ცისკარი №1 (1853)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ქართული ლექსთ–თხზულება

▲back to top


1.1 წინათ გრძნობა

▲back to top


მცირესა გრძნობით ვსჭვრეტ ამა სოფელს,
ამაოს ჩუჱნთჳს და დაუდგრომელს,
მასთან სიცოცხლის შუა გამყოფელს,
მისთჳს ვუტევებ აქაურს ყოველს,

მსურს შევიმოსო მონოზნის სახე,
რადგან ყოველი ამაოდ ვსახე,
სოფლით განდგომა გულს დავიმარზე,
და ჩემის გრძნობით ეს განვიზრახე.

ვხედავთ ვერასფრით აქ ვერ დავრჩებით,
და სიკვდილისგან სულ დავნაცრდებით,
მაშ რაისათჳს არ განვშორდებით,
ჩუჱნ საუკუნოს არ შეუდგებით.

უტევეთ დანო განვშორდეთ სოფელს,
და ჩუჱნ შეუდგეთ ზეცათა მყოფელს,
მეთანხმეთ ამას ნუღარ მაყოვნებთ,
და ამა ჩემს აზრს ნუ განმაშორებთ.

განვზდგეთ ვიცხოვროთ ჩუჱნ მყუდროებით,
ვიყოთ სიმდაბლით და მოთმინებით,
ვევედრნეთ ღმერთსა გულმხურვალებით,
იმ სოფლისათჳს გვყოს განსვენებით.

ვიცხოვროთ ესრეთ მივმართოთ ღმერთსა,
მით ღირს ვიქმნებით ჩუჱნ სამოთხესა,
მხურვალეს ცრემლით ვევედრნეთ ძესა.
მან განგვარინოს განკითხვის დღესა.

ნუ თუ თქვენ დანო მე არ მეთანხმოთ,
და გულს ეს მტკიცედ არ დაიმარხოთ.
ყმაწვილირს გრძნობათ თქვენ განმიზრახოთ,
და ჩემგან თქმული ამაოდ სახოთ.

ნუ ჰგონებთ ამას ეხლა ვაზრობდე,
და შემდგომ სრულად დავივიწყებდე,
გარწმუნებთ ამ აზრს არ განვშორდები,
ჩემის სიცოცხლით ზედ დავსრულდები.

კნეიჟნა დარ. ერისთოვისაგან 1848 წელს 10 აპრილს.

1.2 რუსთაველი

▲back to top


რუსთაველ!

ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულო,
და ანგელოზებრ წმინდათ ამომსუნთქმელო.
ნეტავი მითხრან, ანუ ზეცითგან გადმამძახონ,
ვინ გადმოაქცია შენზედ, მეტათ კარგი უცხოება ნეტარებისა!...
ვინ მოგიტანა დიდსულოვნობის რტო სასუფევლიდგან?
ვინ გადაიპო თავისი გული ლესულ ალმასითა?
და იმაში ანთებული სიყვარული ვინ გაჩუჱნა?
ვინ გაჩუჱნა მომფრინავი სული დავნებული სურვილითა.
ვინ გაურია შენს მტკინვარეს ცრემლში აუარებელი სიტკბო...
ის ცრემლი რომელს მაღაროში შეგუბებული მეტათ წმიდა განბროლვილი?
ის ცრემლი რის ემბაზით მიაქვს ცის კამარას მოსარწყავათ მთვარე სრულსა?
რომელს მინდორზე ილოცავდი, რომ ცთომილთა მოგაფინეს მზის პოდირი?
რომელს მდინარეს მოითხრობდი შენს გულის წადილს?
რომელ მკურნალმა გასო წამლად უკვდაება შენ?
როგორ საიდგან ტკივილი სცან სოფლის გულისა?
ნეტა რად ილმე ტკინვა მისი დაუდგრომლისა?

__________________

რომლის სამოთხისა ყვავილების სურნელებით ავსილი ხარ?
რომელ მხრის ედემის წყარო გისომს?
რომელს სანუგეშოს წალკოტში ხარ აღზდილი?
რამდენი გვარი მფრინველი ყოფილან შენთან მოსაუბრედ?
რამთენი ბრძენისაგან დალოცვილიხარ?
რომელს ზდილობიანს საზოგადოს ეკუთვნი შენ?
ვინ მოგართო მხედრობისა გამკვეთელი ბასრი ძრიელი!
ის რა ტყე არის შენგნით მოლბენ მხეცნადირნი გააფთრულნი?
ის რომელი გველი იყო შენ წინ კრძალვით ამოწკრიტა გესლი თჳსი?
იყო სადა, და ვინ გითხრა?-„ აგერ ხედავ? ცა პატივს გცემს ღრუბლის გრგვინვით!“
იმდროს ციგრილის ცვარიც მოვიდა გულსა შვებელი?

__________________

ვინ გასწავა ცხოვრებისა წესი, - მეგობრობა, - და ზნეობა?
სიხარულით და სიკეთილით მოზღუდული,- სცურავ სიამოვნებასა შინა....
სიმდიდრე და დიდება სულ არა ჩანს არად შენთან.
ჩანგებნები და ყოველი სამუსიკო შეგამკობენ,
მგალობლები და მომღერალნი შემოგრტფიან.
რა უნდა იმ შენსა მტერსა დავითსშენგნით?
შენი შურით თავისი ქნარი უკიანეს ზღვაში გადაუგდია,
და მწარეთ დასტირის საწყალი ზედა...

__________________

აი ეხლა მესმის მთელი ქვეყნის ლექს-მგოსნების ღაღადება,
მარამ რუსთაველის ხმოვანება უფრო აღმატებული და სატრფიალოა იმაზე!

თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.
9 ივლისს 1852-სა წელსა.

1.3 ალგეთის ხეობაში წ. სამების მთაზე

▲back to top


ალგეთის ხეობაში წ. სამების მთაზე

თხზულება თ. დიმიტრი ბაგრატიონისა.

ელისაბედიანი. შეთხზვით ვარდნი იანი,
მამისაგან ნათქვამი, აღარ დასაგვიანი,

ღმერთმან ინება, აღორძინება,
ამით მოგვეცა, კაცთა ლხინება,

მომცა ასული, სოფლით გასული,
არაყო მოსპო, ყვედრება სრული,

მაქვან ძეობა, დღით სიგრძეობა,
უფალსა ვსთხოვე, მის სიბრძნეობა,

კვლავ ვსთქვი მზე შინა, მენუგეშინა,
აღვახვენ ბაგე, არ შემეშინა.

ეე ცათა ღმერთო, სამო და ერთო,
შენგან მომეცა, ლხინი მომერთო,

ასულად ძედო, ელისაბედო,
მაღალმან მომეც, დაუფასედო.

შენ აღმოხედო, მშობელთა მზედო,
მამისა ეტლად, ბედად და სვედო,

ჩემსა არედო, ნათობ მთვარედო,
გულთა სალხინოდ, გასახარედო,

დღივ და ღამედო, მოჩანს სამედო,
ვარსკვლავად, მოკამკამედო.

ედემის ხედო, ჩემ სამოთხედო,
შენ გიჭვრეტ საზღვარს, მით გარდავხედო.

სატრფოდ სახედო, მიმოსახედო,
შენ მოგცე გული, სამუდმოდ ტყვედო.

ჩემ ნოესტრედო, ვაშად მოხედო,
შვების ბაიის, მოსატანედო.

ხარ საიმედო, საფუფუნედო,
შენ მეყოლები, მოღუღუნედო.

ორბებრივ ფრთედო, აღმოხვენ ზედო,
გამაჭაბუკენ, შევიქენ მხნედო,

რაც თანა მედო, ჩემსა სიყმედო,
მხცოვანსა მომხვდა, მე სიბერედო,

მამისა ბედო, დედისაც მწვედო,
უკვდავება ხარ, ჩუჱნთჳს სწორედო.

შენ უტკბოსედო, სირინოს ზედო,
ჩვილ ბრგვნილის ხმითა, ჩემო ჩამბნედო.

ტუჩთა გაბედო, გულთა მარგედო,
შენი კოცნა მაქვს, დასაქადედო.

ჩემად ღონედო, ჭირთა მფონედო,
ხელის ხელ მყევხარ, საგოგმანედო,

ვარდო კოწლედო, შენებრ მოწლედო,
არ ვინ დამშთების, სულის მოწლედო,

სოფელს მოკლედო, ვარ მოსახლედო,
შენმს მივიგრძელად, მოსაგონედო,

ღმერთი მყავს მწედო, შენს დღის სიგრძედო,
მამა გიზივარ, მოშაირედო.

1.4 ნანინა

▲back to top


ნანინა

ვეტყჳ ახოს ნანასა, მისსა შესაგვანასა,
ტკბილად რასმე ძილისა, ადრე მოსაყვანასა.

ჩემსა ლიზუტანასა, ჩვილსა პაწაწანასა,
მოუჯდები აკვანსა, ურწებ ხანის ხანასა.

მშობელთ სათუთანასა, პირზე ლელწამ ტანასა,
ქვეყნად ვითა ჰაერთა, ვარსკვლავს მოტატანასა.

ახალს ბანოვანასა, არ უგვაროვანასა,
თვალ წარბ გარდახატულსა, სასურ სატრფოვანასა.

ნაზსა ლამაზ მანასა, სუფთა მოზანანასა,
ღაწვნი მობალახვშიან, აწვე კეკლუცანასა.

ქალსა კოკროჭანასა, კაბა ნაოჭანასა,
ჩემის სევდის მუმფერახს, გულთა საოხჭანასა,

მე გლახ შენისთანასა, სულთა მისძღვანასა,
ვერა ვპოებ შენმა მზემ, სრულად ამ ქვეყანასა,

1.5 სხვა გვარი

▲back to top


სხვა გვარი

ჩემო მთვარეო, შენთჳს ვარეო,
სრულად მოვლახე, თემთა არეო,

ივერით ტფილოდ, მოსრულსა ჩრდილოდ,
მომხვდი განგებით, ხვედრ გაუცილოდ,

მყოფი მოსკოვად, გულ დასატყვავად,
ვიქმენ ედემის, შვებისა მპოვად,

ეჰა შენ ჩემო, გულთ ანაჩემო,
რა გიძღვნა სულო, რით გაგაჩემო.

რაც ჭირი ვნახე, არ ვივაგლახე,
როს განვიცადე, მე შენი სახე,

მეჩუჱნა მნათად, მზის მოკამათად,
თვალი მელანად, და წარბი სათად.

ღაწვნი ვარდებად, ბაგე ლალებად,
კბილნი მანგებად, დაუთვალებად.

ყელ ყურნი ბროლად, საფრფენ სათრთოლად,
მშობელთ სატრფობლად, სულისა ბრძოლად.

ძუძუ მკერდია, ვსთქვიცა ვერდია,
მე ქება მათი, ოდეს ვხწერდია

1.6 კიდევ სხვა

▲back to top


სხვა გვარი

ვაქო პირად ბადრია, განა თუცა ადრია,
მაგრამ ვეღარ მოვითმენ, შევიქნები კადრია.

ლამაზ თავ თხემიანი, ქალი გიშრის თმიანი,
ვეცხლებ ჩალხულს ყურებსა, უშვენებენ იანი.

შეშლილს ადგას შუქები, მჭვრეტელთ სასალუქები,
თუ შევიძელ აღმკობა, ვეჭვ არ დამრჩეს უქები.

წარბი მშჳლდად ზეული, კილო წამოწეული,
მჭვრეტელთა სწყლავს წამწამნი, ისრად გამსეული.

ნარგიზ ფერი თვალები, ეშყით დამამთვრალები,
მოიტაცებს ანასდად, ტრფიალთ შეუწყალები.

ბროლ ბალახში ღაწვები, მაზედ ხალნი პაწები,
მეტის სიტკბოებითა, შაქრად არის საწები.

ცხვირით მოფუჩნულია, მაგრამ ჯერეთ ჩვილია,
ნუ გაჰკიცხავთ აცადეთ, არ ექნება ბრდღვნილია.

მისი ლალის ბაგები, ფერად უცხო კარგები,
სულისაა საამო, კოცნით გულთა მარგები.

კბილნი გამოსჭვირობენ, უფასობენ ძვირობენ,
მიჯარულნი მიწყობით, მჭვრეტელთ გააკვირობენ.

სიცილი თუ ღიმილი, ნაზად ტანის ჭიმილი,
ჩემთჳს არის ზეგარდმო, უკვდავების წვიმილი.

ვიშ რა ღაბაბ ყელია, გულ ჭირთ უკუ მყრელია,
ვითარ მმართებს გავიჭრე, შენთჳს ვიყო ხელია.

გულო ბროლის ფიქალო, სპეკალთ განმაქიქალო,
გიხამს თავი იდიდო, იქართველო იქალო.

ძუძუთ პაწაწობითა, შევამოკლებ მკობითა,
თვარა მისსა მჭვრეტელსა, გამოიყვანს ცნობითა.

მკლავნი ალვის შტოობენ, ოდეს განმარტოობენ,
მშობელთ წელთა შეიხვევს, ამით არ მარტოობენ.

მისსა ტანადობასა, ნაზად ლამაზობასა,
ოდეს ღმერთი მომასწრებს, მაშინ ვიტყჳ ნბობასა.

ქალი მოსკოვს შობილი, მამისაგან მკობილი,
თავით ტანით ტერფამდე, ესრედ იყოს ცნობილი.

ოდეს აღძრავს ენასა, გულსა მისცემს ლხენასა,
თუ გაუძელ არ მოვკვდი, სირინოზებ სტვენასა.

ხმითა სიტკბოებითა, ვინცა არა ბნდებითა,
მოისმინეთ მუსიკნო, გეტყჳ დაქადებითა.

მრავალ გვარად ხმობითა, მერცხლებ ჭიკჭიკობითა,
კაცი უნდა გამაგრდეს, არ განიძოს ცნობითა.

ვით ბულბული სტვენითა, ყეფა მოუწყენითა,
საამოვნებს სასმენლად, არ დასცხრების ენითა.

მკლავს სიშორე წამისა, პირმზე ტან ლერწამისა,
მე სურვილით ხელობა, ვისთჳს დამეწამისა.

ვინ ვისია ტრფიალი, უსვამს ეშყის ფიალი,
მით ზარხოშობს ვერ არჩევს, მზე არის თუ ციელი.

სულის ყვავილო, გულისა ვარდო,
შვების წალკოტო, მოსანავარდო.

შენგან მომეცა, თვალთა ჩენანი,
დამძიმებულთა, ყურთა სმენანი.

გავამუსიკე, რადგან ენანი,
აღარ დავსწყვიტო, ვიტყჳს დენანი.

ამად გეტრფობი, გებულბულები,
ვარდი ხარ ბუტკთა, დამალულები.

ოდეს რა გნახავ, აკოკბებულსა,
ბაგიათ გაგფუჩვნი, ფერად ქებულსა.

ვიყნოსებ სუნსა, სუნნელებულსა,
არომატისა, აღმატებულსა.

