![]() |
ცისკარი №6 (1853) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ცინნა. ტრაღედია |
▲back to top |
![]() |
1.1 მეოთხე მოქმედება |
▲back to top |
(გაგრძელება)
მეოთხე მოქმედება
გამოცხადება მეოთხე
აგვისტო, ლივია
აგვისტო.
მე მღალატობენ ლივიავ, და ვისგანც სული მეხდება,
მისგანვე გულის სიმტკიცე სრულიად მიძაბუნდება, სინნამუხთალი...
ლივია.
ეფორბემ ყველა დაწვლილვით მაცნობა.
ამა ამბავმან განმაკრთო, მიკვირს ვითღა მრჩა გლახ ცნობა!
გარნა ხელმწიფევ იქმნება გავბედო რჩევა მდედრული?
აგვისტო.
ეჰა რჩევათა შედგომას ნეტარ უძლებსღა ეს სული!
ლივია.
რა მოიპოვეთ ესდენთა, გულის წყრომათა ხმარებით,
აჰა მრთლად ერი ღაღადებს და დრტვინავს გამოცხადებით,
ერთის სასჯელმან მეორე, ვეროდეს ვერ შეაშინა;
სალკიდიანესდაცემამ, ლეპიდეწარმოადგინა,
მის შემდგომ იყო მურენოს, და მას სცეპიონშეუდგა,
ორნივე მოსწყდენ წამებით, ორთავ დღებნელი დაუდგა,
მარამ ეგნატისსიცოფე არ შეკრთა მისის ზარითა,
რომელს დღეს სინნამემკვიდრობს განზრახვით მითვე გვარითა,
და უქვენაესთ ალაგთა შთაფლულნი უჩინოებას,
ესრეთის მაღლის განზრახვით ცდილობენ აზნაურებას,
რადგან ესდენ გზის იხილეთ რისხვათა ამაოება,
აწ გამოსცადეთ სინნაზესულგრძელებისა ხმარება;
რცხვინებით ოდენ განსაზღვრეთ, სასჯელი მისის ბრალისა,
განსაჯეთ რაცა გიჯობდესთ და აღასრულეთ კვლავისა,
უ დაჰსჯით ესე ქალაქი შეიქმნას თქვენზე მდრტვინველი,
და მიტევებით უეჭოდ უფროს განგეთქვას სახელი,
და რომელნიცა შერისხვით არიან წყინებულნები,
ნუ თუმცა მოწყალებემან თქვენმან მოუგოს გულები.
აგვისტო.
არა, მოვიგოთ იგინი ხელმწიფებისა ტევებით,
რომლისაც გამო მდევნიან ესრეთის უწყალოებით,
რჩევათა შენით მრავალგზის ვისმინე სხვისა და სხვისი.
აწ კმარა, ნუმცა მიხსენე, არღა მწადს რჩევა არვისი,
თავისუფლების მგლოველო, რომო ნურღა ხარ მკვნესელად,
მონების ჯაჭვნი თუ დაგსდევ, მევე მექმნა მათ დამხსნელად,
და ოდეს ძლევით დაგიპყრო, ვით მას ჟამს იყავ შედგმული,
მათზე მშვიდობით გიტეო და უფროს განდიდებული,
აწ თუ გწადს ჩემი მტერობა, მიმტერე დაუფარავად,
თუ შემიყვარებ გიყვარდე, უშიშრად, შეუზარავად,
სილლასებრ ვსდევდი აქამდე ძლიერებას და დიდებას,
მისებრ მომწყინდენ და ვეძებ მისებრივს ბედნიერებას.
ლივია.
არ ახლად ვხედავ მე თქვენგან, მისთა მაგალითთ შედგომას,
მარამ ვიშვიში ეგრეთის მობაძვის ავათ მოხდომას,
ბედმან უებროდ ჰმსახურა და ამად წარემართა მას,
არ ყველა მისებრ ეწიოს ეგრეთსა ბედნიერებას,
აგვისტო.
თუ არ ღირს ვიყო მას ბედსა და იგი არა მეწიოს,
აჰა მზა სისხლი ვისაც ჰსწადს, მოვიდეს აწვე დასთხიოს,
ნავთ საყუდელი აქვს სასოდ, არ შურსა შინა ვარდნილსა,
მეც ნავთ საყუდლად აქ ვეძებ, მყუდრობას ანუ სიკვდილსა.
ლივია.
რაი, გწადდათ უტეოთ, ნაყოფი ესდენ შრომათა?
აგვისტო.
და შენ გწადს რომე დავიცვა მიზეზი ესდენთ მტრობათა?
ლივია.
ხელმწიფევ თქვენგან ეს გვარის კიდურის ღონის ძიება,
უსასოება იქმნება და არა გულის უხვება.
აგვისტო.
ვმეფობდე და გულთ მუხთალთა, უყოფდე დაყვავებასა,
ჩემს უძლურებას დანიშნავს, არა თუ მოწყალებასა.
ლივია.
თქვენს შემძლებობას დამნიშნავს, რომე თვის ზედაც ხელმწიფებთ,
და რაც მეფეთა შეჰშვენის საქმნელად მას აღმოირჩევთ,
აგვისტო.
მდედრული რჩევა აღმითქვი და ნამდვილ აღთქმას მისრულებ,
აჰა ოც წელ არს მუნით რა, ამა ქვეყანას ვხელმწიფებ,
რავდენნი მტერნი დავსთრგუნე, და დავეც მათი მძლავრობა,
გამოცდილებით გამოვსცან საბრხეთ სხვა და სხვა გვარობა,
ვსცან რაიცა აქვს საგანი მათსა წადილსა უსაზღვროს,
და ესრეთ შინა შემთხვევას ვითც ხამს მეფემ ისაქოს,
მეფეთა ზედა ამბოხი, ერთა ჰსჩანთ თვისდა წყინებად,
და ოდენ ჰაზრსაც ესრეთსა ხადიან დიდ ხდომილებად!
ვინც აწყენს საზოგადობას, მთავართ ვალია მსჯავრობა,
ან დამსჯელ ექმნენ ბრალეულთ, ანუ გარდასდვან მთავრობა.
ლივია.
ნუ ეგზომ დარწმუნებიხართ ამჟამად გულისა ვნებას.
აგვისტო.
ჰსჯობს რომე შენ არ შეეპყრე დიდების ამაოებას.
ლივია.
ნუ ხადით ეგრეთ ამაოდ სასარგებლოსა რჩევასა,
აგვისტო.
ზენა მამხილებს მე ყოფად რაცა ჰსწადს მისსა ნებასა,
მშვიდობით დროთა ნუ ვკარგავთ.
ლივია.
ხელმწიფევ მე არ განგშორდე,
ჩემსა სურვილსა და თხოვას ვიდრემდე არ კმა უყოფდე.
აგვისტო.
დიდების მოყვარებითა შექმნილხარ გაუძლებელი.
ლივია.
მე თქვენ მიყვარხართ არა თუ სკიპტრა და საბრძანებელი, (მარტო)
განმევლტო გარნა ვემდესვრო(?), მოვაგოთ იგი ამ ცნობას,
რომ მიტევებით უფრორე იმტკიცებს შემძლებელობას,
და რომ ამა სოფლთა ყოვლთაზე, ხელმწიფებთ მაშვენებელი,
მოწყალებაა, სამკაულ, ერთისა თვალთა მთნებელი.
გამოცხადება მეხუთე.
ემილია, ფულვია.
ემილია.
სითგან მომდის მე ესრეთი უხამსი მხიარულება,
და უნებლიეთ ეს გვარად გონების დამყუდროება!
კეისარს ცინნაუხმია, და არა რად ვხად საწყენად,
არც გული მიკვნესს, არცა ვარ, თვალთაგან ცრემლის მადენად;
თუ სთქვა წინასწარ გრძნობა რამ, იდუმალ მეუბნებოდეს,
რომ ყოველივე ვითაც მწადს, ჩემს სათნოდ გარდაწყდებოდეს,
ჰსწორეთ შემესმა ფულვიავ? ეგრეთ მიამბე თუ არა?
ფულვია.
ესდენ ვეცადე რომე მან სიკვდილზე ფიქრი აჰყარა;
და თქვენდა მომართ მომყვანდა, უფრო გულ დამშვიდებული,
თქვენის განზრახვის საბრძოლად მეორეთ გამზადებული,
მით კმაყოფილი ვიდოდი, ოდეს პოლიკლეტმოგვმართა,
სარწმუნო აღმსრულებელმან ყოველთ აგვისტოს ნებათა;
იგი უხმოვნად მოვიდა, კაცი არვინ ჰყვა ხლებულად,
და სინნაწარიყოლა თან, პალატსა დაბარებულად,
აგვისტოშეშფოთებულ არს, და რისთვის არა იციან,
თვითოეულნი მიზეზსა სხვა და სხვა გვარად იტყვიან,
და ყველა ჰგონებს ვითარმედ ვარდნილი მწუხარებასა.
ცინნასამისთვის უწოდეს, რომ მას ჰკითხევდეს რჩევასა;
მარამ ერთი რამ მომესმა, და ეს მაქვს უფროს საწუხრათ,
ვითარმედ ძოღან ევანდრე, ორთ უცნობთ ვისმე შეეპყრათ;
ეგრეთვე ზოგნი ეფერბესპყრობილებასაც ამბობენ,
და მისის პატრონისათვის გარდარეულად მოსთხრობენ,
რომ სასოწარკვეთილება მორეოდეს მას საშინლად;
ტიბრს ახსენებენ წყალს და სხვა ვერარა ვსცან ნამდვილად,
ემილია.
მრავალ მიძს მიზეზ შიშისა და არარაი იმედად,
მარამ ეს გული საბრალო არ დრტვინავს არცა მცირედად,
მარად ახლითა შემთხვევით, ცისაგან გარდმოვლენილი,
გრძნობა ეცემა ნუგეშად და მით აქვს ჭირი ლხენილი,
ძოღან ამაო ფიქრითაც, ბევრგზის ვყოფილვარ შემკრთალი,
აწ ოდეს მმართებს ვძრწოლევდე, შეუპოვრად ვარ ვით სალი...
ვგრძნობ, ღმერთნო, თქვენთა წყალობით, თქვენ
მხოლო მფარავთ მადლითა,
თქვენ არ ჰსთმობთ, რომე პატივი, დავთრგუნო უძლურებითა,
მიკრძალავთ ცრემლთა, ოხრვათა, და ამაოთა გოდებათ,
და მწეობთ რომე არ მძლიონ ესდენთა უბედურებათ,
თქვენ გწადთ სიკვდიდმდე ვხმარობდე დიდსა მის გულის სიმხნესა,
რომლითაც ვბედავ ხელყოფად ესრეთ საჩინო საქმესა,
მტკიცედ აღგითქვამთ ეს გვარად დავლიო ჩემი ცხოვრება,
დავსრულდე შეურყეველად და თქვენი სრულ ვჰყო მით ნება,
ჵი რომის თავისუფლებავ! ოი სულო კლულის მამისავ!
მე გლახ ჩემ კერძო რაც მეძლო, საქმნელად ყოველივე ვჰყავ,
თქვენსა მტარვალზე აღვქურე, თვით მისნი მეგობარნივე,
მეტი ვქმენ ვიდრე მმართებდა, ყოველი ძალი განვლივე,
თუ წარმართება არ მქონდა მაგით რა ევნოს ჩემს სახელს;
რა ვერ ვეღირსე თქვენს ზღვევას, ვეღირსო თქვენსა საყოფელს,
მუნ მიხილოთ მე რისხვითა, საქებრად აღტყინებული,
სახიერითა სიკვდილით, ეს გვარად განსხვაებული,
რომე მყისად ჰსცნოთ ვინც ვარ და ვისიც მომდევს ტომობა,
ზედან მეწეროს ჩინებულთ გმირთაგან შთამომავლობა.
გამოცხადება მეექვსე.
მაქსიმე, ემილია, ფულვია.
ემილია.
მაქსიმე აქ ხართ? ძოღან თქვენი სიკვდილი მიამბეს.
მაქსიმე.
აგვისტოს საცდუნებელად ეგ მოეგონა ეფორბეს,
რა თვისი პყრობა ენახა და საქმის გამოცხადება,
ჩემ დასახსნელად ერჩია ჩემის სიკვდილის დაგდება.
ემილია.
რასა იტყვიან ცინნასთვის.
