![]() |
ცისკარი №5 (1853) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ცინნა. ტრაღედია |
▲back to top |
![]() |
1.1 მოქმედება პირველი |
▲back to top |
მოქმედება პირველი
წარმოდგენა. ა
ემელია
ჵი მოუთმენო სურვილო საჩინოს სისხლის ზღვევისა,
რომელსა გბადებს ჩემ შორის მკვლელობა მამის ჩემისა,
გულს დანერგულის მტრობისა, ნაყოფო დაუძინებო,
ჭმუნვის ნუგეშად ბრმულადრე პოვნილო მოსალხინებო,
ეჰა რა ბამად განვარცე გლახ ჩემზე შენი უფლება,
ერთსა წამს მასინც განმშორდი მომე სულისა ბრუნება,
ერთ გზისმცა დასთმე გავსინჯო გონებისა შემოკრებით,
ან განსაცდელში ვის ვაძლევ ანუ ვის ვჰდევნი ამ ვნებით,
ოდესცა ვუმზერ აგჳსტოს, დიდებით გარემოცულსა,
დახსოვნა იგი საგლოვო დაგმობით ამ ხელს ამ გულსა,
რო მე მან მშობელი ჩემი ამ ხელითა თჳსით დაკლული,
ხარისხად უქმნა ამ ტახტსა და მითა მაზე აღსრული;
ოდესცა წარმოვიყენებ სისხლოვანსა მას სახელსა,
მიზეზსა ჩემის მტრობისას და ჩემსა განმაშმაგესა,
მაშინ მთლად აღტაცებული და ნაცვლის გებად ჭურვილი,
ვგრძნობ რომე მმართებს მე მისი, ერთის წილ ასგზის სიკვდილი,
განაღა გულის წყრომითა რაზომც საშიმლად აღვინთო,
მითც უფროს მიყვარს მე ცინნავიდრეღა მძულის აგჳსტო,
და ამად მისსა საგვემლად, რა ვხედავ რომ ჩემს საყვარელს,
ნებსით ვიმეტებ და ვაძლევ ესრეთს საშინელს განსაცდელს,
მყისად გრძნობა ჩემს რისხვას ვის წყალი ცეცხლსა დაესხმის,
და აღტყინებულს განაქრობს.-ოი ცინნავრომელს არ გესმის,
შენს ესრეთ გამომეტებელს თჳთ თავსა ჩემსა ვრისხდები,
მე ვიცნობ შენს გულს რომ ჩემთჳს არა რას შეეშინდები,
მარა საბრხესა განგაბვს ჩემგან მის სისხლის ძიება,
ვი! თავი მისებრ საჩინო, ესთა სად შეიმუსრება,
რომ შემუსვრელიც არ მისცეს, მრავალ ათასსა ვნებასა,
დიდარს განსაცდელ და ძნელ რომ, ვეღირსნეთ წარმათებასა,
უსჯულომ ვინმე შენგანმა რომე გმნზრახვა განგიცეს,
რომ ან ბრძანებსი განკარგვა, ან დროს აღრჩევა შეგიცთეს,
მაშინ ეგ მეხი სამისო, შენზევე უკუნ იქცევა,
და რასაც მისთჳს მზა ჰყოფდი, თჳთ განმზადებელს გემთხვევა,
ჩემმან ტრფობამან საზღვევლად რა გინდ ძლიერად აღგჭუროს,
რო დასცე დაცემულმანცა, იქმნება თჳს ქვე შეგმუსროს,
ოფ დასცხერ, დასცხერ, განშორდი, ამ საბრხეს მომაკვდინებელს,
თუ შენ დაგკარგო ზღვევაში, რაღა მრჩეს სისხლისა მზღვეველს?
ულმობელცაა უწყალო კაცთ გარეგანი ის გული,
რომ ტკბილად უჩნდეს სიამე, ცრემლითა განმწარებული,
და პირველს უბედურებად თავისთჳს არა სახვიდეს,
მტრის სიკვდილსა, რა იგი, მარად ტირილად უღირდეს,
გარნა რა რადღა ვსტიროდე რა მამის სისხლი მეზღვოს?
ამისთჳს რა ვსთმო ესრეთი ანუ რა ძვირი მეწიოს,
რომ კვლავც არ მჩანდეს მსუბუქად! მკვლელი ვიხილო სულხდილი,
და რა ზომც ძვირად რა მგამა? მიღირდეს მისი სიკვდილი,
სდეგინ ამაო შიშებო და უაკდრონო ლმობანო,
განშორდით ჩემს გულს მაცთურნო, ოი უძლურნო გრძნობანო,
და შენ რომელიც ჰბადებ მათ, ზრუნვითა ნამეტნავითა,
ოი ტრფობავ მერჩდი აღძრულსა თანამდებობის ვალითა,
მას ვალს რად ებრძვი რაი დწადს, ანუ მით რა მოისყიდო,
უწყოდე თუ ჰძლევ შერცხვები და თუ მან გძლიოს იდიდო,
რაზომცა დასთმობ უხვებრით, აღნადგინებით მიიღებ,
და ძლევის მრიდე ძლევასა, უფრორე დაიგჳრგჳნებ,-
წარმოდგენა მეორე
ემელია და ფულვია
ემელია
ძოღანაც ვფუცე ფულვიავ, აწცა ვფიცავ ზეცითა,
მე ცინნამიყვარს და ვეტრფი, სურვითა მეტის მეტითა,
მარა მასაც თუ მე ვუნდი, ჯერ არს აგჳსტო წარწყმიდოს,
სისხლსა მისსა ვსთხოვ ჩემს ფასად, თვარა, ვერ რით მოიყიდოს,
ამ ვალს ვისდებ ცინნასრომელს მე მიბრძანებს თანამდებობა,..
ფულვია.
ვისთჳსაც იღვწი საზღვევლად, გაჩნია ღირსი სვილობა,
გარნა ერთ გზისცა ვიკადრებ მაგ მტრობას როდემდი გრძნობდეთ,
და შურის გების წადილით როდემდე იტანჯებოდეთ?
აგჳსტომძვირი თუმც გიქმნათ, აწ ხედავთ იღვეწის ყოველის გზით,
რომ, იგი თქუჱნ გულს ავიწყოს, მარად დღე მსახურების ცდით
თქუჱნ ეგრეთ ჰყევხართ მიჩნეულ, თჳსებულ, პატივცემული,
რომ, არ ვინმეა თანასწორ, თწვენსა აქ განსხვავებული,
და მისნი პირველნი ყმანი რომ ვერ ჰკადრებენ მას უბნობას,
მუხლდრეკით მარად თქუჱნ გთხოვენ, წინასშე მისსა მწეობას,
ემელია.
მისი სიუხვე ფულვიავ, ვერღა აღმიდგნეს მშობელსა,
რაზომც მადიდონ, მამდიდრონ, და განმითქმიდენ სახელსა,
არ ვინღა იყოს ჩემებრი, სასუალ ქვეყნის და ცისა,
წყალობა ჩვენზე არ მარად, მოქმედებს ვით შენ გგონია,
ვინც გვძულს თუ მისგან გვეძლევა წყინების შესაწონია,
მტრის გულსა ნიჭი ვერ შესცვლის, უფროს უმატებს მახვილთა,
მაზედვე მოსახმარებლად ვინც გვყავს საგანად ქადილთა,
აგჳსტოხშირის წყალობით არა თუ ვერა ჰძლევს გრძნობას,
სისხლის საზღვევლად უფრორე, მიმატებს შემძლებელობას,
და ნიჭნი მისგან ნაბოძნი, მეცა ჩემს მოსაგებელად,
მე მსახურებდენ რომაელთ, მას ზედა აღსაჭურველად,
ლივიას ალაგს ყოფნასა თავს ვიდებ თუცა ვიცოდე,
რომ ეს გვარ დაახლოვებით, უადვილესად მოვკლევდე,
მშობლისათჳს გინა რაც ვჰყო, ცოდვად არ მიმეთვალების,
და თუ წყალობით ვიძლიო განმსყიდველ ვიქმნე თჳთ მშობლის,
ფულვია.
და რად გწადთ უმადლოების, სახელი რომე მოიგოთ,
არ შესაძლოა გძულდესთ და ხმა არ განავრცოთ საქვეყნოთ,
სხვათაცა ახსოვსთ მრავალთა, ვითაც აღვიდა საყდარსა,
ვინ აღრიცხს ბოროტებასა ამისთჳს, მისგან ნაქმარსა,
ძენი ეხდენთა რომაელთ, მხნეთა და ჩინებულებთა,
აგჳსტომმაღლობისაგან, გლახ მსხვერპლად შეწირულებთა,
მათისა სისხლის დათხევას, უქმად არ დაუტევებენ,
და ჩვენცა ზღვეულ იქმნებით, რა მათ წილ ნაცვალ აგებენ,
ერთაგან მოძულებული, ვერ იდღერგძელებს ვერ ოდეს,
ეგე ზოგადი საზრუნვო, მათ მძლეთა მკლავთა მიანდეთ,
და თქუჱნ გარეგან იდუმალ, მოქმედებითა მწეობდეთ,
ემელია.
ვითარ? მე იგი მძაგდეს და არა უყოფდე მტერობას?
მხოლოდენ შეთხვევისაგან, ველოდე მისსა დამხობას,
და თჳთ მქონებთა სრულყოფად, ესრეთ საშურის ვალისა,
უქმადრე ვიჯდე ამაოდ, მოსურნე მისის ვნებისა,
მე სისხლი მისი ამად მწყურს, რომე ჩემს მშობელს შევსწირო,
თვარა სხვათათჳს თუ იკლას იქმნება ზედაც ვიტირო,
სასირცხვ რომ საქმე საქვეყნო, სხვათა ვანებოთ საქმნელად,
რცრაც) ჩვენთა გულთა კმაუყოთ, არც ერთა ვექმნეთ დამხსნელად?
სისხლის ზღვევასა ზედ დავრთოთ დიდის სახელის მოგება,
მტარვალის დასჯით რომელიც, მოსახსენებლად დაგვრჩება,
და ესრემთც სხვას სამართლად ერმან მრთლად იტალიისა,
რომისათავისუფლება, ნაქმარ არს ემელიისა,
თუმცაღა ტრფობით იძლივა თუმცა სურვილმან მიჰზიდა,
მარა გულიკი სიყვარულს ღირებულ ფასად მიჰყიდა.
ფულვია.
ღირებულ ფასად და ეგრეთ, ნუ თუ ფასადცა ცხოვრების!
ეგ გვარად შენის შეძინვით რაიღა ესარგებლების,
თუ ვითარს აძლევ განსაცდელს, იხსენეთ გულის ხმისყოფით.
იხსენეთ რავდენნი მოსწყდენ, მაგა საქმისა ხელყოფით,
მისი სიკვდილი ცხადია, გმართებსთ მოიქცეთ სიფრთხილით.
ემელია.
ჩემს გულსა რომელიც მეტად ჰწყლავს, შენ ჰგმირავ თჳთ მით მახვილით.
ცინნას განსაცდელს მიცემა, ეჰა რა წარმომიდგება,
მისის სიკვდილის შიშითა, მე აწვე სული მეხდება,
ვით გონება მიღებულმან, თუ რაი ვჰყო არა ვიცი,
მწადს და არ მწადს, მსურს და ვერ ვბედ, არა რა მიჩნს დანამტკიცი,
და აღბორგებულს ვნებულს გულს, ასე ვუპყრიე ბნეულად,
რომ ვალი ჩემიმ ლამის მრჩეს, უქმად და დატევებულად,
მარა აჰა ვნებ ჩემი, არღა ეგრეთ ძლიერ მებრძვის,
მართალს იტყვი დიდ საშიშარს, განსაცდელი მრავალ გჳვის,
მარა მამაცი საბრხესა, მრავალ გზის განრიდებია,
და ბევრი ძნელი უქმნია, ვისაც არ შეშინებია.
აგჳსტომრაზომც ლეგიონთ, მცველები გარემოირტყას,
რა გინდ ფხიზელად მკაცრობდეს, რა გინდ კარნიცა შეიხშას,
თავისა გამმომეტები მის სიკვდილს მაშინ შეიძლებს,
ყოველი აღსასრულები, ფეხსა სიძნელით დაიდებს,
კეთილ-მოყვარების გამო როს, განსაცდელსა არა ვრიდებთ,
სახელსა და დიდებასა, მით შევიმოსთ მით მოვიგებთ.
გინა ვისა ხვდეს სიკვდილი ცინნასაანუ ოკტავსა,
ეს მსხვერპლი ჯერ არს შევსწირო მამის ჩემის საფლავსა,
ესე თჳთ ცინნამაღმითქვა, ნაცვლად ჩემისა აღთქმისა,
და ოდენ ამით ძალ უძს მას, ღირს იქმნას ჩემის შერთჳსა.-
სადღაა ჟამი უკუ სვთქვა, რაც მითქვამს დამტკიცებულად,
დღესა ჰკრბებიან ერთ ბამად, ვინცა არიან შეთქმულად.
წამი, ადგილი და მკლავი, დღეს ყველა დანიშნულია,
სიკვდილი ანუ სიცოცხლე, რაცა განსწესებულია...
გარნა აჰა თჳთ აქ მოვალს.
წარმოდგენა მესამე
ცინნა, ემილია, ფულვია.
ემილია.
ჵი ვინნავშენნი შეთქმულნი,
ნუ თუმცა შიშის გამო იყვნენ ვიეთმე რყეულნი?
სახესა მათსა ვით ამცნევ ძალუცსთ სრულყოფა აღთქმისა?
ცინნა.
არსად სმენილა მტარვალზე, ეს გვარად აღძრვა ერისა,
არც საღალატოდ ეს გვარი ფიცხელი გაფიცულობა,
და საზოგადოდ ყოველთაგან, თანხმობა, თანშეკრულობა,
ყველანი ესრეთ გულითად სიამით მიისწრაფიან,
თუ სხვა ჩემებრივ საყვარლის, სასამსახუროდ იღწვიან.
ამასთან ესრეთის რისხვით, არიან აღტყინებულნი,
რეცა იგინიც ვითა შენ, მამის კვლით იყვნენ ვნებულნი,
ემილია.
ესთა სიძნელე საძლევლად, მეწინასწარვე ვხედავდი,
თუ არ მამაცთა ცნობილთა, არავის აღმოირჩევდი.
და არ ანდობდი საქმეთა ჩემთა, და რომაელთათა,
დასასრულებლად საეჭვოთ, ზრუნვათა უძლურთ ხელთათა.
ცინა
ნეტარმცა თჳთ შენ გეხილვა, დღეს იგი შეთქმულთა დასი.
თუ ვითარ იყო აღძრულ და გულსმოდგინებით აღნავსი.
რა ვახსენებდი აგჳსტოს, კეისარს იმპერატორსა,
მყის თვალნი მათნი აჩენდნენ რისხვის ალს, ცეცხლისა ჰსწორსა.
და სახენიცა ხან წყრომის ხან სიძულვილის გრძნობითა,
წითლად და ყვითლად ეცვლოდნენ, ერთითა წამის ყოფითა.
მაშინ ვუთხარ მათ: „ეე ძმანო აჰა დღე ყოვლად საჩინო,
„დიდებულისა ჩვენისა, დანზრახვის დასაგჳრგჳნო.
