ცისკარი №2 (1853)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 სხუა და სხუა ლექსნი

▲back to top


1.1 წამება ქეთევან დედოფლისა, ქეთევან ბატონის შჳლთან

▲back to top


წამება ქეთევან დედოფლისა, ქეთევან ბატონის შჳლთან

შენ უწინარეს ყოველთა, საუკუნეთა მყოფელო,
თვისისა დასაბამისა, თვით თავსა შორის მპყრობელო,
ვითარ და როდის ძველი დღეთ, უცნობო შეუტყობელო,
და საიდუმლოსა დიდისა, ვერ ვისგან მოსათხრობელო.

განსაკრთომელი სახელი, შენი ვახსენო ვინამან,
რომელმან შეჰქმენ ყოველი, უხვებით მოწყინამან,
ცა და ქვეყანა უფსნრული, ზღვათა განვრცომით მდინამან,
და ეგ ზომ დიდმან და ძლიერმან, საძრწოლმან შესაშინამან.

ბნელთა წყვდიადთა უკუნთა, დავლევმან დამასვებელმან,
ცათ შემმოქმედმან წყაროთ მხმელმან, სოფლისა მაარსებელმან,
კაცთა მსადემან ყოვლთა, კეთილით აღმავსებელმან,
და ზეცისა მწყობრთა ბოროტთა, დამცემმან დამასვებელმან.

შენ ხარ მიზეზი ყოვლისა, უხილავ სახილველისა,
ცისა მზისა და მთვარისა, ვარსკვლავთა დაუთვლელისა,
მიწისა წყლისა ქარისა, ცეცხლისა ჰეთერ მწველისა,
და ქვეყნად მომყვანი კაცისა, ახალისა და ძველისა.

შენ მოინებე ყოველთა ცხოველთა, მოყვანებანი,
მხეცთა პირუტყვთა ფრინველთა, თევზთ დავანებანი,
მათდა უაღრეს პატივით, კაცთა ქვეყანად გებანი,
და მადლობის შემომწირველმან, რა გკადრო მე გლახ ქებანი.

მრავალნი დაშვრენ ვერა თქვეს, შენი საფერი ქებანი,
ვითარცა გიხმს, მაღალო, შესხმისა მოხსენებანი,
სიტყვა მოაკლდათ ცუდ ექმნათ, ჰაზრი და მოგონებანი,
და შეუძლებელ არს კაცთაგან, მღვთაების მიწდომებანი.

სოლომონ შენდა სასიბრძნოდ, ჰსცნო თვისი ნიჭთა კლებანი,
დავითს ხმა ტკბილად მხმობელსა, გაუტყდა ქნარი ებანი,
პავლემ სამ ცადმე აღსრულმან, განივრცო განკჳრვებანი,
და ვერ ვინ გამოთქვა ჯეროვნად, სამღვთონი ვითარებანი.

დადუმდნენ პირი დაეყოთ, ყოველთა შენთა უცნოთა,
დამბრმალთა დაყრუებულთა, შლეგთა შმაგთა და უგრძნოთა,
ბრძენთა და ფილოსოფოსთა, უარშიოთა უზნოთა,
და ვინც არ გიცოდეს ყოფილი, მყოფი მყოფოდი უვნოთა.

შენ გევედრები ვინა ხარ, მის უჟამოსა ხანისა,
მათქმიო სპარსთგან წამება, დედოფლის ქეთევანისა,
თუმცა ბუნებით ლბილისა, მთვარისა სონავანისა,
და ქართველთა მანათობლისა, მთვარისა მონავანისა.

ვირე დრო ჰქონდათ ივერთა, თვით უფლად მეფედ ჯდომისა,
კასპიით პონტოდ პყრობისა, საყმოდ ხელ მისაწდომისა,
სპათაგან მოლაშქრობისა, ხშირად წადილი ომისა,
და ვერ ვინ ჰკადრებდის წყენასა, იცოდნენ ზალი ლომისა.

რა მისთა მპყრობთა განიყვეს, ივერთა სამეფოები,
სამოთხე ხელით საშვები, ქვეყნად სწორ მოუპოები,
ერთი მეორის უმჯობე, გულისა გასატრფოები,
და დასცხრა მათ კერძო უხვებით, ცა წყალობისა მთოები.

ოდეს განიყვნენ მოაკლდათ, მათ ძალი ამა ჟამებთა,
საქართველოთა მეფეთა, ქრისტეს მოსავთა მწამებთა,
დაუწყეს სპარსთა მძლავრება, გარდასხმიდიან შხამებთა,
და აწვევდნენ რჯულის დაგდებას, ღვთის სათნო დედა მამებთა.

სპარსნი სძულობდნენ მტერობდნენ, ქართველთა დანამცირებთა,
უარის ყოფას აწვევდნენ, ქრისტეს რჯულისა მჭირებთა,
გრწამდესთო ერთი არსება, ნუ ესავთ სამთა პირებთა,
და მად სტანჯვიდენ მრავალთა, ქრისტიანებთა შჳლებთა.

თუ არ იწამებ ეტყოდენ, თქვენ მაჰმად ფეღამბარადო,
მას ზეცით მოვლინებულსა, წინასწარ-მეტყველთ გვარადო,
სამოთხეს სულთა სასვებლად, ქვეყნად ხორცთ გასახარადო,
და უცილოდ მოგწყვეტთ რჯულთათვის, იცოდვად მივიჩნევთ არადო,

მრავალნი მოსწყდნენ სპარსთაგან მეფენი მოწამეობით,
სისხლი დასთხიეს ქრისტესთვის, ტანჯვა თავს იდვეს მხნეობით,
არჩილ ლუარსაბ დიმიტრი, შუშანიკ პირად მზეობით,
და სხვა ჩინებულნი მთავარნი, რჯულისა დაუტეობით,

ქეთევანისა პატიჟთა, მე ვიტყვი მათდა მეტებით,
არ ვინ დასჯილა დედათგან, მისებრივ გამომეტებით,
ხორცთ ჰგლეჯდნენ ცხელის გაზებით, ლერსმებით სჩხვლეტდენ მწვეტებით,
და მოქუფრით სისხლი სწდებოდა, ძარღვების დასაწყვეტებით.

მეფეს უთქვამს თეიმურაზს, მაშინდელი მისი ვნება,
თუმცა მსმენსა ვით დამსწრებსა, შეურაცხავს გაგონება,
რაღად გვიხამს სხვათ ლექსთა, მომატება მოგონება,
და მაგრამ ბრძანებს არ უშიო, ვინცა იტყვის დართო ნება,

მის ნეტარისა წამება, მეფესთან მოკლედ თქმულები,
ჭირით ჭმუნვით და ვაებით, არიან დატვირთულები,
გულ დაკოდილსა არ ძალ უძს, არა სტკიოდეს წყლულები,
და მისთვის გრძლად ვეღარ მოგვითხრა, პატიჟი დაუსრულები.

თუმცა მწადს სათქმად მეშინის, არ ძალ მიძს გათამამება,
წმიდის ქეთევან დედუფლის, სასტიკი ტანჯვა წამება,
მე ვით მოგითხრათ უცებმან, ენა ახლავე დამება,
და მაგრამ იგივე მეწევა, ვისი მაქვს რწმენა წამება,

უწყალომ მძლავრმან ძლიერმან, მეფემან სპარსეთისამან,
შაჰბაზ სახელი დებულმან, უარის მყოფმან ღვთისამან,
იზრახა კახთა აღმოფხვრა, მწადემან დიდის ხნისამან,
და წარგზავნა სპასნი მოწყვეტად, ბოროტმან ავის ზნისამან.

დედა მეფისა მის ამბის, მოსმენით დაჭმუნდებოდა,
მას დღე მზე აღარ ნათობდა, ცა რისხვით მოქუხდებოდა,
შავთა ზღვათაგან ცრემლისა, ნაკადი მოსდინდებოდა,
და წასვლას ბრძანებდა თათბირი, ამაზედ გარდასწყდებოდა.

მსწრაფლად წავიდა მასთანა, ნებით ხელ შეუხებელად,
კახთ დედუფალი ქეთევან, სახვეწრად საოხებელად,
ნუ თუ დაიცავს ქვეყანა, მტერთაგან უოხრებელად,
და თავი გასწირა საკვდავად, უკვნესრად უოხრებელად.

მივიდა დახვად შაჰბაზ, პირშავად მოგებებული,
გამწყრალი გარისხებული, ვით ლომი აღბორგებული,
შჳლის შჳლთ თხოვნა დაუწყო, წაუღო დაშთა ვებული,
და მერმე წარგზავნა შირაზად, იგ პირმზე მოწღევნებული,

არ შეივედრა მოაჯე, არცაღა მისი კახეთი,
სრულად მოწყვეტას ექადდა, სიტყვითა, მკვახე მკვახეთი,
შეპყრობილ იყო შაჰბაზ, ეშმაკის ბადე მაზეთა,
და შემწივვლებული რჯულითა, მისის მინარის მძახეთა.

მოვიდა ლაშქრით მოსწყვიტეს, მრავალნი დედა წულები,
მამანი სამხრით რჩეულნი, ბრძოლათა მონახულები,
სხვანი წაასხეს პატიმრად, ხელ კრულნი დაბაწრულები,
და უმწარეს ბაბილოვნელთა, სტიროდნენ წარტყვენულები.

შირაზს ჰსჯდა დიდს ხანს ქეთევან, სულთქმით კვნესით და ვაებით,
შჳლის შჳლთ სიკვდილს შეესწრა, მათგან უწყალოს ზვაებით,
მისთვის დაბნელდა ქვეყანა, მზემ შეიმოსა შავებით,
და მაშინც არ დასცხრა შაჰაბაზ , გულითა განაქვავებით.

მოსთქვამს რა გლახ ვჰყო უთქვენოდ, სულთა უტკბოსნო შჳლებო,
ჩემგან საკუთრად ნაზარდო, ჯერ ისევ ყრმანო ჩვილებო,
ვარდნო კოკობნო უშლელნო, ზამბახნო გაფუჩვნილებო,
და სიკვდილის ცელით მომვილნო, უჟამოდ გარდაცვლილებო,

ჩემო შვებისა წალკოტნო, ალესანდრე და ლევანო,
სარო და ნაძვო ნანორჩნო, ახნლნო ნერგთა ხევანო,
იერიქულნო ვარდებნო, პალესტინისა მტევანო,
და უთქვენოდ საწყლად სულ დგმულმან, ვითაღა ვიქეთევანო.

ჭირზედან ჭირთა დართული, სიცოცხლე გამწარებული,
მიწყივ ტიროდის სულთ ითქმის, იგ ნუგეშ დაძვირებული,
არ ახლდნენ ბანოვანები, არცა სამღვდელოთ კრებული,
და ეთქვათ რამ გულის სადები, ნუ ხარო აგრე ვებული,

ციხეს ჰსჯდა მთვარე პატიმრად, პირ მცხრალი მიცალებული,
საკვდავად განმზადებული, ტარიგი მრავალ წლეული,
მარხვით მომყბარი მიხრწნილი, და ლოცვით ღამე თეული,
და ზეცის სიძისა მომლოდნე, სძალი სასძლოსა წვეული.

რა ხანი წარხდა დასცხრების, ასე ეგონათ ყველასა,
იგ უფრო განძვინდებოდა, ვინ ხელ ჰყოფს მისსა შველასა,
რა დააწყნარებს მცბიერსა, ხელსა ცუდ მქნევსა მელასა,
და ბილწის მაჰმადის მოსავსა, რჯულითა საძაგელასა.

არ დააწყნარა შაჰაბაზ, საცთურმან ეშმაკისამან,
დასაბამითვე კაცთ მკვლელმან, სისხლთა დამთხევმან ძმისამან,
აღძრა იგიცა უზომოდ, წადილმან გულის თქმისამან,
და ბრძანა დედუფლის წამება, მპყრობელმან სპარსეთისამან,

ებოძა შახის რაყამი, იმამყოლ სახელ დებულსა,
შირაზის ხანად მჯდომელსა, კაცს ღირსად განდიდებულსა.
თუ არ იწამებს ჩვენს რჯულსა, მაჰმადის მოგონებულსა,
და ნუ აცოცხლებო ქეთევანს, დედათა შორის ქებულსა.

ებრძანა მოკალ წამებით, ეგ უცხო ტურფა ლამაზი,
პირად მზე ტანად ლელწამი, ქალი ზარიფი და ნაზი,
ვირ არ შევსვამო მის სისხლსა, მე არა ვქნაო ნამაზი,
და მაჰმადის ფიცით იმამყულს, ასე მოსწერდა შაჰბაზი,

განკრთა რა ესმა იმამყულს, ბრძანება უსახურისა,
ვით იკადრაო ხელმწიფემ, მაზედ ძიება შურისა,
რა სანუქფოა დედისა, ძისაგან ნამსახურისა,
და დიდს ხანს დაკრძალა წერილი, მის ეშმაკისა ჭურისა.

მერმე წარგზავნა სარანგნი, დედუფლის მისათხრომელად,
შესთუალა ბრძანებს ხელმწიფე, რისხვისა დასაცხრომელად,
თუ უარს ჰყოფსო მის რჯულსა იქმნების ქრისტეს მგმობელად,
და ისევ წარვავლენ დიდებით, მუნვე კახეათის მყრობელად.

მოიღეს მის წინ დააწყეს, სხვა და სხვა იარაღები,
საქენჯნი რვალნი რკინები, მხურვალთა ცეცხლთა საღები,
ბარები, ქვაბი, გაზები, შამფურნი დასადაღები,
და თუ ცა თუ ხორცთა საწვავნი, სულისა ასალაღები.

მან არმაღანად მიიძღვნა, ვით სასძლომ სამკაულები,
მოსართავ მოსაკმაზავად, განგებით მისთვის ქმნულები,
თაჯად ჯიღად სირიზად, საყურე საფარდულები,
და სათუთთა ხორცთა საგლეჯნი, საწვავნი დასაწყლულები.

უბრძანა ვარო სოფლისა, დავიწყებული ლხინისა,
არად მიჩნს ჭირნი საჭიროდ, ვარ უმარგესი ტანისა,
არ მეშინისო, თქვენისა, დახურვებულის რკინისა,
და რაგინდ რა მითხრათ ტანჯვისა, სასტიკად მოსათმინისა.

მე ვით ვგმო ქრისტე ძე ღვთისა, ქალწულისაგან სობილი,
უჟამო სიტყვა ხორც ქმნილი, მამის ერთ არსად ცნობილი,
ჩვენთვის ჯვარზედან ნამსჭვალი, ლახვრითა გვერდასა სობილი,
და მკვდრეთით აღმდგარი საყდართა, მარჯვენით ღვთისა ჯდომილი.

ილოცავს იტყვის გულმდუღრად, მტირალი ცრემლთა მფრქვეველი,
ღმერთო მამათა ჩვენთაო, ვინ დანთქი ამორეველი,
განმაძლიერე უძური, ვიქმნე შენს მტერთა მძლეველი,
მომეც მოთმენა ტანჯვათა, უკლები მოულეველი,

იტყვის ეე ღმერთო მაღალო, უსაზღროვ მიუწდომელო,
საკჳრველებით საცნობო, სხვას ვერას მისახდომელო,
ზე სამყაროსა საყდართა, გარ შეუწერლად მჯდომელო,
და ყოველგან მყოფო ყოველთ მხედო, შენ თვითონ განუცდომელო.

მომეც მოთმენა უძლურსა, დედასა დანაბერებსა,
ვის მექადიან შეთხევას, მე ცეცხლსა დანაბერებსა,
ხორცთა საწვავსა სულთათვის, ეშმაკთა მოსაგერებსა,
და დამამოყვასე ანგელოსთ, დამხსენ მას ჩემსა მტერებსა.

აწ გევედრები იესო, მომცე სიმხნე და ძალია,
ვინ ჩვენთვის მოკვდი უკვდავი, აღხოცე ძველი ბრალია,
რავდენ შევიზლო მეც შენი, გარდავიხადო ვალია,
და ძედ ღვთისად გწამო უარ ვჰყო, მათი უსეინ ალია.