1.7 შაირი

▲back to top


შაირი

ღმერთო რომელმან ყოველი, ბძანებით შეჰქმენ ზენითა,
უხილავი და ხილული, სადა რაც ვიცით სმენითა,
ცანი უფსკრული ზღვა ხმელი, სულ მოძრაობენ შენითა,
და არაკმა ჩუჱნმა მადლობად, რაზომსცა გაქოთ ენითა,

ბრძენთა თქვეს უცნაურობით, უთქმელი მოუსმინები,
სიბრძნის ზძვდ მიწყივ მჩქეფარედ, წყაროდ სიტყჳსა მდინები,
დისკოსა გამომკრთოლვარე, ვითა მზე სხივთ მფინები,
და ერთი და სამად ხილული, ვერ მცნობთა მომაწყინები.

შენგან შემზადდა ქვეყანა, შენგანვე ვიცით შენებით,
უსაფუძველოდ გებული, მოგვეთხრა ვხედავთ შენებით,
რომელმან ჩუჱნთჳს საკვდავად, თავიცა მიეც შენებით,
და დაგვიხსენ ბნელთა მთავარსა, უბრძანე რიცხვით შენებით.

მრავალნი დასხდნენ საქებრად, ამჭერ ამეთქვეს ენები,
ვინ ვისი იყო სამკობლად, შესხმითა გამომჩუჱნები,
ზოგთა მოგვითხრეს საზეო, ზოგთა ამბავნი ქვენები,
და მე წილად შემხვდა ასული, ალერსით მოსახსენები.

ჩემისა სიხარულისა, ყვავილი გამოღებულა,
ტურფად გაშლილა ბიბინებს, ამაყობს გალაღებულა,
მოუსხამს სვება სიამე, სალხინოდ გაბაღებულა,
და სიყვარულისა ხევნარად, აღზრდილა ამაღლებულა.

აწ ეს აღმოხდა ცისკრისა, ვარსკვლავად მანათობელად,
მთვარისა შუქთა მკლებელად, ციერთა დასამხობელად,
ორიონს კარი დაუხშა, მზის სხივთ დასაკრთობელად,
და მათ სძლისა თვითონ შეიქნა, შჳდთა ცდომილთა მფლობელად,

ამან მიუღო მზეს სხივი, მთოვარესა შუქებია,
ერმსა ჯობნას ეცილება, დია დარჩა უქებია,
ასპიროზი ვეღარ ნათობს, კრონოს უმსუბუქებია,
და მარიხს ხმალი ჩამოართო, სისხლთ სმა მიუჩუქებია.

რამცა ვით ვკადრო საფერად, მას მზესა შუქთა მფენელსა,
განთიადისებრ შვენებით, ბნელთა გულისა მთენელსა,
მჭვრეტელთა ცნობის მიმღებსა, მიმტაცსა აღმამფრენელსა,
და კირჩხიბის ეტლთა მჯდომელსა, კიდით კიდეთა მრბენელსა.

შეუმკობ თავსა თხემითურთ, მას ქალსა პირად მზიანსა,
უშვენის შუბლი სპეტაკი, შავ თვალ წარბ ნარგიზიანსა,
ღაწვნი ყირმიზნი მყურებელთ, კანაკრთობს მისცემს ზიანსა,
და ცხვირ სოთი ბაგე ბალახში, კბილთ აჩენს ლამაზიანსა.

მშჳლდად ზეულს შავსა წარბსა, კილო უცხოდ სენასკოდა,
თვალ ყორანთა წამწამები, ისარ მკვეთრად დაემკოდა,
ფარვით ტყორცით მსწრაფლად მსობელს, მჭვრეტელთ გული დაეკოდა,
და ვეღარ უძლეს გაებედათ, ლახვრის პირი მოემკოდა,

შავისა ზღვისა მორევსა, შიგ გიშრის ნივნი ნაობენ,
კარს მოდარაჯე ინდონი, უსხედან ამად ზაობენ,
მისთა ტრფიალთა უწყალოდ, მოსწყვლენ და არა ხმაობენ,
და საწყლად იწვიან ბედ კრულნი, ტირიან ვაი ვაობენ.

მიკვირს ზილფ კავთა მიფუტკვნით, მიგრეხილ მოგრეხილობა,
ბროლ ბალახშ ღაწვთა სუმბულის, ბანდებთა მოხდენილობა,
ყელ ყურთა შეცვა, შეხვევა გიშრის ტოილოს მსხვილობა,
და ფშვა არომატებრ სუნნელად, მყნოსელთა გაუფრთხილობა.

მაშმაგებს მისი ღიმილით, პატარა ბაგე კბილები,
ნუშად პობილთა კიდურთა, უკვდავებისა წყალები,
მარგალიტისა ბუდები, მოჩანან დაუმალები,
და ვეღარ მიქია საფერად, მომაკლო სიტყჳს ძალები.

გული ბროლისა ფიქალი, სამოვნობს სახედველადა,
უებრო მკერდი ტურფისა, ჩანს ასფოდელოხ ველადა,
მაზედა ორნი მთიებნი, აღმოსჭვირს საკვირველადა,
და მჭვრეტელთა დასაკრთომელად, შუქი ადგს გარე მცველადა.

რა შეუსწორო ზარიფსა, ნაზად ტანისა მრხეველსა,
ალვისა მორჩსა ხელ-მკლავსა, ტრფიალთა შესახვეველსა,
ლამაზ ზრო წელის უსულით, კეკლუცთ შვენებით მძლეველსა,
და ჩემის გულისა წამღებსა, სულისა ამომრთმეველსა.

იგია თემთა მნათობი, მას ვერ ვინ შეედარების,
კეკლუცთა ჯართა ჯიღობა, უცილოდ შეეფერბის,
არა ჰყავს სწორი ქვეყანად, ვფიცავ თუ დამეჯერების,
და ცით ჩამოჭრილა ტატანი, ეხვევის ენარნარების.

მისთა ტრფიალთა აშმაგებს ნარგიზთა თვალთა ფერობა,
წამწამთა ისრად დაკაზმა, გულმესისხლობა მტერობა,
ვერ გაუძლიათ ყურება, სულთა ხდის მშვენიერობა,
და ცუდ ქმნილა მათთჳს სიცოცხლე, სადილობა და სერობა.

ვინცა ნახავს ეკვირვების, მისი ეგრეთ შვენებანი,
შაექნებათ შეცილება, ნიშნება და ჩუჱნებანი,
ესეაო მან დაიწყო, მთიებრ აღმოცინებანი,
და არ მოგვაკლოს ყურებასა, გვიხამს გვქონდეს ქენებანი.

უჭვრეტენ მაგრამ ვერ შინჯვენ, არა აქვსთ თავი ხელადო,
სანდომით მოტაცებულან, ხელნი მირბიან ველადო,
ზოგნი დამთვრალან ეშყითა, გამოფხიზლდებათ ძნელადო,
და მეც დავზარხოშდი სურვილით, შევიქენ გასაჭრელადო.

მელნის ტბათა მოხვევიან, ზანგთ მარზიკნი გარე ჯარად,
მიჯნურთათჳს შეუწყალად, ატეხილნი საომარად,
ისწრაფიან დასახოცლად, ფიცხლად გულსა გასაჯარად,
და არვის ურჩევ მისაწვევლად, საალერსოდ საუბარად.

ღაწვს ასხედან ინდნი ხალად, ემოყვსვიან მას მზახალად,
უშვენებენ ბაგეს ლალად, მარგალიტთა დასაკრძალად,
ღაბაბ ყელნი კრთიან კვალად, შუქისაგან დაუმცხრალად,
და მიიტაცებს მჭვრეტთა ბალად, ეშყისაგან შეიქმს
მთვრალად.

აქვან ტუჩნი განაფურჩნი, ფერად ლალნი მოწითალნი,
სიტყვა ტკბილნი გაწყობილნი, ზდიან მზრახველთ დასამთვრალნი,
ზედ ღიმილნი მოხდომილნი, საჭვრეტელად სატურფალნი,
და მისთჳს ხელნი დამნახველნი, ვართ შვენებით დაცამკრთალნი.

ჩემის გულისა მთიებო, განთიადს წინათ მრბიესო,
აფროდიტმაცისკრიებო, კამ კამ ციალთა მკრთიებო,
ორიონ კართა მღიებო, მზის შუქთა მომასხიებო,
და ნათელთა დასაწყიებო, დღეს შენით ვისარგიებო.

ქალო ნაზო და ლამაზო, კეკლუცო სანდომიანო,
პირად ბროლ ბადრო მთიებო, ღაწვ ვარდო ციმციმიანო,
ტანათ ზარიფო ნაზარდო, ზე ჩაშლით გიშრის თმიანო,
და შენმა მზემ შენსა მქებელსა, ენა არ დამებმიანო.

ეჰა ქალო ბროლფიქალო, ტურფაო დაგვარიანო,
ვით შეგამკო რას გადარო, ქებად მიუმხვდარიანო,
შენთჳს ტრფიალთ გლახ სამართლად, ლხინი გაიმწარიანო,
და რადგან გშორვენ მზეო მათ თჳს, ვეჭვ პატიჟად კმარიანო.

ვითა ბულბული დახარის, ვარდს ჭვრეტად მოსასუროსა,
ეგრევ მე ვეტრფი ტურფასა, აშიკთა შესაშუროსა,
სულს ვანაცვალებ გულს მივცემ, მას ჩემსა სამიჯნუროსა,
და მისგან ტყვე ქნილსა სიახლე, ნურც მომეშლების ნუროსა.

აწ აქ გამოჩნდა საკვირვო, შვენება ეგვიპტულია,
ვარსკვლავად მოციმციმარე, ტატანებს მოარულია,
ვინცა გაიცდის იქადის, არიან მოხარულია,
და მეცა მაწვევენ მიქებენ, ლამის შემიქნან გულია.

ბებრად გავკეთდე წავიღო, შულოები და ფთილები,
მით მოვიყიდო ნუ თუ მე, საკრძალო გასაფრთხილები,
სული მიუძღვნა შევსწირო, და გული საადვილები,
და ჩემებრ ვინმც იყოს ამისთჳს, შემცდარი დაფეთილები,

იგი ევაჭრება იოსებს, მე მოვიყიდო ლიზასა,
არ შევიცილებ მხცოვანსა, ჩემი მთვარე სჯობს მისასა,
ტყვე ვით უსწორებს მისრული, შვენებას ლამაზისასა,
და ჩრდილოეთს დაბადებულსა, ჯიღასა ქალებისასა.

მან ანაცვალა სიბერე, სიყმესა ვისმე ტყჳსასა,
გონებდა შულოთ სყიდვასა, წინათვე შემატყისასა,
ეძებდა სრბოლით ღონესა, შესაბამ შესატყჳსასა,
და ვერ მიხვდა წადილს ნატრიდა, სიკვდილსა ბაზიყისასა,

ვით მაშინ ცნობა წაუღო, მან ეგვიპტელთა დედათა,
ეგრევ ეს გამოჩენილა, ჭაბუკთა მოსაწყვეტათა,
შორით მორბიან საჭვრეტლად, ბნდებიან ზედა ზედათა,
და ბედსა ნატრიან თუ ვინმე, იშოვის შესახედათა,

ჭვრეტით მოწყლულან ტრფიალნი, დაბმულან მიჯნურთ ბადესა,
ცნობა წასვლითა სურვილით, სხვამცა რა მოიწადესა,
ველად გაჭრილან სამყოფად, თავს ქოხი მოუმზადესა,
და ძველთა მიჯნურთაებრ მოყვრისა, მათ ვალი დარდიხადესა.

მისთჳს გაიჭრენ ტარიებრ, ავთანდილურადმარები,
ხოსროდა ფარადსშეუდგნენ, იგ მათი შესადარები,
ყისსა ესტუმრონ გაუღონ, ბარამსაცქოხის კარები,
და იოსებსბაძონ პატიჟით, ქნან სხვა და სხვისა გვარები.

ნესტანს ესე სჯობს შვენებით, შოთასგანმონასმინობსა,
ქცევით უსწორა ვინ იგი, არაბეთს თინათინობსა,
ლეილსაბაძავს ზრდილობით, ზილიხანობას წყინობსა,
და ბაზიყაობასა თამაშობს, კუშტობს ქვე გაიღიმობსა.

მე მისთჳს ვხელობ ვინ იგი, აშვენებს სრულად არესა,
შუქსა უცუდებს გავსილსა, თხუთმეტის დღისა მთვარესა,
ვარსკვლავთა სჩაგრავს ციმციმით, თვითნათობს ყოველს მხარესა,
და მზესა უბინდებს დისკოსა, ქვეყანად მოშუყდარესა.

ქალო კეკლუცო გიხდება, ამაყად მოარულობა,
წელთა წერწეტთა ნაოჭით, კეკელად მოკაზმულობა,
მნათობთა პირთა გავსება, მთვარულად მობადრულობა,
და ახელებსთ შენთა მჭვრეტელთა, შენი შვენებით სრულობა.

ბროლის ველზედ წარბი სათით თვალნი შავნი მელანია,
გარს გიშერი წამწმად უსხედს, მოდარაჯე მცველანია,
დარაზმულან სამესისხლოდ, ისარს ისვრის ყველანია,
და გულსა მათგან დაკოდილსა, აღარა აქვს შველანია.

სხვა ვინ აღიძვრის უშმაგო, შენს სატრფოდ ელისაბედო,
ლამის გამაჭრო სურვილით, მინდორს ხელთათჳს საბედო,
ვარდს ახლოს მყოფმან ბულბულმან, სიშორე ვითღა გავბედო,
და რადგან ტალკვესობ საწვავად, ხამს თავი გავიაბედო.

მან მიმტაცა გული სწრაფად, თვალნი ჭვრეტად განახელად,
ამით ვიქმენ ეშყით მთვრალი, გასაჭრელი განა ხელად,
შორით ვბნდები სურვილითა, მინდა მყვანდეს განახელად,
და ნუ გამწირავს მისთჳს მკვდარსა, ვკადრებ დაჯდეს განახელად.

ოდეს სახლი სურვილისა, ჩემს სამყოფლად დაეშენა,
გული ტრფობით დამაშვრალი, ჩამოხდა და დაეშენა,
ეშყი ბარგად ანაკიდი, თვითვე მოაქვს დაეშენა,
და მაგრამ ინდელთ იავარ ჰყვეს, დაისხნენ და დაეშენა.

სულს მოსტაცებს გულს წაუღებს, ტანი ტურფად მრხეველისა,
ხელი მკლავი ძუძუ მკერდი, ჯერეთ შეუხვეველისა,
ბაგე ლალაი ღაწვი ვარდი, ჩემი ჭკუა მრთმეველისა,
და თვალი წარბი შუბლი მშუქი, ქება მოულეველისა.

