ცისკარი №6 (1852)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსთ თხზულებანი

▲back to top


1.1 კავკასია

▲back to top


კავკასია

თხემის შეუპოვარის პონტოის ზვირთთ მიმყრდნობი,
და ტერფითა სალითა, კასპიისა განმპობი.

კავკასი გოლიათი წევს, შორის ორთა ზღვათა,
შემოკრებით შემცველი დიდ საკვირველებათა,
მას შინა ჰსჩანს ბუნება, საშინელად დამშვენად,
გვერდნი მისნი ძლიერნი და ოფლნი შეუსვენად,
ქუხით გარდმომაქანნი მრისხანეთ მდინარეთა,
ჰრწყვენ და განაპოხებენ შორიელთა ველებთა.

იგი ზურგი მზიდველი მთებზედ შემდგართ მთებისა,
ათას წლოვანთ თოვლთაგან ხვავად შენაკრებისა,
ოდესმე რომელსამე მათ სპეტაკ ტვირთთაგანსა,
გარდმოაგდებს ზვავებად, სცემენ ყურსა და თვალსა,

სრიალნი განაშტერნი, სახენი განმაკრთობნი,
ყინულ ლოდთა ბორცვები ერთმანეთის მასწრობნი,
თოვლის მტვრისა ზრქელისა აღმყვანელი ცათამდე,
ჰგროვენ რაზით დანსლოტმით ღრმათ ღელეთ უფსკულამდე.

ვიდრემდის ბუქს ჰაერი მბერველ ქარიშხალებით,
დღისა მცვალები ღამედ, მომცველ ნისლით შავებით,
დედა-მიწისა პირი წარღვნას ახალს განმცდელობს,
აქ იგლიჯება გორა მუნ ველი აღარ ველობს,
ტყენი ძველთა ნაძვთანი გარდაქმნილან რიყებად,
წყალნი ადგილად მშრალად, გზა ვაკენი კლდეებად,
და კავკაზ მათ მთათ შორის მხოლოდ უცვალებელი,
ზოგთა მუსრავს, ზოგთ ჰბადებს, ვით დიდი მბრძანებელი-

აქვე დღე მხიარული ოდეს კეთილ დარითა,
დახდეს რა თოვლთა ზედა მზე შარავანდ წყნარითა,
ყინულნი ათას თრაშნი, წყალნი ფანტულ წინწკლებად,
სხუა და სხუად ფერად ბრწყინვენ ოქროდ ბრილიანეტბად,
ყველა კაშკაშ ნათლოის, ამ დიდი შვენიერებას,
იოტნიცა ბზინვითა უმატვენ მკობილებას,
ყვავილნი საამონი მომფენნი გვერდობ გრილთა,
სუნით გემოთ იშვითნი მიიზიდვენ ნადირთა,

მუნით ირემი აღვალს წაიღით ბნელის ტყისა,
განიშვებს უშიშარად მომკვლელთ ხელთ შეხვედრისა,
შტოვანთ რქათა დამდრეკი, მყუდროდ დამზერს ღრუბელთა,
თვისთ ფერხთა ქვე მქუხარე, და მეხისა მშობელთა,
ირმისგან უმკვირცხლესი, ჯიხვი უმაღლეს კლდესა,
რომლის რქანიც მწეობენ, ჩლიქისა სიმტკიცესა,
თავ ასმული შესცქერის, მყინვარეს აუვალსა,
და ვერ შემძლე მიწთომად, ღმუილით ემდურს ძალსა.

ესე არს თვით მთა იგი, სად პრომეტეს დაბმულსა,
ღმერთთა მიერ შერისხვით, ყორანი ჰხოკდა გულსა,
მთა რეცა განგებ ზღუდედ აღშენებული სალად,
დასაბამით სოფლისა ცნობილი შუვალად,
გარნა რომელს ბოლოსღა, როსსთ მხედარად აღზრდილი,
მიებჯინა უდრეკლად, მამაცი ციცი-შვილი,
შეიწრებულმან თერგმან, კრძალვით იცნო სამზღვარი,
და ტინამან შარა გზათ, ფართოთ განუღო კარი,

შეეჭმენ ჩრდილოს ვაშტნი წიაღსა გრანიტთასა,
არიდეს ღელეს სიღრმეს, არც სიმაღლეს მთათასა,
ფოლადნი ქვათ მკვეთელნი, ათასთა, შინა ხელთა,
ხელოვნებითნი მეხნი მედგრად მჩენელნი ცეცხლთა,
ჰსცემდენ, ჰგლეჯდენ ქვხოდენ, დაკავკასი მკვნესარედ,
ეხოთა მიერ, წყლულთა თვისთა ცხად ჰყოფდა მწარედ,
განისხნა გზა და ეშვათ ივერელთ სასოება,
რო მე მუნით შევიდეს, მათ შორის განათლება.
ალ.ჭავ

1.2 თეჯნისი

▲back to top


თეჯნისი

არ ვის ჰმართებს მის ვარდისა მიხვედრა,
ვის გლახ გული, დაემონა დაესვა,
ბედმან იგი მე მხოლოსა მახვედრა,
გულს ისარი, შორით ყვავს რათ დაესვა,

მტილს ეარნა ალვას მნახთა ეხარათ,
მის სატვირთათ იათ თავი ეხარათ,
ვნახე ვარდი ჰსწითლდა და ვსთქვი ეხარათ,
მითხრეს ფერი, მორცხობისა დაეხვა,

უკვირსთ მნახთა ესე მბადმან არსა რა,
ვის უშენა არა ეტლი არსა რა,
ესე მნათი, შვიდთაგანი არს არა,
მაშაე ესა აპოლლონსთუ დაესვა,

ვინც მხელთავად მისად თავი იგულოს,
გულიც ჰკარგოს და ვერც იგი იგულოს,
გინა ოხვრით ბაგეც აღარ იგულოს,
არ უსმინოს მან ეს ოხვრა დაესვა,

უქებ წელსა მეტყვი მისგან რამინა,
ვით რამინა, ხელ ვარ ვნახე რამინა,
შენთუ ვისობ სხვა ეძიე რამინა,
ცუდ მაშვრალობ ჰსაჯე, სად ბედს დაეხვა.

ალ.ჭ.

1.3 * * * (ამად მემდური ვინამო)

▲back to top


* * * (ამად მემდური ვინამო)

ამად მემდური ვინამო,
დამყნოსეო კინამო,
სულსა გაძლევ სუნისა წილ,
ოღონდ გული ვინამო,

მოდით ძმანო მონახეთ,
ქმნილა გამხმრად მონახეთ,
განხრჭობია გონება,
გიშრის ტევრში მონახეთ,

გაფრენილო ვიწამო,
სხვამცა რაღა ვიწამო,
ესე ოდენ შთენიეს,
გიგონო და ვიწამო,

გული სევდად იმალვის,
ჭირი სად ვით იმალვის,
კვლავ მწვიდა მზის სიახლეს,
აწ სიშორე იმალვის.

მზე ღრუბელმან იცვარა,
მელნის ტბამან იცვარა,
ვარქვი ეგე ამოდ გჭირს,
რჩევა ჩემი იცვარა,

სევდა მლამის მორევად,
დამნთქამს ეშყის მორევად,
ნეტა მას ვისცა ძალუძს,
სიყვარულის მორევად.

ალ.ჭავ.

1.4 მე მთვრალისადმი

▲back to top


მე მთვრალისადმი

შენ ნარგიზი ახალი ხარ, თავსა შენსა ჰსტრფობ და ჰყვარობ,
მაგრამ წყალში ჭვრეტის ნაცვლად წითელს ღვინოს სარკედ ჰხმარობ,
სახე შენი მას ღვინოში ჰსჩანს ვით ვარდი ზედახარობ,
მერე ეშყით აღნატაცი, თავსა შთანთქმად აღარ ზარობ,

ალ.ჭავ.

1.5 სხვა და სხვანი ლექსნი

▲back to top


სხვა და სხვანი ლექსნი

ღიმილმან ლალთ კარ განღებით, მარგარიტთ მწყობრი აჩინა,
ბაგე ზრახვისა დამწყები, გრძნობას ემილა ედინა,
სილაღემ კრძალვათ ნარევნამ, ნაზად სპეკალნი განჰფინა,
თვალთა განმკრთალთა გულსა ჰრქვეს, მზგავსი ამისა სად ვინა.
ალ.ჭავ.

* * *

როს ბულბული საამოვნოდ აღიმაღლებს ხმას დამღერობს,
გრწამდეს იგი ესრეთ ტკბილად, სიყვარულით არა მჭევრობს,
ეს არს მისი ხელოვნება, გრძნობისაგან უმაღლ ყბედობს,
თვარა ჩემის გულის გრძნობა, მის ყბედვასაც გარდა მეტობს.

ალ.ჭავ.

* * *

ჱე მთვარეო შემწყნარეო, აშიყთ გულების,
მიგვფინენ შენნი, შუქნი ხელნი ჩვენ ორთა ოდენ,
რაზომცა ვლიდე, ვერსად ვპოვე, ნუ გეგულების,
რომ ურთიერთსა, ჩვენებს მტკიცედ ვინმე შესტრფოდენ.

ალ.ჭავ.

* * *

ვიდრემდის გქონან ღვთისაგან, ოქროს დღე და ღამები,
ვიდრემდის გვჭვრეტდენ დაყრდნობით, ქალთა ლამაზნი
თვალები. იშვებდით მღერდით ეე ძმანო! მსწრაფლ წარმავალთა
საღამოთ განატარებით საამოთ,
ნუ თუ თქვენისა უზრუნვოს, განცხრომისა მყვარებელსა,
მეცა მეწვიოს ღიმილი, თუმცა ცრემლს შეუშრომელსა.

ალ.ჭავ.

* * *

სიყვარულო ძალსა შენსა, ვინარს რომე არ მონებდეს,
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხვრას სარგად არ გასცემდეს,
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რბოდეს,
და ბულბულსა რად ეზრახვის, რომ შენ გამო ვარდს შეჰყეფდეს.

სიყვარულო ძალსა შენსა, ყოველი გრძნობს არსებს რაცა,
ჰსჯულსა შენსა ყველა ერჩის, ბერი, ერი, მეფე ყრმაცა,
ხელმწიფე ხარ თვით მყრობელი, ტახტი მზა გაქვს ჰგიესაცა,
გულები ჰყავს ქვეშემ ვრდომად ამას მე ვგრძნობ და თვით სხვაცა

შენის უღლისგან გამოსვლა, ნეტა უნდოდეს რად მევის,
თუ შენხარ ვნების მიზეზი, ლხენაც არ შენგან გვეძლევის!
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა იგი ნუმცოდეს გველევის,
მაშ ცუდია თუ მაში სიძნელეც არსით ერევის,

ალ.ჭავ.

ყმაწვილი ქალის საფლავზე წარწერილება.

შვენიერ იყო მარა რა! ამა საოფლისა ყოველი,
გინა ვით იყოს კეთილი მაშინაც დაუყოვნელი,
ვარდი ვარდულად დილიერ შლილობა მოსაწონელი,
საღამოს ქვეყნად დაეცა, თვისგან ხვებულად ჰყო ველი,
სისხლის მწყერვალი სიკვდილი ოჰ რაბამ შეუბრალია,
რაგინდ ვინც რავდენ ევედროს, იგი მითც დაუხვალია,
ყურ დახშობილი დაჰფრინავს, ხელადუცს ბასრი ხმალია,
მოტირალთ ცრემლმა ვერ ალმოს, მან ჰყოს რაც მისივალია.

ალ.ჭავ.

* * *

როს ვჭვრეტ შენსა სიკეკლუცეს, შენსა სახესა, შენსა ქცევას,
შენს გონებას, შენს საუბარს, მოძრაობას მიმორხევას,
ტარიას დროს მე არ ვიტყვი, გაქებდენ თუ გაძაგებდენ,
მარიამ ნესტანდარეჯანსა, ვიცი აღარ ახსენებდენ.

* * *

ერთგზის ხელმან შემბრალემან ტრფიალებით მწყურვალესა,
მომცა ლალის ფიალადა, მრქვა ნუ ჰსწუხარ შესვი ესა,
ბაგე ხარბად დაეწაფა მას შარბათსა საამესა,
მაგრამ წყურვა არა თუ მისპო, უფროს გამიუაღარესა.

ალ.ჭავ.

ერთი ყმაწვილი ქალს თაიგულის მირთმევაში ეუბნება.

აჰა ესე ვარდ ზამბახნი, შენთა ელფერთ მომპარველნი,
წალკოტს ვნახენ შვენებითა, სულ აღევსოთ ხევნარ ველნი,
მომეგონნეს სუნნელება, აღმიხსენდენ ღაწვნი მჭევლნი,
მყის შევიპყარ და შევსული, მოგართვ შენი გამძარცველნი.

ნეტარ მას ვინცა შენს ახლოს, შენ მხოლოსათვის ოხვრიდეს,
ხმისა შენისა სმენითა, ყურთა ატკბობდეს ალხენდეს,
ბალახშთა ზოგჯერ თვისდამი, საამოდ მღიმრად ხედვიდეს.
ხან ვარდთა ყნოსვით სთვრებოდეს, ხან ეკლით განფხიზლდებოდეს.

მას შუჱნიერსა წალკოტსა, სად მდელონი შენაკრბიან,
სად ზამბახნი სპეტაკობენ, სადა ვარდნი წითლად ღვიან,
შორის ბუჩქთა კუბიდონნი , იდუმალად იმალვია,
მუნ არ ურჩევ სეირნობას, ვისაც გულნი გეწყალვიან.

ალ.ჭავ.

* * *

თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ,
ერთ გზის თქუჱნცა ტრფიალება,
ჩემებრ მწარედ დაგამონებთ.

მეცა ვიყავ მოქადული,
ვიდრე ჩემად მქონდა გული,
ჭირი ვერად შემიპყრვიდა,
აშიყთ მტანჯვი, სიყვარული.

თუ ვინ ვნახი ფერ მიხდილი,
შვენებისა და მონად ქმნილი,
ვსთქვი თუ კაცსა ვითრშვენის,
გული ესრეთ უძლურ ლბილი.

მაგრამ ჩემის სულის ძალა,
ერთმან წამმან, სრულად ჰსცვალა,
გნახე და მყის შენმან სახემ,
შემიპყრა და შეცა მსჭვალა.

მომესია სევდათ გუნდი,
შემომერტყა, ბნელი ბუნდი,
ჯაჭვი დამსდვა მონებისა,
კისრად ვიღე და დავდუმდი.

მაშინ ვიგრძენ შეყსეულად,
სისხლი ცეცხლებრ აგზნებულად,
ცრემლიანმან და მოხრავმან.
ვეღარ ვიცან თავი სრულად.

1.6 მაჯამა ბატონისა თეიმურაზისაგან თქმული

▲back to top


მაჯამა ბატონისა თეიმურაზისაგან თქმული

1. კვლავ მითქვამს სიტყვა უქმისა პატიჟმან შემაშინაო,
ყოველნი განვლით სოფელსა არვინ დავრჩებით შინაო,
კარი დაგვეხშას სასძლოსა გვესმას ნუ მოხვალ შინაო,
სულის არ მომსვენებელო მგზავსათ პირუტყვთა მფშვინაო.

2. ლექსთა ღარიბთა უცხოთა რომელ არს გამოკრებული,
მომინდა წერა ამისთვის არ იქნას დავიწყებული,
კაცი ბრძენი, და გამგონი, ვინიცის შეხვდეს სწრებული,
ცუდად არ წახდეს ნაშრომი დამევსოს, ცეცხლი დებული

3. სპარსულად ჰქვიან მაჯამა შეყრილად ითარგმანება,
წიგნებში გამორჩეული იგერთად მოიყვანება,
იკითხვიდენ და სთარგმნიდენ ლხინი ვერ შეედარება,
გული მოყვარე სიბრძნისა მათთანა დევანება.

4. მზე ცუდ მაშვრალობს ვერ მნათობს ეტლზედა შინ ზიხარ ისარა,
სხვამ შენგან კიდე სამყარო ვინ გაისახლა ისარა,
მელნისა ტბამან გიშერი ტევრად გარივლო ისარა,
მუნით მკრა გულსა ტყვე ქმნილსა გლახ შავმან მშვილდმან ისარა.

5. თქვენ მზესა სწუნობთ მე მას ვეჭვ ეტლსა არვინ მე ისარებს
ეგ ცუდად ჰფანტავს სხივთადა უკეთ ანათებს, ისარებს,
მელნის ტბა ტევრად გიშერსა გარშემოივლებს ისარებს,
ესვრის მჭვრეტელთა გულებსა, ეკალმუხისა ისარებს,

6. გული ქმნილა ნარგიზთათვის გლახ ლახვართა ასახებლად,
ვერ ძალედვათ, თვით რად ხელ ჰყვეს მაშ მნათობთა, ასახებლად,
მით იძლივნეს მოიკიცხნეს ედემს ნორჩი ასახებლად,
მსურისმისთვის გაჭრა ხელქმნა ვიწყო სულთქმად ასახებლად

7. ვერ გაქეს ბრძენთა კრებულმა უტყვ იქმნეს პირი დაეყო,
ციურთ მიეღო ნათელი სრულ შენგან ართუ დაეყო,
გაუჩნდებოდა სიტურფე, ვარდს შენთან ხანი დაეყო,
გლახ ჩემთა ცრემლთა ნაკადი ვფიცავ სოფელსა დაეყო.

8. შენთვის ხელმა გლახ უშენოდ მითხრა მზეო იამოსრა,
შენმა ეგრე სიტურფემა ვარდი მოკლა იამოსრა,
წარბ წამწამმა გული კრული პირველ მოჰკლა მერმე მოსრა,
არა გევხარ ქვენად მყოფთა ზემო იწყევ, ბარე მოსრა.

9. ერთი გული მიდგს სიკვდილო მოყვრისად შემიწირავსო
სხვა შენთვის ვერღა დავბადო ვერ მოგცე ნუ გიკვირავსო,
იგ არს პატაჟთა მიზეზი სად ვარდ ქვეშ ბროლი სჭირავსო
გული მას მიჰყავს არ ვიცი ჩემთვის რა გაუპირავსო.

10. შენებრ ნაყოფი უფალმან ხამსედემს თვით რგოს მანახოს,
ყანდა არს ნაირ შაქრისა ვარდმან ბაგემან მანახოს,
მუნით ნაკადი სიტკბოთა უკვდავ ჰყოს ვინცა მანახოს,
ისწრაფის ყოვლი მიჯნური ვინძი ახიოს მანახოს.

11. თავმა შენმა რისხვა უნდა კადრებისა დაუმალსა,
მაგრა რავქნა სხივთა ცეცხლსა სულ დაუწვავს გული ალსა,
დაუჭრივარ ალმასისა მისდგომია დანა ძვალსა,
თუ არ მიხსნის შედგომივარ მარჯნუნისა მე გლახ კვალსა.

12. გრძლად მატირა საწუთომან ცრემლთა ღვარი დამელია,
მიჯობდა თუ სიკვდილისა გლახ სასმელი დამელია,
მომაძულვა თვისთა ტომთა ძმა არ მაძმო დამელია,
აწ სოფელო ვარდთა ზრობად მამკალ რადგან დამელია.

13. მზე უნათლე ჰქმენ ეტლსაზი შუქნი ჰკრთებიან სადარი,
ამად ვსტირ მაგრამ რაზომ ხამს ეზომი ცრემლი სადარი,
ვარდსა მისტაცე შვენება ბადახშანს ლალი სადარი,
ბროლსა ჰსცვენ ძოწნი ბაგენი ფერად არღავნის სადარი.

14. ბრძენთა მოვასხამ საქებრად დიონისითურთ კრებულად,
ბაკნი მოგიძღვნა მთვარემან გნახე უმეტეს ვსებულად,
მაგრა ვით ხელ ჰყონ მზე ნახეს თვით შენგან ნათელ, კლებულად.
გლახ ჭმუნვით გახდა პირს იცა მუნით აჩნია ლებულად.

15. გული ნარგისთა ლახვარმა დაჭრა დახია ასერა,
მუშკი ხარზილფი ამბარი ნახეთ რა მიყოს ასერა,
წამწამმა იინდი ლაშქარი ჩემად კვლად რისხვით ასერა,
მე მამკლა მხეცნი ფრინველნი სადილად ჩემზე ასერა.

16. მე დამემტერა სოფელი მტერთანა ყოფნა მეყოფა,
ჩემკენ არ ბრუნავს საწუთო მისთვის მომძულდა მეყოფა,
რა გამეყარა მოყვარე ხედავთ რომ სულიც მეყოფა,
გული სავსე მაქვს ლახვრითა სხვა კიდე აღარ მეყოფა.

17. ტურფა ხარ შვენიერებით ტანი მიგიგავს საროსა.
ვია შენისთანას მიჯნურსა ვერ ვინ ეღირსოს აროსა,
კაცი ხამს შენთვის გაიჭრას და ლხინი გაიმწაროსა,
ტარიელს ქვაბსა ესტუმროს მაჯნუნთან დაემყაროსა,

18. მისგან გახდენ სულ ციერნი არიცნობის დანაცარად,
მან დამიჭრა გულ იწამწმით მოიხმარა დანაცარად,
სრულად დამწვა სხივთა ცეცხლმან. ლამის ვიქმენ დანაცარად
დამეგრიხა ბედი მრუდათ არ ვეჭ იქმნას დანაცარად.

