ცისკარი №1 (1852)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 მოგონება

▲back to top


მოგონება

მიყვარს გრდაშლა მოგონების ყვავილთ ნაშალთა,
მათში ვკითხულობ წარსულთ დღეთა, ჩემთა ნავალთა,
დავცრემლავ ხოლმე და განვატფობ ოხვრითა მწარით,
და მრწამს რომ ვიყავ ერთხელ მეცა ბედითა მტკბარით!

სადღა ვიპოვო მე იგი დრო, როს მშვენი სახე,
გულსა ტრფობისა აღმგზნებარად პირველ რა ვნახე,
შავს ბედს შინა გამომიჩნდა ჩემად სალხენად,
ვითა ვარსკვლავი ცისკარისა დღის გამათენად!

აწღა ფიალა სიტკბოების მექმნა დაცლილი,
დამიშრტა ცეცხლი, გული მექნა ტრფობისთვის გრილი,
სადღა არს ტრფობა, სადა არს ბედი, სად არს იმედი,
გულო სად იყავ? სად დაები? და სად მიხვედი.

2 მტკვრისადმი

▲back to top


მტკვრისადმი

მტკვარო მდინარევ ჩემის მამულის!
სადა ხარ, რომელსა ხშირად შეგსვავდი?
შენსა მორევში ოდეს ვცურავდი
განმგრილებელო ჭაბუკის გულის!
სადა მე შენსა მტკვარო ნელ დენას,
ვჭვრეტდი და გულით ვპოვებდი ლხენას,
ოდეს ლეილა წარმოსდგებოდა,
მოაჯირითა, და ანუ სარკმლით,
შენში მყის სახე გამოსჩნდებოდა,
ხშირად ჩირდილსა მას უმზერდი ცრემლით!
მიყვარდა შენი კიდითგან მზერა,
აღმოკიდოდის შენზედან მზერა,
შენის ზვირთების მჩქეფრი ქუხილი.
ხან მრისხანება და ხან ჩურჩული!
ერთი არს მტკვარო ჩემი სურვილი,
რომ შენით ვშრიტო კიდევ წყურვილი,
კვლავ დამიხატო ლეილის ჩრდილი.
და ადგილსა მას. ვიქმნე რჩობილი!

3 გულს

▲back to top


გულს

საბრალო გულო რათ მღელვარებ ტრფობისა ვნებით.
სულს რათ მიშფოთებ დაუტევე ჰყავ განსვენებით.
რად არა უსმენ შენსა მრჩეველს ცივსა გონებას.
ნუ ელი ტრფობას მისთა ბაგეთ ზედ დაკონებას!

სულო ნუ უსმენ შემცდარია საწყალი გული,
ბევრჯერ შეშლილა ვნებათაგან არს დაჩაგრული.
ამა სოფელსა უგრძნობელსა ხარ დამხობილი,
შენთვის სხვა სული მეპასუხედ არ არსშობილი.

აკი სიყრმიდან შეჩვეულ ხარ ოხვრას და ჭმუნვას,
გულს ნუ აჰყვები ტრფობისაგან ვერ ვინ განჰკურნავს.
რით ვერა მიხვდი ვისდამიცა ხარ შემსჭვალული.
არის ამაყი. უგრმძნობარი.არა აქვს გული!

მაშ ვით სარდაფში მარგარიტი არის დახშული,
იყავ შენც მისებრ. უგრძნობლობის ჯაჭვით დაბმული.
ნუ ელი დარსა ანუ ტურფათ თვალთ მაძებართა.
ჰსჯექ დარაზული. ვიდრე ზეცით არ იღებ კართა!

4 თოვლი

▲back to top


თოვლი

ნახეთ ნინას როს სპეტაკ გულს ვით დაეცა თოვვლი ქულად,
მას ეგონა სითეთრითა ჰყოფდა ტურფას დაჩაგრულად.
მაგრამ რა ნახა მალიად ეს თვისა შეცდომილება,
დადნა მეტისა სირცხვილით და ცრემლად იწყო დინება!

5 კურთხევა პეტრარკიდგან

▲back to top


კურთხევა პეტრარკიდგან

კურთხეულ იყოს იგ წელი, თვეც იგი, იგივ კვირაცა,
იგი დღე მის დღის ნაწილი,იგ ჟამი იგივ წამიცა,
იგი ადგილი სად პირველ შემომეყარა მე ქალი.
რომელმან გულსა შთამიგზნო ტრფობისა ცეცხლი ახალი.
კურთხეულ იყოს თვალები მგზნებარე ცმცხლით სავსები.
სით იჭვრიტება ამური მშვილდითა მოზიდულითა.
კურთხეულ იყოს იგ მშვილდი ისარიც ჩემს გულსა ნასები.
რომლისგან ვიქმენ დაჭრილი აწცა კვლავ დავალ წყლულითა!
კურთხეულ იყოს სიმღერა მაზედ ნათქვამი პირველი,
რომელზედ ბანსა მეტყოდენ სამშობლოს მთაი და ველი.
კურთხეულ იყოს კალამი, რომელი მისსა შვენებას:
ცხოველად წარმომიდგენდა და მით მიტკბობდა გონებას

კურთხეულ იყოს ეს გულიც. სად ტრფობამ დაისადგურა
სად დასდგა ტახტი ამურმა და დასვა ჩემი ლაურა!

რ.თ.გ.ე

6 ერთი მინუტის სიჭაბუკე

▲back to top


ერთი მინუტის სიჭაბუკე

ვიკტორ გუგოსაგან

მხიარულისა მოგონებით, ცხოველებული,
ვკითხულობ წარსულთ, წელსა ჩემთა სოფელს ცხოვრებას,
მისგან დამტკბარი აღტაცებით გულ ჩვილებული,
დღეს მოვიგონებ, სიჭაბუკის ჩემის დროებას.

ოჰა თუ იცოდეთ რა სიტკბო აქვს განჭაბუკებას,
რა გარდავაგდებთ თვისგან წელთა, გამოცდილებას,
რა ხელახლადა ვიწყებთ სულით განყვავილებას,
და პოეტურად მივეცემით რა გრძნობილებას.

რა სიცოცხლისგან ჩვენ მოვითხოვთ ძალსა დიდებას,
და გულისაგან უმანკოსა ჭაბუკურ ტრფობას,
როცა ვეძიებთ მაღალს რასმე დიდებულებით,
და ცნობით გვიყვარს,ვითა ძმანი გულ მხურვალებით!

ახლა კი ყველა ვუკვე ვუწყი, ყველა ვიხილე
ყველასა მივხვდი ვიგემოვნე ყველა ვიხილე,
წარსული გრძნობა ძველებურად წინ მიჭრელდება,
მაგრამ იმისებრ ისე აღარ მიფერადდება.
მე სამჭუნვაროდ გავიცანი ჩემი ცხოვრება
და მომავალში ფეხი ჩემი როგორღაც კრთება.

ჭაბუკო დროო რა მიყავი ესე მითხარი
რომ ასე მალე ჩემგან წარხველ როგორც სიზმარი,
თან რათ წარიღე ჩემი უცხო თავისუფლება,
ჩემი იმედი, ჩემი ბედი და გულჩვილება.

მაგრამ რას ვჩივი და გემონვი დანიშნულებას
ყოველ საღამოს გულით ვოხრავ დღეთ განვლილებას
ვგრძნობ რომ მომელის მოუთმენლად მეც დავიწყება
და სახელიცა ჩემი სოფელს სრულათ გან ჰქრება!

7 გაზაფხული

▲back to top


გაზაფხული

კვალად მოხვედი გაზაფხულო ჩვენო სტუმარო,
ყოველთა ცხოველთ სიქადულო გულთ მამღიმარო,
უკვე გიპყრიეს სიხარულის ფიალა ხელით
და მოგვეგები გამოვალთ რა ზამთარი ბნელით.
ვშრომა დასრულდა-განღვიძღა თვალი,
ვხედავ ქვეყანას იქმნა ახალი,
უკვე სოფელი იმოსა მწვანით
ტყეც სიხარულით იმაღლეს ტანით
ფრინველთა იწყეს თვისებრი სტვენა
ყველას უხარის ვისცა აქვს ენა
მაშა მე რისთვის შორის ამა სიხარულების
ბინდი ჭმუნვისა გულსა რისთვის მომეფინების?
იცით საბრალოს გულსა ჩემსა რა ეწუხება?
ხედავს სოფელი და ბუნება სრულ ჭაბუკდება;
და მე გვირგვინი ღვთისა ქმნილება
ვბერდები, ვლპები და დღე მაკლდება.
არ მაქვს უფლება განცხოველების
მმოსია კაბა ტანს, განხრწნილების
სად წამივიდა სიჭაბუკის მე გაზაფხული?
რისთვის მყო წელთგან გამოცდითა გულით ჩაგრული,
რად ამომვარდა სიცოცხლისა ბეჭდის ალმასი
რისთვის წამერთო ნეტარების მეც სავსე თასი.

8 რუსული-სიტყვიერება

▲back to top


რუსული-სიტყვიერება

მოლა ნურ

ყოფილი ანბავი

ოვახტა ედქი. ჰნდსტან ფიდიშაჰი ეგლიშიბ მეჯლისინდან აალი ზიაჶად ვარიდი. ნეჩე შეხზადდლიარ ნეჩე ფეჰლევანდლიარ.ნეჩე ვეზირდლიარ. ნჩე ულემლიარ. დუსტი რასტ. დუსტი რასტდან. ეგლიშიბ. მეშკულიადილიარ.იმდროს შეხვდა ინდოეთის მეფეს ჯდომა საბაოში ჰქონდაიმას მეჯლისი. დიდი სტუმრობა. რავდენი მეფის ძენი. რავდენი ფალავანნი. რავდენნი ვეზირნი. რავდენი ულემნი.მარჯვენა ხელიდან მარცხენადმდე. მარცხნიდგან მარჯვენადმდე.გარე სხდომილნი. უბნობდენ ურთი-ერთისადმი;

ჩახდაში. ჩახმახდაშ.
ჰლდახ ვერსინ იაღიში.
ტალნო დაქვანო. ღმერთმა მოგცეთ
წვიმა.გასაბნათ;

დასტალუღი

მჭმუნვირებით, მოისმის ხმა ნამაზისა. ვითა მოგონება ბედნიერისა,დღისათვის რომელიცა განფრინდა საუკონოთა შინა; ცხელა გულისყრადამდე დრბენდში, აბა ადი ბანზედ ქასიმ. ნახე როგორ გამონათობს მზემ მთის მხრიდამ: ხომ არა წითლდებადასავლეთი, ხომ არ იღრუბლება მცა?

არა ამი (ბიძიავ.) დასავლეთი არს ულურჯეს ჩემის დის თვალებია,მზე ბრწყინვალედ გამონათობს, როგორც ოქროს ფერი მისი გულისპირი, არც ერთი სხივი არა ჰქრება ღრუბელში.ღამემან განშალა განვარსკვლავებული თვისი მარო, ბნელა: აბა ადი ბანზედ ქასიმ: უყურე ხომ არ სწვეთამს ნამსა ახალი რქა მაისის მთვარისა, ხო არ იმალება მთვარე ღამის ცის სარტყელაში,როგორთაც მარგალიტი სადაფისა ბუდეში.

არა, ამი, წმინდაა სილურჯეში მოსცურავს მთვარე. ცრემლისმაგიერ ის არს გამოჰყრის ზღვაში, ბანები. მშრალი არიან,როგორცმუღამის მინდორი. იმაზედ მხიარულად დარბიან მორიელნი: ეტყობა ხვალაც გვალვა იქნება რაგვეშველება უწვიმოდ ანბობს მოხუცი ბიძა და დაწვება ძილად ქალაქს უკვე ეძინა.

მხოლოდ ძახილი ყარაულთა. გარე ეხვეოდა ძველთა კედელთა ბგერისა მარცვლებად, და ზღვა ზომიერისა ღელვითა მიმოვიდოდა ვდისადმი, თქვენ იტყოდით სულნი გარდაცვალებულთა უბნობენ საუკუნოსადმი. ესრეთ ემგზავსება მუნ სასაფლაოსა;

ზღვისა კდესა განგმერიდა სიმწვავე, მერცხალთა დააწრეს თვისისა ჭიკჭიკითა მოლლის ხმასა მეჩითის თავზედ; გარნა მოლაცა არარის დაგვიანებული ჩიტი; ის კიდეც იძახის, დადის გარე გუნბათისა, ლოყაზედ ხელდადებული განიღვიძეთ მართლ მორწმუნენო ამისათვის,რომ ლოცვა არის უმჯობეს ძილისა;

აირბინე ბანზედ ქასიმ. გადახედე, ხომ არ მოსცურავს ღრუბელი ლეკის მთიდან ხომ არ შავდება ზღვა;

არა ამი: მთანი არიან გადასხმულნი ღვთის ვარაყითა,ზღვა გამოსჭვერს ვითა სარკე დროშა ნარინყალისა, გარე ეხვევა ხესა, როგორც ჩადრი მშვენიერ ქალსა, არც ერთი ზვირთი არ იფანტება მარგალიტად ნაპირზედა ნიავიც არ მოქრის, რომ აახუჭუჭოს მტვერი გზიდამ ასე მყუდროობაა, ზღუაში სიყრუე ხმელეზედ სიწმინდე მცაში.

მოხუცმა მოიწყინა გაათავა რა ბანვა გამოვიდა სალოცავად ბანზედ. გაშალა ქირაზედ ხალიჩა. დაიჩოქა და როცა გაათავა ლოცვა საზეპიროდ მხურვალედ ლოცულობდა გულში;

ბისმილლა რახირ რახმანირ რახირ წარმოსთქვა მან გარდახედა მჭუნვირისა თვალითა გარეშე, სახელითა ყოვლად მოწყალის ყოვლად ნეტარისა ღვთისათა, იქმნების სიტყვა ჩემი. ღრუბელნო გაზაფხულისანო. ძენო ჩვენისა ზღვისანო, რაისთვის ჰსჯდებით თქვენ მთაზედა, დაიმალვით ხევთა შინა, ანუ თქვენ ვითა ავაზაკნი ლეკნი, გიყვართ თრევა მთისწვერზედ დასთვლემთ კლდეთა ზედა, რაისთვის აჰკირიფეთ ვითარცა ალაფი ჩვენისა მდელოთაგან, სრულიად სინოტიესა, დაჰფანტავთ უგუნურად გაცრცვილთა ქვათა ზედა, ასხურებთ თქვნისა მარგალიტით ტყეთა სიხუჭუჭეთა, მიუალთა კაცთადმი,და ასმევთ. –

სიცოფედმდე მთისა ნიაღვართა, რომელიცა მოვარდებიან ჩვენთა ველთა შინა, ამისათვის რათა წარიღოს ანუ მოჰგლიჯოს ჩვენი კიდენი ველნი, ანუ აამსოს იგინი ქვებითა. თითქო გამოხრული ძვლებითა თავისისა მსხვერპლთაგან;

ძენო უმადურნო ნახეთ როგორ დედა თქვენსა, მიწას დაუღია პირი, იწვის სიმწყურვალით თხოულობს სასმელსა; ნახე ვითა თქვენი უნცროსი ძმანი ყანანი ძრწიან საბრალონი უქაროდ, იმუსვრიან ფეხთა ქვეშე მკალთა, განიშვერენ თავთა ჰგონიათ რომ გამოსწოვენ ჰერთაგან ნამსა, დამიხვდებიან სხივსა, რომელიცა სთიბამს მათ, როგორც გაცხელებული ცელი. გვალვამან შესვა რუნი მაში უკვე ბუდობენ მწყერნი დაბებერას გაუბამს თვისი ქსელი ცხელმან ქარმან უდროდ იძულებით წაართვა ყვავილთა კეთილ სურნელება, და განჰფატა ფურცელნი მინდორსა შინა კანბეჩნი ერჩიან ურთიერთს ლაფისათვის მშიერნი ცხენნი სცემენ ტერფითა განძრცვილსა მიწასა, ბიჭები სჩხუბობენ შადრევანთან დამწყდარსა წყაროსათვის; ფერვიადერ! ყოვლად უმოწყალესო, რა მოხდება ჩვენ თავსა. გვალვა არს დედა შიმშილისა, შიმშილი მამა სნეულებათა ძმა ავაზაკთა. ქარო მთისაო, ქარო ნოტიოო მოგვიტანე ჩვენ შენისა ფრთითა მადლი მღვთისა, ღრუბელო ძუძუნო სიცოცხლისანო, გარდმოასხით ზეციური რძე მიწასა ზედა აღითქვენით ქარით მხოლოდ განაბანეთ მიწა სიმწვავისაგან, გარდაბერეთ შიში უნაყოფობისა, დასხით ისარნი ცოდვილთა გარნა განახარეთ უმანვონი ყველანი ხომ არარიან ცოდვილნი სოფელში, სარეცელსა შინა,თქვენსა, მარტო არარიან მეხნი არის წვიმაცა განმანოტიერებელი, თეთრნო ღრუბელნო მარტო შიში ხომ არ არის, არის იმედიცა. თეთრნო ღრუბელნო, ფრთენო ანგელოზთანო, მოგვჰბერეთ სიგრილითა, შეიბერტყეთ თვისგან ნამიერება მოიმდინარეთ, ისწრაფეთ უმორჩილესად გთხოვთ?

ეს ანბავი იყო მაისში, როდესაც ლადოჟის ყინული აშინებს პეტერბურგისა ხიდთა; დამოჰბერავს დედა ქალაქსა ჰაერი სიცივეს დასურდოსა, იმდროს როდესაც მშვენიერნი დიდისა სოფლისანი დასდასად ნევსკის პროსპექტში, Пользоваться свъяжею пылею. სარგებლობენ ნოტიოს მტვრითა ბანბით გამრგვალებულის კაპოტის ჶორმითა, იმა მშვენიერსა დროსა.

ოდეს დამადნობელი თეთრი თოვლი დაუთმობს თვისსა ალაგსა მწვანესა გაზაფხულსა; ოდეს ჩრდილოეთის ზეჶრს აღზრდილსა ლაპანდიას შინა, გარდმოაქვს სიწითლე ღაწვისა ცხვირზედ და ბუხარი, ეს რუსული მზე განათბობს, სიყვარულსა, მძრწოლარეს სეირნობისაგან, ანუ მახვილგონიერებას, მოკრუნჩხულსა რაზვოდისაგან; დიახ დერბნდში ფიქრობდენ მკისათვის,როდესაც პეტრებუღგში ლაპარაკობენ კვალად,შეშის სიძვირეზედ;

აგერ ხუთი კვირა არის. არ ჩამოვარდნილა ერთი წვეთი წვიმაცა, ველთა ზედა სამხრეთის დაღისტანისასა, დაგვალვა არის უდიდესი უბედურება ცხელსა მხარესა განსაკუთრებით თუ დაიწყება გაზაფხულზედ. აზიელი ძველთაგან სცხოვრობს დილით საღამომდის,არ მოიგონებს რა იყო გუშინ, არ ზრუნავს რამოხდება ზეგ. სცხოვრებს ჴელ ჩამოშვებული, ამისათვის რომ სიზარმაცე და დაუდევნელობა არიან მისნი უდიდესნი მისნი სიტკბოებანი. მაგრამ როდესაც უბედურება, რომელსაცა არა მოელოდა უცრად განეშლება რა ფეხქვეშ: როდესაც ხვალ შეიქნება დღესად, იგი განიღვიძებს სისწრაფით ძებნის მაგიერად, იწყებს ტირილსა რომ არა აქვს ღონე, ანუ ჩივილსა რომ არ აძლევენ ღონესა, ყვირის როდისაც საჭირო არს იმოქმედოს დაგანადიდებს შიშსა შიშით ესოდენითავე ზომითა, ვითა ამცირებდა ურწმუნოებითა. ახლა შეგიძლიანთ გამოიხატოთ, იყო განწირულობა დერბენდში? როდესაც ადრეულმა სიცხემან თვისითა დამამწავითა სუნთქვითა იწყეს და ნაცრება იმედი ვაჭართა და მიწის-მოქმედთა და თითქმის მრთელი დერბენდი არიან ვაჭარნი და მიწის მოქმედნი, ხვნენ თვისსა მიწასა ნახევარ ენდროსათვის და ნახევარს პურისათვის;

დერბენდელთა ძლივს იდღესასწაულეს. ხათილი სარწმუნო ტრაღედეული მოგონება შახუსეინის შემთხვევსათვის, რომელიყო იყო პირველი მოწამე ზალიფისა ალიას სჯულისა მიცემული ყმაწვილური საქცევითა წვრილის ზრუნვისადმი მხოლობითის შექცევისადმი მრთელსა წელსა, იგინი გრილსა ღამესა. შეწირულთა ამა წარმოდგენისათვის, სრულიად დაივიწყეს სიცხე და მკა როგორ დაივიწყეს, იმათ უხაროდათ რომ წვიმა არუშლის იმათ ველურ შექცევასა; მაგრამ როდესაც დაჩუმდა ხმა დღესასწულისა და იგინი მოიქცნენ წარსულით აწინდულადვე, როდესაც კარგა გამოიძინეს შეხედეს გალავან გარეთ დამწვართა ველთაგან და ეთუთქათ გულები; შიმშილისა შიშმა, ანუ ვერცხლის მოყვარისათვის უდიდესი არის შიმშილისა შიში წაგიბისა მოეპარათ თითის წვრებით – დაირისა და სიმღერისა ხმაზედ და იმათ უსაშიშეს ეჩვენათ სახე მისი,რომ უეცრათ გაუღრიჭა მათ კბილები,უნდა გენახათ მაშინ როგორ იწყეს ცანცარი შავთა და წითელთა წვერთა, როგორ იწყეს ჩხაკუნი ხის და ქარვის დერბენდის კრიალოსანთა. ყოველთა სახე განძლიერდა ვითა ნიშანი განსაკვირიებელი; ყოველთა პირთა შინა დავიდოდნენ შორის დებულნი. ბაზარში, ქარვან სარაიაში, ქუჩების კუთხეში, ყველგან სადაც კი ეწყო ხეები ანუ ქვები. უთუოთ გროვა თათართა იყვნენ ჩამომსხდარნი, და ლაპარაკობდნენ ტაროსათვის და ლაპარაკი ტაროსათვის რომელიცა ევროპეულთა მოქალაქეთაგან ხშირად განმეორდება და არავისაგან მოისმინება, ტყვიებად დაეცემოდათგულთა, დერბენელთათა ღარიბნი თრთოდენ თვისა სიცოცხლისათვის მდიდარნი ქისისათვის. ერთსა აშინებდა შიმშილი,მეორესა იძულებითი მოწყალება, კუჭნი და ჯიბენი იხრუკებოდენ ერთისა ჰაზრისა სიძვირისაგან ყველანი ახ, ოხობდნენ;

როგორც უნდა იყოს, მაგრამ შიშმა შიმშილობისამან მოიცვა დერბენდელნი; მუსურმანთა იწყეს ლოცვა მეჩითში არმოდის წვიმა, იწყეს ლოცვა მინდორში, იმა იმედით რომ ალლახი ახდილს ჰაერში უფრო გაიგონებს იმათ ლოცვას, ვინამ დაფარულს გუმბათის ქვეშიდან,არც ერთი წვეთი, უცადეს უყურეს მცა სწორედ თითბრისაებრ, დნებოდა სხივითაგან და გაცხელებული მიწა ფეხისაგან სქდებოდენ სიმწვავითა და სიხარბითა სვამს ოფლსა, პირთაგან ჩამოდენილს მლოცველთაგან, რა ქნან დაიწყეს წარმართული რწმუნება, ბიჭები შლიდნენ ხელცახოცსა ჯვუარედინ გზაზედ,დაჰკრეფდნენ ფულსა გამვლელთაგან სამთლისათვის, და ვარდის ზეთისა. და მასუკან შემოახვევდნენ შტოებს ყმაწვილს მშვენიერს ვითა ანგელოზსა, დადაჰკიდებდენ ყვავილთა კონებად და ლენტთა, და დარბოდნენ ქუჩებში,იმღეროდნენ განწყობილისა ხმითა სადიდებლად გუდულისა, უთუოთ წვიმისა და ნამის ღმერთისა, ვანბობ უთუოთ ამისათვის, რომ მევერ შევიძელ შემეკრიბა სწორე ჰანბავი; მაზედა მოწოდება წვიმისა ეს სიმღერა იყო:

გუდულ ეგუდულ,ხოშ გელდი
არდინან იაღიშ გიალდი
გიალინ, აღა დურ სანა
ჩარჩანი დულდურ სანა.
* * *
გუდულ, გუდულ მობრძანდი
შენ მოგდევს უკან წვიმა
აღზდექ მშვენიერო ჰფეხზედ
და აღავსე შინა კასრი.

ყმაწვილნი ტაშების კვრით, თამაშობდენ და იმღეროდნენ მხიარულ დასებად, დარწმუნებულნი წვიმის მოსვლისა; და ნახეთ მართლა ნოტიერთა ღრუბელთა განაქრეს მზე, ცამან შეჭმუხვნითა ვითა ძვირმა, ოდეს შორდება ფულსა, ჩრდილი როგორც სხვის ძაღლი კუდ ამოძუებული გაიქცა იქით, გარეშე დაბინდა. მაგრამ ყოველთ თვალთ იწყეს გამობრწყინვება, და მხიარულებისა ცრემლითა მიაქციეს მისაგებებლად ცხოველისა წყალისადმი; იწყო ცვრევა წვიმამან, ალლახ! ალლახ! მოისმა ჰაერში ხმა მხიარულებისა, ქუდნი ვითა შუშხუნანი ჯვარედინობდნენ დერბენდისა თავზედა, ამაო იყო ადრნდელი მხიარულება. მოჰბერა ქარმან ჰსპარსეთიდან ცხელმა ვითა მელის ქურქმა და გადახადა მშვენიერი ღრუბელი. მზე უეცრად გამობრწყინდა ადრინდელზედ, დაუმეტეს ადრინდელისა იქმნენ ხალხნი მჭმუნვერნი.

გავიდა კიდევ დღე; აი კიდევ დღე, ვითა დაღალული მოგზაური ცხელისა მინდვრისაგან ძნელად სუნთქავს გარდავარა მთაზედ, ყველანი ლოცულობენ, ყველანი ელიან წვიმასა, არმოდის.

