კეთილი საქმეები მუდამ სიავაზაკით იქნება შეზავებული.
ამდენ სამწუხარო ჰაზრებმა ჟანვალჟანს სიმხნე არ დაუკარგ ეს, მარტო თავი შეუმძიმდა და ძალდატანებით სხვა საგნებზედ დაიწყო ფიქრი.
საფერთქლები საშინლად უცემდა. კიდევ ოთახში ბოლთას სცემდა. შუა ღამე იყო. ჯერ ეკლესიის საათმა დაჰკრა, მერე რატუშისამ. ვალჟანმა საათების რეკაზე თორმეტი დასთვალა, ერთზედაც და მეორეზედაც, ერთ საათის ზარის ხმა მეორესთან შეაფარდა. ამაზედ, მოაგონდა, რომ რამდენიმე დღის წინად ერთ რკინეულის გამსყიდავის დუქანში ერთი ზარი ნახა, რომელზედაც ეს სიტყვები ეწერა: „ანტონ ალბინი რომენვილში.“
და ამას შესცივდა, ბუხარში ცეცხლი აანთო და ფანჯარის მიხურვა კი დაავიწყდა, ხელახლად კიდევ დადუმდა. კარგა ხან ცდილობდა რომ მოეგონებინა, თუ შუაღამემდის რაზედ ფიქრობდა, -ბოლოს რის ყოფით, ძლივ მოაგონდა.
— ჰო, მართლა, ვალჟანმა თავის თავს უთხრა, მე ასე გადავწყვიტე, რომ არრასში წავიდე და მთავრობას ჩემი თავი დავაბეზღო.
ამის დროს უეცრად ფანტისა მოაგონდა და სთქვა:
— მაგრამ იმ საწყალ დედა-კაცს რა ეშველება, რა უყო?
და უცებ ისე ეჩვენა, თითქო ახალ შუქის სხივმა დამის გონება გაანათაო.
— ვაიმე! ეს აქნობამდის, მე ხომ მარტო. ჩემ თავისთვის ვიფიქრობდი და ვზრუნავდი! დავჩუმდე მეთქი თუ გამოვცხადდე და გამოვაშკარო, — ჩემი თავი დავიცვა, თუ ჩემი სული გადავარჩინო და დავიხსნა, — ვიყო შეურაცხყოფილი, დასაძრახისი, და ამასთანავე პატივსაცემი კაცი, თუ, ვიყო. სახელ გატეხილი, მაგრამ ნამუსიანი და პატიოსანი კატორღელი? ეს სულ მე შემეხება, საკუთრად მე, სულ მარტო ჩემ საუკუნო „მე“-ზე ვზრუნავდი! ახა ღმერთო ჩემო! ეს ხომ თავ-მამწონობა და თავის მოყვარულობაა! კაცმა სხვებისთვისაც უნდა იფიქროს და არა მარტო თავის თავზედ; მოყვაკარგათ გავარჩიო. თუ მე აღარ ვიქნები, მიწასთან გავწორდები, ჩემ თავის თვის არ ვიზრუნებ და ჩემ „მე“-ს დავივიწყებ, მაშინ ამისაგან რა გამოვა? რა იქნება? ვსთქვათ, მე გამოვცხადდი და ჩემი თავი მთავრობას დავაბეზღე, რას მიზამენ? მე დამიჭერენ. იმ შანმატიეს ციხიდამ გაანთავისუფლებენ და მე ხელ მეორედ კატორღაში გადამკარგვენ, ძალიან კარგი, ვსთქვათ ასე იყოს, მერე? რაღა მოხდება და რა ცვლილება იქნება? აქ ქალაქია, შიგ ქარხანებია, ვაჭრობაა, ხელოსნები და მუშები მრავალნი არიან: კაცები, დედა-კაცები, მოხუცებულები, ყმაწვილები, საწყალი, ღარიბი ხალხია! ეს