![]() |
ცისკარი №4 (1852) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსთ თხზულებანი |
▲back to top |
![]() |
1.1 ლექსნი., თ, ა. ჭავ. |
▲back to top |
ლექსნი., თ, ა. ჭავ.
მიკვირს რად ჰსძრახვენ მას ვინცა არს შვენებითა ძლეული,
სხვა უფლებს მას ზედ ჟამსა მას იგი-არს ეშყით ხმევლი,
ცუდად წარსჰდგება მისდამი და ეტყვის ცნობა რთმეული,
ეტნა დაიშრტა გულისა ისმინე ჩემი რჩეული,
გლახ მან მცხოვრებმან ამ სოფლად სად ჰბრწყინვენ აშიკობანი:
ვითარ დაიხშოს ყოველნი მომწონებელნი გრძნობანი?
რასთვისცა უხვსა ბუნებას უცია ყოვლი მკობანი,
მის მჭვრეტსა ვითარ აღუჩნდეს მას გულსა ეშყით-გზობანი!
თუმცაღა უსარგებლოდ აქვს ოდესმე ცეცხლის-დებანი,
რომელსა ძალ უჩნს მისისა, სიკვდილის მომანებანი,
გარნა მას მისგან ლხინად ჰსჩანს უდროოდ დღეთა კლებანი: -
იტყვის ვინ ჩემნი არა ჰქმნა, სრულ-ვჰყო მე მისნი ნებანი!
გონება ესრეთ ჰშთასმახის ხმითა: მრისხანით მყარითა,
ნუ ჰღუპავ, თავსა, ნუ ჰღუპავ მაგა სენითა მწარითა,
ხოლო გული კი ესრეთა ჰხმობს, ლმობითა სიტყვა წყნარითა,
მას შენ ნუ უსმენ იხარე სიყვარულითა მტკბარითა,
ცუდად წარადგენს გონება, მუნ თვისთა ბრძნულთა თათბირთა,
სადაცა გული მმართველობს თვით იპყრობს მისთა ადგილთა,
იგი არს მაშინ ხელმწიფე განმგე ყოველთა წადილთა,
მაგრამ ყველათი ეშყს ჰმონებს მას უთევს ღამე დილითა.-
თ. ალ. ჭავ.
![]() |
1.2 მუხანბაზი |
▲back to top |
მუხანბაზი
ეღების კარი, გაზაფხულისა,
დროთა ცვალებით, დანაგულისა,
მოგივალს ჟამი გაზაფხულისა,
თვისთანა მქონე შვება სრულისა,
ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარფლისა,
ეჰა ჩვეულნო ყოფნას დიდებით,
აქ რად ხართ ბურვილ-ჭმუნვის რიდებით
ნუ ჰგონებთ თავთა ბედ განკიდებით,
ნიავმან ყვავილთ სუნ მზიდებით,
გახაროსთ მოსვლა ფერად მკულისა.
ვისაც ნელთა:
თუმცა ზამთარი აზრობს ყვავილთა,
დააგდებს ხეთა მწარედ განძრცვილთა,
გარნა ჟამთ ცნობით მათგანვე ხილთა,
ჯერ არს ველოდეთ პირველებრ ტკბილთა.
ეს არს ზნე დროთა სიარულისა,
ვერც ხელთა:
უწყოდეთ ესე ცნობა მყარითა,
რომ დრო მოგივალსთ კეთილ-დარითა,
იხილავთ ვარდსა სახე მტკბარითა,
თუ არ შეჰკრთებით მისის ნარითა,
სიმხნეს მოიგებთ წამლად წყლულისა,
ვისაც ხელთა:
ოი ვინცა არებთ თავის უფლებით,
ნუ ეტრფით ვარდთა გარშემოვლებით,
მიიახლენით გულისა-ხლებით,
და თუ არ მოჰკვდეთ უდროოდ დღე კლებით,
იხილოთ განჰხნა ბედ-შეკრულისა,
ვისაც ხელთ ჰგქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა: -
თ. ალ. ჭავ.
![]() |
1.3 გაფი |
▲back to top |
გაფი
აჯას ვამრავლებ მე შენდა,
გულს შენი ტრფობა მე შენდა,
მიხსენ სიკკვდილით სიტყვითა ტკბილით,
აჰა ძღვნად გული, შენგან წყლვლი, დაკლული,
მნათობად გიწოდ მარდა,
თუ სხივს არ მომფენ მარადა,
მიხსენ...
აჰა...
გული შენ დამწვი წამლით,
არ მიდოსტაქრე წამალით,
მიხსენ...
აჰა...
რა გიხილე არ მესევდა,
მუნით აღმიჩნდა მე სევდა,
მიხსენ...
აჰა...
ნეტარ მიმზადებს მზერასა,
უბრმივარ შორით მზერასა,
მიხსენ...
აჰა...
ვინც შენი მზობა აწესა,
მან მომაგო მე აწესა,
მიხსენ სიკვდილით სიტყვითა ტკბილით:-
თ. ალ. ჭავ.
![]() |
1.4 ვარდი |
▲back to top |
ვარდი
ერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორდზედ დანერგული,
ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული,
გაზაფხულით გაიფურთქვნის, აღჰყვავდების, მწყაზრად სრული
ეს არს ვარდი: ყვავილთ მეფად, მოლექსეთგან დასახული.
მას მიჰხედავთ გაფურჩქვნილსა, დილის ნამით დანამულსა;
ვით მტირალსა ტრფიალისთვის, სევდის ნისლით დაფარულსა.
ტრფობისაგან ფერმიხდილსა, ქარისაგან შერხეულსა
თავდახრილსა მწვანეთ შუა, მორცუხვსა რასმე ძოწეულსა.
კვლავ მიჰხედეთ მას, მღიმარეს; როს მკრთოლუარებს მხიარლად,
ვით ირისობს მრავალ ფერად, მზისა შუქსა ზედ მიდგმულად,
ყვავილთ მეფას, მწვანით მოსილს; ვით ეგზნების მეწამულად.
ბროლ-ლალს ერთად შეჯგუფულსა, ფეროვნებით შეფრქვეულად.
ვით გარემოს მას, გარდაშლის, ახალ ნორჩნი აშვენებენ:
ჯერეთ ჩჩვილნი მწუანოსნობენ; ზოგნი მცირედ ძოწს იპობენ;
სიჩჩვილესა მოკრძალებით, ვით მჭვრეტელთა აჩვენებენ;
ქალწულებით ამაყობენ; სიკეკლუცეს აწონებენ.
ნიავთაგან მომღერალნი სურნელებას მიმოჰფენენ.
ფურცელთ შრიალთ, წყაროს წკრიალს, ერთხმად ჟღერას შეაწყობენ.
ქვეშ მომდინარს ნაკადულში, ვით სარკეში ელვარებენ:
უმზერიან თვისს შვენებას; მხიარულათ ნარნარობენ.
მთრთოლარებენ, მკმოლვარებენ, მკრთოლვარებენ მრავალ ფერად:
ზურმუხტის ფრად, იაგუნდად, ლალად ალის დასამღრად.
ქვეშ მწვანილნი და ყვავილნი ნიავითა ღელვენ მჭევრად;
ზედ აჩრდილსა ვარდი შავად ხატავს დიახ მშვენიერად,
ვით ერთს ბუჩქად, მსგავსად ერთის სამეფოსა, ყოვლადობენ;
მრავლად შტონი, ვითა ტომნი, განწყობილნი მოსაგრობენ;
ზედ ეკალნი, შუბოსანნი ვით მხედარნი, ბანაკობენ,
ბულბულისა სამესისხლოდ რავდენს რაზმთა განაწყოენ(განაწყობენ)!..
ვით მხმილავად, ვარდის მცველად, მღვიძრობენ, გუშაგობენ.
შემხებელთა ჰგმერენ შუბთა; სიკვდილი ჰსურთ მოსისხლობენ;
მარამ ვარდი, კეკლუცთ მსგავსად, ხშირად მხმილავთ აცთუნებენ.
თვით გასცემენ თვისს შვენებას: დაფარულად აშიკობენ.
შტვენს ბულბული მთელს ღამესა; გმინავს, უკრთობს ვარდსა ძილსა;
სულმილეულს უსულს დასძახს; ველსა მოჰფენს ხმასა ტკბილსა;
ხან ნიავსა ჟღერას მისძახს, ხან მაღლად ჰყეფს, ხან შტვენს ძილსა;
მას მგზნებარე გული უმღერს, შეშლით იწყებს ხან სიცილსა.
ვარდსა მგრძნობსა, მისსა მსმენსა, გულსა სევდა შეეპარა:
ტრფობისაგან გაფერმკრთალდა, სიხარული მიეფარა
ცისკარს, ვითმცა, განუღიმა; ავრორასთან ცრემლი ღვარა.
კუპიდონმა გულს ისარი განაწონა; მთლად დაბზარა.
ვის არა ჰსძლევს ტრფობის ძალა: ვარდსა თმენა დაემალა.
ბულბულს მიჰყუა; მოიზიდა მისი ტრფობა მოივალა...
ძლივს შეერთდა იგი ბულბულს! ძლივს სევდისგან მოიცალა!
ზედ დაჰხარის მას ბულბული: ხმა მწვედ ტურფად აღიმაღლა!
ვარდზედ მჯდომელის ბულბულის, ვინ მოსთვლის განლიგებასა,
ეკალთა უგრძნეს: უკუდგნენ, ემონენ ვარდის ნებასა.
მის ორის ტურფის სიმწყაზრის რა ბრძენი ასწერს ქებასა
ვარდი ჰგავს სათნოებასა, ბულბული განათლებასა!
თვისი კუთხე განანათლეს და შეამკეს ცათა დარად...
ღვთის მადლი ყველგან მიჰფინეს: ზღვად, ჭალაკად, მთად და ბარად...
მუნ ღელავს ტკბილი გალობა: აღმოსავალით და ბღვარად.
კვლავ ხელოვნება, ვაჭრობა განავრცეს მუნ გასაკმარად.
წარხდნენ ჟამნი და განცდანი ესივნენ ვარდსა სარებლად:
ყვავი დასჩხავის აშიკად; ფკრეფს კაცი შეუბრალებლად;
სიბერეც სიკეკლუცესა უჭკნობს მას გაუხარებლად,
კვლავ ქარიშხალთა მოჰბერეს ფურცელთ ცად გასატანელად.
აგლიჯა ვარდმა ბულბული ქარმა, მძაფრიად მქროლელმან;
წაართვა მცნება, გრძნობა, ხმა, მას ღმერთმა, მეხთა მსროლელმან;
კვლავ ჰბერავს ქარი, ვარდსა სძრცვნის; მან რა ჰქმნას, ძრწოლით მშრომელმან...
მთლად განაბნია ჰაერში იგი მის, მდევნელ-მწყრომელმან.
ბულბული, ძეძვზედ იმალვის, სისხლისა ცრემლთა მფრქვეველი,
ჰსჭვრეტს ვარდსა ქარით განბნეულს; სტანჯავს ზეცა დაქვეველი,
უკვირს, ფარვანებრ ვერ არის თავის სამთელში დამწველი...
იგლოვს, რომ ტანჯულს ცოცხალსა ელევის გლახ საყვარელი
უკანასკნელი ფურცელნი ვარდისა, გაყვითლებულნი,
დასცვივდნენ, დაჭკნენ, განიბნენ, დროთი მოუძლურებულნი...
ირხევინ მდურვით მართ შტონი, გამხმარნი, გაშიშვლებულნი.
გუშინ კრთოლვიდენ დიდებით; დღეს ვით შეიქმნენ ვებულნი!
ელის ახალსა გაზაფხულს ფესვი, ღვთით დამკვიდრებული...
რავდენს მაგალითს გვააზრებს ვარდი, ჯერ აყვავებული;
მერმე გამხმარი, სიშველი, ყოვლის ფრით გამქისებული...
ქვეყანასა ჰგავს, რომელი არს კეთილ განათლებული.
ვარდის სიშიშვლე არა ჰგავს, ქვეყანას ბიწით გამქრალსა?
როს გარყვნილობის გრიგალი არყევს სიბრძნესა და ძალსა,
სათნოებისა ყვავილსა აღფხვრის და მიჰფენს ბნელს ალსა,
ჭეშმარიტს სდევნის სოფიზმა, აბნელებს ზნეს და სწავლასა!.
ვით განათლება თვინიერ სათნოებისა მქისდების...
მისგან ქვეყნაც თვინიერ სათნოებისა შიშვლდების:
ბრჯგუვდების, ხდების, მდაბლდების, იწყევლის, იმუსრვის, ბრმავდების,
ყოვლი კეთილი მოეცრცვის; ვიდრე ახლად აღჰყვავდების!.
თ. და. მაჩ.
ს. თამარაშენს 1851-ს მაისის 15-სა.
![]() |
1.5 უსტარი თ.გ. ერი... |
▲back to top |
უსტარი თ.გ. ერი...
ბუნებით შენში ისილვება გონიერება,
უმეტეს ყოვლის განსაცვიფრო ნიჭიერება.
მაღალ საგანთა გამოხატვა და ენერგია,
ნამდვილ შენ შორის განგებასა შთაუნერგია!
შრომითა შენით ძალნი სულის ჰყავ განდიდებულ
რომლისა გამო კაცთა შორის იქმენ დიდებულ
ვით პიიტს შვენის გამოხატვა აქვნდეს ცხოველი
ეგრეთ შენ გქონან თვისებანი მისნი ყოველი!
არა რად მიგაჩნს რაცხ წერტილად-გრძნობადსა სოფელს,
ურიცხვთ ნივთებათ სხვა და სხვათა თვით კაცთ საყოფელს,
მუნ მიისწრაფი სად დიდებას შეიმოს ნამდვილს,
და განშორდები მაბრკოლებელს ამაოს აჩდილს,
ამაღლებული სული შენი იწყებს მუნ ფრენას,
სადაც პლანეტთა შორის მსვლელი ჰსჭვრეტ სოფელს ზენას,
მუნ წარმოიდგენ ესრეთს სივრცეს განუზომელსა,
რომელ ყოვლი თურთ გრძნობათა თვის მიუწთომელსა,
დიდ ღენიანი შენის ჭვრეტით განკვირდებიან,
და ვით უხმონი შენს წინაშე დადუმდებიან,
გიხილვენ იშვითს ფაენომენსა სრულს ორატორსა,
ამ საუკუნეს ვერ ჰპოებენ შენს თანასწორსა,
ესრეთა ხარისხზედ აღწევნილი აღმაღლებული,
ბუნებათ ცნობით ვით წალკოტი აღყვავებული,
იხარებ სტკბები რა მათ ხედავ კცათა თვის ქმნულსა,
იღწვი მიჰფინო სხვათაც ცნობის ნათელი გულსა,
ესოდენ ვრცელის სოფლის ხილვით ქმნილ-ხარ მაშვრალი,
და მის თვის ნუ აწ შენს განსჯას აქვს მცირე ძალი.
დედათ რათ უწოდ, ბოროტ სულსა დაუდგრომელსა?
ოცნების ბურტყლსა, კაცთ მაცთურსა ჭრელსა ვით გველსა,
თუ შეგინიშნავს იმათ შორის ბოროტებანი!
რადგან მიზეზად აქვსთ ბუნებით უძლურებანი?
მაშ მათ ვერ უწოდთ ვით მამა კაცთ ღვთისაგან შექმნულს,
და ვერ მივაწერთ ბოროტებას მის დაბადებულს,
გარნა რაი არს ეს გვარ ქმნულის კაცთ მოცთუნება!
მათ ვითარ ძალუძსთ თვით უძლურთა, გმირთ დამონება,
რად არ შორდებით საძულველთა ესრეთს ქმნულებას,
და რადღა ეტრფით და აღუთქვამთ მათ ერთგულებას,
ერთთან დაჩოქით აღიარებთ დიდს სიყვარულსა,
მსწრაფლ დაივიწყებთ და სხვას ეტრფი მიანდობ გულსა,
დაუდგრომლობა თვით ამითვე დაიმტკიცება,
და ყოველი ცთომა მამაკაცთა მიეთვისება,
ესე გრძნობანი მამა კაცთა, ჰქონან ყოველსა,
რომელთ ბუნება მიამსგავსებს უსიტყვს ცხოველსა,
თვის მოქმედებით კაცთ დიდებას დაადაბლებენ,
და თვისსა თქმულსა იგინივე თვით ამტყუნებენ,
კ. ე. წ.
![]() |
1.6 ბულბული ვარდზედ |
▲back to top |
ბულბული ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:
ვარდო, ვარდო, მტანჯავ ჩემო, გვედრებ. გულით მტკინავი,
მაღირსე თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,
მწუხარსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!
ასე ჰყეფდა ბულბული, ოდესაც ღამე ბნელი,
მოიცვამდა ჭალებსა, ჰქრიდა ნიავი ნელი;
და როს ჰსდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,
ვარდმაც მაშინ მოჰფინა სუნნელებით ის არე.
მაგრამ მგოსანსა თურმე, მოერია გლახ რული!
აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული,
გალობა ჰყვეს, ჰაერში განაღვიძეს ბულბული,
ნახა ვარდი ფურტვნილი, და მყის მოუკოდა გული!
თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცმლითა,
ფრთა ფრთასა ჰკრა აღმაღლდა მსატვინვალობისა ხმითა,
უხმო ყოველთა სირთა; მოდით და შემოკრბითა!
მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?
განთიადით ღამედმდე, შევფრინვიდი კოკრობას;
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილოსაბ, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობს:
მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!
თ. ნ. ბა
![]() |
1.7 ჩემი ლოცვა |
▲back to top |
ჩემი ლოცვა
ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შცთომილი,
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ ღელვილი!
თუ ნუ მამასა არღა ჰქონდეს გულის ტკივილი,
ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?
ოოი სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას:
პირველ უმანკო თავით ადამიც ჰსცდა შენსა მცნებას,
უმსხვერპლა წადილს, სამოთხისა მშვენიერება,
გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება!
ცხოვრებისა წყაროვ, მასუ წმიდათ, წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა.
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!
გულო მხილაო! ცხად არს შენდა გულისა სიღრმე;
შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე,
და ჩემთა ბაგეთ რაღა დაშთათ შენდა სათქმელად?
მაშა დუმილიც მიმთვალენ შენდამი ლოცვად?
თ. ნიკ. ბარათოვი
![]() |
1.8 ქალი |
▲back to top |
ქალი
რად ჰყვერდი კაცსა ბანოვნო პირ უმტკოცობას!
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემჰსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა!
ჰგავს არ პასუხს ჰსცემ, შენ მას სულით მშვენიერითა.
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების,
და ვით ყვავილი თავისს დროზედ მსწრაფლად დაჭკნდების,
აგრეთვე გულიც მხოლოდ მისდა შენამჰსჭვალები,
ცვალებადია წარმავალი და უმტკიცები:
მშვენიერება ნათელია ზეცით მოსული,
რომელით ნათლდება ყოველი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა!
თვით უკვდაება მშვენიერის სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვეერც ხანი ვერ დააბერებს,
მხოლოდ კავშირი ესრეთთა სულთა ჰშობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა,
მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა ერთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი,
მას ცის სხივითა აცისკროვნებს მშენიერება,
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება.
თ. ნ. ბარათოვი.
![]() |
1.9 * * * (სულო ბოროტო...) |
▲back to top |
* * * (სულო ბოროტო...)
სულო ბოროტო ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად!
მარქვი, რა უყავ სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება:
ამას ექადდი ჩემს ცხოვრებას ყმაწვილ-კაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისხავდი,
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი?
მარქვი რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე აღმირიე წრფელნი ძრახვანი?
სულო აღმშფოთო მიპასუხე ნუ იმალები,
რატომ გაცვდდა ძალი შენნი მომჯადოები?
წყეულმც დღე იგი, როს შენთ აღთქმათა,
ბრმად მივანდობდი ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულის თქმათა,
მას აქეთ არის დაუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მოკვლენ წყურვილსა:
განვედი ჩემგან ოი მაცდურო სულო ბოროტო,
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მაშვრალი?
ვაი მის ვისაცა მოხვდეს ხელი შენი მასვრალი?
თ. ნ. ბარ.
![]() |
1.10 თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ |
▲back to top |
თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ
ჵი ჭაბუკო ახლად სოფელს კნინ გადაშლილო,
ყოვლის კეთილით აღსავსეო მამულის შვილო,
რა სოფელს შეხველ, სათნოება ისხივ-ცისკარე,
შენ მშობელს მამულს რად შემოსწყერ ობლად დაგვყარე?
იქნებ სოფლისა მღელვარება ვერ შეიწყნარე?
ანუ ანგელოსთ შეიშურეს და აღგაფრინეს,
თვისთა გუნდ შიგან დაგამკვიდრეს ფრთენი შეგასხეს?
რაც მიგვეფარე ცას შევცქერი რა დღე ბნელდების,
რაც მიგვეფარე ცას შევცქერი რა დღე ბნელდების,
უყურებ ტატო რომლის ვორისკვლით გამობრწყინდების,
თითქო გხედავ შენ მოარულსა რძისა გზაზედან,
და მციურ მცხოვრებთ, უგალობებ დამღერ ჩანგზედან,
ანგელოსთ დასნი, გეხვევიან ყურს დაგიგდებენ,
მერე ცის სივრცეს ლაჟვარდოვანს განავარდებენ?
ვგონებ ჭმუნვითა ქვე დამზერი ჩვენსა ცხოვრებას,
ხედავ რა შენ ძმათ თვისსა შორის შურსა, მტერობას,
მაგრამ შეგვინდონ. შგვავედრე ცისა მცხოვრებთა,
და ნუ მოგვკითხვენ, სოფლიურსა ჩვენთა ცოდვებთა.
თ. გ. ერის.
![]() |
1.11 ტეატრი |
▲back to top |
ტეატრი
ვალი გვაქვს ყოველთა ქართველთა, ივერის მხრისა სადიდოთ,
დღითა დღე ჟამთ ჟამმდე, ჩვენნი მზრუნველი ვადიდოთ,
მოგვეცა კეთილ-დღეობა, უკადრის თავნი ვარიდოთ,
და,, დავჰსტოოთ გულთა ანჩხლობა, სიმშვიდე წინა-დავიდოთ,
პირველად ვიტყვი რა არის ტეატრის წარმოდგენანი,
მისს ყოველს სარგებლობასა, ვერ მოჰსთქვამს კაცთა ენანი,
თუმც რომ იგრძნობს გონება, მაგრამ ვერც აღწერს წერანი,
და,, მით თვალთ-წინ წარმოგიდგებათ, ყოველთა ერთა ქცევანი,
წარმოდგინების მომგონეს, დიდი აქვეს დაწყობილობა,
მასცა ჰსურს რათა ვისწავოთ, უმეტეს კეთილ-ზრდილობა,
რომ ვჰპოვოთ განათლებანი შეგვექნას ლხენა მტილობა,
და,, დიდი მოგვეცეს ცხოვრება, სიტკბოთი მამა-შვილობა,
გონება ხშულნი ჟაბუკნი, ტეატრსა არად ჰფასობენ,
ჩვილნი და ბერნი მუნ წასვლას, თითქმისა კიდეც ნაზობენ,
ადრინდელთ დროთა ღარიბნი, მოგონებისათვის ბრაზობენ,
და,, ვინც ჰგრძნობენ მოსთქმენ მადლობას, ჭინახულს კიდეც გაზომენ,
წარმოდგენანი გვაჩვენებს რაცა გვჭირს ცუდი ზნეობა,
ბეზღობა, ქრთამის აღება, ავაზაკთათვის მხრეობა,
ფარვითა მართალთ დაჩაგვრას სიცრუით მწუხარეობა,
და,, ჰსჯობა რომ განვჰსდევნოთ ბოროტნი ვეძიოთ მშვიდი დღეობა,
ამა შრომაზედ ზოგზოგნი ვიცი მიძღვნიან რისხვასა,
იტყვიან ვინ არს შემთხვზელი! იწყებენ გვარის კითხვასა,
ჩემსა შრომასა ხალხი შორის, განგაშით მოჰსთქმენ კითხვასა,
და, მაგრამ დამძრახოს იმ კაცმა რომ თვით არ ეცეს კითხვასა
კნიაზ მამიკონოვისა
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ამალათბეგ |
▲back to top |
ამალათბეგ
იყავ წყნარი შეურაცხებაში და მსწრაფლი სისხლ ზღვევაში,
დაღისტნურ ხანჯალზედ დაწერილობა.