ხალხ ერი
ბერბად ტყული
თათრული, სიტყვა;

როდესაც გაივლით დერბენდში: უთუოთ შედით სანახავად პირველად მეჩითისა, ეს მეჩითი იყო უთუოთ ძველად ქრისტიანთა ეკლესია ამისათჳის რომ პირი აქვს აღმოსავლეთისაკენ და მაღმედიანთა მეჩითი არიან მიქცეულნი, შესავლითგან ჩრდილოეთ სამხრეთისაკენ,მეორედ ნიშანი დაქცეულის საკურთხეველისა ახლაც სჩანს, და თუმცა თათარნი ამტკიცებენ რომ არის აშენებული, პირველსა საუკუნესა შინა, გიჯრისა. (1200. წლისა უკან გარნა ჩვენ დავეყრდნობით რიცხვსა ბერძულის ეპარხისასა. რომელშიაც დერბენდი არის მოხსენებული ფრიადის სისწორით შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომ ტაძარი ესე არს უძველესი. მშვენიერი ოთხკუთხიანი მოედანი მოკირწყული თლილის ქვითა, გარე ხვეული დიდროანის ჭანდრებით, საშუალ შადრევანი არის განშლილი ვითა სასტუმრო ხალიჩა, წინაშე მეჩითისა, სამი კარი მარად ღია, მოუწოდებენ მართლ მორწმუნეთა სოფლის ზრუნვისაგან,საფიქრებლად ცისათვის, მყუდროებასა შინა; აღმოსავლეთის მხარე არის მოცული კელიეებით, ჩირდილოეთი მაღლის დაფარებულის ივნით შესაფარებლად მლოცველთა ჟამსა სიცხისასა; დასავლეთისაკენ აღმაღლდება ძველი ხავსითა, გამწვანებული კედელი მეჩითისა; მეიდნის სიგრძედმდე საშუალო შენობისა აღვალს ცისადმი... ვითა ლოცვა განმწვეტებული გუნბათი, და თავი მისი არის განფანტული ვარსკვლაევბისა სხივითა; ლექსი ყორანითგან ნათობს თავსა დიდსა, კარებისასა. შეხვალთ და როგორიღაც ნოტიური სიბნელე მოგიცავთ თქვენ; გაიხადეთ ქოშები, განიშორეთ ცუდნი ჰაზრნი, ნუ შეიტანთ სახლსა ალლხისასა, ლაფსა თქვენისა ქუჩისასა ლაფსა თქვენისა ჰაზრისას ალლახ დაიჩორეთ მიწაზე და გულითა ადით ცისადმი; იანგარიშეთ კრიანოსნითა არა სარგებლითა არამედ ცოდვა თქვენი, ლია ილიაღე, ილი ალახ,მეჰმადერე სულალ ალლახ არა არს ღვთაება გარდა ღვთისა და მახმედ არს მოციქული მისი ჩუმათ მომდინარეობს ლოცვა მართალ მორწმუნენი დაჯდომილნი ანუ მუხლზედ ანუ დამხობილნი შუბლითა, ხალიჩაზედ. იგინი არიან მოცულნი კეთილ-მადლიერებითა და არცა ხმა არცა მოხედვა არა მოუწოდებს რათა მიქციონ ყურადღება რომელსამე საგანსა. მარცხნივ და მარჯვნივ ორად ჩამორიგებული სვეტისა კამარანი ისრულებითისა გუნბათებითა შესწმახვნენ იატაკსა ზედა ჩირდილსა სვეტათათა დააბინდებენ მუნ, აქა იქ გროვანი მლოცველნი კნინ განათლდებიან ყვითლის ნათლითა რომელიცა ჩამოდის მაღლა პატარა ფანჯრებიდგან. მერცხალნი მიმოფრინვენ გუნბათსა შინა და გამოფრინდებიან ჰაერსა შინა. ვითა სიტყვა ლოცვისა; ყოველი სუნთქამს მყოობადითა და მოჰბერავს დაღალულს გულსა გრძნობასა, გრილ ნუგეშიერსა; გონება უკრავს წარსულთა დროთა სიმთა ზედა და ფიქრობს: სადა ხართ (სადა ხარ თქვენ ქრიასტიანნო, აღმართველნო ამა ტაძრისანო სადა არც მოგონება თქვენი, თქვენ ხართ დავიწყებულნი ზღაპარ სიტყვაობითსა ისტორიასა შინა, დერბენდისასა,დერბენდ ნამეს შინა, დასისხლ მწყურვალე ლექსი ყორანისა მოისმის მუნ. სადა ბგერთა ოდესმე საღმთო გალობანი ქრისტიანეთა:

მოედანი მეჩითისა დაღესტნელ მუსულმანთა და მთიურაათთვის არის სალაყბო მოედანი, იქ შეიკრიბებიან იგინი, სალაპარაკოდ გაწერონ ხარჯი, და იაბედნიკურნი ჩივილნი ნაჩალნიკებზედ, იქ არის განსჯა, ჰაზრი რჩევა და ყოველი ესე კარსა ზედა ჭეშმარიტებისასა, და სარწმუნოებისასა, განსაკვირვებელი გაბედვა და ფარისევლობა კაცთა: რომელიცა ძრწოლის მაგიერ, რო ახლოს არს საღმრთო ტაძარისა, აღასრულებს ანუ ლაპარაკობს ბოროტსა, მეცადინოებს მიეფაროს ჩირდილსა ქვეშე მისსა, და სახელითა მისითა ამტკიცებს თვისსა განზრახვათა;

ესრეთ დროსა უწვიმობისასა მეიდანი დიდის მეჩითისა იყო სავსე ხალხითა, გარე იმა დამშრალისა შადრევანისა ჩირდილთა ქვეშე ჭანდართა მოაჯირთა ზედა, ეხლაც ბრწყინვალეთა სარკეებთ და ფარჩით, ოქროს ნაკერის ფარდებით, ბაირახებით დაწერილით ყორანისაგან გროვანი ხალხთა, მოვიდოდნენ წიტელ მეტყვიერნი მუემინნი, რომელ არს მაგარ მორწმუნენი, შეადგენენ საშუალთა რაოდენსამე სიმგრგულეთ, გარეშე მათისა მეგობრულითა ჯაჭვითა, ეხვეოდენ ბეუქ საყალნი, გრძელ წვერანი, რომელ არს სრული ბანჯგვლიანი. გონიერება მუსულუმანთა, ამისათვის რომ იმათში სხვა რიგად გონება არ იბუდებს თუ არ წვერში. ეს არს უცხო სასარგებლო, ნივთი, სტატიკურის მხედველობისათვის თქვენ ამის მეტ არა გინდთარა მხოლოდ შეკრიბეთ ჯამი წვერთა; და თქვენ გექნებათ ზომა თათართა, გონიერებისა ანგლიურისა ფუტითა. ანუ ადლითა, შეგიძლიანთ შეუცდომელად ჰსთქვათ ამა დამშა თათართ პროვინცია გონიერებითი ნიჭიგაწეული ბეწვითა არის ზომი მაგალითებრ ასის ვერსისა:

საშუალ გრძელთა წვერთა მეორე სიმგრგვლისაგან. და ისიც დიდის სიმდაბლით, გაბედავდენ გამოეყოთ ცხვირები ტუქულთა, რომელ არს ნახევარ წვერათა, ყმაწვილნი კაცნი ულვაშებით მაგრამ ჯერ უსიტყოდ,ამისათვის რომ აზიაში ტუჩები არა შეჭურველიწვერითა ვერ გაბედვენ გაეღონ რჩევაში, და თუ გავდებიან მარტო დასამთქნარებლად; თუქსუსნი ანუ უწვერონი, ჩვილნი ანუ ყრმანი, ათის წლით ჩვიდმეტადმდე დაეთრეოდენ სიშორით, არა ჰქონდათ ნება გარეულიყვნენ, არა თუმხოლოდ დიდსა საქმესა არამედ უბრალოდ ლაპარაკშიაც, უფროსთან:

მაგრამ წვერთაგან მრავალ გვარ დიდთა, და სხვა და სხვა ცისარტყელებ შეღებილთა ინითა, ბასმითა, და ბუნებითა, დერბენდელთა მეცნიერთა ვერ გამოჰწურეს ერთი წვეთი წვიმაცა, მრავალს ლაპარაკობდნენ ბაასობდნენ ასე რომ ტყუილათ მეტყველობის ნიაღვრით შეიძლებოდა დაბრუნებულიყო სამი თვალი, წისქვილი, მაგრამ ყოველი განსჯა დასრულდებოდა განწირულობითა დაბოლოებითა, ნეჯელხი, ახ! აბა რა უნდა ვქმნათ; მასთან შეუდგებოდა დუმილი. მასუკან აღფნრიდებოდა ჰაერსა შინა, ას ასნი, ახნი და ოხნი; მხრები იწეოდნენ ყურებამდის, წარბნი ქუდამდინ, ჩივილი შეერთდებოდა შესაბრალებელის ხმა ყოფითა;

ამან, ამან, შემიბრალე, შემიწყალე; აი! აღიმაღლა სიტყვანი. ერთმა ალამირმა კაცმა წმინდამა შთამომავლობით, ამისთვის რომ იყო ნათესავი მახმედისა და ნათესავთა მახმედისათა, ვითა ცნობილ არს და დამტკიცებულ-არს, მიიღეს მათგან მწვანე ჩალმასთან სული სიწმიდისა, საუკუნოდ და შთამომავლობით სამფლობელოდ. შეჰკრიბა რა შთაბერვილება მაღლით და ყალიანის კომლითგან იმან გარდმოაგდო ოქროვანი სიტყვა ბაგეთაგან შეერთებული; სულნელოვანის შირაზის თამბაქოსთან; ამან ამან ევედრებით ალლახსა; აჰა დერბენდელნო იწყევით თხოვა შეგიბრალოსთ ალლახმა, დაიცემთ გულში, დამჭმუნვარებით იგლეჯთ წვერსა. და თქვენ ჰფიქრობთ რომ ალლახი იქმნება ასე უბრალო, რომ ერთის სიტყვით შეგინდობთ თქვენ, რომ დაიჯერებს თქვენ სინანულსა; ხეირ იულდაშლიარ. ხეირ, არა მეგობარნო არა, ტალახ-ნაჭამი ყორანს ვერ აკოცებს, ღმერთს ვერ მოატყუებთ თავის კვრით და სიბრალულის ხმით, რგორც რუსის კამენდანტსა, დიდი-ხანია თქვენ გიცნობთ გული

თქვენი დაწერილ არს ცოდვათა, უშავეს წიგნის სეჯილსა, სადაც ჩასწერს ანგელოსი ჯებრაილ ბოროტ მოქმედებასა კაცთასა, და თქვენ არცკი ფიქრობთ გაირეცხოთ გული თქვენი მარხვითა და ლოცვითა, რა ურაზა მოვა მარხვა რომელშიაც დღე ღუთის მოყვარე სულისათვის საშიშო არს ჩაყლაპოს თამბაქოს ბოლი, თქვენ ერთი ვნახოთ კუთხეში სადმე ჩურექსა ღეჭავთ. ანუ ღორის მჭამლებთან ჩაისა სვამთ, განა თქვენ არ გეყოფათ ღამე ამთენი ჰსჭამოთ. რომ ჰსარტყელი გაგიწყდეთ, აი იმისათვის ჯოჯოხეთის ხე ზაკუმ გაიზარდა ქვეყანაზედ, სჭამეთ იმისი მწარე ნაყოფი თავი გველთა თქვენ გიყვართ სმა ცოდვის სასმლისა მომაკვდინებელის ცოდვის არაყისა, ალლახს კარებს ვერ დაუკეტთ, ვერ დაარწმუნებთ რომ მაგას შვრებით იძულებით საწამლებელად, დერმან ერიდა წამლის მაგიეირ, იგი გიმზერით თქვენ დღით მზისთვალითა, ღამით ათიათასის ვარსკვლავის თვალებით. სახელდობრივ იცის ჰაზრი. თქვენის თავისა როგორ არ ეცოდინება ყოვლად მეცნიერსა, როდესაც მე ყალა, ბეგი კი-არა ვარ, მაგრამ მე ვიცი, რომ არა თუ მხოლოდ არაყს ღვინოსაც შესვამთ მრავალ ცოდვილისა ბაგითა; ვინც ამა სოფელსა სვამს ღვინოსა სიცოფისასა, მას არა შევასმევ ნეტარებისა წყაროსა; მომდინარესა ღვინოდ ჯენეტსა შინა სამოთხეში; ჰრქვა უფალმა წინასწარმეტყველსა; ნუ იმედულობთ თქვენ, ღვინის მსმელნო შევსვათ სამოთხეში ღვინო. ნეტარებისა დაპირებული წინასწარმეტყველისაგან: ამისათვის რომ თქვენ გამოსწოვთ წვეთსა ბუთილკიდგან, რომელიცა არის შეზელილი ხელითა ურწმუნოებისათა თქვენს დასაღუპველად. ნუღარ მოელით წვიმასა, თქვენისა ჯეჯილთათვის ამისათვის რომ თქვენ განაშრევით ძირადმდე მოთმინება უფლისა ბიწიერისა თქვენისა სურვილისა ცეცხლითა, ეგ არის თქვენი ბე შემაწუხებელისა წყურვილისა, რმოლითაცა დაისჯებით ჯაჰხნაბაში, დაგისქდებათ ტუჩები როგორც ეხლა არს დახეთქილი თქვენი მიწა და ნამიც არ დაეცემა განსაგრილებლად, ალლახი დიდია თითონ თქვენ მოიწევთ თქვენს თავზედ წყევასა.

მაგრამ რისთვის შემიწყალე უფალო; ვითმენთ ჩვენ თქვენთვისა,რომელთა ძარღვში მომდინარეობს წმიდა სისხლი. წინასწარ მეტყველისა, რომელთა თავთა შინა იფანტვიან ვითა მარგალიტნი წმინდანი ბრძანებანი ყორანისანი: ვაი, ვაი, გამოუთხარეს ძირი ცოდვათა კედელსა არაფ, რომელიცა განჰყოფდა მართალთა და ცოდვილთა, და ის დაეცემა თავში ყოველთა, ჰსჭყლეტს იმათაც რომელთაც არც ერთხელ არ უჭამია გაურებთან ცხვრის ხორცი დაკლული და გატყავებული არა სჯულიერად, იმათაც რომელიც სჭამს ფლავსა თითებითა და არა ღვთის წინამღდეგის კოვზითა დაჯდომილი, ოი დრონო, ოი ზნენო! დაჯდომილი სკამზედ და არა მოკეცილი ვითა ღმერთმა ბრძანა და იმათიც.

საზოგადო ტირილმა და ხმამან, შახ ჰუსეინ, ვაი უსეინ, დააყრუეს მქადაგებელი, ცრემლი არ არს ძვირი აღმოსავლეთში, მე მაქვს იჭვი ყოველი ესე იყო ფარისევლობით საღმთო მჭმუნვარება განგებ, რათა დაჰფარონ შეპყრობილი სახელდობრივი ცოდვა და შესაძლო არს ცოდვილნიცა, ქურდს ქუდიც უწითლდება იტყვის ანდაზა, როგორ არ გაუწითლდებოდენ ლოყანი, მუსულმანი თავის ხალიჩაზედ ჩაისვავს ჯიბეში ევროპიულს უკეთეს ბიწიერს, მაგრამ როცა შინ არ არის ის არის დიდებული, ხარისხიანი, არა იქს. უსაკადრისო, შერხევასა ვერ გამოილუღლუღებს უბრალო სიტყვასა, უმჯობესია მეგობრულათ, განგმიროთ გვერდში ხანჯლითა ვინამ ილაპარაკოთ მეიდანში იმის შინ დაკეტილის სიცელქეზედ: წინააღმდეგ ევროპიელთა, ბაზარი მუსულმანთათვის არს ზნეობრივი ნაწილი ხალხთა ნახა რომ იმის სიტყვამ იწყო მოქმედება მსმენელთადმი წვერიანი ყვავილ მეტყველი გაიბერა დღესასწაულებრივ, ჩაახველა და რად მოხედა ყოველ კუთხე, ჰაივანსა; მასუკან აღმართა თვალნი ცისადმი და მდაბლისა ხმითა სთქვა! ელხამდულ ალლახ, იმ დროს მარჯვენა ხელში ეჭირა წვერი. ძალიან ემგზავსებოდა იუპიტერსა რომელიცა არის მზათ გადმოჰყაროს მეხნი. და მართლა უნდა ვსთქვათ უცხო მარგალიტის ამსხმელი იყო ეს მირზა ჰაჯა ჶერთხალი ისმაილ ოღლი როცა კი გამოჰფანტავს ენიდგან სიტყვასა სწორეთ ბულბულია; ყოველი სიტყვა დაშაქრებული ნუღლია, მიმოივლის გულში, თითქო ვარდის ზეთი ისხმის სულში. ამდენ სპარსულის და არაბის ლექსებით გაგიტენთ ყურებს, ასე რომ ხელებს ჩამოუშვებთ; მრთელ დაღისტანში ვერ იპოვნით ორ კაცსა რომ იმის სიტყვას მიხვდნენ გინდა ნახევარსაც, და დაღისტანში მადლობა ალლახსა ძაღლები არა სცხოვრებენ, ბევრჯველ შეხვდებოდა რომ კამენდანტის მირზა, კაცმა რომელმაც შეჭამა მრთელი სპარსეთის ტანის მოლექსენი რომ დაიწყებდა თარგმანსა აღამირის სიტყვას, ვნახამდით ენას-კი ჩაყლაპამდა; ვის ეკადრება.

კარგა სთქვა ჩვენმა საჶიამ თვისი ჰსწავლა თითონვე გამოადგება, გარეშე მისსა ბზუოდნენ ვითა ფუტკარნი,დიულუზ სიუზ. მართალი სიტყვა. გირჩევ დედი ჭეშმარიტს ანბობს, ალლახ ინშალახ. დავითა ფუტკარნი სჭამდენ თაფლსა, გალოკა რა სიამოვნებითი ქება მაგარ მორწმუნემან უთხრა თვის სიმგრვლისა კულაღას კარდაშლიარ. მიგდევით ყური და დაიწყო ცოტა ალერსიანად, მაგრამ რა ვქნათ. მეგობარნო, ვინ არ არის ცოდვილი ალლახთან სამ მცამდის განიზარდნენ ცოდვანი ჩვენნი მაგრამ კიდევ ოთხო მცა დარჩა ღვთის მოწყალებასა, დასჯიხ იგი მართალთა ცოდვილთა თანა მაგრამ ერთი უცოდველით შეიბრალებს, მთელთა ერთა ცოდვილთათა, ცოდვილთა და უცოდველთა, კუჭი ითხოვს ჭამასა და ერთ გუარად ვლოცულობდით წვიმისათვის. ეტყობა ვერ ააწივა ჩვენმა ლოცვამ ცაში შესვრილმა ტალახითა! ერთ სიტყვას გეტყვით ძმანო, არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა, ეს სიტყა თითქო ანგელოზმა ჩამოაგდო თავის ფიქრიდგან, ჩვენი მამა პაპა ამგვარის დრორასასთვის გამოარჩევდნენ, თქვენც გაგიგონიათ თქვენის თვალით, გინახავთ ყრმასა წმინდასა სულითა და გულითა, გაგზავნიდნენ იმას თვისის ლოცვით ახლოს ალლახისა. მთის წვერზედა უნდა აევსო შახ დაღის წვერის თოვლითა კოკა დაელოცა თვისთა ერთათვის, მხურვალისა სარწმუნოებითა, და მოეტანა დერბენდშიის კოკა. ასე რომ ადგილზედ არსად დეედგა; და იმ მდინარის თოვლი ჩაესხა ზღვაში, დიდი არის ალლახი,ზღვა ადუღდებოდა, და ღრუბელნი მოიკრიფებოდნენ უეცრად, და მადლიერი წვიმა ასმევდა განაცხოვლებდა მიწასა;

მართალია. ალლახ აქბერ. მე, ჩვენ ყველამ ვნახეთ, დაიყვირეს ხალხთა, რვა წლის წინ, მე თვითონ იქ ვიყავ, ჩემმა ძმამ მოიტანა წყალი, სასწაული იყო,ზღვის წყალი რძესავით გატკბილდა; – თითო წვეთი წვიმა ქათმის კვერცხის ოდენი იყო, დასასრულ ყვირილი და კიჟნა დერბენდელთა შეერთდა ერთ სიტყვად, გამოვარჩიოთ ყმაწვილი, გავგზავნოთ შახდაღზედ.

შახდახზედ დაიყვირა მრთელმა დერბენდმა.
შახდაღზედ განამეორა მეჩეთისა ეხომა.

ჰსჩანდა რომ ამ სიტყვამ აღხსნა გამოცანა რომელიცა ტყვეიასაებრ ედოთ გულში; ყოველნი დარწმუნებულ იყვნენ, წვერიანთ უხაროდათ ეს ღონე, რომელიცა არ უღირდათ გროშათაც; ყმანი ამპარტავნებითა ჰფიქრობდნენ ხომ ჩვენგანს გამოარჩევენ, თითონ პატარა ბავშვებიც ხტებოდნენ ასკინკილა, და ვითა კაჭკაჭი ბუტბუტებდნენ. შახდახზედ, მარტო უნდა გამოვირჩიოთ კარგი ბიჭი ჰანბობდნენ ყოველნი და სამდღეს უკან ჯეჯილი გახდება ტბებად, უნდა გამოვარჩიოთ. პოვნა უმანკოსი ცოტაა, უმანკოება მოქალაქეებში ყმაწვილ კაცში და აზიელში, შემიბრალეთ ესრეთი საუნჯე ჩვენს უკუნში გინდა წმინდა რუსეთში მონახოთ მგონია სამი წყვილა რკინის ქალამანი გაცვდება არმ თუ ცხელ ჰერში.

თუკი ჩვენნი ჩრდილოური განყინული ადრიატი ქალწულ მოყვარება. გამოდნება ვნებათა სუნთქვისაგან რომელიცა იზრდებიან იმ ზენოვის შოკოლადითა ისლანდიურის ხავსზედა, მაშ რომელი ჩრდილში შეიძლება მიფარება აზიურისა სურვილისაგან რომელიცა ისვრის განმხურვალებულსა ზარბაზნისა ტყჳიასა, მართალია ჩუჱნი ჩრდილოური ხალხთა გამოხატუა გამთბარი რომანებითა შექმნიან ჩვენთჳის, უდროო ცხელ ჰერს ბიწიერება ჩვენში არის თოვლის წყალი, მოვარდებიან ძალიან ადრე დაიიზრდებიანუდარეს კიტრისა; მაშ უფალნო შეხედეთ რეომიურის ტერმომეტრსა 33. სითბოს ხარისხზედ, სითბო სისხლისა, და აღიარეთ რომ ჰერი რომელიც განშლის არა თუ მხოლოდ უდროო ვნებათა არამედ უდროვო ძალსაცა, ნიშნავს რასმე ცხოველობის ეკონომიაში, ამ-გვართა ვნებათ არ ეჭირვება გამთბარი სახლი, მორწყვა ღვინითა და ჩვეულებანი სხვათა ჟინთა არა ესენი იზრდებიან უსაროდ და მაგრდებიან ჰერში, ანუ უმჯობესად ვსთქვათ ჰერითა, რომელიცა არის გატენილი ორკე-ცი ელიკტრიულის პატრონითა რომელიცა სუნთქავს მოჰბერავს და ასრულებს ფუფუნებით და შთააგდებს გულსა თქვენსა ესრედ განსაკვირველთა ჰზრთა შინა, ცხადად ასე რომ ქვეშე რუსეთისა ცისა სიზმარშიაც არ გინახავთ. რათა განვსაჯოთ და ბრალეულ ვჰყოთ აღმოსავლეთი, უნდა ავიხადოთ ჩვენგან ყოველი ევროპული ცნობა, ჩვეულობა, წინათ მსაჯულობა, გადაწყვეტით უთხრათ ჩვენს თავს, მე დღეს დავიბადე მისთანვე უნდა მოვიტანოთ აღმოსავლეთში ყოველი მრთელი მიმღებითა დასულ გაუწყვეტლისა სიმითა; მასუკან მიეცი დაუპირებლად, დნობიერობისა სახელისა ატმოსერასა, შენიშვნასა ყოველთა გარეგანთა საგნთასა, და ნუ გავსწურავთ ქვეშე დამპალისა წიგნისა რწმუნებად, წინა დავსდებთ რომ ეს არის მიახლოვებული შესაძლოი თქვენი შეურიგდებით სრულიად ყოველთა რაჲცა გარე მოგეხვევათ თქუჱნ, გულით ირწმუნებთ, მაშინ რომ ბუნება და მის ჶორმანი, ერნი და ზნენი მათნი შეადგენენ განუყფლსა აკკორდსა გარმონულსა ანუ იმაზედ უმეტეს თქვენ იცხოვრებთ და იქთ როგორც თქვენი მეზობელი არ იჰკითხავთ არ დაზდევთ რაჲსაოჳის...

