![]() |
ცისკარი №5 (1857) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პოეზია |
▲back to top |
![]() |
1.1 ღვთის მომდურავთ კაცთადმი. |
▲back to top |
ღვთის მომდურავთ კაცთადმი.
ჱე კაცო, მცდარო, გონით უძლურო!
როდემდის უნდა შენს ხვედრს ემდურო?
ით ჰბედავ მალ-მალ მისსას ხსენებას,
რომლის წყალობით ჰსჭვრეტ ცჳფრ ბუნებას?
რად არ ხედავს ეგ ბოროტი თვალი,
რომე წრფელი არს მის სამართალი!
ყოველთ შემძლებლის ვით ძალგიძს რჩევა;
ანუ ვით ბედის შვნისა წყევა?...
სად იყავ მაშინ როს ქმნა ნათელი;
ერთ სიტყვით მოსა როს მწვანით ველი!
მაგ ენამ მუნ რამ რად არ გაბედა,
ოდეს ვრცელი ცა ერთს წუთს გაჭედა.
თამამად იწყეს როს ნაკადთ დენა;
ჰაერში ფრინველთ-შვენივრად ფრენა!
დანსაცჳფროდ ჰქმნა უღრმესნი ზღვანი,
გორანი, კლდენი, მაღალნი მთანი,
ჭაობი, ღელე, ხეობა, ველი,
და დააწესა ესე ყოველი.
მთვარეს რქვა ღამით ზე აღმოხდომა
და მზესა დღისით ქუჱყნის მნათობა!...
ეე კაცო! თუ რომ შეგეძლო რამე,
რად არ ურჩივე მცირედი რამე?
იქმნებოდა რა უხვებით არე,
თუ რამ შეგეძლო რად არ ეხმარე?
ნუ გრცხვენის, თავი ეგ ზე აღიღე,
ამის პასუხი აბა მომიგე!...
ოდეს ზაფხულის დღეს მიწის-მხვნელი
ხედავს, ცხარის მზით რომ ეწვის ველი;
სიცხით წყაროცკი სრულებით შრება:
საბრალოს მწყემსსა პირი უშრება.
აბა თუ ძალგიძს, მივედ იხილე,
წვიმა მოეცი და გააგრილე!...
ოდეს ცხადი დღე უცებ უცვლება
წვიმას სასტიკად ჰქონან დინება,
ჭექას ხომ მეტად გააქვს გრიალი,
ან როს ფრიადი არს ქარიშხალი:
შიშით თრთის ყველა, ქვა იყოს გინა;
ნუ მალავ, ვიცი, შენც ძრწი მაშინა.
აბა თუ ძალგიძს, მაშინ რამ ბრძანე,
ეს ქუხვა, ჭექა, უკუაყენე!...
ოდეს შეგქმნა მან, ან თვითან შენცა,
რად არ ჰრქვი სახე სხვა-ფრივ მოეცა?
ჱე კაცო! გონით ნუ ხარ უძლური,
და მაგ შენსა ხვედრს ნუღარ ემდური!
მან უკეთ იცის ჩვენზედ ყოველი,
ვინ რის ღირსი არს ერთბამ ცხოველი,
მხოლოდ ეგ მდურვა ნურც თუ გაქვს მცირე,
მოწიწებით ღმერთს მადლი შესწირე!...
ივ. კერესელიძე.
![]() |
1.2 ცისკარი |
▲back to top |
ცისკარი
განთიადის ცისკარი,
თუმცა ბრწყინვალე არი,
მაგრამ ბინდის ვენერა,
იმაზედც კარგი არი.
ეგრეთ ჩვენი ცისკარი,
არ არის არ ვის დარი,
ესეც ვუწყი, ყოველთვის
სიბრძნის აქვს ღია კარი.
იოს. აღმუროვი.
![]() |
1.3 ნუგეში გულისადმი |
▲back to top |
ნუგეში გულისადმი
ვით მგზავრი იყო უდაბნოს: უწყლოდ, უპუროდ გდებული,
რუ ტყესა, უგზო-უკვლოსა, გულ-წყლული, დაზვაებული,
ნუგეში არ სით არ გქონდეს, სულთქმიდე გაბასრებული,
მიხდილი სულ-იმედისგან, გულო! ეგრეთხარ ვნებული.
რა გექმნას, გულო, ბედ-კრულსა, ვაებით გამწარებულსა,
რისა მძებნელსა, ვინ იცის, რა შეგხვდა შეჭირვებულსა,
ვით წახდი, ან ვით დაინთქვი, რა გექმნა განცჳფრებულსა,
ყოვლითურთ სასო წარკვეთილს... ვაიგულო! შენებრ ვნებულსა!
თუ ვჰსთქვა: ვაება მოადგა, უზომო და უკურნელი,
მით მაინც სრულად ვერ მოვსთქვამ, სიმწარით ხარ გაბასრული,
ურვა, უწყალო-ტანჯვანი გაქვს, სულიც ვით განწირული,
რით დაჰსთმო ერთბამ ყოველი, ოხ გულო! ვითარ არს ძნელი...
გულო! ბრალი ხარ, თუ არ გაქვს ნუგეში ანუ იმედი,
ან ძნელად ჰპოვო საწადი: სხვა სული, გული მომხედი.
ოდეს გინდ ჰპოვო, მით წახდე. ახ! რა ცეცხლია ან ბედი?
მყის თავსა ეტყვი: ვაი გულო ცოცხლივ მიწასა ჩავხედი.
თუმცა იმედსა ეს ძალუძს, მოგცემს ერთოდენ შვებასა;
გარნა, სიკეთის სანაცვლოდ, სიავე მოგკვეთს თმენასა,
საზღვარს დააგდებს საქუჱყნოდ, თან განგაშორებს მცნებასა,
რით უდგრო, უძლო, საბრალოვ: გულო ვერ იტყვი ყოველსა.
ოდესმე ვით ხარ მიზეზი, გჭირს ჟამს შფოთი, ცვლილებანი,
ამად ჯერია, ჰმონებდე გონებას, არს მოსაწონი,
გონება საზღვართ განგირჩევს: ესე ჰქმენ; და ისი ნუ ჰქმნი,
და რაც გონებამ გაგონოს, უნდა ემონო, ნუ სჩივი.
გულო! ღმერთს ჰსთხოვე იმედი, წყალობა გექმნას საკმარნი,
აღჰხედენ ცასა, თუღა ჰსცნობ. მზე, მთოვარეა, ვარსკვლავნი;
მოიქეც ცრემლით, თვით გულს ჰრქვი, ვინ გადმოფენა მე ცანი?
მაშ მიხსნის ისევ ის ღმერთი! გულო, დაიპყარ თმენანი.
რა თმებით დაჰსტკბე, უთუოდ წყნარ შეიქმნები მჭმუნვარი,
მიხდილ დაღალულს გრძნობითა, ვაება გექმნას მთმენარი.
მაშინ ხმას ისმენ, გულს ეტყვი. ჰსცან, მაღლით ხმა არს ვითარი!
შენის მაგ ვაებისაგან მე ვარო მხსნელი ზენარი!
დაჰსწყნარდი, გულო! ასეა ამ სოფლად განწესებული.
ზოგი თუმც ჰპოვებს საწადელს, ზოგიც არს დატოვებული.
სხვისა ნუგეში სალხინო, სხვას გულს აქვს სატირებელი;
გარნა სრულ წარვალს, გაივლის, ვით ჩრდილი განქარვებული.
დამშვიდდი, გულო, იკმარე ეგოდენ ძნელ-ვაებანი!
საფლავში მაინც დაჰსტკბები არს: შენთვის არ-დასანანი.
იქ განისვენებ, მორჩები, აქ რაც გაქვს შენ დასაღონი,
ვიდრე ღვთის სასო მიენდევ... არს ღმერთი!... ჰყავ ჭკუა, გონი.
თ. ალ. ჩიქოვანი.
![]() |
1.4 * * * (ოდეს ვსდეგ ფიქრით...) |
▲back to top |
* * * (ოდეს ვსდეგ ფიქრით...)
ოდეს ვსდეგ ფიქრით წყლისა კიდესა,
ჩემად ჭმუნვისა მყის მიმზიდესა,
ვხედავდი მისსა მიმოსრბოლასა,
მდუმრიად ვლასა და განლტოლვასა.
იმ ჟამსა იყო მყუდროთა მსვლელი,
საამოს ხმითა ყურთ დამტკბობელი,
სევდათა მარად თან წარმდევნელი,
ჭმუნვარეს ფიქრთა დამავსებელი.
თვალთ ვერ სწრებითა იქმნა აღძრული,
მძაფრის ღელვითა განრისხებული,
უსამართლოთა აღზვაებული.
იქმნა მცირედ ჟამს განქარვებული,
ესრეთთა ხედვათ მიმცეს ოცნებას,
განვკვირდი მისსა მსწრაფლ წარმავლობას,
მაშინ ვგრძნობთ მხოლოდ ღვთის მრისხვანებას,
მსწრაფლიად მსჯავრსა და უბედობას.
* * *
ჵი შენ სოფელო, ცრუით მყოფელო!
შენდა მკვიდროვანთ მყის განასრბოლო.
ოდეს ჰყოფ კაცთა ჟამ ერთს მადლობელს,
უმუხთლებ კვალად ჰყოფ, შენდა მრისხველს.
რად ხარ ესრეთი დაუდგრომელი,
ვითა ტაროსი მსწრაფლად შემცვლელი?
კვალად წამობით დაუდგრომელი,
ვჰსწყევ შენდა მომართ ესრეთ მუხთლობას.
კნიაჟნა სალომე მაყაევისა.
![]() |
1.5 მდიდარი |
▲back to top |
მდიდარი
ის არ არს მდიდარ, ვინც რომ მარად ჟამს
თვინიერ შრომის არსებით პურს სჭამს;
ისაც თვისს ჭერ ქვეშ აქვს მოსვენება,
და ხანდისხანაც თავის-უფლება.
ის არ არს მდიდარ, ვინც ცხრომით ბრწყინავს,
ვინც რომ სიცოცხლეს ატარებს ლხინში;
კახურის ძალით ამაყად გრგვინავს
და ტკბილს ოცნებას მოელის ძილში.
ის არ არს მდიდარ, ვინც რომ იხრჩვების
ვერცხლის და ოქროს ნაკადულშია;
ვისიც საუნჯე არ დაითვლების,
ხოლო სიკეთე არ აქვს გულშია.
ის არ არს მდიდარ, ვინც რომა ჰსწავლით
განავითარა თვისი გონება,
რათა მტკიცითა ამა იმედით,
წვლილად დაჰსტყუოს სხვათა ქონება.
ის არ არს მდიდარ, რომელმაც ღვაწლით
შესძინა თვისს თავს ესე ქუჱყანა;
ვინცა დიდება იყიდა ფულით,
იამპარტავნა მახლობელთანა.
სიმდიდრე ესე სრულად ფუჭია,
მას ამ სოფელსვე გამოხრის ჭია;
ხოლო სამარეს მოგველის ჩვენ სხვა:
გულზედან ლოდი, ორიოდ სიტყვა.
იგი არს მდიდარ, ვინც აზრით ვრცელით
შეფრთოსნა თვისი სული უკვდავი,
და სასარგებლოდ ქუჱყნიერების,
სამართლისათვის შესწირა თავი.
იგი არს მდიდარ, ვინც ჰგონებს მარად,
რომ მონაგარი თან არ გაგყვება,
ყველა პატივი, მოარულ ჩქარად,
სიცოცხლის კართან დაიმარხება.
იგი არს მდიდარ, ვისიც რომ კარი,
შეწუხებულთვის არს მარად ხსნილი;
ვინც თვისს ქონებას არის საკმარი,
და სხვის ბედისა არარს ნატრული.
ნამდვილ იგი არს მსოფლად მდიდარი,
გი სულსაცა ცაში ამზადებს;
თუმცა აქ არ აქვს პური გამხმარი,
გარნა მუნ ყველას გადააჭარბებს.
გრ. რჩეულოვი.
![]() |
1.6 პირველი მაისი |
▲back to top |
პირველი მაისი
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო!
ესდენ ელვენ, მაის, დღენი,
ჰგავს, ბრწყინვიდნენ ბევრი ბზენი;
მოჰქროლავს ყვავილთა სუნი,
ჰავა ფშვივის სამაისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო,
ველნი მცენარით ჭრელობენ;
ავრორის ცრემლით სველობენ;
მაისსა ჰხურავს მანტიად;
ჰშვენის ძვირფასად ცმა ისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო,
ვარდი ჰგრძნობს მზისა ღიმილსა,
უხარის წმახნის წინწილსა,
კრთოლავს ძოწის ფრიად მზის შუქი,
აწ ახლად, შემდგომ, გაისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
გესმისთ, თქვენ, ვარდის ჩურჩული,
ბროლ და ლალს ფერი უსული?
მწვანეს ფოთლების შრიალი,
ამას ხმობს ტურფად მაისო;
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
„ჩემი ტრფიალი ციალი,
„ალით აღვსილი ფიალი,
„გულსა დამეგზნას, არ მგამა,
„სხვა არა, მკლავდეს, მა, ისო.
ჩემო პირველო მაისო
გულს ვარდმან სხივი დაისო.
„დილით ძილით განღვიძებულს
„ვსწყვეტ, ცრემლით თავს დასველებულს,
„მზე სხივთ წარმოხოცს, ზრუნველობს,
„ტრფიალის ზრუნვად კმა ისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
„მაისს ვსთხოვ, ჩემთვის სამოთხეს,
„აღმიცენებდეს სამოთხეს,
„ვიშვებდე მკრთოლვარს სავანეს;
„კარვობდეს სუმბულ თმა ისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო,
„განვრიდებ ნათელს აროდეს;
„თუნდ შუქის ღელვა მძლავრობდეს;
„ვეთინათინო ცისკარსა,
„აღვაგზნო გული და ისო.“
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო!
