![]() |
ცისკარი №3 (1858) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსები |
▲back to top |
![]() |
1.1 ჩემი ლოცვა |
▲back to top |
ჩემი ლოცვა
მამაო! ვხედავ რა რომე ვარ აწ დავრდომილი,
წინაშე შენსა წარმოვსდგები შემცოდე შჳლი,
მუხლსა მოვიდრეკ მოწიწებით, მაქვს სინანული,
თუ რად ვაღელე ბოროტებთ უმანკო გული.
გვედრი შემომქმედს, ნუ მიხედავ ცოდვას წარსულსა,
არამედ იგი ჩამინთქევი უღრმეს უფსკრულსა.
შენ მაცხოვარო! მოეც სნეულს ჩემს გულს ფონება
და დაუბრუნე ადრინდელი მას მყუდროება.
გცოდე შენ ღმერთო, ვითა ჰსცოდავს კაცი ცოდვილი.
ვინ არს ქვეყანად უცოდველი მხოლოდ შობილი?
აურაცხელის ბოროტებით არედ სავსესა.
ნუ, ნუ მამავო, ნუ მარიდებ მე პირსა შენსა!
არამედ ცოდვის სასტიკი მტერი მსწრაფლ განმარინე,
და ესრედ დანთქმად მისწნეულსა, სნეულს მილხინე!
მრავალ მოწყალევ! მასვი ცოდვილს უკვდავი წყარო,
რათამცა გული განწმენდილი მით დავიმტკბარო.
განმიახლე შენ უხილავო, წრფელი სული,
ადრე ჩემ-შორის რომე იყო დამკვიდრებული.
ყოველთ-მხილაო! ნუ მიტევებ ძეს შეცდომილსა,
ხომ სჭვრეტ, შენ წინა, ვით აქვს ძრწოლა შემცოდე შჳლსა?
ნუ! ნუ მამაო! ნუ ინებებ ჩემსას დასჯასა,
და მოწყალებით გარდმოხედენ ჩემსას აჯასა.
შემცოდეს შჳლსა მასწავლე გზა შენი მართალი,
რომელსა ზედან შენს ცოდვილს ძეს მქონდეს სავალი!....
ი. კერესელიძე.
19 მაისს.
1856-წელსა.
![]() |
1.2 ამაოება |
▲back to top |
ამაოება
ვზივარ შევცქერი პირდაპირ ხესა,
ამ შეჭმუხვნილსა წვიმიანს დღესა,
ვხედავ ფოთოლნი ყვითლად შეცვლილან,
ხეს შორდებიან მიწაზედ ჰსცვიან.
აწცა ჩვეულებრ ფიქრში შევდივარ,
რადგანც ვხედავ რომ, მეც მის მზგავსი ვარ.
ვფიქრობ მას, რომელ მეც ვუძლურდები,
მოვალს დრო ოდეს ყვითლად ვიცვლები:
ვით ხეს ფოთოლნო. უტევებთ, ლპებით,
ჩვენც ეგრეთ სოფელს ვშორდებით, - ვკვდებით;
ვით თქვენს ნაცვლად ხე სხვით იმოსების,
ეგრეთ ჩვენს ნაცვლად სხვა იშობების!
შენც სევ მოგივალს დრო გახმობის
ვით ამა სოფელს - დღე დამხობისა!
ი. კერესელიძე.
1854 წელსა.
24 ოკტომბერს.
![]() |
1.3 კ. მ. |
▲back to top |
კ. მ.
ნეტარ არს იგი, ვინცა შენს ახლოს
ხშირად იმყოფებს და განავლებს დროს;
ვინცა ნეტარებს შენისა მზერით,
შენდა ერთგულებს სოფლით და გულით,
და მუნჯად დასტრფის შვენებასა შენსა
და სამოთხისას ზეციერს სახეს!...
უფრო ნეტარ მას, რომ შენის ტრფობის
მას ჭკვა სრულიად არ მიეხდების
და მეყსეულად არ გაგიჟდების!...
ლუკა ისარლოვი.
![]() |
1.4 …ს. |
▲back to top |
…ს.
ნეტარ ვიცოდე, რა შეგაფიქრებს,
როს უცებ იწყებ დუმილსა, ფიქრებს!...
შვენება შენი და შენნი თვალნი,
ჭკვისა მიმღებნი, ზეცისა დარნი,
გარდიქცევიან მყისვე გონებად
და გარმოისხმენ სხივებსა დასად!...
ვიშიშჳ მაშინ და იგ მებრალვის,
ვის შენი ფიქრი, შენი დუმილი-
რისხვას და წყრომას მაშინ უმზადის.
ხოლო ნეტარ მას, ვისაცა გული-
შენისა სხივით განუნათლდების!...
ლუკა ისარლოვი.
1838 წელსა.
30 აგვისტოს.
![]() |
1.5 რისთჳს მიყვარხარ? |
▲back to top |
რისთჳს მიყვარხარ?
რის-თჳს მიყვარხარ? ამის ცნობა შენ გენებება?
საბრალო გული, მე უბადრუკს ვისთჳს მეგზნება?...
მაშ ჩემო ღმერთავ, დავიჩოქო მომეცი ნება,
ჭეშმარიტებით ვაღვიარო მე აღსარება:
ცხოვრება ჩემი წყაროსავით მომდინარებდა,
ვერც სოფლის ღელვა, ვერცა ჟინი მას ვერ
არევდა,- რასა ვგონებდი, თუ ვინმე მას ააჩქარებდა
და ჩემი ხვედრი მე სიცოცხლეს გამიმწარებდა!...
მიმიღო ცნობა პირველადვე, რა გნახე შენა,
უძღვენ მადლობა მას, ვინც, ტურფავ, შენ დაგაშვენა.
ვინც ამა სოფელს მომიყვანა ჩემდა სალხენად,
ვინც ჩემს ნუგეშად, ჩემს ცხოვრებად შენ აღგაშენა!
გულისა მეფავ! გულს მომეცა მაშინ ფონება!...
შენკენ ჰფრინავდნენ მყის გრძნობანი, მასთან გონება,
შენ იქმენ ჩემ-თჳს ცხოვრება და კერზის ქონება...
მე მაშინ გულსა განვიზრახე შენი მონება...
ხვედრმაც ღიმილით გადმომხედა, მომცა იმედი,
აღმითქვა შენი მეუფება-რასაც ვძიებდი!...
აგერ, ვამბობდი, შემეცვლება მასთან ბეჭედი!...
მარამ ვაიმე, შედგა ჩალხი გაბრუნდა ბედი!...
რის-თჳს მიყვარხარ? - მისთჳს რომ ხარ ეგრეთ ლამაზი,
იაებრ მშჳდი, მასთან მარდი ვით რომ გავაზი:
ვარდის და ბროლის ხარ სადარი, ტურფა და ნაზი...
მისთჳს მიყვარხარ, რადგანცახარ უფლისა ვაზი!
მაშ ღმერთმან მკითხოს, თუ ოდესმე ეს სიყვარული,
ან გავიგრილო, ან შევსცვალო მე შენზედ გული,
უკუნისამდე თუ არ ვიყო მე შენი ყური,
მხვდეს რისხვა, მეხი ცისა, ვიყო წყეული!...
………………………….
რისთჳს მიყვარხარ? - მისთჳს რომ გულს მიჩინე წყრული!...
რადგან ვიტანჯვი შენის ეშხით გაბრუებული,
რომ არ მიწყალებ, არ გებრალვი ბეჩავ-ბედკრული!...
მისთჳს მიყვარხარ, რაგდანცა ხარ უმანკო სული!
თ. რაფ. ერისთავი.
![]() |
1.6 მელა და მაჩვი |
▲back to top |
მელა და მაჩვი
„საით მირბიხარ, ნათლიავ, შენ ესრეთ გამალებული?“
მცირეს ხანს გზას შეაყენა და ჰკითხა მაჩვმა მელასა.
ოჰ, ჩემო ტრედო, ნათლიავ! რისთჳს ვარ დაღონებული?
ცილითა მწომენ, მტანჯამენ, ასე ჰგონიათ ყველასა,
ვითომც მე ვიყო მოქრთამე, და არა წამდეს მე სული.
არ ვიცი, იცი თუ არა, წუხელის საქათმოშია,
დიდი თხოვნითა მათის მხრით ვიყავ ქათმების მსაჯული,
და საქმის განხილვაშია,
ღმერთია შენი თავდები, ჯანი მაქვს მე დაკარგული.
ლუკმისთჳს ვერ მოვიცალე, არც ჩამიდვია პირშია;
ძილი ხომ არ მომსვლია ამ საშინელს ღამეშია.
და ჯილდოდ ესდენ შრომასა, ჩავარდი მე რისხვაშია.
მარამ სულ მაბეზღრობითკი. აბა იფიქრე შენ თითონ:
ვინ არს ამ სოფელს მართალი, თუ ყოველთ ჭორი ისმინონ?
მე უნდა ქრთამები ვიღო? განა იმ გვარად შევსცდები!
აბა გინახავს როდისმე, შენს სამართალსა ვჯერდები,
კარგად იფიქრე და მითხარ, თუ ვიყო მაგ ცოდვის მქნელი,
ზომისაებრვე ცოდვისა, თჳს განმიწესე სასჯელი!“
„არა, ნათლიავ! მარამა ესკი არის უტყუარი,
რომ სადაც გნახავ ყოველთჳს ცხვირ-პირზედ გდის ნაშუარი!“
…………
ზოგი კაცია მექონი კარგისა თანამდებობის,
რომელსაც ერთის გროშისთჳს გულიც და ჴელებიც უთრთის;
შეჰხედოთ შეგებრალებათ, ისე ოხრავს და მართულობს,
რომ ვითომც უკანასკნელსა მანეთს ის არის შოულობს;
მთელმა ქალაქმაკი იცის, მას არაფერი ჰქონია
არც ცოლისა მოჰყოლია:
მარამ მას აღარ ჰსჯერდება, ყიდულობს ყმასა და მამულს.
ახლა როგორ შევამოწმოთ მისი შესავალ გასავალი?
თქუჱნ მიეცით სამართალი
როგორც იყოს შესაბრალი!
უნდა ვსთქვათ, რომ დამტკიცება სამართალით კი ძნელი არი,
მარამა ესეცკი დავჰრთათ,
რომ სწორეთ იმ მელის მზგავსათ
დამამტკიცებლად ბიწება ცხვირ-პირზედ ჰსდის ნაშუარი!
დიმ. მგალობელოვი.
![]() |
1.7 მუსტაზადი |
▲back to top |
მუსტაზადი
ცრემლთა ისარნი, მოსისხარნი ჩვენდა არენით,
ილმენით გულნი, ჭირნახულნი შეგვიწყარენით,
უცხონი თემით, სოფლის ცემით გავიგარენით,
უჭკნობნი ვარდნი, ეს გვარ დარნი დავიბძარენით,
არ ითქმის ენით, არცა სმენით ეს იკმარენით.
როს გვაგონდებით, შევღონდებით ლომნო ყმა ძმანო,
თან ზრდილნო სწორნო, განაშორნო, საყვარლად კმანო,
ვა კიდე განთა, ეზდენ თქმათა გლოვნისა ხმანო,
ატადის კალოს, სავალალოს სადახარ თქმანო.
დაგვბერნა ქარმან, დაუწყნარმან ზღვად ვიფარენით,
დაბერდა ყური სევდის ჭური რა ჰპოვა სოფლით.
დაბნიდა თვალნი, შემკრთალნი ცრემლით და ოფლით,
დადგესცა ხელნი, მარჯვედ წრფელნი შორნი სამყოფელით,
ხელმწიფე გული, ცეცხლით და გული სულთ გამყოფელით.
ჭირსა მცა თქვენსა, თუ გალხენსა მოიხმარენით;
დავნატრით მზესა, სიამესა დილა თქვენ გარებს,
ღამე თოვარე, ქველ მოარე, საით გვიარებს,
ცისკარს მთიები, სხვა ციები პირველ გვახარებს
და მერმე ჩრდილოს სასიკვდილოს, ღრუბელს დაგვარებს.
ამ დღე რამითა და ჟამითა, დავიმწარენით:
სიზმარს ვემონვით, ძილ შეკონვით ნუ თუმცა გნახეთ.
სახე უსახო, სავახვახო ეს განვიზრახეთ,
სხვამცა პატრონი, ანუ დრონი ვეღარ დავსახეთ.
ყარიბთა ბანი, გზის საბანი ეკლით შევჩმახეთ,
მოყვასთა ცრემლნი, სწვიმეთ ცხელნი მტერთ იხარენით.
ბესარიონ გაბაშჳლი.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 შჳლი უმანკოებისა |
▲back to top |
შჳლი უმანკოებისა
მოქმედება 3.
გამოსვლა 1.
(სცენა წარმოადგენს სწორე მინდორსა, რომელსაცა აქვს აქეთ-იქით ტყე. პირდაპირ მოჩანს მთა მაღალი.)
გრიგოლ (მარტო.)
გრიგოლ.
(ჴელში უჭირავს ორიოდე ცალი ფული და აჩხაკუნებს.) ამ ცოტა ოდენის ფულით უნდა დავბრუნდე! უნდა დავბრუნდე და ვნახო თუ როგორა კვდება მშობელი ჩემი, თუ როგორ ებრძვის სული დედა ჩემს... (დაყურებს ფულს მწუხარებით) ახ!... კაცნო! შეუბრალებელნო კაცნო... ამას იძახით რომ კეთილის მოქმედნი ვართო და არ გეშინიანთ მღვთისა რომ აღმოუშვებთ პირთაგან ამ გვარ ფარისეულს სიტყვასა!... აი დახედეთ!... ეს ერთი ცალი ფული მომცა, ერთმა თავადის შჳლმა, რომელიცა იჯდა მშვენიერს ცხენზედ, მშვენიერს მოკაზმულს უნაგირზედა. ორნი თუ სამნი მოსამსახურენი მოსდევდნენ უკან... ეს მეორე ცალი ფული მამცა ერთმა დიდკაცის ცოლმა, ტარანტასში მჯდომმა, რომელიცა მიდიოდა საითკენღაც სალოცავათა... ჯერ არცა ამას მაძლევდა, მაგრამ როდესაც რომ დავუწყე ვედრება გულმტკივნეულის სიტყვებითა, როდესაც რომ აღუწერე ჩემი უბედურება, მაშინ შეშინდა, გადმომიგდო ცალი ფული და უბრძანა ცხენების გარეკა კუჩარსა, რომელმაცა რა დაჰკრა შოლტი და გაარბენინა ცხენები, ცოტა გაწყდა რომ არ გამაჭყლეტინა!... ეს ერთი გროში მომცა, ერთმა ახალგაზრდა ბერმა. მაგრამ ბევრი მლანძღა და მეუბნებოდა ზარმაცი რომ არ იყო გლახაობას არ დაიწყებდიო, ამის გამო მოაკლო ჩემსას მოწყალების მოცემას, თუმცა სურდა მეტი მოეცა. (გულმტკივნელობით) ეს ცალი ფული მომცა ერთმა საწყალმა გლახამ, რომლისათჳსაც სრულებით არც კი მითხოვნია:.. იმ ჩემსავით საწყალს სწორეთ ერთი გროში ჰქონდა, გაჰყო შვაზედ, ნახევარი წილი არა მამცა, დამლოცა ღვთის სახელზე და გამამისტუმრა!... ოჰ! ეს ცალი ფული ქრისტეს წინაშე წარდგენის დღეს ძვირათა ღირს! პირუთვნელი განმსჯელი ამ გვარ კეთილისათჳს უხვებით დააჯილდოებს. (დაჩუმდება მცირედი, შემდგომს კიდე დახედავს ფულსა.) აბა რა ვიყიდო ამითი?... კუბოს ერთს ფიცარსაც არ ეყოფა!.. ერთის ადლის თოკის ფასიც არ არის, რომ ვიყიდო და ჩამოვიხრჩო თავი!... მე ესე მიჭირს და ვიფიქროთ ახლა, თუ რამდენი ფული მიდის და მოდის სტოლზედ, ქაღალდის თამაშობაში ტფილისის კლუბში!... (იწმენდს შუბლითგან ოფლსა.) მამა ჩემო! მამა ჩემო!... რომელსაცა არა გცნობ და არ მინახვიხარ. მაშინ, როდესაც რომ წარვსდგებით საშინელსა სამსჯავროსა, მიუგებ ყოვლად უხილავსა ამ ჩემის ცივ ოფლისათჳს; მიუგებ კაცობრივ განწირულებისათჳს და ყოველზედ, რაც კი წარმოსდგების განწირვისაგან. როგორც მშობელი ჩემი არის ახლა ყოვლით უნუგეშო და უმოწყალებო, ეგრეთ არ მოგცეს შენ ნუგეში და მოწყალება. (ამ დროს მოისმის თოფთა სროლა მონადირეთაგან. გრიგოლ ოთხკუთხ იყურება:) მონადირენი არიან! - იქნება თავადის შჳლები იყვნენ. - სწორედ ისინი უნდა იყვნენ - მოდი ამათაც გაუბედავ და ვთხოვ მოწყალებასა ჩემის საყვარლის მშობლისათჳს! ღმერთო! მრავალ ოწყალეო ღმერთო! დაუმშჳდე და აუტკივე გული, რომ მომცენ მოწყალება.
გამოსვლა 2.
გრიგოლ, დიასამიძე და შერაშიძე.
დიასამიძე.
(შეუცდის მცირედი, დაბჯენილი თოფზედ, შერაშიძეს, რომელიცა უკან დარჩომილა და ძლივს მოათრევს ფეხებს.) წყნარა კნიაზო მიხეილ, ფეხის ხმა ჩუმათ აგერ გონია ძაღლების ხმა მოისმის, უთუოთ ჩვენ კაცებს ნადირი გამოუგდიათ საიდანმე.
შერაშიძე
(ხვნეშის) ოხ!... ოხ... შენუ მომიკვდები, რომ ძალიანკი დავიღალე. აქ შეიძლება კნიაზო ცოტა შევისვენოთ. (ისიც დაებჯინება თოფსა.) (დიასამიძე შორს გადგება და ყურს უგდებს ტყისაკენ.)
გრიგოლ.
(მიუახლოვდება მოწიწებით შერაშიძეს, რომელიცა რა დაინახავს შეკრთება.) ღმერთი გადღეგრძელებთ ბატონო, მოიღეთ მოწყალება საწყალ ღარიბ აცზედ...
შერაშიძე.
ახ!... ეს ვინ არის საძაგელი... უთუოთ გლახა არის..ი.. შენ საძაგელო, როგორ არა გრცხვენიან მაგისთანას მრთელს კაცსა, რომ მოწყალებას თხოულობ... (მხარზედ.) ეტყობა რომ ამ მხარეზედ, ცოტათი უყურებენ ცუდად-მოსიარულეთა და ამ გვართ კაცებს, რომელნიცა ტყვილათა სჭამენ პურსა.
გრიგოლ.
(შებრალებით.) ეგ მეც ვიცი, მაგრამ... (მიუბრუნდება დიასამიძეს, რომელიცა რა დაინახავს შერაშიძეს, ვიღასთანაც მოლაპარაკეს ახლო მოვა.) ბატონო ჩემო!... გევედრებით, მოიღეთ მოწყალება საცოდავ შჳლზედ, რომელიცა ითხოვს მოწყალებასა, სნეულის და დავრდომილის მშობლისათჳს.
დიასამიძე,
(ჩაიყოფს ჯიბეში ხელსა ამოიღებს ფულსა და მისცემს გრიგოლს.) უფრო კი ჰსჯობდა, საყვარელო ჩემო... სნეულის დედაშენისათჳს გემუშავნა, რაგდანაც როგორცა ჰსჩანს მრთელი კაცი ხარ და არ გეთხოვნაკი მოწყალება.
გრიგოლ.
რა ვქნა ბატონო, შევიწროებამ მიმახწევინა ... მაპატივე ბატონო ჩემო... მაგრამ უნდა კი მოგახსენოთ, რომ რაც მიბოძეთ, ეს საკმაო არ არის.
დიასამიძე.
(განკვირვებით და გაღიმებით. როგორ თუ საკმაო არ არის?...
გრიგოლ.
ღმერთს ერწმუნეთ, რომ საკმაო არ გახლამსთ.
დიასამიძე.
(მხარზედ.) რასაკვირველია. (მაღლა.) საკმაო არის თუ არა, მე შენ მაგაზედ მეტს აღარ მოგცემ.
გრიგოლ.
თუ რომ გიყვართ ღმერთი და გაქვსთ მცირედი კაცთმოყვარული გული, მიბოძეთ ერთი მანეთიცარი.
დიასამიძე.
ჩემს სიცოცხლეში ეს პირველი ნახვა არის, რომ გლახა მიბრძანებს, თუ რამდენი უნდა მივცე მოწყალებათა ფული.
გრიგოლ.
გევედრები ბატონო მიბოძეთ ერთი მანეთი, რომლითაცა დაიხსნით კაცსა სიკვდილისაგან.
დიასამიძე.
სულელი ხომ არა ხარ კაცო, ვიღაცა მუდრეგი ხარ... წავიდეთ კნიაზო მიხეილ... რას ჩამოგვეკიდა ვირაც გიჟია....
შერაშიძე.
წავიდეთ კნიაზო.
გრიგოლ.
ღვთის გულისათჳს ბატონებო ჩემო, მიბოძეთ ერთი მანეთი, რომლითაცა დაიხსნით ორ სულს სიკვდილისაგან!... (რა ნახავს რომ მიდიან დაუჩოქებს წინ.) ერთი მანეთი ბატონებო! თავის დღეში თქვენ სიცოცხლეში არ შეგვხდებათ ესრეთ იაფათ ყიდვა კეთილ-მოქმედებისა!... (რა განშორდებიან და ყურს არ მიუგდებენ, გრიგოლ ამოიღებს ხმალსა იმ აზრით, რომ თუ არ მისცემენ თავს მოიკლავს.) ბატონებო! თუ არ მიბოძებთ ერთს მანეთს, კაცი მოკვდება აქა და ვალი თქვენ დაგედებათ.
დიასამიძე.
(შეშინდება) ეს რა ამბავია!... ეი... ბიჭებო... გვიშველეთ!... გვიშველეთ ჩქარა. თორემ დაგვხოცეს (ამ დროს ტყითგან გამოცვივიან რამდენიმე ბიჭები და გრიგოლს თოფ-იარაღს წაართმევენ.)
შერაშიძე.
(მირბის და ყვირის.) გვიშველეთ, რაზბონიკები!... რაზბონიკები!...
გრიგოლ.
ახ!... ღმერთო ჩემო! ეს რა მოვიქმედე!
დიასამიძე.
წაიყვანეთ ახლავე და ჩააგდეთ ბნელს ოთახში სადმე, მინამ შევატყობინებდე, ქალაქის მდივანბეგს, მეც ახლავე წამოვალ.
გრიგოლ.
(დაიჩოქებს.) ნება მიბოძე ბატონო: ჩემო, გთხოვო ერთი მოწყალებაცარი... მე ხომ მივეცი თავი ჩემი საპყრობილესა და ეს მოწყალება მაინც მიბოძეთ, რომ მისცეთ შემწეობა უბედურს დედა ჩემს და მე რაც გნებავდეთ ის მიყავით!... ის უბედური სულს აღუებს სიკვდილისათჳს, ერთს გლეხკაცის ქოხში, თუნდა გაგზავნეთ კაცი და შეიტყეთ, ტყვილათ ვამბობ თუ მართლად. დედი ჩემისათჳს მზათა ვარ დავანთხიო სისხლი.
დიასამიძე.
ყურს ნუ ათხოვებთ მაგ სულელსა, წაიყვანეთ როგორც გითხარით, შეაგდეთ ოთახში და პურის მეტი და წყლისა არა მისცეთ რა, გესმისთ თუ არა?
გრიგოლ.
(რა მიყავთ კაცებს შეკრული.) წყეული იყოს მამა ჩემი, თუ რისთჳს მაძლევდა მე სიცოცხლესა! (გავა.)
დიასამიძე.
(აღშფოთებული უყვირის ერთს მოსამსახურეთაგანს.) ეი ბიჭო!... ერთ-ერთი თქვენგანი უნდა წავიდეს ემანდ სოფელში და გასინჯოს ყველას სახლში, ნახოს სადმე, არის სნეული დედაკაცი თუ არა... თუ რომ მართალია და წევს ავადმყოფი, მიეცი ეს ფული. (აძლევს ქისით ფულსა.) გესმის თუ არა?
ბიჭი.
დიახ თქვენი ჭირიმე.
დიასამიძე.
საკვირველი საქმეა!... ის ყმაწვილკაცი სრულებით არა გვანდა თულს კაცსა... თუ რომ არა სტყუოდა და მართალს ანბობდა მოწყალებას ვთხოულობ ავადმყოფ დედისათჳსო, ეს დიდი საქმეა, რომ ამ გვარი შჳლი ჰყოლია დედას... მაგრამ ჯერ უნდა კარგათ გავიკითხო ყოველივე და შევიტყო.
გამოსვლა 3.
(სცენა უცებ შეიცვლება დიასამიძის ოთახად.)
პელაგია. (მარტო.)
პელაგია.
რა ვქნა! გული ესე როგორღაც რათ შემექმნა! მე თითონ არ მინდოდა შემოსულ ვიყავი ამ ოთახში, ბაღში მინდოდა ჩასვლა, მაგრამ მე თითონ მიკვირს ისე როგორ შემოველი, რომ თითონ მეც ვერ შევიტყე. (უნდა გავიდეს და ისევე დაბრუნდება.) მაგრამ, რომ შემოვიდეს ვინმე ჩემთან საქმისათჳს და ვერ მპოვოს აქა, ხომ უნდა დამიწყონ ძებნა აქეთ იქით. - ისევე სჯობია, რომ აქ ვიყო... რატო ესე შევიქენი ავგუნებათა? (ოხრავს,) გონია, ვიღისიც ფეხის ხმა მოისმის... არა... უთუოთ ქარი არახუნებს კარებსა!... ლოყები რათ გამიცხელდა ესრეთ საშინლად?... (მცირე ხანს დაჩუმდება და რა ტირილი მოუვა, ხელსახოცით იწმენდს.-) გულს რათ უნდა ტირილი... რაზედა ვტირი?...
გამოსვლა 4.
პელაგია და დიონოსე.
პელაგია.
(მიფერებით, რა თვალებს მოიწმენდს.) ახ!... მშჳდობა თქვენი ნახვა საყვარელო ჩემო მასწავლებელო!... ვუი... კიდევ შევცდი, უნდა მეთქვა, ბატონო დიონოსე მეთქი და კიდევ მასწავლებელი დაგიძახე. მომიტევეთ მაგრამ რა ვქნა, რო ვერ გადავეჩვივე მასწავლებლის დაძახებასა.
დიონოსე.
უფრო სასიამოვნო არის ჩემთჳს კნიაჟნა, რომ მასწავლებელს მეძახით!... მაგრამ რათ გიტირნია!... სწორეთ თქვენმა მზემ გიტირნია.
პელაგია.
მხოლოდ ორი მარცვალი ცრემლი გარდმომვარდა თვალითგან.
დიონოსე.
გავბედავ გკითხოთ, ვისთჳს და რისთჳს?
პელაგია.
ეგ ბატონო დიონოსე მეც თჳთან არ ვიცი.
დიონოსე.
რადგანც არ გნებავთ თქმა, მეც ბევრს აღარ შეგაწუხებთ. მე მოვსულვარ თქვენთანა მამის თქვენის ბრძანებით.
პელაგია.
მე დიდათ მოხარული ვარ, როდესაც კი მოხვალთ ხოლმე.
დიონოსე.
თქვენი ეგე დაყვავებითი ლაპარაკი, დიდად მასიამოვნებს მე.
პელაგია.
მამა ჩემი, ბატონო დიონოსე მეუბნება ხოლმე, რომელმანცა გაგინათლა სწავლითა ჭკუა და გონებაო, იმას უფრო მეტი კეთილი უქნია შენთჳსა, ვიდრე მამასა, რომელაცა სიცოცხლე მოგცაო, მამა ჩემი რომ ამას მეუბნება (ძირს იყურება.) ჩემი გულიც ამტკიცებს ხოლმე.
დიონოსე.
ესე წამი დამაჯილდოებს მე, რვა წლის შრომისათჳს. უნდა იცოდე კნიაჟნა, თუ მაგ სიტყვებით როგორ უხარის ჩემს გულს. პელაგია. მე ვიყავი ძალიან ცელქი და ბევრი შემიწუხებიხარ კიდეცა, მაგრამ თქვენ ყოველივე გამისწორეთ და ყოველივე კეთილი მასწავლეთ. ამისათჳს მოვალეთ ვრაცხ ჩემს თავს, რომ კიდეც მიყვარდეთ.
დიონოსე.
(თავისთჳს.) ახ! ღმერთო ჩემო! ეს რა მესმის!... (მაღლა და ენა თან ებმის.) მე... მე... მე მოვსულვარ მამი თქვენისაგან თქვენთან ამისთჳს, რომ უნდა გკითხოთ... დავსხდეთ კნიაჟნა.
პელაგია.
(შემოურბენინებს ფიცხლავ სკამსა.) თქვენ დაბრძანდით ბატონო დიონოსე, მე ფეხზედ დავდგები.
დიონოსე.
(სკამს უკან გაიწევს.) კნიაზი მიხეილ შერაშიძე მოსულა აქა...
პელაგია.
(სიტყვას ართმევს.) დიახ.
დიონოსე.
ხომ იცით რისთჳსაც?
პელაგია.
უნდა რომ, ვითომც მე შემირთოს.
დიონოსე.
უნდა -(ცოტა მოჩქარებით) მამა თქვენს არა სურს თქვენი ძალის დატანება.
პელაგია.
ეგ მეც ვიცი.
დიონოსე.
დიდად კი სურს შეიტყოს, თუ როგორის აზრითა ხარ შერაშიძეზე.
პელაგია.
მე არ მინდა ქმრის შერთვა.
დიონოსე.
ეგ იმას ნიშნავს, რომ არავინ მინდა მიყვარდესო.
პელაგია.
მაშ თუ ეგ აგრე ყოფილა, მინდა ქმრის შერთვა. -ამისათჳს რომ მე მინდა მიყვარდეს ვინმე და ამისთჳს რომ მე კიდეც მიყვარს ვინმე.
დიონოსე.
(განკვირვებით.) ა!... მაგას თქვენგნით არ მოველოდი!... მაშ სჩანს, რომ კნიაზი
მიხეილ
შერაშიძე...
პელაგია.
თუ ღმერთი გწამთ დიონოსე ნუღარ გამისხენებთ იმ სულელს და გიჟს ვიღაც არის!... (გამოართმევს ხელსა.) სწორეთ უნდა გითხრა, რომ მიყვარხართ თქვენ!...
დიონოსე.
რა ანბობ კნიაჟნა... ღვთის გულისათჳს...
პელაგია.
მე მინდა რომ შენ შემირთო.
დიონოსე.
მე!
პელაგია.
დიახ, თქვენ ჩემი მასწავლებელი.
დიონოსე.
კნიაჟნა პელაგია!... თქვენ როგორღაც თავი გავიწყდებათ.
პელაგია.
რა მავიწყდება?
დიონოსე.
თქვენა გაქვსთ შთამომავლობა დიდკაცობისა...
პელაგია.
რა ვქნა, რომ დიდკაცობის შთამომავლობა მაქვს?
დიონოსე.
ახ! ღმერთო ჩემო!... არა, არა, ეგ რიგი არ არის.
პელაგია,
თუ კი რომ ყველაზედ მეტათ თქვენ მიყვარხართ.
დიონოსე.
მეც თჳთან მიყვარხარ, ყველაზედ მეტათ, მაგრამ...
პელაგია.
თუ კი აგრეა, შე დალოცვილო და, რაღას უყურებ, ბარემ ჯვარიც დაიწერე.
დიონოსე.
ბატონო რას მიბრძანებთ, მე ერთი საწყალი სამღვდელო კაცი ვარ და როგორ იქმნება...
პელაგია.
რა ვქნა, თუ კი ჩემი გული სხვას არ მიელტვის... დარწმუნებული ვარ რომ თქვენთან ჩემს სიცოცხლეს გავატარებ ბედნიერად.
დიონოსე.
ახ! პელაგია! თუ რომე ვიქმნებოდით იმ საუკუნეში, როდესაც რომ ხარობდნენ მოლექსენი იმ საუკუნეთი, რასაკვირველია, რომ დიდი სიხარულით შეგირთავდი... მაგრამ ახლა სხვა დროა... თქვენ უნდა შეირთოთ კნიაზი, რადგანც კნიაჟა ხართ. პელაგია დაბადებულია კნიაზისათჳს და არა ჩემისთანა საწყლის კაცისათჳს!... ვინ კითხულობს ჩემსბედნიერებასა ბევრიც რომ მინდოდეს...
პელაგია.
მე ვკითხულობ თქვენ ბედნიერებას აი, მე. - რამდენჯე გითქვამთ თქვენ თჳთან ჩემთჳს, რომ ერთი მხოლოდ გული გააპატიოსნებს კაცსაო. (გულზედ იდებს ხელსა.) მართლად რომ ეგრეც აღვასრულე და ამოვირჩივე გულით კეთილშობილი და პატიოსანი კაცი.
დიონოსე.
თქვენი ჭირიმე კნიაჟა დასტევეთ მაგისთანა განზრახვა მაგისთჳს ხომ არ გამამგზავნა მამა თქვენმა?... მაგგვარ ქორწილს როგორც თქვენ ფიქრობთ, ათი ათასი მიზეზი აქვს. -თუნდა ერთ იმ მიზეზთაგან გეტყვი, მაგრამ არ მაგონდება.
პელაგია.
ამისთჳს არ გაგონდებათ რომ სრულებით არაფერი მიზეზი დამაბრკოლებელი არ არის.
დიონოსე.
თქვენი ნებაა?... გული ჩემი დიდ შეიწროებაშია ახლა... შესაძლებელი კი არ არის... ჭეშმარიტათ სწორეთ ვნანობ და ან რა კარგი იქმნება რომ თქვენ ნათესავებს ყველას ვეძულები და სახლში არავინ მიმიკარებს, დაგიწყებენ განკიცხვასა, ის როგორ შეირთოვო და გვარ დაიმცირაო, ვინ ისცის რაებს იტყვიან და რას არა.
პელაგია.
(იცინის.) მაგისთანა სიტყვები სათაკილოა?
დიონოსე.
განა იცინით კიდეც?
პელაგია.
ვიცინი საყავრელო დიონოსე. როგორ არ გავიცინო, რომ რვა წელიწადია ჩემი მასწავლებელი ხართ და არაოდეს არ მოგიციათ ესრეთი ცრუ დარიგება, როგორათაც დღეს.
დიონოსე.
მაგას ძალიანა ვწუხვარ!... ჭეშმარიტათ რომ დიდათა ვწუხვარ. ამისთჳს რომ...
პელაგია.
მე კი ძალიან მიხარიან, ამისთჳს რომ...
დიონოსე.
(არევითა.) ამისთჳს რომ...
პელაგია.
ამისთჳს რომ... ამისთჳს რომ თქვენ უთუოთ უნდა შემირთოთ.
დიონოსე.
არაოდეს!
პელაგია.
მერწმუნეთ, რომ ჩემის შერთჳთ იქნებით თქვენ ბედნიერი! ვიცხოვრებთ თანხმობით, ყოვლით კმაყოფილებით იქამომდენ, ვიდრე ერთი ჩვენგაგნი დაიძინებს საუკუნოს ძილით, მაშინ დარჩომილი ცოცხალთ, რასაკვირველია რომ დაიწყებს ტირილსა და არა სიცილსა. მაგრამ იქამდინ ჯერ წინ ბევრი დრო გვიძევს, ძალიან ბევრი!... აბა! დაჰკარ ხელი თუ არ დაჰკრავ ხელსა, ნიშნავს რომა არა გყვარებივარ.
დიონოსე.
ძალიან კარგი არის, რომ კაცი იყოს პატიოსანი, მაგრამ ხანდის-ხანკი ძნელია, ძალიან ძნელია. ახ! კნიაჟნა, უნდა იცოდეთ თუ როგორა მტანჯავთ და მაწვალებთ. -არა, არა, არ შემიძლიან რომ მამა თქვენს გავუბედო მაგაზედ მე რამ.
პელაგია.
მე თჳთონ გავუბედავ კიდეც და კიდეც ვეტყვი.
დიონოსე.
ღვთის გულისათჳს ნუ!... რაც რომ მე ბედნიერებაში ვარ, სულ იმისი წყალობა არის, და აგრე ყელს ნუ გამომჭრი თქვენი ჭირიმე. ხომ ფიცხლავ იფიქრებს, რომ ჩემი ქალი უცდენიაო, ახ, ღმერთმან ნუ ქნას!... ყოვლისა შემომქმედო, შენ გევედრები განმაშორო ამისთანა საშინელება.
პელაგია.
მამა ჩემის სურვილი კი არის რომ შევირთო მე, ვინცა მსურს. რადგანც ეს ასე არის მე . მსურს რომ თქვენ შემირთოთ და ვიყო ბედნიერი. თუ თქვენ არ შემირთავთ, უეჭველად უბედური ვიქნები, მე ამას თჳთან მამა ჩემსაც ვეტყვი; იცი რა პასუხსაც მომცემს ამაზედ? იქნება პირველად კი გაოცდეს და მითხრას. ხომ არ გაგიჟდიო მაგრამ მერმე რაი იფიქრებს ღიმილით მეტყვის, აგრე იყოსო, შჳლო პელაგია ღმერთმა გაგაბედნიეროსო. მაშინ აბა ახლა თქვენ იფიქრეთ, თუ რა გულმხურვალედ დავუკოცნი ხელებსა, მერმეთმოვალ და ყელზედ შემოგეხვევი. როგორ გაიხარებენ ყოველნი. მე მხოლოდ ახლა ვუცდი მამის ჩემის მოსვლასა. გული მიცემს, რომ ერთი მალე დაბრუნდეს. წეღან სრულებით ვერ მივხვდი, რომ მეტის თქვენის სიყვარულით ვსტიროდი, ახლა კი შევიტყე (უნდა გამოართოს ხელი.)
დიონოსე.
(ხელს გამოსტაცებს.) ახ!... თქვენ მე სრულის გონებითგან და ჭკუისაგან მშლით კნიაჟნა. პელაგია. არაოდეს!... არაოდეს არა გშლით ჭკუისაგან!... ახ!... როგორა ვსწუხვარ, ვიღაც მოდის, კიდევ მინდოდა რაღაებიც მეთქო, მაგრამ დაგვიშალეს.
გამოსვლა 5.
ადრინდელივე და მოურავი. (იღლიას ქვეშ ამოდებული აქვს გუდა.)
პელაგია.
(მოწყენით.) ჩვენი მოურავი!... რისთჳს მოვიდა ეს წყეული ამ დროს?... შენი მტერი!... მოჰყვება ახლა და, ეშმაკიც ვეღარ დააჩუმებს.
მოურავი.
(თან სტვირს უკრავს.)
კნიაჟნა, აწ განუცხადებ თქვენ ხარსისხსა დიდებულსა, მონა ესე ძველთაგანვე, რომ უხარის ყოველ სულსა, მაგა თქვენ შეუღლებაზედ, ვით არ უხაროდეს გულსა, დაუკვეხნივ მოგახსენებ თუ რომ კი მიბოძებ ფულსა, თქვენის ქებით აღვძრამ ენას მრთელს ხმელს მივცემ სიხარულსა, ამ ჩემს გუდას მაგრათ გავბერ არ ვიშურებ ბლომათ სულსა. (უკრავს.)
პელაგია.
(ამღვრეული.) რაზედ უხარის? რა ანბავია?
დიონოსე.
(განკვირვებით.) უთუოთ წყეული ყურს გვიგდებდა.
მოურავი.
მოწყალეო ხელმწიფეო, მოგახსენებთ გაბედვითა
რომ კნიაჟნა რამდენჯერმე მიჭერია ამ ხელითა,
და იმას ხომ ვირა მოსთვლის, ულახვივარ ვით სილითა,
ვით იქნება რომ აწ მონა არ ვიახლო მოლოცვითა,
მუზნო თქვენცა შემეწიეთ, იწყეთ დენა ყოვლის მხრითა,
სიხარულით მოვყვეთ ფრენას, შემიმკეთ მხარნი ფრთითა...
დაუკვეხნივ მოგახსენებ, კნიაჟავ თუ მომცემ ფულსა,
ამ ჩემს გუდას მაგრად გავბერ, არ ვიშურებ ბლომათ სულსა...
პელაგია.
მოურავო! ხომ არ გადაირივე?... რა დაგმართებია?...მეჯავრება თუ ღმერთი გრწამს მაგ სტვირის დაკვრა, კარგი, ხელი აიღე. -არა, დღეს რა მოგლანდებია... ხომ არ გაგიჟებულხარ?...
მოურავი.
არა გზით არ შეუძლიან დაბრუნება ჩემს გუდასა, საყვირნი და წინწილანი უნდა მოყვნენ ყოველნი კვრასა, თუ რომე აქვს სადმე ძალი, აქნევენ დღეს ნეტა რასა, როგორც წყალი ულეველი უნდა მოყვნენ სულ დენასა, ყოველ ქორწილში თქვენს გვარში, მოვყოლივარ მე მღერასა, ბატონებსა რას ვკითხავდი, ვინ მისდევდა მათ ნებასა... დაუკვეხნივ მოგახსენებ, კნიაჟავ თუ მომცემ ფულსა, თქვენის ქებით აღვძრავ ენას, მრთელს ხმელს მივცემ სიხარულსა.
პელაგია.
დღეს მოურავო, გონია შენც იცოდე, პარასკევია... შაფათი რომ იყოს, კიდევ ვიფიქრებდი იქნება ჩემი დღეობა გეგონა მეთქი, და არ ვიცი ეს რა ანბავია, რომ აგრე გიხარიან.
მოურავი.
არ გეგონოს დაგაჯერო მე, მოლოცვა მარტო ესა,
მოგილოცავ კნიაჟნავ თქვენ, უფრო კარგსა სხვა რასმესა:
მამა თქვენი სანადიროთ, რა წავიდა თოფით დღესა,
დახვდნენ თულნი ცოტა გაწყდა თავში ხმალი რომ არ სცესა.
პელაგია
როგორ თუ ხმალი?... ერთი სწორეთ მითხარი თუ ღმერთი გწამს, მალე რას ანბობ?...
მოურავი.
ეს-ეს იყო, ამ საათში რომე კაცი მოვიდოდა,
დათოკილი კაცი მოჰყვა სოფლის სოფლად მოყვიროდა
აეკუწნა კინაღამ ხმლით, რომელიცა წელსა რტყმოდა.
პელაგია.
(შეწუხებული) მითხარი ჩქარა, რა ანბავია? ერთი კარგა გამაგებინე!
მოურავი.
როს ბატონმა დღეს დილითა სტუმარი თან წარიტანა
სანადიროთ შესაქცევათ, მითხარ, ესრეთ იყო განა?
იმ დროს კაცებს რომ მოშორდნენ ახლოს იყვნენ იქ ტყესთანა,
ერთი კაცი გამოვარდა, ხელში ეპყრა მჭრელი დანა, უნდოდა რომ...
პელაგია.
(სიტყვას ართმევს) ლექსათ ნუ ამბობ ღვთის გულისათჳს, ისე სთქვი... თუ ღმერთი გწამს ისე მითხარი რას ანბობ?
მოურავი.
აი თქვენი ჭირიმე როგორ გახლდათ, რადგან ლექსათ არა გნებავთ რომ მოგახსენოთ. ბატონმა თოფი ესროლა ერთს კურდღელს და მოკლა, მერმე ისე მოკლა თქვენი ჭირიმე, რომ სულ თავი სისხლში მოსვრილი ჰქონდა...
პელაგია.
(მოუთმენლივ.) მერე... ო და თქვი! მერე?
მოურავი.
მერე და, მერე კურდღელიც თითქმის მკვდარი იყო, ასე რომ ძაღლები თავის მოვალეობის წესით უკან მისდევდნენ. - ამბობენ ვითომც, ერთმა მწევარმა, გონია თქვენი ჭიიმე შაველას რომ ეძახის ბატონი, იმან ძალიან გაიმარჯვაო. ამ დროს თქვენი ჭიიმე შეხვდნენ უცებ ერთს ვიღაც მილიციონერს, რომელიცა დადიოდა მოწყალების სათხოვნელად. კაცებმა თჳთან თავიანთის თვალით დაინახეს, როგორც ამოიღო ბატონმა თავის მოწყალეს ხელითა ფული და მისცა, მაგრამ მადლობის მაგიერათ იმ შეჩვენებულმა რაზბონიკმა ამოიღო ხმალი და როგორც გაცოფებული ძაღლი ისე მივარდა თქვენს ბრწყინვალე მამასა. თუ რომ ბიჭები არ მიშველებოდნენ, შენი მტერი!
სიბერის დროს მოხუცებულს, მოლექსესა მე საწყალსა,
ბევრის ლექსის წარმოთქმითა, ვერცთუღა ვარჩევდი კვალსა,
საფლავის ქვას დასაწერად, ბარემ კი ვითხრიდი თვალსა
ამ მოხუცებულ თვალებსა მაშინ ნახევდა მშრალსა.
პელაგია.
(შეშინებით.) ახ! ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის!... მოურავო, თუ ღმერთი გწამს ხელი აიღე მაგ ლექსებისაგან, თავი დაანებე მაგ გუდას, ისე მითხარი, ისე ილაპარაკე...
დიონოსე.
რაზბონიკები ყოფილან!... ამ დროს? -ეს საკვირველია!...
მოურავი.
მე კი ამ შემთხვევამ ძალიან საქმე მიყო... ერთი კარგი ლექსი ხომ შევთხუზებუტულა-შჳლზედ, ახლა უყურე თუ რა ლექსი შევთხუზო ჩემს ბატონზედ!... დაუკვეხნივ მოგახსენებთ, რომ ჩინებული იქნება.
დიონოსე.
ხომ დაიჭირეს ის კაცი?
მოუარვი.
იქვე დაიჭირეს, იმ საათში... ბატონმა ბრძანა დაჭერა და შეგდება ოთახში, მინამ მდივანბეგს აცნობებდნენ... საცაა შემოიყვანენ აქეთკენ... (მივა ფანჯარასთან.) მართლა... მე მგონია... აგერ ისინი არიან, რომ მოდიან... დიახ, სწორეთ ისინი არიან!
მუზნო ახლა შემეწივნეთ, იწყეთ დენა ყოვლის მხითა,
სიხარულით მოვყვეთ ფრენას, შემიმკევით მხარნი ფრთითა:
(გავა.)
პელაგია.
ჯერ ჩემს გაჩენაში არ მინახავს თული კაცი, თუ როგორია! პირის სახე უთუოდ საშიშარი უნდა ჰქონდეს
დიონოსე.
აკი კნიაჟნა ქუთაისში ნახე ერთი ქურდი აბხაზი, იმისთანა იქნება რაღა! ადრეც იძახდნენ თურმე მამა მოეკლა
პელაგია.
(განცვიფრებით) მამა მოეკლა!.. განა ქვეყანაზედ არიან იმისთანა კაცები რომ მამასაცა ჰჰკლამენ? (მივა ფანჯარასთან) უყურეთ, უყურეთ… როგორი ყმაწვილი კაცია… როგორი ტანი აქვს!... ახ! ხედამ დიონოსე როგორი მოწყენით არის! - არა, არა ეს სრულებით თულს არა გავს!... მე როგორღაც მეცოდება ის საწყალი… ახ! შეუბრალებელო კაცო, ერთი უყურეთ თუ როგორის ცემით ათრევენ საპყრობილეში!... როგორი სასტიკად ექცევიან!... შეაგდეს და კლარს უნკეტა მენ. აი, ახლა კი დარჩა მარტო შემწყვდეული. რა ძნელია იქ ყოფნა იმ ბნელაში, იმ საწყლისათჳს…
დიონოსე.
(თავისთჳს.) ჩემზედ მგონია კი რომ ძნელი არ იყოს.
გამოსვლა 6
ადრინდელივენი და დიასამიძე.
პელაგია. მადლობა ღმერთსა მამა ჩემო, რომ მშჳდობით დაბრუნდით, ახ, რა მიხარიან!
დიასამიძე.
თუ ღმერთი გრწამს, შჳლო პელაგია ნუღარ მამაგონებ… ახლა კარებში დამხვდა ჩვენი მოურავი და ლექსები ლექსებზედ მომაყარა მოლოცვისა.
დიონოსე.
მოურავი გვეუბნებოდა და ჩვენ არა გვჯეროდა.
პელაგია.
განა იმისთანი ყმაწვილ-კაცი, იმისთანა კარგის სახის მქონებელი თული კაცი არის?
დიასამიძე.
სწორეთ ვიცი რომ იმ კაცს უნდოდა ჩემი გაცვრცნა. მაგრამ ამას კი ვფიქრობ, რომ იმ კაცისთჳს ეს საქმე პირველი და უკანასკნელი საქმე იყოს თავის სიცოცხლეში. საკვირველი შემთხვევა კი არის! ის კაცი მთ ხოვდა მოწყალებას დედისათჳს, მეც მივეცი რამდენიმე შავი ფული, რასაკვირველია შემეძლო მეტი მიმეცა, მაგრამ იმისათჳს ვისა სცალოდა მაშინ, როდესაც რომ მე გართული ვიყავი, კურდღლების ჭერაში და ძაღლების ყეფაში. ხომ კარგათ იცით დიონოსა, როდესაც კაცი გართული არის თავის თავის კმაყოფილებაში, მაშინ ეგრეთი გულმტკივნეული არ არის. ერთის სიტყვით უნდა გითხხრათ რომ იმ კაცმა დამიწყო თხოვნა, ბევრი მამეციო. რა მოვშორდი, ფიცხლავ მომვარდა ხმალ ამოღებული, მაგრამ შემიძლიან დავიფიცო, რომ ის კაცი მაგ ხელობისათჳს არ არის დაბადებული.
პელაგია.
სწორეთა ბრძანებთ მამა ჩემო.
დიასამიძე.
როდესაც რომ მტაცა ხელი, შევატყვე რომ კანკალებდა. პატარა ყმაწვილსაც კი შეეძლო იმისი მორევა. ახლა მე დიდათა ვწუხვარ, თუ რისთჳს შევიპყარ ის საცოდავი და არ გაუშჳ წასულ იყო. თავის გზაზედ. ერთი მანეთი რომ მიმეცა იმ საწყლისათჳს ეს საქმე არ გარდამხდებოდა. - დიონოსე! მოდი ერთი ერთათ მოვილაპარაკოთ ამ საქმეზედ, და თუ შეიძლებოდეს გამოვაშვებინოთ ის კაცი მინამ საქვეყნოდ არ გამხდარა იმისი დანაშაული (უნდა გაიყვანოს მეორს ოთახში.)
პელაგია.
მამა ჩემო, მე და დიონოსე დიდი ხანი არის რაც რომ ერთათ ვლაპარაკობდით.
დიასამიძე.
ქორწინებაზედ?
პელაგია.
მე უთხარი რომ…
დიონოსე
(შეშფოთებული) თქვენის ბრძანებით კნიაზო…
პელაგია.
არ მიჯერებს რომ მე ეს…
დიონოსე.
მე არც კი მიკითხავს თქვენთჳს კნიაჟნა!...
პელაგია.
ღმერთს ერწმუნე მამა ჩემო, მე მხოლოდ ის უთხარი, რასაცა ვგრძნობდი.
დიონოსე.
(ხელით აჩვენებს მეორეს ოთახს.) თუ რომე გნებავსთ კნიაზო ჩემთან მოლაპარაკება, ინებეთ გავიდეთ სხვა ოთახში.
პელაგია.
მაგრამ მამაჩემო, ძალიან მშიშარი კი იყო…
დიონოსე.
მაგაზედ მერე ვილაპარაკოთ ჯერ დრო არ არ ის.
დიასამიძე.
ფუ!... დასწყევლა ღმერთმა და დაშამათა, ეს როგორ არევითლაპარაკობენ!.. რას ნიშნავს!.. თქვენ ერთი ერთმა ნეთს სიტყვას ართმევთ. პელაგია, რასაც ანბობ შენ თჳთონ გესმის თუ არა?
პელაგია.
თქვენი ჭირიმე მამა, ერთი ყური მიგდეთ, მე ყოვლის ფერს მოგახსენებთ!.. თქვენ თჳთან არ მამეცით ნება, შევირთა ის, ვინც მე მსურს?
დიასამიძე.
სწორეთ. ახლა რაო?
პელაგია.
(დიონოსეს.) გესმის თუ არა? ახლა?
დიონოსე.
(ხელსახოცს თვალებზედ მიიფარებს და გავა.)
მომიტევე კნიაზო სისხლი წამვარდა ცხვირითგან.
დიასამიძე
(მიჰყვირის უკან.) მე თქვენ მოგიცდით, ჩქარა მოდით. (უნდა გასვლა.)
პელაგია.
მამა ჩემო! პატარას ხანს მომითმინეთ თქვენთან მოსალაპარაკები საქმე მაქვს, დიდ საქმეზედ.
დიასამიძე.
(იცინის.) დიდ საქმეზედ? - გონია ახალის საკაბის ყიდვა გინდოდეს, ან კიდევ იმისთანა სხვა რამ… (გავა)
პელაგია.
(მარტო.) საკაბე… მართლა რომ საკაბეც მინდა, კარგა რამ მომაგონა მამა ჩემმა. (ხელსახოცით იბერამს პირზედ.) არა, ეს არამშველის; პირისახე იმისათჳს მეწვის რომ გული აღშფოთებული მაქუს. (ხელს გულზედ იდებს.) როგორი მიცემს… მე ძალიან მიყვარს დიონოსე - ეს სწორეთ მართალია!... შერაშიძე კი ასე მგონია რომ ეს კაცი არ არის მეთქი, რომ უყურებ პირზედ სიცილი მომდის; მამა ჩემმა რომ მიმცეს იმას, მაშინ უურეთ თუ რას საქმეს დავასწევ, ერთის სიტყვით არ მოვასვენებ. (მივა ფანჯარასთან.) ის საწყალი კიდევ საპყრობილეში გდია (შიშით) ახ! რა საშინელება არის იქ მყოფისათჳს! ნეტა ვიცოდე, სასმელ-საჭმელსაცარი არ აძლევენ იმ საწყალს. (უყვირის მოურავს.) მოურავო! მოურავო! აქ შემოდი ჩქარა! - ის საცოდავი კაცი როგორღაც გულში მამწონს, ამისთჳს რომ თავისი თჳ შეუწირავს თავის დედისათჳს; ამას ცუდი და ბოროტ-მოქმედი კაცი, მგონია რომ არა იქს. მიუტანე რამე საჭმელად.
გამოსვლა 7.
პელაგია და მოურავი
მოურავი.
მინამ თქვენ მიბრძანებდით კიდეც მიუტა ნე.
პელაგია.
რა მიუტანე?
მოურავი.
ცარიელი პური და წყალი.
პელაგია.
როგორ არა გრცხვენიან რომ ცარიელი პ,ური მიგქონდა. მიუტანე რამ კარგი საჭმელი და ერთი ჩარექიც ღვინო.
მოურავი.
თქვენს ბრძანებას ბარემ კი ავასრულებდი მაგრამ, მამითქვენისა რომ მეშინიან, გამიწყრება რომ შეიტყოს სხვა რამეც მიმიტანია. თჳთან ბატონმა ბრძანა პურისა და წყლის მეტი არა მისცეთრაო. თორემ ცუდად მოგექცევითო.
პელაგია.
მაშინ გიბრძანებდა, როდესაც რომ გაჯავრებული იყო.
მოურავი.
მე კი უნდა მტკიცეთ ავასრულო თქვენი ჭიიმე და.
პელაგია.
როგორი სულელი კაცი ხარ. თმა გაგთეთრებია, და არ იცი რომ ნუგეში უნდა სცე უბედურსა - მამეცი გასაღები საპყრომილისა, მე თჳთან მივალ და მიუტან რასმეს.
მოურავი.
ვერ შემიძლიან აღვასრულო თქვენი ბრძანება. ბატონი გამიწყრება.
პელაგია.
მომეცი მეთქი, თორემ მე ვიცი.
მოურავი.
(აძლევს გასაღებს.) ახლავე წავად და თავს ვიმართლებ ბატონთან.
პელაგია.
საინთაც გინდა მიბრძანდი. (ჩქარა გავა)
მოურავი.
(მარტო. ჯერ დაჩუმდება, მერე თავს იქნევს.) ხედამ რა მითხრა, არა, რა რიგია ეს! ყოველდღე კაცის წყენაში შედიან. მეც, მეტი რა ჩარაა ვითმენ? ა მ პატიოსან კნიაჟნასაც ჰგონია რომ კეთილს საქმესა შჩადის. ის კი არს იცის, რომ ნათქვა მია. ვინც იპარავს ის ქურდიაო და ვინც ქურდსა შველის ისიც ამხანაგიაო.(გავა.)
(ფარდა დაეშვება დასასრული მესამის მოქმედებისა.)
![]() |
3 ჰსწავლა და ხელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 მეფე ერეკლე მეორის განჩინება |
▲back to top |
მეფე ერეკლე მეორის განჩინება
იდ - სოფლის მოხელემა ნაცვალმა, ქემხამ, ანუ მამასახლისმა ამ ლაშქრობის წინა აღმდეგი თუ რამ დააშავოს, ექვსი თუმანი ჯარიმა წაერთოს ჩვენის ბრძანებით და სხვას სასარდლოს ჯარებს მიეცეს; თუ თეთრი არა ჰქონდეს, მამული დაესყიდოს.ბრძანებით და სხვას სასარდლოს ჯარებს მიეცეს; თუ თეთრი არა ჰქონდეს, მამული დაესყიდოს.
იე - თუ თავადი ან აზნაური ახალის თჳს პირველის რიცხვთ წინა დღეს ჩვენთან არ გამოცხადდა და მზათ არ გვეჩვენა მას ის გარდახდება, რაც გარდასახდენი დაგვიწედრია. თუ ერთს დღეს დააკლდა, ერთი ჯარიმა წაერთმევა. თუ ორ დღეს, ორი ჯარიმა; ერთის სიტყვით. რამდენ დღესაც დააკლდება იმდენი ჯარიმა გამოერთმევა. თუ გაიპარა, ან კაცი გააპარა, ან ლაშქრობის წინა-აღმდეგ ი რამ ჩაიდინა, სამად და ოთხად გარდახდეს, თავადს თუ აზნაურს, თუ გლეხს.
ივ - აგრეთვე გლეხი თჳს უკანასკნელს რიცხვს თუ ჩვენთან მზათ არ მოვა და ერთდღეს დააკლდება, ის ერთხელ სრულად წკეპლაში გაიტაროს, თუ ორი დღე დაიგვიანოს ორჯელ გაიტაროს, და რავდენიც დღე დაიგვია ნოს მდენჯერ გაიტაროს. თუ გაიპაროს ოთხჯერ გაიტაროს წკეპლაში. თუ შინადამ არ წამოვიდეს, თუ ვერც მოხელემ და ვერც მებატონემ შეიძლოს იმისი გამოყვანა და დამალვა დაიწყოს აქა და იქ ტყეებში და სოფელში, ის კაცი სოფელმა ან იპოვნოს და ან მოგვცეს, ექვსი თუმანი ჯარიმა გარდაიხადოს და ეს ჯარიმა ჩვენის ბრძანებით იმ დასტებს გაეყოს, რომელსაცა გაქცეული კაცი არ ეკუთვნოდეს. თუ მან სხვა სოფელში ბუნაგობა და დამალვა დაიწყოს, თუ ერთი კომლი ნათესავთა ან მოყვარეთაგანი და ან სოფელი მალავდეს, იმათ ან ის კაცი მ ოგვცენ, და ან ექვსი თუმანი ჯარიმა გასწიონ აგრეთვე, თუ ერთი კაცი მალავდეს, იმან აც ექვსი თუმნი ჯარიმა გაჰსწიოს, და ის ჯარიმა, როგორც ზევით დაგვიწესებია იმ რიგათ ჯარებს გაეყოს. თუ ის გაქცეული კაცი ცოლშჳლით თავის სოფელს გაეპარა, ეს ჯარიმა კიდევ იმავე სოფელს გამოერთვას. თუ ვინმემ იმისი გაპარვა იცოდეს, და არ გაამხილოს, ექვსი თუმანი იმას გამოერთვას; უკეთუ არ შაეძლოს, სახლი, კარი, მამული და დედული გაესყიდოს და ჯარიმაში გამოერთვას განწესებისამებს და სხვა სასარდლო ჯარს გაეყოს. თუ გაქცეული კაცი, სოფელმა ან ერთმა თავისმა მეზობელმა ნათესავე ბმა, თუ მოყვარემ მოგვგვაროს, მაშინ ამ წინა სამართალს მიხედვით მიხედვით საქმე გაიშინჯოს და ბრალეულს შესაფერი სასჯელი მიეგოს.
იზ - ესე ყოველივე დიდმა და მცირემ შეიტყოს, როგორათაც ჰსჯულუს კანონის შეცვლა არ იქნება, ისე ამ ლაშქრობის და განწესების მცირედს რასმე დაკლებას ვერ შევიძლებთ. არცა ჩვენ დავარღვიოთ, არც ჩვენმა შჳლებმა და არც დიდ პირთ შუამავლობით დაირღვეს. და თუ ამ საქ მეს შეეხო ვინმე სამღვდელო ან დიდებული, თავადი ანუ აზნაური და გლეხი, კაცი ანუ დედაკაცი, რაც უნდა პატიოსანი ბრძანდებოდეს, კანონსა და ბრალსა ქვეშე იმყოფებოდეს და სიტყვის მიცემა ემართოს ღმერთთან სულითაც და ხორცითაც.
იჱ- რომელსაც თავადს მამულის და საქონლის ილაჯი არა ჰქონდეს, ის სატუსაღოში ერთი თვე დაებას ბორკილით, და ცარიელის პურის და წყლის და ღვინის მეტს ნურას მიაღებინებენ ზედა მდგომელნი, და თუ ზედა-მდგომელთ შეუტყვევით, რომ რაც არ დაგვიწერია სასმლისა, საჭმლისა, ის მიუტა ნინებიათ, ის გარდასახდენი მათ გარდახდესთ.
ით - აგრეთვე აზნაურს, რომელიც უილაჯო იყოს ასი ფარეშის გამორჩეული ჯოხი დაეკრას და ერთი თვე იმავ წესით, რომელიც თავადის შჳლებზედ დაგვიწერია, იმან ტუსაღობა გასწიოს საპყრობილეში, მაგრამ მნახავი ნურც ერთთან ნუ მივა, გარდა იმ ერთ თვეს. თუ ტუსაღი ავათ გახდეს, ის ჩვენის ბრძანებით აქიმმა ნახოს, და თუ ფიცით დაგვიმტკიცოს იმისი ავად-მყოფობა, კიდეც გამოუშვას თუ ტყუილად მოუგონია ავად-მყოფობა, , მოემატოს ტუსაღობა და ამგვარნი დამნაშავენი ქალაქს უნდა დატუსაღდნენ და აქ აღასრულონ თავიანთი გარდასახადი სასჯელი.
კ - ამის პირის დავთარები სოფელ-სოფელ უნდა ებაროს მღვდელსა, რომელიც იქ პირველია და მან კარგად შეინახოს თუ წაახდინა ან დაკარგა, იმას ხარი წაერთვას თუ სოფელში კარგი მწიგნობარი იყოს, დავთარი იმას მიუტანონ. წაიკითხონ და შეიტყონ.
კა - თუ ერთს სოფელში ორი და სამის კაცის ყმა იყოს, თჳთო მებატონემ ამ დავთრის პირი ამოჰსწერონ და თავ-თავის ყმისა თჳთონ შეინახონ, მუდამ იკითხავდეს, რომ ამ განჩინებას არავინ გარდახდეს; თორემ რაც დაწერილია, ჩვენ ამას ვერას მოვაკლებთ, ეს დაჯერებით იცოდნენ სახაზოს მოხელეთა და ეკკლესიის მოხელეთა, გადასწერონ და შეინახონ.
კბ - თუ რომელმანმე კაცმა აღმოაჩინა წინააღმდეგობა მინბაშს, ანუ ასის თავის, რომელსაც აბარია, იმას გარადხდეს დანაშაულობის მზგავსად: გაილახოს, დაიბას ბორკილით და აგრეთვე ხუნდით. იმასი დანაშაული თუ ასეთია, რომ ჩვენი გასაშინჯავი იყოს, ჩვენთან მოიყვანონ.
კგ - სარისტისა და საქმისათჳს წელს ქართლი და კახეთი რომ ვსწერეთ და იმ აღწერაში, რომელსაც ჩვენის მწერლობისათჳს კაცი დაუმალავსთ და არ დაუწერინებიათ, თავისმა ბატონმა და მოხელემ ამ აღდგომამდის თუ არ გამოაჩინა, და მასუკან სხვისაგან ვპოვეთ, ის კაცი იმას წაერთმევა ან სახაზოდ დაიდება, ან სხვას კაცს მიეცემა.
კდ - თუ რომელიმე გლეხი კაცი, სახაზოში ანუ ეკლესიის ყმაში, ანუ სათავადო და სააზნაურიშჳლო-ში, მემკვიდრე თუ ხიზანი ასეთი იყოს, ერთს თვეში უქონლობით სიღარიბით ლაშქრობა არ შეეძლოს, იმ კაცს იმისმა მებატონემ და მოხელემ, რომლისაცა იყოს, თვეში ხუთი თუნგი ღვინო და ერთი კოდი პური მისცეს. აგრეთვე სამყოფი მარილი ერთის თჳსა, და ისე გამოგზავნოს შეუძლებელი თავის მემკვიდრეც და ხიზანიც. ჩვენ ამაზე ბრალი აგვიხდია და შეგვიტყობინებია იმით მებატონისათჳს, რო მათ სამართლიანად საქმე გაარიგონ ხოლმე თავისის ყმიდამ და სახელოდამ.
კე - თუ რომ ღვინო და ვენახი არ იყოს იმ სოფელში, სადაურიც ის კაცია, მებატონემ, მოხელემ და გლეხმა კაცმა იმ სოფლიდამ ღვინის ფასით ჯინსით შეიჯერიონ იმისი გული თავ-თავისმა მებატონემ და მოხელემ.
კვ - აქამდინ რომ სოფლებს სამასპინძლოს შევაწერდით საჩვენოდ და ან ვინც ჩვენ გვიახლებოდნენ. უცხო სტუმრის სამასპინძლოს გარდა, ეს სამასპინძლო ამოგვიკვეთია ამ მიზეზით: როდესაც ქართლსადა კახეთსწავიდოდით, სხვა მრავალი მეულუფე კაცი გამოგვყვებოდა და ამ გზით სოფლის კაცნი შეწუხდებოდნენ, რადგანც ეს ლაშქრობა ასე განწესდა, ეს ხარჯის მორიგეთ კაცთა თჳთონვე მოიხმარონ.
კზ - ვინ იცის, ასეთი საქმე გამოჩნდეს რომ ერთს მხარეს ჩვენს ქვეყანაში ჩვენ წასვლა დაგვჭირდეს, მტრთს(მტრის) საქმის გარდა, -მაშინ ამ განწესებულის ჯარის კაცისაგან რა-ერთის გვინდოდეს და ჩვენის ამალისაგან ვინც ჩვენ გვინდოდეს და რამდენიც გვეწადოს, თან გვიახლოს, და აგრეთვე ჩვენის კარის მოხელენი, მდივანბეგნი, სალთხუცესნი,(სახლთხუცესნი,)ქეშიქჩიბაშნი, მდივნები, ბაზიერთ-ხუცესნი, ნაზირები, აგრეთვე ეშკაღაბაშები, ყორა-იასაულბაში, მოლარეთ ხუცესები და მუშრიბები, ხელ-ჯოხიანები და იასაულები, რამდენიც და რომელიც ვამჯობინოთ ისინი წავიყვანოთ, მცირ-მცირის კაცით, ამისთჳს რო კვლავინდელისავით ჩვენ რომ მრავალნი ვიახლოთ, არც ჩვენ სარქარს, და არც სოფლებს შეეძლებათ იმათ ხარჯი ლაშქრობის მიზეზით. ვისაც უწინ ოცი და კიდევ მეტი კაცი ჰყოლოდეს, დაჰსჯერდეს ექვსას, და ვისაც ათი ჰყოლოდეს, დაჰსჯერდეს სამსა, ორსა გინა ერთსა; ამათის საქმისა და გაძლებისა, სანამდის ღვთით ჩვენ მოვბრუნდეთ და შინ მოვიდეთ, რითაც იქნება ღვთით ჩვენ რიგი უნდა მივსცეთ; მაგრამ, როდესაც სოფელში მივიდეთ, იმ სოფელმა უნდა გადგვიხადოს ძღვენი ღვინით და ხსნილში შეძლებით სახსნილოთი, და მარხვაში შეძლებით სარხოთი; და ცხენის ქერისა ასე განგვიწესებია: აპრილიდამ ნახევარს ენკენის თვემდე ქერს ძღვნად ვერ გამოვართმევთ,სტუმარს გარდა, ნახევარ ენკენის თჳდამ მოკდებული გასულს მარტამდის, ორის-სამის ლიტრით და ერთის ლიტრით ქერით ძღვენი მოგვართვან შეძლებით; თუ ორი ღამე დავრჩით, კიდევ ამავ რიგის ძღვენი მოირიგონ, და მორიგის ჯარი, რომელიც გვახლდება, იმან თავისის განწესებისამებრ გასძლოს, მაშინაც ხომ იმას ერთის თჳსა თან ახლდება, არც იქნება რო არა ჰქონდეს.
კე - თუ რომელსამე კუთხეს, ან ჩვენ, და ან რომელსამე ჩვენის შჳლებისაგან, მტრის მიზეზით მიშველება მოგვიხდეს, რავდენის კაცითაც მივეშველნეთ, მაშინ ამ ახლო-მახლო სოფლებმა, როგორათაც მართებულია და შეიძლება იყოს, რომელნიც მაშინ მორიგე კაცნი იქნებიან, იმათ გარდა. ჩვენთჳს და სხვას ჩვენის ჯარისა-თჳს სურსათი უნდა მოგვცენ, კომლის კაცით მივალთ, თუ ნაკლებ კომლის კაცით.
კთ - როდესაც მორიგე კაცი მომსვლელია, ვინ იცის, ასეთი ავდარი იყოს: ქარი, თოვლი და წყლების სიდიდე რომ წყალმა დაიჭიროს, იმას ვერას უსაყვედურებთ, თუ ვადაზე ვერ მოვიდა, მაგრამ სადაც გაუავდრდეს, იქავ ახლოს სოფელ-ში მოიცადოს, და იმ სოფლის კაცნიც უნდა მოწამედ იყოლიოს, რასაც დღეს მოსულ იყოს იმ სოფელ-ში; იქიდამ შინ ნუღარ გაბრუნდება. როდესაც გზა ვეღარ დაუჭიროს, ვერცა ჰაერმა და ვერცა წყალმა, მაშინვე ჩვენ-თან წამოვიდეს; თუ იმ სოფელს ლეკი მოუხდეს, და მდევრობაში დაეწერას, თავის სოფლის მოწმობით იმასაც ჩაუგდებთ.
ლ - თუ ზემოთ ქართლშივიმყოფებოდეთ, ან არაგვზედ, ან ფამბავ-ში, ყაზახ-ში; და კახეთისმორიგე თავის ვადა-ზე ქალაქს ჩამოვიდეს თავისის რიგის აღსასრულებლად. მაშინ ის მორიგე კაცი უნდა მაშინვე წამოვიდეს იმ მხარეს, სადაც ჩვენ ვიქმნებით, და რამდენისაც დღის სავალია ჩვენამდე, იმას ჩვენ ჩავუთვლით და არას უსაყვედურებთ.
ლა - აგრეთვე ქართველთაც ასე ვუანგარიშებთ,კახეთსავართ, ყაზახს, ბორჩალო-ში, ნანბავში, და როგორც ჩვენ უფრო მარჯვეს გზაზე დავიბაროთ, ქალაქს ნუღარ მოვლენ: რასაც გზაზე დავიბაროთ მორიგე ინ გზაზედ წამოვიდნენ ყველგნიდამ.
ლბ - თუ ერთს სოფელში ერთს მღვდლის მეტი არ იყოს, იმისი წამოსვლა არ იქნება: იმან ბადალი დაიჭიროს და ის გამოგზავნოს; თუ ორი იყოს, თავ-თავიანთ რიგზე წამოვიდნენ.
ლგ - გუთნის დედისა რო დაგვიწერია ბადალის გამოგზავნა, როდესაც ხვნის დრო არ არის, მაშინ თჳთონ უნდა წამოვიდეს, იმის ბადალს არა ვჯერვართ.
ლდ - არიან ყოვლად სამღვდელონი, ეპისკოპოზნი, არხიმანდრიტნი, წინამძღვარნი და მათის ყმის მოხელენი და მოურავნი, რომელთაგანაც ზოგნი შემძლებელნი არიან, და რომელთაც თავიანთის ყმის გამოყვანა შეუძლიანთ ზოგისა და ზოგისა კი არა, მაგრამ ამ ლაშქრობაზე ის დამნაშავე კაცნი ხელში რომ ვერ ჩაიგდონ, იმისი სახლის მამულით და დედულით და საქონლით შემძლებელნი ხელში მოგვცენ, და არც იქნება, რომ ომში ერთი არ მოგვცენ. რომელნიც რომ შემძლებელნი არიან, თუ ისინი არ მოგვცეს და ან დამნაშავე კაცი არ აღმოაჩინეს, სოფელს გარდავახდევინებთ იმას, რაც ზევით დაგვიწერია.
ლე - რომელთაცა ყოვლად სამღვდელოთა, ეპისკოპოსთა, არხიმანდრიტთა, წინამძღვართა და მათ მოხელეთა, კიდევ თავადთ და აზნაურთ და მათ მოხელეთ და კიდევ ჩვენის სახასოს ყმათ, მოხელეთ ყველას ვიცნობთ შემძლებელად ამ საქმეში, და აგრეთვე შეუძლებელთაცა, ამათგანში რომელსაცა იმ უარშიყოს დამალულის კაცის მოყვანა ძალით არ შეუძიანთ, იმას არას უსაყვედურებთ, და ამ დამნაშავეს კაცის გარდასახდენს, როგორც ზევით დაგვიწერია, გარდავახდევინებთ სოფელს, და აგრეთვე კიდევ იმის დამალავს კაცს, თუ ის კაცი არ მოგვცეს ვადამდის.
ლვ - რომელსაც მებატონეს სამღვდელოს, თუ საეროს, და მოხელეთ, და აგრეთვე სოფელს, გინა ერთს კაცს, შეუძლიანთ, იმ დამნაშავეს კაცის მოყვანა და არ მოიყვანეს, იცოდნენ, რო იმ ზემო წერილის განჩინებისამებრ გარდახდებათ.
ლზ - ვინ იცის, სამისა და ოთხის დღის ავადმყოფობა გამოიაროს ერთმა კაცმა. და მალე მორჩეს და წამოსვლაცა შეიძლოს, მორჩომის შემდგომ კარგი მგზავრი იშოვოს და წამოვიდეს ყველა თავის რიგში, თორემ რაც გარდასახდენი დაგვიწერია, ნახევარი უთუოთ გარდახდება, და გარდახდება კიდეც, იცოდნენ.
განჩინება ესე დაიწერა თვესა იანვარსა ა-სა, სიტყვის ღვთის განხორციელებითგან წელსა ჩღლდ-სა და ქორონიკონსა უჲბ.
პასუხი.
ეს პირველი ბედნიერებაა ჩემი ცისკარში ხმის ამოღებისა. ამისთანა შემთხვევაში უცნობ პირსა მართებს დიდი სიფრთხილე - საზოგადოებაში გამოსვლას აპირებს თუ ჟურნალში. თჳთოეული მოძრაობა, მიხრა-მოხრა, სიტყვა-პასუხი წინათვე უნდა განსაჯოს, რომ მეტ-ნაკლები არა გამოვიდეს რა. საზოგადოებითი სჯა დიდი რამ არის: თუ მოიწადინებს, დღეს თავზედ ლაფს დაგასხამს, ხვალ ისეთ კაცად გამოგიყვანს, ვითომც შეგეძლოს ციდამ ვარსკვლავების გარდმობერტყა.
დაბიურ ხალხში და ვგონებ, სიბრძნე-სიცრუეშიაც არის ერთი კარგი ანდაზა: ვაჟი-კაცი დააქორწილეს და მრავალნი დაჰპატიჟეს ჩინებულ პირთაგანი. მეფე კი გაუზდელი იყო, -არა ენახა-რა გუთნისა და კალოს მეტი ერთი სიტყვით, გაუთლელი იყო; მაგრამ შინაურ მოხუცებულთა დაარიგეს: ვინძლი სტუმრობაში მძიმედ ილაპარაკო და მოიქცეო. იმან ნამდვილად აღასრულა ეს დარიგება: ძრიელ ცოტას უბნობდა, მაგრამ თუ იტყოდა რასმე, უთუოთ უნდა მოეკერებინა ან დიდრონ-დიდრონნი მთები, ან მაღალ-მაღალნი სპილოები, აქლემები და სხვანი.
ეს ანდაზა როგორღაც თავის-თავად მომაგონდა, როდესაც წავიკითხე ფებერვლის ცისკარში თხზულება უფლ. სავანელისა: მკითხველთადმი. ავტორი ეს მეორეთ უღაღადებს მსაჯულებრივისხმით ჟურნალის მკითხველთა. მარტივად, შინაურულად არაფერს ამბობს. რუსთაველის სიტყვისაებრ, რაღასაც ეძებს, უძახის, უყვირის-
და ბოლოს გამოდის არაფერი, თუმცა თავის თხზულებაში უ. სავანელი მოიხსენებს ფილოლოგიასაც, კლაპროტსაც, კარამზინსაც და სხვა დიდრონ პირთა და საგანთა. ამას ყვედრებათ-კი ნუ მიიღებს პატივ-საცემი ავტორი. არა, ჩვენ დიდათ მადლობელნი ვართ სწავლისათჳს, მაგრამ, იქნება იმდენიც არ შეგვიძლიან, ვაჟო. ჩვეულებრივ გველაპარაკეთ, რომ უფრო მტკიცედ გავიგონოთ და დავინერგოთ ჰსწავლა. ჩვენი ერთის წლის ჟურნალი ჯერეთ ვერ აიტანს ფილოსოფიასა და ფილოლოგიასა, და თუნდ კიდეც დაიტევდეს -საგანი ისეთი აირჩიეთ, რომ მტკიცე საფუძველი ჰქონდეს.
თქვენ ბრძანებთ, რომ „აქამდინ არავინ არ მიიღო შრომა განმარტებისათჳს ჩვენის ქალაქის სახელისა და მართ-მწერლობისათჳს მისისაო.“ ამაზედ მოგახსენებთ: იმიტომ არავის არ მიუღია ეს ამაო შრომა, რომ დიდი ხანია გადუწყვეტიათ და დაუწესებიათ ჩვენზედ ჭკვიან კაცთა, რომ ჩვენი ქალაქი ნამდვილ ტფილისად უნდა იწოდებოდეს. თქვენ ცდილობთ დაამტკიცოთ წინააღმდეგი, გასამტყუვნებელად ყოველთა, ვისაც საფუძვლიანად ჰსცოდნიათ ქართული ენა და უხმარიათ ტფილისი. იქმნება თბილისსაცბევრნი ჰსწერდნენ, მაგრამ უკანონოდ. აი მიზეზი წარმოგიდგინოთ:
თბილი არის სიტყვა, გარყვნილი საზოგადო, სახალხო ხმარებაში. - ისევე ლექსი საღმრთო წერილში, ესე იგი ძველის ქართულის ენით გამოითქმის: ტფილი. თუ არა გჯერათ, აიღეთ სახარება, იპოვნეთ იოანესაგან თავი 18 მუხლი 18 და წაიკითხეთ: “ნაკვერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინული იყო და ტფებოდეს, ჰსდგა მათ-თანა პეტრეცა და ტფებოდა. მერმე საქმე მოციქულთაში ნახეთ თავი 28 მუხლი 3: „ვითარ შეჰკრებდა პავლე ქარქვეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოისა მისგან გამოხდა“, და სხ.
ვგონებ, ეს მაგალითები სამყოფი არის თქვენ დასარწმუნებლად, რომ ტფილი უაზრო და სასაცილო ლექსი არ არის. ახლა გვიპასუხეთ: რომელი წოდება ურჩევნია ჩვენ ძველსა დედა-ქალაქსა, ნამდვილი ქართული თუ გარყვნილი დაბიური? მაშა ჰსჩანს, არა სცთებიან ძველი წიგნები, ამ ქალაქში დაბეჭდილნი, არცა მაშინდელნი საქართველოსმწერალნი და მსწავლულნი, რომელთაც უხმარიათ ტფილისი და არა თბილისი; მაშ არც ქართული ორაბაზიანი ტყუის თჳსის ზედა-წარწერითა, არცა თჳთ ცისკარი ტყუოდა აქამდინ, რომ ხმარობდა ტფილისსგარეგან ფურცლებზედ, მაგრამ ფებერვლის წიგნიდამ კი დაიწყო თბილისი. ჟურნალს არ ემართა ასე მსწრაფლად უარ-ყოფა ერთხელ მიღებულის კანონისა, უსაფუძვლოდ; ჯერ უნდა მოეცადნა, რით გადაწყდებოდა საქმე, დიდის ამბით აშენებული უ. სვანელისაგან.
იმედი გვაქვს, რომ ავტორი საკიცხავად არ მიიღებს ჩვენ მცირე პასუხსა, რომლითაც ვასრულებთ მისსავე საკუთარსა უუმორჩილესს თხოვნასა. ხოლო ჩვენის მხრით ცისკარსა უმდაბლესად ვჰთხოვთ, პირველ შემთხვევაში ამ მცირედსა ზედა სარწმუნო იქმნას, და შემდგომისათჳს ვეცდებით, შეძლებისამებრ...
ნოტა-ბენე.
ტფილისს.
17 ფებერე. 1858.
![]() |
4 სხუა და სხუა ანბავი |
▲back to top |
![]() |
4.1 სალაყბოს ფურცელი |
▲back to top |
სალაყბოს ფურცელი
თავის გამართლება მოლაყბისა მკითხველთან. - მოლაყბისაგან ქართველების სიყვარული. - შურის-ძიება მოლაყბეზე. - ბოროტ-მოქმედების დამარცხება. - საუბარი მოლაყბისა და დარბაისელის შორის. - მოლაყბე და არა მოლაყბე. - მარხო ტფილის-ში. - ქაღალდის თამაშობა და მისი ბოროტება. -სურვილი მოლაყბისა. - მოლაყბისაგან თავის დასარჩობლად განმზადება და მისგნით დახსნა. -შემწეობის თხოვნა დარბაისელთაგან. -მდაბიო ხალხისაგან „ცისკრის“ სიყვარული.-
* * *
ჩემს საყვარელს ქართულის ენის მოყვარეს ქართველს ვახლავარ სამსახურში უმორჩილესი მონა! მომიტევეთ, მცირედი მამიგვიანდა თქვენთან საუბარი! რავქნა, არცა თუ დანაშაული მაქვს თქვენ წინ! არ იფიქროთ, რომ ვითომც მოვღალულ ვიყო, თქვენთან საუბრითა, არა, არაოდეს. მერწმუნეთ, ერწმუნეთ ჩემს ლაყბობით პატიოსნებასა რომ, ჩემთჳს დიდი სასიამოვნოა თქვენთან ხშირად საუბარი... კარგად იცით, ვისაც ვინ უყვარს. ყოველთჳს გულით და სულით იმასთან არის; ვისაც ვინ უყვარს, ის ხშირად იმის მეცადინეობაშია ესაუბრებოდეს თავის საყვარელს საგანსა საყვარელო ჩემო მკითხველო! ესე იგი ქართველო! (თქვენის მეტი ხომ არავინ კითხულობს ჩვენს ენაზედ თხზულებას მაშასადამე ჩემის ლაყბობის მკითხველი -არის ქართველი!) ნება მიბოძეთ გულწრფელობით ვაღვიარო თვენ წინ, რომ თქვენს უმორჩილეს მონას და მოსამსახურეს, თავის საზოგადოებითგან განძიებულს, ყოველთ კაცთაგან დატევებულს. საცოდავს მოლაყბეს აქვს თქვენი დიდი სიყვარული და არა თუ ერთი ოდენ თქვენი, თითქმის უკანასკნელის ქართველისაც-კი. - გეფიცებით ჩემს სამშობლო ენას, რომ რასაც ვამბობდი წარსულს წელს, რასაც ვამბობ ახლა და რასაც ვიტყვი მომავალში. (თუ ვიცოცხლე თქვენის ლოცვით.) ყოვლისფერს ვანბობდი, ვანბობ და ვიტყვი თქვენის კეთილისათჳს, ჩვენის საზოგადოების პატიოსნებისათჳს, ჩვენის განათლებისათჳს. განა ვისაც ვინ უყვარს ის მისთჳს ცუდს მოინდომებს?... იქნება ჰსთქვათ საყვარელო მკითხველო! თუ გიყვარან ქართველები, რატომ აქამდინაც არ შეაქცივე შენის ლაყბობითა და ლაზღანდარაობითაო? (ყოველს მართალს ჩვენ ლაყბობას და ლაზღანდარაობას ვეძახით) ამაში მართალნი ბრძანდებით. მაგრამ რა ვქნა? წყეული შურის-ძიება!... ეს ორნი ცდილობდნენ ჩამოეგდოთ მე და თქვენში იძულება, მაგრამ წყალობითა ღვთისათა განვთავისუფლდი, განვსდევნე ყოველივე ბოროტება, დავამარცხე, ჩავფალი უფრსკრულ-ში, ახლათავისუფლათა ვსუნთქავ, ახლა დრო მაქვს თქვენთან საუბრისა, მაშასადამე საიდგან დავიწყო? ჩემს გონებაში ირევიან ამ გზობით სხვა და სხვანი აზრები, არ ვიცი რომელი აზრი ავიღო საგნად საუბარისა?... ო, დიახ! კარგა რამ მამაგონდა, ამ ცოტას ხანში შემხვდა, ერთი პატიოსანი დარბაისელი, ქართულს ენაზედ თითქმის კარგათ ნასწავლი, შემაყენა გზაზედ და მკითხა: მამაშენი იოთამ ნუ წაგიწყმდება, ერთი შეასმინე ამ ჩემს ყურს, რას ნიშნავს კომპრაზიტორიო (კომპოზიტორი). „ცისკარში“ ვიღაც მოლაყბე რომ გამოჩენილა, ამ უკანასკნელს წიგნში ეს-რა მიუქარავსო, ეშმაკმა იცის და ქაჯმა რას ნიშნავს: ბელინი, ცეტი დონი (დონიცეტი) ვაგნერიო. - რასაკვირველია მე მოუყევი დამტკიცებას რასაც ნიშნავდა, მაგრამ შენ არ მამიკვდე! ყურიც არ ათხოვა ჩემს დამტკიცებას და მიპასუხა: როგორც ვხედავ შენც გასულელებულხარო, შენმა სიცოცხლემ, კურთხეული მამაშენი იოთამიც დაბრძანდებოდა თეატრებშიაო. თქვენ ოხერებო, ქრისტიანური სახელები ახსენოთ, ვიდრე ეშმაკურიო. ფიგარო აქა, ფიგარო იქა, ფიგარო ბანზე, ფიგარო ჭერშიო, - მე ფიცხლავ სიცილი მამივიდა და რა განვშორდი, უკან მამაძახა, რომ ზემოხსენებულმა პირმა მკითხა იმ სახელებზედ, რა სახელებიც იყო ნახსენები იანვრის „ცისკრის“ სალაყბოს ფურცელში უფ. მოლაყბისაგან, ესე იგი ჩემგან, და არა ჩემგან! ახლა ამაზედ გამკიცხავთ, როგორ შენგან და არა შენგანაო! ეს ჯერ ჩვენში დარჩეს, თუ მშჳდობაა, შემდგომში განგიმარტებთ, ამ ბნელს აზრს. ის უფ. მოლაყბე ესე იგი მე და არა მე, ამასაც იძახდა „როგორც მითხრა ყურში, ბევრნი საიმედონი კაცნი დაჰპირებიან რედაკტორს დახმარებასაო“ ეს ყურში და ჩუმათ თქვა ბევრი გავიგეთ და ცხადად-კი ჯერ ვერასა ვხედავთ?... ო, თუ იმისთანა დახმარებასა ბრძანებს მოლაყბე, ესე იგი მე და არა მე, როგორის თხზულებითაცა ეხმარების თ. სადაცა ხმარობს სომხურს ლექსებს: „მუყაითი ნაცვლად ბეჯითი, ანუ წაასხავს თავადთ-აზნაურთ!... თითქოს ცხვრებს წაასხავდეს და სხ. - ამაებს თუ გამოუდექი ახლა შორს მოვა, ესენი სულ შემდგომისა-თჳს დარჩეს. -ახლა როგორც უწყიან საყვარელთა მკითხველთა, არის მარხო, ყოველგან მეფობს ჭმუნვარება, ყოველი ამ სოფლიური სიამოვნება თითქმის დატევებულია, ყოველთა აძევთ შუბლზედ ბეჭედი ჭმუნვარებისა, ყოველი მეცადინეობს განიწმიდოს ბიწიერებისაგან, გარნა ვერა რომელიმე მარხო, ვერ გვატევებინებს ერთსა ბიწიერებასა, რომლისაგანც წარმოსდგება მრავალი ბოროტება.- ქაღალდის თამაშობა! რასაკვირველია რომ ამ ჩვენს ხალხში მეფობენ ორნი უმთავრესნი საგანნი: ან უნდა კრივში ვიყვნეთ და იქ დავკარგოთ ტყვილათ დრო, და ან უნდა ვითამაშოთ ქაღალდი და შევწიროთ ამ კმაყოფილებას ორი, სამი ღამე უსარგებლოთ. - იტყვით რა ბიწიერება არის ქაღალდისთამაშობაო? არაფერი! რა ბიწიერება არის, რომ ზოგი ერთს რა ფული შემოჰკლებია თამაშობაში, გაუხდია ტანისამოსი, მოუსნია ხრმალი, ხანჯალი. საათი და დაუწყია სტოლზედ, სადაცა ისიც წაუგია; რა ბიწიერება არის, რომ, ზოგს რა ფული შემოჰკლებია, გაუტანია თავის ცოლის ნივთები და დაუწყვია სტოლზედ, სადაც ისიც წაუგია, რომლისა მიზეზით საცოდავი ერთგული მეუღლე მჯდარა სახლში და განბანილა ცხარე ცრემლში, რომლისა მიზეზით უწყევლია საცოდავს თავისი უბედურებითი ხვედრი. რა ბიწიერებაა! რომ ზოგი ერთს ისე გასჯდომია ქაღალდის თამაშობა, ისე დასნეულებულა, რომ რა ფული არა ჰქონია, მოუხმარებია მეცადინეობა და გამოუსახავს საშინელი აზრი, რათა მოიპაროს სადმე და თავისი კმაყოფილებითი თამაშობა მოიყვანოს აღსრულებაში!... თუ ვილაპარაკე წარსულს წელს, ამისთჳს უფრო არ ვუმატებთ ჩვენს ჩინებულს თჳსებასა. რა გაგვტეხს ჩვენა, თუნდა თჳთან მე! წარსულს წელს არ აღგითქვით რომ ხმა აღარ ამამეღო იმაზედ მეტი და აღარა მეთქვარა, ახლა ეს მკითხეთ, დავიშალე? მაგრამ, არცა თუ ვარ გასამტყუნარი, ეს წყეული გული არ მეშვება, ეს წყეული გრძნობა ხელს არ იღებს. ვხედავ, ჩვენში, უმეტესი ჭკუა, გონება, ნიჭი არის და მოხმარება კი არ შეგვიძლიან! მაშასადამე როგორ მოვითმინო და არ წარმოვსთქვა ჩვენის თავის და ყოველთა ხალხთათჳს წინა-აღმდეგი თჳსება, როგორ არა ვსთქვა რომ, დროებისა ქაღალდის თამაშობისათჳს ფულებს მალე ვშოულობთ საითგანაც უნდა იყოს და საზოგადო სასარგებლო საქმეზედ ცალიფული არ გვემეტება!... ნუ გეწყინებათ რასაც გეუბნებით ღვთის გულისათჳს, გული მიტირის ჩვენს ქცევაზედ რა ვუყურებ ჩვენს ქცევას, თუ ვანბობ რასმეს, ჭეშმარიტათ თქვენის სიყვარულისათჳს, გელაპარაგებით ქართველთა, როგორც ნამდვილი ქართველი, ღვთის გულისათჳს იყავით ნამდვილნი ქართველნი; ღვთის გულისათჳს გიყვარდეთ თქვენი ენა, თქვენი მამული, კიდევ განგიმეორებ თქვენის სამშობლო ენის მზეს (ამაზედ უდიდესი ფიცი არა მგონია იყოს, ვისაცკი გრძნობა აქვს და ესმის.) ყური დამიგდეთ, გამიგონეთ რასაც ვანბობ, გთხოვ საყვარელნო მეგობარნო! დრო არის გაღვიძებისა, გიყვარდეთ ყურის-გდება, გიყვარდეთ წერა, კითხვა, სჯა, თუნდა ლანძღეთ, ათრიეთ საწყალი მოლაყბე. თუ გსურთ, მხოლოდ გულგრილად კი ნუ იქნებით ჩემს ნათქვამზედ. ყოვლის ღონის ძიებით ვეცადნეთ გავისწოროთ ზნეობა ჩვენი, წამხდარი ზნეობა ქართველთ არ შეშვენისთ, ვიფიქროთ მომავალზედ, ვიფიქროთ ჩვენი შჳლის-შჳლზედ; ვიფიქროთ ჩვენ სიტყვიერებაზედ, დავუმტკიცოთ ჩვენს დიდს ხელმწიფეს, რომ ჩვენც გვესმის იმისი კეთილი განზრახვა, დავუმტკიცოთ არა სიტყვით ქართულურად, არამედ საქმით, ვიყვნეთ ჭეშმარიტნი მამულის შჳლები, დრო არის ხელი ავიღოთ ერთმანეთის განკიცხვისაგან, დაცინვისაგან და შურობისაგან. შევუდგეთ გულწრფელობით საზოგადოდ კეთილს საქმესა,იმ საქმესა, რომელიცა მოსცემდეს ჩვენს საყვარელს მამულს სარგებლობასა -ჩვენი საზოგადო მამა, ბევრს კეთილს საქმეს აწყობს ჩვენთჳს, მოვალენი ვართ შეძლებისამებრ ჩვენცა დავეხმარნეთ. აბა ღვთის გულისათის ეს რა ზნეობა არის: ზოგი ერთი ქართველი მაღლის სასწავლებელში ნამყოფი განათლებაზედ თავსა სდებს და თავის მამულის ღირსება არ იცის, განათლებულს კაცსა მამული სძულდეს! იმას განათლებული გონება კი არა, უფრო დაბნელებული უნდა ჰქონდეს. პირველი განათლება კაცისა მასში მდგომარეობს, რომ უყვარდეს მამაული რაკი სძულს თავისი სამშობლო ყოველივე, ეს ზემოთაც ვსთქვი, განათლებულთ რიცხვში აღარ არის. თქვენ რა გგონიათ, დღეს ციტათი გაწყდა თავი დავირჩე! უთუოთ უნდა დამერჩო, თუ რომ უხილავსა რაღასაც ძალსა, რასაკვირველია კეთილსა არ დავეხსენი! საკვირველად მოქმედებს განგება კაცზედ! დღეს დილით რა წამოვდექი, მრთელი ღამე ხომ სრულებით არა მძინებია, მაშასადამე ვიქნებოდი დამტვრეულ-დაჩეხილისავით. თუმცა ვცდილობდი მიმეცა თავი ძილისათჳს, მაგრამ არ იქნა! ერთს ფიქრისაგან მეორეზედ გადავდიოდი, მეორისაგან მესამეზედ და სხ. ბოლოს ვნახე რომ კიდეც გათენებულიყო, წამოვდექი, მიველი და მივუჯექი სამწერლო სტოლსა, რა ავიღე კალამი, მოვინდომე რიღასიც დაჩხაბა, კარგი ხომ არა გამოვარა ჩემის ხელითგან როგორ ქართველი ლაყბობის მეტი, ღმერთმანი საზოგადოებისათჳს სასარგებლოს დავსწერთ რასმეს და!...რა დავიწყე, წაველი ისევ წყეულს ფიქრებში, გამიტაცა, ისე გამიტაცა რომ გონია ჭკუის სამზღვარსაც გადავდიოდი! ახლა ერთი ესა მკითხეთ, რაზედა ვფიქრობდი? განა არ იცით რაზედაც ვფიქრობდი! იმ ფიქრით ისე შეიმჭვალა ნაღვლით ჩემი გული, რომ თავი უნდა დამერჩო, რასაკვირველია თქვენ მაგდენს არას დაჰკარგავდით, მაგრამ ჩემდა სამწუხაროთ ისე ღარიბია ჩემი კაბინეტი, რომ კაცი ამ საშინელს აზრის აღსასრულებლად სრულებით ვერასა ჰპოვებს. რა მექნა? მტკვარზედ წავსულვიყავ, შორს იყო მტკვარი, დამბაჩა მეშოვნა, ვინ მამცემდა, თოკი ვაი თუ გამწყდარიყო და ნახევარ მკვდარი შევქნილიყავი, ამაზედ მეტიც აღარ გინდოდათ! ისევ, მეტი გზა არ იყო, მტკვრისაკენ გავმგზავრდი, სწორეთ იმ აზრით, რომ გარდავარდნილ ვიყავი, მოთმინებითგან გასული! მოთმინებითგან გასული როგორ არ ვიყო, რომ გულგრილათ უყურებთ ქართველნი ჩემს ნათქვამს, მაშასადამე ერთი ოდენ მტკვრისაგან მქონდა იმედი ამ საშინელს მდგომარეობითგან განთავისუფლებისა მაგრამ ოხ!... ოხ განგება! კურთხეულ არს სახელი შენი! თურმე მტკვრისაკენ კი არ წავსულვარ, გზაზედაც ფიქრს გავუტაცნივარ, დამიწყვია სიარული და შუაბაზარში ჩამივლია! ვინ შემომხედა გზაზედ არც ის მახსოვს; რომლის დუქნისაგან გავიარე, არც ის -ერთის სიტყვით სრულებით არა გამიგიარა. ამ სიარულში, ბოლოს... ოხ! რას ვხედავ!... რა ჩემის გულის სასიამოვნოს საქმეს შევეფეთე! ვნახე უცებ, ზის ერთის დუქნის კარზედ ხაბაზი, უბრალო ხაბაზი, უძევს მუხლებზედ ცისკარი მეთერთმეტე ნომერი, კითხულობს სალაყბო ფურცელს მაღლივ ხმით, თანახმა უხდება ყოველში მოლაყბეს და წინააღმდეგ სიტყვებით ლაპარაკობს ქართველებზე, თან ამას იძახის „ახ ნეტამც შეძლება მქონდეს ვიყიდო ამისთანა წიგნებიო“ ეს არაფერი, შემოხვევიან გარშემო დუქნის მეზობლები და უნდა ნახოთ თუ რა სასოებით უგდებენ ყურსა: რიგი სჯის, რიგი თავის აზრს ამბობს, რიგი ყვირის და იმეორებს წაკითხულს! რამწავს ეს ვნახე წაცდენით მამივიდა, თუ მეტის სიხარულით, ისე დავიყვირე რომ გამვლელ-გამომვლელნი შედგნენ „მადლობა შენთჳს ღმერთო, თავი არ დამირჩვია მეთქი.“ მართლად რომ მადლობა ღმერთსა! ახლაკი იმედი მაქვს, რომ თავის დროზედ ჩვენი ლიტერატურაც შეიქნება ღირსი ყურადღებისა!!... აღარ დავირჩობ თავსა, მინდა სიცოცხლე! დიდის ხნის სიცოცხლე მინდა, რომ ვნახო ჩვენი ხალხი, ჩემნი საყვარელნი ქართველნი იმ აღყვავებულს მდგომარეობაში, რა მდგომარეობითაცა იქადიან სხვათა ენის ხალხნი. მსურს სიცოცხლე, მხოლოდ ამისთჳს, რომ ვნახო ქართველნი, იმ გონების მექონენი, რომლითაცა ესმოდეთ ღირსება თავიანთის მამულისა, ესმოდეთ ყოველივე კეთილი განზრახვა ჩვენის დიდის ხელმწიფისა; გარდუხდიდეთ მადლობასა ყოველ კეთილზედ, რომლებითაც დავალებულნი ვართ ჩვენ ქართველნი, არასა დავზოგვიდეთ კეთილზედ კეთილის საზოგადო მამისათჳს, არ დავიშურებდეთ, არცა გონებასა, არცა მუშაკობასა და თუ იქამდინ მიდგა საქმე, -ნურცა თუ სისხლსა. -სიკეთეს გარდახდა უნდა! თუ გვესმის რამეგარდუხდით, შესმენაც წარმოსდგება გონების გახსნისაგან, ხოლო გონების გახსნა ლიტერატურისაგან, მაშასადამე მომატებული ლაყბობა ამ საგანზედ აღარ ვარგა, თქვენ თჳთან მიხვდით ახლა, რაც უნდა ვქმნათ, როგორც უნდა მოვიქცეთ?... მხოლოდ თქვენ, თქვენ დარბაისელნო ქართველნო! თქვენ, მაღალსაზოგადოებისანო! ნუ ინებებთ გაუშვათ თქვენი ენა უყურადღებოთ! ღვთის გულისათჳს ნუ ინებებთ! ყოვლის ღონისძიებით ვეცადნეთ მოვიყვანოთ აღსრულებაში საზოგადო განზრახვა, გარწმუნებთ, თჳთონ ჩვენს მფარველს მამას დიდად იამება, გარწმუნებთ ყოველნი დაგვიწყებენ ქებას და არა კიცხვასა, როგორც ახლა. ჩვენ არ გვესმის, მაგრამ ჩვენს უკან ძალიან ძვირს ლაპარაკობენ ჩვენზედ, იძახიან ვითომც დაუდევნელნი ვიყვნეთ, ეს დიდად სათაკილოა ჩვენთჳს, ნუ ვიძახით ამას: რა საჭიროა, რათ გვინდა, რომ აღარავინ კითხულობს, რო აღარავის უნდა. ნუ იტყვით ამ ცრუ სიტყვებსა, მრავალს უნდა, უმეტესად მდაბიო ხალხს, ხედავთ ხაბაზებიცკი წახალისდნენ! ხედავთ გაზეთებშიაც დაგვიწყეს ხსენება კარგის აზრით (მაგრამ დაუდევნელობაზედ კი ილანძღებიან, რომელიცა მართლაც არის) ვინ არის ამისი მიზეზი? კარგათ იცით „ცისკარი“, მაშასადამე ვეცადნეთ ყოვლის ღონის-ძიებით დავადგინოთ იმ ხარისხზედ ჩვენი ცისკარი, რომლითაცა შეგვეძლოს დავარქვათ ცისკარს მნათობელი დღე, ანუ ცხადი დღე. გაუთენოთ ღვთის გულისათჳს დილა! ხედავთ ხაბაზები რაებს სჩადიან! მე კიდევ იქა ვარ. ხაბაზთან! ხაბაზთან! ხაბაზთან!!!...
მოლაყბე.