მაქსიმე.
დიდს შეძრწუნებას და ჭმუნვას,
რომ თქვენნი საიდუმლონი სრულად უცვნია კეისარს,
თუმც ცინნასმტკიცედ უფარავს და მშთარა აღუარებლად,
მარამ ევანდრესყოველი უთქვამს მის განსარინებლად,
და აწ აგვისტოსბრძანებით თქვენს შესაპყრობლად მოდიან.
ემილია.
რომელთაცა აქვს ბრძანება, სრულ ყოფად რადღა ჰყოვნიან?
მე მზა ვარ მათდა გაყოლად, ოდენ მწყენს დაგვიანება.
მაქსიმე.
ჯერ არს ჩემს სადგომს მობრძანდეთ.
ემილია.
თქვენს სადგომს?
მაქსიმე.
რად გეოცება.
ჰსცანით თუ ღმერთნი ვით ზრუნვენ რომ იხსნეთ ამა საბრხითგან,
ვისაც აგვისტომუბრძანა იგია შეთქმულთ დასითგან;
მით ვისარგებლოთ, წარვივლტნეთ, ვიდრე არვინ გვიძს მდევნელად,
აქა ხომალდი განმზადულ, ჩვენთ თავთა მოსარჩენელად.
ემილია.
არ უწყი ვინ ვარ მაქსიმე? ანუ შენ ჩემს გულს ვერ
იცნობ?
მაქსიმე.
მე ცინნას სარგებლობისთვის ქმნად რაცა ძალმიჩნს მას ვცდილობ?
და ამ უბედურს დღეს შინა ვისწრაფ მას ვეყო მშველელად,
ვისთვის მას მარად მზა ჰქონდა სულიცა შესაწირველად,
ჟამ არს წავიდეთ, ემილი, დავიცვათ ჩვენი ცხოვრება,
რომ შემდგომ უკუნქცეულთა, შვიძლოთ ზღვევის სრულება.
ემილია.
ცინნასებრთ კაცთა მეგობართ ჰმართებთ ჰშთაჰყვნენ მას სამარეს;
ვინც ზღვევას ზრახავს ჰგავს ნუკავს, უმისოდ კვლავცა სიცოცხლეს;
მისის სიკვდილის შემდგომად თუ ვინმე ყოფას ეძებდეს,
არ ღირსა რომე სადამე ქვეყანას ზედა არსებდეს.
მაქსიმე.
შენ სასო წარკვეთილებამ ვით აღგიტაცა ეგზომად;
ეე ღმერთო ესდენ სიმტკიცე და უძლურება ერთბამად!
გული ერთა მხნედ ცნობილი, შებრძოლვას ვერა ჰბედევდეს,
და მასზე უბედურება ერთის დაქროლვით მძლეობდეს!
მოვე იპოვე კვლავისებრ მაღალი სახიერება;
აღახვენ თვალნი და იცან მაქსიმესგულის აღგზნება;
მეორე ცინნაიხილე წინაშე შენსა მდგომელად,
ნაცვლად წყმედულის საყვარლის ცისაგან წასმოვლელენად,
ვითც მეგობრობის კავშირით ჩვენ ორნი ერთ სულ ვიყვენით,
ეგრეთ თქვენ ტრფობის საგანად მის მაგიერ მე მქმენით,
ვფუცავ, მეც მისებრ მხურვალეს და მგზნებარესა გწირავ გულს...
ემილია.
ვითარ! შენ სიკვდილს ვერ ჰბედავ და ჰბედავ ჩემსა სიყვარულს!
არ მცირე სასო გქონია; გარნა გინდ იმედოვნებდე,
ხამს რასაც ითხოვ მიღებად, თავს ღირსად გამოაჩენდე;
ანუ სიკვდილის შიშითა ეხსენ ლტოლვასა მუხთლურსა,
ანუ ნუ მკადრებ შეძლევად მე გულსა ეგრეთ ძაბუნსა;
სახიერება აჩინე რომ შურით მყო მის მნატვრელად,
და თუ ვერ მპოვე ტრფიალად, მქმნა ცრემლით მომგონებელად,
გამოაჩინე რომალეთ უკიდურესი მხნეობა,
მე დამსვი შენთვის მგლოვარედ, იკმავე ღირს სახსოვრობა...
თვარა მხოლოდ მით ამტკიცებ შენ ცინნას მეგობრობასა,
რომ მისთვის მტირალს საყვარელს აწ უყოფ ალერსობასა?
მოვედ და ჩემგან ისწავე ნამდვილი თანამდებობა,
ან მაგალით მეც, ან ჩემში იხილე მაგალითობა,
მაქსიმე.
საჭმუნვოდ კმა გაქვს მიზეზი, მარამ ერიდეთ ვნებასა.
ემილია.
და შენი ჭმუნვა ვითარ ჰსჩანს არ გიშლის ხელოვნებასა,
წინასწარ მაძლევ იმედად ბედნივრად უკუნქცევასა,
და ამა მწუხარების დროს, გულს ახლად ინერგ ტრფობასა.
მაქსიმე.
ეს ტრფობა დასაწყისსავე, განსხვაებულად ძლიერ არს;
მე შენში ვყვარობ შენს სატრფოს, და ჩემს სარწმუნო მეგობარს,
მისებრივითვე ცეცხლითა მოგმართე აღტყინებულმან...
ემილია.
მაქსიმემიკვირს ეგ ვით სთქუ, ეგრეთ გავერაგებულმან!
განცემულობა მაოცებს, არათუ ვეშიშოდე მას;
ვერც სასო წარკვეთილებით შემწამებს ვინმე დაბრმობას,
ჩემ შორის მტკიცედ მოქმედებს მარტოდენ სახიერება.
და აწ უმეტეს განვიცდი ვიდრეღა ხედვად მენება.
მაქსიმე.
რაჲ? ნუ თუ თქვენ რაგვარმე მხადოდეთ მღალატობელად?
ემილია.
რადგან თქმად იძულებულ მყავ, მუხთალ ხარ უცილობელად,
რომელიც მოგიხდენია გაქცევის დაწყობილობა,
თვით მით ჰსჩანს ვითარიცა გაქვს გულს იდუმალი მუხთლობა,
დიდიმცა იყო ღმერთთაგან სასწაულთ გამოჩინება,
თუცა უშენოთ მათ ექმნათ ეგრეთი განკარგულება,
წარვედ ივლტოდე უჩემოდ; უხამს არს შენი სურვილი.
მაქსიმე.
ეჰა რა მესმა უბედურს!
ემილია.
სხვაცა მრავალ მიძს სათქმელი,
მაშინც ნუგეშის მე შენი არღა ვიკადრო ყვედრება;
მარა ნუ ჰგონებთ შეიძლო ცრუ ფიცით ჩემი ცთუნება,
თუ თაკილობით შერაცხო სიცრუვე შეწამებულად,
მოველ ჩემთანა მოიკალ მაშინ გცნა განმართლებულად.
მაქსიმე.
ჰსცხოვრებდი მშვენო ემილი, ჩემებრ მონასა დაუთმენ...
ემილია.
ყურს აღარ გიპყრობ, თუ გწადის, მოი ოკტავთან მეუბენ
ფულვიავ, კმა არს, წარვიდეთ.
გამოცხადება მეშვიდე.
მაქსიმე.
ვამე უსასოდ რჩენილსა!
ამისგან უძვირესისაც უარის ღირსსა, რცხვენილსა?
აწ რას განიზრახ მაქსიმე, რასა დაასკვნობ, რასა ჰყოფ?
შენს ხელოვნებას ამაოს ვითარს სასჯელსა მზა უყოფ?
მომჩვენებელთა ნუგეშთა, ნურღა ეძიებ უბრალოდ,
ვიდრე დასჯიდენ, ემილიმ, სრულ გაგამჟღავნოს უწყალოდ,
მისის სახელის დიდება და ქვეყნად შენი რცხვინება,
მისის სიკვდილით ორივე ერთადრე გამოცხადდება,
და ესე გვარი სასჯელი საშვილის შვილოდ დაშთების,
სამარადისოდ სახსოვრად, გლახ შენის უსჯულოების,
მრუდის სიმარჯვით, ერთსა დღესა, აჰა რაი ჰყავ საზარლად,
ხელმწიფეს, სატრფოს, მეგობარს, სამთავ უმუხთლეს ერთბამად,
სჯულნი სამღთონი ესდენ გზის არღვივე სული სანსწირე,
ორნი უებრო ტრფიალნი მტარვალსა მსხვერპლად შეჰსწირე,
და რა მოისთველ ნაყოფად? შერცხვენა, ტანჯვა სულისა,
რომელსაცა სწვავს სამართლად, აწ ცეცხლი სინანულისა.
ეფორბე აჰა რა მიქმნეს, შენთა უკადრთა რჩევათა!
მარა რად მიკვირს რაი ჰყონ, კეთილი კაცთა შენ გვართა!
მონა განთავისუფლებით, ვერ იკვეთს თვისსა ზნეობას,
მდგმოობას ოდენ შეიცვლის და არა მდაბალ სულობას,
მას ძალსა უკანონოსა შენგამო უქმენ მონება;
შენგან დავთრგუნე ჩემისა, შთამომავლობის ღირსება,
გული მას არა მითქმიდა, მარა შენ ჰსძლივე შებრძოლვით,
მისი მოველი სიკეთე, შენგან წარმიწყდა შეგესლით,
შენგან მიშრტება ცხოვრება, შენგან მეკარგვის სახელი,
შენის რწმუნებით მომიხდა უბედურს ესე ყოველი,
გარნა თუ ღმერთნი მწე მეყვნენ, ნაცვალი მეცა გაზღვიო,
და სისხლი შენი ორთა მათ ტრფიალთ წინაშე დავსთხიო,
მაშინ განვბანო მარცხვენი ბიწი ჩემსა მას ცოდვასა,
რომ მოგენდევ და შეუდეგ, შენსა ბოროტსა რჩევასა,
ეგ გვარ წმენდილი, ვსასოებ მსხვერპლად არ დავიწუნები,
თავსა ხელითა მოვიკლავ და გლახ მათ შევეწირები.
დასასრული მეოთხის მოქმედებისა.
![]() |
1.2 მოქმედება მეხუთე |
▲back to top |
მოქმედება მეხუთე
აგვისტო
ცინნავ, მოიღე სავარძელ, დასჯედინ და რაც სათქმელად,
მაქვს შენდა, ჯერ არს დაიცვა ვით სჯული გარდუხდომელად,
მიპყარ ყური, დაჰკრძალე ხმა, მასზედა გიხმობს მკაცრობა,
არას სიტყვით, არას სახით, არ განსწყვიტო ჩემი თხრობა,
დაადვ ჯაჭვი მდუმარების ენასა, ჰყავცა კრულად,
და თუ ამა თმენა დიდმა გყოს ვითარმედ ურვეულად,
სრულ ვყოფ მერა გცემ ნებასა მაშინ მექმნა პასუხის მგე.
ამას ოდენ გთხოვ შენ აღთქმად და აღთქმაზე ჯერარსკი სდგე.
ცინნა.
ხელმწიფეო ნება შენი დავიცვა.
აგვისტო.
