ცისკარი №3 (1857)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 პოეზია

▲back to top


1.1 * * * (ვამკოთ ბახუსი)

▲back to top


* * * (ვამკოთ ბახუსი)

ვამკოთ ბახუსი და მისი ძალი,
თან თვით ღვინოში ვიქმენთ დამრჩვალი,
სიბრძნე, სიმდიდრე, სულ შეგვიძინავს,
რადგანც თავშია ღვინო გვიბრწყინავს...

ივ. კერესელიძე.

1.2 სიყრმით უბედური

▲back to top


სიყრმით უბედური

უმაღლეს მთასა ორბი კლდეზედ ჰსჯდა,
ხეობას და ზღვას გადამჭვრეტელი,
და აქ მიდამოს დაჰნადირობდა,
მალშავარდენი მიმოიფრენილი.
ამ ზღვის პირს ხეს ქუჱშ მოვიდა, დაჰსჯდა
ვიღაც თეთრის თმით დახავსებული
და ამას მწარის ხმითა უბნობდა,
სახით გამხდარი გაყვითლებული:
„იქ განჰსჯის და ჰსჯის სოფლის ცვლილებას,
რომლისაც შორს ჰსჭვრეტთ მიუწთომლებას;
რომელიც ჩვენს ფიქრს თავისში ინთქავს,
უღრმეს უღრმესსა, ცისა ჯურღმულში!
იქ განუწილავს მას ერთს ბუნებას,
სადაც სამართლობს და განჰსჯის ზეცას,
უფსკრულს თავს მჯდომსა, მოღერებულსა;
მოდიდურგულსა, გამდიდრებულსა.
მას ფარულებას და მას ღვთაებას;
მას მსაჯულებას და მას უფლებას.
ჰგავს, რომ ჩემს ბედსა წილში რგებია,
უბედურება ასე მხლებია!“
შენ, თავო ჩემო! რა არ გარდაგხდა,
ყოველი ვაი ამა სოფლადა!
ესე სოფელი თვითონც წუთია,
მასაც მწარედ ვჰკლავ ჩქარსა მიფრენას.“
„ეს მზე უებრო, ეს ცა განბრძნული;
ეს ზღვა ამაყი და დიდებული;
ეს მზე ზოდიაქ მიმჩანს არადა,
ფუჭებრივ სოროდ გამოთხრილადა,“
„სად მთვარე სრული, გამობადრული;
სადა ვარსკვლავნი გამოკეკლულნი
სადა ჰაერი გადმოარეი;
სადა ნიავი მონაზებული;
სადა სოფელი და მის ნათელი;
სად ქვეყანანი და ცხოვრებანი?
ესენი ჩემთვის მკვდარია სრულად,
ვარ ასე საწყლად მე მოსპობილად.“
„ესე ბუნება მიემსგავსება,
ვით მშუჱნიერს ქალს მდიდრ მორთულება.
ხედავთ ეს ჩემთჳს ჰგავს კუბოში მკვდარს,
ამძოვრებულსა და დარღვეულსა,
როს ღრუბელს გრგვინვა ეთახთახება,
და ელვა შორის დაეძვალება,
და ამ დროს ოდეს როს გამოსქდება,
გასატვინარი მეხი ჭექება,
აქ მე მიხარის ეგება მამწყლას,
რომ ამთენს ჩემსას მოვრჩე ვაებას;
მაგრამ ჯერ ღმერთსა არა უთქვავს ზეცით,
ჩემი სიკვდილი დაშხამულ სოფლით.“
„როს მღერა მესმის სიმხიარულის,
როსა გალობა დღესასწაულის,
ოდეს ჩანგთა ხმა დამატკბობელი,
ოდეს მუზიკის ხმა სანატრელი,
ან ჩემთ ყურთ სმენას გარსა ევლება,
რაღაც საამო გულს მოთხრილობა.
„როს ბულბული ჰსტუჱნს გაგიჟებული,
გაზაფხულთ ყვავილთ მოარშიყული;
როს ნაზნი ჩიტნი ნაზათ მთხრობლობენ,
ფურჩქუნილს ბუნებას მიმოფრინობენ,
აქ ჩემი გრძნობა სრულად ირყევა,
შეძრწოლებითა, გაშფოთებითა.“
„სასმელს საჭმელსა ვგემებ ოხვრითა,
რომლისაგანაც ვცხოვრებ მისითა;
რომელიც ჩემთჳს არის სამსალად,
სისხლის შემწველად, მოსათუთქარად.“
ჩემი ნუგეში არს მწუხარება,
ამითი სული სინაღვლით სტკბება,
ვცურავ ამაში ვით ოკეანში,
ხან მღელვარეში და ხან მყუდროში.“
„შენ, თავო ჩემო, უდედ უმამო!
ვინ ვარ, ვისა ვჭრეტ მე უმშობელო,
აღარც ეს ვიცი, ვარ სადაური
მიწის, წყალთაგან, თუ ჰაერული.“
მოდით ჩემს გარე თქუჱნ, კაცნო, ჩემთან,
დღე ყოველ მწარეთ დაბერებულთან;
გატიალებულ, გაოხრებულთან,
დასნეულებულ და დავრდომილთან;
მოდით საწყალთან, ძვლებზედ დამჭკნართან,
და ჩამოლეულ ვით ჩამომდნართან:
მნახეთ თქუჱნ, კაცნო, რა ძნელადა ვარ
ბედკრული კაცი, მეტად ყრმობითგან.“
„ვაიმე თავო, კაცთ შეუწყალო,
არც შენსა ბედსა სულ არ ვინ ჰგრძნობენ,
არც რამ მცირედით განუგეშებენ:
გესმის? რა გითხრათ თქუჱნ კაცნო, კაცნო?
კაცნო უგრძნობნო და უწყალონო!...
იქნება, ღმერთო, ზეცისა კარი
მანდაც დამიხშა უკვდავი, მტკბარი,
იქნება ვიყო მანდედგანაცა,
გამოკლებული, გამოგდებული.“
„შენ მუზო მგრძნობო! მოდი შენ მაინც
ჩემსა საფლავზედ სავალალოზედ,
და გთხოვ ვედრებით მხოლოდ ესა ჰსთქვი;
ჩვილი გულითა და კეთილითა
ვაი საწყალო, სიმწარით მკვდარო,
აი მე მუზი შენს საფლავს ვცრემლობ....
მაშინვე გრძნობენ ჩემი ეს ძვლები,
სიხარულითა და მადლობითა...

1.3 დროება საუკუნოებისადმი

▲back to top


დროება საუკუნოებისადმი.

ჰსდგა ხე მაღალი წყლისა პირს აღყვავებულ ისრტოებით,
ქარიშხალს მისით მოესპო ერთი რტო ჟამთადროებით.
რტო წყალსა ეგდო მიჰქონდა, ზღვას ჩასართავსა მხნეობით;
ვითა ობოლი, საწყალი, მისდევსა ობოლს ზნეობით.

მას ჰრქვეს:– საბრალოვ! სად მისდევ შენ წყალსა დასაღუპველად?...
წყალი ზღვას ზღვისა უბსკრულთა მიგცემს მყის დასაღუპველად;
ვით ძალ–გიძს უდგრო ღელვათა, სადამე დასამყარებლად.
ვინ იცის? – ქვიშას გაერთვი, ანსად დაინთქვი. სავნებლად

რტომ მოკლედ უგო პასუხი:– არღა მაქვს ჩემად გულია,
რა ქარიშხალმან მშობელს ხეს მომსპო... არ შემრჩა სულია.
ვარ უცხო ვინმე ობოლი, გამხმარი, განწირულია.
დეე – მატაროს ამ წყალმან, ვიდრე აქვს დასასრულია.

თ. ალ. ჩიქოვანი

2 პროზა

▲back to top


2.1 ცოლის სიყუარული

▲back to top


ცოლის სიყუარული

ვეზუკიის ფერდობზედ აღმაღლდებოდა რა მშუჱნიერი შენობა, მდგომარე საშვალ ბიღისა, რომელსა სხვა და სხვა ხილნარები და ბზის შტოები რიგზედ ჩამწკრივებულნი ჰფარავდნენ სარბენსა და ფანჯარებსა ამა სახლისასა. ნეაპოლის ჩვეულებისამებრ, სახლი ესე იყო დაკეტილი და ჰგავდა უკაცურსა; გარნა საღამოს ჟამსა, როდესაც ზღვიდან წამოსული ნიავი განჰფენდა გარემოს სიგრილესა, ფანჯრები წყნარად განიღებოდნენ და მის მახლობელ განმვლელნი ხედავდნენ მდიდრად მორთულთა ოთახთა, სადაც დასეირნობდნენ ხელი–ხელს მიცემულნი და სიყვარულით მოუბარნი მშუჱნიერნი ყმაწვილი კაცი და უებრო ქალი. – ესენი იყვნენ მფლობელნი ამა გონების მიმტაცებულის სადგურისა – გრაფი ოდოარდო და მისი მეუღლე მისი გრაფინა ლია.

თუმცა ამ ყმაწვილთ კაცსა და ქალსა დიდი ხანი იყო, რაც უყვარდათ ერთმანეთი, გარნა ჯერ არ განევლო ექვსსა თვესა, რაც რომ იყვნენ შეერთებულნი ქორწინების კავშირითა. – იმ დღეს, როდესაც ისინი ემზადებოდნენ წარდგენად წინაშე ტაძრის წარმოსათქმელად ფიცისა ერთმანეთის საუკუნო ერთგულებისათვის, გრაფმან ოდოარდო ბრძანებისა გამო იძულებულმან დაუტევა და გაჰყვა მეფეს ფერდინანდსა სიცილიაში, სადაც დაჰყო მან რვა თვემდე პალერმოში დედოფლის გვამის მცველად. შემდეგ, როდესაც კარდინალმა რუფმა დააპირა ლაშქრით წამოსვლა ნეაპოლზედ, ოდოარდომ ჰსთხოვა ნება დედოფალსა თან წამოყოლისა და მანაც აღუსრულა.

რა შემოვიდნენ ამ სატახტოს ქალაქში, გრაფმა ნახა იქ თავისი ლია, უწინდელივით ერთგული და მოყვარული, და რადგანაც აღარა აბრკოლებდარა საქორწინოდ, დაიწერა იმაზე ჯვარი; შემდგომ განშორდნენ ორნივე სისხლიერსა სახილველსა, რომელითაც ყოველ დღე სამსე იყო ნეაპოლი, და აღმოაჩინეს საცხოვრებლად ზემო აღწერილი კუთხე, თითქმის მზგავსი სამოთხისა. აქ ჰსცხოვრებდნენ ისინი ექვსს თქვემდე, და გრაფი რაცხავდა თავის თავსა უბედნიერეს კაცად; გარნა ანაზდეულად ერთმა შემთხვეულებამ შეარყია ბედნიერება იმათი.

ამ გრაფსა ჰყვანდა ერთი და, სახელად თერეზა, მშუჱნიერი და უმანკო ყმაწვილი, რომელიცა ჰყვაოდა მზგავსად ზამბახისა, ჩრდილოსა შინა მონასტრისასა.– ჩვეულებისამებრ ნეაპოლისი დიდ გვართა, ბედნიერება ამ ქალისა იყო შეწირული საბედნიეროდ ძმისა– უწინარეს, ვიდრე საწყალი თერეზა გაიცნობდა ქვეყანასა და მის კმაყოფილებათა, მონასტრის ფარდა ჩამოეფარა მის და ქვეყნისა შორის.

როდესაც მამა მისი გარდაიცვალა და ძმა მისი ოდოარდო, რომელსაც გაგიჟებით უყვარდა იგი, შეიქმნა თავის უფლად მფლობელი სრულიადის გვარის სიმდიდრისა, იმ დროს განვლილ იყო სამი წელი, რაც თერეზას წარმოეთქვა აღთქმა მონოზნობისა.

პირველს ნახვაზედვე დისა, შემდეგ სიკვდილისა მამისა, ოდოარდომ უთხრა თერეზას, რომელ იგი ეცდება გამოსთხოვოს პაპასა დარღვევა აღთქმისა, რომელიც დაედვა მას იმ წლოვნებაში, როდესაც არ იცოდა მან სიმძიმე შეწირულისა აღთქმისა და არც ესმოდა მას ძალი წარმოთქმულისა ფიცისა; გარნა დამ დაუმადლა მას და არწმუნა, რომელ იგი ბედნიერი არის ამ მდგომარეობაშიაცა და რომელ იგი შეეჩვივა მძიმეს მონასტრის ცხოვრებასა.

ოდოარდომ, რომლისათვისაც ცნობილი იყო გრძნობა სიყვარულისა, იცოდა ვითარს ცვლილებასა ნერგამს ეს ძლიერი ცეცხლი სიცოცხლესა შინა კაცისასა. იგი გამოესალმა დასა, მთხოვნელი ღვთისა, რომ დამან მისმან არ ინანოს ოდესმე მიღებულსა განზრახულებასა ზედა თვისსა.

განვლო რამდენმანმე თვემ. ამ ჟამად მოხდა ზემო აღწერილი ამბავი. გრაფი ოდოარდო წავიდა, როგორც ვსთქვით უკვე სიცილიაში და დაუტევა მან ჭაბუკა მონოზანი მონასტერში.

როდესაც ფრანცუზნი შევიდნენ ნეაპოლში, ნაპოლეონმა გამოჰსცა ბრძანება მონასტრების დაუქმებისა და მონოზნობის დარღვევისა. ამის მიზეზით თერეზაც მოვიდა თავის მამის დასთან, მარკიზა ლიველოსთან, რომელმაც მიიღო იგი, ვითარცა საკუთარი ასული თვისი; გარნა სახლი მარკიზასი არ იყო იმ გვარი სახლი, სადაც ჭაბუკა ბონოზანს შეჰსძლებოდა ეპოვნა სიმშვიდე და მყუდროება.– შთამომავლობა, სიმდიდრე და წარჩინებულება ქვეყანაში აძლევდენ მარკიზას ნებასა, რათა სახლი ჰსჭეროდა მას გახსნილი ყოველთა კეთილ შობილთა გვამთათვის, მეტადრე ახალ მმართებლობისა მოხელეთათვის.

