![]() |
ცისკარი №1 (1857) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პოეზია |
▲back to top |
![]() |
1.1 ცისკარი |
▲back to top |
ცისკარი
ავრორამ განხვნა სიბნელის კარი,
რომლით გამოხდა კვალად ცისკარი
და, ჰბაძავს იგი რა გავსილს მთვარეს,
ჯერ სხივო სუსტად ჰფენს ჩვენს არემარეს.
მისით სიმქრალით შუქთ მიმოფენა,
ნეტარ მრქვა: რასა გვასწავებს ჩვენა?
მისთვის ფერკრთომით არის იქნება,
რომ მის დაჩაგვრა ფებმან ინება,
გვიან აღმოხდა ზღვით ის მცონარი,
მზეს არ განუღო თავისს დროს კარი,
რათა საბრალოს მიშველებოდა,
და მით მუშაკად მწედ მისცემოდა.
ამის–თვის არის აწ ესრეთ მქრალი,
რომ ფებს კვალად არ წარუხდეს ძალი...
მაშვენებელო დილის ცისკარო!
ეგ გული მნათი ჰსჯობს დაიმტკბარო,
აგერ, შეხედე აღმოსავლეთსა,
ვარსკვლავთა დასნი ვით გეწევიან!
ფებს ვინ რას ჰკითხავს, ვინ გაუგონებს,
ცის დასი ღამეს დღეს დაუმონებს;
მზე აღმოვალს და ერს განანათლებს,
ღამესა იგი მსწრაფლ განასანთლებს...
დილის ცისკარო გვეჩვენე მარად,
რადგან შექმნილხარ დღის წინამძღვარად;
რა გჭვრეტთ არ ვკარგავთ ივერნი იმედს,
განათლება სურს, ვფიქრობთ, შემომქმედს...
ივ. კერესელიძე.
![]() |
1.2 ბულბული |
▲back to top |
ბულბული
ერთს განშორებულს მშვენიერს მტილსა,
ვარდი ჰყვავოდა ნაზად, ნარნარად,
და მისა ახლოს, მწვანით მოსილსა,
წყარო მცინარე ურწყვიდა მარად.
გარნა, რა დილა გამოკრთებოდა,
ყვავი ყვავყვავით ვარდზედ სჯდებოდა,
და მისა ახლოს ბულბული წყნარი,
ერთს გამხმარს ხესა საწყლად მჯდომარი,
ნაზად და ნელად მწარედ მოსთქმიდა,
დასჭვრეტდა ყვავსა, ვით ვარდს სჯიჯგნიდა.
განრისხებული ვარდის მფლობელი,
გარდასჩხაოდა საწყალს ბულბულსა:
„ეგრეთ ცუდისა ხმის მქონებელი,
რად არ დასცხრები, რად უხეთქ გულსა,
ნარნარად ჩემგან შეყვარებულსა?“
გარნა ბულბული ნაზად და წყნარად
სტვენდა სიყვარულს მარად და მარად.
რა განვაგრძელო მამაცმა ყვავმა,
ვითა გულითა, სულითაც შავმა,
გრძლად ვარდთან შვება ვერ მოითმინა,
ყრიან ტალითა და ბრჭყალებითა
გასჯიჯგნა ვარდი და სწრაფ იფრინა.
ვარდიცა დასჭკნდა მიწას გდებითა.
გარნა ბულბული ნაზად და წყნარად
სტვენდა სიყვარულს მარად და მარად...
თ. ვ. ჯ. ორბ.
![]() |
1.3 აღსარება ვოლტერისა. |
▲back to top |
აღსარება ვოლტერისა.
ჰე მაღალო! ვის ვერ ვინმე მოგწდომიეს ჯერად ცნობად;
ვის ყოველი დანაბადი გააჩენს, რომელ ჯერ გიჩნს ყოფად,
შემისმინე მომაკვდავსა რაცა მიჩნდეს შენდა თხრობად;
რას ბაგენი მკრთოლვარენი მზა არიან ჩემნი თხრობად.
შევცდი ოდენ, თუმცა შევცდი, გზათა შენთა კვალთა ძებნით,
სიტყვით მცდარ ვარ, თვარა საქმით მარად ვიყავ შენთან გებით,
საუკუნოს კარს ჩემს წინა ვსჭვრეტ ახლა კი მე განღებით;
ვსჭვრეტ განკრთომით, განკვირვებით, არა შიშით, – სათნოებით.
ეს ვით მრწმენეს, რომე ღმერთი, ვისგან ვარ მე ჩენილ ობილ;
მერთი, რომლის სიუხვითა, იყვნენ დღენი ჩემნი ტკბობილ,
ამად ჰყოფს რად, რომელ ვიქმნა მე ამ სოფლით კვალად სპობილ,
საუკუნის მისცეს ტანჯვას და შეიქმნას ამით ლმობილ.
თ. ალ. ჭავჭავაძე.
![]() |
1.4 ოცნება |
▲back to top |
ოცნება[1]
სადა არიან, ოცნებაო, ის დრონი, ჟამნი,
ოდეს ხმა ზესთა მუნ მესმოდა ჯერეთ უსმენი;
ვსჭვრეტდი ცას განხმულს, ოქ ღვთაებას საყდარზედ ასე,
ანგელოზთ ფრთოსანთ მის გარს ფრინვალთ... მეც მათ ვედასე...
ძლივს თვალმან ჩემმან განიცადა იგი ზენარი,
გარნა როგორ ვჰსთქვა მისი დიდება, ნეტარ რა არი!
სუნნი სუნნელთა იფრქვეოდენ, ჩემს გარე რბოდენ,
ანგელოზები სულის ტკბობით, ფსალმუნს გალობდენ,
დედა უფლისა და ყოველთა წმიდათა კრება,
ჩვენთვის ოხევდენ, შესწირესცა ცრემლით ვედრება,
ნეტარ რაღათა განმექარვე უცხო ხილვაო,
რომე შენშივე კვალად დავშთი: სოფელო შაო!
კნიაჟნა სალომე მაყაევისა.
სადა არიან, ოცნებაო, ის დრონი, ჟამნი,
ოდეს ხმა ზესთა მუნ მესმოდა ჯერეთ უსმენი;
ვსჭვრეტდი ცას განხმულს, ოქ ღვთაებას საყდარზედ ასე,
ანგელოზთ ფრთოსანთ მის გარს ფრინვალთ... მეც მათ ვედასე...
ძლივს თვალმან ჩემმან განიცადა იგი ზენარი,
გარნა როგორ ვჰსთქვა მისი დიდება, ნეტარ რა არი!
სუნნი სუნნელთა იფრქვეოდენ, ჩემს გარე რბოდენ,
ანგელოზები სულის ტკბობით, ფსალმუნს გალობდენ,
დედა უფლისა და ყოველთა წმიდათა კრება,
ჩვენთვის ოხევდენ, შესწირესცა ცრემლით ვედრება,
ნეტარ რაღათა განმექარვე უცხო ხილვაო,
რომე შენშივე კვალად დავშთი: სოფელო შაო!
კნიაჟნა სალომე მაყაევისა.
_________________
1 მთხზველი ლექსისა ამის გარდაიცვალა წარსულს წელს სამწუხაროდ რედაქციისა, სადაცა არიან სხვანიცა მშვენიერნი თხზულებანი, იმისგანვე, წარმოგზავნილნი. რ.
![]() |
1.5 რომანსი. (პუშკინით.) |
▲back to top |
რომანსი. (პუშკინით.)
ჯერეთ უცნობსა უდაბურსა ველს,
სად მყუდროება ჰგავს სასუფეველს;
სად ბნელს ჩრდილოში ხშირ ხეთ ფურცლისა
ცვიფრფეროვანად თრთის შუქი მზისა,
ვნახე ყვავილი მუნ მშვენიერი;
ვარდი ვიხილე ფერით ციერი,
მარამ მიხდოდა მას ფეროვნება:
ვით დილა მსწრაფლად ბორცვებზედ ქრება!
ტურფად განცხრომილ მეფა ბაღისა
არ არის ნერგი წვრილიან ტყისა.
მუნ ვერც იხარებს, ვერც გაიშლება,
სად ბულბულის ხმა არ მოესმება,
სად ხშირ მუხნარში, სიცივისა ჟამს,
ბულბული მღერას ვეღარა ჰბედავს,
თქვენ არა ჰგავხართ, ლამაზნო, ვარდსა,
მაისის დღეში საწყლად დამჭკნარსა,
ოდეს ხედვასა თქვენსას გულგრილსა
აქცევთ სიყვარულს ახლად აშლილსა;
რად უნდა იყვნეთ თქვენ შემწყვდეულნი
ბნელთ კედელთ შორის, სევდის ტყვედ ქმნულნი,
ახ! უმჯობეს არს ქვეყნით იხაროთ,
სიცოცხლე თქვენი ტკბილათ ატაროთ,
და არა დასჭკნდეთ უმეგობროთა;
ვით ვარდი ტყეში უბულბულოთა,
გაქვნდესთ მეგობართ თქვენც სიყვარული,
ვიდრე მშვენივრად ჰყვავის ზაფხული;
ნუ ელით ბნელსა შემოდგომასა,
ის იწყებს ოდენ ჭმუნვის ქროლასა!...
დიმ. მგალობელოვი.
![]() |
1.6 ჩიტი |
▲back to top |
ჩიტი
ყოვლთ უწინარეს მე განვიღვიძებ,
ფრთას ფრთას შემოვჰკრავ, რა თვალს ვახილებ,
დავჰკრავ, დავუშტვენ, ღმერთსა ვადიდებ,
მშვენიერის ხმით მსმენელს ვაგიჟებ;
უფლისაგან მაქვს სასმელსაჭმელი,
არც ვსთეს, არცა ვმკი, არცა ვარ მხვნელი,
ვარ გამაძღარი, მაქვს მე ყოველი,
მოდი, ზაფხულო, მე შენ მოგელი.
მიყვარს ზაფხული მწვანით შემკული,
ვცელქობ მაშინ, ვარ აღტაცებული;
სახლი მაქვს მინდვრად ღვთის მოცემული,
ცისა ქვეშ ვფრინავ გახარებული;
ზეცით მწვანეზედ ჩამოვეშვები,
მშვენიერთ ყვავილთ ყვავილთ შორისა ვჯდები,
ხან ტყის, ხან წყლისა პირს მოვედები,
ვითა ისარი მასზედ გავსხლტები,
ვინ მომეწევა, გინდ იყოს ცხენი...
ხშირათ მსახურვენ მალვისთვის ხენი,
გარნა მიჭერენ მცირის მახითა,
მიტყუებენ რა ბორბლის მარცვლითა.
თ. ილ. ჭავჭავაძე.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 მეუდაბნოენი |
▲back to top |
მეუდაბნოენი
(მოთხრობა მარმონტელისა.)
მე მყვანდა მეგობარი, ტომით შვედი, დია კარგად განათლებული და ისეთი აშიკი ხელოვნებისა და ბუნებისა შვენიერებათა, რო ყოველ თვის დიდით ეშხით აღსწერდა იმათს მოქმედებას თავისს სულზე. ზნეობითი სილამაზე კაცთა ცხოვრებისა და თვისებათა იყო იმის თვის წყაროდ უუცხოველესთა გულის სიამოვნეთა; მარა, სიხარულით აღტაცებანი იმისნი ემსგავსებოდენ ტკბილისა ძილისა ზმანებათა, ნელსა, საამოსა მოხიბლვასა. სული იმისი სიხარულით აღიტაცებოდის და გრძნობანი მდუმარებდნენ, მხოლოდ ენა გამოაცხადებდა დიდსა გულის ღელვასა; მარა თვით იპერბოლანიცა იმისნი მოსაწონ იყვნენ რომლითამე საოცარით სიმარტივით. ესეთი სიმშვიდე მგზებარისა სულისა და ნაზი გამომჟღავნება სიხარულისა არა საგულხმებელ იჩვენებოდენ. გრძელით ჟამით ვიცნობდი მე იმას, ყოველ დღე ვხედევდი, და მაინც ჩემს განკვირვებას არ ჰქონდა დასასრული. ამასობაში შევამცნივე მე, რო ეს ცხოველი, ძლიერი მგრძნობელობისა ღელვა, ეს უნებურად ზემფრინავნი ლექსები სიამოვნეთა იმისთა აღწერაში, არა ოდეს გამოსტყინდებოდენ იმისის სულისაგან უსიამოვნოებათა აღწერაში: მწუხარება ყოველ თვის მდუმარეობდა იმაში. ნაზი გამომჟღავნება ნელის სიხარულისა და დაფარვა გულში მწუხარებისა არის ნიშანი სევდიანობისა, რომელიცა შეადგენდა უმთავრესსა თვისებასა იმისსა.
იყო რა მინისტრად შვეციის კოროლისა მადრიტის კარზე, გრაფს კრაიც მიმოევლო ის მშვენიერნი და მდიდარნი მაზრანი, რომელთაცა კიდენი განიბანებიან ორის ზღვისა გან. თავისს წერილებში იმათ აღმიწერდა მე ისი, როგორც უუსამიჯნურესს ადგილებს, და როდესაც უკმოიქცა პარიზზს, კიდე უცხოველეს მიამბვობდა პირად იმათს სიმშვენიერეს. და როდესაც ვკითხე მე იმას, თუ ყოველივე ის, რასაცა მეტყოდა ართალი იყო, მაშ რად არ გარდასახლდების მრავალი ხალხი იმ სანატრელს ქვეყნებში, მაშინ პასუხად მითხრა იმან: ხალხი, როგორც მცენარე, სადაცა იშობების იქვე ფესვებს გაიდგავსო.
ერთხელ ვხუმრობდი მე პიიტიკებრივს და ზრაპარმეტყველობითს იმისს არწერაზე, გრენადისა და მურციისა. მაშა რაღას იტყვიო, – მითხრა მე იმან, როდესაც გიამბვობ მე შენ იქაურს ჩემს შემთხვევას? უთუოდ შენ იმას ზღაპრულს მიჯნურობად მიიღებო, მაგრამ ის არისო ნანდვილი და სრული ჭეშმარიტება.
რა საკვირველია მოვიწადინე მე იმ შემთხვევის ცნობა; გრაფმანცა აღასრულა ჩემი სურვილი და იწყო ასე:
მოგზაურობა ჩემი ისპანიის საუკეთესოთ ადგილებში იყო დია წყნარი. მოუთმენელად მწადდა ნახვა ახალახალთა თემთა, მარა ვერ ვეხრწევოდი მე მალე ვერცა ერთსა იმათგანსა; გონების ლანდები ჩემნი ტრფიალებდენ იმით, რაც წინ მიმელოდებოდა, მარა თვალები ყოველგან ყოველსავე დაეპყრობოდენ და აღარ შორდებოდენ. ერთხელ დავიღამე მე მცირეს დაბაში კართაგენის მახლობლად. იქ ვესაუბრებოდი რა გლეხებს, შევიტყე იმათგან, რო რომელიმე მეუდაბნოე სცხოვრებს რავდენიმე წელიწადი იმ მთის წვერზე, რომელსა გარს უვლის მდინარე სეგურა. იმათ მითხრეს: ჯერ ისევ ახალგასდა არისო ისი, დაღრუმლილი და ნაღვლიანი; სრქელი წვერი და გაწეწილი თმა დაჰფარვენ იმისს პირისსახესა, მარა კეთილშობილირი სანახაობა იმისი და ყოფაქცევა აცხადებენ, რო უბრალო კაცი არ უნდა იყოსო ისი. იმასთან დაიარება მახლობლის სოფლიდამ მხოლოდ ერთი გლეხი, რომელიც იმ განდეგილიდამ მთაზე დაკრეფილს სუნნელებას ჰყიდისო კართაგენში აიმით იზრდების მეუდაბნოე. იქ გააჩინაო იმან მცირე ბარი და სთესს მრავალს ყვავილებს და კეთილსუნოვანს ბალახეულობას.
ჩემს სიყრმეში ვსწავლობდი მე ბუნებითს ისტორიას და სახელგანთქმული ჩვენი ლინნეოს იყო ბოტანიკის მოძღვარი ჩემი. ჯერედ მახსოვდა სწავებანი იმისნი და მიყვარდა ის საგანი, რომელითაც მოხიბლვა იმან გონება ჩემი, და ამის თვის მოვიწადინე გაცნობა ბრძნისა მეუდაბნოესი, და ბალახეულობის შეკრების მომიზეზებით, წაველ იმ მთაზე, სადაცა სცხოვრებდა ისი. შორიდამ რო დავინახე განდეგილის ქოხი, დავითხოვე ჩემი კულაოზი, რადგან, ჩემით ფიქრით, უკეთესად მიმიღებდა მე ისი.