თუ არს ჩემ შორის სოფლისა, ბრძვილი და ბიწიერება,
მომძარცვე გამომახურვე, ვით ოქროს მიწიერება,
გარდმახალისე განმწმინდე, იხმარე ლმობიერება,
და ვითარცა კაცსა შემინდე, ეშმაკთა მომცბიერება.

კვლავ ამას გვედრებ უფალო, მაღაღალო (მაღალო) ზესთა ზეოდა,
ეერ ვასთა მეფედ მჯდომელი, თემურაზ ჩემი ძეოდა,
დაიცევ იგი ქვეყნითურთ, იქმნეს მტერთაზე მძლეოდა,
და ადიდოს შენი სახელი, ანათოს ვითა მზეოდა.

წმიდათა საიდუმლოთა, განკრძალვით ზიარებულსა,
ზე აქვნდა გული უზადო, გონება განცვიფრებული,
ხედვითა მისთვის მოხარულთ, ანგელოსთ ძალთა კრებულსა,
და ესწრაფებოდა მუნ მისვლა, სიცოცხლე გამწარებულსა.

კვლავ შეემთხვია ხატებსა, იგ ცხოვლად დანახატები,
დასთხივა ცრემლი ოფლითურთ, ღვაწლისა მოსამატები,
დააგდო ნოხფარ ფარდაგი, დორი, სუზანი, სნატები,
და ადგა თამამად იწვთა, მან მისი ჯაშარატები,

რა ილოცა დაჯდა იგი, ვითა ხძალი მოსაკმაზად,
უბრძანებდა მოვიდნენო, გულ უშიშრად წყნარი ნაზად,
შემოვიდნენ მტარვალთ დასნი, შეკრთეს ნახეს სათავაზად,
და ვერ შემართეს დიდს ხანს იდგნენ, მიწვეულნი სადარბაზად.

თავს ადგნენ მისნი მხლებელნი, გულმდუღრად მონატირები,
მუხლთ ეხვეოდნენ ეაჯდნენ, მიწად დაედვათ პირები,
შეგვიწყალეო ეტყოდნენ, უცხოს ქვეყანას მწირები,
და გარდასცემდიან მოსთქმიან, სიტყვები გასაკჳრები,

მოსთქვემდენ ქართველთ მუშთარო, ეერ კაცთა ცისკრის მთიებო,
მკრთოლვარე მოკამკამებო, ლამაზად მოციმციმებო,
ბნელთა უკუნთა ღამეთა, განმდევნო განმადღიებო,
და შუქთა მომფენო ორთავე, სამეფოდ განმამზიებო.

ჩვენ ვით ვიძლოთ ხმელთა მზეო, ქება შენი მოსათხრობლად,
ვინ განგებამ განგამზადნა, დედოფლად და ქვეყნის მპყრობელად,
ბანოვანთა სათავადად, მეფეთ ტახტთა შესამკობლად,
და ნუ გასწირავ თავსა კარგსა, ნუ მოგვიკლებ ჩვენ საყმობლად.

ვის არად გიჩნდის სოფლისა, დიდება მორჭმა ქონება,
მეფიაობა ტახტს ჯდომა, სეფე წულთ ყმობა მონება,
დროშა ლაშქარი სარანგნი, მანდატურთ ძღოლა რონება,
და ზეცის სასძლოსა ისწრაფდი, მუნ გქონდა გული გონება,

ვინ აშენებდი ამხობდი, ტაძარსა სახლსა რვთისასა,
პატივს უყოფდი სამღვდელოთ, სძულობდი წარმათისასა,
უხილავ იყო ჰფარვიდი, ქველის საქმესა თვისასა,
და ცხადად ჩნდა უნჯი დებული, შენგან სალაროს ცისასა.

ვისგან ნახულა შვენება, ეზომის შემკობილობით,
ვითარიც შენ გაქვს უზადო, მნათობთა შესაცილობით,
თუალ ტანადობა სინაზე, ტარიფად მოხდენილობით,
და ნუ გაიცუდებ მით გკადრებთ, ერთგულნი შემოზრდილობით.

ეტყოდნენ იგი გულ-წყლულნი, რა გაქვსო გასაჭირები,
დაჰყეო მაჰმადს ნუ ევლტი, ქრისტესგან განეწირები,
დღე მოწევნილა სამწუხრო, ღამეს აქვს ჟამი მცირები,
და ახლოს არს შენთვის საკვდავად, ლახვარი გასაგმირები.

აწ გყვედრებით ყველანი, მონანი შენნი ქენებით,
გვემუღაბნები პატრონო, სწორ უპოვარო შვენებით,
თავს ნუ მოიკლავ წამებით, ძნელისა მოსათმენებით,
და ქრისტე უარ ჰყავ იწამე, მაჰმად მათებრივ ხსენებით,

მაგას ვიტ მნუკავთ ხადუმნო, რჯული დავაგდო მეოდა,
მაჰმად ვიწამო ფეღანბრად, არაბეთს მოზღაპრეოდა,
მართლისა დამტერებელი, სიცრუის მოწამეოდა,
და მაცთუნებელი უცებთა, თავის ჟამი და დღეოდა.

ეტყვის ნუ გელმისთ საკვდავად, ქრისტესთვის ტანჯვა წამებით,
მსწრაფლ შემოკლდების სოფლისა, ჭირი და ლხინი ამებით,
სულისა ნაცვლად რას ვირგებთ, ჩვენ აქ ხორცისა ჭამებით,
და თან წამომყევით წაგიყვან, მომეკიდებით მომებით.

მე აღვალ ცათა სუფევად, თქვენცა აღგიტანთ დიდებით,
თუ აქავ ხორცთა მოიწვავთ, ცეცხლითა განიწმიდებით,
ჩემთან იქნებით სამოთხეს, ქრისტეს სძლად დაიწინდებით,
და თვარა მოსწყდებით მგმობარნი, ჯოჯოხეთს მიიზიდებით.

არ მიგდრიკონო ღცთისმაცა, ეტყოდა გააფრთხილებდა,
მხნედ იყვენითო რჯულთათვის, სარკენლად ამახვილებდა,
შიშით დამბრალთა ხედვათა, ვითარღა აღუსილებდა,
და ქრისტეს საგმობლად დაყოლას, ეგონა ააცილებდა.

მათ შიმუნვართა მუნავე, დაუწყეს დასხმა ხელისა,
შეიპყრეს შექნეს მოღება, რკინისა ჭურთა ცხელისა,
რა ნახეს შეკრთნენ შეზარდენ, მიწისა ხორცთა მწველისა,
და დაჰყვნენ ახლისა რჯულისად, დამტევებელნი, ძველისა.

კვლავ მიხვდათ რიგი მოჰხადეს, მათ უბედურთა ხუცებთა.
აწვევდნენ ცრუთა წამებას, ჭეშმარიტისა მფუცებთა,
დაჰყვნენ საგმობლად ქრისტესა, იგ ხელ მოკლენი უცებთა,
და ვერ იძლეს წამად მოთმენა, ტყავისა დასაბუცებთა.

შეუძახნა დედუფალმან, ხმა ძლიერად ვითა ლომმან,
სმღრთოს მადლით განხმობილმან, მის სულმოკლის განრეზომმან,
ეე ხუცესო ჰგავს მიგზიდა, ეშმაკისა მოსანდომმან,
და რად დაგვიწყდა ჩვენთვის რა ჰქმნა, უსაზღვრომან მიუწდომმან.

ძე მოავლინა მოვიდა, სოფლისა მაცხოვარებად,
ძველის რჯულისა დაცხრომად, ახლისა არსაარებად,
ვნებად ჯვარცმად და აღდგომად, ყოველთა გასახარებად,
და შენ რად მისდრკები ხუცესო, მაჰმადის შესაწყნარებად.

მათ უსახურთა მონათა, ეწადათ ახდა ტანისა,
სპეტაკთა უსპეტაკისა, ნარნარად მოტატანისა,
უთხრა არა ხამს განხილვა, დედათ გვართ დანატანისა,
და უმისოდ საჯერ არა ვარ, დამყოვნებელი ხანისა.

პირველად ცეცხლი დააგზნეს, ჭურთათვის სახურველებად,
ბაბილოვნურთა სახმილთებრ, საზარო საყურებელად,
მას შიგან შთადვეს რკინენი, საწვავად საწყლულებელად,
და მიწისა ხორცთა შესაჭმად, სულისა საკურნებელად.

მიწად განართხეს გაუბეს, ზარიფნი ფერხნი ხელები,
ქუჱშ გაუშალეს სალებად, ლურსმები განაცხელები,
საბნად დახურეს რკინები, საწვავად განათხელები,
და მით დააძინეს ქეთევან, აკვანს ურწებდნენ მკვლელები,

მერმე მიიღეს მუხრვალე, ცეცხლ მოტყინარე გაზები,
დახლიჩეს უცხო ძუძუნი, თეთრ გულსა მოლამაზები,
ტანთა დაავლეს შამფურნი, ზრო წელთა მოსანაზები,
და თავით ფერხამდის არ დაშთათ, მათ ფარგლით მოუხაზები,

რა აღარ დაშთათ რკინენი, საწვავად მოუხმარები,
აღიღეს იგი ახალი, მიწის სათხრელი ბარები,
ცეცხლში შეაწყეს ახურეს, ლაპლაპით შესაზარები,
და შუბლსა შემოსდვეს დამძიმდა, სული ხორც გასაყარები.

აღახვნა თუალნი შეჰვედრა, სული მას ვისთვის იწოდა,
ხელთა შენთა არს სასჯელი, ვით არა მოვიწიწოდა,
მაგრამ მოიხებს რომელი, იგ დედად ღვთისად იწოდა,
და გამიფართოებს წყალობით, თუ გზა მაქვს შესაიწროდა.

მერმე იტყოდნენ არისო, რადგან კახეთის მპყრობელი,
ხამს მოუძიოთ დედოფალს, მეფეთა შესამკობელი,
ქვაბი დაადგე გვირგვინად, სიკვდილის მოსასწრობელი,
და თხემისა აღსახეთქელად, ტანჯვისა დასაცხრობელი.

კვლავ წამოასხეს პორფირად, ცეცხლ მწველი მუსმარ ბასრები,
ხელთ მისცეს სკიპტრად შამფური, მით განაგეო სამზღვრები,
ზედ სადგრად ტახტი დაუდგეს, დასვეს ხელ შეუკადრები,
და როგორ არ მოსწყდენ მტარვალნი, ღვთის რისხვა მოსადარები,

რა აღესრულა ნეტარი, ფიცხელის სატანჯველებით,
თხემით ტერფამდე მოწყლული, ხორცისა დასაწველებით,
ნახეს დიდება უფლისა, დამბრმალთა სახედველებით,
და განითქვა ყოვლგან სახელი, დედუფლის საკჳრველებით.

ცით მოივლინა იხილეს, ნათელი მაზედ მდგომელი,
მისგან ვინ ბრწყინავს ყოველგან, მზე სხივით დაუხდომელი,
მადიდებელი მოწამეთ, პატივის ცემის მდომელი,
და მამხილებელი უღმრთოთა, ქვე მიწად დასავრდომელი.

შენა ხარ მადიდებელი, ყოვლთ შენთა განმადიდებთა,
აღიყვან ცათა სუფევად, ტანჯულთ უზადოს წმინდებთა,
კვლავ აქ ახილვებ სასწაულს, ინდელთ სპარსთა და მიდებთა,
და აპატიოსნებ ქეთევანს, განსთქვამ კიდისა კიდებთა.

დიდება შენდა მაღალო, ქვე სათაყვანო დიდადო,
ვის გინებს ყოვლი სოფელი, თვისადმი მოსაზიდადო,
ფრანგთა მოიყვან დასავლით, მარტვილთ გვამთ მოსასყიდადო,
და ქართველთ მიჰმადლებ ნაწილთა, და მათ აწამებ წმინდადო,

საფლავს ახადეს ვერ ჰპოვეს, თქვეს ფრანგთა მოიპარესო,
ნუ გიკჳრსთ მათგან წაღება, თუ თეთრიც მოიხმარესო,
რადგან ხედვიდნენ ქრისტესთვის, ტანჯვასა შესაზარესო,
და რომლის ტაგრუცით აღმოხდა, კეთილ ფშვა მისსა არესო.

ქვეყნად იდიდა ღვაწლითა, ზეცად აღვიდა ქებითა,
ვინ იგი იწყლა ყოვლითა, ნასხამთა ანაგებითა,
სისხლი დასთხივა, ქრისტესთვის, ხორცი შეიწვა ნებითა,
და მოწამეთ გუნდთა შეერთო, უკვდავთა მისაგებითა.

ცა განაკჳრვა ქვეყანა, განაკრთო მისმან თმინამან,
პირად პირადმან პატიჟმან, უზომოდ წყლვამან ტკენამან,
ხორცთა ცეცლითა შეწვამან, სავად სისხლისა დენამან,
და მაშინ დედუფლის სასჯელი, ვითარ გამოთქვას ენამან.

ვინ მოსთვლის მისთა პატიჟთა, ვიშ ვახად სანეტაროსა,
ცეცხლისა ზღვათა მცურავი, ელის უკვდავთა ტაროსა,
ზეცისა ნავთ საყუდელად, მისვლასა წმინდთ სატაროსა,
და მოწამედ სასადგუროსა, დიდსა არ სააპატაროსა,

სატრფოს ტრფიალსა მეტრფესა, სურვილის ცეცხლთა დებულსა,
წვა ლხინად მისჩანს მოყვრისთვის, უწყალოს ტანჯვით ვნებულსა,
ოდენღა მიხვდეს წადილსა, სიმწარით მოპოვნებულსა,
და ქეთევან დიდსა მოწამეს, ღვაწლითა განბრწყინვებულსა.

მას უწვავისა ცეცხლითა, გული აქვს განახურები,
აღტყინებულა სურვილით, შორს მყოფი ვერა მყურები,
უხილავისა ხედვისა, სესვლითა საღმრთო შურები,
და ისწრაფის უკვდავებისა, წყაროსა მიმართ მწყურები.

სოფლისა ღელვით დანთქმული, შთახთა უპესა ზღვისასა,
სიმხნით იღვაწა განერა, ფსრკესა ვეშაპის ყბისასა,
მიხვდა, საჯილდოდ მყუდროსა, ნავთ საყუდელსა ცისასა,
და ვეჭვ არ ინანდეს პატიჟთა, ხორცისა ცეცხლით წვისასა.

ქეთევან დიდი სახელით, კვლავ საქმით უმეტესითა,
ზე აღხდა ცათა სუფევად, მოწამეთ ღვაწლთა წესითა,
ხორცთა დაწვითა დაგვითა, სიმხნითა დაუკვნეითა,
და ვინ იყო ჩამომავლობით, ქართველთ მეფეთა სქესითა.

უმხნეს გამოჩნდა მამათა, დედათ ბუნებით ლბილია,
გარდაუტევა სინაზე, რაზომც ზარიფად ზრდილია,
თავს იდვა ტანჯვა სასტიკი, მძლავრთაგან მონდომილია,
და აწ იდიდების იქების, ღვაწლითა შემოსილია.

ქვეყნისა ტახტით ზეცისა, დალიჭთა იჯდა მჯდომელი,
სამეუფოთა მოსილი, ბრწყინვით თუალ შეუგდომელი,
ძველის გვირგვინი დაიდგა, ნიჭად ხვდებოდა რომელი,
და აწ ჰგიეს ჩვენდა მეოხად, წინაშე ღვთისა მდგომელი.

ქართველთა მეფეთ სქესისა, კახთ მფლობელს ესძლო ეგვარა,
დალიჭთა მჯდომი დედოფლად, იტყოდა მინდა ეგ არა,
ირჩივა მარტვილთ შედგომა, ხორცთ დაწვით მისცა ბეგარა,
და ქეთევან დიდმან ვინ სიმხნე, იმგრგვლივ მოივლო ეგარა.

