![]() |
ცისკარი №5 (1860) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ღარიბის ყმაწვილ კაცის რომანი |
▲back to top |
ღარიბის ყმაწვილ კაცის რომანი
მეოთხე ნაწილი
1 ოკტომბერი.
საკვირველი საქმე მოხდა. თუმცა მაგდენი კარგი არა შესდგომიარა, მაგრამ მე მაინც მომიხდა.
ის მეხი რომ მეტაკა, მასაქეთ თითქო დაყრუებული ვიყავ მწუხარებისაგან. ახლა ცოტათ გამოვფხიზლდი; ეს ერთი თვე მეტია კალამი ხელში აღარ ამიღია და ძლივს ახლა ვბედავ ამ ჟურნალში ჩახედვასა, რომ ჩავსწერო, რაც რამ მერე დამემართა.
რადგან ბოდიში მოიხადეს, მიზეზი აღარა მქონდარა, რომ თავი დამენებებინა, მაშინვე მაინცა, მეტადრე ისეთი ადგილისა და სარგებლობისათვის, რომელიც საჭიროა ჩემთვის, ამით უმეტესად, რომ სხვა ამისთანა ადგილის შევნა აგრე ადვილი არ არის. მართალია, საწუხარი და საწყენი მრავალი საქმე მომელის მე აქა; მაგრამ ვერ გავექცევი რადგან ჩემს თანამდებობაში მარტო ჩემი სარგებლობა არ არის. ამასთან ვერც ამას ვფიქრობ, რომ მადმუაზელ მარგერიტას ვათქმევინო, საქმე წაუხდა და იმიტომ გაგვექცა გაჯავრებულიო; მე ისე უნდა მეჩვენებინა ჩემი თავი, რომ იმისს ქორწილსაც სრულიად უნაღვლელად დავსწრებოდი; ჩემს გულში ხომ მაინც ვერ ჩამოიხედავდა. მოკლეთა ვჰსთქვა, მე მხოლოდ ესა ვჰქენ, რომ უფ-ს ლობეპენს მივსწერე, იქნება ჩემმა გარემოებამ დღეს არა ხვალ ამ ადგილს დანებება მაიძულოს და ეგების სხვა ადგილი მიშოვო რამე, რომ თუგინდ ჯამაგირი ნაკლები იყოს, ოღონდ თავისუფლება მეტი მქონდეს მეთქი.
მეორეს დღეს მივალ სასახლეში. უფ-ი ბევალლინი მეგობრულად დამხვდა, ქალებს თავი დაუკარ როგორც კი შემეძლო, ისე ჩვეულების მიხედვით. რაღა თქმა უნდა, რომ გუშინდელი ანბავის ხსენება არა ყოფილარა. მადმუაზელ ჰელუენიკი ძალიან ფერგადაკრული იყო და ზეით აღარ აუხედავს, სულ თავის ხელსაქმეს ჩაჰსჩერებიყო. ეს საწყალი ქალი ვერ იტყოდა, კარგი ოსტატობა მომივიდაო. ბევალლანს ხან და ხან ძალიან მრისხანე თვალს გარდავლებდა ხოლმე, მაგრამ რაღას დასდევდა ბევალლანი: დადიოდა, დატრიალებდა, სულ ფრინავდა თავის გუნებისად გამხიარულებული; და ეს უფრო აშფოთებდა მადმუაზელ ჰელუენს; ასე რომ, შიში რომ არა ჰქონოდა მეც წამიხდება საქმეო, არ დაფიქრდებოდა, რომ იმისთვისაც ისეთი საქმე მოეხერხებინა, როგორიც მე მომიხერხა. უფრო დასაჯერებელიკი ეს იყო, რომ ამ გულის წყრომასაც რომ გაჰყოლოდა და იმისი პატიოსანი კაცობა გაემჟღავნებინა, თავისს თავს გარდა სხვას ვეღარავინ ავნებდა; მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი იყო რომ ეს არ ეფიქრებინა. უფ-ი ბევალლანიც არ იყო ისეთი კაცი, რომ ამასთან საქმე დაეჭირა რამე და უკან დასახევი ადგილი აღარ გაეშვა რომ შეუბრალებელის გულგრილობით გაემარჯვნა დამბეზღებელზედ.მადმუაზელ ჰელუენი იტყოდა ახლა, გუშინ ჩემს სიტყვას ენდნენ და ცილის შეწამება დამიჯერესო; მაგრამ ესეცკი ეცოდინებოდა, რომ ცარიელს სიმართლეზედ სიცრუეს უფრო დაიჯერებენ, სადაცკი სათნოდ მისაღები იქნება ან სადაც გულში დაუჯდებათ; და დღეს ან ხვალ რომ არ გამოცხადდეს, ისეცკი არ შეიძლება. ამასთან არ იქნებოდა, ესეც არ ეფიქრებინა, როგორცა მგონია, რომ მაცთურების იარაღი ხან და ხან ხელშიაც გადაბრუნდება ხოლმე, და სხვის მაგიერად თვითან იმავე ხელს ავნებს.
იმ დღეს და შემდგომს დღეებში სწორეთ ისე ვიყავ სატანჯველად განწირული, როგორც ველოდი და სახელდობრ რა ნაირად დავიტანჯებოდი იმასკი ვერ წარმოვიდგენდი. გადაწყვიტეს, რომ ქორწილი ერთს თვეზედ მოეხდინათ. ახალს დანიშნულს ყოველ დღე საჩუქრები მოსდიოდა საქმროსაგან; ზალა თითქმის გაივსებოდა ხოლმე ფარჩებითა და ათასნაირი სამკაულებითა, რომ ყველას ენახათ, ვისაც საქმე ჰქონდა და არა ჰქონდა. ყველაზედ ჩემი აზრი უნდა მეთქვა და რჩევა გამეკეთებინა: მადმუაზელ მარგერიტა ახირებით ჩამაცივდებოდა ხოლმე ამას როგორა ჰფიქრობთო, ამაზედ რას გვირჩევთო! როგორცკი შემეძლო, მეც ისე ვიქცეოდი, რომ ჭმუნვა ჩემთვის არა შეემჩნიათრა; და რაკი ჩემს კოშკში შევიდოდი ხოლმე, პატარა დაგლეჯილს ხელსახოცს ამოვიღებდი დამალულის უჯრიდამა, კინაღამა რომ თავი გავწირე ამ ხელსახოცისათვის და თვალებს იმითი მოვიწმენდდი ხოლმე. უგუნურებაა, სულმოკლეობაა; მაგრამ, მიყვარს და რა ვქნა. ღალატი, მტერობა, გაუგებლობისაგან აუცილებელი დამდურება, დიდგულობა და ამპარტავნება იმისიცა და ჩემიც, სამარადისოდ გვაშორებს ერთმანერთსა: ამას არა გაეწყობარა და იყოს აგრე: მაგრამ ამ ჩემს გულს მაინც ვერა დაუშლისრა, რომ ცოცხალიცა და მკვდარიც იმისს სიყვარულით იყოს აღვსილი.
უფ-ს ბევალლანზედ თუ ვსთქვა, მე იმისი სიძულილი გულში არა მქონიარა: არა ღირს იმათ, მდაბალი სულია, მაგრამ უწყინარი. მე ღვთის მოწყალებით შემეძლო მოთმინებით ამეტანა იმისი მოწყალებითი ყურადმღებლობა ჩემზედა და ხელი მიმეწოდებინა ხოლმე, როდესაც ჩამორთმევას ინებებდა; მართალია, თავისუფალი იყო იმისი გაცვეთილი კაცობა ჩემის სიძულილისაგან; მაგრამ გული მიკვდებოდა, სული მეტენჯებოდა, რომ წარმოვიდგენდი, როგორი უღირსი იყო ისეთის ცოლისა, რომელსაც თავისს დღეში ვერცა ჰსცნობდა და ვერცა დააფასებდა. რამდენ ნაირი მწარე ფიქრი ჩემის თავში მაშინ ტრიალებდა, რამდენ ნაირი მქენჯნავი გრძნობა გულს მიგლეჯდა და ახლაც მიგლეჯს ამ დაახლოვებულს საზარელს კავშირს რომ წარმოვიდგენდი, ამისი გამოთქმა არც შემიძლია, ვერც გავბედავ. ჭეშმარიტი საყვარელი ღვთიური რამ გრძნობა არის ისეთი, რომ კაცობრიობაზედ უნამეტნავესს ხასიათს უთვისებს მწუხარებასაცა და სიხარულსაც, მისგანვე მონიჭებულსა.კაცსა რომ ქალი უყვარს, იმ ქალში ისეთს რასმე ხასითსა ჰპოვებს, ისეთს საღმრთოს რასმე უგმობელობასა, რომ სწორეთა ჰგონია: ჩემს გარდა ეს საიდუმლოება სხვას არავის გაეგებაო, სხვას არავის ეკუთვნისო და იმის ფარდას გადასახსნელად ისე ვერავინ შეეხება, რომ შეუდარებელი შეძრწუნება არ მაგრძნობინოს, ისეთის ძრწუნვის მსგავსი რომელსაც სიწმიდის შეგინება აგრძნობინებს კაცსაო, არათუ მხოლოდ დაუფასებელი რამ ნიჭი იყოს, რომელსაც სხვანი შემოგტრფიან, საყდარია ისეთი, რომ შეუგინებელ სიწმინდედ გივის მორწმუნეს გულში, კერპია შენგან თაყვანის საცემელი, რომ იმისი შეხება შენს გარდა სხვისგან ვისგანმე, გამოუთქმელ შეურაცხებად მიგაჩნია და მომაკვდინებლად გიშფოთებს გულსა. ეს არის ის შური სიყვარულია, ის ეჭვიანობა ტრფიალებისა, კაცს რომ აშფოთებს, აწუხებს, ჰსტანჯავს, აუგუნურებს, ამძვინვარებს. მე მაინც ასე მგონია: სწორეთ დარწმუნებული ვიყავ, რომ ჩემს გარდა სხვას არავის ჰქონდა არც თვალი, არც გონება და არც გული, რომ შესძლებიყო ღირსებით ხილვა, ცნობა და ტრფობა ამ ანგელოზის ყოველის სიკეთისა და მშვენიერებისა, ჩემთვის რომ მეგონა გაჩენილი სულითაც და ხორცითაც, მხოლოდ ჩემთვის სამარადისოთ. აღვიარებ, რომ მქონდა ასე განუზომელი სიამპარტავნე გულისა და უზომო მწუხარებითაც განმეწმინდა.
რაღაც რამ დამცინებელი მავნე სულიკი - მეჩურჩულებოდა, რომ, რაცკი კაცობრივს სიბრძნისაგან ანგარიში შეიძლება, მადმუაზელ მარგერიტა განცხრომასაც და ნამდვილს ბედნიერებასაც ისეთსა ჰპოვებს გონიერის ქმრის დამშვიდებულს მეგობრობაში, რომ შეუძლებელი იყოს რომენებრივის მეუღლისაგან და არც იმისი მგზნებარე და ვნებულის სიყვარულისაგანაო. დავიჯერო მართალი იყოს ესა? დავიჯერო შესაძლებელი იყოს? მე არა მგონია! მართალია, ვსთქვათ განცხრომაშიკი იქნება მადმუაზელ მარგერიტა; მაგრამ რა, განცხრომა ხომ არ არის უკანასკნელი ლექსი სიცოცხლის სურვილისა. კაცისათვის საკმაო რომ ეს ყოფილიყო, მწუხარება არა ჰქონდესრა და გული გაქვავებული ჰქონდეს ბედნიერებისათვის, რამდენი ისეთი იქნებოდა მაშინ ამ განცხრომაში, რომ ღირსნი არ არიან. მშვიდობის ღმერთი მკვდართ მონიჭებს და ცოცხალთ ვნებულებას. მართალია სიცოცხლეში სიმდაბლეც არის, მზრუნველობაც ნიადაგი და საყოველდღეო, რომ მე ვერ დართული, რას ვანბობ? არათუ ნება დართული, ბრძანებელი უზენაესისაგან. ეს ის ხვედრია სულისა, რომელიც უკვდავებას ეკუთვნის. უნდა მგრძნობელობდეს ეს სული და ხან და ხან აღსდგებოდეს ხოლმე, გინდ მოსაფიქრებელზედ უმეტესის აღტაცებითა, გინდ შესაძლებელზედ უმეტესის მოწადინებითა, და გინდ აღბორგებულის მრისხანებითა, თუ გულმოსაკვდინებელის ტირილითა.არის ზოგი ისეთი მწუხარება, რომ ბედნიერებასაც ჰსჯობია; ეს იმას აქვს გამოცდილი, ვისაც ყველანაირი გულის შფოთვაც გამოუვლია. და ყოველნაირი ძმური ზრუნვაცა. აი ის რომანი ყოველს კაცს რომ ნება აქვს, ან უფრო გამოცხადებითა ვჰსთქვა, ყოველს კაცს რომ ვალი აქვს თავისს სიცოცხლეს შეჰსძინოს ერთხელაც არის, თუკი კაცი ჰქვია და თუ გამართლება უნდა ამ სახელსა.
მაგრამ ძნელი ეს არის, რომ არც ეს ნაქები, განცხრომა ექნება საბრალოს ქალსა. ორის უძრავის გულის შეერთებამ, ორის გაყინული გულის თქმის შეუღლებამ რომ განცხრომა დაბანოს, მსგავსი არა რაობისა, არ ყოფნისა, ამას ადვილად დავიჯერებ; მაგრამ სადაც სიცოცხლე და სიკვდილი დაკავშირდებიან, იქ რომ საშიშარი წინააღმდეგობა არ ჩამოვარდეს და ნიადაგ ერთმანერთს არა ჰგლეჯდნენ, ყოვლად შეუძლებელია.
რაცკი ამ ფიქრებისაგან შვება რამ შეიძლება, ისევ ჩემს საბრალო მეგობართანა ვჰპოვებდი, მადმუაზელ პორჰოესთან. იმან არ იცოდა, ან თითქო არ იცოდაო, მე რასაც მდგომარეობაში ვიყავი; მაგრამ ჩემი გული რომ ჩემს უნებლიეთ თავისს ჭმუნვას გამოაცხადებდა ხოლმე, მაშინვე თითქო მალამოს დამადებდა გამკურნავსა ისეთის სინაზით და სიფრთხილით, რომ არავის შეუძლია, თუ არ ქალსა. სწორეთ ცხოველი იგავია ეს ქალი, ემბლემა არის ცხოველი მოყვასთათვის თავდადებისა და განწირულებისა და ამისს სულში, თითქო მაღლიდამ რამ დაბიბინებს დედამიწასა, ასეთი რაღაც რამ განდეგილება ჰსუფევს, სიმშვიდე და წყნარი სიმტკიცე, რომ არ შეიძლებოდა იმისს სათნოებას არ დავმონებიყავი. გულით აღვიარე უმანკოება იმისის განზრახვისა და გულითაც ვჰშველიდი როგორც შემეძლო. დავადგებოდით ერთად ჩვენს პლანებსა და ჩენის სობოროს ანგარიშების შინჯვით ბევრჯერ ღამეს გავათენებდით ხოლმე. ჩემი სულიც ცოტას რასმე განსვენებასა ჰპოვებდა მაშინ.
ერთს სხვას საქმესაც გავერთე მე იმისს სადგომში.ისეთი შრომა არა არისრა, რომ კაცი სიამოვნეს არა ჰგრძნობდეს, რაკი ერთხელვე მიეჩვევა.ჩემი მოხუცებული მეგობარი თავისის საქმის ცუდათ დაბოლოვებას არ მიხვდეს როგორმე მე მეთქი, იმისს ძველი ქაღალდების ჩხრეკას თავი არ დავანებე და თითქმის ყოველ დღე თითო ოროლ საათს ამ შრომას მოვანდომებდი ხოლმე.ამ ქაღალდებს რომ ვარჩევდი, ზოგან ტრადიცია[1] ამოვიკითხე, ზოგან ლეგენდა[2], ზოგან ზნეობის აღწერა, ჩემის ყურადღების გამომაფხიზლებელი, რომელსაც ახლანდელი ჩემის მდგომარეობიდამ წარსულს დროებში გადავჰყავდი და ძველებურის საქმეების გამოკითხვით დროს მატარებინებდა.მადმუაზელ პორჰოე ჩემის დაუცხრომელის შრომისათვის ისეთს მადლობას მიცხადებდა, რომ სულ არ ვიყავი ღირსი; ამიტომ, რომ თუმცა არაფრის გამოსადეგი არ იყო ჩემთვის ეს შრომა, მაგრამ მე ისე შევეჩვიე, რომ ჩემს მოსვენებას იმაში ვჰპოვებდი და ჩემის მწუხარების შემამსუბუქებლად ის მიმაჩნდა.
ამასობაში, რამდენსაც დანიშნულს ვადას უახლოვდებოდით, იმდენი მადმუაზელ მარგერიტამ უფრო და უფრო უკლო თავისს სიმხნევესა და მხიარულებას, რაც ნიშნობის გადახდაზედ ეტყობოდა.ხან და ხან ისევ თავისებურად უზრუნველობასა და დაუდევნელობას მიენდობოდა ხოლმე და ღრმად დაფირდებოდა. ერთხელ თუ ორჯერ თვალიც შევასწარ ჩემზედა ჰქონდა შემოჩერებული და როგორღაც მძიმედ დაფირებული. მადამ ლაროკიც ხშირად შემომყურებდა, თითქო სწუხდა რომ არ იცოდა რა ექნაო, და უნდოდა ცალკე მოლაპარაკება მოეხერხებინა როგორმე ჩემთანა. გუშინ წინ ისე შეგვემთხვა, რომ მარტო მე და ის დავრჩით ზალაში, რა რომ მადმუაზელ ჰელუენ რაღაც ბრძანების მისაცემად გავიდა მოსამსახურეებთან. რაც იმისს გასვლამდინ საზოგადო საუბარი გვქონდა, გაწყდა მაშინვე და პატარა ხანს უკან მითხრა გრძნობით: თქვენს საიდუმლოს ვის ანდობთ, ვერა გცოდნიათ კარგათა.
- როგორ ჩემს საიდუმლოს, მადამ? კარგათ არ მესმის. მადმუაზელ პორჰოეს გარდა, მე ხორციელი კაცისათვის არა მინდვია რა არც იოტი, რასაც საიდუმლო ჰქვია.
- ეჰ! მინდა დავიჯერო... მჯერა; მაგრამ მაინც....
ამ დროს შემოვიდა ისევ ჰელუენი და ჩვენც გავჩუმდით.
მეორეს დღეს, - გუშინ, - ცხენით წაველ მუშის დასახედავად, ტყეში რომ ხეებს ვაჭრევინებდი. საღამოს ოთხი საათი იქნებოდა გამობრუნებული რომ სასახლისაკენ მოვდიოდი, ამ გზას ერთი მოსახვევი აქვს და ზედ იმ მოსახვევზედ შევხვდი უეცრად მადმუაზელ მარგერიტას. მარტო იყო, მინდოდა თავი დამეკრა და ჩემთვის წამოვსულიყავ; მაგრამ იმან ცხენი შეაყენა და მითხრა:
- საუცხოო შემოდგომის დღე არის დღესა.
- დიაღ, მადმუაზელ! სასეირნოთ მიბრძანდებით?
- როგორც მიხვდით. ჩემს უკანასკნელს თავისუფლებასა ვჰხმარობ და თვითქმის ვატყუებ; - ცოტა არ არის მარტოობამ შემაწუხა. ალენს იქ საქმე აქვს და ვერ წამოვიყვანე... ჩემი საწყალი მერვენი ფეხს იტკივებს... იქნება თქვენ ინებოთ თან წამომყვეთ?
- რატომ არა; სიამოვნით! საით მიბრძანდებით?
- რა ვიცი... თვითქმის ელვენის ციხემდინ მინდა მივიდე, - და თავისის წკეპლით დამანახვა ამ დროს ნისლიანი ქედი, ჩვენის გზის მარჯვნით რომ აღიმართებოდა. - მე მგონია, თქვენ ჯერ არცკი ყოფილხართ იქა.
- მართალია. ბევრჯელ მინდოდა; მაგრამ დღევანდლამდინ რატომ ვერ მოვახერხე, არ ვიცი.
- მაშ ეგ უკეთესი, თუ მივდივართ, ბარემ ნუღარ გაგვიანებთ; საღამო მოტანებულია.
ცხენი გავიბრუნე; ვჰკარით ქუსლი და გვჰსწიეთ ჭენებით.
რომ მოვაჭენებდით, შემდგომი ფიქრები წარმომიდგა: რა მიზეზი უნდა იყოს, რომ ეს მოულოდნელი განზრახვა მოსვლია ამ ქალსა? უმიზეზო რომ იყოს, არა მგონია. იქნება დრომ და მოფიქრებამ შეუმსუბუქეს როგორმე ის უეჭველი გულის წყენა, ჩემზედ შემოწამებულმა ცილმა რომ აგრძნობინა და იქნება აქამდინაც მივიდა, რომ მადმუაზელ ჰელუენის სიმართლე აღარა ჰსჯეროდეს, და ახლა შემთხვევა რომ იშოვნა უნდა არ შემამცნევინოს და ისე გაასწოროს როგორმე საქმე ჩემთან, ვითომ განსაკუთრებით ჩემი ძვირი გულში არ ჰქონიყოსრა? ვინ იცის. - ამ ფიქრების მიზეზით ჩვენის უცნაურის მგზავრობის საგანს მაგდენი აღარა დავდიერა. მაგრამ ხშირად კი მქონდა ამ ელვენის ციხის ანბავი გაგონილი, რომ უკეთესი ძველი შენობა ამ არემარეში არსად არ არისო და თვითან მეც, რამდენჯერაც ან რენნის გზაზედ მივლია, ან ჟოსელნისაზედ, ყოველთვის სორიდამ დამინახავს, თითქო ერთი უშველებელი ლოდი ყოფილიყოს რამე აღმართული, -და ახლოს ნახვის დროკი აქამდისინ არა მქონია.
ელვენის სოფელს რომ გავსცდით და ციხეს დაუახლოვდით, ჩვენი გზა ირიბათ შეჰყვებოდა ფერდობსა და ქედზედ ისე უნდა შევსულიყავით. რომ ავედით ჯერ კიდევ მოშორებით იყო, მაგრამ კარგათ დავინახეთ ეს ძველებური საბატონო შენობა, ტყით ბურვილს მთაზედ გადმოგდებული დაბლა უნდა ჩავსულიყავით, პატარა ჭაობიანი ღელე გაგავევლო და მერე იმ ტყეს შევდგომვიყავით, ციხეს რომ გარს არტყია. დავადექით ერთს ვიწროს ქვით მოკირწყლულს ბილიკსა, და კარგა ხანს ისე ვიარეთ, რომ ციხე აღარა ჩნდა და თვითქმის მარტო რომ ვჰყოფილვიყავ, ვეღარცკი მოვიმხრობდი; მაგრამ სადაც სულ იმედი არა მქონდა იქ წავადექით ამ ციხეს, თითქო ფოთლოვანი. უეცრად გარსშემოიცალა და წინ დაგვიხვდაო. ამ შენობას სულ არა მოჰკლებიარა, ისევ თავისი ასის მწყრთის სიმაღლე აქვს, რვაკუთხედად ძირს დიდრონი თლილი ქვა ჰმოსია და ამ საძირკველზედ დაფუძნებული ისეა მოყვანილი, რომ ეს შვენიერი და ყოვლის ზომაზედ სიმსხოთი გარდამეტებული სვეტი დანით არის გუშინ გათლილიო, კაცი იტყვის. უფრო მტკიცე, და უფრო დამაფიქრებელი აღარა იქნებარა, როგორც ეს ძველებური კოშკი არის, ვერცა რაფერი რომ ხნიერებას დაუკლია, ასასწლოვანებით რომ ზედ გადუვლიათ, და ვერცარაფერი განუვალს ტევრსა, რომელსაც შუაში შემოუმწყვდევია. დიდრონი ხეები ზედ საძირკველზედ ამოსულად და წვერით ძლივს უმდაბლესს სარკმელებსა ჰსწვდებიან. ამ უდაბურებაში, ამ შეუვალს ტყეში რომ ეს კოშკი ასე უეცრათა ტყვრება,შეუძლებელია კაცს ის სიყმაწვილეში გაგონილი ზღაპარი არ მოაგონდეს, სადაც გრძნეულის კოშკის ანბავია და იმ კოშკშიგრძნეულებით დაძინებულის ხელმწიფის ქალისა.
