ცისკარი №3 (1853)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ღამე ხომალდში

▲back to top


ღამე ხომალდში

ქარი გვიგრიალებდა, ზვირთნი უფრო და უფრო ხტებოდნენ და ხომალდი ჩუჱნი კვეთებითა მოცურავდა ბნელსა ზედა უფსკრულსა უკიანისასა, სინათლე ადრევე განჰქრა მოცარიელებულის ცის კიდესა და ბნელდა გარემო ჩუჱნსა, მე უეცრად მივეცი თავი ჩემი ოცნებათ და შორს, ფრიად შორს რბოდენ ფიქრნი ჩემნი.

– მოჰყევ კიდევ ფიქრებს? მითხრა მე ხომალდის კაპიტანმა რონალდ; აი, დახე ამხანაგნი შენნი ვითა უზრუნველად შეექცევიან ჩუჱნთა მეხომალდეებთანა, მაგრამ აბა მითხარ მე ჰსწორეთ, სადა და ვისდამი მიჰფრინავდა ფიქრი შენი?

– ახ მე ვიყავ შვენს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში საყვარელო რონალდო!" მოგითხრობთ ვინ იყო ეს რონალდი.

– ჭაბუკი ეს იყო შოტლანდიელი მაღალი და კარგი შესახედავი ტანის, რაღაც სევდიანი შესახდაობა, აძლევდა მქრქალსა სახესა მისსა ჩინებულებასა. თვალნი მისნი იშვიათად ელვარებდნენ, მაგრამ ჰსჩანდა რომ ის იყო სინათლე ადრინდელისა ეშხის ცეცხლისა, არიან ზოგნი თვალნი რომელნიც ერთის შეხედვით მიიპყრობენ რწმუნებას და განაცხადებენ მეგობრობასა, ესეთი იყო კეთილ–შობილური სახე რონალდისა, ჩუჱნ პირველის შეყრაშივე ვიყავით უკვე მეგობარნი.

– „მე ვიყავ ჩუჱნს ქვეყანაში ჩემს სამშობლოში განუმეორე მე.

– „ახ ბედნიერო! მითხრა ოხვრით რონალდმა, შენთჳს ჰყვავის იქ მყოობადი; გარნა ჩემთჳს აღარსადა მყოფობს იგი. –

შენ უბედური ხარ რონალდ? ვკითხე მას მეგობრულად და ჩამოვართვი მას ჴელი, მონაწილეობამან ჩემმან აღძრა იგი, სევდიანად შემამხედა და მწარის ღიმილით განმიმეორა: უბედური ხარო? კაცნი ასე უხვად იტყვიან ხოლმე სიტყვათა, რომელ მე მეშინიან, რომ არ გამოვჩნდე მათში სასაცილოდ, როდეს დავარქმევ თავსა ჩემსა მარტო უბედურად. ამბობენ ხოლმე: როგორი უბედური ვარ, რომ დავიგვიანე ტეატრში, ვითარი უბედური ვარ, რომე ვერ ვინადირე კარგათ! რაღა მეთქმის მე ამასა შემდომ, მე რომელმანცა დავკარგე ყოველივე ამა სოფლისა სრულიად მოუქცევლად და უიმედოდ?“. –

მიყვარდა მე თუ არაო? … განა რომელს ეშხსა ჩუჱნს ასაკში ძალ უძს ზე აღამაღლოს ჴელი ჩუჱნი, ანუ მოჰკლას იგი განწირულებადმდე, პატივის მოყვარება იშობების უკვე დროსა გამქრალისა სიყვარულისასა; ვერცლის მოყვარება ანუგეშებს წარმავალსა მოხუცებასა, მაგრამ ჭაბუკი ჰფრინავს და უყვარს, ვასილ! შენც თჳთ გიყვარდა და შენ მაგონებ მე, უცხო შევიქცენ მემამულეთაშორის ჩემთა, ამხანაგთა ჩემთა არ ესმით გრძნობანი ჩემნი, მაგრამ აღტაცებულსა სულსა აქვსთ ერთი ოდენ სამშობლო და მე მიხარის, რომ ახლა მოვსთქვამ ჭმუნვათა ჩემთა წინაშე დროებითის მეგობრისა, პეტერბურღის მცხოვრებელისა! აბა გამიგონე:

ოთხმა წელმა განვლო მას შემდგომ, რომ მე ვიყავ ინდოეთშიწამოსვლის დროსა დანიშნეს ჩუჱნს ხომალდში ადმირალი ასტონ, რომელიც იყო გუბერნატორად მადრასსადა რომელიც მიდიოდა მაშინ სახლეულობით ევროპაში. მე გაგონილი მქონდა ასტონის უფროსის ქალის მშვენიერება, მაგრამ არაოდეს ვერ დავივიწყებ იმ წამსა როს ვნახე იგი სრულისა ბრწყინვალებითა; გამოვსთქვა, რა დამემართა მე, როს მივეცი მას ჴელი, რათა გამოსულიყო ნავიდგან, როს მან გარდმიხადა მადლობა ეროი ოდენ შემოხედვით და გაწითლებულმან დაუშვა გრძელნი წამწამნი თჳსნი, არიან ხოლმე ვნებანი, რომელნიც იფეთქებენ, ვითარცა თოფის წამალი და ანთია დასასრულადმდე ვითა სანთელი: ახ! ვასილ. ამ გვარი ვნებითი ცეცხლი აღმეგზნა მე გულში.

საბედნიერიდ ანუ საუბედუროდ ჩემთჳს, მე დამნიშნეს მაშინ ადმირალთან ადიუტანტად და ამისთჳს განუშორებლივ უნდა ვყოფილიყავ ასტონთან, მალე შევიქენ მასთან შინაურად, მაგრამ უფრო ადრე მარინამ გამიცნო მე; იგი არღა წითლდებოდა, როს შემამხედავდა ხოლმე და მომაპყრობდა მე თვალთა, ზოგჯერ თჳთ გადამიწერდა ხოლმე სამსახურის გამო ქაღალდებსა, ზოგჯერ, როს მე დავჯდებოდი ხოლმე დასახატავად იგი მოვიდოდა და დასჯდებოდა ჩემს მხარესა ზედა და ისე უყურებდა დანახატსა, მაგრამ კარანდაში კი მითრთოდა ჩემს ხელში როგორც რომ გული, ახ მალმალ დაუწყებდი ლაპარაკს სხვა და სხვა საგანზედ და ბაას გაუწევდი იმას და ზეციურნი თვალნი მისნი დამავიწყებდენ ბევრჯელ ლაპარაკის საგანსა, რავდენჯერ მდუმარედ ვიჯდებოდი ხოლმე ჩაის დროსა და დავხაროდი თჳთოეულსა მოძრაობასა მარიამისასა და ამას გარდა არა რაი მესმოდა და არცარას ვხედავდი, მთელი ქვეყანა დამყარებულიყო ჩემთჳს ადმირალის ოთახში, მთელი ქვეყანა დამავიწყდებოდა ხოლმე მისთჳს, სამმან თუ თვემან და განცვიფრებათა ჩემთა განვლეს ვითა სიზმარი და ხომალდი ჩუჱნი დასდგა კიდეთა ზედა ბრაზილისათა. –

ახ ნეტავი მავიწყდებოდეს მაინც ეს ამბავი რათა არ გითხრა რომე ადმირალსა ჰყვანდა ცოლი, რომელსა შინა იპოებოდა ყოველივე საძაგლება ცუდისა ზდილობისა, ყოველნივ ბიწიერებანი ბოროტის ხასიათისა და ამპარტავნებისანი, იგი ჰფლობდა ქმარსა თჳსსა რომელიც იყო დიდი ჭკვიანი მაგრამ სუსტი და ამას გამო სრულიად ემონებოდა ცოლის ნებასა; მაგრამ მაინც გამოვიდა მოსმინებისაგან. – წაიჩხუბნენ იგინი მადრაშიდა ორი კვირით ადრე ქმრის წამოსვლისა, წამოვიდა იგი ანგლიაში სხვა ხომალდით, ახ! აწ წარმოიდგინე შენ ვითარი იყო განკვირვება ჩუჱნი როს გამოვიდა ადმირალი კიდესა ზღვისასა და ცოლი კი უეცრად მოეხვია მას, ვითომ თუმცა არა რაი ყოფილიყო მათ შორის, ამ მოულოდინებელმან და უნებურმან ნახვამან განაკვირვა ადმირალი, რომელსაც უხაროდა რომ გადავრჩიო საყვარელსა მეუღლესა, მაგრამ რადგანც იქ ბევრი ხალხი იყო მაშინ ამისთჳს რიგი არ იყო მისდა განეცხადებინა შინაურნი ჩხუბნი; ხოლო შინაგანი ჰსწყევლიდა ბედსა რომელმანცა კვალადვე შეამთხვია ცოლსა თჳსსა. –

ბედნიერება ჩემი გაჰფრინდა მოსვლის შემდგომ ადმირალის ცოლისა ჩუჱნ ხომალდზედ.– მრისხანე დედაკაცი იგი უყურებდა ყოველსასავე შავის სახით და თჳთოეულნი მოძრაობაი ქალისა თჳსისა და თჳთოეულნი ნაბიჯი ჩემი განმარტა სხვაფრივ, მიერიდგან იშვიათად დამიწყეს მოწოდება ადმირალთან და დასასრულ სრულებით გარდამაყენეს ადიუტანტის თანამდებობისგან.– ძნელი იყო მოთმენა ჩემგან, რომე ესრედ მომექცა მე ადმირალის ცოლი, მაგრამ ერთიოდენ მარიამის ნახვაი დამატკბობდა მე და მაძლევდა კმაყოფილებასა. გარნა ესე ყოველივე არაფერია ამა მწუხარებასთან რომე ვიტანჯებოდი მეზობლიურისა განშორებითა. ხომალდში ისე ახლო ვიყავ მასთან და არ ვიყავ მასთან; მესმოდა ხმა მისი, მესმოდა ხმა ფერხთა მისთა და ვერ ვხედევდი სახესა მისსა. ახ ვასილ! ვერ შემიძლიან მოვსთქვა ენით, რასაც მე ვგრძნობდი მაშინ.– სევდიანი მდუმარება მარიამისა ამრავლებდა ჩემს მწუხარებასა.... და მე ვდნებოდი უწყლოდ, ბედმან ჩემმან არ მაკმარა ესე;– უბედურება ფრიად შორს მსდევნიდა მე. ერთხელ, ახ! მოგონებაო, მე უეცრად დაველაპარაკე მარიამსა სხვა ოთახის პატარას ფანჯრიდგან, მაგრამ მე ძვირად დამიჯდა ესე, ერთის წამისა ბედნიერება, დედამან მისმან მნახა მე.–

ნახევარს საათის შემდგომ დამიბარეს ადმირალთან, ცოლი მისი გაანჩხლებულის სახით იჯდა მდივანზედ და ნიშნები მისი რისხვისა კვალადვე ჰსჩანდნენ: გადაებრუნა მას სტოლი და გადაეყარა და დაემტვრია ფანჯრები, მარიამი ჰსტიროდა და თჳთ ადმირალი დადიოდა აქეთ და იქით ოთახში.– თქვენ უნდა ამ წამს გადახვიდეთ სხვა ხომალდზედ, მითხრა მან ძალიან ცივათ, და იქ აღასრულეთ თანამდებოდა ლეიტანტისა, რომელიც შეუძლოთ გამხდარა, აჰა ბრძანებაი კაპიტნის სახელზედა... მშვიდობით... ცოლმან უგულოდ დამიკრა თავი და ბოროტად შემომხედა, მაგრამ ვერ შევიძელ მენახა მშვენიერი სახე მარიამისა... არ მახსოვს, როგორ ავედი მე ზემოთ; არ მახსოვს როგორ ჩამსვეს მე ნავში, ვიცან მხოლოდ რომ ერთმან ღელვამან გადმოგვაბრუნა იქვე კლდეზედ ნავი, და სხვა ხომალდიდან ძლივ მოასწრეს დახსნაი ჩემი და ჩემთან მყოფთა მენავეთა, თორემ მე დავიღუპებოდი; მათ შორის ქარი გრიალდებოდა უფრო და უფრო და არღა შესაძლო იყო რომ გადმოეგდოთ ხომალდიდამ სხვა ნავი რომლითაც უნდა შევსულიყავ, დაამისთჳს დავრჩი ნავში. –

ჩუჱნ ვიყავით უკვე პირის–პირ ბისკაიის ზღვისა, ოდეს დიდმან და ფიცხელმან ქარიშხალმან შეგვიპყრა ჩუჱნ, ორი დღე ნისლი და ღრუბელი გვაბნელებდა და მიგვიფარა ცაი, ქარი გვატრიალებდა უწყალოდ და არვინ არ ვიცოდით რა ადგილას ვიდექით ჩუჱნ; ზოგი ერთთა ხომალდის ფიცრებთა დიდის ქანების გამო დაიწყეს მოდუნება, წყალი შედიოდა ხომალდში და დაღალულნი კაცნი ეცემოდნენ უგონოდ, განწირულებითნი მეცადინეობა მენავეთა გვაძლევდა ჩუჱნ რაოდენსამე იმედსა; მაგრამ უცებ რაღაც მოხვდა ძირში ხომალდისა ჩუჱნისა და მაშინვე შეაჯახა იგი, მკვდარი მდუმარეობაი დასდგა, შემდგომ კვნესთა გონებათა! და ვაებათა; ხომალდი წყნარად მიუგდო გვერდზედ; ზვირთნი ვითა მთანი ზე მიახტოდიან მას, შემუსვრიდენ ნაფოტებსავით და მიათრევდენ უფსკრულსა ზღვაში, მხოლოდ სინათლე ცისა ელვათა. განაპობდა ხოლმე ღამის სიწყდიადესა და გამოაჩენდა შავთა კლდეთა ახლო მდებარის ნაპირსა მაგრამ სიკვდილი იყო გარშემო ჩუჱნსა იღუპებოდა ყოველივ. – სისწრაფით აღტაცებული შევიჭერ მე ადმირალის ოთახში, რომელიცა იყო ნახევარ წყალში. – მამიკვდა გული და დამიბნელდენ თვალნი ჩემნი, სანახავისა მისგან, რაცა ვნახე, ძლივ მქრალ სინათლეში ფარნისა სანათურისა. ადმირალი იდგა ცოლისა და ნახევარ მომკვდართა ქალთა თჳსთა შუა; უნდოდა და ვერ შეეძლო დაემალა საშინელი ჭეშმარიტებაი იგი, რომე იღუპებოდნენ, ჰაზრმან საუკუნოდა განშორებისამან განჰყინა ცრემლნი თვალთა შინა მისთა.– ჰსჩანდა, რომელ უძლურად ეცილებოდა უწყალოსა წყალსა მსხვერპლთა მისთა; ჰსჩანდა, რომელ უნდოდა მოჰფარებოდა მათ ღელვათაგან, რომელნიცა ფიცხლავ შევარდებოდენ დამტვრეულთა ფანჯარათა შინა, ხოლო მარიამ! ახ მე შევწირავდი ათასს სიცოცხლესა, რათა მემერჩინა მარიამი; მაგრამ მყის დავივიწყე თავი ჩემი და სიკვდილი როს ტირილით მომეხვია მე გულზედა და მაფიცებდა რათა დამეხსნა დაი და მშობელნი მისნი. – არ ვიცი, რომელმან ანგელოზმან დამიფარა მე მაშინ უგონოებისაგან, როს ვხედავდი დაღუპვასა მისსა რომელიც იყო ჩემთჳს ყოველივე ამა ქვეყანაზედა. – განთიადმან დაგვანახა სრული საშინელება ჩუჱნის მფგომარეობისა წყალსა ზემოთ, ხოლო სხვა ყოველივე წარეტაცათ ღელვათა, წინაშე ჩუჱნს ახლოს იყო ვითარიმე მიუდგომელი ზღვის ნაპირი, არსაიდგან არა ჰსჩანდა არც ერთი ხომალდი ზღვაში, მხოლოდ ღელვანი გარემო ჰსცემდენ უბედურთა ნამტვრევთა და ნამუსრავთა ჩუჱნისა ხომალდისათა, და წამთი წამად მძვინვარედ უპირობდენ შთქნთქმას, არ ვიცი, შესაძლო არს გაიგოს ვინმე სრულებით ტანჯვა ამგვარის მდგომარეობისა, უფრო უმეტეს მაშინ ოდეს ხედავ ახლოს თჳსსა საყვარელსა!... ახ! მე აწ დავასრულებ, ვასილ მოკლედ... ჩუჱნ შევაბით ტივსავით რაოდენიმე ფიცრები და ხეები შევკარით მაზედ ქალნი და მივენდენით ღმერთსა იმედსა და ზღვის ღელვათა ნაპირისაკენ; სამნი მატროსნი კიდევ წარიტაცეს ზვირთთა, ისინიც კიდევ დაირჩვნენ ხის – შეჯახებითა ხომალდისა, ხოლო ჩუჱნ დანარჩენნი მოწყალებითა განგებლებისა ღვთისათა დაგვამტვრია ქვათა ზედა და ბოლოს გაგვაგდო ნაპირას კლდის ძირზედ; სრულიად იმა დროსა მე ვიყავ მარიამთან, ახლო ვფარევდი მას წყლისაგან და გარდვაგდებდი ხოლმე ხეთა რომელნიც მოცურრავდენ ზედა წყალთა და გვექანებოდენ ოდეს ვიყავით თითქმის სრულებით განთავისუფლებულად ყოვლისა შიშიერებისაგან, მაშინ უეცრად დიდი ტალღა გამოხტა შორის ნაპირას, დაგვიფარა ჩუჱნ და წარიტაცა თან უგონო ქმნილი მარიამ კვალად ზღვაში.....