სუყველაფერი მე ავაშენე, მე შევქმენი, ეს ხალხი სულ ჩემგნითა სცხოვრობს, რა ქოხშიაც კი ბოლი ამოდის, იქ, იმ ბუხურში ჩემი შეკეთებული შეშა, თუ იქ სადმე ცეცხლზედ თბილი რამ ეხარშებათ, ამის მიზეზი მე ვარ; ეს კეთილ მდგომარება ხალხის მე დავბადე, აქაური ხალხი ეხლა აღებ-მიცემაშია, ნდობა კარგი აქვს აქვსთ და ვაჭრობა; ჩემ მოსვლამდის აქ არაფერი არ იყო, სისაწვლის მეტი; მე ეს მხარე გავაცოცხლე, ხალხი ფეხზედ წამოვაყენე, წავაქეზე, შევაგულიანე, გავანაყოფიერე და მთელი მხარე გავამდიდრე; თუ მე არ ვიქნები ამ ყოველს ფერ სული მოაკლდება, აღარა იქნება რა და აოხრდება. ამ დედაკაცს რაღა მოუვა? ამ უბედურს, რომელმაც ამდენი ტანჯვა და ვაება გამოიარა, რომელსაც მე უნებურად ამდენი სიავე ვუავ და იმის უბედურების მიზეზი მე ვარ! ან იმ ყმაწვილს — რომლის ჩამოყვანაც მე იმის დედას დავპირდი და მოსაყვანათ მე მინდოდა წავსულ ვიყავი! განა იმ სიავისათვის, რაც მე იმ საცოდავ დედაკაცს ვყავი, ნაცვლად სიკეთე არ უნდა გადუხადო? ამის მოვალე განა არა ვარ? მე რომ დავიკარგო, იმათ რა მოუვათ? დედა მოკვდება და ყმაწვილს უფალმა უწყის რა დაემართება და ან რა გამოვა. აი ეს ამბები მოხდება, თუ ჩემი თავი მთავრობას დავაბეზღე. თუ არ დავაბეზღე? ა? ვნახოთ მაშინ რაღა იქნება.
რაკი თავის თავს ეს ჰკითხა, ვალჟანი ერთ წამს შედგა, არ იცოდა რა უქნა და აკანკალდა; მაგრამ ამ მდგომარეობაში დიდხანს იყო და მშვიდად უპასუხა:
— მართალია, იმ კაცს მაშინ გალერაზე კატორღაში გაგზავნიან, — აქ საიმისო არა არის რა, იმას განა ქურდობა არ ჩაუდენია? არ მოუპარავს? თუნდ მე რომ ვსთქვა, არ მოუპარავს, მაინც ქურდია, რადგანაც ხალხს ქურდათ მიაჩნდა! მე კი მაშინ, აქ დავრჩები და ისევ ჩემს დაწყობილ საქმეს ავაღსრულებ. ათ წელიწადში, ათ მილლიონ მოვიგებ, იმ ფულს სულ ერთიანად სხვებს ურიგებ, ჩემთვის გროშსაც არ დავინებებ; რა უშავს? განა მე ჩემთვის ვწევ ჯაფას და ჩემთვისა ვფიქრობ? ვაჭრობა და აღებ-მიცემა კარგი იქნება, გამრავლდება, მუშა ხალხს სამუშაო არ მოაკლდბია, ათასი სახლობა და ოჯახები გაკეთდებიან, გაბედნიერდებიან, იქ საცა ეხლა არა არის რა, სოფლები მოშენდება; სისაწყლე, ღარიბობა გაქრება, აღარ იქნება და რაკი სისაწყლე, გადავარდება, მაშინ არც გარყვნილობა, არც ქურდობა და არც კაცის მკვლელობა აღარ იქნება, ხალხი ყოველ ნაირ ავაზაკობიდამ ხელს აიღებს და ეს საწყალი დედა