ქოხი იყო ორს წვერს შუა მთისა და იმის გარშემო მრთელს ღელეზე მოფენილი იყო ბაღი, სადაცა მარტომყოფი მუშაკობდა ჩემის მისვლის დროს, რა განმიცადა რაოდენმე შეკრთა და მკითხა ჩემი გულის წადილი მედიდურით, მარა ალერსიანით ხმით. მაშინ ვუთხარ მე იმას.
– მე გახლავარ უცხოქვეყნიერი და მოგზაური. ბოტანიკის სიყვარულისა გამო, შევკრებ მე ბალახეულობას. გავიგონე ვითომც გქონდესთ თქვენ მრავალი ბალახი და ჰყიდდეთ; იმედი მაქვს კართაგენის ვაჭრებზე უმჯობესად მიმიჩნივოთ მე. ბრძენო მეუდაბნოეო! იქმნება უწყებულ იყოს თქვენდა ის დიდებული კაცი, რომლისაგანცა ვარ გაწრთვნილი თქვენს საყვარელს საგანში: მე გახლავარ მოწაფე ლინნეოსისა.
ჵ, გონებისა და განათლებისა საკვირვრლრბაო! დიდება შეაკავშირებს კაცთა, მცხოვრებთა სხვასა და სხვასა დასასრულში ქვეყნისა. არ გვინახავს თვალითკაცი, მარა პატივსვცემთ და გვიყვარს; გვიყვარან თვით მოწაფენიცა მისნი; მრთელი ქვეყანა არის სხოლა იმისი, და პატივისცემა იმისი შეიქმნების საღმრთოდ მგრძნობელობად.
„ბედნიერო მოკვდავო!“– მითხრა მეუდაბნოემ – „უსათუოდ შობილ ხართ თქვენ ჩრდილოეთის სოლომონის მამულში; რა საკვირველია გენახებათ თქვენ ისა და გაიგონებდით იმას მოლაპარაკეს. თუ როდისმე ნახვოთ კიდე ისი, ნახვოთ დიდი განმარტებელი ბუნებისა, მაშა მომიხსენიეთ მე იმას, რო მეორეს კიდურზე ევროპისა ყურად იღებენ იმისს სწავებას, პატივსცემენ, უყვარსთ ისი; მომიხსენიეთ იმას, რო იმ მთებზე, სადაცა მრთელთა საუკუნეთა უფლებდენ მაგრნი, მურციისა და გრენადისა სამძღვრებზე ერთი განდეგილი იხარებს იმის თხზულებით.
ამისთანა გრძნობამ და სიტყვებმა მომწყლეს მე. შემოვიარე მე იმასთან ერთად მრთელი ბაღი, რომელშიცა ისპანიის ბოტანიკოსს შეეკრიბნა ყოველნი მცენარეთა სამეფოს უნჯნი. დავკრიფეთ ჩვენ რავდენიმე სუნნელიანი მდელო მთის დაღმართზე; აქებდა ისი ჩემს მცოდინარობას, მკითხევდა რჩევას და დასასრულ მიმიპატიჟა თავისს ქოხში განსასვენებლად.
ქოხი იყო მიწური, გარს შემორგვილი ბუჩქნარითა და დაბურვილი კრამიტითა; იმაში იდგა, უბრალოს ხისა, ორი სკამი და ერთი პატარა სტოლი; საწოლად იყო ცარიელი ფიცარი; კუთხეში ეწყვნენ უუსაჭიროესნი მიწისმოქმედისათვის იარაღები: ხერხი, სული, ხმალი და ხამით ლენტით შეხვეული სატევარი; სტოლზედაცა განწყობილ იყვნენ თეთრნი ფურცლები ბალახებითურთ და წიგნები, რომელთა შორის მიჩვენა მე იმან თხზულებანი ლინნეოსისა, რომელსაცა უწოდებდა ისი თავისს დიდს ნუგეშისმცემელად. ამ სიტყვებმა განმიცხადეს მე გული მეუდაბნოესი და ვსთქვი ჩემს გულში: ნუგეში საჭიროა მხოლოდ მწუხარეთათვის.
მაშინ ვკითხე მე იმას:
– ნუ თუ შესაძლებელია ბედნიერი იყოთ ასე განმხოლოებულს და, როგორც სჩანს, მკაცრს ცხოვრებაში?
„ბედნიერი! არა; მაგრამ ვსცდილობ, რაც შეიძლება, შევიმსუბუქო ჩემი მწუხარება და ტანჯვა.“
– სოფელი სავსეა ბიწიერებით: იქნება ბოროტის სიძულილმა დაგატევებინა თქვენ იხ?
„არა, კაცთა არა რითამე არ განვუმწარებიე მე და არ მიმიძღვის სამართალი იმათის სიძულილისა“.
მაშინ მეუდაბნოემ აღმიწერა ცხოველით, გულითადით მგრძნობელობით თავისის ტომის სათნოებანი.
და კიდე ვსთქვი მე:
– ვიცი მე სიმკაცრე თქვენის ინკვიზიციისა;[1] იქნება...
მეუდაბნოემ გამაწყვეტინა სიტყვა და სთქვა:
„არა: სარწმუნოება ჩემი არი წრფელი და წმინდა; ამაოდმორწმუნებას არ შევეხები მე, და ამისთვის ვერცა წმიდა ინკვიზიცია შემეხების მე.“
მედიდურობა იმისი შემღვრეულ იყო რომლითამე ნაზით, ნელით შავნაღვლოსნობით, რომელიცა უმეტეს და უმეტეს მიმიზიდევდა მე იმისადმი. რადგან განშორებულ იყო ისი ქვეყნისაგან, რა საკვირველია, ექმნებოდა ნაკლულევანება რამე, და ამის თვის ვსთხოვე საწყენად არ მიეღო ჩემი თავგამომდებლობა და ეთქვა ჩემთვის თუ საჭიროებდა რაშიმე. მეუდაბნოე დამარწმუბენდა, რო გამრჯელობა იმისი და სამსახური ერთის კეთილის გლეხისა აძლევდენ იმას ყოველსავე, რაც საჭიროა ზომიერმცხოვრების კაცისა თვის. ამაზე ვუთხარ მე იმას:
თუმცა არც მე გახლავარ განცხრომის მოყვარე, მარა არა თვინიერ რომლისამე საშინელებისა წარმოვიდგენ მე თვალ წინ თქვენს მკაცრ ცხოვრებას. ქვეშსაგების მაგიერად ცარიელი ფიცარი, თავსადებად ლოდი!...
– მეუდაბნოემ მიპასუხა:
– „ოჰ! რა ბედნიერი ვიქნებოდი, რო ამ საწოლზედაცა უფიქრელად ვიყო მე და სატანჯველი საგონისი რამე არ აღაშფოთებდეს ჩემს ძილს! მაშინ მეკურთხნეს მე სვე ჩემი.
– მაშა გამოგიცდიათ თქვენ უბედურება რამე, თქვენს სიცოცხლეში?
„დიდი; და მიზეზიც თვითონ მე ვარ ჩემის უბედურობისა.
– თუ ქონების დანაკარგს შეეხების ეგე, მაშა თქვენს წლოვანებაში ჯერ კიდე შესაძლოა მრავლისა შეძინება; და თუ უკაცრავად არ გახლდე ჩემის სამსახურის მოხსენებისა თვის.
მეუდაბნოემ არღა დამასრულებინა სიტყვა, გამოიღო სტოლის ქვეშედამ ყუთი ქიშმიშით და ლეღვითურთ, პური და ერთი ბოთლი წყალი და სთქვა:
„ყარიბო! ვინც ხმაყოფილი იქნება ამით, რასაც შენ ხედავ, ისი ქონების დაკარგვას არ შერაცხს უბედურებად.
ამ თქმაზე მოვეხვივე მე იმას და ვუთხარ:
– მაშ სიყვარულს ხო შეუძლიან თქვენისთანა კაცის გულის გაქენჟნა, ჩემო საყვარელო თანამოწაფეო!
მეუდაბნოე უცებ შეიცვალა პირის–სახეზე, კიდე მიიღო ის მედიდური სახე,რომელითაც პირველად შემეყარა, გაჩუმდა წამსა ერთსა, გარდაშალა შემდეგ ბალახების ფურცლები და მსთხოვა ამეღო რაც მნებავდა.
ვიგრძენ მე ყოველი უკრძალველობა ჩემი, შევეხე რა გულის წყლულსა იმისსა; მარა მაინც არ შევიმჩნივე წყინება იმისი და ვიწყე ერთობ იმასთან გარდარჩევა ბალახებისა, რომელნიცა განწყობილ იყვნენ იმის მიერ, ლინნეოსის წესიერებისამებრ, და გავჩუმდი რაოდენსამე ჟამსა იმისს დასამშვიდებლად.
დასასრულ ვსთქვი:
– დიაღ მალე მოხსენდების უპსალის ბრძენსა თავისის ღირსეულის მოწაფის ამბავი და ახალნი მცენარეთა გამოჩინებანიცა თქვენნი აგრეთვე ეცნობებიან იმას; მარა, ამაზე კი უეჭველად დამემდურება მე ისი, თუ ამის მეტად აღარ მექმნების მე პატივი თქვენის ნახვისა. რადგან ვიმყოფები მე ახლა დესპანად მადრიტის კარზე, ამის გამო უნდა დავჰყო ისპანიაში კიდე ორს წლადმდე. მინდა მე შემოვიარო ყოველი არემარე კართაგენისა და დავრჩე რაოდენიმე ჟამი ამ მთის ძირის სოფელში. ნება დამრთეთ გიახლებოდე აქ და ერთობ თქვენთანა შევკრებდე საუკეთესოს ბალახეულობას აქაურს ადგილებში.
მეუდაბნოემ მიპასუხა:
„ქოხი ჩემი ყოველთვის კარღია არი ლინნეოსის მოწაფისა თვის; მარა ესეც უნდა იცოდეს იმან, რო ჩემი წადილი ის არი, რათამცა ჩემი აქ ცხოვრება და სიკვდილი ფარულად იყოს ყოვლის სულისაგან და ამის თვის ვსთხოვ მე იმას რათამცა ისპანიაში არა ვის განუმჟღავნოს ესე. ამაზე შევფიცე მე იმას და შემდგომ გამოვესალმეთ ჩვენ ერთი მეორეს, როგორც დიდის ხნის მეგობრები, და განვშორდით გულითადით მწუხარებით და იმედით ურთიერთისა კიდე მალე ნახვისა თვის.
კალასკა მიცდიდა მე მთის ძირს. ჩავსჯეგ იმაში, დაფიქრებული ყოვლისა ჩემგან ნახულისა და სმენილისა თვის და წამოველ ჩემსავე სოფელს; წარმოვიდგენდი მე ურიცხვითა სხვა და სხვათა შესაძლებელობათა და ვერა რასა მივხვდებოდი და არ ვიცოდი თუ რომელი იმათგანი უფრორე დასაჯერებელ იყო. და უჭეშმარიტეს ყოვლისა სჩნდა ის, რო მეუდაბნოე ივნებდა სიყვარულისა გამო, და სატანჯველნი საგონისნი არ მოასვენებდენ იმას ქოხშიცა. მარა, რად განუწირავს იმას თავი ასეთს მოღვაწეობითს ცხოვრებაზე? არ ეკუთვნიდა ისი ძველთა განდეგილთა საზოგადოებასა, და სარწმუნოებაცა იმისი არ იყო ამაოდმორწმუნება. ამ წლოვანებაში (როგორც სჩანდა, ოცდაათს წლადმდე იყო ისი), მართალია, სული ქენჯნილი მწუხარებითა, პირველსავე ღელვაზე მიესწრაფის მარტოობასა; მარა სამარადისოდ მარტომყოფობა ამისთანა გულგრილით მიბრჯნილობით, მოუწყინებლად და მოუნანიებლად ცხოვრება ცხრას წელიწადს იმ უცვალებელით ფიქრით, რათამცა დაასრულოს სიცოცხლე განშორებაში კაცთაგან, რომელნი არცა თუ საძულველ არიანცა იმისთვის, დატევება სამშობლოს მამულისა, რომელზედაცა დიაღ დიდით ქებით ლაპარაკობს, ყოველივე ესე ძლიერ განმაცვიფრებდა მე... სცდილობდი გამომეცნა საიდუმლო და ვერ შევიძლე.
ორის დღის შემდეგ, მეორედ წაველ მე იმასთან, და, ლაპარაკში, სხვათა შორის, სიტყვა ჩამოვუგდე სიყვარულზე საზოგადოებაში ცხოვრებისათვის, იმ სიყვარულზე, რომელიცა თანადშობილია ჩვენი და რომელიცა შეაკავშირებს კაცობრივთა სულთა. პასუხად მითხრა: „ეგ მიდრეკილება განქარდა ჩემში და მარტოობითი ცხოვრება შეიქმნაო საჭიროებად სულისა ჩემისა.
მერმედ ვსთქვი კიდე მე:
მიმოწვლილველობასა ჩემსა ნუ შერაცხთ ამაობითად და უბრალოდ და მერწმუნეთ, რო არა როგორმე არ მწადდეს მე წყენა თქვენი უკრძალველობით. იქმნება შემთხვევითნი და ადგილობრივნი გარემოებანი იძულებულ გყოფდენ თქვენ მარტოობითს ცხოვრებაზე, იქმნება გერჩივნოსთ თქვენ სხვას ქვეყანაში ცხოვრება კეთილს კაცებთან, ვირეღა აქ ველურის კაცის მდგომარეობაში. თუ ასეა, ნუ დაჰფარავთ ჩემგან. თუმცა ჰავა შვეციისა ვერ შეედარების თქვენის ქვეყნის ავასა, მაინც კი აქვს იმას თავისნი სიამენი: ექვსი თთვე, თუცა ცივი, მარა ნათელი და მრთელი დრო, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, რომელთაცა კეთესი არ შეიძლება სანატვრელად; მოკლე ღამეები ძნიად თუ განჰყოფენ დღეებს, უუბრწყინვალესს და უუშვენიერესს დღეებს; მზე, განაბნევს რა სხივითა ღრუბლებსა და ნისლსა, აღმობრწყინდების ყოვლითა დიდმშვენიერებითა, თვინიერ გზებარისა ხვარშაკისა, და, დასაჯილდოებლად გრძელჟამიერისა თავისის უმყოფელობისა, მოგვმადლებს ჩვენ ნაზსა და მყოვარსა ნათელსა; ნაყოფიერება მიწისა, რომელიცა მწყურვალედ შეისვამს მზისა კეთილმოქმედებითთა შარავანდედთა, ისწრაფე მცენარეთ მოქმედებისა; სანახაობა მინდვრებისა, რომელნიცა ავდენსამე დღეში ეიმოსებიან ელვარითა ბალახების ორხევებითა და ერთბამ მოოქროვდებიან მდიდრითა ყანებითა; სამოთხენი, რომელნიცა აღმყვანდებიან და აღყვავდებიან თითქმის ერთსა დროსა; ჰაერი დიაღ წმინდა და კეთილშეზავებული, რომელიცა ყოველთა მცენარეთა, ნაყოფთა და ცხოველთა, და უნამეტნავესად კაცსა, მისცემს რასამე საკუთარსა ძალსა: ი უპირატესობანი და სარგებლობიანი იმ ჰავისა, რომელსაცა უწოდებენ ევროპაში ევდიანად და გლახაკად! არა, არა, პატივცემულო მეგობარო ჩემო! არა სადა არ იქნებიან კაცნი უმრთელეს, უმხნეს და უბედნიერეს ჩემთა მემამულეთა; და ბედნიერება, მსგავსი, თქვენს ქვეყანაში, ნაზისა ხრწნადისა ყვავილისა, ჩვენში არი მტკიცე, მცხოვრი ძლიერი მცენარე. თქვენ ნახავთ იმისს ყვავილს ანკარათა მდინარეთა კიდეზე და წალკოტთა ჩვენთა მწვანეზე; ნახავთ სატრფოსა მხიარულებასა მწყემსთა და მწყემსათა თამაშობაში; ნახავთ მცირისა ზღვისა მსგავსთა ტბათა, სადაცა განიმჭვირვალების წმინდა ლაჟვარდი ცისა... ნახავთ იმ ტბებს, მოჭედილთა ურიცხვითა ნავებითა, სადაცა ბედნიერნი მიჯნურნიადიდებენ გალობითა თავიანთის ბედის ნეტარებასა, რადგან მიწისმოქმედნი ჩვენნი და მესატხევლენი არიან მოლექსენი და მუსიკოსნი. მარა, არა მიმხედველნი თავისუფლებისა, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში არგებლობენ ახალგაზდანი კაცნი, ისინი დაიცვენ გულში უმანკოებასა და ქალწულებასა ასტრეას საუკუნეისასა; მხოლოდ ჩვენში არა ოცნებაა ის საუკუნე; ჩვენში ჯერედ განგრძელდების ის. ჩრდილოეთის შვეციის მაზრებში ზნეობა ჯერ კიდე ისევ ისე წრფელია და უმანკო, როგორც უუღრმესს ძველს დროში. უხვად მცხოვრებნი მდაბიონი ჩვენნი დიდით სურვილით აღასრულებენ საღმრთოსა სტუმართმოყვარების ვალსა; წესნი, ჩვეულებანი, სამოსელი იმათი არა როგორმე არ არიან შეცვლილნი. ისინი არიან შრომისმოყვარენი, პატივოსანნი და კეთილნი თავიანთს მამებსავით. ძნელად თუ საჭირო არიან იმათ თვის სჯულნი: ზნენი მსახურებენ იმათ კანონად. – ვალად ჩემდა შევრაცხ გარდაგიყვანო თქვენ იქ, ორის წლის შემდეგ. გავკადნიერდები და თითქმის ამასაც ვიტყვი, რო ვუყვარვარ მე კოროლს; თუ იმას არა, იმისს შვილებს მაინც და ნამეტნავად იმისს მემკვიდრესს, კაცსა დიაღ პატივოსანსა. თქვენ გიშოვნიან ისინი მყუდროს სავანეს. ლინნეოს უქებს იმათ თქვენს თავს და მე წარგადგენ იმათთან. თუ გნებავს, წაბძანდით კართაგენიდამ ფრანციას პირველითავე ხომალდით და იქ მომიცადეთ. როდესაც დავბრუნდები მე ჩემს ქვეყანაში. – ახლა იფიქრეთ კარგა, თუ რა უფრო სამჯობინაროა თქვენთვის: მარტოობა, თუ ის ცხოვრება, რომელსაც წინა–დაგიდებ მე თქვენ.
