ცისკარი №2 (1852)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსთხზულება ქართული

▲back to top


1.1 კნეიჟნა სოფ. ერ.

▲back to top


კნეიჟნა სოფ. ერ.

დიდხან გიმზერი ოდეს ჰსჭვრეტდი წუხელ ბნელ ღამეს,

თითქო ჰპოვებდი ცის წყვდიადსა გულის სიამეს,
მაგრამ არ იცი იმა ჭვრეტით ცისა ვარსკვლავნი,
შეჰკრთნენ და განჰკრთნენ; დაიფერე ღრუბლითა თავნი,
დღეს მზეს მიმართეს და შეჰჩივლეს მათ ცრემლთა ფრქვევით
ჰრქვეს გუშინ ღამეს ვიხილეთ ჩვენ ეთერსა ქვევით,
უცხო ვარსკვლავი, მშვენიერად გაბრწყინდებოდა,
ჩვენ დაგვაბნელა აღვიარეთ ყველასი გვჯობდა,
აღარა ძალგვიძს გამოჩენა ჩვენის შვენების,
თუ ყოველ ღამე გუშინდელებრ ის გამოჩნდების,
მზემან ჭმუნვითა უპასუხა, მე არ მაქვს ბრალი,
დღეც რომ იხილოთ მეცა მასტან ვარ გლახ ფერ მკრთალი...
იცი ტაროსიამა დილით რად არს შეცვლილი,
ცისა მნათობნი მგოლვარებენ და აქვს ტირილი.
ნეტარ მას ჭაბუკს ვისაცა გულსა გაუბრწყინდები,
და მასთან ღვთისაგან კურთხევითა და გვირგვინდები,

ივნის 16–ს 1848 წელსა ქ. გორს

თავ. გ.ერისთოვ.

1.2 ეკატირინა ჭავ.

▲back to top


ეკატირინა ჭავ.

წინანდლის ვარდო,
სულითა ტრედო.
გულითა წმიდავ, ვით მთისა წყარო,
ვითა ცისკარი,
ხარ მოცინარი
რომელ მხილველის გული ახარო,
იმხიარულე,
ვიდრე სიცოცხლე,
შენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი,
ვიდრემდის შენზე,
დაგნათის, ვით მზე,
სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი,
ჭმუნვის ღრუბელი,
გულ დამაბნელი,
ვიდრე მხიარულს არ შეგხებია,
ვიდრე ამ სოფლის,
დაუდგრომელის,
ვარდნი ეკლადა არ გარდაგცვლია,

22 ივლისს 1836 წელს თ.გრ.ორბელიან.

1.3 №...

▲back to top


№...

მითხარ ტურფავ რად უჩივი რათა ჰყუედრი სიყვარულსა,
ნუ არწმუნებ, ნუ აშინებ მაგ გვარ ჰზრით ჩემსა გულსა,
ჯერ შენ აგრე ყმაწვილი ხარ მე არ მჯერა შენი გული,
უდროო დრო ვითომ იყოს ტრფობისაგან დაჩაგრული,
სიჭაბუკე შენი მთვარეს ჯერეთ ახალს ემგზავრების,
სიტურფე და ელვარება ყოველს ჟამსა ემატების,
გრწმენეს ჩემი მზისა სხივიც მაშინ ბნელად გვეჩვენების,
თუ გულს შიგან ტრფობის ალი მცირეც არის არ გვენთების,
თუ შენ სხვათა ცრემლთა ჭვრეტა აგრე მეტად შეგაწუხებს,
თუ სხვათ ჭმუნვა ანუ ჭირი ეგდენ ცრემლთა გაფრქვევინებს,
მაშა რისთვის ეგ მაღალი ეგ უმანკო შენი სული,
არა ეძებს რომ იპოვოს მისი მსგავსი ჩვილი გული,
მაგრამ დღეს კი გამოვიცან შენი ეგე მჭმუნვარება,
გულს ჰსურს ტრფობა და ეშინის ეს არს მისი მღელვარება,
გული შენი არის ჟერეთ გაუშლელი ტურფა ვარდი:
ელის მას ჟამს ოდეს მზისა მას დახედავს შარავანდი,
მოვა ჟამი შენც გეწვევა ტრფიალისა მშვენი თვალი,
არ დაჰყვედრი სიყვარულსა როს აღგეგზვნის ტრფობის ალი
15 თებერვლის პოლშას 1840 წელსა ქალაქს რაკას.

თ.გ. ერისთოვ.

1.4 გოგჩის ტბა

▲back to top


გოგჩის ტბა

გოგჩა ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,
ოდესმე ძვირთთა აღქაფებით ღელავს მრისხანედ,
ზოგჯერ ვით ბროლი გულ უბრყვილო, წმინდა უძრავი,
თვის შორის ხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ.

მაგრამ ნაქცევნი, მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი.
საგლოვო ნიშანი, შენობათა კვლავ ეროვანთა,
სად ყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი,
და სად დღეს ვხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა,

ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ,
უდაბურება მჩუმარება, არა–რაობა,
თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ:
და უვნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა:

აჰა პალატთა, დიდებულთა ნგრეული ნაშთი,
აჰა ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,
აჰა ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი,
მხოლოდ აწმყოზედ რას დაბმულხარ ხედავ ბრმობილო:

ესე კმარა, ძლივ საცნობო ყოფილი ტაძარად,
სად კულავ მეფენი მოწიწებით იდრეკიდენ მუხლთა,
სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად,
და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა,

დღეს ეს ნაქცევი სახიერად მაჩრდილობელი,
ჰხედავს თვის ქვეშე დამჩოქელად ოდენ პირუტყვთა,
ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და წარმვსვლელნი,
მუნ შეაფარებს საქონელთა შორის ზიდულთა.

ეს გროვა ქვათა, სახე შლილის ოთხ კუთხედისა,
ადგილ–არს სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან,
სომეხნი მხნენი, კელოვანნი მომგებლობისა,
პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრევ ცნობილან.

მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა მქონე,
არა თუ ვერცხლით ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი,
აწ მტვრად აღგვილანიგი ძალი და იგი ღონე,
მათთა განთქმაულთა შეზლებათა წარშლილან კვალნი,

მიჰხედე ამა ვრცელსა ვაკეს, ქვა ყრილსა ბნელად,
კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა.
ჩოგნის ტარება, ჭაბუკ მხედართ გამოსაცდელად,
შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცა და ისართ სროლა,

ერთ გზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი,
ურთიერთთანა კავშირობით აღმაღლებულან;
მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი,
ოდესმე მათში განცხრომილან და განშვებულან,

აქაცა მჯდარა ძალი მაღლის ტახტსა ამაყად,
წყალობათ და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა,
აქაც უღრღნიათ, შურსა, მტრობას, გულები ხარბად,
ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანეთთა.

რავდენთ ბანოვანთ შვენებანი ახლად მშლილობნი,
ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას,
ვარდი ზამბახნი და მიხაკნი და გიშრის მწყობნი,
რავდენ გზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას.

რავდენ გზის მთვარეს, თავ მომწონეს მათთან შთახედვით,
უგრძვნია თვისი ჩაგრულ ყოფა და მოღრუბვლილა,
მაგრამ რა, დროსა, მსვრელისცელით, ყოვლთა წარწყმედით,
ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათ–ებრ მოსთვილილა,

1841 წელსა მარტის ა.ჭავჭავაძე.

1.5 ოცნება პუშკინისაგან

▲back to top


ოცნება პუშკინისაგან

სადა არიან ოცნებაო სიტკბონი შენნი.
სად ხარ ღამისა სიხარულო მსწრაფლ განასრბოლო,
მალიად განჰქრნენ, ვაი აჩრდილად სიზმრად მომჩვენნი,
და განავფხიზლდი ბნელსა შინა ვშთობილ ვარ მხოლო,

საწოლი ჩემი ყრუსა ღამეს მოუცვავს გარე,
მსწრაფლ განმეშორნენ ტრფიალების ოცნებათ დასნი,
ჯერეთ გონება სურვილისაგან მთვარალად მგებარე,
ეძებს იხელთოს მისივე სიზმრის ხატნი ძვირფასნი,

სიყვარულო! სიყვარულო! მისმინე თხრობა,
მოვეაქციე ჩემდა მომართ ჩვენება ტკბილი,
მითვე ზმანებით კვლავ ერთგზისცა მაღირსე თხრობა,
და გინდ სიკვდილად გარდამექცეს მე იგი ძილი,

ა. ჭავჭავაძე

1.6

▲back to top


ჱ საყვარელო ვის მიერ ძვირფას მიჩნს კვალად სიცოცხლე,
ვინც დღენი დამწარებულნი წყნარ ღიმილითა მინათლე

ვიდრემდის ტანჯვით ვითმენდე, შენგან სიშორის სიმწარეს,
და ვიდრე ცრემლით შორითგან ვუმზერდე სასურველს მხარეს.

სანატრელ ჟამი შეყრისა, როს მოვალს სიტკბოებითა,
ცამ შეჭმუხვნილმან ჩემდამო როს მოიდაროს შვებითა,

ან გული რით ვერ გივიწყებს ჩემის სიცოცხლის შვენებას,
რომ უგრძნობლობით ქვა ქმნილი, ვერ სცნობდეს თვისსა ობლობას

თვით სიშორეცა შემექმნა ცეცხლზედან ცეცხლის დამმართი,
მიკვირს ესდენ სიყვარულსა, ვითა იპყრობს გული ერთი,

ვჰცან ტანჯვით არა გამქრალა გულს შიაგნ ტრფობა ნამდვილი,
თვარა აქამდის სიმწარის შემაშრებოდა მე ცრემლი,

ტანჯვა არს მზრდელი ტრფობისა დამბერველ ეშყის ცეცხლისა,
ტანჯვა არს ვალი და მსხვერპლი, უზომო სიყვარულისა.

დეკენბრის 13-სა 1835 წელსა თ.გ, ორბელიანოვ

1.7 ღამე

▲back to top


ღამე

მთვარე აშკითა მოწამე სიამით ნათელს მოჰფენდა,
ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა,
ბულბულიც ბუჩქში და ფარვით, ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.

ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შესდგმიდნენ,
მუნ სული ჩემი და გული ეშყის მახითა დაებნენ,
ნელიად წამთ ჰსვლა ლოდინი, მოუთმენელსა მტანჯვიდნენ,
და ვით ჯადოთი მიზიდულს, თვალნი ერთ მხარეს უმზერდნენ.

რაი აღმოსჩნდა? და გაჰქრა? ნუ თუ მაცთური ოცნება?
რითა შეირყა ვარდთ ბუჩქი, გული რად ესრეთ მიკვდება,
ვიდრე თვალთ ნახეს, სულმან ჰსცნა საყვარლისა მოახლოება,
ჯერ თვალთ ძლივ ნახეს და მეკი დაუწყე ბაგება.

ჩვენ ორთა ჰაზრნი, თვით სულნი ერთად შეერთდნენ შედუღდნენ,
და სიტკბოების ზღვას შინა გრძნობათ დამთვრალტან შთაეფლნენ,
გულთ ძგერა არღა გვესმოდა ვერცაღა თვალნი ხედვიდნენ.
უენო ქმნილნი, უგონო განვედით ამა სოფლით ჩვენ...

სადა ვიყავით მაშინა, რომელსა სასურველს მხარეს?
გვეკარგა წამს მარამ, სამოთხე იყო წამი ეს,
ფრინვიდნენ ჟამნი და ჩვენკი, მათ ფრენა არა გვსმენიეს,
ესრეთ გონება მარადის, ტრფობის ალს აღუხოციეს,

მაშინ ვცან ჟამნი სამოთხის, რომ ამა სოფელს არიან,
მაგრამ ახ! ჯამნი მის ტკბილნი – ისრედ მალიად რად რბიან,
გულის სურვილით დაცხრომას, რომ არ სრულებით გვაცლიან!
ეს არს საწუხარ, რომ ბოლო თვით სიხარულსაც ჰქონია

ცისკარმან აღმოსავლითა ჟამნი განყრისა გვიჩვენა,
მალიად წასულა მას ღამის ვიგრძენით მხოლოდ მაშინა,
დღისა დავწყევლე ნათელი, რომ ურთი ერთი გაგვყარნა,
და განშორების ბაგება, ტრფობის ბეჭედად შეგვექმნა.

საამოა არს საჭვრეტელად, ოდეს ნინას ვარდი ეპყრას,
მაგრამ ვინ ჰსცნას ვინა ჰსუნავს ნინა ვარდს თუ ვარდი ნინას.

1.8 გაქსუებული

▲back to top


გაქსუებული

მებრალვის იგი ვინც არის ამაოდ შეყვარებული,
ვაი მას ვისცა აქვს გული, ტრფობისთვის გაცივებული,
მაგრამ უმეტეს მებრალვის ვინც იყო ერთგზის ტრფიალი,
ვის შეეცვალა სამსალად ტრფობისა სავსე ფიალი.

მებრალვის, ვწუხვარ რა ვნახამ ჭაბუკა ქალსა ორგულსა,
მავალს უგრძნობლად უსატრფოდ სულითა გაქსუებულსა
მისი გული არს მზგავსება დარღვეულისა ტაძრის,
ღმერთთაგან განტევებულის მსხვერპლი ქარისა ავდარის,

კაცი ვერ ჰბედავს მუნ შესვლას რათა აღანთოს ლამპარი.
და მისსა საკურთხეველში დასთხიოს ცრემლი მდუღარი,

ტფილის 4–ს მაისს 1839–ს წელსა თ ავ. გ. ერისთავი.

1.9 ლოდინი

▲back to top


ლოდინი

ჰსძგერს გლახ გული! სიყვარულო მლოდე შენი უწყლავს თმენას,
ჰსცემს სურვილის წამთა ხშირად, მარამ აგრძნოს ვისა სმენას!

გზის გუშაგად მდგომარესა, ხან აჩრდილნი მაცთუნებენ,
ხან ფოთელნი შერხეულნი შრიალითა მცემენ ზრზენას.

ზოგჯერ ღამის სიწყუდიადე მომაჩუჱნებს გიშრის თმათა,
ზოგჯერ ცისა გაელვება ბროლის ფიცრის შუქთა ფენას.

თვით ნიავთა ბელი ქროლაც ქარმომიდგენს სუნთქვას ტკბილსა,
რომელიცა ცეცხლმოდებულს ლალით გამოჰბერდა ლხენას

გახსოვს ოდეს ტრფობის წინდად შეიწირე გული ჩემი!
ამა ბაგით შენსა ბალახშს გარდმოვიდა ჰმადლა ზენას.

იგი ამად არ გემსხუჱრპლა? რომე მამკალ მოშორვებით?
კავშირ ექმნა ორთა გვამთა ცხოვრებისა ერთად დენას.

ნუ თუ დამგმო შენსა მიჯნურს თჳისთა გრძნობად ლაღად მოთქმა,
რავყო ენა აშიკისა არგავს სხვათა გრილთა ენას?

თ ა. ჭავჭავაძე

1.10 გამოსალმება გზის გუშაგად მდგომარიეს. ხმაზედ

▲back to top


გამოსალმება გზის გუშაგად მდგომარიეს. ხმაზედ

ვითა ცის ნამი დილი თა ბრწყინვალებს ახლად შლილს ვარდზედ,
მარგარიტ ცრემლნი ცრემლთა ჰსდევს ნიშნად ჭმუნვისა შენს ღაწვზედ,
სატრფოვ! გშორდები და სიტვაც ვერ მიპოვნია სათქმელად,
ანუ შენთ ცრემლთა საშრობლად, ან ჩემად სანუგეშებლად!
ვერცა ცრემლთ ვაფრქვევ, ვერც ვუბნობ თვისსა სიყვარულს თჳს ტანჯვათ,
და მით ვარ უფრო უბედურ, რომ ვერ აღმოვსთქვამ მზგავსად სხვათ.
ნამდვილი ტრფობა, გინარა სიტყვათ ეძებდეს ვერ ჰპოვებს,
რომელ გამოსთქვამს თჳს გრძნობა და მისთჳს ოხრავს მდუმარებს
ესე არს საშიშ შემჭმელი, ცეცხლი უხილავ უალო!
არ აჩენს გარეთ ნიშანსა – და მით უფრო გწვავს ეე გულო,
ტრფობა უძლურთ გულთ წყაროს ჰგავს რა მთათაგან გარდმოქანდების,
რაოდენ ველზეც შორსა ვალს, ეგოდენ დაუძლურდების
რა ჩემებრ გული კლდოვანი მიიღებს ეშყის ბეჭედსა,
დრო მას ვერღა რა შემუსრავს, თუ არ შემუსრავს თვით კლდესა!
გეტრფი ვიდრემდის ვუმზერ მე მზის შუქსანათელს მთოვარის,
ვიდრემდის ოხვრა გინდ ერთი მშთომია ნიშნად სიცოცხლის.
თავ. გ. ორბელიანი,

1.11 კნიაჟნა ელ. წ.

▲back to top


კნიაჟნა ელ. წ.

ჵი მშვენიერო რად მიჰფრინავ უცხოსა მხარეს,
უკვე მიტყვებ შენსა მღერალს ესრეთ მწუხარეს,
მე ვერ ავიტან შენსა ხილვას ჟამს მოშორვების
ჰკლავს უბედურსა ეგე ჰზირი რა მაგონდების
მცხვენის არ მნახო გულ ლმობითა განჩვილბუელი,
გამოტირულის თვალებთაგან ცრემლ ფრქვინებული?

იქნებ შენს მაღალს გონებასა სამშობლო მხარე.
უკვე მოსწყინდა და ამისთჳს შორს განიგარე.
მარათლად მუნ ნახავ უცხო ადგილთ ბუნებას ტურფას.
მაგრამ მუნ კაცნი ვერა ჰსცნობენ გონების შენ ფასს
შენსა შვენებას, შენს სინაზეს და შენ ზრდილობას,
აწყენს, ქაჯური მათი ქცევა ვარდის შლილობას,

არ ვგონებ ტრფობა უცხო მხარის კიდეს გიწვევდეს,
შენსა მაღალსა სულსა ჯაჭვი, ტრფობის ვერ დასდეს,
შენ მუნებური სიყვარული სულს ვერ,აღგიფზნებს,
მათი გრძნეული ალერსობა, ვერ გაცხოველებს,
მაგ ზეციურსა იდიურსა და წმინდა გრძნობას
მოსწამლავს მათი ენა ლიქნი შენს ჭაბუკობას.

შენ აქ ჰსცხოვრებდი სიყვარულით და ნარნარებით,
შენ აქ აღგეხსნა გამოცანა სოფლისა, ვნებით,
რომელითაგანცა გულ–მღელვარე მარგარიტ ცრემლსა,
ვერ ვის ანდობდი გარდა ოდენ შენს სარეცხელსა.
აქა ოცნებდი, აქა ჰგრძნობდი და მათგან მტკბარი,
თვალთ რა ლულევდი მშვენიერი ხანი სიზმარი.

არა ტრფობისთვის გსურის ნახო გლახ უცხო მხარე,
გაწვევს შენ ვალი, უბადრუკი და ბედი მწარე,
ვით ხარ უმანკო ეგრეთ ითმენ დანიშნულებას,
იპყრობ სამღრთოის მოვალებით გულ მღელვარებას
მიხვალ და ვაი მოეხვევი ახალ ჭმუნვებსა,
გვცვივიან ცრემლნი შენთა ერთ სისხლით გვიკლავ გულებსა,

ქარვედ ეგ არი შენი წერა და შენი ბედი.
მაგრამ შენს მღერალს აქ გულშიგან რაღაც იმედი,
რომ კვლავ გიხილავს სამშობლოსას გახარებულსა,
შენის უბნობით და ღიმილით ალხენს წყლულ გულსა,
მშვენიერ ბაგით კვალად ისმენს რა ტკბილ ბგერასა,
იწყებს შვნების შენის ქების ჩანგზედ ჟღერასა.

1.12 ხიდის თავი

▲back to top


ხიდის თავი

თავ, სვ. მაჩაბელს.

გახსოვს როს ძმაო ბედისა მწარით,
შეგვხუდა პატიმრად ერთად სხდომანი?
მტკიცისა გულით კავშირის მყარით,
ვსთქვით, ურთი ერთის მეგობრობანი!

შენ მიხვდი შენის გულის წადილსა,
ჰსჭვრეტ ძეთა შენთა ტურფად ღიმილსა!
ვითა ბულბული ვარდსა გაშლილსა!
დასტრფი დაჰხარი, ცოლსა და შვილსა.

ოდესცა ძმაო იყო მჯდომარე:
და ძენი შენნი, გეხვივნენ გარე,
მაშინ უწყოდე რომ ჩემი სული,
არს ნეტარების ჭვრეტად მოსული,

მე აწ სოფელი მოყვასთ მაშორვებს.
დამიხშავს კლიტით მამულის კარებს!
ვერღა ვისუნთქამ ჰერის ტკბილით.
მისთვის მიბრალე გულით ლმობილით.

მივალ გარნაღა სული აქ მრჩების,
მუნ სევდის ქოხი ობლად დამშთების!
უწყი, სოფელი არს სამჭვრეტელო!
ყველა დაჭკნების ვით მწვანე მდელო,

მეც უცხო, უცხოთ, ნუთუ მხარესა,
უცხოთა დამფლან გლახ სამარესა!
მაშინ დღითა მით მომიგონებდი,
როს ტრფობის წყლულსა განგიცხადებდი,

შენ უწყი რო მე მისთვის ვცხოვრობდი,
შვენების ღმერთად, აღვიარებდი,
ვიდრემდის სული ცოცხლად მექმნების,
მინემდის ტრფობა არა განჰქრების.

ნუთუ შენ მისი ხილვა შემოგხვდეს,
და მჭუნვარებით მომიგონებდეს?
თუ ვარ ცოცხალი შემატყობინე.
და თუ ვარ მკვდარი სულს აგრძნობინე.

1-ს სეკტენბერს 1833 თ.გ.ერისთოვ

1.13 სატირა

▲back to top


დედა და ქალი

დედა

მოდი აქ დაჯექ შვილო კარგათ მომიგდე ყური,
ჯერ ხომა ხარ ყმაწვილი, მაგრამ მოგვცეს დასტური,
შენის ჯვრის წერისა: მაშ ახლა გეტყვი ქალო,
სულის ჩემის ნუგეშო, სიცოცხლევ ჩემო თვალო,
როგორიც რომ მინდოდა გიშოვნე კარგი ქმარი,
მდიდარი, დიდი კაცი, მშვიდი, კეთილი, წყნარი.
ჯერ არის პოლკოვნიკი მარამ იარანალობას,
მოელის ერთ თვეს უკან და სხვა მრავალს წყალობას:
მალეც დაგიძახებენ ტფილისის კამენდატშას,
ისეკი არ დაგამწყვდევს როგორც რომ ჩვენსა მაშას,
თითონ შენ გააკეთებ ვეჩერებსა და ბალებს.
ერთი სიტყვით სიშურით მტერს დაუყენებ თვალებს.
ნეტა როდის იქნება კალასკით ვვიზიტობდეთ,
გერშინგის მაღაზინში ბილეთებს ვყიდულობდეთ,
გოსტინაში სანთელი მოსკოვისა აგვენთოს,
ჩვენი ბიჭი საქუა ლიბერით მოგვერთოს...
განა შენ არ გინახავს პოლკოვნიკ გლუხარიჩი,
აიმას არ ეძახდენ ტი.., ტიმოთ ფეოდორიჩი

ქალი.

არა გენაცვა დედავ მე ის აქ მინდა ქმარად
არის ყრუ და მოხუცი და ცუდათ შვენის თვალად.
მალეც დაემართება ფეხებში პოდაგრები,
ამ სენს ქართულად ჰქვიან ნიკრისისა ქარები,
მაშ რათ მინდა იმისი სიდიდე და ფული,
კბილთა სიმყრალისაგან მყისვე გამცვივა სული,
შემდგომ ხუთისა თვისა ორი ძველი ბებრები,
ისხდნენ ახლო ბუხრისა მცირედ ჩაღლეულები,
არ იცი ჩემო რძალო გლუხარიჩს რა უქნია?
გუშინ გაჯავრებულა სიდედრი გაუგდია,
უი ჩემ სიცოცხლესა მითომ ეგ მართალია,
მაგრამ ერთის მხრიდამა ეგეც ხამართალია,
ყრუანჩელას მიუგდო კალასკისათვის ქალი,
მაგისთანა სიქმისათვის არ–არის შესაბრალი!

ქ ტფილის 1838 წელს 2–ს დეკემბერს თ.გ ერის.

1.14 თ ს, მაჩაბელს

▲back to top


თ ს, მაჩაბელს

ბედმან მე კვალად ძმაო ხშული განმიღო კარი,
მოვედი მნახე მე მოყვასი და მეგობარი,
მსურის მოხვევნა გარდაკოცნა წვერის ჭაღარის,
ექვსის წლის უსმენს შენის ენის მოჭიკჭიკარის,
მშიის ვით მომებარს მოვისმინო ხმა შენი ტკბილი:
მოგელი ესრეთ ვით მიჯნური ტრფობით შეშლილი,
ნუღარ იყოვნი მოისწრაფე ნახვით მახარე,
მარილ–მოყრილის სენის ენით მო–მახარხარე!

არცევს 25-ს აგვისტოს 1838 წელს.

1.15 კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას ლეკურის თამაშობაში

▲back to top


კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას ლეკურის თამაშობაში

დიდი ხანია თვალსა ჩემსა სოფლით დაღალულს,
ტრფობისა ღელვით განცივებულს ამა ჩემსა გულს,
არ მიუღია მეჯლისთაგან სიამოვნება,
მაგრამ ლეკურმა ჩვენებურმა ჩემი გონება,
განცვიფრებითა პოეტთ ცასაზე აღიტაცა,
მუზთა შთამბერეს თვარა–სხვა გვარ ვიტყოდი რას მცა,
ეს ვინ მოჰფრინავს ფერია თუ ცითა ნავარდობს,
მეჯლიში ნახა და იამა ხარობს და მარდობს?
ერთი შეხედეთ ვით ყარყატო ყელმოღერებით,
მოსცურავს ეგრეთ შვენიერად და ნარნარებით,
უყურეთ ფერხთა თვალ ვერ ჰსწრებით როგორა ხმარობს,
ჰაერთა ზვირთთა თვისის ფრთებით ვითა განაპობს,
ხედავთ მაგ ტანსა გულ წამტანსა ნორჩსა მრხეველსა,
შეხედეთ თმათა ხშირთა შავთა შვენობენ წელსა,
მკლავს მე კელების ზესთა ფრთების უცხოდ ხმარება,
აგერ მოჰფრინავს თითქო მიწას არ ეკარება–
ვიშ მაგ სახესა სინაზესა სულის სარკესა,
მაგ ნაზს ტუჩებზედ ეგ ღიმილი ვინ დაგიწესა?
ხედავთ, კავები წყეულები ტაშსა ჰყვებიან,
ცელქობენ, არშიყობენ. ეკონებიან,
აი თვალები მაშვენები ლამაზის სახის,
სავსე ცეცხლითა, და ელვაითა სადგურნი ეშხის,
მოდით მჭვრეტელნო, ტაშის მკვრელნო უთხრათ მადლობა,
დავლოცოთ მაგის ცხოვრებაი ყმაწვილ ქალობა,
აწ მე შევამკობ თქვენ ქებისა დაჰკარით ტაში,
ეს ლექს უძღვენ მან მიიღოს ვითა საბაში,
ქ.გორს თ.გ.ერისთავი.

2 პროზა

▲back to top


2.1 მოლა ნურის მოთხრობა

▲back to top


მოლა ნურის მოთხრობა

ყოფილი ანბავი

ისკანდარ ბეგ გამოვიდა და ორნი გამოვიდნენ რა დერბენდისა ჰარებსა და თავ გარდაყრილნი მგზავრობითა, და ლოცვითა ხალხთაგან, გააჭენეს ცხენები ყუბის გზისაკენ და შექნეს ჯირითი ისკანდარ ბეგი მშვენიერად მიახტუნებდა თჳს ყარაბაღულსა, მას შეუდგებოდა იუსუფ, მასუკან ვიღასიც ძაღლი, მასუკან მტვერი, და მასუკან არა ფერი მოგზაურნი განშორდნენ.

მაგრამ არა მსწრაფლად განქრა მათთვის დერბენდი მიაჭენესრა. დაჯავშნის გორამდე ისინი დადგნენ რომ მოაქციონ გამოსალმებითი თვალნი ქალაქსა, უცხო მდებიარება იყო მარცხნივ ციხე ნარინყალა სანთლად განირჩეოდა თვისითა თეთრისა ნაშენობითა, და წითლის ბურჯებით, მწვანესა მთისასა, და ბზინვარე მწვანოვანი გარე ეხვეოოდა? გორას ვითა გულის პირი მშვენიერ ქალსა; მარჯვნივ თამაშობდა ზღვა ვითა ცოცხალი ვერცხლი, ქალაქის კედელი ჩამოვარდნილი კიბე კიბედ განგრძელდებოდა შავად სიგანეზედ და თითქო მოხუცებული და ყრდნობილი ბურჯებით თითქო ჰსუნთქავდა განღებულის კარებითა, კამბეჩნი უძრავნი ვითა სამხატროზედ იდგნენ თავ დაშვებულნი, ჯოგი ვირთა სპილენძის კოკითა რომელზედ ისხდნენ ბიჭები, ტრიალებდნენ შადრევანთან მოძრაობითნი გროვანი მინოვალთა ანუ მსხდომართა თათართა, გორაზედა ანუ ახლო კედელსა, შვენიერად იხატებოდნენ საშუალ მათსა და ელვარებდა ორი თუ სამი თეთრი ჩადრი, ზორის ბარაბანი უკანასკნელი ბრძანება დღისა დადუმდა, დროშა ჩაეშვა კარები დაიკეტა ნელად ყოველი განცარიელდა ყველა დაბნელდა:

ჭმუნვამ მოიცვა ისკანდარ–ბეგი,საშინელმა ჭმუნვამ, იმას ეჩვენებოდა რომ სული დაშთა დერბენდში, დარწმუნებამ, აღსრულებისათვის თუ არა დაუტევა ეჭვი და დაეგდო წინ მახინჯურ მინდვრად, ის არის ჩრდილოეთისაკენ და უნდა წავიდე სამხრეთისაკენ;გასჭრა ორად გული, და გარდაჰყარა შორს ნაჭერნი, ვინიცის სად ვინიცის როდეს: თუ თქვენ როდესმე ყოფილხართ ყმაწბილნი სულითა, და გყვარებიათ სულითა და პირველად განშორებულხართ იმა ადგილისაგან; სადაცა სცხოვრეს სიყვარული, მაშინ მიხვდებით ისკანდირ ბეგისა ჭმუნვასა; წავიდეთ უთხრა ჰიუსუფმა თუ ცოცხლებთან არ დავდექით ქალაქში რისთვის ვდგევართ მკვდრებთან ან დავწვამ იმათ საფლავებს ულარიან ქაბილ ილარი იანდირამ უყურე ისკანდარ თითქო საფლავის ქვები ინძრევიან, თითქო გარს გვიტრიალებენ და ეს დაწყევლილი სახრჩობელი, მესამე კარებთან გამოგვიშვერს ჩვენ თავის შავს ხელს.

