![]() |
ცისკარი №3 (1859) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროვეთა მწერალთა |
▲back to top |
![]() |
1.1 Ⴎ.Ⴜ |
▲back to top |
Ⴎ.Ⴜ
ჩვეულებითად გახალისებულს
ვეღარ ჰგჭვრეტთ შენ დღეს,
გარნა მტირალსა, შეწუხებულს
შავი გმოსიეს!
შავი სამოსი, რომ არ გიყვარდა
სხვიმის არ ოდეს
ეხლა რად გინდა? რა დაგემართა?
ძაძა გმოსიეს!
სხვიმის იწვევდი შენთან სტუმართა
გახარებული;
დღეს რაღათ იწვევ იმით, მტირალთა,
ატირებული?
შავნი ხუჭუჭნი რისთვის გაყრია
გაშლილნი მხართა?
მწუხარე სახე ძირს დაგიხრია,
რა დაგემართა?
რას მივაწეროთ ესე ვითარი
შენი გამოცვლა,
რა დაგემართა? რა არს გვითხარი
შენი გამოცვლა?
ნუ თუ ქმარზედ ხარ განრისხებული
და ის გატირებს?
არ მჯერა, მისი კეთილი გული
არ გაწყენინებს.
და აიც ლმობიერს შენს გულს შეჰფერის
ეგ მრისხანება!
რა დაგემართა! გვითხარ რა არის?
ვინ მოეცა ვნება?
ანუ მოვიკუდა, ძმა, საყვარელი
მიჰმართა მამას?
შენ დაგიტია გაუხარელი,
მისთვის იგლოვ მას?
მაშინინ არ, გიძრახვთ მაგა ცვლილებას,
ჩაცმასა შავის
და ჩუენიც მივიღებთ მონაწილობას,
ვით ნათესავის!..
ჵი შენ კაცო! არარს ამ სოფლად
ბედნიერება?
მოვალს სიკუდილი, შენთანა მწირაფლად
ყველა განჰქრება!
სიკუდილს ვეროდეს ჩუენ ვერ ავსცდებით
ვერ რაის გზითა
ყველა მას ვმონებთ, ყველა მოვჰკუდებით,
მოვალს რიგითა!
დღეს მოლხენით ვართ, იმის ჩანგია ხმა,
ურა ყვირილი.
ხვალ კუბოს ვხედავთ გვაქეს დიდი მოთქმა,
მწარედ ტირილი.
დილას სხვისთვის ვართ თვალ ცრემლოვანი
და ვიგლოვთ სხუასა.
საღამოს ჩუენვე გვტირიან, სხუანი,
გვჭვრეტენ რა მკუდარსა.
მაშა სჯობს დავთმოთ სხვისი სიკვდილი
რავდენ ძალგვედვას.
რადგანც ყველანი ვართ მისი შვლი,
არვის დაგვზოგავს!
1858 წელსა. სეკტემბრის 7 -სა.
ქ ქუთაისს.
წ.
![]() |
1.2 მეც შავს თვალებს |
▲back to top |
მეც შავს თვალებს
მეც მინახავს თვის სიბნელით თუალნი,
ვითა მწყვდიადი, ისე ღრმად-ღრმანი,
საშიშნი ცეცხლით, დაუმონავნი,
ვით ქარიშხალში ავ-ფთონი ზღვანი.
სიცოცხლე მათში დუღს იმა ცეცხლით,
რომ დაიდაგო მისის ნაპერწკლით,
სიცოცხლესთანა სცნობ შერიგებას
და არ ინდომებ სხვა ნეტარებას.
რა-რიგ ჩანს ტრფობათ ამღვრეულობა
და არწივისა თავისუფლობა
მათ დიდ მშვენიერ სიბნელის ტბაში,
მათ გრძნეულ, უხმოდ, ცხად გამოთქმაში!
მშვენიერების ამპარტავნება,
სიყვარულისთვის ცეცხლად ანთება
და დიდ სურვილის უგუნურება
რა მაცდურებით იქ იხატება!
როს დაიწყებენ იგინი ცქერას,
გული სხვა გრძნობით მოჰყვება ძგერას:
ჰგრძნობ, რომ საბრალო გული განგიწვეს
და ჰძრწი, რომ სრულად მათ წარგიკითხეს.
რა გინდ ტკბილ იყოს თავისუფლება,
მათგან უფრო ტკბილ არს დამონება!
ვეძებ და ვეძებ აქ მე შავს თვალებს,
მარამ რუსეთში ვინ დამანახვებს!..
თ. ილიკო. ჭავჭავაძე
ივლისის 20-სა დღესა.
1858 წელსა.
სოფ. ტიარლევო
![]() |
1.3 ვედრება |
▲back to top |
ვედრება
უწყალოვ, ნუ მაგონებ მე დღეთა უწინდელთა
და ჩემის გაზაფხულის წარსულთა სიხარულთა!
ნუ მამაგონებ გვედრებ, რომ მე ვიყავ ბედნიერ,
რომ ერთხელ დილა ჩემი, ვით ცისკარი ბრწყინავდა,
და მით ტკბილსა სიცოცხლეს ღიმილით დამქროლავდა!
ნუ მეტყვი გვედრებ რომე შენ ჩემი სიყვარული
და ჩემ ოხვრით ტრფობა უწყალოდ მოჰკალ სრულად!
ნუ მეტყვი რომ შეჰმუსრე გლახ ჩემი სიხარული,
და ერთხელ მაინც ულთოვ არ გამიცოცხლით გული.
ნუ მეტყვი მაინც გვედრებ, რომე მრისხანე ბედმან,
გლახ აწ ჩემი ვარსკვლავი სრული მიჰფარა ღრუბელსა,
და ადრინდელია დღეთა გამქრალმა სიხარულმან
უნდა მიმცეს მე მარად ტანჯვასა ულმობელსა!..
ლუკა ისარლოვი
![]() |
1.4 წიგნი სალადათის საცოლოსთან წინაშე მინაწერი აფრიკიდგან ფრანციაში |
▲back to top |
წიგნი სალადათის საცოლოსთან წინაშე მინაწერი აფრიკიდგან ფრანციაში
(ბერანჟით)
საყვარელო მეგობარო გაცნობებ ჩემსა ანაბავსა
ომი გათავდა ფიცხელი, გილოციმ გამარჯვებასა
მტერი გაგვექცა მიმართეთ მთის სოფლების კლებასა
თუც არც ჩუენა გადურჩით უზარლათ თოფის სროლასა
მარცხენა ხელით წიგნსა გწერ შევხვდი რა დიდსა ბრძოლასა
მე ორგან ბეჭში დაჭრილი, ვეღარ უძელი კეფისა;
გავშორდი კხელსა მარჯვენას, მტრისა შუბისა მგებავსა
ყოველს ჟამს ველი სიკუდილსა და შენსა ვინ განშორებისა.
ამ ჟამათ ვწევარ, ლაზარეთს უგონო, გამწარებული;
თავს დამტრიალების ფერშალი; ძლიერ ვარ შეწუხებული;
სიკუდილი ცულით წინ მიდგას, ჩემზედა განრისხებული;
გიგზავნით ბეჭედს სახსოვრათ შორს გზასა გამზადებული;
შენ უნახავ ესრეთ შორს, ვაი რა ძნელია სიკუდილი!
მანდ მომკუდარ დედასთან ჩემს ქვეყანაში მოვლილი,
უნაღლოთ ჩემსა მიწასა დაჭრილსა გვამსა მივცემდი
და შენც ცრემლითა ჩემს საფლავს ზოგჯერ მღუდელს აკურთხინებდი.
გვშორდი სენულს დედას სამრათ გამზადებული
რა იგი ჩემსა ანბავსა შეიტყობს დაჭლექებული,
ჭორზედან ჭირსა ვერ უძლებს სიცოცსლე გამწარებული.
შენ მაინც თავსა უფრთხილდი ვერას მიშველი ვებული
გიყვარდეს ჩემი ფენგალა მით იგონებდე საყვარელს;
ვეღარა ნახამს პატრონსა, ჰქონდა პატივი მის რომელს;
საწყალი მგონი მოელის თვის მწყალობელის ნახვასა
დაიწყებს ეგეც ღმუილსა რა სცნობს ჩემს აღარ მოსვლასა.
მშვიდობით! ვკუდები, გშორდები, ჩემს ნუღარა ელი ნახვასა;
რომელს ჯარშიაც შევდივარ, იქ არ ძლევენ ნებასა;
ან ხანად შინ დათხოვნისას, ან სულ მის დატევებისას;
ვინც გსურდეს ქმარად შეირთე ნუ იგლოვ თავსა ჩემისას.
აი, მიმზადებენ კუბოს მე საწყლს სულთა მობძავსა
მშვიდობით! ნუ დაივიწყებ საყვარელს შენ მეგობარსა.
აბ. ჩოლოყაშვილი
ს. პეტერბურღს.
![]() |
1.5 შენს ღირსებასა ნატრულობენ |
▲back to top |
შენს ღირსებასა ნატრულობენ
შენს ღირსებასა ნატრულობენ ყოვლნი ქალნია,
იტყვიან: თუმცა გვაქვნდეს ჩვენცა მისნი თვალნია!
ალვისა ტანი, მალოვანი ვერ ვიცანია,
ლერწმად ახატოს, ვინც დახატოს მისი ტანია,
ლაშ-ლოყა ლბილნი, მკლავნი წვრილნი, შავნი თმანია,
სადაფ მჩაგვრელად ფერი ვლიან ბროლ ფიქალნია.
უკეთუ მოვსთქვა მე რაცა შენ გეფერებიან,
ნუ თუ სხვა მნათნი შურითა დამემტერებიან,
ისარს მტყორცნიან გულ მესისხლედ აღმეგზნებიან!
მარიხი იტყვის, გულნი კრულნი არ მეხსნებიან,
თუმც ამას ვეღარ დაინახვენ ჩვენნი თვალნია.
ტანად სარო ხარ, ვარდებრ ღაწვნი შენნი ლბილობენ,
დალალ თმაშია გიშრის ბეწვნი ხშირად ყრილობენ,
ვაჰ, ძუძუ-მკერდი, კოკობ-ვარდი ნაზად შლილობენ,
და შენნი მნახნი ქართველ-კახნი შენზედ ცილობენ,
სხვათ არ ვახსენებ, თორემ მათაც დასწვამს ალნია.
ალვად ნაზარდი, ყოვლ გზით მარდი, წყნარად მქცეველი,
ექმნეს მას დარად, ვის ნადარად უჩნს შენგან ველი,
საროს ტანისთვის დაგვეკარგვის სასუფეველი,
რეტი დაესხმის, ვის არ ესმის მისი ხმანია.
თ. ალ. ჭავჭავაძე
![]() |
1.6 ლექსები ბერანჟეს ლექსებიდამ |
▲back to top |
ლექსები ბერანჟეს ლექსებიდამ
კეთილი მცნობი
(სენატორი)
ვარმე სულით და გულით ცოლთან შეთვისებული
გავერიე მე ხალხში, რაღა მქონდეს, კლებული
გრაფს მეგობრად გავუხდი, ცოლისგან ვალდებული
ადვილ არსა? თვით გრაფთან, ვიყო მე ხსენებული,
იგი არს სამეფოსა, საქმეთა წამმართველი,
ჩუენთან იარებოდეს, ვით თვის ტომებთას მსვლელი?
დახეთ ბედნიერებას! დახეთ პატივს ამ გვარსა!
მევარ იმასთან ჭია, ვით შევედარო მასა!
ვით შევედარო მისა,
პირსა, ჩინებულს გვარსა
თვით მის ბრწყინვალებასა!
აწ მოგითხრათ, მაგალითად, წარსულს ზამთარს
ჩემი კვალი
ერთსა მინისტრს დაენიშნა, თავის სახლში დიდი ბალი
ჩემის ცოლის წისაყვანად, გრაფი მოდის დამდოს ვალი
მეც მუნ ვესწარ ვითა ქმარი, გრაფსა დარჩა ჩემზედ თვალი;
ჩამომართო ხელი მძიმედ, მდაბლად დამიკრა თავი.
თვის მეგობრად მიწოდა, არ მსურსო შენთვის ავი
დახეთ ბედნიერებას! დახეთ პატივს ამ გვარსა
მე ვარ იმასთან ჭია,
ვით შევედარო მასა?
პირსა, ჩინებულს გვარსა
თვით მის ბრწყინვალებასა!
მცირე რასამე მიზეზით, ცოლი გამიხდა ავადა
და გრაფი მისი მოყვარე, თავს ვეღარ ჰსცნობდა თავადა
მე პროფერანსს მეთამაშა, არ მეჩვენოს პირშავადა
ავად მყოფთან დადიოდა, დანიშნული ჰქონდთ ვადა
ერთს დროს მოვიდა ვარსკვლავებითა, თავ ფეხამდის გაბრწყინებული
მომილოცა მე სახელისა დღე, იქმენო სულით განათლებული
დახეთ ბედნიერებას, დახეთ პატივს ამ გვარსა
მე ვარ იმასთან ჭია,
ვით შევედარო მასა?