ოფიცრებთა შორის, რომელნიც იარებოდნენ მარკიზას სახლში, იყო ერთი ყმაწვილი კაცი, პოლკოვნიკი ოც და ოთხის წლისა, არც გამოჩენილის ვარისა, არც მდიდარი; მხოლოდ თავის ვაჟკაცობით მიწევნილ იყო იგი ამ ხარისხადმდე. რა იხილა მან თერეზა, მაშინვე ჰსცნა მან სიყვარულის ძალაი, რა თერეზამაც იხილა იგი, მაშინვე იგრძნო, რომელ მონასტრის მყუდროების გარდა, სხვა ბედნიერებაც არის სიცოცხლეში.

ყმაწვილთა კაცმა და ქალმა შეიყვარეს ურთი ერთი, ერთმა სრულიადის აღგზნებულის გამოხატულებით ფრაცუზისა; მეორემ სრულიადის გულის ალითა იტალიანკისა.

სამი თვე განჰფრინდა იმათთვის, ვითარცა ერთი წამი. მეყვსეულად გამოცემულმა ბრძანებამ გამოიყვანა ფრანცუზის ლაშქარიიტალიიდგან,– განაღვიძა მიჯნურნი ტკბილის ძილისაგან. უკვე გვიან იყო განშორება. ესრეთ ღრმად შთაეგდო სიყვარულსა გულთა შინა მათთა ფესვნი, რომელ ფიქრი განშორებაზედ შეუძლებელი იყო. განშორება და სიკვდილი მათთვის ერთი იყო; ხოლო ეს მიჯნურნი ესრეთ ბედნიერნი იყვნენ, რომელ იგინი ჯერ არ ეშურებოდნენ ქვეყნიდგან განშორებასა.

პოლკოვნიკმა წინა დაუდვა თერეზას ქორწინება. თერეზაც ეთანხმა. დააწყეს ესრედ, რომელ ფრანცუზთა ლაშქრისიტალიიდგან გამოსვლის წინა ღამეს თერეზა გამოსულ იყო თავის მამის დის სახლიდგან და თავის საყვარლით წასულ იყო დანიშნულს საყდარში. იფიქრეს რა ესე, აღასრულეს კიდეცა გარნა ერთმა წინათ უფიქრველმა გარემოებამ დაარღვია აზრი მიჯნურთა. იგინი წარსდგნენ წინაშე მოძღვრისა, რომელმაც გამოუცხადა, რომელ იგი მზათ არის შეაერთოს იგინი აღსარების შემდეგ. რადგანაც ეს ჩვეულება ძველთავე იყო დაწესებული, ამისთვის მათ უარი აღარა ჰყვეს. პოლკოვნიკმა მოიდრიკა მუხლი ერთის მხრით სააღსარებოსა, ქალმაც მეორეს მხრითა.– როდესაც თერეზამ გამოუცხადა მოძღვარსა, რომელ იგი პირველად მონაზონი იყო და დაუტევამან მონასტერი ნაპოლეონისაგან გამოცემულის ბრძანებით, რომლითაც უქმდებოდნენ მონასტერნი, მოძღვარი წარმოსდგა, მძვინვარება გამოუცხადა, რომელ განთავისუფლებული ფიცისაგან კაცის ბრძანებითა, ის ქალი არ არის განთავისუფლებული ფიცისაგან წინაშე ღვთისა; ამისათვის მან უარ ჰყო მათი გვირგვინის კურთხევა. პოლკოვნიკმა ხელით გამოიტანა ტაძრიდგან თერეზა გრძნობა მიხდილი. რა გონს მოაგო, პოლკოვნიკი არწმუნებდა მას, რომელ იგინი ადვილად ჰპოვებენ ფრანციაში კეთილს მოძღვარსა, რომელიც დაუბრკოლებლივ შეაერთებს მათ ქორწინების კავშირით.

თერეზას უყვარდა და ამისთვის ერწმუნებოდა. იგი ეთანხმა გაჰყოლოდა საყვარელსა თვისსა. მეორეს დღეს მარკიზას მიართვეს წერილი, რომელიც უცხადებდა მას ძმის წულის გაპარვას. ამ ცნობამ დიდად შეაწუხა და დააღონა მარკიზა, არა ეგოდენ ამისთვის, რომ მას უყვარდა თერეზა, არამედ უმეტეს ამიტომ, რომელ იგი შეიქნება საგანად ნათესავთ ყვედრებისა და ხალხში შერცხვენისა გაუფრთხილებლობისა და ყურ უგდებლობისა გამო თვისისა. ამისათვის მარკიზამ მოიგონა ეს ოსტატობა: მან გამოაცხადა რომელ რაოდენიმე დროის აქეთ, ძმის წული მისი თერეზა ავადმყოფობამ დაიგდო, და რა მიაწერა მიზეზი ამისინეაპოლის ჰავასა, მას აქვს განზრახვა წავიდეს თერეზათი თავის სოფელში. იმ საღამოზედვე მარკიზა გავიდა ქალაქიდგან ჩამოფარებულის ეკიპაჟით ვითომ თერეზათი, და მეორე დღეს მივიდა თავის სოფლის ციხეში.

ეს ციხე იყო ბნელი, განმარტოებული შენობა და სრულიად შესაფერი აღსასრულებლად მარკიზასპლანისა. ერთის თვის შემდეგ გამოვიდა ხმა, რომელ თერეზა გარდაიცვალა სიჭლერქით. ვის შეუვიდოდა ეჭვი ამ ამბის სიმართლეზედ? ყოველთა იცოდნენ, რომელ მარკიზას გაგიჟებით უყვარდა იგი და საქვეყნოთაც აცხადებდა მას თავის მემკვიდრედ; გარდა ამისა, მარკიზამ გაბედა სიკვდილის ხმის დაგდება თერეზასი ამიტომ უფრო, რომელ თერეზა თავის დადებულს წიგნში უცხადებდა მას, რომელ იგინი ვეღარა ნახვენ ერთმანეთსა. გრაფი ოდოარდო რომელმანც სიცილიაში ჰსცნა რა დის სიკვდილი, შეიქმნა დიდი მწუხარე; გარნა ლიას სიყვარულმა ცოტა ცოტად დაავიწყა მას იგი.

ეს ყმაწვილნი მეუღლენი, მცხოვრებნი ვეზუვიის მთის ფერდობში, ნეაპოლზედ განშორებით, თითქმის არავის არ მიიღებდნენ: ბედნიერება ეძებს განშორებასა და უყვარს მას მყუდროება, მაგრამ არა მიმხედი ამისა, პირველს დღეებში მათის ჯვარის წერისა, ერთმა დობილმა გაუკეთა ლიას ვიზიტი, და რა ნახა, რომ მარტო იყო, მიულოცა მას გამარჯვება თავის წინააღმდეგზედ და დამარცხება მისი, ლიამ ვერ გაიგო ჰაზრი ამა სიტყვათა და ჰკითხა გაყვითლებულმა თავის დობილს, რომელს წინააღმდეგზედ ეუბნება იგი.– მაშინ მასიამოვნებელმა დობილმა უამბო მას, რომელ პალერმოში, დედოფლის სასახლეში, ოდოარდოს გაუმიჯნურდა ერთი მშუჱნიერი ქალი, დედოფლის საყვარელი, რომელზედაცა უკვე აღარა ჰქონდათ ეჭვი ჯვარის წერისა; გარნა იმუშავა ლიას ბედმა: ოდოარდომ დაჰსწყვიტაჯაჭვნი მონობისა და კვალად დაუბრუნდა იგი ადრინდელზედ აღგზნებული ლიასვე, ვითარცა პირველს საგანსა თვისის სიყვარელისასა.

ლია უანბობდა ამ ლაპარაკსა ღიმილით ბაგეზედ, გარნა სიკვდილით გულში. შემდეგ მასიამოვნებელი დობილი გამოესალმა ლიას და დაუტევა გული მისი განგლეჯილი ეჭვის ტანჯვით. რა დობილი მოეფარა კარებსა, ლიამ იწყო ტირილი. თითქმის მაშინვე განეღო გვერდზედ კარი და შემოვიდა გრაფი. ლია ცდილობდა დაეფარა ღიმილით ცრემლი თვისის მეუღლისათვის; გარნა რა წამოჰსთქვა მან რაოდენიმე სიტყვა, მწუხარებამ დაჰსძლია იგი, მაშინვე შეეკრა გულში და ნაცვლად ნარნართა სიტყვათა, რომელთაც იგი ცდილობდა გამოეთქვა, ლიამ კვალად ამოუშვა ტირილი.

ამ მოულოდინებელად ღრმამ მწუხარებამ მოჰსწყლა გრაფი. იგი ესწრაფებოდა მიზეზის ცნობას. გული ლიასი ესრეთ სავსე იყო მწუხარებითა, რომელ მან ვერ შეიძლო დიდ ხანს დაფარვა საიდუმლოსი. მან აღიარა გამწარებულის სახით წინაშე ქმრისა ყოველი, რითაც ამღვრეულ იყო გული მისი.

ოდოარდომ გაიცინა. იყო რამდენიმე მართალი იმაში, რაც ეთქვა ლიასათვის დობილსა მისსა. მშუჱნიერს ლიონას მართლად გამოერჩია მრავალთა მის გარშემორტყმულთაგან გრაფი ოდოარდო, მაგრამ მას ცივად მიეღო ტურფას ალერსი, ჩქარაც წარმოუდგა იმის შემდეგ გრაფსა შემთხვევა სიცილიის დატევებისა, და დამტკიცებისა თვისის სიყვარულისა ლიასადმი. ყოველი ესე უამბო ქმარმა ლიას და ჭეშმარიტების ხმითა. დამშვიდებულმა ამითი, ლიამ იწყო დავიწყება ამ შემთხვეულებისა, ვითარცა ჩვეულებრივ დედაკაცნი ივიწყებენ იჭვნეულებასა ქმრის ორგულებაზედ, ესე იგი, ლია ჰფიქრობდა მასზედ მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო იქმნებოდა.

ერთს დილით, როდესაც ოდოარდო წავიდა სანადიროდ, ლია შევიდა მის კაბინეთში და ნახა მის სტოლზედ რამდენიმე წერილნი, რომელნიც ბიჭს მოეტანა ქალაქიდგან. რა გარდაავლო მათ თვალი ლიამ შეამცნია, რომ ერთ იმ წერილთაგან ზედ იყო ზევიდგან წარწერილი დედაკაცის ხელით. იგი შეთრთოლდა, თუმცა ვერ გაბედა მან ამ წერილის გახსნა, გარნა ვერ ჰსძალა სურვილი თვისი შეეტყო თუ ვითარის გრძნობის წაიკითხამს მას გრაფი. რა ლიას მოესმა ფეხის ხმა, იგი შევარდა მეორეს ოთახში, საიდგანაც შეეძლო მას ნახვა ყომლისა, და დაუწყო მან ლოდინი მტანჯველს მწუხარებით და თრთოლვით მოუთმენლობისაგან.

გრაფი შევიდა კაბინეტში, იქიდგანაც ცოლის ოთახში. რა მუნ ვერავინ ჰპოვა, მან უხმო ლიასა, ლიამ ხმა არ გაჰსცა, ოდოარდო დაბრუნდა თავისვე კაბინეთში, მიაყუდა მან თოფი კუთხეში, მიაგდო საპირისწამლე დივანზედ, შემდეგ მიახლოვდა სტოლსა სადაც ეწყო წიგნები, დახედა მათ უზრუნველად და რა ნახა მათ შორის წვრილად ნაწერი წერილი რომელმაც ესრეთს უზრუნველობას მიჰსცა გრაფინა, უნებურად შეჰყვირა მან, და რა მიჰყარა გვერდზედ დანაშთენები, საჩქაროდ წაავლო ხელი, როგორც ჰსჩანდა, ძვირფასსა წერილსა ერთმა დახედვამ ამ წერილზედ მოიყვანა გრაფი ესრეთს აღრეულობაში, რომელ იგი იძულებულ იყო სტოლზედ დაბჯენილ იყო, რათა არ წაქცეულ იყო. იგი იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში რამდენსამე წამსა და არ აშორებდა თვალსა იმ წერილსა, თითქოს არ ერწმუნებოდა თავის თვალთა. დასასრულ მთრთოლვარის ხელით მან გატეხა ბეჭედი, საჩქაროდ იპოვა ვისგანა იყო მიწერილი, შემჭმელის თვალებით ჩაირბინა წერილი და აღავსებდა მას კოცნითა. შემდეგ დაჰყო რამდენიმე წამი ფიქრში; დასასრულ მეორეთ გარდიკითხა მან ეს წიგნი, გულს მოდგინებით დაჰკეცა იგი, თვალი გარდაავლო ოთახსა, თითქოს ამისთვის, რომ უნდოდა ენახა, ხომ არავინ არ უყურებს, და რა დარწმუნდა, რომ მარტო არის, ჩაიგდო წიგნი უბეში. ეს იყო თერეზას წიგნი. რა იხილა ხელნაწერი მისი, რომელსაც ყოველნი რაცხდნენ მკვდრად, ოდოარდო შეთრთოლდა განცვიფრებისაგან მას ეგონა, რომელ იგი იმყოფებოდა ძალსა ქვეშე ვითარისამე გრძნეულებისა. მან გახსნა წიგნი აღშფოთებით და იდუმალის შიშითა: მაშინ ყოველივე გამოცხადდა მისთვის. ახალ–გაზდა პოლკოვნიკი მოეკლათ ბრძოლაში და თერეზა დაშთენილ იყო მარტო სხვა ქვეყნის მხარეს. თუ რომ იგი ყოფილიყო კანონიერი ცოლი პოლკოვნიკისა, მას არ შერცხვენოდა მოსვლა ფრანციაში, და ამისთვის თერეზას აქვნდა ნება გლოვისა მხოლოდ თავის საყვარელზედ. მაშინ მას მოაგონდა ძმა, რომელსაც იგი უყვარდა; მხოლოდ მისთვის შეეძლო თერეზას მიენდო უსიხარულო მდგომარეობა თვისი. იგი ეხვეწებოდა წერილში ძმასა დაიმარხოს საიდუმლო, ვინაიდგან ჰსურდა მას დაშთენილ იყო ქვეყნისათვის მკვდრად, აცნობებდა, რომელ წიგნს შემდეგ თვითონაც მოვა ნეაპოლში, და ჰსთხოვა ძმასა დაუგდოს ფოჩტაში ადრესი, სად უნდა ჩამომხდარ იყო იგი. უფრო მეტის გასაფრთხილებლად თერეზა ჰსთხოვდა ძმასა, რათა წიგნი მისი ყოფილიყო უსახელო, ზედწარწერილობით ვისიმე უფალას სახელზედ. წიგნის ბოლოში თერეზა კვალად ეხვეწებოდა ძმასა დაიცვას ყოველივე ესე ღრმასა საიდუმლოდ და ნუ გამოუცხადებს დროებამდე თვით ლიასაც, რათა არ შეეძულებინა მას იგი უნახავადვე. ოდოარდო მიეშვა კრესლაზედ, დატვირთული მომატებულის განცჳფრებითა და სიხარულითა.

