ცისკარი №5 (1852)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსთ თხზულებანი

▲back to top


1.1 განყოფა სოფლისა

▲back to top


განყოფა სოფლისა

კაცთა უბძანა უფალმან, თქვენია ესე სოფელი,
განჰსწილეთ ჰსწორეთ, ხართ ძმანი და მე ვარ თქვენი მშობელი;
ძლივ დაასრულა ეს სიტყვა, კაცნი მაშინვე მისცვივდენ,
ვის რა მოჰსწონდა იტაცა, არავის წვრთასა იწვრთიდენ,
მუშაკთ წაიღეს მიწაი,ზოგთა ტყე,ზოგთა მაღნარი,
ზოგთა ვენახი,ვაჭართ ჰხვდათ ზღვა, რითაც იქმენ მდიდარი,
რა განიწილეს ყოველი და იქმნენ დამშვიდებული,
მაშინ მოვიდა პოეტი, სიდგანცღა შორით რებული,
ნახა, რომ ამა სოფელსა,არღა ჰრჩენია მას წილი,
განწირულ გულით მოვიდა,უფალთან იწყო ტირილი!
„უფალო რისთვის დამაგდე, რისთვის მყავ მარტო მშიერი?“
„ღმერთმან მიუგო სად იყავ, სოფელს იყოფდა როს ერი?“
„მე შენთან ვიყავ უფალო,თვალნი შენს ნათელს უმზერდენ,
„და ყურნი ჩემნი ჰსტკბებოდენ რას ანგელოსნი გალობდენ,
„მე შენის დიდებისაგან ვიქმენი განცვიფრებული,
„და მისთვის ვიქმენ ჰე ღმერთო სოფლისგან განშორებული,
„რავქნა მიუგო უფალმან სოფელს არ დამრჩა ნაწილი,
„მაგრამ როს მოხვალ ჩემთანა ცაში გაქვს ყველგან ადგილი.

თ.გ.ერი...

1.2 პილიგრიმი

▲back to top


პილიგრიმი[1]
პოლშურით

ფერხთა ჩემთ ქვეშე ფენილ არს, მხარე ტურფა და მდიდარი,
თავზედ უღრუბლო და წმინდა ცა, სხივითა მნათობარი,
მაშ განვკვირდები მშვენიერთ ქალთა გარეშე მყოფარეს,
გული რისათვის მიმირბის, მე ჩრდილოეთის შორს მხარეს?
ლიტვავ! მიმღერდენ უტკბილეს ტყენი, ხმიანი მე შენნი,
ვიდრე ბაიდრის ბულბულნი, სალგირის ქალნი მოშვენნი,
უმხიარულეს ჰსტკეპნიდეს შენსა მაღალსა ჩალასა,
ვიდრე ოქროვანთ ანანასთ, ვიდრე ზურმუხტებ ბალახსა!
განშორებულსა ათასნი,მოგონებანი მაზიდვენ,
რათა ვარ დაფიქრებული, ოხვრანი რისთვის მიხშირდენ,
მისთვის, ვისცა გლახ ვეტრფოდი, ვისთვის მსხვერპლად ვყოფდი გულსა,
ზის აწ იგი სამშობლოსას, ვაიმე ჩემთვის მიღებულსა.
გარეშე ყველგან ატყვია, ჩემგან ახალი კვალები,
რა მათ ჰსთელს იგონებს ხოლმე? ჩემთვის ცრემლობენ თვალები?
თ.გ.ერი.

_______________

1 პილიგრიმი მწირი. რ..,

1.3 არაკი

▲back to top


არაკი

ყორანი და მელა

რამდენჯერ უქადაგნიათ,
რომ, პირფერობა, პირთნება,
საძაგელი და ცუდია!
გარნა ესდენ ქადაგება,
თუმცაღა ბევრსა სმენია,
მარამა კაცი პირფერი,
პირ მოთნე, ფარისეველი,
მაინც მოსძებნის საკბილოს,
და თავისაკენ მიიმხრობს!

ერთხელ სადღაცა ყორანსა, ყველის ნაჭერი ეშოვა,
და სიხარულით მოჰფრენდა საშოვარი კი პირს ეპყრა,
რამდენი ხანიც მშიერსა მადაცა ემატებოდა,
და შესაქცევრად თავისა, კარგსა ადგილსა ეძებდა;
ბოლოს, კაკლის ხეს მშვენიერს, ფრთების ქნევითა შემოჯდა,
და მადიანათ სადილსა თვალთა ღიმილით დამზადდა,
მელა ამა დროს ეშმაკათ, გამოჩნდა დაფიქრებული,
და მოდიოდა ტყის პირსა სამისა დღისა უჭმელი,
წყნარა ნიავი ხეთ ფოთელთ ნელნელად აშრიალებდა,
და არსაით მონადირე იმა ადგილს არა ჰსჩანდა,
აკი იმ წყეულს მელასა ყველისა სუნი არ ეცა?
მაშინვე მიმოიხედა და მადის კარი გაეხსნა,
კუდის ქნევითა მასვე წამს,ყორანსა ხის ქვეშ დაუჯდა,
და გადუხადა სალამი ვითა წესია გაზდილთა,
შესძახა რომ მშვენიერო, მთელი ქვეყანა მოვლეო;
და შენი მსგავსი შვენებით ვერ ვინა ვერსად ვპოვეო;
შენი თვალები, და თავი,შენი ტანისა შვენება,
მერწმუნე არ თუ ამბავათ არაკათ დაიწერება!
ნეტა თუ ერთი სხვა ვინმე ღმერთსა ვინ გაუჩენია?
ემაგრე სრული შვენებით, ტანით, სახით, და თვალებით,
და ნეტა იმა ცხოველსა ვისაც შენი ხმა სმენია,...
აგერ მე მოვლე ქვეყანა დავიღალე შენის ძებნით.
და ეხლა ძლივღა გიპოვე, აწ ამას გთხოვ მასმინე!
და ერთი შენი წყობილი ხმა ტკბილი მე გამაგონე,
და შეარცხვინე ბულბული,
უბრალოდ ქვეყნად გათქმული,
მიბძანე რითა გჯობია იგი ხმითა ანუ ტანით?
ან თვალებით, ანუ ფერით, და ანუ ნაზ გაფრენით?
ყორანს იამა თვის ქება და უმეტეს მოიბუზა,
ეშმაკის მელის სიტყვები დასტურ ნამდვილი ეგონა,
დასძახა მაღლად გალობა ყველი პირითგან გავარდა,
და ყორნის წმინდა გალობა მისა გამგონთ მიანება,

ლ.ი...

1.4 მგელი და ბატკანი

▲back to top


მგელი და ბატკანი

მდაბალი კაცი დიდ კაცთან ყოველთვის დამნაშავეა,
რა გინდა იმა საწყალსა ცამდინაც ჰქონდეს სიმართლე,
მარა თუ ძალზედ მისდგება დით კაცთან ბჭობა ძნელია, -
ერთხელ ბატკანი გაზაფხულს მინდორსა გამწვანებულსა,
ჰსძოვდა ნადიმათ უშიშრად, სოფლის ფარეხის ახლოსა,
წყნარი ნიავი დაჰქროდა მზეც ჯერეთ არ აცხუნებდა,
და სუნი ველთა ყვავილთა მადასაც განუღვიძებდა,
მთიდამა იმა მინდორსა წყაროცა ჩამოსდიოდა,
და რა მოსწყურდა ბატკანსა მივიდა და წყალსა სმიდა!..
იმა დროს მგელი მშიერი,გზიდგანა წყნარად ვიდოდა,
და რა იხილა ბატკანი აქა იქ, მიმოიხედა,
მაშინ მინდორზედ ეშმაკათ არც მწყემსი ჰსჩდა და არც ძაღლი,
მგელისა პატივის მცემი, და მასპინძლობით დამხვედრი,
ბატკანს რა ექნა შეშინდა და სასიკვდინოდ დამზადდა,
მგელი მოუხდა უბძანა შენ როგორ გამიბედეო,
რომ ჩემს ყორუღში მოსულხარ და წყალი ამიმღვრივეო,
და აგერ მთელი სამი დღე, უწყლობით შემაწუხეო?-
თქვენ სათავეში მიირთმევთ, ბატკანმა კრთოლვით წარმოსთვა!
და მე ქვეიდამ ვით მეძლო წყაროსა ამის ამღვრევა!..
როგორ გეტყობა, ურცხობა მგელმა წყრომითა შესძახა,
რომე არ გრცხვენის მეუბენ პირში სიცრუე აშკარა!
მარამ მე მახსოვს შარშანაც შენ კიდევ აგრე ამაყად,
მე დამხვდი სოფლის ბოლოსა და მწყემს მიუხტი ანაზდად,
არა ბატონო საწყალმა ბატკანმა შიშით მიუგო
მე სამი თვისა ძლივსა ვარ და მე ვით ძალმიძს გავბედო!
მაშ დედა შენი ხომ იყო და შენ მის შვილი თავს მართლობ,
ნუ გამიწყრები ბატონო მე თუშეთიდამ მამგვარეს,
და დედა ჩემი არ ოდეს არა ყოფილა ამ მხარეს.
მარამა მგელმა კბილები თავისებურად უმართა,
იგ დააფრინდა ბატკანსა და ძლივღა ეყო ლუკმათა.
ლ.ი...

1.5 მათხოვარი და ძაღლი

▲back to top


მათხოვარი და ძაღლი

რამდენჯერ უთქომთ ერიდენ კაცსა მეშფოთარს მყვირალსა,
მარამ ბევრჯერა იგიცა მოიქმედს კეთილს მრავალსა.
აბა ჭკვიანი იგია ვინც ამას გამოიცნობსა,
საწყალი კაცი ღარიბი მათხოვრობითა ვიდოდა,
დაფხრეწილისა სამოსით მოწყალებასა ითხოვდა,
მივიდა კარსა სასახლის საცა მდიდარი ხსცხოვრობდა,
და თუმცა რეკა დაიწყო მარა არვინ გამოხედა,
შეწუხდა კაცი საწყალი ძლივღა ეზოსა შევიდა,
მარა მაინც არ ეშველა და მშიერი ძლივ სულთქმიდა,
ძაღლი უეცრად მივარდა და მაღლა ყეფა დაიწყო,
და ყვირილითა სიშფოთით იქაურობა აიკლო. -
რა დაგემართა რას მერჩი,ეუბნებოდა საწყალი,
სამისა დღისა მშიერსა ლამისღა ამამხდეს სული,
როგორ არ გესმის ნათლიავ. ძაღლმა უცებ უპასუხა,
მე მიტომ ვყეფავ და ვშფოთავ ბატონი შემოვახედო,
და ეგებ წყალობა რამე შესაწყალო შეგახვედრო,
ბევრია რომე ძრიელ ჰყეფს, და არაოდეს არა ჰკბენს,
და ბევრია რომ არცა ჰყეფს და იდუმალ კაცსა უკბენს.
ლ.ი..

1.6 ...ს...

▲back to top


...ს...

სხვანიც იცი ყოფილან საყვარელო უბედო,
რა არს რომ უბდურად უბდურად თავი აწ მეცა ვხადო,
არ მიიღე უწყალოვ გლახ ჩემი სიყვარული,
არც ოხვრით ტრფობა ჩემი და არც მსხვერპლად გული,
მეარა გრწმენეს მარად საგნად ჩემის ტრფობისა,
საგნად სიყვარულისა და ჩემის სიცოცხლისა,
საგნად ჩემთა იმედთა და საგნად სიხარულის,
საგნად ტკბილთა ოხვრათა და საგნად ცრემლთა ფრქვევის,
საგნად ჩემთა ნუგეშთა და სევდათ გამქარველად
შენ ხარ ჰოი საყვარელო და შენვე იყო მარად.
ლ.ი.

1.7 ოცნებას

▲back to top


ოცნებას

ეჰა ჩემო ოცნებავ, კვლავ რად წარმომედგინე
და დარი მცნობთ ჩვენებას უბრალოთ რად მამოფინეთ?
რად მიჩვენებ სახესა წარსულთა მათ ნუგეშთა,
ერთხელ ჩემის სიცოცხლის ნაზად დამამტკბობელთა!..
რომელიცა მე ბედმან უწყალოდ დამითრგუნა,
და გლახ მე მარად მტირალს მცირედიც არ მიბრუნა!..
გვედრებ ნუღა მშორდები, გამიგრძე სიხარული,
რომე ხსოვნითა ოდენ დავიტკბო წყლული გული!
ნუ მიტევებ ოცნებავ, მამეც ძველნი ოხვრანი,
მამეც მე ძველნი ცრემლნი და ძველნიცა ხილვანი!
წარსულისა სიცოცხლის ნიავი კვლავ დამქროლე,
და მაშვრალს სულსა ჩემსა სიტკბო მით განუახლე!..

ლ.ი.

1.8 განსაცდელი

▲back to top


განსაცდელი

სულო მაცთურო რათ მამევლინე?
და განსაცდელად წარმომედგინე?
რათ ამირიე მე განსვენება?
და განმიშფოთე მყუდრო გონება?
ან რადღა მიგზნებ გულს დაწყნარებულს.
და რათ მიღელავ ფიქრს დამშვიდებულს?
რათ გინდა რომე განხრწნა შეჰმუსრო.
სახე იმედთა დღეთ მომავალთად.
და ნატვრა ბედის მანუგეშებლად.
იდუმალ ეჭვით სულ გამიმწარო.
უიმედობას და ურწმუნებას.
სულო ბოროტო რათ მიქადაგებ?
და სიყვარულის ნუგეშსა შვებას.
ანგარს მუხთლებას რადღა მიდარებ?
წარვედ ნუ მანთობ გრძნობას დაღალულს.
და ნუ მიღვიძებ დროს დავიწყებულს!
ჩემო ნუგეშო ოცნების სახევ.
ჩემდა მფარველად გვედრებ მე სახე?
შენ მიცევ ღელვათ ვნებათ განსაცდელს.
და შენვე დამხსნე მცთურთა ფიქრებს.
გონება შმაგი შენ დამიმშვიდე.
და ეჭვსა ფიცხელს შენ შემარიგე.
კვლავ ჩემს ნუგეშად წარმომედგინე.
და სულსა ბოროტს შენ განმარინე!
1840 ლ.ი...

1.9 ელეგია

▲back to top


ელეგია

როს მოვიგონებ შენსა სახელსა მყის გული მიწყებს შეღონებასა
მყისვე დამიწყებს ცრემლი სიწვიმეს და ოხვრა მიწყვეტს მდუმარებასა
რა გშორდი მნათო მის მიერიდგან მე შენი სახე თანა დამსდევნის
ანუ ვის ვსჭვრეტდე და ან ვფიქრობდე მყის თვალთ წინაშე წარმომიდგები
როს წარმოვიდგენ სატრფო მას დროსა უკანასკნელად განტარებულსა
როს ბედმა ძლივღა მამხედა შვებით მე მარად მტირალ და გლახ ვნებულსა
როს საყვარელო მამეც სიცოცხლე რომელიც მქონდა შენ მიერ მკვდარი
იმონე ცნება დამიტკბე გული უწყალოვ მარად შენგან დამწვარი
ოხვრა და ცრემლი ან დამშთომიეს მას წილ ნუგეშად ჩემო ვარსკულაო
რა უნდა იყოს ჩემი სიცოცხლე თვით შენ ამიხსენ გულისა მთენო
ვაი თუ ბედმან ესრედ მიმუხთლოს ვეღარ ვეღირსო მე შენსა ხილვას.
და ოდეს გნახო შენ კი უარ მყო არღა პასუხჰსცე გულისა ხსოვნას
ვაი თუ ჩემთა ოხვრა და ცრემლთა ვეღარ იმედონ შენგან მიწყო წყალობა
და შენ უგულოდ მამექცე ხელსა და ძლივღა მცნობსა მიწყო უბნობა
ივიწყო დღენი ტანჯვის და ვნების შენ მიერ ჩემზედ მოვლინებულნი
მამიკლა გული შენდა მარადის თვით შენცა გახსოვს შემოწირული
ნუ თუ შევიქნე ესრედ უბედო რომ ესე ბედი მე მამევლინოს
და ესე ვნება და ვალალება ყოველი ჩემზედ გლახ აღესრულნეს
მაშინ მერწმუნე დღე ჩემი მექმნეს უკანასკნელად გლახ ჩემთვის ნათლად
სიცოცხლე ჩემი უბედოს მექნას ლმობისა ღელედ და მძიმე ტვირთად
გნმევლტოს შვება, და თვით ხელქმნილი უიმედობით ველადა ვრბოდე
და შენი მხსოვნი ჵო საყვარელო ერთ ოდენ ცრემლში ნუგეშ ვპოებდე
მაშინ დამშთების ესღა ნუგეშად რომ ყრუ იმედი არ მიმეხდება
რომ მოვკვდე მაინც ხატება შენი ხო საყვარელო თანა წამყვება
მიუთხრა საფლავს შენი უღმრთობა მუხთლობა შენი და ჩემი ვნება
რომ მამნცა იცნას უბედო კაცი რომელს სიცოცხლით არ ჰქონდა შვება
და ყრუ საფლავში ცრემლითა ჰპოვნა გლახ დაკარგული ძლივ განსვენება.-
ქუთ.1841 ლ.ი.

1.10 სიზმარი...

▲back to top


სიზმარი...

ჵ სიზმარო, რად მიძვირებ ჩვენებას,
ან ზმანებით რად არ მაძლევ შვებას,
საგნად გყვანდეს თვით იცი საყვარელი,
რომელიც ჰფლობს მარად ჩემსა გონებას.

მახსოვს კვალად მე ღამე სანატრელი,
როს ტანჯულსა მიჩვენე საყვარელი,
მახსოვს კულად მშვენიერი მის სახე,
რომელიც მკვდარ საზმარო მისახე,

მამეცა მყის სიცოცხლე მე ახალი,
როს განვსცადე საკონებლად მის ხალი,
ბაგეთაგან ვსმიდი ნეტარებასა,
როს ვეგონე შმაგათ მე საყვარელსა,

მახსოვს კვალად საყვარლისა ღიმილი,
ოდეს ნაზად შემამხედა დუშილით,
გული ჩემი მიჰყვა მონად მის ნებას,
მით მიგზნებდა ცეცხლსა და ტკბილსა ვნებას,

თვალიო გულით სულითაც მას ვემონე,
რომ მდუმარეთ ჭკვა მიხდილი ვეკონე,
როს მის სახელს ტკბილად მოვიხსენებდი,
და მას ეშხით სრულიად ვნეტარებდი,

ხო სიზმარო ნუ მიძვირებ ჩვენებას,
სრულიად შენ შემოგწირავ გონებას,
ოღონდ ხშირად მიჩვენო საყვარელი,
რომ ვეტრფოდე მარად მისსა შვენებას,

ლ.ი.

1.11 * * *

▲back to top


* * *

რათ მკითხავ რომე რად მიყვარს და რათ ვარ მით ჭკვა მიხდილად,
ან რადღა სევდათ და ოხვრათ მივეც თავი აწ მე მსხვერპლად,
მკითხე რომე რადღა ვცოცხლობ ან რად მამცა ზენამ გული,
ამად რომ ერთად მეხაზღვრა მესაზღვრა სიცოცხლე და სიყვარული,

ლ.ი...

* * *

ნეტარ არს იგი ვისა თვალებსა,
საყუარლის სუნთქვა მოუყვანს ძილსა,
და ნეტარ მასცა ვის განთიადსა,
მეგობრის ხელი განაღვიძებსა,

ლ.ი...

საბრალო არს გულ მოკლული, რომ თვის სიკვდილს თვითვე მზერდეს!
ვერ ვინ ჰპოვოს თვის ნვგეშად, ვისაც ცრემლთა უმჟღავნებდეს,
ბედიცა მისგან ივლტოდეს და ტანჯვათა უმრავლებდეს!
სიკვდილს ჰსთხოვდეს განსვენებას და სიკუდილიც მისგან რბოდეს,

ლ.ი...

* * *

მიხედე კეკლუცს როს თვის სახესა,
იგ სარკის წინად ნაზად იშვენებს,
იწყობს მამკლავსა ზილფკავ გიშერსა,
და მინა ოდენ ზაკვას უჩვენებს,

ლ.ი...

2 პროზა

▲back to top


2.1 განგრძლება ამალათ ბეგის მოთხრობისა.

▲back to top


განგრძლება ამალათ ბეგის მოთხრობისა.

თავი მესამე

ამალათ მოვიდა გრძნობაზედ დილით.

ანელიად და თვითოეულად მოუგროვდებოდენ გონებასა მისსა ჰზრნი, და ისინიც გაიელვარებდენ თითქო ღრუბელში მეტის სისუსტისაგან ის სრულად არ გრძნობდა სხეულისა სიმტკივნეს ესრეთი მდგომრეობა მდგომარეობა თითქმის იამებოდა მას; ის ართმევდა სიცოცხლესა ჭმუნვასა; სიკვდილსა შიშსა, და ამ დროს ის გაიგონებდა მორჩენის ამბავსა ესრედ უსიხარულოდ ვითა ამბავსა, რომელ ის უთუოთ ვერ იცოცხლებ მას არ უნდოდა. თქმა სიტყვისაც გაენძრია თითოცა, უგრძნობლობითი მდგომარეობა არგანგრძელდა შუადღის დროს, შემდგომად ექიმისა ნახვისა, როცა მოსამსახურენი გავიდენ აღესრულებინათ შუადღის ლოცვა როდესაც დადუმდა დამაძინებელი მათი ხმა მხოლოდ შორით მოისმოდა ხმა მულისა, ამალათს მოესმა ნელი ჩემი ფეხის ხმა საწოლის ხალიჩაზედ მან განაღო დამძიმებულნი თვალისა კილონი და საშუალ წამწამთა ბადეთგან ეჩვენენ მას რომელ მშვენიერი შავ თვალა, ქალი ბადრიჯნის პერანგითა ფარჩის ახალუხითა ორი რიგის მილანქრის ღილებით, გძელის კავებით გადმოყრილი მხრებზედ ნელად მიახლოვდა მისს სარეცელსა, ასე მზრუნველობით მოუმარაოა მისი შუბლი ისრეთის ჭმუნვით დახედამდა ჭრილობას, რომ ამალათის ძარღვთ შექმნეს თრთოლა მერე სიფრთხილით დაასხა ფინჯანზე წამალი და ამის მეტი ვეღარ შეიტყო რა, ყურითა აბრეშუმის ტანისამოსის შრიალს, თითქო გასაფრენად მომზადებულის ანგელოზის ფთეთა ფრიალსა, შემდგომ კვალად იქმნა მყუდროება და ყოველთვის შემდგომად ოდესცა ჯერეთ განუმაგრებელი გონება შეერთდებოდა უსახადოს სიცხის ზმანებას ასე რომე პირველს მის სიტყვად იყო ოდეს მოვიდა გრძნობაში ეს სიზმარი იყო! მაგრამ ეს სიზმარი არიყო.