მეუდაბნოეს თვალები აღემღვრა ცრემლით და წუხარედ ჩაფიქრებული, თვალგასტერებული მიყურებდა; ასუკან ღრმად ამოიოხრა და სთქვა:
„არა, არა! აქაურს ადგილებში მოილანდების იმისი აჩრდილი; მე ვერ შევაწუხებ იმისს ხატებას გამომყვებოდეს მეორეს კიდურზე ევროპიისა. გლახ მე! რად არ ვიცი, თუ სად არი სამარე ჩემის საყვარელასი? იქ, იმისის საფლავის ლოდზე დამედვას მე თავი, განმებანოს ცრემლით მიწა, რომელიცა დაჰფარვიდეს ღმრთად სადილსა ჩემგან მტვერსა! არა, არა! ჩემს სიცოცხლეში არ განვშორდე მე იმ კიდეებს, სადაცა სცხოვრებდა ჩემგან დაუვიწყებელი; აქა მწადს მე ნელითა სიკვდილითა წარვხოცო ცოდვა ბოროტსვიანისა სიყვარულისა!“
აქა ყოველივე განმიცხადდა მე. თვით მე მომიცვა ღრმად, მდუმარემ მჭმუნვარებამ.
მეუდაბნოე გაჩუმდა რავდენსამე წამსა და კიდე სთქვა: „დავიწყე და უნდა დავასრულო კიდეც, და ვხედავ რა თქვენში სულსა კეთილშობილსა, გულსა მგრძნობელსა, მეგობარსა სარწმუნოსა, მსურის უწინარეს სამწუხაროსა დასასრულისა ჩემისა აღვიმსუბუქო სვინიდისი ჩემი; მარა იცოდეთ, ხელმწიფეო ჩემო, რო მხოლოდ ცაი და თქვენ იქმნებით მესაიდუმლენი ჩემნი.
„გვარი ჩემი არი ფორმოზდეღამა. მე დავიბადე ზამორეში, ლეონსის სახელმწიფოში, და დავრჩი ობლად დიდის ქონების პატრონი, იმ წელიწადებში, როდესაც უუსაშიშარესი გულისთქმათაგანი ექადის კაცსა. ვმოგზაურობდი რა შინაგანითურთ განუსვენებლობით გულისა, გულისა ჯერედ არა მოტრფიალისა, მარა ტრფობად განმზადებულისა, ერთხელ დავესწარ მე სევილლაში ერთსა იმ სახილველთაგანსა, სადაცა ახალგასდანი ისპანელები იქნებიან ელოვნებითა და მამაცობითა პირისპირ ანძვინებულთა მხეცთა ბრძოლაში ჩემს ზემოდ, ზანიშინებში ისხდნენ მრავალნი ქალნი, დართულობით ოელვარენი; მარა იმათში ერთი, უმარტივეს ხვათა მოსილი დააბნელებდა სხვათა ყოველთა ვენებით, როგორც ცისკარი ვარსკვლავთა დამბაბუნდებელი.დავინახე მე ისადა სხვა ვერღა ვინ ვნახე.რა შემომხედა მე იმან, დისრა იმისმა თვალმა ჩემი გული, არაგზნა იმაში ცეცხლი იმისთანა გულისთქმისა, რომელსაცა უნდა გარდაეწყვიტა ემის სიცოცხლის სვე. ამასობაში უნდა დამეფარა მე შინაგანი განუსვენებლობა ჩემი და, ჩემს უნებურად, თვალი მომერიდებინა იმისთვის, და, ამ საგონისით, პირი მივიქციე მე ასპარეზისაკენ.
პირველ–დასაწყისთა, მსუბუქთა ერიშთა შემდეგ, რომელთაცა ასის იყო გაეფიცხებინათ მძვინვარე ხარი, თეატროზე გამოვიდა ერთი ახალგასდა კაცი, რომელიცა დიაღ შეუპოვრად მიეახლა პირუტყვს და დასცა შუბი. ამ დაკოდილებამ საშინლად გააცოფა ბუღა და გაბრაზებული მივარდა მოყმეს. ჭაბუკს ენება გარდამხტარიყო და დაეცა, და იმ დაცემაზე განისმა ერთი საშინელი წივილი და ზედ ეს მოძახილი: ვაიმე ძმაო, ძმაო! ეს ხმა იყო იმ ქალისა და შეათრთოლა ჩემი გული. ავიხედე მაღლა: თვალები მაღლა დარჩენოდა იმას ცისკენ, ხელები განეპყრა და ზარგანხდილი იდგა უძრავად. მკვირცხლად მივარდი მე ასპარეზზე ხმალამოღებული, შევაყენე, მოვიტრიალე ჩემკენ გაცოფებული ხარი და დრო მივეც ყმაწვილს გაქცეულ იყო; ამ დროს სხვებიც მომეშველნენ და გარს შემოეხვივნენ ხარსა. რადგან არც ჯეროვნად შეჭურვილვიყავ და არც სე ჩაცმული, რო მეც იმათთან შევბმოდი ბუღასა, ჩამოველ თეატროდამ და დავსჯეგ ჩემსავე ადგილს.
„მაყურებლები მაქებდნენ ამ უნებურის ვაჟკაცობისათვის; მარა უუტკბილესი ჩემი ჯილდო ის იყო, რო ლამაზი დაი იმ ყმაწვილისა ადგა, თავი დამიკრა და ნაზით ხმით, ალერსიანით სახით, სალმობიეროთი შეხედულობით ანმიცხადა მე მადლობა... რულით აღტაცებულმა ვუთხარ მე იმას: მოწყალეო ხელმწიფავ! ჩემი სისხლიც რო სრულიად დამენთხივა თქვენთვის, მაშინაც ღირსი არ ვიყავ მაგისთანა ჯილდოსი!
„მეორეს დღეს იმისი ძმა, დონლეონს დეველამარ მოვიდა ჩემთან და მითხრა: მამა ჩემს სურსო თქვენი გაცნობა. – ამას ყოველსავე დაწულილებით იმისთვის აღგიწერ მე თქვენ, რო დაინახოთ როგორ მოლიპულით გზით ჩავარდი მე უფსკრულში“.
„წაველ მარკიზთან... ახლა თქვენ წარმოიდგინეთ თვალ წინ სიხარულისაგან ცემა ჩემის გულისა!...მრთელი გვარეულობა შეკრებილ იყო. ვალერია იჯდა თავისს ნათესავებში მრთელმა შეკრებილებამ დამაპყრა მე თვალი; ყველანი მმადლობდნენ მე სიტყვით. მხოლოდ ვალერიას მოჰფენოდა სახეზე ნაზი სიწითლე და თვალდამხობილი ჩუმად იჯდა; მარა რყევა მხედრისა, რომელიცა ფლორის ქვეშ საჩინოდ იტალღებოდა, გამოაცხადებდა სიცხოველესი იმისის გულის ღელვისასა. ოჰ! უბადრუკი ერთობ ჩემთან განიგესლა გულისთქმითა, რომელმანცა დაგვღუპა ჩვენ ორნივე.
„მამა იმისი, ალფონს დეველამარ, კაცი ყიფი და თავისს დროში მამაცი მხედარი, ისე არ იყო მოხარული თავისის შვილის ხსნისათვის (რომელსაცა უწოდებდა ისი ქარიანად), როგორც ჩემის ულადობისათვის, და ნამეტნავად იმის თვის, რო მხოლოდ ერთით ხმლით შევბედე მე განძვინებულსა ბუღასა. როდესაც სცნა, რო ჯერ მხოლოდ პირველი გამოცდილება იყო ის ჩემის ვაჟკაცობისა, მომეხვივა როგორც ახალსა, ღირსეულსა რაინდსა.[2] სიყვარული დასაწყისში სარგებლობს ყოვლითა იმით, რაც მიეტევების იმას, ან საზრდოდ ექმნების: მარკიზის ალერსი და ქება შეგვექმნენ მიზეზად ჩვენის უბედურობისა.
„მარკიზმა მიბრძანა მევლო იმისს სახლში. რა საკვირველია, სიხარულით მივიღე მე ეს მიპატიჟება, – მედი მქონდა ხშირად ვნახავდი იმისს ქალს... მარა ვალერია ვერღა ვნახე და მაინც იმედგარდაწყვეტილი არ ვიყავ. ამასობაში დავუმეგობრდი ლეონსს, რომელიცა მელაპარაკებოდა ხშირად თავისს დაზე და ამით ვნუგეშობდი. განსაცვიფრებელად აქებდა იმას ისი და არც თუ ფიქრად ჰქონდა, რო იმისი სიტყვები შთაანთხევდენ ჩემს გულში გესლსა; აქებდა იმისს გულსა, სატრფოსა გულწრფელობასა, ნაზსა, საყვარელსა მართლსულობასა, ენით გამოუთქმელსა სიამესა, რომელიცა უფრო მომატებულად განაშვენიერებდა გარეგანს იმისსჰაეროვნებასა. დაუდევნელი ჭაბუკი აღმიწერდა მე იმ საცთურთა, რომელთაცა არ დაჰფარავს უმანკოება ძმასთან, და მგზებარეცა გონების გამოხატულება ჩემი წარმოიდგენდა იმათ ისე, როცა სარკეში ხედვიდა სიყვარულის თვალით.
„ლეონსს გავუტყდი მე, რო შენის დის მოწყალებით ხარ მეთქი ახლა ცოცხალი; რო იმ ქალის წივილმა ააღელა ჩემი გული და თავხედად შთამაგდებინა თავი განსაცდელში შენის შემწეობისათვის. – პასუხად მითხრა იმან: ჩუმად დამაც შეგამცნივაო შენ ეგე და სხვას სახელსაც არ გეძახისო შენ ისა, თუ არ თავისს რაინდს. – ამაზე კიდე ვუთხარ მე იმას: და დიაღ ბედნიერი რაინდიც ვიქნები, თუ ამ მოწყალებასაც მოიღებს ისა, რო დამსაჩუქრებს რითამე ხსოვისა ნიშანით.– რა საკვირველია, სიხარულით აღგისრულებსო მაგისთანა სამსახურს.
„ეს ჩემი სურვილი ლეონსს ეცნობებინა თავისის დისა თვის. ვალერიასაცა არ ეფიქრა, თუ რა სამძიმო საქმე შეუდგებოდა იმისს საჩუქარს, და არცა ეგრძნა იმისი ფასი, და შეერაცხა რა თავისი თავი მოვალედ მადლობის გადასახდელად თავისის ძმის მხსნელისა თვის, გამოეგზავნა ჩემთვის ლეონსის ხელით სამი ლენტი: თეთრი, ალისფერი და ცისფერი და ეთქვა: პირველი ნიშნავსო თეთრსა ბეწვსა ხარისასა, რომლისა-განცა გიხსნაო შენ ფორმოზმა, მეორე გამოაცხადებსო იმისის ფიცხის გულადობის ცეცხლსა, და მესამე წარმოადგენსო ნათელის, მოწმენდილის ცის ფერსა და იმით განუცხადებსო იმას გულითადს ჩემს სურვილს, ნეტამცა ჩემის რაინდის სიცოცხლე არა ოდეს დაბნელდებოდესო წუხარებით... – არა ოდეს!... ოჰ! ამ ლექსს შეეძლო და უნდა კიდეც დაებნელებინა საუკუნოდ სიცოცხლე ჩემი!
„ამაზე დამიწყო მე გულმა ძლიერი ღელვა და ვსცდილობდი როგორმე დამემშვიდებინა ის! მარა ახალგაზდამ კაცმა ვერა რაი შემამცნივა პირისსახეზე, გარდა უმანკოს მადლობის ნიშანთა, ამისთანა მოწყალებისა თვის. არა ხმაყოფილმან ამით, იქამომდეცა გავკადნიერდი, რო მოვინდომე ვალერიას დაეწერა რამე კიდეც იმ ლენტებზე. ლეონსმა მითხრა: რიგი ისეა რო დსაწერი ლექსი კაცმა უნდა გამოარჩივოსო და ქალის მოვალეობა ის არისო მხოლოდ, რო მოიწონოსო ის ლექსი.– და ამის თვის მივეც მე იმას სამი დევიზი,[3] ჩემგან დაწერილნი, და ვსთხოვე ამოერჩივა იმის დას იმათგანის, რომელიცა მოეწონებოდა... აი ისინი:
მრთელი სიცოცხლე ჩემი ერთის წამისა თვის.
ყოველივე დიდებისა და სიყვარულისა თვის.
სიყვარული, შეურყეველობა.
„უკრძალველი მეგობარი ჩემი შეექცევოდა ჩემს რაინდობაზე, და იმისი დაი იმაზე უფრო წრფელი იყო და უფიქრელად არა თუ დამსაჩუქრა ლენტებითა, ზედა წარწერაცა ამოერჩივა იმათთვის. ოჰ! იმისს გულს ამოერჩივა... ამოერჩივა ისე, რო იქნება თვითონაც არ იცოდა თავისნი გრძნობანი; არ იცოდა, თუ რის თვის!.. ვალერიას შეენახა თავის თვის ჩემი დევიზები და მხოლოდ ერთი გამოეწერა იმათგან, თავისი ხელით, და გამოეგზავნა ჩემთვის ლეონის ხელით:
„სათნოება, სიყვარული, შეურყეველობა“.
და ფორმოზმან გაიხსნა გულისპირი, დაიდვა ხელი, გულზე დამოკიდებულს, ოქროს კოლოფზე და სთქვა: „აი ის! დაცულია ამ კოლოფში, ჩემს გულზე, და იმასთან არის აქ იმისი თმებიცა და ერთი კიდე სხვა იმისი ხელნაწერი, რომელიცა უფრო უმეტესად სატრფოა ჩემთვის. აი, მხოლოდ ესეღა არი საუნჯე ჩემი, რომელსაც თანჩავიტან მე საფლავში.
