ცისკარი №2 (1858)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები

▲back to top


1.1 ლაშქრობა ქართველთა კავკასზე

▲back to top


ლაშქრობა ქართველთა კავკასზე

ძრწოდე კავკასო! ახლო არს დღე შენის აღსასრულისა!
შეთქმულან შენ-ზე ერთ-პირად ძენი ქართლისა სრულისა;
აღებად შენგან სისხლისა, უბრალოდ დაქცეულისა,
და აღმორთმევად უწყალოდ შენს შორის ბოროტ სულისა!

ქართლიდგან მოვალს მარადის მამულის მონა ლაშქარი,
წინ ერისთავი მოუძღვის, მიწასა გააქვს ზანზარი!
კავკასო,ქართლოს საფლავზე არიან გაფიცებულნი,
და მათ წინ ვერღა დაუდგნენ ვერც მხნენი პირველ რჩეულნი!

სომხეთით მოჰსჭექს სასარდლო ძველადგან სახელგანთქმული!
მას-შიგან ჰბრუნავს ცხოველადდავით სარდლისა
კვლავ სული!ეე დაღისტნელნო! სომხეთის კედელნი თქუჱნგან ნგრეულნი,
მის ძეთა თქუჱნის თავებით ჰყონ ახლად აღშენებულნი!

კავკასო, აჰა კახნი-ცა, შენზე გულ ამღვრეულები,
მეფისირაკლის გაწვრთნილნი, გმირებად დასახულები!
ნუ ჰგმობ, აღხოცილიყვნენ მათ შორის ძველნი მამაცნი;
ყოველსა დაშთა შვილები, საშვილისშვილოდ ვაჟკაცნი!

ნაუნჯნი ყმანიც მეფისა, თუშები მოუღალავნი,
ჰსდევნიან მტერთა მძვინვარედ, ვით მგელნი ცხვართა მლალავნი!
თქუჱნი ჭირიმე, თუშებო, ბიჭობა თქუჱნი ქებულა,
მახვილი თქუჱნი მარადის დაღისტნელთ ქედზე ლესულა!

ამ გმირულს ჯარსა ერთობლივ ჰყავს ღირსი წინამძღომელი,
მან თავი დაჰსდვა სპათათვის, სახელითა ჰქმნა სახელი,
და საკადრისად გვარისა გამოჩნდა ნამდვილ ქართველად;
მტერთ სიხარულით შეებმის მჭვრეტელთა საოცნებელად!

კავკასო, ძრწოდე! შეირყა ჩეჩენიც დასამხობელი!
ვის არა აღემატების სული ამ ამბვის მცნობელი?
ეე ძმანო, ნუ თუ არ გესმით მეფისირაკლის ხმა მაღლით?
გიხმობთ: „ქართველნო, ჰეი, შაბაშ! კურთხევა თქუჱნდზე - მაღლით!“

ძმანო, თქუჱნ ჰქმენით სამქენი, ღირსნი თქუჱნთა წინაპართა;
იმპერატორსა ემსხვერპლეთ, ვაი დამართეთ წარმართთა!
აჩრდილნი ჩვენთა მამათა იშვებენ საიქიოსა,
და გვიკურთხებენ სახელსა, მომავალთ მოსალხინოს!

კნ. ნ.ბარათოვი.

1.2 ზვავი

▲back to top


ზვავი

(პუშკინით.)

ზვირთნი ხმოვანნი, აღქაფებულნი,
შავთ კლდეთ ებრძვიან, ზე-ემსხვრევიან;
არწივთ ყრიყინი, ქარიშხალთ ქროლა,
ერთად რეულად, მაღლით გვესმიან...
და ნისლთა შორის, ზღვებრ მღელვარეთა,
ვხედავთ მთათ წვერთა მოელვარეთა.

ჟამს ერთს მუნიდგან გლეჯილა ზვავი,
საზამთროს გრგვინვით ქუჱ კვეთებულა,
და ორთ მთათ-შორის, მათ იწრო სიღრმეს,
ძირათ თხემამდე მით აღგებულა,
და თერგისზვირთთა ძლიერი დენა შეყენებულა...

თერგო მბღვინვარევ, მაშინ მშვიდ-იყავ,
განლეულობით ხმა განწყვეტოდა,
მარამ უკანით ურიცხვთა ზვირთთა
მალი მდევარი მარჯვედ გასწრებოდა, და მას ლაშქარსა
მყის განგეგლიჯა თოვლის ზღუდენი, და შენ გამწყრალსა
სრულიად დაგენთქო შენნი კიდენი.

შემდგომ ეს ზვავი, ესრეთ განაგლჯი,
ხანგრძლივ დებულა უნდობლად ზვავად,
და თერგიშმაგი მის ქუჱშ დენილა,
შხაპსა და ქაფსა ჰსცემდისო კვალად
თვისზე დგმულს ყინულს,
კმარად შეკრულს.

მას ზვავზე ფართო შარა ყოფილა,
ცხენთ ურბენიათ, ხართა უბიჯავთ,
და ვაჭრებისაც ქარვანთა ზურგით
ტვირთნი მძიმენი გარდმოუზიდავთ,-
მუნ, სადაც ეხლა ის არე-მარე
მხოლოდ ცივს ჰაერს და ქართ ჰშთენიათ...

კნ. ა.ჭავჭავაძე.

1.3 გალობა სიტურფისა

▲back to top


გალობა სიტურფისა

შევიშრობ ცრემლსა ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმელსა,
შევჰსწირავ სატრფოს -ჩემს სალოცველსა.

მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წამწყმედი, მაცხონებელი,
განმაბრძნობელი გამხელებელი.

ვითარ ვადიდო სიტურფის ღმერთა:
ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,
სულსა მოჰბერა ცის ნიჭი ქუჱყნად
და, თავის მკობად, ჰქმნა იგი მგოსნად.

კნ. ნ.ბარათოვი

1.4 ჩვილი

▲back to top


ჩვილი

მიყვარს, მიყვარს მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის,
მიყვარს სმენა უცნაურის მისის ხმის,
ოდეს იგი ენითა სასუფევლის
უალერსებს წიაღთა თვისის მშობლის.

მის სოფელი უზრუნველობით შენობს,
გარდა დედის ალერსისას არ რას ჰგრძნობს;
ნებივრობით და ღიმილით სულ-დგმულობს;
ყოველსა-ვე შეუპოვრად მჭვრეტელობს.

არა ფიქრობს იგი თავის ცხოვრებას,
არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას,
იგი თავის სანუკველითა შობით
ამუნათებს თვისთა მშობელთ პირ-იქით.

იტიკტიკე ენითა უსუსურის,
იტიკტიკე ვიდრე ჟამი გიდარის,
ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,
არ გიცვნია სოფელი მომჟღერალი...

კნ. ნ. ბარათოვი.

1.5 ძველს სატრფოს

▲back to top


ძველს სატრფოს

სატრფოვო, ჩვენც სიყვარული ერთხელა გვიზაბხულებდა,
გვათბობდა, გვაფუფუნებდა, რა ერთხელ დაგვიგულებდა.

ბედნიერთ დღეთა ვერ დაჰსთვლის, ვინც ეშხის ზღვაში არს ფლული;
ჰაზრი, გრძნობა და გონება გრძნების მახეში აქვს ბმული.
ჩვენცა ამ გვარად მოცულთა ვერა შევნიშნეთ დღეთ დენა,
და ბნელიც არის საყვარელთ ამ გვარ საქმისთვის მოცდენა.

დაგვშთა ჩვენ ოდენ ვიოთოთ წარსულთა დღეთა ტკბილობა,
ჩვენისა გაზაფხულისა საყვარელთ ყვავილთ შლილობა.

იქნება მარად ჰსტიროდე, რომელ წარსულსა შვენებას
ვეღარ ჰპოვებდე, ჰსჭმუნავდე, ჰყვედრიდე აწმყო დროებას?

მაშა ისწრაფე, მოვედი, შთახედე ამა ჩემს გულსა,-
მუნ ჰპოვებ შენსა შვენებას, ტრფობის ხელითა ხატულსა,

ვით პირველ თვალთა გიხილეს, იმავ შვებითა სახულსა,
ერთგულებისა ჩემისა ფარდისა ქუჱშე დაცულსა.

კნ. გ.ერისთავი.

1.6 * * * (ღამეს უვიან მთიებნი ნაზნი)

▲back to top


* * * (ღამეს უვიან მთიებნი ნაზნი)

ღამეს უვიან მთიებნი ნაზნი,
ტფილისს ჰსუფევენ მნათნი ლამაზნი.
შორის ციურთა მნათთა ღამისა
აღემატების სხივი მთვარისა.

არამედ იგი, ვის ვერ შევჰკადრებ
ჩემის ენის ქებისა ძნობას,
დიდებულათა გავსილ მთვარისებ
შორის დიაცთა მხოლოი ელავს.

ვითარ ციურის ახოვნებითა
ვალს დიდებულად ჰაეროვანი;
რავდენ სასვე აქვს სიტკბოებითა
ნატიფი მკერდი სანდომიანი!

ვით მიმოისვრის ხაზთა გუგათა ელვა-მოსილთა!
ვითარ აშვენებს ღაწვთა ციმციმი მისთა ღიმილთა!...
აწ კმარა, ენავ, ჰსდუმენ, ნუ მადნობ, არა ვარ სალი:
მიგიცემია სიჭაბუკისა უგონო ვალი!

რაზმაძე

1.7 ზამთრის შემოღამება

▲back to top


ზამთრის შემოღამება

(გრაჶინა რასტოპჩინიდგან.)

შავმა ნისლმა მზისა შუქი დააბნელა სიწყვდიადით
შუბლსა გარე კაეშანი მომეხვია ღრუბელივით.

არა ეგრეთ მეამების ნელი სიო, მზის სინათლე,
ვითა მქრთალი სხივი მთვარის, ვითა ქარი მოშრიალე.

ხშირად ცისა ჩამოღრუბლვა დამაფიქრებს მხიარულსა;
ხშირად ბნელი დაღამება მეფინება ნაღვლად გულსა.

მაგრამ რის-გან შეეჩვივნენ ფიქრნი ესრეთს სევდას?
ანუ-თუ გლოვა ბუნებისა დააღონებს ჩემებრ ყველას?

ანუ ესე მიუხვედრი იდუმალი ჭმუნვარება
მხოლოდ მე ჩემს საგრძნობელად, მხოლოდ ჩემს გულს ეთვისება?

და იქნება მისთვის გულსა კარი ადრე დაცაეხშო,
რომ აქვს მასცა დასავალი და ზამთარი უნუგეშო;

რომ მთიები იმედისა, რომ ვარსკვლავი სიხარულის,
ცხოვრებისა გზასა-ზედა არა დიდხანს მიგვინათის?

არა ერთხელ სიჭაბუკე დაუთრთვილავს სიბერესა,
არა ერთხელ ბედის დილა შეუცვლია შავს ღამესა...

გარნა ვინცა მსხვერპლად ჰქმნია სიყვარულსა უიმედოს,
მან გულითა დამჭკნარითა ნუ-თუ ოდეს განიხაროს?

თ.

1.8 ფიალა

▲back to top


ფიალა [1]

მიყვარს ფიალა სპეკალი,
ოდეს ღვინის ნაპერწკალი
ნათობს, დუღს, ელავს მას-შიგან
თითქოს ლალის ნათელ-წყალი.

მიყვარან ძოწნი ბაგენი,
ეშხით, ღიმილით სავსენი,
და სიყვარულის წყურვილის
კოცნითა დამაცხრობელნი.

მაგრამ ბაგესა გამშრალსა,
უეშხოს, ღიმილ-გამქრალსა,
მოწყენით ვუმზერ შორითა,
ვითა ფიალას ნაცალსა.

________________

1 ეს ლექსი არის გადათარგმნილი პოლშურს ენაზე ლადი-ზაბლოცკისგან და დაბეჭდილი მის ლექსებში გამოცემულს ლეიბციღის ქალაქში.)

2 პროზა

▲back to top


2.1 აღსასრული ქუჱყნისა

▲back to top


აღსასრული ქუჱყნისა

მოთხრობა (გარდმოღებული რუსულით.)

მთარგმნელისაგან

წინადადებულზე აქ მოთხრობა ეკუთვნის რუსეთის მწერალს, კამენსკის, რომელიც, ამ ოცის-თხუთმეტის წლის წინად, შემოიტანდა დიდის სიუხვით რუსეთის ლიტერატურაში მოთხრობაებს საფრანგეთის ცხოვრებიდამ. დამწერს აღურჩევია მასში მეათე საუკუნე-იგი საზარელი საუკუნე, როდესაც მთელი საქრისტიანო იყო აღგებული ფიქრით, რო ვითომც იმ საუკუნეს დასასრულში, ესე იგი ათასის წლის გასულს ქრისტეს შობიდამ, უნდა ბოლო მოჰღებოდა სრულს ქუჱყანას. ამ დროს არიან წარმოდგენილნი იტალიის ქალაქს ბოლონიაში. ორნი ყმაწვილნი-კაცი და ქალი, სახელითჯულიო დაბიანკა, რომელთაც პატარაობითვე ჰყვარებიათ ურთიერთი, მაგრამ, სხვად-და-სხვას ანგარიშის-გამო ქალის მამისა, ვერ ჰსწევიან იგინი გულის წადილს, და მხოლოდ მაშინ მიჰსცემიათ მათ ნება შეუღვლებისა, როდესაც მოსწეულა უკანასკნელი დღე უკანასკნელის მეათასის წლისა, ესე იგი ვადა ქუჱყნის აღსასრულისა. წარმოიდგინეთ, რით გათავდა ეს სამწუხარო ამბავი: მომლოდნენი და თითქმის თვალით მხედველნი ქუჱყნის დარღვევისა, რომელსაც თითქოს განგებ წარმოაჩენდნენ სხვა-და-სხვანი საშინელნი მოვლინებანი, - ჯულიო დაბიანკა განვიდნენ სასაფლაოზე, წაიღ-იღეს ურთი-ერთი, და ასე ცხოველად, ასე თავდავიწყებით მიეცნენ ფიქრსა იმ სოფელს გარდასვლისას საუკუნოს საცხოვრებლად და ყვარებლად, რო მეორეს დილას, როდესაც გარდაიარა საზარელმა ვადამ, და ქუჱყანა ისევ ქუჱყნად დარჩა, იქ ჰპოვეს, ორთ მხურვალეთ მიჯნურთ ნაცვლად, მხოლოდ ორი გაცივებული და სულ-მიღებული გვამი. - ეს მოთხრობა თავის დროზე იყო კარგად მიღებული რუსულს ჟურნალებში და ერთს მათგანში იყო კიდეც შენიშნული, რობაირონი, ეგრეთვე მდიდარი ლორდი, როგორათაც უპირველესი პოეტი ანგლიისა, ვინ იცის რავდენს ათასს ფუნტს სტერლინგს მიჰსცემდაო, რო იმას მოსვლოდაო ეს საკვირველი ჰაზრი ერთ-ერთის თავის პოემისა-თვისაო. ჩვენც დავხარბდით და გარდმოვიღეთ ჩვენთა მკითხველთათვის „აღსასრული ქუჱყნისა“, თუმცა არა წარჩინებულის ხელოვნებითის ღირსების-გამო მისისა რომელიცბევრით ჩამოუვა ახლანდელს ამ-გვარს რუსეთის მწერლობას, არამედ იმ შვენიერის, მდიდრის და მოსწრებულის ჰაზრის-გამო, რომელზედაც არის დაფუძვნებული მოთხრობა, წარმომდგენი ამასთანავე მეტად ცხოველად მაშინდელის საფრანგეთის სურათისა ვიმედეულობთ, რო მკითხველნი არა განგვკიცხვენ, ამ გზობით, ამ ნაირის აღრჩევისათვის, რომელიც მიჰსცემს მათ მასალას არა მოსაწყენის კითხვისას.