მშვენიერი ეს ქალი იყო თექვსმეტი წლისა ასული სულთან ახმეთ ხანისა, ყოველთ მთიულეთში, საზოგადოდ გაუთხოვარი ქალი არის თავის უფალი მამაკაცთან ქცევაში, არა მიმხედი მაჰმადის ჰსჯულისა. მით უმეტეს იყო თავისუფალი საყვარელი ქალი ხანისა; გვერდით მისსა მხოლოდ განისვენებდა ის ზრუნვისა და ჭმუნვისაგან, მხოლოდ გვერდით მისა იპოვიდა სახე მისი ღიმილისა და გული ხუმრობასა. გინა სიმრგვალესა შინა ავარელთა მოთავეთა და უზდელთა უბნობდა საქმეთა მთიურთა პოლეტიკასა ანუ განსჯიდა მართალს და გარდახდომილსა, ანუ საშუალ თვისთა მოჯალაბეთა მოისმენდა წარსულთა დროთა მხნეობასა ანუ ჰფიქრობდა ახალსა თავდასხმას ქალი მოიფრენდა ვითა მერცხალი და მოუტანდა მას, სულის გაზაფხულსა. ბედნიერი იყო ის გარდახლომილი ვის განსჯაზედაც ქალი გამოცხადდებოდა აღებული ხანჯალი დარჩებოდა ჰაერში, და ხშირად ხანი რა შეხედავდა მას დაუტევებდა სასისხლოვანსა განზრახვასა, რომ არ განშორებული იყო სასურვილეს ასულსა, ყოვლის ფრის ნება ჰქონდა არაოდეს არ მოიფიქრებდა ახმეთ ხან, რომ დეეშალა რამე მისთვის და იჭვი რაზედმე, არა ღირსი მისის სქესისა, ანუ მისის ღირსებისა იყო ისრეთვე შორს ხანის გონიერისაგან, ვითა გულისაგან დამდაბლება თავისის ჰაზრისა და გრძნობისა, რო მე შეიყვაროს კაცი მდაბალი თავის გვარზედ, იქნებოდა მოუსმენელი კდემა უკანასკნელის ქალისათვის, უზდენისათვის მით უმეტეს ხანისა ქალისათვის-აკვნიდგანვე იღებდა ხანის ამპარტავნებას, და იგი ვითა ყინულისა ჯავჭი ჰსხლტებოდა, გულს მისსა ხილულს საზოგადოობისაგან კაცი აქამდის არც ერთი სტუმარი არ ყოფილა თანასწორ მისის გვარისა; გულსა მისსა მისთვის მაინც არ უკითხამს, რა საკვირველია და უდევნელი და ვნებითი წლოვანება მისიცა იყო მიზეზი, შესაძლო არის; მაგრამ ახლა სიყვარულის ჟამმან დაჰკრა და გულმან დაუწყო ცემა მკერდსა შინა გამოუცდელს მშვენიერს ქალს; ქალი ისწრაფდა მოხვევნულიყო მამასა და მაშინ დაინახა მშვენიერი ყრმა დაცემული როგორც მკვდარი ფეხსა ქვეშე მისსა... პირველი გრძნობა მისი იყო შიში, მაგრამ როდესაც მამა უანბო, ვითარ დარისთვის არის სტუმარი, ამალათ ბეგ როდესაც სოფლის ექიმმა გამოაცხადა, რომ დაჭრილობა არ არის საშიში, ნარნარმა გრძნობამ მოიცვა მისი არსებობა დაჭრილისადმი მთელ ღამეს ეჩვენებოდა სისხლით შესვრილი სტუმარი; და პირველად ნახა განთიადი არა ესრეთ წითელი ვითა განთიად პირველად მოიგონა ქალმა ცბიერობა, რომ შეხედოს სტუმარს შევიდა მის ოთახში, ვითომ მამას მოეხვიოს და მასუკან შეიპარა შუადღისას მიუწთომელი შეუპყრობელი სურვილისა ჟინსა მიჰყვანდა იგი რომ შეეხედნა ამალათის თვალებისათვის ყმაწვილობის ჟამს იმას ასე არ მონდომია ახლანდელ დროშიაც არც ასე ჰსურებია ახალი მდიდრული კაბა და ძვირფასნი თვალნი,როგორც უნდოდა ენახა სტუმრის თვალები; და დასასრულ საღამოს მან იხილა სიბნელისა თანა სანდომიანი უცეცხლო, გარნაბრწყინვალე თვალნი მისნი, მას ვეღარ შეეძლო განეშორებინა თვალნი ამალათის შავის თვალებისაგან, რომელიცა უჭვრეტდა მას; ეჩვენებოდა რო მე იგინი ამბობდენ; ნუ იმალები სულისა ჩემისა ვარსკვლავო! ქალმა არ იცოდა, რა დაემართა, არა გრძნობდა, არის ქვეყანაზედ თუ დავალს ჰაერში; ფრინვალენი ფერნი ეცვლებოდენ სახეზედ, დასასრულ გაბედა მთრთოლარისა სიტყვითა ჰკითხა მდგომარეობა მისი: -

უნდა იყოს თათარი, რომელიც რაცხავს ცოდვად და შეურაცხებად უთხრას სიტყვა უცხო დედაკაცსა, რომელიც ქალისას ვერასა ხედავს, გარდა ჩადრისა და წარბისა, რომ გამოიხატოს ვითა ღრმად იყო არეული მხურვალე ბეგი მშვენიერის ქალის თვალითა და სიტვითა, ესრეთ ახლო და ესრეთ ნარნარად მჭვრეტელი; ტკბილმა ცეცხლებმა დაირბინა მისსა გულზედ, არა მიმხედმა სისუსტისამ: -

მე ეხლა ძალიან კარგათ ვარ მიუგი მან, იმეცადინა წამოჯდა, ასე კარგათა ვარ, რომ მე მიამებოდა რომ მომკვდარვიყავ, სულტანეტავ: -

ალლა სახლასინ (ღმერთმა დაგიფაროს) მიუგო მან იცოცხლე, იცოცხლე დიდხანს... განა არ გებრალება სიცოცხლე?-

ტკბილს ჟამს ტკბილია სიკვდილიცა სულტანეტავ! გინა ვიცოცხლო ასი წელიცა უტკბილეს ამისა ვერ ვპოვიდი.

სულტანეთა ვერ მიხვდა სტუმრის ლაპარაკს, მაგრამ მიხვდა მის მხედველობას გამოხატვას, მიხვდა სიტყვის გამოხატვას ქალი გაწითლდა უმეტესად და აჩვენა ხელით, რომ ის დამშვიდდეს, გაჰფრინდა სახლიდგან. - უმჯობეს ყოვლის ბალახისა და მალამისა ამალათს მოარჩენდა ნახვა მშვენიერის ქალისა სასიამოვნო ის იმედით დაიძინებდა, იყო რა რწმუნებული, რომელ ნახავდა სიზმარში და სამხიარულო იყო განღვიმება, უწყოდა რა, რომელ ცხადად იხილავდა მას, ამალათ იყო ცოლიანი მხოლოდ ერთის ანგარიშისთვის იმას არ უნახავს ვინემ შეირთავდა თვისი საცოლეს და შემდგომად ვერ რაი ჰპოვა იმაში მიმზიდველობა და რა ჰპოვა ისეთი, რომელსაც განეღვიძებინა დაძინებული გული, შემდგომ ცოლი დაუბრმავდა, და ამ შემთხვევამ რო განაცივა მისი კავშირი, დაფუძნებული აზიურს გრძნობაზედ სახლეულობითი მტერობა სიმამრის და ბიძის თვისისა შამხალისა უმეტეს განჰყოფდა ყმაწვილთა მეუღლეთა, ასე რომე ძვირად ნახვიდენ ურთიერთსა; მაშარარს განსაკვირველი, რომ ყრმა ბუნებით მკვირცხლი თავის ნებითი ჩვეულებით აღენთო ახლის სიყვარულითა! სულთანეტასთან ყოფნა იყო მისთვის უპირატეს ბედნიერებად, მისის ხილვის მოლოდინი იყო მისთვის სასიამოვნო შრომად, ხშირად, შეჰკრთებოდა კნინ რა გაიგონებდა მისსა ხმასა, თვითეული ბგერა, ვით სხივი მზის ჩაეფინებოდა სულამდე, და ესე შეხება ემზგავსებოდა სიმტკივნეს მარა სიმტკივნეს ესრეთ სასიამოვნოს, რომელ მას ჰსურდა განეგრძელებინა საუკუნოდ ნელ ნელ გაცნობა ყმაწვილთა შემტკიცდებოდა მეგობრობით ისინი ხშირად იყვნენ ერთად ხანი ხშირად წავიდოდა შიგნით ავარიაში, თავის სახლის საქმეზედ, დაუტევებდა სტუმარს თავის ცოლის მფარველობის ქვეშ რომელიც იყო მშვიდი და კეთილი დედაკაცი, ხანი კარგად ხედვიდა რომ ამალთს უყვარდა იმისი ქალი და იდუმალ ჰხარობდა ის განაცხოვლებდა მისსა ნათესაობას ბეგთან, რომელსაც აქვნდა სამართალი შამხლობაზედ აძლევდენ მას ხელში ათას მიზეზს და შემთხვევას რუსების ვნებისას. ხანმა შხირად რად გართული სახლის გარიგებაში დაუტევებდა მათ მთელს საათობით ამალათს, თავის ოთახში როგორც ნათესავს, სულტანშასთან ერთადრე ორისა და სამის მოახლის სულტანეთა იჯდის ხელსაქმეზედ და ან ელაპარაკებოდა სტუმარს, და ხან უსმენდა მისს ლაპარაკს, და ესრეთ უხილველი განვიდოდა დრო ესეც იქნებოდა, რომ დიდხან, დიდხან ჰსჯდის ამალათ და მდუმარებით ხან უჭვრეტდის მისს შვენიერს თვალსა, ხან დასკბებოდენ ორნივე მათის სახის ყურებითა, ჩრდილოეთის მხრის ფანჯრიდან, და მაღალ ნაპირიანისა და მჩქეფარისა უზენის წყალისა, სადაცა არის დაკიდებული სასახლე ხანისა გვერდით ამა, ჩვილლისუმანკო არსებისა, დაივიწყებდა ამალათ სურვილთა რომელიცა ქალმა ჯერ არ იცოდა, და დანებდა რა უცნობელსა მიუხდომელსა სიტკბოებასა შინა, ამალათ არა ფიქრობდა არცა წარსულისა არცა მომავალისა დროისათვის; არა რასა ფიქრობდა, ის მხოლოდ ჰგრძნობდა, და დაუდევნელად არა განაშორებდა ბაგიდგან ფიალს,რომლითაც შესვამდა წვეთებად ნეტარებასა.

ესრეთ გავიდა გაზაფხული.

ავარელნი არიან თავის უფალნი, არიციან და ვერ ითმენენ არა ვისმე უფლებას, ყოველი ავარელი უწოდებს თავსა უზდენად, და თუ ჰყავს ესირი ტყვე, მაშინ თავსა თვისსა რაცოხამს დიდს ბატონად, ღარიბნი არიან და მისთვის არიან მხნენი ფრიად: კარგნი მსროლელნი მეტადრე ქვეითად, ცხენით მხოლოდ მიდიან დასასხმელად და ისინიც ცოტანი, მათი ცხენი არის პატარა, მაგრამ მამაცნი; მათი ენა მრავლად განიყოფება მაგრამ საფუძველი არის ლეკური, ახსოვთ ქრისტიანობა, ამისთვის რომ სულ არს 120 წელი, რომ შეიქმნენ მახმედიანნი, მაგრამ აქამდისინ არიან ცუდნი მახმედიანნი, სმენ ოტკას, ბუზას და ჯაფას, ავარელთ სიტყვის გაუტეხლობა არის ანდაზად, მთაში შინაურობაში არიან მშვიდნი, სტუმართ მოყვარენი გულ წრფელნი, არ დამალვენ ცოლთ და არც ქალს სტუმრისათვის სისხლსა იზღვენ ჩამომავლობის სადმე, ისინი გამოდიან კახეთს სამუშაოთ ხშირად დარჩების რავდენსამე დღეს მერე შეიქმნებიან და ვით მშიერნი მგელნი დაესხმიან ღამე ახლო სოფლებს, თუ შეხვდება გარეკენ ნახირსა, და დაიჭერენ ტყვეთა, და ხშირათ დარჩებათ თავხედური თავები პირველს ომში, რუსეთის გრანიცაზედ ვეღარ გამოდიან ამას აქეთ, როდესაც დაამშვიდეს აკუშელები. დაასლან ხან კუმუხისა დაიცვამს თავის სამფლობელოს სადაც უნდა გამოვიდენ ავარელნი გარნა სოფელი ხუნზახი, ანუ ავარია, რომელიცა ჰსდგას აღმოსავლეთის მხარეს ავარიისას, ძველადგან არის სამკვიდრო ხანთა, და უფლება მათი არის სჯული თუმცა ხანს შეუძლიან უბძანოს თავიანთ ნუქრებს მოაკვლევინოს ვინც უნდა ხუნზახელი მცხოვრები, ანუ მგზავრი, მაგრამ არ შეუძლიან დაადვას მცირედიც არის ბეგარა მხოლოდ კმაყოფილებს თავის მიწიდან რომელსაც უხნამენ ტყვენი და მონანი. - ხუნზახელნი დგანან უკეთესად თვის მეზობლებზედ, სახლი მათი არის წმინდა და ორ ატაჟიანი კაცნი არიან წერწეტნი, ქალნი მშვენიერნი, მისთვის რომ იმათში ბევრია ქართველი ქალები მოტაცებლნი ტყვედ, ავარეთში ჰსწავლობენ არაბულ ენას და მისთვის მუნებურნი წიგნის მცოდნელნი არია ნენა მშვენიერნი...

ერთხელ იყო ხანთან შეყრილობა და ერთმა ავარიის უზდენმა ჰსთქვა, ახალ ანბავად, რომ ახლოს ხუნზახის ტყეში შემოსულა ვეფხვი. და ორი მონადირე მოუკლავს და იმ ვეფხვს ასე შეუშინებია ჩვენი მონადირენი, რომ ვერავის გაუბედავს იმაზე ნადირობა.-

მე გამოვცდი ბედნიერებას! დაიყვირა ამალათ განმხურვალებული მოუთმენელობითა, რომ გამოჩნდეს მთიულეთში ვაჟკაცად, მხოლოდ მიჩვენეთ კვალი ვეფხვისა:-

მხარგძელმა ავარელმა შეხედა თავიდან ფეხებამდის ამაყს ბეგსა და ღიმილით უთხრა:-

ვეფხვი დაღისტნის გარეულს ტახს არა გავს ამალათ იმის კვალი სიკვდილის კვალზედ დააყენებს:-

იქნება შენ გეგონოს: რომ ამ ვიწრო გზაზედ თავბრუ დამეხვევა ან ხელი შემიკრთება? მე არ გიწვევ რომ შენ დამეხმარომხოლოდ გიძახი ნახო ჩემი ბრძოლა ვეფხთან, მე მაქვს იმედი შენ მაშინ დაიჯერებ რომ თუ ავარელს აქვს გული მაგარი, როგორც კლდე მაშინ, გული დაღისტნელისა არის გამოწთობილი როგორც იმათი ფოლადი, თან ხმა ხარ ავარელს აღარ ჰქონდა სიტყვა: -

უარი სირცხვილი იქნებოდა, მან გაუშვირა ხელი ღიმილით... დიდის სურვილით წამოვალ შენთან, დაყოვნება აღარ ჰსჯობს... დავიფიცოთ მეჩითში, რომ ვიქნებით ერთმანერთთან განუშორებული, გზაზედ და ბრძოლაში! ღმერთი განჰსჯის ჩვენ წამოვიღებთ იმის ტყავს ყაჯრათ, თუ ის შეგვჭამს?

აზიელთ არ იციან გამოსალმება, ქალებთან, თუ არახლოს ნათესავთა ამალათ ოხრვით შეხედა სულთანეთას ფანჯარას და ნელის ბიჯით წავიდა მეჩითში იქ ელოდენ ყოველი უფროსნი და გროვა ყმაწვილთა კაცთა:-

ძველის ავარის ჩვეულებით, უნდა მონადირეთ დაუფიცნათ ყორანზედ, რო მე ურთიერთს არ უღალატებენ არც ბრძოლაში და არც დევნაში დაჭრილს არ დააგდებენ,და არასდროს არ დაბრუნდებიან თუ ტყავს არ მოიტანენ ვეფხვისას, და ვინც ემ პირს გადავა დეე იყოს გადაგდებული კლდიდგან, როგორც ქალაჩუნა როგოც ორგული! შემდგომად ფიცხლავ ამხანაგნი მოეხვივნენ ურთიერთს მულამ გადაჰკიდა, იარაღი და ისინი წავიდენ გზაზედ ხალხის ყვირილში:-

ან ორნივ ან არც ერთი! უყვიროდენ უკან

მოვკლამთ, ანუ მოვკვდებით! უპასუხეს მონადირეთ გავიდა ერთი დღე:-

გავიდა დღეცა. მოხუცნი შუბლზედ ხელდადებით საღამოს ჟამს უყურებდენ ბანიდან გზასა პატარა ბიჭები შორს გორაზედ მორბოდენ რომ მიჰგებებიყვნენ მონადირეთ: არიქნა არ გამოჩნდენ მთელ ხუნზახში სადაცკი ენთო ცეცხლი ყველანი იმათზე ლაპარაკობდენ,ზოგნი მონაწილეობით,ზოგი უსაქმოებით, მაგრამ ყველაზედ უმეტეს მჭმუნვარებდა სულტანეტა თუ ვინმე დაიყვირებდა, ხმიანობდა ვინმე კიბეზედ ყოველთვის სულთანეთს სისხლი აუვარდებოდა თავში, და გული დაუწყებდა ცემას ლოდინითა წამოხტებოდა მიირბენდა კარებთან, ფანჯარასთან და თორმეტჯერ მოტყუებული თვალებ დახრილი მივიდოდა თავის ქარგასთან რომელიც ეჩვენა ეხლა ძალიან უგემურად, ისა ჰკითხამდა მამას, ძმას სტუმართ როგორი ნადირია ვეფხვი! ახლოს სოფლებისა დადის, თუ შორს და ყოველთვის იანგარიშებდა რა დროსა, შემოჰკრის ხელი ხელს იტყოდა თავისათვის“ ისინი უთუოთ დაიღუპნენ და ნელად დაიხრიდა თავსა მჭმუნვარეს გულზედან და მარგარიტებრნი ცრემლნი ცვიოდენ მის მშვენიერს პირსა: -

მესამე დღეს შიში მათი განმართლდა უზდენი ამხანაგი ამალათისა ძლივ მოეთრია მარტო ხუნზანში კაბა ჰქონდა დახეული, მხეცის ბრჭყალისაგან, თითონ ყვითელი როგორც სიკვდილი შესუსტებული შიმშილით და დაღალულობით განკვირვებით ნაცნობის მოსურნეობით მოეხვივნენ მას პატარა და დიდი აი რასა მბობდა ის როდესაცა მოსურიელდა რძითა და პურითა:-

იმავე დღეს, როდესა გავედით აქედან, ვიპოვეთ კვალი ვეფხვისა ჩვენ ვიპოვეთ ის მძინარე საშინელ ეკლიანს ბარდაში! მე მერგო რიგი პირველი სროლა მე მივეპარე და გაუნიშნე... თოფი გავარდა, მოხვდა კისერში, გაღვიძებული თოფის ხმით და სიმწვავით ვეფხვმან დაიღრიალა და ორის გადმოხტომით მომვარდა მე ასე სწრაფლად, რომ მე ვერ მოვისწარ ხანჯლის ამოღებაც; ერთის ტოტის დაკვრით დამცა, და მხოლოდ ესღა მახსომს მომესმა ყვირილი და თოფის ხმა ამალათისა, და ამასთანავე დამაყრუებელი საშინელი ღრიალი ვეფხვისა გაჭყლეტილმა მე დავჰკარგე გონება და არ მახსოვს როგორ დიდხან ვეგდე უსულო.

როდესაც ავახილე თვალი, ყველგან, იყო მყუდროება, გარეშე ჩემსა ღრუბლთაგან გამოიცრებოდა წვლილად წვიმა.. არ ვიცი ის დილა იყო თუ საღამო, ჩემი თოფი დაჟანგებული ეგდო ჩემ გვერდით ამალათის თოფი გატეხილი ორად ეგდო ახლოს ჩემსა, აქა იქ ქვა იყო სისხლით მოსვრილი... მაგრამ ვისი სისხლით ვეფხვისა თუ ამალათისა სისხლით ძნელი შესატყობი იყო ძეძვნი იყვნენ ამოგლეჯილნი. ეტყობა ხტომაში ვეფხვსა მოუგლეჯია მე დავიწყე ძახილი ამხანაგისა რაც კი ხმა მქონდა, ვერ გავაგონე. ვიჯექ ვიჯექ კიდევ დავიწყე ყვირილი ტყუილი იყო სხვა ნადირმა არც კაცმა არა ფრინველმა არ გამცა პასუხი ბევრჯელ დავაპირე შეუდგე ამალათის კვალსა, ანუ ვიპოვო ამალათი ან მოვკვდე იმის გვამზედ... სისხლი მაინც ვიზღო ვაჟკაცის; ღონე არა მქონდა: ჭმუნვამ მომიცვა: დავიწყე ჩჩვილსავით ტირილი რისთვის ვცდები სხეულით და უპატიობით! ველოდი უდაბნოში სიკვდილს მაგრამ შიმშილმა მძლივა, მე წავეთრევი ხუნზახში, და უანბობ ამალათის დაკარგვას ჩვენში მაინც მოვკვდები. აი აქ მოვეთრივე, როგორც გაჭყლეტილი გველი, ძმანო! ჩემი თავი თქვენთვის მომირთმევია: განმსაჯეთ, როგორც ღმერთმა თქვენ გულს ურჩიოს, განმსჯით ვიცოცოხლო; ვიქნები ცოცხალი მოვიგონებ თქვენს სიმართლეს; განმსჯით მოვჰკვდე ესეც თქვენი ნებაა! მოვკვდები უბრალო, ალლახი არის მოწამე აღვასრულო რაც შეიძლებოდა.

ყვედრება მოისმა ხალხში,რა გაიგონეს ეს ამბავი,ზოგი ამართლებდა ზოგი დამნაშავე ჰყოფდენ თუმცა ყველას ებრალაბოდათ.

ყველა თავის თავს ირჩენს ჰანბობდენ რომელნიმე. ვინ იცის რომ, ეგ არ გამოიქცა ეგ არ არის დაჭრილი არც არა აქვსრა დასამოწმებელი მაგან უორგულა ამხანაგთა, იქნება განგებ შეახეთქა ვეფხვსა ეგენი ერთმანერთში ცუდათ ლაპარაკობდენ.

ხანის ნუქრები უმატებდენ ამ ლაპარაკს: რომ უზდენმა უთოოდ მოკლა ამალათი იჭვითა ეს ძალიან ეშხიანათ უყურებდა ხანის ქალსა, მაგრამ ხანის ქალი ამალათში მაგის ამხანაგს არ იპოვნიდა.

სულთან ახმეთმა რა ჰსცნო ხალხის შეყრილობა რისთვის იყო ქუჩაში, მოაჭენა საჩქაროთ.

ქალაჩუნავ! უთხრა გაჯავრებულმა ხანმა უზრდენს, შენ შეარცხვინე მთელი ავარია, ეხლა ყოველ თათარს შეუძლიან დაგვაყვედროს, რომ ნადირნი გავაძღევით ჩვენის სტუმრითა, და არ ვიცოდით იმისი დაცვა! მაგრამ ჩვენ შეგვიძლიან სისხლი ვიძიოთ შენ ავარელის ძველის ჩვეულებრისამებრ დაიფიცე ყორანზედ, რომ არ გეღალატნა ამხანგისათვის გაჭირებაში, და თუ ის მოკვდებოდა არ მოსულიყავ ნადირის უტყაოდ შენ გადახდი ფიცსა... მაგრამ ჩვენ არ გადავხდებით აღთქმას მოჰვკვდებით მოჰვკვდები გაძლევ სამ დღეს ვადად შენ სულსა თუ ამ სამ დღეში ამალათ არ მოვა შენ კლდიდგან გადაგაგდებენ თქვენის თავით მიპასუხებათ მაგის თავში! უთხრა თავის ნუქრებს! ჩამოეფხატა ქუდი თვალებზედ და წავიდა თავის სახლისკენ.

ოცდა ათი კაცი დაიფანტნენ ტყეში საძებნელად ამალათისა მკვდრისა მაინც საძებნელად მთიურთ სამღრთოს ვალად აქვთ, რომ პატივით დამარხონ თვისი ნათესავი ანუ ამხანაგი, და ისინი ხშირად ვითა ომარის ბუმბერაზნი შევარდებიან ცხრა სროლაში, რომ გამოჰგლიჯონ რუსებს ჴელიდგან მკვდარი თვისი მოძმე. და ხანდისხან ათი მოკვდება მკვდრისთვის.

უბედური უზდენი წაათრიეს საჯინიბოში ადგილი ხშირად საპყრობილეს მაგიერი, ხალხი დაიფანტნენ მიდუმრად მისთვინა რომ ხანის გადაწყვეტა ეთანხმებოდა მათს ჩევულებას.

სამჭუნვარო ანბავი გაიგონა სულთანეთამაც, თუმცა ცდილობდენ ანბავისას შეემსუბუქებინათ მაგრამ საშინლად მოსწყლა გული ქალისა მამარამ ამასთანვე თითქო სულთანეთა იყო მშვიდად: არ ტიროდა და არ ჩიოდა მაგრამა არცა ღიმდებოდა არ გამოსთქვამდა არც ერთს სიტყვას, ელაპარაკებოდა დედა არ ესმოდა ვერარას შენიშნვიდა ცივი ქარი უბერავდა გულსა ის არარას ჰგშძნობდა ყოველი გრძნობა სულტანეტასი შევიწროვდა ერთს ტანჯვად მაგრამ ეს გული მისი იყო ღრმად დაფარული თვალთაგან და არა რა შეინიშნებოდა მისსა ამპარტავანსა სახესსა ზედა ხანის ქალი ებრძოდა 16-ის წლოვანს სულტანეტას შეიძლება გამოვიცნოთ ვინ დაეცემა პირველად.

მაგრამ ეს ჩუმად მჭმუნვარება აღრჩობდა სულტანეტას იმას უნდოდა, რომ გაქცეულიყო კაცის თვალითგან და შორს გამოეტირა თვისი მჭმუნვარება.

ღმერთო ჩემო ჰფიქრობდა სულთანეტა დავჰკარგე საყვარელი და არ შემიძლიან ვიტირო მისთვის ყოველნი ასე მიყურებენ რომ მასუკან დამცინონ ჰყარაულობენ თვითეულ ცრემლსა რომ დაიჭირონ თავიანთის ბოროტის ენითა, სხვის ჭმუნვა მათთვის სამხიარულო არის, სექინას უთხრა თავის მოახლეს წავიდეთ ვისეირნოთ ეზენის ნაპირზედ. მესამედ აღაჯზედ ხუნზახიდგან არის დარღვეული ძველი ქრისტიანთ მონასტერი განძხოლოებული სახსოვარი ყოვლის მათის სარწმუნეოებისა; დროისა ხელი თითქო არ შეხებია თითქო წინაპართა სჯულს დაუფარავს სახლი სამღრთო ის ჰსდგას შორის დარღვეულთა გალავანთა და ძველი თავი მისი ამაღლებული ქვის გუნბათითა უკვე გაშავებულარს, უკუნთა სუნთქვისაგან ბალახთა შეუწმახნავს ბადეთ მისი იწრო ფანჯარა და გახეთქილ კედელთა შინა აღზრდილან ხენი, შიგნით ლბილს ხავსს განუშლია თვისი ხალიჩა, და სიცხეში გრილი სინოტიე სუნთქავს და მუნ სდის წყაროსაგან რომელიცა ჩამორეცხდა გარეგან კედელს მიყრდნობილს მთაზედან ჩამოჩანჩქარებდა ქვის საკურთხეველზედ და ერთოდა ვერცხლულებლად მარად მბგერალეს წმინდა წყალს შტოებად, გამოირბენდა ქვისა იატაკსა და ჩაიგრიხებოდა ქვეითად ქვეით, მხოლობითი სხივი მზისა განსჭვერდა სარკმელსა მღელვარეთა მწვანოვანთა აღმოსულთა ბნელთა კედელთა ზედან, თითქო მკვირცხლი ჩჩვილი მუხლთა ასწალოვანისა პაპისა. ზედა იქ წავიდა სულტანეტა სასეირნოდ იქ დაისვენა მხედველობათაგან რომელნიცა აწუხებდენ მას ყოველი იყო ესრეთ მყუდროდ, ესრეთ სასიამოვნოდ ესრეთ ბედნიერ, გარეშე მისსა და მისთვის განუმრავლებდენ მას ჭმუნვასა მისსა პირველსა ჭმუნვასა ძოწეულმა სხივმა მზისა კედელზედ მიდგომილმა ჭიჭიკმა მერცხალისამ ჩქერამან წყაროისამან გაადნო ცრემლებად ტყვია რომელიცა აწვა გულზედან დაჭმუნვა გარდმოესხა გოდებად, სექინა გაიქცა დაჰგლიჯოს მსხალი რომელიცა იდგნენ ახლო ტაძრისა და ამისთვის თავის უფლად ტიროდა სულთანეთა.