განა დაირჩო? შევსძახე მე. –

არა, ვასილ დავიხსენ იგი!

ახ! მხოლოდ სიყუარულსა შეეძლო შთამოებერა ჩემში ახალი ძალნი, მაშინვე გარდავხტი მე ზღვაში, დიდხანს ვბრძოდი მე ზემო შორის ზვირთებისა და დასასრულ ვძლიე მათ, და გამოვაცურე თხელსა ადგილს. – მოუძლურებულმან გარს შემოვხვიე მის ტანსა თოკი, რომელიცა გარდმოგვიგდეს ნაპირიდგან; ძალით ჩემთა დამიტევეს მე, ზღვამა, დამძლია მე და შთამძირა, მწარე წყალი ჩამდიოდა პირში, ყურთა შინა ჩემთა რაღაცა მსტვენდა საშინლად, მესმოდა დარჩობა ჩემი და მეპობოდა გული, უკანასკნელ შევკრიბე ჩემში დანაშთენი ღონე ჩემი, და ერთი მწარედ ამოვიოხრე, ხოლო არიან ხოლმე ზოგჯერ მანუგეშებელნი წამნი ჩუჱნს სიცოცხლეში, ავახილე თვალნი და რაღა გამბო? მარიამი ფერ მიხდილი ვითა სანთელი, დადრეკილი იდგა ჩემს თავზედ, სველი თმანი მისნი მიკრულიყვნენ მის კისერედ და ზღვის წყლისა წვეთი ჩამოსდიოდნენ მშვენიერსა სახესა ზედა მისთა. სრულიად სული მისი შეგროვილიყო მის თვალებში და კრთოლით შეშინებული მიყურებდა. -

ჴელი თჳსი ედვა ჩემსა გულსა ზედა რომელიცა იცემებოდა მხოლოდ ერთისა მისთჳს და მხოლოდ მისთჳს ახ! რისთჳს არ მოვკვდი მაშინ ამა ზეციერისა მდგომარეობაში. -

ჩუჱნ ვიყავით ცარიელსა კიდესა ერთისა კუნძულისა, ყოველივე სახლეულება ადმირალისა, ორნიაფიცარნი და რვა კაცნი მატროსნი მორჩნენ... ხოლო სხვანი ყველანი დაიღუპნენ. - მსწრაფლ დაწყნარდა ქარი და სხვა ხომალდისაგან გამოგზავნილთა ნავთა გარდგვიყვანეს ჩუჱნ მას ზედა, აქიმთ შეწევნამან და მეგობრობის მეცადინეობამან აღადგინეს ჩუჱნნი ღონე და ხომალდი ჩუჱნი უვნებლად და უმიზეზოდ მოვიდა ანგლიაში. - ადმირალის ცოლსა არღა შეეძლო რომ არ ეგრძნო სამსახური ჩემი, რომელიცა უჩუჱნე მათ. აღთქმანი მისნი რომელნიცა წარმოსთქვა დროსა დაღუპებისასა და მადლობანი რომელთაცა მეუბნებოდა მე დახსნისათჳს მარიამისა ახსოვდა მას კვალად და იმისთჳს სახლი ადმირალისა ღია შეიქმნა ჩემთჳს.-

მე გარდავდეგ სამსახურისაგან და დავრჩი საცხოვრებლად ლონდონში, დასდგა ზამთარი და მასთან მოვიდა დრო ბალებისა, და მაშინ ვარქვი მე თავსა ჩემსა, მშვიდობით განსვენებაო, ჩემო ქვეყანა ანუ დიდი შეყრილობანი უცხო არ იყვნენ ჩემთჳს მაგრამ არ მინდოდა დევნაი შეყრილობათა. მაინც მაშინ გულმან იძულებულ მყო და შეუდეგ ქვეყანასა მარიამისა კვალთა მიდევნით, დიდი ლორდი გრაგამ შორით ნათესავი მყო ჩემი და ამისთჳს მე შემეძლო წავსულიყავ დიდკაცებთან რომელნიც მაშინ ჰსცხოვრობდენ გამოჩენით, განითქვა საჴელი მარიამისა რომელსაცა დაუწყეს დევნაი მოდურად შემყვარებელთა, დაიწყეს მას წინაშე მოდურად ოვსკრაი და ყველანი ისე განკვირვებით და იმგვარ გრძნობით უყურებდენ მას, ვითარცა უყურებდა ახალსა წარმოდგენასა ანუ სპილოსა. - გარნა დადის მწუხარებით შევიტყე მე რომელ პირფერობამან და სიმდიდრემან მიიზიდა ფრიად ყურად-ღებაი მარიამისა, მას უკვე მოსწყინდა შინაური ცხოვრება და ბალების ჰაერითა სუნთქავდა უკეთესად. - ფრიად ხშირად იტყოდა სახელთა გრაფინებთა და ბარონებთა ვიდრეღა სხვათა თავის მეგობართა სახელთა. ღიმილი დიდისა კმაყოფილებისა ჰბრწყინავდა ხოლმე ბაგეთა ზედა მისთა, ოდეს ლორდნი და ბარონნი ტაციობდენ მასთან, ერთის სიტყვით მე ვერღა ვსცნობდი ადრინდელსა მარიამსა იმა გაამპარტავნებულსა ლამაზსა ქალში, და თჳთ იგიცა ძნელადღა ჰსცნობდა ადრინდელთა მეგობართა თჳსთა.- მე ესრედ აღმატებულად მიყვარდა იგი რომელ არ შემეძლო არ მენახა იგი ხშირად, გული ჩემი დამიწყებდა ოხვრასა, როს მოვაკლდებოდი მის ხილვასა, გარნა საკმაოდ ამაყი ვიყავ მისთჳს რომელ პირფერობითა მომესყიდა ყურადღებაი მისი და მიმებაძა უსულოთა მათ ხალხთა, რომელნიცა ქვეწარმავლად გარს ეხვივენ მას. ამისთჳს იშვიათად ვტაციობდი მე მასთან, მაგრამ განუსვენებელი გონება ჩემი მისკენ რბოდა მარად. ზოგჯერ მართლად ოდეს შევხვდებოდით ერთად მარიამასთან ჰსჩანდა, რომელ თუმცა პატივის მოყვარებასა წარეტაცა გონება

მისი გრაფთა და ლორდთამი, მაგრამ გული ეუბნებოდა ჩემთჳს და ერთოდენ ტკბილნი სიტყვანი მისნი იყვნენ ჯილდოდ ჩემთჳს. - მაგრამ თავის მოყვარება ჩემი მაინც შემიძრწუნდებოდა მე, უფრო უმეტეს მით რომელ თუმცა არა მარიდებდა იგი პირსა, როცა შევხვდებოდით ერთად მაგრამ არცა თუ გეებდა შემთხვევასა. - ახ! თუ იცოდეთ რომ რაოდენთა უძილოთა ღამეთა და რავდენთა უნუგეშოთა დღეთა იყვნენ ჩემთჳს მიზეზად ბალები იგი!- და ვითარის ცეცხლით და მწუხარებით ამეგზნებოდა ხოლმე გული ჩემი, მხოლოდ თავის სახლში ვპოვებდი ხოლმე ზოგჯერ მას შინა ადრინდელსა კეკლუცსა მარიამსა და მით უფრო გულს მიდნობდა როს დამიწყებდა ცქერას ადრინდელივით მშვენიერ თვალებით და ყოველსავე ეჭვს განმიქარვებდა ხოლმე როს ყურადღებით კვლავ დამელაპარაკებოდა, დასასრულ ამგვარ მარიამის ქცევამან ჩემთან განაცხოველა ჩემში წყეულნი იმედნი ჩემნი, და სიყვარულმან შეჰმუსრა ჩემ შორის ყოველივე დაბრკოლებაი. სანუგეშომან ჰაზრმან რომ შევქნილიყავ მფლობჰელი მისი სრულიად შემიპყრა მე, და დავიწყე განცხადებულად აღმოჩენაჩემთა განზრახვათა და არ ვიცი, რაისათჳს არ შემეძლო შემერთო იგი? წინაპარნი ჩემნი იმდროს იყვნენ სპასპეტად ლაშქართა როდესაც წინაპარნი ბევრთა აწინდულთა გრაფთა ცხვართა აძოვებდენ ჩუჱნი გვარი უფრო ხშირად ყოფილა ბაგეთა შინა დიდებისათა, ვიდრეღა საჴელის ასტონთა, და ჩემის საცხოვრებელით შემეძლო რომ თუმცა დიდ გამოჩენილად არ მეცხოვრა, მაგრამ არცა თუ სხვაზედ ნაკლებ, და სიმდიდრისა გამო არ ვიყავ უკანასკნელი ჩემთ ამხანაგთა შორის.-

ოდეს შეიტყო ჩემი ჰაზრი, განჰსცოფდა ასტონის ცოლი, მაშინვე უბრძანა ქალსა განშორებულიყო ჩემგან და სხვა და სხვა სიტყვებით მითხრა მეცა საწყენო მრავალი; გარნა მარიამისათჳს დავიპყარ გული ჩემი, შევმუსრე ამპარტავნებაი ჩემი და ჩუნათ ვიყავ მე, კვალად ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩემი თავი რომე მის დედის ქცევა წარმოსდგა მრისხანის ხასიათის მისგან და არა სრულიადისა ნებისა მისგან; ძვირად დამიჯდა მე კვალად წასვლაი ასტონის სახლში; გარნა მოუთმენლმან სიყვარულმან იძულებულ მყო და სამს დღეს შემდგომ წავედი სადილად მათთან.

ცოლი მისი არ გამოვიდა; ადმირალი ცივად გამოვიდა; მე ველოდი ამგვარსა დახვედრასა და ამისთჳს არ მიკვირდა იგი; არამედ მარიამის სახემ დამკოდა მე ფიცხლად, მისი განსვენებით და ყვავილოვანი სახე არცა მცირედ არ შეიცვალა ჩემის მისვლით. - იგი მომექცა მე ვითარც თითქო უცნობს.- ოდეს დაველაპარაკებოდი ხოლმე მას, მოკლე სიტყვანი იყვნენ პასუხად ჩემდა. ახ! მეგობარო ჩემო, მან მოკლედ იცოდა ხასიათი ჩემი, იცოდა იგიცა რომელ თჳთ მცირედი საწყენო მისგან რაიმე განხრწვნიდა ბევრ ფარად გონებას ჩემსა, რომელ ერთსა ოდენ ცივსა სიტყვასა მისსა შეეძლო მოეკლა სიცოცხლე ჩემი, იცოდა ესე ყოველი და არცა ერთი მანუგეშებელი სიტყვა არა მითხრარა მან, რომელსაცა შევსწირე გული და სიცოცხლე ჩემი, და რომელიც სამის დღის ადრე მეფიცებოდა შეჭმარიტს სიყვარულსა. - ესე ძალთან მძიმე იყო ჩემთჳს, დედის ნებასა არა შეეძლო რომ მას ვეტანჯე მე და გულგრილობით განმემრავლა ტანჯვა ჩემი. - ყოველსავე აქვს დასასრული ... და დამცირებასა გრძნობამან განმიმაგრადაკოდილი გული და ამაყად გამოვესალმე მარიამსა; გარნა შემეძლო უნაღვლელოდ მეტვირთა ესე ვითარი ჩემი წყენა, ესე ვითარი მუხრთლობაი მშვენიერის მის არსებისა და მასთან შემუსვრაი უკეთესთა იმედთა ჩემთა და უტკბილესთა ფიქრთა ჩემთა!... ახ მეგობარო ჩემო! მე მაშინ პირველად ჩემს სიცოცხლესა ვსტიროდი სისხლის ცრემლითა მოღალატე სიყვარულისა გამო!..

ჭკუა მხდილი მაშინვე წამოვედი ანგლიიდამდა განთიადი დამხვდა გზაზედ და ათის დღის შემდგომ ვიყავ ისპანიაშივალანტერად ველინღტონის ჯარში... მუნ ვეძებდი განცხრომასა და ვერ ვპოებდი მას, მამიკვდა გული მშვენიერებისათჳს ბუნებისა, სიცოცხლისა მხიარულებისათჳს, და დიდ-ხმაურობაი ლაშქრობისაცა არა ჰსდევნიდა ჩემგან სულის სევდასა; სახე მარიამისა არ მიტევებდა მე არცა ომში და არცა სხვათა ადგილთა... ახ ჭეშმარიტად გითხრობ ვასილ! რომელ უიმედო სიყვარული იგი მაძლევდა მე ვითარსამე ნუგეშსა... მე წარმოვიდგენდი ხოლმე მარიამსა, ვფიქრობდი მისთჳს და მდუმარედ ვეტყოდი ჩემს თავსა, ოდეს შეიტყობს ჩემს ამბავსა, ანუ ჩემს გამარჯუჱბასა, მაშინ ოხვრით იტყვის: იგი უნდა ჩემ ქმრად ყოფილიყო!.. გარნა რისთჳს მოგითხრობ წარსულსა მოუქცეველსა, ახ! რისთჳს ვაცხოვლებ ცეცხლსა განმქრალსა სიყვარულისას!

