![]() |
საქართველოს მოამბე 10 (1863.10.) |
საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.
იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:
წმინდა სალიტერატურო
„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.
სალიტერატურო ჟურნალი გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.
![]() |
1 ჩვენის დროების გმირი |
▲back to top |
ჩვენის დროების გმირი
(ლერმონტოვისა)
ყოველს წიგნში წინა-სიტყვაობა არის პირველი და მასთანავე უკანასკნელი საქმე. იგი იხმარება ან თხზულების საგანის გამოსაცხადებლად, ან თავის განსამართლებლად და განკიცხვის პასუხის-გებად. მაგრამ ჩვეულებრივ წარმკითხველნი არაოდეს არ დასდევენ ზნეობით საგანთა და ჟურნალების მტრობასა, და ამისათვის არა კითხულობენ ხოლმე წინასიტყვაობასა. მაგრამ სანანურია, რომ ეს ასრე არის, მეტადრე ჩვენში. ჩვენი ხალხი ჯერეთ ისრე ყმაწვილი და მცირე მსწავლული არის, რომ არ ესმის ძალი იგავისა, თუ ბოლოს არ არის გამოცხადებული ზნეობითი – სწავლა, იგი ვერ მიხვდება ხუმრობასა, ვერ იგრძნობს ალერსსა; მოკლედ ვსთქვათ, ცუდად არის აღზრდილი. მან ჯერეთ არ იცის, რომა რიგიან საზოგადოებაში და რიგიან წიგნში ცხადს ლანძღვასა არა აქვს ადგილი; და ახალმა განათლებამ მოიგონა იარაღი უფრო მახვილიანი, თილთქმის უხილავი, და მით მომატებულად მომაკვდინებელი, რომელიცა პირფერობით შემოსვილი უთუოდ და შეუკავებელად დაჰკოდს. ჩვენი ხალხი ჰგავს სოფელში გაზდილ კაცს, რომელიც ყურს უგდებს მტრად გადაკედიბულის სახლმწიფოების ორ დიპლომატის ლაპარაკსა და ჰგონია, რომ ერთი და მეორეც თავის მთავრობას ატყუებს ერთმანეთის გულითადი მეგობრობისათვის.
ამ წიგ [...] ზოგიერთთა წარმკითხველთა და თვით ჟურნალებმაცა ვე [...] ეს ნამდვილი აზრი ამის და მოსტყუვდნენ სიტყვის მნიშვნელობაზე ზოგიერთთა, ხუმრობა გაშვებით, საშინლად იწყინეს, რომ ამათ მაგალითად დაუყენეს ისრეთი გარყვნილი კაცი, როგორიც არის „გმირი ჩვენის დროებასა“; ზოგიერთნი კი ძალიან მცფიერულად ჰგონებდნენ, ვითომ, რომა შემთხზველს დაუხატავს თავისი და თავისი ნაცნობების სურათი .... ძველი და შესაბრალისი ხუმრობაა! მაგრამ სჩანს, რომ რუსნი ესრე არიან შექმნილნი, რომა მათში ყოველისფერი განახლდება, ამისთანა უშესაბამოების გარდა ჩვენში რაც უნდა მისნური მოგონებული ზღაპარი იყვეს, მაინც კიდევ არა მგონია, რომ ასცდეს ვისისამე წყრომასა, თითქო ვისისამე საწყენად იყოს დაწერილი ?
„გმირი ჩვენის დროებისა“ ჩემო მოწყალეო ხელმწიფენო, ნამდვილი სურათია, მაგრამ არა ერთის კაცისა: ეს არის სურათი ყოველი ჩვენი შთამომავლობის ბოროტებისაგან შერდგენილი, თვისის სრულის განვრცელებით. თქვენ მე კიდევ მეტყვით, არ შეიძლება იყოს კაცი ესრეთი ცუდიო, მე თქვენ მოგახსენებთ, რომა თუკი გჯერათ ყოველ ტრაგედიებში და რომანებში ბოროტ მომქმედებლების ყოფნა, მაშ რატომ არა გჯერათ ყოფნა პეჩორინისა? თუ კი თქვენ ეტრფოდით სხვა და სხვა მოგონილს ამბებსა, ამაზედ უფრო საშინელებსა და დუხჭირებსა, რატომ ეს ხასიათი (ასრე გაშინჯე, ისრე როგორათაც მოგონილი), არა ჰპოვებს თქვენ შორის, შეწყნარებასა? ამის მიზეზით ხომ არა, რომ ამ თხზულებაში უფრო მომატებული ჭეშმარიტებაა, ვიდრეღა თქვენ იგი გსურდათ? .....
თქვენ იტყვით, რომ მართებული ყოფაქცევა ამით ვერ წარიმატებსო? უკაცრავად, საკმაო ჰკვებეს ხალხი ტკბილის საჭმელებითა; მათ ამ ტკბილისაგან კუჭები გაუფუჭდათ: საჭირო არის მწარე წამალი, გულის დამწველი ჭეშმარიტებანი. მაგრამ არ იფიქროთ ამის შემდგომ, რომ ამ წიგნის მთხზველს ჰქონდეს როდესმე ამპარტავნული ჰაზრი, რომ შეიქმნას ხალხის ბოროტების განმწმენდელად ღმერთმან დაიფაროს ამისთანა უ[სიამოვნების]აგან მას, მოკლეთ გითხრათ, უსიამოვნებოდა გამოხატ[...] [თანამე]დროვე კაცისა, როგორათაც მან იგი იგულისხმა; და, მის და თქვენ საუბედუროდ, ძრიელ ხშირად შეხვედროდა. ისიც საკმაოა, რომ ავად მყოფობა ნაჩვენებია და როგორ უნდა განიკურნოს ის ღმერთმა იცის !
![]() |
1.1 I. ბელა. |
▲back to top |
I. ბელა.
მე მივდიოდი ფოშტის ცხენებით ტფილისიდგან. ჩემი ბარგი იყო შერდგენილი ერთის პატარა ჩემადნისაგან, რომელიც ნახევრამდისინ გატენილი იყო საქართველოში მოგზაურობის აღწერილებით. მომატებული ნაწილი იმ აღწერილებისა თქვენს საბედნიეროდ დაკარგულია, და ჩემოდანი დანაშთენი ავეჯებით ჩემს საბედნიეროდ, დარჩა მრთლად.
თითქმის მზე დაეწურა და ეფარებოდა თოვლიან ქედს, რო მივედი კაიშაურის ვაკეზედ; ოსი, რომელიც უჯდა პოვოსკასა, მოუღალავად ერეკებოდა ცხენებსა, რომ კაიშაურის მთაზე თვალ ნათლივ ავსულვიყავით, და რაც შეეძლო დასძახოდა სიმღერასა, მშვენიერი ადგილია ეს კაიშაურის ვაკე! გარეშემო. შემოზღუდვილია მიუდგომელი მთებით, მოწითლო კლდეები გადაბარნილნი მწვანე სუროებით და დაგვირგვინებულნი ძელ-ქვის ბუჩქებით, ყვითელი დღომები გადახაზული ღელეებით. და იქ მაღლა, ძალიან მაღლა ოქროს ფერ ფოჩებივით თოვლი; ძირს არაგვი და ერთი უსახელო წყალი მკლავი გადახვეულნი, რომელიც ხმაურობით გამოსკდება ბნელისა და შავი ნისლით სავსე ხეობითგან, და არის ოქროს მკედივით გაგრძელებული და ელამს როგორათაც გველი თვისის გერსლითა.
რაკი მივედით კაიშაურის მთის ძირში, დავდექით დუქნის მახლობლად. აქ ხმაურობით ირეოდნენ ოციოდე ქართველნი და მთიულნი; იმისავე მახლობლად დაბინავებულიყო. აქლემების ქარვანი. მე უნდა მექირავნა ხარები ჩემის ტელეჟკის იმ წყეულ მთაზე ასთრევათ; ამისთვის რომა იყო შემოდგომა და საშინელი ჭირხლი, – და ამ მთის გვერდა არის ასასვლელი სიგრძით ორი ვერსტი.
რა მექმნა. ვიქირავე სამ უღელი ხარი და რაოდენიმე ოსი. ერთმა მათგანმა შეიგდო მხარზე ჩემი ჩუმადანი. სხვებმა დაუწყეს შველა ხარებსა თითქმის მარტო ხმაურობით.
ჩემ ტელეჟკის უკან ყევარ ხარს ქარივით მოჰქონდათ მეორე ტელეჟკა, თუმცა პირამდინ სამსე იყო ბარგითა. ეს ძალიან გამიკვირდა მე. იმას უკან მოსდევდა პატრონი და სწევდა ყაბარდოულ პატარა ვერცხლით მოჭედილ ჩიბუხსა, ტანთ ეცვა აფიცრის უეპოლეტებო სერთუკი და თავზე ეხურა ჩერქეზული ბანჯგვლიანი ქუდი. იქმნბოდა ორმოცდა ათის წლის კაცი; მისი შავგვრემანი სახე ამტკიცებდა, რომ დიდი ხნის ნაცნობი იყო გადმოღმა კავკასის მზისა; მის მხნე შეხედულობასა და მარჯვე სიარულსა ჯერ არ შეჰფეროდა მისი ჭაღარა ნარევი ულვაში. მე მივედი იმასთანა და თავი დაუკარი; იმანაც თავი დამიკრა დაუხმაურებლათა და გამოაბოლა ჩიბუხის ვეება კომლი პირიდგანა.
„მგონია ჩვენ ერთმანერთი მგზავრები ვართ?“
იმან ხმის ამოუღებლად კიდევ თავი დამიკრა.
„თქვენ, ვეჭოფ, სტავროპოლში მიდიხართ ?“
– დიახ, აგრე გახლავსთ. სახელმწიფო ნივთები მიმაქვს.
„თუ ღმერთი გწამთ, მითხარით, რა მიზეზია, რომა თქვენი მძიმე ტელეჟკა ორ უღელი ხარს აგრე მსუბუქად მიაქვს და ჩემი ცარიელის ატანა ამდენი ოსების შემწეობით სამ უღელ ხარს უჭირდება?“
იმან ვერაგულად გაიღიმა და მნიშვნელობით შემომხედა მე. – თქვენ, გეჭოფი არ არის დიდი ხანი, რაც კავკასიაში ხართ?
„ერთი წელიწადი იქნება“. ვუპასუხე მე.
იმან მეორეთ გაიღიმა.
„რა არი?“
– არა, ისრე! საშინელი ეშმაკები არიან ეს აზიელნი! თქვენ ასრე გგონიათ, რომ ამ ხმაურობით შველიან რასმე ხარებსა? რა ეშმაკი მიხვდება რასა ყვირიან? ხარებს კი ესმით მაგათი ყვირილი, შეაბით თუ გინდ ოცი, ეგენი თუ დაუხმაურებენ თავისებურად, ფეხს აღარ მოიცვლიან. .... საშინელი გაქნილები არიან. რას დააკლებ? უყვართ გამლელ-გამომლელისაგან ფულების გამოცინცვლა .... გაანებიერეს ეგ ავაზაკები! ნახამთ, თუ არაყის ფულიც არ გამოგართვან. მე კი მაგათ ვიცნობ, ვერ მომატყუებენ!
„თქვენ დიდი ხანია აქ ემსახურებით?“
– მე ალექსეი პუტროვიჩის[1] დროსაც აქ ვემსახურებოდი, მიპასუხა და წელში გაიმართა როდესაც ის აქედ მოვიდა, მე ვიყავი მაშინ პოდპორუჩიკი და მის დროს მივიღე ორი ჩინი ჩაჩანის ომში.
„ახლა?“
– ახლა ვირიცხები მესამე ლინეინის ბატალიონში. თქვენა, თუ თუ უკაცრავად არა ვარ ?
მეც უამბე.
ლაპარაკი ამითი გათავდა. ჩვენ მივდიოდით გაჩუმებულები ერთად. ზედ ქედზედ დაგვხვდა თოვლი. მზე ჩავიდა, ღამე და დღე მსწრაფლად გაიყარნენ; მაგრამ თოვლის შუქზე კარგად ვარჩევდით გზასა, რომელიც მიდიოდა ჯერეთ კიდევ პირშეღმა, თუმცა ისრეთი აღმართი აღარ იყო, როგორც ქვემოთა. ჩემოდანი ტელეჟკაში ჩავაგდებინე, ხარების მაგიერად შევაბმევინე ცხენები და უკანასკნელად მოვხედე ვაკესა; მაგრამ სქელი ნისლი, ჩამოწოლილი ხეობეებიდგან, ჰფარავდა მას სრულიად და არცა მცირედი ხმაურობა-ღა გვესმოდა იქიდგან. ოსები შემომეხვივნენ გარეშემო და ღრიალით მთხოვდნენ არაყის ფულს; მაგრამ შტაბს-კაპიტანმა ისრეთი მძვინვარებით შემოუტია, რომ მასვე ჟამს დაიფანტნენ. – „რა ნაირი ხალხია!“ სთქვა იმანა: „ჯერ პურის სახელი არ იციან რუსულათა და უსწავლიათ კი: „აფიცარ, დაი ნა ვოტკუ!“ ჩემს ჭკუაში თათრები სჯობიან ამათ, იმითი მსმელები მაინც არ არიან.....“
სტანციამდისინ დაგვრჩა კიდევ თითქმის ერთი ვერსტი. გარეშემო იყო უხმაურობს, იმრეთი უხმაურობა, რომ ბზუილზე შეიძლებოდა კოღოს ზედ მიჰყოლოდი. მარცხნივ ბნელად სჩნდა ხეობა; იმას აქათ და ჩვენს წინ ლაჟვარდოვანი მთის წვერები, დახვრელილები, თოვლ გადაფარებულები გამოხატულ იუვნენ ფერ ნაკლულ ცაზე, რომელზედაც აჩნდა უკანასკნელი გარდმოცემული შუქი ბინ-ბუნდისა. ბნელ ცაზე შექმნეს კაშკაში ვარსკვლავებმა, მე მეუცხოვა, რომა აქ ვარსკვლავები უფრო მაღლა მეჩვენენ, ვიდრე ჩვენს ჩრდილოეოის მხარესა გზის. ორივე მხარეზე ამოჭვინტულიყვნენ შავი ტიტველი ქვები აქა იქა თოვლის ქვეშ ბუჩქებს ამოეყოთ თავები, მაგრამ არც ერთს გამხმარ ფურცელს მოძრაობა არ ჰქონდა; იმ მიჩუმებულ ადგილასა სასიამოვნო იყო ყურთა სმენისთვის ფრუსტუნი დაღალული ფოჩტის ცხენებისა და ხან გამოშვებითი წკარა-წკური ზარისა,
„ხვალ ჩინებული დარი იქმნება!“ ვსთქვი მე. შტაბს-კაპიტანმა ხმა არ გამცა და მიმიშვირა პირდაპირ ჩვენს წინ აყუდებული მაღალი მთისაკენ.
„რა არის ეგა?“ ვკითხე მე.
– გუდ-გორა.
„რა არის მერე?“
– უყურეთ, როგორა ღრჩის.
მართლაც გუდ გორას კომლი ასდიოდა; გვერდებზე მიაცოცდებოდნენ მსუბუქი მღელვარე ღრუბლები, და ზედ თხემზე იდვა შავი ღრუბელი, ისრეთი შავი, რომ ბნელს ცაზე შავ ლაქად აჩნდა.
ჩვენ კიდეც გავარჩიეთ ფოშტის სტანცია, მის გარეშე მდგომარე სახლის ერდოები და ჩვენს წინ კაშკაშებდნენ დანთებული საალერსო ცეცხლები, კიდეც წამოუბერა ნესტიანმა ქარმა, ხეობამ მოსცა ხმა და დაიწეო წვრილი წვიმა. ძლივს დავასწარი ნაბდის წომოსხმა, ჩამოყარა თოვლი. მე მოკრძალებით შევხვდე შტაბს-კაპიტანსა.....
– ჩვენ აქ დავრჩებით ამაღამა, ჰსთქა იმან გაჯავრებით: ამისთანა ქარიშხალში ამ მთას ვერ გადვივლით. ჯერ ჯერის გორაზე ზვავი არ ჩამოწოლილა? ჰკითხა ოსსა.
– „არა ყოფილა, ბატონო.“ უპასუხა ოსმა იმშჩიკმა; „და გადმოკიდებული კი ბევრია. ბევრი“
რადგანაც ამ ფოშტის სტანციაში ოთახი არ იყო მგზავრებისათვისა, ამის მიზეზით შეგვიყვანეს ერთს კომლიან სახლში, მე მოვიპატიჟე ჩემი თანა-მომგზავრე ჩაიზე, ამიტომ რომ მე მქონდა თუჯის ჩაიდანი, ის ჩემიმხოლოობითი ნუგეში კავკასიასა შინა მოგზაურობაში.
სახლი რომელშიაც ჩვენ დავბინავდით, იყო ერთის გვერდით მიტყუპებული კლდეზე; სამი სველი ფეხ გასასხლტომი კიბის საფეხური ჰქონდა ოთახში შესასვლელად. ხელის ცეცებით შევედი სახლში და მივეჯახე ძროხასა: ამ ხალხსა ბოსელი მსახურების სადგომის მაგივრათა აქვსთ. არ ვიცოდი საით წავსულვიევი: აქ ბღავიან ცხვრები, იქ ძაღლი იღრინება. ჩემს ბედზე გაიელვა ცეცხლის ალმა და იმან მაპოვინა რაღაც შესავალი. აქ თვალწინ წარმომიდგა საკმაოდ შესაქცევარი სანახავი (гартлва): გენიერი სახლი, ჭერი რომელისაცა იყო დიფძვნილი ორს გამჭკარტნულ ბოძზე, სამსე იყო ხალხითა. ზედ შუა ადგილას ტკრციალებდა ცეცხლი მიწაზე; ერდოდგან უბერამდა ქარი, კომლი ზემოდგან ქვეით დაბრუნებული სქლად იყო გაშლილი სახლში ასე რომ ძლივს გავახილე თვალები. ცეცხლა პირას ისხდნენ ორი ბებერი, ბევრი ბავშვები და ერთი გამხდარი ქართველი, ყველანი დაძონძვილი ტანისამოსით. რაღას ვიქმოდით ჩვენც დავბინავდით ცეცხლა პირასა, გავიკეთეთ ჩიბუხი და ჩაიდანმაც დაიწყო ალერსიანი შიშინი.
„საწყალი ხალხია!“ უთხარი მე შტაბს-კაპიტანსა, და ვაჩვენე ჩვენი ტალახიან მასპინძლები, რომელნიც ხმა ჩაკმენდილები ისხდნენ და გაშტერებით გვიყურებდნენ.
– საშინელი სულელი ხალხია! მიპასუხა იმანა. არ დაიჯერებთ? არა ფერი არა იციან რა, სრულიად არა რომელისამე განათლების ნიჭი არა აქვსთ! თუმცა ჩვენი ყაბარდოელები, ანუ ჩაჩნები ავაზაკები, ღარტაკები არიას, მაგრამ თავ-გაწირულები მაინც არიან კაცობისათვისა; და ამათ იარაღის ხალისიც არა აქვსთ: ვერავის, ტანზე ხეირიან ხანჯალს ვერ ნახამ. მართლაც, რომ ოსები არიან!
„ჩაჩანში დიდი ხანი ბრძანდებოდით თქვენა?“
– დიახ ბარე ათი წელიწადი კიდექი ერთის როტით ციხეში ქვის ფონთან (каменнаго брода), – იცით?
„გამიგონია“.
– აი მეგობარო ჩემო, თავ-ბედი გვაწყევლინეს იმ დაუდერაგებმა! ეხლა მადლობა ღმერთსა, მშვიდობიანად არიან უფრო. იყო ხოლმე ისრეთი შემთხვევა, რომა ასი ნაბიჯი რო გადაგვედგა ფარგალ გარეთ. უთუოდ იყო სადმე მოდარაჯებული ბანჯგვლიანი ეშმაკი: ერთი ბეწვა, რომ ჩაფიქრებულიყავი, მაშინვე ან ქამანდს გადმოგაგდებდნენ კისერზე, ან ტყვიას მოგდებდენ კეფაში. მაგრამ ყოჩაღები კი არიან!
„მაშ, საგულვებელია, რომა ბევრი შემთხვევა გქონიათ?“ უთხარი მე გაშინჯვის მოყვარებით შეგულიანებულმა.
– როგორ არ უნდა გვქონოდა! ვგქონია....
აქ დაუწყო მარცხენა ულვაშს ძიძგნა, ჩაქინდრა თავი და ჩაფიქრდა. მე საშინლად მინდოდა ამომეთქმევინებია რამე ამბავი, ეს არის სურვილი, მითვისუბული ყოველი მოგზაურისა და მწერალი კაცისა. ამასობაში ჩაიც ადუღდა; მე ამოვაძრე ორი სამგზავრო სტაქანი ჩუმადნიდგანა, დავასხი ჩაი და ერთი სტაქანი შტაბს-კაპიტანს დაუდგი წინა. იმან მოხვრიტა და სთქვა თითქო თავის თავად: „ჰო, იყო ხოლმე!“ ამ წამოთქმამ მომცა დიდი იმედი. მე ვიცი რომ კავკასიელ ბერი კაცებს უყვართ მოლაპარაკება, ამბის მოთხრობა; იმათ ისრე იშვიათად შეხვდებათ ხოლმე დრო ლაპარაკისა, ამისათვის, რომა ზოგიერთი ოთხი ხუთი წელიწადი დგას თავის როტითა მიყრუვებული მივარდნილ ადგილასა, და ამ ხუთის წლის განმამავლობაში გამარჯვებასაც არავინ ეტყვის (ამისთვის, რო ფელდფებელი იტყვის: მსურს თქვენი კარგად ყოფნა). სალაყბო ბევრია: გარეშემო სულ მხეცი, გამომცდელი ხალხი არტყიათ; ყოველ დღე შიშია შემთხვევა არის ხოლმე საკვირველი, აქ უნებლიეთ შესწუხდება კაცი მასზედ, რაზედაც ჩვენში ასრე იშვიათად დასწერენ ხოლმე.
„არ გინდათ მიუმატოთ რომი?“ ვკითხე ჩემს თანა მესაუბრეს: მე მაქვს თეთრი (რომი), ტფილისიდგან; ეხლა ცივა.
– არა, გმადლობთ, არ გიახლებით.
„რატომ?“
– ისრე. დაფიცებული ვარ, არ უნდა დავლიო. ერთხელ, როდესაც ჯერ ისრევ პოდპორუჩიკი ვიყავი, ჩვენ ცოტა გადავღლიეთ, შევქეიფიანდით, და იმ დღეს შეგვექმნა ალიანქოთი; ჩვენც გამოვედით და დავმწკრივდით გადაღლეულები, ამისათვის მოგვხვდა კითდეცა, ალექსეი პეტროვიჩმა შეგვიტყო: ოჰ, რა ნაირად გაჯავრდა! ცოტა გაწყდა სამართლის ქვეშ არ მიგვცა. მართალიც არის: ხანდა ხან მთელი წელიწადი სცხოვრებ, ვერავის ხედამ და აქ თუ არაყსაც მიჰყევი ხელი დაღუპული კაცი ხარ!
ეს, რო გავიგონე თითქმის იმედი გადვიწყვიტე.
– აი, თუ გინდ ჩერქეზები, სთქვა იმანა, როცა დათვრებიან ბუზათი ქორწილში, ან მკვდრის დასაფლავებაზე. მაშინვე შეექმნებათ ხოლმე ჟლეტა.
ერთხელ ძლივს დავახწიე თავი ცოცხალი, შერიგებულ თავადიშვილთან კი ვიყავი სტუმრად.
„ეგ როგორ მოხდა!“
– აი....(გააკეთა ჩიბუხი, მოსწია ნაფაზითა და დაიწო მოთხრობა), აი ინებეთ მოხსენება, მე მაშინ ვიდექი როტითა ციხეში, თერგს გაღმა, საცაა ხუთი წელიწადი შესრულდება მას უკან. ერთხელ შემოდგომაზე მოვიდა საგზლის ურმები. თან მოზდევდა აფიცერი, ყმარწვილი კაცი, ოცდა ხუთის წლისა. ის გამოცხადდა ჩემთან როგორც რიგია და გამომიცხადა, რომს ჰქონდა ბრძანება ჩემთან ციხეში დარჩომისა. ის იყო ისრეთი წვრილი, თეთრი, მუნდირი ეცვა ისრეთი ახალი, რომა მე მაშინვე მივხვდი, რო ახალი გადმოყვანილი იყო კავკაზიაში. „თქვენ, ვეჭოფ,“ ვკითხე მე იმასა, „რუსეთიდგანა ხართ გადმოყვანილი აქა?“ – დიახ აგრე გახლავს, უფალო შტაბს-კაპიტანო, მიპასუხა იმასა. ჩამოვართვი ხელი და უთხარი: „დიდად სასიამოვნოა, დიდად. ცოტა მოწყენით კი იქმნებით..... მაგრამ რა გაეწყობა, ჩვენ მეგობრებად ვიქმნებით, თუ ღმერთი გწამსთ, დამიძახეთ მარტო მაქსიმ მაქსიმიჩი, ან რა საჭიროა ეგ სრული ფორმა (წესი)? მოდით ხოლმე ჩემთან ყოველთვის შინაურულად.“ მისცეს სახლი და დაბინავდა ციხეში.
„რა ერქვა მას სახელად?“
– მას ერქვა ... გრიგორი ალექსანდროვიჩ პეჩორინი. კარგი ყმარწვილი კაცი იყო, შემიძლიან დაგარწმუნოთ; მაგრამ ცოტა უცნაური კი. მაგალითებრ, წვიმიან, ცივს დღეში, მთელი დღე იყო. ხოლმე სანადიროდ; ყველანი დაიყინვებოდნენ, დაიღალებოდნენ – ის კი არაფრად მიიმჩნევდა. ხანდახან კი იჯდა ხოლმე თავის ოთახში, შემოუბერამდა ქარი, და მარწმუნებდა ხოლმე, რომ გავცივდიო; ფანჯარაზე მოსაფარებელ ფიცარს რომ ქარი მოახეთქებდა, შეხტებოდა და გაყვითლდებოდა; ჩემთან კი ერთხელ სანადიროთ იყო და მარტო დაუწყო ბრძოლა გარეულ ტახსა. იყო ხოლმე შემთხვევა, რომ მთელი საათი ხმას ვერ ამოაღებინებდი, და თუ კი ხანდახან დაიწყობდა ლაპარაკსა სიცილით მუცლები დაგვასკდებოდა ხოლმე .... დიახ ბევრი გასაოცარი ხასიათი ჰქონდა; მგონის მდიდარი კაცი უნდა ყოფილიყო: რამდენი წვრიმალი ძვირფასი ნივთები ჰქონდა! ...
„დიდხანსაცა სცხოვრებდა თქვენთანა?!“ ვკითხე კიდევა.
– თითქმის ერთი წელიწადი. მაგრამ ის წელიწადი სახსოვარი კი არის ჩემთვის; ბევრი საცოდვილო საქმეები შემამთხვია მე მანა, ღმერთმა მშვიდობა მისცეს! ხო საკვირველია, დაიბადება ხოლმე ისრეთი კაცი, რომელსაც შუბლზე აწერია, რომ მას უნდა შეემთხვეს სხვა და სხვა გასასტერებელი საქმე !
„გასასტერებელი?“ შევკივლე მე გამოცდის მოყვარების სახით, და დაუმატე ჩაი.
– აი, მე თქვენ გიამბობთ: ჩვენი ციხიდგან ექვს ვერსტზედ იდგა ერთი შერიგებული თავადიშვილი. მისი შვილი თხუთმეტის წლის ბიჭი, შემოგვეჩვია ჩვენა და ყოველ დღე მოდიოდა ხოლმე ხან რისთვის ხან რისთვის. მე და გრიგორი ალექსანდროვიჩმა, ის სწორეთ, გავანებიერეთ. რა საშინელი დაუდერაგი და მარდი იყო ყოველ საქმეში: გაჭენებული ცხენიდგან ქუდის აღება, თოფის სროლა იმისთვის არაფერი იყო. ერთი წუნი ქონდა, საშინელი ფულის მუსუსი იყო. ერთხელ, ხუმრობით, გრიგორი ალ•ქსანდროვიჩი დაჰპირდა ერთს ოქროს მოგცემო, თუ მამიშენის ცხვრის ფარიდგან ერთს კარგს თხას მოიპარამო და მომგვრიო. თქვენ როგორ გგონიათ: მეორე ღამესვე რქებით მოგვითრია. ხანდახან დაცინებით გავაჯავრებდით ხოლმე, თვალებში სისხამი მოუვიდოდა და მაშინვე ხანჯალს წაივლებდა ხელსა. „აი, აზამატ შენს თავს გაუფთხილდი,“ ვეტყოდი ხოლმე მე: იამანი იქმნება შენი ბაშკა!“
ერთხელ მოდის თვითონ მოხუცებული თავადი ჩვენს დასაპატიჟებლათა ქორწილში: უფროს ქალს ათხოვებდა, და ჩვენ მისი მეგობრები ვიყავით; და არ შეიძლებოდა, იცით, უარის თქმა, თუმცა თათარიც იყო, წავედით. სოფელში დიდის ყეფით გამოგვეგებნენ მრავალი ძაღლები. როგორც დაგვინახეს ქალებმა, დაიმალნენ; მათგანს, რომელიც გავშინჯეთ, სილამაზისა არა ეცხოთ რა. „მე უკეთესები მეგონენ ჩერქეზის ქალები“, სთქვა გრიგორი ალექსანდროვიჩმა. – მოითმინეთ! უთხარი მე, სიცილთა. მე სხვა რამე მედო. გუნებაში.
