![]() |
ალმანახი შედგენილი გ. თუმანიშვილისაგან I |
ალმანახი — ქართული ლიტერატურული ალმანახი, გამოვიდა ორი კრებული 1878-1879 წლებში თბილისში. „ალმანახში“ დაიბეჭდა ა. ჭავჭავაძისა და მ. თუმანიშვილის ლექსები, ჯ. ბაირონის, ჟ. ბ. მოლიერის, პ. ბერანჟეს, ა. პუშკინის ნაწარმოებთა თარგმანები, მიმოხილვითი სტატიები ქართული ლიტერატურის, პერიოდიკის და სხვა საკითხებზე
შედგენილი გ. თუმანიშვილისაგან
Дозволено цензурою. Тифлисъ, 20 Декабря 1878 г.
ტფილისი
1878
![]() |
1 შვიდი ლექსი თ. ალექსანდრე ჭავჭავაძისა |
▲back to top |
საძიებელი:
I. შვიდი ლექსი თ. ალექსანდრე ჭავჭავაძისაგან
II. ჟორჟ დანდენი, კომედია სამ მოქმედებათ მოლიერისა.
III. სამი ლექსი თ. მიხ. ბირთვ. თუმანიშვილისა
IV. ეკონომიური სურათები (გადასახლება, –საფრანგეთი. ––ინგლისი)
V. შარშანდელი ქართულ მწერლობის გადათვალიერება
VI. პატარა წერილი დიდ საქმეებზე.
შვიდი ლექსი თ. ალექსანდრე ჭავჭავაძისა I
ძვირფასო საყვარელო, მხოლოდ მფლობო გულისავ,
რომელსაცა სხვა მსგავსი არა სად გეპოება,
შენ გეტრფი, შენგან ვცოცხლებ, სულო ჩემის სულისავ,
მარამ სურვილი ვითა სრულად გამოითქმება!
ბუნებაში საცა რას ვხედავ შვენების მქონეს,
შენი საამო სახე ყველგან მიდგს თვალთა წინა:
არ მცილდები ხედვითგან, მარადის შენსა მგონეს,
ზეცითრე გარდმოსულთა ვსჭვრეტდე გრაცათა გინა.
ოდეს აღვიღებ კალამს, ესოდენ მაქვს სასურვოდ,
რომე ვიხარო წერით შენისა სახელისა;
სხვათა ყველათ საქებრად ჩანგი მშთომია უხმოდ,
შენ მხოლო ხარ აღმსთობით აღმძვრელი მისის ხმისა.
შენთანა ვარ თუ სხვაგან, მახლობლად თუ შორს ქმნილად,
ლხინად, შვებად განცხრომად შენი ოდენ მაქვს ტრფობა:
სოფელსა ამას შინა შენ მჩან ყოველ კეთილად,
გულს შენგან აქვს სიცოცხლე, და სიცოცხლეს დატკბობა!
საცა გინდა ვიყომცა, გარეთ, შინ, სოფლად, ველად,
შენი შვენების ხატი ვითა განმეშორების?
მას ჰქმნია ჩემს გრძნობაზედ სურვილი შთამბეჭვდელად,
ხედვა მის მზერს ძილადმე და ფიქრი მასთან ჰსტკბების.
თვით ჟამსაცა ძილისას არა მაქვს ბედი მწყრომე:
სიზმარი მასმენს შენგან გამომხდა ის ნაზსა ხმასა.
განვიღვიძებ. ჩემთან ხარ, და სიამით ვჰხედ რომე
გულს შენ უწინ ჰსცემ ნათელს, ვიდრე მზე ქვეყანასა!
II
მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან.
ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან
მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს?
ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს.
ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს;
სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს.
ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად,
მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!
III
ჩემო სიამევ, შვებავ, განცხრომის სავსებავ!
იმრთელე მცირე ლექსნი, ჩემის ჭმუნვის დავსებავ!
ერგასო სიხარულო, დამატებით ასებავ!
სულისათვის უტკბესო, გულის როგორ ფასებავ,
სატრფოვ და სასალუქ - ჩემის გულის აღვსებავ!
მე ვით მოვკრიბნო ჰაზრნი, ვით ხვალ ვჰყო ქების ფენას?
სად ვპოვო ისი ლექსნი, რომელ არა აქვს ენას?
ყოვლად ბრძენთა ათინელთ ქებად ეყოფი შენ ასს,
ნარნართა მშვენიერო, კეკელათა ნასებავ!
IV
ოჰ თუ ვითარის ტროპით და აღტაცებით დიდით
შევიცვავ ბეჭედს შენსა, ჩემდამო წარმოგზავნილს,
ვეამბორები მასა გულისა მხურვალებით,
სურვის ძალის შემტკბობელს და ჩვენს მკავშირებლად მქმნელს!
ოდეს იგი სამოვნო. სასურველი ბეჭედი
დავიწეებულ ვჰყო. ჩემგან, არ ვმონო მარად— მარად,
მყის, სატრფოვი კამენავ, ეგ ბროლ-ფიქალი მკერდი,
ჩემდა მრისსანედ შექმენ, ტანჯულ მყავ მარად-მარად.
ორ თუ ესოდენ ძლიერ მიუწთომელ ოხვრა ქმნილ,
ვინ არს ჩემდა მტანჯველად, ტრფობით კავშირებული?
შენ, ანგელოზო ჩემო, თვალ მშვენ, ბროლ-ფიქალ-წყობილ,
შენ, მხოლოო. ნუგეშო, შენ ჰკურნე გული წყლული!
როს მშვენნი მუხლნი შენნი ბალიშნენ თავსა ჩემსა,
და მეც ვჰსტკბებოდი სრულად, ვფლობდი ბედს ჟამიერსა, —
ღიმილით საამურით აცოცხლებდი სულს ჩემსა,
ცეცხლებრ მგზებარეს თვალით ჰსჭვრეტდი ჩემსაარესა.
ნეტა, სახემან შენმან, წყნარ–ტკბობილ-ზვავებ-ქმნილმან,
ნუთუ მარტო შემიპყრო და დამდვა კისერს ჯაჭვნი?
არა, მაგრამ ბეჭედმან, ჩვენ დამკავშარებელმან,
სახსოვრად შენად იპყრა სულის ჩემის გრძნობანი.
V
რუსული სიმღერა.
(რუსულით)
ფერსა ბნელს, ფერსა შავს
მე ვეტრფი მარად ჟამს:
არს დროს ფერსა სხვას
არ გეტრფო, ვფიცავ ცას.
არას ძალს, არას გვამს
არა აქვს ეს უფლება,
აშორვოს ფერსა შავს
ჩემი ტრფიალება.
თუ მკითხავთ ფერსა შავსა
რად ვეტრფიალები,
გიშრობენ და რა ვჰყო,
საყვარლის თვალები!
გინდ მე მან სასურმან
მივიწყოს ამავ-წამს,
მით ვტრფოდე უდრეკლად
ფერსა ბნელს, ფერსა შავს.
ფერებში ვილოც შავს,
ცხოველში მის საგანს, —
მას შევრთამ ჩემს სულს,
მარად მის შეწირულს.
სოფლითაც განსვლის ჟამს
ვისუდრებ ფერსა შავს,
და ვიდრემდის ვცოცხლებ,
თვალს არ მოვაშორებ.
VI
გულთა საწყლავად კუპიდონს შენ უღვენ ესე ისრი:
ჰსტყორცნის საგანსა და ასობს, ეს იყოს გინა ის არი:
გლახ გულო! ანდამატისა ზღუდე გარემოისარი,
თვარ მოგწყლავს იგი უცილოდ, ოხრად დაგიშთეს ის არი…
VII
სვემ მიწვიმა მანანა:
მომივლინა მან ანნა,
მასთან მოჰყვა მანანა,
მინანავა მან ნანა.
![]() |
2 ჟორჟ დანდენი |
▲back to top |
ჟორჟ დანდენი
კომედია სამ მოქმედებად
მოლიერისა
(თარგმნილი ფრაინცულიდან
მომქმედნი პირნი:
ჟორჟ დანდენი, მდიდარი გლესი.
ანჟელიკა, ჟორჟ დანდენის ცოლი.
დე სოტანვილლი, სოფლელი აზნაური, ანჟელიკას მამა.
დე სოტანვილლის ცოლი.
კლიტანდრი, ანჟელიკას საყვარელი.
კლოდინა,, ანჟელიკას მოახლე.
ლიუბინი, კლიტანდრის მსახური, გლეხი.
კოლინი, ჟორჟ დანდენის მსახური.
სცენა წარმოადგენს ჟორჟ დანდენის სახლის წინა ადგილს სოფელში.
მოქმედება პირველი
სცენა I.
მარტო ჟორჟ დანდენი.
ეჰ. საკვირველი რამეა აზნურის ქალის შერთვა! მე რო მიყურონ კარგ ჭკუას ისწავლიან ის გლეხები, რომელთაც სურთ მაღლა აწევა და ჩემსავით დანათესავება კეთილმშობილებთან! კარგი-გვარის შვილობა, რასაკვირველია, კარგი რამ არის! მაგრამ იმას იმდენი ცუდი საქმეც სჩემებია, რომ სჯობია არ მიეკაროს კაცი. მე ეს გავიგე, როცა გავერიე აზნაურები; მაგრამ ძვირად კი დამიჯდა ეს ჩემი გამოცდილება: ისინი უმოყვრდებიან ჩვენ ფულს და არა ჩვენ. ჩემისთანა მდიდარ კაცისათვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რო შემერთო კეთილი და უბრალო გლეხის ქალი, ვინამც ამეყვანა ცოლათ ის, რომელიც იწევს ჩემზე ცხვირს და ეთაკილება ჩემ გვარის დარქმევა; მითომ იმდენი არ დამეხარჯოს იმაზე, რომ ღირსი ვიყო იმის ქრმობისა! ჟორჟ დანდენო! ჟორჟ დანდენო! შენისთანა ტუტუცობა ჯერ არ მოუხდენია არავის ქვეყანაზედა. ჩემი სახლი ეხლა მევე მაშინებს და ისე ვერ შევალ იქ, რო რამე მწუხარება არ დამხვდეს.
სცენა II.
ჟორჟ დანდენი და ლიუბინი.
ჟორჟ დანდენი. თავისთვის, რა ნახავს თავის სისხლიდამ გამოსულ ლიუბინს). რა ეშმაკმა მოათრია ეს ტეტია ჩემ სახლში?
ლიუბინი. (თავისთვის, რა ნახავვს ჟორჟ დანდენს) ეს ვიღაც არის როგორ შემამცქერია!
ჟორჟ დანდენი. (თავისთვის) ეს მე ვერ მიცნობს.
ლიუბინი. (თავისთვის) რაღაც ეჭვშია.
დანდენი. (თავისთვის) უჰ! თავის დაკვრაც ეძნელება.
ლიუბინი. (თავისთვის) მეშინიან არ ვის შეატყობინოს, რო მე გამოველ ამ სახლიდამ.
დანდენი. გამარჯვება!
ლიუბინი. გაგიმარჯოს!
დანდენი. თქვენ აქაური არა ბძანდებით, მე მგონია.
ლიუბინი. არა, მარტო ხვალინდელ დღესასწაულის სანახავათ მოველ.
დანდენი. ერთი მათხარით, თუ არ შეგაწუხებთ: თქვენ ამ სახლიდამ გამოხველით?
ლიუბინი. შშშ!
დანდენი. რაო?
ლიუბინი. ჩუმათ!
დანდენი. რა არის?
ლიუბინი. დაჩუმდით! არავის არ უნდა უთხრათ, რო აქედამ გამოსული მნახეთ.
დანდენი. რატომ?
ლიუბინი. ღმერთო ჩემო! იმიტომ...
დანდენი. თქვით რაღა, რატომ?
ლიუბინი. ჩუმათ! მეშინინ არვინ დაგვიგდოს ყური.
დანდენი. რა არა.
ლიუბინი. მოველი ამ სახლის ქალბატონთან; სიტყვა მაქს გადასაცემი იმის საყვარლისგან; ესარავინ არ უნდა გაიგოს, გესმით?
დანდენი. მესმის.
ლიუბინი. იმიტომ რომ დამარიგეს: გაფრთხილდიო, არვის დაენახვოო. გთხოვთ მაინც არავის უთხრათ, რო მე მნახეთ.
დანდენი. რა ხელი მაქვს.
ლიუბინი. მე სიხარულით ავასრულე ხოლმე საიდუმლო დარიგებას.
დანდენი. კი საქმეა.
ლიუბინი. ქმარი, ამბობენ, ეჭვიანიო, არ უნდაო, რომ სხვას უყვარდეს იმის ცოლი; და ამ ამბავს რომ ქმარმა ყური მოჰკრას, გაცოფიანდება. ხომ გესმით კარგად?
დანდენი. ძალიან კარგად.
ლიუბინი. მან არაფერი არ უნდა იცოდეს ამაზე.
დანდენი. რასაკვირველია.
ლიუბინი. ჩუმ-ჩუმად უნდათ იმის მოტყუება. ხომ კარგად გესმით?
დანდენი. უკეთესად აღარ იქნება.
ლიუბინი თუ წახვალო და ეტევით იმას, რომ აქედამ გამოსული მნახეთ, სულ-მთლად წამიხდენთ საქმეს, რომ კარგად გესმით?
დანდენი. მშვენივრად... ჰო! რა ქვიან იმას, ვინც თქვენ აქ გამოგგზავნა?
ლიუბინი. ჩვენებური ბატონია, ვიკონტი... ვიკონტი. ფუ! სულ მავიწყდება რას ეძახიან, დასწყევლოს ღმერთმა! ბატონი კლი... კლიტანდრი.
დანდენი. აი ის ახალგაზდა, რომელიც დგას...
ლიუბინი. დიახ, ამ ხეებთან.
დანდენი. (თავისთვის) მაშ აი რისთვის გადმოსახლებულა ჩემ მეზობლათ ეს პატიოსნი ბატონი. კარგად მცოდნაა სუნით შეტობა; იმის მეზობლობამ ტყუილად კი არ გამაეჭვიანა.
ლიუბინი. ქრისტეს მადლმა! იმისთანა პატიოსანი კაცი თქვენ დღეში არ გენახვებათ. იმან სამი ოქრო მაჩუქა მარტო იმისთვს, რომ მეთქვა იმის სიყვარულზე აქაურ ქალბატონისთვის და რომ ჩემ ბატონს სურს იმასთან ლაპარაკი. ხომ ნახეთ ბევრად დავიღალე თუ არა, რომ ამდენი ფული მიმეღო; მთელი დღე რო მემუშავნა, რამდენიმე გროშის მეტს ვერას მოვიგებდი.
დანდენი. მერე, რაც მოგანდეს აასრულე?
ლიუბინი. დაახ. მე იქ ვიპოვე ერთი კლოდინა,, რომელიც მაშინვე მახვდა რაცა მსურდა და თავის ქალბატონთან მალაპარაკა.
დანდენი. (თავისთვის) აჰ, საძაგელო გოგო!
ლიუბინი. ღმერთმან! რა ლამაზი რამ არის ის კლოდინა,! გული მომოგო იმან დარო დამთნხმდეს ამ წამსვე შევირთავ.
დანდენი. მერე რა პასუხი მისცა ქალბატონმა თქვენ დიდკაცს?
ლიუბინი. მითხრა გადავცე... მაცა, მგონია, აღარც კი მაღსოვს!.. ხო, უთხარი რო დიდად მადლობელი ვარო თქვენ გრძნობის გამოცხადებისათვის და რადგანაც ერთი უცნაური რამ არის ჩემი ქმარიო, ჩუმ-ჩუმად უნდა წავიყვანოთ საქმეო და იმისთანა რამ უნდა მოვიგონოთ, რომ შეგვეძლოს ჩუმად ერთმანერთთან ლაპარაკიო.
დანდენი. (თავისთვის) აჰ! უნამუსო ცოლო.
ლიუბინი. ღმერთი არ გამიწყრეს! საცინელი რამ იქნება! ქმარს ხომ ფიქრათიც არ მოუვა, რო ცოლი ჰღალატობს; კარგი ის არის, რო ის ვერაფერს იქს თავის ეჭვიანობით, სახტათ დარჩება.
დანდენი. მართალია.
ლიუბინი. მშვიდობით! მაინც კი არ გამცეთ! კარგად უყურეთ, რომ არ შეიტყოს ქმარმა ეს საიდუმლო.
დანდენი. კარგი, კარგი.
ლიუბინი. მინდა თავი მოვიკატუნო, მითომ არაფერიო. მე ისეთი ცბიერი ვარ, რომ ვერვინ ვერ გაიგებს ჩემ ცბიერებას.
სცენა III.
ჟორჟ დანდენი.
ეგრე, ჟორჟ დანდენო! ხომ ხედამ, როგორ გეპყრობა შენი ცოლი! აი რა არის აზნაურის ქალის შერთვა! როგორც უნდათ ისე გათამაშებენ და ჯავრის ამოყრაც კი არ შეგიძლიან; აზნაურობა შენ გინახავს ხელ-ფეხ შეკრული! ჯავრი ხომ მაინც შეგიძლიან ამოიყარო შენ ცოლზე, თუ ერთ წოდებისა ხართ ორივენი; და ცოლათ რომ გლეხის ქალი გყოლოდა, ხომ შენ თითონ მოხდენდი სამართალს და გულს გაიგრილებდი ცოლის ლაზათიან მიბერტევით. მაგრამ შენ გინდოდა დიდკაცობის გემო გენასა და ამან მოგაბეზრებინა შინ ბატონობა. აჰ! რა გული მამდის, მზათა ვარ შემოვარტყა სილები ჩემ თავს. რაო? ჩემი ცოლი ურცხვად უგდებს ყურს აზნაურის სიყვარულის გამოცხადებას ჰპირდება იმავ დროს მიწერ-მოწერას! ფუ! აღარ მოვახდენინებ მე მაგ საქმეს. ეხლავე უნდა წავიდე იმის დედ-მამას შევატყობინო, რანაირად მაჯავრებს და მაწუხებს იმათი ქალი. მაგრამ აგერ ისინიც მოდიან.
სცენა IV.
დე სოტანვილლი იმის ცოლი და ჟორჟ დანდენი.
დე სოტანვილლი. რა არის, ჩემო სიძევ? გაჯავრებული მეჩვენებით.
დანდენი. მიზეზი მაქვს და...
დე სოტანვილლის ცოლი. ღმერთო ჩემო! სიძევ, რა უზდელობაა: ვინმე რო გიახლოვდებათ, თავს არც კი უკრავთ.
დანდენი. ღმერთმანი! ჩემო სიდედრო, სულ სხვა რამე მაქვს ეხლა თავში და...
დე სოტანვილლის ცოლი. კიდევ! საკვირველია, ჩემო სიძევ, რა ცოტად იცნობთ თქვენებს და ვერ შეიძლოს კაცმა, ვერ გასწავლათ როგორ უნდა მოიქცეთ კარგ-გვარისშვილებში.
დანდენი. როგორა?
და სოტანვილლის ცოლი. ნუ შეედრებით ხოლმე და ნუ მეძახით „სიდედრო;“ როგორ ვერ შეეჩვიეთ დამიძახოთ; ქალბატონო?
დანდენი ღმერთო! თუ თქვენ მე სიძეს მეძახით, მგონია მეც მაქვს ნება დაგიძახოთ თქვენ: ჩემო სიდედრო.
დე სოტანვილლის ცოლი. ეგ სულ ერთი არ არის. იცოდეთ თუ ღმერთი გწამთ, რომ თქვენ ჩემ გვარის კაცთან არ უნდა იხმაროთ ეგ სიტყვა; თუმცა ჩემი სიძე ბძანდებით, მაინც დიდი განსხვავებაა ჩვენსა და თქვენ შუა. ეს თქვენ უნდა იცოდეთ.
დე სოტანვილლი კარგი, ჩემო სულო, დავანებოთ მაგას თავი, გვეყოფა.
დე სოტანვილლის ცოლი. (ქმარს) ღმერთო ჩემო! შენ იმისთანა ჩვილი გული გაქვს, როგორიც არავის. და არ იცი, როგორ მოექცე იმას, ვინც შენგან დავალებულია.
დე სოტანვილლი უკაცრავათ, შენ მაგაში ვერაფერს მასწავლი. მე ბევრჯერ მიჩვენებია ჩემ სიცოცხლეში ჩემ სასტიკ ყოფა-ქცევით, რომ არავის დავამცირებინებ ჩემ ღირსებას. მაგრამ ამ კაცისთვის ეხლა საკმაო იქნებოდა მხოლოდ გაართხილება. აბა ერთი გვიბძანეთ, ჩემო სიძევ, რა გაწუხებთ.
დანდენი. რადგანაც მოკლედ საჭიროა ლაპარაკი, უნდა მოგახსენოთ ბატონო დე სოტანვილლო, რომ მე...
დე სოტანვილლი. მაცადეთ, ჩემო სიძევ, იცოდეთ, რომ უზდელობაა როცა კაცს იმის სახელით უძახით; ჩვენზე მაღალ კაცს უნდა უთხრათ მოკლედ: ბატონო.
დანდენი. კარგით! მოკლედ ბატონო და არა ბატონო დე სოტანვილლო, მე მინდა თქვენ მოგაღსენოთ, რომ ჩემი ცოლი...
დე სოტანვილლი. ყველა კარგი, მაგრამ ესეც რომ თქვენ არ უნდა თქვათ; ჩემი ცოლი, როცა ჩვენ ქალზე ლაპარაკობთ.
დანდენი. ჯავრით არ ვიცი რა ვქნა! როგორ! ჩემი ცოლი განა ჩემი ცოლი არ არის?
დე სოტანვილლი მართალია, ჩემო სიძევ, თქვენი ცოლია, მაგრამ ნება არა გაქვთ იმას ესე დაუძახოთ. ამნაირი თქვენი ქცევა შესაძლო იყო, თუ რომ შეგერთოთ თქვენი ტოლი.
დანდენი. (თავისთვის) აჰ! ჟორჟ დანდენო, სად შეტოპე? (ხმა მაღლა) აჰ, თუ ღმერთი გწამთ, ერთი წამით დაივიწყეთ ეგ თქვენი აზნაურობა და გამიგეთ, რასაც გეტყვით ჩემებურად (თავისთვის) დასწყევლათ ღმერთმა, რასა მტანჯამენ (დე-სოტანვილლს) მე თქვენ გეუბნებით, რომ კმაყოფილი არა ვარ ჩემი ცოლის-შერთვითა.
დე სოტანვილლი მიზეზი, ჩემო სიძევ?
დე სოტანტვილლის ცოლი. ეგრე როგორ ლაპარაკობთ იმ საქმეზე, რომელმაც მაგდენი სარგებლობა მოგიტანათ?
დანდენი. რა სარგებლობა, ქალბატონო? მართალია, ეს საქმე სასარგებლო იყო თქვენთვის, რადგანაც უჩემოთ, თუ არ გეწყინებათ, თქვენი საქმეები დახლართულნი იყვნენ და ჩემმა ფულმა დაგიღსნათ ბევრ ხათაბალიდამ. მე, მე რა მოვიგე, თუ ღმერთი გწამთ მითხარით, იმით, რომ გვარი გამიგრძელეთ და ჟორჟ დანდენის მაგიერად, თქვენ გადამკიდე, მქვიან ბატონი დელა დანდინიერი?
დე სოტანვილლი. მაშ, ჩემო სიძევ, არაფრად აგდებთ იმას, რომ დანათესავენით დე- სოტანვილლებს?
დე სოტანვილლის ცოლი. და დელა-პრუდოტიერებს, რომელთაც მე ვეკუთვნი და რომელნიც გააზნაურებენ თქვენ შკილებს.
დანდენი. დიახ, აი კაი საქმე: ჩემი შვილები აზნაურები იქნებიან და მე კი მოტუუებული ქმარი.
დე სოტანვილლი. რა გინდათ მაგით სთქვათ.
დანდენი. მინდა ვთქვა, რომ თქვენი ქალი ისე არ იქცევა, როგორც ეკადრება პატიოსან ცოლს, და უპატიურად უჭირავს იმას თანხმობით!
დე სოტანვილლის ცოლი. კარგი! ფრთხილად ილაპარაკეთ. ჩემი ქალი ისეთი პატიოსან ჩამომავლობისაა, რომ არას დროს ის უპატიურად ის არ მოიქცევა. მადლობა ღმერთს, აგერ სამასი წელიწადია პრუდოტიერების სახლიდამ იმისთანა ქალი არ გამოსულა, რომ დაელაპარაკებინოს თავისზე ქვეანა.
დე სოტანპილლი. ღმერთმანი! დე-სოტანვილლების გვარში არ გაგონილა კოპწია ქალი; ჩამო- მავლობით ჩვენში როგორც ვაჟებს დასჩემებიათ სიმამაცე, ისე ქალებს უმანკოება!
დე სოტანვილლის ცოლი. ჩვენში იყო ერთი ჟაკოლინა დელა პრუდოტიერისა, რომელმაც არ მოინდომა ცხოვრება ჩვენ მხრის ღუბერნატორთან და თავადთან.
დე სოტანვილლი იყო ერთი მატურინა დე სოტანვილლისა, რომელმაც უარი უთხრა ხელმწიფის შინა კაცს, როდისაც ეს ალევდა ამ ქალს ორი ათას თუმანს მხოლოდ სამუსაიფოთ.
დანდენი. ჰო! თქვენი ქალი კი ეგრე მიუკარებული არ არის და რაც ჩემთან არის დაშინაურდა.
დე სოტანპილლი. ამიღსენით ჩემო სიძევ, რაშია საქმე. ჩვენ იმისთანები არ გახლავართ, რომ ავიტანოთ უსირცხვო ყოფა-ქცევა ჩვენი ქალისა და სუყველაზე ადრე, ჩვენ, იმის დედა-მამა, გამოგესარჩლებით თქვენ.
დე სოტანვილლის ცოლი. დავანებოთ თავი პატიოსნობაზე ხუმრობას. ჩვენ ჩვენი ქალი გაგვიზდის ნამუსიანად.
დანდენი. აი რა შემიძლიან მე თქვენ მოგაღსენოთ: არის აქ ერთი კარგი გვარისშვილი, რომელიც თქვენ გინახავთ; ის ჩემ თვალწინ ეარშიყება ჩემ ცოლს და ესეც მოთმინებით ყურს უგდებს იმის სიყვარულის გამოცხადებას.
დე სოტანვილლის ცოლი. ქრისტეს მადლმა! მე თითონ ჩემივე ხელებით დავაღრჩობ იმას, თუ რომ იმან მიაყენა თავის დედას მაგგვარი უპატიურება.
დე სოტანვილლი. ღმერთმანი, ჩემ ხმალზე ვაგებ იმ ფრანტსაც და ჩემ ქალსაც, თუ რომ ამან თავი გაიპატიურა,
დანდენი. სამართალსა გთხოვთ მე თქვენ ეხლა.
დე სოტანვილლი. ნუ შესწუხდებით! ორივეს გაგარჩევთ და მე დაუყენებ თვალებს დამნაშავეს. მერე დარწმუნებული კი ბძანდებით თქვენს ნაამბობის სინამდვილეში?
დე სოტანვილლი მაინც ფრთხილად იყავით; ამ გვარი საქმეები მოსარიდებელნი არინ კეთილმშობილებში და აქ უადგილოა წინდაუსედავობა.
დანდენი. გეუბნებით, მე თქვენთვის სიტყვა ტუუილი არ მითქვამს.
დე სოტანვილლი ჩემო გულო, წადი მოელაპარაკე შენ ქალს; მე და ჩემი სიძე მოველაპარაკებით იმ კაცს.
დე სოტანვილლის ცოლი. შესაძლოა განა, რო მაგნაირად დაევიწყა თავის პატივი ჩემ ქალს, როცა ის ჩემში ხედავს მხოლოდ კარგ მაგალითს.
დე სოტანვილლი. გავარჩიოთ საქმე. თქვენ, ჩემო სიძევ, მე მომდიეთ და ნუ შესწუხდებით, თქვენ ნახავთ, რა ცხარედ ვეკიდებით საქმეს, როცა შეურაცსყოფენ მათ, რომელნიც ჩვენ გვეკუთვნიან.
დანდენი. აგერ ის კაციც მოდის ჩვენკენ.
სცენა V.
დე სოტანვილლი, დანდენი და კლიტანდრი.
დე სოტანვილლი ბატონო, მიცნობთ მე თუ არა?
კლიტანდრი. მგონია, ვერა, ბატონო. დე-სოტანტილლი. მე მქვიან ბარონი დე სოტანვილლი
კლიტანდრი. დიდად მესიამოვნება თქვენი გაცნობა.
დე სოტანვილლი. ჩემი სახლი ცნობილია ხელმწიფის სასახლეში; მე ჩემ ახალგაზდობაში მქონდა ბედნიერება ვყოფილვიყავ ერთი პირველთაგანი კეთილშობილთ კრებაში ნანსს.
კლიტანდრი. კეთილი.
დე სოტანვილლი ჩემი მამა ჟანჟილ დე სოტანვილლი იმდენად ბედნიერი გახლდათ, რომ მონტაბანის ჯარით გარს შემორტყმაში მონაწილეობა მიიღო.
კლიტანდრი. მოხარული გახლავართ მაგ ამბვით.
დე სოტანვილლი. მე მუავდა პაპა ბერტრანი დე სოტანვილლი, რომელიც ისეთი გამოჩენილი იყო თავის დროს, რო მიიღო ნება გაეყიდნა მთელი თავის ქონება სამზღვარ გარეთ გასამგზავლებლად.
კლიტანდრი. მჯერა.
დე სოტანვილლი, მე გამიგია, ბატონო, რომ თქვენ გიყვართ და დასდევთ კიდეც ერთ ახალგაზდას, რომელიც გახლავთ ჩემი ქალი; და ისე ვესარჩლები იმას როგორც ამ კაცს (უჩვენებს ჟორჟ დანდენზე), რომელიც იმდენად ბედნიერია, რომ გახდა ჩემ სიძეთ.
კლიტანდრი. ვინა? მე?
დე სოტანვილლი. დიახ. მე მოხარული გახლავართ, რომ თქვენ გელაპარაკებით და გთხოვთ ამიღსნათ რას ნიშნავს ეს ამბავი.
კლიტანდრი. აი უცხო ჭორი! ეს ვინ მოგახსენათ?
დე სოტანვილლი. ერთმა ვინმემ, რომელმაც იცის ეს ნამდვილად.
კლიტანდრი. ეგ ვიღაც არის სტყუის. მე პატიოსანი კაცი გახლავართ. ნუთუ გგონიათ, რომ მე მაგნაირი ურიგო საქმის ჩამდენი ვიყო. მე მიყვარდეს ახალგაზდა ლამაზი ქალი ბარონ დე სოტანვილლისა! ისეთი პატივი მაქვს მე თქვენი, რომ მე მაგას ვერ გავბედავდი. გიჟია, ვინც ეს გითხრათ.
დე სოტანვილლი. აბა ჩემო სიძევ.
დანდენი. რა?
კლიტანდრი. ამის მთქმელი გაქნილი: სალა- ხანა ვინმე უნდა იყოს.
დე სოტანპილლი. (ჟორჟ დღეს) უპასუხეთ. დანდენი უპასუხეთ თქვენ თითონ.
კლიტანდერი, რომ მცოდნოდა ვის შეეძლო ეთქვა, მე თქვენ დასწრებაშივე გამოუფაშავდი მუცელს იმას ხმლითა.
დესოტანვილლი. ხმა ამოიღეთ რაღა!
დანდენი. რაც ვთქვი მართალია.
კლიტანდრი. ბატონო, განა თქვენ სიძემ....
დე სოტანვილლი. დიახ, ეგ გიჩავით.
კლიტანდრი. ღმერთს მადლობა უთხრას, რომ ის თქვენი სიძეა, თორემ ვასწავლიდი ამას როგორ უნდა მაგგვარი ლაპარაკი ჩემისთანა კაცზე.
სცენა VI.
დე სოტანვილლი, იმის ცოლი, ანჟელიკა, კლიტანდრი, ჟორჟ დანდენი და კლოდინა,.
დე სოტანვილლის ცოლი. საკვირველი რამ არის ეჭვიანობა! მომყავს აქ ჩემი ქალი, რომ გამოაშქარდეს საქმე ყველას წინ.
კლიტანდრი. (ანჟელიკას) ქალბატონო, თქვენ გიბრძანებიათ ქმრისათვის, რო მე თქვენ მიყვარხართ?
ანჟელიკა. მე? როგორ ვეტყოდი მე მაგას? განა რამე არის აქ მართალი? ნეტავი არ იქნება, რომ შემიყაროთ. აბა ერთი გთხოვთ გამოსცადეთ; ნახავთ მაშინ ვისაც ელაპარაკებით; გაბედეთ და მეარშიყეთ: ერთი თავის გასართობათ გამომიგზავნეთ მოციქულები, საიდუმლოდ მომწერეთ საარშიყო ბარათები; ელოდეთ იმ წამს, როდისაც ჩემი ქმარი შინ არ იქნება ან მე გამოვალ შინიდამ, და დამელაპარაკეთ თქვენ სიყვარულზე. აბა ერთი მობრძანდით და სიტყვას გაძლევთ, რო კარგადნც კი მიგიღებთ.
კლიტანდრი. ოჰ! ოჰ! ქალბატონო, დაწყნარდით, ჩემთვის საჭირო არ არის მაგდენი დარიგება და თქვენი თავის შერცხვენა. ვინ მოგაღსენათ, რომ მე თქვენ არშიყობაზე ვფიქრობ.
ანჟელიკა. რა ვიცი, აქ კი ამას ამბობენ.
კლიტანდრი. სხვას ათასი რამ შეუძლიან თქვას, მაგრამ თქვენ ხომ იცით, მითქვამს არა თუ რამე თქვენთვის ჩემ სიყვარულზე, როცა შემხვედრიხართ.
ანჟელიკა. ეგღა გაკლდათ; კარგადაც იქნებოდით მიღებული.
კლიტანდრი. გარწმუნებთ, ჩემი არ უნდა გეშინოდესთ; მე არ გახლავართ იმათგანი, რომელიც მოსვნებას არ აძლევენ ლამაზ ქალებს; და იმდენათ პატივი მაქვს თქვენი და თქვენი მშობლებისა, რომ ფიქრათაც არ მომივა თქვენთან აშიყობა.
დე სოტანვილლის ცოლი. (დანდენს) აბა! ხომ ხედავთ.
დე სოტანვილლი ხომ დაკმაყოფილდით, ჩემო სიძევ, ახლა რაღას იტევით.
დანდენი. მე ვამბობ რომ ეგენი ჭორებს მიჰქარამენ რაც ვიცი, მე კარგად ვიცი და უნდა სულ გითხრათ: ჩემმა ცოლმა მიიღო ამ ვაჟბატონისაგან მოციქული.
ანჟელიკა. მე, მე მიმიღია მოციქული?
კლიტანდრი. მე გამიგზავნია მოციქული?
ანჟელიკა. კლოდინა,!
კლიტანდრი. (კლოდინა,ს) განა ეს მართალია?
კლოდინა,. ღმერთმანი საოცარი ჭორია!
დანდენი. დაჩუმდი, შე გარყვნილო. მე ვიცი თქვენი ამბავი; შენ არ შეუძეხი ქალბატონთან მოციქულს?
კლოდინა,. ვინა? მე?
დანდენი, სწორეთ შენ. ეგრე ნუ იპრანჭები! კლოდინა,. აჰა ღმერთო! დღეს ყველა ეგრე როგორ გადარეულა; ასეთ ეჭვს იღებენ ჩემზე, რომელიც ვარ თვით უმანკოება.
დანდენი. დაჩუმდი პატიოსანო სულო! ტყუილად იკატუნებ თავს, მე ვიცი დიდიხანია, რა ცუღლუ ტიც ბრძანდები.
კლოდინა,. (ანჟელიკას) ქალბატონო. განა...
დანდენი. ხმა ჩაიწყვიტე მეთქი; შენ უნდა დაისჯე ყველას მაგიერ, აზნაურშვილი ხომ მაინც არა ხარ.
ანჟელიკა. ეს ისეთი დიდი ცილის წამებაა და ისე მაქვკს გული აშფოთებული, რომ პასუსიც ვერ გამიცია. საშინელი რამ არის, როცა ქმარი გაბრა ლებს იმას, რაც არას დროს არ მოგიქმედია. ჰო! დამნაშავე ვარ, რომ მეტად კარგად გექცეოდით თქვენ.
კლოდინა,. სწორედ.
ანჟელიკა. ჩემი უბედურება ის იყო, რომ მაგას თავს ვევლებოდი; ნეტავი მართლა სხვასთან მეარშიყნა, მაინც ესე არ მეწყინებოდა ამდენი აყალ-მაყალი. მშვიდობით; მე ვეღარ ავიტან ამდენ უპატიურებას.
სცენა VII.
დე-სოტანვილლები, კლიტანდრი, ჟორჟ დანდენი და კლოდინა.
დე სოტანვილლის ცოლი. (დანდენს) ღირსი არა ხართ ამგვარ პატიოსან ცოლისა.
