ცისკარი №3 (1852)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსთ თხზულებანი

▲back to top


1.1 ბაღჩა-სარაია

▲back to top


ბაღჩა-სარაია

პოლშურით

ჯერესთა არს დიდი, გარნა ცარიელ.
სასახლე დიდთა ხან გირეითა,
ოდესმე გვილი ფაშათ შუბლთაგან,
გარეშე ეზო და დერეფანი.
დიდების ტახტზედ, ტრფობის სამცველოს,
ბებერსა ქსელავს, და ჰხტების მკალი,
საშუალთ სარკმელთ, მკულთ ჭრელ მინებით
უკვე აღზრდილან გრძლად ბალახები,
ვითა კაც-ზედა ესრეთ ბუნბა,
მოჰქმედობს აქა დაჰსწერს თითითა,
ვით ბალთაზარსა, დარღვეულება!
შუა დარბაზის, ტურფა აუზი,
მარმარილოსი, უცხოთ ნათალი.
მუნ შადრევანი ხანთა არამის,
აღმომჩქეფარებს, მარგალიტებად,
და თითქო ჰსტირის მშვენიერთათვის.
მაშა სადახარ, ოოი სიყვარულო?
ან უპატიო ან დიდებაო?
თქვენა გმართებდათ აქა დაშთომა
მისთვის რომ წყარო მსწრავლად მდინარებს,
ოი სირცხვილო თქვენკი არღა ხართ
და წყარო ისევ არს დარჩომილი.

1.2 პატოცკას საფლავი:

▲back to top


პატოცკას საფლავი:

პოლშურით

გაზაფხულისა მხარეს საშუალ მდიდართ მტილთა,
დაჰსჭკნი ამად ოი ვარდო, რომე ჟამთა წარსულთა,
ვით ოქროვანთა პეპელთ, შენ მიერ განფრენილთა,
დაუტევეს თესლებად შენთა ზედან ყვავილთა,
ჭუნის ჭიანი; რომელთაცა განმოსრეს,
ჭაბუკობისა წელნი დამიწასა დაგფარეს!-
ჩრდილოეთს პოლშის მხარეს ნათობენ რად ვარსკვლავნი?
ნუთუ შენისა თვალით სიმხურვალითა სავსით,
ჰსჭვრეტდი, ვიდრე იფარე სიკვდილისა სამოსით,
და განჰკვალე სიმწვავით პოლშადმდე ცაში გზანი!
პოლშის ასულო, მოვკვდები მეც ამ მწირობაში,
მხოლოდკი მოყვსთ უტევე მფლან აქა საფლავში,
ხშირად მგზავრი დაიწყებს შენს საფლავზე უბნობას,
მაშინ მეც მაცხოველებს მშობლიურ ენის ბგერა,
და მღერალი სმარეს შენზედ, იწყებს გალობას,
ნუთუ ჩემსა საფლავზედ ჩემთვის მანც თქვას სიმღერა.

გ. ერისთ.

ვოლკოვსკის სოფელს კუსინას. 1-ს აგვისტოს.

1.3 გარემისა საფლავნი

▲back to top


გარემისა საფლავნი

პოლშურით

აქა ყურძენნი ტრფობის ჯერეთ შემოუსვლელნი,
წარიღეს სატრაპეზოდ უკვე ალლახისათვის,
აქა მარგალიტნივე აღმოსავლეთისანი,
ბედნიერების ზღვიდგან, იტაცა ჭაბუკებად,
საუკანო სადაფმან მიღო ცივ სარეცელს,
და დაჰფარა იგინი და ვიწყების საბურვლით.-
თავზედ ტურბანნი ცივნი მტილსა ოდენ ბრწყინვიან,
ვითა ბურჩუღნი ჰსჩანან ანაჩრდილთა, დიდთა სპათა,
დაშთენ მხოლოდ სახელნი გაურთ თითთგან ნაწერნი.-
ოი ედემის ვარდნო? წმინდანო ვით წყარონო,
დღენი თქვენნი დაცაჭკნენ მორცხობის ფურცელთ ქუჱშე?
აწ საფლავსა თქვენს თვალნი უცხო ქვეყნისა მგზავრის,
იქნებ შეურაცხ ჰყოფდეს იგი თვისისა მზერით...
შემინდე რომ გავბედე ოი დიდო მაჰმადაო,
მაგრამ უცხო კაცთ შორის ვჭვრეტდი მე მხოლოდ ცრემლით.

1.4 სიმღერა მაზურკის ხმა

▲back to top


სიმღერა მაზურკის ხმა

აგერ ცაში მზე ბრჭყინვალებს,
და განჰფანტა ღამე ბნელი,
შუქი მისი შენსა ფანჯრებს,
ჰკოცნის ვითა საყვარელი!
აღზდეგ ტურფავ კმარა ძილი,
კმარა ტკბილით სიზმართ ზმანება,
ისმინე ფრინველთ ჟღივილი,
იხილე დღისა შვენება?
აღზდეგ ატკბე შენი ყური,
ვარდს ტკბილად დასტვენს ბულბული,
ტურფად დამღერს მოლაღური,
შორის ტყით სიმის გუგული?
მზისა სხივსა ოქროს ფერად,
დაუფერამს შენი არე,
მე მოვსულვარ შენად მზერად,
აღზდეგ ხილვით გამახარე,
აღზდეგ მნახე, თავს დაგიკრავ,
მოგიძღვნი ვარდისა კონებს,
შენსა ხელსა გულს მივიკრავ,
გარდგიკოცნი ლამაზ თვალებს.

გ. ერ. პოლშა.

1.5 სოფლისა მდურვა სიბერისათვის თქმული დიმიტრი ბაგრატიონის მიერ

▲back to top


სოფლისა მდურვა სიბერისათვის თქმული დიმიტრი ბაგრატიონის მიერ

ოდეს რა დაჰხსნა, ადამცნებანი, ხელ ჰყო მაღლისა შემართებანი,
ვისგან მიეცა ყოფა გებანი, მას უწყო ხდომა კამათებანი,
ჰსწადდა უფლება, გაღმერთებანი, სამებისა მის შემართებანი,
გამიტყდა ქნარი წინწილ-ებანი ვეღარ დავმღერე სოფლის ქებანი?

მოიმხრო გველთა მცბიერებანი, შემწედ ჰყვა ეშმაკთ ძლიერებანი,
ამაყად შექმნა ედემს რებანი, ცნობადს ხელს ჰკადრა შეცახებანი,
მას ესხა მისთვის ხილად გრძნებანი, მოიღო სჭამა სიკვდიდ წყებანი,
გამიტყდა ქნარი წინწილებანი ვეღარ დავმღერე სოფლის ქებანი.

წამსავე მიხვდა ნაცვალ-გებანი, სანოთხის გარე გამოძებანი,
დაჰკარგა ნებსით უკვდავებანი, ღვთის-მიმჰსგავსება მიბაძებანი,
შერისხდა სულით მამა გებანი, შემოკლდა მისი დღის განგძებანი,
გამიტყდა ქნარი წილწილებანი.

მუნით შემოხდა კაცთა ვნებანი, ცოდვათა მიერ დამონებანი
შური, მტერობა, მოყივნებანი, ამპარტავნება, ნაყროვნებანი,
ძმათა მკვლელობა, განძვინებანი, გულის-ხურვება აღტყინებანი
გამიტყდა ქნარი წინწილებანი.

კვლავ სოფლის ზრუნვა, ვაგლახ ვებანი, ჭირნი, ჭმუნვანი, მოწყინებანი,
განსაცდელთ მოსვლა, მოვლინებანი, საბაოთ ხმათა მოსმინებანი,
ლმობილთა გულთა, მოტკივნებანი, თვალთაგან ცრემლთა მოდინებანი,
გამიტყდა ქნარი წინწილებანი...

მით შეიცვალა, ზეგანგებანი, წამისვე ყოფა მოგონებანი,
ზომით ჰყვანა ჩვენთა დღეთა გებანი, სამოც-და-ათს წელს მოდღევებანი,
უმრავლეს შრომა, რუდუნებანი არისო გვეტყვის ფსალმუნებანი,
გამიტყდა ქნარი წინწილებანი...

მეც მით მეწია, დღითა აღვსებანი ბუნების წესთა აღსრულებანი,
მითხრეს არისო, ღვთისა ნებანი, ნუ გეწყინების მოხსენებანი,
ნობათით გხვდაო მხცვანებანი, დასრულდა შენი, მხნოვანებანი
გამიტყდა ქნარი წინწილებანი

მაშინ დამიწყეს თვალთაკლებანი, ყურთა დამძიმდენ, მოსმინებანი
წამამიხდა პირის ფეროვნებანი სანახობა, ჰაერნობანი
გამიჭაღარდენ წვეროვნებანი ამით დამეტყო ბეროვნებანი:
გამიტყდა ქნარი წინწილებანი:

ხელ-ფერხთა თთრთოლა წელთ-მტკივნებანი, შემიქნეს კბილთა მოცვივნებანი,
დავჰკარგე პირის გემოვნებანი, ვითაღა ეგოს მოპოვნებანი,
ცუდ-მექმნა შემგბართ შენელებანი, თუ ვჰსჭამ არ ძალმიმს მონელებანი,
გამიტყდა ქნარი წინწილებანი.

გამიკრთა ძილი, მოსვენებანი, მომწყინდა ლოგინს ცუდად გდებანი.
მელანდვის ღამის მოჩვენებანი, მაშინებს დღისით მოსვენებანი,
მესწრაფის რიჟრას მოთენებანი, აღდგომას მშილის ცონარებანი
გმიტყდა (გამიტყდა) ქნარი წინწილებანი, ვეღარ დავმღერე სოფლის ქებანი:

1.6 მეფის ვახტანგისგან ლექსნი

▲back to top


მეფის ვახტანგისგან ლექსნი

მე უმცირესმან ძმათაგან, ვახტანგმან სახელ-დებულად,
ვჰქმენ ოთხ-წელ მცხეთა ურბნისი, სადგურ-კმარა გებულად:
ტფილისის სიონ ხელ-ახლა აღვმართე ქანდაკებულად,
ჩემ-თვისცა სახლი სარკისა, შიგლხინი მოწონებულად:-

სტამბა მოვიღე ვლასეთით ვამრავლე წიგნთა მელანი,
ქციის რუხუნარ წავიღე გაღმითად მოვწყე ველანი,
მაშავრის რუხომ ტბას შევრთე შიგ თევზი შავჰსხით ყველანი
ესე მთა მოვინადირე, ვხოცე ირემი შველანი: -

სამართლის-წიგნი დავჰსწერე, მსაჯულს არ უნდა ცილობა,
ვეფხის-ტყაოსნის თარგმნობა, სხვა წერილთ არ ვჰსთვა ცილობა,
ჩემთანა მყოფთა ჭაბუკთა უქმნია კარგა-ზრდილობა,
ბოლოს? მიმიღო სოფელმან, სიმდიდრე მეფეთ-შვილობა:

1.7 ძუჱლთა და ახალთ საქართუჱლოს მელექსეთ სახელნ შაირად ნათქუამი მეფის თემურაზ პირველისაგან

▲back to top


ძუჱლთა და ახალთ საქართუჱლოს მელექსეთ სახელნ შაირად ნათქუამი მეფის თემურაზ პირველისაგან

სხვას ლექსით ჩახრუხაძემან შეამკო მეფე თამარი,
არ მებრალების საქებრად თამარიმისი ჰამარი.
ვაჲ ამით რომ სრულ ვერ ჰყო, მალე უთხარეს სამარი,
მუდამ სხუას წიგნებს ვიკითხავთ მაგრამ მისიცა სამარი-
როსტომიანი უთქვამსო თურმანისძესა ხოსროსა,
სხვა წიგნი მაშინ ძვირობდა დაუწერია რას დროსა,
დიდის საქმისა უცოდნი ჰსჯერდება საქმეს მომცროსა,
ახლა ცუდად ჰსძევს მაგრამე, მოიხმარება მის დროსა,
ნანუჩას რუსთვლის ნათქვამში ბევრი რამ გაურევია,
საბრალოს ვერ შეუწყვია, წმინდა რამ აუმღვრევია,
მისთან რას ჰსწერდა მისს ლექსსა სირეგვნე მას მორევია.
ჯაგლაგსა ფალვენის შვილსა არ-ვინ ათხოებს ყურსაო,
მას ვერცხლი დაუმსხვრევია და ვეღარ დაუყურსაო,
სულ მელექსენი შევჰყარე მაგრამ ამ ორთა შურსაო,
რა დავაბრალო ჯაგლაგსა ვერ მიჰყვეს ბედაურსაო:
ქაიხოსრომ ან შიგ ჩართვით ლექსად ჰსთქვა ომანიანი,
ომანის სიმხნე სიქველე ჯაჭვის ცმა მოენიანი,
კარგად რამ უთქვამს მის გამო არა ვჰსთქვა მისი ზიანი,
ყვავილშიც გამოერევა სულითა ქუფრად რიჰანი.
ფარსადისაძემ ნოდარ ჰსთქვა, ქება კარგა რამ გვრის,
შვიდთ იყლიმთა ხელმწიფეთა ხოტბა სრულის არაგვრის,
თვალნი თლილნი მოაფრქვივნა გარევა ჰყო არ აგურის,
მის ლექსისა სასმენელად მიპყრობა ჰხამს კარგა ყურის,
გარსევან ჩოლაყასშვილსა უთქვამს რამე რაებია,
კიტრი ხილად რაღას ვარგა ვაშლი მოვა რაებია,
ესევე ჰსჯობს რაც მასმია, მისგან მონახსენებია,
გული კვდება ნარგიზთათვის თვალნი გაუსტერებია: -
სულხანვინ თანიასშვილი მეც, მახსოვს იყო ჩემობას,
ცოდნა მას ჰქონდა ბევრი რამ, მაგრამ ჰსწამობდენ ჩემობას,
ამირან-დარეჯანის-ძეს უქებდა გამომჩვენობას,
თუმცა კარგა ჰსთქვა მაშინცა ნუ ჰგონებ რუსთვლისოდნობას: -
ბარძიმ ვაჩინაძემ საამის წიგნი გალექსა ოდიშსა,
სხვას მელექსესთან ჯდომაში უხამს იხდიდეს ბოდიშსა,
თუ არ შეეძლო რასთვის ჰსთქვა: გაიხდის სამას ბადაშსა: -
შემოქმედილი იაკობ, ვახსენო ბრძნად მოუბარი -
ამ ჟამად მას მეცნიერი არსად არა ჰყავს უბარი,
საღმრთოს სიტყვითა შაირობს არას საეროს მგმობარი,
სრულად ამსსთვის არ ვაქე რომ იყო ჩემი კობარი! -
ფეშანგი ფაშვი ბერტყაძემახლა ჰსთქვა ფირმალიანი,
სომხისგან კარგად ჩააგდეთ სიმძიმით თვით ლიტრიანი,
გებრალებოდესთ საბრალო ცხვირ-მოჭრით თვალ-ცრემლიანი,
მე ვათქმევინე მაგრამე ვერა ჰსთქვა მართალიანი: -
სხვათ მელექსეთ არ ვახსენებ არც ბაკადოლიძესა,
არც დათუნაქვარიანსა, შოთასრად ვერ წაბაძესა,
რუსთველმა ჰსთქვა კაცის კაცად, საქმე რამე დიდი ძესა,
ჰხედავთ ვარსკვლავთ სიმრავლესა ვერ ედრება შუქით მზესა -
ქართველთ ენითა მელექსე ვერ ედრებიან ამ ორსა,
რუსთველსა ენა რიტორსა მეფესა ალვის ნამორსა,
ერთმანეთს რად ვაბასებთ უხამს თუ ჰყოფდენ ამბორსა,
სრულად იტყვიან უკლებლად ჰმბავსა სპარსთა ნამჭორსა,

1.8 პეტრე ბაგრატიონისა თჳს სიტყვა

▲back to top


პეტრე ბაგრატიონისა თჳს სიტყვა

არა არს სისრულე, სოფელსა ამას შინა!
არცა სადამე მტკიცე ბედნიერება,
ზენა არისა, მაღლის განგებულებით,
ქვეყანა ესე ჰხრწნილების ქვეშე ვრდომობს,
რასაცა მას შინა მიჰსცემიეს, დასაბამ,
თანა-მდებ-არსცა ნამდვილ შემუვრვილ ყოფად,
ჩვენ შორის თაცა წადილთა დასასრული,
იფარვის ჩვენგან, იმიერ საფლავისა,
გარნა საზღვართა საუკუნისათ.
ჰბრწყინავსაცა უკვე საუკუნო ნათელი,

ყოვლად უწყალო, საზარელი სიკვდილი,
არა მექონი გრძნობათა, არცა თვალთა,
რასცა შეხვდების ყოველსა უკვე მოჰკვეთს,
ვერც სიჭაბუკე, ვერცა მშვენიერება,
ვერც სიმამაცე, ვერცა გონიერება,
ვერცა მრავალთა წელთა გამოცდილება,
ვერც ელვარება, ბუნებისა ნიჭებთა,
ვერცა სიმრავლე, კეთილ მოქმედებათა,
ვერცა რაი სხვა დამაბრკოლებლობითი,
ვერ შემძლებელ არს შეპყრობად გზათა მისთა.

არა გუშინ ოჰ? არა გუშინ იყოა?
რტო ჩინებული ივერიის მეფეთა,
კავკასიისგან ალერსობით აღზრდილი,
ერთ-გულ შემსჭვალვით ჩრდილოეთის არწივის,
სადიდებელად, თანა-მშრომელ მოღვაწე,
და სარწმუნო ძე, როსსიის მამულისა,
ბაგრატიონი, არა გუშინ იყოა?
როსსიის სპათა მხნედრე წინა-მძღომარე,
რომელიც უკვე უშიშრითა სიმჰსწრაფლით,
განაკვირვებდა ყოვლისა სოფლის სივრცეს,
ოჰ არა გუშინ, იყოა თხემთა ზედა,
თოვლ შემსილის აპრიისა მთისათა,
რომელ იგი მუნ, გმირულით მორბედობით,
მჰსგვასად კანჯართა, შიშთარე მძრწოლარეთა,
ამლტოლვარებადა თვისისა მეფის მკვლელთა,
და პოხიერნი ველნი ნაყოფ-მდიდარნი,
ბორმიიდისა-ტერფების და პოსანი,
მკვდართ სხეულთაგან სრულიად დაფარულნი,
საქმეთა მისთ ქებად შეუთხზვიდენ,
და თავსა მისსა გვირგვინსა დაფნისასა!
არ გუშინ იყო რომელ ძველად ცნობილის,
დუნაიისა, მდინარის კიდეთ ზედა,
განსაცვიფრონი, შემუსრნა სიმაგრენი,
და ბნელ მყოფმან, მთოვარის ელვისამან,
აღზვაებულის აგარიანთა თემის,
გარდარეული, იგი ამპარტავნება
დაამდაბლა რა, მჰსწრაფლ მომდოვრებულ-ჰყოცა,
და თვისებანი, სახელოვან მყოფნი,
ბრძოლათა შინა განმჰხცოვნებულის მთავრის,
გამოაცხადნა წინარე მჰხცოვანების,
არა გუშინ იყო? იგი ვერცხლ-უყვარული,
რომელ ნიჭებულთ მონარხის უხვებისაგან,
ოქროთ სიმრავლეს მხიარულთარე გულით,
ყოველ მთხოვთა ზედ განსცემდის დაუზოგვლად,
არ გუშინ იყო, რომელ მისთა მეგობართ,
მათ თვის განხმულსა მზას საუნჯესა შინა
გინა შეწევნა, ანუ განსვენებაი,
გნუცხადებლად და საიდუმლოდ დაცვით,
აღურიცხველად, თვინიერ ყვედრებისა,
აღსავსედ აქვნდა მის შორის მოპოებით.

პალატთა შინა მეფის წინაშე მდგომი,
და თანა-ჰსწორთა თვისთათანა მგებარე,
ბანაკსა შინა, ველსა ზედა ბრძოლისას,
გინა საშუალ, მეგობართაცა თვისთა,
მარად მარტივი, და მარად გულ-განხმული,
არ გუშინ იყო? რომელ მაგალით-ყოფით,
გვმოძღვრიდა იგი კეთილ-წესიერებას,
ჭეშმარიტებას მამულის სიყვარულსა,
განკარგულებას, მორჩილებისა დაცვას,
და შედგომასა, სახიერებისასა,
არ გუშინ იყო? რომელ მოსკოვ წინაშე,
ძლიერმან ამან როსიის მამულის ძემ,
მხედრობანი რე კადნიერთა მტერთანი,
ვითარცა ვეფხვნი, მძვინვარებით აღნავსნი,
განმზადებულნი, და სარღვეველად მისად,
და სიშმაგითა, ფიცხელად მისეულნი.
ას გზის ვიდრემე, უკუნ-აქცივნა რისხვით,
დამქადებელმან, მათდა აღსპობისამან,
ნუ თუმცა უკვე ერთიღა ოდენ წამი,
გარნა; დარევა ჟამმან სიკვდილისამან,
ჰხშირის დასითგან აღბორგებულის მტრისათ,
ტყვიასა შიან დაფარული სიკვდილი,
გამოხდა მკვახედ, უმჰსწრაფლესის ფრინვითა,
და ოჰ განაქარო, საჩინო იგი გმირი!
მყისვე დაბნელდა, არწივებრივი ხედვა,
მყის განიყინა აღდუღებული სისხლი,
განვარდა ხელით მკვეთრი იგი მახვილი,
რომელი მტერთა, სიკვდილსა ასტუმრებდის,
სრულიად სპანი, შეიპყრა მჭმუნვარებამ,
დაღვრიან მწარედ ცხართა ცრემლისა ღვრთა:
ეე ესრეთ, ესრეთ, გმირი იგი არღა არს,
დარღვეულ-იქმნა, შედგმულება მის შორის,
ვითა მტვერ-იყო? ეგრეთ მტვრადცა მიიქცა,
გარნა ცხოველ არს, სული იგი უკვდავი,
წიაღსა შინა, თვისის შემოქმედისას,
განისვენებსცა რიმნიკელისა თანა,
ორთავე ამით მგზნებარე სიყვარული,
როს სიის მიმართ არა სადა არს გამქრალ,
არამედ უფროს, ნათლად და უწმინდესად,
კვლავცა ენთების მისდავე სასარგებლოდ,
ბაგრატიონი ნამდვიილ არღა სადმე არს,
ჩვენ თვისრე სატრფო, დაგუშთა სახე მისი,
თვალთაგან ჩვენთა, საუკუნოდ იფარა,
გარნაღა ნაცვლად, და გაუშთა მისი სახელი:
დაგვშთა ათასი საქმე და მაგალითი,
მამულისადმი მჰსახურებისა მისის
ფრიად საქები, ფრიად სადიდებელი,
აჰა ესე არს თესლნი ყოვლად კეთილნი,
რომელნი ნაყოფთ, ზოგად სასარგებლოთა,
გამოიღებენ, ასეულად ბევრ-წილად,
ვინცა იხილავს მსუბუქსა ამას ძეგლსა,
კიდესა ზედა, წყლისასა აღმართულსა,
გრძლად და საშთომლად, ქვისგან გამოკვეთილისა,
მდგომარე შორის, შეჭმუხვნილთა აგარაკთ,
დაგრილებულსა, აჩრდილთა მათთა ქვეშე,
და წარიკითხავს, ტაძარსა ზედა ამას,
(აქა მდებარებს, მტვერი ბაგრატიონის.)
მყისვე შეიმოსს დიდების მიმართ ფრთეთა,
და შეიქმნების, თვითცა ნამდვილად გმირი:
ალექ.ახვერდოვი.

2 პროზა

▲back to top


2.1 განგრძელება მოლანურის მოთხრობისა

▲back to top


განგრძელება მოლანურის მოთხრობისა

ნეჯა ქინ აღლამასინ დაშ ბიგუნ.
ქესელიბთ ეთმიშ-ექი ბაშ ბიგუნ
როგორ არ უნდა ქუაო იცრემლოს სისხლით.
დღეს მოჭრა სამოცდა თორმეტი თავი

მაგრამ ისკანდარ არ ფიქრობდა მოჭრილი თავებისთვის; უსუჶმა იმ ანბით ახალი თავი გამოაბა, ნათელმა აზრმა, ჩადრ წამოსხმულმა ნახოს თავის საყვარელი, გაუნათლდა მას გული; მე მივდიოდი სჯულიერის გზით, ანბობდა თავისთჳის, და იმან მიიყვანა უფსკრულადმდე. ახლა მე მივალ ბილიკებით როგორც იქნება, ახლა ყოველი შეკრულება არის გაუწყვეტული. მე არა მაქვს დანაშაული, მათ შეიტყოს ფეთხალიმთუ რა არის განღვიძება ვეფხვისა, და იმისა გაჯავრება, უპატიოებით მოტაცებით, ყოვლით მზათა ვარ ვიპოვნო გამოვგლიჯო ჩემი ქიჩქინე, დიახ, მე ჩავიცვამ ქალურად, დაუმტკიცებ რომ არა ვარ ბაშვი, ამაღამდელი დღესასწაული მიმაახლოებს; დეე გზა ხანჯლებით იყოს მოკირწყლული, გაუგონებელ მუსულმანთ შორის ვიქმ თავხედობს განა ასეთი არარის ჩემი სირცხვილი, ჩემი სიყვარული? ესრეთ ჰგონებდა, უმჯობესად ვსთქვათ უგუნურებდა; ამზადებდა ქალურს ტანისამოსს, გაიზომა ტანზედ ჩადრი ნაყიდი საცოლესათვის, და სწავლობდა წამოსხმას, ნელა სიარულს, წვრილის ხმით ლაპარაკს, საღამოზედ იმას შეეძლო, წამდგარი იყო უსეინისხათილში ყველაზედ უკეთესად, სურმა და სიბნელე ღამისა დანაშთენს დაჰფარავს, ფიქრობდა ისა, მაგრამ ეშინოდა თავის ნუქრის სიტყვისაგან ამისთანა საქმეში, იმან გაგზავნა ცხენების საძოვრად. გულის თრთოლით ელოდა ღამეს; მაგრამ დღეს არ უნდოდა სიკვდილი, როგორც მდიდარ ბიძას. დასასრულ ზორის, ბარაბანის ხმამ მიულოცა იმის გულს, მაშხალანი ნავთით აენთნენ ქუჩებში და შეერდნენ მეწამულითა კომლითა განთიადებს, მალე იქნება დრო; ისკანდარიჰსცურავდა მისთვის უცნობს ოკიანში, ეძებდა ახალსა ქვეყნის ბედნიერებასა რომელიცა ახალს კოლუმბსა ეხატებოდა გამოხატვითა სავსე საუნჯითა და აღტაცებითისა უცხოითა; მაგრამ თუ რომ ეკითხათ იმისთვის რა აქვს დასამტკიცებელად რომ აღუსრულდება თავისა განზრახვა რისთვის გამოირჩია, ეს გზა რომ ნახოს ჩიჩქინა;იმან არ იცოდა მიეცა თავის თვის ანგარიში, ანგარიში არ არის მოგონებული მიჯნურთათვის:-

გაიშავა წარბები რომელიც უკანასკნელი მოდით იყო, შეერთებული როგორც ხიდი ორივე ყურებისა. და დაიკრა ლოყაზედ ორი ოქროს ვარსკვლავი, ისკანდარმაგაირჭო ატლასის ქათიბის ქვეშ, დანბაჩა, დაიბურა თავზედ ლეჩაქი, გაეხვია თავიდან ფეხამდის თეთრ ჩადრში და წავიდა ქვემო მაღლისაკენ: და დაიმალა ქიჩქინესსახლის კუთხესთან, იმან დაიცადა ვინამ არ გამოვიდა ორის ამხანაკებიტ, და გაჰყვა შორი ახლო ასე რომ არ დაჰკრაგვიყო, თვალ წინ, მოედანი იყო სავსე ქვეითით და ცხენიანით მონები იყვნენ სავსები გროვა ქალთაგან; დრამა ჯერ არ დაწყობილი იყო; ახლოს ამაღლებული ზეიდის ტახტად, დაიწყო წინა სიტყვაობა მოლა სედექმა, და ორნი მოლანი უდგნენ გვერდით მოდაბლოთ. რომელიცა ნიშნად გრძნობიერებისა უყვიროდნენ ხალხს, როცა საცოდავ ალაგს აუწერდა მოლა სედექ, რატომ არ ტირით, იტირეთ! პასუხად ამისა მაღლიდან და დაბლიდან ისმოდა საშინელი ქვითქვითი; მერე ენა შვენიერება განსუსტდა შორის ხალხის ბზულისა, თითქმის ციებიანმა მიირბინა ისკანდარმა შემდგომად ქიჩქინისა, ვიწრო კიბეზედ სხვის სახლში. და ხშირად შეეხებოდა სხვათა. ქალთა, ბანზედ. იმ ბანზედ ასამდე დედაკაცი ზოგნი ისხდენ ზოგნი იდგნენ, ზოგთა ჰსჩანდა სახე და ზოგთა არა: ქალები უსალმიდნენ, ჰკოცნიდნენ ურთიერთსა: და ლაპარაკობდნენ, დაუყოვნებლად, იცინოდნენ გაუწყვეტელად, იმათ ეცვათ უკეთესი ტანისამოსი; ეკიდათ ოქროს ვარსკვლავები და ფულები და იმა ყოველთა სიმდიდრეთა, არ დაივიწყებდნენ ეჩვენებინათ ნაცნობთათვის, გაიშლიდნენ ჩადრსა: –

ისკანდარი უცნობი ჭაბუკი შევარდნილი სიმგრგვლესა საშუალ ლამაზთა ქალთა, რომელსაც არ ულაპარაკნია თავი დღეში, თუ არ ბებრებში და არ უნახავს ლამაზი პირი. თუ არ შორით. ის ყლაპამდა თვალებით, უგდებდა ყურსა და გონებას რომ გაეგონა იმითი ლაპარაკი, რომელიც ურთიერთ შორის ქალები არიან ძალია დაუფარავნი: –