იმ თავადიშვილის სახლში მრავალი ხალხი იყო. შეგროვებული. აზიის ხალხს, იცით, ჩვეულებათა აქვსთ ვინც შეხვდებათ, ნაცნობისა და უცნობის მოპატიჟება ქორწილში იციან ჩვენ მიგვიღეს ყოველის პატივისცემით და შეგვიყვანეს სასტუმროში. მაგრამ არ დამვიწყებია დათვარიელება ადგილისა, სადაც ჩვენი ცხენები დააბეს, ვინ იცის? სიფთხილეს თავი არ აჰსტკივაო.
„როგორ დღესასწაულობენ ქორწილსა?“ ვკითხე მე შტაბს-კაპიტანსა.
– ჩვეულებისამებრ. პირველად მოლლა წაუკითხამს რაღასაც ყორანიდგანა; შემდგომ მეფე დედოფალსა და მათ ნათესავებს მისცემენ საჩუქარსა; ჰჭამენ, ჰსმენ ბუზასა, შემდგომ დაიწყობა ჯირითი და ყოველთვის ერთი რომელიმე დაგლეჯილი, გაქონილი, ცუდს, კოჭლს ცხენზე, იმტვრევა, ოინბაზობს და აცინებს პატიოსან ხალხსა; შემდგომ როცა დაბინდდება, სასტუმროში გაიმართება ლხინი, ჩვენებურად ვსთქვათ, ბალი. საწყალი ბერი კაცი აწკარუნებს სამ სიმიან ... დამავიწყდა რა ჰქვიან იმათებურად ...... როგორც ჩვენებური ბალალაიკაა რაღა. ყმაწვილი ბიჭები და გოგოები დამწკრივდებიან ორ რიგად ერთი ერთმანეთის პირდაპირ, უკვრენ ტაშსა და მღერიან. აი, გამოვლენ ერთი ქალი დ ერთი კაცი შუაზე, და ეუბნებიან ერთმანეთს ლექსებსა სიმღერით, რაც მოხვდებათ, და სხვანი გარეშე მდგომარენი ეუბნებიან ბანსა. მე და პეჩორინი ვისხედით უპირველეს ადგილასა, და აი პეჩორინთან მოვიდა მასპინძლის თექვსმეტის წლის უნცროსი ქალი და მოახსენა სიმღერათ ლუქსი ...რაღაც!.... კომპლიმენტივით.
„რას მღეროდა, ხომ არ გახსომსო?“
– ჰო, მგონია, ესრე: „ტანადნი არიანო, ჩვენი ყმარწვილი მოჯირითენიო და მათი კაბები ბუზმენტით მორთულიო, ყმარწვილი რუსის აფიცერა კი მათზედ უფრო ტანადიაო და ჩაფარიში მისი ოქროს ქსოვილიაო. ის როგორათაც ალვისხე არისო. მათ შორის, მაგრამ ვერ იხეირებს ჩვენს ბაღშიაო“. პეჩორინი წამოდგა, თავი დაუკრა, შუბლზე და გულზე ხელი მიიდო და მთხოვა მე, რომ მიმეცა პასუხი, მე კარგად ვიცი იმათებური, და გადუთარგმნე მისი პასუხი
– როცა ის ქალი განგვშორდა, მაშინ უჩურჩულე გრიგორი ალექსანდროვიჩსა: „აბა, როგორია?“ მშვენიერია! მიპასუხა იმანა: სახელად რა ჰქვიან?“
– მაგას ქვიან „ბელა“ მიუგე მე.
– და მართლაც ლამაზი იყო: მაღალი, წვრილი, შავი თვალები მთის ქურციკივით, ისრე სასიამოვნოდ ჩამოგიყრებდნენ გულში პეჩორინი, ჩაფიქრებული თვალს არ აშორვებდა, და ბელაც ხშირად გამოხედამდა ხოლმე ქვეშ ქვეშად. მაგრამ მარტო პეჩორინი არ ეტრფოდა ლამაზ კნიაჟნასა: სახლის კუთხიდგან მას უჭვრეტდა ორი თვალი, უძრავნი, და ცეცხლებრ აღგზნებულნი. დავაცქერდი და ვიცანი ჩემი ძველი ნაცნობი ყაზბიჩი. ის, იცით, არც თუ შერიგებული იყო, არც თუ შეურიგებული. იმაზედ ეჭვი ბევრი ჰქონდათ, თუმცა არასფერს ავაზაკობაში არ იყო შენიშნული. ხანდახან მორეკამდა ხოლმე ციხეში ცხვრებსა და ყიდდა იაფათა, მაგრამ არა დროს არ გვევაჭრებოდა: რასაც ითხოვდა, მიეცი, – ყელი, რომ გამოგეჭრა აღარ მოუკლებდა. ამბობდნენ იმაზე, რომა უყვარსო ყუბან გაღმა აბრექებთან წოწიალიო, და, სწორეთ მოგახსენოთ, ცხვირ პირიც კი ავაზაკური ჰქონდა; პატარა იყო, ხმელი, მხრებ განიერი .... მარდი, ასრეთი მარდი, როგორც ქაჯი! ახალუხი ყოველთვის დახეული, დაკონკებული ქონდა და თოფ-იარაღი კი ვერცხლით მოჭედილი. იმისი ცხენი გათქმული იყო მთელს ყაბარდოში, – და მართლაც იმ ცხენზე უკეთესი აღარა შეიძლება რა. ტყუილათ კი არა შურდათ ყველა გამარჯვებულ მხედრებსა. რამდენ ჯერ ეცადნენ მოპარვასა, მაგრამ ვერ მოახერხეს. თითქო ეხლაც ვხედავ იმ ცხენსა: შავი იყო ფისივით, ფეხები ალვასავებრ თვალები ბელაზე ნაკლები აღარა ჰქონდა; და რა ნაირი ღონე! თუ გინდ ორმოცდაათი ვერსტი არბეინე; გაგეშილი – ძაღლივით დასდევდა პატრონს; პატრონის ხმასაც კი იცონობდა! არც კი დააბამდა ხოლმე. ისრეთი საავაზაკო ცხენი იყო!..
– იმ ღამეს უა ხბიჩი უფრო შეჭმუხვნილი იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და მე შევამჩნივე, რომ ახალუხს ქვეშ ჯავშანი ეცვა. „ეს ჯავშანი ტყუილად არ ეცმის მეთქი“, ვიფიქრე მე: „ვეჭოფ განზრახვა აქვს რამე“.
– ოთახში დაცხა, მე გამოვედი კარში გასაგრილებლად. მთებზე ჩამოწვა სიბნელე ღამისა და ხეობეებში შექმნეს ღრუბლებმა წოწიალი.
– მე მომაგონდა და შევბრუნდი დერეფანში ცხენების სანახვათა, ქონდათ საჭმელი თუ არა, და ამასთანავე სიფრთხილეს თავი არ ასტკივა: მეც საქებური ცხენი მყვანდა, და ბევრი ყაბარდოელები შეხედამდნენ ხოლმე სიამოვნებით და იტუოდნენ: იახში ტხე, ჩოხ იახში!
– გავსწიე ღობე-ღობე და შემომესმა ხმა; ერთი ხმა მაშინვე ვიცანი, ის ხმა დაუდერაგი, ჩკენი მასპინძლის შვილის აზამატის ხმა იყო. მეორე ლაპარაკობდა ხან გამოშვებით და ხმა დაბლად. „აქ რაზე ყბედობენ?“ ვიფიქრე მე: „ჩემ ცხენზე ხო არა?“ აი, ჩავჯექი ღობის ძირში და დაუგდე ყური, მეცადინეობით, რომა არც ერთი სიტყვა არ გამომპაროდა. ხანდახან სიმღერისა და ლაპარაკის ხმა, რომელიც გამოდიოდა, სახლიდგანა, მიყრუებდა ჩემს გასაგონლად სასურველ ლაპარაკის ხმასა.
– „ყაზბიჩ, ჩინებული ცხენი გყავს!“ ეუბნებოდა აზამატი: „მე რომ სახლში უფროსი ვიყო და სამასი ფაშატი ცხენის ჯოგი მყამდეს, ნახევარს მოგცემდი შენ მარბენალ ცხენში!“
– „ჰო! ყაზბიჩია!“ ვიფიქრე მე და ჯავშანი მომაგონდა.
– დიახ, უპასუხა ყაზბიჩმა რაოდენისამე ხანის შემდგომ: მთელს ყაბარდოში ვერ იშოვნი ამისთანასა. ერთხელ, – ეს იყო თერგ გაღმა, მე წავყევი აბრექებსა რუსის ცხენის ჯოგის წასართმევლათა; საქმე საქმეზედ ვერ მოვიდა და დავიფანტენით, ვინც საით მოასწრო. მე გამომიდგა ოთხი ყაზახი; მე გიაურების ხმაც გავიგონე და ჩემს წინ იდვა გაუვალი ტყე. წავწექი უნაგირზედა, მივანდე თავი ღმერთსა და ჩემს სიცოცხლეში იმ დღეს პირველად ვაწყეინე ჩემს ცხენსა მათრახის დაკვრით. როგორც მფრინველი, ისრე ჩაიყურყუმელავა ხის ტოტებში; წვეტიანმა ეკლებმა ზედ შემომახიეს ტანისამოსი, შავი ხის (ყარაღაჯის) გამხმარი ტოტები მცემდნენ ცხვირ-პირში. ჩემი ცხენი ხტებოდა ჯირკებზედა და ჰყოფდა მკერდითა სქელ ბუჩქნარსა. უმჯობესი იყო, რომა ტყის პირშივე დამეტოვებინა ცხენი და დავმალულვიყავი ტყეში ქვეითი, მაგრამ ცხენი ვერ გამოვიმეტე – და ჩემმა ფეღამბარმა გარდამიხადა სამაგიერო. რამდენმამე ტყვიამ გამიბზუილა თავთანა, და მესმოდა კიდეთცა, რომა დაქვეითებული ყაზახები მომდევდნენ კვალ-და კვალ ...... ამ დროს წავაწყდი ღრმა ღრანტესა; ჩემი მარბენალი ცხენი ჩაფიქრდა – და გადახტა. უკანა ფეხებით ჩამოანგრია გაღმა ნაპირი ღრანტისა და დაეკიდა წინა ფეხებზე. მე მივანებე სადავეს ხელი და გადავარდი ხევში; ამან გადამირჩინა ჩემი ცხენი: შეუმსუბუქებული ახტა. ყაზახებმა ნახეს ეს ყოველიფერი, მაგრამ არც ერთმა არ დამიწყო ძებნა: იმათ უთუოდ მკვდარი ვეგონე და მესმოდა, რო გამოუდგნენ ჩემს ცხენსა დასაჭერათა. გულმა დამიწყო. საკვდავად ძგერა: წავფორთხდი სქელ ბალახებში თავდაღმა ხევ ხევ – ვხედამ: ტყე გათავდა, მინდორი დაიწყო, რამდენიმე ყაზახა გამოვიდნენ ტყიდგან მინდორზე. აი გამოვარდა ჩემი ყარა-გიოზიც. და პირდაპირ იმათკენ მირბის; ყველანი გამოუდგენ ჭყივილითა; დიდხანს, დიდხანს სდიეს, მეტადრე ერთმა ორჯელ კინაღამ ქამანდი არ მოსდო კისერზე; მე შევკრთი, ჩავღუნე თავი და დავიწყე ლოცვა რამდენსამე წამს შემდგომ ავიხედე და ვხედამ: ჩემი ყარა-გიოზი მოფრინავს ძუა გაშლილი, ლაღი ქარივით და გიაურები დახოცილი ცხენებით გაფანტულები შორი-შორს მინდორში მოსდევენ უკანა. ვალლა! ეს მართალია, ჭეშმარიტი მართალი! კარგა გვიან, დაღამებამდისინ ვიჯექ ჩემს ხევში. მსწრაფლად, შენ რა გგონია, აზამატ? ბნელაში მესმის, რომა ხევის პირზე დარბის ცხენი, ფრუსტუნებს, ჭიხვინებს, და სცემს ფეხსა მიწაზე; მე მაშინვე ვიცანი ჩუმი ყარა-გიოზის ხმა, სწორეთ ის იყო, ჩემი განუშორებელი ამხანაგი! ... მას შემდგომ აღარ განვშორვებივართ ერთმანეთსა.
– ამ ლაპარაკთან ისმოდა, რომ ყაზბიჩი თავის ცხენს და გნოლვილს კისერზე ოდნავ ხელსა სცემდა და ეუბნებოდა სხვა და სხვა ნაზ სახელებსა.
– „მე რომ მყვანდეს ათასი ფაშატის ცხენის ჯოგი“, უთხრა აზამატმა, „სულ ერთიანად მოგცემდი შენი ყარა-გიოზში“.
– „იოხ, არ მინდა“, უთხრა გულ გრილად ყაზბიჩმა.
– „ყაზბიჩ, გამიგონე“, ეუბნებოდა ალერსით აზამატი: „კეთილი კაცი ხარ, გულადი მხედარი, მამაჩემს ეშინიან რუსებისა, და არ მაძლევს ნებასა, რო მთაში წავიდე; მომეცი ეგ შენი ცხენი და რასაც შემომიკვეთ აღგისრულებ, მოვპარამ მამა ჩემს უპირველეს შაშხანასა, ან ხმალსა, რასაც კი მოინდომებ, – იმისი ხმალი ნამდვილი ხორასანია ოდნავ, რომ ხელს მიაკარო ხმლის პირი თვითონ ჩაივლის ხორცში; და ჯავშანი – იმისთანა აქვს, რომ იმას შენი წინ ვერ დაუდგება.
ყაზბიჩი ჩუმათ იყო.
– „პირველად, როცა ვნახე შენი ცხენი“, სთქვა კიდევ აზამატმა: „როდესაც შენ ზედ იჯექი, ატრიალებდა, ახტუნებდი ნესტოებ გაშლილსა და კაზჟები მის ტერფი ქვეშედგან კრთებოდნენ ნაპერწკალივით, მე გუნება შემექმნა რაღაც გაუგებელი, და მას შემდგომ ყოველი ფერი მომწყინდა: წარჩინებულ მამიჩემის მარბენალი ცხენებს უყურებდი შეურაცხებით, მრცხვენოდა, რომ გამოვჩენვილიყავი სადმე იმ ცხენებზე, და სევდამ შეიპყრა ჩემი გული; სევდიანი ვიჯექი ხოლმე მთელი დღე ფლატოების თავზე, და ყოველს წამს ჩემს გონებას წარმოუდგებოდა ხოლმე შავი მარბენალი ცხენი, ამაყად მავალი, თავისის შვილდისავებრი სწორის და მსუქანის ხერხემლით, ვითამ მიყურებდა თვალებში თავისი გამჭრიახი თვალებით, თითქო. უნდოდა წარმოეთქვა სიტყვაო. ყაზბიჩ, მე მოვკვდები თუ არ მომყიდე ეგ ცხენი“ თრთოლით უთხრა აზამატმა.
მე შემომესმა, რომ იმან ტირილი დაიწყო და უნდა მოგახსენოთ, რომ აზამატი იყო. საშინელი გაუტეხელი ბიჭი, და ვერასფრით ცრემლს ვერ მოჰგვრიდი, ასრე გაშინჯეთ, როდესაც უფრო ყმარწვილი იყო, მაშინაცა.
მისს ტირილის პასუხად შემომესმა რაღაც სიცილივითა.
– „გამიგონე!“ უთხრა მაგარის ხმით აზამატმა: „ხედავ, მე სუყოველისფერს ვბედამ. გინდა მოვიპარო შენთვის ჩემი და? რა ნაირად თამაშობს ! რა ნაირად მღერის! რა რიგათა ჰკერამს ოქრომკედით – საკვირველებაა! იმისთანა ცოლი ოსმალეთის ფადიშაჰსაც არა ჰყოლია ..... გინდა? მომიცადე ხვალ-ღამ ხეობაში, წყალი რომ ჩამოდის: მე ჩემს დას გამოვატარებ მეზობლად მდებარე სოფელში წასაყვანად – შენია და შენი. განა ბელა შენ ცხენად არა ღირს?“
– დიდხანს, დიდხანს იყო ყაზბიჩი ხმა გაკმენდილი; ბოლოს, პასუხის მაგიერად, შემოსძახა ძველებური სიმღერა:[2]
ჩვენს სოფლებში ბევრია ლამაზი ქალი ტანადი,
ვარსკვლავებსავით ანათებს იმათი თვალის მწევდიადი.
იმათი ტრფობა ტკბილია, ყველასთვის სანატრელია
ვაჟკაცის თავისუფლობა უფრო კი სასურველია.
თუნდა ოთხს ცოლსა იყიდი, თუ ოქროს გამოიმეტებ
მაგრამ მადლიანს ცხენსაკი ვერაფრით ფასსა ვერ დასდებ.
იგი მინდვრისა ქარსაცა უკან არ ჩამოურჩება
არც გიღალატებს, არც გაგცემს და არცა გაგიმტყუნდება.
– ამაოდ სთხოვდა აზამატი ყაზბიჩსა ნების დართვასა, კიდეც სტიროდა, კიდეც ეფერებოდა, ეფიცებოდა; ბოლოს ყაზბიჩმა მოუთმენლობით გააწევეტინა ლაპარაკი:
– „დაიკარგე, უგუნურო ბავშვო! სად შეგიძლიან ჩემ ცხენზე ჯდომა? პირველსავე სამს ნაბიჯზე გადმოგაგდებს და კეფას გაიტეხ ქვებზე“.
– „მე!“ შეუტია გაბრაზებულმა აზამატმა და ბავშვის ხანჯლის რკინამ წკრიალი ამოიღო ჯავშანზე. ძრიელმა მკლავმა გასტყორცნა იქით აზამატი, რომელიც მიეხლა ღობესა ისრე, რომა ღობემ ზანზარი შექმნა. „სეირი იქმნება!“ ვიფიქრე მე, გავექანე ბოსლისაკენ, ამოვდე აღვირები ჩვენს ცხენებსა და გამოვიყვანე უკაანა ეზოში. ორს წამს შემდგომ ჩვენი მასპინძლის სახლში შეიქმნა საშინელი ალიანქოთი. აი რა მოხდა: აზამატი შევარდნილიყო ხალხში დაგლეჯილი ახალუხითა და ეთქვა, რომა ყაზბიჩს დაკვლა უნდოდა ჩემიო, ყველანი გამოცვივდნენ გარეთა, დაავლეს ხელი თოფებსა და შეიქმნა ერთი ალიანქოთი, წივილი, კივილი, თოფის სროლა, მაგრამ ყაზბიჩი იმ დროს ქუჩაში ცხენზე იჯდა და ქაჯივით ატრიალებდა შიგ შუაგულს და ხმლით ხალხს იგერბდა. „ცუდია სხვის წვეულებაში შებრუშება,“ ხელი წავავლე და უთხარი გრიგორი ალექსანდროვიჩსა, „ვგონებ, რომ სჯობდეს საჩქაროდ გავეცალოთ?“
– „მოვიცადოთ, ვნახოთ რით გათავდება“.
– უეჭველია, ცუდად გათავდება; მაგ აზიელებში სულ ეგრეა: ჩაღლიეს ბუზა – და შეექმნათ ჟლეტა! – ჩვენ შევსხედით ცხენებზე და გავექანეთ შინისაკენ.
„ყაზბიჩი?“ ვკითხე მოუთმენლად შტაბს-კაპიტანსა.
– იმისთანა ხალხს რამოუვა! გაათავა ჩაის სმა და მიპასუხა: თავი დააძვრინა და წავიდა.
„ვერც დასჭრეს?“ – ვკითხე მე.
– ის ღმერთმა იცის! მკვირცხლი, ავაზაკები არიან! მე მინახამს ზოგიერთი იმათგანი ომში ცხრილივით დაჭვრეტილი შტიკებითა, მაგრამ მაინც კიდევ იქნევს ხმალსა. – შტაბს-კაპიტანმა მცირედის გაჩუმების შემდგომ დააბრაგუნა მიწაზე ფეხი და სთქვა:
– არა ოდეს არ ვაპატივებ ჩემს თავს ერთს: აკი ეშმაკმა მაცდინა და როდესაც მოვედით ციხეში, პეჩორინს უამბე სულ რაც გავიგე ღობის ძირას, რო ვიჯექი; იმან გაიცინა, – ისრეთი მცბიერი იყო! და თვითონ გუნებაში კი რაღაებიც განიზრახა.
„რა? მიამბეთ თუ ღმერთი გწამსთ.“
– რაღა გაეწყობა! თუ დავიწყე უნდა კიდეც შევასრულო.
– ოთხის დღის შემდგომ, მოვიდა აზამატი ციხეში. ჩვეულებისამებრ შევიდა გრიგორ ალექსანდროვიჩთანა, რომელსაც გასუნაგებული ჰყვანდა ტკბილის საჭმელებით. მეც იქ ვიყავი. ჩამოვარდა ლაპარაკი ცხენებზე და პეჩორინმა ძრიელ აქო ყაზბიჩის ცხენი: ამისთანა და ამისთანა ფიცხი არისო, ლამაზიაო ქურციკსა ჰგასო, – ჰო, მოკლეთ გითხრა, იმისი სიტყვით, იმისთანა ცხენი ცას ქვეშეთ არსად იყო.
– გუელა თვალებმა პატარა თათრის ბიჭსა, პეჩორინი კი ვითამ ვერასა ხედავდა; მე სხვაზე დავიწყებდი ლაპარაკსა, ის კი დაუბრუნდებოდა ყაზბიჩის ცხენსა. ეს ამბავი იყო ხოლმე, როცა აზამატი ჩვენთან მოვიდოდა, სამის კვირის შემდგომ, შევატყე, რომა აზამატი საშინლად ჩამოხმა, როგორც სიყვარულისაგან მოხდება ხოლმე, რომანებში რო სწერენ. რა გასაოცარია! ......
– აი ხედამთ, შემდგომ გავიგე ეს ოინი: გრიგორი ალექსანდროვიჩმა იქამდისინ გაახელა აზამატი, რომ თუ გინდ წყალში გადააგდე. ერთხელ ადგა და უთხრა: „აზამატ, ვხედამ, რომ ძრიელ მოგწონს ყაზბიჩის ცხენი: მაგრამ, როგორც შენს კეფას ვერა ნახამ თვალითა, ისრე იმასა! აბა მითხარი, რას მისცემდი იმასა, ვინც იმ ცხენს შენ გაჩუქებდა? .....
– „ყოველისფერს რასაც კი მოინდომებდა მიუგო აზამატმა.
– „მაშ მე იმ ცხენს გიშოვნი, მხოლოდ პირობით. დაიფიცე, რომ აღმისრულებ......“
– „ვფიცამ... დაიფიცე შენცა!“
– „კარგი! გეფიცები, რომა იმ ცხენის პატრონი შეიქმნები შენა; მაგრამ იმის მაგიერად, შენ უნდა მომცე შენი და ბელა: ყარა-გიოზი იქმნება ყალიმი. მაქვს იმედი, რომს ეს ვაჭრობა შენი სასარგებლოა“.
– აზამატი ჩუმთ იყო.
– „არ გინდა? მაშ შენი ნებაა! მე ასრე მეგონა კაცი ხარ მეთქი, მაგრამ შენ ბავშვი ყოფილხარ. ცხენზე ჯდომა შენთვის ჯერ ადრეა...“
– აზამატი აირუჯა „მამა ჩემი მერე? სთქვა იმანა.
– „განა არსად მიდის ხოლმე?“
– „მართლა..........“
– „თანახმა ხარ?“
– „თანახმა ვარ“, წაიჩურჩულა სიკვდილის ფრად გაყვითლებულმა: „როდისღა?“
– „მასვე წამსა, როდესაც ყაზბიჩი მოვა აქა; ის დაგვპირდა ათიოდ ცხვრის მოევანასა, – დანაშთენი მე ვიცი. აზამატ, კი არ გამიმტყუნდე?“
– აი, იმათ ასრე დაეწყოთ საქმე .... მართალი მოგახსენოთ, არ იყო კარგი საქმე! შემდგომ კი ვუთხარ ეს პეჩორინსა, მაგრამ იმან მიპასუხა, რომ მხეცი ჩერქეზის ქალი ბედნიერიც უნდა იყოსო, რომ ჩემისთანა სანდომიანი ქმარი ეყოლებაო, ამისათვისა რომ იმათებურად პეჩორინი მაინც ქმარი იყო, და ყაზბიჩი რა – ავაზაკი, რომელიც უნდა დაესაჯათ. თქვენვე იფიქრეთ ამ პასუხზე მე რაღა უნდა მეთქვა? მაგრამ მაშინ იმათ განზრახვისა არა ვიცოდი რა. აი ერთხელ მოვიდა ყაზბიჩი და გვკითხა ცხვრები, ან თაფლი ხომ არ გინდათო; მე შეუკვეთე, რომ მეორე დღეს მოეყვანა. „აზამატ!“ უთხრა გრიგორი ალექსანდროვიჩშა: „ხვალ ყარა-გიოზი ჩემს ხელთ იქმნება; თუ ამაღამ ბელას არ მამგვრი აქა, შენ თვალით ვეღარა ნახამ იმ ცხენსა....“
– „კარგი!“ უთხრა აზამატმა და გაფრინდა სოფლისაკენა. საღამოზე გრიგორი ალექსანდროვიჩმა იარაღი შემოირტყა და გამოვიდა ციხიდგანა: როგორ მოახერხეს ეს საქმე ის კი აღარ ვიცი, – ხოლო ორივენი დაბრუნდნენ, და ციხის კარის გუშაგს ენახა, რომ აზამატს ცხენის წინა, ტახტაზე გარდი გარდმოთ ედვა ქალი ხელ-ფეხ შეკრული და თავზე ჩადრ მოხვეული.
– „ცხენი?“ ვკითხე მე შტაბს-კაპიტანსა.
– ეხლავ, ეხლავ. მეორე დღეს დილაზე ადრე მოვიდა ყაზბიჩი და ათიოდე ცხვარი მოიყვანა გასასყიდლად. ცხენი ზღუდეზე გამოაბა და თვითონ ჩემთან შემოვიდა; ჩაი მივართვი, ამისათვისა რომა თუმცა ავაზაკი იყო, მაგრამ მაინც კიდევ ჩემი ყონაღი იყო.
– ზოგი აქეთური ვსთქვით, ზოგი იქითური. უცებ შევხედე, ყაზბიჩი შეკრთა, სახე შეეცვალა და მიიჭრა ფანჯარასთანა; მაგრამ ფანჯარა, მის საუბედუროდ, იყო გაჭრილი ეზოს გარეთ მხარესა – „რა დაგემართა?“ ვკითხე მე.
– „ჩემი ცხენი! .... ცხენი!“ სთქვა სრულის ტანის კანკალით.
– „მართლაც. შემომესმა ფეხის ხმა. ეს, ვეჭოფ, ყაზახი მოვიდა ვინმე............“
– „არა! ურუს იამან, იამან! დაიღრიალა და სწრაფად გავარდა გარეთა ველური ვეფხვივით. ორის გადახტომით კარებს გადასცილდა, ციხის კარის გუშაგმა გადმოუყუდა თოფი, გადახტა ზედა და დაეშვა გზა-გზა..... შორით მტვერი ასდიოდა – აზამატი, მარჯვე ყარა-გიოზზედ იჯდა და მიაჭენებდა; სირბილში ყაზბიჩმა თოფი ამოიღო. ბუდიდგანან და ესროლა. ერთს წამს შედგა, ვიდრე გულს დააჯერებდა, რომ დააცდინა; მას შემდგომ დაიწივლა, დაარტყა თოფი ქვაზე და ლუკმა ლუკმა აქცია, დაეცა მიწაზე და ბავშვივით დაიწყო ტირილი....გარეშემო შემოეხვივნენ ჩვენი ციხის ხალხი – ყური არავისათვის უგდია; დადგნენ მოილაპარაკეს და დაბრუნდნენ; მე მაშინვე ცხვრის ფასი გაუგზავნე და ფული გვერდით დავუყრევინე – ხელიც არ უხლია, იწვა პირქვე მკვდარივით. არ დაიჯერებთ, იქ იწვა იმ დღეს და იმ ღამეს? ... ხოლო მეორე დღეს მოვიდა ჩვენთან ციხეში და გვთხოვა, რომ ქურდი დაგვესახელებინა. ციხის კარის გუშაგი, რომელსაც ენახა, როგორც აზამატს აეშვა და გაეჭენებია ცხენი, არა ჰპოებდა საჭიროდ დაფარვასა. იმის სახელზე ყაზბიჩის თვალებმა გაიელვეს. ის წავიდა იმ სოფელში სადაც იდგა აზამატის მამა.
„მერე, მამა?“
– და კიდეც ეგ არის ოინი, რომ ყაზბიჩს ის ვერ ეპოვნა: თურმე სადღაც წასულიეო. ექვსის დღის ვადითა, თორემ აზამატი დის წამოყვანას განა მოახერხებდა?
– როცა მამა დაბრუნდა, აღარც ქალი და აღარც შვილი შინ აღარ დაუხვდნენ. ის ეშმაკი: მიხვდა რომა თავი მხრებზე აღარ შერჩებოდა, რო მამის ხელში ჩავარდნილიყო. ასრე მას შემდგომ დაიკარგა: უთუოდ რომელსამე აბრექების კრებას გაუამხანაგდა და დასტოვა სადმე რეტიანი თავი ან ყუბან გაღმა, ან თერგ გაღმა; იმისი გზაც ის იყო!
– უნდა მოგახსენო, რომ მეც საკმაოდ მამხვდა ჩემ წილად. გავიგე თუ არა ჩერქეზის ქალის პეჩორინთან ყოფნა, მაშინვე გავიკეთე ეპოლეტები, შემოვირტყი ხმალი და წავედი იმასთანა.
