![]() |
ცისკარი №5 (1858) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსები |
▲back to top |
![]() |
1.1 გაზაფხული |
▲back to top |
გაზაფხული
შევტრფი გაზაფხულს ღიმით მოსვლასა,
მწვანის მანტიით გარემოცულსა!
აგერ მოვიდა კვლავ გაზაფხული,
ტურფა სტუმარი, ტურფად შემკული,
ჭაობი, ღელე, გორა თუ ველი,
მწვანე ხავერდად იქცა ყოველი.
ფრინველნი მოჰყვნენ ჭიკჭიკით ფრენას,
ტრფობით ნაკადნი აქა-იქ დენას,
უხარისთ ფრინველთ, ყოვლთ-გააქვსთ მღერა,
უხმოთ საგანთაც აღძრეს აწ ენა!...
გაზაფხულო მო, მოვედ, მოვედ, მოველ...
შენ ხარ ჩემ სევდის უ…
შევტრფი გაზაფხულს ღიმით მოსულსა,
მწვანის მანტიით გარემოცულსა!...
მიყვარს უმეტეს თვე მაისისა.
გაფურჩქვნა ვარდო, თუ ზანბახთ, იისსა,
მათ სორის მწვანე ბალახთ ბიბინი,
ზედ პურის ჭამა, შექცევა, ლხინი,
სუფრისა ნაცვლად, ფოთოლნი შლილნი,
ყრმანი ქართულად გარს მისხდომილნი,
მწვანილი, ყველი, საღვინე სველი,
მასში კახური ღვინო წითელი,
ზარფეშათ, ყანწთ, შუატრიალი,
ფოთოლთ კამარის თავთზედ შრიალი.
შევტრფი გაზაფხულს ღიმით მოსულსა,
მწვანის მანტიით გარემოცულსა!...
მიყვარს წალკოდში და მწვანე ველად,
მრავლად გამოშლა ქართველთა ქალთა,
გარემოს მზგავსად სხვა და სხვა ფერად
აღყვავებულთა, სოფლის ტრფიალთა!
მგრგვლივ მათი დგომა, კვრა დაირისა,
ტაშთა ცემა და ხმა ნაღარისა,
წესი საყვარელთ ძველთ ქართულური,
შუა კეკლუცის ქალის ლეკური!
მის თვალთ ბრიალი ხანდისხან ზენად,
მკლავთა დაწმახვნა,- მის წელი წვლილი,
ზოგჯერ საკლავად გვერედს გადმომზერა,
ბუნების მზგავსად ტურფად ღიმილი!...
შევტრფი გაზაფხულს ღიმით მოსულსა,
მწვანის მანტიით გარემოცულსა!...
გაზაფხული არს მიზეზი ყოვლის,
შექცევის, ლხინის, სიხარულისა,
განმსდევნებელი მჭმუნვარის თოვლის,
მაცოცხლებელი ჩემ გულ წყრულისა.-
ვიშვები, ოდეს ვჭვრეტ მალაღურსა,
შეფოთვლილს ტყეში, როს გააქვს მღერა,
ნაკადთ ჩურჩულს, ხეთ ფოთოლნი, ყურსა
უგდებენ, თითქოს, გული მიტკბება.
აგერ, დაიწყო, ვარდს ყეფს ბულბული,
სიჭაბუკის დროს მის ხმა მიახლებს,
მაგონებს, ოდეს გაგიჟებული.
ვერტფოდი კეკლუც ქართველას თვალებს!...
შევტრფი გაზაფხულს ღიმით მოსულსა,
მწვანის მანტიით გარემოცულსა!...
ი. კერესელიძე
7 აპრილს
1858 წელსა.
![]() |
1.2 კნიაზ გრიგორი დიმიტრის ძეს ორბელიანს |
▲back to top |
კნიაზ გრიგორი დიმიტრის ძეს ორბელიანს
მომესმა მოსვლა ტფილისს ქალქასა თქვენი გრიგორი!
განშორდი კავკასს, მისთა საფრთხეთა სად გმირთ ესწორი;
მუსრე შამილისმწყობრი და რაზმი, მთანი და გორი,
სიმართლით ვეტრფი ამათ ყოველთა არ არის ჭორი.
მოვეგილოცავ მშვიდობით მოსლვას თქვენსა არესა,
კვლავ ზენასა ვსთხოვ განცაგაშოროს ყოველთ სიმწარესა
ზე აღგამაღლოს უფროს ხარისხით დიდთ სადარესა,
მრავალამც ეგო კეთილცხოვრებით ჩვენსა მხარესა.
ხელ-ვყავ კალამსა ამით უკვე ვყოფ თქვენს წინ სალამსა,
გიძღვნი ჩემს გულსა ცხადად გაშლილსა ვითა ალამსა,
ზედ დაწერილსა სისხლის მელნითა მთხოველს მალამსა,
დამპლასტრე იგი, რადგან ჭირი აქვს ბოხორ ბალამსა.
იხარებს გული სიყრმით ერთგული,
მრავლად ისრული, ვის სტანჯავს წყლული,
შენმიერ ნუგეშს ესავს ბასრული:
ამით იშვებდეს ფრიად ტანჯული.
როს მოვიგონი სიყრმენი ჩვენი, ერთად გებაი,
გაცელქებანი, კვლავ ღრეობანი მათი შვებაი,
აწ დაბერება და განშორება უცხოებაი,
გულს მოეხვევა სევდის ღრუბელი ცეცხლთა ზნებაი.
მდაბალ ხარ გულით, გარნა ხარისხით ოდენ მაღალი,
მმართებს კრძალვაი არ განლაღება, არს ჩემი ვალი,
თუც მოყვასთ შორის ხამს ერთი იყოს ცული და სალი
მაგრამ დრომ ჰსცვალა ერთ საგულვები რკინა და რვალი.
ამ ვითარებათ თქვენს შორის გებად, საიჭოდ მაძლევს სულის თვისება,
რომელსაც ვიცნობ პირველიდგანვე, არ აღამაღლებს ხარისხთ ჩინება.
მისთვის, რომ გახსოვსთ ბრძენთა ნათქვამი, მცნების დამარხვა, არგანლაღება.
რაჟამს ამაღლდეს კაცი დიდებით, მაშინღა მრათებს კვლა დაბდაბლება.
გახსოვდეს თქვენი ძველი მოყვასი, ძველი მოძღვარი,
ვის საიდუმლოს აღმიარებდი არცა დამფარი,
ვგონებ მართლობდეს ჩემ მიერ თქმული, არ ვარ მცდარი,
სხვაც მინდა მეთქვა, მაგრამ მაშინებს წყენისა ზარი.
![]() |
1.3 პუშკინით |
▲back to top |
პუშკინით
შევალ ხალხიანს თუ რომ ტაძარში,
ხმიანს ქუჩებში თუ ვეხეტები,
თუ ვზივარ საშვალ რეგვენთ ყრმათ შორის,
მაინც ჩვეულებრ ფიქრსა ვეძლევი:
მას ვფიქრობ, რომელ განვლიან ჟამნი,
რავდენიც აქ ვართ, ამ ჩვენს კრებაში,
ერთობ ვინცა ვართ, ვართ მამაკვდავნი,
იქნებ ახლოც არს ჩვენგანის წამი.
როს ვჭვრეტ მუხის ხეს ტყეს შიგან მყოფელს,
ვუბნობ: ამაყად დაჰყურებ შენ ტყეს,
ჩემს შემდგომს კვალად იხილავ ნათელს,
წინაპართ შემდგომს ვით გიხილვიეს.
ყმაწვილს როს ხოლმე მცირეს ვუყვავებ,
მაშინ მას ვფიქრობ შვილო ბუნების!
მე შენ ჩემსასა ალაგს გიტევებ,
მე დრო მაქვს ხრწნადის, შენ აღყვავების.
ყოველს წამს და ჟამს, ყოველს დღეს და წელს,
ვჩვეულვარ ფიქრით დროს გატარებას,
ესრეთ ვჭვრეტ სოფელს, რა დაუდგრომელს,
პირველად ვცდილობ მივხვდე ოცნებას!
სად მომცემს ხვედრსა, ვფიქრობ სიკვდილი,
ომში, მგზავრად, თუ ზღვად აზვირთებულს,
ან თუ მეზობლათ, აქ მიწა გრილი,
მიიღებს უძრავს ჩემსას ცივს სხეულს.
თუმც უგრძნობელის სხეულისათვის,
ერთის საცა უნდა განიხრწნეს,
გარნა საყვარელს ჩემსას მამულში,
მაინც მსურს რომ მუნ განისვენებდეს.
დე ჩემს საფლავზედ მნათობი ქალი,
სიცოცხლით თვისით ზედ თამაშობდეს,
მასთან ბუნება ერთგვარ მამწყლვი,
მშვენებით თვისით ზედ დამნათოდეს.
ი. კერესელიძე.
1858 წ. 25 ფებრვვალს.
ქ.ტფილისს.
![]() |
1.4 * * * (მე შენსა მკერდსა ვამზგავსებ) |
▲back to top |
* * * (მე შენსა მკერდსა ვამზგავსებ)
მე შენსა მკერდსა ვამზგავსებ. - გაფურჩქვნილს თეთრსა ზამბახსა.
თავ მოხრით მონარნარესა, ფერით უმანკოს ახალსა!
და მაგა თვალთა ციმციმსა, - უმთვაროს ღამის ვარსკვლავსა,
ვამზგავსებ, ვნატრი წყალობით, გაუპრწყინდებით ვის თავსა!
ან შენი ნაზი ტუჩები, ვისაცა გაუღიმდების,
მაშინ, გარწმუნებ ხმელეთზედ, არავის შეუშინდების.
ესრეთსა ღვთისა ქმნილებას, სავსესა ყოვლის კეთილით:
სახე, თვალ, ტანადობითა, აღყვავებულსა დიდსულით,
ჯერ უზრუნველსა, იმანკოს, ყმაწვილობისა შენ სხივით,
ერთობ ბუნება შემოგტრფის, იშვებდე მხიარულებით.
ახ! ნეტარ მქონდეს მე ძალი, შენთა ფიქრთ წინად გრძნობისა.-
ვის წამრმოიდგენ გონებით, ანუ თუ ხატავ ვის ჩრდილსა?
ან-კი რათ მინდა ვიცოდე?- ჩემი დღეთა დასამწარებლათ,-
ვაი თუ, შენა ფიქრობდე, სხვის გულის გასახარებლად?
- მაშინა მინდა სიცოცხლე მიეცეს ტანჯვასა მსხვერპლად
მით დამიბნელდეს მე დღენი სრულად ჩემ განსაქარვებლად!...
მაგრამ არა მრწამს, რომ ჯერეთ, ეგ შენი ყმაწვილი გული,
ამა სოფლისა უცნობი, უმანკოს ტაძარს დაცული,
არა ჰსჩანს შენსა სახეზედ იყოს ვისთვისმე მოცლილი,
მით ვიმედოვნებ, რომ ჯერეთ არა ვარ სრულად დანთქმული!
ეხლაც ვიკრძალვი, მერწმუნე, ამ ლექსით არ რა გაწყინო,
მაგრამა, რავჰყო ბედკრულმა! რით ძალმიძს სხვით გაგრძნობინო?...
ამისთვის გვედრი, არა სთქვა, როს კითხულობდე ამ ლექსსა:
გაწყრომა, გაჯავრებაი, გაფიცებ ცას და შენს მზესა!
აბა, მაშა! ლექსი ესე, არვის უთხრა ვისთვის ვთესე
მე შენ გეტრფი ვისაც დღესვე აქ სახელი დაგიწესე!...
![]() |
1.5 ეპიტაფია. საქართველოს მეფის ირაკლის მეორისადმი |
▲back to top |
ეპიტაფია. საქართველოს მეფის ირაკლის მეორისადმი[1]
ხმა რამ კეთილ ხმით მღერს ტროადის მთას
კაცობის, სიმხნეს, ძალს ღეკტორისას!
და აქ მეც საფლავს კარგის მეფისას
მოვრთავ, შევამკობ ჩვენს ირაკლისას!
მოგიწვევ დიდო ლორდო ბაირონ,
მეფის საფლავზე ზეცის მგოსნებით,
და გთხოვ ეს ლექსი ჩანგით დამღერონ
მგოსნებთ მის საფლავს ცის ხმოვანებით:
„მაშინ ყმაწვილსვე გეკრთა, გებრწყინა
ჭკვისა ვარსსკვლავი და ვაჟკაცობა,
ეს ორნივ ესე ნადირშამ იგრძნა,
მისთვის თავისთვის დაგიმშვიდობა“,
„ღმერთმანი მართლა არა დამტკიცდა
ინდოეთს შენგნით ძნელი ადვილად,
ნადირ ხშირადა ასე იფიცდა:
ვალი ირაკლიმიყვარს ვით შვილად“.
„შენს სიმარდესა, სინავარდესა,
ვითა ნიავი ფრთებს ქვეშ უშლიდა,
ცა გგვირგვინოსნებდა შენს მოდარდესა,
შენს მტერს ყველასა მარჯვეს უშლიდა“.
„ქართველნი კრულნი; შენი ერთგულნი,
შენ გეკაფოდნენ, გემსხვერპლებოდნენ,
მათითა რაზმით, მტერნი ეულნი,
გარს გაიყვანე რბოდნენ ჩქარობდენ“.
„ოთხკუთხივ ბრძოლა, თოფთ ცემა, სროლა,
გქონდა მარადი მამულის დარდი,
დაგინდ საქმესი არ იმცნე ძრწოლა,
გული გულადი გქონდა ფოლადი“.
„ორმოც-ათ-თოთხმეტს წელსა შენს წელს.
თუმცა მეფობა მძიმედ ეტვირთა,
მარამ ყოველგან შენსა სახელსა
აქებდენ ცამდის, ქართველთაც გმირთა“.
„კეთილ კაცობა შენი ილიას
დაჰქონდა ზეცას ნათლისა ღრუბლით,
გარნა დავითი შენს დიდს სულობას
დახმობდა ქნარსა სიხარულის ხმით“.
„ყოველთვის ღმერთსა, თავისა სვეტსა
ირაკლი მეფე ჰყავს დიდებასა,
იქაც ბძანებლობს ათს გუნდსა მტერსა
მხნე ქართველებსა თავის დასებსა“.
თ. ალ. ვახტანგისძე ჯ. ორბელიანი.
__________
1 მეფის ირაკლის ასულს დედაჩემს თეკლე ბატონიშვილს მივართვი ეს ეპიტაფია. 12-სა თებერვალს, 1845-სა წელსა.)
![]() |
1.6 * * * (მთვარის ხარ ბნელად შემცვლელი) |
▲back to top |
* * * (მთვარის ხარ ბნელად შემცვლელი)
მთვარის ხარ ბნელად შემცვლელი, მზისა მიმტაცი სხივისა,
გესწრაფის ნახვა სანდომი ელვარე შენის პირისა.
მე შენმან მოშორებამან, არა ვიცირა ლხინისა.
გულში მახსოვხარ, უტკბესო, ვით დაშაქრული ხილისა!
მომწყვლელო გულის ჩემისავ, აღმგზნებო ცეცხლის ალთაო,
ალვაო ედემს აღზრდილო, მეფავ ეშხისა ძალთაო,
მრქვი! ტახტად მსწრაფლვე მოგართვა, გული ჩემი არს მზათაო,
გარნა ვარ საწყალ, თუ მოვკვდე, ვერ გკოცნო გიშრის თვალთაო!
თ. ზაქ. ანდრონიკოვი.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ჰამლეტი პრინცი დანიისა |
▲back to top |
ჰამლეტი[1]
პრინცი დანიისა
დრამა ხუთს მოქმედებად.
თხზულება ვილიამ შეკსპირისა:
ანგლიურ ენაზე.
მოქმედნი პირნი:
კლავდი, კოროლი დანიისა.
გეტრუდა. მისი მეუღლე.
ჰამლეტი, ძე გეტრუდასი პირველ ქმართაგან, რომელიც იყო ძმა კლავდისა,
პოლონი, გამოჩინებული ჩინოვნიკი კარზე.
ლაერტი.ძე მისი.
ოფელია, ქალი მისი
გორაციო. მეგობარი ჰამლეტისა.
ვოლტმანდი, კორნელი,.როზენერანცი, გილდენშტერნი, ოსრიკი, (კარის კაცნი)
მარცელო, ბერნადო, ფრანცისკო (აფიცრები კოროლის ღვარდიისა)
რეინოლდი, პოლონის მოსამსახურე.
აჩრდილი ჰამლეტის მამისა.
1,2 - მესაფლავენი.
1,2 - .აკტიორები.
აკტრისა
კარის კაცნი და ქალნი, აფიცრები, სალდათები, აკტიორები.ნოვრგიის ელჩნი, მესაფლავენი, ერნი.
მოქმედება არის დანიის სახელმწიფოს სატახტო ქალ. ელსინორში.
მოქმედება 1.
გამოცხადება 1.
(სასახლის წინ დაქნილი გზა ბაღში.)
ფრანცის კოდგას მცველად, ბერნანდო გამოდის.
ბერნადო.
ვინ არის აქ?
ფრანცისკო.
დადექ! პასუხი მამე: ვინ მოდის?
ბერნადო.
ადღეგრძელოს კოროლი.
ფრანცისკო.
ბერნადო, შენ ხარ?
ბერნადო.
მე ვარ.
ფრანცისკო.
ასე სწორედ როგორ მოხვედ დროზე გამოსაცვლელად!
ბერნადო:
შუადღემ დაჰკრა - წადი და დაიძინე.
ფრანცისკო.
მაგისთვის გმადლობ. სიცივეა სუსხიანი. უქეიფოთ ვარ.
ბერნადო.
ხომ მშვიდობიანობაა?
ფრანცისკო.
თაგვსაც არ გაურბენია.
ბერნადო.
კეთილი. ღამენი მშვიდობისა! - თუ რო ნახო ჩემ ამხანაგნი: გორაციო, მარცელლო, გამოაშურე აქ.
(გორაციო და მარცელლო გამოდიან.)
ფრანცისკო.
აბა, მგონია, ისინი არიან!- დადეგ! ვინ მოდის?
გორაციო.
მამულის მეგობარნი.
მარცელლო. და ქვეშევრდომნი კოროლისა.
ფრანცისკო.
ღამე კარგა ყოფნისა.
მარცელლო.
გამიგონე ამხანაგო! ვინ გამოგცვალა შენ?
ფრანცისკო.
ბერნადიმ. - ღამე მშვიდობისა! (მიდის.)
მარცელლო.
აი, მეგობარო ბერნადი!
ბერნადო.
მიპასუხე: შენ ხარ, გორაციო?
გორაციო.
მე მაგის მაგიერ.
ბერნადო.
მშვიდობა თქვენი ნახვა, გორაციო, მარცელლო!
გორაციო.
აბა რა: ის კიდევ გეჩვენათ ამ ღამეს?
ბერნადო.
მე აქ არ მინახავს რა.
მარცელლო.
გორაციოს არა სჯერა; იძახის, რომ ყოველივე არისო ოცნებაო; არა-ფერი არა სწამს, რაცა უთხარ ამას ამ საშინელს ჩვენებაზე. აი რისათვის მოუწოდე აქ ამას; დაეხსენ, ოდესაც კიდევ მოვა მკვარი, თვით ამან ნახოს და დაუწყოს ლაპარაკი მას.
გორაციო.
სიცრუვეა! ის აქ არ მოვა!
ბერნადო.
დავსხდეთ, მე კიდევ გიამბობ, რათა კარგა შეიტყეო და დაერწმუნო, რომ ჩვენ არა ვბოდავთ: ორ-ჯელ ვნახეთ!
გორაციო.
ბატონი ხარ, დავსხდეთ - გვიამბე, ბერნადო.
ბერნადო.
წარსრულ ღამეს, ოდესაც აგერ ის ვარსკვლავი, რომელიცა იქ ამოდის, იდგა აქ, სადაცა ეხლა არის, ამ ცის ნაწილში, მე და მარცელლო - შუაღამემ დაჰკრა!... (სცემს თორმეტ საათს.)
მარცელლო.
წყნარა, შეხედე - აგერ ისი!... (შემოდის აჩრდილი.)
ბერნადო.
თვით ის არის - ჩვენი განსვენებული კოროლი.
მარცელლო.
შენ მსწავლულ ხარ, გორაციო - დაელაპარაკე.
ბერნადო.
უყურე - აბა, ეს არა ჰგავს? დააცქერდი!
გორაციო.
დიახ- მე ვთრთი საკვირველებისაგან და შიშისაგან!
ბერნადო.
დაელაპარაკე -
მარცელლო.
ელაპარაკე, გორაციო!
გორაციო.
ვინც გინდა იყო შენ, ღამეთაგან მოსულო, ამაყო და დიდებულო წარმოსადეგობით, რომლითაცა განირჩეოდა განსვენებული ჩვენი კოროლი, შენ, რომელი მოხვალ ჩვენდა, - შენ გაფუცებ - ილაპარაკე.
მარცელლო.
ეწყინა.
ბერნადო.
მიდის - უყურე, მიდის!
გორაციო.
დადექ, ილაპარაკე, მე გაფუცებ- დადეგ და ილაპარაკე! (აჩრდილი მიდის.)
მარცელლო.
წავიდა მას არ უნდოდა ჩვენი პასუხის მოცემა!
ბერნადო.
რა დაგემართა, გორაციო? სულ თრთი. გაყვითლდი. რაო, ჩვენება ესე მოგონებულია, თუ ოცნებაა? რას იტყვი შენ?
გორაციო.
მე არ დავუჯერებდი სხვის ნათქვამს, თუ რომ საკუთარ ჩემ თვალწინ არ გჩვენებოდა.
მარცელლო.
მაგრამ ხომ ემგზავსება კოროლსა?
გორაციო.
როგორათაც შენ თავს შენ ემზგავსები, ის ეგრეთვე იყო მრისხანე, ოდესაც საომარ იარაღში ჩაჯდარი, ომში, შორის მტერთა, იმარჯვებდა, სამეფოთ იმორჩილებდა - მიუცთომელია!
მარცელლო.
ეს მეორეთ ესრეთის მრისხანის სახით გვეჩვენა ჩვენ.
გორაციო.
რას ნიშნავს ეს - მე ვერ მიმხვდარვარ - მაგრამ ვაებას წინათ გვაუწყებს ჩვენ მკვარი!
მარცელლო.
ომიანობას ხომ წინათ არ გვაუწყებს? მითხარი რასათვის ყველგან დააყენეს მხედრობა, ზარბაზნებსაც ასხმენ, აქვთ სამხედრო სამზადისი, ხომალდებსაც საჩქაროთ აღაგებენ, დღე და ღამე ყოველგან მუშაობენ?
გორაციო.
თქვენ უნდა იცოდეთ ყოველი გარემოება უკანასკნელის ომიანობისა. ნორვეგიის ხელმწიფემ ფორტინბრასმა ამაყათ გამოითხოვა ჩვენი განსვენებული კოროლი - აჩრდილი მისი ვნახთ ჩვენ ეხლა - რომელმანცა პასუხათ მიუგო ბრძოლა, და ფორტინბრასი დაეცა ომში. წინა განმზადებული პირობა იყო, რომ მძლე დაიპყრობდა მის სამეფოს ვინცა დამარცხდებოდა, და ჩვენმა კოროლმა, შემდეგ ძლივსა, მიიღონორვეგიის სამეფო. ისმის ხმა ვითომც ეხლა ძე ფორტინბრასისა, ახალგაზდა პრინცი ნორვეგიისა, სიკვდილითა ჩვენის კოროლისა განმხნევებულთა ბრძოლისათვის, შეუკრებია მას დუნდგო ხალხი, თავზე ხელ-აღებულნი და უშიშარნი, და გვემუქრის ჩვენ შურის გებითა და ომიანობითა ამას იტყვიან მიზეზად, რასათვისცა ჩვენი ეხლანდელი კოროლი ამზადებს მხედრობასა და ეშურება ხომალდების შემზადებასა.
ბერნადო.
აი ეგ, საგონებელია, არის მიზეზი, რასათვის ადგა საფლავით მრისხანე მბრძოლავი: ის წინათ გვაუწყებს ბრძოლასა და ომიანობასა.
გორაციო.
მაგრამ ჩვენ რათ გვაწუხებს ჩვენებითა? - ოდეს დიდებაში იყო დიდი ომი და კეისარს ემზადებოდა აღსასრული, მაშინ საშინელი ჩვენებანი აღაშფოთებდნენ სოფელსა ქალაქებში ტანტალებდნენ მკვდარნი, კუდიანი ვარსკვლავნი: ცეცხლის კვლით; გამოჩნდნენ, წვიმდა სისხლის წვიმა, მზე ბენლდებოდა, ვარსკვლავნიც ცითგან სცვიოდენ. ნუ თუ ჩვენ დროშიაც მზგავსნი ჩვენებანი ჩვენ შეგვაშფოთებენ და უბედურება სისხლის საქმით დაიწყება? (აჩრდილი გამოდის და წყნარა მოდის.) კიდევ, კიდევ მოდის ის! მიწასთან რო გამასწორებდეს - მაინც უშიშრად დაუდგები და ვჰკითხავ მასს. დადეგ, ჩვენებაო! თუ გაქვს ხმა, თუ შეგიძლიან ლაპარაკი, ილაპარაკე- მითხარ:
ანუ ვნებულსა სულსა შენსა შაეწევა სათნო საყოფელი საქმე- მე მზა ვარ აღვასრულო.
თქვი: იქმნება ხედავ მამულის დანთქმასა, და მიილტვი დასაცავათ მისა- თქვი, ოჰ, თქვი!
ანუ საუნჯე დაგიმარხავს შენ, და მცველად მისა დაეცეცები, ვიდრე უშიშარი გამოჩნდა და გამოაჩენს მას - თქვი, მითხარ, მომიგე პასუხი! - მარცელლო! გზა დაუჭირე მაგას!
მარცელლო.
დადეგ!
გორაციო.
უგმირე მაგას, რადგან არ უნდა პასუხის მოცემა!
ბერნადო.
დადეგ, დადეგ!
გორაციო.
აქეთ, აქეთ!
მარცელლო.
წავიდა! (აჩრდილი მიდის.) - ჩვენ შევაწუხეთ სამეუფო აჩრდილი; შეშფოთდა მისი დიდებულობითი მტვერი! ან კი რას გავაწყობდით მასთან, რომელიც არს უვნებელ ჩვენის მახვილისაგან და შუბისაგან!
გორაციო.
დიახ ვიწყინეთ ჩვენის უგუნურობითა! მაგრამ აჰა დილის სიგრილე კიდეც მონიავებს და ცა გაალისფრდა აღმოსავლეთზე. - მეგობარნო! ჩვენ გამოსაცვლელად მოდიან. აქ მოდით, და ვარჩიოთ უამბოთ თუ არა ყოველივე ესე ჰამლეტსა? იქმნება განსვენებული კოროლი დაელაპარაკოს შვილსა, იქმნება იმას გამოუცხადოს საიდუმლო თვისის ჩვენებისა? ამასთან გთხოვთ - დაიცვათ საიდუმლო ესე. ჩვენ შორის დამარხულ დაშთეს ჩვენება მეფისა - მკვდრისა.
მარცელლო.
თანახმანი ვართ. ჩვენ საიდუმლოს დავიმარხავთ, მაგრამ ვეტყვით მაზე ჰამლეტს-დაეხსენ მან განსაჯოს, თუ რა უნდა ვჰქმნათ და ვიფიქროთ ჩვენ. ნუ-ღა იგვიანებთ - მე ვიცი, საცა ჰამლეტსვიპოვით, და უამბობთ მაზე, რაცა ჩვენ გვაწუხებს.
გამოცხადება 2.
(ზალა კოროლის სასახლეში.)
კოროლი, დედოფალი, ჰამლეტი, პოლონი, ლაერტი. ვოლტმანდი, კორნელნი, კარის კაცნი.
კოროლი.
ხსენება განსვენებულის ძმისა ჩვენისა ოდენ ძვირფასია ჩვენთვის, რომ რიგია მივეცნეთ მწუხარებასა მისის დაკარგვისათვის. მაგრამ საზოგადო კეთილი და ჩვენი სიბრძნე გვიძულებენ ჩვენ მოვიქცეთ სხვა გვარ - მწუხარება და სიხარული ერთად შევაერთოთ. დავღვრით რა ერთის თვალით ცრემლსა,მეორე თვალი მივაქციეთ მხიარულებასა; რა წამს შევასრულეთ სამწუხარო დამარხვა ძმისა, მყისვე ვიდღესასწავლეთ ახალი ქორწინება მეუღლესა თანა ჩვენის ძმისა, თქვენის დედოფლისა თანა, რომელიცა დღეს არის უუსაყვარლესი მეუღლე ჩვენი, და რომლისა თანა გვაქვს ჩვენ ხელმწიფობა დანიისა, დიდის ქვეყნისა. თქვენი ბრძნული რჩევა მივიღეთ ჩვენ - მიიღეთ ჩვენგან მადლობა და ალერსი. - სხვა საგანს მივაქციოთ ყურადღება. იცით თქვენ, რომ უშიშარმა ფორტინბრასმა, შეურაც-ჰყო რა ძალი ჩვენი - იქნება იფიქრა კიდევ, რომ სიკვდილი ძმისა ჩვენისა აძლევს მას გამბედაობის ნებასა, - გამოგვიგზავნა ელჩი და ითხოვს უკანვე მამის სამკვიდროსა, რომელიცა მოვიპოვეთ ბრძოლის სჯულით. ჩვენ შეგკრიბეთ თქვენ გამოსაცხადებლად ჩვენის გარდაწყვეტილობისა: მივსწერეთ ჩვენ ნორვეგიის მეუფესა, კოროლსა, ახალგაზრდა ფორტინბრასის ბიძასა, და ვთხოულობთ, რათ მისის ბრძანებით მოიწყვიტოს ყოველი მტრული განზრახვა და ყოველი სამზადისი ფორტინბრასისა. თქვენ აღგარჩევთ ჩვენ, კორნელიდა ვოლტმანდი: წადით მოხუცებულნორვეგიის მეუფესთან, განუცხადეთ მას ჩვენი ალერსი, და თუ თქვენ არ გაძლევთ ჩვენს დარწმუნებასა საქმის მოსასპოვებელად, მით არა ნაკლებ ვენდოთ თქვენს სიბრძნესა საქმეში. წადით, და სიმწრაფლითა თქვენითა დაგვიმტკიცეთ ერთგულობა თქვენი.
კორნელი.
გავბედავთ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მივიღებთ სრულსა მეცადინეობასა აღსასრულებლად ჩვენის მოვალეობისა.
კოროლი.
გვრწამს. წადით, და გულითადი სურვილი ჩვენი წარმატებისა გზა-ში და საუმეში წინა - წარგიძღვის თქვენ. კორნელიდა ვოლტმანდიმიდიან.) შენდა მოვაქცევთ სიტყვას, ლაერტი. ჩვენ გვესმა, რომ შენ გაქვს ჩვენთან სათხოვარი, მოგვახსენე, რა გსურს. ჩვენ სასწრაფოთ აღგისრულებთ, დასამტკიცებელად მისა, რომ როგორათაც თავი მორჩილია გულისა, და როგორათაც ხელი მზა არის ემსახუროს პირსა, ეგრეთ ჩვენცა მზა ვართ აღვასრულოთ ყოველი სურვილი პოლონიისაძისა, სარწმუნო ჩვენის მეგობრისა და მოსამსახურისა.
ლაერტი.
ნება მართვით, ხელმწიფეო, ხელ-ახლაფრანციაში წარსვლისა. მე გამოვეშურე აქ, - დასამტკიცებლად ჩემის ერთ-გულობისა, - დავსწრობილ ვიყავ თქვენის ტახტზე აღსვლის დღესასწავლობაში; ეხლა კიდევ აქ მივილტვი სურვილით.
კოროლი.
პოლონი, შენი მშობელი, ნებას გაძლევს? პოლონი. შემაბეზრა, ხელმწიფეო, და მე სურვილით ბეჭედი დაუსვი მაგის თხოვნასა, ესე იგი, ნება დავრთე; მაგრამ უთქვენოთ ეგ ვერ წავა.კოროლი. თუ რო საჭიროა ნება ჩემი, მე მოწადინებით ნებას ვაძლევ. როდესაც, ლაერტი, გსურდეს, შეგიძლიან წახვიდე. ეხლა შენდა, ძმაო ჩემო და საყვარელო შვილო, ჰამლეტი, შენდა მოვაქცევ სიტყვას! ჰამლეტი. (იქით.) მცირედ რომ ვარ უმეტეს ძმაზე, უმცირეს შვილზე. კოროლი. რათ არის შენ სახეზე ეგრეთი ღრუბელი მწუხარებისა.
ჰამლეტი.
ხელმწიფეო! ვარ რა ესრეთ დაახლოებული სიხარულის მზესთან, განა-ღა შემიძლიან შევიმოსო მწუხარების ღრუბლითა! დედოფალო. დაუტევე მწუხარება ჩვენო კარგო ჰამლეტი; მიაქციე მეგობრული სახე კოროლსა; რათ დაჰყურებ დედამიწას, თითქოს ეძებ მტვერში შენს განსვენებულს მამასა! ესრეთია ჩვენი, ყოველთა მცხოვრებთა, ხვედრი - უნდა დავიხოცნეთ.
ჰამლეტი. დიახ დედოფალო, ყოველი მცხოვრები მოკვდება - ესრეთია ჩვენი ხვედრი.
დედოფალი.
თუ ეგრეა, მას რათ-ღა გაწუხებს სიკვდილი მამისა თითქოს სჯული ბუნებისა მით შეცვლილა; ესრეთ მგონია, უყურებ რა შენს ნაღველსა.
ჰამლეტი.
კი არა მგონია, ნამდვილად ეგრე ვჰფიქრობ. არცა შავი ტანისამოსი, არცა ოხვრა, არცა ცრემლი, არცა ნაღველი, არცა მწუხარება, არა რაი ვერ გამოსთქვავს შეძრწუნებულისა სულის გრძნობათა, რომლითაც მწარედ ვიტანჯები მე - მომიტევეთ!
კოროლი.
ჰამლეტი! ჩვენ ვხედავთ კეთილსა შენსა მწუხარებაში და ნარნარსა შვილობრივსა გულსა სიყვარულში; მაგრამ ყველას აქვს დრო - აქვს დრო მწუხარებასაცა; უგუნურობაა, თითქმის დიდი ცოდვაც არის, დრტვინვა ღვთის განგებულობაზე, ურჩობა, გმობა საუკუნო ბუნების სჯულისა, ოდესაც ჩვენ მწუხარებას განვაგრძნობთ, და საუკუნოდ ვიტარებთ მკვდართა თვის. დაუტევე შენი მწუხარება. ჩემ-ში შენ ჰხედავ მამასა, ჩვენო მემკვიდრეო და სათუთო შვილო. დარწმუნდი, რომ ჩვენ სიყვარულით შეგინაცვლით დანაკარგსა. მაგრამ ჩვენ თანახმანი არა ვართ შენის სურვილისა, შესახებელად უცხო ქვეყანაში წასვლისა სასწავლებლად. დაშთი ჩვენთან, იყავ ჩვენ ნუგეშად, ჩვენო კარგო ძმაო და შვილო ჰამლეტი!
დედოფალი.
ცუდად არ დაშთება თხოვაცა დედისა; იმედი მაქვს, თანახმა იქმნები დაშთე აქ, ჰამლეტი-ჯან?
ჰამლეტი.
ყოველსავე-ში დაგემორჩილო თქვენ - ჩემი ვალია.
კოროლი.
ეგრეთი პასუხი გულსა მიხარებს მე. იყავ თანასწორ ჩვენი, გაიხარე, ინუგეშე! ჰამლეტის აქ დაშთენის თანხმობამ აღმივსო ყოველნი გრძნობანი სიხარულითა, და მე მსურს, რათა გულის მხიარულებაში, დღეინდელ ლხინში, სასადღეგრძელო თასთან იყოს სროლა ზარბაზნისა თვითოეულს სადღეგრძელოზე. ხმა მაღლა ეუწყება ლხენა ჩვენი სოფელსა, და ქუხილი დედამიწისა დაიქუხებს ქვეშე ცისა! - წავიდეთ, დედოფალო! (ყველანი მიდიანი, გარდა ჰამლეტისა).
ჰამლეტი, მარტო.
სხეულო კაცისაო! რათ არ დასდნები, რათ არ განსქდები მტვრათ, ო, რათ ხარ მაგარი! თუ რომ ყოვლად ძლიერსა არ აღეკრძალა თავის მოკვლა... ღმერთო ჩემო, დიდო ღმერთო! რა საზიზღარნი, უნაყოფონი, არარანი არიან საქმენი კაცისანი დედამიწაზე! სიცოცხლეო! რა ხარ შენ? - ვენახი შეშთობილი გარეულითა, უნაყოფოითა ბალახითა... ძლივ ექვსმა კვირამ განვლო, რაც აღარ არის ისი, ისი, მფლობელი, გმირი - ნახევარ ღმერთი წინაშე ამ შეურაცხისა ბრძანებელისა, წინაშე ამ ქმრისა დედისა ჩემისა, ისი, რომელსაცა უყვარდა დედა ჩემი სიყვარულითა ოდ ენალებრივითა-ო, ცაო. ქვეყანაო! განა შემიძლიან დავივიწყო?... დედა ჩემი, ოდენ თავგამოდებული ქმრისათვის მეუღლე... ერთი მხოლოთ თთვე-მე ვერ ვბედავ ვიფიქრო... ოჰ, დედაკაცნო! თქვენი სახელი-არა-რაობა!- როგორ? ერთი თთვე... ბაშმაკები, რომლითაცა მიზდევდა ქმრის კუბოსა, როგორათაც საცოდავი ქვრივი, ცრემლიანი, ჯერეც არ გაუცვეთია... და აჰა ეს დედა ჩემი... ოჰ ღმერთო! მხეცი უგუნური და უგრძნობარი უმეტესად იწუხებდა- ეს დედა ჩემი დღეს მეუღლეა ჩემის ბიძისა, რომელიცა ეგრეთვე ემზგავსება მამასა ჩემსა, დიდსა ჰამლეტსა, კოროლსა, როგორათაც მე ღერკულესსა - მხოლოთ არის ერთი თთვე! კვალი ცრემლთა მისთა მზაკვართა არ გამშრალა-იგი სხვის ცოლია! წყეულო დაშურებავ! ღვთის განგება ესრეთსა ქორწინებასა არ აკურთხევდა - მოხდება ცუდი საქმე, მოხდება ვაება... შეიმუსრე გულო, ოდეს ენა ჩემი თქმას ვერ ჰბედავს!...
გორაციო, ბერნადო, მარცელლო.
გორაციო.
მოკითხვას მოგახსენებთ პრინცსა.
ჰამლეტი
მოხარული ვართ თქვენის ნახვისა, უფალნო! მაგრამ რა არის ეს? ხომ არ ვსცდები? გორაციო შენ ხარ?
გორაციო.
გახლავარ თქვენ სამსახურში. პრინცო,
ჰამლეტი.
რა საჭიროა აქ პრინცი! კეთილო მეგობარო - თქო-ეს არის სახელი საზოგადო ჩემი და შენი. მაგრამ, რათა ხართ აქ, გორაციო, მარცელლო?
მარცელლო.
პრინცო...
ჰამლეტი.
მოხარული ვარ თქვენის ნახვისა- დამერწმუნეთ ამას, მაგრამ, მითხარით, რათ დაგიტევებიათ სწავლა?
გორაციო.
სიზარმაცისა გამო, ჩემო კეთილო პრინცო.
ჰამლეტი.
სტყუი - მაგას მეტრიც შენი შენ ზე ვერ იტყვის. მე ვიცი, გორაციო, შენ არ გიყვარს ზარმაცობა. არა! რაიმე სხვამ მიგიზიდათ თქვენ აქა... ანუ თქვენ აქ ლოთობა გინდათ ისწავლოთ? ბატონი ხართ! ჩვენ გასწავლით თქვენ სასწრაფოთ.
გორაციო.
პრინცო! მე მსურდა მიმეცა უკანასკნელი პატივი: გიახელ მამი-თქვენის დამარხვაზე.
ჰამლეტი.
ნუ დამცინი, ამხანაგო - მითხარ: დედი-თქვენის საქორწინოთ გამოვეშურე-თქო.
გორაციო.
დიახ, მართალია, პრინცო, ერთმან შემდეგ მეორისა აღარ დააგვიანა.
ჰამლეტი.
მაინც რა? საოჯახო იყო აქ განკარგულება: ქელეხისა დაშთა მრავალი საჭმელი, ქორწილში დაეშურნენ შეჭმად მისა... ოჰ! მსუბუქ იქმნებოდა ჩემთვის, თუ რო ებრძანებინათ წასვლა ჯოჯოხეთში, უუმძვინვარეს მტერთან, ვინამ მენახა ეს წყეული დღეს... მეგობარო! მე მგონია, კიდევ ვხედავ მამასა...
გორაციო.
სადა, პრინცო?
ჰამლეტი.
სულისა ჩემისა თვალში, გორაციო!
გორაციო.
მე ვიცნობდი, მინახავს მამა თქვენი - დიდი კოროლი იყო.
ჰამლეტი
კაცი იყო იგი... კაცთა შორის მე ვეღარ ვნახავ იმის მზგავსსა კაცსა.
გორაციო.
მე მგონია, ვნახე ის წუხელის.
ჰამლეტი.
ნახე? ვინ?
გორაციო.
ჩემო პრინცო! მე ვნახე კოროლი, ჰამლეტის მშობელი.
ჰამლეტი.
ნახე შენ მამა ჩემი?
გორაციო.
მოუთმენლობა დაიმშვიდეთ, პრინცო, და სასწაულს გიამბობ თქვენ,-აჰა ესენი მოწამენი იქმნებიან.
ჰამლეტი.
ღვთის გულისათვის მითხარ.
გორაციო.
ბერნადო და მარცელლო ორ ღამეს იყვნენ მცველად. და, აღთქმისა დროსა შუაღამისასა, ნახეს: ვინცაღა: მზგავსი თქვენის მშობლისა, დიდებული, ფერხითგან თავადმდე აღჭურვილი, სამ-სამ გზის თვითოეულ ღამეს დიდ-მშვენიერად და წყნარად გაუვლიდა ხოლმე ამათ ახლოს ერთ შუბის სიშორეზე, არა მეტს. ამათ - იყვნენ რა შიშით შეძრწუნებულნი და ცივ-ოფლში გაცურვილნი - ვერ შეჰბედეს სიტყვა. მე გამომიცხადეს საიდუმლო. და მესამე ღამეს მეც ვიყავ ამათთან მცველად. აღთქმით საათს, იმავე გვარად, როგორათაც გამოეცხადა ამათ, გამოცხადდა ჩვენება - მე ვიცან იგი - ის იყო თქვენი მშობელი, და ფრიალი მზგავსება იყო შორის მისა და აჩრდილისა.
ჰამლეტი.
სად იყო ეგ?
გორაციო.
ბაღში, დაქნილ გზაზე, სადაცა გვიჭირავს ჩვენ ყარაული.
ჰამლეტი.
დაგელაპარაკათ თქვენ?
გორაციო.
არა, პრინცო, არცა ერთი სიტყვა არ უთქვავს. მე შევჰბედე სიტყვა, და იმასაცა უნდოდა თითქოს ლაპარაკი, მაგრამ განთიადმა მოატანა, და შეშფოთებული ჩვენება გაქრა.
ჰამლეტი.
საოცარია!
გორაციო.
თავდები ვარ ამ ამბის სინამდვილისა. ამიტომ ვალად მივიღეთ ჩვენ მოგვეხსენებინა თქვენთვის ამაზე.
ჰამლეტი.
გმადლობთ, გმადლობთ, მეგობარნო! მაგრამ მე აღშფოთებული ვარ ამბითა ამით... დღესაც იქმნებით მცველად?
ყველანი.
ვიქმნებით, პრინცო.
ჰამლეტი.
დაიარაღებულნი?
ყველანი.
დიახ, პრინცო.
ჰამლეტი.
სრულებით?
ყველანი.
თავით ფერხამდინ.
ჰამლეტი.
არ უჩნდა ჩვენებას მას პირისახე?
გორაციო.
ჩაფხუტი ჰქონდა აწეული, და ჩვენ დავინახეთ პირისახე მისი...
ჰამლეტი.
შეჭმუხვნილი იყო?
გორაციო.
უფრო მწუხარე იყო, და არა მრისხანი.
ჰამლეტი.
ფერ-მიხდილიც იყო?
გორაციო.
საშინლად.
ჰამლეტი.
თვალდასტერებით გიყურებდათ?
გორაციო.
ძლიერ თვალ-გასტერებით.
ჰამლეტი.
რატო მეც არ ვიყავ თქვენთან!
გორაციო.
თქვენ განცვიდრდებოდით, პრინცო!
ჰამლეტი.
დიახ, დიახ - მაგრამ დიდი ხანს დაჰყო თქვენთან?
გორაციო.
ძნელად-თუ ასს დასთვლით, თუ წყნარა სთვალეთ.
მარცელლო.
უფრო მეტ ხანს!
ჰამლეტი.
ამაღამ მე თვით დავდგები თქვენთან მცველად. იქმნება, კიდევ მოვიდეს...
გორაციო.
მერწმუნეთ, პრინცო, მოვა.
ჰამლეტი.
თუ ვნახავ მე პატივცემულსა მშობლის სახესა, ჩემთვის ძვირფასსა, დაუწყებ მას ლაპარაკს - თუნდ ჯოჯოხეთმაც დამიღრინოს ყბა და აღმიკრძალოს! გთხოვთ თქვენ, როგორათაც თქვენ დაჰფარეთ საიდუმლო ჩვენებისა, დაიცეთ საიდუმლო ესე,დაიცეთ მდუმარება თქვენი, და რაც უნდა მოხდეს ამაღამ, რაც ნახოთ, ნუ რა რას ანდობთ ენასა. სიყვარული ჩემი დაგაჯილდოებს თქვენ. მშვიდობით. ჩვენ კიდევ დანიშნულს ადგილს, შევიყრებით, შუაღამეს ადრე ვნახავთ ერთმანეთს.
ყველანი.
პატივის ცემას განგიცხადებთ, პრინცო! (მიდიან გარდა ჰამლეტისა.)
ჰამლეტი, მარტო.
აჩრდილი მამისა ჩემისა - იარაღში - დიდ ჭირს მოასწავებს - გამოაჩენს უკეთურობასა... ოჰ ნეტავი ჩქარა დაღამდეს! მანამდინ დაიძინე სულო ჩემო! უკეთურობა აღსდგება თავისის თავის დასამხობად, და თუნდ-რო უკეთურობა მიწაში მიაფარო, მაინც იგი გადაყრის მიწას და გამოცხადდება ნათელში! (მიდის.)
ლაერტი და ოფელია, გამოდიან.
ლაერტი.
ნივთები ჩემი კიდეც დაალაგეს ხომალდზე - მშვიდობით, დაო! სწორე გზისაკენ ჰბერავს ქარი! და გზა ჩემი არის არა შორი. ვინძლო გახსოვდეს, არ დაიზარო წიგნის მოწერა!
ოფელია.
მოგწერ.
ლაერტი.
ჰამლეტი -კი და მისი სიყვარული დაივიწყე. მერწმუნე, ყოველივე ესე არის უქმი ფიქრი, საყმაწვილო სათამაშო, ყვავილი გაზაფხულისა, რომელიცა გაჰქრება, როგორათაც აჩრდილი, ამაზე მეტი არ არის.
ოფელია.
მეტი არ არის?
ლაერტი.
დაუჯერე ძმასა. ვერ გეტყვი, რომ ჰამლეტსარ უყვარდე. იქმნება უყვარხარ წმინდის სიყვარულითაცა მაგრამ ჰამლეტსარა აქვს ხელმწიფება თვის ნებაზე; იმან უნდა შესწიროს თავი თვისი მამულსა; ამისთვის-ცა შენ მისი მეუღლე ვერ იქმნები. იფიქრე: რაღა ხელი გაქვს შენ მის სააშიყო ლექსებთან? რაღა ადგილი აქვს შენ ფიქრებს რომელნიცა საშიშნი არიან? თუ შენ გულის გრძნობას შეანიშვნნიებ პრინცსა, ვინ იქმნება თავს-მდები რომ ის არ დაგღუპავს? სოფელი ოდენ უგუნურია. კაცნი ოდენ მზაკვარ არიან... და თუ ცილი იპოვის მიზეზსა, ავი ხსენება დაგღუპავს. მერწმუნე სიფრთხილე უკეთესად დაგიცავს ფიცხელის გულის-თქმისაგან და სოფლის ავის ენისგან.
ოფელია.
კარგი რჩევაა, მრწამს; მაგრამ, საყვარელო ძმაო, მითხარ: შენ ხომ არ ემზგავსები მათ, რომელთაცა უყვარსთ უჩვენონ სხვათა გზა კეთილისა, და თვით დადიან გარემო გზებზე.
ლაერტი.
არა! ერწმუნე ძმის ერთ-გულობასა და მის სიყვარულსა! - მამა ჩვენი მოდის.- მშობელო ჩემო, ჩვენ კიდეც გამოვეთხოვენით ერთმანეთს, მაგრამ შემთხვეულობით კიდევ შევხვდით.
პოლონი.
რაღას იგვიანებ. მარჯვე ქარი ჰბერავს - მშვიდობის მგზავრობა მოგცეს! დიახ, ბარემც კიდევ გაკურთხებ, და ხელ ახლა მოგცემ კეთილსა რჩევასა, დაინერგე გონებაში, ლაერტო: ყველას მას ნუ ეტყვი, რაც იცი; ჯერ იფიქრე, მერე აღასრულე; იყავ ალერსიანი; ჯერ იფიქრე მერე დამეგობრდი, ვისაც დაუმეგობრდები, იყავ მისი სარწმუნო მეგობარი; ყველას კი ნუ ერწმუნები მეგობრობაში; ნურავის წაეკიდები, და თუ წაეკიდები, მტკიცედ იყავ; ყოველივე გაიგონე, და ყოველს ნუ ილაყბებ, რაც გაიგონო; ეცადე ყველასი ჰაზრი შეიტყო, შენ-კი განსაჯე, რა უნდა იფიქრო; ნუ იქმნები ძვირი, ნუცა უადგილოთ განბნევ. ტანისამოსით გვცემენ პატივსა, ამისთვის ტანისამოსში ნუ ეჩვენები ძუნწად, მაგრამ კი ერიდე მედიდურ ჩაცმასა; ნუცა შენ ისესხებ ვისგანმე, ნუცა შენ ასესხებ ვისმე; ხელისა გამართვა, სესხება - მერწმუნე, ერთიცა და მეორეცა შეაძულებს მეგობართა. საკმავოა! ღმერთმა გაკურთხოს შვილო!
ლაერტი.
მშვიდობით, ჩემო პატივცემულო მშობელო!
პოლონი.
შენ ხომ მიგელოდებიან - რაღას აგვიანებ? ღმერთი შენთანა იყოს!
ლაერტი.
მშვიდობით ოფელია! გახსოვდეს რჩევა.
ოფელია.
რჩევა შენი მე დავკეტე გულში - გასაღები წაიღეთან, ლაერტი!
ლაერტი.
მშვიდობით! (მიდის.)
პოლონი.
რა რჩევა, ოფელია? ეგ რას ნიშნავს?
ოფელია.
ლაერტი მელაპარაკა პრინცი ჰამლეტზე.
პოლონი.
ჰო, მართლა! მე შევიტყე, ვითომც ჰამლეტი შენთან არის ალერსიანათ, და ვითომც შენც-კი ხარ მასთან ალერსიანათ. გამიგონე: თუ რო ეგ მართალია - იცი მე, როგორათაც მამა და პატიოსანი კაცი, გეტყვი შენ... გულწრფელობით გამიტყდი, რა არის ამ ხმის მიზეზი?
ოფელია.
არ ვიცი, მშობელო ჩემო. პრინცმა მითხრა, რომ მას... რომ მას... აქვს ჩემდა გრძნობა პატივისცემისა...
პოლონი.
უუ. ეგ პატივის ცემანი მე... და შენც გაჰბედე, როგორათაც სულელმა გომბიომ, და დაერწმუნე ამ გვარ სიცრუვესა?ოფელია. რა უნდა ვიფიქრო, მე თვით არ ვიცი.
პოლონი.
მაშ მე გეტყვი, რომ შენ ხარ სულელი და ნამდვილ მანათათ მიიღებ უბრალო სიტყვებსა. პატივისცემა! იქმნება შენ აკლებ ჰაზრსა... ბატონი ხარ - ის გეტყვის, რომ შეყვარებულია, რომ უყვარხარ, რომ ღმერთად გხადის, რომ ვერ უცოცხლია!
ოფელია.
პრინცი მელაპარაკა სიყვარულზე, მაგრამ ესრეთ იყო ნარნარი, ესრეთ პატივმცემელი...
პოლონი.
კიდევ რაღა? მაშ როგორღა უნდა თქვან? წადი შე ხეტო გომბიო. ოფელია. შემომფიცა, რომ უყვარვარ!
პოლონი.
ეჰ,-ჰე! რა ვთქვა, ჰამლეტიადვილ იჭერს ნადირსა! ვსთქვათ, ჰამლეტს ნამდვილ უყვარხარ შენ; ეგ არის მხოლოთ - ანათებს და არ ათბობს, ელვა-ა, არა ცეცხლი, მეტი არ არის. ამისა შემდეგ ეცადე აღარ ელაპარაკო იმას, მეტადრე სიყვარულზე და დაფარულ. პრინცი ყმაწვილია. და მას, როგორათაც პრინცსა, მიეტევება - შენ კი არ მოგეტეკება, ოფელია! მოკლეთ და ცხადად: ნურას დაიჯერებ. იცოდე: ყმაწვილი ხალხი მატყუარა-ა, გეჩვენება ასე, რომ თითქოს სასწაული რამ... საქმით კი... შენ არ გეყურება: მე შენ ერთხელ სამუდამოდაღგიკრძალავ, არცა დაელაპარაკო და არცა გაიგონო პრინცის სიტყვა ამ გვარ საგანზე - გეყურება? გთხოვ გახსოვდეს და არ დაივიწყო. ოფელია. ყოველთვის დაგემორჩილო თქვენ ჩემი ვალია.
გამოცხადება 3.
(დეკორაცია პირველისა გამოცხადებისა.)
ჰამლეტი, გორაციო, მარცელლო.
ჰამლეტი.
როგორ ცივა! როგორი სუსხიანი ქარია!
გორაციო.
დიახ, ცივა, და მომწყვლელი ქარია.
ჰამლეტი.
რომელი საათია?
გორაციო.
ჩქარა იქმნება შუაღამე.
მარცელლო.
შუაღამემ დაჰკრა.
გორაციო.
მაშ ჩქარა მოაწევს ის საათი, ოდესაც მკვდარი მოვა ხოლმე. (შორით ისმის ხმა საყვირისა.) ეს რა არის?
ჰამლეტი.
რა არის? ეს არის სიყვარული ლხინი დიდისა ხელმწიფისა; ოდესაც ის სტაქან ღვინოს მიიტანს პირთან, ხმა საყვირისა აუწყებს სოფელსა ღვაწლსა გმირ-კოროლისასა.
გორაციო.
ეგრეთია ჩვეულება.
ჰამლეტი.
მაგაზე ბაასს არ გაგიწევ; მაგრამ რათ არ დაუტევებთ ესრეთ ცუდს ჩვეულებასა, რომელმანცა გაგვხადა ჩვენ სხვის სასაცილოდ? დაეხსენ ეს არის შეცთომილება, დაეხსენ იყოს ჩვეულება, ჩვენღა რათ ვაუპატიურებთ თავსა ჩვენსა, და რათ არ ვცდილობთ მცირედიც ჩირქი განვიბანოთ, რათა ჩირქი ესე არ გვიხდენდეს პატივსა?
გორაციო.
უყურეთ, პრინცო - აგერ ის მოდის. (შემოდის აჩრდილი.)
ჰამლეტი.
ო, წმიდანო ზეცისა ძალნო, დაგვიცავით! აჩრდილო წმიდაო, ანუ მკვდარო წყეულო, რა მოგაქვს ჩვენთვის - ბედნიერება, თუ დანთქმა, ზეციერი სუნნელება, თუ ჯოჯოხეთის სიმყრალე! შენ წარმოგვიდეგ ჩვენ ეგრეთის დიდებულის სახით - და მე უნდა გკითხო შენ - მამიგე. ჰამლეტო, მამაო ჩემო, ჩემო კოროლო! ნუ ინებებ დავიღუპო უცოდინობაში - მითხარ, რათ აღსდეგ საფლავით ძვალნი შენნი? რათ გაგიგლეჯია საფლავის სუდარა? შენ,ლეშო უსულო. ხელახლა ფოლადის ჯაჭვში მჯდომარე. აქ მთვარის ნათელზე ტანტალებ, გვაშიშებ ჩვენ უგუნურთა, და აღგვაშფოთებ ესრეთითა ფიქრებითა. რომ საცოდავი გონება ტყვე ხდება უგუნურებისა! რათა ხარ აქ? თქვი, რა უნდა ვჰქმნათ ჩვენ?
გორაციო.
პრინცო, განიშნებს, გეძახის, თითქოს უნდა, განსაკუთრებით, გამოგიცხადოს საიდუმლო...
მარცელლო.
უყურეთ, პრინცო, როგორ მეგობრულად და წყნარა გეძახის თქვენ! მაგრამ, ღვთის გულის-სთვის, ნუ წახვალთ!
გორაციო.
ნუ მიხვალთ, პრინცო!
ჰამლეტი.
აქ არას ლაპარაკობს, გავყვები!
გორაციო.
ნუ, პრინცო!
ჰამლეტი.
რისა მეშინის? სიცოცხლე ჩემი არა რა-ა, სულსა-ღა, სულსა უკვდავსა ვერას ავნებს! უყურეთ მეძახის-მოვდივარ, მოვდივარ!
გორაციო.
რომ შეგიტყუოს ზღვის უფსკრულში, ანუ აგიყვანოს ციცაბ ამ კლდეზე, რომელიცა წევს ზღვის პირას და დახრილი-ა ზღვის ღელვებზე, და საშინელის სახით წარმოგიდგეს შენ და გონება შენი უგუნურობით შეჰნაცვლოს? ერთი მხოლოთ ხილვა ღელვათ ღრიალისა ქვეშე ციცაბის კლდისა საშინელია...
ჰამლეტი.
კიდევაც მანიშნებს - წადი, მე მოგყვები!
მარცელლო.
თქვენ ვერ წახვალთ, პრინცო!
ჰამლეტი.
მომშორდი!
გორაციო.
გონებას მოდით!
ჰამლეტი.
განგება მიპატიჟებს- და თვითოეულს ძარღვში ვგრძნობ ძლიერებასა ძლიერთა ლომის ძალთა - ხელ ახლა მიწვევს! გამშორდით, გამშორდით - გეფიცებით თქვენ, რომ მკვდარ იქმნება, ვინცა შემაყენებს მე გეფიცებით-წადი, მოვდივარ! (აჩრდილს შეუდგება.)
გორაციო.
გადაირია, გონება დაჰკარგა!
მარცელლო.
გავყვეთ ჩვენცა- ჩვენი ვალი-ა!
გორაციო.
წავიდეთ! მაგრამ რა შეუდგება ამას!
მარცელლო.
მე წინათ ვხედავ მამულის უბედურობასა!
გორაციო.
ღმერთმა დაგვიფაროს!
მარცელლო.
გავმშერნეთ! (გავეშურნეთ!) (მიდიან.) აჩრდილი, ჰამლეტი მიზდევს მას.
ჰამლეტი.
სად მიგყევარ? მითხარ. მე შორს აღარ წამოვალ! აჩრდილი. ყური დამიგდე!
ჰამლეტი.
თქვი!
აჩრდილი.
ჩქარა დაჰკრავს საათს, ოდესაც მე უნდა უკუნ ვიქცე იმ ადგილს, რომლისა ერთითა მხოლოთ სახელითა ცოდვილი შეძრწუნდება.
ჰამლეტი.
ვაი, მამაო ჩემო!
აჩრდილი.
ნუ სწუხარ ჩემთვის - გამიგონე, რას გეტყვი - გამიგონე!
ჰამლეტი.
ყურადღება ჩემი ვალია!
აჩრდილი.
შურის-ძიებაც შენი უცვალებელი ვალია!
ჰამლეტი.
რა მესმის!
აჩრდილი.
ხმა მამისა შენისა, რომელმანცა სჯულის განჩინებითა უნდა იტანტალოს სიბნელესა შინა ღამეთასა, და იტანჯოს, ვიდრე ცოდვანი ჩემნი დაიწვიან საშვალ ჯოჯოხეთის ალისა. ოჰ, ნეტაი შემეძლოს გიამბო - ერთის მხოლოთ სიტყვითაცა სისხლი გაგიცივდებოდა, თვალნი გადმოგიცვიდებოდენ ცრემლებითურთ. და თვითო თმა შენს თავზედ კალხზე შედგებოდა. მაგრამ საუკუნო მდუმარებამ აღმიბეჭდა ბაგე. გამიგონე, გამიგონე! გიყვარდია მე?
ჰამლეტი.
ო, ცაო!
აჩრდილი.
შური - იძიე ჩემის სიკვდილისათვის, ჩემის მოკვლისათვის!
ჰამლეტი.
როგორ? სიკვდილისათვის!
აჩრდილი.
დიახ, შეუბრალებელისა და მძვინვარისა მოკვლისათვის, ბოროტ მოქმედებისათვის, რომელიც არის ურიცხვი, უზომო, უსაზღვრო!
ჰამლეტი.
მითხარ, და მე, თითქოს ჰაზრი, ანუ განზრახვანი სიყვარულისანი, გავჰფრინდები სისხლის ასაღებად.
აჩრდილი.
შენ მზა ხარ, და გინდა ემზგავსებოდე დამპალ ბალახსა; მაინც უნდა მზა იყო. მომისმინე, ჰამლეტი! ხმა გამოიტანეს, ვითომც მე მძინარეს მიკბინა გესლიანმა გველმა. ესრეთ იტყვიან, მაგრამ შეიტყე შენ ჩემო ახალგაზდა შვილო: იმ გველს, რომელმანცა მე მიკბინა და დამღუპვა, დღეს ჩემი გვირგვინი ადგია!
ჰამლეტი.
ბიძა ჩემსა! ოჰ - მე, სულისა ჩემისა წინასწარი გრძნობა აღსრულდა! აჩრდილი. გარყვნილებისა და ბიწისა ურჩხულმან. გონების მწამველობით და ხორცთ-ფუფუნების მცბიერობითა შეაცდუნა მეუღლე ჩემი დედოფალი. ჰამლეტიჯან! მიხვდი ჩემს სირცხვილსა? დედოფალი შთავარდა გარყვნილების უფრსკულში და მაცდურმა დასძლია. მაგრამ მესმის ჰბერვა დილის სიგრილისა - უნდა შევამოკლო ამბავი - მე განვისვენე ბაღში: ძმა ჩემი მომეპარა საწამლავით და მძინარესა ჩამასხა ყურში საშინელი შხამი. შხამი, რომლისაგანცა სისხლი შრება და სხეული ეცემა დამპალ ლეშად. ერთ წამს. ხელითა ძმისათა, მე დავჰკარგე მეუღლეცა. გვირგვინიცა, სიცოცხლეცა. წავწყმინდი მრავალ ცოდვიანი სინანული აღარ დამცალდა. ოჰ, საშინელებაა! დაივიწყე ბუნების ხმა, იხსენ სირცხვილისაგან პატივი და სამეუფეო ტახტი ჩემი. მხოლოდ გეშინოდეს არ აამაღლო ხელი დედაზე, დაუტევე, თვით დაიკაწროს სიმწარითა და ჭირითა; შური-უგე მკვლელსა!... მნათობელი ჭია ბნელდება და მაუწყებს ძნელსა დილის საათსა. - მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით, და ნუ დამივიწყებ! (ქრება.)
ჰამლეტი.
ო, ცაო! და ქვეყანაო! და რაღა კიდევ? ანუ თვით ჯოჯოხეთსაც უნდა მოუწოდო! ნუ მიცემ, გულო! ნუ ჰბერდები, სხეულო! განძლიერდი ახალითა ძალითა! არ დაგივიწყო... მამაო უბედურო! არ დაგივიწყებ, ვინამ მაქვს ხსოვა! არ დაგივიწყო... დიახ, მე განვაგდებ ჩემის სახსოვარისაგან ყოველსავე, რაიცა მახსოვდა. ყოველსავე ჰაზრებსა, გრძნობათა, ფიქრებთა, სრულსა ცხოვრებასა, და წარვიწერ სახსოვარზე შენს სიტყვათა, შენს ბრძანებათა, და საუკუნოდ არა რაი სხვა არ შაერთდება მათ თანა! ცაო და ქვეყანაო! ო დედაო ჩემო! ურჩხმული ბიწისა... რა არის ჩემი დასანიშნავი წიგნი? მაზე წარვაწერ: „ღიმილი და ბოროტ-მოქმედება შეიძლება იყვნენ ერთათ“ და რაღა კიდევ? - წარვაწერ მის სიტყვათა: „მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით, და ნუ დამივიწყებ“. ვფიცავ: მე მახსოვხარ!
გორაციო, სცენას იქით.
პრინცო, პრინცო!
მარცელლო, სცენას იქით.
პრინცო, ჰამლეტი!
გორაციო, სცენას იქით!
ღმერთმა დაგიცვას!
ჰამლეტი.
დიახ, მე მახსოვხარ.
მარცელლო.
პრინცო! სადა ხართ, სადა ხართ?
ჰამლეტი.
აქა ვარ, ბავშო! აქ მო აქ მო, მე აქა ვარ!
გორაციო და მარცელლო.
მარცელლო.
რა დაგემართათ, პრინცო?
გორაციო.
ახალი ამბავი რა არის?
ჰამლეტი.
ოჰ! საკვირველებანი!
გორაციო.
გვითხარით, პრინცო, გვითხარით!
ჰამლეტი.
არა! შენ ყველას ეტყვი.
გორაციო.
არა! ღმერთს გეფიცებით!
ჰამლეტი.
რას ამბობ შენ: განა კაცთ დაეჯერებათ რამ. შენ ყველაფერს გამოაცხადებ.
გორაციო და მარცელლო.
არა! ღმერთს გეფიცებით!
ჰამლეტი.
მაშ იცოდეთ:დანიაში ყოველი ცრუ კაცი არის მასთანვე უვარგისი პლუტიცა. დიახ!
გორაციო.
მაგ ახალამბის სათქმელად არა ღირდა ადგომა მკვდრეთით...
ჰამლეტი.
ჭეშმარიტი მართალია და რადგანც მართალია, ჩქარა მამეცით ხელი და ერთმანეთს გავშორდეთ მეგობრულად. წადით თქვენ, სადაცა მიგიზიდვენ სურვილნი და საქმენი თქვენნი-ყველას აქვს საქმე. აქვს სურვილიც, - მე კი წავალ, სადაცა მიბრძანებს ჩემი საცოდავი სსვე. წავალ - სალოცავად...
გორაციო.
პრინცო! რა ლექსი-ა ეგ არეულობისა და შეშფოთილებისა!
ჰამლეტი.
ვსწუხ, ძალიან ვსწუხ, რომ გაწყინეთ თქვენ სიტყვით - ჭეშმარიტად, ვსწუხვარ!
გორაციო.
აქ საწყენი არა არის რა.
ჰამლეტი.
არის, გორაციო, დიდი წყენა-ა! ამ აჩრდილზე კი, მე თვით ვიტყვი, რომ იგი არის პატივცემული, მერწმუნეთ. მაზე რაცა გსურთ თქვენ რო შეიტყოთ და რაც იყო ჩვენ შორის, ეცადენით, რაც შეგეძლოსთ, დაშოშინოთ თქვენი სურვილი ეხლა, მეგობარნო ჩემნო, ამხანაგნო, ნება მეცით მცირედი რამ გთხოვოთ. გორაციო. გვიბრძანეთ, პრინცო!
ჰამლეტი.
არავის არ უთხრათ რა, რაც მოხდა ამ ღამესა.
გორაციო და მარცელლო.
არავის ვეტყვით, პრინცო?
ჰამლეტი.
დაიფიცეთ.
გორაციო.
ჩემ თავათ, ვფიცავ!
მარცელლო.
მე ჩემ თავათ, ვფიცავ!
ჰამლეტი.
არა! ჩემ ხმალზედ დაიფიცეთ!
მარცელლო.
ჩვენ აგი შემოგფიცეთ!
ჰამლეტი.
რა-უყოთ! ხმალზე დაიფიცეთ! აჩრდილი, დედამიწის-ქვეშ.დაიფიცეთ! ჰამლეტი. აა! აქ ყოფილა, მეგობარი, აქ ყოფილა- რაღას უყურებ გამოდი! ხომ გაიგონეთ ხმა მისი: „დაიფიცეთ“.
გორაციო.
განგიმეორებთ ფიცსა!
ჰამლეტი.
რომ არსად არ იტყვით, რაც მოხდა აქ - ჩემ ხმალზე, ჩემ ხმალზე იფიცავთ? აჩრდილი, დედამიწის ქვეშ. დაიფიცეთ!
ჰამლეტი.
ის აქაც აქაც არის! გამოვიცვალოთ ადგილი. აქ მოდით, მეგობარნო! დააწყეთ ხელნი თქვენნი ამაზე, ამ ჩემ ხმალზე. ეს ჩემი ხმალი დაიფიცეთ, რომ არსაც არ იტყვით, რაც მოხდა აქ! აჩრდილი, დედამიწის ქვეშ. მაგის ხმალი დაიფიცეთ! ჰამლეტი. კარგი, დედამიწის თაგვო! შენ კარგა სთხრი და ქვეშე დედამიწისა დარბიხარ! აქეთ, მეგობარნო, მოშორებით, აქეთ მოდით!...
გორაციო.
ვფიცავ-უცნაური სასწაული აღსრულდა!
ჰამლეტი.
ეცადენით, რომ ეს სასწაული უცნაურ დაშთეს. გორაციო, არის მრავალი რამ დედამიწაზედაცა, ცაშიაცა, რომელზე ჩვენი სიბრძნე ვერ შეჰსძლებს იფიქროს. და ესრეთ, საქმეს შეუდგეთ! აქაცა, იქაცა, ყოველთვის. ღმერთი იყოს მოწამე. რა გინდა გაგიოცდესთ ჩემი ყოფაქცევა. - იქმნება, მომივიდეს ფიქრში, რომელიმე მიზეზისა გამო, მოვიგიჟიანო თავი. - თქვენ, რაც უნდა ვჰქმნა მე, თქვენ არა ოდეს არ დაიწყოთ აი ესე ხელები, თავი არ გაიქნიოთ აი ესე, და ორ-ჰაზროანი სიტყვები არ წარმოსთქვათ. მაგალითებრ: „დიახ, დიახ. ჩვენ ვიცით“. ანუ ჩვენ შევიძლებდით, თუ რომ მოვინდომებდით“. ანუ- „თუ რო ვიტყოდით“. ანუ „შეიძლება შევიტყოთ…“ სიტყვით, არა სთქვათ არცა ერთი და არა ვითარი სიტყვა, და არავის არა ანიშნოთ რა, რომ თქვენ იცით რაიმე.- შემომფიცეთ მე - და ღმერთმა დაგიფაროსთ, თუ რო გახეტთ ფიცსა.
აჩრდილი
დედამიწის ქვეშ.
შეჰფიცეთ!
ჰამლეტი.
ოჰ დამშვიდდი, ვნებულო აჩრდილო!- მეგობარნო, ყოვლითა სიყვარულითა დავშთები მე თქვენდა, და თუმცა ჰამლეტიგლახაკია ხვედრითა თვისითა, მაინც კიდევ მეგობრობასა და სიყვარულსათვისსა დაგიმტკიცებსთ თქვენ, ღვთის შემწეობით. წავიდეთ ერთათ და გთხოვთ თქვენ სამუდამოდ თითი ტუჩებზე იქონიოთ. -ბოროტ მოქმედებაო წყეულო! მე რათ ვშობილვარ შენ დასასჯელად. -აბა გზას შეუდგეთ მეგობარნო ჩემნო! ერთათ წავიდეთ!
(დასასრული პირველისა მოქმედებისა.)
________________
1ნამდვილს ენაზე, ესე იგი ანგლიურზე, მთხზველს უწერია პირველი მოქმედი პირი ჰამლეტად, ხოლო რუსულს ენაზე ნათარგმნია ხამლეტად, რადგანც არა აქვსთ რუსებს ასო ჰ. - მე ნამდვილი ასოსავით ვიხმარე ჰ, რადგანც გვაქვს ასო ესე.
![]() |
2.2 ზადაჩა |
▲back to top |
ზადაჩა[1]
აზიის ოსტროვებში, კუნძული ბორონეო მდებარეობს 127–ს და 132 პოლიარნის ანუ მერიდიანის გრადუსებს სუა სწორედ ეკვატორის ხაზზედ ესრეთ, რომელ ეკვატორის ლინია შუაზედ ჰსჭრის ამ კუნძულს, რომელშიაც მცხოვრებნი ყოველს დროს, დღესა და ღამესა ხედვენ თანასწორად. - ამა კუნძულიდგან, რომელსამე ძლიერის მთავრობის გარდაწყვეტილობით და ხარჯით, გამგზავრებულ-იქმნა ორი ხვამალდი, პირველი აღმოსავლეთის მხარეს და მეორე დასავლეთის მხარეს, რომელთაც მიეცთ შეუცვალებელი ბრძანება, რომ იარონ მათ სულ ერთის ზომით გარდუქცეველად ეკვატორის ხაზისა და უნდა განვლონ ყოველს თვითოეულს საათში თვრამეტი ღეოღრაფიული მილი, ხუთი ვერსტი და ას ოცდახუთი საჟენი[2] - ამა მოგზაურთა, მხოლოდ აქვსთ სიარულის ნება მზის აღმოსავლიდგან დასავლეთამდე და დაეფაროს რა მზე დასავლეთს მაშინვე უნდა დადგნენ იმ ადგილს, სადაც მოუხდესთ ეს შემთხვევა, ხოლო დილით მზის გამოჩინებაზედ კვალად გამგზავრდნენ ბრძანებისაებრ.
ვსთქვათ მაგალითად: ზღვად-მავალთა ამათ იარონ იმ ზომით და იმ ლინიაზედ, ვითარცა აქვსთ მათ დარიგება მიცემული; თუმცა რაოდენსამე ადგილს, ესე იგიაფრიკაში და სამხრეთისამერიკაში. კიდევ შეხვდებით მცირედი რამ ხმელი ადგილებიცა. მაგრამ მაგალითის ადვილ-შეტყობისათვის, ისინიც წყალის ანგარიშით აღვრიცხოთ და ესრეთ შევიტყოთ თითქოს ადვილ-მისახედველნი კითხვანი ესე: 1 - მოგზაურნი ქვეყნის მეორე მხარეს ერთმანეთს რომ შეომეყრებიან, (შემომეყრებიან,) მაშინ რომელს მათგანს რაოდენი მილი ექმნება გავლილი? 2 - რაოდენს საათს რომელს ხვამალდს შეხვდება მზიურ სიარული, ესე იგი მზის დასვლადმდე? 3 - რომელი რამდენს დღეს შეიძლებს მოსვლას ამავე კუნძულში? და 4 - რომელი ხვამალდი რომლის მხრიდგან მოვაბორნეოში?- ამა ზადაჩიდგან თუმცა ცნობილ-იქმნა უკანასკნელი კითხვაი, ესე იგი აღმოსავლეთით წარსრული მოვალს დანიშნულს ადგილს დასავლეთიდგან და დასავლეთიდგან წარსული მოვალს აღმოსავლეთიდგან; გარნა დანაშთომი კითხვაები კი ჯერეთაც არ არის ახსნილი.
ე. ალ.
27 მარტს 1858 წელსა.
__________________
1ზადაჩა კათალიკოსს ანტონის უთარგმნია წინჩამოგდება, ასახსნელი ანუ გამოსაცნობი, რომელიც გნებავსთ მიიღეთ. ალ.
2სიმრგვლე ქვეყნისა არს სრულიად 5400 მილი ანუ 37800 ვერსტი; ხოლო გრადუსი 360, ერთი გრადუსი არის 15 მილი ერთი მილი არის 7 ვერსტი ერთი ვერსტი არის 500 საჟენი.)
![]() |
3 სხუა და სხუა ანბავი |
▲back to top |
- ხუთშაფათს, 17 გასულს აპრილს, დღესა მისის დიდებულების, უკეთილიმსახურესის ხელმწიფის იმპერატორის ალექსანდრე ნიკოლაოზისძის პყრობელის სრულიად რუსეთისა დაბადებისასა, აღსრულა ლიტურღია მაღალუსამღვდელოესმან მიტროპოლიტმან ისიდორემ ტფილისის სიონის სობოროში სადაცა შეკრებილ იყვნენ მაღალნი საზოგადოებისა პირნი. დასასრულ ლიტურღიისა იქადაგა ერთმან სემენარიაში მასწავლებელთაგანმან. ამის შემდგომ გადიხადეს პარაკლისი რომლისა დასასრულს მეტეხის ციხითგან დაცალეს ზარბაზნები ასერთ გზის საღამოზე ბულვარი იყო სავსე ხალხითა, რომელიცა დასეირობდა. მრთელი ქალაქი მიეცემოდა სიამოვნებასა, კარგად ღამის გატეხამდენ გამოულეველი იყო ხალხი, რა რომ ქალაქი განმშვენიერებულ-იყო ჩირაღდანითა. - ამის გარდა, ამავე დღეს გახსნეს ხალხთათვის სახელმწიფო ბაღი, რომელიცა მდებარეობს დიდუბეში. იმა დღითგან ყოველს კვირობით სავსენი არიან საზოგადოებით საღამოს ჟამს, ზოგჯერ გაღმით შეაქცევენ მოსეირეთა ჩინებულის შუშხუნებით. ბაღი მეტად ჩინებულად არის ნაკეთები,ევროპიის ბაღების მზგავსად.
- აპრილის ჩვიდმეტსავე, შუადღის პირველ საათზე, ნათლუღში იყო დოღი. გამგებელად დოღისა აღმორჩეულ იყვნენ: ბარონი ა. პ. ნიკოლაი, თ. ი. ღრუზინსკი, გრაფი ი.გ. ნოსტიცი, თ. ა. ს. გორჩაკოვი და ა. ი. პაპარიღოპულლო. მსაჯულად იყო დანიშნულიტფილისის კამენდატი ღენერალ-მაიორი როტი. ჩაწერილ იყვნენ თორმეტნი ცხენნი გარეშემოზღუდილი იყო ცხენთა სარბენი ექვს ვერსზედ, რომლისათვისაც უნდა შემოევლოთ ოთხჯერ. ნივთი დანიშნული მოსაგებად აიღო ჯანმან, რომელიცა იჯდა ლურჯს ცხენზედ ექვსი წლისაზედ და რომელიცა ეკუთვნოდა ე. დ. დავიდოვისას. ამავე ცხენმან მოიგო წარსულს წელს. ამის შემდგომს იყო დოღი კეთილშობილთათვის, რომელთაცა უნდა შემოევლოთ სიმგვრგვალისათვის ორჯერ. ა. ი. პაპა რიგოპულლომ, თ. ი. ა გრუზინსკიმ, ი. ე. ლორისმელიქოვმან და ს. ა. შერემეტიევმან. დღე იყო ჩინებული და სწორეთ შესაფერი საუფლოს დღისა. მრთელი გარემოება სავსე იყო ხალხითა. აპრილის თვეში ეს ორნი საგანნი უმთავრესნი იყვნენ ღირსნი შენიშვნისა.ტფილისში მყოფთა ყოველთა იციან და უნახავსთ თვით, ხოლო სოფლებში გინა სხვა ქალაქებში მყოფთ ვაცნობებთ, როგორც სასიამოვნოსა ანბავსა.