ცისკარი №6 (1857)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 პოეზია

▲back to top


1.1 Adieu Marie.

▲back to top


Adieu Marie.

ოდეს გრქვეს, სატრფოვ, Adieu Marie!
ანვიმეორე მეც ოხვრა მწარი;და
ანბნეულნი ჭმუნვანი სულის,
ულსავე კვალად შეუკრიბე მყის.
და სადაც ოდენ უკანასკნელი,
რედისა ფახით აღბეჭდე კვალი:
ნიშნად სალმობის გარდმომედინა
ცრემლი მდუღარი და გაიყინა!
მარამ თუ წყეულს კეთილ-ზრდილობას
ბარბაროსს, დემონს, ეშმაკთ ქმნილობას,
არ დაეჯაჭვა ჩემი სურვილი,
და არ განექრო მუნ ტრფობა ტკბილი,
დიდს ხანს ვკოცნიდი მე შენსა კვალსა,
პოლის სარკეზედ ტურფად ნავალსა,
და საღამოთგან, ვიდრე ცისკრამდის,
შენ გილოცავდი ღმერთად მას ადგილს,
და უკანასკნელს ხმას აღმოოხვრის,
შევჰრთავდი ჩემს მკვლელს: Adieu Marie-ს.

დ. მგალობელოვი.

1.2 პეტერბურღის სამეფო სასახლისადმი.

▲back to top


პეტერბურღის სამეფო სასახლისადმი.

ჱე პალატო! ვინ მონარხმან დიდებისა მოყვარემან,
საუნჯეთა დაუზოგმან, სიძნელითა ვერცხლით რევმან.
დიდშემძლეთა განსაკვირვოდ ქმნად საქმისა მოწადემან
ქუჱყნით გამო აღმოგზარდა; ველთა მდელო ვითა ზემან!
შენობითა სრულ გყო რამან შენ სახისა მქონე დიდის,
შემდგომ ჴელით საიშვითოდ, უთვალავად რადმე გრთჳდის,
გარეთ ქჳთა, სხვა და სხვითა, შინაგანად ოქროდ გრწყჳდის,
ესრეთ დაშვრა შენზე სამწელ, ვინ წელთ საქმეს ერთწამყვიდის.
თლილთა ქვათა, ზღუდედ შორის წყალი წმინდა მომდინარე,
ვითა კრძალვით მონამდოვრი, ოთხი ვერძო განვლის არე,
განგაბრწყინა მორჭმულებით, აღგამაღლა ცათ მდებარე,
განიზრახდა ქუჱყნის საყდრად და შენ მას, გლახ! ესადარე.
როს ცისკარით გამოსული, მზე პირითა განმათენით,
ხელოვნებით შენამკობსა განგაშორებს სხვით მომფენით,
სარკმელთაგან ცეცხლთ ისარნი გამოკრთიან ალთა ჩენით
ხვდების წყალსა განუქრობლად, უფსკრულამდენ შთავლენ ბრწყენით,
ხედავთ ერნო ამა ზღუდეთ აღტყინებულთ რეცა მჭუნვით,
რომ არ ძალუძსთ თქმად საერთოდ თუ მსვლელობა ტყეს ყე მუნვით;
თუ ვით ყვეს ძვირ იგი ხელ მყოფელთა ურჳს ზრუნჳთ,
ანუ გულნი ვით იხარეს, ან კედელნი ვით სწყლეს ძრწუნჳთ!

თ. ალ ჭავჭავაძე.

1.3 ჩემი ლოცვა

▲back to top


ჩემი ლოცვა

ღმერთო ჩემო! სუჱნსა ჩემსა ნუ აღელვებ ჩემდა მკვლელად;
ნუ აღმიღებ დასაცემად, სრბად ნუ მსდევნი საკიცხუჱლად;
სიმშვიდესა ნუ მიმიღებ; ნუ მახარებ საშურუჱლად:
აღმიხილენ თვალნი და მქმენ შენდა ცრემლთა შემწირველად!
მოვედინ სუფევა შენი, ერთა მოჰფინე ნათელი;
გვასწავე შენი დიდება, წმინდა არს შენი საჴელი;
მოგვმადლე პური ცხოვრების და უკვდავების სასმელი;
განსაცდელის გან დაგვიხსენ, ვინ ხარ წაწყმედის დამხსნელი!

თ. დავ. მაჩაბელი.

1.4 ეპიღრამმა

▲back to top


ეპიღრამმა

ერთი ჰაქიმი ჰკვეხავდა: ვერა, ვერც ერთი სნეული,
ამას ვერ იტყვის, რომ ჩემგან გინდ მცირედ იყოს ვნებული!
რასაკვრელია, ვიფიქრე, მაგას ვეღარვინ გამოსთქვამს:
რომელსა შენ ხელს მოჰკიდებ, სიკვდილი ენას დაუბამს!

დ. მგალობელოვი.

1.5 სიმართლისათჳს

▲back to top


სიმართლისათჳს.

იყო არაბეთს ხელმწიფე, სახელითა თამაზხანი.
მართლისა მთქმელი უყვარდა, უცხონი და თჳსნი ყმანი,
თუ ვინც იტყოდა ტყუილსა არა ააცოცხლებდა ხანი,
თუ ტყვილი ეთქვა ვისმე რამე, არა იყო შესაწყნარი.

სამეფოს გასცა ბრძანება, გაფრთხილდნენ ტყვილის თქმაზედა;
ვინცკი გაჰბედავს ურჩობას, იმისსა ბრძანებაზედა,
მოხელეთ მიჰსცა უფლება, დაარჩონ იმავ წამზედა,
ჰქონდეთ იმედი მართლის მთქმელთ, ჴელმწიფის წყალობაზედა.