„ახ გენაცვა ქალო, ეი ჯან ჯუვან, როგორი ლამაზი ბაღი გაქვს; ჩემი ძვირი ზინზილში იყო და მოიტანა აბრეშუმის დუშაყი. მართალია ოქრომკედით არის დაწნული მაგრამ რას გამოდგება იმას ვერ ჩაიცვამ, ვერც მეჩითში ვერც აბანოში: - არა ჩემი ქმარი ჟინიანია, მაგრამ ჩემთვის კი არა შურსა, მაჩუქა ბევრი ნივთები, ამისთვის რომ არ დაუშალე ზაფხულის ჩვეულება ზამთარში:-გაიგონე შენა ფათშახანუმ? რომ ჩემა ბებერმა ეშმაკმა ბაქოში სხვა ცოლი შეირთო, მე ვტირი და ისკი მეუბნება; განა მე იქ უფლაოთ ვიცხოვრეფო? შვიდ მთამდინ უნდა იყოს ქმარი ცოლის ერთგულიო. შახუსეინვაიდა უსეინ! განა ის რომ შვიდ მთას გაივლის ჩემიდან კი შვიდი არ იქნება? მე კარგა გადაუხდი, სხვა ცოლს ირთავს, და თითონ ჯუმა ახშამი კვირის კანონს არ ინახავს, ასეთი უსჯულოა. - მართალია, როგორ გენაცვა, მართალი არის? რუსეთის ქვეყანაში გამოვიდა უქაზი რომ ქალებმა ჩვენსავით თუმანი უნდა ჩაიცვან? მე თითონ ვნახე, რომ აქაურმა ნაჩალიკის ცოლებმა დაუტევეს გაარისხონ ალლახი, ჩაიცვეს ასეთი თეთრი შალვრები. დროც იყო რავდენჯერ მინახავს გორაზედ რომ მიდიოდნენ ქარი შემოუბერავდა... საუცხოვო ვეჯიბეთი მომეცი შაქარ ხანუმ. ათასჯერ გმადლობ ტანი იმისგან ატამსავით ჰხდება, ასმათ ხანუმმა ტოლმის გაკეთება არიცის სულ არიცის; ქორწილშიაც რომ ჭამო, მწარეთ გეჩვენება არამთუ დამარხვაში... მოკვდა თითონ არის დამნაშავე, სხვასთან იცოდა სიყვარული უნდოდა ბოლოების დაჰფარვა ჰსცოდნოდა, თორე ქმარი რაკი კარზედ გავიდოდა ის მაშინვე სტუმრად, დამერე ფარნით განა სასიკვდინოდ დაჰსჭრა? ხანჯალმა იქით გაყო წვერი ჯანიმ, იქავე აზრაილს სული ჩააბარა.. მამწყიდნენ ჩემი ბაშვები ბაჯი დაო გაიზარდნენ მაინც პატარა ასეთი წივიან რომ თავს მიხეთქენ. - ოხ. დაო. პატარა შვილებისაგან მტკივა თავი: დიდებისაგან გული გადმეკიდა მეშიდი მიყიდე და მიმყიდე ცოლიო განა ცოლი სალამურია, ძალიან დაძვირდა ეს ფარჩა საიდან მოვიტან მე ფულსა აი ვაი, როგორი სირცხვილია სომეხთან ტოლმაჩთან მუსულმანნი და რუსები არ ეყოფოდნენ, უკეთესი სომეხი ორ ნაჭერი ზერბაფიც რომ ზედ დადვას მეოთხედ ცოდვათაც არა ღირს; საუცხოვოა, ჩოხის პაითეღერ, ჩემო სულო და ძალიან სუმბუქიც არის, ის ასოს ჯიმსა ჰგავს მე მგონია ასეთის სახით მრთელ ანბანს გავარჯევდი, ძალიან მსწავლულია ჩემი ქმარი; ოხ ნუ მამაგონებ დაო ჰსწორეთ მაგისთანა ჟინიანი იყო ჩემი ქმარიცა, ჩემ პატარას რაკი დაუწყებდა ჰსწავლებას ის ლუღლუღებდა ღმერთმა წელი არ დაუგძელა თორე აქამდის კითხვას ასწავლიდა; ხმამან ბაშლიადი, ბაშლიადი,დაიწყო! გაწყვიტე ეს ლაპარაკები, ეზეითი წითელის კაბით მწვანის ჩალმით იჯდა უკვე ტახტზედ; მარცხნივ ცოტა ძირს ღმერთმა უწყის რომლის მოთხრობიდან იჯდა ევროპიელი ელჩი ფანტასტიკურის მუნდრით რუსულის გამოჭრითა. სამკუთხიანის შლაპითა, დიდის სულთანითა ევროპიულის ხლმით, და დეზებით, მახლობელნი ეზედისანი არაბის შთამამავლობანი თეთრის ჩალმებით გარე ერტყნენ ნახევარ მთვარისაებრ: - ევროპიულს ელჩობას, თამაშობდა უსუფ, მაგრამ ის შემოჭირებული დაუჩვევ არის ტანისამოსით შხირად იბლანდებოდა პორტუპეიში და დეზებში ხშირად ისწორებდა შლაპას, რომელიც სეირნობდა იმის მოპარსულ თავზედ, იყო ასეთი სასაცილო რომ მგონია ვერავინ მიიზიდა ევროპიელი გამხდარი იყო, საშინელმა იმის ცხვირმა და მეტადრე საშინელმა სულთანმა მამლის და ფარშევანგის ბოლოსაგან მოახდინეს ქალებში საშინელი ბაასი: -

შახ უსეინ. ვაი უსეინ, დებო შეიხედეთ ისრა პირ-უტყვი ზის, მარცხნივ წყეულის ეზიდის მხარეს: დაიყვირა ერთმა ხათუნმა, ქა ეს ლომია უთხრა მართლის გულით ახლოს მჯდომმა ქალმა, ოსმანთ მწვალებელთ ხალიფებთან ყოველთვის ჰყარა. ულობდა მძვინარე, პირ-უტყვი, ვისაც გაუწყრებოდა მაშინვე იმას მიუგდებდენ შესაჭმელად: ლომჯი ხომ ლომია უთხრა მეორემ მაგრამ ეს ის არის რომელიც ტიროდა უსეინისსაფლავზე; ეზეიდის სამსახურში კი არა, პლუტმა ჩაუშებმა ნახეს რომ მწუხარებდა ჩვენ იმამსა და მაშინვე დაიჭირეს, გესმით გესმით ეზეიდ ეუბნება იმას, მიიღე ჩვენი ჰსჯული, და ისკი მარტო ცხვირს იწმენდს, ეს ნიშნავს რომ იმას არუნდა:-

როგორი ლომია დაცინებით, სთქვა სხვამ: ეს ფრინველია, რა საკურველია ფრინველი? უპასუხა იმანვე, განა ფრინველს ბოლო თავზედ აქვს, ეს ფაფარია, დიაღ ჰსწორეთ ფაფარია... ფაფარი სულ არარის, ეს არის ქოჩორი თუთი-ყუშისა. ეს თუთი ყუში უთუოდ უზეიდს მირზად ეყოლებოდა ჰხედამ ხალიფა როგორ უალერსებს და ის ფრინულად უყიყინებს: -

ქალო შენა ხარ ჰსწორეთ თუთი ყუში,

დაო შენ სწორეთ ლომის პირი გაქვს

შეექნათ ბაასი, ზოგნი ამბობენ ლომია ზოგი თუთ-ყუში, უსყფისწითელმა ცხვირმა მისცა ჰაზრი თუთ-იყუშის შემგზავსებისა; რომელთ მხარე იყო უმეტესი. ზოგნი ანბობენ რომ იმ ფრინველს თავისი ცხვირი აქვს, ზოგნი რომ ჩამოცმულიაო; საბრალო უსუფირომელიც არა გამოიხატევდა რომ მისი კაცობრიობის ცხვირი, იქნებოდა იჭვ ქვეშე, ეუბნებოდა ქების შესხმას ეზიდს. - მეფემან ჩემმან, ბრძანებულმა ჶრანკის ტანისამ (ესრეთი ჰაზრი იყო) მოისმინა გამარჯვებანი თქვენნი, წარმომავლინა თქვენ დამი რათა გთხოვოთ მასთან შერიგება და მეგობრობა. - ეზიდმა მიუგო რომ ჯერ იმის თვის არა ჰსცალიან ღორის მჭამელებთათვის, რომ ის უბოძებს მშვიდობასა და დროს მოსანანებლად; მაგრამ თუ არ მიიღებენ შექიზიზ ქითაბ უეჭველს წიგნს ჰსჯულად, მაშინ ის გამოუცხადებს ჯილდოდ ომსა სჯულთათვის და დაიწყებს წესურს კვეთას თავიდან. - ამავე დროს სამხიარულო ანბავი ხალიფას სარდლის გამარჯვებისა უსეინზედ, მოვა ერთად ტროფეითურთ; კონა ისართა ხმალთა, ჯავშანთა, ტომრები ნაალაფევითა არიან, განფანტულნი ფეხთა ქვეშე ეზიდისათა; მოიტანენ სინზედ უსეინის თავსა; აი მხვედრი მისი ვინც მე არ მმორჩილდება ამპარტავნებით ეტყვის ხალიფა, და წიხლ ამოკრული თავი გაგორდება კიბეზედ. ეს კაცი იყო ნათესავი მახმადისა უნდოდა ხალიფობა, მრავალნი უწოდებდნენ წინასწარ მეტყველად ლოცვის შემავედრებლად, იმამად ეხლად რა არის ესე, მტვერია ფერანგის ელჩი გაბედავს კითხვას, განა იმათში წესია, თავის ჭრა წინასწარ-მეტყველისა? ცრუ წინასწარ-მეტყველისა-მრისხანებით მიუგებს ეზეიდ. იმაზე შეიძლება დავერწმუნეთ ჭეშმარიტი თუ ცრუ წინასწარ-მეტყველი იყო იტყვის ჶრანგი: - უსეინის თაო, ეტყვის ის მოჭრილ თავსა აცმულს შუბზედ აი თუ შენ ჭეშმარიტათ სარგებლობდი მუსულმანთ ღმერთის სიყვარულით და თუ სარწმუნოება რომელსაც შენ ჰქადაგებდი არარის სიცრუე, მაშ მითხარ მისი სიმვოლი, მე ქრისტიანე გეფიცები მოვიქცე მუსულმანად, თავი განაღებს მომკვდართა ბაგაეთა ლოცვა ლია ილიაღე, ალლახ, ლაოუ, ეშღედუ, ენნა მუხამედ რესულ ალლხ საყვირით მოისმის ხმა ჰერში, განცვიფრებული ძლეული სასწაულითა ევროპიელი დაეცეთა პირქვე, და იტყვის მუსულმან, მან შაგიამ, მე მუსულმანი ვარ შაგითი ვარ, შენ სულელი ხარ! ეტყოდა ეზეიდი განრისხებული იმა გაბედაობისათვის მაგალითისათვის შენ ღირსი ხარ დასჯისა; მოსჭერით თავი! ჰაჯიუსუფი რომლისათვის ასე ადვილი იყო ჯდომა სკამზედ, ვითა ცხენზედ, განსაკუთრებით დატვირთული თავი ღვინის ორთქლითა არ მოიცადა შემჰოკვრა გაგორდა პოლზედ. დაცემული ჶრანგი გაათრიეს და გამოცვალეს გატენილის განგებ გაკეთებულის თავმოჭრილის გვამითა, და მოჭრილმა თავმა იწყო სიმღერა ლექსისა უსეინის ქებისა; -

ამ ხმიანობაში, ისკანდარ ისკანდარ მიუჯდა გვერდით ქიჩქინეს; სული შეუგუბდა მხიარულებისაგან, გულსა ზედა გარდაესხა აუსხნელი ტკბილი ალი. ის იყო გვერდით საყვარლისა შეეხებოდა მას, ჰგრძნობდა მისის ლოყის სიმხურვალესა იმის სუნთქვის სურნელებას. და ის იყო მუსულმანი ეს არის ეხლა შეუსრულდა ოცი წელი, იმან ვერ მოითმინა შეცდომილებისაგან როდესაც ქიჩქინეწამოდგა რომ კარგათ ჩაჰხედოს ძირს დაებჯინა მის მუხლსა, ქიჩქინე! უთხრა ისკანდარმა, ადექ მე ორი სიტყვა მინდა გითხრა, ადგა და მაგრა მოუჭირა ხელი: -

ქიჩქინე იყო სავსე ისკანდარის ფიქრითა; მას ეძებდა საშუალ მღელვარეთა ზღვათა, პირთა განათლებულთა ლამპართაგან, იმედეულებსა შემოეყარნენ თვალნი მისნი თვისსა თვალსა ეზეიდიარა მიიზიდავდა მას, ეზეიდისათჳს, არა ჰფიქრობდა დარწმუნებული, რომ ერთხელ მაინც კიდევ დაინახავს თავის საქრმოსა, რომელიც პირველად გაახარეს, რომელიც ეხლა წაართვეს უმიზეზოთ, ამა ყურად ღებამ მოიცვა სრულიად მაშა ვითარი იყო განცვიფრება და შიში: როდესაც ხმა რომელიცა იყო პასუხი გულის მოგონებისა განუბგერა მას ყურნი კივილი მოუკვდა მას ტუჩებში, იმას არ ჰქონდა ძალი და არც სურვილი წინა აღდგომობისა, ისკანდარმაგაიყვანა შორს ბნელ კუთხეში. ქალები ასე იყვნენ გართულნი ეზეიდისადა ელჩის ყურებაში, რომ იმათ არ უნდა შეშინებოდათ. -

მე შენ მიყვარხარ ქიჩქინე! უთხრა მან მძრწოლარესა ქალსა, ძალიან მიყვარხარ! ხედავ რა ვქენი შენი გულისათვის რომ გნახო. შეგიძლიან მიუხდე რასა ვიქ. თუ შენ მეტყვი ისკანდარ-ბეგ მე შენ მიყვარხარ! ანბობ არა? საყვარელო - თვალნი ისკანდარისანი სამწვავად გამომხურვალებდნენ მარჯვენა ხელი უჭერდა დანბაჩის ჩახმახს საბრალო ქალი თრთოდა სიმკრთალით მიმოიყურებოდა, თითქო უნდოდა რომ გამოესხნა ვისმე. და თითქო დასწყევლიდა მას ვინც დაუშლიდა გაეგონა ეს საშინელი გარნა ტკბილი გრძნებიანი სიტყვანი ისკანდარ? დასასრულ უთხრა ქიჩქინემ. ოდეს გაიგონა წკაპანი დამბაჩის ჩახმახისა; მე ვარ შენი მსხვერპლი, მხოლოდ ნუ დაღუპამ შენ თავს ნუ გამაუპატიურებ მე, ნება მომეც წავიდე... მე შემოგევლებოდი გარე როგორც წელსარტყამი, მაგრამ შენ ხომ იცი როგორი კაცია ჩემი ბიძა; ხმიანი კოცნა მოისმა, ჰსწრაფი წუთი არის სიყვარულისათვის მიცემული აღმოსავლეთში, მაგრამ ვითა სიზმარი იცის დასტიოს ათასნი ჩირდილნი, ათასნი შემთხვევანი; ოჰ არ ნუ მეტყვი მე დილის ცისკარსა, აზიზიმ როდი უნდა გიყვარდეს შენი მეტოქე; მაშ შენ თანახმა ხარ? განა თანახმა ხარ? უძვირფასესო ქიმათსიზ. ხვალღამ ვნახამთ ერთმანერთს. ვერავინ გაიგონა რა უპასუხა ქიჩქინემ, მაგრამ ისკანდარის სახეზედ გამოარჩეოდა.- დიასი, არ ვიცი როგორ გაატარა ღამე შემდგომად ამ შემთხვევისა შვენიერმა ქიჩქინემ, მაგრამ ისკანდარ-ბეგმა დაიძინა ტკბილად დამალე. - არიან ცოდვანი რომელთაგან მალე და უტკბილესად დაეძინება კაცსა, ვინემ შემდგომად კეთილის საქმის მოქმედებისა. თუ თქვენ გენახათ ისკანდარის ლამაზი სახე, განსვენებული ნარნარის მღიმარებითა, თქვენ იტყოდით რომ თვით ხედავთ შეწმახვნილთა ოცნებისა ყვავილთა გარე ხვეულს ჭაბუკისა შუბლსა: -

შემდგომად ორისა დღისა უსეინის დღესასწაულისა, ციხეს ნარიყალაში, კამენდატისას იყო შეყრილობა ბეგთა, ვინაითგან იყო დღეობა ხელმწიფისა.- ნუქერნი დაუზდენნი ელვარისა შეჭურვილებითა ატარებდენ დაეჭირათ ცხენები ხელში, დასახატავი გროვანი იდგნენ, და ლაპარაკობდნენ შადრევანთან, თაბასარანელთა, ყარა ყაილაღელთა და დერბენდელთა მფლობელთა, ზალა იყო სავსე სტუმრებით, კარებთან კომენდანტის დილბანდი რაღასაც ანბობდა სიცხარით, მას უსმენდენ და ჰკითხვიდენ ყურად ღებით, ყველგან ჩურჩულებდენ, მოხუცნი მხრებს იშვერდნენ, ეეტყობოდა ახლად რაღაც დიდი რამ მომხდარიყო: დიახ, ეტყოდა დილმაჩი, ავაზაკებთა გამოთხარეს კედელი და შევიდნენ სუნეიმანბეგის საწოლში, და გაეღვიძა იმას, მაშინ როცა ერთმა ავაზაკმა იარაღი ჩამოიღო, დანბაჩა გამოიღო მუთაქის ქვეშ ესროლა მაგრამ ეტყობა დააცდინა, ამ დროს ორნი ამხანაგნი მოეშველნენ რომელთაც შეკრეს ცოლი იმისი და ბიჭი. ხანჯლით დაჰსჭრა ერთი ავაზაკი, მაგრამ ავაზაკთ ჩაკაფეს იქავე. მეზობელნი მოეშველნენ, მაგრამ ვინამ ფარნებს აანთებდენ შეიყარნენ და შეტეხეს კარები, რაზბონიკთ ზანდუკი გატეხეს გამოწმინდეს და გაიქცნენ, ასე რომ კვალიც ვერ იპოვეს. და მაშ ერთიც ვერავინ დაიჭირეს? ჰკითხა ერთმა ბეგთაგანმა: -

დაიჭირეს ერთი ახლო იმათი ამხანაგი, ეტყობა ის ყარაულად იდგა. იმას გარშამო საბელი ერტყა, რა საკურველია რომ იმისთვის რომ ავაზაკნი ჩაეშვა ციხეს შიგნით კედლიდამ, სარტყელში ერჭო გატენილი დანბაჩა და ხანჯალი. მაგრამ იმას ნება ჰქონდა ყოველთვის ეტარებინა, იმისთვის რომ იყო ბეგი; არ შეიძლება რომ ბეგი ვინმე გარეოდა ავაზაკურ საქმეში? ვითომ რატომ უპასუხა მირზამ, დაცინებით, გადახედა რომელთამე, არიან ბეგნი რომელიც ოხვრენ ხანის დროს მართებლობისათვის, ყმაწვილ კაცთ უყვართ სეირნობა, საშოვრისათვის კი არა ისე ვაშკაცობისათვის; დიახ გუშინდელი დაჭერილი იყო ბეგი პირველის გვარისა, თქვენ განკვირდებით როდესაც მე გეტყვით ვინ არის ისა, ის არის ისკანდარ-ბეგ ქალფასი ოღლი, კამენდანტი ჰსჩხრეკს ეხლა მოხსენებას ყალაბეგის და დეჟურნისას და ისკანდარს ნახავთ ეხლა თქუჱნ აქა. კამენდანტმა ბრძანა იმის მოყვანა გობთუახტიდგან: -

ყოველთ ვისთვისაც იყო ეს ამბავი ახალი დაიყვირეს განკვირვებით, და სიბრალულით, როგორ ყმაწვილი? კაცი, რომლის ზნე იყო საერთოდ ცნობილი სამაგალითოდ, ჩავარდა სასისხლო სამართალ ქვეშე. ქურდობის და ავაზაკობისათვის, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთი კეთილი კაცებიც რომელიც ანბობდნენ რომ იმათ ეგ სულ არ უკვირთ, ამისათვის რომ ისკანდარიყო ყოველთვის ჩუმი ფარისეველი, ბიწიერებანი არ ელიან აზრდას ისინი მოდიან დაუთესელად კამენდანტის გამოსვლამ გააჩუმა მათი ბუტბუტი: -

კამენდანტი იყო ერთი მათ მცირე კაცთაგანნი: რომელიც მიხვდებიან აზიელთ ხასიათთა სიწვრილემდე, იყო ალერსიანი დანჩხრეკით, მისთვის რომელ იმის ალერსი იყო დაფასებული უმაღლეს ჯილდოსა, სასტიკი, უბილწოდ, რომელიც მოსწამლამს თვით ჭეშმარიტებასაც; იყო მშვიდი და ხარისხიანი მოქმედებათა შინა მუსულმანთათანა, ის აჩვევდა მათ, რომ ყვარებოდათ სიმართლისათვის და პატივ ეცათ ძლიერებისათვის, ის გამოვიდა ზალაში სრულის მუნდრით: -

გმადლობთ თქუჱნ აღალიარ, დასასრულ უთხრა შეკრებულებსა, რომ მნახეთ ყოველთა რუსის იმპერატორთ ქვეშე ვრდომთ სასიხარულო დღესასწაულში, ვდღესასწაულობთ დაბადებას ერთს მეფის შვილთაგანისას; ჩვენ გვყვავს ერთი ღმერთი, ერთი ფადიშახი. და ჩუჱნ ყოველთა ვილოცოთ ღვთისადმი თვისებრ რათა დაიცვას სიმრთელე ფადიშახისა, საზოგადო ჩვენის ბედნიერებისათვის. უფალნო ბეგნი მე მგონია თქვენ გაიგონეთ გუშინდელი ავაზაკობა, მე მაქვს სრულიადი დამამტკიცებელნი კვალნი, რომ ეს დერბენდელთ მცხოვრებთაგა არარის ქმნული. არამედ მოსულთ მთიურთაგან; გთხოვთ ამისათვის იხმაროთ ყოველი ღონის ძიება იპოვოთ და წარმოადგინოთ დამნაშავენი, ჩემი მხრიდან გავგზავნე სარწმუნონნი ბეგნი იპოვნონ ისინი და სადაც არიან დაფარულნი, აქ არის გამოძიება- რა ჰქმნა მულამუთხრა მირზასკომენდანტმა ისკანდარ-ბეგ არა ტყდება? ან თითონ რას ანბობს? მირზამ უპასუხა რომ ისკანდარანბობს რომ არ ურევია ავაზაკობის გაცარცვაში, და სხვა რიგათ არის დამნაშავე, მაგრამ გარდახდომილების ჰაზრი არა ქონიარაო, საბელი მქონდა ამისათვის, რომ მინდოდა ქალაქის გალავნიდან ჩავშვებულვიყავო მინდა მესეირნა მინდორშიაო; მე ქალაქში გული მიწუხდაო და უიარაღოთ ვინ წავა ღამე როდესაც დღისითაც იარაღით დადიანო-უადგილო საეირნობა, შენიშნა კომენდანტმა, აქ რაღაც არის დაფარული, თუმცა მე ვერ ვეთანხმები ავაზაკობასთან; მაგრამ კეთილ ქცევას ისკანდარ-ბეგისას, შემოიყვანეთ აქა? -

საზოგადო ჩუჱულებით ისკანდარ-ბეგი შემოვიდა ქუდით, და უქოშოთ, პატივ ცემით დაუკრა თავი კომენდატს, ამპარტავნებით შეყრილობას, და მშვიდათ დადგა ნაჩვენებს ალაგს, კამენდატმა დაუწყო გამჭვერის თვალით ყურება დამნაშავეს; ჭაბუკი გაწითლდა ჰაზრისაგან რომ იმაზედ იჭვნეულებენ მაგრამ მხედველობა მისი იყო წმინდა შეუმკრთალი: -

მე არა დროს არ მოველოდი უთხრა დასასრულ კამენდანტმა რომ მე შენ მენახე ჩემ წინ ისკანდარ-ბეგო ჩემს წინ ვითა გარდახდომილი: - ბედმა და არა გარდახდომილებამ მომიყვანა შენთან! იცი როგორ მძიმეა დანაშაული რომელშიაც ხარ განსჯილი? მე აქ შევიტყე რასაც მე მაბრალებენ, მე აღვიარებ ჩემს სიგიჟეს, მე ვგრძნობ დამნაშავე მყოფს ყოველ-ფერი, მაგრამ მე არ ურევივარ მაგ საქმეში იცის ღმერთმა: - კაცმა უნდა დაუთმოს ცხად დამტკიცებას და ამისათვის ვირემ იჭვი შენზედ არ აიყრება შენ უნდა იყო დაჭერილი, სხვა რიგად თუ შენ იპოვნი ჩემ პატიოსან სტუმართაგან, სჯულიერ თავდებს მე განგთავისუფლებ პყრობილებისაგან; კამენდატმა იცოდა რომ უბედურებაში ჩავარდებიან ვითა უფსკრულში უეცრად. მაგრამ გარდახდომილება მოხდება ჩასავალი კიბით და არ უნდოდა გაესასტიკებინა პყრობილებითა თავის უფლება, შესაძლო არს უმანაკო ჭაბუკი კაცი, მით უმეტეს რომ მას აქვნდა ყოველი ღონე: მისსა ქცევასა ზედა-ისკანდარშედგა, გარდახედა გარეშე თითქო ჰკითხავდა ვინ დამიდგებით თავდებად; გარნა უბედურება განაშორებდა მისგან ყოველთა, ყველამ დაჰხარეს თავი წვერზედ ხელს ისვამდნენ და იყვნენ ჩუმად: -

არავინ უდგებით? სთქვა კომენდანტმა: სიზინ აღთიარინ მიუგეს ყოველთა, თქუჱნი ნებაა: მე დაუდგები თავდებად სთქვა, უსეჶ ბეგმა, გამოვარდა წინ გრძელ წვერიანებიდან: კამენდანტმა გაიღიმა, რა საკურველია სტუმართ ძლივ დაიჭირეს სიცილი, მან წარბები შეიჭმუხნა და ყოველთ დაეშვათ ყურები სარტყლამდის: -

მე ვკვირობ უფალნო, პატიოსანნო მოქალაქენო, დერბენდელნო: მე ხშირად მაწუხებთ ხოლმე, რომ თქვენის თავდებობით გაუშვა ცხადნი ავაზაკნი, და ბევრჯელ უდგებოდით ასეთს რომელთაც დაივიწყეს თავდებობა და გაიქცნენ მთაში, და არ გინდათ დაუდგეთ ყმაწვილ ბეგსა, რომლის ქცევა თქვენ აღიარეთ ამას წინათ სამაგალითოდ და ღირსად, რომელიც თქვენის მოწმობით, წარვადგინე ჯილდოზედ, რადგან იყო დარჩენილი რიცხვთა გამორჩეულ მხნეთათანა, ყაზიმოლას ჯარის შემდგომის დროს. მართლ-მსაჯულებას არ დაემალება, გარდახდომილება თუ მაგასა აქვს დანაშაული მაშინ დაისჯება თავის ზომით: მაგრამ ვინმე არ არის განსჯილი, თქვენი ამხანაკია და ამის სამაგალითო ადრინდელი ქცევა ღირს რათმე; სხვარიგათ თავდებობა არის თავის ნებითი, ისკანდარ-ბეგ, წადი შენ, მე ვარ შენი თავდები: -

კამენდანტმა თავი დაუკრა, რომ წავიდეს საყდარში, ცრემლნი ტკბილნი ცრემლნი მადლობასა გარდმოსცვივდნენ თვალთაგან განჩვილებულისა ყრმისა, ეს არას დროს არ მოელოდა, რუსის ნაჩალნიკისაგან ესრეთ დიდს სულოვნებას, ის მზათ იყო დაეჩოქნა წინაშე კამენდანტისა, ეკოცნა ხელზედ ვითა მამისათვის აღიარებინა საიდუმლო სიყვარული თვისი, რომელსაც ვერ ათქმევინებდა სასტიკი გამოკითხვა, საიდუმლო რომელსაც ეხლა მიჰყვანდა საუკუნოდ დაკარგვაში: -

თათართა დიდებულნი გავიდნენ კამენდანტის ზალიდგან: თვით აღმატებულთა პატივის მოყვარეთა ვერ მოასწრეს თავის ხშირის თავის დაკვრით გამოემუშაკებინა ორი სიტყვა, დარჩებოდენ უკან და უცდიდენ ურთიერთს გასვლას, ამისთვის რომ გამოსულიყვნენ ბოლოს, მერე ამპარტავნებით ჩაეცვათ თუფლები და შენიშნულების ამპარტავნებით დაეკრა თავი შურიანის გროვასათვის, და საიდუმლოთ ეჩურჩულებინათ ვისთვისმე, ოჰ მაწვალა კამენდანტმა კითხვებით და საქმის მონდომებით-

ცხელი დილა აორთქლებდა მოკირწყლულ დერბენდის დიდ მეჩითსა; გარნა ნოტიერი ჩრდილი აღმოსავლეთის ჩინართა დააკარვებდა და გრილ მოაჯირი, დაკიდებული ჰაერში ჩრდილოეთის კედლთან აძლევდნენ მისაყრდნობელსა მრთელსა გროვასა ლამაზთ პატარა თათრის ბაშვებსა, რომელიც იმღეროდენ ანუ უკითხავდენ თავიანთ მულებს, თავის გაკვეთილს. ხმა მათი მგზავსად ფუთკართა თითქო, ელაპარაკებოდა შადრევანსა მჩქეფარსა წმინდასა ღრმას აუზში; გარე მისსა ეხვივნენ რავდენიმე ბიჭი და გოგოები რომელიც აუვსებდნენ წყალსა, ღია მეჩითის კარზედ ისხდნენ მოხუცნი, გათბებოდნენ მზითაყოფილსა ჰანბითა თავის თვისსა გაციებულსა გულსა, ორიოდ სამნი გლახანი იდგნენ დიდკარებთან, ერთ კუთხისაკენ გაშლილ ნაბადზედ განისვენებდა ვიღაც მგზავრი, მრთელი სიცხოვლე ყოველი შემთხვევა მუსულმანთა ცხოვრებაში გამოჩნდებოდა აქა, იმედი და მოგონება სამოქალაქო ზრუნვანი და მცირედი განსვენება სამხედრო გზისა, შეიყარნენ ჩვეულისამებრ მშვიდობისა ჩირდილსა ქვეშე, სიწმინდისასა საზოგადოდ გაშლილსა მდიდართა და უსახლოთათვის კმაყოფილთა და უბედურთათვის:

ახლო მგზავრისა გაეშალა ხალიჩა თვისი მულა სადეგს; წმიდა მამაცა ემზადებოდა ხვალ სამგზავროთ, და ამისთვის ანგარიშობდა საქმეს, ბედნიერის სახით ამააწებდა ლავაშს, მაწონში და ნიორს, ხან ამოაწებდა ლერწმის კალამს თითბრის საწერელში, დაუქშევდა ბუზებს, რომ სიბრიყვის ქცევით არ დაესვათ წერტილი და არ შეეშალათ ჰზრი დაწერილისა, მასუკან უმეტესის ალერსით, დასთვალა ხელის გულში ჯიბის ფული, ისიყო ასე მოცული ვერცხლის ვარსკვლავების ფიქრით, ესრეთის ყურადღებით ჰსჩხრეკდა წაშლილ დაწერილს რუსულ აბაზზედ, და სპარსულს ორაბაზიანზედ, ასე რომ შეგეძლოთ მიგეღოთ ის შახის კარის ასტროლობად მწევრად აკადემიის წარწერილთ მჩხრეკლად, იმან ვერ დაინახა და ვერ გაიგონა რომ იმისწინ იდგა აგერ ხუთი მინუტია ლეკი, რომელსაც დიდიხანია დერბენდის ტალახი ემსახურებოდა ნაცვლად წაღის ძირისა, დაღისტნისა ცა ნაცვლად ნაბდისა. - და ბებკულისა ტანისამოსიდამ უჩანდა ტიტველა ხორცი და ქვეშე შიშველის ტანისა შესაძლო იყო და ნახვა მისი კუჭისა, თუ იმაში იჭვს მიიღებდა, ვინმე, გლახა ესრეთის საბრალოს ხმით თხოულობდა მოწყალებას, ბირ ალლახ უჩუნ! ერთის ღვთის გულისათვის: ასე სიხარბით უყურებდა მულა სადექისსაუზმეს, რომ ცოდვა არიყოს ფიცისა ისიყო უჭმელი ერთი თვისა და ცოდვა იყო რომ არ შეებრალებინა კაცსა; მაგრამ სასტიკი ვერცხლის მოყვარულს გულს სიბრალული ვერ შეარბილებს და სინდისი ამაოდ დაიმტვრევს კბილებს, მულა სადექმა შეხედა გლახას, ჩამოიფარა შუბლზედ ფაფახი და დაიწყო ანგარიში, ეშხად, აშურადმიათ, ალფათ, ერთი, ათი, ასი, ათასი: -

მე სამი დღე არის არ მიჭამია რა, ჩემო აღავ, ჩემო ეფენდი, ჩემო პირო, ანბობდა საბრალო გაუშვერდა ხელს წმიდა კაცსა: ეშხად. აშურად. მიათ. განამეორა მულა სადექმა; ერთი გროში მომარჩენს ერთ დღეს. და შენ გაგიღებს სამოთხის კარებს საუკუნოდ: აშურათ ალფად აბობდა კვლად სედექ: -

შენა ხარ მულა, მოიგონე რასაც შენ ყველას ასწავლი ყურან იალიშან, დიდხარისხოვანის ყორანიდან, პირველი ვალი არის მუსულმანისა. მოწყალება: -

წადი ეშმაკებში სუნნის ურწმუნოვ დაიყვირა გულით, განა შენისთანა ავაზაკებისათვის არის მოგონილი ალლახისაგან მოწყალება? თქვენთვის არის ბალახი მინდორში, ჯოხები ქალაქში, აი რა არის, როცა ღონე გაქვთ ავაზაკობთ, არა გაქვსთ ღონე, გამოსტყუებთ ფულებს მართ მორწმუნეთ, შესთხოვთ საკუთარ ფულსა, და მერე იმათვე დასცინით; არა გაქვს შენ ჩემგან არც ლუკმა პური, და არც გროში, მე თითონ მგზავრი კაცი ვარ და უკანასკელი წამართვა დაწყევლილმა თქვენმა ქვეყნიერმა მულანურმა; როცა აქ მოვდიოდი გამქერქა როგორც წაბლის გული ავაზაკმა: მგზავრმა რომელიც იყო აქმდის დაწოლილი მშვიდათ, წამოიწივა დადაბეჯინა ხელზედ ჩამოისვა თავის პირქუშ პირზედ ხელი. და ზრდილობით ჰკითხა გაჯავრებულ-მულას: -

განა ასეთი შეუბრალებელია და უწყალო კაცია მულანური? რომ აგრე ღარიბად გამოგიშვა პატიოსანი წმინდა კაცი? ასე გავიგონე მე რომ მულანური ძალიან ზრდილობიანათ სცარცვავსო, ორ მანეთს ართმევს თავზედაო: - ორ მანეთს? ალლახ, ალლახ! ის ასეთი ურიაა რომ არცკი დაფიქრდება ძირში თვალები ამოგეთხაროს, და ჩააგდოს იმამ ალიამ ჯანაბაში, და მოიხარშოს ის ოქროში რომელიც მე იმან წამართვა; ასე გასინჯე ჩემი აქლემი ხირღაცკი შეშურდა მგლიან სულიანს: -

სუნნეთ, გერჩეგ, მოჭრილი, ჭეშმარიტებაა, ჰსთქვა, ორიოდ სამმა დერბენდელმა, მოლა სადექი ჩვენთან მოვიდა ჰსწორეთ ნოეს წარღვნიდან გამოცურებულსა გვანდა. ჩვენ მოვაგროვეთ რომ ჩაგვეცმევინა დაგვეჯილდოებინა დაწყევლილი იყოს ავაზაკი მულანური;

გზავრი იდგა ფეხზედ ღიმილით, მოისმა რომ სამკლავებმა დააჩხარუნეს ტანის ჯაჭვზედ; იმან ამაიღო ჯიბიდან ერთი ოქრო და აჩვენა გლახა ლეკსა და უთხრა დასწყევლე მულანური და ესშენი იყოს; ლეკმა ჯერ მსწრაფლად დაუშვირა ხელი მაგრამ მალე დადგა დაფიქრებული. მულანურიშეეწივა ფულით გაჭირებაში ჩემ ძმას, და მრავალნი ჩემ ქვეყნიერნი გამოიხსნა ჭირისაგან, მე იმას ვერ ვიცნობ მაგრამ იმის გულს ვიცნობ, წაიღე შენი ფული უკან, მე არ ვიყიდი წყევლას:

მგზავრმა გაკვირებით შეხედა შესუსტებულისა შიმშილისაგან გლახაკსა; დაყვედრებით მდიდარ მოლას; მდიდარმა ჩაუგდო პარკში წყევლა ნაცვლად მოწყალებისა, გლახამ არ დასწყევლა თვალთ უკან უცნობი ავაზაკი, სიცოცხლისა დაცვისათვის, მგზავრმა ჩაუდვა განკვირვებულ გლახა ხელში ხუთი ოქრო. დაჰკრა მხარზედ ხელი მულა სედექსდა უთხრა ორსავ; არის ღმერთი ჭეშმარიტებისა ცაში, არიან კეთილნი კაცნი ქვეყანაზედ და მიეფარა: -

მეჩითის გალავანის კარებში ება მისი ცხენი, შეჯდა და ნელა დაეშვა დახვანჯულ ბაზრის ქუჩაში, გაიარა ხმიანი ბაზარი. ის შებრუნდა მეორე ქუჩაში, სადაც დგას სახლი ყალა ბეგისა დერბენდის პოლიცის-მეისტარისა, ალაყაფის კარებში იჯდა ყალაბეგი გარე ხვეული მაჩივართა, და ჩაუშთაგან სადაც განსჯიდა და დასჯიდა; ისიყო მოხუცი მაგრამ უცხოთ იღებამდა წვერსა ეცვა ცოხა ბაბთებიანი სახსოვრად ვაშკაცობის, და წმაწვილ მოგონებისა; ჰყვანდა ოთხი ცოლი და სამი ხარჭა, დააცარიელებდა კარებ დაკეტილში რამდენსამე ბუთლიკას ქაფიანს, თუ არ დაჰქონებოდა დიდროვანი მწვანე სათვალები, დაკიდებულს მუცელზე სარტყელი და შეხმუჭვნილება შუბლზედ თქვენ ყმაწვილი გეგონებოდათ ამ დღეს არ იყო კარგ ქეიფზედ ყალაბეგი, გლახა მცხოვრები ჩიოდენ იმასთან, რომ ერთ ხარჯს იღებენ მდიდრებთან სარწყავში და იმათ აქვთ ცოტა წყალი მდიდრებზედ, ბრიყვები ვერ იტევდენ თავში, რომ ჰსჯულისამებრ აზიურსა გიდროსტატიკის, წყალი უმეტესად მიმდინარეობს ის ვისაც აქვს უმეტესი მიწა, დაიღალა ყვირილით და უნდა ესწავლებინა ანგარიში მოჩივართ ფეხის გულებზედ როდესაც მცნობი მგზავრი ჩამოხდა ამის წინ; სელამ ალექუმ. მუღრამბეგ. უთხრა მან, მუღრამბეგშეკრთა თითქომორიელმა უკბინა ქვემო სარტყლისა, განკვირებისა ხმა მოუკვდა ტუჩებში, თითები და პირი გეეღნენ განკვირ-ვებისაგან. დაიდო დამბაჩის ბოლოზედ ხელი მგზავრმა დაიხარა და ყურში უჩურჩულა ყალაბეგსა, გამიგონე მუღრამბეგ, ხელი არ ახლო ძველ ნაცნობს, მე მოველ აქა შენის სარგებლობისათვის მე კარგ სამსახურს გიზამ, წავიდეთ შენ ოთახში, მე შენ იქ გეტყვი ერთ საიდუნლოს, რომლისათვის შენ ჩემი და დერბენდი შენი მადლობელი იქმნება, სხვა რიგათ თუ შენ დაიყრანტალებ ან ანიშნებ რომ მე დამიჭირონ, მაშინ იცოდე რომ ჩემ დანბაჩაში არის ერთი ტყვია და ექვსი საფანტი; და ესარის ეხლა ბაზარში ნაყიდი ტალი და თუ შენი კუჭი ამაებს მოხარშავს მაშინ თორმეტი ჩემი ამხანაგი ჩემს სიკვდილს გადიხდიან; შენ იცი რომ მე კვეხნა არ მიყვარს წავიდეთ: -

და მხიარულად თითქო ჰსთხოვა შექცევა რამე. ავიდა კიბეზედ უცნობი და იმას აჰყვა ხვნეშით ყალაბეგი: რისათვის ლაპარაკობდენ მრთელი ნახევარ საათი. არვიცი და ვერც ყბედის ჩაუშისაგანშევიტყე, რომელსაც ჩვეულება ჰქონდა ჩუმათ კარებიდან ყურის გდებისა. მხოლოდ ეს ვიცი რომ უცნობი მშვიდათ შეჯდა ცხენზედ რომელსაც პატივით მოჰგვარეს ცხენი, ნუქერს გადაუგდო მანეთი, რომელმაც დაუჭირა ავჟანდა და იქით აქეთ ყურებელი გავიდა ქალაქის კარებიდამ. - ორ დღეს უკან ლაპარაკობდნენ, რომ ეს იყო დიდი ავაზაკი მულანური ვითომ ყალაბეგმაგამოუყენა ნუქრები; მაგრამ მარტო ნალები უჩვენა იმათაო, მგონია ეს იყოს ზღაპარო: -

ამდროს საბრალო ყრმა მჭუნვარებდა თავის სახლში; ბოროტ შემთხვევამ მიიყვანა იმ ალაგს: - სადაც აღსრულდა ავაზაკობა, და ამან ნაცვლად ტკბილისა კოცნისა მიიღო გულში საშინელი კვეთება, დაბრალება; მაგრამ იმას ერჩივნა თავის პატივი მიეცა კდემულებასა შინა, ვიდრე გაეშავებინა კეთილი სახელი უმანკო ქალისა, სიშორე აწუხებდა მას მაგრამ უნცნობობა მოსწყვლიდა უმეტესად, განგრძელება მსაჯულებისა არის ჯოჯოხეთი მრთელს აზიელებისათვის, ისინი უმჯობესად, გარდაიხდიან არა მართალ დასჯილებას ვინემ მართალს განგრძელებულ სამართალს, და ნუ გგონიათ რომ ასე იყოს ჩვეულება, არა, ესო არის ბუნება აღმოსავლეთისა, მსწრაფლი გადაწყვეტა ფაშისაყადისა, ანუ ჯამაათის მასლაათის, შერიათისა, როგორც უნდა იყოს როგორც უნდა ღირდეს, აღმოსავლეთის მცხოვრებთათვის სასიამოვნოა, ვინემ წვლილი მოუყიდველი მოწყალებიანი გადაწყვეტა ევროპიის სუდისა. - აზიელის ჰსცხოვრებს აწ მყოში, ამისთვის, რომ დღეს არის ასე სასიამოვნო. და ხვალ ასე ორგული იჭვიანი, ხვალ შემოუბერავს სამხრეთით ქარი და მოჰბერავს საოფლეს, ხოლერას, ხვალ იყიდის ჩოხასთან ჭირს, ხვალ წავა გზაზედ და ჩავარდება კლდიდან ხევში და იქმნება დაფქული სოფლის წყლისაგან, დახლეჩილი კლდისაგან იქმნება მოკლული ვეფხვისაგან; ანუ მესისხლისაგან; გამოცვალეთ ბუნება აღმოსავლეთისა, მიეცით იმას ცოვრება ევროპიული პირობა, ჩაასხით ჩვენ ბუთაში ჩვეულება იმათი საზოგადოობისა და მასუკან ითხოვეთ აზიელთაგან მოთმინება, განმსჯულობაში; და სიმტკიცე პყრობილობაში მაგრამ ვინემდის მათ თავზედ ჰსუნთქავს განმადნობიერი, თუმცა მშვენიერი ჰერი, მანამდის არის გარე ხვეული შიში, ყოველსაათში და ყოველ ბიჯში, ისარ დაფსცხრება რომ არ იყოს ფათალისტი; და აფასებს უძვირფასესად აწმყოსა წუთსა უმაღლეს ყოვლისა, ორსავე ცხოვრებაში; ანბობდა ისკანდარ: უმჯობესია სიკვდილი, საუკუნო ბორკილი, სიბირის თოვლში, ვინამ მომწამლელი იჭვი რუსებისა, რომელთაცა მასწავლეს თვიისი სიყვარული, და სიძულილი ჩემ ქვეყნიერთა, რომელნიცა მძულან ადრინდელზედ უმეტესად. უმჯობესია სიკვდილი ხლმითა მინემ ხერხითა; და ის დახშული პატიოსნის სიტყვითა, ხტებოდა ვითა ვეფხვი თვის გალიაში, იგლეჯდა მაჯებს, ტიროდა როგორც ჩვილი: -

საღამოს ხანს ვაშხმობის დროს, როდესაც ცოლშივლიანი მუსულმანი განისვენებს სულითა; და უცოლო ზის მჭმუნვარებით თავის ბუხრის წინ, ისკანდარბეგს მოესმა რომ ფანჯრიდამ რაღაც შემოვარდა ზუზუნით და დეცა იატაკზედ, ის იყო ქვაზედ მობმული ბარათი „მულანურ ისკანდარბეგს თაყვანსა ჰსცემს „უმჯობესია იყო უბრალო დაჭერილი ვინემ დამნაშავე განთავისუფლდეს, დაიჯერე მე ყველა ვიცი: და ყველასფერს აღვასრულბ „რომ შენ მაგ ჭირისაგან გამოიხსნა, ალახმა აღასრულოს „დასასრული, მოითმინე იმედეულ იყავ გამართლება არის ახლო;

და მართლად მეორეს დღეს ისკანდარ დაიბარეს, კამენდატისას და ვერ მიასწრო მიეწივნა შინამდის, ოცმა ხმამ მიულოცა ბედნიერად მორჩენა შუქურ ალლახ! ისმოდა ყოველ მხრივ ავაზაკები დაიჭირეს ისინი შეიყარნენ ბახტიერისას რომ გაეყოთ საშოვარი; და იქავე ოთხივ დაიჭირეს, ოთხნი არიან ლეკნი და ორნი ქალაქელნი იმათ რიცხვში თითონ სახლის პატრონი. იმ ავაზაკს უპოვეს ორი კედელი სადაც დამალავდა ნაცარცვებს, ახლა ქურდების ბუდე დაშლილია და პატიოსან კაცთ შეუძლიანთ განისვენონ; ავაზაკთ გამოკითხვამ გაამართლა ისკანდარისსახელი, ასე რომ შეიქნა უთეთრეს და უტკბილეს შაქრისა; უმადლოების ბიწიერება არა ჰქონდა ისკანდარბეგსა, იმან არ მიიღო თავის მეზობლებისაგან შერხეული შერცხვენილი ნაჩალნიკის დიდ სულოვნებითა; იმან აღურა კამენდატს წვრილად თავის სიყვარული თავის განზრახვა და შური; და ჰსთხოვა ერთი შემძლებელობა, რომ ნება მისცენ დაამტკიცოს თავის ერთგულება სამსახურითა - და აყვედრა ცოტად კამენდანტმა, ჩვეულების დარღვევა, და უქო კეთილი განზრახვა, დაასრულა ამა სიტყვათა, ისკანდარბეგ! შენ თითონ გამოსცადე სადამდის მიიყვანს აღკრძალული ვნება. არც კაცი შეუნდობენ ჩვეულების გარდახდომას შენ გაბრალებდნენ ტყუილათ ერთ საქმეს, მაგრამ ჰკითხე შენ სინიდისს, მართალი იყავ მეორეში? შეურიგდი შენ ბედს და იცოდე რომ ღალატით ვერ მოიყიდი ღალატს, ვერ იყიდი ბედნიერებას, და იცოდე ეს, რომ კეთილი კაცი არა იქს საიდუმლოდ; ღამე და საიდუმლოება არის, სამოსელი რაზბონიკთა და ცრუთა, მომავალი ბედნიერება შენი არის შენ გულში შენს ერთგულობაში: -

ისკანდარ მორჩა საშინელს განსაცდელს: მაგრამ სიხარული მისი იყო ერთის წუთისა, მძიმე იყო ყრმისათვის განეშორებინა თვისი ოცნება და თვისის გულისა აჰზრი, ტრფობისა, რომელ უკვე უწოდებდა თვის საკუთრებად. კოცნა ნახევარ ნებითი, ნახევარ მოტაცებული ბაგეთაგან ქიჩქინისა. ვითა სასიამოვნო ეზო ათასჯერე განაშორებდა მის გულში; მან მოიგონა დაწვრილებით უკანასკნელი შეყრა სატრფოსთან სული უბნდებოდა მისის ხმისაგან რომელიცა ესმოდა ეფირულს გამოხატვისა ყურისაგან, ისტკბილად, ის ძრწოლით დახუჭავდა თვალთა უხილავთ ნაპერწკალთაგან გადმოყრილთა განუშორებელთა ზმანებათაგან, განუშვერდა ხელსა რომ მოხვეოდა შვენიერსა ტანსა, ის გორავდა თავის ხალიჩაზედ ვითა შეშლილი, უნდოდა კბილებით მოეგლიჯა ოქროს ღილი. რომელიც დაჰფარავდა მრთელს ქვეყნის სიტკბოება; და ჩავარდებოდა სიცოფეში, შეეზარებოდა რა აჰერთა ნაცვლად თვისა საცოლისა არ ჰნბობდა ის ტყუილათ მწერდა მე მულანურ, მე მზათა ვარ გარდახდომილებით ვიყიდო ჩემთვის ქიჩქინე, და დარწმუნებული ვარ რომ იმასთან ვიქმნები ბედნიერი; ცარიელ მიწაზედაც! ქვეშე, ცის დერეფნისა, ნებით ან უნებლიეთ მოვიტაცებ და წავიყვან მთაში: დავიყურყუმულავებ ერთს საათს მაინც, ჩემი გულის ნეტარებაში, და მისუკან მე მზათა ვარ მივცე ის შესაჭმელად: - და მშვენიერი ქიჩქინეცამჭმუნვარებდა მარტო ობით და იმანაც გაიცნა რიცხვი განშორებულის საათისა, გრძელის უბედურს საათისა. ვარდი მომეცა გულზედ და მიჩურჩულა მიყურე მე ვარ გაზაფხული, ბულბულმა დამისტვინა თვისის ტკბილის ხმით მე, დავარქვი მას სიხარული, ისკანდარ-ბეგმა, შემომხედა და მაკოცა მე; მე მაშინ გავიცან სიყვარული, მაგრამ სადა არის ვარდი? სადა არის ბულბული? სად არის ჩემი ისკანდარი? სად გაფრინდა ჩემი ბედრიერება? -

ბირმა ექიმის ოლდი; ექმის ბირმას ოლდი...

საშინლად ჩამოქუხს ტენგიხმა ვიწროს ტენგისხევში; საშინელი ქუხილი დააყრუებს ყორანთა და არწივთა, წივილთა ბოროტად წინა მომთხრობთა; უბედურია ვინც გაზაფხულის ჟამს როდესაც თოვლი დნება. გაჰბედავს უწინამძღვროთ აქ გასვლა უბედურობა ანუ ბედი შეახვედრებს აქ ავაზაკთ: ეს არის საყვარელი ადგილი, რაზბონიკთა: რა ძლივ მორჩები წყალში გასვლას, არის ვიწრო გზა და კლდე აფარია, იმ კლდეს უკან არის ბუდე ავაზაკთა, აქ მულანურმათორმეტის ამხანაგით დააყენა სამი პოლკი ყარაბაღის და შირვანის მხედარნი, რომელიც მობრუნდენ გამარჯვებულნი მდიდრის ალაფითა, ღენარალ პანკრატევის პახოდიდან, და მიდიოდენ შინა: ის დახვდა მუნ შეჭურვილი კარგ ცხენზედ მჯდომარე, გაშალა მიწაზედ ნაბადი თაყვანსა გცემთ თქვენ, ამხანაგნო და იყოს სახელი თქვენი მაღალი, ვითა მაღლა აიღებოდა ხელი თქვენი მტერზედ, ალლახმა მოგანიჭათ გამარჯვება, ალაფი, მუბარაქ ოლსუნ მოგილოცავთ! მქმენით მეც მონაწილე თქვენის გამარჯვებისა მხიარულებისა, არ გაიძულებთ მხოლოდ გთხოვთ, მამეცით თქვენის ნამუსით რაც გინდათ იფიქრეთ ძმანო, თქვენ მიგაქვთ საჩუქარი სახლში, თქვენ ახლა მდიდარი ხართ, მე ვარ ღარიბი არა მაქვს ბანი რომ თავი მივაჰფარო, და ერთის მინუტის მყუდროება მე უნდა ვიყიდო ოქროთი სხვარიგათ ძმანო იცოდეთ კაცთა წამართვეს უსამართლოთ რაც მქონდა, მაგრამ სამართლით ალლახმა მიბოძა სიმხნე, ალლახმა მიბოძა ეს ხევნი, და შიშველი კლდე და მთები, რომელთაც თქვენ აიძულებთ. მე ვარ მადდლობელი მათი და უჩემნებოთ ვერავინ გაივლის ამ აღთქმულ ალაგს, თქვენ ბევრნი ხართ და ვაშკაცნი. მაგრამ თუ მალით მოინდომებთ წასვლას დაჰკარგავთ მომეტებულს დროს, ვინემ მე და ჩემი მხნენი დაიხოცებიან ჩემთვის დაიწყებენ ბრძოლას, თვითეული ქვა, თვითეული არწივი, ამ ხეობისა და მე უკანასკნელ თოფის წამლის მარცვლამდე; გააწყვიტეთ თქვენ ბევრს დაჰკარგავთ, მე არაფერს მე მქვიან ნათელი (ნურ.) მაგრამ ცხოვრება ჩემი არის უცუდეს სიბნელისა, მრისხანე ყვედრებამ ჩამოიარა ყარაბაღელთ დასებში, მრავალნა იძახოდენ ჩვენის ცხენის ნალით გავსრესთ მულანურს, ანბობდნენ ისინი, ნახეთ ჩვენ რავდენი ვართ და ისინი ცოტანი წავიდეთ წინ წადით ავაზაკებზედ. მაგრამ პირველობაკი არავის უნდოდა სიმხნემ დაუთმო ანგარიშს, ეთანნხმნენ, ხარჯზედკი არა, ჩუქებაზედ, ჩვენის ნებით გაძლევთ ვისაც რამ გვწადიან, ამბობდნენ მხედარნი და დაღრეჯილნი გადაუგდებდნენ ნაბადზედ მულანურს წვრილ ფულსა, ძალით შენ ნალის ლურსმანს ვერ წაიღებდი ჩვენგან, და თითო თითო გაივლიდნენ იმის გვერდით მულანურთავს უკრავდა და ფარისევლად იღიმებოდა ძალიან ძნელია დაღისტნელთ ცხვართ გაპარსვა; როდესაც ყარაბაღის მგლებს ბალანი დავაგლიჯე, და ტყუილად ჩივიან წელს მოუსვლელობაზედ. ჩემი ქვები კარგ სამკალს მაძლევდენ, მხოლოდ უნდა საქმე კაცმა იცოდეს, თორემ არა თუ ერთ საპალნეზედ თვითეულ თოფზედ შეიძლება თოთო აბაზის აღება:

დასაწყისსა ამ წელისას გაწყდა ხმა მულანურზედ. თითქო წყალში დაირჩო; წავიდა შერაქის მხარეს გაიქცა, სპარსეთში მოკლა ვინმე მთაში; არავინ არ იცოდა, და ქარვანი ერთი ერთმანერთზედ ყუბიდან შამახიაში ახლო გზაზედ ტინღინის ხეობაზედ, დავიდოდენ და არ შემოეყრებოდენ ჩვეულებრივ მეიჯარადრეს, არავინ არ იყო დაყენებული მულანურისაგან. თუმცა იმისი ნამუსიანობა განთქმული არავის დააყენებდა იმ გზაზედ მაგრამ მაინც უხაროდათ რომ მუქთათ დავიდოდენ და არავინ არას ართმევდა: -

გამოვიდა ყუბიდგან დილით ადრე ღირს პატივ ცემული მულა-სადექშუა დღისას მოვიდა იმ ხეობაში, ძვირმა არ იქირავა წინამძღვარი ეშინოდა არ გაეღარიბებინა თავისი ნათესავი ოქროები, და მანათნი დერბენდში შოვნილი. ყუბაში დაარწმუნებს რომ უსასიშო გზა არის და წყალი თენგაისე დიდი არ ეგონა მაგრამ ის დღე როცა გამოვიდა იყო ცხელი; ივნისის მზე ასე ჰსწვამდა რომ მგზავრი მულა ხშირად ძალათ გადმოიგდებდა მხრებზედ გაცხელებულს თოფს; რომელიც ჰსწვამდა წმიდა ღვთის მოყვარეს ზურგს; იამა რომ შევიდა ჩირდილიან ხეოაბში მარამ არ იამა რა მივიდა წყლის პირს... ტენღადუღდა მჩქეფარებდა დიდდებოდა. რავდენათაც ჰსურდა მიესწრო დღესასწაულ ყურბან ბაირამ მსხვერპლი შეიწირვა შამახიში სადაც მოელოდა იშოვნიდა ბევრს თავის ქადაგებითა, მაგრამ დახრჩობის შიშმა, მულა სედექსწაუჭირა ვეცხლის მოყვარულ ყიყვში, სისხლი გაუცივდა. როდესაც დაინახა საშინელი კლდეები რომელიც იმის თავზედ ეკიდენ და ფეხებთან ჩამოქუხდა წყალი; ეშმაკმა წაიღოს სე წყალი რომ ვერცხლისა და იაგუნდისა იყოს მაშინაც არ შევარდებოდი უმხანაგოდ განა ჰსწორეთ ვირი არავარ? რომ რუსთაში არ ვიქირავე წინამძღვარი, და იმან მჭუნვარის თვალით გადახედა გარეშემოს იყო ცარიელი და ყრუ. მარტო დასჯილი საუკუნოდ სიმღერისა, განმეორება მრისხანე წყალის ქუხილისა მაგრამ გახედა კარგათა და დაინახა ტყეში უნაგირიანი ცხენი ბალახზედ გაშვებული რომელზედაც იერიჩის მაგიერ ჰქონდა ცხვრის ტყავი გადაფარებული და ცოტა მოშორებით შუაზომის კაცი კარგის სახით: თათარი უბრალო ყომრალის ჩოხით უიარაღოთ გარდა ხანჯლისა. ფქვილი გაათეთრებდა იმის წვერსა: და უდსა ეტყობოდა იყო მეწისქვილე მულასადექსიამა:

ეი მეგობარო შენ უთუოთ აქაური ხარ გეცოდინება ფონი ამ ცოფიანის წყლისა; აქაური ვარ უპასუხა ამან. და სჭამდა ცარიელ პურს მე კარგათ ვიცი ცხოვრება ტენგისა, ამისათვის რომ ჩემ საცერში გადის, და ჩემის ნებისა, ეს წყალი ჩემი მონაა ეს მიტრიალებს ჩალხსა: -

კაი დროს შემხვდი კეთილო კაცი. გაკურთხოს ალლახმა თუ მე მიზამ ერთ საქმეს. თუ გამაცილებ ამ ხევს: - ამაღამ აქ მოიცადე უთხრა ცივად მეწისქვილემ წყალი მოიკლებს ჩემი ცხენი გაძღება მეც დავისვენებ და მასუკან ნახევსრ საათზედ გავალთ; ეხლა საშიშია: -

ალლახის გულისათვის! ალიასდა უსეინის გულისათვის! ჩემი ცოლის გულისათვის! (მე მულლა ვარ) ჩქარა გამოყვანე ეხლავ ემ საათში ემ წუთში, შენ შაგი ხარ. უპასუხა იძულებით მე რა ეშმაკებისათვის მინდა შენი ლოცვა და კურთხევა წინასწარ-მეტყველი ჯეღანემ რომელიც ჩემი ძმის სუნისათვისაც დავფიქრდებოდი ასრე წყალ დიდობაში ვყოფილვიყავ წინამძღვარი, და უსულო შაგისათვის გვალვის დროსაც არ წავიდოდი, კარგი კარგი ნუ უარობ ჩემო სულო, ჩემო თავის ფიალვ. მანიმ თაჯისირამ, ალლახი გადმოასხამს შენზედ თვის სისხლს ამისათვის რომ უზამ კეთილს საქმეს მოლასა; გინდა ქვეყნის ძაღლების მულა იყავ ჩემი მულა არ იქმნები მე ალლახი, დამახრჩობს თუ შენ ცხენიანი ცოდვა გაგიყვანე ამ წყალში: -

რა საძაგელი სვინიდისი გქონია შენა ჩემო ვაჟ-კაცო; გამიყვანე მშვიდიბით და მე ფულს მოგცემ: რას მომცემ ჩემ ოფლში? უთხრა წვერის ქექით.- თუ შენ შეიძლებ ამისთანა სიცხეში გაოფლიანდე მე ორ აბაზ მოგცემ: -

