ცისკარი №1 (1858)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები

▲back to top


1.1 გამოსალმება

▲back to top


გამოსალმება

მესალმე ჩემო თვალის სინათლევ;
მესალმე ჩემო ბედნიერებავ,
ჩემო იმედო, ჩემო სიცოცხლევ,
გესალმი შენცა, კეთილ-ცხოვრებავ!
განშორებისა საათმან დაჰკრა,
მშვიდობით სულო, მშვიდობით გნახო,
მაგრამ სად გნახამ? ტყვილი არს ნატვრა,
უნდა ტანჯვაში დღენი დავმარხო.
ფერს აღარ მომცემს თვე მაისისა
და დილის ცვარი არ გამაფხიზლებს,
აღარ განათბობს მე სხივი მზისა,
ღამეც არ მოჰგვრის ძილსა ჩემს თვალებს.
უნდა მრთელი დღე ვაფრქვევდე ცრემლთა;
უნდა მიხრამდეს გულსა ნაღველი,
განუშორებლივ შენი სახლი,
არ შორდებოდეს ბაგეთა ჩემთ!
ნეტარ რათ მომცა ღმერთმან მე გული,
რათ დაგინახე მე შენ თვალითა,
ნუ თუ მისთჳს, რომ სიმწუხარითა,
ოხვრით და ტანჯვით ამომხდეს სული?
მარამ არ ვნანობ, რომ ყმაწვილობა,
ვითარ თვეს ვარდი შენ შემოგწირე,
თუმც დამრჩენია სიცოცხლე მცირე,
გარნა სიცოცხლეს ემატა გრძნობა.
ოდესმე ბედი შენ გაგიღიმებს,
კვალად მოგიყვან სადგურს მშობლისას,
მაშინ იხილამ საფლავს მდებარეს,
მსხვერპლს უბედურის სიყვარულისას.
იქნება ერთხელ სასაფლაოზედ,
გამოიარო ჩაფიქრებული,
თუ რომ მონახამ ჩემს სახელს ქვაზედ,
იქიდანა ჰსცნობ რომ სიყვარული,
ამა სოფლითგან, წამყოლია თან!...

გრ. რჩეულოვი.

1.2 ბულბული

▲back to top


ბულბული

ჰგალობ ბულბულო, ვარდთა შორის, წყნარის ბაღისას,
ნარნარის სტვენით, მიმტაცებ მე, სევდას გულისას,
განაგრძე ყეფა, კაშკაშებულს მთვარის ღამისას,
რადგან ხმა შენი, ფრიად ატკბობს სმენას ყურისას!

უწყვეტლად ცრემლნი მსდიან ღვარად, თვალთაგან ჩემთა,
რა სტვენა შენი მომაგონებს, დროთ უწინდელთა.
არ სთქვა მივხედო, იმ გვართ კაცთა, მათ გრძნობელთა,
რომელთაც სრულად არ უწყიან: ვინ ჰსჯობს ფრინველთა.

ახ! მომაგონდა სახსოვარნი, იგი ღამენი,
როს ვაზთა ქვეშე, შორს მესმოდა, ტკბილი ხმა შენი,
ხშირ ჰყოფდა ოხვრას და ატკბობდენ, ეგე ბაგენი,
და ხმითა შენით მრთლად ხარობენ, იგი არენი!

მე მარტო მყოფსა, ღამესა მას, არ მყვა ნუგეში,
მაგრამ შენმა ხმამ შვებას მიმცა, ვჰსთქვი: ვარ ედემში,
რა ღამე წარხდა, აღარა სჩნდი, შეხვედ დილეგში,
სიზმრად აღმიჩნდი, დავშთი ობლად, მე იმ არეში.

ბულბულო რადგანც განმაშორე ის გარმონია,
რომლითაც ტყვედ ჰყავ, სულ გრძნობათა გარემონია,
უშენოდ ჩემთჳს, ქვეყნად ყოფნა, უვარგონია,
მაშ ომჯობეს არს, შთავწვე მიწად, ასე მგონია!

როს ვწვე საფლავსა და არა მყვეს მუნ მეგობარი,
ბულბულო ნაზო! რადგანცა ხარ არ ვის სადარი,
იქ მაინც მნახე, მომიგონე მიწაში მკვდარი,
იწყე სტვენა და ანუგეშე, ჩემებრ დამწვარი!-

ივ. კერესელიძე

1.3 თხისა და მგლისათჳს

▲back to top


თხისა და მგლისათჳს

თხა და მელა მეგობარნი მიდგნენ ჭის პირს სმად წყალისა,
უფრთხილობლივ შიგან ჩახდა ცრუ მოყვარე ძმაი თხისა,
ჩაეშველა მყის ესეცა ნუგეშინის ცემად მისა,
მელამ მადლი მოახსენა, ტკბილის ენით შეითჳსა.

ორნივ ზრუნვით მუნად მსხდომნი ცდილობდნენ მის ამოწევას,
უღონო ქმნილს რქაოსანსა, მელამ ჰრქვა თუ, გეტყვი რჩევას,
შენ ფერხთა ზდექ, რქათ მე აღვალ და დაგიწყებ ამოზევას,
მივხვდებით ამ სახით ორნი საწადელის ჩვენ მიწევას.

თუმცა მარად თხა ცბიერი მოტყუვდა ამა თქმულითა,
სიტყვა მზაკვრისა ირწმუნა შეუდგა საქმით სრულითა:
მელა აღვიდა ზედ ჭასა, ჰრქაზედან დაკიბულითა,
თხა ხმობდა: აცა მზიდეო შემწეობისა გულითა!
ჩასძახა: რა ვყო არ ძალმიძს? ჭა სიღრმით დასამზერია,
გქონდა ჭკუა ეგოდენ, გაქვს რაოდენცა წვერია,
რას ჰქარავ, დიდი მცირემან აღგზიდო? რად ხარ
შტერია, რადგან შენ გევხარ ცრუ სპარსთა ამით ხარ დასამდურია!

თ. ალ. ჭავჭავაძე.

1.4 ანბანთ ქება

▲back to top


ანბანთ ქება

ახლად აღვამკობ ალვასა, ანაგებ, ანასდებულსა,
ბროლ, ბალახ, ბადრსა, ბაკიანს, ბუნებით ბრწყინვალებულსა;
გავსილსა, გამთვარებულსა, განგებით გახარებულსა,
დავტრფი, დავხარი, დავბრუნავ, დღითიდღე დარაჯებულსა.

ელვარებით ედემოვნობს, ელფერობით ეშხიანობს,
ვერა ვბედავ ვებულბულო, ვკითხო: ვისთჳს ვარდიანობს.
ზოგჯერ ზრდილი ზნეობითა, ზეიმობს და ზარიანობს,
ეეთერულთა ეეჯუფთების, ეელენობით ეელვიანობს.

თმანი თხზულნი თანაგრუზად, თანაჰსწორით, თჳთოეულად,
იკაზმიან ინდოულად, იტანებენ იასრულად,
კავნი კოწლებ კიდებულნი, კოპწიობენ კეთილ კრულად,
ლმობიერობს ლოყა ლბილი, ლაშებ-ლაშობს ლამაზულად!

მელნისა მორევს მსხდომელნი, მოხდომით მოცინარენი,
ნავნი ნატიფად ნაქმნარნი, ნარგიზთა ნაბუდარენი,
ორნივ ოდოდგან ორგულთა, ოროლით მოისარენი,
პერი პოტოველთ პოვნილი, პყრობილნი პატიმარენი.

ჟამად ჟიჟინებ ჟივჟივით, ჟღრუტუნით ჟღრიალებული,
რათიებთა რევს როკვითა, რეულად რხევით რებული,
სვეს სვიანობით სალუქობს, სანდობი სხვა და სხვებული,
ტყავკაბით ტარობს, ტრუფაობს, ტოლთაგან ტრფიალებული.

უხდება უსუფთაობა, უკაზმავს ურიდალობა,
ფაქიზობით ფარავია, ფარდისა ფიაფალობა,
ქვეყნად ქებულნი ქონიათ, ქართველთა ქცევა ქალობა,
ღაწვთა ღაჟღაჟთა ღვივიან ღიმილით ღიმიალობა.

ყმანი ყალბობენ ყურებად, ყოველთჳს ყიფად ყრილობენ,
შეხედვით შეშინებულნი, შვებითაც შეცაშლილობენ,
ჩემნი ჩახატვით ჩაბნედნი, ჩრდილოეთს ჩინებულობენ,
ციერთა ხედვენ ციმციმით, ცისკროვნებზედან ცილობენ.

ძოწთა ძიება ძალითა, ძნიადობს ძნელოვნებასა,
არჩინებული წერწეტად, წვლილ წელით წარმოვნობასა,
ჭაბუკა ჭვირობს ჭვრეტასა ჭელტობით ჭრელოვნებასა,
ხელთათჳს ხილვით ხორშაკობს, ხოტბითა ხორშანებასა.

ხშირად ხმობით ხელმწიფურად ხორსა ხმობს ხმა ხაფობით,
ჯაბნით ჯილდობს ჯიღოანთა ჯაშარატობსცა ჯვარობით,
ჰაა ჰაი! რამან შეგქმნა, ეგრეთ ტურფა ლამაზობით?
ოი! რა მექმნა მაშ არ მეთქვა: ვისთჳს დავშვერ ქება მკობით?!

დიმ. ბაგრატოვანი.

1.5 ლომი, შემადგენი სამჯავროისა

▲back to top


ლომი, შემადგენი სამჯავროისა

ლომმან რაღასიც სამჯავროს საქმეთა განსაგებათა
გამართა დასხა მასშია სპილონი მდივანბეგათა,
და მათთან თანამშრომელთა მომატებულათ ვირები,
თუმც სპილოთათჳს ვირებთან სხდომა არს დასამცირები.
მარამ რა ლომმან, რაც რიცხვით საჭიროდ იყვნენ სპილონი,
ბევრი იზრუნა, ეცადა და ვერ შეჰკრიბა იმდონი.
შეიქმნა იძულებული,
რომ იმა სამჯავროშია ვირებსაც მისცა ადგილი:
იმისის ფიქრით უთუოდ თუ რიცხვით ერთი ჰკლებოდა,
წესისებრ საქმის მსვლელობა საკვირვლად შებრკოლდებოდა.
აბა როგორ შეიძლება? წესდებულება დაირღვეს?
ისხდნენ თუნც ვირნიც მსაჯულად, ოღონდ რიცხვიკი შესრულდეს.
გარდა ამისა, როს ლომი მას სამსჯავროსა ადგენდა,
სრულებით დარწმუნებული გულსა იმედით ალხენდა,
რომელ ჭკვა ბრძენთა სპილოთა, ვირთაც მისცემდა გონებას,
და საქმეთ წარმოებაში ვეღარ ნახავდა ყოვნებას.
მარამ სამსჯავრო რა გახსნეს
და რაკი განსჯა დაიწყეს,
აი, საქმეთა იმაში როგორის წესით იდინეს:
ვირთა ბუნებით სულელთა სპილონიც ჭკვას შეაცდინეს.

დიმ. მგალობელოვი.

1.6 მდურვა კავკაზიის მთისა

▲back to top


მდურვა კავკაზიის მთისა

ოი, საზარელო მთავ, კაცთა მსრველო,
სისხლითა ჰსფერე, ველს მწვანე მდელო!
მამაცთ გული, შენ ვერ ამთელო,
სიკვდილის ცრემლით, არვინ გვანელო!

შენგან საგლოვნი, უბედურ დღენი,
სისხლით შეჰბასრე, ტყენი და ველნი,
დღეს აგვიოხრე, ცხოვრება ჩვენი,
მკვიდრთ მემამულეთ, მოგვრივნნე მტერნი.

რავთონ გზით მოვთქვა საბრალო დრონი,
სად ჭაბუკთ დანთქმა, ან ტყვეობანი,
არ შევიბრალე ჭაბუკნი ტყვენი,
გვიუქმენ შრომა და ძალნი ჩვენი.

ძლევით გვაძლივე, მაჰმადიანნი,
ხელთ იგდეს ვარდნი, ზამბახთ იანნი,
მათთჳს საწუთრო აღარ მზიანნი,
გიშრის ტბის ცრემლით შავბედ გზიანნი.

ვაი ჩინებულნი, დიდებულთ ჰსქესნი,
ნაზნი, ნარნარნი სულთა უტკბესნი,
შვების წალკოტნი, ტოლთ უდარესნი.
ერიქოთ მკულნი, ციერთა დასნი.

მკვიდრთ მშობელს მამულს განშორებულან,
უჰსჯულოთ ხელთა დამონებულან,
დღეს უგანგებოთ განმზადებულან,
ვაი სინანულნი კეთილნი სულნი.

სად შვების ნაცვლად, დაჭმუნებულან,
უფრსკულს პატიმრად, დაბნელებულან,
მუხთალის მამით განმწარებულან,
დღეს თჳს დიდების, ნუგეშს ხლებულან:

ვითა ციერნო, წალკოტსა ჰრგულნო;
ედემის მტილნო, ევფრატით რწყულნო,
სოფლისა დღეთა დიდების ცრცვილნო,
მოულოდნელის დღით განწირულნო!

რა ვაების ხმით, თვალთ ცრემლნი გვდიან,
ხეთაც და ქვათაც, შავნი მოსიან,
ზოგნი შვილთ ჰსტირან და ზოგნი ძმათა,
მოყვასთ უწყალოთ დანთქმას ჰსჩივიან.

სრულად მოიშთო, ცხოვრება ჩვენად,
მკვდართაცა იგრძნეს, საფლავსა წყენად,
ძვალნიცა თრთოდენ, მათთა საშველად,
მათ სისხლის წყარო ეგონათ ცრემლად.

დღეს ვხედავთ მამულს აოხრებულსა,
მშობელს სამკვიდროს გაუქმებულსა,
გლოვნით და ცრემლით, მტერთა ძლეულსა,
ხეთაც და ქვათაც დანაცრებულსა.

რისხვა გვეწივა, მაღლის ზეცისა,
ზოგსა ჰფარვიდა ძალ დიდებისა,
უცილოდ იქმნა, მიზეზ ნებისა,
ჩვენ დასამხობლად, სახმილს გზებისა.-

კნეინა ეფ. ჯანიდიეროვისა

1.7 ვირი და ბულბული

▲back to top


ვირი და ბულბული

(კრილოვით)

ერთხელ რა ახლოს ხეს მჯდომი, ვირმან იხილა ბულბული,
უთხრა: მსმენია რომ ხარობს შენის ხმით ყველა სულდგმული!
ხმისა მაგ შენისა ქება, თუმცა ყოველგან მსმენია,
მარამ არა მრწამს ვიდრემდის ჩემთ ყურთ არ გაუგონია.
მისთჳს მსურს უფრო ვისმინო, და ვიქმნა მე თჳთ მსაჯულად,
რა ესმა ესე ბულბულსა დამღერა თავისებურად.
ხან დაუსტვინა, დაჰყეფა, ხან ზედ დაჰსკნესა საწყალად,
და აატირა გარსმყოფნი ხმა ესმათ მისი რა კვალად
ზოგჯერ ნაზათა და ნაზათ მისი ხმა მისუსტდებოდა,
და მაშინ შორით საამოდ სალამურივით ისმოდა,
ხან და ხან მაღლივ რაკრაკით არესა განაღვიძებდა,
აატირებდა ზოგს თუმცა, ზოგს ეშხით გააღამებდა.
მის ხმა რა განხდა მას არეს, მყისვე დადუმდა ყოველი,
ნიავი შესდგა, უგდებდა ყურსა ყოველი ცხოველი,
მწყემსმა ძირს დასდვა დუდუკი, თჳს ჭმუნვის გამქარვებელი,
მგზავრს დაავიწყდა თჳსი გზა, და იქმნა მისი მსმენელი.
ბულბულმან თჳსნი გრძნობანი, თუ მეგობრობა თუ
ტანჯვა თუ ეშხით შებორკილება, ვარდთან მუხლდრეკით თუ აჯა.
რა რაც ვარდისგან მიეღო, ყველა სიმღერით წარმოსთქვა.
ბოლოს დადუმდა და მაშინ, ვირმან ყურები დაუშვა,
რქვა: ოჰ! მართლად რომ შენის ხნის სმენა არავის მოაწყენს,
მეცოდები აწ გარნა კი, რომ შენ ვერა სცნობ მამალს ჩვენს.
მისგანც გესწავლა რომ ცოტა რამ, მის საკვირველი ჰანგები,
მაშინ მერწმუნე უფრორე, შეიქმნებოდი საქები.
ესე სჯა ბულბულს რა ესმა, კინღა გაუსქდრა მას გული,
ჯავრით აღფრინდა საბრალო მოთმინებისგან გასული,
ხმა მის ფრინველთა მეფასი იყო ვით დაფასებული?
ჰე ღმერთო! ჩვენცა გვაშორე, მისებრივ ბრიყვი მსაჯული!

ივ. კერესელიძე

1.8 თეჯლიში

▲back to top


თეჯლიში

მობრძნეთ დასნო შემოკერბით აწ ქებად,
სამოთხისა წალკოტის მოპოებად,
ვისაც გსურისთ მუნვე ყოფა, ცხოვრებად,
გირჩევთ ტრფობა დაიმარხოთ გონებად.

ვით გაფურჩვნით ვარდი წალკოტს გაშლილა,
მაგრამ ეკლით მოზღუდვილი განგლილა,
მისი მჭვრეტი გლახ ბულბული შეშლილა,
ღობეს გარე ცდილობს თავის დაგებად.

ჰკითხეთ რეგვენს მის მემტილეს ვითა ჰსცავს!
ან თჳთ ვარდი რადა მონებს რადა ჰყავს?
ვინცა ჭევლით დღე ყოველთჳს არა ჰრთავს,
იგი ვით ჰყოფს წალკოტის აღშენებად.

ეჰა! ვარდო, თუცა ჰხადო შენს ბულბულს,
მაშ უბრძანე პჭეთა განხმა მცველს სუმბულს,
ნახავ მაშინ მოჭიკჭიკეს გულ კლებულს,
როს გიყნოსებს მის სულისა ფონებად,
რაბამ ჰსტვენდეს, რაბამ ჰყეფდეს იგია,
თავდახრილი შენ გეტრფოდეს იგია,
თჳთ მემტილეც შეხაროდეს იგია,
შენცა-მზა ჰყო თავი თჳსი შეხებად.

ოდეს შენს რტოს მკადრებელი დაცასჯდეს,
სიხარულის ხმოვანება განცახდეს,
მისის შურით ყვავილთ დრტვინვა აღცასტყდეს
ყარამფილი უბრძანებდეს განძებად.

ბულბულს ტრფობა მარადის აქვს შენია,
სულს მოგიძღვნის, გულს შეგწირავს შენია,
იერიქოდ კვალად წარვალს შენია,
მუნ დამკვიდრდეს სამარადო საშვებლად.

შენხარ მეფა შორის ყვავილთა ვარდო;
შენხარ ფშვევით საწალკოტო სავარდო,
ხელ სატვირთო არსად გარდასავარდო,
მაგრამ შლილობ ჩემდა ფრიად სავნებლად.

1.9 სოფლის სამდურავი

▲back to top


სოფლის სამდურავი

ახ სოფელო! არავინ არს, ვინ შენზედა არ სჩიოდეს,
თუ კეთილი მიზდგომოდეს, მაინც გული არსტკიოდეს;
არ მიხედავ სიყრმის წელთა, არცა მხცოვანთ გარდასრულთა,
ვინც შეგხვდება მიიტაცებ, თუცა ხელსა განგიპყრობდეს,
გლახ მტირალთა მისთჳს მწარედმ არ აღირსებ სიბრალულთა,
აღურიცხლად მიიზიდავ, ყველას ჰმართებს მისთჳს გმობდეს;
ნეტარ გვითხრა: სად ამკვიდრებ, ამიერით წარმოსულთა,
რის ნუგეშით დაადგინებ, ან რას უნდა შეხაროდეს;
ზოგჯერ ესრეთ განძვინდები, აღმოუფხვრი სახლეურთა,
არ უტევებ მოსახსენად, გინა სახლსა განაგებდეს,
ფუ! შენ ცრუო და მუხთალო, მარად ჩვენგან საგიებო,
არავის არ შერჩენილხარ, ჰხამსთ ამისთჳს გაგინებდეს:

თ. დ. ციციშვილი

2 შვილი უმანკოებისა

▲back to top


შვილი უმანკოებისა

დრამა ხუთს მოქმედებად.
თხზ. ი. კერესელიძისა.
მოქმედნი პირნი.

მილიციის მაიორი, თავადი დიასამიძე.
პელაგია, ქალი ამისი.
დიონისე, დიაკვანი იმერეთს აღზრდილი.
თავადი მიხეილ შერაშიძე, ფრანტი რუსეთში აღზრდილი.
სალომე.
გრიგოლ, ახალგაზრდა მილიციონერი.
სოფლელი გლეხ-კაცი და იმისი ცოლი.
მოურავი დიასამიძისა.
მიკიტანი.
ნაცვალი.
ახალგაზრდა ქალი გლეხ-კაცისა.
მონადირენი და მოსამსახურენი.

(მოქმედება წარმოსდგების სომხეთის მხარეს,-ალგეთის ხეობაზედ.)

მოქმედება პირველი.

(სცენა წარმოადგენს გზასა, რომელიცა შევალს სოფელში და სოფელიცა მოჩანს პირდაპირ. გზის პირს მიკიტანის დუქანი არის გამლელ-გამომლელთათჳს.)

გამოსლა 1.

მიკიტანი და სალომე.

მიკიტანი.

(თრევით გამოჰყავს დუქნიდგანა სალომე, რომელსაცა აცვია ძველძული ტანისამოსი, ჰსჩანს რომ ავათ არის, მაგრამ პირს კიდევ ეტყობა სიკეკლუცე.)

არ არის ადგილი დედავ! არ არის ადგილი მეთქი, გეუბნებიან რომ არ არის!... დღეს ამ დუქნის მოშორებით ეკკლესია უნდა აკურთხონ და აბა ახლა გასინჯე, თუ რამდენი ხალხი მოვა სანახავათა, კურთხევის უკან ამ ჩემს დუქნისაკენ გამოსწევენ დასასვენებლათა, აბა სად იქნება შენთჳს ალაგი რომ შენც აქ იყო, ერთი კარგა იფიქრე და!... ერთი დღე ძლივს შემხვდა მოგებისა და შენც ახლა ამიტყდი?

სალომე.

როგორ არა გრცხვენიან რომ მაგდებ სახლიდგან საწყალსა და ავათ მყოფს დედაკაცსა.

მიკიტანი.

კი არ გაგდებ, გითხოვ რომ მეტი ალაგი არა მაქვს.

სალომე.

უნდა იცოდე, თუ მაგ შენ სასტიკ ქცევაზედ როგორ მტკივა გული!

მიკიტანი.