მელნისა ტბათა მორევსა, მოცურვენ გიშრის ნავები,
გარე მოუსხამს საჭებლად, ხშირად წამწამი შავები,
მჭვრეტელთა გულნი მიჰქონან, მირბიან დაუნთქავები,
და ამბობენ დავლად გვეყოფის, რაღა გვაქვს საჭმუნავები,

ახლად აღმოჩნდა უებრო, საქებლად მოსათხრობელი,
ვითა ცისკარი დილისა, ციმციმით ელვა მკრთომელი,
ციერთა სჩაგრავს შვენებით, უსწორებს ვერა რომელი,
და ნუ გიკვირსთ მისთჳს ვხელობდე, შესხმისა მიუხდომელი,

რა განვიცადე განმაკრთო, პირმან მნათობმან მზეულმან,
წამწმის ისარი ანასდად, მკრა წარბმან მშჳლდად ზეულმან,
გულსა დამაკლდა საკვდავად, ლახვარმან მუნით რხეულმან,
და მსწრაფლ მამიტაცა შეხედვით, შვენებამ ლამაზეულმან,

უთხარ მზეო სრულად ხმელთა, ვინ ანათებ ქვეყნად არეს,
უნათლოსა ღამე ბნელსა, შენგანა აქვს შუქი მთვარეს,
მით მგონებენ ციერთ დასნი, საბრწყინვალედ ყოვლსა მხარეს,
და ნუ აღრუბლებ ცათა წყრომით, დღესა ჩემთჳს მოსადარეს.

ვერ გამიძლია შენმა მზემ, მე შენი უშენობანი,
რად ადვილად გიჩნს მოყვრისა, გაყრა სიშორე თმობანი,
ვის შეგიპყრია სურვილით, გული გონება ცნობანი,
და გლახ დაგიგდივარ ღარიბად, მსჯის მათი უქონობანი.

მიხარის შეყრა მალხინებს, ჩემისა საყვარელისა,
მალ მესწრაფების შეხვევა, და გარდაჭდომა ყელისა,
ბაგისა ტუჩთა დაკონვა, ხშირად მოთხოვა ხელისა,
და ვიშ რა კარგია მიხდომა, ერთმანერთისა მკვლელისა,

რა ლომსა შუქი მთვარისა, უხვებით მოეფონოსა,
სიშორის ცრემლით მტირალსა, ვით არა მოელხინოსა,
ცნობა მიხდილსა სიამით, გონება შეეფრფინოსა,
და მართ მაშინ მათგან სოფელსა, ვფუცავ არ შეეგინოსა.

მიკვირს მზეო რად უარობ, შენთჳს ხელთა ლხინებასა,
ხედავ ვითა დაუწვივარ, შუქთა შუღდრად ფინებასა,
გიაჯები შემიბრალე, მიმეც ჭირთა თმინებასა,
და მე თუ მომკლავ ყველაყანი, დაგიწყებენ გინებასა,

რა მოგშორდები არ ვიცი, სადა ვარ ვისთან ვირები,
ესრეთ შემიპყრობს გაყრისა, სევდა გულს დანახშირები,
უწყალოდ მსჯიან უჩენლად, მე დაფარული ჭირები,
და რად დაგიმეტავს საკვდავად, შენთჳს თავ განაწირები.

მნათობთ ვეუბნა ვეაჯდე, ურვისა რასმე ლხენასა,
მიუთხრნა ჩემნი პატიჟნი, რაზომ შეეძლოს ენასა,
ნუ თუ შევბრალდე ხელობით, დამხსნან მინდორთა რბენასა,
და მხეცთ არ მივეცე საჭმელად, საფლავი მქონდეს ვენასა.

მოზუალო სევდიანსა, გულსა რასმე მომიღონე,
ასპიროზო ნუღარ მწყლავ, მკურნე ჭირნი მომიფონე,
მზეო ვიწვი ეს მაკმარე, სენი სენსა შემიწონე,
და მთვარევ შეყრით შემიბრალე, საყვარელსა მიმაკონე.

მუშთარო გაბჭე სამათლად, ვინ უმართლეა ვინებსა,
ოტარიდ დაჯე დაწერე, გეტყჳ ჩემს მოსაწყინებსა,
ვარსკვლავნო თქვენ თქვით რაც ოდენ, თვალთაგან ცრემლი მდინებსა,
და მარიხო დამჭერთ მოჩივართ, თუ მოკვლა მოგალხინებსა,

მე ჩემო შენი შორს მყოფი, ვარ ამა მჭმუნვარებასა,
ვეღარ გავუძლებ უცილოდ, სოფლით ვიქ გამოხვებასა,
რადგან არააქვს დაშრეტა, სახმილთა გზება ვსებასა,
და მუნ მივალ სადაც მიჯნურნი, იქ მან ყოველნი კრებასა,

ქალო დაბრუნდი მომხედე, ხელს რომ გიჭირავს ვარდია,
შენის სურვილის ბადესა, ვეღარ განვერე ვარდია,
მიჯნურობამან შემიპყრა, ველად გაჭრილი ვარდია,
და შენს მზესა მატობ შვენებით, რა გკადრო მე ძლივ ვარდია.

1.8 იგივე ელისაბედიანი ჩახრუხაულად

▲back to top


იგივე ელისაბედიანი ჩახრუხაულად

ელისაბედმან ვინ მიმჩანს მზედმან, დამსვა საქებრად მოუწყინები,
მე სიტყვა მჭევრად მრავალ გვარ ბევრად, შევამკო ჩემი შუქთა მფინები,
ქვეყნად მბრწყინები შუღდარ მსხივნები, თვალ შესადგომად შესაშინები,
და კირჩხიბსა მჯდომი ხელ მიუწდომი, კიდის კიდეთა მონარბინები.

ჩემი მთიები მაცისკრიები, მზის ორიონთა კართა გამღები,
მკრთოლვარ მკრთიები მოციმციები, ღამის წყვდიადთა ბოლოს მომღები,
მაელვარები ცათა მარები, ქვეყნად ვით კრონოს ფერ შეცვლით მღები,
და აშვენებს არებს მალხინ მახარებს, გულთ სატრფობელი ცნობის წამღები,

მისებრი ვისცა ენახოს ვისცა, მან თქვას მნათობთა მისი დარება,
თუ სჯობდენ ჩემსა ვიმოწმებ თემსა, მთვარის შუქება მზისა დარება,
ვარსკვლავთ კამკამი ელვა წამწამი, დაუყოვნებლად ცად სვლა დარება,
და ხამს დაიქადოს მოძმედ მოხადოს, სამართლად გაბჭონ ვის აქვს დარება.

ცა მოვიარე არ მოვიზარე, ვიძიე ჩემი მზის შესადარი,
მუნ ვერა ვჰპოვე აწ ქვეყნად ვმოვე, მინდა მოვლახო მე ოთხივ მხარე,
მუ თუ სად ვნახო არ დავიზრახო, კეკლუცი ლამაზ პირმშვენიარე,
და უმჯობე მისა ხმა საზომისა, შესხმით სამკობი საქებიარე.

რა ვსთქვა პირისა ნათლად მჭვირისა, მისთა მნახველთა გასაკვირისა,
სანდომ ხშირისა პირად პირისა, ქვეყნად მშვენისა ვით ცას ირისა,
მჭვრეტელთ მზირისა მახვრად მგმირისა, გულთ გამწონისასულთ საჭირისა,
და ლამაზ მყოფისა იროდ მყოფისა, აშიკთა მსხვერპლათ შესაწირისა.

შუბლთა შუქება არის თუ ქება, მისი ხამს ითქვას სხვათაგან მეტად,
ბროლ ფიქალობით უფერ მქრალობით, დაქუფრა ყოვლი სპეტაკი ჭვრეტად,
მჭვირვალობს ნათლად უცილოდ მართლად, დღივ და ღამ სცორად იგ დაუშრეტად,
და საჩინობს მითცა ვით მრავალ სხვითცა, მშვენიერებით ვახ ვაშად ნატად.

მას წარბი მშჳლდად ზოგ მონაზიდად, ზე გარდაუცვამს კიპთა კილონი,
წამწმის ისართა მათ მოსისხართა, ისვრიან მტერნი და უძილონი,
საგნად მიჯნურნი იგ უბედურნი, უსხედან სიკვდილს მიუცილონი,
და თავგაწირულნი სოფლით გასულნი, არიან ლხინთა უნაწილონი.

თვალნი ზღვა შავნი შიგ მოცურავნი, არიან ორნი გიშრისა ნავნი,
საჭედ წამწამნი საქენჯ საწამნი, უსხედან ლახვრათ გასაგმირავნი,
მჭვრეტელთა მწყლევნი მტარვალნი მკვლელნი, თქმად საშინელნი ძნელ სანახავნი,
და შეუწყალები ვით კლდე სალები, მოტრფიალეთა ვერ დასაზავნი.

ცხვირ სოთიერსა პინჩ ზომიერსა, უხდება ლამაზ მოფუჩვნილობა,
უზადოდ ქმნულსა სპეტაკს პირს ბმულსა, რა შეუსწორო სილბო ჩვილობა,
კუკურს ზანბახსა ედემს სანახსა, სხვას ვერას ჰპოებ ნუ გაქვს ცილობა,
და მე ვამბობ ამად სახედ ერთ წამად, რადგან მას უგავს მოყვანილობა.

ღაწვთა ფერობა მოელვარობა, თვალთა მისტაცებს მშვენიერობა,
ბროლ ფიქალობა შერწყმით ნახშობა, ლამაზ სიტურფის მოხშიერობა,
ვარდად შლილობა გაფუჩვნილობა, მას უეკლოსა გულთა მგმირობა,
და სხვათ ნატიფობა არის ყიფობა, ცუდი კუშტობა ნებიერობა.

ბაგე ლალები ფერ უმკრთალები, მოციალები მობრწყინვალები,
ზარზანბოები სწორ უპოები, საამოები სატრფიალები,
პობილთ კიდურნი ბალახშ წითურნი, ჭვრეტად სასურნი გულთ საალები,
და პატა პაწები მოსაღვაწები, პირთა საწები სამკურნალები.

მუნით მჭვირვალნი გასაკვირვალნი, კბილნი სპეტაკნი ლამაზ მანგები,
ძოწთა მსხდომელნი მოსახდომელნი, მიჯრით მიყრილნი უცხოდ კარგები,
ღიმილ სიცილი მათ შეუცილი, ჰქონან სევდიანთ გულთა სარგები,
და მისნი მუნ მჭვრეტნი ხელთ უფრო მეტნი, შექმნილადრეტნი გზა გაუგები.

ღაბაბ ყელ ყურნი საჭვრეტ საყურნი, ჩემნი სასურნი კეკლუცთ საშურნი,
გული და მკერდი ოდეს რა ვმზერდი, მწვე განვძლიერდი იყვნენ საკურნი,
ზეორნი ყრილნი მომცრო და წვლილნი, თავ დაკოკბილნი სამოთხიურნი,
და ადგანან შუქნი მათ მზის საჩუქნი, მთვარის სალუქნი კარგ საამურნი.

ტან კენარ ნაზი ხელ მკლავ ლამაზი, თით ფრჩხილ სახაზი ქალი მწყაზარი,
ზრო წელ უსულით ანაქსით სრულით, წყნარ სიარულით არ დანაზარი,
ტერფამდის თხემით არს სამოთხე მით, რომ არ უნდს მორთვა მოსაკმაზარი,
და ვინ ესრედ შვენის ვის არ ეჩუჱნის, სულთ მოსავაჭრად ეშყის ბაზარი.

მე მისად რად მყვანდეს სადარად, შვებად სიამედ ჩემს გასახარად,
განსაცხრომელად ნადიმს მჯდომელად, მუტრიბ მგოსანად ლხინთა საკმარად,
შაირთა მთქმელად მოხუმარ მზმელად, ბოდიშთა მხდელად საუბარ წყნარად,
და მსმელთ სანუგეშად თას აზარფეშად, ბროლ ჭიქა მინად კულთ საწანწკარად.

ებით მენება მეთქვა შვენება, მაგრა ვერ ვიძელ კმად მოხსენება,
მისი ვინ ბრწყინავს არ მოუწყინავს, განთიად ბნელით აღმოცენება,
კრთოლვით მთიებობს მზეებრ სხიებობს, მთვარეს მოაკლო მან მოვანება,
და ღამეს ადიდებს გულს აწადილებს, ვით არ მიხვდების სულს განსვენება,

1.9 ალბომზედ სახსოვრად მინაწერი ელისაბედს

▲back to top


ალბომზედ სახსოვრად მინაწერი ელისაბედს*

შჳლო შენმც მივი ღვთისაგან, კურთხევით ზედა ზედითა,
დღეთა სიგრძითა სიბრძნითა, ჭკუითა სვე და ბედითა,
ქსახელ ხვეჭითა ქებითა, სიმდიდრე მოუკლედითა,
და სიხარულითა შვებითა, სიმწარე გარდუხედითა.

შენ ჩემო ელისაბედომამისა სვეო და ბედო,
ხან გიჭვრეტ მზისა სახედო, ხან მთვარედ მოშუქარედო,

პირ მშვენიერო ლამაზო, ტანად ზარიფო და ნაზო,
ვით არის ქებით აღგამკო, ჩინელთ სახატად სახაზო.

მაწვევ ალბომთა წერასა, გამოიყენებ შენ რასა,
დაუწყებ ოდენ მზერასა, სხვას ვერას ირგებ ვერასა.

არ გესმის ჩემგან თქმულები, შენს საალერსოდ ქმნულები,
წამიხდა ჭირნახულები, ამად ვარ გულ ნაკლულები,

თუ ისმენ მამის რჩევასა, ეცადე კეთილს ჩუჱვასა,
სიბრძნე დაგიწყებს წვევასა, გასწავლის ყოფა ქცევასა.

ქალთათჳს მშვენიერება, არს სახის ზომიერება,
ჭკუა და გონიერება, შორს ისმის მოიჟღერება,

თუ გინდა კეთილ ქალობა, გიხმს ღვთისა მოტრფიალობა,
დაგიცვავს ზესთა ძალობა, ანგელოსთ მრავალ თვალობა.

მსურს იყო კარგის ბედითა, მაღლითზე გარდმოხედითა,
შენ ტოლი გიჯდეს გვერდითა, მიყრდნილი მკერდსა მკერდითა.

ელისაბედო, ღმერთი გყვეს მწედო,
ყოველსა ზედო, კეთილ მომხრედო.

მას დაემონე, იყავ მართლ მრონე,
თავ მოუწონე, სიმდაბლის მქონე.

მშჳდი და წყნარი, მოსაწონარი,
ტკბილ მოუბარი, გლახაკთ შემწყნარი.

ცამ დაგიფაროს, შენს ნებად აროს,
ქრმით გაგახაროს, გაშჳლიეროს.