„ზენა ჩვენს ზრუნვას მოანდობს, სვესა და ხვედრსა რომისას,
„რომლის მსვიდობა გვღხოვს ოდენ სიკვდილსა ერთის კაცისას,
„თუ ღირს არს კაცად ხსენების, ვის არა რა აქვს კაცისა,
„მხეცი მძვინვარე რომაელთ, მმუსვრელი, მსმელი სისხლისა,
„მისად სათრევლად რავდენნი, შეთქმულობანი უქმნიან.
„რავდენ გზის ახალთ კერძოთა, მომხრობით ძველნი უგმიან,
„ზოგჯერ ყოფილა ანტონის, მტერად და ზოგჯერ მეგობრად,
„და მარად ცნობილ ყოვლთაგან, გვამად ბოროტად უნდობრად.
მერმე სუანბენ დაწვრილვით, ის საზარელნი ამბავნი,
ჩვენსა სიყრმის ჟამს თუ ვითარ, ეტანჯათ ჩვენნი მამანი,
და ამა არხსენებითა, განმაახლებმან მტრობისა,
მათ გულთა შინა ვამრჩობდე, სურვილი ნაცვალ გებისა,
ამასთან წარმოუდგინე ხატი ბრძოლათა მათ ძნელთა,
როს რომითჳსითა ხელით იწყლევდა თჳსთა ნაწლევთა,
ოდეს არწივი არწივსა ჰგლეჯის და ლეღიონებად,
ორნივ კერძონი იბრძოდნენ რომე ქმნილიყვნენ მონებად.
როს უმჯობესნი მხედარნი და ვინცა მათზე მთავრობდნენ,
თავის უფლების აღხოცას, დიდებად მიითვალვოდენ.
და თჳსის პატიმარობის სირცხვილისა განსავრცელებლათ,
ცდილობდნენ მითვე ჯაჭვითა სრულად ქვეყანა ბრმულ ექმნათ,
და ეცათ მისთჳს უფალი, ამ საზარელის წადილით,
აღძრულნი ყოვლსა ბოროტსა აღასრულებდნენ ქადილით,
ნათესავთ, მოყვასთ, მახლობელთ, ხოცდენ ურჩევლად ვით მთვრალნი,
და ამად ოდენ ღვრიდენ სისხლს, აღმოერჩიათ მტარვალნი,
ამა ხატსა ზედა დავრთე რაც ვამჯობე სათხრობელად,
თუ სამჯავრო სამთავრობის, რაბამ იყო სავნებელად,
მდიდართ განმაგლახაკევი, სენათისა განმაცუდე,
კეთილთ მდევნი მძინვარებით, ყოვლის ბოროტების ბუდე;
მარა სადამცა ვპოვებდი, ეგრეთ საძაგელთ ფერებთა,
ღირსადრე შესახამებლად ჟამთა მათ ქმნილთა ძვირებთა,
წარმოუდგინე მათ ერი, ერთმანერთის შემუსრველად,
რომითჳსისა შვილების სისხლის მორევში მცურველად,
აქ მოედანნი სრულიად მოფენილ მკვდართა გვამებით,
მუნ თჳთ ტაძარნი აღვსილნი, მკვლელებით და მოკლულებით,
ბოროტნი ვერცხლით სყიდულნი, ღალატზე განსამხნობელად,
ცოლნი ქმართ შეყენებულნი, ყელისა გამოსაჭრელად,
ძე მისის სისხლში შესვრილი და მისის თავის ხელს მქონე,
ესრეთის საზარლობის წილ, ურცხვენლად სასყიდლის მთხოვნე,
მარა რაზომცა საშინლად შევწმასნე წარმოდგინება,
მათ ბოროტ საქმეთ აჩრდილსაც, ვერად ფერ მიეგვანება,
მერმეღა მათთა გულებთა, უფრორე აღსშფოთებლად,
იცი თუ გვამთა ვითართა სიკვდილი აღუხსენე მათ?
ქვეყნის მრავლად ნამსახურნი, გმირნი იგი მოვაგონენ,
რომელნიცა რომაელთა, განსხვავებით ცნობილ-იყვნენ,
ვისნი საჩინო სახელნი აღრეულებად აღხოცნა,
და თჳთ იგინიც ვით მსხვერპლი, ტრაპეზთა ზედა დახოცნა,
მარა რა! რა გვარ გაცნობო, როგორ გამოსთქვას ენამან,
ვითც აღძრა შეთქმულთ გონება, მათთა სახელთა სმენამან?
და მათის სისხლის დათხევის ხატმან ნახაზმან უძლურად,
ვით იმოქმედა ძლიერად, და აღჭურაცა დასტურად,
არღა დავკარგე არც წამი, რა ვნახენ არტაცებულნი,
ყოვლის სიძნელის გაბედვა და ყოფად გამზადებულნი,
მყის ვუთხარ მათ, ,,იცითა? ესდენი თქუჱნ აღსრულება,
სოფელთ და ქალაქთ აკლება და ჩვენი განგლახაკება,
„უწყალოდ დევნით დათგრუნვა ჩვენისა თავისუფლების,
„ესე ყველაი აგჳსტოსსაქმეთა მიეწერების,
„ამით აღვიდა ტახტსა და მუნით სჯულებსა წარგჳწერს:
„მარამ მამულის სახსნელად, ნეტარ ჩვენცა ხელს რა გჳჭერს,
„სამთ მტარვალთაგან ერთიღა გვშთომია მოსასპობელი,
„ორნი ადრითვე თჳთ მოკლნა, დავშთეო მხოლო მფლობელი,
„მარა მით ჩვენცა გვმსახურა აწე რა იგი მოკვდება,
„არცაღავინ უფალ, არცაღა ვინ მდევნელ და მზღვეველ დაგვშთება,
„რომსაცაღვადგენთ და მასთან ჩვენსაცა თავისუფლებას,
„და მით ღირსადაც შევიმოსთ რომაელების წოდებას,
„ყოვნებით ნუღარ დავკარგავთ, ეგრეთ კეთილსა შემთხვევას,
„ხვალ იგი კაპიტოლს შინა, განიზრახს მხვერპლის შეწირვას,
„თჳთ იგივე ვჰყოთ მუნ მსხვერპლად და სისხლი მისი დავსთხიოთ,
„და ღმერთო წინაშე სამართლად ნაცვლად ქვეყნისა ვაზღვიოთ,
„მას კიდე ჩვენ კაპიტოლს, ეგ დენ არავინ მიჰყვების,
„მე მიხმს მირთმევად მისდამი ჭურჭლისა და საკმეველების,
„მარა მათ ნაცვლად მივართვა მას გულსა ბასრი მახვილი,
„და მით ვაცნობო რომე ვარ, დიდის პომპესგან შობილი,
„მაშინ თქუჱნც რაზომადც გაწვწვსო წინაპარო ჩინებულება,
„ჩემსა შემდგომად გმართებთ ჰყოთ თავისა გამოჩინება“
რა სულ ვჰყავ ესე სიტყვანი, ყველანი პირით მტკიცითა,
აღთქმულისა მის სრულ ყოფად ახლად შეიკრნენ ფიცითა,
შემთხვევეა სათნო იჩინეს, მარამ ამაზე ცილობდენ,
რომე პირველად გვემასა ყველანი თჳსად ნდომობდენ,
ბოლოსღა გონიერებამ, აზავა ესე ცილობა,
მაქსიმემშეთქმულთ ნახევრით მიინდო კარებთ მცველობა,
სხვანი მე წამო მყვებიან, რომ იგი გარემოიცონ,
და რა წამ უყოფ მაშინვე მახვილი ხელთა აღიღონ.
აი სადამდე ვართ მიწევნილ, ოი ემილიავსატრფოვო,
ხვალ იქმნას ჩემი სახელი ან წყეულ , ანღირს სახსოვო,
ან მამის მკვლელად ვიხსენო, ან მამულისა დამხსნელად,
და იგიც ანუ ერთ მთავრად ან ტახტის მიმტაცებელად,
მტარცლობისა მებრძოლესა, სირცხვილი გინა დიდება,
მხოლოდენ წარმათებისა, მიხედვით მიეწერება,
და ერნი დროთა მყურებნი, მარად და ყოვლგან მტარვალსა,
მოკლულსა შეურაც ჰყოფენ და ცოცხალს ჰსცემენ თაყვანსა,
გარნა მე მფარველ მეყოფის ხეცა თუ რისხვვას მომივლენს,
ანაღმამაღლებს ანუღა ჯალათთა თანა წარმავლენს,
რომიმწე ჩვენდა იქმნება თუ იგიც ჩვენზე აღდგების,
შენს სამსახურში სიკვდილი, მაშინც ნუგეშად მექმნების,
ემილია.
წარგემართების თუ არა, სახელი მაშინც დაგრჩება,
უკვდავსა დიდებას მოიგებ, ცხოვრება ოდენ წარხდება,
მიჰხედე ბრუტს და კასიას: უბედურ იყვნენ მარა, რა?
მამის სახელის სინათლე მაშინც ვერა რამ დაჰფარა,
არც იგინი მკვდარ, არც მათი საჩინო, განზრახულება,
სახელი მათი რომსშინა მარადის მოიხსენება,
და კეისრისა ცხოვრება, რაბამც აქვსთ მოძაგებულად,
ეგრეთ მისგან ძლეულთა მათ, სულნი ნეტარ ხსენებულად,
და ღმერთთა ევედრებიან, მათებრნი კვლავცა აღმოჩნდნენ!
წარვედ შეუდეგ მათსა კვალს, განაღა ამასა გთხოვოდენ,
თავსა უფრთხილდე, გახსოვდეს ვითარი ცეცხლი გვეგზნება,
მრჩობლედი ჯილდო მოგელის, ემილიადა დიდება,
დღეს გული შენი თავითა, ჩემითა მაქვს მე სყიდული,
ძვირად მიჩნს შენი ცხოვრება, მისით ვარ ოდენ სულდგმული,
გარნა ევანდრე ჩვენდამო, რისათჳს მოვალს ამჟამად!
გამოცხადება მეოთხე,
ცინნა, ემილია, ევანდრე, ფულვია.
ევანდრე.
თქუჱნ და მაქსიმესორთავე კესარი გიწოდსთ ერთ ბამად.
ცინნა.
მე და მაქსიმესევანდრევ? ნამდვილ ორთავე გჳწოდენ,
ევანდრე.
პოლიკლეტ მისის ბრძანებით, თქუჱნს სადგომს გელისთ აწე თქუჱნ,
და აქაც წარმომყვებოდა თქუჱნ საძებნელად; გარნა მე,
დასაბრკოლებლად, სიფრთხილით, მიზეზი ვპოვე სხვა რამე,
და აქ, მოვალ თქუჱნთანა წინასწარ საუწყებელად, დიდათ ისწრაფის!
ემელია.
ვაი ჩემდა! რად უხმობიხართ თქუჱნ ერთად,
შეთქმულთა ორნივ თავები! თუ არ დასცემას რას ნიშნავს?
ცინნა.
წინათვე სასოს რად იკვეთ?
ემილია.
ჱი მე ცინნას დამღუპავს.
ღმერთო გულის წყრომა ჩვენზედა, ჰგავს ჯერეთც არა ლეულა,
და შორის შენთა მეგობართ მუხთალი ვინმე რეულა;
ესე არღაა საეჭვო აგჳსტოსყველა ცნობილ აქვს,
ორთავე ერთად გიბარებსთ! რა გაიფიცეთ მასვე ჟამს!
ცინნა.
არ დაგიფარავ მეც მიკვირს, ესე რად უბრძანებია!
მარა კვლაც ხშირად უხმივარ როცა რამ აღხსენებია,
მაქსიმეცჩემებრ ეგრეთვე, შინა ყმად უვის მისანდოდ,
და ნუ თუ მიუმხვდარობით, თავს იწუხებდეთ ამაოდ,
ემილია.
თავისა მოსატყუებლად ნუ ჰხმარობ! ხელოვნებასა,
ცინნავნუ მიმცემ ამისგან უმეტვს შეჭირვებასა,
და რადგან ზღვევა ჩემს ნაცვლად, არღა სად ძალგიჩნს ამიერ,
ამ მომაკვდინეს, განსაცდელს თავი არიდე ჟამიერ,
განევლტე მწყრალის აგჳსტოსრისხვას შეუწყალებელს!
მამაც მეყოფის სატირლად და მაზედ ცრემლისა მფრქვეველს,
ზედა ნუ დამრთავ ახალსა მიზეზებს გულის საწყლავსა,
და საყვარლის მოკლებით, ცოცხლივ ნუ დამმარხ საფლავსა.
ცინა
ვითარ? ამაო შიშითა, მე აქით სადმე ვივლტოდე,
შენც გიმუხთლო და ქვეყნისა, სამსახურსაცა განვშორდე!
ესრეთ ძაბუნად მოქცევით, ვიკისრო დანაშაული,
და ჟამსა მოქმედებისას, ვგიებდე მიფარებული,
ჩვენთა მეგობართ რაღა ჰყონ, თუ შენ ესთა მალ იცვლები,
ემილია.
და შენ რაღას იქმ, რაღას იქმ, თუმცა განცემულ იქმნები?
ცინნა.
თუ ვისმე მდაბალს სულთაგან, მუხთლობით განუცემიე,
ეს გული არა მიმუხთლებს, ვით ვიყავ ეგრეთვე ვგიე,
და თჳთ ჰსცნობ, ჯოჯოხეთისა კარნიცა რომ თვალწინ განმიღონ,
არა თუ მაკრთონ სასჯელთა მკვირცხლადვე მათღა მიხილონ.
თჳთ აგჳსტოვჰყო მეშურნედ ჩემისა აღსასრულისა,
თჳთ თრთოდეს მხედი ჩემ შორის სიმხნისა ჩინებულისა.
მეტს აღარ ვყოვნი, არ იშვას მის შორის იჭვნეულება,
მშვიდობით კვლავებრ იხმარე, საკადრი გულოვანება,
შენ სამსახურს თუ ვემსხვერპლო, ხვედრს ვმადლო არ თუ ვემდურო,
მარა ვაიმე მოკვდე, და შენკი ვერ რა გმსახურო!
ემილია,
წარვედ, ნუ მისმენ, მე შენსა შემაყენებელს,
ძვილ მოვიკრიბე გონებასრულად ნისლს მოვეცვი ბნელს!
ტრფიალებამ მამიზეზა ეს უგვანი უძლურება,
მომიტევე ჩემი რჩევა; შენგან ლტოლვა ვით იქმნება!
ცინავ, თუ შენი განხრახვა, აგჳსტოს ნამდვილ აქვს ცნობილ,
განლტოლვის გზანი ყოველნი, ადრივ ექმნება დაპყრობილ,
მისვე წინაშე ჰსჯობს წარსდგე, ღირსად მამაცის გულისა,
საკადროდ შენთა წინაპართ და ჩემის სიყვარულისა,
თუ მოვკვდე, მოვკვდეთ ვით შვენის, რომაელს მოქალაქესა,
და ვითაც ეშესაბამების, შენგან განზრახულს საქმესა,
ნუგეშის შენსა შემდგომად, არცა მე დავრჩე ამ სოფელს,
სულმან ჩემმაცა მიჰმართოს, სულის შენისა საყოფელს,
ეს გული მითვე მახვილით მასვე ჟამს განიგმირება...
ცინნა.