პირსა, ჩინებულს გვარსა
თვით მის ბრწყინვალებასა!
აჰა ვითარი აქუნდა მას, სიფრთხილე ყოფაქცევისა
მოვიდოდის საღამოთი, დაჯდებოდის ჩუენთან ისა
რად ხართო შინ არ მოძრაობთ, ან არ ეწვევით არვისა?
გეჭირებათ თქუენ ჰერი, სასარგებლოდ მჭვრეტაც მზისა,
გრაფს უპასუხეთ ჰაერი, არისო ფრიად ცუდია...
მაშ ჩემს კარეტას მოგართმევთ, არ ვჰსთქვავო სიტყვა მიუდია
ვითარ წინადვე გვამცნობს! ვით პსუხი აქუს მზასა!
მე ვარ იმასთან ჭია,
ვით შევედარო მასა?
პირსა, ჩინებულს გვარსა
თვით მის ბრწყინვალებასა!
შეგვეწვივა თავის სახლში, დიდ კაცურად
შენებულსა.
შაფანსკის ღვინო მდინარედ, დიოდა გვილხენდა
გულსა.
ჩემი ცოლი მიწვა ძილად, ქალის საწოლს მოფარდულსა
მეცაა დავწექ კარგს ოთახში, კაცისთვის ვანმზადებულსა.
მიმეძინა სარეცელზედ დგებული იყო რბილად
ფარჩის საბანი მეხურა, მოვისვენე დია, ტკბილად
ვიფიქრე, ვნებირობი! დახეთ პატივს ამგვარსა!
მე ვარ იმასთან ჭია,
ვით შევედარო მასა?
პირსა, ჩინებულს გვარსა
თვით მის ბრწყინვალებასა!
ნათლიაობა, ინება, გრაფმან უთუოდ ჩვენია,
როდესაც უფალმა მომცა, მე სიხარულის მჩენია,
ნათლულს დასტრფოდა ღიმილით, ნუგეშად ვის გამჩენია
ოდეს მიირქვა ყრმა ხელთა, სთქუა დედისა დამრჩენია.
ახლა მოვჰკუდები ეს ვიცი, ვსასოებცა ამის მიერ
რომ ნათლული ჩემი შვლი, მე წამერთოს გრაფის მიერ.
ეს არის ბედნიერება? დახეთ პატივს ამ გვარსა!
მე ვარ იმასთან ჭია,
ვით შევედარო მასა?
პირსა, ჩინებულს გვარსა
თვით მის ბრწყინვალებასა!
საყვარელ არს იგი მაშინ, ოდეს არის გუნებაზედ
მეცა ვახელ ხელი ღვინოს, არ უმეტეს ერთს რუმკა ზედ
ერთ გზის ჩავყლაპე სასწრაფოდ, სხუა და სხუა ჰამბის ხმაზედ
ვითომც გრაფი მარჯვედ ცდილობს, ჩემის ცოლის მოპოვნაზედ:-
ცდილობსო რომ შენი ცოლი, მიიკერძოს თვისკენა
შენთვის ფიქრობსო დაბრმავდე ჰაზრის არ აქუს გამოჩენა
ცდილობს, კიდეც მიბრმავებს! დახეთ პატივს ამგვარსა!
მე ვარ იმასთან ჭია,
ვით შევედარო მასა?
პირსა, ჩინებულს გვარსა
თვით მის ბრწყინვალებასა!
თიარგმნილით გრ. ბაგრატიონ-მუხრანსკის მიერ.
![]() |
1.7 განღვიძება |
▲back to top |
განღვიძება
ჰე ოცნებავ! სად არს შენი სიამე!
სად წარმიხველ ღამისა სიხარულო!
ან რად განჰქრი უცებ სიზმარო ტკბილო!
მის წილს მარტო განღვიძებულს რა მაამე?..
გამიფრინდნენ უცებ დასნი ჩვენებათ
სურვილის ჰყინდა სიტკბო ზმანებათ,
ყრუ სიბნელემ მომზღუდა აწ მე გარე,
სარეცელიც შემექმნა ვით სამარე!..
ნეტარებს აწ გული სურვილთა გამქრალით,
რომ იხელთოს მინც ხსოვნა ზმანებათ!..
სიყვარულო! მისმინე ვედრებანთ
გეაჯ, მფინე კვლავ შენნი ჩვენებანი;
კვლავღა მამეც სურვილითა დატკბობა,
თუ გინდ დილას ნუღა გამეღვიძება!..
ლუკა ისარლოვი
![]() |
2 დონნა მარგარიტა |
▲back to top |
დონნა მარგარიტა
მოთხრობა ბელლინისა სიკუდილის წინათ
ახალგაზდა მაესტრო[1] იყო უკვე მძიმე ავათმყოფი. მოქნცულობასა შრომათაგან, და შესაძლოა ბედნიერებისაგანაც, დაებადა მასში სხეულის უძლურება, რომელიც უნდა დაბოლოებულ იყო, უთუოდ სიკუდილითა. დოხტურმან აღუკრძალა მას გამოსვლა საწოლითგან და მიღება სტუმართა, გარდა თვით უმახლობლესთა ნაცნობია. თვით მან პირათ უბძანა კერძობასა თვისსა, რათა იგინი ეტყოდნენ ყოველთა მოდარბაზეთა, უმეტესად ქალთა პირ-ბადებით დაბურვილთა, რომ ვითომც უფალი ბელლინი გასულ იყოს რავდენსამე დღეს პარიჟიდგან.
არა მიმხედველი წინარეთა ამათ სიფრთხილეთა და არცა დოხტურისა, რომელიც მცირე ჟამ განუშორებლივ გვერთ უჯდა ბელლინის, სნეულება მისი ეგზნებოდა თანდისთან. მაშინ ესკულაპმან[2] დიდკაცურად მოუკიდა სიგარას. ამასთან იყვნენ კვალად ორნი თუ სამნი კეთილის მყოფელთაგანნი. გაება მათ შორის უბნობა იწყვეს ბაასი სხუა და სხუთა სხუათა საგანთა ზედა. სნეულთა, ჯანმრთელთა, გდცვალებულთა, უმეტესად მათი გარდცულეთა და მათ შთაბეჭდილებათა ზედა, რომელთაცი იგინი ხშირად უტევებენ მეხსიერებასა შინა კაცთა რომელთაც გარდაცვალებულნი იგი ჰყვარებიათ. ბელლინიმ დაიდო შუბლზედ ხელი, გაიღომა და წარმოსთქვა თავისი ტკბილ სამოსს ხმით:
— ერთხელ ერთს პარიჟის თეატრთაგანს ზედა წარმოადგენდნენ ხუმრობასა, ერთსა მათ სისამოვნოთა ოხუნჯობასა, წინაშე რომელთაც ეკარგებიან კაცსა თვით დაბუდებული მძინარობა და ნაღულიანობა. მახსოვს, რომ საქმე მდგომარეობდა ძიებაში, ერთის რომელიღაც ქმრისაგან თავის ცოლისა და ქოლგისა. ამ დროს უეცრად საშუალ საზოგადოს კმაყოფილებისა, მომესმა მე ჩემს იქით, სამეზობლოს ლოჟაში, გრგვინვა ესრეთის კაფიათისა, ხმოვანისა, გულიანის ხარხარისა, რომ თავი უნებურად მიექცა იმ მხრისაკენ. ეს სახარებდა პაწაწა ვარდის ფერი ბაგე, მეზობელი ტურფად განწყობილის ცხვირისა და დიდროვანთა შავთა თვალთა, მოელვარეთა კანონებისა შუბლსა ქვეშე, დაგვირგვნებულსა მეცნიერთა თმათ ჯიღით. დაჰრეთ მას კისერი არწივისა, წელი ფუტკრისა და ხელი ჭივჭავის ფეხებზედ ცოტად მოდიდრონი და მაშინ იხილვეთ მთიელსა სურათსა, მოცინარის გვამისასა. აშკარაა რომ იქ მე უნდა ყოველივე დამევიწყებნა. ტეატრის ნახვამან დაჰკარგა ჩემთვის სრულებით თავისი სიამოვნე და მიმზიდველობა ამ ახალს საამოს სანახავთან. გარნა შუენიერი იგი სრულიად არაშემნიშვნელი ჩემის აღტაცებისა გულს მოღვინებით განიგრძელებდა ტეტრისკენ მზერასა დაწვრილებით გამოკვლევასა ყოვლისა მის, რცაა წარმოსდგებოდა სცენაზედ და ჟამითგან ჟამამდე მხიარულსა. მადიანსა სიცილსა მოჰყვანდა მოძრაობაში სათუთნი ტუჩნი მისნი გამოჩენილი ორთა წყობილთა მარგალიტის კბილთა.
წარმოდგენა გათავდა. შუენევრი იგი წამოდგა და დიდკაცურის, ყავდიანის რხევით წამოისხა ნარნარის მხრებზედ ძვირფასი, შალი და მასცა რა ხელი ერთსა ჭაბუკსა, რომელიც იმყოფებოდა მასთან, მიმეფარა უცებ, თვალთაგან. მეჩუენებოდა, ვითომც ზალაში დაბნელდა და აცივდა. შეასწრო რა მას თუალი ქალი იგი შეძრწუნდა. კაპიტანმან უთხრა მას რაოდვნიმე სიტყუა. მშუენიერი იგი განცვიფრდა და მოვიდა სულიაიდს აღრეულებაში. გარნა, გავლო, რა ერთმან წამმან ყოველივე განქარვდა, ღიმილმან კმაყოფილებისამან ახლად იელა სატრფოთა ბაგეთა მისთაზედა და დახატულით პაწაწა ფეხთა მისითა კუალად იწყეს მერცხლურად ფრენა იატაკზე.
მე ვისწრაფოდი, რათა დამეჭირა კაპიტნის კალთა და მივიმწყვდივე იგი ერთს ვიწროს კუთხეში, საიდამაც იგი ვეღარას ღონისძიებით ვერ გამომისლტებოდა.
- მღუთის გულისათვს, მიამბეთ მე გარდასავალი და მიმოსვლა ამ ქალის ცხოვრებისა!
- ჰო, მის ბედნიერის ქმნილებისა, რომელს არ გამოუცდია ჯერეთ არავითარი ჭმუნვა? დიდის სიამოვნით, დავსხდეთ…
„ჰსცსოვრებდი ლისაბონში ერთი მდიდარი დიდ ვაჭრი, საულით ლოპეს. იგი ჰგზავნიდა და ჰზიდავდა სხუა და სხუა ქუეყნებიდან მრავალ გვარისა ძვირფასსა ხრიდსა და ამგუარად მოინაგრა ესოდენი უთვლავი ქონება, რომელ ბედნიერება დიდი საანდა ზოთ. სომალნი მისნი არ იშთობოდნენ არაოდეს; აღებ მიცემნი მისნი არას ჟამს არ ითმენდნენ ზიანსა; ხოლო დასმატებელად ამით ბედნიერებათა, ჰყვანდა მას უებრო მშუენიერი ასული მარგრიტა, რომელიც ჰყვანდა დანიშნული
ერთსა ლისსაბონელსვე მილლიონის მქონებელსა ახალგაზდას კაცსა.
„მრთელსა თვრამეტსა წელსა იბნეოდნენ ლოპესზედ ცითგან განუწყვეტლივ ნიჭნი ბედნიერებისანი. გარნა უცებ, მოულოდებელად საცხოვრებელი წაუვიდა ხელითგან. ხომალდი მისნი, ზოგჯერ გარდაბეულნი ფრთონისგან, შეისქდებოდნენ ტინთა და ილეწებოდნენ, და ხშირად შეიქმნებოდნენ მსვერპლად ზღუაზე მავალთა ავაზაკთა; საქონელნი მისნი, მოხწეულნი უკვე ადგილადმდე, აღარ ისყიდებოდნენ; მოვალენი აღმოუჩნდნენ შეუძლებელად; დასასრულ ორმა თუ სამმა გაცემულობათა დაწვათ, სრულიად გააღატაკეს ლოპეს. მას აღარ შეეძლო მიეცა ქალისთვის აღთქმული დიდი მზითევი და ამის გამო იძულებული შეიქმნა, რათა დეტევებინა მდიდარი სასიძო. ერთის სიტყვით, ორს წელიწადში წარაგო ლოპესმან თვრამეტი წლის ნაშრომი საუნჯე და შეიქმნა თითქმის სრულიად გლახაკი. უკანასკნელი საცხოვრებელი მისი, როდესაც იგი იძულებული იყო, რათა დაეტევებინა სამშობლი ქალაქი თვსი ლისაბონი, მდგომარეობდა ათას პისტრში,[3] რომელიც ემართა ერთსა მადრტის ვაჭარსა, გარნა ვერცა მას მიიღებდა თავის საჭიროების ჟამსა, ამისთვს, რომელ მოვალე ვაჭრ იგი სრულიად უარ ჰყოფდა ვალსა მას და უნდა ლოპეს აუცილებლად ჩავარდნილიყო სამართალში თავის მოვალესთან, გარნა, საუბედუროდ, მართლ მსაჯულობაცა ისპანიაში არის ძვირი და ძნელად მოსაპოებელი.