ნუ ჯავრობ ტყვილათ, აბა რას ჯავრობ?

სალომე.

მე შემომეხარჯა უკანასკნელი ფული შენს სადგომში, და ახლა კი მაგდებ!

მიკიტანი.

მეც მაგას ვამბობ რომ შემოგეხარჯა ფული და მე მუქთათ ხომ არ გაჭმევ პურსა.

სალომე.

ვინ გეუბნება მუქთათ მაჭამეო, საქმეს გაგიკეთებ როცა მოვრჩები და ნუ მაგდებ შინათგან, ანა ვის მივმართო ესრეთ საწყალმა?

მიკიტანი.

სად შეგიძლიან საქმის გაკეთება, რომ ძლივსღა ლაპარაკობ. ხელები შენი ძლივსღა მოქმედობენ.

სალომე.

ღვთისაგან არ დავკარგავ კიდევ იმედსა. ღმერთი, მოწყალეა, იქნება მოვრჩე!

მიკიტანი.

როდესაც მორჩე მაშინ მოდი! ახლა?

სალომე.

მანამდისინ? სად დავსდე? როგორ ვიცხოვრო? ვის შევაფარო თავი?

მიკიტანი.

კარგი დღეები არის, ახლა ყოველგან დაიდგომლება.

სალომე.

ეგ მართალია ვსთქვათ მაგრამ, ამ ჩემს ღარიბს ძველ-ძულს ტანისამოსს რომ არ შეუძლიან დამიცვას წვიმისა და სიცივისაგან.

მიკიტანი.

მზე ამოვა და ხელახლად გაგიშრობს.

სალომე.

ვსთქვათ რომ ეგეც აგრე იყოს, ვინ მომცემს ერთს ლუკმა პურს რომ მოვიკლა სიმშილი?

მიკიტანი.

როგორც გინდა მოიკალ სიმშილი მე რა მენაღვლება, ჩვენი ღვდლისაგან ილაჯი იყო გაწყვეტილი სულ იმას იძახდა „კაცსა საზრდოს ის მისცემს ვინცა ზრდის და ინახავს ფრინველთაო“. რა ვიცით, იქნება შენზედაც იხდეს ესა.

სალომე.

ულმობელო კაცო! ხომ კარგათ იცი რომ მრთელი ორი დღე არის არა მიჭამიარა.

მიკიტანი.

ავათ მყოფები ძალიან ცოტასა სჭამენ.

სალომე.

გეფიცები ღმერთსა, რომ შემდგომს წმინდათ გაგისწორდები, ახლა კი კუჭი გამიძღე.

მიკიტანი.

ბევრს ნუღარა ბოდამ ერთი თუ ღმერთი გრწამს, რაც არა გაქვსრა, რით გამისწორდები. მეტადრე ახლა, ამ სიძვირეში, რომ ყოველი კაცი თავის თავისათჳს უნდა ფიქრობდეს.

სალომე.

ახ! განა ასე ყოფილა? რომ ღარიბები უნდა კვდებოდნენ სიმშილითა!?

მიკიტანი.

რისთჳსა კვდები! აი, მე შენ გეტყვი, როგორც იშოვნი პურსა: აი გზა. ამ გზაზედ ყოველთჳს ფეხუწყვეტლათ ხალხი დადის! დაჯექი და ვინცა ვინ გაიაროს დაუწყე მოწყალების თხოვნა.

სალომე.

უნდა ვითხოვო მოწყალება?... მაშ ისევ სჯობია მშიერი მოვკვდე.

მიკიტანი.

ეე! კარგი ქალბატონი ბრძანებულხარ?... მე ვხედავ რომ შენზედ უფრო კარგები გლახაობენ!... მხოლოდ ერთი დაწყობა არის ძნელი, მერმე ისე წახალისდები, რომ ბევრიც გქონდეს ვეღარ მოიშლი. (სალომე ჩამოჯდება წყნარად ქვაზედ ხის ძირში, რომელიცა დგას დუქნის კარზედ.)

მიკიტანი.

აგერ, უყურე, ვიღაც მოდის. მე შენ გასწავლი როგორც უნდა სთხოვო.

გამოსვლა 2.

ისინივე და გლეხ კაცი, (ხურჯინთ მხარზედ,მოდის გზაზედ.)

მიკიტანი.

გამარჯობა ძმაო!

გლეხ-კაცი.

გაგიმარჯოს.

მიკიტანი.

მადლი არის ძმაო, არ გაიკითხამ ამ საწყალს დედაკაცს? (გლეხ-კაცი გაუვლის სალომეს გვერდს და წავა თავის გზაზედ.)

მიკიტანი.

არც ეგრე საჭირო იყო მაგის მოწყალების მოცემა, ეგ თჳთან გლახა არის და ხელსაქმითა ცხოვრობს, რომლითაცა შოულობს ერთს ლუკმა პურს. აი, აგერ შეხედე მოდის ჩვენის სოფლის ნაცვალი, რომელიცა ძალიან მდიდარი არის, ამისთჳს რომ ყოველ კვირას საყდრის კარზედ რომ ჩაივლის ხოლმე, თითოს გროშს განზანაკში ჩააგდებს ხოლმე, იმისათჳს დიდი არაფერია რომ ერთის ლუკმის ფასი გაჩუქოს.

გამოსვლა 3.

მიკიტანი, სალომე და ნაცვალი, (ნაცვალიწყნარიად შემოვა სცენაზედ.)

მიკიტანი.

გამარჯობა, ნაცვალო! აგერ ზის საწყალი დედაკაცი და ითხოვს მგზავრთაგან მოწყალებასა.

ნაცვალი.

სირცხვილი არ არის მაგისათჳს რომ გლახაობს! ახალგაზრდა დედაკაცი არის, ხომ შეუძლიან მუშაობა?

მიკიტანი.

ავათ მყოფია.

ნაცვალი.

ამ ქვეყანაში კაცი ყოველს მწუხარებას უნდა აიტანდეს; ახლა ფული ძვირია: ხეებს არ ასხია რომ მოვკრიფოთ.

მიკიტანი.

ნახევარ პურის ფასი მაინც აჩუქე, ეს ორი დღეა არა უჭამიარა.

ნაცვალი.

(გაუვლის გვერდზედ.) პურის ფასი მქონდეს, ჩემთჳსაც კარგია. (გავა,)

მიკიტანი.

სჩანს რომ უბედური დედაკაცი ყოფილხარ, სთხოვე ახლა სხვასა, ყველა ხომ იმისთანა ძუნწი არ არი?

(მიკიტანი შედის თავის დუქანში.)

გამოსვლა 4.

სალომე.(მარტო)

ახ! ღმერთო ჩემო! აქამდისინ მიფარავდი შენ სინანულისაგან, მიიღე ახლაკი ჩემგან მხურვალე მადლობა!.. თუ რომე მექნებოდა ჯანი მაინცა, ამ შეიწროებას აღარ მივახრწევდი, მაგრამ განუშორებელმა ცივებამ მეტად დამტანჯა. როგორ არა გრძნობს ნეტა ახლა ჩემი შვილი, რომ იმის დედას არა აქვს ერთი ლუკმა პური!... მაგრამ ვინ იცის ცოცხალია თუ არა?... იქნება გრილს მიწაშიაც არის?. ახ, არა!-არა!- ღმერთი მრავალ მოწყალეა, სრულებით არ დამღუპავს მე. იმისათჳსა ვცხოვრებ და ვიტანჯები ესრეთ, რომ ღმერთს უნდა კიდევ მაჩვენოს ჩემი შვილი. მაგრამ შენკი! თჳთან შენ, რომელიცა ხარ მიზეზი ამ ჩემის ტანჯვისა! მაგრამ, არა, არ შემიძლიან დაგწყევლო, ისევ ღმერთმან მოგცეს მშვიდობა თუ რომ დაიდუმებს უმანკოების წარმხოცველის ცოდვასა!... როგორ მშიერი ვარ! როგორის მადითა ვჭამდი ერთს ლუკმა პურსა, რომ მქონოდა ახლა! უნდა ისევ მოვითმინო, იქნება კეთილთა კაცთა, ამ გზაზედ გამვლელთა, არ მიმახწიონ სიკვდილამდენ შიმშილითა.

გამოსვლა 5.

სალომე და ახალგაზრდა ქალი გლეხკაცისა, (კალათით მოაქვს კვერცხები და პატარა სურით რძე)

გლეხ-კაცის ქალი.

აქ რასა ზიხარ დედავ?

სალომე.

ახ! შვილო, რომ არ გექმნება ერთი ლუკმა პური?

გლეხ-კაცის ქალი.

(დადგება სიბრალულის სახით.) პური? არა მაქვს დედაშვილობამა. განა მშიერი ხარ?

სალომე.

მშიერი როგორ არავარ რომ ვკვდები მშიერი.

გლეხ-კაცის ქალი.

ახ! ღმერთო! ფულიც არა მაქვს რომ მივცე, პურიც გზაზედა ვჭამე, აღარ დამრჩა. ახლა დედავ მივდივარ ქალაქს კვერცხების და რძის გასაყიდვათა და როდესაც დავბრუნდები, ღმერთს გეფიცები, რომ ერთ გროშს გაჩუქებ. მაგრამ მანამდისინ რომ მშიერი იქნები? თუ გინდა რძე დალიე.

სალომე.

კარგი იქმნება შვილო! ყელს მაინც გავისველებ.

გლეხ-კაცის ქალი.

აი დედავ, დალიე! (სურის ტუჩს პირს მიადებს დიდის სიხარულით.) კიდევ მოსვი დედაშვილობასა, კიდევა.

სალომე.

ღმერთმა დაგსაჩუქროს შვილო, ღმერთმან გარდაგიხადოსთ ისე, როგორც მე ახლა გამამიყვანე სიკვდილისაგან და მომეცი ყუათი.

გლეხ-კაცის ქალი.

მადლობა ღმერთსა! მშვიდობით დედაო! მშვიდობით! (რა გადის სცენითგან სიმღერას ამბობს სოფლურათა)

სალომე.

(რა უყურებს უკანით.) მეც იმისთანა ვიყავი, მეც ასე ვმღეროდი ხოლმე და ვმხიარულებდი, მეც ისე მიყვარდა კეთილის ქმნა, მაგრამ ახლა კი, ასე უწყალოდ მოვუძლურდი.

გამოსვლა 6.

სალომე და მონადირე. (თოფით და ძაღლებით მინდორზედ გამოივლის სანადიროთ.)

სალომე.

ღმერთმა ბევრი ნადირი დაგახოცინოს კეთილო კაცო!

მონადირე.

(გვერდს გაუვლის.) ფუ! დასწყევლა ღმერთმა, რაღა ბებერი დამხვდა, აბა ახლა დავხოცამ ბევრსა აი! რაკი ეს წყეული ბებერი დედაკაცი დამხვდა გზაში, ერთს ჩიტსაც ვეღარ მოვკლამ, ეშმაკები მოვიდნენ და წაიღონ შენი თავი! (გავა.)

სალომე.

გაკითხვის მაგიერათ გამლანძღა, ახ! ბოროტებაო!...აგერ კიდევ ვიღაც მოდის, ეს კი მილიციონერი არის, იმას რა ექმნება მე რას მამცეს.

გამოსვლა 7.

სალომე და გრიგოლ.

გრიგოლ.

(თოფი მხარზედ გაუგდია და სიმღერით მოდის, რა მოუახლოვდება ქუდანსა დადგება და შეჰყურებს.) ახლა ერთი ლუკმა არაყი, რითაც უნდა ღირს, მეტადრე ამ სიცივეში! მაგრამ არა! ჯერ ჯიბეს უნდა დავეკითხო, მაქვს რამე თუ არა? (ამოიღებს შავს ფულსა და სთვლის.) მქონია მადლობა ღმერთს სადილის ფული, მაგრამ ვახშმათ რომ აღარ დამრჩება? ეჰ, ღმერთი მოწყალეა. ვახშმათ სხვას მამცემს! რა მწყურიან? ეი! მიკიტანო! (რა დაინახავს სალომეს.) ეს ვიღაა? მგონია ავათ მყოფია, საწყალს სიკვდილის ფერი დასდებია, ხელსაც ძლივსღა სძრავს, ამ საწყალს შემწეობა უნდა. განა კაცმა მოწყალება არ უნდა მისცეს მინამდისინ, მინამ არა სთხოვენ? მაგრამ ძნელი ეს არის, იმასაც რომ მივცე, არაყიც რო დავლიო, სადილის ფული აღარ დამრჩება? არა უშავს! არაყის მაგიერ წყალს დავლევ, წყალი მომიკლავს წყურვილსა და მე ვიქნები მხიარულად, რადგანც ვიქმ კეთილს საქმესა. აჰ დედავ ფული! (მივა სალომეს ახლო და აძლევს ფულსა, რომელიცა უნდა მიეცა არაყში)

სალომე.

(დააცქერდება მილიციონერს და შემდგომს უცებ დაიყვირებს.) გრიგოლ!

გრიგოლ.

(განცვიფრდება, დააგდებს ფულსა, თოფსა, ხურჯინსა, ქუდსა და მოეხვევა.) დედაჯან! (ორივე ხმა გაკმეტით არიან; ჯერ პირველად გრიგოლ მოვა გონსა.) დედაჯან! დედაჯან! მითხარი ღვთის გულისათჳს, ეგ რა ამბავია შენს თავსა; რა მიზეზით დამხვდი მაგ საშინელს მდგომარეობაში.

სალომე.

(ცახცახით.) მე არ შემიძლიან... გამოვსთქვა შვილო ჩემო! საყვარელო გრიგოლ!-სიხარული... სიხარული...

გრიგოლ.

დამშვიდდი დედაჯან! (მიიყუდებს მშობლის თავსა გულზედ.) როგორ ცახცახებ! გონია გულს გიწუხდება.

სალომე.

ძალიან უღონოთა ვარ შვილო... არც დღესა, არცა გუშინ, მრთელს დღეს არა მიჭამიარა...

გრიგოლ.

(ადგება შეწუხებული, ორივე ხელებს მიიფარებს თვალებზედ.) ახ! ღმერთო ჩემო! (სტაცებს ხურჯინს!) ხელს და ამოიღებს პურსა.) აი დედაჯან პური. (ჰკრეფს ფულებსა ალაგითგან, ზოგს ჯიბითგან მოუმატებს.) აი დედაჯან, ფულებიცა მაქვს!... თუ ეს ფულებიც საკმაო არ არის, გავყიდი დედაჯან ამ ჩემს ტანსაცმელსა და შენ კი მშიერი არ მოგკლამ! ახ, დედაჯან! ჩემო საყვარელო დედაჯან! (არახუნებს დუქნის კარებსა.) ეი! მიკიტანო!

მიკიტანი.

(კარებითაგან თავს გამოჰყოფს.) რაო? რა გინდა?

გრიგოლ.

ერთი ჩარექი ღვინო, ჩქარა ამ საათში! ჰა!...

მიკიტანი.

ერთი ჩარექი?

გრიგოლ.

ო მეთქი, ო!

მიკიტანი.

ვისთჳს გინდა?

გრიგოლ.

ჩემთჳს! დასწყევლოს ღმერთმა! წადი ჩქარა!

მიკიტანი.

ნუ ჯავრობ ძმაო, ნუ ჯავრობ! ჯერ მითხარიფული გაქვს თუ არა? იქნება ღვინო ჩაღლიოთ(დალიოთ) და მე კი მერე ფული არ მამცე, მერე?

გრიგოლ.

აი ფული. ჩქარა მოიტანე მეთქი, თორემ რაც ე მაგ დახლში გაქვს და არა გაქვს, სულ მივამტვრევ-მოვამტვრევ.

მიკიტანი.

მოითმინე! მოითმინე (მოაკეტს კარებსა.)

გრიგოლ.

(დედას) არა გიჭამიარა? მრთელი დღე არა გიჭამიარა? მე კი ვიყავი მაძღარი მაშინ, როდესაც რომ მშობელი ჩემი, ჩემი დედა, რომელსაცა გაუზდივარ ძუძუთი, მოითმენდა სიმშილსა, წყურვილსა! ღმერთო ჩემო! მრავალ მოწყალეო ღმერთო! სად ვიყავ მაშინ მე?

სალომე.

ნუ სწუხარ შვილო! საყვარელო შვილო გრიგოლ! გნახე და ვიგრძენ ახლა, თუ რა არის სიხარული. ისე ვიყავი ავათა, რომ სრულებით არ მეგონა, რომ შენ გნახავდი.

გრიგოლ.

ავათ იყავი? მეკი გშორავდი და არ ვიყავი შენთან! ახლა დედაჯან, აღარაოდეს აღარ მოგშორდები, მხედამ დედაჯან როგორ გავიზარდე და დავვაჟკაცდი; მე ახლა უნდა ვიმუშავო და შენკი შეგინახო კარგათ.

მიკიტანი.

(გამოდის დუქნითგან ჩარექით.) აი ღვინო! მერე რა ღვინო! მგონია კახეთშიაც არ იყოს ამისთანა ღვინო! პა! პა! პა...პა! სწორეთ შაფაცკია!

გრიგოლ.

მომეცი აქა! რა ღირს ეს საძაგელი?

მიკიტანი.

საძაგელი? ჩემი ღვინო საძაგელი არ არის!... ამაზედ უფრო კიდევ სხვა კარგი მაქვს!... (გრიგოლს უნდა გამოართვას საჩქაროთ.) მოიცა! მოიცა, ჯერ ფული მამეცი! ეს ღვინო აქა ღირს, ექვს აბაზათ თუნგი, კიდევაც იაფია ამ სიძვირეში.

გრიგოლ.

(აძლევს სრულებითა ფულსა,) ჰა, დაიჭი (სტაქანზედ უსხავს დედას, რომელიცა სვამს და პურსატანს.)

მიკიტანი.

(სთვლის ფულსა.) აქ აკლია გონია რამდენიმე გროში, მაგრამ თუნდა კარგი, თქუჱნთჳს მიჩუქებია რაც აკლია! გაუფრთხილდით სტაქანსა არ გატეხოთ. (გავა,)

სალომე.

მადლობელი ვარ შვილო გრიგოლ!-ღვინო ხომ სიმრთელეს მიმატებს, მაგრამ უფრო უმეტეს სიმრთელეს და სიცოცხლეს მიმატებს, რომ ვსვამ შენის ხელით!

გრიგოლ.

ბევრს ნუ ლაპარაკობ დედაჯან! ჯერ მოისვენე!

სალომე.

მითხარი შვილო! ამ ხუთს წელიწადს როგორ გაატარე დრო? რომელს მხარეზედ იყავი და რა ნახე?

გრიგოლ.

ბევრი კარგი ვნახე დედაჯან და ბევრი ავი! ზოგჯერ ბევრი მქონდა ხოლმე და ზოგჯერ სრულებით არაფერი.

სალომე.

შვილო! ჩემო ორივ თვალის სინათლევ შვილო! წიგნიცარი მაინც როგორ არ მამწერე?

გრიგოლ.

ახ, დედაჯან! განა არ იცი რომ საწყალს მილიციონერს იმდენი არ ექმნება რომ თავის თავიც დაარჩინოს და წიგნის გაგზავნაშიაც აძლიოს! კარგათ იცი რა ჯამაგირიცა მაქვს, მე ყოველთჳს იმასა ვფიქრობდი, რომ დედა ჩემს რა უშავს მეთქი, მაძღარიც იქნება და მშვიდობითაცა მეთქი, ერთს კვირას კიდევ მოვიცდი და წავალ სანახავათა მეთქი, კვირები გარბოდნენ და იმისთანა შემთხვევები მეძლეოდა რომ ძნელი იყო მოსვლა. მაპატივე დედაჯან, თუმცა დიდი დამნაშავე ვარ!

სალომე.

მიპატივებია ყოველივე შვილო!... ხომ დაეთხოვე შენს მეუფროსეს?

გრიგოლ.

დიახ დედაჯან, დავეთხოვე ორის თჳთა, მაგრამ ვხედავ რომ მე შენთჳს საჭირო ვარ და აქ დავრჩები ყოველთჳს. მე შენ ვეღრ მოგშორდები!

სალომე.

არა გრიგოლჯან! რაკი გნახე შენ, სწორეთ მოვრჩები და მომემატება ახალი ძალიცა; მაშინ შეგიძლიან კიდევ წახვიდე შენს სამსახურში. მე ვერ დაგაბრკოლებ, რომ ბედნიერებას არ მიახწიო! მითხარი შვილო! უფრო რა იყო მიზეზი შენის დათხოვნისა?

გრიგოლ.

თუ ნებას მიბოძებ დედაჯან, მე ყოველისფერს მოგახსენებ: ამ ხუთის წლის წინათ, როდესაც რომ გაგშორდი შენ, ყოველივე გამატანე თანა რაც საჭირო იყო, მაგრამ უპირველესი რამკი დაგვიწყებოდა. მოწმობა ჩემის ნათლობისა. მე მაშინ კარგად იცი დედაჯან ვიყავი თხუთმეტის წლისა, და ასე ყმაწვილს სად მეცოდინებოდა თუ მოწმობა ესე დამჭირდებოდა, მაგრამ ბოლოს ისე საჭირო შეიქმნა, რომ მეტი აღარ შეიძლება, ასე რომ ჩვენს ურადნიკს ძალიან შეუყვარდი და ამისთჳს მირჩივა სამხედრო სამსახურში გადავსულვიყავი, მეუბნებოდა, იუნკერათ მიგიღებენო და რამდენსამე დროს უკან აფიცერი შეიქმნებიო, მაგრამ რადგანც დაბადების და ნათლიობის მოწმობა არა მქონდა დავბრკოლდი და ამან დიდად შემაწუხა, ეს კიდევ არა ფერი; ამხანაკებმა რა შეიტყეს რომ მოწმობა არა მქონდა, იძახდნენ, უთუოთ ბუში არისო და უკანონო შვილს მეძახდნენ, რამდენჯერ ჩხუბი მომივიდა და რამდენჯერ გავიწკიპე ამის გულისათჳს, ბოლოს ურადნიკმა დამიძახა და მითხრა: გრიგოლ! დიდათ მიყვარხარ და მიყვარდი ადრევაცა ვხედავდი რა შენს სიმშვიდესა და ნიჭსა სწავლისასაო, მაგრამ ყოველთჳს ასე ჩხუბში ყოფნა და შენი დასჯა ჩემთჳს დიდი შესაწუხებელი არისო, თუ გინდა, დაგითხოვ ორის თჳთა, წადი შენს მშობელთან, იმას უსათუოთ ექნება მოწმობა, გამოართჳ, მომიტანე და მე შენ გაგაბედნიერებო. როდესაც მე ეს გულმტკივნეული რჩევა მესმოდა, ასე მეგონა თჳთან შენ მელაპარაკებოდი დედაჯან და მარიგებდი, რა ეს მითხრა აიღო ორიოდ შაურიც მაჩუქა და გამამისტუმრა, ახლა ხომ შეიტყე დედაჯან, მიზეზი ჩემის აქ მოსვლისა.