ოჰ რასა იტყვი მე მკვდარსაც, შენშორის ჯერ მიჩნს ცხოვრება,
ესემცა მიქმენ განწირულს, თან წარვიტანო იმედად,
რომ მამასაც და ტრფიალსაც, შენ გვშთები აქა მზღვეველად,
შენ არა რა გაქვს საშიშარ; შეთქმულთ არავის აქვს თქმული,
შენ რაცა გქონდა განზრახულ და ჩემდა დაპირებული,
ოდესცა მე მათ უამბენ სხვა და სხვა ჭირნი რომისა,
სრულ არ ვახსენე მათთანა, სიკვდილი შენის მამისა,
ვფრთხილობდი მეთქვა რაიმე, რაცა შენ შეგეხებოდა,
რომ ტრფობა ჩვენი ფარული, ვითმე არ გაგვჟღავნდებოდა,
რომელიც ოდენ ცნობილ აქვსთ, ევანდრესდა შენს ფულვიას.
ემილია.
გინდა რა მოხდეს ერთსაცა ვიხმარებ ღონის ძიებას,
ნუ თუ მცეს რამე ნუგეში, მსწრაფლად ლივიასნახვამან?
და განგარიდოს განსაცდელს, დღეს მისმან კეთილ ყმობამან,
მარა თუ ჩემის ცდილობით, არა რა მოგეპოება,
ნუ იმედოვნებ შენს შემდგომ, მეღა ვინდომო ცხოვრება,
ამა სოფელს ხვედრი ჩემი, ჯერ არს შენს ბედს მივაგვანო,
ან გაცოცხლო ანუ სული, ჩემიც შენსას წარვატანო!
ცინნა.
გლახ ჩემის სიბრალულითმცა ექმენი თავის შემწყალად,
ემილია.
წარვედ და ოდენ გახსოვდეს რომ მაგდებ შენად ტრფიალად.
დასასრული პირველის მოქმედებისა.
![]() |
1.2 მოქმედება მეორე |
▲back to top |
წარმოდგენა ა-ლი.
აგჳსტო, ცინნა, მაქსიმე, და მრავალნი კარის კაცნი.
გარე განვედით ყოველნი; ნურღა შემოვალს აქ ვინმე,
ცინნავშენ დაშთი, ეგრეთვე შენცა აქ იყავ მაქსიმე,
(ყოველნივე გარე განვლეთ თჳნიერ ცინნასდა მაქსიმესა)
ქვეყანას და ზღვათა ზედა ესე სრული მფლობელობა,
ურიცხვთ ერთა მორჩილება მათზე ჩემი ხელმწიფება,
ესე დიდება უსაზღვრო, ესე ხარისხი ელვარე,
რომელთა შესაძინებლად, ესდენი სისხლი დავღვარე,
და ესე ბედი მაღალი მზებრ შარავანდ ვლებული,
პირმოთნეთ კარის კაცთაგან, მოწიწეთ თაყვანებული,
ჰგვანან შვენებათ კეკლუცთა, პირველად ხედვის მიმტაცთა,
რომე მალ მოსწყინდებიან, ყოველთა მათთა მხელთავთა,
დიდების მოყვარებაცა განვლის, რა გული განძღება.
მისი სურვილიც შემდგომად გარემო ქცევით იცვლება,
და რადგან ჩვენი გონება ვიდრე სრულად არ დაშრტების,
მარადის ახალთ საგანთა, ახლით წადილით მიელტვის,
წინ წარსვლად რა გზა ელევა, იწყებს უკუნვე ქცევასა,
და თხემსა ზედა აღსრული, მუნით ქვე შთამოზევასა,
მეცა მსურდა ხელმწიფება, არა, მაშინ არ ვუწყოდი,
ესთა დია მონდომებით, რას ვეძებდი რას ვსწადოდი,
მისი მშოვნელი რას ჰპოებს, სიამეს? გინა განცხრომას?
თუ არ ფრიადთა ზრუნვათა, წუხილსა, შფოთთა და შრომასა,
ათასთა მტერთა ფარულთა, რომელთგან სიბრხე გვერწყმოდეს,
მარადის გჰქონდენ ზრუნვანი და განსვენება აროდეს,
სილლაჯდა ჩემსა წინარე, ამ უზენაესა საყდარსა,
შემდგომ ხვდა ესე ადგილი ჩემს მამას, დიდსა კეისარს,
ორთა მათ ცნობა მთავრობის, მუნამდე ჰქონდათ სხვა და სხვა,
რომ ერთმან ნებსით დასტოვა, და მეორემან ხელი სდვა,
ამათგან რომელმაც ყოვლითა უწყალოებით აწყინა,
მზგავსად კეთილის გვამისა, მყუდროდ აღსრულდა რომსშინა,
და ვინცა იყო ცნობილი, სახიერება ქველითა,
სენატსა შინა მოიშთო, მახვილით მკვლელთა ხელითა,
ესე კვლავ აქა მომხდარნი, მეგმავებოდენ მოძღვრებად,
თუ მაგალითთა ყოველთა, მიბაძვას ვხადდეთ სარგებლად,
ერთს გული მაწვევს შეუდგე, ხოლო მეორე მაშინებს,
მაგალითთ სარკედ ხმარება, შთამხედველთ ბევრ გზის აცდუნებს,
და ჩვენგან მიუხდომელი, ჩვენთ ხვედრთა განგებულება,
წარსულთა შინა საქმეთა არ მარად დაინახება,
მოხდების ერთი იმუსროს, საცა სხვა განრინებულა,
და ზოგს ის ექმნას მომრჩენად, რითაც მეორე ვნებულა,
ჱე ჩემნო სანდო მოყვასნო, ესე მაქვს ძნელად სარჩელად,
აღრიპ და მეცენატის წილ, აწე თქუჱნ მივით მრჩეველად,
მიიღეთ ჩემზე უფლება, ვითა მათ ჰქონდათ ცემული,
და დაასკვენით საგანი, მათგან არ ერთგზის ძებული,
ნუმცა მიხედავთ ჩემს შორის, დიდებას უზენაესსა,
რომაელთაგან ძულვებულს და ჩემთჳს ტვირთსა მძიმესა,
გთხოვ მექცეთ ვითა მეგობარს, და არა ვითა კეისარს,
რომი, ქვეყანა, აგჳსტოს სრულად მინდობილ თქუჱნდა არს,
თქუჱნ გიცსთ განგებად აზია, ევროპია, და აფრიკა,
მონარხიულნი კანონნი, უმჯობეთ მათ თუ რესპუბლიკა?
რასაცა არჩევთ იგი მე მივიღო სჯულად სასტიკად,
ან ვიმყოფოდე ხელმწიფედ, ან მოქალაქე მარტივად!
ცინნა.
ესრეთ საკვირვო საგანზე, თუცა ძნელ პასუხის გება,
მარა მითც პირუთნებელად, ვასრულო თქუჱნი ბრძანება,
თვალი ვარიდო თქუჱნს ხარისხს, რათა არ მიქმნას შეკრთომა,
და თავისუფლად გავბედო, თქუჱნ ჰაზრთა წინააღდგომა,
ერთგულებით ვკადნიერებ ამად გმართებსთ მოტევება,
რასათჳს ჯერ არს ეს გვარად დაამცროთ თქუჱნი დიდება,
რა მაგა ფიქრთა მიყოლით, თქუჱნნი ნაქმარნი უარჰყოთ,
და შრომით აღშენებული, სიმაღლე სრულად დაამხოთ,
უცოდველად შეძინებულს, უკდემელად დასაცველსა,
ნებსით თჳსით, ვინ უტევებს, დიდებასა სჯულიერსა,
და თუ უტევებს რაზომღა ძვირფას, არს განტევებული,
ყოვლნი ჰგონებენ იყომცა უწესოდ მოპოვებული,
ესდენ ღვაწლთა რომელთა ძალით, საყდარს ზედა ხართ მჯდომელი,
რად დაედვას განცუდებით სახე ესრეთ სარცხვინელი,
თქუჱნ სამართალმან გსვათ მთავრად, და მმართველობის ცვალება,
თჳნიერ ყოვლის მხრისა აღსრულდა ვითა გენება,
რომიგმორჩილებს ვინადგან ძლევა მიგიძღვის სამართლად,
და რომსაცმრთელი ქვეყანა, მორჩილებს ამავე კვალად,
თქუჱნი საჭურველთა მძლეობით, თუცა ეს გვარად მპყრობელსა,
არ მიაწერენ სჯულიერ მფლობელობისა სახელსა,
გარნა არც ეთქმის მტარვლობა, და ხლმით სამეფოს ვინ იჭერს,
თუ წესიერად მმართებლობს, სჯულით ტიტლოსაც მიიწერს,
თჳთ კეისარმა ესრეთ ჰქმნა; თქუჱნც გმართებსთ ან მას შეუდგეთ,
ან მისთა მოქმედებათა სრულიად წინა აღუდგეთ,
ვინად თუ სადა აღხოცეთ, ძალი თჳთ მპყრობელობისა,
ჰგავს კეისარი ვით მტარვალ ღირსი ყოფილა მოკვლისა.
და რაოდენიცა დასთხიეთ სისხლი, მამისა საზღვევლად,
და ნაცვლად მისსა შემდგომად, მისალაგს მისაწევნელად,
ღმერთთა წინაშე უცილოდ, იქმნეთ პასუხის მგებელი,
ნუ ეჭვთ მისებრსა აღსასრულს, თქუჱნ სხვებრ გცავს ბედი ფხიზელი!
თქუჱნთა მათ მოღალატეთა, ათ გზის მოუცდათ წადილი,
ხოლო კეისრის მომკვლელმან, მყის სრულ ჰყო მისი სიკვდილი,
განმზრახნი მრავალ არიან, და აღმასრულე არვინა;
მოსისხლე ათას, განღა, ბრუტი არცა ერთ რომსშინა,
სხვებრ თუცა იყოს მოსასვლელ, კაცზედ ხვედრი ეგრეთი,
რა სჯობს აღსასრულს მისის ვის, ხელ ეპყრას სრულად ხმელეთი,
ესეა რჩევა რომლისა, გავბედე წარმოდგინება,
და ვიმოდევნებ ამაზე, მაქსიმეცთანხმა იქმნება,
მაქსიმე.
დია თანხმა ვარ და ვუწყი, უკდემლად ძალუძს აგჳსტოს,
თჳსის ღირსებით პოვნილი ეს ხეოწიფება დაიცოს,
და რომელ თავის განწირვით, სისხლისა ფასად სყიდული,
სრულის სიმართლით, არს მისგან ქვეყანა შეძინებული,
გარნა რომ თქუჱნ ვერ ძაგედვსთ სახელის შეუბრყვილებლად,
მოხდა ამ დიდის თჳრთისა, რომელს ჰგრძნობთ დამამძიმებლად,
ვითარც კეისარს თქუჱნგან მით, მტარვლობა მიეწეროდეს,
და სიკვდილისა ღირს ყოფა: ამას ვერ ვიტყვი ვეროდეს,
ხელმწიფევ რომითქუჱნია; თქუჱნ პატრონ ამა ქვეყნების,
თჳთოეულსა აქვს რწმუნებულ, განგება თჳსის ქონების,
დატევებად და დამარხვად, ყოველს სულს უვის შეძლება,
და ეს ზოგადი უფლება, მხოლოდ თქუჱნ აღგეკრძალება,
რად თქუჱნდა დიდებულება, თქუჱნგანვე შეძინებული,
თუ იქმნეთ მისგან შეპყრობილ, ვითა ტყვე ნება რთმეული,
აჩვენეთ ზოგად ყოველთა, რომ სრული სოფლის დიდება,
წინაშე თქუჱნთა სახედველათ, იოტის მზგავსად მცირდება,
თქუჱნდა კუთვნილ რომს, რომელიც ადგილ არს თქუჱნის შობისა,
გნებავს ანიჭოთ დღეს თქუჱნი, ძალი თჳთ მპყრობელობისა,
და ესე ვითარსა წყალობას, რომე უქმთ მშობელ მამულსა,
ცინნაუწოდებს დიდ-ხდომად, რეცა არღვევდეთ მით სჯულსა,
რისთჳს სახავს საკდემლად, მამულისა სიყვარულსა?
და თქვა საქმე სახიერი, დიდებასა ჰსცდებდეს ბუნდსა?
ვგონებ კეთილი გინდ, იყოს უმადლობით მიღებულ,
მით არ შექმნასა არ ოდეს ღირსება მისა მცირებულ,
თუცა რომისთჳს თქუჱნ მიერ, შესაწირავად ზრახული,
უაღრეს ვიდრე რაც მისგან, გაქვს დღემდე მონიჭებული,
მარა კაცსა შეცოდებად, რამდეჯერ არს მიეთვალოს,
რო მე კეთილს თჳსდა ნაქმარს, მაგიერით გარდამატოს,
ხელმწიფევ, ზეცით მობერვილს, მად ჰაზრს ნუ თანაწარხდებით,
დიდება თქუჱნი იმრჩობლოთ, იმპერიისა ტევებით,
და მომავალში ესე ხმა, რა დრომან ქვეყნად განნჰკიდოს,
დაპყრობისაგან დათმობის, სახელმა უფრო გადიდოს,
იქმნების კაცსა ვითარმე, ბრმა ბედმაც მისცეს მეფობა,
მარა მეფობის მთმობელსა, ჰსამს ჰქონდეს მაღალი გრძნობა,
თუ არა რა ეღირსების ალაგსა, სკიპტრის პყრობისას,
ძნიადღა ვინმე განშორდეს, სიამეს მბრძანებლობისას,
გარდა ამისსა იხსენეთ, რომ თქუჱნ ხელმწიფეთ რომსშინა,
დარბაზის ერნი მონანი, თქუჱნ გიწოდებდენ ვით გინა,
რა გვარისათაცა სახელ გვდვან, ძალსა ებძვიან კრძალულად,
ერს ერთ მთავრობაც, მეფობაც ორივ აქვს მოძაგებულად,
აქა უფლების დამპყრობთა, ყოვლნი უხმობენმტარვლებად,
მათთა მსახურთა ტყვეებად, მათთა ერთგულთა მუხთლებად,
ვინც მორჩილებენ ძაბუნად, მხდალათ და უძლურ სულებად,
და მოდა შესამუსვრელად, ვინც რას ჰყოფს სახიერებად,
ხელმწიფევ ესე თჳთ უწყით, თჳნიერ ყოვლის ეჭვისა,
თქუჱნ აქ მუხთალთ ხელთაგან, ათგზის გარენით სიკვდილსა,
საბრხე მეათერთმეტეცა, ნუ თუ გზა იყოს მოხდომად,
და ესე გულის წადილი, ცით გქონდეს გარდმონახდომად,
ვით საიდუმლო ჰსწავება, რომე დაგეცოსთ ცხოვრება,
ესრეთ სააშინელთ განსაცდელთ, ვით არა გმართებსთ დიდება,
ნამდვილ კეთილ არს არსრულდეს კაცი ხმელეთის მპყრობელად,
მარამ უმჯობეს ცხოვრებდეს სახელის, მადიდებელად.
ცინნა.