დიახ სიზრდე აღმოსავლეთისა, რომლისა დერეფანი არის დაღისტანი ფრიად, მსწრაფლი მიუმხდომელად, და არის უსოვიუზომოდ; ცხოვრება აზიელისა ნახევარ მდელობითი ნახევარ ცხოველობითი, მაშ გასაკვირვებელი არ არის, შემდგომად ამისა, ანუ ამასთანავე, რომ დერბენდელთა ძალიან გაუჭირდათ. როცა მოვიდა დრო გამორჩევისა პოვნა ყმაწვილ კაცის წმინდისა ვით თოვლი რომელმანც უნდა მოიტანოს და ვითა სხივი, რომელმანცა უნდა გაადნოს იპოვნონ კაცი რომლისა ტუჩებმა. არ იცოდნენ სიტკბო აკძალულისა კოცნისა, და არცა გემო გოჭისა ხრენით გაკეთებულისა ესე არ არის ადვილი ყურძნისა და ატმის ჩრდილ ქვეშე. და ასე ახლო რუსებთან ქცევაში; იწყეს რჩევა და ბაასი ყოველი ფურჩქნილი ზნე იყო მოწყვეტილი ფურცლებად, და დასასრულ ახლად ანგარიშისა, დარჩებოდენ ისევ ისე ტიტველა ხუთი თითები, ეს ძალიან ყმაწვილია რომ დავუძახოთ უცოდველია, ეს ძალიან მიმხედარი არის,რომ უცოდველი იყოს, იმას არა აქვს ყუათუქი ლოყებზედ, და იმას აქვს ბალანი ტუჩებზედაც ეს რა ჭირია, ბებერი ყმაწვილებს ეფარება, არავინ უნდა მიიღოს სახელი თამას-თამას-ლიარდიან წმინდა წმინდთაგან, ვერ უპოვნიათ ღირსნი. ან ვისაც იპოვიან ესრეთს თითონ უარეს ჰყოფს ბაასი და ანგარიში არ აძლევდა ცოტა კაცისა უმანკოებაში დერბენდელთა; გავგზავნოთ საფარყული ჰანბობდნენ რომელნიმე, მორცხვია როგორც ლამაზი ქალი. მაგრამ ეს არის ჭირი არარის დიდი ხანი გააურიცხოვეს იმიხ ცხენი, მოუჭრა ვიღამაც ავაზაკმა ცხენს კუდი და ეს მუქთად არ იყო, ვან მურად ამანი ის ჰსცხოვრებს ყუდრუებით როგორც ყვავილი ჰყვავის, მაგრამ ანბობენ რომ ამას წინათ იყოო, სტუმრად ძველს ცოდვილთან ბაღში ალესკერ-ბეგთან და იმღეროდა ასეთს სიმღერასაო, რომ ეშმაკებიც ყურში თით დაიცავდენ ან მახმედ რა სული, იმაზედ ცუდი არა ითქმებარა, მხოლოდ ფიქრი შეიძლება, იმ თას დგას ლამაზი ლეკის ქალი. ვიყიდეო ანბობს შიმშილობას მამისაგან ორ თუმნათაო ახლა მგონია ათასათაც არ გაჰყიდის, ვეჟო, კაცი ინსან დეგილმი. ხმალი ფოლადია და ისიც უქარქაშოთ დაჟანგდება.

იმაზედ ბევრს ლაპარაკობენ სხვა თითონ ბევრს ლაპარაკობს ეძებენ ვერ უპოვნიათ ღირსი. და ჰახარეს თავი მიუდრეკელი დერბენდელთა კვალად ჰშთაცვივდნენ ადრინდელს ჭმუნვაში.

ის კანდრა-ბეგი ჰსთქვა ვიღაცამ ხალხში. მართალა განა მეორეს მრავალთა ისკანდრა-ბეგი, განა რისათვის ან რისთვისდა როგორ დაგვავიწყდა, როგორ გავუშვით ვარდი ყვავილებში, შავარდენი ფრინვლებში. ალლახ ალლოხ! იქნება სიცხემ ჩვენ თავში ტვინი დაგვიდნო ეს გასაკვირველია ეს მიუხდომელია, ეს საკვირველია.

მე კი ამაში არაფერს ვხედამ გასაკვირველს, არა თუ მხოლოდ თათრებში ჩვენც მართლ მადიდებელთა, არ ვიცი როგორ მოხდება ხოლმე რომ უღირსეს კაცსა ბოლოს მოიგონებენ, კარგი თუ მოიგონეს, უნდა ვიფიქროთ რომ ცუდი მეხანიზმა გვაქვს თავში.

დიდება ჰალლახსა ვიპოვეთ, რაღათ ვიციებთ კბილებსა, თუ ის კანდარი, ის კანდარი, ჩქარა დავუძახოთ, ვსთხოვოთ წამოვათრიოთ, წადი გაიქეც იმასთან ღმერთმა ქნას რომ კარგათ მოუხდეს ისკანდარ-ბეგსა ის. გვიხსნის,ის შეგვეწევა ჩვენ. ის არა ჰსჭამს არა ჰსვამს და არ მეგობრდება გაურთა, არავის ახსოვს გინდა ერთი ღამე გაეტაროს ბაღში არავის უნახავს რომ თვალით შეეხედნოს ჩადრისათვის, არ უმღერებენ ჩვენი დარდიმანდები და ვერ უთავაზებენ ყვავილთა, ის ცხოვრებს ნათლად და მარტო, როგორც მთვარე ღამეში.

დიახ! დიახ! წადი ისკანდრ-ბეგთან, განამეორეს მრაალთა, არა ძმებო იმასთან ყოელ დროს ნუ მიბძანდებით ხან-და-ხან ასეთი ჯიუტია ხოლმე, რომ იმასთან თხაზედ რომ შეჰსჯდე ისეც ერ მიხალთ. ყოელთის ამპარტაანია ყოელთის, შინა, და გარეთა, სეირნობაში და ძილში აბა უყურეთ იმას,მოდის თუ არა ქოშებს მოათრეს და როცა დაჯდება რა არის შენი ყალაბეგი, თითო სიტყა ერთ მანეთათ უღირს ერ გამოსტაცებ ღიმილს ტუჩებიდგან გინდა ჩალხიით წინ დაუტრიალდეს ასეთი გაბერილია იმასთან წასლაზედ ორჯერ უნდა იფიქროს, კაცმა, და ერთხელაც კარგათ მოიფიქროს.

არჩიეს მოიფიქრეს და გამოარჩივეს გაგზავნონ მოციქულად მთელ დერბენდელთ ხალხის მაგიერ, ჰჯი. ფეთხალი, ისმაილ ოღლი, თითონ ის ენა მშვენიერი, რომელიც ამბობდა უკანასკნელ ქადაგებას. შენ ჩაგვიგდე გულში გამორჩევა ყოჩაღის ყმაწვილიხა, შენვე დაუკარ თავი, ბაშსინ ისკანდერ-ბეგ, უთხარ რომ შეგვეწიოს ჩვენ ჭირში, ჩვენი თხოვნა აღასრულოს, რაც გინდა ჰქენ. ჰაჯი ფეთხალი შენს მეტი იმას ვერავინ დააჯერებინებს, სხვა იმის მეტი ჩვენ ვერავინ გამოგვიჰხსნის.

უარს ჰყოფდა უარს ჰყოფდა, მირ-ჰჯი ფეთხალი. და იმას ჰქონდა სჯულიერი მიზეზი. მაგრამ პატივის მოყვარებამ ჰსძლია, დაეთმო მას. გატანეს ორი ღირსეული ბეგნი სქელი უსეინი და გამხჭვალი ფეთხალი, ესენი იყვნენ ორნი თანდებულნი, დააჯერებინებს ესე როგორ არ დააჯერებინებს, ისმოდა ხალხში, ჶეთხალი თუ თავს მაიკატუნებს, ღარიბსაც ნახევარს წვერს დააგლეჯს, თითონ შეითანსაც მოატყუებს. გველს კუდზედ ათამაშებს, ძალიან გონიერია, შჩვენებული პატიოსანი პლუტია, შენ მოგატყუებს შენგნითვე სარგებელს აიღებს, და შენვე მადლობას გათქმევინებს და რაკი დაიწყებს ლაპარაკს ღმერთო შენი ნება იყოს თითქო ენა პირში კი არა გულში აქვს, სულ ყვავილებს ჰფანტავს მოასწარ მხოლოდ ყურებით აკრიფო.

ელა-დერ, სწორედ აგრია; დაუმატა მეორემ რა დაიწყებს ქადაგებას რომ შევსწიროთ მეჩითს ან ქერბალსა, მაშინ არს თუ ჩვენ ჩვენი ქისებიც პირს დააღებს ხოლმე, ტყუილათ კი არ იკვეხის ისა, ხომ განსუბუქებთო.

ამ მასხარაობითმა სიტყვამან გაამხიარულა ყველანი, და საზოგადოდ დაიწყეს ბოროტ მეტყველება, და საბრალო ფეთხალის გამოუქარგეს ზურგი სახით შამახიის ძაფითა, თათართ ძალიან უყვართ გაჰნბანონ სხვის თვალები ვარდის წყლით, ესე იგი აქონ თავის წინ შეუბრალებლად, მაგრამ რაკი იქით მიბრუნდება გააჭრელებენ თავიდგან ყურებამდინ.

ემდერ ბაში, გითთი, იარი სენ სიუზი,
უშენოდ საყვარელო მიჭკნება გაზაფხული ჩემის
ცხოვრებისა. სიმღერიდგან.

უპატივ-ცემულესი. მირ ჰჯი ჶეთხალი, ისმაილ ოღლი, ნელად გააბიჯებდა ერთი ქვიდან მეორეზედ. კალთა იმისი ჩოხისა ჩვეულემისამებრ არა ჰქონდა აკეცილი და მიჰგვიდნენ ქუჩის მტვერსა დიდროვანი ქუსლიანი ქოშები, ვარდებოდა ცუდ მოკირწყეულ გზაზედ, თუმცა ფეთხალი გაშტერებულად დაიყვირებდა ფეხებში; ხან უსეინი, ხან ფეთხალი პატიოსანი იმის შემდეგნი, ერთი ქშინვით, მეორე ხველით მარჯვნივ და მარცხნივ გდააუგდებდნენ კითხვას, ის არ უპასუხებდა არ ესმოდა იმათი, ასე იყო ფიქრში გართული, რომ იმის ფურთხის წინწკლები ჰსცვიოდა უსეინის და ფეთხალის წითელ წვერსა. ორნი გაჯავრდნენ...

ნა ადამდურ ბუ. სთქვა ერთმან მოიწმინდა წვერი. ეს რა კაცია, ამას ელაპარაკები ეს აფურთხებს რომელ სპარსეთის მომღერალს მოჰპარა ასეთი ლექსის დაბოლოება, ეშმაკის ძმისწულმა.

ფოხინინ ბაშინა, ტალახი დაესხას მაგას თავზედა, ჰსთქვა მეორემა, შეიბერტყა წვვრი, ტყუილათვი არარის ნათქვამი,როცა სახლის პატრონი შინ არის ერთი დაძახება ეყოფაო. და თუ არ არის ჯოხითაც რომ უბრაგუნო ვერ გააგონეფო, ტყუილათ რას ელაპარაკები ჶეთხალის, როდესაც აქ ცარიელია.

მაგრამ ჶეთხალის არა ჰქონდა თავი ცარიელი წინააღმდეგ იმისი თავი იყო სავსე ასეთი სტუმრებით რომ იმათი ხმით არ ისმოდა ხმა გონებისა ყურებში ეხლაც უწიოდა ხმა ხალხისა დააჯერებინებს ის როგორ არ დააჯერებინებს და გული უჩურჩულებდა ვერა მგონია, მოიგონე ფეთხალი როგორ შეურაცხყავი შენ ისკანდარ ბეგი, ამას წინათ ხელახლა შეურაცხჰყავი, მე გიანბობთ თქვენ უფალნო რისთვის და რისათვისაცა მოუხდა ერთმანეთში სიძულული, მაგრავ საიდუმლო იყოს...

ისკანდერ-ბეგი საუცხოვო და კარგის ზნის ყრმა. დაიბადა დროსა რუსეთის მფლობელობისა ჟამსა, დაღისტმნელთა ზედა, მაგრამ ის გამოსწოვდა სიძულვილსა დედის რძისათანა, და მოთხრობითა მამისათა, და მამა მისი იყო საყვარელი გაგდებულის ჶეთხალი-ხანისა და მიუდრგველად დაიცვავდა ადრინდელს ფლობელობისადმი მხურვალესა ერთგულებასა, აჩვენა ესე სიტყვით და საქმით მრავალთა აღსრულებისა მიზეზისათვისჩამოართვეს მამული დავიწყებული ყოველთაგან ლპებოდა ჯავრისგან ის მოკვდა 1826 წელსა, მოკვდა ჯვარითა რომ სპარსნი რომელთა მოელოდა დერბენდში გაჰყარეს ყუბიდგან სიკვდილისა ჟამსა უანდერძა შვილსა, არ ემსახუროს რუსთა, და ნუ გაუმეგობრდება დერბენდელთა...

დერბენდელებზედ იყო გაჯავრებული განსავაკუთრებით. ამისათვის რომ ისინი შეთანხმავდენ ორგზის მისცეს თვისი ხანი; ხელთა მტერთასა; ვიმხიარულეთ ფეთხალი ხანთან როდესაც მოვიდა კიდევ სამფლობელოდ რისხვად დერბენდელთა ამბობდა მამა ისკანდარისა არ დარჩა არც ერთი ლამაზი ბიჭი, რომელიც არ იყო წაყვანილი სასახლეში არც ერთი მშვენიერი ქალი რომელმანც არ განისევნა ჩვენ სარეცელში. და ჩვენ ხალიაზედ ჩვენ დაგვრჩა ზანდუკები ორგულთ. ქუჩაში რომ მივიდოდით დაგვიხრიდენ ყველანი თავს მუხლებამდის დაჰკოცნიდნენ ჩვენ ავჯანდასა, ახლა დასუქდნენ საძაგლები, კისერი არ ეხრებათ იმათ როგორც ღორებსა, ვეუბნებოდი ფეთალი ხანს ამოგლიჯე ძირიანათ ეს ვაჭართ თესლი დასჭერ თავები ამ სულის ვაჭართა არა დაიძვირა არ დამიჯერა და აი, იმისათვის ჯილდო, თითონ ჰსჭამს სხვის პურს დაამარილებულს ყვედრებისაგან და ჩვენ იმისი ერთ-გულნი მონანი ვიხოცებით შიმშილით.

ის მოკვდა მაგრამ იმის ერთგულება, ჩვეულება წინათ მსაჯულობა გაცოცხლდა შვილში, ისკანდარ ბეგმა შესვა ესენი უწმინდესის წყაროსაგან ძეობრივისა სიყვარულისაგან და არა ძაღლიური შეჩვეულებისაგან, მაგრამ ოცნება მისი და სურვილი თვით მპყობელობისათვის ხანთა დროისა მხიარულისაცხოვრებისა ბეგთათა იმათი დაცემა და მიხდომა მეზობელთა არ ერთის სიტყვით რიცარული დროსათვის როდესაც სწორე თოფსა კარგს ცხენს და მხნეობასა ძალედვათ მიეცათ რასაცა მწყურვალებდა სული მისი, იყვნენ ფრიად ველურნი არ იცოდა რა შავი მხარე ჰქონდა ადრინდელს მართებლობასა იგი ვერ ხედვიდა კარგსა ახლანდელში ოქრო ახლა შეუშინებლად აკლაებისაგან დადის იმრგვლივ და გარდა ასხამს კმაყოფილებასყოველთა ერთა ხარისხთა შინა, რუსეთისა არწივმა ვრცლად დაჰფარა თავისითა ფრთებითა, გარე დერბენდისა და მებაღე დამხვნელი არა შეშინებული ადრინდებულ რომ იყოს დაკუწვილი გალავან გარეთ მთიურთაგან კარებში, განავრცელეს შორს თვისი ჯეჯილნი და ვენახნი ველთა და მთათა შინა შეუშინებელმა ვაჭრობამ, რუსეთის სპარსეთისათანა მოუტანათ სიიაფე ჰპოვებენ უკვე ღარიბნი იმა სიუხვისა ნივთთა რომელნიცა ადრე აქვნდათ მდიდართ იშვიათად ადრე შვიდ სახლს ჰქონდათ ერთი რკინის ქვაბი, ახლა ყოველს სახლში არა თუ ჭურჭელი და კოკანი მაყალიც აქვსთ თითრბისა ადრე სადღესასწაულო ქორწინის დღისათვის აქვნდათ ერთი კაბა წმინდა მაუდისა და სასიძონი ქირაობდენ ახლა დერბენდი სახელობს კოხტურის ტანისამოსით და თითქმის ყველანი დადიან ბუზმენტით და სიასამურის ქურქი აქ არარის საკვირველი ესენი არაფერი არა უნახავს ისკანდარ-ბეგსა ან არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ადრევ იყო სხვარიგად განსაკუთრებით ამპარტავნება მისი იყო მოწყლული სჯულითა გაჩინოვნიკება არა კეთილ-შობილისა სამსახურისათვის და არა გვარისათვის, ჰრაცხავიდა იგი თავის შეურაცხებად და განშორებული ამ გვარად რუსთა და თათართაგან ორ გვარითი მტერობითა თავის ნებით სახლში დაიკეტა მარტოთ ყოფნით კმაყოფილებდა მცირე შემოსავალსა მცირე მამულისაგან და არა მწუხარებდა ის იყო ყმაწვილი.

სიჭაბუკევ, სიჭაბუკევ! გრძნობისა სოფელო ცხოვრებისაო მშვენიერი ხარ შენ როდესაც განშლილხარ შენ წინ-უხილველად ვითა იმედი და არა უკან-ვითა მოგონება,რაისათვის არა მიცემულ არს კაცისათვის ნიჭი.(Сеур) არჩვისა რათა დაიძინოს მრთელსა მყოობადსა ჭმუნვისა ზამთარსა რათა სიზმარში მაინც ისუნთქოს შენისა სიგაზაფხულისა ჰაერითა იცოხნოს წარსრულნი სიხარულნი, და წარსრულის მაგრის გულით აიტანოს ბუქი შენი; ამაო, ვერარა გააახლებს სიჭაბუკესა. და ვერავინ დაივიწყებს და ყოველთვის ნანულობს თვისსა მსხვერპლსა.

ერთი მუჭა ფქვილი, ერთი ჯამი წყალი; მცირე სინათლ მომატებულადჰერი, აი რა იყო საჭირო ჭაბუკისა ისკანდარ ბეგისათვის გაზაფხულს როდესაც მრთელი სოფელი გარდაიქცევა სიყვარულად და პოეზიად ის ჩამოიღებდა გრძელ თოფს სახელგანთქმულსა ჰჯი მუსტაფისასა, შეიკაზვიდა ყარაბაღულსა ცხენსა, შეისვამდა ხელზედ მიმინოს ვიზილკუშ, და მიმოაჭენებდა მთასა და ველსა, აჭენებდა, დაღალვამდე, უვეთუ წყურვილი განცხრომისა შეიძლება ვუწოდოთ დაღალვად. მასუკან დაეცემოდა ჩრდილში. ნაპირსა მთის წყაროსას და ქვეშე კეთილ სუნელოვანის ქარისა მარაოსა, ჩასთვლმდის წყალისა ჩრდილსა ხმითა, ხანდიხან შეერთებულის ბულბულისა ხმითა თანა-ბუნებითი მუზიკა. მღელვარებდა მისთვის ოცნებად; ანუ ოცნება განუცხოვლდებოდა მას ყვავილთა შინა შინა, და ბგერათა, მე არ ვიცი ის ოცნებდა თუ ფიქრობდა, მაგრამ ისი ცხოვრებდა ყოველსა თვისისა ჰრსებითის ნეტარებითა, სხვა რა იყო საჭირო...

ზამთარში როდესაც სუსხიანს ქარს მოჰქონდა, ჩრდილოეთით მისს ხარიხიან ფანჯარასთან თოვლი, იმას უყვარდა ყურის გდება წუწუნი ბუხრისა, დაჯდომილი ახლოს მაყვლისა უყვარდა ყურება მასში, გაღვიებულის ნაკვერჩხლებისა, ანუ თვისის ჩიბუხის ბოლისა, რომელშიაც მიმოეჩვენებოდნენ ხან ფრთენი ანგელოზთა და ხან საძაგელნი პირნი ბოროტთა სულთა, და მასვე დროს გამოხატვა ეტყოდა დაუსრულებელსა თვისსა ზაღპარსა, და ჰყოფდა ბუნბერაზად იმა ათას ორის ღამისა ცხოვრებდა რომლღასაც განსაკვირვლ სახელმწიფოში. ომობდა, ჰმეგობრობდა ვიღაცას, უცნობს, იკლებდა საუნჯესა, იტაცებდა მშვენიერთა, უყვარდა და იყო ყვარებული, იფლობოდა შიშსა და სიტკბოებასა შინა და მასუკან როდესაც ღამე გარდაჰფენდა საქორწინოსა თვისსა საბურველსა იმან არ იცოდა სვლ, ყოველი ესე ნახა სიზმარში ანუ ესე იოცნა მღვიძარემ, ხანდიხან წარიკითხვიდა რვეულსა ლექსებს უკეთესთა სპარსეთისა პოეტთა, და აუხსნიდა გულსა შეუგინებელსა, ჰზრსა იმა ტკბილ-ხმოვანსა სიმღერისასა; ხანდიხან დაუძახებდა ნაქირავებელსა ნუქერსა ლეკსა.და ის იმღერდა ველურთა სიმღერათა მთიურთათა, დაირას ააყოლებდა, აქებდა ვაჟკაცებრივ ლაშქრობასა წინაპართა სიმხნეთა ძმათა თვისთათა, ომსა და ნადირობაში, და გული ჭაბუკისა აზიელისა, აღენთებოდა სისხლისა და დახოცისათვის, იგი იბრიალებდა თვალთა,უნახამდა ხანჯალსა ფხასა, და იტყოდა როდის შევხვდები ომსაო.

იმას ადვილად აუხდა ესე; ყაზი-მოლა შემოადგა დერბენდსა, მხნეთა მოეცათ დრო თავ-დასხმის მე ყოველთვის გამოვიდოდი თათრებთან და ყოველთვის ვნახამდი ისკადარ-ბეგს ყველაზედ წინ, მოწევნა მისი იყო, ადვილი მაგრამ გასწრება არავის შეეძლო. ის როგორც მშველი მიხტოდა შორის სასაფლაოსა აღმართულ ქვებითა, ყოველთვის იქ იყო ომი. მარჯვედ გასტყორცნიდა სიკვდილსა თვისასა მაჟრისაგან და მასუკან ველურისა კიჟინითა დაეცემოდა მტერთა ხანჯალ-ქნევითა, და ჩვენ მივდევდით გაქცეულთა მტერთა, მე ეხლაც მახსოვს შევედი უკანასკნელ ომში ყუების მხრისაკენ, გავრეკეთ მტერი ვაზებიან ვენახიდგან, მოვდიოდით გამარჯვებულნი მაგრამ არეულნი. ორი მოჭრილი თავი იყო წართმეული ჩარჭობილი ერთი ერთმანეთზედ წართმეულ დროშაზედ დერბენდელნი დღესასწაულისა კიჟინითა მიმოაჭენებდნენ გარემო სახელოვანისა ტროფეისა. ხალხნი შევიდნენ უკვე კარებში, მაგრამ მე ერთადრე დავრჩი უკან მცირედ თაგრებთან, ვესროდით დასაფარებელად ჩვენისა ჯარისა; დავრჩი მე შადრევანთან, გამეგრილებინა სიცხისა და წამლისაგან დახეთქილი ტუჩები; ზარბაზნის ტყვიანი საშინელისა ხმითა შეუდგებოდნენ მტერთა, თავი ავიღე ტყვია ხვდებოდა ქვასა შადრევანისასა, მუნ იდგა ჩემი სეხნა ისკანდერ-ბეგი მარტო ახალუხით დაკათაებული დაყუდებული თოფზედ; ის იყო დასახატავი, ის იყო მრისხან მშვენიერი, ბაგენი მისნი ბუტბუტებდენ ზრახვასა თვალნი მისნი სიძულვილითა შეუდგებოდენ დერბენდელთა. ვის უჯავრდები ისკანდერ ვკითხე მე.

საძაგელი კურდღელ სულიანები; მიპასუხა მან იმათ მარტო იციან ნაბიჯით წინ წასვლა,და უკან მიუხედავად მირბიანჩვენ იქ დაგვრჩა ნეფთალი...

რომელი ნეჶთალი. ისკანდერ, ის ლამაზი ყმაწვილი შეღებილის ზილფებით, რომელმანცა მე მთხოვა პატრონები ომის დაწყების დროსა მრთელ დერბენდელებში მარტო ის მიყვარდა კეთილი სული და ის დაიღუპა; ტყვედ დაიჭირეს...

არა, მოკლეს მხნე, ყმაწვილი კაცი,ყრმა ის ჩვილსავით იყო განუსჯელი ჰსწყვეტდა ყურძენსა, მოაკვლევინა თავი, ჩვენს თვალ წინ ლეკნი სჭრიდნენ თავს, და მე ვერ შემეძლო გამეყარა ვერ შევიჯერე ამხახანაკები,რომ შეგვეტივნა წასართმეველად გვამისა,ჩვენ დავაგდეთ შეურაცხებისათვის, კიდევ და უკანასკნელად გიძახით დაუყვირა რაოდენთამე თათართა, ვისაც აქვს სარწმუნოება და გულში მხნეობა წავიდეთ წავართავათ გვამი. ჩვენის ამხანაგისა ავიხადოთ ჩვენგან სირცხვილი ორგულებისა; წავიდეთ ვუთხარ მე...

წავიდეთ, სთქვა კიდევ ორმა:

წავედით...

და გამოვედით ჩენ უომრად, თუმცა მკვდარი იყო შორის ვენახებში, ლეკთ არ ეგონათ ასეთი გაბედვა ჩვენ ნელა გამოვიტანეთ მხრებით უთაო გვამი, დავდევით ალაყაფის კარებთან, ხმითა გულისა განგმირულითა დაეცა მაზედ დედა, ხმა სიბრალულისა მოისმა, ხალხში ისკანდერ ბეგი იდგა, შეჭმუხვნილი წარბითა, მაგრამ ცრემლი არ ნებით ჰსცვიოდა თვალთაგან, მე მივე ხელი და ვუთხარ.

რატო რუსისა არა ხარ შენა.

მან დამიჭირა ხელი და მითხრა,მე მოგილოცავ ამით რომ არა ხარ თათარი, ისკანდერ ბეგი არ გამოდგება შენ შახის სასახლეში, დროსა ბულბულისა, ბულბულ ზამან, შეუსრულდა ოცი წელი ისკანდარს, და მაშინ აღმოუჩნდა ულვაშნი, მაშინ შეიქმნა მწუხარე ძილითა, და ცხადად გამოეცხადნენ ცეცხლიანი ფიქრები, დიდი ხანია შენიშნულია რომ პირველი ულვაშნი არიან ნიშანი სიყვარულისა, ამხანაგი პირველ შემატკბობელის სიყვარულისა, ისკანდარმა გამოაცხადა ესე ჭეშმარიტება თავისთავზედ თვითვეულ ლბილ ბეწვთან,რომელიცა გამოაჩნდებოდა ზევით ტეუებზედ და ებადებოდა გულში ახალი სურვილნი, ბნელი უანგარიშო, მაგრამ მასთანვე ტკბილი, რომელთა ჰქონდათ ერთ ყუნწზედ ნაყოფი და ყვავილი, ვითა ბრაზილიისა აპელეცინი მაშა არ არის გასაკვირველი რომ ქალებს მოსწონთ ულვაშნი, როდისაც ისინი არიან აღმოცენებულნი ერთი სტიხიისაგან სიყვარულისა თანა, მე რომ ქალი ვიყო, მე ძალიან მინდოდა რომ ვყოფილიყავ ქალი; როგორ შემეძლო ცივ სისხლიანად მეყურებინა ყრმისათვის, რომელსა ატმისა ყვავილი ლოყაზედ ცხადად აჩვენებს, რომ იმის ულვაშნი ეს არის არიან გამოსულნი ბენბულისაგან, ახლად შეგრეხილი, ვარდის ფრის ბუნების თითებითა, და ისე მახვილიან იყურებიან ყოველ მხარეს თითქო თხოულობენ, დაგვიტკეპნეთ ჩვენი კოცნითა, დიახ ახალი ულვაში არის ცხოველი ხიდი, საშუალი ორთა მარჯნის მზგავსთა ტუჩთა.