_____________

* ალბომი - სახსოვრის წიგნი

1.10 ჩემი მეორის ქალის შობაზედ თვალადობა ეკითხა კნეინა მასიას, და იმას მივსწერე პეტერბურხს

▲back to top


ჩემი მეორის ქალის შობაზედ თვალადობა ეკითხა კნეინა მასიას, და იმას მივსწერე პეტერბურხს

რასა ქებასა შევასხმიდე ჩემსა სატრფო პატატა ატატო ტასიასა, რომლისა შვენებასა სადა ვინ ძველთა მიჯნურთა მახელებელნი და ველად გამჭრელნი კეკლუცნი ყოფილნი მყოფნი გებულან ჰგიან გვეუნასებიან, ესრედ რომელ თუ სთქვა თავთხემისა ლამაზ ნაზად ყიფობასა იროელთა დაბირი და ქვედაებიან და მაზედ თმათა ნარდიონად გარდაყრილთა, და სუნბულად გაფანჩულთა წინამოთა მაწაკთა სუნნელობათა, არომატისა ფშვა გარდაუყნოსებიათ, შუბლთა შუქთა ფინებასა, მისამიდამოთა არენი განინათლებიან, და ქვემისა გოზმოზიდულსა წარბსა, აჯისა აჯაფთა ქამანი დაულეწია, მონარგიზულთა თვალთა ჯერანობასა, ყორანი გაუგლეჯია და მის ობოლთა ბუდე კილონი, ჩემის სულისა ნავთ საყუდელად გაუკეთებიან და წამწამ მოდარაჯედ აბაშთა მარზიკნი მოუსხამს, რომელ ედემისა მიდამოთაცა და ბორობანებდნენ, ამად რომელ დასატრფო დასატყინავთა ელვარეთა ღაწვთა მოწამულობის შურით, იერიქულთა ფუჩვნილთა ვარდთა ფერი ჰკრთომიათ, გარნა მოფუჩვნილისა ცხვირისა პინჩნი მკვდრად მიხდილს სულსა უბრუნებენ, ბაგე ზარბამბოთა სიმცრო სადაგობისა პობათა, ბადახშნისა ლალთა წყლიანობა დაუჟღლიან, და მუნით გამომჭვირვალთა კბილთა ლაბან მანგობასა, ბარაინელთა უსასყიდლო მარგალიტი დაუფოლყნიათ და მათ შორის ბრდგვნილად მძვრელსა ენასა, იადონად სტვენასა, სირინთა სიამით მისაბნედელი ხმოვანება დაუვიწყებიან, ღაბაბ ყელ ყურთა ჭვრეტად სასურთა, ზოგთა ვეცხლებრ ჩალზულთა და ზოგთა ფაქიზად მოფაცფაციალეთა ნატიფობასა ცნობით გამოვუყვანივარ, გულგელნისა ბროლ ფიქალად ფორობასა, ასფოდელოს სამოთხიება წარმოუყენებიათ, და მუნ ადამისა უბიწ უბრყვილო საშვებელი მოუგონებიან, და ნათლად შემოსით ცხოვრების ხის უცნობელობა გამოუხატავს, მაზედ ახლად აღმოჩენილთა პაწად მოციალეთა დრყილთა, მთიები მიუფარავს, უზადოთა ხელ მკლავთა ზარიფად ზანანობის მნახველი ალვის შტო გაბუტ მწყრალი, ასმათსმოსარჩეველად აღარ მოსდევს, ტანისა კენარობით ნესტანსშესჯუფთებია, ზრო წელისა უსულობა, თინათინსშესფოლებია, ნაზად რხევით, ლეილსშეჰბაძებია, ამოდ რონიან, ზილიხანისადაუსწავლია,ამაყად ჯდომა, შირინისამიუღია, ტკბილად ალერსი გულანდამისა უსესხებია, და სხვა კიდე მათ და უთვალწუნებიან, ესრედ და ამა ყოფა ქცევით შეფერებული ქართველ ქალობს, მწვე ბროლ ფიქალობს; აჰა თუ ყოვლით კერძო არ კარგობდეს და შენგანაც მოსაწონებელი არ იყოს, მამიდა პაპის დის მოსახელობითაც, რომელსა უწოდე სახვდად მისა, მსგავს აღდგომისა ანასტასია, არა ნასია, და მისთან როგორ მალხენ მახარებს, სევდას მიქარვებს, ხან გამიკუშტდება და ხან გამინაზდება და სხვა და სხვა საჯილდოთა საამოებათა იგონებს, გულს მიკონებს სულს მიწონებს და ამით აჭაბუკებენ ჩემს მხცოვანებას ორნივე დები.

ვით აღგიწერო არ ძალ მიძს, მე ჩემი ანასტასია,
ცუდად დავშრობ ენასა, მისთჳს ყველაი ნასია,
ხამს მოვაწვივო საქებრად, ათინით ბრძენთა დასია,
და ნუ თუ მათ რამ თქვან საფერად, არ მოვიკიცხო ასია.

თვარა მე მისსა ქებასა, დავჰკრთები დავეღონები,
ქვეყანად გარდმოხდომილა, მთიები ცათა მრონები,
პირი უნათობს მკრთოლვარე, ციმციმით მოსაწონები,
და ახლავ შემშალა ზრო წელმან, ტანისა ალვად მგონები.

1.11 სალბომზედ სახსოვრად მინაწერი ანასტასიას

▲back to top


ალბომზედ სახსოვრად მინაწერი ანასტასიას

გაკურთხოს შჳლო მაღალმან, დღეთ სიგრძით მაღალ წელობით,
ჭკუით ცოდნით და ზრდილობით, იყომცა საშურველობით.
სიმდიდრე გადაგრეოდეს, უხვებდე კეთილ ქველობით,
და იხარებდე და იშვებდე, უმანკოებით წრფელობით.
ეს ქალი ანასტასია, შვებით ედემის მსგავსია,
უფშჳან ყვავილთ დასია, სუნნელობითა სავსია.

ჩემი ვარდი გაფურჩვნილობს, ფერად ტურფობს ლალათ შლილობს,
ლამაზ ბუტკთა დაკუწვლილობს, ბულბულთ სტვენას შეუცილობს.

შეუდეგ ღვთისა მცნებასა, იგ გაქნევს თჳსსა ნებასა,
მალ მოგაშორვებს ვნებასა, დაგხსნის თავ მოწონებასა.

თავსა ამითი სწვრთნიდია, იყო მდაბალი მშჳდია,
კეთილთა გზათა ვლიდია, ავი ბოროტთა ხიდია.

დიდ გვარი კეთილშობილი, ხამს იყო ჭკუა ცნობილი,
ყოფა ქცევითა მკობილი, არ ოდეს იქმნეს გმობილი.

მისგან მიიღო ყოველი, ვინ არს კეთილთა მთოველი,
თუ გულითა ხარ მთხოველი, მოგეცეს რასაც მოელი.

შენც მივი ბედით სვიანი, გონიერი და ჭკვიანი,
სავარდე ყვავილიანი, ნუმც დაგიჭნების იანი.

ალბომთა წერა, ვინ მაწვიერა,
მას უწყე მზერა, ჩემაგიერა.

ღმერთი-მცა გფარავს, მოგივლენს არ ავს,
შენს გასახარავს, დაგადგამს კარავს.

ქალთა თჳს ქება, სახელ მოგება,
არს მშობელთ შვება, და ნეტარება.

იყავმცა შვებით, ჭირ აცილებით,
შენს წადილ ნებით, კარგ ქმარ შჳლებით.

1.12 ანბანთ ქება

▲back to top


ანბანთ ქება

ახლად აღვამკობ ალვასა, ანაგებ ანაზებულსა,
ბროლ ბალახშ ბადრსა ბაკიანს, ბუნებით ბრწყინვალებულსა,
გავსილსა გამთვარებულსა, განგებით გაახლებულსა,
და დავტრფი დავხარი დავბრუნავ, დღითი დღე დარაჯებულსა.

ელვარებით ედემოვნობს, ელფერობით ეშყიანობს,
ვერა ვბედავ ვებულბულო, ვჰკითხო ვისთჳს ვარდიანობს,
ზოგჯერ ზრდილი ზნეობითა, ზეიმობსდა ზარიანობს,
და ეეთერელთა ეეჯუფთების, ეელენობით ეელვიანობს.

თმანი თხზულნი თანაგრუზად, თანასწორნი თვითეულად,
იკაზმიან ინდოულად, იტანებენ იასრულად,
კავნი კოწლებ კიდებულნი, კოპწიობენ კეთილ კრულად,
და ლმობიერობს ლოყა ლბილი, ლაშებ ლალობს ლამაზულად.

მელნის მორევსა მსხდომელნი, მოხდომით მოცინარენი,
ნავნი ნატიფად ნაქმარნი, ნარდიზთა ნაბუდარენი,
ორნივ ოდიდგან ორგულთა, ოროლით ომიარენი,
და პერიპატოველთ პოვნილნი, პყრობილნი პატიმარენი.

ჟამად ჟიჟინებს ჟივჟავი, ჟღუტუნით ჟრიალებული,
რაფიკებთა რევს როკვითა, რაულად რხევით რებული,
სვე სვიანობით სალექობს, სანდომით სხვა და სხვებული.
და ტყავ კაბით ტარობს ტურფაობს, ტოლთაგან ტრფიალებული,

უხდება უსუფთაობა, უკაზმავს ურიდალობა.
ფაქიზაობითა ფარვია, ფარადის ფიაფალობა,
ქვეყნად ქებულად ქონიათ, ქართველთა ქცევა ქალობა,
და ღაწვთა ღაჟღაჟთა ღვივიან, ღიმღიმით ღიმიალობა.

ყმანი ყალბობენ ყურებად, ყოველთჳს ყოფად ყრილობენ,
შეხედვით შეშინებულნი, შვენებით შეცაშლილობენ.
ჩემნი ჩახატვით ჩამბნედნი, ჩრდილოეთს ჩინებულობენ,
და ციერთა ცუდვენ ციმციმით, ცისკროვნებაზედ ცილობენ.

ძოწთა ძიება ძალითა, ძნიადობს ძნელობსა,
წარჩინებული წერწეტად, წვლილ წელით წარმოვანობსა,
ჭაბუკა ჭვირობს ჭვრეტითა, ჭელტობით ჭრელოვანობსა,
და ხელთა თვი ხილვით ხორშაკობს, ხოტბითა ხორაშანობსა.

ხშირად ხმობით ხელმწიფურად, ხორხსა ხმარობს ხმა კაფობით,
ჯობნით ჯილდობს ჯიღოანთა, ჯაშარატობს ჯავარობით,
ჰაი ჰაი რამან შექმნა, ეგრე ტურფა ლამაზობით,
და ოი შექმნა მაშ არ მეთქვა, ვისთჳს დავშვერ ქება მკობით.

წალკოტს მეწადა, მოვლა მორება,
ბულბულთა ბაძვა, შეცასწორება,
ვარდისა ბუიტკთა, არ მოსორება,
მისთა ეკალთა, შიგან გორება.

მეტყოდა წყრომით, ამაყი ლაღი,
ფუჩვნილი ვარდი, დამაღი ჩაღი.
მუნიდამ გადი, ჩემია ბაღი,
ამით დამასო, მე გულსა დაღი

1.13 მდურვა სოფლისა ძაგნაკლულად ქართლით წამოსულს

▲back to top


მდურვა სოფლისა ძაგნაკლულად ქართლით წამოსულს

ელისაბედი ჩემი სვე ბედი, ვაშად საწადი სანეტარები,
შვენებით სრული პირ მობარდული, ტანად საროს ჰგავს მონატარები,
ნაზი და წყნარი მოსაწონარი, გასაკვირველი გასაშტერები,
და გულ მხიარული ზნეობით სრული, ალერსით მზრახველთ დამამტკბარები.

ჩემი ტასიალაღი ხასია, მოცინარია მოკასკასია,
კავზილფ კასია სუნნელ სავსეა, ვერა ჰსჯობს ვარდი ვერცა მასია,
ყვავილთ დასია ბევრ ათასია, მაგრამ ვინმც იყოს მისი მსგავსია,
და ვფუცავ ასია არ მიწმასია, შვენებით ყოველთ დამანასია.

მე მივის ორი ასული, უმკვიდრო უმამულოსა,
უცხოსა თემსა მწირობით, უსახლო უსართულოსა,
ამისთჳს სჭმუნავ ვერ ვხედავ, მათსა საუფლის წულოსა,
და არ ვიცი ღმერთი რას ბედით, დაახვევინებსთ შულოსა.

მას ვევედრები ვინც არის, იგ უხილავი მხედია,
შჳლთა არ ჰკითხოს ცოდვანი, რაც მამას გარდახედია,
ვითა კაწასის მჭამელთა, ეტყოდა ზედა ზედია,
და ჩამომავალთა თქვენთასა, მოელხვნეს კბილნი მჭრედია.

კვლავ დავითგვითხრა სიმართლის, შჳლის შჳლამდე გიება,
მათს ნაყოფსაო წრფელობით, არ ოდეს მოემშიება,
მართ ეგრევ დრვუთა თესლთათჳს, იგივს სამს გულის ხმიება,
და მე ეს მაშინებს ჩემთათჳს მაქვს ამის გამოძიება.

აწ გზასა მივალ საჭიროს, არ დია საადვილოსა,
არ ვიცი ღმერთი რას მიზამს, მე მისსა მინდობილოსა,
ვვედრებ დამისხნას ეშმაკთა, საცდური მომაცილოსა,
და თვალთა ცრემლისა ნაკადი, ვით არა გამენილოსა.

საწუთო მდევნი ჩემს ჟამში, ლხინისა უნაწილოსა,
მუხთლად მიპირებს სიკვდილსა, ხმალ კაპარჭ უმახვილოსა,
საფლავს მიმზადებს ღარიბსა, უცხოსა უადგილოსა,
და თვალთა ცრემლისა ნაკადი, ვით არა გამენილოსა.

ვა თუ სოფელმან სიმუხთლით, არსადრა მაკეთილოსა,
მღე სიკვდილამდე სიცოცხლე, მე ჩემი მაწყევლილოსა,
რადგან ბედი მაქვს უბედო, ავი სად მამეცილოსა,
და თვალთა ცრემლისა ნაკადი, ვით არა გამენილოსა.

მაშინ თქვით რა ვჰქნა ბედ კრულმან, ვერ მივხვდე საწადილოსა,
ჭირისა გზასა შევყროდე, და ლხინი გამეცილოსა,
ჩემად უნებად ვიქმოდე, საქმესა სათაკილოსა,
და თვალთა ცრემლისა ნაკადი, ვით არა გამენილოსა.

ჩემთჳს მოზიდნა სოფელმან, მუხთლად მშვლდისა კილოსა,
ფიცხი ისარი ურვისა, მკრა გულსა სატკივილოსა,
მათ დამაწყლულა ვინ მკურნებს, მე სასო წარკვეთილოსა,
და თვალთა ცრემლისა ნაკადი, ვინ არა გამენილოსა.

არ დამაცალა სოფელმან, აზიას არცა ჩრდილოსა,
მუნ მომაშორვა სამყოფსა, მას ჩემსა საგაზრდილოსა,
ვსთქვი წავალ რუსეთს მოვმართე, გულისა გასაგრილოსა,
და თვალთა ცრემლისა ნაკადი, ვით არა გამენილოსა.