თუ სადმე შევდგომივართ, მხოლოდ ქვეყნის სიყვარულს,
ჯერ არს ოდენ იგი გვწადდეს რაც უმჯობდეს დღეს მამულსა,
და რომისათჳსრა იტყვის, სარგებლად თავისუფლებას,
ცთომილათ ვგონებ და ამად, ვერ ვეთანხმები მაგ მცნებას,
მაგით რომსარ თუ ვმსახუროთ, უფრორე მივსცემთ ვნებასა,
და შორს დავრჩებით სიკეთით, მთავართა განმგებლობასა,
რიგზედ აგებენ თჳთეულს წყალობას გინა პატივსა,
რომელთ ნამდვილად იციან, რა გვარს ღირსა პატივსა,
სიფრთხილით ჰმართვენ საქმესა, ვით მფლობნი კანონიერნი,
რათა შთენ ალაგს რომელსა, მრავალ უვიან მძებნელნი,
გარნა სად ერთი თჳთ უფლობს, აღრეულ ადრე საქმობენ,
რჩევათა სასარგებლოთა, ყურს არ ეგოდნად უპყრობენ,
ვინც უფროს ხარბად ეძიებს, პატივს მათზედა ჰყიდიან,
და შემძლებობა რჩევათ ვინც, უკადნიერეს არიან,
მთავარ-მცირეთა აქა იქ, ერთ წლობით დადგინებულთა,
ესრეთის მოკლე პაემნით, უფლება განსაზღვრებულთა,
ზრახვანი სასარგებლონი, სრულ უნაყოფოდ რჩებიან,
და რასაც თჳთ ვერ, სრულყოფენ, თჳსთა შემდეგთაც უშლიან,
სხვათა ქონებათ გამგენი, და თჳთ არა რის მქონენი,
ხვეჭასა ეშურებიან, შემთხვევით მოსარგებლენი,
თჳნიერ ყოვლის შიშისა; არ ვინ მოჰკითხავსთ იციან,
რადგან სხვანიცა მის დროზე, მასვე სარგებელს ელიან,
რა უბედურეს ვითარცა, ქვეყანა ესრეთ მოვლილი.
აგჳსტო.
გარნა ეგეა მარადის, რომაელთ მხოლო სურვილი?
ხუთასი უკვე წელია, მათ შვილნი რა ეშვებიან,
დედის ძუძუთვე მეფეთა, მტრობაში აღიზრდებიან,
და მათ გულთაგან მის ფესვის, აღმოფხვრა დია ძნელია.
მაქსიმე.
ნამდვილ ხელმწიფევ, რომაელთ სენი სრულ უკურნელია,
მათ არ სწადთ უცესთ წამალი, რჩევათ წინა აღუდგებიან,
ბრმად ჩვეულებას ჰმონებენ, და განსჯას ერიდებიან,
გარნა ეს ძველი შეცთომა, ცინნასრომ ჰსურს აღხოცად,
ბედნიერად არც მიღებულ, და ერსაცა ჰსწამსთ საოცად,
მას შეცთომაში შექნილან, ქვეყნისა შემძინებელად,
ას გზის სხვა და სხვა მეფეთა, მძლეველად მამმონებელად,
საუნჯე განძი ქონება, შეუკრებიათ მრავალნი,
და რას უქმოდენ უმეტესს, თჳთ უმჯობესნი მთავარნი?
ამასაც გკადრებ ხელმწიფევ, იგივე ქვეყნის განგება,
არა ყოველსა ალაგსა, ერთ გვარად ესარგებლება,
რაცა რომლისა ერისა, თჳსებას შეუფერების,
წყინებად შეირაცხება, თუ იგი სადმე ეცვლების,
ესრეთა ნება ციური, და მისი განგებულება,
მას სიბრძნით განუფენია, ეს გვარი განყოფილება,
მაკედონელნი თავისთჳს, ირჩევენ მონარხიობას,
სხვანნი ბერძენნი ყოველნი, ერისა თავის უფლებას,
პართელთა, სპარსთა სწადთ რომე, მეფენი მბრძანებელობდენ,
და რომაელთა ესოდენ, კონსულით იმართებოდენ.
ცინნა.
მართალ არს ბრძნულად მოქმედებს, მარად ციური განგება,
სხვა დასხვა ერსა და სხვა და სხვა განწილებულ აქვს თჳსება,
გარნა ჯერ არს თქმად. რომ ესე წესი ციურის განგების,
ვითა ადგილთა მიხედვით, დროთ მიხედვითაც იცვლების,
რომსნიჭებულ აქვს მეფეთგან, თჳსი ზღუდე და არსება,
კუნსულთამიერ შემოსილ, ძლიერება და დიდება,
და აწ თქუჱნისა უსაზღროს, წყალობით მიემადლების,
ყოვლთაგან უძვირფასესი ნიჭი, მშვიდობით ცხოვრების,
რა თქუჱნ ჰფლობთ სპანი ქვეყნისა, აკლებას ვერღა სად ჰბედვენ;
იანოსისა კარებთა, დახშულად თქუჱნგანვე ჰხედვენ.
რომელიც კონსულთ ჟამებში, მხოლოდენ ერთგზის დახშულა,
გარნა მეორე მეფისგან, კვლად განმეორებულა,
მაქსიმე.
ზეციერითა განგებით, თუ სად მოხდება ცვლილება,
მას არცა რა აქვს საწყინო, და მით არც სისხლი იღვრება.
ცინნა.
ღმერთნი კაცთ თჳსსა წყალობათ, რაზოსცა უფროს მიჰფენენ,
ეგზომად მათგან თჳსდაცა შეწირვად მსხვერპლი ითხოვენ,
თჳთ ტარკვინიასგანძობამ, რავდენი სისხლი ადინა?
პირველად კონსულთ დასმამან, რა ბრძოლა წარმოადგინა?
მაქსიმე.
როს პაპა თქუჱნი, პომპეოსმამულისათჳს იბრძოდა,
მაშა სადამე იგი მით, ღმერთთ წინააღუდგებოდა?
ცინნა.
თუ ღმერთთ ჰსწადოდათ, რომაელთ თავისუფლების განგრძობა,
პომპეისმკლავით ძალედვათ, დაეცვათ მისი მყოფობა,
გარნა მათ მისი სიკვდილი, ჰგავს მხოლოდ ამისთჳს დასთმეს,
რომ ამა დიდის ცვლილების, ღირს სახსოვრად ნიშან რჩეს,
მისებრსა შეჰფეროდაცა, პატივი ამ საზომისა,
რომ სოფლით თანწარეტანა თავის უფლება რომისა,
ყურს ამაოდღა გჳცთუნებს, ამა ლექსისა ხსენება,
რომლის ხმარებას არღა ჰსთმობს, თჳთ რომისავედიდება,
მუნით რა ესე ქალაქი, ქვეყნისა მეპატრონეობს,
ყოველ კერძო შემომავალის, სიმდიდრით ესრეთ სავსეობს,
რა ჰხედავს თავსა მძლეობით, დიდება განვრცელებულად,
და თჳსთა მოქალაქეთა, მეფეზე აღმატებულად,
აქა მცხოვრებნი ძლიერნი, მომხრეთ შეკრებას ცდილობენ,
თჳსზე უფლება დგენილთა, მიხდითა მისყიდულობენ,
რომელნი ოქროს ჯაჭვებით მათგან ხალისით იბმიან,
და სჯულთა წარწერის ნაცვლად მათ თჳთ ემორჩილებიან,
შურით და მაღლობით, არს მათთა საქმეთა განგება,
გარემზომობა მრავლდების, და მისგან სისხლი იღვრება,
მარიოზოდენ ჰმართჳდა, სილლა აჩუქადა მეშურნედ,
ჩემსა წინაპარს პომპეის, კეისარი ჰყვა მეტოქედ,
და მარკ-ანტონიმთქუჱნზედა, ვითარიც შური იძია,
ყოველთა მისთა მომსწრეთა, თვალთა წინაშე გჳდგია,
ვითარღა შეიწყნარების, რომსშინა თავის უფლება,
რომელს თანასდევს შინაგანთ, ბრძოლათა საშინელება,
ვინად აქამდე მიწევნილ, ქვეყნისა განხეთქილება,
ერთს რომე ჰსძაგდეს უფალნი, მეორეს თჳთ ჰსწადს უფლობა,
რომის მშვიდობა მას ითხოვს, რომ ყოვლადობას უხრწნელად,
ერთს ოდენ ძლიერს მთავარსა, ერჩოდეს განუყოფელად.
ხელმწიფევ, თუ კვლავებრ დღესაც, გსურსთ მისი კეთილდრეობა,
ესრეთ ჰყავს რომე ვერ, ეძლოს მას ტვისი განაწილება,
სილლამან ოდეს უტევა, ძალით ნაშოვნი ადგილი,
კეისარსა და პომპეი, მით განუღვიძა წადილი;
თვარა თუ თჳსი ხარისხი, სამკვიდროთ დაეწესა მას,
არ განვიცდიდით ესდენსა, უბედობას და სისხლის ღვრას,
და ვერც ანტონიდა ლევპიდ, ჰყოფდენღა თქუჱნზე აღჭურას,
თუ სახელმწიფო, თჳს შემდგომ, თქუჱნთჳს დაეგდო კეისარს,
რა თქუჱნგან ნამდვილ დაასკვნოს, ხელმწიფობისა ტევება,
იმავე ჭირსა შთავცვიდეთ, რომლისგან ძვილგვაქვს სვენება,
და კვლაცა სისხლი მცირედი, ჩვენ ძარღვთა შინა თუ იდგეს,
შინაგანთ ბრძლათ აღტეხით, იგიცა სრულად დაიქცეს,
ხეომწიფევ გბრალდესთ მამული, ილმოდეთ მისითა ხვედრით,
პირითა ჩემით გეაჯისთ დღეს, რომიმუხლთა მოდრეკით,
იხსენეთ რა ბამ ძვირ ფასად, უზის მას თქენი უფლება,
ეს მოხსენება ნუ თუმცა, შეგესმესთ ვითა ყვედრება,
იგი ჰგრძნობს, რაცა გიმსხვერპლათ, მიიღო ერთი ათასად,
მარა მას გულსა სხვა რამე, ეჭვი აშინებს სამართლად,
უკეთუ დასთმოთ მთავრობა, განმგეობითა მაშვრალმან,
და უკუნვე სცეთ იგი რომსავე, რაღა ჰყოს მაშინ ბედ მქრალმან,
გლახ იქმნეს იძულებულად, რათა ყოვლითა ღონითა,
სხვა ჰპოოს თჳსდა პატრონად, კვლავებრ ძნელითა მსხვერპლითა,
თუ მისი კეთილ დღეობა თქუჱნ, განსვენებას ანაცვლოთ,
და იგი ერთობ ტიალად, სასო წარკვეთით დააგდოთ,
ვერ ვბედავ აწ ვსთქვა ხელმწიფევ, რასაც წინავგრძნობ მამავლად,
თავი მისთჳსვე დაიცეთ, მასვე ექმენით კვლავ მთავრად,
რომელსაც კეთილ-დღეობა, თქუჱნ ახლად დაუბადენით,
თქუჱნგან ესდენნი კეთილნი, ამითიც განამტკიცენით,
რომ დაუდგინოთ მემკვიდრე, ღირსი თქუჱნისა სახელის,
და ღირსი ქონად თქუჱნ შემდგომ, მაგ დიდებულის ადგილის.
აგჳსტო.
მამულისა სიყვარულმან უკვე მძლო, და ნუღა ვუბნობთ,
ძვირფას ჩემთჳს განსვენება; მარა რომისთჳს რას არ ვსთმობთ,
რა ბამიც მოსასვლელ იყოს, ჩემზედა უბედურება,
ვითარ ვიტვირთო, თუ რომი ჭირთაგან გამოიხსნება,
გულს ამაოდღა იზიდავს, განსვენებისა სიამე?
ცინნა შენითა რჩევითა, დავიცვა ხელმწიფება მე:
გარნა ესე ხამს უწყოდე, არც შენ დაშთე უნაწილოდ,
ვხედავ ორნივ მეზრახებით, გულგანხმელად ყოვლად სანდოდ,
მე თქუჱნგან თჳთოეულისა, რაც მოვისმინე რჩევანი,
ჩემთჳს და მამულისათჳს, ოდენღა ჰკრთიან ზრუნვანი,
შუღლიც თქუჱნი წარმოებს, მარტივად ერთგულებითა,
და მეცა ნაცვლად დაგჯილდოთ, საკადრის სასყიდლებითა,
მაქსიმე სიკილიისა მოგილოც, მოურნეობას?
ეც ჩემნი სჯულის დებანი, პოხიერსა მას ქვეყანას,
გახსოვდეს გმართებსთ ჰმართჳდე, მუნებურ ჩემ მაგიერად,
და რასაც მუნ იქმ აქ მე მყოფ, შენ წილ პასუხის მგებლად,
შენ სინნავ, გაძლევ მეუღლედ ემილიასამშვენიერს,
დღეს აქა ჩემის ივლიას, მოადგილეს და მაგიერს,
თუცა უბედურთ დროთ გამო, და ძალით დამჭირნეობის,
ფიცხელავ ვეპყარ მის მშობელს, მარამ მუნითგან აქამდის,
მისსა სიამეს ვზრუნველობ, ყოვლის ცდით, ყოვლის ღონებით,
ამად ვრაცხ ძვირის ხსენების, განსრულად მისის გონებით,
წარვედ ეცადე ითანხმო, ეუბენ ჩემ მაგიერად,
ჭაბუკსა შენებრ მამაცსა ვერ ითვალწუნებს ძლიერად;
სიამით მოგიპყრას ყური, თუ სურვა შენი უამბო,
მშვიდობით ესე ამბავი, ჯერ არს ლივიასაცნობო.
გამოცხადება მეორე.
ცინნა მაქსიმე.
მაქსიმე.
ნეტარ რაი გაქვს განზრახვად, შემდგომმაგ მჭევს მეტყველობის
ცინნა.
იგივე რაც კვლავ მქონდა, და რაც მარად მექმნების,
მაქსიმე.
თავი ხარ შეთქმულებისა, და მტარვლობას ეთნები!
ცინნა.
შენც ეგრეთვე ხარ, და სთმობ რომ დაუსჯელ დაშთნენ მტარვლები
მაქსიმე.
მე რომისთავის უფლება, მსურს და მარად ვარ მის მცდელად.
ცინნა.
ეგევე ჩემიც წადილი; გარნა არ სისხლის უზღვევლად,
ოკტავიუწყალოებათ, მრავალთა აღმსრულებელი,
ჩვენთა ცხოვრებათ მდევნელი, თჳთ ტრაპეზთაცა მზრეკელი,
ვინ ველნი შიშით აღავსნა, და რომიმკვდართა მძორებით,
ხამსა განეროს უზღვევლად, მხოლოდენ კდემის ჩვენებით?
თავი რომელზე ღმერთთ რისხვით, განმზადებულ გვაქვს სასჯელი
უხამსის შენანებითა, არა არს გამოსახსნელი;
თვარა მისებრთა თუ უქმნათ, უსჯელად თანაწარხდომა,
შემდგომად სხვათაც გაბედონ, მის მაგალითის შედგომა,
ჩვენ გვმართებს მამულისათჳს, ესრეთი დასჯა უყოთ მას,
რომ კვლავ გჳრგჳნის სურვილი, ყოველთ გულთაგან აღიფხვრას,
და ერთა ზედა მტარვალთა, გავლება იქმნას უხმარი,
თუ სილლასგარდახდომოდა, ვერღა რას ჰბედდა კესარი,
მაქსიმე.
არა კეისარისა სიკვდილი, რომელს ჰხად სამართლიანად,
განიმიზეზა აგჳსტომესდენ, საშინელთ მვირთა ქმნად?
თავისუფლების ძიებით, ბრუტოს ამაოდა აღიმსთო,
თუ არ მოეკლა კესარი, ვერა რას ჰბედდა აგჳსტო,
ცინნა.
ამა ქვეყანას მეორედ, შემოსვლა მტარვალობისა,
იყო ნაყოფი კასიას ცთომისა, და მშიშრობისა,
დღეს რომსმძღვანებად, გვამები არა მისებრნი უვიან,
ნუგეშის უმკაცროობით, საბრხესა არა სცვივიან.