კლოდინა,. ღმერთმანი, მე რო ჩემ ქალბატონის ადგილას ვყოფილვიყავ, არ დავინდობდი ჩემ ქმარს. ღირსია, რომ ამას მართლ-მართალი უთხრან. (კლიტანდარს) დიახ, ბატონო, თქვენ ამის დასასჯელათ უნდა შეიყვაროთ ჩემი ქალბატონი გთხოვთ გაბედოთ; კარგად წავა საქმე, მე თითონ მოგეხმარებით, რადგანაც უიმისოთაც ხომ დამწამეს. (კლოდინა, გადს).
დე სოტანვილლი. ღირსი ბრძანდებით, ჩემო სიძევ, რომ ამგვარად გელაპარაკონ. თქვენი საქციელით მთელი ქვეყანა გაიმტერეთ.
დე სოტავილლის ცოლი. ამის შემდეგ მაგნაირად აღარ შესცდეთ, წადით, იფიქრეთ. როგორ უნდა უკეთესად მოექცეთ კარგ გვარის ქალს.
დანდენი. (იქით) ვბრაზდები, რომ მევე მამტუუნებენ, როცა მართალი ვარ.
სცენა VIII.
დე სოტანვილლი, კლიტადნრი და დანდენი
კლიტანდრი. (დე სოტანვილლს) ხომ ნახეთ, ბატონო, როგორ ცუდ-უბრალოდ მაბრალებდნენ. თქვენ გეცოდინებათ კეთილმშობილთ ჩვეულება და ამიტომაც გთხოვთ დამაკმაყოფილოთ.
დე სოტანვილლი. მაგას მართალს ბრძანებთ, ეგრეა რიგი. აბა ჩემო სიძევ, დააკმაყოფილეთ ეს ბატონი.
დანდენი. რაო? დამკმაყიფილეო?
დე სოტანვილლი. დიახ, ეგ არის საჭირო როცა ცუდ უბრალოდ აბრალებენ. ასეა რიგი.
დანდენი. თანახმა არა ვარ. ტუუილად არაფერი დამიბრალებია. ჩემი ეჭვი უსაფუძვლო არ გახლავთ. .
დე სოტანვლლი. სულ ერთია რა უჭვიც გქონდათ, ხომ ამან უსაფუძვლოთ იცნო. რომ არა სტყდება, უნდა დაკმაყოფილოთ.
დანდენი მაშ ჩემ ცოლთან მწოლარეც რო ვნახო, უნდა წამოდგეს, და არ გატყდეს, უარი თქვას?
დე სოტანვილლი. ნუღარ იმართლებთ თავს, ბოდიში მოსთხოვეთ, როგორც დაგარიგოთ.
დანდენი. მე! მე უნდა მოვთსოვო ბოდიში იმის უკან....
დე სოტანვილლი. რო გირჩევთ უნდა გაბედოთ; ნუ გეშინიანთ, ბევრს არას გათქმევინებთ.
დანდენი. მე არ ვიცი. . .
დე-სოტანვილლი. ღმერთმანი, ნუ ამიშფოთებთ გულს, თორემ იმის მხარეს დავიჭერ. მომენდეთ, მე გასწავლით.
დანდენი. (იქით) აჰ. ჟორჟ დანდენო!
დე სოტანვილლი, პირველად თქვენ მოიხადეთ ქუდი: ეს ბატონი აზნაურია და თქვენ კი არა.
დანდენი. (თავისთვის ქუდით ხელში) ჯავრით არ ვიცი რა ვქნა!
დე სოტანვილლი. გაიმეორეთ რაც გითხრათ ბატონო...
დანდენი. ბატონო...
დე სოტანვილლი. ბოდიშს გიხდი... (ხედავს რომ დანდენი არ ემორჩილება) ეჰ!
დანდენი ბოდიშს ვიხდი.
დე სოტანვილლი. რო ცუდი აზრისა ვიყავ თქვენზე.
დანდენი. რო ცუდი აზრისა ვიყავ თქვენზე.
დე სოტანვილლი. ეს იმიტომ მოხდა, რომ თქვენი ცნობის ბედნიერება არა მქონდა.
დანდენი. ეს მიტომ მოხდა, რომ თქვენი ცნობის ბედნიერება არა მქონდა.
დე სოტანვილლი. გთხოვთ მიცნობდეთ.
დანდენი. გთხოვთ მიცნობდეთ.
დე სოტანვილლი. თქვენ უმორჩილეს მონათ.
დანდენი. გინდათ, რომ იმის უმორჩილესი მონა ვიყო, ვინც მე მატყუებს?
დე სოტანვილლი. ეჰ!
კლიტანდრი. ეყოფა ბატონო.
დე სოტანვილლი არა, მინდა, რომ რიგზე მოხდეს ბოდიშის მოხდა (დანდენს) თქვენი უმორჩილესი მონა გახლავართ.
დანდენი. თქვენი უმორჩილესი მონა გახლავართ
კლიტანდრი (დანდეს) ბატონო, მეც თქვენი ერთგული გახლავართ; ამას იქით აღარ მოვიგონებ იმას, რაც მოხდა. (დე სოტანვილლს) მშვიდობით ბატონო; ვნანობ, რომ თქვენ ცოტად არის შეგაწუხეთ.
დე სოტანვილლი. როდისაც გნებავდესთ მეწვიეთ კურდღლის ნადირობაზე.
კლიტანდრი. მეტად მოწყალე ბძანდებით. (გადის)
დე სოტანვილლი. აი, ჩემო სიძევ, როგორ უნდა საქმის გარიგება. მშვიდობით, იცოდეთ, რომ დაენათესავენით იმისთანა სახლობს, რომელიც თქვენ დაგექომაგებთ და არას დროს საქმეს იქამდი არ მიიყვანს, რომ ვინმემ მოგაყენოსთ თქვენ შეურაცხყოფა.
სცენა IX.
ჟორჟ დანდენი.
დამწყევლა ღმერომა... ეგ გინდოდა, ეგ გინდოდა რაღა, ჟორჟ დანდენი, ეგ გინდოდა! შენთვის ახია! რისიც ღირსი იყავ სწორედ ის მოგივიდა... ხო! საჭირო კია თვალები აუხილო დედ-მამას. იქნება ეს როგორმე მომიხდეს.
მოქმედეგა მეორე.
სცენა I.
ლიუბინი და კლოდინა,.
კლოდინა,. მე სწორედ მივხკდი, რომ ეს სულ შენი საქმეა; შენ ვიღასთვისაც გითქვამს და შენი ნათქვამი ამბავი მიუტანიათ ჩვენ ბატონისთვის.
ლიუბინი. ღმერთმანი! მარტო ერთი სიტყვა ვუთსარ ვიღასაც, რომ არავისთან გამცეს თქვენგან გამოსული რო მნახა. ამ თქვენ მხარეს ძალიან ყბედები ყოფილან.
კლოდინა,. შენ ბატონს სწორედ კარგი მოციქული ამოურჩევიხარ. ხერხიანად კი ემსახურები შენი თავის მზემ!
ლიუბინი. კარგი, კარგი, მეორედ უფრო ხერიანად და ფრთხილად მოვიქცევი.
კლოდინა,. ჰო, ჰო, დროც კი იქნება!
ლიუბინი. მაგას თავი დავანებოთ. დამიგდე ყური.
კლოდინა,. რაზედ დაგიგდო ყური?
ლიუბინი. ერთი შემომხედე ცოტა.
კლოდინა,. კარგი, რა არის?
ლიუბინი. კლოდინა,.
კლოდინა,. რაო?
ლიუბინი. ეჰ! მითომ არ იცოდე კარგად, რაც მინდა გითხრა!
კლოდინა,. არა.
ლიუბინი. ღმერთი არ გამიწერეს! მიყვარხარ.
კლოდინა,. ძრიელ, ძრიელ?
ლიუბინი. ღმერთს გეფიცები, ტყუილს არ ვამბობ.
კლოდინა,. კეთილი.
ლიუბინი. გული მიფანთქალებს, შენ რო გიყურებ.
კლოდენა. ძრიელ სასიხარულოა ჩემთვის.
ლიუბინი. ერთი მითხარ, ეგრე როგორ ლამაზდები!
კლოდინა,. როგორც სხვები.
ლიუბინი. ეჰ, ბევრი რაღა გავაგრძელო; თუ გინდა, შენ ჩემი ცოლი გახდი, მე შენი ქმარი გავხდები და ორივენი გავხდებით ცოლ-ქმარი.
კლოდინა,. შენც ჩვენ ბატონისაებ ეჭვიანი იქნები?
ლიუბინი. სრულებითაც არა.
კლოდინა,. მე თუ მკითხავ, მე მეჯავრება ეჭვიანი ქმრები; მინდა იმისთანა, რომელსაც არაფრის არ ეშინოდეს, მე მენდოს, დარწმუნებული იყოს ჩემ ერთგულებაში და უშიშრად მხედავდეს ოც და ათ კაცში.
ლიუბინი. კარგი, მე სწორედ მაგისთანა ვიქნები.
კლოდინა,. იმაზე უარესი ტუტუცობა რაღა იქნება ქვეყანაზე, რომ ქმარი ცოლს არ ენდოს და სტანჯოს ის. მართალი თუ გინდა, ქმარი ამით ვერაფერს ვერ მოიგებს; ის თავის ცოლს ლანძღვით ცუდ გზაზე დააყენებს.
ლიუბინი. მაშ კარგი, შე შენ მოგცემ სრულ თავისუფლებას.
კლოდინა,. აი რაა საჭირო, რომ ქმარი არ მოტყუვდეს. ის უნდა ჩვენ მოგვენდოს და ჩვენც ვისარგებლებთ თავისუფლებით იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა; სწორედ ისე, როგორც როცა ფულის ქისას გაგვიღსნიან და გვეტყვიან: აიღეთო; ჩვენ ავიღებთ პატიოსნურად, სამართლიანად იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება. მაგრამ ვინც ჩვენ ჩაგვაცივდება, იმას ვკრეჭთ, აღარ ვინდობთ.
ლიუბინი. მაშ მე ვიქნები იმათგანი, რომელნიც ფულის ქისას უღსნიან ცოლს; ოღონ შემირთე.
კლოდინა,. კარგი, კარგი, ვნახოთ.
ლიუბინი ერთი აქ მო, კლოდინა,.
კლოდინა,. რა გინდა?
ლიუბინი. აქ მო-მეთქი.
კლოდინა,, ეჰ, ერთი ნელა, არ მოუვარს მე მჩქმეტელება.
ლიუბინი. ეჰ, ერთი ბეწვათ მეგობრობა გამოიჩინე.
კლოდენა. გამეცა-მეთქი; შენი ხუმრობის თავი არ მაქვს.
ლიუბინი. კლოდინა,!
კლოდინა,. (ლიუბინს) ჰე!
ლიუბინი. აჰ, დანდობა არა გაქვს საწყლებისა. ფუ! მითომ რა პატიოსნებაა, რომ მაგდებ! არა გრცხვენია შენ ეგრე ლამაზი იყო და არ გინდოდეს, რო გეალერსონ.
კლოდინა,. ცხვირში მიიღებ ჩემგან სკიპარტს.
ლუბინი. ოჰ, მიუკარებელო, მხეცო! აჰ საძაგელო, შეუბრალებელო!
კლოდინა,. ბევრ ნებას ნუ აძლევ შენ თავს.
ლიუბინი. რა დაგაკლდება, რომ ცოტა ახლო მიმიშვა.
კლოდინა,. უნდა გქონდეს მოთმინება.
ლიუბინი. ერთი პატარა კოცნაც, რადგან დაქორწინებაზე ვლაპარაკობთ.
კლოდინა,. სწორედ, ბატონი ბრძანდები!
ლიუბინი. კლოდინა,! გეხვეწები.
კლოდინა,. აჰ! არა, არა! ერთხელ მომასწრეს კიდეც მაგაზე. მშვიდობით, წადი და უთხარი ვიკონტს, რომ ვეცდები დავუბრუნო იმას თავის ბარათი.
ლიუბინი. მშვიდობით, მიუკარებელო მშვენიერებავ!
კლოდინა,. საარშიყო სიტყვაა.
ლიუბინი. მშვიდობით, კლდევ, კენჭო, ფილაქანო და სუყველაფერო უმაგრესო ამ ქვეყანაზე. (გავა)
კლოდინა,. (მარტო) წავალ მივცემ ქალბატონს ბარათს... მაგრამ აგერ ისიც მოდის თავის ქმრით; მოვშორდები და მოვიცდი, სანამ მარტო არ დარჩება.
სცენა II.
ჟორჟ დანდენი.
არა, არა, ეგრე ადვილად ვერ გამაცურებენ და დარწმუნებული ვარ, რომ რაც ამბავი მამიტანეს სულ მართალია, ჯერ არ იციან, მე რა თვალები მაქვს; მაგ თქვენ მიდებ-მოდებით ვერ დამაბრმავებთ.
სცენა III.
კლიტანდრი. ანჟელიკა და ჟორჟ დანდენი.
კლიტანდრი. (თავისთვის, სცენის უკანა პლანზე). ახ! აგერ ის ქალიც, მაგრამ ქმარი თანა ჰყავს.
დანდენი. (ვერ ხედავს კლიტანდრს) თქვენ პრანჭია-გრეხიაობისაგან ვხედავ, რომ მართალია რაც მითხრეს და მეტად ნაკლებად გაქვთ პატივი იმ კავშირისა, რომელიც ჩვენ გვაერთებს. (კლიტანდრი და ანჟელიკა ერთმანეთს თავს უკრავენ) ღმერთო ჩემო! დაეღსენით მაგ თავის დაკვრას; სრულებითც მაგისთანა პატივისცემაზე არ გელაპარაკებით, დაცინვის მეტი არა იცით რა.
ანჟელიკა. მე, მე დაგცინით? სრულებიდაც არა!
დანდენი. მე მესმის თქვენი ჰაზრი და ვტყობულობ... (კლიტანდრი და ანჟელიკა კიდევ თავს უკრავენ ერთმანეთს) კიდევ! ოჰ! დავეღსნათ მასხარობას. განა არ მესმის, რომ თქვენ კარგგვარის შვილობის გამო თავი ჩემზე მაღლა გიჭირავთ; მეც არა ვთხოულობ, რომ მე პატივი მცეთ; მე ვამბობ, რომ თქვენ უნდა პატივი სცეთ იმისთანა პატივსაცემ კავშირს, როგორც ცოლ-ქმრობა. (ანჟელიკა ანიშნებს კლიტნდრის) საჭირო არ არის მხრების აწევა, სულელურს არას ვამობ.
ანჟელიკა. ვის აგონდება მხრების აწევა!
დანდენი. ღმერთო ჩემო, ცხადად ვხედავ. კიდევ გეტევით, რომ ცოლქმრობა ისეთი კავშირია, რომელსაც კაცმა უნდა სცეს ყოველგვარი პატივი. თქვენ კი ცუდად იქცევით, რომ იმის პატივი არა გაქვთ. (ანჟელი თავით ანიშნებს კლიტანდრს) დიახ, დიახ. ეგ ცუდი საქმეა თქვენის მხრით. ეგღა დაგრჩენიათ — თავს იქნევთ და მეგრიხებით.
ანჟელიკა. მე? არ მესმის რა გნებავთ მაგითა სთქვათ.
დანდენი. მე კი კარგად მესმის რასაც ვამობ და მივხვდი, რო გულგრილი ბძანდებით ჩემზე. მართალია კეთილმშობილებისაგან არა ვარ დაბადებული, მაგრამ იმისთანა სახლიდამა ვარ, რომელსაც არ შეჰფერის სხვისგან საყვედური; და დანდენიანთ გვარი...
კლიტანდრი. (ანჟელიკას უკან, არ ნახული დანდენისაგან) ერთ წამს სალაპარაკოთ.
დანდენი. (ვერ ხედავს კლიტანდრს) ჰა?
ანჟელიკა. რა? მე არაფერს ვამბობ.
ჟორჟ დანდენი გარს უვლის თავის ცოლს და კლიტანდრი დიდად თავს დაუკრავს დანდენს და გადის).
სცენა IV.
ჟორჟ დანდენი და ანჟელიკა.
დანდენი. აი ვინ დაეთრევა თქვენს უკან.
ანჟელიკა. მერე ჩემი რა ბრალია? როგორ გნებავთ, რომ მოვიქცე.
დანდენი. მე მანდა ისე მოიქცე, როგორც იქცევა ქალი, რომელსაც სურს მოაწონოს თავი მარტო თავის ქმარს. რაც უნდა თქვან, ფრანტები დასდევენ იმას, ვისაც ეს მოსწონს. მხოლოდ ტკბილი შეხედულობა მიიზიდავს იმათ, როგორც თაფლი ბუზებს. პატიოსან ქალებს კი ისე უჭირავთ თავი, რომ ვერ ბედვენ სხვები იმათ უკან თრევას.
ანჟელიკა. რა მიზეზით უნდა გავლალო ყველა ჩემგან? ბიაბრუთ ხომ არ ვიხდი თავს, როცა მოვწონვარ ვისმეს ეს ჩემთვის სასიამოვნოა კიდეც.
დანდენი. კარგი! მერე რა მდგომარეობაში უნდა იყოს ქმარი, როცა იმის ცოლი იქნება, მაგ კეკლუცობაში?
ანჟელიკა. ის უნდა იყოს მდგომარეობაში პატიოსან კაცისა, რომელსაც უხარიან, რომ იმის ცოლი პატივშია.
დანდენი. მადლობელი გახლავართ! ხელს კი არ მომცემს. დანდენები მაგას არ არიან დაჩვეულები.
ანჟელიკა. ოჰ! დანდენები კარგად დაეჩვევიან მაგას თუ მოინდომებენ; რადგანაც, თუ მკითხავთ, გიცხადებთ, რომ სრულებიდაც არ მინდა ქვეყანას დავემალო და ჯერ კიდევ ცოცხალი ჩავეფლე ქმარს, როგორ! იმიტომ რომ ვისმეს მოუვა თავში ჩვენი შერთვა, ჩვენ უნდა ცოცხლებში აღარ ვერიოთ? საკვირველი რამ არის ამ ქმრების ჭირვეულობა! იმათ უნდათ, რომ იმათი ცოლები მოაკლდნენ ყოველგვარ გართობას და მარტო იმათთვინ იცხოვრონ. მახართ ასაგდებია ამგვარი სურვილი და მე სრულებიდაც არ მინდა ესე ახალგაზდა მოვკვდე.
დანდენი. მაშ ეგრე ასრულებთ პირობას, რომელიც მამეცით საქვეყნოთ?
ანჟელიკა. მე? მე ჩემის ნებით არ მიმიცია პირობა: თქვენ მე ის ძალად ამართვით. განა გიკითხავთ ჩემთვის ქორწინების წინად: მიყვარხართ თუ არა? თქვენ ამაზე ემუსაიფებოდით მარტო ჩემ დედ-მამას; სწორედ რო ვთქვათ, იმათ შეგრთესთ, თქვენ და ამიტომაც კარგს იქმოდით, რომ იმათთან გეჩივლათ ყოველთვის, როცა შეგაწუხებენ. რაც შემეხება მე, რომელმაც არ გირჩიეთ შემირთე მეთქი, რომელიც ჩემ დაუკითსავათ ამიყვანეთ, მე ჩემ თავს ვალდებულით არ ვთვლ თქვენი ყურ-მოჭრილი მონა გავხდე. და თუ გნებავთ სწორედ გაიგოთ, მე მსურს ვისიამოვნო იმ კარგ წამებით, რომლებსაც მაძლევს მე ჩემი ახალგაზდობა და ისე ტკბილად გავატარო დრო, როგორც შეეიფერება ჩემ ასაკს... მინდა ცოტად მაინც ვნახო დიდკაცობა და ვასიამოვნო თავი ჩემ ტკბილ ქების გაგებით. მოელოდეთ თქვენ ამ სასჯელს და ღმერთს მადლობა მოაღსენეთ, რომ უარესის ჩამდენი არა ვარ.
დანდენი. ჰო! მაშ ეგრე მოიქცევით! მე კი თქვენი ქმარი ვარ და გეუბნებით, რომ ეგრე ვერ მოიქცევით.
ანჟელიკა. მეც თქვენი ცოლი ვარ და გეუბნებით, რომ ეგრე მოვიქცევი.
დანდენი. (თავისთვს) ერთი ძრიელ კი მინდა ცხვირ-პირი ჩავამტვრივო ამას, რომ მოარშიყეს აღარ მოეწონოს. აჰ წამო ჟორჟ დანდენო; თავს ვერ დაიკავებ, სჯობია მოშორდე.
სცენა V .
ანჟელიკა და კლოდინა,.
კლოდინა,. ქალაბტონო, მოუთმენლად ველოდი რომ თქვენი ქმარი წასულიყო და წიგნი გადმომეცა მე და თქვენ რო ვიცით იმისგან.
ანჟელიკა. აბა ვნახოთ, (კითხულობს ჩუმათ).
კლოდენა, (თავისთვის), ამას კი ვატყობ, რომ ბევრად არ ეწვინა, რაც ვუთხრი.
ანჟელიკა. აჰ, კლოდინა,ვ, როგორ ეტყობა ამ წიგნს, რომ ის ის კეთილშობილისგან უნდა იყოს დაწერილი; რა სასიამოვნონი არიან და კარის კაცები ყველა თავიანთ საქციელში და ლაპარაკში! აბა რას ჰგვანან ამათთან აქაურები!
კლოდინა,. მგონია, იმათ ნახვის შემდეგ აღარ მოგეწონონ დანდენები.
ანჟელიკა. აქ დარჩი, მინდა პასუხი მივსწერო. (გადის).
კლოდინა,. (მარტო) მგონია საჭირო არ არის ვუთხრა რომ მისწეროს სასიამოვნო პასუხი; მაგ რამ აგერ...
სცენა VI.
კლიტანდრი, ლიუბინი და კლოდინა,.
კლოდინა,. ბატონო, სწორედ რომ ხერხიანი მოციქული გიშოვნიათ.
კლიტანდრი. ვერ გავბედე გამომეგზავნა ვინმე ჩვენ კაცთაგანი; მაგრამ, ჩემო პატარა კლოდინა,, უნდა კარგად დაგასაჩუქრო, რადგან ვიცი, ჩემთვის მეტად გასჯილხარ. (ხელს იდებს ჯიბეში ).
კლოდინა,. ეჰ! ბატონო, საჭირო არ გახლავთ. თქვენ მარტო დამასაქმეთ და მე გემსახურებით იმიტომ რომ ღირსი ბძანდებით ამისა და გული მამდევს თქვენკენ.
კლიტანდრი (აძლევს ფულს ლოდინის) დავალებული ვარ შენგან.
ლიუბინი. (კლოდინის) რადგან მე შენ გირთამ, ეგ მე უნდა გადმომცე, რომ ჩემ ფულთან ერთად შევინახო.
კლოდინა,. არა, მე თითონ კარგად შეგინახამ როგორც კოცნას.
კლიტანდრი. (კლოდინა,ს) მითხარ ერთი მიეც თუ არა ჩემი ბართი შენ მშვენიერ ქალბატონს?
კლოდინა,. დიახ, ის წავიდა პასუხის მოსაწერათ.
კლიტანდრი. მერე, კლოდინა,ვ, ვერ დამალაპარაკებ იმასთან?
კლოდინა,. რატომ არა; აბა წამობრძანდით.
კლიტანდრი. მერე მოეწონება ეს იმას თუ არა? ხომ საშიშო არ არის?
კლოდინა,. არა, არა. იმის ქმარი შინ არ არის. გინდ ეს არ იყოს, ქალბატონი მარტო დედ-მამას ერიდება და არა ქმარს; და თუ დედ-მამას აბმული აქვს თვალები აღარაფრის შიში არ არის.
კლიტანდრი. მაშ გენდობი, მოგყვები.
ლიუბინი (მარტო) ღმერთმანი, რა ხერხიანი ცოლი მეყოლება! ოთხის ოდენა ჭკუა აქვს აი!
სცენა VII.
დანდენი და ლიუბინი.
დანდენი. (ჩუმად, თავისთგის) აგერ წეღანდელი ჩემი კაცი. ღვთის მადლით, იქნება ეს მოწმათ დამიდგეს ჩემ ცოლის დედ-მამასთან, რომელთაც არა სჯერათ ჩემი ნაამბობი.
ლიუბინი. ოჰ! ყბედო ბატონო, რომელსაც იმდენი ვთხოვე, ნურავის ნუ ეტყვი მეთქი,და რომელიც მის ასრულებს დამპირდა. მოლაქლაქე ბრძანებულსართ; წასულხართ და სხვებისთვის შეგიტობებინებიათ სულ რაც გითხრით საიდუმლოდ.
დანდენი. მე?
ლიუბინი. დიახ, თქვენ სუ ყველაფერი შეგიტყობინებინათ ქმრისთვის და თქვენა ბძანდებით მიზეზი ამდენ ლანძღვა-თრევისა. დიდად მოხარული გახლავართ, რა გავიგე, რომ თქვენ ენაც გქონიათ; ეს მე მასწავლის სიჩუმეს.
დანდენი გამიგონე, ძმაო.
ლიუბინი. რო ვიცოდე რო აღარ ილაქლაქებთ. ერთ ცხელ-ცხელ ამბავს გეტყოდით. მაგრამ თქვენ დასასჯელათ არ შეგატყობინებთ არაფერს.
დანდენი. როგორ! რა ამბავია?
ლიუბინი. არაფერი, არაფერი. აი რა არის ყბედობა; ეხლა აღარც კი გეცოდინებათ ახალი ამბავი რა ფერია. მშვიდობით!
დანდენი. მაიცა ცოტა.
ლიუბინი. ვერა
დანდენი. მარტო ერთი სიტყვა მინდა გითხრათ.
ლიუბინი. ა, პა, პა. პა. უნდა გამომტყუოთ რაღა ახალი ამბავი.
დანდენი. სრულებიდაც არა.
ლიუბინი. ჰე! რა ცეტია... როგორც ვხედავ, აღარ მეშვებით.
დანდენი. სხვა რამ მინდა გკითხო, გამიგონე!
ლიუბინი. არ შეიძლება გინდათ გითხრათ რაღა, რომ ჩემმა ბატონმა ვიკონტმა მისცა ფული
კლოდინა,ს და ამანაც ის წაიყვანა თავის ქალბატონთან. მაგრამ ეგრე ტუტუციც არ გახლავართ!
დანდენი. თუ ღმერთი გწამს.
ლიუბინი. ვერა.
დანდენი. გაჩუქებ....
ლიუბინი, დიახ, დიახ. ვერ მოგართვით!
სცენა VIII.
ჟორჟ დანდენი
ვერ გამოვიყენე ჩემებურად საქმეში ეს ტუტუცი. მაგრამ სულ ერთია, ერთი ახალი ამბავი ხომ წასცდა. თუ ის ფრანტი ჩემ სახლშია, კარგი მოწმობა იქნება ეს დედ-მამისათვის, რომ დარწმუნდნენ ისინი თავიანთ ქალის უნამუსობაში. ეს კი ცუდია, რომ არ ვიცი, როგორ ვისარგებლო ამ შემთხვევით. თუ შევედი შინ, გამექცევა ის დაწეევლილი და რაც უნდა ჩემი გამაუპატიურებელი რამ ვნახო იქ, მაინც არ დამიჯერებენ სიმამრი და სიდედრი; მეტვიან: სიზმარში ხომ არა ხარო, მეორეს მხრით, თუ დავაბეზღე ეხლავე, როდისაც დარწმუნებული არა ვარ, ის ფრანტი ჩემსა თუ არა, ისევ ის გამოვა და ისევ ამასწინდელ ხათაბალაში ჩავვარდები... იქნება ჩუმად გავიგო, ის კიდევ იქ არის თუ (იხედება გასაღების ადგილიდამ). აჰ! ღმერთო! ეჭვი არ არის, მე ვხედავ იმას აქედამ, ბედი მშველის, რომ შევარცხვინო ისინი. საქმის დასაგვირგვინ- ლათ, აგერ ღმერთმა გამომიგზავნა ჩემი მსაჯულებიც.
სცენა IX.
დე სოტანვილლები და ჟორჟ დანდენი.
დანდენი. ძლივს! ამას წინათ მე თქვენ არ დამიჯერეთ და თქვენმა ქალმა გაიმარჯვა ჩემზე. ეხლა ნახავთ, როგორ მაკმაყოფილებს ის მე. მადლობა ღმერთს, ჩემი გაუპატიურება ისე ცხადია, რომ შეუძლებელიღაა ეჭვი.
დე სოტანვილლი როგორ, ჩემო სიძევ, კიდევ იმაზე სჩივით?
დანდენი. კიდევ იმაზე; ეხლანდელისაებ არას დროს არ მქონია იმდენი ჩივილის მიზეზი.
დე სოტანვილლის ცოლი. კიდევ გინდათ თავი აგვატკივოთ?
დანდენი. დიახ, ბატონო, მე უარეს მდგომარეობაში ვარ.
დე სოტანვილლი. მაშ არ იშლით, თავი უნდა მოგვაბეზროთ?
დანდენი. არა, მე ძალიან მომბეზრდა, რო ტუტუცათა მხდიან.
დე სოტანვილლის ცოლი. მაშ არ გინდათ მოიშოროთ ეგ გიჟური ფიქრები?
დანდენი. არა, ქალბატონო, მე უფრო ადვილად მოვიშორებ დედა-კაცს, რომელიც მაუპატიურებს მე.
დე სოტანვილლის ცოლი. ღმერთო ჩემო! ისწავლეთ ლაპარაკი, ჩემო სიძევ!
დე სოტანვილლი. ღმერთმანი! ეცადეთ ეგრე უკადრისად არ ილაპარაკოთ.
დანდენი. ვაჭარს, რომელიც აგებს, არ ეცინება.
დე სოტანვილლის ცოლი. გაღსოვდეთ, რომ თქვენ გყავთ ცოლათ კეთილ-შობილი ქალი.
დანდენი ძალიან კარგად მაღსოვს და ძალიანაც დამღსოვდება.
დე სოტანვილლი. თუ თქვენ ეგ გაღსოვთ, ეცადეთ იმაზე ილაპარაკოთ მეტის პატივით.
დანდენი. ის არა სჯობია, ის ეცადოს უფრო პატიოსნად მომექცეს? მაშ აქაო კეთილშობილი ქალი ვარო, როგორც უნდა ისე უნდა მოიქცეს და მე სილაც კი ვერ გაჭამო?
დე სოტანვილლი. აბა რა შეგიძლიანთ თქვათ? განა არ ნახეთ ამ დილას, რომ ჩემი ქალი უარს ამბობს თქვენ ნათქვამ კაცის ცნობაზე?
დანდენი. კარგი. მერე რას იტყვით, რომ გიჩვენოთ ის ფრანტი ჩემ ცოლთან?
დე სოტანვილლის ცოლი. ჩემ ქალთან?
დანდენი. დიახ, თქვენ ქალთან ჩემ სახლში?
დე სოტანვილლი. თქვენ სახლში?
დანდენი. დიახ, ჩემ საკუთარ სახლში.
დე სოტანვილლის ცოლი. თუ უგრეა, ჩვენ თქვენ მხარეს დავიჭერთ.
დე სოტანვილლი. დიახ, სახელის შენახვა ჩვენთვის ყველაზე უძვირფასესია. თუ მართალს ამბობთ, ჩვენ შვილისგან ხელს ვიღებთ და ნებას გაძლევთ ჯავრი ამოიყაროთ იმაზე.
დანდენი. თქვენ მარტო მომდიეთ.
დე სოტანვილლის ცოლი. გაფრთხილდით, არ მოსტყუვდეთ.
დე სოტანვილლი წეღანდელისაებ არ მოგივიდესთ.
დანდენი. ღმერთო ჩემო! ხომ ხედავთ. (უჩვენებს კლიტანდრს, რომელიც გამოდის ანჟელიკასთან ერთად). აბა მოგატყუილეთ?
სცენა X.
ანჟელიკა, კლიტანდრი და კლოდინა, დე სოტანვილლი და ჟორჟ დანდენი დგანან სცენის უკან პლანზე.
ანჟელიკა. (კლიტანდრს) მშვიდობით, მეშინიან აქ არავინ მოგასწროს; მე კი ვიცი ხოლმე სი- ფრთხილე.
კლიტანდრი. დამპირდით, ქალბატონო, რომ ამაღამ შესაძლო იქნება თქვენი ნახვა და თქვენთან მუსაიფი.
ანჟელიკა. ვეცდები.
დანდენი. (დე სოტანვილლებს) ჩუმად მიუახლოვდეთ და ვეცადოთ არ გვნახონ.
კლოდინა,. (ანჟელიკას) აჰ, ქალბატონო, წახდა ჩვენი საქმე. აგერ თქვენი დედ-მამა და იმათთანაც თქვენი ქმარი.
კლიტანდრი. ოჰ! ღმერთო!
ანჟელიკა. (ჩუმად კლოდინა,ს და კლიტანდრს) მითომ არ ვხედავთ. ორივენი მე მამენდეთ. (ხმა-მაღლა კლიტანდრს) როგორ? ამას წინდელ ამბის შემდეგ როგორღა ბედავთ მაგას? მაშ ეგრე გცოდნიათ თქვენი გრძნობის დამალვა? მოვიდნენ მითხრეს, რომ მითომ გიყვარვარ და ჩემგან პასუხს ელით. გარ წმუნებთ, რომ მე ეს მწყინს და ყველას წინ გიცხადებთ: თქვენ ხმა-მაღლა უარს ამბობდით ჩემ შეურაცხყოფაზე და დამპირდით ამაზე აღარ იფიქროთ, და ამის შემდეგ, იმავ დღეს, თქვენს ბედავთ მოხვიდეთ ჩემთან, გამომიცხადოთ სიყვარული; მიამბებთ რაღაც სულელურ არაკებს. ცდილობთ რომ მეც გიპასუხოთ. ასე გგონიათ მე ვიყო იმ ქალთაგანი, რომელნიც ივიწყებენ თავიანთ ფიცს, მიცემულს ქმრისათვის და თავიანთ დედ-მამისგან ნასწავლს პატიოსნებას? ჩემმა მამამ რო იცოდეს ეს, გიჩვენებდათ ის რა არის ამ გვარი საქმის ჩადენა! მაგრამ პატიოსან ქალს არ უყევარს დავიდარაბა და მე მათ მისთვის არფერი მითქვამს ამაზე (ანიშნებს კლოდინა,ს, რიმ ამან მოიტანოს ჯოხი). მე მინდა გიჩვენოთ, რომ, თუმცა ქალი ვარ, მაინც შემიძლიან ჩემი სიმარდის ჩვენება და შურისგება, როცა ვინმე მაუპიტიურებს. თქვენგნით ჩადენილი საქმე არ არის კეთილშობილის საკადრისი და მეც კეთილშობილურად ვერ მოგეპყრობით. (ანჟელიკა იღებს ჯოხს და მოიღერებს კლიტანდრზე, მაგრამ ეს უკანასკნელი ისე დგება რომ ჯოხი ხვდება ჟორჟ დანდენს.)
კლიტანდრი. (ყვირის, მითომ ის არის გალახული) ვაიმე, ვაიმე, ვაი!
სცენა XI.
დე სოტანვილლები, ანჟელიკა, ჟორჟ დანდენი და კლოდინა,.
კლოდინა,. მაგრა, ქალბატონო! დაარტყით რიგიანად.
ანჟელიკა. (მითომ კლიტანდრს ელაპარაკები) ეხლა თუ კიდევ დაგრჩათ სიყვარული, მზათა ვარ გიპასუხოთ.
კლოდინა,. ხომ გაიგე ვისთანაც გაქვს საქმე.
ანჟელიკა (გაკვირვებული) აჰ! მამავ, თქვენ აქ ბძანდებით!
დესოტანვილლი. ჰო, ჩემო ქალო და ვხედავ, რომ სიბრძნეშიაც და სიმამაცეშიაც შენ ხარ ღირსი ეკუთვნიდე დე სოტანვილლიანთ გვარს. აქ მო, მომიახლოვდი, რომ მოგეხვიო.
დე სოტანვილლის ცოლი. მეც მამეხვიე, ჩემო ქალო, უჰ, ტირილი მომდის სიხარულით; ვგრძნობ ჩემ სისხლს შენ საქციელში.
დე სოტანვილლი. ჩემო სიძევ, რა მოხარული უნდა იყოთ! რა სიტკბოებით სავსე უნდა იყოს თქვენთვის ეს შემთხვევა! მართალია გქონდათ შეწუხების მიზეზი, მაგრამ ეხლა ხომ სრულებით დაგავიწყდათ თქვენი ეჭვები.
დე სოტანვილლის ცოლი. რასაკვირველია, ჩემო სიძევ; თქვენ ეხლა უნდა იყოთ ყველაზე ბედნიერი.
კლოდინა,. რასაკვირველია. აი ნამდვილი ქალი თუ გინდათ! მეტად ბედნიერი ბრძანდებით, ის რომ გყავთ, და უნდა ჰკოცნიდეთ იმის ფეხის კვალს.
დანდენი, (თავისთვის) უ, უ, მატრაკვეცავ!