„ამ ბედნიერებამ სიხარულით ამიტაცა, მარა ლეონსს კი ჯერ კიდე შექცევად მიაჩნდა.– ახლა მომილოცე სრული რაინდობა, – ვუთხარ მე იმას; – მხოლოდ იარაღი არა მაქვა, და იმასაც ვიშოვი. მაგრამ სად, ან რომელს რაინდულს დღესას წაულობას დავენახვო მე ჩემს საყვარელს ბანოვანს, ამაყს ბედაურზე გამოწიმული ელვარით აბჯრით, თავსა მეხურვოს ფრთოვანი ჩაბალახი იმის ლენტებით განშვენებული, და ხელსა მეპყრას ფარი დევიზიანი... იმ დევიზითა, რომელიცა საუკუნოდ დარჩება ჩემს გულში: სათნოება, სიყვარული, შეურყეველობა?
„ლეონსმა: სასაცილოდ ამიგდო და სთქვა: საწუხარიაო რო რაინდული ასპარეზობა აღარ არი ჩვეულებაში; მარა იქნება კიდე შემოვიდესო ის ხმარებაში და ამასობაში, მე ერთს ჩინებულს სამსახურს ვუჩვენებო ახალს ამადისს: თუ დამიმადლებსო გავაჯირითებო იმას ჩვენის ბაღის და საგრილოს წინ, სადაცა იმისი არიანა[4] მზის ჩასვლის შემდგომ შეექცევაო საღამოს შვენიერებით.
„არც ისი, არც მე, არც ისა არა ვფიქრობდით რო ამ ხუმრობას ჰქონოდა საჩინონი შედგომილებანი რამე; მარა ის ფიქრი რო ვალერია ნახავდა ჩემზე თავისს ლენტებს, სიხარულით მაგიჟებდა მე. ჩემს მეგობარს თავისით ქარიანობით ესეც კი ეთქვა თავისის დისა თვის, რო სული მიმდიოდა მე მალე დავნახვებულ ვიყავ იმას. ეამბო იმისათვის ყოველი ფერი ჩემი სიყმაწვილე და სხვათა შორის ესეცა, რო შენის სახელის გულისა თვის სიხარულით თუნდ მრთელს ქვეყანას შეებმისო. აბჯარი იმისი თუმცა მზად არ არისო და დევიზი ჯერ დაუწერავიაო; მარა კი, თუ გნებავს ხვალ სარამოზე ნახავო შენს ამადისს რაინდის მოკმაზულებით; მე და ისი გამოვივლითო ცხენებით შენის საგრილოს ფანჯრების წინ. ვალერია სიამოვნით დათანახმებულ იყო ამ სასიშარს ნახვაზე; მარა იმ პირობით, რო არ მენახა მე ისა და ფანჯრები ფარდებჩამოფარებულნი ყოფილ იყვნენ: აი, სუსტი საფარველი უბიწოს მორცხვობისა!
ფორმოზ ჩაფიქრდა და იწყო კიდე:
„დარწმუნებული იყავით, რო არა რომელსა ევროპიისა ქვეყანაში ვერ ნახავთ თქვენ დედაკაცებს უმშვიდეს, უუბიწოეს ისპანელათა; მარა წარმოიდგინეთ მოქმედებაცა ცხელის ჰავისა, ის სასტიკი იძულებაცა, რომლითაც განატარებენ ისინი თავიანთს ყმაწვილქალობას; წარმოიდგინეთ, რო ვალერია სთრთოდა და ყოველთვის წარბშეკრულის, მკაცრის მამის თვალ წინ, რომელიცა მხოლოდ ერთით შეხედვით ხმას ჩააწყვეტინებდა თავისს შვილებს და დაამხობინებდა თვალებს, ვალერია პირველჯერ ახლა თავისს სიცოცხლეში, სიამოვნით დაიმორჩილებდანაზსა გულსა და ხედვიდა სასიამოვნოსა მოქმედებასა თავისის შვენიერებისასა იმ კაცზე, რომელიც ღირს იქმნა იმისის მადლობისა; მერმედ წარმოიდგინეთ იმისის წლოვანობის შესაფერი უმანკოება, რომელიც წინად ვერ ხედვიდა რასამე განსაცდელსა, რასამე ბიწიერსა! თუ ყოველსავე ამას განსჯით, უსათუოდ მიუტევებთ თქვენ იმას მგრძნობელობას ჩემს სიყვარულზე.
„და ასე, შევსხედით ჩინებულს ანდალუზურს ცხენებზე; ლეონსს ეცვა თეთრი და მე ოქროს აბჯარი და თავსა მეხურა ბუმბულიანი ჩაბალახი ვალერიას ლენტებით მორთული და რამთენჯერმე ავიარჩავიარეთ იმისის საგრილოს წინ. ვიცოდი რო იქ იყო ისა, მარა ამით მაინც სრულებით კიდე კმაყოფილი არ ვიყავ: ნაღვლიანად შევსცქეროდი მე ფარდაჩამოფარებულს ფანჯრებს, ამოვიოხრე და ხმამაღლა ვუთხარ ლეონს: „წავიდა ის დროები, როდესაც ძლიერ სასტიკნი შვენიერანიცა ერთს შეხედვას მაინც აღირსებდენ თავიანთს რაინდებს; ახლა აღარ კადრულობენ ჩვენს გულსმოდგინებას“.
„ჩემმა ყვედრებამ განამწარა ვალერიას გული; დაივიწყა იმან თავისი განზრახვა, გააღო ფანჯარა, დამენახვა და კეთილშობილურად გარდმომძახა: „საყვარელო რაინდო! ნუ განგვკიცხავთ ჩვენ, და წლოვანებისა ჩემისა შესაფერსა სიმხდალესა ნუ შერაცხთ უმადლოებად და თქვენის კეთილისყოფის დავიწყებად! განაღა შემიძლიან თვინიერ სიამოვნისა დავინახვო ის კაცი, რომლისაგანცა ჩემი ძმა დავალებულია სიცოცხლითა? განაღა უმადლოებისა და უკადრისობისა გამო ნება დაგრთე მე თქვენ ჩემის ფერადის ქონებისა?“
„მაშინ მიველ მე ფანჯარასთან და ვუპასუხე: მომიტევეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, მომიტევეთ წამიერი ღელვა მწუხარებისა და მოუთმენელობისა და ნუ განმაწითლებ ჩემის სიკეთის მოგონებით. რა სამსახური მიმიძღვის მე თქვენთან? თქვენ საუკუნოდ ვალდებულ მყავით მე თქვენით მოწყალებით და მეცა მზა გახლავარ დავსთხივო სრულებით ჩემი სისხლი ნიშნად მადლობისა! დასძინეთ იმ მოწყალებას ერთიცა ესე: ნება მიბოძეთ შემოგწირო მრთელი სიცოცხლე ჩემი, რომელიცა უამისოდ არა სასიამოვნო იყოს თქვენის რაინდის თვის!
„ამაზე სასაცილოდ ამიგდო მე ლეონსმა და უთხრა ვალერიას: მართალია თუ არა, ჩემო დაო, რო გააცოცხლეო შენ ამადისი?
„კეთილო ჭაბუკო! რასა ჰფიქრობდი შენ? რა ჰქენ? რას განსაცდელში ჩაგვაგდე ორნივე ჩვენ?
„რაინდო!– მიპასუხა ვალერიამ სცდილობდა რა დიაღ დიდით ამოვნებით მიებაძა ძველებურის ენისა თვის, – სამართალნი თქვენნი ჩემს მადლობაზე:, ჩემს პატივისცემაზე, საყვარელ და წმინდა არიან ჩემთვის. პატივსა, რომელსაცა მიქმთ თქვენ, მივიღებ მე, და ყოველთვის გულითადი მონაწილეი ვიქმნები მამაცის დონ ფორმოზის სვესა და დიდებაში.“
„საუცხოოა! – დაიყვირა ლეონსმა: – სხვებს ისე ეგონებათო, რო ზეპირად იცოდეთ თქვენ ძველებური სამიჯნურო წიგნები.
„ვალერიამ თავისით ნაზით ხმით საშინლად ააღელა ჩემი გული, თავი დამიკრა და დახურა სარკმელი.
„ამ უმანკომ სახილველმა, რომელიცა დაძმასა მიაჩნდათ შესაქცევად, დაგვღუპა სამნივე ჩვენ.უგუნურია ისი, ვინც ეთამაშების გახურებულს რკინას, ან გესლიანს ისარს! და კიდე უუგუნურესია ისი, ვინც ეთამაშების სიყვარულსა.
„მეუდაბნოე წამსა ერთსა ჩაფიქრდა და კიდე მოჰყვა:
„არა, არა! სიყვარული უცხოობს შექცევასა, და რაოდენ უწრფელესია ის, მით უმეტეს უსაშიშრესი!
„მგრძნობელობა იმისი (სიყვარულისა) ჩემს გულში მალე შეიცვალა მდუმარედ სასოწარკვეთილებად; სასოწარკვეთილებას არ შეეძლო ჰყოლოდა სხვა მესაიდუმლე, გარდა თავისის საგანისა, და არ უნდა დარწმუნებულ ვიყავ მე მაშინ თვით ჩემს თავზედაცა, ამის თვის რო უმანკოება განქარდების იმავე წუთს, როდესაც დაიწყებს მალულობას. მე არ ვუშლიდი ლეონსს ჩემს რაინდობაზე სიცილს, მაგრამ ჩემს გულში კი ვფიქრობდი მომეპოებინა ისეთი ღონისძიება, რო როგორმე დამერწმუნებინა იმისი დაი მგრძნობელობათა ჩემთა საჩინოებაზე.
„ახალგაზდანი კაცნი ჩვეულებრივ იქმნებიან თავისმოყვარენი და ყიფნი. გული არ მისვენებდა და მინდოდა სწორედ შემეტყო, შევარყივე მე თუ არა ვალერიას გული, და ამ სურვილს ზედ დაერთვა ეს იმედიცა, რო ასე ალერსიანად არ მომექცევოდა მე ისა მხოლოდ მადლობის გამოისობით.
„ვიმედოვნებდი ვალერია კიდე მოვიდოდა იქ, სადითგანცა უყურებდა ისა თავისს რაინდს, და ამ ფიქრით ყოველს საღამოს დავსწანწალებდი საგრილოს გარეშემო, წამდაწამ ვიხედებოდი ფანჯრებისაკენ, მარა ვერ ვის ვხედევდი. შემდგომ, ერთს თთვეს უკან ფარდა აიწივა და ვალერია სიბრალულის გამო მოსდგა ფანჯარასთან თავისით ერთგულით მოახლით ტერეზათურთ და გულჩვილით სახით მითხრა:
„ეტყობა გიყვარს აქ სეირნობა, ჩემო მამაცო რაინდო?
ამით მივხვდი, რომ ვალერია თუცა თვითონ არ სჩნდებოდა მარა ხშირად მხედევდა საგრილოდამ, და რო ტერეზას თანადასწრებით შემეძლო მე იმასთან ლაპარაკი, როგორც რაინდს თავისს ბანოვანთან. და ვუპასუხე მე სამიჯნუროთი კილოვნებითა:
„დიაღ, ქალბატონო, ეს არი საყვარელი ჩემი ადგილი; აქა ვრორინებ მე კაეშანიანი, თუ შეიძლება კაეშნად წოდება იმ საგონისისა, რომელიცა სრულიად შეიპყრობს ჩემს სულს.
„ეგ საგონისი უეჭველად არისო დიდებისა თვის? მე ვუპასუხე:
„დასტურ, დიდებისა თვის, რომელიცა ღირსად ბედნიერებისა შეგვიქმს ჩვენ; დიდებისა თვის, რომელმანცა უნდა გაამართლოს კადნიერი იმედი მგრძნობელის გულისა და რომელიცა მარად ამოვანია კეთილშობილთა სულთა თვის. ის იქმნების ვარსკვლავად ჩემის სიცოცხლისა! მარა, ოჰ! დიდება ხშირად ივლტის თავისს მეტრფთაგან; არა ყურად იღებს ზახილსა ჭაბუკის რაინდისასა, რომელიცა უხმობს იმას; და გვიან, გვიან მიემთხვვევის ისი თავისს ბრწყინვალეს საგანს! და რა მიემთხვევის, – მაშინღა მხოლოი ჯილდო იმისის ვაჟკაცობისა და შრომისა თვის სხვის ხელშია; და ყოველივე ის, რადცა უღირდა იმას დიდება, წარხდა სიყვარულისა თვის!... ამ ლექსმა, პირველჯერ ჩემგან წარმოთქმულმა, აღანთვა მრთელი პირისსახე ჩემი; მარა ვალერიაიყო არ ჩემზე უფრო წრფელი, ყურს მიგდებდა და არ სწითლდებოდა. ბოლოს მითხრა მე იმან:
„თქვენი ფიქრები ძლიერ სამწუხარონი არიან, პატივცემულო რაინდო! არ გირჩევ გული მიაყოლოთო თქვენ იმათ. მე მგონია, რო იმედი იყოს მოყვასი მამაცობისა; და რადგან დარწმუნებული ვარ, რო ჩემის რაინდის სურვილი თანახმა იყოს სათნოების კანონებისა, ამის თვის ვსთხოვე მე იმას არა რისთვისმე სასოწარიკვეთდესო“ – მასუკან უცებ შესცვალა იმან ლაპარაკი და იწყო ქება იმ შვენიერის არემარესი, რომელიცა წარმოუდგებოდა თვალთა, და სთქვა: – „ყოველთვის სამწუხაროაო ჩემთვის განშორება ამ ადგილებისაგან; აქ ვატარებო მე ჩემის სიცოცხლის საუკეთესოთა ჟამთა“.
„ჩემმა სიყვარულმა ან თუ თავისმოყვარებამ განმიმარტეს მე ეს სიტყვები ჩემს სასიამოვნოდ, და ნამეტნავად ის, რო იმედი არი მოყვასი მამაცობისა, და მხიარულად წამოველ ჩემს სადგომს სხვითა და სხვით ოცნებით აღგზნებული.
„მეორეს დღეს ფანჯარა დახურულ იყო; მესამეს განეღო და დავინახე მხოლოდ ტერეზა, რომელმაც მითხრა: დონა ვალერია გაფიცებსო თქვენ ყოვლითა იმით, რაც საყვარელია თქვენთვის ქვეყანაზე, გამოიცვალეთო ადგილი ჩვეულებრივის თქვენის სეირნობისა. ნუ რას დროს მარტოდმარტო ნუ ივლითო ამ საგრილოს გარშემო. – სთქვა ესე და მიეფარა, და არ მაცალა პასუხისმიცემაცა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი თავზარი!... ოჰ! რად არ მიტევა მე სასტიკის ჩემის მწუხარების საგანმა ტანჯულ ვიყავ უიმედოდ – და მომკვდარ ვიყავ!...
„სული ჩემი შფოთევდა მრთელს ღამეს; ვფიქრობდი ნეტა თუ რა მოხდა ასეთი? ხო არ შთავაგდე მე ვალერია რასამე საყვედურის ქვეშ? ხო არ ვადინე მე იმას ცრემლები? და ხან ამასაც ვფიქრობდი იქნება სრულებით არა ჰქონდეს რა სხვა მიზეზი ამის მეტი, რო იმან ან ტერეზამ იფიქრეს ცუდი შედგომილება რამე ამისთანა ჩვენის ნახვისა და შეეშინდა იმ ქალს ავის მითქმამოთქმისა ვისგანმე. ამ ჰაზრმა დამამშვიდა და მეცა თანამდებ ვიყავ, თუმცა არა თვინიერ მწუხარებისა, გამემართლებინა ესეთი კეთილგონიერული სიფრთხილე.
„ამასობაში გარდასწყდა ჩვენ შორის ყოველი შეუწყება; არღა გვქონდა ღონისძიება რამე გვეცნობებინა ერთსა მეორისათვის ჰაზრი და გრძნობა ჩვენი. და რაღა დამშთებოდა მე? ეს ნუგეშიღა: რათამცა ვთაყვანებოდი ვალერიას, ვით ღმერთასა ჩემსა, და არღა მქონოდა იმისის ნახვისა!