ამა ბრძანებით ჴელმწიფეს დაეხოცა ბევრი კაცი:
მხნეი, ბრძენი, უგუნური, მხდალი, შმაგი და მამაცი:
ვეზირი ჰყვანდა ჴელმწიფეს, ბრძენი, მხნე და არ ზარმაცი,
თუმც ელამი, კუზიანი და მარჯვენეს ხელით ცაცი.

მოახსენა: ხელმწიფეო! ბრძანდები დიდი ბრძენია,
ვინც იტყვის მცირეს ტყუილსა, შენ ვეღარ მოგითმენია,
ნება მიბოძეთ გაუწყო, შენ სწორე არა გსმენია,
ვინცა ვართ შენი მონანი, ყველა ვართ შენი ძენია;

რადგან ვეღარ მოითმინე, შენი თავი მოასვენე,
აღირჩივე ადგილი რამ, იქ ქალაქი აღაშენე,
დაუკეტე მას კარები, ყველგან მცველი დააყენე;
მთქმელნო ნუ შემოხვალთ“ ეს კარებზედ დააწერე.

მის შემდგომად ვინც გამოჰსჩნდეს, შენს ქალაქში ტყვილის მთქმელი,
ყოვლს კარებთან შენს ჯალათთა მზათ ჰქონდესთ კელთა საბელი
უბრძანე რომ ის დაარჩონ, თუმცა ესეც არის ძნელი,
და არა და მოითმინე, საქმე ჰქმენი ერთობ ქველი.

მეფემ ბრძანა, ტყვილს მთქმელსა არ ვაპატიებ არაოდეს,
მითხრას მართალი სწორეთა, თუმცა ჩემს სიკვდილს ჩქარობდეს,
შენც დაინახამ მაშინა, რა რიგათ მას უხაროდეს;
ხელმწიფის დიდი ბედია, მას არა დაეფარებოდეს.

უბრძანა: ვეზირო კმა ვარ, პირველის შენის რჩევისა,
მე აღვაშენო ქალაქი, ლამაზი, ღირსი ქებისა,
ჩემთან იცხოვრეთ ვინცა ხართ, ლამაზნი, ღირსნი ქებისა,
მაქვს ღა იმედი, არ მესმას მაშინ თქმაი ტყვილებისა…

აღაშენა მან ქალაქი, შემოავლო გალავანი,
ოთხი კარი გაუკეთა, სხვა არ იყო შესავალი,
ყველა კართან დააყენა მცველად ერთგულნი მონანი,
მართლის მთქმელთ ქალაქს შეშვება, ტყვილს მთქმელთა დარჩობანი;

ვინც ამ ქალაქს მივიდოდა, მას ჰკითხვიდენ: რისთჳს მოდის,
რასაც იტყოდენ მომსვლელნი, მყისვე დაიწერებოდის,
შეუშვებდენ ქალაქშია, სადაც უნდა იქ ვიდოდის,
სასმელ-საჭმელი და სახლი ხელმწიფის-გან მუქთად ჰქონდის.

ამ რიგად სტუმრის მიღება მართლა ღირს არის ქებისა:
უცხოსი შესაწყნარება, საამოცა არის მღვთისა,
კაცი ტყუილისა მთქმელი, პატივსავე არა ღირსა,
დღეს არის ანუ თუ ხვალე, დაეცემის მართლა ძირსა.
რა დრო გავიდა და ჟამი, ამ ხელმწიფეზედ ჰკვირობდენ:
ტყვილსა მთქმელნი არ იყვნენ, მართლისა თქმასა ცდილობდნენ,
ვინცკი იმ ქალაქს ჰსცხოვრობდენ, ლხინობდნენ არა სტიროდნენ,
მაგრამ იმ ქალაქს მიმსვლელნი, დია აღარა ხშირობდნენ.

დღესა ერთსა ამ ქალაქსა კარს მიადგა ერთი კაცი,
ამას ჰკითხეს: რად მოსულა... იგი დახვდა ვით მამაცი,
ჰრქვა: აქ მოველ რომ დამარჩოთ, არა ვშიშობ ვითა ვაცი,
აღარ მინდა მე სიცოცხლე, ეს ვირჩივე მეც ვარ კაცი,

მოსამართლეთ და კართმცველთა, რა ეს სიტყვა გაიგონეს,
დაფიქრდნენ და ჰქონდათ რჩევა, მაგრამ ვერა მოიგონეს;
ბოლოს ერთობ ეს არჩივეს, და ვეზირსაც გააგონეს,
ვერც ვეზირმა, ვერც თჳთ მეფემ, მართლა ვერა მოიგონეს:

თუ რომ ის კაცი დაერჩოთ, ის იყო მართლისა მთქმელი,
ხელმწიფე იმას სწყალობდა, ვინცა იყო მართლის მთქმელი,
მართალი სთქვა, თუ რომ ტყვილი, ცნობა მისი არის ძნელი,
აწ ვინც რომ ბრძენი ბრძანდებით, იყავით თქვენ მის ამხსნელი.

ივ. მურადოვი.