19. იაგუნდისა ბაგემან ყირმიზი ლალი ღვინოსვა,
თუ ფერად ბაგემ აჯობოს ამისთვის მართებს ღვინოსვა,
მე შემსა სისხლსა ვამგზავსებ თურმე მინამან ღვინოსვა,
კარგს კაცსა ბრძენსა სიტყვასა ვერა ჰსჯობს იგსალხინო სხვა

20. ნადიმად მსხდომთა სალხინოდ საქმე გასინჯეთ სურისა,
თავის სისხლს გვასვამს ეხოდენჩვენთვის სალხინოდ სურისა
კაშკაშით გეტყვის მაშ თუარ ჩემი სისხლი სურისა,
შემამკობელი ლხინისა და ძალი უსუსურისა.

21. უწყის ღმერთმან ვერა ვხედავ ქვეყნად შენსა დანამგზევსა,
დაუწვივარ იგ უწყალოდ ცეცხლსა შენგან დანამგზევსა,
გულისათვის და სალახვრად, ჩემკენ წამწამ დანამგზევსა,
ხამს მივმართო მიჯნურისა წანავალსა დანამგზევსა.

22. მოიგონე სიყარული შენთვის სულთა განაწირვა,
კაცს აცხოვნებს სამართლის ქმნა უსამართლოდ განაწირვა,
გლახ ლახვარი სიშორისა ათასი მკრავს განაწირვა,
სჯობს დაეგზნას სიყვარული დავსებული განაწირვა.

23. გულსა გულზედ მით არ მიცვლი გინდა რომე მოგცე სართად,
სულთა მოგცემ უმჯობესი რაღა მოგცე ზედან წართვად,
არ დამიჭერ ვფიცავ ღმერთსა ცეცხლზედ მივცემ ზედან წართვად,
უწყალოდ სვამ სისხლსა ჩემსა ღვინის ნაცვლად ზიხარ წართვად.

24. მარგარიტსა და სადაფსა იაგუნდი სცავს დალალა,
მათ გული ჩემი მიჰყიდა ვინღაც ვინ იყო დალალა,
მამკლეს ტირილის სანაცვლოდ ლხინი აქვს ჩემზედ დალალა,
ჩემის ლხინისა ყვავილი უმზეობამან დალალა.

25. ბროლ მინაზედა გიშერი ვარდმანცა თავი მუნარა,
სულ-შვენებისა ყვავილნი არ დარჩა შეკრბა მუნარა,
ვერსით შეუელ საკრეფლად ეკალნი დამხვდნენ მუნარა,
ზენათ ნათელთა მფლობელმან ამისთვის დაი მუნარა.

26. გულო ცეცხლი სურვილისა არ დაავსე შენუკეთე,
მე მუნ დამწვი აწ ლახვარი მგონი მოგხვდეს შენუკეთე
გნახე ეგრე შენ უთმობლად თავსა ხელ ქმნა შენ უკეთე,
ყველა მით ჰქმენ ნახე ვინმე მნათობთაგან შენ უკეთე.

27. ბულბულთა შექნეს ძახილი აგრე ჰგავს ვარდმა იშალა,
გულსა გაჭრა და ხელობა უშალე არ დაიშალა,
ხამს თუ მიჯნურმა ტანსაცმლად სტავრისა ნაცვლად იშალა,
გლახ შენმან შუქმან მნათობნი არვინ მითა იშალა.

28. ვარდი დაჭკნა მზემან შუქი აღარ მისკენ მოაწურვა,
ცრემლთა ღვარი გაუწყვეტლად ერთხელ არსად მოაწურვა,
არ ვეწყალვი მას ქვა გულსა სულნი პირთა მოაწურვა,
მომეშორვა რადგან ლხინი სევდა ზრუნვა მოაწურვა.

29. მზესა შესწფა მისგან შუქთა ხედავთ ვეღარ მონადარა,
მთვარე სავსე დარბის მაგრა ვეჭობ მისთვის მონადარა,
წალკოტს ვარდი მის ღაწვთათვის გამოდგების მონადარა,
რად დაგროვდა ჩემთან ეშყი მათთვი სმაქვსო მონადარა.

30. ვერ ვინ ნახოს მისებრ ვინც ვლოს ოთხივ ყურე მონაკიდე,
ოდეს გნახო გავსებული მთვარე გახდა მონაკიდე,
ვით არ დასწვავს სიშორისა გულსა ცეცხლი მონაკიდე,
ვით გლახ ვზიდო სურვილისა მძიმე ტვირთი მონაკიდე.

31. შავმან მშვილდმანისარი მკრა გულსა ლახვრად დანასობი,
ეგზომ დაჰყო გულსა შიგან რომ მოჰკიდა დანასობი,
ღაწვთა მისთა შვენებითა ვნახე ვარდი დანასობი,
ვეღარ ვნახე მთვარე მისგან მონავანი დანასობი.

32. დავლე საწუთრო შენებრი მოისრე ვნახე აისრა,
ეს მიკვირს გული ქვა ქმნილი ეგრე ვით ერთწამ აისრა,
მკითხავდნენ შენნი მნახავნი თუ არა მზეო აისრა,
მე ვუთხარ მისი სამყოფი მნათობთა გვერდით აისრა.

33. გული ნატრობს მგზავსათ მზისა ზურგზედა ირის მასვა,
ამად ვსტირი სხივნი ლახვრად გულზედამცა ისრად მასვა,
მიწყივ მით მთრავს ათასიმცა სურვილი და ეშყი მასვა,
ვის ერჩიოს სოფლად ყოფა არ გაიჭრეს მისთვის მასვა.

34. მთვარე ვერ დაგედარება ვერც მზე დაგე დავისო,
მიწა და მტვერი შენს ფერხთა თვალსა და პირსა დავისო,
შენი სხივი და ციმციმი გულზედა ლახვრად დავისო,
ცუდად გაქებენ თინათინნესტანდარეჯანდავისო.

35. ვერა ხედავთ ბულბულისა გაჭრა ხელ ქმნად განავარდსა,
შეუშლია ჰყეფს იძახის სხვასა რასმე განვარდსა,
თავს ევლება ზედ დაჰფრინავს არ აპირებს განავარდსა,
ვირ არ დაჭკნეს თვითც არ მოკვდეს არიქს ხელთა განავარდსა.

36. თვალთა კეკლუცთა ტურფათა მე ყმად მოუვალ მაშენსა,
ეგ მაშინც გულსა უწყალოდ წამწამ ლახვრითა მაშენსა,
შენკენ არა მოვიხედაო ამით მაღონებს მაშენსა,
თუ ფერხს არ შემომიხვევდე აგრემც მამთხვიე მაშენსა.

37. წამწამად ესვრის შავი ისრად გულსა ზედან დამალება,
ესე გვარმა მომისწრაფა სიკვდილისა დამალება,
იგი ნახოს მოვა ნებით მთვარეს მართებს დამალება,
მისად ქებად ბრძენთა მართებს ენა შესხმით დამალება.

38. ზედა გარდასდის ბაგე ვარდსა სისხლთა ჩემთა მონასობი,
დამეჩნია შავი ისრად გულსა ზედა მონასომი,
ნახეთ თქვენცა მოგეწონოს მნათობთ გვერდით მონასომი,
სრულ ციერნი დაიმონა ვით ძალ ედვას მონასომი.

39. მე ვისთვის ვკვდები ბროლ ლალი და მისი მონავარდია,
თვალნი მელნის ტბას უგავნ და ციხისგან მონავარდია,
იგი აშვენებს ხმელეთსა მზე ცუდად მონავარდია,
გაყრა მკვლელია კაცისა შეყრის მონავარდია.

40. ბროლ ვარდსა ტანად საროსა გიშრისა ბაღი უშენდა,
ღაწვთაგან ელვა ჰკრთებოდა მჭვრეტელთა ლახვრად უშენდა,
წიგნი მივსწერე ებძანა ესვინ მკადრაო უშენდა,
გულს უთხარ თუ არ შეგიყრის ველად გაიჭერ უშენდა.

41. ვიცი მამკლავს იგი პირ მზე მისთა ხოტბა დანაზარსა,
ამად რომე ზარიფიდა ისრე სუფთა დანაზარსა,
მეტი რა ვჰყო სულთა უძღვნი მოვახსენებ დანაზარსა,
მაშინ ეგრეც შევეწყალევი მიგონებდეს დანაზარსა.

42. მოუკლივარ ვისგან სხივნი მე შემქმნია დანა-ტანსა,
ბროლ მალახშსა მარგარიტნი ვარდთა ქვეშე დანატანსა,
სულნი მისკენ მიუზიდავნ ხელსა სწრაფით დანატანსა,
მისთა მჭვრეტთა გაახლებს სჭირს ვითა მზე დანატანსა.

43. ნეტამც ვუნმე სიკვდილს მიმცა და ესრეთ არდა მაზარა,
ლხინისა ნაცვლად სოფელმა სრულად მატირა მაზარა,
უყვავილოდ დაუვარდოდ ღვინო რამც იყოს მაზარა,
აგრე რამ მოჩანს სოფელი ბოლოდ მიპოეის მაზარა.

44. ეშურების ბაგე ვარდი სისხლი ჩემი მალესვასა,
თვით თავსა ჰყოფს მოწეულად დამიმკვიდრებს მალესვასა,
გულსა დანა ალმასისა სჭრის არ ელის მალესვასა,
ეგრე შექმნა მზე და მთვარე დაუწყებენ მალესვასა.

45. ბულბულს ხედავთ ვარდისათვის ნაეკლევსა დანარევსა,
იგ ხელთაებრ ყეფა კვნესით აქა იქი დანერევსა,
თავს დაჰყივის მისსა მკვლელსა გულსა შინა დანერევსა,
იძახის თუ რად ვერ მხედავთ სურვილისა დანარევსა.

46. აწ ბულბულო ყველა გხედავს ხელსა სოფლით განაჭერსა
ჩაჯდომილხარ ეკალშია სახლს არ ეძებ განაჭერსა,
გვიჩვენებ და შემოგვჩივი გულსა ლახვრით განაჭერსა,
მოგიტან და გაგიკურნებ ვარდსა ხელით განაჭერსა,

47. არ დაურჩა გულსა კრულსა რომ ლახვარი მასარესვა,
აგრევ ჭმუნვა სევდა ურვა შეუსვენლად მასარესვა,
წყლულთა მისთა სამთელებლად გლახ მკურნალი მასარესვა,
ეს მიკვირს თუ რად არ მოჰკლავს იგეგზომი მასარესვა,

48. აწ გულსა კრულსა ხელ ქმნილსა სევდა უპირებს მორევად,
რად არ სულ გრძელებს ლახვარი ვით მუდამ გულსა მორევად,
გლახ ცრემლთა ჩემთა ნაკადი რასდენი გავლო მორევად,
აწ რადგან მავლო ნიშატმან მიმიშვით მომყვე მორევად,

49. სოფელმა და ჟამმან კრულმან ლხინი ჩემი განაქარვა,
ათასი და უმეტესი ჭირი ჩემთვის განაქარვა,
რა ბრალია მინა ვარდი ოდეს იქმნას განაქარვა,
ამას ვჯერვარ მით რომ ერთ დღე აღარ მომხვდეს განაქარვა,

50. ანელებდი ნუ უკეთებ გულო ცეცხლთა დანაგზევსა,
თვარწინ გიცს მიჯნურისა ხელ ქმნა განვლა დანაგზევსა,
ვერ მორჩები და ულახვრად წამწამთავენ დანაგზევსა,
იგ მითქვამს და კვლამ მას ვიტყვი ესე სჯობსო დანაგზევსა,

51. რად არ დასჭრის გულსა კრულსა ალმასისა დანატარით,
რად არ მიკვირს არ გავჭრილვარ სოფლის სივრცედ დანატარით,
რად ვერ მივხვდი საწადელსა მე სიკვდილის დანატარით,
ბრუნავს ჭკვა და ცნობა ჩემი ვით დიაცთა დანატარით.

2 პროზა

▲back to top


2.1 განგრძელება ამალათ-ბეგის მოგზაურობისა

▲back to top


განგრძელება ამალათ-ბეგის მოგზაურობისა

მოვა, ნეტარი დრო, როდესაც არც დრო არც სივრცე არ განგვაშორებენ ჩვენ, როდესაც გამოხატვა ჩვენის სიყვარულისა არ გაცივდება მიწაზედ, ანუ წინა-აღმდეგ ვთქცათ როდესაც აღარ აღეგზნებიან უსტარნი სიყვარულისანი, შესაძლო არს უკვე გათავებულნი! შემინდე, შემინდე მე, უძვირფასესო სულ ასეთი ფიქრები, არიან სენნი განშორებისანი, გული ახლოს გულისა, როცა არს სასიძო ყველას დაიჯერებს განშორებაში-ყველას იჭვნეულობს, შენ მიბრძანებ, რომელ არს; გსურს, რომ მე აგიწერო ჩემითვითოეულ დღეობითი ცხოვრება, ყოველ საათობითი... ოჰ. ვითარი სამჭმუნვარო. ცხოვრების აწერა იქნებოდა, თუ მე დაგყოლიყავ! შენ კარგათ იცი, ბოროტო დედაკაცო რომ მე არა ვცხოვრებ უშენოდ; და რისათვისა მკლავ ორ გზის და ერთ გზის აუტანელისა განშორებითა! ჩემი ცხოვრება - არის კვალი ჯაჭვისა უნაყოფოსა ქვიშაზედ, ერთი მხოლოდ სამსახური, დამღალავს თუ მე არ შემაქცევს, მშველის შემიმოკლოს დრო ჩავარდნილი სიმრთელისათვის სასმკვდინოსა ტაროსი, საზოგადოობისა სადა იღრჩობა სული, მე ვერა ვპოვებ ამხანაგთა კაცთა შორის, რომელთაც იგრძნონ ჩემნი ჰაზრნი. ვერა ვპოულობ აზიელთ შორის, რომელმანც განჰყოს ჩემი გრძნობა გარეშე ჩემსა არს ყოველი ასე ველური, ან ასე განსაზღვრული, რომ ჭმუნვა და სიძულვილი მომიცვა მს მე მალაიდვ იპოვი ცეცხლს ყინული რო დაჰკრა ქვასა ვუნმე შექცევასა აქაური ცხოვრებისაგან მაგრამ ჩემთვის სამღრთოა შენი სურვილი, და მე შერევნით წარმოგიდგენ ჩემსა უკანასკნელ კვირის ჩემსა მცონარებასა უფრო ეს სხვა და სხუაობს სხვა დროებზედ -

მე მახსოვს, მოგწერე რომ ჩვენ დავბრნდით მთავარმართებლით აყშის პახოდიდგან, ჩვენ ჩვენი აღვასრლეთ, შიხოიალი-ხანი, გაიქცა ყიზილბაშში; დაწვით თივა, პრი შევჭამეთ მოჯანყეთ ცხოვრება და დასასრულ, როდესაც თოვლმა ჩამოჰყარა დამორჩილებელნი მივალს მთიდგან, იმათ თავი დაგვიკრეს, მოგვცეს მძევალნი, და აი ჩუჱნც წავედით ბრნოს ციხეში. იქიდან უნდა დაფანტულიყო ჯარები თავიანთ ზამთრის სადგომებში, იმათში ჩემი პოლკიც, ჩემს შტაბ კვარტერაში დერბენდ... მეორე დილას მთავარმართებელი უნდა გამოგვსალმებოდა, მიდიოდა მეორე პახოდში ლინიაზედ, და ამისთვის ხალხი შეიყარა სასრველ ნაჩალნიკთან, ჩუჱულებაზედ უმეტეს, ალექსეი პეტროვიჩი გამოვიდა პალატკიდგან, ჩაიზედ, ვინ არ იცის იმისი სახე პორტრეთია მაგრამ ის ვერ იცნობს სრულებით ერმალოვსა, ვინც დაიწყებს ჰსჯას იმის სახეზედ, მკვდარი პარტრეტითა მე ასე მგონია, არც ერთი სახე არ არის დაჯილდოვებლი ესრეთისა სიმწრაფლის გამოხატვით, ვითა ამისი! ყრებს კაცი ამის ჩამოსხმლი იხპოლინის ძველ მთაში არ ინებოთ გარდახვალ გონებით დროთა რომაელთა მე დიდობასა: მაზედ არა ჰსთქვა ამაოდ პოეტმა.-

რბოდე ჩაჩნელო, ღელვას მახვილი ყუბანის დამსჯელისა;

მისი სუნთქვაა-სეტყვაა ტყვიისა, და ხმა არს მისი
ბრძოლისა მეხი, გარეშე ჭმუხვნელ მისის შუბლისა
გარე ხატულა ბრძოლისა სვენი, ერთი შეხედვით
ერთის ნიშნებით მტერთ დასთა შორის დადის სიკვდილი.

უნდა ნახოს კაცმა მის ცივ სისხლიანობა ჟამსა ბრძოლისას უნდა დასტკბეს მისგან მიღებასა, დღესა შეაყრის აზიელთა აღმოსავლეთისა ყვევილებითა, ხან დაამჭმუნვარებს მათსა ლიქნობასა ერთითა შენიშვნითა. ამაოდ მალვენ თვისთა ფარისევლურთა განზრახვათა, თვით ღრმასა ნაკეცსა შვა გულისასა; თვალნი მისნი ჰსდევენმათ, ამოსთხრის მათ ვითა ჭიათ, და 26 წლის წინ გამოიცნობს მათთა ჰაზრთა და საქმეთა. ხან მეგობრულად გულ წრფელობით მოიკითხავს მხნეთა ოჶიცერთა თვისთა, ხან დიდებულისა სახით ჩამოუვლის დასთა სამოქალაქო ჩინოვნიკთა, მოსულთა საქართველოსა შინა. სასაცილოა საჭვრეტლად, როდესაც ყოველნი, ვისაც სინდისი არა აქვს წმინდა, იკრუნჩხებიან, წითლდებიან, ყვითლდებიან ოდეს მათ განჭვრეტს გამომაწლილებელისა თვისითა თვალითა თქვენ, თითქო ჰხედავთ, ვითა თვალ წინ. - დამნაშავეს გამოუვლიან ქრთამის მანეთები გონებაში ყოველი მისი ბოროტ-მოქმედება; ხედვენ სახესა, დაჭერისა გამოძიებისა, და განსჯისა და დასჯისა ამათ ყოველთა უხატამს მოგონება წარსრულისა; ამასთან ვითა უწყის მან განარჩიოს ღირსება ერთისა მხედველობითა, ერთის ღიმილით, დაჯილდოება მხნისა ერთის სიტყვითა, რომელიცა აღმოაპირდაპირ გულიდგან დახვდება პირდაპირ გულსა ღმერთმა ქნას საუკუნოდ იცოცხლოს და ვემსახურო ესრეთ ნაჩალნიკთან.

თუ სასურვოა ნახვა მისი სამსახურში, მაშ უფრო სასიამოვნოა ყოფნა მასთან მოცლისა ჟამსა, მისთან ბაასში, სადა ყოველსა კაცსა განრჩეულთა ხარისხთაგან, სიმხნისა და გონებისაგან აქვს თავისუფალი გზა; არ არის არც ხარხსხი, არც აღთქმა: ყველა ილაპარაკებს და მოქმედებას რაც უნდა, ამისთვის, რომ ხოლოდ ისინი ვინცა, ფიქრობენ და მოქმედებენ ვითა თანამდებარს, შეადგენენ მისსა საზოგადოებას. ალექსეი პეტროვიჩი ხუმრობს ყველასთან, ვითა ამხანაგი, ასწავლის ვითა მამა: იმისი არ ეშინიანთ, რომ ნახონ იგი ახლო.

ჩვეულებისამებრ, დროსა ჩაისახ, ერთი მის ადიუტანთაგანი უკითხევდი მაღლა ნაპოლიონისიტალის პახოდის ჰანბავსა იმა ვოენის ხელოსნობის პოემასა, ვითა მთავრამართებელი უწოდებს, გჰნკვირდებოდენ, ჰსჯიდენ ბაასობდენ, შენიშნულებანი ალექსეი პეტოვიჩისანიარიან სხივცისკროვანნი, შემჭევრებულნი ჭეშმარიტებითა, მერე დაიწყეს გიმნასტიხური[1] თამაშობა: გაქცევა, გადახტომა, ცეცხლზედა გამოცდა; ღონისა სხვდა სხვა გვარად, სახე და საღამო იყო შვენიერი ლაგირი იყო დაბანაკებული გვერდითთარღოსი, მისთავზედ დაკიდებულ არსბურნოს ციხე, სადა ჩამოეფარებიდა მზე, ქვეშე კლდესა სასახლე შამხალისა, შემდგომ დაკიდებული ქალაქი, გარეშე ლაგირი. და აღმოსავლეთისაკენ, თათართა ბეგნი, ჩერგეზთა თავადნი, ყაზახნი სხვდა სხვა წყლისა, ვრცელისა რუსეთისანი, მძევალნი სხვდა სხვა მთიდგან გამოჩნდებოდენ შორის ოფიცერთა. მუნდერნი, ჩოხანი, ჯაჭვი, იყვნენ არეულნი მხატრულად; მომღერალნი, მუზიკა, ქუხდა საშუალ ბანაკისა, და სოდათნი გროვ გროვად დასეირნობდენ შორს. ყოველი მშვენივრად ჭრელდებოდა, განაკვირვებდა კაცსა სხვა და სხვა გვარ სახეობით, ახარებდა გულსა ცოცხლურსა ძალითა ბრძოლისა ცხოვრებისათა.