ზე გარდამოსა განგებას, ვინმცა ვინც შეეცილოსა,
იგ შეიცვალოს სხვად იქმნეს, რაზომსაც გაეფრთხილოსა,
აღარ მოვიდეს დაბრუნდეს, გაესწრას გაეცილოსა,
და თვალთა ცრემლისა ნაკადი, ვით არა გამენილოსა.

რადგან მიმუხთლა სოფელმან, და ჩემთჳს ესრეთ ინება,
რაზომსაც მქონდეს ცუდია, უწყვეტლად ცრემლთა დინება,
რაცაღა სწადდეს იგი ჰყოს, მითქვამს თავისა მინება,
და თუ არ გამწირავს სრულობით, მისგანვე მომელხინება.

ბედსა მოვცილდი დავვიწყდი, ამად ვარ შესაბრალია,
ვერა ვინ მიხსნის უცილოდ, ჩემთა ჭირთაგან მალია,
მმართებს გაუძლო ვიხადო, რადგან სოფლისა ვალია,
და გავმაგრებივარ ვიკვდილსა, გული შექმნია რვალია.

რა კაცი ბედმან გაწიროს, და სვე უქციოს ავადო,
ხამს კაცი აღარ იქმოდეს, საქმესა თავის თავადო,
ღმერთსა მიენდოს რაცა ქმნას, ენებოს გასათავადო,
და მან წამის ყოფით შესცვალოს, დღე ნათლად არა შავადო.

ნეტარ რად მაშრობ ეე ჩემო, ბედო უბედად მარებო,
ეტლო უკუღმად ქცეულო, მარძენთა მიუმხვდარებო,
სადაც მიქადებ მოლხენას, მუნ უფრო გამიმწარებო,
და რაზომსაც გიაჯ საშველად, ვერად ვერ მოგიხმარებო.

რად ვისმე მართებს მუხთლისა, მინდობა მიძმობილობა,
ვინ არ იცოდეს ჟამისა, მწუხრი და გინდა დილობა,
მიწყივ აჭირვოს მით ჰქონდეს, უხანოს გამოცდილობა,
და რა კარგად წვრთნილი იგია, შემცა ურცხვების ზრდილობა.

რაღად უჩივით არა გვყავს, რადგან სამართლის მქნელია,
გაშინჯოს ჩუჱნი საბჭობი, განა საზომსაც ძნელია,
მას შეუსწოროს იგ მისი, ნათელიც როგორ ბნელია,
და ჭირი და ლხინი მუხთლისა, სწრაფია ულოდნელია.

ბევრი მინახავს მსმენია, სოფლისა მოჩივარები,
და სხვისა და სხვისა პატიჟით, დასჯილი იავარები,
ზოგნი ცრემლითა ნალტობნი ყოველთჳს მგლოვიარები,
და მაგრამ მე მათის გამვლენის, ვერ ვიქმენ მპოვიარები.

მე ვით აღგრიცხო აუგით, სოფელო დასაგმობელო,
მხცოვანთ სიბერით მტანჯველო, დამლეო გამახმობელო,
ჭაბუკთა მრავლად ჭირისა, ამსლელო გამაგრძობელო,
და ცხედარზედ მდებთა სნეულთა, ძილისა გამაკრთობელო.

იცი სოფელო არა გვაქვს, შენგან სხვა კიდე ღონები,
თუ საღმთო გვინებს უხვად გვაქვს, სულისა მოსაგონები,
კვლავ ხორცისა გიცს მრავალი, საამო მოსაწონები,
და ვის როგორა სწადს მიუძღვი, ზოგთა ჰნთქავ ზოგთა მფონები.

სოფლის მიმდომთა პატიჟნი, არ მოაკლდების აროსა,
ვერ დაემალვის რაზომცა, თავი უჩინრად, აროსა,
შვებით მჯდომელსა სალხონოდ, სიამე გაუმწაროსა,
და ჭმუნვით მოცავს წაუღებს, დროსა მას გასახაროსა.

ვინ არა გაეკვირვების, მუხთლად სოფლისა ქცევასა,
ლბილთ გაატანებს დაუწყებს, გამყარებულთა ქცევასა,
მტერთ გაამოყვრებს საყვარელთ, შეაქნევს სისხლთა ქცევასა,
და გააზარმაცებს ფერხ მალთა, კუტთ უქებს გამოქცევასა,

მე ვიტყჳ ბრძენთა ნათქვამსა, ანბავსა შესაძრწუნოსა,
სოფელს მყოფთათჳს ძიებულს, პოვნილს არ დასაწუნოსა,
შჳდნი ხარისხნი ჰქონანო, კაცთა მათ საუკუნოსა,
და შჳდნივ საწუთომ სიმუხთლით, დაუმხოს დაუთრგუნოსა.

უქმად ყოფითა გავერთვით, ცუდსა ჩხაბასა წერასა,
ამაოდ მეტყველებასა, სასარგებლოსა ვერასა,
დრო გავიტაცე ჩალიჩად, და გავიტანე ბერასა,
და თვარა არა ვარ მოლექსე, ვერცა ვიჩემებ მღერასა.

ტრფიალთა გაწვევ გაუწყებ, ვინ მივდევთ მიჯნურობასა,
მოდით ისმინეთ აშიკნო, გული მიეცით ცნობასა,
ვით შეუპყრივარ სურვილსა, მისა დავიწყებ ნბობასა,
და მაგრამ ნუ დამგმობთ თუ ვინმე, არ იყოთ ამა თმობასა,

ეშყისა ზღვასა შევცურდი, არა ძალ მიძს გასვლა ფონება,
სურვილმან საკვდავად მიმწურა, სხვამცა რა მამეგონება,
მიჯნურთ ბადითა დაბედა, გული ცნობა და გონება,
და უმათოდ მყოფი გაბჭევით, ვინ არა დაეღონება,

ასე ისმინეთ ანბავი, მოდით მიჯნურო მორებით,
აშიკ მაშიკთა ხელობა, დასტური არა ჭორებით,
სურვილით ბნედა შმაგობა, სიკვდილთა შეცასწორებით,
და მათ ჰბაძეთ ვინცა ტრფიალობთ, არ ახლოს შორი შორებით.

თუ ფარვა მეძლოს პატიჟთა, მმართებს არა ვსთქვ ჭირები,
რაც ოდენ მისთჳს მინახავს, დღე ძნელი გასაჭირები,
მაგრამ ვით ვანბობ სურვილით, ხელი ვარ გასაკვირები,
და ამად ნუ დამგმობთ მეტისა, გულისგან იტყჳს პირები.

გითხრა ვით ვეტრფე სად ვნახე, თუ ჟამი მოხვდა თქმისან,
წალკოტს მავალსა მომადგა, ანაზდად შუქნი მზისანი,
მუნ გარდამცვა ქამანდად, ტოილო გიშრის თმისანი,
და მიჯნურთ ბადითა შემიპყრა, ნახვა მკლავს იმა დღისანი.

წალკოტს ვნახე რონინებდა, ქალი პირ მზე ტანად სარო,
ვსთქვი უცილოდ მიცა ვიჭრე, ნაზსა წელსა მივესარო,
ჩემის მეტსა მისი ხლება, სხვას შეჰფერობს არვის არო,
და მასთან ყოფნით ვიამაყო, თავი მოვიკეისარო.

მალ მომხედის მომალხინოს, სიახლემან გამაშმაგის,
მელნის ტბათა მიმიზივის, წამწამთ ლახვარს აცამაგის,
ღაწვთა ვარდად ელვარებამ, დამწვის სრულად დაცამდაგის,
და ბაგე ტურფად მოცინართა, კბილთა ჩენით გარდამაგის.

ჭვრეტა მალხენს ჭვრეტა მიდებს, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა,
ჭვრეტა მომცემს მოუთმენელს, ჭირსა მრავლად სხვათა მეტსა,
ჭვრეტა მომკლავს უსათუოდ, ვიცი მსწრაფლად გამიმეტსა,
და ჭვრეტა მარგებს ვეღარასა, დამიბნელებს ნათლის სვეტსა.

კვლავე ვსთქვა ჩემი ანბავი, ჩემის გულისა ჭირები,
ვისგან მესწრაფა საკვდავად, ლახვარი გასაგმირები,
სურვილის ქარქაშ ნადები, ისარი მრავალ პირები,
და წამწამნი ტურფად ნაკაზმნი, ფას დაუდები ძვირები.

მაშაირებს ერთხელ ნახვით, ვინ დამათრო ეშყით სრულად,
მაშ არა ვსთქვა ვის მმიჯნურობ, როგორ ვირგო დაფარულად,
გამაშავა სხივმან მისმან, დამწვა მით ვარ ფერ ნაკლულად,
და დამიმაშა გული სწაფად, საკვდად მიმცა დანასულად.

რადგან შვენებით ყოველთა, უსწოროდ ნათობ მაშაო,
კეკლუცთა ჯართა ჯიღობა, უცილოდ გფერობს მაშაო,
ამად გლახ შენსა ტრფიალსა, მე გული დამემაშაო,
და ვინ ჭვრეტითა მწყლავ ნიადაგ, ნუღარა გაქვან აშაო.

ამად ვეტრფი უწყალოსა,ჩემსა მკვლელსა მაიასა,
წარბი მშჳლდად შეუხრია, თვალ ნარგიზსა თმა იასა,
წამწამთაგან ისარს მესვრის, ათჯერ ათად მაიასა ,
და გულსა მიწყლავს სამუდამოდ, მით მიკეთებს მაიასა

1.14 სევდის ბაღს შეველს ჴმა

▲back to top


სევდის ბაღს შეველს ჴმა

ჩემს ქალს მივმართავ, გულ სევდიანი,
მას აქვს საშვებლად, კარი ღიანი,
შევალ დამხვდების , ვარდნი იანი,
ფერად ტურფანი, სუნნელიანი,
ბულბულს ჰკლავს ვარდთა, ნახვა გვიანი.

მისგან ვეწევი, გულის ნებასა,
მყისვე განმიგდებს, მოწყინებასა,
თამამად შევიქ, წალკოტს რებასა,
უქებ ყვავილთა, ფეროვნებასა,
ბულბულს ჰკლავს ვარდი, უშლის შვებასა.

მუნ აქვსთ ყვავილთა, ერთად ყრილობა,
ამაყად ლაღად, გაფუჩვნილობა,
ზოგთა კოკბებსა, ზოგთა შლილობა,
ერთმანეთისა, ჯობნის ცდილობა,
ბულბულს ჰკლავს ვარდთა, მოთაკილობა,

ნარდონს უქო, თმათ ფშჳერობა,
ნარგიზს უხდება, თვალთა ფერობა,
არღევანს შვენის, ღაწვთ ელვარობა,
ზანბაზს ჰგავს ცხვირის, სოთიერობა,
ბულბულს ჰკლავს ვარდთა, ნებიერობა.

მიხაკს უდარო, ტუჩნი ბაგენი,
უნდსა ყელ-ყურნი, უცხოდ კარგები,
სუნბულს ზილფ კავნი, მყნოსელთ მარგები,
ნინოფს სითეთრე, გულთ მაშმაგები,
ბულბულს ჰკლანს ვარდი, წილად ნარგები.

სოსანი ტანსა, ეჯუფთებოდა,
ნეგოს ხელ მკლავს სხმა, ესურვებოდა,
იას ზრო წელი, შეშორვებოდა,
ქურქუმას ელდით, ფერი ჰკრთებოდა,
ბულბულს ჰკლავს ვარდი, არ ეხსნებოდა.

ტუხტსა უხდება, ტანთ ჩაცმა ჭრელად,
შაშპრას ზოსტერი, შეურტყამს წელად,
ყაყაჩო შურით, გაჭრილი ველად,
ადრაგუნა უდგს, სხვათ კართა მცველად,
ბულბულს ჰკლავს ვარდი, უშველებელად.

ოლენას შვენის, გაფეროზება,
ესანთელა მით, ცეცხლად ეგზება,
კოჩივარდს პირი, ელამაზება,
ვიასამანი, მას ეკმაზება,
ბულბულს ჰკლავს ვარდი, არ ენაზება.

ფურისულა დგას, ჯარად და ჯარად,
იაკოსტა სჯობს, სხვად მეომარად,
მზის უჭვრიტაი, თავს ხურავთ ფარად,
ნასრანს ოროლი, ხელთა აქვს მარად,
ბულბულს ჰკლავს ვარდი, ბაღს გაუხარად.

რა ბრალია ბულბულთ ნაცვლად, დასჩხაოდეს ვარდსა ყვავი,
დაეკორტნოს შავს ნისკარტით, ლებად აჩნდეს პირს ნაყვავი,
არ იცოდეს საყვარლისა, სხვა ალერსი მისაყვავი,
და გაეცუდოს სინატიფე, გულთ სატრფობი დასატყვავი.

ვინა სტრფობია ამაყსა, ბულბულთა მოთაკილესა,
ვარდსა ლამაზად ფურჩვნილსა, მყნოსელთ მელთ მებორკილესა,
ამის აშიკად უგვანსა, საკიცხელ გასაკილესა,
და კითხეთ რას ხელჰყრის მიჯნურად, ყვავს ნეხვზედ მოკინკილესა.

მიკვირს სით მიხვდა ედემის, ბაღისა მოვლა მორება,
ვარდისა ნახვა ტრფიალი, ბულბულთა შეცასწორება,
მისთა მალხინთა ბუტკებთ, ზეჯდომა ქვეშე გორება,
და ვაი რა ძნელ არს საჭვრეტლად, თუ აღარ მოეშორება.

ვარდს ბულბული აღარ ახნავს, მისთჳს ხმების მისთჳს ჭკნების,
გვრიტსა ჰბაძავს უტოლობით, მწვანეს ჯდომა არ ენების,
შავს იძაძავს წითელს იხდის, გული ამად ეღონების,
და რა მოალხენს ყვავსა მყრალსა, იადონად ეკონების.

ყვავილთ დასნი სიტყვა მწამსნი, ხამს ვაწვიოთ შემოვყაროთ,
ჰკადრონ ვარდსა შენ საკადრსა, ჩუჱნ გიძიებთ შესაყვაროთ,
აქ ვერ ვპოვოთ არ ვადროოთ, გარდმოვიხვნეთ ზე სამყაროთ,
და ნუ გყავს ყვავი გასაპრტყვავი, საზიზღელი გულთ საყარო

1.15 თქმული კნიაზ პეტრე ბაგრატოვანზედ

▲back to top


თქმული კნიაზ პეტრე ბაგრატოვანზედ

მეც აღმძრეს ჩემთა სამკობლად, ჩრდილოეთს მაშაირეთა,
ომ გარდახდილსა უქებენ, სიმხენეთა გასაკვირეთა,
არვედ რაცხმაო მგელ ლომი, რაზმთა მეპირის პირეთა,
და აწ ამად ძლევის გვირგვინი, თავს ადგს უგმირესს გმირეთა.