მაქსიმე.
ჯერ ვერცა ვხედავ ნიშანსა, და ვერცა ვიტყვი ნამდვილად,
ვითარმედ ვიქცეოდეთ ჩვენ, მათგან უფრორე გონივრად,
ვინად თავთ გამომეტებით, მეძნელსა ბედნიერებას,
რა აწე ესრეთ განვაგდებთ, ვამტკიცებთ უმკაცროებას.
ცინნა.
არც ეგა გონიერება, რომ გვწამდეს საკურნებელად,
ეგრეთი სენი ღვლარძნილი, ფესვისა აღმოუფხვრელად,
რომელსა წამალი ტკბილი, ეგრე მავნებელ ექმნება,
ვით წყლულსა გესლის შთაშვება, და ზემოპირის მრთელება,
მაქსიმე.
შენ სისხლი გწადის დათხევად, და ამად ეძებ მიზეზთა.
ცინნა.
შენ თავსა შრომად არიდებ, და იტქვი რჩევათ სარცხვენთა?
მაქსიმე.
ქედიდგან ჯაჭვთა განგდებას, რაი აქვს შესარცხვინები.
ცინნა.
უგვანად ჯაჭვთაცა დახსნა, არა არს დია საქები,
მაქსიმე.
ვერა რამ ამცროს ვეროდეს, თავისუფლების ღირსება,
და რომსაიგი მარადის, ყოვლთაზე ეძვირფასება,
ცინნა.
მისის ქეჯნით დამაშვრალმან ხელმან აწ რა ჰყოს რაც უძღვნას,
ვით იკადროს მისაღებლად, თავსა ესე ვითა უქმნას?
მტარვალი რომისმუსვრითა, ჰგავს რომე განძღომილა დღეს,
აწ ნამუსრავსა გარდაგდებს, და მისთჳს ვინღა ჰმადლობდეს?
რომელთაც უყვარსთ სახელი, აგჳსტოესრეთ ჰსძაგისთ მათ,
რომ არას შეიწყნარებენ, მის მიერ თჳსდა ნაბოძრად.
მაქსიმე.
მაშა სადამე აწ შენთჳს, ემილიაცა საძაგელ?
ცინნა.
იგიცა არ მჩნდეს საამოდ, თუ მისგან ვიყო მიმღებელ,
მე ოდენ მტარვლის სიკვდილით, მმართებს ვეღირსო მის შოვნას,
გარდანახადთა ჭირთა წილ, ჯერ ზღვევა უყო ქვეყანას,
და მერმე წარვსდგე თამამად, ხელითა სისხლოვანითა,
მის მისაღებლად მეუღლედ, ვისთჳს ვარ ესდენ თმენითა,
ემილიასაც და მეცა ესრეთ, სრულ გვეყოს წადილი,
ჯოჯოხეთს შინა შეესმას, ოკტავისჩვენი სადილი.
და ჰსცნოსცა, რასაც იგი წყალობად განგჳმზადვიდა,
მტარვლისაგან ქვეყნის დამსხნელთა, მისის მოკვლისთჳს ეჯილდა,
მაქსიმე.
ძმაო, თჳთ იცი, მას უყვარს იგი ვითარცა მშობელი,
და ვით აჩვენო საამოდ, მისის სისხლისა მნთხეველი?
თუ მიცნობ არ იკადრო, მძლავრობით მისი შოვნა შენ,
ცინნა.
ძმაო, ჩვენ ამ პალატსა, ნუ თუ იდუმალ გვზერვიდენ,
და ვისმე ესმეს მათგანსა, ესე უმკაცრო უბნობა;
ცუდად მოგჳხდა საზრახლად, ადგილის გამომრჩეობა,
წარვიდეთ ალაგს მარწმუნოს, და გულ დაბჭბით ვარჩიოთ,
საქმის უმჯობეს წარმართვად, რა გვარი ღონე ვიძიოთ.-
დასასრული მეორის მოქმედობისა.
![]() |
1.3 მოქმედება მესამე |
▲back to top |
გამოცხადება ა-ლი
მაქსიმე, ეფერბე
მაქსიმე.
მან თჳთ მიამბე ყველაი, ერთმანერთ რაბამც ეტრფიან;
ორნივე ნაცვალ გებითის სურვილის ალით იწვიან,
გარნა ესე აქვს პირობად; ცინნამხამს სისხლი უზღვიოს,
ნაცვლად მამისა; თვარა სხვებრ, მისს შერთვას ვერ მიემთხვიოს,
და ჩვენ ამისთჳს აღვგჭურავს, აგჳსტოს სისხლის სათხევლად,
ეფერბე.
აწ აღარ მიკვირს რომ ცინნა, მცდელობდა ესრეთ ფიცხელად,
რათამცა არა განეგდო, აგჳსტოს თჳსი მთავრობა,
რადგან მით მყისად ჰქრებოდა, მისდამი შეთქმულთ მტერობა,
მაქსიმე.
ცინნა თავისთჳს იღვწის და, რომს გვამიზეზებს მაცდურად,
რომლის სახელით ესდენი, სულნი შევკრიბეთ შეთქმულად,
და მე ყოვლთაგან უბედო, თავსა რეგვნობით ვაცთუნებ,
ფიქრით რომისთჳს ვმაშვრალობ და საქმით რაყიფს ვმსახურებ,
ეფებრე.
ვითარ, თქუჱნ მისი რაყიფი.
მაქსიმე.
დია გლახ მეცა ვეტრფი მას?
გულს იდუმალად ვკრძალევდი, ამა მგზნებარეს ხვაშიადს;
ვსწადოდი სამსახური რამ, იშვითი გამომეჩინა,
და ემილიაუებრო, შემდგომად, მით შემეძინა;
გარნა აწ ვხედავ თჳთ ჩემის ხელითა, მივეც იგი მას,
მევე ვასწრაფებ მცდელობით, ჩემის სულის ხდის განზრახვას,
მოსვლისა გზასა უმართავ, სიკვდილსა განმზადებულსა,
ეჰე ვითარსა სასჯელსა, შთამაგდო მეგობრობამან?
ეფებრე.
შესცვალეთ თქუჱნი განზრახვა, და მალე იხსნეთ მაგისგან,
რასათჳს არა განაგდებთ, თქუჱნს წარწყმედელსა მას ჰაზრსა,
რა თქუჱნ აგჳსტოსმართლის თქმით, გარდააცილოთ სიკვდილი,
ემილიისამოცემით, ვით არ გისრულოს წადილი?
მაქსიმე.
ვითარ! მეგობარს უმუხთლო!
ეფებრე.
სიყვარულს ყველა ეთმობა,
ნამდვილს ტრფიალსა არა ხამს, ტრფობისა კიდე სხვა გრძნობა,
მუხთალს მუხთლობა ეფერვის, და უფროს მისებრ მოქმედსა,
მდედრის სურვილის მიყოლით, პატრონის გამომმეტყველსა,
თუ მან ავიწყა აღმრზდელი, თქუჱნც მეგობარი გავიწყდეს,
მაქსიმე.
ეგრეთ ბოროტსა მაგალითს, ხამს კაცი მარად ევლტვიდეს,
ეფერბე.
ყველა სჯულიერ რაცა ვჰყოთ, ბროტ მზრახია საბრძველად,
გარდამხდომელთა დამსჯელი, არ შეირაცხვის მცოდველად,
ტრფობა მის გულის საგანი, და არა მამულის ვალი;
კეისარს უერთგულებდა, რომელ არ იყოს ტრფიალი,
იგი არს სული უმადლო, არა თუ მსახურ ქვეყნისა;
ვინ უწყის რა არს ნამდვილი, თქუჱნ ესრეთ გეჩვენებოდა,
ვითარმცა საზოგადობის, ზრუნვითა იტანჯებოდა,
და აწ ტრფობისა ცხად მყოფი, ნუ თუ სხვას ზრუნვას ჰმალევდეს,
და გრძნობას მაღლოობისას, გულს იდუმალად ჰკრძალევდეს?
განიზრახვიდეს თჳთ დაშთეს, შემდგომ აგჳსტოსმოკვლისა,
ნაცვლად განთავისუფლების, დამმონებელად ქვეყნისა,
ნუ თუ თქუჱნ უკვე თავისთჳს, საქვეშე ვრდომოდ გსახვიდეს,
რომ მისს საზარელს გულის თქმას, არექმნეთ მაბრკოლებელად,
მაქსიმე.
თუ მისი ბრალი ვაცხადო, ყოველთა ვექმნა განმცემლად,
და მივსცნე იგი შეთქმულნი, ერთბამად საშინელს ვნებას,
რომელნიც მხოლოდ ეძებენ, მამულის თავისუფლებას,
ერთს დამნაშავეს ათასი, უბრალო თანაჰყვებოდეს,
ეგზომ უკადრი განზრახვა, ვერ აღვასრულო ვეროდეს,
ცინნაზეყველა გავბედო, მარა მერიდვი სხვებისა,
ეფერბე.
აგჳსტოს უკვე მოსწყინდა, ხმარება გულის წყრომისა,
ეგრეთთა შინა ამბოხსა, არ ყველას ჰსდევნის ერთბამათ,
მოთავეთ ოდენ დამსჯელობს, და მიუტევებს სხვათა მათ,
გარნა თუ დანაშთომთათჳს, შიში გქონდეს ჩვენ შესრული,
ოდეს უებნათ, უთხარით ვით მათგან დაბადებული,
მაქსიმე.
ამაოდრე ვბჭობთ მიგისთჳს; ანუ რა საფიქრელია.
რომ იგი მოვკლა და ჯილდოდ მივიღო მე ემილია,
მისთა მშვენიერთ თვალებთა, ვითარღა ვესათნოები,
თუ მისი გულის-საყვარელს, სულის აღმომხდელ ვექმნები,
აგჳსტოსაგანმე მისი მოცემა, მიღირს არა რად,
მე გული მისი, მისგან მსურს, და არა სხვისგან ნაბოძრად,
თვარა რას ხელვჰყრი მე მხოლოდ, მარტივსა მეუღლებას,
თუ ნაცვალ გებით არა ჰგრძნობს, იგიცა ჩემდამო ტრფობას,
გარნა მე სამგზის მტრობელი, ვითარღა მაინდომოს მან?
მისის საყვარლის გამცემმან, სისხლის ზღვევისა დამშლელმან,
განმრინებელმან მის გვამის, რომლისაც ჰსწყურდა სიკვდილი,
სადაღა ვჰპოვო, უბედო, მის შოვნად იმედი ტკბილი?
ეფერბე.
თუ მოიხსენოთ მართალი, არც მე მჩანს ეგე ადვილად,
გარნა ცდა ვერაგობითი, ნუ თუ მოგიხდეს კეთილად,
ხამს ესრეთ ვიქცეთ ხელოვნად, რომ შესცდეს თჳთ ემილია.
სხვებრ დროა მისი შემძლები. რაც ჩვენთჳს ყოფად ძნელია.
მაქსიმე.
გარნა თუ თავის საშველად, ცინნამის გამოაცხადოს,
და აგჳსტომანცინნათურთ, ემილიაცადასაჯოს,
ძალმიძსსა რომე მოვთხოვო, მას ჯილდოდ ერთგულებისა?
იგი მიზეზი, მას ზედა ქვეყნისა აღძრულებისა,
ეფებრე.
სხვა და სხვ დაბკოლებანი, ესდენნი იპოვებიან,
თუ არ სასწაულთ ძალითა, იგინი ვერ იძლევიან,
გარნა ვსასოებ, ღონე რამ მოვპოვო მისთანა,
მაქსიმე.
წარვედ და დია მალიად, მეცა მოვიდე შენთანა,
ცინნააქ მოვალს, ენების მისგან რაიმე გამოვოცნა,
რათა შემდგომად საქმისა, განკარგვა უმჯობესად ვქმნა.
გამოცხადება მეორე.
ცინნა, მაქსიმე.
მაქსიმე.
რადმე ხარ შეჭმუნვებული?
ცინნა.
არ უმიზეზოდ.
მაქსიმე.
იქნება, მეცა მაცნობო თუ რას ფიქრს, მოუცავს შენი გონება?
ცინნა.
ემილის და აგჳსტოს; ერთს მეტის უწყალოებით,
და მეორესა ჩემზედა, წყალობათ გარდამატებით,
ნეტარ აგჳსტოსმდგმობა, ესრეთმცა შეიცვლებოდეს,
ან მისი გულიც მოიგოს, ან მეც არ ეზომ მწყალობდეს,
და მისმან უხვების ძალმან, შვენება ჩემი ტყვე მქნელი.
ეგრეთ ამშვიდოს როგორც მე შთამეგებინა მახვილი,
გულსა ათასი სხვა და სხვა, კდემანი შემომსჭრომიან,
კეთილნი მისგან ნაქმარნი, თვალთა წინ წარმომდგომიან.
მისი ყოვლადი წყალობა, და ჩემი უმადლოება,
სულს მწყლავს გრძნობა, მწარითა რავდენცა მომაგონდება.
უფრორე მიუცილებლად ის ახსოვს ჩემსა გონებას,
რომ მოგვანდობდა ჩვენ ორთა, თჳსსა მას ძლიერ უფლებას,
და ჩემთა რჩევათა მომწონემ, ცხად მიყო ესე ბრძანება:
„ცინნავ აწ შენის რჩევითა, დავიცვა მე ხელმწიფება,
„გარნა ესე ხამს უწყოდე არც შენ დაშთე უნაწილოდ.“
და ამის მთქმელს, უბადრული კე გლახ ვდევნი სასიკვდილოდ,
ეგე ვით ვჰყო!., გარნა ვაი, ემილიისგანდაბმულსა?
მის მტრობის განზიარებად, საზარლის ფიცით შეკრულსა!
ვინადგან მას სძაგს მეც ძალმიძს, ძლიერად მძულდეს ეგრეთვე,
ჩემს სახელსაც და ღმერთთაცა, წინააღუდგე ორითვე,
გინდ ფიცის მტეხელ შევიქანა, და გინა მკვლელად მამისა;
მითც დავშთე მუხთლად წინაშე, ორთაგან ერთის მხარისა,
მაქსიმე.
ძოღან ეგ გვარნი ურვანი არ აძრწუნებდენ შენს გულსა?
მტკიცედაც აწარმოებდი მას საქმეს შენგან წყებულსა,
არცა რას ჰგრძნობდი მაგისთჳს, არც სინანულს არც კდემას,
ცინნა.
მაშინ ოდენ ვგრძნობთ როს ვხედავთ წამისა მოახლოებას,
და მარად ძალი ზომისა, ჟამსამას განგვეცხადების,
ოდესცა მკლავი მკვლელისა, საგვემლად განემზადების,
მუნამდე ჩვენის წადილით, სული ერთბამად მოცული,
მის პირველითა განზრახვით, ბრმულად არს მიტაცებული,
გარნა ეგრეთთა დროთ შინა, ვინ დარჩეს აღურველად?
ანუ უმჯობეს ესრეთ სთქვა, ვინ დარჩეს ძალულეველად?
ვგონებ თჳთ ბრუტოს, აწერენ ესდენ ქებასა,
არ ერთგზის დააპირებდა, განზრახვის დატევებასა,
და მახვილითა გვემადმდე, მრავალ გზის შეძრწუნდებოდა,
ვერცა სინანულს რიდებდა, ვერც კდემას განერებოდა.
მაქსიმე.