– პეჩორინი იწვა პირველ მისავალ ოთახში ქვეშ-საგებზე, ერთი ხელი კეფას ქვეშ ამოედვა და მეორეში ჩამქრალი ჩიბუხი ეჭირა: მეორე ოთახის კარები დაკეტილი იყო კლიტითა, და კლიტეში გასაღები აღარ იყო. ეს ყოველიფერი მაშინვე შევნიშნე... ხან დავახველე, ხან ფეხით დავაბრახუნე, – მაგრამ იმან ყური მოიყრუა, ვითომ არ ესმოდა.
– „უფალო პრაპორშჩიკო!“ დაუძახე რაც შეიძლებოდა სასტიკად. „განა ვერ მხედავთ, რომ მე თქვენთან მოვედი?“ – „ო, გამარჯვება, მაქსიმ მაქსიმიჩ! ჩიბუხს ხომ არ ინებებთ?“ მიპასუხა მწოლიარემ.
– „უკაცრავად! მე მაქსიმ მაქსიმიჩი არა ვარ: მე ვარ შტაბს-კაპიტანი“.
– „სულ ერთია, ჩაის ხომ არ მიირთმევთ? რო იცოდეთ რა ფიქრი მაწუხებს!“
– „მე სულ ვიცი“, ვუპასუხე და მივედი ახლოს სარეცელთან.
– „ეგ უკეთესი: მე როგორღაც ლაპარაკის გუნებაზედ ვერა ვარ“.
– „უფალო პრაპორშჩიკო! თქვენ ისრეთი შეცოდება გიქმნიათ, რომა შესაძლოა მის გამო მეც პასუხის გებას ქვეშე მივეცე.........“
– „კარგია თუ ღმერთი გწამსთ! რა უჭირს? ჩემსა და თქვენს შორის ხომ დიდი ხანია უოველისფერი სანახევროა“.
– „რა დროს ხუმრობაა? აქ მიბოძეთ თქვენი ხმალი!“
– „მიტკა, ხმალი! ...“
მიტკამ მოიტანა ხმალი. როდესაც ავასრულე ჩემი ვალი, მაშინ მივედი და დავჯექი სარეცელზე და ვუთხარი: „გამიგონე გრიგორი ალექსანდროვიჩ, შენვე აღვიარე, რომ არ არის კარგი.
– „რა არ არის კარგი?“
– „ისა, რომ ბელა მოგიტაცნია ....... ოჰ, ის ეშმაკი აზამატი! ... აღვიარე შენის პირითა, უთხარი მე იმასა.
– „თუ კი მამწონს?
– აბა, რა უპასუხო ამაზედა ? ... დავრჩი გაშტერებული. მაინც კიდევ შემდგომ რომელიმე ხანისა მე უთხარი, რომა თუ მამამ დაიწყო თხოვნა უნდა მისცე მეთქი.
– „სრულებითაც არ უნდა!“
– „და რო გაიგებს?“
– „როგორ გაიგებს?“
– მე კიდევ დავრჩი გაშტერებული. – „გამიგონეთ მაქსიმ მაქსიმიჩ!“ წამოჯდა პეჩორინი და სთქვა: „თქვენ ხომ კეთილი კაცი ხართ, – და რომ მივსცეთ ბელა იმ მხეცს, ან დაჰკლამს, ან გაჰყიდის. საქმე გაკეთებულია, მხოლოდ ჩვენის ნებითვე აღარ უნდა გავაფუჭოთ; ის ქალი დასტოვეთ ჩემთან, და ჩემი ხმალი თქვენთან იყოს.
– „ერთი მაჩვენეთ მე ის მაინცა. უთხარი მე“.
– „ის აი იმ კარებს უკან არის; მეც ამაოდ მინდოდა დღეს მისი ნახვა: ზის კუთხეში, ჩადრში გახვეული, ხმას არ იღებს, არც მიყურებს: მფრთხალია ქურციკივითა. მე დავიჭირე ჩვენი მედუქნის ცოლი: თათრული კარგად იცის, მოვა ხოლმე ბელასთანა და შეაჩვევს იმ აზრსა, რომ ის ჩემია, ამისათვის, რომ ჩემს გარდა სხვისი არა ვისი არ იქმნება“ სთქვა ესა და დაჰკრა მუშტი სტოლზე. – ამაზედაც დავთანხმდი .... რა ვქმნა? არიან ისრეთი ხალხნი, რომელთაც უთუოდ თანახმა უნდა შეექმნე.
„რა ჰქმნა?“ ვკითხე მაქსიმ მაქსიმიჩსა: „მართლა შეიჩვია, თუ დაჭლექდა ტყვეობაში, სამშობლო ქვეყნის განშორების მწუხარებით?“
– თქვენგან არ მიკვირს! რისთვის შეწუხდებოდა, სამშობლო ქვეყნისათვისა? ციხიდგან სჩანდნენ ისრევ ის მთები, რაც სოფლიდგანა, – და იმ მხეცი ხალხისათვის იმაზე მეტი აღარა არის რა საჭირო. ამასთანავე გრიგორი ალექსანდროვიჩი ყოველ დღე სხვა დ სხვა რაღაებსაც აჩუქებდა ხოლმე: პირველს დღეებში ბელა ხმის ამოუღებლად, ამაყად, უკან დაუბრუნებდა ხოლმე საჩუქრებსა, რომელნიცა მაშინ ერგებოდა ხოლმე მედუქნის ცოლსა და მით უაღრესად აღძრავდა მის მშვენიერ-სიტევაობასა. ოჰ, საჩუქრები! რას არ იქმს ქალი ფერადი მჩვრებისათვისა! ესეც იქით იყვეს ....... ბევრი ეწვალა გრიგორი ალექსანდროვიჩი; ამასობაში სწავლობდა თათრულსა და ბელაც მიხვდა ჩვენებურა. ცოტ-ცოტაობით თვალი შეაჩვია, ჯერეთ ქვეშ-ქვეშ გამოხედამდა ხოლმე, ისე ბრუნდეთ, და სულ სწუხდა, მღეროდა ხოლმე მდაბალის ხმითა, ასრე რომა როცა კი გვერდით ოთახში გავიგონებდი იმის ხმასა მეც შევსწუხდებოდი ხოლმე. ჩემს დღეში არ დამავიწედება ერთი სცენა: ახლო მოვდიოდი და შევიხედე ფანჯარაში: ბელა იჯდა ფეჩის ზემოთ საწოლზე თავ ჩამოქინდრული და იმას წინ იდგა გრიგორი ალექსანდროვიჩი: „გამიგონე ჩემო ანგელოზო“, ეუბნებოდა პეჩორინი: „შენ ხომ იცი, რომ ადრე იქმნება თუ გვიან, შენ ჩემი უნდა იყო – რიღასათვის ღა მაწვალებ? განა გიყვარს ვინმე ჩაჩანთაგანი? თუ ეს მართალია ამ საათში დაგითხოვ შინა“. – ის ოდნავ შეკრთა და თავი გაიქნია. – „ანუ“ კიდევ უთხრა, „მე სრულიად გძულვარ?“ ბელამ ამოიოხრა. – „ანუ სარწმუნოება გიკრძალავს ჩემს სიყვარულსა?“ – ის გაყვითლდა და გაჩუმებული იყო. – „მერწმუნე, რომა ალლაჰი ყოველთა კაცთა შთამამავლობისათვის ერთი და იგივეა, და თუ კი ის ალლაჰი მე მაძლევს შენი შეყვარების ნებასა, შენ რაღად დაგიშლის გარდამიხადო სამაგიერო?“ – ბელამ შეხედა პეჩორინსა პირზე თვალ დაცეცებით, თითქო დამარცხებულმა ამ ახალის ჰაზრისაგან; მის თვალებში გამოიხატა მიუნდობელობა და სურვილი დარწმუნებისა. რა თვალები ჰქონდა? ორი ნაკვერჩხალივით უელამდნენ!
– „გამიგონე, საყვარელო, ჩემო კარგო ბელა!“ კიდევ ეუბნებოდა პეჩორინი: „შენ ხედამ, მე როგორ მიყვარხარ, ყოველისფერს დავთმობ შენს გასამხიარულებლათა: მე მინდა, რომ შენ იყო ბედნიერი; და თუ შენ ხელახლა იწუხებ მე მოვკვდები. მითხარი უმეტესად გამხიარულდები?“ – ბელა დაიფიქრდა, მაგრამ შავი თვალები კი არ მოუშორებია პეჩორინისათვის, შემდგომ ალერსიანად გაიღიმა და თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი. გრიგორი ალექსანდროვიჩმა ჩამოართვა ხელი და ცდილობდა, რომ ბელას ეკოცნა მისათვის; ის იცავდა თავსა და მხოლოდ იძახდა: (пожалуста не нада, не нада), დამესხენ,გეთაევა დამეხსენ. იმან ძალა დაატანა; ბელამ კანკალი დაიწყო, მოჰყვა ტირილსა. – მე შენი ტყვე ვარ, ამბოდა ბელა: შენი მონა ვარ; რასაკვირველია, შენ შეგიძლიან ძალა დამატანო, – ესა თქვა და კიდევ ცრემლი წამოღვარა.
გრიგორი ალექსანდროვიჩმა შემოიკრა შუბლში მუშტი და გამოვარდა მეორე ოთახში. მე შევედი იმასთან; გულ ხელ დაკრეფილი, განძვინვებული დასეირნობდა ოთახში. „რა ამბავია?“ უთხარი მე. – ქალი კი არა, ეშმაკია სწორეთ! – მიპასუხა იმანა; მაგრამ მე თქვენ გაძლევთ პატიოსან სიტყვასა, რომა დავიყოლიებ... მე თავი გავიქნიე, „გნებავსთ დავნაძლევდეთ?“ მითხრა იმანა: „ერთს. კვირაში!“ – ბატონი ბრძანდებით! – ხელი ხელს დავკარით და მე წამოვედი.
მეორეს დღეს მან მაშინვე გაგზავნა საგანგებოთ ყიზლარში სხვა და სხვა სავაჭროებისათვის; და მოატანინა სხვა და სხვა სპარსული ფარჩები, ყველას ვერ მოვთვლი.
– „როგორა გგონიათ, მაქსიმ მაქსიმიჩ?“ მითხრა მე და მაჩვენა საჩუქრები: „შეუძლიან აზიურს მშვენიერს ქალს ამისთანა პატნეზს გაუმაგრდეს?“
– „თქვენ ჩერქეზის ქალებს ვერ იცნობთ, უპსუხე მე: ეგენი სრულიად არა გვანან ქართველ ქალებსა ანუ გადაღმა კავკაზიის თათრის ქალებსა, – სრულიად ისინი არ არიან. მაგათ თავიანთი კანონები აქვსთ, სხვა გვარად არიან აღზრდილნი. – გრიგორი ალექსანდროვიჩმა გაიღიმა და დაიწყო მარშის სტვენა.
– ბოლოს კი მაინც მე გამოვედი მართალი: საჩუქრებმა მოიქმედეს მხოლოდ ნახევრად; ბელა შეიქმნა უფრო თავაზიანი, უფრო მიმნდობი, – მეტი არა ფერი, ასრე, რომა პეჩორინმა უკანასკნელ ღონის-ძიებას მიმართა. ერთხელ დილაზე შეაკმაზვინა ცხენი, ჩაიცვა ჩერქეზულათა, შემოირტყა იარაღი და შევიდა იმასთან. „ბელა!“ უთხრა პეჩორინმა: „შენ იცი, როგორ მიყვარხარ. მე გავბედე შენი მოტაცება, იმ ჰაზრით, რომ მეგონა, როცა გამიცნობდი შეგიყვარდებოდი; მე შევსცდი: – მშვიდობით! დარჩი სრულად პატრონად, რაც რომა მაქვს; თუ გინდა მამაშენთან დაბრუნდი, – თავისუფალი ხარ. მე დანაშაული მაქვს შენთანა და ჩემი თავი უნდა დავსაჯო; მშვიდობით, მე მივდივარ – საით? მეც არ ვიცი! იქმნება, დიდ ხანს არ დამჭირდეს ტყვიისა ან მჭრელი ხმლის ძებნა მაშინ მამიგონე და მაპატივე ჩემი დანაშაული“ – პეჩორინი გაბრუნდა და გამოსათხოვებლად გაუშვირა ხელი. ბელამ ხელი არ ჩამოართვა და იყო. გაჩუმებული. მხოლოდ მე კარებს უკან ვიდექი და შემეძლო სახის გაშინჯვა ჭიჭიტანაში: მე შემეცოდა – ისრეთი სიკვდილის ფერი დასდებოდა იმ მშვენიერ პატარა პირზე! პეჩორინმა ვერ გაიგონა პასუხი და გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი კარებისაკენა; ის კანკალობდა – მოგახსენოთ თუ არა? მე მგონია, იმას შეეძლო გაემართლებინა ის, რასაც ხუმრობით ამბობდა. იმისთანა კაცი იყო, ვინ იცის! მხოლოდ ოდნავ შეეხო კარებსა, რო ბელა წამოხტა, დაიღრიალა და შემოეხვია ყელზე. – დაიჯერებთ თუ არა? მე კარებს უკან მდგომარემ, ეგრეთვე ტირილი დავიწყე, ე.ი. იცით, არამც თუ ვიტირე, ისრე – სულელობა მომივიდა !
შტაბს-კაპიტანი გაჩუმდა.
– ო, უნდა მოგახსენოთ, სთქვა შემდგომ, ულვაშის ძიძგნითა: მე შემშურდა, რომა არადროს არც ერთს ქალს არა ვყვარებივარ ისრე.
„დიდის ხნით იყვნენ ბედნიერნი?“ ვკითხე მე,
– დიახ, თითონ ბელა გაგვიტყდა, რომ მას დღეს შემდგომ როდესაც პეჩორინი ენახა, თურმე სიზმარში ხშირად ეჩვენებოდა ხოლმე, და არც ერთი კაცი არა დროს არ ჩარჩენია გუნებაში ისრე როგორც პეჩორინი. დიახ ბედნიერად იყვნენ !
„ეგ ვერაფრად მიამა!“ წამოვიძახე მე უნებურად. მართლაც, მე მოველოდი ტრაგიკურ დაბოლოვებასა, და უცეფ, ასრე მოულოდნელად გამიმტყუნდა იმედი!
„განა მამა ვერ მიხვდა, როშა ბელა თქვენა გყვანდათ ციხეში?“ ვკითხე მე.
– ესე იგი, მგონია, იმას ეჭვი ჰქონდა. რამდენსამე დღის შემდგომ, შევიტყვეთ ჩვენ, ბერი კაცის სიკვდილი. აი ეს როგორ მოხდა.
ხელახლათ გამაღვიძა ამ ამბავმა და მიუგდე ყური.
– უნდა მოგახსენოთ, რომ აზბიჩმა წარმოიდგინა, ვითამც აზამატმა მამის ნების დართვით მოჰპარა იმას ცხენი, მე მაინც ასრე ვფიქრობ. აი ის ერთხელ თურმე სოფლის სიახლოვეს, სამს ვერსტზე, ჩაუსაფრდა გზაში; ბერი კაცი დაბრუნებულიყო. ამაო ქალის ძებნისაგან; მსახურები უკან დარჩენოდნენ – ეს იყო ბინდისასა, – ის მოდიოდა ნაბიჯით ჩაფიქრებული, როდესაც უცეფ ყაზბიჩი კატასავით, გამოვარდა ბუჩქიდგანა, შემოუხტა ცხენს უკან, ერთის ხანჯლის დაკვრით გადმოაგდო ძირსა, მოავლო სადავეს ხელი და თვალიდამ დაიკარგა; ზოგიერთმა მსახურებმა ეს სუყოველის-ფერი დაინახეს მაღლობიდგანა; გაექანენ მდევრად, მაგრამ ვერ მოეწივნენ.
„იმას ცხენის სამაგიერო აუღია და სისხლიც გადაუხდია“, უთხარი მე, რომ გამომეთქმევინებია ჰაზრი, ჩემი თანა-მოსაუბრესთვისაცა.
– რასაკვირველია, იმათებურად, სთქვა შტაბს-კაპიტანმა; იმას სრული სიმართლე მიუძღვის.
მე უცებ გამაკვირვა რუსეთის კაცის ნიჭიერებამა, რომ შეუძლიან შეფერება იმ ხალხის წესისა, რომელთა შორისაც შეხვდება ცხოვრება: არ ვიცი დაძრახვის ღირსია, თუ ქებისა ეს ჭკუის თვისება, მხოლოდ ის ამტკიცებს დიდს მიხვედრასა და იმა ცხადი კეთილ გამსჯელობის ყოფნასა, რომელიც მიუტევებს ბოროტებასა ყველგან, სადაც ხედავს მიუცილებლობასა ანუ მისი მოსპობის შეუძლებელობასა.
ამასობაში ჩაი დალეული გვქონდა; კარგა ხნის შებმულ ცხენებს აჟრჟოლებდათ სიცივე; მთვარე ფერ-მკრთალობდა დასავლეთით და განმზადებული იყო ჩასასვლელად თავის შავ ღრუბლებში, რომელნიცა შორს მდებარე მთის წვერებზე იყვნენ ჩამოკიდებულნი დაფლეთილი ფარდასავითა. ჩვენ გამოვედით სახლიდგანა. ჩემი მგზავრის წინასწარ თქმის წინააღმდეგად, გამოიდარა და იმედი იყო რომ დილა მშვიდი იქნებოდა. მრავალნი ვარსკვლავნი საკვირველის სახის ყვავილებით იყვნენ გადახლათულნი შორის ცის სიმრგვლეზე და თითო-თითო ჰქრებოდნენ, რავდენადაც განთიადის მქრალი სხივი იფანტებოდა ბნელ-ლილისფერ ცაზედა და ცოტ-ცოტათი ანათლებდა მთის თოვლით გარდაიფარებულ თავდაღმართებსა. მარჯვნივ და მარცხნივ შავად სჩანდნენ ბნელი, საიდუმლოობითი სავსე ნაპრალნი, და ღრუბლები ხვევით და გრეხით როგორათაც გველი, ცურვით ჩადიოდნენ შიგა მეზობლად მდებარე დაღრეღნილს კლდეებიდან, თითქო დღის მოახლოვებასა გრძნობენ და შიშობენო.
დამშვიდებული იყო ყოველისფერი ცასა და მიწაზედაცა, როგორათაც კაცის გულში დილის ლოცვისა ჟამსა; მხოლოდ ხან დ ხან გადმოირბენდა გრილი ქარი აღმოსავლეთით, აღძვრიდა ცხენების დათრთვილულ ფაფარსა. ჩვენ გავემგზავრენით; დიდის ჯაფით ხუთი გამხდარი ჯაგლაგი ცხენი მიათრევდა ჩვენს პავოსკებს მიხვეულ-მოხვეულ გუტ გორის გზაზე; ჩვენ მივდიოდით ქვეითათ, და ულაგებდით თვლებს ქვეშა ქვებსა, როდესაც ცხენებს ილაჯი გაუწყდებოდათ ხოლმე; გეგონებოდა, გზა მიდიოდა ზეცაში, ამისათვისა, რომა სადამდისინაც თვალი მიგვიწვდებოდა, გზა სულ აღმართზედ იყო შეყოლებული და ბოლოს იკარგებოდა ღრუბელში, რომელიცა მწუხრიდგანვე იყო დასვენებული გუტ-გორის წვერზე, როგორათაც ქორი თავისი საშოვარისა მომლოდინე; თოვლი გვიხრჭიალებდა ფეხ-ქვეშ: ჰაერი შუქმნა ისრედ თხელი, რომ შესუნთქვას გვიშლიდა; სისხლი ყოველს წამს გვაწვებოდა თავში, მაგრამ ამასთანავე რაღაც სასიამოვნო გრძნობამ დამიარა მე ყოველს ძარღვში, და როგორღაც სიმხიარულე მომეცა, რომ ისრე მაღლა ვიყავი ქვეყანაზედა – ეს გრძნობა ბავშურია, ამაში ვერ გაგამტყუნებთ, მაგრამა როდესაც განვშორდებით საზოგადოების წესსა და მიუახლოვდებით ბუნებასა, ჩვენ უნებურად შევიქმნებით ბავშვებად: ყოველივე, რაც მიგვიღია განშორდება სულსა, და სული შეიქმნება ხელ-ახლად ისრევ ისა, რაიაცა ყოფილა ოდესმე და ვეჭოფ, იმადვე კიდევაც იქნება. მას, ვისაც ჩემსავით შემთხვევია ტანტალი უდაბურ მთებზე და დიდხანს დაკვირვებით განუხილავს მათი უხიაკი სახენი, ვისაც შეუსუნთქავს ეს განმაცოცხლებელი ჰაერი, განფანტული მთების ხეობებშია, ის მიხვდება, რასაკვირველია, რა რიგათაც მინდა გიამბოთ, გადმოქცეთ, დაგიხატოთ ის მალხენი საოცარი სურათები. ბოლოს დროს, ავაღწიეთ გუტ-გორაზე, დავდექით, და მივიხედ-მოვიხედეთ: იმაზე ეკიდა მოლურჯო ღრუბელი და მისი ცივი ფშვინვა გვიქადდა ქარიშხალის მოახლოვებას; მაგრამ აღმოსავლეთისაკენ სულ ისრე იყო მოწმენდილი და ოქროს ფერი, რომა ჩვენ, ე.ი. მე და შტაბს-კაპიტანსა სრულებით დაგგავიწყდა ქარიშხალი დიახ, შტაბს-კაპიტანსაცა: ლიტონი კაცის გულში გრძნობა ბუნების მშვენიერებისა და დიდებისა, უმფრო უაღრესია, ცოცხალია ასწილად ვიდრე ჩვენში, აღტაცებულ მთქმელებში სიტყევით და ქაღალდზედაცა.
„თქვენ, მე მგონია, დაჩვეული ხართ ამ დიდ-მშვენიერ სანახავის უურებასა“ უთხარი მე იმას.
– დიაღ, ტყვიის ბზუილსაც შეიძლება შეეჩვიოს კაცი, ე.ი. შეეჩვიოს უნებურად გულის ძგერის დაფარვასა.
„მე გამიგონია, მაგის წინააღმდეგად, რომ ზოგიერთთა ძველთა მებრძოლეთათვის ტყვივის ზუზუნი სასიამოვნოც არისო“ – რასაკვირველია, თუ გნებავსთ, ის სასიამოვნოც არის; მხოლოდ მაინც ამისათვის, რომა გული უფრო მომატებულად ფანცქალებს. შეხედეთ, სთქვა შტაბს-კაპიტანმა, და მანიშნა აღმოსავლეთისაკენ: რა ქვეყანაა!
მართლაც, ამისთანა პანორამის ნახვა არა მგონია კიდევ შემემთხვეს სადმე: ჩვენს ქვემოთ იდვა კაიშაურის მინდორი, რომელზედაც ჩამოდიოდა არაგვი და მეორე წყალი, როგორათაც ორი ოქრომკედი. მასზედა, ახლოდ მდებარე ვიწროებში, დილის თფილი სხივებისაგან გაქცეული, ტრედის ფერი ნისლი მოცურავდა; მარჯვნივ და მარცხნივ მთის ზურგულები, ერთი მეორეზე მაღალი, ერთმანეთს გადაბმოდნენ, და თოვლითა, ბუჩქნარითა დაბურვილი გაწოლილიყვნენ გძლად.მათ მოშორებით ისევ იგივე მთები, მაგრამ აბა თუ ორი კლდე მაინც ერთმანეთს ჰგვანდეს, – და ეს თოვლი სულ გამოსჭვიოდა მწითური სხივით ასრე მხიარულად, ისრე კაშკაშით, რომა, მგონია, აქ დარჩენილიყავი სამარადისო საცხოვრებლად არ ინანებდი. მზე ოდნავ გამოჩნდა ბნელ ლაჟვარდოვან მთის უკან, რომელისაც მხოლოდ შეჩვეულ თვალს თუ შეეძლო გამორჩევა წვიმის ღრუბელში; მაგრამ მზის ზემოთ იყო სისხლის ფერი ზოლი, რომელსაცა ჩემმა ამხანაგმა განსაკუთრებით მიუგდო თვალ-ყური. „მე გითხარით თქვენა“ წამოიძახა იმასა, „რომა დღეს ცუდი დარი იქმნება მეთქი; უნდა გავეშუროთ თორემა ჯვრის გორაზე მოგვასწრობს. დაიძარით!“ დაუყვირა იამშჩიკებსა.
ლისას მაგიერად თვლებს მოვდეთ ჯაჭვები, რომ არ დაგორებულიყვნენ, მოკიდეს სადავეში ცხენებს ხელი და დავეშვით თავქვე; მარჯვნივ იყო კლდე, მარცხნივ ნაპრალი ისრეთი, რომა მის ძირზედ მცხოვრებლები ოსების მთელი სოფელი, მერცხლის ბუდესავითა სჩანდა; მე შევკრთი, როცა მოვიფიქრე, რომ აქ ხშირად წყვდიად ღამეში, ამ გზაზე, საცა ორი პავოზკა ერთმანეთს გზას ვერ აუქცევს, რომელიმე შიკრიკი (курьеръ) ბარე ათ ჯერაც წელიწადში ჩამოირბენს ისე, რომ თავისი მრყეველი ეკიპაჟიდგან არც კი გადმოვა. ერთი ჩვენი იამშჩიკთაგანი იყო რუსი იაროსლაველი გლეხი კაცი, მეორე, ოსი. ოსს შუა ცხენი მოყვანდა სადავითა, ყოველ გვარი სიფრთხილითა, წინადვე ნაპირის ცხენებ ახსნილი, – და ჩვენი დაუდევარი რუსი ასრე გაშინჯე. კოფიდგანაც არ ჩამომხტარა! როდესაც მე შევნიშნე და უთხარი, რომ ჩემი ჩემოდნისათვის მანც გაფთხილებულიყო, რომელი სრულიად არ მსურდა ხევში ჩაბძანებულიყო, იმან მიპასუხა: „ეჰ, ბატონო! ღმერთი მოწყალეა, იმათზე კარგად ჩავალთ: პირველი ხომ არ არის ჩვენთვისა“, – არცა სტყუოდა: ჩვენ მართალია შეგვეძლო კისერი მოგვემტვრია, მაგრამ მაინც კიდევ არ მოვიმტვრიეთ, ჩემის ფიქრით ყველა ადამიანნი, რომ მომატებულს სჯიდნენ, მაშინ დაერწმუნებოდნენ, რომ სიცოცხლე იმად არა ღირს, რომ იმისთვის კაცმა იმდონი იზრუნოს....
მაგრამ, იქმნება თქვენა გსურდესთ გაიგოთ დასასრული ბელას ამბავისა? – პირველი ესა, რომა მე ვსწერ მგზავრობის აღწერილებასა და არა მოთხრობას: მაშა სადამე, არ შემიძლიან შტაბს-კაპიტანი ვალაპარაკო. წინად, ვიდრე თვითონ არ ილაპარაკებს. და ესრედ, მოითმინეთ, ანუ, თუ გსურსთ, რამდენიმე გვერდი გადმოშალეთ, მხოლოდ მე ამას კი არ გირჩევთ, ამისათვის რომა, გარდასვლა ჯვარის გორაზე (крестовую гору) ანუ როგორც უწოდებს მას მსწავლული გამბა წმინდა ქრისტოფორის მთაზე, ღირსია თქვენის ცნობისა. ესრეთ ჩამოვუშვით გუტ-გორიდგან სამ. ძღვრის მინდორში[3]. ეს მინდორი ამოქოლვილი იყო თოვლის ზვავითა, რომელმაც მამაგონა მსწრაფლ სარატოვი, ტამბოვი დ სხვა ადგილები ჩვენი სამშობლოსი.
„ესეც ჯვრის გორა!“ მითხრა მე შტაბს-კაპიტანმა როდესაც ჩამოვედით სამძღვრის მინდორში, და მაჩვენა ბორცვი მოფიფქული თოვლითა; იმის წვერზე. შავად მოჩნდა ქვის ჯვარი, დ მისს გვერდზედ მიდიოდა პატარა გზა, რომელზედაც გაივლიან მხოლოდ მაშინ, როდესაც გვერდის გზა არის ჩათოვლილი: ჩვენმა იამშჩიკებმა გამოგვიცხადეს, რომა ჯერ ხვავი არ ჩამოწოლილაო დ ცხენების დასაცველად, შემოგვატარეს ჩვენა სიმრგვლივ. გზის შემოსაბრუნებელზე შემოგვხვდნენ ხუთიოდე ოსი, რომელთაც შემოგვიკვეთეს თავიანთი სამსახური, თვლებს ჩაჰკიდეს ხელი, და ყვირილით დაუწყეს წევა და ხმარება ჩვენ ტელეჟკებსა და მართლაც საშიშარი გზა არის: მარჯვნივ ზეიდგან ჩამოკიდებული იყო ზვავი გამზადებული, თითქო, პირველსავე ქარის შემობერვაზე ხეობაში ჩამოსაქცევათ, ვიწრო გზა ზოგან თოვლი წაფარებული, რომელიც ზოგიერთს ადგილას გვენგრეოდა ფეხს ქვეშა, ზოგან გადაქცეული იყო ყინულად მზის სხივის მოქმედებით და ღამის ყინვით ასრე რომა დიდის ჯაფით თვითონ ჩვენ ძლივს მივდიოდით: ცხენები იქცეოდნენ; – მარცხნივ იყო პირდაღებული ღრმა ნაპრალი, სადაც ჩამოწანწკარებდა ღვარი, ხან ყინულს ქვეშ მალვით, ხან აქაფებული შავი ქვებზე. ორი საათის განმავლობაში ძლივს შემოუარეთ ჯვრის გორასა, – ორი ვერსტი ორ საათში! ამასობაში ნისლი დაეშვა დაბლა, დაუშვა სეტყვა, თოვლი; ხეობებში შევარდნილი ქარი გრიალებდა, უსტვენდა, და მსწრაფლ ქვის ჯვარი დაიმალა ნისლში, რომლის ზვირთები ერთი ერთმანეთზედ სქელი, მჭიდრო, მორბოდნენ აღმოსავლეთით..... კარგად მომაგონდა, ამ ჯვარზე არის გასაკვირველი, მაგრამ საზოგადო გარდამოცემა, ვითამ ეს ჯვარი დასმული იყო იმპერატორი პეტრე პირველისაგან, ოდეს კავკაზიის მთაზე გადმოუვლია; მაგრამ, პირველი ესა, რომ პეტრე იყო მხოლოდ დაღისტანში, და, მეორე რომა ჯვარზედ იყო წაწერილი მსხვილის ასოებითა, რომა ის იყო დასმული უფ. ერმოლოვის ბრძანებითა, სახელდობრ 1824. წელსა. თუმცა დაწერილია, მაგრამ გარდამოცემას ისრე ფესვი გაუდგამს, რომა, სწორეთ, არ ვიცით რომელს დაუჯეროთ, მით უმეტესად, რომ ჩვენ დაჩვეულები არა ვართ ზედა-წარწერილების რწმუნებასა.