მცირითა ჰსძლია მრავალთა, მიიღო სიმხნით დადება,
კისკისად ხლტოდა მტერთ შუა, ჰქონდა ხმალ მოწვდილს ზიდება,
იძახდნენ სჯობსო განლტოლვა, ბაგრატოვანისრიდება,
და მსხვერპლად შეწირულს მიჰმადლა, ცამ ვერძის გარდმოკიდება.

არს უკვდავება მოკვდავთა, სახელის ძებნა ძიება,
დიდებით დაგვირგვინება, უკუნისამდე გიება,
სამხნით ქებისა მოხვეჭა, ქვეყნისა შემეცნიება,
და შენ მოგხვდა ძმაო ესრეთი, ვარსკვლავად აღმომთიება.

1.16 ბაგრატ ბატონის შჳლის ქალის დაბადებაზედ თქმული

▲back to top


ბაგრატ ბატონის შჳლის ქალის დაბადებაზედ თქმული

ჩრდილოს აღმოხდა ივერით, ქალი მართ ვითა მთიები,
კამკამით ელვა გამოჰკრთის, ლამაზად მოციმციმები,
ანათებს ოთხთა კიდეთა, შუქისა მონასხიები,
და მზესა მოაკლო მწველობა, მთვარე ჰყო შენაციები.

ჯერ მისი მსგავსი ყმა ქალი, არ ვის უნახავს აროსა,
ნურ ვინ იქადის შვენებით, ვერცა ვინ შეედაროსა,
რადგან პირბადრობს სიმცროსვე, სამს თავი გაიმთვაროსა,
და ალხინოს ჭვრეტით მშობელთა, ელაღოს ებარბაროსა.

1.17 ფარნავაზ ბატონის შჳლის ქალზედ თქმული

▲back to top


ფარნავაზ ბატონის შჳლის ქალზედ თქმული

რა ვჰკადრო ქება შვენებით, ქვეყანად უსაჩინოსა,
შუქ მკრთოლვარესა მთიებსა, საჭვრეტლად შესაფრფინოსა,
კეკლუცთა უფლის წულობით, სათაჯო საგვირგვინოსა,
და მოვეულოცავ დღეობას, სახელ სატრფობსა ნინოსა.

1.18 კნეინა მახიასთან მიწერილი

▲back to top


კნეინა მახიასთან მიწერილი

ნუ შედრკები გაუმაგრდი, ღმერთი მოგცემს კურნებასა,
ის განსდევნის მაგა სენსა, გიზამს შენსა გუნებასა,
რას ხელსა ჰერი თამარქალის, აქიმობის ცთუნებასა,
და მოგაშორვებს ბალახებსა, და მის ყვავილთ სუნებასა.

სხვა და მოგიძღვნა გაჭრილმან, თუ არ ბალახი ველისა,
ის გიარმაღნე გულ უხვად, რაც იყო წესი ხელისა,
ნუ თუ შენ გარგოს არ არის, ჩემი წამალი შველისა,
და ყველას ესე სჯობს მთლად იყო, ვითა დიმიტრიელისა

1.19 შესაქმეთა გალექსული დიმიტრი ბაგრატიონის მიერ მოკლედ

▲back to top


შესაქმეთა გალექსული დიმიტრი ბაგრატიონის მიერ მოკლედ

ღმერთმან ჰქმნა ცა და ქვეყანა, უძლიერესმან ძალითა,
გამუმზადები უხმარი, იყო უხილავ თვალითა,
ზედა უფსკრულთა გარემო, ბნელსა მოეცვა გრკალითა,
და სული უფლისა ზე წყალთა, ბრუნვითა სრბითა მალითა.

მიყარ მოყარა წყვდიადი, იქმნა ნათელთა მჩინები,
მყისვე განსწვალა, მათ შინა, მტკიცე დაუდვა ბინები,
ნათელსა უთხრა დღედ ყოფა, და ბნელსა ღამე მშინები,
და იქმნა მწუხრი და განთიად, დღე ერთი მოსალხინები.

ჰსთქვა ღმერთმან იქმნეს სამყარო, შორის წყლებთ გასაყოფელად,
აღსრულდა ზოგად დინება, იწყეს ხან დაუყოფელად,
მერმე განსაზღვრა ქვე და ზე, სხვა სხვა კერძო მყოფელად,
და მას გარეშესა ზენასა, ცად უხმო ჰაერთ მფლობელად.

მანვე ჰსთქვა წყალნი შემოკრბით, ქვეშე კერძოსა ცისასა,
მათის შემოყრით გამოჩნდა, ხმელი რამ მონავრცისასა,
ქვეყნად სახელსდო მას ადგილს, თჳსგანვე მონაცისასა,
და შეკრებულს წყალსა ზღვად უმხო, არ თუ მდინარეს ქსნისასა.

ჰსთქვა აღმოსცენენ ქვეყანამ, მწვანვილი მრავლად თივისა,
თესლი მთესველი ესრეთი, როგორიც გამოსცვივისა,
ხე ნაყოფისა მომცემი, აქამდის მოუსხმივისა,
და აღსრულდა ყველა ბრძანებით, დღე მესამეცა გვივისა,

ცასა მოასხა მნათობნი, ქვეყნისა მოსახმარენი,
მზე და მთვარე ვარსკვლავნი, მკრთოლვარე გამომნათენი,
ზოგნი ღამისა საკაზმნი, და ზოგნი დღისა მამრთენი,
და უბრძანა რიგზედ მსვლელობა, იყვნენო მოკამათენი,

მიწით მხეცნი და პირუტყვნი, სადა რაც არის რებითა,
ქვე წარმავალნი ურიცხვნი, ხვრელთა მძრო მელნი ნებითა,
ყოველი თესლად თესლადი, ნაყოფთა შეფერებითა,
და ზღვასა თევზნი ჰაერთ ფრინველნი, აღავსნა თჳსის ქებითა,

მერმე ჰსთქვა ღმერთმან ვქმნეთ კაცი, ხატად და მსგავსად ჩუჱნისა,
მთავრობად თევზთა ზღვისათა, ჰაერთ ფრინველთა ფრენისა,
პირუტყვთა მხეცთა სხვა და სხვათ, ქვეშე მიწათა მრბენისა,
და სრულად ყოვლისა ქვეყნისა, მფლობელად სიტყჳს სმენისა.

ოდეს რა შეჰქმნა სოფელი, უძველმან დღითა ძველითა,
დაასხა მაზედ ედემი, მან უხილავმან ხელითა,
შეამკო ხითა ტურფითა, და უკვდავების ველითა,
და მისგანვე იგი წალკოტი, ბრწყინვიდა ნათელ ნელითა.

რა შეამზადა სამოთხე და მისი ჰარე მარები,
თქვა მოვიგონოთ ჩუჱნ კაცი, ამაში მონაარები,
მოიღო მიწა შეზილა, აქამდინ შეუქნარები,
და შთაბერა სული უკვდავი, მან თჳსი შესადარები.

წამოდგა კაცი პირმეტყჳ, მსგავსი მისისა ხატითა,
გულით ცნობით და გონებით, ყოვლთ ცხოველთ გარდამეტითა.
ვითა ხელმწიფე მათთაზე, დასვა სუზან და სნატითა,
და ამან უწოდა სახელად, მიწიდამ გამონატითა,

ეს არ აკმარა კვლავ უხმსო, ამას შემწე და ტოლია,
გასამრავლებლად კაცისა, მივცეთ მეუღლედ ცოლია,
მოუსხა სრულად ცხოველნი, რაცა მას სადა ჰყოლია,
და ვერ ჰპოვა მისი საფერი, ვერც გვერდსა მოსაწოლია.

მან დააძინა ადამი, არ მოანდომა ნანანი,
გვერდი გაუპო ფერცხალი, მოუღო მისი მგვანანი,
განაცხოველა წარმოდგა, ქალი ფაქიზა ზანანი,
და ევაუწოდა ცხოვრებად, გველთა თავს სათრთო სანანი.

ღმერთმან მოიღო მისგანვე, არა თუ სხვასა თემისა,
ნახა თქვა ადამესეა, ძვალი ძვალისა ჩემისა,
ეწოდოს ცოლი ქმრისათჳს, მაშენებელი თემისა,
და დასტეოს კაცმან დედ მამა, მის თჳს იგ იყოს მე მისა.

აკურთხა ღმერთმან ესენი, ტკბილად ეუბნა ენითა,
აღორძინდით და განმრავლდითო, ქვეყანა აღავსენითა,
ხენი ნაყოფთა სიუხვით, ველნი ყვავილთა ფენითა,
და ფრინველთა თევზთა პირუტყვთა, გეტყჳ კაცს ემონენითა.

შესრულდა ცა და ქვეყანა, და მათი სამკაულები,
რომელი არის ღვთისაგან, ექვს დღესა შინა ქმნულები,
მეშჳდეს განისვენებდა, კურთხევით მოუწყინები,
და მოსემგვითხრა შესაქმით, ძველთა დღეთაგან თქმულები.

ჯერ არ ეწვიმა არ იყო, ჰაერი სათოველისა,
არცა უნდოდის სარჯელი, ქვეყანას კაცთა ხელისა,
აღმოსდინდიან წყარონი, მორწყვის და მოასველისა,
და აღმოეცნის ყოველი, მწვანვილი ტურფა ველისა.

ედემით მოსდის მოცასჩქერს, სამოთხის მრწყველი მდინარე,
ოთხ ნაკადულათ იყოფა, მის ასფოდელოს წინარე,
ფისონ სპეკალთა მელითვნე, გეონ პირ მოციმცინარე,
და ტიგრის ლამაზად მღელვარე, და ევფრატ მოუწყინარე.

ღმერთმან დანერგა სამოთხე, აღმოსავალსა მზისასა,
მუნ დადვა კაცი რომელი, ექმნა ხელს ანასდისასა,
მერმეცა აღმოაცენდა, ხეთ ნაზად ლამაზისასა,
და მას მიმზიდს ნორჩსა საშუალ, კეთილბოროტთა გზისასა.

მუნ იყვნენ ორნივ ზეგრდმო, ნათლითა შემოსილები,
უბრძვილონი და უბიწნი, მართ ვითა ყრმანი ჩჩვილები,
არა ირცხვიდნენ სიშიშვლით, რა ჰქონდათ გასაფრთხილები,
სა ვერას ხედვიდნენ ჰფარვიდათ, სამღთო ბორობანთ ჩრდილები.

უბრძანა თუ მტილი ესე, შევჰქმენ თქვენად საშვებელად,
იყოფოდეთ აქა ჩემად, სადიდებლად საქებელად,
ჰსჭამეთ გიდესთ რაცა სადა, ნაყოფია ტყე და ველად,
და მაგრამ ერთსა ერიდენით, ხესა შეცასახებელად.

უჩუჱნა ედემს საშუალ, ხე ცხოვრებისა მდგომელი,
კვლავ ახლოს მისი სხვა ნორჩი, სიტურფით შემაცთომელი,
კეთილ ბოროტთა შემატყჳ, საჭმად არ მოსანდომელი,
და სიკდილის მსხმელი ნაყოფად, ვაების მოსახდომელი,

იყვნენ არ ვიცი რამდენი, მათ ხანი დაჰყვეს ამოდა,
ვით ანგელოზნი იშვებდნენ, ნათელსა დაუღამოდა,
ესე რა ნახა მაცთურმან, სიცოცხლე ჩაეშხამოდა,
და თქვა მოვიგონო ამათი, აქედამ გასასხამოდა.

მუნ გველი იყო მხეცთაგან, უგონიერეს ყველასა,
ევასეტყოდა მისმინე, შენსა არ ავად მთქმელასა,
რად ვერა ხედავ დამბრმალო, თქვენის გაღმრთობის შველასა,
და მე დამიჯერე რაც გითხრა, ძველსა კუდ მქნევსა მელასა.

ღმერთმან გიბრძანათ სამოთხეს, ჭამა ყოვლისა ხილისა,
ერთი საკიდე ნაყოფთა, შეხებათ გასაბრთხილისა,
რა იგავია არ იცით, დაფარვა გასამხილისა,
და რა გემო ნახოთ დამბრმალთა, თვალნი ღვთებრ აგეხილისა.

ეშმაკი შეძვრა შევიდა, გველი შემზადა ჭურადა,
ახლოს მიუდგა ეუბნა, ევასვით დასა ძმურადა,
რად არა იცით არ ჭამა, ამ ხისგან გითხრათ თუ რადა,
და თქვენც მისებრ ღმერთი იქმნებით, ესე ისვენით ყურადა.

მაცთურის რჩევა დედაკაცს, ეგონა შესაწეველად,
მოუნდა ჭამა ტურფისა, დაჰყვა ხის მოსარხეველად,
მოწყვიტა გველმან მოართო, მცნებისა დასახეველად,
და თვით სჭამა ქმარსაც მოუპყრა, საკვდავად სისხლთა მთხეველად.

მან მოუსმინა გველისა, სიტყვასა გაუზომელსა,
შეეხო ხესა ცნობადსა, საშიშსა შესაკრთოელსა,
იგემა სიტკბოდ სიმწარე, ნაცვლად ეძებდა რომელსა,
და განიძო გარე განვარდა, ვერ მისწვდა მისახდომელსა.

სხვას დააბრალა დაკარგა, მან უკვდავება ნებითა,
თვით აღიჭურა თავისა, და მერმე სხვათა ვნებითა,
იგ არ იკმარა ზე აღსვლა, იწადა უგზოდ რებითა,
და ვის მისცემოდა სამუდმოდ, ცხოვრება ედემს სვებითა.

განესვნეს თვალნი ორთავე, იგრძნეს სიშიშვლე თავისა,
შეჰკერეს ლეღვის ფურცელი, მეჰამნად მოსართავისა,
გარე მოირტყეს მათ იგი, მოსაბლარდნელი ტყავისა,
და ესმათა ხმა ღმრთისა სამოთხეს, გამომთხოველი დავისა.

უბრძანა ადამსადა ხარ, რად დამემალე მეოდა,
მიუგო შენი მეშინის, ამად ვერ გაგეხმეოდა,
შიშველი ვარ და მრცხვენიან, ჭკუვასა მოვეგეოდა,
და როდის ვიცოდი ბედ კრულმან, ჩემზედ ეს მოიწეოდა.

რად დაუჯერე ვინ გითხრა, მწვე უჭმელისა ჭამება,
შენ რომე მომეც აყვედრა, ის დედაკაცი მომება,
აღარ მიაჯა ჰსჭამეო, დიდი მოგხვდება ამება,
და მას მოვუსმინე ამისთჳს, თავი მახეში გამება,

ღმერთმან უბრძანა დედაკაცს, რაი ჰყავ ესე რადაო,
გველმან მაცთუნა მიუგო, მომგვარა ჭამის მადაო,
მერმე გველს უთხრა რადა ჰქმენ, ზე წყრომა გაუცხადაო,
და წყეული იყავ ყოველთა, მხეცთ პირუტყვთაგან სხვადაო.