ნუ ავჰსწერთ ლიას მწუხარებას ამ ნახევარ საათში. ოცჯერ მეტად მოინდომა მან შესვლა გრაფის კაბინეტში, წარჰსდგომოდა მას წინაშე, ვითარცა მომამტყუვებელი მოჩვენება, და ეკითხა მისთვის, ნუ თუ ესრედ აღასრულებს იგი ფიცსა ერთგულებაში, რომელიც წარმოსთქვა მან ტაძრის წინაშე მაგრამ ყოველთვის იჭერდა მას სურვილი–დაეცალა ძირადმდე ფიალა მწუხარებისა, და იგი დაჰშთა თავის ალაგს დადუმებული, გაქვავებული, ვითარცა მყოფი მწარეს სიზმარში. – მას დროსა შორის ლიას თავში განიელვა ფიქრმა: თუ მოასწრობს მას ამ მდგომარეობაში გრაფი, მიხვდება, რომ შეუტყვია მას, და გაფრთხილდება. უმსწრაფლეს ელვისა ლია ჩაიჭრა ბაღში და დიდის ძალა–დატანებით თავის თავზედ, მიიცა მან დამშვიდებითი სახე; გარნა გულსა შინა მისსა იკლაკნებოდნენ გველნი.

გრაფიც ჩავიდა ბაღში. ჭაბუკნი ცოლქმარნი შეხვდნენ ერთმანეთსა და ორნივე ცდილობდნენ დაემალათ, ერთსა სიხარული, მეორეს მწუხარება. ოდოარდო მიეგება გრაფინას და მიიკრა მან იგი გულზედ მშუჱნიერის მოძრაობით.

– რა დაგმართვია, სულო ჩემო? ჰკითხა გრაფმა.

– არაფერი! მე ბედნიერი ვარ, მეტად ბედნიერი ვარ! შეჰყვირა გრაფმა.

ლიას კინაღამ გული შეუწუხდა.

სადილის შემდეგ, რომლის დროსაც ოდოარდო ესრეთ გარსულ იყო ფიქრში, რომ ვერ შეამცნივა მან აღრეულება ლიასი, მან წამოავლო ქუდს ხელი.

– სად მიხვალ? ჰკითხა გრაფინამ მთრთოლვარის ხმით. ამ ხმას ასეთი განსხვავებითი გამოთქმა ჰქონდა, რომ ოდოარდომ განკვირვებით შეხედა ლიას.

– სად მივალ? განიმეორა გრაფმა და თვალი თვალში ჩაუყარა ცოლსა.

– ჰო, მინდოდა შემეტყო სად მიხვალ? უთხრა ლიამ ალერსით და ღიმილით.

– ნეაპოლში. რამ გაგაკვირვა ეგრე? მხიარულებით განაგრძელა ოდოარდომ.

– ისე, რასაკვირველია არაფერმა.! მაგრამ შენ რომ წინათ არ მაცოდინე, რომ მარტო დავრჩები....

– ერთის ჩემგან მიღებულის წერილის გამო უთუოდ უნდა ჩავიდე ქალაქში, უთხრა გრაფმა; მაგრამ დამშვიდებული იყავი, ჩქარა დავბრუნდები.

– უთუოდ დღეს უნდა ჩახვიდე?

– აუცილებლივ, ჩემო სიცოცხლევ.

– შენ შეგიძლიან ხვალ წახვიდე.

– არ შეიძლება.

– მაშ წადი, შენი ნებაა! ლიამ წარმოჰსთქვა ეს უკანასკნელი სიტყვანი ესრეთის ძალა–დატანებით, რომ გრაფი დაბრუნდა, მიიკრა მან ლია გულზედ და შუბლზედ აკოცა.

– ავათ ხომ არა ხარ, ჩემო სულო?

– არც თუ მცირედ. რაში მატყობ?

– მაშ რა დაგმართვია? რა სამწუხაროს ხმითა მკითხავ? განაგრძელა გრაფმა.

– არაფერი, სრულებით არაფერი; ეგრე გეჩვენა.ეს სიტყვები იყო ნათქვამი მწარის ღიმილით. ოდოარდო ცხადად ხედავდა, რომ ლია თავის გუნებაზე არ იყო.

– გამიგონე, სულო ჩემო, უთხრა გრაფმა: მე არ ვიცი მიზეზი შენის მწუხარებისა; მაგრამ ვხედავ, ჩემი გული მეუბნება, რომ შენ ჰსწუხარ რაზედმე.

– შენ შენი გული გატყუებს, უთხრა ლიამ; წადი და ჩემთვის ნუ შეჰსწუხდები.

– ნუ თუ შემიძლიან ან ერთს წამს მოგშორდე შენ, როდესაც ეგრე მწუხარებით და უგულოდ მესალმები?

– მაშ როგორ გამოგესალმო: თუ გინდა ესრე გეტყვი:

– წადი ჩემო საყვარელო ოდოარდო და საჩქაროდ დაუბრუნდი შენს ლიას.

მას დროისა შორის გრაფის საყვარელი ცხენი იდგა უკვე შეკაზმული სარბენის წინა და მოუთმენელობისაგან ფეხითა ჰსთხრიდა მიწასა. ოდოარდო მოახტა მას, და რა გაუგზავნა ხელით გამოსალმებითი კოცნა ლიასა, გააჭენა მან ცხენი. როდესაც იგი მიეფარა ბაღის კუთხესა, ლია ავიდა ზევით კოშკში, საიდგანაც ჰსჩანდა გზანეაპოლისა. იგი ხედავდა რა ჩქარის ჩორთიით მიისწრაფებოდა გრაფი ნეაპოლში. გული მისი შეიჭმუნვა უფრო ამ ფიქრით, რომელ იგი მიესწრაფებოდა არა ამისთვის, რათა ჩქარვე მისულ იყო სანახავად დანიშნულს ალაგს. ოდოარდო მიეჩქარებოდანეაპოლში მოასამზადებლად სახლისა თავის დისათვის. მას პირველად ჰსურდა ექირავნა დიდი სახლი, მარამ შემდეგ იფიქრა, რომ აწ მყოს მდგომარეობაში თერეზასი, მისთვის უფრო შესაფერი იქმნება ერთი პატარა ოთახი, რომელსამე ქალაქის ნაწილში განშორებით. გრაფმა ჩქარა იშოვნა ამგვარი ოთახი წმინდა იაკოფის ქუჩაში, მეთერთმეტესნუმრით, მესამე ატაჟში. ეს სახლი ეკუთნოდა ერთს ღარიბს ბებერს დედაკაცსა, რომელიც ოთახებს მებილით აძლევდა ქირით. რა აღმოაჩინა ერთი შესაფერი თერეზასათვის ოთახი, გრაფმა მოუწოდა გადამკვრელსა და უბრძანა მას მეორეს დილადმდე გააკრას კედლები ფარჩითა და იატაკი მოჰფინოს ხალებით. გადამკვრელი დაჰპირდა ყოვლის აღსრულებას და მიიღო მან ბეთ ნახევარზედ მეტი იმ ფულისა, რაოდენიც ეთხოვნა.

რა ოთახიდგან გამოდიოდა გრაფი, შეხვდა სახლის პატრონსა; იმისთანავე იყო და ისი, ეგრეთვე კუდიანი ბებერი, როგორიც თვითონ. გრაფმა ჩააბარა რათა აქვნდესთ განსაკუთრებითი მზრუნველობა მათს ახალს მდგმურზედ. სახლის პატრონმა ჰკითხა სახელი მდგმურისა, მაგრამ გრაფმა უპასუხა, რომელ იმისი, სახელთან მას საქმე არა აქვს, რომელ მასთან მოვა ლამაზი ყმაწვილი ქალი, იკითხავს გრაფს ოდოარდოს, და ის ქალი იქნება თვით იგი, რომლისათვისაც მზადდება ოთახი.– ბებრებმა ერთმანეთს შეხედეს და ჩუმათ ჩაიცინეს; გარნა გრაფმა ვერ შეამცნივა ამათი ღიმილი, ანუ არ მიაქცია მას განსაკუთრებითი ყურადღება. შემდეგ, აღშფოთებული ამ ფიქრით, რომ ლია არ იყო თავის გუნებაზედ გამოსალმების ჟამსა, გრაფი დაეშურა შინ წასვლას, ამ განზრახვით, რომ იქიდგან გაჰგზავნოს ფოჩტაში ბიჭის ხელით წიგნი, რომელსაც ელოდა თერეზა, და რომელსაც უნდა ეცნობებინა მისთვის, სად უნდა ჩამომხდარ იყო.

ლია დაჰშთა კოშკში იქამომდე, მანამ ქმარი მისი სრულებით აღარ გამოჰჩნდა. შემდეგ იგი ჩამოვიდა თავის ოთახში, და არ აშორებდა მწუხარეთა და იჭვნეულთა თვალთა იმ გზასა, რომელზედაც წავიდა ქმარიმისი. გული მისი მოიკრუნჩხა; მან ვეღარ შეიძლო ვერც ტირილი ვერც ლაპარაკი; მტანჯველი მწუხარება აწვებოდა მას გულზედ, და ეგონა, რომ იმ დღეს ვეღარ გააწევს. კრესლოზედ თავ გარდაგდებულმა თითქმის უსულოდ მდებმა – ამ მდგომარეობაში განატარა მან ორი საათი. დასასრულ მოესმა მას ცხენის ფეხის ხმა. ოდოარდო მოსულ იყო. ლია ჰგრძნობდა, რომ ამ წამში მას არ შეეძლო მისი ნახვა; იგი მივარდა კარებსა, დაკეტა გასაღებით და ჩაწვა ლოგინში. ჩქარა მოისმა ფეხის ხმა გრაფისა; გარნა რა ნახა, რომ შიგნიდგან არის დაკეტილი, მან უხმო ნელის ხმით:

– მე ვარ, სულო ჩემო, გძინავს?

ლიამ არ უპასუხა. მან მხოლოდ მოიბრუნა თავი იმ მხარისაკენ, საიდგანაც მოესმა ხმა და მიაქცია კარებს თვალნი აღგზნებულნი ციების ცეცხლით.

– პასუხს არ მაძლევ, სულო? განაგრძელებდა ოდოარდო.

ლიამ კვალად ხმა არ გაჰსცა.

მაშინ ლიას მოესმა განშორებულის ფეხის ხმა. რამდენსამე მინუტის შემდეგ გრაფის ხმამ კვალად მიახწია მის ყურისადმი: იგი ჰკითხავდა მოახლესა ლიას სიმართლესა; მაგრამ რა არა შეემცნივა არა ვითარიმე ცვლილება თავის ქალბატონში, გოგომ უპასუხა, რომ გრაფინა შევიდა თავის ოთახში და იქნება დაღალული სიცხისაგან, დაწვა მოსასვენებლად.

– კარგი! ჰსთქვა გრაფმა: მე კაბინეთში ვიქმნები, საშური თუ საწერი მაქვს რამე; როდესაც ქალბატონმა გაიღვიძოს, მაცნობე.

და ლიას ესმოდა, ვითარ გრაფი შევიდა კაბინეთში და მიუჯდა საწერს სტოლსა. ერთი კედელი განჰყოფდა მათს ოთახებსა.

ლია წამოჰსდგა ლოგინიდგან, მან სიფრთხილით გამოიღო გასაღები კარებიდგან და იწყო ყურება კლიტის ამონახვრეტიდგან. ოდოარდო ჰსწერდა, და ჰსჩანდა წერილი უპასუხებდა გულის გრძნობასა, ამიტომ რომელ სახე მისი ბრწყინავდა ბედნიერების შუქით.

– იმ ქალთანა ჰსწერს! ტუტუნებდა ლია და აგრძელებდა ყურებასა. იგი ირყეოდა ეჭვსა შორის, რომელიც ძალას ატანდა მას გააღოს კარი, შევიდეს გრაფთან და გამოჰხატოს ხელითგან სამუხთლო წერილი, და შეიმაგრა იგი კეთილ გონიერებამან, რომელიც უჩურჩულებდა, რომ იქმება გრაფი სრულებით ქალთანა არა ჰსწერს, და ჰსჯობს მოითმინოს დაჭეშმარიტებადმდე.

გრაფმა გაათავა წერილი, დაბეჭდა, ზედ წააწერა ადრესი და რა მოუწოდა მსახურსა ზარის დარეკით, უბრძანა მას შეჰსჯდეს ცხენზედ და ეხლავ წაიღოს წიგნი ნეაპოლში.

ეს ის წერილი იყო, რომელსაც თერეზა ელოდა ფოჩტაში. მოსამსახურემ ჩამოართვა წერილი გრაფსა და გამოვიდა. გრაფინა მივიდა პატარა კარსა, რომელსაც გამოჰყვანდა იმისი საწოლიდგან ტალანში, და იქიდგან ჩაიჭრა ბაღში. იმ დროს, როდესაც ბიჭმა მიატანა ბაღის გასავალს კარებს, გრაფინა დახვდა მას წინა.