ის შენთვის ოხრავს ჰაჯი უსუფბეგ. ეშინიან რომ შენ არ უღალატო, არ გაექცე იმას, მიუგო მასხარობით ისკანდარმან.

ჩავარდებათ იმათ უნდა გაიხარონ, დერბენდის ბეგები, ასე შინ მჯდომელნი შეიქმნენ, რომ თითონ ეშმაკთაც დაუძვირდათ ამათი ხორცი არამ თუ ტურებსა:

ნუ იშინები ტყუილათ ჩემო სულო ისკანდარ, ცუდს სიტყვას ცუდი რამე მოაქვს, საკვირველი არ არის უბედურება, ეხლა პირველი დრო არის ავაზაკთათვის ეხლა ისინი დაეთრევიან, როგორც მშიერნი ვეფხვნი: ტყუილათ კი არ ანბობენ როცა მათში ხორბალი ერთი ორათ არ მოვა, თოფის წამალი იზრდება ერთი ასათ, თუ მულანური:

და ვინა არის მულანურ? ჩუმათ ალიას და უსეინის გულისთვის. ისკანდარ ვერ ვიცოცხლებთ ხვალის წვერამდის, იმ დაწყევლის მულანურს ხილის მაგიერ ყოველ ხეზედ ყურები უსხია, იმის ბებრის ბუდის ქსელი ყოველგან არის გაბმული არა ვფიქრობ არ გამოიცნობ საიდღამაც ეშმაკითგან გამოძვრება დადაგიხლათავს გზას თოფებით და ამანს დაგაყვირებს, და მასუკან დაგიწყებს ანგარიშს, მულანურ ძალიან მასხარა არის,თუ შენიშნავს რომ ვისაც სული ამოზდის ერთად ოქროებთან გაჰყვლეფამს ძაფამდის ზოგს წინააღმდეგ თუ ვისიც სახე სულში კარგათ ეჩვენება მანათსაც არ გამოართმევს ზოგს გამოართმევს სამი ტყვიის წონა ოქროს, ზოგს ვერცხლს, რავდენიც დაეწყობა ხანჯალზედ ის ანბობს მეც ვაჭარი ვარო ვვაჭრობ ტყვიით და ფოლადითაო, ხანდიხან ორ სარგებელს იღებს ასიდგან. ვაჭრები ხომ რასტას აძლევთ ხიდზედ ყოველ ქალაქშიო, მე რითა ვარ შამხალზედ ცუდიო, ყველანი აძლევენ და კვეხულობენ კარგათ მოვრჩიო; განა იმ ვაჭრებს მარტო ჩიბუხები აქვსთ თოფის მაგიერ, განა ის ავაზაკი რკინისა არის ჩამოსხმული:

რკინისაკი არა, გამოწურთულის ფოლადისაა; ანბობენ ტყვია ვერას აკლებსო, ალლას აქბირ ღმერთი დიდია; შენ რო ყური დაგიგდოთ იუსუჶ მაშინ ის უთუოთ ეშმაკია, ამისთვის რომ თუ ეშმაკური გრძნობა არა აქვსრა, ერთ კაცს როგორ შეუძლიან მრთელი ქარავანის გაცარცვა. – გეტყობა ჩემო სულო ისკანდირ, შენ ზანდუკში გაზრდილხარ, და გარდა შინაურის მამალის ყვავლსა, სხვა სიმღერა არა გაგიგონიარა ვინ გეუბნება რომ მოლანურს ამხანაკები არა ჰყავს, ვისა ჰსძულს დაუთესავი პური, ადი პირველ გორაზედ ვინ მოხვალთ ჩემთან მესროლნო უსახლონო მხნენოყოველ მხრითგან მოგეკვრიან თავის მჭრელები, ყველანი მოგეხვევიან, ვისი ქონებაც ხმლის ქარქაშში ჩაეტევა ვისაც ფულზედ უძვირესად უყვარს ერთი სროლა წამალი, მაგალითად გითხრა მე რომ ძაღლი ნათესავები არა მყვანდეს და არ ველოდე რომ იმათ სიკვდილიდამ მამული დამრჩება, და ასთვალიანი კამენდანტი არ მიყურებდეს, თითონ მეცისკანდარ ჯან ოი ისკანდარ–ბეგ სად გამექეც ემაგისთანა თოხარიკიო უთუოთ ეშმაკის პირში შეხვალ ტყუილათკი არარის ნათქვამი რომ სიბნელე ეშმაკის ხიდიაო, და ეხლა ასეთი ბნელა რომ გულბათ ქიმი როგორც ხაროში, პასუხს რატომ არ მაძლევ ისკანდარ რას დაფიქრდი.

მე ვფიქრობ რომ შენ ძალიან ცუდი მხედარი უნდა იყო. – მე ცუდი მხედარი მე განა შენ სირცხვილი გაქვს უთან–მახ მიზინ ისკანდარ, ვალლახ ბილახ, შენ უნდა გენახა რომ ახლოს შამისა (დამასკის) გავჟლიტე ავაზაკები უკვეხელად შემიძლიან ვსთქვა, მრთელი ქარვანი მლოცველთა, ფეხებზედ მეხვეოდნენ მართლაც უნდა ვსთქვა იყო რისათვისაც დუზ ჩურექ ყოი გუზლიარი თუთსუნ, დეე პურისა და მარილით თვალები ამეფისოს თუ მე ვსტყუი, თოფი გახურდა ცეცხლისავით ასე რომ თითონ ვარდებოდა, და ხმალი სწორე მისირისა ოქროს წყალითა, ხმალი ხერხსავით ჩამიკბილდა და სიცოცხლე მაქვს,დავვარცხნე იმ სავარცხლით არაბთ წვერები, ანასინი ბაბასინი, ოჰ რა წვერები აქვსთ ისკანდარ–ბეგ, ჩერქეზ იაფენჯი ქიმი ჩერქეზის ნაბადი ვის ეკადრება, დასრულდა იმით რომ ჰსწორედ შვიდნი დავხოცე და ორნი ალინ ალინაჩ ბაღლიბ ეგერ უსტინე ჩექიბ, სული ხელები გადაუბი უანაგირზე შემოვიგდე ხურჯინივით და შინ ისე მოვიტანე მეორე დღეს შამის ფაშამ ჩვენ თვალწინ სამნივ ავაზაკნი დაწვა, საძაგლები, როგორც გოგშო ისე იწოდნენ ისე ატკაცუნდნენ რა გამხვჭვალნი ხალხნი არიან არაბნი? და შავი პირიც აქვსთ მგონია?

ღმერთმა დაგვიფაროს როგორ პირშავნი არიან ჰსწორედ რუსის აფიცრის წაღებს უგავთ, მანამ ხელით არ შეეხებოდა კაცი მანამ ვერ მიხვდებოდა სადა ჰქონდათ პირი და სად კისერი. და არა წითლდებიან ისინი? სიწითლე მე გამოვცადე ხილითაც ვერ გავაწითლე იმათი ლოყები.

აბა შენ იქიდან უნდა წამოგეღო შენთქვის წყვილი ლოყები: ჰაჯი უსუჶ თორემ შემთხვევაა ყოველთჳის ერთ ნაირათ არ იქნება შენ თუმცა ყვითელი კემუხტისა გაქვს მაგრამ იქნება ერთხელაც არის გახუნდნენ მაგისთანა ჰანბითა, შენი თოფი რკინისაა მაგრამ მაგას უფრო მეტი სინდისი აქვს, შეხედე როგორ გაწითლდა – და რასაკვირველია რომ გაწითლდა სროლისაგან ჰკითხე თუ გინდა საფარყულისა, მაგრამ ვაი მოკვდა არ არის დიდიხანია იმ საძაგელს რაიქნებოდა,დღევანდლამდის მეეცადნა თორე შენთან გინდა ფიცათ გარდავიქცე არ დაიჯერებ გეტყობა ისეთი სისხლი გაქვს ასე რომ წყალი ზეთში არ გაერევა არ შეიძლება, ჰსწორე მამისკვალ შეუდექ. და იქნება მართლა შენ ქალაჩუნა გეგონო აბა მომგვარე ეხლაერთი დუჟინი გინდა კაცის მჭამელნი დავამსხვრევ იმათ გზასა, და სულსა იოლინი დინინი ქესემ, ჩავყლაპამ, შვიდ წელიწადს უცნობოდ დაიკარგებიან, აბა მაჩვენე ისინი, მხოლოდ მაჩვენე მე ისინი აბა ერთი მოიგონე რომ მაჩვენო, მე ეხლა ისინი? რასაც ძმაო ვერა ვხედავ მე იმისი არა ვიცირა, უნახავად ცხენსაც არ ყიდულობენ, და მაშ მე უთვალოდ ვიომებ? კარგი გიჟი მიპოვნე მე მიყვარს როდესაც მზე სიამოვნებს ჩემ მხნეობაზედ და თითონ მე მინდა ვხედავდე რომ სად გაუნიშნო თოფი მე ანგარიშის კაცი ვარ, მე არსად არ მივარტყამ მტერს თუ არ მარჯვენა თვალში. რით გაუნიშნებს როცა მარჯვენა აღარ ექნება მარცხენა ხომ უნდა დახუჭოს უნებლიად თოფს გადააგდებს:

მე აღვირი გაუშვი ჰაჯი უსუჶ. და ორნივ ხელები პირში ჩავიდე განკვირვებისაგან, მანშალდას ინშალდას, მალე მოვესწრობით გათენებას, და ღმერთმა ჰქნას ერთი ათიოთ შეგხვდეს საუზმეთ მე ჩემის მხრიდამ ჩემ წილ შენ დაგითმობ ყველას შენ დაგანებებ, მე არამთუ ხანჯალ სადგისსაც არ ამოვიღებ ვალლახ ბილახ არ ამოვიღებ, – ნუ ფიცულლობ ტყუილად ისკანდირ, ეშმაკმა წაიღოს ცუდი ჩვეულებაა უძებნელად ბევრი რაზბონიკები არიან და შენ წინ მიგებებას თხოულობ, ხედიმ როგორი საქურდო გზა არის აქა ეშმაკმა წაიღო მთვარე გზიდან და ღამე ჩვენ გზასაც ფეხებიდან, გვატაცებს... აი... აი... აი... ისკანდირ! რა დაგემართა იუსუჶ ვინ არის... ოხ!ოხ! სემაშინა შეჩვენებულმა მე დავიჭირე ვიღაც ისკანდირ ქიმ ხან? არდასან? ვინახარ? საიდანახარ?

მოათრიე ეგ საძაგელი,ჯიუტობს არ მომდევს

მაშ გაანებე და ჩამემეცალე მე თოფს ვესვრი; ესარის ჭირი რომ არ მიშვებს მეჭიდება. საზაგელი როგორც ქორი ხოხობს,ოი. ოი. ძვლებამდის კლანჭები ჩამიყარა. შენ დაგავიწყდა რომ დღეს ტანზედ ჯაჭვი გაცვია წელში დამბაჩა გირჭვია? დაგავიწყდება რომ თავი მხრებზედ გაბია ოი. მიშველე ისკანდარ ბეგ წინასწარ მეტყველის გულისათვის მიშველე: ისკანდარ ბეგ არ ისწრაფდა იმან იცოდა რომ შიშს დიდროანი თვალები აქვს,მივიდა ჯიბით მოუსვა იმრგვლივ ხელი იუსუფს და სთქვა სიცილით და ნახევარ ოწყენითა:

მე ვიცოდი ძეძვი მედო, აი შე დელიბაშო საბრალოვ უკეთესი იყო ვირით წყალი გეზიდნა შადრევნიდან ვინამ შაღდარზედ თოვლისათვის წასვლა და მერე რაზბონიკობასაც აპირებ: არა ვეჟო რაზბონიკების ცემა მაინც არის ჩემი საქმე, სთქვა განმხნვებულმან იუსუჶმა, სიცოცხლე მაქვს მე იმას მივარტყი. – დაიჭი დაიჭი ისკანდარ ემანდა ბუჩქს მიეფარა ემანდა ხვლიკსავით ის იხლაკნება გესმის? მესმის როგორ თრთოლით გიჩაკუნებს ჯაჭვი, – უთრთოდა მაგ ლეკსაც ძვლები როცა მაგას ვცემდი აი დავწვი მაგის მამის წვერი და მაგის წვერიც მუქთათ არ გაუშვი, ეხლა ეგ ეშმაკისათვის ჩიბუხათაც არ გამოდგება, ნახე რამდენი ულვაში დავაგლიჯე მაგას; და იუსუფმა მოიგლიჯა მარჯვენა ზილჶიდგან ერთი მუჭა ბალანი, და ძალათ ჩაუდვა ყელში ისკანდირ ბეგსა, ბევრ ქალაჩუნას ჰსჭირს ამ გვარი სენი უსუჶს ცრემლები ჰსცვიოდა სიმწრისაგან

უეცრად დაიჭირა აღვირი ისკანდარის ცხენისა უყურე შეხედე წინა ჰსთქვა მან მარტო წვრილის ხმით. ხედამ როგორ წინწკლებს ისვრიან, ის უთუოთ აცემინებენ თოფსა უთუოთ საფარი აქვსთ, – იქ დარბაზია? უთხრ მშვიდად ისკანდარმა განა შენ არ გესმის და ვერა ხედავ როგორი ელავს და ქუხს წყალი;ცუდი მსახურნი არიან შენი ყურნი და თვალნი უსუფ. გატყუებენ ყოველ ნაბიჯზედ, მე შენ გირჩევდი წინამძღვრად წაიყოლო ცხვირი და იარო სუნითა:

და სულ რომ არ წავიდეთ ის ჰსჯობია, ისკანდარ: წყალი, ცოტაა გაცოფებული წყალი ხუმრობაა, და ეხლა მგონია თითონ განგებ ეშმაკი ადუღებს მთებში თოვლსა, დაჰყრის ქვებსა, რომ დამხვრჩლები დაიჭიროს, ეშმაკი როდი უყურებს თუ ქერქი აქვს თუარა იმ თევზსა ისკანდირ ბეგ ცემო სულო ჩემო ისკანდირ, ნუ წავალთ თუ ღმერთი გწამს მინნათ ეილარამ თავაქაი ეილარამ საანი, ჩემი ცხენი ძალიან ბორძიკობს, ცხენები აქ ბალახზედ გაუშვათ და აქ გავატაროთ ეს ღამე, არესმის უჶ უნაგირს ხვდება წყალი, ეი მასუკან დალიე შესჯულ ძაღლო, ოი რა ცივი წყალია, რას დადექ შუა წყალში არამზადა, უხ ვიღაც მწევს კალთას ოი ჩამოვარდი ვაჲ ვარდები:

ბედნიერათ უსუფ გამაგრდა უნაგირზედ ცხენი გამოვარდა ნაპირ ზედ და იფრუშტუნა დადიწიხვინა, მართლა ძნელი გასავლელი იყო ეს წყალი ყმაწვილი ბეგი ადრე გავიდა და გაღმიდან სიცილით უყურებდა უსუჶსა დაძრწოდის იმის შიშით ყვირილზედ ეხლა შეეძლო უსუჶს, თავის შიშის ძრწოლა დაებრალებინა წყლისათვის: გათენების წინ ესენი მივიდნენ, სამურის წყალთან და მდინარე ესე ქუხდა და ღრიალებდა განივრად ამღვრეული ზვირთთა შინა ტრიალებდნენ, და მოარახუნებდინენ წვრილნი ქვანი მათ გაუშვეს ცხენები ბალახზედ და თითონ დაწვნენ ნაბადზედ. იუსუჶმა აქაც არ გაუშვა შიში და კვეხნა ისკანდარ ოცნებდა დაჰსთვლემდა ერთი იტყოდა რაც არ ყოფილა თავის დღეში, და მეორე. ფიქრობდა რაც იქნება არ აღსრულდეს დასასრულ ლაპარაკი შეერთებულის ისკანდირის ოხვრით.და იუსუჶის მთქნარებით,დაწყნარდა და მოჰსწყდა მაგრამ მშიშარს ვაშ–კაცსეძინა ნახევარ თვალით. და ნახევარ ყურით ათჯერ მაინც დაუყვირა თავს ცხვირს ეგონა ვიღაც ეპარებოდა იმას დასახრჩობად, ეგონა ვიღაც უკრავდა ზურნას, და ვერ მიხვდა რომ თითონ ხვრინავდა ის როტამდა და რო ტვაშიაც აირეოდა გინება და კვნესა:–

სიჩან გურანდა ფელიანღ ფიშიქ.–
ასლან გურანდა სიჩინა დუნდი.
კატამ დაინახა თაგვი, ვეფხსავით გაიბერა,
ლომი რომ დაინახა თითონ თაგვი იქცა.

2.2 ზღაპრული ანდაზა

▲back to top


ზღაპრული ანდაზა

ტკბილ არს გაღვიძება პირველისა მზისა სხივისაგან: როდესაც იგი ვითარცა ცელქი თუთიყუსი, მოიპარება და ოქროისა ნისკარტითა თვისითა გარდახდის საბანსა სიბნელისასა, მშვენიერისა ცელსა ზედა ტკბილია და ვგონებ უტკბილესი არის განხილებად თვალისა შემოდგომად მცირედისა ძილისა ნოტიერსა მდელოსა ზედა ახდილისა მცაშია, განხილება თვალისა და პირის პირ მიგებება და სეხება ბუნებისა, სასძლო ყოველთვის უსიამოვნესია ცოლზედა.და ბუნება საუკუნოდ სასზლოა ისკანდირ–ბეგ სიამოვნებით გაიჭიმა ნელიად, აღახილნა თვალნი ჯერეთცა სავსენი ზმანებითა და წინაშე მისსა, ვითარცა მათი განგრძელება გამოჰჩნდნენ სახენი დილისანი გარეშე, ჰსთვლემდა ტყე გარდასხმული შეხუჭუჭებული სამხრეთისა სიმწვანითა, წინაშე თვალთა ძირს მომდინარეობდა გაცოფებული სამური, ბულბული ხან–დი–ხან დაჰფარვიდა ქუხილსა წყლისასა. –

და ღრმად განმეორდებოდა სულსა შინა ისკანდარისასა ესე შეწყვეტილნი ბგერანი ეჩვენებოდა თითქო იმით აეხსნებოდა გაუთავებელი გამოცანა სულისა, ეგონა რომ მასში ჰპოვა თავისნი საკუთარნი გამოხატვანი, ენა სიყვარულისა რომელიცა ჰსტანჯვიდა მას. – იგი გარდაიქცა მრთლად სმენად მაგრამ იმ დროს როდესაც მღერალმა ტყისამ იწყო რაკრაკი ვარსკვლავებად ბრწყინვალისა ბგერითა უსუფმა დაიწყო ხვრინა თითქო დახეულმა ბარაბანმა წაჰკრა ნაბადიდგან გამოყოფს უსუფის სხვირსა ფეხი, უსუფ წამოხტა:–რა ანბავია ეშმაკმა წაგიღოს ისკანდირ–ბეგ ცხვირზედ ფეხი დამადგი და მე მადლობა ალლახსა, ცხვირი მუხუდოს ოდენი არა მაქვს განა შენ თვალები კისერზედ გისხია? მაგრამ არც ქუსლებზედ მისხია უკაცროვოთ ძმაო უსუფ რომელმა ეშმაკმა გასწავლა ჩემ ცხვირზედ თამაშობა ვეჟო ჯანბაზობას აპირებ თუ რა არის ან იქნება ადრევ ეჩვევი როგრ გახვიდე ალსირათზე აი ჩავბერტყე შენი სული ჯოჯოხეთში ვალახე ბილახე. აბა აბა რისათვის ჰსჯავრობ? ვეჟო შენი ცხვირი ჩინურისა ხომ არა არის სტანბოლიდგან ხომ არარის მოტანილი, მე გაჯავრებულმა ბულბულზედ წაჰვკარ ფეხი, შეჩვენებულმა ფრთიანმა მსტვენავმა არ გამაგონა შენი ტკბილი ხვრინვა. –

აი რომ თქვენ ორნივ იზრდებოდეთ თქვენ–დღეში მარტო ვარდის სულით რომ, თქვენთვის ვარდის ეკალი იყოს მჩხვლეტელი თქვენთვს როგორც შენი წაღის ცხვირი რომ:...

კარგი კარგი უსუჶ, მაგ კუპატებს ეშმაკებს ნუ აჭმევ, გესმის რას იძახის მულა ზიაურში, ლოცვა უმჯობესი არის ძილისა და მე დაუმატებ უმჯობეს წყევლისა:–

გაათავეს რა ბანვა და ლოცვა ჩვენ მოგზაურთ მონახეს ფონი რამე წყალს მოემატნა. ორნი ბეგნი მადლობელნი ცხენთა, ჩვეულებათაგან ბედნიერად გავიდნენ ორსავ ტოტს სამურისას, უსუფ ხმას არ იღებდა, ამისათვის რომ შიშით გულს შეუგუბდა რაკი გავიდა ნაპირზედ იწყო გინება და წყევლა ის გამოახველებდა გინებას თითქო ყელში ედგა აქამდის: – აი ეშმაკმა დალიოს ეს წყალი, ჩავარჩე ამაში ღორი. განა ეს გაგონილა გაბერილა აქამდის რომ ბაყაყებს არ ჰქონდეს წყალი რომ დილით ფეხები გაიბანოს, დაიხრჩოს შენი ძირი ლაფითა, გადაიქცეს ეს დიდ ძაღლების შარად, აბა ახლა ვისთან გადავხდეთ რომ ქერები მივცეთ ცხენებს, და ჩვენ პური ვჭამოთ, მე ზიაფურში ნაცნობი ერთი სულიც არა მყავს: –

და უცნობსაც ვერავის შემოვეყრებით, ამ სოფელში, აი დაეწვავ ჯოჯოხეთში იმ ორფერიანს ძაღლის წვერებს უბართოთ შუბლითაც ვერავის გაუღებ კარებს კაცი გინდა მოკვდეს ქუჩაში არავინ გაგათრევს თითქო ჭირიანიაო: – ეტყობა ზეაჶურული ჩუჱნ მოქალაქეთაგან უსწავლიათ პურადობა მაგრამ ჩვენ ბაზარი მაინც გვაქვს, აბა აქაც გამოვცადოთ, ხომ არ გამოვტყუებთ ვისმე აბაზითა, აბა უყურე კარებში ჭაღარა წვერი დაუნახო ვისმე, წაღარაწვერნი უფრო კეთილნი არიან, და მალეც დაგვყვებიან, თეთრ წვერა უფრო უფროსია, რომელიც არის ჭკით პლუტი,წითელ წვერა კაცი უთუოთ ქონებიანია იმას უთუოთ ვერცხლიცა აქვს და ლამაზი ცოლიცა ჰყავს, ის მარტო ეჭვის შიშით არ შეგვიშვებს სახლში, მაგრამ ვისაც მოესწრო ჭაღარა წვერი იმასაც აქვს სახლი და აქსს სურვილი ინის ყიდვისა: რომ წვერი შეირებოს, ეი მეგობარო საალამ ალეიქუმ, ნებას არმოგვცემ შენსას დავისვენოთ ერთი საათი და პურ მარილი ვიგემოთ, ალექუმ სალამ უპასუხა მაღალმა პიქრუშმა თათარმა, უყურებდა რობის იქიდგან; ბრძანებისათვის მოხვალთ?

არა კეთილო კაცო სტუმართ, ბარათი გაქვსთ? ჶითათი გააქვს წმინდა ვერცხლი და სხვა არაფერი, აბა გაიძარი ამხანაგო გააღე კარენი. – მობრძანდი ხოშ გელდი, მე ხშირად ქარვან სალიბლიარი ქირავან–ბაშ, ჩამოხტება ხოლმე, არც კაცი და არც ცხენი აღრაიმაზედ არ იჩივლებს ხოლმე: კარები გაეღო მაგზავრნი შემოვიდნენ მოუშვეს ცხენებს მოსართავი დაუყარეს ნაბადზედ ქერი. უნდა გითხრათ რომ დაღისტნის მოსახლენი ძალიან სუფთათ, დგანან, სახლები ყოველთვის ორ წორედათა აქვთ აშენებული, ზოგი არის ლიზითა ზგი ლესულის წნულითა გარნა გათეთრებული შიგნით და გარეთ. ფანჯარა არა აქვს, ამისათვის რომ მუსულმანი იმას არა ცდილობს რომ დაინახოს, ცდილობს რომ თითონ იყოს უხილველი. აღრაიმმა სთხოვა სტუმრებს ზემო ოთახში დააწყეს თოფები დერეფანში შევიდნენ სახლის პატრონის საწოლში და ძალიან გაჰკვირდნენ რომ ვერ შენიშნეს ერთი ძუცა, და შუა ოთახსა ეკიდა ქალის შარვალი. კითხვა ქალზედ არის უზრდელობა მუსულმანებში მოკითხვა ცოლისა, შეურაცხებაა, ჰაჯი უსუჶს ენა ჰქონდა რომ დაეცინა ამ აღთქმულის სახლის მორთულობაზედ. მაგრამ ეშინოდა არ დაეძრახათ მოქალაქეობითი მისი ზრდილობა. ხომ არ გვითავაზებ ფლავსა, სახლის პატრონო, ჰკითხა მან? თითონ წინასწარმეტყველსაც არ უჭამია იმისთანა ფლავი, როგორსაც აკეთებდა ჩემი ცოლი, ალლახ ალლახ, სტუმრები თითონ თითებს დაიკვნეტენ ხოლმე. ისე ერბოში სცურავდა ხოლმე. და ასეთი თეთრი იყო ხოლმე ფხშვიერი ქიშმიშით და ზაფრანით–ეს მგონია დერბენდულ ზღაპარს ამბობს უჩურჩულა ისკანდირ–ბეგმა ამხანაგს.

მე მგონია ეს მურია – ცოდვილი ცოლის შარვლის მეტს არას გთავაზობს უპასუხა უსუჶმა და გაჰკბიჩა პური და ყველი და არავის არა უპასუხარა ისკანდარმა სახლის პატრონის ცოლს არ დაუშურებია იმაზედ ერბო. და რა იქნებოდა მეგობარო რომ შენი შინაურები შერთებულ–იყვნენ ერთ სულათ, ბირჯან ოლბუბ: და გაეკეთებინათ გინდა ხინკალი უთხრა მან სახლის პატრონს. ხინკალი? სადა მაქვს მე ხინკალი ყაზი–მულამ შეჭამა, ცხვრები მიწამ ჩაყლაპა თესლი, შინაურნი: ვია. ვაი. მე ვინა მყავს შინაური გარდა ამ კატისა, მოკვდა ჩემი ყმაწვილი და ლამაზი–უმი მასთან დავმარხე ჩემი ხუთი ვერცხლის თუმანი. ვტირი ვერ გამოვიტირებ იმის თუმანზედ:

და იმან შექმნა ქვით ქვითი: – საუცხოვო სასხოვარია უჩურჩულა იუსუჶმა – მგონია ჩვენც ვიტირებთ უთხრა ისკანდარმა, მაწონი მაინც გვაჭამე სახლის პატრონო.

მაწონი ჯანიმ ოხ რარიგათ აკეთებდა ჩემი უმი მაწონს, განა მარტო მაწვნის გაკეთება იცოდა...