განვლო ორმან წელმან და მყუდრო სევდა ჩემი კვლად აიღელვა ჩემა ბიძაშვილის წიგნმა ანგლიიდან: იგი მწერდა „რომ ხშირად იარებოდა ასტონის სახლში. რომელ ბევრი რაიმე გამოიცვალა მათ სახლში, დიდსა ქვეყანაში ყოველსავე აქვს მოდაო, მომწერა მან: „მარიამმა განვლო თჳს კერძოთ გზა თჳსი და აწ ბულბულნი გარს შესტრფიან ახალთა ყვავილთა, ახალ გაზდანი ჩუჱნნი თჳთ იცი არიან საკმაოდ დადგომილნი რომე ანდამატისაებრ მიპყრობილ იყვნენ ერთს საგანსა, ხოლო მარიამი არ არის საკმაოდ მდიდარი იმა საზოგადოებისათჳს სადაც შთააგდო იგი ერთხელ ბედმანა, განჰქარდენ უკვე ჰეროვანი სამეფონი ასტერის ცოლისანი და აწ ჰხედავს იგი რომელ უბრალოდ და უსარგებლოდ აქვნდა საგნად გრაფნი და ბარონნი; ხოლო საბრალო მარიამი აღგზნებულის გულითა თჳსითა და სიყვარულითა ღირს არს მონაწილეობისა და შებრალებისა.- მიზიდულთა გარეგანითა მაცდურის სახითა და შემცდარისა რაოდენითამე ნასწავლითა ლაპარაკითა; მარიამს ეგონაო ეპოვნა დიდს ქვეყანაში თავისა თავისათჳს პირველნი კაცნი და გვიან შეიტყო შეცდომაი თჳსი - ახალგაზრდათა ჩუჱნთა ვერ შეეძლოთ შეეტყოთ მისნი გრძნობანი და დავიწყებული მათგან მარიამი შეძრწუნებული და ფრიად მონანული დღითიდღე სჭკნების უწყალოდ, და მე მგონია, საყვარელო ჩემო რონალდ! რომ მას უყვარხარ შენ, აქამომდე უყვარხარ უფრო უმეტეს ადრინდელისა.- ოდეს ჩამოაგდებენ შენზედ ლაპარაკსა, დაფიქრდება იგი, ჩუმად ოხრავს და ხშირად ცრემლნი გამოჰსჩქეფენ მის თვალთაგან. - ადმირალი მალმალ მოგიგონებს შენ და ცოლმაცა მისმან დაიწყო შენი ქება, საყვარელო ძმაო ჩემო! განაგდე შენგან ამპარტავნება შენი, რომელიცა უბედურად გყოფს შენ, ნურღა ელტვი შენს თავსა მოდი აქა და სხვა ყოველივე აღსრულდება თჳთ თავის თჳსით, მარიამ კვლავადვე მშვენიერია და შენთან აჰყვავდების ახლად უმეტესად ვით მაისის ვარდი“-

წარმოიდგინე შენ ვასილ რომელ იმა წიგნმან განაღვიძა მრისხანება ჩემი უფრო უმეტეს პირველისა, მე ვსთქვი არა, დამცირებით არ ვიყიდდი ჩემს ბედნიერებასა, არ გავხდი ჩემს თავსა გამონაცვალ ქმარად, რადგანაც არიყო ჩემზედ უკეთესი. მე დავხიე წიგნი იგი და დავრჩი ჯარში.-

ჩინებული დღე ომისა ფიტორიასა შინა შავი დღე იყო ჩემთჳს დროსა მტერთა დევნისა, შევიჭერ მათ ჯარში, მომხვდა ტყვია ხელში გარდმამაგდეს ცხენიდგან და წამიყვანეს ტყვედ და გამგზავნეს მალე ფრანციაში.

ომისა შემდგომ როს განგვათავისუფლეს ტყვენი და მამირჩა ჴელი, გავესწრაფე ანგლიისაკენ, ახ, ვითარ ტკბილაგ დამიწყო გულმა ძგერა ოდეს დავინახე აქეთა ნაპირიდგან ნისლიანნი კიდენი ჩემისა მამულისანი- დრო დააცხრობს ხოლმე მრისხანებას, მოშორება უფრო აღამაღლებს თავის ღირსებასა და სიამესა და მე სიხარულით უკვე ჩემს თავსა ვგონებდი ვიმჯდომარებ გარემო ნათესავთა და მეგობართა ჩემთა და ვსთქვა თუ არა. რომ ვფიქრობდი მარიამზედ და მასთან ბედნიერებაზედა, გული ჩემი ამართლებდა მას და თჳთ გონება ჩემი მეუბნებოდა მე: ეჰ! ვინ არ შემცდარა ერთხელ? ... და მყოობადი მიხატავდა წინაშე ჩემსა შორს ბედნიერებასა.

ნავისა მლოდე წავედი სასიარულოდ კალესქუჩებში, ზღვის კიდის ქალაქისა, აჰა ანგლიელთსაყდარი მითხრა მე ნავში მსახურმან, და უფიქრებლად შევედი მე მის სანახავად, გამიკვირდა ძალიან რომე კარი არ იყო დახშული და არავინ იყო საყდარში, მხოლოდ მარჯვნივ მხარეს იდგა კატაფალკაზედ კუბო, მე ავედი კიბეზედ რათა წამეკითხა დაწერილი კუბოს ფიცარზედ, გარნა ზემო ნაწილი მისი რიღათიმე იყო დახურული მაგრად და მე შევოძელ მხოლოდ წაკითხვა, რომელ განსვენებული იგი იყო ახალ-გაზდა ქალი, რომელიცა საწამლავად წამოსულიყო და მოგზაურობაში ეძებდა სიმრთელესა, და მან მალე ჰპოვა ოდენ საფლავი, მივედი ავხადე გარდასაფარებელი რათა შემეტყო ვინ იყო იგი, როს გადავწიე გვირგვინი რომელიცა ედგა იმას თავზედ, რაღაც თრთოლამ ამიტანა მე, ავხადე ნელნელა და მიცვალებული უფერო თჳთ სიკვდილმა მშვენიერად ვიდრე სიცოცხლე წარმოუდგინა ჩემთა თვალთა. ბნელოდა საყდარში: მე დავიხარე რათა გამეშინჯა იგი ახლოს და მეყვსეულად განჰქრა სუნთქვა ჩემი; და, დამიბნელდა სინათლე თვალთა ჩემთა! ახ ეს იყო მარიამ, ოი მეგობარო ჩემო! ორჯერ არა ჰგრძნობენ ხოლმე გრძნობათა მათ, რომელნიცა შეარფხენ ერთს წამში მრთელსა საუკინესა ჯოჯოხეთისა ტანჯვათ! არ ვიცი როგორ შევსძელ ან მხოლოდ იმ წამში, ოდეს დავეკონე მკვდარსა და დავბეჭდე მათ ზედა ცხარედ და მწარედ გამოსალმების კოცნა რომელიცა აღკრძალულ იყო ჩემთჳს დროსა მის სიცოცხლისასა; მყის გაცივდა ჩემში სისხლი ჩემი, დამიბნელდა გონებაი ჩემი და მე უგონო ქმნილი დავეცი ცივსა საყდრის ფილაქანსა ზედა.- ახ! მეგობარო ჩემო!... მე თითქმის ვსტირი ახლაცა, მარა მაშინ არ შემეძლო ტირილი?; რონალდი გაეხვია შინელში რათა დაემალა ცრემლნი თჳსნი, მაგრამ მას აღარა ჰსცხვენოდა ჩემი, ამისთჳს რომელ სხვა ცრემლი შებრალებისა დაეცა მის ხელსა, იმა უბედურისა მის დროებითისა მეგობრისა ჩემისა, რომელიცა მეპყრო მე, საჭირო არ იყო მისთჳს ნუგეშის ცემა ჩემი, ცრემლნი მისნი იყვნენ უკეთეს მანუგეშებელნი მის გულისანი.- ქარი აქანებდა ზვირთთა, ღადონი შფოთავდენ იალქანნი თრთოდენ და ხომალდი ჩუჱნი მიცურავდა ბნელსა უფსკრულსა ზღვისასა.-

დასასრული.

2 ძველნი სხვა და სხვა ნეგდოტნი

▲back to top


ძველნი სხვა და სხვა ნეგდოტნი

ივლიანე კეისარი ერთხელ ნავში იჯდა, და დიდი ღელვა აღუდგა ესრეთი, რომ თჳთ მენავეთ მოძღვარი იგი დიდად შეშინდა, უბრძანა ნუ გეშინიან კეისარი მიგყავს. -

ნახა ომიდან ერთის გუნდის მედროშე გამოქცეულიყო, დაიჭირა ისევ იქავ მიიყვანა და უთხრა, ვისთანაც წეღან ბრძოლა იწყე, ეგენი არიან.-

აგვისტოს კეისარმა გაიგონა, ვითარმედ ჰეროდე ჰურიათ მეფე, ახლად შობილს იესოს ეძებს, და სირიის ყრმანი ყოველნივ მოსრა, და მათში თჳსი ძეც უწყალოდ მოკლა, ბრძანა, მაშ ღორის შვილობა ჰსჯობნებულა ჰეროდეს შვილობასა, ამისთჳს ბრძანა, ჰეროდე ჰურია იყო და ღორს არა ჰსჭამდა. -

ამავე კეისარს ერთის ყმაწვილის გაგდება უნდოდა თავის ჯარიდამ, ბოროტის რისმე სამისათჳს, მოვიდა იგი ყრმა და ევედრებოდა ესრეთ: ნუ განმაგდებ, რო მამაჩემს ვერ ვეჩუჱნები, და ვერცა მას მოვახსენებ თუ კეისარს შევძულდი. უბრძანა, ესრეთ უთხარ, კეისარი მე შემძულდათქო, და მეკი გამეცალე. -

ერთი მოლაშქრე ნახა თავს იქებდა რომ ომში თავი ქვით გამიტეხესო, უბრძანა. მეორეთ რომ გამოიქცე უკან ნუღარ მიიხედავ თორემ კიდევ გაგიტეხენ.

ერთი დიდი კაცი რომელიმე მოკვდა და დიად მრავალი ვალი დარჩა, რაც ჰქონდა ყოველივე გაჰყიდეს, მაგრამ ვალს მაშინაც ვერ აღუხდა. კეისარმა ბრძანა მისი საბანი მე მიყიდეთო. მოართვეს მისი ნახურავი საბანი და მიჰყიდეს ესე ყველას დიდად გაუკვირდათ, და ბრძანა, რადგან ამ საბნის პატრონს ამდენი ვალი ემართა და კიდევ ეძინა, მაშ თურმე ამ საბანს ძილი ჰსცოდნია და ამიტომ ვიყიდე. -

ესევე კეისარი გამარჯუჱბული მობრძანდა, და ერთი ღარიბი აზნაურ-შვილი მიეგება და ხელზედ ყვავი უჯდა. იგი ყვავი გასწავლებული იყო და ესრეთ იძახდა, გამარჯუჱბა ჩუჱნს კეისარს, გაუტეხელს გამრიგეს. ესე ყვავისაგან დიდად გაუკვირდა და ყვავში მრავალი ფასი უბოძა. ნახა ეს ერთმა მეჩექმემ რომ ამ ყვავში ამთენი თეთრი უბოძა. წავიდა და თითონაც ერთს ყვავს წვრთნა დაუწყო. როდესაც მართლა ვერას ეტყოდა, მეჩექმე გაჯავრდებოდა და იტყოდა: ჩემა სარჯელმა ცუდად ჩაიარა. ამ ყვავმა ამისმეტი ვერა ისწავლარა: შემდგომად მეჩექმემ ეს ყვავი კეისარს მიართვა, და მიულოცა ყვავი კეისარსა. კეისარმა ბრძანა, მაგისთანა მომლოცველნი მრავალნი მყვანან. ამდროს ამ ყვავს იმ მეჩექმის ჯავრიც თურმე მოაგონდა და თქვა: ჩემა სარჯელმა ცუდად ჩაიარა. გაიცინა კეისარმა და იმასაც მრავალი უბოძა.-

ამავე კეისარს ჰყვანდა ქალი იულია, და უდროოთ თავში ჭაღარა გამოერია, შეიხმნო თჳსნი მხევალნი საწოლში და ჭაღარის გლეჯა დააწყებინა, ამაში მამაც შეესწრა და არა უთხრარა. ცოტას ხანს უკან ამბავი ჩამოუგდო და უთხრა: შვილო სიმელოტე გირჩევნია თუ ჭაღარა. ქალმან მოახსენა, ჭაღარა მირჩევნია. მამამ უბძანა, მაშ რათ აგჯეინებდი შენს თმას სიჭაღარისთჳს. -

ტიბერიუმ კეისარს ერთმა ვინმე მოახსენა, შენს ავს ლაპარაკობენ. მიუგო, მე ესეც მეყოფა რომ ავს ვერავინ მიზამს, და სიტყვით ვინც უნდა ილაპარაკოს. -

ტიტე ვესპასიანის თჳსნი მეგობარნი დასცინოდენ, რაც კაცი მოვალს და შემოგჩივლებს, რაგინდ შენის ხაზინის დასაკლისი იყოს, მაინც სამართალს უზამ. მიუგო: ამას თუ არა ვიქ არ იქნება. მართებული არარის, კაცი რომ კეისართან მივიდეს და იქიდამ მჭმუნვარე განვიდეს.-

მეფე ალექსამდრე ესეთი მოწყალე იყო, ყოველს კაცს სათხოვარს აღუსრულებდა, და ვინც არა სთხოვდა იმათ ასე უბრძანებდა, შენს მოვალეთ რათა მხდი. -

ერთხელ ლაშქრად იყო, და ერთი მისი მხედართაგანი სხვის ბაღში შევიდა და ხილს გლეჯა დაუწყო, გაუწყრა და ესრეთ უბრძანა. რაც სხვისაგან შენს ბაღში საქნელად არ გინდოდეს, იმას შენ სხვას ნუ უზამ. -

ერთი ქარის მსგავსი კაცი, ყველას ვისმე ჰპირდებოდა კეისართან საქმის გარიგებას, ქრთამს ართმევდა და ვერვის რას ურიგებდა. შეიტყო ესე კეისარმა, გაუწყრა და ბრძანა ხეზე მიაკარით. იქით და აქეთ მყრალი რამ უყრჩოლეთ, რათა იმისი სუნი მისდიოდეს, და ასე აძახეთ. მე ის ქარი მამდის რომელსაცა ვყიდდი.-

როდესაც ავრიან მეფე თისისქალაქს მოადგა, მოქალაქენი დიდად გამაგრდენ, და მოლაშქრენი დაშვრენ.