კაპიტანმა ბეკიჩმა დაიკუჱხა, რომ გააგდებინებს ხანჯლით თავს კანბეჩსა, და მაშინვე მოჰგვარეს, ორი კანბეჩი. დაიჭირეს სანაძლეო, ბაასომდენ იჭვნეულობდენ: კაპიტანი ღიმდებოდა, მოისო მარცხენა ხელით დიდი ხანჯალი - და რქიანი თავი გაგორდა განკვირვებულთ მჭვრატელთ ფეხებთან. განკვირვება-სთანვე დაიბადა სურვილი, ჰქმნან ეგრეთვე: იწყეს სანაძლეოს ჭერა-ყოველი იყო ამაოდ. ალექსეიპეტროვიჩის სვიტაში, ბევრნი ვაჟკაცნი და ღონიერნი იყვნენ, რუსნი და აზიელნი მაგრამ ეს მარტო ღონეზედ არჰვა იდია ბაშვნო ბაშვნო! ჰსთქვა მთავარმართებელმა და აღზდგა უბრძანა თავის ხმლის მოტანა, თვისი მახვილი ორჯელ შემოუკერელი, ვითა იტყოდა იგი. მოიტანეს საშინელი დიდი ხმალი და ალექსეი პეტროვიჩითუმცა იყო დარწმუნებული თავისის ღონისა გარნა მზგავსათ ულისისა ოდესეისა, რომელიცა უსვემდა ზეთსა შვილდსა თვისსა რომლის მოზიდვა არავის შეეძლო, პირველ უნახა პირი სამგზის დაიქნია ჰერში, და მერე დაიქყო საქმე. მონაძლევეთ ვერ მოასწრეს ურთი ერთის ხელის დაკვრა, ვითა თავი კანბეჩისა ჩაერჭო რქებით მიწაში. ნაკრავი იყო ასე ჰსწორე დამსწრაფლი, რომ გვამი კანბეჩისა იდგა რამდენსამე მინუტსა ფეხზედ და მერე ნელ ნელა დაეცა, ხმა განკვირვებისა გამოხდა ყოველთაგან. ალექსეი პეტროვიჩმა ცივ სისხლიანად განჩხრიკა ხმალი, ხომ არ ჩაკბილდა რომელიცა ღირდა რამდენი მე ათასათ, და აჩუქა ის ნიშნათ სახსოვრისა, კაპიტან ბეკიჩსა.

ჩუჱნ კიდევ ვლაპარაკობდით ერთმანეთში, როდესაც მთავარმართებელთან გამოცხადდა ოფიცერი ლინეინის ყაზახისა დონესენიით (მოხსენება) პოლკოვნიკის კოცირევისა, რომელიცა იყო დარჩომილი ლინიაზედ, წაიკითხა რა რაპორტი ალექსეი პეტროვიჩმა გაიშალა წარბნი. კოცურევს კარგათ მიუჟლეტნია მთიურნი, გვითხრა მან ჩვენ; საძაგელნი გამოსულან თერგსგამოღმა დასაცემად აუღიათ ერთი სოფელი მაგრამ არამთუ დაუკარგავთ უკანვე ტყუჱნი, თითონაც დახოცილან მსხვერპლად განუსჯელის თავხედობისა. გამოჰკითხა რა წვლილად იასაულს, ვითარ. იყო საქმე მან ბრძანა მოყვანება ტყვეთა, რომელნიც ეპოვნათ დაჭრილნი და განეცოცხლებინათ. ხუთნი მოიყვანეს მთავარმართებელის წინა.

ღრუბელმან მოიცვა შუბლი მისი, ოდეს დაინახა იგინი; წარბნი შეერთდენ, თვალთა დაიბრიალეს. საძაგელნო უთხრა მან, უზდენთა თქვენ სამჯერ დაიფიცეთ არ იავაზაკებთ და სამჯერ დაარღვიეთ ფიცი, რა გაკლიათ თქუჱნ ბალახი, საქონელი! მფარველობა ერთის ან მე ორისა! არა თქვენ, რუსებისაგან გინდათ აიღოთ ჯილდო შერიგებულისა ხელითა, ალაფისათვის მოგყავთ ჩერქეზნი ჩვენ სოფლებზედ, და ავაზაკობთ მათთან! დაახრჩევით ესენი! ჰსთქვა მან მრისხანებით დაადრჩევით მაგათის საკუთარის ქურდულის თოკითა!

წილი აყრევინეთ: მეოთხე არის თავის უფალი-უთხარით რომ უანბოს თავიანთ ამხანაგებს რომ მე მოვალ და მე მასწავლი სიტყვის აღსრულებასა და ჩემებურათ შევარიგებ.

უზდენნი გაიყვანეს.

დარჩა ერთი თათრის ბეგი, მაშინ მხოლოდ მივაქციეთ მაზედ ჩვენი ყურად-ღება, ესე იყო ჭაბუკი ყრმა, 23 წლისა, საკვირველი მშვენიერის სახისა, ტან წერწეტივითა აქოლნი ბელვედერისა, იმან მსუმბუქათ დაუკრა თავი მთავარმართებელს, როდესაც მივიდა ახლოს მისსა, აიღო მცირედ ქუდი და კვლად მიიღო თვისი ამპარტავნული, ცივ სისხლიანი შესახედაობა სახესა მისსა ზედა დაწერილ იყო შეურყეველი მორჩილება თვისის ბედისა.

მთავარმართებელი უყურებდა მას თვალებში, თჳსის მრისხანის თვალითა მაგრამ ის არ გამოიცვალა სახიდგან, არ დაჰხარა წამწამნი.

ამალათბეგ, უთხრა დასასრულ ალექსეიპეტროვიჩმა: გახსოვს შენ რომ შენა ხარრუსეთის ქვეშევრდომი! რომ შენს თავზედ არიან ჰსჯულნირუსეთისანი? მე არ შემეძლო ეგ დამევიწყებინა, უპასუხა ბეგმა: თუ მე მეპოვნა მფარველობა ჩემის სიმართლისა, ეხლა არ ვიდგებოდი თქვენ წინ დამნაშავედ.

უმადლო ბაშო! უპასუხა მთავარმართებელმა; მამა შენი, და თვითონ შენ, ემტერებოდი რუსებს ეგ რომ სპარსელების მფლობელობის დროს ყოფილიყო: შენი თესლის მტუჱრიც არ დარჩებოდა; მაგრამ ჩვენი ხელმწიფე ასე დიდ სულოვანი იყო რომ ნაცვლად დასჯისა, გიბოძა შენ სამფლობელო და რით უპასუხე მოწყალების წილ მდუმარის ყვედრებით ცხადის შფოთითა! ევსცოტაა! შენ მიიღე და დამალე შენ სახლში მესისხლე მტერი რუსეთისა შენ, ნება მიეც შენ თვალწინ მუხანათურათ რუსის აფიცრის მოკვლისა! მაგრამ ყოველს დავივიწყებდი თუ შენ მოსულ-იყავ მორჩილის თავითა, შეგინდობდი შენის სიყმაწვილისათვის, თქვენის ჩვეულებისათვის მაგრამ შენ გაიქეც მთაში და ერთად სულთან-ახმეთ-ხანთან ბოროტ მოქმედობდი რუსების სამძღვარზედ, იყავ დამარცხებული, და ხელ ახლად დაეცი ჩვენ სოფლებს ჯაინბულადთან. შენ უნდა იცოდე როგორი ბედი მოგელის შენ.

ვიცი, უპასუხა ამალათბეგმა ცივად: მე თოფით დამხვრეტენ.

არა, ტყვია ძალიან კეთილ შობილი სიკვდილია ავაზაკთათვის, ჰსთქვა გაჯავრებულმა ღენერალმა. ურემი დაბოლოვებული და აღვირი ყელზედ აი შენი ღირსი ჯილდო.

სულ ერთია სიკუდილი, ხოლოდ ჩქარა კი მოჰკვდეს, უპასუხა ამალათბეგმა: მე ერთ მოწყალებას გთხოვთ, ნუ დამტანჯამთ მე თქვენის სუდით ეს სამ გვარი სიკვდილია.

შენ ასის სიკუდილის ღირსი ხარ, თავხედო! მაგრამ მე დაგპირდები აგრე იყოს, შენ ხვალვე აღარ იქნები. დანიშნეთ ვოენის სუდი, ჰსთქვა მთავარმართებელმა, უთხრა თავის შტაბ ნაჩალნიკს. საქმე ცხადია, ამისთვის გაათავეთ ერთის შეკრებით ჩემ წასვლამდის.

იმან ანიშნა ხელით და განჰსჯილი წაიყვანეს. მშვენიერის ჭაბუკისა შემთხვევამა შეგვაწუხა ყველანი. ყოველნი ჩურჩურლობდენ, ყოველთ ებრალებოდათ, იმისთვის, რომ არიყო ღონე იმისი გამოსხნისა. ყველამ კარგად იცოდენ საჭირო იყო დასჯა ორჯელ ორგულებისათვის, და გამოუცვლელი ნება ალექსეიპეტროვიჩისამისთანა ცხად საქმეებში, და ამისთვის ვერავინ გაბედა ეთხოვნა შენდობა უბედურისათვის. მთავარმართებელი იყო ძალიან მოღრუბლული დანაშთომს საღამოს სტუმარნი დაიფანტნენ ადრე, მე გავბედე მე-თქვა ერთი სიტყვა იქნება ცოტა მაინც შეუმსუბუქოს დასჯა. ავხადე კალთა შიგნით და ნელა შაველ ალექსეი პეტროვიჩთან. ის იჯდა მარტო, დაყუდებული ორსავე ხელზედ, მას წინ ეწყო მოხსენება ხელმწიფესთან. ალექსეი პეტროვიჩი მიცნობდა. მე სვიტის ოფიცრად: ჩვენ ხულმსკის ბრძოლიდან ვართ ნაცნობნი. აქ ჩემთან ყოველთვის იყო კარგათ. და ამისთვის ჩემი მისვლა არ იქნებოდა იმისთვის გასაკვირველი. საკმაოდ გაიღიმა და მითხრა.

ვხედამ, ვხედამ, ვესტაჶი ივანიჩ შენ ჩემ გულს ეპარები, უსაქმოდ ჩემთან შემოხვალ ხოლმე, როგორც ბატარიაზედ და ეხლა თითის წვერებზედ იპარები ეგ მუქთათ არ არის; მე დარწმუნებული ვარ შენ უნდა მთხოვო ამალათისათვის.

თქუჱნ გამოიცანით უთხარი მე ალექსეი პეტროვიჩსა, არ ვიცოდი როგორ დამეწყო.

დაჯექ მოვილაპარაკოთ მაგაზედ მითხრა მან; შემდგომ ორის მინუტის მდუმარებისა, მითხრა მეგობრულად: მე ვიცი რომ ჩემზედ არის დაგდებული ხმა ვითომ მე სიცოცხლე კაცთა ჩენთვის არის შესაქცევი, სისხლი მათი ჩემთვის არის წყალი. თვით უსასტიკესნი დამპყობელნი დაჰფარვიდენ მოწყალებიანის გულს საბერველსა ქვეშე თვისსა სისხლ მოყვარეობასა.იმათ ეშინოდათ ძრახვისა, თვისსა სამძულვაროს ქცევასა შინა; მე განგებ შევქმენ ჩემთვის ეგრეთი სახელი. განგებ შემოვირტყი აგრეშე საშინელება. მსურს და თანამდე ვარ რომ სახელი ჩემი დაიცვავდეს შიშითა ჩვენთა სამძღვართა უმაგრეს ჯაჭვისა და ციხეთა, რომ სიტყვა ჩემი იყოს თათართვის ჭეშმარიტი, აუცილებელ სიკვდილისა. ევროპიელი შეიძლება შეაგონოთ ასინიდისოთ, შეარხიოთ, მოწყალებით შეითვისოთ შენდობითა, მიიზიდოთ კეთილ მოქმედებითა; მაგრამ ყოველი ესე აზიელისათვის არის უეჭველი ნიშანი სისუსტისა, და იმათთან მე, კაცთ მოყვარეობისათვის, შევიქნები ხოლმე სასტიკი და მიუდრეკელი. ერთი დაჰსჯა დაიცვავს ას რუსთა და ათასთა თათართა გარდახდომილებიდგან ევსტაფი ივანოვიჩ! მრავალნი არ დაიჯერებენ ჩემ სიტყვას, ამისთვის რომ ყუჱლანი დამალვენ ბუნებითს ბოროტებას და პირადს მტერობას საჭიროების მიზეზითა ყველანი განგებ იძულებით იტყვიან;

მინდოდა შენდობა, მაგრამ განსაჯეთ თვითონ თქუჱნ განა მე შემიძლიან? შემდგომად მისა რაღა არის ჰსჯული ან სადარის სახოგადო სარგებლობა! მე მაგას არაოდეს არ ვამბობ; ჩემსთვალზედ ვერავინ ნახამს ცრემლსა, რაოდესაც ვაწერ სასიკვდინო გადაწყვეტილებაზედ, ხელსა, გულზედ სისხლი მესხმის!

ალექსეი პეტროვიჩი გულ ჩვილ-იქმნა და აღძრულ გრძნობიერებითა, გაიარ გამოიარა რამდენ ჯერ მე კარავში, მასუკან დაჰსჯდა და მითხრა.

ამასთანავე, ასე არსად გამძნელებია დასჯა როგორც დღეს, ვინც ჩემსავით გამოცდილა აზიელებში, მგონია, აღარა ჰსწამს ლაჶატერი და მშვენიერი პირისაც ისე წამს ვითა რეკამანდიცის წიგნისა; მაგრამ მხედველობამ სიარულმა შეხედულობამ ამალათ ბეგისამან იმოქმედეს ჩემზედ, არა ჩვეულებრივ. მე შემეცოდა ისა.

დიდ სულოვანი გული უმჯობესი შთამბერველია გონიერებისა, უთხარი მე.

გული მოსამსახურისა კაცისა, საყვარელო მეგობარო უნდა იყოს გამოჭიმული გონების წინ. რასაკვირველია მე შემიძლიან შეუნდო ამალათსა, მაგრამ მე თანამდებვარ დავსაჯო იგი.დაღისტანი ჯერეთ დუღს რუსების მტერებითა, არა მიმხედი კაცისა და მორჩილებისა; თითონ თარღოც მზათ არის აღზდგეს თუ მთიდან შემოუბერავს ქარი უნდა გაწყდეს ეს ჯაჭვი დასჯილებით, და აჩვენოს თათრებს, რომ არა ვისი ჩამავავლობა არ დაიცვავს რუსეთის ჰსჯულის გარდახდომილთ და თუ მე შეუნდობ ამალათს უთუოთ ყოველნი ნათესავნი იმისნი და იწყებენ ყვირილს, რომ ერმალოვი შამხალს შეუშინდაო.

მე შევნიშნე რომ პატივისცემა ესრეთის დიდის ნათესავისა იქნება კარგი მოქმედება ამ მხარეზედ. განსაკუთრებით შამხალ...

შამხალი აზიელია გამიწყვიტა ალექსეი პეტროვიჩმა; იმას გაეხარდება, რომ ეს მოდავე საშამხლოსი. წაბრძანდება ელისეში; სხვა გვარმე ძალიან ცოტათ ვნაღლობ გამოვიცნო და ვასიამოვნო იმის ნათესავებს.

ვნახე რომ მთავარ მართებელი იყო გრძნობით მე დაუწყე ხუჱწნა.

სამისოდენა მამსახურე უთხარი მე ნუ გამიშვებ მე წელს ოტპუსკში ხოლოთ კი შეიწყალეთ ის ყრმა. ის ყმაწვილია და რუსეთი იპოვის იმაში ერთ გულს მონას. დიდსულოვნობა არ დაეცემა უბრალოდ. ალექსეიპეტროვიჩიიქნევდა თავსა მე გავაკეთე მრავალნი უმადლონი მითხრა მან; სხვებრ იყოს ეგრეთ; მე იმას შეუნდობ და არა ნახევრად; ეგ ჩემი წესი არა არის, გმადლობ შენ, რომ მამქნვინე კეთილი მაგრამ გახსოვდეს ჩემი სიტყვა ნუ დაერწმუნბი მას, ნუ გაათბობ გველსა გულზედა.

მე ვიყავ ასე მხიარული ამაზედ, რომ საჩქაროთ უთხარ, მადლობა მთავარ მართებელსა, და გამოვიქეც კარავში სადაც იყო დაჭერილი ამალათბეგი. სამი ყარაული ადგა მას, შუა ენთო ფარანი. შაველ პყრობილი იწვა ნაბადზედ; სახეზედ გამოუბრწყინდებოდენ ცრემლი. იმან ვერ გაიგო ჩემი შესვლა; ესრეთ ღრმათ იყო დაფიქრებული: ვის უხარიან განშორდეს სიცოცხლესა. მე ვიყავ ბედნიერი რომ შემეძლო მეხარებინა ესრეთს მწარე მინუტში.

ამალათ უთხარი მე; ალლახი დიდია სარდარი მოწყალე ამან გაჩუქა სიცოცხლე!

აღტაცებული პყრობილი წამოხტა, უნდოდა ეთქვა რაღაც; მაგრამ სული შეუგუბდა გულში და ერბამად მასთანავე იჭვის ჩრდილმა მოიცვა პირი მისი.

სიცოცხლე! ჰსთქუა მან; მე მესმის ეგ დიდ სულოვნება დაჰსტანჯოს კაცი უარეს საპყრობელში, უნათლოდ და უაჰეროდ ანუ გაგზავნოთ საუკუნოს ზამთარში გაუთენებელს ღამეში, დაჰფლას ცოცხლად მუცელსა შინსა მიწისასა, წაართვა არამ თუ მხოლოდ ნება მოქმედებისა, არამთუ კეთილი ცხოვრება; არამედ თითქმიც ღონეცა ილაპარაკოს თვის ნათესავთან უბედურს თავის ბედზედ, დაუკრძალოს არამთუ მხოლოდ ჩივილითითქმის ყვედრება ქარისადმიცა ამას უძახით სიცოცხლეს და მაშ სატანჯველით იკვეხით როგორც გაუგონარის მაღალ სულოვნებითა. უთხარით ღენერალს, რომ არ მინდა მაგ გვარი სიცოცხლე, რომე ავიძულებ მაგ გვარ სიცოცხლეს.

შენ ჰსცდები, ამალათ უთხარი მე შენ სრულად გაპატიე შენ ისევ ისე დარჩები რაც იყავ ადრე; უფალი შენის სამფლობელოსი და შენთა ნებათა - აი შენი ხმალი. მთავარმართებელი დარწმუნებულია რომ შენ მაგას რუსებზედ აღარ ამოიღებ მხოლოდ ერთს პირობას გეტყვი; დადექი ჩემთან მანამ შენ ანბავს დავიწყებდე შენ იქნები ჩემთან, როგორც მეგობარი, როგორც ღვიძლი ძმა.

ეს გაუკვირდა აზიელსა, ცრემლნი ჩამოსცვივდენ თვალთაგან -

რუსთა მძიეს მე! დაიყვირა მან შემინდე მე, პოლკოვნიკო, რომ თქვენზედ ყველაზედ ცუდათ ვფიქრობდი, ამას იქით მე ვარ ერთგული მონა რუსეთის ხემწიფისა, და ჭეშმარიტი მეგობარი რუსთა ხელითა და ხმლით. „ხმალო ჩემო ხმალო!“ იტყოდა იგი, დაუსვამდა ხელსა პირზედა: ამა ცრემლთა მოჰსწმინდონ შენგან სისხლი რუსისა და თათრული ნავთი როდის და რით უნდა გადავიხადო სიცოცხლისათვის და თავის უფლებისა!

მე დარწმუნებულვარ სასურველო მარიარომ შეინახავ ჩემთვის ერთსა უტკბილესსა კოცნას ამ საქმისათვის ყოველთვის როცა კეთილ მოქმედებას რასმე ვიქმ დიდ სულოვნებას, მე ვნუგეშობ ამა ჰაზრითა, რომ ჩემი მარია მამიწონებს ამას! მაგრამ როდეს იქნება ესე, უძვირფასესო? ჩვენი ბედი დედის ნაცვლად დაგვექცა, შენი მგლოვიარობა გძელდება მე მთავარმართებელი არ მიშვებს და მე ამაზედ არა ვჯავრობ, თუმცა მწყინს, ჩემი პოლკი ძალიან არეულია. მასთანავე მე მომანდეს ავაშენო ახალი კაზარმები, ერთი თვით რომ წავიდე სადმე სულყველა აირევა. დამრჩება მაგრამ როგორ უღირს ეს მსხვერპლი ჩემს გულსა.