ჩვენ უნდა ჩამოგვევლო. კიდევ ხუთი ვერსტი გაყინულ კლდეებზე და თოვლ-ჭყაპში კობის სტანციამდისინ. ცხენები მოიქანცნენ, ჩვენ ვცახცახებდით; ქარიშხალი უფრო და უფრო გრიალებდა, სწორეთ ჩვენებური, ჩრდილოეთისა; მხოლოდ ამისი მოძახილი უფრო დაღონებული იყო, უფრო მწუხარე. „და შენცა განდევნილო“, ვიფიქრობდი მე, „სტირი შენს ფართო, ხალვათ მინდვრებისათვის! იქ არის, სადაც შეგიძლიან გაშალო გაცივებული ფრთები და აქ კი სული გიგუბდება, შევიწროებულსა, ორბივით, რომელიც წივილით ეხლება მავთულებით გახიდულ-გამოხიდულ რკინის ყაფაზის გვერდებსა“.
– ცუდია! ამბობდა შტაბს-კაპიტანი. შეხედეთ გარეშემო აღა-რა სჩანს რა, მხოლოდ ნისლი და თოვლი: ან ნაპრალში ჩავცვივით ან ხვრელში ჩავემწყვდევით სადმე, და ქვეით, ვინ იცის ბაიდარა რა ნაირად აღელვებულა, მგონია ვეღარც კი გავიდეთ. ოჰ ეს აზია! რა ხალხია, რა წყლებია – კაცი ვერაფერს ენდობა! – იამშჩიკები ყვირილითა და გინებით სცემდნენ ცხენებსა, რომელნიცა ფრუსტუნებდნენ, წაებჯინათ ფეხები და სულაც არ უნდოდათ დაძვრა ადგილიდგანა, თუმცა შოლტის ტკაცატკუცი გაჰქონდათ. „თქვენო. კეთილშობილებავ“. თქვა ბოლოს ერთმა: „ჩვენ ხომ დღეს კობამდისინ ვერ მივალთ; ხომ არ გვიბძანებთ, ვიდრე შესაძლისია, გავბრუნდეთ მარცხნივ! აიგერ იქ შავად რაღაცა მოჩანს გვერდაზედა, – ალბათ სახლებია; იქ ყოველთვის მგზავრები დადგებიან ხოლმე ცუდს ამიდში; ეს ოსები ამბობენ, რომა იქ მიგიყვანთო, თუ არაყის ფულს გვაჩუქებენო“.
– ვიცი, ძმობილო, ვიცი უშენოთაცა! სთქვა შტაბს-კაპიტანმა: ოჰ, ეგ ეშმაკები! სიხარულით ეძებენ მიზეზს, რომ ააგლიჯონ ვისმე ოდკის ფული.
„სწორეთა თქვით“, – უთხარი მე, „რომ ეგენი არ იყვნეს უფრო ცუდი დაგვემართებოდა“.
– სულ აგრეა, სულ აგრეა, ბურტყუნობდა მაქსიმ მაქსიმიჩი: ოჰ, ეგ ბელადები! სულით შეიტყობენ საცა კი სასარგებლო არის რამე, თითქო უმაგათოთ გზას ვერ ვიპოვნიდით.
გავბრუნდით ჩვენ მარცხნივ, და როგორც იყო, დიდი წვალების შემდგომ მივახწიეთ საცოდავ ბინამდისინ, რომელიც იყო შერდგენილი ორის ოთახითა, აშენებული ფიქალითა და სიპი ქვითა, ამისავე ზღუდეთი. დაძონძილმა სახლის პატრონებმა მიგვიღეს კეთილის გულითა. შემდგომ გავიგე, რომ მთავრობა მათ ჯამაგირსა და საზდოს აძლევს იმ პირობით, რომა მიიღონ ხოლმე მგზავრები, როცა ქარიშხალი მოასწრობსთ. – „ეს უკეთესი!“ ვსთქვი მე, და მიუჯექი ცეცხლსა: „ახლა თქვენ შემისრულებთ ბელას ამბავსა; მე დარწმუნებული ვარ, რომა იმითი არ გათავებულა რითაც თქვენ გაათავეთ“.
– და რისათვის: ხართ ეგრე დარწმუნებული? მიპასუხა შტაბს-კაპიტანმა, თვალის ხამხამით და მცბიერული ღიმილით.
„ამისათვის, რომ ეგ რიგი არარის; რაც დაიწყო საკვირველად ის ისრევე უნდა გათავდეს“.
– სწორედ უნდა ვჰსთქვა, მართალი ბძანეთ.....
„ძალიან სასიამოვნოა ეგ ჩემთვის“.
– თქვენთვის კი სასიამოვნოა, და მე კი ვსწუხვარ, როცა მამაგონდება ხოლმე. ჩინებული გოგონა იყო ის ბელა! მე იმას ისრე შევეჩვიე ბოლოს დროს, როგორც შვილსა, და იმასაც უყვარდი. უნდა მოგახსენოთ, რომ მე ცოლ-შვილი არა მყავს: მამისა და დედისა ამბავი მე-12 წელიწადია არა ვიცი რა, და ცოლის შერთვა ადრე ვერ მომაგონდა, – ეხლა კი, მოგეხსენებათ, ჩემს შეხედულობას აღარ მოუხდება; და მეც მოსიხარულე ვიყავი, რომ ვიპოვე გასანებიერებელი. ბელა, ზოგჯერ გვეტყოდა ხოლმე სიმღერასა, ან ლეკურს თამაშობდა.... და როგორ თამაშობდა! მინახამს მე ჩვენი გუბერნიის ყმაწვილი ქალები, და ერთხელ მოსკოვშიაც ვიყავი, კეთილშობილთა-კრებაში, ოცის წლის წინად, – მაგრამ სად მოვლენ იმასთანა! სულ ვერ მიამსგავსებენ! ... გრიგორი ალექსანდროვიჩი მორთამდა ხოლმე თოჯასავითა, ულალავებდა, უყვავებდა და ისრე გალამაზდა ჩვენთანა, რომ საკვირველია; პირისსახიდგან და ხელებიდგან მზის ლაქები გადუიდა, ივერი მოუიდა ლოყებზე........ რა მხიარულად იყო ხოლმე, და სულ მე დამცინოდა კუდიანი . . ღმერთმა მიუტეოს!...
„როცა გაუმჟღავნეთ მამის სიკვდილი, მაშინ?“
– ჩვენ კარგა ხანი უმალავდით იმასა, ვიდრე არ შეეჩვია თავის მდგომარეობასა; და როცა უთხარით, ისრე ორიოდე დღე მოიტირა, და შემდგომ დაავიწყდა.
– ოთხიოდე თვე საქმე მოდიოდა ისრე, რომ უკეთესი აღარ შეიძლებოდა. გრიგორი ალექსანდროვიჩსა, მგონია, კიდეცა ვსთქვი, საშინლად უყვარდა ნადირობა: ზოგჯერ ისრე გული უწევდა ხოლმე ტყისაკენ, გარეული ღორისა, ან თხების სანადიროთა, – და ამას ციხის გალავანს გარეთ გასვლის მეტიკი არ უნდოდა რა. ვხედამ, აი კიდევ დაფიქრიანდა, დადის ოთახში ხელებ-უკან შემოწეობილი; ერთხელ, ყველას უჩუმრად, წავიდა სანადიროთ, – მთელი დილა დაკარგული იყო; ერთხელ ორჯელ და მერე უფრო და უფრო მოუხშირა ... „არ არის კარგი“, ვიფიქრე მე: „ალბათ, იმათ შუა შავ-კატას გაურბენია!“
– ერთს დილაზე შევედი იმათსა – თითქო ეხლაც თვალწინ მიდგია: ბელა იჯდა სარეცელზე შავი აბრაშუმის ახალუხითა, ფერი მკრთალი, ისრეთი მწუხარე, რომ შემეშინდა.
– „პეჩორინი სადღა არის?“ ვკითხე მე.
– „სანადიროთა“.
– „დღეს წავიდა?“ – ბელა ხმა გაკმენდილი იჯდა, თითქო ეძ- ნელებოდა გამოთქმა.
– „არა, წუხელისვე წავიდა“, ბოლოს სთქვა და მძიმეთ ამოიოხრა.
– „ხომ არაფერი შემთხვევია რა?“
– „მე გუშინ მთელი დღე ვიფიქრე, მიპასუხა იმან ცრემლის ღვრით: მოვიფიქრე სხვა და სხვა უბედურება: ხან მეჩვენა, რომა გარეულ ტახს დაეჭრა, ხან ჩაჩანს წარუტაცსა მთაში .... და დღეს მე მგონია, რომ მე იმას აღარ უყვარვარ.
– „სწორეთ, ჩემო საყვარელო, მაგაზე ცუდს ვეღარასფერს ვერ მოიგონებდი!“ – იმან ტირილი დაიწყო, შემდგომ ამპარტავნულად თავი მაღლა აიღო, მოიწმინდა ცრემლები და კიდევა სთქვა:
– „თუ მე არ უყვარვარ, ვინ უშლის, რომა შინ გამგზავნოს? მე ხომ ძალას არ ვატან. და თუ ეს ასრე იქმნება შემდგომაც მე თვითონ წავალ; მე მონა არა ვარ, – მე ვარ თავადიშვილის ქალი!...
– მე დაუწყე რჩევის ძლევა. – გამიგონე, ბელა, ხომ არ შეიძლება, რომ ყოველთვის შენთან იჯდეს, როგორც შენ კაბის კალთაზედ მიკერებული რამ: ის არის ყმაწვილი კაცი, უყვარს ნადირის დევნა, – მიივლ-მოივლის და მოვა; და თუ შენ ინაღვლებ, უფრო მალე მოსწყინდები.“
– „მართალია, მართალი!“ მიპასუხა იმანა: „მე გავმხიარულდები“. – და კასკასით წამოავლო ხელი თავის დაირასა, დაიწყო მღერა, თამაშობა და ხტომა ჩემს გარეშემო; მხოლოდ არც ეს იყო დიდხანს: ის ისრევ დაეცა ქვეშაგებზე და პირის სახეზე ხელები მიიფარა.
– რა უნდა მექმნა? მე, მოგეხსენებათ, არას დროს ქალები არ შემიქცევია; ვიფიქრე, ვიფიქრე, რით ვანუგეშო მეთქი, და ვერა მოვიგონერა; რამდენიმე ხანს ჩვენ ორივენი ჩუმათ ვიყავით . ძალიან უსიამოვნო მდგმოიარება იყო!
– ბოლოს უთხარი: „გინდა წავიდეთ ციხის გალავანზე გავისეირნოთ? ჩინებული დარია!“ – ეს იყო ენკენის თვეში. და მართლაც, მშვენიერი დღე იყო, ნათელი გრილი; მთები სულა სჩანდნენ როგორც ლამბაქზე. ჩვენ წავედით, გავიარ გამოვიარეთ ციხის გალავანზე, ხმის ამოუღებლად; ბოლოს ბელა დაჯდა ბელტზე, მეც გვერდით მოუჯექი. სწორეთ სასაცილო მოსაგონარია: ძიძასავით დავსდევდი ხოლმე უკანა.
– ჩვენი ციხე იდგა მაღლობ ადგილზე, და მისახედ მოსახედი იქიდგან იყო. მშვენიერი; ერთს მხარეს განიერი მინდორი, რამდენიმე ხევ გადავლებული, თავდებოდა ტყით, რომელიც ასული იყო მთების ქედებამდისინ; აქა-იქა იმაზედ ხრჩოდნენ სოფლები, დადიოდნენ ჯოგები; მეორე მხარეს ჩაწანწკარებდა პატარა ღელე, ამას ზედ მიკროდა ხშირი ბუჩქნარი, რომელიც გადაპარტყნილი იყო კაჟიან ბორცვებზე, გადევნებულზე უმთავრეს კავკაზის მთის წვერამდინა. ჩვენ ვისხედით პატნეზის კუთხეში, ისრე, რომ ორივე მხარეს შეგვეძლო დაგვენახა ყოველისფერი. აი ვუყურები ტყიდან გამოვიდა ვიღაც ლურჯი ცხენითა, უფრო და უფრო ახლოს მოვიდა, და ბოლოს დადგა წყალ გაღმა ას საჟენზე ჩვენიდგან, და დააწყებინა ცხენს ტრიალი გიჟივითა. ეს რა განსაცდელია! ... „აბა შეხედე ბელა“, უთხარი მე „შენ ყმაწვილი თვალები გაქვს, ვინ არის ეს რაინდი: ვის შესაქცევლად მოსულა? ...
– იმან შეხედა, და შეჰკივლა: ეს ყაზბიჩია!
– „ოჰ, ის ავაზაკი! ჩვენ დასაცინებლად მოსულა, თუ როგორ არი?“ – დავაცქერდი, მართლა ყაზბიჩია: იმისი შავგვრემანი ცხვირპირი, დაფლეთილი, ტალახიანი როგორც ყოველთვის. – „ეს მამიჩემის ცხენია“, მითხრა ბელამა და ხელი წამავლო; როგორათაც ფოთოლი ისრე კანკალებდა, და თვალები უბრიალებდა. – აჰა! ვიფიქრე მე შენშიაც, ჩემო საყვარელო, ავაზაკური სისხლი დამშვიდებული არ არის.
– „მოდექ აქეთა“, უთხარი მე მოდარაჯეს: „გაშინჯე თოფი, და ჩამოაგდე ძირსა ის ჩათუქესნი, – მიიღებ მანათ თეთრ ფულსა – „ვემორჩილები თქვენს მაღალ-კეთილშობილებასა! ერთს ადგილას რომ არა დგას .... უბრძანე! უთხარი მე სიცილიდა – „ეი, ძამია!“ დაუძახა მოდარაჯემა, ხელის ქნევით: „მოიცა ცოტაოდენი, რას ტრიალობს ბზრიალასავითა?“ – ყაზბიჩი გაჩერდა მართლა, და დაუგდო ყური: ალბათ, ეგონა რომა მორიგებაზე მელაპარაკებიანო, როგორ არა! ... ჩემმა გარნადერმა – გამოუნიშნა ... ლაწან! დააცდინა; – როგორც, რომ ფალიაზე წამალმა იფეთქა. ყაზბიჩმა შემჰოკრა ცხენსა და გვერდზედ გადაახტუნა. ადგა უზანგებზედა, შემოგვჭყივლა რაღაც თავისებურათა, დაგვემუქარა მათრახითა, – და გადიკარგა.
– „როგორ არ გრცხვენია!“ უთხარი მე მოდარაჯესა.
„თქვენო მაღალ კეთილშობილებავ! მოსაკდომად წავიდა“, მიპასუხა მან: „ისრეთი წყეული ხალხია, რომა ერთბაშად ვერ მოკვდება“.
– ერთ რუბი შემდგომ, პეჩორინი დაბრუნდა ნადირობიდგანა; ბელა მივარდა მოეხვია ყელზე, და არც ერთი საჩივარი, არც ერთი საყვედური დიდიხნის სხვაგან ყოფინისათვის არ წაჰსცდენია .... ასრე გაშინჯე მე გაუჯავრდი. „შემიწვალეთ“,უთხარი მე: ამ წამს ხომ აქ იყო წყალ გაღმა ყაზბიჩი, და ჩვენ თოფი ვესროლეთ: აბა რო წააწყდე სადმე იმასა? ეს მთის ხალხი შურის-მგებელნი არიან: თქვენ ასრე გგონიათ, რომა ვერ მიხვდა, რომ ერთის მხრით თქვენც შემწეობა მიეცით აზამატსა? და თუ გინდ დაგენაძლევები, რომა დღეს იმან ბელა იცნო. მე ვიცი, რომ ერთის წლის წინად იმას ბელა საშინლად მოსწონდა – თვითონ მითხრა მე, – და იმედი რომ ჰქონოდა კარგი ყალიმის შეგროვებისა, ალბათ, დანიშნამდა“ აქ პეჩორინი ჩაფიქრდა. – „დიახ“, მიპასუხა იმანა: სიფრთხილე მმართებს .... ბელა! დღეის შემდგომ შენ ამის მეტად არ უნდა გამოხვიდე ციხის გალავანის გარედ“.
– საღამოზე მე დიდი ბაასი მქონდა იმასთან: მე ჯავრი მომდიოდა, რომ იმ საწყალ ქალზე გუნება გამოეცვალა; იმის გარდა, რომ ნახევარს დღეს ატარებდა ნადირობაში, იმისი ქვეცა შეიქმნა ცივი, იშვიათად ღა უალერსებდა, და ბელაც აშკარად ხმებოდა, პირის სახე დაუგრძელდა, დიდროვანი თვალები ჩაუცვივდნენ. ზოგჯერ ვკითხამდი ხოლმე: რაზე ამოიოხრე, ბელა? სწუხარ? „არა!“ გინდა რამე? „არა!“ ნათესავებზე ნაღვლობ? „მე არა მყვანან ნათესავები“ ზოგჯერ, მთელი დღე, ჰო და არას მეტს ვერაფერს ვათქმევინებდით ხოლმე.
– აი ამაზედ დაუწვე ლაპარაკი მე იმასა. „გამიგონეთ, მაქსიმ მაქსიმიჩ,“ მიპასუხა იმანა; „მე უბედური ხასიათი მაქვს; გამოზრდამ შემქმნა ესრეთი, თუ ღმერთმა ესრე დამბადა, არ ვიცი: მხოლოდ ეს კი ვიცი, რომ თუ მე ვარ მიზეზი სხვის უბედურების, მაშინ მეც ნაკლებად არა ვარ იმაზე უბედური რასაკვირველია, იმთთვის ეს არაფერი ნუგეში – მხოლოდ ეს არის, რომ ეს ასეა. პირველს ჩემს ყმაწვილობაში, იმ წამს შემდგომ, როდესაც დედ-მამის მეურნეობიდგან გამოვედი, მე მივყევი სიშმაგით ყოველს შექცევასა, და სიამოვნებასა, რომლისაცა ფულით შვნა შესაძლებელია, და, რასაკვირველია, ეს შექცევანი მომწყინდნენ. შემდგომ შევერიე დიდს საზოგადოებაში, და საზოგადოებაც მალე მამწყინდა; ვეტრფოდი გამოჩენილთა ლამაზთა ქალთა, და იმათაც უყვარდი, – მაგრამ იმათმა სიყვარულმა მხოლოდ გაამწარა ჩემი გონება და თავის-მოყვარება, და გული კი დამრჩა ცარიელი .... მე დავიწყე კითხვა, სწავლა, – სწავლაც მომწყინდა; მე ვხედავდი, რომა არც დიდება, არც ბედი სწავლაზედ სრულიად არ არის დამოკიდებული, ამისათვის რომა უპირველესი ბედნიერნი უსწავლელნი არიან, დიდება კიდეც მოსავალია, და მისს მოსაპოებლად სიმარჯვის მეტი არა გნდა რა. მაშინ შევიქმენ მოწყენილი .... იმ ცოტას ხანში გადმომიევანეს კავკასიაში: ეს არის უპირველეს ბედნიერების ჟამი ჩემის სიცოცხლისა. მე იმედი მქონდა, რომა კაეშანი არა სცხოვრებდა ჩაჩნის ტყვიას ქვეშა – ამაოდ: ერთის თვის განვამალობაში მე ისრე შევეჩვიე ტყვიის წუწუნსა და სიკვდილთან პირისპირ ყოფნასა, რომა, მერწმუნეთ, კოღოებს უფრო მოვერიდებოდი მინამ ტყვიას, და უწინდელზე უმეტესად მომიცვა კაეშანმა, ამისათვის, რომა დავკარგე თითქმის უკანასკნელი იმედი. როდესაც ბელა ვნახე ჩემს სახლში, მიჯდა კალთაში და ვკოცნიდი მის შავ კავებსა, მე სულელმა, ვიფიქრე, რომ ის იყო ანგელოზი, წარმოგზავნილი გულის შემატკივარის ბედის წერისაგანა . ამაშიც მოვჰსტყუვდი: სიყვარული ველური ქალის მცირედით არის უკეთესი წარჩინებულის ქალბატონის სიყვარულზედა. რეგვენობა და გულ-წრფელობა ერთისა ისრე მოსაწყენია, როგორათაც პრანჭიაობა მეორესი. თუ მკითხამთ, მე ბელა კიდევ მიევარს, მე მისი მადლობელი ვარ რამდენისამე წამის სიტკბოებისათვის, სიცოცხლეს შევწირავ მას, – მხოლოდ მე მომწყინდა იმასთას .. სულელი ვარ მე, თუ ბოროტი, მე არ ვიცი; მაგრამ ეს კი ჭეშმარიტია, რომა მეც ეგრეთვე ძალიან შესაბრალისი ვარ როგორც ის, იქმნება იმაზედაც მომატებულათა: ჩემში სული წარყვნილია ქვეყნისაგან, გონება დაუცხრომელია, გული გაუმაძღარია; ჩემთვის სულ ცოტაა; მწუხარებასაც ისრე ადვილად შევეჩვევი ხოლმე, როგორათაც სიამოვნებასა, და ჩემი სიცოცხლე ცარიელდება დღე და დღე; მე დამრჩენია ერთი ღონისძიება: მოგზაურობა რას წამსაც შესაძლო იქმნება, წავალ, – მხოლოდ ევროპაში არა, ღმერთმა დამიფაროს! – წავალ ამერიკაში, არაბეთში, ინდოეთში, – იქმნება მოვკვდე სადმე გზაზე! ამაზე ხომ დარწმუნებული ვარ, რომა ეს უკანასკნელი ნუგეში გვიან არ გათავდება, ქარიშხლისა და ცუდის გზების შემწეობით.“ – ესრედ ლაპარაკობდა დიდხანს და იმის სიტყვები აღიბეჭდნენ ჩემს მეხსიერებაში, ამისათვის, რომა პირველად მესმოდა ამისთან ლაპარაკი ოცდა ხუთის წლის კაცისაგანა, და, ღვთით უკანასკნელადაც ......... გასაოცარია! თუ ღმერთი გწამსთ, მიბრძნეთ, – მომიბრუნდა და სთქვა კიდევ შტაბს კაპიტანმა, – აი, მგონია თქვენ ყოფილხარ დედა-ქალაქში, და ამ ცოტას ხანშიაცა: განა იქაური ემაწვილი კაცები ამისთანანი არიან?
მე უპასუხე, რომა ბევრნი არიან მეთქი მაგისი მთქმელნი; ვეჭოფ არიან მეთქი ისეთნიცა, რომელნიცა ამბობენ მართალსა; და სხვა ფრივ მოხიბლვა, როგორათაც ყოველი ახალი შემოღება, უმაღლესის ხარისხის საზოგადოებიდგან დაწყობილი გარდმოვა ხოლმე მდაბალ ხარისხის ხალხამდინ, რომელნიცა შემდგომ ხმარობენ, და ამ ჟამად ისინი, რომელნიც ყველაზედ მომატებულად მართლაც მოწყენით არიან, ცდილობენ დაფაროს ეს უბედურება, როგორათაც ბოროტება. – შტაბს-კაპიტანი ვერ მიხვდა ამ წვლილად განმხილველობასა, გაიქნია თავი და მზაკვარებით გაიღიმა:
– მგონია სულ ფრანცუზებმა შემოიღეს მოწყენა?
„არა, ანგლიჩნებმა“.
– ოჰო, დახე! ... მიპასუხა იმან, – ისინი ხომ ყოველთვის გამოცხადებული ლოთები იყვნენ ? ...
მე უნებელად მომაგონდა ერთი მოსკოველი ქალი, რომელიც მიმტკიცებდა, რომა ბაირონი იყო ლოთი, მეტი არაფერიო. მაგრამ, შტაბს-კაპიტანის შენიშვნა უფრო მისატევებელი იყო: ღვინის სმისაგან ხელაღებული რომ იყო, ის რასაკვირველია, ცდილობდა დაერწმუნებია თავისი თავი, რომ ყოველი უბედურება ქვეყანაზე დაიბადებოდა ლოთობისაგან.
ამასობაში შემდგომი ამბავი სთქვა ამ გვარად:
ყაზბიჩი მეორედ აღარ გამოჩენილა. მაგრამ არ ვიცი რისთვის გონებიდგან ვერ განვიშორე ჰაზრი, რომს ის ტყუილად არ მოვიდა და ეწადა რამე ცუდი.
– აი ერთხელ პეჩორინი ჩამაცივდა, რომ წავყოლოდი ტახებზედ სანადიროთ; მე დიდხანს ვიდექი უარზე: აბა, რა გასაკვირველი იყო. ჩემთვის გარეული ტახი! მაინც და მაინც წამათრია თანა. – წავიყვანეთ ხუთიოდე სალდათი და წავედით დილაზე ადრე. ათ საათამდისინ ვიცოდვილეთ ლელწმებში და ტყეში, – ნადირი ვერა ვნახეთ. „ეი, ნუ დავბრუნდებით?“ ვეუბნებოდი მე. „რისთვის ახირებულხარ? სჩანს ისრეთი უბედური დღე დაგვიდგა!“ თუმცა ცხელოდა, დაღალულებიც ვიცავით, მაგრამ გრიგორი ალექსანდროვიჩს არ უნდოდა უსაშოვაროდ დაბრუნება .... ისრეთი კაცი იყო: რასაც კი მოიფიქრებდა, მიართვით; ალბათ, ყმაწვილობისას დედისაგან იყო განებივრებული .... ბოლოს შუადღისას მივაგენით დაწყევლილს ტახსა: – დავახალეთ თოფები! .. არ იქნა: შეძვრა ლელწმიანში .... ისრეთი უბედური დღე იყო! დავისვენეთ ცოტა, და წამოვედით შინა.
– ჩვენ მოვდიოდით ერთს რიგზედ, ჩუმათ, სადავე მიშვებულები, და თითქმის ციხესთან ვიყავით: მხოლოდ ბუჩქნარს ეფარა ციხე. უცეფ თოფი გავარდა .... ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ: ჩვენ ორივეს ერთ ნაირმა ეჭვმა გაგვიარა გუნებაში ... საჩქაროთ გავაჭენეთ ცხენები იქით საითკენაც თოვი გავარდა, – ვხედამთ: გალავანზე შეკრებილან სალდათები და ანიშნებენ მინდვრისაკენ; იქ კი მიფრინამს სწრაფად ცხენიანი კაცი და უჭირამს რაღაც თეთრი ტახტაზე. გრიგორი ალექსანდროვიჩმა დაჰსჭყივლა ზოგიერთ ჩაჩანზე უკეთესად, დაიძრო თოფი ბუდიდგანან და გაექანა იქით: მეც გავყევი.
– ჩვენს ბედზედ, უხერხული ნადირობისაგან ცხენები არა გვყვა ნდნენ დაღალულები: საშინლად გარბოდნენ და ყოველ თვალის დახამხამებაზედ უფრო ახლო და ახლო ვეწეოდით .... ბოლოს მე ვიცანი ყაზბიჩი, მხოლოდ ვერ გავარჩიე რა ეჭირა წინა. მაშინ მე დაუპირდაპირდი პეჩორინს და უუვირი: „ყაბიჩია ეგა!..“, იმან მომხედა მე, დამიქნია თავი, და გადაკრა მათრახი ცხენსა.
– ყაზბიჩს თოფის მანძილზედ დავეწიენით. დაღალული ჰყვანდა ცხენი, თუ ჩვენ ცხენებზე ცუდი იყო, მხოლოდ, თუმცა ცდილობდა, მაგრამ ვეღარ წადგა წინა. მე მგონია იმ დროს მოაგონდა თავისი ყარა-გიოზი......