ამაზედ განრისხდა მეფე და თქვა: უსაცილოდ თუ ეს ქალაქი აღვიღე ერთს ძაღლსაც აღარ გაუშვებ ცოცხალს. ეს მოლაშქრეთ იამათ და განმხნდენ რო მეფე ქალაქს უწყრების და ბევრს ვიშოვნით, და აღვიღოთ. როდეს შეუტივეს და აღიღეს, მეფემ მოქალაქეთ ურიგო არა უყორა. მოლაშქრეთ მოახსენეს: არ ასე ბრძანებდით ძაღლსაც აღარ გაუშვებ ცოცხალსა. უბრძანა წადით და ძაღლები დახოცეთ, მე ძაღლების სიკვდილი მობძანებია კაცისა ხომ არა მითქვამს-

მეფე ფილიპე მამა ალექსანდრესი ამას ერთი ყმა ჰყვანდა რომ ყოველთჳს იმის ავს ჩუმად ლაპარაკობდა. მოახსენეს, სულ შენს აუგს ლაპარაკობს და გააგდეო, ხოლო მან არ გააგდო. მოახსენეს რატო არ დაგვიჯერე ამისი გაგდება. ბრძანა, ამიტომ რომ ახლა ჩემს აუგს ჩუმად ლაპარაკობს და რომ გავაგდონ მაღლა ყვირილს დაიწყებს.-

ორნი ავის მოქმედნი ყრმანი მასთან საჩივლელად მივიდნენ და მათი სამართალი ესრეთ ჰქმნა: ერთი კატარღაში დაჰკარგეთ, და მეორეს ნუ დაჰკარგავთკი ნებით უკან გამოუყენეთ.-

მეფე ალექსანდრეს უთხრა მამამ სიყრმის დროს როდესაც ალექსანდრე მცირე ყრმა იყო. გაექეც ვისმე რათა ვიხილო რომელს უკეთესი ხელფეხი გაქვს. მიუგო: თუ ვისაც უკეთესი ხელფეხი გვექნება, იმას გამარჯუჱბა ერქვას გავიქცეოდი. -

ამავე ალექსანდრეს ერთი ვინმე შეეხვეწა. ამდენი ჴელი აღმიპყარ რათა ქალის გათხოვება შევიძლო. აღიღო და ასი ტალანტი უბოძა. მოახსენა, მე ათიც მეყოფოდა, მიუგო: შენ წასაღებად ათიც გეყოფა, მაგრამ მე მოსაცემად ასიც მეცოტავება. -

ალექსანდრემ ერთი ფილასოფოსისა ბრძანა. წაიყვანეთ და რაც ითხოოს მიეცით. მოლარეთ უხუცესმა მოახსენა, ორს ტალანტს ითხოვს და რას ბრძანებ. მიუგო: წადი და მიეც, კარგი კაცი თურმე არის რომ ასეთი მეგობარი ჰყავს, რასაც სათხოვარს ითხოვს მისცემს და კიდეც შეუძლია.-

ერთს ვისმე თავადს, დიდად მაგარი და აუღებელი ქალაქი ჰქონდა, და ალექსანდრეს უომრად დაანება. ჰკითხა ალექსანდრემ ეს ქალაქი უომრად რატო დამანებე. მოახსენა, ქვიტკირის გალავნისაგან გამარჯუჱბულს ვაჟკაცს უფრო ვენდევ, რა ავად მიქნია. ეს სიტყვა დიდად დაუმადლა, ის არა და სხვაც მრავალი უბოძა. - გაიგონა რომ იმას ერთი კაცი დიაღ ავად იხსენებდა და ბრძანა: ერთი სამეფო იარაღი ისიც არის, კეთილი ჰქნას და შეცოდების პასუხი კაცს არ უყოს. -

ამას ჰკითხეს, შენი სალარო სად შევინახოთო, მიუგო: სულ ჩემს მეგობრებს განუყავით და შენახული იქნება, და რასაც ახლა გასცემ იმას მასუკან იშოვნი. - რომელიც მოჩივარი შესჩივლებდა, ის ერთს ყურში თითს დაიცევდა და ისრე მოისმენდა ჰკითხეს რატომ აგრე იქო. ამ ერთს ყურს ვისაც უჩივის იმისთჳს შევინახავ. -

დარიოზის სალაროდამ მოართვეს ერთი დიაღ კარგი სირჩა, მურასა ღვინის სასმელი, და მოახსენეს რათა მოვიხმაროთ. ბრძანა: ფილასოფოსთ ნათქვამს წიგნებში შეინახეთ. ამისთჳს რომ, აქამდის სიგიჟის ჭურჭელი ყოფილა და ახლა სიბრძნისა გავხადოთ.-

როდესაც ალექსანდრეს ბარგი, დარიოზის დიდის ჯარის დაბარგებუობაზედ ახლორე ჩამომხდარიყო, ალექსანდრეს უჩივა თჳსმა სარდალმა პირმენიონ, დიაღ დიდი ჯარი ჰყავს და ღამით დავესხათო. ალექსანდრემ არ დაუჯერა და უბრძანა, მე ომსა და გამარჯუჱბას ვსწავლობ, და შენ ქურდობას მასწავლი.-

როდესაც ანტი პატრის წიგნი მიართვეს და ნახა, ალექსანდრის დედისა დიაღ ბევრი ურიგო ეწერა, ბრძანა თურმე ანტიპატარმა არიცის რომ ერთი დედის ცრემლი ბებრს დაწერილს ქაღალდს გააშავებს.-

სპარსეთის მეფემ დარიოზ, ალექსანდრე მეფეს ელჩი გაუგზავნა და ხარაჯა ჰსთხოვა, რომელსაც ყოველთჳს ართმევდა ფილიპე მეფეს. ალექსანდრემ მაგიერი პასუხი ესრეთ შეუთვალა: იგი ქათამი მოკვდა, რომელიც დარიოზს ოქროს კვერცხს უდებდა.-

ერთს დღეს მეროჭიკენი და წყალობის მთხოველნი მასთან არავინ მივიდა. ბრძანა, ეს დღე ჩემს მეფობაში უბედური შემხვდა. ასრე გაიარა რომ წყალობა ვერავის რა უყავ.-

ერთს თავის კაცს უთხრა, ავი კაცი ხარ და გამეცალე. ჰკითხა რა დავაშავე. მიუგო: ეს ხომ იცი კაცი ვარ, და კაცი დაუნაშავებელი არ იქნება, თუ ჩემი დანაშაული ვერ შეიტყევ ბრიყვი ყოფილხარ. თუ შეიტყევ და არ დამიშალემუხანათი.-

ანტილიმონ პირველი მეფე მაკიდონიისა. ამისას ჰკვირობდენ, როდესაც გამეფდა მაშინ მრისხანე იყო, და როდესაც დაბერდა დამშვიდდა. მიუგო: მაშინ მეფობა მინდოდა, და ახლა საჴელი, რომ ყველას უყვარდე.-

როდესაც დიდს სნეულობას მოურჩა, მაშინ თქვა: დიდი კარკაცობა მიყო ამ სნეულობამა რომ შემიყვარა, ვაითუ გავკოხტავებულიყავ, და ახლა ეს შევიტყვე რომ მოკვდავი ვარ.-

კირ მეფე სპარსეთისა იტყოდა: თუ ყოველი კეთილი სრულიად არა ჰსჭირს, ერთმა კაცმა სახელმწიფო რჩევა თავს არ უნდა დაიდვას. -

კესარეის მეფემ სპარსეთისამან საბერძნეთზედ გაილაშქრა, და ნახა რომ იმისმა ჯარმა მინდორი სულ დაჰფარა და ზღვისაც დიდი ალაგი დაიჭირა. რომელსაც იტყვიან რიცხვით, სამოცდა ათ ას ათასს. გარდახედა მეფემ და იხილა ყოველივე სიმრავლე ჯარისა, დიდად იამა და გამხიარულდა. შემდგომად მცირედისა ხანისა ტირილად იწყო. ჰკითხა თჳსმა სპასპეტმა არტაშან, რასათჳს ჰსტირი. მიუგო: კაცის დღე მოკლობას ვსტირი, ამ ჯარს რომ ვხედავ. ას წელიწადს უკან აღარცერთი ქვეყანაზე აღარ იქნება და ის მიმძიმს.-

ქეოტის მეფე თრაკისა, დიდად გულ-ფიცჴელი ჯავრიანი ოყო: ამას ფეშქაშათ მოუტანეს მრავალი კარგი ჭიქის ჭურჭელი. სიხარულით ჩამოართვა და მრავალი წყალობაც უყო. შემდგომად აღიღო და სრული დაამტვრია. ესე ყოველთა განუკვირდათ და ჰკითხეს რატომ აგრე ჰქენიო. მიუგო: ამიტომ რომ ვისაც ეს გაუტყდებოდა, ისინი მეფის წყრომას მოვარჩინე. -

ამას მეფე ეგვიპტისასესმა რომ ერთი ვინმე შვილსა ტიროდა, იმას უთხრა, როდესაც არ დაბადებულიყო, მაშინ თუ სიყვარული არა გქონდა იმისი, ახლა რა გატირებს. -

კრეზე მეფე ლაკედომისაზე, კირ მეფემ სპარსისამგაიმარჯვა, და ქალაქი წაართვა. კრეზ ნახა მოლაშქრენი თავის ქალაქში რომ დარბოდენ, ატყვევებდენ და აოხრებდენ. მივიდა კირთან და უთხრა, ეს რა ამბავი არის. მიუგო: რა ამბავი იქნება, შენს ქალაქს აოხრებენ. უთხრა კრეზ, ჩემი მანდ აღარა არისრა, რასაც ახდენ ყოველივე შენია. -

დიონისე მეფე სიკილიისა, თავის შვილის სასახლეში შევიდა, ნახა რომ ბევრი ოქრო ეწყო. უბრძანა სამეფო კაცი არა ხარ, ჩემი ნაშოვარი ოქრო შეგინახავს და მეგობრები კი დაგიკარგავს.-

შევიდა ბომონში და ნახა, ევსუკჳლაპის სახე, რომელსაც ფილოსოფოსნი ღვთად ხადოდენ, და იმ სახისათჳს ოქროს წვერი გამოესხათ, მიჰყო ჴელი და სულ დააგლიჯა, ეპისკულას არა მართებს წვერის გამოშვება. ამიტომ რომ, მამა ამისაც ამპოლოს უწვეროდ ხატევდენ. -

ამანვე იმავ კერპს, ოქროს ტანისამოსი სულ შემოსძარძვა და საიისა ჩააცვა. მოვიდენ და უთხრეს, რატომ აგრე ჰქენიო. მიუგო: ამიტომ ვქენ, ოქრო ზამთარ ცივია და ზაფხულ მძიმე, და საია ორჯელვე მოიხმარება. -

აღაფოკლე ერთი ღარიბის მეჭურჭლის შვილი იყო. როდესაც ბედმა სიკილის მეფობა მისცა, ოქროს ჭურჭელთან ერთს თივისასაც დაადგმევინებდა ხოლმე, ამიტომ რომ, ჩემი მეჭურჭლის შვილობა არ დამავიწყდესო. -

არჴელი მეფე მაკედონისა. იმას ლხინში ერთმან ვინმე, იმისი პირის სირჩა ჰსთხოვა მიბოძეო. აღიღო არჴელიმ და დიონოს ფილასოფოსს უბოძა. განჰკვირდა იგი და მოახსენა. მე სირჩა გთხოვე და დინოსე უბოძე. უბრძანა, შენ თხოვნის ღირსი ხარ და დინოსე უთხოვნელად შოვნის ღირსი არის.-

როდესაც პერ მეფე ინდოეთისა, ალექსანდრე დიდმა დაატყვევა და ჯარი ამოუწყვიტა, ალექსანდრემ ჰკითხა პერს რა გიყო. მიუგო პერ: დღევანდელი დღე გასინჯე თუ როგორ დაუდგომელი ავი და სუსტი იყო გუშინ მეფე ვიყავი და დღეს ტყვედ დამაბა, და შენდგომად რა იგი გინებს იგი ჰქმენ: გასინჯა ესე ალექსანდრემან რომ სოფელი უპირო იყო და იმას თავის მეფობა ისევ უბოძა. -

ეკფლიათ იყო ღარიბი კაცის შვილი და უგვაროსი, მაგრამ იმისის სიბრძნის გულისათჳს, ათინელთ ბატონად დასვეს. ერთმან ვინმე გაჰკიცხა, ავის გვარისა ხარ. მიუგო: ჩემი გვარი ჩემიდამ აშენდა, მაგრამ ვეჭობ შენი შენიდან გარდაშენდეს. -

მარკო თუთელი იყო, პირველი მთავარი ჰრომისა. ამას ჰკიცხავდენ რომ დიაღ ჰსწორი მოწმობა იცი, მაგრამ მაგითი ბევრი კაცი წამხდარა. ჰო მან მიუგო: სიმართლით წახდენა ჰსჯობს, ტყუილით გაკეთებასა. -

რომაელთ ჩუჱულება იყო. ყოველს წელიწადს, თჳს სახელმწიფოში გამრიგეებს გამოსცვლიდენ. როდესაც დიკთორს მიხვდა, მასვე დღესვე გამოსცვალეს. ცეცარონ თქვა: მეტად მომჭირნე მოხელე იყო, სანამ იმ სახელოში იყო, თავის თავისათჳს ძილი არ უღირსებია. -

მასვე სახელოში დააყენეს ამდელოს. მცირე რამ ხანი დაჰყო და მსწრაფლ გამოსცვალეს. უთხრა ცეცარონ:უცხოდ კარგი გამრიგე იყავ რომ შენს მოხელობაში არც ზამთარი გინახავს და არც ზაფხული. -

ყოველი სიკეთე საქმითა უნდა, არა სიტყვით. რასაც მიწა დაჰბადებს, ყოველივე კაცის მოსახმარისია. -

ომის დაწყება ამიტომ კარგი არის რომ, მასუკან მოსვენება მოსდევს. -

ნებისა და გასინჯვისთანა კაცს არა ექნებარა, მაგრამ ნება ასეთი უნდა, მოყვარეს იამოს და სხვას არავისრა დააკლდეს. -

არა მეგობრობა იმ სიმაგრე არ იქნების რომ, ორს კაის კაცს საქციელი ერთმანეთს უგვანდეს, რომ ისინი სიყვარულით და სიმტკიცით იქნებიან.-

ვინც მრისხანე არ არის და სიმართლე უყვარს, მსაჯულად ის უნდა დასვა.-

სიმართლე დიდად კეთილი რამ არის. ართუ მარტო კეთილნი კაცნი არიან დამჭირნენი, არამედ მპარავნიცა. უკეთუ ნაპარევი მართლიად არ გაიყვეს ერთმანეთს დაჰხოცენ. -

ამასვე რაც თავის სიცოცხლეში შემთხვეოდა, სამს საქმეს ნანობდა. პირველად რომ საიდუმლო ცოლს უთხარ. მეორე, საცა ხმელეთითაც გაივლებოდა, იქ წყლით გავიარე. მესამე, ერთი დღე უქმად გავიარე. -

მიცემის სიკეთით უფრო დაჰფარავ შენს საქმეს, ვიდრე ტანისამოსითა და იარაღით. -

ქვეყნის მმართავთა ურჩევდა, სარჯელი მიიღევით და კეთილი ჰქმენით. სარჯელი მალ განჰქარდების და სიკეთე საბოლოოდ დაგრჩებათ. -

ოთხი საქმეა ქვეყნის დასაყენებელი და მოსახმარისი. პირველი, კეთილად ჯდომა. მეორე, კეთილის ქმნა. მესამე, კეთილად ქცევა. და მეოთხე, კეთილის ქმნევინება. -