მაშა სადამე,
გახსოვდეს ეგე აღთქმული და სრულ ვჰყო აღგითქვა რაცა
მე, ცინნავშენ აწე სოფლად ხარ და სოფლად შენნი მომყვანნი,
მტერ იყვნენ მამის ჩემისა და ჩემის სისხლით მომყმარნი,
მათთ ბანაკთ და სპათა შორის გიღო შენ მუცლად მშობელმან,
და ოდენ მათსა შემდგომად მიგიღე შენმან მფლობელმან,
მათგან ჩემისა მტრობისა ფესვნი განართხნი შენს გულსა,
მაშინვე ჩემად საგვემლად გცემდენ მსხვილსა ლესულსა,
ჯერეთ შობილცა არ იყავ, რომ გქონდა ჩემი მტერობა,
და ოდეს მიცან მაშინაც არა განაგდე ეს გრძნობა,
ვინცა ვისითა სისხლითა შედგმულ, შექმნილა, შობილა,
მისი მსგავსება მას შინა დია ძნელადმე ქრობილა,
შენ ეს თვით საქმით მაჩვენე, რაოდენცაღა ძალ გედვა;
მე დასჯის ნაცვლად გაცოცხლე, ჩემგან გაქვს სინათლის ხედვა;
ტყვე იყავ და ტყვე აღგავსე, ყოვლის კეთილის მრავლობით,
დილეგის ნაცვლად ჩემს სრას გსვი, ჯაჭვთა წილ გტვირთე წყალობით,
პირველად უკუნ გიქცივე მამული რომე მიგიღე,
მერე ანტონისსაუნჯე განსაზიდველად განგიღე,
და უწყი რომე დღეიდმდე შენთვის არარა მშურვიეს;
უხვება ჩემი შენზედა განლევად მიცა მწურვიეს,
რაცა რა მსთხოვე ხარისხთა ანუ ადგილთა ბოძება,
მყისვე ყოველი გისრულე მოგეცინ არ ვჰყავ დროება,
მათგანც გირჩიე რომელთა მამანი ჩემსა ბანაკსა,
უფროსობდიან ყოვლთაგან იპყრობდენ პირველს ალაგსა,
მათგანც რომელთა სისხლითა მიყიდეს ესე მეფობა,
და რომელთაგან აწე მაქვს სოფელს ცხოველად მყოფობა,
მოკლედ ვსთქვა ჩემნი კეთილნი შენზედ მუნამე ადიან,
რომე მძლეველნი ძლეულის ბედნიერებას ნატრიან,
შემდგომ როს ღმერთთა ამ სოფლის მეცენნატისა მიღებით,
წყალობა თვისი ჩემზედა ჰცვალეს მსვეს ცრემლთა დინებით,
შენ დაგადგინე მის ნაცვლად დღესა მას სამწუხაროსა,
და გრაცხდი ვით უმწვერვალესს ჩემის გულისა სანდოსა,
თვით დღესაც ოდეს ვარდნილი დიდს ღელვა გვემულებასა,
ვსწადოდი სრულად ტევებას თვით მპყრობელურსა ნებასა,
შენ და მაქსიმე მხოლოდენ მოგიხმე ამად საზრახად;
მისნი განვაგდენ რჩევანი შენთა მათ ვექმენ დამმარხად,
დღეს ესეცა ვქმენ რომ გნიშნე მეუღლედ ემილიისა,
ვიზედ დანაკვირვ არიან თვალნი მთლად იტალიისა,
ვინ ესრეთ მაღალ, ჩემ მიერ შეთვისებ შეყვარებითა,
მეფეთაც დამეგვირგვინე ვერ დაგნიჭებდი მეტითა,
ესე გახსოვს შენ ეე ცინნავ, ესდენ პატივი, დიდება,
ესდენ კეთილი ერთა მალ აროდეს დაივიწყება;
და ცინნავესა საკვირველ, ესა ძნელ სათქმელ ენითა,
რომ ესე გახსოვს და ჰსწადი მომაშთო შენის ჴელითა!
ცინნა.
მე ჴელმწიფეო; მე ეგრეთს მწამებთა ორგულებათა?
ესთა ბოროტი განზრახვა...
აგვისტო.
ჰრიდე აღთქმის ტეხასა.
დასჯედი, არ სრულ მიყვიეს, რაცა მაქვს შენდა სათქმელი;
თუ გეძლოს შემდგომ იქმენი ნებირებრ თავის მმართვლელი,
აწ სასმენელი მომიპყარ, ეცადე დაცვას აღთქმისას,
შენ გწადს კაპიტოლშინა მომკლა მე ჟამსა მსხვერპლისას,
მარჯვენე შენი ემზადვის, ნაცვლად სუნნელთა კმევისა.
მიკმიოს მკვდარსა კვამლივე სისხლისა დანათხევისა,
შენთან შენათქვნი ზოგადნი, გინიშნავს კართა მცველებად,
ზოგთათვის გითქვამს თან ხლება, ძალისა მოსაშველებლად,
მარქვ ცინნავ სწორედ მიცვნიეს, თუ ჭორნი რამე მსმენიან?
დაგისახელო ვინც შენნი თანა მე ამბოხენიან?
პროკულეოს, კალაბრინ, ვირღინიანე, რუტიღოს,
მარკელ, პლანტედა ლენასე, პომპონე, ალბინ, აკიღოს,
და მაქსიმ, ვისებრ შენკიდე მისანდოდ არვინ მყოლიამ
სხვათა სახელნი ხსენების ღირსნიცა არა არიან;
ვასხთა და ბოროტ საქმეთა რთულნი ერნი შეგიკრბიან,
რომელთ დასჯად ჰსჯულნი ჩემგან წესებნლნი (?) ექადიან,
და რომელთ მტკიცედ უწყიან, რომ ესე მართალ მსაჯულება,
თუ სრულიად არ აღიფხვრა მათ არ ძალუძსთ რომც ცხოვრება.
აწ არღარასა ჰმეტყველებ და ჰზი პირდახშვით ფიქრს ფლული,
არ მორჩილება გადუმებს არამედ დანაშაული,
ოდესცა ტაძარსა შინა, უსულო ქმნილსა დამცემდი,
შემდგომად რასა ჰნუკვიდი? ვითა მით რასა ჰპოებდი?
მონარხიულის უღლისგან გამოიხსნიდი მამულსა?
აწ აღგიხსენებ ჰაზრსა მას ძოღან შენგანვე რჩეულსა:
შენ მარქვ მამულის მშვიდობა ამას ითხოვსო დღეისით,
რომ გვყვეს ხელმწიფე თვით მპყრობი ვერ დავიცვნეთო თუ არ მით,
და თუ შენ ამას ხელჰყოფდი სათავისუფლოდ რომისა,
რადმეღა მექმენ დამშლელად მის განზრახვისა ჩემისა,
და ანუ რადმე ეძიე ქმნად იგი სისხლთა დინებით,
რისაც ძალგედვა სრულყოფა, მარტოდენ დათანახმებით?
მაშ რაი გქონდა საგანად? ნუ თუ ჩემს ნაცვლად მეფობა?
უბედურმცაა გლახ რომი, ცუდმცაა მისი მყოფობა,
თუ კიდე ჩემსა მას შინა, არღა ვინმე არს აწ შთომილ,
რომე საყდარზე აღმავალს წინა აღგიდგეს გყოს ბრკმობილ,
თუ იგი ბედსა აქამდე ეყოსმცა განღარიბებულ,
რომ ჩემს შემდგომად შენ დაშთე ყოვლთაგან უფროს ჩინებულ,
და რომელ ამა დიდებულს, ტვირთსა რომთ ხელმწიფებისას,
შენღა უვოდე მიმღებლად! ვაი დროს უკაცობისას!
ჟამ არს იცნა თავი შენი შთაიხედო შიგან გულსა;
შენ აქ ყოველნი გეძიებენ, გმსახურებენ, გწირვენ გულსა,
ყოვლნი ძრწიან შენგან შიშით, ყოვლნი გლოცვენ ბედგანამტკიცს;
სვესა შენსა რაღამე აკლს, რაცაღა გწადს ქმნადცა ძალგიძს,
მარა თუცა დაგიტეო თავის შენის ანაბარად,
რომელნიც დღეს გეშურვიან მათცა ექმნა შესაბრალად,
მოი, მარქვ მე თუ ვსტყუოდე, ძვირად საფასი რაგივის?
მომითხარ შენნი ნაქმარნი; რა სამსახური მოგიძღვის?
რაი ჰყავ ჩემთა ყმათაზე ესოდნად განგამეტისე,
ოდენ წყალობით ჩემით გაქვს დიდება ეგე და ძალი,
მით ოდენ ხარი აღყვანილ, მით ოდენ ჰსჩანხარ მაღალი,
მას პატივს სცემენ ყოველნი, არა თუ შენსა გვამსა მწირს,
მისგან წარმოებს ყოველ კეთილი საცა რამე გჭირს,
თვარა დაცემად თუ მინდა, მარჯვენეს რომელს უჭირავ,
მიგიღებოდენ და მყისვე ქვეყნად დამხობილს გიხილავ;
მარამ არ მწადის: მოი ჰქმენ გასწავებ შური რასაცა,
თანხმა ვარ აღვედ საყდარსა, მომაკელ სიცოცხლესაცა,
გარნა რას ჰგონებ სერბელნი, კოსნი, მეტელნი, პოლელნი,
ფაბელნი და სხვა ათასნი, გმირთაგან შთამომავალნი,
რომელთა გულნი წინაპართ სიმხნეს თვის შორის აჩენენ,
დამდაბლდებიან მუნადმდე, თავსა ეგოდნად არცხვენენ,
რომ დასთმონ შენი მეფობა და თაყვანი გცენ მონურად?
მათს კეთილ სიამაყესა ჰხადია ეგრეთ უძლურად?
ჟამ არს მომიგე პასუხი...
ცინნა.
გონება სრულად წამერთო!
არა თუ თქვენსა რისხვასა, ან სიკვდილის შიშს განვეკრთო;
თავს ვხედავ განცემულადა; მისთვის ვარ მიმომგონარედ,
ჰაზრით მიზეზსა ვეძიებ და მშთარვარ მიუმხდომარედ,
მარამ ესდენ ჟამს მის ფიქრით, რადმე ვარ უქმად პყრობილი;
ხელმწიფევ, მე ვარ რომაელ პომპესსისხლით შობილი;
მის მამის ორის ძებითურთ სისხლი მუხთლურად ნათხევი,
მხოლოდ კეისრის სიკვდილით არიყო სრულად ნაზღვევი,
ეს მქონდა დიდის განზრახვის კმად და ჩინებულ მიზეზად,
და რადგან შენსა რისხვასა, გამცემელთ მიმცეს აწ საკვდად,
ნუ ჰგონებთ რომელ ჩემ შორის, სინანულ რამე იხილოთ;
ვედრებით ან თავს ვარცხვინო, ანუ თქვენ შეგაურვილოთ;
ბედი თქვენ ესდენ გმსახურებს რაოდენცა მე მემტერვის:
მე იგი ვუწყი, რაცა ვქმენ, ვუწყი რაც თქვენ ქმნად გეფერვის,
თქვენ ძალგაძს(ძალგიძს) მომავალთათვის მაგალით დიდი აჩინოთ,
და სისხლი ჩემი თქვენისა მშვიდობის მსხვერპლად ადინოთ,
აგვისტო.
ცინნავ არა რას მგამეობ, თავსა უპოვრად მიჩვენებ;
მოტევებისა თხოვნის წილ, ხდომაზე, ხდომას შესძინებ;
ვნახოთ, სადამდე განაგრძობ მაგა გულისა სიმტკიცეს?
შენ უწყი რისაც ღირსი ხარ; ხედავ, განზრახვა განგიცეს;
აღმოირჩიე სასჯელი; თვით ეყავ თავსა მსაჯველად.
გამოცხადება მეორე.
აგვისტო, ლივია, ცინნა, ემილია, ფულვია.
ლივია.
ჯერ არა იცით ყოველნი ვინცა არიან შეთქმულად;
თვით თქვენი ემილიაცამათგანი; აჰა იხილეთ,
ცინნა.
ნამდვილ იგია! ეე ღმერთნო!
აგვისტო.
ასულო ჩემო შენც ეგრეთ.
ემილია.
დიახ ხელმწიფევ, რაც მან ჰყო, ჰქმნა ოდენ ჩემის ნებითა,
მე ვსჭურე მისი მარჯვენე, თავისა დაპირებითა.
აგვისტო.
ვითარ! ეს ტრფობა რომელიც, დღეს ოდენ ვსთესე შენს გულსა,
ესთა ძლიერად განფესვდა, რომ დღესვე მისთვის ჰსდებ სულსა?
ჭაბუკს გულს ცეეცხლი ტრფობისა მეტობით აღგტყინებია,
და საქრმო ჩემგან ცემული, დია მალ შეგყვარებია?
ემილია.