ესედ განვლეს სამთა წელთა და წარმოება საქმისა კვალად გრძელდებოდა ლოპეს, ცოლით და ასულითურთ ატარებდა სიცოცხლესა სიგლახავეში, სამივე მათ დაშთა ღონისძიებად საზდოს მოპოებისა შრომა და მხნეობა: მამა ასრულებდა წვრილ წვრილთა ვაჭრით აღებ მიცემათა, ხოლო დედა ასულითურთ ჰკერავდნენ საკერავსა.
მოვალე ლოპესისა ხმარობდა საქმეშისაშინელსა ციებიერებასა. სქმე გადადიოდა სამსჯავროთაგან სამსჯავროში, და თუმცა ყოველგან ჰსწყდებოდა სისარგებლოდ ლოპესისა, მაინც ბოლო არ ედებოდა მოპასუხე ჰპოებდა რომელსამე ახალსა
მიზეზსსა და სქმე ეძლეოდა მეორედ და თავიდამ განხილვასა. ბოლოს მიახწივა საქმემ უკანსკნულს ხარიხამდე სასამართლოსა. მიზეზების გუდააც დაიფუტკა, შესდგა განაჩენი, რომლითაც უნდა მიეღო ლოპესს თავის მოვლისგან ათასი პიასტრი. მიიღო ლოპესმან ფული და კინაღამ ხტოდა სიხარულისგან, აჩვენებდა, რა ცოლს და ასულსა თვისსა ბანკის ბილეთებით სავსესა ბუმაჟნიკსა, რომელზედაც აფუძნებდნენ თავიანთის მყობადის სიცოცხლის იმედებსა.
განსაჯეს რა საზოგადოთა ფიქრითა, თუ როგორ მოიხმარონ მცირე იგი საუნჯე, არიჩიეს საბრალოთა და ჰპოვეს ყოველზედ უმჯობესად, რათა ფული იგი მისცენ ერთსა მადრიტის ბანკირსა,[4] რომელსაცა შეეძლოს გადატანა მისი მათს სამშობლოს პორტუღალლიაში, და მუნ უკვე იგინი ჰპოებენ მისთჯს ადგილსა ანუ ხმარებასა.
- ამავე წამს მივდივარ ბანკირთან, ჰსთქვა ლოპესსმან, და ერთს საათის შემდეგ დავბრუნდები უეჭველად.
„განვლო საათმან, გარნა ლოპეს აღარ ბრუნდებოდა. დაჰკრა შუაღამისა ჟამმაც გარნა ლოპეს კულად არსადა სჩნდა. ცოლმან და სულმან მისმან გაათენეს ღამე ლოდინში, ვაებით და მწუხარებით, და იელეს რა განთიადისა ჟამსა, პირველთა სხივთა მზისათა, წავიდნენ საძიებლად ლოპესისა. პოლიციაში, სადაც ისინი შებრუნდნენ, ამბის შესატყობლად, უთხრეს მათ, რომ იმ ღამეს ეპოვათ ქუჩაზედ ერთის კაცის სხეული, დახრვეტილი ათს ალაგს ხანჯლითა. სხეული იგი, — წარმოიდგინეთ განწირულება მათი, — იყო. თვით ლოპესისა. რაღა საჭიროა დამატება, რომ ფულიც დაეკარგათ. როგორც ჰსჩანდა ერთს შეჩვენებულს ვისმე ავაზაკსა გაეგო ლოპესისგან ფულის მიღება, და დაჰხვედროდა გზაზედ და მოეკლა ესრედ უწყალოდ. დედა ჭკუიდამ შეიშალა; ქალს მოაკლდა სრულებით ძალა. მაგრამ მაინც ყოველს მდგომარეობაში საჭირო იყო მისთვის მხნეობა, რათა ხელ-საქმით მოეპოებინა საზდო დედისათვის.
იმ ჟამითაგან სრულიადმან სიგლახაკემან დაიმკუიდრა იმათს დაღონებულს სახლში: შიმშილი, სიცივე, დაკონკებული სამოსელი. ეკარგებოდა რა დრო დედის ყურის გდებაში, საწყალი მარგარიტა ვეღარ ასწრობდა საკმაო საზდდოს შეძნებას თავისის მუშაობით. მიახრწიეს იქამდისინ, რომ აღარა ჰქონდათ დღიური საზრდო, მარგარიტა მიმოიყურებოდა გარემოს თვსსა და ჰფიქრობდა, უკეთუ შესაძლო იქმნებოდა რისამე გასყიდვისა, რათა ეყიდნა მით პური დედისათვის; გარნა, საუბედუროდ, გისყიდიცა არღარა ჰქნოდათ. ამ დროს უეცრად შეაძრწუნა იგი ახალმა ფიქრმა. ადგა საბრალო მარგარიტა და წარვიდა ერთს ფარულის მაკეთებელს ფრანცუსთან, რომელიცა ჰსცხოვრებდა უმდიდრესს ნაწილში მადრიტისა.
- ხომ არ გნებავსთ, უფალო, იყიდოთ ჩემი თმა? უთხრა მან, გაეფუჩნა რა მშურნიერი ნაწნავები, რომელთაცა დაეფარათ მრთელი ქალი, როგორათაც შავის ხავერდის მინტიასა.
ფართუკის მაკეთებული იყო კაცი ჭკუიანი — შინვე შეამცნივა,
რომ ის თმა იყო ერთის სიტყვით — საუნჯე, და გადუკვეთა ფასი მარგარიტიმ აღარ დაყწეო დიდხანს ანგარიში მას ჰსურდ მხოლოდ დაბოლოება საქმისა საჩქაროდ, ამისთვის რომელ ესე მსხვერპლი იყო თვით უმძიმესი მათ განრო ძელნიცა მას შაეწირა ადრევაც. ფარუკის მაკეთებელმან აიღო მაკრატელი და მიუახლოვდა მარგარიტას თავსა. ქალი შეთრთოლდა მორთული სსეულით.
- მლეთის გულისათვის, შემიწყალეთ მე, მომკვეცეთ ჩქარა! უთხრა მარგარიტამ.
- კარგი, კარგი, ხელმწიფაო, მიუგო ფარუკის მკეთებელმა, რაღა მეთქმის, მებრალება, რომ საოცარი თმები დავაკვეცო, ამ მშვეცნიერს თავს.
— მომკვეცეთ, გევედრებით! ეტყოდი მარგარიტა ხმამაღლა.
— გეტეობათ. მწარეთა გსჩანსთ გამოსალმება თქუენს თმასთან?
— მომკვეცეთ! მომკვეცეთ, თორემ ჩქარა დავჰკარგავ ჩემს გაბედვას
— მაშ მითხარით, წართვა სატყვა ფარუკის მკეთებელმა, როგორ ინებებდით, ვინიცობაა წინა დამედვა მე თქუნთვის საშულობა, რომ საჭირო აღარ ყოფილიყო მოკვეცა თქუნის ძვირფასის თმის, შეიქმნებოდით თანხამა?
— ოჰ, რასაკვრველია, მარამ ნუ თუ კუალად დაშთომილა ჩემთვის მაგ გვარი საშუალობა? მიბძანეთ! მე ვიქნები საუკუნოდ მახსოვარი თქუნის სათნოებისა. მაგრამ არა, არა ვჰგონებ შესაძქლო იყოს! სთქუენ არ რას მდგომარეობაში ვიმყოფები მე დედა მყავს სნეული, იმის უნდა ყურის გდება და ამისგამო არ შემიძლიან მუშაობა…
— მაშ რა გამოვა, ვჰსთქუათ რომ გაჰყიდოთ თქუნნი თმა, რომ რა იმდენს სარგებლობის მოგცემს?ეტყოდა ფარუკის გამკეთებელი. გაატარებთ როგორც იქნება იმით ერთს კვირას შემდეგ? მარგარიტამ, განწირულებიში მყოფიმა შესძახა
— აი ხომ ხედავთ, ეტყოდა კულად ფრანცუზი გარნა რაცა მე მსურდა წინა დამედვა თქუნთვის, იმით კი გამოიყვვანდით საჭიროებისგან დედა თქუენს.
— რა არის იმისთანა? მე წინათვე თანახმა ვარ.
— აი რა. თქენს მიიღებთ ჩემგან თითეულის თვის თავს ათათს პიასტსა[5] და ამ ფულით შეგიძლიანთ დიჭიროთ მოახლე, რომელიც ყურს უგდების მოხუცს დედა თქუენს.
— და რა უნდა გიკეთოთ მე თქუენ ამ ჯამაგირში?
— მხოლოდ დაბძანდეთ ჩემს კანტორაში და იყო აღებ მიცემის გამგებელი ქალად.
„მარგარიტა მსწრაფლად თანახმ, შეიქმნა: იმისს მდგომარეობაში ათი პიასტრი თვეში იყო ესრეთი ბედნიერება, რომლისათვის ოცნებასაც ვერ იკდნიერებდა.
— დიახ ბატონი ბარძადები, ეტყოდა მარგარიტა მეფარუკეს: მე ვიქმნები თქუენად აღები მიცემის გამგებლად.
მეფარუკე ისე გამხიარულდა, რომ აღარ შეეძლო დფარვა სიამოვნისა.
— მე გაჩუქებთ თქუენ, რომ არა ვარ ძუნწი კაცი, ეტყოდა იგი მარგარიტა. აი მიიღეთ ჩემგან ერთი პოსტერი იქონიეთ თქუენ ესფულები, ბეით, გამოურიცხავად ჯამაგირიდამ, მარამ ხვალ დილით კი მობძანდით, უთუოდ, მოსაწერად ხელისა პირობის წერილზედ და მე თქუენ მოგცემთ ერთის თვის ჯამაგირს წინათ.
„მარგარიტა წავიდა მხიარულებით და მადლობის გრძნობით აღვსილის გულით: ის იყო მხოლოდ რომ, შემდეგ მამისა მისის გარდაცვალებისა პირწინაშე სხივმან იმედისამან. მეორეს დილას, ადრიან, მივიდა მარგარიტა მეფარუკესთან ეს უკვე ჰქონდა მომზადებული პირობის წერილი, შეთხზული ისპანიურს ენაზედ. მარგარიტას არც კი წაუკითხავს, თითქმის, პირობის წერილი, ისე მოაწერა მაზედ ხელი, რომ ჩქარა მიეღო. მხოლოდ ფული: იმან მხლოდ ეს შეიტყო, რომ უნდა მჯდარიყო მეფარუკის კანტორაში რვა საათიდამ დილის თორმეტამდისინ ღამისა.
„ვჰსთქუათ, ჭეშმარიტი, რომ თანამდებობა ესე არის დიახ მძიმე. ადრე, ორისთვს წინათ რომ მიეცა ვისმე მარგარიტასთვის ამ გვარი წინადადება, ყურს არცკი ათხოებდა; მაგრამ ეხლა საბრალო ქალი უყურებდა თვალწინ მშიერს დედასა, ესმოდა. ღიჭინი მაკრატლისა, რომელიც განემზადებოდა მოსაკვეცად მისთა საოცართა თმათა. ამის გამოის, რაც ორი თვის წინათ მოიყვანდა მარგარიტას განცვიფრებაში, ეჩვენა მის ახლა ბედნიერებად. ვის არ დაამშვიდებს სიღარიბე!
„პირველმა დღემ გაიარა კვთილად. მარგარიტამ დულაგა ოთახი თავის დედას, უპოვა კარგის გულისა და შეგნებული მოახლე. ეჩვენებოდა ვითომც ვაება განეშორა მას საუკუნოდ.
მეორეს დღეს, რვა საათზედა მივიდა ივი მეფარუკესთან, რომელიც მას კარგა ხანი იყო ელოდა.
— შებძანდით ჩემს კაბინეთში, ეტეოდა მეფარუკე, იქ აწყვია ტანისსამოსი, რომელიც მოვამზადე მე თქუნთვის. — ქალი, მეიდომი ჩემის თანას არტისტის5, კანტორაში, დაჰრთა მან
უყურებდა რა შეურაცხებით მარგარიტას ღრიბულს სამოსელს, უნდა იყოს სკადრისად შემოსილი.
„გარნა შემზადებული მარგარიტასთვს ტანის სამოსი ეჩვენა მას არა ესოდენ სკადრისად: იგი წარმოუდგენდა მას სახესა ტეატრულთა გამოკულევათა და მდიდრულისა უგემურებისისა, რომელნიცა მას სრულიად არ მოსწონდნენ. მარამ რას იქმოდა, ამოიოხრა მარგარიტამ, შეიმოსა იმ მორთულობით და გამოვიდა კანტორაში.