თ.

აღსასრული სოფლისა

რამდებოდა ქალაქსა ბოლონიას, როდესაც ერთს ვიწროს ქუჩაში მოდიოდა დაფიქრებით ახალგაზრდა კაცი. მაღლის ტანს ესხა გრძელი და განიერი შავი წამოსასხამი. მხრებზე ეკიდა ადგა და წელში ერჭო გამხმარი ბზა. ფეხები ჰქონდა ამოკრული თასმის სანდლებითა, ხელს ეპყრა მძიმე კვართხი და გულზე ეკრა ნაჭრების ჯვარი. სახით ეტყობოდა მას შორი მგზავრობა, ხოლო ტანთ-შემოსილობა ცხადად წარმოაჩენდა რომ იგი იყო პილიგრიმი (მლოცავი), მომავალი პალესტინიდამ.

დროსა მას ხელმწიფე ტუ გლეხი თანასწორ აღუთქვავდნენ, რომ ერთხელ მაინც თავანთ სიცოხლეში ეხილათ წმიდა ქალაქი იერუსალიმი და თაყვანი ეცათ ქრისტეს საფლავისთჳს.

მოგზაური გამოვიდა პატარას მეიდანზე, რომელიც იყო გადაკიდული მდინარის ნაპირს, მიუახლოვდა იქ მყოფს ძველს მონასტირს, დაუკაკუნა ზღუდის კარი, შემდგომ დაებჯინა ორივეს ხელით კვართხს და იწყო ლოდინი. მოისმა ფეხის ხმა და ჩხარუნი გასაღებებისა, კარი განეღო, -კმაროდა შეხედულობა პილიგრიმისა, ტანთცმა მისი, რომ იგი უკითხავად შესულიყო სენაკს თანამოძმეთა ქრისტიანეთასა. იგი შევიდა და მიფარებულ-იქმნა ხშირს წაბლის ხეებში.

სრულს ქალაქს ეძინა, თუმცა იყო ჯერ კიდევ ადრე... მაგრამ მაშინ, მეათეს საუკუნეში ქრისტეს შობიდამ, ბოლონია სხვა არის. მაშინ არ იყო არც ესე მაღალნი სასახლენი ურიცხვის სვეტებითა და კოლონადებითა და კოლონადებითა, რომელნიც თვისის სილამაზით და მდიდრის შეხედულობით აპატიოსნებენ ქალაქს, არ იყო არცა ესე ეკლესიანი, აღშენებულნი ასასწლობით, შემკობილნი მხატვრობითა და ხელოვნებითა, არცა ესე ძეგლნი მარმარილოსნი, მტკიცენი, დაუსრულებელნი, რომელნიცა დაჰშთებიან სახსოვრად თვით აღმაშენებელთა მათთა. ტაძარი სარწმუნოებისა, განათებული პირველის მოგონებითა უდიდესის ხელოსნისათა და დაგვირგვინებული ჰაეროვანის არშიებითა, და სხვა მრავალნი საყდარნი მღვთისანი, და თვით ხატნი, განმამშვენებელნი ამა საყდართანი, გალლერეიები და აკადემიები. -ყოველივე ესე, იქმნება, წარმომცენარებდა ნელიად, შეუნიშვნელად, გარნა აღმობრწყინდა მხოლოდ შემდგომ მრავალთა წელთა განსაკვირვებელად ქუჱყნისა; პლანი ხელოსნისა ჯერეთ არ დახაზულიყო; მხატვრობა -ესე უენო, გარნა მხურვალე და ცხადი საუბარი სულისა ღმერთთან და ბუნებასთან, ჯერეთ არ დაწყებულიყო, და საკვირველსა იარაღსა მისსა, მდებარესა მიწასა შინა, ჯერეთ არ მიეღო გრძნეული ძალი იგი, რომელიც სულდგულჰყოფს ცივსა ტილოსა სხივითა და ყვავილებითა... მუნ, სადაც მოჰსჩანან ეხლა განიერნი, თანასწორნი ქუჩანი, ასპარეზნი, გარეშე მრავალ-ეტაჟიანის ოქროს ჩარდახებითა და მარმარილოს თაღებითა, მუნ მეათეს საუკუნეში, იყვნენ ვიწრო ორღობეები, ცარიელი მეიდნები, ყარიბი სახლები - და მაშინ საზოგადოებითი, ვაჭრობითი, ზნეობითი და მმართველობითი მდგომარეობაცა ბოლონიისა, შინაური და გარეგანი გამართულობაცა მისი - იყო ესრეთსა ურიგოებასა შინა. ერთის სიტყვით,მაშინდელი ბოლონია სხვა იყო და ახლანდელი სხვა არის.

- რა გასაკვირველია, პატივოსანოფრანჩესკო? სამის წლის მგზავრობა, სამი ათასი ვერსი წასვლა მოსვლისა, შრომა, ზრუნვა -დიახაც ყველას გამოჰსცვლის.

- ამისთანავე ნადველი, ავადმყოფობა სულისა?

- დიახ, წმიდაო მამაო, უმაგისობაც არ იყო: უპასუხაჯულიომ, და ამ თქმაზე ღრმად აღმოიოხრა და ჩაფიქრდა.

მწუხარება არის პირველი სამი გულისა. პატრის კითხვაზე ამ სიმმა იწყო წკარუნიჯულიოს გულში.

- კმარა, კმარა,ჯულიო: უტევე წუხილი, უტევე ჭმუნვა. ჰსჯობს მიამბო -თუ სად იყავ, როგორ მოიარე, რა გაიგე, რა ნახე, რა იცი ახალი პალესტინისა? ოთხჯერ ვყოფილვარ იქ და ეგრეთვე სასიამოვნოა ჩემთვის ყოველი ანბავი იერუსალიმისა. ნუთუ ისევ ისეც იტანჯებიან ქრისტიანენი?

- ისევ ისე, წმიდაო მამაო!

- ოხ ღმერთო, ღმერთო ჩემო! ღაღად-ჰყო პატრმა კეთილ-კრძალულებით: როდის იქმნება დასრულებულ-იყვნენ უბადრუკებანი ჩვენ ხელთაგან ურწმუნოთა საფლავი მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა? - ოხ, მარგარიტო მეოხებისაო! როდის იქმნები შენ გვირგვინსა შინა უღვთოთა მფლობელთასა? როდის იქმნება, მშვიდნი მორწმუნენი შენნი თავისუფლად მოსულ იყვნენ და თაყვანი ეცესთ შენისა უწმიდესისა საფლავისათვის. -

ჯულიომ უგდო, უგდო ყური აღმაღლებულსა ღაღადებასა პატრისას, მერე დაჰკიდა თავი და წავიდა ფიქრში. - ფრანჩესკო წამოდგა, გააღო განჯინა,გადმოაწყო შეკრული დამტვერიანებული ქაღალდები, და მოჰყვა: ეს არს აღწერა მოგზაურობისა ჩემისა იერუსალიმს; აწ წარვუკითხავჯულიოს, შევამოწმებ, შევნიშნავ, თუ რავდენი ცვლილება მომხდარა მას აქეთ, და შეუდგა კითხვას. - შუაღამემ კიდეც მოახწია, მაგრამფრანჩესკო კიდევ იჯდა წიგნების სტოლზე. ბოლოს უეცარმა ჯულიოს ძახილმა წამოახტუნა პატრი. ღმერთო ჩემო! აღმოიძახებდაჯულიო: რატომ ყველას არ შეუძლიან დაჰსდგრეს, დაივიწყოს სოფელი, მაოება?-

- ჯულიო! შენ კიდევ აგრე ზიხარ? დაწექ, შვილო ჩემო, დაიძინე, მოისვენე,

- აი საწოლი.

-გმადლობ,ფრანჩესკო! სულს მშფოთარს არ ეთვისება ძილი; იგი ჰრბის მისგან შორს და თვის შემდეგ უტევებს მხოლოდ საშინელს სიზმრებს.

- ჯულიო, რა ადგემართა, უწინდელივით ჰშფოთავ: ნუ თუ მადლმა მღვთისამა არ დაგამშვიდა შენ, არ გაჰკურნა წყლულება გულისა შენისა? უტევე სხეული, უტევე მტვერი: შენ გიხილავს დასაბამი ზეცისა, გინახავს პალესტინი.

- წმიდაო მამაო! იდუმალი ჭმუნვარება ვითარცა ჭია უწინდელივით ჰხრის, ჰხოკნის გულსა ჩემსა; აკვანი ბედნიერებისა ჩემისა უწინდელივით ირწევა კედელთა შინა ამა ქალაქისათა... ოხფრანჩესკო! მე მეგონა, რომ რაკი რჩევითა შენითა წავალ მეთქი მგზავრად, მაშინვე დავივიწყებ ყოველთა ცთომილებათა გულისათა, ყოველთა სოფლისა ამაოებათა? არა, სახე დამატკბობელი დამდევდა მე ყოველგან. ერთს საღამოს, როდესაც ვიქირავეთ ხომალდი კონსტანტინოპოლში და შეუდეგით ზღვაში ცურვას, უეცრად რაღაც მნათი მოჩვენება წარმოგვიდგა თვალთ წინ, ცათა და ღელვათა საშუალ... ამ მოჩვენებას მაშინვე დაედევნა ნისლი და თითქმის სრულებით დააბნელა. მდუმარედ ვიდეგ აფრათა შორის და ვუყურებდი... ნისლი მოჰსწყდა, ერთი-ერთმანერთ-ზედ აღირივნენ, განიფანტნენ ნაწყვეტნი მისნი, და შემდგომ უეცრად მომეჩვენა სხვა ახალი, საკვირველი სახილველება: იგი იყო სახე ქალისა, - და ამ სახეში ვიცან სახე ჩემის სატრფოსი, ჩემის სასურველის ბიანკასი.

- ახ უბედურო, საბრალო ყმაწვილო კაცო! -იტყოდა ამოსვრითფრანჩესკო.

- მეორეთ კიდე, - განაგრძელებდა ჯულიო: და ვითა ცხადად მახსოვს გამოღვიძება იგი იერუსალიმს, დილით, როდესაც ქალაქი სოლომონისა წარმომიდგა ყოველთა თვისითა ელვარებითა, ყოვლითა თვისითა დიდებითა, ცისკრისა სხვითა შორის. მახსოვს, მახსოვს ცხოვლად, თუ ვითარ მსურდა მეჩვენებინა დიდებული სახილველი ესე ჩემის სასურველის, ჩემის ბიანკასთვის, - მსურდა, და სურვილი ესე თითქმის აღმიხდა გამოხატულობაში. მეჩვენებოდა, ვითამც იყო ჩემთან და მე მასთან, შეთვისებული სულითა, - და ჩვენ ორნი დავჰფრინავდით გუმბათსა ზედა საყდართა დავითისა და სოლომონისათა, დავეწაფებოდით ბაგით სილუმის წყაროებს და ვლოცულობდით გოლგოთაზე.

- დუღილი, არეულობა სისხლისა! იტყოდა წყნარის ხმით ფრანჩესკო.

- დიახ, პატივოსანო მამაო, იგი იყო არსება, შექმნილი ჩემის ოცნებით, რომლისაგანაც მაქვს დატყვევებული გრძნობა, გონება, გამოხატულება.- ტკბილ-იყო ჯერ გამოღვიძება ძილით, გარნა სამწუხარ-იყო მერმე გამოღვიძება იმა ოცნებისაგან, და სინანული ჩამომეპარა გულში...ბიანკავ,ბიანკავ! იქნება არღა მიმელოდე! იძახდაჯულიო თვალცრემლიანი: იქნება, დამფალ მე ფიქრთა შინა შენთა საუკუნოდ? მაგრამ არა,ბიანკავ; მე უკუ-მოვიქეც; მე გნახავ შენ, შენ მნახავ მე.-

- შვილო ჩემო, საბრალოჯულიო! ევედრებოდა ფრანჩესკო, დაუტევა რა ქაღალდები თვისი; მოთმინებას მიეც თავი შენი, დაჰსცხრი, ცრემლი და სასო-წარკვეთილება არს მხოლოდ კუთვნილება სუსტისა სულისა: მხნე იყავ და შეკრიბნე ძალნი.