და ერთბაშად აიღო თავი და დაიკივლა შიშით, მის წინ იდგა ტანოვანი ავარიელი შებღალვილი ტალახითა და სისხლითა ტყავი ვეფხვისა დაჰსთრევდა მიწაზედ.

ნუ უკუჱ შენმა გულმა შენმა თვალმა ვერ იცნო სულთანეთავ შენი საყვარელი? არა, მეორე შეხედვით იცნო ამალათი და ყოველი დაავიწყდა ქვეყანაზედ, მოეხვია კისერზედ მკლავებით და დიდხანს უჭვრეტდა დაღალულსა გარნა ყოველთვის სასიამოვნოს პირსა. - დასასრულ ცეცხლი რწმუნებისა, ცეცხლი აღტაცებისა გამობრწყინდა ღაწვითა ზედა საშუალ ჯერეთ შეუშრობელისა მჭმუნვარისა ცრემლისაგანა შეეძლო მკვირცხლსა ამალათს დაეჭირა თვისი სიხარული? ის მიეკრა ვითა ფუტკარი ვარდის ფერსა ტუჩსა სულტანეტსა:-

ანგელოზო შენ გიყვარვარ? უთხრა დასასრულ ამალათმა როდესაც სულთანეთს შერცხვა კოცნისა და მოარიდა თვალი შენ მე გიყვარვარ ?

ალლახმა დამიფაროს! მიუგო უმანკო ქალმა, და დახარა თვალნი, სიყვარული! ეგ საშინელი სიტყვა არის შარშან ქუჩაში მივიდოდი, ერთ გოგოს აქვავებდენ შიშით შინ გამოვიქეც, მაგრამ ვერსად ვერ დავიმალე, სისხლიანი გოგო ჩემ თვალ წინ იდგა, იმის კივილი ეხლაც ყურში მიდგას. როდესაც მე ვკითხე რისთვის ისე ჰკვლენ უბედურსა მე მიპასუხეს: იმას უყვარდა ერთი ყმაწვილიო!

არა სასურველო, იმისთვის კი არ რომ უყვარდა, იმისთვის რომ ერთი არ უყვარდა იმისთვის, რომ იმან უორგულა, იქნება ორსავ. ის იმისთვის მოკლეს უთოოთ!

უორგულა? რა სიტყვა არის ამალათ? მე ეგ არ მესმის (ო ო! ღმერთმა ჰქნას რომ არაოდეს არ გადაგხდეს რომ არაოდეს არ ისწავლო ორგულობა; რომ შენ მე არ დამივიწყო (ახ ამალათ, ამ ოთხ დღეში შევიტყე როგორ ძნელია შენგან განშორება! ბევრჯერ ძმებს გვიან ვეღარ ვნახამ ხოლმე, ნუცალსა და სურხაიასა, და მიხარიან როცა ვნახამ ხოლმე, მაგრამ უამათოთ ისე ვერა ვწუხდები, უშენოთ კი ქვეყანაზედ სიცოცხლე არ მინდა.

შენთჳს მზათა ვარ მოვკვდე, ჩემო დილის ვარსკვლაო შენ შემოგწირავ სულსა, არამთუ სიცოცხლეს სასურველო!

ფეხის ხმამ შეაწყვეტინა ლაპარაკი მიჯნურთა, ის იყო მუახლე სულთანეთისა.

სამთავ მოისწრაფეს გაახარონ ხანი და ხანს გაუხარდა მართლის გულით, ამალათმან მოკლე სიტყვით უანბო თვისი შემთხვევა.

რაკი დავინახე დაცემული ჩემი ამხანაგი, მე ვესროლე თოფი ვეფხვს მოხვდა ყბებში და შეუმსხვრია, ვეფხმა საშინლად დაიწყო ღრიალი, და ტრიალი, ხტომა, ბევრჯერ მოინდომა მოვარდნა მარამ სიმტკივნით იქით გადახტებოდა ამ დროს მე დავარტყი თოფი მობრუნებული თავში და გამიტყდა ორად. დიდხან ვდიე. ხან მოვეწევოდი ხან მივდევდი სისხლის კუალით, დღე მიიწურა და როდესაც ხანჯალი ჩავეც დაცემულს ვეფხვს, მაშინ დაბნელდა; ნებით და უნებლით უნდა იქ დამდგარვიყავ ღამე, დილა იყო ნისლიანი და ჰსწვიმდა ღრუბელი მხვდებოდენ რა თავზედ გამოსწურვიდენ ჩემზედ თავის წყალს ათ ბიჯის იქით კაცი წინ ვერას დაინახავდა, ვერა მხილველი მზისა, უცნობი გზისა, ამაოდ დავეთრეოდი მე ირგვლივ, და გარემო გზა ვერ ვიპოვე, შიმშილი მაწუხებდა, დამბაჩით მოკლულმა გნოლმა მომასურიელა, მაგრამ მაინც ვერა ვიპოვე გამოსასვლელი გზა, იმ კლდის სასაფლაოდან მხოლოდ ხმა წყალთა ჩამოჩანჩქარებულთა მთებიდან, მხოლოდ ხმა არწივთა ფრთეთა მიმომფრინვალეთა მესმოდა მე.ღამე სამ ბიჯზედ ტურანი ყმუოდენ. დღეს მშვენიერად ამოვიდა მზე და მეც გავიღვიძე განსვენებულმა, აღმოსავლეთისაკენ წამოველ, და მალე გავიგონე კიჟინა და თოფის სროლა ისინი იყვნენ შენი გამოგზავნილი დაღალული სიცხითა, უნდა დამელია წყალი ძველ მეჩითში და იქ ვიპოვე სულტანეტა, მადლობა შენდა ღმერთო!

დიდება ღმერთს, და ქება შენცა! უთხრა და მოეხვია ხანი მაგრამ შენი ვაჟკაცობა კინაღამ სიცოცხლეთ დაგიჯდა და ერთს შენს ამხანაგსაც ერთი დღეც რო დაგეგვიანა, ის ჰაერში დაიწყებდა თამაშობას ლეკურად კაი დროს მოხველ შენ. ჯაინბულათს განთქმულს ვაჟკაცს პატარა ყაბარდისას გამოუგზავნია შენთან დაგიწვევს დაესხათ თავს რუსებს, აი ღირსი დიდების მოედანი შენთვის ნაცვლად ვეფხვთ ნადირობისა უმჯობესია უმჯობესია ინადირო რუსებზედ მერე შენ უნდა დაისხნა შენი სახელი დატყვევებული წარსულ გამოქცევით. დრო არ ითმენს: ხვალ დილაზედ ადრე უნდა წახვიდე. რაოდენ საჭმუნო იყო ესრეთი ჰანბავი ამალათისათვის მაგრამ მან გაიმაგრა გული, და მიუგო წავალ სიხარულითაო იმან კარგათ იცოდა, რომ სახელი ვაჟკაცობისა არის თავდები მომავალთა სარგებელთა; გარნა სულთანეთა ჩამოჭკნა ვითა თავდახრილი ყვავილი, როდესაც გაიგონა საშინელი ეს ანბავი: თვალნი მისნი მჭვრეტელნი ამალათისა გამოხატვიდა ჭმუნვისა შიშსა, ტკივილსა წინა ცნობის უბედურებისასა.

ალლახ! ჰსთქვა სულტანეტამ ჭმუნვით კიდევ (თავ დასხმა), კიდევ სიკვდილი როდის დასცხრება სისხლის დენა მთაში.

როდესაც მთის წყარონი რძედ იმდინარებენ და შაქრის ლერწამი შეირხევა თოვლიან მთაზედ, მიუგო დაცინებით ხანმა.

თავი 18.

ველურ მშვენიერ არს მქუხარე თერგი დარიელის ხეობაში მუნ ვითა გენია აღავსებს ძალსა ცითგან, და ერკინების ბუნებასა ზოგან ჰსწორე და ელვარე ვითა მახვილი, ზოგან შავდება მრისხანებისგან, ღრიალებს და გამოჰხრავს ვითა მძვინვარე ნადირი უკუნოვანთა მთათა გამოჰგლეჯს და არღვევს, და შორს მიაგორებს მისთა ნამსხუვრევთა.

მარცხენა მხარე თერგისა არის შემძივებული ლინეინის ყაზახთა სტანიცებით (სოფლებითა) რომელნიც არიან ჩამომავლობანი განთქმულთა ძველთა ხაპოროჟელთა მათ შორის ზოგან არის სოფლები გლეხთა.

ეს ყაზახნი განირჩევიან მთიურთგან მხოლოდ თავმოუპარსელობითა იარაღი ტანისამოსი, მოძრაობა სულ მთიურელი აქვთ სასიამოვნო არის ნახვად, მათის ომისა, მთიურთან, ეს არ არის ბრძოლა არამედ ბუნბერაზობა, ორი ყაზახი არ შეუშინდება ოთხს მტერს, თითქმის ყველანი ლაპარაკობენ თათრულად, აქვთ მეგობრობა მთიულებში, და ზოგჯერ ნათესაობა ურთი ერთის მოტაცებულის ქალებიდგან, მაგრამ არიან მტერნი ყველაზედან თუმცა არ არის ბძანება რომ გავიდეს ვინმე თერგსა; მაგრამ მხნენი გადიან ცურვით სანადიროთ აგრეთვე მთიურნი გამოდიან გამოღმა ნავტიკებით ჩაწვებიან ლერწმებში, ან წყლის ნაპირებზედ, და ესრეთ ჩუმათ გამოვლენ გზაზედ დასაცემად, უზრუნველისა მგზავრისა. უკანასკნელ ჟამს იწყეს დას დასობით დაცემა მთიურთ, რუსების გლეხების სოფლებსა ამისთვის, რომ ყაზახების სოფლებში ძვირათ უღირდათ გამოსვლა ჯოგის მოსატაცებლად, შორს მოდიან ჩვენ სამზღვრებში და ძვირათ მორჩებიან ხოლმე უომრად.

შემოდგომას, 1819 წელსა ყაბართოელნი, და ჩაჩნელნი განმხნევებულნი მთავარ მართებლის მუნ არ მყოფობითა შეიყარნენ ათას ხუთასადმდე, დასაცემად რომელისამე სოფლისა,თერგს გამოღმა.

წინამძღვარი მათი იყო ყაბართოს თავადი ჯაინბულათ! ამალათბეგ მივიდა მასთან, მიიტანა წიგნი სულთან ახმეთ ხანისა და მან მიიღო დიდის სიხარულით, ამალათს მისცეს ჯარი, კარგი ცხენი; და მხნეობა, აჩვენებს ყოველს ადგილსა ბრძოლაში; პირვულათ მოიფიქრებენ, როგორ ასტეხენ ბრძოლას, როგორ მოიტყუონ, მტერი; მაგრამ შემდგომ არც მორჩილება აქვთ და არც ბძანება და შემთხვევა დაასრულებს ბრძოლასა, ჯაინბულათ გაგზავნა გარეშემო მეზობებლთან (?) უზდენებთან და მხედრებთან, დაუნიშნა შესაკრებელი ალაგი, და ერთ ბაშად შეთქმული ნიშნებით, მოისმა ხმა ყოველს ხეობაში გარაი! გარაი (აღრევა) და ერთს საათს შეიკრიბნენ მხედარნი ყაბარდისა და ჩაჩანთა რომ არავინ უღალატონ არავინ არ იცოდა გარდა წინამძღვართა, თუ საით წავლენ სად გავლენ თერგშია, გაიყვნენ რავდენსამე დასებად წავიდენ, იგინი, შეუნიშვნელ ბალივაში რუსთან შერიგებულ აულში სადაც უნდა გაეტარებინათ ღამე, საღამოზედ მთელი ჯარი შეეყარა იქა, რასაკვრელია შერიგებულთა მიიღეს თვისი ეს ქვეყნიერნი, დიდის სიყვარულით, მაგრამ ჯაინბულათ არ ერწმუნა გარეშემოარტყა სოფელს ყარაულნი, და გამოუცხადა მცხოვრებთა, როს თუ ვინმე გაბედამს იფიქროს რუსებთან წასვლა, იქნება აკუწვილი ხლმითა, უმეტესი უზდენთაგან წავიდენ სახლებში თავის (ყონაღებთან) და ნათესავებთან მაგრამ თვით ჯაინბელათ ამალათის და უმჯობეს კაცებით დარჩა მინდორში სადაც აღანთო ცეცხლი, ჯაინბელათ იწვა წამოწოლილი და დაბჯენილი ორსა ხელებზედ ჰფიქრობდა დაცემაზედ; გარნა შორს იყოიფიქრა ამალათ ბეგისა და მძიმ, მძიმედ უკვნესდა გული ჩონგურის ხმამ, და სიმღერამ გამოიყვანა ის ფიქრიდან: იმღერდა ერთი ყობართოელი.

მთა ყიზიბეგის, იცვა ღრუბლითა,

ვითა არწივნი ჰფრინვენ მაღლითა,
და შორის ჰჩანან უზდენთა ჯარი,
მთამ ვით თვისნი მათ უღო კარი,
ისინი მივლენ დასაცემელად,
რუსთა გაურთა დასაღუპელად,
ხედავთ მათ გზაზე სისხლი მჩქეფარებს,
ესვრიან რუსნი უზდენთ ზარბაზნებს,
არავინა ჰყავთ მოსაშველებლად,
არცაღა გზა აქვსთ გამოსაქცევლად,
აჰა მოლაი დაემხო ალაგს,
და ევედრება მაღალსა ალლახს,
და ლოცვა ისგულის შესახვეწარი
აღვა მაღმათთან ვისთა ისარი,
ილა-ალლაი ჩვენ შეგვიწყალე,
შენ შეგვინახე და შეგვიბრალე,
გაურს ხელ შიგან ჩვენ ნუ ჩაგვყარე,
ალლახ! გვიშველე, გლახ დღე გვაქს მწარე,
ნახოთ ერთბაშად ცისა ნიშნებით,
გარე მოიცვა შავის ღრუბლებით,
მას დღეს მოუხდათ მათ სასწაული,
მოვიდა ჯარი გამარჯვებული,

ძველად ასრე მოხდებოდა, ხოლმე, ჰსთქვა ღიმილით ჯაინბულათმა, როდესაც ჩვენ მოხუცთ უმეტეს ჰსწამდათ ლოცვა, ღმერთი მალმალ უსმენდა მათ; მაგრამ მეგობარნო ახლა ჩვენ უმეტესი იმედი არის თავისი მხნეობა ჩვენი სასწაული ხლმისქარქაშშია და ჩვენც უნდა კარგათ გამოვაჩინოთ, რომ არ შევრცხვეთ, გამიგონე ამალათ უპასუხა მან, დაიგრეხდა ულვაშთ: მე არ დაგიმალამ, ომი იქნება იყოს ძალიან ცხარე, მე ეხლა შევიტყე, რომ პოლკოვნიკს, კ... შეუყრია ჯარი: მაგრამ სად არის ან რამდენი ჯარი ჰყავს ეს არავინ არ იცის - რამდენიც ბევრი იქნება რუსნი ისე ჰსჯობია უპასუხა ამალათ! უფრო ცოტა დასცდება.

- მაგრამ ალაფი კი ძნელი იქნება.

ჩემთვის გინდა თავი დღეში არ იყოს მე სისხლ ვეძებ, ვეძებ სახელსა.

ის სახელი კარგი, რომელიც ოქროს ჰკვერცხებსა ჰსდებს; თორე ცარიელის ხურჯინებით მისვლა, ცოლთან, თავის ჩვენებაც სირცხვილია; ზამთარი ახლოა. უნდა მოვამზადოთ სახლისთვის რუსების ანგარიშზედ, რომ მეგობართ და მოყვასთ უმასპინძლოთ, გამოირჩიე ადგილი ამალათ გინდა მეწინავედ წადი, ჯოგის მოსატაცებლად, გინდა უკან დადექ ჩემთან, მე აგრექებით უკან ჩამოუდგები მდევარსა.

რასაკვრელია მე იქ ვიქნები, სადაც უმეტეს საშიშია დრო არის დავიწყოთ საქმე დაბნელდა, ღრუბელი გადაეფარა თერგსა ჯაინბულათმა დაუსტვინა და სასტვენამან მისმა განიმეორა ოთხსავე კუთხეს ერთ წუთზედ შეყარა ჯარი. იმასთან შეერთდენ მრავალნი შერიგებულის სოფლების უზდენნი, მოილაპარაკეს თუ სად გავიდენ თერგში, ჯარი წავიდა ნელიად წყლის პირისაკენ ამალათს არ ეგულებოდა რომ იქნებოდენ ჩუმათ კაცები არამ თუ ცხენები, არც ერთი, არა ჭიხვინებდა, არც ფრუსტუნებდა და თითქო სიფთხილით გარდაადგმიდენ ფერხთ მალიად მივიდენ თერგის კიდეს მუნ იყო ფონი, ზოგი გავიდენ ზემოთ, რომ გამოიტყუონ ფონიდან ყაზახნი, უკეთუ ყარაულობენ, ზოგნი შეცურდებოდენ წყალში უფონოდ, ვოსაც ჰქონდა იმედი ცხენისა, დასასრულ გავიდენ ჩუმათ, ბნელი ღამე ჰფარვიდა ამათ.

უნდა ვიცოდეთ რომ თერგის ნაპირებზედ ურვია რიგ რიგზედ საყარაულო სანიშნებელი ყოველ ამღალ გორაზედ, და მაღლობზედ არის ცხენოსანი (პიკეთი) ანუ ყარაული, დღე ყოველთვის დაინახავთ სარს დარჭობილსა, რომლის თავზედ არის დაკრული ბოჭკა ნავთითა და ჩალით, პირველ მტრის ნახვაზედ მზათ არის ასაგზნებად იმის გვერდით აბია ყაზახის ცხენი მუნ წევს ძირს ყაზახი; ღამე ყარაულები ორნი დგებიან მაგრამ არ მიმხედი ესრეთის სიფრთხილისა ჩერქესნი ქვეშე სიბნელისა და ღბუბლისა ნაბდისა გამოიპარებიან საშუალ საყარაულოსა, როგოც წყალი საწურავში ამგვარათვე მოხდა ეხლაცა; იცოდე რა ადგილ მდგომარეობა ბელადთა, რომელიც იყვნენ შარიგებულს სოფლიდგან, გამოიყვანეს ჯარი ჩუმათ დას დასად ორს ალაგს მოსატაცებლად, რათა გადუჭრან სანიშნებელი, გაბედეს დახოცონ ყარაულნი ერთ ფოშტთან წავიდა თითონ ჯანბულათ, და ჩვენ ბეგს უთხრეს ცურვით ამოვიდეს ნაპირს, მოუაროს პიკეთს, ასი ბიჯი გაზომოს და მასუკან სამჯერ დააკვესოს, უთხრეს და ჰქმნა ასე, კნინ აიღო რა თავი ჯაინბელათ, დაინახა ყაზახი, რომელიც ჰსთვლემდა ახლოს, თავზედ მოკიდებულ ცეცხლთან, რომელს ეჭირა აღვირით ცხენი გაიგონა რა შრიალი ყარაული შეკრთა და დააცქერდა წყალსა, მჭმუნვარე თვალითა შეშინდა, რომ არ შენიშნონ ჯანბელათმა შეაგდო მაღლა ქუდი და დაწვა ძეძვის ძირში.

შეჩვენებული იხვები! ჰსთქვა დონელმა იმათთვის ღამეც ყველიერია! ჰსცურვენ და ფრინვენ, თითქო კივის კუდიანები.

მაგრამ ამ დროს ნაბერწყალმა სხვა მხრიდამ მიაქცია მისი მხედველობა.

ვეჟო მგლები არიან? იფიქრა მან, ამათ იციან ასე თვალების დაბრიალება.

გარნა ნაბერწყალნი გამოჰსჩნდენ კვალად და ის შეშინდა, მოაგონდა, რომ მას უანბეს, ჩაჩნელთ ეს აქვთ ნიშნათაო, რომ ჯარი ბელადს მიჰყვესო, ეს წუთი განკვირვების და ფიქრისა იყო წუთათ მისის დაღუპვისა; ხანჯალმა დაძგერებულმა ძლიერისა ხელით დაიწკრიალა და მოწყლული ყაზახი დაეცა დაუკვნესელად მიწაზედ, ამხანაგი მისი იყო დაკუწვილი მძინარე, მოგლიჯეს სარი და ჩააგდეს წყალში.

მსწრაფლად შეიკრიბნენ ჯარნი, მიცემული ნიშნითა, და ერთათ მიისწრაფეს სოფელში, რომელზედაც ადრევე აქვნდათ განზრახვა, დაცემა მოუხდათ მათ სარგებლიანად; რომელ არს მოულოდნელად, ყოველნი გლეხნი, რომელთაც მოასწრეს იარაღი, დაიხოცნენ შემდგომ განწირულებითის წინააღმდეგობისა, ზოგნი გაიქცნენ, ზოგნი დაიმალნენ, გარდა ალაფისა მრავალი ტყვე მამა და დედაკაცნი იყვნენ ჯილდოთ მხნეთა, ყაბართოელები შეცვივდენ სახლებში, იკლებდენ რაც ფასიანი, იყო, და რაც სისწრაფით ხელში შეხვდათ, არა ჰსწვავდენ სახლსა, არც განგებ აფუჭებდენ ჯეჯილსა, არ ამტვრევდენ ხეხილს, და ყურძენსა, რათ შევეხნეთ მადლსა ღვთისასა და შრომასა კაცისასა, იტყოდენ იგინი და ეს ჩვეულება არის მთისა ავაზაკისა, რომელიცა არ შეშინდება არა რომლითა ბოროტმოქმედობითა, ეს არს სათნოება, რომლითაცა შეეძლოთ ეამპარტავნათ რათა თვის განათლებულთა, თუკი ესე ჰონდეთ. ერთ საათზე ყველა დასრულდა, მცხოვრებთათვის, გარნა არა ამკლებელთათვის მდევარის ხმა უკვე მოისმა მთელს ლინაიზე ვითა დილისა, ვარსკულავნი აღენთნენ რა სანიშნებელნი ცეცხლნი.

ამდროსვე რაოდენთა მე დაჩვეულთა მხედართა გარდაუჭენეს ჯოგსა, რომელნიცა დავიდოდენ მინდორში. კიჟინით და თოფის სროლით შეაფთხეს ჯოგი, მინდვრის მხრიდგან, ცხენთა შეაბნივეს ფაფარნი და ძუანი და გაჰყვნენ ჩერქეზთა, რომელიც წყლისკენ, იყვნენ განგებ დაყენებული წინ. ვითა მენავე, იცოდა რა ზეპირად თვით ღრუბელშიაც ყოველი საშიშო ალაგი, ამა მინდვრის ზღვისა ჩერქეზი მიჰფრინავდა ჯოგის წინ უქცევდა გზასა, ფოსტებსა (ყარაულებსა, და დასასრულ ჰპოვა ვიწრო და მაღალი ნაპირი, ჩააგდო ცხენი თერგში გაჭენებულმა მთელი ჯოგი შეუდგამს; მხოლოდ მოისმოდა ჩქაფუნი ჩახტომილთა ცხენთა.