სალომე.

(მოისმინა რა დიდის შეწუხებით და შეშფოთებით.) მაშ აგრეა საქმე, შვილო გრიგოლ? რომ მოსულხარ მოწმობისათჳს?

გრიგოლ.

დიახ, დედაჯან!

სალომე.

ახ, ღმერთო ჩემო!

გრიგოლ.

რა ანბავია დედაჯან! (სალომე ცრემლებს იწმენს.)

გრიგოლ.

მითხარი დედაჯან! რაზედა სტირი? რა დაგემართა?

სალომე.

როგორ არ უნდა ვიტირო შვილო, რომ არცა მოწმობა მაქვს შენის დაბადებისა და არცა შემიძლიან აგირთო საიდგანაც წესია.

გრიგოლ.

როგორ თუ არა აქვს დედაჯან?

სალომე.

ამისთჳს არა მაქვს შვილო, როგორ არ გითხრა და როგორ დაგიმალო, რომ შენა ხარ შვილი უმანკოებისა.

გრიგოლ.

როგორ თუ უმანკოებისა!!

სალომე.

ასე რომ, შვილო რაც უთქვამთ შენს ამხანაგებს, სწორეთ იმ გვარი შვილი ხარ!

გრიგოლი.

(შეშფოთებული.) როგორც უნდა ვიყო შვილი, ეგ სულ ერთია, მაგრამ ხომ არ შეიძლება მაინც, რომ მამა არა მყოლოდეს?... ვინ არის მამა ჩემი? მითხარი დედავ?

სალომე.

(ოხვრით.) ახ!-შენი ეგე შეშფოთება მტანჯავს მე!

გრიგოლ.

(ადრინდლიესავე სახით.) რათა გტანჯავს? დედაჯან! როგორც უნდა ვიყო, გინდა უმანკოების შვილი, გინდა სხვისა, მაინც შენი შვილი ვარ სიკვდილამდე. მაგრამ მაინც კიდევ მითხარ, თუ ვინ იყო და თუ ცოცხალია ვინ არის მამა ჩემი?

სალომე.

როდესაც რომ გამშორდი და მიდიოდი კახეთს მილიციაში, შენ იყავი პატარა და ამისთჳს ვერ მოგენდე და ვერ გითხარი ჩემი საიდუმლოება; ახლა კი ვაჟკაცი ხარ და შეიძლება რომ მოგენდო, გაგიტყდე შვილო და გითხრა (მხარზედ) ახ, რამდენჯერ გამიგია, კაცი რომ თავის მწუხარებას გამოსთქვამს ვისთანმე, იმის გულს შემსუბუქება მიეცემაო. მადლობა ღმერთს, ბოლოს მომივიდა ის დრო, რომელშიაც შემიძლიან გამოვსთქვა ჩემის გულის დარდი და მწუხარება შევიმსუბუქო; გმადლობ მრავალ მოწყალეო ღმერთო! რომ მომივლინე ამ მწუხარებით დასნეულებულს დროს, ამისთანა სარწმუნო მეგობარი, რომელსაც შემიძლიან ვუთხრა ჩემი მწუხარება, და იმით უფრო გმადლობ რომ ეს სარწმუნო მეგობარი არის ჩემი შვილი.

გრიგოლ.

მითხარი დედაჯან! შეიმსუბუქე გულის მწუხარება!

სალომე.

ახ! შვილო გრიგოლ! დიდათ მინდა რომ გამოვთქო სრულებით ჩემი ყოველივე დარდი, მაგრამ ენა მიდუნდება შვილო! სირცხვილისაგან თავი ჩაჰკიდე შვილო განა? ვერ მიყურებ თვალებში?

გრიგოლ.

განა არ ვიცი, როგორ გულიცა აქვს დედაჩემსა! ჰსთქვი დედავ ყოველივე, ნუ გერიდება ჩემი!

სალომე.

შავი და უკუღმა იყოს ის დღე, რა დღესაც მე დავიბადე, აგერ შვილო, იმ სოფელში (თითით აჩვენებს) რომელსაცა ვხედავთ, პირ და პირ. მშობელნი ჩემნი იყვნენ კეთილნი და პატიოსანნი გლეხკაცნი, კარგის ოჯახის შვილები როდესაც რომ შევიქმენ ცამეტის წლისა, მაშინ სადღაცა მნახა, იმ სოფლის მებატონის ცოლმა, რომელიცა იყო ქვრივი, დიდად მოვეწონე და სთხოვა ჩემთა მშობელთა, მე მომეცით გავზდი კარგათაო. რა მიმიყვანა სახლში, მასწავლა წიგნი და ბევრი რამ სამღთო საერო, როდესაც რომ შევიქენი თექვსმეტის წლისა, ამ დროს მოუვიდა სამსახურითაგან შვილი, ახალგაზდა აფიცარი, თავადი დიასამიძე რომელიცა მე ჯერ არ მენახა და რომელიცა დასთხოვნოდა თავის მეუფროსეს სამის თჳს ვადითა. ის ყმაწვილ კაცი იყო მეტად მშვენიერი და ყოველთჳს სიყვარულზედ მელაპარაკებოდა ხოლმე და ცოლქმრობაზედ. ბოლოს გამიტყდა და მითხრა მიყვარხარო... ნუ მიყურებ შვილო თვალებში, საყვარელო შვილო ჩემო! თორემ ვეღარ შევიძლებ დასრულებასა. (გრიგოლ იყურება წინ და ხელი მშობლისა მიკრული აქვს გულზედ.)

სალომე.

(ცოტას ხანს შემდგომს.) მეც შვილო, ჩემის უგონობით და გულწრფელობით მოვაკლდი უმანკოებასა! იმან აღმითქვა, ჯვარს დავიწერ დედის ჩემის სიკვდილის შემდგომსაო; აღმითქვამდა ხოლმე და მეტყოდა: სიკვდილამდინ შენი და ყოველთჳს შენი ვიქნები, გეფიცები ღმერთსაო (ოხრავს.) დავივიწყე რა კეთილნი და პატიოსანნი მშობელნი ჩემნი, დარიგება მოძღვრისა და ჩემის აღმზრდელისა, შევიქმენი ორსულათ. ფიქრი მომავალს დროზედ მეტად მტანჯავდა მე, ჩემის ორსულობის მიზეზს კი ეშინოდა დედამ არ შემიტყოსო და მთხოვდა ხოლმე არავის უთხრა, აღმითქვამდა ხოლმე თავის დროზედ დიდად დაგსაჩუქრებო, მეცა აღვუთქვი უთქმელობა და ყოველსავე შეიწროებასა მოვითმენდი რადგანაც დიდად მიყვარდა. როცა მოუვიდა დათხოვნის ვადის შესრულება, წავიდა თავისვე სამსახურში და გამომეთხოვა გულგრილად. როცა მომიახლოვდა დრო შობისა, დამითხოვა აღმზრდელმა ჩემმა სასახლითგან ამ გვარი შემთხვევისათჳს, მეცა მწარედ ყოვლის გზით უნუგეშო მივადექი მშობელთა ჩემთა, რომელთაცა არცკი მიმიკარეს, წადი შენ გვართა მარცხვენელოვო. დედას კიდევ მცირედი გული დაეწვა, აიღო, გულითგან მოიხსნა ჯვარი და გადმომიგდო, აიღე მხოლოდ ეს და თვალით აღარ დამენახოვო, ეს ჯვარი ახლაც გულზედან მკიდია. (აჩვენებს) რა დავრჩი ესრედ საწყლად და არ ვიცოდი სად შემეფარებინა თავი, იმ ღამეს დავდიოდი მინდორზედ და ამ სიარულში მივადექი ერთს წისქვილსა და რა ვნახე წყალი, ვიფიქრე, ჩავარდები თავს დავირჩობ და ამით მოუღებ ბოლოს ჩემს ცხოვრებასა მეთქი. რა ამ აზრში ვიყავი. ამ დროს დამიხვდა მოხუცებული მღვდელი, რომელმაცა შეიტყო რა ყოველივე ჩემი მწუხარება და გარემოება, მიმიყვანა თავის სახლში და მითხრა: წარსულს დროს აღარა ეშველებარაო. მომცა ბევრი დარიგება კეთილი, ერთი ოქრო მაჩუქა, მიმიწერა წიგნი ქალაქში ერთს ქვრივს კეთილს მოქმედს დედაკაცსა, ვისთანაცა შემეძლო მეცხოვრა და შევენახე, აღმითქვა შობის შემდგომს ვეცდები შენ მშობელთა შეგარიგოვო, გასწივე დანიშნულს ადგილისაკენ და აღუთქვამდი ღმერთსა კეთილს გზაზედ სიარულსა. აღთქმა ჩემი დავიცევი წმინდად! შემომხედე შვილო გრიგოლ? (გრიგოლ მოეხვევა და სალომე კიდევ დაუწყებს თავის გარდასავალსა) შენმა დაბადებამა მომიმატა ბევრი მწუხარება და ბევრი სიხარულიცა. მე მივწერე ორჯელ წიგნი მამა შენს იმერეთში, სადაცა გარდიყვანეს მილიციის მეუფროსედ მაგრამ ღმერთმა იცის მიიღო თუ არა წიგნი, პასუხი არცა ერთი არ მიმიღია.

გრიგოლ.

(გაჯავრებით.) არ მიგიღია?!

სალომე.

ნუ ჯავრობ შვილო გრიგოლ! აქამდისინ იმ მხარეზედ ომი იყო ოსმალებზედ, აბა სად მოიცლიდა წერასა, ან იქნება წიგნი არ მიუვიდა და გზაზედ დაიკარგა სადმე, თვარამ ის არ არის ბოროტი კაცი, არა მგონია რომ დავევიწყებინე. მე მეტი წიგნი აღარ მივწერე, ვფიქრობდი: თუ რომე უყვარვარ და თავის პატიოსან სიტყვას აღასრულებს, აქაცა კარგათ მოვა და მნახავს მეთქი!... მაგრამ არც მოვიდა და არცარა მნახა და რამდენისამე დროს უკან გავიგე რომ... (ამოიოხრებს.) იქ ცოლი შეურთავს!... რას ვიქმოდი! ქვრივს დედაკაცთან ვცხოვრებდი ერთს ქოხში, და ვარჩენდი ჩემს თავსა ხელსაქმითა, ვასწავლიდი რამდენსამე ყმაწვილ ქალებსა იმას, რაც მესწავლა მე თჳთან, ერთი მხოლოდ ჩემი ნაღველი ის იყო რომ შენ გამეზარდე კარგათ საყვარელო შვილო გრიგოლ! ღმერთმანცა მომცა შენი თავი, გასწავლე წიგნი და რა გახდი თხუთმეტის წლისა, და პირველი შენი სურვილი იყო ჯარში შესვლა, არ დაგიშალე მეც, წაგიყვანე და მიგეცი მილიციაში, რომელიცა შეიკრიფა წასასვლელად კახეთის დასაცველად მტერთაგან!... რა გაგისტუმრე შვილო! შეველ ფიქრში: რად მიყო დიასამიძე ამისთანა უწესური საქმე მეთქი, მეტის სინანულისაგან დავსნეულდი, დამაწყებინა ცივებამ, ხელსაქმით სადღა შემეძლო ცხოვრება, და თავი დავანებე იმ ქოხსა, რაშიაცა ვიდექი, ამისათჳს რომ საითგან მიმეცა ქირა და რით მერჩინა თავი, ავსდექი და გამოვმგზავრდი ამ სოფელში, ვიფიქრე: წავალ ჩემს ძვლებს იქ ჩავყრი, სადაც დავიბადე და გავუბედურდი მეთქი, გზაზედ მომივიდა ციება და ამ დუქანში თავი შევაფარე და ხომ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ შვილო!

გრიგოლ.

ახ მშობელო! ეგ რომ სცოდნებოდა შენს შვილს, ყოველი ლუკმა უნდა იცოდე თუ რა მწარე იქნებოდა იმისათჳს! ახ! მადლობა ღმერთსა, რომ ცოცხალი დამხვდი! შენთან დავრჩები დედაჯან, და აღარაოდეს არ მოგშორდები ახ! რა ვწუხვარ. რომ ხელობა არა ვისწავლე რა, რითაც შემძლებოდა შენი შენახვა! მაგრამ არა უშავსრა, ღონიერი მკლავები მქონან, შემიძლიან ხვნა, თესვა, ღამითაც ვიმუშავებ დედაჯან, გავაკეთებ რასმეს! ღმერთი გვიშველის, ის არ დააგდებს უმოწყალოთ იმას, ვისაც უყვარს თავისი მშობელი.

სალომე.

(გულმტკივნელობით ეხვევა შვილსა.) ახლა კი შვილო აღარავინა მჯობს ბედნიერებით და სიმდიდრითა!... მრავალ მოწყალეო ღმერთო! ნეტა კიდევ ეყოლება ვისმეს ამისთანა შვილი?

გრიგოლ.

ერთი კიდევ მითხარი დედაჯან! რა გვარია მამა ჩემი?

სალომე.

თავადი დიასამიძე.

გრიგოლ.

თითონაც აქა დგას? ამ სოფელში?

სალომე.

ადრე იდგა აქა იმისი დედა, ის დიდი ხანია რაც რომ მოკვდა!.. შვილმა წეღანაც გითხარ, შეირთო ცოლი იმერეთში და იქვე თავის ცოლის მზითჳს მამულში დასახლებულა. იძახიან ახლა მაიორი შექმნილაო.

გრიგოლ.

მე მოვნახავ იმას! გაბედვით მივალ! დაეხსენი მნახოს თვალით! შე ნკი მშობელო ზურგით მიგიტან იქამდისინ. როგორი შორს წასულა ის წყეული! სინიდის ხომ შორს ვერ წაუვა, მაგრამ არა! რა საჭირო არის რომ შევიტყო ვინ არის მამა ჩემი მაშინ, როდესაც რომ არის ბოროტი და ავი კაცი! ჩემთჳს ესეც საკმაოა, რომ მყავს კარგი და კეთილი დედა! დედა, რომელსაცა უსწავლებია ჩემთჳს მშობლიური სიყვარული. მე არ მინდა იმისთანა მამა, რომელსაც ვძულვარ თვალის დასანახავათა. არა! არ მოვნახავ მამა ჩემს! დაეხსენ საცა უნდა იცხოვროს, სინიდის დაბრმავებულის თვალებითა. როდესაც რომ მოუახლოვდება დრო სიკვდილისა, როდესაც რომ დაუსრულდება ჟამი სიცოცხლისა და წარდგება ღვთის წინ, დაესხენ იქ მისცეს შემომქმედს პასუხი! განა დედაჯან რომ საჭირო არ არის ის ჩვენთჳს? ახ! ეგ რა გემართება! თვალები გეხუჭებიან! ყვითლდები! რა დაგემართა!

სალომე.

(დასუსტებული და გულშეწუხებული) არაფერი... არაფერი... სიხარული...

გრიგოლ.

ღმერთო ჩემო! ახლა მამაგონდა, რომ ჩვენ შარა გზაზედა ვართ, (დუქნის კარებსა სცემს.) ეი! მიკიტანო!

მიკიტანი.

(დუქნითგან მარტო თავს გამოყოფს.) ო! რაო? კიდევ გინდათ რამე?

გრიგოლ.

მოამზადე ახლავე კარგი ლბილი ქვეშაგები დედიჩემისათჳს!

მიკიტანი.

(შეზიზღებით). ქვეშაგები?... რასაკვირველია!... დიახ!... ამ საათში! როგორ არა!... მაგას ბალახზედაც კარგა ეკადრება დაწვეს.

გრიგოლ.

(გაჯავრებული დასწვდება ქვასა, მიკიტანი კარებს მოაკეტს.) აი შენ საზიზღარო, ბოროტო კაცო! (შეხედავს თავის დედას და ისევ დააგდებს ქვას) რა ვქნა ახლა!... ვის მივმართო?... ახ! მშობელო!... (მივა და არახუნებს ერთის სოფლელის სახლსა, რომელიცა არის დუქნის მოშორებით.) ეი!... სახლის პატრონო!... გამომხედეთ თუ ვინდე ხართ მანდ!... თუ ღმერთი გრწამთ გამამხედეთ!

გამოსვლა 8

გლეხკაცი გამოდის სახლითგან და ისინივე.

გლეხ-კაცი.

რა გინდა? ვინა ხარ?

გრიგოლ.

საყვარელო ძმაო! უყურე საწყალს ავათმყოფს დედაკაცსა, ხომ ხედავ ძმაო ძლივსღა ცოცხალია!... ეს საწყალობელი დედა ჩემია; შეგვიშვით სახლში, ნახევარ საათსაცარი, ცოტას ხანს მოვასვენო. ღვთის გულისათჳს შეგვიშვით! ღმერთი დაგსაჩუქრებთ ამ კეთილის საქმისათჳს...

გლეხ-კაცი.

კარკი! გეყოფა მამა გიცხონდა მაგდენი ჩემი დარიგება, მე თჳთანაც კარგათ ვიცი საქმე როგორც არის (არახუნებს თავის კარებს.) ეი! დედაკაცო! დააგე ჩქარა ქვეშგები, ლბილი ბალიშები დააწყე, აბა და ო ჩქარა!... საცოდავი ცახცახებს ცივებისაგან! აბა შემოიყვანე, წყნარა! ლბილი ქვეშაგები მაქვს, მაგრამ სხვას კი ნურაფერს მოითხოვ ძმაო. (შეჰყავთ სალომე წყნარა სახლში.)

(ფარდა დაეშვებაა.)

დასასრული პირველის მოქმედების.

მოქმედება 2

გამოსვლა 1

ჰსცენა წარმოადგენს სოფლურ სახლსა.

სალომე, გლეხ-კაცი, იმისი ცოლი და გრიგოლ. (სალომე ტახტზედ წევს ქვეშაგებში, ცალი ხელი თავ ქვეშ უძევს და მეორე ხელი გრიგოლს უჭირავს.)

გრიგოლ.

(გლეხ-კაცებს და იმათ პატარა შვილებს, რომელნიცა ეხვევიან გარეშემო სალომეს.) საყვარელნო ძმანო! დავიჯერო რომ არა გქონდესთრა რომ ვაჭამოთ ავათმყოფსა, რომ ცოტა ყუათი მიეცეს? თქუჱნი ჭირიმეთ, შემეწიენით, მომეხმარენით, მომიტანეთ რამე ვაჭამო.

გლეხ-კაცის ცოლი.

(პატარა ყმაწვილს.) წადი ჩქარა, აიღე საღვინე, მიირბინე ჩვენს ახლოს რომ დუქანი არის და ერთი ჩარექი ღვინო მოიტანე,

გრიგოლ.

ღვინო არ არის საჭირო, ღვინო დალია და ამისთჳს უფრო ასრე ცუდათ შეიქმნა, რადგანც საჭმელი არა ჰქონდა.

გლეხ-კაცი.

დედაკაცო! ღვინოზედ გაგზავნას ის არა სჯობს გაგზავნო ბოსელში, გამოატანინო კვერცხები და ერბოკვერცხი მოუწვა.

გლეხ-კაცის ცოლი.

(სალომე.) არა სჭავ დედავ ნაღებსა?

გლეხ-კაცი.

თუ გვაქს რამე არას დავიშურებთ.

გრიგოლ.

(გრძნობით.) ღმერთმან დაგსაჩუქროთ საყვარელნო! მაგ თქუჱნ კეთილის მოქმედებისათჳს! (სალომეს.) დედაჯან! რა კეთილს ხალხში ხარ ახლა! არ ინებებ დედაჯან, რასაც გეუბნებიან. (სალომე ხელს იქნევს, არ მინდაო.)

გრიგოლ.

არ უნდა! ახ! ღმერთო ჩემო, ნეტა რა ვქნა! საყვარელნო ჩემნო, კეთილნო კაცნო! ხომ არავინ იქნება აქიმი ამ გარეშემოში.

გლეხ-კაცი. ჩვენთჳს მადლობა ღმერთსა, თავის დღეში აქ აქიმი საჭირო არ ყოფილა, თვალითაც არ გვინახავს აქიმი, ჩვენი აქიმი ღმერთია.

გრიგოლ.

მაშ რა ვქნა! რა უყო, რომ ასრე უწყალოთ ხელში მიკვდება მშობელი! მრავალთ მოწყალეო ღმერთო! მომივლინე მოწყალება შენი! კეთილნო კაცნო! ილოცეთ ღვთის გულისათჳს, ამ საბრალობლის დედის ჩემისათჳს. მე არ შემიძლიან ლოცვა მწუხარებით.

სალომე.

(კვნესით.) დამშვიდდი გრიგოლ! ცოტა კარგათ მყოფობასა ვგრძნობ! მხოლოდ უყუათო ვარ უჭმელობითა.

გრიგოლ.

ამ საათში დედაჯან? ამ საათში სადაც იქნება და არ იქნება გიშოვნი სადმე. მაგრამ ფული რომ არა მაქვს? ახ ღმერთო! ნეტა რა ვქნა? ვის მივმართო?...

გლეხ-კაცის ცოლი.

(ქმარს.) კაცო! რაღა გუშინ წაუღე ხარჯი ბატონსა, ახლა რომ გვქონოდა რა კეთილს საქმეს ვიქმოდით!

გლეხ-კაცი.

რასაკვირველია რომ არ მიმეტანა გუშინ, ამ საწყლებს შევეწევოდი, მაგრამ ღმერთსა ვფიცავ რომ ახლა ერთი გროშიც არა მაქვს.

გრიგოლ.

მეტი გზა არ არის: რა ვქნა? უნდა მოწყალება ვითხოვო, თუ არავინ არას მამცემს, მოვიპარამ სადმე. ძმანო! აქ იყავით დედაჩემთან, ღვთის გულისათჳს მარტო არ გაუშვათ; მეც რაც შემიძლიან ჩქარა დავბრუნდები. (გარბის სცენითგან.)

გამოსვლა 2

(ადრინდელივენი, გარდა გრიგოლისა.)

გლეხ-კაცი.

ჩვენ სოფლის ღვდელთან რომ მივიდეს, უთუოთ მისცემს რასმეს. ის მადლიანი კაცია. მეტადრე იმისი დიაკვანი, სულ მადლის საქმეზედ დადის, უთუოთ მსწავლული რომ არის იმისათჳს.

სალომე.

განა ის მოხუცებული მღვდელი კიდევ ცოცხალია.

გლეხ-კაცის ცოლი.

არა, იმ კეთილმა მოხუცებულმა მღვდელმა, კარგა ხანი იცხოვრა და ეგერ ეს ერთი წელიწადია რაც მოკვდა.

გლეხ-კაცი.

ის მოხუცებული, ისე უცებ გაქრა, თავის კეთილის მოქმედებით, როგოც (როგორც) სამთელი.

გლეხ-კაცის ცოლი.