- მხნე ვიყო? ზედ-დაატანაჯულიომ; აბა მტერი, პირისპირ რომელსაც მირჩევ გამხნევებას? -კაცთა, ჰსჯულთა, სრულს სოფელს ვარ ვჰყობ, დავთრგუნავ ფეხით; ვიხმარებ მძლავრობას იქ, სადაც სიტყვით და ვედრებით ვერა გავაწყრა. - მაღალო ღმერთო! როდის იყავ შენ წინა-აღმდეგ კაცთა ბედნიერებისა? თვით იგინი არიან დამარღვეველნი მისნი. ერთი სიფრთხილით ჰფარავს ჩემგან სიბნელეში მარგარიტსა ჩემსა, საუნჯესა ჩემსა; მეორე სავალზე, შორს, შორს, სადაც ათასი საშინელება, ათასი შრომა, ღვწვა, სიკვდინება არიან მხოლოდ თანამავალნი ჩემნი.

- შვილო ჩემო! არ დააწყნარებ ცოდვილს ენას? წაჰსძახა ფრანჩესკომ. პატრს ეგონა,ჯულიო ჭკუიდამ შეიშალაო. მაგრამ ჯულიომ ანაზდად დაიდაბლა ხმა და ჰკითხა:

- წმიდაო მამაო, მაუწყე მხოლოდ, მითხარ ერთი:ბიანკა ცოცხალია, თუ არა?

პატრმა ამ კითხვაზე წარბებეი შეიჭმუხა და იწყო ბოლთის კვრა.

- ცოცხალია თუ არა? მითხარ, გევედრები, პატივოსანო ფრანჩესკო, ეუბნებოდაჯულიო, დაუჭირა-რაფრანჩესკოს ხელი.

- ქუჱყნის-თვის ხომ არღა, და სიცოცხლისათვის ღმერთმა იცის, -უპასუხა პატრმა დაყოვნებით და ხელმეორედ მიუჯდა თავის ქაღალდებს.

ჯულიომ მსწრაფლად გააგდო ხელი პატრისა, და თითქოს მეხ-დაცემული, გოდებით, გარდაიქცა სარეცელზე.

ჯულიო იყო ობოლი და ხელ-და-ხელ მოხვდა ფრანჩესკოს, ნათესავსა და მეგობარსა მშობელთა მისთასა. კეთილი სული, შვენიერი გონება, შეხედულება-მიიზიდავდნენ, შეაკავშირებდნენ მასთან მოხუცებულსა.ჯულიო აღიზრდებოდა მის თვალთ წინ, და იგი დასჭვრეტდა მას სიამოვნებით, -და ესე პირველი ლუღლუღი სიყრმისა, ესე პირველი დასაბამი ცხოვრებისა, პირველნი გრძნობანი, მერმე ფიქრნი, მერმე გულის კვეთებანი, ყოველივე ესე მოაგონებდა მას წელთა სიყრმისა მისისათა; მაგრამ ფრანჩესკოს გამოეცადა სოფლის ამაოება, ღელვა, ამბოხება, და იგი განდგომილი ყურსა, მოსვენებულსა სენაკსა, ყოვლის ღონის-ძიებით მეცადინეობდა, რათა ჭაბუკსა გულსა შინაცა მისსა დაენერგა სიძულვილე სიტკბოებისადმი, წმიდანი გრძნობანი სარწმუნოებისანი, კეთილმსახურება, სიმშვიდე, - და მით უნდოდა მოემზადებინა იგი სამღვდელოდ, სასულიეროს შვილად, რომლისაც წოდება იყო იმ დროს სახელოვანი, პატივცემული და ღირსეული.

ცხრა წლის წინად დაუტევა-რა ვაჭრობა თვისი ქალაქსა ამალფას, მოიქცა ბოლონიაში ერთი მდიდარი და სახელოვანი მცხოვრები მისი,სებასტიანი რიჩჩი, თვისის მცირე წლოვანის ასულით. იგი უზიდავდა მონასტრის სხვა და სხვა ფარჩას, და ხშირის მისვლა-მოსვლით გაიცნა, დაუახლოვდა კრებას სრულს მონასტრისას ფრანჩესკო იყო პატიოსნად გამოჩენილი გვამი: გონიერება მისი, სასიამოვნო გამოთქმა, მოთხრობა თავის-თავ გარდასავალსა, დასასრულ მშვიდობიანი, კეთილი ქცევა, მოჰსწონდა სებასტიანს და უმეტესად დაუახლოვებდა მას. კავშრი ესე დღითი-დღე უმყარდებოდათ, და იგინი დასასრულ შეიქმნენ ჭეშმარიტ მეგობრად.ფრანჩესკო ხშირად ეწვევოდა სებასტიანს და დაჰყვანდა თან მოწაფე თვისი.მცირე წლოვანნი-ჯულიო და ბიანკა - ასული სებასტიანისა, იყვნენ თითქმის ერთის ხნისანი. - იგინიც ეგრეთვე ხასიათით, ქცევით, ჩვეულებით-მიემსგავსებოდნენ ერთი-მეორეს, და თითქოს თვით ბუნებით ანუ შემთხვევით იყვნენ დაკვეთილ, რათამცა ოდესმე კუთვნილ-იყვნენ ურთი-ერთისადმი. ხოლო ესრეთთა გრძნობათა ზრდიდა და აცხოველებდა ხშირი ერთად შეყრა, თამაშობა, ალერსი.

ჟამსა განთიადისასა, მიყურებულს წყვდიადიანს წალკოტში, მდუმარედ და უძრავად, თავდახრილი, ჰკიდია კოკორი თავის ღეროზე, მაგრამ წამი ერთი, და გარდაიშალა უეცრად: ფურცელნი ღვივიან, გამოჰბერვენ სუნნელებასა, და ოქროვანნი სხივნი მათნი გამოჰკრთიან საშუალ. - ესრეთ ჰყვავის სიყვარულიც თემთა შინა სამხრეთისათა, ესრეთ ანაზდად განიფუჩქნება იგიცა სუნნელებით, შვენებით, განცხრომით. მაგრამ გულსა, რომლიდგანაც აღმოცენდება ყვავილი ესე, ამძიმებს უკვე ფიქრი თითქოს ჩქარის დაჭკნობისა.

ესრეთ აღიფეთქა პირველმა ტრფიალებამჯულიოს დაბიანკას შორის. განვლეს რაოდენთამე წელთა ამ გვარს ნეტარებითს მდგომარეობაში, სიჭაბუკე განიშალა შვენიერებით, უმეტეს ფუფნეულობით და გამოესალმა სიყმაწვილეს. ოხ, ვითა ტკბილ იყო, ვითა მხურვალ მაშინ კოცნნანი მათნი!... ოხ! რაოდენი გრძნობა, თავაზი, სიხარული გამოჰსჭვრეტდნენ მეგობრულთა ხვევნათა შინა, ჟუჟუნათ თვალთა შინაბიანკასათა; რაოდენი ცეცხლი, ელვა, სურვილი გამოიხატებოდნენ მხურვალეთა თვალთაშინა მისის მიჯნურისათა! მოხუცებულნი უყურებდნენ მათ, ვითარცა და-ძმათა, და ყოველი ეჭვი შორს იყო მათგან; იმათ სხვა ჰქონდათ საუბარი, სხვა იყო იმათი ანგარიში, წასვლა-მოსვლა, და ან სად ჰქონდათ იმდენი მოცალება, რომ შეჰსდგომოდენ ყოველთა კვალთა აშიკობისათა და შეენიშნათ რომელიმე ბიწი ანუ შეცოდვილება.

სებასტიანს ჰქონდა მახლობელ ბოლონიისა შვენიერი ბაღი. იქ ხშირად მივიდოდაფრანჩესკო დროს გასატარებლად თავის გულის მეგობარი ეხილაბიანკა და დამტკბარ-იყო მას-თან ერთათ ყოფნით. ერთს ზაფხულის საღამოს, ორივ მოხუცებულნი დასეირნობდნენ ხეივან-ში, ათამაშებდნენ კრიელოსანს და ჰქონდათ დადინჯებული სხვა და სხვა საგან-ზე საუბარი. -უეცრად მეორეს ხეივნიდამ მოესმათ ჯერ ფეხის ხმა, მერე ლაპარაკი, -და იმავ წამს მიხვდნენ, რომ იგინი უნდა იყვნენჯულიო დაბიანკა, -შეუდგნენ და მიუგდეს ყური. ესრეთი იყო იმათი ლაპარაკი: - მე ვეღარ მიცვნიხარ ჯულიოვ, ეტყოდა ბიანკა: სრულებით გამოცვლილხარ! უწინ ბაგენი შენნი არ დასდუმდებოდნენ, არ დაიღალებოდნენ ჩემთან სალაპარაკოდ, მომალხენდი, შემაქცევდი, მანუგეშებდი, ახლა ამაოდ გამოველი შენგან ღიმილს, ამაოდ ღაწვნი ჩემნიცა, აღგზნებულნი მხურვალებითა, გამოელოდებიან კოცნათა შენთა.

- ახ ბიანკავ,ბიანკავ! - უთხრა ჯულიომ. რას ნიშნავს სამდურავი ეგე? ახ, რო იცოდე თუ რა ჰგლეჯსგულსა ჩემსა, მაშინ თვით შენ შემიბრალებ მე; იყო დრო, როდესაც წალკოტი ესე გვმსახურებდა ჩვენ ნამდვილ სამოთხედ რომელშიაც გიხილავდი შენ ვითა ანგელოზს, ნეტარებისასა. მე მეგონა, სიხარული ჩემი, სიტკბოება ჩემი იქმნება შენთან დაუსრულებელი, - და ამ ფიქრით გეხვეოდი, გეამბორებოდი შენ, მაგრამ ოცნება ესე დაბნელდა აწ რაიღაც იჭვნეულობით, რომელიც იდუმალ მეუბნება მე, რომ მოახლოვებულა ბედითი წამი, განგაშორებენ ჩემგან და მიგცემენ სხვას.

სებასტიანმა დაჰსწია კალთა ფრანჩესკოს, და ორთავე უფრო ბეჯითად მიუგდეს ყური. -ვის შეუძლიან ჩვენი განშირება? ამბობდა ბიანკა და ეხვევო და ჯულიოს: და ან რა არის ეგ შიში, იჭვი, ვის რა ხელი აქვს ჩვენთან? შენი ვარ, შენი, ვჰფიცავ, ვჰფიცავ, ჯულიო.- გესმის, ფრანჩესკო, გესმის? ეტყოდა თრთოლით და ჩურჩულით სებასტიანი. ხუმრობენო, ხუმრობენო! უპასუხებდაფრანჩესკო.

-ახ ბიანკავ, ახ ჯულიო! ხმა ჰყვეს ორთავე და ზედა-დაატანეს ტლაშა-ტლუში; მერე, დაასრულეს რა კოცნა, დაჰკრეს ფეხი და გაიქცნენ, და დიდ ხანს ისმოდა იმათის სირბილის ხმა, მოხუცებულნი დარჩნენ სახტად, ჯერ უყურეს უყურეს ერთმან-ერთს, მერმე პირველსებასტიანმა უთხრა:

- ნახე, რა ამბავი მოხდა?

- რა ამბავი? ჰკითხა ფრანჩესკომ, მითომ არაფერი.

- იცი-რა? მე დავაშავე, რომ წინათვე არ გაცნობე: ბიანკას კიდეცა ჰყავს თავისი საქრმო, ამ დღეებში მოუვა და წაიყვანს კიდეც... დაბიანკას არ მივცემჯულიოს, არა და არა!...

- და განა ძალას გატანს ვინმე? გეუბნება, გთხოვს ვინმე, წინააღმდეგია ვინმე?

- რასაკვირველია ეხლა ყველა წინა-აღმდეგია.

ჩვენ აქამდის ეს დაახლოება გვეგონა მეგობრობის ნიშნად, მაგრამ ვიყავით ბრმანი და ვერა ვხედავდით ფათერაკს.

- მითომ რა ფიქრი გაქვს?

- შენ რა იცი: ეხლა თითქმის დაჰკარგო ხელიდამ ბედნიერება ჩემის ბიანკასი, დაჰკარგო სრულებით...

მე, უგუნური, როგორ მოვიფიქრებდი, რომ კრავი გადაქცეულიყო თრითინად და გაეთხარა

სორო ჩემის სახლის ეზოში.

- მადლობელი გახლავარ, სებასტიანო, ჯულიოს ასე გაუპატიურებისათვის. შენ ჯერ არ იცი, რომ ჯულიო შვილზე უმჯობესია ჩემთვის?

- შენ-კი გგონია,ბიანკა ჩემი ქალი არ იყოს?

ჰსთქუჱს და წავედ-წამოვიდნენ უმადურად.-

მაგრამ, მეორეს დღეს,ფრანესკომ ჩვეულებისამებრ გაუმრავლა ჯულიოს გაკვეთილები. ჯულიომ დაასწრაფა საქმე, და საღამოზე, როდესაც ჰსთხოვა ნება წასასვლელად სებასტიანის ბაღში, ფრანესკომ გამოუცხადა გარდაწყვეტილი უარი; ხვალეც, ზეგაც, მაზეგაც, ერთს კვირას სულ ეუბნებოდა უარს, მაგრამ ჯულიომ, როგორც იყო, ჩაიგდო ნახვა ბიანკასი, შეიტყო საქმის ვითარება; ამ დროს შემოვიდა ბიანკას მამაც, და იმანაც გარდაწყვეტით გამოუცხადა, რომ ამის შემდგომ აღარ გაბედოს მის სახლში მისვლა და ხილვა ბიანკასი. ჯულიო ჰთრთოდა, არ იცოდა რა ექნა, და იქნება სასისხლოთაც წაჰკიდებოდა სებასტიანს, არ მიეხედნა არც სიბერისა, და არც ჭაღარისა მისისათვის: მაგრამ მას ჰქონდა კიდევ იმედი ბიანკასი. ამის მიზეზით დაიკავა თავი და უჩხუბრად გამოვიდა სახლიდამ.