— ახლა უნდა დაგვარცნო და დაგიხუჭუჭო თმა, უთხრა მეფარუკემ.
„მარგარიტამ ჩაისედი. სარკეში და ჰპოვა, რომ თავისი შინაურული თვის დახურვა უფრო უხდებოდა იმის პირს სახეს; მარამ რა გაეწყობა, აქც აღარა, ჰქონდა ღონე უარის ყოფისა, დაჯდა და აღა მისი, არტისტი, აღჭურვილი თავისის ძალით, სავარცხლით გარდამიეცა უღრმესთა გამომკვლეველობათა, რათა მოეგონებინა ახალი მოსახდენი გვარი თმის დახვევისა ისეთი ისეთი, როგორისაცა ჰსახავდა ღირსად თავისის ტალანტისა.
„უმეტეს ორის საათისა შრომობდა იგი მარგარიტას თმაზედ: ხან დაუხვევდა, ხან ისევ გაუფურჩქნიდა, უნასკვავდა და ჰხსნიდა გადუვარცხნიდა და გადმოუვარცხნიდა, უმკობდა ყვავილებითა, ძვირფასი თვლებითა დიადიმებითა: მარამ სულ ამაოდ! შინ მედი და წყნარი მარგარიტა ითმენდა: მოწამურს - განსაცდელსა და არ აძლევდა თაგის თავს ნებას არცა თუ მცირისა საჩივრისას, არცა მცირისა, აღშფოთებისას, არცა თუ მცირისა შენიშვნისასა.
„ამ დროს უეცრად მეფარუკემ, როგორათაც განგებისაგან ნიჭ- შთანერგილმან, შეჰკივლა სიხარულით და შემოიკრა, რაც ძალა ჰქონდა, შუბლში ხელი.
— ეს არის! ნამდვილად ეს არის! ამბობდა იგი, მე ეხლა ზედ მიწევნით მივხვდი!
„და მან კვალად ერთ გზის შემუსრა შენობა თვისი, განსხვავებულის ცდილობით დაუშალა მარგარიტას დახვეული თმა და გარდააფინა მას მხრებზედ მსგავსად მდიდრულის წმოსასმელისა.
— ახლა კი დაბძანდით კანტორაში!
— როგორ?... ასე გაწეწილი?
— თქუენა გაქვსთ დავარცხნილი თავი, უთხრა მეფარუკემ ზვაურის კვეხნით, ისე, რომ შეიძლება მოგონება რისამე საჩვენებლად თქუენის თმის სრულის მშუენიერებისა. ეს სასწაული მოიზიდავს აქა მრავალთა ხილვის მსურველთა.
— ოჰ! მღუთის გულისთვის, ნუ შემამთხვევთ მე ამ გვარსა სიმდაბლესა! შეჰკივლა მარგარიტამ და გამოაჩნდა, ღაწვთა მისთა მოწი სირცხვილისა და მწუხარებისა. შემიბრალეთ მე! ნუ გამხდით მაჩვენებელ ფიცრად (ვივესკა)! მე ვეღარ ვიცოცხლებ…
— რისთვს იკლავთ თავსა? უთხრა მეფარუკემ. თუ არა გსურთ, მომეცით მე ჩემი ფული და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!
მარგარიტა, შეირთოლდა.
— აბა რას აპირებთ?.. ჰბედავთ, თუ არა?
„საბრალო ქალი მართლად დასველებული ცრემლებით, შევიდა კანტორიში.
„განზრახული ვაჭრობა შეგნებულის ფრანცუზისა გამოდგა ისე, რომ უმჯობესად აღარ შეიძლებოდა. ურიცხვთა კრებათა იწყეს სიარული მის მაღაზინში. ასე, რომ ვერ ასწრობდა მიეცა კმაყოფილება მათ მოვაჭრეთათვის, რომელნიც იარებოდნენ, განსაკუთრებით, საყურებლად კანტორაში მეჯდომარის ლამაზი ქალისა, იმ გვარს საოცარს მორთულობაში. დონნა მარგარიტა იძულებულ იყო, მდუმარებაში, აეტანა ყოველ გვარნი მათნი კადნიერნი ჭვრეტანი, ორ ჰაზროვანნი ოხუნჯობანი და მოუსათმენნი საყვარლობანი.
„მარგარიტას ამ გვარის განწირულებაში ყოფნის ჟამს, უფალი პატრონი მაღიზისა კი სიამონით იცინოდა, იტკაცუნებდა ხშირად თითებს და უწყობდა რა თასმზედ იარღს პირებს, ჰცრცვიდა და ყოველთა თავის მაღაზინში, მოსიარულეთა მუშტათა.
„დასასრულ, შუაღამის ჟამს, უბედური მსხვერპლი მისის აღებ-მიცემისა, წავიდა შინ, საც შეეძლო, მშობლის გულში ჩაკრულსა, თავისუფლად ტირილი. დედამ არა იცოდარა და შეჰხაროდა. მეორეს დღეს, იმ ფრანცუზის მაღაზინს წინ შეკრბა უმეტესი რიცხვი მაყურებელთა: უქმად მოტანტალენი და სიცოცხლისა ოდენ მცონარების მთქნარებაში მატარებელნი იცინოდნენ და უშვრებოდნენ ერთმანთს თვალსა ხან ვივესკაზედ და ხან მისგან წარმოდგენილს ქალზედ. ბოლოს ყაყანი იმ კრებისა, გარდაიქცა გვირგვინად ყვირილისა; აღვირ-უსხმულმა მდაბიო ხალხმა დაიწუყო სროლა ქუებისა მაღაზინის ფანჯრებში, და უკეთუ არ მიეღო მონაწილეობა პოლიციას და არ ეხმარა საშუალობა განსადევნელად იმ უსიამოვნოებისა, უეჭველად შეიქმნებოდნენ მეფარუკზეცა და დონა მარგარიტაც მსხვერპლად ძალადობისა. უკანასკნელი საშუალობა მშვიდობის მოხდენისთვს იყო დაეკეტა მაღაზინისა და ესე აღასრულეს მსწრაფლად.
„მიზეზად ამ გვარის მძლავრობისა იყო შემდეგი გარემოება. მოსიო ბერტრანს, მეფარუკეს რომელზედაც მე გელაპარაკებით, მოუვიდა ჭკუაში, მისაცემელად უმეტესისა გამომაჩინებლის ძალისა, და ლაშა დაჰკიდა შესავალის კარების თავზედ ვივესკა ზედა წარწერითა.
თუალთმაქცური პომადა
მომასწრაფებელი ყოვლის თმის აღზრდისა
თუ გინდ სრულებითაც არა ჰქონდეს, რომელიც სასწაულებრთა
თუისებათა ხილვა შესძლოა ქუემორე ამისა გამოხატულს ქალზედ რომელიც ზის მაღაზინში უფლის ბერტრანისა, უპირატესობა მიღებულისა სხუა და სხუათა უცხოთა სახელმწიფოთ ხელმწიფეთგან.
„შემთხვევამ მდაბიო ხალხთა თანა იძულებულ შეიქმნა მეფარუკე, რათა ჩამოეხსნა ის ვივესკა, მაგრამ უფალმა ბერტრანმა. დაჰკიდა კუალად ის ვივესკა შიგნით კანტორაში, სადაც მარგარიტა იმყოფებოდა იმის თავს ზემოთ, და ეჩინებოდა ვითომც ის იყო დაკიდებული მაშინ ღიას ჯეროვანს ალაგს.
„მრთელი თვე საბრალო მარგარიტა იტანჯებოდა ესრეთსა მდგომარეობაში. ფიქრობდა იყო ვითომც იმაზედ უარესი აღარა შემთხვეოდარა გარნა… ვაი, მისთვის ემზადებოდა სასჯელი უსაშინლესი ყოველთა განვლილთა.
„ერთს დილას საცოდავმა ნახა რომ ბედის მაღაზინში ის ყმაწვილი კაცო, რომელზედაც იყო საცოლოდ გადაწყვეტილი მამისა მისის უბედურების წინათ. მარგარიტას გული შეუწუხდა. იგი დაუზოგავად და გაუფრთხილებლად გამოათრიეს მაღაზინიდამ, და როდესაც მოვიდა მარგარიტა გონს, საქმრო მისი იქ აღარ იყო.
„მარამ საღამოზედ, იმავ დღესვე დაბრუნდა რა თავის სახლში ჰპოვა საქმრო მისი მოხუცს დედასთან.
„დონნა მარგარიტავ ჩუენთა მამათა გარდასწყვიტეს ჩუენ საცოლ-ქმროდ, ვიდრე საქმენი იყვნენ. სხუას მდგომარეობაში. გსურსთ თუ არა ეხლაც მეუღლეობა ჩემი? მე იმისთვს მოვსულვარ ახლა განგებ.
„მარგარიტამ შეჰხედა მის სიხარულითა და იჭვნეულებითა: მას არა ჰსჯეროდა ის, რას ესმოდა.
— მე ვიცი, ვითარითა ვნებათა შეამთხვივეთ თავი თქუენი დედისგამო, ეტყოდა იგი, კეთილი ასული, უეჭველია, იქმნება მეუღლეცა კეთილი, მოვახდინოთ ქორწინება!
„მარგარიტამ მისცა მას ხელი და ყმაწვილმა კაცმა დააბინავა მას ზედ ურიცხვი ამბორება.“
„მოთხრობისა ამის განგრძელებაში, ბელლინი რამდენჯერმე შეყოვნდებოდა ხოლმე; ხმა მისი თანდისას სუსტდებოდა; შუბლზედ ეკიდნენ მომსხონი წვეთნი ოფლისანი. დოხტური, მსურველი ისტორიისა ამის დაბოლოების შეტყობისა, არ უკრძალავდა ლაპარაკსა, მხოლოდ სთხოვდა, რათა მას მცირე ხანს შაესვენა. დასასრულ ბელლინიმ შეიკრიბა ღონე და ჰსურდა კუალად განეგრძელებინა მარამ ამ დროს, უცებ თანა მომუსაიფეთა მისთა მოესმათ ყვირილი კიბეზედ, მოსამსახურე ებაასებოდა ვიღაცა კაცსა. როგორც სჩანდა სიტყვის გამოთქმიდამ, ისპანიელსა, ბაასზედ მიჰყვა ლანძღვა და ლანძღვაზედ და ქიმუნჯები, რაღაცა მძიმე დაეცა იატაკზედ და ზედ მსწრაფლად კარიც გაეღო შემოვიდა კაცი მღლის ტანისა, აშინლად დიდის გატეხილით პირის სახეზედ.
— აი როგორი შეჩვენებულია! შეჰყვირა იმან: არ მაძლევდა ნებას თქუენთან შემოსვლისას, მაშინ, როდესაც მე ვიცოდი, რომ თქენს შეუძლოთ ბრძანდებოდით!
— ოჰ კაპიტანი დელლა-რივეირა! დაიძახა ბელლინიმ, მიაწვდიდა რა სტუმარსა თავის დასუსტებულსა ხელსა. უკეთუ მცოდნოდა მე, თუ თქუენ დაჰბრუნებულ ხართ, მაშინ არათუ არ მიგიღებდით თქუენ ჩემს სახლში, არამედ ნაცვლად მისა მე თითონ წამოვიდოდი თქუენთან, არა მიმხედველი არა ვითარისა სნეულებისა.
— აბა, ეგ არის და! ეხლა მიბძანეთ როგორ მდგომარეობაშია თქვენი სიმრთელე. დამამშვდეთ მე, მითხარით, რომ ყოველი ესე უბრალო რამ არის, არა ღირს ყურად-ღებად, და მომეცით ერთი სიგარა.
ისპანიელი ჩაჯდა კრესლაში და დაუწყო წევა სიგარას.