ეს ტრფობა რომლისაც გამო თავი ჩემი თქვენ გძულდების,
დანახადია არც ახლად არც ძალით თქვენის ბრძანების,
ეს ალი ჩვენთა გულებთა ადრითვე ჰქონდათ გზნებული,
ოთხთა წელთ ხვაშიადია აწ ოდენ განცხადებული
თუცა მე იგი მიყვარდა და ისიც ჩემთვის იწოდა,
მარამ გულთ ძალი მტრობისა, ტრფობაზე გარდაგვმეტობდა,
მე მას სრულიად უკვეთდი, ჩემისა შერთვის იმედსა,
ვიდრე სისხლსა არ აზღვევდა მამისა ჩემის წარწყმედსა,
იგი ფიცითა შევიკარ, მან მეგობარნი იშოვნა;
გარნა ღმერთთ არა ინებეს, დავკარგე რაცა მეპოვნა,
აწ ხელმწიფეო, ვით ხედავთ, მსხვერპლსა მას თვით მე გიჩვენებ,
მისსა შეცთომას არ მისის, განმართლებისთვის ვიბრალებ,
სამართლად უქმნათ წარწყმედა თქვენის სიკვდილის მნდომელსა;
არ ეფერების ბოდიში, მისებრ საქვეყნო მხდომელსა,
მე ამად ოდენ გიახელ, მხოლოდ ერთს მას გვედრ რომე,
მის თვალწინ მოვკვდე და ჩემსა მშობელსა შეცა მყარომე.
აგვისტო.
ჱე ღმერთნო ნეტარ როდემდე, ანუ რას განგებულებით,
გვემულ მყოფდეთ მე ეს გვარად ჩემთავე მახვილთ ხმარებით?
იულიაუკადრ ქცევისთვის, ვჰყავ სახლით ჩემით ძებულად,
მის ნაცვლად ემილიავსვი, ასულად შეყვარებულად,
და ესეც მისებრ აღმოჩნდა, უღირსად მის ადგილისა,
ის მექმნა აღმხდელ პატივის და ესე აღმხდელ სულისა,
სხვა და სხვა ვნებით აღძრულნი ორნივ შევიდნენ დიდს ხდომას,
ერთი ურცხობას შეუდგა, მეორე მამის კვლის ნდომას,
ასულო! ესა ნაცვალი ჩემის ჭირნახულობისა?
ემილია.
ჩემს მამას რახვდა თქვენ მიერ სანუფქოდ
მზრუნველობისა?
აგვისტო.
ვითარის ზრუნვით აღგზარდე, ესემცა მოიგონე შენ.
ემილია.
თქვენც მან ეგრეთ აღგზარდათ, და შემდგომ ჯილდოთ რა უქმენ?
შეუწყალებლად მოჰკალით, ჭირნახულთ დამსდვე მზრუნველი,
და თვით მასწავე ხდომის გზა, მუნამდე ჩემგან უცვნელი;
გარნა ჩვენ-ორთა ცდომათა ეს აქვსთ დიდ განყოფილებად,
თქვენ ჩემი მამა მთავრობის მოყვარებისა ჰყავის მსხვერპლად,
და მე სამართლად აღძრული შურის გებისა ცეცხლითა,
ვცდილობდი სისხლი უმანკი, მეზღვია მკვლელის სისხლითა.
ლივია.
მაგას მეტს იტყვი ემილი; თუ განსჯი დია ცხადია;
მას ვალი მამის შენისა, თვით შენზე გარდაუხდია;
სიკვდილი მისი, რომლითაც აწ გული აღგეჭურვება,
მხოლოდ ოკტავისბრალია, ხელმწიფეს არად ეხება,
ვინც გვირგვინისა მიზეზით, ცოდვას რაშიმე ერევის,
ცა აღხოცს მისთა ცოდვათა რა იგი დაგვირგვინდების,
და მისის მოწყალებითა მას საღმრთო ხარისხს აღმავალს,
წარსული აღარ ეკითხვის და განუხსნიან მომავალს,
ერთა წინაშე იგინი ვეროდეს ითქმინ მცოდველად,
რაც ეყოსთ გინა კვლავა ჰყონ, ჯერარს შთეს დაურღვეველად,
გარნა მეფეთა საღმრთო-სისხლს, ვერ ვინ ვერ მიეკარება,
ყოველი ჩვენი მათი არს, მათ ხელთა ჩვენი ცხოვრება.
ემილია.
რაც თქვენ აწ ჩემგან ისმინეთ, ხელმწიფის მონახსენებად,
ამად ვსთქუ რისხვა აღმეძრა, არ თუ ჩემს განსარინებლად,
ხელმწიფევ გმართებსთ დასაჯოთ, ეს ცოდვათ მბადე შვენება,
დღეს რომლისაცა მიზეზით შინა ყმა გეორგულება,
აღხოცეთ ჩემი ცხოვრება, მის თქვენის განსამკტკიცებლად:
თუ ცინნასვსძლიე, სხვათაცა მრავალთა ვეყო მცთენელად,
და მტრობა ჩემი შემდგომად უფროს სარიდველ გექმნების,
რა მამის სისხლსა საზღვევსა საყვარელისაც ერთვების.
ცინნა.
სიყვარულითა ძლეულმან ამ გულმან ესეც ვითა ჰსთმოს,
რომელ ამ გვარად პატივიც საყვარლისაგან ეხადოს!
ხელმწიფევ ჯერ არს რომე ჰსცნათ ჭეშმარიტება ნამდვილად,
იგი ჯერეთ არ მიყვარდა, რომ ესე მქონდა წადილად,
ჩემსა სურვილსა უმანკოს რა არ აღირსა შესმენა,
ვსთქვი ნუ თუ სხვამ ზრუნვამან, უფრორე უქმნას გავლენა,
ვუამბე ვითამც მისს მშობელს თქვენ მოეპყარით ფიცხელად;
გული უძღვენ და ეს მკლავი ვაწვიე სისხლის საზღვევლად,
რაბამ ტკბილად სჩანს დიაცსა შურისგებისა სრულება?
ეს გვარ შემართვით შეუველ, მოვიგე მისი გონება;
მე უჩინარი, ეგოდნად არ ვიყავ მისთვის სანთელი,
მარა მან სათნოდ იჩინა მარჯვენე სისხლის მზღვეველი,
ამ ხელოვნებით გავრივე მე იგი აწ თქვენს ღალატსა,
მე ვარ მოთავე შეთქმისა, ამაოდ იდებს ის ბრალსა.
ემილია.
ცინნავ, ვითა ჰბედ მაგას თქმად? მაგით მიჩვენებ სიყვარულს,
რომ სიკვდილის ჟამს პატივის მიღებით მწარედ მიწყლავ სულს?
ცინნა.
მოჰკვდით თუ გნებავსთ, გარნა ნუ მიბრყვილავთ ესრეთ სახელსა.
ემილია.
ვამე თუ ნამდვილ გირწმუნონ, ჩემის სახელის მტეხელსა,
ცინნა.
თქვენ შეცილებით მიკარგავთ ამა დიდებას სრულებით,
რომელს ვეძებდი შეძინვად თავისა გამომეტებით.
ემილია.
კეთილ გშთეს შენი ნაწილი, და მე რაცა შემერგება,
შენის სახელის დამცრობით, ჩემიცა ნამდვილ მცირდება,
დიდებაა თუ სიამე, თუ ტანჯვა გამოსაცადი,
შორის სარწმუნოთ საყვარელთ, ხამს მარად იყოს ზოგადი,
ჩვენ ორთავ გულნი, ხელმწიფევ, გვაქვან სრულიად რომულნი,
ტრფობაც და მტრობაც ორთავე ზოგად გვაქვს შეერთებულნი;
მშობელთა სისხლი ორთავე თანასწორ გვეზრახებოდა,
და გვმოძღვრებდაცა ზღვევასა ვითარცა გვევალებოდა,
ამა საქებელს განზრახვას ორთავ ერთ ჟამად შევმართეთ,
ერთგვარ ვცდილობდით წარმართვას, თუცაღა ვერად წავმართეთ,
აწცა ორთავე ერთად გვსურს სახელოვანად სიკვდილი,
რომ გწადდათ ჩვენი ერთობა... აჰა ჰყავთ თქვენი წადილი.
აგვისტო.
მე შეგაერთნო მუხთალნო, ყოველთაგან უუმადლოესნო!
პირისპირ ჩემსა ანტონისდა ლევპიდზედაცუმტრესნო!
შეგაერთნე თქვენ და მიხვდეთ ორნივე თქვენსასაწადელს;
სრულად კმა უყო მაგა ცეცხლს, თქვენთა გულთ აღმატყინებელს;
ქვეყანას ვაცნო, მიზეზი ჩემისა გულის წყრომისაც,
და განვაკვირვო სიდიდე სასჯელისაც და ხდომისაც...
გარნა ჰგავს ღმერთნი მწყალობენ, ვინადგან ესე უქმნიათ,
რომე მაქსიმემძვინვარეთ წყალთაგან გამოუხსნიათ.
გამოცხადება მესამე.
აგვისტო, ლივია, ცინნა, მაქსიმე, ემილია, ფულვია.
აგვისტო.
მოვედ მხოლოვო მოყვარო, შენდა მშთომიე ერთგული.
მაქსიმე.
ხელმწიფევ მაგა წოდებას არ ღირს-ვარ მე ბრალეული.
აგვისტო.
ნუღა იხსენებ ბრალისა მას სინანულითა განწმენდილს.
ესე ხამს ოდენ გახსოვდეს, რომ განმარინე დღეს სიკვდილს;
ხელმწიფებაც და ცხოვრებაც მშთენ სამსახურთა შენთაგან.
მაქსიმე.
ჟამ არს ჰსცნათ უსაძლესი ყოველთა თქვენთა მტერთაგან,
თუ ჰსცხოვრებთ ანუ ხელმწიფებთ, მაგას მე ნუმცა მიმადლით,
გამოხსნა თქვენი მომიხდა, მხოლოდ შურით და სიშმაგით;
რაცა ვჰყავ, კეთილის კდემით და სინანულით არ ვქმენი,
რაყიფის დასათრგუნველად ვამჟღავნე მისნი საქმენი,
ამისთვის მოგახსენათ თქვენ ეფორბემჩემი დარჩობა,
რათამც არ გებრძანებინათ, თქვენთანა ჩემი მოხმობა,
რომელიც მაშინ ვსცდილობდი, ემილიასაშეცთენას,
მის შეშინებას და ამით იტალიიდგან გაყვანას,
მისგნ ველოდდი დაყოლას, რადგან უდებდი იმედსა,
რომ შემდგომ უკუნქცეულნი ვაზღვევდით ცინნას წარმწყმედსა,
გარნა ართუ ვერ განაბა რეგვნულად არწყმულმან მახემან,
შიშის დროს სახიერება უფროს გამოაჩინა მან,
და ჰსცნო რაც მქონდა მე გულსა, შემდეგი ყველა თვით იცით,
და რასთვის შეგაწყინეთმცა ამაოდ მოთხრობის სივრცით,
ესრეთ მომიხდა უკადრის ხელოვნებისა ხმარება;
გარნა მითც თქვენის უხვების თუ სამსახურად მეთვლება,
ხელმწიფევ, ორსა ვიდრემე გვერდი მახვედროთ აჯასა,
წინაშე მათსა ჩემს სიკვდილს და ეფბორბისადასჯასა,
ამა მუხთლისა რჩევითა შეველ მას ბრალსა საძაგელს,
ვუმუხთლე პატრონს, მეგობარს, საყვარელს, მამულს და სახელს,
იგი ვიხილო დასჯილი, მეც დავისაჯო შემდგომად,
არღა რაიმე დამრჩების სოფელსა ამას სანდომად.
აგვისტო.
ჱე ღმერთნო, ამას მაკმავებთ, თუ სვეს სხვაცა ჰყავს მზახელი,
ჩემიან შორის ჩემზედა მახვილით მოსასეველი?
ჯოჯოხეთისა ძალნიცა გინა მოიხმოს შემწედა,
თვისზედაც ეგრეთ ვიუფლო ვით ვუფლობ ქვეყანას ზედა,
ესრეთ მწადს და ესრეთცა ვყო, ოი მომავალო ჟამებო!
საშვილის შვილოვ მოთხრობავ, შთამომავლობათ მსწავებო!
