![]() |
ცისკარი №2 (1857) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პოეზია |
▲back to top |
![]() |
1.1 მტკვრისადმი |
▲back to top |
მტკვრისადმი
ჱე მტკვარო! მიყვარს შენი ჩქარ დენა;
მონარნარება, უცებ მოლხენა;
მცვიფრად ქუხილი, მსწრაფლ აღელება;
გარნა არ მიჰსცე, გთხოვ, მნათობს ვნება,
რომელიც სარკმლით შენს ტკბილს შრიალსა
მოსძახს ბანს, ტრფობა აქვს ჩემს ტრფიალსა
და სიყვარულზედ გააქვს რა მღერა,
ერთბამ ხმა მესმის, შენცა გყავს მწე რა...
ახ, მტკვარო! ნეტარ ვინ მწევს სურვილსა,
ესრეთ, რომე აწ მიმცენ ტკბილს ძილსა;
ზენით მმნათობდეს გავსილი მთვარე,
ვარსკვლავთა შორის პირმომღიმარე;
თავზედან მედგას ფოთოლთ კამარა,
რომელსა ჰბერდეს ნიავი წყნარა;
გულდაღმა ვიწვე, გული მიცემდეს,
ხან ზე ვიდოდეს, ხან ქვე იწევდეს.
ერთბამ მესმოდეს ფოთოლთ შრიალი
და, მტკვარო, შენიც ტურფა ჩქრიალი!
შორით დამმღერდეს ის საყვარელი,
რომელი იყვეს ეშხით ცრემლთ მღვრელი.
შენსა ხმას მღერდეს მნათობი ოდეს,
თვით ეშხის ცრემლიც შენში ერთოდეს,
ძილში რა ვწვე, ეს ხმები მესმოდეს,
ჩემთ თვალთგანც ცრემლი შენკენა რბოდეს,
ორთავე ცრემლი ნაკადთა ჰგვანდეს,
მის ცრემლი ჩემში არარად ჰსჩანდეს,
ნუ თუ ეს იგრძნოს, ადუმოს ენა,
და გადმოჰფრინდეს წყნარად ჩემკენა,
ყარიბი მნახოს, ზედან დამოხროს,
ვგონებ ვებრალვი, მნახავს ესე როს!...
ივ. კერესელიძე.
![]() |
1.2 მგლისა და კრავისათვის |
▲back to top |
მგლისა და კრავისათვის
კრავსა ერთსა მოეწყურვა და მიჰმართა წყლისა კიდეს,
მოეშორვა მწყემსსა თვისსა, ჰსდევს ბღავილით ჭევლთ სიწმიდეს,
ჩაირბინა დაღმა მცირე, ფერხთ მუხლამდენ წყალში სდგმიდეს,
სირბილითა განახური უფრო დიდის სურვით სმიდეს.
შორით მგელი დამშეული ძუნძულებდა, ძალრთმეული,
თუ ვჰსთქვა იყო ხორცლეული, ფერდი უჩნდა ფერდს მიკრული,
მიეყნოსა ბატკნის სუნი, მით შეუხტა მსუნაგს გული,
იწყო სუნვა და ცუნცული და მიაგნო ის ბედკრული.
მგელსა თუმცა არ სწყუროდა, მაგრამ მით წყალს მიატანა,
შეუზახა: „ბაკაკაო! მეფე შენი ვერ იცანა?
წყალს რათ მიმღვრევ, სიბრიყვემან ეგრეთ როგორ გამოგტანა,
არ იცი რომ არა ჰმართებს შენებრს ჩემთან არიფანა!
კრავმან ჰკადრა თრთოლა ძრწოლით: „ხელმწიფეო რათ მდებ ბრალსა?
თქვენ ზეით ხართ, მე ქვევით ვსვამ, ვით ავამღვრევ მე თქვენს წყალსა.
მგელმა უთხრა: „კარგი, კარგი, მე გიჩვენებ სმისა ძალსა,
შარშანდელიც კარგათ მახსოვს, რომ მიწოდდი საძაგმყრალსა.“
კრავმან ამით განაცვიფრმან, ჰსთქვა: „თუ ეგე ვით დამწამე,
შარშან ქვეყნად არცკი ვიყავ, რომ მეთქვა მე თქვენზედ რამე,
ბატკანი ვარ ამ არეში, ბალახსაც ძლივს ვცოხნი აწ მე,
თუ ვინმემ გრქვათ ბეზღი ჩემი, ვით უსმინე, ვით უწამე.
„ერთ არს ჩემდა, მიუგო მან რისხვით, ბღვერით, კბილთა ღრჭენით,
გალანძღული ვისგანც ვიყო, შენგან, ანუ ძმისა შენით, აწ პირველად
რადგან შენ მხვდი, შენ გაგხადო სისხლთა დენით.
აქამდისცა არგაზღვივე, გმართებს მადლი, ვიყავ თმენით...
კრავმან ჰრქვა: „თუ ხელმწიფეო! მე ძმა არ მყავს არცა ერთი.
მგელმან უთხრა: „ვერ გამართლდე, თქმა შენია, თქმა მცირეთი,
ძმა არ იყო, იქნებოდა შენიანი, ან შენთ ფერთი,
კარგათ ვიცი მწყემსთ, ძაღლთ და ცხვართ მივჩან ვითა ვინმე მტერთი.“
ესე რა ჰსთქვა მან მძვინვარემ, განაშმაგმან მომყარებით,
ჰსტაცა პირი კრავსა კისერს, წარიტაცა ზურგ კიდებით,
შეიტანა ტყესა შინა, სრულ შეჰსთქვლიფა, ტყავით, ძვლებით.
ესე არის: სუსტთ მართალთა ცრუნი ჰსძლევენ ძლიერებით.
თა. ალ. ჭავჭავაძე.
![]() |
1.3 მოგონება |
▲back to top |
მოგონება.
ჰსცემდა მაისი ერთს ღამეს
ნიავსა მქროლსა ჯგუფადა;
ზეცით ღრუბელნი სიამეს
აფენდნენ თალხად ტურფადა!
ამა ღამემან გასწია
გული და სული ჩქარადა;
სწრაფად წამოვდექ, გასწია
ფეხებმან ჩემმან წყნარადა.
ვეხეტებოდი მდუმარე
ქუჩად უგრძნობლად სრულადა,
სულს ეხვეოდა სიმწარე
და გულს რაღაცა სწყლულავდა.
ამ დროს უეცრად მესმა ხმა
უცხო რაიმე გალობა,
მეგონა ცისკრით გადმოთქმა,
ვით სასუფევლის გიმნობა.
თურმე დამღერდა მნათობი,
ფორტოფიანსა ხმა ნაზი,
მამცნო მელოდმა დამტკბობი
ხმა ვისიც იყო ნეტარი.
ფორტოფიანსა აკლავდა
გრძნობას სულიდგან სრულადა,
სჩნდა სურვილი სძალავდა,
მოკიდებული გულადა.
ჩემი გრძნობაცა აღელდა,
უცხოს ნაზისა ხმოვნებით,
გული გვეკრთოდა გვიელდა
ტრფიალებისა მონებით.
ვეტრფი შავსა თვალებსა, ვეტრფი სხივებრ მალებსა,
სიყვარულით სავსესა, სახე მოელვარებსა!
დახე მათთა კამკამთა, კრთიან შავთა წამწამთა,
ისარი მკრეს მე გულსა, დღენი გამიმწარესა!
მე არ მიყვარს თვალები, თუ არიან მწვანენი;
ეშმაკობით სავსენი, ქარეთა დასახმარენი,
მსწრაფლ გულს შემიჭმუხვნიან, ვერას გავიხარენი,
ნაპერწკალი არ იხსნის, მათში ბრწყინვალებისა.
ნაცრის ფერი თვალები, თოვლთა მისათვალები,
უკიჟინო, უცეცხლონი, გრილნი და ჩამქრალები,
რამწავს მათ დავინახავ როგორ არ გებრალები,
ჟრჟოლას ვიწყებ, მომივა მე დრო გაციებისა!
წაბლის ფერსა თვალებსა, თავს ვინც ათაყვანებსა,
სიმშვიდეს ემონება, მითვე ინეტარებსა,
მათთან თვის საუკუნეს, ტკბილათ გაატარებსა,
მარადისღა ილოცოს, სახელი ღმრთაებისა.
ვიშ! ვიშ ცის ფერნო თვალნო! სიყრმისავითა მალნო
მე ნუ მიმზერთ მრისხანეთ, ანგელოზთა სამალნო,
თქვენი ელვა მზგავსია, ჩემნო სათნო და ლალო,
ვითომც სხივი მფენოდეს სამოთხის კარებისა.
თ. რაფ. ერისთავი.
![]() |
1.4 კორსიკანელი. |
▲back to top |
კორსიკანელი.
კორსიკანელი მამაცი, სჶერას სჭვრეტს დამცირებულად,
ფრანციის საზღვარს ჩრილოდმდე, იგი რაცხს შეიწრებულად,
იბძარვის მეხი მეფეთა, ჰსწერს არწივს აღშფოთებულად:
პოლშით აღფრინდი თორე მას ცეცხლით ვჰყოფ მითვისებულად.
ორთავიანი არწივი, ჰსწერს პასუხისა მგებელი,
უსამართლოდ გვირგვინისა, არ მიყვარს დამჩემებელი,
პოლშა მიპყრიეს მახვილით, ვინ არის მიმტაცებელი,
ცეცხლითა რადგან მუქარობ, წყალია დამავსებელი.
როს ესმა ესე სასტიკსა, ცეცხლისა დროშა გაშალა,
მოენთო მთასა, ვაკესა, ქვეყნისა ძალნი დაშალა,
გზაზედ მეფენი მონაქმნა, გვირგვინისაგან გასცალა;
ჩრდილოს არწივსა მოადგა, პოლშაურსეთით განწვალა.
ვით მნათმან ცეცხლის მშობელმან, აღმოსპო წინა მდგომელი,
შეაიწროვა ყოველი, ძალი ცის ქვეშე მშრომელი
ასეტყვა ცეეცხლი, აღმოსწვა მოსკოვი რუსთამშობელი,
არ დარჩა სიბრძნე, არც ძალი, წინამეწყვ ჯართა მწყობელი.
განაგრძნო ესრეთ სიმძრაფე, და მწველობაი ჩრდილოზედ,
ორთავიანის არწივის იგულვა ჯდომა ტილოზედ,
გარნა საზომი სიბრძნისა, გარდვიდა სიბრძნის კილოზედ,
გარდაწყდა ცაშიდ ესრეთ ჰსჯა: „ვეღარ იმეფოს ჩრდილოზედ“
ამის თვის ჩრდილოს არწივმან, განდევნა მრავალყმიანი,
სპანი აღუსპო, დაშრიტნა დროშანი ცეცხლის ფრთიანი,
დააცხრო გული სახმილის, და თავი ძლევით რქიანი,
უნძულშიდ მისცა სამეფოდ, ბოსტანი მწვანილიანი.
ესრეთ დაეცა მკითხველო, ქვეყნის ღმერთობის მძებნელი,
მეფე, მეფეთა მამონე, სიმხნითა განულეველი,
სამაგალითო ყოველთა, საფლავით მქადაგებელი,
რომელ: სიმაღლე დაცემის, ნაყოფად არის მცენელი!
გ. კოლხიდელი.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 მეუდაბნოენი |
▲back to top |
მეუდაბნოენი
„ამ წამიერმა“, სათნოებისა დავიწყებამ, რომლისათვისცა დაუდგრომელ ვიტანჯები მე, დღე და ღამე ვსტირი, იჩვენებოდა უცებ შესცვალა ვალერიას გული და ნაცვლად ბუნებითისა იმისის სიმკრთალისა აღმოსჩნდა საოცარი გამბედველობა. როდესაც მოეგო გონსა, მითხრა:
„ფორმოზ! შენი ვარ და არაოდეს ვიქნებიო სხვისა.“
„მაშ მამა შენი, სასტიკი, ამპარტავანი, ულმობელი?“
„შეუძლებელს ვერ იქსო ისი, და მე კი არ შემიძლიანო შევიქნა სჯულის გარდამავალი; არ შემიძლიანო შენის მკლავიდამ გარდავიდე სხვა კაცის მკლავზე“
„და ამ თქმაზე გაიჭრა ხელი და თავისის სისხლით დასწერა ფიცი მხოლოდ ფორმოზის მეუღლედ ყოფისა თვის...“
მეუდაბნოემ დაჰკოცნა ოქროს კოლოფს და სთქვა:
„აქ, ამაშია დაცული წმიდა წინდი ჩემისსიყვარულისა! მეც აგრეთვე დავსწერე სისხლითა ჩემითა ფიცი... ოჰ! ფიცი უსარგებლო - ცხოვრებად და მოკვდომად ვალერიას მეუღლედ.- გული დაგვიმშვიდდა
ჩვენ და გამოვედით საგრილოდამ.
„მიველ მე ლეონსთან და ვუთხარ: საყვარელო მეგობარო! შენი შიში საფუძვლიანი იყო; მართალი უთქვამსთ შენთვის. მარკიზს ნებავს ვალერიას მიცემა ოვანდესისა თვის და თვითონ იმას გამოუცხადებია ეს თავისი ჰაზრი ვალერიასა თვის. ეს სასიკვდილო მეხი უნდა როგორმე უკუვაქცივოთ.
„ლეონსმა მიპასუხა: ჩემთვისაც დიდად სამწუხარო არისო ეგე. შენ თვითონ იცი როგორ მსურდაო მე მენახე შენ ჩვენს სახლეულობაში როგორც ნათესავი; მარა მშობლის ნება ჩვენ თვისსჯული არისო და სჯული დაურღვეველი. რა ვქნათო? ისეთი უბედურებააო ეგე, რომლისაც უკუქცევა არ რითამე არ შეიძლებაო. ამასაც კი ვიტყვი, რო ვალერია ირთავსო თავისს შესაფერს ქმარს. ფერდინანდ ჩინებულის შთამომავლობისა არისო, მდიდარი, ლამაზი და ყოვლის სულისაგან ცნობილი დიაღ კარგით მხრით. ჩემი დაი, რასაკვირველია, შენთან უფრო ბედნიერი იქნებოდაო; მარა იმედი მაქვს, რო არც ფერდინანდ გააუბედურებსო იმას.“
„ამისთანა მოულოდნელმა პასუხმა გააპო ჩემი გული და ვსთქვი: მე კი მჩანს, რო უბედური იქნება ისა. ეგების შეიტყო იმისი გულისპასუხი, და თუ ეს ქორწინება წინააღმდეგი იყოს იმისის გულისა, მაშ გაფიცებ, საყვარელო ლეონს, გაფიცებ ბუნების და მეგობრობის სახელით, მოიხმარე ყოველი შესაძლები ღონისძიება ეგების შესცვალო მარკიზის განზრახვა.
„ჩემი სიტყვები სათაკილოდ მიიღო იმან და სთქვა: ჩემი დაი სათნოებიანი ქალიაო; მე შენზე უკეთ ვიცნობო იმისს გულს და ჭკუას. და თუნდ რო სწორედ წინააღმდეგიც იყოსო იმისთვის ეს ქორწინება, მაშინაც გარწმუნებო შენ, რო მამა ჩემი არ შესცვლისო თავისს განზრახვას, და თუ მიუციაო იმას სიტყვა, მაშ სიტყვა იმისი წმიდა არისო და დაურღვეველი. და ამის თვის ამის მეტი აღარა გაეწყობა რაო ამ საქმეს, რო ვალერია უნდა დამორჩილდესო, და შენ, თუ ინებებ ჩემს რჩევას, წახვიდეო სევილლადამ. მე არ დავმალავო, რო განუსჯელად მოვიქეც და ვერწმუნე სუსტს, უბრალოს იმედს; მარა ჯერ კიდე შეიძლებაო გასწორება უზომოდ მოწყალის მეგობრობის შეცთომილებისა; და ჩემის დის მშვიდობისა თვის და საკუთარის შენის მშვიდობისა თვის მოვითხოვო შენგან სიტყვა მომეც, რო აღარ ნახვო შენ ისა და გარდასწყვიტო იმასთან ყოველი კავშირი.“
„მოთხოვილება იმისი, დასტურ, სამართლიანი იყო; მარა სიყვარული, შმაგი სიყვარული მიიღებსა სჯულთა?
„დადუმებულმან ამ ცივით პასუხით ვსთქვი მე:ამისთანა გრილი მეგობრობა ლეონსის გულისა მაკვირვებს მე; კარგად ვხედავ როგორ ულმობელია ისი საუბედუროს ჩემს მდგომარეობასზე და როგორ ადვილი ყოფილა იმის თვის მოთმენა მეგობრის უბედურებისა. გმადლობ ბრძნულის რჩევისა თვის; მარა კი მგონია არ მიგიძღოდეს შენ არა რომელი სამართალი ჩემთვის სჯულების დადებისა თვის.
„ლეონსს უნდოდა ამაზე ლაღად პასუხის მოცემადა მაშინვე განვშორდი მე იმას.
„მეორეს დღეს მითხრეს, რო ოვანდეს მოსულ იყო და მარკიზის სახლის კარიც დახშული იყო ჩემთვის. მაშინვე მივხვდი, რომ შვილი და არა ზვავი მამა შერაცხდა საჭიროდ ამისთანა საწყენს სიფრთხილეს.
„ტერეზას წერილით ვსცან ესეცა, რო ლეონსს ეთქვა თავისის დისა თვის ჩემი კადნიერი პასუხი და ვალერიაც დიაღ გაბედვით მიმართლდებდა თურმე; მარა როდესაც დამდგარ იყო ჟამი საქმროს ნახვისა სრულებით მოუძლურებულ იყო ისა. საშინლად გაფიცხდებოდა იმას სისხლი და გაეცხელებინა, და ამ ცხელებას, რავდენსამე დღეში, სიკვდილის პირზე მიეგდო ისა. ვალერიას მოეწოდებინა მოძღვარი,აღეარა იმის თვის ყოველივე და ეთქვა: „პატივოსანო მამაო, მე საქმით დავამტკიცეო ჩემი სისუსტე, მარა, არას დროს, არას დროს ორგულობა კი არ შეიძლებაო ჩემგან; ჭეშმარიტით გულით შევინანიებო მე ჩემის ცოდვისა თვის, მარა ცოდვის მიზეზი ჩემს გულსში სცხოვრებსო. მე რო მშობლის ნებას დავემორჩილო, უნდა მოვატყუოო ორი კაცი: ერთის მკლავსზე მწოლარე სიყვარულით უნდა ვიწვებოდეო მეორისა თვის. არა, არა! ჩემი სული ასე არ დამდაბლდებაო. ღვთის გულისა თვის, დაიყოლიეთო მამა ჩემი, რო ან მამკლას და ან მონასტერსში გამგზავნოსო.“
„სათნოებიანს და კეთილგონიერს მოძღვარს რამოესმინა ეს აღსარება, ეგულისხმა ისეთის უბედურების შესაძლებლობა, რომელსაცა წრფელი ვალერია წინავე ვერ დაინახევდა, და მოეხმარა ველამარის დასათანხმაებლად ყოველი ძალი მჭევრმეტყველობისა და თავისის ხარისხისა.