თ. დ. მაჩაბელი.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ნინო |
▲back to top |
ნინო
სევდიანი ყმაწვილი კაცი.
ტფილისის ქალაქში, ოქრომჭედლების ქუჩაში, ერთი პატარა ბალკონიანი სახლი იყო. ამ სახლში, სკამზედ, ოცდა ორის წლის ყმაწვილ-კაცი იჯდა,ორივ იდაყვით სტოლს დაჰბჯენოდა და თავი ხელებზედ ჰქონდა დანდობილი; მოგრძო თმა, მშვენივრათ, თითქმის მხრებამდის გარდმოჰფენოდა. ეს ყმაწვილკაცი ასე დაფიქრებულ იყო, ამ სახლში თოფი რომ დაეცალათ ვერას გაიგებდა. მცირეს ხან შემდეგ ამ ყმაწვილმა თავი მაღლა აიღო, მშვენიერს წაბლის ფერის თვალებიდამ, ორმა მარგალიტის ოდენმა ცრემლმა ლოყაზედ გორვით ჩამოუარა, ერთი გულის საკლავათ ამოიოხრა და წარმოსთქვა: ღმერთო, ისეთი რა შეგცოდე, რომ ასე საშინლათ ვიტანჯებიო!...
ახლა ურიგო არ იქნება, რომ ვსთქვათ, ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი, რამ მიახწევინა ამ მდგომარეობაში და ან რის ოხრვა და გლოვა ჰქონდა.
ამ ყმაწვილს სახელათ ალექსანდრე ერქო, ერთი ღარიბი თავადის შჳლი იყო, შვიდის წლისა ობლათ დარჩომილ იყო, პატრონი აღარა ჰყვანდა და იყო ესრეთ სოფელში ვიდრე ათის წლისა შეიქმნებოდა. მაშინ, ამის ბედზედ, იმ სოფელში ერთმა შემძლებელმა რუსმა, გვარათ დობრინმა, მგზავრათ გაიარა, ეს ყმაწვილი ნახა და ძალიან მოეწონა, რადგან საკვირველი მოტიტინე და ლამაზი იყო. დობრინმა ალექსანდრეს ალერსი დაუწყო, ხილი აჭამა და ჰკითხა: რომ წაგიყვანო, ჩემთან წამოხვალო? ყმაწვილსაც დობრინზედ ასე გული შეჰვარდა, რადგან დიდი ხანი იყო ალერსი აღარავისგან გაეგონა, რომ იმის სიტყვა არ იუარა. ალექსანდრეს გულის შემატკივარი და დამშლელიც არავინა ჰყვანდა, გარდა ერთი განაყარი ბიძაშჳლისა, რომელიცა ასე ჰფიქრობდა: ჯანდაბამდინაც გზა აქვს, ვინც უნდა წაიყვანოსო, ეგ აქ აღარ მოვა და მაგის წილი ყმა და მამული მე დამრჩებაო!... მარამ ალექსანდრეს ერთი ლალა ჰყვანდა, რომელიც ჰპატრონობდა და უვლიდა ამას. იმ მსახურს სახელად თევდორე ერქო; ხანშესრული კაცი იყო და იმასთან საშინელი ერთგული ალექსანდრესი, რომელიც მამასთანაც იყო შეზდილი. ამ თევდორემ რომ გაიგო რუსის სიტყვა, იფიქრა: ღმერთსა ვფიცავ, ეს ურიგო საქმე არ არისო, მოდი ჩემ ბატონიშჳლს თან ვიახლები და წავყვებით ამ უცხო კაცს რუსეთშიაო, იქნება ღმერთმა მიბრალოს ალექსანდრე იქ კაცი გამოვიდეს და ღმერთი, ობლების ღმერთი, მტერს არ დააჩაგვრინებსო! - მართლა რომ ისეც მოხდა.- დობრინმა ყმაწვილი თავის მსახურით თან წაიყვანა. პეტრებუღს რომ მივიდა, პატარა ალექსანდრე სასწავლებელში მისცა; ყმაწვილმა საუცხოვოთ სწავლა დაიწყო, ასე რომ, თერთმეტს წელს შემდეგ, საუკეთსო ნასწავლი გამოვიდა.
აქ ალექსანდრეს გზა და ბედი გაიხსნა. მარამ ერთი საწუხარი უბედურება ეს შეემთხვია რომ, იმისი კეთილის მყოფელი რუსი გარდაიცვალა; ალექსანდრემ მრავალი იტირა და თავისს თავსმეორეთ დაობლებულსავით ხედავდა, რადგან დობრინი მამასავით უყვარდა. დობრინის შემდეგ, ალექსანდრე გულს ვეღარ იბრუნებდა და მალმალ წავიდოდა და იმის საფლავზედ რაოდენსამე საათს დაჰყოფდა, რაოდენიმე ხანი გამოხდა, ერთს დღეს, ალექსანდრე დაფიქრებული იჯდა თავის სახლში; თევდორე შევიდა და მოახსენა: შენი თავის ჭირიმე, ჩემო ალექსანდრე, ბევრს ნუ ფიქრობ რაც დავკარგეთ იმას ვეღარ მოვეწევით, ახლა ჩვენს ქუჱყანაში წავიდეთო. ალექსანდრემ მიუგო კარგათ ამბობ ჩემო თევდორე; მარამ ასეთი კაცი დავკარგე, რომ იმისი ცალი ქუჱყანაზედ ძვირიაო! თევდორემ: კარგი კაცი იყოვო, ღმერთმა აცხოვნოსო, მარამ, რა ვქნათ, შენი ჭირიმე, ქუჱყანაზედ სიკვდილი წესიერია. შენ უფრო კარგი დედ-მამა დაგეხოცა, ახლა წავიდეთ, იმათი საფლავიც ვიტიროთო. ალექსანდრემ თევდორეს სიტყვა რომ მოისმინა, ასე იფიქრა: ჩემი ლალა მართალს ამბობსო, სწავლას ხომ მოვრჩი და სამსახური იქაც შეიძლებაო. ამ ლაპარაკს შემდეგ, ორ დღეს უკან, ალექსანდრე თავის ყულით საქართველოსაკენ გაემგზავრნენ და მეშვიდეს კვირას თავიანთ სოფელში მივიდნენ. რადგანც ალექსანდრეს ბინა არა ჰქონდა, მღვდლისასა ჩამოხტა, და მეორეს დღესვე დედ-მამის საფლავი აკურთხებინა. ამ ყმაწვილის მოსვლა მთელმა სოფელმა შეიტყო და ძალიან უხაროდათ, რომ იმ მამის შჳლი კარგი რამ გამოსულა. მარამ რაკი ალექსანდრეს ბიძა-შჳლმა შეიტყო ამისი მისვლა, ძალიან შეწუხდა და მზათ იყო, რომ უარი ეყო და ეთქო, ეგ ალექსანდრე არ არისო. მარამ იფიქრა, ხალხმა ყველამ იცნო და მე ტყული შემაჩნდება! ადგა, მეორეს დღეს, მოვიდა ალექსანდრესთან, გარდაეხვია, ტყუილი წუწუნი შექნა და იძახდა: შენი ჭირიმე, პატარა ძამიავ, რამოტელი ვაჟი კაცი შექმნილ ხარ, სხვაგან რომ მენახე, ვაღარცკი გიცნობდიო. რა ამ ხვევნასა და ტყვილს ალერსს მორჩა, სხვა და სხვა ამბავს ჰკითხავდა და ჰკვირობდაალექსანდრეს უცხოს ლაპარაკს და ზრდილობას. ამას ასე ეგონა, ალექსანდრე ერთი ქარაფშუტა რამ იქნებაო, როგორც, ზოგიერთნი სხვანი რუსეთიდან გადმოსულნი ყმაწვილები; მარამ რა ნახა, რომ, ძალიანი ჭკვიანური მსჯელობა ჰქონდა, არ იყო რომ გულში შიში არ შეუვიდა და მაშინათვე ალექსანდრეს ყმა და მამულზედ ლაპარაკი ჩამოუგდო, სიცრუეს ხელი მიჰყო და ეუბნებოდა: რასაკვირველია, ძამიავ, შენ არ გეცოდინება, რომ მამა შენს დიდი ვალი დარჩა, და არც ეს გეცოდინება, რა რიგათ გარდავიხადე ის ვალი; ასე ვფიქრობდი: ალექსანდრე ობოლი და პატარა არის მეთქი, ისწავლის, გაიზდება, კაცი გამოვა და ერთი ორათ გარდამიხდის მეთქი... ალექსანდრემ მიუგო: გმადლობ, ჩემო ბიძავ, მე დარწმუნებული ვიყავ, რომ შენ ჩვენი ოჯახის ვალს გარდაუხდელს არ დააგდებდიო... ამასთან შამოსავალიც ხომ იქნებოდაო... მარამ ეს უნდა მოგახსენო, რომ მე ყრმა და მამულის მოვლის თავი არა მაქვს... თუმცა სოფელი და გლეხნი ძალიან მიყვარან... მე სამსახურში უნდა შევიდე და ყმა და მამულიც შენთვის მომირთმევიაო. ალექსანდრეს ბიძა-შჳლმა, რა ეს გაიგონა, თავბრუ დაესხა და სიხარულისაგან ხმა ვეღარ ამოიღო. ალექსანდრემ კიდევ განგრძელდა: მე მხოლოდ იმას გთხოვ, რომ ერთი ორი ბიძი ან მოახლე არ დამიჭირო, როდესაც დავიბაროვო. ამის გამგონე ალექსანდრეს ბიძა-შჳლი წამოხტა, გარდაეხვია ამას, კოცნა დაუწყო და წარმოსთქვა: რას ამბობ, ჩემო ალექსანდრე, - შენი ყმა და მამულიც და ჩემიც შენი ჭირის სანაცვლო იყოს, მე არა მინდარაო!... ალექსანდრემ კიდევ თავის სიტყვა განიმეორა და ამასთან სთქოვა, ჩვენი სახლი მაჩვენეო, აღარ მახსოვს, სად ვიდექითო? ამ სიტყვაზედ ადგნენ და ალექსანდრეს მამის ნასახლართან წამოვიდნენ. რა ამან თავის მამის ნასახლარი დაინახა, ვეღარ იცნა, რადგან კედლების მეტი აღარა დარჩომილ იყორა, მხოლოთ ის ბედნიერი დროება თვალ წინ წამოუდგა, როდესაც ყმაწვილი იყო და იმ სახლთან მხიარულათ და უზრუნველათ დარბოდა ხოლმე. მოიგონა მამის მშვენიერი მამაცური მოყვანილობა, ცხენზედ ჯდომა და ჯირითი; მოიგონა იმისი მხნეობა, სამართლიანობა, როდესაც გლეხნი თავის საქმეს შესციოდნენ; მოიგონა დედის ალერსი, ერთის სიტყვით, ყოველი საგანი: ზე, მთა, წყალი, მინდორი, მოაგონებდა თავის სიყრმეს და ამასთანვე ობლობას... ყოველი ფერი სიზმარივით თვალ წინ წამოუდგა, გული ამოუჯდა და ყმაწვილივით ტირილი დაიწყო. ამისმა მაყურებელმა, თევდორემაც ქვით-ქვითი შექნა, ამას უფრო ბევრი რამ მოაგონდა...
მეორეს დღეს ალექსანდრემ თევდორეს დაუძახა და უთხრა: ჩემო თევდორევ, ჩვენ აქ საქმე აღარა გვაქს, ახლა ქალაქს წავიდეთ, მე იქ სამსახურში უნდა შევიდეო. თევდორეს ასე უყვარდა ალექსანდრე, იმას რომ ეთქო დაღისტანში გადვიკარგნეთო, უარს ვერ ეტყოდა, და ამისთვისაც ალექსანდრეს, მოახსენა: ოღონდ შენ ცოცხალი მყვანდე და საცა შენ იქნები, მე შენი მონა ვარ, შენ ფეხქვეშ მოკვდებიო!
ალექსანდრე და იმისი ლალა ქალაქში მოვიდნენ. რასაკვირველია, თბილისი პეტრებუღთან აღარათ ეჩვენებოდა; მარამ ცხადათ ჰხედავდენ, რომ თბილისი მრავალს რუსეთის ქალაქებს სჯობდა: შენობით,ხალხის სიმრავლით და მდებარეობით. აქ ალექსანდრე მცირეს ხანს შემდეგ სამსახურში შევიდა, მრავალი კარგი ხალხი გაიცნო, ყველანი ეპატიჟებოდნენ, რადგან ყველას ასე შეაყვარა თავი, ტკბილის ლაპარაკის და მხიარულებით, რომ სადაც ის არ მივიდოდა, იქ რიგიანი შექცევა აღარ იყო ხოლმე; ერთის სიტყვით ალექსანდრე სული და გული შეიქნა თბილისელების საზოგადოებისა!... ალექსანდრეს რაოდენჯერმე მოციქულებიც მოუვიდნენ,- მდიდარი ვაჭრების ქალები ეძლეოდა და დიდს ფულს ჰპირდებოდნენ, მარამ ყველას სიცილით ეუბნემოდა: მე არც ცოლის ყადრი ვიცი ჯერ და არც ფულისაო; მე აღთქმა მაქვს ოცდა ათ წლამდის ცოლი არ შევირთავო, და ამისთვის გირჩევთ სხვა სასიძო მოძებნოთო; თორემ რვა წელიწადი ქალმა მომიცადოს, თითონაც დაბერდება და მეც დამაბერებსო... ამით თავიდამ მოიშორებდა ხოლმე ყოველს მოციქულს.