იყო ჯუმა[1] ახლოს ბუინაყისა ჩრდილოეთისა დაღასტნის დიდ სოფელში, თათრთა ჭაბუკნი გამოვიდნენ ცხენებით საჯირითოთ. ბუინაყი ჰსდგას ორ კიბედ ირგვლივ ჩალესილსა მთასა. მარცხნივ, დერბენდით თარღოს გზიდამ ამაღლდება კავკასიის მთის ზურგი, შებუნბულებული ტყითა; მარჯვნივ ნაპირი, დადაბლდება შეუნიშვნელად, განიშლება მწვანოვანად რომელთა შეეხეთქება მარად მკვნესარე, ვითა კაცობრიობა, კასპიისაზღვა. გაზაფხულისა დღე მიიწურებოდა საღამოდ და ყოველნი მცხოვრებნი გამოწოდებულნი უმეტეს წმინდის ჰერისაგან, ვიდრე ჯირითის ყურების სურვილისაგან, შეჰკრბენ ორთა გზის მხარეს, დედანი უჩადროდ, ფერად ფერადოვანისა ხელსახოცებით, თავ შეხვეულნი მზგავსად ჩალმისა გრძელის აბრეშუმის პერანგებით, შეკრულის მოკლეს ახალუხით და განიერის შარვლებით ჰსჯდებოდენ რიგრიგად მაშინ როდესაც ყრმანი არვედმხირულად (?) ეხვეოდენ გარეშე, მათსა. კაცნი შეკრებულნი ჯგუფ ჯგუფად ანუ ისხდნენ დაჩოქილნი, ანუ ოროლ სამსამნი დავიდოდნენ ნელად გარეშე: მოხუცნი ჰსწევდენ ჩიბუხსა, მხიარული ლაპარაკი მიმოვიდოდა გარეშე და ხანდისხან აღმაღლდებოდა ხმა ნალთა და ყვირილი კაჩ კაჩ (ჩამოდექ) მხედართაგან, რომელნიცა ემზადებოდენ გასაჭენებლად. ბუნება დაღისტნისა არს უმშვენიერესი მაისში, მილიონნი ვარდნი გარდასხმიან წითლად მთასა, მზგავსად განთიადისა; ჰერი გამოსუნთქავს სურნელებითა; ბულბულნიარა დასცხრებიან მწვანოვანსა სიბნელესა ჭალაკთასა. ნუშნი, ვითა გუნბათნი წარმართთა ტაძართა, ჰსდგანან ვერცხლოვანითა ყვავილითა მოსილნი, და მათ შორის მაღალნი ჩინარნი ზოგნი შეხვეულნი ფურცლითა ჭახრაკად, ანუ აწოდილნი გაწყობილ სვეტებად, ემზგავსებიან მუსულმანთა მინარეტთა, მხარ გრძელნი მუხანი, როგორც ძველი ბუმბერაზნი ჰსდგანან მუნ, თითქო ყარაულად, მაშინ როდესაც ჭანდარნი და ჩინარნი შეკრებულნი გარეხვეულნი ძეძვთაგან ვითა ჩვილნი, თითქო ემზადებიან აიბანკონ მთაზედ სიცხისაგან.
მხიარულნი არვენი ცხვართა, კამბეჩნი ჩაყრილნი ლაფში ახლოს შადრევანისა, ანუ ზარმაცათ მჯახებელნი რქათა ურთიერთისადმი; და აქა იქ მთაზე ლამაზნი ცხენნი ფაფარ გაბნეულნი ჰაერში, ამპარტავნად მიმორბოდენ; აი სახე მუსულმანთა სოფლისა, შესაძლო არს გამოხატვად, რომ დღესა ჯუმისასა, გარეშე ბუინაყისა უმეტეს იყო განცხოვლებულ ფერად ფერადულითა მხატრობითა ხალხთაგან. მზე გარდმოასხმიდა თვისსა ოქროსა, ბნელთა სახლთა კედელთა, შორს გამოსჩნდებოდენ მოჭრი ჭინარნი ურემნი, მათ წინ მოაჭენებდა მხედარი და ახვევდა ჰერში მტვერსა. - მთის ზურგი და უსაზღვრო ზღვა განაშვენებდენ დიდებელსა სახესა, მთელი ბუნება ჰსუნთქვიდა სითბოთი.-
მოდის, მოდის! მოისმა ხალხში და ყოველნი შეირხივნენ, მხედარნი რომელნიც აქამოდის, ქვეითათ ლაპარაკობდენ ნაცნობებთან, ან არეულნი დავიდოდენ ცხენით, შესხდენენ და მიეგებნენ მხედარსა, რომელიც ჩამოვიდოდა მთით; ეს იყო ამალათბეგი ძმის წული თარღოსხანისა-თვისის მსახურებით; ამას ეცვა შავი ჩოხა ბაბთებით მორთული, ყურთმაჯნი ჰქონდა შეყრილნი. ოსმალის შალი გარდაეგდო ყელზედან, აბრაშუმის წითელი შარვარი დაფარულ იყო ყვითელ ჩექმებში.თოფი, ხანჯალი და დანბაჩა მისი გამობრწყინდებოდა ვერცხლით და ოქროს ზანიშინით. ხლმის ვადა იყო მოჭედილი ძვირფასის ქვებით. ესე მთვარი თარღოსი იყო მაღალი, ტან წერწეტი, ყრმა, ღია სახისა, შავნი (ზილჶნი) კავნი შეხუჭუჭდებოდენ ყურს უკან - მცირედნი ულვაშნი აჩრდილებდენ ზემო ტუჩსა - თვალნი გამონათობდენ ამპარტავნურ დიდებითა. ის იჯდა ოქროს ფერ ცხენზედ და ცხენი ამპარტავნად მოხტებოდა, წინააღმდეგ ჩვეულებისა არ ეფარა ცხენსა ყაჯარი ყიზილბაშური, იყო შაკაზმული ჩერქეზული უნაგირით ვერცხლით შეჭედილი, შავის ზანიშინით, ოცი ნუქერნი კარგი ცხენებით, ბაბთიან ჩოხებით ქუდ ჩატეხილნი მოაჭენებდენ დოღინჯ შეყრილნი, უკანის თვისის ბატონისა, ხალხნი პატივისცემით წამოუდგნენ თვისსა მფლობესა და მძიმეთ მიესალმნენ; ჩურჩულ და ბუტბუტი ქებისა ისმოდა ქალებში.
მოახლოვდა რა მოედანს სამხრეთისკენ, ამალათდასდგა; პატიოსანნი კაცნი მოხუცნი დაყრდობილნი ჯოხებზედ; და ბუინაყის თავნი მოხელენი გარე ეხვივნენ, მეცდინებდენ გამოეწოდნათ მისგან სასიამოვნო სიტყვა, გარნა ამალათ არა რას ყურად იღებდა და ცივის ზრდილობით და ერთ მარცლოვანად უპასუხებდა ფარისევლობითს ქებას და თაყვანის ცემას, თვისთა მოხელეთა. მან ანიშნა ხელით: ეს იყო ნიშანი ცხენის ჭენებისა.
დაიწყეს ჭენება, და ჯირითი; ზოგნი დაიჭერდენ ხელით ჰერში ჯირითს, ზოგნი აიღებდენ მიწიდან, ზოგნი ჩამოვარდებოდიან ცხენით ჯირითისაგან, და მაშინ მოისმოდა ხმა სიცილისა, კიჟინა და ქება მჯობნელსადმი; შემდგომ შექნეს თოფის სროლა. ამალათ-ბეგიდგა შორს და დაჰსტკბებოდა. პირველად იდგა უძრავად, და ერთსულობით უჭვრეტდა აზიურს ბრძლურსა სროლას მაგრამ ნელნელად მონაწილეობამ დაიწყოთამაშობა უმეტეს-და უმეტეს.- მან იწყო შენი-შვნით დევნა თვალითა- დაიწყო გამხნევება სახითა და ხელების რხევითა, აღზდგა ავჟანდაზედ და დასასრულ მხედრული სისხლი ადუღდა, მაშინ უმეტეს როდესაც იმისმა საყვარელმა ნუქერმა ვერ მოარტყა, მის წინ შეგდებულს ქუდსა; მან გამოაგლიჯა თავის ბიჭს თოფი და ვითარ ისარი გავარდა.
ჩამოდექით, ჩამოდექით! მოისმა ირგვლივ, და ყოველნი ვითა წვიმა გეიფანტნენ აქეთ იქით, მისცეს ალაგი ამალათ ბეგსა, ერთ ვერსტზედ იყვნენ ჩარჭობილნი ჩამწკრივებული ათნი სარნი და მაზედ ეკიდნენ ქუდები, მიაჭენა რა ახლო პირველ ქუდისა, მშვენივრად და თავის უფლად გარდმოიგდო თოფი და რა გასცდა პირველ ქუდსა, დაუბრუნა თოფი მარდად შემდგარმა უზანგზედ-პაფ-და ქუდი ჩამოვარდა მიწაზედ; განა არ შეაყენა ცხენი, გაჭენებულზედ გასტენა თოფი- ჩამოაგდო მეორე-მესამე ათივე ქუდნი... ქება მოისმოდა ყოველგან, მარამ ამალათ არ დასცხრა, ამოიღო დანბაჩა და სროლით აგდებინა უკანა ნალი, თავის ცხენსა; მაშინ კვალად გამოართო ნუქერს გატენილი თოფი და უბძანა გააჭენოს იმის წინ: -
უმსწრაფლეს ჰაზრისა მიჰრბოდენ ცხენნი შუა გზაზედ ნუქერმა ამოიღო ჯიბიდან მანათი შეაგდო მაღლა ჰაერში, ამალათმაგაუნიშნა თოფი, და არ დააცალა ჩამოვარდნა, მაგრამ იმავე წამსა ცხენმა წაიბორძიკა ოთხივე ფეხებით, და ტუჩით განკვალა მიწა: ყოველთ დაიკივლეს, მარამ მარდი მხედარი, დამდგარი ავჟანდაზედ, არ შეირხა, თითქო ვერ გაიგო დაეცემა ცხენისა გავარდა თოფი და მანეთი გაფრინდა შორს წკრიალით და დაეცა ხალხში; ხალხმა დაიღრიალა კმაყოფილებისაგან: იგით! იგითი! (ვაჟკაცია) ალლახ ალლახ! ამალათ-ბეგ მშვიდათ ჩამოხტა ცხენიდგან, მისცა ცხენი ჯილვადარსა და უბძანა ეხლავ დაჰსჭედონ ცხენი. ცხენი ჭენება განგრძლდებოდა.ამ დროს მოვიდა ამალათთანიმისი ემჯექ[2] საფირ ალი, შვილი ერთის ღარიბის ბუინაყისბეგისა, ყმაწვილი კაცი საამოვნო სახისა და მხიარულისა ზნისა, იყო თან შეზდილი ამალათთან, და თამამად ექცეოდა მას, ჩამოხტა მარდათ ცხენით დაუკრა თავი და უთხრა: -
შენმა ნუქერმა მამათ რასულმადაღალა შენი ბებერი უფაფრო ცხენი, უნდა რომ გადაახტუნოს განიერ რუზედ.-
და ის არა ჰხტება? დაიყვირა მოუთმენელმა ამალათ, ეხლავ მომგვარეთ აქა!
მოგვარეს ცხენი მარდად, შეახტა და მიაჭენა რუსსთან, მიიგდო რა მოუჭირა მუხლნი: მაგრამ დაღალული ცხენი უიმედო თავისა მობრუნდა მარჯვნივ, რუს ნაპირთან, ამალათ კვალად დააბრუნა. მეორეთ, ცხენი გაცხარებული მათრახით დადგა კალხზედ გადასახტომად – მარამ შეჰკრთა, და დადგა წინა ფეხებზედ და აღარ დაიძრა. ამალათ აენთო:-
ამაოთ ჰსთხოვდა საჶირ-ალი, რომ ნუ აწვალებს ცხენსა რომელმანც დაჰკარგა ღონე ომში; მალათარ უსმენდა და აიძულებდა ყვირილით და ხლმის ყუის ცემით- მესამეთ მოაჭენა და გაცხარებული ცხენი კიდევ შედგა რა, რუს ნაპირზედ, დაჰკრა თავში ხლმის ვადა ასე ძლიერ რომ ცხენი უსულო დაეცა მიწაზედ: -
აი ჯილდო ერთ გულობით სამსახურისა! ჰსთქვა საჶარ ალიმ, დამჭენვარებით უყურებდა მკვდარ ცხენსა. -
ეს არის ჯილდო გაუგონებლობისა! უპასუხა ასალათ (ამალათ) თვალის ბრალით. -
ნახეს რა გაჯავრებული ბეგი ყუჱლანი დაჩუმდნენ და ჩამოდგნენ. მხედარნი ჯირითობდენ.
ერთ ბამად დაიგრიალა რუსთა ბარაბანმა და შტიკთა გაიელვეს მთიდან, ეს იყო როტა კურინსკის ქვეითის ჯარისა, გამოგზავნილი აკუშის ასაღებად გაგზავნილს ჯარიდგან, რომელნიც ააბუნტა შიხ-ალი-ხანმა, გაგდებულმა მფლობელმა დერბენდისამა, იმ როტას უნდა გაეცილებინა საზრდო დერბენდიდამ. როტის კომანდერი, კაპიტანი... და მასთან ერთი აფიცერი; მოვიდოდენ წინ ცხენით. ახლოს მოედნისა სადაც იყო ჯირითი; დაუკრეს ბარაბანი დასასვენებლად, მოისხნეს სალდათთა რანცნი და თოფები შეაყუდეს ერთი ერთმანეთზედ.
მოსულა რუსის ჯარისა არ იყო ახალი დაღისტნულებისთვის 1819-სა წელსა, მაგრამ ეხლაც არ კმაყოფილობენ. - ურწმუნოება არის მიზეზი მისი, რომ უყურებენ ვითა მტერთა. - მაგრამ მტერთა ძლიერთა, გონიერთა, და ამისთვის მათ სავნებლად ვერა-რას გჰბედვენ ცხადად, თუ არ საიდუმლოდ, და დაჰფარვენ მტრობას, ლიქნურ კეთილ-მოსურნეობითსა საბურვლითა.- ბუტბუტი მოისმა ხალხში, დაინახეს რა რუსნი; დედაკაცნი გზის აქცევით ბილიკებზედ წავიდენ სახლში, მაგრამ არ დაჰხარგვიდენ(დაჰკარგვიდენ) შემთხვევას იდუმალ შეეხედნათ ახალ მოსულთათვის, წინა-აღმდეგ, მამა-კაცნი გვერდზედ უყურებდენ, და შეგროვდებოდენ და დაიწყეს ლაპარაკი, როგორ აიცილონ, რომ არ დააყენონ სახლში, და არ მისცენ ურმები, მრავალნი ბიჭნი და უსაქმონი შემოეხვივნენ რუსთა, რომელნიც განისვენებდენ ველზედან, რაოდენიმე ქეთხუდანი და ჩაუშნი მივიდნენ კაპიტანთან მოიხადეს ქუდნი და მოუსალამეს: ხოშგელდი მამისან თაზამსენ ხან ნამამუსენ: უმორჩილესად გთხოვ, როგორ ხარ, როგორ ჰსცხოვრებთ, და მიაწივეს ამ სალამთაციქამდინ, რომ ჰკითხეს ნახაბარ? რა ანბავია? ჩემი ახალი მხოლოდ ჰანბავი ეს არის, რომ ჩემს ცხენს ნალი ავარდა და ამისთვის საბრალო დაკოჭლდა, მიუგო კაპიტანმა წმინდა თათრულის ენით და აი აქვე ყოფილა ნალბანდი. მოუბრუნდა მხარ გრძელ თათარს რომელიც უქლებდა ჩლიქს ახლად დაჭედილს ამალათისცხენს. ყონაყ - დამიჭედე ცხენი... ნალი მზათ არის მხოლოდ ლურსმებს უნდა კვერის დაკვრა, ერთი მინუტის საქმეა -. ნალბანდმა რომლის პირი დამწვარიყო მზისაგან და საბერვლისაგან, შეხედა პირქუშათ კაპიტანს, გაისწორა დიდი ულვაში გაისწორა არახჩინი თავზედ და ცივი სისხლიანად ჩააწყობდა იარაღს პარკში. -
გესმის შენ ჩემი თუ არა მგლის ჩამამავლოვბავ?
კარგათ მესმის! მიუგო ნალბანდმა, შენ გინდა რომ ცხენი დაგიჭედო.
თითონ შენ უნდა დაჭედო, მიუგო კაპიტანმა; შეატყო რომ მასხარობდა ნალბანდი.
დღეს უქმეა; მე არ ვიმუშავებ.
მე ფულს მოგცემ შრომისათვის, რაც გინდა; მაგრამ ეს იცოდე, რომ ნებით თუ უნებლიეთ, შენ აღასრულებ რაც მე მინდა.
პირველად უნდა აღვასრულოთ ნება ალლახისა; და მან არ გვიბრძანა ვიმუშაოთ ჯუმაში საკმაოდ ვცოდამთ უბრალო დღებში სარგებლისათვის...
დღესასწაულიში არ მინდა ვერცხლით ვიყიდო ნაკვერჩხალი.
ვეჟო ეხლა არ იყო მუშაობდი ემ საათში, ჯიუტო თაო? განა ერთი არ არიან ცხენები! მერე ჩემი ნამდვილი თათარია. უყურე დამღას ყარაბაღისა არის.-
ცხენები ერთი არიან, მაგრამ ერთი არა არიან ვინც მათზედ სხდებიან; ამალათბეგი ჩემი აღა არის.
ეგ ნიშნავს რომ თუ შენ უარს ეტყოდი, ის ყურებ დაგაჭრიდა და ჩემთვის არ გინდა იმუშავო. ამისთვის რომ იცი მე არ შემიძლიან ეს აღვასრულო? კარგი მეგობარო, მე ყურებს კი ვერ დაგაჭრი მაგრამ იცოდე და გრწმენოდეს, რომ შენ მართმორწმუნლს (?) ზურგზედ ორასს ასეთ ცხელ მათრახს მოგარტყავ, თუ შენ არ დასცხრები ეშმაკობას გაიგონე?
გავიგონე-და მაინც კიდევ ისე გიპასუხებ: ვერ დავჭედ - ამისთვის, რომ მე კეთილი მუსულმანი ვარ.
მე დაგაჭედინებ ამისთვისა რომ მე კეთილი სალდათი ვარ თუ შენ მუშაობდი შენი ბეგის ჟინისათვის, შენ იმუშავებ რუსის აფიცრის საჭიროებისათვის-უამისოთ მე არ შემიძლიან წასვლა, ეფრეიტერნო აქ მოდით!
ამასობაში სიმრგვლე ჭვრეტის მოსურნეთა იმრგვლივ ჯიუტის მჭედელსა. განვრცელდებოდა, მზგავსად წყალში ჩაგდებულის ქვისა, წინ დადგომისათვის უკვე ჩხუბობდენ, დასასრული მოისმა ხმა:
ეგ არ იქნება ეგ არ იქნება! დღეს უქმეა, დღეს მუშაობა ცოდვაა! რომელთამე გამბედავთა გაისწორეს ქუდები და ხანჯალზედ ხელ დადებულნი, ახლოს კაპიტანის დაიწყეს ყვირილი: - ნუ დაჰსჭედავ ალექბერნურას გაუკეთებ... კარგი ანბავია, გაურეცხელნი რუსნი რა ჩვენი წინასწარმეტყველები არიან!
კაპიტანი იყო მხნე და კარგათ იცნობდა აზიელთა.
ჩამოდექით, ავაზაკნო! დაიყვირა მან მრისხანებით, დაიდვა დამბაჩაზედ ხელი ჩუმათ თორემ ვინც გაბედავს კბილებიდან გამოუშვას ლანძღვა დაუბეჭდავ ტყვივის ბეჭდითა: -
ამ აღთქმამ, განმაგრებელმა რაოდენთამე სალდათთა შტიკთაგან, იმოქმედა მალიად: ვინც იყო მხდალი გაიქცნენ: ვინც გამბედავი ენა მოიკვნიტეს თითონ ღვთის მოყვარე ნალბანდმა, შეხედა რომ აღარ იყო ხუმრობა შემოიხედა იმარგვლივ წაიბუტბუტა: ნეჯელიმ (რა ვქნა) დაიმკლავა, ამოიღო გაზი და კვერი, და დაუწყო ჭედა კაპიტანის ცხენისა.
უნდა შევნიშნოთ რომ ყოველი ესე მოხდა უამალათოთ: მან რა დაინახა რუსნი შეჯდა ახალ დაჭედილ ცხენზედ, ამისთვის რომ არ შეემთხვას უსიამოვნოებას რასმე და წავიდა ჭენებით თავის სახლში, რომელიცა იდგა მაღლა ბუინაყის თავზედ.
ამავე ანბავში ერთის მხიდამ მოედანზედ, სადაც განისვენებდენ სალდათნი მოვიდა ცხენით ვიღაც მხედარი შუა ტანისა; გარნა ატლანატური[3] ნაკვთიანი: ის იყო ჯაჭვ ჩაჩქნითა შეჭურვილი; მას მოსდევდნენ ხუთნი ნუქარნი. გამტვრიანებულ ტანისამოსზედ, ცხენის ქაფზედ ეტყობოდა რომ იმათ გამოუვლიათ გძელი და საჩქარო გზა პირველი მხედარი ჰშჩხრეკდა სალდათთა და ნელის ბჯით მივიდოდა სადაც ეყუდნენ ერთმანერთს თოჰფები-მოარტყა და დაშალა ორი პერამიდი თოფებისა.
ნუქერნი მისდევდენ, თავის ბატონს მორიდების მაგივრად გადაატარეს ცხენი, ყარაულმა რომელიც შორიდგანვე უყვიროდა რომ არ მიახლოვებულ იყვნენ, უტაცა აღვირს ხელი ჯაჭვ შემოსილს, ამასთანავე მრავალნი სალდათნი დაჯავრებულნი ესრეთი მუსულმანთ თავხედობისაგან შემაერტყნენ ცხენოსანთა დადექ? ვინა ხარ! დაუყვირა ყარაულმა. -
შენ გეტყობა რომ რეკრუტი ხარ, როდესაც ვერ იცან სულთან ახმეთ ხანი! უთხრა ცივათ ჯაჭოსანმა და გამოჰგლიჯა აღვირი ხელითგან. მე მგონია შარშან კარგი აღაპი გაუკეთე რუსებს ბაშალაში ეს უთარგმნე მაგას უთხრა ერთს თავის ნუქერს, ავარელმან განა-მეორეა სიტყვანი საკმაოდ გასაგებად.
ეს ახმეთ-ხანია! ახმეთ-ხანი! მისმა სალდათთა შორის ეგ დაიჭირეთ! წამაათრიე გარდაიხადოს ბაშალიხის ომის სისხლი - ავაზაკებმა აკუწეს ჩვენი დაჭრილები! -
ჩამოდექ ბრიყო დაუყვირა ახმეთხანმა რუსულად რომელმანც ხელმეორეთ უტაცა აღვირს ხელი მე რუსის ღენერალი ვარ -
რუსის მუხანათი ხარ მოისმა მრავალი ხმა წამოიყვანეთ კაპიტანთან წავათრიოთ პოლკოვნიკ ვერხოვსკისთან.
ჯოჯოხთში წავალ თქვენისთანა წინამძღვერებთან! უთხრა მათ ახმეთხანმა იძულებულის ღიმილითა, და მასვე წამს შეაყენა ცხენი კალხზედ (?), დაჰკრა მათრახი და გააჭენა; ნუქერნი გამოუდგნენ კიჟინით გათელეს რავდენიმე სალდათნი და გაიკეთეს ისე გზა. -
გაჰსცდენ რა ჯარსა ას ბიჯზედ ხანი წავიდა კვალად ნელის ბიჯით არ იყურებოდა უკან, არ გამოიცვალა სახით, ცივისისხლიანად ათამაშებდა ხელშია აღვირსა.
ის მიახლოვდა სადაც მჭედელს ეხვივნენ ხალხნი.
რა ანბავია, მეგობარნო ჰკითხა ახმეთხანმა, და დააყენა ცხენი.
ყოველთ პატივის ცემით დაიდეს ხელნი გულზედ დაინაეს რა ხანი.
ისინი ვინც ცოტა იყვნენ მშიშარნი ანუ მშვიდნი, ძალიან შეჰკრთნენ ამ ხანის ნახვაზედ, მაშინ რომელნიც ავაზაკნი, და ყოველნი, რომელნიც იძულებით უყურებდენ რუსთ მფლობელობას შამოეხვივნენ ხანსა, მათ მალე უანბეს ყოველი შემთხვევა.
და თქუჱნ როგორც კამბეჩნი უყურებთ როგორ აბმენ თქუჱნ ძმა უღელში უთხრა მაღლა ხანმა გარეშეთ: როდესაც თვალ-წინ დასცინიან თქვენს ჩვეულებას სთელვენ ფეხით თქუჱნს ჰსჯულსა და თქუჱნ ტირით როგორც ბებერი დედაკაცნი სისხლის ზღვევის წილ როგორც ეკადრება ვაჟ-კაცთ! ქალაჩუნებო! ქალაჩუნებო! - ჩვენ რა შეგვიძლიან? უპასუხა რაოდენმე მე-ხანსა, რუსებსა აქვთ ზარბაზანი! შტიკები აქვთ! - განა თქვენ თოფები არა გაქვთ? ხანჯლები? რუსები არ არიან საშიშნი - თქვენ ხართ ქალაჩუნები - დაღისტნის ხმალი ძრწის რუსის მათრახთან: -
თქუჱნ გეშინიანთ ზარბაზნის ქუხილისა, და არ გეშინიანთ ყვედრებისა რუსის პრისტავის ფირმალი უფრო წმიდაა თქუჱნთვის, ვინემ ნაწილი ყორნისა, საბირი გაშინებთ ჯოჯოხეთზედ უმეტესად... განა ასე შვრებოდენ თქვენი მამა პაპანი? ისინი არა ჰსთვლიდენ მტერსა, და არ ანგარიშობდენ სარგებელია თუ უსარგებლო წინა-აღმდეგობა შემაიწროებელთა; ისინი ვაჟკაცურად იბრძოდენ და ვაჟკაცურადიბრძოდენ და ვაჟკაცურად იხოცებოდენ, და არ ვიცი რა არის საშიშო? განა რკინის გვერდები აქვთ რუსებს! განა იმათ ზარბაზნებს ბოლოები არა აქვთ! მორიელს ხომ კუდიდგან იჭერენ. ამ სიტყუჱბმა აშფოთა ხალხი თათართ, თავის სიყვარული იყო შერხეული.