მკერდზედ სვიდოდე მუცელზედ, ჰსცორვიდე დღენი შენია,
მიწასა ჰსჭამდე არ გეპყრას, ხელთა ვარდი და შენია,
მტერ იყვნეთ თქვენ და ყოველი, რაც თქვენი მონაშენია,
და იგი თავსა და შენ ბრჭალსა, უმზერდეთ საკვდად მშენია.

დედაკაცს უთხრა ვინადგან, არ დაიმარხე მცნებანი,
მრავლად ვამრავლო მე შენი, სულთქმნა და მწუხარებანი,
ლმობით შჳლნი ყოველნი, დიადი ნახო ვნებანი,
და ქმრისად მიიქცე მას ჰქონდეს, შენზედ უფლება ნებანი.

ადამსჰრქვა რადგან ისმინე, ხმაი ცოლისა შენისა,
ჰსჭამე ხისა მის რომლისა, ნაყოფი ავად შვენისა,
წყეული იყავ ქვეყანა, საქმეთა შინა მშვენისა,
და მას ჰსჭამდე ურვით დღე ყოველ, ფასი რაც იყოს ქშენისა.

ეკალსა და კუროს თავსა, მიწა აღმოგიცენებდეს,
თივას სვრიდე ველისასა, სად რა ღელვით ბიბინებდეს,
პურსა სჭამდე პირის ოფლით, რა ღამე დღეს გითენებდეს,
და მიწა ხარ და მიწად იქეც, მისი მსავე დაუნებდეს.

ცთომილმან ადამუწოდა, ცხოვრება თჳსა ევასა,
რადგან იგია მცხოვრებელთ, დედა შესრული წყევასა,
მასუკან მოჰყვა უფალი, მათ კაბებთ ჭრასა ხევასა,
და ორნივ შემოსა ტყავითა, უშლიან ედემს რხევასა.

ჰსთქვა ღმერთმან ადამაწ იქმნა, ვით ერთი ჩუჱნთაგანია,
კეთილისა და ბოროტის, გამრჩევი გაცამგანია,
ნუ სადა ხესა ცხოველსა, დაუწყოს მონახვანია,
და მოიღოს სჭამოს და ცხონდეს, იგი და კიდე სხვანია.

მან განავლინა იგინი, სამოთხის საშვებელითა,
საქმედ ქვეყნისა რომლისგან, მოღებულ იქმნა ხელითა,
დავეასახლნა განხდილნი, მუნვე ედემს წინ გველითა,
და სამოთხის ნაცვლად ჩუჱნ მათგან, სასუფეველსა ველითა.

მყისვე ბრძანა დააწესა, ქერობინა მოტყინარე,
და მახვილი იქცევისი, არა დია მოცინარე,
დაცვად გზისა ცხოვრების ხეს, არ ვინ იყოს მაწყინარე,
და მუნით მას და შჳლთა მისთა, გვალტობს ცრემლი მომდინარე.

მოკლედ დავლექსე შესაქმენ, მოსესგანმონახსენები,
ექვს დღეთა შინა ნაქმარი, მეშჳდე განსასვენები,
კაცთა პირუტყვთა ყოველთა, ვის რა გვაქვს მოსაშენები,
და ხამს დაუტეოთ ვადიდოთ, სოფლისა დამაშვენები.

1.20 გოდება ადამისა ძაგნაკორულად დიმიტრის მიერ

▲back to top


გოდება ადამისა ძაგნაკორულად დიმიტრის მიერ

ძველი დღეთ მყოფი განცხადდა, ვიხილეთ დიდებულება,
წყვდიადი ნათლად შეცვალნა, სამყაროს მისცა სრულება,
ზღვა გაამშრალა ბრძანებით, იწყო ქვეყნისა ქმნულება,
და ჩუჱნ მოგვიყვანა კეთილად, ბოროტნი მოიძულება.

რადგან ადამისდაცემას, შეუდგებოდა გოდება,
წამსავე სულის შემუსრვა, ლახვრით გულისა კოდება,
მისთჳს ვიწადე მომეთხრა, მათი ცეცხლისა მოდება,
და ძაგნაკორითა მივბაძე, ვაებით მიდა მოდება.

ადამ ჯდა გარე განხდილი, ედემით გამოძებული,
საწყლად ტიროდა მოსთქმიდა, ვაგლახით ვალალებული,
უკვდავებისა, სანაცვლოდ, სიცოცხლე გაარმებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

გვრინვით ხმობს ვასა ახშიერებს, ცრემლი სდის გამალებული,
თავს იტყებს გულსა ილებებს, ცეცხლი სწვავს გაალებული,
ბედსა სწყევს სვესა უჩივის, ეტლით ქვე გაცალებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მოვედით არსნი ყოველნი, ბუნებით სხვა და სხვებული,
მიხილეთ კაცი დასჯილი, ედემით გამოხვებული,
ცრემლი მაყარეთ ვის გქონან, მექმნების მოსესხებული,
და ვაი დამეხშას იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მადლ ახდილ ნათელ მოძრცვილი, ურჩებით გაშიშვლებული,
შუქ მოკლებული პირ მცხრალი, გარე ბაკ აღარ ვლებული,
დამძიმებული ხორცითა, ტყავ კაბა გაზრქელებული,
და ვაი დამეხშას იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მე თიხა ძველთა ძველისა, მეკეცის მოგონებული,
ჭურად შექმნული ხორხთა თჳს, ორღანოდ გვამოვნებული,
ცხოველთა სულთა შთაბერვით, კაცად უკვდავად ნებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ღმერთმან აღმიღო ქვეყანით, მე მიწა გამტვერებული,
მას შერთო ქარი ცეცხლ წყალი, ერთმანერთა დამტერებული,
ოთხის ნივთიდამ წარმოვდეგ, კაცი არ გაშტერებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მან დამისახა მისი ვარ, მე ხატად გადადებული,
გონება სიტყვა და სული, არს ჩემში მოთავსებული,
ამით ვესწორე შევიქენ, დიდებით აღცავსებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მის უხილავთა ხელთაგან, ვარ ქმნული ცხადად გებული,
კაცად ცხოველად პირმეტყვად, ქვეყანად ქადაგებული,
თვით უფლად ნების მყოფელად, წინათვე გაცაგებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

უმეტეს ყოვლთა ცხოველთ, ვიყავ ზე აღმატებული,
ესდენ დიდება პატივით, ანგელოსთ მცირედ კლებული,
აწ ვიქმენ კაცი პირუტყვებრ, შებღალულ შემწიკვლებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ჩემთჳს დაასხა ედემი, არა ჰყო ხელი ხებული,
სიტყჳთ ქმნა საღსთოს წალკოდატ, ხე ტურფა სხვა და სხვებული,
გეგონებოდა დიდებით, ცა ქვეყნად გარდმოხვებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ვის ძალ უძს აქოს კაცთაგან, ხელოვანთ ხელოვნებული,
სხვა მისი მსგავსი ქვეყანად, რამც იყოს მოპოვნებული,
სად იხილვოდის უფალი, საყდართა განსვენებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მუნ იდგნენ ხენი მალხენნი, ზარიფად ანაზებული,
მწვერვალთა ვარჯნი ეფანჩნეს, მოხდომით ლამაზებული,
რტო კოწოლ ნერგნი შველოდეს, ფაქიზად დანანებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ველობნი კორდნი მწვანენი, ზურმუხტად ამარტებული,
მდელონი ნოხფარ გებულნი, გაშლილნი განატებული,
ზე ფერად ფერნი ყვავილნი, შვენებით წარმატებული,
და ვაი დამეხშაო, იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ოთხნი წყარონი სდიოდენ, სიწმიდით კამკამებული,
ერთსა სპეკალთა ლითონი, მოჰქონდა ხარკად დებული,
სხვანი სხვა სა სხვის ნიჭითა, გრძლად იყვნენ გაზიდებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ხეთა ეკოწლნეს ნაყოფნი, წვლილ დიდრონ დამსხვილებული,
რაცა მინდოდის ჭამადი, უყვედრი უმხილებული,
იგი ვიგემი არ ვიყავ, ჯერეთ თვალ ახილებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მას შიგან ვიჯექ უნაღვლო, გულ მხიარული შვებული,
ნათლით მოსილი ზე გარდმო, მადლითა გაბრწყინვებული,
პირის პირ ღვთისა მზრახველი, ჭვრეტით არ მოწყინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

კვლავ მომცა ჩემი ჩემთაგან, ფერცხაოი გამოღებული,
ცოლად სახელ სდვა მე მის ქმრად, ახალი შემოღებული,
გვიბრძანა დრომდის არ იყვნეთ, ხის გემოს გაცაღებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

გვერთ მიჯდა ქალი კეკლუცი, მთვარე პირ გაბადრებული,
ჩემს შემწედ ჩემი ერთა თბე, ჩემ ცოლად გადარებული,
მისის სიახლით ვილხენდი, სხვად არად შეკადრებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რად არ ვისმინე ვინათგან, ადრევე მქონდა ცნებული,
შეხება ხისა რომლისა, არ ვიყავ შემეცნებული,
ვსჭამე მტყერთაგან შევიქენ, ურჩებით დაცინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რად არ ვიცოდი დიაცი, იქმნების სულ მოკლებული,
მისთა უვიცთა საქმეთა, საცნობლად გამალებული,
ყურთა მიმყრობი მიმზერი, ჩემი და გამელებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მისგან მიმეღო ედემი, სხვის არვის გაცადებული,
სოფლისა მშვენიერება, ცა ქვეყნად გაცადებული,
მუნ ხილვა უხილავისა, არ ავად გაცადებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მტერი ღვთისა და კაცისა, ბოროტად განძვინებული,
იყო ყოველ ჩემთჳს მღვიძარე, შურით არ დაძინებული,
რადა ჰქონდესო, მას ჩემი, დიდება დაძინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მათ შეიშურვეს გლახ ჩუჱნი, ყოფა კეთილად გებული,
რომელთა ნაცვლად მოგვეცა, დიდება წილად რგებული,
შეითქვნენ ზაკვით დაგვირწყეს, საცდური წინა გებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ჩუჱნ მათ წილ უნდით ვერ მივხვდი, ქვეყნად მოყვანებული,
რომელნი მისსა საყდარსა, ეხვივნენ გარე ვლებული,
ეწადათ ექმნათ ამაყდა, სამყარო გაველებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მან ანგელოსნი რომელნი, სულად ჰქმნა დაარსებული,
იყვნენ მსგავს ალად ცეცხლისა, ნათელი არ დავსებული,
მერმედა დაშრტენ დაბნელდენ, ღვთის რისხვით ისარ ცემული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

უსხეულონი უნივთო, ვით ცეცხლი დაკვესებული,
მსუბუქნი მსწრაფლად მორბედნი, მსახურად დაწესებული,
იდგნენ წინაშე საყდრისა, მძრწოლნი ვერ გასასებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ამპარტავნებით შეექნათ, მათ გული გალაღებული,
მაზედ ისიტყვეს ვისგანცა, იყვნენ ნათლითა ღებული,
მის წინ რად ვდგეთო მსახურად, ფრთე დაყრით თავ დაღებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ანგელოსთ მწყობრნი ბოროტად, შეთქმულნი შედასებული,
განიზრახვიდნენ დიდებით, ღმერთი ჰყონ შენასებული,
ვერ მიხვდნენ წადილს დაწბილდნენ, იგ მისი შებასებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მყისვე მიეგოთ ღვთისაგან, პატიჟი შემსგავსებული,
ცა განიხსნა და ქვეყანა, განიპო დაავსებული,
ჯოჯოხეთს შთახდნენ შთაიჭრნენ, ფსკერს ჰერიან დახავსებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ეს მოიგონეს შურისა, საგებლად მოძიებული,
დაუწყონ ღმერთსა მტერობა, წყენით ჰქმნან დამძიმებული,
წაჰგვარონ კაცი მას მისი, მსგავსი და მიბაძებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ეძიეს ღონე იპოვნეს, ევაჰყონ მოცთუნებული,
იცოდნენ დედათ ბუნება, არს ამით დაწუნებული,
ადვილ დაჰყვების იქმნების, რჩევით გულ დარწმუნებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

პირის პირ ბრძოლა არ ეძლოთ, იყვნენ ღვთისგან ძლეული,
გარდმოცვივნულნი ქვეყნად, და ღონე გამოღებული,
გველი მოიხმო ესოდა, მას ენა ებერეული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

გველს ეტყჳს იგი მაცდური, წყნარად არ აჩქარებული,
ხედაო ევას ვით არის, კეკლუცად კენარებული,
ნაზი ლამაზი ზარიფი, ქალი სძლად მოცასწრებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მი ჰკითხე უთხარ ჟამია, საქმე სჯობს მოსწრაფებული,
თუ უნდა ჰყვანდეს ღმერთობით, მას ქმარი გამეფებული,
თვით იჯდეს ცათა დედოფლად, და ქვეყნად გასეფებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მოწყვიტე ლეღვი მიართვი, მას ტკბილი მომწიფებული,
უთხარ სჭამეთქო იქმნები, გაცავე ხელმწიფებული,
დაგრჩების ცა და ქვეყანა, მით დავეიაფებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

წა მიდი მომივერაგე, თქვი ჩემგან დავედრებული,
რა დაგყვეს გავეჭაბუკდე, ბოროტად დაბერებული,
მყისვე მაცნობე ჩავიჭრე, ჯოჯოხეთს გახარებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ვახარო მე მას ვინ არის, ზე ნათლით აღხოცებული,
ბნელთა მთავარი ბოროტი, სმენით ვჰყო გაოცებული,
მომყავსო კაცი ედემით, ღვთისაგან მოტაცებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მაზედ დაესკვნა თათბირი, ეშმაკთა გამორჩეული,
ჩუჱნ გამოგვაძონ ედემით, ღვთისაგან მიცაჩნეული,
მაშინღა იქმნას ქვეყანად, ცოდვანი შემოჩუჱული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მოვიდა ევასსარჩევლად, ტან გრძელი გაწვლილებული,
შიგნიდამ შავი გარედამ, ტყავ კაბა გაჭრელებული,
ადვილ შეუქმნა გამხმარი, მას გული განედლებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მან შეასრულა ყოველი, ეშმაკთა დევედრებული,
ეწვია მოილალიცა, მასპინძლად დახვედრებული,
ღმერთზედ აღჭურა შეიქმნა, საომრად ამხედრებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

გველი ბოროტად აღრზილი, ეშმაკთ რძე მოწოებული,
მოვიდა ევასმოართო, სჭამა რა მოწონებული,
მან მე მცა ვიქმნენ სიკვდილის, ისრითა განწონებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