გაზაფხული იყო, ტყე და მინდორი ამწვანდა, მფრინველთ გალობა და სტვენა ყურსა და გულსა ატკბობდა. ერთს მაისის კვირა დღეს მშვენიერი დარი იყო; ქებულაძიანთ ბაღში დიდი შეყრილობა ჰქონდათ, მრავალი ქალი და კაცი მიეწვიათ და რასაკვირველია ალექსანდრეც იქ იყო დაპატიჟებული. ძალიან მხიარულება იყო და მასთან ლეკურის თამაშობა. მრავალთ მშვენიერთ ქალთ მშვენიერათ ითამაშეს; შემდეგ ერთობ ხმიანობა შეიქმნა: ნინო ათამაშეთო; ნინო, ნინოვო!... აქ ერთი ქალი წამოაყენეს, პირის ფერი კაბა ეცო, ტანათ მაღალი და ძალიან წვრილი იყო, დიდროვანი შავი თვალები ბრილიანტივით ნაპერწკლებს აფრქვევდა, მაღალი შუბლი და ცისარტყელასავით მოხრილი წარბები უხატავდა უცხოდ სწორე ცხვირს და ფუნთუშა ლოყებს. ეს ქალი იყო ნინო, რომელსაც ეძახდნენ. რამწავ წინ წამოდგა, მკლავები ნაზათ და მოხდენით გაშალა და მაშინათვე ქარიშხალივით, ცქვიტად ერთი პირი ჩამოუარა. თავი ასე ამაყად ეჭირა და პირისახეზედ ასეთი უმანკოება და სინაზე ეწერა, რომ, ყველანი უნებურათ იძახდნენ: ღმერთს ვფიცავ, ანგელოზი ამაზედ მეტი აღარ იქნებაო! ალექსანდრეს, ამის მეტათ ჯერ ნინო არ ენახა. რამწავ ეს ქალი დაინახა, გულმა ხტომა დაუწყო, საშინლათ ათრთოლდა და შუბლზედ ხელი იტაცა, მარამ თვალთ დაუბნელდა და ასე გაყვითლდა, რომ ამის ახლო მდგომნი მიეხვივნენ და ჰკითხავდნენ: ალექსანდრე, რა დაგემართა, ავათ ხომ არ ხარო?... ალექსანდრე, მცირეს ხანს შემდეგ მობრუნდა, თვალები მოიფშვნიტა და წამოსთქვა: არაფერიო, დამცხა და მისგან არისო... შემდეგ აქეთ-იქით დაიწყო ყურება და ეძებდა იმას, ვინც იყო მიზეზი ამის აღშფოთებისა, მარამ, ნინომ ლეკური გაათავა და ქალებში გაერია და ისინიც ფუტკარივით გარს ეხვეოდნენ, რადგან ყველას საყვარელი ქალი იყო. - იქ ალექსანდრემ ერთს ყმაწვილს კაცს ჰკითხა: ის ქალი ვინ იყო, აქ რომ ბოლოს ლეკური ითამაშაო? ამან ჩაიცინა და ჰკითხა: ხომ არ გაგაბაო?... ეგ ქალი სალამაძიანთ ნინოაო. ალექსანდრემაც სამჯერ განიმეორა. სალამაძიანთ ნინოვო... შემდეგ მიუბრუნდა იმ ყმაწვილს კაცს და სთხოვა, გამაცანიო. იმან უპასუხა: ყმაწვილო, ამ ქალებს როგორ გავატანთ, ორი დღე რომ იტრიალო, ახლო ვერ მიეკარებიო. - წვეულება დაიშალა, - ყველანი წავიდნენ, წამოვიდნენ, ალექსანდრეც გამოვიდა ბაღიდამ და თავჩაღუნული შინ მოვიდა, ორი დღე არა ჭამარა და არცა სძინებია, ამიტომ რომ სასმელ-საჭმელი და ძილი ფიქრითაც არ მოსვლია... ამ ყმაწვილს ასეთი ისარი გაჰყროდა გულში, რომ ისიმი სიმწარე ყველას დაავიწყებდა. ალექსანდრეს ის შექცევა ძრიელ ძვირათ დაუჯდა... წვეულების მესამე დღე იყო, ალექსანდრე ქუჩაში მოდიოდა, აქ სოლომონ საინოვი, ამისი კარგი მეგობარი და ამხანაგი შემოეყარა, დიდხანს ყურება დაუწყო და შემდეგ ჰკითხა: ყმაწვილო, ეგ რა დაგმართვია, სახიდან სულ მოშლილიხარო. ალექსანდრემ, შეუძლოთა ვარო, მარამ მე ჩემი თავი აღარ მახსოვსო... ერთი მითხარ, თუ იცი, სალამაძიანი სადა დგანანო? სოლომონმა უპასუხა, გარეთუბანს გადი და იქ ბალღსაც რო ჰკითხო, ისიც გასწავლისო, კითხვის კითხვით კაცი ისპაანს მივაო და შენ იმ სახლს როგორ ვერ იპოვიო, რომლშიაც, ასეთი მზეთუნახავი სცხოვრებს, რომ იმასთან ჯოჯოხეთშიაც რომ ვიყო, იქაც გამეძლებინებაო. ამ ლაპარაკს, ალექსანდრემ, ყური აღარ ათხოვა, თავის მეგობარს ხელი ჩამოართო და გარეთუბნისაკენ, გასწია. აქ, მართლაც, ერთმა პატარა ბიჭმა სახლი დაანახვა და უთხრა: იქ დგანანო. სალამაძიანთ სახლი გვერდზედ იდგა, მარამ უცხო ალაგი იყო, წინ ბაღჩა ჰქონდა და მთელს ქალაქს თავს დაცქეროდა. ალექსანდრემ ამ სახლს რამთენჯერმე აუარ ჩაუარა და თავ ბედისა ვერა გაიგორა. მოდი ალაყაფის კარებში შევალო? მარამ თვითონაც არ იცოდა, რისთვის შევიდოდა და ან რასა ნახვიდა. ამ ჟამად ნინო და ამის მოხუცებული დედა ელენე, შინ იყვნენ. ელენე კუთხეში იჯდა და კრიალოსანს ათამაშებდა, თავჩაღუნული. ელენე, ათი წელიწადი იყო, რაც დაქვრიებული იყო და მასაქეთ ფიქრიანობა დასჩემოდა, რომლითაც სიბერე მოუსწრაფდა. ელენეს ქუჱყანაზედ ერთი სანუგეშო ნინოღა ჰყვანდა, რომელსაც შეჰხაროდა და ანებიერებდა. მართლა ნინო, ღირსი იყო ნებიერობისა. ჩვიდმეტის წლის ქალი იყო და დედისათვის ერთი ურჩი სიტყვა არ ეთქვა. ახლანდელს ქალებს კი არა ჰგვანდა! მარა, გასაკვირველიც არ არის ნინოსაგან დედის მორჩილება, ამიტომ რომ, დედამ, ნინო, ღვთის მოყვარეობაში, ძველებურათ გაზარდა. ნინო შვიდის წლისა ობლათ დარჩა; მერვეში რომ ჩადგა, დედამ კითხვას და წერას მოაყოლა, შემდეგ ერთი დაიკვანი ასწავლიდა. ჯერ დავითნი გაათავა, შემდეგ სამოციქულო და სახარება, ასე რომ, როდესაც თხუთმეტისა შეიქმნა, სამღთო წერილი უცხოთ იცოდა, რომელმანც, ღმრთის სიყვარული და სჯულის სიწმინდე გულში დაუნერგა; ხოლო თექსვმეტის წლისას მისცა ნება დედამ, ვეფხვის ტყაოსნის კითხვისა, და ერთს წელიწადზედ, ნინომ თითქმის ზეპირათ იცოდა, სრულათ. გარდა ამისა მრავალი სხვა და სხვა საერო წიგნები წაიკითხა, ამასთან ნინომ კარგად იცოდა ხელსაქმე, ნარდი, ჭანდრაკი და ლეკურის თამაშობა; უცხო ზდილობიანი ქცევა ჰქონდა და ტკბილი მოლაპარაკე იყო, ერთის სიტყვით, ეს ქალი ქართველურათ კარგათ იყო გაზდილი და ევროპიულისა კი მეტი არა იცოდარა, გარდა თამაშობისა, რომელიც კიდეც უნდებოდა. თამაშობის მიზეზის ეს იყო, რომ, დედა ანებიერებდა, და ამ თამაშობასთან, საკვირველი მხიარულიც იყო, ასე რომ, ნინოსთან არა ადამიანს არ მოსწყინდებოდა, მოხუცებულსაცკი აიყოლებდა ხოლმე და თითონ პეპელასავით დაუდგრომელი და ცქრიალა იყო,მარამ რაკი მეჩვიდმეტე წელიწადში გადადგა, ხანდისხან უნებურათ ჩაფიქრდებოდა, გულს რაღაცა სევდა მოაწვებოდა და თითონაც არ იცოდა რა მიზეზი იყო, თუმცა ჩვიდმეტის წლის ქალისა, გინა კაცისათვის ფიქრიანობა ცხადი არის...
ნინომ ფიქრს უფრო მოუმატა, მას შემდეგ, რაც ქებულაძიანთ ბაღში წვეულება ჰქონდათ. იქ, ნინომ, ალექსანდრეს თვალი მოჰკრა, დიდათ გაწითლდა და მთელმა ტანმა ჟრჟოლა დაუწყო; გულში ერთმა ტკბილით მწველმა ნაპერწკალმა გაუარა, რომელსაც ჩვენს მდაბიურს ენაზედ, უხმობენ სიყვარულად. იმას აქეთ, ნინოს, დღისით და სიზმარში, ალექსანდრე სულ თვალ წინ ედგა და ისიც არ იცოდა რომ ეს ყმაწვილიც იმისი მლოცავი შექმნილ იყო!