1.6 ქალაქის ბულვარი

▲back to top


ქალაქის ბულვარი

მიყვარს ბულვარო, მარად შენზედ მე სიარული,
რომელთა სტკბება დაჩაგრული ეს ჩემი გული!
რა რომ მზე ჩავა და მოატანს საღამოს ჟამი,
ის არის ჩემი გულის ლხენა, სულის საამი.
წამოვალ შენკენ, სიარულით დავიწყებ სვლასა,
ვნახავ დადიან სასეირნოდ ტურფანი ქალნი,
რომელთ ელტვიან და ეტრფიან ყმანი მრავალნი.
მეც სხვათა შორის ვიწყებ ხოლმე მათთან ტრფობასა
და მიეცემა გული ჩემი რაცღა გრძნობასა.
რა ვიწყებ ხოლმე თვალ დაყრდომით მე მათსა ცქერას,
თითქო მოვისმენ მათის სულის სიმის სიმღერას.
ნეტარ მას ჭაბუკს, ვის იგინი გაუღიმებენ,
ტრფობის ფიალას შესმენ თითონ, მასაც მისცემენ;
მარქვით რა არის ამა სოფელს კაცის დიდება?
თუ ბედი მშვრალობს და საწადელს ვეღარ მიხვდება,
რა ქნას ჭაბუკმა, ოდეს ქალსა ვერ აგრძნოს ტრფობა,
რომ ვერ გაუთბოს ცივი გული და ცივი გრძნობა.
აი ბულვარო! რაზედ ვოხრავ და რაზედ ვკვნესავ!
შენზედ მავალთა ქალთა გულში ტრფობას ვერ ვთესავ:
მე იმათ შევტრფი მზის დასვლითგან ჟამამდე მარად,
მაგრამ ეს ტრფობა მიაჩნიათ ვხედავ საზარად.
მე წინათვე ვგრძნობ, შემიძლიან ამაზედ ფიცი,
რომ მე მოვკვდები მათ ტრფობაში, ეს კარგათ ვიცი,
ნეტამც ბულვარო, ოდეს მოკვდე დამმარხონ შენში,
დამასაფლავონ მაგ შენს ნათალს მწყობარე ქვებში.
ეგება იგრძნან ჩემთა მკვლელთა იმა ტურფათა,
რომ დღენი ჩემნი გავატარე უგემურათა.
მათ მე მამწარეს, არ გააშრეს ცრემლი ამ თვალში.
დეე! ისინიც წყალმა ზიდოს, ჩაყაროს ზღვაში.

გ. დვანაძე.

1.7 როსტომ და ირინე

▲back to top


როსტომ და ირინე.

ერთს ტურფა წალკოტს შიგან არს კორდი აღმოსული,
მრავალთ ნერგთა და ბუჩქებთ იგი გარემოცული;
ზამთრივ ნახავს მას ალაგს კაცი მეტად გრძნობელი,
ჰსცნობს, რომ კაცთ წარმოუდგენს მუხთლობას ეს სოფელი;
გაცრცვილან, მოკლებულან კმაყოფას ხენი,
თითქო შეჰპარებია სასტიკი რამ მას სენი:
მისი სენი ვგონებ რომ არის ფიცხი ზამთარი.
ბუნებას უპყრია მაშინ ჭმუნვის ხელთ ქნარი,
დამღერის ამაოებას, გარემოს თჳს ხმით მოსდებს,
დასასრულის ფიალას ჩვენ ყოველთ მოგვაგნებს.
გარნა მწვანეს მანტიას, როს მოჰბურავს მაისი,
უნდა ნახოთ მაშინ, ვით ტურფად შვენის ცმა ისი!
ტურფა ნერგი, რომელიც კორდზედ არს დანერგული,
იფუთქვნის, აღყვავდების, იშლების მწყაზრად სრული!
ის ვარდია, მას მეფად სხვა ყვავილთა, უხმობენ,
ბულბულნი მას შორითგან მეტის ტრფობით სუნობენ,
გვერდს ნაკადსა ჩუხჩუხით აქვს მუნ მომდინარება,
ეშხ ნასობი თითქოს რომ ვარდსა ეჩურჩულება;
ნიავთაგან ფოთოლნი სურნელებით მღერიან,
თან ვარდისა შვენებას სიშურით უცქერიან.
სხვა და სხვა ფრივ გარს-მყოფნი მცენარეთა ჭრელობენ,
ავრორისა ცრემლითა მეტის-მეტად სველობენ!
ერთხელ ამ დროს ირინე, ათ-თხუთმეტის წლის ქალი,
ვარდს გვერდს უჯდა, ესმოდა ფოთოლთ ტურფა შრიალი,
ცხარე ცრემლი თვალთაგან წყაროსებრ მდინარებდა,
ვერც ცრემლი ავრორისა სიხშირით იკარებდა.
თითქმის რომე მუნ მდინარს ნაკადს ემატებოდა
და საბრალოს როგორც სჩნდა ცეცხლი გულს ეგზნებოდა:
შემდგომს მოჰყვა ხმით მოთქმას, გულის ძალით იწოდა,
საბრალო მას მოსთქმიდა ცხარის ცრემლით იტყოდა:
ქვენ კაცნო, ახ! რა გინდათ, ჩემს გულს რად არ ეხსნებით?
რად არ ვცხოვრებთ ყოველნი ბუნებისა მიხედვით.
რაში ვაქნევ კარგს საცმელს თუ არ მიხარის გული,
ის არის მხიარული, ვისაც აქვს სიყვარული!
მის საგანსა ვინც ხედავს, ვინც მის ჭვრეტით დატკბება,
ნეტარ თუ რა სიმდიდრე, მას სიხარულს ედრება!
ბუნებას ვჭვრეტ მშვენიერს, გარნა მე მჩანს საზარად,
წყაროსაებრ ცრემლი მდის, ისრით მარად და მარად.
ამ დროს დედა მოვიდა, რქვა მას: შვილო ირინე!
რად სტირ, ხედავ ბუნებას? სჯექ, ფრინველთ ხმით ილხინე.
„ახ დედავ! ლხინი ჩემი არის ერთი საგანი,
უნდა გაგიტყდე, გითხრა: რისთჳს მაქვს გოდებანი?
აგერ დიდი ხანია, რაც რომ ვარ დანიშნული:
შენს ჩუმათ როსტომს მივე ნიშნათ გული და სული.
მხოლოდ ახლა ნებასა მე შენგნითა მოველი,
სიყვარული, მშობელო! რავქნა, ვგრძნობ არს ცხოველი.
- რას ბოდავ შენ ირინევ, ჩუმათ, ნუ ხარ სულელი,
მე შენ კიდეც დაგნიშნე ერთს თავადზე წუხელი;
თუ უყვარდი როსტომსა, რათ მოგშორდა, წავიდა,
არ იცოდა რატომ, რომ უქმროთ ვეღარ გნახვიდა.
„ვიცი მე ჩემს როსტომსა როგორიცა აქვს გული,
ის ამ გარემოს არის, არსად არის წასული.
დედავ! მისთჳს არ ხედავ, რომ ის შენგნით იკრძალვის,
ის რომელს აღუვალს ტანი წვრილად მზგავს ალვის.“
ახ! ესე ქვეყანა ვით ბოროტით სავსია,
ეშმაკობით სავსესი ჯოჯოხეთის მზგავსია.
დედამ თჳსის ქალისგან რა რომ ეს მოისმინა,
წიგნი ჯიბით მოიღო, მისცა და გაიცინა.
ირინემ გახსნა წიგნი, გულმან დაუწყო ძგერა,
საშინელი სიტყვები რა ეს შიგან ეწერა:
„სხვა ჰპოვე საყვარელი, მაპატიე ირინე,
შენც მოძებნე ჩემებრივ, ჩემი რჩევა ისმინე!“
რა ეს აღმოიკითხა თავსა დაეცა ზარი,
არღა უთხრა დედასა ამის შემდგომს უარი.
ეკლესისკენ იმ დღესვე, მეფე და დედოფალი
მიჰყავთ, გარნა დედოფალს ცრემლით აქვს სავსე თვალი
შემოავლებს ორთავე, მღვდელი საწიგნეს გარსა,
მაინც კიდევ ირინეს ფერი ედვის ვით კვდარსა!...