დე სოტანვილლი. რა ამბავია, ჩემო სიძევ, რომ მადლობას არ ეტყვით თქვენ ცოლს იმ ერთგულებისთვის, რომელიც იმან გამოიჩინა ეხლა.
ანჟელიკა. არა, არა, მამავ, ეგ საჭირო არ არის. იმით რაც ნახა, მე ეგ არ დამიკლებია; ეს მომახდეინა მხოლოდ ჩემმა თავის პატივმა.
დე სოტანვილლი. სად მიდიხარ ჩემო ქალო?
ანჟელიკა. მე მივდივარ, მამავ, რომ აღარ გამაგებინოს მაგან თავის კომპლიმენტები.
კლოდინა,. (ჟორჟ დანდენს) სწორედ მართებს მაგას ბრაზობა. ეგ ქალი ღირსია აღტაცებით სიყვარულისა და თქვენ კი ეპყრობით მაგას ურიგოდ.
დანდენი. (თავისთვის) აჰ, მატრაბაზო!
სცენა XII.
დე-სოტანვილლები და დანდენი.
დე სოტანვილლი. ეს წეღანდელ ამბის ბოლოა; სულ გაივლის, თუ ცოტა მოეფერებით. მშვიდობით, ჩემო სიძევ; ეხლა ხომ შესაწუხი არაფერი გაქვთ. წადით, შეურიგდით თქვენ ცოლს. ბოდიში მოიხადეთ, რომ გაბრაზდით, და ეცადეთ დაამშვიდოთ.
დე სოტანვილლის ცოლი. თქვენ უნდა იცოდეთ: ჩემი ქალი კარგად გაზდილია და არ არის დაჩვეული, რომ იმას საზიზღარ საქმეს აბრალებთ დნენ. მშვიდობით. მე მიხარიან, რომ ბოლო მოეღო თქვენ უთანხმოებას და რომ უნდა აღტაცებაში მოგიყვანოთ თქვენ ცოლის ყოფა-ქცევამ.
სცენა XIII.
ჟორჟ დანდენი.
მე ხმას არ ვიღებ, რადგანაც ამით არაფერს არ მოვიგებ; არ თქმულა, არ გაგონილა არაფერი ჩემ უბედურობისთანა დიახ, მიკვირს მე ჩემი უბედურობისა და ჩემი ცოლის ხერხისა, რო ყოველთვის გამოჰყავს თავის თავი მართალი და მე კი მტუუანი. ნუ თუ უნდა ყოველთვის დამარცხებული ვიყო იმისაგან, ბედი ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ იყოს და ვერ დავიჭირო ჩემი უნამუსო! ო ზეცავ! ამასრულებინე ჩემი წადილი და მაჩვენებინე სხვებისთვის ჩემი გაუპატიურება.
მოქმედება მესამე.
სცენა I.
კლიტანდრი და ლიუბინი.
კლიტანდრი. კარგა დაღამდა და მეშინიან კიდეც მეტად გვიან არ იყოს. ვეღარ ვარჩევ, სად მივალ ლიბუინ!
ლიუბინი. ბატონო!
კლიტანდრი. აქ უნდა მოვსულიყავით?
ლიუბინი. მგონია, რომ აქ. ღმერთმანი სწორედ გიჟური ღამეა; გაგონილა ამისთანა სიბნელე?
კლიტანდრი. სწორედ, სწორედ გიჟურია. მაგრამ, თუ ის ჩვენ გვიშლის სხვის დანახვას, რომ სხვასაც უშლის ის ჩვენ დანახვას.
ლიუბინი. მართალს ბძანებთ, ეს ღამე ისე ბრალისი არ არის. ერთი ესეც კი უნდა მიბძანო, სწავლულო ბატონო, რატომ ღამეობითაც დღე არ არის?
კლიტანდრი. ეს მეტად მძიმე და ძნელი საგანია. გამოძიება გიყვარს ლიუბინ?
ლიუბინი. დიახ. რომ მესწავლა, ისეთ რამეებს მოვიგონებდი, რაც ჯერ არავის მოგონებიყოს.
კლიტანდრი. დასაჯერია. შენ სახეზედვე გეტყობა, რომ გონიერი და გამგები უნდა იყო.
ლიუბინი. მართალს ბრძანებთ. მე მესმის ლათინური, თუმც ის არასდროს არ მისწავლია. რომ ვნახე ერთხელ ერთ დიდ კარებზე ლათინურად დაწერილი „სკოლა,“ მაშინვე მივხვდი, რომ აქ შკოლა უნდა იყოს.
კლიტანდრი. საკვირველია! განა, შენ კითხვა იცი, ლიუინ?
ლიუბინი. დიახ, დაბეჭდილს ვკითხულოი; მაგრამ ვერასდროს ვერ მესწავლა ნაწერის კითხვა.
კლიტანდრი. აგერ ხალხის პირ-და-პირ ვართ. (ტაშს უკრავს) ამათ შემატყობინეო, კლოდინამ მითხრა.
ლიუბინი. ღმერთმანი! ძვირფასი რამ არის ეგ გოგო; მე საშინლად მიყვარს.
კლიტანდრი. განა იმიტომ წამოგიყვანე, რომ მუსაიფი გამიწიო იმაზე?
ლიუბინი. ბატონო, მე თქვენ მოგყვებით...
კლიტანდრი. შშშ! რაღაც ხმაური მესმის.
სცენა II.
ანჟელიკა, კლოდინა, და ლიუბინი.
ანჟელიკა. კლოდინ!
კლოდინა,. ბატონო!
ანჟელიკა. ნახევრათ გაღებული დააგდე კარები.
კლოდინა,. ესეც ესე (ასრულებს ანჟელიკას ბრძანებას. სცენაზე ბნელა. აქტიორები ერთმანერთს ეძებენ სიბნელეში).
კლიტანდრი. (ლიუბინს) ისინი არიან. სსტ.
ანჟელიკა. სსტ.
ლიუბინი. სსტ.
კლოდინა. სსტ.
კლიტანდრი. (კლოდინა,ს, რომელიც ჰგონია. ან ჟელიკა). ქალბატონო!
ანჟელიკა. (ლიუბინს, რომელიც კლოდინა, ჰგონია) კლოდინ!
კლოდინა,. (კლიტანდრს, რომელიც ლიუბინი ჰგონია) რას იტყვი?
კლიტანდრი. (კლოდინის ანჟელიკას მაგიერ) აჰ, რა მოხარული ვარ!
ლიუბინი. (ანჟელიკას, კლოდინა,ს მაგიერ) კლოდინა,! ჩემო პატარა კლოდინა,!
კლოდინა,. (კლიტანდრს) ნელა ბატონო.
ანჟელიკა. (ლიუბინს) კარგი ლიუბინ!
კლიტანდრი. განა შენა ხარ, კლოდინ?
კლოდინა,. დიახ.
ლიუბინი. ეს თქვენა ბძანდებით, ქალბატონო?
ანჟელიკა. ხო.
კლოდინა,. (კლიტანდრს) მე ანჟელიკა გეგონეთ?
ლიუბინი. ღმერთმანი, ამისთანა ღამეში ვერაფერს ვერ დაინახავ.
ანჟელიკა. ეს თქვენა ბძანდებით, კლიტანდრო?
კლიტანდრი. დიახ, ბატონო.
ანჟელიკა. ჩემი ქმარი ლაზათიანად ხვრინავს; და მეც ეს დრო ამოვირჩიე, რომ თქვენთან მემუსაიფნა.
კლიტანდრი. რამე დასაჯდომი ადგილი ვიშოვოთ აქ.
კლოდინა. ეს კარგად მოგაგონდათ. ანჟელიკა, კლიტანდრი და კლოდინა, მიდიან და დასხდებიან სცენის უკან პლანზე).
ლუბინი (ეძებს კლოდინის) კლოდინ! სადა ხარ?
სცენა III.
ანჟელიკა, კლიტანდრი, კლოდინა,. დამსხდარნი სცენის უკანა პლანზე. ჟორჟ დანდენი, ნახევრად ტანთ გახდილი; ლიუბინი.
დანდენი. (თავისათგის) გავიგე, რომ ჩემი ცოლი ჩამოვიდა, და მეც საჩქაროდ ჩავიცვი, რომ იმას გამოვყვე. სად უნდა წასულიჟო? იქნება გავიდა?
ლიუბინი (ეძებს კლოდინის და ელაპარაგება დანდენს, რომელიც კლიადინა ჰგონია) აბა სადა ხარ, კლოდინ? ოჰ! აგერ სად ყოფილხარ ღმერთმანი, შენი ბატონი კარგად კია მოტყუებული, ეს ისეთვე მაცინებს, როგორც ამას წინანდელი იმის მიტყეპვა ჯოხითა. შენი ქალბატონი ამბობს, რომ ის ხვირინავსო ეხლა ყველა ეშმაკზე მეტადაო, და ის კი არ იცისო, რომ ეხლა, როცა იმასა სძინავს, იმის ცოლთან ვიკონტია. ნეტა ვიცოდე, რა სიზმარსა ხედავს ის ეხლა. ძალიან სასიცილო რამე კია. რაზე მოუვიდა თავში ეჭვიანობა და რაზე თხოულობს, რომ იმის ცოლი მარტო იმისთვის იყოს. არა ეს ქმარი ვიღაც ოხერია და ვიკონტიც ტყუილად ამდენ პატივსა სცემს იმას. ხმას რატომ არ იღებ, კლოდინ? წავიდეთ, იმათ გავყვეთ; მამე შენი ხელი, რომ გაკოცო, აჰ! რა ტკბილია! ასე მგონია, კამფეტებსა ვჭამო. (ჟორჟ დანდენს, რომელიც კლოდინა, ჰგონია და რომელიც ლიუბინს ძრიელ ხელსა კრავს.) მხეცო! რას შვრები! ეს პატარა ხელი ძალიან მძლავრი კი ყოფილა აი!
დანდენი. ვინ არის მანდ?
ლიუბინი. არავინ.
დანდენი. გაიქცა. ჩემ ცუღლუტს ვატყობ ახალ ღალატობას. აბა, არ უნდა დავიგვიანო და გავგზავნო ვინმე ჩემ სიმამრის და სიდედრის დასაძახებლათ, და ეს გავხადო ჩემ ცოლთან გაყრის მიზეზათ. ჰეი, კოლინ! კოლინ!
სცენა IV
ანჟელიკა, კლიტანდრი, კლოდინა, და ლიუბინი, დამსხდარნი სცენის უკანა პლანზე; ჟორჟ დანდენი და კოლინი.
კოლინი. (ფანჯრიდამ) ბატონო!
დანდენი. ჩამო აქ ჩქარა.
კოლინი (ჩამოხტება ფანჯრიდამ) აჰა, მეც აქა ვარ, ამაზე ჩქარა აღარ იქნება.
დანდენი. აქ ხარ?
კოლინი. დიახ, ბატონო. (ჟორჟ დანდენი მიდის კოლინის საძებნელათ საიდამაც იმის ხმა გაიგო; კოლინი კი მიდის მეორე მხარეს და იძინებს).
დანდენი. (მიბრუნებული იმ მხარეს, სადაც კოლინი ჰგონია). ნელა. ჩუმად ილაპარაკე. დამიგდე ყური. წადი ჩემ სიმამრთან და სიდედრთან და უთხარ, რომ მე იმათ უმორჩილესად ვთხოვ მოვიდნენ ეხლავ აქ. გესმის? ჰა! კოლინ! კოლინ!
კოლინი. (მეორე მხრიდამ, იღვიძებს) ბატონო!
დანდენი. სადა ხარ, შე ეშმაკო?
კოლინი აქა.
დანდენი. შე უმსგავსო, დაგწყევლა ღმერთმა, რასა მშორდები! (როცა ჟორჟ დანდენი მიბრუნდები იქით, სადაც ჰგონია, რომ კოლინი დარჩა, კოლინი მიდის მეორე მხარეს და იძინებს) წადი მეთქი ეხლა იპოვე ჩემი სიმამრი და სიდედრი და უთხარ, რომ მე იმათ ვეხვეწები: საჩქაროთ აქ მოვიდნენ. ხომ კარგად გესმის? მიპასუხე! კოლინ! კოლინ!
კოლინი. (მეორე მხრით, იღვიძებს) ბატონო!
დანდენი. რას მაბრაზებს ეს ჩამოსაღრჩობი! აქ მო ჩემთან. (ერთმანეთს შეხვდებიან და გარდებიან) აჰ! ავაზაკმა დამჩეხა! სადა ხარ, სად? მომიახლოვდი, რომ ერთი კარგად მიგტყენო. მგონია, იმას უნდა გამექცეს.
კოლინი. სწორედ.
დანდენი. არ მოხვალ?
კოლინი. ვერა, ვერა, ღმერთმანი.
დანდენი. აქ მო — მეთქი.
კოლინი. ვერ მოვალ. გინდათ გამლახოთ რაღა.
დანდენი. კარგი ჰო! სრულებიდაც არ გერჩი.
კოლინი. სწორედ?
დანდენი. სწორედ. მომიახლოვდი (კოლინს, მკლავის დაჭერით) კარგი! შენ ბედნიერი ხარ, რომ მე შენში ეხლა ვსაჭიროებ. წადი ჩქარა, ჩემგნით სთხოვე ჩემ სიმამრს და სიდედრს, რომ აქ მოვიდნენ, რაც შეუძლიანთ ჩქარა, რომ იმათ ვუძახი ამასწინდელ საქმის გამო; თუ უდროობამ დააბრკოლოს ისინი, შენ ნუ მოეშვები. აუღსენ, რომ მეტად საჭირო საქმისთვის ვუძახი იმათ და რაც უნდა მოხდეს, ისინი უეჭველად მოვიდნენ. ეხლა ხომ კარგად გესმის?
კოლინი. დიახ, ბატონო. დანდენი წადი ამ წამსვე და დაბრუნდი ჩქარა. (თავის თავი მარტო ჰგონია) მე კი შევალ სახლში, მოუცდი, რო... მაგრამ ვიღაც არის მგონია... ჩემი ხომ არ არის? უნდა დაუგდო ყური, ამ ცოლი სიბნელით ვისარგებლო.
(დანდენი დგება სიხლის კარებთან).
სცენა V.
ანჟელიკა, კლიტანდრი, კლოდინა,, ლიუბინი და დანდენი.
ანჟელიკა. (კლიტანდრს) მშვიდობით. დროა გამოგესალმოთ.
კლიტანდრი. როგორ! ესე ადრე!
ანჟელიკა. სამყოფად ვილაპარაკეთ.
კლიტანდრი. აჰ! ბატონო! განა შემიძლიან ამ ცოტა ხანში სამყოფათ ვიპოვნო საჭირო სიტყვები თქვენთან სალაპარაკებლათ, საჭიროა ჩემთვის მთელი დღეები, რომ აგიღსნათ სულ რასაც ვგრძნობ; ვერაფერი ვერ გითხარით, რაც სათქმელი მქონდა.
ანჟელეკა. სხვა დროს იყოს; მერმე უფრო დაგიგდებთ ყურს.
კლიტანდრი. ოჰ! რათ მიხეთქავთ გულს თქვენ განშორებით! რა მწუხარებაში მაგდებთ მე ეხლა!
ანჟელიკა. მოვახერსებთ კიდევ ერთმანერთის ნახვას.
კლიტანდრი. დიახ მაგრამ მე ფიქრათ მომდის, რომ ჩემგან მოშორებული თქვენ მიხვალთ თქვენ ქმართან. ეს ფიქრი მე მკლავს. ოჰ, საშინელი რამ არის ქმარი ცხარე მოარშიყესთვის.
ანჟელიკა. რაზე სწუხართ? ნუ თუ გგონიათ, რომ მე შემიძლიან მიყვარდეს იმისთანა ქმარი, როგორიც მე მყავს. თუ ვირთავთ ამისთანა ქმარს, ეს იმიტომ რომ მეტი ღონე არ არის, იმის ქონება მოსწონს ჩვენ დედ-მამას, მაგრამ ვიცით კიდეც ჩემ ქმრისთანების დაფასება; კარგად დავცინით ხოლმე იმათ, როცა ისინი რისაც ღირსნი არ არიან, იმას იჩემებენ.
დანდენი. (თავისთვის) აი ჩვენი უნამუსო ცოლები!
კლიტანდრი. აჰ! უნდა მოგაღსენოთ, რომ თქვენი შემრთავი ღირსი არ იყო იმ პატივისა, რომელშიაც ეხლა ის არის, და საკვირველია, როგორ შეირთო თქვენისთანა ქალმა იმისთანა კაცი!
დანდენი. (იქით) აჰ! საწყალო ქმრებო! ხედავთ როგორ ლაპარაკობენ თქვენზე.
კლიტანდრი. რასაკვირველია, თქვენ სხვა ბედის ღირსნი იყავით; არა, ღმერთს საგლეხკაცოთ არ გაუჩენიხართ.
დანდენი. ღმერთმა ქნას, რომ შენი იყოს! მაშინ კი სხვანაირად ილაპარაკებდი. შევალ, ესეც მეოფა. (დანდენი შევა და კარებს შეიკეტავს).
სცენა VI.
ანჟელიკა, კლიტანდრი, კლოდინა, და ლიუბინი.
კლოდინა, ქალბატონო, თუ რამე ცუდი სათქმელი გაქვთ თქვენ ქმარზე, თქვით და გაათავეთ. დაგვიანებული დროა.
კლიტანდრი. აჰ, კლოდინა,ვ! არა მართალს ამბობს; ერთმანეთს უნდა მოვშორდეთ.
კლიტანდრი. უნდა მოვშორდეთ, რადგან თქვენ ეგ გნებავთ. მაგრამ შემოგეხვეწებით, ცოტად მაინც შემიბრალოთ, რადგანაც მეწვევიან ეხლა მე საშინელნი წუთნი.
ანჟელიკა. მშვიდობით.
ლიუბინი. სად ხარ, კლოდინ, რო გამოგესალმო?
კლოდინi. გაცი, გაცი, შორიდამაც შეგვიძლიან ერთმანერთს გამოვესალმოთ.
სცენა VII.
ანჟელიკა და კლოდინა,.
ანჟელიკა. ჩუმად შევიდეთ.
კლოდინა,. დაკეტილია კარი.
ანჟელიკა. მე მაქვს გასაღები.
კლოდინა,, ნელა გააღეთ.
ანჟელიკა. შიგნიდამ არის დაკეტილი და არ ვიცი რა ვქნა.
კლოდინა,. დაუძახეთ ბიჭს მანდ რო წევს.
ანჟელიკა. კოლინ! კოლინ! კოლინ!
სცენა VIII.
დანდენი, ანჟელიკა და კლოდინა,.
დანდენი. (ფანჯრიდამ) კოლინ! კოლინ! ოხ კოლინი მეგონეთ, ჩემო ქალბატონო! კარგსა შვრებ ით, რომ ჩუმ-ჩუმად მეპარებით, როცა მძინავს. მე დიდად მოხარული ვარ იმითაც, რომ გხედავთ თქვენ ამ დროს გარეთ.
ანჟელიკა. მერე რა დიდი ცოდვაა, რომ კაცი გამოვიდეს გარეთ ღამის ნიავის ჩასაყლაპათ.
დანდენი. დიახ, დიახ. კარგ დროს მოგაგონდათ გაგრილება. ეხლა გათბობის დროა, ცუღლუტო. კარგად გავიგეთ თქვენი და იმ კეთილშობილ კაცის პლანები. ჩვენ გვესმოდა თქვენი მართთებული ლაპარაკი და თქვენგნით ჩემი ქება, მაგრამ მე მანუგეშებს ის, რომ ეხლა ჯავრის ამოყრა შემიძლიან; ეხლავ თქვენი დედ-მამა დარწმუნდებ ჩემ ჩივილის სიმართლეში და თქვენ ურიგო ქცევაში, მე ისინი დავიბარე და ეხლავ აქ იქნებიან.
ანჟელიკა. (იქით) ღმერთო!
კლოდინა,. ქალბატონო,
დანდენი. რასაკვირველია, თქვენ ამ თავის დამარცხებას არ მოელოდით. აბა ეხლა ვარ გულამაყათ, ეხლა მაქვს მიზეზი მოგაშლევინოთ თქვენ ცხვირის აწევა და თქვენი პლანები. აქამდი თქვენ დასცინოდით ჩემ ჩივილს, თვალებს უბამდით დედ-მამას და ასხვაფერებდით თქვენ ოინებს. ყველაფერს მე კარგად ვხედავდი და კარგად мამობდი; მაგრამ რასაც თქვენ სამართლიანად გაბრალებდით, იმაში მტнუანს მე მხდიდით, და შეიძლებდით ხოლმე თავის გამართლებას. მაგრამ ამ შემთხვევაში მადლობა ღმერთს, გამოაშქარდება საქმე და შეგარცხვენენ თქვენ ცუდ ყოფა-ქცევისთვის.
ანჟელიკა. ეჰ! გთხოვთ გამიღოთ კარი.
დანდენი არა, არა. უნდა მოუცადოთ იმათ ვინც დავიბარე და მინდა, რომ იმათ გნახონ გარეთ ამ მშვენიერ ჟამს. სანამ ისინი მოვლენ, თუ გნებავთ მოიგონეთ რამე ოინი, რომ ამ საქმიდამ თავი დაიღსნათ, რომ თქვენ ცელქობას მისცეთ სხვა მნიშვნელობა ერთი კარგად იცბიერეთ, რომ არავინ აქ არ მოგასწროთ და ყველას თქვენ მართალი ეგონოთ; იპოვეთ რამე განსაკუთრებითი მიზეზი ამ ღამურ მოგზაურობისა, მოიგონეთ რომ მშობიარესთან მისაშველებლათ წაბძანდით.
ანჟელიკა. არა, მე არა მსურს თქვენგან რამე დავმალო. არ ვიმართლებ თავს, უარს არ ვამობ იმაზე, რაც მოხდა, რადგან თქვენც იცით, რაც მოხდა.
დანდენი. მეტი რა ღონე გაქვთ. რასაც მოიგონებთ თავის გასამართლებლათ, ყველაფერში გაგამტუუნებთ.
ანჟელიკა. დიახ, მე გულწრფელად გეუბნებით რომ მტყუნი ვარ და თქვენ გაქვთ საფუძველი ჩემზე იჩივლოთ. მაგრამ მე თქვენ გეხვეწებით ნუ გამცემთ ჩემ ჭირვეულ დად-მამას და ჩქარა გამიღეთ კარი.
დანდენი. დღეს დაღამდა და ხვალა.
ანჟელიკა. ჩემო პატარა ქმარუნავ. გეხვწებით!
დანდენი. აჰ! ჩემო პატარა ქმარუნავ. ეხლა ვარ შენი პატარა ქმარუნა, იმიტომ რომ დაგიჭირე. მე ეს ძალიან მახარებს; ხომ აქამდი არ გამოგიჩენიათ ამისთანა ალერსიანობა ჩემთან.
ანჟელიკა. დამიგდეთ ყური: მე თქვენ გპირდებით, რომ თავის დღეში აღარ მოგაყენებთ თქვენ უსიამოვნებას და...
დანდენი. ეგ სულ არაფერი. მე არ მინდა დავკარგო. ეს შემთხვევა, რომ კარგად გამოვააშქარო თქვენი ურიგო ყოფა-ქცევა.
ანჟელიკა. გეხვეწებით მათქმევინეთ. ერთ წამს ყური დამიგდეთ.
დანდენი. კარგი, მერე რაო?
ანჟელიკა. კიდევ გეტეცით, რომ, მართალია მე ვარ მტყუანი, თქვენი ჯავრი უმიზეზო არ არის, მე ძალად იმ დროს გამოველ, როდესაც თქვენ გეძინათ თქვენ რო იცით იმის სანახავათ. მაგრამ ეს სულ იმისთანა საქციელია, რომელიც უნდა მეპატიოს ჩემ მცირე წლოვანების გამო: ეს არის საქციელი ახალგაზდა, ფიცხელ, გამოუცდელ ქალის, რომელიც ეს არის ეხლა ხედავს ქვეყანას. როცა ამგვარ საქმეს სჩადიან, არ იციან, რომ იმაში ცუდი რამეა და მართლადაც, არაფერი..
დანდენი. დიახ, რასაც ბძანებთ, სულ სარწმუნოა.
ანჟელიკა. მე უარს არ ვამობ რომ თქვენთან დანაშაული ვარ; მარტო გთხოვთ დაივიწყოთ ეს შეურაცხ-ყოფა, რომელიც უნდა წრფელის გულით მამიტევოთ. განმათავისუფლეთ იმ უსიამოვნებისაგან, რომელიც შეიძლება მაგრძნობინონ ამ შემთხვევაში ჩემ გაჯავრებულ დედ-მამის სამდურავებმა, თუ შემიწვალებთ და მართებულად აასრულებთ ჩემ თხოვნას, თქვენ ამ სიკეთით მოიგებთ მთლად ჩემ გულს; ამით ისე გამახარებთ, რომ ჩემში გაჩნდება თქვენადმი ის გრძნობა, რომელსაც ვერ გამიჩენენ ვერც მშობლები და ვერც ჩვენ ცოლ-ქმრობის კავშირი. ერთი სიტყვით, დავივიწყებ ჩემ არშიყობას სხვასთან და მარტო თქვენ გეკუთვნებით. დიახ, მე გაძლევთ სიტყვას, რომ ამას იქით ჩემზე უკეთეს ქალს ქვეყანაზე ვერ ნახავთ და გაგიწევთ ისეთ ერთგულობას, ისეთ ერთგულობას, რომ თქვენ სრულიად კმაყოფილი დარჩებით.
დანდენი. აჰ, კორკადილო, ეალერსები კაცს იმისთვის რომ დააღრჩო!
ანჟელიკა. შემიწყალეთ.
დანდენი. გეყოფათ. მე შეუწყალავი ვარ.
ანჟელიკა. გქონდეთ კაცის შებრალება!
დანდენი. არა, არა.
ანჟელიკა. გეხვეწებით.
დანდენი. ვერა, ვერა.
ანჟელიკა. გთხოვთ უმდაბლესად.
დანდენი. ვერა, ვერა და ვერა. მე მინდა დავამტკიცო, რომ თქვენში სტყუვდებოდენ, მე მინ და შეგარცხვინოთ
ანჟელიკა. მაშ კარგი! თუ მაგდებთ ესე უიმედოთ, ეხლავ გიცხადებთ, რომ ამ მდგომარეობაში ქალს ყველა შეუძლია, და ისეთ რამეს ჩავიდენ, რომ თქვენ ბევრს ინანებთ.
დანდენი. რაო? მერე რას ჩაიდენთ იმისთანას!
ანჟელიკა. ასე რომ მიჭირებთ საქმეს, ცუდ გზას ამოვირჩევ; და აი რომ ხედავთ ამ დანას, ამით აქვე მოვიკლავ თავს.
დანდენი. ოჰ! ოჰ! ძალიან კარგი.
ანჟელიკა. ეს ისე კარგი არ იქნება თქვენთვის როგორც გგონით. ყველამ იცის ჩვენი უბოლოვო უთანხმოება და უსიამოვნება, რომლის დამწყობი თქვენა ბძანდებით. როცა მკვდარს მიპოვნიან, ყველა დარწმუნებული იქნება, რომ თქვენ მომკალით; და ჩემი დედ-მამა, გარწმუნებთ, იმისთანებიც არ გახლავან, რომ დაუსჯელათ დააგდონ ჩემი მომკლავი. ისინი თქვენ დაგსაჯავენ, რამდენადაც ეს შესაძლო იქნება, სასამართლოს დევნას თქვენზე მოაქცევენ, თავიანთ ჯავრს თქვენზე ამოიყრიან. აი ამგვარად შევიძლებ შური გიგოთ, რამდენი ჩემისთანა იყრის ამგვარად ჯავრს და არ ერიდება თავის-მოკვლას, ოღონდ კი დაღუპოს იმით ის, ვინც თავის ავკაცობით მიიევანა ის ამ გაჭირებამდი.
დანდენი. უკაცრავად კი არ ვიყო, ეხლა აღარარავინ ფიქრობს თავის მოკვლაზე. დიდიხანი გადავარდა მაგის მოდა.
ანჟელიკა. არა, დარწმუნებული იყავით იმაში რასაც ვამბობ და თუ თქვენ სულ უარზე იდგებით, არ გამიღებთ, გეფიცებით, რომ ეხლავ გიჩვენებთ, რა შეუძლიან ჩაიდინოს იმედგადაწყვეტილმა.
დანდენი, მიქარვაა, მიქარვა გნებავთ შემაშინოთ რაღა.
ანჟელიკა. მაშ კარგი! მეტი ღონე არ არის, აი რამ უნდა დაგვაკმაყოფილოს ჩვენ ორივენი; ნახავთ, რომ არ ვხუმრობ. (უჩვენებს ვითომ თავს იკლავს) ოჰ! მორჩა, ღმერთმა ქნას, რომ ჩემი სიკვდილისთვის შური უგონ ისე, როგორც მე მსურს და რომ ვინც დამნაშავეა, დაისაჯოს ისევ სასტიკად, როგორადაც მე მეპყრობოდა.
დანდენი. ვაი! ისე ავგული როგორ იქნებოდა რომ თავი მოეკლა ჩემ დასახრჩობლათ! აბა ერთი ნამწვი ავიღო და წავიდე ვნახო.
სცენა IX.
ანჟელიკა დი კლოდინა.
ანჟელიკა. (კლოდინა,ს) სს. ჩუმად! ნელა დავწვეთ ერთ რომელიმე კარის წინ.
სცენა X .
(ანჟელიკა და კლოდინა, შინ შედიან იმ წამს, როცა იქიდამ გამივა ჟორჟ დანდენი და შეიკეტავენ კარებს; დანდენი რჩება გარეთ სანთელი ხელში).
დანდენი. აბა დედა-კაცის სიგიჟე მანდამდი მიაღწევდა? (მარტო, რომ უველგან მიიხედ- მოიხედება) არავინ არ არის. მე კარგად ეჭვში ვიყავ რაღა; ის ცულღუტი სულ წასულა, რაკი უნახავს, რომ ვერაფერს ვერ მოიგებს ვერც ხვეწნით და ვერც მუქარვით. უფრო კარგი! ამით იმის საქმე უფრო ცუდად წავა; და როცა სიმამრი და სიდედრი მოვლენ უკეთესად ნახვენ იმის დანაშაულობას (მივა კარებთან შინ შესასვლელად) აჰ! აჰ! კარი დაკეტილია, ეი, ეი! ვინა ხართ მანდა! ჩქარა გამიღეთ.
სცენა XI.
ანჟელიკა და კლოდინა, ფანჯარაში; ჟორჟ დანდენი.
ანჟელიკა. როგორ! შენა ხარ? საიდამ მოხვალ, ჩემო ცუღლუტო? რა კარგ დროს კი ბრუნდები შინ, აგერ გათენდება! განა ამ გვარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს პატიოსან ქმარსს?
კლოდინა,. განა კარგია, რომ მთელი ღამე ლოთობთ და შინ მარტოთ აგდებთ თქვენ საწყალ ახალგაზდა ცოლს.
დანდენი როგორ! თქვენ...
ანჟელიკა. გამეცა, გამეცა, მოღალატევ, მე მოვბეზრდი თქვენ ურიგო ქცევით; აღარ მოვიცდი, ეხლავ მინდა შევჩივლო ჩემ დედ-მამას.
დანდენი. რაო? თქვენ კიდევ ბედავთ...
სცენა XII.
დე სოტანვილლები. (ღამის ტანისამოსში); კოლინი (ფარანი სელშ.) ანჟელიკა და კლოდინა, (ფანჯარაში) და ჟორჟ დანდენი.
ანჟელიკა (დე სოტანვილლებს) მოგვიახლოვდით, თუ ღმერთი გწამთ, და ნახეთ ეს საშინელი ურცხობა ქმრისა რომელსაც ღვინომ და ეჭვიანობამ ისე დაუნჯღია ტვინი, რომ აღარ ესმის რას ამბობს და რას ჩადის და თითონვე თქვენ გიბარებთ ამ საზარელ სიბრიყვის მოწმებათ. მთელი ღამე მაცდევინა და აგერ ეხლა მოდის, როგორც თითონ თქვენ ხედავთ; თუ მოინდომებთ მაგას ყური დაუგდოთ, ეგ გეტყვით, რომ მაგას აქვს თქვენთან უშველებელი საჩივარი ჩემზე. ეგ გეტვით, რომ, როცა მაგას ეძინა, მე ტანთ გავიხადე მაგის წინ იმისთვის რომ გამოვსულიყავ, გავქცეულიყავ; ეგ მოროშავს კიდევ ას ამისთანა არაკს, რაც მოსიზმრებია.
დანდენი. (თავისთვის) აი გიჟი უნამუსო!
კლოდინა,. დიახ, ამას უნდოდა დაგვეჯერა, რომ ეს შინ იყო და ჩვენ კი გარეთ; და ეს სიტუტუცე ვერ გამოგვიღია ამის თავიდამ ვერას ღონისძიებით.
დე სოტანვილლი. როგორ! ეს რას ნიშნავს?
დე სოტანვილლის ცოლი. რა გიჟობა და ურცხვობაა, რომ ჩვენ აქ დაგვიბარეს!
დანდენი არასდროს...
ანჟელიკა. არა, მამავ, ამგვარ ქმრის ამტანი აღარა ვარ. მოთმინებიდამ გამოველ, ამდენი უსამართლობა მესმის მაგისგან.
დე სოტანვილლი. ღმერთმანი! უსვინდისო. კა ცი ბძანებულხართ.
კლოდინა,. სირცხვილია, რომ ესე ექცევიან საწყალ ახალგაზდა ქალს; ღმერთი მაგიერს უხდის.
დანდენი. შესაძლოა...
დე სოტანვილლი. წადით, სირცხვილით უნდა მომკვდარიყაყავით.
დანდენი. დამაცალეთ გითხრათ ორი სიტყვა.
ანჟელიკა. თქვენ მარტო დაუგდეთ ყური: კარგ რასმეს კი იტყვის!
დანდენი. (თავისთვის) აღარ ვიცი რა ვქნა!
კლოდინა,. იმდენი დაულევია, რომ არ მესმის როგორ შეიძლება იმასთან დგომა; ჩვენამდინაც კი მოდის მაგისგან ღვინის სუნი.
დანდენი. ბატონო. სიმამრო, გეფიცებით...
დე სოტანვილლი. გამეცალეთ, საშინლად გიყ რთ პირი ღვინისაგან.
დანდენი. (დე-სოტანვილლის ცოლს) ქალბატონო. გთხოვთ...
დე სოტანვილლის ცოლი. ფი! ნუ მომიახლოვდებით! ყარხართ.
დანდენი. (დე სოტანვილლს) ნება მომეცით, გევედრებით, რომ...
დე სოტანვილლი. გამეცალეთ მეთქი, ნებას ვერ მოგცემთ.
დანდენი. (დე-სოტანგილლის ცოლს) ნება მომე- ცით, გევედრებით, რომ..
დე სოტანვილლის ცოლი. ფუ! გულს ნუ მიფუჭებთ, თუ გინდათ, შორიდამ ილაპარაკეთ.
დანდენი. მაშ კარგი, მე შორიდამ ვლაპარაკობ. გეფიცებით, რომ მე შინიდამ ფეხი არ გადამიდგამ; ეგ ჩემი ცოლი გამოვიდა.
ანჟელიკა. აი, მეც მაგას არ ვამობდი!
კლოდინა,. ხომ ნახეთ, რომ წინადვე შევიტყვეთ, რასაც იტყვის.
დე სოტანვილლი. (ჟორჟ დანდენს) გამეცალეთ, თქვენც რომ სხვებს დასცინით! აქ ჩამო, ჩემო ქალო.
სცენა XIII.
დე-სოტანვილლები, ჟორჟ დანდენი და კოლინი.
დანდენი. ღმერთს გეფიცებით, მე შინ ვიყავ და...
დე სოტანვილლი. დაჩუმდით, ამისთანა ტუ ტუცობა მოსათმენი არ არის.
დანდენი. ეხლავ დამეცეს მეხი, თუ რომ...
დე სოტანვილლი. ტვინი ნუ წაიღეთ. ბოდიში მოსთხოვეთ თქვენ ცოლს.
დანდენი. მე უნდა მოვთხოვო ბოდიში?
დე სოტანვილლი. დიახ, ბოდიში და ისიც ეხლავე.
დანდენი. როგორ! მე...
დე სოტანვილლი. ღმერთმანი! რაკი ეგრე მიჯ,იუტდებით, მე თქვენ გასწავლით, როგორ უნდა ჩვენთან თამამობა.
დანდენი! აჰ! ჟორჟ დანდენო!
სცენა XIV.
დე სოტანვილლები, ანჟელიკა, ჟორჟ დანდენი. კლოდინა, და კოლინი.
დე სოტანვილლი. აბა მოდი ჩემო შვილო, რომ ქმარმა ბოდიში მოგთხოვოს.
ანჟელიკა. მერე მე კი უნდა ვაპატიო. მაგას, სულ რაც მითხრა! ვერა, ვერა, მამა ჩემო, მაგაზე ვერ დაგთანახმდები; მე გთხოვთ მამაშოროთ ქმარს, რომელთანაც არ შემიძლიან ვიცხოვრო.
კლოდინა,. რომლის გაძლება შეუძლებელია!
დე სოტანვილლი. ჩემო ქალო, მაგგვარი გაყრა არ მოხდება ხოლმე უ დიდ აყალმაყლოთ; თქვენ უნდა გეჭიროთ თქვენი თავი მაგაზე უფრო ჭკვიანად და ერთი ეხლაც მოითმინოთ.
ანჟელიკა. როგორ მოვითმინო, ამდენი უპტიურობის შემდეგ? არა, მამა ჩემო, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ დაგეთანხმებით.
დე სოტანვილლი. უნდა დამეთანხმო, ჩემო ქალო; მე ვარ შენი ბძანებელი.
ანჟელიკა. ამის შემდეგ მე აღარაფერი მეთქმის; ყველაფერი შეგიძლიანთ მიყოთ.
კლოდინა,. რა მშვიდობიანია!
ანჟელიკა. საწყენია, რომ იძულებული ვარ დავივიწყო ამდენი უსამართლოება; მაგრამ თავს ძალა უნდა დავატანო და თქვენ დაგემორჩილოთ.
კლოდინა,. საწყალო მცხვარო!
დე სოტანვილლი. (ანჟელიკის) მოახლოვდით.
ანჟელიკა. სულ რასაც სჩადიხარ, იქიდამ არაფერი არ გამოვა; და თქვენ ნახავთ, რომ ხვალიდამვე ისვე დაიწყობა.
დე სოტანვილლი. ჩვენ მოვახერხებთ (ჟორჟ დანდენს) აბა დაიჩოქეთ!
დანდენი. დავიჩოქო?
დე სოტანვილლი. დიახ დაიჩოქეთ; ნუ იგვიანებთ.
დანდენი. (დაჩოქილი სანთელი ხელში) ო, ზეცავ! (დე-სატონვილლს) რა უნდა ვთქვა?
დე სოტანველლი. ქალბატონო, გთხოვთ მაპატიოთ.
დანდენი. ქალბატონო, გთხოვთ მაპატიოთ.
დე სოტანვილლი. რომ ტუტუცობა ჩავიდინე.
დანდენი. რომ ტუტუცობა ჩავიდინე... (თავის თვის) და თქვენ შეგირთეთ.
დე-სოტანველლი. და გპირდებით ამის შემდეგ უკეთესად ვიცხოვროთ.
დანდენი. და გპირდებით ამის შემდეგ უკეთესად ვიცხოვროთ.
დე სოტანვილლი. (დანდებს) გაფრთხილდით და იცოდეთ, რომ ეს უკანასკნელად გითმობთ თქვენ უშვერობას.
დე სოტანვილლის ცოლი. ღმერთს გეფიცებით! თუ კიდევ ასე მოქცეულხართ, მაშინ გიჩვენებთ როგორც უნდა პატივი სცეთ თქვენ ცოლს და იმის მშობლებს.
დე სოტანვილლი. აბა, რა დღე იყო! მშვიდობით. (ჟორჟ დანდენს) შინ შედით და ეცადეთ დაჭკვიანდეთ. (თავის ცოლს) ჩვენ კი, ჩემო სულო, წავიდეთ დავწვეთ.
სცენა XV.
ჟორჟ დანდენი.
აჰ! მეტი ღონე არ არის, ვუთმობ. ვისაც ჰყავს ჩემსავით გიჟი გადარეული ცოლი, ის ყველაზე კარგს იქმს, რომ წავიდეს და ყირამალა გადავარდეს წყალში.*
![]() |
3 სამი ლექსი თ. მიხეილ ბირთველის ძის თუმანიშვილისა (1819—1875 წ.) |
▲back to top |
![]() |
3.1 უდაბნო |
▲back to top |
უდაბნო
ვის არ გიხილავთ უდაბნო ბნელი,
სად თვალნი მზისა შუქსა ვერ სჭვრეტენ,
ისე სადა ვერანად მოსჩანს ყოველი
და ქარიშხალი ხმიანობს ოდენ?
ვის არ გიხილავსთ იქა ხე მწარედ
გულჩამომწვარი ციურის ცეცხლით
და მაღალს კლდეზედ მარტოდ, მწუხარედ
გარდმოკიდული დამჭკნარ შტოებით!
ეს არს, მოყვასნო, გლახ ჩემი ბედი!
მეც ეგრეთ ვიქმენ დღე განამწარი;
ვერღა მეახლოს ტკბილი იმედი,
ვერღა აღყვავდეს მით გული მჭკნარი.
1838 წ.
![]() |
3.2 სალამური |
▲back to top |
სალამური
იყო დრო, ოდეს სალამური-ჩემად მომლხენი,
შეეხებოდნენ რა ბაგენი მას უნაღვლელად,
არაკრაკებდა სიხარულით და ხმანი მისნი
განიბნევოდნენ ყრუსა არეს მოუთმენელად, —
და მხოლოდ ბნელი და დუმილი წყნარისა ღამის
იყვნენ მოწამეთ საიდუმლოთ აღტაცებათა,
და მხოლოდ ტკბილი იადონი წალკოტთა შორის
ნარნარ შტვენითა მოჰსძახიდა გულის კვნესათა
იყო დრო, ოდეს მშვენიერი ესე ბუნება
მიმდევსა მისსა გრძნეულებით გამაოცებდა,
და დამატკბობდა სიყვარული, თავისუფლება,
და გული ჯერეთ ზრუნვათათვის არ გამღებოდა.
იყო დრო... მაგრამ, ჰე მაცთურო ამაოებავ,
რად დამილეწე ოქროვანი ხატი ოცნების?
რად დამდე ჯაჭვი დამონების? რათ მიმიზიდავ
აღელვებაში ამა სოფლის დაუდგრომელის,
სადაც გრილდება მგოსანისა მხურვალე გული,
სადაც სჭკნებიან უწმინდესნი სულის გრძნობანი,
სად სალამური მექნა ჟღერით დაყრუვებული
და უპასუხოდ განიფანტნენ ტკბილნი შტვენანი.
1838 წ.
![]() |
3.3 კ—სადმი |
▲back to top |
კ—სადმი
(პუშკინიდამ)
მახსოვს, მახსოვს დრო ნეტარი,
როს აღუჩიდი თვალთა ჩემთა,
ვით ჩვენება მოღიმარი,
ვით მაშვენი ეშხის ღმერთა.
უიმედოს ჭმუნვისა დროს
ხმასა ტკბილსა მომასმენდი,
მომალხენდი უნუგეშოს,
ანგელოზებრ მეხატვოდი.
დღეთა განვლეს, წარიტაცეს,
ნეტარება ადრინდელი,
გონებითგან განმიქარვეს
ხმა ნარნარი, სახე მწველი.
და მას აქედ, საყვარელო,
ვიყავ სოფლად ვითა ბნელში:
ვინატრიდი, რომ მომეგო
კვალად ტრფობა და ნუგეში.
აწ აღმიხდა თქმა გულისა:
აჰა კვალად ვით ჩვენება,
ვითა ღმერთა შვენებისა,
სატრფიალო მევლინება.
და ნაცნობი, ადრინდელი
გულს ეწია დრო ნეტარი
მესმის კვალად ხმა ნარნარი,
შუქსა მაყრის სახე მწველი.
1838 წ.
![]() |
4 ეკონომიური სურათები |
▲back to top |
ეკონომიური სურათები
რუსეთის სწავლული კაცები რო შეადაროთ ევროპიელ სწავლულ კაცებს, მაშინვე შეამჩნევთ, რო რუსები, თუ სვინიდისიანად შრომობენ ისინი, შრომობენ თავიანთ მეცნიერობისათვის და არა ცდილობენ თავიანთ მეცნიერების თვალით გაშინჯონ თანამედროე ცხოვრება, ახალი, ყველასთვის საინტერესო საგნები. რუსის უკეთესნი მეცნიერნი არ ეკუთვნიან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ცხოვრებაში და არც საზოგადო ჟურნალიურ მწერლობაში თავს არა ჰყოფენ თავიანთ პოლიტი კურ აზრების გასავრცელებლათ.
ევროპის უნიჭიერეს მეცნიერებს კი სრულებით სხვაგვარად უჭირავთ თავი საზოგადოებაში და მწერლობაში. იმისთანა გამოჩენილი სწავლულები, როგორც მაგალითად ფოხტი, ფირხოვი და მილლი, ყოველთვის ესმარებოდნენ თავიანთ სამშობლოს გაჭირების დროს არა მარტო სპეციალური ცოდნით, არამედ თავიანთ პოლიტიკურ რჩევებით და მოქმედებაებითაც.
მაგრამ ხან და ხან რუსეთის სწავლულებიც ამოიღებენ ხოლმე ხმას საზოგადო საქმეში, გაერევიან პოლიტიკურ საგნებზე სჯაში. მაგრამ ვაი ამ გარევას! აქ რუსის პროიფესსორები გამოიჩენენ ხოლმე ისეთ უმეცრებას, რომ იმათ უსწორებენ შეცდომებს ჟურნალისტები, რომელთაც არ შეუსწავლიათ არც ერთი მეცნიერება განსაკუთრებით, სპეციალურად. მოიგონეთ მხოლოდ ამ თხუთმეტიოდ წლის წინა ამბავი: რუსეთში გლეხების განთავისუფლების დროს ჟურნალებში ხმა ამოიღეს რუსის მეცნიერებმა — პროფესსორებმა და აღმოჩნდა რომ ამათ შეუსწავლიათ რიგიანად მხოლოდ უნიჭო. ფრანციული ეკონომისტების თხზულებანი; იმათ სცოდნიათ ზეპირად სხვა-და-სსვა მოლინარების, ჟან ბაპტისტსეების და ბასტიების წერილები და სრულებით დაუვიწყნიათ სვინდისიანი მშრომელი ინგლისელი ეკონომისტი ჯონ სტუარტ მილლი. ასე რომ იძულებულნი იყვნენ განთქმულ რუსის პროფესსორებისთვის ესწავლათ პოლიტიკური ეკონომია „სოვრემენნკის“ თანამშრომლებს, რომელნიც მეცნიერობაზე თავს არა სდებდნენ.
ან ავიღოთ სხვა უფრო ახალივ მაგალითი. ამ რამდენიმე თვის წინად ზოგიერთ პოლიაკებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რო კარგი იქნება რუსებთან შევრიგდეთო. ამაზე ამოიღო ხმა გამოჩენილმა რუსის ისტორიკოსმა კოსტომაროვმა. მერე რა გვითხრა ახალი ამ მეცნიერმა? პოლიაკებს რუსები ვერ შეურიგდებითო, გვარწმუნებდა უ. კოსტომაროვი, რადგან დიდი ხანია გამწერალი ვართ ერთმანეთშიო. როგორ მოგწონს, მკითხველო, პატივცემულ ისტორიკოსის ლოღიკა? გამწყრალნი რო არ იყვნენ, ხომ შერიგებაზედაც ლაპარაკი აღარ იქნებოდა.
საკვირელი არ არის, რო ამ ყოფაში არიან რუსეთის სწავლულები, ჯერ ერთი, რო არა აქვს ადგილი ყოველგვარ პოლიტიკურ აზრს რუსულ მწერლობაში; მეორე, რომ რუსულ საზოგადოებაში მეტად ცოტაა პოლიტიკური ცხოვრება, და როგორც მოგეღსენებათ, ხომ მწერლობას და უკეთეს კაცთაც ბევრით იმაზე მეტი არ შეუძლიანთ, რასაც აძლევს იმათ საზოგადოება.
მაგრამ დიდი უსამართლოება იქნება, რო დავივიწეოთ ის ორიოდ რუსი, რომელნიც, თუმც პროფესსორებათ არ ითვლებიან და მაგისტრის და დოქტორის სამეცნიერო ხარისხით დამშვენებულნი არ გახლავან. მაგრამ მაინც სვინიდისიანად მეცნიერების თვალით არჩევენ ეხლანდელ ცხოვრებას და ცდილობენ იმის გასაუკეთესებლათ. რუსულ მწერლობის ისტორია რასაკვირველია არ დაივიწეებს თავ. ა. ვასილჩიკოვსაც, რომელიც უნდა ჩაითთვალოს ამ ორიოდ კაცის რიცხვში და რომელიც დიდი სანია თავის სამეცნიერო წიგნებით ცდილობს მოუტანოს სარგებლობა დაბალ ხალხს თ. ა. ვასილჩიკოვის მამა იყო თავმჯდომარეთ სახელმწიიფო რჩევაში (гос. совѣть) იმპერატორ ნიკოლოოზის დროს და ნიჭიერ მწერალს, რასაკვირველია, თავის მამის შემწეობით ადვილად შეეძლო გაეცნო რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიური წყობილება. ა. ვასილჩიკოვი გაზდილია ინგლისურად და დიდი ხანია ის ბეჯითად შეისწავლის ევროპიულ და მეტად ინგლისურ პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებას.
მაგრამ ნუ გგონია, მკითხველო, რო ვასილჩიკოვი ინგლისურად გაზდილი, იყოს ინგლისელ სახელმწიფო წყობილობის თაყვანისმცემელი; უკაცრავათ, ვასილჩიკოვი სუყველაზე მეტად დაბალ ხალხის კეთილმოსურნეა და ეჯავრება, რო საშინლადა ჰყავს დაჩაგრული უადგილ-მამულო ხალხი ინგლისელ დიდ-კაცობას.
ამ რუსის მწერლის უმთავრესი აზრები მოკლედ გამოთქმულები არიან წინასიტყვაობაში იმის ახალი წიგნისა: „მიწის მფლობელობა და მეურნეობა ევროპაში და რუსეთში“ (Землевладѣне и земледѣліе въ Россіи и другихъ европейскихъ государствахъ, Кн. А. Васильчикова, 1876 г.). აქ ვეცდები რამდენიმე სიტყვით გიამბოთ ეს წინასიტყვაობა; მით უფრო საინტერესო იქნება ის თქვენთვის, მკითხველო, რო იმაში გამოთქმულ აზრებს იშვიათად გაიგონებთ რუსეთის მეცნიერებისაგან.
ხალხის სიმდიდრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არამცთუ იმას, რამდენად უნდა გაუმჯობესდეს მიწა და როგორ მოუარონ და შეამუშავონ ის, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა მდგომარეობაში არის მიწაზე მომუშავე ხალხი. ეს ადვილი გასაგებია და იმაზე ლაპარაკი საჭიროც არ იქნებოდა, თუ რომ ევროპაში არ ეყურებინათ მიწის შემუშავებაზე მეტად ერთ მხრივ. ყურადღება იმაზე იყო მიქცეული ევროპაში, რომ მიწა გაუკეთესებულიყო და რაც შეიძლება მეტი ნაყოფი მოეცა იმას; მუშების კეთილდღეობაზე კი იქ სახელმწიფო ფიქრობდა იმდენად, რამდენადაც ეს ფიქრი არ დაუშლიდა მიწის გაუმჯობესობას. მაშასადამე ყველა დიდ მიწის მფლობელი ფიქრობდა იმაზე, რო რაც შეიძლება მეტი ერგოს მიწიდამ და დრო აღარა ჰქონდა ეზრუნვა თავის მუშების ცხოვრების გაუმჯობესობაზე. ამის გამო მიწები ცოტ-ცოტად ჩაუვარდათ ხელში მდიდრებს და უმეტესი ნაწილი გლეხობისა დარჩა უადგილ-მამულოთ და გახდა ყოვლად მონა დიდ-კაცებისა. ამ გარემოებამ მეურნეობა უფრო გააუკეთესა, რადგანაც მიწა მდიდარ კაცების სულში უფრო კარგად მოვლილია ხოლმე. უადგილ–მამულო გლახა ხალხი გადვიდა ქალაქებში და ამ გლახების შემწეობით მდიდრებმა გამართეს მშვენიერი ფაბრიკები, რომლების საკვირველი ნაწარმოები ახარებდნენ ევროპიელ მეცნიერებს და ახალისებდნენ იმათ სულ ახალ და ახალ მაშინების მოგონებაზე. ეს ახალი წყობილობა საზოგადოებისა მეტად ცხადად დააჩნდა ინგლისს, რომელშიაც თითქმის მთელი გლეხ კაცობა დარჩა უმამულოთ და გადვიდა ქალაქებში ქარხნების დღიურ მუშებათ.
ევროპიელ მეცნიერებს ჩქარა ჩაუშხამდათ ის სიხარული, რომელსაც მათში აღძრავდა მეურნეობის და საფაბრიკო მაშინების საკვირველი გაუმჯობესობა ჩქარა ნახა ქვეყანამ, რომ ამ წინ-წაწევამ მოიტანა საშინელი სიღარიბე მთელ დაბალ ხალხში. უადგილ-მამულო მშიერი ხალხი ჩაუვარდა ხელში მდიდარ მიწის და ქარსნის პატრონებს და ესენი მუშებს ეპყრობოდნენ, როგორც თავიანთ ყურმოჭრილ ყმებს. ამასთანავე მდიდრები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო ჩვენ საქმეში არ უნდა გაერიოსო, თავისუფლება უნდა სუფევდესო ჩვენში. ეს ნიშნავდა იმას, რომ მდიდრებს მოგვეცით თავისუფლება როგორც გვინდა ისე მოვექცეთო ღატაკ ხალხს; ღატაკ ხალხსაც ნუ მიეშველებით; ის თავის თავისუფლებით ვეღარ წაგვივა ჩვენ ხელიდამაო.
რუსეთში კი, ვასილჩიკოვის აზრით, სხვა წესებია. რუსეთში არც ისეთ გვარად არის გაუმჯობესებული მეურნეობა და ქარხნის იარაღებიო, როგორც ევროპაში, და არც ევროპიულად არის რუსის გლეხ-კაცობა მოკლებული მიწას. ევროპიულ წესების თაყვანის მცემლები ამბობენ, რო მეურნეობის გაუმჯობესობა და ქარხნების გავრცელება შეუძლებელიაო. უიმისოთ, რომ დაბალ ხალხს ისე არ მოვეპყრათ, როგორც მოეპყრნენ იმას ევროპაში, და ამიტომაც თუ წინ-წასვლა გვინდა, უნდა უფრო ევროპიულ გზას დავადგეთო, რაც უნდა ხალხის დამღუპველი იყოს ეს გზაო. ვასილჩიკოვი ევროპიელ წესების თევანის მცემელი არ არის და სურს თავის ახალი წიგნით დაამტკიცოს, რომ რუსეთს შეუძლიან წინ წასვლა მეურნეობაში ისე, რო ამით არ გაღატაკდეს.დაბალი ხალხი.
მაშასადამე ვასილჩიკოვის ზემოხსენებულს წიგნს ჰქონია საგნათ განრჩევა რუსეთის და სხვა ევროპიელ სახელმწიფოების ეკონომიურ მდგომარეობისა. ამ თხზულების ავტორი ითვლება რუსეთში სვინიდისიან, ნიჭიერ და განათლებულ კაცათ; ამის გარდა უ. ვასილჩიკოვს იქნება მოელის სახელმწიიყო კაცთ გახდომა და თავის აზრების სისრულეში მოყვანა. ამ მიზეზებისა გამო, მგონია, უსარგებლო არ იყოს გავაცნოთ ცოტა დაახლოებით მკითხველებს ვასილჩიკოვის ახალი წიგნი, მით უფრო, რომ ეს წიგნი დარჩება ჩვენში წაუკითხავი, რადგანაც ის შეადგენს ორ დიდ წიგნს 1000-ზე მეტი წვრილად დაბეჭდილ გვერდით, დაწერილს მძიმე, უფერულ ენით და სამსეს ციფრებით.
I
გარდასახლება (ემიგრაცია)
ევროპიელ მუშა ხალხის უბედურება შესდგება იმის უადგილ-მამულობაში. ეს არა სჯერათ იმათ, ვინც აღტაცებულნი არიან ევროპიის განათლებით და წინ-წასვლით. ესენი ამბობენ, რომ ვითომ სხვა და სსვა ფანტაზიორებს გადერიოთ და უმიზეზოთ აეჯანყებინოთ ხოლმე მუშა ხალხი. უეჭველია, ჩვენშიაც ბევრნი ფიქრობენ, რომ აჯანყებული ევროპაში მუშები არიან მძლავრი უსვინიდისო ქურდები და ავაზაკები, რომელთაც მეტი ლუკმა უნდათ გამოგლიჯონ მდიდრებს. მე მინახავს ჩვენში იმისთანა პატივცემულნი პირნიც, რომელთაც შეუდარებიან მშიერი ევროპიელი მუშა ჩვენ პაჟარნ მოქეიფე კინტოსთან. ეს ბატონები სულ სხვას იტყოდნენ, რომ შეემჩნიათ, როგორ და რამდენად გავრცელდა ევროპაში ემიგრაცია.
იმას თუ რა საცოდავ მდგომარეობაშია დაბალი ხალხი დასავლეთ ევროპაში უმამულობისა გამო, გვიჩვენებს გარდასახლება ჯან-მრთელ, ღონიერ მუშების ათი და ასი ათასობით ყოველ წლივ უკეთეს ევროპიელ სახელმწიფოებიდამ ამერიკაში, ავსტრალიაში და სხვა უცნობ ადგილებში. გარდასახლებამ იმატა გარსული საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნეს. 1815 წლიდამ დაწყობილი 1870 წლამდი ე.ი. ორმოც და თხუთმეტ წლის განმავლობაში მარტო ინგლისიდამ გარდასახლებულა 7 მილლიონი ხალხი; ეს მოხდა იმ ინგლისში, რომელიც ამაყობს მთელი ქვეყნის წინ თავის განათლებით და თავისუფლკით და სადაც ამ გარდასახლების დროს სულ 25 ან 29 მილლიონზე მეტი ხალხი არ ყოფილა, ხსენებულ 7 მილლიონში გარდასახლებულების უმეტესი ნაწილი მოდის ირლანდიელებზე, რომელნიც მეტად დაჩაგრულნი არიან დიდ-მიწების პატრონებისაგან და უადგილმამულონი დარჩენილან. გერმანიიდამაც 1815 წ. — 1873 წლამდი ე. ი. ორმოც და თვრამეტ წლის განმავლობაში გარდასახლებულა ამერიკაში, რუსეთში და სხვა შორ ადგილებში 3 ½ მილლიონი მუშახალხი. ეს რიცხვი აღებულია აფიციალურ ცნობებიდამ, მაგრამ რადგანაც ვიცით, რომ გერმანიის მართებლობას ყოველთვის რცხვენია და აკლებს რიცხვს გარდასახლებულებისას გერმანიიდამ შეგვიძლიან გაბედვით ვთქვათ, რომ ამ გარდასასლებულების რიცხვი 4 მილლიონზე ნაკლები არ უნდა იუოს ისეთ მოხსენებულ დროს.* საფრანგეთში, იტალიაში და ესპანიაში ნაკლებად სტოვებს თავის სამშობლოს მუშა-ხალხი, საფრანგეთში—იმიტომ რომ იქ მიწა წვრილ-წვრილად არის დაყოფილი მუშა ხალხში და იქ ისე ბევრი უადგილ-მამულო ხალხი არ არის, როგორც სხვა ხსენებულ ევროპიელ სახელმწიფოებში. იტალიაში და ესპანიაში თუმც ბევრია უბინაო ხალხი, მაგრამ ამ ქვეყნებში თქმის მთელი წელიწადი თბილა და მუშა-ხალხს დიდი ხარჯი არაფერი აქვს არც ტანისამოსზე, არც თბილ საჭმელზე, არც სადგომზე და არც სათბობზე.
მით უფრო დიდ ხალისით გარბიან გერმანიიდამ, რომ იქ თითქმის ყოველი ჯანმრთელი კაცი გაჰყავთ. რამდენიმე ხანი ჯარში სალდათით. მაგალითად, 1856— 1864 წ. ე.ი. ცხრა წლის განმავლობაში, როგორც ვხედავთ აფიციალური ცნობებიდამ, გაქცეული სამხედრო სამსახურის თავიდამ ასაცილებლათ 48,577 კაცი — მთელი არმიის კორპუსი.
მაგრამ ვიცი, რომ ამაზე მიპასუხებენ ზემოხსენებული ბატონები: „რა ვუყოთ, რომ ყოველ წლივ გარბიან ევროპიდამ ათი და ასი ათასობით ზარმაცი, გარყვნილი, უვარგისი გლეხები, ეს კარგიც არისო ევროპიისათვის!“ ამათ ჩვენ მოვაგონებთ, რომ გარდასახლებულები ევროპიდამ მუშები გამოჩნდებიან ხოლმე თავიანთ ახალ მამულში შრომას მოყვარე და გონიერ ხალხათ, რომელსაც არ დაჰკარგვიან უკეთესი ადამიანური თვისებანი; მოიგონეთ მხოლოდ რომ ირლანდიიდამ გარდასახლებულებმა ამერიკაში 14 წლის განმავლობაში, როგორც მოგვითხრობს ინგლისელი ემიგრაციული კომმისსია, გამოუგზავნეს თავიანთ ნათესავებს და ნაცნობებს ძველ სამშობლოში ფოჩტის და ბანკის შემწეობით 89,716,768 მანეთი (ვინ იცის კიდევ რამდენი გამოატანეს კერძო პირებსაც). მაშ გარდასახლებულები გვეჩვენებოდნენ ჩვენ გარყვნილ ლოთებათ და ყოვლად უვარგისებათ, როდისაც ისინი უბინაოთ ეყარნენ თავიანთ საყვარელ სამშობლოში. და ნამდვილად კი კარგ ადგილზე გამოჩენილან ისინი შრომის მოყვარე და ყაირათიან მუშებათ და კეთილ კაცებათ.
იქნება, მკითხველო, იფიქროთ, რომ ეს ძლიერი გარდასახლება წარმოსდგებოდეს ხალხის სივიწროების გამო. სრულებიდაც არა. ბელგიაში ორჯერ მეტად არის ხალხი დასახლებული ვიწროთ, ვინამც გერმანიაში ან ირლანდიაში, მაგრამ ამ უნასკნელ ქვეყნებიდამ მეტი ხალხი გამოდის სხვაგან დასაბინავებლათ, ვინამც ბელგიიდამ. ზოგიერთ ადგილას იტალიაში ორჯერ და სამჯერ მეტი სივიწროეა ვინამც აღმოსავლეთ გერმანიაში ან მთიან შოტლანდიაში, მაგრამ, როგორც ზევით მოგახსენეთ იტალიიდამ რამდენჯერმე ნაკლებათ გამოდის ხალხი სხვაგან დასასახლებლათ ვინამც აღმოსავლეთ გერმანიიდამ ან მთიან შოტლანდიიდამ.
ვერც ის ითქმის, რომ ბუნების სიღარიბე განგდებს ევროპიელს თავის ქკეყნიდამ. სამხრეთის გერმანია განთქმულია ბუნების სიმდიდრით მთელ ევროპაში და ხომ ზემოთ ნახეთ, რამოდენი ხალხი გარდასახლდა იქიდამ მარტო უკანასკნელ დროს.
ზოგიც ემიგრაციას აღსნის იმით, რომ ხალხი თავის სამშობლოში დევნილია ან რჯულისთვის ან პოლიტიკურ თავისუფლების მონდომებისათვის. მაგრამ ამ აზრის დარღვევა ადვილია. ეხლა თითქმის არც ერთ განათლებულ ევროპიელ სახელმწიფოში რჯულისთვის ხალხს ბევრად არ სდევნის არც საზოგადოება და არც მართებლობა, რომ პოლიტიკურ თავისუფლების მოსაპოვებლათ არ აგდებს ხოლმე დიდ-ძალი ხალხი თავის სამშობლოს, ამას გვიმტკიცებს პირველად ის, რომ რამდენიც დრო გადის, იმდენი უფრო ვრცელდება პოლიტიკური თავისუფლება და არამც თუ არ კლებულობს, არამედ მატულობს ევროპიელ გარდასახლებულების რიცხვი. მეორეც ის, რომ ყველაზე მეტად ხალხი სტოვებს თავის სამშობლოს ინგლისში, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული პოლიტიკური თავისუფლება შვეიცარიის და ჩრდილოეთ ამერიკულ შტატების შემდეგ.
მაშ ევროპიელი მუშა-ხალხი სტოვებს სამშობლოს იმიტომ კი არა, რომ ის თავის უვარგისობით ვერაიფერს აკეთებს სამშობლოში, ან შინ ვიწროთ არის, ან მშობლიური ბუნება ღარიბია; ევროპიელი მუშა იმიტომ კი არ ემიგრანტობს, რომ დეკნილია ის შინ მართებლებისაგან რჯულისთვის ან პოლიტიკურ თავისუფლების მოთხოვნის გამო. არა, მუშა ხალხი სტოვებს ევროპას, რადგანაც იმას, ღარიბ მუშას, წაართვეს მდიდრებმა მიწა და დაიმონავეს მიწის ძველი პატრონიც. ევროპიული დაბალი ხალხი აგდებს თავის მშობლიურ სახლ-კარს, ნათესავებს და ამხანაგებს, გადიკარგება ზღვებსა და ოკეანებს იქით, ვინ იცის სად, რომელ მხეც ხალხში მხოლოდ იმისთვის, რომ მიწა იშოვოს და თავისუფლად იმუშავოს.
მაგრამ გარდასახლება მოითხოვს ბევრ ხარჯს: უცოლშვილო კაცისაგან 28 თუმნამდი და ჯალაბიანისაგან 60 თუმნამდი. ამის გამო ევროპაში ჯერ კიდევ საკმაოთ იპოვათ უადგილ-მამულო მშიერ ხალხს, რომელსაც გარდასახლებისათვის ვერ უშოვნია ფული.
II
საფრანგეთი
დიდიხანია საფრანგეთს ეკონომისტები უსამართლოდ აქებენ. საფრანგეთში, ამობენ ისინი, მუშა-ხალხი შიმშილით არ მოკვდება, რადაგანაც იქ ყველას შუუძლიან მამის სიკვდილის შემდეგ მიიღოს მიწის ნაჭერი. მეტად კარგ მდგომარეობაში არიან საფრანგეთის მუშები, განაგრძლებენ ეკონომისტები, პირველ რევოლიუციის შემდეგ, როდისაც აზნაურების და სასულიერო წოდების მიწებს მართებლობა ჰყიდდა ნაკუწ-ნაკუწათ გლეხებზე ჩვენი ვალია ამ სტატიაში დავამტკიცოთ, რომ ფრანციელ გლეხის მდგომარეობა ისე კარგი არ არის როგორც აგვიწერენ პატივცემული ეკონომისტები.
მართალია, საფრანგეთის სტატისტიკურ ცნობებიდამ ვტყობულობთ მხოლოდ ინდაურების, ქათმების, ძროხების და იმათ ამხანაგების რიცხვზე და სწორედ კი ვერ ვხედავთ ამ ცნობებიდამ, რამდენი სოფლის მემამულეა საფრანგეთში, დაახლოვებით კი შეგვიძლიან ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს 7 მილლიონამდი სოფლის მემამულუ. აქედამ 3,600,000 მემამულეს აქვს ისეთი პატარ-პატარა მიწა, რომ იქიდამ, ფულათ რო ვიანგარიშოთ, მიწის მფლობელი მხოლოდ 16 მანეთს მიიღებს წელიწადში. თითქმის 4 მილლიონი მემამულე განთავისუფლებულია თავის სიღარიბისა გამო სახელმწიფო ხარჯისგან. დარჩა 3 მილლიონი. აქედამ მხოლოდ 2 მილლიონი გლეხია, და დანარჩენი 1 მილიონი — აზნაურები და სხვა — მდიდარნი მემამულენი გახლავან.
მაშ ესე, 4 მილლიონამდი გლეხს აქვს ისეთი პატარა მიწები, რომ ხარჯის მიცემაც არ შეუძლიან. ეს კიდევ არაფერი; მიწის სიპატარე იქამდი მიაღწევს, რომ ძალიან იშვიათად გლეხის მიწაზე მცირე ქოხის გარდა დეეტევა ხოლმე პაწაწა ვენახი, ხშირად გლეხის მიწაზე შესაძლოა დეეტიოს მხოლოდ ისეთი პატარა ქოხი, რომლისთვის ფანჯარა არც კია საჭირო. ამაებს სულ გვიჩვენებენ ნამდვილი სტატისტიკური ცნობანი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ უმეტეს ნაწილს ამ ღარიბ მემამულეთაგან ჰყავს სახლობა და მაშინ მიხვდებით, რომ იმ საფრანგეთში, რომლის ეკონომიურ მდგომარეობისაგან მოდიან აღტაცებაში ეკონომისტები, 10 თუ 12 მალლიონი სული თითქმის უმამულოა; ისინი თავის დასარჩენათ იძულებულნი არიან ან იჯარით აიღონ სსვისგან მიწა ან დღიურ მუშებათ წავიდნენ. ამ უკანასკნელ დროს ფრანციულ სოფლებში ითვლებოდა 4 ½, მილლიონი მიწის, მეიჯარადრე და 5 ½ მილ. მუშა.
ბევრი მეცნიერი ბრძანებს, საფრანგეთში ის არის კარგიო, რო მამული მამისაგან რჩებათ ყველა შვილებს და არა მარტო ერთსო. ეს კარგი კანონი გახლავთ, მხოლოდ იმის ასრულება ძრიელ ხშირად შეუძლებელია. უმეტეს ნაწილს ფრანციულ გლეხებისას, როგორც ზევითა ვთქვით, ისეთი პატარა მიწის ნაკუწი აქვთ, რომ იმაზე შეიძლება მხოლოდ აშენება პაწაწა ქოხისა, და ამ მიწის ნაკუწის გაყოფა შვილებს შუა შეუძლებელია. აი ამით აიღსნება ის გარემოება, რომ თუმცა საზოგადოდ ფრანციელების რიცხვი მატულობს, მაგრამ წვრილ ფრანციულ მემამულების რიცხვი იგივეა, რაც ადრე იყო. ხალხი მატულობს, იმათთვის ადგილი აღარ არის და, მეტი რა ღონეა, უდგილ-მამულოები გადადიან ქალაქში სამუშაოთ. ამის გამო თუმცა საფრანგეთს 10 წლის განმავლობაში (1856—1866.) მოემატა 2 მილლიონამდის მცხოვრები, მაგრამ ფრანცილ სოფლებს კი ამავ დროს მომატების მაგიერ დააკლდა კიდეც 291,930 კაცი. ქალაქელი მუშები ხომ საფრანგეთში იმავე საცოდავ მდგომარეობაში არიან, როგორც სხვა ევროპიელ სახელმწიფოებში, ქართველი მკითხველი ძალიან ცოტად იცნობს ევროპიულ ქალაქელი მუშის ცხოვრებას და ამიტომაც მე ერთ წამით დავანებებ თავს ვასილჩიკოვის წიგნს და ვიგონებ იმ ცნობებს, რომლებსაც გვაძლევს ინგლისის მართებლობა::
„ვილლიამ ვუდმა, ცხრა წლის ყმაწვილმა, დაიწეო მუშაობა ქარხანაში, როცა 7 წლის და ათი თვისა იყო. ეს ყმაწვილი ყოველ დღე მუშაობს 6, 7, 8 ან 9 საათს. მეორე ყმაწვილი ჩარხს ატრიალებს, მოდის სამუშაოთ 6 და ხან 4 საათზე დილისა. ამ ყმაწილს ხან და ხან უმუშავნია მთელი ღამე დილის რვა საათამდის; ღამეობით იმასთან მუშაობდა კიდევ რვა თუ ცხრა ყმაწვილი. რედენიმე მათგანი განაგრძელებენ მუშობას თითქმის შეუწუვეტლივ დღითაც. კვირაში აქვთ ამათ ჯამაგირი 3 შილლინგი და 6 პენსი ე. ი. ერთი მანეთი და ათიოდ კაპეიკი. ღამის მუშაობისთვის ყმაწვილებს არაფერს არ აძლევენ.“ (,,კაპიტალი,“ კარლ მარქსისა).
ევროპიელ ქალაქელ მუშების უმეტესი ნაწილი ვერ მიაღწევს ხოლმე 20 წლამდი, კვდება ყმაწვილობაშივე. აქ კიდევ ბევრ რამეს გიამნებდით ამ მუშების ბნელ, ცივ და ნოტიო სადგომებზე, უვარგის საჭმელზე და ხანგრძლივ შრომაზე, თუ რომ ეს ჩვენ შორ არ წაგვიყვანდა. დაუბრუნდები ისევ ვასილჩიკოვის წიგნს.
ბევრნი, როგორც ზემოთა ვთქვი, დარწმუნებულნი არიან, რომ პირველ რევოლიუციამ დიდი სარგებლობა მოუტანა ფრანციელ გლეხებს. ვნახოთ, რაში შესდგება ეს სარგებლობა? პირველ რევოლიუციის წინად საშინლად იყო შევიწროებული ფრანციული გლეხი სხვა და სხვა ხარჯის გადახდით; გლეხი ვალდებული იყო ემუშავნა ბატონის და ხელმწიფის სასარგებლოთ, ხარჯი მიეცა სულიერ მამებისთვის, აზნაურებისთვის და სახელმწიფოსთვის. ამის გარდა გლეხის სრულ საკუთრებით არ ითვლებოდა იმის მიწა: თავისუფლად ყიდვა-გაყიდვა არ შეეძლო. რევოლიუციამ გლეხი გახადა სრული ბატონი თავის მიწისა, გაუადვილა იმის ყიდვა-გაყიდვა და გაანთავისუფლა ის მრავალი ხარჯისაგან. აქა რჩება პირველ რევოლიუციის სარგებლობა ფრანციელ გლეხისთვის. მაგრამ ვინ იცის, მიწის ყიდვა-გაყიდვის გაადვილება სასარგებლო იყო თუ არა გლეხისათვის? ამ გაადვილებისა გამო ღარიბი ხალხი გაჭირების დროს ადვილად ყიდდა თავის პაწაწა მამულს და რჩებოდა თითონ მთელ თავის სიცოცხლეს უადგილ-მამულო, მშიერი.
მაგრამ ეკონომისტები გვეუბნებიან, რო პირველ რევოლიუციას სხვა კიდევ ბევრი სარგებლობა მოუტანიაო საფრანგეთის დაბალი ხალხისთვისა. რევოლიუციის მართებლობამ ჩამოართვა უმრავლეს თავადაზნაურობას და სასულიერო წოდებას მიწები და წვრილ-წვრილად გაუიდა გლუხებზედაო,
ისტორია და სტატისტიკა სხვას გვეუბნები. მართალია, რევოლიუციის მართებთომ წაართვა აზნაურობას და სასულიერო წოდებას 20 მილ. გეკტარი მიწა ე. ი. მესამედი მთელ საფრანგეთისა და გაყიდა, მაგრამ ღარიბ გლეხებზე კი არა, არამედ ვაჭრებზე, მეიჯარადრებზე, მოქალაქებზე და სხვა შეძლებულ პირებზე, რომელთაც უამისოთაც საკმაოთ მიწა ქონდათ. საფრანგეთმა გაყარა აზნაურები და მღვდლები და იმათ ადგილას დასვა სხვანი, რომელნიც თუმც კეთილშობლურ ჩამომავლობისა არ იყვნენ, მაგრამ შეძლება ჰქონდათ და რასაკვირველია დიდად სურდათ აზნაურებისა და მღვდლებისაებრ ბატონობა. ღარიბი ხალხი დარჩა ძველებურად ღარიბი, ცოტა მიწით. რევოლიუციის წინ გლეხობას ეჭირა ¼ ან 1/6 ნაწილი საფრანგეთისა, რევოლიუციის შემდეგაც გლეხობას ამაზე მეტი არა ჰქონია. (მაგ. ლიმუზენში 1789 წ. 33,395 მემამულე იყო, 1813 წ. იქვე მოიპოვებოდა 33,646 მემამულე; ამათი რიცხვი არ მომტებულა, სჩანს მართებლობისაგან რევოლიუციის დროს ყიდულობდნენ მიწებს ისინი, ვინც ადრეც უმიწონი არ იყვნენ). მიწები რომ ძრიელ წვრილწვრილად გაყიდულიყვნენ და ფულის შემოტანისთვისაც არ დეეჩქარებინათ მყიდველები, მაშინ რასაკვირველია ღარიბ გლეხსაც ერგებოდა რამე აზნურების და მღვდლების მიწებიდამ. მაგრამ რევოლიუციის მართებლობა დიდ გაჭირებაში იყო, უნდოდა იმას ძველი სახელმწიფო ვალები თავიდამ მოეშორებინა და ახალა წესის დასამკვიდრებლათაც საჭირო იყო დიდი ფული. ამიტომაც მართებლობა იძულებული იყო საკვირველ იაფ ფასათ გაეყიდნა ნაშოვნი მიწები, რომ მიეღო იმას საჩქაროდ ნაღდი ფული. ამ იაფობითაც ბევრად ისარგებლა ბურჟუაზიამ, გლეხობიდამ გამოსულ მდიდრებმა.
ეს ახალი ბატონები იაფად ნაშოვნ მიწებს ცოტა გვიან, რევოლიუციის შემდეგ, ძვირად ყიდდნენ და ამაში ბევრს იგებდნენ. ერთ ნემეცის აფიცერს 1814 წ. ეყიდნა საფრანგეთში 90,000 ფრანკათ მიწა, რომელიც ეშოვნა 19 წლის წინათ (1795 წ.) ვიღასაც რევოლიუციის მართებლობისაგან ცხრაჯერ უფრო იაფად—10,000 ფრანკათ.
რევოლიუციის მართებლობას ისეთნაირად სჭირდა ფულები, რომ პირ-და-პირ ავნო კიდეც დაბალ ღარიბ ხალხს. აი როგორ: გარსულ საუკუნის ბოლოს საფრანგეთის მერვედი თუ მეშვიდედი იყო გადადებული ღარიბებისათვის. ამ საზოგადო მიწებს აძლევდნენ უადგილ-მამულო ღარიბ გლესებს დროებით. აკრძალული იყო კანონით ამ მიწების გაყიდვა. მაგრამ რევოლიუციის მართებლობამ საზოგადო მიწები იცნო სახელმწიფო მიწებათ და დაიწყო იმათი გაყიდვა, რევოლიუციის შემდეგაც ხან და ხან იყიდებოდა ეს საზოგადო ღარიბების მიწა, უფრო და უფრო ნაპოლეონ III დროს. ნაპოლეონ III მითომ იმ მიზეზით, რო ზოგიერთნი ცუდად უვლიან თავიანთ მიწებსა, წაართვა ღარიბებს დროებით მიცემული მამულები და გარდასცა მინისტრებს, რომელნიც თავიანთ მინისტრობამდი კანკალებდნენ შიშით, ჩვენ ბანკროტობისა გამო არ ჩაგვსვან ციხეშიო. ნაპოლეონის მინისტრები, რასაკვირველია, უფრო კარგად უვლიდნენ მამულს, ვინამც ღარიბი გლეხები, თუმც რევოლიუციის მართებლობა და ნაპოლეონები ასე ამცირებდნენ საზოგადო საღარიბო მიწებს, მაინც ამათგან დარჩა ეხლა 4 ½ მილ. გექტარი ე. ი. თითქმის ცხრა მილ. დღიური მიწა. ეს მიწები, როგორც ზევითა ვთქვით, შეადგენენ საკუთრებას საზოგადოებისა (კომმუნასი), ეძლევათ დროებით უღარიბეს გლეხებს და არც გაიყიდებიან, არც დაგირავდებიან.
---------------
ამ სტატიიდამ ნახამდა მკითხველი, რომ უსაფუძვლოა ეკონომისტების ჰაზრი ფრანციულ დაბალ ხალხის დღეგრძელობაზე, რომ რამდენიც დრო გადის, უფრო და უფრო ფრანციელი გლეხი ხდება უბინაო მუშათ. ის ვარდება იმ ბატონების ხელში, რომელთაც რევოლიუციის დროს დაიჭირეს მარდად აზნაურების და მღვდლების ადგილები. მაგრამ რამ მიიყვანა ამ შეცდომამდი პატივცუმული ეკონომისტები? იკითხავს მკითხველი. იმან, ბატონო, რომ ჩვენ, ადამიანები, მეტად სუსტნი არსებანი გახლავართ; ბევრჯერ ერთსა და იგივე ტყუილს რო გვეუბნებიან, ჭეშმარიტებათ გვეჩვენება ხოლმე. იხ. აი მაგალითად, შარშან ყველა დარწმუნებული იყო, რომ რუსული გაზეთები სტყუვიან და ოსმალეთი ისეთნაირად არ არის დასუსტებული და დაღუპული, როგორც იმათ ჰგონიათ. მაგრამ ამ წელს ჩვენ, მობეზრებულებმა გაზეთების მოუსვენარ ბზუილით, დავიჯერეთ, რომ ოსმალეთი დაღუპულია, რო ოსმალეთი მაშინათვე დაინგრევა, რა კი ერთხელ შეუბერავთ იმას. გაგვაფხილა, მხოლოდ პლევნამ. მარტო ეხლა მოგვაგონდა, რომ ოსმალეთის სისუსტეზე ლაპარაკი უსაფუძლო ყბედობა იყო ზოგიერთ გაზეთების მხრით და ჩვენვე გვიკვირს, როგორ დავუჯერეთ ამ უბედობას.
საფრანგეთის შეძლებულმა ვაჭრებმა, მეიჯარადრებმა და საზოგადოდ ბურჟუაზიამ და იმისმა პროფესსორებმა იმდენი ილაპარაკეს გლეხების გაბედნიერებაზე პირველი რევოლიუციისაგან, რო ევროპიელ ეკონომისტებმა დაიჯერეს ეს ჭორი ისე, როგორც ჩვენ გვჯეროდა ოსმალეთის დანგრევა ერთ სკიპარტისაგან.
III
ინგლისი, ირლანდია და შოტლანდია.
თითქმის არსად ევროპაში ისე არ არის გავრცელებული განათლება და პოლიტიკური თავისუფლება როგორც ინგლისში და იმის ახლო კუნძულებში, ამასთანავე არსად ისე ღარიბი არ არის დაბალი ხალხი, როგორც ამ სახელმწიფოში. რისგან არის ეს? ხომ ყველგან გვესმის, რომ ხალხის სულის ჩამდგმელი, გამაბედნიერებული მხოლოდ განათლება და პოლიტიკური თავისუფლება გახლავთ. ამას მშვენივრად დაგიმტკიცებენ ევროპიელი მეცნიერები და ამასვე გაიმეორებენ ჩვენი რუსეთუმებიც. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, განათლებულ დიდ ბრიტანიაში, სადაც ყოველწლივ ათობით და ასობით მაშინებს იგონებენ, სადაც ათობით და ასობით სამეცნიერო წიგნები იბეჭდებიან, ასე წინ წასულ ქვეყანაში რაც მიწებია უჭირავს 42,000 სახლობას და დანარჩენი 30 მილლიონი კაცი უბინავო, უადგილ-მამულოა. ასე რომ 42,000 სახლობა რო შესდგებოდეს დაასლოვებით 200,000 სულიდამ, დიდ ბრიტანიის კუნძულებზე ერთ მემამულეს მოყვება 150 უადგილ-მამულო კაცი. იქნება ადგილი ცოტაა? იკითხავთ თქვენ სრულებიდაც არა, ინგლისი თავის ახლო კუნძულებით ოთხჯერ მეტია ქუთაისის და თბილისის ღუბერნიებზე, ზაქათლის მაზრაც რო დაუმტოთ ამათ. ან იქნება ხალხის სიღარიბე წარმოსდგება ცუდ ბუნებისაგან? არც ეს ითქმის, რადგანაც ინგლისი თავის კუნძულებით მართლა ისე ღარიბი არ არის ბუნებით, რომ იქ ხალხი შიმშილით კვდებოდეს. შვეცია ნორვეგია და რუსეთი ამ მხრით უფრო ღარიბები არიან, მაგრამ იქ გლეხი ისე ცუდ მდგომარეობაში არ არის, როგორც ინგლისში.
რისგან მოხდა, რომ ხალხს, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს განათლება და პოლიტიკური თავისუფლება, ჰევს უველაზე მეტი მშიერი გლასა? ამაზე გიპასუხებთ სამ სიტყვით: ინგლისელ დიდ- კაცების ოინებით.
მართლადაც ჩაიხედეთ ისტორიაში და ნახეთ რა ოსტატობით ინგლისელი ლორდები თვალებს უბამდნენ ღარიბ ხალხს თავისუფლების ჩუქებით. XI საუკუნეს ქრისტეს დაბადების შემდეგ ნორმანებმა დაიჭირეს ინგლისი და გახადეს ეს ქვეყანა თავიანთ ხელმწიფის საკუთრებათ. ხელმწიფემაც გაჰყო ინგლისი 60,000 ნაწილათ, 28 000 ნაწილი მისცა სასულიერო წოდებას და 32,000 ახლად მოსულ რაინდებს. ამ რაინდებმაც ზოგიერთ მიწის ნაწილები დაარჩინეს დამარცსებულ ადგილობრივ მცხოვრებლების ხელში. მაშ ესე დამარცხებულ ინგლისელებს მოსულმა ნორმანებმა წაართვეს ბევრი და წართმეულიდამ აჩუქეს იმათ ცოტა რამ. ამ დამარცხებულების რიცხვი იყო 250,000-მდი. ხარჯს სახელმწიფოს აძლევდნენ მსოლოდ მდიდრები ე. ი. ის ახლად მოსული რაინდები, რომელთაც ერგოთ უკეთესი და უდიდესი ნაწილები მიწისა. ამასთანავე ხელმწიფეს ემსახურებოდნენ იგივე მდიდარი რაინდები. რაკი მათ დეედოთ ხარჯი და სამსახური, ამიტომაც გასაკვირველი არა იყო რა, რომ თან და თან ამათვე უვარდებოდათ ხელში მთელი ქვეყნის მმართველობა; მათ მიანდობდა ხელმწიფე კანონების შედგენას და იმათ აღსრულებას. რასაკვირველია, ეს მდიდარი რაინდები დასწერდნენ იმისთანა კანონებს, რომელნიც იქნებოდნენ სასარგებლონი იმათთვის და არა სხვისთვის. ლორდებმა შემოიღეს იმისთანა ორპირი კანონები, რომელნიც პირველ შეხედვით დაბალ ხალხისთვის არ უნდა ყოფილიყვნენ შემავიწროებელნი, მაგრამ რომელნიც ნამდვილად ცხოვრებაში კი გამოდიოდნენ მხოლოდ თავიანთ შემთხზველ ლორდებისთვის სასარგებლონი. მაგალითად, შემოღებული იყო მიჯნების გაყვანა კერძო და საზოგადო მამულებში, მაგრამ ამ მიჯნების გაყვანა ისე ძვირად უჯდებოდათ ღარიბებს, რომ ამათ თავიანთი მამულები და საზოგადო მიწებიც უჩვენეს მართებლობას ლორდების საკუთრებათ და გამიჯნავებისთვის ლორდებმა მისცეს ფული. ამ გვარად მართებლობის ქაღალდებში ჩანდნენ მიწის მფლობელებათ ის მდიდარი ლორდები, რომელთაც მისცეს სახელმწიფოს ფული მამულების გასამიჯნავათ. ამ ოფიციალურ ქაღალდებით ისარგებლეს ხსენებულმა ლორდებმა და ღარიბ ხალხის მიწები დაისაკუთრეს. ამ გვარად ამ საუკუნეში წვრილ-წვრილი მემამულები აღარ იყვნენ ინგლისში, იყვნენ იქ მხოლოდ მდიდარი მემამულენი რიცხვით 30,000. ირლანდიაში და შოტლანდიაშიც, როგორც ინგლისის საკუთარ მიწებში, შემოღებული იყო იგივე პოლიტიკა. ირლანდიის მიწები ეკუთვნიან მხოლოდ 5,000-მდი მემამულებს და შოტლანდიისა—7,000-მდი. მართალია, მდიდარ ლორდების ცდილობით გამოიცა ამ უკანასკნელ დროს მართებლობისაგან წიგნი, რომელშიაც ნაჩვენები იყვნენ 972,836 ინგლისელი მემამულე, მაგრამ ეს რიცხვი დასაჯერებელი არ არის, რადგანაც ამ რიცხვში შესულან ისინიც, ვისაც თუმც დიდი ხნით, მაგრამ მაინც დროებით უჭირავთ სხვისი მიწები. ამავე რიცხვში შესულან ერთ დღიურზე ნაკლებ მიწის მფლობელნი, თით პარლამენტის წევრი ბრიხტიც კი ამბობდა 1872 წ., რომ ინგლისის ნახევარი შეადგენს ას-ორმოც-და-ათ კაცის საკუთრებას, და შოტლანდიის ნახევარი ეკუთვნის 10 თუ 12 ლორდს.
ზოგს უკვირს, რატომ დიდხან არ იყოო ინგლისში ბატონ-ყმობა; რატომ მოსპესო ეს წესი თვით ლორდებმა. ზოგი ამაში ხედავს თავისუფლების სიყვარულს ინგლისელების მხრით. მაგრამ ეს საქმე აიღსნება სხვაფრივ, უფრო დასაჯერებელ გარემოებით. იმ ქვეყნებში, სადაც დიდხანს ბატონყმობა იყო და ყმა მიწისაგან განუშორებელი ითვლებოდა, ყმა იჩემებდა თავის ნახნავ-ნათეს მიწას და ამ მიწის ნაწილი მაინც რჩებოდა იმას განთავისუფლების შემდეგაც. აი, ამ მიწის დაჩემებისა ეშინოდათ ინგლისის ლორდებს, როცა ისინი არ იყვნენ წინააღმდეგ ბატონ-ყმობის გადაგდებისა.
უადგილ–მამულო ხალხი უმეტეს ნაწილად წავიდა დღიურ მუშად მდიდარ მემამულებთან და ქალაქებში ქარხნებში. ბირმინგამს, მანჩესტერს, ლონდონს და სხვა ზოგიერთ ინგლისის ქალაქებს ყავთ თავიანთ მცხოვრებლებათ ასი ათასობით დღიური მუშები, ის მუშები, რომელთ მამა-პაპის ხელიდამ გამოაცალეს მდიდარ მემამულებმა პატარა, მაგრამ ღარიბ ხალხისთვის სამყოფი მიწები.
მაგრამ ბევრი უადგილ–მამულო გლეხთაგანი დარჩა თავის მამა-პაპურ მიწაზე ფერმერათ. რო ამ ფერმერთა მდგომარეობა არ არის შესაშურებელი, ამას ნახავთ იმ გარემოებიდამ, რომ ირლანდიაში თითქმის ყველა საგლეხო ფერმა შეიცავს ცამეტ დღიურ მიწაზე ნაკლებს; ჯალაბიან კაცის შესანახავათ კი, როგორც გამოცდილი კაცები ამტკიცებენ, საჭიროა ცამეტი დღიურზე არა ნაკლები მიწა. ხშირად იმავ ირლანდიაში ფერმერს მიწის მოსავლიდამ რჩება მხოლოდ კარტოფილი; სხვა კი ეძლევა მიწის პატრონს.
ამიტომაც 1848 წ., როდისაც ძრიელ ცუდი მოსავალი იყო კარტოფილისა, ირლანდიაში შიმშილი ჩამოვარდა. 1849 წ., როდესაც კიდევ დახვდათ ირლანდიელებს კარტოფილის მოუსვლელობა, ირლანდიაში 6 კაცში ერთი ითვლებოდა გლახათ. ამ შიმშილობის გამო რამდენიმე მილლიონი ირლანდიელი გამოესალმა თავის დაუნდობელ სამშობლოს და გადასახლდა ამერიკაში. რამდენიმე ასი ათასი კაციც მოკვდა შიმშილით.
აი ამ მდგომარეობაში გახლავან ინგლისელები, შოტლანდიელები და ირლანდიელები. ისინი რასაკვირველია, ვერ მოითმენდნენ აქამდი და აჯანყდებოდნენ, თუ რომ ინგლისის მდიდარ მემამულეებს არ გამოეცათ კანონები, რომელნიც დაბალ ხალხს მითომ თავისუფლათ და მდიდრების სწორად ხდიან სახელმწიიფო საქმეების გადაწყვეტაში. მაგრამ რო ამ თავისუფლობით და თანასწორობით ვერ სარგებლობენ გლეხები, ამას მკითხველი ნახავს შემდეგ მაგალითიდამ. გარსულ საუკუნის ბოლოს მმართებლობამ მისცა ნება დეპუტატების ამორჩევისა პარლამენტში იმ ღარიბ სოფლელებსაც, რომელნიც სახელმწიფოს აძლევენ ხარჯს მხოლოდ 12 მან. და ოთხ აბაზს (40 შილლინგს); ამავ დროს მემამულეებმა დაანაწილეს დიდი ფერმები და გადასცეს ისინი ამ 13 მანეთამდი ხარჯის მიმცემ სოფლელებს იმ პირობით, რომ ამათ ამოირჩიონ დეპუტატათ ის კაცი, რომელსაც უჩვენებს თითონ მემამულე.
მართლადაც მშიერ ხალხს რა თავისუფლება გამოადგება! ის ამ თავისუფლებას ერთ ლუკმა პურისთვის გაყიდის დიდ სიამოვნებით. ამისთვის მშიერის დაძრახვაც ძნელია.
ვინც მეტად დიდ მნიშვნელობას აძლევს პოლიტიკურს თავისუფლებას, ის, რასაკვირველია, მე არ დამეთანხმება. ის იტევის: „დე მუშებმა ან სოფლელ ფერმერებმა თავი დაანებონ თავიანთ მექარხნეებს და მემამულეებს, თუ ესენი თხოულობენ იმათგან, რომ ჩვენი ნაჩვენი დეპუტატები ამოირჩიეთო. მაშინ უმუშებოთ და უფერმერებოთ დარჩენილი ლორდები იძულებულნი იქნებიან მოიწვიონ ხელმეორედ თავიანთი ძველი მუშები და ფერმერები და ვეღარ გაბედვენ იმათ შეწუხებას.“
როცა ამას ამბობენ ამბობენ თავისუფლების თაყვანის მცემლები, ისინი, რასაკვირველია ივიწყებენ ერთ მცირე გარემოებას, ისინი ივიწყებენ, რომ მდიდარი მექარხნეები და მემამულეები მდიდრები არიან და მზათ არიან რამდენიმე დღე და კვირაც დააგდონ შეუმუშავებლათ თავიანთი მიწები და უმოქმედოთ თავიანთი ქარხნები, ოღონდ მუშა-ხალსმა და სოფლურმა გლეხობამ არ გაიმარჯვოს და ნამდვილი თავისუფლება და სასელმწიფო საქმეებში მონაწილეობა არ მოიპოვოს. დღიური მუშები კი და ღარიბი ფერმერები რო დარჩნენ რამდენიმე დღე ან კვირა უმუშაოთ შიმშილით დაიხოცებიან.
ესე, ბატონო ლიბერალებო, თქვენი პლანი არ ვარგა; უნდა დარწმუნდეთ, რომ ინგლისის და ირლანდიის გლეხს არ არგებს თავისუფლება, თუ რომ არ იფიქრეთ ამ გლეხის ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესობაზე.
აქ საჭიროა დაუმატოთ, რომ ამ საუკუნეში დაუნდობელ, ანგარ ინგლისელ მდიდრებში აღმოჩნდა ორიოდ პატიოსანი კაცი, რომელთაც ნამდვილად უყვართ დაჩაგრული დაბალი ხალხი და იმათთვის სასარგებლო კანონები გამოაცემინეს ინგლისელ პარლამენტს. კაცობრიობის მოყვარენი კობდენი, ბრაიტი და გლადსტონი არას დროს არ დაავიწყდებიან ინგლისელ ხალხს.
მეტად შესანიშნავია გლადსტონის და იმის ამხანაგების ცდით გამოცემული კანონი ირლანდიელ ფერმერების და მუშების შესახებ (ბილლი, 1872 წ.). ამ კანონის ძალით ისე ადვილი არ არის ფერმერის გაგდება იმისგან შემუშავებულ მიწიდამ, როგორც ადრე იყო. მეტად შესანიშნავია ის ნაწილი კანონისა, რომლის ძალითაც მმართებლობა ფულით უშველის ღარიბ ხალხს მიწის შესყიდვაში. თუ ფერმერი ან მუშა მოინდომებს მიწის ყიდვას მემამულისაგან და ფასიც გადასწევიტეს ამათ, მაშინ ამ ფასის ორ მესამედს აძლევს მემამულეს ფერმერის ან მუშის მაგიერ მმართებლობა იმ პირობით, რომ ფერმერმა ან მუშამ დაუბრუნოს მმართებლობას ეს ფული 35 წლის განმავლობაში და 100 მანეთზე მისცეს 5 მანეთი სარგებელი. ეს კანონი ცოტად მაინც შეამსუბუქებს ირლანდიელ გლეხის ძნელ მდგომარეობას. მაგრამ ბევრი რამ არის კიდევ სასურველი, რომ ინგლისელი ირლანდიელ და შოტლანდიელ დაბალ ხალხს დაავიწყდეს შიმშილით სიკვდილი და ისარგებლოს იმან თავის კანონიერ პოლიტიკურ თავისუფლებით. აი მაგალითდ, კარგი იქნებოდა, რომ კანონმა ვალდებულნი გახადოს მემამულენი, რომ ამათ მიჰყიდონ ღარიბ ფერმერებს ამათგან შემუშავებული მიწები. უფრო კარგი იქნებოდა კანონით ტაქსა დეედოს ამ მიწებს, ე. ი. კანონმა გადასწყვიტოს, რა ფასითაც უნდა მიყიდოს მემამულემ გლეხს მიწა. მართლადაც, აი რა აზრებს გამოსთქვამენ გლადსტონის პარტიის მომსრენი: ჯონ როსსელი ჯერ კიდევ 1849 წ. ამბობდა, რომ საზოგადო მიწები, დაჩემებული მემამულეთაგან, იყიდოს მმართებლობამ და დაურიგოს ღარიბებს. პარლამენტის წევრი ბრიხტი ურჩევდა მმართებლობას: ფერმერებს უყიდეთო იმათგან შემუშავებული მიწებიო. ეკონომისტი ჯონ სტუარტ მილლი ამტკიცებს, რომ საზოგადო მიწები უნდა ჩამოერთვათ მემამულეებს, და მმართებლობამ უნდა ასესხოს ფული ყველა ფერმერებს, რომ ამათ შეისყიდონ თავიანთგან შემუშავებული მიწები.
მაგრამ გლადსტონის პარტიის სურვილი ვერ ასრულდა, უმრავლესობა ანგარ ლორდის მხარეს დარჩა, გლადსტონი და იმის მინისტრები იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ თავიანთ თანამდებობისთვის 1874 წ. ინგლისელი, ირლანდიელი და შოტლანდიელი გლეხი ძველებურად დარჩენილია უადგილ-მამულოთ, უბინაოთ.
(დანარჩენი შემდეგ წიგნმა)*
ეკონომიური სურათები.
IV
რუსეთი
ჩვენ პირვულ სტატიაშივე მოგახსენეთ, რომ რუსეთში არ არის ისე უთანასწოროთ დაყოფილი მიწა, როგორც სხვა ევროპიელ სახელმწიფოებში. რუსის გლეხს მეტი მიწა აქვს, ვინამც სხვა ევროპიელ დაბალ ხალხის კაცს. ევროპაში თითქმის უმეტესი ნაწილი დაბალ ხალხისა სრულებით უმამულოა, და ამიტომ იძულებულია წავიდეს ქირით მუშათ ქალაქებში ქარხნებზედ და სოფლებში ფერმებზე. რუსეთში უმეტეს ნაწილს დაბალ ხალხისას აქვს მიწა, რომელსაც, პირველ შეხედვით, შეუძლიან დაიფაროს ის მდიდარ კაცების პრჭყალებიდამ და არასდროს არ მიიყვანოს შიმშილამდი, ეს ითქმის მეტად ძველ დროზე.
ადრე რამდენიმე საუკუნის წინ, რუსი თავისუფლად დასეირნებდა რუსეთის თვალუწვდენელ მინდვრებში და სადაც სურდა, იქ დასახლდებოდა. და ესევოდა ჯარი რომელიმე მსუქან მიწას, მაგრამ იმის მცხოვრებს კი არ ერჩოდა, რადგან ყველასთვის საკმაო იყოადგილი, აირჩევდა რომელიმე კუნჭულს და იქ დაეტეოდა, არც მიწის დასაკუთრება იცოდნენ რუსის მეომრებმა, ყველას ერგებოდა რამოდენიმე ნაწილი და ხმაროდა იმას თავისთვის, სანამ ემსახურებოდა თავის მოძმე — მხედრებს ან ხარჯს აძლევდა; მაგრამ რაკი მიწის მფლობელს შემოაკლდებოდა ძალა ან მოკვდებოდა, ეს მიწა გადადიოდა სხვა მეომართან ან გლეხთან. ეს დამოკიდებულება იყო იმსაზოგადოებისაგან, რომელსაც ეკუთვნოდა მიწის მფლობელი, ესვე საზოგადოება იყო მსაჯული თავის სამფლობელოში, გარდა იმ შეშთხვევებისა, როვა გლეხი ან მეომარი არ აძლევდა დაპირებულ ხარკს ჯარის უფროსს.
ამის გარდა, არც მოთავეებს, აზნაურებს ჰქონდათ ისეთი დიდი ძალა რუსეთში, როგორც სხვა ევროპიულ ქვეყნებში. ეს ბატონები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არ ერეოდნენ თავიანთ ქვეშევრდომების საქმეებში, თუ ხარკს მიიღებდნენ დროზე. მით უფრო ნაკლები ძალა ჰქონდათ ამ ბატონებს, რომ იმათაც მიწა ეჭირათ დროებით, თავიანთ გლეხების მსგავსად, სანამ ასრულებდნენ თავიანთ სამსახურს, სანამ ეწეოდნენ თავიანთ მეფეს, რომელსაც შეეძლო ყოველთვის წაერთვა მიწა, თუ ნახავდა, რომ ვერ მსახურობს რიგიანად იმის მფლობელი.
მაშინდელ რუს მებატონეს შეეძლო სიშურით ეყურებინა ევროპიელ ზოგიერთ გლეხისათვის. ევროპაში, მართალია, ცოტას ჰქონდა მიწა, მაგრამ ვისაც ის ჰქონდა, საკუთრებით ითვლიდა და შეეძლო ის გაეყიდნა ან გადაეცა თავის შვილისთვის როგორც უნდოდა. რუსის მებატონე კი ვერ იყო ბატონი თავის მიწისა, ის მხოლოდ იყო მიწის მფლობელი, და არა საყოველთაოდ ბატონი. ყოველი მებატონე ვალდებული იყო შემწეობა მიეცა თავის მეფისთვის, ემსახურა იმის ჯარში და ჯამაგირის მაგიურ ეძლეოდა მიწა, სანამ მსახურობდა.
ამგვარ მდგომარეობაში იყვნენ რუსის ბატონები და გლეხები წარსულ საუკუნემდი, დიდ პეტრეს მემკვიდრეების მეფობამდი; მხოლოდ ამათ შემოიღეს რუსეთში ნამდვილი ბატონ-ყმობა, რომელმაც ბევრად შესცვალა რუსის გლეხ-კაცობის ბედ-იღბალი. თავად-აზნაურობამ დაისაკუთრა ბლომათ მიწები და დაიმონავა იმ დრომდი თავისუფალი გლეხობა.
ამ დროს გლეხებს, მართალია, შერჩათ ხელში მიწა, მაგრამ ისე დაკარგეს თავისუფლება, რომ იმათი მდგომარეობა არ შეშურდებოდა არც ერთს უბიწა-წყლო, მშიერ ევროპიელ მუშას.
-------------
ადრე, XVIII საუკუნემდი, მართალია არსებობდა რაღაც მსგავსი ბატონ-ყმობისა, მაგრამ ნამდვილი ბატონ-ყმობა კი არ ყოფილა.
საქმე იმაშია, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სახელმწიფო და მებატონე იღებდა ხარჯს გლეხისაგან მხოლოდ მიწის მფლობელობისათვის, ამიტომაც სახელმწიფოს და მებატონესთვის სასარგებლო იყო, რომ ყოველი გლეხი დაჭედილი ყოფილიყო, რომელიმე მიწაზე და არ ესეირნა აქეთ-იქით. მოსეირნე გლეხისაგან ბევრს ვერაფერს ვერ აიღებდნენ, და ძნელადაც იპოვნიდნენ იმას, ამის გარდა გლეხის დაბმა რომელიმე მიწაზე სასარგებლო იყო სახელმწიფოსათვის და მებატონეების უმეტეს ნაწილისათვის იმიტომაც, რომ ზოგიერთ გამოჩენილ მებატონეების მიწებს ხარჯი არ ედოთ ხელმწიფისაგან და ამ მებატონეებთან, რასაკვირველია, გადადიოდა ბევრი გლეხი და წვრილ თავად-აზნაურობას აკლდებოდა მუშა და სახელმწიფოსთვის ხარჯის მიცემა კი არ აკლდებოდა.
ამის გამო რუსის მებატონეები და ხელმწიფეები XVI და XVll საუკუნეს სულ ცდილობდნენ, რომ გლეხები ერთ ადგილას დარჩომილიყნენ ხოლმე; მაგრამ სხვაფრივ კი არ შეევიწროებიათ ამ დროინდელი რუსის გლეხი. იმაშაც კი უნდა გავტყდეთ, რომ არც ზემოხსენებული განკარგულებანი გლეხების სამუდამოთ დასახლებაზე იყო დიდი შევიწროება. გლეხები ადვილად გარბოდნენ მაინც და მაინც ძველებურად იმ მდიდარ მებატონეებთან, რომელნიც ხარჯს არ აძლევდნენ სახელმწიფოს და ამიტომაც არ ჰქონდათ მიზეზი ბევრი რამ ეთხოვნათ თავიანთ ქვეშევრდომებისაგან. ეს მდიდარი მებატონეები ხალისიანათ ჰფარავდნენ გამოქცეულ გლეხებს ბატონების დევნისგან.
ერთი სიტყკით, გარსული საუკუნუმდი გლეხიც თავისუფალი იყო და თავად-აზნაურიც. იმათ თუ უნდოდათ მიწის შოვნა, ეს სურვილი ადვილად აუსრულდებოდათ, თუ გლეხი ხარჯს მისცემდა. სახელ მწიფოს და თუ თავად-აზნაურობა შევიდოდა სამსახურში.
მაგრამ დიდი პეტრეს შემდეგ, გარსული საუკუნეს და იმის შემდეგაც, რუსეთის მდგომარეობა გამოიცვალა, თავად-აზნაურობას და ხელმწიფების საყვარელ კაცებს დაურიგდათ დიდი მიწები. გაჩნდა ამგვარათ რუსეთში მდიდარ, ძლიერ ბატონების წოდება. შუვალოვებს მაგალითად ერგოთ დიდ ეკატერინესაგან სხვათა შორის სხვა-და-სხვა ქარხნემი და მიწები, რომელნიც ღირდნენ ერთ მილიონზე მეტად; უბრალო სალდათს შუბინს ერგო ორასი კომლი ყმა, ყაზახ რაზუმას შვილს 120,000 კომლი ყმა და სხვ.
ამ ახლად გამომცხვარ დიდ ბატონებს ერგოთ რასაკვირველია მასთანავე დიდი უფლებანიც. იმათ მთლად დაიმონავეს თავიანთ მიწებზე მცხოვრები გლეხები. ამაში შემწეობას აძლევდა თვით სახელმწიფოც, რომელმაც თავის ქვეშევრდომებზე ზრუნვა გადასცა ამ ბობოლაებს. თითქმის წელიწადი ერთი ისეთი არ გაივლიდა, რომ არ გამოცემულიტო ახალი განკარგულება, რომლითაც არ მოგონილიყო ახალი ჯაჭვი გლეხ-კაცობისთვის.
მოგვყავს რამდენიმე მაგალითი:
1731 წ. გლეხებმა დაჰკარგეს იჯარების აღების უფლება; 1734 წ. აეკრძალათ იმათ მაუდის ქარხნების გახსნა, 1746 წ. მხოლოდ თავად-აზნაურობას შერჩა გლეხების ყიდვის უფლება. 1747 წ. მებატონეებს მიეცათ ნება. გლეხების გაყიდვისა სალდათათ: 1758 წ. ჩამოართვეს მამული ყველა სამსახურის კაცს, რომელიც არ იყო თავადი ან აზნაური; 1760 წ. აზნაურებს მიეცათ ნება ყმების ყოლისა იჯარით აღებულ მიწებზედაც. ბოლოს იმავე 1760 წ. თავად-აზნაურობამ მოიპოვა უფლება გლეხების ციბირში გაგზავნისა სახელმწიფოს ხარჯით. ამგვარმა წესმა ბევრად დაამცირა არამც თუ სახელმწიფო, არამედ მეურნეობაც.
1. გლეხები რაკი ჩავარდნენ გაჭირვებულ მდგომარეობაში ახალ ბატონებისაგან ხშირ-ხშარად აჯანყდებოდნენ ხოლმე და გადასახლდებოდნენ მთელ სიფლობით პოლშელებთან და სხვა ქვეყნებში. მართებლობას თვალ-ყური სული ამ აჯანებულებისაკენ იყო და სხვა სახელმწიფო მოთხოვნილებანი რჩებოდნენ უყურადღებოთ.
2. ადვილად ნაშოვნი — ადვილად დასაკლისიო; ახალი ბატონები ქეიფს სწევდნენ პეტერბურღში და მოსკოვში და არც კი აგონდებოდათ თავიანთ მამულების რაციონალურად შემუშავება. ჩაუგდებდნენ ხოლმე თავიანთ მიწებს მოურავებს ხელში და თხოულობდნენ იმათგან მხოლოდ ფულს და მხოლოდ ფულს. მაწის რიგიანათ შემუშავებისთვის თავი არავის სტკიოდა. ეს იყო მიზეზი, რომ 1861 წ., როცა გლეხების განთავისუფლების დრო დადგა და გამოცხადდა რუსეთის მდგომარეობა, ყველამ იგრძნო, რომ ამ უკანასკნელ საუკუნე-ნახევარს რუსეთის ეკონომიური მდგომარეობა, უარესი იყო დანარჩენ ევროპისაზე. რუსეთში მარტო გლეხი არ იყო ღატაკი და მონა, დიდ-კაცის მამულიც იყი გაღატაკებული.
......................................................................................................................................
ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთში გლეხების ხელშია მხოლოდ მეოთხედი ან მეხუთედი მთელ საფრანგეთის მიწებისა, ინგლისში მთელი სახელმწიფო უჭირავს მხოლოდ 200,000-მდი კაცს და დახარჩენი 25 მილლიონზე მეტი ინგლისელი თითქმის გლახათ ითვლება. ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოთ მთელ ევროპაში უმეტესი ნაწილი მიწებისა ეკუთვვნის შეძლებულ პირებს და დაბალი ხალხი კი უადგილ-მამულო და ცხოვრობს დღიური მუშაობით.
რუსეთში ეხლა ჩვენ სულ სხვა სურათი წარმოგვიდგება. რომელ რუს პატრიოტისთვის სასიამოვნო არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ რუსის გლეხს ვერვინ ვერ წაართმევს მიწას, რომ ბევრს რუს გლეხებთაგანს აქვს საკუთარი მამული?
შუაგულ რუსეთის ოც-და-ათ გუბერნიაში შეგროვილია სტატისტიკური ცნობები და იქიდამ ჩვენ ვტყობულობთ, რომ ერთი ნახევარი სახნავ-სათესი მიწებისა ეკუთვნის გლეხობას და მეორე ნახევარი კი განაწილებულია თავად-აზნაურებს, სხვა კერძო მემამულეებს, სახელმწიფოს და დიდ მთავრების შუა. დანარჩენ გუბერნიებში, მაგალითად პოლშაში, ლიტვაში და სხვაგან გლეხებს აქვთ ნაკლებად მიწები, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც აქ არის გავრცელებული ისეთი უადგილ-მამულობა დაბალ ხალხში, როგორც სხვა ევროპიელ ქვეყნებში.
ხალხის მოყვარე კაცისთვის სასიამოვნო უნდა იყოს, რასაკვირველია შემდეგი გარემოებაც. ბატონ-ყმობას გადავარდნის შეშდეგ თავად-აზნაურობამ დაკარგა ბევრი თავის მამულთაგანი უთვალავ ვალების, ზარმაცობის და უმეცრების გამო. ეს მსუქანი, თვალუწვდენელი საბატონო მიწები იყიდეს ვაჭრებმა, მეიჯარადრებმა და სხვა ახალ ბობოლებმა, მაგრამ კარგა შენახვა კი ვერ შეიძლეს. ყველგან ცნობილია, რომ მოვაჭრე ხალხს არ შეუძლან მიწების მოვლა. მოვაჭრე სალხი დაჩვეულია ადვილ, ჩქარ მოგებას და არა მოთმენას, ხანგრძლივ შრომას, რომელიც აუცილებლივ საჭიროა რიგიან მეურნეობისათვის. რაკი ხელიდამ უცურდებათ მამულები ძველ და ახალ ბატონებს ე. ი. თავად-აზნაურობას და ვაჭარ სალხს, საკვირველი არა არის რა, რომ ეს მამულები წვრილ-წვრილად გადადიან გლეხ-კაცობის ხელში.
ეს ორი გარემოება დიახ სასიხარულოა ყველა კაცობრიობის მოყვარე ადამიანისათვის, მაგრამ ადვილად კი ჩაშხამდება ეს სიხარული, რომ მოვკრათ თვალი სხვა რა სხვა ორ გარემოებასაც:
1. რუს გლეხის მამულს აძევს ისეთი ხარჯი, რომ მემამულეს აღარაფერი არა რჩება შემოსავლიდამ. ამას აშკარად გვიმტკიცებენ ის რიცხვები, რომელნიც მოაგროვეს ამ უკანასკნელ დროს მთელ რუსეთში.
რუსი გლეხს ორ დღიურ მიწაზე მოსდის ხარჯი:
სახელმწიფო |
52, 3 კაპ | |
სამამულო | 84,7 კაპ. | |
საერო | 10.4 კაპ. | |
სოფლის საზოგადოებისათვის | 16,7კაპ. | |
სულ. |
1 მ. და 64 კ |
ამ ორი დღიურ მიწას კი მოაქვს წელიწადში მხოლოდ ერთი მანეთი და 63 კაპ.
არის იმისთანა გუბერნიებიც, სადაც გლეხი ბევრად იმაზე მეტს აძლევს სხვებს ხარჯს, რის აღებაც შესაძლოა იმისაგან შემუშავებულ მიწისაგან. მაგ., მოსკოვის გუბერნიაში გლეხი თავის შემოსავალზე ორჯერ მეტ ხარჯს აძლევს სახელმწიფოს და თავის საზოგადოებას.
2. მეორე სამწუხარო მოვლენა გახლავო უადგილ-მამულო გლეხების გამრავლება ამ უკანასკნელ წლებში. ახალი ცნობები გვარწმუნებენ, რომ რუსეთი ჰბაძავს ევროპას არა მარტო განათლებაში, არამედ დაბალ ხალხის მიწების ჩამორთმევაშიაც. ეხლა, თითქმის მეექვსედი რუს გლესობისა უადგილ-მამულია.
აი, უკანასკნელი სიტყვა თ. ვასილჩიკოვისა ამ ორ საწუხარო მოვლენაზე:
„ჩვენ ვპოულობთ ტენის ახალ თხზულებაში (Les origines de la France cotemporaine) ზოგიერთ რამეს ფრანციელ გლეხის ეკონომიურ მდგომარეობაზე პირველ რევოლიუციის წინათ; ამ სტატიას ზედ აწერია: „როცა კაცი ღარიბია, ჯავრი მოსდის; მაგრამ როცა ის ერთსა და იმავე დროს რაიმე საკუთრების მქონეა და მასთანავე ღარიბიც, ის უარესად ჯავრობს“. ამ გლეხების აღწერა მეტად მოგვაგონებს ესლანდელ რუს გლეხ-კაცობის მდგომარეობას. საფრანგეთში გარსული საუკუნის ბოლოს ჩვენ ვხედავთ იგივე საკვირველ მოვლენას, რომელიც ეხლა შესანიშნავია რუსეთში: ფრანციელი გლეხები, თავიანთ ბატონებისაგან განთავისუფლებულნი, ბევრჯერ ყიდულობდნენ თავად-აზნაურების მამულებს და მასთანავე იქცეოდნენ და ინელებოდნენ. რუვოლიუციის წინათ, როგორც არტურ იუნგი გვარწმუნებს, თითქმის საფრანგეთის მესამედი ეკუთვნოდა გლეხ-კაცობას; მართლადაც, ფრანციული სოფლელი ხმარობდაა ყოველ ღონისძიებას; თავის უკანასკნელ ვაი-ვაგლახით ნაშოვნ გროშებს ხარჯავდა, მამის სისხლათ შოულობდა ფულებს, რომ აესრულებინა თავის უტკბილესი წადილი— ეყიდნა თავისთვის მიწა და გაემართა იმაზე სახლ-კარი, მაგრამ ამასთანავე სახელმწიფოს ემატებოდა ხარჯი და ამ ხარჯის ტვირთი აწვებოდა კისერზე მხოლოდ გლეხს, რადგან სასულიერო წოდება და თავად-აზნაურობა გათავისუფლებული იყო ხარჯის გადახდისგან. ამგვარად ფრანციელი გლეხი თუ არაფერს არ აგებდა მამულების შოვნით, არც არაფერს იგებდა. ყველა ეხლანდელი მწერალი ესე მოგვითხრობს სოფლელებზე, რომელნიც ერთს და იმავე დროს მდიდრდებოდნენ და ღარიბდებოდნენ კიდეც, ყიდულობდნენ სხვის მიწებს და ამით ხლართავდნენ თავიანთ მამულების საქმეებს. ამგვარივეა ეხლანდელ რუს გლესობის მდგომარეობა და უნდა გავფთხილდეთ. უნდა ვეცადოთ, რომ მეტის-მეტმა ხარჯებმა არ მოსპონ ახლად-ჩუქებულ თავისუფლების და თანასწორობის გავლენა და არ გაუმტერონ წვრილი მემამულენი მდიდრებს ............................................................................................................. ........................................................................................................................................................................
ეს სიტყვები, დაფუძნებულნი სამეცნიერო ცნობებზე, დიდმნიშვნელოვანნი არიან მეტად ეხლა, როცა რუსეთი გაჭირვებულ ეკონომიურ მდგომარეობაშია უკანასკნელ ომის გამო. მინისტრები და სხვა მაღალ-ხარისოვანნი დაეძბენ ყოველ ღონისძიებას ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლათ. მართებლობა საჭიროებს ფულებში და ახალ-ახალი პლანი-პლანზე იბადება ყოველ კვირა, თითქმის ყოველდღე. ამ მოძრაობით გატაცებულაა ლიტერატურაც და საზოგადოება ...............................................................................................................................................
.... ამის გამო, რასაკვირველია, გაიგებთ ბევრ საფუძვლიან აზრს იმაზე, რომ დაბალი ხალხი შეწუხებულია მეტისმეტი ხარჯებით და იმის ახალი შეწუხება შეუძლებელია. ........................................................................................................................................................................ მაგრამ ამ ხმებთან ერთად თქვენ ბევრჯერ გაიგოთ ამგვარ ყოვლად კმაყოფილების ფილოსოფიას. „მადლობა ღმერთს, ჩვენსა, რუსეთში, არ არსებობს პროლეტარი ე. ი. უადგილ-მამულო, უბინაო მუშა; ჩვენში ყველას აქვს თავის კუთხე, რომელიც იმას გაათბობს ყოველთვის და მისცემს ღონისძიებას დაეხმაროს თავის ხელმწიფეს. აი სად არის რუსეთის სიმდიდრე! ვინც უნდა მოვიდეს ჩვენზე, ყველას მოვიგერებთ. ომის არ უნდა გვეშინოდეს, რუსეთი ყველას გაუძლებს.—ბევრნი ვართ და ბევრი გვაქვს! ჩვენ ვერავინ გვაჯობებს“!
ამგვარი იფილოსოფია სშირად გვესმის უმეცრისაგანაც და განათლებულისგანაც; მაგრამ, მადლო- აბა ლმერთს, გვახსოვს სამეცნიერო ცნობანი, მოყყვანილნი ზემოთ ვასილჩიკოვის სიტევებში, და ადვილათ გვესმის სად რჩება ამ ფილოსოფოსობაში სიმართლე და საიდამ იწყობა სიცრუვე. ჩვენ გვახსოვს სამწუხარო ჭეშმარიტება: რუსის გლეხს, მართალია, აქვს საკმაოთ მიწა, მაგრამ იხდის ის უთვალავ ხარჯს და არაფერი არ რჩება მიწის შემოსავლიდამ.
-------------------
ჩვენ გამოგიხატეთ ევროპიულ გლეხის მდგომარეობა და ამგვარათ გაგაცანით თ. ვასილჩიკოვის პირველ წიგნთან. მეორე წიგნი ვასილჩიკოვის ახალ თხზულებისა მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ღონისძიება უნდა მოიხმარონ, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს იქ, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლოა, რუსეთში, როგორც ზევით მოგახსენეთ, გლეხი ჯერ ისე მოკლებული არ არის მიწასა, როგორც სხვა ევროპიელ ქვეუნებში და ამიტომაც საჭიროა მოიხმაროს რუსეთმა ყოველი ღონისძიება, რომ დაბალ, ღატაკ ხალხს არ დააკლდეს თავის უკანასკნელი იმედი—თავის დედა-მიწა, თავის გამართული სახლ-კარი.
თქვენ, რასაკვირველია, მოინდომებთ გაიგოთ რა წამალი მოიგონა ამისთვის თ. ვასილჩიკოვმა, ამპატიოსანმა მუშაკაცმა, ბრწყინვალეთ დაიარაღებულმა მეცნიერებით. თქვენ დარწმუნებული ბძანდებით, რომ ვინც კარგად ტყობულობს სნეულებას, ის ადვილად მოსძებნის იმისთვის წამალს. თქვენ გავიწყდებათ ექიმები, რომელთაც კარგად ესმით ყოველგვარ ავათმყოფობის თვისებანი, მაგრამ არ შეუძლიანთ კი იმათი მორჩენა. სწორედ ამგვარ ექიმებს ჰგავს უფ. ვასილჩიკოვიც. ის გრძნობს, რომ რუსუთი თუ დადგება ევროპის გზას, გააღატაკებს უარესად დაბალ ხალხს, უადგილ-მამულო, მშიერი, უბინაო მუშა გაჩნდება რუსეთშიაც და მაშინ გვიანღა იქნება მიშველება; მთლად დაქცეულ-დანელებულ ხალხს აღარაფერი არ ეშველება, ვერაფერი ეშველება ვერც იმ სახელმწიფოს, რომელიც მილიონობით ითვლის თავის მცხოვრებთ ამგვარ ხალხს; უნდა დროზე დაეხმაროს სახელმწიფო რუსის გლეხს, სანამ ის არ გაუშიშვლებათ სხვა-და-სხვა ბობოლებს. სახელმწიფომ უნდა თავის მიწები, ამბობს ვასილჩიკოვი, დაურიგოს გლეხებს და არა მდიდარ ჩინოვნიკებს, რომელნიც ყურს არ უგდებენ თავიანთ მამა-პაპურ მამულსაც კი.
ეს არის ის მკურნალი ღონისძიება, რომელიც მოგონა ვასილიკოვმა რუსეთისთვის და სხვა იმისგვარი სახელმწიფოებისათვის.
მაგრამ თუ ძნელი იყო იმის დარღკევა, რაც თქვა უფ. ვასილჩიკოვმა ევროპიულ გლეხის მდგომარობაზე, ისე ძნელი არ არის ამ სამკურნალო წამლის უვარგისობის დამტკიცება.
სახელმწიფომ უნდა გადაასახლოს უბინაო გლეხები ცარიელ სახელმწიფო მიწებზე, ამბობს უფ. ვასილჩიკოვი და მას ივიწყებს, რომ ამ გადასახლებას მოუნდება ისე ბლომათ ფული, რომ სჯობია ის მოხმარდეს უბინაო გლეხს ადგილობრივ. უფ. ვასილიკოკი ივიწყებს, რომ ყველას არ შეუძლიან მეურნეობითი ცხოვრება, რომ ზოგს ურჩევნია რამე ხელოსნობაში ოროი გროშია მოგება, ვინამც მიწის მოვლით თუმნების შოვნა, ხსენებული ეკონომისტი ივიწვებს, რომ ბევრს ურჩევნია შიმშილით მოკვდეს თავის მამა-პაპურ სახლ-კარის ახლოს, ვინამც გადასახლდეს შორ, უცხო ქვუყანაში, რომელშიაც მშირი იქნება გაძღეს, მაგრამ ჰავა კი ვერ აიტანოს და მოკვდეს. უფ. ვასილჩიკოვს არ უნდაბდავიწებოდა ისიც, რომ სახელმწიფოს ნება არა აქვს ჰფანტოს, თავის მიწები ერთ თაობისთვის; რა უნდა ქმნას მართებულობამ მომავალს, როცა დარიგებული ექნება დაბალ-ხალხისთვის ყველა თავისუფალი მიწები?
მაგრამ თუ ძნელი იყო იმის დარღკვევა, რაც თქვა უფ. ვასილჩიკოვმა ეკროპიელ გლეხის მდგომარეობაზე, ისე ძნელი არ არის ამ სამკურნალო წამლის უვარგისობის დამტკიცება.
სახელმწიფომ უნდა გადაასახლოს უბინაო გლეხები ცარიელ სახელმწიფო მიწებზე, ამბობს უფ. ვასილჩიკოვი და იმას კი ივიწყებს, რომ ამ გადასახლებას მოუნდება ისე ბლომათ ფული, რომ სჯობია ის მოხმარდეს უბინაო გლეხს ადგილობრივ. უფ, ვასილჩიკოკი ივიწყებს, რომ ყველას არ შეუძლაან მეურნეობით ცხოვრება, რომ ზოგს ურჩევნია რამე ხელოსნობაში ორიოდე გროშის მოგება, ვინამც მიწის მოვლით თუმნების შოვნა. ხსენებული ეკონომისტი ივიწყებს, რომ ბევრს ურჩევნია შიმშლით მოკვდეს თავის მამა-პაპურ სახლ-კარის ახლო, ვინამც გადასახლდეს შორ უცხო ქვეყანაში, რომელშიაც მშიერი იქნება გაძღეს, მაგრამ ჰავა კი ვერ აიტანოს და მოკვდეს. უფ. ვასილჩიკოვს არ უნდა დავიწყებოდა ისიც, რომ სახელმწიფოს ნება არა აქვს ჰფანტოს თავის მიწები ერთ თაობისთვის; რა უნდა ქმნას მართებულობამ მომავალს, როცა დარიგებული ექნება დაბალ-ხალხისთვის ყველა თავისუფალი მიწები?
მგონია, მკითხველო, ადვილად დაინახე აქედამ, რომ უფ. ვასილჩიკოვის რჩევა სასარგებლოა მხოლოდ ცოტა ხნით, მხოლოდ ზოგიერთისათვის.
შემდეგ წერილებში კი ვეცდები გიჩვენოთ რა წამალი გამოსძებნეს ახალი ევროპიელ მეცნიერებმა იმისთვის, რომ სახელმწიფო ასცილდეს იმ უთანასწოროთ ქონების დაყოფას, რომელიც აქამდი ვერ აიცილა თავიდამ განათლებულმა ევროპამ. ჩემი ვალი იქნება აგიხსნათ ის ჯადო, რომელმაც უნდა დააშლევინოს მდიდრებს მთელ სახელმწიფო ქონების თავიანთ ხელში ჩაგდება და დაბალ-ხალხის გაღატაკება.
ამის შემდეგ მიზნათ დაგვრჩება მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა. საჭირო იქნება იმის დაახლოებით გაცნობა და შეტყობა, გამოადგება თუ არა იმას ევროპიელ მეცნიერებისაგან მოგონილი წამალი.
![]() |
5 შარშანდელ ქართულ მწერლობის გადათვალიერება. |
▲back to top |
შარშანდელ ქართულ მწერლობის გადათვალიერება
ამ უკანასკნელ ორ წელს მოუმატა სიცოცხლე საზოგადოდ კავკასიელ და მეტად ჩვენ მწერლობას. ორი რუსული გაზეთი, რომელნიც ჩვენში ამ ორი წლის წინად გამოდიოდნენ კვირაში სამჯერ, გარდიქცნენ. ეხლა ყოველდღიურ გაზეთებთ „დროებაც“ ამ გზას დაადგა. შარშან დაგვებადა კიდევ ახალი ქართული გაზეთი „ივერია“, რომელიც გვეწვევა ხოლმე კვირაში ერთხელ დიდ თაბახობით და რომელიც ზოგჯერ ივიწეებს თავის გაზეთობას და ჩემულობს ჟურნალობას. ამის გარდა ახალ წლიდამ გვემატება ახალი ყოველდღიური რუსული გაზეთი უფ. ნიკოლაძის (სკანდელის) „მიმოხილვა“ (Обзоръ), რომელიც გვპირდება კავკასიელ „ტაიმსობას“. მოიგონეთ ამ ორი წლის წინანდელი ჩვენი ლიტერატურული უარარაობა და ეს გაზეთების სიმრავლე, რა გვარნიც იყვნენ ისინი—სულ ერთია, გვეჩვენება მწერლობის სიმდიდრეთ. რა არის მიზეზი ამ ლიტერატურულ გამდიდრებისა? ომი, მიპასუხებთ თქვენ მაშინვე, მართლადაც ომი უნდა იყოს ამის მიზეზი, რადგან ჩვენი ლიტერატურული სიმდიდრე სჩანს მხოლოდ ჩვენ გაზეთების და არა ჟურნალების გამრავლებაში და გავრცელებაში. მაგრამ მარტო ომს არ შეეძლო ასე ემოქმედნა ჩვენ მწერლობის გამდიდრებაზე. როცა „თბილისსის მოამბე“ გახდა ყოველდღიურ გაზეთათ, მაშინ არც კი ელოდნენ დიდ ომს. ცხადია, რომ არც საყოველკვირაო ჟურნალ-გაზეთი „ივერია“ დაარსდა ომის გამო. ცხადია, რომ არც ჩვენ ახალ არა პოლიტიკურ წიგნების გამრავლება არის შედეგი ეხლანდელ პოლიტიკურ ავალ-მაყალისა. არა, მკითხველო ჩვენს მწერლობის განცხოველებაში მარტო ომი არ არის დამნაშავე. აქ კიდევ ბევრი სხვა რამეც არის გარეული, მაგრამ ათას სხვა და სხვა ფეროვან საქმეს და კაცს შეუძლიანთ ჰქონდეთ ერთი სახელი. ხშირად, როცა უნდათ ერთ რომელიმე პარტიაზედ ლაპარაკი, ამ პარტიის მაგიერად ასახელებენ იმის უკეთეს კაცს. ხშირად ამობენ, ყარსი აიღო ლორის მელიქოვმო იმის მაგიერ რომ თქვან: ყარსი აიღეს ამა და ამ რუს ჯარის ბატალიონებმა, პოლკებმა, დივიზიებმა, ამა და ამ ღენერლების და აფიცრების შემწეობით. თუ ამგვარი ლაპარაკი მოვინდომეთ და მრავალგვარ საგნების დასახელების მაგიერ ვისურვეთ დასახელება ერთ კაცის,. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მწერლობის გაღვიძების მიზეზი იყო ნ. ნიკოლაძე (სკანდელი). ჩვენში ბევრი იმისთანა კაცია, რომელნიც ვერ იცნობენ კეთილ სინიდისიან შრომის ნაყოფათ უფ. ნიკოლაძის ნაწერებს, მაგრამ მე მგონია ესენიც დამეთანხმნენ, როცა ვიტყვი: უფ. ნიკოლაძეს აქვს ისეთი ლიტერატურული ნიჭი, რომელიც აღვიძებს ბევრ მძინარე მწერალს და ააღებინებს იმათ კალამს ხელში. 1870 წლის აქეთ ვადევნებ თვალს უფ. ნიკოლაძის თხზულებეებს და შემიმჩნევია, რომ როგორც ნიკოლაძე გამოდის სალიტერატურო ასპარეზზე, მაშინვე ასტყდება ხოლმე ლიტერატურული აყალ-მაყალი: ზოგი მიწასთან ასწორებს ამ მწერალს, ზოგი მითომ ესარჩლება იმისგან გამოთქმულ აზრებს, ზოგი მოიგონებს თავის დავიწყეულ თხზულებას და ასწორებს და ცდილობს იმის დაბეჭვდას, ზოგსაც, გატაცებულს ნიკოლაძის ცოცხალ სტატიით, ერთ წამს მაინც შეუყვარდება მწერლობა და გაზეთების ბეჯითად კითხვა. იქნება ეს გავლენა ჩვენ ზემოხსენებული მწერლისა ვინმემ აღსნას ამ მწერლის გესლიანობით, ჯიუტ განდევნით სიმართლისა და პატიოსნებისა. ამის მთქმელს ჩვენ ვურჩევთ გადაათვალიეროს ჩვენი ძველი „ცისკრები“ და სხვა ჟურნალ-გაზეთები; იქ იპოვით ბევრი ლანძღვას, ბევრ ცხადად-უსამართლო ოდებს და ფილიპიკებს, მაგრამ ამ სისაძაგლეს არასდროს არ დაუბადია მწერლობაში სიცოცხლე. სხვა არა იყოს რა მოიგონეთ რუსული ჟურნალი „საქმე“ (Дѣло) და რუსული გაზეთი „ახალი დროება“ (Новое время); აქ ბევრს უსაფუძვლო ლანძღვასაც იპოვით და უსამართლო ქებასაც, მაგრამ ამათ არასდროს არ მიუციათ რუსული მწერლობისთვის სიცხოველე. არა, ნ. ნიკოლაძე მოქმედობს ესე ძლიერად ქართულ და საზოგადოდ კავკასიელ მწერლობაზე თავის ცოცხალ კალმით, თავის ლიტერატურულ ნიჭით და გამოცდილებით. ეს ნიჭი და გამოცდილება აძლევს უფ. ნიკოლაძეს ღონისძიებას, გაიგოს ყოველ წამს — ვისთვის და რისთვის უცემს გული საზოგადოებას, რა აცინებს და რა ატირებს მკითხველს.
რაც უნდა, იფიქროთ თქვენ, მკითხველი, უფ. ნიკოლაძეზე, ეს კი უეჭვო ჭეშმარიტება გახლავთ, რომ ჩვენ მწერლობას ამ უკანასკნულ დროს და მეტად შარშან უცემდა მაჯა ადრინდელზე მეტად. დავიწყოთ ხელოვნურ თხზულებებიდამ. ამ მხრივ რასაკვირველია ნათარგმნები შარშან მეტი გვქონდა, ვინამ ორიგინალური თხზულებაები. ყველაზე მეტი ყურადღება ქართველ მკითხველების მხრივ მიქცეული იყო „მეფე ლირზე“. ეს გამოჩენილი თხზულება შექსპირისა, იყო ნათარგმნი ილ. ჭავჭავაძისაგან და ივ. მაჩაბლისაგან ინგლისურადამ, ამას იქითაც კარგი იქნება, რომ გამოვესალმოთ უცხო ქვეყნელ თხზულებაების თარგმნას რუსულიდამ. რუსულ მწერლობაში, როგორც იქაურმა კრიტიკამ აღმოაჩინა, ბევრი უნიჭო, უკეთ ვთქვათ, უგვარო თარგმანია. ვისაც წაუკითხავს ჰეინე ნემეცურ ენაზე და რუსულზე, ვისაც წაუკითხავს „ტარტიუფი“ ფრინცულად და რუსულად, ის დარწმუნებულია, რომ დიდი განსხვავებაა ნემეცურ და რუსულ ჰეინეს შუა, ფრაინცულ და რუსულ ტარტიუფის შუა. რუსულად დამახინჯებულ კლასსიკების თარგმნა ქართულად სწორედ სავნო საქმეც არის. ქართველი მკითხველები მოიძულებენ ევროპიულ გენიოსებს უგვარო ქართულ თარგმნების გამო, ამ მხრით. სწორედ თანაგრძნობის ღირსია „მეფე ლირის“ ქართულად გადმოღება. ამ თარგმნის სისწორეზე ლაპარაკი მიგვინდვია იმათთვის, ვინც რიგიანად იცის ინგლისური და ქართული ენები. მაინც კი ვიტყვით, რომ დიდად ეჭვში ვართ, შეიძლეს თუ არა „მეფე ლირის“ მთარგმნელებმა ამ ტრაღედიის ხასიათის გამოთქმა ქართულად. მომქმედნი პირნი ამ თხზულებაში ლაპარაკობენ გრძელ წინადადებაუბით და ერთ უბრალო აზრის გამოსათქმელათ ხმარობენ მძიმე მწიგნობრულ ენას. ეს ლაპარაკის გაჭიანურება ცოტად მაინც ასუსტებს იმ ღრმა შთაბეჭდილებას, რომელიც რჩება ხოლმე მკითხველს შექსპირის თხზულების კითხვიდამ. უკეთეს რუსულ ნათარგმნებს შექსპირის ტრაღედიებისა, რამდენადაც გვახსოვს, ეს ნაკლულევანება არა აქვთ და ამიტომაც მეტი შთაბეჭდილება რჩება იმათგან მკითხველს.
ამის გარდა „მეფე ლირის“ გადათვალიერებაზე ვიპოვეთ იქ ერთი ადგილი ძნელად გასაგები
იმათთვის, რომელთაც რუსულად არ წაუკითხავთ ეს თხზულება. მესამე მოქმედების მეოთხე
სანახავში ტრიალ მინდორზე ლირს ახლავან გლოსტერი და კენტი, რომელსაც ტანისამოსი
გამოუცვლია და ამის გამო ვერ ვინ იცნობს იმას. გლოსტერი ეუბნება კენტს:
„მის(ლირის) ღვიძლნი შვილნი სასიკვდილოდ მას იმეტებენ!
კეთილო კენტო!... ყოველი ეს მან წინად იგრძნო...
ვაი უწყალოდ განდევნილსა?.. შენ მეუბნები,
რომ ხელმწიფესა ჭკვა-გონება ეკარგებაო“.
აქ მკითხველს ეგონება, რომ გლოსტერმა იცნო კენტი, რადგან ამას გლოსტერი ეუბნება: „კეთილო კენტო“ საჭირო. კია, მკითხველი მაშინვე მიხვდეს, რომ გლოსტერი ვერ იცნობს ტანთგადაცმული კენტს და თუ ამბობს „კეთილო კენტო“, ეს იმიტომ, რომ ის იგონებს თავის ძველ განდევნილს ნაცნობს და იბრალებს იმას. ეს ადვილი გასაგებია დრუჟინინის რუსულ თარგმანში. აი რას ამბობს იქ გლოსტერი ზემომოყვანილ სიტყვების მაგიერ: „იმის (ლირის) სიკვდილი სურთ ქალებს. ახ, კეთილი კენტი! სად არის ეხლა ის! ყოველი ეს იმან წინადვე სთქვა! შენ ამბობ, ხელმწიფეს ჭკუა-გონება ეკარგებაო“... ამ სიტყვებიდამ მკითხველს ადვილად ესმის, რომ გლესტერი იგონებს კენტს, მაგრამ ვერ კი იცნობს იმას, იქვე მდგომსა.
თვით შექსპირზე და იმას „მეფე ლირზე“ ბევრი ვერაფერი გვეთქმის. ამ მცირე სტატიაში. ჩვენ სრულებიდაც კრიტიკის წერა არ გვდომებია. ჩვენ დაგპირდით გადათვალიერებას.
ლესსინგის შემდეგ ევროპიელ კრიტიკამ იცნო შექსპირი გენიოსათ, რომელმაც მშვენივრად იცის კაცის ხასიათი და იმის ცხოვლად გამოსახვა პოეტიკურ ტრაღედიებში. ამ უკანასკნელ დროს ხომ პსიხიატრებმაც კი იცნეს შექსპირი მცოდნეთ ადამიანის ხასიათის სნეულებებისა. აღმოჩნდა, რომ ეს გენიოსი ისევე სწორედ ხატავს მელანხოლიკებს და ლუნატიკებს, როგორც ანჩხლებს, ორგულებს, შურიანებს და სხვა ადვილად შესახვედრ ხასიათებს*.
„მეფე ლირი“ ერთი უკეთეს ტრაღედიათაგანია შექსპირის რეპერტუარში. ეს თხზულება გარდაგიშლის ერთ საზარულ სურათს; საშინლად დიდი და გამყრვნელი გავლენა ჰქონია ჩვენ ცხოვრებაზე შეძლებას, მატერიალურ ძალას, სანამ ლირი ბრძანდებოდა ყოველ შემძლებელ მეფეთ, ის იყო დიდ განცხრომაში, იმის წინააღმდეგ სიტყვას ვერვის იტყოდა დაუსჯელად. მაგრამ აგერ იგივე ლირი, როცა ის მეფეთ აღარ არის, სათამაშოა თავის უმადური ქალების ხელში. დაკარგა იმან თავისუფლება და ამ უბედურებით გაგიჟებული გარბის მინდორში, ტყე-ღრეში, საშინელ ღამეს, ქარიშხალს და ნიაღვარში. შეძლება, მატერიალური ძალა მარტო გარყვნის კი არა კაცს, აბრმავებს კიდეც იმას. ლირის ქალები, როცა ისინი მიიღებენ თავის მამისაგან საჩუქრათა იმის სამეფოს, ივიწყებენ მამაშვილურ გრძნობას და ისე ავიწროებენ თავიანთ გამაბედნიერებელ მამა ლირს, რომ ეს იძულებულია გაატაროს ღამე უბინაო გლახასაებ მინდორში საშინელ ავდარს. ქალები კი გრძნობენ თავიანთ თავს სამართლიანებით, მართლადაც, ისინი ფიქრობენ: „რასაკვირველია, მადლობელი ვართ მამისა, რომ იმან სამეფო გვაჩუქაო, მაგრამ ამან ხომ ვალდებული არ გაგვხადა ავიტანოთ ყოველგვარი ჭირვეულება ტვინგამოლეულ მოხუცისაო.“ თვით მეფე ლირიც თავის ცოდვებს გრძნობს მხოლოდ უბედურებაში. მხოლოდ ღამე ტრიალ მინდორზე აგონებს იმას ღარიბებს და დაჩაგრულებს:
„ტიელ-ოხერნო, უბედურნო, შიშველ-ტიტველნო!
რას შვრებით მაშინ, როს მოგასწრობთ ესეთი ღამე?..
მშიერ-მწყურვალნი, უმოსელნი, უსახლ-კარონი
ნეტა ვით იტანთ ამისთანა ვაი-ვაგლახსა?
ვაი რომ ესდენ ცოტა თქვენზედ მე მიზრუნვია!“
მხოლოდ უბედურებაში ესმის ლირს, რომ ეს ქვეყანა სამსეა უსამართლობით; აი უბინაოთ დაგდებული გადაკარგულ მინდორზე რას ამბობს ლირი:
„აგერ მოვახშე ახრჩობს ფლიდსა და მატყუარსა.
მცირე რამ ცოდვა კაცს ძონძებ ქვეშ თვალში ეცემა
და ფარჩის ქვეშ კი ყოველივე დაფარულია
ოღონდ ოქროთი დაჰფერე შენ დანაშაული
და თვით ლახვარი სამართლისა ზედ შეემსხვრევა!..
ძონძში ხვეულს კი პიგმეოსის ჩალაც განგმირავს!
არავინ არის დამნაშავე ქვეყანაზედა!..
არავინ არის ბრალეული! არა, არავინ!
მათი მოსარჩლე მე ვარ მეთქი! ეს დაიხსომე!“
ამ ჩვენ დაუნდობელ ცხოვრების სურათს შექსპირმა ჩაჰმატა ორი სამი ანგელოზი სული, მაგალითებრ ლირის უმცროსი ქალი — კორდელია და კენტი, რომელნიც თავიანთ კეთილშობლურ მოქმედებაებით თითქმის განუგეშებენ: „ნუ დავარდებით, გამხნევდით, ცარიელ ღონეს და შეძლებას არ დარჩენიაო ბურთი და მეიდანი, ქვეყანა მარტო ავაზაკებით არ არის სავსეო, ვეცადოთ და ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე აყვავდება ძმობა, თავისუფლება და თანასწორობა!“
ამის გარდა შარშან „ივერიაში“ და „დროებაში“ ითარგმნებოდნენ პატარ-პატარა მოთხრობაები ახალ ფრანციელ მწერლების ერკმან-შატრიანის და ადფ. დოდესი. ღირსია აგრეთვე ყურადღებისა პატარა მოთხრობა ამერიკულ ცხოვრებიდამ „ვირთაგვა“ (,,დროება №15, №16), ნათარგმნი ეკ. ღვინიაშვილისაგან. აქ ცოცხლად, მაგალითით ნაჩვენებია, რომ კაცის ზნეზე დიდი გავლენა აქვს საზოგადობრივ წესს; ხშირად სიღარიბეა დედა ყოველგვარ ავკაცობისა, მაგრამ კაცის ხასიათი ადვილად გამოიცვლება, კარგ გზაზე დადგება, თუ რომ ბოლოს მოუღებთ სიღარიბეს, უსამართლო სიმძლავრეს და სხვა ჩვენ ცხოვრების ჩვეულებრივ უგვაროებას. ამგვარი აზრები მოგდით თავში, როცა კითხულობთ კაცთმოყვარეობით, გრძნობით სავსე სტრიქონებს „ვირთაგვისას“.