„ამისთანა მდგომარეობაში იმყოფებოდა სული ჩემი, როდესაც მოვიდა ჩემთან ლეონს მხიარულით სახით და მითხრა: ერთი კარგი საქმე მინდა გახარო და გითხრა ჩინებული საიდუმლო, რომელიცა ჩემს დას შეეხების და რომელიცა ჯერ თვითონ იმანაც არ იცისო.
„ჟრუანტელმა დამიარა მე ტანში და ვკითხე შესაძრწუნებელით შიშით: რა საიდუმლო?
„ჩემმა მახარობელმა მითხრა: ხო არ იცნობო შენ ფერდინანდ ოვანდესს... ძლიერ მდიდარს და ჩინებილს ვასტილიელს აზნაურს?...
„და რა არი? – ვკითხე მე.
„ისი თხოულობსო ჩემს დას...
„ამ გაგონებაზე ავსთრთოლდი, გადავფითრდი, დავეცი თითქმის უგონოდ, უგრძნობელი... ცივი ოფლი დამომდიოდა პირისსახეზე. ლეონს ლაპარაკობდა, მარა ბოლოს მიხვდა რომ არ მესმოდა იმისი როშვა: თვალები დამელულა, ტუჩები გამეყინა და თახთახებდენ... სული ვეღარ მოვიბრუნე... და მეგობარი ჩემი შეშინდა არ მომკვდარ ვიყავ იმისს მკლავზე... უბედურო! რის თვის დაიცე შენ სიცოცხლე ჩემი? რად არ მიტევე უმანკოდ მომკვდარ ვიყავ?
„როდესაც მოველ გონსა, მინდოდა განგებ მომეავადმყოფებინა თავი, მინდოდა დამერწმუნებინა ისი, ვითომც ჩემი გულის წუხილი უბრალოს სისუსტისაგან იყო; მაგრამ ვნახე, რო ჩემის სასოწარკვეთილების საიდუმლო ცხადად განემჟღავნა ლეონსს და ვსთქვი: საყვარელო მეგობარო! რაღა დამიმალო... იცოდე, რო სასიკვდილო მეხი დაეცი შენ ჩემს გულს. ჩემი სიცოცხლე აღარ იქნება, მარა არა სევილლაში იყოს ადგილი ჩემის სიკვდილისა. მშვიდობით აუკუნოდ!
„თავზარდაცემულმან ამით ლეონს დაიძახა:
„ოჰ, ღმერთო! რა უბედურობის მიზეზი შევიქენო ეს ამბავი რო შეიტყოსო ჩემმა დამ ნაზმა, მგრძნობელმა, შენმა მმადლობელმა ჩემის ხსნისათვის... არა, არა! უნდა დავუმალო მე იმას შენი უბედურება; თორე იმასაც დაემართებაო რამე მწუხარებისაგან. ერთმა უბრალომ ხუმრობამ ასე როგორ შეგაწუხაო... სჩანს, რო სიყვარული საშინელი გულისთქმა ყოფილაო. მაინც კი, ერთი მითხარ, რა იყო შენი განზრახვაო?
„ჩემი განზრახვა ის იყო, – ვუთხარ მე იმას, – რო საქებარით საქმეებით შევქნილ ვიყავ იმისი ღირსი; მასუკან შემეტყო თანახმა იქნებოდა ისა, თუ არა, რო მე კარგის სახელისა და წესიერის ქონების პატრონს მეთხოვნა ისა.
„მაშ რაღად ხარ აგრე იმედგარდაწყვეტილიო? –მითხრა ლეონსმა. –გამოუცხადეო მამა ჩვენს შენი განზრახვა. მე ვიცი, რო პატივს გცემსო შენ ისი, გრძნობსო შენის სიკეთის ფასს და იქნება გამჯობინოსო შენ იმ სასიძოს. მგონია იჭვი არ უნდა გქონდესო ჩემს მეგობრობაზე, და ვალერიაც რა საკვირველია საწუხრად არ მიიღებსო შენს წარმატებას.
„ლეონსის სიტყვებით გამხნევებულმან ვსთქვი კიდე მე: ეგების, საყვარელო მეგობარო, ერთი კიდე მოიყვანო ვალერია საგრილოს და ნება დამრთვას ვესაუბრო იმისს გულს უმოწმებოდ, მარტოდმარტო. შენ თვითონ ნახე, რო ჩემი სიცოცხლე დამოკიდებულია იმისს გუმზე და რადგან დღეს ცოცხალი შენგან ვარ, დარწმუნებული ვარ ჩემი სიკვდილი აღარ მოინდომო. დაიყოლიე ამაზე როგორმე, ჩემო ლეონს, საყვარელი ვალერია, და ნუ კი ეტყვი, რო სხვა კაცი თხოულობს იმას.
„ვალერიამ აღასრულა თავისის ძმის თხოვა, და ტერეზასაც რა კი შეეტყო ჩემი წადილი, დათანხმებულ იყო ჩვენს მარტოობაზე. მიველ მე მარტოდმარტო და ისაცა მარტო მოვიდა: ფანჯრის გაღებაზე გამეღო მე ცაიცა. ნუგეშინის მოიმედე, სევდიანი სიყვარული ახალახლითა ეშხითა განაშვენიერებს თავისს საყვარელს საგანს. ვალერია წარმომიდგა თვალწინ ისე ჰაეროვნად, რო ჯერ ისე შვენიერად არას დროს არ მჩვენებიყო მე ისა! გამომეცხადა ვით ვარსკვლავი, რომელიცა, ხომალდის დანთქმის დროს, ზღვის მგზავრებს განუახლებს იმედსა.
„ღელვილმან იმისით ნახვით, ვუთხარ მე იმას: როგორ შემიძლიან სიტყვით გამოვსთქვა ის ნუგეში, რომელსაცა ვპოვებ მე თქვენს აქ ყოფაში; მარა, როგორც დამატკბობელია თქვენი ნახვა, ისე დამამწარებელი უნახავობა. ოჰ! რა სატანჯველია თვინიერ სატრფოსა საგანისა თვლა ჟამისა წამთა, რადგან შეუძლებელია მოსწრაფება იმათის სიმდინარისა!...
„პასუხად მითხრა: მე ვსთვლიო იმათ, თუმცა თქვენი სიმხნეც არა მაქვსო.
„ამისთანა პასუხს შეეძლო დავეჯილდოვებინე მრთელს საუკუნეს ტანჯვისათვისაცა.
„დავარწმუნებდი მე იმას ჩემს უუტრფიალესს, მგზებარეს სიყვარულზე და ძრწოლით მინდოდა ნება მეთხოვა განმემჟღვანებინა იმისის მშობლისა თვის ჩემი გულისზრახვა; მარა თვითონ იმანვე თავისით გულწრფელობით დამასწრა და მითხრა: ფორმოზ! მე და ერთგულმა ჩემმა ტერეზამ ვიფიქრეთო თუ რა მითქმამოთქმა შეუძლიან შვას ბოროტმა ენამ ჩვენს სამიჯნუროს ნახვაზე. იჭვი არა მაქვს, რო გიყვარვარო მე თქვენ და ლეონსიც ამაზე მარწმუნებს მე და ჰფიცავს თქვენ თვის; მარა თავზარი მეცემა, როდესაც წარმოვიდგენო თქვენს უბედურებას. თქვენ ბძანდებით ჩვენი კეთილისმყოფელი: უთქვენოდ მამა ჩემი დაჰკარგევდა მხოლოსა მემკვიდრესა, მხოლოსა იმედსა. დია კარგად ვიცი შთამომავლობაცა თქვენი და ესეცა, რო, როგორც ისმის, არც სიმდიდრე გაკლიათო თქვენ. ისარგებლეთო შემთხვევით თქვენს სამჯობინაროდ, მარა ისე კი მოახდინეთ საქმე, რო ქვეყანაში შემეძლოს მე ჩემით მეუღლით ეგოდენვე თავის მოწინებაცა, რაოდენცა მეყვარების მე ისი,როგორც მამაცი, ერთგული ჩემი რაინდი!
„საშინლად ღელვილმან ამ ტრფიალებითა აღვუთქვი მე იმას გამემჟღავნებინა ჩემი განზრახვა მარკიზისა თვის, და გამოვესალმეთ ჩვენ ერთი მეორეს სახარულევანით იმედით.
„ლეონსმა დამისახელა მე კაცები, რომელთაცა იმისი მამა უნამეტნავესად ერწმუნებოდა და პატივსცემდა. რომელნიმე იმათგანნი მენათესავებოდენ კიდეც მე და ხმაყოფილებით მიმეგზავნენ იმასთან.
„მარკიზს გულგრილად და მართებულად მოესმინა იმათი მოციქულობა; ვექე მე მძლავრით, მარა სიყვარულიანით სახით; ეთქვა იმათ თვის, რო ნათესავობა ფორმოზისა პატივად უნდა მიაჩნდესო ყოველს კეთილშობილს საგვარეულოს; რო მმადლობელია ისი ჩემი ამისთანა იმის თვის თავისმოსაწონებელის საქმისა თვის, რადგან სხვები ისი ვარჩივე მე დასამოყვრებლად; იმედეულობს ისი, რო კეთილცხოვრებითა ჩემითა უმეტესად განვადიდებ ჩემის მამაპაპის დიდებულებას; მარა ჩემის ქალის გათხოვება კი ისეთი მძიმე საქმე არისო, რომელიცა მოითხოვს საფუძვლიანს განსჯას და დროს.
„ეს პასუხი თუმცა სრულებით საიმედო არ იყო, მარა არცა თუ უიმედო. მარკიზ იშვიათად აქებდა კაცსა და ამის თვის ეს იმისი ნიშატი უფრო მომატებულს ფასს სდებდა იმისგან ჩემს ქებას. ამასთანავე ვნახეთ რა, რო უწინდელსავით ალერსიანად მომექცევოდა მე ისი, მე და ლეონსმა გული დავაჯერეთ, რო დროს გატარება უნდოდა იმას მხოლოდ იმისთვის, რათამცა მართებულად დაეთხოვნა და თავიდამ მოეშორებინა დონ ფერდინანდი. ვალერია და ტერეზაც ასევე ჰფიქრობდენ და ამის თვის კავშირი ჩვენი უფრო სარწმუნო და მჭიდრო შეიქმნა. ტერეზა იშიშვიდა ცუდად არ ეფიქრა ხალხს ჩემი ხშირად ნახვა საგრილოს ფანჯარასთან, და ამის თვის გვირჩევდა ერთმანერთის ფარულად ნახვას, რათამცა გამვლელგამომვლელთა არ დავენახეთ: აი კიდე ახალი ბიჯი უფსკრულისაკენ!
„ყოველთვის შემეძლო სიარული ლეონსთან,და იმისთან ერთად ბაღში; არა ვინ იმ სახლისაგანი არ გვათვალიერებდა ჩვენ. საგრილო იყო ბაღის დასასრულში, – ვალერიას და ტერეზასაცა შეეძლოთო მოსულ იყვნენ იქ მეორით მხრით, და თუნდა დავენახვეთ კიდეც ვისმე ჩვენ ერთად, მაშინაც ვერ ვინ მიიტანდა ჩვენზე ცუდს იჭვს, რადგან ჩემი მეგობარი და ის მოახლე იქ იყვნენ. ამ სახით უმეტეს და უმეტეს მივეცემოდით ჩვენ წარსაწყმედელსა საცთურსა.
„არ შეიძლებოდა უწრფელოს ყოფილ იყო რამე ჩვენს სატრფოს საუბარზე იმ განშორებულს საგრილოში და თვითონ მხიარული ლეონსიცა იყო ხოლმე ჩვენთან განკრძალვით და მშვიდად. სიყვარული ჩემი ემსგავსებოდა თაყვანისცემასა, და ტრფილება ვალერიასი ყოველთვის დაიფარვებოდა უუწმინდესის მეგობრობის პირბადითა; ჩემი შეხედულობაცა და სიტყვებიცა აღმოაჩენდენ გულითადსა სიმხდალესა, ვალერიას თვალები მოიქცეოდენ ჩემკენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ენება იმას იმათით განეცხადებინა მადლობა ჩემის საწადელისა თვის, რათმცა ბედნიერება იმისი თანასწორ ყოფილ იყო იმისის ღირსებისა და შვენიერებისა. მარა ვინ იყო დანიშნული ბედისწერისაგან იმის გასაბედნიერებელად? ნუ თუ მე? ეს ჰაზრი მიმაჩნდა მე თითქმის ლაღად,თუცა ლეონსს სრულებით იჭვიც არ ჰქონდა ამაზე. პატივის ცემით ლაპარაკი ჩემზე მარკიზისა, ალერსიანი მიღება ამისგან ჩემი და სამარადისო რჩევა იმისგან თავისის შვილისა, რათამცა მმეგობრობდეს მე... ერთით სიტყვით, შევკრიბეთ ჩვენ ყოველივე სხივი ჩვენის თავის მოსაცთუნებელად საშიშარით და სასიამოვნოთი ლანდებით. მეუღლეობის ფიქრი წმინდაჰყოფდა უმანკოს ჩვენს სიყვარულს: მარა რადგან დამშვრალი ვიყავ გულისთქმითა, რომელიცა დაუდგრომელ უნდა მეპყრა და მეგუბებინა გულში და რომელიცა თანდათან ძლიერდებოდა დასასრულ განვიზრახე მე წიგნის მიწერა ვალერიასთან იმ იმედით, რო მომიტევებდა მე ისა ესეთს კადნიერებას... აღვუწერე მგზებარე სიყვარული ჩემი და ის სატანჯავი მოვალეობა, რომელითაც იძულებულ ვიყავ დამეფარვა სიყვარული ჩემი იმისის მშობლის ნებადართვის მოლოდებაში და იმ საშინელს უცოდინრობაში თუ როდის მომეცემოდა ნება მიმეშვა გული ჩემი გაფრენილ იყო თავისს საგანთან.
„სასოწარკვეთილით და ჭმუნვარით სახით მიველ მე საგრილოს. ლეონსს უნდოდა შეეტყო მიზეზი ჩემის მწუხარებისა. პასუხად ვუთხარ მე იმას, რო არ შემეძლო იმისი თქმა, და ამასობაში ჩემი გული ნანდვილ შეცულია მეთქი მწუხარებით და დიდით მოუთმენელობით მოელოდების იმ წამს, როდესაც ნება ექნების ამას აღსარებისა. ჩემმა სიტყვებმა შეაწუხეს ვალერია. მინდოდა მესარგებლნა ამისთანა იმისით განწყობილებით და მივეც იმას საუბედურო წერილი. იმაში ვსწერდი მე:
„მდგომარეობა ჩემი საშინელია და მხოლოდ საყვარელს ვალერიას შეუძლიან ნუგეშმცეს, გამამხნოს მე. ოჰ! იყავით მოძღვრად ჩემდა; იყავით ანგელოსად მფარველად ჩემდა“...
„და აღვუწერდი რა იმას იმ სატანჯველს უცოდინრობას, რომელშიც დამიტევებდა მე გრძელჟამიერი მდუმარება იმისის მამისა, აღვიარებდი მე, რო ვერა უბედურება რა ჩემს სიცოცხლეში ისე ვერ მძლევდა მე, როგორც მარკიზის უარი, რომელისაც გარდათმენა არ შემეძლო მე.
ჵ, საუბედურო მგრძნობელობაო! ვალერიას, – როგორც შემდგომში მითხრეს, განებანა ცრემლით ჩემი წიგნი... „ღმერთო ჩემო! –ჰფიქრობდა თურმე, – :ფორმოზმა დაიცვა სიცოცხლე ჩემის ძმისა და შემოგვწირავდა ჩვენ თავისს საკუთარ სიცოცხლეს, და მამამ რო უარი უთხრას, ან მალე არ დაამშვიდოს ისი, უთუოდ სასოწარკვეთილებას მისცემს ისი თავსა და ნუგეში უნდა ვსცეო მე იმას. „და ამ განზრახვით გაებედნა იმას ჩემთან პასუხის მოწერა, და იმისი წიგნი იმისავით იყო საყვარელი, საგრძნობელი და კეთილგონიერი. დასასრულში იწერებოდეს ამას:
„მომატებულს სიჩქარეს შეუძლიან უბედურად დასრულდესო: მამა ჩემი თავისის ნების კაციაო; თქვენმა მოუთმენელობამ იქნება გაამწაროსო ისი. მივანდოთო იმას ორთავესი ჩვენი ბედი. მოთმინებითი მდუმარება და სიმტკიცე იმისის ქალისა მაგალითად წინ გიძევსთო თქვენ. დაიცეთ, დაიცეთ ის შეურყეველობა, რომელსაც აღმითქვამს მე თქვენი დევიზი, და რომელიცა იქმნებისო სათნოებად ბედნიერსაცა და უბედურსაცა სიყვარულში.“
„ამისს პასუხად მივსწერე მეცა ფიცი თაყვან-მეცა მე იმისა თვის, როგორც ღმერთსა თჳს; ვფიცავდი ყოველშივე დავმორჩილებოდი იმას, შევსდგომდი მისს ნებას, – და ამ სახით გაიმართა ჩვენ შორის საიდუმლო მიწერმოწერა, ურთიერთობრივი შეკავშირება სულთა, რომელიცა არი უსაშიშრეს ყოვლისა სიყვარულში.