– სად მიხვალ ესრე გვიან, ჯუზეპო? ჰკითხა გრაფინამ.

– ბატონმა წიგნი გამატანა ფოჩტაში, უპასუხა მსახურმა.

რა აჩვენა წიგნი ქალბატონსა ლიამ მსწრაფლადჩაავლო იჭვნეული თვალი ადრესსა: „უფალს ... ნეაპოლში.“

– კარგი! უთხრა ლიამ ბიჭსა: წადი!

ბიჭმა ცხენი გააჭენა.

ეხლა აღარ იყო არცა მცირედი ეჭვი: წიგნი მიწერილი იყო ქალთან, რომელიც ჰფარავდა სახელსა თვისსა, მაშასადამე ჰსურს უცნობელი იყოს. – რათა აქვს ეს საიდუმლოება, თუ ამ მიწერ მოწერაში ერთი რამ უნამუსური განზრახვა არა აქვსრა?.. ამ წამიდგან ბედი გრაფინასი გარდაჰსწყდა: მან განიზრახა აჩვენოს ქმარს თავი, ვითომ არა იცისრა და უთვალთვალოს მას ბოლომდინა სიმტკიცით, რომელსაც იმედი არა ჰქონდა თავის თავისა. ლია დაბრუნდა თავის ოთახში და იქიდგანაც შევიდა ქმრის კაბინეტში ღიმილით.

მეორეს დღეს ოდოარდოს სრულებით დაავიწყდა მწუხარება, რომელიც შეამცნია მათწინა დღეს სახესა ზედა გრაფინას, და რომელმაცა შეაშფოთვა იგი. აწ ლია იყო ჩვეულებრივ მხიარულად და ალერსიანად.

ეს დღე იყო კვირა. ყოველ კვირა გრაფინა თავისის ხელით არიგებდა მოწყალებას. ეხლაც დილიდგან მოკიდებული ბაღის კარები სავსე იყო მთხოვრებით. საუზმის შემდეგ გრაფმა აიღო თოფი, გაიმძღვარა წინ ძაღლი და წავიდა სანადიროდ.

ლია აიჭრა კოშკში და ნახა, რომ გრაფი შეუდგაავლიონის მთასა; მან აღმოისუნთქვა თავისუფლად.

რამდენსამე წამის შემდეგ, მოახლემ მოახსენა მას, რომ მთხოვარნი შეკრებილან უკვე.– ლიამ აიღო ერთი მუჭა წვრილი ფული და ჩამოვიდა ძირსა. ყოველი გლახაკი– კაცი თუ დედაკაცი, ბებერი თუ ახალგაზრდა, უშვერდნენ გრაფინას ხელებსა, დაყოველნი მიიღებდნენ მისგან უხვს მოწყალებასა. მიმღებნი მოწყალებისა გაბრუნდებოდნენ და მათს ალაგს ჩაჰსდგებოდნენ სხვები. დასასრულ დაჰშთა მხოლოდ ერთი ბებერი დედაკაცი, რომელიც, ჰსჩანდა არა ჰსჩქარობდა მოწყალების თხოვნასა; იგი იჯდა ქვაზედ, მუხლებზედ თავი ჩაკიდებული და ჰსთვლემდა.

ლიამ უხმო მას; ბებერმა არ უპასუხა; ლია მიახლოვდა მას; ბებერი მაინც არ შეიძრა. ლია შეეხო მის მხარსა; მაშინ ბებერმა თავი აიწია მაღლა.

– აჰა, საბრალოვ დედაკაცო! უთხრა გრაფინამ, რა მიუშვირა მას თეთრი ფული. წაიღე და დამლოცე.

– მე მოწყალებას არა ჰვთხოულობ, უთხრა ბებერმა. მე მკითხავი ვარ.

ლიამ შეხედა ბებერსა და მხოლოდ მაშინ ჰსცნა თავის შეცთომილება; იგი არ იყო ღარიბულად ჩაცმული: მას ემოსა ტანთ წითელი მსხვილი მაუდის კურტკა; გარეშემო ზონარ მიკერებული, განიერის სახელებით, რომლის ქვეშე ჩამოჰკიდებოდა გამხმარი დაღმეჭილი ხელები; წინ ეფარა ლურჯი მაუდის იუბკა თავზედაც ებორბლა დიდი ხელსახოცი; ყოველი მოძრაობა ჰქონდა უძლური; მხოლოდ თვალებშიღა ედგა მას. სიცოცხლედ იგი აჭყეტა მათ რაც შეეძლო, თითქოს ამისთვის, რომ უნდოდა ჩაეხედა და წაეკითხა ადამიანის გულში.

ლიამ იცნა ეს ბებერი დედაკაცი ერთს იმათგანს ბოშად, რომელნიც დაეღრევიან ერთის მხრიდგან მეორეს მხარეს, ატყუებენ მკითხაობით სუბუქ–მორწმუნეთა და ჰსცხოვრებენ იმათს ანგარიშზედ. ლიას ყოველთვის ეჯავრებოდა ამ გვარი ცრუ მოგვნი და მან უკვე დააპირა გამობრუნება.

– არა გნებავსთ მკითხოთ რამ, ქალბატონო? უთხრა ბებერმა.

– არა, უპასუხა ლიამ: არ მინდა შევიტყო მომავალი: იგი სანუგეშოს და სასიამოვნოს არასა მპირდება.

– ხან და ხან არ არის ურიგო ადამიანმა ურიგოც იცოდეს, რომელსაცმოელის,უთხრა ბებერმა.

– რასაკვირველია, შენს ხელოვნებას თუ ვერწმუნებოდე, უთხრა ლიამ, ბევრი რამ მაქვს საკითხავი.

– კითხვა დასაძრახისი არ არის, უთხრა ბებერმა: პირველსავე სიტყვისგან შეგიძლიანთ ჰსცნოთ, მართალს ვამბობ თუ არა.

– შენ ის არ გეცოდინება, რაც მე მინდა შევიტყო, უთხრა ლიამ.

– იქნება კი ვიცი, გამომცადე!

ლია ჰგრძნობდა თავის დამარცხებასა. გუშინდლიდგან იგი ყველას ერწმუნებოდა; მიახლოვდა ბებერსა და ჰკითხა:

– მაშ კარგი! რა უნდა ვქნა მე?

– აქ მომეცით თქუჱნი ხელი, უთხრა ბებერმა. გრაფინამ გამოიძრო პერჩატკი და მიუშვირა თეთრი ფუჩვნილი ხელი, რომელსაც ბებერმა წაავლო თავისის შავის დაღმეჭილის ხელებით. მშუჱნიერს სახილველს წარმოადგენდა ეს ყმაწვილი, სიტრფით აღვსილი ცოტად ფერ მიხდილი, უძრავად მდგომი ქალი ამ შავტყაჭა, მზისგან შემწვარს ბებერთან.

– რა გნებავსთ შეიტყოთ? ჰკითხა ბოშამ, რომელიც უსინჯავდა გრაფინას ხელზედ ძარღვების ხაზებსა ესრეთის ყურადღებით, რომ ასე ჰგვანდა, მართლად შეეძლო იმაზედ შეტყობა გრაფინას ბედისა. მითხარით რა გსურსთ იცოდეთ: წარსული, აწ–მყო თუ მომავალი?

ბებერმა წარმოჰსთქვა ეს სიტყვანი ესრეთის დარწმუნებით, რომელ ლია უნებურად შეთრთოლდა. იგი იყო იტალიანკა; გაეგონა თავის ძიძისაგან ზღაპარი თვალთ–მაქცებზედ და კუდიანებზედ.

– მე მინდა შევიტყო წარსული, უთხრა გრაფინამ,რომელიც ჰსცდილობდა მიეცა თავისის ხმისათვის გამოთქმა. მანდედგან ვჰსცნობ, შემიძლიან ვერწმუნო შენს მკითხაობასა თუ არა.

– თქუჱნა ხართ დაბადებული სალერნოში, უთხრა ბებერმა: კეთილ–შობილის შთამომავლობისაგან; მდიდარი ხართ; თქუჱნ შეგისრულდათ ოცი წელი ამ უკანასკნელს წარსულს ღვთის–მშობლობის დღეობას; თქუჱნ გყავსთ ქმარი, რომელთანაც კარგა ხანი ყოფილხართ მოშორებული, და რომელიც გიყვარსთ სიცოცხლეზედ უმეტეს.

– მართალია, მართალია! ტუტუნებდა ლია გაყვითლებული, ეგ მართლად ჩემი წარსული ამბავია.

– გინდათ იცოდეთ აწ–მყო? უთხრა ბებერმა, რა ჩააბჟირა გრაფინას თვისი წვრილნი გველურნი თვალები.

– ჰო, უთხრა ლიამ ერთის წამის გაუბედობის შემდეგ; ჰო, მინდა შევიტყო აწმყო!

– ჰგრძნობ შენში იმდენს მხნეობასა, რომ მოისმინო? ჰკითხა ბებერმა.

– ჰსთქვი. უშიშრად მოვისმენ ყველას.

– მართალი რომ გითხრა, რას მიბოძებ?

– ამ ქისას, უპასუხა გრაფინამ, რა ამოიღო ჯიბიდგან ნაქსოვი მარგარიტ ჩატანებული პატარა ქისა, რომელშიაც, საშვალ აბრეშუმის ბადისა, ბრწყინავდნენ ოქრონი.

ბებერმა შეხედა მშიერის თვალებით ოქროთა და მიუშვირა ხელი.

– დაიცადე, უთხრა გრაფინამ: ჯერ შენ არა გითქვამსრა ჩემი აწმყოსი.

– მართალს ბრძანებ, ქალბატონო! მიბოძეთ ხელი. ლიამ მიუშვირა ბოშას ხელი.

– ოჰ, ოჰ! შენი აწმყო, ბუტბუტებდა ბებერი. შენი აწმყო ბედი სასიხარულო არ არის, ქალბატონო.– აჰა ხაზი, რომელიც მიდის ცერიდგან სალოკ თითამდინ; ეს ნიშნავს, რომ თქუჱნ ეჭვიანი ხართ.

– მაქვს თუ არა მიზეზი ეჭვისა? ჰკითხა ლიამ.

– მე მაგას ვერ გეტყვი, უპასუხა ბოშამ: ამიტომ რომე აქ ხაზი ერთდება სხვებთან. მე ვხედავ მხოლოდ, რომ შენი ქმარი გიფარავს რაღაც საიდუმლოსა.

– მართალია, მართალია, ტუტუნებდა გრაფინა: ჰსთქვი, ჰსთქვი!

– და საგანი ამა საიდუმლოსი– არის ქალი, განაგრძელა ბოშამ.

– ყმაწვილი ქალია?

– ყმაწვილია, უპასუხა ბოშამ დაყოყმანებით.

– ლამაზია?

– არ ვიცი; მე ვხედავ იმას სახე ჩამოფარებულსა.

– სად არის ის ქალი? ჰკითხა ლიამ გადაფითრებულმა.

– არ ვიცი.

– როგორ არ იცი? ჰსწორეთ მითხარ.

– არ ვიცი დღეს სად არის; მგონია საყდარშია, და ამისთვის კარგათ ვერ გამისინჯავს; მაგრამ შემიძლიან გითხრა ხვალ სადაც იქნება ის ქალი.

– სად იქნება, სად? მითხარ!

– ხვალ იგი იქნება პატარას ოთახში მეთერთმეტეს ნუმრიანში, წმინდა იაკოფის ქუჩაში, მესამე ატაჟაში; იქ დაუწყებს იგი ლოდინსა თქუჱნს ქმარსა.

– მე მინდა ვნახო ის ქალი! შეჰყვირა გრაფინამ, და გარდაუგდო ქისა ბოშასა. ორმოც და ათი ოქრო, თუ მაჩვენებ იმას.

– გაჩვენებ, უთხრა ბებერმა; მაგრამ ერთის პირობით.

– ჰსთქვი, რა პირობით!

– ამ პირობით, რომ, რაც უნდა ნახოთ, არ გამოჰსჩნდეთ მათთან.

– კარგი!

– ეგ ცოტაა, დაიფიცეთ!

– გეფიცები წმინდა რიფსიმეს!

– კარგი! ეხლა იშოვნეთ მონოზნის ტანისამოსი, რომ ვინცობაა შეგხვდნენ, არ გიცნან.

– მე მყავს წმინდა მარიამის მონასტერში დედის და იგუმენა; იმასა ჰვსთხოვ ტანისამოსსა... ან არა, დაიცა.. მე მივალ ხვალ იმასთან, ისე, ვითომ სანახავად. შენც მოდი იმ მონასტერში ათ საათზედ ჩამოფარებულის ეკიპაჟით და მომიცადე პატარა კარებთან, რომელიც გამოდის ვიწრო ქუჩაში.

– კარგი, მოვალ, უთხრა ბოშამ.

ლია დაბრუნდა შინ; ბოშამაც ლაზლაზნით გაჰსწია თავის ქნევითა და ოქროების თვლითა.

ათ საათზედ დაბრუნდა ოდოარდო. ლიამ გაიგონა, რომ იგი ჰკითხავდა ბიჭსა, წიგნი ხომ არ არის ნეაპოლიდგან. მსახურმა უპასუხა, რომ არ არისო. ლიამ ვითომ ვერა შეიტყორა, ქმრის ფეხის ხმის მეტი; მან გააღო კარი მხიარულის ღიმილით.

– ოჰ, რა მოხარული ვარ, უთხრა ლიამ; შენ უფრო ადრე დაბრუნებულხარ, ვიდრე მე ველოდი.

– ჰო, ჰსთქვა ოდოარდომ, რა შეიხედა ვეზუვის მთისაკენ. ჰო, მე ვჰსწუხ. ვჰგრძნობ, რა შეკრული ჰაერია? ჰხედავ, რა რსქელი ბოლი ამოდის იმ მთიდგან? ეს არაფერი ნიშნებია.