ფრანისკო ამშვიდებდაჯულიოს, მაგრამ ცდანი მისნი დარჩნენ ამაოდ.ჯულიოს დაემართა სევდა და დაუტევა ყოველი საქმე.ფრანისკო ჰსწუხდა თავისის პლანების დარღვევას: იგი ჰსცდილობდა, თუმცა ამაოდ, რომ მოწაფე მისი კურთხვილ-იყო პატრად, მით უმეტეს, რომჯულიო ცხრამეტის წლისა ჰსჯობდა უკვე ყველა ღვთის-მეტყველსა სრულს ბოლონიაში. ჯულიო ორისსამის დღეობით დაუტევებდა სენაკს მამობილისას. აღარა ჰსჩანდა ხოლმე, ერიდებოდა კაცთა, ემალებოდა ამხანაგთა თვისთა, გარნა ნიადაგ ეძებდა შემთხვევას, რომ ეგებ სადმე მოეკრა თვალი ბიანკა-სათვის... შემდგომ რაოდენისამე დროისა სებასტიანი და ფრანჩესკო შეიყარნენ.

- როგორ შენ და შენი მოწაფეი?

- როგორ შენ და შენი ქალი?

-ფრანჩესკო!

- სებასტიან!

და გარდაეხვივნენ ურთი-ერთს თვალ-ცრემლიანნი.

- ფრანჩესკო! მოდი ვიყვნეთ ისევ მეგობრად.

- ვიყვნეთ, უთხრა პატრმა, და თვალთ ცრემლი წარიხოცა.

- მეგობრობა მოხუცებულთა უნდა იყოს მტკიცე, შეურყეველი: არა?

- ოღონდაც, მეგობარო!

- მაშ ისევ მეგობრები ვართ?

- რასაკვირველია, სიკვდილამდინ!

მოხუცებულთ გული დაუმშვიდდათ და დასხდნენ იგინი ხის ქუჱშ.

- ფრანჩესკო! მე მაქვს ერთი სათხოვარი შენთან.

- რა სათხოვარი? არ მინდა სიტყვის გატეხა. -ამ თხუთმეტის. წლის წინად, სავაჭროდ მივდიოდი ხომალდით ვენეტიკს. ყოველი საცხოვრებელი ჩემი და ჩემის პატარას ასულისა მქონდა. თანა. ერთს დილით ჩვენს ხომალდს დაესხნენ ზღვის ავაზაკნი; დიდხანს ვიბრძოლეთ, დასასრულ გვძლიეს მათ. -ამ დროს, სად იყო და სად არა, უეცრად შემოგვეშველა მხნე და ვაჟკაცი სციპიონ ვენეტიკელი, ჩემი ადრინდელი ნაცნობი; ერთის შემოტევით განჰფანტნა მან ავაზაკნი და გადაგვარჩინა მტერთაგან მე და სარჩო ჩემი. მაშნვე, რა არ ვიცოდი, თუ რით დამემადლებინა, აღუთქვი მე მას ნახევარი ჩემის ქონებისა.სციპიონმა უარ ჰყო. რა მექნა? ფიქრში მომივიდა, რომ იმას ჰყავს ვაჟი, მე მყავს ქალი, და რა განვუცხადე ჩემის მხრით სურვილი იმათის შეუღვლილებისა, ისიც შეთანხმა დიდის კმაყოფილებით; მივეც სიტყვა ფიცით და სიწმინდით. - ფრანჩესკო, აღმასრულებინე სიტყვა, არ გამატეხინო ფიცი.

- როგორ, როგორ?

- ჯულიო განვაძეოთ აქედამ.

ფრანჩესკო განჰკრთა და წამოიწია. -

- რას ჰკრთი, მამაო! უთხრა სებასტიანმა: მე ვამბობ, რომ განვაშოროთ ჯულიო რაოდენსამე ხანს აქედამ.-

- როგორ? სად?

- ჯულიო არის ყმაწვილი კაცი, მხურვალეს გამოხატულებისა, მღვთის-მოყვარე, და რასაკვირველია იმისთვის ადვილია არ ერთით სასარგებლოც იქნება, რომ წავიდესპალესტინაში, იხილოს ქალაქი დავითისა და სოლომონისა, მით, რომ მოგზაურობა ესე პირველად, განამრავლებს ცნობათა მისთა და გამოადგება პატრობაშაც, და მეორედ იხსნის გარდამავლობისაგან და არ შეიყვანს განსაცდელში. იფიქრე, ფრანჩესკო, გაბედე, დამიჯერე.

- ვნახოთ, ვნახოთ-უპასუხებდაფრანჩესკო: თვით ჰაზრიც ამ მგზავრობისა არს მადლი მღვთისა, მაგრამ შენ მითხარ ღონისძიება...

- ეგ ადვილია, თვით მე მივცემ ყოველსავე შემწეობას, თვით მე გავუმართავ ხელს, ამისთვის რომ არ იცი, როგორ მიღირს სახელი ჩემის ასულისა.

- რა ხელის გამართვა უნდა? მხოლოდ ერთი აბგა, კვართხი... მაგრამ პირველი კეთილ მნებელობა და მადლი მღვთისა: იმათი სყიდვა არას საუნჯით არ შეიძლება.

- ოღონდაც, ღმერთია ყოვლის კეთილს საქმეში.

დაღამდა. ღამენი სამხრეთისანი არიან ეგრეთვე ტურფანი, ვითარცა ქალნი იქაურნი. მთოვარე საამოდ, მშვენივრად განანათებდა არემარეს. დაწყნარდა, დადუმდა ყოველი, ნიავი შეჰსდგა, პეპელათ შეჰსწყვიტეს ზიზინი, არღა განისმის ფოთელთ შრიალი.

- მხოლოდ რაღაც გრძნეულებით იყო შემუსიკებული ჰაერი.-

* * *

თავის მამის ბაღში, იმავ ხეივანს, იჯდა გულდაობლებული ბიანკა. ვერღა იცნობდით ბიანკას!! მკერდი უღელავდა ნაღვლით, შუბლზე ესახა ჩრდილი ჭმუნვარებისა, თვალთა შინა განექრა ცეცხლი შეუშრომელთა ცრემლთაგან; ღიმილი არღა თამაშებდა გამხდართა ღაწვთა და ბაგეთა ზედა: თუმცა ამა შეხედულობით იგი იყო უმეტეს დამატყვევებელი ეშხითა თვისითა. თითქოს დამაშვრალი, იჯდა იგი მიყრდომილი ხეზე და ჰსწუხდა განშორებულს ჯულიოსთვის.

სხივი მთვარისა ჩამოდგა საშუალ შტოებისა და განანათა გამხოლოებული სატრფო, განსპეტაკებული თეთრის სამოსლითა.ბიანკამ გარდიყარა თეთრს მარმარილოებ მხრებზე გრძელი გიშერნი თმისანი, გაისწორა შავის ატლასის სარტყელი და წამოდგა, ახედა მოწყენით მთვარეს, და გადმოჰყარა-რა თვალთაგან ცრემლი მსგავსად ობლის მარგარიტისა, შემდგომ მოყვა ესრეთ:

- ღამევ, ღამევ! დაუსრულებელ-იყოს სიბნელე შენი, და არა შესცვალოს იგი დღის ელვარებამა! მიყვარხარ, თალხად-მოსილო ღამევ! შენ ხარ მსგავსება საბრალოსბიანკასი! რას ელი ეგრეთ დაყოვნებით, მთვარეო ღამისაო? რას ელი? რას ველი თვით მე, უიმედო უნუგეშო პყრობილი ქუჱყანასა შინა? იყავ უძრავ, თანამოგზაურო ჩემო! იქნება დატყვევებულმა შენის სიტურფით, განკრთომილმა აღშფოთებულის სიზმარ-ჩვენებით, ამავე ფიქრით-შემოგხედოს შენ და ინუგეშოს შენ-მიერ შორეულს ქუჱყანას; მაშინ თვალნი ჩვენნი შეიყრებიან და ესე შეხვედრა იქმნება ტკბილ-შეყრად ორთა სულთა ზეცაში, აღფრენილთა უკვე ამიერ სოფლით. უტევე, იმან შენში, ვითა სარკეში, წარიკითხოს მოთხრობა სულისა და გულისა ჩემისა. მაშინ უჩვენე მას ცეცხლის ნაპერწკალივით მღელვარე ცრემლი ესე, რომელსაცა ვაფრქუჱვ მე, შემდგომ ჩემის მიჯნურისა. გამოსალმების დროს შენ იყავ მოწამედ თუ ვითა ვფიცე ყვარება მისი საუკუნო ახლა აუწყე მას, თუ ვითა მრწამს მე ფიცი ესე აქამომდე... „ნუ ჰსტირო, ნუ ჰსტირო,ბიანკავ!“ მეტყოდა ისი, რა მესალმებოდა, და ამა სიტყვებში თითქოს მომესმოდეს მე ახლაც თვით ხმა იმედისა. ახ იმედო, იმედო, ვარაყო ცხოვრებისაო! ნუ განმიტევებ მე შეჭირვებულსა ცხოვრების გზაზე. აღმინთე ლამპარი შენი გულში და ნათლითა შენითა განჰსდევნე ჩემგან ყოველი განწირულობა.ჯულიო ეხლა იქნება ლოცულობდეს წინაშე ქრისტეს საფლავისა. - ნეტარ არს მხვედრი მლოცველისა! ლოცვა არს ჰაზრი მღვთისა, გამოხატული ბაგეთა შინა კაცობრივთა, ლოცვა არს ნუგეშ შეჭირვებულთა. -ილოცე, ილოცე,ჯულიო! ხოლო მე...

ბიანკამ შეჰქმნა ქვითქვითი, თვალი მოაშრა ღამის მნათობს და განვიდა ხეივნიდგან -ბიანკა თუმცა გამოესალმაჯულიოს იქნება საუკუნოდ, გარნა მან არცა რჩევით, არცა ვედრებით, არცა ქადილით არა განსტეხა ფიცი თვისი. - ბიანკავ! ეუბნებოდა სებასტიან: პატივ-ეც მოხუცებულსა მამასა, დაზოგე ჭაღარა ჩემი, ნუღარ იყოვნი, ივიწყე ჯულიო.

- სული, გული, გონება, მეხსიერება და თვით მხურვალე სიყვარული ჯულიოსადმი, აღმომხედე, საყვარელო მამავ: იქნება მხოლოდ მაშინ შეიძლებოდეს დამორჩილება ჩემი...

- ბიანკავ! მეტად ნუღარ განმარისხებ; შესაძლოა, რო დავივიწყო თვით მამაშვილობაც. - პირველ მე გთხოვ დამსაჯო ურჩი ასული: ცოდვილ ვარ წინაშე შენსა...

- ბიანკავ! იწამე შენი ღმერთი: ნუ გამაავკაცებ, ნუ მამაძულებ ღმერთსაც, კაცსაც, რად გინდა წავიწყმიდო სული! რაღას პირით წავჰსდგე წინაშე მსაჯულისა, წინაშე მამისა დაუსაბამოსი?

- მამავ, მამავ! ეტყოდაბიანკა, და ეხვევოდა მუხლთა მისთა: - მე ვჰსთხოვ ღმერთს, ცრემლითა ჩემითა განვჰბან შეცოდვილებასა ჩემსა, თავს დავდებ დამნაშავედ, და არ მოვიშლიჯულიოს სიყვარულს...

ამის შემდგომ მოვიდა საქრმო ბიანკასი: ალერსი, მოკითხვა, აღთქმულება მედიდურის ვენეტიკელისა - მიიღებდნენ მხოლოდ გრილსა, იძულებულსა პასუხს, და დასასრულ ბიანკამ გამოუცხადა მას სრული უარი. გაცრუვებული საქრმო ჩუმად, რომ სებასტიანმაც ვერ ჰსცნა, უკუ-მიიქცა თავის ქუჱყანაში.

სებასტიანი ჰსწუხდა ქალის გაჯკიფებას (?), ოხვრიდა და წვერს იგლეჯდა, ნანობდა აბრუს (?) გატეხას, და ამბობდა-თუ რას იტყვიანო ვენეტიკშიაო, სადაც ჰქონდა მას აღებ-მიცემა და ვაჭრობის ანგარიშები, და თითქმის საიდგანაც ედგა მას სული და ეძლევოდა ყოველი ღონისძიება.

- დამაცა შე თავის-ნათქვამო! კარგი, კარგი, ეს ხომ ასე მოხდა: ვნახოთ, თუ შენც ჯულიოს შეირთავ. როგორც მე ვენეტიკში ვეღარ წავალ, ისე შენც შენს ჯულიოს ვეღარა ნახავ.

ამ დროს ფრანჩისკო შემოვიდა სებასტიანთან სებასტიანმა გაიყვანა იგი და უთხრა: ფრანჩესკო, ერთს საქმეს გთხოვ: როცა დაბრუნდეს ჯულიო და გკითხოს ბიანკა, რომ ბიანკა შევიდა მოლოზნათა-თქო. - არა ჰსჯობს, რომ იმათ ნახონ კიდევ ურთი-ერთი, არ მინდა, რომ მამის უფლება დაირღვეს და ცოდვამ იდღესასწაულოს; უთხარ, მამას არ ენებათქო, მაგრამ რას ჰქვიან მამის ნება? დიდათა ჰსწამს იმას მამის ნება! დამაცა - როგორ დაგამწყვდიო, აგყარო ყოველი პატივი და მოგეპყრა სასტიკად-ჰსთქვა და თავი დაუკრა ფრანჩესკოს.