მარკოზ კერციუმ როდესაც გაილაშქრა სამანიტანზედ, მაშინ იქაურნი დესპანნი მოვიდნენ და ოქრო მოართვეს, ჩუჱნს ქვეყანას ნუ ებრძვიო. მან ოქრო არ ჩამოართვა და ესრეთ უთხრა: ოქროს ბატონობას, ვისაც ოქრო აქვს იმათ ბატონი შევიქნა ის არა ჰსჯობია. -

პავლე ემელი გამრიგე ჰრომისა, როდესაც მაკედონიას შევიდა ჯარი გასინჯა და ნახა, კარგა გაწყობილი იყო. უთხრა დრო ეს არის დაესხიო. მიუგო: მტერს სიავისათჳს დავესხმი, სიკარგისათჳს რათა მე ეს მისწავლია, მტერი კარგად რომ ნახო,იმათ მალ თავს დასხმას არ უნდა ეშურებოდე.-

მარველ, როდესაც აზდრუკლკარიალისთავზე გაიმარჯვა, მაშინ ურჩივეს რომ სულ გასწყვიტე ეს მტრის ჯარიო. ბრძანა: სულ ამისთჳს არ გავსწყვეტ რომ მათ ქვეყანას ჩემი გამარჯუჱბა ვინღა მიუტანოს. -

ფილიპე მაკედონელს როდესმე ეძინა და პარმენიონ გამგებელი თავს ადგა. შემდგომად ბერძენნი კარს მოადგნენ და ენებათ მეფის ნახვა. გამოვიდა პარმენიონ და ბოდიში ესრეთ მოიხადა, მეფეს ჰსძინავს და ნუ დაემდურებით. როდესაც თქვენ გეძინათ ამას ეღვიძა და თქვენს ტალად იყო. ახლა ამას ჰსძინავს, დააცალეთ რათა დაიძინოს, განიღვიძებს და ნახეთ. -

აღესილა მეფე იყო ლაკედონისა. ამას ჰკითხეს, მეფეს რომ დიდი ჯარი არა ჰყვანდეს, ქვეყანას როგორ გაიმაგრებს. მიუგო: თუ ასრე მოუვლის როგორც მამა შვილსა, უჯაროთაც კარგა გაიმაგრებს. -

ამასვე ჰკითხეს, კაცი სახელს რით იშოვნის. მიუგო: კეთილზე დასდეგ და უკეთესი ჰქმენ. -

ანკსანდრეს ჰკითხეს, ლაკადომელნი თეთრს რატომ საჭურჭლეში არ ინახავენ. მიუგო: ამიტომ რომ, ვისაც ის ებარება ქურდობა არ ისწავლოს. -

ანტაკლატს ჰკითხეს, ერს კაცი რით შეუყვარდება. სიტყვა ტკბილი უნდა გქონდეს, და კაცის დასაკლისი არარა გინდოდეს. -

არხიდიმ როდესაც იამზე, ფილიპე მეფემ გაიმარჯვა, და გამარჯუჱბას უკან მუქარა მისწერა. ამის პასუხად შეუთვალა, ნუ ჩქარობ, რომელსაც მზესა შენთჳს სხივი მოუყენებია, მას ეგების ღრუბელიც გადეფაროს. -

ეფეპომპემ გაიგონა, ერთი ვინმე ამბობდა რომ, ლაკადომია ამისთჳს დადგა რომ, იქაურმან მეფემ ბრძანება იცის. მიუგო: ვეჭობ ამიტომ უფრო დამდგარიყოს რომ იქაურთ ერთ გაგონება იციან. -

თექთემენ, როდესაც თავისის დანაშაულის გულისათჳს სამართალში შეიყვანეს და სიკვდილი განუწესეს. და რა ჟამს სიკვდილი განუწესეს, სიცილი დაიწყო. ერთმა ვინმე ჰკითხა რა გაცინებს. მიუგო: ამაზედ ვიცინი, ასეთი დანაშაული მიპოვნეს რომ გარდახდაც შემიძლიან და არცავისგან ვისესხებ, ისრე უსეხებლად გარდვიხდი. -

ლეომენთანა, როდესმე ერნი ამაზედ მოვიდნენ და დიდხანს ელაპარაკნენ, რათა პოლიკარტელებს ომი დაუწყონ. პასუხი ესრეთ მიუგო: რომელიც პირველად მითხარით ის კი დამავიწყდა, რაც შუაში მითხარით ის არ ვიცი, და რასაც ბოლოს მეუბნებით, იმას კი არ დაგიჯერებთ. -

ერთი ვინმე ბრძენი მიიყვანა და უთხრა. დაჯეგ, სიმამაცის ამბავს გიამბობ და შეგაქცეო. გაიცინა და უთხრა, როგორ შემაქცევ, რასაც შენ სიმამაცეს ეძახი, მე იმას სიგიჯეს უძახი. მიუგო: რასათჳს. ამისთჳს რომ, სიმამაცის ამბავი მერცხალს რომ უამბო შიშით მოკვდება, და ორბი კი დაგიმადლებს. -

მართებელი არის რათა მენავე ქარის ანბავს უბნობდეს. მხვნელი ხართ ამბავს, და მეომარი თავის დაჭრილობას ითვლიდეს, მწყემსი თჳსთა სამწყსოთა.-

3 სხვა და სხვა ამბავი

▲back to top


სხვა და სხვა ამბავი

- ლისტი, გამოჩინებული ფორტეპიანის მკვრელი, ცოლათ ირთამს პატიოსნის ბრილიანჩიკის ქალსა პრაღაში, რომელსაცა მზითევი აქვს სამი მილიონი. აი როგორ მოხდა ესე.

ლისტმა გამოაჩინა თავის თავი სხვა და სხვა უცხო ხასიათებით, რომელზედაც ბევრჯელ იცინოდნენ, გარნა მოიგონეთ რაერთს ლაპარაკობდნენ სიუხვესა მისსა ზედა! ამასთან, ჩუჱნს დროში ამ გვარი სხვა გვარი ქცევა უეჭველი საჭიროა კაცისათჳს, რომელიცა მიდის სახელოვანის ბიჯით. დიდ-სახელოვანმა კაცმა უცებ რითმე უნდა მიიზიდოს ყურადღება საზოგადოობისა, როგორათაც სხვე, ლისტსაც უნდა მიეცა ხარჯი ნიჭისათჳს: გრძელი თმა ჰქონდა, რაღაც სხვა ნაირს ტანისამოსს იცომდა, ჰყვანდა მსახური მას - ვენგერი, წითლად ჩაცმული: ლისტმა გადააღებინა თავისი მშვენიერი ხელები, მან არა დაუტევა არა რაიმე, რომელიცა უმეტეს გეებრწყინებინა კანონიერი გამოჩინებული საჴელი მისი და, მართლად, სულ იყო მისგან ძალიან უმანკო მისი ქცევა!

სიუხვე არ არის გამოჩინებული ხერხი რათა საზოგადოობა გაართოს, ამასთჳს უფრო რამ, ჩუჱნს დროში უხვი კაცის პოვნა ადვილი არ არის! და ან გამოჩენილთ დიდკაცებთაგანი ბევრნი არიან უხვნი? მაგალითებრ, რა რიგის ხარბობით პაგანინი (ვახსენოთ გარდაცვალებულები,) თორემ ცოცხლებზე ლაპარაკი როგორღაც ძნელია. ხვეტდა ოქროს რომელიცა მდინარესავით მისდიოდა მისის თვალთმაქცურის საკრავისათჳს. უფრო მალე გაამბრუდებდა ხმას სკრიპაზე, მინამ გაუჭირებლივ გახსნიდა ქისას. ბევრჯელ საჭიროებასაც არ მიხედვიდა ხოლმე. ერთხელ დილიჟანსი რომლითაც მიდიოდა გამოჩენილი არტისტი, დადგა გოსტინას კარებზე, სადაც მშიერთ მოგზაურთ კარგი სადილი ელოდა, ყველა დაეშურა ზალაში შესვლას, გარნა პაგანინმა პირველ ჰკითხა სახლის პატრონს ფასი. - სამი ფრანკი - კაცის თავზე. - (ფრანკი ხუთი შაურია.) მაშ, მე აგრე მშიერი არა ვარ, რომ სამი ფრანკი მოგცე, უთხრა პაგანინმა და გასწივა მაშინვე. არაოდეს იმის ქისა ღარიბისათჳს არ გახსნილა. -

გარნა ლისტი დაუდევნელათ უხჳს ჴელით აძლევდა ღარიბთ დიდს შემწეობას. არც ერთხელ ღარიბი არტისტი არ წასულა მისგან ცარიელის ჯიბით. როდესაც იქნებოდა ხოლმე ხელწერილი, რათა ძეგლი აღემართათ გამოჩენილის ვისთჳსმე მუზიკანტისა, ლისტი, შესწირავდა ხოლმე სიამოვმნებით, იგი იყო პირველთაგანი, როდესაც შესწირეს ასაშენებლად მოცარტის ძეგლისა და სტატუისათჳს ბეთხოვენისა.

წარსულს ნახევარს ოკტომბერს, ლისტმა დაიარა ბევრი ქალაქები ღერმანიისა, მივიდა პრაღაში. მეორეს დღეს გაუჩნდა ერთი უცნობი კაცი მოხუცებული, რომელსა სახესა ზედა აჩნდა შეწუხება, და ტანისამოსიცა ემოსა ძველი. დიდმა არტისტმა მიიღო მეგობრულად, ისრე რომ, იქნება არ მიეღო დიდი კაცი ვინმე. ამისთანა მიღებამ და პატივმა გააბედვინა მოხუცს და უთხრა:

- მე მოველ, თქვენთან, ვითარცა მოძმესთან. მომიტევეთ ამა გაბედვისათჳს, რომელ ასე გიწოდებთ, თუმცა დიდი სამძღვარი არის ჩუჱნს შორის, გარნა როგორათაც უნდა იყოს, მეც ადრევ ვიყავ რაღაც და მქონდა საჴელი. მე კარგა უკრამდი ფორტეპიანსა, და უროკებს, რომელსაც მე ვაძლევდი, მაჭმევდა მე ერთს ლუკმა პურსა, ეხლა დავბერდი, დიდი ხიზნის პატრონი ვარ და არცაღა მყავს შაგირდები. მე ვსცხოვრებ ნიურენბურღში; პრაგაშიმოველ, რათა ამეღო დაშთენილი ღარიბთ მემკვიდრეობა, მაგრამ ისიც საჭიოებისათჳს შემამეხარჯა. ხვალ მე უნდა წავიდე, და აღარაფერი აღარა მაქვსრა.

- და ჩემთან მაგისთჳს მობრძანდით, ძალიან კარგად ჰქენით; გულითადს მადლობას მოგახსენებ, რომ მაგისთანა რწმუნება გქონიათ ჩემთან. სვის შესუბუქება მოძმისა, ფორტუპიანისტისა, პრაფესორისა - არამც თუ ვალია ჩემი, გარნა ჩემთჳს ეგ დიდი სასიამოვნოა. არტისტებს უნდა საერთო ქისა ჰქონდესთ, და თუ ბედი ასცდა ვისმე მათგანსა, ეს იმისათჳსა, რათა ბედნიერთა განუწილონ მათ მოძმეთა. ეს ჩემი კანონია, და, გთხოვთ თქვენ, მადლობისას ნურას ბრძანებთ- მე მხოლოდ ვალს გაძლევ.

ამისმა მთქმელმა, ლისტმა გააღო ბიურო და უეცრად შედგა გაკვირვებული, როდესაც ნახა, რომელ უჯრაში მხოლოდ სამი ოქროს მეტი აღარ იყო. ბიჭს დაუძახა.

- ფულები სად არის?

- აქა, მიუგო კამერდინერმა, და მიუღო ჴელი გაღებულს ყუთზე.

- აქა? რომ არა არისრა, და თითქმის არაფერია.

- მე გუშინვე მოგახსენე რომ ფული საკმაო არ არის მეთქი.

- ხომ ხედავთ, საყვარელო მოძმევ, უთხრა ლისტმა სიცილით. - ამ მინუტში მე თქვენზე მდიდარი არა ვარ; გარნა ეგ მე არ მაწუხებს! მე დიდი ნისია მაქვს, ამასთანავე ამ ცოტას ხანში მე მოვსჭრი ფულებს ფორტუპიანზე, თქვენ კი არ მოგაცდევინებთ, მანამ ჩემი ხაზინა შეგროვდება.

ლისტმა გამოსწია მეორე უჯრას, გამოიღო იქიდამ ერთი პარტრეტი და მისცა მოხუცებულს.

- წაიღეთ, ეს პარტრეთი არის ერთი კაროლისა, ბრილინტით არის მოჭედილი, მხატვრობა მაგტენი არაფერი, საშუალოა, მაგრამ ბრილიანტები ცუდები არ არის. თქვენ შეგიძლიანთ გაჰყიდოთ, და რასაც მოგცემენ მაგაში, თქვენი იყოს.

ტყუილათ ცდილობდა მოხუცი უარის თქმასა, იმისთანა მდიდრულს საჩუქარზე, შემდგომ რამტენსამე უარის თქმით წავიდა, და ლოცავდა უხვის კეთილის მყოფელსა.მიმავალი შევიდა პირველს ბრილიანჩიკის დუქანში.

ბრილიანჩიკმა, რა ნახა ღარიბულათ ჩაცმული ბერიკაცი, ეჭვში შევიდა, არც იყო გასამტყუნარი, და თითქო ძალიან მეცადინებით ჰსჩხრეკდა მდიდარს თვლებს და ანგარიშობდა, როგორ დაუჯდება ყიდვა მისი, წასჩურჩულა თავის შაგირდს, რომელიც გავიდა და საჩქაროთვე მობრუნდა პოლიციის ჩინოვნიკით და რამტენისამე სალდათით.

საწყალი არტისტი არწმუნებდა, რომ შეუცოდებელი იყო; არაფერი არა გაუგონესრა.

- ჯერ, ძმობილო წაბრძანდით, სატუსაღანოში, უთხრა პოლიციის ჩინოვნიკმა; - და იქ მსაჯულების წინ იმართლე თავი, როგორცს გინდა.

ტუსაღმა მისწერა ლისტს წიგნი, რომელშიც ჰსთხოვდა შემწეობას, და ლისტიც დაუყოვნებლივ წავიდა ბრილიანჩიკთან.

- თქვენის წყალობით დაიჭირეს, სატუსაღანოში მართალი კაცი, უოხრა მან, არა გნებავთ გამომყვეთ და გამოაშვებინოთ. ვინც, თქვე ბრილიანტებს გყიდდათ - ის რჯულიერი პატრონია, ამისათჳს რომ მე ვაჩუქე ის ბრილიანტები.

- თქვენ აჩუქეთ? მიუგო ბრილიანჩიკმა;- თქვენ ვიღა ბძანდებით?

- ჩემი საჴელი ლისტია.

- მე როგორღაც არ მახსოვს არც ერთი მდიდარი, რომელსაც ლისტი ჰრქმეოდეს.

- შესაძლებელია; გარნა, მე ისეთი ხერხი ვიცი, რომ ეხლავ გაჩუჱნებთ, ვინცა ვარ მე.

- თქვენ იცით ის ბრილიანტები როგორა ღირს უფალო, თორმეტ ათას ფრანკათ არ მიიცემა?

- ეგ უკეთესი იმისათჳს, ვისაც მე ისინი ვაჩუქე.

- მაშ თქვენ ძალიან მდიდარი ყოფილხართ!

- ჩემს ეხლანდელს სიმდიდრეს სამი ოქრო შეადგენს.