– უყურებ: პეჩორინმა გაუნიშნა თოფი ცხენ-და ცხენ .... „ნუ ესვრით! უყვიროდი მე „ტყვია შეინახეთ; ჩვენ ისეც მოვეწევით“. – ოჰ, ეს ემაწვილი ხალხი! ყოველთვის უადგილოდ ფიცხობენ .... მაგრამ, თოფი გავარდა, და ტყვიამ მოსტეხა ცხენს უკანა ფეხი; სიმწარით გადახტა კიდევ ათიოდე ნაბიჯი, წაიფორთხიალდა და დაეცა მუხლზე. ყაზბიჩი ჩამოხტა, და მაშინ დავინახეთ ჩვენა, რომა იმას ეჭირა ხელში ქალი, ჩადრში გახვეული .......... ის იყო ბელა .......... საწყალი ბელა! – ყაზბიჩმა რაღაც დაგვიძახა თავისებურათა და მოუღერა ხანჯალი ......... დაგვიანების დრო აღარ იყო: ვესროლე მე ჩემს კვალად, აღალაბედზედ; ალბათ, ტყვია მოხვდა მხარში, ამისათვის, რომ უცეფ მკლავი დაუშვა ძირსა. როცა კომლი გაიფანტა მიწაზე იდვა დაჭრილი ცხენი, და მის გვერდზედ ბელა; ყაზბიჩმა კი გადააგდო თოფი, და როგორც კატა ისრე შეძვრა ჯაგებში და აცოცდა კლდეზე: მინდოდა ჩამომეგდო. იქიდგანა – და თოფი არა მქონდა გატენილი! ჩვენ ჩამოვხტით. ცხენებიდგანა და მივსცვივდით ბელასა. საწყალი, იდვა უძრავათა: სისხლი წყაროსავით გადმოდიოდა დაჭრილიდგანა ..... იმ ბოროტსა: გულში მაინც ჩაეკრა, – მაშინ სულ ერთბაშად გათავდებოდა მაინცა, თუ არა ზურგში ჩაეცა .... სწორეთ ავაზაკური დაკვრაა! გონება აღარა ჰქონდა. დავხიეთ ჩადრი, და შეუხვიეთ დაჭრილი რაც შეიძლებოდა მაგრათა; ტყუილად ჰკოცნიდა პეჩორინი იმის ცივ ტუჩებსა – ვერა ფერმა ვერ მოიყვანა გრძნობაში.
– პეჩორინი შეჯდა ცხენზე; მე ავსწიე ბელა და როგორც იყო შემოუსვი უნაგირზე; იმან მოხვია ხელი და დავბრუნდით შინისაკენ. რამდენსამე წამის ჩუმად ყოფნის შემდგომ, გრიგორი ალექსანდროვჩმა მითხრა მე: „გამიგონეთ მაქსიმ მაქსიმიჩ, ჩვენ ამას ესრეთ ვეღარ მივიყვანთ ცოცხალსა“.
– მართალია! უთხარი მე, და ჩვენ გამოვაქროლეთ ცხენები რაც შეგვეძლო. – ციხის კარებში მოგველოდა ჯგუფად შეგროვილი ჩვენი ხალხი; ფრთხილად მივიყვანეთ დაჭრილი პეჩორინის სახლში და გავგზავნეთ ექიმთან. ექიმი თუმცა მთვრალი იყო, მაგრამ მოვიდა; გაშინჯა იარა და გამოაცხადა, რომს ერთის დღის მეტს ვეღარ იცოცხლებსო; მაგრამ შეცდა ........
„მორჩა?“ ვკითხე უნებელად გახარებულმა შტაბს-კაპიტანსა და წავავლე ხელი.
– არა, მიპასუხა მანა: შესცდა ექიმი მით, რომ ორი დღე კიდევ იცოცხლა.
„გამაგებინეთ ერთი, როგორ მოიტაცა ყაზბიჩმა?“
– აი, როგორ: ბელს თუმცა აღკრძალული ჰქონდა პეჩორინისგან, მაგრამ გამოსულიყო წელზე. მოგეხსენებათ, ძრიელ ცხელოდა; ის დამჯდარიყო ქვაზედა, და ფეხები წყალში ჩაეშვა. აი ყაზბიჩი მიპაროდა, – ეტაცნა ხელი, მეორე ხელი პირზე მიეფარა, და შეეთრია ბუჩქებში; იქ მოახტა თურმე ცხენსა, და ამოიძუა კუდი და გასწია! ამასობაში ბელამ მოასწრო და დაიყვირა; მოდარაჯეები აირივნენ, ესროლეს და დააცდინეს, ამ დროს ჩვენც მოვესწარით.
„ყაზბიჩს რისთვის უნდოდა იმის მოტაცება?“
– „რას ბრძანებთ თუ ღმერთი გწამთ! ეს ჩერქეზის ხალხი გამოცხადებული ქურდი ხალხნი არიან: რაც კი ცუდათა სძევს, არ შეუძლიანთ რომ არ მიითრიონ; ზოგი ერთი იმათთვის საჭიროც არ არის, მაგრამ მაინც მოიპარვეს. ამასთანაობაში გთხოვთ მიუტეოთ! თუნდ ეს არ იყოს ბელა დიდი ხანია იმას მოსწონდა.
„მაშ, ბელა მოკვდა?“
– მოკვდა; მხოლოდ დიდხანს ეწვალა, და ჩვენც იმასთან კარგა წვალება გამოვიარეთ, საღამოს ათ საათზე მოვიდა გრძნობაში; ჩვენ ლოგინთან უსხედით; თვალები გაახილა თუ არა, დაუძახა პეჩორინსა – მე აქა ვარ შენთან, ჩემო გვრიტო, მიუგო პეჩორინმა და ჩამოართვა ხელი. – „მე მოვკვდები!“ უთხრა ბელამ. ჩვენ ნუგეშის ძლევა დაუწყეთ, უთხარით, რომ ექიმი დაგვპირდა, რომ უთუოთ მოარჩენს. იმან თავი გაიქნია და კედლისაკენ მიბრუნდა: არ უნდოდა სიკვდილი! ...
– ღამით დაიწყო ბოდვა; თავი ცეცხლივითა ქონდა გახურებული: მთელს ტანში დაუვლიდა ხოლმე ხან და ხან ცივების თრთოლა: ლაპარაკობდა დარღვეულის აზრით მამაზე, ძმაზე; უნდოდა მთაში წასვლა, შინა .... შემდგომ პეჩორისზედაც ილაპარაკა, ეძახდა სხვა და სხვა ნებიერ სახელებსა, ანუ ემდურებოდა, რომ მოიძულა თავისი გვრიტი........
პეჩორინი ყურს უგდებდა გაჩუმებული, თავ ხელზედ დაბჯენილი; მაგრამ მხოლოდ არც ერთხელ არ შემიმჩნევია იმის წამწამზე ცრემლი: მართლა ტირილი არ შეეძლო, თუ მოთმინების ღონე ჰქონდა – არ ვიცი; რაც კი მე შემეხება, მე კი იმაზედ შესაბრალისი აღარაფერი არ მინახავს რა.
– განთიადისას ბოდვა გადუვარდა; ერთი საათამდისინ იდვა უძრავად, ფერ-მკრთალი, და ისრედ უღონოდ, რომ ძლივსღა შეატყობდი სუნთქავდა თუ არა; მერმე უკეთ შეიქმნა, და დაიწყო ლაპარაკი. მაგრამ როგორ გგონიათ რაზე? .... იმისთანა ჰაზრი, მოუა მხოლოდ სულთა მბრძოლსა! ... დაიწყო წუხილი იმაზე, რომა ქრისტიანი არ იყო, და საიქიოს იმისი სული გრიგორი ალექსანდროვიჩის სულს ვერ შეხვდებოდა, და სხვა ქალი გაუმეგობრდებოდა იმას სამოთხეში. მე ჭკუაში მომივიდა სიკვდილ წინად იმის მონათვლა: მე უთხარი ეს ბელას; იმან შემომხედა მე გაუბედავად, და დიდხანს ხმა ვერ ამოიღო; ბოლოს მიპასუხა, რომა, რომელ სარწმუნოებაშიაც დავბადებულვარ, იმ სარწმუნოებაში მოვკვდებიო.. ასრე განვლო მთელმა დღემ. რა ნაირად გამოიცვალა იმ დღესა! ყვითელი ლოყები ჩაუცვივდნენ, თვალები შეექმნა დიდროვანი, დიდროვანი; ტუჩები ეწოდა. ის გრძნობდა შიგნით სიცხესა, თითქო გულში ედვა გახურებული რკინა.
– დადგა მეორე ღამე; ჩვენ თვალი არ მოგვიხუჭამს, არც ლოგინს მოვშორვებივართ. ის საშინლად იტანჯებოდა, კვნესოდა, პირველად, და როგორც ტკივილი გადუვლიდა, ის ცდილობდა დაერწმუნებია გრიგორი ალექსანდროვიჩი, რომ უკეთ შევიქენიო, და ეხვეწებოდა მოესვენებია, კოცნიდა ხელებზედ, და განუშორებლივ ეჭირა ხელი ხელში. განთიადისას იგრძნო კაეშანი სიკვდილისა, დაიწყო შფოთვა, მოეხსნა იარის შესაკრავი, და ხელ-მეორეთ წასკდა სისხლი. – როცა შეუხვიეთ იარა, ერთს წამს მოისვენა, და სთხოვა პეჩორინსა, რომ ეკოცნა მისთვის. ის დადგა სარეცელთან მუხლზე, აუწია ბალიშიდან თავი და მიაკრა თავისი ტუჩები, იმის გაცივებულ ტუჩებსა: ბელამ მაგრად მოხვია მთრთოლვარე ხელები კისერზე, თითქო ამ კოცნით უნდოდა მიეცა მისთვის თავისი სული ............ არა, ბელამ კარგათა ჰქმნა, რომ მოკვდა! აბა, რა დაემართებოდა იმასა, რომ გრიგორი ალექსანდროვიჩს თავი დაენებებია? და ეს მალე იქნებოდა თუ გვიან მოხდებოდა კი........
– მეორე დღეს შუა დღემდისინ იყო მშვიდობიანად, ჩუმად დ დამჯეროდ, თუმცა ჩვენი ექიმი აწვალებდა თფილი შემოსადებლებით და მიკსტურათი. „ბატონს! ვეუბნებოდი მე იმასა: „ხომ თქვენვე სთქვით, უთუოთ მოვკდებაო, მაშ რაღა საჭიროა მაგდონი რაგინდარაები? – მაინც ასრე სჯობია, მაქსიმ მაქსიმიჩ, მიპასუხა ექიმმა, რომ სვინიდისი უშფოთველად მქონდეს“. – კარგი სვინიდისია!
– შუა დღის შემდგომ, ბელა შეაწუხა წყურვილმა. ჩვენ გავაღეთ ფანჯრები, მაგრამ გარეთ უფრო ცხელოდა, ვიდრე ოთახში; დავსდგით სარეცელთან ყინული – ვერაფერმა უშველა. მე ვიცოდი, რომა ის იყო მოუთმენელი წყურვილი – ნიშანი აღსრულების მოახლოვებისა, ეს უთხარი მე პეჩორინსა. – „წყალი, წყალი ! ...“ ამბობდა ბელა ამოხრანწულის ხმითა, ლოგინში წამოწეული.
– პეჩორინი ზარნაშოსავით გაყვითლდა, დაავლო ხელი სტაქანსა, დაასხა და მისცა. მე ხელები მივიფარე თვალებზედა, და დავიწყე ლოცვა, არ მახსოვს რომელი .... დიახ, ბევრი მინახამს კაცის სიკვდილი სასნეულოებში და ომში, მხოლოდ ეს სრულიად იმას არა ჰგავს, სრულიად!... სწორეთ მოგახსენო, აი კიდევ რა მაწუხებს მე: სიკვდილს წინად არც ერთხელ არ მომიგონა მე; ხომ მე შვილივითა მიუვარდა ... ეჰ, ღმერთმა შენდობა მისცეს! ... და სწორეთ რომ ვსთქვა: ან კი რა ვარ, რომ სიკვდილს წინად მე მომიგონოს?........
– როგორც რომ წყალი დალია, უკეთ შეიქმნა, და სამს წამს შემდგომ გარდაიცვალა. დავადეთ ტუჩებზე სარკე – სადად დარჩა!... გამოვიყანე პეჩორინი ოთახიდგან გარეთა, და წავედით ციხის გალავანზე; დიდხანს ვიარეთ ხმის ამოუღებლად, ერთს რიგზე, ხელებ უკან შემოწყობილებმა; იმის სახეზედ არა იყო რა გამოხატული განსაკუთრებით, და ეს მე მეწყინა: მე რომ იმის მაგიერად ვყოფილვიყავი მწუხარებისაგან მოვკვდებოდი. – ბოლოს ის დაჯდა მიწაზე ჩრდილ ქვეშა, და დაუწყო ჩხირით ხაზვა რაღასაც ქვიშაზე. მე, მოგეხსენებათ, მომატებულად შესაბამოებისთვის, მინდოდა ნუგეში მეცა, და დაუწყე ლაპარაკი; იმან აიხედა და გაიცინა ... მე ჟრუანტელმა დამიარა ტანში, იმ სიცილისაგან .... მე წავედი კუბოს შესაკვეთად.
– მე, სწორეთ მოგახსენოთ, თითქმის გასართობლად მივჰყავი ხელი ამ საქმესა. მე მქონდა თირმალამოს ნაჭერი, ის კუბოს გადავაკარი, და მოვრთე ჩერქეზული ოქრომკედით ნაქსოვი ჩაფარიშითა, რომელიც გრიგორი ალექსანდროვიჩმა იმისთვისვე იყიდა.
– მეორეს დღეს დილაზე ადრე, ჩვენ ის დავმარხეთ, ციხის გვერდზე, წყალთან იმ ადგილის მახლობლად, სადაც უკანასკნელად იჯდა; იმის საფლავს გარეშემო ეხლა ამოიხეთქა თეთრი აკაციისა და დიდგულის ბუჩქებმა. მე მინდოდა, რომ იქ ჯვარი დამერჭო, მაგრამ, მოგეხსენებათ რიგი არ იყო მაინც იმას ქრისტიანობა არ ეთქმოდა.....
„პეჩორინი?“ – ვკითხე მე.
– პეჩორინი დიდხანს იყო შეუძლოთა, გახდა საწყალი; მხოლოდ მას შემდგომ ბელაზედ აღარ გვილაპარაკნია: მე ვხედამდი, რომა იმისთვის საამური არ იქმნებოდა, და რიღასთვის? – სამს თვეს უკან, ე .... ის პოლკში გადაიყვანეს, და ის წავიდა საქართველოში. მას შემდგომ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ ... მახსომს, ვიღამაც მითხრა, რომა ის რუსეთში დაბრუნებულა, მხოლოდ კორპუსის ბრძანებაებში არა იყო რა, მაგრამ ჩვენისთანა ხალხათან ამბავი გვიან მოდის.
აქ მაქსიმ მაქსიმიჩმა დაიწყო ვრცელი განსაჯვა იმაზე, რომ არ საწუხარია ახალი ამბვის შეტყობა ერთის წლით გვიან, უთუოთ იმისათვისა, რომა მით დაეყრუებია სამწუხარო მოგონებანი.
მე არც სიტყვა გამიშვებინებია და აღარც ყური მიგდია.
ერთს საათს შემდგომ მოგვიხერხდა წასვლა; ქარიშხალი დადგა, ცამ მოიწმინდა და ჩვენც გავსწიეთ. გზა-გზა უნებლიეთ ჩამოუგდე ამბავი ბელაზე და პეჩორინზე.
„ხომ არ გაგიგონიათ, რა დაემართა ყაზბიჩსა?“ ვკითხე მე.
– ყააზბიჩსა? ღმერთმანი არ ვიცი გავიგონე, რომ მარჯვენა ფლანგზე შაპსუგებში არის ვიღაც ყაზბიჩი, გულადი, რომელიცა წითელი ახალუხით დასეირნობს, როცა ჩვენები თოფს ესვრიან და დიდის თავაზით თავს უკრამს, როცა ტყვია ახლოს გაუწუწუნებს; და არა მგონია ის იყვეს!
კობში მე და მაქსიმ მაქსიმიჩი განვშორდით ერთმანეთსა; მე წავედი ფოშტის ცხენებით და იმას რადგანაც მძიმე ბარგი ჰქონდა, მე ვერ მომყვა. ჩვენ იმედი აღარა გვქონდა, რომ ამის მეტად კიდევ შევხვედრიყავით ოდესმე ერთმანეთსა, მაგრამ შევხვდით. და თუ გსურთ, მე გიამბობთ: ეს მთელი ამბავია .... დამეთანხმეთ, ამაზე რომა მაქსიმ მაქსიმიჩი ღირსია პატივის-ცემის? ... თუ დამეთანხმებით ამაზე, მე სრულიად დაჯილდოვებული ვიქმნები ჩემის, იქმნება, ძალიან გრძელი მოთხრობისათვის.
მ. ყიფიანი.
_________________
1ერმოლოვი.
2მე ვითხოვ მოტევებას მასზე, რომა ყაზბიჩის სიმღერა გავლექსე, რომელიცა რასაკვირველია ამბად იყო თქმული, მაგრამ ჩვეულება რჯულთ უმტკიცესია. ლერმონ.
3 აქ ავტორი ათამაშებს სიტყვებს чертовая და чортовая, რომელნიც ქართულ ენაზედ არა ვპოებ საჭიროდ რომ გადმოითარგმნონ. მთარგ.
![]() |
2 ლექსები |
▲back to top |
![]() |
2.1 ერთი მოთხრობის დასაწყისი. |
▲back to top |
ერთი მოთხრობის დასაწყისი.
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
(შოთა რუსთაველი).
სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი
მწუხრის ზეწარი გადაეფარა, –
და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი
ალზნის ველზედ წამოიხარა.
ღამის გუშაგი მუდამ მჭმუნავი
მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,
მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი
იმის სხვებთან მუსაიფობდა.
შორნი მნათობნი მოკამკამენი
იმ მწუხარს ღამეს მხიარულობდენ,
მდუმარს ქვეყანას ვით საუყარელნი
სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდენ, –
და იმ მნათობთა სხივის ალერსით
ველს მშვენიერსა ჩაჰსძინებოდა
მხოლოდ ნიავი მთისა მოლხენით
ტყეში ფოთლებთან ლაჟღანდარობდა,
და ალაზანი შეუპოვარი
ჩიოდა, თითქო. კაცს ემდუროდა:
მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი
დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.
ყველას ეძინა, დღით ფეთქავს რაცა,
თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა! ..
მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე
მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა
და ნაღვლიანად მასზედ მეურმე
მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა.
ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს
მწუხარე არის ვით გლოვის ზარი
მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს
უკუ ჰყრის კიდეც ვით ღრუბელს ქარი.
მიდის ურემი და უეცრათა
ვიღაცამ ტყიდამ ასკუპა ცხენი,
მოვარდა იგი ურემს მედგრათა
მჭმუნვარე სახის ამაყად მჩენი.
„– ვერ მიმასწავლებ კუდი-გორის გზას ?“
ჰკითხა თამამად მან მეურმესა.
„– რატომ ვერ, ძამო! აგერ აიმ მთას
მარჯვნივ აუხვევ და გახვალ ხევსა
ერთი საურმე გზა დაგიხვდება;
იმ გზა დაადეგ წადი, – და როცა
ცხვირ წამოწვდილი მთა შეგეყრება,
ის მთა იქნება კუდი-გორაცა.
იქ რა გინდა შენ ? – ჰკითხა მან ბოლოს,
როს გაათავა გზისა სწავლება –
იქ საფთხე, ძამო არ დაგემართოს.
ბღაჭია შვილი იქ იმოფება.
მე როგორც ვხედავ, შენც კი გაქვს მკლავი,
ბევრს შენს ტოლს ბიჭს არ დაუვარდები,
მაგრამ მაინც თუ გებრალვის თავი
ბღაჭია შვილს ნუ დაენახვები;
ნურც დაანახვებ შენს ქურანს ცხენსა
თორემ ის ბიჭი განანებს ბევრსა!
მალია, როგორც ხირიმის ტყვია,
და ტყვიასავით დაუნდობელი;
თუ სისხლი მართებს, ისა ჰსჯობია
შეარჩინო და აიღო ხელი.“
– „შენ ფიქრი ნუ გაქვს! .. მეც იმას ვეძებ,
მეც მისებ, ძამო, მიღრინავს გული,
როგორც ის ცხოვრობს, ისე ვიცხოვრებ,
ამ დღიდგან თავზედ ხელაღებული.“
და რა თქვა ესა მოხდენით ცხენი
მოსხლიტა უცებ ლაზათიანმა,
გაფრინდა ცხენიც ვით შავარდენი
და მის ფეხის ხმას ხმა მოჰსცა მთამა.
თითქო შენატრდა იმას მეურმე,
„ახ, ნეტავი შენ“ წაიდუდუნა
და გაიქნივა რა თავი მერმე
შურით, ხარს შოლტი გაუტყლაშუნა
და მერე ისევ უფრო მწუხარედ
თვისი სიმღერა დაიღუღუნა.
კუდი-გორასთან ერთი ტყე არი,
უწინ ყაჩაღის იყო საფარი;
საშიში, ბნელი, გულდახურული
შეუვალი და წამობურული.
იქა ცხოვრებდა ბღაჭია შვილი
კაკო უაჩაღად გამოვარდნილი.
მთვარე ჩასული იყო დიდ-ხნისა,
როცა იმ ტყეში ერთ ხის ძირასა
ფთხილად ეძინა ბღაჭია-შვილსა,
ბედისგან მწარედ განაწირალსა.
მის შორი-ახლო ლამაზი ცხენი
კაზმ-მოუხდელი ჰსძოვდა ბალახსა,
და მას ფოთოლნიც მოშრიალენი
ხშირად უფთხობდნენ მოსვენებასა:
უეცრად შეკრთა, აცქვიტა ყურნი
თავი აიღო და გაიხედა;
მერმე ტრიალით მოჰყვა ფრუტუნი
და ერთს ალაგს ზედ დააცქერდა.
დიდხანს უცქერდა და, რა მოესმა
თავისი მოძმის ცხენის ფეხის ხმა,
ვერ მოითმინა, დაიხვიხვინა
და პატრონს ძილი დააფთხობინა.
წამოხდა კაკო ლომივით ზეზე
თოფი მოზიდა და შვაყენა
და რა იხილა მხედარი ველზე
შეჰკივლა: „მითხარ ვინა ხარ შენა?
რისთვის მოსულხარ, – მოყვრად თუ მტრათა?“
მხედარი
– მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდათა.
კაკო.
თუ მოყვარე ხარ, მაშ გამარჯობა!
კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
მხედარი.
ამინ! .. შენ არ ხარ ბღაჭია შვილი?
კაკო.
დიახ, გახლავარ! .. რა გნებავს შენა?
მხედარი.
შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი,
შენთან ყოფნა და შენთან დარჩენა.
კაკო.
მომწონს ეგ სიტყვა! .. შენც მომეწონე
და ამისთვისაც გენდობი შენა;
მხედარი.
გულს გული იცნობს და ღონეს – ღონე,
მენდე: გაგიყო. ჭირი და ლხენა.
კაკო.
ხოშ გელდი, ძამო! .. მე ვარ მდიდარი,
ამ ტყეში მარტო მე მაქვს მეფობა,
გაშლითა არის ჩემი სახლ-კარი,
და ვერას მაკლებს აქამდინ მტრობა.
ყოველ ხის ძირას ჩემი სახლია,
სადაც ღამდება, იქ მითენდება,
თუმცა ბევრი რამ მე აქ მაკლია,
მაგრამ აქ ჭირიც მიადვილდება.
უსახლ-კარობა, შიში, შიმშილი
მარტოკა გდება მხეცივით ტყეში,
კურდღელსავითა ფხიზელი ძილი
და იარაღი დღე და ღამ ხელში
მართალია, შმავ, კაცს მოჰსწყინდება
ძუნწი ცხოვრება ეს დასაღონი,
მაგრამ იქ ყველა გვიადვილდება,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი ბატონი! ..
მე თანა მყვანან რკინისა ძმები:
ჩემი სიათა, დამბაჩა ხმალი.
არც მიმტყუნებენ, არ ვემტყუნები,
მინამ მაქვს მკლავი თავისუფალი.
ეს ცხენიც, ძამო, ჩემთან შეზდილა,
მოუდრეკია, როგორც რომ ჟინი;
ჩემთან საფთხეში ბევრჯელ ყოფილა
გამოუვლია ჭირი და ლხინი.
ამათ მივანდე ჩემი ცხოვრება!
არა იყრიან გულსა ჩემზედა,
და კაკოც ისე არ გაძუნწდება
რომ არ დააკვდეს ერთგულებს ზედა
ჩემი სიმდიდრე აი ეს არი! ..
ჩემს სამეფოში არ არის გმობა,
თუმც ორგულთან ვარ დაუნდობარი,
მაგრამ ერთგულთან მე ვიცი ძმობა.
ჩამოხედ, ბინას გაჩვენებ, წამო!
ღარიბულათა მე დაგიხვდები
და ნუ დამძრახამ ყაჩაღსა, ძამო,
თუ მასპინძლად ვერ მოგეწონები.“
მხედარი მყისვე გადმოხტა მარდად
და წამოჰყარა აღვირი ცხენსა;
ჩამოუჭიმა ყურები მაგრად
და თვალზედ მზრუნველს უსვავდა ხელსა.
მოხსნა ნაბადი ჩაკრული უკან,
ხურჯინიც სავსე გადმოიღო. მან,
მერე გადაჰკრა ხელი გავაზედ,
და მყის გაიგდო ცხენი ბალახზედ.
შემდეგ მოვიდა იგი სტუმარი,
კაკოს პირდაპირ დადგა მდუმარი.
მათ ერთმანეთი თვალით გაზომეს, –
და მოეწონნენ ორნივ ერთმანეთს.
მივიდნენ წყნარათ და ხის ძირს დასხდნენ,
მდუმარედ იყვნენ ორნივ დიდხანად,
ერთმანეთს თითქო კიდევ სინჯავდნენ;
ბოლოს კი კაკომ უთხრა თამამად:
– „ვიცი მე, ძამო, არ გამიწყრები
და არ დამძრახამ მეტ კითხვისთვინა:
მითხარ, საიდამ გემცნაურები?
ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა?
მხედარი.
„– შენი გაცნობა არ არის ძნელი,
ამაზედ რაღა ვილაპარაკო,
შორს გავარდნილა შენი სახელი,
ბავშმაც კი იცის ვინ არის: კაკო!
შენზედ მოუბნობს კაცი და ქალი,
ვისაც ენა აქვს, შენ ყველა გაქებს;
შენი ამბავი, ეხლა მართალი,
ზღაპრად მიუვა ჩვენ შვილი შვილებს.
შენზედ ამბობენ, რომ ხარ მამაცი,
გამოჰქცევიხარ უსამართლობას;
ამბობენ, თურმე გიყვარს გლეხ-კაცი,
ბარაქალა მაგ გულკეთილობას! ...
რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს,
ეგ ვერაფერი სიყვარულია,
სიტყვა ის არის კაცს ის უყვარდეს
ვინც ბედისაგან დაჩაგრულია.
მარტო არსენას, თუ გახსოვს შენა,
გლეხ-კაცი როგორც ძმა ჰყვარებია,
გლეხ-კაცის ბედი, ჭირი და ლხენა
შვილსავით კალიით უტარებია.
აბა, კაციცა ისა ყოფილა
და ქუდიც იმას, ძმავ, ხურებია;
ნეტა იმ დედას, ვისგანც გაზდილა
და ვისაც ძუძუ უწოვებია! ..
მისებრი შვილი, ბევრიც ინატროს,
ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს...
![]() |
3 ბელინსკის აზრი შვილების აღზდაზედ |
▲back to top |
ბელინსკის აზრი შვილების აღზდაზედ.
მისთვის, რომ არ განვიმეოროთ ერთი და იგივე, ჩვენ შეუდგეთ ბავშვების წიგნებსა, – უმთავრეს საგანს ჩვენი სტატიისას, და მათი თვისების გაშინჯვით შევასრულებთ ჩვენს შენიშვნას ბავშვების აღზრდაზე საზოგადოთ.