– მე ვარასა ვხედავ, ვერასა ვგრძნობ, უპასუხა ლიამ: ამასთანვე ჩვენი სასახლე ჰსდგას უშიშარს მხარეს. ღმერთი ჩვენ არ გაგვწირავს.

– ამიტომ უფრო, რომ შენისთანა ანგელოზს ამ სახლში ხედავს დაბუდებულს, მოუმატა ოდოარდომ და გარდაეხვია ლიას.

ამ საღამომაც განვლო ეგრეთვე, როგორც სხვებმა. გრაფი სრულებით ეჭვში არ იყო; ესრეთის ხელოვნებით ჰსცდილობდა ლია დაეფარა მწუხარება თვისი. მეორეს დღეს, მეცხრე საათზედ დილისა, მან უთხრა გრაფსა, რომ მას ჰსურს ნახვა დედის დის თვისისა წმინდა მარიამის მონასტრის იგუმენასი.

გრაფმა კმაყოფილებით გაისტუმრა იგი.

ვეზუვის მთა თან და თან აჩენდა საშიშროებასა; მაგრამ ჩვენი ჭაბუკი ცოლქმარნი ესრეთ გართულნი იყვნენ სხვა და სხვა ფიქრითა, რომ იგინი ყურს არ უგდებდნენ გარეშეობასა.

გრაფინა ჩაჰსჯდა კალასკაში და უბრძანა მან კუჩერსა მიყვანა წმინდა მარიამის მონასტერში. რა მივიდა მუნ, ლიამ უთხრა თავის დედის დას, რომ მას ჰსურს ერთის კეთილის საქმის ქმნა, მაგრამ არ უნდა, რომ თვით გამოცხადდეს, და ამისთვის ჰსთხოვა მონოზნის ტანსაცმელი. იგუმენამ უბრძანა მოტანა სამოსისა ლიას ტანისა.– რა მან გარდაიცვა ეს საცმელი, მოახსენეს, რომელ ვიღაც ბებერი კითხულობს მას. ეს იყო ბოშა, რომელიც ელოდა პატარას კარებთან დაფარულის ეკიპაჟით.– ხუთის მინუტის შემდეგ ეკიპაჟი დაჰსდგა წმიდა იაკოფის ქუჩის ბოლოს.

ლია და მასთან მხლები ჩამოხდნენ ეკიპაჟიდგან. რა განვლეს რაოდენიმე ნაბიჟი, შევიდნენპატარას დაბალს კარებში, იპოვნეს მარცხნივ ბნელი და ვიწრო კიბე და ავიდნენ მას ზედ მესამე ეტაჟაში. ბოშამ დააკაკუნა კარები და შეიყვანა ლია პატარას ოთახში, სადაც ელოდა მათ სხვა ბებერი. ორთავე ბოშებმა კვალად გაამეორებინეს ლიას ფიცი და შემდეგ შეიყვანეს იგი მეორეს ფიცრულით გაყოფილს ოთახში, რომელსაც ჰქონდა ფიცარი პატარა ამოჭრილი თითქმის უჩინავი. ლიამ მიაკრა თვალნი ამ ამოჭრილს ფიცარსა.

პირველი საგანი, რომელიც შეეფეთა მას თვალებში მეორეს მხრის ფიცრით გაყოფილს ოთახში, იყო ყმაწვილი ქალი, საკვირველად მშუჱნიერი, თითქმის მისვე ტოლი წლოვნებით, რომელიც, სრულებით ჩაცმული, განისვენებდა ლაჟვარდის ატლასით ფარდებ ჩამოფარებულს კრავატზედ. ჰსჩანდა, მორეოდა მას დაღალულება და ეძინა ტკბილის ძილით.

ლია მოუბრუნდა ბებრებსა რისამე საკითხველად; გარნა იგინი იქ აღარ იყვნენ. მან კვალად მიაქცია თვალნი მძინარესა.

უცნობმა ქალმა გამოიღვიძა; მან აღიწია თავი, და ჯერ სრულებით არ გამოფხიზლებული ძილისაგან, დაეყურდნა იგი ხელებზედ. შავი გრძელი თმანი ღელვის გრგოლებით გარდიბნეოდნენ ბალიშზედ და ჰფარავდნენ სახესა ამ ქალისასა. მან შეიბერტყა თავი და ამ მოძრაობით უკან გარდიყარა თმა. შემდეგ დაყოვნებით განახილა მან თვალნი და გარდაავლო ოთახსა, თითქოს არ იცოდა სად იყო. – დასასრულ, ჰსჩანდა, მოვიდა მეხსიერებაში და მწუხარე ღიმილმა შეითამაშა ბაგესა ზედა მისსა. მან გუნებაში წარმოსთქვა მოკლე ლოცვა, ემთხვია იგი პატარა ჯვარცმასა, რომელიც ყელზედ ეკიდა მას, წამოჰსდგა კრავატიდგან, მივიდაფანჯარასთან, და რა აღიწია ფარდა, დიდ ხანს იყურებოდა ქუჩაში, თითქოს ელოდა ვისმე. არავინ არ მოვიდა. ოხვრით მომატყუებელისა იმედისა, იგი მოშორდა ფანჯარასა და დაჰსჯდა.

ამ დროების განგრძელებაში ლია თვალთ არ აშორებდა უცნობსა; გული მისი იყო განგლეჯილი ჯავრით: უცნობი იყო მეტად ლამაზი. დაფიქრებული და მწუხარე, თავი დაკიდებული გულზედ, უცნობი ელოდა რასაკვირველია მას, მისაც გარდაექცია ღარიბი სადგური მისი სასიამოვნოს საწოლად. მეყვსეულად მან აღიწივა თავი, აღშფოთებით იწყო ყურის გდება, და რა წამოჰსდგა, მიაქცია მოუთმენელნი თვალნი კარებისაკენ. მას ცხადად მოესმა ხმა უცება, და გამოიყვანა იგი ფიქრიდგან; მსწრაფლად წამოხტა იგი, მიიდვა გულზედ ერთი ხელი, ხოლო მეორეთი ჰსცდილობდა დაბჯენილ იყო რამეზე; სახის ფერი კი თან და თან მიჰსდიოდა, ესრეთ რომელ თითქმის მზათ იყო გულის შეწუხებადმდე. განჰფრინდა წამი დაქანცულებითის დუმილებისა, რომლის განგრძელებაშიაც ფეხის ხმამ კიბეზედ ამომსვლელის კაცისაგან მიახწია ლიასადმდე. დასასრულ კარი საწოლისა განიღო; უცნობმა ქალმა შეჰკივლა და მიიფარა თვალებზედ ხელი, რა აღარა ჰქონდა ძალი აღეტანა ღელვა გულისა. ვიღაც კაცი შეჰვარდა ოთახში და მიიკრა მან გულზედ ქალი თვით იმ წამს, როდესაც იგი ემზადებოდა გულის შეწუხებასა. ეს კაცი იყო–ოდოარდო.

ყმაწვილმა ქალმა და გრაფმა მოასწრეს მხოლოდ ორის სიტყვის წარმოთქმა:

– ოდოარდო!... თერეზა!...

(დასასრული იქნება შემდგომს წიგნში.)

3 ჰსწავლა და ჴელოვნება

▲back to top


3.1 კოლხიდა (მეგრელია.)

▲back to top


კოლხიდა (მეგრელია.)

ქვეყანა კოლხიდისა უძველესთავე დროთა სახელოვნებდა სიძველითა თვისითა, ცნობილი გარეშეთაცა ერთა მიერ. კოლხიდა – სახელის–დება გულის მსიტყველობენ, რომელ იყოს ქალ–ხიდა, ესე იგი ხიდისა ძლიო რომლისამე დიდებულისა ქალისა ვისმე მიერ ქმნულისა წოდებად ქვეყანისა მის. ხოლო მეორე სახელი ქვეყანისა მის არსმეგრელია, ვინაიდგან ეგროს ძმაი ქართლოსისა იყო პირველი ნათესავთ მთავარი მათი. ჭალა კი კოლხიდა შორის ქვეყნისა მის იყო მცირედი და გარე–მოზღუდვილი წყლისა მიერ, რომელიცა თქმაობისამიერ მიფოლოღიურისა შეწირული იყო მარსისა, რომელსა შინაც იქვებოდა ოქროს–მატყლოვანი იგი ცხოვარი.კოლხიდა, ჭალაკისა მის სახელი, სრულიად ქვეყანისა მის კერძოთა ჰსწოდებიეს, რომელიცა არს ქვემოისაივერიისა, გინასაქართველოისა ნაწილი.

წელთა დასაბამიდგან სოფლისა ბერძნულითა რიცხვთა 4313 იქმნა მოსვლა არღონატთა ქვემოივერიად –კოლხიდად პოვნად ოქროს–მატყლოვანისა ცხოვარისა. სახითა ამით: იაზონ, რომელიც იყო ძეი მეფისა თესალიელთა (ესე იგი თესალონიკელთა) აზონისა ანუ იაზონისა. ხოლო ესე ეზონ კვდებოდა რა დაჰშთა მცირე ყმაწვილი სახელით იაზონ, ჯერეთ სიჩჩოსა ჰასაკსა შინა. მოიყვანა მან ძმაი თვისი პელეი და მიჰსცა პირობითა და აღთქმითა ძეი თვისი იაზონ ხელითა შინა ძმისა თვისისათა წინაშე ყოველთა ქვეშევრდომთა თვისთა, ერთა მთავართა და მოქალაქეთა; რათა ზრუნვა გულითადობრივ გამოაჩინოს აღზრდად ჩვილისა მის და ოდესს მოიწიოს იგი ჰასაკსა შინა სრულსა, მისცეს მას მეფობაითესალონიკისა, ვითარცა ჭეშმარიტსა მემკვიდრესა. პელეიმ აღუთქვა ფიცითა მტკიცითა, ვითარცა ჯაჭვითა რკინისათა შეჰკრა თავი თვისი, რათა დაიცვას სამეფო თესალონიკისა, აღზარდოს ჩვილი იგი გულს მოდგინებითა, ვითარცა ძეი თვისი საყვარელი და მისცეს მას ტახტი თვისი. მოიყვანა ჩვილი ყრმაი თვისი მამამან. იტირა მას ზედ გულ–ამოსკვნით ფრიად სალმობელად და მიჰსცა იგი ხელსა შინა ძმისა თვისისა პელეისსა და თვით განვიდა ცხოვრებისაგან. აღზარდა უკვე პელეიმ იაზონ ფრიადითა გულს–მოდგინებითა და ღვაწლითა, მოვლითა სამხედროთა, სამეფოსა და სამოქალაქო წესითა და სიბრძნითა, ელენთათა! და ოდეს მოიწია ჰასაკსა სიჭაბუკისა, იაზონ იყო ჭაბუკი ფრიად მხნე, ძლიერი, კადნიერი, გულოვანი და ჰაეროვანი ჰასაკოვანი მშუჱნიერებითა, რომელი გარდემატებოდა ყოველთა თანამედროეთა თვისთა, და უმეტეს ბრწყინვიდა სიმართლითა და სიუხვითა და კეთილ ზნეობითა თვისითა; მიიზიდვიდა ყოველთა კაცთა გულსა და უყვარდათ ყოველთა დიდთა და მცირეთა უმეტეს ზომისაგან. ვითარცა იხილა ესე პელეი მეფემან, შევიდა გულსა მისსა შური დაფარული და აგონებდა მისთვის, რომელ ესე ვითარი სიკეთე იაზონისა, მოაკლებს პელეის მეფობასა; მაგრამ არავის უცხადებდა პასუხსა გულისა თვისისასა და დიდად პატივსა ჰსცემდა იაზონს და უჩვენებდა სიყვარულსა, გარნა ეძიებდა ღონეს რასმე ხელოვნებითა რაითამე, რათა შთააგდოს იგი საფრთხესა რაისამე შინა და განერეს მეფობისაგან.

ამას ჟამსა განცხადდა ამბავი ყოველსა ქვეყანასა, ვითარმედ ტროიანელსა სამეფოსა სამზღვარსა იქით არის ზღვისათანა ერიტრეისა (ესე იგი შავი ზღვა) და ზღვისა ამის კიდესა ქვეყნაი კოლხიდისა, ნაწილი ივერიისა და მუნ არს ჭალაკი მშუჱნიერი და იგი ადგილი არს განმგებლისა მის ქვეყნისა უფლებასა ქვეშე, რომელსა ეწოდების – უეტეს – ესე სახელი ქართულად ნიშნავს ოტიასა, რომელიცა ვიდრე აქამომდე ზემოსაცა შინასაქართველოსა და ქვემოსაცა სახელ ედების მრავალთა; ოტია ქართული საკუთარი სახელია ზოგთა მწერალთა ოტია ოტესად, სხვათა ოტესად და ესტად, მაგრამ ეს სახელის დებანი ერთი და იგივეა ოტია; აქედამ არის სხვები გადაკეთებული. და ჭალაკსა მას მშუჱნიერსაკოლხიდისასა იყო ცხოვარი ერთი ვერძი, რომელსა აქვნდა სრულიად მატყლი ოქროისა და მდგომარე იყო ვერძი იგი დიდითა (გრძნობისა) ხელოვნებითა დადგინებითა მცველობითმარსის ღმერთასა. უდგენენ მას ორნი ხარნი ფრიად სასტიკნი მცველად, რომელთაცა აქვნდათ რქანი და ჩლიქნი რკალისანი და პირთაგან მათთა გამოუტევებდენ ცეცხლსა და ვერავინ მიეახლოებდა მათ, ვინაითგან შესწვიდა მძაფრად; გარდა ამისა ოქროს მატყლოვანსა მას ვერძსა სცვიდა ვეშაპი დიდი და საშინელი, ეგრეთვე პირითა ცეცხლ გამომდინარე, მიმახლოვებელთა მის ვერძისათა განმაქარვებელი; კვალად უდგა მას დევი ფრიად საშინელი და შემაძრწუნებელი. და ამისა გამო ვერავის ძალედვა მიახლოება მისი.