მისებრი გული ეგრეეთა, ძრწუნვათ არ მიიკარებდა,
არც თავსა თჳსსა შენებრივ, უმადლოებას ჰსწამებდა,
არამედ მტარვალის სავნებლად, მით უფროს იყო აღძრული,
რომ სჭირდა მისგან წყალობა, და იყო შეყვარებული,
რადგან გწადს მისი მიბაძვა, შენცა იგი ჰქმენ რაცა მან,
და ნამდვილს საგანს მიჰმართოს, შენმან უხამსმან ნანვხამან;
მისთჳს იკდემდე რომ შენგან მიგვეღო ბედნიერება,
რადგან გლახ შენის რჩევითა, გვეშალა თავისუფლება,
შენ დაგჳკარგენ დღეს იგი, უარის მყოფმან უჯეროდ,
ბრუტოსკეისრის ყელიდგან მიიღებდა მას უცილოდ,
და მსუბუქთ მიზეზთა გამო, საეჭოდ არმცა აგდებდა,
ვერც შურის გება, ვერც ტრფობა, ვეროდეს დააბრკოლებდა,
მტარვალსა რომელს უყვარ შენ, და რომელიცა გპირდების.
მონაწილე გყოს თჳსისა, ხელმწიფების და დიდების,
ნუ უპყრობ ყურსა; არამედ შეგესმას რომისძახილი,
იგი გიხმობს შენ, „ჱე ცინნავ, მოვე მეც შენგან მიხდილი,
„და თუ მე ძოღან მიმსხვერპლე, შენსა მას გულის საყვარელს,
„მტარვალს მაშინც ნუ მანაცვალებ, ჩემს ესრეთ შემაჭირვებელს.
ცინნა.
ძმაო ნუღარ მსწყლავ ყვედრებით, უმისოდ უკვე უბედურს,
ვგრძნობ უძლურებით ვაცუდებ; ამა განზრახვას საქებურს,
ჩვენც მოქალ აქეთ წინაშეც, ვიცი ვითაც ვარ ბრალეულ,
და მალე უკუნ უქციო, რაცა მაქვს მათგან მიღებულ;
მარა დამითმე რა ვხედავ, ძველსა მას მეგობრობასა,
უკანასკნელ ჟამს მიწევნილს, ვით არ მივეცე ლმობასა,
აქ ემილიასმოსვლადმდე, დამიტევე გთხოვ ვედრებით,
ნაღვლისა ჩემის სიმწარეს, შეუდგე თავისუფლებით,
ჭმუნვითა შენცა გაწუხებ, ესრეთი შეშფოთებული,
ნუ თუმცა მარტო მყოფობით, შევიქმნა დამშვიდებული.
მაქსიმე.
შენს მაწუხებელს აცნობებ, ყოველთა ვითარებათა,
შენზე ოკტავისწყალობას და შენთა უძლურებათა;
ხამს საიდუმლო ჰბერავდეს, ორთა ტრფიალთა უბნობას,
წარვალ ძმაო და აღგითქვამ, დუმილს და წაუცთომობას.
გამოცხადება მესამე.
ცინნა.
ცინნა.
უსამართლოდრე იხსენებ, უძლურებისა სახელით,
ამ გრძნობას აზნაურებითს, რომელიც სახიერებით,
წინააღმდეგობს ჩემსა მას, განზრახვას აჩქარებულსა,
უმადლოებით აღვსილსა, უკადრად წარმოებულსა,
ეგე ვითარი წოდება, სჯობს მიაჩემო ჩემსა გულს,
საყვარელისა გავლენით, ნამდვილად ვაუძლურებ სულს;
რადგან მას ტრფობის მორჩილებს, რომლისაც მართებს აღსპობა,
და ოდეს ებრძვის მაშინაც, მისგანვე ჰსურს მძლეობა,
ესრეთს ძნელს მდგომობას შინა, ვითარსა რჩევას შეუდგე,
რომელსა კერძოს მივემხრო, რომელსა გზასა დავადგე,
რაბამ ძნელ კეთილთ სულთათჳს, სჯულისა გარდახდომლობა,
გინა ვითართა ნაყოფთა, მეღირსოს ამით მსთვლელობა,
რაგინდ სიამე მოვიგო, ტრფობით თუ შურის მგებლობით,
გინაა სახელი მშობელის, მამულის განმრინებლობით,
ჩემსა გონებას იგინი, ვერად ესათნოებიან,
მუხთლობის მოუხმარებლად, თუ არ შეიძინებიან,
თუ გული მისებრ მოწყალე, ჯერ არს განვგმირო მახვილით,
მე მისგან განსხვაებულმან, ჩემთჳს უღირსის პატივით,
ვისგან ვარ წარჩინებულად, ვისგან მძეს ესდენ წყალობა,
ვინ მხოლოდ ჩემისა რჩევით, დაიცვა კვლად მეფობა,
ოჰ! ეს გვარი მუხთლობა, კაცმანცა ვითა იტვირთოს?
რომისაპატიმარობა, საუკუნოდმცა განიგრძოს,
განჰქრეცა ჩემი სურვილი, და ჩემის გულის იმედი,
ვიდრე ესრეთის ხდომისა, შევიქმნებოდე მოქმედი,
და რაი, არ თჳთ მაძლევს, რაცა მსურს მოსაძოვნელად,
რისთჳსღა ვიქმნე ამაოდ, სისხლისა მისის მღხეველად?
ხამსა მოვკლა და შემდგომად, ნიჭითა მისით ვიხარო?
და რასაც ნებსით იმეტებს, იგი წართმევით წავგვარო?
გარნა ოი ფიცო უმკაცროვ? ოი მტრობავ ემილიისავ?
ოი საგლოვო ხსენებავ, მისგან უვიწყის მამისავ?
თქუჱნდა მაქვს ერთობ შეწირულ, მე სჯული, გული და მკლავი,
ვერა რა ხელ ჰვყო უთქუჱნოდ, ვერცა კეთილი ვერ ავი;
თქუჱნგან უკვე მიხმს მოსმენა, რისაცა ჯერ არს ჩემდა ქმნა,
ემილიაარს შემძლებელ, თუ უნდეს მისი გამოხსნა;
მას მხოლოს ძალუძნს, ოკტავისძნელის ხვედრასა ცვალება.
ვინად ჩემთ ხელთა დღეს მისი სიკვდილი ანუ ცხოვრება,
ჱე ღმერთნო, თქუჱნგან არს იგი შექმნილი, თქუჱნებრ ციურად,
ჰქმენით რამ ჩემნიც თხოვანი ისმინოს თქუჱნებრ ღვთიურად,
და რადგან მისთა ბძანებათ, ხამს ვიყო აღმსრულებელი,
ჰყავთ იგი ხმისა ჩემისა, სათნოდრე ყურად მღებელი,
აჰა აქ მოვალს თჳთ იგი, საყვარელი და უწყალო.
გამოცხადება მეოთხე.
ემილია, ცინნა, ფულვია.
ემილია.
ცინნავ, ღმერთთ ვსწირავ მადლობას, ეჭვი მქონია უბრალო,
მეგობართაგან არავის, შენთჳს უქმნია მუხთლობა,
და ჩემგან აღარ დაგჭირდა, ვისთანმე შუამავლობა,
იქ ვესწარ ოდეს აგჳსტომ, ლივიასყველა აცნობა,
და სულთ მობრძავი მოვბრუნდი, რა გჳგონე ეს მბობა,
ცინნა.
უარ ყოფთა მის ნებას, და ჩემზე მისსა წყალობას?
ანუ დროთ გამოტარებით, ჰყოვნით ჩემს ბედნიერებას?
ემილია.
ეგე შენთ ხელთა,
ცინნა.
რად ეგრეთ? შენსა ნებაზე ჰკიდია,
ემილია.
მე იგივე ვარ რაც ვიყავ, არც გული გამსხვავეიბა,
თუ ჩემსას იტყვი მე ცინნას, ადრითვე ვესაკუთრები,
და შენი შენვე რომოგცე, ამად არ ეზომ ვიქები.
ცინნა.
თქუჱნ ესე ძალგიჩნს... მარამ ვა! ვითა გავბედო სათქმელად.
ემილია.
რა ძალმიჩნს? რას, იშიშვი?
ცინნა.
ეჰა ამად ვარ მძრწოლად,
რომ ვხედავ ჩვენთა გულებთა, თუცა ერთ იყოს წადილი,
თჳთ გამომცნობდით უთქმელად, რაცაა ჩემი სურვილი,
და ესრეთ დარწმუნვებულვარ რომე, მექმნებით მრისხველად,
გარნა ვით თქმასა ვერ ვბედავ, ეგრეთ დუმილიც მიჩნს ძნელად,
ემილია.
ხმაა, სთქვ, ნუ გრძლად მაწუხებ.
ცინნა.
გმორჩილებ დამონებული,
მარა განრისხდე უთუოდ, და მომიძაგო ბედკრული!
შენი მაქვს ტრფობა უსაზღრო, მეწიო ღმერთთა რისხვა მე,
უკეთუ მაშინ მქონდეს მე შეცვლად ყოვლი სიამე,
და არა ვგრძნობდე შენდამი, სურვილსა ესე ვითარსა,
ვით პატიოსნის გულისგან, შეშვენის იშვით საგანსა;
მარა განსაჯე რასა მთხოვ, ფასად შენისა გულისა,
მაბედნიერებ და გწადს მყო, შეურაცხ ყოვლის სულისა,
აგჳსტოს ჩემდა წყალობა....
ემილია.
კმარა ვგრძნობ, შენსა მუხთლობას,
ვხედავ შენს უხამს სინანულს, და შენსა დაუდგრომლობას,
მტარვლის წყალობა ალერსით, ყველაი დაგჳწყებია,
ანუ რაც აღთქმა გქონია, ანუ რაც ცეცხლი გდებია,
და სუბუქ მორწმუნოებით, ენუკვი აგჳსტოსძალსა,
ვითარმედ ყოვლის შემძლები, გიბოძებს ჩემსაცა თავსა,
და მისგან ირჩევ მიმიღო, ვიდრეღა მე თჳთ მოგეცე,
გარნა უწყოდე უწყოდე, მე არ ვისგან განვიცე,
აგჳსტომგინა ქვეყანა ფერხთა, ქვე თჳსთა აძრწოლოს,
მეფენი ტახტით ქვე დასცეს, მათ ალაგს სხვანი ადგომლოს.
თჳსაგან დასჯილთა სისხლითა, ღებვიდეს ზღვასა ხმელეთსა,
ნებისებრ სჯულნი უცვალოს, თემსა და ერსა ყოველსა,
იგი მაშინაც ვერ ექმნას, ემილიისგულის ბრძანებლად,
ცინნა.
მეც მხოლოდ თქუჱნგან მსურვიყო, მის უფასოსა მიმღებლად,
ვით ვიყავ აწცა ეგრეთვარ, ფიცისა გარდუხდომლად,
და სიბრალულის ჰგრძნობისთჳს, რად მსახოთ აღთქმის მგმობელად?
დაუზოგველად გმორჩილებ, ყოველთა თქუჱნთა ნებათა,
და ფიცზე გრადამეტებით, ვცდილობ თქუჱნთ სარგებლობათა,
თჳთ უწყით თუცა მეწადა მე ესრეთ განვარინებდი,
თქუჱნსა ჩინებულს მსხვერპლსა რომ, მით არ სადა ვცოდევდი,
აგჳსტოგანიზრახვიდა, ხელმწიფებისა ტევებას,
რომლითა განაქარვებდა პირის პირ, თჳსა ჩვენს მტრობას,
ჩვენნი შეთქმულნი უეჭვოდ, მაშინვე დაიშლებოდნენ,
ეგრეთვე თქუჱნნიც წადილნი, აღუსრულებლად ჰშთებოდნენ,
მარამ მე წინააღუდეგ; თჳსს ალაგს დავევაგდინე,
თვედა სიმსხვერპლოდ განვმზადე, და ამად დავაგჳრგჳნე[1],
ემილია.
ჩემად სამსხვერპლოდ, მუხთალო! და აწ გწადს მე თჳთ გაყენო,
მისის მოკვლისგან; ვაცოცხლო და სიყვარულიც ვაჩვენო?
რომ თავი ჩემი ალაფად შენ დაგრჩეს, მისსა მომრჩენელს,
და ჯილდოდ, მეფობისათჳს კეთილის რჩევას მიმცემელს!
ცინნა.
ნუ ბრალეულ მყოფ ამაოდ, ეგრეთ გმსახურეთ ვით ჰსჯობდა,
აგჳსტოსთავი უჩემოდ, ხელთაგან წარგივიდოდა,
მისნი ჩემზედა კეთილნი, სრულად სიყვარულს ვუმსხვერპლე,
აწ იგი ანუ მოიკლას, ან შენგან ჰქონდეს სიცოცხლე,
ესრეთის მოქმედების წილ, ვგონებ ღირსი ვარ მითმინო,
რომე ხმა აღმსარებლობის, ერთგზობით მაშინც ვისმინო,
ვიმეცადინო, ნუ თუმცა ვჰძლიო, შენს გულის წყრომასა,
და შეგაყვარო აგჳსტოვით ჰშვენის, მისსა გრძნობასა,
სულსა დიდს, კეთილ მოყვარეს, არა რა ესაძაგლება,
ესოდნად ვითა თავისა მუხთლად, უმადლოდ ხსენება,
არცა ვითარი სიმდიდრე, და არცა ბედნიერება,
თუ ჰბრყვილავს პატიოსნებას არ ოდეს ესათნოება,
ემილია.
მე დიდებად ვრაცხ მას რომე, შენ ჰხადი სარცხვინებლად,
მტარვლისა მიმართ მუხთლობას, კეთილად და საქებელად,
და ვინცა დააბოლოოს, ესდენი უბედურება,
გინ ნამდვილ იყოს უმადლო, მოწყალედ, მოიხსენება,
ცინნა.
შენ მადლად უწოდ ყოველსა, რაიცა მტრობას ეთნება,
ემილია.
მას ვხადი მადლად რაიცა, რომაელს გულს ეკადრება,
ცინნა.
ვინც ნამდვილ რომაელთა...
ემილია.
იგი მარადის იქმნების,
მზა გულის განსაგმერელად, თჳსისა დამმონებელად,
იგი სიკვდილსაც არ ელტვის, ეზომ ვითარცა მონებას,
ცინნა.
და ოკტავისა მონება, რით ამცრობს პატიოსნებას?
ხშირადრე ვხედავთ მეფეთა, მუხლთა მოდრეკით მდგომარეთ,
ჩვენებრ მონათა წინაშე, მოწყალებისა მთხოვარეთ,
გჳრგჳნოსანთა თავთაგან, იგი გჳქმს თქყვანცემულად,
და მათთა დიდებად ზედა, გვაუფლებს წარჩინებულად,
მათგან შეკრებილთ ხარკთაგან, სიმდიდრეს გვამატებს ესდენსა,
და ქედი მათი ჩვენ ნაცვლად, ზიდავს მონების უღელსა.
ემილია.
ეჰა თუ ვითარ ამაო, დიდება მოგიწონია!
მეთევზე უმეტესობით, თავი რაიმე გგონია?
პირსაზე ქვეყანისასა, მეფე ესრეთი სადა სჯდეს,
რომ მოქალაქე რომაელს, ესწროს არა თუ მეტობდეს!