„დასასრულ მარკიზ დათანხმებულ იყო დროებით თავისის ქალის ქორწინების შეყენებასზე, არ ვინ იცის რა მიზეზით: იმის თვის, თუ ელოდებოდა იმისს მოღონიერებას სნეულების შემდეგ, ან თუ დაემორჩილებოდა ჩვენის სარწმუნოების მცნებასა, რომლის ძალითაც არ ვინ არ უნდა წინააღუდგებოდეს საღმრთოსა სურვილსა ჭაბუკთა გულთასა მონოზონებრის ცხოვრებისა თვის.
„ამასობასში ველამარის გულგრილობამ მოსწყლა ჩემი მეტოქე, არა თუ იმის გამოისობით, რო ვითომც გამიჯნურებული იყო ისი, უფრო ამ მიზეზით, რო ამპარტავანება ჩვენსში ისეთივე მოშურნეა როგორც სიყვარული. ფერდინანდმა დამსდვა მე მიზეზი თავისის შეურაცხებისა და განიზრახა ჩემი შურისძიება. არ ვიცი როგორ შეეტყო იმას, რო მე ვიყავ იმისი მოცილე. იქნება ქარიანმა ლეონს განუმჟღავნა იმას ჩვენი კავშირი; მე კი იჭვი მქონდა იმაზე და იქნება უსამართლოდცა. როგორც უნდა ყოფილ იყოს ის, მარა კი ლეონსმა დაივიწყა ადრინდელი თავისი ჩემთან მეგობრობა, მიუდგა ოვანდესს და ორნივე ისინი ერთად გადამემტერნენ მე.
„გაიარა ერთს თთვეზე მომატებულმა დრომ. და ვალერიას ბედი ჯერ კიდე არ გარდაწყვეტილ იყო. ევედრებოდა მამას ნება მიეცა მონასტერს წასვლისა თვის, და მარკიზ პასუხად ყოველთვის ამას აძლევდა, რო ეს სათხოვარი წინააღმდეგი იყო იმისის ნებისა; მარა ვერც თუ ის გაებედნა, რათამცა გარდაწყვეტით უარი ეთქვა იმის თვის, და ამასობაში არა სჩნდა თუ როგორ დაბოლოვდებოდა საქმე.
ერთს საღამოს მოვიდა ჩემთან ტერეზა, ალმურიანი სჯულის გარდამავალსავით, რომელიცა ივლტის სასჯელისაგან, და მითხრა: ფორმოზ! ახლა გვიანღა არისო ჩემის ქალბატონისა თვის მონასტრის ფიქრი. უნდა ნახვოთო თქვენ ისა. ისეთს სასოწარკვეთილებაშიაო, რო შიშებს აღარ დასდევს და მიგელოდებაო ბაღში; კედელზე კიბესაც ნახავთო გარდასასლველად.
„ღამე იყო მთვარიანი. მიველ ბაღში, ვალერია იყო საშინელს ვაებაში და მითხრა: ჩემო საყვარელო, ხვალ ღამ უთუოდ უნდა გავიქცეთო: აი, ესეღა არისო ჩემი იმედი! ხვალ, ამ დროს, აქ უნდა იყოო შენ. მე ჩემი თავი სრულებით აღარ მასხომსო და მხოლოდ ვფიქრობო შენის შვილის სიცოცხლისა თვის!...“
ამ სიტყვის დასრულებაზე ფრომოზმა დამიჭირა ხელი და მკითხა:
„ხელმწიფეო ჩემო! იცით რა არი სიყვარული?
- გამომიცდია.
„ყოფილ ხართ თქვენ მამა?
- არა.
„მაშ როგორ განგიმარტო მე თქვენ ის აღბეჭდილება, რომელიც აწარმოვა ჩემს გულზე ამ გაგონებამ: შენი შვილიო! ყოველივე, რაისაცა შთაბერვა შეუძლიან ბუნებას და სიყვარულს ტრფიალს სულში, ყოველივე განვუმეორე მე ათასჯერ საყვარელს ჩემს მეუღლეს და ვსცდილობდი განმემხნევებინა ისა. გამოსალმების დროს ვუთხარ მე იმას, რო ხვალღამ, იმავე დროს, ვიქნებოდი მე საგრილოსთან ფოშტის კალასკით.
„კადიქსი, ხომალდი და ფრანცია იმედს გვაძლევდენ ჩვენ ჩვენის დაცვისა თვის. მომაცთუნებელო იმედოვნებაო! მყუდროება, რომელიცა მოგვაცთუნებდა ჩვენ, შორს იყო ჩვენგან.
„არ ვიცი ლეონსს ეჭირა თვალყური თავისს დაზე, თუ ოვანდესს ჰყვანდნენ მზვერავნი, სამოცდაათს ბიჯზე ბაღის კედლიდამ, მთვარის მქრქალს ნათელზე თვალი შევასწარ მე ორს კაცს, რომელნიცა თურმე მიდარილებდენ მე. ერთი იმათგანი გამოიქცა ჩემკენ, მოიხსნა დურა და გარდააგდო, და ხმაამოუღებლივ მომვარდა მე ხმლით. მოვიგერიებდი მე იმას და წუთსავე გაეფრთხა, დაკოდილი, მიწაზე და რამთენჯერმე შეჰყვირა: ახ, შე ბოროტო, ბოროტო! ეს ხმა იყო ლეონსისა! ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ელდა!... მეორე დასდგა იმისს მაგიერად, და მაშინვე ვიცან მეამაში ჩემი მეტოქე იმისის მძვინვარების და ბოროტბორგნეულობის გამო. მომვარდა მე ისი ცოფიანსავით და დამჭრა მხარში, მეც გავფიცხდი და შევღებე იმისს სისხლში ჩემი ხმალი. გავუშვი ისინი იქ გულშემოყრილები და გავიქეც ისევ ბაღისკენ ვალერიას მოსატაცებლად, და მინდოდა მაშინვე დავმალულ ვიყავით ჩვენ; მარა კიბე იქ აღარ დამხვდა და ფანჯრებიც დაეხურათ: ვიძახე, ვიყვირე - და ჩამიჩუმი არ იყო რა!
„მრთლად სისხლით შესვრილი, საშინლად შეშფოთებული და არეული... ოჰ! განაღა შეიძლება არ შეშფოთდეს თვით უნებლიეთი კაცისმკვლელის გულიცა?... დავბრუნდი უკანვე სხვით გზით, რათამცა აღარ დამენახვა ჩემის ხელისაგან მომაკვდავნი; მარა გულიც არ მიძლებდა, დარჩენილ იყვნენ ისინი შეუწევნელად, და ამის თვის გავგზავნე იმათთან ორი გლეხი კაცი და ვუთხარ მე იმათ, რო ჩხუბი იყო იქ და მიშველებოდენ გასაშველებლად.
„ღამე მეჩვენა მე ჯოჯოხეთად. ოჰ! როგორი შესაძრწუნებელი ბედისწერაა, როგორი გაუგონარი წილხდომილებაა, რო კაცი ხედავდეს თავისს თავს კაცისმკვლელად, მტაცებელად, უნებურს ძვირის მოქმედად და საგანად შურისძიებისა ორის ჩინებულის საგვარეულოსი! თვალწინ მოილანდვიდეს ბორკილებსა, საქონდაქარეს და... რაც ყველაზე უფრო საშინელია... უპატივრებასა, სირცხვილსა, სასოწარკვეთილებასა იმ გვამისასა, რომელიცა უიმისოდ ყოფილ იყოს საყვარელი, ღმერთად ხადილი თავისს სამშობლოს მამულში, და ეცხოვროს მხოლოდ დიდებისა და ბედნიერებისა თვის!
„გარიჟრაჟზე ფიცხლავ გავგზავნე უერთგულესი ჩემთა მოსამსახურეთაგანი, ჶრანსოა, შესატყობად, თუ რა ამბავი იყო, ქალაქში. ხალხი ლაპარაკობდა თურმე წუხანდელს ჩხუბზე, რომელშიც ფერდინანდ ოვანდეს მოკლულ იყო და ლეონს დეველამარ საშინლად დაჭრილი. ვისგან? რისთვი? ჯერ არ იცოდენ, და მრთელს იმ დღეს ჩემის სახელის ხსენებაც არ იყო. წარმოიდგინეთ, თუ როგორ გულისშფოთვით, როგორ მოუთმენელად მოველოდებოდი ღამესა ჩემის გადაკარგვისა თვის იმ ქალაქიდამ. რა დაღამდა გავეჩქარე საგრილოსკენ; მოიწივა დანიშნული დრო - და არა ვინ არი იქ! ვთახთახებ შიშისა გან, ვსცდილობ როგორმე განვამხნო ჩემი თავი იმედებითა, გაშეშებული ვსდგევარ, ძლივ ვფშვინავ, ყურს ვუგდებ და არ ისმის რა!. ჟამი ბელიად მიმდინარებს სატანჯველს უმეცრებაში, შიშროებასში, - და ბაღში ისევ ის ღრმა მდუმარებაა. მეჩვენებოდა, ვითომც ცხენებიც ჩემთან ერთად სთრთოდენ შიშისა და მოუთმენელობისა გან. ერთით სიტყვით, გათენებამდინ საგრილო დახშული იყო.
„რა საკვირველია, ძლიერ საშიში იყო ჩემთვის სევილლასვე დაბრუნება; მარა მეტი რა ღონე მქონდა, რო არ მივსულვიყავ? განა შემეძლო მარტოდ ჩემი თავი მომერჩინა უვალერიოდ? ჩემს ერთგულს ჶრანსოას უნდოდა შეეტყო, თუ რა ამბავი იყო ველამარის სახლში, მარა ვერ გახდა რა: იქ ყოველივე ჩუმად იყო; კეძობა შადიოდა გამოდიოდა ფერჩათეთქილი, და ბნელი ნაღველი, მრისხანება, მძვინვარება მებატონისა, მოსამსახურე თაცა დაღრუმიდენ,- ყოველს სულს თითქო ენა ჩავარდნოდა - და ვერ შევიტყეთ რა.
„მეორე ღამეც ისევ ისე გავატარე საგრილოს ფანჯრებს ქვეშ და კიდე ვერ ვინ ვნახე. ჩემს სასოწარკვეთილებაში განმზადებულ ვიყავ გადამედვა თავი ყოველს განწირულებაზე, და ამ დროს მოვიდა ჩემთან ვალერიას მოძღვარი და მითხრა:
„ფორმოზ! ჩქარა წადიო სადმე და ახლავე გადი სევილლადამ. ხვალ დაგიჭერენ და აღარ გეშველება რაო. ლეონს მოვიდა გონზე და ყოველს ფერს გამოამჟღავნებსო.
ამ ამბავზე დავიყვირე მე:
„მოვიდა გონზე? მადლობა ღმერთს, პატივოსანო მამაო, მადლობა ღმერთს. და როგორ უნდა წავიდე? ხო იცით ვინ მრჩება მე აქ და როგორს მდგომარეობაში?
„ვიციო, მარა ისა და იმისი მოახლე დამწყვდეულნი არიან და არა რომლით გზით არ შეუძლიანთო იმათ გამოსვლა. „ღმერთო! და როგორ მიბრძანებთ, რო ვფიქრობდე მე ჩემთვის-ღა?
„გიბრძანებს ისა და მოითხოვსო.
„თუ ყოველივე იცით მეთქი თქვენ, მაშ როგორ შემიძლიან დავუტევო ისა ამისთანამდგომარეობასში?
„მამა ხო არ გამოუშვებსო იმას თავისის სადგომიდამ, და რას შემწეობას მისცემსო იმას თქვენი სიკვდილი?
„ოჰ! ჩემს სასოწარკვეთილებაში ჩავუვარდები მე იმას ფეხსქვეშ!
„ვალერია აღიკრძალავსო ფიქრადცა არ გქონდეს შენ ეგე. არ იცი შენ ველამარის სისასტიკე, პირდაპირ საქონდაქარეზე წაგაყვანინებსო შენ ისი. წარმოიდგინეო თვალ წინ იმისი ელდა და ბოროტობა, როდესაც შენ თვითონ გამოიჩენ თავს იმისის შვილის მკვლელად და ქალის მომაცთუნებელად! ტყუილად ნუ სტყუვდები იმედებით მშობლის გულის მგრძნობელობაზე და გეშინოდესო იმისის ბოროტად გაცოფებისა თავისს საკუთარს სისხლზედაცა! ღმერთმან კი დაიფაროსო, მარა როდესაც ვალერია შეიტყობს შენს დაბორკილებას, იმისი სიცოცხლე აღარ იქნება, და მაშინ ვინ იქნებაო იმისი მკვლელი?
„და თავი რო დავანებო მე იმას... ოხ, ღმერთო!
„ჰე, იმას, იმას უნდა ევედრო; ისია ჩვენი ის არისო ეხლა, რათამცა ვალერია დახშვან რომელსამე მონასტერში, სადითგანცა შეიძლება იმისი გამოპარება. ჯერ პირველად საჭირო მხოლოდ ის არი, რო დრომ დაამშვიდოსო მარკიზის გული.
„მაინც ხო შევიტყობ, მამაო, მე თქვენგან როგორს მდგომარეობაში იქნება ისა, ან როდის დასჭირდება იმას ჩემი შემწეობა?
„ყოველსავე სცნობო, იმედეულობდეო ჩემზე, მე ვიქნებიო შენი ერთგული მეგობარი და ამაში თვით ცას გეფიცებიო მე შენ.
„მაშ მშვიდობით, კაცო ღვთისაო! თქვენ გარწმუნებ მე ვალერიას; ნუ დაუტევებთ იმას და იმასაც შეიტყობთ სადაც მე ვიქნები,- ვუთხარ ბერს და გამოვეთხოვე.
„ჩემით ჰაზრით და ჩემის ერთგულის ჶრანსოას რჩევით, ის სჯობდა, რო ვირე ქვეყნად გამოვიდოდა ხმა ჩვენის ჩხუბისა, ჩავმჯდარ ვიყავ პირველსავე ხომალდში და წავსულ ვიყავ კადიქს. მარა როგორ წავსულ ვიყავ ისპანიიდამ ვალერიას სვის უმეცარიდა გონებით მიმომეძივა იმისი ამბავი განუზომელის უკეანეს იქით!... ვერ გავბედავდი მე ამას და ვერცა თუ ურიცხვთა განსაცდელთა იძულებულ ვექმნე მე ამისა ქმნად. მაშ წავიდეთო ღრენადას მთებში, - მითხრა ჶრანსოამ,- წავიდეთო მურციას, სადაცა ვშობილ ვარო და სადაცა სცხოვრებსო მამა ჩემი. ისი მოგცემსო თქვენ მყუდროს სადგურს, სადაცა უშიშრად იქნებითო.
„ეს რჩევა მომეწონა, წამოველ და დავემკვიდრე ამ მდაბალს ქოხში. მასუკან გავგზავნე ჶრანსოა უკანვე სევილლას, ჩემს კეთილს ბერთან; მარა იმის თვის აღეკრძალათ სიარული მარკიზის სახლში, არ ვიცი იმ მიზეზით, რო შეერაცხათ ისი ჩვენს მესაიდუმლედ, ან თუ ეგონათ, რო განამტკიცებდა ისი ვალერიას თავისს სურვილსში - მონასტერს წასვლისა თვის. როგორც უნდა ყოფილ იყოს ის, მარა კი აღარ თურმე აძლევდენ იმას იმისის ნახვის ნებას.
„ჶრანსოამ მომიტანა ეს სამწუხარო ამბავიცა ჩემის საქმისა: ველამარ და ლეონს, ვალერიას პატივოსნების დასაცველად, ჩუმად თურმე იყვნენ; მარა, შვილის სიკვდილით გამწარებული, ჶერდინანდის მამა კი მოითხოვდა შურისძიებას. გამოჩენილ იყვნენ მოწმებიცა,- იქნება თვით ის კაცები, რომელნიც გავგზავნე მე მისაშველებელად დაჭრილებთან; ჩემი გაქცევაც საბუთად მიეღოთ მსაჯულთა, განვესაჯე მე იმათ სასიკვდილოდ და ყოველი ჩემი საცხოვრებელი სახაზონოდ აეწერათ.
„ოჰ! ღმერთმან უწყის, რო ეს მეხი ძლიერ სასტიკი არ იყო ჩემთვის! მარა ამის შემდგომ, ორს თთვეს უკან, როგორი ელდა მცა მე კეთილმოქმედის ბერის წიგნმა!... მე მწერდა ისი: საყვარელო მეგობარო! ყოველი ჩემი გულსმოდგინება დღეის შემდეგ უსარგებლოღა იქნებაო. ვალერიას სვეს ჩამოეფარებისო ბნელი ფარდა; მხოლოდ შემიძლიანო გავუწყო შენ სამწუხარონი წინასწარგრძნობანი: ამის მეტი არ ვიცი რაო, რო აღარ არისო ისა არც თავისს სამშობლოში და არც სევილლაში; არ არისო არა რომელსამე ჩემდა ცნობილს მონასტერში; მხოლოდ ღმერთმან უწყისო და იმისმა მამამ სადაც არისო ისა... ვუყურებ ცასა და ვილოცავო!
„დამბადებელო!... ფიქრადცა მეშინიან... სასტიკი ველამარ რა შეიტყობდა ჩვენს საიდუმლოს, წარმოიდგენდა თავისის საგვარეულოს უპატივრებას, და იქნება თავისს უკეთურებაში, ბორგნეულებაში... ოჰ! თავზარი მეცემა!... მარა ეს საშინელი საგონისი დაუდგრომელ მქენჯნის მე უდაბნოში. მე ვარ მიზეზი იმისის სიკვდილისა! მიზეზი ბოროტმოქმედებისა!... ო, მეგობარო ჩემო! მითხარ, ნუ თუ ხმელია ეს ქვეშსაგები, ნუ თუ მკაცრია ეს განმხოლოებული ცხოვრება განსჯილის კაცისა თვის და მიზეზისა თვის საშინელთა უბედურებათა? აი საიდუმლო ჩემის ბედისწერისა; აი ნაყოფნი გულისათქმისა, რომელიცა მეშვენებოდა მე საქებურად და სათნოებიანად, იმ უბედურს დროდმდე, როდესაც შთავარდი მე სჯულის გარდამავლობის საფრხეში - დავინახე ძვირშემთხვეულება და ვერღა განვერინე!