ახლა შენ რომ ჩაიხედო რძეში მაშინვე მაწვნათ გარდაიქცევა დაიყვირა გაჯავრებულმა იუსუჶმა და ძალად გამოაგდო აღრიმი კარში, წადი მოიტანე რამე ხომ ხედამ მართლად გეუბნები , გავყიდი, შენ დედას, ორ სხვის თავზედ მჟავ პირიანო, ანასინი სათიმ, მე კუჭში მამალი მიყივის, და მე ეს ზღაპარს მიანბობს, თითონ ტალახსა ჰსჭამს და ჩვენ კომლითაც არ გვაძღობს: ითოღლი. ძაღლის შვილო ეი სახლის პატრონო რას დასცქერი ჩვენ თოფებს: ხედამ ჩვენ ასეთი მშიერნი ვართ რომ. ნიანგს რომელზედაც ქვეყანა დგას შთავსთქამდით, მოგვიტანე რამა ჩქარა, ბუ საათტა ბუ საათთა ემ საათში ემ საათში უპასუხა მან და მოუტანა ერთი კონა ხახვი და რძე. –

რა უნდა ექნათ იკმაყოფილეს მითა, სახლის პატრონი ტიროდა თავის ლამაზუმიზედ ისუჶ ჰსჭამდა და იგინებოდა ისკანდარ იცინოდა და ჰსჭამდა, ჭამეს რა პური უსუჶმა მიარტყა რუხ წვენში ათი შაური, წიხლი ჰკრა შალვარს ასე რომ ნაჭრები მოხვდა სახლის პატრონს პირში, რომელიც ყვიროდა რომ ვიჩივლებო, უპატიურობაზედაო, მალიად ზაიფური დარცათ უკან, ისინი წავიდნენ მარჯვნივ მთისაკენ, უყურე უკან ისკანდარ სიმკრთალით უთხრა უსუფმა ის საძაგელი კაცი სახლის პატრონს რომ ელაპარაკებოდა გვიყურებს საით წავედით, მართლა ვიღაც ლეკი იდგა გორაზედ ავჟანდაში ედგა ფეხი და დაყრდნობილი უნდაგირზედ იყურებოდა ორ წუთში აღარ გამოჩნდა, შენ ყველა მეცხვარე ავაზაკი გჰგონია უპასუხა სიცილით ისკანდარმა. –

განა აქაურნი მეცხვარენი კაი კაცები არიან? ფეე ცოტა გცოდნია აქაური ჩვეულება ქურდნი მონახევრენი არიან ავაზაკების ყაზი კუმუხელთ დათბასარანელების დასამურლები ყოველთვის მთიულნი გაცორცვენ ქარავანს და მგზავრსა და ველნის მეცხვარენი იმათ პურს აძლევენ დაუმალვენ ნაცარცვს მთელი მოლანურის დასტა მთიულები არიანო? რა არის შენი მოლანური რა არიან შენი მთიურნი განა: – ისინიც ჩვენსავით კაცევი არარიან? კაცები ისეთები არიან და ადგილი სადაც ისინი ჰსძარცვენ. ისეთი არ ღის როგორიც ველში, მთაში ძმაო ვირის ნალიც ნაპერწკლებსა ჰყრის.–

ალლახ იმითსინ, ღმერთმან მისმინოს მე. მე ბევრს მივცემდი რომ პირის პირ შევხედრიყავ სენ ნაქებ მოლანურს ვნახავდი ვინ დაუთმობდა გზასა, მაშ მე გამოვწოვდი სირცხვილსა რძის მაგიერადდედის ძუძუსაგან. კიდევ ფიცულობს და თხულობს ალახისაგან, რასაც შეითანისაგან უნდა ვერიდებოდეთ ცოდვა არ არის ეგე ჩემო სულო ისკანდარ,განა შენ ძაღლი ხარ ან გაური. განა შენ გემძიმება სულის ტარება გვამში: ან თავი მხრებზედ, გაკვნიტოს შუაზედ ეშმაკმა, ჩემი ცხვირი თუ უკეტესი არარის, რომ შემოვეყარნეთ მშიერს ლომს ვინემ მაღლა არ იყოს ნათქვამი მულანურისა,–აბა ეს არის იუსუფ შენ რომ ცოტას კვეხულობდე და ცოტა გეშინოდეს მაშინ უკეთესად გეცოდინებოდა დაგაიგებდი გზასა აბა შეხედე რა ხევნარში მიმიყვანე. აქ უფარნოდ ეშმაკი გზასაც ვერ გაიგნებს: უნდა ჩამომხტარიყვნენ და მოეჭიდნათ ცხენთ კუდისათვის ხელი ისე ასულიყვნენ აღმაღთსა რომ გავიდნენ პატარა ველზედ: უსუფმა დაიწყო თავისებურად გინება: აი ეშმაკმა გაჭყლიტოს ეს მთა დეე გარეულმა დაღისტნურმა ღორებმა დაიბუდონ მხოლოდ ადა, დეე შეაკანკალოს მიწის ძვრის ციებამ დეე გასქდეს – თითონ შენა გაქვს დანაშაული და მთასკი აგინებ უთხრა ისკანდარმა, შენ არიყო მარწმუნებდი რომ ვიცი გზა შაღდაღისა როგორც ბაზრისაო, რომ შაღდაღის კლდეები ასე ნაცნობი არიან როგორც ჩემი ხუთი თითი, – განა მე ტყუილი ვსთქვი, ანასინი ბანასინი, როგორც ხუთი თითი ვინ აძვრა ხუთი თითის მთაზედ ვისაც ეშმაკის ფრჩხილები არა აქვს, ნავრუს ბეგ არ მათქმევინებს მე ტყუილს, მე და იმან დავქუსლეთ ეს მრთელი მთა, და მაშინ როგორღაც სხვა რიგათ იყო მაშინ ასე ჰსწორე იყო, როგორც ხელის გული, ეტყობა ეს მეჭეჭები დაასხდა, ან იქნება ზურგი მზეს მიუშვირა, რომ გაითბობს ბებერი ძვლები, გაყინული ჩრდილოეთისაგან ისკანდარბეგ დადგა და დაუწყო გაჯავრებულმა ყურება უსუფსა. ადა ახლა?

ახლა ორი ათასი წყევლა ამ შაღდაღის თავზედ:– დავაყარე მტვერი თოვლაინ თავზედ. ხედამ როგორ მტრულად უმასპინძლებს სტუმრებსა, ჩაუკეტნია კედელს–უკან და კიბები თან აუტანია, დააღრჭენს თავის ქვების კბილებს ბებერი ძაღლი.–ახლა სად წავიდეთ მთაზედ უნდა ყირაზედ ავცოცდეთ, მთას ქვევით უნდა დავეშვათ თავდაყირა, რაც გინდა ჰქენ ისკანდარ–ბეგ, მე დავეკითხები ჩემ ფიალას, საკურველი ნივთია ეს ოტკა, ვალლა ბილა, საკურველია, რაკი დაგიწყებს ჩურჩულს, ბულ.ბულ.ბულ,ნახამ ყველა ჭირი გაგშორდება, თავში გონება ცისკარივით განათდება. და გული მკერდში ვარდის ზეთისავით დადნება, აი სე გაუბანელო ცოდვილო, განა არ გეყოფა მართლ–მორწმუნული ცოდვა შე გაგარეულებულ კატასავით სხვასაცა ჰსწამ? განა არ იცი წინასწარ მეტყველმა რისთვის აღგრძალა ღვინო. დიახ კარგათ ვიცი გეთაყვა, ვეჟო ისკანდარ–ბეგძალიან კარგათ ვიცი იმან აღგვიკრძალა რომ უფრო გაგვიტკბილდეს ამაზედ ჶიზულმა სთქვა. –

გაზაფხული არს გაშლილი

შესვით ღვინო, ჰქმენით ლხინი.
რას გვიკრძალავენ ის არს ტკბილი
ის არს ცხოვრების გვირგვინი

კარგი აღთქმა გქონია უსუფ. ამმა მაგრამ მაგით მგონია ჯოჯოხეთში უფრო მალე გზასა, ვინამ მცაში. –

ეგ ვინ გითხრა ჩემო სულო ისკანდარ, ეშმაკმა წაიღოს თუ ღვინისაგან კაცს ფრთები არ ესხმება, მე მგონია ვფრინამო. ცხვირით მცასა ვხნამო აბა მიყურე ახლა მე როდესაც გადავყლაპე სულის ყურძენი, მე მგონია ხანის ადლზედ გავიზარდე. ადრე ერთს ბილიკსაც ვერ ვხედავდი, ეხლა ერთი დუჟინი მიტრიალებს თვალწინ მეხლართება–მე შენგან ერთსაც არ ვისესხებ იუსუფ მე ჩემ გზაზედ წავალ სადაც უნდა გამიყვანოს შენ წადი მარცხნივ მე ასე პირდაპრ გამოვცდი ასვლას,და რომელმანც ვიპოვოთ კარგი ასასვლელი დაბრუნდეს და ამხანაკს დაუძახოს, ნახევარ საათი ვადა, ხუდ ხაჶიზ ნახვამდის: –

ჰაჯი უსუჶ, ასე გამხნევდა, რომ ამ დროს არა უპასუხა, და წავიდა მარტო გზაზედ, ისკანდარ ხელში დაიჭირა ცხენი და შეუდგა აღმართსა დიდიხანია შუადღე გადასულიყო, პირისპირ იმა ადგილსა, სადაც გაიყარნენ ჩვენი მეგზურნი სამძღვარს შუა ღრუბლისა და თოვლისა ამაღლდებოდა მაღალი კლდე ეჩვენებოდა რომ ფრინვალე ტერფი გარეული თხისა ვერა ჰპოებდა მუნ ფეხის დასადგმელს იმის ცამონათალ გვერდებზედ მაშინ როდესაც იმი წვერზედ მოჭრილს მოედნად ეპოვნათ მისაყრდნობელი კაცთა და ცხენთა, ექვსიოდ ლეკი იქვენენ ცეცხლიას პირთან რომელზეაც იდგა ქვაბი ესოდენივე ცხენნი ჰსწამდნენ ბალახსა, მოჭრილსა ხანჯლებითა რიცხვთა შორის ცოტა მოშორებით ნაბდის ჩრდილ ქვეშ. გადაშლილი ცხენზედ რომელიც უჩირდილებდა, პატარა ხაალიჩაზედ იჯდა მოკეცილი. კაცი ახლოს ორმოცის წლისა სასიამოვნოს სახისა; ჩოხა იყო უბრალო ყურმთაჯ სეყრილი მაგრამ იარაღი ბრწყინვალებდა ვერცხლითა და სიწმინდითა, ჭეშმარიტი ნიშანი არა მოქალაქურის სიმდიდრისა არამედ მხნეობისა, ის ჰსწევდა ჩიბუხს, ხანდისხან თამაშობდა აბრაშუმებრივისა მისისა ზილფითა, მშვენიერსა პირსა რომელიცა ვითა შაღდაღის თოვლი არ დამწვარიყო მზისაგან,ისისმენდა მისსა სუნთქვასა, და ეშინოდა განღვიძებისა, და მისთვის ვერ მოსწყვეტდა, კოცნითა მღიმარებასა ნახევრად განშლილსა ბაგეთა ზედა. ხანდისხან მჭუმნვარებით აღმოიოხრებდა და გაიქნევდა თავსა და მასუკან თვალნი მისნი, ვითა თვალნი შავარდენისანი ჰსაჭვრეტელისა კოშკიდგან რომელიცა ბუნებას აუშენებია შაღდაღისათვის ვითა ორნი შავარდენნი ნავარდობდნენ ცაში და დაეშვებოდნენ ძირს ველთა ზედა მწყურვალენი ნადირობისა და სიალაფისა: –

ეს იყო მულანური, მეხი დაღისტნელთა ავაზაკი მულანური თავის დასტითა; და იმან დაინახა ჰაჯი უსუფი, რომელიცა მოვიდოდა ქვევიდგას. ის ხვლიკისოდენადაც ჰსჩანდა მულანურმა გაიღიმა ფარისევლობით და დახარა თავი ყრმის ყურებამდის, გაიღვიძე გულშად ყრმამა განახილა თვალი:– გულშად? უთხრა მოლანურმა გინდა რომ მე შენ ფეხებამდის თავი დაგიკრა? მინდა უპასუხა ყრმამან გათამამებულისა ყმაწვილისა სახითა ძალიან მინდა მე გამიკვირდება რომ სენ ამპარტავანი ჩემ ფეხ ქვეშ გნახო; ასტა ასტა, ჩუმათ გულშად მუქთად არ გერგება ეგ სიხარული, ფუტკართა აქვსთ პირველი ის არი და მასუკან თაფლი, ჩაიხედე კლდის ქვეშ იქ მგზავრი მოდის, მე ვიცი მისი სახელი, ვიცი გული იმ მგზავრისა ის არის უშიშარი როგორც ფოცხვერი ჰსწორეთ ისვრის თოფსა, წადი ჰაყარე თოფიარაღი შეჰკარ, თუ შენ მაგას არასრულებ და აქ შეკრულს მოიყვან მე შენი ყულუღჩი ვიქნები მთელი საღამო, მე თავდაგადგები ამხანაგებთან რაზმიხან თანხმა ხარ? –

რაზიამ თანახმა ვარ მიუგო გულ შადმა. ამოზდო აღვირი ცხენსა სეხტა და ამაყებით ჩააჭენა, მხოლდ ნალთა და აჩნიეს კვალი მისი, თითონ აღარ ჰსჩანდა; მთელი მულანურის ამხანაგნი დაწვნენ მიწაზედ, და ისე ჩაჰყურებდნენ კლდის ნაპირიდგან თუ რა მოხდება თვით ავაზაკტა მთავარი მზრუნველისა თვალითა უყურებდა,თითქო ნანულობდა რომ თავის ყრმა ამხანაგი გამოიმეტა ამგვარ საშიშრობაში იქნება ძმა თვისი, და როდესაც ორნივე მტერნი მოახლოვდნენ თოფის სასროლად მულანურის ჩიბუხი კბილებში და ღიმილი ტუჩებში გაუქრა; ჰაჯი უსუფ გამხნევებული ოტიკთა, არწმუნებდა თავის თავს რომ ის უძლიერესია თვით როსტომზე: –

განა ტყუილთა ჰსწერია ჩემ თოფზედ თრთოდე მტერო მე ჰსუნთქამ ცეცხლითა, და მაშ დავწვამ პირველ რაზბონიკის წვერს, ან პირველ ვეფხვს რომელი ჩემკენ მოახლოვდება, და რა ეშმაკისა თვის უნდა მეშინოდეს; ჩემს ჯაჭვს ვერც ტყვია ვერც ბჭკალი შეატანს, მარტო თოფი რომ გავგზავნო საბრძოლევლად სულ თითონ გაჟლეტს, აბასად არიან ის რაზბონიკები დაიმალნენ სოროში მე რომ დამინახეს საძაგლები ქალაჩუნები, აჯიზლიარ, ოჰ რარიგათ მძულან, იმისთანა ქალაჩუნები, აი დავჭერ გზა და ჰსჯული იმისთანა ქალაჩუნეაებისა; და ერთბამად მარჯვნივ მოსახვევის გზის კლდისგან მრისხანე ხმამ, და დექ ჩამოხტი, ცხენითგან, გაუხვრიტა ყურები უსუფმა მაგრამ როდესაც აახილა შეშინებული თვალები და დაინახა ათ ნაბიჯზედ გაბრწყინვებული ლულა განიშნებული პირდაპირ იმის გულში, საბრალო უსუფს გული შეუგუბდა და გული თითქო ჭინჭვლის გორაში ჩაუვარდა; ათთან თუშ, ჩამოხტი ცხენიდგან მოესმა კვალად არ გაბედო თოფის ან ხლმის, ან თუ გაბედავ გაქცევას ან იარაღის ხმარებას, გესვრი გულში, აიყარე იარაღი: –

ჰაჯი უსუჶს თვალები დაუბნელდა, ვერ შენიშნა რომ იმის პირდა პირ უულვაშ წვერო ბიჭი იდგა; ის ხედვიდა მხოლოდ იმ ლულას მარტო ერთ ლულას და სხვას ვერა ფერს და იმას ეჩვენებოდა რომ ლულა იმისი იზრდება არებს პირსა. გამოახდენს ცეცხლსა, ის უკვე გრძნობდა თავის თავში ტყვიასა დაეცა მიწაზედ საშინელის სიბრალულის ხმითა რომ ნუ მოჰკლამს, ნუ ესვრის.

არამც თუ იარაღსა ჩემ სულს მოგცემ შენ, ეჶენდი რაზბონიკო ღარამილარ ბეგ ამ მთის თვადო რაზბონიკთა, შენ კეთილი კაცი ხარ მე მშვიდი კაცი ნუ დამღუპამ სულისა, კუჭისა გეთაყვანე მე შენთან ნაქვრად წამიყვანე მე შენ გემსახურები შენ ცხენს დავზილამ და ის იყრიდა იარაღს დაჰყრიდაიქით ერთი ერთმანეთზედ, იბრუნებდა ჯიბებს დაიგლიჯა ნახევარი ულვაშები რომელიც გაბმულ იყო ჯაჭვის პერანგში? ენას მოგჭრი და ძაღლებს გადაუგდებ საძაგელო მოქალაქევ უთხრა გულშადმა დაჩუმდი, თორემ საუკუნოდ მდუმარებას გასწავლი! არ დავიყრანტალებ თუკი შენს სულს ენებება:

დაჩუმდი გეუბნები, მესმის და დაგმორჩილდები: გულშადმა ჩაავლო დანბაჩას ხელი, რომელმანცა ჩაჩუმა უსუფი შეუკრა ხელები და შეუყენეს მთაზედ მონა ღვთისა, მეოთხე სათზედ შემდგომ ძნელისა მგზავრობისა ყვითელი დაკაწრული წარუდგა წინაშე თვალთა მლანურისათა, და საშუალ მხეცებრივითა პირითა მისის ამხანაკებისათა. სადაცკი მიაქცევდა თვალებს ყველგან მიეგებებოდა ბოროტი ღიმილი, ანუ შეუბრალებელი მდუმარებითი გადაწყვეტილება ყველანი იყვნენ მდუმარედ გულშადმა დაჰსდვა ფეხ ქვეშ მთავრისა,საჭურველი ტყვისა, მთავარმან დაუკრა თავი სამჯერ გულშადსა, უწოდა მას მხნეაკოცა შუბლზედ მერე მოუბრუნდა და უთხრა უსუფსა, იცი ვინ აგყარა იარაღი უსუჶ ბეგ: –

უსუჶ შეძრწუნდა ამა ხმისაგან, თითქო ცხელი უთო წაუსვეს მის ზურგზედ, ძლიერთა უძლიერესმან მენიმ ბიგუმ, ჩემო ბრძანებელო, მიუგო ძრწოლითა, მხნეთა ამხნესმა, რა შემეძლო მე პირის პირ მისისა, როდესაც ლომი ამასთან ლეკვია და ისფენდლიარი ბავშვი: –

ყველამ გაიცინეს ირგვლივ, ნახე მაშ ეს ბუნბერაზი რომელთანაც სიმხნეში ისკანდარ ბავშვია, და ძალით ლომი ლეკვია, უთხრა მულანურმა და ახადა ქუდი გულშადის თავისაგან; მჩქეფრად გარდმოუცვივდნენ შავნი აღარ იყო იჭვი ის მოეხვია მულანურსა: –

ეს ჩემი ცოლია უთხრა მან, საშინელმან სიცილმა დააყრუა უსუჶ ბეგი, ლოყანი გაუწითლდებოდნენ სირცხვილით თუ შიშს არ დაეყენა მასში სისხლი, მაგრამ ცოტა ამითი გამხნევდა, ისწრაფა მან გადაუგდოს სიტყვა საზოგადო მხიარულების დროს, თავის გამოსასხნელად, შემიწყალე ჩემო ბატონო საწყალი ხმით უთხრა მან ნუ გამყიდი მთაში ჩემში კარგს სახსარს მოგცემენ, წარბნი მელანურისა შეკრნენ იქნება საშინელი ქუხილი. იცი ვის ურჩევ მაგას კურდღლის ტყავიანო, ღირსო ძეო დერბენდისაო, შენ ასე ჰგონია ყოველი სული შეიძლება გამოაცხოს ოქროთი და შეიჭამოს, თუკი თქვენ ალიას დაიფიცამთ, ნუხარ დარწმუნებული მაგაში. მე მადლობა ღმერთსა არავარ შაგი და ჩემს ნებას ვერავინ აღვირს ჰზდებს, ვერცხლისადა ვერც ოქროს ლაგმითა, იქნება შენ გეგონა. რომ როგორც დერბენდელი მედუქნე გავყიდი დამპალს ახლად, და შავ უსვინიდისოდ ვითხოვდი შენში სპარსულ ოქროებს, როდესაც შენ არა ღირხარ, ერთი მარცვალ საფანტად. ბირ სეჩმა დეგმესინ. შენ უკუდო ძაღლო და რისთვის გაგყიდი შენ მთაში, ზღაპარი იქ მუშაობად არარის შერაცხული და შენ გინდა ცხვირით ხახვი გათხრევინონ ისიც არ იცი, რისთვის გაგიშვებ შინა? იმისთვის რომ შენ ცოლი შეირთო და შეჰქმნა მრთელი ჩამამავლობა ქალაჩუნათ, ალახმა დამიფაროს მაგისთანა აზრისაგან, დერბენდში უშენოთაც კურდღლები ბევრნი არიან აბა უსუფ ხედამ როგორ გიცნობ მე შენ, და ხედავ ეხლა შენ რომმე არ მიყვარს პირში მაქებარი ჰსთქვი ჩემზედ შენ რას ჰფიქრობ მე მოლანური ვარ–ვითა აქლემი ჩაფლავს ცხვირის ნესტოსა, ოდეს იგრძნობს ქროლასა, სამუმუსასა, ესრეტ დაეცა პირქვეჰჯი უსუფ ამ სახელის თქმაზედ: –

ალლახ. ალლახ. განა მე რომელიც ვფიქობდიბედნიერი ვიქნებოდი თუ გავიბანებოდი შენის ფეხის მტვერითა; ძალ მედვა დამედვა სამართალი შენს თავზედ ჰუსეინ ალიდა, დეე ნუ მიმიშვებენ მანამდის ჰუსეინ და ალი რავიცი მე, მე არა ფერი არა ვიცირა:–მე მსურს რომ მხოლოდ შენი ხელი იყოს ყოველთვის ჩემ ქუდად:–

გამიგონე უსუჶ მრისხანებით მიუგო მულანურმა მე დიდიხანია ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს მიბაძვა და განმეორება სპარსულის ტყუილებისა, მე უბრალო კაცი ვარ მე სად შემიძლიან გავიგო შენი იბარათ შენი მაღალი ფრასი უცუღლუტოდ მითხარ რას ფიქრობ ჩემზედ: –

რას ვფიქრობ დეე ეშმაკმა დაგკვნიტოს როგორც კაკლი ჩემი თავი. არა ფერს არა ვფიქრობ და არსად არ მიფიქრნია, ვალა ბილადეი არ მიფიქრნია, განა შემეძლო შენზედ მეფიქრნა რამე, აბა მე რა ნადირი ვარ. მტვერი არა ფერი. ფუჩ. ზათ.–

უსუჶ მე არა გეხუმრები მე გამოვსწურამ შენის ტვინიდგან იმას რაც მინდა ან ტვინს მოგითხრი თავიდან თქვი: –

ნუ ჰსჯავრობ მაღალ ხარისხოვანო ვარსკვალებით მზრდელო ეფენდი მულანურ ნუ დამწვამ შენის მრისხანების ნაცრითა, შენმა ბრძანებამ შო მარგალიტი ჩემ სულელ თავში მაგრამ ეს მარგალიტი, არის ჭიქა თუ შევდარებთ შენ ღირსებასთან, მე ვფიქროფ რო გონება შენი არის თოფი ოქროს ზანიშინისა გატენილი ტუჩამდე სიბრძნითა, მსროლელი სიმართლისა და არაოდეს ამცდენი ნიშნისა,მე ვფიქრობ რომ შენი სული გული არის სურა აღვსილი ვარდის ზეთითა,რომლითგანაცა გამოედინება სიუხვე მე ვფიქროფ, რომ შენი ხელი ყოველთვის არის გახსნილი რათა ჰქმნას კეთილი სხვისათვის, მზა არის ყოველთვის სესაწევნელად. მე ვფიქრობ რომ ენა შენი არის ნარნარი შტო რომელზედაც განიშლებიან ყვავილნი: სიმართლისა დიდ სულოვნებისა, ვერცხლ უყვარულობისა, მოწყალებისა: – მე კიდევ იმათ შუაში ერთსა სავსე ცვარსა სიტყვასა რომელიც მზა არის მითხრას წადი შინა კეთილო კაცო ჰაჯი უსუფ და მოიგონებდე ხოლმე კეთილად მულანურსა, კა რგათა არა ვსთქვი მე? –

ვერაფერს ვიტყვი მაგაზედ, კარგი მთქმელი ხარ, მაგრამ ცუდი გამომცნობელი, და ტუ გინდა რომ შენ ტავიდან ბოლომდის სტყუოდი აი ჩემი გადაწყვეტილება, ამისათვის რომ შენ ხარ ბეგი. რომელ არს მხედარი ჩამამავლობით, მიიყვანე იქამდის რომ უსირცხვილოდ ქალაჩუნობდი და დამდაბლდებოდი შენისთანა კაცის წინ: –

სიკვდილი განა კაცია შენიშნა წუწუნით უსუჶ მა;დამაცალე დავასრულო შენი დასასრულიც მალე იქმნება, ვისაც აგრე ძალიან სიკვდილისა ეშინიან ის არარის ღირსი სიცოცხლისა შენ მოკვდები ხვალ ნახავ შენ უკანასკნელ გათენებას, და თუ შენ გაბედავ ილაპარაკო მაშინ ემ წუთზედ ხანჯალ შუა გაგჭრის სიტყვას ყელში; წაიყვანეთ ხაროში და მაგრა შეჰკარით, დეე იქ იწყევლოს ხვალამდის, მულანურმა ანიშნა და საბრალო წაათრიეს როგორც ტომარა ფეტვისა: –

სიკვდილზედ ადრე მოკვდება მაშინ, უთხრა გულშადმა თავის ქმარს ნუ აშინებ აგრე ჩემო სულო: – არაფერია მიუგო მულანურმა ღიმილით ეგ იქნება კარგი ჰსწავლა იმისათვის რომ, სიქალაჩუნე ვერ მოარჩენს კაცსა ქალაჩუნა, კვდება ასჯერ, მნახე ერთხელ, და არც ისე ჩქარა. აბა ძმებო მე ცოტა ხან აქ გაგიშვებთ გზაზედ აქლემები არსად ჰსჩანს არც ერთი მგზავრი, და თუ შეგემთხვევათ ვინმე ჩემი გულშად წაგიყვანთ და ვაი იმას ვინც ერთ ბეწვს გადახდება ამის ბრძანებას. მშვიდობით გულშად, მე ცოტა მომეტებული შემთხვევა მიძევს გზაზედ ვინემ შინა, დიდიხანია მინდოდა გამომეცადნა შებმა ისკანდარ–ბეგთან და ღმეღთმან უსველოს მეშედი ბაღირსა მე კარგათ მიმაკლევინა თუ მზის ამოსვლამდინ არ მოველ მოძებნეთ ჩემი სხეული ჩემ კვალზედ, ადრე ნურავინ გაბედავს გინდა გაიგონოს ყვირილი ან სროლა რომ მომეშველოს, და ნურცარავინ დამაყვედრით მე მივდივარ სანადიროთ და არა სადავლაოთ შეიგდო მაჟარი მხარზედ და წავდა: –

ისკანდარ–ბეგი დასარულ ავიდა იმ კლდეზედ, რომელზედაც არც თურმე ძნელად მაგრამ შეიძლებოდა გავლა. მარჯვნის ქვეშ მისს ლურჯად ჰსჩანდა უფსკრული მარცხნივ ამაღლდებოდნენ კლდენი ზოგან ჩამოყრილნი მეხისაგან, ზოგი ერთ ხევში იყო თოვლი, რომელსა არა მისწვდებოდა სხივი მზისა, და დაფანტულნი წყარონი ვითა ვერცხლის ფუნჯები იგრიხებოდნენ პირსა კლდისასა რომელზედან ნელ–ნელ ჰქრებოდნენ სივიწროე გზისა არ მიუდგებოდა მგზავრსა რომ ცხენი მიებრუნებინა იძულებული წასულიყო წინ, და ის მიდიოდა, მიდიოდა, მიდიოდა დასასრულ მივიდა ნაპირსა ნახეთქსა კლდისას, ამ ამ ნახეთქში ჩამოცვივნილიყო ზვავი და გაკეთებული იყო საშინელს ხიდად, რომელსა ქვეშე უხილავად ჩამოქუხდა წყალი ცოტახან გული შეუვიწროვდა ყრმასა. გარნა ზარმა ქიჩნისამან გაათბო კვალად იგი ის უმეტესად გამხნევდა თოვლზედ დაინახა ცხენის კვალი და ჩქარია იერიშით წავიდა იცოდა რომ მცირე შეყენება გასტეხდა თოვლის გუნბათსა საშინლათ შრიალებდა თოვლი დაჰსქდებოდა ცხენის ფეხ ქვეშე, ცხენი თრთოდა და შეოფლიანდებოდა შიშითა და თითქო აი აი. ტყდებოდა მაგრამ ისკანდარმა ამოისუნთქა თავის უფლებით, გამოჩნდა კუთხეს იქით სინათლე, ნიშანი გათავებისა და ერთ–ბაშად თითქო მზის სხივიდგან ჩამოვარდა მხედარი დადგა წინაშე მისსა განათლებული უკანით ჩასული მზის სხივითა ის შავდებოდა სითეთრესა ზედა თოვლისასა ვითა გამოქანდაკებული თუჯის ძეგლი დადექ დაიყვირა, აიყარე იარაღი ან არა დაიღუპე მე ვარ მულანური, განკვირვებული მოჩვენებისა ხილვითა ისკანდარმა ჯერ შეაყენა ცხენი, განა როდესაც გაიგონა მიმზიდველი სახელი მტრისა, იმან მოუმატა ცხენსა, გააფრთხილე შენი თავი მულანურ დაუყვრა მან, და შეაყენა ფეხზედ თოფი, ჩამომეცალე გზიდან: –

დეე ბედმა გადაწყვიტოს ვინ გაივლის ამ გზაზედ. უპასუხა მულანურმა, და გაუნიშნა დამბაჩა პირდაპირ გულში ათ ბიჯზე მისულმან, მესროლე შენ მესროლე უთხრა ისკანდარმა მე ცხენს არ ვეფარები, ისინი იდგნენ ერთს მინუტს განიშნული იარაღით და ელოდნენ ორნი პირველ სროლას. ეს არის წესი არზბუნიკულის დაღისტნელების სალამი, მერე ორთავ დაუსვეს ტუჩები, შენ ხარ რეშიდ ვასკაცი ისკანდარ–ბეგ უთხრა მულანურმა მე არ მინდა გაგაშორო იარაღს მამეცი ცხენი და წადი სადაც გინდა: წაიღე იარაღი წაიყვანე ცხენიც, მაგრამ მანამდის თოფი არის გატენილი, და სული არის გვამში სირცხვილის ხელი ვერ შეეხება ვერც ამ ჩახმახს და ვერც ამ აღვირს: – მულა–ნურმა გაიღიმა: –