ანტონიამად შეიქმნა, ჩვენ მიერ მოძულებულად,
რომელ დედოფლის ტრფობითა, თავი ჰყო დამდაბლებულად,
ატილლამეფე განთქმული, პორფირში დამცხოვნებული,
რომაელთაგან თავისად აზატად, სახელ დებული,
ოდესცა სრულად აზია, მფლობელად თჳსად მას ჰხადდა,
ტახტსაცა ზედა მჯდომარე, რომაელობას იქადდა,
გახსოვდეს შენი წოდება; ნუ დასცემ შენსა ღირსებას,
შეუდეგ მიუდრეკელად, რომაელთ გულის უხვებას,
ჰსცან ცამ იგინი დაჰბადნა, რომე მათ ესე ქმნად უძლონ,
მეფეთა ექმნენ მბრძანებლად, და თჳსზე არვის აუფლონ,
ცინნა.
ცა ესრეთთათჳს ამბოხთა, ვითარცა განსჯის ნათლად სჩანს;
მას სძაგს ყოველი მკვლელობა, და გულთ უმადლოდ შერისხავს,
საყდარსა მისგან აღგებულს, თუ ვინ შეჰბედავს დაცემად,
მყისა თუ შემდგომ, აროდეს არ დაუტევებს უძღვევლად,
იგი არს მფარველ მეფეთა, სადაც ვინ დაიდგინების,
და სისხლთა მათთა დაქცევა, არავის მიეტევების,
გარნა თუ სცოდონ მეფეთა, წესებულთ სჯულთა ტეხითა;
სხვათ არუცსთ ნება დასჯისა, თჳთცა შემუსრავს მეხითა:
ემილია.
სჯობს სხვა რომ არცა, შენ ჰრიდავ მეფეთ მტარვალთათჳს მზა ქმნილთა,
რადგან მათ განსამართებლად, გჳჩვენებ ეგდენ წადილთა,
წარვედ შენ არღა გეზრახო, ვით გწადს ჰმსახურე მტარვლობას,
შესწირე გული სულითურთ მისსა საძაგელს მოძღვრობას;
გჳწყდეს წინაპართ სახელი, გონება ეგრეთ რყეული,
რად ჩემთა შენი მწეობა, რომისდა მისის საზღვევლად,
თჳთ ძალ მიძს მარტო შევიქმნა, მათისა ვალის გარდმხდელად,
და მსხვერპლი იგი ჩემ მიერ, აქამდეც შეიწირვოდა,
თუმცა მარჯვნე ტრფობისგან, შეპყრობილ არა მქონოდა,
გლახ მისგან ვიყავ ტყვე ქმნილი, ამად ვერა რას ვბედევდი,
და შენდა დამონებული, ცხოვრებას შენთჳს ვკრძალევდი,
თუ მტარვალს მე თჳთ მოვკლევდი, ესე უეჭოდ ვიცოდი,
მისთა მცველებთა ცოცხალი, ვერცა მე გარდავრჩებოდი,
და თავი ჩემი ესე გვარად, სამუდამოდ გეკარგებოდა;
ხოლო ვინადგან ცხოვრება, მე მხოლოდ შენთჳს მწადოდა,
ვცდილობდი გარნა ამაოდ, ტრფობისთჳს ყველა მეთმინა,
და შენთჳს მეცა შემთხვევა, რომ თავი გამომეჩინა,
ღმერთნო ზენანო შემინდეთ, მე ესრეთ მძიმედ მცოდველსა,
ვინად აქამდე მეგონა, ვეტრფოდი პომპესძის ძესა,
და მოჩვენებით ცთუნებელს გონება ესრეთ მრევია,
რომე მის ნაცვლად, უძლური გლახ მონა აღმირჩევია,
გარნა ვინცა ხარ ეს გული, მითცა ვერ ეხსნება შენს ტრფობას,
შენ თუ ჩემს შესაძინებლად, გაწვევ პატრონის მუხთლობას,
ათასნი სხვანი ხელჰყოფდენ ამ მსახურების სრულებას,
თუ იმედობდენ ამ ფასად, თავისა ჩემის მოგებას,
ნუ ჰგონებ ნაცვალ გაგო შენ, და სხვასღა ვისმე ვსცე გული;
იყავ, იცხოვრე, მტარვლისთჳს, გარნა მე შენთჳს მხდეს სული,
გულიცა მყისად ვიგმირო რა, მოვრჩე მისსა მკვლელობას,
რადგან უღირსი ვერღა ჰბედ, შენ ჩემსა მეუღლეობას,
ჩემის და მისის სისხლითა მოვედ, დამზირე ღებელსა,
კეთილის გრძნობით მომაკვდავს, ყოველთაგან დატევებუსა,
რომე გითხრა შენ სულთ მძლევმან, კმაყოფილითა გულითა,
„ნუ ბრალეულჰყოფ ჩემსა ხვედრს, ესრეთის აღსასრულითა,
„შენ მომისწრაფე სამარე, შენგან შთავალ აწ უფსკრულსა,
„და შთავიყოლებ დიდებას, მას შენთჳს გამზადებულსა;
„აწ ვჰკვდები თჳთ მპყრობლობის, ძალისა დამარღვეველი,
„მარა მე შენთან მეცოცხლა, თუცაღა იყავნ მდომელი,
ცინნა.
გსურს და რაი ვჰყო; გმორჩილე ხმა უყო შენსა ნებასა,
თავისუფალ ვჰყო მამული, ხელ ვჰყო მამის წილ ზღვევასა,
მოკვლაცა ესე მტარვალი, უცთენელითა გვემითა,
მარა უწყოდე, აგჳსტოს, შენ ჰმატობ მტარვალობითა,
მისგან სიმდიდრე, ცხოვრება, და ცოლნი თუ მიგვღებია,
იგი ჩვენთა სულთ სატანჯვლად, აქამდე არ შეხებია,
გარნა შენ შენის შვენების, უწყალოს ხელმწიფებითა,
ნებას, გონებას, სულ გვძარცავ, და გვამოქმედებ ვნებითა,
შენ მაგრძნობებ მას საკადრად, რაც პატივსა მხდის სრულებით,
შენ მაძულებ მას რომელიც, მიყვარს გულ შემსჭვალულობით,
შენ მაიძულებ რომე ვჰყო, მისის ცხოვრების დალევა,
რომლის წინაშე თჳთ მმართებს, ათას გზის სისხლის დათხევა,
აღგითქვამ ყველა ვასრულო, რადგან ეგრეთ ხარ წადილით,
გარნა თავიცა მაშინვე, მოვიკლა სითვე მახვილით,
მას თავადის დანაშთთა, შევსწირო შენი მტრფობელი,
და ბრალსა უნებლიეთსა, თჳთ ნებსით ვექმნე დამსჯელი,
ესრეთ ვიყო უსაშვალოდ, და ესრეთ დავაბოლოვო,
მყისს დაკარგული დიდება, მყისსავე მე მოვიპოვო,
მშვიდობით.
გამოცხადება მეხუთე.
ემილია, ფულვია.
ფულვია.
რასათჳს მიეცით, ესრეთსა განწირულებას?
ემილია.
დაესხნას ჩემსა სიყვარულს, შეუდგეს თანამდებობას,
ფულვია.
იგი თქუჱნს ნებას ასრულებს, მარა თავს აღარ იცოცხლებს, რაი თქუჱნ სტირით?.,.
ემილია.
ფულვიავ, თუ გული შენი მიწყალებს,
წარვედ ისწრაფე, ეწივე თჳთ გესმა, ვაი რაცა სთქვა,
აღმოფხვარ მისის გულიდგან თავის მკვლელობის განზრახვა,
უთხარ შენ.
ფულვია.
რო მე აგჳსტო სისხლი, თქუჱნ აპატიეთმას?
ემილია.
ეგრეთი უსჯულოება, ვით უქმნა ჩემსა მტერობას,
ფულვია.
მაშ რაი ვრქვა?
ემილია.
ესე რომ ჯერ სრულ ჰყოს ჩემი წადილი,
და შემდგომ აღმოგჳრჩიოს, გინა მე გინა სიკვდილი.
დასასრული მესამის მოქმედებისა,
![]() |
1.4 მოქმედება მეოთხე |
▲back to top |
გამოცხადება ა-ლი,
აგჳსტო, ეფებრე. პოლიკლე და მცველნი.
აგჳსტო.
რაცა მიამბე რფორბე, სრულ დაუჯერებელია,
ეფორბე.
ხელმწიფევ ამა საქმისა. გამოთქმაც საშინელია,
ესერეთსა მძვინვარებასა, გონება ძნიად მიხვდება,
და მხოლოდ წარმოყენებით, შეკრთება შეიზარება,
აგჳსტო.
ჩემნი გულის სანდონი! ცინნადა მაქსიმე!
რომელთა გასასხვაებლად, ესდენ პატივი ვეცი მე!
ორნივ უმახლობელესნი, ორნივე ჩემგან რჩეულნი.
უმაღლესთ უჩინებულესთ, ადგილთა დადგინებულნი,
ოდეს მე თჳთ მათ მივანდე, ხვედრი ქვეყნისა სრულისა,
იგინი ერთად მდევნია, აღმოსახდელად სულისა,
ამას მაქსიმემაცნობებს, თჳსის შეცთომის მგრძნობელი,
სამართლიანის კდემითა, ლმობილი შემნანებელი,
გარნა ცინნა!
ეფორბე.
ცინნა მხოლო ჯერეთცა თჳთ, ურჯულობს თჳთცა მძვინვარედ,
და თქუჱნთა მოწყალებათა, ებრძვის თავ გამომჩინარედ,
ყოველნი უკვე შეთქმულნი, ხედვენ თჳს გარდახდომისა,
მხოლოდ ის წინააღდგომობს, მათს სახეირსა კდემასა,
და ცდილობს კვლაებრ შესმენით, განვეუმტკიცოს გულები,
სინანულით და შიშითა, ძლიერად შერყეულები,
აგჳსტო.
იგია მათი განხმობი, და მიზეზ მათის ცთენისა!
ოჰ! უუსჯულოები ნაშობთა, შორის ქვეყნისა,
მოხედეთ ამა ღალატსა, ჯოჯოხეთს შინა შემზადულს,
ამა საგრძნობელს გვემასა, მოყვასისა ხელით ღერებულს,
ცინნავნამდვილად მუხთლობამ, მომიპყარ ყური პოლიკლეტ.
(ყურს ეზრახება.)
პოლიკლეტ.
ხემწიფევ სრულ ვჰყო, ყოველი რაიცა ოდენ მიბრძანეთ,
აგჳსტო.
და ერასტიცაწარგზავნე, მექსიმესმოსახმობელად,
რათა ჩემთანა მოვიდეს, შენდობის მისაღებელად.
გამოცხადება მეორე.
აგჳსტო, ეფორბე.
ეფორბე.
მან ბრალი თჳსი აღწონა, სიმძიმე მისი განსაჯა,
და მოიქცა და პალატით, თავსა მაშინვე უსაჯა,
თვალნი ფეთებულს უგვანდნენ, მხეცურად იყურებოდა,
გულის სიღრმითგან ოხრებდა, მქარედ ქვითინით სტიროდა,
თავსა უგმობდა შეცთომას, შეთქმულებისა დაწყევით,
და ესრეთ ყველა მიამბო, ვით მოგახსენე დაწვრილვით,
მასთან ესეცა მიბრძანა, თქუჱნდავე მოსახსენებლად,
ვგრძნობ რაბამც ვარ ბრალული, და თავსა ვეყო დამსჯელად,
ესერა მითხრა მასვე წამს, ტიბრსაგარდვარდა ფიცხელად,
ღამის სიბნელეს და წყალმან, წარმდინარემან ძლიერად,
გამკრთალთა თვალთა ჩემთაგან, და აჰფარეს იგი მალიად,
და მისის დასასრულისა, ვერღა რაი ვსცან სრულიად.
აგჳსტო.
მაქსი მეთჳსსა სინიდისი, მეტად შეუძრწუნებია,
და ვსწუხვ ჩემს მოწყალებასა, თჳთ ნებით განშორებია.
რამცა შემცოდენ ესრეთი, რომ მონანულთ არ უტევო!
მარამ ვინადგან ესრეთ ვჰყო, საქმე არს უკვე უმწეო,
წარვედ საძებრად ვით უძლო, იზრუნვე მისის გვამისათჳს;
იგი მე მოწმად დამჭირდეს, და შრომა გმართებს ამისთჳს,
გამოცხადება მესამე,
აგჳსტო
ჱე ღმერთნო, ნეტარ დღეისით, ვისდაცა მქონდეს რწმუნება!
ან ხვაშიადი ვის ვანდო, და ანღა ჩემი ცხოვრება!
მიმიღეთ თქუჱნგან ცემული, ეს ხელმწიფება ერთიან,
თუ ქვეშე ვრდომთა მოგებით, მოყვასნი მიმეღებიან,
თუ უზენაესს ხარისხსა, ეს ხვედრი ეკუთვნებოდეს,
რომე მტერ ექმნენ იგინი, რომელთაც კეთილს უყოფდეს,
ანუ თუ მაღლის განგებით, უცილოდ ესრეთ განეგოსთ,
რომ იგი შევიყვაროთ ჩვენ, ვინც ჩვენად მკვლელად გეწეროსთ,
ყოვლის შემძლესა ყოვლთაგან, შიში ჰხამს უსაშუალოდ,
გულს ჰშთაიხედე ოკტავი; და ნურღა ჰსჩივი უბრალოდ;
რაი შენ გწადის დაგინდოს, თჳთ ზოგად დაუნდობელი!
იხსენე რავდენ ათასთა, სულთა ხარი შენ მსპობელი!
მაკედონიასრავდენნი ველნი, შეღებენ სისხლითა,
ანუ რავდენნი დასთხიენ, ანტონისდამარცხებითა!
ანუ როს ჰსძლიე ხექტოსი, და წარმოგიდგენს ერთ ჟამად.
გლახ პერუზისა მცხოვრებნი, შენგან დანთქმულნი ერთბამად,
ესდენთ მკვლელობათ შემდგომად, იგინი სხვაცა საქმენი;
შენგან გადევნილთ ათასთა, სისხლ შემოსილნი სახენი,
რო! თჳთ შეიქმნენ ქონდაქრად, შენთა მათ მოსვრის წადილით,
და შენსა მოჭირნახულეს გული განჰგმირე მასვილით.
მერმეღა დაჰგმე განგებას, შენზე უსამართლოება.
როს ხედავ რომე შენიანთ, შენზე აქვსთ აღჭურვილება,
რომე შენს კვალზე შემდგარნი შენს საგვემელად მოდიან,
და მათ სჯულთ გარდახდებიან, რომ თჳთ შენ დაგირღვევიან,
სამარად მათი ღალატი, და ზენაცა მათ მწე ეყოს,
უტევე შენი ხარისხი, რა გვარად იგი გეპოვოს,
სისხლი ორგული ორგულთა, მიცემად ნურცა იზარე,
და დასთმე უმადლოება, ვითარცა თჳთ შენ იხმარე,
გარნა გლახ შეჭირვებულმან, რად ესრეთ ჰკარგე გონება,
არ სისმაგე ჩემ კერძო, ჩემზედა ცინნასმართლება!
მისი რომელიც მუხთლობით, მაცთურად მაიძულებდა,
ამ ხელმწიფების დაცვასა, და მის გამოვე მე მძლევდა;
რომელიც მთავრობის გამო, ოდენ მხოლოდა მცოდველად,
და ჩემსა ტახტზე აღიყვანდა, მუნით ქვე დასამხობელად,
ურიცხვი რომ გულის ბოროტსა, ერთგულის სახის ჰბერევდა,
ჩემის მოკვლისთჳს მამულის, კეთილსაც აღარ ზოგევდა,
მე ესოდენნი ბოროტნი, უტევო დავიწყებულად,
და ჩემი მაშინებელი, ვაცხოვრო განსვენებულად!