ხოლო უხმს შოვნად ოქროს–მატყლოვანსა მის მოსურნესა, რათა პირველად დაიმორჩილნეს ხარნი იგი და შეაბას უღელსა ქვეშე და მოაბას მათ აჩაჩაი ალმასისა სახნისითა (ესე იგი აჩაჩა არს გუთანი მცირე) და მოხნას მით მიწაი იგი, რომელი არს ადგილსა მას სამყოფსა მის ვერძისას ექვსის დღიური, რომელიცა შეწირულ არსმარსისა; ჯერ არს, რათამოკლასცა ვეშაპი იგი, აღმოსთხარნეს კბილი და დასთესნეს მიწასა მას შინა მოხნულსა, რომლისაგან აღმოეცენებიან ნაყოფთა წილ შეჭურვილნი კაცნი მებრძოლნი და ჰყოფენ ურთიერთისადმი ბრძოლასა აღრევით და მოსწყვდენ ურთიერთსა. და რა ესე სრულ იქმნების, მაშინ შესაძლებელ არს შეპყრობად ოქროს–მატყლოსნისა მის, და რომელნიცა მოიწადინებენ და წარვლენ მოძიებად ოქროსმატყლოვანისა, ოტესს, ესე იგი ოტია, რომლისაცა გასამგებელო არსკოლხიდა, იგი თავისუფლად უტევებს ყოველთა მუნ მოძიებად მისსა. მისრულან მუნ ფრიად მხნე, გულოვანნი და ძლიერნი გმირნი, ძენი მეფეთა, გინა მთავართანი; მაგრამ ვერავის ძალუდვიეს მოპოვნებაი მისი. არა თუ სხვათა ვითმე მხნეთა, გამოცდილთა მებრძოლთა, თვით განმგებელიცა ადგილისა მის ოეტესს ვერ შემძლებელ იქმნა შოვნად მისსა.

ესე ამბავი ესმა რა პელეი მეფესა განიხარა ფრიად, ვინათგან აქვნდა შური იაზონისა, დაფარულ გულსა თვისსა. განიზრახა წასვლა მუნ აღძვრად იაზონსა და წარგზავნად, რათა წარწყმდეს მუნ იაზონ და არა მიეღოს მეფობა პელეჲსა.

მოუწოდა თჳსთანა იაზონს და რქვა: უწყის, ძეო ჩემო, მაღალშობილებამან შენმანთუ ვითარის ღვაწლითა აღგზარდე შენ, ვითარც მაქვნდა მე ანდერძი მამისა შენისა; აწ უმჯობეს შენსა არავინ არს სრულიად საბერძნეთსა შინა სიმხნითა, ჰაეროვნებითა და მამაცობითა, და ვინაითგან გვაროვნებითაცა წარმატებულ ხარ სხვათა ყოველთა, გირჩევ შენ, ვითარცა მამაი მოსურნე შენისა სახელისა განდიდებისა, მიიღე რჩევაი ესე ჩემი და ძლიერად მოცადინე იქმნე შოვნად ოქროს–მატყლოვანისა მის ვერძისა; მე უეჭველად დარწმუნებული ვარ, რომელ ძალ–გიძს სიმხნით შენითა ღირს სახსოვართა და უკუნისამდე დაუვიწყებლისა სახელისა ამის მოპოვნებად, რათა მაღალ–შობილებისა შენისა გმირობაი, იყოს განთქმულ პირსა ზედა ყოვლის ქვეყანისასა და ოდეს მოხვიდე მუნით ესრეთისა სახელ–განთქმულებით დიდებულ, გამოსჩნდები უბრწყინვალესს მეფედ, საკვირველად ტახტსა ზედათესალონიკისასა, რომელიცა არის შენი.

ესე ვითარნი მრავალნი მოსაცთუნებელნი სიტყვანი უთხრა პელეიმ იაზონს; ხოლო იაზონ, ვითარცა ჭაბუკმან გულოვანნმან ბრძოლისა და სახელოვნებისა მოყვარემან სრულიად ვერარაი გულის–ხმა ჰყო მზაკვარება ბიძისა თვისისა, მორჩილ ექმნა ყოვლისა სურვილითა და განემზადა წარსულად.

პელეჲმ ფრიად მოხარულმან ამასზედ უბრძანა მსწრაფლიად განმზადებაი ხვამალდისა და რათა მოკაზმონ იგი ყოვილთა სამეფოსა მორთულებითა, შთააწყვნეს ხვამალდთა შინა თვითოეულნი ძვირფასნი უნჯნი სამეფოსი და რაიცა ჯერიყო ნივთთა სახმარებად ცურვისა მათისა და სანოვაგენი ფერად–ფერადნი, ხოლო განმზადდა რა ხვამლდი, მიიღო იაზონ განტევება მეფისა პელეისგან, შთაჯდა მხიარულებით ხმამლდსა შინა და წარემართეს.

წაჰყვენ თანა იაზონს მრავალთა ჩინებულთა კაცთა ძენი, სახელოვანნი, ჰაეროვანნი და გმირნი, და წარჰყვა თანა ძლიერი იგი და ყოველსა პირსა ქვეყანისასა სახელ–განთქმული, ნამდვილ–მხნე, მტკიცე გულოვანი, ახოვანი და ყოველთა გოლიათთა უაღრესი ღერკულეს, ვინაითგან იგი იყო გულითადი მეგობარი იაზონისა, წარუმართა მათ ქარმან შემწემან და პირველად განვიდეს კიდესატროადისა ქვეყანისასა მცირედ ჟამ შესვენებისათვის და შეემთხვათ მათ კმაყოფილებაი, დამწყები სრულისა ბოროტთა ძვირ–შემთხვეულებათასა შორის ბერძენთა და ტროიანელთასა, ვითარცა ცხადჰყოფს ისტორია ტროიანელთა. მუნით წარემართეს და მიიწიეს ქვეყანასაკოლხიდისა; და ვითარცა ესმა ანბავი ოეტესს ბერძენთა მოსვლისა, განიხარა ფრიად და უბრძანა ყოველთა ჩინებულთა და რჩეულთა კაცთაცა განმგებლოისა თვისისათა წინამიგებებაი იაზონისა და მრავალნი ერნი ერისა საზოგადონი მისგანნი მიეგებნენ წინწილებითა ორღანოთათ, საყვირებითა და ჩანგებითა და სხვისა მრავლისა სამმუსიკოსა საკრავებითა და დიდისა პატივითა მოიყვანეს უპირველესსა მათსა ქალაქსა, წინა–მოეგება თვით ოეტესს (ესე იგი ოტია) მრავლისა სამხედროთა და სამოქალაქოსა მოკაზმულებითა. ხოლო მორავიდა რა იაზონ, მოიკითხეს ურთიერთი და იაზონ მიეპყრა დიდისა პატივითა; ოეტეს ვითარცა იხილა დიდება გამგებლისა მის, რამეთუ ყოველი ერი უყოფდა მას ეგრეთსა პატივსა, ვითარცა მეფესა, გინა მთავარსა, ოეტეს პატივ–ჰსცა დიდად იაზონს და ეგრეთვე ღერკულეს და სხვათა ჩინებულთა გვამთა შესაბამისაებრ ღირსებისა მათისა და უპყრა ხელი იაზონს მარჯვენე ძველისამებრ ჩვეულებისა ივერიელთასა და მეორითა ხელითა უპყრა ღერკულეს და ესრეთ აღიყვანა პალატსა შინა დიდებულსა და მეფეთა საწვევლად განმზადებულსა და შემკულსა ძვი–ფასად მრავლითა განმშვენებულითა, დახსნა იაზონ და ღერკულეს მაღალთა ხარისხთა ზედა და თვითცა დასჯდა მათთან გვერდით იაზონისა, და სხვანი ყოველნი ღირსებისამებრ თვის თვისა ადგილსა შესაბამსა დახსნა. მოიღეს სანუკარნი ფერად ფერადნი და უმასპიძლეს დიდებულად და შემდგომად ოეტესმან ჰკითხა იაზონს მიზეზი მისვლისა მისისა და იაზონმა გამოუცხადა მას ყოველივე თავაზით და ზრდილობიანისა შესაბამურისა სიტყვებითა, ვითარმედ შოვნად ოქროს–მატყლოვანისა მისრულ არს და სთხოვა ნებისა მიცემა, რათა აქვნდეს თავის–უფლება იაზონს მოძიებად მისსა. ხოლო ოეტეს შეიწყნარა სიტყვაი მისი პატივის ცემით და სიხარულით; მისცა მას ნებაი, დაუგო სერი დიდი ყოვლისა სანოვაგისა აღვსილი; და იწყეს მხიარულება შესატყვისი ჩინებულისა მის მეჯლისისა.

ჰყვა უკვე ოეტესს ასული მშუჱნიერი სახელით მედია და ჰაეროვნება პირისა მისისა ბრწყინევდა ფრიად; და ყვავილოვნებაი ქალისა მის ძვირფასოვნებდა ყოველთა სპეკალთა უაღრეს. მედია იყო სიყრმითგანვე მისსა განსწავლული საკვირველისა ხელოვნებითა საასტროლოღოსა ფიზიკურთა და მეხანივებრთა საქმეთა მეცნიერი რომელ მზგავსი მისი მისჟამსა ყოველთა შორის, არავინ იპოვებოდა პირსა ზედა ყოვლის ქვეყანისასა. წინასწრ–მცნობელი იყო მომავალთა საქმეთა და შემთხვეულებათა. ესრეთ უწყოდა გრძნებისა ხელოვანება, რომელ მოუთხრობენ მისთვის ჯადობისა წესითა და მოქმედებითა ეშმაკურითა გარდააქცევდა ნათელსა ბნელად, მსწრაფლად აღადგენდა ქართა სასტიკთა, ელვათა, ქუხილთა, ძვირათა საშინელთა და მდიდარისა სიმსწრაფლით და ღვლაჭნით მომდინარეობასა უკუნაქცევდა, ზაფხულთა შინა, ხეთა, ფურცელთა შთამოაყრევინებდა, შემლოცველ და ბოროტთა ძნელთა ტაროსთა შინა და ძნელთა ზამთრისათა ყვავილთა და ნაყოფთა ხეთაგან აღმოაცენებდა. ყრმათა მოხუცებულ ჰყოფდა და მოხუცებულთა სიყრმისა ასაკსა შინა მოიყვანებდა; ამას ძველნი ღმერთად რაცხდნენ. მოიყვანა ოტეს ესე ასული თვისი სერსა ზედან დიდად განშვენებული; ფრიად შემკული და ძვირფასთა მიერ ქვათა მარგალიტთა და ოქროქსოვილით და დაისვა გვერდით თვისსა; მაგრამ საქმეი ესე ოეტესს ვეჭობ დაუჯდა ძვირად და ექმნა უკანასკნელ სინანული, სირცხვილი და ყვედრება ფრიად და განმსაგებლოსა მისსა უპატიოება; მაგრამ იაზონ ამით ისარგებლა არა მცირედ და მოიგო საუკუნოდ სახელი ღირსი–ხსოვნისა. მას დღეს გაიყარა ნადიმი და განისვენეს.

დღესა მეორესა კვალად მოუწოდა ოეტეს იაზონს სერსა ზედა და მედიაცა მოვიდა მუნ, სთხოვა მამასა თვისსა ქალმან რათა ნება სცეს ზრახვად სიტყვისა სიბრძნეთასა იაზონის მიმართ, ჩვეულებისამებრ გაუთხოვართა ქალთასა, და უბრძანა მამამან მისმან, რათა ეზრახოს. მოვიდა მედია შესაბამით კეთილ–ზრდილობითა იაზონისა მეჯლისსა მას, იწყო ზრახვად მისსა მრავალთათვის სიტყვათა, ვითარცა არს წესი მაღალ–შობილთა და ბრძენთა ქალ–ყმათა. ოდეს იხილა იაზონ გონიერად და ფრიად ხელოვანად ზრდილობიანი და სიბრძნითა აღსავსე ზრახვაი მისი, გაუკვირდა ფრიად და სთნდა იგი გულსა შინა თვისსა. მაშინ ჰკითხა მას მედიამ, თუ ვითა და რომლისა ღონის ძიებითა განიზრახეს იაზონს მოპოებაი ოქროს–მატყლოვანისა, და სცნა, რომელ თვინიერ სიმხნისა და გულოვნებისა არა რაი აქვს მას სხვაი ღონისძიებაი შოვნად მისსა. ამასზედ ჰყვეს მრავალნი სჯანი და ეტყოდა მედია იაზონს. „მეწყალვის მე მეფის შვილობა, სიმხნე და მაღალ სიკეთე შენი, მინდობილი მხოლოდ გულოვანებასა ზედან,რომელითაცა მხოლოდ ყოველითურთ შეუძლებელ არს სრულ–ყოფად საწადელისა შენისა, არათუ უწყოდე ხელოვნებაი იგი, რომლითაცა მოიპოვების ვერძი იგი. და ეტყოდა: მსურის მაღალშობილებისა შენისა სიცოცხლე და ხსნა ესე ვითარისაგან სასიკვდინეისა განსაცდელისაგან, რათა განთავისუფლდე და სიმართლით მიიქცე მამულსა შენსა, ქვეყანასა ზედა მყოფსა არავის ძალუძს არცა ერთსავის მოპოებაი მისი. ერთი ოდენ მე შემძლებელ ვარ თილისმათა მათ დარღვევისა და სრულიად განქარვებისა, მაგრამ მე ჯერეთ არა ვუწყი გული შენი არცა სიმტკიცე იგი პირისა შენისა, ჰყოფა რაიცა გეტყვი შენ ანუ არა, და აღსრულება ნებასა ჩემსა გინა უარ ჰყოფ, რომელსაცა ზედა დამოკიდებულ არს ძვირფასისა სიცოცხლისა შენისა დაცვაი გინა წარწყმენდაჲ.“

მიუგებს იაზონ პასუხსა ტკბილითა სიტყვითა, ეთნების გულთა ჭეშმარიტებისა რწმუნებელობისათა, მშუჱნიერ მზრახველობითა და დიდისა გულს–მოდგინებითა აღუთქვამს მას ფიცითა საშინელითა, უკეთუ ასწავებს მას მოპოვნებასა ოქროს–მატყლოვანისა მის ვერძისასა, რაიცა უბრძანოს მას ყოველსა ნებასა მისსა და მცნებანსა მისსა დაიმარხავს მტკიცედ და აღასრულებს.