დიაცმან მომცა შევსჭამე, ჭამად ღვთის დაყენებული,
ხისა მის ცნობადისადან, ნაყოფი გაწყენებული,
მცნების დამხსნელი ცხოვრების, რჯულთაგან განყენებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რა ვსჭამე თვალნი აღმეხვნენ, აქამდის დახუჭებული,
ვნახე მომძრცოდენ ნათელი, მე პირველ მონიჭებული,
მემოსნეს ტყავი ცოდვისა, გასვრილი გაჭუჭყებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ვიმალებოდი სიშიშვლით, პირ შავი გასირცხვებული,
დავრბოდი ვითა სნეული, საოფლოდ გასიცხებული,
გლახ არვიცოდი რა მექნა, რად ვიყავ გაკვირცხებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მისვე ლეღვისა ფურცელი, ზრქელი და გავრცელებული,
რომლისა ჭამით შევიქენ, ვითა ბრმა დაბეცებული,
შევკერე ხორცი დავფარე, მე ცოდვით დაბერცებული
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მყისვე მოვიდა უფალი, გამწყრალი გარისხებული,
ვითა ქუხილი მგრგვინავი, მეხთ ისარ გაფიცხებული,
დამცა სიკვდილი უკვდავსა, მყო მიწად განაცრებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ადამსადა ხარ ხმა მესმა, საშიშრად დაქუხებული,
გრგვინვით მჭექარე მეტყოდა, წარბ შეყრით შეჭმუხებული,
რად ესრეთ ჰქმენო რადა მყავ, შენს შექნით შეწუხებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რადგან არ იყავ ცნობადის, ხისა მის მორიდებული,
შეეხე სჭამე ნაყოფი, საკვდავად მოკიდებული,
აწ გულმან ნახოს შენმანცა, ხელთაგან მოქმედებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რადგან დახსენ ჩემი მცნება, არ ისმინე უწყებული,
წყეულმც არის ყოვლი შენგან, ქვეყნად საქმე დაწყებული,
შრომით სთესე ჭირით მომკო, პური ოფლით მოწყებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ევადასწყევლა ლმობით შვა, შენ შჳლი მუცლად ღებული,
ქმრისად მიიქცე იგ გფლობდეს, წვერ შავი გაჭაღრებული,
გველი ცურვიდეს მუცელსა, ბრჭალთ კბენად გაღადრებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რადგან ბოროტთა მიზეზი, ეშმაკი იყო წყეული,
ვისგან შემოხდა სიკვდილი, ქვეყანად გარდმორწყეული,
მას რაღა წყევა უნდოდა, ზე ბეღლით გარდმოწყვეული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

იტყჳს ეე ღმერთო ვით ვიქმნე, მე შენს წინ გამართლებული,
ვის დამიბნელდა მაღალი, გონება განათლებული,
ხედვა მიმეღო მომაკლო, ღაწვღ ფერი ძოწი თვლებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

აწ მნახეთ კაცი ძლიერი, ძლეული დამარცხებული,
თავის უფლების ლაშართა, მოშლილი მოკიცხებული,
ტყვედ წარყვანილი მტერთაგან, მართ ვითა მეფე ცხებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ვიყავ ზე გარდმო წყალობით, მორჭმული გამდიდრებული,
უკვდავი სული ცხოველი, მქონდა მის ადრინდებული,
გული ცნობა და გონება, ჯერეთ არ დაბნელებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

შევიბრალენით ყოველთა, კაცი გულის თქმით ვნებული,
დაუპყრობელი თავისა, ცოდვათა მიდევნებული,
გარდამავალი რჯულისა, სამართლად მოკვდინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

თავი მოვიკალ ნებითა, ჩემითა მონდომებული,
რად ვის ვაბრალებ მაღალი, კაცი ღვთივ წარმოებული,
თვით აღვირჩიე უკვდავმან, სიცოცხლე ამოებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ვით დამიბნელდა ეს ოდენ, გონების თვალი ვნებული,
ეშმაკთა რაზმი დავაწყე, საომრად მიმართებული,
მეწადა ძლევა მეგონა, ვიქმნები გაღმერთებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

საუკუნიდგან ღმერთობა, ძველი დღით მოქონებული,
რად შევიშუნე მხცოვნისა, ბუნებით ნაქონებული,
რომლით დავკარგე ჩემიცა, უფლება ვაქო ნებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მიმეღო თავის უფლება, შევიქმენ დამონებული,
მისგან ვის შურდა სიკეთე, ჩემი მას მოწონებული,
მან დამიჩაგრა ამაყი, გული მიცს დაღონებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ნაყროვანებამ მიმზიდა, ჭამადთა მონდომებული,
ვერ მოვინელე გულსა მადგს, სიკვდილი დაცომებული,
მოვიუძღებე შევიქმენ, გლახაკი დავრდომებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მე დავარღვიე ტაძარი, ღვთისაგან აღშენებული,
სამკვიდრებელი უფლისა, სიწმინდით განშვენებული,
ვჰყავ გველთა ხვრელად ეშმაკთა, სადგურად გაშინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

აწვე წამიღე სიკვდილო, სიცოცხლე მოწყინებული,
დამწყდების თვალთა ცრემლისა, ნაკადი მოდინებული,
გულსა სახმილი მგზებარე, უშრეტი მოტყინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

თუ დავრჩე ვიყო სიკვდადმდე, ზრუნვითა შეიწრებული,
ხამს ვსჭამ პური პირისა, ოფლშიგან ამოწებული,
კუროს თავზედან ვიდოდე, ეკლით ფერხ გახიწებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

თესლითი თესლად ვიქმნები, დაგმობილ დაყვედრებული,
არ დაიიცვავაო ბრძანება, ღვთისაგან დავედრებული,
დაგვიკარგაო ედემი, სამუდმოდ გამკვიდრებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მიწყივ იქმნების საფლავი, ჩემი შჳლთაგან რყეული,
ზოგთაგან შეგინებული, ზოგთაგან კიდეც წყეული,
მისგან ვართო იტყჳან, სიკვდილით მოცატყვეული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მე იგი წყევა რომელი, ყურთა მაქვს მოსმინებული,
ზეგარდმო ჩემდა ღვთისაგან, პატიჟად მოვლინებული,
რადაღა მინდეს სიცოცხლე, სიმწარით გარონებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ხელის წერილი ხელისა, ეშმაკს აქვს გამორთმეული,
ჩემგან რა თავი მივჰყიდე, უჭკუო გარდარეული,
მისი ვარ ვირე მურაჰყი, იქმნების დაცახეული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

დამეცით ცანო დამეცით, უძრავად დამყარებული,
მიმიღეთ შუქნი მნათობნო, რადგან ვარ უგზოდ რებული,
ქვეყანავ განსჰდი მომელის, უფრკრულთა ქვეშე კრებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

დამატყდით მთანო მადატყდით, ქვეყნით ზე გაკიდებული,
დამქოლეთ ქვით დამქოლეთ, მე ღვთისა წაკიდებული,
დამფარეთ გლოვის ღელეთა, წყევის ტვირთ აკიდებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

აწ ზღვაო შენცა აღიძარ, ღელვითა აბორგვებული,
სასტიკთა ქართა ქროლითა, დამუსრე ნავი გებული,
წამიღე ნიანგთ შემჭამონ, მე ტაროს გაავებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მოდით მხეცნი და პირუტყვნი, ოთხ ახმით გამალებული,
ჰაერთ ფრინველი წყლით თევზნი ხვრელთ მძრომნი ნათელ კლებულნი,
მიგლოვეთ თქვენი გაყრილი, ედემის მოცილებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ცა ოხრავს ტირის ქვეყანა, ცრემლითა დავსელებული,
მზეს გლოვის კაბა ჩაუცვამს, დაბებკილ დაძველებული,
მთვარესა თავთა ცემითა, პირი აქვს დალებებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ვარსკვლავთა კრთოლვა დააცხრეს, ციმციმით ლაპლაპებული,
ბნელით მოსილან ნათლისა, სამოსელ გარდაპებული,
ღამე წყვდიადთა მორევსა, დანთქმულა დაღუპებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ციერნი ცათა მორბედნი, ქვე ჰყრიან მოცვივნებული,
არ ტატანობენ ტანითა, სხენან გულ ატკიებული,
ჰაერი შეხშულ შეცულა, დღე არის მოწყინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ადამმაშვრალი ტირილით, მიხწნილი მიკურწებული,
ევასეტყოდა ყვედრებით, მისგან გულ გაპილწებული,
შენგან ვარო მოკლული, მეორედ დამიწებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რად მომკალ ქალო რად მომკალ, უკვდავად დაბადებული,
მე კაცი ღვთისა მადლისა, ზე აღსვლად განმზადებული,
მადლისა ფრთეთა შესხმული, საფრენლად ანაზდებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

შენგან მეწვია სიკვდილი, შენგან არს მოვლინებული,
შენ ხარ ბოროტთა მიზეზი, შენგან ვარ შეგინებული,
შენგან ვისჯები სამართლად, შენგან ღვთის გადგინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მაგრამ დამიხსნის ტყვებით, ღვთის სისხლი დაცათხეული,
ოდეს რა გავა ძელზედან, იგ უსხეულო სხეული,
რომლით შეიძვრის ქვეყანა, ვითა ხე მძაფრად რხეული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ცალკე ჯდა მწარედ ტიროდა, ევაყელ გარდაგდებული,
სდიოდა თვალთა ნაკადი, ტბა უდგა შემოგდებული,
მეგონა ცრემლში მომშთვარი, სამარის კარსა გდებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

არ უნდის გარდამცემელი, არც მოთქმა გაბანებული,
ჯდის უხვაიშნო ცრემლისა, ტბაშიგან გაბანებული,
ცას ეწყალოდა დათრთოდა, ქვეყანა გაბანებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ქუშად ჯდა მარტო მტირალი, არ ვისგან ნუგეშებული,
მართ ვითა ნეზვი გამწყრალი, სიმწარით გაეშვებული,
ღაწვთა სალტობლად სდიოდა, ნილოსი გარდმოშვებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ხან ზე აიჭრის მთრთოლარე, ხან ქვე ზის გაშტერებული,
ვით გველი იკეცებოდა, მიწათა გამტვერებული,
თმათ იგლეჯს ღაწვთა იხოვდა, ეშმა ჰყვა დამტერებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

იტყჳს მე დედა პირველი, ვარ მაგალითად დებული,
გველთა მესიტყვე ეშმაკთა, სარჩევლად მოწოდებული,
სარკენლად ღვთისა შეთქმული, ძლევისა მოწადებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

კვლავ ადამსეტყჳს კკვნესარე, სულთქმითა წამწამებული,
მართალ არს შენი ყვედრება, არ ცილად დაწამებული,
ჩემგან ხარო მოკლული, დასჯილი მოწამებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რად ვიქმენ მეგლახ უბედო, ქვეყნად მოყვანებული,
დედა სულ მოკლე გულ სწრაფი, ერთს წამს ვერ დაყოვნებული,
მცნების დამხსნელი რჯულისა, წესთა არ თაყვანებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ღმერთო რომლისა დიდება, ქვეყნად სჩანს განცხადებული,
ჩუჱნ მოგვიყვანე სოფელი, შეჰქმნენ უხმარად გდებული,
ზეცისა ძალთა სილაღე, მთავრით ჰყავ გარდმოგდებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

კვლავ ეტყჳს ადამსნუგეშის იყავო იმედებული,
არ ვიქმნებითო ღვთისაგან, წყალობით დაცაგდებული,
ზე აღვალთ სისუფეველად, ედემით გამოგდებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

წინასწარ მცნობელობისა, სული მაქვს მონიჭებული,
მოვა ხსნად ჩუჱნდა უფალი, არა მაქვს გაიჭვებული,
ხე ცხოვრებისა მერმისა, იხარებს გამჭკნავებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

თესლთა ჩუჱნთაგან აღდგების, კაცი ღვთის სათნო რჩეული,
ძეს უძღვნის საკვდად არ ჰრიდებს, მას ვინ არს მსხვერპლთა ჩუჱული,
მით იშველ მრავლებს იქმნების, მამად მთავრობით ჩნეული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მთად მივა იგი ძე მიჰყავს, მსხვერპლად ღვთის დაპირებული,
მას შეშას ჰკიდებს საწვავად, თვითონ ცეცხლ დანით რებული,
ცხოვარი სად გყავს მამაო, ძე ჰკითხავს განკვირებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

ღმერთმან იხილოს ცხოვარი, ყრმას ეტყჳს მოხუცებული,
მე შენი მინდა შეწირვა, ნუ ხარო გაოცებული,
მისთჳს რომ ჩუჱნთჳს დაიკვლის, უფალი განკაცებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

კვლავ ნახონ ქვეყნით ცათამდის, კიბე დგეს აღმართებული,
მაზედ ინგელოსთ გარდმოსვლით, გზა გვქონდეს წარმართებული,
ქვე კაცი იჯდეს უხორცოს, რკენით ფერხ დაბრუჟებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

მასუკან ნახონ მაყვალი, ცეცხ მოტყინარე გზებული,
იგი არა თუ შემწვარი, დგეს ტურფად განაზებული,
მუნით ხმა ისმის მე ვარო, ჩემგან არს ლამაზებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

სადა შენ ჰსდგეხარ წმიდა არს, ხე ეტყჳს გაბრწყინვებული,
კაცო წარისხენ ფერხთაგან, ხამლი ჰყავ დაცვივნებული,
მაშინ უბრძანოს ერთაზე, მთავრად გყო დადგინებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

სხვა ნახონ კვერთხი გამხმარი, დგეს ნედლად აღყვავებული,
მხცოვანთა მელთა საყრდნობი, გათლილი გატყავებული,
მას მოასწაველს ვიხსნებით, ეშმაკთგან დატყვევებული,
და ვაი დამეხშაო იტყოდის, სამოთხის კარი ღებული.

რა მივაცვი რა მოვაცვი, თვით არ ვიცი არა არა,
მაშინ ოდეს საწუთომან, მე სიცოცხლე დამიმწარა,
მით მწადდა ჩემი მკვლელი, გულსა სევდა გამეგა რა,
და რას მარგებდა რა ზომ გინდა, მიმექარა მომექარა.

ადამისმოდგმა გოდება, აწ ახლად მონაგონები,
არ მითქვამს ვფუცავ საქებრად, არც არის მოსაწონები,
ნუ გეგონებათ არა ვარ, მოლექსედ თავის მგონები,
და ჟამი შემესწრა ჭმუნვისა, დღე მქონდა დასაღონები,

ავი მწერალი ავად თქმით, რად დავშვერ მოსაწყინებლად,
წარმკითხველთაგან საგმობლად, თავისა მოსაწყინებლად,
რად დამჯდარაო მესტვირის, სახელის შესაძინებლად,
და რაგინდ რა ბრძანოთ რა მგამა, ვჰჩხაბე დროს გასარბილებლად.

მიჯნურთ ბადე კვლავცა ბადობს, და უფროსე სათხეველობს,
ტრფიალთ გულთა შესაპყრობლად, იგიც მორბის სადხეველობს,
გლახ აშიკთა დაააწვავად, ჰსჭრიან მოაქვსთ სადხეველობს,
და სურვილისგან მოწყვეტილთა, სისხლი ველთა სადხეველობს.

თ. დიმიტრი ბაგრატონი