აი უკუჱ სამი თვე არის დერბენდში ვართ, ამალათი ჩემთან დგას; მაგრამ ძალიან ძალიან საკვირველი კაცია. ის კარგათ ლაპარაკობს რუსულს; მე წიგნს ვასწავლი, საკურველი გონებისა არის; ცოტა ხანს უკანს სასიამოვნოს და კარგს თათრად გამოვიყვან. (დასასრული წიგნისა არ შეეხება ჩვენს საგანს)

ამოწერილი მეორე წიგნიდდან პოლკოვნიკის ვერხოხოვსკისა თავის დანიშნულთან, შემდგომად ნახევარ წლისა.

დერბენდიდან სმოლენსკში.

... შენი საყვარელი ამალათი, სასურველო მარიავ. მალე გარუსდება, თათართა ბეგნი პირველის განათლების ხარისხად რაცხვენ ღვინის სმა და ღორის ხორცის ჭამას, მე წინააღმდეგ ვიწყე ახლად ზრდა ამალათის სულისა გამოურჩევ უმტკიცეს მას რაც არის ცუდ მათს ჩვეულებაში და რაც არის ჩვენში კარგი! უხსნი ჭეშმარიტებას ყოველ ადგილობრივსა და საუკუნოსას ვკითხულობ იმასთან ერთათ ვაჩვევ წიგნის კითხვას, და ვხედავ სასიხარულოდ, რომ იმას შეუყვარდა კითხვა და თხზულება. ვამბობ შეუყვარდა, ამისთვის რომ ყოველი ამის სურვილი არის, ჟინი, ნება, არის ვნება, და ვნება მხურვალე, მოუთმენელი. ძნელი არის გამოიხატოს და უმეტეს ძნელი არის მიხვდეს ევროპიელი სიფიცხესა აღვირ უსხმელსა ანუ უმჯობეს ვსთვათ უაღვიროსა ვნებათა აზიელთასა, რომლისა ნება სიყრმიდგან ყოფილა სამზღვარი სურვილისა. ჩვენი ვნებანი არიან მგზავსნი შინაურისა პირუტყვისა, თუმცა არიან პირუტყვნი მაგრამ არიან ხელზედ შეჩვეულნი მშვიდნი, ნასწავლნი, ითამაშებენ პატიოსნების თოკზედა, რომელიც დაჰყავთ ცხვირში დაყრილის გრგოლითა; მოჭრილის ფრჩხილებითა; მაგრამ აღმოსავლეთში იგინი არიან თავისუფალნი, ვითა ლომნი და ტიგრისნი. უცხო საჭვრეტლად სახე ამალათისა ოდეს აღენთება ცეცხლივით წინააღმდეგ სიტყვაში ალივით ვითარისა ცეცხლითა აღენთება თვალნი მისნი ყოველს ბაასში; მაგრამ როდესაც იგრძნობს თვისსა შეცდომილებას, ის წითლდება, ყვითლდება, მზათ არის იტიროს შემინდეთ ამბობს, შემინდე, თასსირუმდა გიჩ (მომეც პატივება) დაივიწყე რომ მე ვარ დამნაშავე როცა შენ მე მაპატივებ იმასა აქვს უცხო და კეთილი გული მაგრამ გული რომელიცა მზათ არის იფეთქოს მზისა სხივითა და ჯოჯოხეთისა ნაბერწკლითა. ბუნებამან დაბადებითვე მისცა მას ყოველი, რათა იყოს კაცი სრული ზნეობითისა ფიზიკურისა აზრისა, მაგრამ ჩვეულებრისა წინა მსჯელობა და აღზრდას დაუდევნელობას დაუმახინჯებია ესე ბუნების ნიჭი. გონება მისი არის შერევნილება გამოუახატველთ აზრთა არეულთა და ცნობათა ჭეშმარიტთა. ხანდი ხან მსწრაფლად მიხვდება საგანთა მაღალთა, როდესაც მას აუხსნიან ადვილად, და ხანდისხან ვერ გაიგებს თვით უახლოესსა თვალით საჩვენებელსა ჭეშმარიტებასა, ამისთვის რომ პირველნი არიან მისთვის ახალნი, და მეორენი არიან დაფარულნი პირველისა რწმუნებითა და შებეჭდილებითა. ახლა მე მჯერა რომ ადვილი არის კაცმა აღაშენოს ახალი სახლი, ვინემ ძველი განა ახლოს მაგრამ რისათვის არის შეწუხებული ჩვენი ამალათი? ის ძალიან მიხვდა აზროენებასა და გონება მისი განიშალა; მაგრამ როდესაც შეეხება მაღალთა დამტკიცებათა, გონება მისი ემგზავსება მოკლესა თოფსა რომელიცა არის ძლიერი ნიშან მიმსვლელი, მაგრამ შორს კი ვერ მივა ტყვია მისი. მაგრამ დავჩუმდეთ, ვითომ მისი გონებადამნაშავე! ხომ არ არის ჩაყლაპული ყურად ღება მისი სხვისა რისამე მიზეზისაგან! ოცდა სამის წლის ჰასაკოვანსა უეჭველად ექნება მიზეზი. ხანდახან თითქო ყურადღებით ყურს უგდებს ჩემსა ლაპარაკსა, ვკითხამ პასუხსა, და თითქო ის ციდან ვარდება; ხანდახან მოვასწროფ ხოლმე, რომ ცრემლნი ღვარად ჩამოზდის თვალებიდგან ვკითხამ მიზეზსა არც გაიგონებს არც დაინახავს. გასულს ღამეს ძილში შფოთამდა და წამოიროტა მძინარე სიტყვა: სულთანეთ! სულთანეთ (უფლება უფლება) იქნება უფლება და ბრძნეულობა აწუხებდეს ჭაბუკსა გულსა! არა, არა: სხვა გვარი ვნება აშფოთებს სულსა მისსა აღრევს გონებასა ამალათისასაგანა მე შევცდები ციურისა სნეულებისა ნიშნებასა სიყვარულისასა? იმას უყვარს; საშინლად უყვარს, მაგრამ ვინ უყვარს! ოჰ მე შევიტყობ მაგას! ... მეგობრობა ისეთი შეტყობის მოსურნეა როგორც დედაკაცი.

თავი 81.

გამოწერილნი ამალათის ბარათებიდგან.

გადმოთარგმნილი თათრულიდგან

მეძინა აქამდის თუ ვიყავ სიზრმულსა ზმანებაში? მაშ ეს არის ახალი მსოფლიო რომელსა უწოდებენ აზროვნებად? მშვენიერო მსოფლიოვ! შენ დიდხან იყავ ჩემთვის მღვრიე და შესქელებული, ვითარცა გზა რომელსა იტყვიან არის შედგენილი ათას ვარსკულავთაგან, მემეჩვენა, რომელ გამოვალ ბნელისა ღრუბლისაგან, აღვალ მთასა ზედა ცნობისასა... თვითეული ბიჯი ვრცლად განმიღებს მე მხედველობასა... გული ჩემი ჰსუნთქავს თავის უფლებით, მე უჭვრეტ პირის პირ მზის თვალსა დავიხედავ ძირს ღრუბელნი ხმიანობენ ქვეშე ფერხთა ჩემთა... შემაწუხებელნო ღრუბელნო. ქვეყნიდგან მიშლით დავინახო ცა, და ციდან ქვეყანა.

მე ვჰკვირდები, რომ აქამდის თავშირმამს ავლია უბრალო კითხვა რისგან? და როგორ სრულიად მსოფლიო, ყოველი რაც არის კარგი და ცუდი, ჰსჩანდა სულსა შინა ჩემსა როგორც ზღვაში; მაგრამ ისე უყურებდი უცნობად როგორც ზღვასა, ან როგორც სარკესა გონებაში მრავალნი დარჩებოდენ. მაგრამ რა სარგებელი მქონდა! განა ესმის შავარდენსა თუ რისთვის ჩამოაფარებენ თავზედ ქუდსა? განა ესმის ცხენსა რისთვის ჰსჭედენ! განა მე მესმოდა, რომ ერთს ადგილს საჭირო არის მთები და მეორე ალაგს მინდორი! ერდგან არის საუკუნო თოვლი და ერთგან ქვიშათა ოკიანნი, რისთვის არიან საჭირო გრიგალნი და ძრვანი მიწისანი? და შენ, ყოველთა ზედა განსაკვიროვ კაცო! მე აზრათ არ მომსვლია, რომ მედევნა შენთვის შენის აკვნიდგან რომელიცა ჰკიდია შენის ბარგზედა საკიდებელს აქლემზედ მედევნა შენს მდიდარს ქალაქამდე, არ მინახავს, მაგრამ რომლისა თვისაც, განცვიფრებულმან ანბისა სმენით... აღვიარებ მე ტყვეთ მიზიდავს ახლა უბრალო წიგნსა ყდაც, რომლისა საიდუმლოსა ასოებისა აზრი ჯერ არ მესმის... მაგრამ ვერხოვსკი არამთუ მიმიზიდავს მე სწავლისადმი, თითქმის მაძლევს საშუალობას დამისაკუთროს, მე იმასთან ვითა დედასთან ბარტყი მერცხლისა გამოვცდი ახალ ფრთებსა... სიშორე და სიმაღლე ჯერ კიდევ მაკვირებენ, მაგრამ კი არ მაშინებენ. მოვა დრო და მე აღვფრინდები ცისადმი!

მაგრამ რომ ვსთქვა ვარ ბედნიერი იქიდგან როდესაც ვერხოვსკი მისი წიგნები მასწავლიან მე აზროვნებასა იყო დრო მსრბოლი ცხენი, კარგი მაჟარი მახარებდენ მე როგორც ბაშვსა, ახლა, როცა მე შევატყე უპირატესობა გონებისა სხეულზედ, ჩემთვის სამასხარაო არის თითქმის დასანანიებელი,უწინდელი ჩემი თავის ქება ცხენის ჭენებისა და თოფის სროლისა განაღირს იმათ კაცი მიჰყვეს იმ საქმეს, რომელშიაც მხარ გძელს ნუქერს შეუძლიან მძლიოს მე! ღირს იმათ რომ კაცი სახელსა და დიდებას რაცხვიდეს ვაჟკაცობაში, მაშინ როდესაც შეუძლიან პირველ დაჭრილობას ცხენის წამოქცევას განაქარვოს იგინი. მე გამომგლიჯეს ბაშვის ეჟვნის ჟღარუნები მაგრამ რა მომცეს სამაგიერო? ახალი საჭიროებანი, ახალნი ურვანი, რომელსა ვერა დაჰღალავს და ვერცა გააძღობს თვით ალლახიცა, მე ვრაცხდი თავსა ჩემსა დიდ კაცად: დავერწმუნე ჩემს სიმდაბლეზედ, მე მახსოვს ადრე, მოთხრობანი მამა პაპისანი, იყვნენ ზღაპარნი და ზმანებანი დიდთა წარსულთა ჩემთა ღამეთა... კავკაზია დახშავდა ჩემთვის ნათელსა მაგრამ მე განსვენებით მეძინა იმღამეს. მე მინდოდადაღისტანში მესახელნა-მეგონა იყო მთა დიდებისა, და რა გამოსჩნდა? ისტორიამ დაასახლა ჩემი უდაბური ქვეყანა, ერითა რომელნიცა ერთა განაკვირვებდენ თვისითა ღვაწლითა რომელთა ჩვენ ვერაოდეს მივწვდებით მას სიმაღლემდე. და სადა, არიან იგინი, თითმის დავიწყებულ არიან, დალპნენ მტვერსა შინა უკუნებათა რა გამოვიდა! ქვეყნისა აღწერამან მიჩვენა მე, რომ თათართა უჭირავთ მცირედიკუთხე ქვეყნისა რომელ, ისინი არიან შესაბრალისი ველურნი ევროპიელებთა ერთანა რამთუ სრულიად იმათი ერია არა თუ იმათი მხედრობა, სრულიად არ იციან და არ უნდათ ცნობა მათი, ღირს რომ კაცი შეიქნეს ჭიებთა შორის ციცინათელად! ღირს იმათ რომ, კაცმა ძალა დაატანოს გონებას; რომ დაერწმუნოს ესრეთსა მწარეს ჭეშმარიტებას.

რა სარგებლობა მაქვს ბუნებისა ძალისა ცნობისაგან, როდესაც არ შემიძლიან შევცვალო ჩემი სული უბრძანო ჩემს გულს! მე მასწავლიან დავწყვიტო ზღვა და არ შემიძლიან შევიპყრა ცრემლნი! ავიცილებ მეხსა ბანისაგან მაგრამ არ შემიძლიან გავიბერტყო ჩემგან ჩემი ჭმუნვანი. საკმაოდ არ ვიყავ უბედური ჩემთა ერთთა გრძნობათაგან, რომ არ მოვიწვიო ჰაზრნი ვითა ქორი ხახადელზედ? ვითომ ბევრი სარგებლობა აქვს სნეულსა რომელიც შეიტყობს რომ სენი მისი არს განუკურნებელი. - ტანჯვა უიმედოს ჩემის სიყვარულისა იქმნენ უმეტეს განმახვილებულ სხვა და სხვა გვარი, იმის აქეთ რაც განათლდა ჩემი გონება.

არა მე არ ვარ მართალი, წიგნის კითხვა შეამოკლებს ჩემთა გრძელთა ვით ზამთრის ღამეთა, ჟამთა მოშორვებისასა ვისწავლე რა შევიპყრა ქაღალდზედან მფინვალენი აზრნი, ვერხოვსკიმან. მომცა მე გულის ნუგეში როცა იქნება ნახავ სულტანეტასდა ვაჩვენებ იმას ამ ტრიქონთა, რომელზედ სახელი მისი უფრო ხშირია ვინამ ყურანში სახელი ალლახი, აი ჩემი გულის ცხოვრება ვეტყვი იმას აი ამა და ამ დღეში ამასა და ამას ვფიქრობდი, შენზედ.

ამა და ამ ღამესა აი როგორ გნახე შენ სიზმარში! ამ ფურცლებით როგორც ალმასის კრიანოსნის მარცვლებით, შეგიძლიან დასთვალო ჩემნი ოხვრანი, ჩემნი ცრემლნი: სასურველო. არა ერთგზის გამეღიმება ჩემს გასაოცებ ოცნებაზედ ესე მოგვცემს მრავალ დროს სალაპარაკოდ! მაგრამ შემიძლიან მოვიგონო წარსული, როცა ვიქნები გვერდით შენთან, ჩემო ტყვეთ მქნელო! არა არა, ყოველი განქრება წინაშე ჩემსა, და გარეშე ჩემსა, გარდა ნამყოსა ნეტარებისა ვიყო შენთან ო! ვითა ალებრივ და ნათელი იქნება სული ჩემი! დამდნარი მზე იმდინარებს ჩემში და მე თავს ვიცურებ ცაში, ვითა მზე თავისა დავიწყება ახლოს შენთანა უტკბილეს არს თვით უმაღლესისა მეცნიერებისა.

ვკითხულობ მოთხრობასა სიყვარულზედ, ქალთა მშვენიერებას; კაცთა ორგულებას; მაგრამ არც ერთი არ ემსგავსება სულით დახორცით სულთანეთს, მშვენიერებით სულით და გულით, და თვით მე არ ვგევარ მათ არც ერთს. მშურს იმათი საყვარლობა, გონიერება, წიგნის მიჯნურთა მაგრამ ნახეთ როგორი დამჭკნარი და ცივი სიყვარული აქვთ ამათ! ის ემზგავსება მთვარისა სხვისა რომელიც ეთამაშება ყინულსა! სიდან მოუპოვებიათ ევროპიელთა სპარსული ამაოდ მეტყველება ესე მღერანი ბაზარისა ბულბულთა, ესე ყვავილნი მოხარშულნი შაქარში. მე ესა მჯერა რომ კაცი ენა მშვენიერად ლაპარაკობდეს თვისა სიყვარულს, ის ემსგავსება ნაქირავებულს მოტირალს მკვდარზედან, მე ვარ ყრმა და ვკითხულობ, რა არს მეგობრობა? მე მეგობრად ვარ მყავს მეგობარი ნარნარი, ერთგული ჩემთან შენებიერებული და არა არის კი მეგობარი ვგრძნობ, ვაყვედრი ჩემ თავს, რომ ვერ პასუს უგებ როგორც ის ღირსია, მაგრამ რომ არა არს ჩემ ხელთა ჩემი გული, ჩემს სულში არავის არა აქვს ადგილი გარდა სულთანეტისა, გულში არ არს სხვა გრძნობა, გარდა სიყვარულისა.

არა მე არ შემიძლაინ წავიკითხო არ ძალმიძს გავიგონო რას მეუბნება პოლკოვნიკი! მე ჩემს თავს ვატყობდი გამოვიხატამდი, ვითომ მე შემეძლო აღვიდე ჰსწავლისა მაღალ კიბეზედ. დავიღალე პირველსავე ხარიხზედ, ვიკარგები, პირველსავე შეუძლებლობისა შემთხვევაზე, დავხლანჯავ ძაფსა, ვწიწკნი და ვგლეჯავ დახვევისა და დაცარცვისა წილ და ალაფი ჩემი განსაზღვრდება მცირედითა ნაწყვეტებითა. იმედი მოცემული პოლკოვნიკისაგან მივიღე მე საკუთარ მეცადინეობად, მაგრამ ვინ ან რა მიშლის ამ მეცადნეობასა რომელიცა შეადგენს ბედნიერებას და უბედურებას ჩემისა სიცოცხლის ასეა სიყვარული ყველა ფერში ყველგან ვხედავ და მესმის მესულტანეტა, და ხშირად მარტო სულტანეტა. განვაშორო ჩემის ფიქრიდგან სულტანეტა იქნებოდა წმიდათ შემაგინებლობა; დიახ თუგინდა და მომენდომებინა მე ვერ აღვასრულებდი ამას. შემიძლიან დავინახო უნათლოდ შემიძლიან ვსუნთქავდე უჰაეროდ, და სულტანეტა არის ჩენი ნათელი ჩემი ჰაერი სიცოცხლე ჩემი სული.

ჴელი ჩემი ჰთრთის, გული ხტების მკერდში თუ რომ მე ვწერდე ჩემის სისხლითა, მაშინ ქაღალდი დაიწოდა. სულტანეტავ! სახე შენი მდევნის სიზრმივ და ცხადლივ წარმოდგენა შენის მშვენიერებისა საშიშო არის ჩემთვის ვინემ ახლო მათის ხილვისა! მომივა რა თავში ფიქრი, რომე არაოდეს არ ვიქნები მფლობელი შენისა მშვენიერებისა, ვერ შევეხები მათ, იქნება ვერა ვნახო? შთამაგდებს მე საშინელსა მჭმუნვარებაში მე ერთადრე ვდნები და ვგიჟდები! წარმოვიდგენ თვითო ეულსა მშვენიერსა ხაზსა შენისა სახისასა, თვითოეულსა შენის წერწეტისა ტანისა რხევასა და მაგა ფერხთა სიყვარულსა ბეჭედთა, და მაგ მკერდთა ნეტარებასა ბროწეულთა... მოვიგონებ რა ხმასა შენსა, იწყებს სული ჩემი თრთოლასა, ვითა სიმი ზილად მომართული და მზად დასაწყვეტად და კოცნა შენი! კოცნა, რომლითა შევსვი ხელი შენი იგი გარდმომაყრის ვარდთა და ნაკვერჩხალთა ჩემს სარეცელში მე ვიწვი... მხურვალენი ბაგენი მოიშთვიან კოცნისა მწყურვალებით, ხელთა ჩემთა სურსთ მოეხვივნენ ტანსა შენსა, შეეხოს მუხლთა შენთა! ო ო! მოვედ მოჰვფრინდი რათა მოვკვდე მე სიტკბოებითა, როგორც ეხლა ვკვდები მწუხარებითა.