ცისკარი აღმოვიდა. აღვიდენ მაღლა ნისლნი, და გამოჩნდა სახე მდიდარი და საშინელი; მოწინავენი დასნი მხედართანი მოათრევდენ თვისთან ტყვეთა, რომელნიმე მოებათ ავჟანდაზედ რომელნიმე უჯდათ ცხენზედ ხელებშეკრულნი, ტირილი და კვნესა და აყრუვდებოდა შემაშინებელისა და სიმხიარულისა გამარჯვებულთა ხმათა, მძლეველთათა; დამძიმებულნი ალაფითა, და შეგვიანებულნი საქონლითა, არვეთაგან იგინი ნელიად მივიდოდენ თერგისადმი თავადნი და უმჯობესნი მხედარნი; შეჭურვილნი ჯაჭვ მუზარადითა რომელნიცა ელვარებდინ ვითა წყალი და გარეშე ენავარდებოდენ, ამ ჯარსა, ვითა ელვა თეთრისა ღრუბლისაგან, შორს ყოველ მხრით მოაჭენებდენ ლინეინის ყაზახნი, გადაუჭრიდენ გზასა და ჩაუსხდებოდენ მუხნარში, ძეძვებში, და მალე ასტეხეს სროლა იმათზედ, გაგზავნილს ვაჟკაცებთან აქაიქ გაელავდა, ჰქუხდა თოფი ხანდისხან ჩამოვარდებოდა ცხენითგან ჩერქეზი. ამავე ეზოში მეწინავეთ დასწრეს გარეკა ნახევარ საქონელსა, მაშინ, როდესაც მტერისა ღრუბელმა და ცხენისა ტერფთა ხმამ აჩვენა რომ მათზედ მოჰქრის ქარიშხალი ექვსასიოდ მთიულთა, ჯაინბულათის წინამძღოლობით დაიტრიალეს ცხენები რომ უკუნაქციონ დაცემა ყაზახთა და მისცენ დრო, თავიანთ გავიდენ წყალ გაღმა. არეულისა კიჟინით და კივილით მიეგებნენ პირისპირ ყაზახთა; მაგრამ არც ერთი თოფი არ იყო ამოღებული ბუდით, არც ერთმა ხმალმა არ იელვარა ხელში, ჩერქეზი უკანასკნელ გაჭირებამდის არ ამოიღებს იარაღს. და მართლა, მიაჭენეს რა ოც ბიჯამდის, მათ გამოიძრეს თოფები, ესროლეს ცხენეთ რბევაშივე შემდგომ გადაიგდეს მარცხენა მხარზედ და მოისვეს ხმალს ხელი; მაგრამ ლინეინის ყაზახებმა უპასუხეს რა ესრეთვე სროლითა, დაიბრუნეს ცხენები, და გაექცნენ და მთიურნი გაცხარებულნი დევნითა, ჩაცვივდენ მახეში, რომელიც ასე ხშირად თვით უხმარიათ. ყაზახებმა მოიყვანეს ისინი დამალულ ტყის ნაპირში ჩამსხდართ 43 ეგირის პოლკზედ თითქო მიწიდან ამოვიდოდენ არა დიდროვანი ჯარნი შტიკნი შეერთდენ და მგრგვინვალე ცეცხლი გამოესეოდა ჯვარედინად, ამაოდ ჩამოხტნენ მთიურნი ცხენითგან მათ უნდოდათ დაეჭირათ ტყე და უკანით დაჰსცემოდნენ ჩვენებსა. გამოცდილი პოლკოვნიკი კე... მეხი ჩეჩნელთა, რომლისავითა ეშინოდათ ეგრეთვე პატივს ჰსცემდენ იმის სიმართლესა, ვერცხლ უყვარულობისასა, განაგებდა ბრძოლასა, მაშა არ იყო იჭვი, გამარჯვებაზედ. ზარბაზანთა დაჰფანტეს მტაცებელნი, და ზარბაზნის საფანტი შეესხურათ გაქცეულთა, გაწყვეტა მათი იყო საშინელი, ორმა ზარბაზანმა მიაჭენა, წყლის პირს ცხვირზედ. ახლოს რომლისა ჩერქეზნი ჩაცვივდებოდენ წყალში და ცდილობდენ ცურვით გასვლას. ღრიალით მიმოხლტებოდენ საფანტნი აღქაფებულთა წყლისა ზვირთებში და ყოველს სროლაზედ რავდენიმე ცხენი ამობრუნდებოდა,და დააღრჩობდენ თვისთა მსხდომართა.საბრალო იყო საჭვრეტად, როდესაც დაჭრილნი მოეჭიდებოდენ ცხენის კუდსა და აღვირსა სხვისა ცხენებისას, დააღრჩობდენ მათაც და ვერ მოარჩენდენ თავის თავს. ვითა ებრძოდენ დაღალულნი ასაბობღებლად კიდისა, გარნა ჩამოენგრეოდათ ნაპირი და გაუმაძღარი ღადო მიჰქონდა და ჩანჰთქავდა მათ გვამნი დამხვრჩალთა მოჰქონდა ერთად ნახევარ ცოცხლებთან, და სისხლი გველებრ იგრიხებოდა თეთრსა ქაფსა წყლისასა; კუამლი მიჰგორებდა თერგზედა, და შორს თოვლიანი მთანი კავკაზისანი, შეჭმუხვნილნი ბურუსითა, ამპარტავნად ჩაიკეტდენ ველსა ბროლისასა, ჯანბულათ და ამალათ ბეგი, იბრძოდენ განწირულებით, თორმეტჯერ გააქცივეს და ოცჯერ მეტად დატრიალდენ, და დაიღალნენ,მაგრამ არ დამარცხდენ: ასიოდ მხნეობით გაცურდენ ცხენებით წყალში. გამოხტენ, გადააბეს ცხენები, და იწყეს სროლა გაღმა მხრიდგან რომ მისცენ დრო ნახევარს თვისს ჯარს წასვლისა. ამა ბრძოლისა გართულთა გვიან დაინახეს, რომ იმათ ზეით მისცურვენ ლინეის ყაზახები გზის გადასაჭრელად მხიარულითა კიჟინით გადაუჭენეს წინ შემოეხვივნენ მათ რუსები.დაღუპვა მათი შეიქმნა აუცილებული.

აბა ჯაინბულათ! უთხრა ბეგმა ყაბართოელსა: ჩვენი ბედი გათვდა! შენ რაც გინდა ჰქენ, მე ცოცხალი არ ჩაუვარდები ხელში, უმჯობესია მოჰვკუდე ტყვივითა, ვიდრე სირცხვილის თოკითა.

იქნება შენ გეგონოს, უპასუხა ჯამბელათმა: რომ ჩემი ხელები ბორკილისათვის იყოს შექმნილი? ღმერთმა დამიფაროს მაგ გვარ სირცხვილისაგან! რუსებს შეუძლიან ჩემი გვამი დაატყვევონ, მაგრამ სული? არაჰსდროს, არა! ძმანო! ამხანაგნო! დაუყვირა მან, დანაშთომითა: ჩვენ ბედნიერებამ გვიღალატა: ძვირად მივჰყიდოთ სიცოცხლე გაურთა ის არ არის გამარჯვებული ვისაც დარჩა მოედანი. ის არის ვისაც დარჩა სახელი. დიდება და სახელი იმისია, ვისაც უმეტესად უღირს სიკვდილი ტყვეობაზედ.

დავიხოცნეთ! დავიხოცნეთ! მაგრამ სახელით დავიხოცნეთ! დაიყვირეს ყოველთ და დახანჯლეს თავის ცხენები რომ არ დარჩეს მტერთა ალაფად, და მასუკან გაიკეთეს საფარი მათგან, მოემზადნენ და მიეგებნენ თავდასხმელთა ტყვიითა და ფოლადითა.

იცოდენ რავითა წინა აღმდეგობას ჰპოვებენ მათგან, ყაზახები შედგნენ, შეიკრიბნენ, მოემზადნენ დასაცემად. ზარბაზნისა ტყვია გადაღმიდგან დაეცემოდა შუა შეუშინებელთა მთიურთა, ხანდისხან გასქდებოდა ახლოს მათსა ყუნბარა შეაყრიდა მათ მტვერსა და ნამსხვრევსა, მაგრამ ისინი არ შეირხეოდენ, არ იმალებოდენ, და, ჩვეულებისამებრ იწყეს სიმღერა, სასიკუდინო სიმღერა ორპირად უპასუხებდენ ურთიერთს ტაეპებად.

მოწყლულნი, არ ნებითისა კეთილ სათნოებითა ეგირნი და ყაზახნი, მდუმარედ ყურს უგდებდენ საშინელთა ბგერათა ამა სიმღერისათა, გარნა დასასრულ ხმა ურა მოისმა ორისავე მხრიდგან.

ჩერქეზნი წამოხტნენ კიჟინით, ესროლეს უკანასკნელ თოფები, და დამტვრიეს რა ქვებზედ. მისცვივდნენ რუსებსა ხანჯლითა. ზოგნი გადაებნენ სარტყლის თასმებით და ესრეთ შეცვიდენ ბრძოლაში: მაშინ შეუბრალებელად; მიწაზედ დაეცემოდენ ქვეშე რუსთა შტიკისა. წინ წამოდი, ჩემთან! ამალათ ბეგ დაიყვირა გაცოფებულმა ჯამბულათმა, და შევარდა უკანასკნელსა კაფაში ჩვენი სიკვდილი არის თავისუფლება! მაგრამ ამალათ ვეღარ გაიგონა მისი ზახილი: უკან თოფის კონდახის დაკვრით დაეცა მიწაზედ, სადა იყო სავსე მკვდრებითა, და სავსე სისხლითა.

თავი 8.

უსტარი პოლკოვნიკის.. 3.. თავის დანიშმულთან. დერბენდიდგან სამოცნავში.

1819 წელსა ოკტენბერში.

ორითვე ადვილი სათქმელია. ორი საუკუნე ბობღამად ჩემამდის უძვირფასესო მარამ. შენი უსტარი! ამდროში მთვარემ ორჯერ შემოუარა ქვეყანასა. არ დაიჯერებ, სასურველო, როგორსა მჭმუნვაროა ჩემთვის ცხოვრება უაწმყოოდ თვით მიწიერ მოწერაშიაც კარებზედ ვეგებები ყაზახსა, გულის ძრწოლით ვსტეხ ბეჭედსა, აღტაცებით ვჰკოცნი სტრიქონთა ნაწერთა სასურველოსა ხელთაგან, შეგონებულსა შენის წმინდის გულისაგან სიხარბისა სიხარულითა ჩავხედამ თვალითა წერილსა... მაშინ მე ვარ ბედნიერი, მავიწყდება თავი მაგრამ კნინ შევკეც რა უსტარსა, მჭმუნვარენი ჰზრნი კვალად წინ წარმომიდგებიან... ეს ყველა კარგია არის ვფიქრობ მე, მაგრამ ყოველი ესე იყო, მაგრამ მე მინდა შევიტყო ეხლა რა არის კარგათ არის, უყვარვარ კიდევ, ადრინდელობა.

3 სწავლა და ხელოვნება

▲back to top


3.1 თქმული ვარლაამისა საკატოლიკოზოსა საყდარსა ზედა აღსვალასა და ნიშნების მირთმევასა ანტონი ირაკლი მეფის ძისასა

▲back to top


თქმული ვარლაამისა საკატოლიკოზოსა საყდარსა ზედა აღსვალასა და ნიშნების მირთმევასა ანტონი ირაკლი მეფის ძისასა

უნეტარესო და უწმიდესო მეუფეო.

მივხედავ რა დღისა ამის მოწევნასა, სხუა და სხჳითა მაიძულებრობითითა თანამდებობითა ვიიძულები მეტყველებად, გარნა ვინაითგან ესე გვართა მცირედთა სიტყვათა მეტყველებისა ძალი მომიღებიეს მე უწმიდესისა მის მეუფისა პირველ მოსაყდრისაგან თქვენისა, და ვინაითნგან ოქროვანნი ბაგენი მისნი დახშულ-არიან, ამისთვის ვიტყვი კადნიერ სიტყვასა უწმიდესობისადმი თქვენისა: უწმიდესობისა მისისასა: ესრეთ უკვე უნეტარესო მეუფეო, უწმიდესი იგი მეუფე, აღმზრდელი უწმიდესობისა თქვენისა, გიხმობს დღეს საფლავით გამო ესრეთ, მისმინე მე ანტონი უწმიდესო მე ანტონის, აღმზრდელსა შენსა და სცან, რამეთუ ფრიადითა მხიარულებითა აღვივსები, რამეთუ სასურველ-იყო ჩემდა, იგი უკვე აღსრულებულ-არს. ვინაითგან სრულთა შინა სიბრძნეთა წარმატებული დაიდგინე კათედრასა ამას ზედა ჩემსა. და ამის თვის ვიხარებ მე ამას ზედა ვინაითაგან მეცნიერებითთა წყაროთა მეწყაროე ბაგენი შენნი ნაცვლად ჩემსა დაიდგინა მოძღვრად ამისა წმიდისადმი კათოლიკე ეკკლესიისა, განვსცხრები მე ამას ზედა, ვინაითგან სიბრძნისა ნაკადთა მენაკადულე ენა უწმიდესობისა თქვენისა ნაცვლად ჩემსა განიწესა მწყემსად ამის დიდებულისა ტაძრისად ვიშვებ მე ამისთვის ვინაჲთგან ღვთის მეტყველებითთა მდინარეთა მადენი პირი უწმიდესობისა თუჱენისა განიჩინა განმგედ ამის წმიდისადმი სამოციქულოისა ეკკლესიისა ესე დიდება ჩემდა სიხარულ უნაკლო, ესრეთუჱ უწმიდესო მეუფევ მისმინე რასესე ვხმობ საფლავით, და განსჭვრიტე სიქადულო, სიხარულო სიმტკიცეო, და ძალო ჩემო, ჩემისა მოხუცისა და მეტრფისა ბიძისაო, და იხილე, თუ რაბამ როდენითა კეთილითა შეგიმკევ ეკკლესია საქართველოისა და საღმრთოითა სიკეთითა განშვენებული განგიმზადე რამეთუ მე ეკკლესიანი შენნი წმინდანი მეცნიერებისითა პორფირითა შევმოსე, სიბრძნითისა დიადემითა განვაშვენე, ცერემონითითა მიტროითა განჰვკაზმენ, და ღვთის მეტყველებითისა გვირგვინითა დავაგვირგვინოსნე და ყოვლად სრულითა ფილოსოფიითთა მოძღვარებათა პორფირ დიადემითა, და პოტირ ტრიხა-პტონითა განვაშვენე და ყოვლითა სასძლოჲთა სამკაულითა განკაზმული განვმზადე სასძლოდ შენდა, და მოვედ და მიიღე სძლად შენდა და იქმენ დიდებულ დიდებითა ყოვლად უნაკლულოითა მოვედ მოვედ ტრედო კეთილო სადავითოსა იუდით, მოვედ და დანისვენე მწყემსობითსა ამას ქვეყანასა შენსა. რამეთუ ზამთარი წარხდა წვიმა განვიდა და ყვავილნი გამოსჩნდეს ქვეყანასა ჩვენსა და ვითარ რაიმე არს თქმა ესე არს, რომელ ზამთარი იგი უმეცრებისა წარხდა და განვაბნიე. წვიმა იგი უგულისხმოებისა ამას ჩვენსა ჩემ მიერითა შრომითა ნამუშავევნი, რომელი მე ქვეყანასა ამას შინა დავსთესე თესლი სიბრძნისა და უმაღლესობამან მისმან მორწყო წყლითა მოწყალებისათა ხოლო ღმერთმან აღაორძინა. ესრეთითა კეთილობითა განშვენებულსა ადგილსა შენსა მოვედ სიტკბოებაო ჩემო და დასტკბი სიტკბოებითა არა სადა წარმავალითა ესრეთ უკვე უნეტარესო მეუფეო, მოგილოცავ საფლავით გამო კათოლიკე ეკკლესიისა კათედრასა ზედა აღსლუასა. ნეტარ თუმცა შემძლებელ-იყოს თვალი ჩემი რათა გხედვიდე მწყემსთ მთავრობითითა სამკაულითა განშვენებულსა. ნეტარ თუმცა შემძლებელ-იყოს ენა ჩემი, რათა აქ პირის პირ ვზრახვიდე შენდა, რომელი სხვავერ ვინ შემძლებელ-არს ღირს შენდა ქების მსიტყველობად თვინიერ ჩემსა. და ეს გვარ მომლოცველი გევედრები ნუ დამივიწყებ უწმიდესო ანტონი მე ანტონის მსასოსა შენსა, და გევედრები დიდებაო ჩემო დიდებულ ჰყავ შრომანი ჩემნი. სიქადულო ჩემო მოღვაწე ექმენ ეკკლესიათა სამღრთოთა მცნებათა წარმართებითა და შენ გვირგვინო ჩემო, გვირგვინოსან ჰყავ ეკკლესია საღმრთოთა მოძღვრებითა და უბიწოთა და წმიდათა კეთილ-მოქმედებითა. და ამით თავიცა შენი ადიდო და მეცა დიდებულ-ვიქმნა და სამწყსონიცა შენნი, და დამასრულებელი სიტყვისა კვალად გევედრები, ჰხსენებასა ჩემსა ნუ ჰყოფ დავიწყებულ. ესე სიტყვანი არიან უწმიდესისა მეუფისა და მეტრფისა ამის შენისა ბიძისა და მეცა აღვიმაღლებ ხმასა მოლოცვისა და ზესთა ზომითა სიხარულითა აღვსილი მოულოცავ უწმიდესობასა თქვენსა, მოციქულთა მოსაყდრეობასა და ივერიელთა ერთა მწყემსობისა მიღებასა, და ესრეთ უნეტარესო მეუფეო, ბეჭედო ჯეშმარიტისა ღვთისა მეტყველებისაო, მაგალითო კეთილისა უმანკოებისაო, დისკოვ, და შარავანდო საღმრთოისა მეცნიერებისაო, უბრყვილოვო სარკეო კეთილ კრძალულებისაო, და სავსებაო მწყემსობითის ჭეშმარიტებრ განმსჯელობისაო ვედრი ღმერთსა რათა ბევრეულთა წელთა ბევრეულითა უვნებლობითა დაცულ-ჰყოს ღმერთმან უწმიდესობა თქვენი ყოვლითა უვნებლობითა. - მადლი და კურთხევა უწმიდესობისა თქვენისა იყავნ ჩემ ზედ უკუნისამდე ამინ.

წელსა 1797

4 სხუა და სხუა ამბავი

▲back to top


4.1 ჟოკო

▲back to top


ჟოკო

მოთხრობა.

ჶრანციცული თარგმნილი.

მყოვარ ჟამ ვჰსცხოვრებდი მე რომელსამე კუნძულსა შინა.*** მსურს რა რათა დავშთე უცნობელად, დავიდუმებ სახელსა ამა კუნძულისასა, ჩემთა მუნ მოქმედებათა, და ყოველსავე მას, რაისამცა ძალედვა გამოცხადებად მკითხველთადმი სახელისა ჩემისა, რომელსაცა, ვიმედოვნებ, რომელ არცაღა სადმე საჭირო მათდა იქმნების, იგინი იხილვენ მიუცილებლობასა ამის დაფარულებისასა, შემდგომისა ამის გამო მოთხრობისა, რომელსა შინა მწადს დაცვად საკვირველისა და დაუვიწყებელისა ჩემდა შემთხვევისა, სახსოვარ ყოფა მისი უძვირფასეს ჩემდა არს მით, რომელ იგი რომლითამე სახით, საფუძვლად ექმნა აწინდელსა ბედნიერებასა ჩემსა...

იყო ცხელი ზაფხული. დიდთა საათთა უმთავრესისა ეკკლესიისათა დაჰკრეს რა ხუთი, მზე კვალად შესწვიდა ქვეყანასა მგზნებარეთა სხივთა მიერ. დამაშვრალი თანამდებობისა ზრუნვათაგან და ბუნებითცა მიდრეკილი ლანდთა მიმართ, გამოველ სადგომისაგან ჩემისა, განზრახვითა მით, რათა მახლობელს ტყეში ვისეირნო. კნინღა წარვვლე რა ორასი ნაბიჯი ბნელსა ხევნარსა შინა, განცხოველებულსა საამოთა ნიავითა მყის მომესმა მარცხნით ჩემსა წყნარი შრიალი და ვიხილე რომელ ვითარიმე ცხოველი არსება ელვიდა შორის რტოთა ხისათა. დავსდეგ სმენად; გარნა ვერა რაი მეღა ვისმინე უმეტეს მისა. წარვედ მე უშორეს და განვაგრძობდი განწყვეტილთა ფიქრთა ჩემთა. დახრწეული ამხანაგთა ჩემთაგან. მეგობრად წოდებულთა, რომელნიცა დავუტევე მე სადგომსა შინა ამბოხებისასაუბარსა, და განცხრომითსა ტრაპეზსა ზედა დატვირთულსა მრავალთა ბოთლთა მიერ, თავისუფალ ვიყავ მე, გარნა არა მარტოი: მე ვიყავ თვით თავსა შორის ჩემსა, ჩემთა მიდმოგონებათა თანა.

მეყსეულთა მომესმა მე წინასწარი ჭრიალი. დავსდეგ და ვსჭვრეტდი მუნით სადედგანცა მომესმა მე ცნობილი შრიალი ესე, და ვხედევდი ბუჩქთა შორის, თავსა რასმე მცირესა და თითქმის მგრგვალსა; ჩემზედა დაცქერებულთა მრჩობელთა და მხიარულთა თვალთა, მსგავსთა ნუშის გულთასა: მცირე, მოკლე და არა აღზეული ცხვირი, და ორნი რიგნი რძის ფერთა კბილთანი, წარმომიდგნენ მე არა მშვენიერსა, გარნა ფრიად სასიამოვნოსა პირსა. პირველსა შეხედვასა ზედა, მეჩვენა მე ტყავი ამა ცხოველისა მსგავსი მცირისა თაგვის ფერისა, გარნა უფროს უთეთრეს იყო მისა.

სახე ესე ჰბრუნვიდა დაუცადებლივ და ჰსჩანდა იგი მხოლოდ ოდენ ნახევრად. განვიზრახე მე შეპყრობა მისი, გარნა იგი ვითა ცა ელვა აღიჭრა, გინდა თუ ვსთქვა აღფრინდა წვერსა კოკოსის (ინდოურის კაკლის ხე) ხისასა. რაოდენცა ვუძლე შენიშვნად, მას აქვნდა სიმაღლე უმეტეს ოთახის ფუტისა.[1]

ესე ჩემდა საყურადღებო არსება, ნახევრად დაფარული რტოთა შორის, ჰსჩანდა, რომელ გულს მოდგინედ მსინჯევდა მე. მე ვანიშნევდი მას, რათამცა ჩამოსულიყო იგი ჩემთანა; და იგი ნაცვლად მისა მიმიწოდდა მე თვისად, რაიცა ჩემდა.

შეუძლებელი იყო: თუმცაღა მაშინ უმკვირცხლეს აწინდელისა ვიყავ მე, გარნა ვერცაღათუ ძალმედვა განზრახვად რათა შესწორებულ ვიყავი მისდა სიმკვირცხლით.

ბუნებითის მიდრეკილებისაგამო ჰსწავლათადმი, მაქვნდა მე მრავალნი შემთხვევანი დროსა მოგზაურობათა ჩემთასა, შესწავებად მრავალ. გვართა მაემუნთა: ორანგ-გუტანგისა[2]

კოკოსი[3] პონგოსი[4] და სხვათა, და ამის გამო მასვე ჯამსა შავნიშნე მე, რომელ ახალი იგი ნაცნობი ჩემი, მჯდომარე ხესა ზედა იყო ჯოკო დედალი, და ამისთვის შემდგომთა შინა ვუწოდებ მას სახელითა ამით, რომელსაცა, ვგონებ მე დია საამოდ სასმენელ იყოს.

მარადისთანა წავიღებდი რაოდენსამე პურსა. ვინადგან საამოდ მიჩნდა მე, რათა დროსა განგრძობილსა მარტოებით შექცევათა ჩემთასა, გარდამეგდო იგი ფრინველთათვის, მახლობელ გზისა მსხდომარეთა. ვიხილე რა რომელ მაემუნი გარდამატებულით ყურადღებითა განმსინჯავდა მე, მიუგდე მას ნატეხი პურისა. იგი მკვირცხლად შთამოიჭრა კოკოსის ხით, აღიტაცა ნატეხი პურისა გარდაგდებული ჩემგან, დასუნა რავდენ გზისამე. ჰსჭვრეტდა მას იჭვნეულობით და უკანასკნელ განაგდო იგი. ვუწყოდი მე, რომელ პონგო და ჟოკო არიან იჭვნეულნი მათგან უცნობელთა კაცთა და საგანთადმი, დამსურდა რათა მომეპოებინა დარწმუნება ჩემის მაემუნისა, აღმოვიღე მე კვალად ნატეხი პურისა, შევსჭამე ნახევარი მისი, და დანაშთენი გარდავუგდე მას. ჟოკომ აღიტაცა ნაჭერი ესე საკვირველითა სისწრაფით და შეჭამა იგი, და შემდგომად აღიღო პირველ გარდაგდებულიცა იგი ჩემგან, დასუნა იგი კვალად ერთ გზის და შეჭამა იგიცა.

ვსდეგ რა მე წამსა ერთსა მომიპყრა მე ჟოკომ ხელი თვისი და დაუცადებელად მაჩვენებდა მე, რათა კვალად განმეახლებინა მისაცემელი ჩემი. კვალად გარდავუგდე რავდენიმე ნატეხი პურისა, რომელსაცა შეიპყრობდა გამოუთქმელით სიმსწრაფლით; და რაჟამს მენება მახლობელ მისდა მისვლა, გარდახტა იგი და არა ნება მცა მე მიახლოებად მისდა, განვიძრახე მე ხმარება სივერაგისა: წარვემართე მე შინათ და ჟამად ჟამად გარდაუგდებდი მას ნატეხსა პურისასა: ხოლო მკვირცხლნი ხელნი მისნიი აღიტაცებდიან მათ.

ჟოკო განიბერტყდა ხელთა თვისთა, მიიტანდა რა ნატეხსა პურისასა პირისადმი, და ოდესმე ნელიად ხმა ჰყოფდა: ხმა მისი მესგავსებოდა ჟღერასა ვერცხლისასა, ხოლო სხვა და სხვა ცვლილებანი მისნი აღმოაჩენდენ, რომელ ჰსწადდა მას რათაეცნობებინა მით რაიმე.[5] რაჟამს არღარა გარდავუგდე მას პური, მყისვე აღიჭრა იგი ვითარცა ისარი წვერსა ზედა მშვენიერის კოკოსის ხისასა, მოჰკრიბნა რაოდენიმე კაკალი და შთამომიყარა მე გავხეთქე ერთი მათ კაკალთაგანი დანით, შევსვი მისგან დავრენმე რძე, და შევჭამე მცირედ ოდენი გული მისი; შემდგომად განვდეგ შორს, მწადდა რა, რათა ნება მეცა მისთვის სარგებლობად დაშთომილთა მათ ნაყოფთა მიერ. საყვარელმან ჩემმან ჟოკო ნანდვილ იწყო ჭამად მათდა, გარნა ესრეთ მარჯვედ და შემეცნებით, რომელ შვისწავე, თუ ვითარ ცნობილ იყვნენ მისდა კოკოსის რძე და ნაყოფნი და რომელ იგინი უეჭველად არა ერთგზის იყვნენ საზრდოდ მისა. ამას შორის შემწუხრდებოდაცა და მე ვისწრაფიდი ქალაქად. მშვენიერი იგი მცირე ცხოველი შემომიდგებოდა მე, და იშვიათად აღმოიძახდა ჩემდა სმენილთა და სასიამოვნოთა ხმათა; გარნა, იხილა რა რომელ მივალ მე არა მიმხედი ძახილთა მისთა, მანცა ეგრეთვე იწყო განშორებად ჩემგან მწვხარითა და არა მხიარულითა სახითა.