ძვირად დასჯილა მოწამე, სხვა მისებრ კიდე წვალებით,
ვითარიც სტანჯეს ნეტარი, ქენჯნითა დაუთუალებიათ,
ძუძუთა ჰხლეჩდნენ ტანს სწვევდნენ, ხორცთა უდნობდნენ ძვალებით,
და გვირგვინს ადგმიდნენ სამეფოს, თხემს ჰხეთქდნენ რკინა რვალებით.

ქვაბს გვირგვინად თავსა ადგნენ, ბარსა ჯიღად ურჭმენ ცხელსა,
საჯთ უვლებენ მანიავად, შამფურს სკიპტრად მძლევნი ხელსა,
მუსმარ ბასრთა პორფირს ასხმენ, ჯაჭვს ზოსტერად არტყმენ წელსა,
და ზედ სადგართა დალიჯთა სმენ, დედოფალსა ეერეთელსა.

იგ ვით სასძლო მწველთა რკინათ, კაზმით გაისამკაულებს,
ხორცთა სემწვარ შენაგლეჯთა, ისაყურებს იფარღულებს,
სისხლთა ქუფრად აღმომხდართა, იძოწ ლალებს იპირგულებს,
და ვინ მოსთუალავს დედუფლისა, ქეთევანის სიმხნით ქმნულებს,

ოდეს რა ესრედ მოჰკაზმეს, მეფეთა სამკაულითა,
ოქროთა ნაცვლად რკინითა, მწველ მხურვალ მეწამულითა,
თუალ მარგალიტად ნაკვერცხალს, იყრიდა სიხარულითა,
და სძალი იწოდა ზეცისა, სიძისა სიყვარულითა,

მე მისთა ღვაწლთა მოთხრობა, ვერ ვიძელ რაზომ მენება,
ვინ იწყო ქართველთ მეფეთა, გვართაგან აღმოცენება,
ეთვისა სვისსა ტომობით, კახთა უზავა შვენება,
და აწ ჰფარავს საქმრო სამშობლოს, წმინდის ნეტარის ხსენება,

ხამს წყნარად სადმე იკროდეს, დავითის ქნარი ებარი,
მანვე დამღეროს ხმა ტკბილად, ქეთევანისა ქებანი,
ეხელყვის ორ კერძო, თვის ტომად მოხსენებანი,
და სძლად და ასულად სახელ ჰსდვას, ვის უგავს მოთმინებანი.

ამად ხელ ვჰყავ ნუ თუ მეცა, მეთქვა რამე შესაფერად,
რა ვერ მივხვდი საწადელსა, მეცა მექმნა გულს საძვერად,
მწადდა მყისვე დასახევლად, რადგან ვარგობს ვერა ვერად,
და მაგრამ მითხრეს უჯერობა, დამაშვრალსა მისაწერად,

უხამს დაჯდეს ღირსი ვინმე, მისთა ღვაწლთა აღსაწერად,
მთა წმიდელი ან სინელი, პეტრიწი ჰყვეს კალმის მჭერად,
მოკლეს სიტყვით რეამჭევრონ, გრძელი ტანჯვა მრავალ ფერად,
და მათ მოგვითხრან შესაზაროდ, ასასტიკონ გულს საგმერად.

1.2 ქეთევან ბატონის შჳლთან მინაწერი

▲back to top


ქეთევან ბატონის შჳლთან მინაწერი

მეფის ასულო, ქველ კეთილ სულო, ძვირ უფასულო ქეთევან რქმულო,
ზნეობით სრულო, მწვე უნაკლულო, ქებით აღმკულო, სახელ განთქმულო,
რტო დავითულო, მის მტილსვე რგულო, ევფრატით რწყულო, კოწლებ დასხმულო,
და მონარგიზულო, ჯერ არ დაზრულო, პირ მონამგულო, სადაფ გამხმულო.

აწ ახლად თქმული წამება, ქეთევანისა დიდისა.
ქვეყნად ღვაწლითა მბრწყინვისა, ცად ნათლით დაუბინდისა,
მოსახელისა შენისა, მის ნეტარისა წმიდისა,
და სამშობლო საქმრეულობით, ორ კერძო მისაზიდისა.

1.3 ღამისა ალერსი მისვე დიმიტრი ბაგრატოვანისაგან

▲back to top


ღამისა ალერსი მისვე დიმიტრი ბაგრატოვანისაგან

ეჰა ღამეო ღამეო ჩემისა გულისამებრ ბნელო, და დღისა შენდა ერთ მოჟამისა მოშორვებით მოწყინებულო, ნუ თუ მზისა მზისა უნათლობა შეგჭირდეს და მისსა სანიადაგოსა საზღვარსა დახდომა დეურვოდეს, რომლისაცა მიფარვით დისკოსა მონასხივებთა შარავანდედთა მცხინვარება დაშრტების, და შენისა მრუმობისა არეთა კედარეთა წყვდიადობა უკმო იყრების უჩინოებისა საბურველი აღიხდების, ციერთა უხილაობისა ფარდა აღიკეცების და მათი ორანოსა ფორესა მშვენიერად მოსხმულობა წარმოსჩნდების, საწუთოსა შვებისა დარბაზი განათლების, საწადილსა კარი გაიღების და შემავალთა განსაცხრომელი ჟამი მიხვდების მრავალ გვართა საამოებისა მოწევნითა ლხინი გახშირდების და შექცევა დაიაფდების, ძალთა მწყობრობა გაბარბიტდების, ამოდ ღიღინი გასიმღერდების და ყურთა დასატკბობელად მოისმების. ერადობა გაფრიადდების და მოყვსობა გაყუმუსდების, ცქარიადი სვლა დაეყენების და მალად სისწრაფე შეიმცირების, ყოველნი დღით მაშვრალნი შენისა სიღამისა სართულისა ქუჱშე შემოლტოლვილნი ნებისად განისვენებენ, და დამყურდოებულნი სიწყნარისა ნელიადობისა მიეცემიან, განბნეულისა გონებისა შემოკრებასა ლამიან, და სორად მიტაცებულისა თუალთა ხედვასა შეიმოკლებენ, მწუხრი დილისა ულამაზესად დაშვენდების და ორიონისა გზასა მოტყინარესა აღმოსვლით გამეწამებულსა აღემატების, ფეროვნება უსადარო და უტურფესად მოკეკლუცებული კერძე დასავლეთისა, ყვითლად შენაწილდები, შერწმით შენახშირები და ირისებრ შეჭრელებული, არაბულისა მხიარულებით მხარ ახვეული და შუქთა მოკლებისა მახარობელად მოსწრაფებული, საღამოსა სამოებათა მომთხრობელი, შერიჟრაჟებისა ჟამთა მოსასწავებელი და სერობისა წესთა დამაწყებინებელი, კალთა დასვებით დაზიდული, დღისა ნამუსთა დამფარველი და მისთა სახვაშიადოთა აუგთა შემნახველი, მოვალს ქვემორებით მონარნარე მხარ გასლით განაკიდარი, ნათელი დაუბინდარი და მოეფანიერების იელ ტიელთა მის სატრიელთა მარაგთა ღრუბელთა ბორიესგან დაწყვეტით დანატაცართა და ამალათად მონაქონართა, უგვანად რადმე მაჩრდილებელთა და ხედვა მაცილებელთა მათ თუალთა საამოებისა ფეროვნებათა. შენდა უვრცელესად გარდათხმულსა და კიდის კიდეთა დაკარვებულსა ცასა, ლაჟვარდად გარდაფენილსა და ბეზეკად დაფონებულსა, სადა იგი დღისა მფლობელისა და ქვეყანისა მანათობელისა შუღდართაგან კრთოლვა კლებულნი და ციმციმ გაცუდებულნი ვარსკვლავნი. სამყაროსა სამკაულად ქმნულები, შვენება მოძარცულები და მიფანტულ მოფანტულები. აწ აქა და იქ, შორს და ახლოს პატა პაწობით ძვილღა მობზინავნი, მოციალებით მობრწყინდებიან და ცისა სფეროსა მოკამკამობენ, ფერ ოქრო სირად. ლამაზ სამზირად მოსხმულნი და გარე ზოსტერად მორტყმულნი ცთომილნი და უცთომელნი, ზოგნი უძრავად დამყარებულნი და ზოგნი ქვეყნის ბრუნვით მოარულნი, ერთი ერთის მოჯუფთე მოკამათენი, მის ხელისათა მმართენი და მადარე მაავდარენი, სხვანი კჳმატად სახელ დებულნი და რაისამე მომასწავებელნი, მისთა მეცნეთა საგულის ხმონი, კვლავ კიდე სხვანი ჰაერთა მოძრავნი მოტატანეი, ცეცხლებრ მოელვარენი. ფიცხლად მარენი მოხლტუნარენი, კუდთა მქნეველნი და მალ გამლეველნი, თვითო გვარ სახედ მოსახილავნი, ღამე მხმილავნი და დღე უფრთხილავნი, ესე მრავალ თუალნი დაუთუალნი და უამრავნი, ციერნი, ზოგნი მცბიერნი, თუალთა საამონი და გულთა სალხინონი, შემხედველთა შემოქმედისა მაცნონი და უცნოთა მამხილებელნი, უსაზომონი და უსწორონი, ზოდიანი მზისა მისალოდიანი და მთიებნი, ცათა მგიებნი და ქვეყანათა მასარგიებნი, ბევრნი ბევრთანი მსგავსნი ზევსთანი და კონდიოთა მავნეთანი, სხვანი ფილაგად ხომად, ჭვრეტად სანდომად შემოყრილნი, მაშინ მათგან თამამად საცელქო საფაცფაცია ლომთა და საამოდ საციალოთა უმსსივნს ორანოსა სივრცეთა, და ელიან ღამისა მანათობელსა და მათდა ლამაზად დამაშვენებელსა მთოვარისა მოსვლასა, ვინა იგი არმოხდების ახლითა მოვანებითა აღვსილი ნათლითა მოვანებითა ბნელთა სამთავროთა უფლებად და ზღვათა და ხმელთა მფლობელად, სევდისა მატებად და გზათა წარსამართებად, ვისიცა პირბადრობა მონანდარულთა ბაკთა უტეველად გარე შუქთა აფინებს, ქვეყანასა ანათებს და მას შინა მყოფთა სიცხით მომწყდართა აგრილებს ნოტიებისა მონაქონარითა მოსიებითა, და აწადებს გამოცდელთა მანიშატებელი, სევდიანთა უკუმყრელი და კაეშანთა მაქარვებელი. ეს გვარისა ჰაერ შეზავებულისა და კეთილ ჟამიერისა ღამისა კაკაჩისა გაუთენებლობასა, სადა იგი სიამით ძილ მკრთალნი და თუალ ურულავნი, ქალაქთა და დაბა სოფლებთა მოსახდენი, ქალნი და ყმანი, მხცოვანნი და მხცოვანნი, დედა წულით გამოსულნი სამყოფთაგან, სხენან ზოგნი კორდთა მწვანვილოვანთა, ზოგნი ველთა მდელოთა სხვანი შუკათა ფოლორცთა, დას დასად და უბანუბნად შესაჯგუფარნი და თვის თვისად მოუბარნი, დედანი ხან გარდასრულნი და მამანი მონახულნი, იტყვიან ძველთა ანბავთა რომელ რომლის დროსა და მეფობასა შესწრებიან და რაიცა უნახავს და ახსოვან, მიუთხრობენ ერთი ერთსა, ავთა მმართეთა ავადრე მახსენებელნი და კარგთა გამგეთა კეთილად მომგონებელნი, მოსაუბრობენ მათსა სრა სახლთა და პალატთა მდიდრად შენებულებასა ზედის ზედად დგმულობასა, შინ და გარე მორთულობასა, ოქრო ქანდად ცურვებასა. კედელ ყურება მკობასა, სარფარდათო ოქსინებასა, ნოხ ფარდაგთა გებასა. დორ სნატებთა დებასა, სეფეთაგან სხდომასა და ბჭობასა, მერმე დალიჭთა დგომასა და მეფეთაგან ზეიმით ჯდომასა და ქვეყანისა გადებასა. მსჯავრსა სასჯელსა. მათისა კარისა დიდებასა, ჩინებულთა არძანგობასა, მნეთა სხვა და სხვაობასა, მანდატურთა ხელ არგნოსობასა, სარანგთა სიმრავლესა, ლაშქართა სიდიდესა, სპასპეტთა კეთილ ძღვანებასა, მხედართა სიმხნესა და გულოვნობასა, მერმე იტყვიან დარბაზისა ერთა წვევასა და ბანოვანთა მიხდასა, მათგან შესაგვანის ყოფა ქცევით მისვლასა და დედოფალთა თაყვანებასა, ზრდილობით თავაზიანობასა, ზნეობის გამოჩენასა, ნადიმთა ზედასმასა და შაირსა, ლაღობასა და ხუმრობასა, გალობისა სამუნასიბოთა, და მომღერალთაგან ხმა ტკბილად სახიობასა, მროკველთაგან ცეკვა ბუქნა ბასტობასა, რიგზედ თავის მსმელობასა, თასთა გარდაგდებასა და ერთი მეორის დალევასა, წინ დაჩოქვით სმასა და მოაზარფეშებასა, მერმე შელხინებულთა მათ გაცელქებასა და ბანოვანთა გარდაწვევასა და გარდაჯდომასა, მეჯლისსა და ერთა ჭამასა, მეფეთაგან მხიარულებასა, გაცემასა და უხვად ნიჭებასა, ზარსა, და ესე გვართა ლხინთა და ჭირთა მაგთან ნახულთა ძველთა ქართველთა წესთა და ჩვეულებათა მოსაუბრობენ, კვალად იტყვიან, ბრძანებდიანო, ცხენთა მალთა მდიდრად აკაზმასა, და სამეედნოთ ამხედრებასა, კარგ სადავეთა ჯინიბთა გასხმასა, და მეფეთა და მთავართაგან გასვლასა ველსა სასეფურსა და მუნ ასპარეზობასა. საშუალ მოედნისა მაღლის ძელის დგომასა, ზე ოქროს ვაშლის სმასა, და რჩეულთა მშჳლდოსათაგან ცხენ ფიცხად გავლასა, ძირ მოღმა ისრის სროლასა, ოქროს ვაშლის ჩამოგდებასა სა თვისად მიღებასა, ამით შექცეულთაგან მერმე ცხენ რბევით ბურთაობასა და ქვე გარდახრის გარდაზეულთა ხელ მარჯვედ ჩოგნის ცემასა და ადრაბაგანის ამოკვრასა, ერთი მეორის კერზოთაგან მიტაცებასა, ბურთისა და მოედნით გარე გატანასა, მუნ იქით და აქათ მაყებთა დგომასა. და მაზედ ნაქსოვთა კიდებასა, მძლეველთაგან მიტევებასა და მის ლარისა ჭრასა და ხევასა, ნიშნად ჯობნისა და ლაღობასა შექცევისად. კვლავ ოროლის მღერსა, კეკლუცთაგან მზერასა და სატრფოთ გულთა ძგერასა და მრავალ გვარად ბუნათა ბრიალსა და მხართა ზედან ტრიალსა და ხლტუნებასა გამალებულთა ტაიჭთა ზედან. და რაინდობისა წარმოჩინება, მერმე ჭოლოკთა სრევასა სპარსთა ენით ჯირითსა, მიღმა და მოღმა ფორესა მას ჩინებულთა ჩაუქსა ჭაბუკთა დგომასა, ერთი ერთისა ლაღობით გაჯუფთებასა, ცხენთა გახლტუნებასა და ოთხ ახმით მონავარდებასა, კვლავ ერთი მეორის გაქცევ გაკიდებასა, შორით ჭოლოკთა სროლასა, უნაგირის ტახტათა მოხვედრებასა და ზედ მჯდომისა უვნებელობასა, სხვაგან აშფაშაქობასა და მოისართაგან საგნის სროლასა, თუალთა სისწორისა და ხელთა სიმარჯვისა გამოჩენასა, და მრავალ გვარად სეფურობასა, ამით და ესრეთ მოსპარებებულთაგან მხიარულად შემოქცევასა და ახალ ყმა კაცთაგან ერთი მეორის მოყვასთა ვანად მისვლასა და მუნ მორინობასა, ნარდითა და ჭანდრაკით მღერასა და ბანქოს თამაშობასა, მერმე სერობისა ტაბლათა მიღებასა, სანოვაგეთა სიმრავლესა. სასმელთა სიუხვესა და გაჯუფთებით ხმასა, საკრავითა და სიმღერით ლხინსა და შექცევასა და ღამისა მის განცხრომით გათენებასა, და დღე მათდავე თანამდობისა შედგომათი და იტყვიან, ამას რა იქმოდიან, არა ყოველთვის, ოდენ საუფლოთა დღეთა, და ესეცა სადიდებელად ღვთისა დღესასწაულობდიან, განმაგებელისაგან მოცალებულნი და საქმეთაგან თავის უფალნი გამხიარულდიან, და უმისოდ იტყვიან, და მტკიცენი სარწმუნოებითა, მოტყინარენი ღვთის სიყვარულითა და მოყვასთა ერთობითა, ეკლესიათა შენებითა და შეწირვითა, მარად ლოცვითა და მარხვითა, და სხვითა და სხვითა პირად პირადითა სათნოებით ჰყვაოდიან, კეთილთა ნაყოფთა ისხემდიან და მხიარულებით ისთვლიდიან, კვლავ მეფეთა ერთგულებით და თავთა დადებით იქებთდიან, მოყვრობითა და ნათესაობით იჭირ ლხინებდიან, მათდა საკადრად მამულის შჳლობდიან და ქვეყანის შემატებას ცდილობდიან, სახელს იხვეჭდიან და იდიდებოდიან და ყოვლითურთ კეთილ ქველობდიან, და ესე გვარითა საწუთოსა რიგიანად ხელის ყრითა, ზენაისა სოფლისა შვებასა იუნჯებდიან, და საუკუნოსა განსაცხრომელსა მიემთხვეოდიან. კვლავ წარვიდიან სანადიროდ და გაიტანიან ბაზიერთა ბაზნი მრავალ გვარნი, შავარდენთა, ქორთა და მიმინოთანი, მართ ეგრევე მეძაღლეთა, მწევარნი, მეძებარნი და მყეფარნი, და სადა რაი ეხმაროდისთ მით მოინადირებდიან. ლიკლიკად მხლტომელთა ჯერანთა, შველთა და კურგელთა, მყისვე გაისრევდიან და ირემთა, ტახთა და თხათა გასიათევდიან, და მხეცთა მრავალ გვართა სდევნიდიან და ძნიად განერიდიან, მერმე მოჰყოლბიან ტევრნი და შეუშვიან მრეკელნი და მოიცვიან მეჯელგეთა გარემონი. თვით დაუსხდიან კართა სასუნდრისათა, ესროდიან თოფთა, და ჰხოცდიან ნადირთა მათზედ მისრულთა, და მოართმევდიან მეფეთა თავსა ნადირისასა და იგიცა წესებულ იყვის, ვისიცა ნასროლი შუბლთა მოხდომოდის ნადირთა და არა ნაწევართა, მათგან მოკლულნი იქებოდიან და თავთა იწონებდიან, და იყვის მოამხანაგეთაგან ცილება ჯობნისა, შექცევა და ხუმრობა მარჯვედ სროლასა ზედან, და ესრედ მონადირებულნი შემოიქციან სახლად თვისად, ნადირითა და ფრინვლითა დატვირთულნი მხიარულებით, კვლავცა ტყითა და მინდვრით შექცეულთა მათ, მოინებიან მდინარითაცა უკუყრა და წყლისა კიდე პირეთა მორება და მოსალიკება და ლხინთა გამეორება, თევზთა მონადირებით, მისრულნი სხვითა და სხვითა სოლას ბადითა და სათხეველ მასითა, ზოგნი ნევს კავითა საცთუნოს დასაზავითა, ბევრნი ფაცერ კოდითა და ოჩხთა ჩაყრილლოდითა, მერმე წყალთა დასაგლვითა და მდინარეთა დაშრობ დაწყვეტითა მოამებულნი და მრავლად შემპყრობელნი, მუნვე აგბობენ და ზოგნი ამწრობენ, და ჭამით დაგებულნი სმენ ღვინოსა სალხინოსა და დანაშთომთა მათ უთუალავთა გოდორ წნულთა კალათათა ჰყრიან და ავსებენ ჯერეთცა ბოლო ფრთით მოფორთხალეთა თევზთა ბევრ გვართა და გემოვანთა, მიეზიდებიან საკიდრითა მრავლითა.