მაშინ გამოართო პირობაი და აღთქმაი მტკიცე ფიცითა საშინელითა მედიამ იაზონს ცოლქრმობისა და საუკუნოდ განუტევებლობისა მისისა თავსმდებობითა ერკულესისათა და ოდეს სრულ–იქმბა ფიცი ძლიერისა დამტკიცებათა, მაშინ შესჯერდა მედია უმეტეს თავისს მდებობისა ძლით ღერკულესისა; მაშინ იწყო სწავებად იაზონისსა ყოვლისა გულს მოდგინებითა მოპოვნებად ვერძისა მის და რქვა: „ჭალაკსა მას შინა, სადა იგიარს ოქროს–მატყლოვანი იგი დადგინებული მარსისა ღმერთასაგან მცველად მის ცხოვარისა, მხმილავ არიან ორნი ხარნი ნებიერნი და საშინელად ძვინვარენი, რომელთა აქვსთ რქანი და ჭლიკნი რვალისანი და პირით გამომდინარე არიან საშინელთა ცეცხლთა.“ მისცა მედიამ იაზონს ხატი ვითარიმე ოქროისა და უთხრა: „აქვს უკვე ამას ძალა ესე ვითარი, რომელიცა პირად–პირადთა ცეცხლისა ალთა პირისპირ შეეწევის და დაიცვავს შეწვისაგან.“ კვალად მისცა მას გოგრა ნოტიითა რაითამე სავსეი და ასწავა, ვითარმედ ნოტიო ესე თვით სავსეი და ასწავა, ვითარმედ ნოტიო ესე თვით უწინარესვე იცხე და მერმეთ ცეცხლმობერველთა მათ ხართა აპკურე პირთა შინა და ალი იგი ცეცხლისა ფრქვეული პირით მათით დაშრტების ამით. შემდგომად მისცა მას ბეჭედი ვითარიმე ქვისა მწვანისა და ამცნო, ვითარმედ ოდეს მიხვიდე ვეშაპისა მიმართ, მაშინ გარდაუგდე ესე თვალთა წინაშე მისთა და დასცხრების მყისვე გამოტევებული პირთაგან ცეცხლი და ვერღარა დაგწვავს, მერეეთ იხადე მახვილი სიმხნითა შენითა, შეები მას მტკიცედ, და მოჰკლა რა ვეშაპი იგი აღმოხადე მას კბილნი, მოხანი მიწაი იგი ექვსისა დღისა შეწირული მარსის, ხარებითა მით უღლეულითა, აჩაჩითა ალმასისათა და იხილავ მაშინ უცხოსა საკვირველებასა; ხოლო მხილველი საქმეთა ამათ, ვეშაპი აღარა გებრძვის და განივლტის ტყედ, ნურღარა სდევ მას; არამედ მივედ ვერძისა მის მიმართ და ნუ მსწრაფლ ზედა შევარდები მას. ასწავა მედიამ შელოცვაი რაიმე იაზონსა და რქვა: პირველად წარსთქვი ლოცვაი ესე სამ გზის და ეგრეთ მივედ ნელიად და შეიპყარ ოქროსმატყლოსანი იგი ცხოვარი, ასწავა ესენი მტკიცედ და კვალად მეორეცა განუმარტნა, რათა არა დაივიწყოსნამცნებათა მათგან რაიმე, რომელისათვისაც იაზონ ფრიად მოხარულ აღურაცხელსა მადლობასა ეტყოდა მედიას.

დღესა მეორესა ითხოვა ნება იაზონ უეტესისგან წასვლად მოპოვებისათვის ოქროს–მატყლოვანისა ვერძისა, არა უწყოდა უეტეს და არცავინ სხვამან კოლხელთაგანმან, რომელ მედიამ ასწავა მოპოებაი მისი იაზონს, და მისცა ნება ოეტესს სრულისა კმაყოფილებითა და წინამძღვარი გზისა მიყვანებად ადგილსა მას. გონებდა უეტეს და ყოველნი მისნი, რომელ ვითარცა სხვანი მეძიებელნი პირველ, იაზონც ვერ ძალიდებს მოპოვნებად მისსა.

განემზადა იაზონ და აღსჯდა ცხენსა თვისსა ჩინებულსა და წარვიდა, წაჰყვეს თანა ღერკულეს და ჩინებულნი ბერძენნი თვისნი და ეგრეთვე უეტესისა კარძოით წარჩინებულნი მის ქვეყანისანი რომელნიმე, მორავიდა იაზონ კიდესა ზედა ზღვისასა; გარდახდა ცხენით, გამოესალმა და უამბორა ყოველთავე თვისთანა მყოფთა, შთაჯდა ნავსა შინა მცირესა, შთაიდვა თვისთანა, მცირე იგი გუთანი ალმასისა და ნივთნი იგი მოცემულნი მედიასაგან, მიიღოთანვე სხვანიცა სამზადისნი, რაიცა საჭირო იყო მისთვის და გავიდა დიდისა მის ჭალაკით ჭალაკსა მასკოლხიდს (რომლისაცა სახელი სრულიად ქვეყანასა მას სახელ სძევს ეგრელთასა) და მცირისა მის ნავით, გარდახდა ნაპირსა ზედა თვით მარტო და შეიჭურვა მსწრაფლიად ჯავშან საჭურველნი და შეირტყა ხმალი მკვეთარი, მარჯვენით ხელითა იპყრა შუბი და მარცხენის ხელითა წარითრია გუთანი, მიიახლა რა ადგილსა მას, სადა იგი მყოფ იყო ოქროს–მატყლოვანი იგი, და ხართა მყის გამოუტევეს პირით ცეცხლი საშინელი და აღივსო ჰაერი და გარეშენი მის ადგილსანი ცეცხლითა. თუმცაღა პირველად შეკრთა იაზონ და ვერა იკადრებდა ცეცხლისა მისს მიახლებად საშინელისა, მაგრამ განიმხნა გული თვისი სირცხვილის და საუკუნოდ საყვედრებლისა უკუნქცევისათვის მოეგონნეს ნამცნებანი მედიასნი, მოიღო მისმიერ მოცემულნი ნივთნი, იცხო პირველად ნოტია იგი მდგომარე მას გოგრასა შინა პირთა, ხელთა, ყელსა და ქედსა ზედა, გარდამოიკიდა ხატი ოქროსი გულსაზედა, აღიღო ჭურჭელი ოტიოსა მის, მიმართა მხნედ პირთა მათ ხართასა, რომელთაცა შემობერვილმან დასწვა მსწრაფლ შუბი და ფარი იაზონისა, და იაზონცა წუთღა და კნინღა დაასრულა ცხვოვრებაი თვისი; მაგრამ შეეწივა მას წამალი იგი მედიას მიერ მოცემული, აპკურა ნოტია იგი პირთა ხართასა, რომლისა პკურებითა შეეკრნეს მათ პორნი, ვითარცა საწვიელითა და ესე გვარ, რომელ, ვითარცა კავშორისა მიერ შეეხების და გაერთდა ნახები პირთა მათთა და ვერღარა შემძლებელ იქმნეს მობერვად ცეცხლისა.

ამას ზედა ფრიადისა კადნიერებითა აღივსო იაზონ და მიჰყო ხელი ძლიერთა მათ ხართა რქათა მათ ზედ საშინელთა, უპყრა და მიმოსრა იგინი აქეთ და იქით, ვერღარა წინააღუდგეს მას, არცა გამართული და იწყო გაწევად კვალად და გარდახნა სრულიად ველნი იგი და ყოველნი ღრიღლოვანნი და გვერდობნი ადგილისა მის, და სრულ ჰყო რა, დაუტევა მუნ ველსა ზედა ხარნი იგი და თვით წარემართა ვეშაპისა მის დიდისა ბრძოლად.

იხილა რა ვეშაპმან იაზონ მიმავალი, შესწივლა განსაკრთომელსა ხმითა და იწყო უზომოთა ალთა ცეცხლისა შემწველისათა პირით გამოტევებაი, დასრულიად აღავსნა არენი იგი ცეცხლითა და ფრიადითა აღტყინებითა ცაი შემწველჰყო. განიცადა რა იაზონ ესე ვითარი საშინელება და ძლიერება სახმილისა მის, მყოვარჟამ შეძრწუნებულ სდგა გაშტერებით, მაგრამ მალიად მოეგო თავსა თვისსა, აღმოიღო ბეჭედი უბით თვისით მიცემული მედიას–მიერ და გარდაუგდო თვალთა წინაშე ვეშაპისათა, რომლისა ელვარებისაგან შეძრწუნდა გული იგი სასტიკი და დასცხრა პირით თვისით გამოტევებისა ცეცხლ–მბერვალობისასა; მაშინ განძლიერდა გული იაზონისა. მიუხდა დიდისა კადნიერებითა, აღმოიხადა მრისხანე ხმალი, განუპო საზარელსა მას ვაშაპსა ქედი მისი და ზედა–ზედ ჰსცა ესრეთ ღონიერად ხმლითა, რომელ ვარღარას შემძლებელ იქმნა ვეშაპი იგი ვნებად, გინა მცირედისაცა ბრძოლისა ყოფად და დაუსუსურებელი ნაკვეთთა მიერ ხმლისათა დაეკვეთა და განერთხა მიწასა და მაკვდინებელი სული თვისი ბოროტად განუტევა. მაშინ იაზონმან მოჰკვეთა საშინელი იგი თავი მისი, აღმოსთხარნა მალიად კბილნი მისნი, განაბნია დამთესველმან მათმან წინა ხსენებულსა ხნულსა მას შინა; ხოლო მყისვე დათესვითა ვეშაპისა კბილთა მათგან აღმოცენდეს ნაყოფნი განსაკვირვებელნი, აღმოხდეს ხნულით სიმრავლენი შეჭრვილთა კაცთანი, ეკვეთნეს ურთიერთსა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი შორის ძმათა მათ მიწიერთა მაკვდინებელათ წყლულებითა, და არა თუ ბრძოლაი მათი იყო წესიერად და ურთიერთ არსთ პირისპირ, გინა რაზომ–მწყობილებით; რამედ აღრევით ურთიერთისადმი და უწესოდ, და ესრეთ მოწყვილი იქმნეს მოყვასნი მოყვასისაგან და არცაღათუ ერთი მათგანი განერა სიკვდილსა; არამედ ყოველნივე ერთბამად დაეცნეს და აღსწყდეს სრულიად.

ხოლო ოდეს ესე ყოველი იქმნა და ხარნი იგი სდგეს ძლივღა ცოცხალნი ველსა მას ზედა, სადა დაუტევნნა იაზონმან; მაშინ დევიცა იგი ივლტოდა თვინიერ ყოვლისა ბრძოლისა, და სრულიად განეშორა ადგილისა და ჭალაკისა მისგან და შევიდა ტყეთა და კლდეთა მათ შინაკავკაზიისათა ყოველითურთ კაცთა მიუახლებელთა და ესრეთ დაარღვივა თილისმაი ესე იაზონმან, განრინებული ყოველთა მას საშინელებათაგან და უზომოთა მხიარულებითა აღვსებული, მივიდა კადნიერად და უშიშრად ოქროს–მატყლოვანისა მის ვერძისა მიმართ, არღარა შეემთხვივა მას სხვაი წინა–აღმდეგი, წარსთქვა პირისპირ ვერძისა მის ლოცვაი იგი სამგზის, სწავებულ მედიას მიერ) აღიტაცა იგი რქითა ოქროვანითა; განხადა ოქროს–მატყლოვანი იგი ტყავი, გადმოიკიდა მხარიღლივ და გამდიდრებული უძვირფასესითა მით ოქროვანისა, საუნჯითა მოიქცა და მოვიდა კიდესა მისკოლხიდის ჭალაკისასა, დახვდა მას მუნ მცირე ნავი მისი დაბმული, ახსნა, შთაჯდა მას შინა და გამოვიდა, სადა იგი ღერკულეს და სხვანი წარჩინებულნი ბერძენთანი ელოდეს იაზონს, იჭვნეულებდეს მოქცევასა მისსა და იგლოვდეს მწუხარებითა დიდითა და სტიროდეს.

იხილეს რა თვისთა ცოცხლებით მომავალი, მიეგებოდეს სრმით და უსაზომოთა სიხარულითა უამბორებდეს და ქებას შეახმიდეს, ესრეთისა დიდებულისა და ყოვლისა ქვეყანასა ზედა ესე გვარისა ძლევა შემოსილებისათვის.

წარმოვიდეს მუნით და მოვიდეს უეტესის მიმართ, მოეგებოდეს წინა უეტეს და ჩინებულნი მისნი, თუმცაღა პირათ იჩენდეს სიხარულსა, მაგრამ გულთა შინა აქვნდათ ფრიად უსიამოვნება და მწუხარება ესრეთისა საუნჯისა უცხოთა კაცთაგან მიღებისათვის და თვისაგან განხვებოსა; არა რაი უწყოდა ჯერეთ უეტესმან, რომელ ესე დიდებაი იაზონისა იქმნა მიზეზითა მედიასათა. ისტუმრა კვალად უეტესმან იაზონ და მისთანანი, გარდუხადა სერი და შემდგომად მეჯლისისა წარვიდეს ყოველნი თვის–თვისად.

ღამესა ერთსა განზრახვითა მედიასითა მოვიდა იდუმალ იაზონ მისთანა და გამოიყვანა მედია ფარულად, გავიდნეს არღონატნი ღამე ქალაქით უგრძნობელად ყოველთა მუნ მცხოვრებთა და დიდისა სიმმრავლით ღამესა მას განვლეს შორნი გზანი. დილას სცნეს რა ესე კოლხელთა, დევნა უყვეს მდევართა, გარნა გრძნებითა მედიასითა ვერა მიახლნეს კოლხელნი არღონავტთა; ხოლო წარიყვანა მედიამ ძმაცა თვისი სახელით იაფის–თვის თანა, რომელ უყვარდა იგი ფრიად, შთასხდნენ ხვამალდსა და გაემართნენ ქარითა სასარგებლოითა გზასა თვისსა.