ბულბულების ჟამსა ჩვენს ანგარიშში, აპრილში ისკანდერ-ბეგი წავიდა ცხენით მწყრის სანადიროთ, მიმინოთი დღე იყო საუცხოვო: სწორეთ სადღესასწაულო სამხრეთის გაზაფხნლისა, ცხელი მაგრამ სიწვამდე გრილი, მაგრამ უნოტიო ჰერი გალეულიყო ყვავილთა სუნთქვითა, და ფრინველთა ჭაკჭაკთაგან, შორის მღელვარებდა ვითა ცხოველი იაგუნდი ბრყინვალე მწვანე და ზვირთებრ მდინარებდა და გარდაესხმოდა გორათგან გორადმდე და მაზედ ჰსცურავდენ ვითა სხვა და სხვა ფერ იალქნები ხილთა ბროწეული ალის ფერით ნუში თეთრით, ატამი ვარდის ფრით, ისკანდერ ბეგი მიმოაჭენებდა ცხენსა, ამ მწვანესა ზღვასა შინა, საშუალ ამა სასიამოვნოთა ქმნილებათა, და თვითვეული აყრიდა მას ყვავილსა წვიმათა, თითქო ჩრდილში დიდ-ხანს ვიდოდა ესრეთ, ისკანდერ აჭენებდა ვითა გიჟი ხან მთაზედ, ხან კიდეზედ, და სასრულ რაღაც აკლდა და ცოტა იყო ჰერი მთელს სოფელსა, და პირველი დღე იყო რომ დუწყო ღელვა, გულმა დაინხვიდა რა ჩადრსა, ადრევ როცა გაივლიდა ქუჩებში თვალთ არ აახელდა გინდა გარდაეხადათ სარტყლამდის; ახლა კი თვითვეულ ცხვირის წვერი და თვალები ფარისევლობით გამომზერელნი მოხვეული ჩადრიდგან ათრთოლებდა სიცხით დასიცხვით, იმას არ მოესმინა თავის დღეში შემზგავსებითი ანატომია მაგრამ ფრიადის სისწრაფით შეჰქმნიდა მრთელსა ქალსა გამოურიცხველად, და შესამოსს შეუცდომელად პატარა ფეხის კვალიდგან, და სპარსულის შალის ჭრელი წინდებიდგან, რომელიცა გამოსჭვერენ წითლის თუმანისაგან, ტოტებ ოქრომკედით ნაკერითა, არ ვიცი ბევრი მწყერი დაიჭირა თუ არა. მაგრამ არც ერთი კარგი ტანის ქალი არ გასხლტომია თვალთაგან, უთუოთ მწყერები ეგონა; ის გაუშვებდა ჩაპჩაპ ყარაბაღულსა და დაყენებდა უეცრად ახლოს შეშინებულთა ქალთა. ანუ ნელის ნაბიჯით წავიდოდა წინ ცრუმ ისწავლა ამ გვარად გაჩხრეკა ქალისა, რომ ვერ დაენახათ იმათ და არ შეშინებულ-იყო მათი სიმკრთალე და სირცხვილი ქალთა, მაგრამ ვაი პირი ყოვლისა იყო დაფარებული მისთვის ვითა წიგნი შვიდის ბეჭდითა, თათრულ ქალებს ძალიან ეშინიანთ ეჩვენნენ თავიანთ ხალხს და, თვრამეტის. წლის ახლად შემწვენებული ულვაში. უფრო შეტყობის მოსურნეა ულვაშიან დედაკაცზედა, სიყვარულმა ისკანდერ ბეგისამ რა ვერ ჰპოვა სახე სად ძალ იდვას დაბუდება განჰქრნენ ჰაერსა შინა იქმნა მჭმუნვარე და წამოვიდა შინისაკენ.

მე არაოდეს არ შემიძლია გავიარო, ახლოს შადრევანისა მუსულმან მხარეში რომელ გულითა არა წარმოვსთქვა მადლობა. შადრევანნი არიან მკირ-ფსნი მრავლის შრომითა, უნაყოფოსა ადგილსა და უწყლოსა გზაზედ მოსაშთველად წყურვილისა და ბანებისა მგზავრთა თვის; და არ არის აშენებული სახემწიფო ფულითა, და არა საზოგადოობისაგან რჩეულთა კაცთა, არამედ ერთისა ვისგანმე საზოგადო საჭიროებისათვის სულისა სახსენებელად. ან აღქმისთვის; როგორც ჰსჩანს ზედა წარწერილი მარმარილოს ქვაზედ, ქვეშე ბრინჯაოს ლულისა და შადრევანისა თაღზედ, გამონათებს ჩვეულებრივი აღქმული ლექსი ყორანისა, ჰქმენი კეთილი სიკვდილადმდე, და რაოდენნიმე ხენი უკუ-ნებით შთარგულნი ხელითა სარწმუნოებისთა ვითა ხარკი სინანულისა ბოროტ მოქმედებისათვის, ანუ იმედისა კეთილისათვის. განშლიან თვისსა განმაგრილებელსა ჩრდილსა, დაღალულისა მგზავისათვის. მართალია მუსულმანი სცხოვრობს თავისთვის, მაგრამ ამისთვის მოკვდება უყვედრულად ჰსჯულისათვის და სიკვდილის ჟამსა არა ჰფიქრობს თავისთვის. არა თხოულობს სუდარასა. და ოთხ ფუთიან წმინდა სანთელსა, უანდერძებს თვისსა მამულისა ნაწილიხა. ღარიბთა ანუ აღსაშენებლად სასწავლებელისა და უმეტეს ხშირად წყლის რუსათვის და წყაროსათვის ამისთვის, რომ წყალი ცეხლს ჰერსა მხარეს, არს უპირველესი საჭიროება. და უმჯობესი სასმელი დამწვრისა სიცხისაგან უდაბნოსა გზასა, თქვენ შორიდგან ხედავთ სტუმრობლივსა სახსოვარსა, გარე ხვეულსა ჩინართაგან და მიისწრაფით მისდამი სიხარულით და სიტკბოებით ჰსვამთ წმინდასა წყაროსა, და მადლობითა ჰფიქრობთ თქვენ. უყურებთ რა ამა შეხებითსა იდიასა, რომელიცა შეარიგებს კაცთა ღუთისადმი საშუალობითა საზოგადო საჭიროებისა ქმნილებითა; განსვენება მტვერსა შენსა, ნეტარება სულსა შენსა, კეთილო კაცო შენ შეართე აქა ხარკი ღუთისა და ხარკი შენთა მახლობელთა...

ამ გვარ შადრევანთან რომელიცა არის ორი ვერსი ქალაქიდგან, მივიდოდა, თავის სახლში და უეცრად ეს აღარ იყო ოცნება, მაგრამ ესრეთვე მშვენიერი ვითა ოცნება. გარდა ამის ჰეროვნებისა ის იყო ქალი. 16 წლისა, რომლისთჳის სიტყვა სასურველი (აზიზი) სჩნდოდა ახლად იყო გამოსული, ჭაბუკი გულისაგან და არა მოგონებული ძველად;ის იბანდა პირსა განმხურვალებულსა მხიარულებისაგან, ხან პანჭყალობდა წყაროთი, ხან იწონებდა თავსა, ხარკიანსა წყალში ვერაფერი ვერ გაიგონარა.

შავნი ვითა გიშერნი, დალალნი ხანდიხან ჰფარვიდნენ სრულიად პირსა, ხანდიხან გამოაშვენებდა ნახევრად გარდახდილსა ძუძუსა; რომელსა ტყუილად შეჰკრავდა იჭვიანი ჯაჭვი და ხრიკანი ოქროსანი, ისინი გამოსჭვირდენ საშუალ გაჭრილთა წითელ თავთის პერანგიდგან გამოიწევდა გამოსახევად ფარჩის ახალუხსა.რომელიცა იყო შემოსვილი, როგორც საყვარელი წვრილსა ტანსა, გამოიხატეთ ყმაწვილი გახურებული პირველისა ოცნებითა ქალთათვის და თითქმის უნახავი ქალთა, და მასუკან იფიქრეთ რა დაემართა როდესაც დაინახა უეცრად ეს მშვენიერი სახე, გაბრწყინვებული სულის სხივითა, და ეს ორნი თვალები, და ეს ორნი ბორცვნი თითქო ორნი ცისკარნი განყოფილნი საიდუმლოებითისა ბინდითა როდესაც მან შენიშნა ვითარისა აღსრულებითა ამაღალ დამდაბლდებოდა. ამ დროსვე ოქროს ღილები ბუდეშურებრივი, ასხმულნი გახსნილ სახლებზედ იდაყვადმდე ჩხარუნობდენ ოდეს ხვდებოდნენ შადრევანისა ლულასა ამ დროსვე წმინდა თეთრი ჩადრი არშიყობით ეთამაშებოდა გარეშე. მდიდრულის ნაკეცებითა გარე მოხატვიდა ტანისა ფორმასა, ხან გაიბერებოდა განივრად ისკანდარს გული შეუწუხდა, ის აენთო დადნებოდა ვითა ანბრა სურნელოვანად; ფერხთა ქვეშე გაუქრა სინათლე მთელი ისკანდარ იქცა თვალებად, ასე რომ ვერ დაინახა რომ დაღალული, ცხენი დაეწაფა წყალსა, ეს ძალიან შეცთომაა ცხენოსანისათვის მალე წაახდენს; მაგრამ ამით უმეტეს შესცდა რომ რა მიანება აღვირი ცხენსა მოაკლდა სამოთხესა; მშვენიერმან დაინახა რა საშინელი ცხელი ცხვირი ცხენისა დაიყვირა ჰაი ისკანდარ, დაიფარა ჩადრი საჩქაროთ გაჰფრინდა.

ისკანდერ-ბეგმა იგრძნო მრთელი თვისი უკადრისი ქცევა; დყენებული სჯულისა და ჩვეულებისაგან, მაგრამ იგრძნო მაშინ როცა მიეფარა უცნობი ქალი მართალია ის ქალი, სამჯერ შედგა ვითომ ელოდა ბებერს რომელიც იყო მასთან, მაგრამ ისკანდარმა ვერ გაბედა თვისი უმანკო თავხედობა და არ დაიძრა ადგილიდგან, ამდროს როცა გული მისი ჰსცდიდა თვისსა ფრთებსა და აცილებდა მშვენიერსა, თავში აღვიდნენ ადრეულებითნი ჰზრნი; ალლახ; ალლახ; რას იტყვიან ჩემზედ და იმაზედ, თუ ჩვენ დაგვინახეს რა ლამაზია; დედ-მამა სულს ამოაძრობს, რა მშვენიერი თვალებია, დაიწყებენ ჭორებს, რა კარგია რომ უმარილსა და ფერს არ ისვამს, მაშინ პირს არ დაიბანდა, თუ გათხოვნული ყოფილიყო; ყელი ყელი ახ რა მშვენიერია, ოხ მეესდერბენდელები, და ჩემი სახელიც იცის, ეტყობა ცუდი რამ შეუტყვიათ ჩემზედ რომ უკითხავთ ჩემი სახელი, ჰსწორეთ ასეა, ის ორი დედაკაცნი საფლავზედ რომ ტიროდნენ უთუოთ დაგვინახეს. და ის ორი მრგვალი ბურთები ნარნარნი თეთრნი თეთრ ბრწყინვალენი, მე ძალიან მინდოდა, შემეტყო რისთვის წაჩხუბულან და უმეტეს მინდოდა კოცნით შემერიგებინა.

სამმო არს ცნობად. რომ ისკანდრ-ბეგი წავიდა შინ შეყვარებული; და მივიდოდა ვითა ქურდი, იყურებოდა აქეთ იქით, და შეწრწუნდებოდა ყოველსა თვალისა შეხედვაზედ, სიტყვაზედაც; თქვენ ჰგონებთ რომ ეს იყო სინანული ახლად ნაწყალობევისა მიჯნურისა, უმღელვარებდა სხვა გვარი შრომა; თუ ამ საქმემ გაიარა უკვალოდ, მე ვიპოვი შემთხვევასა, რომ კიდევ ვნახო ჰფიქრობდა ისა, და თუ გამოცხადდა ჩემი შეყრა, იმას დამალვენ ასე რომ სამ წელს ვერ ვიპოვნი, და საბრალო გამოუცდელი თრთოდა და დნებოდა ტყუილათ, აკი ეუბნებოდა ხოლმე მამა ისკანდარს, გახსოვდეს რომ ვარდსა ფერი აქს ერთი საათი, დაეკალი საუკუნოდ უალერსე ქალთა მაგრამ ნუ შეიყვარებ თუ არ გინდა რომ იმათი ბრძანებელი შეიქმნე ამათ მონად; დამიჯერე, სიყვარული არის ტკბილი, მხოლოდ სიმღერაში ჭეშმარიტებით დასაწყისი მისი არის, შიში, საშუალი ცოდვა და ბოლო სინანული, გახსოვდეს სხვის ცოლებს ნუ უყურებ და შენსას ნუ დაუჯერებ.

იმას აქეთ როდესაც არის მოგონებული რჩევა; რა საკურველია ეს არ იყო იმათში ნაბოლავარი, ამისთვის უნდა სიმართლე მივსცეთ ისკანდერ-ბეგსა, რომ ეს რჩვა, აქამდისინ ახსოვდა, და ეს არის მხოლოდ ეხლა ნახევარ საათში დაავიწყდა; ყმაწვილი თათარსა უყვარდა და ეშინოდა და ვერ შენიშვნიდა რომ მას უსრულდბოდა მამისა წინასწარ მოთხრობა. გშუინ არ იყო რომ ასე განსვენებით ეძინა, ჩვენ ყრმასა რომ ღამე მისთვის იყო მოკლე და განმგრილებელი ვითა ყლაპი შერბათისა, და ახლა უყურეთ იმას ის ჰგორავს როტავს ის ჰკბენს ყუთუქის მუთაქას ბრწყინვალე ბაიაზი სულს უგუბებს უმეტეს ვიდრე სუდარა, ეს ღამე იმისთვის იყო შვიდ-ღამე-ნახევარი და დაღალული სიზმრებით და უძილობით, მხიარულებით გაუშვირა ხელები პირველისა მზისა სხივსა, უძახდა ფანჯრიდგან ვითა დიდი-ხნის უნახავს მეგობარს. და რაისათვის იქმს ამას, ამისთვის რომ ცელქ შემთხვევას ენება ეჩვენებინა მისთვის ერთი მშვენიერი სახე და მასუკან დაეფარებინა ის სახე უცნობობითი საიდუმლოებით აღკრძალვით და ვინ იყო, წამოხტა ისკანდერ-ბეგი გამსჭვალული გულში ამ კითხვისაგან, ისა, რა ცუდი სიტყვაა ისა, სიყვარულს არ უყვარს ნაცვალი სახელი მეტადრე დაღისტნის სიყვარული იმას უყვარს არსებითი და საკუთრებითი. ისკანდარ ბეგმა იმავ წამს დააგვირგვინა თავის საყვარელი ადრევ მოპოებულისა ნაცვალ სახელითა და დროებითის სახელით; მე შევიტყობ რა ჰქვიან ჩემს ლეილას, სთქვა იმან შემოირტყა ხანჯალი გინდა მოვკვდე შვიტყობ ერთს წამსა იდგა უკვე ჯვარედინს გზაზედ...

ღმერთმან შექმნა მთანი, კაცმან ქალაქნი; მე ასე ვგონებ ოდეს ვადარებ სიმრცოვესა ჩვენსა ნაშენობასა, ნაშენობისა თანა ბუნებისასა დერბენდელები ჰსჯიან თავის ქალაქზედ უჭეშმარიტებისად, ისინი ამბობენ რომ იმათი ქალაქი არის აშენებული ეშმაკისაგან ღერკულესი სპარსულის ზღაპარ-მეტყველებისა როსტომმა ასე გაუხადა, გვერდები თავის მტერს შეითანსა, რომ დააწყებინა ყვირილი, ამან ამან, რუსტემისთვის იმათ წინათ მიერთმია საჩივარი პატარა სოფელს, სადაც ეხლა არის დერბენდი, რომ დაიცვას მთიურთ ერთ თავ-დასხმისაგან. როსტომ იყო მაღალი არათუ მარტო ტანით, არამედ სულითაცა და უყვარდა როგორც იტყვის ანდაზა აკრეფა ნაკვერჩხლისა სხვის ხელითა, ღარიბისათვის, ეს ბრწყინვალე ნიჭი არის მხნეთათვის დიდ-სულთა უსაქმობეითა და უხვთა ყოველთა მათზედა რაც არაფერი არ უღირთ, თავაშ უთხრა როსტომმა ეშმაკს; მეც შენზედ ცხენსავით ხომ არ შეგჯდები ძაღლის შვილო ხვალ გათენებამდის მოდი აქ. ამიშენე ქალქი (ქალაქი) გალავნით და ბაღებით იქმნას დერბენდი; ეშმაკი აშენებდა ბნელაში და საჩქაროთ ჰყრიდა თავის ხელითა ქვათა ამტვრევდა აფურთხებდა მთაზედ, მიაყრიდა სახლი სახლსა ქუჩები გაავლო თავის კუდით გათენებამდის დერბენდი ადგა ფეხზედ, მაგრამ ცისკარი შეკრთა რა პირვლათ დაინახა ეს იყო ქვათა, და ტალახთა ზღვა დანახეთქი ქუჩის მაგიერ, რომელთაცა თვით პატიოსანი აღმშენებული ვერ გაიგებდა დღე. ყველა სახლები დაიბადნენ ბრმად. იმათი თავები იყო გაჭყლეტილი ჯოჯოხეთის ფეხითა; ისინი ყველა წუწუნებდნენ ვიწროებისაგან გაჭყლეტილნი ორის მათღის გრძელის უგრძელესის კედლითა სულ მრთლათ ერთის სიტყვით ემგზავსებოდა საშინელს გველეშაპსა, რომელსა უძევს თავი გორზედ სიცხეს მიშვერილი და კუდით თამაშობს კასპიის ზღვაში.

მაგრამ ეტყობა ეშმაკია, რამ დააგდო დერბენდში თვისი მანქანება რამდენჯერ და რამდენ მეომართა უბრძოლიათ ამისათვის; რავდენ მხნეს დაუტევებია თვისი სული იქა მშვენიერთა და ოქროსათვის, აცთუნა ამ გველმა ისკანდარ-ბეგიც დადის, დაეთრევა ამ მიმოხვეულ ქუჩებში შეხედავს ყველას კარებს რაკი მცირედ დაამთქნარებენ; მოხდის თვალით ჩადრებს, ყოველს გამვლელს, ამაო თათრები ამბობენ, ქალი ფანჯა-ამი სულ არს კეთილი მამა-კაცისაგან შეხედოს დედაკაცსა; ხედვანი მათნი არიან თესლნი ცოდვილებისა, და შურიანი ლეჩაქი დაჰფარავს თავიდგან ფეხამდის. ასე ძნელა იმისი ცნობა ჩადრში როგორც ზვირთი კასპის ათას ზვირთებში. ვისგან შევიტყო სახელი ვინ მაჩვენებს იმის სახლს დაღალული მოსეირნობდა ის აურია სახლში რომელნიც იყვნენ მოწოდებულნი ბარაბანის ცემითა. მაგრამ იქ თავის უძვირფასესის მაგიერ, შეიტყო ფასი ხორცისა დიდხანს უგდებდა ყურსა. მყვირალე დალალსა მყიდველსა ძველისა ტანისამოსის. იყიდეთ ბატონებო უცხო ჩოხა; ტოტებ მორთული ქალის შარვარი, ათი აბაზი და სამი ბისტი, სამი ბისტი და ათი აბაზი ვინ მოუმატებს ქაბისის-ტანს მიდის პატრონი და იმისათვის იყიდება, ესენი იყიდეთ აღა შარვარი. ბომ ზაათ. უბრალო ნივთია სთქვა ისკანდარ-ბეგმა და წავიდაიქით დაფიქრებული ისკანდარ-ბეგი მივიდა სომეხ მეთევზესთან და ლეილა განუშორებელ ეთამაშებოდა მას თვალ წინ რა ჰქვიან ჰკითხა მან ნარნარებით, მოჰკიდა ერთს ტევზის ბოლოს ხელი იმას ეგონა რომ უჭრს ხელს თავის მშვენიერხ.

შამაია უპასუხა ცივ სისხლიანად სომეხმა: უაზრო დავიდოდა ბაზარში ზაფხულშიაც ტალახიანში, მაგრამ საშუალ ზაფხულსაც გრილსა მზე-კი ჩასჭვრეტდა მუნ, და ვაჭარნი მსხდომარენი ღია კარებთან თავის დუქანში, გატენილსა ყოვლისა უბრალო და მდიდრულის ნივთებით ერთ ხმოვანად გარდაუგდებდნენ მას ორთავ ყურებში თვისსა რა ენებება თქვენ სულსა; ოხ თუ თქვენ იცოდეთ რაც უნდა ჩემს გულს, ჰფიქრობდა ისკანდარ-ბეგი თუ თქვენ შეგეძლოსთ მოყიდვა ან ჩუქება ჩემთვის იმისი მე მივცემდი ყოველს რაც მაქვს და მე დავიწერებოდი ვყოფილ-ვიყავ მონა ქებინის მაგიერ მაგრამ ბედნიერებას ვერავინ იყიდის და ვერავინ აჩუქებს, ის მივიდა ახდილ ქუჩებში სადა აღმოსავლეთის ჩვეულებისამებრ ყოველი ყოველი დუქანი არის ერთადრე ხელოსნისა სად მღერის მშვილდი პენტელასი წივის ხერხი მეჩახმახისა,თამაშობს ნევსი მექარგისა, და ერთად საფეიქროსთან აბრახუნებს კვერი, ქობაჩისა. რომელიც ასვამს ზანიშინს არაბულსა ხანჯლებზედ, ისკანდარ-ბეგი დადგა ოქრო-მჭედლის დუქანთან,მოხუც ჯაფარასთან, ალლოხ ვერსუნ ქემაქ.ღმერთი შეგეწიოს შენ.უთხრა ისკანდარმა მას, ღმერთმა მოგცეს ბედნიერება, მიუგო მან, და არ დადგა პატარა კოლოფში ქექისაგან, და ღმერთმან მისცა უეცრად ბედნიერება კოლფში რომელსაც ქექდა მოხუცი.შორის გროვათა ნატეხთა საყურეთა და ბეჭედთა, იდვა საყურე იმის უცნობელის ქალისა; თვითონ ის საყურე რომელმანც გუშინ გმოაჩინა მშვენიერი პატარა ყური ამაში არ ჰქონდა იჭვი და არც შესცდა, ის იცნობდა ერთ-კოდ ძვირ-ფას თვლებშიაც რომ რეულიყო. გული მისი სძგერდა თითქო მან წაიკითხა დასაწყისი აღთქმულის სახელის, თითქო დაინახა მიმზიდველი მისი ხელი დიდი-ხანი იდგა ვერ შეეძლო ეთქვა რამე,არც იცოდა საიდან დაეწყო; ასე უთხრობდა ხმა ასე სული ჰქონდა ჰზრი, სიყვარულმა დასასრულ ასწავლა მას სამხედრო ხერხი. ისკანდარმა ვითომ დაფიქრებულმა გადმოუყარა კოლოფიდგან ბეჭდები და ამაიღო საყურე და უყურებდა ვითომ წყალსა, თვლისასა აჭყვრიატიალებდა ახლოს ჯაფარას ცხვირისა, მერე უცებ ვითომ გაგდო ადგილზედ მაშინ როცა ჩაიგდო მაჯაში დიდხან ეძებდა და მერმე სიბრალულის ხმით უთხრა დავკარგე.

დიდი სათვალეები გადმოხტნენ ჯაჶარას ცხვირიდგან; ასე გაიბერნენ შიშისგან მისი ნეტსოები ეი ალლახ, დაუყვირა მან. ეგ რა ჰქენი ისკანდრ-ბეგ. და ახლა ბებერი მირ-ჰჯი ჶეთხალი ნათლის სოფლიდგან გამაგდებს ხუმრობა, მილანქრის საყურე.

ჩემო ჯაჶარ ნუ დასცინი ჩემს ულვაშებს, განა ეგ შეიძლება რომ ასეთი ხარისხიანი კაცსა ვით მირჰჯი ჶეთხალი საყურები ეყაროს ყურში.

და ვინ გეუბნება რომ თითონ იმას უყრია: ცოლიც არა ჰყავს ბებერ წუწუკს ის ამბობს რომ თითონ იაფი ცოლი არა ღირს ამ ფასად. ისეთი სავაჭრო, ჭამა ჩაცმასა თხოულობს და მოგეწებება, ხელიდგან ვერ მაიშორებ და კედელზედ ვერ დაჰკიდებ როგორც ყოფუზსა; როდესაც კვრას გაათავებ, და იმას ჰყავს ძმის-წული გასათხოვარი იმის ძმა შაფი ათი წელიწადია ყიზილბაშში გაიქცა და დაჰყარა ავათ-მყოფი ცოლი ქალით ღვთის ნებაზედ, ქიჩქინა იყო მხოლოდ ექვსის წლისა; ხურდა მურდა მართალია ცოტა არ დარჩენია; და ეხლაც ქიჩქინე ჰქვიან უთხრა სიცილით ისკანდარ-ბეგმა მისთანვე სახელი ქიჩიქინე ეჩვენა უტკბილესად ვიდრე ლეილა. უნდა აღვიაროთ თათარნი არიან ცუდი მცოდინარენი; ემფონიისა მე მგონია ის პატარა ქალი ახლა კარგათ გაზრდილი იქნება, თითონ შნ იცი ჩვენი მიწა ისკანდარ-ბეგ ერთის წლის ბაშვი ორის წლისსას გავს ხუთი წლისა, ათი წლისად იყურება და ქალები, რაქვიან. ვაზი ძლივ რაკი მიწიდგან ამოჰყოფენ. ჰნახავ სავაზოდ ჰშექმნიდა ასეთი მშვენიერი შეიქნა ქიჩქინე და ასეთი მხიარულიარისო, გუშინ როგორღაც გამოუვარდა საყურე დღეს შენ ჭირად.