მეორეს დღეს, თვით მასვე საათსა, კვალად წარვემართე მე ტყედ, და შესავალსავე თანა მას შინა ვიხილე, რომელ მშვენიერი ჟოკო ჩემი მიცდიდა მე. იგი იჯდა დამალული ახალთა ბუჩქთა შორის და ფრთხილად გარდაეწია რა რტოები, და დაფარული ფოთოლთა შორის იჭვრიტებოდა სიმკაცრით, და რაჟამს მიხილა მე შორით, მომეგება მე სასიხარულოთ ნიშნებით. ესრეთ გამოქანებით მოიჭრა მახლობელ ჩემდა, რომელ შეეხოცა ტანისამოსსა ჩემსა; გარნა შეძრწუნებული ესრეთისა უნებურისა დაახლოებისაგამო, ახლტა იგი ხესა ზედა რომელიცა მდგომარეობდა ჩემგნით ვიდრე ასს ნაბიჯადმდე. მსურდა რა მოჩვევა მისი მახლობელ ჩემსა, მშვიდად წარვვლე გვერდით მიხა და გარდავაგდე გზასა ზედა ორნი ოდენ ნაჭერი პურისა. ნელიად ჩამოვიდა იგი ძირს და დასუნა ნატეხთა პურისათა, რომელიცა თუ სწადდა დაჯერება, ეგე ვითარნივე არიან იგინი, ვითა გუშინდელნი, და შემდგომად დიდით მადით შესჭამნა იგინი მაქვნდა მე თანაწარღებულ მრავალი. სანუკვარი, რომელმანცა მოვსტეხე ნახევარი ბისკვიტისა და გარდავუგდე მას,[6] ხოლო მან აღიტაცა იგი და დასუნევდა მას ვითარცა გუშინ და ვერ შებედავდა მას შეჭმად. ამისთვის მოვხტეხე მე მეორედ და შევსჭამე იგი, ხოლო დაშთომილი გარდავუგდე კვალადცა მას და მან მეყვსეულად აღიტაცნა ორნივე იგი ნატეხნი და შესჭამნა, და რომელნიცა ეჩვენენ მას ეგრეთ გემოვან რომელ მწადნელი გამოთქმად კმაყოფილებისა, აღიჭრა ჰაერსა ზედა, დაბრუნდა მრგვალად და ჰქანობდა რტოთა ზედა ხისათა, სიხარულით აღტაცებული გარდახტა მსგავსად ელვისა მეორესა ზედან შემდგომად მოიწია ჩემდა ორის ნაბიჯით უმახლობელეს ადრინდელისა, მომიპყრნა მე ორნივე ბრჭყალნი თვისნი და იჩვენებოდა რომელ კვალად ითხოვდა ბისკვიტსა.

ესრეთითა სახითა განვატარებდი მე ყოველთა ნასადილევისა ჟამთა. სავსითა ჯიბეებითურთ მივეგებებოდი მაემუნს და უკუმოვიქცეოდი ოდესცა დავაცარიელებდი მათ. უკეთუ მიუტანდი რასამე ახალსა, მისდა უცნობსა, იგი დაჰფიქრდებოდა პირველ, და მაშინ ოდენ შეჰბედავდა ჭამად, ოდესცა პირველად თვით მევე ვიგემებდი მახ.

ჟოკო ჩუჱულებრივ ელოდებოდა ტყედ მოსვლასა ჩემსა ერთსა დღსა, მიხილა რა მიმავალი, ქინათვე გამოიქცა იგი და რავდენმე განშორებით ჩემსა დააწყო დავდენიმე კოკოსის კაკალნი და მახლობელ მათსა საკმაოდ მძიმე ქვაი, ხოლო განვცვიფრდი მე ინსტიკტსა მისსა ზედა,[7] განვსტეხე ორი უკეთესთა კაკალთაგანი, აღვიღე ერთი მათგანი და წარვედ წინათ, რათა მიმეცა მისდა ჟამი შეჭმად მეორისა მის. ვსვამდი მე რძესა კოკოსისასა და ვსჭამდი თვით ნაყოფსაცა, ჟოკო უუდიდესსა სიხარულსა შინა მყოფი სჭამდა აგრეთვე კოკოსსა, და ფრიად ხშირად გამოსთქვამდა ხმათი მათ, რომელნიცა პირკელითგანვე მომეწონნეს მე.

ამან მომცა მე ჰაზრი ქმნად მეორისა დღესა შემდგომისა ამის. გარდა ჩვეულებრივის ნუზლისა ბისკვიტთა, მცხვართა და შაქარლამათა, თანაწარვიღე მე კალკავალლო ღვინოი ბოთლით, ახლად მიღებული ჩემგან ლისსაბონით, რომლითაცა აღვავსე სტაქანი და საჩვენებლად მიხა მოვსვი მისგან, დაუდგი იგი მიწასა ზედა და განვსდეგ რავდენსამე ნაბიჯსა ზედა ჩემი პატარა ჟოკო ნელიად მიეახლა სტაქანსა, აღიღო იგი მარჯვედ ბრჭყალითა და შესვა რა იგი[8] რავდენჯერმე მიღებით, სრული კმაყოფილებით და განცვიფრებით შემომხედა მე, შემდგომად გაილოკა ტუჩთა ზედა დაშთომილნი ღვინის ცვარნი და დასდგა სტაქანი პირველსავე ადგილსა თვისხა. სოლო, მე აღვიღე სტაქანი, გავრეცხე იგი წვიმის წყლით, რომელიცა დაგუბებულ იყო ხის ფუღუროსა შინა, კვალად დავასხი ნახევარ სტაქანი ღვინო მოვსვი მცირედ და დანაშთენი იგი მივეც მას ჩემს საყვარელს მეგობარს, რომელიცა სმიდა დიდით კმაყოფილებით უფროს პირველისა. მომბაძვიდა რა იგი ყოველსავე მოქმედებას შინა. ეგრეთვე გამორეცხა მანცა სტაქანი და დასდგა პირველსავე ადგილსა თვისსა, იმედითა მით, რომელ კვალად აღვავხებ მას, გარნა მე არ ვქმენ ესე: მოსიშმან უსიამოვნოთა დათრობათა მისთამან.

ნანდვილ, დაღათუ ტკბილ და თხელ-იყო ღვინო, გარნა მან იმოქმედა რაოდენმე მას ზედა, თვალნი ჩემის პატარას ჟოკოსნი უცხოველეს ელვარებდენ, იგი უმეტესად მომენდო მე და ეგრეთ გამიმეგობრდა რომელ მოვიდაცა ჩემდა ფრიად ახლო და შეეხო ბრჭყალებითა თვისითა ტანისსამოსსა ჩემსა; თუმცა ადვილად შემეძლოცა შეპყრობა მისი, გარნა არცაღა თუ ჰაზრთა მაქვნდა ღალატობა მონდობილებისა მისისა არა თუ მექმნა იგი უბედურად.

შემდგომთა დღეთა შინა ჩემმან კალკავალლომ დახერეს, რომლითაცა უმასპინძლებდი მას, მისცეს მას ეგრეთვე ფრიადი კმაყოფილებაი. შემდგომად განვბედე მიცემად მისდა საგზაოსა ლიკერისაცა ჩემისა (Ligueur des ies) რომელიცა განმზადებულ მაქვნდა. პირველად მივეც მას უმეტეს ცვეულებისა ჭამად სხვა და სხვა ტკბილნი, და უკანასკნელ დაუდგი წინ მცირე სტაქანიცა ლეკერით Crème de Crèoe. შესუა რა მან იგი, იჩვენებოდა, რომელ განცვიფრდებოდა და შეწუხდებოდაცა, გარნა მსწრაფლ განმხიარულდა, განმიპყრობდა მე ორთავებრჭყალთა თვისთა და თამაშობდა გარემოს ჩემსა: ეხე ჩვეულებისამებრ! ჰნიშნავდა თხოვასა მისსა. დავასხი მე კვალად, გარნა მხოლოდ ნახაევარ სტაქანი. ამად რომელ ვშიშობდი რათა არცაღა მცირედ მევნო სიმრთელისათვის ჩემდა სასიამოვნოსა ცხოველისა, ჯოკომ სიხარულით აღიტაცა სტაქანი, გარნა შესვა ლიკერი რავდენგზისმე მიღებით, ცვარად ცვარედი. იჩვენებოდა სრულით ცნობით რომელ ითვრებოდა იგი, და ნანდვილცა მსწრაფლ დაითრო კეთილი ჩემი ჯოკო: ესე ცხადად გამოიხატებოდა თვალთა შინა მისთა. ყოველი შიში და ყოველნი ზრუნვანი მისნი განქარდნენ: მოვიდა იგი ჩემდა მონდობით, დასდვა თავი თვისი მხართა ჩემთა ზედა და ცელქობით მომეკროდა მე, ვიდოდი მეწინარე და იგიცა ჩემთან, ჟამად ჟამად მივსცემდი მას რასამე ჭამად და იგიცა სჭამდა ურიდად: ხოლო მიუნდებლობა იყო ჩვენ შორის დავიწყებულ. ვუპყარ მე მარცხენე ბრჭყალი მისი მარჯვენითა ხელითა ჩემითა, და ეს სახედ განვვლეთ ჩვენ მეოთხედი მილისა (ერთს მილს აქვს ათასი ნაბიჯი ღეომეტრიკებრივი)[9] ოდესმე განხლტებოდა ჩემგან და სდევდა იგი პეპელთა, გარნა მყისვე დასდგებოდა თავისსავე მხარესა ზედა და შემომიდგებოდა მე საკვირველითა თანასწორითა ნაბიჯებითა.

ბრჭყალნი ანუ მკლავნი ჟოკოსნი თანასწორ არიან ზომით სიმაღლისა მიხისანი, გარნა უგრძეს მკლავთა კაცთასა არიან იგინი, ესრეთ რომელ აღვიღე მე ორივე მკლავი მისი და დავუკრიბე მას. არა ვუწყი,თუ ვაითარ სახედ მიიღო ქცეულება ერე ჩემი ჟოკომ რომელ შესძრწუნდა იგი, განსხლტა ჩემგან რავდენსამე ნაბიჯზედ და შეეტყო აღრეულება... მაშინ მომეხსენა მე, რაიცა წამეკითხა აღწერათა შინა მოგზაურთასა „მორცხვობისათვის დედალთა მაემუნთა და რაიცა თვით ვიხილე მე[10] მოუწოდებდი მას ჩემდა ნიშანთა და სიტყვათა მიერ და მივეც შაქარლამები; მან შესჭამა იგინი, გარნა არა აღმოაჩნდა არა ვითარსამე მხიარულებასა, და ესრეთითა სახითა წარვემართენით ჩვენ ერთბამად, გარნა იგი რავდენმე განშორებით ჩემგან.

დასასრულ მოიწია რა ჟამი განყრისა, ვიწადე რათა მეხუმრა მისდა: მოვიხადე ქუდი და მძიმედ თავი დაუკარ მას. ხოლო იგი დაჰფიქრდა, გარნა მყისვე მოიგონა მან საქმე ახალი, მასვე წამსა გამოჰგლიჯა მან რტო ბანანისა, შექმნა მისგან სამკაული თავისა, დაიხურა და პატივისცემით მომხდელმან მისმან, დამიკრა თავი კომიკებრივის (სასაცილო, სამასხარაო) დიდებულებით[11] შემდგომად წარვედით ჩვენ თვითოელი გზასათვისხა, გარნა რაოდენ გზისმე მივიხედვიდითცა მეორისადმი.

მეორესა დღესა მომეგება მე იგი თავმოკმაზვლი დიდით ხელოვნებით შეთხზულისა რტოებისაგან; ხელთ ეპყრა ჯოხი ფოთლებით შემკობილი ვითარცა კვერთხი ტირხიხა. ამა მორთულებასა შინა იყო იგი სამსახარაო და ემსგავსებოდა ყრმასა. და ვერა უძლე მე დაპყრობისა სიცილისა! მან მოიხვნა თან დაოდენნიმე კოკოსის კაკალნი, და მე რავდენიმე ბისკვიტი და კარგი ღვინოი, და ესრეთ ვსჭამდით ჩვენ და ვსვემდით ერთობით, ვსთქვა ერთბამად, წარმოიჩინდებოდა რეცა თუ ვიყვენით ჩვენ სრულნი მეგობარნი; გარნა მოულოდებელი შეგვემთხვია ჩვენ ესრეთი ვითარებაჲ, რომელსაცა ძალ ედვა განშორება ჩვენი საუკუნოდ.

თვინიერ ყოვლისა განზრახვისა თანა წარვიღე მე მცირე ჯიბისა სარკეი; განუსჯელად აღმოვიღე იგი ჯიბისაგან და მიუპყარ პირსა ჟოკოსსა. მეყვსეულად თვალთა შინა მისთა წარმოიჩინა შიში, ძრწოლა, განცვიფრება და შური[12] მრისხანებით მივარდი იგი გამოხატულებასა ზედა წარმოჩენილსა სარკესა შინა და სწადდა განქარვება მისი; გარნა იხილა რა, რომელ ებრძვის ჰაერსა, გარეშემოვლო სარკეს, მივარდა მეორეს გვერდს, და კვალად არა რაისა მხილველი, დასდგა წინაშე სარკისა, ჰსწადდა რათა შეეპყრა უკანით ხილული გამოხატულებაი, მერმედ მეორით გვერდით (მეცადინობდა) - და ესე ორგზის ვიდრემე დანამეორა. და შემდგომად მისა უტეოთ იტყოდენ ვითარმედ. არა აქვსთ ჰსჯაი ცხოველთა!

დასასრულ მომვარდა მე თითქმის თვინიერ სულთქმისა, მძრწოლარე და ნახევარ განცოფებული, ატრიალა მან თავი თვისი მკერდსა ჩემსა ზედა, მომეხვეოდა და მტკიცედ მიმიყრდნობდა თვისდა, ვითარმცა სწადდა განსწორება ჩემი საგანისაგან შიშისა მისისა, შინაგანისა მღელვარებისა თვისისა, მსწრაფლ დავმალე მე საუბედური სარკე, ვეალერსებოდი ჩემს ჟოკოს, მივსცემდი შაქარლამებს და ლიკერს, და რავდენმე დავამშვიდე იგი; გარნა მიმზერდა მე რომლითამე საკვირველითა გამოსახვითა, და იჩვენებოდა რომელ ჰსწადდა რაიმე თქმად. ამას, საღამოს ვეძალიდებდა იგი განშორებასა ჩემგან. ვანიშნებდი მას რათა განყენებულ იყო ჩემგან, და თვით ხელითაცა განვიშორებდიგარნა იგი მოეკვროდა ტანისამოსხა ჩემსა, და წარვლიდა რა რავდენსამე ნაბიჯსა უკუნვე მოიქცეოდა. ოდესცა მივედით ხესა მას თანა, რომლითაც დასრულდებოდა ტყე, მაშინ დასდგა იგი, განუპყრა მარჯვენე ხელი თვისი დამსვლელსა მზესა[13] მოიდრიკა თავი და აღმოუტევა ესე ვითარი სალმობელი და მყისთანავე ნაზი ხმა, რომელ ვერ ძალვიდევ მე დაპყრობა თავისა შინაგანისაგან აღძრულებისა. გარემოება მისი გამოსახვიდა რასმე საჩინოსა და მომცემდა მე მიზეზსა მრავალთა ფიქრთასა, მაშინ მომეხსენა მე წარკითხული თხზულებათა შორის წარჩინებულთა ბუნების გამომეძიებელთა, როომელნიცა დაღათუ არა ცხადად იტყვიან, გარნა შეგვამეცნებენ ჩვენ, რომელ ამა ცხოველისა ნათესავთა შორის, მრავლად განა თუ მცირედ განაღა არს ვითარიმე გულისხმის ყოფა უზენაესისათვის არსებისა. არა, ამას გონებითსა ძალსა, მხეცთასა, არა სამართლად უწოდებენ ინსტინკტად, არამედ ჰნიშნავს ესე უმაღლესსა რასამე... ფილოსოფიავ! კვალად რაოდენთა შეშმარიტებათა ჯერ-არს შენდა გამოცხადებად.

საუბედუროდ, მეორეს დღეს ვერღარა მოვიცალე მე და ვარ შეუძლე მისვლა ჩვეულებრივსა ხილვისა ჩვენისა ადგილსა საჭიროთა საქმეთა არ მომაცალეს მე მთელსა დღესა არცაღათუ ერთი წამიდა დამიპყრეს მე ჭინათ. დღესა მესამესა მივისწრაფე მე ხილვად კეთილისა მის მეგობრისა ჩემისა, გარნა, ოხ! არღარა იყო იგი მუნ, სადაცა ჩვეულებრივ შევიყრებოდით ჩვენ. ვიწყე მე ყვირილი-გარნა ამაოდ! მწუხარება ჩემი განმრავლდებოდა ფრიად, ვიდოდი მე და ვყიოდი: ჟოკო. ჟოკო, სადა ხარ?

დასასრულ ვჰპოვე ჩემი კეთილი ჟოკო, რომელიცა იწვა თვალდახვილი თვით მას ადგილსა, სადაცა იყო ისტორია წყეულისა მის სარკისა. იგრძნა რა მიახლოება ჩემი, შემომხედა და აღრთოლდა სიხარულისაგამო. ჩავაყლაპე მე მას რავდენნიმე საყუათონი წვეთნი, შევჰნიშნე რა, რომელ სუნთქვა მისი იყო იშვიათი და მძიმე, და შემდგომად ვაჭამეცა, რომელიცა ძნელადრე ჰყლაპავდა გარნა ადვილად შევჰნიშნე მე სიხარბისა მას ცხოველსა ნანდვილ მრთელსა დღესა არა მიეღო საზრდელი.

განვძლიერდით რა სადილით და დავჰლიეთ კოკოსის რძე ვიწყეთ ჩვენ ჩვეულებრივი სეირი. ვსჰთქუ მე, რომელ დავაჩვიე ჯოკო ჩემთანა სიარულსა; გარნა უცებ დასდგა იგი, დავარდა ფერხთა ქვეშე ჩემთა, ჰკოცნიდა მათ და მოეხვეოდა მუხლთა ჩემთა, ძლით უძლე მე აღდგინება მისი. თრთოდა იგი ერთბაშად ვითა ტირიფის ფოთოლი. უმასპინძლე მას მისდა საყვარელით შაქარლამებით, გარნა მან შეწუხებულით სახით უკუნვე მომიქცინა იგინი, და ვიდრე დღე მიმწუხრდებოდა, გამომეხალმა და წარვიდა ტყით კერძო; მარად ჟამ ჰსჩანდა იგი დაფიქრებული, ავათმყოფად. დასასრულ გამომეთხოებოდა რა, ესრეთ მწყვლელად შემომხედა მე, რომელ უნებლიეთ აღვირიე და დავფიქრდი.

შემდგომსა დღესა, ჩვეულებწივს ჟამს მივისწრაფე ტყედ და კვალად ვერ ვჰპოვე იგი! დავსჯედ მდელოსა ზედა, ვიწყე ძახილი და მოველოდი მას, შემდგომად ნახევარისა საათისა გამოსჩნდა იგი, მოიჭრა თვიხით ჩვეულებრივით სიმკვირცხლით, გარნა საცვიფროს ქშენით. მე დაუსხი მას ღვინო და მივეცი ბვსკვიტი მან ხელი ჰკრა მას, შესვა ღვინო ერთგზის მიღებით, მიპყრა ხელი და მიწვევდა მე თვისთანა ხშირსა ტყესა შინა. აღვიარებ, რომელ პირველად ვერ განვბედევდი მე ამას, უფროსღა ვიშიშოდი რათა არა შევემთხვეოდი გუნდსა მსგავსთა მისთასა, რომელთაგანაცა არა ადვილად განვერებოდი, და მერმეღა ვუწყოდიცა, რომელ დედალნი მაემუნთანი არიან ბოროტნი და კვალად საშიშარნიცა მამაკაცთათვის. გარნა მასვე ჟამსა მოვეგე გონებად, განვსდევნე უნებლიეთი ესე შიში და გამკიცხველი თავისა თვისისა, წარვჰყევ ჟოკოს; გარნა ვერ გულისხმა ვჰყოფდი მე, თუ რაისათვის იყო იგი ესრეთ მწუხარე. განვლეთ ჩვენ, ვჰგონებ: მესამედი მილისა საშუალ ესრეთ ხშირისა ტყისა, რომელ ადგილთა რომელთამე ძნიად განვლიდიცა მის შორის.

არა ძალმიძს გამოთქმა განცვიფრებისა ჩემისა ვიხილე რა დასასრულ კორომი მშვენიერთა კოკოსის ხეთა და საშუალ მათსა ყოვლად საამო ქოხი, დაბურვილი და განმშვენიერებული აჩრდილოვანთა რტოთა მიერ. მომეხსნნეს მე აღწერანი მოგზაურთანი და მოწმობანი ბუნების გამომძიებელთანი, რომელ ნანდვილ არიან ესე ვითარნი სამყოფნი მაშინ ჟოკომ ვერღარა უძლო დაპყრობა სიხარულისა თვისისა: ხტოდა. ხელთა იტყველდა, ჰყვიროდა, და მე ვიხმენდი მისთა ჩვეულებრივთა ხმათა სიხარულისათა. გარნა მსწრაფლ კვალად შესწუხდა იგი, ოდესცა იხილა, რომელ შეუძლებელ ჩემდა იყო შესვლა კარსა ქოხისასა და საირო იქმნებოდა ჩემდა ძლიერად მოდრეკა მას შინა, ვინათგან შეექმნა მას კარი ზომისამებრ ჰასაკისა თვისისარამეთუ ვერ ეხილვა წინათვე, რომელ ვერ განვეტეოდი მას შინა, მაშინ მოსრული საშინელსა გულისწყრომასა შინა, განემზადა სრულიად დაქცევად და აჰყარა შესავალის თავსა ზედა მდებარენი რტონი. შემდგომად ამის წარმიყვანა მე მახლობელ ქოხისა თვისისა, სადაცა ჰპოეთ ჩვენ დიდი უნჯი დანმზადებულთა რტოთა: მან აღმტვირთნა მე იგინი რავდენცა შეიძლებოდა უმეტეს, და თვით აღიღო ერთი ოდენ დიდი კონა; ამას შინაცა დავემორჩილებოდი მე, და - ესრეთ ცხოველთა მბრძანებელად სახელდებული შევიქმენ მუშად ჟოკო მაემუნისა!

ვიწყეთ ჩვენ ერთბამად გაკეთება ქოხისა. შემომხედევდა მე იგი, და ცდილობდა რათა შეემსგავსებინა ტანისათვის ჩემისა, მე შევსწეოდი მუშაკობისა მას შინა, და მსწრაფლიად გავასწორეთ ყოველივე. შევედ რა ქოხად, ვჰპოე მას შინა, მახლობელ შესავალისა ორი საწოლი შექმნილი რბილისაგან ხავსისა[14] და კუთხეში მრთელი ზვინი კოკოსისა კაკალთა, საწყალობელი ჟოკო დაღალვისაგამო მივარდა ერთხა საწოლსა ზედა და მე მიჩვენებდა მეორესა და მანიშნებდა რათა მეცა ეგრეთვე დაწოლილ-ვიყავ მას ზედა. ამას შორის იყო იგი აღვსილ სრულითა სიხარულითა. ამაყით და კმაყოფილით სახით იხედვიდა იგი, რომელ არა შეურაცხვყავ მე შრომა იგიმისი შემდგომად ერთისა წამისა აღვსდეგ, აღვიღე ბანანის ფოთოლნი და დავფინენ იგინი საწოლსა ზედა ჩემსა, ამიხთვის რათამცა ხავსი არა მიჰკროდა საცმელსა ჩემსა. ამან მისცა იგი ესრეთსა სიხარულსა, რომელ ოც გზის შემომხტებოდა იგი და განსხლტებოდა.

ამას შორის სიხარული არა დააბრკოლებდა მას გრძნობად შიმშილისა. დასჯდა იგი საწოლსა ზედა თვისხა, განმიმარტნა ხელნი სხვა და სხვა სხეულისა მოძრაობითა მანიშნებდა რომელ ჟამი იყო ჭამისა. მე მივეც მას პური, ბისკვითები და შემწვარნი კვერცხები, რომელნიცა მას ჯერეთ არ ეგემა. საწყალობელი ცხოველი ნანდვილ მრთელსა დღესა და ღამესა მუშაკობდა დანუსვენებლად და არა აქვნდა ჟამი რათა განემტკიცა თავი თავისი საზრდელითა, რომელსაცა აღმოაჩნდა მის მიერ ქმნული ნამუშაკევი. ვსვამდით ჩვენ მადერასა, და ვასწავეცა განსაცხრომელად ჩემდა სტაქნების მიხეთქება: ვიტყვი, რომელ ნანდვილ იყო ჩვენ შორის ხამეგობრო შუადღე.

მოიწია ჟამი განშორებისა. შეუძლებელ არს აღწერა განცვიფრებისა და მწუხარებისა საწყალობელის ჟოკოსი[15] იგი იდგა ვითარცა. მეხ-დატეხილი უძრავად, მზერელი ჩემდა, გარნაარა რაიმეთი მოძრაობით არ აღმოაჩინა წადილი ჩემისა მუნ დაშთენისა. რა ჟამს მე ქოხისაგან მაშინ საწყალობელმან ჟოკო ვერღარა უძლო დაპყრობა თავისა თვისისა და ესრეთ სალმობელად შეჰყვირა რომელ უნებლიეთ უკუნვე ვიქეც მე. ვმეცადინეობდი მე რათა შემესმინა მისთვის, რომელ ხვალ კვალად მიუცილებელად მოვიდოდი მისდა, არ ვუწყი თუ შეიგონა მან ესე, გარნა იჩვენებოდა რომელ, შეჰქმნა რა მან ქოხი და შეჰკრიბნა საზრდელი, ჰგონებდა, რომელ შესაძლო ჩვენდა იყო განუყრელად დაშთომაი.