„ჶრანსოა დიდხანს სცხოვრებდა უქმად სევილლაში. როდესაც მოუკვდა იმას მამა, მაშინ კიდე მოვიდა აქ; ავაშენეთ მე და იმან ეს ქოხი, და ისიც აქ, ჩემს მახლობლად სცხოვრებს, უწინდელს მდგომარეობაში, ყოველსავე მიზიდავს მე ისი, რაც საჭიროა ჩემის სამგლოვიაროს სიცოცხლისა თვის, იმ სიცოცხლისა თვის, რომელიცა ნელიად ჰქრების სინანულის სასტიკთა კვეთებათა გან.“
ასე მოსთქვამდა მეუდაბნოე. ვსცდილობდი დამერწმუნებინა ისი, რო იმისი უბედურება იქნება ისე მძიმე არ იყო, როგორც გამოიხატვიდა ისი თავისს თავში თავისით სევდიანობით; რო იქნება მამამ მიაფარა სადმე თავისი ქალი, იმისს სიცოცხლის და პატივის დასაცველად; რო არა რომელი შეურაცხება ვერ დააჯერებინებს კაცს ამისთანა საშინელს მკვლელობას; რო შესაძრწუნებელით სჯულის გარდამავლობით განამწარებს ისი ველამარს, განამწარებს თავისს თავს, განამწარებს უნებურს და დიაღ ადვილად მისატევებელს სისუსტეს.
ამ ნუგეშისცემაზე მეუდაბნოემ მიპასუხა:
„ოჰ! სხვა დანაშაულიც რო არ მქონდეს რა მე იმასთან იმის მეტი, რო ჩემით მიზეზით იტანჯება ისა, მდუღერედ სტირის, ნაღვლობს და ხმება დაუსრულებელის მწუხარებისა გან, რომელიცა უეჭველად გააქრობს იმისს სიცოცხლეს, განა ეს ბარბაროსობა კი შემიძლიან მივუტევო მე ჩემს თავს!“
ვნახე რა, რო მხოლოდ დროს შეეძლო განქარვება ძლიერ აღელვებულის, იმისის გონების ლანდებისა ნება ვსთხოვე მე ხანდახან მომესვლებოდეს იმას თან როგორც იმისის მწუხარების მესაიდუმლეს, და თუ იმისს ნუგეშისცემას და სიამოვნეს ვერ შევიძლებდი, მაინც კი ლმობიერით გულით და წრფელით გულმტკივნეულობით ხო ვეახლებოდი.
დაუკდემელად აღვიარებ მე ჩემს ამპარტავანებას, რომელიცა მდგომარებს იმაში, რო უბედურებაში მე ჩემი თავი მიმაჩნივა სხვებზე მხნედ. საკუთარი ნაღველი ჩემი ყოველ თვის მდუმარებს და ღრმად დაიფარვის ჩემს გულში, და მისთვის არ ვინ არი საჭირო ჩემთვის. მარა, როდესაც ივნებს მეგობარი ჩემი, ვიმედოვნებ მე ყოველთვის იმისს ნუგეშისცემას.
რა გამიმღჟავნა ფორმოზმა თავისი ნაღველი, გული არ მითმენდა თავი დამენებებინა მე იმის თვის; მინდოდა მოუწყვეტლად ნუგეში მეცა, დამესხა ნელსაცხებელი იმისის გულის წყლულებისა თვის, გამეადვილებინა ის, რაიცა სჩნდა იმას სჯულის გარდამავლობად, და მეალერსნა იმის თვის მქრქალით, შორეულით იმედით.
დღესა ერთსა იყო საშინელი ქარიშხალი, რომელიცა იშვიათია იქაურს კეთილს ჰავაში. როდესაც ჰაერი დამშვიდდა და ცაი ახლად განბრწყინდა, წაველ ჩემს მეუდაბნოესთან. ფორმოზ იჯდა ქოხთან, მდელოზე, და მუხლებზე ეჯდა ერთი შვენიერი ყმაწვილი, რომელიცა ჰასაკით და სანახავობით გამოხატვიდა სიყვარულის ღმერთას. მეუდაბნოემ გარდასწივა თავისი დურა, რომელიცა დაჰფარვიდა ყრმის სიშიშვლეს, და მკითხა:
„როგორ მოგწონსთ ეს ბიჭი?
ცხრის წლის ადონისი იმაზე ტურფა, საყვარელი და ყოვლით ფრით სრული არ ყოფილ იყოს. ერთით სიტყვით, თვალწინ წარმომიდგა ნიმუში ყმაწვილის მშვენიერებისა და გაოცებით ვუმზერდი მე იმას.
– ვინ არი ეგ საოცარი შვენიერი? - ვკითხე მე დიდით მიმოწვლილველობით.
„ეს გახლავს გლეხის შვილი, რომელიცა გამოვიყვანემე წყლიდამ; ტიტველია საცოდავი და ტანისსამოსი მზეზე უშრება. ქუხილმა რო გადაიარა, იმ დროს წყლის პირზე, გაღმა, თევზს ნადირობდა ეს. მეც, ჩემის ჩვეულებისა მებრ, ვკრეფდი ბალახებს მთის დაღმართზე პაწია კუპიდონი უძრავად იჯდა მაღალს ლოდზე და თვალს არ აშორებდა თავისს ნემსკავს; უცებ მოუცურდა ფეხი, ჩავარდა წყალში და ტალღებმა მოიტაცეს. მაშინვე ჩავარდი მეც წყალში, ხელი ვსტაცე ამას, გამოვიტანე ნაპირზე უგონო და ძლივ შევათბე და მოვასულიერე. საბრალობელი ბალღი ცრემლით მმადლობდა მე; მხოლოდ იმას სწუხს, რო თავისი ნემსკავი დაეკარგა, რომელიცა გაუკეთებია ამის თვით თვითონ დედას.
მაშინ ვკითხე მე ყმაწვილს ალერსით:
- დედა შენი ლამაზი უნდა იყოს.
„ძალიან ლამაზიაო, ბატონო,- მიპასუხა იმან;
- მაგრამ კი ჩემს საუბედუროდ უფერულიაო. ამბობენ ვითომც უფერულები დიდს ხანს არ იცოცხლებენო; თუ სასიკვდილოა ისა, ვერც მე ვიცოცხლებო. თავისით ძუძუთი გავუზრდივარ მე იმას, და ახლა მუშაობს და ისე მკვებსო.
მერმე ვკითხე:
- ჩემო საყვარელო! მამა არ გყავს?
„ოჰ, არა! ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს მე ისი და ვერც თუ გამიბედავსო იმაზე ლაპარაკი: ერთი სიტყვაც რო წამომცდეს მე იმაზე, დედა მაშინვე ცრემლით დაირღვებაო.
ამ დროს შეესმა იმას დედის ხმა და დაიყვირა: „აი დედა ჩემი იძახისო! აგე გაღმა მეძებს და ნაღვლისა გან უთუოდ გასუქდებაო... ვაიმე! ტირისო! მიბოძეთო ტანისსამოსი; ჩქარა თქვენი ჭირიმე! ჩავიცვამ და გავიქცევიო.“
ფორმოზმა მითხრა:
„საყვარელო მეგობარო! შენი კალასკა ხო ქვევით სდგასო; გაჰგვარეო ეს ყმაწვილი თავისს დედას.- მერმე მიუბრუნდა იმას და უთხრა: მშვიდობით, საყვარელო ბავშვო! გიყვარდეს, გიყვარდესო დედა; ყოველ თვის მადლობელი იყავო იმისი იმისის სიყვარულისა და მზრუნველობისა თვის.
ღმერთო! ფორმოზს რო სცოდნოდა თუ ვის უალერსებდა, ვის ეხვევოდა ისი! რო სცოდნოდა, რო მეორეს კიდეზე მდინარისა ცრემლით განიბანებოდა...იმისი საყვარელი ვალერია!
როდესაც პატარამ ფორმოზმა ტანჩაიცვა, მოვსჭიდე მე იმას ხელი და ჩამოველ მთიდამ. ვანიშნე იმისს დედას, რო არ შეგვეძლო ჩვენ იმ ადგილს წყალში გასვლა და წავიყვანე მე ისი კალასკისკენ. გზაზე ვიწყეთ ჩვენ საუბარი და ვკითხე მე იმას:
- რა გქვიან?
„სუმბული.[1]
- დედა შენს?
„პოლინა:
- მამას შენს?
„მარსელ.
- გაქვსთ რამე თქვენ?
„არაფერი“ არც მინდორი, არც ბაღჩა, არც ნახირი.
- მაშ რით სცხოვრებთ?
- მუშაობით. დედა და იმისი მეგობარი დედაკაცი მუშაობენ დღე და ღამე.
- განა ჰყავს დედა შენს მეგობარი ვინმე?
„დიაღ; ჩვენთან დგას ისა და შველის დედას ყველას ფერში.
- რას აკეთებენ ისინი?
„ძაფს ართვენ, აბრეშუმს ახვევენ და სწვნენ ჩალის ლამაზს გიდელებს. მეც იმას ვაკეთებ, რაც ვიცი: ჩიტებს ვიჭერ მახით და ვთევზაობ, და როდესაც გავიზრდები, მაშინ ვიქნები გლეხი, მეველე, მწყემსი, ან რაც ღმერთს ნებავს. ძალიან მინდა მე მუშაობა დედას თვის, როგორც ეხლა ჩემთვის მუშაობს ისა.
- კმაყოფილია ისა თავისით მდგომარეობით?
„როგორც სჩანს, კმაყოფილია: მაგრამ ხშირად კი მოწყენილია, როდესაც ელაპარაკება ჩუმად თავისს მეგობარს; და მაშინ მიალერსებს მე და უცებ შებღავლებს და ცრემლები სცვივა; ხშირად ჰკოცნის პატარას ხოკერას, რომელზედაც დაწერილია სიტყვები...
- სიტყვები?
„ჰო. მე არ მესმის ისინი, მაგრამ დედა მპირდება თავისს დროზე ამიხსნას მე, თუ რას ნიშვნენ ისინი.
- არ გახსოვს შენ ისინი ზეპირად?
„როგორ არ მახსომს: სათნოება, სიყვარული,შეურყეველობა.
ამ გაგონებაზე ძლიერ ავღელდი მე და დავიძახე:
- ოჰ, ღმერთო!
ჩემს ღაღდებაზე გაოცდა ისიცა და მკითხა:
„გიკვირსთო ცხრის წლის ბიჭს უსწავლია ზეპირად სამი სიტყვა? მაშ უფრო ძლიერ გაკვირდებითო, როდესაც გიამბვობ მე თქვენ პატარა მოსეს, ისააკის და იოსების ისტორიას და ყველაზე კიდე უკეთესს საბრალოს იზმაილის ისტორიას, რომელიც ყოველთვის მდუღრით ცრემლით ატირებსო დედა ჩემს, სულ ყველა ის ზეპირად ვიციო.
თვითოეული ლექსი განმამტკიცებდა მე ჩემს წინადმგრძნობელობაში; მარა, რადგან ფორმოზის დევიზი დიაღ ჩვეულებრივი იყო იმ ქვეყანაში, სადაცა გმირული გულოვნობა ეკუთვნის ერის თვისებასა, ამის თვის დაჭეშმარიტებით არ შემეძლო ვრწმენილვიყავ ჩემს მიხდომილებას. გონებით ვეძიებდი მე ღონისძიებას ჭეშმარიტების შესატყობად და ვფიქრობდი: თუ სწორედ ეს დედაკაცი არი ისა, მაშა გამოვათქმევინებ მე იმას, და თუ არა, მაშინ ჰაზრსაც არ მივატანინებ მე ამას ჩემს საიდუმლოზე.
ჩვენ მივდიოდით წყლის პირს, მდინარის აღმა, და ვეძებდით ფონს, და ტრფიალი დედა ქვევითი მოგვსდევდა გაღმით. როდესაც წყალს გავედით და მივეც იმას თავისი შვილი, მაშინ მითხრა მე იმან:
„ოჰ! ხელმწიფეო ჩემო! მკვდარს მაცოცხლებთ თქვენ მე; მარა მიკვირს კი ვინ გაიყვანაო გაღმა ჩემი შვილი?
მაშინ თვითონ სუმბულმა უამბვო თავისი შემთხვევა და სთქვა:
„უთუოდ დავიხრჩობოდიო მე, თუ ერთი ვიღაც ბოღოლია არ ჩამოვარდნილ იყო წყალში და არ გავეყვანეო. მართალია ძლიერ საშიშარი ცხვირპირი აქვსო, მაგრამ კი კაი კაციაო. მამასავით თავს მევლებოდაო, მომასულიერა, გონზე მომიყვანა, გამათბო და სთხოვა ამ ბატონს წამომყოლოდაო შენთან, ჩემო საყვარელო დედავ.
„მაშ რატო თვითონ იმან არ ინება აქ გამობრძანება, რო პირდაპირ მომეხსენებინაო იმის თვის მადლობა?- ჰკითხა დედამ.
ამის პასუხად მე ვუთხარ:
- ცოტა გარეულობს ისი და ერიდება ხალხს.
„განა შეიძლებაო, რო ისეთი კეთილი კაცი გარეულობდესო? რა მართებულიაო თავის დაფარვა მგრძნობელთა და მმადლობელთა ადამიანთა გან? თვითონ მე მიყვარსო მარტოობა; მარა კი სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის მომეხსენებინაო მადლობა ჩემის შვილის მხსნელისა თჳის.
- მაგაზე ნუ სწუხართ, - ვუთხარ მე. - მე და ისი ხშირად ვხედავთ ერთი მეორეს, რადგან ორნივე ჩვენ გულსმოდგინენი ბოტანიკოსები გახლავართ; და როდესაც ვნახავ კიდე მე იმას, ვეტყვი თქვენ მაგიერ სამდურავს, და უთუოდ მოვიყვან. ახლა კი ნება დამრთეთ გაგაცილო თქვენ, და ჩემი კალასკა მანამ აქ გახლდება.
„არა, რად გაირჯებითო,- მითხრა და აირივა პირისსახეზე; უნდა როგორმე ალერსიანით სახით მეძლივა მე ეს იმისგან ჩემი დათხოვნა და ამის თვის ვსთქვი კიდე:
- დიაღ საწუხრად მაქვს მე ჩემის პატარა მეგობრობის მოშორება. საკვირვლად საყვარელია ეს და არ ეკადრება ყოველ თვის ქოხში ცხოვრება. გავკადნიერდები დავარწმუნო ტრფიალი დედა, რო ამისთანა შვილი როდისმე შეიქნება დიდებად და ბედნიერებად თავისის მშობლისა,
ამაზე დაამხვა იმან თვალები და მითხრა:
„დიდება არა ჩვენთვის არისო; და ბედნიერება ჩემი ამაში მდგომარებს, რო ვსცხოვრებდეო მყუდროს უდაბნოში.
- რად ჰფიქრობთ აგრე?- ვუთხარ მე,- იმედი არი მოყვასი მამაცობისა... (ამ თქმაზე გააჟრჟოლა ისა)... - განა იცით თქვენ თუ რა იმედი მიელის ქვეყანაზე თქვენს შვილს, თუ მშვენიერებას გარდა ექმნების ამას სათნოებაცა? თუ კანონად ექმნების: ყოველივე დიდებისა და სიყვარულისათვის?
ამ სიტყვებმა აწარმოეს იმაზე ელეკტრული მოქმედება და შინაგანი ღელვა უძლიერეს გამოსჩნდა იმისს პირისსახეზე, და მითხრა:
„მოწყალეო ხელმწიფევ! რასაკვირველია, სასიამოვნოა დედის გულისა თვის, რო აგრე კეთილით თვალით ბძანდებითო ჩემს შვილზე; მარა თქვენი სიტყვები საშინლად განმაცვიფრებენო მე. რადგან გნებავსთ ჩემი გაცილება ჩემს ქოხამდინ, მაშ გთხოვ გამაგებინოთო, თუ როგორ მაძლევთ თქვენ მე მაგისთანა იმედებს, წინააღმდეგ მდაბლისა მდგომარეობისა ჩემისა?
მე ვუპასუხე:
- საჭიროა მხოლოდ შემოგხედონ თქვენ, საჭიროა მხოლოდ მოისმინონ თქვენი სიტყვაპასუხი, და ყოველი კაცი დარწმუნდება, რო მდაბალი მდგომარეობა არ შეგშვენის თქვენ.
„სხვა ქვეყნებშიო, - მომიგო იმან, - სხვა ქვეყნებში და არა ისპანიაში შეიძლება ყოველთვის მოქალაქების და სოფლელების გარჩევა იმათის შეხედულობით და ლაპარაკით. აქ, უბედურებაშიცა, კაცი არ ჰკარგავს კეთილშობილურთა გრძნობათა.
- მართალია,- ვუთხარ მე; - მარა, ასე ნათლად არ მინახავს არას დროს მე ის, როგორც ახლა ვხედავ.
მრთლად ვალერიამ მიმიღო თავისი ალაჩუხის გლახაკს ჭერსქვეშ, იმ სახით, რომლითაცა მიეღოს იმას უცხოქვეყნიერი ვალამარის სახლში: არა სახითა უბედურებისაგან დამდაბლებულის ამპარტავანებისათა და არცა მოწიწებითის სინანულის სიმკრთალით, არამედ იმ სულიერის კეთილშობილების სახით, რომელიცა დაემორჩილების ბოროტსა სვესა, მარა კი ჰგრძნობს თავისს ღირსებას. სხივი ნათლისა ჯერედ კიდე კაშკაშებდა უწინდელის მდგომარეობის სიბნელეში.
სიღარიბე დაიფარვებოდა ქოხში მქონებლობის პირბადის ქვეშ. დია მარტივნიცა ნივთნი კრიალებდენ სიფაქიზით და სისპეტაკით. მეგობარა იმისი სცდილობდა ჩვენებულ იყო იმისს თანასწორად, მარა ვერ მოიხელოვნებდა დაეფარვა საკუთარი პატივისცემა იმისი. ვალერიაცა აგრეთვე ვერ შეიძლებდა თავისის უპირატესობის დამალვას, და ამასობაში, თუმცა იჩვენებოდენ ისინი მეგობრებად, მარა საძნელო არ იყო ჩემთვის განსხვაება ქალბატონისა მოახლისა გან. მეგობარა იწოდებოდა ურსინად. შეიძლებოდა ურსინა ყოფილ იყო ტერეზა, და ამ გამოცანის დასაჭეშმარიტებლად, საჭირო იყო მხოლოდ აღმეწერა მე ისინი ფორმოზისა თვის. მარა ჯერ არ მოწეულ იყო ჟამი, რათამცა ეს საიდუმლო გამომეცხადებინა მე იმის თვის, რადგან მეშინოდა იმისის სიყვარულისა. საჭირო იყო მომენდვა ჩემზე სუმბულის დედის გული და ყოველივე შემეტყო იმის გან.
როდესაც დავრჩით ჩვენ ორნი, მაშინ მითხრა მე იმან:
„მომიტევეთ ჩემი გამომეძიებლობა, მარა დიდად მოსურნე გახლავარ ცნობისა, თუ ვინ ბძანდებით, და ან სადიდამ, და როგორ მობძანებულ ხართო ამ უდაბურს ადგილებში,
ამ კითხვაზე პირდაპირ ვუთხარ:
- მე გახლავარ შვეციის კოროლის დესპანი მადრიტის კარზე. რადგან მოცლით ვარ და თავისუფალი დრო მაქვს, ამის თვის ვსცდილობ დავიარო ისპანიაში ყოველნი ნახვისღირსნი ადგილები; და რა კი სიტყვა ჩამოვარდა ჩემს ქვეყანაზე, ამასაც მოგახსენებ, რო იქაცა, იქაცა იციან კაცთა, თუ რა არის სათნოება, სიყვარული და შეურყეველობა!...“
ამაზე ვეღარ შეიძლო იმან თავის დამალვა და ძლიერ ღელვილმან მითხრა:
„ოჰ! მე ვხედავ, რო ჩემის შვილის სიტყვებს განამეორებთ თქვენ; იმას მოუხსენებიაო თქვენ თვის...