- მაშ გიჟი ბრძანებულხართ!

- არა, მე ერთი მხოლოდ შევსძრამ თითებს, და რაერთი ფულიც გნებავთ მოვა.

- მაშ კუდიანი ბრძანებულხართ?

- გაჩუჱნოთ ჩემი კუდიანობა?

გაღებულის კარებიდან ლისტმა დაინახა, მეორეს ოთახში, ფორტუპიანი და მივიდა იმასთან, თითები მოხვდა კლავიშებს, ადვილად გაარბინეს მაზედ; შემდგომ, აღტაცებული ნიჭიერისა შთაბერვისაგან, მან შესთხზო მაშინვე, ერთი მათ სიმფონიოთაგანი, განსაკვირებელი და სრული ფანტაზია, რომლისაც საიდუმლოს მარტო ის მიხვდა. პირველსავე ხმაზე, გამოჩნდა ყმაწვილი ქალი, მშვენიერის სახისა, შეურყეველად, სულშეუსუნთქავათ, იდგა იგი, მანამ ლისტი უკრავდა; შემდგომ როდესაც დაჰკრა უკანასკნელს ნოტსა, დაუძახა მან აღტაცებით:

- ბრავო, ლისტო! გასაკვირველი იყო!

- განა შენ იცნობ? უთხრა ბრილიანჩიკმა თავის ქალს.

- მე პირველად მაქვს ბედნიერება სმენისა და ნახვისა მაგისი, მიუგო ქალმან; - მაგრამ მთელს ქვეყანაზე ერთს ლისტს შეუძლიან მაგისთანა შეძლების მიცემა და გამოთქმა ფორტუპიანის ხმისა.

ქალი იყო მშვენიერი, თავის მოყვარულობამ არტისტისამ იკმაყოფილა, გულმა მომეტებულათ დაუწყო ძგერა. გარნა, მიუგო რა პასუხი ტკბილს ქებაზე, ლისტი ვეღარ დასტკბა პირველის ლაპარაკისაგან და დაეშურა ბრილიანჩიკით რათა გამოეშვებინებინა საწყალი ტუსაღი. ბრილიანჩიკს უნდოდა გეესწორებინა შეცდომილება თჳსი, დაჰპატიჟა ლისტი და მოხუცებული ოსტატი სადილათ.

საღამოზედ, ქალაქის მესაკრავეებმა დაუკრეს სერენადი გამოჩენილის არტისტისათჳს. მეორეს დღეს, გამოჩენილნი მცხოვრებნი, ამპარტავანნი ჩინითა და გვარითა, გამოცხადდენ მასთან. და ხვეწნით სთხოვდენ რათა მას გამოეცა რამტენიმე კონცერტი. მაშინ ბრილიანჩიკი მიხვდა, რომელ მის ნიჭს, ფასი სდებია უმეტეს სიმდიდრისა, და არის ისე ამაღლებული როგორათაც ძვირფასნი თვალნი. რა შეატყო რომ ეს დიდი კაცი ხშირად იარებდა სახლსა მისსა, ძალიან ესიამოვნებოდა ბრილიანჩიკს, რადგან ნახა კიდეც რომ იმისი ქალი იყო მიმზიდველი, სიხარული მისი გახდა უსამძღვრო.

ერთს მშვენიერს დღეში, ბრილიანჩიკმა, ნემეცურის გულ-წრფელობით უთხრა ლისტსა: თქვენ ჩემი ქალი მოგწონთ?

- მშვენიერია.

- შერთვაზე როგორა ხართ?

- ცოტას ვიფიქრებ.

- მზითევზე? სამი მილიონი რომ ჰქონდეს?

- უარს არ ვიტყოდი და დაუმადლებდი კიდეც.

- ხომ მიხვდით ჩემს ლაპარაკს, ჩემი ქალი მოგწონთ, თქვენ იმას უყვარხართ, მზითევი მზაა, გინდათ ჩემი სიძობა?

- ოჰ, დიდის სიამოვნებით!

მამავალს კვირაში ქორწილი იყო.

აი ისტარია ლისტის ცოლის შერთჳსა.

4 ნადირ-შაჰისაგან მოწერილი წიგნი შვილთან. -

▲back to top


ნადირ-შაჰისაგან მოწერილი წიგნი შვილთან. -

ღვთის საფარველის მინდობით, ჩუჱნი ბედნიერი ბრძანება არის ჩუჱნო საყვარელო და მიჩნეულო და გამოჩენილო ერანისსახელმწიფოს ნიაბო, რაზა ყული მირზავ! ხელმწიფურის უზომოს და უანგარიშოს წყალობით თავ ამაღლებულად იყავ, მერმე როგორც მაგ ჩუჱნს საყვარელს ამბავი აქვს, ავღანი აშრაფის დამარცხებას უკან, ალიმამადხან ინდოეთის ელჩათ გავგზავნეთ, წიგნი მივსწერეთ, რადგან ავღანების ავნი კაცნი ამ ორსავე დოვლათ შუა ცხუბის არეულობის საბაბნი არიან, თქვენც ჯარი თაინი შეჰქმნათ, თუ რომ იმათ გაქცევა მოინდომონ გზები შეუკრან, და ინდოეთისხელმწიფე მაჰმად შაჰს პასუხი მოეწერა და ეკისრებინა რომ ის გაქცეულნი კაცნი არსით გაუშვას, ჩუჱნის ელჩის დაბრუნებას უკან, იმასაც სიტყვის გასაახლებლად მაჰმადი ალიხან გამოეგზავნა და კიდევ იმავ რიგით საქმე ეკისრებინა, და ჩუჱნი გამარჯუჱბით ამაღლებული დროშა ყანდაარს მოსვლას უკან, ჩუჱნის რჯულის მებრძოლის ჯარის ყათლანზედ ყაზნეინზედავღნების ანბისათჳს გაგვეგზავნათ და იმათ მოეხსენებინათ რომე, არას საქმით ინდოეთის ხელმწიფის ნაკისრების საქმის და იმათის ჯარის ამ მხარეს არაფერი ამბავი არა არისრა, ჩუჱნც კიდევ ხელახლად მოსაგონრად თურქმანი მაჰმად ხან თაინი ვქენით საჩქაროთ ჩაფრად, იმავე ხელმწიფესთან გავისტუმრეთ, და რადგან ხელმწიფე და იმისის დოვლათის უფროსებს თავიანთ პირობა არ გაეთავებინათ და ის საქმე ყურს უკან მიეგდოთ და არ ეპასუხებინათ და ელჩისათჳსაც პასუხის მიცემა დააგვიანეს, ჩუჱნი ქვეყნების გამღები დროშა, ყაზნენისქაბულისავღნების თანაბისათჳს დაიძრა, და ამ ქვეყნების მთის ავღნების ავის კაცების თანბას უკან რადგან იმ ხელმწიფის საქმის დაგვიანება და ჩუჱნის ელჩის დაუთხოვნელობა დოსტობის ამბავს გასცილდა, ჩუჱნც ამიტომ ჯაჰნაბათისქალაქზედ წავედით, და თიშაურისადა ლაჰორისრომ ამას წინანდელის ამ ქვეყნის ხელმწიფის ტახტი ყოფილა, და ჭორის ამბავი ხომე ამას წინათ მაგ ჩუჱნს საყვარელს მოვსწერეთ შავლის მთვარის გასვლაზე, ლაჰორიდამდავიძარით ხუთ შაფათს, ზოილ ჰაჯის მთვარის ათს გასულს ანბალაქალაქს რომე ჰჯანაბათისორმოც აღაჯზე არის მივედით და ამბავი მოვიდა მაჰმად შაჰსაც ინდოეთის და ქანის ქვეყნების გარშემო ჯარი შეუყრია რაც ხანები და დიდნი კაცნი ჰყვანან სამი ასი ათასის კაცთა და ორი ათასის ზარბაზნითა და სამი ათასის გაწყობილის სპილოთი, სა სხვა საომარი რიგით როგორიც რომ უნდა, ისრე დაძრულა და ფალი ბავთი სახლიანი ალაგს რომ ანბალაზედანოცდა ხუთი აღაჯი არს მოსულა, ჩუჱნც სახამძიმრო ბარგი და ბინა ანბალასგაუშვით და რჯულის გზაზედ მებრძოლის ჯარით საომრათ ილღარი ვქენით, და მაჰმად შაჰიც ფალი და ბავთიდამ ერთს მანძილს წინ წამოსულიყო, და ქარანალ საჴელიანს ალაგს რომე ჯაჰნაბათზეოცდა ხუთი აღაჯი არს მოსულიყო და დამდგარიყო, და რადგან ანბალიდამერომ დავიძარით და ექვსიოდათასი რჯულის გზაზედ მებრძოლე ჩუჱნის ჯარიდამ ყარაულათ გაგვესტუმრებინათ, რომ მაჰმად შაჰის ალაგი და ჯარის გარიგება ენახათ. ყარაულები ქარანალის ორს აღაჯზედ მისულიყვნენ და ათას თორმეტს ათას ინდოეთისჯარს ყარაულებს რომ იმათის ჯარის პირველნი ყოფილიყვნენ, შეჰყეოდათ და ძალიან დაემარცხებინათ, გაექციათ და სარქარდები დაჭერილი და თავები მოგვიტანეს, და ამ ამბავზედან რომ ასეთი მარცხი მოუვიდათ, მაჰმად შაჰას დაძვრა ვეღარ მოუხდა, იქვე ქარანალს დიდი სანგარი და გალავანი გაეკეთებინა და ზარბაზნები თავის ჯარისათჳს გალავნად შემოევლო, და ბინა სანგრის და თოფხანის ომზე დაედვა, და აწე რადგან ჩუჱნის ჯარისაგან ყარაულები გავაყენეთ რომ ქარანალს გასცილდენ და აღმოსავლეთისაკენ მაჰმად შაჰის ურდო ჯანაბათისგზებზედ იყარაულონ. იმავ მთვარის თხუთმეტს სამშაფათს, ყარაულებმან ამბავი მოგვიტანეს, სადათ ხან რომ იმ ქვეყნის უფროსი და დიდის ბეგებისაგან არს, სარადის შემნახავია ოცდა ათი ათასის კაცით, და თოფხანით, და მთის მსგავსის სპილოებით, ფალი ბავთს მოსულაო და მაჰმად შაჰის ურდოში მიდისო, და ჩუჱნც ჩუჱნის გამარჯუჱბულის დროშით ორ საათს გათენებას დარჩომილი ამ სადათ ხანის გზაზედან მისასვლელად დავიძარით, რომ ეგება ქარანალს და ფალი ბავთს შუა შევეყაროთ და მაჰმად შაჰიც ამის საბაბით სანგრიდამ გამოვიდეს, და ერთი საათი და ნახევარი დღისა გამოსული ქარანალისსამძღვარს გავსცილდით, და მაჰმად შაჰის ურდოს აღმოსავლეთის მხარისკენ მივედით, ჩუჱნმა ყარაულებმან იმ სადათ ხანის უკან დანარჩომის ჯარის კაცებისაგან მოგვგვარეს და შევიტყვეთ, სადათ ხან იმავ ღამეს სამ საათს გასულს მაჰმად შაჰის სანგარში მისულიყო, და რადგან იმ ალაგიდამე მაჰმად შაჰს ურდომდისინ ერთი აღაჯი გზა იქნებოდა, იქავ ჩამოვხდით და დავდექით, და სადათ ხანის მისვლამდისინ ყოვლის ამბვით მაჰმად შაჰს სალოდინო საქმე აღარ დარჩომოდა, რა თავის გაწყობილობა დაემზადებინა და თავის ნახევარ თოფხანა თავისის ურდოს შესანახავად გაეშვა და ნახევარი თან წამოეღო, შუა დღისას დიდის ჯარით და გაწყობილობით რომ სიტყვით არ გათავდება, სანგრიდამ გამოსულიყო ჩუჱნის სანგრის ნახევარ აღაჯზე მოვიდა, ომის დასი და რაზმი დაიწყო და თჳთან შუა დასში დადგა, რომ წინ მეომარი ჰყვანდა, და თავისი ურდო ზურგათ მოიცა და დადგა, და იმათი სიმრავლე ასე იყო რომ, ნახევარ აღაჯი საომარი მოედანი რომ, შუაში იყო იმისი ჯარი თავის სანგრამდისინ, ზურგი ზურგს მიცემული იდგნენ და განიც ნახევარ აღაჯამდინ ინახებოდა, და იქნებოდა ათი თორმეტი ქორაფილუ შვილი აბდულა ფაშის ჯარის ოდენი, და ჩუჱნც ამისთანა დღის მონატრენი ვიყავით, ჯარი ზოგნი კარვებში გაუშვით და ღვთის მინდობით საომრათ ცხენებს შევჯექით, და ჰსწორეთ ორი საათი ზარბაზნით და თოფით ომი იყო გაცხარებული და გავიმარჯუჱ, და ღვთის ძალით მტრის ჯარს დაუმარცხდა და სულ ყველამ ერთად ომის მეიდნიდამ პირები დაიბრუნეს და გაიქცნენ, და სადათ ხან თავისის ნაჯდომი სპილოთი და ისრე სპილოზედ და იმისი ძმის წული მაჰმად ხან თავისის ნათესავებით, სულ ყველანი ცოცხალი დაიჭირეს, და სხვა ბეგლარ ბეგის სამსამედოვლა და ხანი დოვრან და ამირაელ უმარ ბაჰადურ რომ იმ დოვლათის სააბ იხტიარე იყო, დაიჭირეს იმისი ერთი შვილი და ძმისწულები, მუზანბარ ხან მოკვდნენ და ამირ აშურ ამისი შვილი ცოცხალი დაიჭირეს, და თჳთონაც ბევრის დაჭრილობით მეორეს დღეს მოკვდა, და ვეისალი ხან რომ იმათის ჯარის სარდალი იყო, სადათ ხანით ამირგულა ხანით ალი აჰმად ხანით მადათ ხანით რომ ავღანია მირ ქალანი, ასამდისინ ამისთანა ხანები დაიჭირვნენ, და ამათგან ათი თორმეტი შვიდი ათას რვა ათას თაბუნით კაცნი ომში დაიხოცანენ, და მაჰმად შაჰი და ნიზამ ელ მილქი, რომ დაქ ნის ქვეყნის შვიდის წლის პატრონი და იმ დოლათის ვექილი იყო, ყმარდინ ხანი რომ იმის ვეზირ აზამი იყო, და ზოგნი წვრილნი ხანები, რადგან იმათი სანგრის სიახლოეს იყო ომი, თავიანთ სანგარში შეცვივდენ და რჯულის გზაზედ მებრძოლეს ჩემის ჯარის ხმალს მორჩნენ. ორი საათი ომი იყო და ორს საათსაც ჩუჱნი ჯარის კაცნი იმათ ჯარში ერივნენ, ხოცა იყო, და ერთი საათი დღისაგან დარჩომილიყო რომ ომის მოედანი მტრისაგან დაიცალა, და რადგან მაჰმად შაჰის სანგარი მაგარი იყო, ჩუჱნს ჯარს იერიშის დასტური არ დავეცით და საირიშეთ არ გაუშვით, და უანგარიშო ხაზინა და მთის მსგავსი სპილოები და სახელმწიფო თოფხანა საქონელი სიტყვა მიუწდომელი, რჯულის გზაზედ მებრძოლის კაცის ხელში ჩავარდნილიყო, და ოცდა ათი ათასი კაცი იმათი ომის მოედანში მოკვდა, და ბევრნიც დაიჭრნენ, და ამ იმს უკან, ჯარის კაციც სანგარს ოთხკუთხივ გარეშემო შემოვხვიეთ და ყოველი გზები დაუხუთვინეთ და ვებრძოლეთ ზარბაზნებით და ყუმბარებით, სანგრის სიახლოვეს მიიტანონ და სანგარი დაუქციონ, და რადგან თავიანთ საქმე დიდად გაჭირებული ნახეს, ილაჯი და ღონე აღარა ჰქონდათ, ერთს დღეს უკან რომე ხუთშაფთი და მთვარის ჩვიდმეტს ნიზამ ალმალიქი მაჰმად შაჰისაგან მოვიდა ჩუჱნს ბედნიერს ურდოშია და ჩუჱნის ელჩების შენახვის ბოდიში დიდად მოითხოვეს და მეორეს დღეს მაჰმად შაჰიც თავისის ბეგლარ ბეგებით მორცხვად ჩუჱნის ცის მსგავს კარზედ მოვიდა, და რადგან ჩუჱნც თურქმანი ვართ და ეს ხელმწიფეც თემურ ხელმწიფის გვარისა არის და ისიც თურქმანი ყოფილა, ჩუჱნის ურდოს ნაპირამდისინ ჩუჱნი საყვარელი შვილი ნასულა მირზა გავაგებეთ და ხელმწიფე შემოიყვანეს, და ხელმწიფური ჯიღა და ბეჭედი მოგვაბარეს, და იმ დღეს ჩუჱნს ბედნიერს კარავში წვეული იყო, და რადგან რომ თურქმანობა გვეთქმოდა, ისე რომ ხელმწიფობის საფერი გვხამდათ იმ რიგად დავხვდით, და იმათი საჯდომი კარავი ჰარამის ალაგი ჩუჱნს კარვებთან დავადგმევინეთ, და ახლა ის ხელმწიფე თავისის ქოჩით და ბინით და ბეგლარ ბეგით ჩუჱნს ურდოში მორჩილნი არიან, და ჩუჱნის ჯარის პირველი ჯაჰნაბათისქალაქში რომე ტახტია, შევიდნენ ჩუჱნც ვაპირებთ ღვთის ძალით სამშაფათს ამ მთვარის ოცდა ცხრა ჩუჱნის ცის მსგავსი გამარჯუჱბულის დროშით, ჯაჰნაბათსქალაქში შევიდეთ და ასე ვაპირბთ რომე, ღვთის შეწევნით ისევ ხელმწიფე რადგან თემურ ხელმწიფის ოჯახის შვილია, და თურქმანობისაც ჰაყიც არს, ხელმწიფედ დავსვათ და ინდოეთისხელმწიფის თაჯი და ბეჭედი ამასვე დავანებოთ, მადლი ღვთისა კიდევ მადლობა ღვთისა რომე შვიდი ზღვა ჩუჱნის ხმელეთის მორბედის ცხენის ფეხის ქვეშ და რჯულს გზაზედან მებრძოლის ჯარის ცხენის ფეხ-ქვეშ მალე წყალის ნადგურს ალაგსავით გაშრა, და ვინც ვინ თავის ამაღლება უნდოდა, ჩუჱნის მოწადინების თვალ წინა წყალის ბუშტივით დააცარიელა, და ჰალბათ ამ რიგს გამარჯუჱბას თავისის უზომოს წყალობით გამოჩნდენ, და რადგან ბევრი თოფხანა ხელში ჩაგვივარდა, ოცის ათასამდინ ჩუჱნის რჯულის გზაზედ ერანელთ და თურანელთ მებრძოლე ჯარით თოფხანა სპილო ქაბულსსაჰრადში გამოვისტუმრეთ, და მაგ ჩუჱნმა