ისკანდარ-ბეგმა ჩაუდვა ჴელში ლაპარაკის მოყვარე ჯაჶარას ქიჩქინას საყურე. და წავიდა, რაღათ უნდოდა იმის მეტი შეეტყო; ყველა შეიტყო რაც უნდოდა შესატყობად, გვარი და შთამამავლობა თავის მშვენიერისა სახელი და სახლი იმისი; სამოთხის ფერისა, ანუ უმჯობესად ვსთქვათ, რომელშიაც იყო დაკეტილი იმის საუნჯე თავ გაცხელებული და ეგდო შინა რაღა უნდოდა, როდესაც იმისი ვიწრო ბილიკიანი ჰაზრი გაგანიერდნენდა გამოვიდნენ დიდ-გზაზედ. ყორანი ბრძანებს და გუმლი თხოულობს ცოლის შერთვას ყმაწვილობისასა, და რატორა ცუდი საქმროა. რომელიც გინდა ხანუმისთვის ნელა ჩაიხედა სარკეში და გაიღიმა; იმან გამოჰყარა აღთქმული პარკდგან ყვითელი და გამხნევდა. ის ხედვიდა ყოველ მანეთში თვალსა, გულსა ჩაჩქნისასა,ჰსცვლიდა თვითვეულ ოქროსა, ას კოცნად ის კოცნიდა მათ გულში იკრავდა ფული ყველას იქს, ფიქრობდა ისა გამოუცდელი არ იცოდა იმან. რომ ოქროთი ზნეობითს ვაჭრობაში იყიდის ყალბ ოქრომკედსა, ყრმა იყო და ყველას რაცხვიდა მსუბუქად და შესაძლებელად ის ჰფიქრობდა რომ კაცებში როგორც იმის გულში ყოველი მტერობითი ფიქრი დაიშლება მეგობრობისაგან, რომელ სიბერე ასე გულმავიწყია ძველსავითა სიჭაბუკე დაუდევნელია მომავლისათვის; ქიჩქინე შენ ჩემი იქნები, უთუოთ ჩემი, რა არის სიხარულით მივსცემ შენთვის ყოველს რაც ასე დიდის შრომით მიშოვნია; ვითარისა აღტაცებითა მოგვარდები პირველად შენ ყელსა აღმოვისუნთქავ შენ გულზედა: შენ გეყვარები მე ქიჩქინე, არა სასურველო შენ გეყვარების. მე ჩაგაცმევ ლამზად გაფუფუნებ განარნარებ სულს მივსცემ შენი სულისათვის.

ისკანდარ-ბეგი გიჟდებოდა, იმას უნდოდა ჩაეგდო თავის ჴელში; ქიჩქინე მხურვალებით ვითა მუსულმანი,რომელმანც სიყვარლში არ იცის ბევრი წინა სიტყვაობა უნდოდა ჩქარა როგორც ყრმასა და მხოლოდ ყრმათა აქვსთ ნიჭი, იმოქმედონ საჩქაროდ და კარგათ და თუ ისკანდარს ბედნიერება ექნებოდა დამოკიდებულიქალებზედ. საქმე გათავდებოდა საჩქაროთ იმის მხარეს, ქალებს ძალიან უყვართ პირველი ვნებანი, მათგან შთაგზნებულნი უყვართ ჰქნან მათთვის უმეტეხად სიგიჟე რამე, ვიდრე ჭკვიანი რამ საქმე მათთჳის, დაწერილნი ან მათთჳის ნათქვამი ესე ბუნებითი ჭეშმარიტება, გრძნობა მათი არს ჟინიანი, უძლურესი უმაღლესი მიმტაცებითა აზრიანი სიცხე მათზედ უმეტესად მოქმედობს ვიდრე ნათელი, ყრმა იყოს გინა ერთ-წუთს ცელქი. იმას აუწევენ ყურებსა დააჩოქებენ ეტყვიან როგორი ყმაწვილი ხართო, ყველას შეუნდობენ ყველაში ნებას ჰსცემენ; და იმ უცხო ყმაწვილისაგან გამოვა განებიერებული ყმაწვილი, განჩხრიკეთ ვინ არის დამნაშავე; დედანი თუ გამზრდელნი ქალნი, პირველად იგრძნო ისკანდარმა რომ საჭიროა დამოკიდებიულება, და ის იყო ბედისაგან გამორკვეული მარცვალი საზოგადოობაში. კარგათ მოაგონდა რომ იმას ჰყავს ვიღაც ბებერი მამიდა. მე დარწმუნებული ვარ მრთელი სოფლის მამიდანი არიან მოგონილნი და დანიშნულნი თვით ბუნებისაგან მაჭანკლად და მეჭორეებად. იმას შეეძლო ეშველა იმის ჭირისათვის, უნდა ჰკითხოს რჩევა იმან წაიღო თან ჭრელი დარაია ჩადრისათვის და ორი საათის მოთმინება საყვედურის შემთხვევისათვის. და წავიდა კეთილ ბებერთან, ის მოვიდა შინ. თითქმის ფრენით სიხარულისაგან. მამიდა დაჰპირდა იხმაროს ყოველი უმანკო ხერხი, ნებაცემული მუსულმან ქალთა ქცევათათვის შეახლოებისათვის ქორწინებისა; მოდი ჩემთან ხვალ ერთი საათის წინ აზანადმდე,[1] მან გააცილა კარებამდისინ ძმის-წული. მე დავუძახებ ქიჩქინას წარბების შესაღებავად. ჩემსავით მრთელ დერბენდში ვერავინ შეაზავებს ბასმასა და ინას, და ვერავინ გააკეთებს ხალებს მრგვალად. მე შენ ცელქს დაგმალავ ემ ფარდას უკან კედელთან, მაგრამ უყურე იყავ ჭკვიანად: ნუ ამაისუნთქავ ნუ გაინძრევი და მასუკან თვალსაც ნურავის დაუხამხამებ იყავ არ იყავ.

მშვენიერ ყვავილად ეზმანებოდენ ისკანდარ-ბეგს. მომავალნი ბედნიერებანი; ჯერ ისევ ბნელ-იყო ცისკარი რომ ის წამოხტა და ორი საათის წინათ იჯდა ზანდუკს უკან. მამიდასთან ბოლოს მოესმა რახუნი ქოშებისა, ორთა ქალთა კასკასით შემოირბინეს დერეფანში და თავის კვრით მოუხდნენ ბებერს აჯა ხანუმს კარებთან, ეს იყო ქიჩქინე თავის ტოლის ქალით ჩადრები მოიხსნეს, თვითვეულ-მღერა ქიჩქინეს სიტყვისა ჰხვდებოდა გულში ისკანდარს. და იწოდა ყურებით და როდესაც ბებერმა იწყო გამოსურმა მშვენიერის გრძელის წამწამების, და დიდროვანი შავნი თვალნი გამობრწყინდენ თავის უფლებით, ისკანდარს ეჩვენა თითქო ორმა დამბაჩის ლულამ შეაყარა ცეცხლი გულში ელვისაებრ, თითონ ბებერმა დააყენა მაჯა დიდხან დასტკბებოდა ქიჩქინეს ყურებითა მასუკან აკოცა, მორცხვად დახრილ თვალებში და უთხრა: ჩემო საყვარელო ქიჩქინე როდის იქნება რომ შენის ტკბილის სიმღერით პირს გბანდე აბანოში, შენ ასეთი მშვენიერი თვალები გაქვს, ღმერთმა ქნას რომ ყოველ-ღამ დაიხუჭებოდნენ კოცნით, და არაც ერთ დილაზედ არ ახილდებოდენ ცრემლითა, ქიჩქინე ნარნარებით მოეხვია ბებერსა; ისკანდარ-ბეგმა გაიგონა ოხვრა.

ბიძა-ჩემი ჶეთხალი ამბობს, ჯერ ძალიან ყმაწვილი ხარო, უთხრა ქიჩქინემ თითქმის მჭმუნვარებით...

და შენი გული რას გეუბნება, ჩემო პაწაწავ, უპასუხა სიცილით აჯა ხანუმმა. ქიჩქინემ მარდათ გამოიღო დაირა და დაიწყო ინით შეღებილის თითებით პასუხის მაგიერ სიმღერა...

ფანჯარა გუნ დუშტი.
რისთვის სხივო აღმოსავლეთის.
ადრე შემოხველ ჩემს ოთახში.
ისარი თვალისა გულს-მკარ ყმაწვილო.
ბრწყინავს თვალნი შენნი, არა ვთვლემ მე.
სხივი რა განბრწყინდება ძილი განჰქრება.
ესრეთ ვიწვი და ვმჭმუნვარებ.
ესრეთ ვატარებ დღესა და ღამეს.
მე მაქვს ხავერდის სარეცელი.
და ბალიში თეთრის ყუისა.
გულში მხურვალება და ვისთჳის.
ვისთჳის მითხარი, ჩემო სატრფოო.!

და ქიჩქინე გაწითლდა მხრებამდის, თითქო აღიარა თვისი საიდუმლო მემრე გაიკისკისა ვითა ჩვილმა, გააგდო დაირა, რომელიც ეკრა გულზედ და მოეხვია თავის ტოლს ქალსა მასუკან გულით იცინოდენ, მაგრამ რისთვის, მე მგონია ამისთვის რომ იქ არა იყორა სასაცილო, ან იქნება ამისთვის, რო ისინი თვითვეულად ჰფიქრობდნენ სხვადასხვასა, და თვითვეულნი ხედვიდნენ თავისის ამხანაგის შეცთომას...

მაგრამ ბებერი იყო. მიმხვდარი და უნდოდა ვისთვისმე გარდაედვა მიხდომა და დარწმუნება ახ შენ ჩემო გიულისი შენ ჩემო სურნელო ვარდო, უთხრა მათ თამაშობდა ქიჩქინეს ნეკის ბეჭდითა ჩემმა ძმისწულმა ისკანდარ-ბეგმა რომ გაიგონოს კედელს უკანიდამაც შენი სიმღერა, ის დააქცევდა კედელს გულითა რომ დაენახა მღერალი, და თუ დაგინახავდა მოგიტაცებდა როგორც ლომი მშველსა; ჩინის სურა ვარდის წყლით ჩამოვარდა ამ დროს ზანდუკიდამ და დაიმსხვრა წვლილად, სახლის პატრონი და სტუმარნი განჰკვირდენ ორნივ შიშისაგან, გარნა სხვა გვარ შიშისაგან...

ბუ ნადარ ხაბარ-დურ ეს რა ამბავია ჰკითხა ძრწოლიარეს ხმითა ქიჩქინემ; ჩამოვარდა ზევიდან, მიუგო ბებერმა იფარისევლა და თითქო ვერ მიხვდა იმის კითხვას ოხ-მე ეს შავი კატა.

და მე ჭრელიც არ მიყვარს უთხრა ქიჩქინემ გულით, ისინი თავის კუდის ქნევით დეეთრევიან და ხრუტუნებენ ყველა ბანზედ და მოაქვთ ბოროტი რამ. საღოლსუნ იყავ მშვიდობით აჯა-ხანუმ წავიდეთ სასურველო ასბედ. დედამ ერთს წუთს დამითხოვა აი მოლა კიდეცა ყვირის...

ქიჩქინემ ცივად აკოცა ბებერსა; მაგრამ იმან გაცილა რა კარებამდისინ სტუმარნი, შენ ტყუილათ სჯავრობ ქიჩქინე, ჭირის მაგიერ ყვავილს გაყრი თავზედ ჩემთვის (ძვირ ფასია) შენი ბედნიერება, როგორც ოქრომკედი. და არის კაცი რომელიც შეიგრიხებოდა იმ ძაფთან, მხოლოდ მე და ალლახმა ვიცით ესექიჩქინემ გაახილა თვალები განკვირვებით, ცნობას მოსურნეობით მაგრამ კარები მოიხურა საიდუმლოებით...

ისკანდარ-ბეგმა კინაღამ დააღრჩო: კეთილი ბებია მოხვევნით როდესაც უჯავრდებოდა რომ ვერ იჯდა მშვიდათ თავის ობსერვატორიაში...

ნაცარ დააყრიდი ამ ჩემს საბრალო თავზედ: თე რომ იმათ შეეტყოთ რისგან ჩამოვარდა და გატყდა სურა. განა შეგეძლო მე რომ არ შემხტარ-ვიყავ. როდესაც გული კინაღამ ამამივარდა და არ გარდაიქცა ლაპარაკად როდესაც დავინახე ეს ზამბახნი და ვარდნი ქიჩქინეს ლოყაზედ ჩემის სახელის გაგონების დროს მე მინდოდა მომეწყვიტა ტუჩებით, ვინც სთესს იმან უნდა მომკოს...

ეგ არის ჭირი რომ შავ ბაღში ვთესავთ. მიყიდე ის ბაღი აჯა-ხანუმ ნუ მამკლავ როგორც ბულბულს ვარდის ეკალზედ მითხოე ქიჩქინე და მაშინ შენ შეიტყობ რომ არამ თუ მარტო მიყვარს გარნა მადლობელიც ვიქნები მე გიყიდი უკეთესს ფურკამბეჩს მრთელს დაღისტანში...

მეორეს დღეს ისკანდარ-ბეგმა მიიღო. პასუხი მირ-ჰჯი ფეთხალი ისმაილ-ოღლისაგან იმითვის რომ ის იყო სრული უფალი ქიჩქინისა ამისთვის რომ სნეულ დედას არა ჰქონდა უფლება უთხარით ჩემ-მაგიერ ისკანდარ-ბეგს უთხრა ჰჯა-ხანუმს რომ მე კარგათ მახსოვს იმის მამა; და ესეც რომ მამის ვალს იხდიან სამ შთამომავლობამდის მოხუცი იმის მამა იყო ზვავი კაცი; და ერთხელ კდემის შვილად მიწოდა მრთელ ხალხში, მე სისხლი ვერ ავიღე იმისგან იმაზედ, იმისთვის რომ რუსეთის ფლობამ დაატყვევნა ჩვენნი ჩვეულებანი განიერისა კანონითა, მე არ დავმარხე იმასთან ჩემი შერცხვენა, არ დავწვი იმის საფლავი მაგრამ მე ძაღლი ხომ არა ვარ: მიულაქუცო იმას, ვინც მე მცემს და მართლათაც ვსთქვათ, ჩვენში გინდა სისხლიც არ იყოს და რას ვიპოვნი მე აღამირი ჩამამავალი წინასწარმეტყველისა დავნათესავდე ბეგთან დერბენდში სამოცდაათი ბეგია, და აღამირნი მხოლოდ ხუთნი, და მე არა ვარ იმათშინაბოლავარი, და ქებინისასა რას მეუბნები; ვსთქვათ საქებინოთ სახარჯო, აქვს მერე რით აცხოვრებს ჩემს დისწულსა, სად ჰყავს ნათესავნი რომ გაჭირების დროს შემეწივნენ, რომელთათვის მეც მომცემდენ ღირსეულ პატივსა და ადგილსა, რავდენი ჩიტის კვერცხი აქვს სახლში შემოსავალი, რამთენ ჭინჭარს ჰყიდის ნაფუმრიდან შიშველია შიშველი. როგორც ქუჩის ბიჭი, უთხარ გადაჭრით არაა დაასაჯერ არა. მე არ მივიღებ ნათესავათ ბავშვებს, რომელთა თავი და ქისა არის ცარიელი, ასე რომ შეუბერო გაფრინდებიან, საღოლსუნ; წარმოუდგენ ყოველთა განსაჯონ ვითარმა სიცოფემ მოიცვა ისკანდარ-ბეგი, როდესაც სიტყვა სიტყვად მოუტანა ჰჯა-ხანუმმა ეს დაცინებითი უარი, დასასრულ ქაფი მრისხანებისა აუდუღდა და დაიმარხა გულში მოტყუებული სიყვარული და მშვენიერი სიძულვილი ის იყო თათარი...

იანან ერდერ,ჩიხარ თიუთუნ.
სადაც იწვის ყოველთვის კომლი ამოვა.
ანდაზა.

ახლა თქვენ იცით შემთხვევა მირ ჰჯი. ფეთხალის ისკანდანდარ-ბეგთან: რა საკვირველია არ განკვირდებით, რომ იმან სიმკრთალით დაიწყო რაკუნი ისკანდარის კარებისა ეს არ იყო ძალადობითი რაკუნი. მოვალისა ეს არ იყო შიში ბრძანებლობითი რაკუნი კამენდატის იასაულისა; ანუ ჩაუშისა; რათა გამოცხადდეს სასამართლოში, ან დანიშვნა გასაგზავნად არ ემგზავსებოდა მრისხანებითსა იჭვიან ქმარისა რაკუნსა რომელიც მოიქცევა ბაზრიდგან, და არც ამპარტავან რახუნსა მამისასა რომელიც არის მოუთმენელი; ერთის სიტყვით ეს რაკუნი იყო ზომიერი საშუალო ამპარტავნებისა და ფარისევლობის ალერსისა საშუალი შენდობისა და თხოვნისა. ზრდილი, ლბილის რაკუნით და მრავალ შესანიშვნელი ხან-გამოშვებითა...

ისკანდარ-ბეგი იყო უცოლო და არა მდიდარი, და ამისათვის კარი მის გაიღებოდის საჩქაროდ სრულიად და არა ცოტად. შიშისათვის რომ არ დაინახონ ცოლი ანუ ზანდუკი, ისკანდარბეგი არ მიიღებდა სტუმართა კარზედ. ვითა ხშირად იციან მიღება ცოლ-შვილიან თათართა. არამედ, მიიწვევდა სახლში და მერმე საკუთარ თავის ოთახში; იმას არა ჰქონდა შესაცდენი გულის ქურდებისათვის და ქურდებისათვის ფულისა: კლიტეთა და ბალიშთა უცხოს ხელით შეხებისაგან; ბუირუნ ეფენდლიარ უმორჩილესად გთხოვთ უფალნო დაიძახა შიგნიდგან, და გაეღო კარები მოსაწვევნელად...

ისკანდარ-ბეგი იჯდა კარებში. ჰსწევდა მოკლე ჩიბუხსა და უყურებდა ვითა ზელდა ლეკი ნუქერი იმის ცხენსა, წამოხტა დაინახა რა მირ-ჰჯი ფეთხალი სტუმრების თავად მომავალი ჭაბუკობის სისხლი აუარდა თავში; მაგრამ სასწრაფოთ დაჰფარა თვის შორის სიძულვილი და ცნობის მოსურნეობა. იმან ზრდილობიანად დაიდვა გულზედ ხელი და ნელის თავდახრით მოიწვია მოხელენი ოთახში, როდესაც ისინი დასხდნენ ხალიჩაზედ რიგზედ და გაისწორეს კალთები გაისწორეს წვერნი, აღმოსავლეთურის დიდებულებით და მიესალმეს ურთიერთსა და მოკითხეს ურთი-ერთი და ნათესავნი ურთი-ერთისანი, მდგომარეობა კეთილ-სურნელოანისა ურთი-ერთის ტვინისა, იწყეს ჯერ უბრალო ლაპარაკი გაკვრით ლაპარაკი წინა სიტყვაობა დაღისტნის მოქალაქენი არიან ხალხნი მეტად მცნიერების მოყვარენი და წითელ-მეტყველნი, ღირსნი მიმბაძველნი სპარსთა, რომლითა სახელითა და ნათესაობითა ამპარტავნობენ დერბენდელნი, იქ ყოველი თიხის თავი იდიდებულებს თავსა ოქროთი. ყიზილ-ბაშ; გაქცევა მხოლოდ მტრისაგან იციან და არ უყვართ ქარიანობა არც ლაპარაკში და არც მიღებაში; დასასრულ მირ-ჰჯი ფეთხალი იქცა მქადაგებელად, და უბნობდა უბედურებისათვის დერბენდელთა. გვალვისაგან, ხშირად იმოწმებდა თავის ამხანაგთა, რომელნიცა მართლად ემგზავსებოდნენ მოწმებსა პირველი სქელი და ნათლად გასუქებული უსეინი ვითა აწინდელი ნაყოფიერება, და მეორე გამხმარი ფეთხალი ვითა მომავალი შიმშილი ეტყობოდა რომ გვალვამ იმოქმედა წითლად მეტყველ ორატორზედაც, სიტყვანი სცვიოდენ ვითა მოსული დამწვრის ყანისაგან: გინა მომწვარნი ხორბალნი ჰსცვივდებოდენ ქვიანსა მიწაზედა. ისკანდარ-ბეგი იყო ანუ ეჩვენებოდა ცივ სისხლიანად, და ხანდიხან ცხვირიდამ გადმოშვებული ბოლი ჩიბუხისა აჩვენებდა არა სარგებლიანად ორატორსა და ეტყობოდა რომელ გულში რაღაც აუდუღდა. მირ ჰჯი ჶეთხალიმ დააბოლოვა ხმა-მაღლივ ფეღამბარ ალი წინასწარ-მეტყველო შიმშილი ვაი, ვაი დერბენდელთა...

მაალიუმ დურ იქნება, ჰსთქვა ისკანდარ-ბეგმა, ხალ ბეთთედიურ, აუცილებლად სთქვა უსეინმა, შექქ-სოზ-დიურ დაიყრტიალა ფეთხალიმ და მასუკან მინუტი მდუმარება...

და დასასრულ ისკანდარ-ბეგმა, ცივის ზრდილობით ჰკითხა ვითარი დამოკიდებულება აქვს გვალვას მის უღირს გვამთან, იმან ვერ მოითმინა დაბოლოებამდის გაეგონა დანიშვნა და მოწევნა თჳისი თოვლის მოსატანელად შაღდაღიდგან.

მუხთელ ზათ. საკვირველი საქმეა, სთქვა მან მრისხანებით: დერბენდელნი არ ღირს მყოფდნენ აქამდის თავის დაკვრითაც, არამთუ კეთილის სიტყვით და უეცრად მაძლევენ მე სამსახურსა რომლისა მე არა ვარ ღირსი და არა მსურს, ნება მიბოძეთ ვცნა. რისთვის მე ვსთხოვდი ალლახს წვიმასა, მე წინააღმდეგ ძალიან მიხარინ. რომ ჩემი ბანიდამ წვეთი არ ჩამოდის, მცა არარის ღრუბლიანი და ქუჩები ტალახიანი თქვენ იცინოდით რომ არა ვთეს ენდროსა, და რისთვის ვიტირებ მე თქვენთვის თქვენ ჰყვედრიდით აბეზღებდით მამაჩემსა, გაცარცვეთ სდევნიდით მას: მაბიწიერებდით და მიძულებდით მე, და ახლა თქვენ გინდათ რომ მე თქვენ გემსახუროთ ვიშრომო თქვენთვის ვსთხოვო ღმერთსა მოწყალება თქვენთვის, იქნება შერცხვენად ჩემის კეთილის სახელისა, განა არია ამაში სამართალი, რომ ჩემგან მაგას თხოულობთ გაქვთ რამე უფლება რომ ჩემგან მაგას მოელოდეთ, ჩემს სასაცილოთ ხომ არ გამოარჩიეთ ჩემთან მოციქულად პატიოსანი მირ-ჰჯი-ფეთხალი ისმაილ ოღი. სხვა-გვარ აქლემს ვერ აბარგვენ როცა ფეხზედ დგას, და აჰკიდებენ ბარგსა როცა დაჩოქილია; მირ-ჰჯი-ფეთხალისთნ სხვა ანგარიში მაქს უკაცრავოთ ბატონებო, ჩვენ ცოტა-ხანს ცალკე მოვილარაკებთ...

და მან აჩვენა მოწვევითი ნიშანი ჴელითა, მირ-ჰჯი ჶეთხალის და მირ-ჰჯი-ჶეთხალი, რომელს პირი გაუგრძელდა ვითა შემოდგომის ღამე ადგა ესრეთის ღიმილით თითქო იმას უნდოდა ეკბინა, ორნივ გავიდნენ მოაჯირზედ...

უნდა ვიფიქროთ, რომ ენა ბებერ-მელასა ჰქონდა გავლებული უთუოთ ან თილისმაში, ჯადოლლუხ ამისთვის რომ არ გავიდა ნახევარ საათი, რომ შემოვიდნენ ოთახში ორნი მტერნი მხიარულს და სიამოვნის სახითა...

უთხრა ისკანდარ-ბეგმა მოციქულთა, მე მაქვნდა ჩემი მიზეზნი რომ არ ვიყავ თანა-ხმა. დერბენდელთ გამორჩევაზედ, მაგრამ პატიოსანი მირ-ჰჯი ფეთხალი ალლახმა დაიცვას თვისის მოწყალებით შემარხია, თავის უბედურებითა საბრალო ხალხითა მთხოვა გამოვცადო უკანასკნელი ჭეშმარიტი ძალი საღმრთოისა. რომელსა მე თქვენ წინა დამიდებთ მოვიტანო თოვლი შახდაღიდან და შთავასხა ზღვაში; რა საკვირველია ყოველი არის ალლახისა ნებით და შუამდგომელობითა წინასწარ მეტყველისა; მაგრამ თუ მხურვალე წმიდა ლოცვას ძალუძს ლბილ ჰყოს გული ყოვლად უმაღლესისა მე გავბედავ ვიფიქრო, რომელ ღრუბელნი განიშლიან მოწმუხნილს თვისსა ხელთა და გარდამოუსხამს წვიმათა ილოცეთ მე ვიშრომებ. მე მივდივარ ამაღამვე დრო არის ძვირი...

მადლობის თქმა გარდაყარეს ქოშებმა იწყეს ჩახუნი. ისკანდარ-ბეგი დაშთა მარტო. თავის სულითა; მართლა მე გავწითლდი; ჰფიქრობდა ისკანდარ იმ მირ-ჰჯი ჶეთხალისთან, მე ვიცი რომ მე იმას ვძულვარ, მაგრამ საზოგადო საჭიროებისათვის შემირიგდა მე, მაძლევს თავის დისწულს აბურადამ უპატიოსნესი კაცია...