— ჩუენ ეს კი იყო სწორეთ, რომ თქუენზედ ვლაპარაკობდით, უთხრა ავათ მყოფმან. მე უანბობდი ამათ დონნა მარგარიტას გადასავალისა და უახლოვდებოდი იმ შემთხვევას, რომლითაც თქუენ ის გაიცანით. მაგრამ ახლაკი გვიანბეთ ესე თქუენ თითონ. მე ცოტა კიდეც დავიღალე; ამასთან თქუენ, რასაკვირველია, უკეთაც გვიანბობთ, მისცემთ მოთხრობასა სხუა გვარს ფერსა, ქარიშხალიანის ზღვის სახესა…
— დიდის კმაყოფილებით, მიუგო კაპიტანმა, და იწყო მოთხრობა:
„მე ვიმყოფებოდი სამხრეთის ზღვებში. ერთს დღეს გამომიძახა მე ყარაულმა (ვახტენმა) პალუბზედ (ხომალდის სარბენზედ) და დამანახვა ხომალდი რომელსაცა ჰქონდა ისეთი სხუა და სხუა რიგი საოცარი მოძრაობა, რომ ვიფიქრე, ჭკუაზედ შემცდარი ხომ არ არის მეთქი იმისი მმართველი. იალქანი არ იდგა თავის ალაგს: ხომალდის თოკები და წვრილი საქარე ბაირასები იყვნენ ისე უწესოდ გამართულნი, რომ ოდეს არა ჰგვანდა კაცის ხელისაგან მოწყობილსა; მარამ ეს იყო საოცარი, რომ თითქმის პირ და პირ ჩუენზედ მოჰფრინავდა და აპირებდა ჩუენის ხომალდის ჩაკანჭურებას. მე ვიფიქრე: „ეს უეჭველად, კორსარია“(ზღვის ავაზაკი) და მივეც ბრძანება ეკიპაჟსა, რათა მზათ ყოფილიყო. მარამ მსწრაფლად აღმოსჩნდა, რომ მე ვიყავ შემცდარი: ის ხომალდი თურმე იყო სავაჭრო ხომალდი. მხოლოდ იმაზედ ვიყავ მე გაოცებული, რომ არა ჰსჩანდა არცა ერთი კაცი იმ ხომალდზედ. მარამ უნდა ვსთქუათ, რომ უბერავდა, ცივი ქარი, და იმ გვარს გამრთულობასთან პარუსთა (საქარე ბაირახთა), როგორზედაც იყო მინაბრებული, ერთი წესიერი ქარი პირქუე დასცემდა,
„ავიღე რუპოლი[6] და დაუწყე კითხვა ვინაობისა, პასუხს არავინ მაძლევს. ეს რა ეშმაკი უნდა იყოს? ვიფიქრე ჩემს გუნებაში ხომალდზედ არა ჰსჩანს არა ვითარი ზიანი: არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იმას მოეთმინოს ვითარიმე განსცდელი ფრთონისაგან; მაშ, რომელს ქაჯს შემოუნარცხებია ამ ზღუებში, რომ ასე თავისუფლად და უშიშრად სეირნობს, თვინიერ მმართუელისა და სხუათა საჭიროა ხომალდის გაწყობილობათა უძანე ჩაგდება კანჯოსი წყალში და წაველ მე თითონ სასწაულებრს ხომალდთან.
„შევსდგი თუ არა ფეხი იმ ხომალდის სარბენზედ (პალუბზედ), ჟორჟოლა დამაწყებინა თავით ფეხამდისინ: წომოიდგინეთ მთელი ის სარბენი იყო ჩახერგილი ადამიანის ძულებით. აზარელინი გამოხრულნი კაცის სხეულნი ეყარნენ, ზოგნი გაჭიმულნი, ზოგნი მოკრუნჩხულნი. მატროსთა[7] მსწრაფლად გამომიცხადეს, ვითომ ის იყო ცნობილი გოლლანდიის ხომალდი მკუდრებითითურთ. იმათა აქუსთ იცით? ძუელთაგან გაგონილი, ვითომც რომელიმე გოლლანდიის ხომალდი არის გადმოხვეწილი უხსოვართა დროთაგან და ეხეტება ზღუებზედ და იმ ხომალდზედ არიან დასოფლებულნი მკუდარნი. მარამ მეზღაპებს ყური არ დაუგდე. გარდავსწყვიტე გაჩხრეკა დაწვრილებით თითოეულის ხომალდის კუთხისა, განზრახვით ეგება მეპოვა ვინმე მათ შორის სულდგმული და შემეტყო უბედურის ხომალდის გარდასავალი; ჩაველ შკიპერის (მმართველის) ოთახში, მაგრამ იქაცა ვჰპოვე მხოლოდ გამოხრული ადამინის იხეულნი, რომელთ — ზედაც, სამოსი დაფუცუნებულ იყო ჰაერისა, სინოტივისა და წვიმისაგან. გარნაერთს განჯინაში ვიპოვე ქაღალდები, რომლიდამაც ვჰსცან, რომ ხომალდსა ეწოდებოდა სახელად მარგარიტა და ერთის წლის წინათ გამოსულ იყო ლისსაბონიდამ მამავლებულ იყო მეკსიკისაკენ.
„ამ ქაღალდების განხილვის ჟამს შემომესმა უცებ ერთი გოდების ხმა, რომელიცა ღაღადებდა, რაღაც დასაფლავების ანდერძის სიტყვებსა, მე ვიფიქრე კინაღამ, რომ ეს უთუოთ ჩემი მატროსების ეშმაკობა არის მეთქი, მარამ უნდა მოგახსენოთ, რომ მე ისინი ისე არა მყვანდნენ ხელში, რომ ჩემთან, ესენი გაებედათ და ამო შიშიც, მათგან გამოცხადებული იმ ხომალდში შესვლის ჟამს, არ მაძლევდა ნებას დამერწმუნებინა გული, რო ეს ყოფილიყო იმათი საქმე. ხმა იყო დიახ გულის სატკენი, და ესრეთითა გულისვე გამაპობელის გამოთქმით, წამოიტყოდა მის ღაღადებისა საშინელთა ლექსთა, რომ გული მევსებოდა სისხლითა. მე უგდებდი ყურსა სულ ამოუსუნთქავად, და ამ დროს წამომიდგა თვალ წინ რაღაც მოჩუნება, განცვიფრებულის გრძელის თმებით, აღგზნებულის მხედველობით. მოჩუენება ესე იყო დედაკაცი. ის შემოვიდა, მაგრამ მეკი ვერ შემამცნივა; დაჯდა ლოგინის ბოლოს, დაუშო თავი კედელეზედ, და დაჰუო რა რაოდენსამე წამს მდუმარებაში, წარმოსთქუა პორტულალიურის ენაზედ:
— გრძელნი დღენი… დაუსრულებელნი ღამენი…
მე მიუახლოვდი.
— რომლის უბედურის შემთხვევისაგამო დაჰშთომილ ხართ თქუენ მარტო ამ ხომალდზედ? ვჰკითხე მე მას.
— სუ! წარმოსთქუა მან, შეშინებულმა, წყნარა! მიცვალებულნი მდუმარებენ მდუმარებენ… საუკუნოდ მდუმრებენ… საუკუნოდ მდუმარებენ!
— სახელად. რას გიწოდებენ თქუენ, სენიორავ!
— მიცვალებულს! მე გარდავიცვალე… გარდავიცვალე როგორც ის... როგორც ისინი… მე მიწოდებენ მიცვალებულად!
— თუ ინებებთ და ნებას მომცემთ გაგიყვანთ ამ ხომალდიდან და წაგიყვანთ ევროპაშია.
— სუ, სუ! ამათ ჰსძინამთ… ჰძინამთ…
„მე დავაჯერე გული რომ ჭკუაზეედ შემცდათართან მქონდა ლაპარაკი: ვჰსცადე და გამოუძახე ოთახიდამ, იმან თავი გაიქნივა ნიშნად უარყოფისა, მოვინდომე ძალით გამოყუანა: იმან, ხელი მკრა. მე ვსტაცე ხელი და გამოვიტანე გარეთ სარბენზედ, მატროსები, შიშით დაფეთებულნი, კინაღამ ზღვაში გადაცვივდნენ: ისინი ნსამდვილად ჰსახვიდნენ მას მიცუალებულად.
„ჩავაბარე რა ის უბედური ერთს ოფიცერსა, მე დავბრუნდი ისევ მმართველის ოთახში, გავშინჯე მართლად ხომალდი, ვიპოვე ერთი მოდიდო სკივრი ფულით, გამოვაჩინე კიდევ სხვა რაც ქაღალდები იყო, შევჰკრიბე ესენი ყველა ერთად და დავბრუნდი უკან. ჭკუაზედ შემცდარს არა ჰსწადოდა წამოსვლა, მაგრამ არც ეწინააღმდეგებოდა, როდესაც მოჰყვანდათ იგი ხელით.
„როდესც დავბრუნდით და შევედით ჩუენს ხომალდში, გადაგვაყრუეს სხუა და სხუას კითხვებით: ყველას ჰსურდა. შეტყობა, რა ვნახეთ, და უმეტესად ნახვა საოცარის სტუმრისა, რომელიც ჩუენთან მოვიყვანეთ. მე წავიყვანე ის ჩემს ოთახში და ისე მოვახდინე, რომ იმაში მხოლოდ იმას ეცხოვრა მარტო. მასობაში მატოსნი შეყრილიყვნენ, შეეკრათ მარაქა და დაეწყოთ განსჯა თუ რა უნდა ყოფილიყო მიზეზი მარგარიტას ხომალდის დანთქმისა და დაცალიერებისა. ზოგნი ამბობდნენ ვითომც დაჰწრებოდეს იგი ვითარმე ბრძოლაში, მარამ ეს ფიქრი არ იყო ჭკვაში მოსასვლელი, ამიტომ, რომ არა ვითარი ნავნები არა ჰსჩნდა იმ ხომალზედ ზარბაზნის ტყვიათაგან. სხუანი ჰგონებდნენ, რომ ვითომც იქ უნდა ყოფილიყო რამე არა ბუნებითი. ამ დროს ვიღაცამ უცებ წამოიძახა სიტყუა ჭირი და ბაასი დაჰცხრა: ყველამ ერთბაშათ გარდასწყვიტეს, რომ ხომალდი მარგარიტასი იყო ამოწყვეტილი, ნამდვილად, ჭირისაგან.
მაშ რისთვის მოუყვანიათ, რადგან აგრეა, აქ ეს დედაკაცი? შეჰყვირა რავდენმამე ხმამ. ის ჩუენც დაგვირევს უთუოდ, სნეულებას! უნდა უეჭველად მოვერიდნეთ!.. უთუოდ უნდა ზღვაში ჩავაგდოთ!
— ზღვაში! ზღვაში! შეჰყვირა ერთბაშად მრთელმა კრებამ კრებამ და იმავ წამს გაიქცნენ ჩემის ოთახისაკენ, გამოამტვრიეს დაკეტილი კარები, გადააცვეს საბელი უბედურს დედაკაცსა და გამოათრივეს სარბენზედ.
— დავინახე რა ესე ეყოფა მსწრაფლად მივმართე კაიუტ-კამერას[8] და შევაყენე დამბაჩები ფეხზედ.
— დადექით! შვჰყვირე მე; თუ თქუენ გაბედეთ ეგ საძაგელი საქმე, ჩავაგდეფ ახლავ ნაპერწკალს თოფის წამალში დავღუპავ ხომალდსა მთლად!
„მიცნობდნენ მე ის უკეთურები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მე შემეძლო აღსრულები ამისი, რითაც ვემუქროდი, და დაუტევეს მსწრაფლად თავიანთი მსხვერპლი. მაშინ დავუძახე ჩემთან ერთს აფიცერისა. ის დადგა ჩემს ალაგს, დამბაჩით ხელში წამლის კამერასთან, ხოლო მე გავეშურე შემწეობის მისაცემად უბედურს დედაკაცთან, რომელიც ეგდო უღონოდ, წავიღე მე იგი იმავ ოთახში, და იქ, დოხტურის თანა შეწევნით, შემდეგ გრძელჟამთა მეცადინეობათა, მოვიყვანე როგორც იყო გრძნობაში, მარამ წარმოიდგინეთ, საოცარი იყო როდესაც იგი გამობრუნდა, მაშინ სრულიად აღარა სჩნდა ჭკუაზედ შეშლილად.
— სად ვიმყოფები მე? გვითრა იმან, გვიყურებდრა განკვირვებით ჩვენ და ყოველსა მას, რაიცა გარშემოეხვივა. ღმერთო ჩემო! რა საზარელი სიზმარია! ჩქარა გათავდება ნეტა?
— გათავდა უკვე, სენიორავ, მიუგე მე. ყოველთა თქურნთა უბედურებათა განვლეს. სუხმან შეგვიწყალა და დაუდო ბოლო.
— მაშ ეს სიზმარი არ არის? ჰსთქუა მაღლის მან, მაღლის ხმით. დასველებულმან ცრემლებითა. მაშ ესე ყოველივე აღსულდა ნამდვილად, საქმით? ალონზო დედა ჩემი, ჩემი ყრმა, სულ დაიხოცნენ? ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რატო მეც არ მოვკვდი იმათთან!
„მე მეშინოდა, სწორე მოახსნოთ, რომ კიდევ არ შეშლილ იყო ჭკუიდამ, მარამ მკაცრმა შეშინებამ, რომელიც შეემთხვა მატროსთაგან, კეთილ სასარგებლოდ იმოქმედა იმის გონებაზედ. დამშთა მე ოდენ ერთღა სიფრთხილით ყურის გდება, რომ მიმეცა მისთვის სრული განკურნება. მაგრამ მაინც კიდევ იყო იგი როგოღაც დაღონებული, და, თუ ვინმე მცირედ რასმე მოაგონებდა განვლილიდამ, მსწრაფლად ეძლეოდა თავის დვიწებასა, ამისთვის, განგრძელებაში ექუსის თვის ჩუენის მოგზაურობისა ზღუაზედ, განგივლტოდით ყოვლისა მისგან რასაცა შეეძლო დარღუვევა მშვიდობისა მისისა. ყოველნი მცხოვრებნი ჩუენს ხომალდზედ დაწმუნდნენ სრულიად, რომ იმას არა ვითარი შესაყარი არა სჭირდა რა, და შეიყვარეს სრულის გულით; მატროსნი ერთმანეთის დასწრობით ცდილობდნენ იმის სიამოვნეს.