ნათესავნი თუ მცნობნი, ყოველნი ერთობ ლხინობენ,
ღვინის მსმელნი ლაღობენ, ჯიხვნი მათში ხშირობენ.
ბახუსისა ძალითა ზოგნი მაღლივ მღერობენ,
ვინც არა სომს ღვინოსა, კარს აგდებენ, მტერობენ.
დედა ხედავს ირინეს, კვალად არს მოწყენილი,
ხედავს პირის სახეზე ჭმუნვა აქვს მოფენილი.
აჩუქებს მას ბრილიანტს, ლალსა, გინა ალმასსა,
მარგალიტთა მრავალთა, რამდენჯერმე ათასსა:
სურს რომე მოალხინოს საყვარელი ასული,
გარნა ვერ უბრუნდება ადრინდელი მას გული.
წარსულს დროსა იმედით კაცი ვიღა უყურებს,
დანაკარგს ეგრეთ ადვილ ნეტარ ვინ მოაბრუნებს!
იმ დღით ყოველს ცისმარეს დღეს ირინა სჯდა შინა,
უგრძნოთ კაცთა შორავდა, კარში ნახავდა ვინა!
მის დღით დაემორჩილა გული მისი განგებას,
ერთგულად აღსრულებდა მხოლოდ თავის ქმრის ნებას,
გარნა ადრინდელებრივ იყო მარად მწუხარი,
და აზრი ადრინდელი მისგნითა განვყარი!
უნუგეშოთ ესრეთა იტანჯოდა ხუთს წელსა,
სწყევდა ტანჯვის მიზეზსა, ორგულსა საყვარელსა,
სცდილობდა უკუნეგდო საყვარლის მოგონება,
გარნა არ საით იყო ამა სენის ფონება.
გონებისგან ვის ძალუძს მოგონების განგდება,
იგონებს იტანჯება, კაცი მეტად გახდება.
ერთხელ ირინე იჯდა დაღონებით თჳს კარ წინ,
ამ დროს უცებ შეხედა, შემოვიდა ქმარი შინ.
თან შემოჰყვა ვაჭარი, ჰქონდა ჯგუფი მას წვერი,
სიყვითლე დასდებოდა პირზედ ზაფრანის ფერი
ქმარმა რქვა ცოლს: იყიდე, აი კარგი შალები,
ფარჩები, მარგალიტნი, ძვირფასნი ალმასები
ესე ყოველი არის მწუხარების წამალი,
ყუთი გახსენ, იყიდე, ჰსცადე ჩემი ქამალი! (წამალი!)
თუ შენ მაგ სახით მყევხარ, რასა ვაქნევ მე ფულსა,
იყიდე აწ რაც რომ გსურს, მით აამე შენს გულსა;
გარემოებას წავალ, ახლა, და მოვედები,
მოგიტანო წამალი სამკურნალო ეგები.-
შემდეგს ქმარი გავიდა და რა ქუდი აიღო,
საქონელი ვაჭარმა ირინას წინ მოიღო:
გარდმოყარა ალმასნი, თავდახრით იცქირება,
თან ცხარეთა ცრემლებსა თვალთგან ქონან დინება,
მისის ოხვრის კვამლი, ჰაერს სრულად მოიცვავს,
ცრემლებს იწმენდს, ხელს მალ-მალ თვალებზედან
მოისვავს;თვალებშიგან ნორჩობა ეტყობა კვალად ჯერე,
ლოყები დაღმეჭია, თუმცა შორავს სიბერე;
სიყვითლე შეჰპარვია ჯერეთ კიდევ ნორჩს პირსა,
წვერი ხშირავს და სიგრძით თითქმის დასცემს რომ ძირსა.
განკვირვებას მოუცვამს ამაზედან ირინა,
ფიქრობს რას სტირს, სით მოვა, ანუ არის თუ ვინა?
ესრეთ ოხრავს ვაჭარი, რომე თითქმის ქვაც სტირის,
წვიმის მომდინარება თვალთ-გან მეტათ უხშირის.
მის ტირილი შებრალდა, ატირდა თჳთც ირინა,
გამოჰკითხავს მიზეზსა, რა ვეღარ მოითმინა:
„მრქვი საბრალოვ! ვინა ხარ, მითხარ, ანუ რად სტირი?
დაჭირება რა გადგას? უთუოთა ხარ მწირი!
მეც გული ამიდუღდა, ისე აწ შემებრალე,
გიყვარს ვინმე უთუოდ, ახ! ნუ მალავ, მარქვი მალე!“
ეს ისმინა ვაჭარმა, კვალად ამოიოხრა;
გულის კვნესით ირინას მწარის სიტყვით ეს უთხრა:
- რა გითხრა შენ მნათობო! რომ არსით არს კურნება,
სიტყვით ნუგეშის ცემას აქვს მეტად უძლურება.
კაცი წარსულს ცრემლებით თუმცა რომ ბევრს უყურებს,
გარნა განვლილს მას დროსა, ვარას გზით მოაბრუნებს:
ერთს საუნჯეს ძვირფასად, ფას-უგებლად ვსახავდი,
ჩემ სიცოცხლის ფიალად მხოლოდ იმას ვესავდი,
მისი მზგავსი ქვეყანად ჯერ არავინ შექმნილა,
მისი მზგავსი შოვნამდინ მე არსად არ მეხილა.
განუზომლის კმაყოფით ყოველს დღეს შევხაროდი,
ათასჯერ რომ მენახა, კვალად მის უკან ვრბოდი;
მას საუნჯეს დაეპყრა, ყოველი ჩემი გონება,
არც თუ ერთს წუთს შემეძლო გონებით მოშორება,
ისე უფრთხილდებოდი, გონებით არ ვშორავდი,
მისთჳს ეთქო ვისმე რამ, სიცოცხლეს შევწირავდი.
გარნა სასტიკმა ხვედრმან ინება დასჯა ჩემი,
სად ვესავდი საუნჯეს, დავტოვე იგი თემი
მისთჳს, რომე უწყალომ, ის საუნჯე სხვას მისცა
იგი მაზედ ნავარდობს, ფლობელობა აქვს ვისცა,
ეს შევიტყე, გავიქე, ქვეყნის ქვეყნად ვიარე,
ეგების რომ მეპოვა მაინც სადმე სამარე.
გარნა, ახ! სადაც წაველ იმის სახე თან დამხვდა,
მტანჯვიდა, მაწვალებდა, ოხრვანი ხშირად მაქვნდა.
ვინ მოგლეჯს ამ წყეულს გულს, რომ ეგების ვიფონო,
მდენ ტანჯვით დავიხსნა ესრეთ აღარ ვიღონო.-
მითხარ! რა დაგიკარგავს? ეტყოდა მას ირინე,
იქნებ თვალი დაკარგე, რა სადმე დაიძინე?“
- ოჰ! ნუ მეტყვი! რა თვალი, მას რა ნივთი ედრების,
მისსა მოგონებაზედ გულსა ცეცხლი მედების.
ალმასი, ბრილიანტი, არა რაა მის წინა,
ფას ვერავინ შეუგებს, უბრძნესიც იყოს გინა!
მისს დღით ზღვაში ჩამენთქო, ჩემი სრული იმედი,
მხოლოდ მისი სახე მაქვს თავში გამოსახული.
იმ სახეს ვჭვრეტ გულ-გმირულ, ცრემლთ არა აქვთ კბარება,
მის სახეში მიბუდებს ყოველი ნეტარება!-
შეიჭმუხვნა ქალი, რა ვაჭარმა შეაწუხა,
გულ-მტკივნეულ, მოწყენით, საბრალოს უპასუხა:
„იგი სახე, რომელიც მეტად გაწუხებს შენა,
რომელს სახავ ძვირფასად, მეტამც ერთი მაჩვენა!“
მაშინ იგი ვაჭარი, ხმა გაკმეტით ვით მკვდარი,
აძლევს რასმეს კოლოფსა, ცრემლნი სდიან თან მწარი:
ართმევს ქალი, ხედავს რომ, მაგრათ არს დაკეტილი,
რომელია ლექსებით, ზედანაც წარწერილი:
„ამ კოლოფში არის ის, რაც მოურჩა ჩემს ბედსა,
ვცხოვრებ, თუმცა რომ ვეღარ ვხვდები იმედსა!“
კოლოფსა ხსნის ირინე, თან ხელი უკანკალებს,
გახსნის და ეჩვენება ნეტარ თუ რა მის თვალებს?!
ათრთოლდა და არღა სუნთქს, რა დახედა თჳს ბეჭედს,
რომელიცა მიეცა ნიშნად მისთჳს, ვისც აწ სჭვრეტ!
- ჩემო თვალის სინათლევ, საყვარელო ირინე!