(იწმენდს ცრემლებს.) ბევრი ვიტირეთ იმის გარდაცვალებაზედ.

გლეხ-კაცი.

(აგრეთვე ტირის.) ბევრი ვიტირედ, ის სწორეთ ჩვენი მამა იყო.

სალომე.

(გულმტკინველობით.) მამა!...

გლეხ-კაცის ცოლი.

სადღა ვნახავთ ჩვენ იმას.

გლეხ-კაცი.

კარგი, საკმაო არის ტირილი, თუმცა მართალია იმისთანა კაცი არ არის ახლანდელი მღვდელი მაგრამ ასეთი დიაკვანი ჰყავს იმასა რომ, სწორეთ ახლა მამობას ის გვიშრება ჩვენ.

გლეხ-კაცის ცოლი.

მართალია, ცოტა ახალგაზდა კია მაგრამ... (სალომეს)

ისეთი მსწავლული კაცი არის, რომ ყოველ დღე თითქმის ჩვენის ბატონის სახლშია და იმის შვილს ასწავლის, სამღთო საეროს წიგნებს აკითხებს.

გლეხ-კაცი.

თითონ კეთილი კაცი არის და ჩვენ ბატონის ქალსაც კეთილს საქმეს ასწავლის.

გლეხ-კაცის ცოლი.

კეთილს როგორ არ ასწავლის რომა, როდესაც საყდარში მოვა ხოლმე კვირაობით, ჯერ მძიმეთ პირჯვარს დაიწერს და მერე ყველას თავს დაგვიკრავს ხოლმე! რა თავდაბალია!...

სალომე.

(განკვირვებით.) ვინ არის განა თქუჱნი ბატონი?

გლეხ-კაცის ცოლი.

განა არ იცნობ ჩვენს ბატონს? აგერ მესამე კვირა არის, რაც მოვიდა თავის სოფელში და დადგა სამუდამოდ.

სალომე.

გვარად დიასამიძე ხომ არ არის?

გლეხ-კაცის ცოლი.

სწორეთ.

სალომე.

ცოლიც თან მოუყვანია?

გლეხ-კაცის ცოლი.

ცოლი მოჰკვდომია!... იმერეთში რომ იყო და ცოცხალი ჰყვანდა მინამდისინ ცოლი, თავის სოფელში არ გაუვლია. ძალიან ვწუხდით იმისი ყმები ამაზედ. (მდაბალ ხმაზედ.) ამბობენ, ცოლი თურმე ძალიან ანჩხლი რამ ჰყოლია, იმისთანა მშვიდს კაცსა. რამწავს მოჰკვდომია თუ არა და, აქეთ გამოუწევია. ამ სოფელში არის დაბადებული და აქ გაზდილი. (გლეხ-კაცი) მახსოვს პატარაობისას რომ ვბურთაობდით და ერთათ ვთამაშობდით ხოლმე! შენ არ გახსოვს დედაკაცო? (ცოლს.)

გლეხ-კაცის ცოლი.

როგორ არ მახსოვს.

გლეხ-კაცი.

ცოტა მაშინ კი ქალების არშიყობა იცოდა როდესაც აფიცარი შეიქნა და მოვიდა სამსახურითგან დროებით დედასთან. მაგრამ ვინ არ ყოფილა ყმაწვილკაცი.

გლეხ-კაცის ცოლი.

მე მგონია იცი შენც კაცო, თუ რა იყო საწყალს ჩვენის სოფლის პირველი ოჯახის ქალსა სალომეს! ეს ძალიან დიდი ცოდვა ქნა.

გლეხ-კაცი.

ეგ რა ჩვენი საქმე არის!... ჩვენ რა გვრჯის!...ვინ იცის ის ყმაწვილი, რომელიცა შობა სალომემ, იმისგან იყო თუ არა?

გლეხ-კაცის ცოლი.

სხვა აბა ვისგან იქნებოდა!... ცხადად ვიცით ყველამ რომ იმისაგან იყო!... შენ რაზე გიჭირავს იმისი მხარე, ეგ კარგი არ არის. რა ვიცით, იქნება ის საწყალი სალომე მწუხარებით მოკვდა, ან კიდევ სიმშილით!... და იმ საწყლის მამასაცა თუ დედასა, იქნება კარგა ხანს ეცხოვრათ, რომ არ შემთხვეოდათ ამისთანა უპატიურობა. (სალომეს გული უწუხდება),

გლეხ-კაცი.

(რა შენიშნავს.) დედაკაცო! დედაკაცო! ლავიწები გაუწივე გულს უწუხდება!... წყალი!... წყალი!... გლეხ-კაცის ცოლი. ახ! ღმერთო!... რა უყო ამ საწყალს დედაკაცსა?...

გლეხ-კაცი.

ღვდლისათჳს მაინც გავგზავნოთ უზიარებელი არ მოკვდეს, ცოდვა დაგვედება!... ღმერთო! ღვდლის მოსულამდინ მაინც იცოცხლოს. (სცენა უცებ გამოიცვლება, გლეხ-კაცის სახლი შეიცვლება, დიასამიძის ოთახად, რომელშიაცა აწყვია სკამები, მდივანი და წინ სტოლი უდგას; დიასამიძეს შემოაქვს სამთელი და სტოლზედა სდგამს.)

გამოსვლა 3

დიასამიძე და ბიჭი.

დიასამიძე.

(ქართული კაბა აცვია და მხარზედ მაიორის ეპოლეტები უწყვია. ჩიბუხით შემოდის და ბიჭს ეუბნება.) ბიჭო! ჩვენი ფრანტ სტუმარს კიდევა სძინავს თუ გაიღვიძა?

ბიჭი.

არა თუ გაიღვიძა შენიჭირიმე, თავიც დაივარცხნა და ერთი მუჭა გონია ერბო გახლდათ შენი ჭირიმე და ის თავზე წაიცხო.

დიასამიძე.

(თავისთჳს.) უთუოდ პომადა იქნებოდა. (მაღლა.) რასაკვირველია რომ ახლა ჩვენი ოთახი გაივსება სუნითა. დამიძახე ბიჭო ჩემს ქალსა! (ბიჭი გავა, დიასამიძე ჩიბუხს მოუკიდებს და ეწევა.) მე როგორც ვატყოფ, ეს ჩემი სტუმარი ტუტუცსა გავს. რასაც კი ლაპარაკობს, იმ ლაპარაკს არცარა თავი აქვს და არცარა ბოლო, ერთს აქეთგან გარდასცემს, მეორეს იქითგან. მე მიყვარს ჩემი პელაგია, ძალას ვერ დავატან რომ ის შეირთოს, იმის სურვილზედ მიმიგდია, ვისიც სურვილი აქვს და სიყვარული დაეხსენ ის შეირთოს. მაგრამ ვაი თუ უციდვინელობისა გამო თანახმა შეიქნეს, მერე რა ვქნა? მე ვიქმნება ხომ მიზეზი, ჩემის ქალის უბედურობისა.-ძალიან ვწუხვარ, მეტათა ვწუხვარ, რომ დამრჩა ქალი დაარა ვაჟი. გავათხოვებ იმასა თუ არა და, გვარი დიასამიძისა გაწყდება კიდეც, და გაქრება ესრეთ, როგორც (აქრობს სამთელსა.) ეს სამთელი. მშვენიერი სოფელი ჩემი, მამულები და ყმები დარჩებიან სხვა გვარის კაცსა. ეს ძალიან სამწუხარო არის ჩემთჳს. (ოხრავს.)

გამოსვლა 4

პელაგია და დიასამიძე.

პელაგია.

რას მიბრძანებდი მამა?

დიასამიძე.

არაფერსა შვილო, ხომ კარგათ გეძინა წუხელის?

პელაგია.

მე ყოველთჳს კარგათა მძინავს?

დიასამიძე.

ძალიან კარგი. მაშ წუხელი შენ არავის არ შეუწუხებიხარ?

პელაგია.

განა რამ უნდა შემაწუხოს მამავ?

დიასამიძე.

ეგ უფრო კარგი! რასაკვირველია შვილო, რომ ვერავინ გაბედავს შენს შეწუხებას, რადგანც გყევარ იმისთანა მამა, რომელსაც ძალიან უყვარხარ.-მაგრამ ახლა საქმე დამოკიდებულია შენს გათხოვებაზედ!მითხარი შვილო! მოგწონს მიხეილ შერაშიძე?

პელაგია.

(თავ ჩაკიდებით.) არვიცი თუ რა გიპასუხო მამა! დიასამიძე. როდესაც გაგიხსენე იმის სახელი, გულში ხომ არაფერი იგრძენ?

პელაგია.

სრულებით არაფერი მამა,

დიასამიძე.

მაშ წუხელის სიზმარში, არ ნახე ისა?

პელაგია.

არა.

დიასამიძე.

მაშ დავიჯერო რომ წუხელის სიზმარში არა გინახავსრა?

პელაგია.

ის კი არა და, ჩვენი მღვდლის დიაკვანი კი ვნახე.

დიასამიძე.

ო! არა! ეგ კი არა! ეს ვნახე როს ვითომც ისევ იმერეთში ვიყავით და ჩვენი დიაკვანი დიონოსე წიგნს მასწავლიდა, მერე წასვლა დააპირა საითღაც და ამაზედ ტირილს მოვყევი.

დიასამიძე.

მეც ვიცინოდი შენს ტირილზედ განა შვილო?

პელაგია.

როდესაც გამომეღვიძა, ვნახე რომ თვალები მართლა კი სველი მქონდა.

დიასამიძე.

პელაგია! გესმის რას გეუბნები? მე ძალიან მსურს რომ კიდევ ნახო მაგისთანა სიზმარი. ჩვენი ღვდელი ჯვარსა გწერდეს და დიონოსე წიგნს იკითხავდეს. შენ რას ფიქრობ ამაზედ?

პელაგია.

თქუჱნი ნებაა მამავ.

დიასამიძე.

ეგ მიქარვა არის! მე ჩემს ნებას კი არ გკითხავ, მე მინდა შევიტყო შენი ნება. გიყვარს თუ არა მიხეილ შერაშიძე? აკი ქალაქში რომ ვიყავით ნახე სტუმრობაში ორ სამს ალაგს.

პელაგია.

განა ვისაც ვნახავ სტუმრობაში მამავ, უნდა ყველა შევიყვარო?

დიასამიძე.

კარგათ მოიგონე. როგორ გიალერსებდა, გარს დაგტრიალებდა და დუხიც დაგისხა ხელცახოცზედ. რაები გიყო და რაები არა!

პელაგია.

მართალია რაღაებსაც მელაპარაკებოდა, მაგრამ მე სრულებით არა გამიგიარა.

დიასამიძე.

არა გეყურებოდა რა? მაშ სჩანს რომ არაგყვარებია?

პელაგია.

არა მგონია.

დიასამიძე.

ერთის სიტყვით უნდა გითხრა რომ იმას აქ მოსვლას და ჩემს კითხვას ერთმანეთში შეკავშირება აქვსთ. მამა ჰყავს თავადის შვილი, მდიდარი და კარგი, თითონაც ნასწავლი და რუსეთში გაზდილია, გესმის თუ არა?

პელაგია.

მესმის მამა! თქუჱნი ნებაა...

დიასამიძე.

(გაჯავრებით.) შენ გაგიკვეთნია და ამოგიჩემებია ერთი სიტყვა: თქუჱნი ნებაა, რატომ არ იცი რომ თავადობას დიდი ხანი მამაპაპით ჩვენი მეგობრობა აქვს. მამასა აქვს დიდი სურვილი, რომ შვილმა დაიწეროს შენზედ ჯვარი. რას იტყვი ამაზედ შენ პელაგია?

პელაგია.

მე მგონია მამა, რომ... მაგრამ რა ვსთქვა, თქუჱნი ნებაა.

დიასამიძე.

კიდევ თქუჱნი ნებაა!... შენ მაგ ამოჩემებულ სიტყვით მოთმინებითგან გამომიყვან... აკი გითხარ რომ ქმრის შერთვა და ამორჩევა შენს ნებაზედ მომიგდია მეთქი, უსიყვარულოდ ცოლის შერთვას ციმბირში გაგზავნა სჯობია. თუ რომ გიყვართ ერთმანეთი, ძალიან კარგი და თუ არა და, საქმე გათავებულია, (დამშვიდებით.) ხომ ხედავ პელაგია რომ გელაპარაკები გულმტკივნელობით, მაშასადამე შენც უნდა იყო ჩემთან პირუთვნელობით.

პელაგია.

მე თქუჱნთჳს ტყვილი არაოდეს არ მითქვამს.

დიასამიძე.

როდესაც გელაპარაკები შერაშიძეზედ, ხომ ხალისით მიგდებ ყურსა?

პელაგია.

მე ყოველთჳს ხალისით გიგდებ ყურსა მამა!...

დიასამიძე.

როდესაც კარგს გეუბნები მაშინ?

პელაგია.

რასაკვირველია რომ როდესაც კარგსა.

დიასამიძე.

როდესაც რომ იმაზედ გელაპარაკებიან კარგს, გული ხომ არ გიცემს? (პელაგია თავს იქნევს.) ხომ არ გინდა რომ ყოველთჳს ლაპარაკობდნენ? (ის კიდევ თავს იქნევს.) გეჯავრება ხოლმე თუ არა, როდესაც იმაზედ ცუდს რასმეს ლაპარაკობენ?

პელაგია.

რასაკვირველია! ჩვენი დიონოსე...

დიასამიძე.

(სიტყვას ართმევს.) თავი დაანებე ახლა დიონოსეს! იმაზედ არ გელაპარაკებიან. როდესაც რომ ნახავ ხოლმე შერაშიძეს, რასა გრძნობ მაშინ?

პელაგია.

მე ყოველთჳს კარგს რაღასაც ვგრძნობ.

დიასამიძე.

როდესაც რომ დაგიახლოვდება ხოლმე, გული ხომ არ აგემღვრევა ხოლმე?

პელაგია.

არა! (უცებ მოიგონებს.) ერთხელ მგონია...

დიასამიძე.

ძლივს არ მოგაგონდა!

პელაგია.

ერთხელ სტუმრობაში სადღაც ვიყავი და ფეხი დამადგა.

დიასამიძე.

ეგ მაამე პელაგია, ერთი ესეც მითხარი, თავს ხომ არ ჩაჰკიდებ ხოლმე იმასთან ლაპარაკის დროს.

პელაგია.

მე არავის წინ არ ვკიდებ თავსა.

დიასამიძე.

არ გაუნაზდები ხოლმე, როდესაც ჩამოგიგდებს ლაპარაკს სიყვარულზედ?

პელაგია.

განა მამა ჩემო! სიყვარულზედ ლაპარაკიც შეუძლიან და იცის ან სიყვარული რა არის? მე იმისაგან ერთი ალერსიანი სიტყვაც არ გამიგია.

დიასამიძე.

(გაიღიმებს.) არ დაგიმთქნარებია მაინც იმაზედ?რომ ულაპარაკნია ვისმეს? ან შენთან ულაპარაკნია?

პელაგია.

ბარებ კი მდომებია დამთქნარება, მაგრამ რა რიგია.

დიასამიძე.

მანდედგან სჩანს უიმედობა!... თვალათ და ტანათაც არი როგორ გეჩვენება?

პელაგია.

მე ეგ ფიქრითაც არ მოგსვლია.

დიასამიძე.

განა ვერ შეატყობ, ერთის შეხედვით რომელია კარგი და რომელია ავი?

პელაგია.

სწორედ უნდა გითხრა მამაო, რომ თავის დღეში იმისათჳს მე რიგიანად არ შემიხედავს.

დიასამიძე.

ეგ ძალიან ცუდია. გუშინ რომ მოვიდა ქალაქითგან, რა იგრძენ?

პელაგია.

ის ვიგრძენ რომა ძალიან მეწყინა. უფრო ამაზედ მეწყინა, რომ უფროოთ მოვიდა და დამიშალა გასეირობა, მე და დიონოსე რომ ვაპირებდით.

დიასამიძე.

ერთს კიდევა გკითხავ: დღეს კავები რისთჳს დაგიხუჭუჭებია და კაბაც გუშინდელზედ კარგი ჩაგიცვამს?

პელაგია.

(დაფიქრება.) კავები იმის მოსვლამდინ დახუჭუჭებული მქონდა და კაბა სისუფთავისათჳს ჩავიცვი.

დიასამიძე.

(თავისთჳს.) იმედი როგორღაც არ არი.(მაღლა.) რადგანც აგრე არის პელაგია! შერაშიძე აღარ იქნება შენი ქმარი.

პელაგია.

თქუჱნი ნებაა...

დიასამიძე.

ახა ღმერთო ჩემო!... კიდევ თქუჱნი ნებაა! (გაჯავრებით) გესმის პელაგია? თუ ხელს არაიღებ მაგ საძაგელის სიტყვისაგან, თქუჱნი ნებაა, მაშინ მრთლად მოვიხმარებ ჩემს ნებასა. (დამშვიდებით) ყოველთჳს ჩემი სურვილი მდგომარეობს იმაში, რომ იყო შენ ბედნიერი, შენ ბედნიერად გახდომის ბრძანება მე არ შემიძლიან. უნდა შეგატყობინო შენა, თუ რა არის ქორწინება, ვთხოვ დიონისეს, რომ იმან შეგასწავლოს.

პელაგია.

დიონოსეს?

დიასამიძე.

იმას უფრო უკეთ შეუძლიან შეგატყობინოს. მერმე იფიქრე და თუ რომ დაგიჯდა ჭკუაში შერაშიძეზედ ჯვარის დაწერა, მეც თანახმა ვარ. ღმერთმა გაგაბედნიეროს!... (ყვირის.) ბიჭო! (ბიჭი შემოდის.) მიირბინე დიონისესთან და სთხოვე რომერთ წამს არა მოვიდეს, თუ რომე მოცლით არის. (ბიჭი გავა)

პელაგია.

(ბიჭს მისძახის.) ჩემს მაგიერათაც თავი დაუკარ.

დიასამიძე.

(საათზედ იყურება.) რა დიდხანსა გრძელდება ამ ფრანტების ჩაცმა! ეშმაკმა იცის და ქაჯმა რაებსა სჩადის ახლა. (იყურება ფანჯარაში.) პა... პა... პა... რა დღე დგება, რა დღე!... პელაგია! ერთი გარდახედე მინდვრებსა და!

პელაგია.

დღეს ადრე დილით ჩავედი ბაღში... ასეთი მშვენიერი დილა იყო, რომ მეტი არ შეიძლება.

დიასამიძე.

რა სანადირო დღე არის... ახლა გაირეკე ძაღლები და დაუარე სანადიროსა, მაგრამ ეს სტუმარი ცუდ დროს ამიტყდა! სუს, აგერ იცის მოდის.

გამოსვლა 5

თ. მიხეილ შერაშიძე და ადრინდელნივე.

შერაშიძე.

(სტატსკის სერთუკით, შლაპით და ხლისტით.) კნიაზს ვახლავარ უმორჩილესი მონა!

(პელაგია თავს მძიმედ უკრავს.)

დიასამიძე.

გამარჯობა კნიაზო მიხეილ! გამარჯობა! რათა ხანია გათენდა... სოფელში კაცი ადრე უნდა ადგეს.

შერაშიძე.

მომიტევეთ კნიაზო. მე ავდექი დღეს მეშჳდე საათზედ... მაგრამ ჩემმა მოსამსახურემ ისეთი რამ დააშავა, რომ მეტად შემაწუხა... სრულებით არა ღონისძიებით არ შეიძლება საქმე გავისწორო.

დიასამიძე.

ეგ ძალიან მეწყინა ჭეშმარიტად! თუ რა ამბავი, რა საქმე?

შერაშიძე.

თუ არ გავაგდე სახლითგან ის სწყეული, არ შეიძლება!... ისე გამიხადა მე ახლა საქმე, რომ თუ წიგნი არ მივსწერე მამა ჩემსა და არ გაუგზავნე განგებ კაცი, საქმე ჩემი ძნელათ არის.

პელაგია.

ბრძანეთ კნიაზო, კარგი რამ ხომ არა დაკარგეთრა? დიასამიძე.(მხარზედ.) ჭკუა და გონება.

დიასამიძე.

(მხარეზედ.) ჭკუა და გონება.

შერაშიძე.

რადგანც მიბრძანეთ კნიაჟნა, ბრძნებასა თქუჱნსა უნდა დავმორჩილდე! საძაგელი მოსამსახურე მყავს, შე ნუ მომიკვდები, ბატონო! ბარგს რომ ალაგებდა, ყოველიფერი ჩაულაგებია და პომადა კი დევიწყებია, რომელიცა იდვა ჩემს სპალნის ფანჯარაში. ახლა არ ვიცი რა ვქნა? ნეტავი ერთხელ მეთქვას და ორჯელ, ასჯერ ვუთხარ არ დაგავიწყდეს მეთქი. რომ უიმისოთ ჩემი დადგომა არ შეიძლება მეთქი. იმისთანას პომადას აქ სად ვიშოვნი. თუმცა მაქვს აქ სხვა, მაგრამ იმისთანა არ გახლავსთ, გავუბედავ თქუჱნ ბრწყინვალებას, რომ პარიჟში გახლავსთ გაკეთებული! როდესაც რო ღუბერნატართან გახლავარ ხოლმე სადილათ მიწვეული, იმ პომადას ვისვამ ხოლმე თავზედ, იმის სუნით ღუბერნატორის ცოლი გაოცებულია! რამდენჯერ უთქვამს ჩემთჳს. Боже мой князь! Когда вы бываете у насъ говоритъ, то все комнаты порфированы, говоритъ. ახლა იფიქრეთ, თუ რა შესაწუხებელია ამ პომადის უქონლობა ამ დროში!

პელაგია.

(ქვეშ ქვეშ იცინის.) მართლად რომ ეგ ძნელი საქმე გახლავსთ და ძნელი მოსათმენი.

დიასამიძე.

მიკვირს თუ რათ მოგსვლიათ ესე საქმე?...

შერაშიძე.

მერმე რა კნიაზო, ეს მოსამსაყურე(მოსამსახურე) ოც და ათი წელიწადია რაც ჩვენს სახლში გახლავსთ, ყოველისფერი უკლებელათა აქვს, მადლობის მაგიერათ აი რა მიყო. გაჯავრებულმა მეც დავიჭირე და გავაგდე. დიასამიძე. (უკან დაიწევს.) როგორ თუ გააგდე!... ოც და ათის წლის ნამსახური კაცი?

შერაშიძე.

ნუ გაიკვირვებთ კნიაზო... მე დიდი ხანია, იმის სამაგიერო, სხვა კაცი მყავს.-მერე იმისთანა კაცი, რომ იმის სამსახურზედ გაოცდებით?

პელაგია.

ადრინდელი კაცი კი ასე უსაბუთოთ უბრალოს საქმისათჳს უნდა გაგეგდოთ!...

შერაშიძე.