მე არ მინდა შენი თოფი შენი ცხენი უთხრა მან, მინდა შენი მორჩილება გასაცრცველად არ დადის მულანურ, დადის მხოლოდ ჟინისათვის და ვაი იმას ვინც წინ აღუდგება მე დიდიხანინ შენზედ გავიგონე ისკანდარ–ბეგ და ეხლა მეც დავერწმუნე რომ შენ ხარ იგით მხნე. მაგრამ ტყუილათ არ ვეძებდი შენთან შეყრას ჩვენ არგავშორდებით ერთმანეთს ვინამ ერთი გულხელს არ დაიკრეფს ან არ დასდებს ხმალსა, ახირმდეი სუზდიმ, უკანასკნელ სიტყვას გეუბნები თავი დამიკარ მითხარ იყავ მეგობარი მაშინ შენი გზა არის–

აი ჩემი უკანასკნელი პასუხი, ამაყო მჰკვეხარავ. დაიყვირა ისკანდარმა გაუნიშნა და მოსხლიტა ჩახმახი, შორს შეესხნენ წინწკალი თოფის ტუჩიდან და გაუკვირდა ისკანდერსა, რომ თოფი არ გავარდა მხოლოდ ცეცხლის შადრევანი დუღდა დიდხანს, გაჯავრებულმა გადაგდო თოფი, მარცხენა მხარზედ და ესროლა დანბაჩა, ნელა მოისმა ხმა, ტყვია დაეცა მულანურის ფეხებთან, და მულანურ გულხელ დაკრეფილი უყურებდა ისკანდერის სიცოფესა და თითქო იმედეული ჯადოთი დაცინებით ღიმდებოდა, არას გიშველის ჯაჭვი და არც ჯადო დაუყვირა ისკანდერმა და აქავ გაიელვეს ორთავე წინააღმდეგთა ჴმალთა და ამ მრისხანებამ იფეთქა ორთავე გულში და ორნივე მიუხდნენ ცხენებით ერთმანეთს, გული გულს შეახეთქეს ცხენთა ხმალმან დაისრიალა თავსა ზედა მულანურისასა, მაგრამ ყრუისა მქუხარებითა ჩატყდა ცხენთა ფერხთა, ქვეშე გუნბათი თოვლისა ვერ დაიმაგრა სიმძიმე ორის ცხენისა ისკანდერ–ბეგის ცხენი შედგა ყალხზედ იმა წუთში როდესაც აიღო დასაკრავად ისკანდერ–ბეგმა მულანურის თავზედ და ვერ მოხვდა იმას, გადმობრუნდა ცხენი უკან. და იმით დარჩა ზეით პირზედ ისკანდერ, გარნა მოგლეჯილი ზვავი მისცურავდა უფსკრულში დიდხანს იბძოდა თავის ცხენს ქვეშ ისკანდერ და ბოლოს გამოვიდა, დიდის წვალებით, სიბრალულით უყურებდა ვითა მიჰქონდა ზვავსა საბრალო მულანური, დასასრულ ყველა დუმდა. მხოლოდ უფსკრული ყრუდ ღრიალებდა ვითა ტიგრი როდესაც შეჭამა თავის მსხვერპლი და გაილოკს ტუჩებსა, სიბრალულმა მოიცვა გული ისკანდერისა, ის ჩოჩდვით მივიდა ზვავის ნაგლეჯის პირთან, და ჩაიხედა ძირსა საშინელებისგან თვალები დაუბნელდა და გული შეუწუხდა: –

საშინელი ზვავი აგორებდა ცხენსა და კაცსა, თითქმის სამას ბიჯდამდე მულა–ნურ შხირად გამოჩნდებოდა, დასასრულ მიეფარა ისკანდერს თუმცა შეზარავდა ამგვარი საშინელი გზა, გარნა დიდ სულოვნობამ დაჰსჩაგრა თავის სიბრთხილე. იმან ჩაირბინდა სირბილით დაჰყუა წყლის მდინარებას მიაწია ხევის ძირში დაცემულიყო მულანურა, პირველი რამაც მოუწყლა მხედველობა, მისი, იყო გაჭყლეტილი ცხენის თავი და ტანი დამარხული ქვეშე თვლისა, ერთი მკლავი და სახე მულანურისა გამოჩნდებოდა თოვლს ქვეშე, სხუა ყოვლეი იყო დამარხული. სიკვდილისა ფერი ედვა, დაცემულის სახესა თვალნი ჰქონდა დახუჭვილნი ბაგენი არა შეიძროდენ სუნთქვითა აღუხსნელის მჭმუნვარებით და განწურულობისა სისწრაფოებით, დაუწყო მას თხრა მას ისკანდერმა, დაუწყო დრესა კალთით საფერთქლებს და გულსა, ჰსჩანდა რომ არც ერთი მწევარი ტანისა არა ჰქონდა გატეხილი და არც იყო დაჭრილი. მხოლოდ ტანისამოსი აქა იქ იყო დაგლეჯილი, მწვეტის ქვებისაგან, დასასრულ გულმან მუსულმანურისამა უპასუხა ამოოხვრითა სიცოცხლისა მომწოდებელმან განახილა ბნელად თვალები, უნდოდა რაღაც ეთქვა გარნა ბგერანი სიტყვად შეუჭმახვნელ უკვდებოდნენ ტუჩებში, ისკანდარ–ბემა თრევინ გამოიტანა ყინულის პირისაგან მაშინ წმინდა ჰაერში სრულად მობრუნდა მულანურ, ცრემლიანის თვალითა მოუჭირა ხელი დიდ სულოვანსა მტერსა! შემდგომად ღვთისა შენ გეტყვი მადლობას უთხრა მან, მხოლოდ შენ ჩემი საუკუნდ, მეგობრობა ჩემი სიცოცხლისათვის არ გმადლობ, შენის სიცოცხლისათვის რომელიც შემომწირე ჩემის მორჩენისათვის, კაცთა შეურაცხმყვეს მე. მეც ეგრე უპასუხე მათ გმადლობ შენ, მე შეურიგდები ერთს მაინც მათგანსა, მარავალნი ცუდნი სათნოებანი მომცა მე ბუნებამან, და უმეტესად სიმრავლით დამდეს მე ჩემთა მტერთა, გარნა მტერნიც ვერ იტყვიან მულანურ არის უმარდური: გამიგონე ისკანდარ ჭირი დადის ყოველ თავზედ გაურჩეველად თუ შენ თავზედაც მოვა მაშინ ჩემი გული. ხელი არის მზათ შენის სამსახურისათვის ამ გულს და ამ ხელს ქვეყანაზედ არაფერი ვერ შეაკრთბთ ამათ: უტევე ალლახო იყოს ჩემს თავდებად, მე გავყიდი ოქროზედ. მივცემ ჩემს თავს რკინაში რომ შენ დაგიხსნა ჭირისაგან, მე გეტყვი და გაგიმტკიცება: –

ორნი ნელად, შეუდგენენ აღმართსა, მულანურიცა ჰგრძნობდა და ჩეჩქვილებას, მაგრამ არ შეჯდა ისკანდარის ცხენსა:– იმან აჩვენა უხილავი ბილიკი, რომელმანც ჩქარა ამოიყვანა მგზავრნი იმ მთაზედ სადაც ჰქონდათ საყურებელი რაზბონიკთა, დასავლეთმა გააუყარა უკანასკნელისა ნაპერწკლებითა შუადღის გარეშე როცა გავიდნენ ველზედ:– აი ჩემი უფროსი ძმა, უთხრა მულანურმა თავის ამხანაგებს, რომელიც მოეხვივნენ მას ამას აძლევდეთ პატივსა, ემსახურებოდეთ ყოველ შემთხვევაში, ვინც შეეწევა უბრალოს ან დიდ საქმეში, მაშინ სიკვდილამდე ვიქნები მე მოვალე მისი ვინც ავნებს ამას, მაშინ მე ვიქნები მესისხლე. როგორც მესისხლისა, მას ვერ დაჰფარავს ჩემის მრისხანებისაგან. ვერც კუბოს ფიცრი ვერც ზღვისა ზვირთი, შევსვამ ფიცსა, ანდ იჩერამ. დაუტევე იმან დაწვას საწამლავით გული, თუ იმას არ აღვასრულებ: –

მულანურმა მოიწვია თავის სტუმარი ვახშამზედ: სადაცა მომდინარეობდა მხიარულება. ნაცვლდა ღვინისა, გულშად მშვიდად იდგა მოშორებით თუმცა ისკანდარმა შეატყო რომ იყო ცოლი მულანურისა, მაგრამ ვერა ჰსთხოვა დამჯდარიყო ხალიჩაზედ ვახშმათ, ყოველ მხარეს აქვს თავისი ჩვეულება მას ჟამს ახალი მთვარე აღმოცურდა ოქროს თევზისა ლურჯის ოკიანსა ცისასა, და შეასხურებდა ბეელის ნათლითა პირსა დაძინებულსა შვენიერსა ხმელთსა შემოსილსა ჩრდილისა და ბურუსისა ქსოვილებითა ოჰ, ვითარი მყუდრო დამშვენიერი ღამე მდინარებდა დაღისრტანში, მყუდრო ვითა წმინდა სვინდისი, მშვენიერი ვითა სიჭაბუკე. მბორგებელი საიდუმლოებითისა სურვილისა ცეცხლითა. აღმოსავლეთისაკენ წინაშე ისკანდარის თვალისა. ნელიად და მინი სფერ ზღვა მიმოზვირთდებოდა ჩინურის მინის ფრად, ძირს თითქო ძღვის ძირში განიშლებოდა ყუბისა ველი და ნაპირი სამურისა მარცხნივ გაგრძელდებოდნენ შეგროვდებოდნენ გამოსჩნდებოდნენ ჩაკბიბლულნი ზვირთნი თავნი ყარა სირათისა და ქურანის თაბასარანისა და ყარა ყაითახის მთებისა ისისნი იყვნენ მდუმერენი დასაკვირველნი ვითა ზმანებისა მოჩვენებანი გარეხვეულნი შაღდაღის მდევის სარეცელს გარე; რომელ თითქო განისვენებდა გრძნებისა ძილითა თოვლიან ბალიშებსაზედა თვისსა, და ნელად გარდაისხმოდა სუნელება მდელოთაგან, გარეშე ცივისა მთისა, და ტკბილად ჩამოსჩქერდა არა შორის მთის წყარო, მოფრინდებოდა მოწყვეტილის და არა გამქრალის ვარსკვლავისა მებრ მთიდგან, და ყოველგან ხმელზედ და მცაში იყო გრძნებარება განმეორებული გულისა სარკითა, არა თუ მხედველობითა, იყო გრძნება ჰაერსა შინა ცვისა სიმყუდროესა ღამისას, ტკბილ ხმოვანსა მღერასა შინა. მუნ ბუნებისას ოჰ. ვითარის შეყვარებულის ჭაბუკის გული არა დადნებოდა ნარნარებითა ვითა ღამისა ყავავილი; ქვეშე სამხრეთისა ღამის ახლის სუნთქვისა; მეგობრობის მულანურის რჩევის წინდაად; აღვარა ყოველი გრძნობა თვისი ჭაბუკებითის დარწმუნებითა ის ანბობდა თავის სიყვარულსა, თავის იმედსა და აგანზარახვასა; ოჰ თუ შემეძლოს ფრინვლებ გადავფრინდე ერთის თვის წინათ მე მოვიყვანდი ჩემ ქიჩქინას ამ მთაზედა მე ვაჩვენებდი მას ყოველსა, მე დავტკბებოდი მისის აღტაცებითა, და როდესაც მისის ტუჩიდგან გამოხდებოდა ბგერა, მე მივიკრამდი გულზედ დაუჩურჩულებდი შენ უმშევნიერესი ხარ, უყურე მულანურ როგორ სასიამოვნო არის მიწა განათლებული მთვარითა ჰსძინავს ათასითა, მღიმარებითა; მაგრამ მჯერა რომ კავისათვის უმჯობესია დაძინება ათასითა კოცნითა: შენ ბედნიერი ხარ თავის უფალი ხარ, ვითა ქორი, ვითა არწივი, არიცი გზა დამაბრკოლებელი და ვითა გყავს შენ მეგობარი დედალი არწივი მე არ მიკვირს მე შევიშურებ შენ მხვედრსა;

მხარესა სადა. ომი სხვა არა რასამე ემგზავსება გარდა ავაზაკობასა; და ვაჭრობა ქურდობასა ავაზაკი საზოგადო ჰაზრში აზიასა შინა უპატიოსნესი არის ვაჭრისა; ამისთვის რომ ალაფი მისი არის ნაყიდი მხნეობითა შრომითა დამშიშროებითა; ალაფი მეორისა არის მხოლოდ ყიდული ტყუილით სიმარდით, და გადაზომით ბუნბერაზობა არ მომკვდარა, აღმოსავლეთში, მაგრამ აღმოსავლეთის პალადინიმხედარი იგით აე გამოვალს ცხენით სასეირნოთ დასახნელათ რომელსამე მშვენიერისა, ჯადოთ მოქმედთაგან, არამედ მოსატაცებელად მათისა თავისათვის, არა დასასჯელად შემაიწროებელთა არამედ საცრცველად ვინც კი შემოეყრება, ხშირად ვარდება საშიშარსა ადგილსა არა ვერცხლის მოყვარებისათვის, არამედ მისთვის რათა დასთხიოს თვისი მომატებული სიცოცხლისა მოქმედება, მისთვის რომ მოიტანს შინ ნატეხსა რასამერკინეულსა, ანუ დაჭრილობასს და შემდგომ მხიარულად კვნესიდეს სამიანისა მეგობართ და მეზობელთ სიმღერისათანა ავაზაკი არის თვით შენიშნულებითი სახე აზიელთა ზღაპართა, და პოემათა შინა, სახელი მისი არს ესრეთ მიმიზიდველი, მთანი მიუვალნი და მფარველობა მცხოვრებთაგან, და თითონ ხანთაგან აძლევენ ესოდენ ღონესა, სარგებლიანად დადაუსჯელად მათსა მყოფობისა, ასე რომქვეშევრდომთა ჩვენთა კავკასელთ შორის არა შემხედი ყოვლისა მართებლობისა მეცადინეობისა არ არიან იშვიათნი; მაშა ბუ განკვირდებით; თუ გაზომთ აზიას ევროპიის ადლიტა რომ ისკანდარ ბეგი ძველის სიმღერითის გრძნობითა შეიშურებდა რაზბონიკურსა ცხოვრებასა მულანურისასა; – მაგრამ მჭუნვარებით იქნევდა თასსა მულანური უსმენდა რა გამოუცდელს ჟამსა, ყველას აქვა თავისი ვარსკვალავი, უპასუხა მან ნუ გძულს ჩემი ცხოვრებამ ნუ წახვალ ჩემსგზაზედ.

საშიშარია კაცთა თანა ცხოვრება: მაგრამ უიმათოთ ცხოვრება უგემურია მეგობრობა მათთანა არის უგუნური დადამაძინებელითრიაქი. მაგრამ მათთაგან მტერობა არის უმწარესი ნაღველისა მე სურვილი ბედისაგან ვარ გამოვარდნილი მათისა სიმგრგვლისაგან ისკანდარ. ჩვენ გაგვყოფს შუა წყარო სისხლისა, და მე არა მაქვს ძალი გარდავაბიჯო უკან; მშვენიერია თავის უფალი ქვეყანა გარნა არ დატკბობა მასში, რომ არიყოს განგებული დიახ არის თავის უფალი კაცი უდაბნოში, მაგრამ უდაბნო არის ყოველტვის უდაბნო კეთილნი ფიქრნი მას არ ეწვევიან ერც ერთი გრძნება ვერ გადაუქცევს ქვებს ამხანაკებად, იყო დრო მე ავიძულებდი კაცთა; იყო დრო მძაგდნენ იგინი ეხლა დამეღალა სული ერთისა და მეორისაგან, ერთი წელიწადი ეყოფა შესაქცევლად, ამპარტავანსა შააშინოს კაცნი თვისითა სახელითა, მაგრამ შიში სათამშოს გავს მალე მოსწყინდება კაცსა, მასუკან ეწვევა მას ბოროტი, სურვილი დადაამდაბლოს კაცნი, დასცინოს ყოველსა მას რითაც იკვეხიან შემუსროს ფეხითა ყოველი რაცა არის კაცთათვის სულზედ უძვირფასესი, შესდაბრალებელი შექცევაა; ერთს წამას დაივიწყებს ყოველსდა ერთვის და აქვს ნაღველი. ამისთვის რომ რაც უნდა ცუდი იყოსკაცი მაინც კიდევ ჩვენ ძმა არის; ბოლოს ვთქვათ განა სასიამოვნოა, მგზავსად შავარდენისა რაცკი დავინახოთ ცხოველი ყოველში ვხედავთ ჩვენ საზროდოსა? ლოცვის დროს ვფიქრობდეთ წყევასა, როელნიცა შორით წარმოგზავნიან ჩემთავზედ გავიხადო ახალ მტრად ვისაც შემოვეყარო დავიძინო დაველოდე რალატსა ჩემთა მეზობელთაგან? ვაშინებდე ყოველთა და ვერავის ვენდობოდე? აბა შეხედე გარეშე ისკანდარ ბეგ გაუზომელი ვრცელია მხარე დაღისტნის მთის ძირნი მდიდარნი არიან თვისის ნიჭიერებით მაგრამ მთელ ქვეყანაში, არამთუ აქ არა არის კარი რომელიც მე დამფარვიდა თვისსა ჩრდილითა და მეტყოდა დაიძინე შენარ შეგხვდება, მტრის ტყვია შენ არ დაგკვლენ როგორც ნადირსა, ხალხ მრავალ ქალაქში მდიდარი და ღარიბი ორნივ მრავალნი არიან მაგრამ ყოველსა აქვს თავისი კუთხე. ყოველნი არიან მიფარებული ზამთრის ავდარსი და ჩემი ჭერი აის ნაბადი და მოქალაქე არ მომცემს ალაგს დასასვენებელს სახლისათვის თავის კედელ–შუა არც ერთ მუჭა მიწას სასაფლაოში დავიფარო გამქრალნი, თვალნი დიახ ისკანდარ დიახ ჭმუნვას ვითა ხანის ცოლს უყვარს ხავერდის ხალიჩაზედ სიარული დავითა შველსა უნდა ხტომა მთათა და ხევთა შინა შენ გხედავ მე უდაბნოში ვერ გავექეც იმას.– შენ ბევრი ჭირი გადაგხდენია მულანურ ჰკითხა მონაწილეობით ისკანდარმა;

ნუ მეტყვი ნუ მომაგონებ რცა გაივლი დადაინახავ შეხეთქილ კლდესა; ნუ ჰკითხავ რისაგან არის გატეხილი მეხისაგან, თუ სიცივისაგან, მხოლოდ გაიარე საცქაროდ ამისათვის რომ თავზედ არ დაგეცეს; არ მინდა მოვწამლო შენი სიჭაბუკე წარსრულის ჩემის უბედურების ანბითა რაც იყო იყო, ის არ დალპება და არ გამოიცვლება, რაც მოგვხვდება არ აგვცილდება. ხელს ვერ უკვე აქცევ ვერ შეაჯერებ ცრემლითა, ღამე მშვიდობისა და ჰქმნას ალლახმა რომ არავის ეზმანოს ძილშიაც, ის რაც მე გადამხდა ცხადად ხვალ გიჩვენებ მე ახალ გზას შაღდაღის წვრისას რომ აღასრულო შენი თანამდებობა მშვიდობით წაეხვია ნაბადში სხვათ დიდი ხანი ეძინათ–

ტეველიარდან ელქიმი, დულიარდან სელლქიმი;
ბაშიასთუღა ფოიმიიბ გუზ უხია ვერ მიიბ.
ის მიაჭენებდა ვითა ქარი განზედა ვითა წყლის საქანელი ხევში
არ დაიდება თავთ ბალიშს, არც მისცემდა თვალს ძილსა.

რიგრიგად ჰქრებოდნენ ვარსკვლავნი ცისაგან, განათლდა ცა ვითა თვალი ქალწულებისა, და აი ადუღდა აღმოსავლეთის მხარე ზღვისა, მგზავსად სადღეგრძელოისა ფიალის, მზემან გარდახურა სხივითა მთანი, გაიღვიძეს გარეშე მულანურისა უსალმეს ლოცვითა ახალსა ძესა საუკუნოსა მხიარულად იწყეს ურვება ცხენთა, წმენდა იარაღთა, და მომზადება საუზმისა:

შენმა ამხანაკმა ცუდათ განატრა ღამე უთხრა სიცილით მულანურმა თავის სტუმარს, და იცი სადა ორმოც ბიჯზე აქედან. შენ გუშინ ორჯერ მთოხვე? გამეგზავნა იმის საძებნელად, მაგრამ უყურებ ქვეს გაუშვი, და არ მინდოდა მეთქვა შენთვის ვიცი რომ გეწყინებოდა. თუ როგორი სასჯელლი იყო მომზადებული მკვეხარე იუსუფისათვის; წაიყვანე და არაც გინდა უყავ ეი ვაჟიკაცებო წაუღეთ ეს საჭმელი ჩვენ ტყვესა, აჭამეთ და უთხარით რომ მულანურს არ უნდა შორს გაგზავნა გრძელ გზაზედათქო, დაე ჭამოს ბლომათ რომ გასძლოს ვინემ მეორე საყვირს ანგელოზისაგან საშინელ სასჯელის დროს ის გაიგონებს:

აქა მულანურმა უანბო ისკანდარს; როგორ შეაშინა იმის ცოლმა იუსუფი და დასასჯელად იმისი პირის ფარისევლობისა და სიქალაჩუნისა გაგზავნა შეკრული ელოდეს ხვალ დასჯას; ისკანდარ ცრემლამდე იცინოდა როდესაც ახლათ მეგობართ ისაუზმეს მულანურმა მიიკრა გულზედ ხელი სტუმრისა და მასუკან შუბლზედ აი შენ მე მყეხარ აქა, და აქა; უთხრა მან ესწრაფე იყო გამოსადეგი შენთ ერთ ქვეყნიერთა მე მივდივარ სხვა მხარეს და სხვა საქმეზედ, ვინ ჰსძლევს ბედსა? ერთს გადმოუყრის ქვეყანაში აბაზებს, მეორეს ტყვიებს, ჩემ ტყვიას ვერავინ მოსჭრის ფოლადად მშვიდობით მეგობარო გახსოვდეს მულანური:

ვითა არვე გარეულთა ტრედთა, ერთი ერთმანეთს გაუსწორდნენ დასნი რაზბონიკთა ტიგის ხეობაში, კლდენი განცარიელდნენ ისკანდარ ჩაიყვანა ცხენი სადავით იმ ქვაბთან, სადაც აჩვენეს ჰაჯი უსუფი მინაზედ დაგდებული შეკრული ხელებით და თვალებ აკრული ადექ დამოემზადე სასიკვდილოდ უთხრა ისკანდარმა ბოხის ხმით იმას უნდოდა გაეთავებინა კამედია დაწყებული მულანურისაგან მთრთოლარე ვითა ხის ფურცელი, ჯერ ოთხზედ წამოდგა, მერმე მუხლზედ წამაიჩოქა უსასცილოესი არა იქნებარა ქვეყანაზედ მოსაგონებელი იმის სახისა მრთელი სახის ფეროვნება ანუ სიწითლე შეკრებულ იყო ცხვირის ნესტოზედ, თითქო იყო მორჩენილი მიუალსალაგს დიდროვანნი ულვაშნი, ჩამოკიბულნი ვითა ფრთენი ცხვირისანი იყვენენ აბურძვნილნი და გასვრილნი ტალახითა. მოპარსული და ვერ დაპარსული წვერი გამოჩნდებოდნენ განწირულობითის აღრეულობით ჩაცვივნულ ლოყაზედ და მით უმეტეს გამოაჩენდნენ მისსა სიყვითლესა, ის იყო გაღეღილი თითქო კრანტნის გასაჩხრეკელად, და ის ნაზად გამოიშვერდა ცისადმი მაჯაში შეკრულს თათებს და ისე საბრალოთ ჰსთხოვდა შებრალებას რომ უნდა სამი სარტყელი შემოერტყა კაცსა თორე ერთი გაუწყდებოდა სიცილით; ანგელოზო აზრიალ ჰყვიროდა ის დაიცე ჩემი თავი ჯერ არ დამწიფებულა სასიკვდილოდ, რა შეგცოდე მე შენ? ჩემი ნება არარის მულანურ ბრძანა შენი სიკვდილი იმან თქვა ის უსჯულო ჰაჯი–უსუფ როგორც მღვიძარე ლომი ომობდა ჩემს მეგობარს ყაზი მაჰმადთანაო მე უნდა სისხლი ვიძიო ჩემის ამხანაგებისაო. რომელიცა დახოცა დერბენდიდან ჯარის გამოსვლის დროსაო.

ვინა? მე ვეომებოდი ყაზი–მოლას ჯარსა? მე? შევარცხვინე საფლავი იმის მამა პაპასი, ვინც მაგისთანა ტყვილი ჩემზედ მაიგონა: – მე ალლახ. ალლახ. რას არ მოიგონებენ მაბეზღარანი არა ჯანიმ ყურბანიმ მე მაგისთანა კაცი არა ვარ რომ ვეომო მართლ მორწმუნეთა ყაზიმოლას ჯარი შემოერტყა დერბენდს. უზბაში ყვიროდა გალავანზედ. მე კი შმიგ ბაზარში, ჩემი ყარაულობის დროს ხვრინავდი ღამე სადიდებელად წინასწარმეტყველისა მართალია შევცოდე თოფი გავისროლე სამჯერ, და ისიც მასინ როდესაცმტერი იყო ერთ აღაჯზედ, ხმალი კი არა ამამიღია ვალადი აზიმ. ბილაღი ქერიმ არ ამამიღია აბა თითონ შენ ნახე განა ამოღება შეიძლება? მამიჩემის დროს ქარქაშს შეეხორცა, მე თანახმა ვარ მაგით თავი გამაგდებინონ გრძელი დღე მექნებოდა, და რისთვის ვიომებდი მე ყაზი-მულასთან საუცხოვი კაცი იყო, წმინდა კაცი იყო, იმიას რომ თავები არ ეჭირა ოტიკსა და ციბუხისათვის მეც იმასთან შევერთდებოდი: –

კიდევ მულანური ამბობს, ასეთი მხურვალე შაგია: რომ ჩვენ ძმას სუნთან ერთის ფიალით წყალს არ დალევსო, და მულანურმა ფიცი თქვა დახოცოხ ყველანი ვინც ალიას ახსენებენ წინააღმდეგომარისა. – აი დავაგლიჯე წვერი იმ ალიას. იმას და თორმეტ ხალიფთა რომელთ ჩვენი მოლები უძახიან იმამებად რაები არიან ჩემთვის: ფიე. არაფერი მტუერი, ფუჩ ზად, როგორი შაგი ვარ რომელი მხრიდან ვარ მე შაგი. მაშინ ვლოცულობ მე. როცა არ ვიცი სად წავიდე, ყურებს დავიცვავ იმისთვის რომ ალიას სახელი არ გავიგონო, მე სულ არას დავდევ წამიღოს თუ მე დავდევ რასმე და ხელებსაც არ ჩამოვუშვებ თეძოებძედ, მე თქვენსავით დავიწყობ ხოლმე სუნით ურათ, წყალსა არა ვსვამ, ტყუილს ვერ ვიტყვი არავისთან არა ვსვამ, მე დაბადებით სნეული ვარ, წყლის შიში მჭირს, როგორც ცოფიანს, მაგრამ აბა ოტკა მომიტანე არა მთუ თქვენი ძმა მრთელი სალდათის გოჭიც ვერ დალევს. ჩემოდანს აბა ეს ჰკითხე ჩვენ ფერგადბეგსა ჩვენში ის პატიოსანი კაცია ღირს რწმუნებისა და ასეთი მამალიც არის. რომ რუსებშიც ეძებოთ ვერ იპოვნით მაგრამ თითონ გატყდება და გეტყვით, რომ დავათრობდი ხოლმე და დავაძინებდი, ვალახ ბილახ მე არა ვარ შაგი. მე სუნი ვარ შიგნიდან და გარედან, განა კაცები არიან შაგები.ფიე. დავარჩე სომხურ ტიკებში, იმათი ურწმუნო სულები: –

და უმეტესი დანაშაული რისთვის ბრძანა მულანურმა სენი სიკვდილი: ისკანდართან მეგობრობისათვის, რომელიცა არის იმის მოსისხლე მტერი, ჰაჯი უსუფმა. მოიგონა და წამოჰყვა შაღდაღზედ ჩემს მამულში. ჩემს უკითხავად რაგაც შაგის ჯადოობისათვის, ყმაწვილი ბიჭს ისკანდარსაო? აბა რა უხარიანო: მრთელ ქვეყანაში საყვირით ჰყვირის და ანბობს რომ არის ამხანაკი კეთილ ზნიანის და უღირსის დერბენდელთ ჭაბუკისაო. იტირე იტირე უსუჶ თავი შენი მეგობრისა მოიჭრა შენზედ ადრე: –