ასე ზდის თავის შვილს! ასე მთელი მხარე გაბედნიერდება და გამდიდრდება! არა, რამ გამაგიჟა? რაზე გავბრიყვდებოდი და ჩემ თავს მთავრობას დავაბეზღებდი! ან რისთვის? მარტო იმისთვის, რომ ჩემი თავის პატიოსნება გამომეჩინა! არა, მე ასე მალე არ უნდა ავჩქარებულ ვიყავ, ამისთანა დროში სულ გრძელობაა საჭირო, გულწრფელობა არ ვარგა. ეს ასე ამ მიზეზით მოხდა, რომ მე მარტო ჩემის თავის თვის ვფიქრობდი; განა მარტო იმისთვის, რომ ვინიცის, ვიღაცა უბრალო ქურდი, მე, კანონიერ, თუმც იქნება სასტიკ და დიდ, მაგრამ სამართლიან სასჯელს და წვალებას გადავარჩინო? იმის გულისათვის, მე მთელი ეს მხარე და ხალხი უნდა დავღუპო? ის საცოდავი დედა-კაცი აქ ლაზარეთში ოხრათ უნდა დარჩეს და სული ამოუვიდეს და იმის ყმაწვილიც სადმე, უპატრონობით უნდა მოკვდეს? ო! ეს საზარელია! დედა მშობელი ვერ ეღირსება თავის ყმაწვილის ნახვას და ყმაწვილს არ ეცოდინება ვინ იყო იმის დედა! ეს ამდენი უბედურობა ერთ ძველ ავაზაკის გამო უნდა მოხდეს, რომელსაც ვაშლები მოუპარავს და რომელიც უთუოდ კატორღის ღირსია, თუ არ ამ ქურდობისათვის ე მაინც სხვა საქმისათვის. ამოდენა საწყალი ხალხი მე უნუგეშოთ უნ და დავაგდო? წავიდე და მთავრობას ჩემი თავი დავაბეზღო? მე ეს სიბრიუვე უნდა ჩავიდინო? რა მრჯის რა მაცოდვილებს? არა ! ის შანმატიე ამათ არა ღირს!
ვალჟანი ადგა და კიდევ დაიწყო ოთახში სიარული. ეხლა კი თითქო. დამშვიდებული და კმაყოფილი იყოო.
როგორათაც ალმასების პოვნა მარტო დედა მიწის სიღრმეში შეიძლება, — აგრეთვე ჭეშმარიტების და სიმართლის პოვნა, მარტოდ აზრების სიღრმეშია შესაძლები. იმას ეგონა, რომ იმ სიღრმეში ჩავიდა, იქ ბნელაში დიდხანს ეძებდა და ბოლოს ერთი იმ ალმასებისაგან, ერთი იმ ჭეშმარიტებისაგან იპოვნა, თითქო. ხელში ეჭირა და იმის შუქი ამას აბრმებდა.
— ჰო, ვალჟანმა იფიქრა, ეს ასეა! მე ჭეშმარიტება ვპოე! მე მართალი ვარ. ეს საქმე რითიმე უნდა გავათაო. მოვრჩი და გადავწყვიტე! რაც მომივა, მომივა! ამ ფიქრს აღარ გამოვიცვლი. დავჩუმდები და ხმას არ ამოვიღებ; ხალხის სასარგებლოდ ასე ვიქ და არა ჩემის თავის თვის. მე მადლენი ვარ და მადლენად ვიქნები. და დავრჩები! ვაი იმის ბრალი, ვინც ჟან ვალჟანია! ეს სახელი ჩემი - აღარ არი. მე იმ კაცს არც კი ვიცნობ ვინ არი, ეხლა თუნდ ვინც უნდა გამოჩნდეს სახელად ჟან-ვალჟანი, დაე რაც უნდა ქნას! ეს შე არ შემეხება, რა ჩემი საქმეა!