მაგას როგორ ბრძანებთ კნიაჟნა, რომ უბრალო საქმისათჳსაო.

პელაგია.

ახლა რა ქმნას იმ საწყალმა?

შერაშიძე.

მაშ რა მექნა!... ხომ ხედამთ რომ ასე უპომადოთ დამაგდო.

პელაგია.

მე გთხოვ, რომ ისევ მიიღოთ.

შერაშიძე.

თქუჱნი თხოვნა ჩემთჳს ისე მტკიცეა და შეურყეველი, რომ დედამიწაზედ არ დაეშვება, მაგრამ მაგ თხოვნის აღსრულება კი ძნელია... თუ ბრძანებთ რით იცხოვროსო, არა უშავსრა, ბლომათა ჰყავს შვილები, გაეზდებიან და შეინახამენ მამასა.

პელაგია.

(მხარზედ.) ახ! რა უსინდისობაა, სწორეთ სულელია, თორემ ამას როგორა იქს გონიერი კაცი. (მაღლა.) რადგანც შვილებიცა ჰყოლია, უფრო ცუდი, აბა რა ქნას წვრილ შვილის პატრონმა. გთხოვთ რომ მიიღოთ.

შერაშიძე.

რადგანც თქუჱნ მიბრძანეთ კნიაჟნა ამისთჳს მონაცა თქუჱნი თხოვნასა აღასრულებს... იმ მოსამსახურეს ისევ მივიღებ; მაგრამ დიდი მოვალე კი არის რომ მოვიდეს და თქუჱნს ფეხის მტვერს ეთაყვანოს.

დიასამიძე.

(იწმეს ოფლსა მოუთმენლივ და თავისთჳს ანბობს.) ეს რა სულელს ვისმეს შევეყარე... სწორეთ პირუტყვია, დათჳა! აი, გაეზარდოს შვილი კაცსა, ამისთანა! (მაღლა.) არ ინებებთ კნიაზო მინამ სადილი მოახლოვებამდინ წავიდეთ სანადიროთ?

შერაშიძე.

(იკოცნის თითებზედ.) ბრავო! კნიაზო! ბრავო!... ეგ ძალიან კარგი მოიგონეთ... თქუჱნ ნახავთ ახლა კნიაზო ჩემს სანადირო ტანისამოსსა და სწორეთ გაგიკვირდებათ... თქუჱნმა მზემა პარიჟში გახლამსთ შეკერილი... მერმე რა ბატონო, ახლის მოდისა. საგანგებოთ შემიკერვინებია... მერე თოფი! პირველი ეს რომ ლულა ჩამოსხმული გახლამსთ ლონდონში, კონდახი სრულად შევერცხლილი აქვს და ოქროთ შეჭედილია! არა მგონია კნიაზო რომ ჩემზედ უკეთესი...

დიასამიძე.

(თავის თჳს.) თქუჱნ ნუ მომიკვდებით რომ სრულებით შეშლილია. (მაღლა და ღიმილით.) თოფის ღირსება ძვირფას შემკულობაზედ კი არ არის დამოკიდებული, სიტყვა ის არის რომ მიზანს სწორეთესროდეს.

შერაშიძე.

რაც თვალი ამიხილებია სულ ორჯელ გხლებივართ სანადიროთ, ისიც მაშინ, როდესაც გახლდით რუსეთში, მაგრამ არაფერი კი არა მომიკლავს რა?

დიასამიძე.

მე მაქვს ერთი ძველი თოფი, არცა ვერცხლით არის შეჭედილი და არცარა ოქროთი, მაგრამ რასაც დაუმიზნებ კი შეუძლებელია რომ ავაცდინო. (ბიჭი შემოდის.)

ბიჭი.

დიონოსე გიახლება.

დიასამიძე.

მიბრძანდით კნიაზო, მიბრძანდით, მოემზადენით სანადიროთ; მეც გამოგივლი ცოტას ხანს შემდგომს და წავიდეთ ერთად.

შერაშიძე.

აი გიახლებით, მაგრამ კიდევ კი მოგახსენებთ რომ, ჩემი ტანისამოსი სანადირო ნახო უთუოდ კამყოფილი შეიქნებით.(გავა.)

დიასამიძე.

თქუჱნი ცოდვა მქონდეს, თუ ამ საცოდავს თავში ჭკუა ჰქონდეს.(ქალს.) პელაგია! შენ გადი მეორეს ოთახში, მე მინდა მოველაპარაკო დიონოსეს! ამასთან ცოტა ოდენი საიდუმლო საქმე მაქვს.

პელაგია.

(თან გადის.) მამა ჩემო! მე ისე მგონია რო ეგ სულელი შერაშიძეა თუ რაღაც, ძალიან ტუტუცი უნდა იყოს, მე ეგ არ მომწონს.

დიასამიძე.

როგორც გინდა შვილო, გინდ მოიწონე, გინდა დაიწუნე ეგ შენი საქმეა.

პელაგია.

(რა გადის, დახვდება დიონოსე.) მშვიდობა შენი ნახვა დიონოსე! (გავა.)

გამოსვლა 4

დიასამიძე და დიონოსე.

დიასამიძე.

მომიტევეთ დიონოსე, რომ გაგსარჯეთ. თქუჱნთან მცირედი საქმე მაქვს, თუ რომე ნებას მომცემთ გეტყვით, მოკლედ ორის სიტყვით: ტფილისითგან მოსულა ერთი ყმაწვილ-კაცი, ფრანტი, რუსეთში აღზრდილი და მთხოვს ქალსა.

დიონოსე.

(გაოცებით) იქნება მართლა?... აი ახალი ანბავი!...

დიასამიძე.

ის ყმაწვილ-კაცი ღუბერნატარის კანცელარიაში მსახურებს. ის... ის... ერთის სიტყვით, ის კაცი მე სრულებით არ მამწონს.

დიონოსე.

(მიტანებით.) თქუჱნს ქალსა?...

დიასამიძე.

(გაღიმებით.) ჩემს ქალს ასე მოსწონს რომ, რასაც ვკითხავ იმაზედ სულ ამას იძახის: თუ თქუჱნი ნებაა, თუ რომ თქუჱნ ნება იქნება, თუ რომ თქუჱნ მიბრძანებთ. მე მგონია დიონოსე იმდენი თუმცა არა ვიცი, მაგრამ მაინც ეს გაგება მქონდეს რო ამ გვარ საქმეში ბრძანება არ გავა. ეს კიდევ ვსთქვათ არაფერი! იმ ყმაწვილ კაცს, ცოტა თავშიაცარი რომ ჰქონდეს რამე და გული ჰქონდეს თავის ალაგს, არ იყო დასაწუნი... იმისი მამა ჩემი მეგობარია, მდიდარი და კარგი კაცი.

დიონოსე

ეგ სუყველა კარგი მაგრამ რომ იძახი თავში არა აქვსრაო აბა იმისთანას კაცისაგან კაცი რა კეთილსა და კარგს უნდა მოელოდეს.

დიასამიძე.

რასაკვირველია, მე მხოლოდ ისე გეუბნები, რადგანც მინდა რომ შეიტყო ჩემი განძრახვა ამ საქმეზედ, რომ ვიცოდე ჩემს ქალს სხვა ხომ არ უყვარს, მაშინ აღარ მოვაცდენდი ტყვილათ პირსა ლაპარაკით. არც თუ ვიცი რა აქვს (გულზედ იდებ ხელს) გულში, უეჭველად მივცემ... მაგრამ ძნელი ეს არის, რომ არ ვიცი ვინ უნდა იმის გულს?

დიონოსე.

დავიჯერო რომ არა ვინ შეიყვაროს.

დიასამიძე.

აი ეგ კიდევ სხვა არის, მე ჩემს ქალს არ შემიძლიანაუკრძალო რომ გრძნობა დაიკარგოს, მაშასადამე არა მაქვს შეძლება რომ მოვსპო იმის გულში სიყვარული, მხოლოდ მსურს ის, რომ ვქნმა(ვქმნა) კეთილი რაც რომ მე შემეხება. ეს ხომ ესე, მაგრამ არც მინდა რომ მამა მისი დამემდუროს და ამისათჳს მოვიხმარე ასვა ღონის-ძიება. ახლა ხომ მიხვდი დიონოსე ჩემს აზრსა. უნდა შეასწაოთ ჩემს ქალსა თუ რა არის ცოლქმრობა და რა დიდი თანამდებობა აძევთ იმ ორთ პირთა, ისიცა ჰკითხეთ: შეირთვს თუ არა იმ ყმაწვილ კაცს? თუ რომ უარსა ჰყოფს, საქმე გათავდება. თქუჱნ ამას როგორა ფიქრობთ?

დიონოსე.

მე... მე თუმცა მოვალე გახლავართ აღვასრულო თქუჱნი ბრძანება... მაგრამ ნება მიბოძეთ ჯერ მოვილაპარაკო თქუჱნს ქალთან.

დიასამიძე.

დიახ მოილაპარაკეთ. (ოხრავს.) როგორც მთა, ახლა კი ისე მამეშო, მაგრამ სრულებით კიდევ არ მომშვებია, იმისთანა სენი მაწუხებს კიდევ, რომელიცა ათასობს რამდენჯერმე ამაზედ. გესმის დიონოსე რაზედ ვამბობ ამას? ხომ არა შეგიტყვია რა?

დიონოსე.

ყოველივე ჩემი ღონის ძიება დავასრულე მაგაზედ და დღევანდელამდინ ვერა შევიტყერა.

დიასამიძე.

არ მერწმუნებით, რომ ზოგჯერ მაგაზედ მრთელს ღამეს არა მძინამს ხოლმე!... ახ! უგონოებით ყმაწვილ კაცობის დროების გატარებისათჳს მივცემდი ახლა დიდის კმაყოფილებით სრულებით ჩემს ქონებასა, ოღონდკი აღარ მომაგონდებოდა ის დროება, ახლა კი ვგრძნობ, თუ რა საშინელებაა მდგომარეობა იმ გვარ კაცისა, რომელიცა მიუბრუნდება ყურადღებით წარსულს დროს და ნახავს მეტად საზიზღარსა. ეს არის ბოლო ყოვლის ბოროტის საქმისა. ამისათჳს რომ წასრულს დროს აქვს შეკავშირება ახლანდელისა... ვნახო კიდევ რა იქნება. დაეხსენ ისევ ესრეთ დარჩეს... მშვიდობით! ახლა ვაპირებ სანადიროთ წასვლასა, თქუჱნ კი მოელაპარაკენით პელაგიასა და ერთათ შევექცეთ სადილსა, რა დავბრუნდებით ნადირობითგან. (გავა.)

დიონოსე.

(მარტო) ოხ!... ნეტა ვითარი ტვირთია ეს საქმე ჩემთჳს... ნეტა შემიძლიან მე?... მე?... (კრძალვით იყურება ოთხ კუთხივ) პირველად არ შემხვდეს მაინც პელაგია!... ჯერ უნდა ვიფიქრო, თუ როგორ დავიწყო ლაპარაკი და შემდგომს ისე მოუყვე... ახლა არ შემიძლიან... მოდი ჩავალ ჯერ ბაღში და გულმხურვალედ ვთხოვ ღმერთსა რომ დავბურდე(დავბრუნდე) ისევ ჩემს სახლში ყოვლის უმიზეზოთ და გულ აუმღვრევად. (გავა.) დასასრული მეორეს მოქმედებისა.

(განგრძელება შემდგომს წიგნში იქნება.)

3 მიზეზისათჳს ვაზის სნეულებისა და მისი წამლობა

▲back to top


მიზეზისათჳს ვაზის სნეულებისა და მისი წამლობა

ნაკლულევანი მოსავალი ღვინისა ზედიზედ ორს ანუ სამს წელს, შეიქმნა ესრეთს უბედურებად, რომ მოქმედება მისი განგრძელდა უშორეს იმ მხარეთა, სადაც მოდის ყურძენი. დიდი შეცდომილება იქმნება თუ ვიფიქრეთ, რომ ვითომც ამ უბედურებაში შთაცვივდნენ მხოლოდ განცხრომით მცხოვრებნი კაცნი. პირველად ვენახიანთ მხარეთ მუშა ხალხი უმეტესად შეწუხებულ იქმნა იმ მუშაობის მოკლებითა, რომელზედ მხოლოდ არს დამყარებული იმ ხალხის არსებობა. კუნძულსა ზედა მადერისა ამ ნაკლულევანებამ მოახდინა ნამდვილი უსასტიკესის სახის შიმშილი; მეორედ, მრთელი მუშაკთ საზოგადოება და ღარიბი ხალხი იმ მხარეთა შინა, სადაც მოდის ღვინო, შთაცვივდენ სიგლახაკის წარმომდგენელს უბედურებაში, და დაედო მაღალი ფასი პურსა, რომელიცა შეადგენს მათს უპირველესს საზრდოებასა. გარნა უბედურება იმითი არ დასრულებულა. მოუსვლელობისაგამო ყურძნისა, საჭიროს შეიქმნა გამოსახდელათ ოტკისა მრავალი სხვა იმ მხარეთ მოსავალი. ფრანციაში მოხმარებულ იქმნა ამ საგანზედ ესოდენ მრავალი ხორბალი, რომ მმართებლობამდაკრძალა მოხმარება ამაზედ ხორბლისა, გარნა მხარეთა შინა, სადაც ესოდენი წინა აღმდეგი და როგორც აღმოსჩნდა, უბრალო ღონის ძიება არ იყო მიღებული, იქ მოხმარებულ იქმნა, ნაკლულევანებისაგამო ღვინისა, მრავალი ხორბალი. ამას გარდა ფრანციაში დაიწყეს ძრიელ ვრცლად გამოხდა სპირტისა ჭარხლისაგან, რომელიც ამისაგამო აღარ იხმარებოდა შაქრის გასაკეთებელად. დაცოტავებამ და ნაკლულევანებამ შინაურისა შაქრისამან განამრავლა მოტანა უცხო ქვეყნის შაქრისა, რომელმაც თავის რიგზედა შეამცირა და გახადა არა ყმასაყოფელად იტანილი სხვათა მხარეთა შინა შაქარი, და მაშასადამე აღამაღლა იქ იმაზედ ფასი. ამას გარდა, რადგანც მრავალი ყურძენი იქმნა გამხმარი ჩამიჩად და მეორეს გვარს კორინკად წოდებულად, ამისთჳს სნეულებამან, რომელიც თჳთ იმ დროს გამოჩნდა და ძრიელ მოქმედებდა იონიის კუნძულებზედ და სხვათა შუა ქვეყნის ზღვის ადგილებში, მოახდინა აქ დიდი ნაკლულევანება ამ გამხმარის ყურძნისა და დიდად დააძვირა, რომელიც ყოველს ევროპიის ნაწილებში ძრიელ საგრძნობელი იქმნა და მოახდინა ამან სიძვირე იმა ყოვლის საგნებისა, რომელიც უნდა მოხმარებულ ყოფილ იყო, მაგიერად გამხმარის ყურძნისა.

ესრეთის სახით, მრავალ გვარად ყურძნის სნეულებამ შეაძრწუნა არამცთ თუ ის მხარენი, რომელშიაც იყო სნეულება, არამედ თჳთ დაშთენილიცა ნაწილი ევროპიისა. საჭირო არს მოვიხსენოთ კიდევ ერთი და უმთავრესი შემთხვევა ამისთჳს, რომელიც შეეხების სხვათა მხარეთაცა: წაღება სპირტისა ანგლიაში სნეულებამდის, მოითხოვებოდა ხოლმე ფრიად მცირედი. უბრალო ოტკა ფრანციაში, დჟინი გოლლანდიაში და შაქრის რომი კოლონიებში (ახლად-შენს ქვეყნებში), კეთდებოდნენ ესოდენ მრავალი და ესოდენ იეფად, რომელ მხოლოდ ანგლიის სპირტი გაჰქონდათ რომელთამე საკუთართ ანგლიისავე კოლონიებში. გარნა ეს გარემოება სრულებით შეიცვალა ორს უკანასკნელს წელში[1] პირველ გზით ანგლია შეიქმნა მრავლის სპირტის გამგზავნს მხარედ და ამასთან უმთავრეს იმა სახელმწიფოებისათჳს, რომლებსაც იგი ჰრაცხდა მარადის თავის წინა-აღმდეგად, რომელთათანა ანგლიურთ სასმელების მხდელთ არ შეეძლოთ თანასწორობა და რომელთ წინა-აღმდგომად და ზღუდედ ანგლიის სჯულებით იყვნენ დადგენილნი დანმრჩეველნი და მფარველობითნი ბაჟნი. ანგლიელნი სასმელების მხდელნი შეჰპირდენ ბევრის მომზადებასა სპირტისასა ფანციის, ისპანიისა და პორტუღალიისათჳს, მდაბალ ღვინოებს, რომელიც უწინ იმ მხარეებში იხდებოდა ხოლმე ანგლიის ბაზრისათჳს მდაბალს ოტკად, დაუწყეს გამაგრება გარევითა ანგლიიდამ მოტანილის სპირტისათა.

ანგლიიდამ გამოტანილ იქმნა უკანასკნესლ (უკანასკნელს) წელში ოტკა შემდგომი:

1851 წელში... 84970 ვედრო (სამი თუნგი).

1852 „.......129776“

1853 „.......306327“

1854 „.......251.808“

1855 „........1421055 ვედრო

ათს თვეს 1856...1337,295“

ესრეთის სახით 1855 წლამდის საშუალო გამოტანა ოთხს წელს შეადგენს 191000 ვედრას წელიწადში, 1855 წელში გამოტანილ იქმნა სპირტი უმეტეს 1,412,000-ის ვედრისა, ხოლო აწინდელს წელში[2] აიწევს მაინც ერთს ნახევარს მილიონს ვედრომდის. ეხლა, თუ მივიღებთ ყურადღებაში იმ მრავალს რაოდენობასა ხორბლისასა, რომელიც მოუნდათ სრულებით ახლის საჭიროებისათჳს მოუსვლელობისაგამო ყურძნისა და თუ მოვისაზრავთ რომელ ყოველი ეს სპირტი არის მომატებული იმ სპირტზედ, რომელიცა იხდება ანგლიაში შინაურ მოსახმარებელად, მაშინ შეიძლება კარგად განვმარტოთ ერთი უპირველესი მიზეზი ქერისა და შვრიაზედაცა მაღლის ფასების დადებისა. აი როგორის გზებით უბედურება, ვენახიანის მხარების შემაძრწუნებელი, განვრცელდა არა პირ და პირ სხვათა მხარეთაცა ზედა. საბედნიეროდ ქვეყნისა არის კარგი საფუძველი, ვერწმუნოთ, რომ სნეულობა დამცირდება და გამოჩენილა იმისი წინა-აღმდეგი ღონის ძიება. გაუწყებთ ამით ღირსსა დიდის განხილვისა ცნობასა ამ სნეულობაზედ და წარმატებით ნახმარს განსაქარვებელად მის ღონის ძიებაზედ, რომელიც გამოწერილ არს ტიუკის და კამპანიის სავაჭროს ცირკულიარიდამ. (მიწერილის სხვათა და სხვათა პირთათჳს წიგნიდამ) იონიის კუნძულზედ, სადაც პირველად აღმოსჩნდა ყურძნის სნეულება, და სადაც დიდად განვრცელდა, ეხლა მსწრაფლად იწყო განქარვება, ესრედ რომელ მოსავალი ამ წელში გამოჩნდა ეგოდენვე კარგი, როგორიც იყო ხოლმე უწინარეს სნეულებისა, ესე ვითარი ცვლილება მოხდა გოგირდის ხმარებისაგან. შემდგომი ზემორე სნეულებისა წიგნის ცნობა შესაძლო არს წაკითხულ იქმნეს დიდის კმაყოფილებით.

ანგარიში ღვინის ვაჭრობისა შეიშალა და ესოდენ აირია ყურძნის სნეულების გაუცხრომლობის მოქმედებითა, რომელ ჩვენ ვჰგრძნობთ უცხოველესსა კმაყოფილებასა რადგან მოგვეცა შეძლება ვაცნობოთ ჩვენთა მეგობართა, რომელ ეს საშინელი სასჯელი აწინდელს წელში ძრიელ და წარმატებით ძლეულ-იქმნა და რომ სწავლამან დასასრულ გვიჩვენა ღონის-ძიება, რომელის შემწეობით შეიძლება ვიმედოვნებდეთ სწორსა და მსწრაფლსა განქარვებასა ამა სნეულებისასა.

შესასწავებელ არს რომელსამე სახით ეს გარემოება, რომ სნეულება დაიწყო, ანუ პირველად იქმნა შენიშნული, ანგლიაში. სათბობნი სახლნი(ტეპლიცი), სადაც ზამთრში ინახება ხილნარი თბილის ქვეყნისა, მათის სამარადისოს სითბოსა და ნოტიობისაგამო, საგონებელ არს საკუთრივ აჩენენ ამ სნეულებასა, და 1846 წელში ტუკკერმა მარღეტელმა, პირველმა მიაქცია ყურადღება ბოტანიკოსთა (მცოდნეთა ბალახის ხასიათისათა) ამ საკუთარს სნეულების გვარსა ზედა, რომელიც გამოჩნდა იმის ვენახში და მიიღო იმისი სახელით თჳსი წოდება „ტუკკერის სოკო“. საგონებელ არს, რომ ეს სნეულება ყოფილა ძველს დროებშიაც, ამისთჳს, რომ პლინიის „ბუნებითს ისტორიაში“ იმყოფება აღწერა ყურძნის სნეულებისა ნიშნებითა ამ გამოჩენილის სნეულებისა მსგავსითა; გარნა არ არის არა ვითარი ისტორიული ჩვენება, რომლითაც შესაძლებელ იყოს დავამტკიცოთ, რომ ამ სნეულებას მიეხწიოს ესოდენს ვრცელს ზომამდის, როგორც ჩვენს დღეში.

„ანგლიიდამ, როგორც ფიქრობენ სნეულება გადვიდა ფრანციაში, სადაც იგი პირველად შემჩნეულ იქმნა სათბობთა სახლთა შინა მახლობლად პარიჟისა 1847 წელში; შემდგომად ამა წლისა განვრცელდა ცოტ-ცოტად ყურძენზედ განღებულს ჰაერშიც და 1849 წელში მიაღწია ისრეთს სივრცელემდის, რო შეიქმნა საგნად საკუთარისა გამოძიებისა ცენტრალნისა (საშუალ წერტილის) მიწის მუშაობის საზოგადოებისა პარიჟში. დაუდგრომელნი სწავლულთ გამოძიებაები განმარტებისათჳს სნეულებისა დასასრულ დაბოლოვდნენ წარმატებითა, და ღონის ძიება წინა-აღმდეგადსნეულებისა იქმნა გამოჩენილი.