მაშინ, როდესაც ალექსანდრემ ალაყაფის კარებში შესვლა დააპირა, ამ დროს ნინო შინ დაფიქრებული იჯდა, წამოდგა და იმ ფანჯარაში დაჯდა, რომელიც ეზოში გადმოსცქეროდა; აქ ალექსანდრე კარებში შევიდა, ნინომ რომ დაინახა, ერთი უეცრათ შეჰკივლა, ასე რომ ალექსანდრემ, ამ ხმის გამგონემ მაღლა აიხედა, იქ რომ ქალი დაინახა, ჩაკიდებულივით, ერთს ალაგს შედგა და აღარ იძროდა. ნინოს კივილი ელენემ ვერ გაიგო, თორემ ერთს არეულობას მოახდენდა. აქ, ნინო რომ გონებას მოვიდა, ძალიან შეწუხდა, რაზედ დავიყვირევო. მცირეს ხანს შემდეგ, ალექსანდრეს გადმოსძახა: ყმაწვილო! ვინა ბძანდებით, ან ვინა გნებავთო? ალექსანდრემ ხმა ვერ ამოიღო. ნინომ კიდევ გადმოსძახა: თუ დედას ეძებთ, მაღლა ამობრძანდითო. ალექსანდრემ, ამისმა გამგონემ, მაშინათვე კიბეზედ აირბინა, აქ წინ ნინო მოეგება და ჰკითხა: ვის ეძებთო? ამან უპასუხა: ეს სამი დღე არის, ერთს ბაღში, მშვენიერი ყვავილი ვნახე, რომლის შვენებამ ლამის გამაგიჟოსო. აქ მოველ და შენ გიხილე, ჩემო ყვავილო! ნინომ, რა ეს გაიგონა, თავ-პირი აეტკრიცა და წარმოსთქვა: არ ვიცი ვინა ბრძანდები, ჭკვიანი, თუ გიჟი, მხოლოდ ამასა გთხოვ, აქედან წაბრძანდე და ჩვენი მშვიდობიანობა არ შეარყიოვო. დედა-ჩემმა, რომ გაიგოს ეს ანბავი, ერთს ყოფას, დამაწევსო! ნინოს უნდოდა, რომ შინ შესულ იყო, ამ დროს ალექსანდრემ შეუძახა: ღმერთს გაფიცებ, ერთი სიტყვა მოისმინეო! ნინო მობრუნდა და წარმოსთქვა: ბრძანეო. ალექსანდრემ მიუგო: ეს სამი დღე არის, შენს ძებნაში ვარ, შენმა სიყვარულმა გამაგიჟა, ახლა ძლივს გიპოვე და შენ აქედან გაგდებას მიპირებ; დამბადებელსა ვფიცავ, თუ შენ ნებას არ მომცემ, რომ დღეში ერთხელ მაინც დაგინახო, ჩემს თავს შენის ხელით მოვიკლამ და ცოდო შენი იქნებაო! ნინოსაც რასაკვირველია ალექსანდრე უყვარდა მას შემდეგ, როდესაც ბაღში პირველათ ნახა, მარამ მსწრაფლმა შემთხვევამ ასე გაასტერა და გააბრუა რომ, ფეხზედ ძლივსღა იდგა. რა ალექსანდრესაგან ეს სიტყვები გაიგონა, გულმა ჟრჟოლა დაუწყო, თავბრუ დაესხა, თვალთ დაუბნელდა და ძლივსღა წარმოსთქვა: ღმერთს გაფიცებ, ყმაწვილო, წადი, წადი აქედან, მე შენი არა მესმისრაო!... ამ სიტყვაზედ გაბრუნდა, კარები ძლივსღა გააღო, წაქცევას ლამოდა, მივიდა და მდივანზედ მიესვენა. აქ ალექსანდრე გასტერებული დარჩა, რამდენსამე ხანს იდგა; ბოლოს, ნახა რომ გვერდით აღარავინ უდგას, თვალებზედ ხელი დაიფარა, გამობრუნდა, კიბეზედ მარდათ ჩამოირბინა და გიჟივით სირბილით შინათკენ გამოსწია. იმ ღამეს, არც ნინოს და არც ალექსანდრეს ძილი არ მოჰსვლიათ. მეორე დღემაც ფიქრში და ოხრვაში განვლო, ორის მხრითა. მესამეს დღეს ალექსანდრემ ვეღარ მოითმინა, გარეთუბნისაკენ წამოვიდა და სალამაძიანთ სახლს რომ მოახლოვდა, ფანჯრებს ყურება დაუწყო. ამ დროს ნინო, ქუჩის მხარეს, ფანჯარას იჯდა; ალექსანდრე რომ დაინახა, ძალიან იამა, ადგა და ბაღში ჩამოირბინა. ალექსანდრემ იფიქრა, ნინომ კიდევ თავი მომარიდაო მარამ, რა რიგათ გაიხარა, როდესაც ნინო დაბლა დაინახა; ალექსანდრე მაშინათვე ბაღჩაში გადვიდა და უნდოდა ნინოს მოჰხვეოდა, მარამ ნინომ ეს თავისუფლება შორს დაიჭირა. ალექსანდრემ იფიქრა ნახვაც რომ მაღირსა, ჩემთვის ესეც ბევრიაო, ამ ფიქრის შემდექ წარმოსთქვა: ჰეი მშვენიერო! დღესაც რომ გუშინდელისავით მომპყრობოდი, არ ვიცი ჩემს თავს რას უზამდიო! ნინომ ჩაიცინა და უპასუხა: გუშინ მე თითონ არ ვიცოდი, ჩემს თავს რა ამბავი იყოვო. ალექსამდრემ წარმოსთქვა: აქ არავინ დაგვინახოს, დავსხდეთ სადმეო. მახლობლად გვერდზედ ალუბლები იდგა, მივიდნენ ნინო და ალექსანდრე და იქ, მწვანეზედ დასხდნენ, ერთმანეთის ალერსსა და ტრფობაში იყვნენ, ერთმანეთისა ვინაობა და ამბავი გამოიკითხეს. შემდეგ ალექსანდრემ წარმოსთქვა: ჩემო სიცოცხლევ, რაც შენ გნახე, მას აქეთ ჩემი ფიქრი და ცხოვრება შენ შექმნილ ხარ. ეს კი არ ვიცი, შენც გიყვარვარ თუ არაო? ნინომ მიუგო: მე ჩემს დღეში არ მოვიფიქრებდი, თუ ისეთი კაცი გამოჩნდებოდა, რომ მე შემიყვარდებოდა, ჩემს გულში დედის სიყვარულის მეტი არა ააჩქროლებდარაო... აქ სიტყვის შემდეგ, ნინო საშინლათ დაწითლდა, ორი ცრემლი გადმოჰვარდა და ასე სთქვა: ერთი დღე იყო... არ ვიცი, ის დღე უნდა ვწყევლო, თუ ვლოცო... იმ დღემ გულს ერთი დაღი დამასო, რომლის მორჩენა, არავის არ შეუძლიან, გარდა ერთი კმაწვილ-კაცისაო... აქ ნინომ ლაპარაკი გაწყვიტა და თვალებზედ ხელი დაიფარა. ალექსანდრე ამისი გამგონე, საშინლად შეშინდა და აჩქარებით ჰკითხა: ვინ არის ის ყმაწვილი კაციო?... ნინომ ერთი გულის საკლავად ამოიოხრა და წარმოსთქვა: შენაო;... ამ სიტყვაზედ ალექსანდრეს ასეთი სიამოვნების ზარი დაეცა, რომ კინაღამ თვალთ არ დაუბნელდა... ნინოს ხელი გადაჰხვია და ასე ტკბილათ დაჰკოცნა, რომელმაც, ორთავ, ელვასაებრ გულში დაუარათ და გადაავიწყდათ, ქუჱყანა არის სადმე, თუ არაო. ამ დროს ნინოს თვალებში, ასეთი ცეცხლი ეგზნა, რომ მრავალის ადამიანის გულს შეწვიდა. რა ალექსანდრემ კოცნაზედ ხელი აიღო, ნინომ წარმოსთქვა: ალექსანდრე, ასე უნდა იცოდე: მე დედის ჩემისა ასეთი შიში და კრძალვა მაქვს და ასეთი სიყვარული, რომ ეს ამბავი იმან შეიტყოს, ვგონებ ჩემის ხელით თავი მოვიკლაო, და ამასაც გეტყვი: ჯერ ქუჱყანაზედ ადამიანი არ გამოსულა, რომ ჩემს ლოყას მოჰკარებოდესო და ეს მსხვერპლიც შენ შემოგწირეო! შემდეგ დაუმატა: სიყვარულმა დამმლია და ეს თავისუფლება გამაბედინაო. ამ სიტყვაზედ წამოდგა და უთხრა: მშვიდობით, ხვალამდისაო!... აქ ერთმანეთს გამოსალმნენ და თავ-თავის ალაგს წავიდნენ.
რაღა გავაგრძელოთ, - ნინო და ალექსანდრე, ყოველ დღე ერთმანეთსნახვიდნენ ხოლმე ბაღჩაშია. ერთს დღეს ალექსანდრემ ჰკითხა ნანოს: როდამდისუნდა ესე ყმაწვილურათ ვიმალოთ? მოდი დედა-შენს კაცს მიუგზავნი, რომ შენი თავი მომცესო. ნინომ: მაგას ნუ იქ, შენი ჭირიმე, თორემ, დედა გამიჯავრდებაო. ალექსანდრეს საშინლათ გაეცინა ნინოს ყმაწვილურს სიტყვაზედ და წარმოსთქვა: აქ გასაჯავრებელი არ არის,- ერთხელ ხომ უნდა გაგათხოვოსო? ნინომ კიდევ უპასუხა: არა, დედა მე არ მომიშორებსო: ალექსანდრემ. მაშ თითონ როდესაც გათხოვდა, დედ-მამას არ მოშორდაო?
ალექსანდრე ცხადათ ჰხედავდა, რომ ნინო, ამ გვარს ლაპარაკისათვის, ჯერ ყმაწვილი იყო. მცირეს ფიქრს შემდეგა თქვა: ნინო, შენ ოღონდ ჩემზედ სიყვარულს ნუ შესცვლი და სხვისა მე ვიციო.
მართლათ, რამდენსამე დღეს უკან, ალექსანდრემ ერთი თავის მამის მეგობარი, ფრიდონ რბილაძე, დარბაისელი თავადი-შჳლი, მიუგზავნა ელენეს და ქალი სთხოვა. რა ელენემ ფრიდონის ლაპარაკი მოისმინა, დაფიქრდა და შემდეგ წყნარად წარმოსთქვა: ბრძანებ ბატონო, დიახ უცხო სწავლულს ყმაწვილს აქებენ, მარამ, სწორეს მოგახსენო, ჯერ არის და ღარიბია, მერმე გამოჩენილი გვარი არა აქვს; მერცხალაძე სად გაგიგონია, მამი შენის მზეს, გამოჩენილს თავადათაო? ეს უკანასკნელი სიტყვა ეწყინა ფრიდონს და წარმოსთქვა: უკაცრაოთ კი ნუ გახლდებით, რომ ცოტა თავის-უფლათ ვილაპარაკოვო, რადგან ნათლიები ვართ და შენის ოჯახის ბედიერება მინდა. არა! შე კურთხეული-შჳლო, თქვენ გვარში თითო სულელი არ დაილევა! მაგას როგორ ბრძანებ, მერცხალაძიანთ გამოჩენილი თავადნი არ არიანო; ცხონებული სულხან იყო, ალექსანდრეს პაპა, და პირველი კარის კაცი იყო და ორ მეფესთან ნამსახური და ჩინებული საქართველოში, შჳლი ეგ არის და ახლანდელს დროის მიხედვით, კარგი მსწავლულია, და თუ ამას ბრძანებ რომ, ბევრი ფული არა აქვსო, - მე და შენ რათა ხაზინა გვიბრუნავს... ერთი მიბრძანე, კურთხეული მამიშენის თევდორეს მზესაო! - ელენე დიდხანს დაფიქრებული იჯდა და შემდეგ უპასუხა: მართალია, ჩემგან თავადის-შჳლს ქალი კი არ დაეჭირება, მაგრამ დაღონება ეს არის, რომ გუშინაც მოციქული მომივიდა და უარი ვეღარ უთხარ, და ახლა ჩემს სიტყვას არაოდეს არ შევსცვლიო. ფრიდონმა: გუშინ სხვამ კაცი მოგიგზავნა, დღეს მე ნიშნას მოგართმევ და საქმე გარდავსწყვიტოთო. ელენემ ძალიან შორს დაიჭირა ეს სიტყვა, ასე რომ, ფრიდონ გაცეცხლდა და შეუძახა: კარგია, ნათლი დედავ, ნუღარ სწუხდები, საჭირო არ არის შენი გომბიო ქალი, ვნახავ ვისაც უკეთესს მისცემო! ელენემ ამ სიტყვაზედ საშინლათ შეჰყვირა. უი შენ ჩემო თავო! ჩემი ნინუცა გომბიო რათ იქნებაო! აქ ფრიდონ გარეთ გამოვიდა და კარები ძალიან მიანარცხა გაჯავრებულმა. ელენემ მრავალი უშვერი სიტყვები მიაყოლა უკან. ფრიდონ, ამ შემთხვევით, ასე გაცეცხლებული იყო, ლომს რომ შეჰხვედროდა, ასე არ შეეპუებოდა როგორც პატარა გოშიასა. რა შინ მოვიდა, ორი დღე კარში აღარ გამოსულა, და არც ალექსანდრეს შეატყობინა ეს ამბავი, რადგან ძალიან შეაწუხებდა.
ელენემაც იფიქრა: ფრიდონ ერთი ხათაბალა კაცია, საქმე არ გადამირიოს რაო, ისე სჯობს ნინოს საქმეს შეუდგეო. იმავ დღესვე ქვრივი ელისაბედა დაიბარა და მოცუქულათ გაგზავნა ლევან გორდაძესთან, რომელიც კარგის გვარის კაცის შჳლი იყოდა დიდის ყმა და მამულის პატრონი, მარამ საშინელი მხეცი და გარყვნილი. ელენე დიდს კაცობას და სიმდიდრეს ეძებდა და საქმეც გაურიგდა, ასე რომ, ორ დღე უკან ქორწილის თადარიგს შეუდგა და ძალიანაც დააშურა.
ნინუცას გათხოების ხმა, მთელს ქალაქში მოიფინა, მარამ ჯერ ალექსანდრეს არ შეეტყო, რომელიც ასე ფიქრობდა: უთუოდ ფრიდონ ჯერ სალამაძიანთა არა ყოფილა, თორემ აქამდინ ამბავს შემატყობინებდაო. ამ მიზეზით ალექსანდრე გულ დინჯათ იყო. ერთს დღეს, დილით, ქუჩაში მოდიოდა. აქ თავის მეგობარი სოლომონ საინოვი შემოეყარა და შორიდანვე შემოსძახა: ახალი ამბავი არ გაგიგიაო? ალექსანდრემ: არა ვიცირაო. სოლომონმა. სალამაძიანთ ლამაზი ნინო ხვალ ჯვარს იწერსო, ალექსანდრემ განცჳფრებით ჰკითხა, როგორ ჯვარს იწერსო? სოლომონმა გაიცინა და უპასუხა: არ იცი, ქალი ჯვარს როგორ დაიწერსო?... თუ გინდა ხვალ წავიდეთ და ჯვარის წერას უყუროთო. ალექსანდრემ კიდევ აჩქარებითა ჰკითხა: ვიზედ იწერს ჯვარსა, რატომ მე არ ვიციო? სოლომანმა უპასუხა: ამიტომ არ იცი, რომ ჯერ მაწვევარი არ მოგსვლიაო, და სწორა გითხრა, ლევან გორდაძე ბედნიერი ყმაწვილი კაცი არის, რომ ამისთანა ქალს ირთავსო. ამ სიტყვაზედ ალექსანდრეს თავბრუ დაესხვა და მუხლები მოეკეცა, გადაქცევას ლამობდა... ამ მბის(ამბის) გამგონეს, მეხი რომ დასცემოდა, ის ერჩივნა, მარამ ალექსანდრეს არ უნდოდა სისუსტე გამოეჩინა; თავი შეიმაგრა და ძლივსთა წამოიბუტბუტა: მშვიდობით, სოლომონ, არამცალიანო და აჩქარებული და გულ მოწყვეტილი ფრიდონისაკენწავიდა. აქ კარებთან ფრიდონის ბიჭი დაჰხვდა, ალექსანდრემ ჰკითხა: ბატონი შინა ბრძანდებაო? ბიჭმა მოახსენა: აქ არ გახლავთო. ალექსანდრემ: მაშ სადარიო, სალამაძიანთსა ხომ არ წაბრძანდაო? ბიჭმა კიდევ მოახსენა: ბატონი სალამაძიანთსა გუშინწინ ბრძანდებოდა, იქიდგან გაჯავრებული მობრძანდა, ორი დღე შინიდან კარში არ გამობრძანებულა და დღეს დილით სოფელში წაბრძანდაო.- ალექსანდრემ ახლაღა დარწმუნა გული ნინოს გათხოებაზედ და მიჰხვდა ყოველს ფერს. აქედგან გამწარებული შინ მოვიდა, მდივანზედ დაეცა, ჯერ ყმაწვილივით მრავალი იტირა, შემდეგ წამოჯდა, სტოლს დაებჯინა და მალ-მალ ოხრავდა. ეხლა იმ მდგომარეობაში იყო ალექსანდრე, როდესაც პირველათ ჩვენ გავიცანით ამ ამბის დასაწყისში და როდესაც გამწარებულმა წარმოსთქვა: ღმერთო, ისეთი და შეგცოდე, რომ ასე საშინლათ ვიტანჯებიო!... ალექსანდრე რომ ამ ყოფაში იყო, ამ დროს თევდორე შემოვიდა. ბატონი რომ შეწუხებული და მოტირალი დაინახა, თავი გაიქნია და წარმოსთქვა: რა არის ალექსანდრე, შენს გაზდას, რატომ არ შემატყობინებ?... ეს რამთენიმე დღე არის სულ დაღონებული დადიხარ და ეხლა მომტირალსა გხედავ!... მამი შენის საფლავის მზემა, თუ არ გამხიარულდები, ან არ შემატყობინებ რა შეჭირვება გაქვს, ჩემს თავს ერთს რასმე აუტეხ... ამ მოხუცებულს ნუ ამაძაღლებო!... ალექსანდრემ რომ თევდორეს სიტყვები მოისმინა, უპასუხა: ჩემისთანა უბედური კაცი, ვგონებ ქუჱყანაზედ არ იყოსო:... თევდორემ, რა ამბავიაო? ალექსანდრემ მიუგო: ეხლა რაღა ვთქვა, როცა ყველა დავკარგეო!... მარამ ერთი უნდა გაისარჯო:პატარა ბარათს გაგატან, გარეთუბანს გადი, იქ სალამაძიანთ სახლი იკითხე და ის ბარათი გოგოს მიეცი, რომ თავის ბატონისშჳლს ნინოს მოართოსო, სხვას არავის მისცესო. თევდორემ კიდევ თავი გაიქნია... მიჰხვდა რაც ამბავი იყო და მოახსენა: ჩემ დროულმა კაცმა ქალებთან ბარათები არ უნდა ატაროს, მარამ, შენისგულისათვის, თუნდა ჯანდაბას წავალო!!...