ესე ყოველივე იყო ჩემდა გამოსაძიებელ და არა განსაკვირვებელ. ვუწყოდი მე რომელ ჟოკო და პონგო აღაშენებენ თავთა თვისთა თვის ქოხთა და ჰსცხოვრებენ ჩვეულებრივ ორორნი[16] და რომელ დედალნი მათნი არიან მორცხვნი დაეგრეთვეა ვითარცა კაცნი, შეეყრებიან რა ერთი მეორესა ამბორს უყოფენ იგინი შუბლსა ზედა და ღაწვთა[17] ჰსცხოვრებენ იგინი გუნდ გუნდად გინა თუ სახლეულობით[18] უწყიან ხმარებაცეცხლისა და ეგრეთვე გაჩენა მისი, თუმცაღა არა უწყიან თუ ვითარ შეინახონ იგი[19].

მეორეს დღეს წარვედ მე უადრეს ჩვეულებისა და არა ადვილადრე ვჰპოვე ქოხი, ჟოკო აღსთრთოდა სიხარულისგამო მიხილა რა მე, აღლხტა საწოლისაგან და გამოაცხადა სიხარული თვისი ჩვეულებრივითა ყვირილითა თვისითა.

მივიტანე მე ოვისთანა სხვა და სხვა დროხა შინა, კვერი ხერხი, საჭვრეტელი, ლურსმნები, ყუთი სხვა და სხვა გვარის იარაღებითურთ, ეგრეთვე ორი ფინჯანი, ორი სტაქანი, თეფშები, ყავადანი, კვესი, ტალები და აბედი. მსურდა მე ცნობა. თუ რაოდენს ხარისსადმდე განვრცელდების ინსტიკტი და გულისხმიერებანი ამა ცხოველისანი, რომლისათვისცა ეგრეთ მრავალი წარმიკითხავს მოგზაურობათა შინა და თხზულებათა ბუნების გამომძიებელთასა, ხშირად ვიჭვნეულებდი და მსურდა ცნობად თვით ჭეშმარიტება გამოცდილებით, მივეც მე ყოველნივე ჩემგანნ მოტანილი ნივთნი ჟოკოს, ხოლო იგი იყო მხიარულებითსა აღტაცებასა შინა და თვალთა შორის მისთა ბრწყინავდა სიხარული.

საამო ჩემდა იყო რათა ყოველსა დღესა მიმეტან ქოხსა შინა ჟოკოსა ვითარმედ ახალი ნივთი, და ესრეთ მივიტანე მე კრუჟკა წყალის აღმოსავსები, მცირე სტოლი, საგზაო სკამი და თვით კომმოდი, რომელიცა გარდავიტანე დაშლილი ნაწილედად და შემდგომად თვით მევე შევჰკრიბე, ვითარცა ვუწყოდი, ამისათვის რომელ არა მენება რათამცა ვრწმუნებულ ვიყავი ვისადმი.

ერთგზის, განვიზრახე მე შემდგომად სადილისა ცეცხლის გაჩენა, გარნა უწინარეს ვალად ვრაცხე მეჩვენებინა მისთვი თუ ვაითარ მოექცეს მას და ვითარ გააჩინოს. ვერ უძლე მე დაპყრობა თავისა თვისისა სიცილისაგან, ვიხილე რა ვითარ ვერ უგვანად მოიხმარებდა მას იგი, რომელმანცა დაირტყა თითზედკვესი და შეშინდა ნაპერწკალთაგან ტალისა გაკვესებულთა. შემდგომ აღვიღე მე და ერთით ოდენ გაკვეხებით მოუკიდე აბედსა, ეგრეთვე გავაჩინე ცეცხლი ფოსფორისაგან[20] აღვანთე სანთელი. ამისგამო ჟოკო განკვირვებით უგუნო იქმნა. ესრეთით განცვიფრებითა უმზერდა იგი ამა ახალსა მისდა სახილველსა, რომელ შესახედავი პირისა მისისა თვინიერ ამისაც ცხოველ ქმნილი, უფროს უცხოველეს იქმნა. მახლობელ ქოხისა მოვჰგავე მე საკმაოდ დიდი მოედანი, მეწადა რა მას ზედა აღნთება ცეცხლისა. ამან ვერ განაკვირვა იგი, გარნა არა უწყოდა მან რომელ განძლიერებისათვის ცეცხლისა ჯერ არს დათვრად ხმელთა შეშათა, ანუ შეკრებად დაშთენილთა სვავად. მე მოვიტანე მაყაში და ნიჩაბი და ვასწავლე მას ხმარება მათი. გულისხმა ჰყოფდა იგი ყოველსავე და მბაძვიდა მე საკვირველად; განაღა ოდესმე სათანადო იყო რათა განმემეორებინა მისთვის ერთი გაკვეთილი ორგზის.

ვუბრძანე მას აღმოვსება წყლისა, რომელიცა ჰშთავასხი მე ყავადანსა და ქვაბსა შინა, შესაქცევად მაქვნდა მე სწავლა მისი შემზადებად ჩაისა და ყავისა, რომელსაცა მოეწონებოდაერთბამად ჩაიცა და ყავაცა, უფროსღა მაშინ. უკეთუ ჩავჰყრიდი მე ნამეტნავსა შაქარსა, და იგი მოურევდა ფინჯანსა ხის კოვზითა[21] გარნა ესრეთ სასაცილოდ, რომელ უნებურად ვხარხარებდი მე. დასასრულ ვასწავე მას ხარშვა კვერცხებისაცა მრგვლად გინათუ თოხლოდ და დანით დაჭრა პურისა: გარნა ჰსწვება ზომიერად შთაყრისა ჩაისა გინათუ ყავისა ფრიად განმიძნელდა მე, რათამცა არა ყოფილ იყო იგი არცა ფრიად მაგარი და არცა თხელი.

მოკლეთა დროთა შინა შემძლებელ უკვე იქმნა ჩემი ჟოკო თვით დადგმად სრულისა სტოლისაცა რომელი დაჰფენდა მას ვცრელთა ბანანის ფოთოლთა მიერ, განამშვენიერებდა ახალთა ყვავილთა და მდელოთაგან, დასდგამდა ორსა თეფშსა ერთსა პირისპირ მეორისა, ეგრეთვე ორსა სკამსა და დააწყობდა თანასწორ მცირეთა, სანდალოზიანთა ხის მათლაბათა შაქარლამებით, ხილით და კუპატებითურთ, რომელთაც ამოვიტანდი მე ქალაქისაგან. გარდა ამისა ეხრეთ ხელოვნებით დასჭრიდა იგი პურსა, ვითარმცაღა თუ იყო იგი განათლებული მცხოვრები ლიხსაბონისა გინა თუ ლონდონისა, და მარადის ფრიად მხიარულად ვსადილებდით ჩვენ. იგი მმსახურებდა მე ესრეთითა გულსმოდგინებითა ესრეთითა ყურადღებითა და მზრუნველობითა, რომელ არა რაიმე უმეტეს მისა შესაძლო იყო სურვად. იგი მითავაზებდა მე ტაბლასა ზედა ყოველსავე უკეთესსა, ხოლო რაიცა უმეტეს გვაქვნა ჩვენ, ესრეთ რომელ მცირეთა ნაჭერთა თვალთა შორის მისთა არ ედვათ დიდი ფასი.

შრომით ვასწავლე მე ჩემს ჟოკოს პრობკების ამოღება შტოპორით, წმენდა სტაქანთა და გარევა სადილსა ზედა წყალში ღვინისა, მან ჰსცნა ეგრეთვე რომელ ლიკერებს ჰსმენ მცირედ ვიდრემდის ღვინოსა; ერთბამად ვსჰთქვა, რომელ სუფრასა ზედა ჩვენ შორის დაიცვებოდენ ყოველნივე მსოფლიონი წესნი, და - ვინ ირწმუნებს რომელ ამას ყოველსავე განაგებდა მაიმუნი, არა მექონი ვიდრე აქამომდე არა ვისამე მოძღვრისა, გარდა ინსტინკტისა!

არა საამო ჩემდა იყო სრელიად შიშვლად ხილვა მისი; ამისათვის მიუტანე მას შალი თვით კამკამიერის ფერისა, რომელსაცა იგი დროსა ჩემისა მუნ მყოფობისასა მოისხევდა და შემდგომად დაჰკრძალევდა კომოტსა შინა.

ჟამსა მას, ოდესცა ვსჭამდი ნაყოფთა ანუ სხვასა რასმე მისგან მომზადებულსა ჩვეულებრივ ვიკითხევდი მე წიგნსა- ეგრეთვე მბაძველიცა ჩემი მეცადინობდა ესრეთ რათა არა განყენებულ იყო ჩემგან რასამე შინა და თვითცა აღიღებდა წიგნსა, ჩვეულებრივ უკუღმართ და აბრუნებდა ფურცელთა,უკეთუ მოვჰკეცდი ნაპირსა წიგნისასა ანუ გარდავაბრუნებდი ფურცელსა, მასვე ჰყოფდა იგიცა; და ოდეს შევჰკეცდი წიგნსა და ვანიშნებდი მას აღებად ყოვლისავე სუფრისაგან - მასვე ჟამსა შეჰკეცდა იგიცა წიგნსა თვიხსა და საცვიფროს მოსწრაფებით და სიმკვირცხლით გაჰრეცხდა ფინჯანთა, თეფშებსა და მოიყვანდა ყოველსავე სათანადოსა წესსა შინა, არა რაისამე არა ოდეს შემმუსრველი.

ესრეთ განვატარებდი თითქმის ყოველთა დღთა ერთსახეთ, გარნა ფრიად სასიამოვნოდ. ჩვეულებისამებრ, დავასრულებდი რა თვიხთა ქალაქის საქმეთა და ზრუნვათა, მივიდოდი ჟოკოსთანა და მუნ ვიკითხევდი ანუ ვსწერდი, ეგრეთ ვითრცა თვისხა კაბინეთსა შინა. იშვიათად შემემთხვეოდა რომელ არა ოდესმე შეეხებოდა საზრდოთა და ნივთთა ჩემ მიერ მოტანილთა; მერმეღა საკვირველად უწყოდა მან განსხვაება რაისაცა მივიტანდი მე საკუთრად მისთვის და საისაცა ჩვენ ორთათვის საერთოდ. ხოლო ქონებანი მისნი იყვნენ: ბეჭედი ფეროვანთა ჭიქათა. ყუთი: შალი, რომელსაცა ჩვეულებრივ წამიხემდა მუნ მყოფობასა შინა ჩემსა, ჭრელი ტილო, რომელსაცა მე თავზედ წავაკრავდი მას, საყურები და სხ. მახსოვს მე რომელ საშინლად ჰყვიროდა იგი იფარვიდა თავსა და ენება ლტოლვა, რაჟამს გავუხვრიტე მას ყურები; ვინათგან ამა მცირედითა საწყინარითა მენება რათა კვალად უმეტეს შემომეთვისებინა იგი.

ვითარ ოდენ განვიდოდი მე, მოიხსნიდა იგი შალსა და ჩვეულებისამებრ არა უწინარეს აღიღებდა მას, ვითარ ოდენ დროსა ჩემისა მუნ მისვლისასა. ეგრეთვე მივიტანე მე ქოხსა შინა გუგულის კედლის საათი ხისა და მწადდა რათა მესწავლებინაჟოკოსთვის დათვლა და ცოდნა საათისა; გარნა ვერაოდესმე ვუძლე მე ამას შინა წარმატების მიღება. ხოლო მე დამარწმუნებდენ რომელ მრავალთა მაიმუნთა ორანგ.უტანგის გვარისათა ძალედვათ დათვლა ვიდრე ხუთადმდე.

შემდგომად სამხრობისა ჩვენისა თითქმის მარადის ვსვამდით ჩვენ ყავასა გინა ჩაის, და მე ჟამსა ამას ვფიქრობდი, ვთხზავდი ლექსთა და ვსწერდი. უცვალებრივ მბაძველი ყოველთა ჩემთა მოძრაობათა, ჟოკო აღიღებდა ეგრეთვე კალამსა და ქაღალდის ნაჭერხა ზედა, რომელსაცა მე მივსცემდი მას, მძიმეს სახით სჯღაბავდა[22] რაიმეცა სთქვა ევროპიელმან მხილველმან ამისმან tête à tête? დამერწმუნებინა რომელ ტაეპნი იგი ცეცხლითა მოტყინარენი, ლექსნი იგი გულისთქმითა აღვსილნი, რომელნიცა შეიწყნარა საზოგადოობან ესრეთითა ტრფიალითა ყურადღებითა და ქებითა, დავსწერე მე გვერდით ველურისა დედლისა-მაიმუნისა, გვერდით ჟოკოსა?

ოდესმე მივედ მე რავდენითამე მინუტითა უადრეს ჩვეულებისა და ვერა ვჰპოე ჟოკო შესავალსა შინა ტყისასა. წარვვლე რა უშორეს, მესმა კვნესა, საჩივრული ყვირილი- და კვალად ყოველივე დადუმდა. მივისწრაფე შესვლად ქოხსა, და რა ვიხილე!... უბედური ჟოკო მდებარებდა საწოლსა ზედა, დაბზარული, მოსხმული ხიწვებითა და დაწყლულუბული მრავალთა აგგილთა შინა კენჯებითა, რომელთაგანნიცა ღრმად შთასრულ იყვნენ სხეულსა შინა მისსა!

და ვითარ ზეაღვსწიე იგი, და ვერა ვჰპოვე მას შინა ვერა ვითარიმე მოძრაობაი, ვჰგონებდი მას მკვდრად გარნა იყო იგი მხოლოდ ოდენ შებნედილ. შემდგომად ვაყნოსე მას ხუნ ნელი წყალი და შთავაწვეთე რაოდენიმე წვეთი სასასა შინა, და რა ჟამს აღმოაჩინა მან ნიშანნი სიცოცხლისა, ვგჰონებდი მე რომელ ჩემი ჟოკო გარდამოვარდნილ-იყო მაღლის ხისაგან ანუ შთავარდნილ-იყო ღრმასა მთხრებლსა შინა და მუნ მოეწყლა თავი თვისი.

საბედნიეროდ, მახლობელ ქოხისა კვალად ჰკომლავდა ცეცხლი მსწრაფლ გავათბე მე ღვინოი და განვსწმინდენ მით წყლულებანი მისნი. განახილნა მან თვალნი თვისნი და ალერსიანად მიმზერდა მე თვისთა საამოთა თვალთა მიერ. შემდგომად დავჰკრიბენ მე მდელონი დავნაყენ ქვათა შეუმზადე მას დასალბობელი წამალი და დავსდევ წყლულებათა მისთა ზედა. საკვირვოდ ვიხილე მე, რომელ წყლულებანი მისნი დაფარებულ უკვე იყვნენ ბალახთა მიერ თვით მისგანვე დაღეჭილთა[23] გარნა ოდენ ვერ ძალედვა მას გამოძრობად ხიწვთა მათ სხეულისაგან, ამად რომელ ძლიერად ეტკინებოდა. მე გამოვაძრენ იგინი უმჯობეს ვითარცა უძლე და შემდგომად ვჰპოვენ კომმოდსა შინა რავდენნიმე მჩვარნი და მით შევჰკარ იგი შემდგომად ამისა გამოვუცვალენ მას ქვეშე მისსა მდებარენი ბანანის ფოთოლნი დავაწვინე იგი და დავსჯეგ გვერდისა საწოლსა მისსა! კვნესანი ჟოკოსნი განაპობდენ გულსა ჩემსა და ცრემლნი უნებლიეთ და მოხცვიოდენ თვალთაგან ჩემთა.

მსურდა მე რათა დავშთენილ ვიყავი მისთანა მრთელი ღამე! გარნა ესე შეუძლებელ იყო: ვინადგან შევაწუხებდი ყოველთა და მომძებნიდნენცა მე-და განვიზრახე წარსვლა სახლად ჩემდა. ჟოკოს ეწია საშინელი ციება. რავდენ გზისხმე უნახე მაჯა კეთილსა ჩემსა მეგობარსა24 და დავუდგი გვერდით საგზაოსა სკამსა ზედა ორითა სტაქნითა წითელი ღვინო წყლითურთ და გარდა ამისა პურის არაყი შაქრითურთ და ვანიშნებდი რომელ თანამდებ იყო იგი დროებითად ხმარებად მათდა, შევქმენ მე ხავსისა და ბანანის ფოთოლთაგან ბალიში და დავუდევ მას თავქვეშე. შეიპყრა მან ხელი ჩემი და მიიზიდვიდა თვისადმი, რეცა თუ ენება თქმად, ვითარმედ არა ჯერ იყი ჩემდა მარტოდ დატევება მისი. მხურვალით ენით ჰლოშნიდა იგი თითთა ჩემთა, და ოდესცა გამოვედ ქოხით ჟოკომ მძიმედ ამოიოხრა.

მეორესა დღესა მივედ მე მისდამი დილით ადრე. თუმცაღა დაუტევა იგი ციებამ, გარნა ესრეთ დასუსტებულ იყო იგი, რომელ ვერა ვითარმე ძალედვა აღდგომად. ფრიად კეთილად შეიგონა მან იგი, რაიცა მწადდა გუშინ მისდა შეგონებად, და ვითარცა ჰსჩანს მოეკლა შემწველი წყურვილი თვისი, შეესვა რა სრულებით, რაიცა მოვუმზადე მას სხვა და სხვათასტაქანთა შინა და დავუდგი საწოლს გვერდით. სცდილობდა იგი რათა აღეხსნა ჩემთვის რაიმე სხვა და სხვითა ნიშნებითა, გარნა ესრეთ გაუგებელად, რომელ ვერ ვუძლე მე რაისამე გარკვევად. ესე გამოსცხადდა, ვითარცა ვიხილავთ, შემდგომად რაოდენთამე დღეთა. ოდენმე მაჩვენებდა მე წყლულებათა თვისთა, ჰყვიროდა და კვნესოდა. ოდესმე მიექცეოდა მცირესა კომმოდსა ჩემგან მისდა ჩუქებულსა.

ვერ გავჰბედე მე ჯერეთ შეხსნა შესახვევისა, ამად რომელ ვიშიშვოდი რათა არა შემემთხვია მისდა მოუთმენელი ტკივილი, და მისთანა ვსედევდიცა რომელ ფრიად დასუსტებულ იყო იგი. შთავალბე მე წითელსა ღვინოსა შინა ბაქსიმადი და მივეც იგი მას ჭამად; ხოლო იგი განლოშნიდა ხელთა ჩემთა-ესე იყო მისდა ჩვეულებრივი ნიშნი კმაყოფილებისა და მადლობისა.

მოვუმზადე და დავუდგი გვერდით წყალი შაქრით და ღვინითურთ და წარველ მე. შემდგომად სადილისა ვერ დავსთმე მე უნახაობა სნეულისა ჩემისა და ვჰპოვე იგი მძინარედ და რაჟამს გამოიღვიძა აღძრულად იხილვებოდა იგი, მიხილა რა გვერდით საწოლისა თვისისა.

ამას შორის, შემდგომად პირველისაა შეხვევისა განვლო უკვე[24] სააათმან და განვიძრახე მე განხილვა წყლულთა ძისთა. დავალტევ თბილის წყლით სახვევნი და გავხსენ იგინი. საწყალობელიცხოველი საბედნიეროდ მსუბუქად იყო თავში ოდენ დაჟეჟილ და თუმცა ტყავი ძლიერად განპებიყო, გარნა დიდი ვნებულება თავისა არა რაიმე აქვნდა მას. მოვიღე მე ტილოს ნაძეძი და საკურნებელი ბალზამი და დავადევ იგი და ახლად შევუხვ იე მას: ციებამ საზოგადოდ დაუტევა იგი. ვაჭმევდი მას ყოველსავე გარდა ხორცისა, ამისათვის რომელ არა მენება რათა აღმეძრა მის შორის მიდრეკილება ესე ვითარისა საზრდელისადმი. შესჭამნა მან რაოდენნიმე მოხარშულნი ნაყოფნი და ნუშის შაქარლამები, გარნა აჰვნდა მას საშინელი მადაი, ხოლო მე ვერ დავბედავდი განძღომასა მისსა, ვიშიშოდი რა, რათა მით არ მევნო მისთვის. ვინ მერწმუნების, რომელ ოდესცა საზოგადოდ განმრთელდა იგი, მოუტანე მას მრავალი სხვა და სხვა სანუკვარი, გარნა ჩვეულებრივთა მიერ ნიშანთა ნება არ ვეც გარდამეტებით ჭამად და მეორესა დღესა ვჰპოვეთ თითქმის ყოველივე შეუხებელად[25]?

მცირედ მცირედ მოვიდოდა ჟოკო ხიმრთელესა შინა, ესრეთ რომელ დღსა ერთსა შეიძლო ჯდომაცა საწოლსა ზედა. მას ენება აღდგომა ფერხთა ზედა, გარნა ესრეთ სუსტად იყო, რომელ კვალად გარდაიქცა საწოლსავე ზედა თვისსა. დავსჯდებოდი მე გვერდით მისა, ვიკითხავდი განათუ ვსწერდი, ხოლო იგი წამსა ამას დასდებდა პატარასა თავსა თვისსა მხართა ჩემთა ზედა და უკეთუ ჰგრძნობდა შიმშილსა, მაშინ განმარტებდა ჩემდამო ხელთა თვისთა, არხევდა მათ და კვალად მიიყრდნობდა მათ თვისადმი.

ერთგზის განვიზრახე მე თანაწაღება გიტარისა[26] ამისთვის, რათამცა შევაქციე იგი და შევნიშნო თუ ვითარსა ჰშთაბეჭდვასა იმოქმედებს მას ზედა საკრავი[27] ამას ზედა პირველად შეშინდა იგი, უფროსღა მაშინ, ოდესცა სიმნი შესთრთოლდენ თითა ქვეშე მისთა: მყისვე აღიტაცა მან ხელი, უმზერდა გამოკვლევით და შეშფოთებით, ნუ თუ იყოს ვინმე გიტარასა ქვეშე, და შემდგომად შემომხედა მე სახითა გამოცდისათა

ავიღე მე გიტარა, და, დამკვრელმან მისნან, დავჰმღერე პირველად ლექსი ვენეციანურთა გონდოლერთა, და შემდგომად ყოველთა მიერ საყვარელი რომანსი: Soitario bofo ombrofo, A te ien 'afitto uore...

არა ძალმიძს მე გამოთქმად განცვიფრებისა მისისა და სიხარულით აღტაცებისა. ესრეთ ჰსჩანდა, რომელ გარდასახლდებოდა...იგი მეორესა სოფელსა და კნინღა მოიბრუნებდა სულთქმასა. დაიჩოქებდა იგი, ტაშს დაჰკვრიდა, მომიპყრობდა ხელთა და მთხოვდა განგრძობასა მისა; და ოდეს კვალად ვიწყებდი მღერად, იგი არა დაშვრებოდა სმენად ჩემდა.

მეყუსეულად ახლტა იგი, ვითრმცა ძილისაგან განღვიძებული, შუბლსა იკრა ხელი თვისი, მიექცა კომმოდსა, თვისსა, გამოსწია ქვემო უჯრა,რომელსაცა უწინარეს რავდენთამე დღთასა მანიშნებდა მე და ამოიღო იგი ჩემდა... ვითარ აღვსწერო განცვიფრება ჩემი!... მას შინა ეწყვნენ სხვა და სხვანი ფეროვანნი ნიჟარანი და 29 ანუ 30 უაღრესნი ბრილიანტნი ესრეთისა სიდიდისანი რომელ ცხოვრებასა შინა ჩემსა მსგავსი მათი არა რა მიხილავს მე[28] მე მიმხმელი ჟოკოსი წიაღსა შინა ჩემსა მივიყრდნობდი მკერდზედ და მოვეხვეოდი აღტაცებით სიხარულისაგან, აღვიღებდი მე ბრილიანტებს ერთსა შემდგომად მეორისა და მსურდა რა რათა განმეცხადებინა მისთვის ყოველივე სიხარული ჩემი, ვკოცნიდი მათ დასასრულ მიმბაძველი მაგალითისა მისისა, ოდესცა სწადდა მარა რათა ეთხოვა ჩემთვის ბისკვით, ანუ რაიმე მსგავსი მისი და მომიპყრობდა ხელსა, მეცა ეგრეთვე მიუოყრენ ხელი, დავიწყენ რა იგინი მათ ზედა და მივიყრდენ კვალად ჩემდა. იგი მიმზერდა მხიარულებით, და შეჰნიშნა რა, რომელ რაოდენსაცა ვსთხოვდი მე, ეგოდენსავე უბღზანებდიცა მას კვალად მოცემად ჩემდა ბრიალიანტთა, დაუწუხნა მან თვალნი, დასჯდა მიწასა ზედა, მიჩვენებდა წყლულებათა თვისთა და მოწყინებულის სახით მიიდრიკა თავი საწოლისადმი.

ხოლო მე აღვადგინე იგი, უთავაზებდი სხვა და სხვა ტკბილთა, რომელიცა უყვარდა მას, მივეც მას განსამტკიცებელად ძალისა ლიკერი ვანილისა, დავსვი საწოლსა ზედა, დაღათუ დიდითა იძულებითა, გარნა დავჰმღერე, ნოტტურნო დამკვრელმან გიტარისამან, რომელმანცა რაოდენმე მოალხინა ჩემი ჟოკო.