„ტუკკერის სოკო არს ერთი მრავალ რიცხვთაგანი საიდუმლოდ ქორწინებულთა სოკოს მსგავსთა მცენარეთაგანი, რომელთ განმრავლების ღონის-ძიება დამალულ არს, ვითარცა თჳთ წოდებაცა მათი აჩვენებს. ეს საკვირველად ყურძნის მომწამლელი სოკო ისვრის აღურაცხელსა რაოდენობასა მცირედთა მრგვალთა სხეულთა, მარტივის თვალით დაუნახავთა, რომელიცა ქარით დაფანტულნი დაეცემიან იმათის ზრდის ნიჭიერებით მექონთა მცენარეთა ზედა და ეს სოკონი მრავლდებიან იმ მცენარებზედ შესაზარს რაოდენობამდის. ერთს დროს საზოგადოდ იშიშვოდენ, რომ ეს სოკო არის შინაგანი ყურძნის სნეულებაო, გარნა გულ მოდგენილთა გამოძიებაებათა წარმოგვიდგინეს სანუგეშო საბუთი, რომ ეს წახდენა ყურძნისა არის გარეგანი.

„წინა-აღმდგომ ამ სნეულებისა იქმნენ წინადადებულნი და ხმარებულნი კერძობითის წარმატებით სხვა და სხვა ღონის-ძიებანი, ვიდრემდის სწავლამან და გამოცდილებამან გარდაწყვეტით დაგვარწმუნეს, რომ მხოლოდ გოგირდი შეადგენს ღონის-ძიებასა, რომლისაც შესაძლო არის ვენდოთ და რომელიცა არის ნამდვილ სრულებითი ღონის-ძიება.

„პირველად მოქმედება გოგირდისა გამოცდილიქმნა სნეულს ვაზებზედ სათბობთ სახლებში. ოდესაც პოვნილ-იქმნა რომელ დაყრილის სითბოს გასატანად ლითონის (მეტალის) მილებზედ გოგირდის ორთქლთა სულკმასაყოფელად განაქარვეს სნეულება. ამ წარმატებით გამხნევებელთ მამულის პატრონთ მოიხმარეს გოგირდი ყურძენზედ ვენახებში. პირველად ეს იხმარა ფრანციაში ერთმა მიწის მფლობელმა მედონში, ხოლო შემდგომად ღრაფთა: დიუშატელმა, დესეზმა და პისკატორიმ, ჟირონდის დეპარტამენტში; ეგრეთვე წარმატებით იხმარეს გოგირდი როზშარმიემ ათ-ათის დესიატინის ვენახში, ტომერში და მარმა, სეკრეტარმა მონპელიის მიწის მოქმედების საზოგადოებისამან, რომელმაც განაცხადა მოქმედება თჳსთა გამოცდილებათა საკუთარის საგნით, გამოცემულით ყურძნის სნეულებაზედ.

„გონტიემ მონტრუჟელმან, მახლობელად პარიჟისა, მოიგონა მარტივი და მახვილ-გონიერული იარაღი დასაბნევად გოგირდისა. აღწერისამებრ, ის მიეგვანება საბერველთა გუდათა საკუთარის სახისათა, რომელთაცა აქვსთ გაკეთებული კალის ყუთი ჩასადებად გოგირდისა, გაღებულის ტუჩის მახლობლად. ყუთში ჩადის გოგირდი 59 მისხალი, რაიცა საკმაო არს მოორთქლილ იქმნეს 30-დამ 50 ვაზამდის, მიხედვისაგამო ფურცლების სიმრავლისა. გოგირდი უნდა მოეყაროს მაშინვე, როგორც პირველი ნიშნები სნეულებისა გამოჩნდეს; ვაზებს უნდა გულ მოდგინეთ ყურის გდება და მოყრა გოგირდისა, განუმეოროს მცირედის გამოჩენისა დროს ახლად სნეულებისა. სამი მოყრა გოგირდისა საზოგადოდ კმასაყოფელ არს: პირველი უწინარეს მეორე იმ დროს, ოდესაც (როდესაც) სნეულება გამოჩნდება, და მესამე შემდგომად ყურძნისა აღყვავებისა. თჳთნამდვილი მოყრა ის არის, რომელიც იქნება დროსა აღყვავებისასა, რომელსაცა გოგირდი საკუთრივ ეშემწევების. თჳთ კეთილ-შემწყნარებელი დრო ამ გოგირდი მოყრისათჳს იქმნება ფიცხელის მზის ბრწყინვალებისა ჟამს. თჳთოს მოყრაზედ ერთს დესიატინას მოუნდება 3 და ნახევარი ფუთი გოგირდი, რომელიც იწოდება რუსულად სერნი ცვეტად. ეს რავდენობა ღირს ფრანციაში 14 ფრანკად (3 რუბლად 80 კოპეიკს ვერცხლის ფულად); მუშაობა ფასობს 6 ფრანკად (1 რუბლს 64 კოპეიკად დესიატინაზედ) სრული ხარჯი თჳთოს გოგირდის მოყრაზედ შეადგენს 20 ფრანკსა ღეკტარს ანუ დესიატინაზედ (5 რუბლს 44 კოპ. ვერცხლის ფულსა), ხოლო სამგზის განმეორება იქმს 60 ფრანკს (16 რუბლს 23 კოპ. ვერცხლის ფულს, დესიატინაზედ).

„ჩინებული წარმატება ამ ღონის ძიებისა ფრანციაში იქმნა დამტკიცებული და ამ ღონის-ძიების მოქმედებაზედ მოხსენდა ფრანციის ვაჭრობის მინისტრსა.

„თუმცა წარჩინებული და კმაყოფილი არის ეს ცნობაები, გარნა ცნობაები იონიის კუნძულიდამ აჩვენებენ კიდევ უაღრესსა წარმატებასა გოგირდის მოყრისაგან და საზომით უვრცელესსა: 1851 წელში ამ კუნძულიდამ გაიგზავნა ზღვას იქით 2,500,000 ფუთი კორნიკა (გამშრალი ყურძენი) აღმატებულის სიკეთისა, 1852, 1853, 1854 წლებში, ყურძენი მძლეველი კორნიკისა, ძრიელ გაფუჭებული ტუკკერის სოკოსაგან, სრულებით არ მოვიდა. 1855 წელში ნაწილი ყურძნისა გამოყენებულ-იქმნა, და გაიგზავნა კორნიკა ზღვის იქით 434,000 ფუთამდის, გარნა ცუდ გვარი; აწინდელს უკვე წელში იონიის მამულებისა პატრონთა იწყეს ძრიელი ხმარება გოგირდის მოყრისა, და ესრეთის წარმატებით, რომელ იმათ ეხლა გაისტუმრეს 1,2500,000, ფუთი კორნიკა, თანასწორის სიკეთისა იმასთან, რომელიცა იყო ჩინებულს 1851 წელში. ამ ბედნიერსცვლილებითა იგინი განსაკუთრებით დავალებულ არიან ხმარებისაგან გოგირდისა, ამისთჳს-რომელ თჳთ ამ წელშიაც იმ მამულთ პატრონთ, რომელთაც შეურაცჰყვეს გოგირდის მოყრა, შეემთხვათ თავეთს ვენახებში ზარალი ამ სნეულებისაგან ისრეთივე, როგორც უწინდელს წელში.

„შემდგომად ესოდენ გამოჩენილთა შემთხვევათა და ესრეთის თვალით ხილულის სრულის წარმატებით ტუკერის სოკოს ძლევისა, არ შეიძლება ვიჭვნეულობდეთ, რომ მფლობელნი ვენახებისაგანი ფრანციასა, ისპანიასა და პორტუღალიაში, მომავალს წელში მიიღებენ ძლიერთა ზომათა, წინა-აღმდგომ მოქმედთა შესაძლებელ არს ველოდეთ დავკლებასაცა ღვინოებზედ ფასისასა.“

ზ. მამაცოვი.

_____________

1 ეს სტატია არის დაწერილი 1856 წელში.)

2 ზემო უკვე თქმულ არს, რომ ეს სტატია არის დაწერილი 1856 წელში.)

4 სამგზავრო წიგნები

▲back to top


სამგზავრო წიგნები

წიგნი მეორე.[1]

კთ - ივლისს 1857 წელსა. ქ.გორს

მოგზაურობა ჩემი გუშინდელს დღეს იყო მეტად სასიამოვნო. დღე დაგვიდგა მშვენიერი, გზაზედ ყანების შრიალი ნიავთაგან მეტად დაატკბობდა ყურსა მოგზაურისასა. საღამო იყო გრილი, მზე წყნარად შორდებოდა ციაგსა ცასა, როდესაც დამანახვეს შორითგან მარჯვნივ მტკვრისგაღმა, ციხე უფლოსისა. ნახევარ საათს თითქმის დავჰსტკბებოდი ყურებითა და არ ვაშორებდი თვალსა. პირველი ჩემი განზრახვა ტფილისითგანვე იყო, რათა მენახა ციხე იგი, რომლისაცა აღწერა მრავალჯერ წაგიკითხავს გაზეთს „კავკაზში.“ მოატანა რა ბინდმა, შეველი ქალაქს გორს, გარნა დიდად ვიწუხებდი, ვინაითგან გზით დაღალულსა მეჭირვებოდა ბინა. დავეძებდი სადგომსა, აქა-იქ გამოვიდოდნენ მცხოვრებნი მდაბალთ ხალხთაგან და უგულოდ მიმიწვევდენ. უნდა გულწრფელობით გამცნო მეგობარო ჩემო, რო გორი მეტად მოსაწონი ადგილია, წყლიანი, და ბაღებიანი, თითქმის ყოველს ქუჩას ქვემომხრივ საკუთარი წყალი ჩამოუდის; ციხე ხომ, ნუღარ იტყვი, თუ ვითა ამშვენებს ქალაქსა! ციხე ესე შუაგულს არის აღსული მაღლობზედ, ძველ დროს მრთელი ქართლი ამა ციხეში თურმე იფარვიდა თავსა მტერთაგან, გორის ჯვარის მფარველობითა, რომელიცა დაღმით მხრივ შორიდამ დაჰყურებდა თავისთა ვით ახლა ერთგულთა მლოცავთა, რომელნიცა ევედრებოდნენ ჟამსა სისხლის ღვრისასა... როგორც ზემოთ ვსთქვი, მაგრამ რას იტყვი, მდაბალი ხალხი მეტად გარყვნილია!... ეტყობა რომ ადგილობრივ მთავრობას ცოტათი მოუპყრია ყურადღება. ახლანდელის ადგილობრივ მთავრობისაგან, იმედია როგორც სჩანს, მოსპოს ესე ბოროტება. ბაზარი არის მხოლოდ ერთი, რომელიცა დახურულია, მაგრამ მეტად მრუდე და ამასთანავე ერთს დუქანში ნახავთ რომ ცალს მხარეს ვაჭარს უწყვია საქონელი და ცალს მხარეს ტყავებსა ფხეკენ, არის იმისთანა დუქანი რომ სამნი სხვა და სხვა ხელოვნების კაცნი სხედან, მაგალითად: ჭონი, უნაგირების გამყიდავი (სარაჯი) და სირაჯი. რისყოფით ვიშოვნე წმინდა ოთახი, სადაცა შევაფარე თავი. ახ, მეგობარო ჩემო! უკეთუ იქნებოდი აქ, რა კარგად გავატარებდი დროსა. რა არავინა მყვანდა დროს გამტარებელი, მალე მივიძინე. დღეს დილით სარბენზედ გამოვედი, რა ვისიამოვნებდი ახალ აღმოსულის მზის სხივითა და რა ვიჭვრეტდი მოკამკამესა წყალსა ჩემ წინ მომდინარესა, გამოაღო ერთმა ახალლგაზდა ყმაწვილმან კაცმან და როგორც ჰსჩანდა სურდა იმასაც ჩემებრ დატკბობა დილის წმინდა ჰაერითა. ვინაობის შეტყობის მოწადემან რა შევხედე და რა დავაკვირე თვალი, ვიცან მეგობარი ჩემი ბ. უნდა იცოდე, საყვარელო ჩემო ამხანაგო, თუ ვითარსა სიხარულსა მივეცი მე, თუ ის, ასე მეგონა შენა გნახე! გარდავეხვიენით, დავკოცნეთ გულმხურვალეთ, მეგობრობითის გრძნობითა. იმ ღამეს მარტო ათენებდა მეგობარი შენი და რა იცოდა თუ ვითარ შენებრ მეგობარი იდგა გვერდს ოთახში. დღეს მრთელი ქალაქი დამატარა, რადგანც იცის ამ ქალაქის გარემოება, მაჩვენა გ. მა... მეტად შემწე ჩვენის საწყალის „ცისკარისა“ კაცი მეტად კეთილი და პატიოსანი, სახის-მეტყველება ცხადად ამტკიცებს ყოვლის კეთილით სისრულესა, დიდის ალერსით მიმიღო, სურდა ჩემთან როგორც ჰსჩანდა დიდ-ხანს ლაპარაკი. გარნა რადგან უფლოსის ციხის სანახავად ვეშურებოდით, ამისთჳს სამწუხაროს ჩემდა ჩქარა დაუტევე და გამოვეთხოვე. დღეს ვაპირებთ უფლის-ციხის ნახვასა, რომლისაცა ხილვა დიდი ხანია ჩემს გულში არის გამოხატული!... რავდენსამე დღეს შემდგომ მიიღებთ ჩემგან კვალად წიგნსა, სადაცა მცირედ აღვწერ ჩემ მიერ ნახულსა.

შენი. კ.

___________

1 პირველი წიგნი დაბეჭდილია გავლილის წლის ნომრის ცისკარში, 11-№ -ში.

5 სხუა და სხუა ანბავი

▲back to top


5.1 კენჭი კეთილ-შობილთა და მოქალაქეთა ტფილის-ში

▲back to top


კენჭი კეთილ-შობილთა და მოქალაქეთა ტფილის-ში

ტფილისში ეხლა დიდი თავადთ-აზნაურთ ყრილობაა. ყოველი მიხვდება, თუ რას ნიშნავს ეს შემთხვევა. განვლო სამმა წელმა უკანასკნელის კენჭის შემდგომ. წარსულს დეკემბერში, განკარგულებითა მთავრობისათა, იყვნენ მოწოდებულ თავადაზნაურნი ტფილისის გუბერნიისანი საწარმოებლად ახლის აღრჩევებისა. და აჰა მოაწყდნენ იგინი ქალაქს ტფილისს. აღირჩევიან მარშლები, დირეკტორები პრიკაზში, მდივანბეგი სამსჯავროს პალატაში, დეპუტატნი და სეკრეტარი დეპუტატსკის სობრანიაში. დიდი მნიშვნელობა აქვს კენჭით აღრჩევას. რაიცა ეკუთვნის საკუთრად უმაღლესს ძალს მიუნდვია ამ შემთხვევაში საზოგადოებისათჳს. ესე არის უმშვენიერესი და უწარჩინებულესი მუხლი რუსეთის კანონდებულებისა, რომელიც არის განვრცელებული, თჳთ დასაწყისიდამ რუსეთის აქ მართებელობისა, საქართველოს კეთილ-შობილებაზედაც თანასწორ რუსეთის კეთილშობილებასთან. მაშა-სადამე, უნდა ყველამ ფას-დებულ ჰყოს ეს ძვირფასი ძალი, მონიჭებული ჩვენის საზოგადოობისადმი. იქმნება, მნიშვნელობა ამ საქმესა აქამომდე არა ყველას და არა სრულად ეყურებოდათ. მაგრამ ახალა, როდესაც ადგილობითი საზოგადოება თან-და-თან წინაურდება ზნეობითს გზაზე, როდესაც იგი შედის გულის-ხმიერებაში და ტყობულობს ვითარცა საზოგადოობითს ვალდებულებას, ეგრეთვე ერთობ კაცობრივობის ღირსებას, -ეხლა ვჰგონებთ არღა იყოს საჭიროდ მომატებული ვისთჳსმე განმარტება კენჭის ჰაზრისა. მაგრამ მაინც ვალდებულ ვართ ვისურვოთ, რო აღმომრჩეველნიც და აღრჩეულნიც იყვნენ დამყარებულნი ამ ჰაზრზედ, ესე იგი: პირველთ იცოდნენ თუ ვის რომელს ადგილზე ირჩევენ, ხოლო უკანასკნელნი, მინდობილთ მათდა თანამდებობათა ზედა, დაიცვავდნენ რა სარგებლობას თავიანთის საზოგადოობისას, ამასთანავე შეესაბამებოდნენ-ცა მართებლობის განზრახვათა და წინადადებულებათა. უმეტესად საჭიროდ მიითვალება ეს ზრუნვა მარშლებისათჳს, რომელნიც არიან შუამავალნი და ამასთანავე უმჯობესნი თანაშემწენი მთავრობისა, საზოგადოობითს საქმეთა შინა. კენჭი ჰსწარმოებს, ადრინდელებ, სომხის სემინარიის ზალაში, რადგანც ქართველთ კეთილშობილთ არა აქვსთ ამ შემთხვევის თჳს საკუთარი ხალხი.იმავ ზალაში ჰქონდათ, განვლილთ თვეში, აღრჩევანი ტფილისის მოქალაქეთაც. სამწუხაროა, რო იმათ მაინც, თავიანთის შეძლების-გამო, არ უფიქრნიათ აქამომდე აღშენება ანუ მოპოვება, კენჭისა თუ სხვა-გვარ ყრილობისათჳს, საკუთარის სახლისა, მაშინ როდესაცა მათს რიცხვში არიან ბევრნი, მეტად შემძლებელნი პირნი, რომელნიცა თჳთოეულნი ჰხარჯვენ ათი-ათას თუმნობით და აღაგებენ საკუთარ სადგომ შენობაებს. ღმერთმა ინებოს, ეს ჰაზრი მოუვიდეს ახლად-აღრჩეულს გალავას მაინც, ვ. ბ. ას, რომელიც, როგორც ვიცით, არა ჰზოგავს თავის ქონებას საზოგადოს სარგებლობისათჳს, და ამ შემთხვევაში აქამომდე ბევრ რიგათ კიდეც უსახელებია თავისი თავი.

თ.

5.2 გაგზავნა კეთილ-შობილთ ყმაწვილთ კაცთა პეტერბურღში

▲back to top


გაგზავნა კეთილ-შობილთ ყმაწვილთ კაცთა პეტერბურღში

მრავალთ ტფილისში ვეჭობ შეუნიშნავსთ, უკანასკნელს დროში. თითო ორ-ორი ყმაწვილ-კაცი, უცხოთ ჩაცმული და დაიარაღებული, რომელნიც წარმოაჩენენ გამოჩენილის გვარის-შვილებს და სხვა-და-სხვას ჩვენის მხრის ადგილებიდამ, ესე იგი: ქართლიდამ, კახეთიდამ, იმერეთიდამ, სამიგრელოდამ, გურიიდამ. უნდა მოგახსენოთ, რო ესეა რც მცირედი, მაგრამ, დარჩეული, დიდთ-გვართა-გან შედგენილი ამალა, დანიშნული გასაგზავნად, ხელმწიფის იმპერატორის მოწოდებით, პეტერბურღში. წარსულის წლის დასაწყისს, შეჰსდგა მისის დიდებულების კანვოისა, ესე იგი თანა მხლებელის ცხენოსნისა, შეჰკრბენ ოც და ხუთი ახალგაზდა კაცი უწარჩინებულესთ თავად-აზნაურთ გვართაგან, მართალ მადიდებელის სარწმუნოებისანი, მრთელ სხეულიანნი და არა გარდასულნი ოცდა ხუთს წელს შობიდამ, და წარიგზავნენ პეტერბურღს სამსახურისათჳს საკუთარს მისის დიდებულების ცხენოსანში. ძალითა ამა ბრძანებისათა, ადგილობით მაღალი მთავრობა შეუდგა მაშინვე მოძახებას იმ ყმაწვილ-კაცებისას, და აჰა უმჯობესთა გვართა საქართველოსათა წარმოადგინეს თავიანთი ძენი, სრულის ღირსეულის სამზადისითა და იგი რიცხვით, რომელიც იყო მოთხოვილ მთავრობისაგან. საკუთრად ტფილისის გუბერნიიდამ არის წარმოდგენილი ცხრა კაცი ქართველისა და ორი სომხის გვარისა. მათს ნაჩალნიკათ არის დანიშნული, უფლის კავკასიის ნამესტნიკის აღრჩევით, ქართველივე, კაპიტანი კნიაზი ილია ჩოლაყა-შვილი. ზოგნი კიდეც გაემგზავრნენ, და ზოგთ წაასხავს ამ დღეებში თჳთ ჩოლაყევი.

რასაკვირველია სასიამოვნო იქმნება მშობელთათჳს, ნათესავთა და თჳთ თანა-მემამულეთათჳს, იცოდნენ, თუ რასში მდგომარეობს ძალა დადებულებისაზემოხსენებულთ ყმაწვილთა-კაცთ-ზედ. ამის-გამო საჭიროდ ვჰრაცხთ მოვიყვანოთ აქ შემოკლებით გამოკრეფა იმ დადებულებიდამ.

ხელმწიფეს იმპერატორს ახლავს ცხენოსანი, რომელსაც ეწოდების „საკუთარი მისის დიდებულების კანვოი,„ ანუ თანამხლებელი ცხენოსანი. იმის რიცხვში ადრითგანვე იმყოფებიან გამოჩენილნი გვარნი ჩერქეზთა და სხვათა მუსულმანის სარწმუნოების ერთა, და შეადგენენ წოდებით „ლეიბ-ღვარდიის კავკასის ესკადრონს.„ ხელმწიფე იმპერატორმა ინება, როგორც არს მოხსენებული ზემოთაც, დამატება ამ ესკადრონისა ქართველთ წარჩინებულთ გვართაგანც, რომელნიც შეადგენენ პირველს ვზვოდს იმ ესკადრონისას. ესკადრონის ნაჩალნიკად არის დანიშნული თჳთ იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი, გვაროვნობით ქართველი, პოლკოვნიკი კნიაზ პეტრებაგრატიონი, ხოლო მთელს ცხენოსანს ეყოლება უფროსათ კამანდუიუშჩი იმპერატორის გლავნის კვარტირისა, ღენერალ-ადიუტანტი გრაფი ადლერბერღი. ხელმწიფის ბრძანების მეათე მუხლში არის საკუთრივ მოხსენებული: კანვოის უფროსს ძალუძს წარადგინოს მის იმპერატორებითის დიდებულებასთან იუნკრები ლეიბ-ღვარდიის კავკასის ესკადრონისა აფიცრობაზე ოთხს წელიწადზე ადრე, უკეთუ განსხვაებულის ყოფა-ქცევით, სამსახურის ცოდნით და საკმაყოოფილოს განვითარებით ღირს იქმნებიან იგინი აფიცრობისა. ხოლო უფროსნი აფიცერთაგანნი, ჯილდოდ განგრძელებულისა და ბეჯითის სამსახურისა, წარსდგებიან სხვას სამსახურში გადასვლის ჟამს ანუ კანვოიდამ განთავისუფლების-დროს, რათა ეძლეოდესთ იგივე ჯამაგირი, რომელიც ჰძლევიათ კანვოიში.“ ესრეთი წარმოვლენილი ერთ-მთავრული მოწყალება რასაკვირველია უნდა ჰმსახურებდეს როგორათაც ნუგეშად მშობელთა, რომელთაც არა უბრალოდ გამოუმეტებიათ თავიანთი შვილნი, ეგრეთვე გასამხნევებლად თჳთ შვილთა-თჳს, რომელთაცა მუყაითი სამსახური თჳთ იმპერატორის თვალთ-წინ, იქმნების ასე უხვად დაფასებულ და დაჯილდოებულ.