საყვარელმანც მაგ მხარეს ამბავი მოგეხსენოს რომ მაგათის არზის მოსვლის უკან ვბრძანებთ ან ბალხისქალაქში მიიყვანონ ან ჰერათსმოასხან, და ამას წინათ გვებრძანებინა რომ აშურხან ბალხი გაგზავნეთო, ჰალბათ როგორც გვიბრძანებია გაისტუმრეთ, და ეს გამოჩენილი გამარჯუჱბის რაყმის პირი, რომ დიდი ღვთის წყალობა არის, გარდააწერინეთ და ერანისქვეყნებში გაგზავნეთ, და რომელიც ამ ჩუჱნის კარის ზღრუბლის მორჩილი და ამ დოვლათის მნდომნი არიან, იმათი სასიხარულო ამბავი შეიქნება, და რომელიც და მაგ ქვეყნების გარიგებას ეცადე და ღვთის წყალობის მოიმედე იყავი რომ, ღვთის შეწევნით შორიახლოს ვინცავინ ამ იშვიათად დოვლათის მარცხი და ავი მდომნი იყვნენ, თავიანთ ნაქნარს ავს შეეყრებიან, და რომელიც ერდგულობის და მორჩილობის საქმით იყვნენ, ამ დასაბამის დოვლათისაგან ნანდომს წყალობას იშოვნიან.

დაიწერა ზილაჰჯის თჳს ქრონიკოს ჩრნა

5 ყეენისაგან მიწერილი თავის სპასალართან ოდეს ყანდაარი დაიჭირა.-

▲back to top


ყეენისაგან მიწერილი თავის სპასალართან ოდეს ყანდაარი დაიჭირა.-

ღვთის საფარველის მინდობით ჩუჱნი ბედნიერი ბრძანება არის ადრიბეჟანის სპასალარო, თავრიზის ბეგლარ-ბეგო ძმაო იბრეიმ ხან. მერმე ჩუჱნის მრავალ რიგად ხელმწიფურის წყალობით თავ ამაღლებული იყავ, აწე დიდება და მადლი ღვთისა ამ ჩუჱნის ღვთისაგან ნაბოძების იშვიათად მოხდომილის დოვლათის კლიტის გასაღები ჩუჱნს ბედნიერს პირზე გაუღია, და ღმერთს თავისი წყალობა ჩუჱნის ციხეების დამჭერს მკლავის ძალში უნამყენებია, და საიდკენაც ჩუჱნის ხელმწიფურის გაბედვის ნიავს უქროლებია, თუ კლდეც ყოფილა ჩალად გამხდარა, წინადამ აგვიღია და რომელის მხრისაკენაც რომ ჩუჱნი გამარჯუჱბულის ხელმწიფურის ტაიჭი მისულა, თუ სხივიც ყოფილა მინდორსავით თვალში მიწა ჩაგვიყრია, აწე ყანდაარისციხის შემოხვევა ერთი მთელი წელიწადი გათავდა ამდონი რამ შებრალების გზით ჩუჱნ იმ გზა დაკარგულებს დავპატიჯეთ, იმ ციხის სიმაგრეს რომ სიმაღლე ცას თავსა ჰკრევდა, იმას მიენდვნენ და აზუღის სიმრავლეც ჰქონდათ, ჩუჱნი პატიჟი არ მიიჩნიეს გული ომსა და ბრძოლას დაანდვეს, ჩუჱნს ბრძანებას მოშორდენ, ჩუჱნც პირველად ერთი რიგი ჩუჱნის რჯულისა გზაზედ მეომრის ჯარისაგან ქვის ბურჯი რომ კლდეზედ იყო გაკეთებული, დედა ბურჯის მხრისაკენ გავგზავნეთ და იმ ბურჯის აღებას უკან ზარბაზანი და ყუმბარა იმ ციხოვანის სიცოცხლის კალოში მეხსავით ქუხილით ცეცხლად ავანთებინეთ, და თხუთმეტს დღეში ორსაბათს ზილაჰჯის თჳს სამს გასულს შუა დღისას რომ იმათის დოვლათისა და სულის მიცემის ბოლები იყო ვეშპის გამგლეჯს გულადათ იერიშის საქნელად უბრძანეთ, და ზარბაზნებმა იმათის სიცოცხლის საძირკველში დაქცევის ამბავი გააჩინეს, რომ დედა ბურჯი იყო ის მხარე, ბახტიარს ეჭირა და ღვთის ძალით ბედმაც უსაქმად და ამ სხვას ყაზიებს უწინ გაიძრნენ და დედა ბურჯი აიღეს, და სხვა სხვა ყაზიებმაც მამაცობის კალთა წელთ შემოიმაგრეს და ძალი მიიღეს, და რადგან ეს სასიმხიარულო ამბავი ჩუჱნის დოვლათის აერის მდომელთ ყოველთჳს თვალი გზაზედ აქვსთ, ჩუჱნც სეფიარბეგ ავშარი ჩუჱნი ბოქაულთ უხუცესი ამ ამბვის მახარობლად გამოვგზავნეთ, ასე რომ თორმეტი თუმანი ნაღდი და ერთი ჴელი ხალათი შენის ახლის საქონლისაგან მიეც, და ამ საქმეზედ ერთი დინარი სამახარობლო და რაყმის ზედ დასაყარი სხვა ხარჯი ამ კაცს და სხვას არ მისცეთ, და ჩუჱნის რაყმის სავადი სულ ადრიბეჟანის ქვეყანაში გაგზავნეთ და ისინიც ამ გამარჯუჱბის ამბით შეატყობინეთ, და ახარეთ რომ სასიხარულო ნაღარა დააკვრევინონ და ამ ღვთის წყალობის ამბით გახარებულნი შეიქნან.- ზილაჰჯის თჳს დს. გასულს. ქრონიკოს ჩრ.

რადგან ჩირაღოანი ხალხის ზიანია, ბვიბრძანებია რომე დაუშალოთ ჩირაღოანი არა ჰქნან, მარტო სასიხარულოს ნაღარას დასჯერდენ.-

6 ხვანთქრისაგან მიწერილი ყეენთან

▲back to top


ხვანთქრისაგან მიწერილი ყეენთან

პირველად ვახსენოთ დიდი დიდებული ყოვლის მპყრობელი ცისა და ქვეყნის დაუსაბამო და დაუსრულებელი ღმერთი; რომ მისი სივრცე და სიდიდეს ადამიანის ჭკუა და საქმე ვერ მიხვდების ვინც ეპრიანების გაახელმწიფებს, თემსა და ქვეყანას მისცემს, ღვთაების საქმე ეს არის, ამაში სულდგმულს კაცს ჴელი არა აქვს; ვისაც უნდა გაახელმწიფებს და ვისაც უნდა მიწათა შიგან გაამტვერებს. ბრძანებითა ღვთისათა მამეცა სიდიდე, სიმაღლე, სვიანობა და პატრონობა, რომ დღესაც მაქვს და მიჭირავს ბედნიერობა და სიუხვე, ყოველთა ზედა მოწყალება და სამართლიანობა, დიდთა მებრძოლთა ზედა მძლეობა და ერდგულთა ზედა წყალობა და მიცემა; ურჩთა და მეუნებელთა ზედა მრისხაობა. ყოველი სული მე მიძრწის და მმონებს, ამისთჳს, რომე ყოველთა ხელმწიფეთაგან უმაღლესი ვარ და მიხმობენ ხელმწიფეთ ხელმწიფესა. მე ვარ შვილი მაღლის ხელმწიფისა სულთან იბრეიმისა ფრიდონ ქაიხოსრო ხელმწიფის ნათესავი გარნა ნოეს ნათესავი ვარ და მეორე ალექსანდრე მაკედონელი ვარ, სულთან მურად ხვანთქარი გიწერ, რომელსა მიჭირავს შავი ზღვადა თეთრი ზღვა, აგრევე ორი ქვეყანა ხმელეთისა, სრულადია მანეთისა, ანადოლისა. ჩემს ბრძანებას ქვეშე არიან, მე ვადიდებ მაქამადინასა, ყოველი მუსულმანი მაქასილოცავს და ქრისტიანენი იერუსალიმსა, ესე ყოველი ჩემსა საფარველსა ქვეშე არიან და მსახურებენ. მე ვარ ალექსანდრე მაკელონელის ქვეყნის მჭირავი და კოსტანტინე ხელმწიფის ტახტზე ვზივარ, მე ვარ პატრონი და მქონებელი იამანეთისა, აბაშისა, სევაქანისა, თუნუსარიბისა, ქურთისტანისა, არაბეთისა, ალაბისა, შამსა, ბაღდადისა, ბასრისა, ბურსისა, ჯაზირისა, მაშრიყისადა მაღრიბისმილეთისა, და ხმელეთად შარისტანისა, ზღვაში კუნძულისა. ესენი დიდრუანი ქვეყანანი არიან, ამისად გარეთ სხვა უანგარიშო სოფლებისა რაღა გითხრა, ეს ყველა ხელთ მიჭირავს და ბრძანებისა ჩემისა მორჩილნი არიან და ვერავინ იკადრებს უარის კადრებასა. ესრეთ სიმაღლე მოწყალის ღვთისაგან მამცემია და მიხმობენ შაიპიკჯანობითა, ღვთის ბრძანებითა ხმალი ჩემი ჰსჭრის, ნაღარა ჩემი იცემების, კალამი ჩემი იწერების და ბეჭედი ჩემი საქმობს. როგორათაც მომცემია სიმაღლე ღვთისაგან ისევე მე მშვენის და მეფერების, აჰა ძმაო შიხის შვილო აჯამის ხელმწიფევ აფრასიობის ნათესავო. ბატონი პაპა შენი შასეფი ყეენი სახელგანთქმული კაცი იყო, ისიც ასრე ჩემის ბრძანების მორჩილი იყო აწე როდისაც ჩემი შიში, შალი, წიგნი და პასუხი მოგივიდეს, ასრე შევიტყევ, რომე ღმერთი ყოვლის ქვეყნის გამჩენი ჩემზედ ასრე წყალობით არის, რომე ყოველი ხელმწიფენი ჩემის სჯულისა სიკეთითა და უფროსობით იმას გაიგონებენ; რვთის ძალითა და შეწევნითა ვინც ვინც უკუგვიდგების, ასრე გავამტვერებთ რომე ქვეყანაზედ მისი ნაცარიც აღარ იძლეოდეს, აწე ღვთის შეწევნით დიდის ანგარიშ მიუწდომელის ლაშქრით სადაც დავდგები, მიწა დაიძვრის და შუბის წვერის სიმრავლით მზის შუქი დაიფარვის, ახლა შენის თემის დასაქცევლად და შენის ლაშქრის ამოსაწყვეტლად შენს ბაღდადზედ წამოველ და შენს თემში ვდგევარ, არც შენგან და არც შენის ლაშქრისაგან არცავინ გამოჩნდა და არცავინ წინ გარდაგიდგა, სადაც დიდროანი მთები და ხევები არის იქ დამალულან, ვერც თქვენი და ვერც თქვენის ლაშქრის ნიშანი ვერსად გვიპოვნია, ღვთითა ამ ცოტას ხანში ბაღდადიუჭირველად ავიღეთ. ჩუჱნ დავბრუნდით, ჩუჱნი ვეზირთ უფროსი სახელ განთქმული მუსტა ფაშა ვეზირი ბაღდადსდაგვიგდია და ჩუჱნ დიარბექისაკენ წავედით. თუ ღმერთი ჩუჱნ კერძოთ არის, გაზაფხულ ერანისადა ადრიბეჟანისდა ნახჩოვანის მაწა რომ დაჰფაროს იმდენის ლაშქრით ჩამოგიდგები, თუ შენ პაპის შენის გზას დაიჭერ და მოხვალ და ჩემს ღვთისაგან დამყარებულს ტახტს შემოეხვეწები, მოწყალისღვთის ბრძანებით ჩუჱნით შეცოდებას შენდობას მეც მოგცემ, და შენის ბედნიერის პაპის სულთან იბრეიმ ხანის გაგიკვეთ და დაგაჯერებ, თვარა და შენ იცი, რაც გლეხი ბეზამისქიმი კაცი იყოს და ცხენის ფეხმა გალახოს, ის ცოდვა შენი იყოს, დაემზადე აქეთ იქით ნუღარ იარები რაც მოწყალის ღვთის ბრძანება არის ის იქნების, აწე რაც პასუხი გქონდეს ჩუჱნს ღვთისაგან ამაღლებულს კარზე კაცი გამოგზავნე და ჩუჱნს ბედნიერს ავჟანდას შეატყობინე და ღვთის კაცს თავის სიკეთეს არ დაუკარგავს. -