აქ ალექსანდრემ დაჯდა და ნინოს წიგნი მისწერა. იმ წიგნში ასე ეწერა.
სულზედ უტკბესო ნინო!
არ ვიცი ვინ გამომჭრა ყელი და ასე უდროოთ საფლავი ვინ გამითხარა?!... ნეტავი პირველათვე უარი გეთქვა ჩემთვის და ან შენის ხელით მოგეკალ, მე ის მერჩივნა!... მაშინ მეცოდინებოდა: ვისგან ვკვდები და რისათვის ვკვდები! ახლა ერთი სათხოვარიღა დამრჩომია: ნახევარ საათი დროება მაჩუქე, შენთან სალაპარაკო მაქვს.
შენი ალექსანდრე.
ალექსანდრემ ეს ბარათი დაბეჭდა, თევდორეს მისცა და გაისტუმრა. ნახევარ საათს უკან გულმა ვეღარ გაუძლო, თითონაც სალამაძიანთკენ გასწია. რა ბაღჩას მიახლოვდა, დაინახა რომ ნინო ერთს ხეს ქვეშა ზის; მაშინათვე ღობეზედ გადვიდა და შორიდანვე შესძახა: ნინო, ეს რა გავიგონე არ გებრალები?- რატომ არ ჩამქოლამო! ნინომ რა ალექსანდრეს ხმა გაიგონა, ფეხზედ წამოვარდა,ამისაკენ გამოიქცა, გარდაეხვია, გულზედ თავი დაანდო და ტირილი შექნა.- ამათი ნახვა ერთი საცოდაობა იყო;- ორთავე გულები ამოუჯდათ; ერთი იძახდა: ნინო!... მეორე გულსაკლავათ წარმოსთქვამდა: ალექსანდრე!... ამ სახელების მეტი არა ისმოდარა. ამ საცოდავებმა, რა ტირილი და წუწუნი გაათავეს, მაშინ ალექსანდრემ წარმოსთქვა: ნინო, მე მეტი ვეღარ მომიფიქრებიარა: მოდი, ამაღამ გაგაპარებ, ცოტას ხანს მოვეფარნეთ სადმე სოფელში, ჯვარი დავიწეროთ და შემდეგ ისევ შენს დედასთან მოვიდეთო. ნინომ უპასუხა: დედა რომ არა მყავდეს, მაშინ ადვილი იყოვო, მარამ, მაგ საქმეს, რასაც შენ ამბობ, რასაც წამს დედა შეიტყობს, მაშინათვე, სულიც გასცვივა, და იმისი სიკვდილს, მე მოვკვდე ის მირჩევნია, და ან რა ხეირს ვნახავთ რომ ადამიანის სიკვდილში ჩავდგეთო. ალექსანდრემ: მაშ საყდარში უარი სთქვიო. ნინო ძველებურათ გაზდილი ქალი იყო; ამისმა გამგონემ წარმოსთქვა: მე ადრევაც გითხარ,- დედის ჩემისა ასეთი შიში და სიყვარული მაქვს, რომ იმის ბრძანებას მე უარს ვერა ვყოფო. ამას გარდა, უარი რომ ვსთქვა, ქუჱყანა რას იტყვისო? ალექსანდრემ: ქუჱყანამ რად უნდა ილაპარაკოს, თუ კი ჩვენ ბედნიერები ვიქმნებითო. ნინომ ამოიოხრა და სთქვა: ეი ალექსანდრე! ქალის ფარხმალი: სახელი და ნამუსი არის, თუ ესენი წმინდათ არ დავიცეთ, იცოდე ჩვენი ცხოვრება ამაო და შესაბრალისი იქნებაო! ალექსანდრემ მიუგო: მე აქ ამისთვის არ მოვსულ ვარო, რომ ქადაგება მოვისმინოვო. ამ სიტყვაზედ გაბრუნდა და წასვლა დააპირა. ნინომ შეუძახა: ალექსანდრე, ღმერთს გაფიცებ, აქ დაბრუნდიო! ალექსანდრე მობრუნდა და უთხრა: მშვენიერო, მე ვხედავ, შენი სიყვარული, სულ სიცრუე ყოფილაო! ნინომ მწარის ღიმილით წარმოსთქვა: ჰეი საყვარელო! მე ჩემი თავი და ნამუსი ძვირათ დამიფასებია: ჩემს ტუჩებზედ და ლოყებზედ, პირველათ შენმა ტუჩებმა იტკბარუნეს; ეხლაც მკერდი, ჩემმა ცრემლებმა დაგისველეს და შენ კი იძახი, არ გიყვარვარო!... ალექსანდრემ, ნახა, რომ ნინო ჭეშმარიტს ლაპარაკობს, ხელი გამოართო და უთხრა: მაშ მშვიდობით, ჩემო ნინო! მე ვხედავ, რომ ამ ქუჱყანაზედ მე აღარ მეცხოვრებაო,- რიღას მუშაკი ვარ?... მშვიდობით, ჩემო ნინო, და გახსოვდეს, რომ ერთი კაცი იყო ქუჱყანაზედ, რომელმაც სიყვარულიც და თავის შენ შემოგწირა... იყავ მშვიდობით და უფალსა ვსთხოვ, სხვასთან უფრო ბედნიერი იყო. ნინომ, რა ესე მწარე სიტყვები გაიგონა, მაშინათვე მიხვდა, რომ ამაოთ არ იყო ნათქომი და შეუძახა: თუ შენს თავს აუტეხ რასმე, მეც ჩემს თავს არ დავიშურებო და იცოდე, ორი საშინელი ცოდვა თავს დაგედებაო!... სირცხვილი არ არის აგრე სულმოკლეობა?... ჩვენ უნდა ვიცოცხლოთო და ერთმანეთს ვანუგეშებდეთო. ალექსანდრემ მიუგო: ვერა ნუგეში მე გულს ვეღარ უნდა ვქნა, რომ ჩემმა დედამ ეს მწარე ნაღველა დამალევინა?- შენ კიდევ ყმაწვილი-კაცი ხარ, ერთს თვეს შემდეგ დაგავიწყდები, სხვას უკეთესს ჰნახავ, შეიყვარებ და გაბედნიერდები! - მარამ, ვინ იცის, მოითმენ, ბედი ჩარხია, იქნება რა დროებას შევესწრათ?... თუ სააქაოს არა, საიქიოს უკეთესი ქუჱყანა არისო!... ამ დროს ფანჯრიდამ ხმა გამოხდა: ნინო, ნინო! სადა ხარო! ნინომ რომ ეს ხმა გაიგო, წარმოსთქვა: უი, დედა მეძახისო. ამ სიტყვაზედ ალექსანდრეს ხელი გამოართო და უთხრა: მშვიდობით, ალექსანდრე, და გახსოვდეს შენი ნინაო. ასე სთქვა და შინათკენ გაეშურა. აქ ალექსანდრე გაბრუებულივით, მარტო დარჩა. შემდეგ ესეც გამობრუნდა, ქუჩაში გამოვიდა და თავ-ჩაღუნული და გულმოკლული შინათკენ წამოვიდა. ამ დროს, ფანჯრიდამ ყმაწვილებმა დაუძახეს: ალექსანდრე, აქ ამოდიო! ამას არავისი არა ესმოდარა. იმათ მაინც არ დაიშალეს. ერთი ყმაწვილი-კაცი ფანჯარაში თითქმის ნახევრობამდის გადმოეკიდა და დაუძახა: ჰეი, ქართველო ბიჭო! რას დიდგულობ, რატომ არა გვკადრულობო! ალექსანდრემ მაღლა აიხედა და სოლომონ საინოვი და სხვანი თავის მეგობრები უცნა, რომელიც ხელს უქნევდნენ. მეტი ღონე აღარ იყო, იმათთან ავიდა. ისინი კარებში მოეგებნენ. ერთმა შეუძახა: რა დაგიკარგავს, რომ დედამიწას ჩაცქეროდიო? მეორემ წარმოსთქვა. თუ ვარსკვლავთ მრიცხველი ხარ, ზეცას უნდა იყურებოდეო. მესამემ ჰკითხა: ხვალ ქორწილში არა ხარ დაპატიჟებულიო?... ამ ყმაწვილებმა არ იცოდნენ ალექსანდრეს გულში რა ვარამი ტრიალებდა. ამან უპასუხა: თქვენ შეექეცით, მე ხვალ სოფელში მივდივარ, ბიძა შჳლი ავათ გამხდომიაო. ყმაწვილებმა ერთობ წარმოსთქვეს: რასამბობ, უშენოთ ლაზათი არა გვაქსო, ლამაზი ნინოს ქორწილში სულ ცხრილით წყალი უნდა ვზიდოთო...
ალექსანდრემ ნახა რომ ეს ხალხი ცოტა ზარხოშათ არის; იფიქრა, არ ჩემი საქმე არ არისო: რა დავკარგე და რას ვეძებო. როგორც იყო, იმათ თავი დააღწია, შინ წავიდა და თევდორეს უთხრა: ორი ცხენი იშოვნე, ხვალ სოფელში უნდა წავიდეთო: ეს ქალაქი საშინლათ შემძაგდაო. თევდორეს ეს ამბავი ძალიან იამა, იფიქრა: ჩემი ბატონი იქ გულს გაართობსო, და ცხენების თადარიკს შეუდგა.
მეორეს დღეს დილით ადრე ბატონ-ყმათ სოფლისაკენ გასწიეს.
2. ქორწილი.
იქნება ზოგთა სთქვან, რომ თუ ალექსანდრეს ისე ძრიელ უყვარდა ნინო, რატომ ყოველი თავის ღონისძიება და საშვალობა არ მოიხმარა, რატომ ბოლომდის არ იბრძოლა, რომ ნინო შაერთოვო. მარამ ალექსანდრე რადგან არ იყო იმ კაცებთაგანი, რომელთაც ხასიათი და განუსჯელი ფიქრი დაემონება ჟინსა და გრძნობასა, ამასთან ალექსანდრე დიახ კარგათ იცნობდა ნინოს დედას ელენეს, და იცოდა, რომ ის თავის ნათქვამს სიტყვას არ გადავიდოდა. - ამისთვის თავის თავი შესწირა ამ გვარის ბედის განკარგულებასა!... ალექსანდრემ ესეც იფიქრა: მე რომ ამ განწირულებაში ყმაწვილური რამ მოვიქმედო, ქალაქელების ჭორს ვეღარ ამოვალ და უმჯობესია ჩემმა ხვედრმა დამსაჯოსო, ვიდრე ხალხის სასაცილო და სალაპარაკო შევიქნაო!... და ეს რომ ვიცოდე, ბოლო ჩემი სასარგებლო იქნება, მაშინ სხვა რიგათ მოვიქცეოდიო!...
აქ ფიქრი გაწყვიტა და მცირეს ხანს შემდეგ წარმოსთქვა: ოჰ, რა ნეტარება იქნებოდაო, მარამ... აქ ალექსანდრემ სიტყვა აღარ შეასრულა; თვალები დახუჭა, რამდენიმე ცრემლი გადმოყარა, შემდეგ გული მოიბრუნა, კეთილმა ფიქრმა ჟინი და სიყვარული დასძლია; აქ განიზრახა რომ მცირეს ხანს თავი მოარიდოს სადმე და ამ აზრით სოფლისაკენ წარემართა.