ერთს კვირას უკან ბიანკა წარგზავნილ-იყო უკვე ექსორიად ერთს შორეულს ნათესავთან.მოწყენით განატარებდა იგი მუნ დაობლებულთა დღეთა თვისთა, განტევებული თვინიერ ყოვლისა ნუგეშისა, და ნაცვლად ყოველთა სოფლისა კეთილთა დაშთენოდა მას მხოლოდ ერთნი მწუხარენი მოგონებანი ყვავილოვანთა დღეთა, მწუხარენი ვითარცა თვით იმედი ბიანკასი. -

* * *

იყო საუკუნე კაცთ სიცოცხლეში, რომელსაც ეწოდება: საუკუნე ქუჱყნის აღსასრულისა. იგი იყო მეათე საუკუნე, ანუ უკეთ ვჰსთქვათ, მეათასე წელი ქრისტეს შობიდამ. რასაკვირველია, კაცნი ჰსცხოვრებდნენ ჩვეულებრივ, საზოგადოებანი მრავლდენოდნენ, მეფენი და ქუჱშევრდომნი აღასრულებდნენ საქმეთა თვითა, თუმცა მძიმედ, დაზარებით, იძულებით, -გარნა ცხოვრება ესე ზნეობითი, საზოგადოებითი ყოველი იყო შეჭირვებული ფიქრითა მოახლოებულის სიკვდილისათა: ქრისტიანენი ამა საუკუნისანი ემზადებოდნენ გარდასვლად წუთის სოფლიდგან დაუსრულებელს სოფელს, ემზადებოდნენ წარდგენად საქმითა თვისითა წინაშე ჭეშმარიტისა მსაჯულისა, და დღითი-დღე მოელოდნენ სოფლის აღსასრულისა. იყვნენ მრავალნი ჭკვიანნი კაცნი. რომელნიც გამოათარგმანებდნენ ჰაზრსა საწინასწარმეტყველოისასა, სადაცა იხსენება: იყოს ქუჱყანა ვიდრე ათას წლადმდე. ყოველნი იყვნენ აღებულ ფიქრითა ამით, საქმენი, ღვაწლნი შესრულდებოდნენ თითქმის თვინიერ ყოვლისა მონაწილეობისა; შეჰსწყდნენ წყარონი კეთილ-მდგომარეობისანი, და ყოველსა მონაწილეობასა და მოქმედებასა სახელმწიფოთასა დაედოთ ბეჭედი უქმობისა, რომელიც უნდა აეხსნა მხოლოდ მოახლოებულსა საზოგადოს სიკვდილსა. -

იტალიასა შინაც უფლებდა საშინელი ესე ჰაზრი ქუჱყნის აღსასრულისა. მდიდარი სიმდაბლით აწოდებდა ხელს გლახაკსა და ეხვეწებოდა, რომ არ დამდურებოდა უწინდელს მედიდურობისათვის. მტერი მტერს უმეგობრდებოდა, და ყოველნი სინანულით მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, ვითარცა განდგომილნი სოფლისა ამაოებით. ვინაიდგან დღეს იყო თუ ხვალ უნდა დაეკრა საათს აღსასრულისას, და უკვე მოახწია უკანასკნელმა წელმა.

ერთს ზაფხულის დღეს, სადილთუკან, გამოვიდა რა ბოლონიაში ლოცვები, სრული ქალაქი, დიდი და პატარა, მდიდარი და გლახა, ღვდელი და ერი, შეგროვდნენ ერთს დიდს მეიდანზე და უყურებდნენ მზის დაბნელებას. - ვითარცა კანდელი, შესვრილი სისხლით, შეშავებული კვამლით, ეკიდა მზე გახუნებულს ცაში. ქალაქი ემსგავსებოდა დარღვეულს ტაძარს, სადაც კამარა არს დაბნელებული. ყოველი საგანი არს მოცული მდუმარებითა, და სადაც კაცნი შეძრწუნებულნი ესრეთს სანახავობით, მუხლმოდრეკილნი, კეთილ მოწიწებით, მოელიან საშნელსა საკვირველებასა.

- ცოდვილნო! მოინანიეთ საქმენნი! სთქვა ერთმან მქადაგებელმა: დამდაბლდით მძლავრნო. იფხიზლეთ მცონარენო! შეუდეგით გზასა ჭეშმარიტებისასა. მოახლოვდა სასუფეველი ცათა...

უფალო! ხმა ჰყო ერთა უმეცარმა: რათ გნებავს, რომ მართალ მორწმუნენი შენნი დამარცხდნენ ეშმაკთაგან, შევიდნენ განასაცდელსა შინა და დაემხნენ პირქუჱ წინაშე უღირსის ანტე ქრისტესა.

- შეხედეთ, შეხედეთ! დაიძახა მესამემ: რა საშნელი ღრუბელი წმაოვიდა! ეს ჰსწორედ ანტე ქრისტეა, თავისის კრებით, რომელიც მოვალს ბრძოლად ანგელოსებზე.

იმავ წამს საშინელი ღრუბელი გარდაიხსნა, გაიელვა, იწყო გვირგვინვა, და შემდგომ დიდხანს იძროდა ცა და ქუჱყანა.

მასვე მეიდანზე, ნელნელა მოვიდოდა დაღალული სებასტიანი და მოაქვნდა ზურგით რაღაც უშველებელი პარკი. მეტის სიმძიმით გადმოუვარდა მას ტვირთი, მოეხსნა პირი და გამოეფანტა ოქროები.სებასტიანმა ზედაც არ მიჰხედა დაბნეულს ოქროებს, და დანაშთენს მოჰკრა პირი. უჰ რა მძიმე ყოფილა ტვირთი ცოდვათა! ამბობდა თავის-თვის სებასტიანი: გინდ-რო სულაც ვუტევო ეს ფულები აქ, ვინ არს ამღები? ტყუილად ივზიდე(მივზიდე) ეკკლესიაში შესაწირავად იქაც არ მიიღეს. ღმერთო! ღმერთო! მოვესწრებოდით ამას? - კირილე, კირილე, დაუძახა მან ერთს ღარიბს კაცს, რომელიც უყურებდა შორით: აქ მო, აქ.

გლახამ ფეხიც არ გაჰსძრა.

- მოდი, ძმავ, ნახევარი შენ, ნახევარი მე: ან მიშველე ამ ფულების მიზიდვა წმიდისპეტრეს მონასტერში, ცოდვის შესამსუბუქებლად.

შემდგომ რაოდენსამე ქამისა, მზე ისევ გამოვიდა და დამშვიდდა ცა და ქუჱყანა.

მარტოდ, სენაკსა შინა თვისსა, ღრმად ჩაფიქრებული, იჯდაფრანჩესკო წამოდგა და გააღო. შემოვიდა სებასტიანი.

- დავიღალე,ფრანჩესკო, შემოველ შენთან დასასვენებლად.-

- მობრძანდი, მობრძანდი.

- შეიტყე, რა ამბავი იყო?

- რა ამბავი?

- ჯერ დაბნელება მზისა; მერმე მიწის ძრა, ანტე ქრისტეს მოჩვენება.

- რას ამბობ? ოხ, ღმერთო ჩემო! ჰხედავთ ცოდვის გამრავლება? მარტო აქ არ არიან ესრეთნი მოვლინებანი. სხვათა ადგილთაცა შინა გამოჩნდებიან ხოლმე ეგრეთვე კუდიანნი ვარსკვლავნი, ცეცხლის ბოძნი, საკვირველებანი; თვით იგი ადგილნიცა, სადაც დაბადებულა ქრისტე ღმერთი ჩვენი, სადაც მოვლენილა სახიერება ზეცისა. თვით იგი ადგილნიცა ითმენენ სხვა-და-სხვათა შეჭირვებათა, სიყმილისა, სენსა, მიწის ძრას. მდინარენი გამშრალან, ზღვანი გაყინულან, და როგორ გგონია ნუთუ ჩვენც კაცნიც-არა ვჰგრძნობთ გულში რაიღაც ცვლილებას? სინიდისი ვის არ აწუხებს, ვის არ ამხილებს? მაგრამ ვიყვნეთ სულ-გრძელნი და შეცოდვილებანი ჩვენნი მოვინანიოთ გულითადის მონანიებით.-

- მაკმარე, მაკმარე ფრანჩესკო! ღაღად ჰყო სებასტიანმა: ტვირთ-არს ცოდვა ჩემი, უსასტიკეს იქმნება დაჰსჯა! მე არ შევიწყნარე ვედრება, ხვეწნა სასურველისა ქალისა ჩემისა; ვექმენ წინააღმდეგ სურვილთა გულისა მისისათა; ამაოს-სარწმუნოებით ანგარებით აღხოცე უბიწო სიყვარული მისი; იგი მივეც მსხვერპლად ამაყსა თავის-მოყვარებასა ჩემსა... ოი ასულო ჩემო! სატრფოო ასულო! მომეც მოტევება ცოდვათა ჩემთა. მოტევებასა ამას მივუძღვნი ღმერთსა სულისა ჩემისა განსაწმედელად.წმიდაო მამაო ფრანჩესკო! გმადლობ დარიგებისთვის; შენ გიჩვენებია ჩემთვის გზა ჭეშმარიტებისა; დამადგინე კიდეცა მასზე. ამ სამის წლის წინად გთხოვე განწყვეტა კავშირისა საშუალ ორთა უმანკოთა, ჩვენდა ერთ-გვამთა, არსებათა, -ახლა გთხოვ, გევედრები, გარდვაბათ როგორმე ესე განწყვეტილი ჯაჭვი სიყვარულისა. როგორც მაშინ, ეგრეთვე ეხლაც, ყოველი ჩემი იმედი არის დამოკიდებული შენზე. მითხარ, მაუწყე, სად არის ჯულიო.

ფანჩესკო უძრავად უყურებდასებასტიანს. იმას ფიქრშიაც არმოსვლოდა, რო რომლისამე ღონის-ძიებით მოეყვანასებასტიანი სინანულში, მაგრამ დაინახა რა თავის სიტყვების ძალა გამოჩენილი იმაზე, ეს ჩუმათ კიდე იამა გულში და უთხრა: მკითხავ სად არისჯულიო? - ჯულიო დაეძებს შენს ასულს მას აქეთ, რაც მე ვუთხარ მას:ბიანკა საქუჱყნორთ არღა ჰსცხოვრებს მეთქი.

- ახლა, ამ წამს სად არის ის?

- ორი თვეც არის აღარ მინახავს: ახლა ვიღას ახსოვს ჯულიო.

- ღმერთო დიდებულო! იტყოდა გავიდოდა-რა სებასტიანი: მეოხ-მეყავ, მე, მომეც ძალი დათმობად ცოდვათა ჩემთა.-

მოახწია უკანასკნელმა თვემ უკანასკნელის წლისამ. გახუნდა ლაჯვარდი ცა ბოლონიისა საამოთ მინდორთა, შვენიერთა მთათა, ნოყიერთ ყანათა თითქოს ეგზნებოდათ ცეცხლი და ასდიოდათ საშინელი კვამლი. ჩინარი, ფშატი, ლიმონი იხდიდნენ ყვავილოვანთა ფურცელთა თვისთა; ვარდი, ზამბახი, იასამანი ჰსჭკნებოდნენ უიმედოდ და ჰკარგავდნენ კეთილ-სუნნელებასა თვისსა, მხოლოდ ერთი სევდიანი კვიპაროსი ჰყვაოდა, აღმაღლდებოდა, რათამცა დაობლებული, ნაღვლიანი შტოები თვისი გარდაეშალა მოსაგონებლად დამარხულს ქუჱყანასა ზედა მდინარე შეჰსწყდა, ტკბილნი ჩქრიალნი ნაკადულთა არღა განისმიან, სირნი არღა დამღერენ მდუმარება და სიკვდილი ჰსუფევენ მიდამო... შვენიერი ბაღიცა სებასტიანისა გამოიცვალა ეგრეთვე თითქოს ცეცხლმა და ქარიშხალმა გაჰსწვა, გაჰსტუსა დამატყვევებელნი სიტურფენი მისნი. მუნ ჰსცხოვრებდა ბიანკა, და ხეივანთა შორის, იტყოდით, რომ იგი იყო ანგელოსი ცისა, გარდმოვარდნილი ბნელსა უდაბნოსა შინა.

ბიანკა იყო ეგრეთვე მშვენიერი, ვითარცა პირველი დილა სამოთხისა, და ეგრეთვე მხიარული, ვითარცა სხივი გაზაფხულისა.

- ალერსმა, ხვევნამ მამისამ მოუბრუნეს სიცოცხლე ბიანკას; ნებამა ჯულიოს შერთვისამ აღაყვავა ღიმილი ღაწვთა ზედა მისთა, რომელნიცა უჭკნებოდნენ უიმედოდ, რომ არ უსრულდებოდა მას გულის საწადელი. მხოლოდ ჯულიო-ღა აკლდა, რომ აღქაფებულ იყო ფიალა ბედნიერებისა... დაუტევებდა რა მამიდას, ბიანკა გამოვიდოდა და დარბოდა აოხრებულს, განცრცვნილს ბაღსა შინა. და მოუთმენელად იძახდა:ჯულიო? სად არის ჯულიო? არ მოვა ჯულიო?

იმ დღეს ჯულიო დარონიებდა ველად; იფიქრა მოდი წავალო, ეგებ კიდევ ვიხილო ბიანკაო, და საღამოს ჟამს მუახლოვდა-რა სებასტიანის ბაღს, უეცრად მოესმა ხმა ბიანკასი. იგი გარდახტა ღობეზე და გარდაეხვია ბიანკას.

- შენ ხარ,ჯულიო?

- შენ ხარ,ბიანკავ?

-ახ რა ბედნიერებაა? იძახდაბიანკა: განა კიდევ მოვიგონებდი ნახვას? ჯულიო პასუხის ნაცვლად ჰკოცნიდა და ეხვევოდა.

- ახ რავდენი ტანჯვა, რავდენი მწუხარება გამომივლია შენს აქეთ: მხოლოდ ღმერთმა იცის, თუ რავდენს უბედურებაზე ყოფილა დაკვეთილი საბრალო გული ჩემი, ჯულიო! ამა მცირედის სიტყვებით ენიშნა ჯულიოს სრული ისტორია ბიანკას გულისა.

- ჯულიო! რატომ არას მეტყვი, რად ხარ აგრე ნაღვლიანი? მაუწყე გიყვარვარ კიდევ უწინდელივით?

- მიყვარხარ?... სული, გული...

- მეყვარება, მეყვარება,ჯულიო... იცი-რა? მამამ ხომ დამლოცა, დამრთო ნება შენის შერთვისა დავალს, გეძებს, გიგზავნის, მაგრამ არვიცი-კი რა არის მიზეზი ესრეთის უეცარის დალბილებისა.ჯულიო! ახლა შენი ვარ, ახლა შეგვიძლიან ჯვარის წერაც.