მასცა იტყვიან, თუ სად მტერი აღუჩნდესთო, აწვივის მეფემან ლაშქარი, მიუწერის ბძანება სპასპეტთა და მთავართა მის ადგილისათა, ჩინებისამებრ მათისა პატივით, რომელთამე დარბაზ ბატონობით და სხვით, და რომელთამე ჩვენი ბძანებააო როსელმც მხედრობითა მათითა მოიწივნენ დაუყოვნებელად პაემანთა, სადაცა უბრძანებდიან, და ოდესრა მორევიდიან ქვემონი და ზემონი იგი ლომნი ჭაბუვნი და შემოკრბიან, ნახიან ალღუმი და აღრიცხიან მწიგნობართა რაძიოდენ იყვნიან მკჳრცხლნი და ცხენოსანნი, მოისარნი და მეთოფენი, შუბოსანი და მედაშნენი, რომელთაცა ვერა დაუწუნებდი საჭურჭელთა მოწყობასა, ჯაჭვთა იალმაგად ცმასა და ზოგთა ტიელად მოელვარებასა, მუზარადთა ხურავსა და ზუჩთა მოჩინძვასა და მასთან დარაკა ხელღნა ავიანობასა, ცხენთა მათთა სიფიცხესა და სუბუქად აკაზმულობასა, და რა ეკეთისთ მათი ეგრე სპარაზენად მოიარაღება, მაშინ ბრძანიან და გაშალიან დროშა გორგ ასლანი, ბედნიერი სვიანი, და გაიმძღვანიან მტვირთველი ჯვარისა და წინამძღვარი კარისა ეპისკოპოსითურთ და გაემართიან სახელისახელითა ღვთისითა, ლაშქარ მრავალნი, და გულ უშიშრად მავალნი, ამოდ ვლიდიან საზღვართა თვისთა კარვებ სევნებითა და საფენ საგებლითა, საგძლით სავსენი და ნუზლით მოუკლებელნი ლხინობდიან და ნადიმ ნადირობდიან. საგრობდიან და მგზაკრობდიან. დაიბანაკდიან და აიკარვიან, გააყენიან ტალად მხნენი და გამოცდილნი კაცნი მამაცნი და რა ნახიან დარაჯათა მათ მტერნი ახლორე წარმომართებულნი, აცნობიან ლაშქართა ჩვენთა, ესე ცქაფად დაეკაზმიან და უყოვნებელად გავიდიან ბანაკით წესისამებრ, ჯერეთ მეწინავეთა სპასპეტი და გაიტანის მისნი ხელისანი. მემე მემარჯვნენი და მემარცხნენი მატითა სადროსითა, და ბოლოს თვით მეფე სპითა თვისითა და მმართებელითა მათითა, და თუ ვინ უფლის წულნი მათ მაშქართა შინა იყვნიან, მისთა დროშათა მივიდიან, ვისდამიცა სპასპეტთა ჰქონდიან საუფლის წულონი, კიდე მემკჳდრისა ძისა პირმშოსა, და დადგიან ხელსა სამესისხლოსა მარიხისასა, იმიერ და სასუალ მათსა მეფე რაზმად წყობილნი, და ჩამოიყენიან უკანით კერძო ჩახთულნი, და ოდეს გაეწყვნიან საომრად და პირის პირებულნი, მოუწოდიან სამღვდელოთა წესთა, იხადიან პარაკლისი თვისად წილხდომილისა დედისა მაცხოვრისა ჩვენისად, აკურთხიან წყალი და ასხურიან მხედრობათა, და ეტყოდიან სიტყვათა გასამხნეველთა რჯულისა და ქვეყნისათვის თავთა დადებისა, და რომელნიმე წმიდათა საიდუმლოთაცა ღირს იქმნებოდიან, და ესრედ განმზადებულთა საომრად აუტეხიან ბრძოლასა. და გამოიბეძღიან მეწინავეთა მათ მტერნი, და შეიქმნის თოფთა ცემა და კომლთა დენა, ხმალთა ელვარება და შუბთა ზანზარება, ისართა ტყორცა და შერწყმა შეხორცა, აქ დაკოდვა და მუნ ჩამოგდება, დაფითვა და გასაპყარება, ვიდრემდისცა ბრძოლა გაფიცხდებოდის, და ოდეს რა განძლიერდის ომი და გახშირდის ხოცა ორკერძო, მყისვე აისწრაფიან და მივიდიან მემარჯვნენი და მემარცხნენიცა სპასპეტნი და მეფე მათი, ზოგად და ზოგად მწყობრითა მათითა, და ეკვეთიან გულ უშიშრად რაზმთა სხვათა და სხვათა, გადიადლის ომი და გაგრძეოდის ბრძოლა, და ოდეს მე გაძნელდისცა ძლევა სიმრავლითა მტერთათა, და მოსწყდიან ორნივე მეპირის პირენი ერთი ერთისა გამკლავებულნი,რომელთაგან სიკვდილის მოციქულად სორის ტყვია და ისარი არარ რბოდიან და ახლოს სულთა მხუთავად ანადსა ხმალთა და შუბს ატარებდიან, და სარჩელთა მით გარდასწყვეტდიან, ვისგანთაცა არვიდის მტვერი ჰაერთადმე და დააბნელის ქვეყანა მედგრად მიმართებულთა და სასტიკად შენატევებთა ცხენ კაცთა ნატერფალთაგან, გარნა განანათლის ცაი საჭურველთა მათთა ელვარებამან, რომელთა შორის კისკისად ხლტოდიან და მამაცად ჰბრძოდიან, სარკენლად სწვდებოდიან, სა ქვე აკვეთებდიან, წყლვასა და ლმობას ახშირებდიან, და ვალალებას ამრავლებდიან, და დაუშრომელად იღვწიდიან ძლევასა მტერთასა, და თუ სადა ნახის მეფემან მათმან უძლიერესად დასხმა თვისთა ზედა, მუნ მიისწრაფის და მისვლიტა თვისთა განამხნის მხედრობანი, და განაძლიერის სიტყვითა მამაცებრითა, მიუძღვის და მისცის სახე უშიშოებისა და ლომებრ მიმართებისა, და რა ნახიან პატრონი მათი თავდაუზოგად მისრული, გაღანამცა უფროს გაფიცხდიან და განძლიერებულთა მათ აღიმაღლიან ხმაი ივერიული და ძლევათა ჩვეული, ერთობით მიეტევნიან, რაზმი დალეწიან, მწყობრნი გაფანჩვიან, და მკვდართა ზედა გარდიარიან, ცოცხალნი აოტიან, და დევნა უყვიან, აჯათა მთხოველნი დაინარჩუნიან, შეიპყრიან და მხარ დაკრულნი მეფის წინ მოიყვანიან და ჯილდო მიიღიან, კვლავ თუ ახლორე ციხე და ქალაქი შეხვდისთ მტერთანი. მათცა მამაცად მიუხდიან, გარე მოეტყიან მოპანტეზიან და მკჳრცხლად წყობილნი ფიცხლად მიეტევნიან და ზღუდეთა ანასდად გარდუხლტიან, მებრძოლნი მოსრიან, ქალაქი მოიცვიან, მოსტყვენდიან და მოიავარებდიან, და ნატყვენავითა მით მოვიდიან მძლეველნი, და მეხუთეთა ნაალაფევთა საღმრთოდ შესწირვიდიან და მეფეთა მიართმიდიან, და თუ მას ომსა შინა დააკლდებოდისთ ვინ ჩინებულთაგანი მოიღიან გვამი მომკვდრისა მის სახლსა მისსა და დამარხიან შესაგვანითა პატივითა სამარხოსა მამა პაპათასა, წარუგზავნიან მეფეთა და მთავართა ლარი ძვირფასი გარდასახურად, და მიუტირიან ცოლსა და შჳლთა. ზარითა ხმითა საზრუნავითა. შოშრობითა და კოკოცებითა ორმეოცდა დღეთა, გაშალიან ნიშანი სამოსი ტანისა და საჭურველი მისი. დააყენიან ცხენი უკუღმად აკაზმული შესვენებულისა მის და გოდებდიან შესხმა მკობითა,და მოთქმა გარდაცემითა. და იგლოვდიან წელსა ერთსა ძაძა შავითა. მერმე უბოძიან მეფეთა გამოსაცვლელი შავისა, და დამოიყვანიან მგლოვიარე იგი შჳლი იყვის თუ ძმა მომკვდრისა მის, და მიუბოძიან ჯილდოდ მამისა ნამსახურობისად ხარისხი და სახელო მისი, ანუ დაბა და სოფელი, რომელთა ესეცა ეწესნეს, მიართვიან მუნებურსა კათოლიკოს პატრიახსა ნისანი მოკვდრისა მის, ცხენი მდიდრად აკაზმული, ანუ ნივთი რაიმე ძვირ ფასი მოსახსენებლად შესვენებულისა, და იყვის კვალადვე შვება და განცხრომა ყოველთა ივერიელთაგანაო ესე გვართა მოლაპარაკობენ მოხუცნი მოსაწვლეთათანა, რომელმც უწყოდიან მამულთა თვისთა წესი ჩვეულებათა და რიგი ყოფა ქცევათა.

სხვაგან სხვანი სხედან, და თუ ვის მათგანსა საყვარლისა მშჳლდით მონაზიდარი გულს განსწონებია, და მისგან უწყალოდ დანაწყლულებსა დუბედსა ხალბული საბუნი დასძვირებიან და ლმობა გახშირებია, დღე საშორით მტირალსა, ღამე ცრემლთა შესაშრობელისა ჟამისათვის მოემართვის მოუშურებია, და მათ გამო საყვარლისა სიახლე მოუწადებია, ნუ თუ შემართა ზრახვით, შეიმსუბუქნეს ტკივილი იგი უსოიშნო სუღთქმით დანახშირები, გარნა მას გლახ, მუნ უფრორე ემატების წყლული წყლულსა, უჭვრეტს, პირსა, ითმენს ჭირსა, ელაპარაკების და უსიტყოსა თუალითა ეალერსების და უცნოსა გულითა, უნებს რაი მისდა სათქმელად და არა უწყის ვით იწყოს, სიტყვა ავიწყდების, ენა ებრკმის და ჰაზრი ეკარგების და თუ თქვასრა მისცა ეშიშვის სატრფოსა საგულისხმოსა და აშიკთა გამოსახმოსა, და ესრეთსა იწვსა შინა გონება მიტაცებული შინჯავს დანაშთომითა ცნობითა მისა მაშმაგებულისა სახისა მშვენიერად ნასხამობასა და სანდომით მიმაგნიტებულისა ძირისა სიწებასა, ვისიცა ადრიდგანვე გულისა ფიქალსა ცოცხლად გამოჰხატვიან და ვითა კეკლუცთა იროილა სათაყვანოდ შეჰქმიან და საზორავად გაჰკეთებიან, ამას იგონებს და იტყვის თვისად, ვამეო, ჩემო მტანჯველო ღამეო. ამისთვის ბნედა ხელობა ვინ უნდა დამიწუნოსა, აჰა ვითარ თავსა ამაყსა მიჯნურთა მოთაკილესა, თხემსა თმანი ტოილებად დანათხზავნი და წინამონი უკაზმავად დანაგრუზნი ზოგი სათისა უშავესად თეთრსა ყელსა შეხვევიან, და ზოგნი ნარდიონად მფშველნი მხართა ზედა გარდაუყრიან და იგიცა საყვარლისა საშთობელად, შუბლსა ნათლად მოშუქარესა, ჩემისა გონებისა საცნობელნი დაუბნელებიან, და მაზედ მშჳლდად გარდათხმულსა წარბსა, წამწმისა წამად მომკვლელი ისარი დაუკიპავს, და მისთვის გასაგნულს გულს ესვრიან, თუალთა გიშრისა ნავთა ნარგიზად მსხდომელთა ხედვა მიუტაცნია და შავთა ზღვათა დასანთქმელად მიჰქონან, ღაწვთა ძოწელისა აფრა აუბამსთ, ინდი სალად დაუსვავსთ. და მღელვარებით მეწამულობენ. კავ მაწაკთა კინამობათა, იგი არე გაუსუნნელებიათ, ცხვირსა მოხდომით მოფუჩვნილსა, სათობა უთუალწუნებია, და უზადოთა პინჩთაგან მკვდრად მიხდილთ სულს უბრუნებენ, ბაგე ზარზამბოთა ფეროვნებასა, ლალთა წყლიანობა დაუჟღლიან, და პაწად პობილნი კიდო კიდურნი გაუბალახშებიათ და მუნით გამომჭვირვალთა სპეტაკ გასაკჳრვალთა, კბილთა ძოწისა ბუდეთა მარგალიტად მსხდომელთა, ბარაინელთა სადაფთა ხარკანონი დაუქუფრებიან. ღაბაბ ყელ ყურთა, ვეცხლებრ ჩალხულთა, ნატიფად მოფაცფაციალობათა ცნობით გამოუყვანივარ, გულსა და მკერდსა ბროლისა ველსა, დრყილნი დაჰკოკბებიან და ცნობადისა სახედ აღსოჰსჩენიან, ტანსა ზარიფად ანაზებულსა კერან კჳპაროსს აღბაძებულსა, ხელ მკლავთა მოძრაობით, ალვისა შტოთა ზანანობა დაუნასებიან, ზრო წელისა უსულობით, ლელწამთა ლელობა გაუწბილებიან, და ესრედ თხემით ტერფადმდე აღმკობით ცუდ მაშვრალი და ეშყით მთვრალი, საგონებელს მისცემია რაი იღონის ძიოს, ღამე სიახლით მწველმან და დღე სიშორით მზრობელმან და წყლუთა ორჯელვე მტკიებმან.