ნინომ, რასაკვირველია, ალექსანდრეს ქალაქიდან გასვლა არ იცოდა; იჯდა თავის ოთახში და გუშინდელს ლაპარაკს მოიგონებდა. ამასთან განსჯიდა თვისს გარემოებასა და ფიქრობდა შემდეგისათვის, რა ცხოვრება განემზადებინა ამისთვის ბედსა. ესეც ცხადათ იცოდა, რომ დედის ურჩობა და უარის თქმა არ შეიძლებოდა. ამისაგან ნინო რამდენიც მომატებულს ფიქრში შევიდა, იმდენი, უმეტესად ალექსანდრეს სიყვარული განუძრიელდებოდა და უღრღნიდა გულსა... ბოლოს, ამ ტკბილს ტანჯვაში წარმოსთქვა ნინომ: ჰეი ალექსანდრე, ალექსანდრე! ეს რა ცეცხლში ჩამაგდე!- ის დღე დაიქცა, რასაც დღეს მე შენ პირველათ გნახეო!... ნინო ამ ჟამად ასეთს გრძნობაში მოსულ იყო, უეცრივ ალექსანდრე რომ შემოსულ იყო საითმე, ნინო გარდეხვევოდა და ეტყოდა: წამო ალექსანდრე, გადვიკარგნეთ სადმე, ოღონდ უეცრივ კარები გაეღო და ნინოს დედა ელენე შემოვიდა ოთახში; ელენემ რომ თავის ქალი დაღონებული დაინახა, წარმოსთქვა: შჳლო, რატომ აგრე ხარ; აქ მარტო რას უზიხარ... ეს რამდენიმე ხანია შენ სევდიანსა გხედავ, ხომ არა გტკივარაო?... ნინომ მოახსენა, არა დედას მზემ, მე არაფერი... ისე რაღასაც დავფიქრდიო. ელენემ განაგრძელა: შჳლო, რატომ სწორეთ არ მეტყვი, თუ გტკივა რამე, ცოტა კიდეც გახდი... მარამ, მეც რომ შენის ხნისა ვიყავ, აგრე სევდიანობა დამჩემდა, მინამ გავთხოვდბოდიო (გავთხოვდებოდიო.). ახლა შჳლო, ხომიცი, შენი ბედნიერება მინდა,- შენს თავსა მთხოვენ და სიტყვაც მივეცი, რადგან ვიცოდი რომ დედის მორჩილი ხარ და უარს არ იტყოდი... ლევან გორდაძე, შენი საქრმო, უცხო შჳლია და ეხლა ამისთვის შემოველ, რომ შენც დაგეკითხოვო!
ელენემ რა იცოდა, იმის ქალის გულში რა დარდი ტრიალებდა. ნინომ რომ დედის სიტყვა მოისმინა, არ იყო რომ გული არ აუქროლდა და არ იცოდა რა ეთქო,- ბეწვზედ ეკიდა იმისი საქმე! მარამ უარის თქმა ძნელი იყო ნინოსაგან, ამისთვისაც წარმოსთქვა: დედას ჭირიმე! მე რა უარი შემიძლიან, თუ თქვენი ნება გახლავთ?... მარამ რომ არ გამათხოვოთ, უმჯობესი იქნებაო. ელენემ, ამისმა გამგონემ, შეჰყვირა: უი ჩემს თავსა! რასამობ შჳლო,- მე რა აგრე ბევრი შჳლების პატრონი ვარ, რომ შენთვისაც არ ვიზრუნოვო?!... არა გენაცვალოს დედა! დედის ერთას შინა ვერ დაგაბერებო! ნინომ მიუგო: მე თქვენი მოშორება არ მინდაო. ელენემ: მაგას ვინ გირჩევსო? ქმარი შეირთე და ორივ ჩემთან იყავითო.- ნინოს, ყოვლის მხრით მოჭრილი ჰქონდა გზა. - ელენემ, რა ქალი ადვილათ დაიმორჩილა, თავის სიძეს ლევან გორდაძეს, ხელ ახლათ, კაცი გაუგზავნა და ქორწილს დაეშურა.
ახლა ეს ვსცნათ, ლევან გორდაძე რა კაცია, რა თვისება აქვს და ღირსია თუ არა ლამაზი ნინასი.
ლევან სიყრმითვე ობოლი დარჩომილ იყო და მოხუცებული მამიდა ზდიდა და მეტათ ანებიერებდა. ლევან თუმცა სასწავლებელში იყო, მარამ იქიდან ვერა გამოიტანა რა. სხვანი ამის ტოლები რომ წიგნს კითხულობდნენ, ეს სალამურს უკრავდა, სხვანირომ თავისუფლათ იყვნენ და ეკკლესიაში წავიდოდნენ, ეს კოჭებს შეექცეოდა და ქაღალდის ფრიალას ათამაშებდა. - ბოლოს თექვსმეტის წლისა შეიქნა, კითხვა ძლივს ისწავლა. ერთს დღეს, ოსტატმა სცემა და მაშინ იმაზედ გალახეს და სასწავლებლიდანაც დაითხოვეს. ლევანის გამოგდება სასწავლებლიდან, ძალიან იწყინა ამისმა მამიდამ და უნდოდა ეჩივლა, მარამ სხვებმა დაუშალეს, - მაშინ ადგა და ლევანს უთხრა: შჳლო, ყმა და მამული გიოხრდება, შენ რუსული აჩა-ბაჩა რას გარგებს, წადი შენს მამულს მოუარეო!- აქ ლევანმა რომ თავის თავი მებატონეთ და თავისუფლათ ნახა, სიხარულით ფეხზედ აღარ იდგა. მაშინათვე სოფელში წავიდა. ჯერ იქ, კარგა ხანი, კურდღლებსა სდია. რა ეს შექცევა მოსწყინდა, გლეხ-კაცებს ფული შეაწერა და ქალაქში ჩამოვიდა. აქ მიჰყო ხელი და საცა ბოლი მაღალი იყო, ეს იმისი მაყარი იყო!- ჯერ საზანდრებს დაუმეგობრდა და იმაზედ მრავალი ფული გააფუჭა. რა გაზაფხულდა, ბაღი აღარ დარჩა, რომ იქ დრო არ გაეტარებინა: სად გაუთებდებოდა და სად დაუღამდებოდა, აღარ იცოდა. ბაღის დროც გავიდა; ზედ დატანებით მამიდაც მოუკვდა, რომლისაც არ იყო რომ ცოტათ არ ეშინოდა.- მაშინ, ყავახანების ხშირი სტუმარი შეიქნა; მიჰყო ხელი ლოთობას და ყომარბაზობას. მრავალი ვალი დაიდო, მარამ თავისას არ იშლიდა თუმცა ფულებიც შემოაკლდებოდა ხოლმე. რა ამის ამფსონმა ლოთებმა ფულის სისუსტე შეატყეს, დაუწყეს რჩევა: ერთი მდიდარი ქალი შაირთე, თორემ, აგერ ზაფხული მოდის და ზამთრათ არ გადაგვექცესო! ეს იყო ამ დროს ელენეს მოციქული მოუვიდა და რასაკვირველია, რომ ლევან უარს არიტყოდა. - ახლა იფიქრეთ, ამ ჩვეულების პატრონს, რა პატივის ცემა და სიყვარული ექნებოდა ცოლისა?!... და კიდევ იტყოდა ხოლმე: ერთი ფულები ჩავიგდო ხელში და რაც მე იმ ქალუას მოუჯდე გვერდით, მაშინ თავის კბილებ ჩაცვივნულს დედას დააკვეხოსო! გასაკვირველიც არ არის, რომ ლევან ამას იტყოდა, ამიტომ რომ ასეთი ამფსონები ეშოვნა, რომლთათვისაც ქუჱყანაზედ წმინდა აღარა იყორა. - ესენი გახლდნენ ერთი ბაყალი, სამი მიკიტანი, ერთი ყასაბი, ერთი მეთამბაქოე და ოთხნიც უსახლკარო და უხელებო კაცები, რომელთაც უწოდნენ -პაჟარნებათ. ლევანს რომ მოციქული მოუვიდა, მაშინათვე ამ თავის ამფსონებს ახარა და ეტყოდა: ბიჭებო! მე ცოლი რათ მინდაო, მე ფული მინდა, ფულიო! ჩემი საცოლომც ენაცვალება: ლიზას, სოფიოს, კეკელას და სხვებს, მე და თქვენ რომ ვიცითო!...
საბრალო ნინომ კი არ იცოდა, რა ავაზაკ კაცს უხაროდა იმისი ფულები და ვისი მონა შექმნილ იყო! ახ, ნინო, ნინო! ჩემი გული იწვის ამ სიტყვების წერაში, შენის საბრალოებით, და ვემდური ხვედრსა შენსა!...
ამ ხასიათების პატრონს ლევანს ერთი კარგი თვისება ჰქონდა: ნათესავების სიყვარული და ამასთან საკვირველი ჩჩვილი გულის პატრონი იყო, ეტყობოდა რომ თესლი კარგი იყო, მარამ დამთესს ცუდს ალაგს დაებნია და მებაღეც კარგი ვერ შეხვედროდა.
ღმერთო, რამთენი ყმაწვილი კაცი იღუპება, ცუდის მაგალითით და გარყვნილს საზოგადოებაში ყოფნითა!...
ღმერთმა უწყის, ლევანმა იცოდა თუ არა, ქორწინება რა საიდუმლოება იყო; ვინიცის მოესმინა როდისმე, რომ ქორწინება იყო წმინდა საიდუმლოება, რათა არის შეერთება იესო ქრისტესი ეკკლესიასათანა; ეჭვი მაქვს, რომ ლევან ამ საიდუმლოებისათვის წმინდის სვინდისით და კრძალვით მზადებაში ყოფილიყო!... მარამ, ჩვენ რაც უნდა მსჯელობაში შვიდეთ, ის ხალხი თავიანთ გვარათ მოემზადა ასე რომ, ერთს ხუთშაფათს ღამეს სალამაძიანთ სახლში დიდი ქორწილი იყო გაჩაღებული. ამ სახლში უცებ რომ შეგეხედნათ, მრავალს გამხიარულებულს ქალს და კაცს ჰნახავდით, მეფე და დედოფალი ერთს ტახტზედ დაესხათ, ამათ წინ პირის მეღვინეთ დაეჩოქნათ და იყო დიდი ფულის გარდალოცვა. ამ ხალხისათვის რომ ყური დაგეგდოთ მრავალს გვარს ლაპარაკს გაიგონებდით, - ზოგი მეფეს აქებდა და ზოგი დედოფალსა. მარამ ნინუცა ასე გაბრუებული და გალურჯებული იჯდა, რომ ერთმა, ამ საზოგადოებაში მყოფთაგანმა კიდეცა სთქვა: რა ვქნა, ამ დედოფალს ელენთა ხომ არ უჭამია პატარაობისას, რომ ასე გაშავებულაო?... ამ კაცმა ესკი არ იცოდა, ნინოს გულში რა ვარამი ტრიალებდა! - მეფე კი მაგდენს არას დაგიდევდა. წამოდგებოდა, მალ-მალ ჩიბუხს მიჰვარდებოდა, სად რას დაჰლევდა, გაუძღომლათ ხილს შეჰსჭამდა,- აღარა გაეგებოდარა; ბოლოს მოვიდოდა ცოლს გადაეხვევოდა და ჰქონდა მხეცური ხარხარი! რაღა გავაგრძელოთ, ნინუცა ცხადათ ჰხედავდა, რა კაცის ხელში ჩავარდა და რა მწარე დროება მოელოდა შემდეგში?... ამ ქალს ეს უფრო ჰკლავდა ბოროტით, როდესაც ალექსანდრეს მოიგონებდა და თავის ფიქრში ლევანს შეადარებდა!...
აქ ქორწილმაც განვლო, როგორც სხვა ქორწილებს გაუვლია, ლხინით და შექცევით: ჩაი, ხილი, საზანდრები, ლეკურის თამაშობა, შემდეგ ვახშმის გათავებამდის ჯიხვების ტრიალი და მეორეს დღეს, სიყვარულის დამამტკიცებელი ფალუსტაკი!...
(დასასრული შემდგომს წიგნში იქმნება.)