რაჲ იფიქრესმცა დღიურთა ფილოსოფოსთა, მეგობრად ბუნებისა წოდებულთა და მსოფლიოთა ერთა, ესმინათ რა განათლებულისა ევროპიელისა, რომელიცა მღერს საკრავსა ზედა შესაქცეველად ველურისა მაიმუნისა?... ოჰ ვითარი უპატიობა არს! გარნა, არა, მე წინააღმდეგ ამის, ვრაცხდიოდესმე პირსა ზედაცა მიწისასა. თვითვერნერ მიიღებს კადნიერსა ჰაზრსა, რომელ ბრილიანტნი პოვნილნი ძირისთანა ორიკსის მთათასა, ინდოეთსა შინა, იყვნენ შეცულ პირველ დასაბამითგან წიაღსა შინა მისსა, გარნა შემდგომად განეყვნენ მას. ცნობილ არს ეგრეთვე, რომელ ბრილიანტნი, ჟამსა ძიებისასა სუმელპურს (რომელი წოდებულ არს სახელისამებრ ქალაქისა სუმელპურისა, მდებარისა კიდეთა ზედა მდინარისა - ღუელისა, ჩამდინარისა - განგესსა შინა) არა მარადის იპოებიან თვისთა ბუდეთა შინა, არამედ ოდესმე ქვიშასაცა შინაა მდინარისასა, რომელიცა გამოჰრიცხავს მათ მთისაგან. „ბრილიანტნი (გამოვსწერთ სიტყვათა ფურკრუასთა) ჩვეულებრივ იმყოფებიან ხაქსის მთათა შინა, შორის რაოდენთა ოხრას შიპთა სხვათა და სხვათა გვართასა. იგინი მარადის იქმნენ, შემოსილ ნაკეც-ნაკეცით მიწიურის ქარწბის ქერქით, გარნა ხშირად ჰპოებენ მათ მდინარეთაცა შინა, გათლილთა დრესისაგან:“ და ესრეთ ადვილად საგულხმებელ არს, რომელ ჟოკომ ჰპოვნა თვისნი ბრილიანტნი კიდეთა ზედა მდინარისათა ანუ ნაპრალსა შინა რომლისამე კლდისასა.

პატივად ჩემდა რათა მესიამოვნებინა ჟოკოსთვის, რომლითაცა მსურდა მე რათა აღმეხოცა, მიდრეკილება ვერცხლის მოყვარებისადმი წინაშე გლახაკისა და სნეულისა მგებრისა ჩემისა: გარნა დავივიწყე მე იგი, დავივიწყე ყოველივე, ვიხილე რა ჩვენი ევროპიული კერპი.

შემდგომად ორისა კვირისა სრულიად განთავითუფლდა ჟოკო სნეულებისაგან. განვაახლეთ ჩვენ საუზმენი ჩვენნი, საუბარნი სეირნობანი, და თვით, შეუძლებ თქმად, კითხვანიცა ჩვენნი, უკეთუ მოიხსენებენ მკითხველნი, ვითარ მბაძავდა მე ჟოკო, ოდესცა ხელად ვიღებდი წიგნსა: სახილველი ესე იყო საკვირველად სასაცილო თვისისამებრ ღირსებისა. შემდგომად საუზმისა გინათუ სადილისა, მხდალად მომხედვიდა მე იგი, და პირველსთანავე მოწონების ნიშნებისა, მივარდებოდა გიტარსა და მომცემდა მას, ხოლო მე ვიმღერდი ერთსა ანუ ორსა რომელსამუ ლექსსა და სიხარული მისი იყო მარადის ერთგვარი: იგი დაიჩოქებდა და განმილოშნიდა ხელთა; შემდგომად აღსდგებოდა, აღკრებდა ყოველსავე სტოლისაგან და მოიყვანდა პირველსავე წესიერებასა შინა.

ვინ არ დამერწმუნების, რომელ გესლმან მონაგებთ მოყვარებისამან არა ერთბამად დამიტევა მე! მე უჩვენებდი მას ბრილიანტებს. ვკოცნიდი მათ, ხელ-უსმევდი, მივიკრევდი ტანისამოსსა ჩემსა ზედა, და დასასრულ დიდითა პატივისცემითა ჩავიწყობდი ჯიბეში, ვმეცადინეობდი რა, რათა მეგულხმებინა მისთვის წადილი ჩემი; გარნა მარადის, უკეთუ გამიგონებდა ჟოკო დამოჰკიდებდა თავსა თვისსა და გამოსჩნდებოდა ფრიად მწუხარედ.

დღეს ერთსა, მივედ მე უგვიანეს ჩვეულებისა - არა დამხვდა ქოხსა შინა სახლისპატრონი ჩემი, არცა რაიმე მომზადებული.მარადის ვჰპოებდი მე სტოლს დაგებულად, სკამთა ადგილთა თვისთა და მახლობელ ქოხისა, ქვასა ზედა, აღნთებულსა ცეცხლსა. არა მხილვეოი მისი, შეწუხებით ვიხედვიდი მე ყოვლით კერძო, და მწუხარება შეაშთობდა გულსა ჩემსა. შემდგომად ნახევარ საათისა ვიხილე მე ჩემი ჟოკო, რომელიცა ილტვოდა ფრიად მსწრაფლიად და ძვილღა იქშენდა იგი, და რაჟამს მომეახლა მე დაეცა იგი დაღალვისაგამო ქვეშე ფერხთა ჩემთა; მარჯვენესა ხელსა მისსა ეპყრა რაიმე შეხვეული ფოთლითა ბანანისათა, იძულებულ ვიქმენ მე ძლით გამორთმევად ხელთაგან მისთა ტვირთისა მის: მაშინ მოეგო იგი თავსა შორის თვისსა და მსწრაფლად შემოსძარცვა ბანანისა ფოთელი-აჰა ახალი განცვიფრება! მე თვით განმზადებულ ვიყავი დაკარგვად გულისხმის ყოფისა, ოდესცა ვიხილე რავდენნიმე მშვენიერნი, (სხვა) და სხვა ფეროვანნი ნიჟარანი, რომელთაცა ჰგონებდა გლახაკი ცხოველი თვით უმჯობეს საუნჯედ, და გარდა მათსა, ორგზის უმეტეს პირველისა ბრილიანტნი. მოვეხვიე მე ჩემს კეთილსა ჟოკოს, რომელიცა ჯერეთ სთრთოდა და ძნიად იქშენდა მის მიერ მოტანილსა მის სიმძიმისაგამო და მსწრაფლისა ლტოლვისა. ხოლო მე ძვილღა დავიპყარ აღტაცება გრძნობათა! წარსრული, აწმყო და მყოობადი ყოველივე შეაიწროებდა გულსა ჩემსა.

რაჲსათვის არა ძალმიძს მე რათა ვაუწყო მკითხველთა მაშინდელნი გრძნობანი ჩემნი! შესაძლო არს, რომელ იგინი იგულისხმებდენმცა, თუ ვითარ საწყალობელად როკვიდა მონაგებთ მოყვარე ძმა მათი! გარნა ხმა არს!... მე აღვსწერ არა ცხოვრებასა ჩემსა, არამედ ერთსა ოდენ ისტორიასა, ერთსა შემთხვევასა ცხოვრებასა შინა ჩემსა, რომელიცა იყო ეგრეთ ჩინებულ, რომელ სრულიად განსაზღურება და სვეცა ჩემი.

ჟოკო მიჭვრეტდა მე თვალთა შინა, და აღმომკითხველმან მათ შინა სიხარულისა და აღტაცებისამან, მომიპყრა ხელი და მთხოვდა ჭამად. ვინადგან არა რაიმე მაქვნდა ჩვენ მომზადებულ, ამისათვის მოვიღე მე თვისთანა ჩინებული სამზადისი ხილთა და შაქარლამათა, რომელნიცა უმეტეს უყვარდეს მას ვიდრემდის თვით უმჯობესი ლიკერი და რომელთა სჭამდა იგი დიდით მადით, განვსინჯე რა იგი გულსმოდგინედ, შევისწავე რომელ არ იყო იგი დაჭრილ, გარნა მრავალთა ადგილთა დაჟეჟილ-იყო და დაბძარულ. დასჯდა იგი სკამსა ზედა თვისსადა რომელი იდგა ქვემორე ჩემსა, დამიდვა თვი მუხლთა ზედა, დაიძინა ძილითა მძიმითა, გარნა არა მშვიდითა, და გარდაბრუნდებოდა რა, მძიმედ ოხრავდა.

გულისზრახვათა მწუხარე მყვეს მე და ორნი ცვარნი ცრემლთანი გარდამოვარდეს თვალთაგან ჩემთა და დაეცნეს მძინარეს ჟოკოს, რაჟამს მოვიხსენე მე, რომელ თვით ამას დღესა მივიღენ მე წიგნი ლისსაბონით, რომელთაგამოცა მსწრაფლ ჯერიყო ჩემდა მუნ წარსვლად. მძიმენი საგონისნი მიმელოდნენ მე მამულსა შინა ჩემსა, და მისთვისცა თუ რაისა ჯერ იყო ჩემდა ქმნად ამა მშვენიერის ცხოველისათანა, რომელი ესრეთ ძლიერად დამიმტკიცებდა მე თვისსა ჩემდამო მიდრეკილებასა? მე დავივიწყე ამა წამთა შინა, რომელ უბედური ჟოკო უწვლი ლესით ძაფით იყო შეერთებული კაცისათანა, რომელსაც უმზერდი მე ვითარცა ველურსა ტყეთა მცხოვრებსა, რომლისათანაცა სრულიად ძალმედვა მე ახსნად ნიშნებთა მიერ და სხეულის მოძრაობათა ესე იგი, მხოლოითა დასაბამიურთა, საზოგადოითა ენითა, ვჰგონებდი მე, რომელ ჟოკო არს არსება არა თანასწორი ჩემსა, გარნა ფრიად მსგავსი მსგავსთა ჩემთა.

ჴშირად ვსწუხდი მე, რომელ ჩემის საყვარელის ჟოკოსაგან მიღებული არს ძალი ლაპარაკისა[29] და ძალუძს მას გამოცხადება გრძნობათა თვისთა მხოლოდ შეხედვათა და მრავალ სახეთა ხმობათა მიერ.

ვსცდილობდი მე რათა მესწავებინა მისთვის გამოთქმა თვისისა საკუთარისა სახელისა და იგი მოიხმარებდა ყოველთა ღონისძიებათა რათა აღესრულებინა საწადელი ჩემი: გარნა ესე აღმოსჩნდა სრულებით შეუძლებელად. ვერა რაითამე ძალიდვა მან გამოთქმა ორთა ხმოვანთა, შესახვედრღა ვითარცა სახელხა შინა მისა, ეგრეთვე ჩემსაცა, რომელიცა მენება რათა მესმინა მე მისგან. მე მახსოვს, რომელ არა წარუმართებელმან გამოცდილებამან ჰქმნა ჩემ შორის ღრმა შთაბეჭდილება.

აწ მივიქცეთ ჩვენისადმი მოთხრობისა. ჟოკოს გამოეღვიძა რა იდვა იგი წამსა ერთსა განსვენებით და ეტყობოდა რომელ ჰგრძნობდა იგი ძლიერსა ტკივილსა ყოველთა ასოთა შინა, დასასრულ ჩვეულებისაებრ, აიღო მან გიტარა, მომცა მე იგი, და მომხედა რა რეცათუ გულისხმა ჰყო რომელ მოწყენილ ვიყავი მე სახელდობრ მისთვის. ნანდვილ, არა ვუწყოდი მე თუ რაი გარდამეწყვიტა და რა მექმნა? უკეთუ დამეგდო იგი ესე იყომცა ეგე ვითარი ბარბაროსობა, რომელიცა მე არ ძალმიძს ქმნად, და უკეთუ წარმეყვანა ჩემთანა - გარნა რავდენნი დაბრკოლებანი მქონდეს მე! ევროპიასა შინა ვერ უძლემცა მე მოვლად მისსა ეგრეთ ვითარცა აქა. უკეთუ დავუტევებდი მას სახლსა, ქალაქსა ნუ სოფელსა შინა, ესე იქმნებოდა მიცემა მისი ხელთა უგრძნობელთა მსახურთასა, ვიტყვი რომელ ყოველგნით წინათ-ვხედევდი მე განუსვვენებლობასა და ტანჯვასა ამა არსებისასა, რომელმანცა მომცა მე საკვირველი სიმდიდრეი და მაშასადემე ღონისძიებაცა სიამოვნებით გატარებისათვის ცხოვრებისა ჩემისა.

დამერწმუნებინა. ვინადგან სასირცხვოდ ჩემდა თანამდებ ვარ აღსარებად, რომელ მოვიხმარე მე ყოველნივე ღონისძიებარათა შემეტყო მისგან ადგილი იგი, სადაცა ჰპოებდა იგი თვისგან მოტანილთა ძვირასთა ნივთთა, და ვერ მიმღებმან ამას შინა წარმატებისამან, ესრეთ შორად განვაგრძე უსირცხვილობა ჩემი რომელ არღარა ვუალერსებდი მე ჟოკოსა და მენება რათა შემეტყო საიდუმლო მისგან ქადებათა მიერ.-

მწუხარება ჩემი სვისათვის ჟოკოსა განმრავლდებოდა დღითი დღე, და ურვეულითა გულითა ვუმზედი მას. არა ვუწყი, თუ რაისაგამო ვგრძნობდი მე წინათვე რავდენთამე დღთა ესრეთსა მოწყინებასა, რომელ ვითარ იგი იტყვიან, გულსა ენება ორად განპება. შიში მყოობადისა, ანუ ხსენება წარსულისა იყოა მიზეზ ამისა? არ ვუწყი!...

დასასრულ დასდგა 28 დღე დეკემბრისა 18... წლისა ტანჯული საიდუმლოითა მწუხარებითა, გამოვედ მე სახლისაგან უადრეს ჩვეულებისა, განგებ განვმზადე ჟოკოსთვის მისდა საყვარელი შაქარლამები. მოსურნე მსწრაფლ ნახვისა მისისა, ვიდოდი მე საჩქაროდ. მეყვსეულად მესმის შორის საოცარი ამბოხი, და განვამრჩოლებ ნაბიჯთა. ღმერთო დიდო!.. ვხედავ მიწასა ზედა საშინელსა სისხლისათა!.. მივეახლე რა ქოხსა, რომელსა ეწოდების ბოა, გარნა შემდგომად ვსცან, რომელ ესე არს საკუთარი ნათესავი იავის მქუხარეთა გველთა, რომელნიცა იქმნებიან რვიდგან ვიდრე ცხრად ფუტადმდე სიგრძითა[30] და იწოდებიან სახელთა ყვითელთა დალურჯთათა ამისთვის რომელ მათ აქვსთ ტყავი დაჭრელებულ მსგავსად ვეფხვისა და ყოველსავე სიგრძესა მათსა განვრცელდებიან კამკამ იერნი ლურჯნი ზოლები. ეს საშინელი ვეშაპი დასცემიყო ჩემს უბედურს ჟოკოს, რომელიცა უკვე დაცლილ იყო სისხლისაგან და მოცულ იყო ღრმათა დაკოდილებათა და დაწყლეულებათა მიერ. მყისვე აღმოვიღე მე ორიანი დანბაჩა, და ვესროლე გველს თავში. მან დაუტევა ჟოკო,შეაგრაგნა მრგვლივ და მსწრაფლიად გაიშალა რა მომეტევა მე; გარნა მეორემან წარმატებითამან სრულამან ჩემმან მიაქცია იგი ლტოლვად. გველი გასცურდა მეოთხედსა მილისასა სვეურისა მის ადგილისაგან ბრძოლისა და მოკვდა.

ამას შორის ჟოკო იდვა - უგონოდ, არა ეგოდენ სისხლთა დინებისაგან, რაოდენ შიშისა გამო დაცემულისა ჟამსა გველის ხილვისასა[31] და კვალად უმეტეს ჩემის დანბაჩის სროლისაგან. წარვიღე მე ჟოკო ქოხსა შინა და დავაწვინე საწოლსა ზედა, მას უკვე ენთო ცეცხლი!.. წყლულნი მისნი იყვნენ საზარელნი. განვბანე მე იგი ეგრეთვე ვითარცა პირველ და დავადევ დაჩეჩქვილი ბალახი, გავაკეთე ჩემის ხელსახოცისაგან სახვევნი და შევუკარ წყლულნი მისნი და მოვაგე იგი გრძნობასა საყუათოთა წვეთთა და გამფრინველთა მარილთა მიერ[32] უფერობა პირისა მისისა იყო საკვირველ ბნელი ფერი წარხდა მას[33] და იგი ფრიად ემსგავსებოდა ქალსა თოთხმეტისა წლისა. წამს ერთსა განახილნა მან თვალნი და მყისვე დაიწუხნა იგინი და აღმოუტევა მძიმე კვნესაი... არა, მე არ მრცხვენის აღსარებად, რომელ თვალთაგან ჩემთა და მოსდიოდენ ცრემლნი წყაროსაებრ! ვუნახე მე მაჯა ჟოკოს და შეწუხებით ვსცან, რომელ ეწევი მას ფიცხელი ციებაი. ვითარსა განგრილებულსა გულსა ეძლო ამა საშინელსა შემთხვევასა შინა განსვენებით აგება! არა არისათვისმე ვფიქრობდი მე, გარდა სვისათვის ჩემისა უბედურის ჟოკოსსა.

შიში და იმედი შეცვალებით შემიპყრონდენ მე; გარნა რაოდენთა დიდთა დაცვათა შესაძლო იყო ქმნად, მას ჟამსა მჭვრეტელისადმი უბედურსა ზედა მომაკუდავსა! ჟოკო. ვინადგან მიღებული ნიჭისა სიტყვიერებითისა ვერ ძალ იდებდა უბნობად ჩემთანა ენითა ჩვენითა, ამისგამო მრავალთა გრძნობათა გამოცხადებენ თვალნი მისნი! მე შემუსრვილ ვიყავი სიღრმითა გულისათა და იგი სთრთოდა ციებისაგან და მოითმენდა საშინელსა ტანჯვასა წყლულებათაგან, გარნა თვალნი მისნი შეუდგებოდენ ყოველთა მოძრაობათა ჩემთა. უკეთუ განვშორდებოდი მე წუთ ერთ, მაშინ თვალნი მისნი აღმოაცენდენ გამოუთქმელსა შიშსა. კაცთა ვერ შეჰნიშნეს ვიდრე აქამომდე, რომელ ენა მსახურებს მათ მხოლოდ ოდენ გამოსაცხადებელად (გამოსაცხადებელად) წვლილმოგონებათა და გრძნობათა; გარნა რაჟამს! ძლიერნი მგრძნობელობანი და გულის თქმანი... უტევ ჰყოფენ მათ - მაშინ მეტყველებენ იგინი თვალთა მიერ.

ძალ მედვაა დატევება მისი? ნანდვილ, ძნელ იყო ჩემდა სენაბა ამისი, თუ ვითარ შესწუხდებოდენ შინაურნი ჩმნი, უკეთუ არა მოვიქცეოდი მათდა აღნიშნულსა საათსა და დავიღამებდი ტყესა შინა; გამოვისახავდი მე ზრუნვათა მათთა, შეწუხებასა და სასოწარკვეთილებასა; გარნა დამძრახვენა რომელ განვიზრახე მე ნუგეშის ცემა მაიმუნისა, და მივეც მას უპირატესობაი მეგობართა ჩემთა ზედა? ვაყვედრებ თავსა ჩემსა ერთითა ოდენ წუთითა ვერ გაბედვისათვის ამას შემთხვევასა შინა.

განვსდეგ რა ორისა ნაბიჯსა ზედა კარისადმი - მყისვე საშინლად შეჰყვირა ჟოკომ; ხოლო მე მივისწრაფე მისდა წამლებითურთ, და მსურდა რათა დამემშვიდებინა ტანჯვანი მისნი რომელისაცა აღსრულებასა ვიმედოვნებდი რავდენთამე მინუტთა შინა - გარნა მეყვსეულად, რეცა მოჩვენებით, კრუნჩხვანიმისნი განქარდენ და მძიმე სულთქმა გაიშვიათდებოდა. „ჟოკო! ჟოკო!“ შევძახე მე... ხოლო მან გარდამოიღო ჩემკენ მშვენიერი თავი თვისი, მომხედა ალერსიანით და მეგობრული სახით, და ენება აღდგომად, გარნა დაეცა იგი კვალად ბალიშსა ზედა და განუტევა მან უკანასკნელი სულთქმაი.

და შემდგომად სამისა დღისა წარვემართე მე ევროპიად.

______________

1 კუვიე რაცხს ორანგ-უტანგსა, ანუ პონგოს თანასწორად ჰასაკისა ზომიერისა კაცისა.კამპე ჰგონებს ჰასაკსა, სიმაღლისა მათისასა ოთხად ანუ ხუთ ფუტად.ბუფფონ, ხუთიდგან ვიდრე ექვსადმდე, სიტყვათა მებრ პურხასისა, იგინი იქმნებიან ოდესმე გმირულის სიმაღლისანი.

2ორანგ-გუტანგ, მალაის ენაზედ ჰნიშნავს ველურს კაცს: orange კაცი outang ველური ანუ ტყიური მცხოვრები. დემარე დაამტკიცებს რომელ ესე გვარი მაემუნთა უფროს სხვათა ყოველთა (გვართასა) ემსგავსების კაცსა შინაგანითაცა და გარეგანითაცა ორღანოებითა.ბუჶჶონ იტყვისცა რომელ ორანგუტანგის შესაძლებელ არს პირველს არსებად შერაცხვა მაემუნთა ნათესავით შორის და უკანასკნელად კაცთა ნათესავისა. და ნამდვილცა ესე ნათესავი მაემუნთა საკვირველად მიემსგავსების კაცსა. მხარნი ორანგ-უტანგისანი არიან განიერ და ბრტყელნი; გული გაშლილი და უბალნო, ვითარ იგი სრულიად წინაიცა ნაწილი სხეულისა, ბონნეტ მოიხსენებს საკვირველებისათვის ორანგ-უტანგის ანატომიისა კაცისათანა შემამსგავსებელისა ორანგ-უტანგ გარდამეტებულად ემსგავსების ველურსა გოტტენტოტსა; ეს მსგავსება იჩვენების თვით მათთაცა გულხმებათა შორის მაგალითებრ, ვის არ განაცვიფრებენ შემდგომნი ესე სიტყვანი ბონციისანი (მისსა ინდოურსა ბუნებითსა ისტორიასა ორანგ უტანგი: თვითოეული მათგანი ვიდოდა ორთა ფერხთა ზედა და საკუთრად დედალი იჩვენებოდა, რომელ ჰრცხვენოდა უცნობთა კაცთაგან, დაიფარვიდა პირსა თვისსა ორითავე ხელითა, ხშირად ჰსტიროდა, სულთითქმიდა და იქმოდა ყოველსავე კაცისა მებრ მხოლოდ ოდენ არ ლაპარაკობდა“.

3 ჯოკო ანუ ანჟოკო ეწოდების ნათესავსა მაემუნთასა კონღოსა შინა მცხოვრებთა და სიტყვათა მებრ დემარისთა, იგინი უფროს ორანგ-უტანგისცა ემსგავსებიან კაცსა, ამისთვის რომელ ხელნი მათნი უზომიერეს არიან. მრავალ ჟამ ვერ განარჩევდენ მათ პონგოსაგან, რომელიცა რავდენმე უმეტეს არს ტანითა.

4ესე ნათესავი მაემუნთა უდიდეს არს ჟოკოსა. ბატალლ იტყვის, რომელ მათ არა აქვსთ ბალანი პირის სახესა ყურთა და ხელთა ზედა. ტანი მათი რაოდენმე მცირეა და მხოლოდ ფერხნი განუსხვავდებიან კაცობრივთაგან,ჟუკურ მოგვითხრობს, რომელ ჟოკონი მათა მოძმეთა თვისთა მკვდართა დაჰფარვენ რტოთა და ფოთოლთა ქვეშე ხეთასა, ხოლო ზანგნი მიიჩნევენ ესრეთთა გროთა ვითარცა ნამდვილ საფლავთა. პონგო უაღრესად ძლიერ არს, ესრეთ რომელ მოწმობისამებრ მოგზაურთასა, ძვინღა ძალუძს ათსა კაცსა შეპყრობა ერთისა მათგანისა. იგი განვალს კაცსა ზედა, აღჭურვილი სხვილითა არგნითა და თვით სპილოთაცა ზედა, პონგონი წარიტაცებენ ზანგთა და უფროსღა ქალთა მათთა და იქცევიან მათდამი ალერსით! ბატტელსს მოსტაცეს მათ ყრმა ზანგი, რომელმანცა ჰსცხოვრა მათ შორის მრთელი წელი, და არწმუნებდა რომელ არა ვით არიმე უპატიურობაი არა უქმნიესთ მისდამი.

5 მაემუნი გამოაცხადებენ კმაყოფილებასა თვისისა წყნარითა, კნინღა სასმენელითა ხმითა რომელიცა შორის საპაისა ემსგავსების ხმასა სალამურისასა. გაჯავრებულნი ჰყვირიინ იგინი ველურით და მაღლით ხმით. „ოდობერტ, ისტორიასა შინა მაემუნთასა) ალემან მოგვითხრობს თვისთა სხოლიოთა შორის ბუფფონის ზედა შენიშნულთა დედლისათვის ორანგუტანგისა, რომელიცა არა იშვიათად წარმოსთქმიდა ua-y) უა ი), და უმეტეს აღუმაღლებდა დაბოლოებულსა მას ახოსა; და ოდესცა მხიარულიყო მაშინ ნელიად ღიღინებდა ყელში. მასვე მოგვითხრობს ლორისისთვის ჶუკე სობსონვილი, და შესძინებს, რომელ იგი ცხადად განასხვაებდა ყვირილსა მაემუნთასა, განმცხადებელსა თხოვისა, კმაყოფილებისა მწუხარებისა და მოუთმენლობისასა.

6საყვარელი საზრდო მაემუნთა არს ნაყოფი; გარნა ჰსჭამენ იგინი მწერთაცა.ბონნეტ მოგვთხრობს სხვათა შორის შემდგომსა მას, ყურად ღების ღირსსა ვითარებასა: „ორანგ უტანგ ოდესცა ვერა ჰპოებს საზრდოსა ტყეთა შინა და მთათა ზედა, მაშინ ჰშთამოვალს კიდესა ზედა ზღვისასა და ეძიებს ლოკოკინათა, რომელნიცა არიან წონით უმეტეს გირვანქისა და მრავლად იპოებიან ნაპირსა ზედა ზღვისასა. გარნა მაემუნი არს მოშიშ და ფრთხილ, იშიშვის ამისთვი რათამცა კეცი გინა ბუდე თვისი არა დახშას ლოკოკინამ და არა ჰყვეს მას შინა ფერხნი მისნი. რაჟამს განაღებს იგი მუდესა თვისსა მაშინ ჰშთასდებს მაიმუნი აღხმულს პირსა შინა მისსა ქვას და თვინიერ შიშისა ისერებს მას, შორის ნათესავთა კუდგრძელთა მაემუნთასა არიან ესე ვითარნი, რომელნიც ჩაუშვებენ კუდთა თვისთა წყალსა შინა იხილვენ რა მას შინა დიდსა კიბოსა და ოდესცა მოეკიდების იგი ბრჭყალებით კუდსა ზედა მაშინ აღმოიტაცებენ მას ნაპირზედ და სჭამენ.