ორ მანეთსაც არ გამოგართმევ. ვალლს ვალლას ერთ ოქროს ნაკლებ არ წავალ შენის აბაზით ცხენსაც ვერ დავსჭედამ, და მართლა რომ ვსთქვათ ოქროს, თავის მაგიერ ვერ გამოიბამ. დიდხან ივაჭრეს მულა-სადექი ვერცხლის მოყვარებამ გახადა მნახე, აიძულებდა წასვლას, მეწისქვილე არ ჩამოვიდა ფასიდან და აღასრულა თავისი, მულა-სადექშეიქმნა თანხმა: -

მისცა სადავე ხელში, და ამასთანვე ყოველი მიანდო: გამოცდილ მეწისქვილეს წინამძღარი ერთს მხრიდამ მეორესთან მივიდოდა არიდებდა სიღრმეს წყალსა, ხან დატრიელდებოდა და მოვიდოდა თითქო უკან. მულა-სადექროცა ზვირთი მოხვდებოდა გულში, თრთოდა დაილოცვიდა რომ ლოცვით დაეყრუებინა ცოდვის მოგონება მაგრამ შფოთიანის სინდისი მაშინ არ გაუგონებს კაცს როცა არის გასაჭირში და ან დიდს სნეულებაში და რაკი გასცილდება, სვინდისს მაშინვე და უკეტენ კარებს და მოსჭრიან მყივანა მამალს თავსა, რომელიც ისე ადრე გვიყივლებს: -

მულა-სადექქვეშე შიშის სვინდისისა იგრძნო ნარნარება სიწმინდისა, და სამხრთო. ცხოვრებისა, და აღუთქვა ალიას, 99. აღთქმა არ იცრუოს სულითა მისაღებლად ოქროისა და ლამაზი ცოლებისათვის; და რა ხევში გავიდა ისევ შეიქნა წუწკი. და გემოთ მოყვარე. ოქროვანი და მხიარული სხივი გამოიხატავდა მის თავზედ, მან ამაიოხრა თავისუფლად, მიიხედა უკან და ვიწრო ხევი ეჩვენა მას პირ დაღებული თითქო სიზმარში: მაშინ იმან ამპარტავნებით დაუძახა თავის წინამძღვარს წადი, ჩქარა, არამზადავ, თეზ გეთ თეზ. მაგრამ ძალიან გვიან მოხარულობდა ჩვენი მულა, წინ კიდევ დახვდა წყალი უღრმესი და უჩქარესი წინამძღვარი შევიდა დააყენა ცხენი სადაც უჩქარესი წყალი იყო და მოაბრუნა თვის ცხენი მოლასაკენ: -

აბა ბულა-სადექ უთხრა იმან: გაუშვირა ხელი ნაპირემდის ათი ბიჯიღაა, დრო არის ხელი მომცე, შენ ხედავ რომ მუქთათ არ გართმევ ოქროს; ოქრო განა შენ სული გაქვს მეგობარო განა ხუმრობ განა ირიცი (არიცი) რომ ოქრო სამი მანეთია, ვაჟო თითო ბიჯი აბაზათ დამიჯდება. განა ვერცხლის ხიდს გაგიდებ. ფიე ძალიან დიდი საქმეა ამ ლაფში გატოპა; ვაჟო აქ ქათამი უფთოთ ფეხსაც არ დაისველებს, და თევზი ქვევით გავა კმარა ძმაო. შენ ორი აბაზიც გეყოფა, აი წაიღე და ღმერთი იყოს შენთან: -

პირობა? უთხრა გაჯავრებულმა მეწისქვილენ. იძულებული პირობა ჩემო საყვარელო არაფერია; ყორანშიაც არის ნათქვამი; ვინ მამცა მე გლახა მგზავრსა; მაგდენი ფული, მე აქ გამცარცვეს ავაზაკებმა ასე რომ, თუმცა მულა ვარ, მაგრამ ფაყირზედაც ღარიბი შევიქმენ. არ მართმევ ძმაო, შენი ნება არის; მაშ აი ჩემი კურთხევა იყოს ფულის მაგიერ რატაო არ წახვალ: -

მე აქედან არ დავიძვრი, მანამ შენთან არ მოვიანგარიშებ და ჩემი ანგარიში მარტო დღევანდელი არარის: შენ სინდისიარა გაქვს მულა სადექმაგრამ გონება გაქვს, შენ დააგდე ხმა დერბენდში რომ უფრო ჩქარა გამოსტყუვო ფული მსუბუქ მორწმუნეთა ვითომ მულანურმაგაგცარცვა და გაგიშვა შიშველი, აბა თქვი? ეხლა ცრუვ? სადა, როდის და როგორ იყო ესე? მე ეგ არადროს არ მითქვამს დაეე დამსაჯონ მე ალახმა, არ მითქვამს. დაე აზრაილმაკი არა ეშმაკმა მიიღოს ჩემი სული, დაეე ამ სოფელში ვერ ვიპოვო წყალი გასაბნელად და ვერც ცეცხლი ჩიბუხს მოუკიდო: -

ნუ უმატებ ცოდვა ცოდვასა დაგვირგვინე მოტყუება სიცრუით, დაიხრჩე, წყევლით შენი შავი სული; გახსომს შენ მეჩითის აივანი სადექ? გახსოვს რა უთხარ შენ გლახასა, რას უანბობდი მგზავრსა? განა შენ არ იყავ ჩემ წინ, მულასადექმა გააღო შეშინებული თვალები საშინელი ეჭვი შეეპირა გულში, სახე მეწისქვილისა გაბანილი წყლისაგან, სრულიად გამოიცვალა ქვეშე ხშირისა წვერისა, გამოჩარჩოვდა პირი მოშაო, შეჭმუხვნილი წარბებით, გამოცეცხლდებოდენ თვალები, მაგრამ ვერ დაინახა რა საჭურველი მულასადექ იგრძნო სარგებელი თავისა, მოიძრო თოფი. მაგრამ ვინემ მოაბრუნა დანბაჩის ტუჩი მიაბჯინა გულში: -

არამცა თუ ჴელი თუ ულვაში გააცანცარე, წითელ თავიანო დედაკაცო ემ წყალში თავდაყირა წაბძანდები თევზების საქადაგებლად, რომ იმათ ოტკა არ დალიონ. გაადაგდე თოფი, შემოისხენ ხმალი, ალლახს ყიზილბაშებისათვის არ მოუგონებია რკინა; შენი საქონელი არ არის სიმხნე, ნუ აჩაჩუნებ გეუბნები, შე ძაღლის შვილო; შენთვის არ არის საჭირო, თოფის წამალი დავხარჯო. კმარა გაუშვა აღვირი შენის ცხენისა და შენახარ მკვდარი: -

ყვითელი როგორც სანთელი, ძრწოლარე როგორც კაბა ქარში, იდგა მულა სადაქ. თოფის ხელ ჩაცივებული და უყურებდა ყოველს დამბაჩის განძრევას, რომელიც იყო, მიბჯენილი გულში, საშინლად, და შავად შეასხავდა ზვირთი გაგიჟებულის წყალსა, სიკვდილი ბრწყინავდა ავაზაკის ხელში; სრულიად, და დაიკარგა ორ სიკვდილის შუა.- შემიწყალე მე ვარ მულა; მეც თითონ მულა ვარ, უპასუხა! ავაზაკმა უმეტეს მულისა თუმცა არა ვარ მუჶთიდა მუშთაიდი; მე ვარ მულანურ; -

საშინელის ღრიალით დაეკიდა ცხენის კისერზედ, მულა სადექდა დაიფარა ხელით კისერი; თითქო ელოდა ხანჯალის შემოკვრას დიდხან ბოროტებით იცინოდა მულანურიშეშინებული მულა-სადექზედ, დასასრულ უთხრა რომ ადგეს და უთხრა: შენ გამაუპატიურე დერბენდელებში, შენ დაარწმუნე იმათ, რომ გამოგართვი უკანასკნელი ფული, უკანასკნელი პერანგი; მე, რომელიც ვაძლევ გლახას, სისხლით მოყიდულს ოქროსა, მე, რომელსაც არ გამამირთმევია არც ერთ ვაჭრისათვის ერთ ოქროზედ მეტი; ის ჩემის ამხანაგებისათვის და ჩემი ამხანაგები თუ ჩემი არ ეშინოდეთ დაიწყებენ ყოვლის მგზავრის ხოცვას ეს ცოტაა, შენ გინდოდა წინამძღვარი მოგეტყუებინე დაპირებული შრომის ფულებში; ამისათვის, რომ შენ გეგონა გლახა, უბრალოდ ვინმე და შენ გინდოდა თოფი მიგერტყა ნაცვლად ფულის მიცემისა მოგეკალ მე: -

შემიბრალე შემიწყალე ღრიალებდა მულასადექ. შენ შეიბრალე გლახა? რომელიც შიმშილით კვდებოდა? შენ შემიბრალებდი მე თუ არ დამესწრო გულში დამბაჩის მობჯენა? სულო ვერცხლის მოყვარევ! ბოროტ ცოდვიანო, წმიდის მქადაგებელო,შენ თითო ყორანის ასოთი მჭრიდი ხელსა სოფლის მქადაგებელო, შენის სარგებელისათვის, აურევდი სახლეულებას განაშორებდი გულებს, მე გიცნობდი შენ და იმისათვის გაგიშვი შენ მშვიდობით, შენ არ მიცნობდი და შაურაცხ მყოფდი: -

შენ პირველად თავის ნებით შეიქმენ წინა მთხრობელი შენის ბედისა, საკუთარი თავის მსაჯული, აგრე იყოს, შენ ხვალ შეგიძლიან არ მოატყუო შამახილები, რომ მე გაგცარცვე; ამაიღე რაც ფული გაქვს: -

ძნელი იყო ძვირის კაცისა თვის განშორება, საკუთრის ფულისთანა, მაგრამ სიცოცხლესთან უფრო საშიში იყო; საბრალო ხმით ღრიალებდა თითქო გაზით ჰუგლეჯდნენ ნაჭრებად სულსა, ირებდა ქისიდან და აბგიდან ფულს დაუყრიდა კალთაში მულანურს უჭერდა მანათს ხელს რომ ვერცხლის სისუქნე დარჩებოდა თითებზედ, სულ ეგ არის ჰსთქვა მან ოხრით. - მე მგონია სადექშენ საფლავში ჯიებსაც მოატყუებ, თუ არ გინდა შეიტყო რავდენის ნაჭრის ტყვით არის გეტენილი ჩემი დანბაჩა ჰსწორეთ დათვალე რავდენიც ოქრო გაქვს ჯიბეშო; შენ მომეცი თორმეტი თუმანი, და შენ გაქვს კიდევ ოქროები და წვრილი ფული; და მე რიცხვი კარგა ვიცი; ცრემლები მოედინა ჩემს სადექსროდესაც ჩაუთვალა კალთაში უკანასკნელი ფული, ესრეთ ტიროდა როგორათაც ჩვენ ვტირით, როცა დავაყრით ერთ მუჭას მიწას საფლავს ჩვენის მოყვარისას, გამოათრია ნაპირზედ მულანურგადახტა ცხენზედ და უთხრა იმასაც რომ გადახტეს საბრალოს გული ასე გაუპატარავდა რომ კაკალში დაეტეოდა: -

ჯერ საქმე არ დასრულებულა, ჰსთქვა მულანურმა. შენ დაშალე ქორწილი ისკანდარბეგისა? შენვე უნდა ადრინდელებრ მოახერხო. საწერელი სარტყელში გირჭვია, მისწერე მირზა ჰჯიფეთხალის, რომ შენ აღარ გინდა შერთო იმის ძმისწული შენ ძმასა; მიჰსწერე რომ, არ უნდა შენ ძმას, არ შეუძლიან შერთვა, ამისათვის რომ ის მექაში წავიდათქო,რომ იქ ავათ გახდა, და ჩაძაღლდათქო, მოიგონე რაც გინდა, მხოლოდ ისკანდარბეგ შეიქნეს ქმარი თავის დანიშნულისა, თორემ იცოდე უვადოდ დაგაქორწილებ ხურიებთან; მისწერე, იცრუვე მომეტებული ტყუილი არ გაგაღარიბებს არასდროს დაიყვირა განწირულმა მულა სადექმა, ეგ არა დროს არ იქნება, შენ წამართვი რაცკი მებადა, და რაც მექნება წინათ წამართმევ ერთად ჩემ სულთან:-

მართლა? უთხრა მულანურმა, და დაჰკრა სამჯერ ტაში, თორმეტი ავაზაკი ერთი ერთმანეთზედ მაღალი, წამოადგნენ უეცრად მულა სადექსთავსა და გახვრიტეს საშინელის თვალებითა; ეი პატიოსან მულას ჰსურს დასწეროს წიგნი უთხრა მათ მულანურმა, მოუმზადეთ რაც საჭირო იქნება იმის მაღალ ხარისხებისათვის, ერთმა ლეკმა პატივით ამოაძრო მულ-სადექს სარტყლიდან საწერელი, მოართვა ქაღალდი გაეშვილი ვერცხლიანის არშიებით. მესამემ შეუბერა ლერწამის კალამს; მაგრამ მულა-სადექ ჩურჩულებდა არ დავსწერ, არასდროს. მაგრამ გარე შეხედა, ნახა რომ ამ უდაბნოში ვერავინ მოეშველება, ოხვრით მიჰყო ხელი, მაგრამ პირველად ცუდათ დაიწყო საქმე: -

თუმცა რვაჯერ საწერელში მოლამან ჩაჰყო კალამი.
მაგრამ რვაჯერვე შიშითა, ვერა დასწერა სალამი

მასუკან ამას ეჩვენა რომ აჯეჯს არა ჰქონდა წვენი, მას უკან გონება გაუხდა უმეტეს აჯეჯისა: დაჰსწერე გინა შენი სისხლით, იფიქრე გინდა მუცლით, დაიყვირა გაჯავრებულმა მულანურმა, შენიშნა, რომ სადექ ყოყმობდა, ჩქარა დაწერე თორემ ასეთ, დაუზირს დაგასვამ წარბებ შუა, რომ ეშმაკიც ვერ მიხვდეს, რა ასოსა ჰგავს შენი ცხვირი: როდესაც უსტარი იყო დასრულებული, დასასმელი ბეჭედი აბდულ მულლა სადექიბნ ახმედ, მონა სადეგ ახმედისძე. - მულანურმა დაიყარა თავზედ ფული სრულიად რაც ადრევ წაართვა -

აი შენი ოქრო სადექ! წაიღე უკან, და თქვი ვინ არის მე და შენში ვერცხლის მოყვარული და ქურდი. - მაგრამ ეს ჩუქება არარის ეს არის ფასი, შენ უნდა ოქროთი დაჰფარო ჩემი სახელი შამახიაში, გაშავებული დერბენდში, და ქება შემასხა შამახიის მეჩითში, წადი მაგრამ გახსოვდეს, თუ მადლობა და ან შიში არ აგასრულებინებს, ამას, მაშინ წინათვე იცოდე რომ ჩემი ტყვია გიპოვნის შენ, ხმიან ბაზარში, და საიდუმლო გზაზედ, ცოლის მოხვევნულების დროსა, ხანის არამში, და ტებრიზის მეჩითის კარებში, შენ გამოსცადე რომ მე ყველაფერი ვიცი. მე გარწმუნებ რომ ყველა შემიძლიან: -

გახარებულმა მულა-სადექმა, მაშინ დაიჯერა თავის განთავისუფლება, როდესაც ჩაითვალა უკანასკნელ აბაზამდე თავის საყვარელი ფულები, შიშმა რომ მულანურმა არ უკუ იფიქროს აღარ დაასრულებინა კარგათ ჩაბარგება ფულისა, შეჯდა ცხენზედ, და წავიდა ჭენებით; -

ორის დღის შემდგომ, მულა-სადექ. განსაკვირველად შამახიელთა უხვად ვითა წყალი ამდინარებდა თვისსა ენას ქებითის წყალით მულანურისზომიერებას, დიდ სულოვანებას, უწოდა არა ავაზაკი, არამედ მფარველი გზათა, ლომად მქონედ ტრედისაებრ ჩვილის გულისა, და მსმენელთაგან თუ ვინმე უეცრად ხანჯალზედ ხელს დაიდებდა მულა-სადექ გაყვითლდებოდა და მოაბრუნებდა ქადაგებას მულანურზედ ასხამდა მის თავზედ ვარსკვლავთა, გარე ახვევდა მას ყვავილთა, ჩააცვა იმას ყოველი პირუტყვის ტყავი. ხალხი ერთი ერთმანეთ უჩურჩულებდა რომ პატიოსან მულას უთოთ მომატებული თრიაქის აბი ჩაუყლაპამს - ეტყობა რომ წიგნმა მიჰჯვიფეთ ხალისათან მიწერილმა იმოქმედა კეთილად, შემდგომად იმ წიგნის მოწერისა ერთობრ ღამის სიმყუდროე იყო გამქრალი ზურნისა და დაფის ხმითა, ყვირილით კიჟინით და სიმღერით მაშხალანი ანათებდნენ ვიწროსა და ბნელსა ქუჩებსა: მიჰყვანდათ დანიშნული მშობლის სახლიდგან ისკანდარის სახლში: ქვეითნი და ცხენიანი კაცნი და ქალნი შეუდგებოდნენ ქოლგისაებრ ტრახტევანდსა, სადაცა როგორც ღრუბელში მთვარე იჯდა მშვენიერი ქიჩქინე, ხმა მილოცვისა ხევდა ჰაერსა, სახლის ბანებიდან ისროდენ თოფსა მაღლა, არავინ ისროდა ძირსა, ეტყობოდა მრთელი დერბედი განცხოველდებოდა სიყვარულით და სიმხიარულით ბედნიერის ისკანდარისათვის: -

ისკანდარ ჭლექდებოდა მოუთმენლობისაგან სიყვარულის ციება ათრთოლებდა, ხან ცივად და ხან ცეცხლებ. მოესმა რა ხმა ზურნისა, ის ოცჯერ მეტათ გამოვარდა კარზედ არ იგონებდა თავის ბებიის ჯვარობას, რომ არ დაერღვია ჩვეულება ქორწილების წესის, აი მეორეთ ძლივ გამოყო თავი კარებიდან ამ დროს ვიღამაც ცხენიანმა გამოუშვირა სამკლავიანი ხელი ალლახ! ვერსინ! იალე ისკანდარ, ჰსთქვა მან, ღმერთმა მოგანიჭოს, ბედნიერება და მაგრა მოუჭირა ხელზედ განკვირვებულ ბეგსა, მიაბრუნა ცხენი და შეხვდა უსუფს, რომელიც ყველაზე წინ მოუმღოდა ქორწილშიაც ჰჯიუსუფი, ასე უეცრად იყო მოწლული, რომ გაუშო აღვირი ცხენისა, დაიწყო ყვირილი მულანურ შემიბრალე! აირივა ხალხი ყვირილი მულანურ აქ არის, მულანურ დაიჭირეთ ცხენოსანნი გამოუდგნენ უკან დერბენდის დახვლანჯილ გზაზედ, გალავნის კარები იყო დაკეტილი ვერსად წავიდოდა, შორით მიზდევდნენ მას, მიაჭენა მულანურმა იმ კედლამდის რომელიც ზღვამდინ იყო ჩაბჯენილი და იქ შედგა საშინლად ზვირთდებოდა, და ტრიალებდა ზღვა, მტერნი მოეწივნენ, უეცრათ მათრახი გაელვარდა სიბნელეში და ის დაიფარა კასპისკის ზვირთშია: -

დიდხან გაშტერებულნი უყურებდნენ მდევარნი ზვირთნი თემურად გაშფოთდნენ და ბრწყინვალედ შეიმუსრენ კლდეზედის დაიხრჩო ის დაიღუპა დაიყვირეს ყოველთ ერთის ხმით საშინელმა სიცილმა და კასკასმა უპასუხა მათ კედლის იქით-მაგრა აქვს შეკეტილი კარები ისკანდარს, არის მყუდროება იმის საწოლში: მხიარულება ეძებს ხმიანობს და ხალხს, ბედნიერებას უყვარს მხოლოობა; სიმყუდროე და მდუმარება; მაშ ჩვენც ნუ ავღრევთ მყუდროებას ახალ დაქორწილებულთ, მე მხოლოდ გამოვესალმები ჩემ მკითხელთ რომელთაც გააცილეს ლამაზი ქიჩქინესაქრმოს სახლის კარებამდის.

გადათ. თ. გ. ერისთავისა.

3 სწავლა და ხელოვნება

▲back to top


3.1 მოგზაურობა

▲back to top


მოგზაურობა

საბა ორბელიანოვის

ა. მარიამობის თუჱს წავედით, წმიდის სევასტიანეს მონასტერში. აღმოსავლის მხარეს, ძველს ჰრომს იქით ერთს ეჯზედ კიდევ შორ იყო. მივედით, შევედით მონასტერში, დიდი და კარგი მაგრამ სხვების თანა შენებულება არ იყო, შუა დიდს ტრაპეზს ქვეშ წმიდა სტეფანე პაპა მოწამე, ესაფლავა. მარცხენას მხარეს ტრაპეზში, წმიდა სავასტიანედა ძირს წმიდის სევასტიანეს სახე. მარმარილოს გათლილი ისრები, შიგ ეჩარა, მკვდარი ასე ეგონა აწ მოუკლვსთო, მარჯვენას მხარეს ტრაპეზზე ესვენა, რომიდამ რომ პეტრეგაიპარა წინ ქრისტე შემოეყარა ჯვარი ეკიდა, ჰრომს მივიდოდა, პეტრემ ჰკითხა, უფალო სად მიხვალო? ქრისტემ უბრძანა მეორედ კაცთა თვის ჰრომში მინდა ჯვარს ვეცვაო, პეტრეგონებას მოეგო, ქრისტე აღარსად იყო, და ორივ ფეხი ქვაზედ აჩნდა, იმ ქვაზე ფეხები აჩნია ქრისტესი წმიდა პეტრედა პავლ! უწინ იქ საფლავებულან სამასს ასს წელიწადს. - დაბლა სამარტვილეში, და თვითო მათი კბილი იქავ დაუსვენებიათ იმ ტრაპეზედ იყო, სხვა სხვაგან დაუმარხავსთ, წმიდის ორბანოს პაპის მოწამის თავი ანდრიამოციქულის მკლავი, წმიდის მოწამის ლუკასთავი, წმიდის როკოსმკლავი. წმიდა კალინიკე პაპის მოწამისა თავი, წმიდის ქრისტეფორეს მკლავი, წმიდა ვალენტინა, წალ-წულ მოწამის თავი, წმიდის სებასტიანეს მკლავი, წმიდის რომ პაპის სტეფანესთავი, სევასტიანეს მინაქრის სვეტის ნატეხი. და ორი დიდი სკივრი მრავალი ნაწილი, ას სამოცდა ექვსი ათასი წმიდის ნაწილი ძესო, იქიდამ ჩაგვიყვანეს წმიდა პეტრეპავლესსაფლავი ვნახეთ, გამოგვაბრუნეს სხვა კარი გააღეს, ჩაგვიყვანეს სანთლებითა ძველისჰრომის დარანი რომ ყოფილა ქრისტიანენი, იმაში დამალულნი და წმიდა პაპები, და ვისაც აწამებდენ იქ დამარხევდენ, მოიპარიან. - სიარული მოგვეწყინა, აქათ და იქით ზოგან ოთხი საფლავი იყო, ერთმანეთზედ, ზოგან სამი, ზოგან ერთი. მრავალი გამოესვენებინათ, სხვაგან დაემარხათ, და უანგარიშო, და კაცთ შეუგებელი შიგავ არის. ვისაც სახელი არ ჰსცოდნიათ, ერთი ხურმის ფოთელი ქვაზედ მოუჭრია, და ერთის ჭიქით თავისი სისხლი თავით უდგას, ზოგს, და ზოგს მარტო ხურმის ფოთელი აქვს, მრავალი კარია, მიწით ამოვსილი, თუ სანთელი გაუქრა კაცი გზას ვეღარ გაიგნებს, შიგ საყდრები არის, სახლები უანგარიშო, იქიდან წამოვედით გზაზედ, სადაც ქრისტე შემოჰყროდა, იმ ადგიოს ერთი მომცრო ეკკლესია აეშენნბინათ, და იმ ქვის მაგიერ, ერთს მარმარილოს ქვაზედ, და ის დაედვათ. და ზედ რკინით გარდეჭედათ ნიშნად და აქათ ქრისტე ჯვარ აკიდებული, ეკლის გვირგვინითა, ნაცემი დასისხლებული, იმ დღისათვის იდგა, და იქით პეტრედახატული იყო, ის დღე გეგონებოდა რომ გენახა: სადილს უკან წავედით, წმიდის ფილიპე ხუცის საფლავზედ, ას თექვსმეტი წელიწადია რომ მიცვლილა, რომელიც პირველ, საკვირველთმოქმედი ქსმენიათ, ისე საკვირველთ მოქმედია, სიცოცხლეში კაცის ცოდვის სიმყრალე აწუხებდა, და მრავალი უცხო სასწაული უქნია, და დღესაც იქს, ორმოციოდ ხუცესი იდგა მისი ხუცები უფრო სხვა რიგად იქცევიან, მაგრამ რომ შეველ, მის მონასტერში გაკვირვება დამეცა, ამ ეკკლესიის სიკეთე და შემკობა, ან ნაშენობა, ან სიმდიდრე და კანდელი, ნაწილი და სასანთლე მგონია შვიდასი ლიტრა ვეცხლი იყო, თორიეტი მთელი კაცის ტოლი, ვერცხლის წმიდები, მაგრამ ყველას ვერას თავს გაუვალი და ამას იტყვით. ყველას ასე ჰსწერს თურმე ტყუისო, სხვა და სხვა რიგი, დაწერილი უანგარიშო, ამას დაგიწერ, წმიდა გიორგი საკვირველთ-მოქმედის თავი და წმიდა ეგნატი, ღმერთ შემოსილისა, ისევ ბერძნულის გვირგვინით, ბისონით, ომფორით, ნაწილები კაცის ტოლები, და წმიდა სფირიდონ საკვირველთ მოქმედის მარჯვენა მკლავი იქ იყო, უცხოთ მორთული მონასტერი მომცრო, გაუწყობებელი წალკოტი შვიდი, რვა შადრევანი. მაგრამ უცხო ქვები და აკატები, ან პარაგონის ქვები, გამიკვირდა თეთრი იამანები ზედ თავისის ბუნებით ხეები ყვავილები. შავად ამოსულითვითო მტკაველი, და ნაკლული: მრავალი სხვა ფერი გავოცდი იმ წმიდის ფილიპესსაწირავი: ადგილი სენაკი საწოლი ლოგინი, ქვეშაგები წიგნები. სულობით ნაწილად ჰქონდათ პატივით, მისი გული უცხოთ მოჭედილი და მორთული ამისთანები მრავალი, ძელი ცხოვრებისა, და სხვა მრავალი იქიდამ წმიდის როკოს მონასტერში მივედით: წმიდა როკოფრანცას ასაფლავია. მაგრამ ერთს ეკკლესიათ ისიც ღირს იყო, უცხოდ შემკული იყო, ქსენონიციყო: - ბ. მარიანობის თვეს წავედით, იოანე მახარობელის მონასტერი რომ დავსწერეთ, კოსტანტილე მეფის ახშენებული, წმიდის პაპის ეკლესია და სადგომი ის არის, პაპა მისი ეპისკოპოსია, პირველ ჰრომში აშენებული ქრისტიანობაში ეკკლესია ის არის - და მერმე რომ წმიდის პეტრესსაფლავი აღუშენებია. რომელიც პაპა იქ დამდგარა ის თავისი სასახლე ობოლთა თვის დაუგდია. რაც ჰრომში ობოლი ქალი უპატრონო, და თუ ვისმე პატრონს შენახვა არ შეუძლია იქ მიიყვანს, რვა ასი ქალის ადგილია, ხან მოემატება ხან დააკლდება, ჩემო ბასოთხასი იყო, პატარას მიიყვანენ ყოველს საქმეს ასწავლიან, ჰსჯულის საქმეს. მერმე ხელოვნობას ენკრატისები ადგანან მოძღვრები და მწირველები. ყოვლის ფერით გარიგებულია სასმენლად სასიცოცხლოდ, რომელიც მოიდნომებს მონასტერში შევა. რომელიც მოინდომებს ქმარ შეირთავს, სასაქმოს სულ პაპა მისცემს. სასმელ საჭმელს ტან-საცვამს. და რასაც ისაქმებენ, ოთხი მონასტრისა, ერთი თავეთი რახან გავლენ, ას მარჩილს მზითევს გატანს, ოცს წლამდის ვერ გათხოვდება, ოცის წელიწადისა რომ შეიქმნება თვითან რაც უნდა იქს, ასს მარჩილს მისცემენ, იქ ვერავინ შევა, პაპის ბრძანება გვქონდა, და მისი კაცი დაგვიძღოდა, კერები დაგვიღეს, სამზარეულო სამუშაო, საცხედოდ ყველა გვაჩვენეს, თვარა როგორც სხვა დედათ-მონასტერი ისეა. ვერავინ ნახავს ვინც თავის დისა და შვილის სანახავად მივა, ფანჯრიდამ ნახვენ. ჩვენის გულისათვის იგალობეს. მაგრამ გავჰკვირდი, მრავალი კაცი ხელთ-საქმარი ვნახე მათი გაკეთებული, ზევით რომ ყრმათ ობლების მონასტერი დავჰსწერე მათს ტანის-სამოსს ესენი დაჰკერვენ, დარეცხენ ვისაც ქმარი მოუნდება მათგან შერთვენ. იქიდამ ჩამოვედით, წმიდის კლემენტოს რომ პაპის მონასტერი ვნახეთ ძველი და დიდის ხნისა იყო, წმიდა ეგნატიმოწამე, იოანემახარებლის მოწაფე იქესაფლავა, ახლა ეს წმიდა პაპა აკეთებდა: რადგან ამასაც კლემანტოს ერქვა, რაც ძველი იყო აახლებდა კაი მონასტერი სოფიოდ დახატული. კაი მარმარილოს სვეტები. კარდინალების სასხდომი. სულ თეთრი მარმარილოს უცხო გათლილი იქიდამ წამოვედით წმიდა ფრანჩიკო ჰრომელის მონასტერში მოვედით. წმიდა ფრანჩისკო ქმრიანი ქალი ყოფილა ასეთი წმიდა ყოფილა. რა ლოცვად დადგის: ანგელოსები უგალობდენ ახლაც უცხო საკვირველთ-მოქმედია, ის ეკკლესიაც უცხოთ იყო შემკული და დიდათ, და გარეთ და შიგნით საკვირველად გაკეთებული, მრავალი უცხო ქვები, და თავის თავს იამანები ვნახე, ბუნებით დახატული. და მისი საფლავი. შუა ტრაპეზს წინ. უცხოთ შემკული. და ლუსკუმა სულ ვეცხლისა დაფერილი. და ზედ მისი სახე ვეცხლისა გამოყვანილი. მძიმედ დაფერილი. ცალს მხარეს, პეტრე, სვიმონ მოგვი რომ ჩამოაგდო, ქვაზედ ეჩოქა ის მუხლები ეტანა, მრავალი უცხო ხატი, და მარმარილო მოჭრილი სხვა იყო მაგრამ ერთს სამწირველოში ექვსიოდ სასანთლე იყო ხისა თვითო ანგელოსს ეჭირა, ყოვლის უცხოსაგან ის უკეთ მომეწონა. უცხო რამ გაეკეთებინათ, იქიდამ წამოვედით წმიდის მარტინას საფლავზედ მიგვიყვანეს: ქალწულ-მოწამე იყო, ეკკლესია ჯვარის სახე იყო, და ყველა ამას ცდილა, მე უკეთესი ავაშენო, მე უფროსი ხარჯი ვქნაო, და მეც მიკვირს სად გამოვიდა ამდენი უცხო ოსტატი, სხვა იქიურს უცხოებს არას დაგიწერ, სამარტვილეში ჩაგვიყვანეს, როგორც ზეით საყდარი იყო აშენებული ქვეითაც ისე იყო, მაგრამ როგორც შავს ქვას ცუდს ბროლი ჰსჯობს, ისე ზეითს ქვეშეთი ჰსჯობდა, ოცდა ხუთი უცხო სვეტები ფერადი მარმარილოსი, მაგრამ უფროსი ერთი ლურჯი იყო, შიგავ ეპოვათ ეს ქვები და რავდენი უცხო აკატის ქვა დიდრონი, ან იასპი, ან ლაჟვარდი იყო, არ ითქმის ოთხს მხარეს ერთში ესაფლავა წმიდა საბიანა ქალწულ-მოწამე. მეორეში დეოროთია ქალ-წულ-მოწამე. მესამეში თეოდორა ქალ-წულ-მოწამე მეოთხეში ევფემია ქალ-წულ-მოწამე იმას წინ საკურთხეველის ძირში წმიდა მარტინა ქალ-წულ-მოწამე და კონკორიდი კაცი მოწამე. და ეპიფანე კაცი მოწამე, სამნივ ერთად ამათს, საფლავზედ სულ იასპი. და აკატი და ლაჟვარდი იყო შემკობილი მაღლა ერთი ხატი იყო ყოვლად-წმიდისა, ქრისტე ეჭირა და მარტინასწინ ეჩოქა, და ზეით კიდეს ის სამნი მოწამენიიდგენ თეთრის აკატისა მთელი გათლილი. გასინჯეთ სასჯელი უნდა ან რა ფასისა იქნება, სადილს უკან წავედით წმიდის პეტრესეკკლესიას იქით. ერთი ეჯი ნამეტნავი იყო, სხვა კარმელიტიანების მონასტერი, წმიდა გრიგოლი დიოლოღის სასახლე. და დიდად ჰყვარებოდა ის ადგილი, მისი ნაჯდომი სკამი, და ადგილი ეკლესიაში, დიდი ეკკლესიაც იყო, აქათ იქით, ექვსი სვეტი ნაგები ჰქონდა ძირი უცხოთ შეწყობილი კენჭები. სულ კაის ქვისაგან ზოგი სოფიოთ გვერდები, ზოგი დახატული, ძველად ბერძენთაგან სალხინებელზედ, ძირს ოთხი პორფირის სვეტი, თვითო სამი ადლი, და ზეით კამარაში სალხინებელში. ოცდა რვა პორფირის სვეტი. თვითო ნახევარ ადლი. და იმას ზეით, რვა პორფირის სვეტი. იმავ ტოლი, და ერთი ტრაპეზს წინ ორი სახარების წასაკითხავს წინ, ერთი სამოციქულოს წასაკითხავს წინ, ერთი მარჯვნივ სხვას ტრაპეზს წინ, და ერთი მარცხნივ პორფირის ქვები იყო, სიგრძე თვითო თორმეტი მტკაველი, განი ექვსი მტკაველი, მაგრამ სხვა ქვები მისი უმცროსი პორფირი, თუ ალაბასტრი თუ აკატი, ურიცხვი, მარმარილოსა, და გრანატის სვეტები. პარაგონის ქვები ამ გვარები, და ისიც ჩაისვლებოდა ეკკლესიას ქვეშ, როგორც წმიდა სევასტიანეს საფლავზედ იყო დარანი და ჩასავალი, ჩაგვიძღვნენ სანთლებითა უანგარიშოთა ტრაპეზს ქვეშ მიეღოთ ზოგი სხვაგან მიეცათ, წმიდა პაპას და სხვა ისევ იყო. ჯერ გზებიც არ გაესხნათ, წმიდა კელესტინე პაპა მოწამეც იქ ეპოვათ და მრავაოი სხვა, წმიდა გრიგოლი დიოლოლოღი. თურმე ამისთვის ეწყობოდა იმ ადგილს შიგ სხვა მრავალი უანგარიშო მაგრამ მოჭედილიც, და შემკობილიც ნაწილი უცხო მრავალი გვაჩვენეს უცხო ბროლის სასანთლეები, უცხო ბროლის ჯვრები, ამ გვარები მრავალი რამ: -