კაცი კიარა სულია: ისკანდარ-ბეგი, ანბობდენ თვის შორის ბეგნი, ძალიან გაჯავრებულია დერბენდელთა და ჶეთხალზედ და რაკი შეასხურებს საბრალოს ხალხთა ცრემლითა დადნა...

ხალხმან განმხიარულებულმან ყმაწვილის ბეგის თან-ხმობისაგანიწყეს თამაში და სიმღერა, მი-ჰჯი ჶეთხალი კინაღამ ცაში ააგდეს ქებითა ისკანდარის კეთილ მქმედებასა არა ჰქონდა დასასრული, მაგრამ ფეთხალი იცინოდა ჩუმათ. სიტყვა გირაო ხომ არ არის ამბობდა თავისთვის კალთებს ვერ დაუჭერს. მაშალლახ მე გიჟი არა ვარ. ვალლახილ-აზიმ ბილალიხ ქარიმ. არა ვარ გიჟი, მე სირცხვილი დამარხჩობდა, თუ ისკანდარ-ბეგს ეთქვა ჩემთვის უარი ხალხი იტყოდა ის საპნის ბურთია პატივს ცემის სასწორზედ და გატეხილ გროშათ არა ღირს, რა უყო. შევჭამე ტალახი ხელი მივეც იმ არამზადას, მაგრამ მე ვიცი გადუტრიალე სიტრყვა პირობისა, თუ ბერდნიერად გაატავებს შრომასა ნახამთ.

და ისკანდარ-ბეგი სიხარულით ჰკოცნიდა თავის ცხენსა. და ამბობდა სულელები არიან ისინი, ჰგონებენ რომ იმათ პურის სათვის ვაძლევ. ჩემ ოფლსა. იმისთანა მშვენიერისათვის სისხლს არ დავზოგავდი, ეი იბბრაიმ ქერი მიეცი ქურანსა. რავდენ კაცს დავდაღავდით სირცხვილით ნაცვლად ქებისა. თუ ჩვენ ვუწყოდეთ ვითარის დედა ცომით აცხობენ თვისსა ხელითა საქმესა მაგრამ განგება საუცხოო ხიმიკია, ის ადუღებს და განსწმენდს თვისაა იწროსა ყელსა შინა ყოველსა ნაწილებრივთა განზრახვათა, ყოველთა ანგარიშთთა რათა ჩამოასხან მათგან საზოგადო კეთილი მშვენიერს ბოუთასა შინა...

ნასიბ ოლსუნ,
დეე აღსრულდეს ბედი;
ხმალზედ წარწერილი

ვისაც გსურსთ განჰკვირდეთ და ისიამოვნოთ ცხვირზედ ძრიერის ზრდილობითა განკვირვებითის მშვენიერებითა აიღეთ საჩქაროდ ბაშფორთი კოლლეშკის ასესორის ჩინითა, და წადით საქართველოში, მაგრამ მე წინა მოგითხრობთ მძიმეთ განმგერს თქვენს ამპარტავნებასა თუ იფიქრებთ მიიტანოთ საქართველოში ცხვირი სადიდებლად გინდა თვენ ტფილისის შლაღბაუმზედ გამოაცხადოთ რიცხვთა თქვენის სახის შესანიშნავათ, ცხვირი შილლერისა ანუ კარკალლასი ამაო ამაოებათა. თქვენ პირველ მეიდანზედვე დაერწმუნებით რომ ყოველნი რომეულნი და ნემენცურნი ცხვირნი უნდა დაიმარხნენ სირცხვილისაგან ქართულ ცხვირთან რომ შემოეყრებიან, და რა ცხვირები არიან მერე მართლად, რა საუცხოვო ცხვირნი ქუდიანნი, მაღალნი მგრგვალნი და თითონ გამობრწყინვენ, ისე გამოღვივიან; ასე რომ ხელი რო დავაკაროთ კახური გამოესხურებათ უნდა მოგახსენოთ თქვენ რომ საქართველოში სჯულისამებრ მეფის ვახტანგის მეოთხისა ყოველნი ლარნი იზომებიან არა ადლით დამწყრთითა, არამედ დაბეჭდილის ცხვირითა: იქ ანბობენ მე ვიყიდე 7. ცხვირი და ნახევარი ანუ როგორ გაძვირდა ყანაოზი ცხვირში 2. აბაზს ითხოვენ...

დაღიასტანშიაც არ გავარისხებთ უფალს თუმცა იშვიათათ, მაგრამ ხანდახან, კაცი შეხვდება ასეთ ცხვირებსა რო მთელ ევროპაშიაც ვერ იპოვნით შორს ნუ ვეძებთ, უნახეთ დერბენდის ბეგს, ჰჯი უსუფასა, განამტკიცოს ალლახმა მხარნი მისნი. ასეთი ქარის მკვეთელია რაღა მოგახსენოთ იმის ცხვირის ქვეშ სამი კაცი დაიჩრდილებს სიცხეში, უნდა ვიფიქროთ რომ ამასთან ცხვირი ეტყობა იყო დიდი პატივ ცემული, ყოველთა მართლ მორწმუნე ცხვირთაგან; ამივთვის რომ დერბენდელთა გამოარჩევს იმ ცხვირის პატრონი წინა-მძღვრად ისკანდარ ბეგისა თორე სხვა ღირსება იმაში მე არა შემინიშნავსრა მართალია იუსუფი იყო თავის ნათესავთან მექაში ამდენ სასწაულებს ამბობდა, რა ნახა, რას შვრებოდა ასე რომ პირ დაღრენით დერბენდელთ ხალხნი რაცხვიდენ უდაბნოს ლომად; ბილიან-ადამ-დიურ. ჰჯი-ჰვაი-დეგულ, გამოცდილი კაცია, ტყუილათ კიარ მოგზაურობდა ჰმბობდნენ ულვაშნი და წვერნი როცა ის შეუბრალებლად ჰსჭრიდა ენით თავთა სისხლის მსმელთა, რკინის მჭამელთა ავაზაკთა, ქან-იჩან-დამირ ეიანფარ, მილიარი,როგორ ერთხელ აერია ასეთ მთაში გზა, რომ წვერზედ რომ მიდიოდა, ვარსკვლავები ქუდზედ ბირკასავით ეკვრებოდნენ, როგორ იზრდებოდა ორი კვირა არწივს ერბო კვერცხით, როგორ ეძინა ასეთ გამოკეტილ ქვაბში რომეშიაც ასეთი ძალიენი ეხო იყო რომ ცხირი რომ დაგეცემინათ ალლახ სახლისინ უპასუხებდა, და თითონ მსმენელთა ჩაუცვივდებოდათ პირში განკვირვებისაგან,და ხმა მაშალლახ ინშალლახ ისმოდა ირგვლივ ლაპარაკობდა არ დაფიქრდებოდა იტყვის დაფიქრებით ღმერთო დამიფარე, რა გვარნი ფრინველნი და რა გვარს მხეცთ არ იჭერდა, და კაცნი რა გვარნი კაცნი ნახა იმან. სწორეთ ეშმაკნი ზოგთ ორი თავი ჰქონდათ და ერთი ფეხი, ზოგთ თავი არა ჰქონდათ და ჰფიქრობდნენ მუცლით ზოგნი ღრუბელს სჭამდენ, ზოგნი ჰყლაპენ უზიზღრად მორიელთა, და იქ მორიელნი კამბეჩების ოდენი იყვნენ. უცხო მოანბე იყო ჰჯი-უსუფ რაკი ფიცს დაიწყებდა თითონ წინასწარმეტყველი წვერს ხელში დაიჭერდა მე მაქვს იჭვი რომ უთუოთ თითონ ითხოვა ამხანაგობა ისკანდარ ბეგისა ამისთვის რომ იმისი მოთხრობა ძალიან გაცვდა თუმცა ხშირად დააკონკებდა ახალის ნაჭრებითა და უნდოდა ახალ კოკრად მოეკრიფა შაღდაღზედ: როგორც უნდა იყოს შემდგომად ნამაზისა მსწრაფლად ჰჯი-უსუფ შეკმაზული იარაღითა და ცხენით იდგა ისკანდარის კარებთან და უყვიროდა საშინლად მთელნი მეზობელთ ლეკნი. და ბიჭები მოცვივდნენ და გნჰკვირდნენ უყურებდნენ რა ფალავანსა, და მართლად საკვირველი იყო, მთელი ზეწარი დაიხვია ფაფახზედ ჰსჯულისა მებრ მლოცველთა დაჟანგებული ჯაჭვი და სამკლავები გამოიჭვრიტებოდენ ჩოხის ქვეშ დაჭრელებულით ბუზმენტითა. გვერდზედ უჩხარუნებდა ხმალი დიდი ხანჯალი დახატვიდა ეკლიპტიკასა სარტყელში ერჭო დანბაჩა და ეკიდნენ ჩანთები სატალენი და ვაზნა უკან თოფი რომელზედაც გადაეყარა ყურთმაჯნი; უნაგირს თავზედ ეკიდა წყლის სასმელი მათარა და აბგა. რა იდვა არ ვიცი და ეშმაკმა იცის რა არა ჰქონდა ყვითელი ჩექმები მაღალ ქუსლებით, დააბოლოებდნენ მისსა აღჭურვასა. მხედარნი ჩვენი ძლივ შეირხეოდა საჭურველის სიმძიმისაგან. გამოხარატული ცხვირი ბრწყინვიდა ცისკრის სინათლის ფერად დასრულიად არა მუსულმანურისა მშვენიერებითა ყოჩაღმა მე მგონია გარდაღლია აღკრძალული...

გაგნრძელება მეორეს ნომერში...

________________

1 ქერიელა ადგილი უსეინის საფლავისა ახლის ბაღდადისა, ჰზან შუადღის ლოცვის მოწოდებას ეძახიან, საღამოს ნამაზ).

9 ჰსწავლა და ხელოვნება

▲back to top


9.1 საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში

▲back to top


საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში[1]

კდ ივნისს ალიკორნიდამ წამოველ, სხვა ქალაქებში, და გარეშემო შენობანი ჰქონდა, ალიკორნას არა ქონდა ზღვის პირი გვერდობი ტყიანი აქა იქ კოშკები იდგა, სხვა არსად ჰსჩანდა. დიდს ადგილს, მერმე ისევ დავაკდა ზღვის ნაპირი, და ტყიანი შეიქნა, და მიღმა მოდაბლო გვერდობა, და გვერდობაზედ. სადაც გორა და მაგარი ადგილი იყო, სოფლები იყო, ჰგვანდა ზღვის პირი მეკობრეთაგან საშიში იყო, და ვერვინ დასახლებულ-იყო სიმაგრე არა ჰქონდა, და სამხრის მხარეს დიდრონი კუნძულები იყო მრავალი, და ალკორნია მხარეს, ზღვის პირზედ ახლო მახლო ზედი ზედ კოშკები და ზარბაზნები, რომ მეკობრეთ შიშით ნავმა იქ თუ მიაწიოს მეკობრე ვეღარა ჰსდევს, ორმოცი მილი ვვლეთ ერთ კოშკში ავედით, მას ღამეს იქ ვიყავით ოცდა ხუთს ივნისს ვვლეთ, და ალკორნია სამძღვარიც გათავდა ერთი ციხე იყო ფომბინოს ფრენჭიფისა და ამის პირის-პირ დიდი კუნძული იყო, სამხრის მხარესა, ის კუნ-ლი ნახევარი გრანდუკასი იყო, და ნახევარი სპანიის მეფისა, ერთი ციხე გამოჩნდა მაღლობზედ, ასე ჰსთქვეს, შპანიის მეფისა არისო, ორი ათასი ზარბაზანი ძესო, სამ-პირად დიათ დიდი კუნძული იყო დიდ როვანი მთები ჰსჩანდა, რკინის ლითონი იქ იყო, ალიკორნას მხარეს ფომბინოს ციხის ქვევით ფომბინოს ქალაქი იყო, ერთი დიდიყურე ხმელეთისა შემოვიდოდა ზღვაში და მაზედ ესახლა, სამგნით ზღვა ჰქნდა, ცალგნით ხმელეთი, მაგარი ციხეები, ის ფრენჭიფე მომკვდარ-იყო ერთის ქალის მეტი არა დარჩომილარა, ის თემი მისი ამარს დარჩომილ იყო იმას დაცილებით, ზღვაში შორი შორ ორი გორა იყო ამოსული ორთავ ერთმანეთს ჰგვანდნენ, ზედ კოშკები იდგა ჩვენმა კაფიდანმა ქარის გულისა-თვის ჩვენი გზა დააგდო, ფომბინოს პირი უნდა ჩაევლო. და ისრე წარსულ-იყო სამხრეთის კუნძულისაკენ წავიდა, ფორტო ლონგონე ერქვა, ერთი ციხე იყო სპაანიის მეფისა, მაგარი და კარგი, იქ გავიდა სადილის სამელად სპაანიის კაცი დიაღ ფრთხილობდენ, სანამ ორჯელ სამჯერ კაცი ავიდა ჩამოვიდა წასვლის დრო გარდავიდა, იმ დღეს იქ დავრჩით შუაღამისას წავედით, ის ღამე ვიარეთ კაი ქარი იყო, იმავ მხარეს გავედით ერთი ხმელეთის დიდი ყურე შემოსულ-იყო ზღვაში, ორმოც და ათი მილი გვევლო რომ იმას დაუსისწროვდით, დიდროანი და მაგარი ციხები იდგა, ფორტე ერკოლე ერქვა შპაანი მეფის ყოფილ-იყო, აქ ამ შერიგებაზედ იფრადორს დარჩომოდა, იმ ციხეს ქვეითი, რომი სამძღვარი იყო დავაკება და გაშლილი ადგილი დიაღ დიდროვანი ვაკე და ტყიანი ქვეყნები ჰსჩანდა უკუწყვეტილ უკუწყვეტილი, შორს მაღალი მთები შენობა მრავალი მაგარს ადგილებში, ორმოცი მილი სხვა ვვლეთ, დია კაი ქარი გვიქროდა, ერთი ქალაქი ჩამოვლეთ, კონსტანტინუ ერქვა. კაი ქალაქი მოჩანდა შუა ღამე იყო ჩივტავეთია ქალაქს მოვედით ლიმენაში შევედით, გათენებამდეს იქ ვიყავით, გათენდა ქალაქში შევედით მოგვეგებნენ დაგვაყენეს იმ ქალაქის ვოივოდა მოვიდა გვიალერსა, თავის სახლში გვაწვია, არ მიველ; იმ დღეს იქ ვიყავით მოვისვენეთ მუსურიშარ და სინიორ დომნიკოს ხმელეთით რომს წავიდნენ, ვოივოდამაც ფოსტი გაგზავნა, მეორეს დეღსაც (დღესაც) იქ დავჰსდექ, ისინი ჰრომს მივიდნენ, ჩვენ ადრე მიგველოდენ, იმ საღამოს ვახშამი ვჰსჭამეთ წავედით ავი ქარი იყო, ვერ ვიარეთ შუა დღე გარდვიდა ჰრომის წყალზედ ძლივ მივაწივეთ, ორმოცი მილი იყო წყლის შესართავსზე, წმინდას პაპასა ორი ეტლი დაგვხვდა, ავი დროაო წყლით ნუ წამოიყვანთო. ჰაერმა არ აწყინოსო ივლისა და აგვისტოში, თუ იმ წყალში დაიძინა კაცმა აწყენს, მისული ჩაგვსვეს ეტლში, ხუთი ეჯი იყო იქიდამ ჰრომი. ჰრომს წმინდა პაპას თავისი ძმის-წული კარდინალი ალბან და თავისი ეტლი მოეგებებინა ადრე რომ მიგველოდენ ვეღას მივედით, დაცხა გვილოდინეს თქვეს რომ დღეს თურმე აღარ მოვაო დაბრუნდენ ღამისა ორ ჟამამდე გამოვიდა ძლივ ჰრომის ქალაქში შევედით წმიდის ლაზარეს მონასტერში დაგვაყენეს. რაც ფრანციცის მეფის რიგი ულუფა და წყალობა გვქონდა, ნამეტანი გაგვირიგეს, ოცდა ცხრათიბათვე იყო რომ ჰრომს შევედით, წმიდის პეტრეს დღეობას რომაულის ანგარიშითა, თერთმეტის დღის წინ გაევლო ოცდა ოთხს ივნისს ჩვენ-თვის მოვისვენეთ, კარდინალები უწინ არავისთან მივლენ სანახავად, სანამდისინ სხვანი არ ნახვენ, ერთს მკათათვეს, ფრანციცის კარდინალი, მოვიდა კარამდინ არც მიგებება არც გამოყოლია, ვითამ ჩემს სანახავად არ მოსულა, მიალერსა და მიბრძანა, ორს მკათათვეს წმიდის ვასილის ბერების პეტი მოვიდა, და სხვა ეპისკოპოსები და წინა-მძღვრები ჩემს სანახავად შეგვაჭირვეს მრავალნი მოვიდოდენ და გვიალერსებენ სამს მკათათვეს, წმინდა პაპას ეტლი ებოძა, წადი ჯერ უწინ ჩემი თავი ნახეო, და მერმე მე მნახეო, წარმიყვანეს წმიდის პეტრეს ეკკლესიაში მისავალზედ შუკის თავს ერთი მომცრო, მინდორის ოთხ პრად მგრგვალად, ორმოც ორმოცი ქვის სვეტია მოსწორებული, თვითო ექვს ადლს უმაღლეა, სამ კამარად შეკრული, მოსწორებული, და ზეიდამ სულ წმიდათ სახეები ქვისა გათლილი. დგანან მინდორ შუა ერთი ოთხკუთხი ქვა, ყაბახს უმაღლეს, მთელი და ზედ ჯვარი ამართულია შიგ ჯვარის ნაწილი ზის, ერთი დიდი მინდვრის ბოლოს გამოდის, კარგა გაკეთებული, და აღსავალი ხარისხები მაღალი, და ერთს ქვის სვეტზედ წმინდა პეტრეა ქვისა გათლილი და კლიტე უჭირავს, მეორეზედ წმინდა პავლე, და ხრმალი უჭირავს, ეს დამრჩა, ჰრომის წყალზედ ხიდი ძეს ხიდის თავს წმიდა პეტრე დგას და აქათ წმიდა პავლე მოციქული, და ზიდზედ აქათ და იქით, ათი ანგელოსი, ზოგს ჯვარი ზოგს ეკლის გვირგვინი, ასე ათასავ ქრისტეს ვნებები უჭირავსთ მერმე დიდი შუკა გაიარს. და ეს მინდორი, და სვეტები და წყაროებია შუაზედ ხიდიდამ მინდვრამდის სულ ბაზარი გაწყობილი ხიდის თავს პაპის ციხე და ზედ თეთრის მარმარილოს ანგელოსი დგა ხმალს ქარაქში აგებს რომ გრიგორი დეოლოღს უნახავს, ისე ჟამი ყოფილა და განქარვებულა და მისი სახე თვითან აუმართავს, ავედით ხარისხზედ როგორ ითქმის კაცის ენით, მისი შენებულობის საქმე ამას ოღონდ გიწერ; კარის-ბჭეში ორი წყარო აქათ გამოდიოდა ორი იქით შევედით სასუფევლის მჰსგავსს ეკკლესიაში სამასი ბიჯი სიგრძე აქვს ორასი ბიჯი განი ბიჯი ორსი ფეხის გადადგმას ჰქვიან, რომ ხუთი ტერფი გამოვიდეს, შუა დიდის გუმბათის სისწორ წმიდის პეტრეს საფლავია, ჩაისვლება და უცხოდ შემკობილია. დღე და ღამე ვერცხლის ოქროს დაფერილი უცხოდ გაკეთებული კანდლები ენთება, არა ზეიდამ გაკეთებული ხის შტოებსავით გარმოსხმული დიდს საკურთხეველს უკან წმიდის პეტრეს სკამია მაღლა რომ ზედ პეტრე მოციქული მჯდარა, ოთხრ ღვთისმეტყველს ხელთ უპყრიეს გრიგოლი დიოლოღს ამბროსის წმიდაჯერასიმეს და წმინდა აგვისტინეს, მარჯვენა მხარეს წმინდა სვიმეონ მოციქულისა და თადეოს მოციქულის საფლავია, ტრაპეზში და მარჯვნივ წმინდა პეტრონილა მოწამე. პეტრე მოციქულის ასული ასაფლავია მარცხნივ სხვა მოწამე იმას ქვევით სხვას ტრაპეზში, გრიგოლ მღვთის-მეტყველი, ანძიონმორელი ასაფლავია მთელი და იმის პირდაპირ მარცხენას მხარეს გრიგოლი დიოლოღი გრიგოლი, ანძიონმორელს ქვევით სხვა სამწვირვალოა იოვანე ოქრო პირი ასაფლავია, და უცხოთაც შემკულია მისი საფლავი; თუ კანკელი თუ სამწირვალო ერთი იმისთანა იქ არა არისრა მის ქვევით სხვა საწვირვალოა, კუთხეში ემბაზი იდგა პორფირის ქვისა, მე გავზომე თვრამეტი მტკაველი სიგრძე აქვს თორმეტი განი. მისი თავ-საბურავი მთელია, და ემბაზი ერთი ქვა არის მოწყობილი არ არის, მარცხენას მხარეს ზეით ორი მოწამე იმ დღს ამის მეტი ვერა დავწერე რა ღამე გვესწრა წამოვედით:

ხუთს მკათათვეს წმინდა პაპასთან წამიყვანე საზაფხულო სასახლეში იდგა ჰრომის შუა გულობას არის, წმინდა პეტრეს ეკკლესია ჰრომის თავს. უფრო მოდაბლო ადგილია, და პაპის საზაფხულო სასახლე მაღალი ადგილია, სასახლეს უარესი არავისზე იქნება, რაც სახლი შევიარე სრულ წითლის ქამხის ფარდაგები იყო, ოქრო-მკედის არშიებით, ხშირად დაკერებული, და წინ რიგის რიგისად კარის კაცნი და დარბაისელნი არავინ იყო ამის-თვის რომ ხალვათათ გვნახა გამოჩვენებით არა გვნახა, შემიყვანეს მომცროს სახლში იჯდა, ერთი კართან გვათაყვანეს, ერთი შუას სახლში, და მერმე ფერხთ გვაკოცნინეს. თავზე მომეხვია, დაჩოქებით, ჯდომა წესია არ დამაჩოქა ფეხზედ დამაყენა, მე ბოლოს ვჰსდგებოდი, გვერდს ახლო მომიყენა, მომიკითხა მიალერსა მე მოვახსენე წმინდავ მამავ მეთქი. რა შენმა შვილმა მტკიცე ქრისტიანმა თვისი საქმე შენზედ მოაგდო, მაშინვე გულ-სავსე შევიქენ, ყველა გამირიგდება მეთქი, მაგრამ სიგვიანე ვახტან მეფეს არას არგებს. ავს ალაგს არის მეთქი, მიბრძანა ჩემი სისხლი რომ მთხოვო ვახტანგისა და შენის ქვეყნის სასარგებლოდ იმასაც დასაქცევლად მოგცემო, მადლი გარდავიხადე და მოვახსენე მე ვხედავ ვახტანგის მოუსვლელლობით, ქრისტიანობას დააკლდება ჩემს ქვეყანაშია და მოსვლით მართლ-მადიდებლობას მოემატება მეთქი თვარა მე სხვა საქმე არა მაქვს. მოხუცებულს სიმეონსავით გეხვეწები. აწ განბიტევე მეთქი, გამიცინა მიბრძანა, მეშენ-თვი ღმერდს ვეხვეწებიო. დიდი დღე მოგცესო შენით მრავალი საქმე მინდა გავაკეთოო, წამოველ სკრიპანტი კარდინალი, და პაპის ძმის-წული კარდინალი ვნახე. სამს სახლს გარეთ გამომეგებნენ, საკრიპანტმა წინ დამისვაამ სხვამ გვერდს მომისვა მიალერსეს, სკრიპპანტი კიბის თავამდის მომყვა. ის სხვა ორს სახლს არ გამოსცილდა. ექვსს მკათათვეს, ერთი ყოვლად-წმიდის საყდართა, ჰრომში მაღალს გორაზედ, ჰრომში ერთი უშვილო დიდებული ყოფილა და სრულ ყოვლად-წმიდას თურმე ეხვეწებოდა ჩემი საქონელი ვის უნდა დარჩესო, მკათათვე დამდეგს ჩვენება ნახა, სადაც ხვალ თოვლი იდვას. რა ერთზედაცო იმდენზედ ჩემი ეკკლესია ააშენეო. შენი საქონელი მაზე დახარჯეო იმ ღამეს პაპასაც ასე ენახა მისს მოძღვარსაც, გაიღვიძეს ცოლქმართ ერთმანეთს უთხრეს. ორთავ ისე ენახა მოძღვართნ მივიდენ უთხრეს მასაც ისე ენახა, წმიდა პაპასთან მივიდენ მოახსენეს მასცა ეს ენახა, ეს ამბავიც მოუვიდათ ამაღამ ამ გორაზედ თოვლი მოსულა და ძესო. თვითან პაპაც წავიდა, თორმეტი სათხრელი იმან იმუშავა. ყოვლად-წმიდის ეკკლესია აღუშენებიათ ქრისტეს აკვანი იქ არის ნეთლემის ბაგა, და ქვაბის ქვაბი იქ არის, წმიდა ჯერასიმე მთელი დღე იქ არის, ოთხი მოწამე ტრაპეზში მთელი სხვა არის, იქით წმიდის ეკატირინე მოწამის ტრაპეზში ორი წმიდა შიგ ასაფლავია და მრავალი ნაწილები, ორი დიდი პორფირის სვეტი. ექვს ექვსი ადლი იქნება სიმსხო სამი ადლი შემოსწვდება, სხვა წინ ერთი მთელის მარმარილოს ქვისა პირამიდი მინდორზედ უდგას, ოცდა ხუთი ადლი მეტი მგონია, ზედ ყოვლად-წმიდა დგას. ძირში დიდი წყარო შადრევანად გამოუდის. ეკკლესიაში ოთხი პორფირის სვეტი კაცი მხარს შემოსტევს, ოთხ ოთხი ადლი. სალხინებელს ტრაპეზთან აქვს და კამარა შეკრული. ზედ წმიდაების საფლავია, ოთხი პორფირის სვეტი ტრაპეზის მარცხნივ ინავ ტოლი. ეგრეთვე კამარას ზევით წმიდანი ასაფლავია. და მარჯვნივ ოთხი პორფირის მჰსგავსი მარმარილოსი სვეტები იყო. და აგრევ ზედ წმიდათ საფლაები და იმას და ტრაპეზს შუა ერთი ჭრელი ამარტის სვეტი იყო, სამი ადლი სიმაღლე ჰქონდა. ერთი ადლი შემოსწვდებოდა სისხო ზედ სასანთლე იყო. მაგრამ ის სვეტები ფას დაუდებელი იყო სხვა რამდენი უცხო ქვები და უცხოთ მრავალ რიგი მარმარილოთ ნაშენი. ან კედლები ან იატაკი გასაკვირვალი იყო. სოფიო კენჭითაც მრავალგან ზოგი გარედამაც სოფოთ დახატული იყო, მაგრამ ერთი დახატული ლაზარეს აღდგინება იყო. იმ თმის ხელოვანი მხატვარი ცდილობს რომ მისი მჰსგავსი დახატოს, ვერავის დაუხატავს. ერთი მარმარილოს ქვა იყო ოთხი ადლი სიმაღლე, სამი განი, მთელი ზედ ყოვლადწმიდის ამაღლება მოჭრილი უცხო საკვირველად გათლილი იყო, ცოცხლებს გვანდა, მრავალი საკვირველება ვნახე იქი, ცაში თუ გვერდებშიცა სულ ინდოეთს გაკეთებული იყო, ხათაბანდი ასე რიგი რომჩვენ არ გვინახავს იმგვარი, წმიდის პეტრეს ეკკლესიაშიც მრავალგან იყო, იქიდამ წამიყვანეს. კონსტანტინე მეფეს რომ პირველ ეკკლესია აღუშენებია შევედით სვეტები ოთხ-ჯერ ექვსი იყო ხუთს კამარად შეკრული, სვეტები მრთელი არ იყო ნაგები და სქელი სვეტები სულ თეთრი მარმარილო სვეტიცა და კედლებიცა, შუა კამარის სვეტებზედ, თვითო დიდი მარმარილოს მოციქული გათლილი იდგა ტრაპეზს წინ ოთხს სვეტზედ აგრევ მაღლა პეტრეს და პავლეს თავი ესვენა. იქიდამ გამოგვიყვანეს იმაზე ახლოს იყო პილატეს სახლის კიბე რომ ზედ მაცხოვარს აევლო. სამს ადგილს ქრისტეს სისხლი დასხმოდა ზედ ფანჯარა იყო რომ მუხლი ვერვინ დასდგას, მუხლის თავით აგვიყვანეს, ფეხს ვერავინ დაადგამს ოცდა რვა ხარისხის მარმარილოსი მაგრამ მუხლს გაუცვეთია ამდენი სული იარება ზედეთ მაღლა წმიდა წმიდათა დგას, და იქიდამ ახლო იყო, სადაც კონსტანტინე მონათლულა. დიაღ უცხოთ ნაგებია ფერადის მარმარილოთი, რვა სვეტი შუაზედ მგრგვალად პორფირისა თითო ოთხი ადლი მეტია, კამარა შეკრული შუაზედ ემბაზი, ქვეშეთ ხუთ ფერი მარმარილო. სირჩის ძირსავითა და ზედ ის ემბაზი. ყმაწვილებისა სისხლით რომ ავსება უთხრეს. მთელი პორფირის ქვა, სიგრძით კაცი გაემართება სიმაღლით წელამდის იქნება; განიც მისი შესაფერი. ორი პორფირის ქვის სვეტი ცალს მხარეს სხვა არის ტრაპეზთან იმავ ტოლი, იქიდამ სხვა მონასტერი იყო, წმიდის ლაზარეს ბერებისა, იქ წაგვიყვანეს ჰრომის ნაპირს არის თეატროზედ ახლო სადაც წმიდა ეგნატი აწამეს, იქ იოვანე და პავლე ორნივ ძმანი მოწამენი მათი სასახლე ყოფილა, იქავ ასაფლავიან, და იდ: შავი მოწამე რომ აწამეს ისინიც აქ ასაფლავია.