- მართალია, იმან მითხრა მხოლოდ ის, რაც დაწერილია ლამაზს ჩალის ხოკერაზე; მარა მე ესეც შემიძლიან შევიტყო, თუ რა არი დაცული იმაში. ჩვენ, ჩრდილოეთის მცხოვრებნი, ყველანი დიდი გულთმისნები გახლავართ.
ვალერიამ მიპასუხა:
„თქვენ უთუოდ გნებავსთო შეექცეთ ჩემით შეწუხებით და ვერ მივმხვდარ ვარ რა საკადრისია თქვენისთანა კეთილის კაცისა თვის უბედურის გულის ტანჯვა...
გაფიცხებულმა ამ სიტყვებით ვსთქვი მე:
- დამსაჯოს მე ცამ წლიურით ტანჯვით იმ ერთის წუთისა თვის, როდესაც განვამწარო მე უბედური! არა! არას დროს ისეთი უწყალო არ ვიქნები მე! ძვირშემთხვეულება წმიდაა ჩემთვის თვით სჯულის გარდამავალშიცა: მაშ როგორ წმიდა უნდა იყოს ის უბიწოებასა და სათნოებაში! როგორ სალმობიეროა წმინდას, ტურფას და სუსტს გულში!
„ტურფას და სუსტს გულში? ღმერთო!... იცით თქვენ...
- არა, განსვენებით ბძანდებოდეთ: ნუ გეშინისთ დაუნდობელობისა.
„მაშ მიბძანეთო, რა გგონიათ, რა არი დაცული იმ ხოკერაში?
- დახაზულება საყვარლისა ხელისა, სისხლით დაწერილნი ასოები...
„ოჰ! გცოდნიათო ჩემი საიდუმლო!...
- არა, დაცულია ის ოქროს კოლოფში, ერთად თქვენს მშვენიერს თმასთან...
„მაშ ყოველივე იცით თქვენ? მაშა მხოლომან ჩემის გულის საიდუმლოს მცველმან იცის სადა ვარ და გამოგგზავნათ თქვენ ჩემთან? ისი სადღააო?
– სადა?...
- მოწყალეო ხელმწიფავ! თქვენ უნდა გამიტყდეთ. დარწმუნებული ვარ მე თითქმის, რო ჩვენი ორი საიდუმლო ერთს შეადგენენ; მარა თქვენ თავისუფალი ხართ და მე არა. თქვენ უნდა აღსწივოთ ფარდა. მე რო წინ დავასწრა თქვენს მონდობილებას, შემეძლება განცემა თქვენი.
„და რა გნებავსთო საცნობელად? - მკითხა მე იმან თრთოლით.
- სახელი თქვენი?
„ვალერია.
- სახელი იმისი?
„ჶორმოზ.
- მაშ თქვენთანა სცხოვრებს ტერეზა?
„ტერეზა.
- საკმაოა. გქონდესთ იმედი იმისის ნახვისა.
- „ოჰ! საპყრობილეში ხო არ არისო ისი? სად დაუტევეთო თქვენ ისი? იცისო იმან თუ სადა ვარ?
- არ იცის რა. რო იცოდეს იქნება აუტყდეს რამე. გაურთხილებლობა დაგღუპავს თქვენ ორთავე, და სიყვარული ხშირად გაურთხილებელია. იცხოვრეთ აქ ჩუმად, და თქვენი ნავთსადგური არ უნდა იცოდეს თქვენმა ერთგულმა, უუტრფიალესმა საყვარელმაცა. რადგან ვსცდილობ თქვენს ბედნიერებას, მინდა რო არა ფერი ღონისძიება არ გქონდესთ თქვენ თქვენის თავის სავნებელად. როდესაც დრო იქნება, მე თვითონ შეგყრი თქვენ ურთიერთთან. ახლა კი ყოველივე მიამბვეთ, რადგან საჭიროა ჩემთვის ვიცოდე, თუ რომელით სასწაულით განერინეთ თქვენ და ისი თქვენის ბედისწერის მეხისა გან.
ვალერიამ დაიწყო ასე:
„რა საკვირველია გეცოდინებათ თქვენ თუ როგორს მდგომარეობაში გამიშვა მე იმან. ჩემი სული რო მოეწამლა თუნდ წამსაცა ერთსა ბიწიერების სუნსა; მე რო წინადვე დამენახვა განსაცდელი სიყვარულისა, სატრფოსა მწუხარებისა, გულმტკივნეულებისა, წინადვე დამენახვა და შემებედნა იმის თვის (განსაცდელისა თვის), მაშინ, რა საკვირველია, თვალსაც ვერ გავუმართავდი მე იმ კაცს, რომელმანცა იცის ჩემი უბედურება. იმედი მაქვს, რო ჩემს უნებლიეთს სისუსტეს არ შერაცხთ თქვენ სჯულისგარდამავლობად; სინიდისი ჩემი მაინც არ ჰყვედრის ჩემს გულს, რომელიცა, არამიმხედველი თავისის მწუხარებისა, არი მშვიდი და წმინდა. არ ვირცხვნი დედობასა. ვიცი, რო სჯა კაცთა განმკიცხავს მე: ჩემის დამალვისა თვის და გაპარვისა თვის სამშობლოდამ ჩემით საყვარლითურთ... როგორც ჰფიქრობენ... ქვეყანასა აქვს უფლება სჯად და განკიცხვად ამისთანა ბიწიერის სანახვაობისა,- არ ვსჩივი მე იმისს სიმკაცრეზე; მარა ვის შეუძლიან საჯოს შინაგანისა თვის სულისა ჩემისა? ცასა, მოყვასო ჩემო და მე: არა ვის სხვასა!
- მაგის თანა სატრფოს და შვენიერს გულს განაღა უნდა ეშინოდეს ჩემის უსამართლოებისა? ფორმოზის მეუღლეს, სუმბულის დედას შეუძლიან თვალდაუმხობლად ჩემთან ლაპარაკი.
„გეცოდინებათ თქვენ ლეონსის და ფერდინანდის ჩხუბი...
- ვიცი ყოველივე, გარდა იმისი, რაც მოხდა ველამარის სახლში.
„წარმოიდგინეთ სულბრძოლი ძმა ჩემი, მწუხარე და განძვინებული მამა ჩემი, რომელიცა განმიზრახავს ჯერედ არ თქმულს და არ სად გაგონილს შურისძიებას და ჰგზავნის ყველგან თავისს კაცებს კაცისმკვლელის საძებნელად!
„ვნახე მე ლეონს გაფიცხებული ფორმოზის პასუხით. ლეონს ფიცავდა, თუ კი გაბედაო ფორმოზმა ჩვენს სახლთან ახლო მოსვლა, მოუკვლელს არ გავუშვებო მე იმას. ჟამი, ადგილი და ყოველივე დამარწმუნებდა მე, რო ფორმოზ იყო ის კაცი, რომელსაც ეძებდნენ, და რო ისი არ იყო ჩხუბის თავის ამტეხი. არ ვინ არ ახსენებდა იმისს სახელს; მხოლოდ ლაპარაკობდენ სიყვარულზე, მეშურნეობაზე, ურთიერთის გამოთხოვაზე ორის მეტოქისაგან, და ეგონათ, რო იმ მეშურნეობის საგანი მე ვიყავ. ამ ამბავმა მიახრწივა მამის ჩემის ყურამდინ და განიზრახა იმან ჩემი გამოკითხვა. შეწუხებული და ცივით სახით მითხრა მე იმან: ოვანდეს მოკვდა, შენი ძმა დაჭრილია და, იქნება, სასიკვდილოდცა; უთუოდ გეცოდინება შენ თუ ვისგან, და ყოველივე უნდა აღიაროო. მე ვედიცებოდი იმას, რო უბრალო ვიყავ. იმან დაასახელა ფორმოზ, და რა შეამცნივა მე გაოცება ამ სახელის გაგონებაზე, მითხრა, თუ შევიტყეო, მაშინ ვაი შენ! იმისმა ხმამ და შეხედულობამ თავზარი დამცეს მე. მიბძანა არ გამოვსულ ვიყავ ჩემის ოთახიდამ და გავიდა.
„მრთელს ღამეს ჩემი ფიქრები ერთს საგანს არ შორდებოდენ; ყოველს წამს თვალ წინ მელანდებოდა ფორმოზ ჯაჭვით დაბმული, საპყრობილეში და საქონქადარეზე. ვსთხოვე მე იმას, ჩემის მოძღვრის შუამავლობით, არ ეფიქრა ჩემთვის და საჩქაროდ გასულ იყო სევილლადამ. დამიჯერა მე იმან, და რა შევიტყე მე იმისი წასვლა გული დავიმშვიდე და ჩემს საკუთარს პატიმრობას სრულებით აღარ ვგრძნობდი. ჩემი დამწყვდევა გაგრძელდა მრთელი ის დრო, მინამ ლეონს იყო მძიმედ ავადმყოფი და უენო. როდესაც უკეთ შეიქნა, შეაცვლევინა მამას განზრახვა ფორმოზზე და გამართლა იმისი კეთილშობილება და კეთილსულობა; ჩემის უმანკოებისა თვისაცა იფიცავდა თავისს თავს. ნება მომცეს მე ჩემის ძმის ნახვისა, და იმ ჟამიდამ მქონდა მე უფრო მომატებული თავისუფლება, ისე რო, ხანდახან შემეძლო ბაღშიც გასეირნობა. მარა, ამასობაშიროგორ შფოთავდა და იტანჯებოდა ჩემი გული! შვიდს თთვეს უკან უნდა ვყოფილ ვიყავ მე დედა, და რა უფრო საშინელება იყო ჩემთვის, ფორმოზს უპირებდნენ განსჯას!
„ერთხელ მარტო დავრჩი ჩემს ძმასთან, რომელსაც ჯერ კიდე არ შეეძლო ქვეშსაგებიდამ ადგომა, და ვკითხე როგორ სწარმოებდა ჩხუბის საქმე. იმან მიპასუხა: ძლიერ ცუდად არისო საქმე ფორმოზის თვის. არ მინდოდაო, რო ჩემი სახელი სასამართლოში მოხსენებულ იყო, და მამასაც უნდოდაო ჩუმად ყოფილ იყო, რადგან ერიდებოდაო შენის სახელის შემაბილწებელს ხალხისაგან მითქმამოთქმას; მარა დუკა ოვანდეს შვილის სიკვდილით ძლიერ გამწარებულიაო და ითხოვსო კმაყოფილებას. იმას წარმოუდგენიაომოწმებიცა, რომელთაც თვითონ ფორმოზ გასტეხიაო მკვლელობაში, იმისი გაქცევაც, რა საკვირველია, დიდს საბუთად მიიღებაო იმისის დანაშაულობისა თვის და მგონია რო უთუოდ დასჯიანო იმას.
„მე იმას ვუთხარ: განა ნებას მისცემ შენ იმათ უბრალოს კაცის გამტყუნებისა თვის? არ დაესარჩლები იმას და არ გამოაცხადებ, რო ორთავე თქვენ ძალად ხელი გამოაღებინეთ ფორმოზს თავისის თავის დასაცველად?
„ეგ ისტორია რო გამოვამჟღავნოო,- მიპასუხა მე ლეონსმა,- მაშინ ვეღარ დავფარავ და ყოველი საქმის ვითარება უნდა გამოვაცხადოო; და თუ ასე მოხდება, შენ თვითონ იცი, რითაც შემიძლიან მაშინ თავი ვიმართლოო! ესეც კმარა, რო თქვენს სიყვარულს კინაღამ თავიც ზედ დავადეო; ნუ მოინდომებო შენს და ჩვენს გაუპატიურებას!გეშინოდესო გამწარებულის მამისა, რომელიც ვერ გარდაითმენსო ამისთანა სირცხვილს! - ოჰ! ვერ შამაშინებდენ მე მუქარები, თუ ჩემი მოწმობა შეეწევოდა რითმე ჩემს უფასოს მეგობარს; მარა, რით შემეძლო მე იმისი ხსნა?
„მდგომარეობა ჩემი იყო შესაძრწუნებელი. გამომიცხადეს სასამართლოს განაჩენი, და იმის მოსმენაზე საშინლად გადავფითრდი. მამა ჩემი მიყურებდა, მარა არ იმცნევდა, რო ხედევდა ჩემს გულის წუხილს; იქნება თვითონ ისიც ჰგრძნობდა ფორმოზის განსჯის უსამართლოებას და ლეონსის დანაშაულს, რომელსაც სჯული პატივოსნებისა უბრძანებდა დასარჩლებიყო ფორმოზს. ამასობაში მტკიცედ განიზრახა მამამ საუკუნოდ მოშორება ჩემი უბედურისა გან, რომელიცა, როგორც ჰფიქრობდა ისი, შესვრილ იყო ველამარის საგვარეულოს სისხლით.
„დასასრულ ნება მომცეს მონასტერს წასვლისა, მარა განგებ გამოარჩივეს ძლიერ მკაცრი მონასტერი, რომელშიც მიპირებდენ დამწყვდევას, როგორც საპყრობილეში. რა უნდა მექნა? განაღა შემეძლო დამეფარვა მე იქ უბედური ნაყოფი ჩემის სისუსტისა? და როგორს ღონისძიებას მიიღებდნენ? ჩემის სირცხვილის დასაფარავად საუკუნოდ მოსტაცებდენ დედას ჩჩვილსა... ოჰ! ახლაც თავზარი მეცემა, როდესაც მომივა მე ეს ფიქრი!
„ამის მეტი აღარა გამეწყობოდა რა, უნდა გამემჟღავნა ყოველივე მამის ჩემისა თვის და მიმეცა იმის თვის მსხვერპლად ჩემი თავი და სუსტი ყრმა, რომლისაცა ძვრასა ვგრძნობდა კიდეც ჩემს საშოში; ან, გავქცეულ ვიყავ, დავმალულ ვიყავ,არა ისე ჩემის დაცვისა თვის, როგორც ამის თვის, რათამცა გამწარებული მშობელი, გულისწყრომის წამსა, არ შექნილ იყო სჯულის გარდამავალად წინაშე ცისა.
„ტერეზა! ვუთხარ მე ჩემს მეგობარს,- რაც უნდა მომივიდეს, უნდა გავიქცე; ჩემი განზრახვა მტკიცეა; არ გინდა წილი დაიდვა ჩემთან ყოველს ჩემს განსაცდელში?- უბადრუკი დაიღვარა მწარით ცრემლით და შემომფიცა, რო არას დროს თავს არ დამანებებდა, და თვითონვე იმან იტვირთა მოეფიქრებინა რამე ღონისძიება ჩვენის გაქცევისათვის.
„ტერეზას ჰყვანდა ძმა მენავე და დაიყოლია ისი ჩვენს გასაპარებლად. საშინელს ბნელს შუაღამეში ჩავეშვით ჩვენ საგრილოს ფანჯრიდამ ჩვენგან დაწნულით კიბით და მივედით წყლის პირს, სადაცა გველოდებოდა ნავით ის ბიჭი და უნდა წავეყვანეთ დაღმა, მცირეს ადგილს ლუკარას და იქიდამ პირველითავე ხომალდით წავიდოდით კართაგენს.
„ჩავიცვით ჩვენ უბრალოდ ტანისსამოსი და ვიწოდებოდით მოქალაქეების დედაკაცებად, ვითომც მივსდიოდით გრენადას ჩვენის ნათესავების სანახავად.“
განსცვიფრდი მეგობარო ჩემო მარმონტელ.- მითხრა მე გრაფმა კრაიც,- თუ როგორ სული კეთილი უხილავად წინაუძღოდა მიჯნურთა ჩვენთა ერთის ადგილისა კენ!
„მივახლოვდებოდით რა კართგენს,- განაგრძობდა ვალერია,- უშიშროებისა თვის განვიზრახეთ ჩვენ დავმდგარ ვიყავით რომელსამე დაბაში. ხომალდი მისცურვიდა წყლის პირის ახლო, და უცებ თვალთა ჩვენთა წარმოუდგა შვენიერი ღელე მცირით სოფლითურთ. ვუთხარით ჩვენ ნავისუფალს, რო გვსურდა იქ დავრჩომილვიყავით, და იმანცა, ისპანურის ზრდილობისამებრ, მაშინვე ააშვებინა კანჯო და თვითონ გამოგვიყვანა ჩვენ კიდეზე.
„იქ პირველჯერ ამოვისუნთქეთ ჩვენ თავისუფლად; მარა, უმეტესის სიფრთხილისა თვის, სოფელს თავი დავანებეთ და წამოვედით მთებისაკენ, რომელნიცა პირდაპირ მოსჩანდნენ, და იქ გვინდოდა მოგვეძებნა მივარდნილი ადგილი რამე, რომელი არ სცოდნოდათ იქაურთა მცხოვრებთა. - მოვედით და ცამ მოგვმადლა ჩვენ ეს ქოხი.
„არ აღგიწერ მე თქვენ ყოველს მწუხარებას და შიშს. წარმოიდგინოთ რა თვალ წინ ორი გვრიტი, საშუალ ქორთა სიმრავლისა მფრინავნი, გექმნებისთ კიდე სუსტი ჰაზრი ამაზე. მარა ჩვეულებიდამ მცირემცირედ დაგვამშვიდა ჩვენ, და მოკლეს დროში ჩემის თავის გარდა გამიჩნდა მე სხვაცა საზრუნველი - შევიქენ მე დედად; და შვილმან ჩემმან, ჩემით ძუძუთი ზრდილმა, შთამბერა მე ის სიმხნე, რომელსაც ბუნება მიანიჭებს უუმხდალესთაცა ფრინველთა თავიანთის ბარტყების დასაცველად, რომელნიცა იზრდებიან იმათს ფრთებს ქვეშ. ვერ შემაშინებდა მე განსაცდელი რამე ჩემის საყვარლის შვილის ხსნისა თვის, და თუ ჩემს თვალ წინ ჩავარდნილ იყო წყალში, იქვე ჩავარდებოდი მეცა, ჩავარდებოდი მაშინცა, თუ ვერ ვიპოვნიდი ამას ვერც ღელეში და ვერც მთაში. ახლა თქვენ თვითონ საჯეთ, რა მადლობელი უნდა გახლდე მე თქვნი რო ისწრაფეთ თქვენ ამისი მოყვანა დედასთან; საჯეთ როგორ ვალდებული ვარ ვმადლობდე იმ სათნოებიანს მეუდაბნოეს, რომელსაც ჩემის შვილის ხსნისა თვის გარდაუდვია თავი განსაცდელზე!