ბატონის შვილი თეიმურაზ.

4 სხვა და სხვა ანბავი

▲back to top


4.1 ვაჭრის შეგირდი

▲back to top


ვაჭრის შეგირდი

არა ჩემო გაბრიელ, შენი ივანე მოგიკვდეს თუ ჩვენ აქ ხეირი ვნახოთ რამე, სამი წელიწადია ამ ვაჭრის შეგირდები ვართ და სამჯერ არ გაგვიგონია მაგისაგან ტკბილი სიტყვა, მე კი ვეღარ დავდგები და შენც გირჩევ სხვა ალაგი მოძებნოვო. ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ორნი შეგირდნი ერთს დუქანში. საღამოზე დუქნები რომ დაკეტეს, გაბრიელ შინათკენ მოდიოდა დაფიქრებული და აგონდებოდა თავის ამხანაგის სიტყვები, რომელნიც უხატავდენ შემდეგსა ბნელად და უიმედო ამ ფიქრში რომ იყო, ერთის თავის ნაცნობის სახლიდგან დიდი ხმიანობა მოესმა და იფიქრა, ერთი შევალ და გავიგებ რა ამბავიაო. ამ აზრით შევიდა სახლში, სადაც ნახა, რომ რამდენიმე ქაღალდის მოთამაშენი შეყრილ იყვნენ, მწვანე სტოლს მოსხმოდნენ გარსა და გაცხარებული თამაშობა ჰქონდათ. ვაჭრის შეგირდმა ოქრო და ვერცხლი რომ დაინახა სტოლზედ, თვალები აუჭრელდა და არ იყო რომ ჟრჟოლამ არ აიტანა. ბოლოს იფიქრა, მოდი ერთი ბედსა ვცდიო და ამ აზრით შეგირდანობით ნაშოვნი ორი მანეთი ამოიღო ჯიბიდგან, სკამი მიიდგა სტოლთან და ჩაჯდა მოთამაშეებში ამაყად. ვაჭრის შეგირდს ბედმა როგორღაც ღიმილით შეჰხედა და მოაგებინა რამდენიმე თუმანი; მეორე დარიგებაზე, რადგანაც არ იცოდა წესი თამაშობისა, მოგებული ფული სრულებით შუაგულს ჩამოყარა, ბედმა აქაც გაუცინა და მოაგებინა კიდევ რამდენიმე თუმანი რაღა განვაგრძელო ამ ღამეს მოთამაშეებს რაც ფული ჰქონდათ სულ მოუგო და სიხარულით წამოვიდა თავის ბინაზე. მეორე დღეს უფრო გაბედვითწავიდა სხვას ალაგს სათამაშოთ; ბედმა არც იქ უღალატა და რაც პირველ ღამეს მოიგო, ორი იმოდენი აქ შეიძინა. მესამე ღამეს რა იშოვნა საკმაო ფული, ლანძღვიდა თავის თავსს და იტყოდა: შენ თავლაფიანო თავო ჩემო! რაზე ჰკარგავდი ამოდენს დიდის გაბედაობით და ყოველთვის იგებდა, ასე რომ მეოთხეს დღეს ჰქონდა ნაღდი მოგებული ფული – ასი ათასი თუმანი. გაბრიელ სიხარულისაგან აღარ იყო და უგონოთ ჩაურევდა ხოლმე ოქროსა და ვერცხლში ხელსა. რა ფულის ალერსი გაათავა, ბოლოს წარმოსთქვა: ახლა ამაზე მეტს აღარ ვითამაშებო, ვიცხოვრებ შექცევითა, როგორათაც ჰსცხოვრობენ დიდნი კაცნი, მოვრჩი ლაფში ფეხით სიარულსა და ნისიების გროებასო, მშვიდობით დუქანო, მაუდებო და ადლებოვო. ახლავე დავიჭერ ჩინებულს სასახლესა უპირველეს ქუჩაში და ვიცხოვრებ მეფურათაო.

ვაჭრის შეგირდმა ბევრი წილი თავის აზრი სრულებაში მოიყვანა. დაიჭირა ჩინებული სახლები, შეაკერინა კოხტური ტანისამოსი, მოიკაზმა ჩინემულად (ჩინებულად) და გაემართა ვაჭართა დუქნისაკენ სანახავად. ოსტატმა რომ თავის შეგირდი დაინახა, დაუწყო ლანძღვა, აქამდინ სად ეგდე და სად დაეთრეოდიო? შეგირდმა ღიმილით სალამი მიჰსცა ოსტატსა და მიუგო: ბატონო სოვდაგარო! განგებას არა სურს, ჩემი ყოფნა თქუჱნს დუქანში, მე უფრო კარგ სოვდაგრებს დაუამქარდიო. ეხლა ჩემი საქმე სხვა რიგად მოვიდა, თითქმის ძალიან კარგათაც, ასე რომ შემიძლიან ფულებით ვიკენჭაოვო და ვგონებ შენც მოგეწონოს ჩემგან შენის დუქნის და ადლის დატევებაო. ოსტატს შეგირდისა არა ესმოდარა და დაცინების სახით წარმოსთქვა:რას ბოდავ ჩემო საყვარელო? შენ გოგრა როგორღაც დაგსნეულებიაო. შენ ანბობ ვითომც ახლა მდიდარი იყო. აპირებდე დიდკაცურ ცხოვრებასა და ჩემს დუქანს თავი დაანებოვო! აქ ვაჭარი საშინლად იცინოდა და იძახდა, მე სრულებით ვერა გამიგიარაო! გაბრიელმა მაინც დამშვიდებით უპასუხა: მე შევიქენ მდიდარი და მგონია ეს ადვილი გასაგონი უნდა იყოსო. ხომ იცი რომ ბიძა მყვანდა მდიდარი, ის მომკვდარა სხვა ქვეყანას და თავის დოვლათი ჩემთვის უანდერძებიაო. რა ესე სთქვა შეგირდმა, ოსტატს ამაყად თავი დაუკრა და დუქნითგან გარეთ გამოვიდა. ოსტატი კი იდგა გაშტერებული და ფიქრობდა: საწყალი გაგიჟებულაო!...

ამ ლაპარაკის შემდეგ რამდენსამე დღეს უკან, გაბრიელ იყო წამოწოლილი ხავერდი მდივანზედ და ჩიბუხს ეწეოდა. ამ დროს გაეღო კარები, ამის შეგირდობის ამხანაგი ივანე კი შემოვიდა და გაბრიელს შემოსძახა: აკი გითხარ, ვაჭრის შეგირდობით ჩვენ ხეირს ვერა ვნახავთ მეთქი. ჭეშმარიტათ მიხარიან შენი კეთილი ცხოვრება. გაბრიელმა მიუგო: დიახ საყვარელო, მე ახლა ძალიან წესიერათა ვცხოვრებ, როგორც შეჰფერის ჩემს შეძლებასა, ღმერთმა უშველოს, უშველოს, ერთმა ჩემმა მეგობარმა თავადმა მიშოვნა ეს სახლები, ძალიან იაფათ, თვეში სულ ოცს თუმანს ვაძლევო. ივანემ უთხრა: მაშ გეტყობა ფულებს აღარ ზოგავო? მაგრამ თუ სიმდიდრეში მეგობრები არ დაგვიწყებია– ყველას ისა სჯობიაო. გაბრიელმა მიუგო. თუ გინდა გამომცადე და ნახავ, რომ ამხანაგებისათვის, გულით და ჯიბით ისევ ის გაბრიელი ვარო. ივანემ ღიმილით წარმოჰსთქვა, მეც მანდ გახლავარო. ეხლა ერთი დიდი ვაჭარიმთხოვს, რომ ამხანაგათ გაუხდე და რადგან ასი თუმანი მაკლია, უნდა მასესხოვო და იმით დაამტკიცო ჩემი მეგობრობაო. გაბრიელმა უპასუხა: დიახ ბატონი ბრძანდები, მაგრამ ეხლა ჩემი გულიც და ფიქრიც ერთ მშუჱნიერს ქალთან არის არც დროება მაქვს, რადგანც დანიშნვას ვაპირებო. ივანემ გაოცებით უთხრა: განა ცოლს თხოულობო? გაბრიელმა არა უპასუხარა, მხოლოდ ამოიღო თავის საქორწინო ტანისამოსი და აჩვენა ივანეს. იმანაც ჭეშმარიტების სიტყვით წარმოსთქვა: ახ ძმაო! რა მალე გაბედნიერდიო!... ასე ჰსთქვა, გამოეთხოვა და გარეთ გამოვიდა. ამ დროს კარებში ამ ჩვენის შეგირდის თავადი შემოვიდა, გაბრიელს ხელი ჩამოართო და უთხრა: დღეს სრულებით მორჩება ჩვენი საქმე, ქალის მამა თანახმა არის და დიდს მზითევსაც გიმზადებსო.

ესენი საღამოზე წავიდნენ ქალის მამასთან, რომელმაცა მიიღო დიდის პატივით და უთხრა გაბრიელს: მე შენის ქცევის და განათლების ქება მითხრა ამ შენმა და ჩემმა მეგობარმა, რადგანაც მაგისთანა ღირსეული ყოფილხარ, ამისთვის გაძლევ ჩემს ქალსაც; ჯვარის წერის შემდგომ გაგზავნი ჩემს სოფელში, სადაც მაქვს დიდი სასახლე და ყმა–მამული. – ის არის ჩემის ქალის მზითევი და ჩემი მემკვიდრეც შენა ხარ, იცხოვრე ბედნიერათ და მეც მაცხოვრეო.

ვაჭრის შეგირდი ასე იყო აღტაცებული სიხარულისაგან. რომ თავის ბედნიერებას არ იჯერებდა, მეტადრე მაშინ, როდესაც საცოლო პირის–პირ ნახა და ეძახდა საყვარელსა.

გაბრიელმა თავის ქონება და ფული სრულებით სიმამრს ჩააბარა რადგან რამდენსამე დღეს უკან ჯვარსიწერდა და ერთად აპირებდნენ ცხოვრებასა. მოვიდა ჯვარის წერის დღეცა, დანიშნულს საათზე მოირთო ვაჭრის შეგირდი საქორწილო ტანისამოსით და გაემართა სიმამრის სახლისაკენ. რა სასახლესთან მივიდა და მსახურმა კარები დაარაკუნა, იქიდგან ხმა მოსცეს ვინ გნებავთო. მსახურმა დაუძახა: კარები გააღევით სიძე მობრძანდაო. ამ სიტყვაზე კარები გაეღო, ერთი მოხუცებული კაცი წამოდგა და ჰკითხა: ვის ეძებთო? გაბრიელმა უპასუხა: აქ რომ თავადი დგას, ჩემს სიმამრსაო. მოხუცებულმა მოახსენა: ის გუშინ გავიდა ჩვენის სახლიდამაო. გაბრიელმა აჩქარებით ჰკითხა: სად გავიდა, როდის და რათაო? მოხუცებულმა უპასუხა: მე არავიცირაო და ამ სიტყვაზე კარები მოკეტა: გაოცებული გაბრიელ რამდენსამე წუთს ერთს ალაგს იდგა, შემდგომ გამობრუნდა და თავის მეგობრის თავადის სახლთან მოვიდა, სადაც დახვდა ვიღაცა კაცი, რომელსაცა ჰკითხა. კნიაზი შინა ბრძანდებაო?

კაცმა უპასუხა: ვისაც თქუჱნ კითხულობთ, აქედან გავიდა, აქ აღარა დგასო. გაბრიელმა ჰკითხა: მაშ სად დადგაო? ამ კითხვაზე ამ კაცმა მწუხარებით წამოჰსთქვა: ჩვენ თვითონ არ ვიცით და დიდად დაგიმადლებდით, თუ რომ გვასწავლიდით იმის ახალს სადგომს, ამიტომ რომ ორმოცი თუმანი ქირა გაიყოლაო.

გაბრიელმა აღარა იცოდარა რა ეფიქრებინა, ბოლოს კიდევ ჰკითხა. ისე როგორ გავიდა, რომ ვერ გაიგეთო? კაცმა უპასუხა: ბატონო რას გავიგებდით, იმ გვარი კაცები, რომელნიც სიცრუით თავადობას ირქმევდნენ და დიდკაცობდნენ თავის დღეში არც გაპარვისა შერცხვებათ და არც ავაზაკობისაო ის ტყვილი კნიაზები თავისის ამხანაგებით გონია ქურდები იყვნენ, ამისთვის რომ დღეს პოლიცმეისტერიც დაეძებდაო.

ამ სიტყვების გაგონებას, მეხი რომ დასცემოდა ის ერჩივნა. ახლა შეიტყო რომ მოატყუეს, მაგრამ რა უნდა ექმნა? კიდენ უნდა ჩავარდნილ იყო ადრინდელ მდგომარეობაში.

მოაგონდა ისევ დუქანი, ადლი, შემდგომ ორის კვირის სიმდიდრე, ასე მალე გაღარიბება, უნამეტნავესად ესრედ უწყალოდ მოტყუება. საწყალი გაბრიელი მზა იყო რომ ეტირნა, თუ ხალხისა არ შერცხვენოდა! გრძნობის დრო აღარ იყო. მსწრაფლად გამობრუნდა და ჰსთქვა: ქვეშკნელს რომ წავიდნენ იმ ავაზაკებს იქაც ვიპოვიო.

ამ ამბის შემდეგ, სამს დღეს უკან, ივანე სათევზაოთ წავიდა და წყალს რომ მიახლოვდა, დაინახა რომ ყორნები რაღასაც ეხვევიან; რა ახლოს მივიდა, ნახა წყალს დამხჩვალი კაცი გამოურიყავს და ფრინველებს ასე დაუჩქლეთიათ, რომ ივანემ ძლივსღა იცნო საქორწილოს ტანისამოსზე თავის მეგობარი და ნაამხანაგარი ვაჭრის შეგირდი უცებ გამდიდრებული და უცებ გაღარიბებული გაბრიელ.