დ, მარიამობის თუჱს წავედით, იოანე მახარებელი სადაც ადუღებულს ფისში ჩააგდო, ნერონმან, გზის შუა გულზედ ერთი მომცრო მგრგვალი, სამწირველო იყო ოთხი კაცი თუ დაეტეოდა. და ტრაპეზს ქვეშ ის ქვაბი იყო. სხვა არა რა. ოღონ ტრაპეზი მარმარილოსი იყო და კადლები შემკული იმ გზის იქით, სხვა იოანემახარებლის ეკკლესია იყო: დიდი და მცველი სვეტებიც კაი ჰქონდა, წამოვედით ერთი საკერპო ყოფილ-იყო, სიმართლის ღმერთს ეძახდენ, თურმე ერთი დიდი ქვა იყო კაცის თავი პირი ღია, იმაში ვინც ხელს შეჰყოფსო, თუ მტუვანიაო, მოუჭირებს და მოსტეხს, ამაზედ ღმერთს ეძახდენ, თურმე ის ქვა იქივ იდვა და ის საკერპო ეკკლესია მოექციათ, მართლის ღვთის დედისა, კაი ეკკლესია იყო, იმ კერპისას თურმე ასე იტყოდენ, ერთს კაცს ცოლი გაუბოზდა შეეტყო და შესწამაო, დედაკაცმა შორს დაიჭირა, ქმარმა უთხრა თუ მართალი ხარო, სიმართლის ღვთის პირში ხელი ჩაუყაო, დედა-კაცს რა ღონე ჰქონდაო, ორი დღის უკან პირობა მისცაო თავის მუსაიბი იპოვა. უთხრა ჩემმა ქმარმა ასე მომიდვა, სიმართლის ღმერთთან მიგიყვანო თუ ხელს ჩაუდებ, ხომ მომტეხსო. იმ კაცმა უთხრა ნუ გენაღვლება მე სხვა გლახურად მოვირთვი თავს მოვიგიჯებო, გზაზედ დაგიხვდებიო და გიჯურად გაკოცებო, შენ სიმართლის ღმერთთან ასე უთხარო. რაც შენ რომ ნახე ის კაცი რომ მაკოცა და შენს გარდა ვიცოდე ვისთანმეო ჩემიმც ხელი მოუჭამიაო. და ამით მორჩებიო, ის ჰქნა დედა-კაცმაო და მასუკან პირი აღარავის მოუჭირაო მაგრამ ის კერპი იქავ საყარის კარის ბჭეში ძეს: იოანე მახარებლის ქვაბის ადგილს, ახლაც ერთი იმ გვარი დარანი გამოჩენილ-იყო მოწამეთა რომ დავჰსწერე, ოთხიოდ ზანდუკი სავსე ნაწილი პაპასთან წაეღოთ და სხვა კარი ისევ დაებურათ, არავინ იცის რა არის, შიგა ოღონდ ეს იციან ისიც სამარტვილეა დიდი იქიდამ სხვას საკერპოში მიგვიყვანეს: გარშემო სულ, სვეტები ყოფილ-იყო, ზეიდამ კამარა, მზის ღმერთს ეძახდენ, თურმე, და აწ სიმართლის მზის დედის ეკკლესიათ ეკურთხებინათ, მომცრო ეკკლესია იყო იქიდამ მივედით, მარიამ მეგვიპტელის ეკკლესიაში, მომცროობა ეთქმოდა მაგრამ ძველი და კარგა ნაშენი იყო, სომხები ვნიც მივლენ იქ დადგებიან იქ სმენ და ჰსჭამენ, ვინც უოკვდება იქ დაემარხებიან. გრიგოლი პართეველი დახატული და მისი სატანჯველები: -

ე. მარიომობის თვეს პაპოის მქადაგებელი ვნახეთ წავედით, და იქიდამ გამოვბრუნდით. წმიდა გრიგოლი დეოლოღის სახლი ვნახეთ. მონასტრად იყო, მრავალი კაი ხვეტები და ძირი, უცხო მოფენილი ხათაბანდათ ზეიდამ ხით იყო დახურული. იქ ვნახეთ ტრაპეზს ქვეშ, მრავლი ნაწილი წმიდათა, სხვას ტრაპეზს ქვეშ, წმიდა მოწამე პანტელეიმონ, სხვას სამწირველოში.წმიდა სილივია წმიდის გრიგოლის დედა დამარხული, წმიდის გრიგოლის ტაბლა, რომ გლახებს პურს აჭმევდა და ანგელოსი დაუჯდაო, წმიდის გრიგოლის საწოლი, და სალოცავი სახლი, წმიდას გრიგოლის რომ ყოვლად წმიდისა ხატი გამოელაპარაკა, ის ხატი, იქიდამ გამოვიარეთ სადაც წმიდა პეტრედა პავლე საპყრობილეში ება, ის ვნახეთ. ერთმა წარმართმა პავლეს ხელი უწია, და პირი ქვას მოახვედრა, სახე ზედ გამოაჩნდა ისქვა, წმიდა პეტრე და პავლე რომ იმ ხაროში იყვნენ რასაც წყლით ნათელს ჰსცემდნენ ის წყალი: -

ვ. მარიოანობის თვეს წავედით წმიდის ბალბინა ქალწულ მოწამის მონასტერში. მისი საფლავი იქ იყო, და წმიდა კვირინე მამა მისი მოწამე და სხვა წმიდა ორბანს პაპა მოწამე. და წმიდა ფილიქ-სიმონა, მოწამე და წმიდა აღაპის-ტოს მოწამე, წმიდა მავნოს მოწამე, იანვარა მოწამე, წმიდა ბიკენტი მოწამე, და ხუთი სხვა მოწამე მთელი, სახელები არ იციან და ერთი დარანის კარი, იქ იყო შიგ მრავალი მოწამე, ჯერ კარი არ გაეღოთ: -

ჱ. მარიამობის თვეში წავედით ერთს მონასტერში, რომ რომის დარბაისლის შვილებს ჰსდიდენ. ყოვლის ზნეობას. ბერები ასწავლიდნენ, ის დღე მიცვილების უკან კვირა დღე იყო ყოვლის, იმ დღეს იქ შეიყრებიან კარგინალები და ეპისკოპოსები, და დიდრონი თავადები ყმაწვილების სანახავად რომ ვის რა უსწავლია, ნახონ, ადრიან მივედით, წინას დღეს კიდეც მოვიდენ, ორი დიდებულთ შვილი, და მიწვიეს იქა მათის წინა-მძღვარის მაგიერ, შევედით წინამძღვარი კარზედ დამხვდა, სულ მონასტერი გზა სახლი თუ სამწირვალოები, სულ წითლის ქამხით მოეფარდათ, კაის აშიებითა, დიდად შეემკოთ, ერთი, დიდი სახლი მოეფარდაგათ მძიმეთ ზედათს თავს ოთხ რიგად ხარისხად მგალობელთა, და საკრავთა მკვრელ სასდომი იყო, შუა სამი მგალობელი, იჯდა. მაღლა ცხრა ჭიანურის მკვრელი, იმას დაბლა მგალობელს აქათ იქით, ოთხი დიდს ჭიანურს, უკრევდა, ერთი წინწილისა, და ერთი ხუთ ძალსავით, გრძელი რამ საკრავი იყო. ერთი მხარი ტარი უფრო ჰქონდა, სიგრძე შვიდიოდ ალყა ება, და ხელს ახლო მრავალი ალყა დაბლა შუა საქადაგო, მაღალი საფსალმუნი დაედგათ, ხუთი სკამი კარდინალისა თვის აქათ, და ხუთი იქით, კარდინალების უკან, ცოტა რამ გზა დაეგდოთ გასავლელი ეპისკოპოსების სკამები იდგა, სულ სიმრგველეზედ ორმოცამდის, და მათს უკან ზედა სამ-პირად წინა-მძღვრებისა, და კედლებში მაღალ დაბლობით, ოთხ-პირად, სულ თავადების სადგომი. შევედით ერთს კაის ადგილს ჩვენ დაგავყენეს, მოვინენ მგალობელნი, და მკვრელნი, თავის ადგილს, და სხდენ, მოვიდენ კარდინალნი, და ეპისკოპოსნი ყოველნი თავის ადგილს დასხდენ, აგრევ თავადნი, და დაუწყეს კვრა, მაგრამ კაცის ყური შეიშლებოდა, ის სამი მგალობელი შეუხმობოად თვითო თვითო გალობდა, ერთი წვლილი ხმა, ერთი საშუალ, და ერთი ბოხი, მაგრამ მოსაწონი იყო, რა ერთი ხელი იგალობეს, ერთი ყმაწვილი წამოაყენეს, კარდინალებს ყვავილები. ჩამოურიგა, თვითო მართალი ყვავილი, აქათ იქით, თაყვანისჰცა, და შედგა საფსალმუნეზედ, და ყოვლად-წმიდის მიცვალება ლათინურად იქადაგა, გაათავა. აგრევ მგალობელთ ყოვლადწმიდის გალობა იგალობეს, რა დასრულეს, მეორე ყმაწვილი წამოდგა, ეს უფრო იყო, იმას აგრევ კარდინალებს თაყვანის-ჰსცა. და აქათ და იქით, აღვიდა საფსალმუნეზედ და ყოვლადწმიდის ამაღლებაზედ იქადაგა, მერმე იასევ მგალობელთ დაიწყეს გალობა, და მესამეზედ ერთი პატარა ყმაწვილი შედგა, იმან ყოვლად-წმიდის მარჯვენით ღვთის დადგომისა თვის ბერძულად იქადაგა. ბერძნის შვილიც იყო. წამოვედით, სადილის უკან პაპის სამადლოდ, რომ ბერძნისა, სომხისა, და არაბის შვილები და სხვათა იზრდებიან, იქ მივედით, ისევ კარდინალები მოვიდნენ, და ეპისკოპოზები, მაგრამ სიმდიდრე, იმ უწინდელებისა, უფრო ჰსჩანდა. დაჰსხდენ ჯერ ერთი ყმაწვილი შედგა იქადაგა, და რა გაათავა ამათში მგალობელნი არავინ იყო, გათაებას უკან, პირ-და-პირ, ცამეტი ყმაწვილი კაცი ისხდენ შუა უფროსად, ერთი ეთიოპიელი შავი იჯდა, ადგა კარდინალებს. თაყვანის-ჰსცა, და ღვთის-მეტყველება დაიწყო და სხვამ სიტყვა უგო, დიდს ხანს ილაპარაკეს, მერმე ეთიოპმა მათის ენით ყოვლად-წმიდაზედ ქების ლექსები ჰსთქვა მისგან გამოთქმული, და სთქვა მე ეთიოპი ვარო. ამა და ამ ადგილისაო, სახელი თავისი და კარდინალებს თაყვანის-ჰსცა დიდად, სამმა პატარა ყმაწვილმა ისევ ყვავილები ჩამოარიგეს, და ყოვლად-წმიდის ამაღლების ხატები კარდინალებს ოროლი მიართვეს. და ხნვათ თითო. მერე სხვა ადგა აგრევ დაიწყო მეტყველება, და ყოვლად წმიდაზე ლექსი ჰსთქვა, და ჰთსქვა მე ლათინი ვარო და დაჰსჯდა სხვამ თაყვანის ჰსცა და ლექსი ჰსთქვა აგრევ, და მე რუსი-ვარო, და დაჯდა, სხვამ მე ბერძენი ვარო, და სხვამ მე მეგვიპტელი ვარო, სხვამ მე ნუმსა ვარო, სხვამ მე ბოშნაღი ვარო მე სპარსი ვარო, სხვამ მე ებრაელი ვარო. სხვამ მე თურქი ვარო. სხვამ მე ასური ვარო ასრე ყველამ თვითო თვითო, სხვა და სხვა რიგისა ენა და ლექსი და სიტყვა იუბნეს მათმა ეპისკოპოზმა, კიდეც მიხუმრა ქართველი გვაკლია, ყმაწვილები გამამიგზავნეო, ასე ვასწავლიო, და იქავ გამოვგზანიო. მაგრამ ეს არც ხუმრობა იყო, მართლა მთხოვა პაპის ბრძანებითა, მერმე სამი ყმაწვილები წარმოდგნენ. იმათ ადავეს, დიდს ხანს და არ მესმოდა, რას ამბობდენ, მაგრამ კაი რამ იყო, გაათავეს და წამოვედით: -

თ: მარიომობას თუჱსა წავედით ერთს კარდინალის ერთი მონასტერი აეშენებინა. ეკკლესია პატარა იყო. ორი მღვდელი იდგა, რაც ღარიბი და გამოვარდნილი. ლუტერანი იყო. თუ სომეხი, თუ ასურით, რაც მწვალებელი მოვიდის. იქ შეინახევდენ, ასმევდიან, აჭმევდიან. ჩაცმით დახურვით. ესჯული ასწავლიან. და გაუშვიან. ორმოცდა ერთი წელიწადი იყო რომ აშენებულ-იყო, სამი ათას ოთხას, ორმოც და თვრამეტი სული მოუქცევიათ, და ქრისტეს-თვის შეეწირათ, ჩემობას სამოცამდის იყო, მაგრამ ყველა ვერ ვნახე, ზოგი გარეთ იყო: -

ი: მარიანობის თუჱს წავედით, წმიდის ათანასე ალექსანდრიელის მონასტრები, სულ ბერძნები იდგნენ, მონასტერიც კაი და პატიოსანი, დაკარგა შემკული ჰქნდათ. ოღონ სვეტები და უცხო ქვები არა იყორა, მაგრამ თეთრი მარმალილოთ ნაგები, მრავალი კირგი ნაწილები ტრაპეზი კარგა მორთული, ზმარების კოლოფი, უცხოთ გაკეთებული და ბერძული კანკელი ბერძულად წირეს, მაგრამ დიაღ განკრძალვით, და კარგა სწირეს, მათი რიგი დიაღ მომეწონა, ასე კარგათ იქცეოდენ, კაი წალკოტი ჰქონდათ ჰრომში, კაი უცხო შადრევნები, იქიდამ წამოვედით, წმიდის ბენეტიკტეს მამათ სანახავად ვნახეთ, და მრავალნი უცხო ხატები, სულ სირმით ნაკერი ვნახე, და იმათ ტილო რომ არ დაიწვის ცეცხლში. მისი ძაფი მაჩუქეს. ტილოკი არ ჰქონდათ ვაი ნაწილები: -

ია. მარიანობის თთუჱს წმიდას პაპპას, წმიდის კლემენტო მოწამის თავი ებოძა, ნაწილი მთელი, და ეტლი თავისი, შვიდს ეკკლესიაში სალოცავად. -

იბ. მარიამობის თთუჱს წავედით, შვიდის, ეკკლესიის სანახავად, უწინ საღამო ჟამ წმიდის პეტრეს ეკკლესიაში მივედით, მეორეს დღეს ადრიან წმიდის პავლესეკკლესიაში წავედით. ძველის ჰრომიდან ეჯი და ნახევარი იქნებოდა. რომის წყალზედ, ახლა დიდი ეკკლესია იყო. მაგრამ აგურით ნაშენი იყო და ზეიდამაც ხიდ დახურვილი, ოთხმოცდა ათი თვითო ქვის სვეტი ჰქონდა. თვითო ექვსს ადლს უმაღლე ზოგი რვა ადლიც იყო. ორი მხრის უფრო სისხო, ზოგი გრანიტი. ზოგი სხვა ქვა, ოცდა ოთხი სვეტი. ტრაპეზებზედ პორფირი იყო. მგრამ მომცროები. ოთხ-ოთხი ადლი იქნებოდა ტრაპეზი, სოფიოთ დახატული და ზოგი გარეთი წვეთს წაეხდინა. ძველი ეკკლესია იყო, სულ ბურყნის დახატული. სამი ნაბიჯი, სიგრძე სრულიად განი, ნახავარი, წმიდა პეტრესგვამი და ნახევარი წმიდის პავლესი. ერთს პეტრეს ეკკლესიაში და ნახევარი წმიდის პავლეს ეკკლესიაში. ც თავები ორისავ წმიდის იოანე მახარებელის ეკკლესიაში. წმიდის მოციქულთ საფლავში. შუა ადგილს წმიდის პეტრეს აქვით მაგრამ წმიდის პეტრეს ეკკლესიაში ღრმად ჩასავალია, და აქ ხარისხებად აღსავალი. და მერმე ქვევით ჩავა. ეს მაღლა. დამარხული წმიდის პეტრესკკლესიაში. წმიდა პეტრე, მარჯვნივ არის და წმიდა პეტრე მარცხვავ. მარცხენას მხარსა. სხვა ტრაპეზია შემკული და იქ ერთი ჯვარ-ცმა ასვენია, ერთი დიდი ქვრივი ყოფილა სახელად წმიდა ფეჩიტა ჰრქმევია. იმას გამოლაპარაკებია იმ ეთკრატისს ქრისტემ მრავალ-გზის გამოჰსცხადებია. იატაკი უფროსი. ერთი სოფიოთი, და ფერადის მარმარილოთი არის იქიდამ წავედით. მართ ერთი ეჯი ვლეთ, მივედით. სად წმიდა ვიჭენსი. და ანასტასი ეწამებინათ. კაი ადგილი. კაი ეკკლესია იყო მრავალი ნაწილი. ქრისტის-შობის მჩვრის ნიჭერი სადა ქრისტე მიაწვინეს, მის ადგილს ნაკვეთი. ძელის ნაწილი ქრისტე მკვდარი რომ ჩარჩამზედ დაასვენეს. მისი ნაჭერი,ქრისტეს საფლავს ქვის ნატეხი ყოვლად-წმიდის სამოსლის ნაკვეთი. წმიდის პეტრეს კბილი. მოციქულების ყველასაგან ნაწილი. წმიდის კლემენტოს მოწამის ნაწილი. და მრავალი სხვისა იყო. და წმიდა ფოსიოს. და კოსტამოწამე იმას იქით სხვა ეკკლესია იყო. ზედავ ახლო. ზეცის კიბეს ეძახიან, რომ წმიდა ბერანდეს ჩვენება უნახავს, იქ ჟამს ჰსწირევდა, სალხინებელიდამ სულ ზეცას აღყვანდნენ, და წმიდა ზენონ და ათას სამას ოთხი მოწამე იქ ესაფლავა იმას იქიდამ სადაც წმიდას პავლესთავი, მოჰკვეთეს ისივ იყო. კაი ეკკლესია და სადაც წმიდა პავლემფგარ-იყო და ქვაზედ თავი მოეკვეთათ იმაზე რკინის ფანჯარა, ევლო, და თავის სამს ადგილს დაცემულ-იყო, ერთს ადგილს პირველ რძე ამოსულიყო. იქიდამ შემხტარ იყო, სამი ადლი ვერ იყო სხვაგან დაცემულ-იყო. იქ სისხლი ამოსულ-იყო. იქიდამ შემხტარ-იყო. ოთხი ადლიც მეტია, იქ დაცემულ-იყო. იქ წყალი ამოსულიყო. ახლა სამგანვე წყალი დგა, კაი სასმელი და სხვა და სხვა გემო აქვს. არსად გარსდადის, სამი ტრაპეზი იყო. კარგა მორთული. ორი პორფირის სვეტი. რვა ფერად მარმარილოსი და ორი გრანიტისა: იქიდამ წავედით ერთს ადგილს, წმიდას პაპას ერთი მღვდელი და ეხვედრებინა, ერთს დარანში ჩაგვიძღვა. რაც წმიდათ მოწამეთ დარანი გვენახა უდიდე და უმრავლესი იყო. სულ ცა დაქნილი ქვითკირი. ზოგან. და უფროსი ერთი გაგლესილი. თუ გზები. მოწამე მრავალი ყოფილ-იყო ებრძანა რაც მოინდომოს მიართვითო. მრავალი ვიარეთ მაგრამ სახელიანს მოწამეს ვერსად შევხვდით, წმიდა ნაწილი, მრავალი იყო, მაგრამ მოწამის ნაწილნი ეს არის, ერთის ჭიქით, თავით სისხლი უდგს, და ზედ ზოგზედ სახელი ჰსწერებია. ან არა ხურმის ფოთელი ან ჩიტი. ან ჯვარი ზის, ერთი პატარა ყმაწვილი ვიპოვეთ მოწამე ნიშნიანი. მოვჰსთხარეთ. სულ დამიწებულ-იყო. მეორე იმავე ტოლი მოვჰსთხარეთ ისიც დამიწებულ-იყო. შვიდი ეკკლესია ბევრი საქმე უნდა. ხუთი სულ მიწიანი წამოვიღე. ორივ მოწამის სისხლი, ჭიქას ზედავ აჩნდა, ახალს სისხლსავით. და ერთის მოწამის ერქებში ვიპოვეთ. მის საფლავში, მოწამეკი ამოეღოთ. ის დარჩომილ-იყო, სამი ბაზმა მათი გვერდით ნანთები თიხის ჯვარის მონასტერიც იმ დღის მეტად არ მენახა. დიაღ კაი მონასტერი იყო და უცხო. კარგა გარიგებული. სულ სოფიოდ ძირი მოფენილი,და ელენე დედოფლის დაბლა სამწირველო, როგორც იერუსალიმს არის. დიაღ მოსაწონი იყო. რომელსაც ეკკლესიაში მივედი უფრო და უფრო გვეუცხოვა: -

იგ: მარიოობის თუჱს, კარდინალი საკრი-პანტივნახე და სადილს უკან, ორი ეპისკოპოსი მოვიდენ ჩემს სადგომს, და წამიყვნეს, წავედით ერთის კაცის სახლში შემიყვანეს ერთი მარმარილოს საფლავი მაჩვენეს, კარგა გათლილი, და სარქველით შიგ ერთის კაცის ძვლები ყოფილ-იყო, და ძველი თეთრი და ამისთანები, ერთი მსხვილი, ტილოს ხეში. რომ იქნება, მისთანა იყო. ორის კაცის სიგრძე ვერ იყო, განიც ადლი ექნებოდა, ისიც იმაში დებულ-იყო, და უწყეს სანთელის ღვენთება, გალიფეს მოუკიდეს ცეცხლი, სანთელი ამოიწო, ის ტილო გარეცხილსავით დარჩა, მერმე კაკვერცხალი დააყარეს, პატარა საბერვლით უბერეს აღეგრძნო ნაკვერცხალი, და გარეცხილს გვანდა, ცეცხლმა ვერა დააკლორა, ათასი მარჩილი ეძლია ფრანციის კარდინალსა, და არ მიეცა მე რით შევიძლებდი სყიდვასა, თვარა ვახტანგ მეფისა-თვის კაი ძღვენი იყო, ის ფრანჩაგვისაგან არის, ამანტოს ქჰვიან წიგნებში ქვად არა ჰსწერია, ზედ ჰსწერია, ის ქვაც მინახავს, ყაენს გამოეგზავნა, ვახტანგმეფისათვის: ამისი ხელ-სახოცი ეგება მიშოვნო სადმეო: -

იდ.მარიომობის თუჱს, ოცდა ხუთი მარიამობის თვე იყო. წმიდის ბართლომე მოციქულის დღეობაც იყო, და წმიდის ლუდოვიკოსის დღეობაცა, ფრანციცის მეფისა, ამათი გვარი წმიდა შექმნილა, მისს ეკკლესიაში წაგვიყვანეს, წირვაზედ ოცდა თოთხმეტი კარდინალი იყო, სხვას აპისკოპოსსა, და ჯარს გარდა, ნახეთ რა იქნება. გზაც გაგვიჭირდა, თავად შუკაში ეტლებისაგან, მერმე ეკკლესიაში ჯარისაგან ფრანცისებმა გვიცნეს მოგვეგებნენ სხვას კარიდამ მაღლა აგვიყვანეს იქ დაგვსვეს. სულ ჰსჩანდა ყოველი ეკკლესია არა, და ეკკლესიას გარეთ ფოლორცებიც. სულობით მოეფარდაგათ. და ეკკლესია წითლის ქამხით. სულ ყვითლის ოქრო-მკედის არშიებითა, დიდი ტრაპეზი მთელი ვერცხლი იყო უცხოთ გამოყვანილი, და წმიდა ლუდოვიკოს, წმიდა დიონოსი არიო პაგელი, წმიდა დამიანე. და წმიდა კარალის ვერცხლისა შექმნილი. მთელები, ორს სამეფო გვირგვინი ორს საეპისკოპოსო. მიტრა, პატიოსანის თვალებით, მათი ჯვრებიცა და გულს-საკიდი. ხატები, დიაღ კაი თვალები იყო. შიგ მათი ნაწილები ისხდა ცოტცოტა და სხვა ნაწილებიც კარგა გაკეთებული, დაბლა წმიდის ლუდოვიკოსის სამწირვალო იყო, ისიც დიაღ პატიოსნად შემკული. რაც ჰრომში კაი მგალობელი იყო იქ შეკრებულ იყო, მაგრამ სულ ყველა. ერთად იდგა, საკურთხევლის პირდა-პირ, წირვას ჰხედავდა, წინ მწუხრზედაც, და მეცხრე ჟამის მოცვაზედაც სამჯერვე მიველ ახლო იყო. მგალობლების ქება უწინვე დამიწერია. მაგრამ ეს გამიკვირდა ნაღარა და ქანარა, სხვას საკრევებში გაერიათ. ასე უკრევდენ, ჭიანურსა და წინწილს აწყობდენ, და მგალობლების ხმას კარგად აბანებდენ: -