„ჩვენს მიწერმოწერაში გამოიხატებოდენ იმისით მხრით: გონიერება, გულკეთილობა, ბუნებითნი სათნოებანი და სატრფო უმანკოება; და ყოველივე ის, რაიცა იშობის მგზებარის გონების გამომხატველობისა გან და სიყვარულით დამთვრალის გულისა გან. და ისე ფრთხილად მივაწვდიდი ჩვენ ერთი მეორეს ჩვენს წიგნებს, რო ჩვენს მოწმებსაც კი არას დროს არ შეუმჩნევივართ ჩვენ თვის ის. გრძნობელობათა ჩემთა ცეცხლი უჩინრად გარდავიდოდა ვალერიას გულში და ჩემის გულისთქმის უგუნურებასა ხანდახან უნდა ემოქმედნა იმისს სულზე.
„მე ვიყავ დარწმუნებული სატრფოს იმისს სიყვარულზე ისა იყო დარწმუნებული ჩემს მგზებარეს გულისთქმაზე და ამ სახით ორნივე ჩვენ ერთად ვსტყუვდებოდით ამისთანა საამურით ლანდებით ისე, რო არა რომელი მდგომარეობა ქვეყანაზე არა გვჩანდა ჩვენ შესაშურებელად; ჩვენით ფიქრით, არა ვის შეეძლო ჩვენზე ბედნიერი ყოფილ იყო, არა ვის, ჩვენს გარდა. მარა ეს მოხიბლვა მალე განქარდა.
„ერთხელ მოვიდა ჩემთან ლეონს შეშფოთებულით სახით და მითხრა: საყვარელო მეგობარო! არ ვიცი უეცრად რა დაემართა ვალერიას და რამ დააღონაო; საშინელი ბნელი სასოწარკვეთილება გამოიხატებაო იმისს პირისსახეზე. ტერეზა და მეგამოვკითხავდით იმას მწუხარების მიზეზს; მარა არა გვითხრა რაო ამის მეტი, რო მხოლოდ ფორმოზს ვეტყვიო ჩემს გულისპასუხს. მამა აპირებსო შინადამ გასვლას; ჩვენ მარტონი ვიქნებითო, და ღვთის გულისა თვის წამოდი ნახეო!“
„მაშინვე გავყევ მე ლეონსს და ბაღში დაგვხვდა ჩვენ ვალერია. ხელით ანიშნა იმან თავისს ძმას წავეყვანე მე იმას საგრილოს, და წამსავე თვითონაც მოვიდა იქ თავისით მოახლით და უთხრა იმათ გულგრილად და სევდიანად:
„მე ფორმოზთან საიდუმლო მოსალაპარაკებელი მაქვსო და ცოტას ხანს თავი დაგვანებეთო“. – როდესაც გავიდნენ ისინი და დავრჩით მარტოდ ჩვენ ორნი, მაშინ მითხრა მე იმან: – თქვენ აღთქმა გაქვსთო ჩემთან დამემორჩილებოდეთ მე: ახლა დასდგაო გამოცდის დრო. მე ვუბრძანებო ჩემს საყვარელს მეგობარს ორს სამწუხაროს მოვალეობას; მარა წინადვე უნდა შემომფიცოს მე იმან, რო აღასრულებსო იმათ.
„გულგაპობილმა ვუპასუხე მე: მესმის რაც გინდა სათქმელად, – უნდა ვიცოცხლო და განგშორდე. არ შეგიძლიან შენ ჩემი იყო; შენ იქნები სხვისა და ამასაც მოითხოვ ჩემგან სასტიკო, რო ვიცოცხლო კიდე მე! არა, არა! ვერვინ მათქმევინებს მე მაგ საშინელს ფიცს!
„მაშინ დაქენჯნილმა იმისმა გულმა აღმოსთხივა ცრემლნი მწარენი, და სთქვა იმან: „დიაღ მართალია მამამ გარდასწყვიტაო სვე ჩემი. ხვალ მოვა აქ ფერდინანდ დოვანდეს და ერთს კვირას უკან ვიქნებიო მე იმისი ცოლი. მე თვითონ გავბედე გამოგიცხადო შენ ეს საშინელი უბედურება და გამოგესალმო საუკუნოდ, რადგან ვიშიშოდიო მე, რო უეცრად არ შეგეტყო შენ ეს ამბავი ლეონსისაგან და სასოწარკვეთილებით არ აგეტეხა რა შენის თავისათვის. ოჰ! შენი სიცოცხლე არ შეერთდება ჩემს სიცოცხლეს და არ განშვენიერდება გულთა ჩვენთა ურთიერთობრივითა ტრფიალებითა, მარა ყოველთვის სატრფო იქნებაო ჩემთვის! ფორმოზ! ნუ დაივიწყებ, რო ჩემი სიცოცხლე დამოკიდებულიაო შენს სიცოცხლეზე და არა ერთს, არამედ ორს გულს განგმირავო შენ. მე შემიძლიანო გარდავითმინო ჩემი უბედურება, მარა შენს სიკვდილს კი ვერ გარდავითმენო.“
„ენადადუნებული ყურს ვუგდებდი მე იმას გულისწუხილით,არა ვოხრავდი და არ ვსტიროდი. გული ჩემი შეიწროვდა, თვალები გამიშრა და შინაგანი ცეცხლი შესწვავდა ჩემს ნაწლევებს. ბოლოს წარმოვსთქვი მე სამწუხაროთი ხმით: ყოველივე გათავდა! ფერდინანდ მამჯობინეს მე! ფერდინანდ იქნება შენი მეუღლე!... არა, არა! არ გიყვარდი მე შენ, არ გიყვარვარ, მომატყუვე შენ მე!...
„ამ სიტყვის გაგონებაზე ვალერიამ სთქვა: მე მოგატყუე შენ, სასტიკო კაცო? განა ისეთი უწყალო ხარო შენ, რო უმეტესად დასტანჯვო ჩემი დაქენჯნილი გული? განა თავისუფალი ვარო მე? განა შემიძლიანო მე ჩემის თავის პატრონობა? განა მე თვითონ ვაძლევო იმას ჩემს თავს?... მტანჯველო ჩემო! შთასთხიეო გესლი ჩემს გულში და საზიზღრად გამომაჩინეო თვით საკუთარს ჩემს თვალში! ყოველივე ესე შეგიძლიანო შენ; შეგიძლიანო, რადგან უბედურმა უგუნურმა სიყვარულმა მოგცაო შენ ეს საშინელი უფლება. მარა ჯერ კიდე დიდხანს უნდა ვიცოცხლო მე და ვიტანჯვოდა კიდე მოვასწრობო ჩემის სისუსტის მონანიებას. პირველი მოვალეობა ჩემი არისო მორჩილება მშობლისა; შემდეგ ნება ღვთისა არისო. ვსასოებო, ვსასოებო, რო ისი გარდამოვივლენსო მე ძალსა“...
„ჩემის დავიწყებისა თვის?... დავიყვირე მე. „ჰო, ამოვიღე მე ხმალი თავის მოსაკლავად და დავიღრიალე საშინელის ხმით: შენ დამივიწყებ მე! „მთრთოლარე, გონებადაბნეული მომვარდა მე ისა, შემტაცა ხელი, მომეხვივა და ზარგანხდილი შემომძახდა:
„შემიწყალე! მიხსენ, მიხსენ მე!“
„ღმერთო! რა საშინელი ცვლილება მოხდა ჩვენს გულში! წარმოიდგინეთ უწესობა მწუხარებისა: მკერდი იმისი ღელავდა ჩემს მკერდზე ცრემლები სცვივოდენ იმას პირისსახიდამ ჩემს სახეზე და მორწყვიდენ მგზებარეთა ბაგეთა ჩემთა; სუნთქვა შესდგებოდა შმაგს კოცნაში... კოცნაში!... ოჰ! შიში, სასოწარკვეთილება, მორცხვინება, ქალწულება, უბიწოება, ყოველივე წარხდა!... დავუშვებ ფარდასა ჩემს სჯულის გარდამავლობას!
(დასასრული იქნება შემდგომს წიგნში.)
_________________
1ინკვიზიცია: დიკასტირია, ანუ სასულიერო მეძიებელი სამსჯავრო, დაწესებული პაპისაგან ფრანგთა სამფლობელოებში, მოძიებისა თვის და დასჯისა თვის ყოველთა იმათ, რომელნიცა წინააღმდეგ ფრანგთა აღსარებისა ამტკიცებენ ჰაზრთა.
2რაინდი, საბა ორბელიანის განმარტებით, ნიშნავს ცხენის გამწვრთნელსა; მარა ძველის წერილების მიხედვით, სადაცა რაინდი აღნიშნულია ჩინებულს მხედრად უკანასკნელის ლექსის მნიშნველობასა და ვიგულისხმებ რაინდს, როგორც ფრანცუზნი და რუსნი.) ს.ა.–მ.
3დევიზი, გამოხატულება სახისა რისამე იგავიანით და მოკლით ზედა–წარწერით
4ამადისის საყვარელი
![]() |
3 ჰსწავლა და ხელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 მოთქმით ტირილი საქართველოს მეფისა ღერეკლეს ნეტარებისა ღირსისა |
▲back to top |
მოთქმით ტირილი საქართველოს მეფისა ღერეკლეს ნეტარებისა ღირსისა
დღეს ქვეყანა აღსრული გულის წყრომისა ტახტსა ზედა: ცხებული სისხლითა ცესარისა დიდისა ეკატერინასითა; დღეს იცხებს კვალად უფასოსა სისხლსა სახსარსა ივერიელთა გვარისასა; დღეს ციურთა საკვირველება მოშურნე ექმნა ქვეყანასა საკვირველსა. ცამან მისტაცა ქვეყანასა სიმდიდრე, ძლიერთა ძალი, ბრძენთა გონიერება, ერთა გვირგვინი, მხედართ მთავართ სარდლობა და თვით მპყრობელთა სახელმწიფო ზრდილობა.
დიდნო მფლობელნო, დიდნო იმპერატორნო! სტიროდეთ ახლად ქვეყანისა დიდებასა, სტიროდეს სახლსა უავღუსტესსა თქვენსა; შერაცხდეთ ცუდად სოფლისა დიდებასა, ისმინეთ ესე სახსოვრად სასმინარი: მოკვდა ღერკულეს უძლეველი მეფეთა და მზესა ქვეშე, და იხილეთ, და ყოველი ამაო.
და თქვენ მტირალნო ნათესავნო ქართლოსანნო, სარკინოზთაგან უძლეველნო მხედარნო! გიძროდათ მეფე მოისებრ ისრაელთა, გესმოდათ ხმა პატრონისა თქვენისა; მახარებელად თქვენდა იყო ბიბლია: არა მოაკლდესო მთავარი იუდასაგან. იუდა ლომი სახლისა სადავითოსა ზარის სახედელად, მტერთა თქვენთა მყვირალი. დღედმდე ლაშქრვიდა სამთა იმპერიათა: ოსმანთა, სპარსთა და კავკასიისა ერთა, დღეს გაილაშქრა ციურთ ურიცხვთა ზედა ერთმან მარტომან უძლეველმან რაინდმან. ძველი ღერკულეს ძველის ახილესითურთ იყვნენ ძლიერნი ქვეყანისანი მოკვდავ; ესე უკვდავი მეფე პატრონი თქვენი ციურთაცძალთა უკვდავითა ძალითა სძლევდა და განვლო სამყარონი ცათანი.
თუმცა დავაკლდით საზოგადოს მამასა და სახსოვარსა მეფესა და პატრონსა; გარნა ხმა იყო ესე დიდებად თქვენდა, ვიდრემდის იყო იგი, და საიგაო აქა; ადიდა სახლი, ადიდა გვარი თვისი, ადიდა სიმხნე თქვენ ქართველთა ცათამდე, და აწ აღვიდა ანღელთა ღვთისა თანა. გარნა აქაცა და მუნ და მუნ ცოცხალ არს იგი; რად სტირით, ძენო, ობოლნო მამისაგან!
და შენ შესაკრებელო სახლო ივერიელთ ნათესავთაო, ტაძარო ათორმეტისა სკიპტრისაო; რად სტირი, სადავითოვ სახლო, დიდია მეფისა ალექსანდრესაგან დიდებულო სახლო, თეიმურაზ პირველისაგან ამაღლებულო სახლო, წმინდის ქეთევან დედოფლისა სისხლით ცხებულო სახლო: სადაც ხმა იყო სიხარულისა და ცხოვრებისა, და იყავ საყოფელი მართალთა, რომელშიაც სანატრელი მეფე თეიმურაზ და დედოფალი თამარ მეფის ერეკლეს შობაზე იხარებდენ, რომლისაც საწოლში მეფის ერეკლეს სადღესასწაულო შობა იდიდებოდა, და სადა სახსრად ქართველთა ნათესავთა მეფე ერეკლე, ლომი იუდასი, დავითის სახლში იზრდებოდა; რომელშიაც ჩვეულება იყო გაცხრომისა; სადაცა ხმა ისმოდა დავითის ქნარისა: აქამდის შენს მეჯლიშში მეფის ერეკლეს სახსოვარი ყმაწვილ კაცობა ქვეყანასა აკვირვებდა, რომლისაც სიჭაბუკე ქვეყნის ძლიერთ სჩაგრევდა; აქამდის შენს მეჯლიშში მეფის ერეკლეს ტახტზედ ჯდომა იხილვებოდა; იმისი ხელმწიფური დარბაისელთ ხუმრობა მიმოითქმოდა, მეფის ერეკლეს მრავალ საგალობელი სადღეგრძელო ისმოდა.
რად სტირი, სადავითოვ სახლო! თუ ოსმანთ დაიპყრეს საყდარი მეფობისა შენისა, საკურთხეველი წმინდა ღვთისა, ერეკლე სიმრთელით ბრძანდებოდეს, რომელმაც ხერთვისის დამპყრობელისა და ასპინძას მტრის სისხლში გამოწრთობილის ხრმლით ხვანთქარს სპარსეთის ხელმწიფეს ქარიმხანთან საჩივარი მიაწერინა: მეფე ერეკლე სარათის ქვეყნებს მართმევს და შენ დაუშალეო. ქარიმხანცა იტყოდა: მეფე ერეკლე ასეთი რამ ბძანდება, რომ ხვანთქარი ჩემთან საჩივლელად დაამუხლაო; მაშინვე უძლეველობის ნიშნად სახელმწიფო ხრმალი მოართვა.
რად სტირი, სადავითოვ სახლო! თუ სპარსთ დაიპყრეს შენი უმაღლესი ტახტი, შენგან წინაპართ შობილთ მეფეთ შარავანდედი მეფე ერეკლე ცოცხლებდინ საუკუნოდ; რომელმანც საქართველო ნადირ ავშარისაგან გამოიხსნა და ფათალი ხან ავშარის მეფე აზატხან ათასი ერთით წარიქცია; რომლისაც დიდება მეორემ ალესანდრემ, პრუსიის მეფემ ფრიდერიკოს თეთრზე დაწერა: ევროპაში მე ვარო და აზიაში ღერკულეს უძლეველი საქართველოს გიორგიანთ მეფეო.