შვიდს ივლისს კაფიჩუნების მონასტერში წაგვიყვანეს, წმიდა ფილექსი, ახალი წმიდა იქ ასაფლავია და იქიდამ იეზოვიტების მონასტერში მივედით, წმიდა ეგნატი მათი თავი. იქ ასაფლავია, და წმიდა ფრანცისკო ქსავერიოზის ხელი იქ არის ინდოეთს მოციქულისა ორნიც უცხოდ შემკულია, რვას ივლისს კარმელიტანების მონასტერში წაგვიყვანეს, იმ წელს აკლდამა ეპოვნათ ძველადგანი წმიდა მოწამეთ მთელი გვამი, ას სამოცი პაპას წაეღო სხვა ხელ უხლებელი. და წმიდის ფურეზიას ფეხი იქ იმათ ჰქონდათ, ათს ივლისს წმიდა პაპას მოვეკითხეთ ხილი და მოსაკითხი ებოძა. წამიყვანეს სადაც რომ წმიდა პეტრე ჯვარს-აცვეს, ჰრომის წყალს გაღმა ქალაქი დაილევა ერთი პირ-აღმართი აიარს. ისე სერსერი მოსდევს. ჰრომი სულ ჩანს იქიდამ, იქ ჯვარს-აცვეს, ერთი მომცრო მონასტერი დგას წოკოლანტები დგანან, მაგრამ ერთს ეკკლესიად ისიც ითქმის წინ ვაკეზედ ერთი დიდი წყარო შადრევანად ამოუდის, და უკან ერთიწყარო იქავ გამოდის, ერთს პაპას აუშენებია მაგრამ თითოსა და თითოს უცხო ნაშენებს ისიც შეედრება, მაღლის ეკკლესიის სიმაღლეა.

ცალ პირი კედელი, სულ თეთრის მარმარილოსი განიც უნდა ოცდა ათი ადლი ჰქონდეს. მაგრამ რა ხელოვნებაები მოუვანიათ კაცს გულს ჭირი უკუეყრება, სამად შუაზედ გამოდის წყარო თვითო თვითოს საწისქვილოს უფროა და ორი აქაღ ნაპირს მარმარილოს ლომების პირიდამ. და ხუთივ წვრილს აუზებზედ გარდმოდის, ის აუზები ანჩქრევს და ძირს ერთი დიდი აუზია სულ თეთრის მარმარილოსი, უცხო გვარად მოყვანილი ღრმა და საცურველად ზომიერი იმაში ჩამოდის და სად მიდის და სად არა აღარა ჩანს, წყალსა და წყაროს შხედვა თვალის მოსხლეტა დაგზარდება და უკუმოიხედავ, ჰრომი სულ ჩანს ვინ იცის რამდენი რიგი უცხო სასახლე რამდენი სხვა და სხვა რიგი მონასტერი რამდენი სხვა და სხვ რიგი სამრეკლო. მაგრამ ჰრომისა ეს უფრო გამიკვირდა აუარებელი წყაროები გამოდის ზედს ზედ შუკათა შინა გინა სასახლებში, ან საყდრებში ან ბაზრებში საკვირველია, და სადაც პირამიდია წყარო ძირს სამი ოთხი არ გამოდიოდეს არ არის, მაგრმ უცხოდ ეს მოუყვანიათ, არა წყარო ეროი(ერთი) მეორის მჰსგავსად არ არის ყველა სხვა და სხვა რიგად უცხო რიგ შადრევნებად არის, მოყვანილი და სხვა და სხვა რიგი აუზები სხვა და სხვა რიგს ცხოველბში სხვა და სხვა რიგს თევზებში, სხვა და სხვა რიგად კაცებში ამოდის, გამოდის, ჩამოდის, ზოგან წვიმასავით ზოგან მკლავის სისხლსავით, ზოგან სარკეებსავით უანგარიშო, რიგებითა, ფარსაგი სახლი ძვირად არის არ გამოდიოდეს. ათს მკათათვეს, წავედით წმიდას ბრანოს მონასტერში, სადაც დეოკლიტიანეს სახლი ყოფილ-იყო აწ ეკკლესიად იყო, თურმე ისევ მაშინდელი ნაშენები როგორაც ყოფილა ისევ იყო, სიგრძე და განი სწორე ჰქონდა, ას ოთხმოც და ათი ბიჯი, ხუთი ტერფი უინდა იყოს ისევ განი სხვა საგრანკოტის ქვისა სვეტი იყო ჭრელი წვლილად დაწინწკლული მთლი, თვითო ადი ადლი უმაღლე, და ორი მხარი და ნახევარი სისხო, სხვას ამის მეტს იქაურს არას დაგიწერ, ერთი სხვა პატარა ეკკლესია მაჩვენეს ყოვლად-წმიდის ლავიტორია ხელოვნებით ის სხვებისაგან უფრო გამოკვირდა, მაგრამ ნაწილების საქმე გასაოცებელი იმდენი რამ შემეყარა, მაგრამ იმ დეოკლიტიანეს სახლში ერთს დღსა დეოკლიტიანეს ორმოცი ათასი მოწამე უწამებია თვითან სარკმლიდამ უმზერდა სადმე:

თერთმეტს მკათათვეს წმიდა პაპასა მღვდელი ებოძა მოვეკითხე და მოსაკითხავი და საჭმელები ებოძა, სადილს უკან წამიყვანეს, მონასტრები დამატარეს, მრავალი უცხო სანახავები მაგრამ ერთი საკერპო ყოფილა მრავალთ ღმერთთ ტაძარს თურმე უხმობდენ. აწყოველთ წმიდათ ეკკლესიათ უკურთხებიათ ისევ მაშინდელი, ნაშენი როგორც ყოფილა მგრგვალია მოვარაყიანებიული, სამოც და ერთი ბიჯია სიგანე და განი ერთი ბანი ზეიდამ აქვს, მგრგვალდ შეკრულია დიაღ მაღალი და დიდია მის მეტი სასინათლო არა აქვს და დიაღ ნათელია, შიგნიდამ კედლებთან აქვს სვეტები, შუაზედ არა აქვს ერთი კამარა მგრგვალი, ოც და რვა ყვითლის მარმარილოს სვეტი აქვს თვითო რვა ადლი იქნება მთელი შეუწყობელი, სისხო ორი მხარი, თორმეტის პორფირის სვეტი აქვს თვითო ადლი იქნება, სისხო ოთხი მტკაველი, რვა ყვითელის მარმარილოს სვეტი, იმავ პორფირის სვეტების ტოლი რომ პორფირის ქვა აღარ ჰქონიათ ის უქნიათ იატაკში მრავალგან დიდრონი პორფირის ფიქლები, ათი მტკაველი მეტი ნაკლები სხვა რიგად სრულ ფერადისა მარმარილოთ ნაშენი, მისი კარის ბჭე ორმოც და ხუთი ბიჯია ოთხ კუთხი თექვსმეტი სვეტი აქვს მთელი თვითო შვიდი ადლი ქინება, სისხო ორი მხარი მისის კარის ამყოლები ორი ქვა არის თორმეტი მწყრთა სიმაღლე უფრო მგონია ჰქონდეს, წინ ცოტა რამ. მაგრამ ეს უცხო იყო ოთხივ ქვა ერთი მთელი იყო გასინჯეთ მინდორი აქვს, შუაზედ ერთი წყარო გამოუდის მარმარილოს აუზი აქვს შუა მარმარილოს ოთხი ვეშპი შადრევანი რვად ამოდის, შუაზედ ერთი მომცრო პირამიდი დიაღ უცხო გაკეთებული ექვსიოდ ადლი იქნება:

თორმეტს მკათათვეს წავედით დომინიკანთ ჯერენალი მოვიდა ჩვენს სანახავად, მისს სანახავად მისი მონასტერი ვნახეთ ასიოდ მამანი ადგენ მაგრამ მონასტერი დიდი მისი ეკკლესიაც საკერპო ყოფილ-იყო ამისი სვეტები მრთელი არ იყო ნაგები იყო მაგრამ მრავალი უცხო ხატები და შენებულობა იყო, ან რკინის უცხო ფანჯრები, აქ ქვის უცხო გათლილობაები, რომ პაპების სასაფლაო აქ იყო და დიაღ დიდი: ერთი ქალწული ენკრატისი წმიდა კატუნია იქ ესვენა მათის რიგისა, ქრისტე გამოსჩენოდა და როგორც წმიდა ფრანჩისკოსა თვის ხუთი წყლულება ებოძა. ისევ ამის თვის. ისევ მრთელი მძინარეს ჰგავს, წინა ცოტა მინდორი ჰქონდა, კაი წყარო-ები გამოდიოდა აუზში შადრევნულად წყაროს შუაზედ, ერთი სპილო იყო ქვისა გათლილი და სპილოზედ ზედ მომცრო პირამიდი ექვსიოდ ადლი ქინებოდა, ერთს კარდინალს ერთი საწიგნო სახლი აეშენებინა, დიდი და პატიოსანი, და კედლის ძირს ძირიდამ მაღლა თავამდის ოთხგნითვე წიგნი ეწყო, უანგარიშო და მრავალი რომ ვინც მაგისთანა კაცი იყო წიგნის სყიდვა არ შეეძლოს იქ მივიდეს და რაც წიგნი უნდა იკითხოს მიართმიდენ რასაც ხანს იკითხვევდა და გარეთ ვერ გაიტანდა სამადლოდ ასე გაერიგებინა წმიდის პეტრეს ჯვარცმის ადგილის სანახავად რომ ვიყავით გზაზედ კედელში ერთი ყოვლად-წმიდის ხატი იყო დახატული. სულ ეჩოქათ ილოცევდენ ჩამოვიარეთ უმრავლესი მოდიოდა. იქ ვერა შევიტყევითრა მოვედით სადგომს. მეორეს დღს გვიამბეს ჩვენ რომ მივედით იმ დღს ერთი ათის წლის უსინათლო დედა-კაცისათვის თვალი აეხილა და მეორეს დღეს ერთი ეშმაკეული გაეკურნა, პირით რკინის კაცი წამოეგდო და მორჩენილ-იყო. მრავალს ენახა თვალითა ეს ორივ ზედი ზედა:

ცამეტს მკათათვეს წავედით წმიდის ფრანჩისკოს პავლინოისს მონასტერში. ორმოცდა ოთხი მონაზონი იდგა, მონასტერი მაღალს ადგილს, მაგრამ უცხო რამ შენებულობა იყო. მრავალი კაი და პატიოსანი ნაწილი, და დიდი სიმდიდრე ეკკლესიისა სამკაულთა, ერთს ადგილს შორიდამ დაგვანახვეს წმიდა ფრანჩისკოს ეჩოქა და ილოცვიდა ახლო მივედით ზღვა იყო დახატული წმიდა ფრანჩისკო აღარსად იყო, მეორეს ადგილსა შევხედეთ იოანე მახარებელი ჰსწერდა არწივი წინ უჯდა, ახლო მივედით ერთი წალკოტი იყო ხევნარი დახატული მრავალი უცხო საქმეები იყო იქა. კაის ადგილს. კაი წყაროები დიოდა, სულ შადრევანად განაპ[ირებით იყო წალკოტები ჰქონდა, ამ დღს მიანბეს იტალია ქალაქს ერთი კაუჩინის ენკრატისია ცოცხალიაო ასე წმიდა რომ ქრისტე გამოცხადებიაო, ზუთი თვისი წყლულება მიუცემია ორი ხელს, ორი ფეხს, და ძუძუსთან, როგორც წმიდა ფრანჩისკო, და წმიდა ეკატირინა დომენიკონსა, მართლა ეს ჰანბავი სწორეა. ამ ქალს ვერონეკა ჰქვიან:

თხუთმეტს მკათათვეს წამიყვანეს ბურგონია ფრენჭიფის წალკოტში თვითანც ჰრომშია ქალაქს. დიდი ფრენჭიფეა, ეს წალკოტი ჰრომის გალავანს აბია, ერთი ფოლორცი შუა ჩაივლის შევედით კარსა, წალკოტები როგორიც ფარიზისა დავჰსწერე, ესეც მისთანა იყო, მაგრამ ფარიზში ჭანდარი არ მინახავს, აქ რამდენიღაც იდგა შესავალს კარზე, კედლის ძირს კედელზედ აკრული, რომ კედელი სულ მწვანედ ჰსჩანდა. უფროსი ერთი ნარინჯი თურინჯი, და ლიმონი იყო და დიდი ხეივანი, გავიარეთ ერთი კლდე იყო. ის კლდე დევად გაეთალათ. პირ აღრენილი თმა წვერ ულვაში სპონდიოს ქვისა გამოესახათ, კბილები თეთრის ქვისა, და პირში დიდი შადრევანად წყარო ამოსდიოდა აქათ იქით სხვა წყაროები, სხვას ცხოველს პირით გამოსდიოდა. ვიარეთ ხეივნებში, მრავალგან სპონდია ქვები გაეკეთებინათ, სულ შადრევნად წყარო ამოდიოდა. მერმე დიდი ტბა იყო კარგა გაკეთებული. შიგ იხვი და ფრინველი ისხდა სამგან შიგ ხმელეთი. კაცის სასხდომლები კარგ გვარად, და გარემო დიდი მუხნარი რიგით მდგარი და ირმები თეთრი და მართალი. ირმები ხბოიანები მრავალი, მაგრამ მოწლო ირმები იყო. წამოგვიყვანეს სხვა მხარეს, სულ დაფნი და ბზა იდგა, შუა და შუა წვლილი გზები ხეები,კედელსავით დათლილი. კაცს მზე არ მიადგებოდა, შუა და შუა მრავალი უცხო შადრევანი, აგვიყვანეს ერთი სასახლე იყო მართალს გეტყვი. გარედამ მისი მჰსგავსი სასახლე არ მინახავს, უცხო გათლილი მარმარილოები, საცა ძველადგანნ ქვა ჰრომში ეპოვნათ, ეშოვნა მრავალი, კერპის სახე დატანებული, ერთს ადგილს ერთის მმთელის ქვისა იყო მთელი ცხენი და კაცი, ცხენი წაქცეოდა, და კაცი არდმოვარდნას ლამობდა, მაგრამ მრავალი უცხო სხვა იყო, მრავალი კერპი ძველის ძველი კორონის მისი ამზანაგები ზოგი მარმარილოსი ზოგი შავის ქვისა, ზოგი პორჶირის კერპის ღმერთები. ძველი კეისრები მთელი იმათ ჟამში გაკეთებული მრავალ-გვარი. უცხოები თექვსმეტი პორჶირის სვეტები იყო ისე აყუდებული ზედ კერპები ამართული, უცხოდ ნაქმარები, სხვეტები მთელი, ზოგი სამი ადლი, ზოგი ნაკლები, მეტი არ იყო. სხვა უცხო და უცხო მარმარილოს სვეტები. ორი ტაბლა პორფირის ქვის სიგრძე. ორი ადლი, განი ერთი ადლი. ორი ტაბლა შვი ქვა. ოქროს და ვერცხლისა, ოქროსა და ვერცხლს რომ გამოსცდიან სარკესავით ელევდა პარაგონე ჰქვიან, პორჶირის ქვისაგან უმეტნავესი იყო, ორი ტაბლა თვალები შეწყობილი ყვავილად, იამანი, ამარტა, ძოწი, ეშმი ლაჟვარდი, და მისთნაები, დახატული ეგონა კაცს, ერთი მგელი პორფირის ქვისა გათლილი ორს ყმაწვილს ძუძუს აწოებდა, ჰრომი ქალაქი იმათ აღუშენებიათ, ამგვარი მრავალი რამ უცხო იყო, ზოგი იმ პარაგონის შავის ქვისა კაცები, კერპები იყო თთრი, იამანის პერანგი ეცვა. მთელი გათლილი პერანგსავით, ზოგი ჭრელი მარმარილოს სარტყელი ევლო, იმ შავის ოსტატი, გაეთალათ ჭრელი მარმარილოს აუზი და აუზში პორფირის ქვა გაეწყოთ, სისხლით სავსის მჰსგავსად, და შიგ ის შავი ოსტატი იდგა, ვითამც თავის სისხლში ირჩობოდა, სხვა კერპი იყო ერთის მარმარილოს ქვა უცხოდ რამ გათლილი, ერთს ქვაზედ, ერთი ქალი გაქცეული კერპის ღმერთი და კაცი, მოსწეოდა დაეჭირა, და ის ქალი დაფნის ხედ გარდაქცეულ იყო, ენით არ ითქმის საკვირველება ძველადგან ნაქმარები სხვა რიგად უცხო მორთულობა, უცხო ნარინჯის წალკოტები, უცხო ნაზარდი ალვის ხეები უცხო ნაზარდი, დაფნები ჯერნები, მრავალი მათი ნუჯრები, სხვა და სხვა რიგი კამარები, საჭმელითა, და სალხინო ადგილები, და წამოვედით, რაც სანახავები ვნახეთ, აღიწერება მაგრამრასაც შევიძლებ უცხოებს ვეცდები დავჰსწერო, დაიჯერეთ, ჰრომი ასეთია. ასს წელს სულ იაროს კაცმა მისს საკვირველებასა ვერც გაუვიდეს, ვერც დაასრულოს, მაგრამ მე რასაც შევიძლებ ჩემს ნახულს მართალს დავჰსწერ, ეგება გეგონოსთ ქების თვის, ნამეტნავი დავჰსწერო უსაცილოდ დაიჯერებთ, რასაც ვჰსწერ ნაკლებია, და იმასაც თავს გაუსვლელსა, და შეუძლებელსა, დაიჯერეთ ნახევარს მაშინაც ვერ მივსწვთები, რომ ვერ შევიძელ, დასწავლა და დაწერა ნახევარისა თექვსმეტს მკათათვეს წავედით, წმიდის დომენიკოს სხვას მონასტრის სანახავად, მონასტრისა რა დაგიწერო, ოცდა ორი მარმარილოს მთელი სვეტი იყო, ეკკლესიაში, თვითო ექვსი ადლი მგონია, თვითო მთელი ქვა, და ორი პორფირის სვეტი, სხვა სამ სამი ადლი მგონია, საფლაების ქვა პორფირისა, და ეს იყოს რას ვაგრძელებ, ჰრომის შენობა ამ წიგნში არ დავა იქ ვნახე წმიდა პაპის ალექსანდრე მოწამის საფლავი, მასთანვე მღვდელ მოწამე, წმიდა ეგნატიოს, და წმიდა დეუდულოს, და საბიანე ქალწულ-მოწამისა, და სერაფია ქალ-წულ მოწამის საფლავები, მთელი გვამები, და წმიდის დომინიკოს დარგული ნარინჯები ისევ იდგა ესხა, მისი ნაღვაწი, ადგილები ვნახეთ, იქიდამ იმასვე აკრავს ალექსი კაცი ღვთისა მამის სასახლე მონასტრად არის, წმიდის ჯერასიმეს მამანი დგანან იმაში წმიდის ვონიფატე მოწამის გვამი მთელი, იმას იქით სადაც ყოვლად-წმიდა გამოეცხადა წმიდა ალექსის ის ისრე გამოყვანილი, და ქვევით ბოლოს, იმ სახლის კიბე რომელსაც ქვეშ წმიდა ალექსი იწვა, იმ კიბის ნატეხი ათიოდ ფიცარი კიდევ იყო, ორს ანგელოსს, ეჭირა მარმარილოთ გათლილისა:

ჩვიდმეტს მკათათვეს პაპამ, ერთს ნემსის ფრენჭიფის შვილს კარდინალს შაფხა დახურა იქ წამიყვანეს ეს კარდინალი ამ თხუთმეტს მკათათვეს, შემოსულ-იყო, ორასი ეტლი უფრო შემოჰყოლოდა, ზოგი წინ მიმგებებლი ზოგი თან მოყოლილი, მე ვერ ვნახე და ამ შაფხის დახურვაზედ წამიყვანეს, ეპისკოპოსი იყო სხვა კურთხევა აღარ იქნებოდა მივედით პაპის სასახლეში დიაღ მრავალი ჯარი მოსულ-იყო გზა გაჭირდა, ერთი კარდინალი მივიდოდა, ჩვენ ვერ ვიცნობდით, იმან გვიკითხა გვიცნა თან წამომიყვანა, ტკბილად მომეპყრა, შემიყვანა პაპის დიდს სახლში მაღლა პაპის საჯდომი საყდარი დაედგათ, ხუთს ხარისხს ტახტზედ წითლის მძიმე ხარით შემოსილი და უცხო ფარდაგები დაეკიდათ და ქვეითს ხარისხზედ მიღმა მოშორებით ორგნითვე კარდინალების სკამები გაეკეთებინათ შუა, რვა აქათ იქით კარგის ფარდაგებით გარდაფენილი იყო, შემიყვანა ოთხიოდ კარდინალი იჯდა და ჩემი მცნობი, კარდინალი,საკრიპანტი, მომესალმნეს, კარდინალები, უკან ზემო თავს დამაყენეს დაიწყეს კარდინალებმა შემოდენა რიგის რიგისად შემოვიდიან, პირველ პაპის ტახტს, თავი მოუდრეკიან მერმე აქათ და იქით კარდინალებსა და თავ თავის ადგილს დასხდიან, თვითო იისფერი მაზარა ესხათ რომ ადგილზედ ხუთს ადლს მეტს მიათრევდენ ის მისი ბოლო მოსამსახურეს ეჭირათ, მოსამსახურეთაც ის ფერი ეცვათ სულ ყველას განიერი სამოსლები ანაფორასავით, და თავ თავეთს კარდინალს წინ დაუსხდენ ფერხთან სკამები იყო, მათ თვისაც, რა კარდინალები შემოვიდენ, ოცდა თექვსმეტი იყვნენ და დასხდენ, პაპის გამოსვლის დრო შეიქნა, დაიწყეს დიდებულთ გამოდენა, მერმე პაპის შინა კაცნი თორმეტიოდ იისფერით შმოსილნი, ფართო სამოსლები ეცვათ მხარზედ წითელი სამხრეები, ისინი გამოვიდნენ, მერმე ჯვარის მტვირთველს, ჯვარი ეჭირა, მასუკან დაიწყეს ეპისკოპოსებმა გამოდენა და პაპის ტახტის აქაღ იქით დადგენ შამომწკრივებით ზოგი ჩვენს უკანამდი მოვიდა, და ის ისფრიანი მოსამსახურენი წინ პაპის ტახტს დაუდგნენ, მერმე წმიდა პაპა გამოვიდა შემოსილი წითელი ნაკერი ფილონი ესხა, და ყვითელი სტავრის მიტრა ეხურა გვირგვინი არ ეხურა, ორს კადინალს აქათ იქით მისი შესამოსი ეჭირათ, აიყვანეს მაღლა დასვეს, და კარდინალები ერთი აქათ მოუჯდა დაბალს სკამზედ, ერთი იქით, ერთმა იმ წინა მოსამსახურეთაგანმა თაყვანი-ჰსცა, და გამობრუნდა კარდინალს ანიშნა, ადგა უფროსი კარდინალი, აქ დაბლა რომ თავს იჯდა დეკანოზს ეძახიან მიათრევდა იმ გრძელს მაზარას პაპას თაყვანი ჰსცა, და ხელს აკოცა, ჩამობრუნდა და დაჯდა, ისევ რიგზედ ყოველი კარდინალი თვითო თვითო მივიდა და ხელს აკოცეს და გამობრუნდნენ დასხდენ, მერმე იმ წინა მოსამსახურეთ ყველამ მუხლი მოუდრიკა, და ერთმა წიგნა მაღლის ხმით ავაჯით კითხვა დაიწყო იმ ახლის კარდინალის მოსვლა ვინ იყო მისი შვილი და ქება მისი, და პაპის დივტილა ჰსთქვა, ეს რომ გაათვა ისევ ყველამ მუხლი მოუდრიკეს, და გვერდს რომ ორი კარდინალი უჯდა ისინი ადგნენ ჩამოვიდნენ ტახტიდამ გაბრუნდენ პაპას თაყვანი ჰსცეს გამობრუნდენ, კარდინალებს აქათ იქით თაყვანის ჰსცეს ის პაპის მოსამსახურენი წინ გაუძღვნენ ახლის კარდინალის შემოსაყვანად, გავიდენ შემოუძღვნენ შუა ახალი კარდინალი მოვიდოდა მაღალი კარგი სანახავი კაციც იყო, და აქათ იქით სხვა ორი კარდინალები მოსდევდენ, კარდინალები სულ სკამებზედ ისხდენ, იმან აქათ იქით თაყვანი ჰსცა ის ორივ კარდინალები წინ წავიდნენ იქავ ავიდენ, პაპას თავი მოუდრიკეს, თავის ადგილს დასხდენ ეს კარდინალი წააყენეს პაპას მდაბლად თავი, მოუდრიკა მერმე ტახტს პირს, უფრო დიდათ თავი მოუდრიკა, მერმეტახტზედ ავიდა მუხლი მოუდრიკა, და ფეხზედ აკოცა, ადგა მერმე ხელს აკოცა, მერმე ორთავ ერთმანეთს ამბორს უყვეს, მერმე კურთხევანი მოართვეს წმიდა პაპას, და კარდინალი თავის მაზარის კუნძულები აქვსთ განიერი, ის დახურეს, პაპას წინ დიდს ხანს პირდამხობით იყო, აღემართა კურთხევანი წაუკითხა, მოიტანეს ერთი წითელი შაფხა, დახურა პაპამ, გამობრუნდა ჩამოუარა რაც კარდინალი იყო ყველასთან მოვიდა ესენი ადგნენ, თვითო თვითომ ამბორს უყვეს, და მოულოცეს გარეშემო სულ შემოუარა, და ის ორი კარდინალი თან დასდევდენ და იმათაც კარდინალებს ამბორს უყვეს, მერმე პაპას წინ ჯვარი მიასვენეს ადგა თაყვანის ჰსცა, დაჯდა მერმე წამოდგა კარდინალებმა თავი მოუდრიკეს სხვათ სულ დაიჩოქეს პაპამ ჯვარი, დასწერა ყოველგნით და იმავ რიგით წაუძღვნენ, როროგორ გამოიყვანეს, მე წამომიყვანეს პაპის კარის ეკკლესიაში, მრავალი ჯარიც იყო, შემიყვანეს ზემო მდასვეს, დაღალულიც ვიყავი დიდს ხანს დგომითა ცოტა ხანი გამოვიდა გალობის ხმა მოვიდა ოციოდ მგალობელი შემოვიდენ, კარდინალები, სულ რიგით თან შემოჰყვნენ პაპის ტახტს მოცილებით ისევ გაღმა, გამოღმა დასხდენ როგორც იქ ისხდენ, მერმე ის ახალი კარდინალი შემოიყვანეს, კარდინალებს თაყვანის-ჰსცა მიიყვანეს ტრაპეზს წინ პირქვე დაამხვეს დიდს ხანს ისე იყო მერმე აღჰსდგა უფროსი კარდინალი, დეკანოზს რომ უძახდნენ, და საკურთხეველში შევიდა კურთხევანი წაუკითხა გამობრუნდა დაჯდა, ადგა ახალი კარდინალი გამობრუნდა ყველას თაყვანის-ჰსცა, და წამოვიდა, მერმე თავის რიგით ყველანი წამოვიდენ:

ით. მკათათვეს წავიდეთ ერთის ეკკლესიის სანახავად, სადაც იყო ქრისტე რომ სვეტზედ დააბეს და ჰსცემდეს, ეკკლესია კაი და შვენიერი, და სოფიოთ დახატული, სხვა რადღა დაგიწერო, იქ ვნახეთ ქრისტეს სვეტი რაზედაც დაებათ ჭრელი მარმარილოა მომწვანო მოშაო ორი ადლი ვერ იქნება, სხვა იყო სამი ეკალი ეკლის გვირგვინისა, და ერთი თითი ნათლის-მცემელისა, სხვა წვრილმანი რაღათ დაგიწერო, ის სახელი იყო წმიდის ევპრაქსიას მამისა, და წმიდა ეპრაქსიას ნაწილი უმრავლესი იქ იყო, და მისის ძმისა ისიც წმიდა სხვა ადგილს, წმინდა ზენონ, და ვალენტინე მოწამე, ლუსკუმა მათი ნაწილი მთელი, ქრისტეს სვეტის ძირს წმიდა პასხალო. პაპის საფლავში ჩგვიყვანეს, ქვეშეთ სამარტვილეში ორი ათას სამასი, მოწამის მთელი გვამი იყო, იქიდამ წაგვიყვანეს, ერთს საყდარში, ევსესი იქ ესაფლავა კარი ვერ გავაღებინეთ, წამოვედით სხვაგან წამიყვანეს, ერთი პატარა ეკკლესია იყო, მშვენიერად აღგებული ტრაპეზში. წმიდა ბიბიან ქალ-წულ მოწამე, და მისი, და.წმიდა მპეტრეა და დედა მათი წმიდა მპრახა ემარხა, ერთს ალაბასტის ლუსკუმაში ათი ათას და ერთი მოწამეთ ნაწილი სულ იმაში იდვა, ერთი ხუცესი იდგა, ის მსახურობდა მაგრამ ეკკლესიის კარი სულ ღია იყო, მლოცავის მიდენითა, შვენიერად აშენებული იყო მაგრამ პატარა იმას იქით ერთი საკერპო ვაჩვენეს, უცხო მაღალი და დიდი კამარა ჰქონდა გარეშემო, ყველაში კერპები ყოფილ-იყო, უცხო რამ ნაშენი იყო, დიდი:

კ მკათათვეს წავედით კარდინალის სანახავად, დიაღ ტკბილად და მოწლედ მოგვეპყრა, ალერსს უკან თავისი სასახლები დამატარა, უწინ საწიგნე მაჩვენა. მრავალი უცხო და უცხო წიგნები სასულიერო თუ სახორციელო მერმე სხვა საფილასოფოსო საწიგნეში შემიყვანა პლატონ არისტოტელი, და მათი ამხანაგები დახატული, რისაც სახისა ყოფილან და მათი წიგნები, ოთხი ხუთი ამისთანა სახლი წიგნისა სავსე მაჩვენა, წამომიყვანა მაღლა სხვა სახლები მაჩვენა, მაგრამ რა ენა იტყვის ერთს სახლში სულ ფარფურის უცხო ჭურჭლები და უცხო სახეები ზოგი წმიდათა, ზოგი უწმინდურთა, ერთს სახლში სულ ჩინური, ჩინეთის მეფე, რას სახისა მათი კაცნი და ქალნი როგორ მოირთვიან, მათი ქვეყნისა ცხოველები, სულ ჩინურისა მთელი, სხვა სახლი მათი, მხატვრობა როგორი რიგია, და რას ოსტატობისა, სხვა სახლში სულ მარმარილოს სახეები დათლილი, ზოგი წმიდათა ზოგი მსოფლიო. სხვა სახლში, ქრისტეს საქმეები სულ ყველა ვერ გავსინჯე, მარტო შობას დავეცქირე, თავითან კარდინალი დამდევდა, თქვენც მოგეხსენებათ, რდიდს კაცს მოკრძალვა უნდა, მაგრამ კარდინალს სიდიდე არ გინახავსთ და რით შეიტყობთ, იმ შობასი იყო სულ მრთელი ცოცხალსავით, მარიამ სად ძე მიაწვინა ბაგაში, და ზროხები ზოგი ხბოიანი, ზოგი სხვა რიგი მაღლა ანგელოსნი მფრინავნი, დიდება მაღალი დაწერილი ეჭირათ, მიოსებ მწყემსთ როგორ ელაპარაკებოდა, ან ანგელოსნი მწყემსთ როგორ ეტყოდეს, მწყემსნი ზოგი ცხვარს სწველიდა, ზოგი უვლიდა, ზოგი მგელს, ძაღლს უტევდა, ზოგი ზურნაკს უკრევდა, ზოგი ქრისტეს შობისაკენ მირბოდენ, კრავი მიჰყვანდათ შესაწირავად, როგორ დაიწერება სხვაგან მოგვით მოსვლა, იმავ ერთს მხარეს, როგორ მოვიდენ, ეეროდე როგორ ნახეს, მწიგნობარნი რომ შეჰყარა, როროგ წამოვიდენ, და თაყვანის-ჰსცეს, სულ ცოცხალსავით იყო და რამდენი უცხო, და თვითოსა და თვითოსა უცხოს აიღის მაჩვენის, ერთი ჯვარცმის ხატი მაჩვენა, ორი მტკაველი თუ იყო,, ზედ ჯვარს-ცმა, აქ კარგა გასინჯე, რაც ჯვარი იმაზედ დაეტეოდა, ქრისტეს გვამს გარდა ჯვარზედ, არა თუ ადგილზედ შავ შავად რაღაცა აჩნდა, ერთი სათვალე მოიტანა, ჩავხედეთ, მართლა სწორე დაწერილიიყო, მე ხომ სხვას ასოს მეტს რას ვიცნობდი, სამის თვისა სახარებისა, რაც პასექიდამ ამაღლებამდის, ჰსწერია სულ ეწერა, თვარა ამის მოწამე თან მაქვს, დიაღ რომ მომეწონა და გამიკვირდა, ერთი ამისთანა პატარა ხატი მიბოძა სოლომონის ქება ქებათა, ჰსწერია, ეს ნახეთ და იმასაც შიტყობთ და დაიჯერებთ, რამდენი უანგარიშო სხვა გვიჩვენა სხვას სახლში, რაც უცხო მფრინველი უფროსი ერთი ცოცხლის მჰსგავსი, თავისას ფრთით ბურტყლით, სანამდის ხელს არ ახლებდი ვერ შეიტყვი ცოცხალი არ არისო, ერთი სკივრი თავის ხელით გამიღო და მაჩვენა აქატი, იამანები და ეშმი. და ამ გვარი თვალები დათლილი, ქლიავი, სხალი, ვაშლი, კომში, და ამისთანაები გარეშემო ეკრა, არ დაიჯერებდი მართალი ხილი არ ასხიაო, მაგრამ არც სანთლისა იყო არც შქრისა არც ძვლისა, არც გაჯისა, ამ ძვირ-ფასის თვლებისა იყო, ძნელად გასათალი, რამდენი უცხო, ვინ მოსთვლის თავის ხელით ნამუშავები ზოგი ღვრინჭილა, სხვა და სხვა გვარი, ზოგი თავი, და უცხო კენჭები ყვავილოვანად დაეწყო, ამაზედ ნუ გაიცინებთ, მისთანა არც ღვრინჭილა, და არც კენჭი გინახავსთ, და შეწყობა უფრო, არა ჩემს უკან, ღმერთმან ქნას ჩემს ქვეყანაში, უკეთესობა შიქმნას, სხვას სახლში შეგვიყვანა, რომ ცოტა ვჰსთქვა, ათასი კიდევ მეტი კერპი ზოგი რვალისა, ზოგი იამანისა, ზოგი მარმარილოსი, უწინდელი კერპთ მსახურთ ღმერთები გვაჩვენა, რამდენი უცხო სახლი მაგრამ სხვას სახლში, რაც უცხო, სულიერი ზოგი ფრანციაშიაც ვნახე, თევზის უცხო რქები, მარტო რქისა რქები მაგრამ ამის სახლში ერთი თევზის წიბო ვნახე ოთხი ადლი სიგრძე მეტი იყო, მკლავისუსხო, ბატონის სალაროში ღორის კბილსავით რომ კბილია ორი მისთანა მაგრამ იმტოლი ვერ იყო, კაცის თავი გაქვაებული, სოკო გაქვაებული ეს ქართლშიაც მინახავს, მეც უთხარ ბატონის სალაროში რომ ღორის თავი, გაქვაებული, მისი ამბავი, ერთი ქვის გათლილი კაცის თავი თავის ხელით აიღო ბალიშზდ იდვა, მაჩვენა მართალს მოგახსენებ, არ ეთქვა ქვა გათლილიაო, ხელთაც მჭეროდა არ დაიჯერებდი, მკვდრის თავისავით იყო ჰსწორე, რაც მკვდარის თავი გინახავს, გარედამ გათლა არ მიკვირს მე ფერი ძვლისად შიგნიდამ სატვინე, და როგორ მკვდრის თავი გინახავს, ისე იყო, ეს მიკვირს: სხვა სახლში შეგვიყვანა ძოწის ხეები სხვაგან, თეთრი, სხვაგან შავი, სხვაგან წითელი, ძოწი, ჯენევიას დიდებულის კაცის სახლშიაც წითელი და ჭრელი კარგები ვნახე, მერმე მის ადგილში გამოდიოდა, მაგრამ შავე არ მენახა, და მეტად დიდრონი, აქ უცხოები ვნახე, უცხო სადაფები, უცხო ლოფორთქინები ამ გვარები, უცხო უანგარიშო ჩვენებურათ გარეულის თხის რქებიც იყო, სხვას გარდა, და ჯიხვისრქები და მრავალი უცხო რამ სხვა სახლი ცის-მზობელობისა, სახლი სულ კაცის გვამი დახატული სიგნით გარეთამდი სახლი. სულ ნადირები დახატული სახლი. სულ უცხო. თუ რაც თევზი ისევ გველი. და ვეშაპი სახლი ხეთა და ბალახთა დახატული, სახლი სხვა და სხვა რიგი გაუგონარი, და შეუტყობარი, მრავალი ძველი ჯაჭვი, ხრმალი ფარები, ქარდაგანი თუ სხვა რიგები ლახტები და უცხო საომრები, და ვის ჟამისა კეისრებისა მათი სახეები, გათვების დროს, ერთი კარი გააღო შეგვიყვანა, რაც ნივთი ხილი, რამდენი რიგი ყურძენი მარწყვი, სხვა და სხვა რიგი ვაშლი, სხვა და სხვა რიგი სხალი, ნარინჯი, თურინჯი, რას ვაგრძელებ, ყოველი ხილი ახალის მოწყვეტილის მჰსგავსი, ზოგი ფოთლიანი ეწყო, ხელთ მოგვცა გაგვასინჯა, მაგრამ არ ვიცი რისა იყო მთელი ქათამი გაბრტყვნილი კაკაბი გაბრტყვნილი, ახალი ინდოური ქათამი, განრტყვნილი, ერთს მხარეს ღორის ქონი დაყრილი, შიგნით მართალი მოხარშული ხორცი, ზოგი რა ნაკვეთი სხვა და სხვა ასეობი ხელთ გვეჭირა. არას გზით რა შეიტყობოდა. სხვა რამ არის, დაიჯერეთ ასე იყო, სამიოდ უცხოები. მეც მიბოძა ეგება ნახოთ. ღამე გვესწრა და კარამდი მომყვა. მიბრძანა ვიცი მართლა ვერა გასინჯერაო როდესაც გეპრიანება მობრძანდიო თავისს კაცხ(კაცს) დაარიგა. გულნებიერად აჩვენო და მაგრამ მისის სახლის უცხოები მოსათვლელად განგრძელდების:

კა. მკათათვეს წავედით იეზოვიტების მონასტერში მათი დღეობა იყო. რა რომში თავი დაუკეთესი მგალობელი იყო. სულ იქ შეყრილ-იყო. სამს მხარეს ორღანო იყო გამართული: მაღლა და სამსავ მხარეს მგალობლები გალობდენ ტრაპეზს აქათ იქითა და დასავლეთის კარს ზედათ. დიდი საყდარიც იყო. მაგრამ ერთს საუცხოოდ. ესეც კმარ-იყო. ხან თვითო ორღანოს დაუკრავდენ. და ხან სამსავ ერთად მგალობელნიცა ხან თვითო იტყოდა ხან თვითო მხარე და ხან სამნივ მხარე ერთად იმ სიშორ იდგენ, და ეს არ ეგონა კაცს სულ ერთს ხმაზედ არ გალობენო, რომ არ გარდააქცევდენ, არცა წაასწრებდენ, მაგრამ ეკკლესიის შემკობამ ფარდაგმა თუ კანდლებმა თუ სასანთლემ, თუ სანაწილეებმა განმაცვიფრა, ერთს პატარას ეკკლესიაში უწინ წირვა მომასმენინეს ერთი მღვდელი ჰსწირევდა, და ოთხიოდ ძლივ ვეტიენით, დაიჯერეთ სხვას გარდა სამოცდა თქვსმეტი ვერცხლის წმიდანი იყო შექმნილი თავეთი ნაწილი ეჭირათ, თვარა ეკკლესიისა რით აღირაცხოდა, ოღონ ეს მგონია, ვერცხლი რაც ვნახე, უნდა ათასი ლიტრა, ნამეტნავი ყოფილიყო...

განგრძელება ბ-ის ნუმერში,

____________

1დასაწყისი ამ მოგზაურობისა საწუხრად დაკარგული არის, და ჟენევიდან დავიწყე დაბეჭვდა, ვიცით ჩვენ რომ არ შეიძლება არავის არა ჰქონდეს სრული მოგზაურობა და ვთხოვთ უმორჩილესად გამოუგზავნონ რედაქციას დასაბეჭდველად.

რ.თ.გ ერისთ.

10 სოფლიური სახლის პატრონობა

▲back to top


10.1 გაკეთება ღვინისა ევროპიულ გვარად

▲back to top


გაკეთება ღვინისა ევროპიულ გვარად

კარგი ღვინო დადგება შემდგომთა თვისებათაგან.

1.) რამდენიც მომატებული სპირტის თვისება აქეს ტკბილსა იმდენიქნება მაგარი და დამათრობელი.

2.) უნდა ჰქონდეს შქრის თვისება თორემ არ ადუღდება კარგათ და ღვინო მალე წახდება.

3.) უნდა ჰქონდეს სიმჟავის თვისება, შემდგარი ღვინის მარილისა ანუ ქვისაგან, მაგრამ იმდენი არ უნდა ჰქონდეს როგორც შაქარი და სპირტი; ქართლული ღვინო ამისთვის არის მდაბალი რომ სიმჟავე უმეტესი აქვს ვინემ ზემოხსენებული თვისებანი.

4.) უნდა ჰქონდეს ღვინოს ბუნებითი კარგი სუნი, რომელიც არის უკეთესი თვისება, სხვა და სხვა გვარის ღვინის მიზეზნი არიან ათასნი ხშირად სხვა და სხვა გვარი დაყენება ყურძენზედაც არის უმეტესი მიზეზი ეგრეთვე ჰაერის ცვლილებითა მიწისაგან ასე რომ ერთს წელიწადს დადგება კარგი ღვინო მხარესა ცხელსა როცა წელიწადი არის ხმელი ყოველთვის ღვინო კარგი დადგება, და როცა არის წელიწადი წვიმიანი მომჟაო; ხანდის-ხან ყურძენი არის უმეტესი მიზეზი ამისათვის რომ ზოგი მარცვალი არის მწიფე ზოგი მკვახე, თუ გინდათ რომ კარგი ღვინო დადგეს უნდა გაარჩიოთ ყურძენი მწიფე მკვახისაგან მაგრამ ყველაზედ უმჯობესია სამის დღის წინათ ვინამ დაჰკრეფამდეთ ყურძნის ყუნწი უნდა დაგრიხოს ამისთვის რომ წყალის ნაწილი შეაშრება და შაქარი ბევრი გაკეთდება მტევანში ზოგი მაშინით სწურავენ მაგრამ არ ვარგა ყურძნების კლერტი იჭყლიტება და იმის ქვენი მწკლარტე გემოს აძლევს ღვინოს.

თუ ზემო ხსენებული გვარად იქნება მოკრეფილი ყურძენი და გადარჩეული პირველი გამოსული კტბილი უკეთესი იქნება, და ამას ცალკე აყენებენ, ამისათვის რომ ბოლოს ძალიან დაქაჯულ კტბილს სიმჟავე და შაბის გემო გამოჰყვება კლერტოს, კურკისა და ჭაჭისა დაჭყლეტიდა.

დაწმინდა ღვინისა.- თეთრ ღვინოს დასწმენდს უცხოთ: ბალის წებო პარაშოკათ გააკეთეთ სამი მისხალი ორკოკას ეყოფა,

წებოს მაგიერ შეიძლება იხმაროს ირმის რქა რო მოხარშო წყალში სქელ წვენს ანუ გალარეტს გამოიღებს რო ჩაასხა ესეც დასწმენდს.

წითელი ღვინო დაიწმინდება კვერცის ცილით ორ კოკა ღვინო ეყოფა ოთხი კვერცხისა ან ექვსი ხვერცხის ცილა ერთს ჩარექა ღვინოში ჩაასხამ ცილას აურევ და მერე ქვევრში ჩაასხამ სარცხლით მოურევ თოთხმეტ დღეზედ დაიწმინდება და მაშინვე თხლიდგან უნდა გადაიღო ის ღვინო. თეთრსაც დასწმენდს კვერცხის ცილა, რძითაც დაიწმინდება, ერთი ჩარექა რძე ხუთ კოკაში რომ ჩაასხა დასწმენდს.

წამხდარი ღვინის გაკეთება.

სიჭანკის მიზეზი მოხდება ან ნაკლულის ქვევრისა თუ პრკისაგან კარგათ არ იქნება დახურვილი პირველად გაუჩნდება პრკე ყვითლათ ან შავათ ღვინო დაჰკარგავს ფერსა თუ მაშინვე კარგი მაგარი ღვინო არ გადურიეთ და ან არაყი მაშინვე დაძმარდება, ამ გვარად შეიძლება დაუკარგოს სიმჟავე: მაგალითად ანგარიშით ასე; გირვანქა შაქარი დაწვი და 16 გირვანქა ღვინოში გახსენ მოუმატე ამას ორი გირვანქა ან სამი ქიშმიში მოხარშე ორ თუნგ წყალში ესეც იმაზედ დაასხი და ჟანკ ღვინოში გაურივე. წითელი ღვინო უფრო ჭანხდება სიცხეში სპირტი რომ გაურიოთ ის ყველასა სჯობს.

ღვინის დალბობის წამალი ეს არის. უნდა ვეცადნოთ რომ ამდენი ურიოთ ადუღდეს დაიწინდოს და გადაიღოს. სხვა გვარ კიდევ კირის ქვა ძალიან გაცხელებული ჩააგდოთ ქვევრში რამდენიმე. უხერპენი სწერს ღვინის დალბობის წამალს რვა გირვანქა ღვინის ქვა (Винный камень) ეგრეთვე ჩაგდო 24 ლოტი შაქარი, რო გადნეს დაასხი სამსა და ხუთს კოკასაც ეყოფა და ურიოთ ნახევარ საათი, შემდგომ ხუთის დღისა კიდევ აურიეთ და მერმე ღვინო რომ დაიწმინდოს მაშინვე გადიღეთ.

ღვინოს ქვევრმა თურომ ცუდი სუნი მისცეს უკეთესი არა იქნებარა ნახშირისა, დანაყეთ ნახშირი თხილისა ანუ სხვა ხისაც წმინდათ შეკერეთ პარკი ტილოსი რომ ბოლო წვრილი ძაბრივით იყოს ჩაყარეთ პარკში ნახევრობამდისინ ნახშირი დაასხით წყალი ამდენი მანამ წმინდა წყალი არ გამოვიდეს ბოლოდან, როცა წყალი წმინდა გამოვიდეს მერე ღვინო დაასხით რაც უნდა ცუდი სუნი ჰქონდეს ნახშირი გამოიტანს ეს თვითონ მე ვცადე არაყიან ტიკში ჩასხმული ღვინო ასე ნახშირისაგან გამოეცვალა სუნი აგრე თვე დაობებულ ქვევრში ჩსხმულ ღვინოს რომელიც სრულებით არ დაილეოდა ნახშირით გამოუვიდა გემო, ეს თვითონ მე ვცადე, თეთრ ღვინოს ეძლევა საუცხოვო ყვითელი და წმინდა ფერი ძალას კი ართმევს ცოტას.

განგრძელება ბ-ს ნუმერში.

11 სხვა და სხვა ანბავი

▲back to top


სხვა და სხვა ანბავი

ახალ ანბავად უსასიამოვნოესი რა იქნება როგორც ვახარო ჩემთა მკითხველთა: რომელ მისმა ბრწყინვალებამ კნიაზ ვარანცოვმა გვიბრძანა: მე და უფალს ღვთის მეტყველების კანდედატს პლატონ იოსელიანს რომ რაც ქართული წაგნები იყოს ძველი და იხალი დაიბეჭდოს ქართულ ენაზედ, პლატონმა უკვე დაბეჭდა დიდ მოურავიანი გალექსილი ტფილელისაგან, მეორე ნუმერში დავწერთ დაწვლილებით რაც ღირსება აქვს ამ წიგნსა, და ახლა იბეჭდება პლატონისაგანვე მოგზაურობა ტიმოთე ეპისკოპოზისა. მე ამავე თვეში დავიწყებ დაბეჭდას მოსე ხონელი თხზულებასა ამირან დარეჯანნის.

თავ, გ. ერისთოვ.