კვლავ სხვაგან სხვანი, ახლად შერთულნი შეუღლებულნი და სარმრთოს მადლით შეაპურებულნი ქალ ყმანი, ვითა გვრიტნი მისაჭვრეტნი და მისაბაძავნი, სიწმინდისა მასწავლებელნი და კეთილ ცხოვრებით საწამებელნი, სიყვარულისა ლითონნი და მეუღლეობისა სამაგალითონი, მათნი თვითო თვითონი, გაკიდე გაცალკებულნი, მიღმარებულნი, და სიახლით მოლხინებულნი, ზოგნი სხედან და მეფერცხლეთა მუხლნი სასთუნალად გაუკეთებიან და ნებიერად უბე კალთათა წამოსწოლიან, და იგი მისი მესათუთე ნაზად ლამაზის თითებით აფუტკვნილთა ვარჯთა უსწორებს და ლალთა უფურადესითა ბაგე ზარზამბოით ეკონების და სუნბულისა ფშვათა იყნოსებს და მისსა შენაწირებსა სულსა იბრუნებს უზადოსა ლალიცითა, ზოგნი მათგანი, უმანკოთა ტრედთა მგვანი, უსურვაზად წელთა შემოხვევიან და პირი სურვილისა სალაროსა ზარდახსათა გულთა მიუტანიან, და სიყვარულისა უძვირ ფასესნი სპეკალნი აღმოაქვნ, სხვანი ზარიფსა ტანსა შესტოლებიან, ხელი მხართა გარდუდვია და ბაგე ტუჩთა შეუწებიან და მანანისა უტკბოსად დაგემებულნი, გულისა გასაგმირალითა საუბრითა მოალერსეობენ, და ნელიადის ხმით მიღიღინებენ ,თუ სთქვა ესრედ საამოდ დარონინებენ, რომელ უჯუფთოთა შემხედველთა შურსა შეჰგვრიან და ტოლთა მოაწადებენ.

სხვაგანცა სხვანი, მრავალ გვართა საკრავთა მკვრელნი, ოთხ ძალთა მჟღერნი, და გუდა სტვირთა დამბერნი, შაირთა მთქმელნი და ქებათა შემსხმელნი, სხედან უბან უბნად შენაკრებარნი, ზოგნი როკვენ და ცეკვა ბუქნობენ, ზოგნი ფუნდრუკობენ და სხვად და სხვად ასპარეზობენ და ტანისა მოძრაობით სეფურობენ, ძალთა მოიმედენი მორკინალობენ, ფერხ მალნი ჩალიჩთა ზომენ და სუფუქნი ხლტომათა ლამიან. სხვანი ფერხულთ აბმენ და ზე მყნელოთა სდგნენ. და ხმა შეწყობით შებანებულნი აჰარალობენ, ქალნი ვითა ბროლ ფიქალნი, ნელიად მინაზებულის ხმით მოხასიობენ და კილო მიგდებით მოიმღერიან, ხუნტრუცობენ და სამაია ფერხისობენ, კვლავ ძერაობენ და წიწილათა იტაცენ, და ესე გვარითა შექცევითა ღამე დღისა შვრომათა ივიწყებენ და ჭმუნვათა იქარვებენ.

კვლავ თუ ვინ მოგზაურნი გზათა მავალნი, დღისა შრომათაგან მომწყდარნი და მზისა მოტყინარეთა სახმილთაგან დახორშავებულნი კაცნი თუ პირუტყვნი ჰგიან ველთა ვრცელთა, სულთა მაგუბებელისა სიცხით მიხრწნილნი და სახე ცვლილნი ფერ მიხდილნი, დაღრეჯით დაჭმუნებულნი და ვერ სით განრინებულნი, ელიან ოდენ დღისა მიდრეკასა და მზისა მიქცევასა, და მისთა მცხინვარებისა შუქთა მოკლებასა, მძიმედ შესმულისა ჰაერითა უკმოყრასა, და ნელიად მოძრავისა ზეფირისა მობერვასა და მონიავებით მოგრილებასა, და მაშინღა შეალმურებათა თუალთა ასმასა და მტვრით შეოლვილთა ბუდე კილოთა აზიდვასა და ცისა ლაჟვარდად მოელვარებულისა განხილვასა, ვისაიცა კერძო დასავლეთისა მრავალ ფერად ამღელვარებული მოასწავებს საღამოსა საამოსა ჟამისა წარმოჩინებასა და მათისა პატიჟისა დასრულებასა. რომელსა თვის გულ-დებულნი მადლობენ დღისა და ღამისა განმწვალებელსა მთავარსა. ვინა იგი დაუსხნა საზღვარი ერთი ერთსა გარდაუხდომელი, და მაშინ რა ნებისად საროსა ტაროსსა განიცდიან აღარ იცდიან და ისწრაფიან, ცხენთა სჭიხვნიან ტაჭ კანთა ახმიან, და ნათლით სავანედ მისვლასა იღვწიან, და ოდეს მიიწევიან საწადთა მათ საბანაკეთა, მოარებენ მისთა მიდამოთა დასაღამეთა, და ეძიებენ უძვირ ფასესთა ველთა მდელოთა უყვავილოვანთა. წითელ ყვითელ მწვანოვანთა, საღამოისა მამკურნალოსა ნამით დაცვარულთა და საამოვნოდ სასარულთა, რომელი შეუმკიეს ქვეყნისა მის კეთილ ჰაერობასა, და განეშვენებიეს ედემისე კერძოთა მდებარეობასა ზოგნი კოკბებით მოკუშტარენი და ზოგნი შლილებით მოჯუფთარენი, და ამაყად ლაღად მოფუჩნარენი, ბორცვედთა და დუბეთა მობიბინენი და მრავალ ფერად მოღაჟღაჟენი, დაი რადმე მოხდომით მოლამაზენი, სუნთა სუნნელთა მაფშველნი და საყნოსელთა მასიამოვნებელნი,მასთან მოითუალნიან ტევრთა მწვერვალ ბევრთა ხშირ ფურცლოვანთა და ხეთა მობორობანეთა, დღე მაჩრდილებელთა და ღამე მარგილებელთა, მისაჯდომ მისაყრდობელთა და ნებისდ განსასვენეთა, კვლავ წყარო წყალთა უხვად აღმომჩქეფართა ანუ ხევთა ქვიშა კენჭობთა მოწანწკარეთა და სიწმინდით მოკამკამეთა, გინა მდინარეთა ვრცელად მომდინარეთა და ნელიად მოჩანჩქარეთა და ღადო ჭევლით სევდისა უკუ მყარეთა. და ოდეს რა მიხვდებიან ესრეთსა თუალთა საამოსა და გულთა მასვებელსა სასადუროსა, ისწრაფიან და მალობენ, პეროით გასპეტაკებულთა სახედართაგან გარდახდომასა, ვინ უნეთა აკაზმულობისა ახდათა, რონინსა დაურვებასა, და სამოთხიერთა ველთა გაბმასა, სხვანი კარაულით ტვირთის გარდმომღებსა, ზოგნი რბიან და მოაქვსთ შეშანი, ზოგნი ხელმარჯვედ ჩამომკვეხანი ანთებენ ცეცხლთა, სხვანი წყალს ეზიდებიან, და საგანგიოთაგან საგბობელთა სიავთა და ჩალხანათა ამზადიან, და თუ ვის ცოცხლივ უსხი და ჭედილი მოჰყოლებიან, ანუ მფრინავნი, მათდა საკლავად გაფაციცებულნი იხდიან დანა მახათთა, ლესვენ და აბასრებენ, ვითა ირიოლთა მღვდელნი მუცლისა მსხვერპლთა შესაწირავად მხოცელნი, რომელნიმე ხსნიან საგძალთა და იღებენ ნუზლთა საგრობისად შენამზადთა, სდგმენ სერობისა ტაბლათა და ამრავლებენ სანოვაგეთა, კვლავ მოაქვსთ სურა საწადე, და ვის თხიერაკნი ძოწეულისა უფერადესითა და ნეკტარისა უგემოვნესითა ღვინით სავსენი და მისნი ხელთა მაგოგმარენი და პირთა საამოვნენი სასმისნი, თასი და კულა, ჩარა მათარა და კოკოშანი, სხედან მიღამა და მოღმა, შორს და ახლოს, უბან უბანად მოყვასნი და მოარიფენი, ზოგთა უსხედან მუტრიბნი და მგოსანნი კეთილ ხმოსანნი და ზოგნი თვით მოსახმაობენ და ტკბილ ხმად დამღერიან, იშვებენ და განცხრებიან, სმენ ღვინოსა ღამესა მოუწყინოსა, სადა მათის შურით აღვსილი მთოვარე, ესრედ ნათლად დამზერის, რომელ გეგონების შეხარბებით მათთა ბაგეთა მინაპყრობთა თასთა შინა, პირი საკოცნელად მიუტანია და მზესა თინითინობას სესცილებიაო, მერმე ნალხინებნი და ამოდ სვებულნი აიტაბლიან, და ვის კარავი უდგნ სარეცლით განმზადებულნი, და ვის შუაგი საფენ საგებლითა, და ვინ უფრორე ხავედისა ულბილესთა მოლთა მწვანეთა ასფოდელოსა უსაგვანეთა ველთა მიწოლით მიეყრებიან, და მაშვრალობისა დაქანცულობათა მოსვენებულის ძილით განიმტკიცებენ და განთიად აღდგომილნი ჰმადლობენ ღამისა გამთენებელსა თვისთა გზათავე შედგომილნი.

2 სხვა და სხვა ანბავი

▲back to top


2.1 სხვა და სხვა ანდაზანი ხმარებულნი ხალხთაგან

▲back to top


სხვა და სხვა ანდაზანი ხმარებულნი ხალხთაგან

შენი ქუდი დადეო,
სამართალი ჰსცადეო,

თხის პატრონს აღარც თხის კუდი?
რაზომცა იყოს იგ ცუდი.

ფერი ფერსაო,
მადლი ღმერთსაო.

ღორი ჭაჭაზედ მოკვდების,
ამისთვის ხმა დავარდების.

ეს ხატი თუ ჩემი მოჭედილია,
რაც სიცხოვრე აქვს გამოცდილია.

რაც თხამ თრიმლს უყო,
მის ტყავს მიუწყო.

ვინც რამ ავად ექმნასო,
მან კვლავ გარდაჰქმნასო.

ჩემი ურგები შჳლიო,
წყალს მიაქვს ის მარტვილიო.

კაცს რომ საქმე არა ჰქონდა,
მახათს იყრის არ დაღონდა.

ის ეშმაკი თავის სახლსა,
არ დააქცევს ხმარობს ძალსა.

თხა გავჰყიდე თხა ვიყიდე,
ვისარგებლე ვერა კიდე.

პურსა პურით გაჭმეო,
ამდენს ვიქმნ რომ განჭლდეო.

ყური მისთვის არ იზრდების,
მრავლის სმენით განლიგდების.

ძაღლმა ჰრქვა მამალს სოფლის შენება,
ყეფა ყივილით ვჰყოთ მოთენება.

ჩემი რა გითხრა გული რით დაგწვა,
ჭირი და ჭმუნვა სულთქმა და აწვა.

ამის სული დაევიწყა პაპისასა იფიცებდა,
ესე გვარი მოუბარი სიმართლესა არა ჰსცევდა.

რა ჰქმნას კარგმან მონარდემან,
უდუშაშოდ ხელ მარჯვემან.

მე გლახ უცებ ცეცხლი ვჰსთქვიო,
მისთვის პირი რად დამწვიო.

ქმულა სული ტკბილიაო,
ხორცი დაჭრად რბილიაო.

თუ ჰკრავ სხვის სახლსა წიხლსაო,
შენ მიხვდე ზალაყინსაო.

ვირ პეტრე უშველს პავლესა,
ტყავი გახადეს სავლესა.

თუ არ გინდა ნუ იქმ ავსა,
თვარ მიხვდები მის მჰსგავსსა.

ძლიერსა ხელსა ქვეყნისა მთხრელსა,
ღმერთი ჰსცემს მქნელსა ჰშთააგდებს მთხრებლსა.

ჩემი სულისა ვერა გამიგიარა,
თბილი აგრილებს ცივი გამითბიარა.

ნუ შეხვალ ნუ ებანები,
თვარ ცივებულს ეგვანები.

მურვან ყრუკი არ იყო,
არ სასმენთ თვის დაიყიო.

დღეის კვერცხი სჯობს ხვალის ქათამსა,
დაპირებულსა აძლევს ქრთამსა.

ზოგი ჭირი მარდებელად,
უთქვანსთ კაცთა სარგებელად.

მე და ძერას წიწილა,
მიგვაქვს და აღარ მიწილა.

ძაღლის ხსენებაზედაო,
კაცი მოდგა კარზედაო.

ჯერ ძილო მერე სიზმარო,
უნახავად რამც იკმარო.

ოხერსა ეკლესიასა,
ეშმაკი დაჰრგავს იასა.

ხილი უხამს მეხილესა,
და მწვანილი მემტილესა.

ვისაც თევზი უნდაო,
უსველოდ გაუწუნდაო.

ამხანადი ნუ გძულსო,
საშოვარი ნუ გშურსო.

ჩიტი ბრტყვნად არა ღირდაო,
მდევნელსა თვით უკჳრდაო.

როგორიც მოხველ სვინაო,
მისთანა წახვალ შინაო,

სად ახმეტა სად წილკანი,
სად ბატკანი სად ციკანი.

ყვავსაცა თავის ბახალა,
მოსწონსო თავი ახალა.

თუ საყდრის კარი ღია იყოსო,
ძაღლმან ნამუსსა ხელი მიჰყოსო.

გუთნის დედად თუ კარგი გყავს,
მეხრეს ხარნი ცუდად დაჰყავს.