მართლა რას უყურებეთ! რათ ვაძლევთ ნებას, რომ ჰპატრონობენ ჩვენში, თითქო თავის ჯიბეს! მოისმა მრავალი ამ გვარი ხმა. განათავის-უფლოთ ნალბანდი მუშაობისაგან, განვათავის-უფლოთ! დაიყვირეს და შემოეხვივნენ სალდათთა, საშვალ რომელთა ჰსჭედდა ალეპკერ კაპიტნის ცხენისა:-
შფოთი იზრდებოდა. კმაყოფილი ამ შფოთის ატეხაზედ სულთან-ახმათ-ხანიწავიდა იქიდან, თითონ არ უნდოდა ჰგარეოდა ამისთანა მდაბალ ჩხუბში, მაგრამ დააგდო ერთი ნუქერი რომელსაც ექომაგნა და გაემაგრებინა თათრნი. და დანაშთენით ნუქრებით წავიდა ამალათის სახლისაკენ:-
იყავ გამარჯუჱბული! უთხრა სულთან-ახმათხანმა ამალათ ბეგს, რომელიც დახვდა კარებთან, ასეთის ხმით რომ ამალათ ბეგმა ჰკითხა გაათავეს რა კოცნა. -
დაცინებაა თუ წინათ მოთხრობა, ჩემო ძვირფასო სტურობა? შენზედ ჰკიდია, უთხრა ხანმა. ნამდვილს სამშახლოს მემკვიდრეს[4] უღირს მხოლოდ ამოიღოს ქარქაშიდან ხმალი, რომ...
რომ ვეღარ ჩააგოს ხანო? არა ფერი შესაშურებელი მხვედრია, ისევ ის ჰსჯობს ბუინაყის მფლობელი ვიყო, ვინემ ცარიელს სახელით ვიმალებოდე მთებში, როგორც ნადირი.-
როგორც ლომი დაეცემოდე მთიდან, ამალათ, და მამა პაპის სასახლეში განისვენო დაღალული დიდებისა შრომითა.
და ის არა ჰსჯობია, რომ სრულად გაიღვიძოს კაცმა. -
რომ ძილშიაც ვერა ნახო, რისაც გმართებს იყო მფლობელი ცხადად? რუსები ტყუილათ არ გაჭმევენ ხაშხაშას და დაგაძინებენ ზღაპრებით, მაშინ როდესაც სხვა ჰსწყვეტს ოქროს ყვავილებს შენს ბაღში. - და რა შემიძლიან წინათ მივიღო, ჩემის შეძლებით: -
ძალა-არის სულში, ამალათ... გაბედე და ყოველი თავს მოგიდრეკს... გესმის! უთხრა კვალად სულ-თან-ახმათ-ხანმა, გაიგონა რა სროლა ქალაქში და ხმა კიჟინისა! საფირალი შემოვარდა შეშლილის სახით:-
ბუინაყელნი აიშალნენ, ჰსთქვა მან საჩქაროთ: გროვა მეშფოთართა შემოეხ-ვივნენ როტას და ასტეხეს საფრიდან სროლა:-
საძაგელნი! დაიყვირა ამალათბეგმა, და შეიგდო მხარზედ თოფი, როგორ გაბედეს უჩემოთ ხმის ამოღება? წადი წინ და წინ ჩემის სახელით შეაშინე, მოკალი პირველი, რომელმანც არ დაგიჯეროს!
მე იმათ ვამშჳდებდი, უპასუხა საჶრ-ალიმ: და მე არავინ მიჯერებს, ამისთვის რომ სულთან ახმეთხანისნუქრები აშფოთებენ და ანბობენ ხანმა გვიბძანა რომ რუსები დავხოცეთო. მართლა ჩემმა ნუქრებმა ილაპარაკეს აგრე? ჰკითხა ხანმა, არამთუ ილაპარაკეს, საქმეთაც დაამტკიცეს, უპასუხა საჶირალიმ:-
მაშ მე ძალიან კმა-ყოფილი ვარ იმათზედ უთხრა სულთან ახმეთ-ხანმა ეგ ვაჟკაცურია.-
ეხ რა ჰქენი ხანო! დაიყვირა ამალათ-ბეგმა დაჯავრებულმა.
რიათ გავიმართლო თავი ახლა რუსებთან?
ტყვივით და რკინით... სროლა ატყდა - ბედი შენთვის მუშაობს- იშიშვლე ხმალი და წავიდეთ ვეძებოთ რუსები.-
ისინი აქ არიან! დაიყვირა კაპიტანმა, რომელიც ათის კაცით გამოაპო თათართ ჯარი და შევიდა მფლობელთან. შემკრთალი უეცარის შფოთისაგან, რომელშიაც ამასაც გახვევდენ მონაწილედ, ამალათ ალერსით მიეგება გაჯავრებულს სტუმარს.
მოხვედ სასიხარულოდ, უთხრა მან თათრულად.-
მე არ დავდევ სასიხარულოდ მოველ თუ არა შენთან, მიუგო კაპიტანმა; მაგრამ მე ვიცი და გამოვცადე, რომ ბუინაყში მე მეგობრულად არ მიმიღეს შენმა თათრებმა გაბედეს სროლა ჩემ სალდათებზედ, შენს და ჩემს ჰელმწიფეზედ.-
მართლა ეგ ცუდია რომ ისინი ესროდენ რუსებს, უთხრა ხანმა იძულებულად, წამოწვა ბალიშზედ... მაშინ როდესაც ისინი უნდა დაეხოცნათ. -
აი მიზეზი ყოვლის ბოროტისა ამალათ, უთხრა გაჯავრებულმა კაპიტანმა; აჩვენა ხანი, თუ არ ეს თავხვადი (?) მე შფოთარი, ერთი ჩახმახიც არ შეიწკაპუნებდა ბუინაყში; მაგრამ შენც კარგი ხარ ამალათ-ბეგ... რუსების მეგობრად იწოდები, და მიიღებ იმათ მტერს, როგორც სტუმარს ამალათ როგორც ამხანაგს, პატივს ჰსცემ, როგორც მეგობარსა. ამალათ-ბეგ მთავარმართებელის სახელით გთხოვ მომეცი ეგე.-
კაპიტანო! უპასუხა ამალათ, ჩვენში სტუმარი, საღმრთოა ამის მოცემით მოვიპოვებ სულისათვის ცოდვას, და თავზედ დამეცემა სირცხვილი; დაუთმეთ ჩემს თხოვას დაუთმეთ ჩვენ ჩვეულებას. -
მე გეტყვი ჩემის მხრიდგან: მაიგონე რუსული ჰსჯული, მოიგონე შენი ვალი; შენ შეჰფიცე რუსებს, და ფიცი გვიბრძამებს არ დავფაროთ ერთ სისხლი, თუ ისარის გარდახდომილი.
ძმას უფრო მალე მივცემ ვინემ სტუმარს კაპიტანო! თქვენი საქმე არ არის განსაჯოთ, ვითარ და როგორ დავპირდი მე, ჩემი მსაჯული არის დივანი (სუდი) ალლახი, და ფადიშახი! დეე მას უკან ხანს იცავდეს ბედი, მიგრამ ჩემ სახლში, ჩემ დერეფან-ქვეშ, მე დანამდებ ვარ ვიყო ამის მფარველი - და ვიქნები კიდეც. -
და იქნები პასუხის გამცემელი მაგ მუხანათზედ:
ხანი ამ ლაპარაკში იჯდა ჩუმად, ამ ჟამად გამოუშვებდა ჩიბუხის ბოლს პირიდგან, მაგრამ სიტყვაზედ მუხანათი, სისხლი აუდუღდა; წამოხტა და მივიდა ჩქარის ბეჯით კაპიტანთან:
მუხანათი ვარ შენ ანბობ? უთხრა მან, უმჯობესია ჰსთქვა არ მინდოდა ვყოფილ ვიყა მუხანათი, ვისთვისაც მართებს ვიყო ერთგული, რუსის ფადიშახმა მომცა მე ჩინი, სარდალი მიალერსებდა მე, მე ვიყავი ერთგული ვინამ იმან არ მომთხოვა ჩემგან შეუძლებელი და ჩემი დამამდაბლებელი საქმე, უეცრათ მოინდომეს, რომ კარიაში, ჯარი შემეეშო, რო იქ ნება მიმეცა ციხე ამეშენებინა-მაშინ რა სახელის წოდების ღირსი ვიქნებოდი თუ რომ გამეყიდნა სისხლი და ოფლი ავართა მამათა! და თუ გინდა მე ვცდილ ვიყავ მე იმაზედ, იქნება გეგონოთ რომ ეგ შემეძლოს? ათასნი თავის უფალნი ხანჯალნი, და უყიდველნი ტყვიანი განგმერდენ გამცემელსა გულისა-თვითონ კლდეები დაეცემოდა მამის გამცემელს შვილის თვზედ, მე უარი ვყავ რუსების მეგობრობაზედ, მაგრამ ჯერ არ ვიყავ იმათი მტერი-და რა იყო ჯილდოდ ჩემის მათ ზედ კეთილ მოსურნეობისა, ჩემი კეთილის რჩევისა! მე ვიყავ საკუთრათ შეურაცხებული ერთის თქვენის ღენარლისაგან... ძვირად დაუჯდათ ბაშალახში ესრეთი თავხედობა, სისხლი ვამდინარე, რავდენისამე შეურაცხებითის წვეთის მელნისათვის და ის მდინარე გამყოფს მე საუკუნოდ თქვენგან. - და ის სისხლი ითხოვს ზღვევას? დაიყვირა კაპიტანმა გაჯავრებულმა და შენ ვერ წახვალ იმისაგან ავაზაკო!
და შენ ჩემგან უპასუხა მრისხანებით ხანმა და შესცა ხანჯალი მუცელში კაპიტანსა, როდესაც იმან აიღო ხელი რომ დაეჭირა.
მძიმედ დაჭრილმა კაპიტანმა, დაიკვნესა და დაეცა ხალიჩაზედ.
შენ მე დამღუპე! ჰსთქვა ამალათმა, შემოჰკრა ხელი ხელს ეგ არის რუსი და მერე ჩემა სტუმარია...
არის შეურაცხება, რომელთაც ვერ დაჰფარავს სახლი! უპასუხა ხანმა. ბედის კამათელი გაგარდა: დრო აღარ არის ყოყმანისა, დაკეტე სახლი და დაუძახე შენებს შუტიოთ მტერებსა.
ერთის საათის წინ მე ისინი მყვანდენ... ახლა მე არა ფრით არ შემიძლიან იმათ ბრძოლას გაუმაგრდე... მე არა მაქვს არც ტყვია და არც წამალი, ბიჭები შინ არ არიან.
ხალხი გაიქცა! განწირულებით დაიყვირა საფირალიმ, რუსნი ამოდიან მთაზედ, ჩქარის ბიჯით ისინი ახლო არიან...
რა ხან აგრეა წამოდი ჩემთან ამალათ, უთხრა ხანმა მე მივიდოდი ჩაჩნების ასაშლელათ, რომ ლინიაზედ დამესახა...
რა მოხდება ის ღმერთმა იცის მაგრამ მთაშიაც არის პური... თანახმა ხარ?
წავიდეთ... გადაწყვეტით უთხრა ამალათ, მე გაქცევის მეტი აღარა მიშველის რა... დრო არ არის არც ჩხუბის არც ყვედრებისა!
ეი, ცხენი და ექვსი ბიჭი წამოდით ჩემთან!
მეც შენთან წამოვალ, ჰსთქვა ცრემლიანის თვალით საჶირალიმ, შენთან ვიქნები, ყოველგან თვის უფალი და ტყუჱთაც.
არა ჩემო საყვარელო საჶირალი, არა! შენ აქ დარჩი მისახლის პატრონე, რომ ჩვენებმა ანუ უცხოვებმა არ გააოხრონ სახლი, თვი დაუკარ ჩემ ცოლსა და მამასთან წაიყვანე შამხალთან ნუ დამივიწყებ-ნახვამდის.
ძლივ გაცვიდენ ერთის კარებიდან, რომ მეორე კარებიდან შემოცივდენ რუსნი.
თავი მეორე.
გაზაფხულისა შუადღე ბრწყინვიდა თავსა ზედა კავკასიისასა, და მაღალი ხმა მოლისა უწოდდა მცხოვრებთა ლოცვად ხარისხებით აღმაღლდებოდენ მეჩითისაგან, და ერთგვარი ბგერა განაღვიძებდა ეხოსა, და განქრებოდიან ჰაერსა შინა.
მულა აჯი სულეიმან, ღვთის მოყვარე თურქი, ერთი ყოველი წლივ წარმოგზავნილთაგანი სტანბოლის დივანისაგან განსავრცელებელად და განსამტკიცებელად მართლმორწმუნეობისა და მასთანვე რუსებისა სიძულილისა, განისვენებდა მეჩითის ბანზედ, გაათავა რა ჩვეულებრივ ძახილი, განბანვა და ლოცვა. ის იყო ახლად მიღებული მულად ჩაჩნის სოფლის იგლაში, ამის თვის მოცული ღრმა ჰაზრისა განხილვითა თავის თეთრისწვერისა და ჩიბუხის ბოლისა, ხანდისხან უჭვრეტდა კმაყოფილებისა მოსურნეობითა, მთათა და ხევთა, მის თვალ წინ მდებარეთა ჩრდილოეთისა მხარეთა მარცხნივ გამოჰსჩნდებოდა მაღალი მთა, რომელიც განჰყოფს ჩაჩანს ავარიისგან, შორს გამობრწყინვიდენ თოვლნი კავკასიისა, კლდენი უწესოდ განფატულნი ფლატოზედ კიბეებად აღმოვიდოდენ ნახევარ მთადმდე, მხოლოდ ვიწრონი ნილიკნი აღმოიყვანდენ ციხედმდე, რომელიცა შეუქნეს ბუნებასა და მოუპოვებითა მთიულთ ავაზაკთა დასაცველად თავის უფლებისა, და ალაფისა ყველგან იყო მყუდროება გარეშემო სოფლებისა და მთებში; გზებზედ და ქუჩებში არც ერთი სული... არვენი ცხვართა ეყარნენ ჩრდილოში, კამბეჩნი შეგროვებული იყვნენ ლაფიანს წყაროებზედ და ამოეშვირათ წყალიდან მხოლოდ ტუჩნი, მხოლოდ ბზუილი ბუზთა, მხოლოდ ერთხმოვანი ჭრიჭინი მკალისა, იყო ხმად ცხოველობისა, საშუალ მთათა ყრუ უდაბნოისა და აი სულეიმან, წამოწოლილმა ქვეშე გუნბათისა, სრულად დასტკბებოდა მყუდროებისა და ბუნებისა უმოქმედობისაგან, ესრეთ მსგავსი ზარმაც შეუძვრველობისა თურქთა ზნეობისა, იგი ძნელიად მიმოაქცევდა თვალთა. რომელშიაც იყო გამქრალი უკვე თვისი ცეცხლი, და დაბინდდა ნათლი მზისა, დასასრული თვალთა მათ შემოხედათ ორნი ცხენოსანნი, რომელნიცა ვიდოდიან პირის პირი მდებარესა ხევსა.
ნეჶთალი! დაიყვირა ჩვენმა მულამა, მოუბრუნდა ახლოს სახლისა დერეფანისა, სადაცა კარებთან ება შეკაზმული ცხენი.
და აი ტანოვანი ჩაჩანი, შეკვეცილის წვერითა, ბანჯგვლიანის ქუდითა გამოვარდა კარზედ.
მე ვხედავ ორ ცხენოსანს, უთხრა მულლამ: იმათ სოფელს გზა აუქცივეს!
უთუოთ ურიები იქნებიან, ან სომხები: - მიუგო ნეფთალიმ: იმათ ეტყობა არ უნდათ იქირაონ წინამძღვარი: ისინი კისერს მოიტეხენ იმ ბილიკზედ. იქ ჩუჱნი მარდნი ჯიხვნიც ხტომაში წინ იხედბიან(?): -
არა, ძმაო ნეჶთალი, მე ორჯერ ვიყავი მექაში და ბევრი სომეხი და ურია ვნახე... მაგრამ ეს ცხენოსნები ვაჭრულად არ გამოიყურებიან ეგენი თუ სცვლიან ჯვარედინ გზაზედ რკინას, ოქროზედ! იმათ ბარგიც არა აქვთ. აბა შეხედე იმათ, შენი თვალები უფრო ჰსწორეთ ხედვენ ჩემთა გამოიცოცხლეს და გამოიხილეს თავი. ადრევ ერთ მანძილზე მე შემეძლო დამეთვალა ღილები რუსის სალდათის კაბაზედ, და ჩემმა მაჟარმა(?) არ იცოდა გაცდენა ურწმუნოებზედ, და ეხლა მე ნაჩუქებ ცხვარსაც შორიდან ვერ ვიცნობ.
ამ ლაპარაკში ნეჶთალი იდგა ახლოს მულისა და არწივისა თვალითა ჰსდევნიდა მგზავრთა:-
შუადღე არის ცხელი, გზა ძნელი, ჰსთქვა სულეიმან, დაჰპატიჟეთ მგზავრნი შეიგრილონ თვითონ და ცხენთა, იქნები ახალი იცოდენ რამე; და მგზავრის მიღებას ძალიან გვიბძანებს ყურანი: -
ჩვენ მთაში ყორანზედ ადრე ჰქონიათ ჩუჱულება, არც ერთი მგზავრი არ გასულა მშიერი სოფლიდგან, და მჭუნვარე, არ გამოსალმებულა უპუროდ დაულოცავად და უწინამძღვროდ, მაგრამ ეს კაცნი იჭვნეულნი არიან: რისთვის მირბიან კეთილ კაცებთაგან, და გზას აუქცევენ ჩუჱნი სოფლიდგან, სადაც იმათ სიცოცხლე იჭვნეულია იმისთანა საშიშ გზაზედ?
მგონია შენი ერთ ქვეყნიერნი არიან, უთხრა სულეიმანმა, მიიფარა ხელი შუბლზედ. იმათ ჩაჩნურათ აცვიათ. იქნება ისინი მოდიოდნენ უკან დასაცმად რომ წავიდენ, სადაც შენი მამაც წავიდა, ან იქნება მოვიდოდენ ძმანი სისხლ-საზღვევლად.
არა სულეიმან, ეს ჩვენებურად არ არის, განა მოითმენდა მთიულური გული, რომ არ მოსული-იყო აქა და არ დაეკვეხნა ვაჟკაცობა და გამარჯვება რუსებზედ - არ ეჩვენებინათ ნაცარცვი! ეგენი არც მესისხლები არიან, არც აბრექნი - იმათ ყაბალახი არა ხურავთ; სხვა რიგათ ტანისამოსი კაცს მოატყუებს ვინ იცის იქნება გამოქცეული რუსები არიან? არ არის დიდი ხანი ღუბეთ-აულიდამ გაიქცა ყაზახი, მოკლა სახლის პატრონი უზდენი, ვისთანაც იდგა, წაუყვანა იმის ცხენი და წაიღო თოფ იარაღი... ეშმაკი ძლიერია!
იმათთვის ვისაც სუსტი საწრმუნოება აქვს ნეფთალი... თუ მე არ ვცდები, უკანა ცხენოსანს უკან თმა შეხუჭუჭებული აქვს!
დეე მე შევიქმნე მტუჱრი, თუ ეს მართალი არი იყოს! ეს ან რუსია, ან იმაზედ უარესი, შაიდია თათრი. მოიცა, მეგობარო მე ჩამოგვარცხნი მაგ-ლამაზ ზილფებს, ნახევარ საათს უკან მოვბრუნდები სულეიმან, ან იმათთან, ან ჩვენ სამში ერთი ვიქნებით საზრდოდ არწივთა:-
ნეჶთალმა ჩამოირბინა კიბე, შეიგდო მხარზედ თოფი, შეჯდა უუნაგირო ცხენზედ დააჭენა მთიდან, არა მიმხედი თავდაღმართის და არც ხევნარისა, მხოლოდ მტვერი შეიგრიხებოდა, და ქვანი დაგორდებოდენ უკანით შეუშინებლის მხედრისა.
ალლახ აქბერ! დიდებულად უთხრა სულეიმანდა დაიწყო ჩიბუხის წევა.
ნეჶთალი მალე მოიწივა ცხენოსანთა, დაღალულნი ცხენნი მათნი, მოცულნი ქაფითა და ოფლითა ჩამოსწვეთდენ ვიწრო ბილიკზედ, რომელზედაც აღვიდოდენ მთაზედ. წინა იყო ჯაჭვით, უკანა ჩერქეზული ტანისამოსით; მხოლოდ ყიზილბაშური ხმალი ეკიდა ნაცვლად ჩერქეზულისა. მარცხენა ხელი აქვნდა სისხლიანი, შეხვეული ჰქონდა ხელსახოცით, და ჩამოება თემლაკითა ორთავე პირი ვერა ნახა მან, დიდხან მისდია უკან, ვიწრო უფსკრულზედ მდებარე ბილიკზედ, პირველსავე ველზედ გააჭენა და გადაუჭრა გზა და გაისწორა იარაღი.-
პირველმა ცხენოსანმან აიწია ნაბადი ასე რომ გარდა შეჭმუხვნილის წარბების მეტი აღარა სჰჩანდა რა.-
ალექუმ სალამ! უპასუხა მან, და შემოსვა ფეხზედ თოფი და გამაგრდა ავჟანდებზედ.
ღმერთმა მოგცეთ კარგი გზა, უთხრა ნეფთალიმ, მაგრამ ამასთანვე იყო მზათ პირველს მტრულს შერხევაზედ ესროლა ცხენოსნისათვის.-
ღმერთმა მოგცეთ ჭკუა, რომ შენ არ დაუშალო გზა მგზავრებს! მიუგო მოუთმენელმა მგზავრმა, რა გინდა ჩვენგან ყუნაყ?
გთხოვთ განსვენებას და მოგიწვევთ ძმობრივ სუფრაზედ თქვენ, ქერსა და თივას თქვენს ცხენებს, ჩემი დერეფანი არის ძველად პურად ნაქები: მადლობა მგზავრთა ამრავლებს ნახირთა, აწრთობს იარაღსა კეთილისა მასპიძელისას... ნუ დამასვამთ დაღსა ყვედრებისას მთელს ჩვენს სოფლისას, რომ არა ჰსთქვან იმათ: ნახეს მგზავრნი შუა-დღეს სიცხეში, არ განაგრილეს, არ დაჰპატიჟეს ისინი!
გმადლობთ მონაწილებისათჳს მეგობარო! ჩვენ არა-ვართ დაჩვეულნი წავიდეთ სტუმრად... და ჩვენთვის სისწრაფე უმჯობესია განსუჱნებაზედ.-
თქუჱნ დაიღუპებით უწინამძღროთ ამ გზაზედ. ჯიხვის ბილიკებია.-
წინამძღვარი! დაიყვირა მგზავრმა. მივეცი მთელ კავკასიაზედ, არა თუ თქვენი საცხენო გზა. მე ვყოფილვარ იქ სადაც გველი არ გაცურებულა, და არ ასულან ვეფხვნი, არ აფრენილან თქვენი არწივნი. ჩამოდექ ამხანაგო... ღვთის გზაზედ არ არის შენი დერეფანი; მე არა მცალიან შენთან დავკარგო ლაპარაკი.-
მე არ დაგანებებ ერთ ბიჯსაც, ვინამ არ შევიტყობ, ვინა ხარ ან საიდან მოხვალ.-
საძაგელო ბაშვო! ჩამოდექ გზიდან... თორე ერთ წუთს უკან, დედაშენი დაუწყებს თხოვნას ტურებსა შენ დამსხვრეულს ძვლებსა! მადლობა უთხარ ბედსა, ნეფთალი, რომ მე ვპურმარილებდი მამაშენს და მრავალ-ჯერ ერთათ გვიბრძოლია უღირსო შვილო! შენ აქ დაეთრევი გზებზედ დახვდები მგზავრთა, და გვამი მამიშენისა ლპება რუსების მინდორში და ყაზახების ცოლები ჰყიდიან მამიშენის იარაღს! ნეფთალი! მამაშენი მოკლეს გუშინ, თერგსიქით: მიცან მე!
სულთან ახმეთხან! დაიყვირა ჩაჩანმა, მოწყლული უეცარის ხანის ნახვით და საშინელის ანბით; ხმა მის შეჰსწყდა; ის დაეცა ცხენის ფაფარზედ საშინელის განწირულებითის სახითა.