ჯულიო, ვითარცა განმზადებული დასასჯელად, ჰსრთოდა და ვერა ძალ-ედვა პასუხის გება. საშინელმა ფიქრმა გაიელვა მის გულში და აღმოიფეთქა შუბლზე. - ჯულიო, ჯულიო! რა არის? რასა ჰკრთი, ფერი რად გეცვლება? მოვედ, მოვედ ჩემდა წიაღად... მომეხვიე გულზე... ბაგეებით დავამშვიდებ აღრეულებასა შენსა.

- ახ სოფელო! ახ კაცნო! მოჰყვა ჯულიო ამოხვრით მაშინ მიბრუნდნენ სიცოცხლეს, როცა მოახლებულა უკვე ჟამი აღსასრულისა. - ოხ, რა საცოდავი საჩუქარიაა!... რომელი გლახა მიიღებს ესრეთს უგვარს წყალობას? ჯერ წარმტაცეს უსამართლობით უძვირფასესი საუნჯე ცხოვრებისა, ჯერ განმაშორეს დამატკბობელსა არსებასა, რომელთანაც ვიყავ მე თვით სიყრმიდგან შეთვისებულ გულითა და გონებითა, და ახლა მიძლევენ თითქმის სიკვდილის დროს გაცივებულსა სადგურსა ამა არსებისა ახლა საჭირო არღა არს იგი; გარნა მას, რაიცა ასულდგმულებდა უწინ ჭურჭელსა ამას, არა უარ-ვჰყოფ, მოვითხოვ, გამოვჰგლეჯ ვითარცა ნაღვაწს რაისამე მონაგარს. - ბიანკავ, ბიანკავ! შენ არღა მინდიხარ: მომეც მხოლოდ სული, გული, გრძნობანი: მე მათ შევეთვისები, აღვფრინდები, გარდავალ საუკუნოდ...ბიანკავ! უტევე მტვერი, გავფრინდეთ შორს, შორს...

ბიანკას ჯერ ვერ გაეგო აღრეული მოთქმა ესე, იშიშვოდა, თრთოდა; მერმე მიხვდა, რომ იგი ელაპარაკებოდა სასუფევლის მოახლოებაზე.

- ოჰჯულიო! ხმა-ჰყობიანკამ: მესმის, მესმის; უტევე დაჰკრას საათმა აღსასრულისამ; მე არ მეშინის; ჩვენ ვიქმნებით ერთად, უმეტეს ერთად, ვიდრე აქამომდე.

- ერთად, ერთად,ბიანკავ....

სრული ბოლონია იყო ეკლესიებში. წმიდის პეტრეს საყდარში თვით ეპისკოპოსი, შემოსილი თეთრითა სამოსელითა, გარდაიხდიდა დიდებით უკანასკნელს რიგსა ქრისტიანობისას. დასარულ გარდამოვიდა რა იგი საკურთხეველით, მოეხვივნენ მას გარეშე ურცხვნი პატრნი, დიაკვანნი, და მრთელმა კრებამ იწყო მუხლმოდრეკით აღგება პანაშვიდისა თავანთ-თავზე. საშინელ იყო ესე უკანასკნელი ღამე მეათასის წლისა ქრისტეს შობიდამ! ლოცვანი არ ერჩეოდნენ გოდებათგან: ორღანო ყრუვდებოდა ქვითქვითის ხმაზე -არაოდეს პანაშვიდი არა ყოფილა ესრეთ აღმძვრელი, ესრეთ მწარედ შეერთებული საშინელებას-თანა! ყოველნი იყვნენ დარწმუნებულნი, რომელ ერთის საათის შემდგომ შეხვდებიან, შეეთვისებიან იგინი სულთა მიცვალებულებისათა,იხილვენ წინაპართა თვისთა, აღდგენილთა საფლავებიდგან აჩრდილებივით, საქმითა, გრძნობითა, გონებაითა, შეგროვდებიან ერთად და წარსდგებიან წინაშე დაუსაბამოს მსაჯულისა; რომელ თვით სოფელი, განსდგამს რა სამძღვართა თვისთა, აღსდგება უეცრად მიწიდგან, ვითარცა სასტიკი მოწამე ყოველთა კაცის მოქმედებათა, რომელ თვით საქმენიცა მათნი, განხორციელებულნი, განსულდგმულებულნი, შეიჭურვებიან სიტყვითა და წარმოსთქუჱნ სამდურავს და ყვედრებას პირის-პირ კაცთა.-

საშინელ იყო ღამე-ესე წმიდისპეტრეს ეკლესიაში, უსაშინლეს იყო გარეთ. -წყვდიადიანი ღრუბელნი, ვითარცა ვეშაპნი ჯოჯოხეთისანი მიმოფრინავდნენ ჰაერში. არ იყო წვიმა, გარნა რაიღაც ნაკადული, თითქოს გამდნარი გოგირდი მოჰფრქვოდა ფრთეთაგან ამა ვეშაპებისათა. აყუდებულთა გარეშე მთათა აპპენინისათა გაჰქონდათ ზანზარი დაეხვიათ კვამლი და ბურუსი, ქარიშხალი ზუზუნებდა, ცას და ქუჱყანას გაუდიოდათ განგრძელებული მიყრუებული გრიალი... მოახლოვდა შუაღამე.-

წამოსხმული თეთრის საბურველით, თმა-ჩამოფუშვილი, იდგა ბიანკა მხოლოდ დანიშნულს ალაგს. საფლავის ქუჱბი, ფურები, აკლდამები, კუბოები აღმაღლდებოდნენ გარეშე... მოისმა ფეხის-ხმა და ანაზდეულ აღმოჰსჩნდა მის წინაშეჯულიო.

- ჯულიო!

- ბიანკა!

ჯულიო წარიკითხავდა ბიანკას ლოყებზე, თუ მას რავდენი ტანჯვა, განწირულება სულისა და გულისა გამოუვლია ესრედ მცირედს ჟამს. ბიანკა წარიკიხავდა ჯულიოს თვალებში, თუ ვითარი უცნაური ცეცხლი ჰსწვავდა, აოხრებდა გულსა მისსა.-

- ბიანკავ აჰა სამყოფი ჩვენი, ეტყოდა ჯულიო და დაანახვედა ერთს საფლავს. გესმის, თუ ვითა იძვრის ადგილი, თუ ვითა გრგვინავს ცა!...

- ოჰ, რა საშიშარი არის ჯულიოვ!...

- ესე არს აღსასრული ქუჱყნისა და კაცისა, ბიანკავ: მოვედ, მომეპყარ გულზე: სული, ამომავალი მკერდიდაამ უგათბნებულ გყოფს შენ, მოვედ, მოვედ, ბიანკავ...

- ოჰ... ვცოცხლდებით.

ამ დროს შავი ღრუბელი შეგროვდა საშინლად, შეირყა და გარდაიხსნა მათს თავზე ელვითა და ქუხილითა.-

- ოჰ, სასურველო ხმაო! ჰსთქვა ჯულიომ და წიაღიღო მიმკვდარებულიბიანკა. გესმის, ჰსცემს უკანასკნელი საათი! მიგვიწოდებენ! გავფრინდეთ... აი გავცოცხლდით, გავცოცხლდით... უკუნითი უკუნისამდე საცხოვრებლად...

- გავცოცხლდი...

გარდაიარა საზარელმა ქუხილმა, განვლო საშინელმა შუაღამემ, ირიჟრაჟა, გათენდა, აღმოვიდა მზე და განანათა იგივ დღე, იგივ ქუჱყანა, იგივ კაცნი... იგივ მათნი საქმენი...

* * *

ორი უსულო გვამი იდო ბოლონიის სასაფლავოზე: ერთი იყო ბიანკა, მეორე ჯულიო... მოხუცებული კაცი, გათეთრებული ჭაღარით, დაზვრილი მწუხარებით, გულ-ხელ-დაკრეფილი, უძრავად ადგა მათ თავზე, ვითარცა ცივი მარმარილოს სახსოვარი: გამვლელთა იცნეს მას-შისებასტიანნი რიჩჩი...

2.2 მეფე ერეკლე მეორის განჩინება

▲back to top


მეფე ერეკლე მეორის განჩინება [1]

ღვთით, ეს მორიგის ლაშქრობის განჩინება დაიწერა ჩვენერეკლე მეორის, საქართველოს მეფისაგან, თანა-დასწრებით ჩვენის ძის უფლის-წულის გიორგისა, ყოვლად სამღვდელოთა საქართველოს ეპისკოპოსთა და ბრწყინვალეთა თავადთა ყოველთა ჩვენის კარის მოხელეთა და შემდგომთა დარბაზის ერთა, და ყოველთა სამღვდელოთა დასთა, ეგრეთვე ყოველთა საქართველოს ჩინებულთა. რადგანაც საქართველოს ქუჱყანა ლეკთაგან ამდენ ხანს ამისთანას მოუთმენელს ჭირს მიეცა, ჩვენც მრავალ-გზის ბევრ რიგის გარჯილობით ვეცადენით, მაგრამ არ იქნა ისეთი წამალი და საქმე ვერ ვიპოვნეთ, რომ ჩვენის ქუჱყნისათვის გვერგო რამ. ამისთვის ამ ხანად, ღვთით, ყოვლის უმჯობესად დ აუკეთესად გამოვარჩივეთ და საერთოდ ყველამ ვამჯობინეთ, რაც ამის ქუჱმოთ დაგვიწერია.

ა- თუ დიდი მტერი ორი და სამი ათასი კაცი და კიდევ მეტი არ შეიყვაროს, და ამისთანა ძალით ჩვენს ქუჱყანა-ში შემოსვლა არ მოინდომოს ათასის კაცისათვის და მეტ ნაკლებისათვის და კიდევ ასისა და მეტნაკლებისა-თვის ეს გაგვირიგებია: რას თავადი ანუ მოხელე და არ მოხელე, ანუ აზნაური მოხელე და არ-მოხელე გლეხნი მოხელენი თუ მსახურნი, თუ მოყადნენი, თუ ხიზანნი რამდენნიცა რომ იყვნენ ერთს სახლში გაგვირჩევია. სარდლებსა, მინბაშებსა და უზბაშებსა გარდა, ყოველი კაცი თორმეტ თვეზე გაგვიყვია, და როგორათაც დაგვიყვია. ერთი დიდი საერთო დავთარი ჩვენ მოხელებთათვის მიგვიბარებია, და თვითო დავთარი უზბაშებისათვის მიგვიცია, და სხვა სოფელ-და-სოფელ მებატონებთათვის და მოხელებთათვის მიგვიცია, და ასე გაგვირჩევია ყველასთან, როგორც ამაში დაგვიწერია.

ბ- კოდის პურის მაგიერი და ღვინო რომელიც აქამდი ჩვენგან ჯარისათვის ეთხოვებოდა გლეხკაცსა, აღარა ეთხოვოს, თავიანთს მორიგების ლაშქრობაში, თვითონ მოიხმარონ და მეტი და ნაკლები ამ ლაშქრობებში თითონვე ღვთით შეასრულონ. ჩვენ ამისი მთხოველნი აღრა ვართ. ჩვენს სახაზო ყმას, კოდის პური და კულუხი ჯარისათვის რომ ერთმევოდათ, ამას იქით აღარ გამოერთმევათ.

გ- ჩვენ თვე-და-თვე დაგვიწერია კაცნი. თვეცა და კაციცა სახელობ ჰსწერიან; თვითეული იმ თვითო პირველის რიცხვის წინა დღეს მოვიდეს სადაც ნამდვილად ჩვენგან დაბარებული თავადი, აზნაური თუ გლეხი. თუ არ მოვიდა თავისავე სურსათის თავდარივით იმას ესე დაემართება, რაც ამის ქუჱმოთ გარდახდევინება დაგვიწერია.

დ- როდესაც ეს ჯარი ვადაზე აქ ქალაქში შემოგვეყრება, ვინ იცის რომ ჩვენ ქართლს და კახეთს, ყაზახობრჩაღსა და არაგვზე მიშველება და მდევრობა მოგვიხდეს, თუ თავის სურსათის მაგიერ რომელსამე კაცს თეთრი წამოუღია, ის თავის სურსათის როგორც უნდა ისე მოიხმარებს; რომელსაც პური, ქერი და ღვინო ექნება, თავადთ და აზნაურთ გარდა, მისის წაღების გზა გლეხს კაცს ჩვენ უნდა მივჰსცეთ, ერთს თვეს სურსათი - სახსნილო და სამარხვო პური, ქერი და ღვინო, თავადსაც, აზნაურსაც და გლეხსაც შეძლებისაგამო სრულებით უნდა ჰქონდესთ: თორემ, რადგან ჩვენ სურსათს არას ფერისას აღარ გამოვართმევთ, ჩვენ რომ ჯარს სურსათისძლევა დავუწყოთ, დიახ ბევრი მოვა და ჩვენს სარქარს სურსათის მიცემის ბინა არ ექნება. ყველამ იცოდეს, რომ სურსათის წამომღება თავის სახლშიაც ჭამა და სმა მოუნდება: ბარემ წმინდის სარწმუნოების და ჰსჯულისთვის, და მტრის შეშინებისათვის, და სამსახურისათვის ამ ერთს თვეს აქავ დახარჯოს თავისს თავზედ.-

ე- თუ ვინმე ავათ გახდეს, -ეს ღმერთმან აშოროს, - და ან სასიკვდილოთ ძნელად ავათ-მყოფი ჰყვანდეს მამა, დედა, ცოლი, შილი, ძმა და ან და, რომელ თვეშიაც წამოსასვლელი იყოს ან კიდევ მოუკვდეს რამე, ესეც ღმერთმან აშოროს -ამისი ამბავი იმისმან მებატონემ, მოხელემ და იმისმა სოფლის ჯარის-კაცმა უნდა მოგვიტანოს და დაგვაჯეროს: ამას ვერას უსაყვედურებთ. მაგრამ თუ ტყუილად მოიგონა ვინმემ ავადმყოფობა, რაც გარდასახდენი არის დაწესებული, მას ერთი-ორად მიადგება. თუ კიდევ სოფლის ჩვეულებისამებრ, მემკვიდრე თუ ხიზანი კაცი აიყაროს და სხვაგან წავიდეს, ეს ამბავი იმ სოფლით შეგვატყობინონ იმისმა მებატონემ, მოხელემ და იმ სოფლის ჯარისკაცმა: რო ესა და ეს აყრილი კაცი ამა და ამ სოფელში გავიდაო, რომ იქიდგან მოვითხოვოთ ის კაცი; თუ არა რომელ, სოფელზედაც ჰსწერია იმასვე დაუწყებთ თხოვნას და იმანვე უნდა გვიპოვნოს.-

ვ- თუ ვინმემ ამ კაცებთაგანმა წაახდინა რამ სოფელში, რომელშიაც მივლენ, -პური, ქერი თუ ღვინო, ბატი თუ ქათამი, ძროხა, ცხვარი თუ ღორიბაღი თუ ვენახი, ღობე თუ ჭიგო, მოსავალი თუ ჭირნახული, იმას თავისი სარქარდა, მინბაში და უზბაში ავად მოეპყრას და გარდაახდევინოს, თუ ჩვენ ვიქნებით იქ, ჩვენ გარდავახდევინებთ. მაგრამ, სოფლის კაცი ბზესა, შეშასა და თივას კი ვერ დაუშლის, და თუ გამოსაყენებელი სახლის ხე და ხის იარაღი იყოს-რამ ვერცა ის უნდა დააწვევინონ.