- უნდა ჰგრძნობდეთ, რო სათნოა ცისა თვის თქვენი შეურყეველობა და სიმტკიცე უბედურებაში. დარწმუნებული ვარ, რო ნებავს იმას დაჯილდოება თქვენი და მომანდობს მე თავისის ნების აღსრულებას. მშვიდობით. იცხოვრეთ აქა ფარულად და მიენდენით ჩემს სამსახურს. თქვენი მეგობარი სცნობს ყოველსავე და მალე შეგერთდების თქვენ.
„წამოველ უკანვე ფორმოზთან, მარა არა იმ ჰაზრით, რო აღმეძრა მე იმაში სურვილი გარდასასლველად მეორეს ნაპირზე მდინარისა. მხოლოდ ის ვუთხარ მე იმას, რო გულკეთილმან გლეხმა დედაკაცმა რა ნახა შვილი, ცრემლით ევედრა ღმერთსა იმისის მხსნელისა თვის; რო წმინდის გულის ლოცვამ იშვითად იქნება, რო არ გასჭრას; და რო უეჭველად დასაჩუქრებს იმას ღმერთი კეთილის საქმისა თვის. ახლა, - ვსთქვი კიდე,- უნდა გამოვესალმო მე ჩემს საყვარელს მეგობარს და წავიდე, რომელთამე გარემოებათა გამო, სევილლას; ,მარა ჯერ არ მინახავს არც მურცია, არც ვალენცია და ვიმედოვნებ ისევ მალე დავბრუნდე აქვე.
ფორმოზმან სთქვა:
„იქნება ჯერ კიდე ცოცხალი იყოსო სევილლაში ის სათნოებიანი ბერი, რომელიც მე თქვენ გითხარო. იმისი სახელი არი მამა ათანასე. ნახეთო ისი, ნუ კი ეტყვით თუ სადა ვარ და მხოლოდ ის უთხარითო, რო ჯერ კიდე ვცოცხალ ვარ და მახსოვს იმისი სიკეთე. ჰკითხეთო... ოჰ! ჰკითხეთო, ხო არ შეუტყვია რა ვალერიას ამბავი.
ჵ, უხილავო შემთხვევათა კავშირო! თხოვა, მეცადინობა, რომელნიცა განზრახულ მქონდენ მე მოსახმარებელად მიჯნურთა ჩვენთა სასარგებლოდ სევილლასა და მიდრიგში; შვენიერი დაწყობილება ჩემი და ღონისძიებანი, ჩემგან მოგონილნი სასტიკთა ფორმოზის მტერთა დასამშვიდებელად, ყოველივე შემოკლდა ამ სიტყვებით: ნახეთო მამა ათანასე!
როდესაც მიველ მე იმ სულკეთილს მოხუცთან და გაიგონა ჩემგან ფორმოზის სახელი, მითხრა მე იმან: ოჰ! როგორი ნუგეში მეცითო თქვენ მე და გამახარეთ! ნეტარ ვალერიაც ცოცხალი იყოს! მარა უთუოდ ახლა აღარ იქნებაო ისა ქვეყანაზე!
- ვალერიაც ცოცხალია, - ვუთხარ მე.
„ცოცხალია? ჵ, დამბადებელო მოწყალეო! გმადლობ შენ! და მაშა ჩემს სიცოცხლეში ჯერ კიდე ვნახავ მე იმათს შეერთებას.
რას ბძანებ, პატივოსანო მამაო?
„იმას მოგახსენებ, რო ორი ტრფიალი გული, ესრედ საყვარელნი თავიანთს სისუსტეში, იიღებენ სასყიდელს თავიანთის შეურყეველობისა თვის. მე აღმითქვეს დარღვევა ფორმოზის სასჯელისა. ლეონს გამოაცხადებს თავისს თავს ჩხუბისა და გამოთხოვის მიზეზად. დიდიხანია წუხს ისი, რო არ დაესარჩლა სიმართლეს. მარკიზ რო მიუახლოვდა სამარის კარს, ახლა თვითონაც ხედავს თავისს დანაშაულს, რო არ გამოაცხადებინა ლეონსს ყოველივე საქმის ვითარება, როგორც იყო, ბევრს თავში იცემს და ჰყვედრის თავისს თავს; მარა გვიანღაა სინანული. ორნივე ისინი რაცხვენ თავიანთს თავს სასოწარკვეთილების მიზეზად, რომელშიცა შთავარდა ვალერია სასამართლოს უსამართლოს განჩინებით. არ იციან იმათ თუ სად გადაიკარგა საწყალობელი ქალი. ზოგნი ჰფიქრობენ სევილლაში, ვითომც მამამ დახშვაისა უდაბურს მონასტერში, სხვანი იტყვიან, ვითომც მრისხანებაში მოუკლავს იმას ისა; ზოგნი ამტკიცებენ, რო თავი დაიხრჩოვო წყალში, და ზოგნი, რო საყვარელმა მოიტაცაო. ამასობაში საშინელით მგლოვიარობით არი შენისლილი ველამარის სახლი. ერთხელ დავებარებინე მე მარკიზს. დიაღ ბევრი იტირეს მამამაც და შვილმაც და მკითხა მოხუცებულმა, ხო არ ვიცოდი რა უბედურის საყვარლებისა. მე მოვახსენე, რო იმათისვე ჩემთვის საიდუმლო იყო. ველამარ იყო სასოწარკვეთილებაში.
„სჯულის გარდამავალი ვარო, - მითხრა მე იმან,
- და ჩემი შვილი ლეონსიც თანჩავიტანე ამავე ცოდვაში. მსურს, ჩემის შეძლებისამებრ, აღვხოცო ცოდვა ჩემი, რო საფლავში თანარ ჩამყვესო მწუხარება. ამბობენო ვითომც შევიღებე მე ხელები ჩემის ქალის სისხლით. როგორიც უნდა უკეთური და სასტიკი მამა იყოს, ამისთანა უსჯულოებას როგორ იქსო; მარა მე კი ღირსი ვარო ყოვლის გმობისა, რო ნება მივეც უბრალოს სულის განსჯისა თვისო. - ქვითინმა და ცრემლებმა ჩააწყვეტინეს მარკიზს ხმა.
მაშინ სთქვა ლეონსმა მამაზე უფრო უძლიერესით მწუხარებით: მე, მე ვარო დამნაშავე. ჩემმა ქარიანობამ და განუსჯელობამ აღაგზნა ჩემის მეგობრის და ჩემის უმანკოს დის გულში დასაღუპავი სიყვარული, და მე კი შევექცევოდიო იმით. მე ვიყავიო იმათი მოსაიდუმლე და შემწე ფარულად ჩემის მშობლისა გან, იმ იმედით, რო მამა ჩემი თანახმა იქნებოდა იმათს შეერთებაზე; მარა, როდესაც გამოსჩნდა მდიდარი, ჩინებული საქმრო,მაშინ გულგრილად განვუდეგ მე ჩემს მეგობარს, იმისს მაგიერად, რო თანაზიარ ვყოფილ ვიყავიო მე იმისის მწუხარებისა. ჩემმა ცუდკაცობამ გაამწარაო ისი; გამომიცხადა მე იმან თავისი გულნაკლულევანება კეთილშობილურით ამპარტავნებით, რომელიცა მე სათაკილოდ მეჩვენა მეჩვენაო; როგორც მოღალატემ, მივეციო მე შემწეობის ხელი იმისს მეტოქეს და მე და ისი ერთად დავეცითო ფორმოზს; მე ძალად გამოვაღებინეო იმას ხელი; სასამართლოსაც იქამდინ მივახრწევინეო, რო გააუპატოვრა ისი და წაართვა ყოველი საცხოვრებელი; მოვკალო ჩემი დაი, რომელიცა უჩემოდ ვერა ოდეს ვერ გაიცნობდაო იმას და რომელმანცა შეიყვარაო ისი, როგორც დიდსული მხსნელი ჩემი. სად ვპოვო მე ისინი? სად არიანო? განა შემიძლიანღა როდისმე წარვხოცო იმათთან ჩემი შეცოდებაო?
აი, რა მიამბვო მე სულკეთილმა ბერმა.
საყვარელო მეგობარო მარმონტელ! ოჰ, რა ძვირფასია და საცხოვნებელი კაცისა თვის ეს ჰაზრი, რო არი ღმერთი, ის უხილავი, მართლმსაჯული მოწამე, რომელიცა მაღლითგან ცათა ხედავს გულთა ჩვენთა!
წაბძანდით, - ვუთხარ მე კეთილსათნოებიანს მოხუცებულს, - წაბძანდით, მამაო, და უთხარით იმათ, რო სევილლაში არი კაცი, რომელსაც შეუძლიან ნუგეში სცეს იმათ. მე ვარ გრაფი კრაიც, შვეციის დესპანი მადრიტის კარზე. დაარწმუნეთ ისინი, რო მე ვიცი სადაც სცხოვრებს ფორმოზ, ან სადაც დაფარულია ვალერია.
როდესაც ბერს გამოეცხადებინა იმათ თვის ესე, მოუთმენლად ესურვებინათ იმათ ჩემი ნახვა. საჩქაროდ წაველ იმათთან, რო ისინი არ გარჯილ იყვნენ, არ დაესწრათ ჩემთვის და თვითონ არ მოსულ იყვნენ ჩემთან; მარა, რა ზარი დამეცა, როდესაც ვნახე მე ძლიერის და გრძელჟამიერის სინანულის ნიშნები იმათს უფერულს პირის სახეზე!
მარკიზმა მკითხა:
„ნუ თუ მართალია, ხელმწიფეო ჩემო, რო ჩემი ქალი ცოცხალია?
- მართალია, - მოვახსენე მე.
„მაშ, რა საკვირველია, ისა და უბედური ფორმოზ ერთად იქნებიანო მიფარებულნი.
- არა, ფორმოზმა არ იცის სად არი ვალერია და ვალერიამაც არ იცის სად არი ფორმოზ.
„და მაშ ჩემი შვილი უბიწოაო?
- არა თუ უბიწოა, კეთილსათნოებიანიც არი. მრთელს ქვეყანაზე უბადრუკს ვალერიაზე პატივოსანი არა არი რა. ფომოზზე რაღა უნდა მოგახსენო: იმისის სულის კეთილშობილება თქვენც კარგად იცით; უბედურება კიდე უმეტესად აღამაღლებს სათნოებას.
ამ დროს ლეონსმა დაიყვირა:
„სად არი, სად არი ისი? თუ არ მაღირსებს მე ისი, რო ძმურებრ მოვეხვივო, მაშ ფეხქვეშ მაინც ჩავუვარდებიო.
მე იმათ ვუთხარ:
- ბატონებო! ჯერ პირველად საჭიროა განსწმინდოთ ყოველივე კვალი იმ სჯულისგარდამავლობისა, რომელიცა შეწამებულ აქვს იმას; საჭიროა დუკა ოვანდეს დაიყოლიოთ...
ველამარმან გამაწყვეტინა სიტყვა და სთქვა:
„ოვანდეს ცოცხალი აღარ არი და სიკვდილის დროს თვითონ იმან მიუტევაო იმას.
ამ სახით უცებ განიფანტნენ ყოველნი შავნი ღრუბელნი: სასამართლოს განაჩენი გაუქმებული იყო, საცხოვრებელი უკანვე დაბრუნებული და ფორმოზს შეეძლო კიდე ქვეყნად გამოსულ იყო შეუგინებელით სახელით. მხოლოდ ესეღა იყო საჭირო: გამომეთხოვა სუმბულისა თვის შენდობა; მარა, ამაშიც მივენდე მე ბუნების ძალს და მჭევრმეტყველებას.
საქმე შესრულებული იყო და რაც შეიძლებოდა, მალე უნდა მომეყვანა ვალერია და ფორმოზ.
უეჭველად იმედი გექნება შენ, საყვარელო მარმონტელ, რო აღგიწერ ახლა მე შენ ცხოველს თეატრულს სახილველს, გამოვალ კულისიდამ და გამოვიყვან ჩემს ველურს მეუდაბნოეს, ლამაზს გლეხდედაკაცს, შვენიერს სუმბულს და წარმოვუდგენ მჭვრეტელთა დიაღ სალმობიეროს სურათს? დიაღ ადვილი იყო ამისი აღსრულება, მარა არ მინდა შექცევა ორის მწუხარებით დამშვრალის გულის სიხარულით, რომელთათვისცა ქუხილისა და ქარიშხალის შემდეგ დიდად საჭიროა შასვენება დამყუდროება.
საჭირო იყო, რაც შეიძლებოდა, გავფრთხილებულ ვიყავ ვალერიას მგრძნობელობას და ელდა არ მეცა მე იმის თვის სიხარულევანით საოცრებით. ამისთვის პირველს ნახვაზე მხოლოდ იმედი მივეც მე იმას და გამოვესალმე; მარა როდესაც დავბრუნდი მე ჩემის მგზავრობიდამ და მიველ ვალერიასთან, ვნახე რო ის იმედი თითქმის სრულებით გამქრალ იყო იმის გულში. ვსცდილობდი მცირემცირედ განმეცხოველებინა მე ისვე იმედოვნება და ვუთხარ, რო ფორმოზის ბედი იქნება შეიცვალოს და უთუოდ შეიცველება კიდეც; რო უსამართლობა არას დროს დიდხანს ვერ გაგრძელდება; რო სიმართლე მხოლოდ დროებით დაიფარვების; რო ზეცაშიცა და კაცის გულშიცა სცხოვრებს უბიწოების შურისმეძიებელი, რომელისაგანცა შეწყალება შეიძლება მხოლოდ გულითადის სინანულისა თვის.
ვნახე რო ჩემი სიტყვები გაამხნევებდენ იმას და უფრო უმეტესით იმედეულობით დავიწყე მე ლაპარაკი და ვუთხარ, რო ლეონს და იმისი მამა უთუოდ შეინანებენ და აღხოცენ თავიანთს მდუმარებას; რო თვითონ ოვანდეს არ მოინდომებს რათამცა თავისსვე სიცოცხლეში არ გასწმინდოს თავისს გულში საშინელი ძვირი და მშვიდობით არ მოკვდეს; რო იქნება შორს არ იყოს ჩვენგან ფორმოზ და მოელოდებოდეს რასმე საბედნიეროს უეცრებას, წინადვე დაუნახველს, მარა კი ბუნებითს შემთხვეულებას. ამაზე ვალერიამ მითხრა:
„რად, რად მატყუებთ მაგისთანა მომაცთუნებელით იმედებით? ლანდები ვერ გაგვაბედნიერებენო ჩვენ.
- მარა, რა დაუშლის იმათ რო ვერ შეიცვალნენ ჭეშმარიტებად? - ვუპასუხე მე. - აი, თუნდ ასე ვსთქვათ მაგალითად: ვითომც რა სასწაული იქნება, რო თვითონ ის მეუდაბნოე იყოს ფორმოზ, რომემაც სუმბული მოარჩინა?
„რაო? მეუდაბნოე?...
ამ თქმაზე ისე ძლიერ აუღელდა იმას სული, რო ვერღა შეიძლო ხმის ამოღება, თუცა დიდადცა ვსცდილობდი მე დამემშვიდებინა.
- მართლად, რატო არ შეიძლება, რო ფორმოზიმალებოდეს ამ ადგილებში? ქოხი იმისი, შეუწევნელადცა კეთილმოქმედთა ფერიათა, იქნება აქახლომახლო იყოს სადმე.
„იქნებაო, თქვენ ამბობთ?... იქნებაო?
- და სწორედ აგრეც არი.
- ამ გაგონებაზე ვალერიამ შესწივლა და სთქვა:
„ღმერთო! ღმერთო ჩემო! სუმბულო! გაიქეც, გაიქეც შვილო! მამა შენი ცოცხალია; შენ ნახავ იმას!... ჩემო ბატონო! შენი ჭირიმე, მომიტევეთ; აღარა გამეგება რა მე; ვერ გამიბედნია დაგერწმუნო... მართალია? ესე ღელე, ეს ერთი ღელე გაგვყოფდა ჩვენ? და იცის იმან?
- არა; არ იცის, რო ცოცხალი ხართ თქვენ; რო გაუმართლებელია ისი სასამართლოს; რო მამა თქვენი თანახმაა ყოველივე ესე ჭეშმარიტია, და დაუყოვნებლივ გავახარებთ ჩვენ იმას.
თუცა ნელნელა და გულდამშვიდებით ვამზადებდი მე ვალერიას ამ გამჟღავნებისა თვის, მარა მაინც კიდე საშიში იყო სიხარულისა გან არ ასტეხოდა რამე უბედურება. თვითოეული ჩემი სიტყვა აოცებდა იმას; ჰკანკალებდა ისა; ყოველი ასო მწუხარებისაგან დამდნარის იმისის სხეულისა იყო მოძრაობაში; ყოველი ძარღვი სთრთოდა; თვალები დაუბნელდენ - და უთუოდ გულს შემოეყრებოდა, თუ არ მომეცოცხლებინა მე ისა ამ სიტყვებით: წავიდეთ იმასთან! ამ გაგონებასზე წუთსავე მოღონიერდა ისა; მოსჭიდა ხელი შვილს და უთხრა წავიდეთო იმასთან! სამნივე გავედით ჩვენ წყალს ჩემით კალასკით და შევსდეგით მთის ძირს.
ამ დროს მეუდაბნოე, თავისის ჩვეულებისაებრ, დასეირნობდა. ვალერია და სუმბული ძლივღა მოიბრუნებდენ სულს სულიერის ღელვისაგან.
- აი, იმისი სადგომი,- ვუთხარ მე იმათ; - თქვენ აქ შეისვენეთ და მე წავალ იმის მოსაყვანად.
ახ, ჩემო მარმონტელ! ჩემს სიტყვებში ყოველთვის ჰპოებ შენ მომატებულს სიმხურვალეს და პოეზიას; მარა რა სიტყვებით შევიძლებ მე აღგიწერო ვალერიას მგრძნობელობა ან, უმჯობესად ვსთქვა, გაშმაგება იმისის სიყვარულისა, როდესაც ნახა იმან, თუ როგორს სამწუხაროს მდგომარეობაში განეტარებინა ფორმოზს ცხრა წელიწადი თავისის სიცოცხლისა! ქოხი, ფიცარი, ხორკლიანი ლოდი, რომელზედაცა მოისვენებდა იმისი თავი!... დაეცა მუხლებზე და მწარით ცრემლით განბანდა იმისს საწოლს. სუმბული სცდილობდა ნუგეში ეცა დედისა თვის, სტიროდა ერთობ იმასთან და ეტყოდა: ჩემო საყვარელო დედავ! რა დროა ახლა ტირილისა? ჩვენ ხო ვნახავთო იმას!
ამასობაში მივსდიოდი მე მთაზე და ვეძახდი ფორმოზს; ბგერა განამეორებდა ჩემს ხმას.
შეესმა იმას ძახილი და გამოვიდა ტყიდამ. გავიქეც მისაგებებლად და ვუთხარ:
- მომილოცე, საყვარელო მეგობარო ჩემო! საქმე სევილლაში კეთილად დასრულდა. თავისუფალი ხარ შენ; აი, ქაღალდი, რომელის ძალითაც დაგიბრუნდების შენ პატივი, ქონება და ყოველი უმანკოებისა სამართალი.