ეი. მარიამობის თთუჱს, წნიდას პაპას ებრძანა ჩემი წირვა მოისმინონო, და ჩემგან ეზიარნენო, წავედით მის წირვა მოვასმინეთ, პატარა სამწირველო ჰქონდა შინა, იქ წირა, და გვაზიარა. ვინც ვიყავით, მერმე ლიტანია ჰსთქვეს, შეგვიყვანა თავის სადგომში. დაბძანდა მიბრძანა წმიდის ღვთის-მშობლის სახლის ნახვა გინდა მიმიწერიაო, რომ ჩემს სასახლეში დაგაყენონო, და რაც პატივი, გრანდუკას რაც სხვისათვის უქნიათ, ის პატივი დაგდვანო, და რაც საჩვენებელია ყველა გვაჩვენონო, მადლი გარდვიხადე და მიბრძანა დღეს დაგვიანდა ვიკითხეო, გლახები სადილად სხედანო, და სამშაბათს, მოდიო იმათ გაჩვენებო, დღეს წადი ჩემი სასახლე ნახეო. წმიდის პეტრეს ეკკლესიასთანა ამან წინადამ, რომ პაპის სახლებში შესვლა დავჰსწერე მაშინ საწიგნე. და მოსამსახურეთ სახლები ვნახეთ. თვარა პაპის სახლები არ გვინახავს წავედით შევედით, ან სახლები, ან სხვა და სხვა რიგი ფარდაგები, ან ნახატები უანგარიშო და კაცის გონებისაგან მიუწდომელი იყო. არ დაიწერება, მაგრამ ხატების მეტი სხვა საუცხოო არ იყო რა. სამიოდ დიდი სახლი ფერადის მარმარილოთ იყო აღგებული, როგორც ეკკლესიაებისა დამიწერია, და კარის ეკკლესია დიდი და კარგი შემკული, და ორი სხვა მომცრო სამწირველო იყო, როდის პაპა თავისთვის ჟამს ჰსწირავდა მრავალი უცხო სახლები დაგვატარეს, მაგრამ ვინ გაუვიდოდა, მერმე ერთს გრძელს სახლში შეგვიყვანეს უნდა ორასი ადლი უფრო ყოფილიყო. ათი ადლი განი იქნებდოდა პაპის სასეირნო ადგილიცალ მხარეს ძველი სახე მოქსოვილი ფარდაგები ეკრა ცალ-მხარეს წარმართა ამბებიცა უცხოთ შემკული, იმას იქით თავს ფარღია, თავი ახდილი. აგრევ პაპის სავალი ადგილი იმავ სიგძე, და ზედ დიდი წყარო, შადრევნად ამოყვანილი, სამს სართულს სახლს ზეით, იმას აქათ და იქით წალკოტები ერთი შიგნით სახლები, და ერთი. დიდი სასახლის გვერდით შიგნით სასახლეები, რომ წალკოტი იყო. ამ გრძელ სახლების იქით თავს წალკოტის თავს სამ-პირი სასხლე იყო. სამ-პირი თალარი. ზეითკი ვერ ავედით, და იმ სახლებში ძველი კეისრების სახეები, და წარმართებისა და მრავალი უცხო. და ფიცრისა გაკეთებული. ჰრომის ეკკლესია წმიდის პეტრესიდა პაპის სახლები საზამთრო, და საზაფხულო. და წალკოტები როგორც იყო. სულ მისი ანდაზები დაჰრომის პირამიდების სახეები. ერთი პირამიდი მთელი ერთის ქვისა თეთრის მარმარილოსი, ისიც ადლზედ მეტი იყო. და სისქე სამი მხარი. ჩვენ რომ მონასტერში ვიდექით იქ ეპოვნათ, და პაპას წაეღებინა, ამართვას უპირობდენ. მისი ჭახრაკები როგორც უნდა აემართათ, ან როგორ გაეკეთებინათ სულ იქ ვნახეთ, მერმე იქიდამ ჩაგვიღვანეს ერთს ეზოში რაც ძველი კერპების ღვთები ყოფილ-იყო, სხვა და სხვა რიგი იქ იყო. მერმე წალკოტები, და შადრევნები გვაჩვენეს დიაღ უცხო და კარგები იყო მარიამ ფრანცისის მეფის-თანა ვერ იყო. ოღონ ნარინჯის სიმრავლე ამისი ურიცხვი იყო, და წყაროები, დიდროანი, და ერთს აუზში ხომალდი იყო. და იმ ხომალდის შადრევანი არ დაითვლებოდა უანგარიშო სხვა და სხვა რიგი იყო. ის იქ ვერ ვნახე, მერმე სადაც საომარი. საჭურველია, აწყვია ის გვაჩვენეს მარამ ერთის დიდის მეფისათვის სანატრელი საუნჯე იყო. პოლოტიკი[1]. თორნი.[2] ჩუზი[3], და შესაჭურავი: თოფი თუ დაბანჩა თურგანი[4], თუ მისი იარაღი, და წამალი. ხლმები, აფთები. უანგარიშო იყო: -

ივ: მარიამობის თუჱს, კარანდუკას ელჩთან წავედით წინა დღეს ის მოსულ იყო ჩემს დასაპატიჟებლად, კრანდუკას ბრძანება მოსვლოდა, თუ აქათ ქამოვიდეს შემატყობინეო, მე სადგომს არ დავხვდი, პაპის წირვაზედ ვიყავ, მერმე იქ მოვიდა პაპის კარზედ, სალამი მომცა, სადგომს გიახელო, გრანდუკას მაპატიჟებელი ვარო, ვერცა იქ უმუსაიბე, სადგომს მიველ ეტლთან, მომეგება ამიყვანა, დიდად მიალერსა, ქართული ამბები და წმიდაებისა მკითხა, ეტლში თითონ ჩამსვა, დიდხანს გამომყვა ეტლთან. ამას დიდს მეფეებს არ უზამდა. ამის სთვის ვჰსწერ სტუმრის პატივი არ უნდა. მერმე კარდინალი ლატრიმულმოვიდა მეორედ მნახა: -

იზ: მარიამობის თვეს წმიდას პაპასთან წავედით მისს პატარა სამწირველოში ხუცესმა წირა ჟამი, პაპა მარჯვენეს ეკკლესიაში არავინ იდგა, მისის ძმის-წულს უფროსს კარზედ ეჩოქა დიაღ კაი ვაჟკაცი იყო. ამის მეტად არ მენახა წირვას უკან მოვიდა მიალერსა უკაცრავად ვიყაო ვერ გიახელო, დიდის ხანს დაჯდა ჩემთან ქვევით, მომიჯდა, მერმე პაპამ დაგვიძახა მივედით კიბით ჩასავალი იყო, ხელი მომკიდა დიდს ხანს, მითხრა გაირჯებიო, მაგრამ. ეს საქმე წმიდის გრიგოლი დეოლოღის და წესებულ არისო, მას უკან სულ ყოვლს დღეს ასე უნდა იქნასო, საკრიპანტი კარდინალი მისდევდა, მერმე მისი ძმის-წული კარლო, და მერმმ მისი ძმა ალექსანდრე, მერმე დავით. და მე მერმე პაპის მოსამსახურენი, ჩავედით ერთს მომცრო სახლში. პაპის წესია, ყოველ დღე თორმეტი გლახა იჯდა, ვერ შევიტყევ. როგორ მამხდარ-იყო ტაბლა უცხოთ ყვავილებით შეემკოთ, თავს პაპა იდგა, არდაგი მოირტყა იმასთან მე დამაყენა, მერმე საკრიპანტი კარდინალი, არდაგი ერტყა. მერე პაპის ძმის-წული კარდინალი, მერმე ალექსანდრედა ორი სხვა არდაგებითა, სხვათ მოიტანიან საჭმელი უწინ პაპას მოართვიან, პაპა ორს გლახათ მიართმიდის მერმე კარდინალებმა იმ სხვათ ჩაურიგიან, მერმე პაპამ ტაბლა აკურთხა, ყველამ დავიჩოქეთ, ჯვარი დაგვწერა, გლახებმა ჭამა დაუწყეს ხუთი რიგი საჭმელი მოიტანეს. დიაღ საბატიურად ჰსჭამენ, გლახები, დიდი ხანი გამოვიდა მერმე ხილი მოიტანეს, პურსაც პაპა უჭრიდა ხორცსაცა, იმ ზეითებსა, და ქვეითებს სხვანი, და ღვინოსაც პაპა მიართმევდა, ის ზეით გლახა, ყმაწვილი კაცი იყო, და ჰგვანდა, საქცელიანი იყო რამდენჯერ პაპა ღვინოს მიართმევდა, ადგის თაყვანის-სცის, დაჯდის დალიის, და ჭიქა პაპას არ მოსცის, მაგრამ არა ჰქნის, ააღებინის ხელით გამოართვის, მერმე ბოლოს ჩაბძანდა, და იქიდამ ღვინო ყველას ჩამოურიგა, მერმე ხილის ჭამის დრო რომ მოვიდა ერთმა ხუცესმა პურები შემოიტანა, პაპას მოართვა დაიჩოქა პაპამ ლოცვა წაუკითხა. აიზმა ასხურა, გლახები ააყენა ფეხზე და ის პური თვითო თვითო ჩამოურიგეს იმათ წინ დაიწყეს მერმე ხილი ჭამეს. მას უკან შაქრის ქადა ჩამოურიგეს ისიც წინ დაიწყეს: სხვა, საჭმელები, აიღეს მერმე პაპამ ტაბლა აკურთხა, ხელი დაიბანა, არდაგი შემოისხნა ისევ ბოლოს ჩაბძანდა, თვითო ნახევარი მარჩილი, და თვითო ამინაშატი უბოძა თავის ხელით ჩამოურიგა, მერმე გლახები ადგენ ყველამ ფეხზედ აკოცეს, წამოვიდენ მე ისევ თან წამიტანა: ჩემთვის უღირსი სიტყვა მრავალი მიბრძანა რაც გინდა მთხოვეო, მადლი გარდავიხადე ჩემი სათხოვარი ყველა უთხოვრად აღმისრულდა მეთქი. მომეხვია მაკოცა. ფეხზედ ვაკოცე. გზის საქმეები დაგვარიგა, გამომისტუმრა, მიბრძანა ასე მალე არ გაგიშვებდიო, მაგრამ ვახტანგ მეფის უკითხავად წამოსული ხარო, რომ დამეჭირა იმას გულს დააკლდებოდა, წადი მისი საქმე მოიჭირვეო, ას სამოცი იქაური სკუთი ებოძა, სამასი მარჩილია, გზის ხარჯად, გამოის, ერთის წმიდის მართასდედათ მონასტერი მაჩვენეს მომცრო ეკკლესია იყო, მაგრამ უხოდ შემკული იყო, სულ ამოწერილი, მარმარილოთ იყო აღშენებული, კედელი სვეტი თუ ხატის ყდები, უცხოთ გამიკვირდა ენკბატისები გალობდენ, მაგრამ მათი გალობა, საკვირველი რამ არის, ამავ საღამოს წავედით, სულის-წმიდის მონასტერში, პაპის სამადლოა. ერთის ეპისკოპოსის ხელით არის შიგა დგას, დიდის ფრენჭიფის შვილია, მიმიძღვა და მაროვინა უპატრონო ექვსასი სნეული იწვა კაცი და იმ კაცების სახელი გზაზედ იყო, ვინც ავი დედაკაცი დაორსულდება შვილს ვერ წაიხდენს. იქ გზაზედ ერთი ჭახრაკია, იმაში რბილად აიგა. შიგ ყმაწვილს შეაწვენენ, მოაბრუნებენ ზარს დაქკვრენ, ქალნი ქავლეე, ის ავად-მყოფის მომლელი წაიყვანს ამ ყმაწვილს, სხვა ჭახრაკია იმაში ჩააწვენს, მოაბრუნებს დედაკაცებში გაიყვანს, რომ დედაკაცი კაცს ვერ ნახავს სალაპარაკოდ, და კაცი დედაკაცსა, იქ თორმეტი ძიძა იყო, ცამეტს ჩჩვილს ყმაწვილს სდიდენ. რომ ყმაწვილი სამის ოთხის კვირისა შეიქნება გარეათ მისცემენ, სხვას ძიძასა თვეში მარჩილი აქვსთ. და ოთხს წელიწადზედ ამათვე მოაბარებს თუ ქლია ქალებში გაურევენ, თუ ვაჟია ზოგს გარეთ ოსტატს მიაბარებენ: ზოგს იქავ შემოიავანებენ, იქ ზრდიან, ჩემობას შვიდ-ასი ქალი შინ იყო მონასტერში და ორმოცდა ათი ვაჟი და ცამეტი ჩჩვილი. სამი იმ ღამეს მოეყვანათ, მე რომ მიველ და რვა ასი ქალაქში ებარა ეს სულ პაპის სასმელ საჭმელით და ტანსაცმითა წამლით, აქიმით ჯარათი. იქ აკეთებდენ ქალები საქალოს ხელობას, და კაცები საკაცოსა. მათი მოძღვრები და გამდლები გაუყრელად იქ უდგას, წალკოტები, შადრევნები, გარიგებული თუ ქალი მონოზნად უედგა მით. თუ ქმარი შეირთო მით ასს მარჩილს მზითვად მისცემენ და ბუშს ბუშს შერთვენ, მართალს მართალსა. მეორეს დღეს ქათმის ყიულობისას: -

იე. მარიამობის თთუჱს წამოვედით ჰრომიდამ. ჰრომით წამოსვლას ავი ჰაერი აქვს. ასე ჰსთქვეს ამ ორმოც მილს გავლამდის. ვინც დაიძინებთო, სიკვდილის საშიშიაო. სამს თთვეს ზაფხულს ასრეაო. ვიარეთ გრძელი გზა, შენობა შორი შორს იყო. ჰაერის აობისათვის, სოფლები შორი შორ, ერთ სოფელში სადილისათვის ჩამოვხედით მომცრო და ღარიბი სოფელი იყო. ფრანგულის ანგარიშით ოცდა ცხრა იყო. ნათლის-მცემლის თავის კვეთა, იმ სოფლის კაცთ, პატარა რამ ნაწილი ნათლის-მცემლისა ჰქონდათ, დიდებას გამოასვენეს პირველ ერთი ქრისტეს ჯვარს-ცმა მოჰქონდათ. მერმე ორმოცი თეთრით შემოსილი კაცი. სულ თეთრის კელაპტრით ოროლი და ოროლი მოდიოდა, მერმე ერთის მეთლის-მცემლის დროშა, და მას უკან სხვა ჯვარს-ცმა, და ორმოცი შავით შემოსილი კაცი. აგრევ სანთლებითა და ხელთ ჯვარები ეჭირათ და მერმე ფარნები მაღალი, და ერთს შემოსილს მღვდელს.ხელთ ნაწილი ვერცხლის კუბოთი ეჭირა აქათ იქით. შემოსილი დიაკვნები, და მერმე კაცის ჯარი მოსდევდა, მერმე ქალნი საკრავებითა და გალობითა, ერს პატარა სლფელში მისთანა საქმე მომეწონა, ორმოცი მილი ვლეთ.და ღამე გვესწრა, ოსტრიელს მოვედით: -

ით. მარიამობის თთუჱს ადრიან ავსდექით. ვლეთ ავი ჰაერიც გათავდა შენობა შენობაზედ შეიქმნა. ვენახი ზეზე, ქვეშ სახნავი, ციხე ციხეზედ, სოფელი გაბმით, საკრიპანტი კადინალის ქალაქი გამოვკლეთ, მაგარი და კაი ქალაქი იყო ნარმა ერქვა იე. მილი სხვა ველეთ და მოვედით ქალაქსა თერნას მოდიდო ქალაქი იყო. იდ.მილი სხვა ვკლეთ, და მოვედით ქალაქსა სპოოეტოს. მ-ცი მონასტერი იყო. ეპისკოპოსი იჯდა მის ადგილს, კაცთ სიკეთე ეტყობოდა, ამდენს მონასტერს ინახავდენ, კაფუჩინების მონასტერში. დავჰსდექით. იმ ღამეს ერთს იქიურს თავადს სამ რიგი მოსაკითხავი გამოეგზავნა:-

კ: მარიამობის თთვეს, დილაზედ ერთს თავადის ცოლს, თავისი ეტლი, გამოეგზავნა, უცხო სტუმარი ბრძანდებიო ქალაქი ამით გამოიარეო, იე მილი ვვლიეთ ორიოდ კაი ქალაქები გამოვლეთ. და მოვედით ქალაქსა ფოლინიოს დიდი და კარგი ქალაქი იყო. ეპისკოპოსი იჯდა. იქაც ჯაპუჩინიებისას დავსდექით წმიდის სახლის გზა იქიდამ გაბრუნდებოდა: -

კა. მარიომობის თთუჱს წავედით რა ცოტა ხანი ვლეთ ზეთის ხე მოაკლდა, მერმე ვენახოვანი მოაკლდა, მთის ადგილს ავედით მსხალ-ნარი დიდ-გორი რომ არის იმ გვარი ადგილები იყო. მერმე დაღმა დავიკიდენით ერთი ხევი ჩავლიდა ხევის თავს ციხე იყო, არც აქათ იყო გასასვლელი. არც იქით. შიგნიდამ გრძელი სოფელი დაჰკროდა ბოლოსაც ცოხე იყო. ვალჩიმარა ერქვა, იდ, მილი გვევლო იმ დღეს იქ ერთის კაცისას ცოტა რამ ვჰსჭამეთ. იმ სახლში ერთი ქალი იყო. დედა მისი ასეთი უცხოთ-მოყვარე ყოფილ-იყო, რომ მომკვდარ-იყო. რაც საფრანგეთში კაპუჩინის მონასტერია. პატრს თვითო ჟამი ეწირა და უმწირველოს ას ასი მამაო ჩვენო ეთქვა, ეს ქალიც დედის საქციელს ცდილობდა: იდ: მილი სხვა ვკლეთ. ერთს კაპილიონში მივედით იქ დავჰსდეგით: -

კგ. მარიამობის თუჱს წაგვიძღვნენ. წმიდის სახლი. სანახავად, მისი საქმე კაცისაგან შეუტყობარია, ხუთასი წელი - წადია. რომ ნაზარეთით წამოსულა, რა იეროსალიმს, თათარი მისჯრია. ეს მაშინვე ანგელოზს აუღია ზღვის პირია, ზღვის სამოცი მილია განი, ზღვას გაღმა დამდგარა, მერმე შეცილებულან, და ლორენტო ოხერი ყოფილა, ერთის კაცის მიწაში დამდგარა. მერმე ორნი ძმანი შეცილებულან, იქიდამ ამდგარა ერთის ცხენის გაჩენებაზე ჯვარედინი გზა ყოფილა იქ დამდგარა რომ გზა ყოვლის კაცისა არის, მერმე გარშემო მოჭრილის მარმარილოს კედელი მიუდგათ, შიგნით ქვა და ტალახია, ხუთი ადლი, განი იქნება, ცხრამდი სიგრძე: იქიდამ ვერაქვას ვერცა ტალახს, ვერავინ წაიღებს. ზეით ხით ყოფილა დაბურვილი, ის მოუშლიათ, კამარა შეუკრამსთ. კანდლებისათვის თვარა ისევ არის როგორც ყოფილა, წინ აღმოსავლისაკენ ბურახია, მოციქულებს ბურახს ზეით სარკმელი გაუკეთებიათ, და ლუკამახარობელს, ლიბანის საროსაგან ყოვლად წმიდა გაუთლია, ძე ხელთ უჭირავს, ის დაუსვენებიათ, და წინ ტრაპეზი ქვისა გაუკეთებიათ, გარ-შემოსავლებად, და ტილოზედ დახატული ლუკა მახარობელისაგან, დახატული ჯვარის-ცემა, ესევ ნაზარეთით თან მოჰყოლია, და ყოვლად წმიდის მარიამის წამოსასხამი მოწითლო შალი, მთელი და ჯამ-ნალბაქი უფრო ყოფილა, მაგრამ სართულის ქცევაში და კარგულა, სამი ჯამი და ერთი ნალბაქი რაშიაც იესოქრისტე, და დედა მისი ჰსჭამდენ მისის ნაგავის მეტი იმ სახლიდამ ვერავინ რას წაიღებს, ნაგავსაც მოპარვით ვერ წაიღებენ, თუ მცველებმა არ მისცეს, იმ სახლზედ გარედამ, ერთი დიდი და საშინელი ეკკლესია აუშენებიათ, ხუთი სამწირვალო აღმოსავლეთისაკენ აქვს მას აქათ, და სამი იქით სხვა, და ექვსი სამხრეთ, და ექვსი ჩრდილოთ თორმეტი დიდი სვეტი აქვს, და გუმბათი წმიდის სახლის სასწორად აქვს. წმიდა სახლში სამოცდა თორმეტი დიდი კანდელი ჰკიდია, ხუთი დიდი ოქროსი. და მომცრო ოქროსი და ვერცხლისა, სხვა. მაგრამ ის ხუთი მე ასე მგონია, ხუთ ხუთი ლიტრა ოქრო უფრო იყოს, ორი ოქროს დიდი სასანთლეა, ასე მგონია, ათათი ლიტრა უფრო იყოს და სხვა უანგარიშო კარები. და აღმოსავლის მხარეს, და ბუხარ სულ მთლივ ვერცხლით მოჭედილი დაფერილი კარგა გამოყვანილი, სხვა სასანთლები, და ანგელოსები ოქროსი, და ვერცხლისაუანგარიშო. ათასი ლიტრა ვერცხლი მეტი მგონია, მაგრამ ის ყოვლად წმიდის ხატი რომ შეუმკვიათ. როგორ ითქმის, დედასა და ძეს ორთავ გვირგვინი ალმასისა, ყოვლად წმიდას ოთხი რიგი სულ ალმასისა არტყია. სამი ასეთი ზურმუხტი ზის რომ ფასი არ დაიდება, და სხვა რამდენია, ან თვალი, ან მარგალიტი. ან ალმასის ჯვარები. ან ზურმუხტის ჯვარები უანგარიშოა, იმ ხატის სისწორ მაღლა კედელში ორი წითელი იაგუნდი ზის, სახულისა ღვთის მშობლის თვალის უფროსი არის, და უკეთესიცა. და ყვითელი, და თეთრი იაგუნდი დიდროვანი ურიცხვი, მერმე იმის სალაროში შემიყვანეს, რაც იქ ეკკლესიები ან ტრაპეზები დავსწერე. იმისი ბარძიმ ფეშხუმი და კანდელი, სასანთლე, იმ ტრაპეზზე ეწყო და სხვა სამკაულმა გამაოცა. უანგარიშო გვირგვინები, უფროსი ერთი ალმასისა, სხვა ზურმუხტისა, იაგუნდისა, სხვა მინაქარი, სხვა ოქროსი რკინის გვირგვინიც ვნახე; უცხოდ რამ გაკეთებული, რამდენი უცხო რიგი ქამრები, სულ გულ-ქანდად, უანგარიშო სხვა და სხვა რიგი, ყელის ჯაჭვები უცხოდ ნაქმრები საყურები ძვირფასები, და ურიცხვი სხვა და სხვა რიგებიღილები, უანგარიშო სულ ალმასისა. სხვა და სხვა რიგი ნაქმარი ჯვარები. ალმასისა. იაგუნდისა, და ზურმუხტისა, მრავალი ბეჭდები ფას-დაუდებელი და უანგარიშო. ხელ-საბანები, სხვა და სხვა რიგი გულები უცხო რიგებად გაკეთებული, შუბლის საკრავები, უცხოდ რამ ნაქმარები. ალმასისა ხატები საკვირველები ზოგი მურასა, ზოგი თვალზედ მოჭრილი, ზოგი თავის ბუნებით ნაქმარი. ხომალდები გულ-ქანდები, გულ-ქანდა ალმასისა, ზოგი მურასა, ზოგი ოქროსი, ზოგი ვერცხლისა, დიდროვანი ლალები, იაგუნდები, ალმასები, დიდი მარგილიტი ერთი, და სხვა მარგალიტები მრავალი. დიდრონი ზურმუხტები. და ერთი დიდი ლოდი ზურმუხტის ქანიდამ გამოღებული, მრავალი დიდრონი ზურმუხტი ეკრათ, ორ-თავ არწივები, ზოგი ალმასისა, ზოგი იაგუნდისა, გულ-ქანდა, გულ-ქანდად ქრვივი, და ძოწის კანდლები, სასანთლეები, ჯვარები, ხატები, უცხო და უცხოები, სკიპტრები, სამეფო მურასაები, ვეცხლის რვა დიდი სასდანთლე თვითო ხუთი ლიტრა უფრო იყო, ქალაქების სახე ვეცხლისა. ციხეები, ქალები ვეცხლისა, საჟები ანგელოზები, ხილი და ყვავილები, უცხოდ ნაქმარი, ვეცხლი მინაქარად, კირიელეისონები მურასა, ოქროსი, მუშაბაღი, უცხო თვლების დათლილი ძოწისა ქარვისააკატისა მრავალი ყელ-საბამები, სალტეები უცხოები, ყოველი რამ უანგარიშო იყო, მომარგალიტული, შესამოსლები ალმასით გულ-ქანდა შესამოსლები, სხვა და სხვა რიგი ნაკეთები, და საქსოვი, რარა ვჰსთქვა ფარდაგები ალმასით გულ-ქანდა სადედოფლო სამოსლები ალმასისა სულ გულქანდა, ბარძიმი ფერშხუმები, სასანთლეები. ზოგი, ალმასითა და თვალითა, ზოგი მინანქარი, ზოგი ოქრო და ვერცხლი უანგარიშო ტაშტი, წუწუმა, ზოგი ოქროსა, ზოგი ვერცხლისა. ზოგი ლაჟვარდისა, მურასად გაკეთებული, ბრონძისა, ძოწისა, აქატისა, ამისთანაები, გულ-ქანდები, ალმასით გულ-ქანდები ალმასით და თვალებით მარგალიტით გაკეთებული, ყვავილები. წმიდის ზიარების შარავანდები, ზოგი ალამსისა, ზოგი იაგუნდისა, და ზურმუხტისა, ზოგი მინანქარი, ოქრო და ვერცხლი. რამდენი წმიდის ზიარების ბარძიმი აკატისა, ლაჟვარდისა, მურასა ოქროსი და ვერცხლისა ესეები სულ მეფეთა და დედოფალთაგან შემოწირული. და ვის ან ზღვაში გასჭირდებოდა, ან ხმელზედ მათის ხვეწნით სასწაულისა თვის, ძღვენი და ვის თვალი სტკივებოდა ვის ფეხი. სხვა ასო ალმასით გულ-ქანდა ზოგი მსხვილის თვალებით. გულ-ქანდა. ზოგი დიდრონი ალმასი, ამას გარდა, უცხო ერთი ხატი, ვნახე ბუმბულით დახატული, რომ კაცი არ დაიჯერებდა, ხელოვანს მხატვარს არ დაუხატავსო, ერთი მარგალიტი ვნახე უცხო რომ თვით ბუნებით ნავში ყოვლად-წმიდა იჯდა, ძე ხელთ ეჭირა, ასეთი მარგალიტი იყო, გოჯის ოდენი, ეს ასე მოსული იყო, მარგალიტის ლითონში ერთ ხანად ვეღარ ეპოვათ შემოხვეწოდენ, ლარეტის რვთის-მშობელსა, ერთს წელიწადს რაც უკეთესი ვიპოვნოთ, შენ შემოგწიროთ, წლამდი ვერა ეპოვათრა, წელიწადზედ ეს მარგალიტი ეპოვათ, ვერ ახლოდენ და ვერც ფასი დაედვათ, ამდენი საქონელი, ამისთანა სასწაულები შეუყრია, მრავალი უცხო ვნახე, მაგრამ ვერ დავისწავლე. მისი ჯაბახანა, ვნახე, კაი და მრავალი იარაღი, მარანი ვნახე. დიდი და მძლავრი. ერთის მუწიწის პირი წახსნეს, ერთის პირიდამ, სამი რიგი ღვინო წამოასხეს სამ ფერი. სამსავ სხვა და სხვა გემო ჰქონდა: -

კე: მარიამობის თვეს ლოტერიადამ წამოვედით იმავ გზაზედ მოვედით, ტოლეტინო ქალაქსა, ახალი წმიდა ნიკოლაოსის მკლავები იქ იყო, ამ წმიდა ნიკოლაოსისდედ-მამა, უშვილო ყოფილან, წმიდის ნიკოლაოზის ვედრებით ეს მისცემია. და აგვისტინიანი მონაზონი შექმნილა. მერმე წმიდა შექმნილა, ახლა თუ იტალიაში, ერთი რამ განსაცდელი მოუვა მკლავი სულ გასისხლიანდება. მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ, საქმე იმ გვარად მოგვიხდა, მისი მოივოდა. იქ არ იყო:-

კვ. მარიამობის თვეს, ლბ. მილი ვვლეთ. მოვედით სოფელსა ვაზანოლის:

კზ. მარიამობის თვეს, ზ: მილი ვვლეთ. მოვედით მასვე ქალაქსა უოლინოს, სადილს უკან, თ: მილი ვვლეთ, ორი კაი ქალაქი გამოვვლეთ, და მოვედით ასიის ქალაქსა, იქაც დიდი ეპისკოპოსი იჯდა, და ვოივოდაც იქ ემარსა, წმიდა ფრანცისკო: -