მოიჭრა? იქით ჰქონდეს გზა, იმ ქალაჩუნასათვის მომატებული ნივთი იყო თავი ვის უნდა უთხრათ მადლობა, რომ ჩავარდა მულანურის ხელში. მე არა უნდა მითხრათ მე განგებ მოვიყვანე ის მახეში, მეგობარი, საიდან მოიტანეთ ეს ანბავი, კარგი მეგობარი მიპოვეთ იმისი, ნახევარ კუპატზედ გავყიდი და ერთ კუპატსაც ზედ დავდებ, ღვთის გულისათვის მითხარ? ვინ მაიგონა რომ ვითომ ისკანდარ არის კეთილი ზნიანი უღირსესი ჭაბუკი. აი დავწვამდი გაცხელებულის მაშით, იმ ცრუს ენას. ისკანდარ ასეთი ლოთია ალლახმა ყველანი დაიფაროს, პირველ მაჭარს ვინ მიულოცავს რუსებს სომხების ბაზარში, აფიცრებში ვინა ჰსჭამს და ან ვინ აქებს ღვთის წინააღმდეგს ღორის ხორცსა კიდევ ისკანდარ–ბეგი. ლეკურს ვინ ითამაშებს ხოლმე ვისაც გინდა ნაბადზედ ხალიჩას კი არ ვიტყვი ბაღში ვის უძეეს ბალიშის მაგიერ დაირას ისკანდარ ბეგსა, ჩვენში ეშმაკს თუ არ უკოცნია ისკანდარისათვის და თქვენ უძახით წმინდა ჭაბუკს აი დავწვი წვერი იმის დედისა: –

აი შე ცრუვ ძაღლის თაო. არ გეყოფა რომ ტყუილად გააშაო ისკანდარი შენ დედაზედაც ხელი მიჰყავ. დეე ვისაც გინდა აგინე, დედას მაგრამ შენს ლაპარაკს არა აქვს აზრი არც თავი განა ისკანდარის ჰქონდა წვერი: –

ღმერთს გეფიციბი ჰქონდა, ჶეთალის შახზედ უფრო გრძელი: თუ იმას არ ეპარსნა განსვენებულმა რავდენი სამართებელი წამიხდინა იცის მხოლოდ ჩემმა სალესავმა მხოლოდ სხვა არავინ: მე არ მინდა დავიკვეხო კეთილი საქმეები, არა ნუ მარცხვენთ ნუ მაბრალებთ რომ მე ისკანდარის მეგობარი ვიყო უარ ვყოფ იმას, იმის გვარს და ნათესავს, რათ იქნება ის კეთილი კაცი. როდესაც იმი მამა იყო ამკლებელი. დედა სულელი და ბიძა ხარაზი: –

დავიღალე ყური გიგდო შე ცრუო: წაიღე თავი ხანჯალი მზათ არის: – ოხ შემიბრალე შენი მონა შენი ერთგული ძაღლი, მაშ ჩემი სიკვდილისათვის მაინც მაყურებინე? უყურე შენს სირცხვილს, უთხრა ისკანდარმა და ჩამოგლიჯა საკრავი თვალისა: –

მასხარა იყო იუსუფი, და სიკვდილი არ უყვარდა, შეგიძლიანთ გამოიხატოთ იმისი გაოცება როდესაც ნაცვლად ჯალათისა, იმან ნახა თვის წინ მოცინარი. პირი ისკანდარ ბეგისა, როდესაც ნაცვლად ხანჯლის სრიალისა იმას მოესმა მხოლოდ ყვედრება:–

რას მიყურებ მე. თითქოს ჩემ შუბლზე გინდა წაიკითხო სახელი ალლახისა, შენა ხარ ღორი საძაგელებით გატენილი, ტიკი ტყუილისა ტალახიანი გზა ცოდვისა, ბაზრის დუქანი უგუნურებისა აბა თქვი აბა მითხარ თვალწინ, რომ მამაჩემი იყო ამკკლებელი და ბიძაჩემი ხარაზი, მე ვლეკურობდი ნაბადზედ? ვიწექ დაირზედ, – რა გგონიათ უსუფი დაიწვა სირცხვილით, შეკრთა და აირივა, ძალიან ცუდათ იცნობთ თათართ, მეტადრე უსუფსა წინაა მღდეგ ის იცინოდა და ეხვევოდა ისკანდარსა: –

აბა ესე ვარ ჰა, ანბობდა ის გავაჯავრე თუ არა ჩემი ისკანდარი, ვიცი პასუხი მასხარობისათვის თუ არა რაო ძმავ დაიწვი თუარა, მერე ნუ სჭამ სხვის ტალახსა, ნუ მიაყენებ ეკლიან ბურჯზედ ცხენსა, დაუგე ბადე შავარდენს დაიჭირე ყვავი, რა საკვირველია იპოვე ვინ მოატყუო და პირველ სიტყვაზედ გიცან შენს ხმას გავარჩევ, თუ გინდა რომ მოიგონო იყმულო და იკნაო ათას კატასა და ძაღლებში:

აი შე ვერცხლის წყალო დაუჭერელო შენ ფილთაქვითაც ვერავინ დაიჭერს ფილში, კარგი ვთქვათ რომ მე მიცან, ვთქვათ რომ მე მამატყუე შე უსჯულო ქალაჩუნავ როგორ აახსნევინე იარაღი მულანურის ცოლსა როგორ მიუშვი რომ დედაკაცმა გაგცარცვა: –

ფიე, შენ გინა ღილებ შეკრული ვიყო მშვენიერის თვალწინ ვისი საქმეა ტანათ გახდა, ვაშკაცისა, თუ არ ლამაზის ქალისა, აბა ტყუილათ ვანბობ. ძალიან ძნელი საქმეა რომ მე დავდნი და ასეთი მშვენიერია და რომ ყველა მივეცი იმას ჩოხიდან გულამდის, ვნახამდი შენ რას იქმოდი თუ შემოჰყრიყავ, იუზ ბიუზოლანდა პირდაპირ, დადის თითქო, ბუზმენტსა ზომავს, ლაპარაკობს, თითქო ოქროს გაძლევს.ორი თვალი და ცვინი, ამას თითქო ახო ჯიმ. ალიფი და ნუნი ტუჩი ასეთი პატარა ჰქონდა როგორც მარგალიტის სადაფის პირი და იმის სარტყელი მე ბეჭდათ გამამდგებოდა: –

დიახ შენ უმეტესად თუ თითი ცხვირის სისქე გექნებოდა კარგი დაასრულე ტყუილი ჩქარა მე არამცალიან მაშ შენ სიყვარულით შეაკვრევინე ხელები? –

ჩემო სულო ისკანდარ აბა მე რავქნა რომ ასე რბილი გული მაქვს არა თუ თასმითა იმას რომ ბეწვით მივეკარ, მაშინ მე ქვეყნის კუთხემდისინ წავყვებოდი მერე რარიგათ უხდებოდა კაცური ტანისამოსი ფადიშახს მე მგონია არა ჰყავს, იმისთანა ლამაზი ნუქრები:

კარგი კარგი შემოირტყი შენ იარაღი მულანურ ბრძანა რომ გადაყაროს ამისათვის რომ არ შჰყაროს იმის ამხანაკებს ქალაჩუნობა, მე დარწმუნებილი ვარ, რომ შენ ჩემ წინ არ ილაპარაკებ ამ შენს ანბავს, როგორ იღამურე ამ ქვაბში სენ სანუგეშებლად გეტყვი რომ ჩვენი შემთხვევა მომზადებული იყო წინათვე. მულანურ და მე შევიბენით მაგრამ ხევში ჩავარდა: –

წავიდა ისა? ეხლა შორს არის: ჩავარდა ხევში ჰუ? ეშმაკმა კიდე ვერ მოსტეხა კისერი, რომ მიწას ქვეშ არ ჩავარდა, როცა იქნება მე ჩავაფურთხებ იმის თოფის ლულაში. დავაწყებინებ თოხარიკად სიარულს, ჩასველებული მქონდა თოფი. მე გუშინ ვაჩვენებდი რომლის ასოებით იქმნება სიტყვა ხარაბ. დაღუპვაა თუ შენ გუშინდელსავით დაუწყებ ქების შესხმითა ის ადრე მოკვდება სიცილით და შენ შიშით განა არის რამე ქვეყანაზედ, რომ შემაშინოს ვალახ ბილახ თალახ. მე ჩემი თავისა თუ შემეშინდება: –

მასთანვე ორნი ბეგნი, ადიოდნენ მულანურის ნაჩვენების ბილიკზედ, თუმცა თვალით იყო ძნელი, მაგრამ მოგზაურნი ვერ ხედვიდნენ საწინააღმდეგოს: ასე ბევრს რაცხს კაცი შეუძლებელს მიუალს და მიუწდომელს: მაგრამ როდესაც საჭიროება მტკიცე ნება მიგვიზიდავს ჩვენ ვპოებთ რომ შეუძლებელი არის მხოლოდ ძნელი, მხოლოდ საშიში. ეს მინდა, ნახევარი შემიძლიან, მიაწია რა ახლოს შაღდაღის თოვლისა ისკანდარ ბეგმა მისცა ცხენი დასაჭერად უსუფსა, და თითონ წავიდა: სპილენძის კოკით მთის თავზედ მზის სხივს გაედნო ზემო ფიფქი თოვლისა, გამოესახათ ყინულის ტყავი რომ ელიცა შეადგენდა ძნელსა ასასვლელსა არა დამაბრმავებელსა სიბრწყინვალე მზისა, გამოსარკეებული თოვლიან თაბრუს ასხავდა ისკანდარსა ბედბიერად რომ საღდაღის თავი არარის შაქრის თავისაებრ არამედ არის მოკვეთილი თავი ავიდა რა დაღალული დაეცა ისკანდარი თოვლზედ, რომელიცა არა იყო დატკეპნილი უკუნით არავისაგან გარდა ანგელოზთა: –

ფრიად, წმინდა არს აუტანელ წმინდა არს კაცისათვის ჰერი ცისა არს დამაბრმავებელი სიბრწყინვალე სხივი მზისა, მიწისა შვილისათვის საჭირო არს უთუოთ სიორთქლე მიწისა სასუნთქებელად ამისათვის არის საჭირო რომ შეუმუსროს ანუ განჰფანტოს ნათელი, რათა შემდგომათ დასტკბეს მით, მას არ ძალუძს დალიოს წყარო სათავეში, თითონ. ჭეშმარიტებაცა არს წყარო რომელნიცა მოსწყლავს, სიცვითა ანუ ალითა, აუტანელითა, ესრეთ ისკანდარ ბეგ იყო დაღალული მთისა შაღდაღისასა; გული ლბილ ექმნა ჰერის სითხელისაგანა თვალნი იყვნენ გარდასხმულნი ნათლისა ზვირთთაგან, გარნა უკეთუ იყო დახშულ თვალთაგან სხივ ბრწყინვალისა მზის კლიტითა, ზირს ქვეყანა განეფინებოდა მით უმშვენიერესად, მშვენიერად დაეხატებოდნენ მთელი მხარე დაღისტნისა, ყველა იყო მყუდროებით გარეშე მთის სიმაღლით არავინ ჰსჩანდა არა ისმოდარა, იქ ვერ მიფრინდებოდა ლუღლუღი კაცობრიობის სიცოცხლისა, და აიქვეყანამ დაიძინა ისკანდარის გულში. ქვეყანა რომელიც და ჰაქვს კაცსა. თავისთან განუშორებელად ველურ უდაბნოში, და სამღრთოსა სალოცველს ტაძარში მიზიდული ამა მთის წვერზედ ვერცხლ უყვარულობის სურვილითა რათა მისქვთეს საყვარელს ქალსა; იმან იგრძნო მოწყლულმა, ცის ჰერისა მადლითა ვითა უღირს იყვნენ ერთა რწმუნება იმის განზრახვისათანა უბედურება გლახაკთა, გვალვისაგან გარე მოერტყა და შეუვიწროვა გული, იჭვი რომელიცა თვალ წინ გამოუჩნდებოდა ხანდისხან ღვთის სიუხვეზედ, გარდაექცა იჭვად თავის თავსა წმინდას მუჯამარში სათნოება ალლახსა, საკმეველი ლოცვისა ძმათათვის; და ის დაემხო დაჩოქილი და მხურვალის ცრემლითა და სინანულითა ლოცულობდა თავისა თვის ცრემლითა სიბრალულითა დაღისტნელთათვის; და სასურველ აურაცხელმა ბნელმა გრძნობამან სარწმუნოებისამან აღავსო სული მისი, აავსო კოკა თოვლითა გადაუკრა წმინდა ტილოთი პირი, და საღმრთოულისასიბრთხილითა დეშვა ქვევით, ჩასვლა უძნელეს იყო ასვლაზედ სიბრთხილით მიიკრა ჭურჭელი სავსე იმედითა რომელსაცა უნდა მოერწყო გამხურვალებული ველი, ისე ჰფიქრობდნენ დერბენდელები ისე ჰსწამდა ისკანდარსაც; მივიდა რა უსუფთან, არ უპასუხა იმის მასხარობას, ის იყო მოცული მაღლის ფიქრითა ტვისგან სამღრთო აღსრულებული საქმე გარეეხვეოდა, რა გარე მას გამოუჩნდა სახე მისა, კეთილშობილურ ამპარტავნებად: ჰჯი უსუფს უკვირდა ასეთი გამოცვლა:

ვაჟო მზე ხომ არ უჭამია იქა, ამბობდა მასხარა, თავისთვის რომ ეშინიან არ გავარდეს კბილებისაგან ერთად ლაპარაკთან, ან იქნება ჭანდრაკი ითამაშა ანგელოზებთან რომ ასე გაამპარტავნდა აი დავთესამ მარილსა იმის წვერში დეე მარტო მარილი ამოვიდეს მე რამენაღვლება რომ ესრე პირქუში გახდა, როგორც მშიერი ყადი მარხვაში, აბა მე რა დამაკლდება თუ ენა გაეყინა იქა? ყურები ხომ არ გაჰყინვია მე მაინც ვილაპარაკებ, ვნახამ როგორ დამიშლის ლაპარაკს, და თითონ ყურს არ მიგდებს:

ეტყობა უსუჶსაც შეემთხვა რამე. სხვა შეემთხვა იმან აღასრულა თავის აღთქმა, ბევრს ჩქარობდნენ ჩვენი მხედარნი მაგრამ შუაღამისას ძლივ მიახწიეს, დაკეტილი დერბენდის კარებს ძრიელად უცემდა გული ისკანდარსა, შიში, იჭვი იმედი, ხან აამაღლებდნენ ხან შეავიწროებდნენ მის გულსა; ჩამოჰკიდა ხის შტოზედ კოკა, ისკანდარ მჭუნვარედ უყურებდ ხან კედელს ხან ბნელ ღრუბელსა ველთა, საგანთა გამოჰკითხავდა პასუხსა, იქნება თუ არ იქნება; მხიარულობით დაინახა დასასრულ მსუბუქნი, ღრუბელნი და ვიდოდნენ ცაში ჰხედავ უთხრა იმან, წიხლი ჰკრა მძინარე უსუჶს აბა შეხედე იმი სრქასა:

რას უყურებ ბუტბუტებდა მძინარე, დაკალ და შეწვი ჩემი ზუმბა ამოიღე თოფისა, ჩქარა მწვადი შეწვი: – მე მთვარეზედ გეუბნები უსუჶ?

მე ასე მეგონა ცხვარზედ ლაპარაკობ მეთქი ოხ რარიგათ მშიან, მთვარე? რა ეშმაკებს ვაქნევ მთვარეს თოთქო ერთი წელიწადია გემოთ არა მინახავსრა:

შენ მხოლოდ ჭამაზედ ჰფიქრობ, გრძელ ფეხ წეროვ, აბა თუ შენ ჩემგან გაიხარო რომ ცაში ღრუბლები დადიან: –

და შენ ქვის გულო ჩემგან არ მოიწყენ, რომ ჩემ მუცელში ჭიანჭველები დადიან, ღეუბლები? საკვირველი რამ არ ნახა, ჭამე რავდენი გენებება; მართლა შენ ხომ ციდან ცამოხველ, მე ისუფრო მიამებოდა, თუ ცაში შემწვარი ხოხბები დაფრინავდნენ, ჩამამეცალე თუ ღმერთი გწამს,დამეხსენ სიზმარში მაინც ვნახამ ვახშამსა; მოიცა მოიცა ჰაჯი უსუფ ხომ არ გრძნობ მიწაზედ სინოტიეს: –

მე მხოლოდ ვგრძნობ გვალვას ჩემ მუცელში; ასეთი გვალვა არის რომ მგონია, ბებერამ თავის ქსელი გააბა: უსუნ იახში ოლსუნ, დილა კარგა ყოფნისა. მან დაამთქნარა და დაიძინა; დილით ადრე ჰნბავი ბედნიერად ისკანდარის, მოსვლასა და წყალი მოტანის ელეკტრიულისა ნაპერწკლისაებრ გაუელვარდათ გულთა დერბენდელთათა. ყოველსა რასაც ძალ ედვა, არათუ ლაპარაკი ლუღლუღი იწყეს ყვირილი ყოველს რასაც შეეძლო ცოცვა არა თუ სიარული შეირხა, მეჩითის მეიდანი იყო სავსე ხალხიტა;ელოდნენ გამოსვლასა ყოველნი, და აი შემდგომად ლოცვისა მეჩეთში ყველა მოლები და ღირსნი მოქალაქენი ბაირარებით დაწერილნი ყორანისა ლექსითა. განგრძელიებთ წინ აღურაცხელი ხალხი, გაემართნენ ზღვისაკენ ისკანდარს მშვიდად მოჰქონდა კოკა, მაგრამ უნდა გენახათ ჰაჯი უსუჶი. ახლად მოპარსული ახალის ჩოხით ყურზედ ულვაშ დახვეული: ყურთუმაჯ შეყრილი. დიდებულად მოვიდოდა დააწესებდა თითქო თავისას მარხვიდა ვისმე ხან იმას გაასწორებდა ხან პატარა ბიჭებს დააწყობდა რიგზედ შევიდოდა შუა ხალხისა ლაპარაკობდა სასწაულებზედ რომელიც შაღდაღზედ ნახეს ზოგს ეუბნებოდა, რომ ასე ახლო ვიყავით მცაზედაო, რომ ხურიათ ცხვირ დაცემინება გვესმოდაო, მეორეთ არაწმუნებდა რომ მოლანურის ყურები მოვიტანეო? უმეტესად იმის სიტყვით ბევრი ჭირი გადაიხადეს დათვისა და გველებისაგან, ტყავი, გავაძრე ერთხელ ხლმით დაცეხილსა, მაგრამ შეჩვენებული ცხენი მიფრთხებოდა და ვერ წამოვიღე შაღდაღზედ ერთ ალაგზედ გველები ჭილობივით იყვნენ დაწნულნი და ქვები დავაყარეთ და ისე გავიარეტო. ის დაჩუმდა მხოლოდ მაშინ როდესაც ყურს არავინ უგდებდა ამისთვის რომ თოვლი ჩაასხეს ზღვაში: –

დილითგანვე მოჰქროდა მთის ქარი ცა იყო გადაფარებული ნისლისა ზეწრითა, გარნა წვიმისა ღრუბელი არსად ჰსჩანდა, შემდგომად გრძელისა და ცრემლიანის ლოცვითა, მოლათ უფროსთ უნდოდა რომ ჩაესხა კოკიდგან ბედითი თოვლი ზვირთთა შინა; კასპიისათა, ისკანდარმა შენიშნულებითის აღსრულებით უთხრა მირჰაჯი ფეთხალის; აღა? მოიგონე შენი აღთქმა, მაიგონე შენი პირობა მიუგო მან დაცინებითის ღიმილით ბედი შენი ამ კოკით არარის წვიმაზედ ჰკიდია: –

შენ მე მინდიხარ. თუ ღმერთს უნდიხარ... და ანბობენ ვითომ შეასხა ზღვამა ზვირთი ქვასა. როდესაც ჩაესხა ნაკურთხი წყალი მის სარეცელში შეესხა ადუღდა და შავნი ღრუბელნი გამოგორდნენ თაბასარანის მთიდან ვითა ფიქრი ისე დაეყრდნენ დერბენდისა გორასა, მაგრამ ერთბამად ფართოდ მოიქნია ფრთები ფიცხლად გაფრინდნენ წვრილ წვრილად, იქუხა შორს, ბუქმა მოიცვა გარეშე, ფურცელთა მხიარულად შეიბერტყეს მტვერი მუსულმანთ ქალები გამოაჩენდნენ სახესა ქარის სინიდისზედა რომელიცა მოგლეჯდა მათ ჩადრსა. ყოველთა ხელი ყოველთა თვალი აღახილეს მისაგებებლად, რომელსაც ელოდნენ რომლისათვის ესრეთ ლოცულობდნენ და საშინელმან ღვარმან წვიმისამან იწყო დენა დაალევინა სურის ნაკადითა გამხმარ მიწას, შეანოტია განმხურვალებული სიცხითა ჰაერი არ შეიძლება დერბენდელთ მხიარულების აწერა, ქუდნი ჰსცვიოდნენ მაღლა. და წყალში ყვირილსა და ლოცვასა არა ჰქონდა დასასრული, ყველანი ეხვეოდნენ ურთიერთს ულოცვიდნენ; მაგრამ უმეტეს მხიარულ იყო ისკანდარ ბეგ: იმას წვიმასთან ჩამოუვარდა ლამაზი ცოლი. წამოუდგნენ უფალთ ფილასოფოსთა და ბუნების გამომცდელთა გამოცხადდა ამ მოწოდებულ წვიმას შეემთხვა თუ ჯადო, მე ვანბობ საქმეს რომელს თანადამწრე და მოწამე ვიყავ: –

გემჩე ნამერდ ქურფისიდინ, ყოი აფარსინ ჩაი
იათმა თილკიუ, ყიჯირსინ ასლან ანი
ნუ გაივლი მაცთურის ხიდზედ; უმჯობესია მდინარემ წაიღოს:
ნუ დაწვები მელის ჩირდილში, უმჯობესია ლომმა განგლიჯოს.
ლექსი ანდაზა

რა არის სიჭაბუკე. უსიყვარულოდ; რა არის სიყვარული, უსიჭაბუკოდ ბრწყინვალედ ანთია სანთელი წმინდა ჰაერში და რომელი ჰაერი სჯობია გაზაფხულსა ცეცხლი ვერ აენთება უავდროდ ვერ იცოცხლებს ჭაბუკი გული უვნებოდ, სადაც გინდა იყოს მართალია მაღალნი არიან კედელნი მუსულმანთა სახლთა მაგარნი კლიტით, მაგრამ ქარი იქაც მისწვდება, ღრმად არიან მწოლარენი გულნი მათთა მშვენიერთა დახშულნი, ათასის წინათ მსაჯულობილს გადაჭედილნი ათასითა პატიოსნებითის ზნეობითა, მაგრამ სიყვარული ვითა ჰაერი იპოვის იქაც გზასა ქიჩქინეს უკვე, უყვარდავერ გაებედნა თავისათვის აღიარებინა ისკანდარ–ბეგი, შეექმნა სატრფიალო ცნებად დღის, სასიამოვნო ზმანებად ღამის, ჰკერავდა ოქრომკედის ტყავის სატალეს ან ქორის საბუხრეს თავის მომავალისათვის, ის ფიქრობდა ეს რომ იყოს ისკანდარისათვის ყარა გუზდარა შავთვალასთვის, როგორ სიმხიარულეს შეხვდა, როდესაც პირქუშმა ბიძამ გაკავრებულმა უთხრა, რომ ისკანდარის საცოლე ხარო გულმა დაუწყო თრთოლა თითქო ტრედი გაშვებული თავისუფლად ასე აღუსრულდა თავის საიდუმლო სურვილი, მისი უსახელო იმედნი შეიმოსნენ სჯულიერის სახელითა. ახლა იმას შეუძლიან ამპარტავნებით მიიღოს ყვავილნი და მილოცვანი თავის ამხანაკებისაგან და მათთან მჯდომარე ჰკერავდეს მზითევს ხარხარობდეს და ლაპარაკობდეს თავის საქმროზედ. რამდენიც იმის გულში ენებება, ახლა იმას არავინ დაუშლის გაიზმონოს ტანზედ საქორწილო კაბა. და განამეორეს ჩვეულებითი მიმოხვრა პირველისა ნახვისა განაქროს ის. რაცა მხოლოდ ისიც მეუღლობისა მყოფობა და განამრავლოს მილიონებად სიტკბოება, ყოვლისა რაცა არ იცის, მართლა თუ არის ბედნიერი ქვეყანაზედ, მაშინ არიან საქრმო და საცოლე: –

მუსულმანს ისე ძალიან არ უნდა, უხაროდეს ცოლის შერთვა: ამისთვის რომ იმათ შეუძლიანთ ოთხი ქორწილი, მაგრამ ისკანდარმა ეტყობა იცოდა, და იქნება წინათ ჰგრძნობდა, რომ მუსულმანი იშვიათად დაასრულებს პირველ ნაწილს, ოთხ ნაწილიან წიგნსა, ქორწინებისას, და ამისათვის ისწრაფდა დამტკბარი იყო, პირველითა, ის დარბოდა ასე რომ არა გრძნობდა მიწას ფეხ ქვეშ სიხარულითა, იმან დაღალა თავის მამიდა ყიდვით, და ჯილდოთ თავისა რომ არ შეეძლო გავლა ახლოს სასძლოს სახლისა. ეს არის აკრძალული ჩვეულებისაგან, არ დასცრებოდა რომ იმის საკუთრებითა ეფიქრებინა, ამ ახალ ხალიჩაზედ დასჯდება საკერავითა მოაჯირზედ, ამ სარკეს წინ ჩემი კიჩკინე პირველად დაინახავ თავს ლამაზ პირს ერთად მამაკაცის პირთან, ამისთანა ოცნებას არა ჰქონდა დასასრული:

მაგრამ ისკანდარ გაზაფხულის ყინულზე აშენებდა სასახლეს: თვისისა ბედნიერებისასა, მაშინ როდესაც ის იყო მზათ დაეფერა ოქროს გუნბათითა, ბედი განუშლიდა თვისსა საშინელსა ხელსა დასაღვეველად; ჩვენი კავკასიის იქით მხარეს მორწმუნენი ალიასანი ხშირად მოდიან თავრიზიდან და ისფაანიდან, მოგზაურნი მქადაგებელნი. მოლანი აუხსნიან ყორანსა უანბობენ წმიდათა ცხოვრებასა სასწაულითა თვისის იმამთა პირველი დრო ამა ორატორთა მეზღაპრეთა და ჯამბაზობა იქმნება ხოლმე, თვვესა მუღარემს რომელსაც დღესასწაულობენ ოცდა ათ წელიწადში ერთხელ, ამ თვეში პირველის დღიდან, შვიდნი დღესასწაულობენ, სახსოვარსა ძესა ალლიასასა, რომელიცა შემდგომ მამის სიკვდილისა წინააღუდგა იეზედის ძეს მოავისას ხალიფატისას, მაგრამ მაგრამ შემთხვეული ქერბელის ხეობაში მეიდნის გზაზედ ქაფაში იყო დამარცხებული ეზეიდის ობეიდ ალახისაგან, და იქ მოკლეს 10 დღეს მუხარემს 61 წელს გიჯარისას ამ შემთხვევის დრამატულათ წარმოადგენენ შიითნი დიდის სიმდიდრითა და ხანდის–ხან გრძნობითაცა ღამე ატას ლამპრითაგან, ანბავმა ჩვენმა დაიწყო შემდგომად ამ სარწმუნოების ტრაღედიის შემდგომად უსეინი იყო შვლიებით დაკუწვილი. დანაშთენი სახლეულობანი გაიქცნენ თავი მისი იყო წარგზავნილი ვითა ტორფეი (ნიშანი) გამარჯვებისა მექაში, წინაშე ბრწყინვალის თვალის ხალიფა ეზედისადმი მაგრამ იმით არ დასრულდება წარმოდგენა შემდგომად ორი კვირისა, მეიდანზედ ბედსა ლტოლვილსა უსეინის ჩამამავლობითა და უსეინისათვის მიმრთმევსა წინაშე მრისხანის ხალიფის ტახ ტიხა, მოქმედებისათვის ამა დღესასწაულისა მოსული თავრიზიდან მულასადექი დარჩა ერთ თვე დერბენდში მოქალაქეთ თხოვნითა და უმეტესად ვერცხლის ხმის თხოვნითა მულლა სადექ იყო ორმოცდა ხუთის წლისა, მაგრამ უყურებდა ხარისხებით დადიოდა შედგომით თითქო, 70 წლის ბებერი, იმის ლაპარაკი ეგრეთვე მდუმარება იყო გამოქარგული ალლახის სახელებით და ალლახ ით ველი ალლახ ღვთის წმინდისას კრიელოსანს აჩხაკუნებდა თითქმის სიზმარში: საზოგადოდ მისგან გამონათლდებოდა სიწმინდე დასუნელებდა ვარდის ზეთით თითქმის ოც ბიჯზედ გარეშე, მეგობრობდა არა მრავალთა ფულებს მიიღებდა ყველასგან. ჭეშმარიტად იყო სათნოებანი კაცი შეურაცხჰყოფდა ფულის მიმცემს უარითა, და კიდევ თანახმა გახდა (კეთილისეული) მიიღოს შემდგომად დღესასწაულისა ხათილის გათავებისა, მთელს გონების და ტანის ოფლისათვის: ათიოდ თუმანი თეთრი ფული მეჩითის სახარჯოდან არა აკმავა ამითი. იმას უნდოდა თავისი ცხოვრება დაესაფუძნებინა რომლისამე ქორწინებითა, და შეიტყო შორითგან სად გადაუგდოს ჩანგალი აცმული, წითელის სიტყვითა გადაწყვიტა მიიქცეს მირჰაჯი ფეთხალისადმი რომლის დისწულსა ჰქონდა კარგი მამული მზითვად:–