მიმიკრა მე იმან გულზე და მითხრა:
„კაცო დიდსულო! რით არა ვარო შენგან დავალებული! სიცოცხლით, თავისუფლებით და თვით დავიწყებულითაცა ჩემგან ქონებით! მარა, - დაიწუწუნა იმან უუსასლმობიერესის მწუხარების სახით, - ვინ დამიბრუნოსო მე ვალერია?
- ვინ დაგიბრუნოს? მე!
„შენ, მეგობარო ჩემო?
- მაშ, უმაგისოდ რის მაქნისი უნდა იყოს ჩემი სამსახური?
ამ ხმაზე სიხარულისა გან თვალები აუკრიალდა იმას და კიდე ვუთხარ მე:
- ფორმოზ! მხნედ იყავ და მტკიცედ! შენ იცოდი უბედურების მოთმენა; ახლა იცოდე გარდატანა ბედნიერებისაცა! რა საკვირველია, შეუძლებელია შენთვის სიხარულმა არ აღგიტაცოს ამ ხმაზე, რო ვალერია ცოცხალია; რო თქვენ გყავსთ ვაჟიშვილი; რო ისიცა ისეთი შვენიერია, როგორც იმისი დედა; რო მალე ნახავ შენ იმათ; რო ლეონს უწინდელსავით არი მეგობარი შენი; რო მამა იმისი აღგიარებს შენ ვალერიას მეუღლედ. ყოველმან ამან, რა საკვირველია, სიხარულით უნდა გააოცოს საყვარელი ჩემი მეუდაბნოე; მარა, ჭეშმარიტად მტკიცე სული ყოველსავე სიცოცხლის შემთხვევაში ჰფლობს თვისს თავს.
„რას უწოდებო შენ სულსა მტკიცესა?- მკითხა გონებადაბნეულმან ფორმოზ. - თუ მაგ სასწაულების ნახევარიც მართალია; თუ შესაძლებელია ჩემთვის ნახვა ჩემის ცოლისა, ჩემის შვილისა, მაშ, რა საკვირველია, სიხარულისა გან გავგიჟდები, დავკარგავ გონებას იმათს ხვევნაში.
- მაშ უმჯობესია ისევ ისე გაგიშვა მე შენ, რო არ დაჰკარგო არც გონება, არც განსჯა და არც სიმტკიცე სულისა.
ფორმოზმა შებღავლა:
- უფასოო მეგობარო ჩემო! ნუ მსტანჯავ უმეცრებით, და თუ სასწაული მართალია, მითხარ,დამარწმუნე,- წამიყვანე ჩემის სულის ანგელოსებთან!
- მომყევ! ისინი შორს არ არიან,- ვუთხარ მე. ფორმოზ მომსდევდა, მოჰფრინევდა, სთრთოდა!...
ღმერთო! რა შეყრაა! ხო ნახეთ, რო ყოველივე ღონისძიება მოვიხმარე მე მშვიდობიანად მომემზადებინა მე ისინი ბედნიერებისა თვის; მარა, წინააღმდეგ ამისა მხოლოდ ერთს ბიჯზე იყვნენ ისინი სიკვდილისა გან, ამ დროს, როდესაც ფორმოზ შევიდა ქოხში და დაინახვა ვალერია დაჩოქილი ლოდთან, რომელსაც ჰკოცნიდა ისა და ცრემლით განბანიდა; და ვალერიამაც რა გაიგონა იმისი ხმა და ღაღადება, აიხედა, მივარდა...
ვალერიას გულს შემოეყარა; სუმბულის ცრემლებმა, კოცნამ და ალერსმა მოასულიერეს ისა. ამასობაში მეც ვსცდილობდი სიცოცხლის ხსნასა იმ კაცისასა, რომელსაცა გარდაეთმინა ყოველივე უბადრუკება, მარა მზა იყო აღტაცებისა გან მომკვდარ იყო ჩემს მკლავზე; სიხარულისაგან გული შეხუთა იმას და მხოლოდ ტირილით მოიბრუნებდა სულს. დასასრულ ბედნიერის სიყვარულის ცრემლები წყაროდ დაინთხნენ. ერთს წერტილამდე საათისა ვერ შეიძლებდენ ისინი ლაპარაკს; ეძახდნენ ერთი მეორეს სახელით,- წამდაწამ იძახდნენ თავიანთს სახელს, თავიანთის შვილის და ჩემს სახელებს და შემდეგ აღუვლინეს უუმხურვალესი მადლობა ზეციერსა მამასა, მართლმსაჯულსა და მოწყალესა. - აი უცხო მჭევრმეტყველება ძლიერთა გულისთქმათა!
ერთობ იმათთან წაველ მეცა სევილლას. ფორმოზ მოეხვივა ლეონსს; მერმედ ფეხქვეშ ჩაუვარდაველამარს და სთქვა: „თქვენ მოგიტევებიათ ჩემთვის უბედურება, მარა არა კმარა ეგე; მომიტევეთ ის შეცოდებაცა, წამიერი სჯულისგარდამავლობაცა, რომელისათვისცა ცხრა წელიწადი მსტანჯავდაო მე სვინდისი უდაბურს უდაბნოში. თვით ღმერთი აღიძრა ჩემდამო მოწყალებით: იმან მომიტევა მე, რადგან ვჰპოვეო მე ვალერია და საყვარელი შვილი ჩვენი. შეუდეგითო თქვენცა ზეციერის მოწყალების წმიდას მაგალითს: ერთი სიტყვა ვალერიას მშობლისა საუკუნოდ შეაერთებსო პატივოსნებასა სიყვარულს და ბუნებასთან!“
უბედურებასა, გრძელჟამიერსა მწუხარებასა, სვინდისის კდემილებასა აღმოეფხვრათ ველამარის სულისაგან ამპარტავანებაცა და შურისძიებაცა; მარა, სალმობიერო სახე, ხმა და ცრემლები დონფორმოზისა დაარბილებდენ ქჳს გულსაცა.
ამ დროს ვალერია თავისით შვენიერით შვილით დავარდა მშობლის ფეხქვეშ და ყოველნი გულნი აღეგზნენ ბუნების ცეცხლით: ბუნებამ შეაერთა თავისს მკლავზე ტრფიალი მამა საყვარელთა შვილთა; ბუნებამ ყოველივე შენდობილ ჰყო, ყოველივე განამართლა და მასვე თვით დღესა სამიჯნურო სიყვარული გამიწმიდა ქორწინებრივით კავშირით.
ქართულად გარდმოღებული სარდიონ ალექსიევ-მესხიევისაგან. სიღნაღი, 1847-წელსა.
_________________
1სუმბული არი სახელი ყვავილისა, რომელსა ქართულად რქგიან,
![]() |
3 ჰსწავლა და ჴელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 საქართველოს ისტორიის წყაროები |
▲back to top |
საქართველოს ისტორიის წყაროები.
აკადემიის წევრს, მარი ივანესძეს ბროსეს.
ბევრჯერ გაგვიგონია და კიდეც აღმოგვიკითხავს, ვითომც საქართველო დიდად ღარიბი იყოს ისტორიის წყაროებით. ამ ჰაზრსა აქვს თავისი საფუძველი. ყველამ იცის, რა განწირულმდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველო დაწყებითვე: ორიათასის წლის განვლაში ორასი წელის არ შეჰხვედრია, რომ დახვენებულ იყოს სულით და ხორცით; ასეთს შეწროებაში ყოფილა ეს მშვენიერი ქვეყანა ახლოთ და შორეულით მტერთაგან! მაშა სადამე, როგორ უნდა შესძლებიყო მოთხრობის წერა უბედურთ ჩვენთ წინაპართა? ამას გარდა, თუ იყო რამე დაწერილი, ისიც კი უნდა დაკარგულიყო საზოგადო ვაივაგლახში. მაგრამ არა: ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ საქართველოს საკმაოდ აქვს ისტორიული ცნობები. თითქმის არც ერთი ეპოხა არ არის დარჩენილი, რომ აწერილი არ იყოს; როგორათაც ქართველნი ჰსწერდნენ საქართველოზედ, ისე სხვა ქვეყნების ისტორიკოსნი. მართალია, რაც პირველის დროებისა ვიცით, იმას უეჭვოდ ვერ მივიღებთ რადგან მეტად ცოტაა და არც დასაჯერებელია მაშინდელი წყაროები. ან სხვას კი რომელ სახელმწიფოს შეუძლიან წარმოგვიდგინოს დასარწმუნებელი ისტორია თავისის დასაწყისისა? მოვიგონოთ მდიდრად განათლებულნი ქვეყნები - საბერძნეთი და რომი. რა არის დაწყება იმათის ისტორიისა? იქნება ბევრმა არც კი იცის რა ჰქნა დიდმა გერმანიის ისტორიკოსმა ნიბურ? იმან შეარყივა და დასცა რომის ისტორიის საფუძველი, მეფენი და სხვა მოქმედნი გვამნი ზღაპრულ პირებად გამოიყვანა. თუმცა იმის პარუხად (პასუხად) ყოველის მხრით მოისმა ხმა დიდის წინააღმდეგობისა, მაგრამ ახლანდელმა ისტორიულმა კრიტიკამ ნაბური სრულებით გაამართლა. ბერძნული ისტორიაც ამავე მდგომარეობაშია... თუ ეს ითქმის ევროპიულს სახელმწიფოებზედ, რომელნიც განათლებით და ისტორიულის ხელოვნებით დიახ მდაბალს ხარისხზედა მდგარან?...
ქრისტეს აქეთ რამდენიც ხანი გადის, იმდენი საქართველოზედ მოთხრობა უფრო და უფრო მრავლდება. შეუწყება სხვა და სხვა ქვეყნებთანა ჰქონია საქართველოს თუ იმ ქვეყნების შვილთ წერა და ჰაზრი შესძლებიათ, უეჭველად აუწერიათ საქართველო და აქაურნი მოქმედებანი. ბერძნები, რომაელნი, არაბები აგვიწერებ რაც რამ იმათს დროს საქართველოში მომხდარა. მაგრამ ისეთი ვრცელი მოთხრობა არვის არ დაუტევებია, როგორც სომხებს. რადგან სომხები ყოფილან ქართველთ ახლო მეზობლები და ყოველთვიშ ჰქონიათ ჩვენთან კავშირიცა და ბრძოლაცა, ამისთვის კარგად სცოდნიათ ჩვენი მამაპაპათ საქმეები. ჩვენ გვაქვს სომხური ხრონიკა, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას თავიდგანვე ისე, როგორც ჩვენი ქართლისცხოვრება. ბაგრატ I-ისა და დავითაღმაშენებელისა, გიორგი III-ისა და თამარის დროები, და მონგოლებისაგან საქართველოს აოხრება აუწერიათ დაწვრილებით. ამათს გარდა, ორბელიანთ გვარის ისტორია, შეთხზული მე-XIIIს საუკუნეში სიუნნის არხიეპოსკოპოსის სტეფანე ორბელიანისაგან, მრავალს შესანიშნავ ცნობას შეიცავს მთელს სამეფოს თვის... ბოლოს ჰსწერენ რუსები. როროგორათაც ვიცით, მეთხუთმეტე საუკუნის გასვლიდგან საქართველოს მეფეთ იწყეს დაახლოება რუსეთის მფლობლებთან და ცდილობდნენ თავისი ხალხი იმათის მზრუნველობისათვის მიენდოთ. რუსეთის წერილები მოგვითხრობენ, რა ყოფილა მაშინ ჩვენი ქვეყანა, რაგვარ შევიწროებაში ვჰყოლივართ ოსმალების, ყიზილბაშების და მთის მცხოვრებთაგან, როდის რა მიწერმოწერა და მისვლამოსვლა გვქონია ერთმანეთში ქართველებსა და რუსებსა და როდის რა შემწეობა უჩვენებიათ იმათ ჩვენთვისა. ეს წერილები აქამომდე ინახებოდნენ არხივებში; ახლა გამოიცემებიან და იბეჭდებიან.
სხვა ქვეყნების ცნობანი საქართველოზედ შეჰკრიფა, რაოდენიც შეიძლებოდა, უ. ბროსსემ თავისს გამოცემულ წიგნში. ამ წიგნს ჰქვიან: Дополненiя и поясненiя Грузинской Исторiй ეს შესანიშნავი კრება საისტორიო მოთხრობათა მოყვანილია მეთხუთმეტე საუკუნემდინ; მეორე ნაწილი შესრულდება მეცხრამეტე საუკუნით. დიდის მოუთმენლობით მოველით იმის გათავებას და გამოცემას.
ამ „დამატებაში“ ზოგი მოთხრობა მოკლედ არის შემოტანილი, ზოგი სიტყვა სიტყვით და ვრცლად ანუ გამარტებით. მთლად არის - სომხური ხრონიკა, სტეფანე არხიეპისკოპოზის ორბელიანთ ისტორია, სომეხთ და არაბთ მოთხრობები საქართველოს აკლებაზედ მონგოლთაგან და სხ. და სხ. ეს წყაროები ძვირფასნი არიან ჩვენთვის. ესენი აღგვიწერენ რა ადგილი ყოფილა საქართველო და როდის რა განათლების ხარისხზედ მდგარა, გვაჩვენებენ შესანიშნავს სასახლეებს და ქალაქებსა, ციხეებსა და მონასტრებსაან ეკკლესიებსა; მოიხსენებენ მეფეთ, იმათ თვისებას და მოქმედებასა; არ ივიწყებენ არც ერთს საქართველოს გვარსა, რომელსაც კი საისტორიოდ სად უმოქმედნია გვიამბობენ, რომელი ქართველი შემთხვევისაგამო თუ ნებაყოფლობით შესულა ბერძნის, თუ არაბის, თუ მონგოლის ან ყიზილბაშის სამსახურში და რა საქმეები ჩაუდენია იმათ სასარგებლოს. ერთის სიტყვით, ჩვენის ჰაზრით, ამ წყაროებიდგან შეიძლება შესდგეს მთელი საქართველოს ისტორია. ზოგს იმისთანას შემთხვევასაც აღგვიწერებ, რომელსაც ჩვენი ხრონიკეები არ მოიხსენებენ. აი ორი მაგალითი. მეხუთე და მეექვსე საუკუნეებში იმერეთი გურიით და სამეგრელოთი ეჭირათ ვიზანტიის ბერძნებს; იმ ადგილთ უწოდებენ ისინი ლაზიკად; აქ ჰქონდათ იმათ დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა ყიზილბაშებთან. როგორათაც ადგილებსა და შენობათა, ისე ბრძოლასვრცლადა ჰსწერენ ბერძნები, მაშინ როდესაც ჩვენნი მატიანენი სრულებით არას გვიამბობენ, თვით ლაზიკის სახელსაც არ სად ახსენებენ. - ვინ არ იცის, რა დიდს როლსა თამაშობდა თავიდგანვე საქართველოში ბაგრატოვანთ გვარი. იმათი გვარტომობა, მოსვლა სომხეთიდგან, სადაც იწყეს სამსახური და დაპყრობა იმათგან საქართველოსი და პირველნი იმათნი აქ მოქმედებანი, თუმცა არიან აღწერილნი ქართველთაგან, მაგრამ მოკლედ,ხან და ხან ზღაპრულად და არევ დარევით, სახელოვანს დავით კუროპალატსაც კი ბინდი ჰსძევს, მაშინ როდესაც ვიზანტიის ისტორიკი კონსტატინე პორფიროგენეტიდა სომეხთ მოტიანენი, აღწერენ ვრცლად და ისტორიულის ჰაზრის თანახმად.
ახლა საკუთარად ქართული წყაროები მოვიძიოთ.ესენი არიან ისტორიულნი მოთხრობანი, რომელთაც უწოდებენ ქართლისცხოვრებად; ეს სახელი დაჰრქმევია ჩვენს ისტორიას მეცამეტე საუკუნეში, როგორც ვიცით სტეფანე ორბელიანის ისტორიით, საზოგადოდ, ასე უწოდებს ქართულ ხრონიკებს ყოველთ ძველებური ქართული მწერალი. ზოგი ცხოვრება არის შედგენილი მეფეების ბძანებით, არხივებში შესანახავად, როგორც მოგვითხრობს იგივე სტეფანე ორბელიანი. ეჭვი არ არის, რომ ბევრი აღწერა დაკარგულია: ქართლისცხოვრებაში აქაიქ ზოგი ისეთი მოთხრობაც არის, რომელიც ახლა აღარსად იპოება. დანარჩენნი ინახებოდნენ გელათის და მცხეთის ბიბლიოტეკებში და სხვა მონასტრებში; სხვათა შორის, ამათგან შეადგინა მეთვრამეტე საუკუნეში ვახტანგ მეფემ თავისი ქართლისცხოვრება. აქამდინსინაც ვპოულობთ სხვა და სხვა ძველებურს ისტორიულს წყაროებსა, რომელნიც ითარგმანებიან და იბეჭდებიან ფრანციცულს ენაზედ. რა საკვირველია, რომ პირველ საუკუნეთ შემთხვევები უნდა ეწერათ გაგონებითა, ზეპირსიტყვაობით. ამის დამტკიცებელნი თვით მოთხრობანი არიან; ესენი უმეტეს ნაწილად სამეფოს მიაწერენ დაუჯერებელს ამბებს; ხალხის და ჯარების რიცხვს გვიჩვენებენ აურაცხელსა; ისტორიულთ გვამთ მიაწერენ განსაცვიფრებელს გმირულს თვისებასა და მოქმედებასა, რომელიც ადამის შვილთაგან შეუძლებელია. მაგალ. ერთი კაცი ჰხოცს ასს, ათასს; ასი კაციათიათასს და სხ. შემდეგ ჟამებში სწერენ მედროენი. იმათი მოთხრობა არიან უფრო მარტივის თვისებისა და ისტორიულს ჰაზრსა უფრო ეთანხმება, ისინი გვიამბობენ ნამდვილს საქმეებს, მეტადრე როდესაც დიდს მოქმედებას რასმე აღწერენ.ამაზე დავერწმუნებით, როდესაც ამათ მოთხრობას შევათანასწორებთ სხვა ქვეყნების ცხოვრებთან. დიუბუა დე მონპერე, რომელმანც 1839-1843 წლებში გამოსცა თავისი ჩინებული მოგზაურობა კავკასიაში, და რომელმაც საქართველო აღწერა გეოგრაგრაფიულ ისტორიულის მხრით, არ გვახსოვს, რომელღასაც ნაწილში დიდს განკვირვებაში მოდის იმათის თანხმობისაგან: ასე გეგონებათ, ერთმანეთის პირობით უწერიათო.