მოდი, ფიქრშიგან, კმარა, ნუ ჩაიძინე!
რომელს ძალ-უძს გამოცვლა ამ წყეულის გულისა,
დატანჯული, მიიღე აწვე - შენი სულისა,
მოველ შენთან, ესე არს მოსვლა უკანასკნელი,
რომ კიდევ გრქვა: მიყვარხარ! მომე ბროლის ეგ ხელი.
აწ კი დაგთმობ ბოლომდენ, აწმდე ტანჯვა არს კმარი,
ეგებ სადმე მოვძებნო, ახლოს მყუდრო სამარი,
რომე ამაზედ მეტად, აღარ ვიტანჯებოდე,
მყუდროთ და მოსვენებით იქ მაინც დავტკბებოდე -
„როსტომ! იმა დღით აღთქმა, მივე გვირგვინის ქმარსა,
რომ ერთგულად ვმონებდე, რაც გრქვა, ნუ იქმ უარსა!
თუმც აღმოჩნდი ერთგულად, და ვცან ეგ ჭმუნვარება,
გარნა შენის ტანჯვისა არ ძალმიძს განკურნება;
გავხმი ზეზეულათა, ხომ მჭვრეტ როგორ თჳთ მეცა,
მაგრამ უდროთ ნუ კვდები, საყვარელო! გამეცა!“
როსტომ ხელს ჩამოართმევს, სიყვარულითა გმირავს,
თან გულზედ ბროლის ხელს მეტის გრძნობით მიიკრავს.
დაჰკოცნის, დასტრფიალებს, ჰქონან გამოსალმება,
ჰნახოს ქვამანც, ვგონებ რომ, მასაც შეებრალება!
ამ დროს ქმარი შემოდის, ხედავს კოცნას და გმინას,
ხანჯალს დასცემს მკერდს როსტომს, შემდგომს თჳს ცოლს ირინას!
როსტომ სისხლში მოსვრილი აქეთ უბრალოთ კვდება,
იქით ირინას სისხლი სდის და სული თან სდება.

ქმარი ადგას ხანჯლითა, კვალად ორთავ უწყრება,
ირინას სულთ ებრძვის, თან ქმარს ძლივს ეუბნება:
„უბრალო სულთ სისხლითა ვით ღებე ეს ალაგი,
ღმერთი სცნობს: შენი ვიყავი ერთგული ამხანაგი!
ეგ კაცი ხომ ყარიბი სულ ამაოდ მოკალი,
ღმერთმან უწყის, რომ მაგ კაცს, არა რაში აქვს ბრალი:
შენც ღმერთმან გაპატიოს, ნუ გაქვს ამაოდ ტევა.“
ესე ჰსთქვა რა ირინამ, მსწრაფლ სული განუტევა!
კაცი მკვლელი მართალთ სულთ აწმდე აქ-იქ ედება,
სადაც მივა ყოველგან მათი სისხლი იქ ხვდება;
დღე და ღამე მას კაცსა, არა აქვს მოსვენება,
რაღაც უცნაურს ძალსა, თითქმის რომ ემონება,
თვალთ წინ უდგა ის გვამნი, სისხლითა შებასრულნი,
სადაც წავა სდევნიან თითქოს რომ მას ბედკრულნი;
თრთოლვით რაღაც ხმას მარად, უჩინოსა ყურს უგდებს:
უბრალო სულთ მოკვლასა, ღმერთი არ დაიდუმებს;“

ივ. კერესელიძე.
26 აპრილს.
1857 წ.

1.8 ფიცი

▲back to top


ფიცი.[1]

დავსდებ საფიცარს, დასამტკიცარს, ხელმოწერითა!
არვის ვემონო, არვინ ვიღმრთო სრულ გონებითა,
რაც უნდა მიყონ, გინდა მტანჯონ ხორცთა გლეჯითა,
ის არის ჩემი, რომელს ვეტრფი დამონებითა.
კოკობი ვარდი, გულსანავარდი თავმოწონებით,
ოხვრის მიზეზი, სიცოცხლის მხედი, რომელსა ვეტრფი!
სულზედ უტკბესი, უუფასოესი მაგრამ ვის ვეტრფი?

ა.მ.
1855 წელსა
ოკდომბრის 10 დღესა.
ამხანაგის ქორწილში.

_______________

1 ეს ლექსი მივიღეთ უცნობის პირისგან, რომელიცა ჰსწერს რედაქციას დიდსა მადლობასა. ამ გვარის რედაქციის ღვაწლის გრძნობისათჳს, განუცხადებთ იმ უცნობს პირს მადლობასა, გარნა ვსწუხთ რომ არა გვაქვს ბედნიერება პირათ ცნობისა.

2 პროზა

▲back to top


2.1 ნინო

▲back to top


ნინო

ლევანის და ნინოს შინაგანი ცხოვრება.

ამათი შჳლი.