დიახ, მე ვარ სულთან ახმეთხან! მაგრა ჩემმ თავსა ვფიცამ თუ ეტყვი ვისმე, რომ ვნახე ავირის ხანი, ჩემი მტრობა შვილი შვილამდის ჩაჰყვება! მეგზაურნი წავიდენ.-
ხანი იყო მდუმარედ, მოცული როგორც ეტყობოდა, უსიამოვნოს მოგონებითა ამალათბეგი ( ეს ის იყო) შავს ფიქრში. ორთავე ტანისამოსით ჰსჩანდა, რომ ყოფილი იყვნენ ახალ ომში; ულვაშნი ჰქონდადთ შეტრუსულნი, თოფის ფალიისაგან, და სისხლნი სხვათა შემხმარიყვნენ მათ პირზედ, გარნა თვალნი პირველის ცხენოსნისა ეჩვენებოდა რომ თითქო გამოითხოვს საომრად ბედსა და ბუნებასა; ბნელი ღიმილი წყენისა შეერთებული სიძულილისა თანა შეუკვრიდა ბაგესა; წინა აღმდეგ დაღალულობა იხატებოდა ყვითელ ამალათის პირზედ. ის ძლივ ახამხამებდა სისუსტით თვალთა, და ხანდახან გამოაკვნესებდა ახლად დაჭებილი ხელი: არეულად სიარული ამისთანა გზაზედ დაუჩვეველის ცხენისა უმეტეს აამტკივნებდა მისსა დაჭრილობასა, მან პირველმა განჰსწყვიტა მდუმარება-
რისთვის უთხარ უარი კეთილ კაცთ წვევნას! შევიდოდით დავისვენებდით ერთი ორიოდ საათსა, და საღამო ხანზედ წავიდოდით ჩქარა.შენ ჰფიქრობ, ამისთვის რომ შენ გრძნობ ვითა ყრმა, საყვარელო ამალათ, შენ დაჩვეული ხარ შენ თათრთ ბრძანებლობას, როგოც მონათა და შენ ასე ჰგგონია, ამ თავისუფალ მთიურთანაც ადვილი იქნება ყოველიფრის აღსრულება! ხელი ბედისა არის დამძიმებული, იმათ თავზედ, ჩვენ ვართ დამარცხებული; და გამოქცეულნი ასამდე მთიურნი შენნი და ჩემნი ნუქერნი დაიხოცნენ რუსების ომში და უნდა მეჩვენებინა ჩაჩნებისათვის ძლეული სახე სულთან ახმეთხანისა, როდესაც ისინი არიან დაჩვეული ხილვად ძლევის ვარსკვლავად, გამოვცხადებულვიყავ იმათ წინ გამოქცეული, ვყოფილვიყავ მოანბე ჩემის სირცხვილისა, მიმეღო ღარიბული დაპატიჟება და იქნება გამეგონა ყვედრება მამათ და ძეთა დაღუპისათვის, რომელნიც მე წავიყვანე თავსასასხმელად, ეს იქნებოდა რომ მე საუკუნოდ დავკარგავდი რწმუნებას. გავა დრო ცრემლნი, შეშრებიან, სისხლის ზღვევა მოიცვამთ ჭმუნის წილ მკვდართათვის, და მაშინ კვალად ნახვენ სულთან ახემეთხანს, მოციქულსა ალლაფისა და სისხლისასა; მაშინ კვალად მოისმის ხმა ბრძოლისა, და ახლად წავიყვან მფრინვალეთა გუნდთა სისხლის მაზღვეველთა რუსების სამძღვარზედ ეხლა რომ შავსულვიყავ გაცხარებული ჭმუნვისაგან ჩაჩნები ხომ არა ჰსჯიან, რომ ალლახი აძლევს და ართმევს ძლევას... იმათ შეუძლიანთ შეურაცხმყონ თავხედუ ურის(თავხედურის) სიტყვით, და შეურაცხება ჩემი მიყიდულია და პირი მტრობას შეუძლიან შეღობოს განიერი გზა რუსებზედ, რისთვის წავეჩხუბო ვაჟკაც ხალხს და დავამსხვრიო ჩემი დიდებისა ყუთი? რომელსა ყურებასა არიან დაჩვეულნი განკვირებით? კაცი უღუნოებაში ჰსჩანს მარტო ჩვეულებრივი, მაშინ ყოველს შეუძლიან მასთნ იომოს გამოსცადოს ძალი, მერე შენ გეჭირება მცოდინარე ექიმი, შენ ვერსად იპოვნი, როგორიც მე მყავს ხვალ ჩვენ შინ ვიქმნებით მანამდის უნდა მოითმინო, ამალათბეგმა მადლობიერად დაიდვა ხელი გულზედ და მერე შუბლზედ. ის გრძნობდა ხანის ლაპარაკის სიმართლეს მარამ სისუსტე მოიცვამდა მას ყოველ სათსა.
ასცილდებოდენ რა სოფელსა, მათ განატარეს ღამე ხევნარში საზრდელად ჰქონდათ ქუმელი, გავიდნენ ყოისუსხიდზედ, ახლოს ამირეტისა, იმათ დიდი ხანისა უკან მოიგდეს მისი ჩრდილოეთის ტოტი, და მხარე ყუისუბულელთა და გაცრცვილი მთის ზურგი სალათელთა განუბილიკებული გზა მათი იყო საშუალ ტყისა და ხევთა შემაშინებელი თვალის და სულისა და აი აემართნენ უკანასკნელ მთას რომლისაგან ჰყოფდა ჩრდილოეთით ხუნზახსა, ანუ ავრიას-ხანის სამფლობელოსა განჰქრა ტყეცა, და მგზავრნი აღმართს ავიდოდენ ცერულად, დაჩვეული ცხენი ხანისა სიფრთხილით და მაგრად გადადგმიდა ფეხსა ქვიდან ქვაზედ, გამოსცდიდა ჩლიქითა რომ არ ჩამოვარდებიან, მაგრამ ამპარტავანი, და ფიცხი ულაყი ცხენი, ამალათისაგაზდილი დაღისტნის გორათა, ფიცხობდა, და მალმალ ბორძიკობდა, განებიერებული კარგის მოვლით ვერ შეიძლო, ორი დღის სირბილი სიცხეში და მთის სიცივეში. მწვეტს კლდეებზედ შემაგრებულს მცირედის ბალახისა რომელიცა მხრიდა კლდის ნაპობში მძიმედ ქშვინვიდა, ავიდოდა რა მაღლა და მაღლა, ოფლი წყაროდ ჩამოსდიოდა სამკედრულიდგან განიერნი ცხვირნი გამოაფშვენდა ცეცხლსა ქაფი ჰსდუღდა აღვირით, ალლახ ბერექეთ! დაიყვირა ამალათმა, ააწივეს რა მთის წვერს, საიდანც გამოჩნდა ავარია, მაგრამ იმავე წამს დაღალული ცხენი დაეცა მიწაზედ, სისხლმა გამოჰხეთქა პირიდგან და უკანასკნელ სუნთქამ გასწყვიტა თაფხუნი.
ხანი მიეშველა განათავისუფლოს ბეგი ცხენის ქვეშედგან იმან შიშით დაიძახა, რომ ძალდატანებით ჭიდილში წასძრომია შეხვეულება და სისხლს და უწყენია დენა, ყრმა თითქო იყო უმარგნობელი (?) მტკივნეულებისა ცრემლნი ჩამოსდიოდენ და დაეცემოდენ მკვდარ ცხენსა...
შენ უკუჱ არღა წამიღებ როგორც ქარი, ბუნბულსა იტყოდა ამალათ, ჭენებაში ვეღარ გავიგონებ შეშურვებულს ყვირილსა, წინა აღმდექთა და ხალხთა კიჟინათ, არც ომის ცეცხლში; შენ ვეღარ გამომიტან თუჯის წვიმიდგან რუსების, ზარბაზნისა, შენით დამერქვა მე სახელი მხედარისა და რაღათ მინდა შენს უკან სიცოცხლე.
ამალათ დაიღო თავი მუხლზედ და დიდხანს მდუმარებდა მაშინ, როცა ხანი მზრუნველობით შეუხვევდა დაჭრილს ხელს დასასრულ მან აიღო თავი.
დამანებე თავი სულთან-ახმეთ-ხან! უთხრა მან გადაწყვეტით დაუტევე უბედური თავის მხვედრსა, გზა შორის მე აღარ შემიძლიან, ჩემთან რომ დარჩე შენ დაიღუპები უყურე როგორ დაგვტრიალებს არწივი, ის გრძნობს, ჩემი გული მალე მოკვდება იმის ბრჭყალებში... და მადლობა; ღმერთსა! უმჯობესია ვიპოვო საფლავი ფრინველთ შორის ვიდრე მივცე ჩემნი მტვერი ფეხქვეშ სათელად ქრისტიანთა. მშვიდობით, ნუღარ იყოფვნი!-
როგორ არა გრცხვენიან ამალათ, ჩალის ფეხის, წამოკვრაზედ დაცემა დიდი საქმე გგონია. დაჭრილი ხარ, შენი ცხენი მოკვდა? დაჭრილობა გაგიმთელდება ქორწილამდის, ცხენს ვიშოვით უკეთესსა, და წინათ ღმერთს ერთი ხიფათი კი არ გაუკეთებია, აგრე ყმაწვილს როგორ არა გრცხვენიან. აგრე განწირულებაში თავის მიცემა, შეჯე ჩემ ცხენზედ მე აღვირის დაჭერით წაგიყვან, საღამომდის შინ მივალთ დრო ძვირია!
ჩემთვის აღარ არის დრო, სულთან ახმეთხან! გმადლობ ძმურის მზრუნველობისათვის, მაგრამ მე არ ვისარგებლებ მაგითი... თითონ შენც ვერ აიტან აგრე დაღალული ქვეით სიარულს, მე გაგიმეორებ: მიმანებე მე ბედსა ამ მიუწთომელ მთაზედ, მოვკუდები თავის უფალი და კმაყოფილი!, და რით მიმიზიდამს მე სიცოცხლე, დედმამა აღარა მყავს, ცოლი დაბრმავდა, ბიძა ჩემი და სიმამრი ჰსცურვენ თარღოში რუსების წინ... ჩემ სამშობლოში დღესასწაულობენ გაურნი, მე ეხლა ვარ გამოქცეული სახლიდგან, გამოქცეული ომისგან, მე არ უნდა ვიცოცხლო!
შენ არ უნდა არახუნებდე მაგისთანა სიტყუებს, საყვარელო ამალათ! მხოლოდ მარტო ცივებით შეგენდობა, ჩვენ იმისთვის არა ვართ დაბადებული რომ მამებზედ მეტი ვიცოცხლოთ; ცოცხლებს კიდევ იშოვი სამს თუ ერთიც არ მოგწყინდა, თუ შენ არ გიყვარს შამხალი და გიყვარს სამკვიდრო, ამისთვის შენ უნდა იცოცხლო მისთვის, რომ მკვდარს არ უნდა უფლება და არ შეუძლიან ძლევა; სისხლი ვზღვიოთ სისხლი რუსებზედ არის ჩვენი წმინდა ვალი, ამისთვის მაინც იცოცხლე; და თუ შვენ ვართ დამარცხებული ეს ახალი ანბავი არ არის მხედრისათვის; დღეს იმათ ერგო, ხვალ ჩვენ გვერგება! ალლახი აძლევს კაცს ბედნიერებას, მაგრამ კაცი შეიქმს მისთვის სახელს, არა ბედნიერებით, არამედ სიმტკიცითგამაგრდი მეგობარო ამალათ... შენ ხარ დაჭრილი და სუსტად, შეჯე ცხენზედ, ჩვენ განა ერთხელ დავამარცხებთ, რუსებს. სახე ამალათისა აენთო!
დიახ მე ვიცოცხლებ სისხლის ზღვევისათვის! დაიყვირა მან, საიდუმლოსა და ცხადის სისხლზღვეობისათჳს, მერწმუნე სულთან ახმეთხან, მხოლოდ მაგისათვის, მივიღებ შენს დიდ სულოვნებას, ამას იქით მე შენი ვარ... ვფიცამ მამის ჩემის საფლავს: მე ვარ შენი, უწინამძღვრე ჩემს მუხლებს, გაუნიშნე ჩემ ფიცს, მაშინ მამაგონე მე ეს მინუტი. ეს მთა ამალათბეგ განიღვიძებს, და ხანჯალი მისი იქნება ელვა!
ხანი მოეხვია აიყვანა და შესვა ცხენზედ განმხურვალებულ, ყრმასა...
მე ეხლა ვიტყვი რომ შენა გდის წმინდა სისხლი ემირთა უთხრა მან; სისხლი ალებრივი ძეთა მისთა რომელიცა, ვითა გოგირდი მთაში მდინარებს ჩვენს ძარღვებში და ხანდის-ხან, ფეთქება შეარხევს და დაარღვევს მთათა.-
ერთის ჴელით ეჭირა ამალათდა ხანი სიფრთხილით დაეშვა თავდაღმართს, ქვები, ხრიალით ჩაუცვივდებოდათ ფეხქვეშ ან ცხენი ჩაცურდებოდა სალს კლდეზედ, ამისთვის იამათ რომ ჩავიდნენ, ბალახიან კვალზედ, ნელ ნელ, ხუჭუჭთ მდელოთ იწყეს გაშლა თვისის მწვანის საბურველისა. დასასრულ ისინი შევიდნენ სქელს თხილიან ტყეში, მას უკან მუხიანს ბალხიას და კვალად ძირს ჩინრებს და ჭანდრებში, სხვა და სხვა სახეობა სიმდიდრე მდელოთა, და დიდებული სიმყუდროე ჩრდილოვანთა მუხათა, შთაბერვიდენ ვითარღასაცა (?) კეთილ გრძნობიერებას ბუნებისადმი, ხანდის-ხან ტყის სიბნელითგან, დილა გამოთენდებოდა განშვენებული კეთილ-სულნელოვანისა.ყვავილის ხალიჩითა, ჯერეთ კაცთა ფერხთა უტკეპნელთა ბილიკთა, ხან დაიმალვიდა ტყეში ხან გამოვიდოდა ფლატოს პირზედ და, ქვეშე მისსა ძირს ჩამოქუხდა და ელვარებდა წყალი, ხან აქაფდებოდა, ხან იყო მდუმრად ჩრდილსა ქვეშე კოწახურისა და თხილისა; ხოხობნი გაიელვებდენ ცის სარტყელებრივსა ბოლოებთა, გადაფრინდებოდენ ძეძვიდან ძეძვში, გუნდი გარეულთა ტრედთა ნავარდობდენ კლდეთა თავზედა, ხან კედლებად ხან სვეტებად აღვიდოდენ ცაში და მზის დასვლა გარდაასხამდა მთაზედ თვისსა წეულსა და ძოწვლილნი ნისლნი ნელად აღმაღლდებოდენ ხევებში ყოველი გამოსუნთქვიდა საღამოსა სიგრილითა, ჩვენი მგზავრნი იყვნენ უკვე ახლო სოფლის აკოხის, ახლო ხუნზახის მდებარისა, არა დიდი გორაკნი ჰყოფდა ამ სოფლებს ოდესცა თოფის სროლა მოისმა მთაში და ვითა ბოროტ მომთხრობლად განამეორა მთამან, მგზავრნი შედგნენ; ხმა ნელ-ნელად შესწყდა.-
ეს ჩუჱნი მონადირები არიან, ჰსთქვა სულთან ახმათ ხანმა, მოიწმინდა პირზედ ოფლი ისინი მე არ მელიან და არა ჰფიქრობენ რომ ამ გვარ მდგომარეობაში შემოეყრებიან ბევრს სამხიარულოს და ბევრს სამჭუნვარო ცრემლს მივატან მე ხუნზახში!
უფარისევლო მჭმუნვარება გამოიხატა მრისხანეს ახმედხანისსახეზედ; ყოველი ნარნარი და ყოველი ბოროტნი გრძნობანი ასე ადვილად თამაშობენ აზიელისა სულსა.-
მაგრამ მეორე სროლამ დააფიქრა... კიდევ, კიდევ სროლა უპასუხებდა სროლას, და მას უკან შეერთდა ცხარი სროლა, იქ რუსები არიან, დაიყვირა ამალათმამოიძრო ხმალი ქარქაშიდგან.-
მან მოუჭირა უზანგი ცხენსა, თითქო ერთის გადახტომით გადაფრინდებოდა გორასა მალიად ძალა წაერთო. და ხმალი წკრიალით დაეცა ძირს ხელთაგან.-
ხანო! უთხრა მან და გარდახდა ცხენითგან: ისწრაფა მისაშველებელად შენი სახე ას კეცათ უღირთ ეხლა იმათ. -
ხანს არ ესმოდა იმისი ლაპარაკი; ის ყურს უგდებდა ტყვიის წუწუნს თითქო უნდა გაერჩია რუსის ტყვია ავარიელებთაგან.
განა მზგავსად მარდის ჯიხვისა, ისესხეს ფრთები ყაზიბეგის არწივებისაგან! და საიდან მოსულან, როგორ შეიძლეს მოსვლა ჩვენ შეუალს მთებში, ანბობდა ის და ავჟანდაში ჰქონდა გაყოფილი ფეხი! მშვიდობით ამალათ! დაიყვირა დასასრულ მოესმა რა ცხარი და ძლიერი სროლა. მე მივდივარ მოვკვდე ჩვენს ქვყნის დანგრეულობაზედ, და დავეცე ვითა მეხი!
ამავე წამსა ფეხის წინ დაეცა წუწუნით ტყვია; დაიხარა აიღო და სახე მისი გაბრწყინდა ღიმილით. დამშვიდებულმა გამოიღო ავჟანდიდგან ფეხი და მოუბრუნდა ამალათს. - შეჯე ცხენზედ, უთხრა მან: შენ შენის თვალებით მალე გამოიცნობ ამ გამოცანას. რუსების ტყვია არ არის, ეს სპილენძისა არის, ჩემის სასურველის ქვეყნისა, და მერე ეს მოჰფრინდა სამხრეთიდგან, საიდამაც რუსებს არ შეუძლიანთ მოსვლა.-
ისინი ავიდენ გორზედ, და თვალწინ გამოჰსჩნდა ორი სოფელი, იქიდან მოისმოდა სროლა მცხოვრებნი ჩამსხდარნი ქვებში, ბაღებში, ესროდენ ურთიერთს. - საშუალ მთასა დარბოდენ დედაკაცნი ყვირილით და ტირილით, როდესაც კაცი ვინმე მიახლოვდებოდა რა ახლოს უფსკრულის ხევისა დაეცემოდა დაჭრილი, ისინი ზიდავდენ ქვებსა და მზრუნველობით აწყობდენ და უკუთებდენ საფრებსა.-
მხიარული კიჟინა მოისმოდა ხან აქეთ და ხან იქით, როცა ნახვიდენ რომ დაჭრილს გაათრევდენ საფრიდგან. საშინელი ღრიალი მოსიმოდა ოდეს დაეცემოდა ვისიმე ნათესავი ანუ მოყვარე - ამალათ დიდხანს უყურებდა განკვირვებული ამ ომსა -. მერე მობრუნდა კითხვის თვალით ხანსა.-
ჩუჱნში ეს ხშირია, უპასუხა მან და იამებოდა ყოველი ჰსწორე სროლა. - ესრეთი ჩხუბი შეინახავს ჩვენში ვაჟკაცურ სულსა და გვაჩვევს ომსა. თქვენში ჩხუბი გათავდება ხანჯლის დაჭრით; ამგვარი ჩხუბის ატეხა. და მე მგონი ეხლაც უთუოთ ჩხუბობენ მოპარულ ძროხაზედ. ჩვენში არ არის სირცხვილი ქურდობისათვის სოფელში, მხოლოდ არის სირცხვილი როცა გამოჩნდება. უყურე ჩვენ დედაკაცებს: ტყვიასთან ბუზუბივით ბზუიან. და იმათთვის არაფერი! ღირსნი დედანი არიან და ცოლნი მხნეთა!... რასაკვირველია სირცხვილია ვინც დასჭრის დედაკაცსა; მაგრამ ვინ უთავდებებს ტყვიას.- ჰსწორე თვალი გაუნიშნებს მტერსა, წავიდეთ ჩვენსა.-
მხოლოდ ხანის დაჩუჱვა არჩენდა ჩუჱნ მგზავრთა ხშირის დაცემისგან ცუდ თავდაღმართს მდინარისადმი უზენასა. ამალათთითქმის ფეხ-ქვეშ ვერა რას ხედვიდა ორკეცი საბერველი საღამოსი და სისუსტისა ჩამოეფარებოდა თვალებზედ, თავბრუ ესხმებოდა და ძლივ გადააბიჯა კარებს, სული შეუგუბდა, სასიკვდინო ფერმა დააყარა თვისი ოფლი, პირსა დაშრილისასა, შესუსტებული სისხლითა და დაღალული მზითა. შიმშილითა და სულისა ჭმუნვითა უგრძნობოდ დაეცა ყვავილოვანს ხალიჩაზედ.-
განგრძლება შემდგომ ნუმერშ.
______________
1 ჯუმაარის მზგავსად ჩვენის კვირისა: ავტრი(ავტორი)...
2ძიძის შვილსა ჰქვიან,
3ბუნბერაზულად მოყვანილი. ნაკვითიანი: რედაკტორი.
4ის იყო უფროსის ძმის შვილი და ეკუთნოდა საშამხლო, მაგრამ ამის მამას არ მიჰსცეს მართებლობამ რადგან ვერ ენდობოდენ. ავტორი.
![]() |
3 სწავლა და ხელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 მოგზაურობა |
▲back to top |
მოგზაურობის ... საბა ორბელიანისა
დასასრული
ხუცები არ ვიცი რამდენი, და ასი მონაზონი ქალ-წული რომელიც ავად მყოფთ მომლელთაგანი არიან, იმ ქსენონზედ მათი მონასტერი ახლო იყო, და რიგით და რიგით გამოვიდიან და მსახურებდიან ერთი ეპისკოპოსის ადგილს მყოფი ხუცესი იყო, მათი თვი, იმავ ქსენონში ჰქონდა კაი სასახლე, კარგა გარიგებული მომცრო სამწირველო თავის თვის კლიტეები მას ებარა და მრავალი მოსწავლე სხვა იყო, ზოგი აქიმის შაგირდი ზოგი ჯარასი რომ ტანსა და ფეხს საცმელს და საჭმელს მონასტერი აძლევდა და სნეულებს ისინი ჰმსახურებდენ, და სასწავლოსაც ჰსწავლობდენ, წიგნსა ფილოსოფოსობასა, აქიმობასა, ჯარაობასა, სიმდაბლესა, სნეულთ-მოვლასა, წამლის-კეთებასა, მზარეულობასა და მიის(მის) რიგებსა, რაც იქ სამსამსახურია. თორმეტი კაფუჩინი ექვს ექვსი უძილოდ არ გაეყარნენ, აღსარება, ზიარება, ნუგეშინის ცემა, მოთმინება, ამას ასწავლიდენ და ქადაგებდენ, უსასოოთ არავინ იყოს, ორი მკვდარი ესვენა იმ დღეს დახოცილ იყვნენ; ფლორენცა მართლა გასინჯვით ვერ ვნახეთ ხანი არ დაგვცალდა.
თ: ენკენისთვის დილაზედ ჩვენის მონასტრის ეკკლესიაში შეგვიყვანეს ზევით რომ წმიდა იოანე დავჰსწერე მტერს რომ მოიტევა და ჯვარს-ცმამ თავი მოიდრიკა, ის ჯვარცმა გვაჩვენეს, დიდის საქმითა გალობითა და სანთლებით, მაღალი ჯვარი იყო დახატული ბერძნის რიგით თავი ისევ მოდრეკით ჰქონდა, წმიდის იოანეს ნაწილიც გვაჩვენეს ორივ კარგა შემკული - წამოვედით ნავით ალიკორნისაკენ მრავალი კაი ქალაქები და სოფლები ჩამოვვლეთ, მრავალი შენობა შენობაზედ მონასტერი მრავალი, ზოგან ზეთის ხე მოაკლდა ოცდა ქევსი მილი ვივლეთ ერთს კაპილიონში დავსდეგით:
ი: ენკინისთვის ვვლეთ კაი შენობაები კაი ქალაქები ჩამოვვლეთ და ვაკება ადგილი იყო ოდიშის მსჰსგავსი შენობა შენობაზედ, სრულ ბაბილო და ზეთის ხე მრავალი, აქათ იქით მრავალი კაი შენობა ჰსჩანდა ვლეთით. მილი მოვედით ქალაქსა ვისას, ზემო ფლორენცის ამბავში ერთი ეს დაგვრჩა შუა ქალაქში მდინარე დიდი ჩამოდის, ოთხს ადგილს ხიდი ძევს. ხუთ ხუთი ექვს ექვსი კამარა მაგრამ ერთი ხიდი ვაკეთ იყო დახურვილი კამარის სიმსგრგვლე ძლივ შეეტყობოდა, განიერი კამარები ჰქონდა, ასე ოსტატობით აეშენებინათ და კრანდუკასსასახლე მდინარეს იქით ქალაქს გაცილებით იყო, მისი ციხე თავს ადგა, სულ ქალაქი ხელ ქვეშ ჰქონდა და წალკოტი გვერდით და იმ სასახლიდამ ციხეში ასე შევიდოდა, კრანდუკავერავინ შეიტყობდა გზა გვირაბით ჰქოდა და მდინარეს აქათ ქალაქშიო კრანდუკას საუნჯე იყო, ორის მილის სიშორესა ასე მოერთო კრანდუკასსასახლიდამ სრულობით ბაზარი წამოეყვანა, ერთს ხიდზედ გამოეტარებინა სალაროსათვის შემოეყარა, ზედ ბაზრის თავზედ ასე გზა მოერთოთ, უნდა ეტლით მოვიდოდა თუ უნდოდა ქვევითად, საუნჯეში შევიდოდა- ფისს მოვედით, ფლორენცასავით მდინარე შუა შაუდიოდა ოღონ კრანდუკა ფლორენცას იჯდა თვარა ქალაქი ის უარესი არ იყო, სხვაგან ვერსად ვნახე. და ფისას მრავალი სასახლე გათლილის მარმარილოსი იყო, ბაზრების სვეტები უფროსი ერთი გათლილი იყო, მთავარ-ეპისკოპოსი იჯდა მისი ეკკლესია ვნახე დიდი ჯვარის-სახედ აღშენებული გარედამ და შიგნიდამ სრულობით მარმარილო იყო, იატაკით თავით შიგნიდამ სამოცდა თორმეტი თითო ქვის მაღალი სვეტი ძირს ჰქონდა, ორს სართულად იყო დახურვილი და ზეითი ვერ დავჰსთვალე უფრო მოკლე და უმრავლესი სვეტები იყო, ორმოცდა თექვსმეტი მარმარილოს სვეტი დიდის კარისაკენ ჰქონდა, გარედამ და გარეშემო ზოგი მარმარილოსი ზოგი პორფირის სვეტები, მრავალი ვერ დავსთვალე ერთი იქიური წმინდა ესაფლავა, სახელად წმიდა რანიგრო ერქვაშიგნით შევიდოდით ის გვეუცხოვის გარეთ გამოვედით შიგნით შესლვა აღარ მოგვინდის, მრავალი დიდროიანი ვეცხლის სასანთლე კანდლები ხომლები, ჯვარები, ხატები, ძვირფასები და ტრაპეზი სულ მთელი ვერცხლი ზეიდამ ზიარების კიდობანი ვეჭოფ სამოცი ლიტრა იყო, იქით ერთი სასაფლაო აეშენებინათ, ნოესკიდობნის ზომაზედ, სრულ მარმარილოთ სამასი წყრთა სიგრძე მისი, განი და სიმაღლე უცხო მარმარილოს სვეტი, ორას ოცდა რვა ჰქონდა სიწლოდ წვივის სისხო და სიმაღლე ხუთი ადლი, უცხო რიგებად დათლილი დიაღ მომეწონა იქ ვისაც დამარხვენ ახალი მკვდარი ოცდა ოთხს ჟამზედ დაფხეკილი ძვლები შეიქნება, იერუსალიმიდამ მეკეცის აგარაკის მიწა მოუტანიათ და ის ჩაუყრიათ, იმისგან არის.- იქიდან გამოვედით სანათლოს ეძახდენ ერთს ეკკლესიაში შეგვიყვანეს იქავ ისიც სრულებით მარმარილოთ ნაგები იყო, შიგნით და გარეთ ოცდა ათი სვეტი მარმარილოსი სანათლავს ჰქონდა, შუქ დიდი ემბაზი იყო შეწყობილი პორფორისა იქით ერთი საქადაგო იყო, ცხრა სვეტზედ იდგა, სამი პორფირისა ჰქონდა, გარედამ ოცი მარმარილოს სვეტი, ძირს ჰქონდა, სამოცი მისი უმცროსი, იმას ზეით გუმბათათ მოეყვანათ დიაღ სასიამოვნო სანახავი იყო, იქიდამ გამოგვაბრუნეს უკან სამრეკლო ედგა ისიც სრულობით მარმარილო იყო, რვა სართულად აღშენებული, მაგრამ რვა რიგი სრულ ახლო ახლო თეთრი მარმარილოს სვეტი მოეყვანათ, თითო რიგზედ ორმოც ორმოცი და სამრეკლო ასე წახრით აეშენებინათ კაცი შეშინდებოდა აგერ წაიქცევაო, ეს ამდენი შენობა ამ ოსტატობით მოეყვანათ იქაც მრავალი რამ უცხო იყო, მაგრამ მგზავრი ვიყავით არ გვეცალა სანახავად და ავდარიც ძალიან იყო, თვარამ ერთის ეკკლესიის ქება ჰსთქვეს, იმაში ერთი საკურთხეველიაო მასი ტრაპეზიო ოთხმოცი ათას სკუთად გაკეთებულია:
ია: ენკენისთვეს ფისიდამ წამოვედით, ფისას წყალი ალიკორანას ზეით ხუთს ეჯზედ ზღვას შეეყრება, რადგან ეს ასე სიშორე გაუსინჯავად ალიკორნიდამ ზღვა გაუჭრია კრანდუკას ოცს მილზედ ერთი რუ მოუტანია ფისას ქალაქის ბოლოს ისას (?) მდინარისათვის შეურთვს, იმ მდინარიდამ ნავები თუ უნდა მდინარით წავლენ თუ უნდათ ზღვის რუთ წავლენ, კარები აქვს შებმული თუ უნდა ჩამოუშვებენ, ასე არის მორთული ნავს ასწევენ ჭახრაკითა და კარზედ გარდაათრევენ და კაცნი იქიდამ მოუვლიან ჩასხდებიან და ალიკორნას ისე წავლენ, ან სამი კაცი შეებმის ან ორი თუ მძიმეა ოთხი, ჩვენ ცამეტიოდ კაცი ვიყავით, ჩვენის ბარგითა და ნუზლითა სამი კაცი მიგვათრევდა, ხან ნიჩბით, იმ ზღვის რუზედ ადგილ ხიდები იდვა, ოცი მილი შვიდს ეჯზედ ცოტა რამ ნაკლები იქნება, ოცდა ერთი მილი შვიდი ეჯია, ასე დიდი ადგილი გაეჭრათ ამისთანა შენობაებს ცდილობენ და ძნელს გაადვილებენ, მოვედით ალიკორნას უწინ რომ დავჰსწერე ალიკორნას გარეთ შენობა არა ჰსჩანდა, ზღვა ზღვა მოვიდოდი, მაგრამ ხმელეთისაკენ კაი შენობაები ყოფილა, ალიკორნას გარ სრულ ზღვა ავლია, კაცის ხელით არის გაკეთებული,ხიდები ძეს ზოგან ხიდით შეისვლება, ზოგან ნავებით, შიგ ქალაქშია დიაღ კაი ქალაქია, ბერძნის საყდარს მივედით, ბერძნები ვერავინ ვნახეთ, სომხის საყდარს მივედით, დიაღ კაი ეკკლესია იყო, კარგი აშენებული, შვენიერი, არას ადგილს სომხებს მისთანა ეკკლესია არა აქვსთ, სხვებით მრავალი უცხოები იყო, მაგრამ რადგან ვერ ვნახე აღარც დავჰსწერე, საქმემ არ მოგვიხდინა ნახვა, არათუ ჩემი საქმით, სოფლის საქმით:
კე: ენკენისთვის ალიკორნიდამ წამოვედით, ალიკორნელი ფრანცისის მეფის კონსული მრავალს გაისარჯა ჩვენზედ, დიაღ კაი კაცი იყო, ფრანციცის ნავში ჩაგვსხა ჩვენ მალთას გვინდოდა მოსვლა და ის ხოლმალდი სივილიის ქვეყნისაკენ მივიდოდა მისინიქალაქს და იქ უნდა მოვსულ-ვიყავით და იქიდამ სხვა ნავით მალთას წავსულვიყავით ორასი მილი გაგვიმრუდდა კაცის თავს შვიდი მარჩილი გამოგვართვა თასით სასმელი საჭმლით კარგი ხელის შეწყობით სხვა მეხომალდე კაცის თავს ორმოც მარჩილს გვთხოვდა უსაჭმელოდ:
კვ: ენკენისთვის ქარმა პირს დაგვიწყო ცემა ვეღარ ვიარეთ ალიკორნიდამ მისანამდის ექვსასი მილი იყო:
კზ: ენკენისთვის ქარმა გაგვაბრუნა ზეით რომ სპანიის მეფის ციხე დავჰსწერე იმლიმენაშივე მივედით, ოცდა რვა ენკენის თვე იქ ვიდექით თვ. ენკენისთვეს გამოვედით კიდევ ქარი პირს გვცემდა მერმე ისიც ჩავარდა უქაროდ დავრჩით. ოცდა ათი ენკენისთვეს ცუდად ვიდეგით. ა. ღვინობისთვეს საღამოს ცოტა რამ მრუდი ქარი იდგა, ვიარეთ აგვიღელდა დიდად სამს ღვინობისთვემდე დღე და ღამე სულ დიდი ღელვა იყო, დიაღაც გაგვიჭირდა სამს ღვინობისთვეს წირვის დროს ღმერთმან შეგვიბრალა კაი ქარი ადგა ვკლეთ ხან ქარი მრუდი, ხან არც სულა, ექვსს ღვინობისთვეს მირინას მიმართს, მიახლოვდენ გამორუნდა (?) ქარი, სხვას ქალაქს მიმართეს, სევილია დიდის სამეფოს კუნძულია, შვიდასი მილია მისი გარეშემო კაი ადგილი; პალერმო ქალაქს მიმართეს ქალაქი დიდი და ზღვის პირი, ვაკე კარგი ადგილები მაგრამ მთა დორი ხშირი და უნაყოფო ოცხო კლდიანი:
ზ: ღვინობისთთვის შუა დღეს უკან, ფრანციცის კონსოლი იჯდა, ის გამოვიდა ხომალდში, გვნახა, წაგვიყვანა ეტლითა ქალაქში შეგვიყვანა, მრავალი დიდი და კაი ქალაქი ვნახეთ მაგრამ ერთს ქალაქად დიაღ მომეწონა, უფროსი ერთს გალავანიცა და სახლებიც თლილი ქვა იყო, ქალაქს შუა გულზედ ერთი მგრგვალი ადგილი, რვა კუთხედ გაეკეთებინათ კუთხეს თითო მარმარილოს სახე იყო; და ოთხს კუთხეს ოთხგნითვე გზა წავიდოდა, ქალაქს ოთხს მხარეს თვითო კარი ჰქონდა ასე სწორად იყო ეს გზები შუადამ ოთხივ კარი ჰსჩანდა, სულ ბაზარი იმ მგრგვალს ადგილთან ზედ მარჯვნით ერთი წყარო იყო, სამი ხარისხი აივლიდა, გარ მარმარილოსი, რვა კაცი იდგა მერმე ცხრა ხარისხი ამოვიდა ოთხგნითვე ოთხ ოთხი მარმარილოს კაცი იდგა, ზოგს ისევ ან ქალი ან კაცი უდგა ზოგს სხვა პირუტყვი და ან კაცი და იმ სხვა მხარეს კაცამდის განზედ სამი კაცი სხვა იყო, ერთი შუაზედ იწვა აქათ იქითი იდგა იმ ხარისხებს გარშემო მარმარილოს სპილო, მარტორქა, ლომი, ირემი და რაც უცხო ნადირებია გარ იდგენ, მერმე მაღლა ვაკე იყო კალოს ოდენი შუაზედ დიდი ავზი შეხრული შუა მაღალი ქვა კარგად ყვავილოვნად გათლილი,ზედ ერთი ტაშტივით მარმარილო ოთხი მფრინველი გარშემო ისხდენ და შუა მაღალი ქვა და აგრევ ტაშტი და ოთხი იხვი იჯდა და შუა მაღალი ქვა და ზედ კაცი მარმარილოსი, თავში დიდი წყარო გამოსდიოდა და რაც ან კაცი ან პირ-უტყვი ვჰსთქვი ყოველთავე პირში შადრევანი გამოსდიოდა, სამს ადგილს, მათის მეფის სახე იყო, ერთი მარმარილოსი და ორივ ტყვივისა, სხვისა და სხვისა ჯერ მიგვიყვანეს თიანიტის ეკკლესიაში, დიდი ეკკლესია იყო, და ოცდა რვა მარმარილოს სვეტი ჰქონდა. თვითო მთელი, თვითო ექვსი ადლი სიმაღლე მგონია შავი მოჭრელო მარმარილო იყო, და ათი ყვითლის მარმარილოს სვეტი, თვითო ორ ადლნახევარი იყო ზეიდამ და გვერდები უცხოდ დახატული უცხო კანდლები დიდროიანი უცხო სასანთლეები მერმე მიგვიყვანეს იეზოვიტების ეკკლესიაში, ეს უდიდესი ეკკლესია იყო, მაგრამ სვეტები კედლისა იყო, აქათ იქით ათ ათი კამარა იყო, მაგრამ სვეტეებზედ სულ ფერადი მარმარილო ეხმარათ, და კედლებზედაცა მაგრამ როგორ ეხმარათ მფრინველში დაეთალათვინ გველის მჭამელია გველი ერჩის, ვინ ჩიტისა, ჩიტი ეჭირა, რომ მართლა ფრინვლის მსგავსადა, სად ხილის მჰსგავსი ხილის ფერი მარმარილო და ფოთოლი და ყვავილები სულ ყვავილებისა და ხილის მჰსგავსი; კედლებსა ზედა დავითის ფსალმუნები, კაცი თეთრის მარმარილოსი და სხვა და სხვა ფერის მარმარილოსი მრავალი უცხო საქმე ვნახეთ, ცაი კარგად დახატული იატაკები და სხვებისაც სრულებით ფერადი მარმარილო შეწყობილი დიდრონი კანდლები და სასანთლეები მრავალი უცხო მარმარილოს ხატები იქიდამ მივედით საეპისკოპოსო ეკკლესიაში ეკკლესიის გარეთ დიდი მინდორი სულ ქვაფენილი გარეთ შემოზღუდვილი და ზედ პაპებისა და წმიდაების სახე მარმარილოსია ღმართული, შუაზედ მომცრო შადრევანი, შუა მარიამყდ-წმიდა მარმარილოსი შევედით; ცხრა სვეტი აქ-ათ ცხრა სვეტები იქითა თვითოზედ ოთხ ოთხი მარმარილოს სვეტი იყო, ერთად შეყრილი დიაღ საამოვნი იყო, საკურთხევლები უცხოდ შემკული, სრულ ფერადის მარმარილოთი შეწყობილი, ზოგი ხილის მჰსგავსად, ზოგი ყვავილის სახედ, თვარა ხატები უმრავლესი ერთი წმიდის ზიარების კიდობანი სრულობით ლაჟვარდის ქვით იყო, აშენებული, ოთხი ადლი სიმაღლე აგრევ სიმგრგვალე, რომ მთელი ლაჟვარდის სვეტი თვითო სამ სამი მტკაველი და სხვა და სხვა სულობით ლაჟვარდისა იყო, ნაგები კანდლები სასანთლეები დიდრონი თვითო ათის ლიტრისა ვერცხლისა ნაკლები ზოგი ღამე გვესწრა მართლა ვერა ვნახეთრა; ამ ქალაქის მეფის ქალი ლოზოლაჰრქმეოდა ჩვენის ენით ვარდუად გამოითარგმანება ქალაქ ზეით ერთი კლდიანი მთაა იქ დამდგარა, ქალ-წულად და მრავალი მოღვაწება უქნია, წმიდა შექმნილა იქ მიცვლილა, ნაწილი ცოტა რამ საეპისკოპოსო ეკკლესიაში იყო, და საფლავი იმ მთაში კაი მონასტერს აქებდენ, დიდად სასწაულოთ მოქმედსა, ჩვენ ვერ ვნახეთ პალერმოდან ნახევარ ეჯი იყო, მაღალს კლდიანს გვერდში ერთი სხვაქალაქი იყო, და იქ მთავარ-ეპისკოპოსი იჯდა და პალერმოს ეპისკოპოსი იჯდა ამ კუნძულს შიგნითაც კაი ადგილებს აქებდენ ტყიანსა და სახნავ სათესსა თვარა რაც ჩვენ მთა გორი დავინახეთ სულობით უნაყოფო იყო, და კლდიანი:
თ. ღვინობისთვეს ადრე კაი ქარი მოვიდა, ღვთის სახელზედ წამოვედით მისინასკენ, მალთას მისლვა გვინდოდა ამ ქალაქიდამ ორასი მილი იყო, მაგრამ ხომალდი ვერ ვიშოვნეთ. ას ორმოცდა ათი მილი პალერმოდამ მისინა იყო, და მისინადამაც ორასი მილია მალთა. გზა გაგვიგრძელდა. მისინას მივედით მაშინვე ფრანციცის კონსული მოვიდა, დიაღ გაისარჯა. ტკბილად და კარგა შეგვეყარა, წავიდა წმიდის ვასილის მონასტერში. ბასილიანი მონაზონები იდგენ მათი უფროსი და ერთი სხვა მოიყვანა. წაგვიყვანა იქ დაგვაყენა დიდი და კაი ქალაქი იყო, ათი თორმეტი მაგარი ციხე ლიმენა დიდი, მაგრამ ლიმენას გარშემო, სულ ასე ერთ რიგად იყო ნაშენი რომ ერთი სახლი ეგონებოდა და ის დიაღ მომეწონა სამეფოს სახლამდის სულ ასე იყო. არ გაიცნობოდა მეფის სასახლე რომელი იყო, და დაბლის კაცის რომელი; უფროსი ერთი გათლილის ქვისა:
ი: ღვინობისთვეს კონსულს ეტლი გამოეგზავნა, ქალაქის სანახავად წაგვიყვანეს. ჯერ მიველ კონსულის სახლში. კაის გარიგებით. ცოლ შვილი მოგვაგება, კარგა დაგვხდა მერმე წაგვიყვანეს ერთს მონასტერში მიგვიყვანეს დიდი ეკკლესია იყო, კვ. სვეტი ჰქონდა მარმარილოსი. მაგრამ მთელი არც ერთი იყო, შეწყობილი იყო, მთელს ჰგვანდა სოფიოთ დახატული, საკურთხეველი, ერთი ყოვლად-წმიდის ხატი გვაჩვენეს, კარგა შემკული დიდი იყო, კაცის სიმაღლე მრავალი პატიოსანი თვალი იჯდა, ვერცხლის მოჭედილი იმისი ასე ჰსთქვეს წმიდა პავლემოციქული, რომ მოვიდა აქპირველადო და ქრისტე ქადაგაო მაშინვე მოიქცნენ ჩვენნი მამანიო, და ერთი მხატვარი და კაცები გაგზავნეს წმიდას მარიამსღვთის მშობელს შეეხვეწნენო, ერთი შენი საფარველი გვიბოძეო, ეს ხატი მაშინ დახატესო და საძიოდ რტიქონი წიგნი ღვთის-მშობელმა დაწერაო მე ვარ თქვენი მფარველიო მას უკან ამ ქალაქში არც ჟამი გაჩენილა არცა რა მაგისთანა საძნელო, დამართებიაო ის წიგნი პაპის სალაროშია მე მართალი არ ვიცი, ამათ ასე ჰსთქვეს იმ ხატის სასვენი სულ ფერადი მარმარილოთ ყვავილით შეემკოთ დიაღ კარგი შეწყობილი იყო, მრავალი კაი წყაროები შადრევნად ამოსული იყო.
ია. ღვინობისთვეს ბასილიანთ თავეთი ნაწილები გვაჩვენეს ჯვარის ნაწილი, დიდი და კარგი გაკეთებული ორას ოქროს ანგელოზ ეჭირა წმიდა იოანე ოქრო-პირის თვალებს ზეით კარგა შემკული წმიდის ბასილის ნაწილი, უცხოთ და კარგათ შემკული, კაი გვირგვინი და ომფორი სულ მურასა მთლად წმიდა ვასილი გამოეყვანათ, ვერცხლისა და გულში ნაწილი უჯდა: წმიდა აგათას მკლავი, წმიდის ქრისტე-ფორეს ცერი, წმიდის ვასილისძმის დემეტრისა ნაწილი, წმიდის ბარბარას ბეჭი, იმათის რიგისაგან წმიდის თომასთავი, სამის მოწამის სხვა თავი, ოთხის თავეთის რიგისა წმიდისა, სხვა თავი, მრავალი სხვა ნაწილი გვაშვენეს კაის ხელის შეწყობით ვჰყვანდით, ზღვის სრუტი მომცრო იყო.- გაღმა იტალიის ბოლო იყო, მაგრი (?) ადგილი კალაბრია ერქვა. კლდიანი „ტყიანი“ მრავალი ციხე სოფლები ანაპოლის ქვეყნის თემი იყო, ახლა ეს სივილია სავოიას დუკისათვის მიეცათ, საოიას დუკის ამბავს რომ ამბობდენ დაუდერაგი კაცო ყოფილა ორჯერ სამჯერ იფერატორს მისდგომია, ორჯელ სამჯერ ფრანციცის მეფესა ამ შერიგებაზედ ეს ასე მიუცემიათ ჩვენ რომ დუკი მთავარსა ჰქვიან ხშირად არის აქა კრანდუკი ასე უნდა ითქვას გრანდუკი, ესე იგი დიდი მთავარი.მოვედით ორი კვირით გაგვასწრა ისევ საოიაში წავიდა; მოსულ იყო, ამ სივილიისათვის ოთხასი ათასი, სკუთი გამოერთმევინა, ამ მისინელთ ერთი ალმასით გაკეთებული გვირგვინი მიურთმევიათ და ოცდა ათი ზარბაზანი მისინიასათვის გამოერთმია, სხვას ქალაქებს სხვა ძღვენი, თემი ემდურვოდა მაგრამ პაპას ერთს რაცაღას საქმეზედ სიკილიის მონასტრების და კლეტა ებრძანა იმ მეფეს ეს სწყენოდა შეეყარა თავისი მრჩევლები და არა მონასტერი არ დაეკლეტინა, კაფუჩინებს არ დაეჯერებინათ ყოველთვე დაეკლიტათ, სადაც კაფუჩინი იყო ასე მოეხსენებინათ სულის საქმეზედ პაპის მორჩილნი ვართო და ხორციელზედ თქვენიო, კაფუჩინებს გასწყრომოდა ვერცავინ მივიდოდა და მრავალი გაეყარა რომს წასულ-იყვნენ ზოგნი საპყრობილებაში დაება ოცდა ორს დღესა.
იგ. ღვინობისთვეს წავედით. კონსულს ეტლი გამოეგზავნა, კაი მონასტედი ვნახეთ მამათა, მაგრამ ერთი სხვა დედათა მონასტერი ვნახეთ, დიაღ შვენიერი და ტრაპეზი სულ შეწყობილი ყვავილად და მფრინველად ლაჟვარდი მარჯანი და ფერადი იამანი იყო, მერმე იქიდამ სხვას დედათ მონასტერში მივედით, დიაღ უცხო მონასტერი იყო, ეკლესია მთლივ მაღლა კამარის ფეხამდის იმ ტრაპეზსავით ძოწი, ფერადი იამანი და ლაჟვარდი და აკატი იყო, ზოგი ყვავილი, ზოგი მფრინველი და ზოგი ნადირი დიაღ უცხო და ძვირ ფასი იყო ოცდა ოთხი ფერადი მარმარილოს სვეტები ჰქონდა თვითო ოთხი ადლი კელდებზედ აყრდნობილი, მრავალი უცხო ნაწილებიც იყო, ორგანვე მერმე აღგვიყვანეს მაღლა იეზოვიტების მონასტერში დიდი ეკკლესია კარგი იყო, მაგრამ სხვების თანა ვერ იყო, მონასტერი უცხოთ გარიგებული და უცხოთ ნაშენი მრავალი უცხო ხატები ზოგი მარმარილლოსი ზოგი ჩინურისა და ფაიფურისა ერთი პატარა ეკკლესია იყო,იმაში მრავალი უცხო ნაწილი იყო, სამოცდა თორმეტი ზოგი თავი ზოგი მკლავი, ზოგი სხვა ასო იყო, წმინდანების ნაწილები მოციქულთაც იყო, ცოცოტა (?) წმიდათ ტანისამოსები მათს წალკოტს ღობედ, სრულ ნარინჯი და თურინჯი ევლო როგორც ფრანცისულს წალკოტში ბზა და გვიწერია ისე სრულობით ნარინჯი თურინჯი იდგა უკეთესს კაცის თვალი ვერას ნახევდა, რომელსაც მონასტრებში მივედით წალკოტებს სრულ ღობედ ნარინჯ თურინჯი ჰქონდა, დიაღ სასიამოვნო იყო, მრავალი წყარო, და უცხო შადრევნები რომს გარდა ამდენი წყარო ერთს ქალაქში არ გვინახავს, ჩვენ რომ წმიდის ბასილის მონასტერში ვიდეგით ადგილად, დიაღ კაი ადგილი იყო, მაგრამ ეკკლესიაცა და მონასტერიც სხვები ჰსჯობდა, ქალაქზედაც შორს იყო, მაგრამ აღმოსავლეთისაკან ზღვა ჰქონდა დასავლისაკენ მთა და გარშემო სულ ნარინჯი წალკოტი, დიაღ კარგა მოწყობილი იყო, კაი კაცნი კარგა შეგვიწყდეს ხელი, დიაღ კარგა გვეპყრობოდენ; რვა დღ იმათში დავჰყავით მრავალი ხარჯი ჰქნეს, ჩვენზედა და მრავლად გაისარჯნენ.
ივ. ოკტომბერს წამოვედით მისინას და კალაბრიას შუა ერთი ზღვის სრუტი იყო. გაღმა კალაბრია იყო, რომ დაილევა იტალია და ბოლო კალამბრია ანაპოლის თემი, ერთი კაი ქალაქი ჩნდა რჯა ერქვა, სხვა მრავალი მთები კლდიანი მრავალი ციხეები მოჩანდა, დიაღ მაგარს ადგილს ჰგვანდა, იმ სრუტის განი იყო მილი ოცი და სიგრძე სამოცი მილი, ვვლეთ და კაი ქალაქები და ციხეები ჩამოვვლეთ, პალერმოდან რომ წამოვედით მისინას ღამით ზღვაში ერთი მთა დარჩა ვერ ვერ ვნახეთ ეტნისა ცეცხლი ამოდიოდა. ის შუა ზღვაში იყო ცალკე კუნძულად.
იზ. ღვინობისთვეს სხვა ეტნისის მთა გამოსჩნდა, შუა დიდი კვმლიგამოდიოდა ცეცხლი არა ჰსჩანდა, ნახევრამდისის მთა სრულ დათოვლილი იყო, და იმას ქვევით, ხეები ხილნარი დაბალზედ შენობა იყო, ასე ჰსთქვეს თოვლი მუდამ ასე ძევსო სხვაგან თოვლი არსად იყო, და ცეცხლი ისე ამოდისო, ორმოც წელიწადს უწინ, იმ მთას ერთს ადგილს პირი გაეღო ერთი ცეცხლი გამოსულ იყო, დიდი ადგილია ზღვამდი ზღვაზედ ჩამოსულ იყო, სამს მილზედ ზღვა გაეშრო, სრულ შავის წიდასავით ქვით აევსო და ის პირი ისე დაბურვილი იყო, მრავალი საკვირველება ჰსთქვეს იმ ცეცხლის გამოსვლა ზედ, წმიდათაგანი სასწაულები; - ადგილი ხირხატი ჰქვიან ნახიდურის დაღმართების მჰსგავსი იყო, და კარგი ქალაქები, ციხეები, მრავლად ლეღვსულელი, ხურმა, ზეთის ხე მრავალი ინდოური ქათამი მრავალი, ჰყვანდათ.
იჱ. ღვინობის თვეს, ღამიან ვიარეთ მომცროს ნავით, მოვიდოდით სადილად ერთს ლიმენაზედ მოვედით, კლდე იყო შეკაფულივით დიაღ დიდსა, და გრძლად მიგრეხილ მოგრეხილ მეთევზენი ნადირობდენ, ასეთი ღვინო იყო, რომ ატენურის ღვინის მჰსგავსი, სხვაგან არ გვენახა, იმ ადგილებში, სულ კაი ღვინო იყო, საღამოს გუსტას მოვედით, კაი ქალაქი ყოფილიყო. ოცდა ორს წელიწადს უწინ ძრვას დაექცია, სრულობით. გაესწორებინა, მრავალი სული დაეხოცა, მერმე აეშენებინათ. მაგრამ სხვის ნაშენებისთანა ვერ იყო. კუნძული იყო, გარ ზღვა შემოვლიდა. ერთგნით ხიდი იდვა. ოთხი ხუთი დიდი მაგარი ციხე იყო: მივედით იქ კაფუჩინები მოგვეგებნენ. თავის მონასტერში დაგვაყენეს, კარგა მოგვეპყრნენ.-
კ. ღვინობის თვეს კაფუჩინები წავიდენ. ორი უფროსი კაცი მოიყვანეს ნავით წაგვიყვანეს. ზღვას გაღმა შაქრის ლერწამი გვაჩვენეს მრავალი იდგა. ერთს წელიწადს, ერთს მხარს მეორეს წელიწადს წვერები დარგვა. თურმე უნდა. მეორეს მხარეს დარგვენ იქავ წახდებაო. მერმე მიგვიყვანესე(მიგვიყვანეს) სადაც შაქარსა ჰხდიდენ. დეკემბერს, იანვარსა, და ფებერვალშია, და გიორგობის თვეს ძლივ დამწიფდება ლერწამი, როგორ ფქვემდენ ლერწამსა და როგორ ხარშავდენ სად გასწურევდენ, და სად მოადუღებდენ. და თეთრს შაქარს როგორ აკეთებდენ, ესეები გვაჩვენეს; მაგრამ ეს ქვეყანა აღმოსავალის მხარეს იმ ძრვას ძირს დიდრონი ქალაქები დაექცია, მრავალი სოფლები, ას სამოცი ათასი სული მომკვდარ-იყო, სხვას წასახდენებს გარდა ის სამოცი მარტოკა კაფუჩინი მომკვდარ-იყო.
კგ. ღვინობის თვეს, ვკლეთ თვრამეტი მილი. და რაც ჩამოვვლეთ ქვეყანა უნაყოფო, კლდიანი, უცხო შენობა ავიდარი შეგვექნა, სირაკუზას მისვლა გვინდოდა. იქ დამდგარვიყავით. ცოტად უკუიდარა, მენავებმა გასწიეს, სირაკუზა ჩამოვიარეთ, მიღმიდამ დავინახეთ, კაი ქალაქი მოჩნდა. ორგნითვე ნავთ-საყუდელი შემოვლებული. ოთხი ხუთი დიდი და მაგარი ციხე მაგარი გალავანი. მაგრამ მიწის ძვრის წახდენას ძალა ექნა, აღმოსავლის მხრისაკენ სიკარუზას თემი დიაღ წაეხდინა, მისი გარეშემო სირაკუზას ზეიდამ კაი ხეობა მოსდგემდა მთიანი ტყიანი. მინდვრიანი. ასე თქვეს მიწა ძვირად არისო, მაგრამ სადაც არისო, სიცილიაში მიწა ცოტა მრავალს მოსცემსო; მრავალი შენობა ჰსჩანდა. კაის ადგილს გვანდა. რა მოვჰსცილდით აგვიღელდა თორმეტი მილი სრულობით. ღელვაში ვიარეთ, ერთს ლიმენაში მოვედით. იქ დავჰსდეგით: -
კდ. ღვინობის თვეს, კაი დარი გათნდა. კვირა იყო წირვის მოსმენა გვინდოდა, ერთი მომცრო სამწირველო იყო, ერთი ხუცესი იდგა, ჩვენ მწირველებმა წირვა მოინდომეს, იმან უთხრა, ერთის სებისკვერის მეტი არ მაქვსო, იმას ვერ მოგცემო. სადილობისასა მრავალი სული მოვა, აქ წირვის მოსასმენათა, თუ გინდა მოიცადეთ. მოისმინეთო, თვარა რავჰქნაო. სხვაგან კაცი გავგზავნეთ, ეკკლესიაში ვერც იქ ვიშოვეთ, სეფის-კვერი. მენავეებს კაი ქარი ჰქონდათ გამოიზიეს იმ დღეს უწირავი დავრჩით, ვიარეთ: ქვეყანა დავაკდა შენობას მოემატა, ტყე ნაყოფით გამრავლდა, კაი ქალაქები, სოფლები მოჩნდა, ჩამოვიარეთ ერთს ლიმენაში, გამოვედით, ამისთვის რომ ქარი წინა-აღმდეგი, შეგვექნა, ის ერთი ჩალის ქოხი იყო, შიშით ვერავინ დადგებოდა, ბარბაროსთ მეკობრეთაგან შიში იყო, დავჰსდექით მაღლიდამ ჩამოვიდენ გვნახეს. ჩამოვიდენ ქალები, კაცები, ხუცები, გვნახეს, ერთი მესტვირე მოვიდა ერთის გუდით შვიდს სტვირს უკრავდა, ორს სათითეები ჰქონდა, ხუთს არა. ზილი და ბოხი შეეწყო. ორღანოს მჰსგავსი იყო. სამიოდ ჟამი ვიძინეთ, კაი ქარი ამოვიდა წამოვედით. საშიში ადგილი იყო, ყველა გვიშლიდა ცოტას ნავით წასვლას, თავად ავი საღელავი ადგილი იყო, მერმე ეთიოპისა და ოსმალის მეკოპრე, მრავალი. მალთისელთ მტერნი არიან, შეგვიბრალა ღმერთმან, გათენდა მალთა გამოჩნდე ორმოცა მილი დარჩომილ-იყო. ვიარეთ არცა რა მეკობრე, არც ღელვა იყო. -
კე. ღვინობის თუჱს, ოთხი ჟამი, დარჩომილ-იყო მალთას მივედით, მალთას ამბავი რომ დავჰსწერო ძნელია. როგორც არის, მისი დაწერა: - მალთა კუნძულის, მელიტონი რომ წმიდა პავლესმოციქულს ხელზედ გველმა უკბინა, მრავალი გველია, და მასუკან კავს ვეღარ უკბენს, მრავალი ხუთოც იპოება, მასუკან მთელი გველი გაქვაებული. გველის თვალი, ენაები, თავი გაქვაებული, მრავალი კურნებაც შეუძლია.- მალთა სამოცი მილია სიმგრგვალე, და შიგ სამ-ოცი სოფელია, მალთას ქალაქი აღმოსავლეთის მხარეს არის, ზღვის პირს, უწინ ზეით ყოფილა, ხვანთქარი სამჯერ თვითონ მისდგომია. ერთხელ კიდეც აუღია, მაგრამ გამოუქცევიათ, მიმშველე მრავალი მიშველებია, მასუკან ზღვის პირად აღუშენებიათ, ზღვის პირსერთი კლდეა ვაკე უფლის-ციხის მჰსგავსი, ადვილ საჭრელი. და ერთი ნავთ-საყუდელი ერთს მხარეს მოუვლის, მეორე მეორესა მხარესა. და მერმე ოროლად გაიყოფა, ორივ ქალაქს უკან თავებს მოიკრებენ, ახლო ახლო, და ორი სხვა და სხვა, მხარეს მიდგებიან, სულ კლდეა, ერთი კარი ზღვიდამ შევა, ერთი ხმელეთიდამ, ორი კარები კლდე გაუხვრეტიათ, დიდს ადგილს, და ისე შეისვლება შესავალზედ ორგანვე ხიდები გაუცთ ქვეშეთ კლდე ჩაუჭრიათ ხიდს როცა უნდა აიღებენ, როსცა უნდა გასდებენ, ჯაჭვებით არის მორთული, ხმელეთის გზისაკენ ხიდს იქით, ერთი კაი მინდორი აქვს, მინდორსა და ქალაქს შუა ორს ალაგს კლდე გაუჭრიათ, ორი ფლისკინა შემოუვლიათ, რომ მეტად ღრმა და განიერი, მინდორს უკან ზღვის სრუტებიცა ახლო ახლო მოვა; ერთი მაგარი ციხე შუა გაუბამთ, და კარი გვირაბად ჩაუტანიათ, ეტლები შევა, გამოვა, იმას ქვევით: გალავნები, ზოგი ციხის მჰსგავსად, ზოგი წალკოტები აუშენებიათ, და მაღალი გალავნები, მოუსწორებიათ და ხეები დაურგავსთ, რომ ფოლორცები, ასე დაუქსაქსავთ მშვიდობაში თუ არ იქაური კაცი ვერას გაიგებს, ძნელად შევა, არამც თუ მიმხდომმა კაცმან რამ გააწყოს, ზეღვის(ზღვის) ორსავ ნავთსაყუდელის პირზედ სულ გარშემო, სხვა სოფლები აღუშენებიათ, ერთ ქალაქად გაუხდიათ, შიგ სრულ ახლო ახლო ციხეები დიდრონი დაუტანებიათ, ოცდა ცამეტი ციხეა. და ახლა ჩემობას იმ სოფლებს გარ სრულ გალავანს ავლებდენ, ციხეს ამაგრებდენ, ხვანთქრის მილოდინს ჰგონებდენ, ქალაქი არც დიდია, არც მომცრობა ეთქმის. მაგრამ აქ არც შენობა დამიწერია სრულობი გათლილ ქვაა - ქალაქი, გალავნები, ციხეები, გაღმა სოფლები მისი გალავნები, თუ ფოლორცის ქვა ფენილი, გაუთლელი ქვა არსად იპოება, ციხეებში, თუ გალავნებედ სულ ასე ზარმაზნები აწყვია, ორი კაცი, შუა გაურს, წყალი შორიდამ აქვს მოტანილი. მაგრამ ასეთი ჭები მიურთავთერთის წლის წყალი შეინახება, და ამას გარდა, რაც წვიმა მოსულა, ხეებში აქვს ადგილი შესანახავი, სიკილია ახლო აქვს შუა სამოცი მილია, ზღვა ალიკორნა ექვსასი მილია, დამორჩილია ცხრა ასი მილი, ჯენევიაც ახლოა, ალიკორნას ზეით. მალე მოეშველებიან: -
კვ. ღვინობის თთუჱს, მათს უფროსთან წაგვიყვანეს, გრანმაგისტროს ეძახიან, რომელი გამოითარგმანება, დიდი ოსტატი, ვინც მალთისელად დადგება, დიდის თავადის შვილი უნდა იყოს, ან მეფის ანდუკასი, თვარა შვიდს თაობას აქათ თუ მათს სახლში, ან ვაჭრის ქალი, ან უგვაროს კაცისა შესვლა, ვეღარ შეიქნება მალთისელად, ის დიდი ოსტატი სპანიელი პრენჭიფე[1] იყო, სამოცდა თხუთმეტისა წლისა, მაგრამ სიბერე მეტად დაჰსჩნეოდა, თავი ხელი სულ ძალზედ უკანკალებდა, მიგვიძღვნენ, მათი სახლები სულ თლილი იყო, მისი სასახლე ხომ უკეთესი იქნებოდა. მრავალი ჯარი იდგა, დაბლა გავვლეთ. და კიბეზედა ავედით, რიგის რიგისად მალთისელნი გამოგვეგებნენ, მოგვესალმნენ, რა მაღლა ავედით, ერთს დიდს სახლში აქათ და იქით, სულ მალთისელნი იდგნენ, შევვლეთ და სხვა სახლი უპატიოსნესი. და უცხოს ფარდაგებითა, და უპატიო, სახლი აგრევ მათი, უკეთესი, და მათგან უხუცესნი იდგნენ, და სხვას სახლში მხცოვანნი, და ძველად მოსულნი დგენ და რომელი მიგვიძღოდა, ის მალთისელი ფრანცისი იყო. რასაც წამს მივედით მაშინვ მოვიდა გვნახა. დიდს ოსტატს ჩამოღმა ის იყო. ისიც მეტად ბერი კაცი ხელ-მოკიდებით იარებოდა წაგვიძღვა. დიდის ოსტატის კარზედ. დიდი ოსტატის კარზედ (?). დიდი ოსტატი კარზედ მოგვეგება, შეგვიყვანა დაჯდა. წინ დამისვა სწორედ, მომიკითხა, მიალერსა. ჩემის ქვეყნის ამბავი მკითხა. ჩემის მგზავრობისა. და წამოვედით. საცა ვიყავით, აგვყარეს კაფუჩინის მონასტერში დაგვაყენეს:-
კზ. ღვინობისთვეს მოვიდენ რიგის რიგით მალთისელნი დიდებულნი, და გვნახეს, იე. ღვინობისთვეს, მივიდენ ერთი მალთისის ხომალდი, და ერთი არაბის ხომალდი ღამით შეყრილ-იყვნენ, არაბის ხომალდში ხუთასი კაცი მჯდარ-იყო, და სამოცი ზარბაზანი, მალთისისაში, ცოტანი, არაბისას ეკითხა ვინა ხართო, მალთისელებს ეთქვათ ჯენევიელნი ვართო, ამათ ეკითხათ იმათ სიცოტავით აეგდოთ, ჩვენ ზღვისანი ვართო, იმ ღამეს ვერა გაეგოთ რა, გათენებულ-იყო, ეცნათ ერთმანერთი, დაეშინათ, ის არაბის ნავი მთლივ განთქმულ იყო, ზარბაზნები წყობით ეკრათ, და ამათში ორი საპატიო კაცი მალთისელი, და ხუთი დაბალი კაცი მომკვადარ იყო, იმ ხომალდისა ხუთასისაგანი შვიდი კაცი მორჩომილ იყო, ცურვით მოეწიათ თოკებით, ამოეყვანათ, ოთხი ქრისტიანი ტყვე, რომ მათ დაეტყვეებინათ და სამი არაბი. მათი ახალი ხანის ომები მრავალი მიანმბეს, მაგრამ ერთი ოთხის წლისა მიამბეს, ისევ ორი ხომალდის შეყრა, ერთი მალთისელისა, და ერთი ჯაზაირეთისა, მაშინც მალთისელებს ისევ გამარჯვებოდა, და მათი რეიზი მცურავი დაეჭირათ იმ რეიზს ეთქვა, მარტო მე ამ ხომალდითაო, შვიდასი ქრისტიანის ხომალდი წამიხდენიაო ეს ამისთვის დავჰსწერე, რომ ამ დიდს საქრისტიანოსაც ასეთი მტრები ჰყვანან, მაგრამ მალთისელები, დიაღ ძლიერნი კაცნი არიან, ქრისტიანთ მტერთ ასე უზმენ, ღვთისგან იმდენი დღე გრძელობა და ცხოვნება მოგცესთ, რამდენი ასი ათასი ტყვე ან იმ ქალაქში, ან კუნძულში, და ან ნავებში ჰყვანდესთ, ქართველნიც ვნახე, ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურიელი, მეგრელი, რომ თათრისათვის წაერთმიათ ენა ისევ კარგა იცოდნენ, აფხაზმა რატომ იცოდა, ის გამიკვირდა ქართული:
კჱ. ღვინობისთვეს ლიმენას გაღმა გაველ პაპის ჯანიშინის სანახავად, გაღმა ციხეები რომ იყო, მალთისის ქალას, პირდაპირ, უბრძოლველს სოფელს ეძახიან, ამისთვის რომხვანთქარი რომ მოსულა მაშინ ეს ქალაქი მაღლა სახლებულა, ყველა აუღიათ, და ის ციხე, ვერ აუღიათ, ახლა ეს ქალაქიც დაბლა ჩამოსახლებულა, უმაგრესსა, და მისს პირდა-პირ ადგილისა, და ის ციხეებიც უფრო გაუმაგრებიათ და დიდი ქალაქი შექნილა, იმ მხრის ნავთ საყუდელი, ექვსს შტოთ განიყოფა, გრძლად რომ უფროსი ლიმენა არცკი, მინახავს სივიწროეს გარდა, რომ თოფი ყოველან გაუწევს, და გაღმა ასეთი შენობა შექნილა, რომ სამს ლიმენას, სულ გარ შენობა შემორტყმია, დიდრონი ციხეები, და ქალაქი სრულ თლილი ქვა, გალავნები წალკოტის კედლები, სრულ თლილი ქვა არის, მე ასე მგონია, ეს თლილი ქვებით შენობა გაძრახ ექნასთ, კლდეს ჰსჭრიან, რაც დაღრმავდება გადასავარდნელი შეიქნება, და მოჭრილით კედლებზედ აგებენ, ორ რიგად მაგრდება ქალაქს გარეთ მინდორი და კარი რომ დავჰსწერე, და გზები დაქსაქსული, იქიც სამს ადგილს ისევ თვითო კარი გაუხვრეტიათ, კლდეში რომ ეტლები შევა, გამოვა და ზედ ზარბაზნები მოურთავთ, და სრულ ის კუნძული საცნაური, თუ რაც კელდებით დაუქსაქსავთ, რომ კაცს გაუკვირდება.
ლ. ღვინობისთვეს ერთმა მალთისელმა უფროსმა კაცმა გვაწვია, სადილათ, ფრანცისი იყო, ქალაქს გარეთ. ერთი მომცრო ნარინჯის წალკოტი ჰქონდა, კაი სასახლე ზღვაზედ წაკიდებული, დია კარგა დაგვხდა, მერმე წაგვიყვანა სადაც თოფის წამალს ჰნაყვენ, დიდი სახლი იყო, სად გვარჯილას ადუღებდენ, სად გოგირდსა, და გვარჯილას ნაყდენ, დიდი ორი გელაზი იყო, კოხისა იყო, თორმეტი როდინი იყო, სინისა და როდინის სანაყელი ხისა იყო, ერთის ჯორით ჭახრაკს აბრუნებდენ, თორმეტს ადგილს წამალი ინაყებოდა, ერთს დღეს ხუთი ყანთარი დაინაყებოდა, თვითო ყანთარი, ოცდა ათი სტამბოლის ბათმანი იქნებოდა, თვითო ბათმანი, ორმოცდა რვა თუხტი, რომ ხუთი, ცხენის საპალნე უფრო მოვა, ერთს სხვას ახალს აკეთებდენ, როდინს ხისასა, და როდინის ქვას სინისასა, ასე ჰსთქვეს, ეს ორს იმდენს დანაყსო, და ჩემობას მზა არ იყო, კარგა გვიალერსა.
ლა. დიდმა ოსტატმა გვაწვივა, თვითან თავს იჯდა, ერთი მე, და სამი უფროსი მალთისელი, ერთი ის გუშინდელი მასპინძელი იყო, დაგვსხა ჩვენ ოთხნი მოქვემოთ, გაღმა გამოღმა ვისხედით, სხვა ვერავინ დაჯდა მოსამსახურეთ, სრულ დიდრონი მალთისელნი იმსახურებოდენ, ზოგნი ისე გარ თავს გვადგნენ. მისი ფიალა, და ნალბაქი, მისი დანა კოვზები ოქროსი იყო. სხვა სრულ ყველა ვერცხლისა, და უცხოს ფარდაგებით მოფარდაგული სახლები, და სხვა ხარჯი და ულუფა, არა დაუხარჯავს რა, სადილ უკან სხვა მალთისელი იყო, ისიც ფრანცისი, იმას უდარბაზე, დია კაი მორთული სახლ კარი ჰქონდა, ზღვაზედ წაკიდებული, მრავალი რამ კაი ვნახეთ, მის სახლებში, მაგრამ გრძელი ამბავი თვის საწყენია, ერთი საკრავი ვნახე მის სახლში ზღვის საკრავს ეძახდენ, სამ კუთხი ჩანა ჰქონდა, ბოლოსაკენ ერთი მტკაველი იყო, და ექვსს მტკაველამდის ჩანის სიგრძე იყო, თავი წვლილად წამოსული, ხელიც გრძელი ჰქონდა, ხუთ ძალის სისხო ჩანა, და ხელიც გრძელი ჰქონდა, ხუთ ძალის სისხო ჩანა, და ხელით მაღალს კაცს უმაღლე იყო, ერთი ალყა ება. ლერწმის კალმის სისხო, და ჭიანურსავით ძუით უკრევდა, ტარის კერძო, მარტო ცერს ხმარობდა, და ზედ ალყაზედ რვას ადგილს ქაღალდის ნიშანი ეკრა, ფერადის მაგიერ, მართალს მოგახსენებ, არც უცხოობით არც სიტკბოთი, და არც სიმაღლე სიმდაბლით უკეთესი საკრავი მინახავს, სხვა საკრავებიც იყო, წინწილი, ჭიანური, მაგრამ ერთის ალყით, ერთის თითით კრული, დიაღ მეუცხოვა, და ყველასაც ჰსჯობდა არ ვიცი ეგების უცხოობამ მაჩვენა ისე ტკბილად, და არ იყო, მაგრამ მე ხომ ასე მგონია მალთისელების უფროსი გრანმაგისტრო რომელი დიდს ოსტატად გამოითარგმანება, ყველაზედ უფროსობს, და იმას გარდა შვიდნი თავნი კაცნი არიან. სამი ფრანცისი, ერთი იტალიელი, ერთი ნემსა, და ორი სპანიისა, ამ შვიდთა, თვითოს სამსამი შედეგი, ჰყავს, რომ ოცდა ერთი იქნება, სამოცდა ერთს კაცს გულზედ დიდრონი ჯვარები აკერია, როგორც უფროსსა, და თავნი ესენი არიან. ამათგან გამოირჩევა, დიდი ოსტატი, რომ მოკვდება შვიდში რომელიც ჰჯობს. ეს ოცდა ერთი კაცი გვმოირჩევს (გამოირჩევს), რომელსაც თერთმეტი თან მოხხმე ჰყავს. ის დაჯდება, ნაკლებით არ იქნება, ამ ოცდა ერთს თავს კაცს, ზოგს ასე ახლავს, მალთისელი სულ დიდებულთ შვილი, ზოგს ორმოცი ზოგს ათი, ზოგს ორასიც ნამეტნავი, კაცის გუნებასა და სიკეთეზედ ჰკიდია. ჩემობას ჰსთქვეს, ახლა სამი ათასი იქნებიანო. და ხან მოემატებაო, და ხან დააკლდებაო, -
ბ. გიორგობის თთუჱს, წამიყვანეს, იმათი ქსენონი მაჩვენეს, ერთს უფროსს მალთისელს ებარა, სამასი სნეული იწვა, იმ სნეულებს სხვა მოსამსახურე ვერ ჰმსახურებს, შვიდს დღეს, ეს შვიდი თავი მალთისელნი თავისის უმცროსის თავადის შვილებით იმსახურებიან. მაგრამ დიაღ სუფთად, და პატიოსნად, მეც მამსახურეს მათში გამირიეს, მაგრამ სამსახურებელი და ჭურჭელი. სულ ქვაბი სინი, თეფში, ჯამი, სნეულის შარდის გასასვლელი ამდენის კაცისა, სრულ ვერცხლი იყო. ზოგმა უფროსმა კაცებმა გვაწვიეს, მრავალი სიმდიდრე ვნახე, მათს სახლში. ვინც მათი მოკვდება, ოთხი წილი საქონელი იოანენათლის-მცემელისა არი. და ერთი წილი თუ უნდა ნათესავს მისცემს. თუ უნდა სხვას, საქმეზედ დახარჯოს ვინც ამათში მრავალს ომსა. და საჯილდაოს იქს, დიდი ოსტატი სოფელს მისცემს. ჯილდოს მისცემს, მაგრამ ვისაც სოფელს მისცემს ასე ჰსთქვეს, ორის წლის მოსავალს თავს დაიჭერსო. ჩემობას თორმეტი ათასი თათრის ტყვე ჰსთქვეს რომ იყო. ან სნეულს, ან ტყვეს, ან მაგისთანანა(?) მწირსა, და მოსულს, სრულ ნათლის-მცემელის თეთრი ინახავს სასნეულოში. ის დამავიწყდა, მრავალი რიგი საჭმელი იყო. სხვა და სხვა რიგი, და რაც სნეული იწვა თითო ფიცარი ეკიდა ნიშანი რამ ეწერა, საჭმლის ჭამაზედ; წამოდგა აქიმი, ნუსხა ხელთ ეჭირა და უკითხევდა, ამ სნეულს ეს საჭმელი მიართვით ამას ესო. და იმ საჭმელს მიართმიდენ. ტყვეების სასნეულო სხვა იყო. და დედაკაცების სხვა, ცალცალკე:-
დ.ნოემბერს, წამიყვანეს, ნათლის-მცემლის ეკკლესიაში, ის არის მალთისელთ ბატონი, დია კარგა ნაშენები, და შიგნითაც უცხოდ მოყვანილი იყო. ცხრამეტი სამწირველო იყო. თითოს სამწირველოს, ტრაპეზი მთელი ვერცხლი იყო. და ოროლი სასანთლე ასეთი თითო ოცს თუმანს ვერ მოვიდოდა, სხვას სასანთლისა და კანდლის რიცხვი არ ამიღია, ვერც გაუველ. პირველ მიმიყვანეს მარცხენას მხარეს სამწირველოში. დიაღ კარგა მორთული იყო. ერთი ყოვლად-წმიდის ხატი მაღლა ესვენა. დიდი და ძე არ ეჭირა, კარგა შემკული მურისად. იმისი მითხრეს, პირველ ეს მალთისელნი როდოს მდგარან. და იმის მთაში უპოვიათ, როსაც აქ ჩამოსულან თან წამოუყვანიათ. და არც იცოდენ ვისი დახატული იყო. მერმე დიდს ტრაპეზთან მიმიყვანეს იქ მარმარილოს გათლილი ქრისტე, და იოანე, ნათელს-ჰსცემდა, ჰრომიდამ მოეტანათ დიაღ უცხოთ გასაკვირვალი იყო. ცოცხალი გვეგონა. და მასუკან მარჯვენას სამწირველოზედ მიმიყვანეს, ეს ესვენა წმიდა მოწამე კლემენტოსმთელი, ეს სხვა მოწამეა, ესეც პაპას მოეცა, ამათ თვის, და იმას ზეით მრავალი მოჭედილი წმიდის კლარასხელი, თუ თავი თუ სხვა ნაწილები, იქიდამ ეკკლესია ჩაგვატარეს, სამწირველოები ვნახეთ, და ბოლოს კარისაკენ, ერთი კარი გააღეს იქ შეგვიძღვნენ, მრავალი უცხო რამ ვნახეთ, ჯვარის ნაწილი დიდი და მაღალი. ოქროთ მინაქრად გაკეთებული, ჯვარის ნაწილი ცოტა იჯდა, მაგრამ ჯვარი დიდი მურასად შემკული, მრავალი კაი თვალი დიდი, წინ საძღოლი ჯვარი ოთხი, ორი ოქროსა მურასა. ორი ვერცხლისა უცხოდ გამოყვანილი, ქრისტეს აკვნის ნატეხი მომცრო ვერცხლით გაკეთებული, მრავალს ანგელოზთ, ზოგს ეჭირა, ზოგი გარს ეხვია, უცხოდ და საკვირველად ნაქმარი, ერთი უკეთესი, არცარა მინახავს, ზიარების შარავანდედი, წმიდას ნათლის მცემელს თავზედ ედგა ალმასით გაკეთებული, ზიარების შარავანდედი დიდი ორი ლიტრა ოქრო უფრო მგონია, უცხოდ ნაქმარი, და ვერცხლის კუბო, ორს დიდს ანგელოზს ეჭირა, და მაღლა დიდი გვირგვინი ვერცხლისა აგრევ ანგელოზებს ეჭირა, სხვა ზიარების შარავანდედი. სხვა მინაქრად პატიოსნად გაკეთებული ბარძიმ ფეშხუმი ოქროსი მინაქარი. სამი სხვა ოქროსი ორი ვერცხლისა არ დამითვლია, ჯვარი ბროლისა ზედ ჯვარსცმა, და ოთხნი მახარებელნი მინაქრად საქმარი ყელსაკიდი, სხვა ჯვარი მურასა და პატიოსანი ყელ-საკიდი, სხვა ჯვარი კაის თვალებითა და მსხვილის მარგალიტით, ყელ-საკიდი, კიდევ სხვა. ოქროს ჯვარი ყელ-საკიდი, იუდას აღებულის ვერცხლისაგან, ორი თითო აბაზის ტოლი იქნებოდა ბეჭედი მურასა დიდი, სხვა მურასა გულ-საკიდი დიდის თვლებითა. ყავარჯენი საეპისკოპოსო კარგა შემკული, მიტრა ექვსი, სამი მურასად თვალ-მარგალიტით, სამი სირმით შეკერილი, წმიდის იოანე ოქრო-პირის მკლავი მურასად შემკობილი, დიდის ანტონის მკლავის ნატეხი შემკობილი, წმიდის ილარიონის ნაწილი, წმიდის ეკატირინე ალექსანდრიელის ქალ-წულ-მოწამის მარჯვენა მკლავი კარგა შემკული, ქრისტემ რომ ბეჭედი შეაცვა ისევ ზედ აცვია, წმიდის სტეფანეპირველ-მოწამის მკლავი, წმიდის სტაქოსთავი, წმიდის სილოვანეს მკლავი, წმიდის პიოსრომ პაპის სამხრე, წმიდის ურსულას ნაწილები, რაც ვერ დავისწავლე. სხვა ვერცხლის დიდი ზანდუკი, ბროლით გაკათებული, მრავალი წმიდათ ნაწილებით. ვერცხლის ყვავილები. უცხოდ მოყვანილი, ოქროსი და ვერცხლის კანდლები უანგარიშოა, სხვა ვერცხლის ზიარების შარავანდედი უცხოდ ნაქმარი[2] შეწყობილი, ზიარების შარავანდედი საკვირველი. ოქროთ მოჭედილი სახარებაები, კონდაკები, და მისი ვერცხლის სკამები. სხვა სახლში შეგვიყვანეს მრავალი უცხო შესამოსები. თითოს ფერისაგნ ცხრა ხელი, ზოგი ნაკერი, ზოგი სტავრა, ხარა ხავერდი, ზოგი ქამხა, ერთი ვერცხლის ხომლი იყო, მოშლილი არ ეკიდა, ორიათას ორას სკუთად გაეკეთებინათ, ოთხმოცი სანთელი აინთებოდა; სხვა კანდლები რაც დაეკიდებოდა არ ვიცი, ერთი იმისთანა სხვაგან ვერსად ვნახეთ. იქიდამ გაგვაბრუნეს, სხვას მხარეს, ცხრა კლიტით დაკლიტული იყო, ერთი იმ დიდს ოსტატს ჰქონდა, ერთი დეკანოზს, და შვიდი კლიტე, შვიდე თავი მალთისელი, რომ დავჰსწერე იმათ გააღეს, მაღლა ერთი ვერცხლის კუბო იყო გამოასვენეს ოქროს კუბო ბროლით გაკეთებული, მერმე ის გახსენე გამოასვენეს წმიდის ნათლის-მცემლის მაჯას წინ მარჯვენა ხელი მთელი უნაკლულო რომელიც ხელი ქრისტესთავზედ დაადვა, - ძვირ ფასად შემკობილი. იმას გვამთხვიეს. ის იმისი დეკანოზი ხუცესია და სხვა ხუცებიც მრავალი იყო. მაგრამ ის დეკანოზი მთავარ-ეპისკოპოსის პატივში სამიოდ დიდის საქმით არის, მერმე თავის სასახლეში აგვიძღვა. სასახლისას ვერას დაგიწერ, ზედ სასახლის ერდოზედ. ერთი ასეთი ნარინჯის წალკოტი ჰქონდა გავჰკვირდი, ბოლოს შადრევანი ამოდიოდა გათლილის ქვის თალარი ედგა: სამგნით ზღვას უმზერდა, შუა ქალაქში იყო ქალაქს თავს დასჭვრეტდა, მრავალი კაი ყვავილი ყვაოდა, სხვას მხარეს ისევ ერდოზედ ვაზის ტალავარი ჰქონდა, ერთს საკვირველად ესეც გამიკვირდა, მალთაზედ ბარბაროსნი ახლო არიან ას ოთხმოცდა ხუთი მილია, მალთადამ მარჩილია ცხრა ასი მილია, მალთადამ ჯენევია, რვა ასი მილია, მალთადამ ალიკორნა შვიდასი მილია, მალთადამ ჰრომი ექვსასი მილია, მალთადამ ანა-პოლი ოთხას ოთხმოცდა ათი მილია, სიცილია ანა-პოლსა, და მალთას შუა კუნძული ძეს, მალთადამ სიკილია სამოცი მილია,მალთადამ მორია ხუთასი მილია, მალთადამ კონსტანტინუ-პოლი, ათას ოთხასი მილია: მაგრამ ათას ოთხასად უნდა იანგარიშოს ამისთვის მრავალი კუნძულია, და გზა მიუხვევს მოუხვევს, მალთადამ კანდია რომელსა თურქნი გირითს უხმობენ, ექვსასი მილია, მალთადამ ზმირინი ცხრა ასი მილია, მალთადამ, როდოს კუნძული რომ მალთელები პირველ იქ მდგარან იერუსალიმს უკან ცხრა ასი მილია, მალთადამ კვიპრეს კუნძული ათს ასი მილია, ერთს დღეს მოვიდა ისივ ფრანცისი წალკოტში რომ გვაწვივა წამიყვანა ქალაქს გარეთ, გალავნები, და მარონინა და კარები, და მათი შემოსავალის სიმაგრეები მაჩვენა, სამს გალავანს გარედ, სამი ათასამდი მუშა უდგა კლდესა ჰკაფდენ, განით ორმოცს ადლამდის იქნებოდა, და სიგრძით სულობით გარშემო ასე სიღრმე უნდა ჩაეჭრათ, რომ კაცი უხიდოთ ვურ გამოსულ-იყო. და ნაჭერს ქვას გავალნებზედ მუშაობდენ, უცხო რიგად რასმე ამაგრებდენ, რომ რომელიც გალავანი აეღოთ, შიგნითიდამ ეომათ, მაგრამ გალავნები თავად კლდე იყო. ჩაჭრილი, მერმე თლილის ქვით, ასეთი კედლები რომ ზარბიზნისაგან, არა გაეწყობოდარა, იმ დიდებულს მუსუ დესამხონერქვა, კიდევ წაგვიყვანა, თავის სახლში, სადილად, კარგა დაგვხვდა, ისე ოთხმოცის წლისა იყო, და ისევ ვაჟ კაცსავით შეძლება ჰქონდა, არც კბილი აკლდა, არც თვალს არც ყურს; ეს თავის ვაჟ კაცობას წასულ-იყო კონსტანტინე-პოლის დასაწვავად, თანადოს რომ მოსულ-იყო მიპარვით მრავალი ნავი დახდომოდა, იქ ხვანთქრის ხომალდებია, ისინი იქ დახდმოდათ, შებმელ-იყვნენ და გამარჯვებოდა, იქიდამ წამოეღო დიდი ყალიონი იბ. ხომალდი ლე. ჩექიურა, ორმოცდა თექვსმეტი სხვა ნავები, ასი კაპიტნის მანუნა სამი, და გამობრუნებულ-იყო მშვიდობით მოსულ-იყო. მერმე სხვა წასულ-იყო იქავ თანადოს მიხდომოდა, და იმასაც დიდი ზიანიექნა, თანადო კონსტანტინუ-პოლზედ ახლოა, თერთრის (?) ზღვის სრუტის პირში ტაძრად მიევანება დღეს, მათი უფროსი, ნათლის-მცემლის საყდარს გამოვიდა:-
კგ. გიორგობის თვეს, ფრანგულის ანგარიშით ოთხი ქრისტე-შობის თვე იყო. წმიდის ბარბარასდღეობა, იმავ მწუხრსა და მეორეს დღს ორასი ზარბაზანი მეტი გამოსტყორცეს, იმავ ბარბარობას დღეს ის გამარჯვებული ხომალდი მოვიდა რომ ბარბაროსნი დაენთქა და ცოტას ხანს უკან სხვა მეკობრე მოვიდა, ერთი ბარბაროზის მეკობრე ნავი შემოჰყროდა, შებმულ-იყვნენ მეორედ დაერჩინათ, მოიყვანეს ასი კაცი იჯდა შიგა.
კდ. გიორგობის თვეს წაგვიყვანეს ძველს ქალაქში, სადაც წმიდას პავლეს ექადაგა, აი შენობა იყო, შუა ადგილია იმ კუნძულისა, მაღალი გორა ზღვა ყოველგნით ჰსჩანს, კაი წყაროები გამოდის, წყალი მალთას იქიდამ მიდის, შვიდი მილია მალთა და ის ადგილი, შუა ადგილს ერთი მომცრო მაღალი ადგილია წმიდა პავლეიქ მდგარა და იქ უქადაგნია, იმის თვის გარ გათლილი ქვის ფანჯარა მოუვლიათ, და შუაზედ მარმარილოს გათლილი პავლედგას ხელ გაშლილი ქადაგებასავით კაცს ეგონება, აგერ ხმას ამოიღებსო, იმას იქით ერთი კაი ეკკლესია დიდი წმიდის პავლესი, სადაც გველმა უკბინა, კარგად შემკული, და იმას იქით სხვა მომცრო ეკკლესია იყო წმიდა პავლესი, იმას ქვეშ შაგვიყვანეს ერთს ტრაპეზზე წმიდა პავლეიდგა მარმარილოსი მქადაგებელი. და მეორეს ტრაპეზზედ წმიდა ლუკამახარებელი, ხელით ყოვლად წმიდის ხატი ეჭირა მარმარილოსი ვითამ ხატევდა, ხამს თთვეს იქ მდგარან ორი მოციქულნი, იმა შიგნით ერთი პატარა ქვაბია წმიდის პავლეს, წმიდის ლუკას ხატები ესვენა, მაგრამ წმიდის პავლესთეთრი მიწა იქ ითხრება, მრავლის ქვეყნის კაცნი მიდიან, ჰკაფენ ჰსჭრიან საპალნებით მიაქვსთ, და ისევ პატარაა, როგორც მაშინ ყოფილა:-
კზ. გიორგობისთვეს ფრანგულის ანგარიშით რვა დეკემბერი იყო, ანნასმუცლად-ღება, მალთას დიდი ჟამი ყოფილა, მრავალი ამოწყვეტილა, წმიდას ანნასშეხვეწნიან აღთქმა დაუცსთ (?), მაშინვე ჟამი განქარვებულა, ციხეს გარეთ მინდვრის ბოლოს ანნასმუცლად-ღების ეკკლესია აღუშენებიათ მომცრო და დიაღ ტურფა, და ყოველს იმ დღეს ნათლის-მცემლის დიდს ეკკლესიაში დიდს დღესასწაულს გარდაიხდიან და შუას დღეს უკან დიდებას გამოვლენ იმ საყდარს მოვლენ. პირველად კაფუცინების დროშა გამოვიდა, და ოროლნი გაფუცინები მოდიოდენ, მერმე კომენტვალისა, მის უკან კარმელიტანისა, მასუკან აგვისტინისა, მერმე წოკოლანტისა, მასუკან დომენიკანისა. სრულ ოროლნი მოდიოდენ, მერმე ნათლის-მცემლის ხუცები შემოსილნი, დროშა არა ჰქონდათ, ჯვარი მიუძღოდათ. მერმე უფროსი ხუცესი მიტრითა, ერთს მღვდელს შემოსილს ცალი ფილონის კალთა ეჭირა, მეორეს, მეორე იმას უკან გრანმაგისტროს მოვიდოდა, წინ ორი ჯვარი შემოსილ მღვდლებს სეჭირა მოუძღოდენ უკან რაც მალთისელია რაც იქ იყო თან მოსდევდა, მალთისელნი საპატიო კაცის შვილნი სამი ათასი იქნება, ოთხი ათასი სალდათი ჰყავსთ, მე რომ მიველ ტყვე, თორმეტი ათასი ჰსთქვეს, და ასდა შვიდი ჩემობას მოიყვანეს, რასაც ქრისტიანეს დაჰკლებენ. არ დაატყვეებენ. თუ არადა გაუშვებენ თუ უნდა შეინახვენ, თათართ ტყვედ ჰყოლოდათ ერთი აფხაზი, ოთხი გურიელი მეგრელი დარჩომოდათ კაი პატივით ინახევდენ, წამოსვლა უნდოდათ მე დავუშალე, რომ მოდენა დაიწყო ჯარმა, ყოველგან ზარების ცემა შეიქნა და რა დროშები ქალაქის კარს გამოვიდა, დაიწყეს ზარბაზნის სროლა, ასე ნელა ისროდენ, თვლ დაესწრებოდა, ასი ზარბაზანი, გასტყორცეს, მერმე დასავლეთის მხარეს ნავთ-საყუდელის ხომალდება დაუწყეს სროლა, მოვიდენ ეკკლესიაში ილოცეს გაბრუნდენ სამხრის ნავთ-საყუდელში, მე რასაც ხომალდს ვხედევდი იმათ ზარბაზანი არ გაუგდიათ, მაგრამ იქით სხვა ნავთ-საყუდელი იყო, დიდრონი ხომალდები. იმაში იდგა, ოთხი სხვა ციხე იყო, დაუჭინეს თვლა არა და, ზარბაზანის ხმაც აღარ გამოირჩეოდა, ორი დიდი ციხე ხმელეთის კარს აქათ იქით არის, ორისავ ბანზედ სრულ ზარბაზნები წამოაწყვეს, მერმე ისინი ერთს ამ ციხიდამ გამოგდებდენ მეორეს იმ სხვიდამ მოგვიანოდ ისროდენ, ათს თვლასაც დაასწრებდა კაცი. მე ორმოცდა ათამდის ვჰსთვალე და წამოველ მწუხრისა და მელოცა, და რამდენი ესროლეს არ ვიცი. მალთაში არიან თორმეტის წლიდამ უზემოესი, რაც ეზიარებიან, ორმოცდა ჩვიდმეტი ათას-ორმოცდა ათ-სამმეტი სული, ქალი და კაცი.
კჱ. გიორგობისთვეს ფრანციცის მეფის ხომალდი მოგვივიდა კოსტანტინე პოლეს წასაყვანი, ოცდა რვა გიორგობის თვეს წაველ გრამაღისტროს გამოვესალმე, და სრულ დიდრონი კაცები და პაპის ჯანიშინი მოვიდენ გვნახეს და ეპისკოპოსმან, მალთა დიაღ თბილი ადგილია, დეკემბერში იასამანი და ყვავილები ყვავოდა, ლეღვს გასცვივდა ფურცელი თვარა ვენახს ისევ ესხა. არც თოვლი, არც თრთვილი, არც ყინვა არ იცის იქიური ზამთარი, რა ჩრდილოს ქარი აქროლდება ცოტა რამ სიცივე შეიქნება, ზაფხულ მეტად ცხელს ამბობენ სულ კლდეა, ვაკე და ყორე, მრავალი გველია და ვერას ავნებს კაცსა, უნაყოფო სადაც წალკოტია ნარინჯ თურინჯი დგა თვარა უწალკოტოთ ხე არსად არის ზამთარ სულ მწვანეა, ბალახი ზაფხულ არ იქნებაო, სიცხისაგან, მალთას პირდაპირ რომ ბარბაროსთ თემია, სამი დიდი ხელმწიფე ზის. რომ ხვანთქრის მესამძღვრე, და უარშიო და მალთისაც მტერია, და მრავალი მეკობრე ნავი იარება, ამას იქით ალჯირი არის და მერმე მორენგო. ფრანცისის ზეით ოლანდიის პირდაპირ ფრანცისისმეფე, და მორენგოს ბატონს თვისის ხელით სამოცდა ათი ათასი კაცი მოუკლავს, იმათში დიდი სახელი სადმეა. მეტად ცხელს ქვეყნებს ამბობენ, შავნი არიან.
ე. დეკემბერს წამოვედით მალთადამ გრანმაღესტროსს დიდი კატარღა ებოძა ჩვენის ხომალდის გასატანად, ამისთვის რომ ნავთ-საყუდელიდამ თუ ხომალდს ასე არ გასწიეს და ზღვამდი არ შეიტანეს თუ ქარი ზურგით არა ჰსცემს ვერ გავა, ქარი სრულობით თავად ჩვენი არ იყო, მერმე ნავთ-საყუდელით არ გაისვლდებოდა, ორასი კაცი იქნებოდა ნიჩბის მზეველი, გაგვიყვანეს, გავედით, ვიარეთ და ვერ ვიარეთ, იმ ღამეს სრულობით დავრჩით ცუდად.
ვ. დეკემბერს იქავ შევედით მალთას რომ ქარი წინააღმდეგი იყო, და შვიდსაც იქავ დავჰსდეგით.
ჱ. დეკემბერს ღვთისგან კაი ქარი გვებოძა, წამოვედით შუადღე და ის დღე ის ღამე, სულ ჩვენი ქარი გვიქროდა კაი, მერმე განძლიერდა ხომალდს ჩქარა ატარებდა მაგრამ ძლიერად ღელევდა, მორეია გამოვიარეთ და ვვლეთ, ხან ქარი სრულობით დადგა ნეღრი(?) პონტო გამოვვლეთ ჩრდილოსაკენ დარჩა, და სარდენია რომელ არს კრიტი რომელსა თათრნი გირითს უხმობენ სამხრეთისაკენ დარჩა, გამოვვლეთ ქიო, რომელსა თათარნი საყიზს უხმობენ, იქ გამოდის თეთრი კევი, ქარი ძლიერი იყო, ის ღამე შიშით ვიბრუნეთ, ზმირინს აღარ მიგვიშვა გათენდა გამოვბრუნდით.
იზ. დეკემბერს მიტილინის კუნძულში შემოვედით, უცხოდ დიდი გრძელი და კაი ნავთ-საყუდელი ჰქონდა, სხვა კუნძულები რაც მოჩანდა უნაყოფო, უხეო, და ეს სულ ზეთის ხე, სხვა ხენი მრავალნი სრულობით შეფოთლილი, ზაფხულივი საამოვნო იყო.
კა. დეკემბერს კაი ქარი ადგა, გამოვედით ნავთ-საყუდლით, სამოცდა თხუთმეტი მილი იყო, მისინამდე სამოცი მილი გამოვვლეთ. ქარმა იკლო, შუადღეს უკან, ღამის ერთ ჟამამდე, ნავთ-საყუდლამდის ვერ მოვაწიეთ, ზმირინის ქალაქს ქვევით ციხეა, ციხეს მოშორებით ღუზა ჩააგდეს დავჰსდეგით იქიდამ აღარ დავიძარით, კაფიდანი ნავით წავიდა ქალაქში, ზმირინის ზღვა ერთი ყურე უკუწყვეტილია, თხუთმეტი მილი იქნება, განიც დიდი და ზმირინის ქალაქი, მე ვერ ვნახე კაი ადგილს ყოველი ქვეყანა მხრად არის, იმაზე ასეთს ადგილს არის, და იქ ხმელეთი, თუ ზღვით არას ადგილის მგზავრი არ დააკლდება, ქალაქი აგრე დიდი არ არის, გაღმიდამ ჰსჩანდა კარგა ვერა მაგრამ ვისგანაც შევიტყვით, სიდიდე, მაგდენი არა აქვს და სხვა რიგად ყოვლის ქვეყნის მგზავრი იქ იპოება, გარშემო მთები კიდეც წამოეთოვლა შუამდე მთებზედ თხელი თოვლი მოჩნდა დაბლებზედ არ იყო, დაბალი სრულობით ზეთის ხე გვერდობი და გორები შემწვანებული ხეებითა, უფროსი ერთს ფოთელი ესხა, ისევ გაზაფხულის მჰსგავსი იყო, სიცივეც, შევიტყევით მერმე შობას ღამეს თოვლიც მოვიდა, ამდენი, რომ ხომალდებზედ ხელით მოიხვეტებოდა, მომცრო ქალაქი, კაის ქალაქს ჰგვანდა. მაგრამ ან უწინ რომ კუნძულში ვიყავით, ან ამ ქალაქის გარეშემო შენობა არ სად ერვა, უწინდელი კუნძული საყიზის ტოლია, მისი ზომა ზეით დამიწერია მაგრამ შენობა ერთს ადგილს ექვსიოდ, მეორეს ადგილს ათიოდ კომლი კაცი ჰსჩანდა, სხვაგან თუ რამ იყო. არ ვიცი რაც არ მინახავს არ დავჰსწერ, გარედამ ზმირინის გარეშემო, რაც ჰსჩანდა დიაღ დიდი, და კაი ადგილი ჰსჩანდა, მაგრამ ხუთი ექვსი სოფელი არა ჰსჩანდა, ერთი მოჩნდა ასამდი კვამლი, თუ მეტი, თუ ნაკლები იქნებოდა, ორს უბნად იყო სხვა ათსა და თხუთმეტს კვამლზედ მეტი არა მგონია, მაგრამ ადგილი,მიწა, ნაყოფი, სანატრელი, და სადაც თათარს მიუწევია იქ ღვთის ნათელი აღარ დამდგარა, ამასგაუოხრებია, ნეტავი ნახოთ, და ვინც ნახავთ, ჩემს სიმართლეს მაშინ შიტყობთ, ეს რაც ვნახე ხომალდიდამ თვარა აქ მიწაზე არ გავსულვარ იმ კუნძულში კი გაველ მრავალი ვიარე, ამ ზმირინის თათრები უფრო სიკეთის ხმას იგდებენ, ქრისტიანს პატივს-ჰსდებენ, ძალას ვერას უზმენ, კაცთ სიკეთითა, თუ ფრანგების სათნოთ იქმონენ, თქვენ გასინჯეთ, საფრანგეთის გზაც, დიაღ არის. პირდა-პირ არის: -
კზ. დეკემბერს, წამოვედით ზმირინიდამ, და იქვე ახლო ნავთ-საყუდელში დავჰსდეგით, ქარი არ გვივარგოდა.-
კთ. დეკემბერს კაი ქარი ადგა წამოვედით. ო. მილი ვვლეთ ბიტლიმის ქალაქს მოვედით. მასვე კუნძულსა შინა, მივდეგით, მაგრამ იმ ნავთ-საყუდელში სხვას გარეთ. ქალაქიც იყო. არც მომცრო. და ციხე ფაშაც იჯდა, ადგილი კარგი და შვენიერი. მაგრამ შენობა ცოტა რაღაც იყო. იქავ უფრო ერქვა შენობა, მაგრამ ქალაქი კაის ადგილს იყო. ანატოლი, ახლო და სხვა კუნძულები მიწა და ადგილები მოსაწონი და სანატრელი და შენობა მეტად ცოდა: -
ლ. დეკემბერს წამოვედით ბიტლიმიდამ გამოვვლეთ სრუტი, ბიტლიმის კუნძულში გამოჩნდა მოლევა ქალაქი, მომცრო, და ციხე მაღალზედ, კაი კუნძული იყო. ზეთის ხეოვანი ნარინჯოვანი, მაგრამ შენობა ძვირად, მარჯვნით ანატოლი, ანატოლზედ ახლო ვიარებოდით ნაყოფიერი, და კაი ქვეყნები იყო. ის ღამე სულ ღელვა იყო, კონსტანტინე-პოლის სრუტთან რომ მოვაწიეთ გათენდა:-
ლა. დეკემბერს სრუტში ვეღარ შევედით, ქარი პირისაკენ იყო. იქ ერთს ადგილს ღუზა ჩააგდეს დადგენ, ავი ქარი ქროდა, სნვაგან(სხვაგან) წასვლა აღარ იქნებოდა, ის ღამე, მეორე დღ, ერთი იანვარი, სულ დღ და ღამე ძლიერი ღელვა იყო. ავიდარი ნისლიანი, ასეთი ღელვა იყო ღუზა ჩაგდებული ხომალდი დიდს ადგილს დაძრა, ათს იანვრამდის ხან ცოტად დაწყნარდის ზღვა, და უფროსი ერთს. სრულობით ღელვა იყო, ათს იანვარს. ცოტა რამ ჩვენი ქარი ამოვიდა, ვიარეთ სრუტისაკენ და შევედით ღვთის ძალითა, პირველს დარდანელს ციხეთა რომელ-არს გაღმა გამოღმა, პირველითგანვე ქრისტიანობის ჟამთასა. ხოლო არს დარდანელის ციხით მთაწმიდამდე მილი სამოცდა თხუთმეტი. პირველის დარდანელიდამ მეორეს დარდანელამდე, რომელი აწ თურქთ აღუშენებიათ, არს მილი ათორმეტი. კონსტანტინუ-პოლის მხარეს ია: ინავარს, შუა ღამე დაიწყო, ისევ იმავ ქარმა, წინა-აღდგომა, ქროლა დავრჩით სრუტში, მაგრამ ღელვის შიში აღარა გვქონდა, იგ: იანვარს ამოვიდა ჩვენი ქარი, ვიარეთ და გამოვვლეთ კალიპოლი, და მოვახლოვდით მარმარს: ხალი-პოლი ერთი მომცრო ძველი ქალაქია ზღვის პირს, ურმულში, და მარმარა ზღვაში, ერთი კუნძულია მაღალი. მაღალი მთა, თეთრი მარმარილო გამოდის. ანატოლის მხარეს, იქ ქარი ჩავარდა, ის დღ ის ღამე, იქ ვიდეგით, ცუდად, მაგრამ დიაღ კაი ქვეყნები მოჩნდა, შენობა ძვირად, სადაც სოფლები იყო, ცოტცოტა, თათართაგან აოხრებული:
იე. იანვარს ვვლეთ ცოტა რამე, და მარმარას გამოვჰსცილდით. და ისევ ქარი ჩავარდა:-
იზ. იანვარს ქარი გვერდისა ჰქროდა, ღამე ბნელი და ნისლიანი, ვიარეთ ავი კაფიდანი გვყვანდა, ბრიყვი და შეუსმენარი კონსტანტინუ-პოლის მივახლოვდით, ღამით ნავთ-საყუდელში ვერ შევიდოდით, ქარი იქიდამ იყო, იქავ ტრიალი დაიწყეს, გათენებამდის თურმე ბნელაში ვეღარა გაიგეს რა, ხმელეთი ახლო იყო, ჩვენი ხომალდი ლირას მოხვდა, და შიგ დაეფლა ღმერთმან შეგვიწყალა ქვა არ იყო, არც რიყე თვარა ხომალდი გასქდებოდა, ჯერ შუაღამე ვერ იყო ისარჯნენ, ღმერთმან ქარიც დააწყნარა თვარა წავჰხდებოდით, ხან ზარბაზნები ბოლოზედ დააყარეს, ხან ღუზები ჩაყარეს, და თოკით ჰზივეს, შეგვიწყალა ღმერთმან გათენდა, და ხომალდიც მოგჯლდა (?), წამოვედით კონსტანტინუ-პოლეს, მოვედით იედიყულასთან დავჰსდეგით: -
ით. იანვარს დილაზედ, დესპანს ნავი ებოძა, და ნეგიჩრები, გამოვედით ხომალდიდამ, კონსტანტინუ-პოლის, წამი კუთხე შემოუარეთ, იქიდამ კარგა გავჰსინჯე ხომალდიდამაც, დიდი ქალაქია, და მრავალი შენობა, მაგრამ საფრანგეთიდამ მოსულს, აღარას მოგვეწონა, ოღონ ადგილი მისთანა არსად არის, თვარა შენობა და სხვა რამე არად გვეჩემა, გარ გალავანი უფროსი ერთს დაქცეული დაძველებული, ახალი ნაკეთები არცადრა, იედიყულაშვიდივ კოშკი რუსის ელჩი რომ იქ შეიყვანეს მაშინ გაუთეთრებიათ, გაუგლესიათ, სხვა რიგად შიგნიდ არ შევსულვარ, არც მინახავს. მაგრამ გარედამ რაცა ჩნდა გავსინჯეთ და შიგნითაც მნახველის კაცისაგან შევიტყევით რაც შეიტყობოდა, მოვედით, დესპანმა იქავ ჩვენს სადგომს დაგვაყენა, კაის ხელის შეწყობითა: გ. მარტსა ხვანთქარმა ნაღლი (?) მანქანი ჰქნა მორაზე გაიშალა. - ექვს მარტს საღამოს კონსტანტინუ-პოლეს უსკუდარას, პერას, გალატას, რაც მინარა იყო. ყველაზე ჩინაროვან ჰქნეს, ხვანთქრის გამარჯვებისათვის, მაჰმადის შობის ღამე არისო ი. მარტს ხვანთქარი გალატისაკენ ნავსაყუდლის სასახლეში დაჯდა, რაც ნავის რგისი იყო ხალათები ჩაიცვა და კაფიდან ფაშა გადგა მრავალი წვრილი ნავი შეიყარა ხვანთქრის წინ შგროვდენ, დიდს ხანს იდგენ, მერმე საომარმა, კატარღამ დენა დაიწყო, ოცდა ათი დიდი და მომცრო კატარღა იყო მრავალი ზარბაზანი გავარდა, კაი შილინგი იქნა: იდ. დიდი კატარღა იყო. სხვა მომცრო, ერთი დიდი გალიონი ასოცი ზარბაზანი ძესო ათს ხუთასი კაცი არისო, ამ გალიონისა ასე მითხრეს თხუთმეტი წელიწადია აშენდაო. და პირველი მგზავრობა ეს არისო, მეტად შვენიერი გალიონი იყო, იმ დღეს ორი დიდი გალიონი სხვა უკან მიჰყვა, და ყოველნი შავისზღვის სრუტში დადგენ, კ. მარტს გადგა კაფიდან ფაშის უფროსი, გალიონი და ხუთი კატარღა, თან ახლდა, სხვა თავ-წვრილად წავიდა. თ. აპრილს ხვანთქარს ქალი ეყოლა, და ადრანადამ ამბავი მოვიდა. სამ-დღე სულ შილინგი იყო. ზარბაზნის სროლა ზედ ვაჟის ყოლას ანბავი მოვიდა, ათს დღეს სულ ზარბაზნის სროლა იყო, სამი დღე ქალისათვის, შვიდი ვაჟისათვის:-
კონსტანტინუ-პოლის სიმგრგვლე არის ექვსი ეჯი. რომელი არს თვრამეტი მილი, კონსტანტინუ-პოლის და გალატას, და პერას, და უსკვდარას, არიან ხარკის მიმცეი თხუთმეტის წლიდამ სამოცს წლამდის: -
ბერძენი სული, ორმოცდა სამი ათასი,
სომეხი შვიდმეტი ათასი,
ურია თოთხმეტი ათასი,
ფრანგი სული ორი ათასი,
ქრისტიანი სტუმარი ოთხი ათასი,
ტყვე კატარღისა, თუ სხვა ორი ათასი,
თათარი ოთხას სამოცდა თხუთმეტი ათასი,
ფრანგი და თათარი ხარკს არ მისცემს:
ათ-შვიდ-მეტი თთუჱ, კონსტანტინე-პოლეს დავჰყავ, და მაისის ათ-სამ-მეტს წამოვედით, ფრანცისის დესპანმა საგზალი ხარჯი გაგვირიგა, და ერთი ჭანეთის ათინელი რეიზი, იშოვეს, ოთხასი მარჩილი მისცა, ესენი ქობულეთს, გურიას გაიყვანეო, და გურიელს მიაბარეო, და ამათი წიგნი მოგვიტანეო, მშვიდობით მისვლისა, და ეს პირობა გამოართვა, რომ ოცის თავის მეხომალდის მეტი არავინ ჩასვას ჩვენს ხომალდშია, წამოგვიყვანა, რა კონსტანტი-პოლეს სრუტს გამოვედით.შავი ზღვის შემოსავალზედ მოიყვანა თათრები ენგიჩრები, ენგიჩარ აღა და სრულ ჩვენი ხომალდი ასე თათრით აავსო, მე ზეით ვერც კამარად ვერც ადგილი ვიშოვე, დაბლა ხომალდის ფსკერში ვერც კამარად ვერც ადგილი ვიშოვე, დაბლა ხომალდის ფსკერში ჩემს პაქსიმადზედ ვჯდი დავიწვი, მაშინვე შევიტყევ სიმუხთლე, მაგრამ რა მექნა, დაბრუნების ღონე აღარ იყო, და ტკბილის სიტყვით გვატყუებდა, კარგი ქარები დაგვიდგა მეათეს დღეს ათინას მის სახლებთან მოვედით. მითხრა შინ გავალო ორასიოდ დღეს. მოვისვენებო, ამ თათრებს ხომალდიდამ ამოუშვებ, თავთავისთვის წავლენო. და შენ მშვიდობით ქობულეთს მიგიყვანო, რომ არ დამეჯერებინა რა მექნა. გავედით თათრნი ამოიყვანა სრულ გაუშვა, უკან ტრაპიზონის ფაშას შეატყობინა, წინ გონიის სანჯახს რომ ამისთანა დიდი კაი მოვაო, მრავალი საქონელი მოაქვსო და ფრანგები მოჰყავსო, ელჩები არიანო, ესენი დაიჭირეთო - მე თან სამი პიტრი კაფუჩინი ტფილისის ქალაქისათვის, და ერთი პატრი იეზოვიტი შირვანისათვის მომდევდენ, და ერთი ზანდუკი ისპაანის პალიოზისა ფრანცისის დესპანმა გამომატანა. ისპაანს გასაგზავნი, დამურსელი ვაჭარი ხოჯა აივაზა ჩალაბი ერქვა შვილიან თან მომდევდა, განჯას აბრეშუმის სასყიდლად, ოთხი დღ იქ დაგვაყენა, მას უკან გვითხრა მე გურიას ხომალდს ვეღარ წამოვიღებო, აფხაზი აშლილიაო. მეშინიანო, და თუ გინდათ პატარას ნავით წადითო, გინდა გურიას გინდა ახალციხეზედაო, რაღა მექნა, ერს ნავში ხოჯა აივაზა და მისი ამხანაგები ჩასხდენ, ერთში ჩვენ და პატრები, წამოვედით ზღვის პირ-პირ. ცოტა ხანი ვვლეთ. აგვიღელდა ზღვა, და ორივ ნავი ერთმანერთს მოსხლიტა. იმათი ნავი ხოფას გააგდო. და ჩვენი ნავი იმას ქვევით, იქ მეტყვეე თათრები იყვნენ, იმერეთიდამ ტყვეები მიჰყვანდა, კანსტანტინე-პოლს დასასყიდლად, თუ ისინი იქ არ დაგვასწრებოდენ, სრულ წავხდებოდით, მოგვეშველნენ გავედით. ოთხი დღ იქ ვიდეგით. სრულ დღე დაღამე ძლიერი ღელვა იყო. მოვიდენ ჭანები დაგვიჭირეს მრავალი გვახარჯერ, ოცი მარჩილი წაგვართვეს, ზანდუკები დაგვიმტვრიეს, ტყუილად მებაჟობა იჩემეს და მრავალი გვაჭირვეს, მე ჩემი ზურვა არა რა მაქვნდა, მაგრამ სამთა მათ იტალიელთა მამათათვის ვიყავი დაღონებული. რომელ უცხონი იყვნეს. და ენა არა იცოდეს, და ხვანთქრისაგან ბრძანებულ იყო არა წამოსვლა შავთამათ ზღვათა იტალიელთა დასავლეთის კაცთა; ოთხი დღე და ღამე მუნ ვიყავით, მეხუთე დღეს წამოვედით ნავებით, მოვედით ხოფას, იქ გონიის სანჯახი დაგვხვდა, ნავები წინ მოგვაგება. დაგვიჭირეს აგვიყვანეს მიგვასხეს, ერთს სახლში, აღარც აივაზაგვაჩვენეს, დაგვიჭირეს ჩვენ და პატრები, და ერთს ადგილს დაგვაყენეს. მაშინ ახალ.ციხის ფაშის დისწული იქ მოსულ-იყო, ალიბეგ, ჩვენი მცნობი იყო, რა შეეტყო, ჩემი სახელი. კაცები გამოეგზავნა, ჩვენი თავი და პატრები და ჩვენი საქონელი ყოველივე წაართვა, და თავის სადგომს მიგვიყვანა, დიდის პატივით, იმ ღამეს აივაზა ჩალამიმოვიდა მითხრა, ეს ალიბეგხვალ კონსტანტინე-პოლეს მივაო. ხომალდი მზა ჰქონდა, რა ეს წავა უკან დაგვეწევიან. და უარესს იქმონენ, ახლა ამან მოგვარჩინა, და ცოტა რამ მივართვათო. მიზეზი არა დავიდვათ რაო, მომეწონა, და ოთხმოცი მარჩილი იმ გონიის ბეგს მივეცით, და დილაზედ ალიბეგმაცხენები გვაქირავა, ერთი ფაშის კაცი თან გამოგვატანა და გვამოგვისტუმრა, აივაზაიქავ დარჩა, ჩვენ არტანუჯისაკენ წამოვედით. ის დღე ვიარეთ, საღამო ბინდზედ ჩხალას მოვედით, იქ დაჰსდეგით, იმ გონიის ბეგს რომ ალიბეგს აწული ენახა ევილო, ეს ღამე მეორეს დღეს დილაზედ უკან მოგვეწია, მე მითხრა, შენ შენი ბარგი გარდაარჩიეო, ეს ფრანგები მე მომეცო, ხვანთქრის ყადაღა არისო, მე შორს დაუჭირე როგორ მივსცემდი დაგვიჭირეს ყველა ყანი, ბარგი და კარავი მოფენილობა სრულ აიკლეს. ჩვენ ენგიჩრებსმიგვცეს, ქვეითები გონიისაკენ გაგვგზავნეს, მე მაცხელებდა აგვატარეს, ერთი უცხო პირ-აღმართი სულ იქით გზა აღარა მქონდა, ბერი კაცი და სნეული და მაცხელებდა, სამოცი ფლური უბეში მედვა. ისიც წამართვეს, ამაში აივაზა ჩალაბი მოსულ-იყო ეშუღლა, ვისა ჰკლავ, ვინ გგონია, რას გიზმენ. არ იცი. მოვიდა ჩემთან მაღალს წვერზედ მთის თავზედ დაგვაყენეს. ოთხასი მარჩილი უქადა ჩვენის გაშვებისათვის, თვითან ჩამობრუნდა, ვერცხლის მოსატანად, იქ იმათ მძევლად პატრი ითხოვეს, ისინი და ჩემი მოსამსახურენი გამოვგზავნე, მე მზევლად დავჰსდეგი და ჩემთან დავითკანდელაკის შვილიც დაიჭირეს, წამოვიდა აივაზა, წაგვიკრეს ხელები. თეთრი მოგვატყუეო, და ამ ღამეში გონიისაკენ გაგვგზავნეს, წვიმა და ნისლი, ღამე და ავი დაღმართი ეშმაკისაგან თუ გაივლებოდა რას ჭირით ვიარეთ, ენით არ ითქმის, შუაღამისას ერთის კაცის სახლში მივედით, და მაშვრალთ წაგვეძინა, იმ ღამეს თურმე აივაზა მოსულ-იყო. ვერცხლი მოეტანა, ორი ფალნიანი ცხენი გამოეგზავნათ, დაგვაღვიძეს შეგვსხეს წამოგვიყვანეს, ერთი ენგიჩარი მოგვეწია, უბელო ცხენს იჯდა, წვიმაში საწვიმარი, წამართო, თვითან ქვეშ დაიდვა, მე სიცივემ და წვიმამ უარესი მიყო. მოგვიყვანეს აივაზა ჩალაბთან სანამდის ჩვენ მთიდამ ჩამოვიდოდით, ორი პატრი სხუა თათრებს დაეჭირა წაეყვანა. ჩამოველ შევიტყევ, თავს ზარი დამეცა, ჩვენ გამოგვისტუმრა აივაზა ჩალაბმადა თვითონ წავიდა სამოცი მარჩილი იმ პატრებისათვის მისცა და მოასხა ისინიც, ვიარეთ ნიგალის ხევში ხან აქ გარდაგიდგენ წინა და დაგვსაჯეს, ხან იქ, თეთრი სრულ აივაზა ჩალაბისა იხარჯებოდა, არტანუჯს მოვედით ისაყფაშის ცოლი კარგა მოგვეპყრა, კარგა და დაგვაყენა, სავახშამო ებოძა, ერთი თავისი აღა იმან გამოგვატანა, არტანს რომ მოვედით, მაშინ ახალციხეს ასლანფაშა იჯდა ისაყფაშის ბიძა შვილი, არტაანს წინ გარდაგვიდგა ექვსასი მარჩილი იმან წაგვართვა, სხვა რამდენი, რამ წაგვიხდა, ძაღლებიც არ გამოგვატანეს, მოვაწიეთ ჩვენს ქვეყანას მოვედით, ამბოცს მაშინ ქართლში მეფედ იასე იჯდა გიორგი მეფის ძმის წული ცოლად შეერთო, არ ერგებოდა ნათესაობაც შეეშალა და ვერც ჩემზე იყო კაის გულით, მე ვალი მრავალი მემართა, ბურსელის ვაჭრებისა რომ რაც გზაზე წამართვეს, მათგან ავიღე, და იმერეთს მათ აღარ გამიშვეს, ჩემს ძმებსაც კაცი გამოეგზავნა ქართლში ჩასვლა დაეშალათ, მაგრამ ღონე აღარ იყო, ჩამოველ მეფემანც კაი პიტივი მცა, მაგრამ ასე სრვა გახშირებულიყო, მრავალი სული ამოეწყვიტა და თბილისაც აყრას და ხიზვნას აპირობდა, ჩემი მოვალეები განჯას აბრეშუმისათვის შებრუნდნენ, ივლისის თთვე იყო, ქართველი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისათვის გამიმტრდენ და ასე შეჰკრეს ყოველი ჩემი ნათესავი, მოყვარე და მეფე და დარბაისელნი, ვერავინ შემომეწია ვალის მიცემა გამიჭირდა, თბილის ერთი ნათლიდედა მყვანდა კათოლიკე, მართლ მადიდებელი, მან დაიწყო სიარული მასავ დროს თავისის მოყვრების და მეცნიერთაგან რაც ვალი მემართა სრულ მოაგროვა და მოვალეები გაისტუმრა. - მერმე სამღვდლოთ შფოთი აღძრეს ჩემზე, კრება ბოროტის ქნა მოინდომეს, მაგრამ მეფე ვერა, აიყოლიეს, სამი თვე კიდევ იბატონა და მერმე მეფე ბაქარ დაჯდა, მეფობდა, ვისთვისაც ესოდენი ჭირი მენახა და ვისთვისაც მეფობას ვსცთილობდი, წლისა ათხუთმეტის იყო, მოატყუეს, მცხეთას და ჩემი სიყვარული და სამსახური სრულდა ავიწყეს კრება მიყვეს და წმიდის პაპის გინება მომდვეს.
მე ეს მართლ მადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მოინდომეს, მაგრამ ღმერთმან, ყოვლისაგან დაგვიხსნა მეფემაც პატივი მოგვაპყრა, და მათი ვერაგობას გაცუდდა, ვახტანგ მეფეს სმენოდა დიდას სწყენოდა და ყველანი დაეტუქსა.
დასასრული საბა ორბელიანისმოგზაურობის.
__________
1პრენჭიფე ანუ პრინცი ბატონის შვილი რ...
2 წითელი მარჯანი დავ. რეტკო...
![]() |
4 სოფლიური სახლის პატრონობა |
▲back to top |
![]() |
4.1 დამარილება ხორცთა |
▲back to top |
დამარილება ხორცთა
ხორცი უნდა შემზადდეს ჩვეულებრივ შემდგომით: დაიჭრას თითო ნაწილად მოუმზადოს წმინდა კასრი; ძირში მოეყაროს დაფნის ფოთელი, პილპილი, ღვიის კანკრა. ერთ ფუთს მარილში, უნდა ერთს გირვანქის მეოთხედი გვარჯილა აურიოს, მარილწყალი. იმ შეზავებულის მარილსა და გვარჯილისაგან აიღოს ხუთი გირვანქა ცალკე, მოიხარშოს ორ გირვანქა წყალში, მასუკან თითო ნაჭრი ხორცისა უნდა ამოვალოს წვენში, ჩაიწყოს კასრში, როდესაც ჩააწყოს რიგზედ უნდა მოეყაროს მარილი, სულ ასე უნდა ვირე ნახევრამდინ მოჰყრიდეს კასრსა, მაშინ მოაყარეთ დაფნის ფოთოლი, პილპილი, და ღვიის კანკრა, აამსე პირამდინ კასრი, მოაყარეთ პილპილი, ღვიის კანკრა და დაფნის ფოთოლი; ზეიდგან დაადეთ მძიმე ქვა, თუ დამარილებულმა ხორცმა ცოტა წვენი გამოიღოს დაასხით მარილ წყალი და სარდაფში დადგით, სხვა რიგათაც შეიძლება შემზადდეს; მოიტანეთ წმიდა კასრი და ჩააწყეთ წყობისათ მოაყარეთ ყოველს რიგზედ მარილი.
ლორის გაკეთება.
მოიტანე ბარკალი და ბეჭი ჩააწყე წმინდა კასრში, მოაყარე მარილი და გვარჯილა როგორც ზეით სწერია. მასუკან დაიხუროს ირგვლივ და დაადეთ მძიმე ქვასა ოც დღეს უკან უნდა ამოაწყოს და ისევ ჩააწყოთ ძირისა ზეით და ძეითი ძირსა, რომელიც წვენი თითომ გამოიღოს ლორმა იმ მწვენით გახეხეთ, ძალიანაც არ უნდა ბევრი მარილი მოეყაროს, სჯობს რომ, დიდხან მარილ წყალში იდოს, უნდა დადგას გრილო ადგილსა როდესაც მარილი გაუჯდეს, მერე უნდა მოიღოს და დაიკიდოს სადაც ჰაერი სცემდეს, ბოლში რომ დაიკიდოს უკეთ შეინახება, მარილი უნდა მოეყაროს ოკტომბერში ანუ მარტში, როდესაც ყინვა არ იყოს. -
ბატი ძმრით.
გასჭრით ორი ანუ სამი ბატი, მოასხით ძმარში ჩადეთ მარილი უყავით შემოდგით მოსახარშავათ და როდესაც მოიხარშოს ამოიღოს და ჩაიწყოს წმინდა ჭურჭელში, ერთს დღე და ღამის შემდგომ გადმოსწუროთ ძმარი უნდა ჩააწყოთ წამოადუღეთ ისე ბატზედ სხვა ძმარში ჩაჰყარეთ აგლიური პილპილი, დაფნის ფოთელი და მიხაკი, ძმარი წამოადუღეთ და მერე ძმარში მოხარშულ ბატს დაასხით შეზავებული ძმარი.-რედაკცია ამა ჟურნალისა განუცხადებს გულითად მადლობას თავადს დავით ბარამიძეს ძეს მაჩაბელს, რომელმანც განაშვენა ჟურნალი ესე ცისკარი, მართლად გაცისკროვანებულისა და ბრწყინვალისა ლექსებით, კვალად იმედულობს რომელ, საყვარულისათვის თვისის მშობლიურის ენისა, წარმოგზავნის თვისთა შრომათა. რ.
![]() |
5 სხუა და სხუა ცნობანი |
▲back to top |
რედაკცია ამა ჟურნალისა განუცხადებს გულითად მადლობას თავადს დავით ბარძიმეს ძეს მაჩაბელს, რომელმანც განაშვენა ჟურნალი ესე ცისკარი, მართლად განცისკროვნებულისა და ბრწყინვალისა ლექსებით, კუალად იმედულობს რომელ, სიყვარულისთჳს თჳსის მშობლიურის ენისა, წარმოგზავნი თვისთა შრომათა.
რ.