დიდი შრომაა დადებული ქართლის ცხოვრებისა ფრანციცულ თარგმანზედ. აქ, შენიშვნეებში, თავიდგან ბოლომდინ, მთარგმნელი გვიჩვენებს წყაროებს, საიდგანაც რა არის გამოღებული; ასწორებს სხვა და სხვა ისტორიულს თუ ხრონოლოგიურს შეცთომილებას, და სხვა ქვეყნების ცნობათ საქართველოზედ შემოკლებით მოიყვანს თავთავისს ადგილს; ცხადად ჰხედავს კაცი, ვინ რათი ეთანხმება, ან რაში ეწინააღმდეგება ჩვენ ჭეშმარიტება. მართალია, ქართლისცხოვრებაში არიან ჩვენებულნი მხოლოდ გარეგანნი ფაკტები; აქ ვერ ვპოვებთ შინაგან განკარგულებათა, მონახდენის საქმეების მიზეზთა და შედგომილებათა, მოქმედ პირთ ხასიათებსა და საზოგადო ცხოვრების ზნეობასა. მაგრამ ეს ნაკლულევანება მარტო ჩვენს ისტორიას არ მიეწერება: ძველად თვით ევროპიულთ მოთხრობებიც ასე იწერებოდენ; მხოლო მე-XIX საუკუნემ დააწესა ისტორიული ხელოვნება და თითქმის ამ ჩვენს დროში იყვნენ ის პირნი, რომელთაც შეჰხვდათ ბედი ამ ხელოვნების დაწესებისა... ქართლის ცხოვრება ვრცლად მოგვითხრობს მხოლოდ ქართლის ამბავსა; უსაფუძვლოდ არ დაუდვიათ იმისთვის ეს სახელი. კახეთისა, იმერეთისა და საათაბაგოს საქმეებს მოიხსენებს გაკვრით. რა არის მიზეზი? მიზეზი ეს არის, რომ მოთხრობის მწერალნი იყვნენ ქართლის შვილნი და ქართლის მცხოვრებნი, რომელთაც არ ჰქონიათ უწყება და საკმაო ყურადღება იმათის საზღვრის გარე მდებარე ადგილებზედ. ამისთვის იმ ადგილებზედ ცოტას და იმასაც არევით გვიამბობენ. აქ უნდა ვსთქვათ სიტყვა ხრონოლოგიაზედ ანუ წელთათვლაზედ. ქართლის ცხოვრებაში ხრონოლოგია არეულია. ამ საგანზედ ჩვენი მწერლები უთანხმონი არიან ერთმანეთშიაც და სხვა ქვეყნების ისტორიკებთანაცა. ხანდახან ზოგიერთი პირი ან საქმე ნაჩვენები არის რამდენისამე ხნით უწინ და ზოგი შემდეგ იმ ჟამისა, რომელსაც აღწერენ. შესანიშნავი ამ გვარი შეცდომილება მიეწერებიან სხვადასხვა დროებს, სხვადასხვა, - ეპოხას, მაგალითად: დრო ბატონიშვილის მურვანისა, ან წმიდის პეტრესი, რომელიც იყო შვილი ვარაზბაქარისა, წამება წმინდის შუბანისა; მოსვლა საქართველოში მურვან ყრუსი; მეფობა გიორგი III, თამარისა, გიორგილაბასი და რუსუდანისა. ჩვენმა სახელოვანმა გეორგაფმა ვახუშტიმ პირველვე იწყო გასწორება ხრონოლოგიისა და დიდი შრომაც დასდო მაზედ. შემდეგ დაგვავალა უ. ბროსსემ: ამან რაც ამგვარი შეცთომილება ნახა, სხვა ქვეყნების ხრონოლოგიებთან შეათანასწორა და თავისს წესში მოიყვანა.
ისტორიულ წყაროებს საკმაოდ შეეწევა ნუმიზმატიკა... ბევრთ უკრებიათ ძველებური ქართული მონეთები (ფულები). სხვათა შორის უნდა მოვიხსენიოთ სანკტპეტერბურღის სწავლათ აკდემიის წევრნი ფრენი და დორნი. საფუძვლიანს ნუმიზმატიკურს აღწერას ვიცნობთ სამის ავტორისას - ბარათაევისას, ბროსსეტისასა და ლანგლუასას. ბარათაევმა გამოსცა დიდი წიგნი: Нумизматическiе Факты Грузинскаго Царства ბროსსემა - Обзоръ Грузинской Нумизматики რომელშიაც საგნად აქვს, აკადემიის მინდობით, განხილვა ბარათაევის თხზულებისა; ლანგლუამ დასწერა - Грузинская Нумизматика въ среднихъ векахъ ყოველს ისტორიულ ეპოხაში საქართველოს თავის საკუთარი ფული ჰქონია, ქართლისცხოვრებაში სხვადასხვა ფული არის მოხსენებული, პირველად ფარნაოზ მეფის დროს და მეორედ არმაზელის ჟამს, პირველის საუკუნეს დამდეგს. მაგრამ მაშინდელ მონეთებს ჩვენამდინ არ მოუწევიათ. შემდეგ ვპოულობთ ფულებს ხოსროანებისა და ბაგრატოვანებისას, პირველნი ეკუთნვიან ვახტანგ გორგასლანს და სტეფანე მთავარსა: მეორენი მიეწერებიან დიმიტრი I, გიორგი III, თამარს, გიორგი I, რუსუდანს, დავით , დიმიტრი II, და ვახტანგ II, ანუ დავით I, ერთის სიტყვით, საქართველოს თავისი ფული ჰქონია მეცხრამეტე საუკუნემდინ. პირველად ფული იჭრებოდა ცუდად, ასე რომ ზედნაწერი ძლივს განირჩევა, ბაგრატოვანების მონეთები კარგად არიან გამოყვანილნი; თამარისა და რუსუდანისა უკეთ; უკანასკნელის დროებისა უფრო მრავალია და ბლომადაცარის შეკრებილი. სახელები არის ზედ დაწერილი შემოკლებით, მხოლოდ უხმოვანის ასოებით, გარდა სამის მეფის სახელებისა სტეფანესი, ირაკლი II-ისა და გიორგი XII, ანუ XIII-ისა. რის ფული ყოფილან, ან რა რქმევიათ, ისიც არის ჩვენებული ქართლისცხოვრებაში. ოქროსმანეთები ყოფილა,- დრაქანი, უუძველესი და მოხსენებული ვახტანგგორგასლანის დროს, ფლური; ვერცხლის ფული ყოფილადრამა, ისე ძველი, როგორც დრაქანი; შემდეგ კირმანეული და გიორგეული, ანუ გოგაური, შავი ფული ყოფილადანგი, რომელიც შეადგენდა დრამის მეექვსედს და უდრიდა შაურს, და სხ. სჩანს, რომ ქართველებს ფულის სახელები სხვა ქვეყნებიდამა ჰქონიათ შემოტანილი. ამას გვიმტკიცებენ, სხვათა შორის, კირმანეული, დუკატი, მოტინატი. ამ მანათებს ხმარობდნენ, როგორათაც ისტორიით ვიცით, ვიზანტიელნი.
ნუმიზმატიკა გვიმტკიცებს ქართლის მოთხრობეების სინამდვილეს, რადგანაც ეთანხმება და ცხადად გვიჩვენებს, რა დროს რა ხალხს რა შეხება ჰქონია და დაკავშირება ჩვენთანა. ზედ არის დაწერილი: დროებით უფლება საქართველოზედ არაბთა, მონგოლთა და ყიზილბაშთ, ზედ არიან გამოყვანილნი მფლობელნი პირნი, იმათნიც და ჩვენნიც, სარწმუნოების ემბლემანი და შემდეგ ადგილიც, სადაც ფული იჭრებოდა. ნუმიზმატიკა ხანდახან ზოგიერთს საგანზედ ეჭვსაც გაგვიქარვებს. მაგ. ვახტანგი და იმისი სახელი ზოგიერთ ევროპიულთ მეცნიერთა საეჭვოთ აქვსთ დადებულნი; სახელი გორგასლანის, შედგენილიაო ყიზილბაშურის და თათრულის სიტყვებითა, მაშინ როდესაც თათრების ისტორიაში ხსენება იწყება მხოლოდ მე-XIII-ესა საუკუნეში. მაგრამ ჩვენ ადრევე ვსთქვით, რომ ამ ვახტანგის მანათები გვაქვს, და ზედ აწერია გორგასლან... ნუმიზმატიკით ვიცით, რომ დავითაღმაშენებელი კეისრად ყოფილა წოდებული. ნუმიზმატიკა გვარწმუნებს, რომ ასომთავრული ასოები დიდის ხნისაა, რადგანაც იმასოებითა წერებულა მანეთებზედ სახელები, ვახტანგგორგასლანის დროდგან. ნუმიზმატიკას უფრო ხრონოლოგიისათვის უნდა ვსდებდეთ ფასსა. ზევითა ვსთქვით რას მდგომარეობაში ყოფილა ქართული წელთათვლა; ამ საგანში დიდ შემწეობას გვაძლევენ ძველი ფულები. ამისთვის რომ იმათზედ ყოველთვის აღნიშნულია ქორონიკონით, ბაგრატოვანების დროებიდგან, რომელ წელს და ვისს დროს არიან მოჭრილნი. ამით საშუალობით ვიცით, მაგ. წინააღმდეგ ისტორიულის მოთხრობისა, რომ თამარს უცოცხლია 1210 წლამდე.
დიდს ფაკტების სიმრავლეს შეიცვენ შენობანი. შენობა არის უძველესი მოთხრობა ყოველს ქვეყანაში: მანამდინ წერა შემოვიდოდა, ქვის ნიშნები იყვნენ ცხადნი მოწამენი განვლილის დროებისა. შენობანი სძლებენ დიდხანს; ქაღალდი თუ ტყავი იხევა, ლპება და იკარგება. ჩვენს დროში ყოველი მხარე გაჩხრეკილია, ყოველი ადგილი გადათხრილია; ყოველს ქვას თავისი ფასი აქვს დადებული. მოვიგონოთ ასსურეთი, ბაბილოვანი, ეგვიპტე. მრავალმა საუკუნემ განვლო, რა რომ ეს სამეფონი დაეცნენ; მაგრამ რამდენიც დრო გადის, იმდენი უფრო და უფრო ნათლდება იმათი ისტორია. ამის მიზეზი შენობეებია, რომელზედაც ზედწარწერილს ჰპოვებენ და გარკვევითა კითხულობენ. საქართველოში მრავალი შენობა არის ძალიან ძველი, როგორათაც შეურყეველი ქვეყნის მცველი, დგას ზოგი მაღალს მთებზედ, ზოგი უდაბურს ველზედ და ზოგი შეუვალს ტყეებში. მგზავრი გაკვირვებულია იმათის სიმრავლით, ჩვენის ისტორიის დაწყებიდგან არის აქამომდე დარჩენილი ციხეები, სასახლეები და ადგილადგილ ბომონები.შემდეგ მრავლდებიან საქრისტიანო შენობანი - ტაძრები. რადგანაც პირველად აბხაზთ და იმერთ მიიღეს ქრისტეს სარწმუნოება, ამისთვის იმათ მხარეს აღიმართნენ პირველნი ტაძარნი და შემდეგ განვრცელდნენ ქართლსა და კახეთში. ეკკლესიები უშენებიათ სხვა და სხვა დროსა. ზოგთ მდიდრად შეუმკიათ ჩუქურთმებითა და განუშვენიერებიათ არხიტეკტურის ხელოვნებით და მხატრობით. პირველში ხუროთ მოღძურება; ესე იგი არხიტეკტურა ბაძავს ვიზანტიისას, შემდეგ შემოდის სომხური შტილი და მასუკან ბერძნულსა და სომხურის შტილისაგან შესდგება საკუთარი ქართული ხელოვნება. მეცამეტეს საუკუნიდგან ჩვენის შტილის შენობა აღარა გვაქვს. რა მიზეზი არის ამისი ვრდომა საქართველოსი და გაძლიერება მტერთა, რომელნიც გვირღვევდნენ და გვინგრევდნენ ძველს ეკკლესიებს. ზოგი არის განახლებული მეთხუთმეტე საუკუნეში ალექსანდრე მეფისაგან, და ზოგი შემდეგ ამისა სხვა და სხვა პირთაგან.
ყოველი ძველი რაც რამ საქართველოში იპოვება და მდებიარება ამათი მეთვრამეტეს საუკუნეში, საფუძვლიანათ აღსწერა ჩვენმა ბატონისშვილმა ვახუშტიმ. იმისი „საქართველოს გეოგრაფია“ სამაგალითო თხზულებაა. შემდეგ იმისა, 1830 წელში ფრანცუზმა დიუბუამ შესწირა შესანიშნავს ტაძრებს თავისი განვითარებული კალამი და მოგვანიჭა იმათი მხატვრობა ჩინებული ატლასით, ესე იგი რუსულით. უმრავლესნი და უმშვენიერესნი შენობანი იპოებიან საქართველოს დასავლეთს მხარეზედ. რას ვამტკიცებთ ამითი? ამას, რომ იქ უმეფიათ შემძლებელთ მეფეებსა, რომელთაც უმეტესაც უღწვიათ სამეფოსათვის; იქ დაუდვია ქრისტიანობას საფუძველი და იქვე აღყვაებულან ხელოვნებანიდა სიტყვიერებითნი სწავლანი, ისტორიაც გვიმტკიცებს ამას: ეს იყო დრო აბხაზთ ქართველთ მეფეებისა, რომელნიც სცხოვრებდნენ აბხაზეთს და უფრო ისე შრომობდნენ.
მრავალი საეკკლესიო შენობა არის შემკულიზედწარწერითა. ზედწარწერა არის ორგვარი: მთავრული და მხედრული. ამ ნაწერებს ვერ ვპოულობთ მეათე საუკუნემდინ[1]. პირველი წარწერა არის ქუმურდოში 964 წლისა და მარტვილში 996 წლისა. ხელი არის ხუცური, რომელიც უხმარიათ მეთხუთმეტესაუკუნემდინ. შემდეგ არის ხმარებული ნამეტნავად მხედრული ასოები. მარტო კელდებზედ არ არის დარჩენილი, ამ გვარი ნაწერი იპოება ხატებზედ, ჯვრებზედ, საეკკლესიო წიგნებზედ და სასაფლავო ქვებზედ. უ. ბროსსემ შეჰკრიბა მრავალი ზედწარწერა თავისისს არხეოლოგიურს მოგზაურობაში - Донесенiе въ отношенiи Ареологическаго по Грузiи и Арменiй путешествiя совершающагося въ 1847-1848. მაგრამ მრავალი შესაკრები მორჩება კიდევაც. ყოველნი ვალდებულნი ვართ შემწეობა უჩვენოთ ქართულს არხეოლოგიასა და ცნობაში მოვიყვანოთ რასაც ვნახავთ ან ვიპოვნით ამგვარსა.
ზედწარწერაში იხსენებენ ტაძრების აშენების დროსა და პირთა, რომელთაც უშენებიათ. ასახელებენ შესანიშნავთ გვართა და იმათ საქმეებთა, რომელზედაც ხან და ხან ისტორია სულ არას მოგვითხრობს ორბელიანს,მხარგრძელებს, შარვაშიძეებს, ჯაყულ ათაბეგებს, დადიანებს, გურიელებს, რაჭის ერისთავებს, ქსნის ერისთავებს და სხ, და სს(სხ).; გვაცნობებენ მეფეების სახელებსა, ტიტულსა და ცოლშვილსა. ზედნაწერებით ვტყობულობთ ისეთს მეფეების მოქმედებას, რომელზედაც მტკიცე დარწმუნება არა გვაქვს რა მაგ. მართალია თუ არა ქართლისცხოვრების და სომხეთ მწერლებლის მოთხრობა, ვითომც დავით კურაპალატმა კონსტანტინეპოლის იმპერატორს გაუგზავნა 12,000 ქართველი, რომელთაც დაამარცხეს სკლერუსი და დაამშვიდეს აღშფოთებული იმპერია: ეს ამბავი სწერია ერთს ეკკლესიაზედ მესხეთში, სადაც არიან მოხსენებულნი ზოგი პირნიც, რომელნიც ამ საქმებში ყოფილან. ზედნაწერები დაგვაჯერინებენ, რომ აბხაზთქართველთ მეფეების დროსა ჩვენ ვყოფილვართ მფლობელნი ჩერქეზეთისა და ალანეთისა: იქ არის ქართველებისა აშენებული ეკკლესიები, რომლებზედაც აწერია ქართულად; რომ ჩვენ ხელში ყოფილა სომხეთის დედაქალაქი ანი, და სხ. და სხ. ამ ანბებს ისტორია არ მოგვითხრობს, მაგრამ ზედ წარწერანი კი ცხადად ანბობენ. აქ უნდა დავასახლოთო ერთა ფაკტი. თითქმის საზოგადო ჰაზრია საქართველოსი, ვითომც უმეტესი ნაწილი ტაძრები აშენებული იყოს თამარისაგან. მაგრამ მხოლოდ სამი საგანი გვაქვს, რომელზედაც აწერია თამარის სახელი - ანჩისხატის ღვთაების ხატი; პატარა კოჯორის ეკკლესია და ციხედარბაზი, ანუ გეგუთი ქუთაისის დასავლეთს მხარზედ.
იმერეთში მეთხუთმეტეს საუკუნიდგამ საკვირვლად მრავლდება ზედნაწერები. რადგანაც იქაური ისტორია ღარიბი მოთხრობითა, ამისთვის ისინი არიან პირველნი წყარონი. იქ მრავალი ისეთი რამ არის მოხსენებული, რასაც, ვგონებთ, არა ვინ მოელის: მიწისძვრა, შიმშილი, ჰაერის ცვლილება და მეტეორები. ერთს აბხაზეთის ეკკლესიაზედ, სუუქსუში, ვრცლად არის აღწერილი კომეტის ანუ კუდიანის ვარსკვლავის გამოჩენა დიდშაბათს; ეს კომეტა ნამდვილად იყო იმ დღეებში; ამაში გვემოწმება პროფესსორი სავიჩი. იმერეთის ზედნაწერებით შეგვიძლიანთ დავაფუძნოთ მთელი გენეალოგია, ესე იმისი შთამომავლობა იქაურ მთავართა და მეფეთა. დიდის დადიანის ლევან II საგან, რომელსაც უმთავრნია მეჩვიდმეტე საუკუნეში, საკუთარს ხელით არის დაწერილი ხატებზედ - მისი ცხოვრება, იმისაგან დამარცხება აბხაზთა და შემდეგ იმერეთის მეფისა; მიზეზი და შემთხვევა მისის მამისა და პაპის სიკვდილისა, და სხ... არ უნდა დავივიწყოთ ლეჩხუმი და სვანეთი, იქ არის მრავალი და დიდროვანი ხატები და ჯვრები; ზოგი იმათგანი გიორგი ლაშას და რუსუდანის დროიდგან. იმათის ზედნაწერებით შევიტყობთ ლეჩხუმელებისა და და სვანების ხასიათებს და ზნეობასა, აგრეთვე რა გვარი ხალხის მმართველობა ყოფილა და არის აქამომდე ზემო ენგურის და ცხენისწყლის ხეობაში; გავიცნობთ გვართა და საზოგადოებათა, რომელთაც შეუწირავთ ეკკლესიისათვის ხატები და ჯვრები, და ამოვიკითხავთ, ვისგან არიან ისინი მოჭედილნი, და რომელს გვარს, თუ რომელს სოფელს ეკუთვნიან.