თუ შენს ახლოს ჯირკს ისარი,
მოხვდეს თვით ცემად იკმარი.

სადაც მიხვიდე ქუდია,
მათებრ არ გხურავს ცუდია.

თუ არ გინდოდეს ჭირიო,
მაგრა დაიცევ პირიო.

ბერს დედამთილსა როსკიპსა,
რძალი ვერ გაუბოზდისა.

დილას ოქრო ხარ სტუმარო, საღამოს ვეცხლად იქცევი,
თუ ხანი გაგიგრძელდების, სპილენძად მოიკიცხევი.

ქვა თავის ადგილს მძიმეა,
რა დაჰსძრავ ცუდი რამეა.

გველი გარედამ ჭრელია,
კაცი შიგნიდამ ტრელია.

ქალი ქებით გათხოვდების,
რძალი კარგი ძვირ მიხვდების.

ჰო ტაშტი გატდა არაო,
ხმაკი დავარდა მწარაო.

ოდეს ქათამი წყალსა დალევსო,
ცასა შეხედავს მადლსა აძლევსო.

თუ ბატონს უყვარს ხვლიკი და გველი,
ყმისაგან უბეს ჩასმას მოველი.

ხელმან ხელი დაბანოსა,
ორთავ პირსა არ ავნოსა.

ხელთ ნაქმარი გულმან ნახოს,
თუ ავად ჰქმნა დაიძრახოს.

ბატონმა ჰსთქვას მუხას ვაშლი,
ასხიაო შენ ნუ დაშლი.

ამყოსლ აჰყეო ჩამყოლს ჩაჰყეო,
ნების დამრთველი იყავ დამყეო.

ქურდი ქურდის მომპარავი,
ცხონდბაო ჰსთქვეს არ ავი.

ჯერეთ თავო და თავოო,
მერე ცოლს შჳლს მოვართვაო.

მეფე გაგიწყრეს თემს სეეხვეწე,
თემი შეგრისხდეს გარდაეხვეწე.

ბალი წვერში გამწარდება,
მაძღარს გემო წაუხდება.

წყალში თევზს ვინ დააფასებს,
უნახავად ჰსთხოვს აბაზებს.

ამვლელი ბევრი მინახავს,
ჩამომვლელი რას მიძრახავს.

უვის გავეყარო,
ვაის შევეყარო.

ქურდსა ქურდისა კარამდის,
მიჰყე მივა მარამდის.

კატა მძეღვს ვერა შესქვდაო,
პარასკევი შემხვდაო.

კჳცი დედის წინ მხლტომარე,
მგელს მიხვეს დაუმდგომარე.

ამბავს მალე ნუ იყიდის,
დახშირდების დაიაფდის.

ანაბანი მიწამ იცის,
შენ გამტეხი რად ხარ ფიცის.

კუდა ხარი თვით არიყო,
სხვათ ბუზს უქნევს არ უბრიყო.

ჩემი ურგები ქოთანი ქვასა,
შიგ მოხარშული აჭამეთ ძაღლსა.

წითელი ოქრო შავის დღისათვის,
რად ზოგავს ძუნწი საქმის მომართვის.

მზე ჭაბუკის ჯოხი რემა გეგონაო,
ჰგავს პატრონი არ გაგეგონაო.

მოკვდა ქათამი ოქროს კვერცხის მდებელი,
აღარ დაჰშთა მამალი მისი შემზადებული.

სახლს თუ ღმერთი არ აშენებს,
ამგები ვით დააშვენებს.

ხარმან ხარსა ურქინოსა,
საძოვარს მიადგინოსა,

არ დაიმალვის ქებული,
შუქი დუგასა დებული.

ბერისავე ჰჯობს ნაკრავი,
სასროლი ჰსთქვა თუ საკრავი.

უთქვამსთ ვისი და ვისია,
ვისთვის რა საშურისია.

შავსა ღორსა შავ კერეტა,
მიხვდებისო რად ჰსთქვას ნეტა.

კედელსა ცერცვი შეაყარეო,
ჩამოსცვივდების შემომწყარეო.

ურჩი მიუშვი ნებასა,
თვით შეეყრება სნებასა.

ვაშლი შეაგდე ხანი გამოვა,
ამისთვის საქმემ ვერ იწარმოვა.

თავი ნაქები კიტრათა ღირსო,
თუ რას იქადი ავათა გჭირსო.

რაც არა შევქენ შჳლი არ იყო,
რაც არ გავზარდე ყმა არს მობრიყო.

ერთს ქვეყანასა რომ მუახლე არ იყო,
ძაღლს დაარქვეს ნაზისახარ, ამით პირი დაიყლო.

მებაღემ ბაღში გველი მოკლაო,
არც შენ შეგრჩების, ეტყვის გრძელ მკლაო.

შინაური ელამიაო,
მით ვერ ხედავს ღამეაო.

ყვითელი ოქრო შავის დღისათვის,
სიძუნწით ზოგვა, ნურა რისათვის,

ყვავსა კაკაკი გააგდებინე,
გამოგადგება შეანახვინე.

სადაც კომლი მაღალიო,
მე იმისი მაყარიო,

ზღვა კოვზით დაილევაო,
წანწკარად დარდიქცევაო.

თქმულა ძალი აღმართს ხნავსო,
რჯულს გარდახდა დაუხსნავსო.

შენი მეზობელი შენი სარკე არისო,
ვინც არა ზარობს საყურებლად კმარისო.

ტანთ საცმელს ბევრი მიეგებება,
ჭკუას ყველაი თანა გაჰყვება.

თუ გული გულობსო,
ქადა არ საძულობსო.

მწიფეს ესროდნენ მკვახე ცვივოდა,
მისი მსროლელი ამას ჩიოდა.

თხას თხის ფერხით დაჰკიდებენ,
ცხვარს მისს ვალსა ვერა ჰხდებენ.

რო დროთა თვარა ჟამია,
იწირვის ნუ გაქვს ვამია.

მშიერს მშიერი ეგონა და მაძღარს მაძღარია,
არ იცოდნენ მათ უცებთა ერთმანერთის სამძღვარია.

მაძღარი მშიერს უფშვნეტდა პურსა,
არ გაწყინოსა ეტყოდა ყურსა.

სვავად უხმობენ მრავლის მჭამელსა,
ესრეთვე ლოთად ბევრისა მსმელსა.

ცეცხლი ვსთქვი ძირი არ დამწვა,
უთქმელობით გულს დამაწვა.

დღე წავიდა და არა ფათერაკია,
თუმც არ იყო შობად ღამე მაკია.

ასე ჰსჯობს მამულისათვის, რომ შჳლა ჰსჯობდეს მამასა,
მშობელთა ძაგებისათვის, ნუ ჩამომართმევთ ამასა.

თევზი თავით აყროლდების,
მისის სუნით ყველა ბნდების.

თქმულა ბედი მომეცო,
თუნდ ვიყო ნეხვთა მჯდომეცო.

კატა მჩხავანა თაგვს ვერ დაიჭერს,
მოერიდების ხმის მომსმენი მტერს.

ახალი ცოცხი კარგად ჰგვის, ძველი მოატანს ქვიშასა,
რა ხანი გაუგრძელდების, მასც მოაკლებენ ვიშასა.

ჯერეთ ფურსა შეხედეო,
მერე საწველელ მოსთხოვდეო.

ურია გაღარიბდაო,
მკვდარს ვირს ნალებსა ჰყრიდაო.

ბუსა შვილი მოუკვდაო,
შენ იტირე თავ დიდაო.

ავი ძაღლი არც თვითონ ჰსჭამს,
არც სხვათ აჭმევს ჰყეფსო ამას.

სადაც არ იყოსო,
ცოტა კმარიყო სო.

ღმერთი მაღლაა, და მეფე შორად,
ვინა ჰსცნობს ჩვენსა, ნაქნარსა ჰსწორად.

კარგისთვის კარგი ოდეს ქმნილაო,
გველო მოუჭი მაგრა კბილაო.

რწყილს მახათი შაშრად ეყო,
მყისვე სული ამოეყო.

თუშო ტალ კვესი სად გაქვსო,
შინა მაქვს მით არ დამაქვსო,

მამალმან ჰსთქვა მე ვიყივლებ, გათენდება თუ არაო,
თვარა ქათამს მელა შწჰსჭამს, ბნელა მისთვის კმარაო.

მისი უბნობა მგონია, მსგავსებდეს ჭია ყელასა,
ბოლო აღარა ექმნების, თუ კი მოგვითხრობს ყველასა.

კაბას პატივს ჰსცემს ყველაი,
ჩოხას არ ეგო შველაი.

ბებია წირპლიანს თუალში ამისთვის გაკოცებო,
რომელ კვერი დამიკრა, ჩემის საქმის უცებო.

არც ქარო შენგან შემოტანილი გამიშინდაო,
არცა გრიგალო შენგან გატანილი მინდაო.

იმერმან ნემსი აიფარაო,
ქარსა გამიყოფს გაიხარაო.

ინც რამ უნდა ჰსთქვასო,
ბუჭულაკი ჰფქვავსო.

ნათლიავ კორკოტს მოურიეო,
შენი სახეთქიც არის ჩემიც მცირეო.

ნათლიავ შენსას ჩემი მირჩევნიაო,
სხვისას შენსას რად მიშენიანო.

ქაშისგან შეშინებული, ქარს ჰბერავს იჭვნეულია,
კვლავ პირის დაწვას ეკრძალევის, მისთვის უთრთების გულია.

ურია წყალს მიჰქონდაო,
ჯოჯოხეთის გზას ზომდაო.

ურია წყალ წაღებული,
ხავსს იპყრობს შეშინებული.

ახანბურელი თათარი,
გოჭის მოდავედ რათარი.

მარტყოფული ქანდარაო,
გინდ იყოს და გინდ არაო.

ზურგ წამხდარ ცხენსა ბედ ავსო,
ჰზრახვენ ცას კაჭკაჭს ხედავსო.

უნახავმა ნახაო,
ცხრა მთა გარდალახაო.

ბატონის კარი სახუნდარია,
ამად ვზი საქმე, დაუმცდარია.

რძალმან ჰრქვა დედავ შჳლი მოგივიდაი,
მე რად მატყუებ მაგით სხვიდაო.

ძაღლისა კუდი, არ გაჰსწორდების,
მისდამი მცდელი, ცუდად მოჰსცდების.

უთქვამს ყარყუმს რა მოჰკლევსო,
თავისა ენა მოჰსწყლავსო.

ბრმასა ჰრქვეს ცოლის სიკვდილი, კაცთა უგრძნობთა ლმობისა,
მიუგო მაშინ ვირწმუნებ, როც გვერდით არ მომიწვებისა.

კაცის ცნობისთვის, მეგობრის სინჯვა,
სხვათ ურჩევიათ, რად უნდა ბრინჯვა.

ავად სახელის დავარდნას,
ამჯობინებენ თუალის გავარდნას.

ურემი გადაბრუნდება,
გზა ხომ მასინ გამოჩნდება.

არა შეჰსჯდა მწყერი ხესა,
ეს მისს გვარსა უზრახესა.

აზნაურთა სტუმრობაო,
ნუ გგონია ხუმრობაო.

გაჭირება მაჩვენეო,
და გაქცევას გაჩვენებო.

უთქვამსთ მისსა სიწმიდესა,
ჯავახეთი აღეფხვრასა.

ვინცა მალვით ყურძენს ჰკრეფსა,
იგი შემდგომსა ჰკვეხსა.

ურემმან შეშა თუ არ გიზიდოს,
მის წილ ცეცხლზედა თვით მიიზიდოს.

3 მაჯამა

▲back to top


3.1 თქმული დიდის მეფის თეიმურაზისა

▲back to top


თქმული დიდის მეფის თეიმურაზისა

კვლავც მითქვამს სიტყვა უქმისა პატიჟმან შემაშინაო,
ყოველნი განვლით სოფელსა არვინ დავრჩებით შინაო,
სულის არ განმსვენებელო მგზავსად პირუტყვთა ფშვინაო,
და კარი დაგვეხშვის სასძლოსა გვესმის ნუ ხომვალ შინაო.

ლექსთა ღარიბთა უცხოთა რომელ არს გამოკლებული,
მომინდა წერა ამისთვის არიქმნას დავიწყებული,
კაცი ბძენი და გამგონი ვინ იცის შეხვდეს სწრებული,
და ცუცად არ წახდეს ნაშრომი დამევსოს ცეცხლი დებული.

ქართულად ჰქვიან მაჯამა შეყრილად ითარგმანების,
წიგნები გამოკრებული იგ ერთად მოიყვარების,
იკითხვიდენ და სთარგმიდენ ლხინი არ შეედარების,
და გული მოყვარე სიბრძნისა მასთანა დაედარების.

მზე ცუდ მაშვრალობს ვერ ნათობს ეტლზე შენ ზიხარ ისარა,
სხვამ შენგან კიდე სამყარო ვინ გაისახლა ისარა,
მელნისა ტბამან გიშერი ტევრად გარ ივლო ისარი,
და მუნით მკრა გულმან ტყვეე ქმნილსა გლახ შავმან მშჳლდმან ისარი.

თქვენ მზესა სწუნობთ მე მას ვეჭვ ეტლსა სხვა ვინმე ისარებს,
ეგ ცუდად ფანტავს სხივთა და უკეთ ანათებს ისარებს,
მელნის ტვა ტევრად გიშერსა გარს შემოივლებს ისარებს,
და ესვრის მჭვრეტელთა გულებსა, ეკალმუსისა ისარებს.

გული ქმნილა ნარგიზთათვის გლახ ლახვართა ასახებლად,
ვერ ძალიდვა თვით რად ხელჰყვეს მაშ მნათობთა ასახებლად,
მით იძლივნენ მოიკიცხნეს ედემს ნორჩი ასახებლად,
და მსურ ის მისთვის გაჭრა ხელ ქმნა სულთქმა ასახებლად.

ვერ გაქეს ბრძენთა კრებულთა უტყვი იქმნეს პირი დაეყო,
ციერთ მიეღო ნათელი სრულ შენგან არ თუ დაეყო,
გაუჩნდებოდა სიტურფე ვარდს შენთან ხანი დაეყო,
და გნახ ცრემლთა ჩემთა ნაკადი ვფუცავ სოფელსა დაეყო.

შენთვის ხელმან გლახ უშენოდ მითხარ მზეო იამოსრა,
შენმან ეგრე სიტურფემან ვარდი მოკლა იამოსა,
წარბ წამწამმან გული კრული პირველ მოკლა მერე მოსრა,
და არა გევხარ ქვენაყოფსა მზეო იწყე ბარე მოსრა,

ერთი გული მაქვს სიკვდილო მოყვრისად შემიწირავსო,
არც შენთვის ვეღარ დავბადო ვერ მოგცე ნუ გიკჳრავსო,
იგ არს პატიჟთა მიზეზი სად ვარდს ქუჱშ ბროლი სჭვირავსო,
და გული მას მიჰყავს არ ვიცი ჩემთვის რა გაუპირავსო.

ყაყაჩოს უთხრეს ყვავილთა რადგან შენ გვსჯობხარ ფერადო,
სუნი არ გიდის სურნელი ეგ საყვედურად მძე რადო,
თქვა ტურფამ ვინმე გაწყრომით მიბრძანა მგევხარ მე რადო,
და გული წამართვა დამაგდო ლახვართა დასაძგერადო.

თავმან შენმან რისხვა უნდა კადრებისა დაუმალსა,
მაგრამ რა ვქნა სხივთა ცეცხლსა სულ წაუწვავს გული ალსა,
დაუჭრივარ ალმისისა მიდგომილა დანა ძვალსა,
და თუ არ მიხსნის შევდგომილვარ მაჯნუნისა მე გლახ კვალსა.

შენებრ ნაყოფი უფალმან ხამს ედემს თვით რგო მანასო,
ყარდაარს ნირი შაქრისა ვარდმან ბაგემან დანასო,
მუნით ნაკადი სიტკბოთა უკვდავ ჰყოს ვისაც მანასო,
და ისწყაფის ყოვლი მიჯნური ვინძი ესიოს მანასო.