რად სტირი, სადავითოვ სახლო! ვინემდის ახალი მოსე ისრაელთა მეფე ერეკლე. საქართველოს მხედრობას წინა უძღოდა, და საქართველოს რად ვამბობ, ამ სახელოვანს სახელს დიდის როსიიდამ გამოჰყავს ლაშქარი, ციბირიდამ მოჰყავს სამხედრო დიდი, ვის შეუძლიან შენი დამდაბლება; როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშა გაიშლება დაღისტნელნი ლაშქრათ აღსდგებიან, ოსნი და ჩერქეზნი მეფის ერეკლეს წინ სისხლის დათხევას ხალისობენ.
რად სტირი, სადავითოვ სახლო! როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი ტახტზე ჯდომა გეღირსა, ყოველსა წინა საუკუნეში იდიდე, უფრო ამაღლდი, უფრო გაბედნიერდი, ცანი ქუხილით გრგვინვიდენ ძალსა შენსა, სფერა ქვეყანისა გეძრწოდეს ფერხთა ქვეშე.
მაგრამ, ვაჲ თუ დიდება ესე შენი ღერკულეს მეფეს საფლავად მიეცვალოს! ვაი თუ საქართველოს საფარველში გარდახურვილი მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშის კალთები აგვეხადა! ვაი თუ ის უმაღლესი თავი, რომელიც იაკოფის კიბეთ ცას მიჰდგომოდა და მზესა ქვეშე ქვეყანაზე არ ეტეოდა, საფლავის სიღრმეში დაეფაროს!
ის ძლიერი თვალები, რომელისაც ზეით ახედვა ცებს აჰკეცდა და ღვთაების საყდარს მიედგმოდა; რომელიც სამსხვერპლოსა ზედა აბრაჰამისსა განკვირვებით მდგომარე მურასა ქვეშე სამებას ისტუმრებდა, რომლისაც დახედვა ქვეყანას გახსნიდა და უფსკრულში ღვთის საკვირველებას უყურებდა. სფერა ქვეყანისა ერთს გუგაში გარეშეეცვა, და ცასა და ქვეყანასა ორს ფურცლად კითხულობდა, ვაი თუ საკვდავად დაერულოს! ვაი თუ უძლეველი ხელები, რომელისაც ხრმლის ვადაზე დადება, სიკვდილსა მახარობლობდა, ტრფიალთ სატკივრად გულზე დაკრეფილ იყოს!
ვაჲ თუ ის მაღალი და ზეცას ანგელოსთაგან სამწიგნობრო სახლი მეფე ერეკლე, რომელიც ცის კალთებზე იწერებოდა, და ქვეყანის მპყრობელთა ხელმწიფეთა ფხიზელად აძინებდა და მძინარეს საშიშრად ესიზმრებოდა, ამ ადღესასწაულოს სახელის მოხსენებას საქართველოს ეკლესიები მოჰკლებოდეს!
მაგრამ ცა და ქვეყანა მეფის ერეკლეს მახსოვარნი არიან, მზე და მთოვარე იმის ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან, დღისით მზე იყო მეწინაე სარდალი და ღამით მთოვარე, მეფის ერეკლეს გამარჯვებულს დროშას წინა უძღოდა სისხლით მტერთათა შეღებილი მთა და მინდორი მეფეს ერეკლეს მოუთხრობენ. ვის შეუძლიან დავიწყება? ვის მოსვლია კეისართაგან ტახტი, გვირგვინი, პორფირი და ბაირაღი?
მაგრამ, ხემწიფევ, რად გვიხაროდა შენი ხელმწიფედ ცხებულება, თუ კი სამკვდროს ზეთს იცხებდი; რად გინდოდა სახელმწიფო პორფირი, თუ კი დასამიწებელს სუდარს გარს მოიხვევდი; რათ გინდოდა განსაგებელი სკიპტრა, თუ კი სკიპტრის მპყრობელს ხელებს გულზე დაიკრეფდი; რათ გინდოდა ქვეყნის მაჩრდილებელი დროშა, თუ კი მტერზე გარდახურვილს შენის შიშის ფარდას ახდიდი; რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი, თუ კი დასამიწებელს საფლავს იშენებდი...!
იგლოვდი, ქვეყანავ, რომელიც უძვირფასესითა სპეკალითა ამდიდრებ სიტყვიერთა; გარნა სიმდიდრე გრძნობადთა და საცნაურთა, მეფე ერეკლე შენს სიღრმეში დაჰფარე.
განჰკრთი, განჰკვირდი, სტიროდე, ცაო, რომ შენის სითალხისა და ვარსკვლავთაცა, აბრაჰამისებრ, განკვირვებით მხედველი მეფის ერეკლეს უმაღლესი თვალები საუკუნოდ დაბნელდა.
დაბნელდი, მზევ, რომელსაც გაქვს მოსასწავებელი დაბნელებით ჭირის უფლობა, რომ მზე მიწიერი, ქართლისა მეფე ერეკლე, შენს ბრწყინვალებას ვეღარ ჰხედავს.
ზეციერნო ძალნო! აქამდინ თქვენი დღესასწაულობით მასპინძელი, ახლა თქვენი სამღთო სტუმარი მეფე ერეკლე გესტუმრათ. თუმცა სამეფოს დიდებით ვეღარ ნახავთ, საფლავის ტუსაღი გევედრებათ. მაგრამ თქვენ როგორც თავისის ბებიის ქეთევან დედოფლის სისხლი, ისე შეიწყნარეთ, ასე ისტუმრეთ; როგორცდიდს კოსტანტინეს, ისე მოეგებებით.
მაღალო და ძლიერო ღმერთო! დავაკლდით ერნი ქრისტიანენი მემკვიდრესა პატრონსა და საზოგადოსა მამისა, ძლიერსა და მხნესა მამაკაცსა. ჩვენ ვსტირით, და მეფე ერეკლე, თავი, განმგებელი ერისა, ხელი, მზრდელი ობოლთა, მკლავი, მომგერებელი მტერთა და გვამი შრომის მოყვარე მისს საფლავში ირღვევა. შენ გევედრებით იესოს სისხლით ცხებულს, მეფის ერეკლეს კაცთ მოყვარეს სულს ნუ შეაწუხებ, იმისგან დაობლებულს საქართველოს მოხედე.
სად დაჰხედ მზეო სამეფოთა სირათა და პანკრატითთ გვართაო! რომელისა დისკოსა ნათელს იღებდენ გონიერნი, სად არის ხელმწიფევ, შენი ხელმწიფური განგება? რად შემოიხსენ ხრმალი, რომლისაც სადღესასწაულო გამარჯვება რიცხვით ხსოვნას ასცილდა? რად შემოსწყერ სახელოვანს დროშას, რომლისაც ჰაერში მომცურავი კალთები ქვეყანას აჩრდილებდა და სამესისხლოდ განჭიმულის ზორტებით ცის კალთებს ეჩხუბებოდა, სადაც ღერკულეს მეფის უძლეველობის სტანბა ზეცას იბეჭდებოდა.
რად ადიდე სახლი უმაღლესი, თუკი საუკუნოდ დასცლიდი; რად მიეცი სიამაყე დედოფლობისა შენს უმაღლესს ფერცხალს, თუ ასე დასჩაგრევდი; რა გაწყინა დედოფლის დარეჯანის დიდებულმა სამშობლომ? რად მოსტაცე დიდება დადიანის ოჯახს? რად ადიდე შენს უმაღლესს ტახტზე? თუ იდიდე რადღა დაამიწე? რად უღალატე დედოფალს ქმრითა და შვილით ბედნიერს, რად ატირებ, რად დააქვრივე, უწყალოვ, რად მოუკალ ხელმწიფე ქმარი, უწყალოვ! სად ამიწებ კეისართაგან გვირგვინოსანს შენს უმაღლესს თავს, რად გიწყვია უქმად ეგ ძლიერი ხელები, რომლითაც თავეთს შემაღლებულს კამარაში მფრინველთ სიცოცხლეს მისტაცებდი; რად ასწავლე საყვარელს ქალებს საქალო კრძალულება, თუკი თავ მოხდით ატირებდი?
რად გაათამამე გული ლომებრთა მემკვიდრეთა, თუკი სიმყარე უძლეველი მოეშლებოდი, რად გვაჰსწავლე ზრდილობა მხედრობისა ვაჟკაცობითურთ, თუ შენს წინ სისხლს არ დაგვაქცევინებდი...
ჩემს უღირსად შენგან მოწყალებით გაზდილი, შენის კაის ბატონყმობის ტრფიალი სოლომონ აქამდის რად მაცოცხლე, თუ ასე ოხრად დამაგდებდი!...
ხელმწიფევ! სად დაგიკარგავს ხელმწიფეთაგან საშურველი ზრდილობა? ამ დუმილით პატივსაცემელს სასახლეში, რა ამბავია უჩვეველის ხმის შემაღლება? რას ნიშნავს ამისთანა უბედური სალამი? გადმოხედე ხელმწიფურად შენს მეჯლიშში მეინახეთ, დარბაისელთ, სახელოვანს სარდლებს! ხელმწიფევ! ვიცით, რომ საქართველოს ხალხი მეფის ერეკლეს ტახტზე აღსვლით გულამაყნი არიან...
ქვეყანას უკვირდა სოლომონის გული: მწუხარებამ არ შესცვალაო, არ დაიჩაგრაო. ჩემი სიამაყე პირველად სიმართლე და მეორედ მეფის ერეკლეს სიმრთელე იყო. მეფეს ერეკლეს ცოცხალს უყურებდი, მტერი და განსაცდელი სათამაშოდ მიმაჩნდა. ახლა იმისის მტრის გული დაიჩაგროს, როგორც მეფის ერეკლეს სიკვდილით სოლომონის გული დაიჩაგრა! იმისი ტკბილი ბატონყმობა ვიტირო, თუ თავის უნებურად ჩემის შეწუხების შენანება, რომელიც თავისის უმაღლესის ხელით მომწერა და სოფელმა აღარ დააცალა.
ხელმწიფევ, დედოფალო და მეფის ძენო! გაფიცებთ მეფის ერეკლეს დღეგრძელობას, სიმრთელეს, გამარჯვებას ორში ერთი მოწყალება მოიღეთ.
ან მომაკვლევინეთ და მეფის ერეკლეს უმაღლესის ცხვირის ფიცრად დამდევით, რომ იმისი სანატრელი კუბო ჩემს გულზე ირღვეოდეს. ჩემთვის ის დღე იქნება, რომ დღე და ღამე ათი და თხუთმეტი საათი სახსოვარ მეფეს ნიადაგ მარტოკა ვახლდი ხოლმე, იქ ბატონყმობა სადღა იყო, იქ გაუვლელი ბატონყმობის სიკეთე როგორღა დარჩებოდა უღრმესად. იფიქრეთ უმაღლესნო, ისე შემიბრალეთ.
ან ამ ქვეყნიდამ დამკარგეთ, რომ სადაც მეფის ერეკლეს სამხედრო რაინდობაზე თვალი დამრჩომია, სადაც იმისის გამარჯვებულის დროშისათვის მიმსახურნია, თუ სადამე მის წინ სისხლი დამიქცევია, სადაც მეფის ერეკლეს ბედნიერი სალამი შემყვარებია, და იმისს სახსოვარს მეჯლიშში ჩემთვის უღირსის ხელმწიფურის ალერსით ჩემგან ხუმრობა ჰყვარებია, და თუ სადამე სახელმწიფოს მასლაათით მიმსახურნია, ის ადგილები აღარ ვნახო, ამ ცეცხლებით აღარ დავიწვა.
ხელმწიფევ, მფლობელო, საზოგადოვ მამავ! მეფევ ირაკლის! ვის მივსცე შენის უმაღლესის თავისა და უძლეველის ტანის უზომო ტრფიალება? ვის დროშას ვემსახურო, ვინ შევიყვარო, ვისთვის მოვკვდე, ვისთვის ვიცოცხლო? შენს უკან სიცოცხლე საზრახვათ განმწარებულმან...?
სოლომონ მსაჯული
![]() |
4 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
![]() |
4.1 კბილის ჰაქიმი |
▲back to top |
კბილის ჰაქიმი
ერთხელ იყო დოღი ოდესის ქალაქის გარეთ, სადაცა გაეკეთებინათ ხალხთა თვის ალაგი, რომელზედაც ჩაემწკრივებინათ ხის გრძელი სკამები. ჯერეთ კიდევ ცარიელი იყო ის ალაგი; მხოლოდ პირველს ჩავლებულს სკამზედ ისხდნენ ორიოდე კაცნი, რომელთა რიცხვშიაცა იყვნენ ორნი კაცნი, ერთი ევროპიის ტანისამოსით მორთული, თითქმის, როგორცა ჰსჩანდა, ორმოც წელს გარდაცილებული, და მშვენიერის სახის მქონებელი, და მეორე თურქულად ჩაცმული; ეტყობოდა, რომ ოსმალო უნდა ყოფილიყო და ხნით პირველზე უფროსი. მოგრძო არწივის მზგავსი ცხვირი, დიდროანი შავი თვალები, რომელნიცა იყვნენ განშვენებულ ხშირ წამწამთა და ზრქელ წარბთაგან, გრძელი ჭაღარა შერეული ულვაშები, რომელნიცა ჰფარავდენ ტუჩებსა; ესე ყოველნი მისცემდენ იმ აზიელსა მეტსა მშვენებასა. თურქნი დიდსა პატივსა აძლევდენ იმ კაცსა და დიდათაც უყვარდათ, რადგანც მეტის კარგის გონების მქონებელი იყო და მეტად კარგათ უანბობდა ხოლმე თავისთა თანმედროეთა სხვა და სხვათა ანბავთა, თუ ზღაპართა. გარნა ამხანაგი, რომელიცა უჯდა გვერდით ევროპიულად ჩაცმული, უფრო იყო მოარშიყე და უყვარდა ქალების უკან დევნა.
რა გამოხდა ორი საათი, ხალხთა იწყეს მოსვლა. პირველი რიგის სკამები გაივსო უფრო ქალთაგან და ეს ორნი ზემო აღწერილნი კაცნი მეტად იწროდ ისხდნენ მშვენიერთა ნათესავთა შუა.
ევროპიელი ხან მარჯვნივ ქალთა უყურებდა, ხან მარცხნივ გარდახედავდა... მშვენიერნი იყვნენ მრავალნი, ოსმალი თავის ალაგითგან არ იძროდა და მოუთმენლივ უცდიდა დოღის დაწყებასა. ამ დროს მეორეს სკამების რიგში შეიქნა ხმიანობა, რომლისა მიზეზით ოსმალმა უკან გარდაიხედა; ნახა ორნი ტურფა სახის მქონებელნი ქალნი ეძებდენ ალაგსა პირველს რიგში. სამთა ყმაწვილთა კაცთა, რომელნიცა, როგორცა ჰსჩანდა, ეკუთნვოდენ იმ მშვენიერთა, მიჰმართეს თხოვნითა ჩვენთა მცნობთა, რომ თავიანთ ალაგი ქალებისათვის დაეთმოთ. ოსმალი არცა თუ ალაგითგან შეიძრა, მარამ ევროპიელი ფიცხლავე გადმოხტა მეორეს რიგში და ერთს იმ ქალებთაგანს უთავაზა თავისი ალაგი; შემდგომ ჰსთხოვდა ამხანაგსაცა, რომ გადმოსულიყო. თუმცა აზიელსა ჯერეთ არ უნდოდა და რაღაებსაც ბუტბუტებდა, მარამ რა ნახა, მეტი ღონე არ იყო, ისიც უკან გადმობრძანდა. მცირეს ხანს უკან მეორეს რიგშიაცა იწროება შეიქნა. ახლა მესამეს რიგითგან ქალებმა დაუწყეს თხოვნა იმავე კაცთა, რომ ალაგი ეთავაზებინათ.
– ეი, ეფენდი, უთხრა დაცინებით ევროპიელმა თავის ამხანაგსა, – მგონია ჩვენ მესამეს ალაგს მოგვიხდეს გარდასვლა.
– ალლახ, ალლახ! წარმოჰსთქვა ოსმალმა, განა კიდევ უნდა დაუთმოთ ჩვენი ალაგი მაგ უმზგავსოთა?
– განა არ იცი, რომ ახლა სტამბოლში არა ვართ. ჩვენში რიგი არის, რომ კარგ ალაგს დაუთმობენ ხოლმე ქალებსა.
– სულელური ჩვეულება არის, მიუგო აზიელმა, – განა აგრეთნი რანი არიან დედაკაცნი!
– დედაკაცნი ჩვენში მეფანი(მეფენი) არიან.