დაგვრჩა საჩვენებელად გრამატები, განაჩენები, თუ სიგლები, რომელთაც მეფენი თავადაზნაურებს უბოძებდნენ. ამათი ხმარება უნდა იყოს შემოღებული საქართველოში რომაელების მიბაძვით: თვით სიგელი არის რომული სიტყვა. რა დროდგან იწყეს ჩვენებმა სიგლების ხმარება, არ ვიცით: არც ქართლისცხოვრებაში და არც სხვაგან არ აღმოგვიკითხავს ვერც ამას ვიტყვით იპოება თუ არა საქართველოში ძველ დროთ სიგლები. ახლა მრავალია. თითქმის ვერ ვნახავთ საკეთილშობილო გვარსა, რომ არ ჰქონდეს სხვადასხვა მეფეთაგან ნაბოძები განაჩენები. ვინ არა ჰგრძნობს, რა შემწეობა შეუდგება აქედამ ჩვენს ისტორიას: სიგლები დაწვლილებით გვიამბობენ, რომელ გვარს რა დროს რა მნიშნველობა ჰქონია და რა საქმეები ჩაუდენია მამულისა და ქვეყნის სასარგებლოდ. ამასგარდა გვაჩვენებენ ზოგს ისეთს ზნეობასა და ჩვეულებას, რომელსაც ისტორია სრულიად არ მოიხსენიებს... საზოგადოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გვარი წყაროები ჯერ ცნობაში არ არიან მოყვანილნი; ქართული არხეოლოგია ბევრსა ჰკარგავს ამითი.
გვაქვს კიდევ საეკკლესიო გუჯრები. დიდი მზრუნველობა ჰქონია გურჯებზედ სამღვდელთ მთავრობას: მეთვრმეტე საუკუნის დასასრულს კათოლიკოზმა ანტონი II-ემ შეჰკრიბა ერთად მცხეთის გუჯრები, გადააწერინა და შეაკვრევინა ორ წიგნად; შემდეგ წარუდგინა ირაკლი II-ს დასამტკიცებლად და ბეჭდის დასასმელად. იტყვიან, ვითომც ირაკლის არ ენებებინოს ანტონის თხოვნის აღსრულება, რადგან იმ დოკუმენტებით მრავალი მამული დაუსაკუთრდებოდა ეკკლესიას. 1818 წელსა თეოფილაკტე ექსარხოსმა შეიკრებინა ყოველი საეკკლესიო დოკუმენტები, რაც კი მონასტრებში იპოებოდა, და გადასცა ტფილისის სინოდის კანტორაში. ეს გურჯები ეკუთვნიან შემდგომთ ეკკლესიათ: მცხეთას, დოდორქას, აწყურის ღვთისმშობელს, ტფილისის სიონს, მანგლისის ღვთისმშობელს, ბოლნისის სიონს, ქვათახევის ღვთისმშობლის, ალავერდის წმინდა გიორგის, წილაკანს, ანანურს, ხოპის მონასტერს, თელავის წმინდა დავითს და შვამთის ღვთისმშობელს. უუძველესი გუჯარი არის ერთი 1020 წლისა, ორი მეთომეტეს საუკუნესი. გუჯრები საკმაოდ მრავლდებიან მეთორმეტე და უმეტესად მეთხუთმეტე საუკუნიდგან. ზოგი ამათგანი არის უეჭველად ნამდვილ; ზოგი კი არ ეთანხმება ისტორიას, ხრონოლოგიით თუ მოთხრობით.
ჩვენ ამისთვის უფრო განვავრცელეთ სიტყვა გუჯრებზედ, რომ მრავალს საისტორიო ცნობაა ამათი. ხან და ხან მოგვითხრობენ მოკლედ ძველებურს ისტორიებს. გუჯრებიდგან გამოჰკრიბა, სხვათა შორის, ვახტანგმა თავისი ქართლისცხოვრება. ალექსანდრე მეფის შემდეგ 27 წლის განვლაში საქართველოს ისტორია არეულია. აქ შემწეობას გვაძლევენ გუჯრები. გუჯრებით ვიცით სახელი ზოგი ერთის ავტორისა, რომლისაც მოთხრობა ქართლის ცხოვრებაშია შემოტანილი. ალექსანდრე მეფის ტახტზედ ასვლა, სიტყვა სიტყვით არის გამოღებული ერთის გუჯრიდგან, რომლის შემდგენიც ყოფილა სასახლის მწერალი კლიმ კაკლაჩაძე. გუჯრები უჩვენებენ ყველა შემთხვევის ჟამს; მაშა სადამე არიან ძვირფასნი ხრონოლოგიისათვის. ხან გვაცნობებენ მეფეების თვისებათ, და მეთხუთმეტე საუკუნიდგან მეცხრამეტე საუკუნემდინ, იმათ სრულს ტიტულებსა; დედოფლების გვარტომობასა და იმათის ქალვაჟებისა სახელებს და რიცხვსა. გუჯრებით ვიცით შინაგანი საქართველოს წესდებულება; რა ყოფილა სამეფომოსავალი და სამეფო გვარის მამული, რა უფლება ჰქონიათ მოურავებს, რა თანამდებობანი და ღირსებანი მოხელეებს; იმათგანი ვინ ყოფილა თავისუფალი ხარჯისაგან და ვინ არა; ვინ და რა თვისების პირნი ყოფილან კათოლიკოზნი, როგორ ეკურთხებოდნენ, რა პატივი ჰქონიათ ქართველთაგან იმათ და იმათ საკათოლიკოზო ადგილებს მცხეთას და ბიჩვინტას, რა მოსავალს მიიღებდნენ ისინი, მეფეთ თუ მუხამედიანთ დროს, რა გვარად გაიყვანდნენ საკუთარ ჯარებს... გუჯრებშია ნაჩვენები - აღაპი, იმისი მნიშნველობა და საზოგადო ხმარება; ღვდლების ყმობა, იმათი გასყიდვა და გამოსყიდვა; კაცის გაქცევა, ტყვეობა და გამოხსნა; დასჯა სხვა და სხვა უკანონო ქცევისათვის; თვითოეულის მამული, იმისი სივრცე, საზღვარი, გასყიდვა; გაცვლა... ქორწინების წინააღმდეგობა; უკანონო ცოლქმრობის სასჯელი... ფული, სასწორი, საზომი, ფასი საცხოვრებელისა და სხ. და სხ.
უ. ბროსსე გვიმზადებს, როგორათაც თვითონა ჰსწერს თავისს არხეოლოგიურს მოგზაურობაში, თხზულებას, რომელშიაც საგნად ექნება, სხვათა შორის, გუჯრებიდგან შედგენილი აღწერა საქართველოს შინაგანის ცხოვრებისა და ზნეობისა. ამ თხზულებით დიდად დაგვავალებს შრომის მოყვარე აკადემიკი. ამ გვარის საქართველოზედ შრომის თვის ჯერ ხელი არა ვის უყვია, და სხვა ვერცა რა ვინ შეიძლებს. იმას აქვს ხელ ქვეს სრული ღონისძიება: აკადემიაში, სადაც ის არის წევრად, იპოება ყოველი თხზულება, რაც კი საქართველოზედ დაწერილა ან დაბეჭდილა როდისმე. ვერცა რა ვის ვჰხედავთ, რომ ისე მომზადებული იყოს და ისე ზედმიწევნით ესწავლოს ქართული წყაროები. ყმაწვილობითვე შესწირა იმან თავისი ცხოვრება და მოქმედება ქართულს ლიტერატურას. ბროსსემ გამოსცა პარიჟში რამდენიმე თხზულება საქართველოზედ; მას აქეთ თითქმის 30 წელიწადი მოდის გადმოსახლდა პეტერბურღს და იქ დაიწყო შესანიშნავი შრომა. ჩვენის გონებით ბროსსემ ქართველებს უფრო დიდი სამსახური უჩვენა, ვირემც სენმარტენმა სომხებს: გამოსცა „ვეფხვისტყაოსანი“, „გეოგრაფია“ ვახუშტისა, ქართულს და ფრანციზულს ენებზედ, „ქართლისცხოვრება“, ორსავე ენაზედ, თავისის „დამატებეებითა“; მოიარა საქართველო და გვაჩუქა ჩინებული „არხეოლოგიური მოგზაურობა“. ამას გარდა, არხეოლოგიური თუ ფილოლოგიური იმისი სტატიეები განბნეულია სხვა და სხვა ფრანციზულს ჟურნალებში. ერთის სიტყვით, ბროსსემ იმდენი შრომა გასწია ქართულის ლიტერატურის თვის, რომ დასაჯერებელი არ არის ერთის კაცისაგან. იმისი და სხვა მწერლების თხზულებეები საქართველოზედ, ევროპიულს ენებზედ, ქართველებისთვის არის ჯერ ქვეყანა რამე უცნობი. ვალი იმათის ცნობაში მოყვანისა ჰსძევს ახლად დაფუძნებულს ქართულს ჟურნალს: ზოგი სტატია უნდა ითარგმნოს, ზოგი გამოკრებით დაიბეჭდოს. მარტო ეს არ არის ვალი „ცისკარისა“. აქ უნდა შემოვიდეს ყოველივე, რაც რამ შეეხება ქართულს ისტორიას, არეოლოგიას, თუ ეტნოგრაფიას ანუ ზნეთაღწერას. ბევრი,- რას ვამბობთ,- უმეტესი ნაწილი, რაც საქართველოში იპოვება ძველებური, არ არის ჯერ სინათლეზედ გამოყვანილი. ეს შრომა უნდა გავსწიოთ ჩვენ, საქართველოს შვილთა: რაც ევროპიელის მწერლებისთვის დიდად ძნელია საქართველოზედძიება, ის ჩვენთვის დიდად ადვილია...
დიმ. ბაქრაძე.
_________________
1 ბარათაევი თავის ნუმიზმატიკით გვიმტკიცებს, რომ მხედრული ასოები მეშვიდეს საუკუნეშიაცა გვქონია. (რედაკტორი.)
![]() |
4 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
![]() |
4.1 დამორჩილებული ქმარი |
▲back to top |
დამორჩილებული ქმარი
ერთი ყმაწვილი ქალი, დიდის მოთმინების და ლოდინის შემდეგ, ძლივს ეღირსა იმ ბედნიერებასა, რომელიცა ქართველთაგან მიეწერება ქმრის, გინა ცოლის შერთვისა, მარამ ქალმა ცხადად ნახა, რამდენსამე ხანს შემდეგ, რომ ქმრის შერთვა ყოველთვის არა ყოფილა ბედნიერება, ამისთვის, რომ ქმრათ შეხვდა იმისთანა გრძნობიანი კაცი, რომელიც მიელტოდა ხოლმე უფრო ღვინოსა და ქაღალდის თამაშობისა, ვიდრე თავის ყმაწვილს ცოლსა, და იქნებოდა კიდეც საათი. რომელშიაცა კაცი მოვიდოდა კარგს გონებაზე, უალერსებდა ცოლსა და ეტეოდა: ჩემო მარიკო! ასე მიყვარხარ, რომ მინდა ყოველს წუთს შენი სადღეგრძელო ვსვაო, მაგრამ მარიამმა კი იცოდა, რომ დღეგრძელი მაშინ იქნებოდა, როდესაც თავის ქმარი ღვინოზე ხელს აიღებდა, და ამისთვის ქმარს წაუკითხავდა ხშირად ზნეობითს დარიგებასა. ერთს დღეს მარიამმა რომ ვეღარა გააწყორა ტკბილის ლაპარაკით, მოუბრუნდა ქმარსა და უთხრა: თუ ცუდ ყოფა ქცევაზე ხელს არ აიღებო, წავალ და წყალში თავს დავირჩობო. ლოთმა ამ გვარ ცოლის მუქარას ყური არცკი ათხოვა; რადგან იცოდა რომ ქალებს ძალიან ეშინიანთ წყალისა და ჯიბრით მაშინათვე სალოთავად გასწივა, მარამ შინ რომ დაბრუნდა განთიადის დროს, თავის სახლის კარები დაკეტილი დახვდა. მაშინ მოაგონდა ცოლის მუქარა და შეშინებული წყლისაკენ გაემართა. რა მიახლოვდა წყალის პირსა ნახა რომ მარიამს ძუძუთა შვილი ხელში უჭირავს და დაფიქრებული დგას. ამისმა დამნახავმა ცოლს შეუძახა; ღმერთს გაფიცებ თავი შეიმაგრე, წყალში არ გადავარდე და ხალხში არ შემარცხვინოვო! რა მარიამმა ქმრის ხმა გაიგონა, მოიქნივა და წყალში რაღაც გადააგდო და ქმარს შემოსძახა; ისიც შენსავით ლოთი გამოვიდოდაო და სჯობს არ იცოცხლოსო!... იფიქრეთ საშინელება ქმრისა, როდესაც დაინახა რომ ცოლმა შვილი წყალში გადაუგდო. ეს კაცი გამწარებული შეცურდა ტანთ გაუხდელი წყალში და დიდის ცდით ყმაწვილი ნაპირას გამოიტანა. აქ რომ ეს ცოლი ვეღარ დახვდა, დასველებულმა და შეციებულმა შინათკენ გამოსწია, გზაზედ შვილის ალერსი მოუნდა, პირს გადახადა და რომ უნდა დაეკოცნა; ლოყაზედ რაღაცამ კლანჭი გაჰკრა და სისხლი გადმოადინა; მაშინ დაინახა, რომ ჩვრებში კატა იყო გახვეული და არა ყმაწვილი. რა შინ მოვიდა ნახა რომ ცოლი კარებს აღარ უღებს, დაუწყო ხვეწნა და ვედრება, მაგრამ მარიამმა აღარ შეიბრალა მანამ პირობა არ დაადებინა, ცუდის ყოფაქცევის ხელის აღებაზედ. ქმარმაც ეს აღთქმა ამისთვის უფრო აღასრულა, რომ მრთელმა ქალაქმა შეიტყო ეს ანბავი და ეშინოდა: მარიამმა მეორეზე არ გაამართლოს ავის მუქარაო!...
![]() |
4.2 ინგლისელის სალდათისაგან თავის გამართლება |
▲back to top |
ინგლისელის სალდათისაგან თავის გამართლება
იგლისის ქვეყანაში, ღლასკოვის ქალაქში, ხალხი სალოცავად მიეშურებოდა. ერთი სალდათიც მივიდა ეკკლესიაში, თან ერთი ხელი სათამაშო ქაღალდი მოიტანა და დაუწყო გაშლა. ამაზე მლოცავი ხალხი დიდად გაუცდა. მაშინ სერჟანტმა უბრძანა სალდათსა ქაღალდების შენახვა, მაგრამ ის იმას არ დამორჩილდა და უმეტესად იწყო გარჩევა ქაღალდებისა. რა ლოცვა გამოვიდა, სერჟანტმა ის სალდათი მაიორთან წაიყვანა და შეასმინა შეგინებისათვის ეკკლესიისა. მაიორი გაცეცხლდა, მაგრამ სალდათმა თავის თავის გამართლებისათვის მოახსენა მაიორსა: „ფიცხელო უფალო! მე ვარ გლახაკი და მეძლევის ჯამაგირი, ოგორც მოგეხსენებათ, დღეში ხუთი ფული, ომელნიცა ძნელად მეყოფიან მიუცილებელის საჭიროებისათვის და ამისთვის ვერ შევიძელ სყიდვა ლოცვანისა, რომლისა სამაგიეროთ მსახურებენ სათამაშო ქაღალდნი. „როგორაო? ჰკითხა მაიორმა.- ესრედ უფალო მაიორო, მიუგო სალდათმა, კიკო მამაგონებს ერთსა ყოვლად შემოქმედსა ღმერთსა; ორიანი და სამიანი მომაგონებენ სამგვამოვანსა ღვთაებისა; ოთხიანი წარმომიდგენს ოთხთა მახარებელთა; ხუთიანი ხუთთა ქალწულთა, რომელნიცა თანამდებ იყვნენ მოლოდებად აღმაშენებელთა ლამპრებთა სასიძოთა, ხოლო სხვანი ხუთნი ქანწულნი იყვნენ სულელნი; ექვსიანი მომითხრობს უფლისაგან შექმნასა ქვეყანისასა ექვსსა დღესა; შვიდიანი -დღესა მეშვიდესა კვირიაკისასა, რომელ არს განსვენებისა უფლისა ღვთისა; რვიანი - რვათა მართალთა სულთა, რომელნიცა განერინნენ წარღვნისაგან ნოეს კიდობანში; ცხრიანი - ცხრათა უმადლოთ კეთროვანთა, რომელნიცა შემდგომად განკურნებისა მათისა არა მოვიდნენ მადლობისათვის; ათიანი მომაგონებსათთა მცნებათა, რომელნიცა ღმერთმან მოსცა მოსეს მთასაზედა სინაისასა; დედოფალი წარმომიდგენს მე ცხოველსა სურათსა ასურეთის დედოფლისასა, რომელიცა მოვიდა მოსასმენელად სოლომონისა სიბრძნისა; ხელმწიფე მასწავებს პატივის ცემასა მეუფისასა ცათა და ქვეყანისასა; და აგრეთვე ერთგულად სამსახურსა მეფისა ჩემისა გიორგისასა. რა დაასრულა ეს სალდათმა, მაშინ უბრძანა მაიორმა: „ეგე ყოველივე კარგა ჩამოთვალე, მაგრამ რატომ სალდათისა კი არა სთქვირაო? ამან მოახსენა: ოი ფიცხელო უფალო! სალდათისა მიხედვით მე ვცნობ თავსა ჩემსა და სულელსა ჩემსა სერჟანტსა, რომელიცა მადებს მე ბრალსა ამაოდ, ვითომც გარდაზემოხსენებულისა ვსარგებლობდე მე ქაღალდთაგან მაშინ, როდესაც ესევე მამცნებს მე შემდეგსა ჰსწავლასაცა.- რა დავთვლი სათამაშო ქაღალდის ყოველთა ხალხთა, გამოდიან სამას სამოცდა ხუთნი, ხოლო წელიწადშიაცა არიან ესოდენნი დღენი; რიცხვი სათამაშო ქაღალდთა მაუწყებს მე, რომელ წელიწადში არის ორმოც და თორმეტი კვირა; ოთხი ფერი ქაღალდისა მომითხრობს მე ოთხსა დროსა წლისასა და ოთხრა მხარეთა ქვეყანისასა. აქედგან ნათლათა ჰსჩანს, რომელ სათამაშო ქაღალდი მმსახურებს მე: ნაცვლად დაბადებისა, კალენდარისა, ლოცვანისა და ოდესმე შესაქცევად. მაშ რა ბრალი მაქვს, რომ სულელი ჩემი სერჟანტი თამაშობს ყოველ დღე ქაღალდსა და აქამომდე ვერ შეუგნია სარგებლობა მათი.
ი. კ.