![]() |
3 ჰსწავლა და ჴელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 მკითხველთადმი |
▲back to top |
მკითხველთადმი
ბიბლიოღრაფია[1]
ღრამმატიკა უფ. ჩუბინოვისა, დაბეჭდილი ს. პეტერბურღში, საიმპერატორო აკადემიის სტანბაში. არიან იმ გვარნი კაცნი, რომელნიცა დიდის აღტაცებით მოელიან ახალსა რასამე თხზულებასა, უმეტესად იმ თხზულებასა, გინა შედგენასა რაისამე წიგნისასა, რომელიცა იბეჭდება იმ გვარს ქალაქში, როგორიც არის პეტერბურღი. თითქმის ათი წელიწადი მეტი გვესმოდა, რომ შემადგენელი, ქართულის ხრესტომატიისა უფ. ჩუბინოვი აპირებდა ქართულის ღრამმატიკის გამოცემასა, და ჩვენ ქართველნი დიდის მოუთმენელობით ველოდით ამ წიგნის გამოცემასა, და რასაკვირველია რომ მოუთმენლივ გვეცადნა ამისთანა საზოგადო სასარგებლოს წიგნისათვის, რადგანაც აქამომდე არ დაბეჭდილა რიგიანი ღრამმატიკა. უფ. იოსელიანის ღრამმატიკა არის თითქმის ოსტოკოვის ღრამმატიკითგან ნათარგმნი, (ნათარგმნი ვოსტოკოვის ღრამმატიკითგან!). განსვენებულის ს. დოდაევისა არის და იმაშიაც არის ბევრი ნაკლულოვანება, მხოლოდ რაც არის, კმასაყოფელია, და ახლა ვხედავთ ჩვენდა განსაცჳფრელად ჩუბინოვის ღრამმატიკას. ამ წიგნის ნახვაზედ მოდით და გულ-წრფელობით ნუ ვაღვიარებთ ჩვენს ჰაზრსა! მიკვირს თუ ზოგი ერთი როგორის გაბედულებით შეუდგება იმ გვარ საგანსა, რომლისაცა სისრულეში მოყვანება არ შეუძლიან! ვაქებ მხოლოდ იმ გაბედულებასა, რომლითაცა შესდგომია შრომასა, და არა ნაშრომსა გინა ნაღვაწსა ხრესტომატიის შემადგენელის უფ. ჩუბინოვისას, აქამომდე როგორც ვხედავთ, არ იციან უ.უ. ქართული ღრამმატიკის შემადგენელთ, რომ ამ გვარი საგანი არ ითარგმნება სხვათა ენებითგან, არამედ თვისებისამებრ საკუთარის ენისა უნდა შესდგებოდეს. არა წარმოიდგენენ თვის შორის ეს უფალნი ავტორნი, უმეტესად ავტორი უკანასკნელ გამოცემულის ღრამმატიკისა, თუ ვითა დადებულ არიან ადრევე სჯულნი ბუნებით მომზადებულთა სიტყვათათვის, და ამა სჯულთა ვერცა გამოცვლა და ვერცა დაწმახვნა ვისმე ძალუძს: ნუ თუ არ იციან ამ ზემოხსენებულთ უფალთ, როგორც ჰსჩანს იმათ ღრამმატიკათგან თუ: 1, რავდენი მოუცია ბუნებასა ჩვენთვის ხმა, გამოხატვისათვის სიტყვათა 2, ვითარ შეუერთებია მას ესე ხმანი შედგენისათვის მარცვალთა 3, ვითარ შედგენილან მარცვალთაგან სიტყვანი, რომელთათვისაც განუწესებიათ სხვა და სხვა გვარი სახე (ფორმა) მნიშვნელობისამებრ გამოხატვისა (ეტიმოლოღია) და 4, რომლისა სჯულით ადრევ სწორეთ განუსაზღვრავთ შეერთება სხვა და სხვა სიტყვათა, რათა შედგენილ იქმნენ პირველ დაწყებითნი აზრნი შეერთებულთა სიტყვათა და პერიოდნი (სინტაქსის). ერთის სიტყვით უნდა ვჰსთქვათ, რომ დაწვლილებით განრჩევა უფ. ჩუბინოვის ღრამმატიკისა არ არს შესძლებელ, ამისთვის რომ მოითხოვს დიდსა შრომასა, თავისის აურაცხველის შეცდომისა გამო. პირველს გვერდზედვე წარმკითხველი შენიშნავს იმისთანას ნაკლულევანებასა, რომ მსწავლული პირი დაუდებს წინ კაცსა ვითარსამე კანონსა და ამა კანონს თვითან კი არ შეუდგებოდეს! რა იქნება? მასწავლებელი ასწავებდეს თავის მოწაფესა და თვითან კი არ დაიცავდეს ნათქვამსა! რა იქნება? უპირველესი საჭიროება ყოვლის ენისა არის მართლ-წერა, კარგი მართ-წერა იქნება თუ რომ დავწერთ, ნაცვლად, ჩვენ - ჩვენ; ნაცვლად ჰსწერენ - სწერენ; ნაცვლად თვის - თვის, და ესე სიმდიდრე ენისა შესაბამ მართლ-წერისა, იწყობა თითქმის პირველსავე გვერდზედ უ. ჩუბინოვის ღრამმატიკისა. უ. ჩუბინოვი თავისის ქართულის ენის დამადგინებელის ღრამმატიკით გვიმტკიცებს, რომ ესე სიტყვები: კომლი და კვამლი, ერთის მნიშნელობისანი არიან; ის გვიმტკიცებს რომ, უკეთუ ვიტყვით: ხუთი კომლი კაცი მყავს და ბუხრიდგან კვამლი ამოდის,- კომლი და კვამლი ერთნი არიან. სიტყვები ესე: მორჩი და ნორჩი, იმისივე ღრამმატიკით ვახარებ ჩვენთა საყვარელთა წარმკითხველთა, რომ აგრეთვე ერთის მნიშვნელობისანი არიან. სულ ერთია იმისის აზრით, თუნდა ვსთქვათ: მორჩი შენს თხზულებასა? და ნორჩი შენს თხზულებასა? აქამდინ როგორც ჰსჩანს არ იცის, რომ მორჩი არის საქმის მორჩომა, ხოლო ნორჩი არის, ჩვილი, ახალგაზრდა, ახალი. მე მგონია დიდი განსხვავება იყოს ზმნისა და სახელ არსებითისა შორის; მე მგონია რომ ნორჩი არ არის ზმნა, არამედ სახელი არსებითია; მე მგონია ნორჩი არ აჩვენებდეს მოქმედებასა რისამე... არამედ აჩვენებს საგნის არსებასა. კაცი ჰსცხოვრებს თვისებისამებრ, თუ მოქმედებითა, თუ ენითა და სხვა ფრივ, გარეშემოზღუდვილ ხალხთა მიხედვითა, და ყოველსავე მათ ქცევას, გინა ლაპარაკს უფრო მიიღებს, ვიდრე რამდენიმე ვერს განშორებულ ხალხთაგან. უ. ჩუბინოვს გარეშემო ახვევიან რუსნი. მაშასადამე მას უფრო შეუძლიან წერა რუსულს ენაზედ, ვიდრე ქართულზე, რომელსაცა თითქმის სიყრმითვე განშორებულია და რა ეხსოვება. რომელი ქართველი სთარგმნის ხუთს მილიონს ქართულს ენაზედ ხუთასი ათასად? ავტორები ქართულის ღრამმატიკისა ზედ შესრულ-სახელში 12 გვერდზედ, ასე უთარგმნის თავისის მშვენიერის ღრამმარიკის მოსწავლეთა, რომელნიცა ჭეშმარიტად შესაბრალისნი არიან ამისთანა კანონების ჰსწავლისა გამო. მგონია ეს ზემო ხსენებული ავტორი ერთს დროს ამტკიცებდა, რომ უმჯობესია ვსთქვათ „პეტრე თოფი ესროლა პავლე,“ ვიდრე პეტრემ თოფი ესროლა პავლეს, თავისის ღრამატიკით მოუსპია მოთხრობითი ბრუნვა, რომელიცა გაუკეთებია მოქმედებითად. მოთხრობითი და მოქმედებითი ბრუნვა იმის აზრში ერთნი არიან, ორივესათვის დაურქმევია მოქმედებითი... ნაცვალ-სახელს უფ. ჩუბინოვი გვიყოფს ექვს ნაწილად, არა ქართულს ენაზედ, არამედ - რუსულზედ ამ სახით: 4, Личныя 2, Указательныя 2, Притяжательныя 3, Вопроситеьныя 5, Определительныя და 6, Возвратныяამ სიტყვებს არც თუ ჰსთარგმნის ქართულს ენაზე, არ ვიცით რა მიზეზით! თუ რუსული ღრამმატიკა არის, სრულებით რუსულს ენაზე დაჰსწერდა, მე მგონია ეს ღრამმატიკა იყოს დაწერილი უფრო საქართველოსა-თვის და არა რუსთათვის. და თუნდა ვსთქვათ ეს ასეც იყოს, მაინც მგონია, რომ საჭიროება მოითხოვდეს თვითეულის სიტყვის გადმოთარგმნასა ქართულს ენაზე, რომელმა მოსწავლემ გაიგოს, რას ნიშნავს ქართულს ენაზე «Определительныя» აქედან ეს გამოდის, რომ ყოველმა ამ ზემოხსენებულის ღრამმატიკის მოსწავლემან უნდა იყიდოს იმასთანვე ლექსიკონი, რომელის საშვალობითაც შეეძლოს ზოგიერთის სიტყვის გადმოთარგმნა. არც თუ იმას გვიწერს, რაიარს ნაცვალ-სახელი, და მისი თვითოეული განყოფილება რასა ასწავებს? მგონია არა რომელს ენის ღრამმატიკაში არ იყოს ეს აუხსნელობა. ამასთანვე შესავალი და სახელი არსებითი ვიდრე ზედ-შესრულ-სახელადმდე გამოუყვანია 10 გვერდამდენ, ხოლო ნაცვალს სახელს გვიწერს ერთს ფურცელზედ, მაგრამ მივხდით! ეს მგონია ამისთვის, რომ ღრამმატიკისათვის დაურქმევია «Краткая» რადგან მოკლეს ეძახის, ეს მაინც ექნა: აღეწერა ქართულს ენაზედ, რამდენი სიტყვის ნაწილია? თვითვეულს სიტყვის ნაწილს რამდენი რტოები აქვს და ყოველს რტოს რამდენი შტოები. ეს ღრამმატიკა მაშინ გამოდგებოდა მსწავლულთათვის, ისიც მხოლოდ სახსოვრად და არა მოსწავლეთათვის, რომელთაცა უნდათ შესმენა ვრცლად, რათა გაიგონ მნიშვნელობა ყოვლის ლექსისა. ვნახოთ ახლა ზმნა რას გვეტყვის. ზმნის განყოფილება იმავე პირობით არის, რა პირობითაც არის ნაცვალ-სახელი და განყოფილება, მხოლოდ იმის აზრით, ახლა ზოგი ერთს ზმნაში მართლწერა დაუცვია, მაგალითად: „მწერელი.“ რომელი ქართველი გეტყვით: ქართულის ხრესტომატიის მწერელი კაცია. ზმნის მრავლობითს რიცხვს ადგენს მხოლოობითგან ამ სახით: მხოლ. რიც. წერ, მრავლობითი რიცხვის შედგენისათვის უმატებს ჰ და ე შუა ს, ხოლო ბოლოს თ, და გამოჰყავს: წერ - ჰსწერთ. ესკი სათარგმნელად ქართულის ენითგან რუსულს ენაზედ,მოსაწონია. რაისათვის? ამისთვის, რომ ამოუწერია ყოველი ლექსი თვითოეულად ნამდვილით-გან, ესე იგი: სიბრძნე სიცრუითგან. მრთელის ღრამმატიკის ნაკლულოვანებას ისი ჰფარავს, ასე რომ მოსაწონია. მოსწავლე ვიდრე იქამომდენ მივა, ღრამმატიკის ჰსწავლა ბეზრდება, და რა იქ მივა მაშინ თითქო იდარებსო, რადგან ხედავს გასაგონს აზრსა. მაგრამ ესეც დაუწმახვნია უ. ჩუბინოვს, ასე რომ ნაცვლად „მოჰქონდა, დაუწერია“ მო აქვნდა; „მცურავი ერთი მო აქვნდა წყალსა და სხ. ეს რას ნიშნავს? ჩვენის აზრით აი რა გამოდის: მცურავი ერთი მოდით ჰქონდა წყალსა. „მე მგონია ვერცა ერთმა ქართველმა გაიგოს, თუ რაში მდგომარეობს აზრი. ზმნის მიმოხვრას ნუღრ ვიტყვით! რომ არა ვსთქვათ, ისევ ის ჰსჯობია. ერთს ალაგს გვიწერს ამ ზმნას: „მახსმ“ ჩვენ არ გვესმის, რა სიტყვებია! უთუოდ მოუგონია ახალი ლექსები, რომელნიცა რა საჭირონი არიან მაშინ, როდესაც უიმისოთაც მდიდარი არის ჩვენი ენა. ნუ გავჩხრეკტთ დაწვლილებით, ნურცა მოკლეთ, როგორც ზემოთ, შეუცვალებელთა სიტყვის ნაწილთა! მიზეზს ყოველი მსწავლული ქარვეთლი(ქართველი) მიხვდება,- მაშ რა ვქნათ? განვჩხრიკოთ ლექსთ-თხზულება? დაეხსენით ეს დარჩეს შემდგომისათვის; მხოლოდ უკანასკნელად თუ ნებას მოგვცემს ავტორიც უკანასკნელ გამოცემულის ღრამმატიკისა განუცხადოთ გულწრფელობით და პირმოთმენობით მას, რომ უმჯობეს იყო მისთვის გამოეცა ის ქართული წიგნები, რომლითაცა მდიდარია პეტერბურღის საიმპერატორო აკადემია და რომლისათვისაც დაუმადლებდა თითქმის სრულიად საქართველო, ვიდრე მიეყო ხელი იმ გვარის საგანისათვის, რომლისაცსისრულეში მოყვანა დიაღ ძნელია და არა ადვილი. როგორც გამოუსახავს უ. ჩუბინოვს! თუ რომ შესდგომია ამ საგანს, ჩვენში დარჩეს, ევროპიელნი რომ იტყვიან, «спекулацiа» ამ აზრით, ეს აზრი უფრო გამოადგებოდა მაშინ, როდესაც დაიცვავდა ჩვენსა რჩევასა, როგორცა ზემოთ ვჰსთქვით, უფრო მრავალნი წაიკითხავდნენ და უფრო მრავალნი დიდის აღტაცებით მიიღებდენ, როგორც უ. ბროსეს ნაშრომლობასა, რომელთაცა აქამომდე დიდის სიამოვნებით ვკითხულობთ იმის ნაღვაწებს და რომელსაცა მოვალეთ რაცხს ყოველი ქართველი განუცხადებდეს უგულითადესსა მადლობასა.- რამდენის თხუთმეტ წლოვანთ მოსწავლეთაგან გაგვიგია: უმჯობეს არის ვსწავლობდეთ განსვენებულის ს. დოდაევის ღრამმატიკას, ვიდრე ამ ახალ ღრამმატიკებსაო, რომელთაცა არც თავი უჩანთ და არც ბოლოვო, მაგრამ ან ის რა საჭიროა და ან ის, ვისაც სურს ნამდვილის ქართულს ენაზედ ღრამმატიკის გამოცემა, აიღოს ანტონ კათალიკოზის ღრამმატიკა და იქიდგან შეადგინოს, მე გარწმუნებთ, რომ იმაზე უჩინებულესი არა იქნება რა, და მე გარწმუნებთ, რომ ყოველნი ქართველნი ვსტყუით წინაშე ანტონ კათალიკოზისა (ნამდვილ ქართულის ცოდნისა გამო.) მაშასადამე, როგორც თქმულია, ტყვილათ რაღას ვედებით ღობე-ყორეს, დაიბეჭდოს იგი ღრამმატიკა და ისწავლებოდეს სასწავლებელში, სადაცა ასწავლიან ქართულს ენას. გარწმუნებთ, რომ ანტონ კათალიკოზის ღრამმატიკა არის სწორეთ საძირკველი ჩვენის მშვენიერის ქართულის ენისა.