7 ქართველთა მეფეთა მოკითხვის წიგნის ფორმა

▲back to top


7.1 მეფე ვახტანგთან კახ ბატონისაგან

▲back to top


მეფე ვახტანგთან კახ ბატონისაგან

ვითარცა ყოვლად ყოვლისავე პატიოსნობის მქონებელსა და სახე სახელოვნებისა და პატივ სახოვანისა სახისა გამკუთვნელსა და ზეშთა ზენარობით უზეშთაეს კაცთა ბუნებითთა მქცეველობათა, უზედაესსა და ქვენა ქვეყნიერთა, მიწა მიწიერთა ნერგ მცენარეთა და ხე მწვანელოვანთა მთა კაპან კლდოვანთა და ველებ მაღნართა. სიბრძნით დამპყრობელსა; ხოლო სხეულოვნების მქონებელთა პირებით წარმომთქმელო და სიბრძნის მქონეთა, ანუ თუ უტყვეთა ქვე დამხედველთა, მხეცებ ძლიერთა ანუ უძლურთა უნდოდ უმეცართა, ყოვლადვე მეცნიერებით დამმორჩილებელსა, ხოლო ცისა შორისთა მყოფთა ღვთისა მიერ ქმნილთა საკვირველებათა, და ძნიად მისაწთომთა საქმეთა, ვრცელად გამომეტყველსა და ძალსა მზისასა ბუნებასა მთოვარისასა და ქცეულებათა სხვათა მნათობთასა, თავსა შორის თჳსსა წინა დამსა რკებელსა განა თუ ქვეყანით ზენა აღსაწევნელთა ზომით ზომიერებასა, კნინღა ბრჭალითა თითთათა რავდენობა რიცხვით მეცნიერსა, ხოლო ზღვისა შორისთა და ფარულებათა საიდუმლოთა თჳს თჳსითა ცნობიერებითა, საცნაურ მქნელსა და მწყურნებისაც მისისა აღმწყველობითა პეშვთაცა რიცხვედსა, არა უმეცარსა სახოვნება საჴელის უმეტესსა და სახელ სახისა უმჯობნიეროსა, ჰსწავლა მეცნიერების უსაზღვროსა და მეცნიერება ჰსწავლის საზღვარ შეუგებელსა და რიტორებრივითა, მეტყველებითა ყოველთა ბრძენთა უხმოდ გამომაჩინებელსა, და პირველის მეფობის დამპყროელისა მამისა ჩუჱნის დავითის მსგავსად ღვთისა მიერ პოვნიერსა, და მის ებრად გულითადად მისსა ცხოვრებულსა, გარნა ქვეყანის ყოვლისა და მზისა ქვეშეთა ყოველთა ძლიერად მპყრობელისა, დიდისა ხელმწიფისაგან დიდებულებითა დიდითა და ხელმწიფობითა ამაღლებულსა, ჩუჱნთჳსცა მსგავსად ნათლითა თვალთა ჩუჱნთასა, ეგრეთვე სამხედველოსა გულთაცა ჩუჱნთათჳს გულითადად მოძმედ შემწე შემთჳსედ შეყვარებულსა, შემეგობრებულსა ძალად დიდად და უზეშთაეს დიდ იმედებად, სიმაგრე სიმტკიცედ მოსალოდებელსა და ჟამ ყოველ სამეტყველოდ სამუსაიბოდ საშველად და სასიხარულოდ, მისახედ სანატრელსა, ჩუჱნსა უხუცესსა ძმასა მეფეს ბატონს ყოვლითა წადიერებითა ნახვად მეძიებელი და შეყრად წადიერი და წამითი წამად თანა მზრახველობის მნებებელი მეფე იმამყულიხანი. მოვიკითხავ დღე კეთილობით მქცეველობასა თქვენსა და უვნებელობით უვნო უმიზეზობასა და დღე კეთილობით წარმატებასა თქვენსა. მრავალნი და აურაცხელნი მოკითხვა კეთილმყოფობის ნატრა შეყრის მუსაიბობის და სიტკბოთ თანა განზრახვის სურვილი და კეთილის ანბის გაგონების სიხარული მომიხსენებია, ღვთის მადლობა მიერთმოდენ ვინათგან თქვენი უვნებელობა და უვნო უმიზეზობა გვესმის, ვიცით ჩუჱნს შეუძლებლობას იკითხავთ, ისევე შუძლებლად ვართ, აწე ეს მოვახსენოთ. -

7.2 მეფისაგან მიწერილი კათალიკოზთან

▲back to top


მეფისაგან მიწერილი კათალიკოზთან

სანატრელს მამათმთავარს და ყოვლად სამღვდელოთა ნიჭთაგან უხვად მადლისა მომნიჭებელსა, ჩუჱნდა წმიდასა და უფალსა მეუფესა ჩემსა, მამასა მამათასა და მღვდელთ მთავარსა მღვდელთ მთავართასა, უფალსა და მეუფესა კათალიკოზს! მეფე ალექსანდრე მრავალსა მაგათისა წმიდისა და უმანკოს თავის შესაფერი სამსახურის ნატვრა, და სამეუფოსა მარჯუჱნეს ამბორი მოგვიხსენებია. მერეთ ვიცით ჩუჱნს ანბავს იკითხავთ, ამისთჳს რომე ქვეყნისა და ჩუჱნთჳს მაგათგან გული შეტკივება წესია. ღვთითა და ქვეყნის მადლით მშვიდობით ვართ, დიდის ერანისხელმწიფის რაყამი მოგვივიდა დიად ჩუჱნი უღირსი, ჩუჱნი სათხოველი ებრძანა შეგვატყობინეო. ერისთავი გააჴელით, თქვენის მადლით გვაქვს იმედი ცოტასხანად თქვენი სიწმიდის ხილვა გვეღირსოს, დაგვცლოდა ეგების ქრისტეანობისათჳს და ქვეყნისა და მაგათთჳს რამე გვემსახურებინა და შემოგვევლო, მაგრამ არ იქნა მტერმა არ დაგვაყენა, აწ ღვთითა და მაგათის ლოცვით ეგების მტრის გულისად არ გავხდეთ, გავიგონეთ მანდ ჩუჱნი საეპისკოპოზოები გაუციათ და რაგინდარს ყმაწვილებისათჳს მიუციათ, ამას ველით თქვენგან რომ ჩუჱნი თანა შემწე იყოთ და ჩუჱნი საქმე იურვოთ, მოგეხსენებათ თუ როგორი ეპისკოპოზები დახვდა იმერეთს, ჭყოინდელი გენათელი და ნიკორწმიდიდელი, თქვენიც უარშიონი და საყდრის მაოხრებელი, როგორ ვეცადე და საყდრიდამ გარდავყარე, და თქვენგან ნაკურთხი ეპისკოპოზები განკრძალული მღვდელთ მთავრები დავსხი, ანლა უმსჯავროდ გარდმოგვყარეს მე და ეს ჩემი ეპისკოპოზები, თუ თქვენი ნება არ იყოს ჩუჱნი გარდავარდნა და ან ჩუჱნს რასმე ირწმუნებდეთ და სამიდღეშიოთ ჴელი არ აგეღოსთ ჩემზედ, ამ ქუთათლის და გენათლის სახელოს საყდრებზე ეპისკოპოსებს ნუ აკურთხებთ, ეგ ბეჟან ბერი თქვენმა მადლმა ჰსწორე და მტკიცე ფრანგია, აქ ვახტანგის ყაფლანის-შვილისათჳს მოუწერია სამოცი სული კაცი და ქალი გამიფრანგებია ჰრომისეკლესიისათჳს შემიძენიაო, იმ წიგნსაც გაახლებთ, ჩემ სასაფლაოზედ რომ ფრანგი და გარყვნილი ყმაწვილი ვინმე აკურთხოთ, არც ღვთის ეკლესიას უჯობს და ჩუჱნც დაგეკარგებით, ვიცი სიბერის სიღარიბე გახლავსთ და მოგართმევენ, მაგრამ უწესურს კურთხევას ამისთჳს ნუ მიიღებთ, რომელიც შეგვიძლიან ჩუჱნ გამსახურებთ და ნუგეშსა გცემთ, დიამც მტერმა გვიმტერა, თვარემ მაგათგან მტერობას და ეპისკოპოსების კურთხევას არ ველით.-

7.3 მეფისაგან მიწერილი ეპისკოპოსთან

▲back to top


მეფისაგან მიწერილი ეპისკოპოსთან

მეთჳსტომე დავითისა და დავითის ძისაგან კეთილად შეწყალებული, სკიპტრა პორფირობის სახელ დადებული, მეფე ცათა მეუფისა ალექსანდრე, მოსავი სამებისა საკუთარი ღვთის-მშობლისა, ზაკვით აღსავსე და ურჩი ბრძანებისა სახარებისა, ცოდვათა მიერ დაბნელებული, მსწვეთ შებღალული, მეფობის მწყემსობის არა ღირსი და წიაღად მგელი, მტაცებელი, მოგულე, არა კეთილის მოყვარე, ოი ვითარ და რაბამისა განშორებისა მოშიში, თქვენის მკურნალის სულის სალთანათი სალმუნსა და ემპლატროსა ღვთის-მშობლისასა, სავსებით გიხაროდენსა მოგიძღვანებ და ვითხოვ სულთა და ხორცთა კურნებასა, ნეტარო და ახალ ღვაწლად მიწურვილო, სტეფანესთან მოსაყდრე ტიმოთე, ყოვლად განშვენებულო, ებისტოლე თქვენც მიერი ვიხილე და ქარტისა გრაგნილისაგან მივითვალეთ კეთილ სახიერება თქვენი.-

7.4 თამარ დედოფლისაგან მიწერილი მეფე ალექსანდრესთან

▲back to top


თამარ დედოფლისაგან მიწერილი მეფე ალექსანდრესთან.

ალექსანდრეს!

მაგათის საზეშთაო სააღმატოდ საქებელის და სამეუფო ჯეროვნად ნამკთა, ნაშვთა, მათ ძირ რტოთა, ეგრეთ წარმოდ პირველ ნაბრძნთა, უცთომ ნამცთა, ყოვლითურთვე, და მმორთველის სიმხნე, სიმთნე, უგანმწვალოდ ერთი, ერთის არ განმკიდედ მაერთელის სასწორ ზომით უმიმოოდ ქონებ პყრობით, არ დამხედის წინა მეტყვთაებრ ჰსწავლა მრავლად აღხარისხედ უბხმრად, მავლად არ ოდესმე მაშთენელის, გარდასულ და გულვებადთა, მერმე მომვლთა ვით აწ მყისსა მხედ გონებით, არა განქმნით მეცნიერის, ჩუჱნთჳს, ვითა სახამსობს ეგრე სატრფოდ საწრფოდ აგონებლის, მეფეთ უბრწყინთ სამშობოთა ჩემთა მადლის კიდეგნობის მშორვთ, გულთა ერთის განდა მოხსენების ნუგეშებათ მათმენელის, სამარადისოდ ხილვის წადიერი და განუშორებლობის მსურველი მაგათი, და დედოფალი თამარი, მოვახსენებ ჩუჱნს სანიადაგონ სიყვარულისა სისავსის გულითა და გონებისა მიუცილებელისა თვალითა სახედველს, ჩუჱნს მრავალს სასიქადულოს ძმას ბატონს მეფეს! მრავალს მშვიდობით სუფევის ნეტარებასა და და-ძმურის შესამსგავსის განცდა განხილვის წადილსა; მერმე წიგნი გონებათ და რაც გებძანათ შევიტყვევით, თქვენც მოგეხსენებათ თქვენდა ეს სახლი, ნიადაგ ერთმანეთისანი ყოფილხართ, და ესენი თქვენზე გარჯილნი არიან და თქვენ ამათზედა და ერთი ერთის შემწენი ბრძანებულხართ, მეც რომ ამ სახლში არ ვყოფილიყავ, ამათგან თქვენზე გარჯა და მოხმარება დაუშურველი იქნებოდა, და ნამეტნავად ახლა რასაკვრელია, რომ თქვენზე გავისარჯნეთ და თქვენს შეწევნას ვეცადნეთ. რატომ ასე ჰქენით რომ ან თქვენ, არ გვნახეთ და ან შვილი არ გამოგვიგზავნეთ, მაგაზე დაჯერებული ბძანდებოდეთ, რომელიც ჩუჱნგან თქვენზე გარჯა მართებულია, თქვენთჳს დაუზოგველი იქნება. სხვა თქვენს ამბავს ნუ დაგვაკლებთ. - დედოფლისაგან მიწერილი ვეზირთან. მაგათის, ყოველთა ხელმწიფეთა უდიდებულესად, ხმა აღმატებით სახელ განთქმელად ქებულის, და ღვთისაგან კეთილის ცხოვრებით დამყარებულის, ბედნიერის თავის ქება დიდებით, მხსენებელი, ერეკლე მეფის ქალი ელისაბედ, მოვახსენებ ჩუჱნთჳს და ჩუჱნის ობლებისათჳს წყალობით ჴელის აღმპყრობელს, ბედნიერს ვეზირს! მრავალი მაგათის ზეაღმატებულისა და მაღლის ხელმწიფისაგან მაგათის საკადრისად განმდიდრებულის თავის სამსახურის ნატრა, და ღვთის ხვეწნით დღეგრძელობის ლოცვა მოგვიხსენებია. ახლა ამას მოვახსენებთ, ჩუჱნს მოწყალეს, ღმერთმან დაგიმადლოსთ ცათა ჰსწორს ხელმწიფესთან, თქვენ არზა მიგვიწერეთ და თქვენის წყალობით ორი სოფელი გვიშოვნეთ, თქვენც მოგეხსენებათ, რომ დავთარდარი ჩუჱნი მტერი იყო, სურამი სამი უბანი არის, დავთარდარმა და მამულ აფენდიმ სამს უბანს თჳთო სოფლების სახელები დაარქვეს და სამს სოფლად გახადეს და რეი აფენდის აშოვნინეს, ახლა რეი აფენდიც და იმისი შვილიც თქვენის ჭირის სანაცლო შექმნილან, ამას მოველით თქვენის მოწყალებისაგან, რომ, ამას წინათაც ორჯელ მოგახსენეთ და წყალობის იმედი ებძანებინათ, ბედნიერს ხელმწიფეს ამას ვეხვეწებით რომ ჩუჱნი...