სანამ არ გაგვითავებია. შარშანდელ ქართულ ნათარგმნებზე საუბარი, ვიტყვით აქ ორიოდ სიტყვას იმაზედ, თუ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ეხლა ჩვენში საზოგადოდ ხელოვნურ თხზულებაების თარგმნას.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი ახალი ხელოვნური მწერლობა შორს ვერ წავიდა; ის დიდიხანია შესდგა ილ. ჭავჭავაძის და აკ. წერეთლის ლექსებზე. „კაცია-ადამიანზე“ და „მგზავრის წიგნებზე.“ ჩვენ ახალი მწერლობას უფრო პუბლიცისტიკური ხასიათი აქტს. ვერც ერთმა ჩვენ მწერალთაგანმა, გამოსულმა სალიტერატურო ასპარეზზე ამ უკანასკნელ ათ წელს, ვერ გამოიჩინა შესანიშნავი პოეტიური ნიჭი. ან უკანასკნელ ათ წელს ჩვენ ჟურნალ-გაზეთობაში გვინახავს ბევრი ცოცხლად დაწერილი ფელტონი, საფუძვლიანი პუბლიცისტური სტატია, მეტად საინტერესო პოლიტიკური წურილი, მაგრამ ნიჭიერად დაწერილი ქართული ლექსი ან სცენა ამ ათ წელიწადში გინახავს ცოტა, და რაც გვინახავს, ის შეადგენს ძველ კალმის ნაწარმოებს ხელოვნურად დაწერილი კომედია, მოთხრობა ან რომანი ხომ სრულებით არ შეგვხვედრია ჩვენ მწერლობაში ამ უკანასკნელ დროს. იმ მეორე ხარისხის პოეტებმა და საზოგადოდ მწერლებმა, რომელთაც არა აქვთ ხერხი ან დრო შეთხზან რამე გამოჩენილი, ორიგინალური, რომ მიყონ ხელი თარგმნებს, უკეთესი იქნება, .არავისთვის საიდუმლო არ არის რომ არც ერთ კლასსიკს რიგიანად არ იცნობს ჩვენი მკითხვული. იმისთანა უკვდავი თხზულებანი, როგორც „ტარტიუფი“, „ოტულლო“, „მაგბეტი“, „ფაუსტი“, ავაზაკები“, (შილლერისა), „ჩაილდჰარლოდი“, „მანფრედი“, „ვეკფილდის მანფრედი,“ „ვერტერი“, „ვეკფილდის მღვდელი“ და სხვ. ჯერ არ არიან ნათარგმნნი ქართულად. იქნება მითხრან, რომ ამ გამოჩენილ თხზულებაების თარგმნა სანამ ჩვენთვის ძნელია, რადგან, სხვა რომ არა იყოს რა, ჩვენში მეტად ცოტამ იცის ევროპიული ენები. მე, სწორედ მოგახსენოთ, ამაზე თანახმა არ გახლავართ; თუ ინგლისური და ნემეცური ცოტამ იცის ჩვენში, ფრანციული და რუსული ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ რიგიანად შესწავლებული იმ ჩვენ ახალგაზდა მწერლებს, რომელთაც თავიანთ უკეთესი დრო შეუწირავთ მოგზაურობისთვის ევროპაში. ამაზედაც, რასაკვირკელია, შეგიძლიანთ მითხრათ, რომ ზემოხსენებულ განთქმულ თხზულებაების თარგმნისთვის საჭირონი არიან ნამდვილი ნიჭიერი პოეტები, რომელნიც ჩვენ სამწუხაროთ გვაკლიან, მაგრამ ვერც ამ აზრზე დაგეთანხმებით, რადგანაც თუ „ოტელლოების“ და „ჩაილდჰაროლდების გადმოღება მეტად ძნულია, არა მგონია ძნელი იყოს რაოდენიმედ ნიჭიერ და სვინიდისიან მწერლისთვის გადმოღება ემილ ზოლას რომანის (გინდ შემოკლებით) ან პომიალოვსკის და მიხ. მიხეილოვის მოთხრობისა. და ჩვენთვის ხომ უსარგებლო არ უნდა იყოს ამ ნიჭიერად დაწერილს და კაცთმოეყვარეობით სავსე თხზულებაების თარგმნა, და თუ თქვენ ამ თხზულებაებზედაც მეტევით, ძნელი სათარგმნელნი არიანო, მაშინ ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენ ახალგაზდა მწერლებს შეუძლიანთ მხოლოდ კანცელიარული მწერლობა.
აქ უნებლიედ მაგონდება ქუთაისელ ახალგაზდების წრე, რომელიც შარშანწინ მეტად ბეჯითად სთარგმნიდა სხვა-და-სხვა დრამმებს და კომედიებს და არდგენდა იმათ არა ნაკლებ ბეჯითობით. შარშან ამ წრეზე აღარაფერი აღარ ისმოდა. ეს არის, მკითხველო, ჩვენი ბედის წერა: ჩვენში ყოველი კეთილი საქმე ძალიან ადრე იღრჩობა. რამდენადაც მახსოვს, ხსენებულ წრეს სხვათა შორის გადუთარგმნია ოსტროვსკის ერთ უკეთეს კომედიათაგანი „შემოსავლიანი ადგილი“ და გამოჩენილ ფრანციელ მწერლის ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება». თუ ეს თხზულებანი ხერხიანად არიან ნათარგმნნი, იმათი დაბეჭდვა ასჯერ უფრო სასარგებლო იქნება ჩვენ საზოგადოებისთვის, ვინამც დაბეჭდვა ათას უბოლოვო კორრესპონდენციებისა ამინდზე, სხვა-და-სხვა ჩინოვნიკების გასაოცარ პატიოსნობაზე და სხვა მოულოდნელ შემთხვევებზე. ზემოხსენებულ ოსტროვსკის კომედიაში საკვირველ ცოცხალ სურათებში გამოხატულია რუსული ჩინოვნიკობა; „ფიგაროს ქორწინება“ დაცინვაა იმათზედ, რომელთათვის ღმერთს მიუცია კარგი გვარის-შვილობა და შეძლება, და არა ნიჭი, ჭკუა და შრომის სიყვარული; დაბალ ხალხიდამ გამოსული ხერხიანი ფიგარო ადვილად ამარცხებს თავის აზნაურ-ბატონს.
ეს სატირიკული პიესები ისევე სასიამოვნონი არიან კითხვაში, როგორც სცენაზე; და ამიტომაც განვიმეორებთ: სასურველია, რომ ისინი დაიბეჭდნენ ქართულ ენაზე, თუ გადმოთარგმნილნი არიან ნიჭიანად.
„ქართულ ორიგინალურ თხზულებებში შარშან ყველაზე მეტი ყურადღება იყო მიქცეული ჩვენ მკითხკელების მხრით უფ. ქსნის-ხეველის ლექსზე „მუშა ბოქულაძე“(«ივერია» № 7). ბევრი რამ დაწერილა ჩვენ ახალ მწერლობაში მუშაზე. ახალგაზდა პოეტები ცდილობდნენ ჩვენ მუშისთვის ეთქმეინათ ის, რასაც თითონ ფიქრობდნენ ან რასაც ფიქრობს ევროპიული თავისუფალი მუშა. ახალ ლექსებში გამოითქმებოდა ხოლმე ჩვენ ეხლანდელ საზოგადობრივ წესის ურიგობა, შრომის მნიშვნელობა და სხვის შრომით უსვინიდისო სარგებლობა, მაშინვე მიხვდებოდით, რომ ახალ პოეტს არც კი უნახავს რიგიანად ჩვენებური მუშა და ათქმეინებს იმას უცხო ქვეყნელ წიგნებიდამ გამოკითხულ ჰაზრებს.
გინდ ავიღოთ შარშან ივერიაში» (№ 6) დაბეჭდილი ლექსი ოქრიაშვილისა „მუშის სიმღერა“. ამ ლექსში მუშას ესმის მშვენივრად, რომ საზოგადობრივი წესის ბრალია დაბალ ხალხის სიღარიბე; აქ მუშა უიმედო არ არის, ის გაბრაზებული, ამაყი თხოულობს სხვებისაგან სამუშავოს: აქ თითქო მუშა იგრძნობს თავის თავში ძალას; აი რას ამბობს ის:
„მე არა ვთხოულობ არავისგან მოწყალებასა, და ამითი არ დავამცირებ ჩემ ღირსებასა;
შრომის დაგვარად ვითხოვ თქვენგნით დაჯილდოებას.
ქვის გულისანო! ყურს არ უგდებთ ჩემს ვედრებასა?
საქმე იმაშია, რომ ეს ლექსი მიბაძვაა ტომის გუდისადმი და ამგვარი სიტყვები უადგილონი არ არიან ნემცურ ან ინგლისელ მუშის პირში, რადგანიც ევროპაში მუშა დაჯილდოებულია ცოტად მაინც პოლიტიკურ თავისუფლებით და განათლებით. ჩვენ მუშას აღბეჭდილი აქვს სახეზე საშინელი უიმედოდა, უილაჯობა. ჩვენებური მუშა აღარც კი დაეძებს თავისი სიღარიბის მიზეზს, რადგანაც ის თავის თავს გრძნობს ისე სუსტათ, რომ იმედიც არა აქვს გააუმჯობესოს თავისი მდგომარეობა. ამ საცოდავისთვის ნუგეშის მცემელი მხოლოდ სარწმუნოებაა და ეს ავიწყებინებს იმას თავის უბედურებას და შურის გებას. სახარება, სულის უკვდავება, თანასწორობა საიქიოს, უზრუნველ ყმაწვილობის მოგონება, — აი რა კლავს ჩვენ მუშაში იმ სიბრაზეს, სიანჩხლეს, რომელსაც ვხედავთ ევროპიელ მუშაში, როცა ეს იგონებს თავის დაჩაგვრას და ქვეყნის უსამართლობას. უფ. ქსნისხეკელმა, რამდენადაც გვახსოვს, პირველად გამოგვისას. ამგვარი სურათი ჩვენებურ მუშისა. უფ. ქსნის-ხეველის მუშა ბოქულაძე აი რას ეუბნება „განცხრომის ძეს, ნებიერად გაზრდილსა:“
„ეჰ, ძმავ, წადი შენ შენს გზაზუ სიმღერით...
მე ჩემი ბარგსა როგორმე იქ მოვიხსნი...
სად მე და შენ ვიქნებით თანასწორნი,
საუკუნოდ განსასვენსა ალაგსა!..
ასე განუსაზღვრელი სიმშვიდე გამოითქმება მხოლოდ ჩვენ მუშისაგან.
ერთი სიტვით „მუშა ბოქულაძე“ ისეთივე წმინდა სახალხო ლექსია, როგორც ალ. ჭავჭავაძის „ლოთებო, ნეტავი ჩვენა! და გრ. ორბელიანის „იარალისადმი“, „დიმ. ონიკოვის დარდები“ და «მუხამბაზები. შინაარსით კი ქსნისხევლის „მუშა ბოქულაძე“ უფრო მაღლა დგას აქ ხსენებულ ლექსებზე, რადგან უფ. ქსნისხეველის ლექსში მუშის ხასიათით იხატება ჩვენი საზოგადობრივი წესი. ამ ლექსს რომ კითხულობთ, გატყდით მკითხველო, უეჭველად მოგივათ თქვენ თავში შემდეგი ფიქრი: „ჩვენში კაცი რომ იღუპება, ის ვერც კი ბედავს დასწეევლოს თავის დამღუპველი, ან იქნება ჩვენში დაღუპული კაცი ისე საშინლად დაღუპულია, რომ ვერც კი ხედავს ხოლმე ის თავის დამღუპველს. ჩვენ დაჩაგრულ მუშის ხმაში ისმის მხოლოდ მონობა, უბოლოო მორჩილობა, დამამცირებელი კაცის ღირსებისა“.
რაკი შარშანდელ ხელოვნურ თხზულებებზე დავიწყეთ ლაპარაკი, აქვე უნდა მოგაგონოთ მკითხველს რაფ. ერისთავის ფულტონი „ივლიანე ყრონტის ნაამბობი“ («დროება» № 8 და 9). აქ ავტორი ალაპარაკებს თბილისში ჩამოსულ გურულს, რომელიც მთლად გადურევიათ. ცუღლუტ ქალაქელებს თავიანთ მასხარობით. «ყრონტის ნაამბობი» თითქო თიატრში წასაკითხავათ იეოს დაწერილი.
-------------------------
მაგრამ ჩვენ მწერლობაში ხელოვნურ თხზულებაებმა ამ უკანასკნელ დროს დაკარგეს
თავიანთი პირველი ადგილი. ჯერ მეფობდა აკაკის ფელტონი, ესლა მეფობენ პუბლიცისტიკური
სტატიები და ცარიელი გაზეთური შენიშვნები. ამას გვიმტკიცებს ის გარემოებაც, რომ
ჩვენ ეხლა გვაქვს სამი გაზეთი და არც ერთი ჟურნალი; ლექსები და მოთხრობაები ან
ობლათ, ცალკე წიგნებათ გამოდიან ან გაზეთების მფარველობის ქვეშ მოიკუნტებიან
რომელიმე გადაკარგულ კუთხეში უთვალავ კორრესპონდენციების შუა. მაშ ჩვენი ვალია
გადავათვალიეროთ ის მძლავრი პუბლიცისტიკაც, რომელსაც ეხლა ჩვენში პირველი ადგილი
უჭირავს.
როგორ აღსნეს ჩვენმა პუბლიცისტებმა და პოლიტიკოსებმა აღმოსავლეთის საქმის გამო ჩამოვარდნილი ევროპაში აყალ-მაული?! როგორ უყურებდნენ ჩვენი მეგაზეთეები იმ ხანგრძლივ ომს, რომელიც ატეხილია სლავიანების, რუმინების და რუსებისგან ოსმალეთთან? ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ქართულ მწერლობაში ამ მძიმე საქმეების განხილვა ვერ დაიწყეს რიგიანად. „ივერია“ თავის აღტაცებულ მოწინავე სტატიით ომზე (№ 8) დაედარა იმ რუსულ გაზეთებს, რომელნიც კი არ აძლევენ საჭირო რჩევებს საზოგადოებას და იმის ძრიელ პირებს, არამედ ენაზე ადგიათ მხოლოდ ერთი ლაქიური ლექსი:
Ваши рѣчи - истина святая,
Ничего умнѣе не слыхалъ.
ხსენებული მოწინავე სტატია „ივერიის“ ამტკიცებს, მითომ რუსის ხალხს გამოეცხადოს ომი ურჯულო ოსმალოებისთვის. „დროება“ იძულებული იყო აეღსსა ახალ ქართულ გაზეთისათვის, რომ მართებლობა უცხადებს ომს მართებლობას და არა სალხი ხალხს. იქნება „დროებამაც“ დაივიწყა ეს ჭეშმარიტება ერთ თავის „დამატებით“, რომელშიც აქაური ქართველი ურჩევს ოსმალეთის ქართველებს ჩვენკენ გადმოდითო; მაგრამ ის ხომ ვიცით, რომ ეს რედაქციის მოწინავე სტატია არ არის.
აქ ვეშურებით დაუმატოთ, რომ „ივერიაში“ სწერს სხვა კალამიც, რომლის გულწრფელობა ჩვენთვის უეჭვოა. გადაათვალიერეთ უცხოეთის მიმოხილვა და საზოგადოდ პოლიტიკური სტატიები ამ გაზეთისა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ამათი ავტორი ერთმხრივ არ უცქერის ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებას; თქვენ დარწმუნდებით, რომ „ივერიაში“ ზოგიერთ მწერლის საფუძვლიანმა ცოდნამ პოლიტიკურ ლიტერატურისა და სხვა ბედნიერმა გარემოებამ გადუშალა შარშან ქართველ მკითხველებს უშველებელი სურათი ევროპიელი მართებლობებისა. მაგრამ ამ სურათის უშველუბლობამ არ დაგვიშალა გაგვეგო იმის უმთავრესი აზრი. აქ ჩვენ რამდუნიმე გვერდს ვუძღვნით ამ „ივერიის“ საპოლიტიკო სტატიებიდამ აღებულ სტრიქონებს, მით უფრო ხალისიანად ვასრულებთ ამას, რომ ბევრნი ჩვენში ფიქრობენ: სად ქართული გაზეთი და სად პოლიტიკობა და ფილოსოფოსობა; რაც რუსულ გაზეთებშია იმაზე მეტს რას დასწერენ ევროპაზე ჩეენი მეგაზეთეებიო! აი ამის გამო ხშირად მშვენიერი ქართული სტატია ევროპიულ პოლიტიკაზე რჩება უმკითხველოთ; თუმც ძნელად იპოვით რუსულ მწერლობაში ამ სტატიის მსგავს რასმეს. აი გინდ ავიღოთ ოსმალეთის მართებლობის სიმძლავრე. რა არ დაუწერიათ იმაზე რუსულ გაზეთებს; მაგრამ ის კი დავიწყებიათ ეჩვენებინათ სად რჩება ოსმალეთის სიმძლავრე და რით განირჩევა ის სხვა განათლებულ სახელმწიფოების სიმძლავრისაგან. რუსულ გაზეთებში ადრე ისმოდა ამ საგანზე მხოლოდ ერთი და იგივე ხმა: ოსმალოები ცეცხლზე სწვამენ პატარა ყმაწვილებს, პირუტყვულად ჩეხამენ დედა-კაცებს და საზოგადოდ ქრისტიანებს. მაგრამ „ივერია“ ამის გარდა სხვა რამესაც ხედავდა ოსმალეთის მხეცობაში.
„ერთი მწერალიც ამობს — ოსმალეთის მაგივრად რომ სხვა რომელიმე მთავრობა და სახელმწიფო ყოფილიუოკო, ბალკანის ნახევარ კუნძულზე დიდიხანია სლავიანების ხსენებაც არ იქნებოდაო. ეს აზრი მთლად მართალია თუ არა, ღმერთმა უწყის, მაგრამ ის კი უნდა აღვიაროთ, რომ ოსმალეთის მფლობელობას ერთი შესანიშნავი მხარე ჰქონდა: მოვა რომელიმე მოხელე, გაცარცავს კაცს, წაართმევს რაც შეუძლიან და დაანებებს თავს — ახლა როგორც გინდა ისე იცხოვრეო; არც შენი ენა მინდაო, არც შენი შინაგანი განწობილება, არც შენი გვარტომობის თვისებაო, არა ჰგვანებია განათლებულის ევროპის ზოგიერთს განათლებულს სახელმწიფოს მაგალითებრ, გერმანიას, რომელიც ჯერ ისე მოწიწებით ექცევა კაცსა, ისე ეტრფიალება თითქო იმის თავდადებული მოძმე იყოს, და მერე კი ვერც შეამჩნევს კაცი ან ხორცი როგორ შეაჭამა, ან სული როგორ ამოართო“ („ოსმალეთის კონსტიტუციის შესახებ“, „ივერია“ № 5).
ავიღოთ მეორე მაგალითი. ომის წინად და იმის დაწყების დროსაც რუსული გაზეთები ბევრს ამბობდნენ იმაზე, რომ ოსმალეთი ორად არის გუყოფილიო, ერთ ნაწილს შეადგენენ მაჰმადიანებიო, რომელნიც ბატონობენ და მეორე ნაწილს — ქრისტიანები, რომელნიც დაჩაგრულები არიან პირველთაგანაო. „ივერია“ კი ყოველთვის არ ხდიდა სარწმუნოების სხვა-და-სხვაობას ოსმალეთის მხეცობის მიზეზით:
„...შესანიშნავი მეტადრე ის არის, რომ პარლამენტის წევრნი ქრისტიანნი თუ მამადიანნი ერთნაირად და ერთგვარს ჩივილს უცხადებდნენ და უცხადებენ კიდეც მთავრობას და ერთგვარს ცვლილებებს თხოულობდნენ მთავრობისაგან. ეს გარემოება შესანიშნავია მეთქი, რადგანაც ცხადად გვიჩვენებს, რომ ოსმალეთის ქვეშევრდომთა ტკივილი ყველასი ერთი და იგივეა, სარწმუნოება, გვარტომობა, აქ ერთობას არ უშლის“(„აწმყო. აღმოსავლეთის საქმისა, „ივერია“ № 45).
უკანასკნელ დრონდელ კორრესპონდენციებმა გვიჩვენა „ივერიის“ სიტнვების სიმართლე, აი რას ვკითხულობთ თვით „ივერიაში“ ამის შესახებ:
აი რას იწერება კორრესპონდენტი ,,ახალ დროებისა“ ერთ ბოლგარიელ სოფლიდამ: „ჩვენ გვინდოდა შეგვეტнო თუ როგორა ცხოვრობდნენ ურთიერთ შორის ოსმალოები და ბოლგარიელები, რადგანაც მესამედი ამ სოფილისა ოსმალოსია. ამაზედ ყველამ გვიპასუხა, რომ სცხოვრებდნენ მეგობრულად და ყველანი ერთნაირად შეწუხებულნი იყვნენ მხოლოდ ჩერქეზებისაგან“ ამგვარი ცნობა მრავალი მოიპოვება აწინდელს რუსულ ჟურნალ-გაზეთობაში, რომელნიც საკმაოდ გვიჩვენებენ რა მდგომარეობაში იყვნენ ბოლგარიელნი ოსმალეთში. ერთი მწერალი ამბობს: ახლა მიბძანეთ მოიპოვება თუ არა კიდევ სადმე ევროპაში იმისთანა ქვეყანა, სადაც მცხოვრებნი, როგორც ქალაქისა, აგრეთვე სოფლისა იმ გვარ სიმდიდრეში და კმაყოფილებაში იყვნენ, როგორც ბოლგარიელნი და აგრეთვე თავისუფალნი და დამოუკიდებელნი იყვნენ თავის საგვარტომო (національный) მიდრეკილების წარმოებაში და გასვითარებაში?— ყოვლად შესაძლებელია, რომ იმ მამაპაპურ მდგომარეობაში, რომელშიაც იმყოფება ოსმალეთის ადმინისტრაცია და სამართალი (судъ), ბოლგარიაში ხშირად მოხდეს კერძო უსამართლოება, ძალადობა და უდიერობა; მაგრამ ნეტავი მიჩვენონ ევროპაში იმისთანა კეთილ-მოწყობილი ქვევანა, სადაც ამგვარი შემთხვევა არ დასტრიალებს დაბალის წოდების კაცებს, რომელნიც, ამასთანავე, მოკლებულნი არიან როგორც ბოლგარიელების კეთილმდგომარეობას, აგრეთვე იმ თავისუფლებას, რომელიც უპყრიათ ბოლგარიელებს იმ გარემოების ძალით, რომ მათზე არავითარი საპოლიტიკო და საპოლიციო ზედამხედველობა არ სუფევს“, ვსთქვათ ინგლისელს მიეტევება ბოლგარიელთა მდგომარეობის უცოდინრობა — იგი არც ნათესაობას იჩემებდა, არც გულში ცემა ჰქონდა. მაგრამ რუსული გაზეთი კი რომ თვის ნათესავს ვერ იცნობდეს, — ეს კი ვერფერია, სწორე მოგახსენოთ. (წერილები პეტურბურღიდამ, „ივერია“, № 38).
აქვე მოვიყვნთ რამდენიმე სტრიქონს კიდევ ერთ პოლიტიკურ სტატიიდამ „ივერიისა“. ამ სტატიაში ცოცხლად და სწორედ გამოთქმულნი არიან ის გრძნობანი, რომელთაც აღძრავს ევროპიელ სახელმწიფოებში ოსმალეთის დავიდარაბა.
,,ევროპიის სახელმწიფოებმა ვითომ ჩალათაც არ ჩააგდეს ოსმალეთის კონსტიტუცია. „აბა კონსტიტუცია რა ოსმალეთის საქმეაო! არა, ბრიყვი ქოშებიანი თათარი და კონსტიტუცია რომ არ გაგონილაო!“ აი ეს ერთი საბუთი, რომლის ძალითაც სახელმწიფოებმა თავსაცილად აიგდეს ოსმალეთის კონსტიტუცია. ამას მოჰყვა კიდევ მეორე: ცარიელი კონსტიტუციით რა გამოვიდაო, საქმე ის არის ნამდვილი, ძირეული ცვლილება მოახდინოს ოსმალეთმა და პატარა შეღავათი მისცეს თავის სლავიანებსაო. ეს კი, სწორედ მოგახსენოთ, ვერაფერი ქებაა ევროპიის სახელმწიფო განწეობილებისათვის. მაშ კონსტიტუცია ფუჭი სიტყვა ყოფილა! ამით ევროპიის მთავრობანი თითქო ეუბნებოდნენ თავის ქვეშევრდომებს კონსტიტუციის დადგენა და ცხვირის დაცემინება ჩვენთვის ერთნაირად ადვილია; რომ მოვინდომოთ თუნდ თხუთმეტ კონსტიტუციას დავადგენთ ერთსა და იმავე დროსაო, და ამით ვითთომ ან ჩვენ რა დაგვაკლდებაო, ან თქვენ რა მოგემატებათო! მაგრამ ვინ იცის იქნება პირად ამას ამბობენ და გულში კი სწამთ ოსმალეთის კონსტიტუციის ძალა. იქნება გულში ამას ფიქრობენ: „დახე ამ წუულ ოსმალეთმა რა დაგვმართო! აკი დაგვასწრო და პირიდგან ლუკმა გამოგვგლიჯაო.“ იქნება მართლა ყველას ამისათვის ჰქონდა საღერღელი აშლილი და რაღაც ძირეულის ცვლილების თაობაზედ გააბეს ლაპარაკი მარტო იმიტომ, რომ ამასობაში აგები როგორმე ერთმანეთი დავიყოლიოთო და სლავიანები და მათი ქვეყანა ერთმანეთში დავიყოთო. ვინ იცის? მაგრამ ის კი ცხადად ამოჩნდა ერთხელ კიდევ, რომ ევროპის სახელმწიფოებს სლავიანების დარდი არა აქვთ; რომ იგინი მხოლოდ თავის კერძო სარგებლობას ადგანან და არა სიმართთლისა და თავისუფლების დაცვის გზასა.“ (კიდევ აღმოსავლეთის საქმის თაობაზე, „ივ.“ № 7).
შარშან „ივერიაში“ დაიბეჭდა კიდევ რამდენიმე უურადღების ღირსი სტატია, მაგალითებრ, „ცხოვრება და კანონი“, „მგზავრის წერილები სვანეთზე“, და „დიდოელების აჯანება და კახეთი“, მაგრამ ამათზე ვეღარ მოვასწარით რამე გვეთქვა; ვერ მოვასწარით რამე გვეთქვა ვერც საზოგადოდ ჩვენ გაზეთების ფერზე. სტატია გაგვიგრძელდა და დანარჩენზედაც მეორედ ვისაუბროთ, თუ რომ მოგვიხდა, მკითხველო, თქვენთან მეორედ საუბარი.
25 ნოემბერი.
1877 წ.
![]() |
6 პატარა წერილი დიდ საქმეებზე |
▲back to top |
პატარა წერილი დიდ საქმეებზე
გამოვესალმეთ ძველ წელს, ძველ ცხოვრებას, მივეგებეთ ახალ წელს და არა ახალ ცხოვრებას.
ბევრი ახალი წელი გავლილა, მაგრამ ჩვენ სიცოცხლეს ვერ მომატია სიცოცხლე. ეს მაინც გავიგოთ, დაბადებითვე ვართ ლოქოები, თუ ეხლა რამე საძაგელმა შემოსვევამ მოგვტაცა სული და გული. მოიგონეთ მხოლოდ ამ თხუთმეტიოდ წლის წინა დრო და თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ლოქოობა დაგჩემდა ამ უკანასკნელ ხანს. მაშინ რუსეთში სდუღდა სიცოცხლე და არც ჩვენ გვეძინა. რამდენი კეთილშობლური სიტყვა თქვა იმ დროს მთელმა საზოგადოებამ: „შკოლამ მარტო ინჟინერები, ექიმები და ჩინოვნიკები კი არ უნდა გაგვხადოსო, შკოლამ მასთანავე უნდა გაგვხადოს ერთგული მოსამსახურე თავის ქვეყნისა, კაცთმოუვარე, თავისუფალი, გონიერი ადამიანიო“. „საზოგადო საქმეებში საიდუმლოები რა საჭიროა, სახ სამართლოებში ყველაფერი უნდა მოხდეს საქვეყნოთაო, სიბნელე მარტო ქურდს უყვარსო. მოვსპოთ მონაობა და გავხადოთ გლეხობა და თავად აზნაურობა თანასწორნი კანონის წინ; გადავაგდოთ ბატონყმობა, გაუმარჯოს თავისუფალ შრომასაო“, რამდენი ამისთანა კაცთმოყვარეობით სავსე სიტყვა გესმოდა, მკითხელო, ამ თხუთმეტიოდე წლის წინად! მერე როგორ ამბობდნენ ამაებს? აღტაცებით, გულწრფელობით, გეგონებოდათ ამის მთქმელი აგურ აგერ უმსხვერპლის თავს თავის საყვარელ საქმეს. მაგრამ აღტაცებული სიტყვა, იმედებით სავსე ახალგაზდობა, სიცოცხლის დუღილი უეცრად გაჰქრა და დაიწყო მეფობა რაღაც საშინელი სიჩუმემ რომელიც მოგვაგონებდა. მხოლოდ სამარეს. მაგრამ მარტო სიჩუმეც არ იყო. იმედგაწყვეტილი კაცი ყოვლგვარ განკიდურებას კიდებს ხელს; ჩვენ გავხდით მოწამენი საშინელ, დაუჯერებელ სურათებისა; ძლიერი სხეულით და გონებით კაცი იჯდა თავისთვის სადმე კუთხეში და საქმეს ვერ შოულობდა. ისე ვლაპარაკობ ამ საქმეებზე თითქო ისინი ოდნენ ძველ ისტორიას; ნამდვილად კი ეს ამბები ეხლაც ხდებიან, ეხლაც უსაქმოთ ვართ და გულგრილად შევსცქერით საზოგადო საქმეს, ქვეყნის სიკეთეს. ამაზე მე არ გავაგრძელებ ლაპარაკს და ამის მაგიერ გიამბებთ შარშანდელ ყალმაყალზე, იმ დიდ საქმეებზე, რომელნიც ხშირად არა ხდებიან, იქნებ თქვენ თითონ რამე აზრი გამოიყვანოთ იქიდამ, თორემ ჩემგან ნუ მოელით ნურაფერ ფილოსოფიას. მწერალი ყოველთვის პატარა კაცია და რათ უნდა მოელოდეთ პატარა კაცისაგან დიდ საქმის აღსნას? უფ. აკ. წერეთელმა ტყუილად კი არ დასცინა ჩვენებურ მწერალს: „ააჭიჭინე აჭია-ბაჭია, მართალს, ჭკვიანურს ნურას იმღერიო, თორემ გამოჰხრავს შენ ჩანგს ვით ჭია ჭკუის მტარვალი ტვინმეისტერიო“. რასაკვირველი,ა ზოგი ჩვენგანი იჭიმება, მითომ დიდი კაცი ვარო და დიდი საქმეები მესმისო, მაგრამ ნუ დაუჯერებ, ჩემო მკითხველო. კრილოვის არ იყოს, როცა ცარიელი კასრი დაგორდებაო, დიდი ძახილი და ხმაურობა აქვსო. მაშ ესე, დავანებებ თავს ფილოსოსოფიას და გიამბებთ, როგორც ნამდვილი მემატიანე. მხოლოდ იმას, რაც მომხდარა და რაც ჩვენ გვინასავს ან გაგვიგონია.
ამ ორი წლის წინად როცა უკეთესი ნაწილი რუსეთის საზოგადებისა იჯდა და ფიქრობდა: „რა გზა ამოვირჩიოთ და რა საქმეს დავადგეთო“, და იგონებდა ამ თხუთმეტიოდ წლის წინანდელ თავის ყმაწვილურ აღტაცებას როგორც სიზმარს: „აჰ! დრონი, დრონი, ნაქებნი მტკბარადო, წარივლტვენ განქრნენ სიმზმებრივ ჩქარადო“; ამ ცუდ დროს უეცრად, მოულოდნელად მოხდა ოსმალეთში სლავიანების აჯანყება. რუსულ ჟურნალ–გაზეთობამ გამოიყვანა ამ საქმეში ოსმალეთი მძლავრ უსინიდისო სახელმწიიფოთ, რომელიც ყოველის ღონისძიებით სჩაგრავს ქრისტიანებს და მეტად სლავიანებს; გამოდიოდა რომ სლავიანები იბრძოდნენ თავიანთ თავისუფლებისათვის მძლავრების წინააღმდეგ. რუსული ჟურნალ გაზეთობა საქმის ამგვარ აღსნით თითქო ეუბნებოდა რუსულ საზოგადოებას: აი თუ გინდა აქ გამოიჩინე შენი კეთილი გული, კაცთ მოყვარეობა და სვინიდისიანად შრომა; არვინ დაგიშლის თავისუფლად იმოქმედოო.
მართლადაც ბევრი ახალგაზდა, რომელსაც საშინლად სწყუროდა კეთილი საქმისთვის მუშაობა და თავის დადება, გაემგზავრა სერბიაში საომრათ მძლავრ ოსმალეთის მართებლობის წინააღმდეგ. მაგრამ იქ მარტო ამგვარი სალხი არ წავიდაიქ წავიდნენ ისინიც, რომელნიც დიდი ხანია ფიქრობდნენ იმაზე, რომ როგორმე ყველა სლავიანები რუსებს დაუმორჩილოთო. ამ პირობებში ბევრს საშინლად სძულს დაბალი სალხი და ვერ გაუგია თავის გულის აუშფოთლად სიტყვა: თავისუფლება. სხვა და სხვა ჩერნიაევები და კომაროვები, რომელთაც ვერასდროს ვერ გამოეჩინათ თავიანთი ნიჭი და ცოდნა, და თავისუფლების პირველი მტრები იყვნენ რუსეთში, წავიდნენ სერბიაში სლავიანების დასაცველათ, რათა, მკითხველო? რასაკვირველია იმისთვის კი არა, რომ თავისუფლებისათკის იბრძვონ, არა, ყოველლგვარი თავისუფლება, როგორც მოგახსენეთ, ამ ვაჟბატონებს საშინლად ეჯავრებით და თუ მოვიდნენ ისინი სერბიაში საომრათ, იმიტომ რომ იმათ რუსეთში ვერ დაიჭირეს კარგი ადგილები და ფიქრობდნენ: „იქნება სერბიელები როგორმე დავიბრიყვოთ და იმათში ვიბატონოთო; იმათ, როგორც პატარა ხალხს, რასაკვირველია უნდა ეშინოდეთ ჩვენი, რუსებისაო, და დაგვემორჩელდებიანო. ამის გარდა რუსის მართებლობაც მადლობას გვეტყვისო და დაგვაჯილდოებსო. მართლადაც ღენერალ ჩერნიევის და მის ამქარის მოქმედებები სერბიაში გვიმტკიცებენ, რომ სწორედ ამას ფიქრობდნენ ისინი. ამ ღენერალს ბევრი ასი თუმანი მოსვლია რუსის საზოგადოებისაგან სლავიანების საქმისთვის დასახარჯავაო და არვისთვის კი ანგარიში აქამდი არ მიუცია, რაზე მოიხმარა ამდენი ფული. ომში იმან გამოიჩინა მხოლოდ უნიჭობა და თუ გნებავთ უსვინიდისობაც, რადგანაც კაპიტნობას აძლევდა ძველი უვარგის უნტერ-აფიცრებს და პირველ ორდენებით აჯილდოებდა თავის მზარეულებს.
რასაკვირველია, არ მოეწონებოდათ ამგვარი უგვარობა. ჯარის უფროსისა იმ უკეთეს რუსებს, რომელნიც მოვიდნენ სერბიაში უკეთეს რიგის სანახავათ და უკეთეს კაცებთან საქმის დასაჭერათ. ამ გარემოების გარდა კიდევ სხვა რამ აუცრუა გული რუს ვოლონტიორებს. სერბიაში ოსმალეთს ებრძვოდა თითონ სალხი კი არა, არამედ იმის მართებულობა, რომელსაც სრულებიდაც არ უყვარდა თავის ქვეყანა და ხალხი. მაშინ უკეთესმა რუსებმა იფიქრეს: ვაი თუ ჩვენ ჩვენი თავი ჩავიკლათ და სარგებლობა მოუტანოთ დაჩაგრულ ხალხს კი არა, არამედ იმის მშიშარა ბატონებს; დიახ, კარგი სახელი იყოო თავისუფლებისთვის ომი, მაგრამ ნამდვილად კი ეს ომი ვინ იცის ვისთვის არის გამართულიო. ეს იფიქრეს უკუთეს რუსის ვოლონტიორებმა და დაბრუნდნენ შინ, რომ ხელმეორედ მიეცნენ აქ ძველებურ უსაქმობას; სიცოცხლე, განღვიძება აღარ დასტყობია იმათ, „ვერ აყვავდნენ, ისე დაჭკნენ ნისლიან დღის განთიადზე!“ რატომ მოხდა ეს? მკითხავთ თქვენ; შარშან ამდენი ხმაურობა იყო, ამდენი დავიდარაბა და მოძრაობა და რათ უნდა დარნილიყო უძრვათ რუსეთის საზოგადოება? ამას რო მკითხავთ, სჩანს დაგვიწყებიათ ჩემი სიტყვები: მე პატარა კაცი ვარ და ვერ ავღსნი დიდ საქმეებს, ნუ მოელით ჩემგან ფილისოფიას; უნდა განვაგრძელო ჩემი მოთხრობა და გიამბოთ რა მოხდა სლავიანების აჯანყების შემდეგ.