კჱ: მარიამობის თვეს უწინ მოგიყვანეს წოკოლანტების მონასტერში. იქ ყოფილ-იყო მამის მისის სახლი, და გვაჩვენეს, სადაც წმიდა ფრანცისკო შობილ-იყო. ან მამა სადა დაეტეებინა, ისე იყო გამოსახული იქიდამ ჩაგვიყვანეს წმიდის კლაროს საფლავზედ, დედათ მონასტერი იყო იქ ვნახეთ წმიდის კლაროს საფლავი წმიდის ფრანჩისკოს, რომ ჯვარ-ცმა გამოგზავნა, ის ჯვარს-ცმა ბერძნისაგან იყო დახატული, წმიდის ფრანჩისკოს სარტყელი. მისის სამოსლის ნაჭერი. წმიდა კლაროსის სამოსლის ნაჭერი. მრავალი ნაწილი. წმიდა ლუკამახარებლის დახატული ხატი, და ჯვარი. ნაწილი, მოსეს კვერთხის ნაჭერი. წმიდა პეტრეპავლეს თითი. მერმე წაგვიყვანეს წმიდის ფრანჩისკოს საფლავზე, რომ შენობა იყო, დიაღ დიდი, საყდარი და სამი ზედი ზედ ძირს აკლდამასავით, იმაში წმიდა ფრანჩისკო, და მისი ამხანაგები, ათი თორმეტი ესაფლავა, მაგრამ წმიდა ფრანჩისკო, ფეხზედ დგას, მრავალი უცხო ნაწილი, რვ. კომენტვალი დგას. მრავალი უცხო კანდელი სასანთლე დიდი მურჯამა ვნახეთ, იქიდამ წავედით, ერთს ეჯიბზედ დაბლა მინდორზედ, ყოვლად-წმიდის მონასტერი იდგა, მეტათ დიდი ეკკლესია იყო. წმიდა ფრანჩისკოსრომ იანვარში ვარდი მოეკრიფა, და შენდობა ეშოვნა, იქ იყო ის ადგილი, შუა ეკკლესიაში იყო მომცრო სამწირვალო. და მარცხნივ წმიდა ფრანჩისკოსსაწოლი, სადაც მიცვალ-იყო და სადაც ანგელოზმან ქრისტესთან მიიყვანა და მარიამ და ქრისტე ეჩვენა, იქიდამ, თმილი ვვლეთ. და მოვედით პერუჯა ქალაქსა. დიდი ქალაქი იყო: კე: მილი მისი გარეშემო მაღალს მთაზეა, პაპის სასახლე, კეისარიც მრავალჯერ მჯდარა იქა, ორმოცდა თორმეტი. მონასტერია, მისს გალავანს გარეთ კაცნი კარგა საქციელ, და დიდად მქცევნი:-

კთ. მარიამობის თვეს, მისი ვოევოდა მოვიდა, კარდინალის რიგშია. რომ მისცემენ. გვანახა თან გამომიტანა მიმიძღვა დიდს ეკკლესიაში, ყოვლად-წმიდის ბეჭედი მაჩვენა, ეს ბეჭედი. ურიათ ტაძარში ყოფილი, ვისაც ქორწილს უზემდენ, ამით დასწინდევდენ, მარიამციოსებსამ ბეჭდით, დაუწინდეს. თუ რა მეფეს, ან კარდინალს ან ასე უცხო სტუმარი რომ ერთად მოვიდეს, არ აჩვენებენ, შვიდის კლიტით არის დაკლეტილი, ერთი ვოივოდას აქვს. ერთი მდივან ბეგსა. ერთი მოურავსა, ერთი ეპისკოპოსს, ერთი დეკანოზს, და ორი სხვათა თავადთა ერთად უნდა შეიყარნენ, და ისე გააღონ მაღლა გუმბათში ოთხს ანგელოსს უჭირავს, ერთი დიდი, ვეცხლითღრუბელი, და მრავალი სერაბიმნი გარეშემო სულ დაფერილი, და იმ ღრუბელზედ ერთი ოქროს კუბო ჰსდგა კარგა შემკული, და იმ კუბოში ჰკიდია თეთრი იამანია მთელი გათლილილი, და მაზედ რასაც ბეჭედს მოუსმენ. ვისაც აქვს, ცოლქმარი რომ მოძულენი იყვნენ შეაცვა შეუყვარდებათ, თვალლის ტკივილს უშველის, მრავალს სასწაულს იქმს, იქიდამ წმიდის ბენედიკტეს მონასტერში წაგვიყვანეს, უცხო რამ მონასტერი იყო, გამაკვირვა მისმა შენებულებამან, მერმე ვოივოდა იქივ სადგომამდი მომყვა, მერმე იმ ღამეს წამიყვანა თავის სასახლეში. პაპის სადგომში, იდგა ის ქალაქი სულ შეიყარა. წვიმის სიმრავლე იყო, დიდებაზედ გამოვიდნენ, რაც დიდი კაცი ან ხუცესი თუ ბერი იყო. ან ჩინებული კაცი. სულ თეთრი ეცვათ. თვალის მეტი არა უჩნდათრა, ქალებს პირი ჩამოპარებული ჰქონდათ. სულ ფეხ-შიშველი, თავზედ ეკლის გვირგვინები ებურათ. ხელთ დიდრონი სანთლები, ზოგს დიდი ჯვარი ეკიდა, მძიმეს ძელსა, ზოგი მათრახით და შოლტით იცემდა ბეჭებზედ, რომ ვნახეთ სისხლმა ამოატანა, ამ გვარად მრავალი ილოცეს, ეკკლესიის კარს, შესტირეს ღმერთს მეორეს დღეს დარი დადგა:

ლ: მარიამობის თვეს პერუჯიდამ წამოვედით, კე მილი ვვლეთ გზაზედ ერთი დიდი ტბა იყო. თევზი ისხდა, გარეშემო კაი სოფლები ქალაქები იყო, იმ ტბიდამ ცხრა ათასი სკუტი შეუა. წელიწადში, პაპას. ერთი სკუტი ოთხი აბაზია ამ საღამოს, პაპის თემი დაილია, გრანდუკას თემში შევედით კამუჩია ერქვა: -

ლა: მარიამობის თვეს ვვლეთ. ეი. მილი კაი ადგილები ზეთის ხეეოანი ვენახოვანი, ხშირად შენობა, ქალაქები, მრავლად, ერთს ქალაქში სადილი ვჰსჭამეთ არეცო ერქვა, ძველი ქალაქი ყოფილ-იყო, დიდი და უფროსი, ერთის გათლილის ქვით ნაგები, ერთი დიდი ეკკლესია იდგა, დასავლის მხარეს, კარისაკენ სამოცდა თექვსმეტი ქვის სვეტი ჰქონდა ეკკლესიაზედ სამრეკლო აეგოთ, ხუთ-სართლად: სამრეკლო მოუყვანიათ, ორმოცი სვეტი სამრეკლოს ჰქონდა, შიგნითკი არ მინახავს, როგორი იყო, რომ გამესინჯა, იქიდამ, ად. მილი ვვლეთ მოვედით სოფელსა: -

ა: ენკენის თვეს აბ. მილი ვვლეთ. ოთხი კაი ქალაქი გამოვიარეთ სოფელს გარდა. შიგ ასე ახლო ქალაქები გამიკვირდა უფროსი ერთი გათლილის ქვის კუთხე და კარი, ფანჯარა, მრავალგან სვეტებიც ქვისა იყო სახლისა, ერთის სახლისა დავჰსთვალე თოთხმეტი დიდი ქვის სვეტი. ძირს ფლორენცა იყო, თოთხმეტი ზეით ქვისა მთელი, იქიდამ მილი სხვა ვვლეთ სულ აღმართ დაღმართით, მოვედით ქალაქსა ფლორენცას ყვავილს ჰქვიან, და მართლა ქალაქის ყვავილი იყო, არც მეტად დიდია, მაგრამ დიაღ შვენიერი ქალაქლია. უფროსი ერთი გ: თლილი ქვა, განიერი ფოლორცები, დიდი მდინარე ჩამოუდის, -

ბ: ენკენის თვეს იოანე გვალვერტო მონაზონთ პეტი ებოძა გარანდუკას, თავის მონასტერში წაგვიძღვა იქ დაგვაყენა, ის წმიდა იოანე ერის-კაცი ყოფილა, დიდი კაცი. და მდიდარი, ერთს მის ამხანაგს, მისი ძმა შეკდომია მის და ხელებას ცდილა ერთს ადგილს მიმავალა შეუტყია, ჯარით წინ დახდომია, პარასკევი დღე ყოფილა, იმ კაცს რომ უნახავს, შებმა არ შეეძლო და გარდახვეწილა ეტლიდამ გამოსულა და დაუჩოქია, შეგცოდეო მრავალ, სიკვდილს მემართლები მაგრამ დღეს, ქრისტეს ჯვარ-ცმის დღეა იმას აპატიეო, ეს რომ უნახავს, გარდმოჭრილა ცხენიდამ, ხელს მოხვევია, ქრისტეს გულისა თვის შემინდვია, დღეის იქით ძმა ხარ ჩემიო. წასულა ქრისტეს ჯვარ-ცმას წინ დაუჩოქია, მე შენი მცნება აღვასრულეო. ვინც შემცოდა შეუნდეო, აწ ამას გევედრები, ჩემოდენი შენთვის არავის შეუცოდებიაო, და შენც მე შემინდეო, ჯვარიდამ ქრისტეს თავი მოუდრეკია, რა ეს უნახავს, თავისი სიმდიდრე გლახისა თვის გაუყვია, მონოზნად შემდგარა, მათის რიგის მამანი არიან, და კაი მოწყობილობა ჰქონდა მდიდარს მონასტერს ჰგვანდა, კარგ რიგად, დაგვაყენა, ცოტა მოვისვენეთ. მოვიდა წაგვიძღვა, შუა ქალაქში, ერთი დიდი ეკკლესია იყო, დიდობითაც დიდი იყო, მაგრამ გარედამ ნაშენი მისთანა. არც ფრანციაში მინახავს, არც იტალიაში, ეკკლესია თუ სამრეკოლო გარედამ თავით ბოლომდი. სრულობით ფერადი მარმარილო იყო, შეწყობილი, ზოგი სულ წმიდანი მოჭრილნი, შევედით შიგნით შუაზედ, დიდს გუმბათ სისწორე, ერთი ეზოსათვის მოვლებული იყო საკვირველად ნაშენი იყო, სიმგრგვლეზედ, ოთხჯერ ექვსი კამარა იყო, სამად გაყოფილი, შუა სვეტები სამი ფერადი მარმარილო იყო აქათ იქით ხუთ ხუთი სვეტი, და შუა შუა კარებსავით ჰქონდა, სხვა კანდლისა, და სასანთლისა სიმრავლე ურიცხვი, იქიდამ სხვას ეკკლესიაში მიგვიძღვა, დიდი ეკლესია არ იყო, მაგრამ, სიგნიდამ ერთი ამის უარესად შენებული და შემკული ვერ ვნახე, გარედამ გათლილი შავის ქვით იყო, ის ეკკლესია, მარიამ ყოვლად-წმიდისა იყო. ერთი რიგი მამანი არიან, მარიამის მსახურნი ჰქვიანთ ასიოდ მონაზონნი იდგნენ გარეთ კაი მინდორი ჰქონდათ, გარშემო სულ გათლილის ქვის სვეტები. კამარა მოვლებული შუა მომცრო კოშკი, ზედ გრანდუკა ცხენზედ მჯდარი. ტყვივისა შექნილი, ოთხსავ ყურეს მინდორი შადრევნები ამოყვანილი, მაგრამ უცხო რიგი, შადრევნები იყო იქიდამ სხვას გზაზედ წამოგვიყვანეს, მრავალი კაი სასახლე სულობით თლილი ქვა და კარი სულ რკინისა, სასანთლეები, და რკინი უცხო ფანჯრები, თვით ერთს ადგილს, ვნახეთ. ერთის მთელის ტყვიის ცხენოსანი, კაცი გათლილი, სხვა ქვეითი შესჭიდებოდა. ქვევითს ხანჯალი შეეცა, და ცხენი წასარჩლებოდა და ქვევითს გარდმოსწდომოდა: -

გ. ენკენის თუჱს ჩვენის მონასტრის უფროსმა ჯერ თავის ეკლესიაში ჩამიყვანა წირვა მოგვასმენინა. დიაღ კარგი ეკკლესია იყო. როგორიც ეკკლესიაები რომში ვნახეთ ერთი ისიც იყო, ფერადის მარმარილოთი შიგნიდამ ნაშენი სადილს უკან გრანდუკასთან წაგვიყვანა დიდურად და მდიდრულად ვნახეთ კარგი და დიდი სასახლე, სრულობით გათლილი ქვისა. ოთხს ხუთ სართულად შესავალს კარს რა შეივლიდი ერთი მაღნიტის ლოდი იდვა მეტად დიდი ათი საპალნე ყოფილ-იყო თითან დაბალს სახლებში იდგა, დარბისელნი მოგვებნენ შეგვიძღვნენ. სამი ოთხი სახლი შევიარეთ, ერთს სახლში დაგვხვდა- მოვიდოდა თავის საჯდომს სახლს არ ჰგვანდა, მომცრო კაცი იყო, რაკი ტანის-სამოსი ეცვა. სანამ არ მითხრეს ვერ ვიცან, ულვაშები ესხა. სულ მთლის, იმ ჟამად იქ ვერა ვისი ვანხე, მიალერსა ტკბილად, და მხვდა, ფეხზედ ვილაპრაკეთ ერთს სახლს გარეთ გამომყვა. წამოვედით მისის შვილი სანახავად, მის მეტი შვილი არა ჰყავს: ისიც უშვილოა, თავი ხელთ არ აქვს, ახ ორმოცი ბიჯი კიბე ამა-როვინეს, დიდს ხანს კარზედ ვიდეგით მერმე შეგვიყვანეს ისიც ფეხზედ დამხვდა, ტკბილად მიალერსა, შინაურად და გამოყოლით არც ბიჯი წამოუდგამს, მომცრო მსუქანი კაცი იყო. თვლად არა მსჭირდარა, წამიყვანეს მისის წალკოტის ამბები, ფრანცისისა დ: მიწერია მაგრამ ამისი ასე ჰსჯობდა სულ ნარინჯ თურინჯი იყო აუარელი ღობესავით თუ ჭურჭელში ნადგამი თუ თაღარსავით, დახურვილი. ერთს რიგზედ სხარტესავით გარდეგრიხთ გარდმოეგრიხათ, ალდ-ნახევარი თუ იყო სიმაღლე გრძლად დიდს ადგილს, და სულ ხშირად ნარინჯ თურინჯი ესხა, ის დიაღ მომეწონა, კარგ გვარად იყო წამიყვანეს ხევინებს აქათ და იქით, ორ რიგი ალვისხე, თვითო ჰსწორედ, ასული, და თვითო გაფანჩული იდგა. და წინ დაბლა ბზა ედგა აქათ და იქით დახურვილი დაფნი. ალვის ხეებზედ და მისთანა იყო. შიგ გზა გაიარდა მზე არ დაადგებოდა დაბლა შუაზედ. ერთი ავზი იყო დიდი და შიგ ავზში ერთი ჩაის ნარინჯისა და ყვავილების წალკოტი იდგა. კარგა მოდიდო იყო და შუაზედ სხვა ავაზი იყო, და ჯვარედინა გათლილი ქვა იდვა ივზი თევზით სრულიად სავსე იყო, და ჯვარედინს ქვაზედ მარმარილოთი აღგებული კაცის სიმაღლე იყო, ორი კაცი მხარს შემოსტევდა. ზედ ერთის კაცის სიმაღლე გრანიტის ქვა იდვა იმავ სისხო და ზედ იმ ქვაზედ, ერთი მართალის ქვის ტაშტი იდგა. იმათის ადლისთ ოცდა თექვსმეტი ადლი იყო. მთელი-იმათი ადლი სამი მტკაველი. და ოთხის თითის დადება, ეს ქვა დიაღ გამიკვირდა, იმ ტაშტში. ერთი დიდი ლოდი იდვა სამ-გნით სამი კაცი გათლილი მჯდომარე. და ხელთ სხვა და სხვა ცხოველი ეჭირათ, და იმ შუა ლოდზედ ერთი ფეხზედ მდგარი, ამ დიდის აუზს აქადამაც ხიდი ჰქონდა გასავალი, და იქიდამაც ბრტყელი ხიდი: და აქათ იქით მაღალი რკინის ხარიხა ევლო: და იმ დიდს ავაზსაც მაღალი რკინის ხარიხა ევლო. ხარიხას გარ ერთის გზის ოდენი სრული ჩაწყობილი კენჭი ევლო, და მისავალს ხეივან-ზედაც აქათ იქვთ სრულ ისევ იმ სიგანე ჩაწყობილი კენჭები იყო, ზეით ამ ხეივანში ერთი კენჭებით ჩაწყობილი ვარდის სახე იყო იმას ზეით ერთი კლიტე იყო. და ავაზის ხიდს-აქათაც. კარი ჰქონდა, იქითაც რკინის ფანჯრის კარს აქათ იქით პატარა სახლი იყო კაცი შევიდოდა. დგომითაც გაემართოდა. ერთი კაცი შევიდა იმაში რაცაღა კლიტე მოაბრუნა ჯერ იმ შუა ავზში იმ კაცებსა, და იმ ცხოველებში ამოედინა შადრევანები, მერმე იმ დიდს ქვის ტაშტის გარშემო მრავალი წვლილი მარალი შადრევანი ამოედინა, მერმე ხიდზედ ზედ ახლო ახლო ათპირად ორასამდინ შადრევანი ამოედინა. მერმე რაც ხარიხა იყო, ან ხიდზედ, ან ხიდს გარშემო სულ ახლო ახლო შადრევანები ამოედინა მაგრამ თითოში ხუთ ხუთი. მერმე რაც კენჭი დაფენილი იყო ჩაწყობით, ვინ იცის რამდენი ათასი შადრევანი, ზოგი. აღმა ზოგი განზე. ამოედინა, ეს სრულ დიოდა. უმზერდით მერმე ხეივანში რომ ვარდივით კენჭი ჩაწყობილი ვჰსთქვი იმას ზეით კლიტე მოაბრუნეს. იმ კენჭებში უანგარიშო შადრევანი ამოედინა მერმე ის დასწყდა შუაზედ ერთი მაღალი შადრევანი ამოედინა. და რახან იდინა სულ თოფის შილინგივით ხმა იყო ზედა ზედ, მერმე ის მოშალეს. ერთი თასმის ფავარა ჩაურჭვეს საიდკენაც უნდოდა ვისაც ხელით ეჭირა, ეს დიდი შადრევანი იქით მუშვის. ვისი გაწუწვა უნდოდის გაწუწის. ორმოცს ადლზედ სადაც უნდის იქ შეასხის. მეორე ის თასმა ამოაძრო, სხვა რკინის ფავარა დადვა. ამოუშვეს შადრევანი, წვიმა რომ მოდიოდეს იმგავარად, და ზეიდამ იდინა, ჰაერში ისე ჰსჩანდა მერმე ჰაეში რომ თოვლი ჩამოდიოდეს ისე ჰსჩანდა ძირს ყევლა წყალი იყო, მაგრამ ჰაერში იმგავრად ჰსჩანდა, მერმე ხომ კაკალა რომ მოდიოდეს იმ გვარად გამოჰსჩნდა მერმე წაგვიყვანეს სხვა მხარეს უცხო ფრინველები და პირუტყვები სანახავად სირ აქლემები იყო. და თეთრი ფარშამანგი, თეთრი ხოხბები მრავალი მაგრამ წვრილი იყო, ეთიოპური ცხვრები იყო დიდრონი რქები ჰქონდა მიდრეკილი ყბამდისინ, ფარაოს ქათმებს ეძახდენ უცხო რამ მფრინველი იყო. ათი თხუთმეტი თუთი იყო, ზოგი წითელი, ზოგი მწვანე, ზოგი ჭრელი, ზოგი თეთრი, სხვა და სხვა რიგი მაგრამ წითელი უფრო მრავალი იყო, ვარხვი, იხვები, კარაპები, მაჩვები მკითხეს გინახავსო მე უთხარ მრავალი მეთქი, და ეუცხოვათ, ასე უცხო ნადირის მოყვარე არიან ჯერნის რქები იყო და იმასთან სხვა რქები იყო ჯერნისას ჰგვანდა, და ორის ჯერნის რქის სიგრძე იყო დამოგრეხილი მითხრეს ერთი რიგი ნადირიაო ეს ფეხზედ ასხიაო მერმე სააქიმოს სახლში შემიყვანეს მრავალი უცხო რამ იყო მაგრამ მე რომ არ მენახა ერთი რისაღაც რქა იყო ჯერნის რქის მჰსგავსი მაჯის სიმსხო ერთი მხარი და ნახევარი იქნებოდა შავი დამოხრილი ჯერნის რქასავით დაჭდეული სხვა კორკოდილო და მარტორქის რქა და მაგისთანაები მრავალი ერთი გველი იყო ორი მხარი სიგრძე და მკლავის სისხო კბილები ორ როგად ესხა ასე თქვეს ინდოურიაო, მრავალი რამ ამგავრი მაგრამ ერთი ხომალდი გაეკეთებინათ ნავით აფრით, ანძით, თოკებიოთა დიდი ხელოვნება ეხმარათ მრავლი უცხო ფაიფური და წამლები და ქვები ვნახეთ:

დ: ენკენისთვეს წავედით გრანდუკას, სასაფლაოში დიდი ეკკლესია და კარგი გარიგებული იყო და მარცხენას მხარეს მათი სასაფლაო კარი შევიდოდა კარგა შემკული საფლავები იყო ხელმწიფურად შემკული მერმე გრანდუკა რომ ეკკლესიას აშენებს იქ შემიყვანეს მრავალი ფერადი მარმარილოს სვეტი იყო კარგები მაგრამ ორი შავი პარაგონე ქვის სვეტი იყო გამაკვირდა ოთხ ოთხი ადლი უმაღლე იყო ორი კაცი ხარს თუ შემოსტევდა ის საკურთხეულისა თვის სრულ ხელი არ უხლიათ და ნახევარამდის სხვა ძვილ აშენებულა არც მწვემომცროა, კაი მოზრდილი ეკკლესია, მაგრამ შიგნით სვეტი არ აქვს მრავალგან ზვრუხტი ლაჟვარდი, და ძოწი უხმარბიათ ყვავილებშია. და სხვა სრულობით აკატი ფერადი ეშმი შეუწყვიათ ყვავილად ნადირად, თუ ფრინველად რომ კაცსა დახტული ეგონებოდა ამ საქმემ დიდად გამაკვირვა რვა კუთხე ეკლესია თვარა ფერადი მამარილო გრანიტის ქვა და ალაბასტრი პორფირი და პარაგონის ქვები ნახმარია მაგრამ ასე რიგათ რომ არ ჩაიგდება ან საფლავები და ან ხატებს უკან არის ნახმარი ერთი ახალი ვაჟ კაცი იყო მისი ოსტატი ოცის წლისა თუ იყო ან ცოტად მეტი ან ნაკლები მაგრამ გვარიანს რასმე ჰგვანდა, ტრაპეზად ერთი წითელი ჭრელი იამანი იყო სამ-ადლ-ნახევარი სიგრძე ორი ადლი განი მთელი და რამდენი უცხო ქვები სხვა იყო ვინ მოსთვლის ორი სასთაული გაეკეთებინათ ქვისა და შიგ თვლები მოეყვანათ მაღლობზედ დაედვათ ზედ გრანდუკას სახეები იდგა გარშემო ალმასი, ზურმუხტი და იაგუნდი ისხდა და აქათ იქით პირს სხვა დათლილი თვლები, ზოგი სეილანი, ზოგი სრავი ზოგი თლილია ზებერჯა და მისთანანი და ექვსი მისთანა სასთაული სხვა უნდა გაკეთებულ იყო ტრაპეზისა და საკურთხეველის შემკობა ამას იქით როგორი მოვა ის თქვენ გასინჯეთ იმ სასთაულებზედ გვირგინები იდვა გულ-ქანდათ კაი თვალები შეწყობით ჩასხმული ნახევარს ზეით სრულად და საკურთხეველი სამი კედელი იყო მის ძირს ჩაგვიყვანეს კამარა შეკრული დიდი ეკკლესია იყო ის ზედ მოეყვანათ და ბალი კამარა შეეკრათ ხელს ვერ შეაწვდენდა კაცი იქ ერთი ქრისტე ჯვარ-ცმული და ცალგნით ყველა-წმინდა, ცალგნით იოანემახარებელი მარმარილოსი გათლილი იყო სწორად ცოცხლები გეგონებოდა იქიდამ დომენიკაანთ მონასტერში მივედით და ერთ მონასტრად სიდიდით თუ სიმდიდრით თუ მორჭმით ისიც კარგი იყო მონასტრების ქება, ხომ არ დაიწერება ვერც კაცის გონება მისწვდება სამოცდა თოთხმეტი დედათ მონასტერია ფლორენცაში მამათ მონასტერსა და ეკკლესიას გარდა ის მერმე იმავ დიდს ეკკლესიაში მივედით დღეობა იყო წმიდის ზენონი სამისი თავი და სხვა ნაწილები ვნახეთ:

ე: ენკენისთვეს წავედით ერთს სხვას მონასტერში წმიდა ანტონინე მთელი იქ იყო დამარხული იქ ვილოცეთ გამოვბრუნდით სამადლოთ რომ ქალებს ზრდიან მონასტერში ვის უნდა მონაზონად შედგება ვის უნდა გათხოვდება იმათგან რომელიც გასათხოვარი იყვნენ გამოესხათ და მოდიოდენ პირველად ერთი ვეცხლის ჯვარცმა მოჰქონდათ ზედ გრძელი ომფორივით დრამა ეკიდა, საუფლოები შეკერილი და ექვსის კაცის უმაღლე სასანთლე ვეცხლისა, აქათ და იქით მერმე ერთი ხის ჯვარცმა მოჰქონდათ და ორასამდის შავით შემოსილი კაცი თვალები უჩნდათ სხვა არა რა ოროლი და ოროლი თვითო დიდი თეთრი კელაპტარი ხელთ ეჭირათ მერმე სხვა ჯვარ-ცმა მოვიდოდა და ოთხ ასამდის აგრევ თეთრის შემოსილი თვალის მეტი არა ვჩნდათ რა სრულ ოროლი მერმე სხვა ჯვარ-ცმა მოვიდოდა დასრულ მამანი და ძმანი ორასი უფრო იყო ოროლი მოდიოდენ ზოგი იეზოვიტი ზოგი ბენედიკტენი, ზოგი სხვა რიგი, სულ ყველა ერთ-ხმად გალობდენ მერმე შემოსილნი დიაკუნები და ერთი დიდი დროშა ყველა წმიდისა მარიამისმოჰქონდათ; მერმე ის საქორწილო ქალები ორმოცდა თორმეტნი იყვნენ, ოროლი აგრევ სანთლებით სრულ ის ფერი ეცვათ, და თეთრი წმიდა ტილოს ლეჩაქები ებურათ ერთ ნაირად იყვნენ დართული მერმე შმოსილნი მღვდელები მოდიოდნენ დიდროანის სანთლებითა და ფილონებითა, მერმე ერთი კუბო გაეკეთებინათ მოაბაზე და ზედ ყოვლად წმიდა იდგა, მორთული კაცის თვალი მისს უკეთესს ვერას ნახევდა ხელ განპყრობით მლოცავი ცოცხალი ეგონებოდა მღუდლებს მხარზედ ედვათ მუაბა; მასუკან ჯარი მოდიოდა ქალი და კაცი რომ შუკაში არ ეტეოდა ჩვენ ეტლით ვიდექით და გამოგვიარეს უმზერდით კაც ენახა იტყოდა ქრისტიანები არიანო თვარა ამ ქალებზედ ამდენს რათ ირჯებიანო ის ქალები წაიყვანეს ერთს სასახლეში დააყენეს მოძღვრით გამდლით მასწავლებელითა იქიდამ ვინ ვის ითხოვდა ზითევს ზოგს ას მარჩილს, ზოგს მეტს მისცემდენ და ქორწილს უზემდენ ამავ დღეს წმიდის პაპის ჯანიშინი მობრძანდა გვნახა დია კაის კაცს აქებდენ ყოველი სული, ყმაწვილი კაცი იყო, ასე ამბობდენ კარდინალობას მისცემენო ფლორენცის მთავარ-ეპისკოპოსი მოვიდა და ერთი სხვა ეპისკოპოსი მოვიდა მაგრამ ასეთი კაცი იყო, გულები დაგვტაცა და ზედ მიიკრა:

ვ: ენკენის თთვეს სხვა კარგი მონასტრები მოვილოცეთ დიაღ შემკული:

ზ: ენკენისთვეს წაგვიყვანეს, ერთს ყველა წმიდის მონასტერში დიაღ დიდი და კარგი შემკული მონასტერი იყო. ერთი წმიდა ლუკა მახარებლის დახატული ხარება იყო მისს სანახავად თუ არ დიდს მეფეს და მისს ძმასა და შვილს არ აჩვენებდენ ასე მოარტდა ის ქალაქი რომ მისი გახსნა შეიტყვეს გზა ვეღარ ვიშოვეთ სამჯერ კარზედ მივედით ვერ შევედით მერმე გრანდუკას მეთოფეებმა ძლივ გზა იშოვნეს მე შემათრიეს ვერც მოენე ვერავინ შემომყვა გარედამ ვეხხლისთ მოჭედილი კარგათ და უფერავად, და კაი. თვალები დიდრონი ისხდა ის ჩამოუშვეს ძირისაკენ ჩავიდა. მართ ორი ადლი განი ჰქონდა და სიგრძე უფროსი მერმე ოქროთ დაფერილი კარი იყო და მრავალი კაი და ძვირ-ფასი თვალი იჯდა მაგრამ ერთი ლურჯი იაგუნდი იჯდა ერთის შუათანას ვაშლის ტოლი მართლა კაი ფერი და წყალი ჰქონდა, ხუთი დიდი წითელი თვალი სხვა იჯდა, არც ლალი იყო, არც იაგუნდი მაგრამ კარგი რამ თვლები იყო ცუდი არა იყორა, ხუთი ყვითელი იაგუნდი დიდროანი, გამიკვირდა კაი წყლისა და ფერისა სხვაც მრავალი ზურმუხტი სხვა თვალი, მერმე ის კარი ჩამოუშვეს, მერმე ბროლის კარი ჰქონდა ისიც ჩამოუშვეს ყველა წმინდა და გაბრიელ დახატული. მაგრამ ძველობა მაგდენი რომ მართება არ აჩნდა გაბრელ წინ-მდგომი მარიამ მაღლა იხედებოდა მერმე ისევ დახურეს და დაკლიტეს წამოვედით იმ დღეს ჯარის ჯრილობით ერთი დედაკაცი. და ერთი ყმაწვილი მომკვდარ იყო კრანდუკას საუნჯის სანახავად წაგვიყვანეს, თავად სახლები ასე რიგად. მორთვლი იყო კაცი ამას იტყოდა სამეფო სასახლე უნდა იყოსო, ორ-პირად გრძლად ერთი ცხენი დაიღალებოდა სულ გათლილი ქვის სვეტი, მერმე მაზედ საოსტატო სახლები. და იმას ზეით საუნჯის სახლები ცოტა რამ გვაჩვენეს მაგრამ საჩვენებლად კმარ: იყო, გარშემო სულ დერეფანი, და ძირს ვინ იცის რამდენი ასი კერპი ან ძველი მეფეთ სახეები იყო გათლილი ზოგი მარმარილოსი ზოგი ალავბასტრისა, ზოგი პორფირისა, ზოგი პარაგონისა. საკვირველები, და ზეით დახატული ხატები ზოგი მეფეთა, ზოგი გრანდუკას გვარისა, ზოგი პაპეიისა, ზოგი კარდინილებისა, ზოგი ხვანთქრებისა, და ოსმალებისა. ვისიც ამისთანაები ერთს სახლში შეგვიძღვნენ რაც საფრანგეთში ხელოვანი მხატვარი კაცი თუ ქალი გამოსულ-იყო, თავეთის ხელით თავეთი სახედახატულ იყო, იქიდამ სხვა სახლში შეგვიყვანეს მრავალი უცხო ფაიფური. დიდი ბადიები დიდი ლანგრები. დიდროვანი ქვევრები, სხვა ჯამები, თეფშები, და ფიალა ჩვენ რომ სქელს ბალღამს ჩინურს უძახით, ისინი ეგვიპტურს ჭურჭელს ეძახიან, დიაღ კაი და დიდრონი ჭურჭლები იყო, იქიდამ სხვა სახლში უკეთესები დაუმრავლესი.მერმე იქით წაგვიყვანეს ხუთიოდ სახლი გვაჩვენეს მაგრამ რას იტყვის კაცის ენა, თავ-გაუსვლელი სრულობით. მურასა გულქანდა ისე ოქროთ. ბროლი იამანი. ეშმი. აკატი. მთელ მთელი დათლილი. ხომალდები. ჭურჭლები. ფრინვლები. ჯამები ტაშტები. ალთაფები ლაჟვარდისა მთელები ასეთები ვნახე. ერთი მარგალიტი ვნახე. თავი ვერცხლისაგან მოებათ და ტანი მწოლარე ლომის მჰსგავსი იყო ერთისხვა მისი უფროსი მარგალიტი იყო, მაგრამ ფერადისი ჰსჯობდა ტრედის კვერცხის ოდენი ვერ იყო, და უსწოროც იყო, მაგრამ ზურმუხტები, და ყვითელი იაგუნდები დიდრონი და კარგ ფერები ვნახე. ერთი ინდი ლალის ქრისტეს სახე გაეთალათ და ინდი ლალის ფიალა. და მაგისთანები უცხოები მრავალი და უცხო რიგი ხატები, ზოგი ძველისა ზოგი ფერადის თვალებისა შეწყობილი ვნახე კაბა ლაჟვარდისა ეცვა, წამოსასხამი პორფირისა, პერანგი თეთრის იამანისა მთელი გათლილი. ამ გვარადა მრავალი ტანის-სამოსი ფერად ფერადად და ქალების ლეჩაქი თეთრის იამანისა ვნახე, სკივრები, ფერადი იამანები, და თვალები ხილის მჰსგავსად და თლილი, სხალი ვაშლი, ყურძენი გაპობილი ბროწეული, ქლიავი ბალი თავეთს ფოთლით, შტოდ შეწყობილი ვნახე სკივრები ყვავილები დათლილი მთელს ყვავილისავით გამოყვანილი ვნახე სკივრები თვალები და თლილი მხატვარსვით ყვავილი მფრინველი დახატული ვნახე ტაბლები ფრინველი სულ თვალები შეწყობილი დახატულსავით ვნახე ქალაქები ზღვები ხომალდები, ცისეები, ომები, სულ თვალი დათლილი შეწყობილი დახატულსავით ვნახე ხატი ხარებისა, შობისა მოგვთ-მოსვლა მარტო ყველა წმიდა. ფერადის თვალებით. შეწყობილი. როგორც ვეცხლით გამოყვანილი. მართალს ცოცხლებსავით. ვნახე. წვლილის კენჭებით დახატული ხატები. კაცის სახეები თევზის სახეები ვნახე, სახლი სადაფებით ღშენებული და სხვა, და სხვა რიგი, ხედა ყვავილი გამოყვანილი,არა თუ გათლილის სადაფით მთელ მთელის სადაფით ვნახე ქარვის ჯვარები, ხატები, სკივრები, ტაშტები, მთელი ფიალები. მთელი, კათხები მთელი, და სხვა შეწყობილი, ქარვის ხომლი, ოცდა ოთხი სანთელი აენთებოდა. და ქვეშ სულ ხატები. წმიდათ სახეები ჰსჩნდა. ქარვის მთელი კოლოფები, საათის ბუდეები მეწყობილი სასანთლები, თევზის კბილის უცხო ჯვარცმაები, პილოს ძვლის უცხო და უცხო გარდამოხსნაები, უცხო და უცხო ხეები, ყვავილები ხატები, ჯაჭვები, ქვეყნის ზომაები, ამ გვარები მრავალი უცხო, ვნახე თავის ბუნებით, ფერადი ხეები შეწყობილი ყვავილები და ფრინვლები, ერთს უცხოთ იქ ესეც უცხოდ ჰსჩნდა ვნახე უდის ხე ხუთს ადლამდის, სიგრძე და აქა იქ შტო მოკლეები ჰქონდა, სისხოც წვივის სისხო იყო, იამანის გათლილი ხატები ფერად ფერადი ეშმისა, და ამისთანაები. ფირუზის გათლილი ხატები, პროფირის ქვისა, წმიდა ხელად ნაქმარი, სხვა მინაქარი და ოქროსი: და ან მაგ გვარი რამ უანგარიშო იქიდამ ჩაგვიყვანეს საოსტატო სახლებში, საცა ამაებს აკეთებდენ ქვას როგორ ხერხევდენ როგორ ყვავილებსა დახილებს ჰსჭრიდენ, როგორ წყალს აძლევდენ ხეს როგორ ჰსთლიდენ. რკინასროგორ აკეთებდენ, ძვალს როგორს ჰსთლიდენ, იამანს როგორ ჰსჭრიდენ, ესეები გავჩვენეს, როგორ აწყობდენ, როგორ აკეთებდენ. ერთს სახლში შეგვიყვანეს. ეკკლესიის ქება რომ დავჰსწერე, მისი ტრაპეზი, და ზიარების კიდობანი, იქ, იდგა, ზოგი გაეკეთებინათ, ზოგს აკეთებდენ ზოგისა ნიშანი იყო, ისე უნდა გაეკეთებინათ, მრავალი კაი თვალი ზურმუხტი. დიდრონი ყვითელი, და ლურჯი იაგუნდი ისხდა თვარა ფერადი აკატი იამანი და ეშმი სულ ის იყო. შეწყობილი ზოგი საუფლოდ, ზოგი გვავილად ზოგი ძველის ჰსჯულის სახედ. მოციქულები მთელ-მთელი. სხვა და სხვა ქვისა, სხვის ქვის პერანგი სხვის ქვის სამოსელი სხვის ქვის წამოსასხამი სულ პატიოსანი ქვებისა. რომ ეგონებოდა, ფარჩის ტანისამოსი აცვია და თავ თავეთი სატანჯიელი. ხელთ ეჭირათ მაგრამ ამის მეტი, სხვა სალარო არა გვიანხავსრა და სრულობით ასე ამბობდენ. გრანდუკას ეკკლესია და სალარო არას მეფეს არა ჰქონდეს მაგრამ ეკკლესია ნახევარზედ გათავებული არ არის და სალარო ამის მეტი არ გვინახავს მაგრამ რაც ვნახე ერთის მეფისა თვის დიდი საქნელია თუ გასინჯავთ.

ჱ: ენკენის თვეს ისევ კარანდუკამ გვნახა, გამოგვესალმა. ერთს კარს გარეთ გამომყვა. ალი-კორნამდის ნავი. და რასაც ხანს ალი-კორნას ვიდეგით. ხარჯი დაგვიწერა გამოგვისტუმრა იქიდამ წაგვიყვანეს, ახალი წმიდა მარიამ მაგდანელელის საფლავზედ, დედათ მონასტერი იყო კარგი ეკკლესია ფერადის მარმარილოთი აღშენებული, ეს მარიამ მაგდანელელი ფლორენ-ცაული თავადის ქალი ყოფილა. მარიამმაგდანელისა ლოცვით მისცემია მისი სახელი დაურქმევია. ქმარი აღარ უნდომებია, წმიდის ტურეზიასრიგის ქალწული შექმნილა მრავალი უცხო სასწაული უქმნია. ქრისტე მრავალ-გზის გამოცხადებია. ას და ათის წლისა მიცვლილი იყო, ოღონ ხორცი მოშავებოდა თვარა არც ცხვირი. არცა წარხდომოდარა. ისევ მთელი მძინარესავით ბროლის კუბოში ოქროთ მოჭედილში ესვენა. უცხო და ძვირფასი. მურასა გვირგვინი ეხურა კაი ძვირ-ფასი ბეჭედი ეცვა. კაი ჯვარს-ცმა მურასა გულზედ ესვენა. პირი ხელები და ფეხები უჩნდა, სხვა კაის ზარბაბებით შემოსილი იყო. იმათმა ენკრატისებმა გვნახეს გვიალერსეს იქიდამ წამოვედით, გრანდუკას სამხეცოში შეგვიყვანეს ოთხი ლომი იყო. ერთი ხვადი. დიაღ დიდი, სამი უმცროსი. ძუ ხუთი ვეფხვი იყო. ორი დათვი ოთხი მგელი ორი მგლის დიდის ქოფაკის შვილი მგლებს უფრო გვანდა და შავი იყო, ოთხი ტურა იყო. ყაჯირი არწივი. ამისთანაები დიდრონი ქოფაკები მართ იმ ძულომებს უფრო იყო. დიაღ დიდრონი იყვნენ ლომებსაც ეტყობოდა საძალოდ ნაქმარი რამ იყო. მათი ადგილიც კარგა გარიგებული იყო. მერმე სამადლო ადგილი გვიჩვენეს ერთი ქსენონი სხვებიც იყო. მაგრამ ჩვენ ეს ერთი ვნახეთ. ათასის სნეულის ლოგინი იყო. მაგრამ ჩვენობას ოთხას სამოცდა ექვსი სნეული იწვა. ვაჟკაცნი ცალკე ბერი კაცი ცალკე, და ყმაწვილები ცალკე, ქალები ცალკე, ბებრები ცალკე, და დედაკაცები ცალკე. საპატიო კაცების ლოგინი სხვაგან იყო. კარგი მორთული ორის მეტი არავინ იყო, მისი სააქიმო, და საჯარო გვაჩვენეს, მაგრამ სააქიმომ გამაკვირვა. მე ასე მგონია ასი ქვევრი თვითო საპალნისა სულ მალამო იყო, სხვას გარდა, მე ხომ მეტი მგონია. სხვას წამლებს გარდა ის, თორმეტი კაფუჩინი მსახურებდა.

განგრძლება შემდგომ ნუმერში.

________________

1 (=პოლოტიკი არს რკინის ფიცარი ბრძოლაში მკერდთა და ღლიათა და საკრავი: ავტორ...)

2(=თორნი არს, 41.18. ყობ: მთელი რკინა პოლტიკი ტანსაცმელი ერთიანად შემოსახვევი. გულთა, გვერდებთა და ზურგთა, რომელი მოიხვევის ან ჯამებით: ავტ.)

3(=ზუჩი არს, თავს დასახურავი, ჩაბალახი გინა მუზარადი გინა ჩაჩქანი: ავტ...)

4 (=თურგანი არს დიდი თოფი: ავტო.)

4 სოფლიური სახლის პატრონობა

▲back to top


4.1 მურაბისა და ჟელეს გაკეთება

▲back to top


მურაბისა და ჟელეს გაკეთება

სიროპი მურაბის თვის უნდა გაკეთდეს ამ გვარად:

ერთ გირვანქა შაქარს უნდა ორი ჩაის ფინჯანი წყალი. დადგი სიროპი აადუღე ქაფი მოხადეთ წმინდათ. ხილი უნდა ხუთ გირვანქა შაქარზედ ათი ფინჯანი მაშინ იქმნება კარგი მურაბა, შეიძლება ხუთ გირვანქა შაქარზედ თორმეტი, ფინჯანი ხილი სამურაბე, მაგრამ მეტიკი აღარ შეიძლება.-

1. მალინისა ანუ ჟოლოს მურაბა; მოუმზადეთ სიროპი როგორაც ზემო ჰსწერია, რომ ადუღდეს, ჩაყარეთ ჟოლო როგორცა მზათ იქმნება, თეფშებზედა დაასხით ამოიღეთ კოვზით ჟოლო სიროპი გაუწურეთ რომ კურწები არ შეჰყვეს და ჩაასხით ბანკებში. -

2. ალუბლის: გამოიღეთ კურკები, გატეხეთ გული ამოიღეთ და ალუბალში ჩასდევით, მოამზადეთ სიროპი აადუღეთ როგორც ზემოთ ჰსწერია.-

3. ვაშლისა. მურაბისათვის ტკბილი ვაშლი უნდა ამოირჩიოს გაფცქვნათ მიხაკები უნდა ჩაურჭვათ მოამზადოთ სიროპი და ჩააწყოთ შიგ ვაშლები. შიგ რომ მოიხარშა ასე უნდა შეატყოთ რომ გახედოთ მინასავით ნათლად გამოჩნდება.-

4. მსხლისა. გაფცქვენ მსხალი; თავი მოსჭერ ცოტა, კურკები ამოიღეთ დანით, დადგით ქვაბით წყალი, როცა წყალი ადუღდება, ჩაყარე მსხალი, ნახევარ საათი ხარშეთ, მერე საცერზედ დაჰყარეთ წამადუღეთ სიროპი, ჩაყარეთ და ხარშეთ ამასაც ვაშლისავით შეეტყობა როცა მოხარშული იქმნება. -

4. კომში. გაფცქვენი თითო კომში. დასჭერით ნაჭრებად, კურკები ამოიღეთ ნახევარ საათი წყალში ხარშეთ, მერე გადასწურეთ საცერში მოამზადეთ სიროპი ერთს გირვანქა შაქარს ორი ფინჯანი წყალი უყავით, როცა სიროპი ადუღდება ჩაყარეთ კომში, აადუღეთ მანამდის, კარგათ მოიხარშება და სიბრჭყინალე ექმნება.

5. კომშის ჟელე. გაფცქვენით კომში კურკები ამოიღეთ, დასჭერით წვრილად, მოხარშეთ წყალში კომში ამდენი უნდ იყოს რომ ნახევარი ტაფა ამსოს, ამდენი ადუღეთ მინამდიკარგა არ მოიხარშოს, მერე როცა რბილი გახდება გაწურეთ ერთათ სალპეტკში მერე გადმოასხი წვენი სტაქანში ორ სტაქან წვენს სტაქანი შაქარი უყავ დადგი ხარშე და ქაფი ხადეთ როცა გინდათ რომ შეიტყოთ მოხარშულა ჟელე თუ არა, უნდა ორი კოვიზი ჩაის ფინჯანზედ დაასხა, თუ ცივდება და შეიკრა, მზათ არის. თუ ძალიან მოიხარშა მაშინ უნდა გადმოიღოს ცეცხლიდამ თუ ძალიან გადაიხარშა მაშინ კარგათ არ შეიკვრის და ძაფება დაიწყობს, გადმოასხით რომ გაცივდეს ბანკაში ჩაასხით.-

6. ვარდისა მურაბა. ვარდი დარჩიეთ ფურცლებად, მოკვეცეთ თეთრი თავები, და თითო ფურცელი ან ორად ან სამად გასჭერით. ორი გირვანქა ვარდის ფურცელსათვის ორი ლიმონი მოიტანეთ გამოსწურეთ წვენი ლიმონისა დააყარეთ ნახევარ გირვანქა შაქარი დაფქული დასრისეთ ამ წვენში ვარდის ფურცელი; მოამზადეთ სიროპი ერთ გირვანქა ფურცელს ოთხი გირვანქა შაქარი 12 ფინჯანი (წყალი) როცა სიროპი ადუღდება ქაფი მოხადეთ და ჩაყარეთ ფურცელი როცა მზათ იქმნება ამით შეიტყობთ ფურცელი მაღლა არ დაიწყებს ცურვასა და დარბილდება მაშინ ჩამოიღეთ ცეცხლიდგან გადმოასხით ჯამში და ერთს დღეს უკან ჩასდევით ბანკაში.-

7. კოწახურის. გამოიღეთ კურკები კოწახურიდგან მოამზადეთ სიროპი ესრეთ, გირვანქა შაქართან ორი ფინჯანი წყალი და ორი ფინჯანი კოწახური შემდგომი როგორც სხვა მურაბებს.

8, შინდისა. გამოიღეთ კურკა მოამზადეთ სიროპი ერთ გირვანქა შაქარს ორი ფინჯანი წყალი, ორი ფინჯანი შინდი და შემდგომი როგორც სხვა მურაბებს.-

8. ყურძნისა. მოიტანეთ მწიფე ყურძენი, შემოაძრეთ ნელა ტყავი; გამოირეთ კურკები. მოამზადეთ სიროპი (ერთ გირვანქა შაქარს ორი ფინჯანი წყალი) მოიტანეთ ყურძენი ჩაყარეთ ჯამში, დასხით ცხელი სიროპი, დადგით ცივს ალაგს ერთი დღე და ღამე ერთს დღეს უკან გადმოასხი სიროპი ნელა, შემოდგი და აადუღე როცა ადუღდეს სამი გირვანქა შაქარი თუ არის ერთი მისხალი ბადიანი უყავით ნახევარ საათი ხარშეთ, გადმოასხით გააცივეთ და ჩასხით ბანკაში. -

მურაბა უწყლოთ. ჟოლისა ბალისა, ალუბალისა მარწყვისა, შეიძლება მოიხარშება მურაბა მშრალათ: მოამზადეთ ხილი უკურკოთ როგორც მურაბის რიგია, ერთს გირვანქა ხილს გირვანქა ნახევარი შაქარი უნდა დაფქული გაცრილი ჩაყარეთ ტაფაში ერთი პირი შაქარი, მერე ჩაყარე ერთი პირი ხილი. მერე დაყარე ზეიდგან შაქარი. მასუკან კიდევ ხილი და მასუკან კიდევ შაქარი, დადგი ცეცხლზედ ხილი თავის წვენს გაუშვებს, როდესაც მოიხარშება, გადმოასხი ჩაის ჯამზედ გაცივე და ბანკაში ჩაასხი ეს უნდა იცოდეთ ორ რიგ ან სამს მეტს ნუ ჩაყრით ხილსა.

მეორეთ მოხარშეთ თუ მეტი გინდათ მურაბა დიდხანს შეინახება.

5 სხუა და სხუა ცნობანი

▲back to top


5.1 უმაღლესი რესკრიპტი სახელსა ზედა კავკასიის ნემესტნიკისასა

▲back to top


უმაღლესი რესკრიპტი სახელსა ზედა კავკასიის ნემესტნიკისასა

კნიაზო მიხეილ სიმონის ძევ!

დასასრულსა წარსულისა წლისას, შესრულდა ორ მოცდა ათი წელი, იმა დროიდგან ოდესცა შეხვედით თქვენ სარბიელსა ზედა სამხედროს სამსახურისა - დაწყებიდგანვე აღმოაჩინეთ თავი თქვენი უმაგალითო სიმხნისა ღვაწლითა, თვით იმა მხარესა, რომელსაცა მართავს ჩემის მოადგილის სახელ-წოდებით; თქვენ მიიღებდით თვით უბრწყინვალესთა მოანაწილეობათა ყოველთა ბრძოლათა შინა აღსრულებულთა მეფობისა ჟამსა ალექსანდრე 1-ლისასა; აღმოსჩნდებოდით ყოველთვი სუმაღლესითა სამხედროითა მხნეობითა, და ყოვლითა კეთილგონიერებითისა მხედართ მძღვან თვისებითა. - ესრეთვე დიდ არიან და მყარნი ნამსახურობანი, უკანასკნელ თურქთა ბრძოლისა დროთა ჟამსა ვარნის ციხის დაპყრობისასა, თქვენ მოწოდებულ იყავით მმართველდ ნოვოროსიისა და ბესარაბიისა მხარისათვის, თქვენ აღმოაცენეთ ყოველნი შტონი ხალხთა სიმდიდრისა და დადგინეთ ადგილობრივი მართებლობა მიიყვანეთ მხარე ესე ესოდენ უმაღლეს ხარისხა ყვავილოვნებადმდე რომელთა ზედა აწ მდგომარეობს; ღირსად აღვიარე რა, რირსებანი თქვენნი მე სრულითა რწმუნებითა მოგანდეთ თქვენ წოდება კავკასიის ნამესტნიკისა და მთავარ მართებლისა ოტდელნის კავკასიის კორპუსისა და თქვენ სრულებით განამართლეთ ჩემი იმედი; სამოქალაქოს ნაწილში თქვენის დაუძინებლისა მოქმედებითა და შრომითა ჰქმენით კვალად დიდნი წესიერებანი და შესანიშნავნი უმჯობესობანი, რომელნიცა უეჭველად იმსახურებენ კეთილ წესიერებთათვის მხარისა და ისაშუალებენ კეთილ მდგომარეობისათვის ყოველთა და თვითვეულთათვის, რომელიცა შეადგენს უპირატესსა ჩემსა სურვილსა. - ერთგვარისავე კმაყოფილებითა ვხედავ, რომელ სამხედრონი საქმენი კავკასიაში შინა მიისწრაფიან მიწთომად ჩემგან ნაჩვენებისა საგნისადმი; თანა უძღვიან მარადის გამარჯვებანი და აღმოსჩნდნენ ბრწყინვალითა ძლევითა: ჩაჩანთა დაღისტნელთა; და მარჯვენა ფლანგის კავკასიის ლინიისასა. - დამოწმება ჩემის ყოვლად საყვარელის შვილისა მისის იმპერატორებისუმაღლესობის მემკვიდრის ცესარევიჩისა, ოდეს უკუნ იქცა კავკსიიდგან, მსახურბენ მე დასაკმა-ყოფილებლად, რომელ მხედრობანი კავკასიის კორპუსსა შინა რაოდნიცა არიან მხნენი ბრძოლასა შინა, ესე ოდენვე დაუღალავნი შრომათა შინა, მიყვანილ არიან უმჯობესსა ყოველთა გარემოებათა შინა წესიერებადმდე და მხედრულისა განათლებადმდე -

რათა განგიცხადო თქვენ ჩემი კეთილ თქვენდამო მიდრეკილება და ჩემი გულითადი მადლობა ღირს საქებართა თქვენთა შრომათა თვის, უმაგალითოს სასარგებლოდ ტახტისა და მამულისათვის შემწირველობისათვის მე აღვიარე ჭეშმარიტებად მივუთვისო თქვეგან მიღებულსა წოდებასა შთამოსირულთა თქვენთა ნათესაობათა კნიაზობისა ღირსებასა ტიტული უგანათლებულესობისა.- ვგივ თქვენდამი მარადის უცვლებელ და კეთილ მიდრეკილი. -

ნამდვილსა ზედა ხელს აწერს ნიკოლოზ.

5.2 ახალი გამოცემული წიგნი მოხილვა ტიმოთე ეპისკოპოსისა

▲back to top


ახალი გამოცემული წიგნი მოხილვა ტიმოთე ეპისკოპოსისა

ბრძანებითა უგანათლებულესის კნიაზის მ.ს. ვოროცოვისა დაიბეჭდა მოხილვა ტიმოთესი. დაბეჭვდაზედ ამა წიგნის მშრომელსა კოლლეჟსკის სოვეტნიკს პლატონიოსელიან დაურთავს მუნ წინა-სიტყვაობა შემდგომი:

მწერალი წიგნისა ამის ტიმოთე, იყო ქართველი, გვარით გაბა-შვილი. აღიზარდა იგი კათოლიკოზ ბესარიონსთან, რომელმანცა დაიპყრო საჭე ეკკლესიისა განმგეობაისა თურქთა ჟამსა, შემდგომად განდევნისა პატიმრად ტენედოსისა ჭალაკში კათოლიკოზისა დომენტისა.

ოდეს, ვითარ, და სადა განვლო ხარისხნი მონოზონებისა, არა ჰსჩანს წერილთაგან. მხოლოდ ვუწყი ძველთა საქმეთაგან უწმინდესისა რუსეთისა სინოდისა, სადაცა განვვლე მე ორი წელი მსახურებისა[1] , რომელ წარგზავნილ-იყო იგი იმერეთით რუსეთად 1738 წელსა ხარისხით ქუთათელ მიტროპოლიტისა, იმერთა მეფისაგან ალექსანდრე გიორგის-ძისა დესპანად წინაშე იპერეტრიცა ანნა იოანოვნასსა. მისრულმან სანკტპეტერბურღსა მიართვა არზა უწმინდესსა სინოდსა ივლისისა თთვესა 1837 წელსა და ითხოვა, რათა ჰსცენ მას ნება უსისხლოისა მსხვერპლისა შეწირვისა[2].

სხჳსა საქმისაგან, სახელდობ თხოვისა-მებრ ქრისტეფორე წილკნელ მიტროპოლიტისა[3], ჰსჩანს, რომელ; ესე ქრისტეფორე1764 წელსა, ევედრე აზრით სინოდსა, რათა შემთვევისა-გამო გარდაცვალებულისა ამავე წელსა ივლისის თთვეში ქალაქსა ასტრახანს ტიმოთე ქართველთ მიტროპოლიტისა, მიჰსცენ მას მისი ადგილი.

ამა საქმეთაგან ჰსჩანს, რომელ პირველ მოგზაურობისა საბერძნეთად, ტიმოთეიყო რუსეთსა, ვითარცა მღვდელ-მთავარი ქუთაისისა და შემდგომად დაბრუნებისა რუსეთით, ვითარცა თვითცა ჰსწერს[4], მიიღო მან კათედრა მთავარ-ეპისკოპოსობისა, რომელიცა იყო პირველი შემდგომად კათოლიკოზობისა; და ჟამსა განდევნისა ქართლით რუსეთად მიდისა კათოლიკოზისა ანტონისა ლათინთა ეკკლესიისა თანხმობისათვის, ესე იგი 1754-სა, ამანცა ტიმოთემ, ვითარცა თანა-აღზრდილმან მისმან, ლტოლვა ჰყო საბერძნეთად და ვჰგონებ უნებლიეთ განეშორა ეპარხიასა თვისსა, ანუ მიზეზითა მით წყენითითა, რომელ არა მას, უპირველესსა იერარხსა, მიენდო განმგეობა კათოლიკოზობისა, არამედ რუისისა არხიეპისკოპოსსა იოსებს.

შემდგომად პალესტინისა და საბერძნეთისა მოხილვისა, უკუმოიქცა ქართლადვე 1757 წელსა, და დაშთენილმან უეპარხიოდ, აღირჩია სადგურად დავით-გარესჯისა უდაბნო სა იწოდებოდა ანუ უწოდებდა თვით თავსა თვისსა, იერუსალიმელად[5].

რაოდენთა წელთა დაჰყო აქა, არა ჰსჩანს. მხოლოდ დღესცა არც მას მონასტერსა საფლავისა მისისა ქვა, თვით მისგანვე განმზადებული; და დღესცა ძმათა ამა უდაბნოისა უწყიან მტკიცედ, რომელ მთავარ-ეპისკოპოსი ტიმოთე, რომელმანცა შეიმზადა თვისდა ქვა საფლავისა, არა არს მუნ დასაფლავებული.

შემდგომად, წარსული რუსეთად მივიდა ასტრახანსა და გარდაიცვალა მუნ თთუჱსა ივლისსა 1764 წელსა.

წიგნისაგან ამის, აღწერილისა მისგან, ჰსჩანს, რომელ იყო იგი კაცი განსწავლული; მოესმინა კატიღორია, დიალეკტიკა და კავშირი პროკლე დიალოხოსისა, მის ჟამისა მეცნიერებისა წიგნნი და აღმოვსებისათვის სიბრძნისა წყარონი. - დიდად იყო დახელოვნებული სამღრთოთა შინა და საეკკლესიოთა წერილთა და ჰგონებ, თანამოწაფეცა კათოლიკოზისა ანტონი პირველისა.

ესწავა მცირედ ბერძული[6] და უწყოდა კარგად ენაი თათრული[7].

წიგნი ესე, შემოწმებით ორთა სხვათა ესე ვითართა თანავე, დაიბეჭდა თანხმად იმა ძველისა დედანისა, რომელიცავჰპოვე გარდაწერილი 1787 წელსა [8], თელავის სემინარიის რეკტორის დავითალექსის-ძისა ხელითა[9]). გვერდებზედ აქვნდა ამას უძველესსა ხელ-წერილსა,

გარდანუსხულსა ოც-ოდენ წელ შემდგომად გარდაცვალებისა თვით ტიმოეთესსა, - მცირედნი შენიშვნანი; და ესენიცა აქავე დაურთენ სხოლიოდ. სხვანი ესე-გვარი, რომელნიცა ვჰგონე ჯეროვან-სასარგებლოდ მკითხველთათვის, განსამარტებელად და დასახსნელად რაოდენთამე სიძნელეთა, ჩემით დაურთენ.

ვიმედეულებ, რომელ მკითხველნი ამა წიგნისა, ჩემთა ამათ შენიშვნათა, მიიღებენ არა განკიცხვითა ყურადღებითა.

ესე წიგნი გაბა-შვილის ტიმოთე მთავარ-ეპისკოპოსისაგან გაკეთებული, მთა-წმინდისა იერუსალიმისა და სხვათა ადგილთა მოხილვა, რომელი თვით ეხილვა, ყოველივე აღეწერა და ესთა წიგნად ექმნა. ხოლო მე მაღალ-კეთილ-შობილმან ალექსის ძემან, სრულიად კახეთის სამეფოს, თელავის ქალაქს რეკტორმან, ფილოსოფიისა და ღვთის-მეტყველებისა მოძღვარმან დავით აღვჰსწერე წიგნი ესე გარდანუსხვით; და ვინცა ამისგან კითხვით და ამბის შეტყობით ირგოთ, ლოცვა-ჰყავთ ჩემ მშრომელისათვის. აღიწერა წიგნი ესე თთვისა მარტსა, რიცხვსა ია, ქორონიკონს უოე. მაღალ-კეთილ-შობილი ალექსის-ძეი რეკტორი დავით. მიუძღვნია წიგნი იგი მათისავე უგანათლებულესობისათვის

__________________

11843 და 1844.

21738 წლის არხივისა №360.

31761 წლისა №196.

4იხილე ამა მისისა წიგნისა გვერდი 42.

5გვერდი 9.

6გვერდი 63.

7 გვერდი 44.

8ქორონიკოსა უოე.

9უკანასკნულსა ფურცელზედ ამის დედანისა, რომელიცა ეკუთვნის დეისტვიტელნის სტატსკის სოვეტნიკს თავადს ნიკოლოოზ იოსების-ძეს ფალავანდოვს, ესრეთ იყო თვით მწერალისაგან მიწერილი: