ცისკარი №4 (1859)



ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 რედაქციისაგან

▲back to top


რედაქციისაგან

მრავალნი ჩუენგანნი დაწყებითგანვე ამ ჩუენის „ცისკრის“ გამოცემისა, მიეცნენ სასოწარკვეთილებასა, ჰგონებდენ ვერ დაიჭერდა თავს და თვით მოკლეს დროში სრულებით მოისპებოდა. რასაკვირველია არ შეგვიძლიან არა ვსთქუათ ესეც რომ, ზოგთა მოგვდიოდა მეტის სიყვარულითაც ჩემნის სამშობლოს ენისა, ზოგია, ვინ იცის, იქნება მტრობითაც ეს უსანასკნელი უფრო არ არის დასაჯერებელი, რადგანც თავის ენის მეწინააღმდეგე კაცი, ძნელად მოიპოვება ქუეყანაზედ. სასოწრკვეთილებასთან, სიყვარულით იყო, თუ წინააღმდეგობით, გამოგვიჩნდნენ იმ გვარნი პირნი, რომელთაცა არ დაუზოგავი არა, ვითარი ღონის-ძიება ჩემნის განზრანვის აღსრულებაში მოყვანისათვს, ჩემნისავე პირველის თხოვნით: ვსთხოვეთ სტატიების მოცემა, რასაკრველია ვისაცა შეძლება ჰქონდა წერისა, დიდის კმაყოფილებით წარმოგზაგნეს სტატიები რედაქციაში, გსთხოვეთ უკეთესის ასოების მოწერა ს. პეტერბურღით, შეძლებისამებრ არცა ღონისძიების მოცემა დაუზოგავთ, მაშასადამე მოვალენი ვართ, დარდუხდიდეთ მადლობასა იმ უფალი შემწეობის მომცემთ ქართველთა, უკეთესის ასოების მოწერისათვს. გარნა ჩუენის მადლობის გარდახდით, არ მიეძღვნებათ შესაფერი მადლობა ამ გვარ კეთილშობილურის და კეთილის ქცევისათვის. გვაქს იმედი რომ ეს გვერდი, რომელზედაც გამოსახულია ჩრდილი უგულითადესის ჩუენის მადლობისა, გარდასცემს ჩუენთა შვილის-შვილთა ამ გვარ დარბაისერს თვისებას, და ისინი იმედი გვაქვს მტკიცედ დააფასებენ შემდგომთა პირთა ცისკრის განშვენებისათჯს ღონისძიების მომცემთა თ. იასე ანდრონიკოვი. თ. ვასილ ბებუთოვი, თ. გრიგოლ ბებუთოვი, ალექსანდრე ბეზირგანოვი, თ. თადეოს გურამოვი, თ. გრიგოლ დადიანი, თ. კოსტანტინე დადიანი, რევაზ გაჩნაძე, თ. გიორგი რომანის ძე ერისთავი, იაკობ ზუბალოვი, თ. ივანე მუხრანსკი, თ. გიორგი მუხრანსკი, ლევან მელიქოვი, თ. კოსტანტინე მელიქოვი, ყორხმაზ მელიქოვი, თ. ივანე მელიქოვი, ქაისოსრო მუხრანსკი, ივანე მიზოევი, ალექსანდრე მადალოვი, დიმიტრი მგალობელოვი, თ. გრიგოლ ორბელიანი, თ. ალექსანდრე ვახ. ძე. ჯ. ორბელიანი, ალექსანდრე ონიკოვი, დიმიტრი ყიფიანი, თ. დავით ცაციშვილი, იასონ ჭავჭავაძე, იაკანიტე მესხიევი, და თ.კოსტანტინე ფალავანდოვი.

განვიმეორებთ კვალა, რომ ჩუენის მხრივ, არა ვითარსა ღონის-ძიებას დავზოგავთ ამ აჟურნალის წარმატებაში მიცემისათჯს, რად- განც ჩუმნი სტანბაც ახლა თითქმის ყოვლისფრი სრულია, გარდა პრეზისა (საბეჭდავი მაშინ) რომლისცა მოწერის იმედი, დამყარებულია ზემო მოხსენებულთ მზგავს პირზედ.

ამ ზემო მოხსენებულ პირთა გარდა, ყოველს წელს გვაძლევენ შემწეობასა და მოგვიპოებენ ხელის-მომწერთა, რომელიც საჭიროა პირველ დაწყებისათვის ამა საზოგადოდ სასარგებლოს საქმისა და რომლისას განუცხადებთ უგულითადეს მადლობას: კახეთის მხრივ, უეზდის მარშალს თ. სოლომან ანდრონიკოვს, თ. ლევან ჩოლიაშვილს და თ. დიმიტრი აფხაზს. ქართლის მხრივ უფალს გაბრიელ მამაცოვსა და იმერეთს თ. ბარნაბა ლორთქიფანიძეს და უფალს გიორგი ღოღობერიძეს. იმედი გვაქვს განაგრძონ შემწეობის მოცემა ესე და მით მოგვცენ ღონის-ძიება უმეტეს და უმეტეს მივსცეთ წარმატებაში ჯერეთ კიდეგ ნორჩი, მესამეს წლის „ცისკარი“.

— ამ ნომერთან ეგზავნებათ საჩუქრად ამავე წლის ცისკარზედ ხელის მომწერთა, ლექსები, საკუთარ წიგნად გამოცემული. ვეცდებით ყოველ წლივ გაუგზავნოთ საჩუქრათ ხელის-მომწერთა, ორი და სამი წიგნი. ამ განზრახვით შევუდექით ბეჭვდას ჩინებულის ფრანცუზთ მწერლის ალ. დიუმას, რომანს „მონტე ქრისტო“.

2 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროვეთა მწერალთა

▲back to top


2.1 შროშანი

▲back to top


შროშანი

გაზაფხულის შროშანო!
გთხოვ, ტკბილად იღუღუნო,
ეგ საამო ჭიკჭიკი
ყელში დაიგუგუნო.
მიანბე.

ის ყვავილი ველისა,
მზგავსი ჩემის მწველისა,
ოდეს აღმოცენდება?
აი, გული მას ელისა.

ოდეს ველნი და მთანი,
მწვანით შეიმოსება?
წალკოტნი საამონი,
მათვე თანა მოჰყვება?

სად არს ეხლა ბულბული,
და ან ტურფა გუგული?
მათი სწრაფ ნახვისათვის,
მარადის სუნთქავს სული.

შროშანო!

მე გლახ ბედ კრული,
ზამთრით დაგული,
ვზივარ ცრემლითა,
ღაწვთ სისველითა,
ცეცხლი მიელავს
წინ აღგზნებული
მწადს თავის მოკვლა
ჩემის ხელითა;

მაგრამ რადგანცა აწ დაგინახე,
ახლა სურვილი სრულ მიმეფარა,
მომიხარობლე ზაფხულის სახე,
კარგი ანბავი წვრილად და წყნარა.

დიმ. მეღ.

2.2 საღვინე

▲back to top


საღვინე

საღვინევ! მომწონს საკვურველად მე შენი მოყვანილობა,
მაშინ უფრორე, როდესაც არს შენს გარემოს ყრილობა;
ჰგულობენ შენში საუნჯეს, ჰქონან მაზედან ცილობა,
გულითი მასპინძელობა, მეჯლისი, სტუმართ ლხინობა!
როს იწყების ჩანგთა ჟღერა და სიმღერა მათ საფერო,
შენცა უსმენ, ჰზი ამაყათ ვითარ ნიჭი სასახელო,
ქართულს სუფრას, რქას და ფიალს მწვედ აშვენებს მწვანე მდელო,
ყველა ცდილობს ეგებ შენსგან შესვას სატრფოს სადღეგრძელო!
როს შენსგნით გადმომდინარებს ფიალს ნუნუა მჩქეფარი,
იგი სულისა სავანი, ლალებრი, ტკბილი ნეკტარი,
ცალკერძ მისისა ყნოსვითა, ცალკერძ ბანოვანთ მჭვრეტარი,
ორთავე ამათ ეშხითა სთვრების ჭაბუკი ნეტარი!
შენც მომწონ და შენი ტვირთიც, რომელიც არს ქებულ ძველად,
ოდეს გლახაკს მისგან მდიდრად ვხედავ უტყვსა მჭევრ-მეტყველად,
დუხჭირს ლამაზის ტრფიალად, ჯაბანს ერთობ უძლეველად,
მაგრამ ეს კი არათ მომწონს, ზოგს რომ შეექმნების მწველად!

2.3 მთუარიანი ღამე

▲back to top


მთუარიანი ღამე

ღამეა. ციდან კაშკაშებს მთვარე,
ყველას სძინამს, არს ყველგან სიჩუმე,
მხოლოდ ერთი მტკვრის ისნის შუილი,
და ნიავთაგან ფოთოლთ შრიალი.
ვზივარ სარკმელზედ ვსტკბები ბუნებით,
თანვე მემსება გული ოცნებით...
მიმართული მაქუს სახე მთუარეზე,
რომელიც ნაზად დასცურავს ცაზე.
მისცურამს შუა ურიცხვთ ვარსკვლავთა,
ყველგან სცემს ნათელს ერთნაირათა.
ბრძნულია მისი განბნევა სხივის:
თანასწორნი ვართ ყველა ზეცის წინ!
აგერ, გზაზედა შეხუდა ღრუბელი;
ვერ ასცილდება იმალა თავი.
სულ დაიმალა მთვარე აღარ სჩანს,
დაბნელდა, მაშა, აღარ ამოვა?..
არა! შეხედეთ, როგორ სინაზუღ
ამოდის ისევ თავის მშუენებით.
მითომ გადარჩა ღრუბლებთა ბრძოლას,
გახარებული მირბის, მიცურავს,
მიცურავს ისევ მოწმენდილ ცაზე,
ზოგან თეთრ ღრუბლით აჭრელებულზე.
შორს, შორს იტაცებს ჩემსა ოცნებას,
და მაძლევს წარსულთ დროთ მოგონებას.
არა, მთვარეო! არ დავივიწყებ,
ოდეს... ოხ, გულო! ნუღარ იგონებ.
არ დავივიწყებ სულ მეხსომება,
თუ რომ სიკვდილმა არ დამავიწყა.
სად მიხვალ მთვარევ? სადა გაქვს ბოლო?
როდის არს შენი დაძინები დრო?
ხვალაც ამოხვალ თუ დაგიხვდა ცა,
ვარსკულავებითა მოწმენდილ წმინდა?...
ვინ მოგცა ეგე მშვენიერება?
ვინ გიბძანა შენ ღამ-ღამ ამოსვლა?..
ოხ! ღმერთო! ვით ხარ სადიდებელი,
რა არს ყოველი ეს შენგნით ქმნილი:
ვით ყოველი რამ გვიმტკიცებს ჩუენა
შენ მიუწდომელ ძალას, სიბრძნესა.
შეგწრთუნვილ შენის მაღლისა ძალით
მედრკება მუხლი შენ წინ სიმდაბლით;
ენა მებმება, ვეღარას ვანბობ,
ვედრების ცხრემლით გული ამევსო.
გულის თრთოლვასა უსმინე ღმერთო,
ღმერთო მაღალი, შემვედრებელო!...

თ. პავლე თუმანოვი

2.4 ყმაწვილი

▲back to top


ყმაწვილი

ოჰ! რა ბიჭია, ოჰ, რა ლამაზი!
მეტათ ტურფაა - პაწია ვაჟი,
უყურეთ სახეს - როგორი ნაზი,
მართლათ ეს არის გულის მურაზი!

განა შენია ეს ტურფა ვარდი?
ნეტა რაღა გაქუს ამ სოფლად დარდი?
გირჩევ რომ, გქონდეს გული ნავარდი -
რომ ტურფა ეგე გყავს გასაზარდი!

„რაა! რომ უშვლო ხარ,
უფრო სიამოვნებით,
ყველთვის თავისუფალ ხარ,
განცხრომისა გონებით!

„მითომ რა არის შვილი,
თუ არ დანჯვა - ვაება!
აწ სრულათ კმაყოფილი
ბოლოს ოხვრით დაება!

„თუ ჭკუა გაქუს - ნუ გწად ესა,
თორემ ოხვრა სულთქმანი
მოგიშთობს სოფლად დღესა
ეტლზედ დაჰმღერენ სხუანი!

„ეცი მადლობა ზენას,
დასჯერდი შენსა ხვედრსა,
მაგალითად შენ ყველას,
აჩვენებდე ამ ბედსა!

დ. ბერიევი
17 მაისსა, 1858 წელსა.

2.5 ფანტაზია

▲back to top


ფანტაზია

ბუნების ძალმან, მოკლეს ხნობით, მყო მიტაცებულ,
მუნ, სადა ძველად არგონაფთნი, იყვნენ გამოსულ,
სად ვერძი ოქროს, აღმართული ყოვლის შვენებით!..
ძველთა ბერძენთა პლანეტისებრ, ყოფდა მოზიდულ!..
სად იაზონსა ტრფიალებამ, შემოსა ძლევა,
რომლით ცბიერმან ისარგებლა, ჰყო მუნ შერყევა,
ვერძი წარიღო, დამნათობის, მან წარტაცებით
ბნელი უმოსა მთავარს და ერს და დღეთა ლევა!..
თუმცაღა ბოლოს, არც მათ შერჩათ ეს ცბიერება,
ბაბილონელებრ უქმათ, ურჩათ მათ თვის ვედრება,
დაეცნენ, წარწყმდენ ვით ამაყნი. ზენას განგებით?..
მაგრამ მაინც ვსტირ, რომ მოესპოთ დიდ ჰსწავლულება!..
ჟამთა დროებამ ედემი ეს, კვლავ აღყვავა,
სად გალობისა და შექცევის ხმა არ ილევა,
სად მეპატრონე თჳს ერითურთ, სიამოვნებით!...
იშუჱბდა დროჲთ, და ჰსტკბებოდა არ იყო ღელვა!
მაგრამ რას ხელ ჰყრი კეთილოვნებას, როს ზენაარსი,
ავლენს განსაცდელს, მრავალს სულდგმულს მოუკამარსი,
აფრქვიონ ცხრემლი, მუხლ-დადგენით, და ხელთ გაპყრობით!...
ზე აღავლენდნენ ვედრებასა, ჰყოს თჳსვე ღირსი?..
ი. ბერიძე
ოსეთით.
8-სა მარტს. 1859-სა წელსა.
ს. ჯავა

2.6 ვედრება ღუთისადმი

▲back to top


ავედრება ღუთისადმი[1]

ჵი ღმერთო, სამებით ერთო, მოჰფინე წყალობა ივერთა,
შენ გაქონ და გადიდონ, ფრთენი მოისხან ყოველთა,
შენდა ფრენად მოგვანიჭე, ჭამუკთ, მოხუცთა ყოველთა,
გალობით ქება. შეამკონ, ბედნიერების მთხოველთა.
მომლტოლველნი შენდამი, აროდეს არა ჰსცდებიან
მოსავნი შენნი ყოველნი, სწორ გზასა არ ჰსცილდებიან,
სდგან წინაშე შენსა მორჭმულნი, სასოებითა კრთებიან,
ვინც შენ არ გესავს იგინი, უცნაულათა ჰკვდებიან.
ერთბამად გვედრებთ ამასა - მოგვცე გონება მკვეთრი,
ცოსკარი განგვიბრწყინო, მოგვივლინო ნათლის სვეტი.
წარმატებითა განგვიგრძო, სხუათაცა გარდამეტი.
დააგვირგვინო განზრახვა ჩუჱნი ვითარცა მახვილ მკვეთრი.

ივ.ტ.
1859-სა წელსა. მარტის 18. ქ. ქუთაისს

_____________

1 ამ ლექს ვბეჭდავთ იმედითა მით, რომ შემდგომში ეცდება მთხზუელი,არა გარდახდეს რედაქციის კანონს, რომელიცა უკუჱ გამოგვიცხადებია წარსულთ ცისკრის ნომრებში.

3 მზით უნახავი ქალი და თორმეტი თვენი

▲back to top


მზით უნახავი ქალი და თორმეტი თვენი

(ძველებური ანბავი)

ერთს სოფელში (ოქროს მადნის) მის პირობაზედ, ჰსცხოვრებდა ქვრივი ვინმე დედა-კაცი, რომელსაცა ჰყვანდა ორი ქალი, ერთი ნამდვილი თავისი შვილი, ხოლო მეორე გერი. პირველს, ესე იგი ნამდვილს ქალს, ერქვა სოფიო და მეორეს მარიამ. ამ დედა-კაცს თავისი ქალი სოფიო. ძალიან უყვარდა, გერი კი ჭირივით ეჯავრებოდა, ამისთჯს რომ სოფიო ცუდის სახისა და მახინჯი იყო, ხოლო მარიამი ანგელოზივით მშვენიერი და სასიამოვნო. შინაურს საქმეს სულ საწყალი მარიამი აკეთებდა: სახლს ალაგებდა, რეცხდა, სწმენდდა, კერავდა, ჰქსოვდა, ქათმებს უვლიდა, ერთის სიტყვით როგორც უბრალო. გოგო ისე ემსახურებოდა თავის დედინაცვალს დ სოფიოს, ასე გასინჯე საჭმელსაც თითონ ხარშამდა. მთელს დღეს ფერხს და ხელს არ დააყენებდა და როცა დაღამდებოდა, ყველაზედ გვიან მოწყვეტილი და მოქანცული ჩაეგდებოდა ხოლმე ლოგინშია. ეს საცოდავი რაც უნდა არა მუშაობდა სახლში და ჯანს იმათთ საქმეს არალევდა, მაინც კიდევ დედინაცვალს და სოფიოს ეჯავრებოდა და თვალში ხიჭვათა ჰქონდათ, უფრო ამისათვის რომ მარიამი დღითი დღე უფრო და უფრო ლამაზდებოდა. „რა ვქნა, რა უყო. მე ამას? ეს რომ სახლში იყოს, ჩემი სოფიო თავის დღეში არ გათხოვდებაო!“ იტყოდა დედინაცვალი, ამისათვის მარიამს დედინაცვალისაგან შეწუხება და ლანძღვა უფრო მოემატა, დილით საღამომდის მოსვენება აღარა ჰქონდა. თვალები ბევრის ცრემლის დენით ჩაუსისხლდნენ დ საბრალო მარიამი მალმალ, როცა კი შეიძლებოდა და შურიანი სოფიო და დედინაცვალი იქ არ იქნებოდნენ გაიხედებოდა ფანჯარაში, რომლიდგანაც სოფლის სასაფლაო. ჰსჩანდა და ამოხვრით ჩაიბუტბუტებდა ხოლმე. ახ, ღმერთო ჩემო! ის დრო იქნება რომ მეც ჩემს დედმამის გვერდზედ აიმ სასაფლაოზედ განვისვენო და ჩემს დედინაცვალს და სოფიოს მოვრჩე, დედამიწაში წოლა ყოველთვის სასიამოვნოა ამისთანა სიცოცლესაო.

ერთს ზამთრის დღეს, უსაქმურმა დ ზარმაცმა სოფიომ, ყვავილის კონა მოინდომა.

— მარიამ! უთხრა სოფიომ თავის დას: წადი ტყეში, ყვავილები მამიკრიფე! მე ძალიან მამინდა იმათი სუნი და გულში გარჭობაო.

— მაგას რას ანბობთ, დაო? უპასუხა კეითილ-სულოვანმა მარიამმა თოვლქუეშ რადროს ყვავილებია? თქუენ შეუძლებელი რამ მოგინდომებიათ, გაზაფხულამდის მოიცადეთ და მაშინ იმტელს დაგიკრეფ, რაერთიცა გნებავსო..

— ია, შე საძაგელო. შენა! დაუყვირა დედინაცვალმა, რომელმაც ამათი ლაპარაკი სულ გაიგო. ყველა საქმეზედ შენ უარს ამბო გინდა რომ სულ გულხელდაკრეფილი იყო. და მუქთათ პურს გასკდეო? ამ საათში ტყეში წადი თორემ, ამ ქუაბს შიგ თავში გათხლეშამო... უთხრა და კინწის კვრით კარში გააგდო.

მარიამმა არ იცოდა თუ რა ექნა?! ღმერთი ახსენა ტირილით. მთას შეუდგა ტყისაგენ. მუხლამდის თოვლი იყო, გაფურცვლილნი ხეები კვდრებივით გაშეშებულები იდგნენ; ფეხის გზა სრულებით არსად სჩნდა. უბედური ქალი ალალბედათ მიდიოდა. საბრალო. მარიამ სიცივისაგნ ისე გალურჯებულ იყო, როგორც ლილა და კანკალისაგან ფეხებს ძლივსღა მიათრევდა თოვლში. ამ წვალებაში ბევრჯელ ინატრა სიკუდილი და სიცოცხლის იმედიც აღარ ჰქონდა. ხოლო უფალმა სხუა გზით გარდასწყვიტა მარიამის საქმე. ცოტა კიდევ რო მაღლა ავიდა,პატარა მოედანზედ უეცრად დაინახა ცეცხლის ალი. მარიამი საშინლად გაოცდა ამ მოჩვენებაზე და შეჰკთრა. თავათ ნახევარი სული აღარ ედგა და ეხლა თითქმის სუნთქუა შეიწყვიტა. ამ შიშის მიზეზი მარტო ერთი ცეცხლი არ იყო: იმას გარშემო შემოსხდომოდნენ თორმეტნი კაცნი, რომელნიც თორმეტნი თვენი იყვნენ, სხუა და სხუა სახისა და ასაკისანი. სამნი მათგანი თეთრი წვერანი იყვნენ, სამნი ჭაღარანი, — სამნი თითქმის მოსულნი ვაჟკაცნი, — და უკანასკნელნი სამნიცა მშუენიერნი და ტანოვანნი ახალგაზდანი, მხოლოდ ერთის მოხუცის იანვრის გარდა, რომელიც ამაღლებულ სახელმწიფო ტახტზედ იჯდა და ხელში ყავარჯენი ეჭირა. ყოველნი ერთგვარ ქუებზედ გაჩუმებულნი ისხდნენ და ცეცხლის ალს შესცქეროდნენ. ქართულათ იტყვიან „სული ტკბილიაო.“

რაც უნდა მარიამს არ ეშნოდა, რაკი სიცოცხლის იმედი ცეცხლი თვალწინ წარმოუდგა, მაინც კიდევ გული გაიმაგრა და მივიდა ამ კაცებთან. თავი დაუკრა, დიდის შიშით დ კანკალით ორი სიტყვა უხრა. „კეთილნო. გაცნო! თქუნი ღუთის გულისათვის ნება მამეცით გავთბე მაგ თქუენს ცეცხლზედაო“. ტახტზედ მჯდომმა იანვარმა ნიშნად თანხმობისა თავი დაუქნია და ჰკითხა:

— ქალო! რას ეძებ რომ ამ სიცივეში და ქვის-ხეთქაში აქ მოსულხარო?

— ყვავილებს გეძებ მამაო, უპასუხა მარიამმა.

— რას ანბოფ? ზამთარში ყვავილებს, რა უნდა ვითომც პოვნის იმედი გაქუსო?

— მე სრლულებითაც არა მაქუს იმედი, მაგრამ ჩემა დედინაცვალმა და დამ გამამაგდეს ყვავილების დასაკრეფად დამექადნენ რომ გადამახდევინებენ თუ არ გაუგონებ დ ამ ყინვაში ყვავილებს არ მოუტანო. მე შინ რაღა მიმაღწევინებს, ამ მთებში გავიყინები, ჰსთქუა ესე და ტირილი ამოუშვა, კეთილმა მარიამმა.

– ქალო! ნუ ჰსწუხდები, უთხრა იანვარმა, ბოროტთ ერთი დრო არ შერჩებათ; ტახტიდგან წყნარად ძირს ჩამოვიდა, მიუახლოვდა მარტსა და მისცა რა მას თავისი ყავარჯენი, უთხრა:

— ძმაო, მარტო, მიიღე ბრძანებლობა!

მარტი ტახტზედ ავიდა და ყავარჯნის ქნევა დაიწყო თუ არა, უეცრივ ალმა მაღლად აიწია და გამოსცა სიმგვრგვლიგ სიცოცხლის მომცემელი სიტფო: თოვლმა და ყინულმა გადნობა დაიწყეს, ხეები ფოთლებით და ბუტკებით შეიმოსნენ; ბალახი ამწვანდა, მინდვრები ყვავილებით დაიფინნენ. დადგა გაზაფხული-მშუნიერი და სასიამოვნო დრო წლისა, როდესაც რომ თითქოს ყოველი საგანი ახლად სიცოცხლეს იღებს. ერთს ბუჩქ ქუეშ გაიშალნენ ის ყვავილები, რომელიცა სოფიომ მოინდომა, ისე რომ ბუჩქი დაიფარა და ჰგვანდა ჩასაცმეველს ხავერდის ბახრომებსა.

— დროით, დროით, მიძახა მარტმა მარიამსა, რომელსაც სიხარულისაგან აღარა ესმოდარა და სულ ბღუჯა-ბღუჯა ჰგლეჯდა ყვავილებსა, — დაჰკრიფე ყვავილები და შინ წადი, მაგრამ არამც და არამც, არავის უთხრა რაც დღეს შენ შეგემთხვა და ნახეო. მხოლოდ ერთი ამით შეგიძლიან ჩუმნი მომადრიელება. კარგი კონა რომ შეჰკრა, მადლობა უთხრა ამ მოგვებსა და შინისაკენ გამოსწია. დედინაცვალს და სოფიოს იმედი არა ჰქონდათ მარიამის შინ დაბრუნებისა. იმისათვის უფრო გააგდეს, რომ გაფიჩხებულიყო სადმე დ თავიდგან მოეშორებინათ. საშინლად გაოცდნენ მარიამ რომ დაინახეს მრავლის ყვავილების კონითა. კარები გაუღეს. მარიამი შევიდა თუ არა, სახლი მშუნიერის სურნელებით გაიმსო.

— ეს ყვავილები სად დაჰკრიფეო? ჰკითხა სოფიომ.

— აგერ იქ, აიმ მთის წვერობაზედ, ბუჩქების ქვეშ ბალახებში სამსეაო.

– ბალახებში? მთაზე? საშინელი საკვირველებაა! ეჰ, მაგრამ სულერთია, მე ხომ...

ყვავილებს სუნვა დაუწყო. და მერე თავის დედის კირკიტა ცხვირს აყნონოსინა მშუნიერი სურნელება ყვავილებისა; გული სულ ყვავილებით გაიმსო და ისე უსინიდით სობა გასწია, რომ ერთი უბრალო მადლობაც არ უთხრა მარიამსა.

მეორე დილაზე სოფიო ჩუულებისამებრ ნაცარქექიასავით ბუხარს მიჯდომოდა და უსაქმობით საშინლად ამთქნარებდა. სოფიოს საქმის გაკეთება ძალიან სძულდა. ამ მდგომარეობაში გიჟივით უეცრად წამოიძასა

– აი ღმერთო! რა ნაირად მამინდა მარწყვიო! მარიამ! წადი ტყეში და ამ საათში დამიკრიფეო, ჰსთქუა დ დაამთქნარა.

— მარწყვი?! იანვარში?! უპასუხა სწყალმა მარიამმა. საყვარელო. დაო. მასხარათ მიგდებ. ამ დროს მარწყვი ვინაქნა — სად უნდა დავჰკრიფოვო?

— საცა ყვავილები იშოვნე, იმასაც იქ დაჰკრეფ. ბევრს ნუღარა ყბედოფ — რასაც გიბძანებენ შენ ის აღასრულეო!

— მე შენ გასწავლი როგორც დას უნდა დაემორჩილოვო, დაუყვირა მარიამსა დედინაცვალმა, და ცოცხს ხელი წამოავლო.

თუ მარიამი საჩქაროთ კარში არ გაქცეულიყო, უთუოთ ცოცხით იცემებოდა. მეტი ღონე არა ჰქონდა, უნდა როგორმე მარწყვი ეშოვნა, თორემ საცოდავს ამ ზამთარში სახლშიაც აღარ შეუშვებდნენ. ისევ იმ მთას შეუდგა და მინამ თავის კეთილის მყოფელებთ იპოვნიდა, პირუელს წასულაზედ მომეტებული წვალება გამოიარა. ძლივსყობით ცეცხლს მიაგნო. და დაეჩქარა რა გატფობას, მოხუცმა იანვარმა ჰკითხა მარიამსა:

— ქალო! ამ დროს კიდევ რისათვის გარჯილიხარო! ხომ ხედამ რა ნაირი ქარიშხალი და სიცივეა. ეხლა ბუხრის წინ სახლში უნდა იჯდეო.

— მამაო! შეწუხებისათივს თქენისა მომიტევეთ რავქნა, ჩემმა დამ და დედინაცვალმა მარწყვისათვის გამამაგდეს დ უკან მამძახეს რო, თუ არ მიუტან ცემით მამკლამენო.

— ზამთარში მარწყვი ვის გაუგონია? აბა რასაიქო?

— მინამ ღონე მამდევს, დავივლი ამ მთებსა, მერე (ტირილი დაიწყო) ამ თოვლში ჩავწვები და საუკუნოს ძილით განვისუენეფო.

– ქალო! ნუ ჰსწუხდები, უთხრა მას იანვარმა. ბუნება, რომელსაც ჩუენ გემსახურებით, ცდილობს რათა ძშენი თვისნი დაიცვას. ჰსთქუა ესე და ჩამოვიდა თავის ტახტითგან, მივიდა ერთ მწევრთან იმა შეკრებილებისა, მისცა მას ყავარჯენი თვისი და უთხრა:

— ძმაო, ივნისო! მიიღე ბრძანებლობა!

მეფე ზაფხულისა ივნისი ტახტზედ აბძანდა და ყავარჯნის ქნევა დაიწყო. ცეცხლის ალი გახშირდა და მაღლა აიწია. თოვლი და ყინული დადნენ, დედამიწა ყვავილებით ბალახებით მოიფინა, ხეები ფოთლებით შეიმოსნენ და დაიწყეს ფრინველთ ჟღივ-ჟღივი, სიმღერა, სტვენა... დადგა გაზაფხული, რაც სულს უნდოდა ყოველნი ყვავილნი გაიშალნენ. მარწყვიც აყვავდა ცოტას ხანს ყვან მარიამი თვალით ჰხედავდა,როგორც მარწყვი მოიმწიფებოდა და თითქოს თაფლით იმსებოდა.

— ქალო! დროს ნუღარ ჰკარგავ, უთხრა ივნისმან, დაკრიფე რაერთიც გინდა და წაიღე. მარიამმა ერთი კალთა გაავსო მარწყვით, მადლობა უთხრა თავის კეთილის მყოფლებსა და შინისაკენ გასწია, დედინაცვალს და სოფიოს მარიამის მოსვლის იმედიც არა ჰქონდა და ძრიელ გაუკვირდათ, რო მარიამმა კალთით სამსე მარწევი სახლში შეიტანა. დედინაცვალი და სოფიო მარწყვს გაოცებული მივარდნენ და ჭამა დაუწყეს. მარიამს კი ერთი მადლობაც არ უთხრეს. როგორც ეტყობოდათ უკმაყოფილონი უფრო იყვნენ, ვიდრე მადრიელნი იმათ უნდოდათ რომ გაფიჩხებულ იყო სადმე.

ეს დღე არაფერი. მეორე დილაზე სოფიომ ქლიავი მოინდომა მარიამ ქლიავი მამინდა, წადი ტყეში და მამიტანეო.

— დიდი ხანია ქლიავის დრო წავიდა, ნაზათ უპახუხა მარიამმა.

— ვიცი; მაგრამ სადაც ყვავილები და მარწყვი მოიტანე, ქლიავსაც კარგათ მოიტანო.

— ყოგელთვის ხომ ერთი ბედი არ მექნება, უპასუხა მარიამმა, რაზე მტანჯავთ დაო, ისეთი რა დაგიშავეთ? მე ყოველთვის თქუენს სიამოვნებასა და ვცდილობ, თქუან კი უღმერთოდ მეკიდებით, აგრე არ უნდა, რემ იქუენი ნება არისო.

– ეე! განა შენ ჩუმნგნით მადრიელიც არა ხარო? მაგების თქმა როგორ გაბედე დედაზედ ჩემზედა. იქნება შენ უფრო გწადია ჩუენი სიკუდილი? შე მოთხრილო საძაგელო, აი შენის ცუდის, ზნეობით სადამდის მიახწევინე შენი თავი!..

— ჩუენთან ცხოვრებას შენ არავინა გთხოვს, დაუყვირა ბოროტმა დედინაცვალმა, თუკი გეჯავრებით, სადაც გინდა იქ წაეთრიე — ოთხკუთხივ გზა გაქვსო, შენი ხელის დამჭერი არავინ არის, შე საძაგელო. შენა. შე... მუშტი რა მოუღერა,მარიამმა ტირილი დაიწყო და ჰსთქუა.

— რა ვქნა? ვის უნდა მივადგე ახალგაზდა ქალი? გლახავსავით კარკარ სიარულს და თხოვნას ხომ ვერ დავიწყეფო.

– იგლახაკე თუკი მოწყალების თხოვნა გინდა, დედინაცვალმა უთხრა, თუ არა, ვინც გაჭმევს და გაცმევს, რასაც გეუბნებიან გაუგონეო, ერთის სიტყვით ქლიავისათვის წადი და ხელ ცარიელი მოსვლა არ გაბედოვო, თორემ ამას უყრეფ?! ამ დროს მუგუზალისკენ ხელი გაიშვირა. მარიამი შიშისაგან კარში გავარდა და მთას შეუდგა. თავ-დაღუნული ოხვრით წყნარად მიდიოდა, სულ თავბედს იწყევლიდა რომ ამათთანა ბოროტების ხელში იჟყო. შემდეგ ბევრის ტანჯვისა იპოვნა თავის კეთილის მყოფელნი, რომელნიც აგრეთვე რიგი ისხდნენ როგორც წინათ, უფროს-უნცროსობა წმინდათ იცუჱბოდა მათ შორის. ჯერ მარიამი ცეცხლთან არ მისულიყო, რომ იანვარმა შემოსძახა:

— ნუ თუ ამ თოვლში თავის დაღუპვა გინდა, შვილო ჩემოვო? სულ მთებში რას დაეხეტები, ნაცვლად იმისა რომ სახლში იყო. და ბუხარ წინ იხუხებოდევო? თუ ჭკუა გაქუს შენ ამ ზამთარს ნუ ეხუმრები, შინ წადი, ან ჰქსოვე, ან შეკერე, ან სხუა რამ საქმე გააკეთეო?

— რა ვქნა მამაო. გიჟი ხომ არავარ რომ ამ ზამთარში მუხლზედ თოვლს ურევდე დ მთა-მთა დივიდოდე. უწინაც მომიხსენებია ჩემი აქ მოსვლის მიზეზი, ჩემი და და დედინაცვალია. ჩემა დამ დღეს ქლიავი მოინდომა და თუ არ უშოვნე სახლიდგან გაგდებას მიპირობენ და აბა რა ვქნაო?

— დიდი ხანია რაც შემოდგომა გავიდა, ხეებს არა თუ ქლიავი, ფოთოლიც არ შერჩენიათო.

— კეთილნო კაცნო! ქუენ იყავით აქამდის ჩემი მფარველნი, რო გიდევ სული მიდგია, ხოლო. ერთს თქუენგან ვარ მადლობელი. ვიცი ეხლაც არ მოინდომებთ ჩემს უბრალოდ დაღუპვასაო, უპასუხა ტირილით.

— შენი განთავისუფლების დრო. მოსულა ბოროტთ კაცთაგან, უთხრა მარიამს იანვარმა და მივიდა ერთს თმა ჭაღარიანს გაცან, მისცა მას თავისი ყავარჯენი და უთხრა

— ძმაო ენკენისთვევ! მიიღე ბძანებლობა!

— ენკენისთვე დარბაისლურად ტოტზედ — ავიდა და ყავარჯნის ქნევა დაიწყო. ცეცხლი გაძრიელდა და ისეთი სიცხოვლე გამოხტა, რომ სიმგვრგვლივ ქუეყანა გათბა, თოვლი და ყინული იმ წამსვე გადნენ, დედამიწა ბალახებით დაიფინა, ხენი ფოთლებით შეიმოსნენ, რომელსაც ბალახს და არც ფოთლებს ზაფხულის სიახლე არა ქჰონდა. თითქოს ბუნება ცუდ დაროს და სიცივეს მოელოდა. ფოთლები სცვინდებოდნენ და საითკენაც უნდოდა იქით მიარბევინებდა, ცოტა მოშორებით ქლიავის ხე იდგა, რომელსაც ისე ესხა რო თითქმის ტოტები ემტვრეოდა. მარიამმა დაინახა თუ რა მივარდა და ბევრი არყია, მაგრამ ოთხის მეტე ვერ ჩამოაგდებინა.

— გეყოფა, გეყოფა, დაუყვირა ენკენის თვემ, მეტის იმედი ნუღარა გაქუს. გეყოფა რაც ჩამოაყრევინეო.

მარიამმა დაემორჩილა, ეს ოთხი ქლიავი ჯიბეში ჩაიწყო, მადლობა უთხრა ამ კაცებსა და შინ წავიდა. სოფიომ რა დაინახა მარიამი დედას უთხრა:

– დედავ! მგონია მარიამი ცარიელი მოდისო. — მეც ეგ მინდოდა, უპასუხა ბებერმა, პანჩურს ამოვკრამ და საუკუნოდ მოვრჩებითო.

ამ ლაპარაკში მარიამი სახლში შევიდა, ის ოთხი ქლიავი დედინაცვალს და სოფიოს მისცა. როცა შეჭამეს, მარიამსა ჰკითხეს,

— რატომ ბევრი არ მოიტანეო? ამის მეტი არ იყოვო?

— ბევრი იყო, მაგრამ ასე აღარ დამანძრევინეს რომ ჩამამეყრევინებინაო..

— აი შე საძაგელო. შენა! მიუგო ბებერმა, იმათი რას გეშინოდა იმათ ყურს რას უგდებდიო?

— სტყუის, წამოიძასა მართლად მახინჯმა და ცუდის ზნისამ სოფიომ, გზაზე გახეთქილა და ჩუენი კი ოთხი მარცვალი მოგვიტანა — ასე ჰგონია სასუნებელათ გვინდოდაო..

— ეს ქლიავი სადა დაჰკრიფეო, ჰკითხა დედინაცვალმა.

— აგერა, აიმ მიის უკან წვერობაზეო.

— მე თუ სწორეთ არ გავიგე არ იქნება, ჰსთქუა, სოფიომა, უთუოთ მე თითონ იქ უნდა წავიდეო. რას ანბობ, საბატონო ქლიავია, მაგრამ ვაი შენი ბრალი თუ გვატყუეფო.

— რას ანბობ, სად მიხვალ, რამდენჯერ უთხრა სოფიოს თავის დედამ. ეთხელაც იქნება, გავიგებთ შენ ტყუილათ რათ მიხვალო, უბრალოდ სცდილობდა დედა რომ სოფიო დაეყენებინა. სოფიო თავის ნება და შეუპოვარი ქალი იყო, დედის სიტყვას თავის დღეშიაც არ შეისმენდა ხოლმე, წინააღმდეგ დედა უფრო ასრულებდა ქალის წადილსა, მთას რო წვერზე მოექცა უეცრად ცეცხლის ალი დაინახაა, რომლის გარშემო თორმეტნი კაცნი მშვიდათ ისხდნენ და ცეცხლს შეცქეროდნენ. მათგანი ერთი იანვარი უმაღლესი სხუათა, იჯდა და ხელში ყავარჯენი ეჭირა.

შეუპოვარმან სოფიომ ამ კაცებს სალამიც არ მისცა და პირდაპირ ცეცხლთან გასათბობათ მივიდა.

— ქალო! შენ აქ რა გინდა? ჰკითხა სიცივის მეფემ და ბძანებელმა.

— არა, შენ რა გნებავს, შე ცეტო. ბებერო. შენაო, უპასუხა გარყვნილმა სოფიომ

— ახლა კი დრო მოვიდა! აღმოსთქუა საშინელის ხმით გაბოროტებულმა იანვარმა. ცა ღრუმლით მოიცვარა მოხუცმა წარბები მოიხმუშა და ყავარჯნის ქნევა დაიწყო. ცეცხლი თითქმის ჩაქრა, საშინელი ქარი ამოვარდა და თოვლა დაიწყო, ისე ეგონებოდა კაცსა, ცა და ქუეყანა შეერთებულაო.