„დასასრულ შევედით ჩვენ ლისაბონის ნავთ საყუდელში. მე მივეც იმას სკივრი ფულებით.
— ეს ფულები ეკუთნოდნენ ჩემს ქმარსა, ჰსთქუა მან ამოუშო რა მწარე ქვითქვითი.საბრალო ალონზო! ოჰ! რა საზარხელი სიკუდილი გქონდა!
„პირველი სიტყვის წარმოთქმა იყო მისგან თავის უბედურებაზედ, მე საშინელი სურვილ გამეხსნა იმის გარდასავალთ შეტყობისა. ვჰპოვე, ერთხელ დრო და ვსთხოვე, რათა ეანბნო დაწვრილებით ყოველივე, რაიცა შეჰმთხვეოდა. მოიმშრალა რა ცრემლიანი თვალები დამიწყო მან მოთხრობა:
— თქვენ მპოვეთ მე ჭკუაზედ შემცდარი ცომალდზედ, რომელზედაც აღარა ეგებოდარა, გარდა ოდენ ადამიანის სხეულთა. მარამ ჯერ კიდევ არ იცით თქუენ უსაშინელესი ანბავი. მე მყვანდა ქმრად ერთი ლისსბოსელი სოვდაგარი სახელით დონ ალოზო. მე შემითა იმან მაშინ, როდესაც ვიყავ ისეთი ღარიბი, რომ გამოსაზრდელად ჩემის მშობლისა, ვიტვირთე ხელობა, თვით დამამდაბლებელი პატიოსნებისა, – ვმჰსახურებდი მაჩუენებლ ფიცრად მეფარუკესა. ალონსომ გამომიყვანა მე ამ შერცხვენის მდგომარეობიდამ, გამამდიდრა, გამაბედნიერა, მშობელსა ჩემსა ექცეოდა, როგორც პატივის მცემელი ძე, გარემოგვზღუდა ჩუენ ყოვლის ნარნარის მოზრუნველობითა. შეგიძლიანთ განსაჯოთ, თუ როგორ მიყვარდა და როგორი პატივის მცემელი ვიყავ მე მისი. ასე მეგონა, რომ სხაუმან დაასრულა უკვე ყოველი სიმკაცრე თვისი და შემდეგ უმძიმესთა განსაცდელთა ისურვა გარდმობნევა ჩემზედა ყოველთა ქუეყნიერთა სიკეთეთა. თითქმის დედა ჩემმაც, რომელიც იყო ჭკუიდამ შეშლილი, დაიწყო ცოტცოტა გამობრუნება, თუმცა კეთილ ცხოვრებამ ვერ დაუბრუნა კი სრულებით დაკარგული განსჯა, მაგრამ სხეულის მტკივნეულობით მაინც აღარ იტანჯებოდა ადრინდელსავით. დაისსულ მომცა მე ღმერთმა ყრმა. ოჰ, უნდა იცოდეთ, როგორი ბედნიერი ვიყავ, მე თავის დღეში ვეღარ მოვიფიქრებდი, რომ დედის ჩემის სიამოვნენი გარდიქცეოდნენ კიდევ უსაშინლეს სატანჯველად… ჩემი ყრმა იყო ორისა და მე ოცის წლის მაშინ, როდესაც მოუვიდა ჩემ ქმარს ანბავი, ანბავი, რომ ერთს მეკსიკაში მცხოვრებს შორეულს ნათესავს ეანდერძებინა მისთვის აღურაცხელი სიმდიდრე. ალონზო, რასაკვირველია, იყო სიხარულით აღტაცებული; გარნა მე; მეკი დავიწყე მწარე ტირილი, შევიტყე რა ეს ანბავი, იმისთვის რომ მისაღებლად ამ სიმდიდრისა, ჩემი ქმარი უნდა წასულიყო ამერიკაში. „ჩუენ უნდა დავჰშორდეთ ერთმანეთსა“ უთხარ მე იმას, ვაფრქვევდი რა ცრემლთა. — „როვორ თუ უნდა დავჰშორდეთ ერთმანეთსა? მე უნდა დაგაგდო. მარტო: შენა ჩუენი ქალი, დედა ჩუენი.ვერა გამხდისრა იძულებულს ქუენყაზედ! მე ვარ, მადლობელი ღმერთისა, მდიდარი: შემიძლიან წავიდე საკუთარის ხომალდით, იმას გავაწყობ და მოვრთავ ისე რომ სასიამოვნო იყოს ჩუნვითის იმაში სხდომა, და წავიდეთ ყველანი ერთათ. მეკსიკიკა საგანგებო ქუეყანაა. თუ მოგვეწონოს, დვრჩეთ იქ საუკუნოთ; თუ ვინიცობას ინაღვლე პორტუგალიისთვის, დაუტეოთ მეკსიკა, დავჰბრუნდეთ უკან ლისსაბონშივე. რას მეტყვი შენ ამზედა? მე მოვეხვიე ალონზოს, და ერის თვეს შემდეგ ხომალდი, წოდებული ჩემის სახელით, მარგარიტად, გამოემართა ლისსაბონიდამ. ჩუნის გამოსვლის ჟამს ყოვლის მხრით მშვდობიანობა იყო: მხოლოდ ერთი მატროსი უეცრად დაიკარგა და ვერ გავიგეთ ისე მსწრაფლად არა იქნა და სად ჩაიღუპა. გაქცევა არის ღონისძიებით არ იყო შესაძლო, უფრო ჭკუასთან ახლო იყო გვეფიქრებინა, რომ იქნება ზღუაში ჩავარდა. ისეც ვიფიქრეთ. ორნი პირველნი დღენი ჩუენის მოგზაურობისანი, იყუნენ დიახ მშვდობიანი. მე ნამდვილად ვნეტარებდი. ასე იფიქრეთ, ზღვის სნეულებაც, თქმის განგებ, სრულებით არ გვაწუხებდა. ჩემი ქალი მხიარულად დახტოდა და ცელქობდა სარბენზედ; დედა ჩემი მხიარულის ღიმილით უყურებდა ხომალდის თოკების მოძრაობასა, ალონზო იჯდა ჩემს გვერდით და კითხულობდა წიგნსა. მესამეს დღესა დოხტური, დიდის აღრეულებით, შემოვიდა ჩუენს ოთახში და გაუძახა გარეთ რა ჩემს ქმარსა, დაუწყო მას ლაპარაკი აღშფოთებით. მე არ გამიგონია იმათი ლაპარაკი, მარამ შევამცნივეკი მხოლოდ, რომ ალონზო გამოიცვალა პირის სახეზედ. იმან დაუძახა ორს მატროსსა და მისცა რაღაცა ბძანება. ისინი დაემორჩილნენ არა მეტად გულს-მოდგინეთ, შემდეგ, ჩემმა ქმარმა მითხრა მე, ვითომც იმ დაკარგულის მატოსის გვამი ეპოვნოთ ძირს ეტაჟში ხომალდისა და ის ჩეგდოთ ზღუაში. გარნა ესე იყო ოდენ ნახევარი ჭეშმარიტებისა: ალონზომ დაჰფარა დანაშთენი. მეორე დღეს გაგვიხდნენ ჩუენ უეცრათ ავათ ოთხნი მატროსნი, და მეორეს დილამდინ ოთხნივე დაიხოცნენ, შემდეგ გარდაიცვალ დოხტური. მაშინ ალონზომ ვეღარ შეძლო დაემალა ჩემთვის დამღუპავი საიდუმლო; ხომალდზედ გახშირდა ზაფრის ცხელება, შემოტანილი იმ მატროსისაგან, რომელიც მოკუდა მაშინვე ჩუენის გამოსვლის ჟამს ლისსაბონის ნავთ-საყუდელიდმ. თითქოს განსაძლიერებელად ბოროტისა, მზე გვდაგამდა საშინლად, და სიცხე უმეტესად ეწეოდა, რასაკვრველია სნეულების განვრცელებასა. შკიპერი, თანა-შემწე მისი, აფიცრები, ყველანი ერთმანეთზედ, შეიქმნენ მსხვერპლად იმ სნეულებისა; სრულიად აღარავინ დაგვშთა მმართველად ხომალისა და იგი აწყდებოდა, უვიზო უკვლოდ სურვილისამებრ, ზვირთითა და ქართა. გარნა ამ ყოფაში არცა მე, არცა ქმარსა ჩემსა, არცა ჩუენს ბალღსა, არც დედაჩემს, არ გვიგრძნია. არა ვითარი ჩუენში ცვლილება. თუმცა ის საშინელი მომწამლავი სუნი და გვახრჩობდი სხულთაგან მკუდართა, რომელნიც ეყარნენ ჩუენის გვერდით, მაგრამ ვიყავით ყველანი, ღთუის მადლით მშვიდობით. გარნა ერთს დილას დედა ჩემი ადგა ლოგინიდამ, როგორღაც მოშლილი, უჩიოდა თავის ტკივილსა, ლაპარაკობდა მოჩქრებით, სიტყეუათ შეუკავშირებელად, შემდეგ სრულებით მოუძლურდა, და საღამოზედ ერთი მეტი სხეული გორავდა კიდევ ხომალდზედ. ალონზომ გამოვიყვანა ოთახიდამ მეცა და ჩემი პატარა ქალიც. მე სულ ალონზოს შეჰვყურებდი პირის სახეში და შიშით დადუმებული, ვსინჯავდი იმაში ნიშნებს საზარელის სნეულებისას. ერთხელ, საღამოს ჟამს, მოვიდა ის ჩემთან, დასუსტებული ისე, რომ ძლივსღა შეეძლო ფეხსედ დგომა. მე მინდოდა მიმეცა ხელი, მაგრამ იმან მანიშნა, რომ არ შევხებოდი. მე იმან დამანახვა ბალღი, და მსწრაფლად დაეცა. ჩავარდნილი განწირულებაში, დავეცი ალონზოს გვამზედ, დავაბნივე იმასზედ მხურვლე ამბორება, არ ვჰსცდილობდი მომეყვანა გრძნობაში, მაგრამ ამაოდ! მაშინ უეცრად დაიბადა ჩემს თავში ფიქრი, რათა ჩემი ქილითურთ ჩავარდნილ ვიყავ წყალში, გარნა ღმერთმან მომანიჭა მხნეობა წინააღმდეგ იმა განსაცდელისა, ქრისტიანთადმი არა საკადრისისა და მომცა მე ძლი ბრძოლისა სხუისა ჩემისათანა. გარნა ჯერეთ კიდევ საზომი სატანჯველთა ჩემთა, არ იყო აღვსილი. მე ვიჯექი და მეჯდა ჩემი ქალი, და მწარის ცრემლით უყურებდი უკიდოსა მას ზღუასა, რომელიც მსგავსად ვრცელის სარკისა იყო გაშლილი ჩემ წინ და მაყრიდა ასხლტუნებულთა თავისგან მხურვლის მზის სხივთა. მე ვსთხოვდი ღმერთსა ქარიშხალს, რომ ან სრულიად დაღუპულ ვიყავ და ან გერიყა ხომალდი კიდისადმი. როდესაც მე წამოვსდექ ფეხზედ მსწრაფლად, თავის რატ-რატმა დამცა იმავე ალაგს მე შემიბყრა რაღაც საოცარმა სნეულებამ - თვალნი ჩენი ვეღარას ჰხედავდნენ, მე მებლანდებოდა თვალებში ერთი მხოლოდ რაღაცარამ დამაბრმავებელი შუქი; ვიდაგებოდი მე სიცხით და იმავე ჟამს ყოველი ასო მეყინებოდა სოცივისგან; გულზედ სწორეთ ქუასავით მქონდა რაღაც შემოწოლილი; სუნთქვა შემიბრკოლდა ძალი გამომელივა; როგორიღაც ავათ მყოფური გახევება აღარ მაძლევდა მე ნებას მოძრაობისას. ამ გვარს საშინელს მდგომარეობაში. მესმოდა მე საცოდავი, გულის გამპობელი წივილი ჩემის პატარა ქალისა, რომელიც მეძახოდა და პასუხს ვეღარ იღებდა. მე დავკარგე სრულებით გონება… აღარ ვიცი რა მოხდა შემდეგ, მე გამოვერჩიე და მოველ გონს მაშინ მხოლოდ, როდესაც თქუენი მატროსები მიპირებდნენ მე ზღუაში ჩაგდებას… ოჰ, რატომ არ მიეცით მათ ნება თავიანთის წადილის აღსრულებისა!