ეს რომ მადმუაზელ მარგერიტას მოვაგონე,- მე დღევანდლამდის აქ ამის მეტი არა მინახავსრაო, მიპასუხა და თუ თქვენ დაძინებულის მეფის ასულის გაღვიძებას განიზრახავთ, შეიძლება შევიდეთო.
- როგორც მახსოვს აქ ახლო-მახლო საქონელს აძოვებდნენ ხოლმე და მწყემსი უნდა იყოს ვინმე, ბიჭი ან გოგო, რომელსაც ამისი გასაღები აბარია.
- ჩვენ ეს ცხენები აქ მივაბათ სადმე და დავათვალიეროთ, ეგების ვიპოვნოთ სადმე ან მე მწყემსი ქალი, ან თქვენ მწყემსი კაცი და კარი გავაღებინოთ.
ცხენები იქავე ერთის პატარა შემოღობილში დავაბით და ჩვენ წავედით აქეთ-იქით მეციხვანის საძებნელად; მაგრამ ვერც მე და ვერც მადმუაზელ მარგერიტამ ვერავინ ვიპოვნეთ. რაც ადრე კოშკში შესვლის სურვილი გვქონდა, ახლა რასაკვირველია უფრო მოგვემატა; აღკრძალული ხომ მეტად კარგი ჰგონია ადამიანსა და ხიდი შევიარეთ თხრილზედ გადაკიდებული. კარს რომ მივადექით ძალიან გაგვიკვირდა, რომ ღია დაგვხვდა და გვიამა რასაკვირველია. ხელის კვრის მეტი აღარა დაგვჭირდარა, შევაღეთ და შევედით ბნელსა და ნანგრევით მოფენილს რაღასაც სამყოფში; წინა კარი იქნებოდა საყარაულო. უეჭველია. იქიდამ შევედით ერთს ვრცელს დარბაზში, სადაც ბუხრის ფიქალზედ, ახლაც ცხადადა ჩნდა ჯვარმოსილთ დროების ნაქანდაკევი ნიშნები; ჩვენს წინ დიდი და განიერი სარკმელი იყო ღია და შიგ შუაგულ სარკმელში თლილის ქვის ჯვარი აღმართული; ამ დარბაზის ძირობას ეს ანათებდა და ზევითკი თვალი ეკარგებოდა კაცს ბნელს სიმაღლეში. ჩვენის ფეხის ხმაზედ მთელი გუნდი უხილავი ფრინველი აფრინდა, საუკუნოებათ მტვერი თავს გადმოგვაყარა. კლდებს თლილი ქვები აქვსთ კიბე კიბეთ დაყოლებული, იმაზედ შევდექით და ამ ფანჯარაში რომ გადვიხედეთ, თხრილს გადავადექით, გარშემო რომ ავლია და ძველი გალავნის ნანგრევს. რომ შემოვედით კედელში დატანებულს კიბეს მოვკარით თვალი და ახლა იმ კიბეზედ შესვლა მოგვინდა იმ ყმაწვილურის ანგარიშით, რომ იქნება უცხო რამ სანახავი ვნახოთო, შევუდექით ამ აღსავალს; მე წინ მიუძღოდი, მადმუაზელ მარგერიტა გაბედვით თან მომდევდა და თავისს საცხენოსნო კაბის კალთებს იკრეფდა როგორც შეეძლო. სულ ზევით რომ ავედით მართლათ საგანგებო რამ გადასახედავი გამოჩნდა. მოწევნილი მწუხრი თავისის მქრქალის ჩრდილოებით საუცხოოთა ჰხატავდა ამ ფოთლოვანს ოკიანეს, შემოდგომისაგან ცოტათ შეფერადებულსა წყვდიადს ჭაობებს, მწვანე ჭალაკებს და ცის დაქანებას, სადაც რომ თვალით სახილველი ქვეყანა ესაზღვრებოდა. ამ ჩინებულის. დამაფიქრებელის და თვალშემოუწთომელის სანახავის წინ რომ ჩვენ ვიდექით, ვჰგრძნობდით, რომ უდაბურობის მყუდროება, მწუხრის მდუმარება, და დამაღონებელი ფიქრი წარსულს დროებზედა, ერთად შემოვიდა ჩვენს გულშიაც და ჩვენს გონებაშიაცა, როგორც გრძნეულება რამე ძლიერი, მაგრამ მეტად დამატკბობელი. მეტადრე ჩემთვის ეს სიამოვნე როგორ უნდა ყოფილიყო გაძლიერებული, რომ სატრფო სულიერი აქ მეგულებოდა, ამას ყველანი მიჰხვდებიან, ვისაცკი სიყვარული გამოუცდია. ასე ახლოს იმასთან ყოფნის ჟამი ჩემთვის და გამოუთქმელს სიამოვნებასთან გამოუთქმელათაც ვსწუხდი. მარგერიტა რა ფიქრში იყო არ ვიცი: ქვაზედ ჩამომჯდარი შორს იყურებოდა და გაჩუმებული იყო: ცოტათ მოხშირებულს იმისს ქშენას გარდა, მე სხვა არა მესმოდარა.-
რამდენს ხანს ვიყავით ასე, ვერ ვიტყვი. დაბლობში რომ ნისლი შესქელდა და ჰაერის სინათლესაც რომ ყოველგან ჩრდილი გადაეფინა, მაშინ წამოდგა მარგერიტა.
- წავიდეთო, ჰსთქვა ნახევარ ხმითა და მერე თითქო ფარდა ჩამოეფარა დასანანებელს რასმე სანახავსა, - გათავდაო, მწუხარებით დაატანა. დაადგა მერე კიბეს და მეც თან ჩამოვჰყე.
ჩამოვედით და დიდად გავჰკვირდით, რომ...და კარები დაკეტილი დაგვხვდა. უეჭველია, ვიღაც პატარა მცველი არის, ჩვენ რომ მაღლა ვიყავით, მაშინ მოვიდოდა, ჩვენი აქ ყოფნისა რომ არა იცოდარა, კარს დაჰკეტდა და წავიდოდა თავისთვის. ჯერ ვიცინეთ ამაზედ, ახლა სწორეთ გრძნეულებით იყო ეს ციხე ჩვენთვის დახშული. რამდენჯერმე მოვიწადინე, რომ დამერღვია როგორმე ძალი გრძნეული, რომელსაც შეპყრობილი ვჰყავდით აქა, მაგრამ უშველებელი კლიტე მეტად მაგრათ იყო ქვაში ჩამჯდარი და უნდა თავი დამენებებინა. ახლა პირ და პირ კარს მივადექ; მაგრამ არცარაფერი იმისს მკვიდრ კოჭაკებსა და იმისს რკინით გადაჭედილს მუხის ჩარჩოებს გაეწყობოდა. ორი თუ სამი ქვის ლოდი ვჰკარი; - არცარაფერი ამან გვიშველა; მხოლოდ შეანძრია ცოტათა და ამ შენძრევისაგან ზევიდამ რამდენიმე კარის ნაგლეჯი ჩამოცვივდა; მადმუაზელ მარგერიტამაც დამიშალა, რადგან არა გამოდიოდარა, და უფრო საფიქრელიცკი იყო, რომ არა ჩამოწოლილიყორა. მაშინ ფანჯარას მივატანე; გავჰკივლე, რაც შემეძლო, მაგრამ ხმა არვინ გამომცა. ათიოდე მინუტს ასე უსარგებლოდ გავჰკიოდი იქიდამა. მანამდისინ ცოტაოდენი სინათლე კიდევ იყო, დიდის დაწვლილებით დავათვალიერეთ ეს ჩვენი სამყოფი; მაგრამ ამ კარებს გარდა, კედლათ რომ იყო ჩვენთვის გადაქცეული, და ამ დიდს ფანჯარას გარდა, ძირიდამ რომ ოც და ათის მწყრთის სიმაღლეზედ იყო გამოჭრილი, სხვა გასავალი სრულიად ვერა ვჰპოვეთრა.
ღამემ მოატანა ამასობაში და ბნელში გაგვახვია ჩვენცა და აქიდამ სამიოდ ვერსზედ მდებარე სოფელიცა. მხოლოდ ახალი ამოსულის მთვარის შუქი შემოდიოდა ამ ფანჯარაში და თეთრად დასცემდა გამოწვეულს ქვების საფეხურებსა. მადმუაზელ მარგერიტა უფრო და უფრო ისეთს სიწყვდიადეში გაეხვია, რომ თვითქმის სულ ვეღარა ვჰხედავდი და აღარც ის მაძლევდა ხმასა, როდესაც დასაჯერებელს რასმე ვეუბნებოდი, რომ დამემშვიდებინა როგორმე იმისი გული ამ ახირებულს მდგომარეობაში. ის რომ სიბნელეში მდუმარეთა და უძრავათ იყო, მე ფანჯარაში ქვაზედ ჩამოვჯექ მთვარის სინათლეზედ. ხან და ხან კიდევ გადვიძახებდი ხოლმე იმედ გადაწყვეტილი, მაგრამ სწორე უნდა ვჰსთქვა, რამდენიც ჩემი მეცადინეობა მიუქმდებოდა, იმდენათ ჩემს გულს რაღაც რამ უცნაური სიხარული ედებოდა; ვჰხედავდი, რომ ასე უეცრად გამიმართლდა ყოვლად საუკუნო და ყოვლად შეუძლებელი ოცნება უდაბურს ადგილს და ერთს ვიწროს სადგომში მარტოთ მარტო იმ ქალთან, მე რომ მიყვარს და ვეტრფი. რამდენსამე საათის განმავლობაში აღარსად ვინმე იყო ჩვეთვის ქვეყანაზედ ჩემსა და იმას გარდა; აღარავინ სულიერი იმასა და ჩემს გარდა. რა საამომფარველობას დაუმტკიცებ მეთქი, ჩემს გულში ვანბობდი; რა მადლობასა და პატივისცემას შევიძენ იმისაგან; რა პატიოსნებითს მზრუნველობას ვიქონიებ ამ სანატრელისათვისა მეთქი. თვალწინ წამოვიყენე შიშისაგან დამშვიდებული, ჩემს კეთილშობილურს პატიოსნებაზედ მონდობილი; უფიქრელად დაძინებული და მე მღვიძარე, გაფლიდებული, რომ არაფერმა შეაშფოთოს, არაფერმა დააკრთოს; დიდის სიხარულით ვანბობდი, ეს ბედნიერი ღამე თუ ამისს ზეციერს სიყვარულს არ მომანიჭებს, იმისაგან პატივისცემას მაინც დამიმკვიდრებს, ამიერითგან შეურყეველსა მეთქი.
ამ საამოს ფიქრში რომ ვიყავი მთვარის შუქზედ გამჯდარი, უეცრად გამომაღვიძა მარგერიტას ხმამ:
- უფალო მარკიზო დშანხე! ერთი შემატყობინეთ, სხვანიც ბევრნი ყოფილან თქვენს გვარში უსვინდისონი და გაფლიდებულნი?
წამოვხტი მაშინვე და ისევ დავეშვი, გამოყრუებულივით შევჰყურებდი იმ ბნელს ადგილს, სადაც ყმაწვილი ქალი მეგულებოდა. მხოლოდ ერთი ფიქრიღა მომივიდა მაშინ, საზარელი ფიქრი, შიშმა და მწუხარებამ გონება შეუშალეს ამ ქალსა, და, შენ ჩემო თავო, გაგიჟებულა მეთქი.
- მარგერიტა! - შევსძახე უფიქრელად, რომ მეც არ მესმოდა რა ვჰსთქვი. ამ კადნიერებამ უფრო განარისხა რასაკვირველია.
- ოჰ! ღმერთო! რა საძაგლობაა? - მომატანა იმან: რა სიმყრალეა, - რა საზიზღარი საქციელია, - დიაღ, საზიზღარია მეთქი!
სიმართლემ თითქო ინათლა ჩემს თავში. ჩამოველ ფანჯრიდამ: - რა იყო? რა მოხდა? ცივათ ვჰკითხე.
- თქვენი საქმეა ესა, შემომძახა დიდის სიფიცხითა;- თქვენა ხართ, რომ დაქრთამეთ ის კაცია თუ ბიჭი ვიღაცა, - და გარედამ კარი დააკეტინეთ ამ წყეულის კოშკისა: ხვალ დაღუპული გავალ აქედამა... ქვეყანაში შერცხვენილი... თავმოჭრილი... და ვიღამ უნდა მოითხოვოს, თუ არ თქვენა... ეს არის ხომ თქვენი ანგარიში? მაგრამ, მე გარწმუნებთ, ეს ანგარიშიც ისე ჩაგეშლებათ, როგორც სხვა უწინდელი ანგარიშები. მაშ ჯერ მე კარგათ ვერ მიცნობთ, თუ ამასა ჰფიქრობთ, რომ მე ან სირცხვილს შევუშინდე, ან მოლოზნობას, ან სიკვდილსა და თქვენ დაგნებდეთ ცოლათა? ან ეს თქვენი გარყვნილი ოსტატობა რომ კიდევაც გამართლებულიყო, მე რომ ისე დავმდაბლებულიყავი, - კარგათ იცოდე რომ ამას თქვენს სიცოცხლეში ვერ მოესწრებით და ჩემი თავი რომ თქვენთვის დამენებინა, - ან, თქვენთვის რომ უმჯობესი არის, - ჩემი მზითევი, - თქვენ რა ჯიშის კაცი უნდა იყოთ მაშინა, - აბა ვნახოთ ერთი, რა მყრალი ტალახისაგან უნდა იყოთ შეზელილი, რომ ამისთანა სიმდიდრე და ამისთანა ცოლი ინდომოთ? მადლობასაც უნდა მეტყოდეთ, რომ არ დავჰყე თქვენს ნებას, უფალო! სისულელეა, უგუნურებაა ეგ თქვენი სურვილი, ამიტომ რომ თუ ერთხელ სირცხვილმა და ქვეყანაში თავის მოჭრამ თქვენს ხელში ჩამაგდო როდისმე, ისე საზიზღარი იქნებით ჩემთვის, რომ დავამსხვრევ თქვენს გულსა! რაც უნდა გაყინული იყოს, თუ გინდა ამ ქვასავით მაგარი იყოს... მაინც გამოვადენ სისხლსა... მაინც გამოვადენ ცრემლებსა.
ახლა მე მიუბრუნდი ისეთს სიწყნარით, როგორც შეიძლებოდა:
- მადმუაზელ! ღვთის გულისათვის დამშვიდდით, თქვენს გონებას გამოუბრუნდით. პატიოსნებას გეფიცებით, რომ ჩემი წყენა მეტი აღარ შეიძლება. გევედრებით დაუფიქრდეთ თქვენს სიტყვებსა. თქვენს ეჭვებს სრულიად არაფერი საფუძველი არა აქვსრა. მე არას გზით არ შემეძლო ეს ღალატი, რასაც თქვენა მწამებთ; ან რომ შემძლებიყო კიდეცა, როდის მომიცია მე თქვენთვის მიზეზი, რომ ჩემზედ ეგ გაჰფიქროთ.
- როგორ თუ როდის მოგიციათ? რაც მე თქვენი ანბავი ვიცი, ყოველივე მაძლევს ამ მიზეზსა, - მომაძახა გახელებულის წკეპლის ქნევით.- ერთხელაც არის უნდა წამოგიშალოთ, რაც გულში მაქვს რამდენი ხანია. რისთვის მობძანდით ჩვენს სახლში სახელ გამოცვლილი, სიცრუის დამჩემებელი? რა გნებავდათ ჩვენგანა?... ჩვენ ჩვენთვის ვიყავით, მოსვენებულნი, ბედნიერნი, დედაჩემი და მე... თქვენ შემოიტანეთ ჩვენს სახლში ჭმუნვა, აღრეულება, მწუხარება რომ ადრე არა გვქონია. ჩემს ნებას ვეწიო, ჩემი დაქცეული ოჯახი წამოვაყენოო, -ჩვენი გულის მონდობა თქვენ დაგვტყუეთ... ჩვენი მშვიდობიანი ოჯახი ფეხით თქვენ გადასთელეთ... ჩვენი გული, ჩვენი გრძნობა უწმინდესი, უპატიოსნესი და უწრფელესი, სათამაშოთ თქვენ გაიხადეთ... გული თქვენ შეგვიმუსრეთ, თქვენ მოგვკალით უბრალონი... აი, რისთვის ინებეთ ჩვენთან მობძანება; აი, რა ჰქენით, ან გინდოდათ გექნათ, სულ ერთია. გამოტეხით გეუბნებით, მომწყინდა ამდენი ანბავი; ახლა რომ თქვენს კეთილშობილურს პატიოსნებას მეფიცებით, იმ პატიოსნებას ამდენის უმსგავსობის ნება რომ მოუცია თქვენთვისა, - მიზეზი მგონია მქონდეს, რომ არაფრათ მივიჩნიო და არცაფრათა მიმაჩნია ეს თქვენი პატიოსნება...
გამოსული ვიყავ მოთმინებიდამ: დიდად გაჯავრებულმა ღონით წავტაცე ორივე ხელი და რომ ავაჩუმე, უთხარი:
- მარგერიტა, საწყალო ქალო!... ყური დამიგდეთ არგათა! მიყვარხართ, მართალია! ამისთანა გზნებარე, ამისთანა უანგარიშო, წმინდა და საღმრთო სიყვარული, ჯერ არას ხორციელის ულში არც შესულა და არც შევა... მაგრამ ქვენ? თქვენცკი გიყვარვართ... გიყვარვართ, ბადრუკო, და თქვენვე მკლავთ... გული შეგვიმუსრეო, ოგვიკალიო... ჩემს გულს რაღას შვრებით?... მაგრამ ეს გული თქვენია და თქვენთვის მომიგდია; პატიოსნებას რომ ახსენებთ... სკი ჩემია და მე დავიფარავ... ამ ცოტას ხანში გაცნობებთ როგორიც არის... ამ პატიოსნებასა ვჰფიცავ... კარგათ გაიგონეთ ეს ფიცი... მ ჩემს პატიოსნებასა ვჰფიცავ, რომ თუ მოვკვდი, ამიტირებთ თქვენ, და თუ გადავრჩი, არას როს. სათაყვანებლად მიყვარხართ მართალო, მაგრამ ორივე მუხლით დაჩოქილიც რომ მევედრებოდეთ, პატიოსნებასა ვჰფიცავ არას დროს არ შეგირთოთ, მანამდისინ თქვენ არ შეიქნებით ჩემსავით ღარიბი, ან მე არ შევიქნები თქვენსავით მდიდარი. ახლა ილოცეთ, ილოცეთ და სასწაულს ევედრეთ ღმერთსა; დრო არის:
ვჰსთქვი თუ არა ვჰკარ ხელი, კუთხეში უკუვაგდე და შეუდექ მაშინვე საფეხურებს, ფანჯრისაკენ რომ კიბის მსგავსად იყო ამწკრივებული. ერთი განწირული ფიქრი მქონდა და კიდევ აღვასრულე სწორეთ უგუნურის სისწრაფით: როგორც ადრე ვსთვი, რცხილისა და მუხის ხეები ძირში ამოსულნი, წვერით ამ ფანჯარასა ჰსწვდებოდნენ. ჩემი წკეპლა მოჰკაკვე, რომელიც უფრო ახლო მომხვდა ის რატო მოვიზიდე, ვჰსტაცე ხელი და გადავჰყე თანა. ზევიდამ, - მაქსიმეო! საზარლად მომაკივლა ქალმა. მე რომ რტოზედ ვეკიდე, იმ რტომ დაიწია რადმდენიც შეიძლებოდა, მერე ლაწანი გაადინა, ჩატყდა და ძირსაც დავეცი.
მე მგონია, თხრილში რომ ჩავედი, ადგილი ლამიანი იყო და იმან შეამსუბუქა ჩემი დაცემის ძალა, რადგან ვჰგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავ, მაგრამ დაშავებულიცკი ვიყავ. ჩემმა ცალმა ხელმა კოშკის საძირკვლის ქვასა გაჰკრა და ისე მეტკინა, რომ გული შემიწუხა. პატარახანს შეწუხებული ვეგდე მარგარიტას კივილმა გამომაფხიზლა:
- მაქსიმე, მაქსიმე! - სასოწარკვეთილებით გადმომკივოდა ზევიდამ: -სიბრალულისათვის, მოწყალებისათვის, ღვთისგულისათის, ხმა გამომეცით, მომიტევეთ.
ავდექ შევჰხედე, ფანჯარაში გადმომდგარიყო, მთვარის სინათლით გარემოცული, თავახდილი, თმა გაშლილი; ხელები ჯვარის სვეტისათვის შემოეხვია და მგზნებარეს თვალით დაბლა უფსკრულში ჩამომყურებდა.
- ნუ გეშინიან მეთქი, ავძახე; - მე არა მიშავსრა. ერთის ან ორის საათის მოთმინებაკი იქონიეთ, რომ სასახლეში მივიდე და მერე ფიქრი აღარ არის. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს საიდუმლოს მე არა გავჰსცემ და თქვენს პატიოსნებასაც ისე გამოვიხსნი ყოვლის ეჭვისაგან, როგორც ჩემი გამოვიხსენ ეს არის.
დიდის გაჭირვებით ამოველ თხრილიდამ, ცხენი მოვნახე, გადავჯექ როგორც იყო, ჯიბის ხელსახოცით მარცხენე მკლავი ავიკარ, რომ აღარ მივარგოდა და საშინლათა მტკიოდა. მთვარის ღამეში გზა ადვილად გავაგნე და ერთს საათზედ მივატანე სასახლეს. დოკოტრი დემარეტი ზალაში არისო მითხრეს. შეველ და თორმეტიოდ პირნი დამხვდნენ შეწუხებულნი და შეშფოთებულნი. მხიარულად მიველ დოკტორთან.
- დოკტორო! ცხენი ჩრდილმა დამიფრთხო, გადმომაგდო და მგონია ეს მხარი ნაღრძობი მაქვს; არ ინებებთ გამიშინჯოთ!
ხელსახოცი შემახსნა თუ არა, მომაძახა მაშინვე: როგორ ნაღრძობი? ნაღრძობი არა და კარგა მოტეხილი გქონიათ, საწყალო ყმაწვილო.
მადამ ლაროკმა იკივლა და მომვარდა. - მაშ ჰსჩანს, სწორეთ უბედურება არის ჩვენს თავს ამაღამაო.
გავიკვირვე ვითომ და ვიკითხე: -როგორ უბედურება? რა მოხდა კიდევა.
- ღმერთო დიდებულო, მეშინია, ჩემს ქალსაც არა ასტეხოდარა. სამი საათი იყო, ცხენით წავიდა; ახლა რვა საათია და ჯერაც არსად არის.
- მადმუაზელ მარგერიტა! მე ვნახე...
- როგორ! სად? რა დროს?... ოჰ! მომიტევეთ, უფალო; მშობლს გული მწუხარეა.
- წინ შემომეყარა გზაზედ, ხუთი საათი იქნებოდა. მგონია ციხის სანახავად მიდიოდა; დიაღ! სწორეთ.
- ელვენის სანახავათ? შენ ჩემო თავო! ტყეში გზას დაჰკარგავდა უთუოთ. არიქა! ცხენები, თქვენი ჭირიმე!
უფ-მა ბევალლანმა უბრძანა მაშინვე, ცხენები შეაბითო. ყველამ დააპირა წასვლა; მეც ცხენით გამოგყვებით მეთქი უთხარი, მაგრამ მადამ ლაროკმა და დოკტორმა ძლიერ დამიშალეს და კარგათაც ინებეს, რადგან ძალიან საჭირო იყო ქვეშაგების მონახვა ჩემთვის. დოკტორმა მკლავი შემიხვია და ჩაუჯდა კარეტაში მადამ ლაროკსა: მადამ ლაროკის განზრახვა იყო, რომ ელვენის სოფელში უნდა მოეცადნა და ბევალლანს ციხის არე-მარე უნდა დაეთვალიერებინა.
ათი საათი სრული იყო, ალენი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, ვიპოვეთ მადმუაზელიო. მომიყვა იმის ანბავს და ყოველივე დაწვლილებით მიანბო, მხოლოდ იმას გარდა, რაც მარტო მე და ქალს უნდა გვცოდნიყო. ახლა დოკტორი შემოვიდა და იმანაც ისე მიანბო; მერე თვითან მადამ ლაროკმა მნახა და დიდის სიამოვნით შევიტყე რომ სრულიად ეჭვი არავის აუღია, რომ მეც იმასთანა ვჰყოფილიყავი.-
მთელი ღამე სულ ბურანში ვიყავ, ცივების სიცხემ და მოსაზრებამ აღარ მომისვენეს: წამ და უწუმ კოშკის ფანჯრიდამ ძირს ვეშვებოდი, სული მიხუთებოდა ხოლმე და შეშფოთებული წამოვარდებოდი. ბოლოს გათენდა როგორც იყო და მეც დავმშვიდდი. დილას რვა საათზედ შემოვიდა ჩემთან მადმუაზელ პორჰოე და თავით მომიჯდა, თავისის წინდის ჩხირების ხმარებით. ის იყო ჩემს ოთახში სტუმრების მიმღები, ჩემ-ავათმყოფის სანახავათ რომ მოდიოდნენ. პატარახანს უკან მადამ ლაროკი შემოვიდა. ხელი რომ მივაწოდე, კარგა ხანს ეჭირა ჩემი ხელი და დივინახე, რომ ორი მსხვილი ცრემლი გადმოედინა ლოყებზედ. დავიჯერო მარგერიტას ყოველივე ეთქვას დედისათვის?
მადმუაზელ პორჰოემ მითხრა, მოხუცებული ლაროკი გუშინდელს აქეთ ძალიან ცუდად არისო, წვეთი დასცემია საბრალოს; დღეს ენაც ჩავარდნია და საწუხრად არის იმისი საქმე. იმ მიზეზით ქორწილს ძალიან აშურებენ; კონტრაკტის შესადგენლად[3] უფ ლობეპენი არის პარიჟიდამ დაბარებული და ხვალ მოელიანო.
დღეს დილაზედ რამდენსამე საათს ფეხზედ ყოფნა შევიძელ; მაგრამ დოკტორი დემარეტი თუ მართალს ანბობს, ძალიან დავაშავე, რომ მაცივებს და კიდევა ვწერ, მე გამოსულელებული.
3 ოკტომბერი.
სწორეთ რაღასაც ბოროტს სულსა ვჰყევარ აგდებული, რომ ასე ახირებულს განსაცდელში შეჰყავს ხან ჩემი სვინიდისი, ხან ჩემი გული. ვნახოთ რომელი როგორ გაუძლებს გასაჭირს განსაცდელსაო.
დღეს დილას რომ ლობეპენს მოელოდნენ და არსად გაჩნდა, მადამ ლაროკმა მე შემომითვალა, კონტრაკტის შედგენისას როგორ რას გვირჩევთო. ხვალ უნდა გათავდეს ხელის მოწერაო. მე რადგან გარეთ გამოსვლა რამდესამე დღეს აღკრძალული მაქვს, მე შეუთვალე რაც რამ საოჯახო ქაღალდები გეგულებათ, თქვენს მამამთილს რომ აქვს შენახული, ის თუ არ გამაშინჯეთ, ძალიან გამიჭირდება ჩემი აზრი მოგახსენოთ მეთქი. პატარა ხანს უკან ორი თუ სამი სულ ქაღალდებით გატენილი უჯრა შემომიტანეს, ჩუმათ გამოეპარებინათ უფ. ლაროკის კაბინეტიდამ იმის ძილში, რადგან ასე დაკრძალული ჰქონდა იმას ეს ქაღალდები, რომ სულ არავის ანდობდა. პირველი ქაღალდი რომ გავშალე და თვალი გადავავლე, ჩემი გვარი იყო ბევრგან ხსეებული და რასაკვირველია ყურები ვაცქვიტე. აი რა ეწერა ამ ქაღალდში:
„ჩემს შვილებს.“
„თქვენთვის რომ გვარი დამიტევებია და მისახელებია, ეს ჩემი გვარი არ არის. მამაჩემს ერქვა სავაჟ. ერთის დიდის ადგილ-მამაულის გამგებლათ იყო წმინდა ლუციას კუნძულებზედ, რომელიც მაშინ ფრანციას ეჭირა. ეს ადგილ-მამული ეკუთვნოდა დოფინელს მანსე დოტრივსა. 1793-ში მამაჩემი გარდაიცვალა და თუმცა ჯერე ძალიან ყმაწვილი ვიყავ, მაგრამ შანსემ მამაჩემის მაგიერად მე დამაყენა. იმ წყეულის წლის დამლევს ანტილის კუნძულები სულ ანგლიჩნებმა წაართვეს ფრანცუზებს, და იმითი უფრო ადვილად დაიპყრეს, რომ იქაური ხალხიც იმათკენ იყო. მაშინ მარკიზი იაკობ-ავგუსტე შანსე დოტრივი ერთის ფრანციის ფრეგატის მბრძანებლათ იყო; ამ ხვამალდს სახელად ეწოდებოდა თეტისი. რამდენიმე იქაური ადგილ-მამაულის პატრონი ფრანცუზები დათანხმდნენ, თავისი ყოველივე საცხოვრებელი ფულათ აქციეს, და ამ ქვეყნიდამ თავი დავაღწიოთო, ნავები მომიმზადეს რომ თეტისის მფარველობით ფრანციაში გამოსულიყვნენ. მაშინ ჩვენი საქმე ძალიან გაძნელებული იყო და მეც ბრძანება მომივიდა, გაყიდე როგორც შეგეძლოს ყოველივე სადოტრივო და ჩვენ მოგვაშურეო. 14 ნოემბერს 1793 წელს კარგა დაღამებული იყო რომ ნავში ჩავჯექ მარტო და ქურდულად გამოვჰსცილდი წმინდა ლუციას, რომელიც სულ გავსილი იყო მაშინ ჩვენის მტრებითა. რაც ფული ამოვიგე ანგლიის ქაღალდებითა, თუ ოქროთი, ერთს მილიონზედ უმეტესი, თან მომქონდა. თვითან მარკიზმა შანსემ იქაურის ზღვის ანბავი ძალიან კარგათ იცოდა და ანგლიჩნები ვერსად მოახელებდნენ, ისე შევიდოდა გროსილეტის ნავსადგურში; და რაკი იქ შევიდოდა მტერი ვეღარ მიაგნებდა. მეც იმღამეს იქ უნდა მივსულიყავ, რომ იქიდამ თან გამოვჰყოლოდი და მოვსულიყავით როგორმე ჩვენს მშობელს ფრანციაში. მაგრამ გამიწყრა ღმერთი და ანგლიჩნებმა მომიგდეს ხელში. ამ ღალატის ბატონებმა მიბრძანეს: ამავ წამს ორში ერთი უნდა ირჩიოთო: ან ახლავე თოფით დაგხვრეტთ; ან ეგ მილიონი შენი იყოს და თეტისი სად იმალება მიგვასწავლეო. მეტათ ყმაწვილი ვიყავი; განსაცდელი მეტად დიდი იყო და შევჰსცდი. ნახევარ საათის უკან თეტისი დაჰნთქეს, ნავები რაც იყო სულ დაიპყრეს და მარკიზი შანსე მძიმედ დაკოდეს. გამოვიდა მას აქეთ ერთი წელიწადი, მთელი წელიწადი, რომ ჩემთვის ძილი აღარსად იყო, სულ ჭკუიდამ შევიშალე, გავგიჟდი. რაც მე ასე მტანჯავს და მკლავს, ეს თუ მე შეჩვენებულს ანგლიჩებს არ გადუხადე, ჩემს სააქაოს შერცხვენას და საიქიოს წარწყედას აღარა დასჭირდებარა მეთქი, ვჰსთქვი, და, ფრანციის მაგიერად, გვადელუპაში გავედი, იქ სახელი გამოვიცვალე; რაც ჩემის მუხანათობით საჯოჯოხეთო ფული მქონდა შეძინებული, უმეტესი ნაწილი დავხარჯე, ერთი კარგი საკუთარი, კარგათ დაიარაღებული გემი გავიჩინე და მივატანე ჩემს ანგლიჩნებს. თხუთმეტს წელიწადს სულ იმათის სისხლითა და ჩემის სისხლითა ვრეცხე ის ტალახი, რომლითაც ერთის წამის ხელმოკლეობამ სულ სვინიდისი გამითუთხნა და ჩემის ქვეყნის დროშაც მთელს ქვეყანაში ვასახელე, ხვამალდის იალქანზედ რომ მიფრიალებდა. თუმცა რაც ახლა სიმდიდრე მაქვს, თითქმის სამი წილი სასიქადულო ჩხუბებში მაქვს ნაშოვნი, მაგრამ ეს სიმდიდრე მაინც იქიდამ შეჰსდგა, როგორცა ვჰსთქვი.
„მოხუცებული რომ მოველ ფრანციაში, შანსე დოტრივების ანბავი მოვიკითხე და შევიტყე, რომ ძალიან შეძლებულნი იყვნენ; უხვათა ჰქონდათ ყოველივე; თავისი საცხოვრებლის ანგარიში არ იცოდნენ. მეც გავჩუმდი და აღარა ვთქვირა. მომიტევეთ, შვილებო; მანამდისინ ცოცხალი ვიყავ, ვერ გავბედე რომ მე ბერი კაცი თქვენთან სირცხვილით გავწითლებულიყავ; ჩემმა სიკვდილმა კი უნდა აღგიხსნათ ეს საიდუმლო და თქვენ, როგორც თქვენმა წრფელმა სვინიდისმა გამხილოთ, ისე მოიქეცით. მე თქვენთვის სათქმელი აღარა მაქვსრა, ერთს ვედრების გარდა: ადრე იქნება, თუ გვიან, დასაბოლოვებელი ჩხუბი მოუვათ ერთხელაც არის ფრანციასა და იმისს გაღმა მეზობელს ანგლიასა. მეტად გვძულან ერთმანერთი და არ იქნება, არ შეიძლება თუ ან ჩვენ არ დავჰსჭამეთ ისინი, ან იმათ არ დაგვჭამეს. თუ ეს ჩხუბი ან ჩემის შვილების სიცოცხლეში ატყდა, ან ჩემის შვილის-შვილებისა, მე მსურს რომ ერთი დაიარაღებული ხვამალდი შევჰსწირონ მმართველობას მხოლოდ იმ პირობით, რომ სახელად ერქვას ამ ხვამალდს სავაჟი და მბრძანებლათა ჰყავდეს ბრეტონელი ვინმე. მაშინ ყოველს სროლაზედ რომელსაც ნიშანში იმ კართაგენელების ნაპირი ექნება ამოღებული, ჩემი ძვლები საფლავში სიამოვნითა შეინძრევიან.
რიშარ სავაჟ წოდებული ლაროკ.
რაც ამ საშინელს აღსარების კითხვაში მე ანბავი მომაგონდა, შინაობაში გაგონილი, ყოველივე ამის ჭეშმარიტებას ამოწმებდა. მამაჩემისაგან ორჯერ მაინც გამიგონია პაპაჩემის ანბავი, სასიქადულოდ რომ იყო ჩემთვის ხსენება იმისი, მაგრამ ჩვენს ოჯახშიკი ყველას ისე ეგონა, რომ ეს რიშარ სავაჟი მსხვერპლად იყო პაპისჩემის ერთგულებისა და არა მოღალატე იმისი, არა გამცემი თეტისისა და დამღუპავი.
ახლა მესმის, რატომ შემომაჩერდებოდა ხოლმე ისე საკვირველად ეს ბერიკაცი და რატომ ჩაფიქრდებოდა ხოლმე მე რომ დამინახავდა. მამაჩემი მეტყოდა ხოლმე. პაპაშენს იაკობ-მარკიზსა ჰგევხარ გასაშტერებლათაო, - და უეჭველათა ეს მსგავსება განაღვიძებდა ბერიკაცის ხსენებაში ამ საზარელს ძველს საქმესა.
რა რომ ეს შევიტყე, მეც დიდად დავჰფიქრდი. ჩემის მხრით ცოტაღა რასმე გულნაკლულობას თუ ვჰგრძნობდი კიდევ ამ უბედურს მოხუცებულზედ, რადგან თავისი დიდი შეცთომა დიდის მწუხარებითაც და დიდის სულის ტანჯვითაც გამოისყიდა. ახლა იმის საოცარს მხნეობას უფრო შევჰკვიროდი და სიბერემდის გამოყოლებულს ანგლიჩნების სიძულილსა, რომ მარტო მათი ხსენება თითქო მკვდარს გააცოცხლებდა ხოლმეო დაუძინებელის გულისწყრომითა. მაგრამ რა უნდა მექნა ახლა, ეს საშინელი საიდუმლო რომ შევიტყე? პირველი ჩემი ფიქრი ეს იყო, რომ ჩემსა და მარგარიტას შუა ყოველი ზღუდე უნდა დარღვეულიყო ახლა, რადგან იმისი საცხოვრებელი ორთავე თანასწორად უნდა გვრგებიყო; მეღა ვიყავ ამ ყვეყანაზედ იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელსაც ამ საცხოვრებლის წყარო ეკუთვნოდა, სიმართლეკი ეს საიდუმლო ანბავი ჩემგან მოსახარებელი არ იყო; თუმცა მე ამის შეტყობაში ბრალი სრულიად არამაქვსრა და იქნება ვალიცა მქონდეს ვეცადო, რომ ვისთანაც მიწეილი არის იმათ მოუვიდეს; მაგრამ რა გამოვიდა? იმ დრომდონ აუცილებელი ხომ მაინც არ აგვცილდება, განუხსნელი ნასკვი ხომ გამოსკვნის და სასაფლავო ლოდი სამარადისოდ დაედება ჩემს სიყვარულს, ჩემს სასოებას და ჩემს გულს უიმედოსა; მერე მაშინ უნდა დამემართოს ესა, როდესაც შემიძლია, რომ საქმე ერთის ლექსით გამოვიტრიალო. იქნება თვითან ამ უბედურმა ქალებმაცა ჰსთქვან, როდესაც ამ ანბავს შეიტყობენ და სირცხვილისაგან გაწითლდებიან; იქნება გაწითლების საყვედური მომძახონ, - თქვენ რომ იცოდით, რატომ ჩვენ არ შეგვატყობინეთო!
მაშ კარგი! თუ ასეა, ვერც დღეს, ვერც ხვალ, ვერც ვერას დროს, სირცხვილი ვერ შეეხება იმათ კეთილშობილურს შუბლსა რაკი ჩემზედ არის ახლა დამოკიდებული. ჩემს ბედნიერებას იმათის დამდაბლების ფასად მე არ ვიყიდი. ეს საიდუმლო, ჩემს გარდა რომ აღარავინ იცის და თვითან დღეს უენო ბერიკაციც რომ ვეღარ გასცემს, - აღარ არსებობს: აჰა! ცეცხლმა დანთქა ყოველივე კვალი და სახსენებელი იმისი.
უფიქრელად არ მიმიცია ეს ქაღალდი ცეცხლისათვის. კარგათ ვიცი რაც გავბედე. ანდერძი იყო შეუხებელი მაგრამ მე შევეხე და დავარღვიე.- ესეც მართალია, რომ მარტო ჩემი საქმე არ იყო აქა. და მყავს საპატრონებელი, იმისი წილიც იყო აქა, გაჭირვებისაგან გამომხსნელი და ახლა ჩემის ხელით უფრო ღრმათ ჩავჰფალ ჩემი და სიგლახაკეში. სულ კარგათ ვიცი ესა; მაგრამ ორი წმინდა და პატიოსანი სული, კარგათ აღზრდილნი და თავმომწონენი, ხომ მაინც არ შეიმუსრებიან და არ გასცრეცდებიან, იმას თვალსწინ რომ ფარდა აჰხდოდა იმათთვის უცნაურს დამნაშავობასა? მე ამ მოქმედებაში, ისეთს სამართალსა ვჰხედავდი, რომელიც ყოველს სამწიგნობროს სამართალს გარდაემატება... თუ დავაშავე, პასუხიც მე ვაგო... დამღალა ამ საქმემ, აღარ შემიძლია...
4. ოკტომბერი.
უფ. ლოპებენ წუხელის მოვიდა, და მეც მნახა. როგორღაც ცუდს გუნებაზედ იყო. ქორწილისა მითხრა რაოდენიმე მოწყვეტილი ლექსი:
ძალიან კარგი საქმეა ეს საქმე; კარგათ უანგარიშიათ; ამას გარიგებას ამ შემთხვევაში ვერავინ დაიწუნებს. ახლა ღამე ნებისა ყმაწვილო; უნდა წავიდე, გზა გაუწმინდო წინ და წინვე მოსალაპარაკებელს პირობაებს, ქორწილის ეტლს რახირუხი არა შეუდგესრა და მშვიდობიანათ მივიდეს სადაც მიდის.
დღეს პირველს საათზედ უნდა შეყრილიყვნენ ზალაში, რომ ჩვეულებით ხელის მოწერის წესი სახალხოთ გადაეხადათ. ამ დღესასწაულს მე ვერ დავესწრებოდი; ჩემმა მკლავის ტკივილმა განმარინა ამ სასჯელსა. ჩემს პატარა ელენესა ვჰსწერდი, რომელსაც ახლა უფრო უნდა შევსწირო ჩემი სული, და ამ დროს, სამი საათი რომ სრულდებოდა, კარი შემოაღეს და შემოვიდნენ ჩემთან მადმუაზელ პორჰოე და უფ. ლოპებენი. ლოპებენი ხშირად ყოფილა აქა და რასაკვირველია ჩემს პატივსაცემელს მეგობარს კარგათ იცნობს. დიდიხნითგანვე ყოფილა ამათში რაღაც უბიწო და გულითადი დამოკიდებულება, რომ ხან და ხან დოკტორს დემარეტსაც ეჭვის ასაღებელი სიტყვა გადაუკრავს. მძიმედ თავის დაკვრისა და გაგრძელებულის სალამის გავვლის შემდგომ, დასხდნენ როგორც იყო და ორთავ როგორღაც ნეტარებით დამიწყეს ცქერა. -ახლა? გაათავეთ მეთქი, ვჰკითხე!
- გავათავეთო, ორთავე ერთ ხმად მიპასუხეს.
- როგორ კარგათ, -მითხრა მადმუაზელ პორჰოემ.
- უკეთესი აღარ შეიძლება. დაატანა უფ. ლობეპენმა, პატარახანს გაჩუმდა და ჰსთქვა მერე: - ბევალლანი ჯანდაბის გზას გავუყენეთ.
- და მადმუაზელ ჰელუენიც თან გავაყოლეთ, მითხრა მადმუაზელ პორჰოემ.
დიდად გავიოცე:
- ღმერთო დიდებულო! რა იყო, რა მოხდა აგრეთი?
- ჩემო საყვარელო, - მითხრა უფ. ლობეპენმა, - ეს განზრახვა, როგორც წუხელის გითხარით, ძალიან კარგათა ჰქონდათ დაწყობილი და, უეჭველია, ამ კავშირს ბედნიერებაც შეუდგებოდა, ცოლის შერთვა რომ ცალიერი ვაჭრობა ყოფილიყო. მაგრამ აგრე არ არის. რა რომ გარიგებაშიმე მომიწოდეს, და მე დამისწრეს, ჩემი ვალი იყო, რომ მარტო შეძლებაკი არ მეანგარიშნა იმათი, ცოტა იმათი გულის პასუხიც შემეტყო და იმათი ხასიათიც გამეგო რამე. ჩემის გამოკვლევით ისე გამოდიოდა, რომ ეს გარიგება არავისთვის არ იყო მოსაწყენი, არც ჩემის ჩინებული მეგობრის მადამ ლაროკისათვის, არც სასურველის დანიშნულებისათვის და არცარავის იმათის სარწმუნო მეგობრისათვის, არავისთვის ერთის სიტყვით, თუ არ მარტო საქმროსათვის; და მე სწორე უნდა მოგახსენოთ, იმას მაგდენს არას დავსდევდი. მართალია, - თვით ამათს, მადმუაზელ პორჰოეს სიტყვას ვანბობ, - მართალია ჟანტილიომი არის...
- ჯენთლმენი,[4] თუ თქვენი ნებაც იქნება და არა ჟანტილიომი, სიტყვა გააშვენებინა მადმუაზელ პორჰოემ.
- ჯენთლმენი, ჯენთლმენი; მაგრამ ისეთი ჯინშის ჯენთლმენი არის, რომ არ მომწონს მე.
- არც მე, ჰსთქვა პორჰოემ.
- მაშ, ქვეყანას რომ შევატყე, რომ ამ ქორწილისათვის, თითქო ქელეხისათვის ემზადებოდნენ, მოვიწადინე ისეთი ღონისძიება მომეღო რამე, პატიოსნებითიცა და კადნიერიცა, რომ თუ პირობის შებრუნება ქალებისაგან არ მოხერხდებოდა, თვითან ბევალლანისათვის აგვეღებინებინა ხელი. ეს ჩემი მეცადინეობა ამით უფრო იყო კანონიერი, რომ მანამდისინ მე აქ მოვიდოდი უფ. ბევალლან კარგათ ცდილი მადამ ლაროკის გამოუცდელობასთანაცა და ჩემის აქაურის ამხანაგის ადვილად მოლბილებასთანაც, რომ ამ საქმიდამ თავისთვის უზომო რამ სარგებლობა დაემკვიდრებინა. რაც პირობისათვის ქაღალდები იყო საჭირო, იმ ქაღალდებს ვერ ვიშორებდი, რომ იმათის ძალით ადრევე მიცემულის პირობის ძალა შემემცირებინა როგორმე და იქამდინ მიველ, რომ როგორიც კონტრაკტი მე მაშინ მქონდა მომზადებული, კაცი თანახმა არ უნდა გამხდარიყო, თუ კი ცოტაოდენი პატიოსნება გულში გააჩნდა რამე ან სვინიდისი სულ ჩაყრუებული არა ჰქონდა. მაგრამ როგორი კაცი იყო რა ვიცოდი? მაშა სადამე ალალბედისათვის უნდა მიგვენებებინა თავი. უნდა გამოგიტყდეთ, რომ გული აუთრთოლებელი არ შემრჩენია, როდესაც კონტრაქტის ხმა მაღლად კითხვა დავიწყე იმდენს ხალხში.-
- მე რაღა? არ მეგონა, რომ ერთი წვეთიღა სისხლი ნედლად შერჩენოდა ძარღვებში, - ჰსთქვა მადმუაზელ პორჰოემ. პირველი ნაწილი თქვენის კონტრაქტისა ისეთი რამ სასარგებლო იყო მტრისათვის, რომ აქ საშველი აღარა არის რა მეთქი. სწორეთ ასე მეგონა.
- უეჭველია, აგრე იფიქრებდით, მადმუაზელ; მაგრამ რომ ვიტყვით ხოლმე ჩვენს მკითხავობაში. მბალი წვერში გამწარდებაო, აქაც ბოლო იყო, რომ უნდა გამწარებულიყო. ბევრს იცინებდი, ბევალლანისათვის და აქაურის ჩემის ამხანაკებისათვის რომ გეყურებინათ გვერთ რომ უჯდა, როდესაც ჩემი მოწყობილება გადაუხსენი. ჯერ ჩუმათ შეჰხედეს ერთმანერთსა, მერე რაღაც წასჩურჩულეს, წამოდგნენ სადაც მე ვიჯექ, იმ სტოლს მოუახლოვდნენ მდაბლის ხმითა მკითხეს, - გაგვიმარტეთ, რას ჰნიშნავს ეგა, ვერ გავიგეთო.
- გთხოვთ, უფალნო, ხმამაღლა ილაპარაკოთ; აქ დასამალავი არა არისრა და რა გნებავთ მეთქი?
მთელმა საზოგადოებამ ყური რასაკვირველია ჩვენ მოგვიგდო, ბევალლანმა იმავე მდაბლის ხმით შემატყობინა, სულ ეჭვებით არის ჩემზედ ეგ კონტრაკტი გავსილიო.
- როგორ ეჭვებითა მეთქი? ვჰკითხე როგორც შემეძლო ისე მაღლა: რა გინდათ ბრძანოთ მაგითი? ვის რას ეწამებით აქა, მადამ ლაროკს, მე, თუ მაგ ჩემს ამხანაგსა?
- სსუ! ჩუმათ! ნუ აყაყანდებითო. ჰსთქვა მაშინ ჩემმა ამხანაგმა ძალიან გაფრთხილებულის ხმითა; ვნახოთ ერთი პირობა ასე იყო, რომ მზითვის გამგებლობა უნდა გადატანილიყო...
- მზითვის გამგებლობა? ჩემო უფალო! მერე სად ჰხედავთ, რომ აქ ხსენება იყო სადმე მზითვის გამგებლობისა?
- კარგია ახლა, ჩემო ამხანაგო, რა დროს ხრიკები არის?
- რაო? ხრიკებიო? ნება მიბოძეთ, ვითარცა თქვენს უხუცესსა, დარიგება მოგცეთ, რომ ეგ ლექსი სრულიად გამორიცხოთ თქვენის ლექსიკონიდამ და ხსენება აღარსად ინებოთ.
მაშ ხელსა და ფეხს მიკრავთ და ეს არის; ჯერ ძუძუმწოვარი გგონივართ ისევა, ჩაიბუტბუტა ბევალლანმა.
- რატომ, უფალო? მაშ მიბრძანეთ ერთი, რისთვისა ვართ აქ შეყრილნი; კონტრაკტსა ვჰხწერთ, თუ ანდერძსა? იქნება გავიწყდებოდეთ უფალო, რომ მადამ ლაროკი ჯერ ცოცხალია ისევა; უფალი ლაროკი ცოცხალია, ამათი მამამთილი; ცოლს ირთავთ თქვენ, უფალო, მემკვიდრეობას ხომ არ ეძებთ... ჯერ არა უფალო, ჯერ არა; ცოტა უნდა მოითმინოთ, რას უპრიალდებით რომ არ ვიცი!
ეს რომა ვჰსთქვი, მადმუაზელ მარგერიტა წამოდგა. - კმარა მაგდენი ლაპარაკი! უფ. ლობეპენო; ეგ კონტრაკტი წყალში ჩააგდეთ. დედაჩემო, უბრძანეთ საჩუქრები შეუბრუნონ უფალსა, - სთქვა და გავიდა ზალაში, როგორც მეფა განრისხებული. მადამ ლაროკიც თან გაჰყვა. მე კონტრაკტი მაშინვე ცეცხლში უკუვაგდე. - მოვიდა ბევალლანი ჩემთან და დიდის დამუქრებით მითხრა, აქ რაღაც რამ მოხერხება არის და შევიტყობ რაც არისო.
- რათ შეწუხდებით უფალო, თვითან მე მოგახსენებთ. ყმაწვილს ქალს ცოტაოდენი თავის მოყვარება აქვს და გულითა ჰსურდა შეეტყო; რომ მთხოულობენ, მე მეტრფიან, თუ მარტო ჩემს მზითევსაო. ახლა შეიტყო და გათავდა. მშვიდობით უფალო!
- გაველ მეცა და ქალები მოვსძებნე სიხარულით ყელზედ შემომაცვივდნენ და კინაღამ დამახრჩეს. უფ. ბევალლანი და რენსელი ჩემი ამხანაგი მაშინვე წაბრძანდნენ. რაკი სახლში ეს ხმა გამოვარდა, მოსამსახურეები ყველანი ალაპარაკდნენ, რამდენი ცუდ კაცობა იმას შესწამეს, ანგარიში სად არის. სხვათა შორის მადმუაზელ ჰელოუენს ევლებოდა გარსაო, ჰსცხადათა ჰსთქვეს. ამ ყმაწვილს ქალს ზოგი ერთი სხვა კარგი საქმე დაჰბრალდა კიდევა და იმანაც განთავისუფლება მოითხოვა. რაღა თქმა უნდა, ისეთის ჯამაგირით დაითხოვეს, რომ ცხოვრება არსად გაუჭირდება... აბა, ახლა ყმაწვილო! თქვენ რას იტყვით ამაზედა? ტკივილი ხომ არ მოგემატათ? რატომ აგრეთმა ფერმა გადაგკრათ...
მართალია ამ ანბავმა ისე შემარყია სიამოვნითაც და მწუხარებითაც, რომ ცოტას გაწყდა გული არ შემიწუხდა.
უფ. ლობეპენი რადგან ხვალ წასვლას აპირებს, ამ საღამოზედ ჩემთან მოვიდა კიდევა და გამომეთხოვა. აქედამაც და იქიდამაც ცოტაოდენი ისეუგზოუკვლოთ ვილაპარაკეთ რაღაცა და მერე მითხრა; ჰო, მართლა, ჩემო საყვარელო შვილო მაქსიმე! აქაურს ანბავს მე თქვენ არასა გკითხავთ; მაგრამ, ვინიცის, იქნება ხელის გამართვა ან რჩევა დაგჭირდეთ და გთხოვთ მაშინ მე არ დამივიწყოთ.
მართლათაც შეუძლებელი იყო უკეთესი სანდო გული მეშოვა სადმე და არა დაუმალერა, ყოველივე უანბე, რამდენიმე ფურცელი თვითქმის ამ ჟურნაილდამაც წაუკითხე, მხოლოდ ერთს საქმეს გარდა, რომელსაც ვერც ერთს სულდგმულს ვერ ვანდობ: მოხუცებული ლაროკის ანდერძისა სულ არა გამიმხელიარა.
ჩემი აღსარება რომ გავათავე, ლობეპენმა თავისი სქელი წარბები უფრო წინ წამოიწია და მითხრა:
- ახლა საჭირო აღარ არის, დაგიმალოთ ჩემო საყვარელო მაქსიმე, რომ როდესაც აქეთა გგზავნიდით, თქვენსა და მადმუაზელ მარგრეტას შეუღლებასა ვჰფიქრობდი. საქმეც ისე მოდიოდაა, როგორც მსურდა. ჩემის ფიქრით რომ ერთმანერთის ღირსნი ხართ, ვერ დაუახლოვდებოდით ისე ერთმანერთსა, რომ თვითან თქვენვე არ გეგრძნოთ ესა. მაგრამ ამ ახირებულმა ელვენის ციხის ანბავმა სულ ერთიანათ ჩამიშალა ანგარიში, უნდა გამოგიტყდეთ. აბა რა საქციელია, ღვთის გულისათვის! ჯერ ფანჯრიდამ გადახტომა, იმ განზრახვით, ეგების კისერი მოვიტეხოვო, - ერთი მითხარით, ეს არა კმაროდა? რომ თქვენი პატიოსნება დაგემტკიცებინათ? ამ ყოვლად საქებარს საქმესთან ის რაღა საჭირო იყო, რომ შეჰფიცეთ ამ საცოდავს ქალსა; არას გზით არ შეგირთავ თუ არ ისეთს შემთხვევაში, რომელიც ყოვლად შეუძლებელია, რომ მოგეცეთ როდისმე. თავი მომწონს, გამოცდილი კაცი ვარ და შეძლებაცა მაქვს, მაგრამ ათასი რომ დავიტრაბახო მაინც არ შემიძლია, რომ ხუთასი თუმანი წლის შემოსავალი ან თქვენ გაშოვნინოთ სადმე, ან მადმუაზელ ლაროკს წავართვა როგორმე.
- მაშ რას მირჩევთ, უფალო? როგორც ჩემს სვინიდისს, თქვენც ისე გენდობით. მითხარით, მირჩიეთ. დავივიწყო ის ჩემი აღთქმა, უგუნური, მაგრამ გულით ნათქვამი, უკანასკნელი მიზეზი რომ არის თქვენის სურვილის დამაბრკოლებელი, თუ რა ვჰქნა?
ლობეპენი წამოდგა. წარბებ შეჭმუხვნილმა რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა აჩქარებულის ფეხით; მერე წინ დამიდგა, ხელი-ხელს მომკიდა და მითხრა: -შვილო მაქსიმე! შვილივით მიყვარხართ მართალია; მაგრამ გულიც რომ მოგიკვდეს და იმასთან თვითან მეც რომ მომიკვდეს, მე ჩემს სარწმუნოებას ვერა ვჰგმობ და ჩემს სვინიდისს ვერ გადაუდგები. პატიოსნებას რო გადააჭარბოს კაცმა ის შეიძლება კიდევა, და დარღვევა კი არას დროს. არ უნდა გაბედოს ფიცი თუ ძალათ არ დაუფიცებივართ. რომ ხანჯლით თავს გვდგომიყვნენ, ან დამბაჩა გულზედ დაეჭირებინათ, - ჯერ სულ არ უნდა ვიფიცოთ და თუ ვიფიცეთ, აღარას დროს არ უნდა გავტეხოთ. ეს არის ჩემი აზრი და ჩემი კანონი.
- ჩემიც ეგ არის. მაშ ხვალ მეც თქუენთან ერთად მოვდივარ.
- არა, მაქსიმე! რამდენსამე ხან ჯერ ისევ იყავით. სასწაულისა ჩუენს დროში მე არავიცირა; მაგრამ ღმერთი მწამს და ვიცი, რომ სათნოებისა და სიმართლისათვის არ წაგვწყმედს... ზოგი იმისს განგებასაც ვაცალოთ...მართალია, ძნელს მოთმინებას ვითხოვ თქვენგანა, მაგრამ უსათუოდ კი მოველი, რომ ჩემს მეგობრობას პატივს სცემთ და მხნედ იქნებით. ერთ თთუეზედ თუ ჩემი ანბავი არ მოგივიდათრა, მაშინ კი თქუენი ნება იყოს, წამოდით
გადამეხვია და გამომეთხოვა. დავრჩი მარტო, სვინიდისით დამშვიდებული, სულით შეძრწუნებული
25 ოკტომბერი.
ორი დღეა, რაც გარეთ გამოსვლა მოვახერხე და სასახლეში შევედი. ელვენის ციხეში რომ ერთმანერთს გავჰშორდით, მასაქეთ ჯერ არ მენახა მადმუაზელ მარგერიტა. მარტო იყო ზალაში, მე რომ შეველ. რომ დამინახა, ფეხზედ ადგომა დააპირა, მაგრამ მოაგონდა რომ ჩვეულებათ არა ჰქონდა, - დარჩა ისევ და თოთქო სახეზედ ცეცხლი მოედოო, ისე აენთო. გადამდები იყო ეს სიწითლე, ამიტომ რომ მეც ისე გავსწითლდი.
- როგორ ბრძანდებით, უფალო? - ხელი მომაწოდა და ისეთს ხმითა მკითხა ესა, ტკბილათ, მოწიწებით და ნარნარებითა, რომ ცოტას გამიწყდა, კინაღამ მუხლებზედ არ დავეშვი და ხელზედ არ ვაკოცე; მაგრამ შევიმაგრე თავი როგორც იყო და ისევ ცივის ზრდილობით მადლობა განუცხადე. დაღონებით შემომხედა მაშინ, მერე უიმედობის სახით ძირს დაუშვა თავისი მსხვილი თვალები და მიჰყო ხელი ისევ თავისს ხელსაქმეს.
თვითქმის იმავ წამს პაპასთან გაიხმეს დედის დაბარებით. საწუხრათ იყო ბერიკაცის საქმე. აღარც ხმა ჰქონდა, აღარც მოძრაობა: დამლისაგან იყო ერთიანათ დაპყრობილი; სიცოცხლე მხოლოდ სუნთვაშიღა ეტყობოდა. ეჭვი აღარავის ჰქონდა, რომ მოტანებული იყო იმისი აღსასრული მაგრამ მეტად ძლიერად ჰფლობდა სიცოცხლე იმისს გულსა, რომ ადვილად განშორებიყო. დოკტორმა წინასწარვე ჰსთქვა, სულთა ბრძვა გაგარძელებული ექნებაო. მაინც, რა რომ იმისი საქმე ასე დამძიმდა, იმ დღეს აქეთ მადამ ლაროკი და იმისი ქალი, აღარა ჰშორდებოდნენ და იმ გულშემტკივნეულობით უვლიდნენ, სათნება რომ არის და დიდება საკუთარი იმათის სქესისა. გუშინწინღამვეღარ გაუძლეს თავისს დაღალულობას; ჩვენ უთხარით, დოკტორმა და მე; ამაღამ თქვენ დაისვენეთ და თქვენ მაგიერად ჩვენ უთევთ ღამესაო. რომ აღარ შეეძლოთ გვეთანხმნენ და დავრჩით მე და დოკტორი. დოკტორიც ძალიან დაღალული ყო და მითხრა, ცოტას ხანს თვალს მოვატყუვებ იქითა ოთახშიო. -მე აღარაფრის გამოსადეგი ვარ აქა; საქმე გათავებული არის. ხომ ჰხედავთ, თვითქმის ქშენაც აღარა აქვს საბრალო ბერიკაცსა!... გამოიღვიძებს თუ არა, აღსასრულიც ის იქნება. მაშ შეიძლება ჩვენც მოსვენებით ვიყოთ. თუ ცვლილება შეამცნიეთ რამე, დამიძახეთ, მაგრამ ხვალამდინ არა მგონია მოჰხდეს რამე. უძილობამ გამათავა, ეს არის თავი მივდეო, - ერთი მძიმეთ დაამთქნარა და გავიდა მეწყინა მე ამ დოკტორის ლაპარაკი და შეუპოვარი სითამამე ამ მომაკვდავის წინაშე. ძალიან კარგი კაცი არის ეს დოკტორი, მაგრამ კაცი სიკვდილის წინაშე შესაბამის მოწიწენითა და პატივისცემით უნდა იყოს; მარტო ხორციკი არ უნდა უყურებდეს. იხრწნება, იმ უკვდავის ნაწილისათვისაც უნდა ჰფიქრობდეს, ხორცს რომ ჰშორდება განთავისუფლებული.
მარტო რომ დავრჩი, გადადებულს ფეხთით მოუჯექ; წინ ლამპარი მეკითხა; ფიქრი ვეღარ მოვიშორე თავიდამ, რომ საოცარი რამ იყო ეს შემთხვევა: ამ ბრალეულს ბერიკაცს, ამდენის ხნისას, ამდენის განსაცდელის გამომვლელს, უკანასკნელის ძალის მოწმით და მფარველათ მე უზივარ, შვილის შვილი იმ კაცისა, რომელიც ამისმა გაცემამ დაღუპა. მერე ამ ადგილისა და ამ ჟამის მდუმარებაში უნებლიეთ მაგონდებოდა მრავალგვარი შფოთვა და სისხლის ღვრა ამ სულიერისაგან ახლა რომ საუკუნოებათა მიმართ მიდიოდა. მინდოდა იმისი საქმეების მომაგონებელი ნიშანი მენახა რამე ახლანდელის იმისს სახის მეტყველებაში, მაგრამ საფლავის წინასწარს მდუმარებასა და მშიდობას გარდა, სხვას ვერას ვჰხედავდი. ხან და ხან ახლოს მივიდოდი და დავჰხედავდი ხოლმე, სუნთქვა აქვსღა კიდევა თუ არა მეთქი.
შუაღამის დროს რაღამც შეუპოვარმა უძრაობამ შემიპყრა და მიმაძინა თავით ხელის გულზედ დასვენებული. რამდენს ხანს ვიყავი ასე, არ ვიცი, მაგრამ ერთი რაღაც შრიალი მომემა და თვალი რომ გავახილე, სულ ძვლები შემიჟრჟოლდა. ბერიკაცი თვითქმის წამომდგარიყო თავისს ქვეშაგებში, მე შემომჩერებოდა გაოგნებული და თვალებში ისეთი სიცოცხლე და ისეთი გონიერება უნათბდა, რომ აქამდისინ მე იმაში არსად მინახავს. ჩემი თვალი რომ მოჰხვდა იმის თვალს ბერიკაცი ათრთოლდა, ხელები გულზედ შეიკრიფა და მითხრა ისეთის საკვირველის ხმითა, რომ ჩემი გულის ძგერა შეაყენა:
- უფალო მარკიზო, მომიტევეთ!
მინდოდა ავმდგარიყავ, მინდოდა მეთქვა რამე; მაგრამ არიქნა; გაქვავებული ვიყავ.
- უფალო მარკიზო! მომიტევეთ ღვთის გულისათვის, - მითხრა განმეორებით.
ძლივს მოვახერხე მაშინ ადგომა და მოსვლა მასთან. რამდენიც მე დაუახლოვდი, იმდენი იმან კან დაიწია. თითქო შიშით მერიდებოდა. ავიღე ხლი, იმისს საზარლათ გამოტეხილის თვალების წინ დაუშვი და უთხარი:
- შვიდობით იყავით; გულით მომიტევებია მეთქი.
ჯერ არცკი გამეთავებინა ეს სიტყვა, რომ იმისი გაცრეცილი ფერი გაბრწყინდა სიხარულითა და სიჭაბუკით. მაშინვე ორი ცრემლი გადმოვარდა იმისს გამშრალის თვალებიდამ, ერთი ხელი ჩემსკენ მოიღო, მაგრამ შეიკეცა იმავ წამს და თითქო ტყვია მოჰხვდა გულშიო, თვალები გადმოუბრუნდა. - ოჰ! ანგლიჩნებოო! ჰსთქვა და დაეცა ბალიშზედ უძრავი.
ვიკივლე და ვინც ახლო-მახლოს იყვნენ, ყველანი შემოცვივდნენ; გარს შემოეხვივნენ ლოცვითა და ტირილით. მე გამოველ სულ შეწუხებული და შერყეული ამ საიდუმლო საუბრისაგან, რომელიც ჩემსა და მიცვალებულს შუა უნდა დარჩეს სამარადისოდ.
რა რომ ეს მოხდა, ახლა უმეტესი ტვირთი დამედვა ზრუნვისა და ჩემის თანამდებობისა, ამდენს ხანს აქ ყოფნა არ გამემტყუნება ჩემის სვინიდისის წინაშე. ყოვლად შეუძლებელია გავიგო რამე, რათ უნდოდა უფ. ლობეპენს, რომ აქედამ გავსლა დამეგვიანებინა. რა ანგარიში უნდა ჰქონდეს? რატომ არ იფიქრა, რომ უსარგებლო მწუხარებას გარდა ისეთი სამქე დამსაქმა ამითი, რომ აღარც პატიოსნებას შეეფერება, აღარც ღირსებას ჩემსას? რა გამიკეთებია მას აქეთ? თუ მეთქმის, ახლა უფრო მეთქმის, იმისთვისა ხართ აქა, რომ ჩვენი გული და გრძნობა სათამაშოთ გაიხადოთო? ჩემი პირველი ნახვა მადმუაზელ მარგერიტასი, ავათმყოფობის შემდგომ, ძალიან საკმაო უნდა ყოფილიყო ჩემთვის, რომ ბოლო მომეღო ამ სწორეთ საკიცხავის მდგომარეობისთვის. ვსთქვათ ბერიკაცის სიკვდილმა შემაყენა კიდევ რამდენსამე ხანს ახლა რაღას უყურებ?...
26. ოკტომბერი. ქალაქი რენნი.
გათავდა ყოველივე. -ღმერთო! რა მაგარი იყო ის ჯაჭვი, რა მაგრათა მქონდა გული დაბმული, რომ დაწყვეტამ ისიც შემიმუსრა.
გუშინ საღამოს, ცხრა საათზედ, ჩემს ფანჯარაში გადაკიდებული რომ ვიყურებოდი, ერთი სინათლე დავინახე ჩემსკენ მომავალი იმგზით, რომლითაც სახლიდამა სულ არავის უვლია. პატარახანს უკან კარი დამირეკეს და შემოვიდა მადმუაზელ პორჰოე დაქანცული...
- ბიძაშვილო, საქმე მაქვს თქვენთანა.
- მობრძანდით. უბედურება ხომ არ არის კიდევ!
- არა; მაგრამ თქვენვე განსჯით. შვილო, ამ ერთს კვირაში ორჯელ თუ სამჯერ საღამოთი სასახლეში იყავით, არა შეგიმჩნევიათრა ქალებისათვის ახალი, საოცარი?
- სრულიად არა.
- სახეზედ მაინც არ შეგიმჩნევიათ რაღაცნაირი ისეთი გულის დამშვიდება, რომ უწინ არა ჰსჩნევიათ.
- იქნება, დიაღ! იმათი მგლოვარება თუ არ ვახსენეთ, მართლა როგორღაც მეტად დამშვიდებულნი არიან, თითქო ბედნიერნი ვართო.
- ეგ არის, ეგ არის. სხვა იმათი ახალია ჩვეულება, რაც ამ ორს კვირაზე ყოველ დღე რომ იქა ვარ, მე მინახავს, თქვენც რომ გენახათ, მაშინ უფრო გაიკვირებდით. მადამ ლაროკმა თავისს ბრაზეროზედაც და ყოველს თავის კრეოლურს უვნებელს ჩვეულებაზედ. ახლა ასეთს დროსა დგება დილაზედ, რომ ზღაპარიაო, კაცი იტყვის და ისა და იმისი ქალი ორივე ხელსაქმეს მოუსხდებიან ხოლმე. ორთავე როგორღაც მეტის მეტად შეჰყვარებიათ ხელსაქმე და კითხულობენ, ნეტა რას იშოვნის ერთი ქალი, რომ ასე ხელსაქმობდესო. ერთის სიტყვით, რაღაც გამოცანა იყო იქა, თავს ვიმტვრევდი და ვერ გამოვიცან, ბოლოს შევიტყე და ვჰსთქვი ჩემს ოცნებაში, რაც უნდა ჰქონდეთ გულში უფალს მაქსიმეს, ეს უთუოთ უნდა შევატყობინო მეთქი.
- მადამ ობრი მოვიდა ამ სარამოს საიდუმლოთ ჩემთან; ჯერ გადამეხვია, თუმცაკი არაფრად მეპრიანება იმისი გადახვევა; მერე თავისებურად წუწუნს მომიყვა, რომ სახსენებელი არ არის და ბოლოს მითხრა, ღვთის გულისთვის უშველეთ რამე იმ ქალებსა, თორემ დაიღუპნენ ეს-ეს არისო. აი რა მიანბო: ეს ქალები მმართებლობისაგან ნებას თურმე ითხოვენ რომ ყოველი თავის საცხოვრებელი ერთს სასულიეროს საზოგადოობას შესწირომ რენნში და ამითი მადმუაზელ მარგერიტა გაასწორონ თქვენთან, რომ ისიც ისეთი ღარიბი იყოს. როგორც თქვენა ხართ. თქვენი გამდიდრება რომ არ შეუძლიათ, გაღარიბება განუზრახავთ. არ შეიძლებოდა ჩემო ბიძაშვილო არ შემეტყობინებინა თქვენთვის. ეს განზრახვა იმათის გულწრფელობისა და სულის სიწმინდის შესაფერიც რომ არის და იმათის გაბრუებულის თავისაცა. მომიტევეთ, მაგრამ ესეც უნდა ვჰსთქვა, თქვენი ვალია, რომ რითაც იქნება მოუშალოთ ეს ფიქრი, ან თვითან რა საშინელს სინანულში უნდა შევიდნენ ეს ჩვენი მეგობრები, ან თქვენ რა მოუფიქრებელი პასუხის-გება უნდა ტვირთად დაგედვას სვინდისზედა, - ამას თქვენც კარგათ მიჰხვდებით. რომ შეგეძლოთ, ჩემო საყვარელო, და მარგარეტას შერთვაზედ ახლავე თანახმა გახდებოდეთ, უკეთესი არა იქნებოდარა; მაგრამ არც კი თქვენი აღთქმა არის ისეთი ვალი რომ იმისი გატეხის პატიოსნება არ დაირღვეოდეს. რაც უნდა უსაფუძვლო იყოს მიზეზი, რაკი ერთხელ აღთქმას დასდებს კაცი, უნდა მოკვდეს და უსათუოდ კი აღასრულოს. მაშ ახლა ამ საქმეს სრულიად აღარა გაეწყობარა, ერთის ღონისძიების გარდა: ახლავე უნდა გაჰშორდეთ აქაურობას და გადუწყვიტოთ ამ ქალებს ყოველი იმედი თქვენის აქ ყოფნისაგან რომ გამოელიან, რაკი თქვენ აქ აღარ იქნებით, მაშინ მე უფრო გამიადვილდება ჭკუაზედ მოყვანა ამ ყმაწვილებისა.
- მე მზათა ვარ: ამაღამვე წავალ.
- დიაღ კარგი და პატიოსანი მე რომ ამ რჩევას გიკეთებთ, ჩემო სასურველო მეგობარო, მეც პატიოსნების ვალს ვემორჩილები საზარელსა, ჩემს მარტოობაში თქვენ მეგულებოდით დამატკბობელი უკანასკნელის ჩემის დღეებისა; თქვენ იყავით, რომ განმიახლეთ ყოველი ლმობიერება და ნათესაობის სიყვარული, ამდენი ხანია რომ აღარ განმიცდია. თქვენ რომ თავიდამ გიშორებთ, მეტად გასაჭირია ჩემგან ეს მსხვერპლი; მაგრამ არა გამეწყობარა. - მერე წამოდგა ზეზედ და მიყურა რამდენსამ ხანს გაჩუმებულმა: - ჩემს ხანში მყოფნი ყმაწვილს კაცებს კი აღარ ჰკოცნიან, - დალოცვენ და ისე გამოეთხოვებიან. მშვიდობით, შვილო სასურველო! ღმერთმან დაგიმადლოს და გაკურთხოს. - მე ათრთოლებულს ხელს ვაკოცე და დამანება მაშინ თავი.
საჩქაროთ მოვიმზადე, რაც რამ თან წასაღები მეგულებოდა; მერე რამდენიმე სტრიქონი მივსწერე მადამ ლაროკს. გულს მოდგინებითა ვჰსთხოვე ამ განზრახვისათვის თავი დაენებებინათ; კარგათ არ იცოდნენ, რა საშინელება შეუდგებოდა იმისს აღსრულებას და ჩემის მხრით მე ყოველს მონაწილეობას უარს ვჰყოფდი. პირობას ვაძლევდი, - კარგათ იცოდნენ როგორ იყო ჩემი პირობა, - რომ არას დროს არ ვჰთანხებიყავ ჩემს გაბედნიერებას. თუკი იმათს გაღარიბებაზედ იქნებოდა დამყარებული. იქნება უფრო ადვილად დამიჯერონ მეთქი, ბოლოს იმედიც გამოუცხადე, რომ ამ ახლო ხანში თვითან მე მოველი მეთქი სიმდიდრესა და იმედი მაქვს მალე შევიტყო იმისი ანბავი მეთქი.
შუაღამისას, ყველანი რომ დაძინებულები იყვნენ, გამოვესალმე ჩემს სადგომს, ჩემს კოშკსა, - სადაც ამდენი მწუხარება გამოვიარე და ამდენი სიყვარული, - და ჩუმათ შეველ სასახლეში ერთის კარიდამ, რომელსაც გასაღები მე მქონდა მონდობილი. ქურდივით შევიარე ბნელი დრეფნები და ზალის კარი შევაღე. ამ ერთის საათის წინ ისა და იმისი დედა აქა ყოფილან: იმათგან დაკმეული საამო სუნნელება ჯერ ისევ სტრიალებდა, იმათი ხელსაქმის კალათი აქ იდგა ახლად ჩალაგებულის ხელსაქმის ფერადებითა... ეჰ! საწყალო ჩემო გულო! -დავიჩოქე სადაც ის მჯდარიყო, ამიდუღდა გული და ვიტირე როგორც პატარა ყმაწვილმა... ოჰ! ღმერთო? რა დიდად მიყვარდა!
ღამე ბევრი აღარ რჩებოდა, პატარა ქალაქში მიველ როგორც იყო და ეს დილაზედ იქიდამ ფოჩტის კარეტამ რენნს მომიყვანა. ხვალ საღამოზედ პარიჟში შევალ. სიღარიბევ, მარტოობავ, უიმედობავ! მანდ რომ მიგანებეთ თავი, ისევ თქვენთანვე მოვდივარ ახლა. უკანასკნელო ყმაწვილკაცობის ოცნებავ, ოცნებაო ციურო, მშვიდობით!
პარიჟი.
მეორეს დილაზედ რკინის გზისაკენ წასვლა დავაპირე, ერთი ფოჩტის კარეტა შემოიჭრა იმ ტრაკტირის ეზოში, სადაც მე ვიყავ ჩამომხდარი, და ვინ არის ესა მეთქი, რომ ვიკითხე, ალენი გადმოხტა კარეტიდამ. პირის სახემ მაშინვე გაუცინა მე რომ დამინახა.
- გმადლობ შენ ღმერთო! რომ ისევ აქ მოგასწარით, უფალო! წიგნი გახლავს თქვენთანა.
ამოიღო უბიდამ წიგნი და რომ დავჰხედე, ლობეპენის ხელი ვიცან. წუხელის რომ წამოველ ცოტას ხანს უკან, ან იქნება მაშინაც, ის იქ მისულა და ორიოდ სიტყვასა მწერს, მადმუაზელ პორჰოე ძალიან ავათ არის, თქვენა გკითხულობს და რაც შეგეძლოთ მოსვლა დააშურეთო. შევაბმევინე მაშინვე ცხენები, ალენიც დიდის გაჭირვებით ჩემთან ჩავისვი და იქითვე გავსწიეთ. გზაზედ ვჰკითხე, რა მოხდა, რა ანბავი არის, შემატყობინეთ მეთქი.
- რა მოჰხდა, უფალო, და ეს მოჰხდა, რომ უფალმა ლობეპენმა მინისტრის წიგნი მოუტანა მადმუაზელ პორჰოეს თქვენი საქმე გარიგდაო და რასაც საცხოვრებელსა დავობდით, სულ ყოველიფერი თქვენ დაგრჩათო, როგორც მე მგონია მიზეზი თქვენი ბრძანებით, რომ საქმე ასე გადაწყვეტილა. სამტრედეში რომ რაღაც ქაღალდები ყოფილა, თქვენ გადაგირჩევიათ და იმ ქაღალდებში ერთი ისეთი რაღაც საბუთი გიპოვნიათ რომ იმ საბუთს გამოუტრიალებისა საქმე. მართალი არის ესა თუ არა რა მოგახსენოთ; მაგრამ თუ მართალია, საწუხარი არის მეთქი, ვთქვი ჩემ გუნებაში, რომ ამ პატიოსან ქალს რაღაც სობორო უძევს თავში და აღარ ეშვება მეთქი... უწინდელზე ახლა უფრო მაგრად უკიდია ხელი... ჯერ ესა, რომ ეს ანბავი მოუვიდა თუ არა, წაიქცა მაშინვე და ეს-ეს არის სული ამოუვიდაო გვეგონა; პატარახანს უკან გამოაბრუნეს როგორც იყო და მოჰყვა მაშინვე თავისებურათ სობოროზე ლაპარაკსა, ხან რა გააკეთა, ხან რა მოშალა, ხან რა მოუმატა, ვინ იცის. არიქნა, არ მოისვენა, მანამდისინ რაც პლანები ჰქონდა, იქვე არ გადმოუწყვეს და ოსტატებიც არ დაიბარეს. სამი თუ ოთხი საათი სულ ამ ანბავში იყო; მერე მიიძინა და რომ გამოიღვიძა, არიქნა უფალი მომგვარეთო, უფალი მარკიზიო (ამ სიტყვაზედ ალენმა დიდის პატივისცემით თავი დამიკრა) და გამომაფრინეს კიდეცა. თქვენი მტერი ჩემი საქმე იქნებოდა, აქ რომ არ მოგწევიყავით. მე მგონია, ისევ იმ სობოროზედ უნდა მოლაპარაკება თქვენთანა.
ჯერ ძალიან გამიკვირდა მე ეს ანბავი; მერე მომაგონდა, რომ არც ალენის ნათქვამი უნდა ყოფილიყო უსაფუძვლო. ადრევაცა ვჰსთქვი, რომ ისპანიურმა პორჰოების საქმემ ორნაირი ცვლილება გამოიარა: ჯერ მადმუაზელ პორჰოეს წამოედავა ერთი კასტილიელი ძლიერი ოჯახი, მემკვიდრეობა ჩვენ გვეკუთნისო, და მერე, საქმე რომ იმათკენა წყდებოდა, ახლა იმათ აუტეხეს დავა, რომელშიაც ჩემს მეგობარს მონაწილეობა სრულიად აღარა ჰქონიარა: მმართველობა წაედავა იმათა, ეგ საცხოვრებელი კანონით ბეითალამანი არის და ხელმწიფეს ეკუთვნისო. საქმე რომ ამ მდგომარეობაში იყო და ჩვენის მხრიდამ რომ იმედი სრულიად შეიძლებოდარა, მადმუაზელ პორჰოეს მაინც არას ვატყობინებდით და მე ვარჩევდი ძველს ქაღალდებს თითქო ამის საქმე ისევ წარმოებაში ყოფილიყოსო. ამ ქაღალდების ჩხრეკაში რომ ვიყავი, სწორეთ ორი თთვე იქნება მას აქეთ ერთი საკვირველი ქაღალდი მომხვდა ხელში. აი
იმისი პირი:
„ჩვენ ფილიპე მეხუთე, წყალობითა ღვთისათა კოროლი კასტილიისა, ლეონისა, არაგონისა, ორთა სიცილიათა, ისერუსალიმისა, ნივარრასი, გრენადასი, ტოლედოსი, ვალენციისა, გალიციისა, მაიორკისა, სევილიასი, სარდენისა, ვოლდოვასი, კადიქსისა, მურციისა, საენისა, ალგარვასი, ალჯეზირასისა, გიბრალტარისა, კანარიის კუნძულებისა, აღმოსავლეთის და დასავლეთის ინდოეთების, ოკიანის კუნძულებისა და დედამიწებისა, მთავარ-დუკი ავსტრისსა, დუკი ბურგონიისა, ბრაბანტისა და მილანისა, გრაფი ჰაბსბურხისა, ფლანდარიისა, ტიროლისა და ბარსელონისა, ხელმწიფე და მპყრობელი ბისკაიისა და მოლინასი, და სხვათა.
„შენ ჰერვე-იოანე-იოსელინე, უფალს პორჰოე გაელს, გრაფს დე ტორესს-ნუევას და სხვა. რომელი მგზავრობაში თან მახლდი ჩემთა ქვეყნებთა შინა და სამაგალითო ერთგულებით მემსახურე, აღგითქვამ წყალობასა ამას რომელ, უკეთუშთამომავლობა შენი სწორე კანონიერი გარდავიდა და საკუთარი შენის სისხლის მემკვიდრე აქ არავინ დაგშთა, ყოველი საცხოვრებელი სახლისა შენისა მიეცეს, თუნდა ვირგვინისა ჩემისა დასაკლისადცა, შთამომავლობასა სწორეს და კანონიერსა იმ პორჰოე-გაელთ შენთ ნათესავთა, რომელნი ამ ჟამად ფრანციაში იმყოფებიან, ანუ მაშინ იქნებიან. „უცვალებელსა და შეურყეველსა წყალობის ნებასა ამას აღვსთქვამ და ვამტკიცებ ვითარცა ჩემაგიერად, ეგრეთვე მომდევნოთა ჩემთა მაგიერად სარწმუნოებითა და სამეფო სიტყვითა ჩემითა.
აღწერა ესკურიალს. 10 აპრილს 1716. წელსა.
ი. ო. ე. ლ. რე. ი.
ეს ქაღალდი ისპანიურიდამ იყო ნათარგმნი, და ისპანიური ნამდვილიც მალე ვიპოვნე, მაგრამ უნდა აღვიარო, დიდი ეჭვი მქონდა, რომ ამდენის ხნის წერილის ძალით ახლანდელს ისპანიის მმართველობას ამოდენის სიმდიდრის გაცემა ენებებინა. მე თვითქმის ამასაც ვფიქრობდი, თუნდ რომ ინებებდეს კიდეც, იქნება სამართლით ვეღარცკი აღსრულოს მეთქი. ამ იჭვნეულობაში რომ ვიყავ, მადმუაზელ პორჰოესათვის სულ არა შემიტყობინებიარა ამ ქაღალდისა; და ლობეპენსკი მაშინვე გაუგზავნე. მასაქეთ სულ აღარსად გამხსენებია ეს საქმე. ახლა ცხადათა ჰსჩანს, რომ შემცთარი ვიყავი ისპანიის მმართველობის პატიოსნებაზედ: როდესაც უმაღლეს განჩინებას ეს სიმდიდრე ხაზინის სასარგებლოდ დაუდვია, მაშინ იმავე სიმაღლეს ბრძანებას კოროლის ფილიპპე მეხუთის ნება აღუსრულებია და ვითარცა გვირგვინისა, ამ აღთქმისაებრ, ღირსებით გარდაუცია კანონიერის მემკვიდრისათვის.
ცხრა საათი იყო, რომ მადმუაზელ პორჰოეს ღარიბის სახლის კარს მივადექ, სადაც ეს თვითქმის მეფური სიმდიდრე უნდა შემოსულიყო. პატარა გოგო დაგვხვდა მტირალი. იმავ წამს ლობეპენის ხმაც მომესმა; - მოვიდაო. მივაშურე; ბერიკაცმა ღონივრად ხელი ჩამომართვა და ხმა არ გამომცა, ისე შმეიყვანა მადმუაზელ პორჰოეს ოთახში. მკურნალი და მღვდელი გაჩუმებულნი იდგნენ ფანჯარასთან. მადამ ლაროკი სკამზედ დაჩოქილი იყო კრავატის წინა; იმისს ქალს, ფეხზედ მდგომიარეს ბალიშები ეჭირა, რომელზედაც მისვენებული იწვა ჩემი მოხუცი მეგობარი. ავათმყოფმა რომ დამინახა, ცოტათ გამიღიმა და თითქო სიხარულმა შეაშფოთა. გაჭირვებით ერთი ხელი გადმოიღო; ამ ხელს დავეკონე, მუხლებზედ დავეშვი და თავი ვეღარ შევიმაგრე ტირილისაგან.- ჩემო შვილო, ჩემო სასურველო შვილო! ჰსთქვა და შეჰხედა უფ. ლობეპენს. -მაშინ ლობეპენმა კრავატიდამ რაღაც ქაღალდი აიღო, რომელსაც უჩემოთ თურმე უკითხავდა ავათმყოფსა და ახლა ჩემთან წაიკითხა შემდგომი:
„ამისა გამო, ამ ჩემის საკუთარის ხელით ნაწერს ანდერძით მემკვიდრეობა ყოველის ჩემის კუთვნილებისა და საცხოვრებელისა ვითარცა ისპანიასა, აგრეთაც ფრანციასა შინა, გარდამიცია უფალის მაქსიმე-იაკობ-მარიოს-ოდიო, მარკიზ შანსე დოტრივისათვის. კეთილშობილისათვის გულითა და შთამომავლობითა. ესე არის ნება ჩემი უკანასკნელი.
ჟოსლენდა-იოანნა, გრაფინა დე პორჰოე-გაელ“
გავკვირვებული რომ ზეზე წამოვდექ და ლაპარაკი რომ დავაპირე, მადმუაზელ პორჰოემ მარგერიტას ხელი გამოართვა და მე ჩამითვალა. ჩემმა სატრფომ თავი დაიღო მაშინ და რამდენიმე სიტყვა ყურში უთხრა ავათმყოფს. მე სათქმელი ვეღარა მოვახერხერა, ისევ მუხლებზედ დავეშვი და გულითადი ლოვა ვიწყე ღვთის მიმართ. ამ დროს მარგერიტამ ხელი გამომტაცა და ჰსწუხსო მიაძახა კურნალს. მოსცვივდნენ ყველანი; მეც ავდექი. მადმუაზელ პორჰოე დაეშვა როგორღაც გაბრწყინვებულის თვალით მაღლა მაყურებელი და დაიწყო მოწყვეტილი ლაპარაკი თითქო მძინარემაო: ღმერთო, ღმერთო სახიერო!... ვჰხედავ... მაღლა!... დიაღ!... ქორო... ოქროს ხვამალი... დიდი მინები... ყოველგან მზე... ორი ანგელოზი... საკურთხეველის წინაშე... დაჩოქილნი... თეთრით მოსილნი... ფრთებს ანძრევენ... ღმერთო! ცხოველნი არიან...
ეს უკანასკნელი ლექსი გაუქრა ბაგეებზედ და გაჩუმდა მოღიმარი: თვალები დახუჭა, თითქო მიიძინაო; უეცრად უკვდავი რაღაც სიყმაწვილე გადაეფინა სახეზედ და სრულიად გამოსცვალა.ამ გვარი სიკვდილი, დამაგვირგვინებელი ამ გვარის სიცოცხლისა, დამმოძღვრებელი არის კაცისათვის...
ნახევარი ჩემი ახალი საცხოვრებელი ელენეს დაუმკვიდრე. მარგერიტა ცოლი არის ახლა ჩემი. ვჰკეც ამ წიგნს სამარადისოდ აღარა მაქვს რა ჩასაწერი.
დასასრული
_________________
2 აი ორი ლექსი კიდევა, ჩვენს ენაში რომ უნდა შემოვიტანოთ, ჩემო უძვირფასესო თეიმურაზ! ბევრნი იტყვიან, რა საჭიროა სხვა ლექსის შემოტანა, როდესაც ჩვენი ქარტლი ენა ისეთია, რომ არა აკლიარაო. ამის პასუხად ეს ითქმის, რომ ქვეყანაზედ ისეთი სიმდიდრე არა არისრა, რომ გონიერებითი შეძინება ავნებდეს რასმე. მართალია, მდიდარი არის ჩვენი ენა; ან უფრო სიმართლითა ვჰსთქვათ, ისეთ ნაირათ არის ძველთაგანვე შემუშავებული, რომ რაც უნდა გაჭირვებაში იყოს კაცი, მაინც მოიხერხებს სიტყვასა. ბევრი განათლებული ენაა, რომ ამას ვერ დაიტრაბახებენ. მაგრამ ვნახოთ ერთი ტრადიცია და ლეგენდა როგორ გამოითქმის ჩვენებურათ. ჩვენებურათ ერთსაცა და მეორესაც მოთხრობა ჰქვია; მაგრამ როგორი, რა ნაირი მოთხრობა? საქმე ის არის, მაშინვე მიჰხვდეს კაცი. მოთხრობა განათლებულს დამწიგნობრებულს ქვეყნებში ოთხნაირად მიაჩნიათ: 1. ისტორია. ეს მოთხრობა დასაჯერებელი არის, რომ ეჭვი არა შემოიტანებარა, ამიტომ რომ ისტორია უნდა იმას მოგვითხრობდეს, რაც მართალი ყოფილა და მომხდარა. ამ მოთხრობას თავისი დამამოწმებელი საბუთიც უნდა მოსდევდეს თანა. 2. ტრადიცია. მოთხრობა მამაპაპათაგან ნათქვამი. რაც მამაჩემს პაპიჩემისაგან და მე მამაჩემისაგან ძველებური ანბავი გაგვიგონია, რაც შვილითი შვილად ანბავი ან შემეცნება გადასულა რამე, ტრადიცია სწორეთ ამასა ჰქვია. სამი ანუ ოთხი ლექსის მაგიერად, რომ ერთი იხმაროს კაცმა, და ეს ერთი გასაგონად საკმაო იყოს, ეს არის ნამდვილი სიმდიდრე ენისა. 3. ლეგენდა ამისი მსგავსია, მაგრამ ლეგენდა იმ ანბავსა ჰქვია, რომელშიაც საკვირველი, საოცარი, ბუნების გარეშეთი, საზღაპრო ძალაც ჰმოქმედებს რამე, ან ისეთს რასმე ძველს ანბავს მოგვითხრობს, რომ იმისი დამოწმება ისტორიით ყოვლად შეუძლებელი იყოს; 4. რომანი, ანუ ანბავი, მოთხრობა, ახალი შეთხზული, ახალი შეზავებული, ისეთი ანბავი რომ მართალსა ჰგვანდეს და მართალია თუ არა, ვისაც ჰნებავს დაიჯეროს, და ვისაც არა, არა. ამ გვარი არის ყოველი რომანი, ყოველი საამბობელი ანბავი, რაც რამ ახლა ჟურნალებში და გაზეთებში იბეჭდება. ახლა ჟურნალებში და გაზეთებში იბეჭდება. ახლა ხომ იცი რასაც ჰნიშნავს ტრადიცია და ლეგენდა? ვიხმარებდეთ ხოლმე ამ ლექსებს ქართულში თუ არა? მაინც თუკი პირველსა და მეოთხესა ვჰხმარობთ, ისტორიასა და რომანს, მესამემა და მეოთხემ რაღა დააშავეს? სხვა ჯინშისანი რომ იყვნენ კიდევ ჰო; თორემ ოთხნივე ჩვენთვის ერთის ჯიშისანი არიან; არც ერთი არ არის ჩვენი ქართულის ენის ლექსი.)
3 ხომ გახსოვს, ჩემო თეიმურაზ, კონტრაკტს რა მნიშვნელობა აქვს აქა. სასიძო, სასძლო და მოწმეები რომ ხელს მოაწერენ კონტრაკტზედ, გათავდა საქმე; იმათი ქორწილიც ეს არის. ზოგან ამას პატრისაგან პირჯვრის გადაწერასაც მიაყოლებენ შინვე. საქმე ის არის რომ კონტრაკტში ყოველივე პირობა იყოს გამოცხადებული, რომ ერთმა მეუღლემ მეორეს საკუთრება არ გაუბნიოს
4ჟანტილიომი არის ფრანცუზული ლექსი; ჯენთლმენი ანგლიური. ამასაცა და იმასაც ორთავე ერთი მნიშვნელობა აქვთა: კეთილშობილი კაცი, აზნაური; მაგრამ ეს არის რომ ფრანცუზულად მართლა კეთილშობილსა ჰქვია და ანგლიურადკი უფრო ხშირად ისეთს კაცის ეტყვიან, რომელსაც კეთილშობილება არ ეკუთვნის. ამ მიზეზით ფრანცუზებს ჯენთლმენი უფრო დასაცინებლად მიაჩნიათ, საკიცხავათ და სადაც ჟანტილიომი ითქმის, თქვი სწორეთ კეთილშობილება იგულისხმება. პორჰოემაც ამ მიზეზით გააშვენებინა სიტყვა ლობეპენსა
![]() |
2 ფანტაზია |
▲back to top |
ფანტაზია
(თ. ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებთაგან.)
ვჰპოვე ტაძარი, შესაფერი, უდაბნოს მდგარი,
მუნ ენთო მარად უქრობელი, წმინდა ლამპარი,
ანგელოზთაგან იკვრიდა მუნ დავითის ქნარი
და განისმოდა ციურ დასთა გალობის ზარი.
მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით
და გულსა მოკლულს კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,
ლამპარი წმინდა განმიტფოდა ციურის სხივით.
მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმინდას სიყვარულს,
რომლის საკუთრად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს:
ამა სიამით, ნეტარებით, ესრედ აღვსებულს,
მეგონა ვჰხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს.
მაგრამ საწუთო განა ვისმე დიდ-ხანს ახარებს?
განქრა ტაძარი და უდაბნო ჩემდა მდუმარებს...
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არასა დარებს,
მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი მუნ ისადგურებს.
მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!
განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი?
არა, მოჰსძაგდა მას სოფელი, ცრუ და მუხთალი,-
დაშთა მე მხოლოდ მის ლამპრისაგან ცეცხლი დამქრალი.
ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!
ვერსად აღვანთე დაშთობილი მისი ლაპარი!
ესრედ დამიხშო უკუღმართმან ნუგეშის კარი
და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი...
1841 წელისა.
![]() |
3 მოხუცებულის მოგონება |
▲back to top |
მოხუცებულის მოგონება
სიყრმისა ჟამნი განქრნენ ვით წამნი,
სიკვდილსა ვუცდი;
წარვიდნენ წელნი ტკბილ-სანატრელნი,
ვაი, მოვხუცდი!
შეკრთა სხეული, იჩაგრა გული
ერთს დროს მხურვალე;
დამრჩა ნუგეში მხოლოდღა ცრემლი,
ყოვლად ვიცვალე!
ერთს დროს სიყვარულს ცხადს, ხან დაფარულს
მეცა ვუმღერდი!
ის დრო ნეტარი ეხლა სად არი?
ვაი, დავბერდი!
ერთხელ ვმონებდი და ვთაყვანებდი
მეც შავსა თვალებს!
მარად ვიცნობდი და მარად ვგრძნობდი
მე იმათ ძალებს!
სიზმარებრ ჩქარა დრომ გაიარა,
გაქრა ყოველი!
ხალისი მანვე თან წაიტანა,
ვაი, რას ველი?
ჩემსკენაც რბოდნენ, მეც მეტრფოდნენ
ყმაწვილნი ქალნი
და წითლდებოდნენ, როს შეხვდებოდნენ
მას ჩემნი თვალნი.
სად არს სურვილი და ჟამი ისი,
მათ რომ წიგნს ვსწერდი?
მოვიდა რიგი განქრა დრო იგი!
ვაი დავბერდი!
მეც ვჯირითობდი, მეც ვხალისობდი
ცხენის ჭენებით;
ბევრჯელ ფერხული გვქონდა დაბმული,
შიგ ვსტრიალებდი სიამოვნებით!
სიყრმისა ჟამნი განჰქრნენ ვით წამნი
სიკვდილსა ვუცდი;
წარვიდნენ წელნი ტკბილ-სანატრელნი,
ვაი მოვხუცდი!
ხშირად ვბედავდი და თორმეტამდი
კახური ღვინო გარდმისვავს თასით!
ყანწ-აზარფეშა მზათ სუფრის ქვეშა
გვედგა გავსილი, ვჭვრეტდით ხალისით
მაწვდიდნენ სამსა სიტყვით „გაამოს!“
რა გადავჰკრავდი მეც „ალავერდი“
სხვასა ვეტყოდი იმავ სასმისით.
დღეს მომეშალა? ვაი დავბერდი!
მაშინ ამა დროს, ცუდს, არ სანატროს
არ მოველოდი!
სიკვდილის კარსა, მივადექ მწარსა,
ოჰ. სიყმაწვილე! რათ მომიძულე?
დროვ! რა მიყავი?
მოველი სიკვდილს, საფლავსა განთხრილს,
კუბოს და სუდარს ვაი და ვაი!!!
თ. აკ. წერეთელი.
![]() |
4 ღენერალ-ფელდმარშალსა |
▲back to top |
ღენერალ-ფელდმარშალსა
თავადსა ა. ი. ბარიატინისკის.
(მობრძანებასა ზედა მისის ბრწყინვალებისა სანკტპეტერბურღით.) 1
მოვედ დიდებით, მოვედ სიხარულს,
შენსა სამწყსოსა, მეფისგან მოძღვნილს!
მოგეგებებით გმირსა ძლიერსა,
ვითა მთავარსა ივერიელსა!
ოდეს მეფემან გყო მთავრად ჩვენდა,
დრო გვახარებდა განსვენებასა;
საქმე წინათვე გამოაჩენდა,
გული გვითხრობდა მყუდროებასა!
და როს შენ, გმირო, აღიღე ჯვარი,
თან წაიმძღვარე მეფის მხედარი,
ზენას შევჰსთხოვდით გამარჯვებასა,
მტრისა დათრგუნვას, დამარცხებასა!
მსწრაფლ აღხდი მთათა, ვით შავარდენი,
მუნით დასცქერდი, განზომით ბრძენი;
და რა შემოჰკარ უძლეველს ფრთასა,
ძრწოდნენ, ისმენდნენ გოდების ხმასა!
ძლიერებითა დაჰლეწე მთანი,
ბორცვნი, ღელენი თვით უძლეველნი!
კავკაზი ძრწოდა, ელვოდა მუნ ცა,
ვეშაპი იგი შენს წინ დაეცა!
დაემხო თავ-ქვე, გაგიპყრა ხელი,
რათგანც განიპო მუნ კრეტსაბელი.
შენ გაფიცებდა სახელსა მღვთისას,
შეგთხოვდა ნუგეშს თვის სიცოცხლისას!
გამარჯვებული და დიდებული,
როს მხიარული გიხილეთ შენა,
მაშინ განცხრომა და სიხარული
საქართველოსა აღმოეცენა!
შემდეგ შენ, გმირო, ვით თავ-მამწონე,
ოდეს გიხილეს პეტრეს ქალაქსა,-
არვინა გყვანდა მოთანასწორე
და დაგადგინეს პირველს ალაგსა.
ქრისტეს ცხებულმა, ჩვენმდა პატრონმა,
დიდის რუსეთის იმპერატორმა,
ჯილდოთ დიდისა გამარჯვებისა,
ღირსება გიძღვნა ფელდ-მარშალობისა.
აღტყინებულის სიხარულითა,
შენის ხილვისთვის მოწყურებულნი,
მოგეგებებით წრფელის გულითა,
შენგან მარადის ნეტარებულნი!
კურთხეულ-იყოს იმპერატორი,
კურთხეულ-იყოს მისი მხედარი!
კურთხეულ-იყოს სახელი შენი,
შენთვისა გალობს წმიდა ტაძარი!
დიმიტრი ბერიევი.
21 თებერვალს, 1860 წელსა.
________________
1. ამ ლექსის დაბეჭვდა გადმოგვაქვს გაზეთით „Кавказъ“.) რედ.
![]() |
5 ჯანღი |
▲back to top |
ჯანღი
ჯანღო, მიწიდამ ადექი, ადი,
საქართველოსკენ მსწრაფლად გადადი;
იქ ნახე როგორც გაწითლებულნი,
გარსა უსხედან ქვევრსა ქართველნი,
ყანწი, ჯიხვები რიგზედ ტრიალით,
ხელს გარდასცემენ, ტკბილის სიმღერით
მათ უთხრა კმარა! დრომ მოაწია,
თქვენმა ვარსკვლავმა აღმოიწია,
დასდეთ ყანწები, გამოდით კარსა,
თაყვანი ეცით ბედის ვარსკვლავსა.
თ. გიორგი ორბელიანი.
წელსა 1860, თებერვლის 10 დღესა.
ლა. პრეობრაჟენსკი.
![]() |
6 განდეგილი |
▲back to top |
განდეგილი
ვისურვე წასვლა უბედურს ალაგს,
სად გიგულვებდი მცირესა ჭალაკს,
რომ განმეხარა ბუნების ნიჭით,
მევლო უფიქრად ნელისა ბიჯით.
გაველ და ვნახე წნული რამ ქოხი,
სჯდა მუნ მოხუცი, ეპყრა ხელთ ჯოხი.
ცეცხლისა ბჟუტვილს, მის მცირეს ალსა-
არ აშორვებდა მწუხარეს თვალსა,
თვისად საწოლად ლოდი თავითა.
ედვა მოსილი სავსით შავითა,
ცარიელს ალაგს ბალახეული,
ეშალა, სჯდა ზედ იგი ეული.
გვერთ ედვა სოკრით ხილი მის ტყისა
ჭურჭელი თიხის სასმელი წყლისა.
სახლისა მფარველს წკნელთ იატაკსა;
მის ზღაპრისათვის მიეგდო ყური,
რომელიც იყო მის მოყვას-ყული.
მოხუცი რაცღა შმაგს მდუმარებას
მოეცო ღვრიდა მწარ მდუღარებას.
უცფად შევსძახე: „მამაო რასა
სწუხ და შესჩივი ცრემლთ-დენით ცასა?
ნუთუ გწვევია უბედურება
და გაქვს მის გამო ეგ მწუხარება?“
მრქვა საბრალომან მწარისა ხმითა,
თან ცრემლნი ღვარა, ასე მოსთქმიდა;
„განრისხდა ცა და მასთან ყოველი
უბედურების ჩემზედ მთოველი,
პირველ მიმტაცა დედა და მამა,
შემდეგ და, ძმანი სიკვდილმან ბრმამა.
მათ შემდეგ მიმცა გლოვას უსრულსა.
ჭმუნვათ, ვაებათ, ღრმასა უფსკრულსა.
წარსულთ დროთ ჩემთა მკლამს მოგონება
და ნათესავთა მსწრაფლ მოშორვება,
რა დრო გიამბო მე შექცევისა?
სად მქონდა ჟამი შვებით ქცევისა:
სად მამა იყო ფანდურის მცემი,
სად მღერდა ზედან დედა მას ჩემი;
სად მსხდომდნი მწვანეს მოვსთქვამდი სუფრულს,
სად განვიყოფდით სიამეს სოფლურს.
ყოველს ღრუბელმან შავმან მაშორა,
შავსა მიწასთან სრულად მასწორა.
აწ ჩემზედ მრისხობს ცისა გრიალი,
რომლით ვშობილვარ ოხერ-ტიალით!...
გიორგი სო-ძე ანდრონიკოვი.
ნოემბრის 20-სა დღესა 1859 წელსა.
![]() |
7 ხუმრობა მეგობარს |
▲back to top |
ხუმრობა მეგობარს
ოდესმე ვარდი თეთრათა შლილი,
იყო სიმწითრით ნელ-შეხამილი,
და სიმშვენითა სრულიად ქმნილი;
ეპყრა სტოლზედა იგი ერთ-ხელსა
უწყალოდ მისსა მიმომსრესელსა.-
თავს უჯდა ყრმასა თვისი მიჯნური,
სატრფოთა ვარდებრ არ დასაშური;
ქალსა უთხრობდა ვარდის დედოფლად,
როგორც უჰხამდა მას ყრმას საშველად.
პირ-და-პირ მჯდომსა თვისს მეგობარსა
ყრმა სთხოვდა ვარდსა ქებისა თქმასა;
საბრალო ყრმა კი მას ვერ ხედავდა,
შეუბრალებლად რომ ვარდს ჰსთრქვინავდა;-
როს მას ყნოსავდა -
ულვაშ სჩვლეტითა,
ხელით სრესითა
ვარდის პატრონის მუნვე მზერითა.
იოსებ საყვარელიძე.
ჩყნ წელსა.
![]() |
8 ლექსები (რუსულით.) |
▲back to top |
ლექსები (რუსულით.)
როს სიყვარულით ატაცებული შესცდება ქალი,
და გვიან ფიქრით, აზრითა მძიმით განსჯის რა ბრალი
კაცთ ღალატობას და მზაკვრობას, რაღა აქვს კვალი?
რაღა რჩენია სანუგეშოთ მას უბედურსა?
რით ამოხოცოს, რა უშველოს ლექსს მოდებულსა?
ერთიღა ბიჯი დარჩენია იმართლოს თავი,
იმა ნაბიჯით უჩვენოს კაცს ყოველი ავი,
მათ ბუნებაში დანერგილი, კეთილთ საკლავათ,
ყმაწვილთა ქალთა უმანკობის მოსაწამლავათ.
ისი ნაბიჯი... საფლავათა არის წოდებულ,
სადა არა ესმის მაცთურთ ენა, არს მოსვენებულ.
თ. რ. ბარათოვი.
1857 წ.
ჩაჩანა.
![]() |
9 მახვილ-გონიერება და ერთგულობა |
▲back to top |
მახვილ-გონიერება და ერთგულობა
გუბერნსკის პოლიციისა
(წერილი რედაკტორთან გაზეთისა „Русская беседа“:)
წავიკითხე თუ არა ეს სტატია, მაშინვე მოვინდომე ამის ქართულენაზედ გადმოთარგმნა, მაგრამ აქამდისინ სხვა და სხვა მიზეზები ნებას არ მაძლევდნენ.ამისთვის დაგვიანებაზედ დიდის ბოდიშს ვიხდი თქვენთან, თუმცა იმედი მაქვს რომ მამიტევებთ, რადგანაც ნათქვამია: «Лучше поздно, чемъ никогда». უნდა მოგახსენოთ, რომუ. იაკუშკინი, მთხზველი ამ სტატიისა, «Русской беседы»-ს გაზეთის რედაქციისაგან იყო გაგზავნილი სხვა და სხვა ადგილს რუსეთის იმპერიაში, ახალი მწერლობა.რომ აეწერა ცხოვრება, ჩვეულება რუსებისა, შეეკრიბა იმათი ანდაზები, ზღაპრები და სხ... და რადგანაც აღსრულება ამგვარ საქმისა დიახ გაუძნელდებოდა, თუ სიარული ჩინოვნიკურის ტანისამოსით დაეწყო, რომელსაც მდაბალი ხალხი როგორღაცა ბუნებითად ერიდება, ამისთვის უ. თაკუშკინმა, სამართლად, იფიქრა თურმე გლეხკაცურს ან ძველებურს ნამდვილ რუსულს ტანისამოსს ჩავიცვამ და ასე ვივლიო. რა წარმოდგა აქედამ შეიტყოფთ იმის სტატიიდამ, რომელიც იყო პირველად დაბეჭდილი «Русская Беседа»-ში და თხოვნისამებრ ამ გაზეთის რედაქციისა იყო გადაბეჭდილი სხვა და სხვა გაზეთებში და ჟურნალებში, როგორც ნამდვილი მომხდარი ანბავი და ამისთვის, რასაკვირველია, ღირსი შენიშვნისა. ჭეშმარიტად, ამ გვარი ანბავი ღირსია შენიშვნისა და სახალხოთ განცხადებისა, რომ ამით მაინც მეცეს სამძღვარი ზოგიერთის პოლიციის ჩინოვნიკების ბოროტ-მოქმედებასა. - იქნება გამოჩნდნენ წინააღმდეგნი ამისნი და ჰსთქვან კიდეცა, - ოჰ! დროებავ, ოჰ! ზნეობავ, უთუოთ საჭირო არის ამისთანა პოლიციის მოქმედებაო, იმათთვის ვიტყვი, რომ ისინი მოძმენი არიან ჰემპელისა, პსკოვის პოლისმეისტერისა, კანონები რომ დაუვიწყნია და თავისი ნება რომ სასიამოვნო ბურთივით უთამაშებია. დამტკიცების ძებნა საჭირო არ არის. დატყვევება უ. იაკუშკინისა ნამდვილი საქმე არის. დროა, დროა მეიდანზედ გამობრძანდნენ ისეთნი პირნი, როგორც უფ. ჰემპელი არის ამ სტატიაში ნაჩვენები. სამწუხაროდ ჩვენდა უნდა ვჰსთქვთ, რომ იმათი სიმრავლე ძლიერ შეგვაწუხებს და შეგვაშინებს, მაგრამ სახალხო თქმა, სჯა, წერა, გარწმუნებთ, მოსპობენ ბოროტებასა, დანერგავენ შიშისა და რიდსა და გაწმენდილი სვინიდისი ავა ისევ თავის ტახტზედ, სადაც ვეღარავინ ეწინააღმდეგება.-
სახალხო თქმა მაშინ არის სასარგებლო ხალხისათვის, როდესაც არც კეთილი დაიმალება და არც ბოროტი. მივხედოთ ამ შემთხვევაში ანგლიასა. რით არის ის სხვა ქვეყნებზედ უფრო დაწინაურებული განათლების გზაზედა? იმითი, რომ ბოროტ-მოქმედება არა დარჩებარა იქ შეუნიშვნელად იქაურის გაზეთებისა და ჟურნალებისაგან. მე ტადრე გაზეთი ტეიმზი არის ამ შემთხვევაში განსხვავებული. იქნება ვჰსთქვათ რომ ანგლიჩნებს თავიანთი ქვეყანა არ უყვარდესთ, რადგანაც თავიანთ ნაკლულოვანებასა არა ჰფარავენ, არა მამულის სიყვარული განიზომება ჩვენის კეთილის ყოფაქცევითა და კეთილის განზრახვითა. ღმერთმა ინებოს რომ ჩვენც ისე გვიყვარდეს ჩვენი მამული, როგორც ანგლიჩნებს - ანგლია უყვართ. უფ. იაკუშკინის სტატიაში კეთილის-განზრახვისა და მამულის სარგებლობის მეტსა ვერას ვჰპოვებთ და მოველანი ვართ, ვაქოთ და ვადიდოთ და მადლობა შევსწიროთ ღმერთსა, რომ მოვესწარით ამ ბედნიერს დროებასა. შეგვიძლია შევსძახოთ: ბრავო, ბრავო ლიტერატურავ, ბარაქალა წიგნობრობავ! არ ვიცი ვინ იქნება რომ ამას წინააღუდგეს უფალს ჰეპელის გარდა, რომელმაც თვითანაც კი ინება პოლიცმეისტრული კალმით... თავისგამართლება. საკმაოა ვჰსთავა, რომ დიაღ სასარგებლო იქნებოდა ჰემპელისათვის რომ გაჩუმებულიყო და ასე სახალხოთ მეიდანზედ არ გამობრძანებულიყო როგორათაც დამნაშავე პასუხის საგებლათ: (იხ. №20 Русского Вестника 1859 г.) მაგრამ, ნათქვამია: რასაც კაცი თავის თავს უზამს, მტერი იმას ვერ უზამსო. თუ მოვახერხე, გაცნობებთ იმისს თავის მართლებასაცა და სხვა იმისი პასუხის დარღვევასაცა; - ახლაკი იაკუშკინის ანბავი გადმოვიღოთ.
აი, რას იწერება უფ. იაკუშკინი. -
მოგზაურობა ჩემი პსკოვის გუბერნიაში არ იყო გამარჯვებული. დაწვილილებით გიამბობთ რაც გადამხდა. წყენასა და დრტვინვაზედ რაც მე გამოვჰსცადე აღარას ვიტყვი; თქვენ უკეთ გაიგებთ. რაც საქმე მოხდა, მე სწორეთ იმას აღგიწერთ; სხვას არაფერსა.-
ტალაბის ტბა (გეოგრაფიულად პსკოვსა.) და სხვა და სხვა ადგილები იზბორსკისა და პეჩორის მახლობლად რომ მოვიარე, მოვედ, აგვისტოს 22-სა, პსკოვში, და მინდოდა ხუთიოდე დღეს იქ დავრჩენილიყავ ჯერ ცოტა გაცივებული ვიყავი და ამას გარდა მინდოდა ჩემი ნაწერი ქაღალდები გადმერჩია და წესში მომეყვანა.
ჩემი მასპინძლები, იაგორ ვასილევიჩ ვასილიევი და მისი ცოლი ყურს ძალიან მიგდებდნენ და მინდოდა განმეთავისუფლებინა ისინი მომატებულის -შრომისაგან; აღარ დავსაქმე და თითონ მე წაველ პოლიციაში ჩემის პასპორტის გამოსაცხადებლად.
ეს იყო შუადღის შემდეგს ხუთს საათზედ. პოლიციაში დეჟურნი კვარტალნი ნადზირატელმა მითხრა, პასპორტის გამოსაცხადებლათ პირველს ჩასტში უნდა წახვიდეო.
- გთხოვთ დამავალოთ და ეს ჩემი პასპორტი წიგნში ჩამიწეროთ მეთქი, უთხარი ვიღასაც ჩინოვნიკსა, პირველის ჩასტის კანცელარიაში რომ შევედი.
ჩინოვნიკმა გამომართვა პასპორტი, დაჰხედა, მერე შემომხედა, -და, ეტყობოდა, ჩემმა ტანისსამოსმა გააჯავრა: რუსული ტანისასმოსი მეცვა, სოფლური.
- ღუბერნსკი სეკრეტარი იაკუშკინი თქვენა ხართ? მკითხა იმან ეჭვიანათა.
- დიაღ ჰსწორეთ.
- პრისტავს უნდა ვაჩვენო ეს თქვენი წერილიო, მითხრა.
- თქვენი ნებაა მეთქი, მე მიუგე.
შევიდა მაშინ ეს უფალი პრესუტსტვიაში, პრისტავთან, პატარა ხანს უკან გამოვიდა და მეც იქ შემიყვანა.
პრისტავი პრისუტსტვიის სტოლის იქიდამ იჯდა. თეთრპერანგა და ხალათით მოსილი, გულ-გადაღეღილი. მათ კეთილშობილებას ეტყობოდა რომ არც თავაზიანი ლაპარაკი უნდოდა ეღირსებინა ჩემთვისა და არც გაუზდელობა ეკადრებინა, არც თქვენობით ვახსენო და არც შენაობითაო. დიაღ კეთილ გონიერებით დაუტევა ნაცვალ-სახელი და ასე მკითხა: რაო, რა საქმეა?
ჩემი პასპორტი ხელში ეჭირა და რა საქმეცა მქონდა კარგათ იცოდა; თითონ დამიბარა პრისუტსტვიაში, და რაო, რა საქმეაო, რომ მკითხა, ცოტა გამეცინა და მოვახსენე:
- გთხოვთ ეგ პასპორტი წიგნში ჩამისწერინოთ მეთქი.
- გუბერნსკი სეკრეტარი? გაჯავრებით წამოსთქვა, როგორ შეიძლება მაგნაირის ტანის-სამოსით გუბერნსკი სეკრეტარი დაიარებოდეს?
- ჩემი საქმისათვის ეს ტანისამოსი არის მეთქი საჭირო. მიუგე რაც შეიძლებოდა თავაზიანათ.
- მერე რა საქმეა მაგისთანა, რომ ჩინოვნიკს გლეხკაცურათ ჩაცმას აიძულებს?
ამოვიღე და მივეცი «Русская беседа»-ს რედაკტორის წიგნი, რომლიდამაც დაწვლილებითა ჰსჩანდა ჩემი საქმეები და სჭიროება ჩემთვის გლეხკაცურის ტანისამოსისა.
რომ წაიკითხა, გაკეთებული ქაღალდებიაო, უთხრა ერთს სხვა კაცსა, რომელიც იქავ ახლოს იჯდა. იმ უფალმა ჩაჰხედა ჩემს ქაღალდებს, თავი გაიქნია და არა ჰსთქვარა.
მომიბრუნდა მერე მე და მე მითხრა ახლა პრისტავმა, - გაკეთებულია ეს ქაღალდებიო, სხვს მაგიერათ არის ხელი მოწერილიო.
- თუ აგრე გგონიათ, მაშ მე უნდა დამიჭიროთ.
- ნუ ლაპარაკობ! ისეთის გაჯავრებით შემომძახა პრისტავმა, რომ მინებმა წკრიალი შეჰქმნეს.
- მე უნდა გითხრათ უფალო, რომ პრისტავი არ იყოთ, მე ხმასაც არ გამოგცემდით, მე ვალი მაქვს პასუხი მოგიგოთ და თქვენც უნდა მომისმინოთ.
- როგორაო? აქ მობრძანდით, მოწყალეო ხელმწიფეო აქა, კანცელარიაში და ვნახოთ! - მე კანცელარიაში ამიყვანა; თითონ ისევ პრისუტსტვიაში შებრუნდა. კანცელარიის ჩინოვნიკებმა გაიგეს თუ არა ჩემი პრისტავთან ამისთანა ლაპარაკი, დიაღ ცივათ მიყურებდნენ და დაბლის ხმით, მაგრამ ისე რომ მეც გამეგო, ქაღალდების სიყალბეზედ ლაპარაკობდნენ.
- თუნდა ნამდვილიც იყოს, ჰსთქვა ერთმა, პოლიციას მაინც შეუძლია დაიჭიროს, რადგანც ეჭვი არისო.
- არა გნებავსთ თქვენ, ცოტა გაისარჯოთ და ამ უფ. კვარტალნის წაჰყვეთ პოლიციაში, მითხრა პრისტავმა, დაცინვით, ნახევარ საათს შემდეგ რომ კანცელარიაში შემოვიდა.
მინდოდა, თუ არ მინდოდა, უნდა გავჰყოლოდი, სადაც მიბრძანებდნენ, - და ყოვლის უარის უთქმელად წავყევი კვარტალსა პოლიციაში.
- რისთვის დაგიჭირესო? მკითხა კვარტალნიმ, რომ მივდიოდით.
- არ ვიცი მეთქი უპასუხე.
- გლეხაკაცური ტანისამოსი რათ გაცვიაო? ამასაც აუხსენ მიზეზი და ვაჩვენე წიგნი «Русская беседа»-ს რედაკტორისა.
- ხვალ უთუოთ გამოგიშვებენო, მითხრა კვარტალნიმ, წიგნი რომ წაიკითხა.
- როგორ თუ ხვალ? ვჰკითხე მე. არა მჯეროდა, რომ შესძლებიყო მრთელს დღეს კაცის დაჭერა უმიზეზოთ, ერთის მხოლოდ სურვილითა.
კვარტალნიმ აღარა მითხრარა. ჰსწუხდა რომ ამისთანა ბრძანებას ასრულებდა. ეს რომ შევამჩნიე, მეც გავჩუმდი. ვსცდილობდი რომ სიანჩხლისათვის არ მიმეცა ჩემი თავი, უგუნურება იქნებოდა და მიზეზს ამითი შემიკრეფდნენ.
- დეჟუნი სად არის? იკითხა კვარტალნიმ, როდესაც პოლიციაში შევედით.
- შინ წავიდა მოსასვენებლად, უთხრა სალდათმა დესატნიკმა მალოროსიელმა.
- უნდრეს დაუძახეთ! მოვიდა უნტერ-ოფიცერი, როგორც ეტყობოდა დიაღ ჩინებული პირი პოლიციაში, რომელსაც
სალდათები უწოდებდნენ ნიკოლაი ფედოსევს; კვარტალნიმ ამას რაღაცა წასჩურჩულა და დამანება თავი.
- ამ ოთახში მობრძანდით, მითხრა ფედოსეევმა, და დამანახა დეჟურნის ოთახი, ან როგორც აქ ანბობენ, საპყრობილე კეთილშობილთათვის.
- გთხოვთ დამავალოთ, უთხარ მე ფედოსეევს შევედი თუ არა საპყრობილეში: გაუგზავნეთ პოლიცმეისტერს ბარათი: - ეხლავ დავსწერ.
- უკაცრავათ, მომიგო იმან, არ შეიძლება: პოლიცმეისტრის ბრძანება არის, პოლიციიდამ ბარათს ვერას გაუგზავნით.
- მაშ აქ უნდა დავიღამო?
- დიახ!
- არ შეიძლება აქაური გაზეთები მაინც მათხოვოთ? ასე ტყუილათ ჯდომა მოსაწყენია და წავიკითხამ.
- დიდის სიამოვნებით: სამთელსაც გიშოვით და იკითხეთ.
- ვახშამი არ გინდათ? მკითხა მერე ფედოსეევმა, რომ შემოვიდა და ერთი გროვა გაზეთები რომ შემომიტანა.
- დიდათა გმადლობ, ვახშამი არ მინდა მეთქი.
- მიირთვითო, ჩამაცივდა ნიკოლაი ფედოსევიჩი: კარგი რჩი გვაქვსო. იქნება ფული არა გქონდეს, მე ფულს არა გთხოვო. თქვენ თუ არ მიირთმევთ, ჩემთვის სულ ერთია, ფანჯრიდამ უნდა გადავღვაროო.
მრცხვენოდა რომ ამისთანა გულითადსა და პატიოსანს პატიჟობაზედ უარს ვეუბნებოდი, მაგრამ მაინც უარი უთხარი.
- პაპიროსის მოწევა შეიძლება აქა მეთქი ვჰკითხე ფედოსეევსა.
- რატომ არა; მოსწიეთ რამდენიც გნებავდეთ! მომიგო იმან, მხოლოთ ცეცხლისა მეშინია: მაგრამ სალდათს დავაყენებ აქა.
- არა, ნუ შესწუხდებით, არ მოვსწევ.
- მოსწიეთ, მოსწიეთ, - სალდათი მაინც უნდა დაგიყენო აქა და მოსწევთ თუ არა სულ ერთია.
ფედოსეევი გავიდა. მე მოუკიდე ცეცხლი პაპიროზს და გაზეთებს მივყავ ხელი. დიდხანსა ვკითხულობდი, მაგრამ არ იქნა, ძილი ვერ მოვიხერხე. მე რომ დივანზედ ვიჯექი ისე იყო გაკეთებული, რომ იმაზედ არამცთუ წოლა, ჯდომაც გასაჭირი იყო; და ამასთან სალდათი რომ კარებთან იწვა, ისიც კარგათ მატყობინებდა თავისს აქ ყოფნასა.
- არ გძინამთო? მკითხა სალდათმა შუაღამემ რომ მოატანა.
- აქ ძილი როგორ შეიძლება მეთქი მე უთხარი.
- აქა? აქ კიდევ შეიძლება, აი, იქ, ტყვეების საპყრობილე რომ არის, იქ კი სწორებით არ შეიძლება; სული უგუბდება იქ კაცსა, იქიდამ გარეთ აღარავის უშვებენ; ისეთი სუნი სტრიალებს იქა, რომ იქ კაცს არ ემყოფებაო ჩაიბუტბუტა სალდათმა და ამოუშვა კიდევ ხვრინვა.
მე დავიწყე ისევ გაზეთების შინჯვა და რა მომაფიქრებდა რომ მე ამ საპყრობილეში ვიქნებოდი როდისმე. სადაც ახლა ვიყავი, იქაც მძიმე სუნი სტრიალებდა და ფანჯრის გაღება მოვიწადინე.რადგან კარგათ არ ვიცოდი პოლიციის ჩვეულება, არ მინდოდა სალდათი გამეღვიძებინა და ფრთხილათ მივედ ფანჯარასთან.
- სად მიხვალ, შე მამაძაღლოო, მომაძახა სალდათმა: ფანჯრიდამ უნდა გადაჰხტე? მაცალე მე შენ!!!
ვარწმუნებდი რომ არც მინდოდა და არც შემეძლო მეორე ეტაჟიდამ გადახტომა, მაგრამ სალდათმა არ დაიჯერა და თავისებურათ ღრიალებდა.
ამ ღრიალზედ შემოვიდა უფ. ფედოსეევი.
- თქვენ აქ ყოფნა არა გნებავსთ! მითხრა ფედოსეევმა: ფანჯრიდამ გადახტომა გნებავთ? მაშ აქეთ წამობრძანდითო! წამიყვანა და იმ ნაქებს ტყვეების საპყრობილეში შემიყვანა.
მე, როგორც მოგეხსენებათ, დიდიხანია სოფელში დავდივარ და დასაღამებლათ უფრო უბრალო სახლებს ვირჩევ ხოლმე, მაშ შეჩვეული უნდა ვიყო ტალახსა და უწმინდურობასა, მაგრამ ამისთანა ტალახი, ამისთანა უწმინდურობა მე რომ საპყრობილეში ვნახე ღმერთმა გაშოროთ. არ შემეძლო მთელს ღამეს დავმჯდარიყავ სადმე: ოთახი... ოთახს არა ჰგვანდა, სარდაფი, საკმაო დიდი, გაყოფილი არ ვიცი რისთვის, ორად, ნოტიო და ნაგვით სავსე: ერთი ფანჯარა ჰქონდა, ერთი ჩარექის სიმაღლე და ერთი ადლის სიგანე...ეს სარდაფი არას დროს არ გაიღებოდა!
- რისთვის დაგიჭირეს მკითხა ტუსაღმა, 18-ს წლის ბიჭმა, როგორც მეორეს დღეს შევიტყე რადგან ღამით საპყრობილეში სანთელი არ იყო.
- არ ვიცი ძმაო! უთხარი მე.
- უთუოთ გადაგიყლაპამსო?
- არა, ღმერთმა დამიფაროს... შენ რიღასათვისა ხარ აქა? ვჰკითხე მე.
- ბატონს გავექეცი; დავითვერი და ქუჩაში მტაცეს ხელი. აი თერთმეტი თვეა რაც დაჭერილი ვარ; აბანოში მაინც გამიშვან.
ამ ბიჭისათვის აბანო ძალიან საჭირო იყო. იმისს თავში სულ ფუთუთით ირეოდნენ.
- მაშ რა გეშველება? ვჰკითხე მე.
- ბატონთან წამიყვანენ, ის მაშინვე ნახევარ თავს მომაპარსვინებს, სამჯერ კარგათ გამაროზგვინებს და მერე თავს დამანებებენ.
- ადრევაც დაგმართვია?
- ეს მეორე არის... ერთი ზღაპარი არა იცირა, საყვარელო? არ მეძინება.
მე მოუყე დაბადებიდამ ანბავსა.
- მე გატყოფ რომ წიგნიდამ ანბობ, მითხრა ერთმა სხვა გლეხკაცმა, რომელიც მეორე მხრიდგან მოვიდა ჩვენთან და ეტყობოდა რომ აქამდისინ იქ ჰსძინებოდა.
- უთუოთ გცოდნიათ, იქნება კიდეც წაგეკითხოსთ მეთქი? ვკითხე მე.
- მღვდლები კითხულობენო ხოლმე, მითხრა იმან მთქნარებით; ერთი მითხარი სულიერო კაცო, რისთვის დაგიჭირეს?
- მე მუჟიკი არავარ და მუჟიკური ტანისამოსი რათ გაცვიაო ამისთვის დამიჭირეს მეთქი.
- როგორ თუ მუჟიკიო?
- სწორეთ, გლეხურის ტანისამოსისათვის.
- გლეხი რაღა ჰგონიათ? ისიცკი კაცი არ არის თუ!
ამ კითხვაზედ პასუხი არ ვიცოდი რა მეთქვა და ამისთვის არა უთხარირა.
- გლეხკაციც კაცია! დარწმუნებითა ჰსთქვა ჩემმა ახალმა ამხანაგმა, გვიამბე ერთი წიგნებში რა წაგიკითხამთ! მითხრა ისევ იმან პატარახანს უკან.მე დავიწყე კიდევ ისტორია ძველს აღთქმიდამ. მივედი იოსების ისტორიამდინ.
- აა, საყვარელო მეგობარო, მითხრა გლეხკაცმა: იოსებ მშვენიერისა?
- დიაღ, იოსებ მშვენიერისა...
- აბა, აბა! -მომატანა ქების სახით.
- იყო იოსებ საპყრობილეში, სადაც ისხდნენ კიდევ ხაბაზთ უხუცესი და მეღვინეთ უხუცესი...
- ჰსწორეთ ისე როგორც ჩვენა ვართ აქა სულიერო მეგობარო განა? მოჯექი და გვიამბე, ფეხზედ რასა დგეხარ? მოჯექი!
უარი უთხარი მე; მომეწყინა ლაპარაკი და ვკითხე გლეხ-კაცსა: შენ რისთვისხარ დაჭერილი მეთქი.
- აი გამიგონეთ, სულიერო მეგობარო, მე ტუჩი მტკიოდა; წავედი, სულიერო მეგობარო, მკითხავებთან, და მკითხავებმა რაღაც ბალახი მომცეს და მითხრეს: დაიდე საყვარელო მტკივარ ტუჩებზედაო. რო დავიდე ისე დამისივდა ტუჩები
რომ არ ითქმის!... მოვედი ქალბატონთანა,- ქალბატონი ძრიელ მოწყალე იყო... საცოდავი კაცი ხარ შენაო, წადი და შენ თითონ დაირჩინე შენი თავიო„ მესამე წელიწადზედ დავითვერი, ქუჩაში წავიქეცი; წამიყვანა მე არსიპამ... აქაურმა დესატნიკმა... გათენდა. მეორე დილას პოლიცმეისტერთან წამიყვანეს: „რათ დაითვერიო?... შემომძახა. ესრე იყო, შენი ჭირიმე მეთქი“ წამიყვანეთ, ჩასვითო!„ წამიყვანეს და ჩამსვეს: აქ, საყვარელო მეგობარო, სასურველია, ღმერთმა ნუ ქნას სამოქალაქო სამსჯავრო ანუ სასამართლო გიჩვენოს, ერთის ლექსით არ შეიძლება... პოლიციიდამ წამიყვანეს სამოქალაქო სამსჯავროში, ორი კვირა იქ დამიჭირეს, მერე ზასედატელთან გამგზავნეს... უნდა გითხრა საყვარელო მეგობარო, რომ ზასედეტელთან ყოფნა არ არის ცუდი: დერეფანში გამოხვალ, ჩიბუხს მოსწევ და ჰზიხარ შენთვის... ზასედატელი გამოივლის შემოგძახებს, წაეთრიე შჩი შჭამეო, როგორც მოგეხსენება ეტყვიან, „გიახელ, ან გხლებივარ.“ ამას შჩი არ უჭამია, აჭამეო! აი, საყვარელო მეგობარო, ხუთიოდე დღე იქ დამიჭირეს, მერე ისევ ქალბატონთან გამგზავნეს; ქალბატონმა თქვა: წაიყვანეთ, მე არ მინდაო და მიმიყვანეს ისე ზასედატელთან; იმან სუდშივე გამგზავნ, სუდმა პოლიციაში და პოლიციამ აქ. აქედამ ბოლოს გამომიშვეს.
- ეხლა რიღასთვის ხარ დაჭერილი? ვჰკითხე მე.
- გამიგონე საყვარელო მეგობარო, მე ერთს მუჟიკთან ვმუშაობდი... აქედამ ხუთი ვერსტი თუ იქნება... ყანას უმკიდი: იმ გლეხკაცმა დუქანში წამიყვანა; რაც მერგებოდა ფულები სულ მომცა, და თავის ფულით მასმევდა, ცოტაკი არ დავლიეთ, სულიერო მეგობარო!... მივდიოდი შინა და იქ ურემს ქვეშ შევძვერი: მაგრამ მიპოვეს და აქ მომათრიეს; ოთხიოდე აბაზი მქონდა ისიც დამეკარგა!
- მადლობა ღმერთსა მეთქი, ვსთქვი.
- რაზედაო; ოთხი აბაზი რომ დამეკარგა იმაზედა თუ?
- იმ ოთხ აბაზით კიდევ დაითვრებოდი და კიდევ დაგიჭერენ.
- მაშ რას ვიქმოდი!! დავითრობოდი მა რა?... ვსთქვათ დამიჭერდნენ კიდეცა. ამ ბედისა ვარ მე. როცაკი დავითვრები, მაშინვე დამიჭერენ. - ერთს კვირას კიდევ დაგიჭერენ.
- არა! ერთის კვირით ვერ გადარჩები: ღმერთმა ქნას, ერთ თვეზე მორჩე: ისიც ვინ იცის.
- მაშ ახლა რა გეშველება შენა?
- რა მეშველება და აქედამ სუდში გამგზავნიან, მერე ზასედატელთან, ზასედატელი ქალბატონთან გამგზავნის, ქალბატონი კიდევ იტყვის; „წაიყვანეთ, მე არ მინდაო“ წამიყვანენ ისევ ზასედატელტან, იქიდან სუდში, სუდიდამ პოლიციაში, აქ პოლკოვნიკი მნახამს, პოლიცმეისტერი, ერთს შემომაგინებს ძაღლის-შვილო და გამომიშვებენ... მე არაფრისა არ მეშინია. ცოტას ხანს შემემთხვევა ხოლმე ჯდომა აქა, სუნისაკი აღარ მეშინია!...
ამასობაში გათენდა, ცხრა საათზედ მოვიდა პოლიციაში ჩასტის პრისტავი.
- გუბერნსკი სეკრეტარი იაკუშკინი რომელი არის აქა? პრისტავი იბარებს, დაიძახა ვიღამაც ახალმა შემოსულმა და ზევით ამიყვანეს.
- როგორ გაბედეთ, რომ ორდენების ჯვრებით დადიოდით? მკითხა სიტკბოებით პრისტავმა.
- როგორ თუ ჯვრებითა მეთქი, ვჰკითხე მე გაკვირვებით.
- ეს ყმაწვილი ორდენებით უნახამთ და ვითომც არცკი იცის! ჰსთქვა პრისტავმა.
- ვის უნახივარ?
- აი ამასაო, მითხრა და ხელი მიიშვირა ერთს პოლიციის ჩინოვნიკზედ, რომელიც იქვე იდგა.
- დიაღ, მე გნახეთ გუშინწინა. სობოროდამ მოხვიდოდით, წამომიდგა ჩინოვნიკი, და გულისავსე გქონდათ ჯვრებითა... კიდეცა ვჰსთქვი: ვერა ხედამთ როგორი ყოფილა მეთქი!
- ყოვლად შეუძლებელი არის, რომ მე ამ პსკოვში ან ორდენებით, ან უორდენოთ გენახეთ სადმე. გუშინწინა, გუშინწინა მე იზბორსკში ვიყავ იქაურს ბალაღოჩინთან.
- შევიტყოფთ მაგას! ჰსთქვა, ღიმილით პრისტავმა.
- მე გთხოვთ შეიტყოთ.
- როგორ იყო, მოწყალეო ხელმწიფევ, ფანჯრიდამ გადახტომას რომ აპირებდით? - მკითხა პრისტავმა.
არ მახსოვს პასუხი მივეცი რამე ამაზედ თუ არა, მგონია არა.
მოვიდა პოლიცმესტერი, პირველს შეხედვაზედ ეტყობოდა რომ ისეთი კაცი იყო, რომლისასაც იტყვიან, ძალიან კეთილი კაციაო: მარჯვე, ზრდილი და მხიარული.
- პსკოვის გუბერნიაში რისთვის ხართო, მკითხა იმან, როდესაც პრისუტსტვიაში შემიყვანეს.
პასუხის მაგიერათ, „Русская беседа“-ს რედაკტორის წიგნი ვაჩვენე.
- სად გისწავლიათ? ესეც უთხარი.
- ჰოო!... აჰა, თქვენი ქაღალდები, წაიღეთ! სადა ხართ ჩამომხტარი? მკითხა პოლიცმეისტერმა.
- იაგორ ვასილევიჩ ვასილიევთან.
- რიაჟსკი დილიჟნების კონტორაში!?... ვიცი, მშვიდობით, შეგიძლიათ წახვიდეთ, სადაც გნებავთ.
- ნება მიბოძეთ, პოლკოვნიკო, - დავიწყე მე, რადგან ესრეთს მოწყალებით ცოტა დაჩაგრული ვიყავი; თუ დამნაშავე ვარ რაშიმე, უნდა დავისაჯო; ჩემთვის თქვენი მოწყალება საჭირო არ არის, - თუ არა და, თუ მთელი ღამე უბრალოთ ვიყავ დაჭერილი, მაშინ ჩემი დამჭერი უნდა დაისაჯოს!
- რათა? მკითხა პოლიცმეისტერმა.
- როგორ თუ რათა? ვკითხე გაკვირვებით. მთელი ღამე აქ... საპყრობილეში რომ ვეგდე, რა ეჭვი იყო ჩემზედ შემოტანილი?...
- ჰო, არა! პოლიცმეისტერმა, ეჭვი რომ ყოფილიყო რამე მე არ გაგიშვებდი! ჩვენში ეგ არაფერია, ჩვენს ჩინოვნიკებსაც... ხშირად დავიჭერთ ხოლმე!
- თქვენი ჩინოვნიკები იქნება არ იწყენდნენ.
- ახლა რა გნებავთო? მკითხა პოლიცმეისტერმა.
- მე გთხოვთ პროკურორი მოიწვიოთ და იმას გამოუცხადოთ ეს შემთხვევა.
- მე! გუბერნატორთან! დაიძახა პოლიცმეისტერმა.
გუბერნატორი მაშინ პსკოვში თურმე არ იმყოფებოდა და კვარტალნი ნადზირატელმა ერთს ვიღაცა „ნაჩალნიკთან“ წამიყვანა, გუბერნიის გამგებელთან. ნაჩალნიკი შინ არ დაგვიხვდა. რამდენსამე ხანს უკან მოვიდა იქ პოლიცმეისტერი.
- მისი აღმატებულება მობრძანდებაო საჩქაროთ წამოიძახა დეჟურნი ჩინოვნიკმა, როგორც რომ ფანჯრიდამ გადაიხედა.
პოლიცმეისტერი მიეგება პირველს შემოსავალს ოთხაში და დაუწყო რაღაცა ლაპარაკი მისს აღმატებულებას.
მისი აღმატებულება შემობრძანდა.
სპრავკები უნდა მოვითხოვოთ მალო არხანგელსკიდამ, იქაურის სუდიდამაო, ჰსთქვა მე რომ შემომხედა.
- თქვენო აღმატებულებავ! შემიბრალეთ მეთქი, მოვახსენე რადგან მომაგონდა ჩემი ამხანაგის ლაპარაკი, რა მალე რიგდება საქმეები პოლიციაში და სუდში: იქ დიდხანს გასწევს მეთქი.
- საკმაო დიდხანს გასწევს და თქვენ მანამდისინ პოლიციაში იჯდებით...
წამიყვანეს ისევ საკეთილშობილოში. შემდეგ ათის მინუტისა შემოვიდა პოლიცმეისტერი, დამიწყო ლაპარაკი, მიწოდა „ჩემო საყვარელო“ და გავიდა.
- ის რომ გავიდა შემოვიდა ერთი მოხუცებული კვარტალნი.
- შენ რას ჰფიქრობ? როგორ გაბედე რომ თვით პოლკოვნიკთან1 გუბერნსკის სეკრეტარმა გლეხკაცურის სამოსით შემოხვედი! მე შენ ციმბირში ამოგაყოფინებ თავსა. მე პოდპორუჩიკი ვარ ხელმწიფისა, თუმცა ცუდათ მაცვია, მაგრამ კეთილშობილურად მაინცა...
სრულებით არა ვგრძნობდი საწყენათ ამ კვარტალნის ყვირილსა და მუქარასა და არც მინდოდა იმასთან გავსწორებულიყავი, ამისათვის პასუხი არა მივეცირა, თუმცა თვითქმის ერთს საათამდისინ ამ ღრიალში და ამ მუქარაში იყო. სასიამოვნოთ ესა მქონდა, რომ ეს უფალი არ აძლევდა ნებასა კარების დაკეტისასა, და მოჩივრები რომ მოდიოდნენ პოლიციაში შემომხედავდნენ ხოლმე, როგორც საკვირველსა რასმე.
იყო შუადღის შემდეგ მეოთხე საათი, პურიკი არ მშიოდა, მაგრამ მეორეთ უარი ვეღარ უთხარი ფედოსეევს სადილისა.
- ჩემო საყვარელო, მითხრა პოლიცმეისტერმა, მეორე დღეს, ჩემთან რომ საკეთილშობილოში შემოვიდა. რისთვის ჰზიხარ აქა?
- თქვენ გებრძანებინათ და ვზივარ დაჭერილი.
- წადით, კარგია, ახლავე წადით!
გამიღეს კარი და წამოვედი, მაშვრალს, ორის დღის უსმელ-უჭმელს და უძილოს აღარ მინდოდა პსკოვში ერთს მინუტს დავრჩენილიყავ და ოსტროვის ქალაქისაკენ წასვლა დავაპირე მაშინვე. ამ დროს გამოვიცვალე ტანისამოსი და სხვა ჩავიცვი. მესამე დღეს მოვედი პსკოვში, ბილეთი ავიღე პეტერბურღში წასასვლელად.
წასვლა ძრიელ მეჩქარებოდა. ვერიდებოდი კიდეცა, ხელმეორეთა არა შემემთხვას რამე მეთქი და ჩავჯექ ვაგონში. რომ ვსთქვი, ეს არის გადავრჩი მეორეს განსაცდელსა მეთქი, - ვიღამაც შემოიძახა:
- სათვალებიანი არის ვინმე აქა?
თუმცა ცხადი იყო რომ მე მეძებდნენ, მაგრამ გავჩუმდი.
- სათვალებიანი აქ არავინ არ არის -მიუგო ერთმა ვიღამაც გლეხკაცმა.
- ჩამოდი მანდედამაო, წამამჩურჩულა გლეხკაცმა, და ამასთანავე მკრა ხელი რადგან მე დამალვას ვერა ვბედავდი.
- მე ვიცნობ იმასა, იმავ წამს ვიცნობო იძახდა ვიღაცა კვარტალნი და შემოდიოდა ვაგონში: დაიძახა თუ არა, წამავლო კალთაზედ ხელი და გამათრია ვაგონიდამ.
ამ კვარტალნისა, როგორც მერე აღმოჩნდა საკვირველი წინასწარი გრძნობა ჰქონდა: არასდროს არ შეუცდენია ამ გრძნობასა, როგორც თითონ ამტკიცებდა, მაგრამ ჩემზედ რა გაიფიქრა ახლა, ის ღმერთმა უწყის.
პრისტავიც იქ იყო.
ეჰე! შემომძახა კვარტალნიმ: შენ უბრალო ფრინველი არ ბრძანებულხარ! ამ ხუთის მინუტის წინათ ჩემის თვალითა გნახე რომ პლიზის ტანისამოსი გეცვა, მე ამოგაღებინებ ენასა: რა მიზეზია, რომ წამ და უწუმ ტანისამოსს იცვლი ხოლმე!
- ამ ხუთის მინუტის წინეთ თქვენ ვერა მნახამდით პლიზის ტანისამოსითა: უფრო ადრე გამოვიცვალე მეთქი, მიუგე მე.
- ერთი უყურეთ ამასაო, - პრისტავს მიუბრუნდა კვარტალნი: ჩემის თვალითა ვნახე პლიზის ტანისამოსით. ორი საათი ამას უყურებდი და ახლა რას ანბობს?!...
- მეცა ვნახეო, პრიცსტავმაც კვერი დაუკრა.
- შენ რას იტყვი ამაზედა? საზარლად შემომიტია კვარტალნიმ.
- არ შეიძლება რომ ეგ ლექსი შენ გამორიცხოთ თქვენის ლაპარაკიდამა მეთქი.
კვარტალნი როგორღაც შესდგა; მაგრამ პრისტავმა დაამშვიდა.
ჩვენ გარშემო მოგროვდნენ მოქალაქეები და სხვა ხალხი, იმ ხალხიდამ ისმოდა სიტყვები „მეცნიერი დაუჭერიათო“... ზოგიერთი ამ სიტყვებს სიბრალულის გრძნობით ანბობდნენ.
კვარტალნი და პრისტავი წავიდნენ პოლიცმეისტერთან და მე დესატნიკმა ჯერ პოლიციაში წამიყვანა, მერე პოლიცმეისტერთან.
- გამარჯვება, ჩემო საყვარელოო, მითხრა პოლიცმეისტერმა; ეგ რაღა ტანსაცმელიაო?
- ერთი მითხარით პოლკოვნიკო, ახლა რიღასთის დამიჭირეს მეთქი.
- ტანისამოსის გამოცვლისათვის ჩემო საყვარელო!
- ამ ხუთის მინუტის წინეთ ვნახე პლიზის ტანისამოსი ეცვა, მოახსენა ღიმილით პრისტავმა.
- მეცა ვნახე, უმოწმა კვარტალნიმ: ჩვენ თვითან უთვალთვალებდით.
მიმიყვანეს ისევ პოლიციაში, და ახლა ექვსი დღე ვიყავ დაჭერილი...
მინდოდა პეტერბურღში და მოსკოვში წიგნები მიმეწერა ჩემს მცნობებთანა; ნება არ მომცეს მესამეს დღეს მომიტანეს რაღაცა კითხვითნი მუხლები: რა სარწმუნოებისა ვარ, ცოლიანი ვარ თუ უცოლო, შვილები მყვანან თუ არა და სად არიან. წერა კითხვა ვიცი თუ არა და სხ... მე იმავე საათს დავწერე, რომ ვარ მართმადიდებელი, უცოლო, წერა-კითხვა ვიცი, და მივეცი ეს პასუხი კვარტალნის, რომელმაც მითხრა: ტყუილათ აჩქარდითო ეს ქაღალდები ერთს კვირამდინ არსად არ გაიგზავნებაო.
ბნელს ოთახში ყოფილხართ როდისმე? სიბნელეში ყოფნა მოსაწყენია, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რასა ჰგრძნობს კაცი როდესაც ერთს მინუტს თავს არ ანებებენ. ჩემს სამყოფში დღე და ღამე დესეტნიკი იჯდა განშორებლად:
ქრისტეს გულისათვის წიგნის მიწერის ნება მოეცით მეთქი, რამდენჯერმე უთხარი პოლიცმეისტერსა.
- მისწერეთ, ჩემო საყვარელო მისწერეთ; მიანებეთ თაი თქვენს ფიქრებსა და ოცნებასა! ჩვეულებისამებრ მომიგო იმან.
მაგრამ აი უბედურება: ვერავინ ჰბედავდა ფოჩტაში ჩემის წიგნების წაღებასა; ეშინოდათ, კანონის წინააღმდეგობა არა მოსულიყოთრა.
იყო დიაღ ცუდი ტაროსი და კარგათაც ცივოდა; პოლიციაში კედლებს ახალს ქაღალდებს აკრავდნენ და ფანჯრები ყველა გააღეს.
- მომეცით ნება მოსკოვში ერთის სტრიქონის მიწერისა მეთქი, მოვახსენე პოლიცმეისტერსა, როდესაც შემოვიდა ჩემთან მეოთხე დღეს და მოასწრო კიდეც ეთქვა; „ჩემო საყვარელო“.
- მისწერეთ ვისთანაც გინდათ.
- არავის არ მიაქვს ჩემი წიგნი პოჩტაში და უბრძანეთ წაიღონ.
- ეი. კვარტალნო! შეჰსძახა პოლიცმეისტერმა. მე შენ!...
აღარ მახსოვს რა უთხრა; მაგრამ კარგათ შეუკურთხა.
რასაკვირველია მე მოვიხმარე ამგვარი ნების დართვა და იმავე საათში დავსწერე სამი წიგნი, წიგნის მიწერის ნება რომ ავიღე თვითქმის შუადღე იყო და რადგან ფოჩტაში შუადღის შემდეგ აღარ მიიღებდნენ, ძალიან ვეშურებოდი და უთუოთ კარგათ ვერ მომივიდოდა, ერთი წიგნი საკმაო დიდკაცთან იყო მოსკოვში გასაგზავნი.
- გვითხარი შენი ჭირიმე, მეუბნებოდნენ პოლიციაში; შენი წიგნებიდამ ჰსჩანს და შენც ანბობ, რომ შენს საქმეებს ამისთანა კაცები უგდებენ ყურსაო და ითმენენ ისინი რომ ამ გვარს მდგომარეობაში იმყოფებიო.
- როგორა?
- რას ანბობთ, მაგისთანა ტანისამოსი... ვერაფრით ვერ შევიძელი შემეტყობინებინა ამ უფალთათვის, რისთვის ვიცვამდი ამისთანა ტანისამოსსა.
- რას აკეთებთ ჩემო საყვარელო, მკითხა პოლიცმეიტერმა, მეექვსე დღეზედ ჩემთან საკეთილ-შობილოში შემოსულმა.
- შემიბრალეთ პოლკოვნიკო, შებორკილებული საპყრობილეში გამგზავნეთ; აქ არ შეიძლება ყოფნა, თქვენ თითონ ხედავთ.
- იქ უარესია, ჩემო საყვარელო!... პატიოსანი სიტყვა მომეცი რომ პსკოვიდამ უთუოთ წახვალთ... დღესვე.
- მაშ, მშვიდობით, ჩემო საყვარელო!... ამაზედ არაფერი არა მისწეროთრა, შეიძახა პოლიცმეისტერმა კანცელარიაში.
________________
თუმცა ამ ისტორიის მოგონება ჩემთვის სასიამოვნო არ არის, ამაშიაც არიან ბრწყინვალე მინუტები: - გულითადის კმაყოფილებით ვიგონებ იმ მონაწილეობის მიღებასა, რომელიც მქონდა ნიკოლაი ფედოსეევიჩ ფედოსეევისაგან; არას დროს არ დამავიწყდება დესატნიკის ცოლი, რომელიც მოდიოდა ხოლმე ჩემთან ქაღალდის სათამაშოთ! ადვილი არ არის წარმოვიდგინოთ ამ კეთილი-კაცების სურვილი კაცს რომ უბედურებაში ჰხედავენ. გულითადი და ნათესაური ყურადღება ჰქონდათ ჩემზედა და მით ჰსურდათ შეემცირებინათ ჩემი დატყვეებაში ყოფნა.
პატივით მოვიკთხავ იმათა, აგრეთვე იმ დესატნიკსა, რომელმაც ცილი დამწამა და ჩამასმევინა გლეხკაცების საპყრობილეში სადაც არ შეიძლებოდა ყოფნა, და რომელსაც ჰსცხვენოდა შემოეხედნა ჩემთვის და ჰსცდილობდა არსად შემამყროდა!
ვალათა ვრაცხ გითხრათ: 1, რომ არც ნიკოლაი ფედისეევისათვის, არც დესატნიკისათვის, არც იმათ ცოლებისათვის ერთი კოპეიკიც არ მიმიცია მხოლოდ ერთის ძველის მანეთის მეტი, რომელიც მივეცი თითონ მე კვარტალნის შესანახავად, და იმედი მაქვს რომ უკანვე დამიბრუნებს.
1, ჩემი ქაღალდები (სხვა ნივთები მე არა მქონდარა) არავის არ გაუხილავს: სამჯერ დამიჭირეს ისე რომ არა უკითხავთრა; სამჯერ გამომიშვეს, და ყოველთვის მეუბნებოდნენ როცა მიშვებდნენ ხოლმე, რომ მე საეჭო კაცი არ ვიყავი.
3. ჩემზედ გამოძიება სრულიად არაყოფილარა.
თუ პოლიცია ჰხედავდა უკანონო ქაღალდებს, მაშ მოწყალების ნება აღარა ჰქონდა; თუ ჩემი ქაღალდები გაკეთებული იყო, როგორღა მიშვებდნენ? თუ მოწმობა პოლიციის ჩინოვნიკისა ორდენების ჩამოკიდებაზედ და კვარტალნისა ჩემს ტანისამოსის გამოცვლაზედ ღირსნი იყვნენ ყურადღებისა, მაშ გამოძიება რატომ დავანებოთ თავი ამისთანა მოხსენებულს ცრუ მოწმობასა და დავაყენოთ ამისთანა ჩინოვნიკები პოლიციაში? როგორ შეიძლება რომ კაცს ასე ემუქრებოდნენ. ეს თავისუფლება არ გაიბანება არც პოლიცმეისტერის გვარდიულის ალერსითა, არც ჩასტის პრისტავის უადგილო ზრდილობითა.
ალ. სავანელი.
![]() |
10 * * * |
▲back to top |
* * *
ლულა ფუნჯით, უენისა და კომპანიისა მოსაყრელად წმინდად დანაყილის გოგირდისა ყურძენსა, სჳასა, ხილის ხეთა, ყვაჳლიანთ მცენარეთა და სხუათა ზედა.
ღონის ძიება ამ იარაღისა არის დიდათ მარტივი: თუნუქის ლულის გულში ჩაჰყრიან გოგირდს იმის მესამედს, რაც იმაში ჩაეტევა, აიღებენ ხელს და გაანძრევენ ლულასა, რომელიც ეჭირებათ დახრილა თვითქმის გეზათ, და მიაბრუნებენ ფუნჯს იმ მცენარის ნეწილებისაკენ, რომელნიც უნდა გაგორდიანდნენ. დიდის ანუ მცირის ლულის მოდრეკისაკენ, ნაკლების ანუ ძლიერის მოქნევისაკენ იქნება დამოკიდებული, სურვილისამებრ. ხარისხი გაგოგირდიანებისა რაოდენობა გოგირდის მოყრისა ეგრეთვე არის დამოკიდებული ჰაერის მდგომარეობაზედ: ხმელს და ცხელს დროს გოგირდი შეიქნება ხოლმე უფრო წმინდად და გარდამეტებულად; სრულებით წინააღმდეგად იქნება ნოტიოს ტაროსისა და ტენიანის ჰაერის დროს; აი რისთვის უნდა მოეყაროს გოგირდი უპირატეს ხმელს და ტფილს დროს. უკეთუ გოგირდი ლულიდამ გამოდის ძრიელ გარდამატებით, მაშინ შეიძლება ის, სურვილისამებრ, დაცოტავდეს, იმითი რომ, უნდა დაეკრას წმინდა სამთელი რაოდენსამე ნასვრეტზედ, რომელშიაც არის გატანილი მატყლის ფუნჯი. ყოველთვის შემდგომად ამ იარაღით მოქმედებისა მატყლის ფუნჯი უნდა გაიჩეჩოს.
განვაცხადეთ რა ღონისძიება მოქმედებისა, მიუცილებლად ჯერ არს ვჰსთქვათ: რას დროს უნდა მოხდეს გაგოგირდიანება, ამისი არის ორი რიგი - რიგი წინათვე დამცველი. და რიგი აღმხოცველი გამოჩენილის უკვე სნეულებისა საზოგადო აზრი უფო აქებს პირველს
რიგი წინათვე დამცველი არა შესაძლებელ არს სწორედ დაინიშნოს დრო, როდის უნდა დაეყაროს გოგირდი, ამის გამო, რომელ ეს დრო იქნება სხვა და სხვა, უნდა მიღებულ-იქნეს მხედველობაში ჰავა, ვენახის მდებიარეობა, მიწის ნიადაგის თვისება, ადრისა თუ გვიანის გაზაფხულის შეხვედრა; ყოველს ამას შეუძლიან მოახდინოს განსხვავება 15-დამ 30-ს დღეემდის. უმჯობესი ყოველსა იქნება დაინიშნოს ის დრო ნაყოფის გამოსვლაზედ და მიღებულ იქმნას საფუძვლად ის ჟამი, როცა ყურძენი იზრდება და სახეს იცვლის; ამ შემთხვევაში უმჯობესი ყოვლისა იქნება, რომ თით ვენახების პატრონებმა აარჩიონ უმჯობესი მინუტი. საკუთრად არ უნდა დაივიწყონ რა, რომ წარმატება აქ არის დამოკიდებული არა ესოდენ თვით გაგოგირდიანების ღონისძიებაზედ, რაოდენ არჩევაზედ საჭიროისა მისთის დროისა.
პირველი გაგოგირდიანება უნდა მოხდეს აყვავილებამდის თხუთმეტის დღის წინ, ოდესაც რქები მცენარისა გახდებიან ორის ანუ სამის გოჯის სიმაღლე.
მეორე გაგოგირდიანება უნდა მოხდეს ყვავილობის დროს.
და მესამე მაშინვე შემდგომად აყვავილებისა, ესე იგი ოცს დღეს უკან შემდგომად მეორისა.
უკეთუ შემდგომად ამ სამის გაგოგირდიანებისა იოდიუმ (სნეულება) გამოჩნდება კიდევ რომელსამე ვაზზედ, უნდა მოხდეს მეოთხე გაგოგირდიანება, მხოლოდ იმ სნეულთ ვაზებზედ.
რიგი აღმხოცელი. პირველად გაგოგირდიანება მოხდება მაშინვე, როგორც შეამჩნევენ ვაზის გამწვანებულს ნაწილებზედ მოთეთრო წერტილებს ანუ წინწკლებს ნიშანსა იოდიუმის გაჩენისასა, ამ, დროს რქები იქნება სამს გოჯამდის.
მეორე – გაგოგირდიანება უნდა მოხდეს დროსა აყვავებისასა.
მესამე - როგორც კიდევ შეამჩნევენ, რომ ოვიდიუმ კიდევ ჩნდება ყურძენზედ.
ესრე ვითარისამე ხანისა უნდა მოხდეს მეოთხე გაგოგირდიანებაცა იმ ვაზებზედ, სადაც სნეულება არ იყვეს ჯერეთ დამორჩილებული მესამეზედ, რომელიც მოხდება ხოლმე კმასაყოფლად იშვიათად.
გაგოგირდიანება ხილის ხეებისა, რომელსაც გვარსაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, უნდა მოხდეს, როდესაც სრულს ყვავილოვანობაში არიან. მეორე შემდგომად დაყვავილებისა, ოდესაც ნაყოფი უკვე გამოინასკვება, და უკანასკნელ რაოდენსამე ხანს წინ სრულს დამწიფებამდის.-
გამოთარგმნილი კავკასიის 1858 წლის სოფლის ადგილ მამულის პატრონობის საზოგადოების ზაპისკებიდამ.
ზაქარია მამაცაშვილი.
_________________ 1 ამ ხარისხში პოდპოლკოვნიკებსაც ხშირათ იხსენიებენ პოლკოვნიკად. 2 ეს იარაღი, რომელიც, მოუტანიათ ტფილისში მარსელიდამ გამოუცდიათ სხვა და სხვა კავკასიის ადგილებში, მოყრა სნეულს ყურძენზედ წმინდად დანაყილის გოგირდისა ძრიელ გამომდგარა.)
![]() |
11 უფალო რედაკტორო ი. კერესელიძე |
▲back to top |
უფალო რედაკტორო ი. კერესელიძე
ბევრს პირს საკვირველად მიაჩნიათ, ის უფალი თუ არა უფალი მოლაყბე სად დაიკარგა? ვინ ჩაყლაპა? იქნება მიწა გასქდა და შიგ ჩაიტანა? დიდი ხანია იმისი ანბავი აღარა ვიცითრა, შეგვატყობინეთ რა იქნა?
ის ვიღაც მოლაყბე იყო, რა კარგათ ლაყბობდა ხოლმე: ეს ასე და ის ისეო. მაშ როგორ იქნება: ხან ასე და ხან ისეო, მანასეს უთქვამს.ადიბეგ ნურც ავს იტყვის და ნურც კარგსაო, ადიბეგს დაუწერეს კარებზე; იმანაც პასუხი დასწერა ქვემოთ, ავს ვნახამ ავს ვიტყვი და კარგისათვის კარგსაო, ჩემი ხასიათი ეს არისო. ავყიასი ხომ გაგვიგონია, რასაც დღეს, თავის წანკლიანის ენით ადამიანს არ შეაწუხებდა, ის დღე იმისათვის საუბედურო იყო. ახლა რა ვქნათ, ეხლაც ბევრნი არიან იმ გვარები, აბა რა უყოთ, მოლაყბესაც თვაისი ხასიათები სჭირს, უნდა მიუტეოთ: მიუტევეთ და მოგეტევოთ. ვის არა აქვს თავისს სისუსტე, რომელნიცა მოტევებული ვართ ყველანი. ვის რათ უნდა გვენაღვლებოდეს, მოლაყბემ რომ ბევრი ილაყბოს, ვნახოთ ვის გამოგვაჯავრებს, თუკი ცოცხალია კიდევ, და თუკი ცოცხალი არ არის ის მებუკეები სადღა გადაცვიდნენ? იქნება მშიერი სვავები დაეხვივნენ, ან დაყმენდილი მგლები და გამოხრეს ძვლებიანათ? ან კუდიანმა ქარმა ხომ არ შემოჰკრა და არ გადასტყორცნა სადმე, თორემ თუ ეს ასე არ იყოს, მაშ სად დაიკარგნენ ის მოტრაბახე მებუკეები მაინც?
მოწყალეო ხელმწიფევ ი. კერესელიძე! ჩემი შუამავლობით ბევრნი სთხოვენ, ის ვიღაც მოლაყბეა. -„კიდევ განაახლოს თავისი ლაყბობა და დაგვავალოსო, თუ ქვეყანაზედ იყოს კიდევაო, თუ არადა მებუკეებს მაინც ვთხოვოთო, თუ - ისინიც არ დახოცილანო?“
ვინც ამას ითხოვენ, ისინი ასეთნი პირნი არიან რომ ხამს იმათ პატივისცემა, თუ მარილიღა იყვნენ სადმე ის მებუკეები?1
დავშთები თქვენი მარადის პატივისმცემელი თ. ალექსანდრე ვახტანგის მე ჯ. ორბელიანი.
![]() |
12 გამოკრებილი (Ж. Об. пол. свед.) |
▲back to top |
გამოკრებილი (Ж. Об. пол. свед.)
ერთი ძალიან პატარა სახელმწიფო არის ქვეყანაზედ, რომელსაც ეწოდება შეერთებული შტატები. ამ პატარას სახელმწიფოში გამოდის ორიათას ხუთას ოც და ექვსი გაზეთი, ოთხი ათასი სხვა და სხვა ჟურნალები. არ არის იმისთანა ჟურნალი, თუ გაზეთი, რომ რაც უნდა ცოტა ვსთქვათ, არა ჰყავდეს თხუთმეტი ათასი ხელის მომწერი. (საკვირველად არა ჰგვანებია ჩვენს „ცისკარს“!)
- ეს კარგათ ვიცით, რომ ყოველს დაბეჭდილის ქაღალდის გვერდზედ არის რამდენიმე სტრიქონი. ამ თაბახებსა დაბეჭდვდის შემდგომს ჰკეცავს რამდენიმე, კაცი, ჰკერავს, აწყობს და გამოჰყავს დიდის შრომის შემდგომ წიგნებად. აქამდისინ ეს შრომა შესრულდებოდა ხოლმე რამდენიმე კაცის ღონისძიებით, ახლა შვეიცარიაში მოუგონიათ იმგვარი მაშინა, (იარაღი) რომელიცა ერთს სათში ჰკეცს, აწყობს, ჰკერავს და გარშემო შემოუკვეცს იმდენს, რამდენსაც ასი კაცი მოუნდება იმავე ერთს საათსა. ამ მაშინის მოქმედებაში მოყვანას მხოლოდ ორი ყმაწვილი უნდა.
- მრთელს ხმელეთზედ არის ორი სახელმწიფო: ავსტრია და ფრანცია; სადაც მშვენივრად აკეთებენ ღვინოებს და ამასთანავე სხვა და სხვა გვარად. ფრანციაზედ უფრო მომატებული საშუალობა ავსტრიასა აქვს მართალია, გერმანიაში, იტალიაში, ისპანიაში და პორტუგალიაში უფრო ჩინებულს ღვინოებს აყენებენ, მაგრამ იმათის სარგებელობის რიცხვი არც ნახევარს უდრის ავსტრიისა და ფრანციისას. ფრანციაში ღვინო მოვა, თუ კარგი წელიწადი დაუდგა, სამოც მილლიონ ღეკტოლიტრამდინ (სამოცი მილლიონი ღეკტოლიტრა, ოთხას ოთხმოც და სამი მილლიონი ვედროა, ან, ჩვენებურათ ას ოცი მილლიონი კოკა,) ავსტრიაში მოვა ოცდა ხუთ მილლიონ ეიმერამდინ, (ოთხმოც და ხუთი მილლიონი ეიმერი, ორას შვიდი მილლიონი ვედროა, ან ორმოც და ათი მილლიონი კოკა.) გერმანიაში მოვა თოთხმეტ მილლიონამდინ ვედრო. ისპანიაში სამოც და ცამმეტ მილლიონამდინ; პორტუღალიაში თოთხმეტ მილლიონამდინ. ღვინისაგან შემოსავალი ფრანციასა აქვს წელიწადში ოთხმოცდა შვიდი მილლიონი ფრანკი (ჩვენის ანგარიშით, ფრანკი რომ ხუთ შაურათ ვიანგარიშოთ, გამოვა ორი მილლიონი და სამოც და თხუთმეტი ათასი თუმანი.) ავსტრიასა აქვს ღვინისაგან შემოსავალი წელიწადში სამი მილლიონი ტალერი, (სამი მილლიონი ტალერი, შეადგენს ჩვენებურის ანგარიშით ორას ოთხმოც და ოთხი ათასს თუმანს.) ისპანიასა აქვს წელიწადში ოც და ათი ათასი მილლიონი ტალერი (სამას ოთხმოცი ათასი თუანი.)-
ჩვენში ამ ანგარიშებს ჯერ არ შევჩვევივართ. იმერეთში ახლა დაიწყეს კითხვა, ვის რამდენი მოუვიდაო, ნაცარმა რომ მეტად უკლო მოსავალსა; თორემ უწინ ვინ იფიქრებდა ვიანგარიშოო. კახეთში რამდენი მოდის იცის ვინმე?
- წარსულს წელიწადს ფებერვლის თვეში, ანგლიაში, სოფელს გლამონგინშირს, რომელიც ეკუთვნის ანგლიჩანს ნიკსონს, მოვიდა ძრიელი წვიმა, რომელთანაც ჰსცვიოდა დაღრუბლულის ჰაერითგან წვრილ-წვრილი თევზი. ამ წვიმის დროს ძრიელი ქარი ჰქროდა. ეს თევზები რამდენსამე ხან ცოცხლად იყვნენ, ბოლო და ფრთა ჰქონდათ მოთეთრო.
რედ. კ.
_________________
1 რედაქცია თავისის მხრივ, დიდის გულმოდგინებით ჰსთხოვს უფ. მოლაყბეს, მიიღოს შრომა როგორც ქართულის სიტყვიერების მოყვარემა და ადრინდელივით განამშვენოს ჩვენი ჟურნალი. ამაზედ ითხოვენ მრავალნი „ცისკარზედ“ ხელის მომწერნი. თუმცა რედაქციამ ცოტა აწყენინა, მაგრამ მოიმედენი ვართ სულგრძელებით მოგვიტევებს. რედ.
![]() |
13 ახალი მწერლობა |
▲back to top |
რედაქციისაგან
„ცისკრის“ რედაქცია შეჰსწირავს უგულითადესს მადლობას, უფალს გორის უეზდის ნაჩალნიკს, ბრწყინვალე კნიაზს ელიზბარ ერის-თავს, რომელმაცა მიიწერა 20 წიგნი, თავისს უეზდში დასარიგებლად და, რომელიცა გვაძლევს დიდს შემწეობას ამ საზოგადოს საქმეში. - მომატებულად ვრაცხთ კვალად განუმეოროთ მადლობა უფალს გაბრიელ მამაცოვს, რომლის ღვაწლის დადება სამშობლოს ლიტერატურაზე მოეხსენება თვითქმის ყოველს ქართველს და, რომელიცა გვეწევა ყოველწლივ ხელს მომწერთ მოპოებით ქართლის მხრივ. ჩვენ არ შეგვიძლია ღირსეულად დავაფასოთ ამ გვარი ამათი ღვაწლი ჩვენს სიტყვიერებაზე, - უკეთ დააფასებს ჩამომავლობა.
რედ.
![]() |
14 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
სხვა და სხვა ანბავი
I. - შეერთებულ შტატების სახელმწიფოში, გაზეთების და ჟურნალების რიცხვი. -II. -ღვინის მოსავლის ანგარიში ევროპაში. - III. - უცნაურის წვიმის მოსვლა ანგლიაში. რედ.
ხელი მოსწერდება 1860 წელსა.
ქ. ტფილისში, ქართულის ჟურნალის „ცისკრის“ რედაქციაში, კუკიას, კერესელიძის სახლებში.
ფასი ერთის წლის გამოცემისა, ქ. ტფილისში გაუგზავნელად ექვსი მანეთი, ხოლო შინ მიწოდებით, ანუ სხვა ადგილებში გაგზავნით: შვიდი მანეთი თეთრი ფული.
რედაქცია ჰსთხოვს „ცისკრისა“ ხელის მომწერთა, ვისაც ჟურნალი დააკლდეს და დროზედ არ მოვიდეს, მაშინვე აცნობოს რედაქციას, ესრეთის ზედ წარწერით: „ცისკრის“ რედაქციაში, ტფილისს.-