მერე პატარა სარკეში ჩაიხედა, რომელიც ბუხრის თავზედ ეკიდა და სთქვა:
— ეხლა მე სულ სხვა ვარ, დავმშვიდდი,-თითქო გულს ჭირი უკუ მეყარაო. მაგრამ ზოგიერთი ნივთებია კიდევ, რომლებიც მე ჟან-ვალჟანთან მაკავშირებენ. ეს კავშირი მე უნდა გავწყვიტო. ნივთები ამ ოთახში მაქვს შენახული, რომლითაც შეიძლება მე გამამტყუნონ. ეს უენო მოწმები უთუოთ უნდა გავაქრო. ჯიბეში თავის ქისა იპოვნა, გახსნა, იქიდამ პატარა გასაღები ამოიღო, იმათი კედელში დამალული განჯინის კარი გააღო. იმ განჯინაში რაღაც ძველ-ძულები ჰქონდა შენახული: ლურჯი ნაშურის ბლუზი, ძველი შალვარი, ძველი გუდა და ვეება კომბალი. ვისაც ჟან-ვალჟანი ქალაქ მ-ში მისვლის დროს დეკემბრის თვეში წელსა 1815-ში უნახავს, ის უეჭველია იმის დაგლეჯილ-დაფლეთილ ტანისამოსს იმწამსვე იცნობდა.
ამ ტანისამოსს, როგორც ვერცხლის შამდნებს, თავის უწინდელ სიცოცხლის მოსაგონებლად ინახავდა. რაც გალერიდამ გამოყვა იმას მალავდა და ეპისკოპოსისაგან ნაჩუქარი ვერცხლის შამდნე. კი ზეიდამა ჰქონდა, ოთახში ეწყო ხოლმე.
უეცრად ოთახის კარებებს შეხედა, — თითქო ეშინოდა, რომ არა- ვინ შესულიყოო, თუმცა კარები მაგრა ჩაკეტილი იყო, — მერე ის ძველძულები, ჯოხი და გუდა, რომლებსაც ისე სიფრთხილით და კრძალვით ინახავდა, საჩქაროთ მოხვეტა, აიღო და ცეცხლში ჩაყარა.
მერე განჯინა დაკეტა და სიფრთხილისათვის იმის კარებს რაღაც მებელი მიაყუდა. ცოტას ხან შემდეგ ოთახი და პირდაპირი კედელი წითლად განათდა. კომბალს, დაწვის დროს, ჭახი-ჭუხი გაქონდა და ნაპერწკლებს ოთახის შუაგულში ისროდა. როცა გუდა მთლივ ერთიანათ დაიწვა და განაცრდა, ძირში რაღაცამ ჭყრთიალი და ბწყინვა დაიწყო. თუ კაცი კარგა დაკვირებოდა, ნახავდა, რომ ის თეთრი მანეთი იყო. ეს, ის ორმოც სუნი მანეთი იყო, რომელიც ჟან-ვალჟანმა პატარა სავოიარდ ჟერვეს მოჰპარა.
ჟან-ვალჟანი ოთახში ბოლთას სცემდა და ბუხურში ცეცხლს არ უყურებდა. უცებ შეხედა და ბუხრის თავზე წვილი ვერცხლის შანდანი დაინახა, რომლებსაც ცეცხლის შუქი ცოტათი ანათებდა.
— მოიცა, იმან იფიქრა, მთელი ჟან-ვალჟანი ხომ ჯერ კიდევ ამათში აქ არისო, არა, ეს შანდნებიც უნდა გავაქროო.
მივიდა და ბუხრის თავიდამ ის ორი შანდანი აიღო.
ბუხერში კიდევ ისეთი საკმაო ცეცხლი იყო, რომ ის შანდნები გაედნო და ერთი გამოუცნობი ვერცხლის ზოდი გაეხადა.
ცეცხლ ნაპირას მივიდა და პატარა ხანს თბებოდა. მართლა სიამოვნება ნახა და სთქვა:
— რა კარგი სითბოა!
ცალ შანდნით ნაკვერჩხლები გაასწორა.
ამ დროს ხმა შემოესმა და მოეჩვენა, თითქო თავისში, ვიღა- ცა უევიროდაო:
— ჟან-ვალჟანო! ჟან-ვალჟანო!