– რომლის უფლებითა მეფობენ?
– სილამაზის და ნიჭიერების უფლებითა.
– ძალიან დიდი საქმე არის იმათი სილამაზე და ნიჭიერება. მე სარწმუნო ვარ, რომ ვერცა ერთს ამ ქალთაგანსა ვერ შეუძლიან ფლავის მოხარშვა
– მაინც რაც უნდა იყოს, ამათაც უნდა უთავაზო ჩვენი ალაგი; და დავმორჩილდეთ საჭიროებასა, ეფენდი! ესე რა ჰსთქვა ევროპიელმა, გადმოჰსდგა ფეხი მესამეს რიგში.
თუმცა არ უნდოდა ალაგითგან დაძრვა აზიელს, მარამ რა ნახა, რომ ამხანაგი გარდავიდა, იმასაც შერცხვა, გაჯავრებული ისიც გადმოვიდა და წამოიძახა დიდგულად:
– აქედან კი ვეღარავინ დამძრავს; აი რისთვის, ყური დამიგდე.
„ერთხელ სტანბოლის ქალაქში, ჩვენს დიდ მუფთის[1] კბილი ასტკივდა საშინლად. რა ძალიან შეაწუხა ტკივილმა, დაუძახა თავის მოსამსახურეს და ჰკითხა: იმასთან არავინ არის სტანბოლში, ისე ამომაძროს კბილი, რომ არ შევიტყოვო? მოსამსახურემ მიუგო: არის ერთი ურია, რომელმანცა მეტი კარგი ოსტატობა იცის კბილისა თვისაო. რასაკვირველია ფიცხლავ გაგზავნეს ურიას მოსაყვანად; მარამ რა უთხრეს მუფთიმ დაგიბარაო, დიდად შეშინდა, რადგანც იშვიათათ მიიღებდა იმისთანა სასულიერო კაცი გარეშეთა ხალხთა, ისიც მხოლოდ დიდთა კაცთა. ურია მივიდა თუ არა ოსმალთა განმანათლებელთან, და შევიდა თუ არა სახლში, მუფთის კბილი დაუამდა.
– მოიცადე, ოსტატო, მეორეს ოთახში, უთხრა მოლლათ უფროსმა; – თუ რომ კიდევ წამომტკივდა კბილი, დაგიძახებ; მარამ ასე უნდა ამომაძრო, რომ არ შევიტყო, თვარემ უბრძანებ მოსამსახურეთა და თავს ტანისაგან განვაშორებინებ.
– მომიტევეთ, ღმერთო, ყოვლისა შემძლებელო! მოახსენა ურიამ, რომელიცა დაემხო იატაკზედ; შემდგომ დაიწყო ორივე ხელები გულზედ და უკრევდა თავსა ესრეთ, რომ თითქმის თავს ახვედრებდა ალაგს.
– კარგია, გამეცალე აქედგან.
ურია გავიდა მეორეს ოთახში მოწიწებით. მცირეს ხანს იმას შემოესმა ხმა კვნესისა, წამოხტა თავის ალაგითგან და ლოცულობდა – გადავრჩე ამ საშინელებითს შემთხვევასაო. ამ დროს კარები გაიღო, შევიდა მოსამსახურე და შეიყვანა ურია, მუფთისთან რომელსაც მეტის სიმწარით, ხმა კი ვერ ამოეღო, თავს უქნევდა და ხელებით ანიშნებდა. ურია მიუახლოვდა ავათმყოფს.
– აი ეს კბილი მტკივა, ძლივს უთხრა მუფთიმ: – მარამ არ მაწვალო, თვარემ... დაიხსოვე კარგათ რაც წეღან გითხარი... აბა ამოიღე.
– რასაკვირველია, ყოვლისა შემძლებელო!... წარმოსთქვა ურიამ, რომელსაც ეჭირა გაზით ჭიისაგან შეჭმული კბილი.
– როგორა? განა? დაიყვირა განკვირვებით მუფთიმ. მართლა რომ ტკივილი დაეკარგა...– მერწმუნე, რომ საქებელი ხარ! აბა ახლა ოსტატო, როგორ დაგსაჩუქრო?
ურია თავს უკრავდა.
– ხუთასი მანეთი რომ გაჩუქო, ეს მგონია ცოტა მოგივიდეს.
ურიას გულში უამა და გული აუფანცქალდა.
– თუ რომ ათასი მანეთი მოგცე, მაგრამ ათასი მანეთი ჩემთვის რა ფულია, ვითომც გამიფურთხებია... მართლად რომ მუფთიმ გააფურთხა.
ურიამ ვეღარ მოითმინა სიხარულის გამოუთქმელობა და ადრინდელზე უფრო ძალიან მოჰყვა თავის დაკვრასა.
– ჩემთვის ხუთი ქისა ოქროთი სავსე ისეა, როგორათაც სხვისთვის შავი ფული.
ცოტა გაწყდა, რომ ურია ამ სიტყვაზე სიხარულით თამაშობას არ მოჰყვა.
– ერთის სიტყვით მე ვხედავ, რომ ფულით ვერ გარდავიხდი შენს სიკეთესა... მაშ მოდი, მე შენ მოგცემ, საძაგელს ურიას სიგელსა, რომლის ძალით უფლება გექმნება სამოთხის შესვლისა! ხომ გესმის ძალი ამ გვარის უძვირფასესის საჩუქრისა?
ეს უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ოსმალო კვდება, საფლავში აყოლებენ სიგელსა, რომლის ძალით იმათ ჰაზრში მკვდარსა აქვს უფლება სამოთხეში შესვლისა, და ესე სიგელი ეძლევა მუფთიასაგან, რომლისაც ხელი აწერია ზედა.
ურია ამ სიტყვაზე შეჰსწუხდა დიდად, წელი აღარ მოსდევდა, რომ თავის დაკვრა გაეგრძელებინა, მარამ რა ექნა, შეეშინდა.
– გესმის თუ არა, განიმეორა მუფთიმ, ძალი ამ გვარის საჩუქრისა? ჯერ აქამდის არ მომხდარა იმისთანა საქმე, ძაღლი ღირსეული შექმნილიყოს ამ გვარი ქაღალდის მიცემისა... შენ პირველი ხარ; მარამ ასეთი სიკეთე მიყავ მე, – მაშასადამე ჩვენ წინასწარმეტყველსაცა, რადგანც იმისი თაყვანის მცემელი ვარ და დამიხსენ სატანჯველისაგან; რასაკვირველია ეს იმისთვის სასიამოვნო არის, – რომ მე გავბედე შენი გაბედნიერება ამ სოფელსაც და იმ სოფელსაც.
რამდენისამე წამის შემდგომ სიგელი მოამზადეს, მუფთიმ ხელი მოაწერა და მისცა საწყალს ურიას, რომელიცა მწარედ შეწუხებული და თითქმის ტირილით მოვიდა შინა.
იუსუფა ეფენდი, პირველი კაცი მუფთიასი, დიდად გაწყრა ამ საქმეზე, რადგან მტკიცედ იყო თავის სარწმუნოებაზე და იტყოდა:
– როგორ თუ! ძაღლი განა უნდა იჯდეს ჩვენს რიგში სამოთხეში, სადაც ვიქმნებით შეყრილნი კეთილმორწმუნენი! არა, არა! ეს შესაძლებელი არ არის!... ალლახ! ალლახ! ამ დროსაც შევესწარით!
რამდენსამე დღეს შემდგომ, იუსუფ ეფენდიმ იფიქრა, როგორმე ეგება გამოეტყუებინა ურიასთვის წმიდა მოწმობა... გაგზავნა კაცი მოსაყვანად და რა მოვიდა ურია უთხრა:
– შენ მეფემან და მბრძანებელმან ჩვენმან მოგცა სიგელი სამოთხეში შესვლისა... უთუოდ უნდა ახლავე დამიბრუნო, გესმის თუ არა? ას მანეთს მოგცემ.
– არ შეიძლება, უპასუხა ურიამ; – ვერას გზით ვერ გავჰყიდი ამისთანას უძვირფასეს საუნჯესა.
– მაშ აჰა, ორასი მანეთი.
– ჰსჯობს აღარ გამიხსენოთ, არ შეიძლება ამისი გაყიდვა.
– გამიგონე, ურიავ, აჰა ხუთასი.
– არა, არა მეთქი, რაც უნდა მომცე, ვერმოგყიდი!... ეს ისეთი საუნჯე არის, რომ...
– ათასს მანეთს მოგცემ, ახლა? და თუ არა, მე შე...
– ურიამ რა უკანასკნელი სიტყვები შეიტყო და ნახა რა, რომ ემუქრებოდა, დაფიქრდა და გონებაშიიტყოდა: ათასი მანეთი ცოტა ფული არ არისო!..
– კარგი, აგრე იყოს, უთხრა ურიამ; უარის თქმა აღარ შემიძლიან, უსულგრძელესო ეფენდი!... მხოლოდ თქვენის ხათრით, თვარემ სხვა რომ ყოფილიყო კი არ შეიძლებოდა, გვიბოძეთ ფული.
გაუცვალეს ერთმანეთი ფული და მოწმობა, შემდგომ განშორდენ.
მეორეს დღეს იუსუფ ეფენდი მივიდა მუფთისთან.
– ყოვლისაშემძლებელო, უთხრა იმან, – თქვენ წმინდა და კეთილი კაცი ბრძანდებით, მარამ ზოგჯერ უზომოდ არღვევთ ხოლმე კანონსა ჩვენის წინასწარმეტყველისასა. მაგალითად, იმ დღეს ერთს ძაღლს უბოძეთ უძვირფასესი სიგელი, რომელიცა გუშინ რამდენსამე ვერცხლის ფულად მომყიდა მე.
– როგორ თუ მოგყიდა! წარმოსთქვა წყრომით მუფთიმა. როგორ! ეგ შესაძლო არ არის, ალლახ! ალლახ! სად არის სიგელი?
– აჲ სიგელი...
– ამ საათში დამიძახეთ ურიას, იმ ძაღლსა... მე იმას საქმეს მოურიგებ... ალლახ! ალლახ!
ურია მოათრიეს, მარამ არც მკვდარი იყო, არც ცოცხალი.
– როგორ თუ, შენ ძაღლო! გაჰბედე გასყიდვა უძვირფასესის საუნჯისა, რომლითაცა შენ დაგსაჩუქრე და ბედნიერ გყავ! შენ გაბედე ფასის დადება იმ ნივთისა, რომელიცა წარმოგზავნილ იყო ცითგან... უთხრა შეტევით ურიასა მუფთიმ.
– დაუძახეთ... დაიყვირა ეფენდიმ, რომელიცა იხედებოდა მეორეს ოთახისკენ, სადაცა იდგნენ მოსამსახურენი.
– ნება მიბოძეთ, უთხრა ურიამ და თან თავს უკრევდა მოწიწებით მუფთის, აღგიხსნათ მიზეზი, ყოვლისა შემძლებელო, თუ რასათვის გავბედე მე...
– აბა ჰსთქვი, დაუყვირა საშინლად მუფთიმ.
– ვჰსთქვათ რომ, დაიწყო ურიამ, შემენახა ესე უძვირფასესი საუნჯე, მოცემული ცითგან და თქვენის ყოვლადშემძლებელობისაგან, საუნჯე, რომელსაცა ფასი სრულებით არა აქვს და რომლითაცა ბედნიერ ჰყავთ უკანასკნელი მონა თქვენი... ვჰსთქვათ რომ სიკვდილის შემდგომ შევსულიყავ უმშვენიერესს ედემში. რა გამოვიდოდა აქედან? ახ! ყოვლისა შემძლებელო მეუფეო! ვიცოდი, აქედან რაც წარმოჰსდგებოდა! მოვიდოდა ჩემს შემდგომ კეთილმორწმუნე ოსმალი და, რა მნახავდა უკანასკნელსა მონასა თქვენსა, იტყოდა: ეს რა ამბავია? ურიავ, ძაღლო, წადი უკან დაეგდეო... უნდა ალაგი იმისათვის დამეგდო და უკან დავმჯდარვიყავ... მოვიდოდა მეორე, იტყოდა: დაიკარგე აქედან, წყეულო ურიავ, აქ შენი ალაგი არ არის, უკან მიეხირე. მე როგორც უკანასკნელი მონა თქვენი, უკან უნდა დამეწივა!... მოვიდოდა მესამე, კიდევ ეს საქმე დამემართებოდა; მოვიდოდა მეოთხე, კიდევ უკან გამაგდებდა; ბოლოს კარებს რომ მივუახლოვდებოდი, მოვიდოდა უკანასკნელი, თვითონ რომ ალაგი აღარ ექმნებოდა, გარეთ გამომიძახებდა, და თუ ის უკანასკნელი კეთილმორწმუნე თქვენ იქმნებოდით, მაშინ არა თუ გამომაგდებდით, ბევრსაც დამარტყავდით. ახლა თქვენ თვითონ იფიქრეთ, უწმინდესო მეუფეო! თუ კი ასე დამემართებოდა. რაღა საჭირო იყო შესვლა, ისევ ისა ჰსჯობია რომ არ შევიდე...
მუფთამ გაიცინა... ურია კი გაუშვეს მრთლად და დაუსჯელად.
აჲ ამისათვის ამ ალაგითგან აღარ დავიძვრები, უთხრა ოსმალომ ევროპიელს და დაჰსჯდა მეორეს რიგში.
______________
1 მუფთია, მოლაზე უფროსი არის
![]() |
4.2 ცოლისგან ქმრის ღალატი. |
▲back to top |
ცოლისგან ქმრის ღალატი
ერთი კაცი მიდიოდა სავაჭროდ სხვა ქალაქში და რადგან იცოდა თავისის ცოლის ანბავი, რომ უღალატებდა, ამისთვის ჩააბარა თავის ამხანაგს და დიდს მეგობარს, რომელიცა ყოველთვის თეთრს ტანისამოსს იცვამდა და უთხრა: რამდენიც ჩემი ცოლი ცუდს ყოფაქცევაში შენიშნო, იმდენი ამოიღე საწერელითგან მელანი და ტანისამოსზედ დაიწვეთეო; ეს კაცი ადგა და წავიდა, რამდენისამე დროების შემდგომ, ამ ამხანაგმა ქალის ქმარს მისწერა წიგნი ესრედ: „გთხოვ საყვარელო მეგობარო ჩემო და ამხანაგო, რომ რაც შეგეძლოს ჩქარა დაბრუნდე შინა, თორემ თუ რომ ცოტა კიდენ დაიგვიანე და არ მოხვედი, შენი მტერი, მაშინ ჩემი ტანისამოსი, კაბა, შალვარი და სხვები სრულებით იქნება გასვრილი შავის მელნით, ასე რომ უეჭველად არაბს დავემზგავსებიო.
![]() |
4.3 ქურდის ენა-მეტყველობა. |
▲back to top |
ქურდის ენა-მეტყველობა.
ერთ სახლში შუაღამისას ქურდი შეიპარებოდა ნივთების მოსაპარავათა. სახლის პატრონმა ფეხის ხმა შეიტყო და დაუძახა: ვინ ხარო? ქურდმა ხმა არ გასცა.– ვინ ხარ უთუოთ ქურდი ვინმე იქნებიო? განიმეორა სახლის პატრონმა. მაშინ ქურდმა მიუგო ესრედ: თუ კი მიცნობ ვინცა ვარ, რაღასა მკითხამო.
ივ. კერესელიძე.
![]() |
5 * * * |
▲back to top |
რედაქცია ქართულის სალიტერატურო ჟურნალისა „ცისკარი“ წარმკითხველთაგან მოითხოვს მოტევებასა, უკეთუ ჰპოვებენ რასამე ნაკლულოვანებასა პირველს გამოცემულს წიგნში. რაც რომ შეძლება ჰქონდა რედაქციას, არ დაუზოგავს ტიპოგრაფიის გამართვისათვის. ლექსებში ნაცვლად ვ ხმარებულია ვ, რადგან იმ ზომის ასო ვერ მოხერხდა ტიპოგრაფიაში, და არცა თავი ასოები არიან თავთავის ალაგს ნახმარნი ამაზე მიზეზით, მაგრამ ეს კი უნდა განუცხადო საყვარელთა წარმკითხველთა, რომ რედაქცია დიდს ღონისძიებას მოიხმარებს, ამ ჟურნალის წარმატებისათვის.
რ.