7ინსტინკტი სწარმოებს ლათინურის ლექსისაგან instintus, დაჰნიშნავს ბუნებითსა და რაისადმე მიდრეკილებასა. ანუ უბჯობეს განმარტებით ვსთქვათ: ქვეშე სახელისა ამის იგულხმებს შინაგანი, ცხოველი მიდრეკილება არსებისა (პირუტყვის ანუ თვით კაცისა,) გამოცხადებული რომელსამე ორგანოსა შინა გრძნობათა მისთასა, ანუ მახლობლად შეერთებისათვის ამა ორგანოსა ცხადისა თანა სიგანისა, ანუ განშორებისათვის ამა უკანასკნელისაგან. მთარგმნელი?

8 მაიმუნნი წადიერებით სმენ ღვინოსა ყურძნისასა და ზოგად ყოველსავე არაყსა რუბრუკის (თვისსა აზიურსა მოგზაურობასა შინა,) ჰსწერს, რომელ კიტაიასა შინა მოსანადირებელად მაიმუნთა. შესავალსა თანა ქვაბისახა, სადაცა სადგურურობენ იგინი, დაუდგმენ ჭურჭელსა ღვინითურთ, გინდა თუ სხვითა რომლითამე დამათრობელითა სასმელითა სხმულსა მას და ჰყვირიან შინ, შინ! დაითრობიან, დაეძინებათ, და ეს სახედ შთაცვივიან ხელთა მონადირეთასა.

9ცხად არს, რომელ მრავალ გვარნი მეამუნნი ფრიად ადვილად და მტკიცედ დასდგებიან ორთაზყღა ფერხთა, ეგრეთ ვითარცა კაცი დობანტონ იტყვიხ, ვითარმედ ფერხნი მაემუნთანი ესრეთ ქმნულ არიან, რომელ მათ-თვის უადვილეს არს სვლად ოთხთა ზედა ფერხთა, და არა ორთა, გარნა ბუფფონ მოიყვანს მაგალითად მრავალია მაემუნთა, რომელნიცა ყოველსავე სიცოცხლესა შინა მათსა მარადის ვიდოდენ ორთა ზედა ფერხთა, და სხვათა შორის ერთი ოდენ ორანგ-უტანგი მისცემდა კაცთა ხელსა და დიდებულად ვიდოდა მათთანა, ეგრეთ, ვითარმცა მარადის მცხოვრები საზოგადოობასა შინა მათსა.

10ღირსნი რწმუნებისანი მოგზაურენი იტყვიან, რომელ მაემუნნი ნათესავისაგან ორანგუტანგისანი, უმეტეს ყოვეთასა მორცხვინენი არიან. ლეგუა და გროსსე მოგვითხრობენ ამა შემთხვევასა შინა განსაცვიფრებელთა მაგალითთა, ბუფფონ სწერს ორთათვის ორანგუტაგთა დედლისა და მამლისათვის, მცხოვრებთა ბეტაკიასა შინა რომელ ფრიად მორცხვნი იყვნენ იგინი, დედალი შევარდებოდა მამალსა და დაიფარვიდა პირსა თვისსა მკერდსა ზედა მისსა ესე სახილავი ნანდვილ ჯერ არს რათა ფრიად სალმობელ იყოს.

11დიანა, ნათესავი მაემუნთა კუდიანთა, რომელსაც მარგრაჶ უწოდებს Cerphita banhata თავს უკრავს მიმავალთა ამასვე იქმს, ვითარცა გვარწმუნებს დჟონსტონ, ორანგ-უტანგიცა.

12 მაემუნთა შორის შეჰნიშვნენ სურსა არათუ ოდენ მსგავსთა მათთადმი, არამედ კაცთადმიცა: ესე დამტკიცებულ-არხ მრავალთა მიერ მაგალითთა. სხვათა სორის მორო-სენ-მერი მოგვითხრობს შემდგომსა ამას: კუნძულსა შინა მარტინიკესა იხილა მან საშუალისა ტანისა პავიანი, რომელსაცა უყვარდა საკუთრად ქალი ბატონისა თვისისა. იგი მეშურნეობდა მისთვისყოვლისადმი კაცისა; გარნა მას ეჩვენებოდა, ვითარმედ ჭაბუკი ვინმე რეცა თვით საქმით ბედნიერ იყო და მოეწონებოდა მას (ქალსა) ქალმან მოსურნემან გამოცდისა მხეცისა გულისხმიერებისამან, ნება ჰსცა ჭაბუკსა მას წინაშე თვალთა პავიანისთა კოცნად ხელსა ზედა თვისსა. იხილა რა ესე პავიან გახელდა შეჰყვირა საშინელით ხმით და მივარდა ყოვლით ძალითურთ ჭაბუკსა მას და სცდილობდა ჯაჭვისაგან განგლეჯასა, რომლითაცა დაბმელ იყო, ესრეთ თავდადებით, რომელ ჭაბუკი იძულებულ იქმნა ლტოლვად, შემდგომად ამისა პავიან მიჰყიდეს ერთსა ვისმე სხვა ქვეყნიერსა, რომელმანდა წარიყვანა იგი საფრანგეთს.

13ბუჶჶონ ჰსწერს თვისსა ბუნებითსა ისტორიასა შინა შემდგომსა ამას: „მაკის-მოკოსნი ხშირად დასდგებიან წინაშე მზისა და გამოაცხადებენ რომელსამე კმაყოფილებასა და განცვიფრებასა. დასხდებიან იგინი, განუპყრობენ მას ხელთა და ყურადღებით ჰსჭვრეტენ მას. რავდენ გზისამე დღესა შინა აღუსრულებენ მზესა რომელისამე სახისა მოვალეობასა. ოდეხცა აღმოვალს იგი ანუ თუ შთავალს.მანნოკურს ჰყვანდა მაემუნი მოლუკის კუნძულთაგან, რომელიცა ჰმოქმედებდა ამას მრთელთა საათთა ერდოსა ზედა ხომალდისასა.

14ბონნეტ შეჰნიშნავს, რომელ ორანგ-უტანგო დაიძინებს ქვეშსაგებსა შინა, თავს წაიკრავს, მისდებს ბალიშზედ დაიხურავს საბანსა და სხ. ბოსმაერს ჰყვანდა მაემუნი, რომელიცა დაწვებოდა რა ქვეშსაგებსა ზედა თავისაგან შექმნულსა, ჩვეულებრივ გაასწორებდა მათ, დაიდბბდა დიდსა ხორომსა თივისასა და დაიდებდა თავსა ქვეშე და დაიხუდებდა საბანსა. იგი ეგრეთვე ხშირად გასტენდა თავით ბალიშის პირსა, ტილოსაგან ქმნულსა, და დასდებდა მას ზედა თავსა თვისსა.

15 ესევე შეემთხვეოდა ბოსმაერის მაემუნს (ორანგ-უტანგს) მას უყვარდა ხალხი განურჩეველად და უმეტეს იგი, ვინცა უალერსებდა და კეთილს უყოფდა მას. ოდესცა დაოტოვებდენ და მოშორდებოდენ მას, მაშინ სასოწარკვეთილებით დაეცემოდა მიწასა ზედა და აღმოუტევებდა სალმობიერსა ხმარა. მაიმუნი, რომელსაცა ჰსცევდა კუვიე, მოიხმარდა ყოველთავე შესაძლო ღონის ძიებათა რათა ყოფილ-იყო მარადის ხალხისა თანა. უკეთუ გაიყვანდენ მას საკუთარს ოთახში და დაუხშავდენ კართა, მაშინ შესდგებოდა სკამსა ზედა და ამტვრევდა კლიტესა, გასწევდა ურდულთა და გამოცხადდებოდა საზოგადოობისა შორის. უფალმან ღ... მოიყვანა მაიმუნი რომელსაც საკუთრად უყვარდა ახალგაზრდანი, მშვენიერნი ქალნი. ერთსა შეკრებილებასა შორის მოეწონა მას ქალი, რომელისა დმიცა მივიდა და სწადდა რათა მოჰხვეოდა მას, ხოლო ქალსა შეეშინა და მისდრკა მისგან. მაშინ ველური იგი ყმაწვილი შესწუხდა, შეჰრცხვა, გაიქცა და დავარდა თვისა ქვეშსაგებსა ზედა და წაიხურა საბანი.

16მაემუნთა უფროსთა დიდისა ჩამამავლობისათა, ჩვეულებისამებრ ჰყვანან თითო ცოლნი და იშვიათად ორ-ორი „კავშირი მათი“ - იტყვის ვირეო „ემსგავსების მეუღლეობასა: მათ უყვარსთ ერთგულება დაიშიშვიან ორგულობისაგან“. გამოაცხადებენ იგინი თვისსა მიდრეკილებასა ურთიერთისადმი ალერსითა და ერთი მეორის საიმოვნითა,ღროსსე მოგვითხრობს რომელ ხომალდსა შინა მათსა, ერთი მრთაგან მაემუნთა მოკვდა დედალი ხოლო დაობლებული მოყვასი მისი დაშთა ესრეთსა შინა მწეხარებასა რომელ არა რაიმეღა ჭამა და შემდგომად ორისა დღისა მოკვდა იგიცა.

17მათ უყვარსთ ამბორისყოფა არა თუ ურთიერთისა, არამედ სიტყვისამებრ ლეკონტისა, საზოგადოდცა. ესე იგი კაცთა თანა, რომელნიცა უალერსებენ მათ, დიდით აღტრფობით ამბორს უყოფენ მათ ჯურ არს მოხსენებად გამოჩინებულისა თვის კეისა, რომელიცა მრავალ გზის ამბორს უყოფდა მოგზაურსა ვალიანს, დედალს მაიმუნს მოყვანილსა პარიჟად 1808 წელსა შინა რომელსაცა აღსწერდაკუვიე. უყვარდა არათუ ოდენ ამბორის ყოფა არამედ განლოკვაცა ხელთა საყვარელთა მისდა ვაცთა, რომლსაცა არაოდეს იქმოდა თვისთა ნათესავთა შორის.

18ამას შეჰნიშნავს ბონეტტ ორანგ-უტანგისათვის, და იტყვის, რომელ ოდესცა დანვლენ იგინი აღჭურვილნი სხვილითა კვერთხებითა პირისპირ სპილოთა და თვით კაცთა ზედა წინამძღვრობს მათ ჩვეულებისამებრ ერთი უძლიერესი. სახლეულობათა შორის ფიცხელად, ვიდრეღა ოდესმე სიკვდილითაცა. მაემუნი კარრეის ნათესავი ხანი, პარაგვასა შინა, სჰცხოვრობენ სახლობით: ოთხთაგან ვიდრე ათადმდე ერთსახლეულად, და მარადის წინამძღვანველობასა ქვეშე მამლისა. ჟამსა ბრძოლად განსვლასასა დასდგები იგი მაღალსა ზედა ადგილსა და უმზერს ვიდრემდის განვიდოდენ ყოველნი: მაშინ იგინი დასდგებიან და მოელოდებიან მას. რეო მოგვითხრობს კონინხინის მაემუნთათვის, რომელ ჰპოვა რა მან სახლობა მათი და ენება წარტაცებად სამთა ახალგაზრდათა, თანამდებ იყო იგი რათა რავდენიმე მოხუცთაგანი მოეკლა და დაეკოდა, და რომელ ახალგაზრდათა შრომით ძალიდვა განშორებამკვდართაგან სხეულთა მამათა მათთასა. ღირს არს შენიშვნისა რომელ დაუკიდველთა დიდით შრომით წარიღეს მოკლულნი და დაკოდილნი მახლობელსა ტყესა შინა. მერმეღა ვინ არ უწყის კოლბეს აღწერა ტაკტიკასი(1), რომელსაც მოიხმარებენ მაემუნნი დროსა დაცემისასა მტილთა ზედა, ვენახთა და შაქრის მცენარეთა? სიტყვათამებრ შტედმანისა, ვანაკოესი ჯერ არს რათა იყოს საკუთარი ჰშთამომავლობა მაემუნთა, რომელნიცა სცხოვრებენ სურინამესა შინა ცალცალკედ, ამისთვის სხვანი ყოველნი ჰსძულობენ მათ, სდევნიან და იკლებენ.

19 აჰა რას იტყვის პურხას: ზანგნი დროსა ტყეთა შინა სლვისა მათისახა დაუტევებენ ოდესმე ცეცხლსა, ხოლო მაემუნნი ჰპოებენ რა მას აღმოაჩენენ დიდსა სიხარულსა, გარნა ვერა რაიმეთი იგულისხმებენ ახლად გაჩენასა (ოდესცა) იმყოფებიან კაცთა თანა ისწავლიან გაჩენასა ცეცხლისასა, აღანთებენ მას და უმზერენ.გრანდპრეს ჰყვანდა ხომალდსა შინა მაიმუნი, რომელმანცა ისწავლა ანთება საპურის ფეჩისა და უმზერდა დროსა განხურებისასა რათამცა საკვერცხალი არ გადავარდნილიყო ხომალდსა ზედა და არ გარდაეწვა იგი. მან ეგრეთვე ისწავლა სრულებით დრო პურის ფეჩში შეწყობისა და მარადის აცნობებდა ამას მეპურესა იგი (მეპურე) ესრეთ მიენდობოდა პურთა თვისათვის, ვიდრემდის მაიმუნი არა აცნობებდა მას რომელ დრო იყო შეწყობისა და არცაღა ერთგზის შემცდარა იგი.

20 ტაკტიკა სწარმოებს ლექსისაგან ფრანციცულისა Tatique რომლისაგანაც რუსთა შეუთვისებიათ სიტყვა ესე და უწოდებენ ენასა ზედა თვიხსა Тактика, ტაკტიკა არს ხელოვნება რომლითაც იქმნების განწყობილება მხედართა საომრად ანუ ძალისამებრ რომლისაცა მიმოიხვრიან მხედრობანი აღმოაჩენენ სათანადოსა; მოძრაობასა ხოლო ჩვენ ქართველთა რადგანაც არ გვივის ხაკუთარი ლექსი რომელმანცა გამოსახოს ძალი ანუ სრულიადი ჰაზრი ამა სიტყვისა, ამისათვის, ვჰგონებ არა ცუდ იყოს, რათა ჩვენც უწოდებდეთ ენასა ზედა ჩვენსა ტაკტიკად. მთარგმნელი.

21 ნივთიერება ესე ჶოსჶორად ანუ თარგმანებით ნათელმოსილად წლდებული მომზადდების დამწვართა ძვალთაგან ცხოველთასა ხელოვნებისამებრ ხიმიისა. არს სხეული მტკიცე ორის ანუ სამის გოჯის სიგრძის მქონებელი მრგვალი, თეთრისა ყვითლათ, დამცემელისა ფერისა, მოქენე ძალისა აღნთებისა, ბნელსა შინა მნათობი ჰაერის ქვეშე მდებარე თეთრის ორთქლის, ნიორის სუნის მქონელის აღმშვებელი. იხმარების შორის მკურნალთა სხვათა და სხვათა სნეულებათა შინა, ვითარ დამპალსა შინა ცხელებასა, დამბლობასა, კვეთებასა და სხვათა შინა; ხოლო საზოგადოდ ხმარობენ ნაცვლად ტალკვესისა აღსანთებელად სანთლისა მთარგმნელი.

22ბუჶჶონის მაიმუნი აღიღებდა ფინჯანსა და ნალბაქსა, დასდგამდა სტოლსა ზედა, ჩაჰყრიდა შაქარსა, დაასხამდა ჩაის, დააცილიდა რათა გაციებულ იყო ესრეთ, რომელ შესაძლო ყოფილ იყო სმად, და ყოველსავე ამას იქმოდა სიტყვათამებრ ანუ ნიშანთა თვისისა მეპატრონისათა. იგი დაჰსჯდებოდა სტოლსა ზედა, გარდაიფენდა ხელსახოცსა, გაიწმედდა და თავის უფლად ხმარობდა კოვზზსა და ჩანგალსა სადილსა ზედა. ორანგ-უტანგი ბესმაერისა ჰსჭამდა მარწყვსა არა თვინიერ ჩანგლისა, თვითოეულსა მარცვალსა. მაიმუნმან, რმოელიცა ჰყავნდაკუვიეს, ვერუძლო რათა შესჩვეულიყო დანაჩანგალის ხმარებასა, გარნა ნაცვლად ამისა იქმოდა გონებით; რამეთუ, უკეთუ ვერ ძალიდებდა რასამე ჩანგლით აღებად თვისისაგან თეფშისა, მაშინ ჰსთხოვდა შეწევნასა გვერდით მისსა მჯდომარესა სტოლსა ზედა.

23ოდესცა კონდამინ დაბუგე განსაზღვრებენ სახესა ქვეყანისასა, მაშინ შინაური მაიმუნნნი მათთანა მყოფნი, ჰბაძვიდენ მათ ყოველხავე შინა. ეგრეთვე ვითარცა აკადემიკოხნიცა იგინი ანიშნებდენ, შეჰნიშნავდენ ვარსკვლავთა ტელესკოპითა უმზერდენ საათსა ზედა, აღიღებდენ კალამსა და სწერდენ. - ყოველსავე შინა ჰბაძვიდენ იგინი თვისთა მეპატრონეთა ფრიად ბეჯითად.

24ოკსმენილ იტყვის (თვისთა შინა ისტორიასა ფლიბუსტიერთა) „ვითარ მსწრაფლ ერთი ამათ მაიმუნთაგანი (აღწერილისა მის მიერ ნათესავისა) დაიჭრების- მაშინ სხვანი ყოველნივე მილტვიან მისდამი, შეახებენ წყლულთა მიხთა და ადენენ და სისხლსა, დაადებენ დაღეჭილთა ბალახთა. მე ხშირად მიხილვს ესე და მარადის განვცვიფრდებოდი.

25ერთსა ხომალდსა შინა გახდა ავათ ორანგ-უტანგი, რომელისათვის მოგვითხრობს უფალი ლაბროსს, რომელ გამოუშვეს მას ორგზის სიხხლი და შემდგომად კვალად მგრძნობელი ავადმყოფობისა თვისისა, ორანგ-უტანგი, განუშვერდა მარჯვენასა ხელსა თვისსა კაცთა, ვითარმცა სთხოვდა აღმსუბუქებასა სნეულებისასა. ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ ახალისა ჟოკოსათვის, რომელსაცა აღსწერდაკუვიე. სხვათა შორის იტყვის შემდგომსა ამას: პარიჟში გახდა იგი ავად და მოუწოდეს ექიმსა. იხილა რა იგი მაიმუნმა, შეჰხედა მას და ალერსიანით სახით მიუშვირა მას ხელი, რათა ენახა მას მაჯაი. ამას ჟამსა განათავისუფლდა იგი, გარნა შემდგომად ხუთის თვისა მოკვდა. დღესა სიკვდილისა მისისასა პატრონი მისი მიუცილებლად თანამდებ იყო წარსვლად ყოვლით სახლობითურთ თვისით სოფლად. უბედურმან ჟოკომ იგრძნა რა აღსასრული თვისი, მოიარა კვალად ერთგზის ყოველნივე ოთახნი და ვერა ვისიმე მპოვნელი მწუხარებით განვიდა ბაღში და მოკვდა იგი მუნ.

26აკოსტა, მოხსენებული შტერმანის მიერ, დაგვარწმუნებს რომელ იხილა მან კართაგენის გუბერნატორისთანა მაიმუნი, რომელიცა, უკეთუ უბრძანებდა მას პატრონი ღვინის ყიდვასა, პირველად არა მისცემდა ფულსა მეღვინესა ვიდრემდის არ მიიღებდა ღვინოსა. შეემთხვეოდაცა მას, რომელ გზასა ზედა, ესროდენ მას ქვათა ქუჩის მოწანწალენი და სცდილობდენ წართმევად ღვინისა; გარნა იგი დასდგამდა მას მიწასა ზედა, აღკრეფდა ქვებსა და ესრეთ მარჯვედ უკუნუქცევდა მათ მტერთა თვისთა, რომელ უკანასკნელ გარდააჩვია იგინი. არაოდეს შემთხვევიეს მას, რომელ დროს წარგზავნისასა მოესვა მას გინათუ ერთი ცვარი ღვინოი, თუმცაღა ფრიად უყვარდა იგი; გარნაღა იქმოდა ამას მხოლოდ ნებართვითა მებატონისა თვისისათა.

27გიტარა არს რუსული ჩონგური, რომელსაცა ნაცვლად თაზანისა უკვრენ მხოლოდ ოდენ თითთა მიერ.

28 მაიმუნნი ჰგრძნობენ მელოდიას, უკეთუ ვერწმუნებით დიდებულს ღასსენდის, ამად დიდნი გვინეის მაიმუნნი სწავლობენ დაკვრასა სალამურისასა, გიტარისასა და სხვათა საკრავთასა.

29უკეთუ ვინმე იკითხავს, თუ სადეთ მოიღებდა ჟოკო ესრეთსა სიმრავლესა ბრილიანტთასა, მისდა საკმაო არს მოხსენებად, რომელ ბრილიანტნი იპოებიან არა მხოლოდ მაღაროთა შინა რაოლკონდისა კულურისა და სუმბელებურისათა არამედ

30ყოველნივე ჩემ მიერ ცნობილნი მაიმუნთა ნათესავნი მიღებულ არიან ნიჭისა სიტყვიერებისა: ამის გამო პირველადპლატონ და პლუტარხი ჰყოფდენ მრავალთა ღირსსაცნობელთა გამოძიებათა.ბონნეტ იტყვის: ორანგ-უტანგსა არა ძალუძს გამოთქმად სიტყვათა, ვითარცა კაცსა ანუ ვითარცა თუთხა გარნა მისნი საკმაო ორგანონი უსრულეს არიან ვიდრეღა ფრინველთა, ვინადგან ემსგავსებიან კაცობრივთასა. „ტანსონ დაამტკიცებდა მასვე, გარნა კამპე იტყვის წიინააღმდეგს, და ჰაზრსა მისსა დაამტკიცებენ თითქმის ყოველნი ანატომოსნი.კუვიემ დაამტკიცა, რომელ ორანგ-უტანგისადმი ფიზიკებრ შეუძლებელ არს გამოთქმად სიტყვათა ამად რომელ საყლაპავსა მისსა შეეუღლვის ორგანო, მსგავსი. პარკისა, რომლისათვისცა გამოსთქვამს იგი ყოველსავე ხმასა ყრუდ. ზანგნი მიაწერენ მდუმარებათა მაიმუნთა ზარმაცობასა, და გვარწმუნებენ, რომელ მაიმუნთა ეშინისთ უკეთუ იწყებენ მეტყველებასა ჰშთავარდებიან იგინი მონებასა და მუშაკობასა შინა. ღირს ხსოვისა არს ეგრეთვე ჰაზრი მარგრაფისა ამა საგანიხათვის, მისსა ისტორიასა შინა ბრაზილიისასა, სადაცა დამტკიცებით იტყვის იგი, რომელ მაიმუნნი არა თუ მხოლოდ გააგონებენ ჰაზრთა თვისთა ხმათა მიერ ერთი მეორისა, არამედ შემძლებელ არიანცა თვით მრთელსა საუბრისაცა შემოღებად. ერთი გვარი მაიმუნთა დღე ყოველ დილით და მიმწუხრი მივალს ტყედ, ერთი აღრჩეული მათგან აღვალს მაღალსა ადგილსა ზედა და იძახის ხმამაღლა რასმე განსხვავებულსა და აღმოაჩნსა მას სხვა და სხვათა მოძრაობათა მიერ, ხოლო სხვანი ყოველნი ისმენენ და მდუმარებენ, ვიდრემდის მჭევრ-მეთქვი იგი არ ანიშნებს მათ, მაშინ ყოველნი ჰყვირიან ეგრეთვე და განიბნევიან სხვათა და სხვათა მხარეთა: გარნაბუფფონ დაოდობერტ იჭვნეულებენ ამასა შინა.

31იგინი იქმნებიან უმეტესცა 8-ის ანუ 9-ის ფუტის; დაიმალვიან ჩვეულებისამებრ ტყეთა შინა და ბუჩქთა; თავი მათი არს ბრტყელი და განიერი, პირი შეჭურვილი ორთა რიგთა მკვეთრთა და ბრუდეთა კბილთა მიერ. ზედა დაესხმიან იგინი მხეცთა.

32 მარილნი ესე მკურნალთაგან სახმარნი იწოდებიან განფრინველად ანუ გამპარველად (saia oatiia) რომელ, უკეთუ იქმნებიან პირად პირადსა შინა შეხებასა ჰაერისათანა განუტევებენ ანუ მიეღებიან მის მიერ (ჰაერის მიერ) უმთავრესსა მოქმედებითსა თვისა ნივთიერებასა და მაშასადამე ძალსაცა ეგრეთვე მიიღებენ რა სნეულთაგან ფრიად მსწრაფლ მოქმედებენ ძარღვთა ზედა ნერვებად წოდებულთა რომელთაცა განა მხნევებენ და მოიყვანენ უცხოველესსა შინა მოძრაობასა. ეესრეთნი, მაგალითებრ, არიან: რქათაგან ირმისა გამოხდილი (sa aornu eri) ქარვისაგან (sa jueiui oaiis) და სხ. მთარგმნელი.

33 დეფონტენ გვარწმუნებს, რომელ მრავალ გვართა მაიმუნთა პირის ფერი შიშისაგან შეიცვლების.