ზ - ზღვთით, მაშინ როდესაც ჯარი შემოგვეყრება, პირველს დღესაც და გასტუმრების დღესაც, და აგრეთვე ყოველ კვირას სანქარდა და მინბაში სანს უნახავს ყველას: იმ მორიგეში თვითოეულს სამყოფი ტყვია და წამალი სრულად უნდა ჰქონდეს იმ ერთს, და ესრედ ყველას რომ ვნახავთ, იარაღს გაუჩხრეკთ, და ვისაც არ ექნება სანა, იმას ცუდად მოვეპყრობით.

ჱ- რაც ამ ჯარს ეჭირება, ყველა გაგვირიგებია: აქიმი, ჯარა და უდრო-ბაზარი.-

თ - ვინც ქართლისა და კახეთის აღებ-მიცემის კაცნი არიან, დუქნის პატრონნი: ქართველი, სომეხი, ფრანგი, თათარი, თუ ურია, თუ რა მილეთის კაციც უნდა იყოს ამათს ბადალს ვყაბულობთ. აგრეთვე მწყემსი. მებაღე, ხაბაზი, მზარეული, გუთნის-დედა და შემძლებელი მეწისქვილე -ამათს ბადალსაც ვიყაბულებთ და არც შეიძლება, რომ ამათი ბადალი არ მოვიდეს: უეჭველად გარდავახდევინებთ. თუ ვინმე ვაჭართაგანი გზას გასულა და ქართლისა და კახეთისა მამულში არ იმყოფება იმას ვერას უსაყვედურებთ და არ მიგვიცაა მურახასი თავის მორიგობისათვის.-

ი- რადგანაც წესდებულებაა რომ ხუთის-თავი, გინა ათის-თავი მიერთვას, ამისთვის თვითოეულმა ჩვენგანმა წელიწადში ერთი თვე მას მიართვას და სამსახური უჩვენოს ჩვენის ქუჱყნის და ჩვენი თავის სასარგებლოდ.

ია- ამ საქმეში პირველმა თავადმა თუ დააშავოს რამ, იმას ორმოც და ათი თუმანი წაერთვას. თუ თეთრი არ ჰქონდეს, ჯინსი გამოერთვას და გამონართმევი ჯარიმა, ჩვენის ბრძანებით, სხვა სასარდლო ჯარს მისცეს.-

იბ- ამ თავადმა თუ წინააღმდეგი რამ იკადროს: ან ლაშქარს დააკლდეს, ან კაცი დააკლოს და ან სხვა რიგი საქმე დაიჭიროს წინააღმდეგი ამ ლაშქრობისა, იმას ოცი თუმანი წაერთვას; თუ თეთრი არ ჰქონდეს, მამული გაესყიდოს, და გამონართმევი ჯარიმა ჩვენის ბრძანებით, სხვა სასარდლო ჯარებს გაეყოს.

(გაგრძელება იქნება შემდგომს წიგნში.)

რ.კ.

______________

1 დიდი ხანი არ არის, რაც მოვიპოვეთ ესე დოკუმენტი, საიდგანაც მკითხველი თითქმის ჰსცნობს მეფისირაკლის ცხოვრებასა, მაშასადამე ვგონებთ ჩვენის „ცისკრის“ მკითხველნი დაშთენ კმაყოფილ, ამ გვარ ჩინებულის სტატიის დაბეჭვდისათვის.)

2.3 სამგზავრო წერილები

▲back to top


სამგზავრო წერილები

წიგნი მესამე

1 აგვისტოს 1857 წ. ქ. გორს.

დღეს დავბრუნდი ისევ ქ. გორს. გორის ახლო თუ არის რამე შესანიშნავი საგანი და იხსენება სადმე რამ, ეს არის უმეტეს ყოვლისა ციხეუფლოსისა აღშენებული როგორც მოგვითხრობს ისტორიაუფლოსისაგანვე.უფლოს იყო შვილის-შვილიქართლოსისა, ქართლის დამყარებულისა, და ამითი იფიქრე, რავდენის ხნის აუნდა იყოს ეს ციხე. უფლის ციხე მდებარეობს გორიდგან შვიდს ვერსზე. ციხისა მის ძირს არის სოფელი, რომელსაცა ეწოდება მისივე სახელი „უფლის ციხე“, ამ სოფლის მარცხენა მხარეს არის სალი კლდე ამაღლებული, რომელშიაცა არის გამოჭრილი ზემოხსენებული ციხე. ციხის ძირს მოუდის მცირე წყალი(არხი) ვგონებ ადრე უნდა მოდენილი ყოფილიყო ამ ალაგს მდინარე მტკვარი, ამისათვის რომ ძირში გამოქვაბული კლდე აქვს, სადაცა თხრილით ადის გზა ციხეში, და როდესაც ტივებით მოსდგომიან ვიზანტიით მტერნი, ტივები მიუბავთ ქუჱშ იმ გამოქვაბულს კლდესთან, სადაცა სჩანს რკინის პალოებ ნასოები ადგილები. აქედგან ასვლა ციხეში ჩვენ ვერ გავბედეთ: პირველად დაგვიშალა არხმა, ამისთვის რომ პატარა არ არის, და მეორედ სიბნელემ თხრილისამან. სოფლის ნაცვალმა, კაცმა თითქმის მოხუცებულმა, რომელიცა ჩუმად ბუტბუტებდა, ვგონებ ჰკვირობდა ჩვენს უცნაურს იმის აზრით მოგზაურობაზედ, ამაზედ წარმომიდგა კომედია ცხონებულისანტონოვისა „ტივით მოგზაურობა“ სადაცა იძახის ერთი გლეხი მოგზაურებზედ „ნეტარ ვიცოდე რას დაეხეტებიან ამ გახიაკებულის კლდის სანახავათაო, სადაცა ჯოჯოების მეტს კაცი ვერას ნახავსო“ გვირჩია ასვლა სხვა გზით, გზა ესე არის მარჯვენა მხარეს, რომელზედაცა ასდიხარ მაღლა ვიწრო გზაზედ. გარსა ჰქონია თხრილი, ზოგი ერთი ალაგი ამომსებულა. რა აველით სულ მაღლა, დაგვხვდა ნამდვილის კლდისაგან ამოჭრილი ალაყაფის კარები! ახ, საყვარელო მეგობარო, უნდა იცოდე, თუ რა გრძნობით გარდავაბიჯებდი ფეხსა,უფლოსითგან დაწყობილი ვიდრე უკანასკნელისგიორგი XIII-მდინ, რაც მეფენი გარდაცვლილან სულ იქ წარმომიდგნენ თვალთ წინ!... თვითოეულად აღწერა, იმ ოთახებისა, პალატებისა და სხვა მოითხოვს დიდსა დროებასა და ამასთანავე შრომასაცა. კარგათ იცი ამის გამოდგომა ჩემს მოგზაურობას დაბრკოლებას მისცემს. ყოველი ოთახი, (უეჭველად ოთახები მეფის დარბაისელთა და მხლებელთათვის ყოფილა) გამოკვეთილია კლდითგან, ამასთანავე ჭერი, კლდეები თუ სხვა, სულ ჩუქურთმით არის გამოჭრილი. ქუჩები, ბაზრები თუ მეიდნები, სულ სალი კლდეა და ჩუქურთმა... სამეფო პალატამ გამაოცაა!! წარმოიდგინე გრძელი დარბაზი, რომელსაცა ორი სვეტი აქვს მიდგმული. საკვირველის ჩუქურთმით ამოჭრილი, ერთი მათგანი ჩამოქცეულა, თავს ყოფილა დადგმული ტახტი აგრეთვე ქვისა, აქეთ იქით-აქვს გასავალი სხვა ოთახებში, რომელნიცა აგრეთვე არიან ამოჭრილნი ახვა და სხვა სახით მშვენიერის ხელოვნებითა. ვიჯექი ნახევარი საათი თითქმის მეტი საშვალ ამა საკვირველისა პალატისა, ვუყურებდი ოთხკუთხივ გაკვირვებით და არ ვიცოდი სად ვიყავი. მივეცი თავი ჩემი ჩვეულებრივ ფიქრსა. წარმომიდგა უფლოსი მჯდომარე ტახტზედ, რავდენისამე ათას-ათასის წლის წინათ, და რა მოველი გონსა, ვნახე რომ მომდიოდა ცრემლი ნაკადულსავით. ვხედავდი, რომ ყოველი კლდე და ყოველი ქვა ამა უცნაურის ციხისა, თვითოეული ჩუქურთმა, რომელშაც არის არეული ხელოვნება სომხისა, სპარსეთისა, ვიზანტიისა, არაბეთისა, თითქოს ჩაიდგავდა სულსა, გამოჰსცემდა ხმასა და მომითხრობდა გავლილს, შორის დროს საქმეებსა. გამაჟროლა ტანში და მეცა ვიწყე გარემოების მიბაძვით ქნარის მომართვა და მჭმუნვარებით დამღერა:

ნეტარ შენ ციხევ მოგცა აქ ენა,
რომლით მამცნო მე: ვინ აღგაშენა?
ვინ ჩაგიყარა შენ საფუძველი,
ან შემოგეხო რომლისა ხელი;
განიზრახა ეგ შენობა ვინა,
ანუ ვის აქვნდა შენშიგან ბინა?
ვინ იყო პირველ შენზედ მფლობელი,
ან რომლის თემის იყო მპყრობელი?
მრქვი ციხევ! ეგე დუმვა მაკმარე,
შენის ხილვით მჭვრეტ, რომ ვარ ჭმუნვარე!
კვალად ფიქრს მივეც მაგ შენს ხილვაზე,
და ცალკე ამ ტკვრისშუილის ხმაზე!
ესრედ ნარნარად ადრეც იქნება,
ამა მტკვარსაქვნდა აქეთ დინება;
იქნებ ვიზანტით გარს გადგა მტერი,
და გაწუხებდა ვით ღონიერი?
იქნებ ეს მტკვარიცგმუხთლობდა შენა,
რა ჯერ არ გაქვნდა ზენარის რწმენა?
ვინ იცის, რავდენ გზის სისხლი დაღვრილა
მტერთაგან ამ ალაგს -და ხან აყრილა.
ვინ იცის რამდენ გზის მეფეთ სჯული
დაუდვიათ აქ გონიერული;
ვინ იცის აქვნდათ ვით სჯულის დება;
აქვნდათ ვითარი ან ჩვეულება!!!
მარქვი ციხევ! მეფე სად ისვენებდა,
ანუ თუ სადილს სად იგემებდა?
ხომ არ გიხილავს მეფათამარი,
რომელს დამღერდარუსთველის ქნარი?
არ განგიცდია ხომ მისი სახე?
ნეტარება შენ თუ რომე ნახე.

აქ ჩემი აზრი ირყეოდა. რამდენი სხვა და სხვა ფიქრი შეარყევდა ჩემსა აზრსა, ვერა ვპოვებდი სიტყვებს რომლითაც წარმომეთქო გრძნობა ჩემი, მოველი გორში და ფიქრი ჩემი კიდევ იქით მიფრინავს. გარემოებაში სრულიათ მყუდროება და სიჩუმე მეფობდნენ, სადაცა ყოფილან მეფენი, იქ ხედავთ მხოლოდ ფრინველებსა. თავს არის ეკკლესია, ის კი აგურით არის ნაკეთები, ამასთანავე რა საკვირველია მაშინ, როდესაც სარწმუნოება ქრისტიანობრივი შემოსულა საქართველოში. ზედა წარწერა ანუ სხვა რამ ნიშანი რომლითაცა შეიძლოს კაცმა შეტყობა რისამე, არა რაი იპოვება, უთუოთ უნდა ყოფილიყოს, მაგრამ სიძველეს და დროებას ყოველივე მოუსპია. საყვარელო მეგობარო ჩემო, მხოლოდ ამაზედ გებრალებოდე, რომ როგორც შეშვენოდა ისე კარგად ვერ გავჩხრიკე, რადგან შეუძლოთ შევიქმენ და გამოვეშურე სადგომს... საითკენაც მივიხედავ, ყოველგან მესმის ქება მწერალ ქალებისა, იმათი ლექსები უნდა წაგეკითხნოთ ცისკარში, ჩემთვის დიდი შემთხვევა არის იმათის ნახვისა, თ. ძ. ა. აღმითქვა გაცნობება და ვაპირებთ ამ დღებში იმათ სოფელში ასვლას.

შენი კ.