გრძლად მატირა საწუთრომან ცრემლთა ღვარი დამელია,
მიჯობდა თუ სიკვდილისა გლახ სასმელი დამელია,
მამაძულა თვისთა ტომთა ძმა არ მაძმო დამელია,
და აწ სოფელო ვარდთა ზრობა მამკალ რადგან დამელია.

მზე უნათლს ჰქმენ ეტლსა ზი, შუქნი კრთებიან სადარი,
ამად ვსტირ მაგრამ რაზომ ხამს, ეგზომი ცრემლი სადარი,
ვარდსა მისტაცე შვენემა, ბადახშანს ლალი სადარი,
და ბროლსა სცვენ ძოწნი ბაგენი, ფერად არღავნის სადარი.

ბრძენთა მოვასხამ საქებრად დიონოსითურთ კრებულად,
ბაკნი მოგიძღვნა მთვარემან გნახა უმეტეს ვსებულად,
მაგრამ ვით ხელ ჰყონ მზე ნახეს თვით შენგან ნათელ კლებულად,
და გლახ ჭმუნვით გახდა პირს იცა, მისთვის აჩნია ღებულად.

გული ნარგიზთა ლახვარმან დასჭრა დახია ასერა,
მუშკი ხარ ზილფი ამბარი, ნახეს რა მიყოს ასერა,
წამწამთ ინდოთა ლაშქარი, ჩემზედ აწვია ასერა,
და მე მომკლა მხეცნი მფრინველი ჩემზედ სადილად ასერა.

მე დამემტერა სოფელი, მტერთან ყოფა მეყოფა,
ჩემ კერძ არ ბრუნავს საწუთრო, მისთვის მომძულდა მეყოფა,
რა გამეყარა მოყვარე ხედავთ რომ სულიც მეყოფა,
და გული სავსე მაქვს ლახვრითა, სხვა კიდევ აღარ მეყოფა.

ტურფა ხარ შვენიერებით ტანი მიგიგავს საროსა,
ვაი შენისთანს მიჯნურსა ვერვინ ეღირსოს აროსა,
კავი ხამს შენთვის გაიჭრას და ლხინი გაიმწაროსა,
და ტარიელს ქვაბსა ესტუმროს მაჯნუნთან დაემყაროსა.

მისგან გახდეს მეცნიერნი, არს უცნობნი დანაცარად,
მან დამიჭრა გული წამწმით, მოიხმარა დანაცარად,
სრულად დამწვა სხივთა ცეცხლმან, ლამის ვიქმნა დანაცარად,
და დამეგრიხა ბედი ბედი მრუდად, არ ვეჭვ ვიქმნა დანაცარად.

უწყის ღმერთმან ვერვის ვხედავ ქვეყნად შენსა დანაგზევსა,
დაუწვავთ იგ უწყალოდ ცეცხლსა შენგან დანაგზევსა,
გულისათვის დასალახვრად წამწამ ჩემკენ დანაგზევსა,
და ხამს მივმართო მანჯუნისა, წანავალსა და ნაგზევსა.

მოიგონე საყვარელი შენთვის თავის განაწირი,
კაცს აცხოვნებს სამართლის ქმნა უსამართლოდ განაწირვა,
გულს ლახვარი სიშორისა ათასი მკრა განაწირვა,
და სჯობს დააგზნა სიყვარული დავსებული განაწირვა,

გულსა გულზედ მით არ მიცვლი, გინდა რამე მოგცე სართად,
თავსა მოგცემ უმჯობესი, რაღა მოგცე ზედან დართვად,
არ დამიჭერ ვფუცავ ფიცსა ცეცხლზედ მივცემ ზედან დართვად,
და უწყალოს სვამ სისხლსა ჩემსა ღვინის ნაცვლად ზიხარ დათვრად.

მარგალიტსა და სადაფსა იაგუნდი სცავს დალალი,
მას გული ჩემი მიჰყიდა ვინცა ვინ იყო დალალი,
მამკლეს ტირილის სანაცლოდ სისხლი აქვს ჩემი ალალი,
და ჩემი ლხინისა ყვავილი უმზეობამან დალალი.

ბროლ მინაზედა გიშერი ვარდმანცა თავი მუნარა,
სულ შვენებისა ყვავილი არ დარჩა შეკრბა მუნარა,
ვერსით შეუელ საკრებლად ეკალნი დამხვდნენ მუნარა,
და ზესთა ნათელთა მფლობელი ამისთვის დაიმუნარა.

გული ცეცხლი სურვილისა არ დაავსე შენ უკეთუ,
მე მუნ დამწვი აწ ლახვარი მგონივ მოგხვდეს შენუკეთუ,
გნახე აგრე შენ უთმობლად თავსა ხელქმნა შენუკეთუ,
და ყველა მით ჰქმენ გნახე ვინმე მნათობთაგან შენ უკეთუ.

გული წამართვი ცნობითურთ, მითხარ ნაცვალი მომერა,
ვეღარა გპოვე საჩემოდ გაყრისა სევდა მომერა,
უარდო წალკოტისათვის თუალნი რასათვის მომერა,
და მამევი და წყალი არ მომეც დამწვარსა გულსა მომერა.

ბულბულთა შექმნეს ძახილი აგრე გაქვს ვარდმან იშალა,
გულსა გაჭრა და ხელობა უშალე არ დაიშალა,
ხამს თუ მიჯნირმან ტან საცმლად სატავრისა ნაცვლად იშალა,
და გლან შენმან შუქმან მნათობნი არვინ მითა იშალა,

ვარდი დჭნა მზემან შუქი აღარ მისკენ მოაწურვა,
ცრემლთა ღვარი გაუწყვეტლად ერთ წამს აღარ მოაწურვა,
არ ვეწყალვი მას ქვა გულსა სული ყელში მოაწურვა,
და მომესალა რადგან ლხინი სევდა ზრუნვა მოაწერვა.

მზესა შესწრაფ მისგან შუქი ხედავთ ვეღარ მონად აღარ,
მთვარე სავსე დარბის მაგრან ბეჭობ მისთვის მონად არა,
წალკოტს ვარდი მის ღაწვთათვის გამოჩნდების მონად არა,
და რად დაჰგროვდა ჩემთან ეშყი მისთვის მაქვსო მონად არა.

ვერვინ ნახოს მისებრ ვინც ვლოს ოთხი ყურე მონაკიდე,
ოდეს გნახა დავსებული მთვარე გახდა მონაკიდე,
ვითარ დასწვავს სიშორისა გულსა ცეცხლი მონაკიდე,
და გლახ ვით ვძლო სურვილისა მძიმე თვირთი მონაკიდე.

შავმან მშჳლდმან ისარი მკრა გულსა ზედან დანასობი,
ეგ ზომ დაჰკრა გულსა შინა რომ მოჰკიდა დანასობი,
ღაწვთა მისთა შვენებითა ვნახე ვარდი დანასობი,
და ვეღარ ვნახე მთვარე მისგან მონავანი დანასობი.

დავლე საწუთრო შენებრივ მოისრა ვნახე იასრა,
ეს მიკჳრს გული ქვა ქმნილი ვით ერთ წამ ეგრე იასრა,
მკითხევდნენ შენნი მნახველნი თუარ მზეაო იასრა,
და მე უთხარ მისი სამყოფი მნათობთა გვერდით იასრა.

ეტლი ნატრობს მგზავსად მზისა ზურგზე დამცა ისრად მასვა,
ამად ვსტირი სხივნი მისნი გულზე დამცა ისრად მასვა,
მიწყივ მით მთრავს ათასი მცა სურვილი და ეშყი მასვა,
და ვის ერჩიოს სოფლად ყოფნა არ გაიჭრა მისთვის მასვა.

მთვარე ვერ დაგედარება ვერცა მზე დაგედავისეო,
მიწა და მტვერი შენ ფერხთა თავსა და პირსა დავისო,
შენი სხივნი და ციმციმნი გულზედან ლახვრად დავისო,
და ცუდათ გაქებენ თინათინ ნესტან დარეჯან დავისო.

რად ვერ ხედავ ბულბულისა ხელქმნა გაჭრა განა ვარდსა,
შეუშლია ჰყეფს იძახის, სხვას არასა, განა ვარდსა,
თავს ევლება, ზედ დაჰფრინავს, არ აპირებს განა ვარდსა,
და ვით არ დაჭნეს თვითარ მოკვდეს არ იქს ხელი განა ვარდსა.

ეშურების ბაგე ვარდსა სისხლი ჩემი მალე სვასა,
გულსა დანა ალმესისა სჭრის არელის მალე სხვასა,
თვით თავსა ჰყოფს ძოწეულად დამიმკჳდრებს მალე სვასა,
და აგრე შექმნა მზე და მთვარე დაუწყებენ მალე სვასა.

ბულბულს ხედავთ ვარდისათვის ნაეკლარსა დანარევსა,
იგ ხელთა ებრ ტყება კვნესით აქა იქი დანარევსა,
თავს დაჰყივის მისსა მკვლელსა გულსა შინა დანარევსა,
და იძახის თუ რად ვერ მხედავთ ხელსა სოფლით დანარევსა.

აწ ბულბულო ყველა გხედავსთ ხელსა სოფლით განაჭერსა,
ჩაჯდომიხარ ეკალშია, სახლს არ ეძებ განა ჭერსა,
გვიჩვენებ და შემოგვჩივი გულსა ლახვრით განა ჭერსა,
და მოგიტან და გაგიგურნებ ვარდსა ხელით განა ჭერსა.

არ დაურჩა გულსა კრულსა რომ ლახვარი მას არ ესვა,
ეგრე ჭმუნვა სევდა ურვა გაუწყვეტლად მას არ ესვა,
წყლულთა მისთა საკურნებლად გლახ მკურნალი მას არ ესვა,
და ეს მიკჳრს თუ რად არ მომკლამს იგ ეგ ზომი მას არ ესვა.

აწ გულსა კრულსა ნელ ქმნილსა ხედავ უპირებს მორევად,
რაღად სულდგმულობს ლახვარი ვითა მუდამად მორევად,
გლახ ჩემთა ცრემლთა ნაკადი რაზდენი დაადგა მორევად,
და აწ რადგან მომკლა ნიშატმან მიმიშვით მივყვე მორევად.

სოფელმან და ჟამმან კრულმან ლხინი ჩემი განაქარვა,
ათასი და უმეტესი, ჭირნი ჩემი განაქარვა,
რაბრალია მინა ვარდი, ოდეს იქმნა განაქარვა,
და ამას ვსჯერვარ მით რომ ერთი დღე არ მომხვდეს განაქარვა.

ანელებდი ნუ უკეთებ, გულო ცეცხლსა დანაგზევსა,
თვარ წინა გიცს მიჯნურისა ხელქმნა გავლა დანაგზევსა,
ვერ მორჩები დაულახვრად წამწამთაგან დანაგზევსა,
და იგი მითქვამს მას კვლავ ვიტყვი ესე სჯობსო დანაგზევსა.

რად არ დამჭრის გულსა კრულსა ალმასისა დანა ტარით,
რად არ გიკჳრთ არ გავჭრილვარ სოფლის სივრცე დანატარით,
რად ვერ მხედავთ საწადლისა მე სიკვდილსა დანა ტარით,
და ბრუნავს ჭკვა ცნობით ჩემით, ვით დიაცთა დანა ტირით.

თუალთა კეკლუცთა ტურფათა მე ყმად მოუვალ მაშენსა,
ეგ მაშინც გულსა უწყალოდ წამწამ ლახვარითა მაშენსა,
შენკენ არ მოვიხედაო ამით მაღონებს მაშენსა,
და თუ ფერხთ არ შემოიხვევდე ეგრემც მამთხვივე მაშენსა.

წამწამს მესვრის შავი მშჳლდი ისრად გულზედ დამალება,
ესე გვარმან მომისწრაფა სიკვდილისა დამალება,
იგი ნახოს მოვანებით მთვარეს მართებს დამალება,
და მარად ქება ბრძენთა მართებს ენა ქებით დამალება.

ზედ გარდახდის ბაგე ვარდსა სისხლთა ჩემთა მონასომი,
დამაჩნია შავი ისრად გულსა ზედა მონასომი,
ნახოს თქვენცა მოგეწონოსთ მნათობთ გვერდით მონასომი,
და სრულ ციერნი დაიმონა ვით ძალ ედვა მონასომი.

მე ვისთვი ვკვდები ბროლ ლალი, და მისი მონავარდია,
თუალნი მელნისა ტბას უგავს ზეციდგან მონავარდია,
იგი აშვენებს ხმელეთსა მზე ცუდად მონავარდია,
და მაგრამ მკვლელია კაცისა შეყრისა მონავარდია.

ბროლ ვარდსა ტანსა საროსა გიშრისა ბაღი უშენდა,
ღაწვთაგან ელვა კრთებოდა მჭვრეტელთა ისრად უშენდა,
წიგნი მივსწერე ებრძანა ეს ვით მკადრეო უშენდა,
და გულს უთხარ თუ არ შეგიყრის ველად გაიჭერ უშენდა.

ვიცი მოგკლავს იგ პირ მზე, მისთვის ხოტბა დანაზარსა,
ამად რომე ზარიფია, იგი ტურფა დანაზარსა,
მეტი რავყო თავსაა უძღვნი მოვახსენებ დანაზარსა,
და მაშინც აგრე შევეწყალვი მიგონებდეს დანაზარსა.

მოუკლავარ მისგან სხივნი მე შემქნია დანატანსა,
ბროლ ბალახშთა მარგალიტთა ვარდსა ქუჱშე დანატანსა,
გული მისკენ მიუზიდავს ხელსა სწრაფით დანატანსა,
და მისთა მჭვრეტთა გაახელებს სჭრის ვითამცა დანატანსა.

ნეტამცა ვინმე სიკვდილსა, მიმცა და არ დამაზარა,
ლხინისა ნაცვლად სოფელმან სულ მატირა დამაზარა,
უყვავილომ და უვარდომ ღვინომ რამცა ჰქმნა მაზარა,
და აგრემ რამ მოსჩანს სოფელი ბოლოს მიპირებს მაზარა.

ხოსროვის ცრემლი ნადენი კვლავ დაამრავლის მილები,
რამოაგონდის მოყვარე და დღენი წახდომილები,
ვარდსა ასველებს ინდოთა რაზმი ჰსჩანს უნდა მილები,
და იტყვის შენვე ხარ სიცოცხლე გული რაზომცა მილები.

ჭირნი მოვლენ მუდამ ჩემთვის მოუკლებლად ამა სალა,
მოაქვს ცეცხლი მოსადებლად, უკან მოსდევს ამა სალა,
ალმასისა გულსა ფარად ხამს და უნდა ამა სალა,
და ამისთვის ჰსჯობს მზე მთვარესა არაჩნია ამა სალა.

რადგან არ ვცხრები ქებასა ვგონივარ ვისმე მისანი,
აწ ჩემთა გულთა ლახვარი სათი მაქვს სათათ მისანი,
სიმელნე შავთა წამწამთა სიმსხო სიხშირე თმისანი,
და იმისი შუქი მზეს მატობს წითლითა ათა თმისანი.

მე თქვენს ქებასა ვერ მივხვდი არც ჩემგან მოიგონება,
ია და ვარდი გაშლილი კვლავ თქვენთვის შეიკონება,
ალმასსა, სჯობხარ იმთენსა რაც ხმელეთ შეეწონება,
და თქვენსა მნახველსა უღრუბლოდ მზეც არად მოეწონება,

რა ვსთქვა წამწამთა დარბაზმა მიჯრით მიწყობა წარბისა,
ვარდისა ბაღსა ელვა, კრთის ზედან ციელი წარბისა,
მისთა ნაყნოსთა სურნელთა სული გავს განა წარბისა,
და მისთვის ბნდებიან მჭვრეტელნი ქვე ყრიან ვეღარ წარბისა.