ბავშკების აღზრდას, რაც უნდა იყოს, კიდევ მომატებულად ყურს უგდებენ, ვიდრე ბავშვების საკითხავ წიგნებსა. წიგნები, ერთის სიტვით, ეჯავრებათ კიდეცა, და თუ ყიდულობენ ხოლმე, ისიც სურათების გულისათვის. ისრეთი ხალხნიც არიან ზოგიერთნი, რომელთაც ბავშვებისათვის წიგნის კითხვა უფრო სავნებელად მიჩნიათ, ვიდრე სასარგებლოდ. ეს უგლიმი შეცდომა არის, ბარბაროზული წინადგანსჯა. წიგნი არის სიცოცხლე ჩვენის დროებისა. ის ყველასთვის საჭიროა – მოხუცებულებისათვისაც, ყმაწვილებისათვისაცა, საქმიანებისათვისაცა და უსაქმოებისათვისაცა, ბავშვებისათვისაც – ეგრეთვე. საქმე წიგნის ამორჩევა არის, და ჩვენ პირველნი იმის თანახმანი ვართ, რომა ცუდათ ამორჩეული წიგნის კითხვა უფრო ცუდიც არის და სავნებელიცა, სრულიად უკითხველობაზედა ბავშვს პატარაობითვე, უნდა აუხსნა გრძნობა მშვენიერებისა (чувство изяшнаго); რადგანაც ეგ ერთი პირველთაგანი ელემენტია კაცობრიობისა; მაგრამა აქედგან სრულიად ისარა სჩანს, რომა შეიძლებოდეს მათთვის რამანისა, ლექსთ თხზულებისა და სხვა თხზულების რისამე ხელში მიცემა. არა ფერი არა არის რა ისრე სავნებელი და საშიში, როგორათაც უდროო დროთა და ბუნების წინააღმდეგად გახსნა გულის-ყურისა. ბავშვი უნდა იყვეს ბავშვი და არა ჭაბუკი და ვაჟკაცი. პირველი გულში ჩაჩნეული ძლიერია, – და დაბოლოება უდროოთ კითხვისა იქმნება ოცნებიანობა (мечтательность), ცარიელი და ცრუ ფიქრობა, შეძულება მხნეობით ის და გამსჯელობითი მოქმედებისა, მიდრეკილება ისრეთი გრძნობისა და მდგომარეობისა სიცოცხლეში, რომელიც არ შეშვენის ყმაწვილს. ჭაბუკი, რომელსაც არ გამოუვლია შუა-კაცობა და შექმნილა მოხუცებული, ისრეთი საძაგელია, როგორათაც მოხუცებული, რომელიცა ჩემობს ჭაბუკობასა. სუყოველის ფერი კარგია და ჩინებული თავის დროს და თავის თავის შესაფერად. ყოველისფერს თავისი რიგი აქვს. ბუნების წინააღმდეგად და უდროო დროთ გონება გახსნილი ბავშვი არის – ზნეობით მახინჯი. ყოველი უდროოთ ასაკში მოსული (დამწიფებული) გავს სიყმაწვილის ხრწნილებასა (გაფუჭებასა). ხელოვნება (искусство) იმ ზომიერებამდინ არის ჭეშმარიტი ყოველი ადამიანისათვის, რამდენსაც ის პოულობს ხელოვნებაში მის ახსნასა, რაც თითონ იმაში ცხოვრებს როგორც გრძნობა, – რაც იმისათვის მისახვედრია, როგორათაც საჭიროება მისი სულისა. როდესაც იმას ვერა ჰპოებს ხელოვნებაში, მაშინ ხედამს მხოლოდ ფრაზებსა, გაჰყვება იმასა, და პატიოსანი, კეთილი კაცი. საგან შეიქმნება მაღალ-ფარდებში მსჯელი ყბედი, ცარიელი და მომაბეზრებელი მეფრზე (фразеръ). რაღა ვსთქვათ ბავშვებზე, რომელნიცა, თავის ხნის შესაფერად, ვერა პოულობენ პოეზიაში თავისი სულის შიგნიერ ცხოვრების გარდაცემას (отраженiе) რაც ხელოვნებასაც ვერ მისწვდებიან ბავშვები, იქიდგან უნდა გამოვრიცხოთ, ხელოვნება მუზიკისა. ეს ხელოვნება, რომელიც არ ამბობს ცხადად არაფერს ჰაზრსა, არის რაღაც მოცილებული ბუნებისა, თანხმობა (гармонiа) ბუნებისა, გრძნობა დაუსრულებელისა, გაარსებული ხმად, რომელიც განაღვიძებს ადამიანის გულში ძალოვან კვეთებასა (აღფრთოვანებასა) და ლტოლვას დაუსრულებელისადმი, აღიყვანს იმ ზესთა-ზენას, ვარსკვლავთ უმაღლესს მყოფ ცაში, მაღალ განზრახვისა და ნეტარების კმაყოფილებისათვის, რომელიცა არის ნათელი სამშობლო. ძირს მცხოვრებლებისა, საიდგანაც ესმისთ იმათ უწინარესი მეტყველებანი სიცოცხლისა .... მუზიკის მოქმედება ბავშვებზე კეთილია, და რაც ადრე დაიწყობენ მის შინჯვას თავის თავზე, მით უკეთესია იმათთვის. ისინი ვერ გადმოიღებენ თავის ბავშურ ენაზე მუზიკის გამოუთქმელ მეტყველებას, მაგრამ გულში აღიბეჭდვენ, – ვერ ილაპარაკებენ იმაზე თავისებურად, არ შექმნიან სჯას უსაფუძვლო ლაპარაკითა; მაგრამ ის აავსებს ბუნების თანხმობით მათს ყმარწვილ სულსა, გაავრცელებს მათში სიცოცხლის საიდუმლოებისა წანად შეგნებას, შემთხვევითს გამოჩინების მოშორებულსა, და შეასხამს მსუბუქ ფრთებსა, რომ ამ ქვეყნის დაცემული სიმდაბლიდგან ამაღლდენ ზესთა-ზენას – სულის ნათელ სამშობლოში ...[1]
წიგნები, რომელიც იწერებიან ბავშვებისათვის, უნდა შეირიცხონ ბავშვების აღზრდის დაწყობილებაში, როგორათაც ერთი უმთავრესი მისი მხარე. ჩვენი ლიტერატურა განსაკუთრებით ღარიბია წიგნებით აღზრდისათვის, უვრცელესის ამა სიტყვის ჰაზრით, ე.ი. როგორათაც სასწავლებელი წიგნებით, აგრეთვე სალიტერატურო ბავშვების წიგნებით. მაგრამ ეს სიღარიბე ჩვენს ლიტერატურასა ჯერა ძრიელ არ დეეყვედრება. გაშინჯეთ მდიდარი ლიტერატურა ფრანცუზებისა, ანგლიჩნებისა, და თუ გინდ ნემეცებისაცა: იმათ ყველას ბევრი აქვსთ ბავშვების წიგნები, მაგრამ ბავშვებს კი საკითხავი არა აქვსთ რა, ან თუ აქვსთ ისიც ძრიელ ცოტა. ფრანცუზებში, მაგალითებრ, სწერდენ ბავშვებისათვის ბერკენი, ბულიი, ჟანლის (ქალი) და სხვანი დასწერეს მრავალი, მაგრამ ბავშვებს სრულიად არა მომატებიათ რა. და ეს ადვილი ასახსნელია: ბავშვებისათვის მწერალი უნდა დაიბადოს და არა შეიქმნას მწერლად. ეს თავის და გვარი ნიჭია. აქ საჭიროა თავის და გვარი გენიაც, არამც თუ მხოლოდ ნიჭი .... დიახ, ბევრი, ბევრი პირობა უნდა, რომ შეიქმნას ბავშვებისთვის მწერალი: აქ საჭირონი არიან, – სული კეთილ-ლმობიერი, მოყვარული, მშვიდი, უწყინარი, ბავშური – გულ წრფელობა, ჭკუა აღმატებული, განათლებული, საგანის შინჯვის შეხედულობა (взглядъ) ცხადი, და არამც თუ მხოლოდ მახვილი მოაზრება, არამედ ცოცხალი, პოეტიური ფანტაზიაცა, რომელიც არის მინიჭებული და შეუძლიან წარმოადგინოს ყოველისფერი განსულიერებულად და მრავალფერ სურათებად. რასაკვირველია რომა ბავშვების სიყვარული, ღრმად ცოდნა მათის საჭიროებისა, განსაკუთრებით და შესაფერად მათის ხნიერებისა, არის ერთი უმთავრესთაგანი პირობა.
პირდაპირი და განუშორებელი მოქმედება ბავშვის წიგნების უნდა იყოს მიმართული ბავშვების გრძნობაზე და არა მათს გონებაზე. გრძნობა წინა მძღოლია ცოდნისა; ვისაც არ უგრძვნია ჭეშმარიტება, ის არც მიხვედრია ჭეშმარიტებასა და ვერც გაუგია. ყმარწვილობის ხანში გრძნობა და გონება სრულიად წინააღმდეგნი არიან ერთმანეთისა, ერთმანეთის მტრობაში არიან, ერთი კლამს მეორესა: უმეტესი განვრცელება გრძნობისა აძლევს იმათ სისრულეს, თანხმობასა და სიცოცხლის პოეზიასა; უმეტესი განვრცელება გონებისა დაღუპამს იმათს გულში მდიდარ ყვავილს გრძნობისასა და აღზრდის მათში ლენცოფას უსაფუძვლო ლაპარაკასასა. ბავშვის ჭკუა, რომელიც მარტო გონებითს საგანში გავარჯიშებულა, ბუნების და სიცოცხლის ცოცხალ გამოჩინებაში (явленiяхъ) ხედამს მხოლოდ მკვდარ ფორმებს, რომელთაც არა აქვსთ სული და საგანი, და ლოგიკური განმარტება მათთვის – ჭიანი თხილის ნაჭუჭია, რომელიც მხოლოდ კბილებს გაუფუჭებს. რასაკვირველია, ცალ-პირობა (односторонность) სავნებელია აღზრდაშიაცა, და ბავშვის გონებისათვისაც საჭიროა გახსნა როგორათაც გრძნობისათვის; მაგრამ გონების გახსნა ეკუთვნის მეორე აღზრდის მხარეს – სწავლასა. შკოლასა. როცა ხელში აიღებს გრამმატიკასა, მაშინ ბავშვი შევა წარტოლვილის (отвлеч.), ლოგიკური დაწყობისა და განწესებულების სწავლაში. ყოველისფერს თავისი ადგილი აქვს, და არც ერთი მხარე სულისა რა უნდა უშლიდეს მეორესა: დეესხენ კლასსში ბავშვს გონება გაეხსნეს და შეეჩვიოს ნელ-ნელა ლოგიკურ სასტიკ დისციპლინას; დეესხენ ბავშვმა საჯოს სასწავლებელი წიგნით სულში, როდესაც ემზადება კლასსში წასასვლელად; როდესაც კი კლასსიდგან გამოვიდა და გამოიხურა კარები, დეესხენ შევიდეს ნამდვილ პოეტიურ ქვეყანაში, საცოცხლის საგულის-ხმებელ გამოჩინებაში (явленiе), „სრულს სადიდებელ ქმნილებაში“! დეესხენ წიგნი წიგნათა ჰქონდეს, და სიცოცხლე სიცოცხლედ, ერთი მეორეს ნუ დაუშლის! კაი! მოვა დროება – და მოშორდება იმასა ეს პოეტიური სიცოცხლის გვარი, ვარდის მზგავსი ბაგეები, სიმხიარულით ბრწყინვალე თვალები ტუჩების ღიმილი: ამას ყველაფერს ეჭვიანი და მიუნდობელი გონება დაშლის ძარღვებად, სისხლად, ნერვებად და ძვლებად, და უწინდელ სასიამოვნო სურათის მაგიერად დახვდება საძაგელი სკელეთი. სული იკითხამს როგორ, რისთვის, რის მიზეზით, რითა? ცოცხალი გამოჩინებანი სინამდვილისა გარდაიქცევა წარტოლვილ საგნებად .... მაგრამ ვიდრე ბავშვია ჯერ მივსცეთ ნება დასტკბეს პირველ-ყოფილ სამოთხეში ყოფნით, იმა ბავშური სრული მხიარულების სიცოცხლით, წყარო რომელისაც არის გულწრფელობით და უბიწოებით დაახლოვება ბუნებისა და ჭეშმარიტებისა.
და ესრედ, თუ გინდოდესთ წერა ბავშვებისათვის, ნუ დაივიწყებთ, რომ იმათ არ შეუძლიანთ ფიქრი, მაგრამ შეუძლიანთ მხოლოდ სჯა, ანუ უსაფუძვლოთ ლაპარაკი, და ეს ძრიელ ცუდია? თუ მოუთმენელად საზიზღარია მოხდილი ადამიანი, რომელიც სუყოველისფერ უაღრესსა სიცოცხლეში ზომამს თავის ჭკუის პატარა ადლითა, და სარწმუნოებაზე, ხელოვნებაზე და ცოდნაზე ლაპარაკობს ისრე, როგორათაც პურის დათესაზე, ორთქლის მაშინებზე ანუ მზითვიან ცოლის შერთვაზედა, მაშა უარესად საზიზღარია ბავშვი უსაფუძვლოთ მოლაპარაკე (резонеръ), რომელიცა „სჯის“, ამისათვის, რომა ჯერ არ შეუძლიან „მოიფიქრება“. უსაფუძვლოთ ლაპარაკი აშრობს ბავშვში სიცოცხლის წეროსა, სიყვარულსა, სათნოებასა; ის შექმნის იმასა ყმარწვილ-მოხუცებულად, შეაყენებს მაღალ ფეხებზე. ბავშვების წიგნები ხშირად აუღხსნიან ხოლმე ამ უბედურ უსაფუძვლო ლაპარაკის ნიჭსა, მაშინ როდესაც, რომ უნდა სცდილობდნენ აღმოფხვრან როდესაც იხსნება და ვრცელდება ეს ნიჭი, რითი არიან თითქმის ყოველთვის განსხვაებულნი, მაგალითებრ, მოთხრობეები ბავშვებისთვის? – ცუდად მიწებებული ლაპარაკითა, რომელშიაც მარილსავით დარიგება არის მოყრილი. ამისთანა მოთხრობების საგანი არის, ბავშვების მოტყუება, ნამდვილის მიგრეხ მოგრეხილად შეტყობინება. აქ თითქმის ყოველთვის ყოველი ძალითა და ღონით სცდილობენ რომ მოუკლან ბავშვებს ყოგელი სიცქვიტე, სიცელქე და ანცობა, რომელნიც შეარდგენენ მიუცილებელ საჭიროებას ყმარწვილის ხანისასა, იმ მოწადინეობის მაგიერად, რომა დააყენონ კარგს გზაზე და მიათვისებინონ ხასიათი კეთილი, დაუფარავი და ტურფა. შემდგომ სცდილობენ დააჩვიონ ბავშვები, რომ მოიფიქრონ და აწონონ ყოველი თვისი ყოფა-ქცევა, ერთის სიტყვით, უნდათ რომ შეიქმნენ კეთილ-გონიერი უსაფუძვლოდ-მოლაპარაკენი (резонерами), რომელნიც გამოდგებიან მხოლოდ კლასსიკური კამედიისათვის ან ტრაგედიისათვის; და იმაზედ კი არა ფიქრობენ, რომ პირველი საქმე სულის შინაგანი წყარო არის, და თუ რომ ის არის სავსე სიყვარულით და სათნოებით, მაშინ გარეგანიც კარგი იქმნება, და ამას და გარდა არაფერი არ არის რა საზიზღარი ისრე, როგორათაც ბავშვი – უსაფუძვლოდ მოლაპარაკე, რომელიც მაღლა სჯის ზნეობაზედ, ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი. და შემდგომ, კიდევ რა? – შემდგომ სცდილობენ დაარწმუნონ ბავშვები, რომა ყიველი დანაშაული დაისჯება და ყოველი კარგი მოქმედება დასაჩუქრდება. წმინდა ჭეშმარიტებაა, ჩვენ არა ვართ ამის წინააღმდეგი; მაგრმა დასჯისა და დასაჩუქრების ჩაგონება ბავშვებისა სიტყვის მნიშვნელობით, გარეგანად, და მაშასადამე შემთხვევითი ჰაზრით, ეს მოტყუებას ნიშნამს მომატებული ნაწილი ბავშვების წიგნების აზრით, და შეგნებით საჩუქარი კეთილისათვის არის დანიშნული: მაგ. დიდხანს სიცოცხლე, სიმდიდრე, და სასარგებლო ცოლის შერთვა ... წაიკითხეთ თუ გინდ, მაგალითებრ, კოცებუს მოთხრობები, რომელიც დასწერა საკუთრად თავის შვილებისათვის. ბავშვები მხოლოდ გამომცდელი და გულ-წრფელები არიან, მაგრამ სულელები კი არა – გულით და სულით დასცინიან ხოლმე თავის დამრიგებლებს. ეს ჯერ კიდევ ბედნიერება არის ბავშვებისათვის თუ ასრე უხიაკად არ მოსტყუვდნენ; მაგრამ ვაი იმათი ბრალი თუ დაიჯერეს: იმათ ამის წინააღმდეგზე დაარწმუნებს გამოცდის სიმწარე და შავი სახურავი გადაეფარება ღვთის გაჩენილ მშვენიერ ქვეყანასა. ყველა მათგანი თავისი საკუთარი გამოცდით გაიგებს, რომ უსვინიდისო ზარმაცი ხშირად მიიღებს ხოლმე ქებასა მომჭირნის მაგიერად და საძაგელი ცელქობის ამშლელი ხშირათ გადარჩება ხოლმე დასჯასა, თავისი უარის თქმითა და წრფელი გულით თავისი გიჟობის ამღვიარებელი შეუბრალებლად დაისჯება ხოლმე; ხშირად პატიოსნურად და სამართლით მოქცევა არამც თუ გაამდიდრებს ადამიანსა, უკანასკნელ სიგლახაკეშიც ჩააგდებს ხოლმე. დიახ, მათ საუბედუროდ, ყველა მათგანი გაიგებს ყოველისფერსა; მაგრამ ყველა მათგანი ვერ გაიგებს ამასა, რომ სასჯელი ცუდის საქმის მოქმედებისათვის, გამოდის ისრევ იმ საქმიდგანვე და იმით განშორდება სულსა სათნო სიყვარული, მშვიდობა და თანხმობა, – რომელნიც არიან მხოლოდი წყარონი ჯეშმარიტი ბედნიერებისა; და ჯილდო. კეთილი საქმისათვის მაინც კიდევ გამომდინარეობს თვითონ იმავე საქმიდგანა, რომელიც აძლევს ადამიანს შეგნებას თავისთავის ღირსებისასა, მითვისებს იმის სულს მშვიდობასა, თანხმობას, წმინდა სიხარულს, და იმის გამო შეჰქმნის იმას ღვთის ტაძრად, ამისათვის რომ ღმერთი არის იქ, სადაც არის აღუშფოთებელი, წმინდა სიხარული და სიყვარული. და ამა სუ ყოველისფერზე ბავშვებს უნდა ეუბნებოდნენ ბავშვის წიგნები! იმათ უნდა ჩააგონონ, რომა ბედნიერება არ არის გარეგანსა და მოჩვენებულს შემთხვევაში, ის არის სულის სიღრმეში. – ბრწყინვალე, მდიდარი, და მაღალი ხარისხის კაცი კი არ არის ღვთის საყვარელი, არამედ „კაცი საიდუმლო გულისა, უხრწნელად შემკობილი უწყინარი და მშვიდი სულითა, რომელიც უმაღლესი არს წინაშე ღვთისა“, როგორც ამბობს წმ. მოციქული პეტრე. ბავშვების წიგნები უნდა უჩვენებდნენ იმათ ე.ი. ბავშვებსა, რომ ქვეყანა და ცხოვრება მშვენიერია ისრე, როგორც არის, რომ ცხოვრება დამოკიდებული არ არი ზღაპარზედა, არამედ სულის თავისუფლებაზედ, რომელიცა ღვთიური ქრისტიანული სიყვარულის ძალით არის გამარჯვებული სიცოცხლეში შემთხვეულ უბედურობაზე, რომ მხნეობით გაუმაგრდეს ყველა ჭირსა, იმავე სიყვარულისაგან ანთებულის ძალითა. წიგნები უნდა აცნობებდნენ ტანჯვის საიდუმლოსა, რომელსაც უნდა უჩვენებდნენ, როგორათაც მეორე მხარეს იმავე სიყვარულისასა, როგორათაც თავის და გვარად ნეტარებასა, უსიამოვნო შემთხვევასავით კი არა, ისრე როგორათაც მიუცილებელი მდგომარეობას სულისას, რომელსაც თუ ადამიანი არ გამოსცდის, ვერ შეიძლებს ჭეშმარიტის სიყვარულის გამოცდას, დ მაშასადამე ვერც ჭეშმარიტის ნეტარებისასა. წიგნებმა უნდა აჩვენონ მათა, რომა თავის ნებად და თავისუფალ ტანჯვაში, რომელიც გამომდინარეობს თავის თვისის უარის ყოფიდგანა და თავის სიყვარულის ხელის აღებიდგანა, არის მკვიდრი ნუგეში ბედის წერის უსამართლობის წინააღმდეგი და მისი ჯილდო. ამას სუყოველისფერს უნდა ატყობინებდნენ ბავშვების წიგნები, თავის პატარა მკითხველებსა, გაცვეთილი დარიგებაებით კი არა, არცა ცივი ზნეობითი სწავლებითა, არც მშრალი ამბითა, მხოლოდ მოთხრობებით, რომელნიც სრულნი არიან სიცოცხლითა და სავსე არიან სურათების მოძრაობით, რომელიც უნდა იყვეს მხნეობის მქონებელი და გამთბარი გრძნობის სიმხურვალითა, დაწერილი მსუბუქი, თავისუფალი, ცოცხალი, მარტივი ენითა, – და მაშინ ისინი იქმნებიან თვით უპირველესი საფუძველი და თვით უპირველესი ღონის-ძიება ბავშვების აღზრდისათვის. დასწერეთ ბავშვებისთვის, მაგრამ მხოლოდ ისრე, რომა თქვენი წიგნი სიამოვნებით წაიკითხოს დიდმაცა, წაკითხვის შემდგომ მცირედის ოცნებით დაუბრუნდეს თავის ნათელ სიყმაწვილის დროებასა. პირველი საქმე ის არის, რომა რაც შეიძლება ცოტა იყვეს დარიგება (сентенцiи), ზნეობითი – სწავლა და უსაფუძვლო ლაპარაკი (резонерство): ესენი არ უყვართ არც დიდრონებსა, და ბავშვებს საშინლად ეჯავრებათ, როგორათაც სუყოველისფერი, თავის მომაბეზრებელი და ყოველისფერი მშრალი და მკვდარი. ბავშვებს უნდათ, რომა თქვენ იყვეთ იმათი მეგობარი, რომელიც შეაქცევს იმათა; თქვენ უნდა შეიქმნეთ თვითონვე ბავშვი, და არა პირქუში დამრიგებელი; გთხოვენ თქვენა შექცევასა და არა თავის-მობეზრებასა, – ამბის თქმასა, და არა დარიგებასა. ბავშვი მხიარული, კეთილი, ცოცხალი, ცელქი, რომელსაც ხარბად უყვარს ყოველივე ის, რაც გონებაში ჩასარჩენია, გულის-ვნებით უყვარს ამბავი, იმდენს ვერ მიხვდება, რამდენსაც იგრძნობს, – ამისთანა ბავშვი არის, შვილი ღვთისა; მასში თამაშობს ყმარწვილური, კეთილ-ლმობიერი სიცოცხლე, და მასზედ სუფევს კურთხევა ღვთისა. დეესხენ ბავშვმა იცელქოს და იცუღლუტოს, ოღონც კი მისი სიცელქე და ცუღლუტობა არ იყვეს მავნებელი და არა ქონდესთ ნიშანი სიბოროტისა და ზნეობის .... გარყვნილებისა; დეესხენ განუსჯელი იყვეს, წინ-დაუხედავი. ოღონც ნუ იქმნება სულელი და უგუნური; დაგვემილი და მოდუნებული კი, ყველაზე უსაძაგელესია. მაგრამ ბავშვი მსჯელი, ბავშვი კეთილ-გონიერი. ბავშვი უსაფუძვლოდ მოლაპარაკე (резонеръ), ბავშვი მუდამ ჟამს გაფრთხილებული, რომელიც არას დროს არ იცელქებს, ყველას ეალერსება. ზრდილობით ექცევა, ყველას წინ ასწრობს, – და ამას ყოველისფერს სჩადის ანგარიშით .... ვაი თქვენი ბრალი, თუ თქვენ შექმენით ესრეთი! ... თქვენ მოგიკლამთ იმაში გრძნობა და აღგიხსნიათ გონება; თქვენ დაგიყრუებიათ იმაში კეთილ ლმობიერი თესლი შეუგნებელი სიყვარულისა და გაგიზრდიათ – ენა ტარტალობა ... საწყალო ბავშვებო, ღმერთმა დაგიფაროთ ყვავილისა და წითელისაგან, და ბერკენის, ჟანლისის და ბულიის თხზულებისაგან.
უმაღლესი სიცოცხლის საფუძველს, საგანს, ელემენტს ადამიანში შეარდგენს მისი შინაგანი გრძნობა დაუსრულებელისა (безконечнаго), რომელიცა, როგორც გრძნობა, სძევს მის აგებულებაში. გრძნობა დაუსრულებელისა არის ნაპერწკალი ღვთისა, მარცვალი სიყვარულისა და კეთილ-სათნოებისა, ცოცხალი წინამძღვარი კაცისა ღმერთამდე. ხარისხი ამ გრძნობისა სხვა და სხვა არის, იესო ქრისტის მეტყველებით: „და მისცა ერთს ხუთი ტალანტი, მეორეს ორი, მესამეს ერთი, ყველას სათიაოთ შეძლების გვარად“; მაგრამ ამ გრძნობის სიღრმის ზომით გაიზომება ღირსება ადამიანისა და სიახლოვე მისი სიცოცხლის წყაროსზე – ღმერთზე. ყოველი ადამიანური ცოდნა უნდა იყვეს გამოთქმა, გადმოღება საცნობელად, ახსნად, მოკლედ ვსთქვათ – შეგნებად იმ გრძნობის საიდუმლო გამოჩინებეებისა, უამისოდ, ყოველი ჩვენი მცნება და აღხსნა იქმნებიან უაზრო სიტყვუბი, უსაგნო ფორმა, ხმელი, უნამყოფო და მკვდარი წარტოლვილება (отвлечённость). თუ ის დაუსრულებელის გრძნობა არ არის ადამიანში არ იქმნება იყოს შინაგანი, სულის შეგნება ჭეშმარიტებისა, ამისათვის, რომა პირდაპირი შეგნება ჭეშმარიტებისა, როგორათაც საძირკველზე, არის დამყარებული დაუსრულებელის გრძნობაზე. ეს გრძნობა არის ნიჭი მოცემული ბუნებისაგან, ბედნიერი აგებულებისაგან, ამისათვის ისიც თვისება არის ბავშვებისა, რომელშიაც არის გამოსახული, – და ამ გამოსახულის გაშლასა და განვრცელებას ვთხოვთ აღზრდასა და ბავშვების ლიტერატურას.