სოფიოს შიშით გული გაუსკდა დ შინისაკენ ფეხი გააჩქარა, მაგრამ იანვარს სად წაუვიდოდა. ბუქს პირზედ აყრიდა და თვალებს უბნელებდა ყელამდი თოვლი შემოადგა. ისე გაუჭირდა რომ არამც თუ ფეხსაც ვეღარ ადგამდა, ვერც კი ინძრეოდა და შიგ თოვლში დარჩა. იმისი დედა იმ დროს ფანჯარაში იყურებოდა და საშინლად ჰსწუხდა რომ სოფიომ დაიგვიანა. დრო გადიოდა, მაგრამ ქარი კიდევ თავისას არ იშლიდა. ბებერმა თავის ძონძი ქათიბი გადაიცვა - შალი მოიფარა და ქალის საძებნელად წავიდა. ქარი უფრო საშინლად ამოვარდა და თოვლი ისე აურია რომ, თვალში თითი გეტაკებინა არა ჩადარა. ქარი ბებერს ხან საით სტყორცნიდა და ხან საით, ხან თოვლში ჩაჰფლამდა და ზედ თოვლს გადააყრიდა. ამ შეწუხებაში მაინც კიდევ სოფიო არ ავიწყდებოდა და იმის სახელსა ჰყვიროდა:

— სოფიო-ჯან! შვლო! სადა ხარ,დამენახვე! მაგრამ პასუხი არ საიდგან ეძლევოდა ხოლო ქარი ბღუილით თითქოს ეუბნებოდა ბოროტს ბებერსა შენზედ ახია, შენ რო მარიამი ისე არ გეტანჯა, ეგ საქმე არ მოგივიდოდაო. უფრო ჩამობნელდა. ბებერს სრულებით არ ესმოდა საით მიდიოდა. უეცრივ ერთის ხეს ისე დაეჯახა რომ გულმუცელი ჩაიმტვრია. ხის უკან ყმუილი შეესმა, მივიდა და ნახა თავის ქალი სოფიო მკვდარივით თოვლში ჩაფლული ძლივსყოფით ფეხზედ წამოაყენა.

— სოფიო ჯან! სოფიო! ადე შვლო. შინ წავიდეთ, თორემ გიღუპებითო!

— რაღა უნდა წავიდეთ, დაუხჩობელი ვეღარ გადავრჩებითო. ძლივს უპასუხა ნახევარად კუდარმა სოფიომ. ეს სულ მარიამის ბრალია. აქ აიმ წვერობაზედ თორმეტნი თვალთმაქცნი ისხდნენ ქარიც იმათ ამოაგდეს, თოვლიც მოიყვანეს... ჩუენ რომ იმას კარგათ ვეკიდებოდით ეს იმისი მადლობაა, იმას საძაგელისა იმისიო... დამაცადოს. ერთი შინ მივიდე ჯერაო...

— მართალია, შვილო, მაგრამ რაც უნდა იყოს ჩემი გერია და შენი დაა ვინ მოიფიქრებდა თუ ჩუენ ის აქამდინ მიგვახწევინებდა. ადე შუილო წავიდეთ. ერთი კი შინ მივახწიოთ და მე გაურიგეფ იმასაო... ქალი წამოაყენა, ორიოდ ნაბიჯი გადასდგეს თუ არა, ისეთი თოვლი დაუშვა ქარი ამოვარდა რომ, ხეებსა ჰგლეჯდა და აბა იმათ რას უზამდა? ორთავენი თოვლში წაიფლნენ და ერთი ადლი მეტი თოვლი თავზედ ეყარათ. დასასრულ ძლივს ეღირსათ მათ სულს, რომ განშორდა ბოროტთ სხეულთაგან, ვითარნიც სოფიო და თავის დედა იყვნენ. მარიამი დედინაცვლის და სოფიოს დაგვიანებას საშინლად სწუხდა, მალმალ ფანჯარაში იხედებოდა, მაგრამ ისეთი კორიანტელი იყო, რომ სრულებით ვერას არჩევდა.

— რა ვქნა? რა იქნენ? უბედურება ხომ არა შეემთხვათო? ბევრჯელ ამბობდა კეთილი მარიამი, ფანჯარაში სანთელი დასდვა, რომ ეგება ამის შუქზე გზა გამოაგნოგო. ღმერთს ეხვეწებოდა იმათ მშვიდობით დაბრუნებასა. თოვლი გადაიღო, ქარიც ჩავარდა, მაგრამ ისინი კიდევ არსადა ჰსჩანდნენ. კეთილ-სულოვანმა მარიამმა მთელი ღამე ლოცვაში და შეწუხებაში გაატარა იმედი ჰქონდა რომ დილით უთუოთ მოვიდოდნენ, მაგრამ დილითაც არვინ მოვიდა მარიამმა მეზობლები მოაგროვა და იმათ საძებნელით გავიდა. ბევრი ეძებეს მაგრამ ვერ იპოვნეს, შემდგომ გაზაფხულისა, ერთის დღეს, როცა თოვლი სრულებით აღარ იყო, ორთავენი სოფლის მეცხვარეს ეპოვნა. მარიამმა შეიტყო თუ არა, საქრისტიანოს წესით, როგორც რიგი იყო დაამარხვინა და რაც იმათ მამული ჰქონდათ სულ ამას დარჩა. ჩვიდმეტის წლისა რომ შეიქნა უფრო გალამაზდა.ბევრი კაცი კუდებოდა იმისათვის, ხოლო მარიამი სულელი ქალი არ იყო. რომ როგორმე შეცთენილიყო. წვრილად მოიკითსა და ერთი თავისავით კეთილი და მშვიდი ახალგაზდა შეირთო. მნახავგნი ამბობდენ, რომ მარიამი ბედნიერად ჰსცხოვრებს და მფლობელობს ქმარზედა, რომელიც ყოველთვის ცოლის მორჩილებასა ცდილობს მთავრობა მარიამისათვის ქმარზედ დამარებულია, უფრო მის კეთილზნეობაზედაო!..

ზ. ხითაროვი