თ.

5.3 გამოფენა ბუნებისა და ხელთა ნაწარმოევის ნიმუშებისა ტფილისში

▲back to top


გამოფენა ბუნებისა და ხელთა ნაწარმოევის ნიმუშებისა ტფილისში.

რაკი შემოვიტანეთ ამ ნომერში ყოველივე ღირსი საცოდნელ ჩვენთა მკითხველთა არა შეგვიძლია არ მოვიხსენიოთ აქ უმეტეს ისეთს საგანზე, რომელიც, შეეხება რა საზოგადოობითს სარგო საქმეს, ამასთანავე წარმოადგენს შემთხვევას, რომელიც არა ხშირად მოხდება ხოლმე.

ყველამ იცის საკმაოდ, რომ ჩვენი კავკასიის მხარე არის მდიდარი ყოვლის ბუნების ნიჭით, რაიც-კი ეთჳსება მთელის ქვეყნის ჰავებს და მთელის ქვეყნის ადგილების: მაგრამ რასაკვირველია არა ყველამუწყის, თუ საკუთრივ და ნიშნეულ რას-ში მდგომარეობს საუნჯე ამ ქვეყნის ბუნებისა, და ან ამ ქვეყნის-ვე კაცს როგორ მოუხმაების ეს საუნჯე, როგორ მიუახლოვებია თავის ხელოვნებას-თან. ამ გვარი ჩვენება შეადგენს ყოველთჳს პირველს პირობას მოსაპოვებელად ჭეშმარიტის ცნობისა ადგილ-ზე, და არის საჭირო ვითარცა მთავრობისათჳს უმეტეს სახალხოდ. ამისთჳს უნდა მადლობელი ვიყვნეთ კავკასის სახლ-კარიანობის საზოგადოებისა, (Кавказскаго Общество Ссльскаго хоздйства) რომლისაც ზრუნვით იყო მოგროვილ მთელის კავკასის მხრიდამ ნიმუშები მიწისა, ანი ხელთა ნაწარმოვებისა, და ეს ნიმუშები იყო გამოფენილ და გამოწყობილ ტფილისში საყოველთაო სახილველად და საცნობელად. ეს გვარი გამოფენა (выставка) მოხდა ერთი 1850 წელსა, და მეორეც იყო ეხლა წარსულს დეკემბერში.

როგორც ვიცით ეს გამოფენა, ანუ ვისტავკა, იყო ნაფიქრები იმ შემთხვევის-თჳს, რო უნდა მობრძანებულ-იყო ტფილისში მისი იმპერატორებითი უმაღლესობა, ხელმწიფის ძმა, მთავარი კოსტანტინე ნიკოლოოზის ძე; მაგრამ რადგანც ეს ბედნიერი შემთხვევა აღარ მოხდა, და ნიმუშები იყო დაბარებული და ზოგი კიდეც მიღებული, ამის მიზეზით საზოგადოებამ ამჯობინა იმათი გამოაშკრება, და მის-თჳს იყო აღმორჩეულ სახლი საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტისა, კნიაზ ვ. ო. ბებუთოვისა.

ძნელად ნახავს კაცი იმ გვარს სანახავს, რომელსაც წარმოადგენდა ვისტავკა. იქ, სულ შვიდს ოთახში, იყო მოგროვილ და მოთავსებულ ყოველი, რაიცა შეადგენს ნამდვილს სიმდიდრეს აქაურის ქვეყნისასა. რასაკვირველია ეს არა არს ჯერეთ სრული სურათი ყოვლის საუნჯისა, და ვინ იცის რავდენი იყოს კიდევ აქაურის ბუნების წიაღში დაფლული საგანი, რომლისათჳსაც კაცის შრომას ჯერეთ არა მიუგვნია. მაგრამ რაც-კი ვნახე ეხლა, ეს ყოველი-ვე იყო გასაოცარი. დაბეჭდილს სიაში იხილება სულ 1867 ნიმუში, მაგრამ-რავდენი შეგვხდა კიდევ საგანი, რომელიც არ იყო ჯერ შემოსული სიაში. მეტად გაგვაკვირვა ჩვენ იმ ხელოვნებამ და იმ ლაზათმა და რიგმა, რომლითაც იყო გამოწყობილი ყველა საგანი. ჯერ, კიბის-ძირს, ასასვლელთან იყო წამოგორებული აქეთ-იქით ვეება თიხის ქვევრები, წარმოდგენილი ტფილისის უეზდის მოსახლკარის ივან პეტროვიჩის არჯვანიძის მიერ. თჳთ უდიდესი მათგანი ჩაისხავდა ღვინოს ხუთ-ასს ვედრას, ესე იგი ხუთ-ასს ჩაფს, ანუ თექვსმეტს საპალნეს, ანუ სამს ურემზე მეტს. ასცილდებოდა-რა კაცი გრძელს კიბეს, დაფენილს წითელის მაუდის და შემოწყობილს ყვავილებით, შევიდოდა პირველად მარცხნივ მაღალს ოთახ-ში. აქ, ფანჯრების პირის-პირ კედელზე, გარე-შე ვენზილისა კავკასის ნამესტნიკისა, კნიაზ ა. ი. ბარიატინსკისა, იყო რიგ-რიგად ჩამოკიდებული სხვა და სხვა უმჯობესის ხელოვნების საჭურველი, რომლისაც რისხვში ნამეტნავად მიაქცევდა დიდს ყურადღებას ოქროს და ვერცხლის მორთულობით, სხვილ-ლულიანი თოფი, წარმოდგენილი ახალციხიდამ, მიკირტიჩ ჩიფტალარის-გან და დაფასებული ოც-თუმან თეთრ ფულად. ამავ ოთახს განამშვენებდენ ძვირფასი ოქრო-მჭედლის ხელ-საქმენი, ესე იგი ქალის ქამრები, ბეჭდები, რომლების უფროსი ნაწილი წარმოდგენილი იყო ბაქუელის ხელოსნის მელიქმამანჰაჯი-უსუფოდლის-მიერ; ჩერქეზული უნაგირები, ყანწები, ინდოურის კაკლისაგან გამოყვანილი ჩასასხმელები, მარმარილოს ქვიდამ გამოჩუქურთმული ლამბაქები, ჯამები, სტოლები. აქედამ გახვიდოდით რა ზალასა-შინა, განმშვენიერებულსა პარტრეთებითა ხელმწიფის იმპერატორისა და განსვენებულის ფელდ-მარშლისა ვარანცოვისათა, იხილავდით ვრცელს შეკრებას სხვა და სხვა დედა-მიწის მცენარეთა. თესლთა, უთვალავთა ნიმუშთა შენობის ხეთა და მადნის ქვათა, ჭურჭელსა კნიაზ ელიზბარ ეირსთავის მინის ზავოდიდამ, რომელიც ამ გზობით იყო მეტად სუფთა და განვითარებული. მესამეს ოთახში წარმოგიდგებოდათ კედლებ-ზე გარდმოფენილი კარგის ჯინშისა და ყვავილებისა ხალიჩები, ფარდაგები, ქეჩები, ხურჯინები ყუბიდამ, ნუხიდამ და განჯიდამ; მეტადრე ჯეჯიმები ეს უცნობი თითქმის მატერია ევროპიელთა-თჳს, იმ ქვეყნებიდამვე წარმოდგენილნი განკვირვებულ-ჰყოფდნენ ყველას. გვითხრეს ჩვენ, რო ნიმუშები ამ ჯეჯიმებისა არის დამზადებული გასაგზავნადპარიჟის ვისტავკაში. იქვე ნახავდა კაცი მშვენიერს ნუხურს წინდებს, ქოშებს, მშვენიერს ნაქსოვს ყაჯარებს, ხავერდის კურტკებს, ანუ ჯუბებს ქალების ჩასაცმელს, ოქრომკედით მორთულს, საგანგებოთ დალიანდაგებულს ატლასის ახალუხებს: ერთის ახალუხის საყელოზე ვნახეთ ეწერა ოქრომკედით მოქსოვილის ასოებით სახელი და გვარი ოსტატისა: ნიკოლოზ ხეჩატუროვი, გუმრიდამ. შემდგომს ოთახ-ში იყო გამოფენილი იგივე მატერიები, მაგრამ უფრო მსხვილ-ნაქსოვი, მოთელილი ნაბდები, შილები, და სხვანი. მეხუთეში იყო ჩამორიგებული ჭაშნიკები ათას-ნაირის ღვინოებისა და სხვა სასმელებისა, კარგი შოთები, კარგი პურები, ნიმუშები სხვა და სხვა ხორაგისა, მწვანეული, ბოსტნეული როგორათაც ადგლობრივისა ნათესისა, ეგრეთვე შემოსულისა სხვა ქვეყნებიდამ; დიდრონ-დიდრონი კომშები, ვაშლები, იქ-ვე ვნახეთ პატარა ტიკჭორა, ნიმუშათ წარმოდგენილი ივან პეტროვიჩის არჯევანიძის-მიერ, თუმცა თჳნიერ ღვინისა. მეექვსე ოთახი წარმოადგენდა უთვალავსა მატერიებსა, ესე იგი: დარაიას, ყანაოზსა, ეგრეთვე თჳთ სხვა და სხვას დართულს და დაგრეხილს აბრეშუმებს, შულოსა, ფერადსა ორდუბათიდამ, ნუხიდამ, კახეთიდამ, იმერეთიდამ. მეშვიდეს და უკანასკნელს ოთახში ნახევდით ნიმუშებს სხვა-და-სხვა ადგილების სასოფლო იარაღს, ტყავებს, სანთლებს, რკინეულს.

და ესრეთ ვიყავით ჩვენ განტკბობილ და აღტაცებით სახილველითა საკვირველითა. ეს იყო ჭეშმარიტი დღე-სასწაულება ბუნებისა და ხელოვნებისა, ერთმანეთ-ში მორიგებულისა. ვისტავკა იყო ღია ყოველ-დღე. ათის საათიდამ სამამდინ, და ამ დროს მოაწყდებოდა მრავალი ხალხი, რომელიც თავის-უფლად აუვლიდა და ჩაუვლიდა ამ მშვენიერს და იშვიათს ბაზარს. ეს ბაზარი დაიკეტა დეკემბრის 23, მაგრამ მნიშვნელობა მისი არის დიდი, ამ შემთხვევას აქვს თავისი ნაყოფი. ეხლა ვიცით თუმცა მიახლოვებით, თუ რის მწარმოებელია აქაური ბუნება, რის შემძლენი არიან აქაურნი მოსახლ-კარენი, რა გამოუათ ხელიდამ აქაურთ ხელოსანთ. ეს მეტათ სასარგებლოა მით, რო გამოუჩენს და გაუძლიერებს მათ მუშტარს, ხოლო მუშტრის გამოჩენა და გასაღების იმედი გააღონივრებს საქონლის პატრონს და შეიყვანს უმეტესს ღვწვაში და მეცადინეობაში. მყოფი ვისტავკაში ნიმუშები თითქმის სულ კიდეც დაიტაცეს მუშტრებმა, და ვიცით რო ბევრთ ხელ-ახლათაც დაიბარეს მოწონებული მათ-მიერ ნივთები შემდგომის დროსთჳს და შემდგომთ მუშტართათჳს მეტათ სასარგებლოა შედგენილი და გამოცემული საზოგადოობისამიერ კატალოგი ნივთებისა, რომელშიაც არის დაწვრილებით ნაჩვენები სახელები ნივთებისა, ფასი და საიდგან ანუ ვისგან მოიპოვება, ერთი ანუ მეორე საგანი. ეს კატალოგი იყიდება, და არის იმის ფასი ათი შაური.

თთ.

5.4 სალაყბოს ფურცელი

▲back to top


სალაყბოს ფურცელი

მშვიდობის ჩამოვარდნა მკითხველთან, ახალ-წლის-გამო. მოლოცვა ახალ-წლისა და სურვილი მოლაყბისა. კრივი. ახალი სალაყბო. სომხური გაზეთი. ბულვარი. სხვა და სხვა განსჯა. ოპერა და მისი სნეულება. ჟან-მარტინი და გაცრუებული თვალთმაქცობა. ჯამბაზები და ჯამბაზების ცხენოსნობა. მოგონება ძველებურის ჯირითისა. თეატრი. დასრულება ლაყბობისა.

წარსულს ფურცლებში მგონია გულნაკლულათ განვშორდით ერთმანეთს, საყვარელნო მკითხველნო. მაგრამ ისეთი რა სამდურავი იქნება, რა მტრობა, რა ბოროტება, რომელიც არ განქარდეს, არ მოისპოს ყოვლის შემსმუვრელის დროს-გან. ყოველივე სუსტდება და ქარწყლდება იმის წინაშე, ყოველივე არამც თუ ჭირი და სავნო რამე კაცთა-თჳს, არამედ თჳთ სიხარულიც, ლხინიც, ტრფობაც... ჩვენ, სუნტნი (სუსტნი) ქმნილებანი, ვემონებით დროს და მისს უფლებას, და მხოლოდ, როდესაც დასრულდება ერთი წელი და დაიწყება მეორე, სხვა ვეღარა გვიწამებია-რა, ვუსურვებთ ერთმანეთს ახალს წელ-თან ახალს ბედნიერებას, ძველს წელ-თან ძველის ჭირის დამხობას. და ესრეთ, დღეს არის დამდეგი ახლის ათას რვაას ორმოცდა მეთვრამეტის წლისა, გუშინ იყო დასასრული მეჩვიდმეტისა. მომიპყრია თქუჱნთჳს, საყვარელნო მკითხველნო, ჩემნი მოხვევნანი, გკოცნი ძმურის კოცნით, მოგილოცამ ახალს წელს. ღმერთმა ინებოს, მოისპოს ყოველი ჭირი, ვნება, ბოროტი, ძველის წლისა-გან მოყენებული; თჳთ ხსოვნაც აღარ დარჩეს, ამოიფხვრას გულის სიღრმიდამ. ჰსწორე მოგახსენოთ, არ იყო მეტად მადლიანი წარსული წელი: გახსოვთ ჯერ გვალვა, მერე ხოლერა, მერე ნიაღვარი. ბევრი, ბევრი ავი მოგვყენებია... წყეულიმც იყოს იმისი ფეხი, რომ აღარ დაგვიბრუნდეს; დავლოცოთ ახალ-ნაშობი წელი, დავღუღუნოთ ნანა, ვუგალობოთ ქება. იხაროს, აღორძინდეს ჩვენ სასიხარულოდ, ჩვენ საამოდ, სარგოდ. მთელი წელიწადი იყოს აღვსილი მხოლოდ ერთის სიხარულით, ლხინით, ამასთანავე თანხმობით, სარგებლობით. ვისურვი გულის სიწრფელით, რომ ლხინი ლხინათ დარჩეს, და ჭირი აღარ განმეორდეს. იცით, მკითხველნო, მეტადრე რას ვიწადი მე, თქუჱნი მონა და თქუჱნში მშვიდობიანობა, თუ მეტი რამ მომივიდეს ლაყბობა, თქუჱნც მომიტევოთ და აღარ გამომეკიდნეთ: რა ვჰქნა, ჩემი ბუნება ეს არის, მაგრამ რაც მომდის მეტი, მერწმუნეთ მეტის ერთგულებით, მეტის თქუჱნდა კეთილის ნდომით. მე ვარ თქუჱნი მონა, თქუჱნთჳს გაჩენილი, რო არ მოიწყინოთ, არ მიეცნეთ მილულებას. ბევრი მასალა გვიძევს წინ, უფრო უმეტესი იმედები. ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. ჩვენი რედაკტორიც არ არის ეხლა უიმედო და უფრთო: როგორც მითხრა ყურში, ბევრნი საიმედონი კაცნი დაჰპირებიან დახმარებას; ჯერ არ ასახელებს იმათს სახელს. დავრჩებით ცოცხალნი, ჰსცნობთ, დაინახავთ.

აი დავიწყე, აბა მომიდგეთ ყური.

აი გამოვედი წავიდეთ ჩვენს სალაყბოზე! ხომ იცით სალაყბო რა არი, ან სად არი. არცა-კია გასაკვირველი, რო არ იცოდეთ, ან დაგვიწყებოდესთ. სალაყბო არი პატარა მეიდანი. აიქ, ძველის მეფეების სასახლის წინ... მაგრამ მიხვდით. იქ, ძველს დროს იყო შუა-გული, სადაც ყოველი ადგილობრივი ახალი ანბავი მოგროვდებოდა და ჰპოვებდა ბინას. იქ ჰსცნობდა კაცი კარგსაც და ავსაც ქალაქისას, ქართლისას, მთელის ქვეყნისას, სადაამდინაც-კი გაჰსწვდებოდა გეოგრაფიული ცნობა მაშინდელთა ქართველთა, იმ დროს არ იყო არც ფოშტა, არც გაზეთები, მაგრამ მაშინაც ჰსცხოვრებდნენ, მაშინაც ტყობულობდნენ ახალს ამბვებსა თუმცა არაეგრეთ მსწრაფლად, სალაყბო იყო მაშინდელი ფოშტაც, გაზეთიც. აი მძიმედ, ნენ-ნელად, აქ-იქ ქუჩებიდამ ჩამოვლენ ხანში-შესულნი კაცნი, ჩამოსხდებიან ტივის ხეებზე, და დაუწყებენ ერთმან-ერთს საუბარს:

კნიაზო დიმიტრი, შეიტყე რა მიუქარავს განჯის ხანს?

რა მოუქარავს, არ შემიტყვია.

ჩვენს ბატონს გადაჰსდგომია.

ეს მერამდენე ღალატია?... აი შეურცხვა თავი, შეურცხვა კაცობა, ფუ იმის წვერ-ულვაშს... შენ-კი შეგიტყვია, კნიაზო ესავ, სარდლის სასახლეში რა მომხდარა? ნარდის თამაშობაში იოანე მდივანს გოგია მოურავის-თჳს კამათლები პირში მიუყრია, და იმასაც კომბალი თავში უსროლია.

არა, ეგ არა მჯერა, ვეჭვობ ლილა წამხდარა... ამ გვარი და კიდევ სხვა ამბავი, სალაყბო-ში გამოაშკრებული, მოიფინებოდა მერმე მთელს ქალაქში, განიბნეოდა სახლებ-ში. და ესრეთ საზოგადო ხალისის-მოყვარება იყო მოკლული და კმაყოფილი. ოი, სადა ხართ, უწინდელნო დარბაისელნო, უწინდელნო თანა-მესაუბრენო, სალაყბოს ბოძნო, სალაყბოს ჩირაღნო! გონებნიანი იყო თქუჱნი სიტყვა, და რასაც იტყოდით, ყველას ჰქონდა ფასი. მართალში არ ერია ტყუილი, ხუმრობა-ში ლაზღანდრობა. სადა-ხართ, აღზდექით, გვასმინეთ თქუჱნი ხმა, გვასწავეთ, დაგვეხმარენით: თქუჱნი ძრიელი, ჭკვიანი სიტყვა საჭიროა მეტადრე ჩვენის საბრალოს, მიმქრალებულის ცისკრის-თჳს... მაგრამ, სად-ღაარიან ეს პატივცემულნი მოსაუბრენი პატივცემულის ძველის დროისანი? უბრალოდ განისმის ჩემი ძახილი, ამაოდ აღმიპყრია ხელნი, ჩამი-ჩუმი არ ისმის სალაყბოზე, მაძლევს ხმას მხოლოდ ცარიელი, ცივი ჰაერი... რა გვეშველება, მაშ სად წავიდეთ, რა გიჩვენოთ ღირსი ნახვისა?... მოდი გავიდეთ სეიდაბად-ში. იქა, დამოჟნის-წინ, იმართება ხოლმე კრივთ, მაგრამ, ვჰგონებ, ეხლა ვერც იმან გყოსთ კამყოფილი: გექმნებათ გაგონილი უწინდელი კრივიანობა, რომელშიაც გაერევოდნ დიდის გვარის პირნი, განაგებდნენ და განამხნევებდნენ მოკრივეთ. ეხლა ვინღა არიან, ვიღა დარჩენილან იმათ სამაგიეროდ: ვჰხედავთ მოკრივეთ შორის ვინღაც ადამიანებს კარტუზებით და გაგლესილის პალტოებით, და ესრეთ ამ კარტუზებს და პალტოებს დაუჭერიათ ადგილი ძველებურის კალმუხის ქუდებისა და ფარსაკიანის ქულაჯებისა... დავანებოთ თავი კრივს, იქნება მომავალს ყველიერებში უფრო ლაზათი დაედოს, წამოვიდეთ ქალაქის გულ-ში, ვნახოთ რას აღმოგვიჩენს ახლანდელი საზოგადოობითი ცხოვრება, გამოცვლილი და განახლებული.