ჩვენა ვსთქვით, რომ ცოცხალი პოეტიური ფანტაზია არის მიუცილებელი საჭირო პირობა, სხვა საჭირო პირობებთა შორის, რომ კაცი ბავშვების მწერლად შეიქმნეს, ფანტაზიით და ფანტაზიის გამო უნდა მოქმედებდეს. მწერალი ბავშვებზე. ბავშვობისას ფანტაზია არის მფლობელი ნიჭი და ქალი სულისა, უმთავრესი სულის მოქმედება და პირველი შუამავალი ბავშვის სულისა და მის გარეშე მყოფ ქვეყანისა. ბავშვი არ ითხოვს დიალეკტიურ გამოყვანაა (выводъ) და საბუთებსა, ლოგიკურ წეს-დებულებასა: იმას უნდა სურათები (образы), ფერი (краски) და ხმა. ბავშვს არ უყვარს წარტოლვილი (отвл.) აზრი: იმას უნდა პატარა ისტორიები, მოთხრობები, ზღაპრები, ამბები, – და გაშინჯეთ, რა ძრიელ მისდევენ ისინი ყოველისფერს ფანტაზიურსა, რა სიხარბით უგდებენ ყურსა მკვდრებზე, მოჩვენებეებზე და გრძნეულებზედ (волшебникъ). რას ამტკიცებს ეს? – დაუსრულებელის წადილსა, სიცოცხლის საიდუმლოების წინად-გრძნობასა, დასაწყისს პოეზიის გრძნობისასა. ............ ბავშვებთან, რომ გინდოდეს ლაპარაკი სურათებითა, უნდა იცნობდე ბავშვებსა, უნდა თვითონ იყო დიდი ბავშვი, ამ სიტყვის ცუდი მნიშვნელობით კი არა, მხოლოდ უნდა დაიბადო. ბავშური-გულწრფელი ხასიათითა. არის ზოგიერთი ადამიანი, რომელთაც უყვართ ბავშვების საზოგადოება, და იციან იმათი გართობა ლაპარაკითაც, ამბის-თქმითაც, და თამაშობითაცა, გეერევიან იმათში; ბავშვები თავის მხრით, მიეგებებიან ხოლმე მათ მხიარულის ხმაურობითა, დაუგდებენ ყურსა და უყურებენ გულღია ნდობითა, როგორათაც თავის მეგობრებსა. აი სწორეთ ამისთანა ადამიანი უნდა, ბავშვების ლიტერატურისათვის. დიახ, – ბევრი, ძრიელ ბევრი პირობაა: ამისთანა მწერლები, პოეტების მზგავსად, იბადებიან, და ვერ შეიქმნებიან კი .......... მაგრამ უსაფუძვლო მოლაპარაკეებს ............ საშინლად ეჯავრებათ ამისთანა პირობეების მოთხოვნა. მართლაც, ვის ესიამოვნება მოისმინოს თავისი სასიკვდილო განაჩენის გაგონება, თავისი გამორიცხვა ცოცხლების სიიდგანა? ალბათ, ამავე მიზეზით, უხეირო ლექსთ-მთხზველებსაც საშინლად ეჯავრებათ ლაპარაკი ხელოვნების (искусство) უმაღლეს კანონებზე: იმაში ხედვენ თავიანთს გაქრობასა.აღუკრძალეთ უსაფუძვლო მოლაპარაკეს (რეზენიორსა) უფლება, რომა აღარ ილაპარაკოს ტყუილები („ან არა და ისრე, როგორც რუსულათ არის ნათქვამი“: пересипать из пусого въ порожнее.) რაღა უნდა გააკეთოს ქვეყანაზე? სიცოცხლეს, სიყვარულს, სულდგმულობას, ნიჭსა ხომ ვერ იპოვნი ქუჩაში, ვერც იყიდი ფულითა, თუ ბუნებამ არ მოგცა, უსაფუძვლოთ ლაპარაკი ისრეთი ადვილია; უნდა იშოვნო ქაღალდი, კალამი და მელანი, და დაჯდე – და ის მაშინ თვითონ აღმოჩნდება! რომელ ბახუსის თაყვანისმცემელს არ შეუძლიან გრძლად სჯა, იმაზედა რომა მცხარე სასმელები დამღუპავები არიან სულისაცა და ხორცისაცა, და თავის შეოკება და ფხიზლად ყოფნა სასარგებლოა? რომელი გარყვნილი არ იტყვის ბარე სამ ზანდუკ მაღალ ფრაზებს პატიოსნებაზე? რომელს უსულ-უგულო და ცივ ადამიანს არ შეუძლიან ყოველ ნაირად განსჯა სიყვარულზე, ღვთის-მსახურებაზე, კეთილ-მოქმედებაზე, თვის-მსხვერპლად შეწირვაზე, და სხვა წმინდა გრძნობეებზე, რომელნიცა იმას არა აქვს გულში? სიცოცხლე, სითბო, მიმზიდველობა და პოეზია – არის იმის ნიშანი, რომა ადამიანი ლაპარაკობს სულით, დარწმუნებით, სიყვარულით, სარწმუნოებით და სწორეთ ეს ელეკტროსავებრ მოხვდება მეორე სულსა. მოდუნება, სიცივე, და კაეშანი ნიშნამს იმასა, რომა ადამიანი ლაპარაკობს იმაზე რაც თავში აქვს და არა გულში, რომელიცა არ შეადგენს უკეთეს ნაწილს იმისი სიცოცხლისასა, და არ არის იმაზე დარწმუნებული. განვიმეორებთ – ზოგიერთი ხალხისათვის სჯა ადვილია გრძნობაზე, და გატკბილებული წყალი უსაფუძვლოთ ლაპარაკისა ..... რომელიც ბლომათ აქვსთ, იმათთვის უკეთესია და გემოიანი, ვიდრე უკვდავების-წყარო პოეზიისა, რომელიცა – საწყლებს! – იმათ არც კი უგემნიათ თავის დღეში. და აი ერთს უნდა დაარწმუნოს ბავშვები, რომ ადრე ადგომა ძრიელ სასარგებლოა, ამისათვის, რომა ერთს ბავშვსა, რომელსაც ქონოდა ჩვეულება მზის ამოსვლის დროს ადგომისა, ეპოვნა მინდორში ქისა ფულითა; და მეორეს უნდა, რომ დაარწმუნოს ბავშვები იმაზე, რომა უნდა გვიან ადგნენ, ამის მიზეზით, რომა ერთი პატარა ქალი, რომელსაც ადრე დგომა ჰყვარებოდა წასულიყო. ბაღში სასეირნოთა, გაცივებულიყო და მომკვდარიყო. ერთი ეუბნება ბავშვებს – დაეჩქარეთ, მეორე – ნუ ჩქარობთ, მესამე – იყავით დაუფარავი, ნურაფერს ნუ დამალავთ, მეოთხე – სუყოველისფერს ნუ იტყვით, რაც იცით. ვის უნდა დაუჯერონ, ვის მიჰყვნენ? ... საუცხოვო ეს არის ყველზე, რომ ეს ღრმა ჰაზრები აღმოჩნდებიან ხოლმე შემთხვევითი მაგალითებით, რომელნიც სრულიად არაფერს არ ამტკიცებენ. არა, ზნეობითი დარიგებები, არამც თუ საძაგლები და უნამყოფონი არიან თავის თავად, კიდეც აფუჭებენ მშვენიერსა და სიცოცხლით სავსე თხზულებეებსა ბავშვებისათვის, თუ გამოერევიან! თქვენ უამბობთ ბავშვებს ზღაპარსა ანუ მოთხრობასა: მიეფარეთ ისრე, რომ არ გამოჩნდეთ, დეე ყოველისფერმა თვითონ ილაპარაკოს თავთავის მაგიერად, განუშორებელი აღბეჭვდით. თქვენა გაქვსთ ზნეობითი აზრი, – ჩინებული; ნუ ეტყვით იმას ბავშვებსა, მხოლოდ აგრძნობინეთ, ნუ გამოიყვანთ თქვენს მოთხრობის დასასრულში, მხოლოდ მიანებეთ, რომა თვითონ იმათ გამოიყვანონ: თუ ამბავი მოეწონათ ან სიხარბითა და სიამოვნებით კითხულობენ, – თქვენ შეგისრულებიათ თქვენი საქმე. ჩვენ აქ განგიმეოროთ ჰაზრი, უწინაც ნათქვამი ჩვენს ჟურნალში, რომელმაც აღძრა სამდურავი და თავ-ზარი დასცა უსაფუძვლოდ მოლაპარაკეებსა; „არ არის საჭირო არა გვარი ტიტველი ცარიელი ჰაზრები, და ჭირივით მოერიდეთ ზნეობითს დარიგებასა. დეესხენით საფუძველი თქვენი ამბისა საქმიანად იყოს მოძრაობაში, ნუ მისცემთ ნებასა, რომა გარეთ გამოჩნდეს, თვითონ საფუძვლის სასარგებლოდვე, და ნუ გამოიყვანთ ბავშვის სულსა სავსე სიცოცხლიდგან, კერძობითი ბრძოლიდგანა და შემთხვევიდგანა, წარტოლვილ (отвл.) სიმაღლეზე, სადაც ჰაერი თხელია და სულის შემაგუბებელია ჯერ ჩჩვილი ადამიანის უღონო გულისათვის; დეესხენ ჰაზრი მიფარებული იყოს შიგნით, მიუწთომელ ლაბორატორიაში, და იქ გარდააქციოს თვისი საგანი სიცოცხლის სინოყიერედ, რომელიცა გაუგებლად და შეუნიშვნელად გაიფანტება თქვენს ამბავში“. ნუ ეტყვით ბავშვებს იმას, რაც არ შეუძლიანთ თავისი ჭკუით მიხვდნენ, შეასმინეთ მცირე კატიხისმურად ღმერთი, როგორათაც ასწავლის მართლმადიდებელი ეკკლესია, მაგრამ ნუ გაჰყვებით დიალეკტიურად ფილოსოფიურ ახსნასა, ეცადეთ რომ ბავშვებს შეაყვაროთ ღმერთი, რომელიც გამოუცხადდებათ იმათ ღია ლურჯ; ცაშიაცა, თვალის მამჭრელ მზის სხივშიაცა, დიდად მშვენიერს და დიდად ჩინებულს დღის გათენებაშიაცა, ღამის მომავალს დაჩუმებულ მშვენიერებაშიაცა, ღელვის ხმაშიაცა, ქუხილის ჭექაშიაცა, ცის-სარტყელას ფერად-ფერადშიაცა, ტყის სიმწვანეშიაცა, წყლის ჩხრიალშიაცა, ზღვის ხმაურობაშიაცა, და ყოველისფერში, რაც არის ქვეენაზე ცოცხალი, და ისრე უხმოდ, მაგრამ ისრე მშვენივრად ელაპარაკება ყმაწვილსა და მის უმანკო სულსა. – ნუ ელაპარაკებით ბავშვებს მხოლოდ იმაზე, რომა რა სასჯელს აძლევს ღმერთი ამა და ამ შეცოდებისათვის; ასწავლეთ, რომ უყურონ ღმერთსა, როგორათაც მამასა, რომელსაც დაუსრულებლად უყვარს თავისი შვილები, რომელნიც იმან შეჰქმნა ნეტარებისათვის, რომელთა ნეტარებაც იმან დაიხსნა ტანჯვითა და ჯვარცმით. შეასმინეთ ბავშვებს შიში ღვთისა, როგორათაც სიბრძნისა დასაწყისი, მაგრამ მოიქმედეთ ისრე, რომან ეს შიში გამომდინარეობდეს სიყვარულიდგანვე, და ჰქონდესთ შვილური მოკრძალული შიში კეთილი და მოსიყვარულე მამის წყენვინებისა და არა მრისხანეს და შურის მძიებელისა, და არც მონური შიში; სასჯელად მიაჩნდეთ ღვთის პირის მორიდება ცოდვისათვის და არა ამ სოფლად კეთილის გამოკლება. იმდენად ნუ უგდებთ ყურსა ბავშვების ნაკლულევანებისა და ბოროტების ამოფხვრასა, რამდენადაც მათს ავსებას განმაცხოვლებელი სიყვარულითა: თუ დაუმკვიდრებთ გულში სიყვარულსა – ბოროტება დაუტევებს თავისს ადგილსა. აღმოფხვრა ცუდისა, რომ კარგით არ შეავსოთ – უნამყოფოა; ეს დააცარიელებს, და ცარიელი შეუწყვეტლად ივსება – სიცარიელითვე გამოაგდებთ ერთსა, გამოჩნდება მეორე, სიყვარული, დაუსრულებელი სიყვარული, სუყოველისფერი დანაშთენი ფუჭია! „ღმერთი არს სიყვარული, და მყოფი სიყვარულში არს მყოფი ღმერთში და ღმერთი მასში“. აგრეთვე ნუ დაჰგრეხთ ნამდვილსა, ნურც მასზედ ცილის წამებით, ნურც შეამკობთ, თქვენის გონებიდგან, და აჩვენეთ ისრე. როგორიც არის ნამდვილად, მოვლის თავისი მშვენიერებითა და თავისის შეუბრალებელი მოჭმუხვნილობითა, რომა ბავშვის გული, შეჩვეული მისს სიყვარულსა, დაეჩვიოს, მისი შემთხვევების ბრძოლასაცა, რომ იპოვნოს იმედი თავის გულშივე. მხოლოდ ჭეშმარიტებაშია სიცოცხლეცა და კეთილიცა: ჭეშმარიტებისათვის საჭირო არ არის, რომ იშველიოს სიცრუე. და ამისათვის, თქვენგან დაწერილი მოთხრობა შეიძლება დაბოლოვდეს უბედურებითაცა, რომელშიაცა კეთილ მოქმედება იტანჯება და ბოროტება გამარჯვებულა; მაგრამ თქვენ სრულიად მისწვდებით თქვენს ზნეობითს საგანსა, თუ რომა ყმაწვილნი გულნი თქვენის პატარა წამკითხავებისა მიუდგებიან დატანჯულებსა და არ შეშურდებათ გამარჯვებულები, თუ თქვენს კითხვაზედ: ვის ადგილას გსურთ, რომ იყვნეთ? – თუ იმათ დაუყოვნებლივ გიპასუხეს, რომა ტანჯულებისა, მაგრამ კეთილების ადგილასაო. ნუ დასტოებთ ნურც ერთს აღზრდის მხარესა: შესმინეთ ბავშვებს სისუფთავეცა, გარეგანი სიწმინდეცა. კეთილშობილებაცა და მიხრამოხრისა და ყოფა ქცევის ღირსებაცა ხალხში; გამოიყვანეთ სუყოველი ამათი მიუცილებელი საჭიროება საზოგადო, უმაღლესი წყაროდგანა – ადამიანის უმაღლესის წოდებიდგანა და ადამიანის სამარადისო ღირსებიდგანა, და არა საზოგადოების დებულების პირობიდგან. ჩააგონეთ, რომა გარეგანი სიწმიდავე და სიმშვენიერე უნდა იყვნენ გამომხატველნი შინაგანი სიწმიდავისა და სილამაზისა, რომ ჩვენი სხეული უნდა იყვეს ღირსეული ჭურჭელი ღვთის სულისა .......... ადამიანისა პატივის-ცემა დ დაუსრულებელი სიყვარული უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმისათვის, რომა ადამიანი არის, გაურჩევლად რომელი მილეთისაც უნდა იყვეს, რომელი სარწმუნოებისაც და წოდებისაც, ასრე გაშინჯე სრულიად გაურჩევლად ღირსია თუ უღირსი, – უნდა უყვარდეს, ერთის სიტევით, დაუსრულებელი სიყვარული და დაუსრულებელი პატივის-ცემა უნდა ქონდეს ადამიანობისა (человѣчество), თუ გინდ სულ უკანასკნელი მისი წევრი იყვეს და ეს უმაღლესი ნათქვამი პოეტისა –
При мысли великой, что я человђъ
Всегда возвышаюсь душою[2]
უნდა იყოს დროშა მთელის მისის სიცოცხლისა.
1863ს წელს ფებერვლის 12 დღესა.
მაქსიმ ღაღანიძე.
______________
1 აქ დავტოვე გადმოუთარგმნელად ცოტაოდენი ადგილი მუზიკის სწავლების შესახები და ამას და გარდა ამაზედ ბაასი, რა უნდა იკითხონ ბავშვებმა; და რადგანაც ჯერ ჩვენ ქართველებს არამცთუ ბავშვების წასაკითხავი, და არაცარაფერი დიდრონებისათვისა გვაქვს, ამის მიზეზით ვარჩიე იმ ადგილის თარგმნა სადაც უფ. ბელინსკი ლაპარაკობს იმაზედა, როგორ უნდა დაიწეროს ბავშვებისათვის წიგნები.
2 იმ უმაღლესი ჰაზრით, რომ მე ვარ კაცი ყოველთვის აღვმაღლდები ხოლმე სულითა
![]() |
4 სიღარიბე როგორც ეკონომიური პრინციპი. |
▲back to top |
სიღარიბე როგორც ეკონომიური პრინციპი.
(პრუდონის სტატია)
ჩვენის ხელ-გაშლილის და უხვის ცხოვრების თავმოწონება და ჩვენის სიამოვნების აღტაცება არ უნდა გვიბრავებდეს ჩვენს თვალებსა: სისაწყლე, უილაჯობა ისეთი ძლიერია განათლებულს ხალხშიაცა, როგორც ბარბაროზების დროებში, და იქნება უფრო მეტადაც. რომელიმე ხალხის კეთილ-მდგომარეობა, რასაკვირველია, სარჩოს სიმრავლეზედ არის დამოკიდებული, მაგრამ იმოდენად კი არა, რამოდენათაც იმაზედ, რომ ხალხს რაც უნდება, ის მოჰყავს თუ არა და უფრო იმაზედ რომ ის მოყვანილი ყველასათვის მისაწდომია და თანასწორად განწილული თუ არა. ეხლა რადგანაც არა ხალხს რაც უნდება, ის არ მოჰყავს და რაც მოუყვანია ისიც ყველასათვის თანასწორად არა არის განწილული, ამის გამო კეთილ მდგომარეობას ყველანი ყველგან მოკლებულნი არიან. საზოგადოება თვალად მდიდარი, ნამდვილად ღარიბი არის; ერთის სიტყვით უილაჯობისაგან ყველანი იტანჯებიან: მიწის მფლობელიც, რომელიც ღალითა ცხოვრებს და პროლეტარიც, რომელსაც არა აქვს რა და მარტო თავის ხელის ნამუშავარით იოლად მიდის.
ეს ჩემი სიტყვა იქნება შეცდომად ეჩვენოს ვისმეს, ამისათვისაც ნებას ვითხოვ, რომ ამ საგანზედ მცირეს ხანს კიდევ შევჰსდგე.
ჩვენის ბუნების ყველაზედ დიდი საჭიროება – საზდოს საჭიროება არის ე.ი. უნდა ვჰსვათ და უნდა ვჰსჭამოთ. ამბობენ, რომ არის ზოგიერთ გვარი პეპელა, რომელიცა უჭმელად ცხოვრობსო, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ის საკმაოდ ძღება ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარკშია და, თუნდ ეგ არ იყოს, იმისი სიცოცხლე დღეგრძელი არ არის. ღირს განა, რომ ის პეპელა ცხოვრების სიმბოლოდ ავიღოთ? დაე ეს, თუ ნებავს, იმან გადაჰსწყვიტოს, ვინც შედარების მოყვარეა.
და რაც უნდა იყოს კაცსა ცხოველის საზოგადო მხვედრი აწევს კისერზედა: კაცმა უნდა ჰსჭამოს და სვას ე.ი. უნდა იხმაროს როგორც ეკონომისტები ამბობენ.
აი ეკონომიის სფერაში ჩვენი პირველი და საშინელი კანონი, რომელიც როგორც სულთამხუთავი გვდევნის ჩვენ, თუ გონიერად იგი არ აღვასრულეთ და თავის მონადა გვხდის, თუ ყოველს ჩვენს ღირსებას და მოვალეობას მას შევსჰწირავთ ხოლმე. ამ ჭამა-სმის აუცილებლობით, ჩვენ უფრო მომატებულადა პირუტყვებსა ვგევართ. მაგ აუცილებლობის ზედ მოქმედებით პირუტყვებზედ უარესებიცა ვხდებით, როცა გულარძნილების და გარყვნილების მორევში ჩავცვივით, ან, შიმშილით შემწყვდეულნი, ჩვენის თავის გასაძღომად მოტყუებას, ძალადობას, კაცის კვლასაც არ მოვერიდებით ხოლმე. გარნა შემოქმედსა, რომელმაც ეს სახე ცხოვრების ამოგვირჩივა, თავისი განძრახვა ჰქონია: ეგ ჭამა-სმის აუცილებლობა ძალას გვატანს ჩვენ, რომ ვიმოქმედოთ და ვიშრომოთ. აი ჩვენი მეორე კანონი, მაგრამ ერთი ეს უნდა ვიკითხოთ: რა არის მოქმედება და შრომა? ეგ არის იმისთანა არსების ფიზიკური და გონებითი წარმოება, რომელიც შედგენილია სულისა და ხორცისაგან. შრომა და მოქმედება მარტო ჩვენის ხორცის დაცვისათვის კი არ არის, იგი საჭიროა კიდევ ჩვენის სულის გაშლისათვის, აღყვავებისათვის, ყოველი ფერი რასაც კი ჩვენა ვფლობთ, რაც კი ჩვენ ვიცით სულ შრომისაგან არის გამოსული; შრომის მეოხებითა გვაქვს ჩვენ ყოველი მეცნიერება, ყოველი ხელოვნება, ყოველი სიმდიდრე. ფილოსოფია მარტო ღონისძიება არის, რომელიც განაზოგადებს, მცნებათა ქმნის ჩვენის გამოცდილების ე.ი. შრომის ნაყოფსა, გამოსავალსა (რეზულტატსა).
რამოდენათაც – როგორც ვნახეთ – გვამდაბლებდა ჩვენ საჭიროების კანონი, იმოდენად გვამაღლებს ჩვენ კანონი შრომისა. ჩვენ მარტო სულიერის ცხოვრებით არა ვსცხოვრებთ, იმიტომ რომ ჩვენ მარტო სულისაგან არა ვართ შედგენილები, მაგრამ შრომით ჩვენს ცხოვრებას უფრო და უფრო ვასულიერებთ.
აქ ერთი საქმე გვიჩნდება ჩვენ – საქმე, რომელიც ყველაზედ უდიდესია და რომლის გადაწყვეტაზედაც დამოკიდებულია ჩვენი ეხლანდელი კეთილ მდგომარეობა და, თუ ძველს მითებს დაუჯერეთ – მომავალი კეთილ მდგომარეობაცა.
რა უნდა კაცსა მოსახმარებლად? მაშასადამე რამდენი უნდა გააკეთოს, და რამდენის გაკეთება შეუძლიან? რამდენი შრომა შეხვდება?
ამის პასუხი ჩვენი მესამე კანონი იქნება.
ჯერ ეს უნდა გსთქვათ, რომ მოხმარების (потребленiя) ნიჭსა კაცისას სამზღვარი არ უდევს; რაც კაცს უნდა, იმას ბოლო არა აქვს, მაშინ, როდესაც კეთების (производство) ნიჭსა სამზღვარი აქვს. ესე ამ ქვეყანაში და მართალიც არის: მოხმარება, შეთქვლეფა, შემუსვრა მისთანა ნიჭია, რომელსაც არც რიცხვი და არც ზომა არ მოეკიდება და რომელიც არეულია და განუსაზღვრელი; ხოლო გაკეთება, შექმნა, განწესიერება, ფორმის მიცემა იმისთანა ნიჭია, რომლის კანონიც რიცხვი და ზომაა, ე.ი. რომელიც სამზღვარ დადებულია.
გარს რომ თვალი გადავავლოდ ვნახამთ, რომ შექმნილს ბუნებაში ყველას თავისი სამზღვარი აქვს – მე მინდა ვჰსთქვა – სახის მქონებელს ბუნებაში. ჩვენგან დასახლებულს ქვეყანას სიმგრგვლივ სამოცდა შვიდი ათასი ვერსტი აქვს; დედა-მიწა ოცდა ოთხს საათში ერთხელ თავის ღერძს გარს შემოუვლის და მზის გარსა კი სამას სამოცდა ხუთს დღეს და ექვს საათში. დედა-მიწა როცა თავის ღერძის გარსა ტრიალებს ხან ერთისა და ხან მეორეს პოლიუსით შუაგულის მნათობისაკენ მიიქცევა ხოლმე. დედამიწის ატმოსფერა ას ორმოც ვერსტს ზევით აღარ არის; ოკეანი, რომელიც ხმელეთის ოთხს მეხუთედსა ჰფარავს, სამი ათასს მეტრზედ ღრმა
აღარ არის საშუალო რიცხვითა; სინათლე, სითბო, ჰაერი, წვიმა იმოდენად გვეძლევა სწორედ, რამოდენათაც ჩვენთვის საჭიროა, არც მეტად, არც ნაკლებად, თითქმის რაღაც გამოზოგებით და ხელმო-ჭერითაცა. დედამიწის მთელს ეკონომიაში ერთი მცირედი გადაცდენა ან იქით, ან აქეთ არეულობას მოახდენს. ცხოველთა და მცენარეთაცა ამისთანა კანონი ჰმართავს. კაცის ჩვეულებრივი დღე-გრძელობა სამოცდა ათს წელიწადს არ აჰსცილდება ხოლმე; ხარი ექვს წელიწადში იზდება, ცხვარი – ორში, ლოკოკინა – სამში; ვერხვი ოცდა ხუთმეტის სენტიმეტრის სისქისა ოცდა ხუთს წელიწადში ხდება, მუხა მაგავე სისქისა – ასს წელიწადში. პური და უფროს ნაწილი მცენარეთა, რომელიც ჩვენ მოგვყავს და რომელიც საჭმელად ვხმარობთ წლის ერთ და იგივე დროს მოდის. ყველგან საცა კაი ჰავა და კაი მიწაა, ნამუშავარი ერთხელ მოიმკის ხოლმე; ახლა რამდენი სივრცეა ჩვენის პლანეტის უწყლო ადგილებში, რომელთაც არც შრომა მიუდგება და არც კაცი ბინის მოსაკიდებლად?
თითონ კაცსა, რომელიცა ჰფლობს და ხმარობს ამ ადგილებსა – საშუალო რიცხვით – ძარღვის ძალა იმოდენაც არა აქვს, რომ ორთქლის მეათედს ძალას მაინც უდროდეს. კაცს არ შეუძლიან დღეში ათს საათზედ და წელიწადში სამასს დღეზედ მეტი სასარგებლო შრომა გასწიოს ისე, რომ თავი არ გაიფუჭოს. ვერც ერთს დღეს კი უჭმელად ვერ გაჰსძლებს, თავის ულუფის ნახევრითაც იოლად ვერ წავა. უწინ როცა ხალხი გამრავლებული არ იყო, როცა დედა-მიწა თხლად იყო დასახლებული, მაშინ თითონ ბუნება კაცის დაუხმარებლად ხალხს სარჩოს აძლევდა. ეს იყო ოქროს, დრო სიიეფისა და მშვიდობისა, რომელსაც პოეტები გლოვობენ მას აქეთ, რაც ხალხი გამრავლდა, შრომის აუცილებლობა თან და თან უფრო იგრძნეს და უილაჯობამ შფოთი ჩამოაგდო; – სრულის სიმართლით შეიძლება ვჰსთქვათ, რომ ცივილიზაციის და წარმატების საუკუნეში კაცი მარტო იმითიღა ცოცხალა, რასაც ჭირვეულის და შეუდრკალის ჯაფითა შეიძლებს და ამოგლეჯს დედა-მიწის გულიდამა, in sudore vultus tui vesceris pane tuo (ოფლითა პირისა შენისათა ჰსჭამდე პურსა შენსა). აი კაცი ამას ეძახის სიმდიდრის შექმნას, იმიტომ რომ სიმდიდრეს ის ნივთი შეადგენს რასაც ფასი ადევს ე.ი. რაც გამოსაყენია და საჭიროა და რაზედაც შრომა წასულა: ასე, რომ სიიეფეს (изобилiе) (ბუნებისაგან უშრომელად მოცემულს სარჩოს) და სიმდიდრეს ერთი ერთმანეთის წ ნააღმდეგი მნიშვნელობა აქვსთ, იმიტომ-რომ სიიეფე შეიძლება მაშინაც იყოს, როცა სიმდიდრე არ არის და სიმდიდრე მაშინ, როცა სიიეფე, – და კიდევ იმიტომ რომ ეს ორივ სიტყვა სწორედ იმის წინააღმდეგნი არიან, რასაც თვალად იგინი ნიშვნენ.
ჰსჩანს კაცს ცივილიზაციის დროს შრომით მარტო ის ეძლევა, რაც საჭიროა ხორცის დაცვისათვის და სულის აღყვავებისათვის, „არც მეტი და არც ნაკლები“ ეს უმეტუნაკლებობა არის ის, რასაც მე „სიღარიბეს“ ვეძახი, მესამე ჩვენი კანონი, ბუნებისაგან მოცემული, რომელიც სისაწყლეში და უილაჯობაში არ უნდა გაერიოს.
აქ – მე არ უნდა დავმალო – წინააღმიდგება საზოგადო ამაოდ რწმუნება.
ბუნებაო – მეტყვიან – გამოულეველი; შრომა დღე და დღე უფრო ბევრს აკეთებს. დედა-მიწის გული, ამ ჩვენი ძველი ძუძუმწოველისაო, ისეთნაირად სავსეაო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლიან ის გამოვართოთო, რის მოცემაც შეუძლიან მიწასაო. მოვა დღე როცა სიიეფეს ფასი დაედებაო და სიმდიდრის სახელი დაერქმევა, მაშასადამე სიმდიდრე გაიეფდებაო[1]. მაშინ კეთილი ზღვასავით მოვარდებაო და ვიცხოვრებთო მშვიდობითა და სიხარულითა.
ჰსჩანსო, მეტევიან, თქვენი სიღარიბის კანონი ტყუილიაო.
კაცს ძალიან უყვარს სიტყვით თავის თავის მოტყუება. კაცის ფილოსოფიაში ყველაზედ ძნელი თავის საკუთარი სიტყვის გაგება არის. ბუნება გამოულეველია იმ აზრით, რომ განუწყვეტლად ჩვენ მასში ახალს სასარგებლო საგნებსა ვპოულობთ, მაგრამ იმ პირობით კი რომ განუწყევეტლად ჩვენი შრომა უნდა მატულობდეს, – ეს იმ კანონის წინააღმდეგი არ არის. ხალხი ყველაზედ უფრო. გამოსავლიანი, ყველაზედ უფრო მდიდარი ის არის, რომელიც ყველაზედ ბევრსა მუშაობს. ამავე დროს იმ ხალხშივე, იმ მიზეზით, რომელსაც ქვევით ვიხსენიებ, სისაწყლე გაძლავრებულია. იმ ხალხის მაგალითი არამც თუ არღვევს, არამედ ამტკიცებს ჩემს კანონსა. მოსავლის წარმატება იმ საგნებში და ნივთებში ჰსჩანს, რომელნიც პირველ საჭიროებისათვის არ არიან და რომელთაც ყველაზედ უფრო ცოტა ბუნების დახმარება უნდება. მგრამ ამისთანა ნივთების მოსავალმა თუ ერთი იოტის ოდენა მაინც გადაამეტა იმათვის დანიშნულს ულუფასა, მაშინვე ფასი აკლდება, მთელი გადამეტებული რიცხვი არაფრად აღარა ღირს. მრთელი ჭკვა, რომელიც ამ წამს თითქმის ეტრფიალებოდა სიმდიდრეს, ეხლა ეწინააღმდეგება, მას, რომ შრომის გამოსავალი სიღარიბის წრეს გარედ გავიდეს.
რაცა ვჰსთქვით ამისაგან ის გამოდის, რომ ჩვენ უნდა დიდი ეკონომია ვიქონიოთ, იმიტომ – რომ რაც ჩვენ გვიჭირს, იმას დასასრული არა აქვს და გაჭირებისაგან დახსნისათვის შრომას კა თავისი სამზღვარი აქვს. ზომიერება, ბედოვლათობაზედ ხელის აღება, არსებითი პური, არსებითისვე შრომით მოპოებული, ლუკმის გაწყვეტა, რომელიც ფიცხლავ დასჯის ხოლმე უზომობას და მცონარობას – აი ჩვენი პირველი ზნეობითი კანონი.
ამისათვის შემოქმედმა, რომელმაც დაგვინიშნა ჭამა და სმა რომ ვიცხოვროთ, ავ-მუცლობის ნება არ მოგვცა და ამით მოინდომა, რომ ჩვენ განდეგილის და სულიერის ცხოვრებამდინ თან და თან მივეყვანეთ. შემოქმედი ზომიერებას და რიგიანობას გვასწავლის და სურს რომ იგინი გვიყვარდეს. რაც უნდა თქვას არისტიპმა, მაინც ჩვენი მხვედრი დატკბობა არ არის: ჩვენ ბუნება არა ფერს არ გვაძლევს, რომ დავტკბეთ და ჩვენ თითონაც არც შრომით, არც ხელოვნებით იმოდენას ვერ შევძლებთ, რომ ყველანი დავატკბოთ ისე, როგორც უნდა ეპიკურების ფილოსოფიას, რომელიც სიტკბოებაში ჩვენს უმაღლეს მადლსა და ბედნიერების ბოლოსა ხედავს. ჩვენ ჭკუისა და გულის აღყვავების მეტი სხვა დანიშნულება არა გვაქვს; რომ ამაში გვიშველოს ჩვენ და თუ საჭიროა ძალაც დაგვატანოს, განგებამ დაგვიწერა ჩვენ „სიღარიბის კანონი“: Beati pauperes spiritu (ნეტარ არიან ღარიბნი სულითა). აი რისგამო, უწინდელების აზრით ზომიერება ოთხს სათნოებათა შორის პირველი არის; აი რის გამო ავგუსტის კეისრის დროს, პოეტები და ფილოსოფოსები, გორაცი, ვირგილია და სენეკა ადიდებდნენ ზომიერებას და ბედოვლათობის შეძულებას ჰქადაგობდნენ; აი რისგამო. იესო ქრისტე უფრო გულმტკივნეულის სიტყვით გვასწავლის ჩვენ, რომ ღმერთსა, ყოველი სიმდიდრის მაგიერად, „პური ჩვენი არსებითი“ ვჰსთხოვოთ.