სლავიანებმა ვერ შეძლეს ოსმალეთის დამარცხება, თუმც აჯანყება გავრცელებული იყო ბოსნიაში და ჰერცოგოვინში და იმათ ეხმრებოდნენ ჩერნოგორიელები და სერბიელები, რუსეთის იმპერატორმა შარშანწინ შემოდგომას თავის ძლიერ სიტყვით შკაწევეტინა ოსმალეთს ომი სლავინებთან. ევროპიელ სახელმწიფოებს შეეშინდათ. მარტო რუსეთმა არ ჩაიგდოს სხელში ოსმალეთიო და კი არაფერი არ გვერგოსო. ამიტომაც შეიყარა კონსტანტინოპოლში ევროპიელ დიპლომატების კონფერენცია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა სლავინების დავა ოსმლეთთან. ლიბერლურ ევროპიელ სახელმწიფოებს რასაკვირველია, უნდა გამოეჩინათ თვიანთი ლიბერალობა და თავისუფლების სიყვარული და ამიტომაც იმათ რუსეთთან ერთად მოსთხოვეს ოსმალეთს: სლავიანებს თავისუფლება მიეცითო. სულთანს და იმის დაახლოებულებს რასაკვირველია კარგად ესმოდათ, რომ ინგლისი, ავსტრია და სხვა უფროპიელი სახელმწიფოები დიდი მოყვარენი არ არიან რუსეთისა და თუ იმათ რუსეთის მხარე დაიჭირეს, ეს მოახდინეს იმათ მხოლოდ ფორმისთვის, რომ არავინ დასძრახოს: თავისუფლების მტერნი ხართო, სლავიანებს და რუსებს არ დაეხმარენიო იმათ პატიოსან საქმეშიო. ესმოდა სულთანს და მიდჰად ფაშას, რომ რაც უნდა უარი უთხრას ოსმალეთმა ევროპას, ევროპა რუსეთის მხარეს არ დაიჭერსო. რადგან ამისთვის ევროპა მომზადებული არც არის და არც სურსო, რომ რუსეთმა ჩაიგდოსო ხელში ოსმალეთი და ამიტომ ბრწყინვალე პორტა ყოველ ევროპიელ სახელმწიფოების წინადადებაზე უარს ამბოდა; ოსმლეთის მინისტრები ამაყად ამბობდნენ: ჩვენ მივეცით პოლიტიკური თავისუფლება როგორც ოსმალოებს, ისე იმათთან მცხოვრებ სლავიანებს; ჩვენ გამოვაცხადეთ კონსტიტუცია, ჩვენი პარლამენტი თქვენ პარლამენტს არ დაუვარდება და აღარ გვესმის კიდევ რა თავისუფლება გნებავთო. ამაზე ევროპიელ სახელმწიფოებიდამ გამოგზავნილი კაცები ეუბნებოდნენ სავფეტ-ფაშას და იმის ამხანაგებს: თავისუფლება მარტო ქაღალდზე გიწერიათ და რომ დაწერილი უეჭველად ასრულდეს, ჩვენ ვთხოულობთ, რომ ერთი წლით მაინც შედგეს უცხო ქვეყნელებისაგან კომმისსია, რომლის ხელში იქნება დიარაღებული ჯარი, ოსმლეთის ქრისტიანებისაგან შედგენილი; ამ კომმისსიამ უნდა უყუროს, რომ სამართლიანად გათავდეს ოსმალოების დავა სლავიანებთან და დაპირებული თავისუფლება ნამდვილად გავრცელდეს იმათში. ამაზე ოსმალოები ამაყად უპასუხებდნენ: ვის რა ხელი აქვს ჩვენ შინაურ საქმეებთან; ერთი სახელმწიფო არ არის ევროპაში, რომ რამე არა სტკივოდეს, ინგლისში ირლანდიელები უკმაყოფილონი არიან, გერმანიაში—სლავიანები, მაგრამ ამ შინაურ უთანხმობების მოსასპობლად ხომ არა ცდილობს მთელი ევროპა ერთადაო.
ოსმალეთმა ამგვარად თავიდამ მოიშორა ევროპიელი დიპლომატები და შეურიგდა უძლურ სერბიას, რომელმაც თავის უძლურობის გამო ვერაფერი სთხოვა ოსმალეთის მართებლობას. 12 აპრილს გამოაცხადა ომი რუსეთმა; მანიფესტში თქმული იყო: ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ოსმალეთის ქრისტიანების მდგომარეობის გაუმჯობესობას, მაგრამ რჩევით და ცარიელ თხოვნით არაფერი არ გამოვიდაო და იძულებულნი ვართ ამ საქმისთვს სისხლი დავღვაროთო. ყველა მოელოდა, რომ ოსმალეთს ვინმე გამოესარჩლება და საშინელი, ხანგრძლივი სისხლის ღვრა გაიმართება. ეგონათ ეს, იმიტომ რომ ოსმალეთი, თუ იქიდამ გამოვრიცხეთ სლავიანების პროვინციები, რომელნიც ომში მონაწილეობას არ მიიღებენ, დიდი სახელმწიფო არ არის, სულ ჰყავს 20 მილლიონამდი მცხოვრები და მაშასადამე რუსეთზე ოთხჯერ ნაკლები ძალის გამომჩენია. ყველა ფიქრობდა, რომ ეს პატარა ამ უკანასკნელ ომებით დასუსტებული სახელმწიფო ვერ განბედავს მარტო შეჯახოს რუსეთს, რომ ოსმალეთს გამოესარჩლება ავსტრია ან ინგლისი და ვინც გამოვა ომიდამ გამარჯვებული, იმას ჩაუვარდება ხელში ხანგძლივ ომებით ძალწაღებული ოსმალეთი. ნამდვილად კი სხვა რამ მოხდა. ოსმალეთმა მარტო დაიწყო ომი რუსეთთან; ვამბობ მარტო, იმიტომ რომ ეგვიპტიდამ გამოგზავნილი იყო სულთნის ჯარებში სულ 30,000 კაცი, რომელთაც აქამდი რიგიანად არ უომნიათ. და ტუნისიდამაც ოსმალეთმა მიიღო თითქმის ამდენივე ჯარი. ოსმალეთს კი ეომებოდა რუსეთი და ჩერნოგორია, მათ მოემატა ჯერ რუმინია და მერე სერბიაც რომელთაც იფიქრეს: მართალია, მეტად შეწუხებული არა ვართ ოსმალეთისაგან, რადგან საკუთარი მართებლობა გვაქვს და რაოდენიმე თავისუფლებით ვსარგებლობთ, მაგრამ სრული თავისუფლობა თუ გვინდა, ეხლა უნდა ვეცადოთო, როცა ყოველმხრივ დასუსტებული ოსმალეთი მზათ იქნება აგვისრულოს ჩვენი სურვილიო,
რაკი საქმე ამგვარად წავიდა, ყველას ეგონა, რომ ომი ჩქარა გათავდება, რადგან ოთხი მტერი ყოველთვის ადვილად დამარცხებს ერთ მტერსა. მართლადაც 12 აპრილს ომი გამოცხადდა და თიბათვემდი ჩვენ მოვასწარით აგვეღო ორი კარგი ციხე: ბაიაზეთი და არტაანი (ერთი იმათაგანი უო მოთ) და ორი დიდი სამხედრო გემიც დაუღუპეთ ოსმალოებს დუნაიზედ. ამ რუსის ჯარების გამარჯვებაებით ძალიან დაფრთხნენ ოსმალოები; მართლადაც, იმათ იგრძნეს ჩვენ ბოლო მოგვეღებაო, თუ ძლიერ დავმარცხდით ამ ბრძოლაშიო. რაც შეელო მეტი ჯარი მოაგროვა ოსმალეთის მართებლობამ და წინ დაუყენა რუსის ჯარს, მიასის დამდეგს, როცა ჩვენებმა აიღეს არტაანი, ყარს შემოერტენენ და გაემგზავრნენ წინ ერზრუმისკენ, ოსმალეთის ჯარი გამოვიდა ზღვიდამ აფხაზეთში რამდენიმე ადგილას. რუსის ჯარმა უბრძოლოთ დუთმო სოხუმის მაზრა და უკან დაიწია; აფხაზებს იარაღი არა ჰქონდათ, რომ ოსმალოებისთვის წინააღმდეგობა გამოეჩინათ და მტერი ამით წაქეზებული კარგად წინ წავიდა, კინაღამ ინგურამდი და სამეგრელომდი მივიდა. აქ უმეტეს ნაწილს ოსმალოს ჯარისას შეადგენდნენ ის ჩერქეზები, რომელნიც ადრე სცხოვრებდნენ რუსეთში და თავიანთ აჯანების გამო იძულებულნი გასდნენ გადასახლებუიყვნენ ოსმალეთში. ესენი ხმარობდნენ ყოველ ღონისძიებას, რომ ხანგრძლივ დარჩენილიყვნენ თავიანთ საყვარელი ძველ სამშობლოსთან ახლო; ესე აძლევდნენ თოფ-იარაღს აფხაზებს და თავიანთ საომრათ აგდებდნენ; და ჩვენ კი უსაფუძვლოთ გვეგონა: აფხაზებმა ადრევე დაწყობილი პლანით გვიღალატეს და და აჯანყდნენო. ივნისში ყარსის მხარესაც გაძლიერდა ოსმალოს ჯარი და ზივინთან ომის შემდეგ კავკასიის უმთვრესი კორპუსი იძულუბული იყო დაენებებინა თავი ერზრუმის გზის და ყარსის გარს შემორტყმისთვის და დაბრუნებულიყო სამზღვართან ახლო, კურუქ-დარაში. სამხრეთითაც ქურთები მიეშველნენ ოსმალეთის ჯარებს და გარს შემოერტუნენ ჩვენ გარნიზონს ბაიაზეთის ციხეში; მხოლოდ 23 დღის შემდეგ ღენერალ ტერ-ღუკასოვმა მოასწრო ერზრუმის გზიდამ უკან ჩვენ სამზღვართან დაბრუნებულიეო და ბაიაზეთიდამ ჩვენი მცირე რიცხვოვანი ჯარი დაეღსნა ქურთებისაგან. ამავ სამხრეთ მხარეს იზმაილ-ფაშა თავის მრავალი ქურთებით გადმოვიდა ჩვენ სამზღვარზე, სურმალინის უეზდში და გამაგრდა მთებში. ჩვენი ჯარის ცდა იმ დროს იმაში შესდგებოდა, რომ გზა შეეკრა მძლავრ მტრისათვის რომ ეს არ შემოსულიეთ შუა კავკასიაში და არ შეერთებულიყო. ჩვენ მაჰმადიან მთიულებთან, რომელნიც ჯერ ცოტ-ცოტად, ნაწილ-ნაწილად აჯანყდნენ და მერე მუხთარ-ფაშის გამარჯვებით წაქეზებულნი საშინლად გაშეუპოვრდნენ.
მართლადაც ჩვენმა ჯარებმა გზა შეუკრეს მტერს სამივ მხრით; იზმაილ-ფაშა შედგა სურმალინის უეზდში და მუხთარ-ფაშა ალაჯის მთებზე, მხოლოდ აგვისტოში აიღო ამან კიდევ ერთი მთა-კიზილ-ტაპა. ენკენისთვემდი შედგა ამაზე საქმე, მხოლოდ აფხაზეთს დაანებეს თავი ოსმალოს ჯარებმა, რადგან ესენი საჭირონი იყვნენ ოსმალეთისთვის ევროპაში.
ევროპაშიაც, დუნაის მხარეს თითქმის იგივე მოხდა. ჯერ რუსეთი ადვილად იმარჯვებდა ოსმალეთზედ. როგორც ზევით მოგახსენეთ. ჩვენმა ჯარებმა დუნაიზე დაღუპეს ორი მტრის სამხედრო ხომალდი, გადვიდნენ დუნაიზე ცოტას ზიანით, ადვილათ აიღეს ციხე ნიკოპოლი, უომოთ დაიჭირეს ბალკანის მთები და გამაგრდნენ აქ ძნელი ასაღებ გასავალს შიბკოში, მთელი ოსმალეთი გაკვირდა თავის ჯარების უმოქმედობით: მართებლობამ დაიბარა ნიჭიერი ღენერალი სულეიმან-ფაშა თავის ამხანაგებით. ჩერნოგორიიდამ, სადაც დიდად იმარჯვებდა ოსმალეთის ჯარი და გაგზავნა ბალკანებში რუსის ჯარისთვის გზის შესაკვრელათ. მხნე სულეიმანმა აასრულა თავის მართებლობის ბრძანება. ამის გარდა პორტამ დანიშნა მთელ დუნაის ჯარის უფროსათ განათლებული ნემეცი მეჰმედ - ალი-ფაშა და დასავლეთითაც დააყენა განთქმული ღენერალი ოსმან-ფაშა; ძლიერი რუსის ჯარის შესაყენებლათ ოსმალოს მართებლობამ დაიბარა აგრეთვე სოხუმიდამ თავის უშიშარი ჩერქეზები. ამგვარად ოსმალოება შეაყენეს თითქის ამ უკანასკნელ დრომდის რუსის ჯარი და აღარ მიუშვეს ის ადრიანოპოლამდი და სტამბოლამდი. დიდი ხანი ცდილობდნენ ჩვენები წინ წასვლას და თითქმის დღემდი ეს ცდა ამაოთ რჩება; სამჯერ მივიდნენ ჩვენი ჯარები იერიშით პლევნოზე და სამჯერვე ვერ მოუხდათ ამ ქალაქის აღება: მარტო ამ ადგილას რუსებმა და რუმინიელებმა დაკარგეს, როგორც ოფიციალური ცნობები გვეუბნებიან, 30,000-დი კაცი.
ამ უკანასკნელ ორ თვეს კი რუსებს კიდევ გაუღიმა ბედმა და სამჯერ დიდად გავიმარჯვეთ ოსმალოებზე: 2 ოქტომბერს ჩვენმა მთავარ-მართებელმა მ. ი. უ. მიხეილ ნიკოლოზის ძემ საშინლად დაამარცხა მუხთარ-ფაშა და ამით გაიღსნა გზა ერზრუმამდი: 6 ნოემბერს ლორის-მელიქოვმა თავის მხნე ღენერლის ლაზარევის შემწეობით აიღო იერიშით გამოჩენილი მაგარი ციხე ყარსი და 28 ნოემბერსაც პლევნოს გმირი ოსმან-ფაშა ყოველ მხრივ გზა შეკრული და მშიერი გარდეცა თვის ჯარით რუსებს. ბოლოს და ბოლოს გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და, როგორც ვტყობულობთ უკანასკნელ დეპეშიდამ, ოსმალეთის მართებლობა სთხოვს ევროპას რუსეთთან შემარიგეო. როგორი იქნება შერიგება? რით გათავდება დიპლომატიების შუადგომლობა? რა მოგველის მერმის, კიდევ სისხლის ღვრა, თუ გამარჯვების ნაყოფებით სარგებლობა?
თუ ამაებს იკითხავ, მკითხველო, სჩანს დაგვიწერია რომ მე პატარა კაცი ვარ და არ შემიძლიან დიდ საქმეების აღსნა. რო შესაძლო ყოფილიყო მე სმასაც არ ამოვიღებდი ომზე, მაგრამ არ შეიძლებოდა. ყველას ენაზე მარტო ომის ამბავი ადგია და მე რომ ომის მაგიერ თვით მრთველობაზე ან სასოფლო ბანკებზე გამება ბაასი, სწორედ ყურს დაიცობდი და ჩვენ ვეღარასდროს შევრიგდებოდით. მაგრამ იმ პირობით კი ვლაპარაკობ ჩვენ ეხლანდელი დავიდარაბაზე, რომ ჩემი აზრი არ გამოვთქვა, რადგან სად პატარა კაცი და სად ფილოსოფია. ნამდვილ ამბებს კი მოგართმევთ გინდ ერთ ხურჯინს, აი მაგალითად, თქვენ შეგიძლიანთ იკითხოთ: რა გავლენა ჰქონდა ეხლანდელ ომს ჩვენ უკეთეს საზოგადოებაზე, ხალხზე, მეც ამაზე გიპასუხებთ ნამდვილ ამბის მოთხრობით, ჯერ პირველად ყველამ გაიჩუჩუნა, მითომ უნდ ვუშველოთ ჯარსაო, რადგან ისინი იბრძვიან ქრისტიანების განთავისუფლებისთვისო. ნაზი არისტოკრატკები ჰკერავდნენ ბეჯითად სსვა და სხვა ფალასებს „წითელ ჯვრის“ სასარგებლოთ. რამდენიმ სამშობლოს მოყუვარე კაცმა დაანება თავი თავის განცხრომით ცხოვრებას და შევიდა ჯარში სალდათათ. რამდენიმე მდიდარი ქალი წავიდა ომში დაჭრილების მოსავლელათ; რამდენიმე კონცერტი, თიატრული წარმოდგენა, სეირნობა დაჭრილ მეომრების სასარგებლოთ;––აი ამით გათავდა ჩვენი თანაგრძნობა იმ დროს, როცა ომი დაწყებულია კეთილ განზრახვით, როცა ვეღირსენით მრავალ გამარჯვებას და ახლო ვართ ჩვენ სურვილის ასრულებასთან! რათ სძინავს ამ დროს ხალხს ან ჩვენ უკეთეს საზოგადოებას? რათა ვართ უსაქმონი, უგზო-უკვალონი? რათა? მე არ ვიცი რა გიპასუხოთ, მაგრამ ის კი ვიცი, ზოგიერთი რას გიპასუხებთ ამაზე.
ზოგი უყურებს მთელ ხალხს პუშკინის პოეტისაებრ: სალხს ოღონდ ჰქონდეს თავისთვის სავსე ჯამი, თორემ სხვა ყველაფერი ფეხებზე კიდიაო. ეს ზოგიერთი არას დროს არ იტყვის: ხალხის ხმა ღვთის ხმა არისო, რადგან ხალხს ავის და კარგის გარჩევა არ შეუძლიანო, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ეს ზოგიერთნი აგრეთვე გვარწმუნებენ, რომ ვერაფრით ვერ დააკმაყოფილებთ სალხსაო, ოქროთი მოჰფერეთ იმის ფეხის კვალიო და ის მაინც უმადური იქნებაო; იმას არაფერი არ გააკვირვებს და არ დააკმაყოფილებს, არც ომში დიდი გამარჯვება, არც თავისუფლებისთვის ბრძოლა, არც ტკბილი სიტყვა არც მრავალი დაპირება; ის ერთი ცხოველისაებრ ფეხებზე რო დაისვა თავზე აგივაო.
ბევრია ამგვარ აზრისა ჩვენში. იმ დღეებში, როცა ერთი ჩვენი აფიცერი აღტაცებით მეუბნებოდა: „მე სიკვდილის არ მეშინიან, რადგან ვიბრძვი კეთილ საქმისთვის-ქრისტიანების განთავისუფლებისთვის,“ აქვე მდგომი კორრესპონდენტი მამიბრუნდა და ცხარედ შემომყვირა: „აჰ ღმერთო, რატომ ყველა ჩვენში ამას არ ამბობს! ღმერთმანი, არ ვიცი რით ავღსნა ჩვენი ნიადაგი გულგრილობა საზოგადო საქმეებში“.
იგივე განათლებული კორრესპოდენტი ისეთივე სიცხარით მეუბნებოდა ერთხელ: „ხალხი ყველგან მზათ არის აჯანყდეს. რო უყურებ ევროპიელებს, გეგონება, რომ თავისუფლება კი არ აკმყოფილებს ხალხს, არამედ უფრო ახალისებს იმას მეტი და მეტი მოითხოვოს. აიღეთ მაგალითათ იმისთანა თავისუფალი ქვეყანა, როგორც გერმანია, იქ ხალხი გზავნის რეიხსტაგში სულ უფრო და უფრო იმისთანა დეპუტატებს, რომელნიც მზათ არიან ერთ დღეში გაანიავონ ბისმარკის თხუთმეტი წლის შრომა. საფრანგეთში ხომ დაბალი სალხი ყოველ წამს არის მზათ რევოლუციაზე; თავიანთ მთავრობას იქ უფრო ხშირად იცვლიან, ვინამც თავიანთ ცხვირსახოცს. მე კრიტიკაზე, როგორც ერთხელ მოგახსენეთ, ამიღია ხელი და ვერ გეტყვით, რის გამო ჩარჭობია ამგვარი აზრები თავში ხსენებულ კორრესპონდენტს. ამას კი ვიტყვი, რომ შარშანდელმა ფრანციელების გლოვამ ტიერის სიკვდილის გამო სულ სხვა რამ გვაფიქრებისა ევროპიელ ხალხის ხასიათზე.
ოთხმოცის წლის ტიერის გარდაცვალებამ დააღონა ყველა, როგორც სენატორები, ისე სტუდენტები და დაბალი ხალხი. ტიერის დამარხვის დღეს ყველამ პარიჟში დაანება თავი თვის მუშაობას და წავიდა სასაფლაომდი „პატარა კაცის“ გასაცილებლათ, პარიჟის ახალგაზდობამ—პოლიტუხნიკურ შკოლის სტუდენტებმა ამას წინად წაიღეს დიდი ყვავილების გვირგვინი ტიერის საფლავზე. ამის სიკვდილის შემდეგ სამი თვე მთელ საფრანგეთში გაცხარებულ პოლიტიკურ ბრძოლის დროს მაკ-მაჰონთან თითქმის არვინ არ ივიწყებდა საფრანგეთის განმათავისუფლებელს ნემეცებისაგან. რა გმირი, გენიოსი რამ იყო ეს პატარა კაცი, რომ ის ეღირსა ამისთანა სახალხო. პატივისცემას თავის ხანგრძლივ სიცოცხლის დროს და იმის შემდეგაც? ამისთვის საჭიროა მოვიგონოთ ცოტად მაინც ახალ საფრანგეთის ისტორია.
გარსული საუკუნის ბოლოს საფრანგეთში დაარსდა რესპუბლიკა. რესპუბლიკადამ განხდევნილ ფრანციელებმა — მომხრეება მოკლული მეფისა აომეს ზოგიერთი ევროპიელი სახელმწიფოები საფრანგეთთან, რომ ამ ქვეყანაში სრულიად ჩამქრალიყო ასლად გამოჩენილი, მთელ ევროპისთვის საშიში თავისუფლების ნაპერწკალი. მღვდლების და თავად-აზნაურობისაგან განთავისუფლებულ ახალ საფრანგეთს მოუხდა ხანგრძლივი ომი რესპუბლიკის მტრებთან. ამ ომებში დიდი ნიჭი გამოიჩინა ნაპოლეონმა, რომელმაც თავის მხნეობით, ჭკუით და ცოდნით აღტაცებაში მოიყვანა თავის ჯარი და ამის შემწეობით დაიმორჩილა თითქმის მთელი ევროპა. გაბრაზებული ევროპაც ჩუმ-ჩუმათ ემზადებოდა თავიდამ მოეშორებინა ეს მძლავრი ღენერალი და მოასწრო კიდეც ეს აესრულებინა. ამ საუკუნის დასაწყისს ევროპიელ სახელმწიფოების შეერთებულ ჯარებმა აიღეს პარიჟი, სადაც გადასწყვიტეს იმათ გადაყენება ნაპოლეონისა და საფრანგეთს ტასტზე აეყვანა მოკლულ ლიუდოვიკის XVI ძმისა, ამ დროს საფრანგეთი თითქო დაადგა კიდევ ძველ გზასაო;
მთელი მხარე ჩაუვარდათ ხელში კიდევ იეზუიტებს და უბედურებით განრისხებულ თავად-აზნაურებს. ეს დიდი შეურაცხეოფა იყუო საფრანგეთისთვის. მაგრამ ჩქარა დადგა დრო, როცა ხალხი გამოვიდა მოთმინებიდამ და 1830 წლის რევოლიუციის გამო საფრანგეთში კიდევ წამოდგა პოლიტიკურ თავისუფლების ჩრდილი. ამ საქმეში დიდი მონაწილეობა მიიღო ტიერმა, მაშინ ჯერ უცნობმა და ახალგაზდა ჟურნალისტმა. ტიერი მშვენიერად ლაპარაკობდა და ცოცხლად სწერდა; ის არცხვენდა ამაყ, შეუპოვარ, დამჩაგვრელ მართებლობას და აქებდა პოლიტიკურ თავისუფლებას. მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ტიერი როდისმე ყოფილიყოს დაბლა ხალხის თავისუფლების მოყვარე. არა, ის იყო დამცველი მდიდარი ბურჟუაზიისა, ე་ი. ხალხიდმძ გამოსულ შეძლებული პირებისა, რომელთაც სურთ ხელში ჩაიგდონ მთელი სახელმწიფო. ტიერი და იმის ამხანაგები რომ ბრძანებდნენ: თავისუფლება გვინდაო, თურმე მარტო თავიანთვის, გაბატონებულ გლეხებისთვის, უნდოდათ თავისუფლება. მართლადაც 1830 წლანდელ რევოლიუციის შედეგათ იყო ლუი-ფილიპეს გამფება და მდიდარ გლეხების და ვაჭრებისაგან მართებლობის ხელში ჩაგდება დაბალი ხალხი მოსტყუვდა: იეზუიტების და თავად-აზნაურობის ადგილი დაიჭირა ბურჟუაზიამ და ქვეყანას ამით არც დააკლდა და არც მოემტა. 1848 წ მოხდა რევოლუცია იმ აზრით, რომ ერთგვარად გავრცელებულიყო მთელი სალხში თავისუფლება. ეს, რასაკვირველია, ბევრად ეწყინა სხვებთან ერთად ტიერსაც, რომელიც არ სთვლიდა დაბლა ხალხს თავისუფლების ღირსათ. ჩქარა ამ ახალ რევოლიუციით ისარგებლა პირველი ნაპოლეონის ძმისწულმა, რომელმაც ჯერ თავი მოიკატუნა ლიბერალათ და მერე კი ხალხის წარმომადგენლები ზოგი გარეკა, ზოგი დაატუსაღა და თავის თავი იმპერატორათ გახადა. მერე იცით ვინ იყო ამ საძაგლობის მიზეზათ? ამას აბრალებენ ტიერს, რომლმაც ჯერ კიდევ ლუი-ფილიპეს დროს ფრანციელებს მოაგონა იმათგან დავიწყ ებული ნაპოლეონი პირველი. ყველა კითხულობდა ტიერის დიდ წიგნს ნაპოლეკონზე: „კონსულობა და იმპერია“ და აღტაცებაში მოდიოდა ამ ღენერლის ნიჭისაგან. მართლადაც ჩქარა გადაკარგულ კუნძულიდამ „წმინდა ელენიდამ“ პირველ ნაპილეონის გვამი დიდის ამბით მოისვენებს პარიჟში და დამარხეს ინვალიდების სახლში.
ეს კი უნდა ვთქათ რომ შემდეგ ტიერი ყოველთვის განკიცხავდა ნაპოლეონ III-ის მძლავრობას, მაგრამ ტიერის და იმის ამხანაგების განკიცხვამ ვერ ჩამოაგდო ტახტიდამ იმათგან გადიდებული ნაპოლეონი ამას მოეღო ბოლო 1870 წ., როცა ის წაიყვანეს ტყვეთ პრუსსიელებმა. გამბეტამ, ჟულფავრმა და იმათ ამხანაგებმა ამოარჩევინეს ფრანციელებს დეპუტატები, რომელთაც უნდა შეედგინათ დროებითი მართულობა და ომისთვის ბოლო მოეღოთ. ფრანციელებმა ამოირჩიეს თავის დეპუტატებათ, მხოლოთ პატრიოტები, ყოველგვარ პოლიტიკურ პარტიების კაცები; ამათში უმრავლესობას შეადგენდნენ ძველ წესის მომხრეები და სალხის თავისუფლების მტერნი. ამგვარად შედგენილმა ნაციონალურმა კრებამ თავის საქმე გაათავა: ამოირჩია დროებითი მართებლობა და ომს ბოლო მოუღო. მაგრამ ნაციონალურ კრების იმ მწევრებმა, რომელთაც ეშინოდათ საფრანგეთში საყოველთაოთ რესპუბლიკა დაარსდესო, მოინდომეს ვინმე ხელმწიფეთ აერჩიათ, და რადგანაც ამაზე ისინი ვერ დათანხმდნენ ერთმანეთში (ზოგს ნაპოლეონი უნდოდა, ზოგს — შამბორი და ზოგს — ორლეანის პრინცები), გადასწყვიტეს ამ ბატონებმა: სანამ ერთ- მანერთში მოვრიგდებით ხელმწიფის ამოსარჩევათ, რესპუბლიკა გამოვაცხადოთ და იმის ძლიერ უფროსათ დავსვათ ვინმე ჩვენგანიო. ამ დროს მართებლობის თავათ საფრანგეთში ტიერი იყო და იმის ვალი იუყო დაეთხოვნა ნაციონალური კრება, რომელსაც შეესრულებინა თავის საქმე და მაინც არ იშლებოდა. ტიერმა არ აასრულა ეს თავის ვალი, რადგან თითონ ეჯავრებოდა ნამდვილი რესპუბლიკა და ეშინოდა, ახალი დეპუტატები რომ ამოვარჩევინო ხალხს საყოველთაოთ მართებლობის დადგენისთვისაო ნამდვილი რესპუბლიკა დაარსდებაო და თავისუფლება გავრცელდება მთელი ხალხშიო. მართლადაც, ტიერს რომ დაეთხოვნა ნაციონალური კრება. დღეს საფრანგეთში დამკვიდრებული იქნებოდა ხალხის თავისულება, რომლის მტრები ათას სოროს მოსძებნიდნენ დასამალავათ. მაგრამ ნაციონალური კრება არ დაითხოვა ტიერმა და ამ კრებამ საეოველთაოთ შეადგინა ისეთი კანონი, რომლის ძალითაც რესპუბლიკის ბედი მაკ-მაჰონის სულშია და მაკ-მაჰონიც დიდი ხანია მონარხიელების ხელშია. ნაციონალურ კრებამ მისცა საფრანგეთს იმ გვარი კონსტიტუცია, რომლის ძალათაც ბროლის, ფურტუს და სხვა იეზუიტებს შეუძლიანთ ვინც უნდათ საფრანგეთის ხელმწიფეთ ის დასვან. მართლადაც, ნახეთ როგორ მოქმედობდა მაკ-მაჰონი. შარშან ამან ხსენებულ კონსტიტუციის ძალით დაითხოვა დეპუტატთა პალატა და უბრძანა ფრანციელებს: გამეტას, ტიერს და იმათ ამხანაგებს რესპუბლიკელებს ნუ ამოირჩევთო, ჩემი მომხრენი ამოირჩიეთო. მაკ-მაჰონი ხმარობდა ყოველ ღონისძიებას, რომ იმის ბრძანება ასრულებულიყო და მთლადაც ნახევრად მაინც ასრულდა. პალატაში ახალ ამორჩევების გამო, მართალია, უმრავლესობა კიდევ რესპუბლიკელებს ერგოთ, მაგრამ იმათ რიცხვმა იკლო და მაკ-მაჰონს მოემატა მომხრე პალატაში. მაკ-მაჰონი ფიქრობს და თითქმის ხმამაღლადაც ამბობს: „კონსტიტუციის ძალით კიდევ დავითხოვ პალატას და ხალხი უფრო ჩემ მომხრეებს ამოირჩევსო, მომავალ პალატაში უმრავლესობა ჩემ მხარეს იქნებაო“. ამის პასუხათ დეპუტატთა პალატა ამბობდა: „სანამ მაკ- მაჰონი არ დაგვემორჩილება, სანამ ფულს არ მივცემთ იმას და ის თითონ თავის მინისტრებით და პრეფექტებით ჯამაგირებოთ დარჩებიანო“. მაკ-მაჰონმა, იმისთვის რომ მიიღოს პალატისაგან ფული, გამოაცხადა: მე ვემორჩილები რესპუბლიკელებსაო და მინისტრებათ, და პრეფექტებით დანიშნულნი იქნებიან სულ რესპუბლიკელებიო, ამით აღტაცებაში მოსულა რესპუბლიკური პალატა და უეჭველია ის ბიუჯეტს მაკ-მაჰონს დაუმტკიცებს. მაკ-მაჰონიც, რაკი ის ჩაიგდებს ხელში ფულს, უეჭველია კიდევ დაითხოვს დეპუტატთა პალატას და იმდენს ეცდება, რომ სხვა და სხვა კანონიერ მოტყუებაებით მომავალი პალატა შესდგეს ძველი წესების მომხრეთაგან, მონარხიელებისაგან. ყოველი ამგვარი ურიგო მოქმედება მაკ-მაჰონისა კანონიერი იყო და კანონიერი იქნება და ამაში ბრალი უნდა ჰქონდეს ტიერს, რომელმაც ომისთვის შედგენილ ნაციონალურ კრებას დააწერინა საყოველთაო კანონები საფრანგეთისთვის.
ტიერს ყოველთვის უომნია მღვდლებთან, იეზუიტებთან და დაბალ ხალხთან მხოლოდ მდიდარ ვაჭრების სასარგებლოთ. ამაში უფრო კარგად დარწმუნდებით, რომ მოიგონოთ ტიერის ეკონომიური აზრები, მგონია 1872 წელს ფული საშინლად სჭირდა საფრანგეთის მართებლობას და ახალ გადასახადის შემოღება საჭირო იყო. ბევრი ურჩევდა ტიერს, რომელიც მაშინ საფრანგეთის რესპუბლიკის თავათ იყო, რომ შემოეღო იმისთანა კანონი და რომლის ძალითაც სახელმწიფო ხარჯი უნდა გადეხადა ყველას თავის შემოსავლის დაგვარად. ამ გვარი გადასახადი ბევრგან არის და ვინ არ იცნობს იმას სამართლიან გადასახადათ! მაგრამ ტიერი გაბრაზდა, სუყველანი სოციალისტები ხართო და მდიდრების შევიწროება გინდათო; მე ვეღარ დავრჩები პრეზიდენტათაო. ბევრი ხვეწნა იყო საჭირო რომ ტიერი შერიგებოდა ნაციონალურ კრებას და დარჩენილიყო თავის ადგილას.
მაშ ხალხი რაღასა სწუხდა, როცა იმის მტერი მოკვდა? გადარეულებიც ხომ არ არინ პარიჟული მუშები, რომ ვერ უცვნიათ თავიანთი მტერი და იმას პატივსა სცემენ. საქმე იმაშია, ჩემო მკითხველო, რომ მშიერი ასჯერ მადლობას გეტვით იმ ერთ ლუკმა პურისთვის, რომელიც იმას სრულებითაც არ გააძღობს. ტიერი სალხის მტერი იყო, მართალია, მაგრამ ის ამ მტრობაში როგორ შეედრებოდა იმისთანა ურცხვ, შეუპოვარ იეზუიტებს და სალდათებს, როგორც ბროლი, ფურტუ, დიუკრო და სხ. სხვა რო არა იყოს რა, ტიერი დიდად ნიჭიერი კაცი იყო და თავის ნიჭათ იმან მოუტანა სარგებლობა ომის დროს თავის სამშობლოს; ამის გარდა ამ პატარა კაცს იმდენად მაინც ქონდა თავის პატივი და სვინიდისი, რომ თავის სამშობლოს თავზე არ დაჯდებოდა მაკ-მაჰონისაებ და არ ეტეოდა: „შენ რაც გინდა თქვი და მე კი შენი ბატონი ვარო“. რანაირი შეუპოვარი და ურცხვი მმართველები (ჩუმი მაინც) ყუავს ეხლა საფრანგეთს, ნახავთ თქვენ შემდეგ შემთხვევიდამ ამ რამდენიმე კვირის წინად ერთ სენატორს ეთქვა ბროლისათვის: „თუ მაკ-მაჰონი სყუოველთვის მოიქცევა ეგრე უკანონოთ და ამოირჩევს იმისთანა მინისტრებს, რომელნიც პარლამენტს არ ეკუთვნისნო, სალხს და ჯარებს შუა მოხდება შეტაკება, თვით ჯარებში ჩამოვარდება ურთიერთ შორის ომი“. ამაზე ბროლიმ ცოცხლად მიუგო: ჩვენც ეგ გვინდა, რომ რევოლიუცია მოხდეს; მაშინ საყოველთაოდ მოვიშორებთ თავიდამ ჩვენ მტრებს, ჩქარა ამოვჟლეტთ იმათაო“. სალხს, რომელსაც ჰყავს მისთანა მმართველები, რასაკვირველია ტიერიც კი ეგონება თავისუფლების მყვარებლათ.
ტიერის სიკვდილის გლოვით საფრანგეთის ხალსმა გამოიჩინა დიდი ზომიერება. იმას შესძლებია თავის მტერთან შერიგება, როცა ელის ომი სხვა უარეს მტერთან. ამას იქით წადით და დაიჯერეთ ზოგიერთ ვაჟბატონის ქადაგება, რომ ვერაფრით ვერ დააკმაყოფილებ დაბალ ხალხსო; ამან არ იცის დაფასება კაცის ჭკუის, კეთილი საქმის და შრომისაოთ, ის ვერ გაარჩევს ავს კარგისაგანო. ჩვენ იძულებულნი ვართ სულ სხვა აზრი ვიქონიოთ დაბალ ხალსზედაც და უკეთეს საზოგადოებაზედაც: მართალია იმათ ტრაბახობით და გარეგნობით ვერ მოატუუილებთ, მაგრამ ბევრიც არ არის საჭირო, რომ ისინი დააკმაყოფილოთ, რადგან ისინი თავისულებას არას დროს არ გაუნებივრებია; და თუ ხალხი ხან და სან მტრულად უცქერის ზოგიერთ რაინდს, ეს იმიტომ მოხდება ხოლმე, რომ ამ რაინდს მხოლოდ რაინდული ტანისამოსი აქვს და თითონ კი მცარცველია. ეს გვიმტკიცებს, რომ საზოგადოთ ხალხი ჯერ ისე არ დავარდნილა, რომ თვალში ჰქონდეს ჭკუა და ვერ ნახოს წითელ ნაკერის ქვეშ შავი კაცი შავი გულითა.
1877 წელსა