„რასაკვირველია მე უსაყვედურე დონნა მარგარიტას, რომ იმას არა ჰქონდა უფლებბა განჯისა ჩემთა კაპიტნურთა განკარგულებათა.
— განუწყვეტლივ მესმის მე ეხლაც, ხმა ჩემის ქალისა, განაგრძელებდა მარგარიტა; წივილი მისი მსდევნის მე. ყოველსა წამსა. ღამე მიფრთხობს მე იგი ძილსა, და რა გამომეღვიძება, ვსთრთი მრთელის სხეულით საშინელებისაგან; დღისით…
„მარამ კმარა! აღარ განგიმეორებთ, მე თქუენ ყოველსა, რაცა მოვისმინე დონნა მარგარიტასაგან იმან მიანბო მე მრავალი, რომლისაც დიდი ხანიარა, ნახევარი კიდეც დამავიწყდა. ჩუენ განვჰშორდით ერთმანეთს და მას აქეთ აღარა გამიგონია მე იმ უბედურს დედაკაცზედ, ვიდრე ერთხელ შევხჰვდებოდი მე მას კიდევ პარიჟში. ძუელი ნაცნობობა მყისვე განვაახლეთ და ვალად შევრაცხ გამეკეთებინა მისთვის ჩუულებლივი ვიზიტი (დარბაზობა). დონნა მარგარიტა ჰსცხოვრებს უმჯობეს ნაწილში ქალაქისა, უჭირავს საგანგებო სახლი, მას შეურთავს ქმრად მარკის დე…ვ მივედი სანახავად მარკიზა დევ…სთან, მოვასწარ მას კეკლუცურს ბუ დუარში[9],რომელსაც ჰქონდა გაკრული, კედლებზე, ცის ფერი ხავერდი და იყო განშვენებული ოქროს ვარაყით. სარკის შუშიდან, რომელიც იყო დაკიდებული ბუხრის თავზედ, ჰსჩნდა პატარა სათბილობელი, სავსე ყოვლითა იშვიათითა და ძვირფასითა მცენარითა. დონნა მარგარიტას ფეხთით, ხალიჩაზედ, ცელქობდა მშუენიერი, თეთრ-წითელი პატარა ქალი, თვრამეტის თვისა, ესე. დონნა მარგარიტა ეხუმრებოდა მას და მოსდიოდა ნარნარი ღიმილი მისს ბალღურს ტიტინედ და ბარბაცზედ ყრმულის სისუსტისაგან.
— მერე რა გითხრათ თქუენ იმან? ჰკითხა კაპიტანსა ერთმან მსმენელთაგანმან.
— ის იყო აღტაცებული თავისის ბედნიერებისაგან, თავისი მეუღლის ნარნარებისგან, მშუნიერებისაგან თავისის ასულისა, და სადღესადღესასწაულო ტანისამოსისაგან, რომელიც ის იყო მოეტანათ.
— როგორ! ნუთუ აღარ გითხრათ იმან არცა ერთი სიტყვა. თავის გარდასავალზედ? ალონზოაზედ? იმ უბედურს ყრმაზედ, რომელიც მომკვდარ იყო, შესაძლოა, შიმშილით მახლობლად თავისის ჭკუიდან შემცდარისა და ავათ მყოფის დედისა?
— მოწყალენო ხელმწიფენო, მიუგო კაპიტანმა მძიმედ. ოდეს სერვანტეს კუდებოდა დაგლეჯილს ნაბადზედ, სიგლახაკესა და დავიწყბაში, ერთმან მისთა კეთილის მყოფელთაგანმან, ისეთმავე გლახაკმა, როგორც სერვანტეს, გარნა უწარჩინებულესმან მხატვარმან, უთხრა მას, რომ თვით უძვირფასესი ნიჭი განგებისაგან კაცისადმი მიცემული არისო ერთი: ნიჭი ესე — მოგონებააო, არა მიუგო სერვანტეს: არის ნიჭი. კვალად უძვირფსესი, თვინიერ რომლისა სიცოცხლე კაცისა იქმნებოდა განუწყვეტელ სატანჯველად: ნიჭი ესე არის დავიწყება!
— დავიწყება! განიმეორა ბელლინიმ, ამ სიტყვიგასავან ყოველი გრძნობა მყინება!
დაუშო მან თავი ბალიშზედ და დაღონებით დაფიქრდა რავდენსამე დღეს შემდეგ ბელლინი გათავდა. —
მთარგმნელი რუსულიდამ
დიმ. მგალობელოვი
______________
1 კარგად დახელოვნებული მოსაკრავე
2ღმერთი ნადირობისა წარმართობის დროს
3წოდებაა ფულისა ისპანიაში (ერთი მანეთი და ოც ცამეტი კაპეიკი ჩვენებური)
4საბა ორბელიანის ლექსიკონით ნიშნავს მეკერმეს, ესე იგი დიდის ფულის პატრონს.
5არტისტი არის სახელი საზოგადო ყოვლის კაცისა რომელსაცა აქვს შთაბერილი ბუნებისგან განსხვავებული, ჩვეულებრივთა კაცთაგან, ტალანტი, რომელიც სულისა და გრძნობის აღშფოთებით ეძიებს და მიილტვის ორსავე სოფლის დიდისა და მაღლის მშუენიერებისადმი, ესე იგი, მხატვრისა მომღერლისა, მოსაკრავისა და სხუათა დიდ ხელოვანთა კაცთა
6მდაბლის ხალხის მოსამსახურე ხომალდზე.
7ხომალდიდამ ხომალდზედ სალაპარაკო ტრუბა.
8ოთახი გემში, სადაც ინახება თოფის წამალი
9ქალების მოსართავი ოთახი
![]() |
3 სიტყუა ხსენებასა ზედა წმიდისა დედისა ნინასსა. იანვრის იდ-სა დღესა. 1859-სა წელსა |
▲back to top |
სიტყუა ხსენებასა ზედა წმიდისა დედისა ნინასსა. იანვრის იდ-სა დღესა. 1859-სა წელსა
„მოისსენენით წინამძღვარნი იგი თქუენნი,
რომელი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა ღვთისათა
(ებრ. იგ. ზ-სა)
აღმასრულებულნი ესე ვითარისა, პავლე მოციქულისაგან მოცემულისა მცნებისანი, დღეს ჩუენ ყოველნი ძენი საქართველოსანი ვყოფთ ხსენებასა წმიდის მოციქულთა თანასწორისა დედისა ჩუენისა ნინასსა. ვსასოებ, რამეთუ ყოველამან ქართველმან მტკიცედ უწყის ვინ იყო, ანუ ვითარი სულიერი სარგებლობა მოაგო მამულსა ჩუენსა, ღმერთ შემოსილმან დედამან ჩუენმან ნინა?
მამული ჩუენი იყო უსჯულო და კერპთ-მსახური, აღუსებული ყოვლითა უწმიდურებითა, ხოლო მან განანათლა იგი ჰსჯულითა ქრისტესისათა. შრომა, ვნება და წყლულება, რომელიცა მან მიიღო ჩუენთვის, არა ძალუშს აღრაცხოს კაცის ენამან. წომოვიდგინოთ მსოლოდ ესე, რომელ სუსტმან დედა-კაცმან დაუტევა სამშობლო, მამული და მშობელნი თვისნი, შეუდგა შორსა და უცნაურსა გზასა, მოიწია უცხო ქვევანად, სადაცა მდგომარეობდა ველური ხალხი. დაესახლა მათ შორის და მოღვაწებითა, მოთმინებითა, სასწაულ მოქმედებითა და კეთილის ყოფა ქცევითა მოინადირა პირველად სახლი მეფისა და შემდეგ მეფე და ერი მისი.
მოვიხსენიებთ რა მას ყოველსა, ვაკურთხევდეთ წმინდასა ნინას და მადლობასა შევსწირვიდეთ უფალს, რომელმან არა დაივიწყა მამული ჩუენი, არამედ მოგვივლინა ჟამსა თვისსა ესევითარი წმიდა მოძღვარი, და განგვანათლა ჩვენ სარწმუნოებითა თვისითა და გვყო ზიარი მადლისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა.
არამედ არა თუ მხოლოდ ამისთს, რათა ვმადლობდეთ უფალსა, რამეთუ განგვანათლა ჩუენ სჯულითა თვსითა, არამედ უმეტეს მისთვისაც, ვითარმედ მოგვცა ჩუენ ძალი და მოთმინება და მაოხვად მისა სხვა და სიათა შორის განსაცდელთა და საშინელთა გარემოებათა. ვგონებ ვითარმედ არა ერთსა ხალხსა არ გამოუცდიეს ეგოდენნი ჭირნი და ვნებანი, რაოდენიცა ნახა მამულმან ჩუენმან სიმტკიცისათვის ჰსჯულსა ზედა ქრისტესისა. უმეტეს თოთხმეტისა საუკუნოისა იყვნენ წინაპარნი ჩუენნი მოუსვენებელსა შიშსა და განსაცდელსა შინა. მამული ჩუენი ყოვლით კერძო შეზღუდვილი უსჯულოთა ხალხთა მიერ, იყო მარადის მოძულებულ და დევნულ მათგან, ხოლო მდგომარეობა და ჭირი მამათა ჩუენთა შეიქმნა თითქმის მოუთმენელ, ოდეს უღმრთონი და წყეულნი მაჰმადიანნი მოეახლნენ მამულსა ჩუენსა და იხმარდნენ ყოველსა ღონის-ძიებასა რათა მიაქციონ იგი ჰსჯულსა ზედა თვისსა. ვინ წარმოიდგენს ჭირთა მათგან ჩუენდამი მოწევნილთა; ვის ძალუძს. აღრაცხოს სოფელნი ანუ ქალაქნი მათგან აოხრებულნი, ეკკლესიანი დაქცეულნი, ჭაბუკნი და ასულნი წარტყვენილნი, მონაზონნი და მღუდელნი მოწყვედილნი გარნა მიხედეთ სიმტკიცესა და სასოების მამათა ჩუენთა ვითარმედ ესოდენთა ჭირთა არა რად შემრაცხველნი მოითმენდნენ ყოველსა სულგრძელად. შესაბრალებელნი წინაპარნი ჩუენნი თუმცა ივლტოდნენ უდაბნოთა, ტყეთა და ველთა შინა, გარნა არა დაცხრებოდნენ მადლობად და დიდებად უფლისა!
ხოლო არ ინება ღმერთმან, რათა ბოლომდინ წარწყმდეს მამული ჩუენი, და მოხედა რა ტანჯვასა და ჭირში მოთმინებასა ჩუენსა, გამოგვიჩინა მხსნელი. ოდეს გვქონდა ჩუენ სასოწარკვეთილი, ოდეს მდგომარეობ ჩუენი მიიწია
უკანასკნელ ხარისხად, ოდეს არა გვეგულებოდა შემწე არცა ერთისა კერძოითგან, და ოდეს ერი და თვით მთავარნიც, ხოლო მით იხრიდნენ თავსა თვისსა სიკუდილითგან, რომ მიიღებდნენ მახმადიანობასა. მოკლედ ვსთქუათ, ოდეს ვიყავით გაფანტულნი ვითარცა ცხოვარნი მგელთაგან, მაშინ მოგვივლინა ჩუენ ღმერთმან ძლიერი მეფე რუსეთისა, რომელმანც გვიხსნა ჩუენ ყოველთა მტერთაგან, და ვიმყოფებით აწ ჩუენ მოსვენებით და ყოვლითურთ წარმატებითა.
ხედავთა ძმანთა, რამეთუ აწინდელიცა ჩუენი კეთილმდგომარეობა წარმოდგა სარწმუნოებისაგან ჩუენისა, ვინათგან მამული ჩუენი ეღირსა მფარველობასა რუსეთის ხელმწიფისასა. მხოლოდ მით რომელ ვიმყოფებოდითჩუენს მტკიცედ მართლ-მადიდებლობასა ზედა ამისათვის ჯერ არს, რათა მარადის გვახსოვდეს, რამეთუ არა თუ ოდენ საუკუნოსა ნეტარებასა მოგვანიჭებს ჩუენ სჯული ქრისტესი, არამედ ქვეყნიერიცა აწინდელი ბედნიერება მიგვიღიეს მისგანვე, ამისთვის კუალად ვიტყვი, გვმართებს ჩუენ, რათა მარადის მადლობას შევსწირვოდეთ უფალსა და ვსცდილობდეთ რათა შევიძინოთ უმეტესი სიყუარული უფლისადმი და უდიდესი სასოება და ერთგულება ეკკლესიისადმი.