ყველას ამათგანს ესმოდა, რომ სიღარიბე დასაწყისია საზოგადოობის წესისა და ჩვენი მხოლოობითი სოფლის ბედნიერება.
ფაქტი, რომელიც ხშირად მოყავთ და რომელის ნამდვილი მნიშვნელობა – როგორცა ჩანს – არ ესმით – შუათანა შემოსავალია დღეში ერთს კაცზედ ქვეყანაში, ვსთქვათ, როგორც ფრანცია რომელიც ბუნებისაგან კარგად არის დაჯილდოკებული. ოცდა ათის წლის წინად ეგ შემოსავალი დღეში ერთს კაცზედ ზოგიერთის სიტყვით ოცდა რვა გროში იყო, სხვების სიტყვით, ოცდა თოთხმეტ ნახევარი ეხლახან რჯულის მდებელის კრების მწევრმა – ავგ.შევალიემ თქვა, რომ ხალხის შემოსავალი იმოდენა არისო, რომ დღეში ერთს კაცზედ ორმოცდა ცხრა გროში მოდისო, მაგრამ ამ ანგარიშში შეცდომა და დიდი გადამეტება იპოვეს, ასე რომ კაცზედ ორმოცდა სამნახევარი გროში მოდის დღეში და ოჯახზედ საცა ოთხი სულია შვიდმეტ შაურნახევარი (3 ფრანკი და 50 სანტიმი).
ვჰსთქვათ, რომ ეს ანგარიში მართალია. ოჯახი ოთხი სულისაგან შედგენილი დღეში შვიდმეტ შაურ ნახევრად იოლად წავა ერთს დღეს. მაგრამ. აშკარაა, ბრწყინვალება არ ექნება: დედა და მისი ქალები აბრაშუმის კაბებს არ ჩაიცმენ, მამა საქეიფოდ არ ივლის; თუ ვინიცობაა სამუშავო. შემოაკლდეს, ან სნეულება დაეცეს, ან უბედური შემთხვევა რამ მიეცეს, ან კიდევ ბიწიერება რამ ოჯახში შეუვარდეთ სახარჯოც შემოაკლდებათ და მალე ლუკმაც გაუწყდებათ. ამისთანაა ეს კანონი – კანონი სასტიკი, რომელსაც ვერავინ ვერ წაუვა, თუ არის, ვინც სხვის ხარჯზედ ცხოვრობს, – კანონი, რომელმაც ჩვენ ის გაგხვადა, რაცა ვართ და რათაც ვღირვართ. კაცობრიობის ჭეშმარიტი განგება სიღარიბე არის.
ჰსჩანს სტატისტიკით დამტკიცებულია, რომ ხალხს ფრანცუზებსავით, უკეთეს გარემოებაში მყოფსა, იმოდენა მოყავს მოსავალი, რამოდენაც უჭირს და უნდება. სხვა ქვეყნებშიაც ამასვე ვპოულბოთ: ყველგან იმ რეზულტატს ვნახავთ (რომელიც სასურველია ყველამ გულში ჩაირჩინოს), რომ კაცის ცხოვრების წყარო – შრომა და სიღარიბეა; მისი დანიშნულება – მეცნიერება და სიმართლეა; პირველი მისი კეთილ მოქმედება – ზომიერებაა. ცოტადი ცხოვრებდე. ბევრს მუშაობდე და გაუწყვეტლად სწავლობდე – აი წესი, რომლის მაგალითსაც სახელმწიფო თავის ხალხს უნდა უჩვენებდეს.
იტყვიან: – ეგ შვიდმეტ-შურა ნახევარი დღეში ოთხს კაცზედ შრომის უკანასკნელი ნაყოფი ხომ არ არისო? შეიძლება შრომამ მოიმატოს, შემოსავალი ერთიორად გახადოსო? მეც ვიტყვი რომ თუ მოსავალი ერთიორად გახდება, ხალხიც ერთიორად მოიმატებს და გამრავლდება, გამოვა ისევ ის, რაც უწინ იყო, ჰსჯობია საქმე უფრო ახლო გავსინჯოთ.
მოყვანა რისამე დამოკიდებულია საჭიროებაზედ. თუ ერთი რამ არავისთვის საჭირო არ არის, ვინ იქნებ რომ იმაზე შრომა გასწიოს. მაშასადამე რამდენიც საჭიროა, იმდენი უნდა მოიყვანო. საჭიროებამ რომ ერთი ბეწო დაიკლოს – შრომაც დაიკლებს, და ჩვენ ვნახამთ, რომ დაიკლებს თითონ სიმდიდრეცა: ეს აუცილებელია. მართლა და წარმოვიდგინოთ, რომ საჭიროებამ დაიკლო და შრომამკი არა: რადგანაც შრომის ნაყოფს ბევრი მუშტარი არ ეყოლება, ბევრი არ ითხოვს, ამისგამო ფასს დაიკლებს, მაშინ ის გამოვა, რომ იმ შრომის ნაყოფის ერთი ნაწილი თითქო არცკი ყოფილაო.
საჭიროება ორ ნაირი არის: აუცილებელი და მეტი. თუმცა ძნელია, რომ კაცმა ამ ორ საჭიროებას სამძღვარი დაუდვას და უჩვენოს სად თავდება ერთი და სად იწყობა მეორე, მაგრამ განსხვავება კი აქვს, ერთი კაცი არ არის, რომელსაც კი თავის ცხოვრებაზედ უფიქრნია, რომ არ შეეძლოს თქმა რომელი საჭიროებაა მისთვის უცილებელი და რომელი მეტი.
ეხლა რომ გავსინჯოთ ცხოვრება, ჩვეულება, მიდრეკილება და აღზრდა მუშების უფროს ნაწილისა, ადვილად ვნახავთ, რომ მათი შრომა და ჯაფა მაშინ არის დიდი და ძლიერი, როცა აუცილებელი საჭიროება ძალას ატანთ, როცა კი აუცილებელი საჭიროება დაკმაყოფილებულია, და უნდა მეტისთვის შრომა გასწიოს, მაშინ შრომა მისი იკლებს და მალე სრულიადაც გათავდება ხოლმე. საზოგადოდ კაცს მარტო იმაზედ უყვარს შრომის გაწევა, რაც აუცილებლად მისთვის საჭიროა. ამაში კაცი ბუნების ნამდვილი წარმომადგენელია: თითონ ბუნებაც მეტს არაფერს ქმნის, ლაცცარონი ამისი მაგალითია: თუ იმან სადილი ჭამა ხელს ვეღარ გაანძრევინებ. ზანგი (ნეგრი), რომლის განთავისუფლებას ეხლა თხოულობენ, – მაგასვე ჰჩადის. კაცმა რაკი აუცილებელი იშოვა მაშინვე მოსვენებას ელტვის, ამ ბედის ნაყოფსა, რომელსაც უფროდ გულმოდგინეთ ეძებს. რომ მისგან მეტის შრომა მიიღო უნდა ფასი ერთი ორად, ერთი სამად გაუხადო, შრომაში მიჰსცე იმდენი, რამოდენათაც არა ღირს – და ეს ყველაფერი მოგების ე.ი. თითონ ნამუშავრობის კანონისა წინააღმდეგია. აქაც პრაქტიკა თეორიას ამტკიცებს. მუშაობა მრავლდება იქ, სადაც ხალხის გამრავლებისაგამო, სარჩოს საჭიროება მატულობს და სადაც ამისგამო გაუწყვეტლად მუშის მუშტარი ბევრი ჩნდება. მაშინ მუშის ფასი კლებულობს უფრო ვიდრე მატულობს, სამუშავო დღე უფრო გძელდება, ვიდრე მოკლდება. თუ ამის წინააღმდეგი მოხდებოდა, მაშინ თითონ მუშაობაც შეჰსწყდებოდა.
რომ სიმდიდრემ მოიმატოს რომელიმე ხალხში სამი რამ უნდა: 1) მუშებსა მოუმატონ ახალი საჭიროება, რომელიც ადვილად შესაძლებელია, მითი რომ გაუხსნათ გემოვნება და ჭკუა ე.ი. უმეტესი განათლება მიანიჭოთ, რომელიც თავის თავად კაცს უილაჯობიდამ დაიხსნის; 2) უფრო და უფრო გონიერად მოაწყოთ შრომა და მუშაობა, რომ მუშებმა დრო და ძალის გამოიზოგონ და 3) ამისათვისვე ბოლო მოუღეთ პარაზიტობას (სხვისით ცხოვრებას). ეს სამი პირობა სიმდიდრის განვითარებისათვის ამ სიტყვაში შემოდის: უფრო და უფრო თანასწორად გაიყავით ცოდნაც, ღვაწლიც და სამუშავარიცა. ეს – თანასწორობის კანონია, ყველაზედ უდიდესი, თითქმის, მხოლოობითი კანონი საპოლიტიკო ეკონომიას, იმიტომ რომ ყოველი სხვა კანონები ამის სხვა და სხვა ნაირი გამომთქმელები არიან და თითონ სიღარიბის კანონიც ამის ნაყოფია და სხვა არა ფერი.
მეცნიერება ამბობს, რომ ამ პლანში არამც თუ აუსრულებელი რა არის, არამედ ამ სამთა მიზეზთა ერთად მოქმედების მეოხებით ოცდა ათის საუკუნის განმავალობაში შევიძინეთ კაცობრიობის ეკონომიურ მდგომარეობისათვისა ცოტა რამ წარმატება.
მაგრამ ვინ არა ხედავს, რომ თუ განათლებით მუშა ხალხი ერთს საფეხურით ცივილიზაციაში მაღლა დგება, ერთის სიტყვით იმაში, რასაც მე ჭკუის ცხოვრებას ვეძახი; თუ მგრძნობელობა მუშა ხალხისა უფრო ნაზდება, გამოხატულება უსუფთავდება, საჭიროება უმრავლდება, უფაქიზდება, უცოცხლდება, საქმის მდგომარეობა ისევ ისე არის, არ იცვლება ე.ი. კაცობრიობა კეთდება გონებით, კეთილ მოქმედებით და სათნოებით – როგორც სახარება ამბობს, მაგრამ რადგანაც ყოველთვის სულისათვის და ხორცისათვის მარტო შურსა არსებითსა შოულობს, სარჩოთი, ნივთიერებით ყოველთვის ღარიბად რჩება. აი ეხლანდელი ფრანციის მაგალითი ამას გვიმტკიცებს. უეჭველია, რომ ამ ორმოცს წელიწადში ნამუშავარმა ძალიან იმატა; იქნება ეხლა შედარებით უფრო მეტია ვიდრე 1820-ში. მაგრამ კი ვინც იმ დროს მოჰსწრობია, იმათვის საეჭვო აღარ არის, რომ ეხლა ყოველი წოდების ხალხი უფრო გაჭირებულია, ვიდრე მაშინ, ლუდოვიგო XVIII დროს. რისგან არის ეს? ამისგან არის ესა, რომ – როგორც ზემოთა ვჰსთქვი – დაბალის და შუათანის ხალხის ზნე გაიწმინდა, გაუკეთესდა და ამავე დროს იმ მიზეზთა გამო, რომელთაც ქვევით მოვიყვან, უფრო და უფრო დავიწყებას და დარღვევას მიეცა თანასწორობის კანონი, კანონი ზომიერებისა და სიღარიბე აუტანელი გახდა და, ბუნებით კეთილ სათნოებიანი, იგი გაგვიხდა ჩვენ სულთამხუთავად. ჩვენ რაც მეტია, იმას მოვუმატეთ და ეხლა აუცილებელიც არა გვაქვს.
ამ სახით ბუნების დანიშვნითავე ყოველი ხალხი ბარბაროზული თუ განათლებული, როგორიც რომ მართველობა და წესი უნდა ჰქონდეს, მაინც ღარიბია და ღარიბი, მით მომეტებულად ღარიბია, რამოდენათაც იგი განშორებულა პირველ ყოფილს მდგომარეობას ე.ი. ბუნებისაგან მიცემულს „სიიეფეს“ და მიახლოვებულა შრომის შემწეობით „სიმდიდრესთან“. იმას და გვარად რომ ეხლა შეერთებული შტატების მიწით ყველაზედ მდიდარი ხალხი მრავლდება და მიწებს იჭერს, კანონი შრომისა უფრო და უფრო მიუცელებელი ხდება ყველასათვის, რადგანაც თვით ბუნების გამოსავალი აღარ ჰყოფნის და შეუცდომელი სიღარიბის ნიშანი ის არის, რომ რაც იქ უწინ მუქდად ანუ თითქმის მუქდად ეძლევოდათ, ეხლა ფასს იდებს თან და თან უფრო მეტს, რომლიც გამოს პირველ ყოფილი მუქთაობა ქრება და დასაწყისი „იფასიანობისა“ (цђнность) შემოდის და პროლეტარიობაც იწყობა ამის მგზავსივე საქმე ისპანიას მოსდის. რამდენიმე საუკუნის ძილის შემდეგ ისპანიამ ერთბაშად გაიღვიძა შრომისა და თავისუფლების ხმაზედ. ისპანია მიადგა თავის მიწებს, რომ მიწიდამ მოგება ამოიტანოს. სიმდიდრემ მაშინვე ყველგან და ყველასათვის შადრევანსავით დენა დაიწყო. მუშის ფასმა აიწია, იმიტომ რომ ფასს მიწა და უცხო ქვეყნის ხალხი აძლევდა. მაგრამ აბა ხალხმაც ისე მოიმატოს, როგორც სიმდიდრემ იმატა ე.ი. ხალხის რიცხვი სიმდიდრეს გაუსწორდეს – ამას ორმოცდა ათს წელიწადზედ ნაკლები დრო მოუნდება – და მაშინ ისპანია გათანასწორდება ე.ი. ღარიბად წარმოგვიდგება, ზნეობით კი, რასაკვირველია უკეთესი და უმაღლესი შეიქნება.
მაშ – მეტყვის ვინმე მამმონის გულფიცხელი თაყვანის მცემელი – ყოველივე ჩვენი შრომა და ჯაფა ამაო ყოფილა. ეს მთელი ხალხის საქმიანობა, ეს ახოვანი მუშაობა, ეს საკვირველი მაშინები, ეს ნაყოფიერი გამოგონებანი, ეს ნამუშავრობის სახელი და დიდება, სულ ამაო ყოფილა და ჩვენ უღონობას აჩვენებს, რადგანაც უფრო და უფრო გვაღარიბებს; ისა სჯობია ყველაფერზედ ხელი ავიღოთ.
მაშ გლახაობისათვის ვიმუშავობთ, – ეგ ხომ ნამდვილი ტყუილია! მაშ რაღათ ვიმტვრევთ თავებს და თავში ქვას ვიხლით, თუ კი ჩვენის შრომით აუცილებელის შოვნის მეტს ვერაფერს მივწვდებით? მართლა რომ კაი საქმისათვის მოგიკიდნიათ ხელი: სულს მხნეობას ართმევთ, ჭკუას ამდაბლებთ, გულის სიმხურვალეს აციებთ, უნაყოფოდ ხდით გენიოსებსა – ეგ არის თქვენი კეთილი ზნეობა, ეგ არის თქვენი განათლება, თქვენი მშვიდობა!
ვინც მე ამას მეტყოდა, მეც ამას ვეტყოდი: აიხსენ პირბადე! შენი რიტორება გამხელებს შენ, აღებ მიცემის შარლატანო, ბაზრის ავაზაკო, ხაზინის მუწუკო, სულდაბალო მოქრთამევ! გაგვეცალე იქათ და შენის საზიზღარის თავისაგან დაიხსენ პატიოსანი შრომა, იმიტომ რომ თქვენისთანა ხალხის მეფობის დასასრული მოდის დ შეიძლება რომ შიმშილითაც ამოწყდეთ.
გულწრფელსა კი, რომელსაც რიტორებს წინააღმდეგის ყოველთვის შეაცდენს ხოლმე, მე ვეტყვი: თუ ერთხელ იმისთანა დრო იყო, როცა მიწის მომქმედი ბარს სარჩოსა ჰსთხოვდა, როგორ არ გესმის, რომ მერედ ხალხის გამრავლების შემდეგ მაგავე თხოვნით უნდა მიჰსდგომოდა გუთანსა და ხალხის უფრო გამრავლების მიზეზითვე, დღეს იძულებულია იგივე მოჰსთხოვოს მემაშინესა, ხომალდსა, ლოკომოტივსა? გამოგიანგარიშნია, რამდენი სიმდიდრე უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ოცდა რვა ათას კვადრატულს მილის მიწაზედ ოცდა შვიდმეტი მილიონი კაცი შეინახოს? მაშ იშრომეთ, იმიტომ, რომ რაწამსაც შრომას თავს დაანებებთ, ლუკმა პურის ილაჯი აღარ გექნებათ და სიგლახაკეში ჩაჰსცივივით. გაისარჯენით, გაიმრავლეთ, გაიდიდეთ ღონისძიება; გამოიგონეთ მაშინები, ეძებეთ სასუქი, სხვა ქვეყნის პირუტყვი გაიჩინეთ და თქვენს ჰავას შეაჩვიეთ, ახალი საზრდო მცენარე მოიყვანეთ, გუბეების ამოშრობა ისწავლეთ, ტყეებს გაუფთხილდით, თუ არა გაქვთ ისიც აღზარდეთ, გააკეთეთ ხოდაბუნები, გაწმინდეთ, მორწყეთ; გაიჩინეთ თევზი წყლებში, მდინარეში, წყაროებში, თუნდა გუბეშიცა; ქვის ნახშირის მადნები გამოაჩინეთ; ოქრო, ვერცხლი გადაახალისეთ; გადაადნეთ რკინა, სპილენძი, თუთი, ტყვია, კალა, ფოლადი; აცხეთ, ართით, ჰკერეთ, მებული, ჭურჭელი აკეთეთ და ნამეტნავად ქაღალდი, გადაიკეთეთ სახლები; ახალი ბაზრები დააფუძნეთ; აღებმიცემობა დაიჭირეთ და ბანკებში რევოლუციები მოახდინეთ. ეს თქვენთვის დიდი არაფერია. მაგრამ მარტო გაკეთებაც არაფრადა ღირს: უნდა, როგორცა ვჰსთქვი, – შრომა და ღვაწლი თანასწორად იყოს ყველასგან კისრად აღებული თავის ნიჭის და შეძლების მიხედვით და ყოველს მუშაკს მის ნამუშავარისდა გვარად ფასი უნდა ეძლევოდეს. თუ ეს თანასწორობა არ გექნებათ თქვენ სიგლახაკეში იქნებით და მთელი თქვენი ნამუშავრობა თქვენთვის უბედურება იქნება. აი როცა თქვენის გულმოდგინე და თანასწორად გაყოფილის შრომით და შემოსავლით თქვენ ყველას ფერსა იქმთ, რომ გამდიდრდეთ, მაშინ თქვენდა საოცრად თქვენვე ნახავთ, რომ თქვენის ნამუშავრით ძლივს ირჩენთ თავსა და არც კი გრჩებათ არაფერი, რომ ყველიერის ორ დღეს მაინც ქეიფი გასწიოთ ახლა თქვენ მკითხამთ: ნაშრომი რომ ემატება ხალხს, თუმცა უფრო მრავალს იმათგანს მაგითი თავისთავის დასარჩენი ძლივა რჩება, მაგრამ ზოგი ერთს თვითვეულს პირს ცხოვრება უფრო არ უკეთდება იმ მომატების მიხედვით? რა საკვირველია, უფრო უკეთესს ცხოვრებაში შედის ზოგიერთი ცალკე პირი: მაგრამ რაში მდგომარეობს ეგ უკეთესობა? ჭკუის მხრით – ცოდნის მომატებაში, სიმართლის შეყვარებაში, იდეალის გამშვენიერებაში; სხეულის მხრით – უფრო ამორჩევით ხმარებაში იმის და გვარად რა განათლებაც მიჰსცემია ჭკუასა.
ცხენი, ქერსა ჰსჭამს, ძროხა თივასა, ღორი კრკოსა, ქათამი – საკენკსა. ისინი არ იცვლიან საჭმელსა და მაგისათვის არც ბევრი ენაღვლებათ. მე მინახამს, რომ სოფლელი მუშა ყოველ დღე ერთ და იგივე შავ პურსა ჰსჭამდა და ერთი და იგივე კარტოფილსა; თვალად თითქო ამაზედ არა ჰსწუხსო: მხოლოდ იგი ყოველ დღე ხორცს და ფერს იკლებდა მეტის მეტის შრომისაგან. მაგრამ განათლებული მუშა კი, რომელსაც მოხვედრის სხივი განმანათობელის სიტყვისა, სხვა და სხვა ნაირს საჭმელს ჰსაჭიროებს. იგი ხმარობს პურს, ბრინჯს, მწვანილს, ხორცს, თევზს, კვერცხს, ხილს, რძეს, ხანდისხან ღვინოს და სხვა სასმელებს, ჩაის, – ყავას; თავის საჭმელ ამარილებს, მასალას უშვრება და სხვა და სხვა ნაირად ხარშავს. იმის მაგიერად რომ მზეზედ გამხმარი ცხვრის ტყაპუჭი ჩაიცვას, ან დათვისა, იგი ხმარობს სამოსელს ან ბამბისაგან ან სელისაგან, ან კანაფისაგან მოქსოვილსა; თეთრეულსაცა ხმარობს, ზაფხულში ესე იცვამს, ზამთარში სხვა რიგად. მისი სხეული მაგარი, გაწმენდილის სისხლით და გაპატიოსნებულის სულით განათლებული, ბევრს იმისთანა მზრუნველობას და პატივს ითხოვს, ურომლისოთაც გაუნათლებელი იოლად მიდის. აი პროგრესი, აი წარმატება: მაგრამ მაინც კიდევ ამას კაცობრიობა სიღარიბიდამ არ გამოჰყავს, იმიტომ რომ კაცობრიობას მარტო ისა აქვს, რაც აუცილებლად საჭიროა ასე, რომ ერთ დღესაც ისე ვერ იქეიფებს, რომ მაშინვე შიმშილი არ იგრძნოს.
მაშ შეგიძლიანთ ისე მოახდინოთ, რომ კაცმა შუა რიცხვით ათს საათზედ მეტი, ანუ თორმეტი საათი დღეში იმუშავოს? შეგიძლიანთ განა, რომ ასის კაცის საქმე ოთხმოცმა გააკეთოს, ანუ ოჯახმა მანეთი და ხუთი შაური დღეში დახარჯოს, მაშინ როდესაც დღეში შვიდმეტი შაური ნახევარი შემოსავალი აქვს? როგორც ეს არ შეგიძლიანთ ისე ისა, რომ თქვენმა მაგაზინებმა, დუქნებმა რასაც თხოულობენ იმაზედ ბევრი საქონელი შეინახოს, იმაზედ ბევრი, რის ყიდვაც შეუძლიან ცხრა მილიონს ოჯახს, როცა თითო ოჯახს დღეში შვიდმეტ შაურ ნახევარი აქვს. აბა მიეცით ყველას ვისაც უჭირს ექვსი პერანგი, მაუდის კაბა, ტანისამოსი ორა ხელი, რომ გამოიცვალოს ხოლმე, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, დ მაშინ ნახავთ – ბევრი დაგრჩებათ თუ არა, მაშინ მეტყვით მე, ხართ თუ არა სიიეფეში, ჰსცურავთ თუ არა სიმდიდრეში. ეგ ქალაქის კოხტაობა, ეგ აუარებელი ქონება, ეგ სახელმწიფოს დიდ ბრწყინვალება, ეგ ჯარის, ღალის, საზოგადო სამუშავო ხარჯი; ეგ მიწების შემოსავალი, ეგ „liste civile“, ეგ ხმაურობა და ლეწა ბანკებისა, ბაზრებისა, მილიონების და მილიარდების ჯახა-ჯუხი; ეგ დამატკბობელი სიამოვნება, რომლის ამბავიც ხანდისხან თქვენამდინაც მოვა ხოლმე – ეს ყველაფერი თქვენ თვალებს გიხვევთ, თვალებს გიბამთ, გაჯერებინებთ, რომ მართლა სიმდიდრე არის და თქვენის საკუთარის სიღარიბით გულს გიკლავთ. მაგრამ მოიგონეთ, რომ ეგ მედიდურება და ბრწყინვალება, რომელშიაც ოთხი სულია, იმ ოჯახის შვიდმეტ შური ნახევრიდამ არის გამორიცხული, რომ ეგ ღალაა მუშის ნამუშავარიდამ აღებული, ჯერ როცა მუშას თავის ნამუშავარის ფასი არ მიუღია. შემოსავალი არმიისა (ჯარისა) – შრომაზედ დადებული ხარჯია; შემოსავალი საკუთრებისა – შრომაზედ დადებული ხარჯი; შემოსავალი ბანკირისა, სოვდაგარისა, ვაჭრისა, ჩინოვნიკისა – შრომაზედ დადებული ხარჯია: მაშასადამე შემოსავალი ბრწყინვალებისათვის და მედიდურობისათვის მიუცილებელ საჭიროებიდამ მოკრეფილია. მაშ ნუღარ გშურთ; როგორც ვაჟკაცებმა მოითმინეთ ყოფა, რომელშიაცა ხართ და უთხარით თქვენს თავს: ბედნიერი კაცი უფრო ისა ყოფილა, ვისაც ჰსცოდნია ღარიბად ყოფნა. ძველის დროების სიბრძნემ წინადვე იგრძნო ეს ჭეშმარიტება. ქრისტიანობამა პირველად განსაზღვრა გადაწყვეტილად სიღარიბის კანონი და რასაკვირველია როგორც სარწმუნოებას შეჰფერის, თეოლოგიის მხრით გასინჯა იგი. წარმართთა გატაცებულ სიამოვნებათა წინააღმდეგმა ქრისტიანობამ სიღარიბე ისე ვერ გამოიკვლივა, როგორც რიგია; მან წარმოიდგინა სიღარიბე ტანჯულად თავის დაჭერაში და მარხულობაში, მონოზნობაში და სინანულში. ეს რომ მოვაშოროთ სიღარიბე, წარმოთქმული სახარებისაგან, არის უდიდესი ჭეშმარიტება, რომელიცა ქრისტემ კაცს უქადაგა.
სიღარიბე რიგიანია და უძრახველი; მისი სამოსელი დაკონკებული არ არის, როგორც წამოსასხამი ცინიკის; მისი სადგური ფაქიზია, მრთელია და მშვიდობიანი, იგი თეთრეულს კვირაში ერთხელ მაინც იცვლის იგი არც ფერმკრთალია, არც შიშმილით გადალეული. როგორც დანიელის ამხანაგნი, ჯანმრთელია მწვანილეულის საჭმელითა; მასსა აქვს პური არსებითი, იგი ბედნიერია.
სიღარიბე კმაყოფილება არ არის: ეგ მუშისათვის გარყვნა იქნებოდა. არ ვარგა, რომ კაცი კმაეოფილი იყოს; უნდა რომ ყოველთვის გაჭირების ნესტარსა გრძნობდეს. კმაყოფილება გარყვნაზედ მეტიც იქნებოდა; იგი მონება იქნებოდა. საქმე ის არის, რომ კაცს შეეძლოს, თუ გაუჭირდა, გაჭირებაზედ მაღლა დადგეს, გაჭირებას ჰბატონობდეს, და რაც საჭიროა, უიმისოთაც გასძლოს. თუმცა ეს ასეა, მაგრამ სიღარიბესაცა აქვს თავისი გულითადი მხიარულება, თავისი უმანკო დღეობა, თვისი ოჯახის სიტკბოება უფრო გულის მალმობიერებელი, რომელსაც ცხადად გამოგვიხატავს ჩვენ სადა, უბრალო და ზომიერი ცხოვრება.
ცხადია, რომ არც კი უნდა გვინდოდეს ამისთანა ყოფიდამ გამოსვლა, ცხადია, რომ უნდა აღვასრულოთ კანონი ბუნებისა და ჩვენის საზოგადოებისა. სიღარიბე მადლია და ჩვენ უნდა ვუყურებდეთ მას, როგორც ჩვენის სიხარულის წყაროსა. გონება გვიბძანებს ჩვენ, რომ მისის მიხედვით უნდა წავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება; ჩვენი ზნეობა გავამარტივოთ, სიამოვნებას ზომიერად ვექცევოდეთ, გავწმინდოთ, შრომა შევიყვაროთ და ყოველი ჩვენი წადილი და მიდრეკილება სიმართლეს დავუმორჩილოთ.
ბ. ვ.
______________
1 ის კი არ იციან, რომ „ოდეს ტურფა გაიეფდეს არა ღირდეს არცაჩირად“.
![]() |
5 რედაქციისაგან |
▲back to top |
რედაქციისაგან
დიდი ხანია უნდა გამოცხადებულიყო კიდეც მომავალი წლისთვის ჩვენს ჟურნალზედ ხელის მოწერა, მაგრამ ჯერ ხანად კიდევაც ვაგვიანებთ; იმიტომ რომ ჟურნალის პროგრამმა, მისი გამოსვლის დროს რიგი და თითონ ფორმატი გვინდა გამოვცვალოთ. ამის ნების დართვა ვითხოვეთ მთავრობისაგან და მანამ ნება არ მოგვეცემა ხელის მოწერის გამოცხადებას ვერ გავბედავთ.
რედ.