ნინომ თავის თავი ასე რიგათ აჩვენა ლევანს აზის ქცევით, ტკბილის სიყვარულიანის ლაპარაკითდა ალერსით, რომ ეს მხეცი, რამდენსამე ხანს, თითქმის,დაიმონა. მარამ ლევანს მალე აუსუყდა გულიკეთილის ცხოვრებითა, მოიგონა ისევ თავის ამფსონებიდა ბაღებისაკენ გასწია, სადაც რამდენიმე დღედაკარგულ იყო ხოლმე და ნინო კი ელოდა მარტო, გულ ამოსკვნილი! ერთს დღეს ლევან გვიან მოვიდა შინ დაზარხოშებული. ბოდიშისა და ალერსის მაგიერათ, რადგან ორი დღე შინ არ ყოფილიყო, ნინოს შეუტია: ჩემთჳს რატომ ვახშამი არ შეგინახავსო! ნინომ მიუგო: არ ვიცოდი ბატონო, თუ ასე გვიან მობრძანდებოდით, თორემ ყველას შევანახვინებდიო!.. აქ ლევანმა სიტყვა გააწყვეტინა ნინოს და შეუძახა: მარაღა იცი, თუ ისიც არ გახსოვს, შენი ქმარი როდის მოვა, და მშიერია თუ მწყურვალიაო!... თუმცა ლევან ასე მაძღარი იყო პურითა და ღვინით, - რომ ხორაგი, თითქმის, ყელში ამოსდიოდა, მარამ ნინუცამ მაინც უცხო ვახშამი მოუმზადებინა და მიართო. ლევან დაჯდა და კიდევ ხარბათ დაუწყო ჭამა, ბოლოს ზედ სტოლზედ მიეძინა. ნინომ იფიქრა: ეს უთუოთ ჯაბრით იქცევა ასე, თორემ როგორ იკადრებს რომ, თავის თავი, ასე უწყალოთ შეამძიმოს ხორაგითაო!.. ნინომ ის კი არ იცოდა, ლევან რა გარყვნილ მუცლისპატრონი იყო; ეს საძაგელი ქმრის ხასიეთიც მალე იხილა. ლევან ყოველთჳს გათენებისას მოვიდოდა და დილის თერთმეტს საათზედ გაიღვიძებდა, ერთს ორ ჩიბუხს მოსწევდა, შემდეგ მოართმევდენ ჩაის, უშველებლის სტაქნით, რომელშიაც დაუმატებდა ხუთს ნატეხს შაქარს, დაასხავდა რძეს, ერთს ჶრანცუცის პურს შიგ ჩაალბობდა და ისე მიირთმევდა; ხუთს სტაქანს რომ დალევდა, თავის ათის ჩიბუხით შემდეგ ტანთ ჩაიცომდა, ერთს დაუსტვენდა (რომელიც იყო ნიშანი: დროშკა მომიტანეთო), ჩაჯდებოდა და გასწევდა.- არა ვინ იცოდა, სად იყო იმის ბინა და ან როდის დაბრუნდებოდა შინა. რასაკვირველია, ნინოს ამ გვარი ქმრის ყოფა-ქცევა ჰკლავდა, მარამ თავის სულგრძელობით ითმენდა!

თჳთონ ნინო დილით ადრე ადგებოდა და ილოცავდა ჩვეულებრივ; შემდეგ სადილის თადარიგს მისცემდა და ბოლოს, მთელი დღე, ან წიგნებს კითხულობდა და ან ხელსაქმობდა. თუ ქმარი შინა ჰყვანდა და ეძინა, ცდილობდა სახლში არავის გაეფუჩუნა, რომ ლევანს ძილი არ შეურყიოვო და ყოვლის მხრით იმის სიამოვნებაში იყო. ნინო ჰხედავდა, ბედმა რა კაცის ხელში ჩააგდო და რა იცოდა, რა რიგათ მოეშლევინებინა ქმრისთჳს მრავალი ცუდი ქცევა. ჰფიქრობდა, სიმშვიდით მოიტეხსო და იყო მისთჳს თანამკვდარი.- ამასთან ყოველს ქმრის ჟინიანობას აღასრულებდა, ეგებ ამით მოვაგვაროვო; გარდა ამისა, თუმცა ნინო იჭვნეული იყო, რომ ლევან ვახშმათ ძვირათ მოვიდოდა შინ, მარამ, მაინც მოუცდიდა ხოლმე რასაკვირველია, ელენე. ნინოს დედა, ვახშამს ადრე მიირთმევდა და მოისვენებდა, ის კი არ იცოდა, ან სიძე როდის მოდის შინ და ან ნინო როდის წვება,- ნინო კი იჯდა და ელოდა ლევანს, ამ ლოდინში, რა თვალი და გული გადუღამდებოდა, ვახშამიც აღარ იამებოდა და უნდა ისე დაწოლილ იყო ხოლმე. ერთხელ ნინომ, ამ გვარის ლოდინში, დიდხანს წიგნი იკითხა და ამ კითხვაში, ძალიან დაიღალა, ცისკრები დარეკეს - ვერა დაიგო რა, მდივანზედ მიეძინა და მზემ რომ თავი ამოყო, მაშინ თვალი გაახილა, ნახა რომ, სამთელი ძლივღა ბჟუტამდა, ვახშამი ისევ ისე იყო გაშლილი და ლევან კი არსად ჰსჩანდა, მაშინ გულ-მტკივნეულათ და მწარის ღიმილით წარმოსთქვა: დახე გათენდა და ჩემი ქმარი კი არსად არისო, განა ჩემ დღენი, ამ სიამოვნებით უნდა გავატაროვო?

მშვენიერი ნინასთჳს რომ შაგეხედათ, მილეულს მთვარესა ჰგვანდა და იმის ლოყებზედ ვარდი აღარა ყვაოდა.