დღე არის ზამთრიანი. მზე ჯერ კიდევ მაღლაა, სოლოლაკის თვ-ზე, მაგრამ, გაბმული გაცივებულს ბურუსიანს ჰაერში, არ იჩენს სხივებს და ძლივს გამოადგავს ცუნგლიანს სინათლეს ძველს გორგასლანის ქალაქს... ვეება შადრევანი, პოლიციის წინ აღგებული, თითქოს იყოსო მართლ-მსაჯულების წყარო, არ ასმევს არავის თავის წყალსა, რადგანაც არის ყინვისაგან შეკრული. მარჯვნივ, თამამშოვის ქარვასლის-წინ, წახვეულნი ბეწვიანს პალტოებში და შუბებ-ში, მიმოვლიან მცხოვრებნი ქალაქისანი გრძელს და განიერს ქვის ფილაქან-ზე. ყველას კუნჭულს ქალაქისას ჰყავს თავისი განსხვაებული ხალხი. ესრეთ ზემოხსენებულს ფილაქან-ზე ჰპოვებთ ძველს მოქალაქეთ, და იმათთ სიმგვრლეში ახალგაზდათ კაცთ, რომელნიც შეუდგებიან იმათს-ვე გზას და აპირებენ იმათებ-ზე დაძველებას. რა ურიგოა, იმათი მზრდელი ჰაერი არის ანგლიაში სარჩოს-შეძნიება, ამ ჰაერში იბადებიან, ამ ჰაერში ჰსცხოვრებენ. ეს ბინა ერთ რიგად მიემგზავსება ძველს სალაყბოს, რომლისა-თჳსაც მე ეხლა ასე ვჰსწუხ და ვოხრავ, თუმცა ამ ახალს სალაყბოს სხვა ზნე ჰსჭირს, სხვა ბეჭედი აძევს, ესე იგი ვაჭრობისა და გამორჩომისა... აქ იტყობება წინათვე, თუ რა ფოდრატები და რა აღებ-მიცემები უნდა შეჰსდგეს, იქვე შეიკვრის და გადაწყდება წინათვე ყოველი ვაჭრული ამხანაგობა. ამჟამად ჰსწორე მოგახსენოთ მე ყური მივაპყარ იმ საგანს, რომელიც უფრო ეახლოების ჩემს ფიქრს. იქ იყო ბეჯითი მასლაათი ახლად დაფუძნებულს სომხურს გაზეთზე. მეღუ ჰაიასტანი, და დიდს ზრუნვაში შედიოდნენ, თუ როგორ დაეხმარნენ იმის გამომცემელს. ბარაქალა სომეხთ მამულის-შვილობას, არა გვანან ჩვენს ქართველებს. მე მიუახლოვდი ერთს ყმაწვილ-კაცს მომსხოს ტანისას და დაბალს, რუსულად ჩაცმულს, კარგის საქართველოს გვარისას,თუმცა სარწმუნოებით სომეხს, და მოვახსენე: კნიაზჯან, რა იქნება ჩვენის ცისკრისათჳსაც იზრუნოთ? შემამბღვირა ყმაწვილმა-კაცმა და სიფიცხით მითხრა: ყველამ უნდა იზრუნოს თავის მამულის ენისთჳსაო. ღმერთი გადღეგრძელებთ, სომხური ენა რა მამულის ენაა იმის-თჳს, როდესაც შობითაც, აღზრდითაც, კნიაზობითაც ეკუთვნის სრულიან საქართველოს მიწას? მე იმას ვერა დავაჯერე-რა, და გულ-ამომჯდარი შემოვადექ ბულვარს, გალავინის ქუჩაზე.

აქ სრულებით სხვა ჯურა ხალხი ინახვება. რუსობა, აქაური ახალ-გაზდობა ევროპის რჯულზე გაზდილი, აი რა შეადგენს უმთავრესს საზოგადოობას ამ ფილაქნიანის ბულვარისას. რავდენს ნახავთ ამ ყმაწვილ-კაცებში, რომელთაგანც არც-ერთს თავი ნაკლები არ უნდა არც-ერთს მინისტრზე. იმათს სახე-ზე წაიკითხავ უმაღლესს რაიღაც საგნებზე ზრუნვას. აქ ყოველი ახალი ამბავი ანაზდად შეიტყობა, აიწონება კიდეც და განისაჯება. იმ დროს ჰქონდათ ლაპარაკი ერთს მოხელეზე, რომელსაც რაღაც საქმე გამოეძიებინა, აღმოეჩინა მტყუანნი, მაგრამ ბევრის კაი-კაცების წყალობით, თჳთ იმას-ვე საბრალოს უპირებდნენ სამართალ ქვეშ მიცემას. არ ვიცი-კი ბულვარზე როგორ გაასამართლეს იმის ბედი. იყო კიდეც ბევრი აღებ-დადება აქაურის ქალაქის კლუბ-ზე, რუსულს ჟურნალებზე, სომხურს და სპარსულს გაზეთზე, და აცა თუ ეხსენებიან ვისმეს ჩვენი საბრალო „ციცკარი“. მაგრამ, უმეტესი თქმულობა და საჯვა იყო იმა-ზე, რითაც ამ ჟამად ჰსცხოვრებს და ჰსუნთქავს საზოგადოობა ბულვარისა. იყო დიდი ხსენება ოპერისა და მისის მომღერლებისა კაცისა თუ ქალისა. ყური მოვჰკარ ორი კაცის ბაასს: ერთი იყო ფერრარის სიმღერის ქება-ში, მეორე პონტიროლისა: მაგრამ ერთიც მიჰქარავდა, მეორეც, დავეწიე ერთს კაცს, რომელსაც წაეკითხნა ძველი პანტეონი და ყველას აბეზრებდა თქმით, თუ რა ხმის პატრონია ახლად მოსული მომღერალი ფერზინგი. აქეთ-იქიდამ ისმოდა მხოლოდ სახელები: როსსინისა, ბელლნინისა, დონიცეტისა, ვერდისა, მეიერბერისა, და ასე გაშინჯეთ ვაგნერისა-ც ამ თანამედროის გერმანიის ომპოზიტორისა, რომელსაც შემოუტანია ახალი კანონები მუზიკის ხელოვნებაში და თითქმის გული წაგვიხდინოს ტკბილ-მოსასმენს იტალიურს ჰანგებზე. არ ვიცოდი რა მექმნა, და მეგონა, რო ვიყავ არა გორგ-ასლანის ქალაქში, არამედ მილანაში, ანუ ვენეტიკ-ში. შემხვდა ერთი ჩადრიანი ყმაწვილი ქალი, რომელიც მოდიოდა და იძახდა: თქუჱნის ბელლინის მზეს, ჩადრზე ფეხი არ დამიდგათო. ახლოს ქუჩიდამ ჩამორბოდა ერთი იმერელის მუშა და დაჰსძახიდა.

ფიგარო აქა,
ფიგარო იქა,
ფიგარო ზევით,
ფიგარო ქვევით!...

ასე სულ გადარეულან, ყველას მოჰსდებიათ ოპერის რაღაც სნეულება. პატარა-ბიჭების კივილმა ლადონნა მობილის ხმაზე, ხომ ილაჯი წაიღო.

შემოღამდა ბულვარზე. მარცხნივ, გიმნაზიის ზალა გაჩაღდა სანთლებითა. ჯერ მეგონა, რო ეგზემენიაა მეთქი მოსწავლეთა, მერმე მივხვდი, რო ეს განათლების სახლი უთხოვებიათ ახლად მოსულის თვალთ-მაქცის ჟან-მარტინისთჳს, რომელიც ადგენს იქ თავის ოინებს. ავედ, ზალა იყო გატენილი ხალხით; ვჰსთქვი, მაშ რა-ში შეეტყოს მეთქი თვალთ-მაქცობა. წინ იდგა დამკლავებული, მსუბუქათ ჩაცმული და მარდის შეხედულობის კაცი, წარმოადგენდა ერთს- მეორე-ზე გასაკვირველს ოინებს. აქ თავებს წაგლეჯდა ტრედებს და ისევ გამოაბამდა, იქ ცარიელის ხელცახოციდამ გამოჰსდგავდა ვეება ბადიას წყლითა და სავსეს თევზებითა. ერთს პატარა ბიჭს აუკრა მაგრა თვალები, პირიც კედლისკენ აქნევინა, მერე მოჰსთხოვა მცქერლებს ქაღალდის ფულები, და იქ ბიჭს გამოაცნობინა, თუ ფულები რავდენიანია, რა ნომრებიანი და რომლის წლისანი. მცქერელნი, მეტადრე ქალნი, გაკვირვებულს იყვნენ ამდენს სასწაულ-მოქმედებაზე, ბეჯითად ჰსცემდნენ ტაშს და შედიოდნენ გამოუთქმელს აღტაცებაში. ბოლოს იმ კუდიანმა გამოიტანა ცარიელი ბოთლი, და ვინც რა მოინდომა, ცარიელის ბოთლიდამ წამოუსხა რუმკებში, ვის ლიკორი, ვის ხერესი, მადერა და სხვა-და-სხვა ევროპის ღვინოები. მე მომივიდა ერთი მოსწრობილი ფიქრი, და იმ დროს, როდესაც ტაშის-კვრით დაყრუებული თვალთ-მაქცი მიიქცევოდა სტოლის-კენ,წამოვეწიე, ვსტაცე ხელი და ვუთხარ: არა, მუსიო, მომიცა, შორს რად მივდივართ, თუ რო რამ ოსტატობა შეგიძლია, გააჩინე ყანწი ან აზარფეშა და დამისხი ჭაშნიკი ჩემის საყვარლის და სამშობლოს კახურის ღვინისა, დამისხი საკუთრივ ჭავჭავაძის ზვრის ღვინო. ჰსწორე მოგახსენოთ, ეს განთქმული წარჩინებული ოინ-დარი უცებ გაშრა, დაიკარგა თითქოს თითონ-ვე მოჰსდებოდა რაღაც ჯადო, არ იცოდა რა ექმნა. სისწრაფით და ენის რევით წამომძახა: უკაცრავათ, კიდეც გავათავეო აქამდინ სად იყავიო. და ესრეთ, ვერც ყანწისა და ვერც აზარფეშის გაჩენა ვერ შეიძლო, კახურის ჭაშნიკისა რაღა მოგახსენოთ. სირცხვილეულმა ფიცხლავ წამოაშენინა მუზიკას, თავი დაგვიკრა, გამოგვეთხოვა და გვითხრა: წარმოდგენამდინაო. და მას აქეთ, არამც თუ კიდევ როდისმე ჰქონია წარმოდგენა, აღარცკი სადმე დაგვნახვია. ასე ვიცით ჩვენ გაცრუება თვალთ-მაქცებისა, იმათი მოსატყუარი არავინ არი. „აქეთ მოიხედე, ჩვენო მოლაყბევ, ბარაქალ!“ მომძახიდნენ ყველანი, ჩამოვიდოდი-რა, ვითა ძლევა მოსილი მოლაშქრე, კიბეზე. მაგრამ მე ყური არა ვის ვათხოვე და ჩამოველ ბაკა ბუკით ისე ტროტუარ-ზე. მეტად მომიჭირა სიცივემ, დავაპირე ასვლა კლუბში, რომელიც იყო გაჩაღებული და იწყო მუნ დროშკების დენამ: მაგრამ მომაგონდა. რო იქ იპოება ერთი ცხრის-მოთამაშე გვამი, რომელიც ხელ-მარდობით თითქმის ჟან-მარტინსაც არ ჩამოუვა, და აღარ ავედი. მე ოინები თვალთ-მაქცებშიაც მეჯავრება, არამც თუ კეთილ-შედგენილს საზოგადოობაში.

მერე საღამოს, ისევ იმავ გზით, ამოველ კიდევ ბულვარზე. ამ გზობით იყო სხვა სანახავი. პირ და პირ, ზედ გზის პირ-ში, სადაც დგას ახლად-აღგული ფიცრის შენობა, ეკიდა დიდი ოთხ-კუთხიანი ანთებული ფარანი; ფარნის ზემოთ, ბოძზე, ფრიალებდა იალქანი, და გვერდითაც იყო ჩამოფენილი დიდი ტილო, რომელზედაც სინათლე-ზე გაირჩევოდა გამოსახული ვეება გარეული დათჳ. მე მაშინბე მენიშნა, რო ეს უნდა იყოს სახლი მხეცებისა, რომელიც დიდი ხანია არ არი მოუყვანიათ შორის ქვეყნიდამ ტფილის-ში საჩვენებლად. ხალისმა წამიტანა და წავსდგი ფეხი. კარებ-ზე ეკრა ფურცელი; რომელ-ზედაც წავიკითხე: პირველი ადგილი ათი შაური. რაო? ვიფიქრე. ნუ თუ მხეცების ნახვა-შიაც უნდა ფული ვაძლიო მაშინ როდესაც ჩვენ მხარეს რავდენი მხეცია: ამ გვარ საქონლით ნუ-თუ ვინმემ გაგვაკვირვოს? მერმე რა, საქმე რად გავიჭირო, რად დავაგლეჯინო; მაგრამ აღმოვიკითხე რა იმავ ფურცელზე, რო მხეცები არიან მაგრად დამწვდეულნი რკინის ყაფაზებში, ვჰსთქვი. მადლობა შენთჳს მეთქი, და შეველ. ვნახე მართლად მრავალი საკვირველება: ერთი დიდი გველი, წოდებით ბოა კონსტრიკტორი, თითქმის თორმეტ-ცამეტი ქართული ადლი სიგრძე, ინდოეთი-დამ გამოყვანილი, რომლისაც მითხრეს თჳთ ლომსაც ერევაო. ღმერთო დიდებულო, გველს გველობა არ ეყოფა, რო ამისთანა ღონიერიც არ იყოს. კარგი რო ამ გვარ გველს აქ ვერ იპოვი: აქაური გველები სულ გალეული ხალხია. მერმე იყო მჭელი ფოცხვერი, საშინელი კაცის მჭამელი; მერმე მაიმუნები, ტურები, თაგვები და სხვა და სხვა ფერის თუთიყუშები: ამ გვარებიც ბევრია ტფილის-ში. იყო კიდევ ერთი მგელი ფრანციიდამ, ორი ამერიკიდამ: რა მოგახსენოთ ღირდა იქიდამ მოყვანად:

მესამე გზობით, საღამოს-ჟამს, ჩაველ ყაბახზე, სადაც თითქმის ნახევარი ამ მეიდნისა უჭირავს სხვა ფიცრით აღგებულს შენობას. მუზიკა იკვროდა და იყო დიდი ხალხის დენა. იქ წარმოადგენენ თავანთს უნრებს პეტერბურღიდამ მოსული ჯამბაზები და გვიჩვენებენ თავიანთს ცხენოსნობას. ბევრი კარგი ჯამბაზები მინახავს ჩემს სიცოცხლეში, ბევრს კაი ცხენოსნებს მოვსწრებივარ, და ამისთჳს გული არ მიმიდიოდა რო შევსულვიყავ და მენახა ეს ახლად მობრძანებული ხალხი, მაგრამ რა ხელი ეყრება? თქუჱნთჳს, სულ თქუჱნ-თჳს, საყვარელნო მკითხველნო, რომ გაგართოთ, გასიამოვნოთ. ლაზღანდრობა ხომ გიყვარსთ, და აი შევიდეთ, ნუ დავზოგავთ ერთ-ორ მინალთუნს, ამიტომ რო ხუმრობა არ არი ვეღარ ვნახავთ, კარებში გვიცხადებენ, რო დიდ ხანს აღარ დავრჩებითო ტფილისში, წავალთო, და დამრჩებით უნახველიო. რაღა გვეშველება???

ჰსწორე მოგახსენოთ, მე დიდად მომეწონა შინაგანი გამართულობა, თუ საჯდომი სახლისა, თუ წარმოსადგენი. დაიწყეს ჯერ გაჭიმულს თოკზე ხტომაქალებმა და კაცებმა. დიდი ვარჯიში გახლავთ, დიდი გამბედველობაა სიარული თოკზე, რომელიც არის გაჭიმული მხოლოდ ორ-სამ მტკაველზე ადგილიდამ. არა ჰგვანებიან ჩვენებურს ჯამბაზებს, რომელნიც როცა თოკზე დახტიან, იტყვი ჰაერში იკარგებიანო და წინათვე ესალმები იმათ. მერმე ატყდა ცხენების ჭენება, და რა ცხენებისა, თითქოს ციკნები იყვნენო. წარმოიდგინეთ რკალივით შემოფიცრული ადგილი, სულ მგონია არ იყოს ოცდა ათი ნაბიჯი იმგრგვლივ; გამოათრევდნენ თითო-თითო ცხენს, შემოახტებოდნენ ზედ, ეს-კი უნდა ვჰსთქვათ მეტად მარდად ნამეტნავად ქალები, და არბენინებდნენ. ვუყურე, ვუყურე, თუ როგორ ტიტველა დედაკაცები უბელო ცხენებს გავაზე ახტებოდნენ: აი თქუჱნც შეგარცხინათ მეთქი და ამის იქით თქუჱნთან მომსვლელიც. იმის შემდგომ დაიწყეს მალაყები და სხვა კიდევ რაღაც მიქარვები. წამოვდექ საჩქაროთ და გამოვარდი გარეთ. ბნელი და ცივი ღამე აწვა ყაბახს, თუმცა ვარსკვლავებს ყინვისაგან მოჭერილს გაჰქონდათ კაშკაში. მომაგონდა ძველის დროს შექცევაები, უწინდელი ასპარეზობა, უწინდელი ჯირითობა ყაბახზე სადაც, როგორც მოგვითხრობს მელექსე (თავადი გ.ო.):

......დღესასწაულსა,
შექცევით, ლხინით მოწოდებულნი,
ჭაბუკნი კაცნი ყაბახსა ვრცელსა,
ტურფად დარახტულ და დარაზმულნი,
ვით ალვა რგულნი ცხენზე უძრავად,
მოჰქრიან ეგრეთ, ვითა ნიავი...
ჰკრეს ნაღარასა-განიყვნენ ორად,
აჰა საამო ჰსჩანს სანახავი!

ცხენთა თქრიალი, შუბთა ტრიალი, ჯირითთ სრიალი,
ყურთმაჯთ ბრიალი,
ცხენიდგან ხტომა, კვალად შეხტომა, უზანგთა
ცემა, და ხრმალთ კრიალი!ზოგი არწივსა,
ზეცას მფრინავსა,
ისრითა მკვეთრით მკერდსა განუკვეთს;
ჯირითი ზოგის,
უზუნით მოჰქრის
და თჳსსა ნიშანს შორს გარდუძახებს.

დავჰხედე საათს და იყო მერვე. საჩქაროთ გავემგზავრე თეატრში. იყო დანიშნული სევილიის დალაქი... მაგრამ კმარა ამდენი ლაყბობა, მეტად დავიღალე და მგონია თქუჱნც ბლომათ დაიღალენით. ზოგი კვლავ იყოს. მეტადრე ხომ იცით თეატრი ჩემი ბომუნია: იმაზე გადამიგია ჩემი სიცოცხლე, იქ მიტირნია, იქ მიცინია, იქ დავმტკბარვარ... დარჩეს თეატრი შემდგომს ფურცლამდინ...

მოლაყბე.

6 რედაქციისაგან

▲back to top


რედაქციისაგან

ამ წლის 1858 პირველის იანვრიდამ, ჩვენი ჟურნალი „ცისკარი“ ახლანდელს რედაქციის ქვეშ, ჩადგა მეორეს წელიწადში. როგორ გაიარა პირველმა წელმა, ამის დამნახავი საზოგადოობაა. მომატებული იქმნება ჩვენგან, რო ჩვენვე შევიდეთ განხილვაში როგორათაც ნაკლოვნებისა, ეგრეთვე ღირსებისა ჩვენის ჟურნლისა. ნაკლოვნება იყო ის, რაიცა ეთჳსება ყოველს ახალს დაწყებულს საქმეს, ესე იგი: ღონისძიების უქონლობა, მასალის სისუსტე; ხოლო ჩვენ თავმოწონებით ვაღვიარებთ, რო ღირსებად უნდა ჩაგვეთვალოს: ამდენს დაბრკოლებაებთან სასოსწარუკვეთლობა, დადგრომლობა, სიმტკიცე, მხნეობა, რომელთაც გამოგვიყვანეს თითქმის მძლეველად და მიგვახწევინეს ჩვენდა წინა-დადებულს საგნამდინ.

ეხლა ვჰგონებ აღარა გაგვიჭირდესრა: ერთმა მცოდნემ და განათლებულმა პირმა მიიღო დაახლოებული და ნამდვილი თანაშემწეობა ჩვენი. ამ პირველის წიგნის ნახევარი იყო უკვე აღბეჭდილი, როდესაც იმან წინა-დაგვიდო თავისი თანა-მემშრომლობა; ამისთჳს იმისი კალამი შემოვიდა მხოლოდ მეორეს ნახევარში, ესე იგი სხვა და სხვას ამბვების ნაწილში. მშვენივრად შედგენილი,თუმცა შემოკლებული, სტატიები მისი რასაკვირველია შენიშნულ იქმნებიან ყველასგან და მიიზიდვენ საზოგადოს ყურადღებას. ამას-იქითაც აღგვითქვა იმავ პირმა დახმარება თავის მეშრომლობით და თვალის-გადავლება თჳთოეულის ჩვენის წიგნისა, და ჩვენც ღრმად და გამოუთქმელად ვმადლით მას მით უმეტეს, რო იმისი ღვწვა ამ საზოგადოს და საეროს საქმეში არის სრულებით უანგარო დაკეთილშობლური.

ამ გვარისავე თანაშემწეობისა დაპირება განგვიმეორეს სხვათა გამოჩენილთა ლიტერატორთაც: კნიაზ რაფაელ ერისთავმა, ნიკოლოოზ ბერძენოვმა, დიმიტრი ბაქრაძემ, და ეგრეთვე კნიაზმა რევაზ შალვას-ძემ ერისთავმა, და სხვათა, რომელთაც ზოგი ერთი თხზულებანი კიდეც იმყოფებიან რედაქციაში, და ზოგი ერთსაც მოველით.

მაგრამ საკვირველია, ეს იმედები და აღთქმაები იყო თითქმის ნანიშნები და მხედველობაში შემოტანილი საზოგადოებისთჳს წარსულის წლის უკანასკნელს წიგნებში; აქამდინ-კი ჯერ ბევრთ არ მოუთხოვნიათ ამ წლის ცისკარი. თუ-კი შარშან, იმ ქიცეტობაში, იყო მრავალი მუშტარი, მაშ ეხლა ამდენს იმედებთან, უფრო არ უნდა მრავლდებოდნენ და ხშირდბოდნენ ხელის-მომწერნი. ვიმედეულობთ რო ამ ჩვენს შენიშვნას სულმოკლეობად და მოუთმენლობად არ ჩამოგვართმევენ, არამედ დაინახვენ სრულიად კანონიერად, ამიტომ რო ჩვენც ჩვენის თადარიკის დაჭერა გვმართებს წიგნის დაბეჭვდის თავობაზე, რო ნაკლების რიცხვის დაბეჭვდით მუშტართ არ გაუჭირდესთ წიგნების მოპოვება, ხოლო მომატებულის დაბეჭვდით ჩვენც არ შევიდეთ ზარალში, რადგანც ჩვენი შეძლება ყველას კარგად მოეხსენება.

რედაქცია იგივეა და ჰსცხოვრებს იმავ ბინაზე. ფასიც „ცისკრისა“ არის ერთი და იგივე. ჟურნალი გამოიცემა ისევ იმ პრაგრამით, რომელიც არის დამტკიცებული მაღლის მთავრობის-მიერ. მხოლოდ სანახაობა და სტატიებისა გარიგებას მიეცემა განვითარება და უმჯობესი წესი. ოთხი წიგნი ჟურნალისაშეადგენს თჳთო ტომს, ანუ ნაწილს, ამისთჳს ოთხსავე ექნება ერთი ნუმერაცია, მისთჳს რომ როდესაც ოთხი წიგნი გამოვიდეს, ხელის-მომწერელთ შეეძლოს ერთად გადაბმა და ერთის ყდის გაკეთება. მეოთხეს წიგნთან საკუთარი სარჩევიც დაურიგდებათ ხელის-მომწერელთ.

რედაკტორი და გამომცემელი ი. კერესელიძე.

1 იანვარს 1858. წელსა