3 სხუა და სხუა ანბავი

▲back to top


3.1 მკითხველთადმი

▲back to top


მკითხველთადმი

სიხარული, რომლითაცა აღიმსება ყოველთვის გული და სული ჩემი, ოდეს მივიღებ თვითოეულსა ნომერსა ჩვენის ჟურნალისასა, არა ძალმიძს გამოვსთვა არცაენით, არცა კალმით. აღვსებული ამა გამოუთქმელითა გრძნობითა მე დიდხანს მივეცემი რომელსამე უსაზღვროსა დუმილსა. დიდხანს სვჭვრეტ ამა სასარგებლო და სასიამოვნო საგანსა და შემდეგ რაოდენისამე დროისა ხელს ვჰყოფ ფურცელთ დაჭრასა და ვიწყეფ კითხვასა დიდის ყურადრებითა, რადგანც მივეცემი უკვე სულის და გულის მყუდროებასა. ესრეთსა მდგომარეობასა-შინა ვიყავ ოდეს მივიღე პირველი წიგნი ამა 1858 წლისა. ვიწყე ფურცელთა დაჭრა და ოდეს დავასრულე, გადმოვშალე, დავსდეგ და დავიწყე კითხვა მშვენიერის სტატიისა: უ.მამაცოვისა „მიზეზისათვის ვაზის სნეულებისა და მისი წამლობა“ ვგონებ რუსულით გადმოღებულისა, თუმცა არა ჰსჩანს. ღმერთმან ინებოს განმრავლება, ამ გვარ სტატიათა, ფრიად სასარგებლოთა. იქმნება რომელთამე გამკიცხოთ ესრეთისა უკანონოებისათვის რადგანაც ვიწყე კთხვა არა დასაწყსიდამ, გარნა მაზედ მაქუჱს მცირე მიზეზი. ზემოხსენებულ სტატიამდინ აღმოჩნდნენ მცნობნი ჩვენნი მწერალნი, ღირსება რომელთა ფურცელთა ვიცით ხოლო აქედამ იწყეს აღმოჩენა ახალთა მწერალთა: უ. უ. მამაცოვმა და დამალულმა ქუჱშე ერთის ასოისა, ესე იგი თ. ინებოს ღმერთმა განმრავლება თანაშემწეთა ჩვენის ჟურნალისა.

იქნება, საყვარელნო მკითხველნო! მოელით ჩემგან რომელსამე ვრცელსა სტატიასა, ამ ახალ მწერალთა ზედა. არა. განრჩევა მათი მიმინდვია სხვა მწერალთათვის, რომელთა შორის უკანასკნელი მე ვარ. სურვილი ჩემი აწ მდგომარეობს მხოლოდ ერთსა საგანსა შინა, ანუ, ვსთქვათ ნამდვილათ, ერთს ლექსა შინა. ამ გვარი შენიშვნა- ანუ ჰსჯა, არ იქნება უსარგებლო და საკიცხავი, რადგანც ძველი ქართული ენა მიეცა დიდსა ცვლილებასა მიზეზისაგამო სხვისა და სხვისა. მცირე და მართალი ჰსჯობს დიდსა და სიცურვესა. -ესრეთ ვსთქვათ მას ზედ.

აქამომდენ არავინ არ მიიღო შრომა განმარტებისათვის ჩვენის ქალაქის სახელისა და მართ მწერლობისათვის მისისა, თუმცა უპირველესი საგანი ჩვენის ჯურნალისა უნდა იყოს მართმწერლობა, ფილოლოგიური შენიშვნა და სხვა. აქამომდენ ზოგნი ჰსწერდნენ: ტფილისი, ზოგნი თფილისი, რომელი ტყუის და რომელი მართალია?

ნამდვილი წოდება ჩვენის ქალაქისა ვგონებ უნდა იყოს თბილისი და არა ტფილისი, თბილისის ქალაქი და არა ტფილისის ქალაქი. ვინაითგან წოდება ესე მიუღია მას, როგორათაც მოგვითხრობენ მწერალნი, თბილის წყლიდამ: (და არა ტფილის წყლიდამ:), აბანოებიდამ, რომელნიც მრავალნი არიან აქ. ამ ჰაზრზედ მოგვიყვანენ ჩვენ სხვანი მრავალნი ალაგნიცა, სადაცა იყო თბილი წყლები და რომელნიცა იწოდებოდნენ ამავე სახელად. მაგალითებ: ძველად იყო ნუმიდიის ქალაქი ტიბილის, დიდებული თბილის წყლებითა,და აქამომდენ ალაგსა მას, სადაცა იყო აღშენებული ქალაქი ესე უწოდებენ ტიფლისი, -Тпфлисъ ხოლო ქართულად უნდა ვსთქვათ

პაში, ბოღემიის საკოროლოში, არის უცხო ქალაქი ტეპლიცად სახელ წოდებული, სახელი ესე მიუღია მას, როგორათაც ჰსწერენ, მაგალ. კლაპროტი (Клапротъ), სლავიანურის ანუ რუსულის ლექსიდამ Тепло თბილი. ხმარება ტ ნაცვლად თ. ანუ ფ ნაცვლად თ არ შეშვენის ჩვენსა ენასა და თითქმის ჰკარგამს მნიშვნელობასა ლექსთასა. რა იქნება ვსთქვათ: ტავი ნაცვლად თავი; ტოფი ნაცვლად თოფი; ტოკი ნაცვლად თოკი; თელავი ნაცვლად ტელავი და სხვა. დასასრულ უუმორჩილესად გთხოვთ დამირღვიოთ ეს ჩემი ჰაზრი, უკეთუ ვარ შემცდარი. მე არ მეწყინება მსზავსად რომელთამე მწერალთა, რომელთათვის კრიტიკა არის სასიკვდინო ნივთი, ამ შემთხვევაში სრულებით განვყოფ ჰსზსა უ.კარამზინისასა, რომელსაც უთქვამს: «Никто не предиметъ законовъ публикъ; она властна судит и книги и сочинителей.»

ალ.სავანელი.
ქ. თბილისს.

3.2 მიწის ძვრა იტალიაში

▲back to top


მიწის ძვრა იტალიაში

- იტალიაში, ნეაპოლის ქალაქში ამ ახლოს ხანში მომხდარა საშინელი მიწისძვრა. ხუთი ქალაქი მეტი თითქმის მიწასთან გაუსწორებია. ზოგი ამათგანი ისე დანგრეულია თურმე, რომ მნახველი არ ირწმუნებს, ქალაქი ყოფილა იქა თუ არა? რიცხვი მკვდართა შეადგენს ოც და ხუთი ათასს სულს. მთავრობას მრავლის ღონის-ძიებით ზოგნი ერთნიმოურჩენია სიკვდილისაგან, ასე რომ ნაქცევებისაგან ზოგი ცოცხალ-მკვდარი ამოუყვანიათ და ზოგი სრულებით მრთელი. ზოგნი ერთნი ცოცხლად დაფლულან მიწაში. მიწის ძვრის ჟამს ერთს აფთეკაში, წამლების გამსყიდავი დაუტანია სახლსა და თან შერჩენია ერთი ბუთილკა ნაშარაფი, რომელიცა ჰსჭერია ხელში, იმ ნაშარაფით დანგრეულ-დაქცეულის სახლის ქუჱშ დაურჩენია თავი ექვსი დღე, და რაკი გამოლევია, უგრძვნია სიკვდილის მოახლოვება სიმშილისა გამო, აუღია ქვა და ქვისათვის იმდენი უცია, ვიდრე გამომხდარა ხმა გარეთ და შეუტყვია ხალხსა, რომელსაცა მიუგვნია და ამოპუყვანია. ამ ზემოხსენებულს ქალაქების გარემო სოფელში ხომ ვინ აღწერს რამდენი ათასნი კაცნი დანთქმომილან სახლების ქუჱშ. შემწეობის მიცემა ამ გვარ შემთხვევაში ყველამ ვიცით რომ არ შეიძლება ყოველგან, ამისთვის რომ აქამომდენ კვალად ირყევა მიწა, ამ ხუთ ქალაქის გარდა, კვალად მიწასთან გასწორებულია თექვსმეტი სოფელი. ვეზუვიის ცეცხლის მთის ახლო-მახლო მიწითგან, მიწის-ძვრის წინათ შეუნიშნავთ, რომ ამოდენილა კვამლი, ამაზედ იშიშვიან ვეზუვის მთისაგან, რომ არ მოახვდინოს კვალად უბედურობა. ყოველთ უბედურებაზედ, რომელნიც მომხდარან ადრე, ახლანდელი უბედურება მეტობს. წინამძღვარი ერთის მონასტრისა, იწერება რომ, იმის ხელქუჱითნი ხუთნი მონასტერნი სრულებით დანგრეულან და შიგ მყოფნი მამანიც დაუტანია სრულებით ისე, რომ არცა თუ ერთი მორჩენია ამ უბედურებას. ვეზუვის ახლო-მახლო, თუ რამ სადმე წყალი ყოფილა სრულებით დამშრალა, ეს მოასწავებს მთის გასქდომასა და ცეცხლის გამოხდომასა. შვიდმეტს დეკემბრითგან ნეაპოლის ქალაქში ორმოცჯერ შერყეულა მიწა.-

3.3 მოლაყბისადმი

▲back to top


მოლაყბისადმი

პატივ-საცემო „ცისკრის“ მოღვაწეო! ჩვენის სანუგეშოს ენის „ცისკარშიდ“ თვით ითქმის, უხშირესად ვჰპოვე ყვედრება მიქცეული საზოგადოებისადმი ჩვენისა, ვითომც გულგრილობისათვის შეწევნად ამა ღვაწლისად. თანახმა ვარ, რომელ ნამდვილ ვართ ჩვენ ღირსნი ყვედრებისანი, ვინათგან ჰსჯით თქუჱნ ესრედ, ვითარცა შეესაბამების კაცსა მხურვალედ მიყრდნობილსა სიყვარულისადმი მამულისა და მაშასადამე -ყოველსა მის, რასაცა ძალუძს არათუ აღმაღლება, არამედ რაოდენმე წარმოჩენაიცა სამშობლოისა ღირსებისა. ჩემის მხით და ვჰგონებ მრავალნიცა სხვანი ჩემთანა არათუ ოდენ მივიღებთ ამა ყვედრებასა თავის თავზედ, არამედ სრულის მადლობით ვაქებთ გულმტკივნეულობასა თქუჱნსა ნაკლულევანებათა-თვის ჩვენ შორის აწ დანახულთა, ხოლო მოტევებაი მომატებულთა სიტყვათათვის, უკეთუ ჩვენგანი ვინმე ჰპოვებს ესრეთს ამა წრთვნასა შორის, არის უკვე უქუჱნაესი ხარისხი მადლობისა.

იმედი მაქვს მე, ესრედ მგრძნობელს ნებას მომცემთ ვსთქვა რაოდენიმე სიტყვანი, რომელთაცა ძალედვასთ შენდობისა მოთხოვნა და მით კნინოდნენ მაინც აღამჩატონ ღირსეულად მოქცეული ჩვენდამო ხმა ყვედრებისა:

იცით, რომელ დრო მართავს ყოველსავე და უკეთუ ყოველსავე, უეჭველია ჰაზრსასაც კაცობრივთა; ზოგადისა ამის კანონისამებრ რასაკვირველია ჩვენცა ვართ შემდეგნი დროისანი. -დრონი დაუდგრომელ იყვნენ, არიან და იქნებიან, ეგ სახედვე კაცობრივი წინა-განზომელობაიცა, გარნა სიყვარული მამულისა, საგანი ყოველს ხალხს და ყოველთ დროთ შინა შეურყეველად, მარადის მგიე, არა შესდის საზღვართა შორის ცვალებათასა მით, რამეთუ იგი თვით დროთაცა შემუსრავს, გარნა (ბევრი გარნა არ მიზრახოთ!) ყრმა-ჩჩვილი, ჯერ უცხო ყოვლისა სწავლისაგანცა, სიყვარულთ მიეყრდნობის მას, რაისაც ჰსზრდის მას, ესე იგი ძუძუთი ძიძისათა; ბუნებით უმანკო და მოყვარული, იგი არა რაცხს მოვალეობადცა უყვარდეს მშობელი თვისი დედა ესრედ, ვითარ მზრდელნი ძუძუნი, ხოლო ოდეს მოიწიფოს ასაკსა გონიერებისასა, მაშინ იცის მან შემსგავსებული პატივი ძიძისა, არამედ უმეტესად სიყვარული ბუნებისა, რომელმანცა წამოაარსა იგი ქუჱყანად. ესე მისთვის ვსთქვი, რათა შეგვრაცხოთ ჩვენცა ჩჩვილად მამულისათვის, რამეთუ მაწოებელი ძიძა და განმსწავლელი მძუძე მრავალად დამამშვრალნი ჩვენის აღზრდისათვის წარგვავლენენ აწ ოდენ მშობელთადმი. მამეული სახლი მიგვითვალავს რა აღმზრდელთაგან, გვამცნებს პირველად, რათა ამა უკანასკელთადმი დავიცვათ ვალი, უსაზღვროისა მადლობისა აღსასრულადმდე და შემდეგ ვიცნათ რა მკვიდრი სახლი, შევიყვაროთ იგი ყოვლითა ძალითა; და აჰა დრო ჩვენისა აწმყოისა ჰასაკისა.- ნაკლულევანება შორის ამა ორთა შორის-შორთა საზღვართა არა არს ღირსი ულმობელისა ყვედრებისა, მზგავსად ამისა არცა მცირე დრო აღმოსვლიდამ ჩვენის ენის-ცისკრისა არა ეგოდენ სასტიკ არს, რათა ჩვეულთა გრძლისა ძალისათა მოგვითხოვს შეუნდობლად აღმოსთობა რიჟრაჟსა ოდენ მისსა, ვინაითგან რომელნიმე უკვე აღვემართენით რომელნიმე ძილსა შორის ჯერეთ კიდევ ვხედავთ, რეცა თუ ოცნებად განთიადსა და სხვათა და განგვაღვიძებს თვის დროზედ ბრწყინვალება, სხივი და სიცხე მზისა, გარნა ვიმედოვნებთ რომელ, ზოგადსა მოფენას მზისასა ვჰპოვებთ ყოველთა უცოდნელად.

აჰა ბოდიში ჩვენთა ნაკულევანებათა და იმედი თქუჱნთა ღვაწლთა ნუგეშინის ცემისა.-

თ. ირაკლი ლორთქიფანიძე.