______________
1 წიგნის-აღწერა (ბერძ.ენ.) რ.
![]() |
4 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
![]() |
4.1 ქალთა ლაშქარი |
▲back to top |
ქალთა ლაშქარი
ერთს ევროპიულს გაზეთში იყო დაბეჭდილი სიამის ქუჱყნის სახელმწიფოს ჯარზედ ძალიან სასიამოვნო ამბავი, რომელიცა იყო აღწერილი თავისის თვალით მნახველის კაცისაგან. აი, რა ეწერა იმ გაზეთში: სიამის ქუჱყნის სამეფოს ლაშქარნი შედგგებიან რამდენთამე ნაწილთაგან, ერთი მათგანი აკვირვებს სხვათა ქუჱყნის ხალხთა; ეს საკვირველი ლაშქარი არის შემდგარი ქალთაგან, რომელნიცა არიან დანიშნულნი ხელმწიფის გვამის მცველად. მეფე იმ ქალთა ლაშქარს ინახავს ჩინებულად და ამასთანვე კარგათ არიან გაწვრთნილნი.
სამსახურში მიიღებენ მხოლოდ ცამეტის წლისას, და რეზერვში ოცდა ხუთის წლისას, მაშინ ისინი ითვლებიან გარეშე მეფის სამსახურში და თავიანთ სიცოცხლეში უნდა იყვნენ მეფის სახლის ზედამხედელად. სამსახურში შესვლისა ჟამსა დაიფიცებენ ხოლმე რათა დაიცვას სამსახურში უბიწობა და ამ ფიცის გატეხა შეიძლება მაშინ, როდესაც მეფე თვითონ ინებებს იმ ქალთაგან ერთ-ერთის შერთვასა. ეს ხშირად მოხდება ხოლმე. მეფე აღირჩევს ხოლმე სამსახურის კარგათ მცოდნეს, და სრულად გავარჯიშებულსა. ამ იმედით მრთელი ქალთა ჯარი უფრო ეძლევა წარმატებასა. ამასთანვე არიან ერთმანეთის მოშურნენი და აკვირვებენ სრულიად ევროპიის ხალხსა მხნეობითა, გამოჩენით და ჩინებულის გაჰნსწავლითა.
ქალთა მათ აცვიათ ძვირფასი ტანისამოსი; საცმელი იმათი არის: თეთრი წმინდა ფარჩის ტანთსაცმელი ოქროთი ნაქსოვი, რომელიცა მუხლებამდინ ჰფარავთ,მსუბუქი ჯავშანი, ქვემო ტანსაცმელის დასაფარავად და ოქროთი დაწერილი ზუჩი იფარავს ტანსა; იმისათვის ხელებიკი თავის-უფლათა აქვსთ, ამისთვის რომ თავისუფლათ შეეძლოთ თოფიარაღის ხმარება. თავებზედ ხურამთ პატარა ჩაჩანი. ამ ტანისამოსს იცვამენ მხოლოდ უმაღლეს და დიდებულ დღესასწაულის დღეებში, ისინი არიან შუბებით და ხმარობენ დიდის სიმარდით. სხვა ტანისამოსი, რომელიც აქვსთ, თითქმის ძალიან მდაბიოა. უპირველესი იარაღი იმათთვის არის თოფი, რომელსაც ჩინებულად ისვრიან და ნიშანს არ აცდენენ.
ეს ჯარი განიყოფების ოთხ ნაწილად, ყოველი ნაწილი შესდგების ასის ქალისაგან, რომელნიც არიან ასისთავის ხელ ქვეით; ასის თავი ირჩევა იმათგანვე. როდესაც ასის თავი გარდაიცვლება; მაშინ ის ნაწილი, რომელსაცა უფლობდა გადაცვალებული, შეიკრიბება ხოლმე და სამს დღეს მეფის წინ იჩენენ თავიანთს ვარჯის, ხოლო მეფეს რომელიც მოეწონება და ნახავს უმეტეს ნაწურთნსა იმას აღმოარჩევს ასის-თავად.
აგერ ხუთი წელიწადია, რაც ასის თავად არის ერთი ქალი; რომელმაც 1851 წელსა, რა ახლდა მეფესა სანადიროთ, დაიხსნა მეფე სიკვდილისაგან თავის მამაცობით და სიმარჯვით. მეფე დიდ პატივსა სცემს იმას და აქვს დიდიუფლება სხვათა მეუფროსეებზედ.
მეფე არასდროს არ გაიმგზავრებს ხოლმე უიმათოდ. და თუ სანადიროთ ან სასეირნოთ წაბრძანდება, მაშინ იახლებს ხოლმე იმ ქალთა ლაშქართაგან მხოლოდ ერთს ნაწილს, რომელიცა უფრო ერთგულია მეფისა. ყოველს ჯარში მყოფს ქალს ემსახურებიან ხუთნი არაბთა ქალნი; მაშასადამე ისინი არ იზრუნებენ თავიანთ სახლისათვის და არცა ცდილობენ თავიანთ თავის მორთვასა.
ქალაქის ახლოს არის იმათთვის სწორე და დიდი მინდორი, სადაც ყოველი ნაწილი ჯარისა ატარებს კვირაში ოროლს დღეს; იქ იწურთვნებიან ისინი ხანჯლების და შუბების ხმარებაში; ესვრიან ნიშნებს დამბაჩას და თოფსა. თვეში ერთხელ მეფე თავის ძმით დაესწრობა ხოლმე და ვინც აღმოჩნდება საჩუქრის ღირსი, იმათ დასაჩუქრებს ხოლმე. საჩუქარნი იქნებიან: ბრასლეტი, საყურეები, ბეჭდები და სხვანი ძვირფასნი ნივთნი. რომელთაცა ისინი, თუ იმათი სახლობანი ძვირფას საჩუქრად მიიღებენ ხოლმე. ქალები საჩუქარ მიღებულნი აღასრულებენ თავიანთს სამსახურსა ისე, როგორც ევროპიის ლაშქარში სერჟანტები და სალდათის უფროსები. მეფის საჩუქრით არათუ ხდებიან, არამედ უფრო გულს მოდგენით ცდილობენ წარმატებასა.
თითქმის არაოდეს არ დასჯიან ხოლმე იმათ. უპირველესი სასჯელი არის: სამსახურიდამ დათხოვნა, დიდის ანუ ცოტას ხნით, სამთვეზე კი მეტს არას დროს არ დაითხოვენ ხოლმე.
სიამის სამეფოს ჯარსა ჰყვანან უკეთესნი სპილონი, რომელთაცა მზგავსნი მრთელს აღმოსავლეთში არ იპოებიან. ესე სპილონი რამდენის წლის წინათ გაწურთნა ერთმა აფიცარმა, რომელიცა ეკუთვნოდა ანგლიის დასავლეთის - ინდიის საზოგადოებასა; სპილონი, რომელნიცა არიან სიამის სამეფოს ჯარის ხელქვევით, ინდოეთის სპილოებზედ პატარები არიან, მაგრამ იმათზე ღონიერები და მარჯვენი არიან. მეომარნი სპილონი არიან რვაასნი, რომელთავა ინახამენსამის საგანისათვის.
1. საომარის იარაღის სატარებლად.
2. მეფის სახლის კუთნილების სატარებლად.
და
3. საომრად.
საომარნი სპილონი შეადგენენ დივიზიას, ოთხასნი სპილონი, რომელნიცა საუცხოვოდ ომობენ, ასი ეკუთვნის არტილერიას, იმათ ზურგებზედ აქვსთ გაკეთებული ზამბურავები და სხვა სასროლი იარაღები. სროლას ძალიან უძლებენ. ასნი ეკუთნიან ქვევითს ჯარსა. ზურგებზედ იმათ აქვსთ ოთხკუთხიანის მზგავსი აპორატი, რომელშიაც იფარვიან ლაშქარნი და ამ ნაირათ არიან დაფარულნი თავის მტერებისაგან და უფრო მარჯვეთაც ესვრიან მათ. იმ სპილოთა თავი და თუ სხვა ადვილათ სავნებელი ადგილები აქვთ დაფარული ორის ჯავშრით, რომელსაც ტყვია ვერას ავნებს. როდესაც გაცხარდებიან ხოლმე, მაშინ არ იციან შიში, დაერევიან ხოლმე მტრის ჯარშია და მიურ-მოურევენ ხოლმე.
ორასნი სხვანიკი არიან რეზერვში და ხმარობენ ხოლმე დიდ გაჭირების დროს. მეფეს ძვირფასად მიაჩნია თავის სპილონი, ძალიან უფრთხილდება და მალ-მალ ანბობს, რომ ვითომც იმას უფრო კარგი ჯარი ჰყავს, ვიდრე იმის მემიჯნავეთა, ამისთვის რომ იმისი სპილონი უკეთესნი არიან, ამასთანვე ნასწავლნი და ღონიერნი არიან.
(ს. პეტ. ვედ. ნათ.) თ. გრ. ჯავახის-შჳლი.
![]() |
4.2 ახალი ამბავი. |
▲back to top |
ახალი ამბავი
აი რასა ჰსწერენ უკანასკნელ გაზეთებში: არიან მრავალნი კაცნი, რომელთაცა ჰსჯერავთ, რომ კუდიანი ვარსკვლავი უნდა გამოჩნდესო 13 ივნისს ამა 1857 წელსა, და ჰგონებენ ვითომც უნდა მოხდეს დასასრული ქუჱყნისა. ღერმანიის სახელმწიფოს მსწავლულნი გვიმტკიცებენ, რომ კუდიანი ვარსკვლავი, რომელსაც ეწოდება იული-ცეზარი და რომელსაც ახლა მოელიან, გააპობს ორად ჩვენსა ხმელეთსა, ვითარცა ვაშლსა. ამერიკის ვასრკვლავთ-მრიცხველნი გვაშინებენ კუდიან-ვარსკვლავის კუდითა, რომელიცა კიდეც გამოჩენილა პანამის მხარეზე. პარიჟში ამ საგანზე დიდი აღრეულებაა ხალხში. ვარსკვლავთ-მრიცხველი არაღო, აქამდინაც დაამშვიდებდა ხალხსა,თავისის დამტკიცებით მაგრამ, რადგანაც ვარსკვლავთ მრიცხველი ბაბინე იზახის, რომ კუდიანი ვარსკვლავი არცა თუ არსებობს და თუ არსებობს ქუჱყანის მიკარებაც არ შეუძლიან. უკეთუ განიზრახავს ბულვარზედ გასეირნებას, მობრძანდეს და გვგონია რომ მცირე წლოვან ყმაწვილმაც ხელისკვრით გასტყორცნოსო. ესე ხუმრობანი არაფერს არას გვიმტკიცებენ და უკეთუ ვარსკვლავთ-მრიცხველი ლევერრიე არ დაამშვიდებს თავისის დამტკიცებით ხალხს, უეჭველად აღებ-მიცემა ვაჭრებში შესუსტდება. ათასი წლის წინათ ამ გვარს საგანს გონია ჩვენი წინაპარნი ესრეთ გულგრილათ არ უყურებდენ, სოფლის დასასრულის მოახლოვებასა, როგორც ჩვენ, რომელნიცა ყურადღებას არცკი მივაქცევთ და ყოველნი ჩვენ საქმეს ვასრულებთ უზრუნველად. მართლად რომ არა რაი მიზეზი არა აქვს ჯერეთ სოფლის დასრულებასა. ვნახოთ რა იქნება 13 ივნისს!
კ.
![]() |
5 რედაქციისაგან |
▲back to top |
რედაქციისაგან
რედაქცია ქართულის სალიტერატური ჟურნალისა „ცისკარი“ შეუდგა შვენიერის ქართულის პოემის „ვეფხვის ტყაოსნის“ დაბეჭდვასა, რომელსაცა დაწყებაში ჩაურთევით სურათი მთხზველისა შოთა რუსთაველისა, გადმოღებული ნამდვილით ჯვარის მონასტერითგან, რომელიცა იმყოფება იერუსალიმში და სადაცა დაფლულ არს ქართველთა პოეტი. იმ სურათის შემდგომს იქნება ცხოვრების აღწერა რუსთაველისა, მხოლოდ ეს არის, რომ წიგნი უნდა დაიბეჭდოს, რიცხვისამებრ ამა წიგნის მსყიდველის მსურველთა. ამისთვის ვითხოვთ, რათა გამოუცხადებდნენ უფალნი მსურველნი რედაქციასა და პირველადვე წარმოადგენდნენ შესახვედრს ფასსა, რომ თავის დროს გავუგზავნოთ. ფასი თვითოეულის წიგნისა იქნება სამი მანეთი თეთრი ფული. უკეთუ სყიდვის მსურველნი არ განუცხადებენ სურვილსა აგვისტოს პირველამდენ რედაქციას, მაშინ მოტევებას ვითხოვთ მათგან, რომელნიცა მოგვმართვენ წიგნის გამოცემის ჟამს, რათა იყიდონ წიგნი, გარნა თხოვნა მათი შესაძლებელ არა არს იყოს აღსრულებულ, ვინაითგან წიგნები, როგორც ზემოთ ვსთქვით, იქნებიან დაბეჭდილ რიცხვისამებრ მსურველთა.
რ.