დაიცეთ მოსახსენებლად ეს ძლევა უკანასკნელი,
რომელს აწ ვიმოს ძნიადის გულის წყრომისა მთრგუნველი,
ცინნავდავზავდეთ ამიერ, თვით გაწვევ ვიყვნეთ მეგობრად,
ერთგზის მოგმადლე ცხოვრება, ოდესაც იყავ ჩემდა მტრად,
და აწცა შენის უწყალოს გულის თქმის მიუხედველად,
მასვე განიჭებ მეორედ, ჩემს მდევნელს სულის სახდელად,
აწ ვიწყოთ ბრძოლა ახალი და ვნახოთ ესრეთ მბრძოლელსა,
ძლევა ვის რჩება ორთაგან, დამხვედრს თუ შემტევებელსა,
თუმცა რაც გიქმენ კეთილი, სრულიად მიგმე მუხთლობით,
მარა მე ნაცვლად დაგნიჭო განმრჩობლებულის წყალობით:
აქამდე მათით აღგავსი, აწ უმეტესი მაქვს გულსა,
მსურს ესრეთ გტვირთო ნიჭებით, რომ გხედდე მათით ძლეულსა,
ამ შვენებასთან რომელიც დღეს მოგეც, სასძლოდ ერთსულად,
მოგილოც, წელსა მომავალს ჯერ არს შენიყო კონსულად,
ასულო ჩემო, გიყვარდეს ცინნაამ ხარისხს აღსრული;
ჰსჯობს ორნივ ერთად ჰსცხოვრებდეთ, ვიდრე ამხადოთ მე სული,
მჭვრიტე და ჩემგან ისწავე დათრგუნვა გულის წყრომისა,
საქრმოს აღდგენა უტკბეს არს, ვიდრე აღდგენა მამისა.
ემილია.
სრულად ძლეულვარ ხელმწიფევ, ეგზომ უხვებათ ძალითა,
თვალთ მხედველობა ახალი შთამედგა მათის ნათლითა,
ვხედავ ჩემს ხდომას და ვირცხვნი, რომ სჯულიერად ვხადდი მას,
სულს, სინანული მებადვის და ესთა ძლიერს ვგრძნობ კდემას,
რომელს ვეროდეს მიშობდენ სატანჯველთ შიშის ზარები,
და რომელსაცა აქ გულმან ნებსით განუღო კარები,
ჰგავს ზენა სრულად განიჭებს უზენაესსა დიდებას,
თვით ჩემ შორისვე ვხედ ამას, არ ვეძებ სხვას დამტკიცებას,
სიქადულით თქმას გავბედავ, საზრახად ნუმცა მექმნება,
თუ გული ჩემი შესცვალა ქვეყნისაც ჰნებავს ცვალება,
ცეცხლი მტრობისა მიშრტების, რომელსაც ვხადდი უკვდავად,
უკვე დაშრტაცა სრულიად, და გული ჩემი მის ნაცვლად,
თქვენს ერთგულ მონად შექმნილა; ჰგმობს გრძნობას თვისის მტრობისას,
და მისის სიცოფეს შეუდგენს, სურვილსა მსახურებისას.
ცინნა.
რაიღა მეთქმის ხელმწიფევ, რა აღვსილთ დამნაშაობით,
სასჯელის ნაცვალგების წილ, ერთობ სავსე გვყოფ წყალობით;
ოჰ, კეთილობას უებროს, ოჰ სულგრძელებას რომლითა,
თქვენ ხელმწიფება გემართლვის და ჩვენ ვიტვირთვით ბრალითა.
აგვისტო.
ნუღამე ჰყოვნით ბრალითა მათ გულუხვად დავიწყებასა,
თქვენ ორთავ გაწვევთ ჩემთანა მაქსიმესმიტევებასა,
თუმცა მან ყველას გვიმუხთლა, მარამ ამისთვის ხამს ვმადლოთ,
რომე თქვენ დაშთით უმანკოთ და მე არ დავშთი უმოყვროთ.
(მაქსიმეს)
ჩემთანვე იყავ ვითა კვლავ, მისვე ალაგის ქონებით,
კვლავებრივ სანდო შინაყმად და მითვე სახელოვნებით,
სამთავე გმართებსთ დაუთმოთ ეფორბესდანაშეულნი,
(ცინნას და ემილიას)
და თქვენ ხვალე ქორწინებითა, იქმენით შეერთებულნი.
(მაქსიმეს)
თუ კვლავც ტრფიალხარ მაქსიმე, ეს კმა შენდა სასჯელად.
მაქსიმე.
მას სამართალი მიუძღვის და მე ვით ვიყო მდრტვინველად,
აწ საყვარლისა მიღებით არ ეგზომ ვგიე გულტკენილ,
რაზომადც თქვენის უხვისა მოწყალებით ვარ შერცხვენილ.
ცინნა.
დასიმე ხელმწიფევ რომელ აწ, სახიერების მოწვევით,
ახლათ შეგწიროთ ეს გული ვისგან უკადრათ იგმევით,
და გარწმუნოთცა, ესრეთის მკვიდრის სიმტკიცით გეძლევა,
რომ გინა ცანიც ეკვეთნეთ ვერ უძლონ მისი შერყევა,
მაღალმან ყოვლის განმგემან ძალმან დღეისით ესრეთ ჰყოს,
რომ სრული ჩვენი ცხოვრება თქვენს დღეგრძელობას ენაცვლოს,
მეც ესდენ ვიქმნა ბედნიერ, ამ საშურველს ხვედრს ვეწიო,
რომ სული თქვენი შთადგმული, თქვენს სამსახურზე დავლიო!
ლივია.
ერთგზისცა მისმინეთ ხელმწიფევ, მე ვგრძნობ ჩემშორის ძალს ცისას,
და მადლსა მისგან მობერვილს, წინასწარმეტყველებისას;
ჩემგან გეცხადოს რაცა არს, ამიერ თქვენთვის ღმერთთ ნება,
თუ თვით გიმტკიცდეს უძრავად ხვედრი და ბედნიერება.
მაგ სულგრძელების შემდგომად შიში არღა გაქვსთ არ არისა,
დღეისით ყოველთა გმორჩილონ თვინიერ ყოვლის დრტვინვისა,
უთვით(თვით) სჯულესთა მტერთაცა განზრახვა მათი განაგდონ,
და თქვენი ქვეშე მვრდომობა, დიდების მსგავსად იწადონ,
არცა სად გიქმნან მუხთლობა, არცა სად შურის ძიება,
ვერცა რაიმემ რყეულჰყოს აქ თქვენი კეთილდღეობა,
განსწყდეს ამბოხთა ხსენება, ეცვალოსთ გრძნობა ორგულთა,
რადგან ამ საკვირვოს საქმით მოიგეთ უფლება გულთა,
რომი ქვეყნისა ხელმწიფევ, სიამით გრძნობა ლმობილი,
უკვე თანხმა არს სურვილით, რომ იყოს თქვენგან ფლობილი,
დასარწმუნებლად ეკმავის, ეგ ხელმწიფებრი უხვება,
რომე მას თქვენი მთავრობა საბედნიეროდ ექმნება,
გრძლად იყო შეცდომილებას; აწ მის ცთომისგან განსრულსა,
მხოლოდ ეს ჰსწადის ეღირსოს განგებას მონარხიულსა,
იგი აქ უკვე განგიმზადს, ტაძართა, შესაწირავთა,
დაცა სახიერთ მჯილდველი, მუნ ალაგს შორით უკვდავთა,
ხოლო კვლავ შთამომავლობა, ამ კეთილთ თქვენთა ნაქმართა,
სამაგალითოდ უთხრობს, უგულუხვესთა მთავართა,
აგვისტო.
მრწამს ეგე წინასწართქმული; ვსასოებ ეგრეთ იქმნესცა,
ღმერთთ ჰქონ რომელ მარადის ეგ გვარად შთაგბერვიდესცა.
ხვალისთვის მსხვერპლთა მათდამი, მზა ვჰყოფდეთ განმრჩობელებულად,
რომელთ შევსწირავთ უეჭვოდ, უმჯობ და უფროს ერთ სულად;
განუცხადენით უკლებლად თქვენთა მათ თანა შეთქმულებს,
რომელ აგვისტომყველა ჰსცნა, და ყოველსავე ივიწყებს.
დასასრული ცინნასი.
24 ოკტომბერს 1844 წელსა
![]() |
2 ჰსწავლა და ხელოვნება |
▲back to top |
![]() |
2.1 განგრძელება სოგრატისა |
▲back to top |
განგრძელება სოგრატისა
დიოღენს ჰკითხა მეფემ ზიკირიელმა: რად გაუშვი სოგრატდა აქ მოხველ. მიუგო: სანამ სიბრძნე მინდოდა სოგრატთანვიყავ, და რახანც თეთრი მამინდა შენთან მოველ.
ზიკირიელის მეფეა დიოღენ უთხრა მდომელი,
სოგრატსრასათვის მოშორდი რა მიზეზი გაქვს რომელი,
სანამდინ სიბრძნე მინდოდა ვიყავ იმასთან მშრომელი,
და აწ თეთრი მომდომებია თქვენს წინაშე ვარ მდგომელი.
წესია სოფლის მოყვასთა ხან ესე უნდა ხან ისი,
ლხინი შვება და სიამე დიდის რამ შესაგვანისი,
ხან სიბრძნე გოენიერება თვალს წინა მოსაყვანისი,
და ცუდია ყველა სოფლისა დააზროს გასამწვანისი.
მეფემ მიუგო დიოღენს, ფილოსოფოსობისა მითხარ რამე. მაგიერი პასუხი არისტოტ მიუგო: მე მიკვირს ფილასოფოსობისას კითხულობ რასმე. უსაცილოთ თუ ფილასოფოსობისა მოგახსენეთ რამე, შენ გარდაუხდევინებელი ვერ მოგრჩები. ამაზედ მეფე გაუწყრა, თავის წინადამ ააყენა და ბოლოს დასვა. ამისთვის არისტოტელი არად შეწუხდა და თქვა: ღმერთო ადღეგრძელე მეფე. თურმე ამ ალაგის მწყალობელი ბრძანდების რომ მე დამსვა.-
მეფემ უბრძანა დიოღენსთქმა ფილასოფოსთ თქმულისა,
ჰკადრა თუ მათი რა გკადრო ვიცი რომ გაგაგულისა,
გაწყრა ბოლოსკენ დაჯდომა ბრძანა წინაშე სმულისა,
ლოცავს ყოფილხარ მოწყალე საჯდომის აქა დგმულისა,
ამბავს ჰკითხავ რა გიამბოს არ შეგივა გულსა გონად,
არ გისინჯავს მისი გზები, მიგაჩნია ჩალის წონად,
თუ არ გეტყვის შემოსწყრები რად შეიქნებ მალე მცონად,
და მართალია რაც არიცის საწყენია გასაგონად.
ჭკუა ნაკლები კაცი იმას ეძენს რომ კაის ალაგს იჯდეს, მაგრამ ფილასოფოსნი მაგას არ ეძებენ. ამისთვის, შორაც იჯდეს ახლოს მჯდომ უჭკუოს ხმას არ გასცემენ და იმ შორს მჯდომს ჭკვიანს ლაპარაკს დაუწყებენ.-
უცები ცდილობს იყოსმცა სხვათაგან ზეით მჯდომელი,
მაგრამე ბრძენი არაის ამის რისამე მდომელი,
სადაცა იჯდეს მაინც აქვს პატივი მიუწდომელი,
მას ყურსა არვინ მიუგდებს ხელია მიუხდომელი,
არარის კაცი პატივის არ იყოსმცა მიწყივ მგონელი,
მაგრამ იმასაც ეცადე საქმე ქნა შესაწონელი,
თუცა ზეითკენ ჯდომითა თავი გწადს მოსაწონელი,
და ისკი არიცი პატივი რიდ არი მოსაქონელი.
ოდესმე დიოღენს თეთრი დაეჭირა და მეფეს სთხოვა. უბრძანა აკი ამბობდი ფილასოფოსი არაზე შეწუხდება. არისტოტელმამიუგო: ჯერ მოგვეც და მასუკან დაგვაყვედრე. აღიღო და უბოძა: არისტოტ მოახსენა,არკი მოგახსენე არაზედ შევწუხდებით. -
დიოღენსთეთრი დასჭირდა მეფესა სთხოვდა ბოძებად,
თქვა ბრძენს უბნობდი არასი არ ეჭირვების მოძებად,
ჯერ მომეც მერმე მაყვედრე ბრძანა ბოძება ოცებად,
და გკადრე თუ ბრძენი დამჭირნედ არარის არცა ოცებად.
ბრძენს თუცა უნდა სოფელი იცის იმისიც გზებია,
გახადოს ყოვლი საწადი ადვილად დასამზებია,
გზა მისცეს საქმეს საქმითა და მისი მიზეზებია,
და წინა მდებარეს სიბნელეს უჩვენოს მალე გზებია.