ნუმცა იყოფის ეს ჩემგან, ჰგვანდეს თავისა მტერობას,
ადვილად მიმტევებელი თჳსზე მიიზიდს წყინებას,
მკვლელი დავსაჯოთ ფიცხელად, განვსდევნოთ მასთან შეთქმულნი,
გარნა რა! მარად სისხლის ღვრა, და მარად ესდენ სასჯელნი,
დავშვერ და მითც ვერ დამცხრალვარ, ხმარებად უწყალოების,
შიშს ვსთეს მშვიდობის მოსამკალად, ამბოხი მიღორძინდების,
რომს ჩემს სავნებლად ვეშაპნი, ღვლარძნილოვანნი უშვიან,
ერთს თავს რა მოჰკვეთ ათასნი, ახალნი აღმოუყვიან,
გინა ურიცხვთა შეთქმულთა, უყომცა სისხლთა დინება,
მითც ოდენ წყევა მოვიგო, და არა უშიშროება,
ოკტავი, ნუმცა იცალე, ახალმან ბრუტმან განგვემოს,
თჳთ მოჰკვედ და შენის მოკვლით, მას დიდებასა ნუ შემოს,
მოჰკვედ; უკადრ და ამო, შენ ცხოვრების წადილი,
რადგან საშენოდ ეგოდენთ, მხნეთ განუმასავსთ მახვილი,
და რადგან ყოვლნი ჭაბუკნი, რომსშინა გამოჩენილნი,
შენ სასიკვდინედ არიან, განმზადებულ და მხნობილნი,
მოჰკვედ ვინთგან არა უცს, წამალი შენსა ტკივილსა,
და ვერ ეხწევი ან ყოვლის, წარგებას ანუ სიკვდილსა,
ნეტარ სადა ღირს სიცოცხლე! ეგდენი აღარც გრჩომია,
და უმგვარ საზარელ ფასად, შენგან რა მოსანდომია,
სჯობს მოჰკვდე, გარნა ესრეთ რომ, სიკვდილი გქონდეს მდიდირი,
და მის უმადლოს სისხლს შინა, აქრო ცხოვრების ლამპარი,
შენ მომაკვდავმან თავს, მსხვერპლად დაუკლა შენი მუხთალი,
ერთის გზის ხმა ჰყო მეორით მოსწყლა სჯულთ გარდამავალი,
მოჰკვდე და მასვე წამს შინა, მოსპო მისიცა ცხოვრება,
იტანჯოს რომ არ დასცალდა, შენს შემდგომ გულის ხარება,
მარამ არ სჯობს თჳთ, ვიხაროთ, მის მუხთლის მწუხარებით?
რომზე ვიდღესასწაულოთ, მტერობის განუქმებითა?
ოი ერნო, ოი შურის გებავ, ოი ხელმწიფებავ მფლობელო,
ოი მონებავ თავისა დაუცხრომელად მბრძოლელო?
გულო რომელსა განზრახვა, არცა ერთი გაქვს სკნობილი,
ერთ გზის მაცნობეთ უბედურს, და მარქვით გარდაწყვეტილი,
რომელს რჩევასა დავაგდე, რომელსა ჰაზრსა განვშორდე,
ანუ სიკვდილი მასაჯეთ, ანუ მეხსენით ვმეფობდე.
გამოცხადება მეოთხე.
აგჳსტო, ლივია.
აგჳსტო.
მე მღალატობენ ლივიავ, და ვისგანც სული მიხდება,
მისგანვე გულის სიმტკიცე, სრულიად მიძაბუნდება,
ცინნა, მუხთალი?...
ლივია.
ეფორბემ ყველა დაწვლილვით მაცნობა,
ამა ამბავმან განმაკრთო, მიკვირს ვითღა მრჩა გლახ ცნობა!
გარნა ხელმწიფევ იქმნება, გავბედო რჩევა მდედრული?
აგჳსტო.
ეჰა რჩევათა შედგომას, ნეტარ უძლებსღა ეს სული!
ლივია.
რა მოიპოვეთ ესდენთა, გულის წყრომათა ხმარებით,
ჰა მრთლად ერი ღაღადებს, და დრტვინავს გამოცხადებით.
ერთის სასჯელმან მეორე, ვერ ოდეს ვერ შეაშინა;
საკლიდიანესდაცემამ, ლეპიდეწარმოადგინა,
მის შემდგომ იყო მურენოს, და მას სცეპიონშეუდგა;
ორნივე მოსწყდენ წამებით, ორთავ დღე ბნელი დაუდგა,
მარამ ეგნატისსიცოფე, არ შეკრთა მისის ზარითა,
რომელს დღეს ცინნამემკვიდრობს, განზრახვით მითვე გვარითა,
და ქვენაესთ ალაგთა, შთაფლულნი უჩინოებას,
ესრეთის მარლის განზრახვით, ცდილობენ აზნაურებას,
რადგან ესდენ გზის იხილეთ, რისხვათა ამაოება,
აწ გამოსცადეთ ცინნაზე, სულგრძელებისა ხმარება;
როს ვნებით ოდენ განსაზღვრეთ, სასჯელი მისის ბრალისა,
განსაჯეთ რაცა გიჯობდესთ და აღასრულეთ კვლავ ისა,
და დასჯით ესე ქალაქი, შეიქმას თქუჱნზე მდრტვინელი,
და მიტევებით უეჭოდ უფროს, განგეთქვას სახელი.
და რომელნიცა შერისხვით, არიან წყინებულები,
ნუ თუმცა მოწყალებამან, თქუჱნმან მოუგოს გულები.
აგჳსტო.
არა, მოვიგოთ იგინი, ხელმწიფობისა ტევებით,
რომლისაც გამომდევნიან, ესრეთის უწყალოებით,
რჩევათა შენით მრავალგზის, ვისმინე სხვისა და სხვისი,
აწ კმარა, ნუმცა მიხსენე, არღა მწადს რჩევა არ ვისი,
თავისუფლების მგლოველო, რომონურღა ხარ მკვნესელად
მონების ჯაჭვსა თუ დაგსდევ, მეფე ვექმნა მათ დამხსნელად,
და ოდეს ძლევით დაგიპყრი, ვით მას ჟამს იყავ შედგმული,
მათზე მშვიდობით გიტეო, და უფროს განდიდებული,
აწ თუ გწადს ჩემი მტერობა, მიმტერე დაუფარავად,
თუ შემიყვარებ გიყვარდე, უშიშრად შეუზარავად,
სილლასებრვსდევდი აქამდე, ძლიერებას და დიდებას,
მისებრ მომწყინდენ, და ვეძებ მისებრივ ბედნიერებას,
ლივია.
არ ახლად ვხედავ მე თქუჱნგან, მისთა მაგალითთ შედგომას,
მარამ ვიშიშვი ეგრეთის მიბაძვის, ავათ მოხდომას,
ბედმან უებროდ ჰმსახურა, და ამად წარემართა მას,
არ ყველა მისებრ ეწიოს, ეგრეთსა ბედნიერებას.
აგჳსტო.
თუ არ ღირს ვიყო მას ბედსა, და იგი არა მეწიოს,
აჰა მზა სისხლი ვისაც ჰსწადს, მოვიდეს აწვე დასთხიოს,
ნავთ საყუდლად აქვს სასოდ, არ მუსრა შინა ვარდნილსა,
მეც ნავთ საყუდლად აწ ვეძებ, მირდნობას ანუ სიკვდილსა.
ლივია.
რაჲ გწადთა უტეოთ, ნაყოფი ესდენ შრომათა?
აგჳსტო.
და შენ გწადს რომე დავიცვა, მიზეზი ესდენთ მტრობათა.
ლივია.
ხელმწიფევ თქუჱნგან ეს გვარის, კიდურის ღონის ძიება,
უსასოება იქმნება, და არა გულის უხვება.
აგჳსტო.
ვმეფოდე და გულთ მუხთალთა, უყოფდე დაყვავებასა.
ჩემს უძლურებას დანიშნავს, არა თუ მოწყალებასა.
ლივია.
თქუჱნს შემძლებობას დანიშნავს, რომე თჳსზედა ხელმწიფებთ,
და რაც მეფეთა შეჰშვენის, მაქნმელად მას აღმოირჩევით,
აგჳსტო.
მდედრული რჩევა აღმოსთქვი, და ნამდვილ აღთქმას მისრულებ,
აჰა ოც წელ არს სუნითრა, ამა ქვეყანას სხელმწიფებ,
რავდენნი მტერნი დავსთრგუნე, და დავეც მათი მძლავრობა,
გამოცდილებით გამოვსცან საბრხეთ, სხვა და სხვა გვარობა,
ვსცან რაიცა აქვს საგანი, მათსა წადილსა უსაზღვროს,
და ესრეათს შინა შემთხვევას ვითც ხამს მეფემ ის აქოს,
მეფეთა ზედა ამბონი, ერთა სჩანთ თჳსდა წყინებად,
და ოდენ ჰაზრსაც ესრეთსა ხადიან, დიდ ნდომილებად!
ვინც აწყენს საზოგადობას, მთავართ ვალია მსჯავრობა,
ან დამსჯელ ექმნენ ბრალეულთ, ანუ გარდასდვან მთავრობა,
ლივია.
ნუ ეგზომ დარწმუნებიხართ, ამჟამად გულისა ვნებას.
აგჳსტო.
სჯობს რომე შენ არ შეეპყრე, დიდების ამაოებას.
ლივია.
ნუ ხადით ეგრეთ, ამაოდ სასარგებლოსა რჩევასა.
აგჳსტო.
ზენა მამხილებს მე ყოფად, რაცა ჰსწადს მისსა ნებასა,
მშვიდობით დროთა ნუ ვკარგავთ.
ლივია.
ხელმწიფევ მე არ განგშორდე,
ჩემსა სურვილსა და თხოვას, ვიდრემდე არ ხმა უყოფდე.
აგჳსტო.
დიდების მოყვარებითა, შექმნილხარ გაუძლებელი.
ლივია.
მე თქუჱნ მიყვარხართ, არა თუ სკიპტრა და საბრძანებელი
(მარტო.)
განველტო გარნა ვემდევრო, მოვაგოთ იგი ამ ცნობას,
რომ მიტევებით უფრორე, იმტკიცებს შემძლებელობას,
და რომ ამ სოფლთა ყოვლთა ზე, ხელმწიფეთ მაშვენებელი,
მოწყალებაა სამკაულ ერისა, თვალთა მთნებელი?
გამოცხადება მეხუთე.
ემილია, ფულვია.
ემილია
სითგან მომდის მე ესრეთი, უხამსი მხიარულება,
და უნებლიეთ ეს გვარად, გონების დამყუდროება!
კეისარს ცინნაუხმია, და არა რად ვხად საწყენად,
არც გული მიკვნესს, არცა ვარ თვალთაგან ცრემლის მადენად,
თუ სთქვა წინასწარ გრძნობა, რამ იდუმალ მეუბნებოდეს,
რომ ყოველივე ვითარც მწადს, ჩემს სათნოდ გარდაწყდებოდეს,
სწორეთ შემესმა ფულვიავ? ეგრეთ მიანბე თუ არა?
ფულვია.
ესდენ ვეცადე რომე მან, სიკვდილზე ფიქრი აჰყარა,
და თქუჱნდა მომართ მომყვანდა, უფრო გულ დამშვიდებული,
თქუჱნის განზრახვის საბრძოლად მეორედ განმზადებული,
მით კმაყოფილი ვიდოდი, ოდეს პოლიკლეტმოგვმართა,
სარწმუნო აღმსრულებელმან, ყოველთ აგჳსტოსნებათა,
იგი უხმოვნად მოვიდა, კაცი არ ვინ ჰყვა ხლებულად,
და ცინნაწარიყოლა თან, პალატსა დაბარებულად,
აგჳსტოშეშფოთებულ არს, და რისთჳს აცა იციან,
თჳთოეულნი მიზეზსა, სხვა და სხვა გვარად იტყვიან,
და ყველა ჰგონებს ვითარმედ, ვარდნილი მწუხარებისა,
ცინნასამისთჳს უწოდეს, რომ მას ჰკითხევდეს რჩევასა,
მარამ ერთი რომ მომესმა, და ეს მაქვს უფროს საწუხრათ,
ვითარმედ ძოღან ევანდრე, ორთ უცნობთ ვისმე შეეპყრათ,
ეგრეთვე ზოგნი ეფერბეს, პყრობილებასაც ამბობენ,
და მისის პატრონისათჳს, გარდარეულად მოსთხრობენ,
რომ სასოწარკვეთილება, მორეოდეს მას საშინლად;
ტიბრსახსენებდეს წყალსა, და სხვა ვერა ვსცან ნამდვილად.
ემილია.
მრავალ მიცს მიზეზ შიშისა, და არ რაი იმედათ,
მარამ ეს გული საბრალო, არ დრტვინავს არცა მცირედად.
მარად ახლითა შემთხვევით, ცისაგან გარდმოვლენილი,
გრძნობა ეცემა ნუგეშად, და მით აქვს ჭირი ლხენილი,
ძოღან ამაო ფიქრითაც, ბევრგზის ვყოფილვარ შემკრთალი,
აწოდეს მმართებს ვძრწოლევდე, შეუპოვრად ვარ ვით სალი,
ვგრძნობ ღმერთნო, თქუჱნთა წყალობათ, თქუჱნ მხოლო მფარავთ მადლითა,
თქუჱნ არ სთმობთ, რომე პატივი, დავთრგუნო უძლურებითა
მიკრძალავთ ცრემლთა, ოხვრვათა, და ამაოთა გონებათ,
და გწეობთ რომე არ მძლიონ, ესდენთა უბედურებათ,
თქუჱნ გწადთ სიკვდადმდე, ვხმარობდე დიდსა მის გულის თმენასა.
რომლითაც ვბედავ ხელყოფად, ესრეთ საჩინო საქმესა,
მტკიცედ აღგითქვამთ ეს, გვარად დავლიო ჩემი ცხოვრება,
დავსრულდე შეურყეველად, და თქუჱნი სრულ ვჰყო მითნება,
ოი რომისთავისუფლებავ! ოი სულო კლულო მისისავ,
მე გლახ ჩემ კერძო რაც მეძლო, საქმნელად ყოველივე ვჰყავ,
თქუჱნსა მტარვალზე აღვჭურე, თჳთ მისნი მეგობარნივე,
მეტი ვქმენ ვიდრე მმართებდა, ყოველი ძალი განვლივე,
თუ წარმართება არ მქონდა მაგით, რა ევნოს ჩემს სახელს;
რა ვერ ვეღირსე თქუჱნს ზღვევას, ვეღირსო თქუჱნსასა ყოველს,
მუნ მიხილოთ მე რისხვითა, საქებრად აღტყინებული,
სახიერითა სიკვდილი, ეს გვარად განსხვაებული,
რო მე მყისად სცნოთ ვინ ვარ: და ვისიც მომდევს ტომობა,
ზედან მეწეროს ჩინებულთ, გვართაგან შთამაამვლობა.
განგრძელება შემდგომ…
______________
1 ძველად ჩვეულება იყო, მსხურპლად შესაწირავს, გჳრგჳნით შეამკობდნენ,