ხოლო გუახსოვს ესე ყოველი? განგიზრახავთა ესოდენს კეთილსა, რომელიც მიგვიღეს სჯულისაგან ქრისტესისა და გვაქვსა აწ უმეტესი სიყვარული და სასოება? ვინც თანა შეასწორებს მას რაცა იყვნენ ჩუენნი წინაპარნი და რა გვარი სულიერი მდგომარეობა იპოვების აწ ჩუენ შორის არა ძალუძს რათა არა იფიქროს, რომელ ჩუენ ყოველნი ქართუელნი ვართ ფრიად დამნაშავე წინაშე უფლისა. ოდეს ჩუენ ვიმყოფებოდით ჭირსა და შიშსა შინა, ოდეს მტერნი ჩუენნი გვიხსნენ მქედსა ზედა ჩუენსა. მაშინ უნეტესად გვქონდა შიში და სასოება უფლისა, მაშინ ეკკლესიანი ჩუენნი იყვნენ მარადის სავსე მლოცველთა, უდაბნონი მონაზონთა, ხოლო ოდეს მოგვეცა შვება, მაშინ ბედნიერება მან დაგვავიწყა ღმერთი და ესრედ აღსრულდა ჩუენზედაც თქმული მოსესაგან ებრაელთა ზედა - ჭამა იაკობ განძღა და განწირნა იგი საყვარელმან მან, განსუქნა განსხვა, განიშვა და დაუტევა ღმერთი შემომქმედი თვისი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა. (2, ბ, ჰსეულისა, თავი ლბ, მუხლი ვე) მივხედავთ რა აწინდელთა კეთილშობილთ. ჭაბუკთა ვიხილავთ ვითარმედ გარეგანნი მათნი არიან ნამდვილ უმშვენიერეს და უკეთეს წინაპართა მათთა, გარნა შინაგანნი უმცირეს! შეიმოსენ რა ადხალ-მოგონილსა შესამოსელსა და შეიძლებენ რა რამოდენიმე სიტყუა გამოთქუან უცხოთა, განიზრახვენ თავსა თვისა ფრიად განათლებულად. უმეტეს ამისა ზოგთა მათგანთა ჰგონიათ ვითარმედ განათლებულმან კაცმან ეკკლესიაში არ უნდა იაროს, ჰსჯულზედ სუმბუქად ილაპარაკოს და ჩუეულებათა მამობრივთა რცხუენოდეს. აგრეთვე ქალნი ჩუენნი მხოლოდ მას ჰსცდილობენ ვითარმედ, შეიმოსონ გარეგანნი თვისნი მდიდრად, მოირთონ ძვირფასითა ქსოვილითა და მიიღონ სუბუქი მხნეობა. არა ძმანო! არა არს ესე განათლება, არამედ უმეტეს დაბნელება მას შინა, რათა მიეღოთ მხოლოდ გარეგანი ცვლილება და მოძრაობა და დავიწყოთ ყოველნი ჩუეულებანი მამათა ჩუენთა ცუდნი და კეთილნიცა. არა ვერ არს რათა დავივიწყებდეთ მას, რაც იყო. საქები და სანატრელ მამათა ჩუენთა შორის, რომელ არს კეთილ-მსახურება, სასოება, ეკკლესის ერთგულობა, გულისა სიწრფელე: ესე ყოვედლი იყო ფრიად საქები და სანატრელ მათ შორის. ამას ყოველსა ჯერ არს რათა მტკიცედ დავიმარხავდეთ, ხოლო დაუდევნელობა, უქმობა ურთიერთსა შორის შური, ლხინის ნამეტარი სიყუარული, რომელიც ავნებდა ფრიად მამათა ჩუენთა, მას ჯერ არს რათ: გარდავეჩვივოთ; და ნაცულად ამისა მივიღოთ არა თუ მხოლოდ გარეგანი ბრწყინვალება და ფუფუნება, არამედ შრომის მოყვარეობა, ჰსწავლის შური, კეთილ მოქალაქეობა და სხუანი რაც საქები არიან უცნოთა ერთა შორის
ამინ. -
გაბრიელ, ეპისკოპოსი გორისა, ვიკარნი საქართველოისა.
![]() |
4 ხომალდის დანთქობა 31 დეკემბერს 1858 წელსა |
▲back to top |
ხომალდის დანთქობა 31 დეკემბერს 1858 წელსა
პაპენგოფის ქალაქითგან იწერება ერთი ბარონთაგანი ფონ- ფელკერზამი უსაგოლგებიანივს ცეცხლის ხომალდის დანთქობაზე. აი რას ჰსწერს იმა საშინელს შემთხვევაზე.
„გიანბობთ მე თქუენ უსაშინლეს შემითხვეულებას, რომელიცა მოხდა ამ ახალწლის პირველს დღეს, ესე იგი 31 წარსულს დეკემბერს 30-სა, სასტიკის ქარიშხალისაგან სილაზედ და ზღვის კიდითგან ერთს ვერსზედ გამორიყა დიდი, სამ-იალქოვანი ცეცხლის ხომალდი, რომელიცა იყო საქონლით მძიმედა დატვირთული. იალქანის თავებზედ ჰსჩანდნენ მაგრად მიკრულნი თორმეტნი კაცნი. უეჭველად იმ აზრით, რომ ქარიშხალს ეგების არ გარდაეყარა ზღუაში… რამწავს შემატყობინეს მე ესე ანბავი, ფიცხლავე მოვახდინე განკარგულება რომ მოეტანათ ახლო-მახლოს სოფლებიდგან, ცხენებით მოდიდო ნავები: ზღვით მოტანა ჩუენს კიდედმდე
ძნელი იყო; ტალღანი მძვინვარედ ეცემოდენ კიდეთა და ერთს წამში ჰფარვდენ თავის სიღრმეში, რომლისგამო კაცნი გარეთ მდვომნი, შორს იდგნენ კიდითგან მომღლებულს ალაგებზედ. ხალხი შეიყარა ფრიად მრავალი, რომელთ რიცხვშიაცა იყვნენ მრავალნი გამბედავნი და უშიშარნი, გარნა შეცურვა იმათგან ზღუაში, იქმნებოდა უნაყოფო და ამოდ შესწირავდენ თავიანთს თავებს მსხვერპლად. ამ დროების გამამავლობაში, ხომადიდამ მოისმოდა საცოდაობის ხმა: ტირილი, ურვა, გოდება და ამ სახით ითხოვდენა შემწეობის მიცემისა… კიდეზედ გამოაგდეს ტყალღათა ერთი დამსხვრეული ნავი, მგონია მოეხმარათ განწირულთა მეხომალდეთა ღონის-ძიება, რათა დახსნილყვნენ ნავის საშულებით.
„კიდეზედ მდგომთ ზღვის მცველთა, ადრევე ცნობებინათ ლიბავის ქალაქში მთავრობისათვს ხომალის დანთქობა და ეთხოვნათ შემწეობის მოცემა, რომლისათვისაც მოუთმენლივ მოველოდით როგორც ჩუენ, აგრეთვე ხომალდში განწირულნი, მოხლოვდა ღამე, უსაშინელესი დრო ხომლადში მყოფთათვის; ვხედავდით ჩუნისთვალებით, თუ ვითა მოჰქონდა ქარიშხალსა მთის ოდენანი ტალღანი და ვითა გადმოდიოდნენ თვითან ხომალდის თავზედ…
„გათენებამდინ საშინელი ქარიშხალი და ამსთანავე ბუქი თოვლისა არ გაწყვეტილა… განთიადს ვნახეთ კვალად საშნელზედ სანახავი ერთი მატროსთაგანი[1] დასაბსხვრევად გამზადებულის ხომალდისა, გადმოვარდა ზღვაში, მოხუდა რ თავში ძელი მოტეხილი ხომალდითგან და დაირჩო; მეორე გადმოხდა გადმოხდა თოკითურთ ზღუაში იმედითა მით, რომ მორჩომილიყო და დაიღუპა მთების ოდენთ ტალღებთა შუა; მესამე შეახტა ხომალდის ნატეხს ფიცარს იმედითა მით, რომ ჩუენს კიდემდე მოცურებულ იყო… გარნა ტალღათა გამოაგდეს მხოლოდ იმისა გვამი უსულოდ.
„განა ლიბავის ქალაქითგან აქამომდენ არა ვითარი შემწეობა ჰსჩნდა. ამ დროს კაცთ მოყვარეთა კაცთა ესე კაცის უბედურება ვეღარ მოითმინეს. შვიდთა მეთევზეთა, რომელთაცა ჰქონდათ დაბმული ნავი კიდეზედ, აუშვეს, ილოცეს გულ მხურვალედ, რომელთათანა ჩუენცა გულ-მხურვალედ აღუვლენდით ლოცვასა ყოვლისა შემძლებელსა ღმერთსა და გაემართნენ ხომალდისაკენ, დასახსნელად შიგ მყოფთა, ზღვაზედ მოგზაური უბედურთა: ბედნიერად მიუახლოვდნენ ხომალდს და რა უნდოდათ თოკის გარდაგდება ხომალდში მყოფთათვის, აივსო ნავი წყლითა, რომლისა გამო უკანვე კიდისკენ გამოსწიეს, დიდის შეჭირვებით. მიაწერეს რა ესე შემთხვევა თოკსა, რომლისაცა წვერი ეჭირათ კიდეზედ კაცებსა, გამოსახსნელად გამგზავრების დროს, დაასკვნეს მაშინ, რათა აეხსნათ თოკი. ახსნეს თოკი წამსა და კუალად გაცურდნენ ხომალისაკენ , გარნა საშინელთა ტალღათა უკანვე გამოსტყორცნეს კიდეზედ.
„გულები გვიკუდებოდა ამ უცოდველთ კაცების დანთქობაზე, იმათ კივილზე, ხვეწნაზე და მუდარებაზე, გარნა ვერა ვითარი ღონის-ძიება ვპოვეთ იმ საცოდვთ დახსნისათვის. ლიბავის ქალაქითგან არა ვითარის შემწეობის ხმა ისმოდა, უეჭველად იქიდგანაც ვერ გაბედეს ქარიშხალის გამო ნავების მოშველება.
„მოახლოვდა მეორე ღამე, დაღამდა უკანასკნელი დღე ძველის წელიწადისა, ვინ იცის რამდენს მხარეზედ ხალხნი მოელოდნენ სიხარულით ახალს წელიწადს და ჩუენ ნაცულად სიხარულისა გვემსჭვალებოდა გული თითქოს შუბებს გვიყრიდნენ. ამ დროს ექვსნი გლეხ-კაცნი, რომელთაცა სახელნი ღირს არიან შენიშვნისა; იური-მენცე და იასე-სკიპერ, გამოვიდნენ ხალხთაგან ცქვიტად, ახსნეს მესამედ ნავი და რა გაიყოლეს თან ის ზემოთ მოხსენებულნი შუიდნი მეთევზენი, ჩუენ დაჩოქილნი კიდეზედ ღმერთს გულ-მხურვალედ ვთხოვდით დანაშთენთ ხომალდში მყოფთ კაცთა დახსნასა… ორნი გლეხნი შვიდთ მეთევზეთურთ მიუახლოდნენ ხომალდსა, სადაცა დარჩომილ იყვნენ ცოცხლად მხოლოდ ცხრა სულნი. მაშინ ერთი გადმოვარდა ხომალდითგან იმედითა მით, რომ ცურვით მისულიყო ნავთან, რადგანც ახლოს იყო ხომალდითგან, გარნა, დაინთქო იმ წამსვე ტალღათა შუა, ესენი უყვიროდნენ ხომალდში მყოფთ, რომ გადმოეგდოთ ნავში იქითგან თოკი; გარნა უბედურნი არ აღსრულებდნენ ამას, ამისთვის რომ არ ესმოდათ თუ უშლიდნენ საშინელნი მაღალნი ტალღანნი… ჩუწნი მიმშველებელნი როგორცა ჰსჩანდა, ცდილობდნენ კვალად ხომალდის სიახლოვეს მისვლას და ამ დროს ვნახეთ, წამოვიდა დიდის მთის ოდენი ტალღა და ნავი ჩუენი გლეხ-კაცებით და მეთევზებითურთ შთაინთქნენ ზღვის უფსკრულში… მაყურებელთაგან ყვირილი საშინელებისა გარემოიცევდენ ზღუასა თუ კიდესა. ერთის მინუტს შემდეგ ვნახეთ დამსხვრეული სრულიად ხომალდი და ნავი ნაჭერნაჭერად აჰქონდათ ტალღათა ხან ზემოთ და ხან ქვემოთ..
„და ეგრეთ, დაინთქნენ შვიდნი მეთევზენი გლეხ კაცებითურთ, და დაინთქნენ თვის იმ წამს, როდესაც იშრიტებოდა უკანასკნელი სხივი მზისა, უკანასკნელ ძველის წელიწადის დღეს…
„სიბნელემ მოიცვა გარემოება, ხოლო აღუწერელმან მწუხარებამ, ცხრა სახლობა მეთევზეთა: ოთხკუთხივ ისმოდა ხმა კვნესისა დაობლებულთა და დაქურიებულთა.
„ახალ წელიწადს დღეს ვნახეთ ნამტვრევ ნამსხვრევი ხომალდისა და ნავისა გამორიყა აქა იქ კიდეებზედ.
_____________
1 გემის გამგებელს კაცსა ქვიან