ერთხელ როდისმე მოუხდა ზღვაში სიარული. დაინახა ნავით მეკობრენი რომ ზღვაში ნავებს ამტვრევდენ. ამოიღო ჩახვით ფულები და თვლა დაუწყო, ხელიდამ გაუშვა და წყალში ჩააგდო. და თქვა. ოქრო ჩემგან დაიკარგოს ისი სჯობს, ვირემ მე ოქროსაგან დავიკარგო. ნახეს ეს ყაზახთა რომ ოქრო აღარა ჰქონდა და ხელი აიღეს.-
ზღვით მივიდოდა მოუჴდენ ყაზახნი ნავთა მცრცველია,
ჩახვი გახსნა და შინჯევდა ეგონათ მისი მთვლელია,
ანაზდად ხელით გააგდო გაინთქა დასანთქმელია,
და ჩემსას ჰსჯობს ოქროს წახდენა მორჩა ამითი მთელია,
რჩევა გასინჯვა საქმისა ძნელსა იქს ადვილობითა,
მორჩება მისსა საქმესა არათი დანაკლობითა,
მძლავრსა მოსულსა გაუხდის საქმესა მოუცლობითა,
და სიბრძნის თითითა გამოხსნის დახვანჯულს ნასკველობითა.
შემდგომად როდესაც ბევრი თეთრი იშოვნა, თავის კაცს აჰკიდა და წავიდა. სიმძიმით კაცი გზაზედ დაუდგა და უთხრა. რისაც ზიდვა ვერ შეიძლო გარდაყარე და სხვაკი წამოიღე.-
კაცს ბევრი თეთრი აჰკიდა დავარდა მიმავალია,
მოიღე შესაძლებელი გაჰყარე თუ მრავალია.
როდესმე დიოღენისთვი სუბრძანა სამის ლამაზის ქალის მოყვანა, და დიოღენს უთხრა რომელიც გინდოდეს ის გამოირჩივე. მან სამივ წარიყვანა გაუშვა და უთხრა: სამივ გამიშვიხართ ნურც ერთს გულს ნუ დაგაკლდებათ.-
სამი მოუსხეს ირჩივე დიოღენს ტურფა ქალია.
სამივ წაასხა გაუშვა ნუმცა ერთი ხარ მწყრალია.
ფარის მეფის შვილისას სწერენ, მაშინდელის იმათის კერპ მსახურობითა ჰყვანდა ღმერთები: იუნონა, მინვერა, და ვენერვა. იმ მეფიშვილს ნება მისცეს და ჰკითხეს. ჩვენში რომელი ვსჯობივართო. იუნონა დაჰპირდა ხელლმწიფებასა, მინვერა სიბრძნესა, და ვენერა ლამაზ ცოლსა. მან ყველასაგან ვენერა უფრო აქო. და ის დაპირებულიც აღუსრულა და უშოვნა ცოლი ლამაზი ელენა. ამისთვის იუნონა და მინვერა გასწყრენ და სამნივე დაინთქნენ.-
რომელნიმე არისტოფს აგინებდენ, მან ხმა არ გასცა და განეშორა. ის უკან მიჰყვა და დაუძახა: მირბიკი მაგრამ რისთვინა. არისტოფ მიუგო: ამისთვის რომ შენ ძალი გაქვს ლაპარაკისა და ბოროტისა, და მე ამისი რომ არ გავიგონო.-
რომელიმე აგინებდა, ხმა არ გასცა გაეცალა,
უკან მისდევს რად მირბიო არ უნდოდა გაეცალა,
არისტოფ თქვა თქმის ძალი გაქვს ენა არა დაგეცალა,
და მე ნება მაქვს არ ვისმინო თუცა ვითარ დამეცალა.
მგინებელს სიტყვა არ უნდა არცა თქმა საუბარისა,
უთქმელად იქით გასცილდი თავს უზამს დასაბარისა,
შეიტყობს მაშინ რაცა ქნა მთისაა ანუ ბარისა,
და თვარ პასუხითა ერთისაც გაცვენებს მისა ბარისა.
როდესმე დიოღენ ერთის თვისის მეგობრისათვის მეფეს ევედრებოდა, და დიაღ საქმეც გაუჭირდა. შემდგომად ფერხთ მოეხვია და გაუგონა: ერთმა ვინმე დასძრახა, აქამდი რატომ არ გაარიგე და გაგიჭირდა. მან მიუგო: არ ვიცოდი თუ მეფეს ყურები ფეხებზე ესხა თვარემ უფრო მალ გავარიგებდი.-
მეგობრისათვის დიოღენ მეფესა ეხვეწებოდა,
იმან პატივი არ დასდვა ეს ფეხსა ეწებებოდა,
უსმინა ხვეწნა რქვეს პირველად თუ გექნა მალ ემწებოდა,
და მეფეს თუ ყური ფეხს ება სასმენლად არ მომსწრებოდა,
მეფეს თუცა აქვს სიბრძნითა რიგი და განწესებანი,
სიმართლითა იქს ყველასა მოუკვეთია ნებანი,
შესაწყალთ მოწყალეება უწყალოს განქარვებანი,
და შუამავლობით ნაქნარსა მოსდევს მრავალი ვნებანი.
ამას ერთხელ მოუხდა კორინთეს ნავით მიმავალს მძაფრი ღელვა. კნინღა და კარაბლი იგი შეიმუსრა. ამაზედ არისტოფ დიდად შეშინდა და ფერი წაუვიდა. როდესაც ზღვა ღელვათაგან დაყვდნა, ერთმა მენავეთაგანმა უთხრა: თუ თუმცა სიკვდილის უშიშრობას ჰქადაგებთ, მაგრამ ყველასაგან შენ უფრო გეშინოდა. მიუგო: მარტო მე არ ვკვდებოდი, მე კარგისა და პატივის ღირსის არისტოფის სიკვდილისა მეშინოდა, და შენ ავის კაცის სიკვდილისაც არ გეშინოდა.-
არისტოფსა ზღვა აღუდგა კორინთისკენ მიმავალსა,
შეშინდა და ფერი ექცა კვლავე უჭვრეტს შენაცვალსა,
მენავემა ჰრქვა რად შეშინდი სიკვდილს ხმობდი შეუკრძალსა,
და რქვა მე მარტო არ ვკვდებოდი ვწუხდი სიბრძნეს შესაბრალსა.
ძნელია კაცი კეთილი შემკული ყოვლის წესითა,
სოფელსა გაესალამოს დამრჩომი დარჩეს კვნესითა,
დადუმდეს ენა კეთილი სიტყვითა უკეთესითა,
და მბრუნავი ბევრჯელ დაბრუნდეს ძლივას ერთს დანათესითა.
ოდესმე დიონოსის კარზედ გაიარა არისტოფ. და დიონეს სალათა გაეკეთებინა. მიუწოდა მოდი ეს ჭამე და თუცა ამის ჭამას დაეჩვევი უნებური აროდეს იქნები. მენება და ცუდი საჭმელი მირჩევნია, უნებურობას და კაის საჭმელს.-
დიონოსემ არისტოფსა კარსა ზედა გაუარა,
უთხრა მოდი ესე ჭამე სალათა მაქვს გაუარა,
ვინც ეჩვევა ამის ჭამას უნებობა გაუარა,
და უნებობით კარგ საჭმელსა ნებით ავი ჰგაოარა,
სოფელი ნებას არ მოგცემს სინამ ხარ მისი მჯერები,
ვერც ავით ვერცა სიკეთით ვერ შეგქნას გასაჯერები,
ამისთვის დასთმეს ბასრობენ სიბრძნეზე შესამზერები,
და ნება სჯობს უნებობასა ბძენია ასე მწერები.
ანტისთენი ყო ბრძენი. მოწაფე სოკრატისა და ყოვლის სიკეთით სრული: ამას ჰკითხეს რომელი კაცი უფრო ბედნიერი არის. მიუგო: ყოველთაგან უფრო ბედნიერი ის არის, რომელიც ბედში აღსრულდების.-
ანტისთენ ბრძენი მოწაფე სოგრატის კაცი სრულია,
ჰკითხეს სვეშია ყველასგან ვინ უფრო მოარულია,
თქვა ვინცა თავით ბოლომდი გარდავლო აღსასრულია,
და თვარემ ხან ეს და ხან ისი ცუდი ძილი და რულია.
სიკვდიდმდე შვებით გამლელსა თქვენს გაუსრულდა ბედები,
შენატრიან და აქებენ მისი მცნობი და მხედები,
ამისთვის ბორგავს ესე აქვს დიდი რამ საიმედები,
და სამი დღის ავი ან კარგი რადა გჩანს რასა ედები.
ამანვე თქვა. ძმური სიყვარული კედლისგან უმაგრესია.-
კედლისგან უმაგრესია ძემებრივი სიყვარული.-
ამასვე ჰკითხეს. რისაგან იქნების ქვეყნის წახდენა.მიუგო: როდესაც ბოროტი განმრავლდება და კეთილი მოაკლდება. იქ კეთილი არ არის საცა კარგს პატივს არა სცემენ, და ბოროტს უპატიობასა. ამისთვის რომ, კარგის პატივის დება სიკეთეს განავრცობს, და ბოროტის უპატიურობა სიავეს დაამცრობს. ეგრეთვე კაის უპატიურობითა, სიკეთე დამცრდება და სიავე განვრცნდების.-
ქვეყნის წაჴდენას ჰკითხევდენ ანუ რით დააკლდებისა,
როსცა ბოროტი განმრავლდა კეთილი გაცუდდებისა,
კარგთა პატივი მოაკლდეს ავები გადიდდებისა,
და მაშინღა გარდაიწყვიტე წამალი იმედებისა.
საცა ბოროტი გამოჩნდა სიავეს სიმრავლებითა,
ძირი გადიდდა გამსხვილდა მიღმამდი გასავლებითა,
ნაყოფი ტკბილი აღმოფხვრა გახადა დანაკლებითა,
და აოხრდა თემი ქვეყანა მისითა მიახლებითა.
ვითარცა რკინასა თვისივე გესლი შესჭამს. ეგრეთვე მემშურნესა თვისივე შური განლევს.
ვით რკინასა გესლი თვით აგრევ განლევს შური კაცსა.
ყოველს სასწავლოში რომელი უმჯობეა. მიუგო: ბოროტის განშორება.-
რა ჰსჯობს სწავლაში მიუგო ბოროტის კიდეგანობა.
იმასაც იტყოდა. ბრძენი კაცის წახედულობით არა
ცხოვრებს. არამედ კარგის წახედულობითა.-
ბრძენი არიქს კაცთა ბაძსა მაგრამ კარგსა მიბაძავსა. ჰკითხეს რისათვის ცოტა გყავს შაგირდები. მიუგო: ამისათვის რომ ვერცხლის წკეპლით გავყრიხოლმე. მე მცირედის მიზდით არ ვასწავლი.-
ცოტა გივისომოწაფე ვარ ვერცხლის წკეპლით მცემელი,
მცირეს ხელფასსა არ ვჯერვარ შექნილან დასაცემელი.
ამას უთხრეს. შენ რომელიმე ბოროტთაგანი გაქებდა. მიუგო: ვამე თუ უცებად ბოროტი რამე შემემთხვა. ბოროტისაგან ქება ძაგება არის.-
ბოროტი ვინმე მას უთხრეს შენსა უბნობდა ქებასა,
ვათუ უცებად მოუხდა თქვა ავი ჩემსა ნებასა.
ერთმა ვინმე ყრმათაგანმან ანტისტენშეიყარა და უქადა. როდესაც ჩვენის ქვეყნიდამ ნავი მოვა, მაშინ გმსახურებ. ანტისტენქალაქში წავიდა და ყრმა თან წაიტანა. ფქვილი იყიდა და ყრმას მისცა წამოიღეო. მათ ფასის თხოვნა დაუწყეს. მიუგო: რახანც ამ ყრმას თავისის ქვეყნიდამ ნავი მოუვა მაშინ მოგცემ. მრავალნი არიან ბევრს ჰპირდებიან და ცოტას აძლევენ. ესეც იცოდე რომ სავაჭროში დაპირებისათვის სავაჭროს არ მისცემენ.-
ანტისტინესა წინესა ყრმა ვინმე შემოსცინესა,
გაიწყვნენ თემით ნავს ველი აწე ნუ მოგეწყინესა,
მაშინ გმსახურებ მიუგო რაცრამე შემეძინესა,
ანტისტექალაქს წავიდა ყრმა იმას წაეწინესა,
ფქვილი იყიდა ყრმას უთხრა წაიღე აწ ეს შინესა,
ფასი მოგვეცო ეტყოდენ არა თუ შეაგინესა,
ნავი მოუვა ამ ყრმასა რომე მიდგს აწე წინესა,
მაშინღა მოგცემ უკლებლად მისთვის ნუ შეგეშინესა,
უთხრა ბერ დაპირებულსა ცოტა აქვს მისაწვდინესა,
და დაპირებისთვის სავაჭროს ვინ მოგცემს მას დასცინესა,
კაცს ჰპირდები და არა გაქვს ტყუილი რა სასურია,
თუცა გაქვს პირსა გაუტეხ ოფლისა მოსაწურია,
და საქნელია კაცისგან საქმენი უსუსურია,
და ვერ გამოუძღებს მუცელსა ნაქადებელი პურია.
ამან ოდესმე საზრდო იყიდა, თვითანვე აღიკიდა და წამოიღო. ეს ყოველთ კაცთაგან უკვირდათ. მიუგო მათ და რქვა: რა გიკვირსთ, ჩემთვის მიმაქვს სხვისათვის ხომ არა. თავისის თავისათვის მუშაკობა სირცხვილი არ არის.-
საზრდო რამე მოიყიდა იტვირთა და წამოვიდა,
ყოვლმა კაცმა გაიკვირვა მისგან ესე გამოვიდა,
მან მიუგო ჩემთვის მიმაქვს თქვენი რაა სადავიდა,
და თავის თავის მუშაკობა კაცს სირცხვილით არ დასწვიდა.
მეფეს ბრძენსა და გლახაკსა ყოველთა ეჭირებიან,
თავის რჩომისთვის სარჯელი რისაგანც იშოვებიან,
ვერ მიხვდენ შვებით უცდელად თუ ჭირსა ერიდებიან
და სხვის წყენითა და დაკლებით შენიცა გაჰქარდებიან.
ერთმა ვინმე უთხრა, მრავალნი გაქებენ. მიუგო: რა ბოროტი მიქნია.-
უთხრეს მრავალნი გაქებენ თქვა ავი რა მიქნიაო.
მანვე თქვა. სიკეთე იარაღი არის მოუშლელი.-
სიკეთეა იარაღი არაოდეს მოსაშლელი.
ამასვე უძრახეს. შენს მოწაფეთ ძლიერად ჰგვემ. მიუგო: დაკოდილს დასტა ქარიც მრავალს ჭირს აჩვენებს მაგრამ მოარჩენს. ეგრეთვე მკურნალნიც როდესაც სნეულთ მორჩენას მოიწადინებენ, მრავალს ფარეზს აქნევინებენ და მწარეს წამლებსაც შეასმევენ. და თუცა არ დაუჯერა უსაცილოდ მოკვდება.-
შაგირდის ბევრის ცემისთვის იყვნენ ძრახვისა მთქმელია,
თქვა დასტა ქარი დაჭრილთა ბევრის სარჯლისა მქნელია,
აგრევ მკურნალიც ფარიზის ავ სასმელთ შემასმელია,
და თუ არ უსმინა მოკვდება მისი რა დასანთქმელია.
მწვრთენლთა საწვრთნელთა ცემაზე რამც ჰქონდეს დასაბრალები,
მკურნალთ უგემო საჭმელი ავამტყოფთ შესაწყალები,
მებრძოლთა მტრისა საშიშრად ბასრი და მკვეთი ხრმალები,
და მეფეთა ბოროტთ სიკვდილი ქვეყნისა შესაბრალები,
არისტოტელი პლატონთან ფილოსოფოსობას სწავლობდა ოც წელსა, და შეიქნა პატიოსანი ფილასოფოსი და დიდის ალექსანდრესმოძღვარი. მას ჰკითხეს: რა მოგემატა შენის ფილასოფოსობითა. მიუგო: მე იმას ჩემის ნებითა ვიქ, რასაც თქვენ ძალით გაქნევინებენ.-
არისტოტელს პლატონ სწავლა სიბრძნე თვისი ოცი წელი,
იქნა ბრძძნი(ბრძენი) საპატიო ალექსანდრეს მოძღვრად მცდელი,
რა გემატა სიბრძნისაგან უთხრეს ხარო ჭირთა მხდელი,
და მან მიუგო მე ნებით ვიქ რისაცა თქვენ ხართ ძალით მქნელი.
კარგი ის არის კეთილსა კაცი იქმოდეს ნებითა,
საცოდი ანუ უცოდი იცოდეს დაუკლებითა,
მას სიხარულით იქმოდეს ავთა არ მიახლებითა,
და თვარამ ძალით და ცემითა პირუტყვებრ გარდიცვლებითა.
ამას დასძრახეს ბოროტს კაცს მოწყალება რად უყავ, მიუგო: მაგასკი არ მივეც კაცის სახეს მივეც.-
მას დასძრახეს მოწყალება კაცსა უყო მეტად ავსა,
მან მიუგო: ამად უყავ სახე კაცსა მიუგავსა.
ჰკითხეს. მეგობართათვის როგორნი ვიყვნეთ. მიუგო: სრეთნი იყვენით, როგორც ისინი თქვენთვის გინდოდესთ.-
ასე იყავ მეგობარზე როგორც ისი შენთვის გინდეს.
ამას ჰკითხეს რა უფრო მალ დაბერდება. მიუგო: სიყვარული და წყალობა. ამისთვის რომ, მწყალობელიც იყო ვისიმე, მოჰხდება რომ მალ დაივიწყო.-
მალ დაბერდების საბრალო წყალობა სიყვარულია.
მრავალჯერ აუწყებდა თვისთა მეგობართა და მოწაფეთა, ვითარცა ღამე ბნელს მთვარე განანათლებს, ეგრევე ჰსწავლა კაცთა.-
კაცსა ჰსწავლა განანათლებს ვითა მთვარე ღამე ბნელსა.
მსწავლული კაცი სხვისასაც მალ ნახავს თუ რა რაზე მისდევს. და უსწავლელი თავისასაც ვერ ხედავს.-
სწავლული კაცი მალ ნახავს რა რაზე მისდევს სხვისასა,
კაცი უსწავლი ვერ ხედავს ვერც სხვისას ვერცა მისასა.
იტყოდა სწავლის ძირი მწარე არის, მაგრამ ფოთოლი და ნაყოფი ტკბილი.-
სწავლის ძირი მწარე არის ნაყოფს მოგცემს ბოლოდ ტკბილსა.
ყოველი სწავლის ძირი და დასაწყისი საწყენია. და რა ისწავლის თავისთვინ და სხვათათვის დიდი სასიამოვნოა.-
პირველ ჰსწავლა საწყინოა ბოლოდ ლხინი შენდა სხვისა.
ჰკითხეს რა განყოფილება აქვს ჭკვიანსა და გიჟსა.
მიუგო: რაც მკვდარსა და ცოცხალსა.-
სიბრძნე ხელობა მსგავსია მკვდრისა და ცოცხლის სახესა.
იტყოდა ჰსწავლა კაის ბედში კაცის განმაშვენებელი არის. და უბედობაშიაც გამოსადეგი, როგორადაც დიონეს მეფე სირაკეზისა თვისის ტახტიდამ გარდააგდეს, და თვითან კორინთეს მივიდა. მსწავლული კაცი იყო, ყრმათ ჰსწავლა დაუწყო და იმითი გამოიზარდა. უკეთუ არა ჰსცოდნოდარა, საქმე გაუჭირდებოდა.-
სწავლა ბედში კაცს აშვენებს გამოდგების უბედობას,
ვით დიონოს სირკეზთ მეფემ მოიხმარა გარდმოგდობას,
ყრმათ კორინთელთ ასწავლიდა მიხვდა მისგან საზდოს მზობას,
და თუ არ იცის კაცმა სწავლა უჭირს სოფლის დაუნდობას.
სოფლის ქცევისგან სოფელში კაცს უძეს დიდი ჭირები,
თავის რჩენა და დარჩენა მეტად რამ არის ძვირები,
თუ არ ისწავლი რა გმართებს და ისე ცუდად ირები,
და გაგიმძიმდების სიცოცხლე გახდები გლახა მწირები.
ჰკითხედ მტყუანს თავისის ტყუილისაგან სარგებელი აქვს რამე? მიუგო: ეს სარგებელი აქვს. მართალიც რომ თქვას აღარ დაუჯერებენ.-
მტყუანს ტყუილით ჰკითხვიდენ რა აქვსო სარგებელია,
მართალსაც მტყუვრად გასინჯავს ვისიცა მიმგებელია.
ჰკითხეს რა არის მეგობარი? მიუგო: ერთი სული და მეორე გვამი.-
მეგობარი მეგობრისა ერთი სული ერთი გვამი.
იგივე იტყოდა. ზოგნი ასრე არიან ძვირნი, ვითამც საუკუნოდ აქ მყოფნი იყვნენ. და ზოგნი ესრეთ იაფნი, ვითამცა ხვალ დაიხოცებოდენ.-
ზოგს ჰგონია სულ აქ ყოფნა ასე რიგად ხელს უჭირებს,
სიუხვითა ზოგნი გვანან ხვალ წასვლისა დანამჭირებს.
ამასვე ჰკითხეს. რა არის იმედი? მიუგო: სხვა არაფერი. როგორც მღვიძართათვის ძილი.-
ჰკითხეს რა არის იმედი ვით მღვიძარეთა ძილები.
ესე შეიქნა სამოცდა ორის წლის და დიაღ ავად გახდა. მისის მორჩენის იმედი სუსტი იყო. მოვიდნენ მისნი მოწაფენი და ჰკითხეს: რომელს დაგვადგენ შენს ალაგსა. ამას ორი მოწაფე ჰყვანდა სხვათაგან უფრო გამგონე და მცოდნე. ფეოფრატ ლევიტელი, და იმენედემ როდისხელი. მცირე ხანს უკან არისტოტელმა ღვინო მოითხოვა. როდისხელმა და ლევიტელმან იშოვნეს და მოართვეს. დალია როდისხელისა და თქვა: ღვინო ესე ძალიანი და გემრიელი არის ჭეშმარიტად. და შემდგომად ლევიტელისაც დალივა ღვინო და თქვა: ორივ კარგი ღვინოები იყო. მაგრამ ეს უფრო გემრიელი არის.- ამა სიტყვითა ყველამ შეიტყო, თავის შემდგომად ის ფეოფრატ ლევიტელი გამოარჩია. სიბრძნით ორივ აქო, და თვისი ნება აღასრულა, და ლევიტელის თავის ალაგს დასმა ყველას ღვინით შეატყობინა.-
სამოც ორისა შორისა ჟამთა შეიქნა წელისა,
ავად გახდა და მორჩენა სათქმელად იყო ძნელისა,
ორი მოწაფე მორცილი ჰყვანდა ცოდნისა მგრძნელისა,
იმენდემროდისხელისა ფეოფრატლევიტელისა,
ჰკითხეს შენს წილად ვინ ვიყოთ საქმეა რაც საქნელისა,
მან ღვინო სთხოვა მოართვეს სასრულად მისათქმელისა,
როდისხლის ხელით დალია თქვა ძალი გემრიელისა,
რა ლევიტლისა დალივა მგზავსია ორი მთელისა,
მაგრამ ესე ჰსჯობს გემოთი რისაც ხარ მოსართმელისა,
ყველამ შეიტყო ამითი მიცემა საცემელისა.
და ღვინით ორივე შეამკო ნებას ქნა საძებნელისა.
სიბრძნე ამისთვის კარგია რასაც იქს შვენიერადო,
მდაბალსა ასე მოიყვანს სიმაღლედ შესამზერადო,
სიტყვასა იტყვის ქცეულსა საძველოდ დასაწერადო,
და კაკაბსა ქორად შეგიცვლის მიმინოს მოგცემს მწყერადო.
![]() |
2.2 იგავნი კეთილ გონიერის არისტოტელისანი |
▲back to top |
იგავნი კეთილ გონიერის არისტოტელისანი
შენს თავს ნურც აქებ და ნურც აძაგებ. თუ თავს იქებ არაფერი იქნები. და თუ იძაგებ ქვეყანას ფარისევლად აღუჩნდები.-
თავსა ნუ იქებ არა თქვან ავად რამ არის ქცეული,
და ნურცა იძაგებ დაგწამონ კაცია ფარისეველი.
ბრმას შეუძლია გზა აჩვენოს ვისმე, ანუ გლახამ გაამდიდროს ვინმე. ეგრეთვე შეუძლებელ არს, პატივის არა ღირსისა პატიოსნად ყოფა.-
ბრმამ გზა გიჩვენოს არ იქნას გლახაკმა გამდიდრებანი,
და დაიწყოს უპატიურმან პატიოსნად რებანი.
კაცი ზომიერად უნდა გაჯავრდეს, თვარა მეტი ჯავრი უგუნურად ქცევა არის და უდარესი ყრმათა.-
ზომიერ გაჯავრდებოდეს მეტსა ნუ შეიწყნარებსა,
და მეტი ყმაწვილთა ამსგავსებს უგუნურს დაადარებსა.
უკეთუ კეთილი არა ქნა, ბოროტს მაშინც ნუ იქ.-
თუ კეთილი აღარა ქნა ბოროტს მაშინც გაეყენე.
ვითარცა ოქრო ბრძმედით დანწმდება, ეგრეთვე კაცი საქმეში ჩაგდებით გამოიცდება.-
გასწმედს ბრძმედი ოქროსა და კაცსა გამოცდილება.
კეთილის კაცის ნიშანია უდროოთ ბოროტის მოთმინება. ბოროტს ნურავის შეამთხვევ და უსამართლოს ნურავიზე მიიღებ, თვარემ შენსავით თავს ჩააგდებ უსამართლობაში.-
სხვისგან ავის მოთმინება კაცსა კარგა მოუხდება,
და ბოროტი და უსამართლო სხვაზე თვითანც მოუხდება.
ბედში მეგობარს დიდხან ვერ იცნობ. და უბედურობაში ერთ ჟამსაც იცნობ.-
სვეში მოყვასს გვიან იცნობ უსვეობა მალ გაცნობებს.
არისტოტელი ორგვარის კაცის საქმეს ჰკვირობდა. ერთს იმას ვისაც ტყუილად აქებენ და უხარიან. მეორესი. ტყუილად რომ აძაგებენ და არ ჯავრობს.-
ეს ორი კაცი უკვირდა არისტოტელსა რომელი,
ტყუილის ქების მდომელი არცა ძაგების მწყრომელი.
ყრმის ოსტატ უფროს პატივეც მისთ მშობელთაგან. მათგან დაბადებულა უგონო, და ოსტატთაგან მიუღია კეთილ ცხოვრებიანი გონება.-
მშობლისგან მოძღვრის პატივი არის რამ უკეთესია,
მით უგუნურად მოვიდა მას სიბრძნე შთაუთესია.
გაიგონა. ერთს ვისმე ამიტომ აქებენ, რომ დიდ ქალაქში დაბადებული არის. მიუგო: ხარისხის ალაგიც თუ დიდი აქვს მეც მიქია-
აქებდენ ვისმე მიესმა დიდს ქალაქს არის შობილი,
თუცა აქვს კაი საჯდომი მეც ვაქებ არის მკობილი.
ათინელთ მალმალ აძაგებდა, მრავალი კარგი სამართალი გაარიგეს, მაგრამ ბოროტს საქმეს ირჯებიან სამართალს გარდა.-
უზრახევდა ათინელთა სამართალი გაარიგეს,
მაგრამ თვითონ არ იქმონენ იმ წესისა დანარიგეს.
სენკრატს პლატონის მოწაფეს, ოდესმე ალექსანდრე მაკედონელმა მრავალი თეთრი გაუგზავნა, და სამის ბერძულის ორშაურიანის მეტი არა აღიღორა. და სხვა ყოველივე ისევ მიუბრუნა. ესრეთ შეუთვალა მეფეს უფრო ბევრი უხამს. ამისთვის რომ, წარსაგებელიც უფრო აქვს.-
პლატონ ბრძნისა სენკრატ იყო მოწაფედა მისი მადრე,
ბევრი თეთრი გაუგზავნა ხარჯად მეფემ ალექსანდრე,
სამს მისხლამდე ძლივ აიღო შეუქცივა ისევ ადრე,
და მეფეთ უფრო ეჭირება ხარჯიცა აქვს მათვე ჰკადრე.
რასჯობს რომ კაცმა იცოდეს ზომა და მისი წესები,
მეტსა არ ეჭირებოდეს მასზე არიყოს მკვნესები,
ზოგნი სიმაღლედ იწევენ ვის ბედი აქვან ზესები,
და დაუოდდება ისიცა რაცა აქვს დანათესები.
სტუმრად იყო და ჩუმად ჯდა. ერთმა ბევრ მეტყვლთაგანმა ჰკითხა, ჩუმად რატომ ხარ. მიუგო: ერთხელ ერთის ჩემის სიტყვისათვის ბევრი ვინანე, და ჩუმათ ყოფნისათვის ჩემს დღეში არ მინანია. და ამისთვის ჩუმად ყოფნა ვირჩიე.-
სტუმრად იყო ბევრ მეტყველმა ჰრქვა მდუმრობა რად იკარგე,
უთხრა სიტყვის ერთხელსამე ნანა მომხვდა არ სავარგე,
როსცა ვიყავ დაჩუმებით არაფერი არ დავკარგე,
და მას დღესუკან მდუმარობა გავინუზლე გავიბარგე.
მდუმრობა არის საუნჯე ბრძენთაცა მოსანებელი, ენა მუდმისად მეტყველი ცეცხლია მოსაგზნებელი, წარსთქვამს ასეთსა იპოვოს გზა ვეღარ გასაგნებელი, და თუ ენას კლიტე არა აქვს ჭირია ულხინებელი.
უქმის მეტყველებით კაცი ბევრს ასეთს განსაცდელში ჩავარდების რომ, ჩუმად ყოფნით მორჩების.-
რასაც ჩუმობით მორჩები თქმით ისივ გაზიანებსა,
სენკრატ მაერთს მრავლის მეტყველს უთხრა. მრავლის მეტყველებით ცოტას მოგცემენ. ამისთვის რომ, ყური ორი გვაქვს და ენა ერთი.-
ცოტა მოგცენ სენკრატ იტყვის ლაპარაკის განმრავლებით,
ყურსა ხედავ ორნი გვქონან ენა ერთის მონაკლებით.
![]() |
2.3 მისვე არისტოტელის მცნებანი |
▲back to top |
მისვე არისტოტელის მცნებანი
პირველად პატივეც ღმერთსა და მასუკან მშობელთა. და ყოვლს კაცს სიმართლით მოექეც.-
პირველ პატივი ღმერთსა ეც მერმე მშობელთა შენთაო,
ყოვლს კაცს სიმართლით მოექეც უგვანთა შესაგვანთაო.
თუ ბოროტს განიკითხავ ღმერთი შენ განგიკითხავს.-
თუ ბოროტსა განიკითხავ იცი ღმერთიც განგიკითხავს.
სიღარიბეს კაცს ნუ დასცინი და სიწმიდე დაიმარხე.-
სიწმიდით იყავ ნუ ჰკიცხავ კაცისა სიღარიბესა.
უმეტესად სიმართლის სასწორი მტკიცედ იპყარ.-
შენ სასწორად სიმართლისას მაგრა ხელ მოუჭირე.
უდიერს ნურავის უზამ ცოდნითა გინა ნდომითა.-
ცოდნით და ნდომით ნურას იქ საქმესსა უდიერსა.
ნუ ფიცავ წინაშე ღვთისა რომელ საძაგელ არს.-
ნუ ფიცავ ღვთისა წინაშე საქმეა საძაგელია.
დაწყევლილია ვინც მევალეს მაგიერს არ მისცემს. ანუ საწყალს შეაწუხებს.-
ნუ შეაწუხებ საწყალსა ვალსა ნუ უჭერ სხვისასა,
წყევა მიხვდება სამართლად მოქმედსა ამ საქმისასა.
დიოღენ კინიკ მოწაფე ანტიფენისა. ამას ამისთვის უწოდეს კინიკ, ხორცით მობილწართ საქვეყნოდ შეარცხვენდა და მოაშლევინებდა. ამისთვის განუმტერდენ და კინიკ უწოდეს.-
დიოღენ იყო კინიკი მოწაფე ანტიფენისა,
ჴორც ბილწებისა საჯაროდ მძრახველი მძვრელი ენისა,
მომშლელი იყო ამითი მრავალთა მათის ზნენისა,
და მტრობით კინიკიდაარქვეს სანაცლოდ მისის წყენისა.
კაცსა მისცეს რაცა ღმერთმან შეუნაღლად შენაჯუფთად,
ჰსჯობს რომ სჯულით მისი წესი შეინახოს მეტად სუთად,
არ გახადოს ქალწულება აღსაფრენი მაღლა უფთად,
და არ შეიქნას სოფლის ძრახვით დასანაყად დასაგუფთად.
ნახა ერთი კაცი, გასაწმედად წყალს ისხემდა. უთხრა ჵი კაცო. წერილსა წინააღმდეგი რომ სთქვა, წყლით იმისი განწმედაც არ შეგიძლია. თუცა დაასხამ ქაღალდია და დალპება. ბოროტის საქმე და ცოდვა წყლის დასხმით ვითარ გინდა განსწმიდო.-
ცოდვილი ყვინთსა იქმოდა ეგონა განმიწმდებისასა,
უთხრა უგბილო რასა იქ საქმეა უდებებისა,
წყალი წერილსა დაასხა ვერ გასწმედს დაცა ლპებისა,
და თვარა რით გასწმედს მისგამტეხს ცუდია განქარდებისა.
წყალი ერთ ჯერად გამწმედი სულისგან აღმოშობითა,
წყალი გვერდითა მცენარი თაყვან საცემი მკობითა,
თვარამ სხვა ყველა ცუდია უსჯულოთაებრ მბობითა,
და ვერას მიმცემი კეთილთა საამბო არაკობითა.
ჵი ბოროტი თავხედობა, მომაკვდინებელი ცოდვა, ერთხლის მეტად მდინარის წყლით გინდა განსწმდე.-
ნუ სჯერხარ ცოდვის განწმედა ცუდის წყლის არ იქნებისა.
ამანვე ერთს დროს დღისით სანთელი აანთო. გავიდა ქალაქში და ეძიებდა რასმე. ჰკითხეს რას ეძებო. მიუგო: კაცს ვეძებ.-
დღისით ბაზარში სანთლითა ეძებდა იარებოდა,
ჰკითხეს რას ეძებ კაცს ვეძებ ჩემის სიტყვისა მგებოდა.
ერთხელ დაჯდა და დიდროვანს სწავლაებს მოჰყვა და არავინ გაუგონა. შემდგომად ღორულებ ჭყვირილი დაიწყო. მრავალნი კაცნი შეკრბენ, ყურიც მიუპყრეს და ჭვრეტაც დაუწყეს. მიუგო: ეს თქვენი დიდი სიბოროტე არარის, კაცი ღორულებ ვჭყვირი და მრავალნი შეკრბით. როდესაც კეთილ ცხოვრებოანს საქმეს ვქადაგებდი მაშინკი არავინ გამიგონეთ.-
დაჯდა მოჰყვა დიდ სწავლასა არვინ უგდო მართლა ყური,
ღორებ იწყო დაჭყვირილი იქმნენ მიმსვლელ მინაშური,
არ გრცხვენიანთ ესე რამე გულითა გაქვთ მონასური.
და კარგსა ყური არ მიუგდეთ რაცა იყო შესაშური.
უცხოა ესე სოფელი მაშიგ მყოფი და მდგომელი,
კეთილის არას მოწადე ბოროტის უფრო მდომელი,
ვერ დამნახავი საქმისა ვერასი ვერ მიმწთომელი,
და ასეთს იქს თავი ჰგონია მისაცმში გაუცდომელი.
სტრაფში ათინელთ დიდის პატივით ჰყვანდათ, მაგრამ
დაბალ მოსამსახურედ უწოდდენ. ამისთვის იმათთან
ლაპარაკს არ კადრულობდენ, და ისინი იმათ პირს არ ეფერებოდენ.
სტრაფჩს ათინნი პატივს სცემდენ მაგრამ ჰყვანდათ დაბალ მონად,
მათ თქმა არა იკადრიან არც იგ იყვნენ პირფერ მგონად.