პოლკოვნიკს სურდა რომ ყოვლის ფრით განებნივა მჭმუნვარება ამალათისა, მოიგონა გაართოს გარეულ ღორებზედ ნადირობითა რომელიცა უყვართ დერბენდელ ბეგებსა, ოცადმდე ბუგნი იყვნენ მოწოდებულნი, თვითეულსა ჰყვანდა თავიანთ ნუქერები ყველასა ჰსურდა გამოეცადნა ბედნიერება, ეჭენებინა მინდორში, და გამოეჩინა თავი. ჭაღარმა დეკემბერმა გარდაფანტა მაღალნი გორანი ფიქრითა,დერბენდისა ქუჩაში აქა იქ იყო მოყინული მაგრამ ქვეშ მომდინარეობდა ტალახი ზღვა ზარმაცათ შეახეთქებდა ზვირთებსა ჩამრჩვალთა კოშკთა ზღვაში ჩაშვებულს ბალკონისას ქვეშე ღრუბლისა ისმოდა შრიალი წყლისა, ფრინველთა ფრთეთაგან; გუნდნი ბატთა ყიყინით მიმოჰფრინავდენ ზღვის პირზედან ყოველი იყო ბნელად და პირქუშად თვითონ უგუნური საზარელი ვირთა ყროყინი, რომელნიც იყვნენ დატვირთულნი ნახშირით, ემზგავსებოდა ტირილსა, დარიანის დღისთვის მოხუცნი თათარნი ისხდნენ ბაზარში, და მოახვევდენ ცხვირთა თვისთა ქურქებში. -

მაგრამ იმისთანა ტაროსი ანუ დარი არს სასიამოვნო მონადირეთათვის. რაკი ქალაქთა მოლლათა დაჰყვირეს ლოცვა პოლკოვნიკი რამდენისამე ოფიცრებით და ქალაქისა ბეგებით და ამალათით, მიდიოდენ ან უმჯობესად ვსთქვათ მისცურვიდენ ტალახში, მობრუნდნენ ჩრდილოეთისკენ, ყველანი გამოვიდენ დიდ კარებიდგან (კირხლარ ყაფი) რომელიცა არს შეჭედილი რკინის ფიცრებით, გზა რომელსაც მიჰყავს თარღოში ღარიბი მშვენიერებით: აქა იქ ნახნავნი ენდროსათვის მერე ვრცელნი სასაფალონი და მხოლოდ ზღვისკენ ცოტა ვენახნი, მაგრამ სანახაობა ამა გარე მდებიარობისა უდიდებულეს არს სამხრეთისაგან, მარცხნის კლდეებზედ ჰსჩანს კეიფარი კაზარმანიკურინსკის პოლკისა, და ორსავ მხარესა გზისასა ეყარნენ მხატრობითის უწესობითა, დიდროვანი ქვანი ჩამოგორბულნი, გარდმოცვივნილნი და მოგლეჯილნი წყალისა ძალით, მაღლა მთიდგან-

ტყე გახშირდებოდა რამდენიც მიახლოვდებოდნენ ველი კენტსა ყოველ ვერსტზედ რამდენსაც გაივლიდენ იმდენი ემატებოდაპოლკოვნიკის სვიტასა ბეგებისა და აღალარებისაგან შეკრესა ალყა მარცხენა მხარეზედ და მალიად მოისმა ხმა გამომრეკთა; მონადირეთა გააგძელეს ალყა ზოგი ცხენიანი ზოგი ქვეითი მალე გამოჩნდენ ტახნიც. ჩრდილიანი ტყენი დაღისტნისანი რომელიცა არის სავსე მუხითა ძველადგან ემსახურებათ სადგომად აურიცხელთა-გარეულთა ღორთა თუმცა თათარნი, ვითა მუსულმანნი ცოდვად შეეხონ ამა წმინდასა ცხოველსა არამთუ სჭამონ მისი ხორცი, მაგრამ ისინი რაცხვენ ღირსეულ საქმედ: ამისთვის უმეტეს რომ ვარჯისობენ მაინც თოფის სროლასა, და მით აჩვენებენ თავის ვაჟკაცობას რადგანც დევნა ღორთა არის უმეტეს საშიში, კაცი უნდა იყოს ჯერ ხერხიანი და მტკიცე გულისა; მათმა ალყამ მოიცვა ვრცელი ადგილი უშიშრათ მესროლთა გამოირჩიეს განშორებული ადგილი რომ არავისთან გაეყოთ თავის ვაჟკაცობა, და ამისთვისაც სადაც ჩუმობა არის იქით გაიქცევა მხეცი. პოლკოვნიკ ვერხ. იმედეული თვისის ისპოლნიხ ღონისა და ჰსწორე თვალისა წავიდა ხშირ ტყეში და დადგა ერთ ველზედ სადაც შეიყრებოდა კვალნი ღორთა, მარტოთ მარტო, მიეყუდა მოჭრილს შტოსა მუხისას, და ელოდა ნადირსა: ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ისმოდა თოფის სროლა, ხან დიდხან ტყეში გაირბენდენ ღორნი, დასასრულ მოისმა შრიალი ჩალისა და შემდგომ გამოჩნდა საშინელი ტახი, რომელიცა ველისაკენ გარბოდა, ვითა განსროლილი ზარბაზნის ტყვია. პოლკოვნიკმა გაუნიშნა; ტყვიამ დაუსტვინა და დაჭრილი ტახი შედგა თითქო განკვირვებული, მაგრამ ეს იყო ერთი წუთი; გაცოფებული ტახი მივარდა საიდანაც თოფი გამოვარდა გაალმასებული ეშვებიდან გამოდიოდა ქაფი, თვალნი გამონათებდენ სისხლითა და ის სისინით მიახლოვდებოდა მტერსა. მაგრამ ვერხოვსკი არ შეშინდა ელოდა ახლოს მოსვლასა, მეორეთ დააცემინა ჩახმახი ... მოუცდინა! შენოტიებულმა წამალმა არ იფეთქა. რა უნდა ქნას ახლა მონადირემ? ხანჯალიც არ ერტყა წელზედ გაქცევა ტყუილიღა იყო ახლო თითქო განგებ არიდგა მსხვილი ხე ერთი გამხმარი შტო აიმართებოდა მუხასთან სადაც იდგა ვერხოვსკი მივარდა ამ შტოზედ ძლივ მოასწრო ასვლა ორიოდ ადლზედ მიწიდგან გაცოფხბულმა ტახმა შემოფკრა ეშვი ამ ხესა ხემ დაილაწუნა შემოკვრისა და სიმძიმისაგან, რომელზედაც დაკიდებული პოლკოვნიკი ამაოდ ცდილობდა რომ მაღლა ასულიყო: ხელები უცურდებოდენ და ის ჩამოცურდებოდა ტახი არ შორდებოდა ხესა, ღრღნიდა სცემდა ღოჯითა, ორ მტკაველზე ვერს: ფეხები ყოველ წამში მოელოდა ვერხ. რომ ჩავარდებოდა და დაეცემოდა მხეცთან ამაოდ იკარგებოდა მისი ხმა გარეშე უდაბურისა ტყისა... არა არ დაკარგა! ცხენის ფეხის ხმა მოისმა და ამალათბეგმა ხმალ ამოღებულმა მოაჭენა ვითა გიჟმა, დაინახა რა ახალი მტერი, ტახი მობრუნდა იმისაკენ შემოუქნია ეშვი. მაგრამ ცხენი გადაახტუნა იქით და აიცდინა, ამალათ შემოჰკრა ხმალი და მხეცი დაეცა მკვდარი მიწაზედ. -

მორჩენილი ვერხოვსკი ისწრაფდა მოხვევნულ იყო თავის მეგობრისათვის, მაგრამ ამალათგაჯავრებულს ჰკაფდა ხმალით მხეცსა. მე არ მივიღებ მადლობას, რომელიც არა არს სათქმელი და ცდილობდა, არ ეკოცნინებინა ვერხოვსკისათვის. ამ ტახმა ჩემ თვალწინ, დაკუწა თაბასრანელი ბეგი ჩემი მეგობარი მაშინ როცა იმან დაცალა თოფი და ფეხი შედგა, ავჟანდაში მე აღვენთე გაჯავრებული დავინახე რა სისხლი ჩემის ამხანაგისა, და გამოუდეგ, ხშირმა ტყემ დამიშალა მოწევნა, თითქმის დავკარგე კვალი და აი ღმერთმა ინება და მოვეწივე შეჩვენებულ მხეცსა, იმ დროს როცა უნდა მოეკლა ერთი ჩემი უკეთილ-შობილესი მფარველი და მეგობარი.

ახლა ჩუჱნ გავქვავდით, საყვარელო ამალათ ოძველს ნუღარ მოიგონებ, დღეს ჩვენ სისხლს ავიღებთ კბილებით ამღოჯიან მტერზედ, მე მგონია ამალათ შენ არ უარყოფ აღკრძალულ ხორცის ჭამას?

და მე შამფანცკსაც ზედ დავისხამ, პოლკოვნიკო შემრისხავს მამადა, მე მიყვარს ვიწრთო სული ღვინის ქაფითა ვინემ ცუდმორწმუნურისა წყალითა. -

ალყა მონადირეთა წავიდა სხვა მხარეს შორიდგან მოისმოდა ხმა ყვირილი და დაფის კვრა მრეკავთა თათართაგან; იქით მხრიდგან მოისმოდა სროლა. პოლკოვნიკს მოჰგვარეს ცხენი და იგი მხიარულებით უყურებდა შვა გაჩეხილს, ტახზედა დაჰკრა ხელი მხარზედ ამალათს, ვაჟკაცური ნაკრავია?

ხმალი შურის ძიებისა, - მიუგო მან სისხლის ზღვევა აზიელისა მძიმეა შენანახე. შენ გამოსცადე ამალათ! უთხრა ალერსით პოლკოვნიკმა როგორ სისხლზღვეულობენ ბოროტისათვის რუსნი. ესე იგი ქრისტიანნი, ამა ზრახვათ ნუ მიიღებ მიიღე ჰსწავლად!

ორთვ გააჭენეს ალყისკენ. -

ამალათ ბეგი იყო ძალიან ფიქრებში გართული, ხან არ პასუხობდა, ხან უპასუხებდა არეულათ კითხვასა ვერხოვსკისასა, რომელსაც მისდევდა გვერდით, იყურებოდა აქეთ იქით, ვერხოვსკისეგონა რომ ის არის გაფიცხებული მონადირე ეძებს ნადირს და დაანება თავი და წავიდა იქითკენ; დასასრულ ამალათ დაინახა ვისაც მოელოდა მოუთმენლად, იმისკენ მოაჭენებდა მისი ემჯექი საფირალი, შესვრილი ტალახით და შეოფლილისა ცხენითა, ალექუმ სალამ! დაუძახეს ერთმანეთს, გარდახდენ ცხენებიდგან მოეხვივნენ ერთმანეთს.

შენ იქ იყავ! შენა ნახე ისა, შენ ელაპარაკე იმას: დაუყვირა ამალათმა, გაიხადა კაბა და ქასქასებდა მოუთმენლობითა,სახეზედ გატყობ რომ კარგი ანბავი მომიტანე აი ჩემი ახალი კაბა მიჩუქებია შენთვის მაგისათვის[2] სულ ცოცხალნი არიან ხომ კარგათ არიან? ადრინდელისავით, ხომ უყვარვარ?

მეც დამაცადე გონებაზედ მოვიდე მიუგო საფარალიმ.

დამაცალე ამოვისუნთქო, ამდენი კითხვები მამაყარე მეც ამდენი ანბები მომაქვს ასე მოგროვილან ერთათ, როგორც დედაკაცები მეჩითის კარზედ. პირველად უნდა, მოგახსენო, რომ შენის სურვილითა და ჩემის ფრენითა, მე ვიყავ ხუნზახში. ასე ჩუმათ მიველ რომ გზაზედ ერთი შაშვიც არ დამიფთხვია. სულთან ახმედხანი კარგათ არის და შინ არის, ბევრს რასმე მკითხავდა შენზედ დიდკაცურად იქნევდა თავსა და მკითხრა, რომ არ უნდა ტარები გაუგზავნოდერბენდის აბრაშუმი დამირთასო! ხანშამ გამოგიგზავნა (ჩოხ სულაბმუმ) მრავალი მოკითხვა და ესე ოდენივე ტკბილი კუპატები. მე გადავყარე გზაზედ სულ დამტვრეულიყვნენ სურხაი ხანმა, ნუცალ ხანმა. ჯანი გავარდესთ მაგათ ყველას...მითხარ სულტანეტამ!

ეჰ მოგხვდა გულის მეჭეჭზედ? სულტანეტა ჩემო სასურველო მშვენიერია, როგორც ცა ვარსკვლავებითა, მაგრამ იმ მცაზედ მე ვნახავდი ხოლმე ცისკარს ამოსულს მაშინ როცა შენ სახელს ახსენებდენ ის კინაღამ მომეხვია ყელზედ როდესაც გამოუცხადე მიზეზი ჩემის მოსვლისა, მე მიუტანე ერთი აქლემის ტვირთი მოკითხვა, უთხარი რომ, შენ ძლივ ცოცხალი ხარ სიყვარულისაგან, ის იღვრებოდა ცრემლითა!

სასურველო, კეთილო სულო სხვა რა დაგაბარა იმან?

შენ ისა მკითხე, რომ რა არ დამაბარა! იმან მითხრა რომ; რაც შენ წახველ სიზმარშიაც არ გამხარებია ზამთრის თოვლი მოვიდა ჩემს გულზედაო, მხოლოდშენ ნახვას შეუძლიან როგორც გაზაფხულის მზეს დაადნოს ის თოვლიო... მაგრამ თუ მე მოუცადე მანამ დავასრულებ იმის დაშრობასა, და შენ მოუცადე მანამ გიანბობ ჩვენდერბენდს მინამ მივიდოდით თეთრ წვერიანი წევიქნებოდით. მაგრამ ესეც უნდა გითხრა, კინაღამ გამომაგდო ასე მაშურებდა წამოსვლასა, იმას უნდოდა რომ შენ დარწმუნებული იყო, რომ ერთ მინუტშიაც არ ყოფილიყავ ეჭვში შენ სიყვარულზედ-

უვირფასესო ქალო!.. შენ არიცი და მეც არ შემიძლიან გამოვსთქვა როგორი ნეტარებაა ჩემთვის შენთან ყოფნა და როგორი ტანჯვაა შენგან განშორება, და შენი უნახაობა.

ეგ არის ამალათ ბეგ! ის ძალიან შეწუხებული არის, რომ არ შემიძლიან გვიჭვრეტდეს თუმცა ვერ გავძლებ იმა ჭვრეტითაო, რა არის როგორ არ შეუძლიან მოვიდეს ერთის დღითა ერთის საათითა, ერთის მინუტით მაინცაო!

ნეტავ ერთი დავინახო და მერე თუგინდ მოვკვდე!

ჰე! სიცოცხლეს მაშინ უფრო მოინდომებ როცა იმას დაინახავ! ეხლა უფრო დაწყანრებულა, მაგრამ კიდევ ისე ცოცხალია რომ შეხედავ სისხლი აგითამაშდება.-

შენ უთხარ, რომ რომლის მიზეზით არ შეიძლება აღვასრულო მისი ნება? და ჩემი მხურვალე სურვილი?

ასეთი ტყუილები უთხარ რომ გაგეგონა სწორეთ სპარსეთის შახის ლექსი გეგონებოდა, იტირა სულტანეტამთითქო მთის წყარო შემდგომ წვიმისა ისე ზდიოდა ცრემლი, ქვითქვითი ვერ დავაყენე.

რათ მიიყვანე შენ ის განწირულობაში! ეხლა შეიძლება როდი ნიშნამს რომ საუკუნოდ არ შეიძლება. შენ იცი საჶარ ალი ქალის გული, დასასრული იმედისა მათთჳს არის დასასრული სიყვარულისა.

სიტყვას ქარში სთესავ ჯანიმ (ჩემო სულო) იმედი შეყვარებულთათვის არის დაუსრულებელი გორგალი. ცივ სისხლიანი თვალებსაც არ დაუჯერებს, მაგრამ რაცკი გიყვარს ჩრდილებიცა გწამს, მე მგონია სულტანეტასა აქვს იმედი რომ საფლავიდანაც ადგები და მიხვალ იმის სანახავად არამთუ დერბენდიდგან.

განა დერბენდი ჩემთჳს საფლავზედ უკეთესია! ამითი ხომ არა რომელ გული გრძნობს თავის წყლულებას და ვერ განთავისუფლებულა! აქ მხოლოდ არის ჩემი სხეული სული შორს არის შორსა!

მგონია შენი გონებაც ხშირათ ვინიცის სად ინებებს ხოლმე სეირნობას, საყვარელო ამალათ?

მართალია კარგს ყოფა ცხოვრებაში არა ხარ ვერხოვსკისთან, თავისუფალი, და კმაყოფილი; სულ ყველანი როგორც უმცროსი ძმა, ისე შემოგტრფიან როგორც საპატარძლო ქალს, მართალია უნდა გიყვარდეს სულტანეტა მაგრამ ვერხოვსკი ცცოტა რამ არის შენთვის, განა არიქნება რომ მეგობრობას შესწირო მცირე ნაწილი სიყვარულისა?

მითომ მე რაღას ვჩადი, საფირალი მაგრამ რომ იცოდე რათ მიღირს ეგა სწორეთ თითქო ლუკმა ლუკმა იგლიჯება ჩემი გული, კარგი რამ არის მეგობრობა, მაგრამ სიყვარულს ვერაოდეს ვერ შესცვლის.

იმის ნუგეში ხომ მაინც არის, შემწეობაც რამ შეუძლიან მისცეს მას, ამაზედ გილაპარაკნია როდესმე პოლკოვნიკთან!

ვერა ვბედამ, როდესაც მინდა რამ ჩამოვაგდო ლაპარაკი ჩემ სიყვარულზედ, სიტყვა ენაზედვე მებმის! იმისთანა, ჭკვიანი კაცი, ჩემი სიგიჟის ამბით როგორ შევაწუხო, იმისი კეთილი მოთმინება არ მინდა ცუდათ ვიხმარო, მართალი კი უნდა გითხრა ის თავის გულწრფელობით მეც მაქეზებს, მაქებს და უნდა რამ მათქმევინოს იფიქრე იმავ სიყრმიდან ჰყვარებია ერთი ქალი რომელთანაც შესდილა და უსათუოთ შეირთამდა კიდეც, თუ შეცდომით ეგ მკვდრების სიაში არ მოემწყვდიათ, რომელნიც დაიხოცნენ ფრანგების ომის დროს, მაგის დანიშნულს ბევრი ეტირნა შემდგომ რასაკვირველია გაუთხოვებია, ეგ თურმე გაიჭრა თავის მშობელ ქვეყანაში, მივიდა ნახა რომ თავის საყვარელია სხვის ხელშია, შენ როგორა ჰფიქრობ, მე რას ვიქმოდი, ამისთანა შემთხვევაში! მაშინვე არ დავხანჯლამდი მომტაცებელსა ჩემის საუნჯისას... ქვეყნის კიდეს იქით გავიყვანდი ჩემ საყვარელს, რომ ერთს საათს ერთს წუთსაც არის დამტკბარ ვიყავ მისის მფლობელობითა, ჯავრით მაინც დავტკბებოდი წართმეულს ბედნიერბის იმან კი სულ არაფერი, იმას შეეტყო რომ მაგის რაყიფი კეთილი და საპატიო კაცი არის, იქამდენ მოთმინება ჰქონიყო, რომ ის გეეცნო გამეგობრებოდა და ხშირათაც ნახამდა თურმე თავის დანიშნულს, ამასთან არც სიტყვით არც საქმით არ ეღალატნა ძველის მეგობრისათვის.

ძვირფასი კაცი ყოფილა თუ ეგ ზღაპარი არ არის ჰსთქვა საჶარალიმ გრძნობით; სადავე თავი მინებებულმა: მყარი მეგობარი ყოფილა!

მაგრამ ცივი საყვარელი? ეს არაფერი, ეგ აქ სამსახურში იმისთვინ თურმე წამოვიდა რომ იმ ცოლქმარზე ჭორი არ გაკეთებულიყო, დიდი ხანი არ არის, მაგის ბედნიერება თუ უბედურება, მომკვდარა მაგის მეგობარი რაყიფი, რა გამოვიდა შენ გგონია მაშინვე გასწიარუსეთისაკენ? სულ არა სამსახურმა დაიჭირა აქა მთავარ მართებელს ეთქვა რამტენიმე სიტყვა და დერწმუნებინა რომ ეგ აქ საჭიროა ძალიან და ერთი წელიწადი კიდევ დარჩენილ იყო და კიდეც დარჩა, თავის სიყვარულის მიწერ მოწერით ხდის თავის სიყვარულს აბა მაგისთანა კაცი თავის კეთილ მოქმედებით შეუძლიან მიხვდეს და გაიგოს ჩემი სიყვარული? მერე მედა მაგის ხანსა და გამოხატულებას დიდი გარჩევა აქვს! მკლამს თავის მიუხვედრელის ღირსებით აცივებს ჩემს მეგობრობას და გული წრფელობას.

საკვირველი კაცი ხარ ჩემო ამალათ; იმისთვინ არ გიყვარს ვ-ნი. რომ ის ყველაზე მომეტებული ღირსია სიყვარულისა და კაცი უნდა იყოს იმასთან გულ წრფელათ! ვინ გითხრა რომ არ მიყვარს? მე ის არ უნდა მიყვარდეს? ჩემი გამზდელი, ჩემი კეთილი მყოფი? განა შეიძლება მძულდეს ვინმე მას აქეთ რაც მე სულთანეთა მიყვარს! მთელი ქვეყანა, სულ ერთიან ყოველი კაცი ცოტა არ შეხვდებათ ძმაზე! უთხრა საფარ ალიმიმტენი იქნებოდა რომ არამც თუ დასალევათ არამედ დასათხევათაც კმაროდა მთელის ხმელეთისა! მიუგო ღიმილით ამალათმა.

აბა ემაგისთანა ხათაბალა გამოდის კაცი რო ნახავს მშვენიერებას უჩადროთ და შემდგომ ჩადრისა და წარბებისა მეტი ვეღარ დაინახოს ეტყობა შენ გინდა, რომ როგორც ურუმიის ბულბული სტვენისათვის იჯდე გალიაში, ამ ლაპარაკით მეგობარნი მიეფარნენ ხშირს ტყეს.

განგრძელება შემდგომ ნუმერში.