შეეპარა მას ქვეუდნობით აქებდა მისსა გონებას და ცოდნას მის სიბრძნეს და მშვენიერ მეტყველობას: – და აგინებდა რუსებსრომ არ იცინიან, განარჩიონ ესრეთი ღირსება, რომ იმათის მოწყალებითა ჭეშმარიტნი ტომნი იმამნი თანასწორ შეიქნენ გლეხებთან დახე რომ ია ალლახ, ალისგან დაწყევლილნი სუნნი ჰსხედან მასთან გვერდით, და თუ ემსახურებიან რუსთა მხარეს ბოროტსა და უსჯულოსას მაშინ ხშირად განკარგულობენ ამირებზედ როგორც უბრალო ერზედ– აი ვაი დაიყვირა მან. მოვიდნენ უკანასკნელნი წელნი სასჯულებისა,გამონათლდება თავთა ზედა მალიად შეირხევა თევზი ხუთ, რომელზედაც დგას ქვეყანა, და გარდააგდებს თვისაგან აბა ბუდესა გველთასა, ამა ცოდვისა ქვაბსა მართლ მორწმუნენი ამპარტავნობენ ჯვარითა, და თემლაკი უღირსესი შეიქნა წვერზედ, არვიცი მართლა რა დაემართებოდა ამ დერბენდის ჩალხსა, თუ შენ მირჰაჯი არ ემსახურებოდე ღერძად სარწმუნოებისა და სიბრძნისა, პატიოსანი კაცი ხარ. წმინდა კაცი ხარ, ჭეშმარიტი უსეინი, არ ჰსჯდები დივანში გაურეცხელ სომხებთან და ურწმუნო ღორის მჭამლებთან დონღუზ, ედიან ქიაფლარ. არ გინდა გაიშაო სული არც მელნით და არც თოფის წამლით იმათ სამსახურში, შენი თაღია პოლტიკა არის ნაღები მეცნიერებისა. მაგრამ მე ერთი რამ არ შემიძლიან ჩემ თავში ჩავდო, ერთი არ მინდოდა დამეჯერებინა მოწამენი არიან, გაზარეთი ალიე. წმინდანი ალიასანი. უბრალო სულელი ხალხი ყარა ხალხს: როტავს ვითომ აძლევ შენ დისწულს უწვერულს ვიღასაც ბეგის ლეკვს, ნუზი ბილლახ, საფარველი ჩემთანაარს უფლისა? უთხარ ჩემ თავს ყურში, ეს არ შეიძლება ასეთი კეთილ სამღთოიანი კაცი როგორც მირჰაჯი. ფეთხალი არ ჩააგდებს ტალახში წინასწარ–მეტყველი მარგალიტსა, არც მისცემს თავის ძმისწულს უბრალოს ვისმე არ შეურევს უბრალო სისხლთან სეიდის სისხლსა ველმახმადული ალლიახ ველია ილლჰე ილლია ჰე. ეს აუსრულებელი საქმე, რომ ასეთი ქელბი ალის ასეთი ძაღლი ალიასი მიუშვებს შეაჭამოს უკუდო კატას. სამოთხის ფრინველი ის ქალი ალლახმა მისცა საფარველ ქვეშ, ხეირ არა, ბუხოშ თფალის, ეს ხუმრობა არის, ბირ ფიქრიდი რაღაც, მოგონება ის დაბადებულა ცარიელ საზანთროში. და კუდიან ქარს გაუქროლებია ბაზარში, ტყუილათ შეაყრიან ფეთხალის ესრეთ მტვერს წვერში, მე ეს არა მჯერა რაც არ შეიძლება,– მაგრამ ეგ მართალია უთხრა ფეთხალიმ ასეთის სახით რომ თითქო მოასწრეს სხვის ვენახში. –

და მან უანბო მულა სედექსა: როგორ და ვითარ იძულებულიყო. მიეცა თანხმობა ამ ქორწინებაზედ, მასთანვე შენიშნა მან რომ იმის ძმისწულს არა ჰყავს ღირსი საქრმო აღამირებში სულ ბერები არიან, ან ასე ღარიბნი მულა სედექმა ჩამაისვა ხელი წვერზედ, სამჯერ ჩამოარაკუნა 99. კრიანოსნის მარცვალი და თქვა: -

ყოველი აღმოავალს უფლისაგან, და უფალთანვე მიიქცევიან განა არარიან ღირსნი უსეინისანი მხარესა ერანიისასა სპარსეთში, კურთხეულ მხარეს სეიფთა საუფლოს–წულოში, მზე ორჯელ ამოდის და ჩადის ვილაეთში შიხინ შახის სამფლობელოში. მაშ ვეჟო ნეტა ერთსაც არავვის უნათის, შენი ძმისწული თვალში ფეხანბარ ყაიზი ფეხანბარ ოი წმინდაო წინასწარ–მეტყველო ოი მცნებაო წინასწარმეტყველისაო, თუ გინდა რომ შეირთო ნათლიერი მთოვარე ბრწყინვალისა დილისა ვარსკვლავისა. მე გამოგიგზავნი ჩემ ბიძაშვილს მირ ფეიზულას თებრიზით ის არის საჩვენებელი თითი, მეცნიერებისა ზურმუხტი მშვენიერებისა: იმის წვერი არის მესამე შემდგომად შახისა. და ასეთი მდიდარია რომ ინდაურთ მარგალიტს უყრის და ასეთი მშვიდია როგორც მუთაქა, საუნჯეა კაციკი არა, ვალლახი ბილლახი, ჩვენ ქალაქის ბაზარში რომ ჩამაივლის ხოლმე თითქმის ვისაცკი თვალები ამოთხრილი აქვს ისინიც კი უყვირიან გუზიმ უსტუმ, ვაჭარნი თავს უკვრენ ვინ შაქარლამას, ვინ ქიშმიშს, ერთ მუჭა თანბაქოს უფეშქაშებენ ერთი არავინ მიახლოვდება, თუ შენი ძმისწული გათხოვდება იმაზედ მაშინ თითონ ხანუმნი აბანოში, ხაზი თქვენ თახიანის ქალაქის ამხანაგიკი არარის: –

ამა წინათ დადებამ უალერსა ფეთხალის ამისათვის რომ იცოდა როგორ პატივცემულ არიან: სპარსეთში აღა მირნი, და ისკანდარის შურით, მაგრამ ჯერ კიდევ იყო იმაში ნაპერწკალი სინიდისისა, იმან უპასუხა შეუძლებლობითა, ქიჩქინეს დედის მხრიდგან, კამენდანტის მხიდან, რომელიც ნებას არ აძლევს გადასახლებას რუსეთის მამულითგან, მასთანვე რას იტყვიან მოქალაქენი, ნადიალარ ეს დიდი საქმეა აღმოსავლეთში, Ee e qu en dirn-tent უჭირავს აღვირით პირველი პეტრებუსელი მცხოვრები პეკინისა, და შამახიისა, ეს თითქმის არის სინდისი კაცთა უსინდისოთა:–

რას იტყვიან დაცინებით უპასუხა სადექმა, იტყვიან რომ შენ ჭკვიანი კაცი ხარ, შეენდობა ვინც შესცდება, გარნა გასწორება შეცთომილებისა საქებელია. და მართლათ ვსთქვათ რა სამსახური გიჩვენა შენ ისკანდარმა. გარნა უიმისოთ ალლახს წვიმა არ მოუილენია, შენ იმან მახეში გაგაბა, მახეში დააგდე მარტო შენი კუდი. როგორც მელა, და წადი მისგან, ვინემ მრთელი საუკუნო თავსუკრავდე მტერ კაცსა, და მე გასწავლი შენ როგორც წინასწა–მეტყველის შემწეობითა მორჩე აღთქმასა, რომ არ გახვარო შენი პატიოსნება, უარი უთხარ ისკანდარს: და დააგდე ხმა ქალაქში რომ ვითომ შენი და სასიკვდინოთ ავათ არის, და აღქმა თქვა რომ თუ მორჩება თავის ქალი წინასწარ–მეტყველის ჩამომავლობას მისცეს, პირველი მაგალითი ის არის დერბენდში, შენი და კარზედ არ გამოდის, და სახლშიაც ასე ჩუმია როგორც თევზი. და იმას დააბრალო ყოველი ფერი, სარგებლისათვის ალიას ტომისა. თუ როტავს დაიწყებს შენუნდა შეირცხვინო განა შენ არ იცი რარიგათ ჩაამტვრივა ეუბ. ალეღი სელიამ (იობმა კურთხევა იყოს იმის თავზედ თავის ცოლი; ამისათვის რომ ის ურჩევდა თაყვანიეცა შეითანისათვის, განა ქიჩქინეს დუდა შენი ცოლია, არც მეოთხედი, და უფრო მცირეა ვინემ არფერი შეაფურთხე იმას! კომენდატი? თქვა ოხვრით ფეთხალიმ:–

კამენდატი შენ რას გიშლის, განა საცოლე ფარჩაა, რომლის წაღება აღკრძალულ იყოს დეე გინდა ღკრძალულ იყოს. განა არ შეიძლება კამენდატის მოტყუება, ბილეთი რომ ჰსთხოვო სპარსეთში ნათესავების სანახავად წასვლისა წახვალ მშვიდობით შენთვის, გაუარის მოტყუება სულ ერთია რომ ალიას გულს ერთი ბაჭერი მოუმატო სამი ცოდვა სულითგან მოგაკლდება: შენ სახელი დაგრჩება თუ შენ არ გეყოლება თეთრი აქლემი ეშმაკზედ რომ შეჯდე და ძღვენი მიიტანო ქაბაში მექის ტაძარში: –

ორთა ფარისევლთ დაჰკრეს ჴელი პირობისა. დილაზედ ისკანდარს დაუბრუნეს ნახევარი ქებინი.ისკანდარმა კინაღამ ყურები დაიგლიჯა, რომ დარწმუნებული იყო ხომ არ ატყუებდნენ ისინი, დაბრუნებული პარკი სავსე ფულითა დასამტკიცებელად ედვა წინ; იმის მამიდა აჯა ხანუმ ასე გულით ილანძღებოდა რომ ის სიტყვა მასხარობად არ მიიღებოდა, პირველად დაყრუებული მოულოდინელის ამბისა ის იჯდა გაყვითლებული უსიტყვო გაშტერებულის თვალით როგორც ახლად გარდაცვალებული გვამი. მაგრამ მალე აუდუღდა ჭაბუკის სისხლი, და გარდამოესხა ღვარდ მღელვარებისა და წყევლისა; კაცი მყოფი ასე ახლო ბედნიერებისადმი რომელიცა უევე ბაგისადმი მიიტანს ტკბილს ფიალით და ნაცვლად სურვილისა სასმელისა შესვას მწარე სირცხვილსა; გარდაესხას გაუბანელი კდემა ამ გვარი აფეთქებდა თვით ყინულიან გულსა, არაოდეს საყვარელი არ გვეჩვენების, უმშვენიერეს ვითარ ჟამსა მას, როდეს მოგვტაცებენ ორგულებითა ანუ ბედითა, მაშინ სიყვარული გაეზრდება მთლისა მოშორებისა შიშით, და სიცოფე მოშორებისათვის აღდუღდება ყოვლით ვნებითისა ალითა; ისკანდარ მცოფრებდა დაამსხვრია თავის მინის ყალიონი, გადააგდო ფანჯარიდგან სარკე, დახივა თავის მუქთა გააგდო კისრის ცემით თავის ნუქერი, რომელიც მოვიდაუდროოდროს სამსახურისათვის; ის დაეცა დაღალული მაგრამ მრისხანება არ განჰქრა ძალასთან ის ღეჭდა ბალიშს და სტიროდა, დასასრულ გონებამ დაჰძლია მაგრამ თუ მრისხანებამ თუ უიმედო სიყვარულმან დაუტევეს თავი არა ნაკლებად უგლეჯდნენ გულსა, მოტყუებული თავის სჯულიერის იმედსა შინა სამი დღე და ღამე არც ეძინა და ვერც სჭამდა. გარნა დასასრულ აზიურმა ბუნებამ შეაორკეცა ბუქიანი მრისხანება ნელს დაგიანებულს სისხლ ზღვევად; ანგარიშობდა და უარ ჰყოფდა, ხანჯალი გულში და ყველა აღსრულდებოდა, მაშინ ქიჩქანე იქნებოდა მისი საკუთარი, ერთის თვის გაქცევის შემდგომ. ეხლა სხვა დროა; ეხლა უნდა ისკანდარ ღრმათ დაფიქრდა ამაზედ, რა უნდა? როგორ უნდა? და იმის წინ დიდიხანია უსუჶ იდგა, მართლა რომ გამორიცხოთ კვეხნა და სიქალაჩუნე ჰაჯი უსუჶ იყო კეთილი ქმნილება, ამხანაკის ჭუნვამ შეარხია ისა, თუ რომ ჰსცოდნოდა ტირილი იტირებდა, უყურებდა რა მდუმარე ისკანდარს ის ნელად შეეხო მხარზედ მას, თუმცა იყო ჩაცმული როგორც ახალი მოსული ქაშენგ ფრანტითებრი ზისა, მაგრა მოესალმა ხარისხების ხმითა: –

ნა–ხაბერ, რა ანბავია. ჰკითხა ისკანდარმა განღვიძებულმან მრისხანებისაგან; სამი ხომალდი მოვიდა პურით, ხალხი მხიარულობს თუ რომ მოსულიყო სამი ხომალდი თრიაქით მოსაწამვლელად მრთელის დერბენდისა, მაშინ მე უმეტესად გამიხარდებოდა, ვინემ მრთელ ხალხს; შემიბრალე ისკანდარ აგრე რამ გაგიჯავრა შენ ხომ არ უნდა მიჰბოძო ეგრი აბუ თალებსა, რომელსაც აკვანში ვიღასაც გაუჯავრდა და ახლა მრთელ ქვეყანას გვერდზედ უყურებს? მოვიდა წავა? შენ გაიგონე უსუფ? შენ უთუოთ გაიგონებდი, აბა მიანბე ჩემზედ რას ჩურჩულებენ დერბენდში: –

არაფერს არას ჩურჩულებენ. მრთელ ბაზარში და ჯვარედინ გზაზედ; დაირას უკვრენ, და ჰანბობენ რომ შენ უარი გითხრა ქიჩქინას დედამაო; დედამ? საძაგელი ეს ფეთხალი, მჰოვკლავ და მთაში გავიქცევი. განა ყარადაღი შენი ბიძაა. გეტყობა შენ არ გიღეჭია ფეტვის ჩურექი სულო ჯან ისკანდარ, ძალიან დიდი საქმე გგონია, სიკვდილი და გაქცევა. დასიბერის დროს შორითგან უნდა ლოკდე მშობლის ქალაქის კომლსა, ანასინი ბანასინი, ეს რა სჯობია კარგათ გაჩეჩქო ფეთხალი. და მერე ჰიდა ბაქოში იქ თუ შენ ცოლის შერთვის სურვილმა შეგკაზმა გამოსცადე თვე იყიდე, საუცხოვო ჩვეულებაარის მეთელ მგზავრთაღვის საუცხოვია. მეც ერთხელ შევირთე ოთხის თვის ვადით. და დიდება ალლახსა გამოვექეც ვადამდის, გამიხარდა რომ ფეხები მრთელი წამოვიღე, რომ მეძინახოლმე მეშინოდა, მომგლეჯს ცხვირსა ალერსითა ასე ჩემო ისკანდარ გამოსცადე შენა მართალს, ვანბობ თუ არა, და როდესაც მობრუნდები გინდა სანაძლეოს დავდებ, შენ მადლობისათვის ფეთხალხ ფეშქაშს მიუტან. რომ დისწული არ მოგცა... ისკანდარ მდუმრად იყო, სულო ჩემო ყვავილო ისკანდარ–ბეგჯან, შენ არ გესმის თითქო ყურები წყალზედ გაგეგზავნოს, და ესე მოწყენილი ხარ, რომ თიქო(თითქო) შენ გულს შეუყარეს ფელაქი და ფეხის გულში მიირტყეს, საკურველი რამ ნახე საცოლე ერთი მუჭა ოქრო გადაყარე ქუჩაში და დაიძახე, გელ, გელ, გელ. მოირბენენ მაჭანკლები ქათმებივით, მოგწყინდებიან ცოლები გამიგონე, მოგწყინდებიან, ისკანდარს არა ესმოდარა: –

და რისთჳის სწუხარ შენ აგრე ისკანდარ? რა გასაკვირველია შენი საცოლე. იქნება მშვენიერი გეგონოს, თვალი ერთი დიდი აქვს მეორეზედ და თითონ ასეთი შავია რომ გაღარიბდები ფერ უმარილის ყიდვით, და მერე მგონია ცალგვერდა არის განა ერთხელ მინახამს ძმაო? ისკანდარ ბეგმა საყელოში ჰსტაცა ხელი უსუფს: –

შენ ის ნახე? სადა ნახე შენ ისა? როგორ გაბედე შეხედვა შენის ლოთის თვალითა? მითხარ საძაგელო! როდის როგორ ჰსჭამე შენის თვალებით? ალლახის გულისათვის გამიშვი ისკანდარ–ბეგ–განა ვერ ხედავ რომ გეხუმრები, შენ იცი რომ თვალები ჯიბეებში დამაქვს, და ჯიბეები დაჩვრეტილი მაქვს: და რა ეშმაკებისათვის დაუწყებ ყურებას ორ ფეხიან სადაფებს, აი დაიკარგნენ ისინი, მე მაგისთანა მიწის მხვნელი არა ვარ. მე უფრო ნაზის თვალებით უყურებ თხის ტიკს სავსეს ყიზლარულის ღვინითა ვინამ ქალებს, ეი ნუ შეირთავ ცოლს ისკანდარ–ბეგ, ბევრ ჭირს გადიხდი თუ შეირთავ შენ ასეთი იჭვიანი ხარ რომ ალახმა დაგიფაროს, რუსებთან მეზობლათ შენ მთელი დღე და ღამე ყარაულობა მოგინდება, და მრთელი დღე როგორც რაღტარჩი დაუწყებ სინჯვას, ვინ გამოდის და რა გამოაქვთ შენი სახლიდან? რა კაცები არიან ეს რუსები რაკი სახლში დააყენებენ. ნახამ პატარახანს უკან გაუმეგობრდებიან ჩვენ ქალებს,ვაშლივით წინ მიუგორდებიან მარგალიტისავით დაეფანტებიან და მერე იცნობ შენ მულა–ქასიმს, აიმ გამხჭვალს ნადირს, რომლისაც ჰანბობენ რომ ტყავი გააძრეს საიდუმლო წიგნის ჯეჶირისათვის[1] მერე ჩემო აღავ. ამ მულა–ქისიმმა ბებერმა იჭვიანმა იყიდა ჭირი თეთრ ჩადრში გახვეული, და თვალს არ აშორებდა, რა გამოვიდა იქიდან? კვირაში სამჯერ გაუღებდა კარებს. თავის ლამაზს ცოლის ამხანაგის ქალსა, და კარებში იჯდა რომ ცოლს გამოიცილების დროს არსად შეეხედნა–ეს ამხანაგი ქალი, რუსის აპიცარი იყო ქალურის ტანისამოსით: –

ორთავ მეგობართ გვერდები დაიჭირეს სიცილით. კაცი ჩადრში გახვეული, ეს საგანგებოა, ეს საუცხოვოა გმადლობ უსუჶ შენ გაამხიარულე ჰანბით: ისკანდარ–ბეგმა კინაღამ გაჭყლიტა მოხვევნით. – მაშ მშვიდობთ ჩემო სულო მე ბევრი საქმე მაქვს, მე ამაღამ უნდა წარმოვადგინო ფირენგელჩიხი, ფრანგის ელჩი, ეზეიდის სასახლეში ადრევ უნდა ვცადო რომ როგორ ჩავჯდე ვიწრო შარვარში: –

დეე ეშმაკმა ქალამანი გამოიჭრას იმ გაურების ტყავიდან. ასე ვიწრო მუნდირის და შალვრის მოგონებისათვის. ასე ადვილია სიარული იმათ ტანისამოსში როგორც მანქანაში; ტყუილათ კი არ დააქვთ ყელზედ სახრჩობელა აი დავწვი იმათი მამა პაპას საფლავი ცეცხლივე დავასხი ჩემის ხელით, ნუ შემომეყრება არც ერთი რუსის მამალი ერთიანათ დავაგლეჯ ბოლოს კუთხიანის ფაფახისატვის მე შევაჭამე წიწაკა კამენდანტის ფარშავანგს მგონია თავის მარაოთი ვეღარ იკოხტავებს, და რუსულ ოტკასაც ერგება ჩემგან, როგორი ქაფური ვიქნები, თუ ოთხოთ სტაქანს არ გადავაგდებ? იახში ოლსუნ, ისკანდარ–ბეგ იახში ოლსუნ. შენ მნახამ რომ ამაღამ ხათილში გამოვალ რუსულ ქაფურად, ასე რომ სალდათები დამიწყებენ ყვირილს: Здравiе Желаемъ Ваше Блогородiе

მე ამას გირჩევ რომ შენი სახელი უსუჶ ალავერდზედ გამოიცვალო, და რასაკვირველია ალლახ ვერდი უცხო სიტყვაა, ღმერთმა მოგცეს ეს ღვინო: მაშ ეშმაკი ვერ წაგართმევს ოხ სამსახური სამსახური მწარეა ჩვენ მართლ მორწმუნულის ტანისამოსითა, და გაურებს ტანისამოსში სამჯერ უმეტესია, მერე ჰანბობენ რომ მე ცოტას ვემსახურები უმადლონი: –

უსუჶ გავიდა და ლაპარაკობდა თავისათვის, ისკანდარის სიგიჟეს გაგიჟდა საბრალო უთუოთ გაგიჟდა, ხან აუტანელი არის როგორც ცარიელი ბუთილკა, ხან იცინის თითქო ნაღილჩი მეზღაპარეს ყურს უგდებს, ხან მიჯავრდება თითქო კაპიტანი, ხან მეხვევა თითონაც არიცის რაზედ მებრალვის, და ვაშკაცურად შეიყარა ყურთმაჯი გამოვიდა რხევით ქუჩაში დაიმღერდა ლექსებს სახსოვრად უსეინის ომისა ქერბელეში: –

განგრძელება შემდგომ ნუმერში.

_________________

1 დაწერილი იეროგლიჶითა ალიასაგან. ყოველი ფერი რაც იყო და რაც მოხდება ქვეყანაში ასე ჰსწამთ ესე.

3 სწავლა და ხელოვნება

▲back to top


3.1 საბა ორბელიანოვის მოგზაურობა ევროპაში

▲back to top


საბა ორბელიანოვის მოგზაურობა ევროპაში

საკვირველი ჯარი იყო, რიგი მოდიოდა და რიგი მიდიოდა ჰრომში ძვირად დარჩა მაგისთანა თავ–ნაჩენი კაცი და ქალი, ყველა არ მოვიდა, მწუხრიდამ მეორეს საღამომდის ის მონასტერი სულ სავსე ყოფილა არაც ვინ იცის რამდენი ათასი წირვა იქმნა, შუა ღამეს უკან შუა დღემდი უფროსი ერთი მწირველი იქ მოვიდა იქ ჰსწირეს მრავალი უცხო შესამოსი და ბარძიმი ვნახე მრავალი უცხო სიმდიდრე სამი დიდი ტრაპეზი იყო სხვას ტრაპეზებს გარდა. ერთი აღმოსავალით, ერთი ჩრდილოთ და ერთი სამხრითა, სამხრის ტრაპეზში წმინდის ფრანჩისკოს ქსავერიოსის ხელი იყო ინდოეთის მოციქულისა: და ჩრდლოს ტრაპეზში მათი უფროსი წმიდა ეგნატი მთელი იყო, მისი დღეობა იყო. ის ტრაპეზი და მხარე ორს მილიონად იყო გაკეთებული, და ერთს დუკას ეთქვა ჩემის ფასითო, აღმასავლეთის ტრაპეზიც ასე გააკეთეთო. მაგრამ ჩვენის ქვეყნის კაცისაგან ის გაკეთებაც სანატრელი იყო რომელსაც მოშლას უპურობდნენ.

კბ. მკათათვეს, ერთი მათი მარიანობის თუჱ იყო, და წმიდის პეტრეს ჯაჭვის თაყვანის ცემა წაგვიყვანეს იმის საყდარში დიდი ეკკლესია იყო. და კარგა შემკობილი რვა სვეტი გრანიტისა ჰქონდა ოცდა ორი თეთრი მარმარილოსი თვითო ხუთი ადლი, უმაღლესი და მისვე თეთრი მარმარილოსი. უცხოთ გათლილი, და მრავალი სხვა რამე დიდს ტრაპეზს ქვეშ შვიდნი ძმანი მაკაბელნი და დედა მათი და ელიაზარ მათი მოძღვარი დამარხული და სხვა ნაწილები, კარგა გაკეთებული ზეიდან მარცხენის მხარესა ტრაპეზზე პეტრეს ჯაჭვის კოლოფიდამ ამოიღეს გვამთხვიეს ყელზედ, მოგვახვიეს, ესრეთი საკვირველი ეს ქმნილა წმინდა პეტრე ერთხელ ჯაჭვით ისერუსალიმს დააბეს, ერთხელ ჰრომს ის იერუსალიმელი ჯაჭვი ევდუქსია დედოფლისა თვის მიურთმევიათ, იერუსალიმს მისვლაში. და ევდუკიას აქ ჰრომს აქ თავის ქალისა–თვის გამოუგზავნა, ქალს ტავის ხელით პაპისათვის საჩვენებლად მიუტანია, და წმიდა პაპას გაუსინჯავს, და ჰრომაულიც მოუტანიებია, ორივ ერთად უნახავს ერთად რომ დაუდვია ერთმანეთს გარდაბმია, ეს ჯაჭვი ვნახე, იქიდამ სხვა ახლა წმიდა ფრანჩისკოს პავლაელის მომცრო ეკკლესია იყო, იქ მიგვიყვანეს, მაგრამ მარტო ტრაპეზზედ ოთხმოც და თექვსმეტი ასეთი ვერცხლის სასანთლე იდგა მოგეწონებოდა სხვას სამკაულს გარდა ერთის წმინდის ზიარების შარვანდედი იყო უცხოდ რომ გაკეთებული, გაკეთებული ეკკლესიის საქმე არ დაიწერება, რაც უცხო ვნახე იმას ვჰსწერ. იქიდან მოგვიყვანეს სხვას მონასტერში, დიდი და კაი მონასტერი იყო ოცდა ოთხი ფერადი მარმარილოს სვეტი ჰქონდა, თვითო ექვსი ადლი, მაგრამ ძირი და გვერდები, სულ მარმარილო იყო ფერადი, და ტრაპეზს ქვეშ სიმარტვილე უცხო გაკეთებული, სულ მარმარილოსი, ერთი მისთანა არ მინახავს, იქ ემარხა დიდი წმინდა სილიბისტრო პაპა მთელი. წმიდა მარტინე პაპა მოწამე მთელი. წმინდა ფლაბიანე პაპა მოწამე, წმინდა სუტურონ პაპა მოწამე, წმინდა სტერია ქალწულ მოწამე, კირისკოს ქალწულ მოწამე, წმინდა მარკის პაპა, წმინდა პაპია მარკოს, ლარგოს ლარგოს, მოწამენი, წმინდა ჩიჩინია მოწამე, წმინდა ქრისენცი მოწამე წმინდა ასატუროს ქალწულ მოწამე, წმინდა პალინოს ქალწულ მოწამე წმინდა მემია ქალწულ მოწამე, წმინდა ივლიანა ქალწულ მოწამე, წმინდა თეოფისტა ქალწულ მოწამე, წმინდა სოფია ქალწულ მოწამე, ბერძნების სასო, და აია–სოფიოსი და თავი რომ ამაზედ აღაშენა, კეისარმან იუსტინიანემან: წმინდა კირიაკი წმინდა იუსტინა, და მრავალი სხვა ურიცხვი, წმინდა მარტინე პაპას რომ ქვა მოაბეს, და ჰრომის წყალში ჩააგდეს, ის ქვა და ერთი სვეტი მაღალი, სულ მოწამეთ სისხლით სავსე. წმიდის სილიბისტროს პალატი, სადაც არიოზის გულისა თვის შეჰკრიბნა მამანი მის ჰამბავზედ თვარა ის ჰრომს არ იყო, ალექსანდრიელი იყო და წმიდის სილიბოსტროს ნაჯდომი ადგილი, ესები იქ ვნახეთ, იქიდამ მოგვიყვანეს ერთს დომენიკათ დედათ მონასტერში, ეკლესია მომცრო იყო, მაგრამ საკვირველად საკვირველი შემკული იყო, სულ ფერადი მარმარილო, მის მეტი რა გითხრა ვახტანგის კარის ეკკლესიად დავნატრე, მე მიმაძღნობინა მეთქი, მის ტრაპეზზედ წმიდას ზიარების კოლოფს ექვსი ლაჟვარდის სვეტი ჰქონდა თვითო ნახევარ ადლი სიმაღლე, და ცალი ცერი,და შუა თითი თუ შეეტყოდა, მაგრამ მრავალი უცხო ქვები და თვლები, აკატი და ამისთანები დათლილი დიდრონი, ზოგი მტკაველს ზედ ნაკლები იყო, მაგრამ თვითო მტკაველი ორი წითელი ქვა იყო წვრილად ჭრელი, არევით რაც ფერია, დიდს ხანს დახატული მეგონა იმ საუცხოვო ერთი ვერა ვნახერა, ვიკიტხე იმ ქვას რას ეძახდნენ, დავაშავე ვეღარ მივხვდი, მრავლის უხოების ნახვით აღარ გვაცალეს საკითევად, იქ ტრეპეზზე ერთის წმიდის ეკატერინას სახე იყო, თეთრი მარმარილო გათლილი ოთხს ანგელოზს ღრუბელზედ მჯდომი მიჰყვანდათ ერთი ქვა გრძელი და დიდი, ხუთი ადლი უნდა ყოფილ–იყო იქავ ეწამებინათ და ეკკლესიად აღეშენებინათ, ოღონდ ზეიდამ, ხით იყო დახურული თვარამ ან კედლები ან საკურთხეველი, ან სვეტები იყო, და სიმარტვილეც კარგა შეკრული ტრაპეზის ძირში როგორც წმინდა კეკელია მხედარი პირქვე გდებულ იყო, ერთი თეთრი მარმარილო ისე გაეთელათ, და ისე პირქვე მწოლარი იყო, ჰსწორად მწოლარი მკვდარი გეგონებოდა ზეიდან ორი ანგელოსი ვერცხლის მურასა გვირგვინი გეგონებოდა ზეიდან ორი ოქროს კანდელი იყო, თვითო ორი ლიტრა მგონია, და ასი კანდელი დღე და ღამე გაუწყვეტლად ენთება მისს საფლავზედ მაგრამ კანდელები სულ დაფერილი ბროწეული შუა გახეთქილი რომ იყოს, სულ ყველა ისე იყო. ოთხი პორფირის სვეტები, ტრაპეზის სალხინებელზედ და ოცდა ორი ფერადის მარმარილოს მაღალი სვეტი ეკკლესიაში და აქათ იქით, სხვა უცხო ქვების სვეტები იყო ჩამიყვანეს სამარტვილეში მარცხენას მხარეს, ერთი თეთრი მარმარილოს აუზი იდგა ზედ იმაზედ წმიდის ანესა ქალწულ მოწამის ტაბლა იდგა, რაზედაც საჭმელს ჰსჭამდა, და იმ აუზში იყო ნაწილი დონატო მოწამისა ერთი კბილი იაკობ ზებედის ძის ნაწილი, წმიდის კოსმან მკურნალის ნაწილი, წმიდის დალმატის. წმიდის სტეფანეს პირველ–მოწამის კლავის ნატეხი, სამოსლის ნახევი, და სხვაც მრავალი: შუა სამარტვილოში ტრაპეზის ძირში, წმიდა კიკილა, და მისი ქმარი ტიბერცია და მისი მაზლი ვაოენციანოს წმიდა კიკილას ქმარი არ უნდოა ძლად დიდს კაცს შერთეს ქორწილის ღამეს უთხრა ნუ მომიდგებიო, თვარემ ჩემთან ანგელოსია, დაგარჩობს, ქმარს ასე გონია სხვა კაცი ჰყვარობსო, უთხრა მაჩვენეო ის ანგელოსიო.და მეც ქრისტიანი შევიქნებიო. კიკილამ უთხრა. სანამ არ მოინათლები ვერ ნახო. გაგზავნა ქმიდა ორბანოს პაპასთანა პაპამ ასწავლა მონათლა.მივიდა კიკილა ილოცვიდა ანგელოსი გვერდსა უდგა მერმე იმან თავის ძმა მოაქცია. იმანაც ნახა ანგელოს და ყევლა ეწამნენ, წმიდა ორბანოც ეწამა. ერთად მარხიან, სხვას მხარეს ჩრდილოსაკენ, სხვა აუზი იდგა. წმიდა იოსებ მარიამის ქრმის ხელსახოცი, თომა მოციქულის ნაწილი. მაგრამ მაგდაბელის ჭურჭლის ნატეხი, სტეფანე პირველ მოწამის გვერდი, მაქსიმე ძენი ანასტასი მოწამეთ ნაწილი ანერმოს ეპიკოპოსის ნაწილი, ბენარდეს ლურსმნის სარტყლის ნატეხი, რემიჯიო ეპისკოპოსის ნაწილი. ესეები იყო, და პონტიანოსი მოწამისა და სხვა მრავალი, უკან მხარეს შავი მარმარილოს აუზი იყო იმაში წმიდის გიორგის ნაწილი, ევფემიას ნაწილი, მაკაბელთ ნაწილი. ივლაანე მოწამის ნაწილი. კვიპრიანეს ნაწილი. ანდრიას ჯვარის პატარა ნაჭერი, კიკილას სისხლი, ყოვლად წმიდის სამოსლის ნაჭერი იყო იქ ეწამებინათ. ერთს ორმოში ქვები იდგა. რაშიაც ზეთით აღდუღებულში ჩაეგდოთ. ესე დაგვიღამდა მართლა ვერ გავსინჯეთ. დედათ მონასტერი იყო, ვერც ქალწული ვნახეთ ღამემ აგვაჩქარა. – გამო ის წმიდის პაპის მონასტერი ვნახეთ, დიაღ ჩქარა ერთი დიდი მონასტერი აუშენებია. თორმეტი პატარი დგა, ხითასი კაცი და ქალი ვინ უძლური და ბერი უპატრონო ვისი ობოლია, და საწყალი. იქ მიიყვანონ ქალების სადგომი, საწოლი და საჭირო სხვა და სხვა კარი აქვს. ბერის კაცების სხვა. ყმაწვილებისა სხვა და უჭკოებისა სხვა მაგრამ უცხოდ გარიგებულია, არ დაიწერებოდა, სხმა ჭამა ტანსაცვამი ქვეშაგები, სულ წმიდის პაპისა არის:

კგ. მკათათვეს წავედით, წმიდის ფრანჩისკოს მონასტერში, მათი მონასტერი დიდი და კარგი, მაგრამ გლახანი არიან, მონასტერი კარგი აქვსთ, მაგრამ თეთრი გაგლექსილი, და აქა იქ კარგი ხატები და კაი ჯვარები, სხვა უცხო არა არისრა იქიდამ წმიდის ურსულას დედათ მონასტერში მივედით, ოცდა რვა ქალწული იდგა ჩვენ რომ ფრანჩადამ ქალწულები გამოგვყვნენ ოთხნი ისინიც იქ იდგნენ, მომცრო ეკკლესია ჰქონდათ. მაგრამ შვენიერი, იქიდამ წავედით წმიდის აგვისტინეს, სხვა რიგი მამანი არიან კაფუჩინებისავით შემოსულნი. ოღონ შავი აცვით, ფეხშიშველი მთის მონასტერში მივედით შუა ჰრომშია ქალაქს შიგნით ძნელია. დიდი ადგილი კაი შადრევნები, და უცხო წყაროები, სამოცი იდგნენ ეკკლესიაშიშეგვიყვანეს, მომცროობა ეთქმოდა. ოცდა ათი ადლი იქნებოდა მაგრამ მისის შენებლობის ადგილი არ ითქმის, არც მოიგონებდა, ოღონდ ამას დაგიწერ, ტრაპეზს წინ ერთი მთელი ქვა, ცამეტი მტკაველი, ჩემის ხელით სიგრძე. და ერთი ადლი იქნებოდა სიმაღლე მთელი აკატი იყო, თუ აკატს იკითხავ, აინალურიც აკატია: და სადაც ჭრელი იამანი იშოვება. აკატია წითელი თეთრით და ყვითლით ჭრელი იყო, და შვიდი ააქათ შვიდი იქით თვითო ადლი მეტი, იმავ აკატის ქვა მთელი, და სხვა, ფერი, მარმარილოს არშიები უცხოდ მოყვანილი იყო სხვები ძირს იყო და ორი პარაგოსი ქვა. თვითო. ც მარჩილად, ერთი მოწამე მარცხენას მხარეს ტრაპეზის ძირში იწვა ხელთავ პარაგონე შავი ქვა. გრანიტის ქვა ქვეშ შემოეგდო, სწორედ მძინარეს ჰგვანდა. ტოთხმეტის წლის ვაჟი წამებულ იყო კონკორდიო, უცხოდ და პატიოსნად, ოღონდ ხორცი, შესჭკნობიდა, საღამო ხანი იყო ქალაქის გარეთ გაგვიყვანეს მოგვატარეს მეორე კარამდი მაგრამ რამდენი უცხო ან პპირამიდიანი წყარო ან მონასტრის კარები ვნახეთ ვინ დასთვლის; გალავანს გარეთ ერთს კედელში მრავალი ძვალი ეყარა კაცისა მითხრეს ვინც უმოძღვრო მოკვდება ვირზედ დააკვრენ აქ ჩააგდებენ:

კდ, მკათათვის წაგვიყვანეს ისევ წმიდის კიკილას მონასტერში – წირვა მოგვასმენინეს იქ ერთი ფრენჭიფის ქალი ქვრივი იყო კარდინალის დედამ გვანახა მიალერსა მერმე მახარა ხუთი ჩემი ქალი ქრისდა ტეს შეეწირნენო ქალწულებად დაადგნენო და ორი ძმის–წულიო ჩემი ვაჟი კარდინალია მეც მათ ავბაძდიო ეს სოფელი გაუშვიო და აქ დავსდეგო მობერო დედაკაცი იყო ლამაზი ყოფილ–იყო მერმე წმიდის ბენედიქტეს ქალ–წულებმა გვნახეს ესენი თეთრით იყვნენ მოსილნი ხორცს არა ჰსჭადნენ ორმოცდა ათნი იდგნენ, მერმე სხვა სანაწილე გააღეს გვაჩვენეს გასაოცარი ნაწილი იყო მოციქულების ყველას ნაწილი, წმიდის ანდრიას ფეხი. იოვანე მახარებელისა ჩოხის ნაჭერი, იაკობის ჩოხის ნაჭერი წმიდის ფილიპეს მკლავი, თომას ორი თითი, და თავის ნატეხი ყველასი ცოტცოტა რამ, დიდი ანტონის თავი წმიდის საბას თავი, ზოგისა თავი, ზოგისა რა უანგარიშო უცხო გაკეთებულები, წმიდის ბერნადეს მაშია, წმიდის რომ კბილები დააგლიჯეს ის გაზი, მრავალი ურიცხვი და ცხრტა ასი მთელი მოწამის გვამი, იმ ეკკლესიის ძირში ემარხა, ის ეკკლესია ხით იყო დაბურვილი, მერმე გავსინჯე, მაგრამ მრავალი გასაკვირვალი ქვა იყო, და უცხოდ ნაქმარი, გვერდები ზოგი სოფიოთ დახატული, ზოგი ბერძულის ხელითა, ძველასგან სულ ბერძული სახეები იყო, მაგრამ საცა მონათვლა ვისიმე ეხატა, სულ თავზედდასხმით იყო, თურმე ფრანგებს, ახლა არ შემოუღია, ძველთაგანვე ჰსცოდნიათ, სვეტები სულ გრანიტის ქვა იყო, ორმოცამდის თვითო ექვსი ადლი, ამავ დღეს შუა–დღის წაგვიყვანეს, სხვა იეზოვიტების მონასტერში, დიდი მონასტერი იყო, ას სამოცდა თექსმეტნი მამანი იდგნენ, აგვიძღვა მათი წინა–მძღვარი, შეგვიყვანა ერთს კაი დაფენილს სახლში რაც ზღვის უცხო იყო თევზი, და დიდი ცხოველი ის გვაჩვენა, ის გვაჩვენა კროკოდილო და ვეშპის ძვლები, ერთი ზურგის მძივის ძვალი, გავზომე ვეშპისა. იონა რომ შთანთქა ცარიელი სიმგრგვლე, ორს მტკაველს გოჯი აკლდა აქათ იქით ფხას გარდა მის ყბა მაღლა ეკრა, ერთი მხარე სიგრძე მეტი ჰქონდა, ხორხს გარდა წინ წაშვერილი, ამ გვარები მრავალი უცხო: სხვა კარი გააღო, და ზღვის მომცრო ცხოველები, სულ მთელი იყო, სხვა კარი გააღო უცხო და უცხო სადაფი პინა და ამისთანები, და სხვაში სხვა და სხვა რიგი, ლოფოთქინის მსგავსი, დიდროვანი და უცხო სხვაში თევზის რქები და კბილები, მრავალ რიგი, სხვაში ირმისა, მარტორქისა, შვლისა, ჯიხვისა, არჩვისა. კამბეჩისა, გარეულის თხისა. და მრავლის უცხოს ნადირისა, ზოგი ორი ადლი სიგრძე. ზოგი მეტი უანგარიშო,ამ გვარები რქები დიდრონი ხარის რქები საკვირველად დიდი, სხვაი კოსტანტინუპოლის კაცი, როგორ მოირთვის ქალი როგორ იქაური მაშია, საქალო საკაცო. ურუმული კოვზები მათი უბის ქისა, და რაც მათს ქვეყანას იშოვება, და წესია, ის იყო ბერძნული ბერების ქუდები. მათი რაგინდარაები: სხვას კარში არაბისა სხვაში აბაშისა, სხვაში ინდისა, და მათი უცხოები, სხვაში ჩინისა, ამ გვარები, სხვა კარი გააღო ინდოური ცხოველები, ნადირები, ომაინი ხმელი, და ამ გვარები, სხვაში ჭიქები ზეთები იდგა შიგ ჩაეგდო ისე ეწყო, უცხო და უცხო გველები, უცხო და უცხო მსვენი და მხვლიკები, ღრიანკლები საკვირველები, ძაღლის ლეკვი, რომელსა რვა ფერხი ჰქნდა, სხვა პირუტყვის შვილი, თერთმეტი ფერხი ჰქონდა. უცხო ჭიები, ამგვარები ჰქონდათ: სხვას სახლში, ერთის თვის ყმაწვილი მოწყვეტილი,ორის თვისა,სამის თვისა, ოთხის თვისა, ხუთის თვისა, და მერმე მართალი ყმაწვილი: სხვას სახლში კაცის მუმია, და რაც მფრინველია, ძვალი განშიშვლებული, მაიმუნისა ნასნასისა, წვლილის ნადირების ძვლები განშიშვლებული, მაიმუნისა ნახნახისასა, წვრილის ნადირების ძვლები: ყვავილები, სხვა და სხვა რიგი კომლები, და პილოს ძვლის დათლილი ხეები, ყვავილები, სხვა და სხვა რიგი კომლები,სხვა და სხვა რიგი ყვავილები, ერთი ჯაჭვი იყო სპილოს ძვლისა მთელი შეუწებავი, ერთი მხარი ვერ იყო, წვლილი, ერთმანეთში გამოთლილი, ზედ ჯვარი ეკიდა მისივე ქრისტე ჯვარს ცმული, და მრავალი ამ გვარი იცხოები, მთელი ჭიქები პირ–ვიწრო და შიგ ქრისტე და წმინდანები და ყვავილები, და აგრევ შიგ სხვა დასხვა რიგი კაცები, და ომები, და გარეშემო პილოს ძვლის ყვვილები პირ ვიწრო ჭიქაში როგორ შედეგს: სხვაში უცხი ფიტები თაფლისა, უცხოდ ნაქმარი, უცხო კვერცხები ზოგი გრძელი, ზოგი აყიროს მჰსგავსი,ქათმისაგან დადებული, რაც რამ ამგვარი.უცხოები იყო: სხვაგან პილოს ძვლის დათლილი კაცი. და დედაკაცები ზოგი კერპთ ღმერთები, სხვაგან უცხო მარმარილოს ხეები დათლილი, სხვაგან პაპებისა და მეფეების სახეები და მათი საქმეები: სხვაგან კარი შიგნით, უცხო ქვები დატანებული იამანები, ეშმაკები აკატები ჭრელი, ზოგი კაცის სახე გამოყვანილი, ზოგი ფრინველისა, ხეტა და ყვავილთა, თავის აგებულებით ქმნილი, საკვირველები, კაცი გაოცდებოდა, სხვას კარში სარკით იყო მორთული, აქათ იქით, ერთ მწვანვილის წალკოტი, სანამ თვალი მისწვდებოდა, გარდააბრუნა, რაც ხილი იყო, ხილები გამოჩნდა, ისევ გარდააბრუნა, სულ სხვა და სხვა რიგი შაქრიელი გამოჩნდა, გარდააბრუნა სხვა რამ გამოჩნდა, სანამ თვალი მისწვდებოდა. რამდენჯერ გარდააბრუნა იმდენი სხვა გამოიცვალა: მერმე ერთი კლიტე დაძრა, სულ იმაში შადრევნები გამოედინა. სხვას კარსი ყიზილ–ბაშის მორთვა, ქაშანის ჭურჭელი ყუმური ჭურჭელი. და მათი საქმე, სხვაგან მორთვა, და ჩინურის იარაღი. იქ ნაქმარი სხვა რიგი. სხვაგან ალაბასტრის დათლილი ჭურჭლები, სხვაგან ცუდი თიხის ჭურჭლები, სხვაგან ისრები. ხლმები, ფარები, სხვაგან უცხო ხატები სხვაგან ძოწები, შავი თეთრი, ყვითელი წითელი. სხვა და სხვა რიგი ხეები, სხვა და სხვა რიგი საქმეები, უანგარიშო: წაგვიყვანა ერთს სახლში, შეგვიყვანა, ერთი მართალი ორღანო, რაც სხვა გვინახავს. ორღანო იყო ზეიდამ ჭედრები რაღასაც მუშაობდნენ კარი გააღო ამ პატრმა ორღანოს საბერველს ბერვა დაუწყო. ერთი ჩხირი დაჰსრჩა ერთი ბელბული რომ ჰყეფდეს. ისე დაიწყო ძახილი და ხან და ხან, ბულბულის ხმის, გამოცვლაზედ, გუგული დაიძახოდა, კუკუსა დაიჯერეთ მართალია, მერმე ორღანოს სათითურებმა, უხელოდ ძრვა შექნეს სამი ოთხი ხმა ასე დაუკრეს მერმე სხვა მხარეს. სხვა სახლი გააღეს, ერთი პატარა ორღანო იყო, სამი კაცი იჯდა, და ქალებმაც ძრვა, და მიხედ მოხედვა დაიწყეს, ორღანო უკრევდა, კაცები თამაშობდნენ და ქალებს სირჩა ეჭირა, ვითომ ღვინოს სხვამდნენ პირზედ მიიდებდნენ: სხვა კარი გააღეს, ერთი ჭახრაკი დაიძრა, სამი კაცი იჯდა ერთმა სოინარი აიღო კვრა დაუწყო ორთ ეძინებოდა, სხვას ადგილს ისევ ერთი შავი კაცი იყო ძაღლისა პირი, თვალსა და პირს და ყბას ინძრევდა ნაღარას უკრავდა გამოგვიყვანა ერთი კარი გააღო სარკის ჩარდახი იყო დავით წინასწარ მეტყველი მეფურად მოკაზმულიიჯდა, ქნარს უკრევდა ხმა ისმოდა მიიხედევდა მოიხედევდა, თავს მოგვიდრეკდა, წინ ორი კაცი უჯდა, ერთი სანთურთ უკრავდამ ერთი იმათს ტრუმბედიას მაგრამ ამის მეტი ვერ დავისწავლე მერმე მათი საწიგნე დამატარეს, მერმე სააქიმო. სააქიმოში ეს ვნახე ოცი ასეთი პორფირის ქვის ჭურჭელი იდგა, თვითო საპალნე მეტი, ზოგში ცოტად ნაკლები ჩავიდოდა, სულ თრიაქფარუხით სავსე, იმას ზეით სხვა ჭურჭლის ანგარიში არ მიქნია, მრავალი უცხო წამალი მაგრამ რად დამეწერა რა ვნახე ვარდის წყლის სახადი, ერთის ცეცხლით შვიდი რიგი სხვა და სხვა გამოიხდებოდა, ვნახე ძვირ ფასის არაყებისა, ერთის ცეცხლის სამოცდა ექვსი. რიგი სხვა და სხვა გამოიხდებოდა. ან ხელ-საფქვავი ან ზეთების სახდელი, უცხო რიგები, არ ითქმის:

კდ: მკათათვეს წაგვიყვანეს წმიდის პეტრეს საყდარში ძირს ცავედით, წმიდით პეტრეს საფლავი ვნახეთ. ზედ ჟამი ვაწირვინე მაგრამ მისი თქმა, და გაკეთება კაცისაგან შეუძლებელია, მერმე მაღლა გუმბათში აგვიყვანეს შიგ ქოთანში ჰრომის ქვეყანა, და ზღვა სულ ჰსჩანს, შიგ სპილენძის ქოთანში, ოცდა ათი კაცი დაეტევა დგომითა, შვიდასი ფერხი კიბე აიარს. რაც დავათვლევინე ჩვიდმეტი კუმბათია, სხვა არა მოისაზრებარა, მრავალი რიგი სახლები შიგ უანგარიშო მრავალი ოსტატი მუშაობდა იქ ვნახეთ სოფიოს კენჯის კეთება. იმის ქვას როგორ ამტვრევენ. როგორ აწყობენ როგორ ხატვენ, ცალი გუმბათი სულ სოფიოთ არის დახატული. იქიდამ შეგვიყვანეს პაპის სამწიგნობროში, მაგრამ ერთი უცნო მას არა შეედარებარა, თავად დიდრონი და გრძელი სახლებია. მერმე რომელიც კრება არის დახატული მაშინდელი წიგნები იმის ძირს, წმიდაების კრებისა თუ მწვალებლებისა თავის ხელით დაწერილი წიგნები მწვალებლების წიგნები, სხვა ყოვლისა რჯულისა. და ყოვლისა ენისა წიგნები იყო, მრავალი ვეძებე ქართული წიგნები ვერ ვიპოვე. არსად ჰსჩანდა, მაგრამ პაპის სახლები საკვირველება იყო, პაპის სახლების გარდა ის თერთმეტი ათასი სენაკია თავისის ფარდით, სკამით ტაბლით ყოვლის ფრით გარიგებული, მაგრამ ან შიგნით წალკოტი, ან გარეთ როგორ იქნება, ასეთი წყაროები იყო, შიგ წალკოტშითითო ორს წისქვილს დააბრუნებდა, და რამდენი რიგი უცხო შადრევანი ან სახლებში აბ სვეტებში, ან წალკოტებში ვინ მოსთვლის რამდენი უცხო სვეტი რამდენი უცხო ქვა:

კე. მკათათვეს, წამიყვანეს ერთი დომენიკანის დედათ მონასტერი იყო. წმიდის დომინიკოს დღეობაც იყო. მონასტერი მომცრო იყო, მაგრამ ჯარს ძლივ მიუვედით. მაგრამ წითლის ქამხის ფარდები იყო მოფარდაგული და ქამხას როგორცჭრელი აქვს, სულ ისე იყო. ოქრო–მკედით შეკერილი. ოროლის ძაფითა, მაგრამ შიგნიდამ სულობით ცის მეტი კედელი აღარა ჰსჩანდა მაგრამ სულ ასე ხალასად ნაკერი ფარდაგები ეკიდა. უცხოდ მძიმედ ნაქმარი. შვიდს ადგილს ტრაპეზი იყო სულ მხარი ვერცხლითა და სხვა სასანთლე. და კანდელი, და წმიდა ნაწილტ კოლოფი, არ იანგარიშებოდა, მაგრამ ხუთასი ლიტრა ბევრი მგონია, მრავალი უცხო ნაწილები. მაგრამ ჯარისაგან ვერა გავიგეთრა, წამოვედით ფრანგულის ანგარიშით ხუთი აგვისტო იყო, უწინ რომ ყვლად წმიდის მონასტერი დაეჰსწერე. თოვლის მოსვლა, ის დღეობა იყო, იმ დღესაც პაპას არ შეეძლო, ვერ მოვიდა, თვარა არ დააკლდება, და ზოგი კარდინალი წირვაზედ ყოფილიყო, და ჩვენ შუა დღეს უკან მწუხრზედ მივედით თვრამეტი კარდინალი იყო, სხვა ეპისკოპოსსა და ხუცებს გარდა, დიდი ეკლესიაც არის მაგრამ ჯარისაგან ძვრაც არ იყო, მარჯენა მხრის ტრაპეზზე მაღლა ლუკა მახარებლისაგან. დახატული იყო. და ერთს დიდს კუბოში ესვენა. სიონთა ღვთისაშობლის ტოლია, ძე მარცხენით უზის, თქვენც დაიჯერებთ. პატიოსნად შემკული იქნება, ის კუბოსც. დიაღ კარგად იყო შემკული ხუთნი კაცის ტოლ–ტოლნი ანგელოსნი იყვნენ, ის კუბო იმათ ეჭირათ, და ორი მომცრო გვირგვინი ეჭირათ. სულ ვერცხლით დაფენილი და ზევიდამ მაღლა თოვლი რომ მოვიდა, და წმიდა პაპა რომ ჰსთხრის და ვინ ააშენა, ისინი სულ ვეცხლი თავეთი ნაწილი.ხელთ უჭირავსთ, ოცდა ცრამეტი, ზოგი ხელი, ზოგი ფეხი, ზოგი სხვა ასო სულ ვერცხლით გაკეთებული, იმ ერთს ტრაპეზზედ ესვენა, და სასანთლე, და კანდელი ვინ იცის თვარა სხვა მხრისას არას ვჰსწერ, ეკკლესია სულ წითლის ქამხით მძიმე ყვითლის აშიით ახლო. ჩაკერებული მოფარდაგული იყო სვეტები და კედლები ექვსს ადგილს მგალობლები იყვნენ, ოხტს ადგილს ორღანო იკვროდა, სხვა საკრავი ურიცხვი. მაგრამ მგალობლების სიტკბოთ, კაცს ცნობა წაუვიდეს, ხან ერთი იტყოდა, წვლილსა. ხან ორნი შეაწყობდნენ,ხან ერთი წვლილი, და ერთი ბოხი, ხან ოთხნი, ორი ბოხი, და ორიწვლილი. ხან სულ ყველა ერთ პირად იტყოდა. მაგრამ ასე შემკობილი იყვნენ კაცი განჰკვირდებოდა, კაი ჯვარები, ოქროს საცეცხლურები, ოქროს შესამოსლები. ძვირ ფასები ეს ვნახეთ. ლოცვა დიდს ხანს იყო:

კვ. მკათვეს წავედით. ანდრია მოციქულის მონასტერში. იქიც თიატინელები იდგნენ.ორმოცდა თექვსმეტი, მაგრამ ერთი ეკკლესია ან სიკეთით, ან დახატულობით და სიმდიდრით, კიდევ უფრო, და განწყობილებით, არ მინახავს, მრავალი უცხოთ გაკეთებული ნაწილი იყო. ერთი ტრაპეზის საბურავი იყო. ზედ ოქრო–მკერდით შეკერილი: ჯერ იმ საუცხოვო არა მინახავსრა. არ დაიწერება არ განიშნო. და მრავალი გამოყვანილის ოქროს გვანდა იქიდამ წაგვიყვანეს, სამი გზა ერთად შეიყრება,შუაზედ ორი ეკკლესია, ორივ ერთმანერთის მჰსგავსი. მაგრამ შიგნით გარეთ უცხო და საკვირველად აშენებული წინ გრძელი მინდორი. მთელი, პირამიდი. და კაი შადრევნები დიდია უკუ საყარი. ადგილია, ქალაქის კარზედ, ახლა შიგნიდამ ქალაქში:

კზ.მკათათავეს, წავედით ბართლომე მოციქულის მონასტერში წოკოლატებს აქვს, რომის წყალი ორად განიყოფა. შიგ შუაზედ, ორმოცდა თხუთმეტი, წოკოლანტი დგას, ეკკლესია კარგია, მაგრამ სხვებსავით, შემკული არ არი ამისთვის რომ კაფუჩინი, და წოვოლანტი უფრო გლახანი არიან: და დიდს ტრაპეზსა ჰქონდა. ოთხი სვეტი პორფირისა, და სალხინებელი შეკრული, და ტრაპეზს ქვეშ მთელი პორფირის დიდი ლუსკუმა, შიგ ბართლომე მოციქულის გვამი, და ტყავი ნაწილი, ზოგი გაყოფილია,მარჯვენის მხარეს ტრაპეზს ქვეშ: წმიდა პავლინოს ეპისკოპოსი. და წმიდა ადალიბერდოს ეპისკოპოსი მოწამე. და ორი მისი დიაკონი მოწამე ესაფლავა მარცხენას მხარეს ტრაპეზში, წმიდა თეოდორა ჰრომაელი. ესაფლავა, და თომა მოციქული სპილენძის ტაშტით მოეტანათ. მისი ტოლი ზეიდამ ხუროდა ერთი შიგავ ლუსკუმაში იყო. ერთი ზეზე და ერთი ქვეყნის გვირგვინის ეკალი ჰქონდათ კარგა შემკული, და ქსენონი მისთანა ვერსად ვნახე მომცრო იყო, ასორმოცი კაცისა და მისთანა შემკული ეკკლესიაც ძნელია. კაი ხატები მარმარილოს სვეტები და ხარისხები ორღანო ქსენონში დიაღ კარგა იყო მორთული იმ მონასტერის ტრაპეზში. ემარხა, იოანე გლახაკი, და მარინოს, მისი ცოლი მართა, და მისი ორი ყრმანი. წვრილები ოთხივ მოწამედა წმიდა ერკონოს მოწამე მთელები. იქიდამ წამოვედით, წმიდის პელაგიას მონასტერში. კარგა შემკული მონასტერი იყო, მაგრამ წმიდა არავინ ესაფლავა, ერთს მხარეს ერთი მეფე ესაფლავა. პირდაპირ დედოფალი მისი მეუღლე, და მისს საფლავზედ ეწერა. აჩრდილი. მეორეზედ ეწერა, აღარც აჩრდილი. იქიდამ წმიდის ევსტათის სასახლეში მოვედით, მონასტერი იყო. მაგრამ ეკკლესია მაგდენად შემკული არ იყო ახლა ამ პაპას თავის ძმისწულის კარდინალისათვის უბრძანებია უნდა დიდი ეკკლესია აღაშენოს, და შეამკოს, წმიდის ევსტათესი. და მისის ცოლის თეოფისტესი. და მათის შვილებისა აღაპი. და აღაპისტოსი. ერთს ლუსკუმაში არიან და ზეით წმიდის ევსტატის თავია, კარგად შემკული, და ერთი მკლავი, და წმიდის ევსტატის შუბ ნაომარი:

კჱ. მაკათათვეს, წავედით იმავ დიდს მონასტერში. პაპის სამადლო რომ არის, იმ ღამეს ვერ გავჰსინჯეთ, მაგრამ ერთი ეკკლესია აღეშენებიბათ, და ჯერ არ დაეწმიდათ, დიაღ დიდი ეკკლესია იყო ჯვარის სახედ აეშენებინათ, წინ ქალ–წულების მარჯვნივ დედაკაცების სადგომი ათას ოთხასი, სული იყო, ამაების სადგომი ასე იყო მორთული, თავთავეთი გარიგებულობა ძირს სასარცხლო, მერმე სადგომი იმას ზეით წირვის მოსასმენი. იმას ზეით სნეულთ საწოლი, და სნეულს ვისაც ფეხზე დგომა შეეძლო, იქიდამ ცოტა წამოდგეს ეკკლესიაში წირვა მოისმინოს, ვისაცა არ შეეძლოს, იქავ სამწირველო აქვს იმას ზეით სასაქმე, რაც მოხელეა იქ საქმობდნენ, ოთხნივ, ზოგი ცალ–ცალკე. სხვა ტრაპეზი. სხვა და სხვა სამზარეულო, სხვა და სხვა წალკოტები, სხვა და სხვა წყარო, საქმობდნენ იქ მატყლს, და ხელსა. და კანაფს ჰსჩეჩდნენ, სამ ოთხ რიგად აწმიდებდნენ, ასთევდნენ, ქსოვდნენ ტილოს აშიებს ქსოვდნენ, მატყლს ჰსჩეჩდნენ, რეცხდნენ, ასორსალებდნენ, ასთევდნენ ქსელევდნენ, ჰქსოვდნენ, სტელევდნენ, და ღებევდნენ, კაი შალებსა, სკლატებსა და ამის თანათ. მჭედელი მეწყლე, მემაშიე, ფეიქრები, და ყოველი საწყალი იქ იზრდებოდა, სანამ ათის წლისა შეიქნებოდა, იმ სახელოში შეიყვანდნენ, იქ იყო სტამბა წიგნისა ფარდაგის ქსოვა მხატვრობა, და ამისთანაები წიგნის კრვა რომელს რა სახელო უნდოდა იქ იმას ასწავლიდნენ, ორმოციოდ გიჟი, და დედ მამის უარშიო იყო, თვითოს ფეხში ბორკილი ეყარა დაბმული იყვნენ, ჭახრაკს ასთრევდნენ ბამბასა და სამს ადგილს, კარი დაკეტილი ჰქონდათ, ერთი მღვდელი მათი მასწავლელი, და მოძღვარი იყო, თვითო სალოცავი, წიგნი და თვითო კრიელესანი ჰქონდათ, სამწირველო იქავ, და დღისით, წირვას არ დააკლდებოდნენ, ალოცებდნენ, ასთვევინებდნენ, მათს საკადრისს სასმელს საჭმელს მისცემდნენ, აღსარებას არ აკლებდნენ და კვირაში რამდენიც აქიმს გაერიგებინა ცემას არ დააკლებდნენ, და ღამით თვითო სენაკში რკინის ფანჯარაში შეაგდებდნენ, ქვეშაგები მზა და დაუკლეტდნენ კარებსა: იქ ვნახე საიას რომ ჰსჯანდრევდნენ, ორი ქვა ერთმანერთზედ მობმული, სამი მხარი სიგრძე, სამი მტკაველიხით გაკეთებული, დიაღ მოგვეწონა, წმიდის ფრანჩისკოს სადგომი ყოფილ–იყო, წირვა მივისმინეთ, ერთმა პატრმა ერთი კლიტე მოაბრუნა, ეს ხეები და ფიცრები გამობრუნდა. და სულ ვეცხლით მოჭედილი ნაწილები გამოჩნდა, ორმოცი სანაწილე, თვითოში მრავალი ნაწილი იყო. რახან წირვა გათავდა, ისევ კლიტე მოაბრუნა, ნაწილები შიგნით შევიდა, ისევ ფიცრები გამოჩნდა, იქიდამ წამოვედით ერთს მონასტერში შეგვვიყვანეს, მართალს გეტყვი ეკლესიის საკადრისი ეკლესია იყო. უნახავად გავხე, და მერმე რომ დიაღ მომეწონა მითხრეს, ეს ეკკლესია, და ამისი მონასტერი, და სასნეულო სულ მებაღეებმა და მეხილეებმა ააშენეს, და გაარიგესო, ვინც იმათი ავად გახდება აქ დაწვებაო, ვინც მოკვდება აქ დაემარხებაო, მაგრამ ეს მიკვირს, იმისთანა კაცებმა, იმდენი უცხო მარმარილოს სვეტი და ქვა, და სხვა ძვირფასი, ქვები სად იშოეს, მე მოჩვენება მგონია: კარდინალი საკრიპანტი, ათის დღით უწინვე მობრძანდა, ჩემს სანახავად,და დღეს, პაპის ძმის–წული კარდინელი, მობრძანდა საღამოს ჟამს გვიალერსა, კარდნელი, რომ წავიდა, მაშინვე კარების უფროსი მწერალი მოვიდა, პაპის თავი გვიზიარა, დიდს ხანს დაჯდა მრავალი რამ იკითხა, კარდნელებისა, დაკრების საქმე სულ იმის ხელთ არის, ის რომ გარეთ გავიდა, კარში არ გამიტანა, პაპის ძმის–წული ერის–კაცი ალექსანდრე მოვიდა უწინ მე მინდოდა ნახვა არ მომიხდა, მოვიდა მამიკითხა ახლო დამისვა მითხრა მე ჩემს თავით არ მოვსულვარო, პაპის მაგიერ შენდა სანახავად მოველო პაპამ მიბრძანა, რაც გეპრიანებოდეს, ერთს მოსამსახურეს მიბოძებდეო, და მიბრძანებდეო, ყმაწვილი კაცი იყო, კაი შვილი:

კთ. მკათათვეს, წავედით, დომენიკანი კარდინალი ვნახეთ, და მერმე წმიდის დიდის ანტონის მონასტერში მივედით, მისი მამანი ვნახეთ, კარგი და დიდი მონასტერი იყო, მაგრამ უცხო არა იყორა წმიდის ანტონის ცოტა რამ ნაწილი იყო და მთელი ფრანციას დოფინოს თებში ასაფლავია, ჩვენ ვერ ვნახეთ, იმდღეს იფრადორის დესპანი სასეირნოდ გამოვიდა მზის დასვლა იყო ასი ეტლი უფრო გამოჰყვა ცხენოსანს გარდა, დიაღ დიდი ჯარი მოსდევდა, მე წმიდის ანტონის მონასტერში მივდიოდი არ მოვიცადე მონასტერში შეველ:

ლ. მკათათვეს მათის რიცხვით ათი აგვისტო იყო. წმიდის ლავრენტის დიაკვნის დრეობა იყო. უწინ წაგვიყვანეს სანახავად და იმისი სახლები და საყდარი ვნახეთ, წირვა იქ მოვისმინეთ, იქ იზრდებოდნენ ბერძნისა და სომხის შვილები, პაპის სამადლო. ვინც გაპარული მივიდა. ან დაჭირებული, ყმაწვილი კაცები ჩვენობას ორმოცნი იყვნენ: მერმე შუადღეს უკან, წმიდის ლავრნტის მონასტერში წაგვიყვანეს. ქალაქს გარეთ ერთს ეჯზეა, კარგი დიდი მონასტერი. კაი სვეტები. უცხო ქვებისა გრანიტისა თვითო და თვითო მთელი ორმოცამდის ხუთ–ხუთი ადლი ზოგი ოთხი ადლი, სალხინებელზედ, ოთხი პოორფირის სვეტი, თითო სამი ადლი. ქვეშ სამარტვილე, შიგ წმიდა სამარტვილე, და ლავრენტი, დიდი ხნის წამებული ესაფლავა, მერმე რომ წმიდა სტეფანე ესაფლავა მიასვენეს პირველი მოწამე, წმიდა პაპამ, წმიდა ლავრენტისთან ბრძანა მისი დამარხვა. რომ მიასვენეს, და ლუსკუმას ასწივეს. წმიდა ლავრენტი. თვითონ მიწვა ცალ მხარეს. და უკეთესი ადგილი წმიდას სტეფანეს დაუგდო. იქ ესაფლავა კიდევ მოწამე იუსტინე. მარჯვენ მხარეს ესაფლავა წმიდა კვირიკა დედაკაცი. ზედ გრიგოლი. დეოლოღს სამწირველო აეშენებინა, უცხოს ფერადის მარმარილოთ იყო. შემკული, თვითონ მასზედ ხშირად ჟამს ჰსწირევდა თურმე მონასტრის ძირი უცხოდ იყო კენჭებით მოფენილი. მისთანა ვერსად ვნახე. კარგად შემკულიც იყო. ზეით კაი ნაწილები მრავალი; იქიდამ წამოვედით, იმდღეს იყო, დრეობაცა წმინდის სოსანა ქალ–წულ–მოწამის საფლავზე დედათ მონასტერი იყო მაგრამ. დედათ მონასტერის მორთვა და სიმდიდრე არ დაიჯერება, ის ესაფლავა წმიდა სოსანა, მამ მისის გაბინიო მეფის ზმა ჰყოფილა ორივ უწამებია. წმიდა ფილიჩიტა. დედა–კაცი. თავისის შვიდის შვილით მოწამენი მთელნი. ეკკლესიის ქებას ვერას დაგიწერ. უცხოდ შემკული იყო. წინ კარგად ადგილი ჰქონდა იქით ერთი წყარო იყო, სამთვალად გამოდიოდა თვითო თვითოს წისქვილისათვის მეტი შუაზედ მოსე იდგა, კლდეს რომ კვერთხი კჰრა, და გამოეცა წყალი, და იქათ იქით ისრაელნი, როგორ სკემდენ, ან რჩომას როგორ ასვემდენ;ნაკვირველება იყო, ორმოცამდის ზარბაზანი გააგდეს, მაგრამ შიგსით რომ დედანი გალობდნენ, ფანჯრებს შიგნით, მიხთანა არა გაიგონებოდარა, ყური იმის უამეს ვერას ისმენდა: წმიდის პაპის მოსაკითხავი მესამესა, და მეოთხეს დღეს არ დაგვაკლდეს, მაგრამ ამდღეს მრავალი უცხო, შაქრიელი და შარბათები ებოძა:

ლა. მკათათვეს წმიდა პაპას ებრძანა ვიახელით ფეხს ვაკოცეთ მოგვიკითხა, არ შემიძლიაო, მრავალი კაი სიტყვა მიბრძანა, თავისის ელით მიბოძა, ძელი ჭეშმარიტი, კარგად გაკეთებულ. აკატის კირიელეიხონი ოქროთ გაკეთებული, და ზედ ოქროს სატი ცოდვათ შესანდობლად. ნაწილები წმიდათა მიბრძანა გამოგიგზავნიო, მიხარიან ჰრომში დიდი ხმა დაგივარდაო, კარგად იქცევიო და ჭკვიანადაო, მრავილი მიალერსა ნაწილებსა და ჩემს საჯდომს ეტლს გამომიგზავნიო, და ეტლით წადიო და წმიდა შვიდი ეკკლესია მოილოცეო. ცვდვათა შესანდობარიო,

შვიდთა წმიდათა ეკკლესიათათვის:

ეს შვიდი ეკკლესია: პირველ წმიდის პეტრესი: მეორე წმიდის პავლესია: მესამე თოვლის მოსვლა რომ დავჰსწერე, ის წმიდის ღვთისშობლისა: მეოთხე რომ დავჰსწერე მახარებლისა, კონსტანტინეს აღშენებული: მეხუთე წმიდის ლავრენტი დიაკვნისა რომ დავჰსწერე მეექვსე: ჯვარსა ეკკლესია და მეშვიდე წმიდის სევასტიანე მოწამის საფლავი არის:

ესენი ქუჱითად უნდა მოიაროს, ორმოცს ჟამზე, ერთმა კაცმან, და მხურვალისა, ლმობიერისა და მგლოვარისა ვედრებითა: და რომელსაც ამ წმიდათა შვიდთა ეკკლესიათა შინა მივიდეს, ყოველგან მხურვალედ, ლოცვა ვედრება ჰსთქვას და როგორითაც გულით ილოცვს იმ გვარად მიეტევება, მე თავად ბერი–კაცი ვიყავ,და სნეული და ავი დრო იყო, სიცხე პაპამ დასტური არ დამცა ქვეითობისა, შენდობა მიბრძანა ეტლითა მე ისევ შენდობა მომიცემიაო ჩემის ეტლით წადიო, სადილს უკან წავედით, პაპის ძმის–წული იყო ერთი ქალ–წული, მის სანახავად, ვინც ეპისკოპოსი, იქნება, დაბალის კაცის შვილი ვერ დაჯდება, თვარა ნახეთ პაპა როგორ დადის კაცის შვილი იქნება, მაგრამ დაბალიც რომ დაჯდეს, თუ პაპას დაი ან ძმის–წული, ან დის–წული ჰყავს. დიდი კაცი შეირთავს, ეს პაპა დიდის კაცის შვილიც არის, მეათორმეტე კლემენტე იყო, და ერთი ძმის–წული ჰყვანდა მართალს გეტყვი ლამაზიც იყო, და სანახავად სადედოფლო, და დიდურად ნაქმარი, რომ მისთანა, მის ნახვამდი ვერავნახერა საფრანგეთში და მრავალს დიდს კაცს მეფეთ მოენდომებინა იმას ეს ეთქავ თუ ბიძა პაპათ არ დამჯდომოდაო ვინც მეფეები მითხოვდენ, მეც შევირთემდიო, მაგრამ აქ ბიძა–ჩემს არ ეკადრებაო ქვეყანა მე მეჭიროს, ან მაშინ შევირთო, და წმიდის ტერეზიას ენკრატისი შექმნილ–იყო, ახლა დაეწყო შენება ერთის მონასტრისა, და მათი ეკკლესია სხვებსავით გარიგებული ვერ იყო, ოღონდ წმიდის ზეიარების კიდობანზე,ექვსი უცხო სვეტი იყო თვითო წყრთა უფროსად არ დამდგარიყო. ერთი პატიოსანი მოხუცებული ქალი იყო, ზეით ის დასვა. ქვეშეთ თვითან მოუჯდა. ფანჯრიდამ გვნახა, როგორც სხვათა იქიდამ წავედით წმიდის ანუსიას საფლავზედ ქალაქს გარეთ, ორს ეჯზედ იყო, ღამეც გვესწრა. ორმოცდა ხუთი კიბე ჩავიდოდა ღრმათ სულ მარმარილო. მისი სახელი ყოფიიყო თორმეტის წლისა იქივ ეწამებინათ, მაგრამ საკვირველად იყო ის მონასტერი, შემკული. დიდი ეკკლესია, მრავალი უცხო ქვის სვეტები, ორ რიგად ზედ ქვე სვეტები მოყვანილი იატაკი უცხოდ შემკული დიდს ტრაპეზში, წმიდა ანესა ემარხა, ზედ მისი ხატი იყო ამართული მაგრამ ის მეუცხოვა, თეთრი აკატის ქვა გაეთალათ, და პერენგისავით ჩაეცმიათ, როგორ ჰქნეს, ის მიკვირს. ოთხი პორფირის სვეტი თითო სამი ადლი იყო, მაგრამ რომში მისთანა პორფირი არ მინახავს. სარკესავით ჰსჩანდა, ზეიდამ იმ სალხინებელის კამარაც სულ პორფირის ქვით იყო, წმიდა მერანციანა ქალ–წულ მოწამეც იქ ესაფლავა, იქიდამ ზედავ ება ერთი წალკოტი გაივლიდა. ერთი საკერპო ყოფილ–იყო ღვინის ღმერთისა მაშინდგლივ ნაშენი მრგვალი იყო, და შუა მოვლით ოროლი სვეტი ჰქონდა მოვლებული, ორმოცი სულ ჭრელი მარმარილო, და გრანიტის ქვა, მერე იმაზედ კამარა და უმაღლეს შიგნით გუმბათი, და სულ კენჭით დახატული, ღვინის ღმერთი, და ყურძენი მისი კრეფა და მოსთვლება, და წნეხა და მარნები, სმა და სიმთვრალე, შუაზედ მდგარ–იყო იმ ღვთის საფლავად, და აეღოთ, კიდურში დაედგათ ერთი პორფირის ქვა მთელი, ამოჭრილი თორმეტი მტკაველი სიგრძე. შვიდი განი: ექვსი სიმაღლე და თავ-სახურავი, ისევ მთელი მაგრამ სიდიდე რა იქნება გარეშემო, სულ უცხოდ მოჭრილი, იმ ღვინის ღმერთის საქმეები ის ერთს კუთხეში დაედგათ უცხოობისათვის. და ის საკერპო, კონსტანტინე მეფის ქალის წმიდის კონსტანტიას ეკკლესიათ მოექცია, თვითან სნეულება დამართებოდა. წმიდას ანესას შეხვეწნოდა მოერჩინა, ამისთვის ის საკერპო ეკკლესიათ მოექცია თვითან იქ დამდგარიყო დედათ მონასტერი აეშენებინა, და იქ დამდგარიყო, და წმიდა შემქმნელიყო, და წმიდა ატტიკა ქალ-წულ-მოწამე და წმიდა ქალ-წულ-მოწამე იმ შუაზედ ესაფლავნენ, ზედ ტრაპეზი იყო საწირავი იქიცა მაგრამ წმიდის ანესას საფლავზედ მრავალი კანდელი ენთებოდა, სულ ბროწეულის სახე, მაგრამ ერთი ხუცესი მსახურებდა ორსავ ადგილსა, სახუცო იყო, მონასტერი არ იყო:

გაგრძელება შემდგომ ნუმერში.

4 სოფლიური სახლის პატრონობა

▲back to top


4.1 გაკეთება ღვინისა ევროპიულ გვარად

▲back to top


გაკეთება ღვინისა ევროპიულ გვარად

1.) ვენგერულის მგზავსი ღვინო გაკეთება ჩვენის თეთრის ღვინიდგან, უფლის ებერსტაუდის მეტოდითა; სამოც ბუთილკიან ბოჩკისათვის უნდა მოამზადო 30 ბუთილკა თეთრი ღვინო. 30 გარვანქა, მდაბალი შაქარი, ხუთი გირვანქა ქიშმიში, ყუნწებ გარჩეული და დაძენძილი, ესენი ერთათ უნდა ჩაასხა ბოჩკაში და გაამსო ღვინით დაუცო ბოჩკის პირი და ჟინჟღილი მისცე, მოთბო ალაგას დადგა როცა დუღილს მორჩება გადაიღოს, რვა ანუ ათ კვირას უკან, თხლიდგან ხნვა ბოჩკაში გადიღოს და იმდენი დააცალო რომ დაწნდეს და მასუკან ბუთილკებში.

2.) კონარის ღვინო ესევე გაკეთდების, გარდა ამისა. რომ წმინდა შაქარი უნდა იყოს მხოლოდ უნდა ბოჩკაში პარკი ჩაჰკიდოთ დუღილის დროსა, რომელშიაც უნდა იყოს ნახევარ ფუთი არყის ხის ყვავილი. თოთხმეტ დღეს უკან პარკი უნდა ამოიღო:–

3.) თხელი ღვინო ბოჩკით, საღვინებით, ან ბუთილკით რო დადგათ გარეთ ზამთარში გაჰყინოს, მერე გადაასხათ სხვა ჭურჭელში ყინულისგან ღვინო, მაგარი და ძველის ძველი გამოჩნდება.

4.) ახალი მაჭარი თუ გინდათ რომ ძველათ გააკეთოთ, რომ ვერავინ იცნოს, ასე უნდა; ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩააწყეთ ბუთილკები ღვინით პირამდინ წყალში იყოს, შედგით ცეცხლზედა და წყალი ნელ–ნელ წამოადუღეთ და მერე ისევ გააციეთ ვერავინ შეიტყობს, რომ ახალი ღვინოა. –

5.) შამფანსკის გაკეთება ისე უნდა: ვითა გვასწავლის უფალი ებერსტაუდ; სამოც ბუთილკიან ბოჩკას უნდა, თექვსმეტი გირვანქა თეთრი შაქარი კარგი ოთხი აპელცინი ქერქით, მრგვალათ და თხლად დაჭრილი, რვა გირვანქა ქიშმიში უყუნწო ხელით დაძენძილი, უნდა დაასხა იმას თეთრი კარგი ღვინო ასე რომ ერთი თითიღა აკლდეს ბოჩკას ექვსი საათი ისე გაუშვით, მერე მაგრა დაუცევთ ბოჩკა და ნახევარ საათი აგორეთ ბოჩკა, მერე ბოჩკა დადგით მოთბო ალაგს, სადაც ჰაერის სითბო უნდა იყოს 20(-o) რეომურისა, უნდა ჰქონდეს ჟინჟღლი როცა დუღილითგან დადგება, მერე დაუცეთ მაგრა და სარდაფში დადგით თერთმეტი კვირა ისე იყოს, მერე ამოიღონ ნასოსით და ბუთილკებში ჩაასხას მაგრა დაუცო შემოუჭირო მართული და ფისით გადააკრა ორ თვეს უკან შამფანსკი დადგები:– ბუთილკებში გადაღება მაშინ უნდა. როცა ღვინო დაწკნდება, თუ თითონ არ დაიწმინდა თევზის წებოთი დაწმიდეთ როგორც ზემოთ დამიწერია, როდესაც ბუთილკებში გინდათ გადაღება უნდა ეცადოთ, რომ ღვინო დიდხანს ჰაერში არ იყოს, უმჯობესია ნასოსით გადაღება, ან პომპითა.

ბუთილკა არ უნდა აამსო ღვინით პირმდისინ ორი თითის თითის დადება უნდა გაუშვათ ცარიელი, თორემ პრობკები დაჰხეთქენ ბუთილკებს: – უნდა ეცადოთ, რომ მაგრა იყოს დაცობილი პრობკა ზევიდგან ჰაერი არ ჩაუვიდეს – უნდა გამოარჩიოს კარგი და რბილი პრობკები, ესენიც მაინც წყალში მოხარშოს კარგათ და მერე გააშროს და ისე იხმაროს მერე ფისით დაასხას და მართული გადააკრას.

უნდა ბუთილკები დააწყო ცივს მარანში წაქცეული ასე რომ პრობკას ღვინო ხვდებოდეს.

5 სხვა და სხვა ანბავი

▲back to top


სხვა და სხვა ანბავი

სასიქადულოდ ქართულისა ენისა მოსწავლეთა, კავკასიისა ნამესტნიკმან კნიაზმან მ. ს. ვორონცოვმან იქნება აღბეჭვდა ქართულთა წიგნთა. წიგნნი ესენი ხელნაწერნი, თუმცა აქამდე იპოებიან, გარნა დიახ მცირედ და არიან ძნიად საშოვარნი. ესრეთისა ყურადღებითითა კითხვისა მოყვარეთა. ესრეთ პირველად დაიბეჭდა წიგნი ქართული ქ. თფილისის „დიდ–მოურავნი“ ლექსად თქმული იოსებ სააკაძისაგან. აღმბეჭდვმა ამა წიგნისა პლატონ იოსელიანმან, დამატა წინა–სიტყვაობა, რომლისაგანცა ცხადად ჰსჩანს ცხოვრება თვით ავქსონისა, და ღირსება წიგნისა:

აჰა თვით წინა-სიტყვაობა იგი:

მწერალი ლექსად წიგნისა ამის, იოსებ თფილელ–მიტროპოლიტი, გვარით სააკაძე, იყო ძის–ძეი დიდისა მოურავისა. არა ჰსჩანს წერილიდგან წელიწადი შობისა მისისა. მხოლოდ გუჯარი ერთი თფილისის სიონისა ეკკლესიისა გვაუწყებს რომელ იწოდებოდა იგი თფილელ მიტროპოლიტად 1662 წელსა. სიყრმიდგან აღიზარდა იგი ქვათახევის მონასტერსა და მუნ აღკვეცილი მონოზონად, წარვიდა იმერეთად და აქა აღჰყვანილ იქმნა მღვდელმთავრად ნიკორწმინდისა ეპარხიისა რაჭას. აქა დაჰყო მცირედსა ჟამსა და გარდამოვიდა ქართლსა თხოვითა მეფის როსტომისა და დედოფლისა მარიამისა, რომელთაცა წარგზავნეს საათაბაგოს განზრახვითა მით, რათა ჰსდგეს მღვდელ–მთავრად აწყურისა თურქთაგან გაუქმებულისა ეპარხიისა. ეპარხიისა. მისული ახალციხეს, კეთილად იქმნა შეწყნარებულ მის ჟამის რუსტომ–ფაშისაგან, ნათესვისავე თვისისა. ჰგონებდნენ თვითცა და მეფეცა, რომელ ესრეთისა ნათესაობითისა დამოკიდებისა ძალითა განამტკიცებდა ქრისტინობისა ნეშტთა სამესხოსა ქვეყანასა, გარნა ჰაზრი ესე დაჰშთა უნაყოფოდ: ფაშამან, შერისხულმან მაჰმადიანთაგან, დაითხოვა იგი მუნით და უკმოიქცა თფილისსა. მაშინ მეფემან როსტომ უბოძა მას სამიტროპოლიტო კათედეა თფილისისა-გრამატიდამ, რომელიცა აწცა ჰგიეს საქართველო–იმერეთის სინოდის კანტორასა შინა(ქორონიკონით 376–1683) ჰსჩანს, რომელ დიდად განამრავლა ბიბლიოტეკა ანუ წიგნთა–საცავი სიონის ეკკლესიისა, მოუსყიდა და მოუშოვნა ყმანი და მამულნი. მისისავე ღვაწლითა და შუამდგომელობითა მიეცა სიონისავე წმინდასა ტაძარსა მეფისა გიორგი XI ანუ სხვით სახელით შეჰნავაზ მეორისაგან თფილისს აბანო, აწმდე წოდებული აბანოდ სიონისა... შემდგომად კეთილისა და მრავლად ღვაწლ დადებულისა ეკკლესიისა განმგეობისა, გარდაიცვალა და იქმნა დასაფლავებული მასვე სიონისა ეკკლეიასა შინა, სადაცა აწ უჩინარ–არს ადგილი საფლავისა მისისა.

ჟამსა ყოფნისა ჩემისა ათონისა მთასა, ლავრასა შინა ყოვლადწმინდისა პორტაიტის ღვთის–მშობლისსა (წელსა1849) ვნახე მუნ მონასტერსა სალაროსა შინა შეწირული მისგან ვერცხლისა მოოქროვილი ტაკუკი შემდეგისა წარწერითა ხუცურად: მოიხსენე უფალო უნდჲ და ცოდჳლი თფილელ მიტროპოლიტი იოსებ. – მისხალი 32. თვით იყო მუნ, ანუ წარგზავნა იგი საქართუჱლოდამ ძღვნად, არა ვუწყი.

წერილნი მისნი იყვნენ იტყვიან მრავალნი, გარნა აწ უჩინონი არიან. გარდა ამა მისისა პოემისა, პატივად დიდისა მოურავისა დაწერილისა, არიან მცირედნიცა საგალობელნი, რომელთაცა ჰგალობს დღეცა ეკკლესია ქართუჱლთა.

წიგნი ესე სავსე, ისტორიულისა მოთხრობითა, ქებულ–არს მარავალთაგან. კათალიკოზი ანტონი I, თუმცა წყობილ–სიტყვაობასა შინა თვისსა შეჰრაცხს ავქსონსა მისს კეთილ მწერლად; გარნა არა ჰხედავს ქებისა ღირსად მწერლობისა მისისა საგანსა დიდისა მოურავისა თვის. აჰა თქმულება მისი მასზედ:

იოსებ თუმცა, დაჰშვრა ამაოთათვის,
ვითარმედ ესე, არა თანა ედვა მას,
თავის–უფალთა, ცნობათა რომლითაც,
ჰსთქმიდა შვენიერ, საქებელ შეწყობათა.

იოსებ კმადღა, გამოცდილ იყო სრულიად,
პიიტიკოსთა, ხელოვნებათა მიმართ,
საყვარელ–იყო, ერთაცა ყოველთაგან,
აქებდეს მისსა, სიბრძნის–მოყვარებასა.
წყობილ-სიტყვა: 678, 679.

აქა ჯერ არს მოვისმინო, რომელ თხზულება ესე მისი დიდ–მოურავიანი დავჰბეჭდე უმეტნაკლებოდ იმა დედანზედ, რომელიცა ეჰპოვე გარდაწერილი კარგისა და გარკვეულის ელით თელავის სემინარიის რეკტორის დავით ალექსიევისაგან მისართმევად თავადის სტატსკის სოვეტნიკის გიორგი ეგნატის–ძის თუმანოვისა წელსა 1823-სა.

ესევე პოემა იოსებ თფილელისა მაქვნდა ხელთ–მძღვანად მას ჟამსა, ოდეს თხოვითა და სურვილითა პოდპოლკოვნიკის თავადის რამაზ დიმიტრის–ძის თარხანოვისა, შევადგინე რუსულსა ენასა ზედა ცხოვრება დიდისა მოურავისა გიორგი სააკაძისა. – მსურველნი წაკითხვისა იპოვიან წიგნსა ამას სახელ–წოდებით:

Жизнь Великаго Моурава Князя Георгiя Саакадзе, родоначальника Князей Тарханъ-Моуравовыхъ съ приложенiемъ описанiя Эртацминдскаго храма и Квабтахевскаго монастыря[1]. Тифлисъ, 1848 г.

ამავე პოემასა დაურთე ბოლოს სხვანიცა ორნი მისნი თქმულებანი, ამა ჰზრითა, რათა არა დაკარგულ–იყვნენ დროთაგან: პირველად ანბანთ ქება, თქმული შაირად და მეორედ იგავი მისი, მიწერილი იაკობ შემოქმედელისადმი,[2], კაცისა ბრძნისა და გონიერისა, რომელიცა მისს დროს ბრწყინვიდა მეცნიერებითა გურიასა, შემოქმედის ეპარხიის კათედრასა ზედა. აქავე დაურთე პასუხიცა მისი.

________________

1 Этаже самая книга Была первоначална напечатана въ издаваемомъ мною Закавкаскомъ Вестнике на тотъ же 1848 годъ

2 იაკობ შემოქმედელი, მწერალი ლექსად წიგნისა, რომლითაცა არაღვევს მაჰმადისა სარწმუნოებასა. წიგნი ესე აღჰსწერა მან თხოვითა ქართლის მეფისა გიორგი XI შაჰნავაზ წოდებულისა. მოხუცებისა ჟამსა დაუტევა მან ეპარხია თვისი გურიისა. წარვიდა იერუსალიმად და მუნ გარდაიცვალა. იხ. – წყობილ–სიტყვაობა ანტონისა §675. 676.