თმის ტევრი და წარბთა სისქე მიჭრის ბაღსა შენი არა,
სულ სულნელთა სული შენ დგის დაცასჩაგრე შენი არა,
სხივნი შენნი გულსა ჩემსა მოეფინა შენი არა,
და წყლულთა ჩემთა ვინ კურნებდა მოსწრებოდა შენი არა.

მელნისა ტბათა უჩრდილებს გიშრის წამწამთა შენება,
მთვარე მზეს ეტყვის მჯობია, მოწმობით დართე შენნება,
მისთა მჭვრეტელთა მიხვდების ღვთისაგან ზე აღშენება,
და ხამს სამეფოსა ტახტზედა წამს გაუვლელად შენება.

მოგწონდების დამნახველთა თმა მელნისა დაგიშრისა,
მიმდის მისსა მგონებელსა, თუალთა წყარო დაგიშრისა,
ჰე რიტორნო თქვენც აქებდით, ენა თუ არ დაგიშრისა,
და მზე მთვარეთა სინათლესა ვფიცავ რომ ის დაგიშრისა.

ბადახშის ლალის მჯობია ყირმიზად გამჭვირვალის,
პირშიგან თეთრი ელვა ჰკრთის უბრწყინვალესი ბროლისა,
აწ მათსა ქებას უმატოთ ვინ ვისთვის გილმხურვალისა,
და გარდამხდელია მჭვრეტელთა ის საწუთროსა ვალისა.

თქვენი ნახვა წყლულთა ჩემთა უფრო ცეცხლად მოეკიდა,
მოიშალა ბროლის სვეტი მკერდსა ზე გარდამოეკიდა,
აღმოფრინდა გული გულსა, ჩემი თქვენს გამოეკიდა,
და თუმცა გინდა ცოცხალ ვიყო კვლავცა მნახე მოეკიდა.

ბაგე ტკბილი მარგალიტი ღაწვი ლალი მას არია,
ვინ არ აქებს სამართლითა თავს ეცემის მას არია,
სადაცა დგის სინათლითა აუვსია მას არია,
და ვარდის ბაღჩა მაისისა ვერ ედარვის მას არია.

ანდამატისა მკერდზედა, ბროლისა სვეტი ემართა,
ამას უჭვრეტდა თუალ ხუჭვით ახედვით ვერ შაემართა,
ნახვად მისდინდნენ ტრფიალნი სხვავალი არა ემართა,
და მზე მასთან გახდა უნათლო საწყალსა ეს დაემართა.

ნეტარ ვით უქო სიტურფე საამო ტანადობისა,
მზე მისთა სხივთა გარუკრავს იწყომო ტანადობისა,
მანც გატყდა მჯობსონებითა დართო მოტანადობითა,
და საყნოსელთაგან ამოქრის სული მოტანადობისა.

მზეო შენ შენთა მჭვრეტელთა ლახვართა გული სარუა,
ჩასდის სისხლთა რუ ნაკადსა სიღრმესა სადა სარუა,
შენებრივ სული ყვავილთა ქვეყნად არ უდის არუა,
და ეგ შენი ტანი ზარიფი ტურფად აღზრდილი სარუა.

ალვა რგული ედემს რწყვითა მნახველთათვის სამოთხეა,
ვნახე თუალნი დავიხუჭნე სიტყვა ძლივ ვსთქვი სამოთხეა,
გიშრის შუბთა წყლული დამდვეს სისხლი ველთა სამოთხეა,
და არას მოგავს სამყარონი ედემი ვერც სამოთხეა.

ლომთა შენთა შენ აწყლულებ დაბნედილსა, მას კლავისა,
ვინ გმირია მხეცთა მსვრელი იმედი აქვს მას მკლავისა,
წამწამ შენთა ლახვარ შენთა ყელს გამოხევ მასკვლავისა,
და დღისი მჯობი დღე მთვარეთა, ღამე ზუალ ვარსკვლავისა.

ალვისა ხისა ქება ვსთქვა ედემში ამოსულისა,
ბროლ ლალი მინა გიშერი ფერად შეხედო სულისა,
მჯობიხარ მზისა დილისა მოწმენდით ამოსულისა,
და შენ ხარ წამალი გულისა მის შენკენ წამოსულისა.

მეფე ბრძანებს მე ესე მზე ღმერთმან ჩემმან დამიბადა,
მისთვის იყო შესაწირვად რა მიბოძა დამიბადა,
გულსა კრულსა მახე უდგა შეცაიპყრა დამიბადა,
და სახვეველი ხამთხელისა გარე სამდვა დამიბადა.

ეს არის ზეციურთა უნათლესი სამყაროსა,
თმა ტევრი და შუბლ ფიქალი კლდისა ტინი სამყაროსა,
ქება მესმა სახლით ჩემით სწრაფით ლამის ამყროსა,
და არად მიკჳრს მჭვრეტნი მისნი იმად დაასამყროსა.

ნეტავინა მისი მსგავსი სად ვინ ჰპოოს დარანიცა,
მისგან შვენის მთა და ბარი დარი დარობს დარანიცა,
მისგან ნათლად არა აჩნდეს რაიპოოს დარანიცა,
და მჯობიარის ყოვლთა სულთა და მინახავს დარანიცა.

აწე მე ვიწვი ამისთვის, თასი ვინ ელვას უდარა,
ქვეყნად არარის მისთანა ნურცავინ აქებს ცუდარა,
მზე აღმობრწყინდა უღრუბლოდ სულ მორთვით ხმელეთს უდარა,
და მისთვი ვსძრწი არ მომიძულოს თვარ მამინდების სუდარა.

მას პირმზესა შეუქმნია ხმელთა მნათი მისად უდრად,
შეკრებულა შუქი მზისა საქებრად და მისად უდრად,
შევეხვეწოთ გაიღიმოს არ გახადოს ხმელი უდრად,
და მან არ უყოს მის ხელ ქმნილსა სატირლად და შესასუდრად.

მინდოდა ქება ქებაზედ სხვანიც ბევრი რამ წამ ერთო,
არ დასაცალე სოფელო კრულო მოკლევ და წამ ერთო,
მისგან დამება გომება ტკბილი სიტყვები წამ ერთო,
და მინდოდა ცრემლი ზღვათა თვის ჩემი ნიადაგ წამ ერთო.

თავი დაბოლო იგარის ღმერთი ვადიდოთ ცხოველი,
ვინ არის ბრძენი ჭკჳანი მისი მძებნელი მპოველი,
ვერსით მოურჩეთ ჯოჯოხეთს იგ მისი შეუპოველი,
და მისითა მოწალებითა მეც სინათლესა მოველი.

ქრისტე გვიბძანებს ოთხს თავში პირითა უტყუველითა,
სოფელი შენთვის შევამკევ ტყითა წყალით და ველითა,
ამით ვიშოვე სამოთხე არა თუ სამოსელითა,
და ეს წავა ის ხომ არ გვინდა მითხარით რა მოველითა.

თვით გვიბძანებს და ყოველნი მისთა წმინდათა კრებული,
წინა გვიცს წერილთ სიმრავლე წიგნები გამოკრებული,
უკვდავებასა გვაძლევენ ჩვენ ვიყვნეთ იმედებულნი,
და რად გვსურის სატანჯველთათვის რადგვინდა ცეცხლი გზებული.

თუ სამღთო რამე მესიბძნა შიგ არავინ ჩაიხედავდა,
რაეს ლაყაფი შევკრიბი ყველა ნახვასა ბედავსა,
არა ესე სჯობს არა ეს ყველა სიცილით ყბედავდა,
და ეგები სხვაცრამ ვასმინო მე ესე მეიმედევდა.

ეს უსარგებლო გათავდა აწ სხვა დავსწეროთ ბოლოსა,
სულ ნუ მივყვებით სოფელსა ცეცხლი არ მოგვებოლოსა,
სატანას არ ჩაუცვიდენ დაგვამხოს დაგვაბოლოსა,
და თუ ჩემიც რამე ისმინოთ სულსა არ გაებრკოლოსა.

თვით ღმერთი ბძანებს რომელი ამტკიცებს ოთხსავ ყურებსა,
თუალს არ უნახავს მისებრი არცა შესვლია გულებსა,
ჩანს სიკვდილისა სახმილით არვის უშვებენ ულებსა,
და ხორცნი აქ მიწად გარდიქცეს ზეცას წაგვისხმენ სულებსა.

რად სოფელო სხვა არ დასწვი ჩემებრ მე მქმენ დასადაგე,
გლახ ლახვარი სასიკვდინე ყველა მე მკარ დასადაგე,
დამიკარგე ძე ასული იგარ ვიცი დასადაგე,
და სხვა ნაყოფი მათებრ ტურფა რა აშენდეს დასადაგე.

მე წამართვი სიცოცხლენი და ასული თუალთა ჩენა,
რად გინდოდი სასიცოცხლოთ არ მაღირსე არ დარჩენა,
არ გმართებდა ეგზომ მეტად მტერობისა გამოჩენა,
თავიდამე სულ ბოლომდის ჩეითვის ასრე დამეჩენა.

სულ დაგლიჯნე ვარდნი ჩემნი იგარ ვიცი მოაწვივე,
ვინმცა შექმნა მან შენ გიყოს რაცა ჩემზე მოაწვიე,
მოვკვდე მიწაც აღარ მინდა ჩემზედ მხეცი მოაწვიე,
და მასინ ეგრეც შემიბრალე იტირე და მოაწვიე.

მე ვხედავდი ლხინთა ჩემთა სრულად ჭირთა გარდაცვლითა,
იგ ურთობით სპათა ჩემთა მტერთა ჩემთა ჩანაცვივთა,
მივემსგავსე მე მხარ ბოლოდ დანაცვივთა,
და მედებოდა ცეცხლი ცხელი დავდნებოდი მსგავსად ხვილთა.

ბედი ანუ სვე დოვლათი იგბოლოჟამს მომეშალა,
ვთქვი გავშიშვლდე სოფლისაგან ტანსაცმელად მომეშალა,
ყველა აქა ვერ დავსწერე რომლის საქმით დამეშალა,
და წამლად ვიწყე მარტო სევდით არამც ჭკუა ამეშალა.

ვის სიცოცხლე მწარე ჰქონდეს სიკვდილი თქვა შოთამ ტკბილად,
რომ ხმელეთსა ანათობდეს ბოლოს იქმნას იგიც ჩრდილად,
ნაცვლად ბროლთა მარგალიტთა მოგვეცემის ქარვა ბილად,
და გრაკის ხესა დავემსგავსნეთ პირველ ნორჩნი ალვაზრდილად.

ვაი თუ მიწყინოთ ყველამა სოფლისა სიყვარულითა,
იგ სოფლიონი ბრძენი და ან ვინც უბნობდეს სულითა,
ყველა სწუნობდეს სოფელსა არ გასაძრახად სულისა,
და არ ვიტყვი სრულად გაუშვით ნუ გიყვარსთ სულწასულითა.

სიცრუე ანუ სიცქაფე სხვაცა ვსთქვი ერთი მისიდა,
მუხთლობა არის თავითგან სულ იმის დასწყისიდა ,
ზეცას გასულსაც ქვე დასცემს რომე ძმა იყოს მისიდა,
და ანაზდად მოულოდნელად ბნელად ქმნას შენი დღისიდა.

შოთამ ჰსთქვა სწორეთ მიდგომა მზისაგან ვარდთა ნეხვისა,
მისგან ბოლომდის გატანა თქვას ვინმცა დაიკვეხისა,
ხმელთა მფლობელსა არ ასცდეს ბოლოს დაცემა მეხისა,
და მას დაუდუმდეს ბაგენი ვეღარ ვის შეუჭეხისა.

ტახტი იმას ვით ღირსიყოს რომ ჯდეს ვინმე ალვა ზრდილი,
იგანაზდად გარდმოაგდოს აღარ იყოს მისი ჩრდილი,
მისად ნაცვლად დაჯდეს ვინმე უშვერი და სულ უნდილი,
და მიწამანცა დაიწუნოს ზედ საჯდომად აღმოზრდილი.

ამოდნად როგორ გვიყვარდეს ჩვენი ამ გვარად მტერები,
ბოლოდ გააგდებს ყველას რაზომცა ზედ ეკერები,
მარტო რას გარგებს ხორცი და თუ სულსაც არ ეგერები,
და იგი დაადგრეს უკვდავად ჩვენ ვიქმნეთ მიწა მტვერები.

ან ადრე დაგვხოცოს უდროოდ ახალსა მოუწევარსა,
ვარდსა გაგვიჭკნობს უფრჭკვნელსა შეგვიქს ბედისა მწევარსა,
ვურ მოურჩებით მართ ვითა კურდღელი მალსა მწევარსა,
და ვხედავთ და არ გავტეხილვართ იგ მისგან მოსაწევარსა.

თუ გრძლად გვაცოცხლებს ჩვენ გვიზამს საქმესა უარესებსა,
რაც გვიყვარს ჩვენს წინ დაგვიხოცს სულთაგან უკეთესებსა,
ცეცხლსა მოგვიდებს უშრეტსა ჩვენთან ჩამოჰკრავს კვესებსა,
და ჩვენ დაგვიმკჳდრებს ჭირსა და სულთქმა ვაება კვნესებსა.
ამას გვიზამს და სხვაცა ვსთქვა მისგან ჩვენზედა თქმულება,
ესრეთ მოგვშლის და წაგვახდენს არ გვინდეს სულთა დგმელება,
იგი უსწორო უებრო უშვერ ვყო კეთილ თქმულება,
და იგ მისგან ერთიც არ მორჩეს გული უწყლულო ულება.

ან სიკვდილს მოგვცემს ანდაზად ან სიბერესა ძნელებსა,
პირსა მთვარეულებ გავსილსა ალმურსა დასდებს ბნელებსა,
აგრე უებრო მნათობსა ვერ ექოს ბრძენთა ენებსა,
და ყოველთა სატრფიალოსა იგ შეიქს მოსაწყენებსა.

თუალთა დააკლებს ნათელთა სოფლისა მაშვენებელსა,
წარბსა მშჳლდურებ მოხრილსა მიჯნურთა მახელებელსა,
შავთა წამწამთა ნარგიზთა გულზედან ლახვრის მხებელსა,
და გააყრევინებს წაახდენს გულზედან ცეცხლის მდებელსა.

პირსა დაუჭკნობს მნათობსა უთეთრეს ზამბახისასა,
ღაწვისა ფეროვნებასა ვარდულებ გაშლილისასა,
წაჰხრის და მოსდრეკს ლერწამსა ტან სარო ალვის ხისასა,
და დაუდუხჭირებს ჯავარსა სამდომსა უსულისასა.

ბაგეთა მოშლის ეგეთსა უკვდავებასა ღიმობდეს,
კბილსა წაახდენს მისთანა ვერც მარგალიტი ღირობდეს,
თმას მუშკის ფერთა კოჭამდი რომ გიშრის ტევრად ხშირობდეს,
და გაუსპეტაკებს თოვლურებ იგ ვეღარ ამბრად ძვირობდეს.

ეს არის საუკეთესო იგ ჩვენგან მოსალოდები,
აწ ამას შიგან ვით იქმნას გული არ დასაკოდები,
ერთი დრე ვიცნათ იგ უნდა მრავალ დღე ვიყვნეთ მგოდები,
და ბოლოჟამს ისევ სიკვდილი გულზე მიწა და ლოდები.

ჩვენთვის დაბა სოფელი მან ყოვლთა არსთა მბადემან,
ვერ შეგვიმწყვდიოს უხსნელად სრულად ცოდვისა ბადემან,
ესეც ჩვენ მოგვცა სიმართლედ მუნცა კეთილთა მზადემან,
და სულ ვერ გვიშოვნოს წარწყმენდად ბოროტთა მოსაწადემან.

ამას არ ვიტყვი არ გვინდეს სოფლისა ნივთიარები,
ესრედ ვიხმაროთ კეთილად ბოლოს არ გასამწარები,
არა გვიდგს სული მოკვდავი პირუტყვებრ გასაქარვები,
როდეს ეს ხელთა გაგვარდეს მუნ არ დაგვეხშას კარები.