____________

1 ქვაჟკაცობა

2თათართ ჩუჱეულება არის მახარობელს კარგის ანბისას აჩუქონ ჩოხა, რომელიც ზედ აცვია

3 სწავლა და ხელოვნება

▲back to top


3.1 აქა სამართლის ამბავი: დღისაგან თქმა:

▲back to top


აქა სამართლის ამბავი: დღისაგან თქმა:

დღისითა ბნელო მსაჯული, დაჯდების სამართალშია,
ნეტარ არს სწორედ გამგენი მართალს არ გარევს ბრალშია,
ავს მოსამართლეს მდივნებსა, ვინც გაერევა ქრთამშია,
და ეშმაკის ხელი ჩაცვივდენ, იწოდენ ცეცხლის ალშია.

ვით ღმერთი სინჯავს მსაჯულის, სამართალს სწორეს მასდღესა,
არ უნდა უდგეს მდიდარსა, საქმეს იქმოდეს სწორესა,
ობოლთ ქვრივთ შემაწუხებელთ, სჩაგრევდეს უუნძლავრესა,
და ერთმანეთისა ავობა, სამართლით უნდა განწმნდესა.

ბევრი ქურდობა და ცოდვა. რამდენი ქმნილა ბნელობას,
სისხლი უბრალო კაცისა, დათხევით მისცენ მკვლელობას,
დღისით ამაებს სამსართლით, განწმედენ ახალ ძველობას,
და ღამევ შენ რას იქმ ამგვარსა, დღე ვიქმ ამ ჩხუბთა მშლელობას.

აქ ღამისაგან თქმა:

დღეო რას მოჰკვეს მსაჯულმან, დღითა ქმნას სამართლობანი,
დღისით იქნების ჩხუბიდა, ყოვლფერი ავკაცობანი,
შური ასტყდების ღვინისგან, რა შეიქნება თრობანი,
და დღით მოვა დღითვე განწმდება, ეს არის სწორე თხრობანი.

ჯერ ვთქვა ცოტარამ კაცთათვის, ღამით რაც ჰქონდეს შვებადა,
ვით შვრების მუშაკობითა, დღისითცა იღალებადა,
მზე ჩავა შინასკენ ჩავა, ვახშამს სჭამს ექნას ნებასდა,
და ღამით დაწვების მაშვრალი, ძილი აქვს მოსვენებადა.

აქა დღისაგან თქმა:

რას ამბობ როგორ დარჩების, კაცი წოლით და ძილითო,
ნელო მტყუვნდები სამართლით, შენ მეუბნები ძალითო,
კაცი ვერ დარჩეს ხმელეთზე, თუ არ სჯით მუშაკობითო,
და რას ლაპარაკობ სულელად, ყმაწვილად უჭკუობითო.

რა გათენდა ყოვლი კაცი, არის სახლის გაგებითა,
ღამით ბნელო მწუხარეა, სანამ იყოს ნათებითა,
რაც დღისით იქმს კეთილს კაცი სასმლის საჭმლის სავსებითა,
და დასხდებიან მხიარულნი, წინა სუფრის დაგებითა.

აქა მეჯლისის ამბავი, დღისაგან თქმა.

დღისით იქნების განცხრომა, ლხინი და ნადიმობანი,
გაღმა გამოღმა თქარ თქარი, ლაღობა კაი ზმობანი,
გალობის სიმღერის თქმაზე, მეფეთგან გამცემობანი,
და გულუხვად დარბაისელზედ, იყოს მრავალი ძღვნობანი,

ამოუშვებენ შადრევანს, ბევრ რიგ ასხემდეს აუზით,
ვინც სვამს დიდს თასებს ეტევიან, მალ დალევს ხელი აუზით,
ნეტავინ მას დღეს ვინცავინ, ჰელმწიფეს ახლოსა უზით,
და თქვენ აივსებით საბოძვრით: ფრულით აბაზით აუზით.

ისხდებ მრავალნი მკვრელები, ერთმანერთს ტკბილად აბანოს,
ზედ თქვან ლექსები მიჯნურთა, მით ცრემლით ღაწვი აბანოს,
თამაშად ზედან წარმოდგენ, ქალყმანი მაღლა აბანოს,
და მუშაითს მისცენ ხალათი, ზედ წამოასმენ აბანოს.

რამდენი რიგი ჭიდება, იქნება ფალავნებითა,
ძალით ვერ დასცენ ერთერთი, მცდელია ბევრ ფანდებითა,
სხვის მოთამაშის მრავალთა, მომსხმელნი ჯამბაზებითა,
და საბელზედ გავლენ კის კასად, სიფიცხით ფარხმალებითა.

ბაღშიგან წავლენ დღისითა, როს მოვა გაზაფხულიო,
შიგ დასხდებიან სალხინოდ, აყნოსებსთ ვარდის სულიო,
მრავალს ფერს უცხოს ყვავილთა, ხედვენ ეხაროსთ გულიო,
და ბუთქში იძახდეს ბულბული, ტკბილად ვარდისგან წყლულიო.

მოჰკრეფენ ყვავილს ხელითა, ვარდისას შეჰკვრენ კონებსა,
ვისაც სჭირს ვისი სურვილი, ცრემლს დაღვრის შეიქმს ფონებსა,
ვარდს გაუგზავნის მალვითა, ბროლს გულზე დასაკონებსა,
და აწ შენ რას მომცემ პასუხსა, ამ გვარსა დასაღონებსა.

აქა ღამისაგან თქმა.

მეც მომიგდე დღეს ყური, იყავ ჩემზე დაცალებით,
ლხინსა ჰკვეხ და სიხარულსა, შენხარ დიაღ თავის ქებით,
უზესთაესს რამდენს მოსთვლი, მეჯლიშს ღამეს დაწესებით,
და ბევრს რიგს დიდსა განცხრომასა, ღვთისგან იყოს მოსწავებით.

მეექვსე საიდუმლონი, მოცემით ღვთისა ნებანი,
ღამით აღსრულდეს კურთხევით, ყმა ქალის ქორწინებანი,
რა მზადება არს წინათვე, ან მამათ დედათ შვებანი,
და ყოველს სულს უხარის მას დღეს არა აქვსთ შეჭირვებანი.

ქალს მიუტანენ წინათვე, მისატანს შეძლებითაო,
ნიშნად მარგალიტს სინზედა დასდებს წინ მირთმევითაო,
მიმრთმევი ქალს ზედ შეაბამს, ლოყაზედ წამოკვრითაო,
და შაქრის იარაღს მრავალსა, წინ დასდგმენ ხონჩებითაო.

აქ ერთაჭამის ამბავი ღამისაგან თქმა.

დაჰპატიჟებენ სიძესა, ჯერ უქორწილოდ წვევათა,
რა მივა ქალს რთვას დაუწყვენ, სიძისა დასაწვევადა,
ვინც იცის უკეთ კეთება, პირისა დასაშვენათა,
და თვალ მარგალიტი მოიღონ, ჯიღები დასარჭმელათა.

სამკაულითა მოკაზმილს, ქალს დასმენ დასხდენ სხვანიცა,
თუ სილამაზის იმედი, აქვს თავი მოსაწონიცა,
უხულიანსა ტანზედა, ეშალოს ხშირად თმანიცა,
და შემოიყვანონ მათ სიძე, იგ მისი შესაგვანიცა.

ჯერ დასმენ ყმასა პირისპირ, პაშტახანს ჭერეტად ქალისა,
თვით ქალიც ცდილობს შესლვაში, ქმრისათვის შეკვრად თვალისა,
წუხს გული ყმისა საჯდომლად, გვერდს მდომი ახლოდ მალისა,
და მოართმენ სუფრას მოღებით, ჭურჭლისა ახალახლისა,

რა შეიქნება ლხინიდა, თასითა გარდალევანი,
ყმა ადგეს სერანს მიზეზით, ასე არს ზნე და ქცევანი,
კარში მიივლის მოივლის, უნდა მზის გარდახვევანი,
და შინ შევა ქალთან გვერდს მჯდომი, ფეხს ადგეს იქმნას წვავანი.

გარდაიყვანენ ქალისკენ, ყმა არს მადლის გარდამხდელი,
მზესა გვერდით მთვარეს დასმენ, იქმნას მათი საწადელი,
ჯერ წყნარად ჯდეს ცოტას ხანსა, ქალის ჭვრეტად შემხედველი,
და მასუკანით დაწყნარებით, გამოართვას ხელით ხელი.

თითზედ შეაცვან ბეჭედი, გამორჩეული თვალია,
მუხლს უდვას ვაშლი მურასა, ნატიფად განათალია,
ხელსა ჰკრავს ქალი გარდაგდებს, კდემა მოსილი მკრთალია,
და კვლავს იწვევს ახლოს დებასა, დაატკბოს კუშტად მწყრალია,

რა შეიქნება ლხინიდა, ღვინისა მომატებანი,
მუშაითთაგან კვრანიდა, ხმა ტკბილად ამღერებანი,
თქვან მუნასიბი ლექსები, ყმისა და ქალის ქებანი,
და სიძეს დაუწყონ ხუმრობა, მართ მისნი გასაბედანი.

ეტყვიან ქალსა თუ სწუნობ, ჩენა არა გაქვს თვალშია,
თუ მორცხობით იქმ აწ ჩვენთან რად გმართებს მოყვრობაშია,
დასტური გინდა მოგეცით, მადლისვე გარდახდაშია,
და გაბედავს სიძეც მოხვევნას, აკოცებს მოხვევნაშია.

ამაზედ ბევრსა იწყებენ, თქართქარით სიცილებსაო,
თვით მოითხოვენ სასმელად, დიდროანს სასმისებსაო,
ყმა სავსეს თასში ჩაიყრის, ქალისა გიშრის თმებსაო,
და მით დალევს ღვინოს თმას გრძელსა, ხელსახოცითა სწმედსაო.

რამდენს იტყვიან ამაში, გალობასა სიმღერებსო,
ყმა ხვევნით ვეღარ გაძღება, კოცნასა გააბევრებსო.
გათენებისა მოჯრამდის, ლხინსა რას ნახვენ რაებსო,
და ყმა ქალს ხელსახოცს შეუცვლის, ეკეროს მოქარგეებსო.

ქალსა აკოცებს ადგება, წავა სახლს მოსასვენათო,
გათენდეს ხალათს უგზავნის, სიდედრი ჩასაცმელათო,
ჩაიცვამს ფიცხლად მიბრუნდეს, მადლისა გარდამხდელათო,
და ეთხოება და შინასკენ, ცხენს შეჯდეს წასასვლელათო.

შინ მივა მზადებას შეიქმს, შევა ქორწილის ფიქრებსა,
ყმა ჰკითხავს დედა სძლის ამბავს, იგი უზომოდ უქებსა,
ეტყვის მალმიყავ ქორწილი, ნახავთ მის პირის შუქებსა.
და უკეთესი ვსთქვა აწ ლხინი, დღეო ვეჭვ შეგაწუხებსა.

აქა ერთა ჭამა. ღამისაგან.

რაღას ვაგრძელებ ქორწილსა, ლხინსა და სიხარულებსო,
ყმა ემზადება სასწრაფოდ, თვალსა არ მისცემს რულუბსო,
სახლის პატივად მიართმევს, თეთრსა და ბევრსა ფრულებსო,
და მოატანინებს ვაჭართა, ფარჩებსა ზარდახშნულებსო.

დაუძახებენ მოყვრებსა, ქორწილის წინა დღითადა,
შემოიტანენ ფარჩებსა, ფერად ფერადსა თვლითადა,
შაქრის იარაღს დაუდგმენ, სტურებსა ხონჩებითადა,
და დასჭრიან ჯავრის საწერსა, თეთრს კაბებს მაყრულითადა.

სამჯერ იტყვიან მაყრულსა, სანამ დასჭრიდენ კაბებს,
მკერვალს ჩააცმენ ხალათსა, მას დროსვე არ უქადებსა,
არიან სიხარულშია, თვისტომთა როგორც მართებსა,
და როს მოახლოვდეს ქორწილი, სიძეს ის დაამზადებსა.

ქალს შეიყვანენ აბანოს, დაბანენ თავსა ტანებსა,
ვარდის წყალს ზედან გარდასხმენ, და აპკურებენ თავებსა,
გამოიყვანენ მას ტურფას, დედოფლად მოსართავებსა,
და წესია მოამზადებენ, წარბებს უღებენ შავებსა.

მას ღამეს ხელის საღებლად, დაულბონ ინა სადები,
ქალსა მოსტაცონ ხელშია, მუჭითა წესად სადები,
იქ ყმას სამეფოს ულვაშსა, უღებენ თავისა დები,
და ეტყვიან ძმასა დღესიქით, დაგვევსო ცეცხლისა დები.

აქა ქორწილი შვება და სიხარული, ღამისაგან თქმა.

გათენდეს ქალის დედმამა, მოაწვევს ბევრსა სულებსა,
თავადთა დარბაისელთა, სულ მათსა სახლეულებსა,
პირსა დაბანენ დედოფალს, ფერსა წაუსმენ სულებსა,
და მოაწყონ სამკაულითა, შვენოდეს ყელსა გულებსა.

რაც იარაღი ქალისა, წესია მოსართავადო,
სრულად შეასხმენ დედოფალს, გულით ყელამდი თავადო,
ოთხის ჯიღებით იალქანს, აწყობენ სახურავადო,
და მორთვენ და მოამზადებენ, გვირგვინის საკურთხავადო.

ტანთა შემოსვენ სულთეთრსა, ბრწყნვიდეს სამოსელია,
ტახტი შეუმკონ უცხოთა, სად ტურფა დასასმელია,
სხვანიც ბრწყინვიდენ ქალები, სჭვრეტდეს მათ მათი ხელია,
და ვარსკვლავსა გვანდენ შვენებით, მზე ახლად ამომსვლელია.

ვერ ვიტყვი მის დღის საქმესა, ენა მაქვს დასაღალები,
რას ეცდებიან მორთვასა, ტურფა კეკლუცი ქალები,
იგ უებრონი მნათობნი, ჩნდენ მზესთან მისათვალები,
და ვითამც ედრონენ ვარსკვლავნი, მათგან ჩნდეს მთვარე ნალები.

მორთულნი ქალნი ვით მზენი, წვეულნი ქალის სახლებსა,
მივლენ დედოფალს მკობენ, მას დღეს რაც ჰფერობს ქალებსა,
ზოგნი უწყობენ იარაღს, მუშკს სცხებენ სულ ამბარებსა,
და ქალი ზის წყარად უსულით, თავს ტურფად მოიხარებსა.

პირ ბაგეს ჩამოფარებით, დედოფალს დასმენ ტახტსაო,
ვით წესადარის დადებით, გვერდით დაუსმენ მდადსაო,
ტახტს ქვევით დასმენ მხლებელთა, საზითოდ გასატანსაო,
და მეერთაჭამეს ქალებსა, დასმენ დედოფლის მხარსაო.

აწ მოვიდეთ მეფესთანა, დროცა იყო აქამდისცა,
თავის მოყვრის მოხელეთა, ყველას მისცენ სალათიცა,
შემოყრილნი მეფესთანა, ეჯიბი და მაყრებიცა,
და გაგზავნიან მახარობელს, ჩქარად წავა ვით ქარიცა.

რაკი ახარებს მისლვასა, ღვინოს მიართმენ თასითა,
თასსაც ჩაუდგმენ უბეში, ნასყიდსა დიდის ფასითა,
ხალათს მისცემენ მძიმესა, მხარს აუხვევენ ფარჩითა,
და წამოვა სიხარულითა, იტყვის ვიშოვე გარჯითა,

მეფის წასვლის დროს ასტეხონ, ხმა მაღლათ თვით მაყრულები,
თქვან მუნასიბი ლექსები, ბრძენის რუსთვლისგანთქმულები,
ცხენს შეჯდეს წინა გაუძღვეს, მარქაფა დაკაზმულები,
და გვერდსა ახლია მაყრები, მიდიან მხიარულები.

რა მოვალს მეფე დედოფლის, სადა სამყოფი სრანია,
ღმერთს შეახვეწონ თვის ტომმან, იგი ტურფა სიძე სძალნია,
ქალთა შეექნასთ ამება, ესმისთ მაყრულის ხმანია,
და შევიდეს მეფე მზის გვერდით, ტახტი საჯდომად მზანია,

ცოტა ხანს გამოშვებითა, აღასრულებენ წესსაო,
ქალსა ჰყავს მამა ანუ ძმა, იგი ზე ადგების ფეხსაო,
წინ დაუჩოქებს ცალს მუხლზედ, ორს გამოართმევს ხელსაო,
და ყმას ქალის ხელსა ხელშია, მისცემს დააბარებსაო.

რა ხელს ჩაუთვლის მეფესა, გარდამხდელია მადლისა,
აღარ დაჯდების არიან, მაყრულთა მთქმელი მაღლისა,
ადგების მდადი შესწევნით, ძლივ ამყენები ქალისა,
და ხელთ ეპყრას ტყავის სახელი, მის უებროსა სძალისა.

წინ გაუძღვების დედოფალს, მივლენ სად რიგი არია,
კარსა დაუხშვენ საყდრისას, ვით მათი წესი არია,
ბჭის მცველსა მცირე რამ, მისცენ გააღებინონ კარია,
და რა შევლენ მღვდელმან ქალ ყმათა, ხელთმისცეს კელაპტარია.

გაშლიან ხალიჩაფუჩსა, მას ზედა ფარჩას მძიმესა,
მეფე და დედოფალიცა, უნდა მას ზედა იდგესა,
ეტყვიან ყოვლს სულს საყდარში, მიყუდვით არვინ მიდგესა,
და უკურთხებს მღვდელი გვირგვინსა, ჯვარის საწერი მისცესა.

გვირგვინის კურთხევა:

მათ გამოსთხოონ გვირგვინი, დადგმის დროს მოლარესაო,
ცოტა თუ მისცენ უწუნებს, მათ სიტყვას ეტყვის მრთელსაო,
უშუღლებსთ გაანჩხლებული, ვით ჰფერობს მოახლესაო,
და ვერ გამოართმენ გვირგვინსა, სანამ არ მისცემს ბევრსაო.

გათავების დროს ღირს იქმნენ, სიწმიდის მიახლებას,
მღვდელი ორთავე კრძალვითა, მათ მისცემს დარიგებასა,
აღასრულებენ აწ წესსა, ვით უთქვამსთ მამათ კრებასა,
და დასდგმენ გვირგვინსა წესადარს, სამს ღამეს გათენებასა.

აწ საყდრიდამე გამოვლენ, ისევ მაყრულის თქმაზედა,
ხმალს ამოიღებს ეჯიბი, მიაბჯენს საყდრის კარზედა,
შიგ გაატარებს ორთავე, ქვეშ ამოღებულს ხმალზედა,
და გამოემართნენ სრისაკენ, წყნარად მავალნი გზაზედა.

რა მივიდნენ ალაყაფის, კარს დაუჭერს ყაფიჩები,
მეფეს სთხოვენ სათხოვარსა, წესადარსო ამითვრჩები.
მათ უბოძებს საბოძვარსა, თეთრი მისცენ არ ფარჩები,
და მათ განუღონ კარი შევლენ, არ მაყრულის ნაყუჩები.

შევლენ სახლშია დედოფლის, დედა ტახტზედა მდგომია,
რა ნახავს სიძეს და ქალსა, მათ წინა წარმომდგომია,
ორთავ ჩაუდებს პირს შაქარს, კიდეც მოხვევნის ნდომია,
და აკოცებს ორთავ სიძეცა, მადლისა გარდამხდომია.

მივლენ ტახტ წინა ტახტისა, მჭირავი იდგეს ძალითო,
დაუჭერს ასვლას ეჯიბმან, უჭვრიტოს ავის თვალითო,
მოხელეები ჩივიან, მეფე აივსო ვალითო,
და მისცემენ მეფეს ტახტს დასმენ, დედოფალს მდადით კრძალვითო.

პირის მეღვინე მას დღესა, მეფის დედოფლის ვინარი,
მილოცვის დროცა მოვიდეს, ორნივე ვნახეთ წინარი,
მოიღომან თასი თუწი, ძვირფასად გასასყიდარი,
და სინი დაუდგან აწ მოვლენ, ქალნი შვენებით მდიდარი.

მიულოცევდენ პირველად, დარბაისელთა ცოლები,
ორორნი მივლენ გარდაგდონ, ერთერთის ღირსად ტოლები,
უსულიანი ტანითა პირ სპეტაკ ვითა ბროლები,
და რა გაათავონ ის დასხდენ, რიგზედა ჩასაყოლები.

შემოვლენ ჯერეთ მაყრები, კაცისა გინა ქალისა,
ქალს მუხლზე დაიჩოქებენ, გარდამგდებელი თასისა,
მასუკან მოვლენ თავადნი, ორორი დიდის გვარისა,
და მისალოცავი ყველამან, გარდაგდოს ბევრის ფასისა.

როს გათავდების მილოცვა, თასების გარდაგდებანი,
აჰკრებენ პირის მწდეები, ორთავ აქვს მისი რგებანი,
საერთა ჭამოდ დამზადდენ, ქალთა და კაცთა კრებანი,
და ვითა ვსთქვა ლხინი მის დღისა, განცხრომა ანუ შვებანი.

მეფეს გვერდს უჯდეს ეჯიბი, მაყრები წამოსხმულები,
დასხდენ ჯალაბთა პირისპირ, თავადნი დაკაზმულები,
პირდაპირ მსხდომი ცოლქმარი, იყვნენ მკერდ გამოსმულები,
და საყურ ჯინჯილი ვერ შეძრან, ქალთა ყურზედა სხმულები.

რას ჩირახოანს იქმონენ, მას ღამეს ქორწილშიაო,
თამაშას ნახვენ ყოველნი, მუშაკის სროლაშიაო,
დიდი ანგამა იქნების, ქალსა და კაცებშიაო,
და მასპინძელიცა ფეხს იდგეს, სუფრისა მოსვლაშიაო.

აქა აორწილი:

მიართმევს სუფრას რაცარის, მას ღამეს შეფერებული,
მრავალნი უცხო საჭმელი, ბევრ რიგად გაკეთებული,
თავით ბოლომდინ მიართვან, სუფრა აქვსთ ნოვაგუბული,
და სანთლებითა და ლამპრებით, სახლი არს განათებული,

გაარიგებენ სუფრასა, მუნ სახლსა დიდსა სეფესა,
მერიქიფენი მოართმენ, თასებსა ღვინით სავსესა,
ჯერ დაილოცონ პირველად, დიდებით ღმერთი აქესა,
და მასუკან გაუმარჯოსო, ეტყვიან ეჯიბს მეფესა.

ასეა წესად ქორწილში, ამგვარი გარიგებაო,
მიართვან ღვინო მეფესა, ხელში არ ეჭირებაო,
ეჯიბი ეტყვის მუნ მყოფთა, მეფე თვით ილოცებაო,
და სამღთოთა კაცთა დალოცონ, ერმან თქვას გამარჯვებაო.

თვითო ორორის დალევით, გამოვაპაშტა ხანია,
მეფეს ჰრქვან თავის მსმელობის, დროარის პაემანია,
თასი მიართვან მეფესა, ვინც უზის ახლოს ყმანია,
და ორს მოქოულთა ეტყვიან, გააგეთ დალევანია.

ეჯიბის პირით დაულევს, მეფე ვინც ახლოს ზისაო,
ხელჯოხიანი აქეთ დგას, ერთია იქით მხრისაო,
ეს ეტყვის ულევს სახელით, ხმა მაღლად იძახისაო,
და ამასა დაულიოსო, ის მთქმელი სახელისაო.

ერთს რიგზედ გარდალევა, ასე ჩავა ბოლომდიცა,
გვარიანი ხუმრობადა, შეიქნება თქართქარიცა,
იტყვიან თუ ვინცა იცით, დრო არს ბძანეთ თქვენ ზმანიცა,
და ერთმანერთსა გაეზრახნენ, მათ დაიწყეს ზმა თქმანიცა.

აქა ზმა ლექსად თქმულება.

მესამე ფეროვანება, მე ფეხის წადგმით ვპოებდი,
ქალთა საამე ფერია, წასმულსა დაუყოვებდი,
თუმცა ვაამეფერობით, ვარდივით აუყოვებდი,
და შემეფერების ეს სიტყვა, არ ოდეს დაუტოებდი.

უდედოფალის გახსნასა, ვერა იქს ობოლიაო,
სანამ დადისა შეყრასა, ისმენდეს გული სტკივაო,
ნაქორწინებას უსჯულოს, შველის ღვთის მოსავიაო,
და ბაკურთხევასა ვერ უდგა, არ ღვინის დამლევია.

ვხატე ეს არე ბიჯით მაქვს, ქაღალდზე დახატულია,
ეჯიბინაზედ მიმიყვანს, არ ვიყო დაღალულია,
ეს გაამაყა რისათვის, ამით მეტკინა გულია,
და შემამაყარი სუნნელი, შენგნით ჩამედგა სულია.

დავასხი ვისაც უნდოდეს, ნელსაცხებელი თავზედო,
მასესხი ვინმე აწ ზმაცა, ვის იმედი გაქვს თქმაზედო,
საწოლს წაასხი ვინემდის, დაითრობოდეს სმაზედო,
და მესხის ვინ არის აქ ცოდნით, ზმასა და ხუმრობაზედო.

მაშუქი ყოველთ შვენება, ვისაც აქვს ლამაზობანი,
მონათელიზღეთ ხუმრობით, შექენით სიცილობანი,
მე მიამარა ქალებო, დალევით ზარხოშობანი,
და თქვენი სამსარა ქართულის, თუცა ვერ ძალმიძს თხრობანი.

ერთს ორსა დალევაზედა, მათ დაასრულონ ზმობანი,
აწ არის დროცა წესადა, ლხინზედა შაირობანი,
ვინც იცის წამოაყენონ, მან აქოს მეფეთ ფლობანი,
და წარმოთქვას სიტყვა სიბრძნისა, მათ უქოს ხელმწიფობანი.

აქ შაირის თქმა:

თქვენმც სუფევთ მეფევ კურთხევით, ვით აბრამმეუღლითაო,
მათებრ გაკურთხოსთ უფალმან, განმრავლდეთ შვილებითაო,
ორთავ მოგეცეს დღის სიგრძე, გაცოცხლოს მრავლის დღითაო,
და აწ შეგაბეროსთ ერთმანერთს, თვით ღმერთმან წყალობითაო.

ვით უქმნა ღმერთმან ადამსა, ევა მის ცოლად გვერდითა,
ადამ შეერთდა ცოლს თვისსა, ხორცით და თვისით ძვლებითა,
იყვნენ მისებრ ღვთისაგან, კურთხევით გაერთებითა,
და ბოლოს დროს ადამსცთომაში, თქვენცა ნუ ემსგავსებითა.

დედოფლის ბრწყინვალებამან, მზისა ციმციმი ანასო,
გიშრისა შვილდით ისარი, მეფესა გულსა ანასო,
მეფესა მართებს სიამე, გვერდს უჯდეს იმისთანასო,
და ასე შეჰბერდეს მეუღლეს, ვით იოაკიმანნასო.

აქა გალობის თქმა:

აწ გათავდების შაირი, ერთს რიგსა დალევაზედა,
ააყენებენ მგალობელს, ვის თავი მოსწონს თქმაზედა,
იტყვიან ჭრელსა საამოდ, თასების დალევაზედა,
და მისცემენ სამგალობლოსა, დასრულდეს ტკბილსა ხმაზედა.

გაათავებენ გალობას, მაღალ დაბლისა საბანოს,
ვით წესადარის მოართმენ, აქ მდადსა ხელის საბანოს,
ფარჩებს რა ნახავს იგ იტყვის, გულში შევკერავ საბანოს,
და მუშაითები დაუკვრენ, ერთმანერთისა საბანოს.

როს მობრუნდება თასები, ერგების თავის სმელებსა,
ეტყვიან თქვითო დროარის, ვინც იტყვით დასდებელებსა,
ააყენებენ მცოდნესა, გამორჩეულსა მთქმელებსა,
და მოაკმარებენ კარგებსა, მობანეს მომძახელებსა.

ნიადაგ რიგზედ თასებსა, დალევენ სიმღერითაო,
ოთხს ხუთსა ჩაურიგებენ, ამ რიგად დმლევითაო,
მეექვსეს თასზედ წესადარს, წარმოიჩოქონ ზნითაო,
და დალიონ ასე თავის მსმელს, ჰრქვან თუ გაამოსთ სმითაო.

ყველანი ასრე დალევენ, გაამოსთ უთხრან მსმელებსა,
დედოფლის პირის ახდის დროს, მოასმენ მოხელეებსა,
მეფე უბძანებს ეჯიბსა, იკმარებს საქციელებსა,
და ფეხზედ ადგების ეჯიბი, ხმლებსა დაადებს ხელებსა.

აქა დედოფლის პირის ახდა:

მდივანი მოდგეს ეჯიბთან, ორნივე ერთად წადგესო,
ნუსხით მიართვან სოფლები, რაცა მათ გულსა სწადდესო,
წაუკითხევდა მდივანი, მეფემ მოგართვა აწ ესო,
და მათ აღუსრულონ იმრიგად, როგორც ადრითგან დაწესო.

წინ დაუჩოქებს ეჯიბი, ორის შიშველის ხლმებითა,
პირბადეს ხრმლითა ორჯელა, აუწევს ჯერ დაშვებითა,
მესამედ ასწევს ბადესა, პირს აღხდის გამოჩენითა,
და მდადი ადგების დედოფალს აუწევს დაწყნარებითა.

თავს გაუკეთებს დედოფალს როგორც მათს გულსა უნდესო,
პირის ახდითა ქალს ღაწვი ვარდივით გამოუჩნდესო,
მისი შვენება მეფესა, დიდად შეფრფინვით უჩნდესო,
და გამხიარულდეს აწ უფრო, გვერდს ჯდომა კვლაცა სურდესო.

აქა ზითვის წიგნის წაკითხვა:

აწ სხვა დავიწყოთ დროარის, წაკითხვა ზითვის წიგნისა,
წარმოდგეს წიგნი ხელთეპყრას, გამოჩნდეს ცოდნა მდივნისა,
მან წაიკითხოს კარგ გვარად, წერილი ღრმისა სიტყვისა,
და სრულ ქალის მზითევს რაც არის, წიგნში წაკითხვით იტყვისა.

რა გაათავებს წაკითხვას, დალევენ თასებს სავსესო,
ვის არ უნდოდეს დალევა, მეღვინეთ ძალათ ასხესო,
მუდამ თასების რიგზედა, იტყვიან ხმასა სამესო,
და ჯდომით სმენ მოურიგებენ, ორსა თუ გინა სამესო.

მასუკან მოინდომებენ, ადგომას ფეხზე საყენსო,
საქართველოში ვით არის, წესად დალევენ საყენსო,
დალევენ თასებს სავსესა, არ გრძლად ხელშიგან საყენსო,
და იტყვიან ტკბილსა სიმღერას, მის დღისა გამოსაყენსო.

რაკი დალევენ თავთავის, მსმელს აკოცებენ პირზედა,
რაც არის მსმელი ყველანი, ასე დალევენ რიგზედა,
ფეხზედ გათავდეს დალევა, მოუმატებენ ლხინზედა,
და ვისაც აქვს ცოდნა გამოჩნდეს, ლხინს ნახავს მუნასიბზედა.

შუა ლხინის უკან თვით მეფე, ადგების გავა კარშია,
მარტო ეჯიბი იახლოს, სხვა იყვნენ შექცევაშია,
თან გაჰყვეს მასპინძელიცა, სიძესა სეერანშია,
და მალე შეიქცენ ისევე, მივიდენ დასხდენ სახლშია.

კიდევ დალევენ თასებსა, ყოველნი სამსა რიგსაო,
მასუკან ადგეს ორ ორი, ვინც იქით აქეთ ზისაო,
თასებსა დასდგმენ ტახტს ახლოს, სვემდენ წინ დაჩოქილსაო,
და უწინ მაყრებმა დალიონ, მერმე სხვათ დრო აქვსთ სმისაო.

წინა დაჩოქილს ყველანი, დალევენ მეფის გარდადა,
თვისს ალაგს დასხდენ ზარხოშნი, მათ ღვინის ძალი ადგა და
ურიგონ კიდევ სამჯერად, მეღვინემ სავსე ასხადა,
და ღვინის სმა ეყოთ მეფისა, წასვლის დროც მოახლოვდადა.

აქა მეფის ადგომა და საწოლს წასვლა:

მე მაყრულეთ თქვან რუსთვლისა, მუნასიბები ქებისა
ადგეს ეჯიბი მაყრითურთ, გვერთა მხლებელი მეფისა,
წავიდეს მეფე საწოლსა, მაყრული განდიდდებისა,
და მასპინძელები და სტუმრები, სხვა არ დამგდები სეფისა.

ქვეშ დაგებული მზათარის, ფეხზე დგას მედოშაქედა,
რა მივლენ საწოლს სათხოვრად, ქალმან მეფესა შეხედა,
არ დაზარდების სიძვირით, მოხელე მიცემაზედა,
და ფაღარათსა იქს აწ მეფე, ისწრაფის დაწოლაზედა.

ახალუხზედა ქურთუკსა, ჩაიცვამს იექლახაო,
დაჯდება სანამ მოუვა, მოუცდის დედოფალსაო,
შევლენ მაყრები იქავე, კიდევ დალევენ თასსაო,
და მეფეს უკანა იქ მსხდომნი, სმენ ლხინით პაშტახანსაო.

ადგენ იქ მსხდომნი კაცები, სუფრა დაუგდონ ქალებსა,
დედოფალს ხვეწნით ცოტარამ, აჭამონ სხვანიც ჭამებსა,
მათ სუფრა მალე აირონ, არ ისხდენ ბევრსა ხანებსა,
და მემაყრულეთ თქვან მაყრული, აწყობდენ კარგად ბანებსა.

აქ დედოფლის წასვლა საწოლსა:

წაიყვანენ დედოფალსა, თან მიზდევენ ქალთა ჯარი,
მიიყვანენ საწოლისა, არ დაგულოს მეფემ კარი,
ქალნი შეჰყვნენ თამაშისთვის, ერთმანერთზედ შენაჯარი,
და თამაშა და სიხარული, ქალებისა ამდღეს არი.

ქვეშსაგების ბოლოს დასმენ, დედოფალსა მეფის პირსა,
ვითა ჰფერობს ქალსა წყენა შეიფროს ცრემლით ტირსა,
თავს მოჰხდიან იალქანსა, განწყობილსა ძვირად ღირსა,
და სხვაფერ მოჰრთვას დედოფალსა, თავს დახურავს სუბუქმცირსა.

აქ მეფისაგან დედოფლის ტანს გახდა:

მეფეს ეტყვიან მობძანდი, დროარის ტანის გახდისო,
მივიდეს დედოფლის წინა, ცალ მუხლით დაუჩოქისო,
ორსავ ხელისა მაჯების, ხრიკასა სრულად დახსნისო,
და ზორტებს გაუსხნის კაბისას, მარჯვენას სახელს წაჰყრისო.

ქალთა გაჰხადონ აწ კაბა, წყნარად მოჰკიდონ ხელია,
მეფე ჰხდის ორს ფეხს ჯორაფსა, ზედ მხარზედ გარდამყრელია,
მორჩების ამას სიდედრთან, მადლისა გარდამხდელია,
და აიყვანს მარჯვნით დაიწვენს, მას მიხვდეს საწადელია.

რა ქალნი ადგნენ საწოლით, გამოვლენ იქნას ჯრანიდა,
ყმამ ქალსა მისცეს საწოლად, თვისი მარჯვენე მკლავნიდა,
ევედრებოდის საუბარს, სუროდეს სიტყვის თქმანიდა,
და ქალი ნაზობდეს რცხვენოდეს, არ აღძრას თვისი ხმანიდა.

რაც ქალნი იყვნენ ყველანი, მასპინძელი თუ სტუმრები,
საწოლს გარ შემოეხვივნენ, თვალთა არ მისცენ რულები,
უყურონ გათენებამდის, საცა არს მისაყურები,
და არ მოისვენონ მას ღამეს, მათ გაიხარონ გულები.

გათენდეს აკრში გავიდეს, სიძე ტანს ჩასაცმელათა,
დაემზადნენ და ჰკაზმიდენ, ცხენებს შინ წასასვლელათა,
ქალს მორთვენ საცხენოსანოთა, ტყავკაბის წამომსხმელათა,
და ტიროდენ ქალის გაყრისთვინ, ცრემლი სდიოდეს ყველათა.

აქ ქალის წაყვანა:
მეფე შევა დედოფალთან, ცხენს მოასხმენ კარზედ სრულად,
მაყართ ცხენი ათამაშონ, ჩუქებისთვის მხიარულად.
მეფე ადგეს დედოფალი, ააყენოს კარგ მორთულად,
და გამოსალმად ქალს ეხვივნენ დედას ჰქონდეს გული წყლულად

ესალმოდიან ტირილით, ეტყოდიან იმედს ქალსა,
ნუ სწუხარო მალ მოგიყვანთ, არ გაიშვებთ დიდსა ხანსა,
წესია თან გაატანენ, აწ ქალს მაყრათ ერთსა ძმასა,
და ხელს მოჰკიდებს წყნარად შესვამს, მეფე ცხენზედ აიყვანსა.

შემოსძახებენ მაყრულსა, მაღალს ამოსა ხმასაო,
წასვლა სჯობს წარმავალისა, ეს მუნასიბად არსაო,
წავლენ შთქრიალით შინისკენ, არ მოეშალნენ თქმასაო,
და ცხენსა არბევდენ ვაჟკაცნი, უყურონ თამაშასაო.

დედფალს გაჰყვნენ მაყრები, მეფეზე ერთი მეტია,
და დაახლოვდენ სამყოფსა, კაცი გაგზავნონ ერთია,
მახარობლათა დედოფლის, წავა მართ ვითა შეთია,
და მივა ახარებს მეფისა, დედამ ადიდოს ღმერთია.

ხალათს მისცემენ მძიმესა, ფარჩით უხვევენ მხარსაო,
ღვინოს ასმევენ სავსესა, უბეს ჩაუდგმენ თახსაო,
წავა მათ მიეგებება, მეფესთან იხდის მადლსაო,
და დედოფლის მოსასვენებლად, ჩამოხდენ ცოტას ხანსაო.

აქ ვაჟის სახლში მისვლა და იქ ქორწილი.

ქალი მათ მორთონ ხელახლა, იალქნით ჯიღებიანი,
მას იარაღი შეასხან, მარგალიტისა თვლიანი,
გვირგვინს დახურვენ თავზედა, ისევარს პირბადიანი,
და ცხენს შესვამს მეფე დედოფალს, შინ მიჰწავსთ მაყრულიანი.

მოაგონდეს რუსთვლისლექსი, შემოსძახონ წამისია,
მოიყვანეს იგი პირმზე, და შემდგომი ამისია,
მთქმელი არის მადრიელი, მომძახლისა ბანისია,
და ჩირახოანს დააანთებენ, დრო დაეცეს ღამისია.

წინ მიუძღვეს ორთავ თვითო, ჯვარის მტვირთვლად ბერებია,
ხელთუპყრიათ დიდი ჯვარი, ამა დღისა წესებია,
მივლენ სამყოფსა გალავნის, ღია დახვდეს კარებია,
და მეფე ცხენით გარდმოუხდეს, და ჩამოხდენ მაყრებია.

არ ჩამოხდების ჯერ ქალი, ისევე იჯდეს ზედ ცხენსა,
მათ არ მიართვან სანამდის, იგ ელის საავჟანდესა,
მდივანი დახვდეს მას მზათა, ნუსსები ეჭიროს ხელსა,
და წაუკითხავს და მიართმევს, სოფელსა ჩამოსახდენსა.

მეფემან ჩამოახდინოს, ქალი პირმთვარე სავსები,
რა შევლენ კარის პირზედა, დახვდების ფიანდაზები,
კარდამ მოკიდებული, ტახტამდის შლია ფარდები,
და ზედ გაივლიან წყნარადა უკან მისდევდეს ამღები.

ქალისა შათირობანი, ვისაც აქვს მიცემულია,
ისი აიღებს ფიანდაზს, ტახტამდის ერგო სრულია,
რაც შლია ფარჩა ტახტს მძიმე, ნაქსოვი მოფარდულია,
და ფარეშთხუცესსა ერგება, ფარეშთაცა აქვს წილია.

რა მივლენ სეფას მეფისა, დედა დგას საჯდომს ტახტსაო,
ერთს მხლებელს თასით შაქარი, ხელთა უჭირავს მზასაო,
მოეგებება მათ წინა შვილსა და თავის სძალსაო,
და შეაჭმევს შაქარს ორთავე, აკოცებს პირსა თვალსაო.

მეფისა დები წარმოდგენ, ესალმნენ ძმასა რძალსადა,
ავა ტახტს მეფე დაჯდების, მოისვამს დედოფალსადა,
მდადი დაჯდეს და მხლებელნი, როგორც სხდენ ქალის სახლსადა,
და ვერ სჯობს მზე მას დღეს შვენებით, მეერთაჭამეს ქალსადა.

შეიქნების მილოცვანი, ვით ქალისა სახლში იყი,
გათავდების მერიქიფემ, ასაღებლად ხელი მიჰყო,
თვით ეტყვიან ერთმანერთსა, თეთრი თასი მართლა მიყო,
და ჩვენ გვერგვების ბარაქიან, ეს წყალობა ღმერთმან გვიყო.

აწ მოიღებენ სუფრასა, საჭმელი მათ აქვს მზანია,
ის გაარიგებს მეფესა, თუ ჰყავს სახლშიგან ძმანია,
ფეხზე დგას გარიგებამდის, ძმა და მოხელე ყმანია,
და მასუკან დასვას ისიცა, უნდა ძმას ძმისა თქმანია.

შეიქნას სმა და პურობა, ლხინი უკუყრანიო,
მოჰყვნენ ლხინს წყნარა რიგზედა, პირველად ითქვას ზმანიო,
მეორეს დალევის დროსა, იწყონ შაირის თქმანიო,
და მესამეს რიგსა თასზედა, იქნების გალობანიო.

რაც იქნა ქალის სამშობლოს, ლხინისა წესი ქცევანი,
აქ უფრო რიგი მეჯლიშის, გარდალევ გარდმოლევანი,
მუდამ თასისა ჭერაში, იყოს სასდებლის თქმევანი,
და მას ღამეს ნახონ ლხინიდა, არ აქვს სიხარულს ლევანი.

დრო მოვა წამოჩოქისა, სავსესა ღვინოს სვემდესა,
დალევენ ჩარიგებითა, ჩამოართმევენ თასებსა,
ქალსა აჰხდიან აქაცა, წესითა პირის ბადესა,
და ორსა ყულუხჩსა მიართმენ, ისევ იმ თავის სოფლებსა.

ვინც ზითვის წიგნის წაკითხვად, დედოფალს მოჰყვა თანაო,
წამოაყენონ მეფის წინ, წიგნი კვლავ მოიტანაო,
ქვეშ გაუშლიან ფარჩასა, ნაყიდსა ვაჭართანაო,
და ის წაიკითხავს გვარიან, მოსაწონს ყველასთანაო.

დროც მოვა საყეენოსა, ყველა ადგება ფეხზედა,
ასე ასმევდენ ზემდგომთა, თასს არიგებენ მსმელზედა,
გაათავებენ თავის მსმელსა, პირს აკოცებენ ზეზედა,
და წინ დაჩოქილსაც ცოტასხანს, უკან დალევენ წესზედა.

რაც იმ სახლს ლხინი ინახა, ამ სახლში უკეთესია,
ქალისა გაყრა დედისთვის, ბევრ რიგად დასაკვნესია,
ვაჟის დედისთვის ქორწილი, ამიტომ უამესია,
და ქალიც შეუვა ოჯახში, იგ იმით უმეტესია.

რაღას ვაგრძელებ მათა სვან, სიდრე ქათმისა ხმობამდი,
მეფე წაბძანდეს მაყრულით, მისდევდენ დასაწოლამდი,
ზოგთა სვან კიდე თასითა, ავსებით იყოს თრობამდი,
და ადგენ ბარბაცით სიმთვრალე, არ ეტყობოდათ ჯდომამდი.

კაცები კარში გავიდნენ, ქალები ვახშამს ჭამენო,
მალე აიღონ მათ სუფრა, ბევრს ხანს არ გაიყვანენო,
დაუძახებენ მთქმელებსა, სეფას კარს მოიყვანენო,
და იტყვიან მაყრულს გაწყობით, დედოფალს წაიყვანენო.

თან მიჰყვეს დედამთილიდა, მულები გახარებული,
სხვანი ეხვივნენ გარშემო, დედოფალს ქალის კრებული,
მოვლენ მაყრულით მზად დახვდეს, საწოლის კარი ღებული,
და შინ შეიყვანენ ქალს დასმენ, სადარის ქვეშდაგებული.

როგორც რომ ქალის სახლშიგან, ისე აქ გაჰხდის ტანსაო,
დაავლებს ხელსა აწ მეფე, თავის ცოლს აიყვანსაო,
მიიყვანს ქვეშაგებშია, დაიწვენს მარჯვნით მხარსაო,
და ქალებმან ნახონ მას ღამეს, თამაშად მათთვის კმარსაო.

რაკი დაიწვენს დედოფალს, ქალნი გამოვლენ გარედა,
გარს შემოარტყენ საწოლსა, მოეცვასთ მისი არედა,
ყურებაში ჰრქვან ერთმანეთს, მეც ვნახო ქალო მარედა,
და ქალთათვის სრულად ის ღამე, დიადი გასახარედა.

მას ღამეს მეფე ქალთანა, არა არს საქმის მქნელათო,
გათენდეს კარში გავიდეს, სხვას სახლს ტანს ჩასაცმელათო,
ქალიც ადგების დროთ შევლენ, მხლებელნი მოსართველათო,
და მარგალიტს ქუდა დახურვენ, დილაზე დასაშვენათო.

სადილსა სჭამენ ცალცალკე, სუფრას მალ აიღებდესო,
ცოტას ხანს მოისვენებენ, საძილოდ დაწვებოდესო,
საღამოს დროსა დედოფალს, მორთევდენ მოამზადესო,
და იალქანს ხურვენ გვირგვინით, არ აფარებენ ბადესო.

შემოსძახონ მაყრულები, რა შეიქნას დღეცა ბინდად,
შემოვიდეს საწოლს ქალთან, არ გაწმდება ხმაცა ტკბილად,
შუქი ადგეს დედოფალსა, მზესავითა მოფენილად,
და მეფე ადგეს სხვას სახლს გავლენ, სადაცარის დაფენილად.

იყვიან მაყრულს წარმოდგეს, თვით ვაჟი მოვა მეფესო,
დედოფალს დარჩნენ ქალები, კაცი სულ ახლდეს მეფესო,
ცალკე სხდეს ქალნი და კაცნი, მას მესამესა ღამესო,
და კაცთ ნახონ ლხინი ძლიერი, სვემდენ დოსტაქანს სავსესო.

ბევრს დალევენ მას ღამესაც, ღვინო ჭკვითა გაიყვანსა,
ადგეს მეფე მემაყრულე, თქმით სახლამდის მიიყვანსა,
მოვლენ ქალთან და იტყვიან, საწოლამდის მოსაყვანსა,
და მას მოჰგვრიან გვერდს დაიწვენს, აღარ ხელით ასაყვანსა.

აქ ქალთან დაწოლა:

სამს დღეს იწვება თვით ქალი, მდურავი თვისის ქმრისაგან,
მესამეს დღესა ადგების, თავს დახრის სირცხვილისაგან,
ქალის მაყრების გაშვება, დროარის აქა ყმისაგან,
და აწ გაიტუმრებს თავ თავად, აავსებს საჩუქრისაგან.

ვთქვი გამოჩენით ამისთვის, მეუღლეთ შეერთებანი,
წმიდა არისო ქორწილი, გვესმის წერილთა მცნებანი,
საწოლი შეუგინებელ, თუ არს ორთავე ნებანი,
და ქრისტემ აკურთხა ორგზისვე, ამად აქვს ნეტარებანი.

მუნ კანას გალილიასა, ქრისტემ ქმნა სასწაულები,
წყალს ღვინოდ შესცვლის გვაუწყებს, სახარებაში თქმულები,
ქორწილში სასწაულიცა, პირველი დაწყებულები,
და მისთვის ვსთქვი გამოჩენითა, არ არის დაფარულები.

ქორწილისთანა საამო, დღე არ მოუვა კაცსადა,
არ შეედრება მას სხვა დღე, მის შვებას სიხარულსადა,
დღეო მოგიყევ ამბავსა, ამისთვის გრძელსა თქმასადა,
და ღამითა მოვა ეს შვება, აწ გეტყვი სხვას ამბავსადა.

რაც ქორწილში ზნეობასა, კაცნი იქმენ ცხენითაო,
ბურთაობა და ყაბახისა, სროლა იქნას დღისითაო,
მისთვის დამრჩა აღარა ვსთქვი, არ იქნების ღამითაო,
და აწ სხვა გითხრა რაც რომ ვიცი, ვიყო თავის ქებითაო.

აქ ქალის ორსულობის ამბავი, და ძეობისა ღამისაგან თქმა:

როს ღმერთი კაცსა მოხედავს, თავის მოწყალის თვალითა,
კაცს ცოლი დაუორსულდეს, ვითაც უნდოდეს გულითა,
ვაჟის დედას დასვით მართებს, იხარონ სიხარულითა,
და ქალის მუცელი გამოჩნდეს, ეზარდოს ცხრა თვეს სრულითა.

რა ხუთის თვისა შეიქნას, ქალსა მუცელი ეძრასო,
ცხრას თვემდე ზიდოს ყმაწვილი, მეშველის ფიქრი ექნასო,
მოჰგვრიან ერთს ქალს ბებიად, სანამ მუცელში ედვასო,
და როსაც მუცელი ასტკივდეს, გარს ქალნი შემოერტყასო.

ქალის მუცლისა ტკივილში, ქმრისაგან წესი ისარი,
შევიდეს სახლში მშვილდითა, ოთხს კუთხესა ჰკრას ისარი,
თუ უჭირს საქმე ტკივილითა, ესეცა წამლად ქმრისარი,
და პერანგის უკან კალთითა, ცოლის დამლევი წყლისარი.

გამოვა კაცი ცოლისთვის, წუხს და ჯდეს სხვასა სახლსადა,
დრო მოვა ღმერთი შვილს მისცემს, ქალს ვაჟსა ანუ ქალსა და,
მახარობელი მივიდეს, კაცს შვილი ახაროსადა,
და ფიცხლავ ჩააცვამს ხალათსა, საბოძვრით აავსოსადა.

ბებიას მისცენ მაშინვე, ფლური ჩაუდვან ხელათო,
მისცემენ ყმაწვილისათვინ, ჯეროვნად მოსავლელათო,
მაშინ ხელს მიჰყოფს ხოჭიჭში, ჩააწვენს მოსასვენათო,
და ქალს დაუგებენ ნაბადსა, ქვეშ პირველ დასაწვენათო.

კაცი გზავნონ მახარობლად, სამშობლოსა ქალისასა,
მივა ფიცხად მათ ახარებს, მორჩომასა შვილისასა,
მე ვერ ვიტყვი მათს ამბავსა, მათის სიხარულისასა,
და საბოძვარსა ბევრს მისცემენ, მას საამოს გულისასა.

შვილი მიეცეს თუ გინა, ღამითა ანუ დღისითო,
ძეობა ლხინი ისევე, გაიმართების ღამითო,
მენესტვეებსა მოასხმენ, იქ დასაკვრელად სტვირითო,
და ქალი და კაცი მუდამით, ღამეს ათევდენ ლხინითო.

მესამე დღესა ბინდის დროს, ქალს შეაწვენენ ტახტზედა,
ბადეს მოქსოვილს კარავად, ზედ გარდაადგმენ თავზედა,
ქალნი მორთულნი კეკლუცად, წარმოდგენ მილოცვაზედა,
და ჯერ მიულოცონ ქალებმა, ვაცნი მზათ იდგნენ კარზედა.

მასუკან შევლენ კაცები, მათ მიულოცონ რიგითო,
კარში გაასხმენ სალხინოთ, უთხრან დიდს სახლში მიდითო,
გარეთ სხდენ სახლსა კაცები, შიგნით ქალები ჯიღითო,
და რას ლხინსა ნახვენ საამოს თუმცა არ ითქმის სიტყვითო.

რაც იყო რიგი ქორწილში, ისრე გამართვენ მსმელობას,
არ დააკლებენ გალობას, არც დასდებლისა მთქმელობას,
ღვინოში შევლენ იქმონენ, ფერხისის დაუკლებლობას,
და იქით და აქეთ ჩაებნენ, შემოსძახებენ ძეობას.

ძეობა:

გარეთ გამართვენ ფერხისას, შევლენ სად ქალი წევსდა,
იტყვიან გაღმით გამოღმა, ააყოლებენ ფეხსადა,
სიმღერით შიგნით შესლვასა, დაჰპატიჟებენ მზესადა,
და არ გააკლებენ ძეობას, რიგი რაცარის წესადა,

რა გაათაონ ფერხითა, გამართვენ ერთაჭამასო,
დასხდენ ქალების პირდაპირ, არვინ დაიშლის ამასო,
შემოიყვანენ მესტვირეს, უკვრენ ჩააბმენ სამასო,
და მისთანა ლხინი უხარის, ყმაწვილის დედას მამასო.

დიდი კაცნი შინა სხედან, მასპინძლები და სტუმრები,
სხვანი გარეთ ღამეს ათევს, ფერხისითა მსახურები.
მხებელნი და ახალგაზრდა, ვინც კარგია მომღერლები,
და ღამით სამით ფერხისითა, გაათენებს თვით მთქმელები.

ცალგნით არის კაცის ხმანი, ცალგნით იყოს ქალებისა,
ძეობაში უკუყრადა, ყოფა არის მენესტვისა,
სამაიაში ქალებსა, იღლიაში უძვრებისა,
და შაირს ეტყვის სამიჯნუროს, უკრავს ახლოს უდგებისა.

თხუთმეტამდის ასე ლხინით იყვნენ ღამით განცხრომაში,
ქალს წამოსმენ ქვეშაგებით, ჭავლებისა დახურვაში,
მოიტანენ თეთრსა თასსა, რაც გარდვარდა მილოცვაში,
და ვინც ათივა ღამე ქალთა. მისთვის სთვლიდენ დაყოფაში.

თეთრი და თასი ყველასი, თავთავად გაუგზავნოსა,
ქალი არ ადგეს ორმოცი, სანამარ გაიყვანოსა,
ეხ შვება სიხარულიდა, ღამემან მოიყვანოსა,
და აწ შენ თქვი დღეო ჩუმმა თქმამ, არამც რომ დაგაღონოსა

აქ დღისაგან თქმა.
ბნელო თუმცა გეყო ლიქნობა, ამ სიგრძე ჩემი თხრობანი,
მეცა მომიგდე აწ ყური, რა არის ცუდი მბობანი,
უდღეოდ მარტო ღამითა, რით იქნას ქორწილობანი,
და უჩემოდ როგორ მოხდების, ქორწილი ან ძეობანი.

დღისით მოხდების ქორწილის, ძეობის რაც რომ რიგია,
სანამ დაღამდეს სულ მათი, საქმე მე გავარიგია,
ლხინსა და გაჭირვებაში, კაცისთვის ბევრი მირგია,
და კაცის სიცოცხლე დღე არის, სიტყვაცა მათი იგია.

თუნდა ლხინი ღამით მოხდეს, ქორწილი და ძეობანი,
ბევრი სმა და გაუმაძღრად, სიმთვრალე და ლოთობანი,
როდის იყოს თუ არ დღისით, ვაჟკაცთ ცხენზე ზნეობანი,
და გითხრა სროლა ყაბახისა, მოჭირვებით ბურთობანი.

აქ ყაბახის სროლისა და ბურთაობის ამბავი:

როდის იქნების ქორწილი, ან სხვა დღეობა კარგიო,
ყაბახზედ ოქროს ვაშლს შესმენ, ძვირფასის იყო ვარგიო,
კარგად დაკაზმულს ცხენს ისხდენ, ზედარეკიდოს ბარგიო,
და კურტაკიანთა ვაჟთა თქვან, სროლაში მკლაო მარგიო.

ცხენს ისხდენ კარგსა დაკაზმულს, რაგითა უნაგირითაო,
მძიმეს ნაკერით ორთუქით, ბუშტით და ყუთაზითაო,
ვაჟკაცთა ეცვასთ კურტაკი, ბრტყელისა ზორტებითაო,
და დაუწყონ სროლა ყაბახსა, მათცხენის ჭენებითაო.

ასე უნდა მას დღეს ვაცმან, ამ გზით სროლას ეცადოსა,
მკლავზე მშვილდი შემოიცვას, წელს ყოდალი გაირჭოსა,
ცხენი შეძრას პირველ მშვილდსა, ხელით ფეშრი მან უყოსა,
და მერე ყოდალს ხელი მიჰყოს, კილო მაგრად დაზიდოსა.

უნდა მშვილდი დაზეული, ცოტა ხანი გაატაროს,
ჩქარად მიდგეს ყაბახზედა, ცხენი აღარ დააზაროს,
ყაბახს მუხლი დააცილოს მაშინ უნდა გარდეხაროს,
და ესროლოს თუ ჩამოაგდოს, თავის გული გაახაროს.

ასე უთქვამსთ მისვლა სჯობსო, უფრო ჩამოგდებისაგან,
თუ ორივ სჭირს ხომ ისი სჯობს, უფრო ოქოს ბევრისაგან,
სანამდის არ ჩამოაგდონ, არ მოეშვნენ სროლისაგან,
და მას დღეს ღმერთი ვისაც მისცემს, მოხვდეს მისის ხელისაგან.

ვინც ჩამოაგდებს ოქროს ვაშლს, მიართმევს მეფეს წინადა,
ფიცხლავ ჩააცმევს ხალათსა, თავიდამ ფერხამდინადა,
დაამზადებენ საბურთლად. ვაჟკაცებს ჩოგანითადა,
და ცხენს კაცს შეადარებენ, წილისა მოღებითადა.

ორად განპყოფენ თვითოს მხარს, თორმეტს იქმონენ კაცებსა,
მობურთალს კაცის თავზედა, მას დღეს მისცემენ ფარჩებსა,
ზედ გარდაშლიან ფერადსა, იქით და აქეთ მაყებსა,
და მათთვის სასმელად შარბათსა, თუხლუხით დასდგმენ სავსესა.

მობურთლებს ბურთი შეუგდონ, შუაზედ მოედანსაო,
იწყონ მოჭირვით ბურთობა, ცდილობდენ გარდახრასაო.
ზოგი სცემს შიგნით და ზოგი, ნაპირს ურბენდეს მზასაო,
და გამოუვარდეს გარს ბურთი, ეცადოს მოტაცნასაო,

მაშინ გამოჩნდეს ვინც იყოს, მაყამდის ბურთის წამღები,
უცადოს დაბრუნებასა სხვა კაცი ხელის დამღები,
ხელუკუღმართა შემოჰკრას, მაღალი თავის სავლები,
და რა დაუბრუნოს მას ბურთი, იქნების გულის საკლები.

ვინცა იცის კარგად ტაცნა, ცხენის ყელს არ აცილოსა,
ასე უნდა გარდეხაროს, თავი აღარ აიღოსა,
ბურთი ჩოგნისა ცემითა, მაყამდინა წაიღოსა,
და ხელგარდაყოფით შემოკვრა, ზნეობაში ჩაიგდოსა.

განგრძელება შემდგომ ნუმერში...

4 სწავლა და ხელოვნება

▲back to top


4.1 მედიატორთ ძიება

▲back to top


მედიატორთ ძიება

კაცსა ერთსა გოდრით ზურგზედ მოკიდებული კვერცხები მიჰქონდა ქალაქსა გასაყიდად, და მისრულსა იმ ადგილსა, სადაც ვიწრო გზას ჰქონდა ცალ-მხარეს ფლატო, მაღალი, შემოეყარა ქალაქიდამ მიმავალი თავისისავე სოფლის კაცი, რომელთანაც ადრითვე ჰქონდა მას მცირედი სამდურავი. სოფლიდგან მიმავალი არღარა მწადნელი ქონებად მეზობლისათანა გრძლად სამდურავისა, გამოელაპარაკა მას, და ჰკითხა ქალაქის ამბავი, ამ ხმის გაცემაზედ გაჯავრებულმა ქალაქიდამ მიმავალმან ჰკრა ხელი და წააქცია გოდრიანი ფლატოს პირზედ, სადაც დაუგორდა მას გოდორი. პატრონი, მხილველი თვისის კვერცხების დამტვრევისა. გამწარებულ იქმნა ვითარცა თოფით დაჭრილი დათვი, და წაქცეული წამოდგა რა მაშინვე მივარდა წინა აღმდგომსა თვისსა და დაუწყეს ერთმანეთს ცემა, ამ დროს მოადგა სხვა ერთი მგზავრი რომელმანცა გააშველა რა იგინი, შემდგომ ჰკითხა მიზეზი ჩხუბისა: ხოლო ოდესცა, ორისაგანვე ლაპარაკის მოსმენით შეიტყო რომელ დამნაშავე იყო პირველად ხელის მკვრელი, მაშინ ამა შუა მავალმა მოინდომა რომ სამართლით აზღვევინოს წინახედი ბრალეულსა და კმაყოფილჰყოს დაზარალებული, ამისთვის ჰკითხა მას: რაოდენი იყო შენი კვერცხები,,. ამან უპასუხა,, წამოსვლის დროს ესრეთ დავსთვალე: ოროლი თვითო შაურად ჩავაგდე და ერთი კვერცხი მეტი მოვიდა, მერე სამ სამი ჩავაგდე თვითო შაურად და ერთი მეტი მოვიდა, მერე ოთხ ოთხი და ერთი მეტი მოვიდა, მერე ხუთ ხუთი ჩავაგდე და ერთი მეტი მოვიდა, მერე ექვს ექვსი ჩავაგდე და კიდე ერთი მეტი მოვიდა, ბოლოს შვიდ შვიდი თვითო შაურად რომ ჩავაგდე მაშინ სწორე მოვიდა, აი ამდენი იყო ჩემი კვერცხები! ,,მოსამართლე ეს თუმცა მოჰყვა ანგარიშსა, მაგრამ რაკი ვერა გაიგორა, ამისთვის მიუწერა გარემოებითი საქმე ესე მათის სოფლის მოხელეს და თვით წავიდა თავის გზაზედ. სოფლის მოხელემ მიიღორა მოწერილობა ესე აღურჩია მოდავეთა მათ მედიატორნი, რომელთაც თუმცა ვარაუდის ანგარიშით რაოდენსაც კვერცხებსა ზიდევდა ერთი კაცი, იმდენი აზღვევინეს დამნაშავესა კვერცხების ფასი, ისე როგორც ქალაქში გაიყიდებოდა; მაგრამ სწორ რაოდენობა მის კვერცხებისა ჯერეთცა გარდუწყვეტელ არს.[1]

_______________

1 ეს ანგარიში ამაზე ზევით არ უნდა ავიდეს, რაოდენის სიმძიმისაც ერთს კაცს ძალუძს ზიდვა შორს გზაზედ.)