ერთს დღეს, საღამოხანზედ, ლევან მთვრალი მოვიდა შინა, თავის ამფსონებით და ნინოს უთხრა: სტუმრები მომიყვანია, მშიერები ვიხოცებით, ჩქარა სადილი გვაჭამე და შენც ჩვენთან შეექეციო. ნინომ უპასუხა: დალოცვილო, რაღადროს სადილია და თუ სტუმრები გყავდა მოწვეული, რატომ დილას არ მიბრძანეო. ლევანმა, განა არ იცი, მე დილას შინ არა ვყოფილვარ, ეს სამი დღეა ორთაჭალას საქმე მქონდა, იქ ვიყავიო. მერე რა გვიან არის,- ყოველიდიდი დიდი კაცი საღამოზედ მიირთმევს სადილსაო. ნინო ძალიან შეწუხდა, ასე უცებ სტუმრების მოწვევასა და ეგონა, ორმოცამდინ ქალი და კაცი იქნებაო, ის კი არ იცოდა, ლევანს ვინ მოეყვანა სტუმრათა. რა ნინომ ეს ხალხი დაინახა, მეტის მწუხარებით თვალთ დაუბნელდა და წაქცევას ლამობდა, მარამ ქმრისათჳს უარი ვერ ეთქო, შიშითა და კრძალვითა. მხოლოდ, მეორე ოთახში ძლივს გამოვიდა ბიჭებს თადარიკი მისცა ახალის სადილისა და თჳთონ ღმერთს ევედრებოდა, უცხო, არავინ მოვიდესო და ეს ხალხი ჩემს სახლში არა ნახონო!

ლევანმა თავის ამფსონებით, შვაღამემდის ილოთეს, მრავალი ჭურჭელი და სკამები დალეწეს, შემდეგ ადგნენ და ერთობ საზანდრებით ბაღებისაკენ გასწიეს!!.

რა ბაღში მივიდნენ, ამ მშიერმა ხალხმა, ახლა ვახშამი გააჩაღეს და შექნეს სმეულობა. - ლოთები იმთენს ეცადნენ, რო ლევან დაათრეს, ასე რომ, იქ უგონო შექნილს დაეძინა; მაშინ, რაც ფული ჰქონდა, ჯიბეში, ამოაცალეს, თითონ წავიდნენ წამოვიდნენ და იმას იქ დაანებეს თავი, მძინარეს და უპატრონოთ ერთის ხის ძირას, რა განთიადმა მოატანა, ლევანს შესცივნოდა, თვალი გაახილა, ნახა რომ გვერთ აღარა ვინ ჰყავს, წარმოსთქვა: დახე ის პლუტები რა ოინს მომივიდნენ და ახლა უნდა დამცინონ, ლევან დავათვერითო, ამ სიტყვაზედ ფეხზე წამოდგა, მარამ, ბარბაცი დაიწყო, რადგან თავი ასტკივნოდა და კიდევ ღვინო არ გამოჰნელებოდა. ამ მდგომიარებით, როგორც იყო, ქვეითი წამოვიდა კრწანისიდან, რა აბანოებთან მოვიდა, აქ ერთს მეგობარს მეაბანოესთან შევიდა, ჩიბუხი მოითხოვა, შემდეგ იბანა და რაუნდოდა ფული მიეცა, ნახა რომ ჯიბეში, გროში აღარა აქვს,- მაშინ სთქვა: რავქნა, ათი თუმანი ფული მქონდა და სულ საზანდრებისათჳს მიმიციაო?! მეაბანოემ მოასხენა: თქვენზედ გახლდეს, აბანოს ფული, შემდეგ მიბოძეთო. აქ ლევან დროშკაში ჩაჯდა და შინ მოვიდა, იმ დროს რომ, ნინოსაც ეს იყო მდივანზედ მისძინებოდა ქმრის ლოდინში და ვახშამი ისევ იყო გაშლილი. რა ლევანმა სუფრა დაინახა, შეჰსძახა: ეს მიყვარს შენი, ნინო, რომ ქმრის პატივი იციო!... შიმშილითა ვკვდები შემიბრალეო!... ამ ყვირილზედ, ნინომ თვალი გაახილა, ქმარი რომ დაინახა, გაუღიმილა შემდეგ წამოდგა, მივიდა, გადაეხვია და უთხრა: თუ პური გშიან, მიირთჳო. - ლევანმა ნინოს ხელი წაჰკრა, წაბარბაცა და შეუყვირა: პურის ჭამას, რა შენ დაგეკითხებიო?! ამ სიტყვაზედ მივიდა და ხარბათ ჭამა დაუწყო ხორაგს. ნინოს ალაგს, სხვა ქალი რომ ყოფილიყო, ამ გვარს, ქმრის ალერსზედ, ან გულს შემოიყრიდა, ან იტირებდა და ან ერთს შფოთს ჩამოაგდებდა, მარამ, ნინომ, კიდევ ტკბილს ღიმილით მოახსენა ქმარსა: ხელს რათა მკრამ ჩემო ლევან, შენი ნინო არა ვარო?!...

ამ სიტყვაზედ ლევან გადაეხვია და რამდენჯერმე დასტლოშნა!... თუმცა ამ მხეცს საშინელის ღვინისა და ჩიბუხის სუნი ამოსდიოდა პირიდამ, მარამ, ნინო როგორ შეიმჩნევდა მწუხარებას და ცდილობდა,ეგებ, როგორმე ასიამოვნოს და არ გააჯავროს. - აქ ლევანს კინწი მოსწყდა ბევრის ლოთობისა და ღამის ტეხისაგან, ძილი მოეკიდა: ნინო დაბლა დასო, თითონ კალთაზედ თავი დაუდო და ისე დაიძინა. ნინოსაც, თუმცა არ სძინებოდა, ამის ლოდინში და მტკივნეულებს არ შეიმჩნევდა. შუადღემდისინ ასე ეძინა ლევანს და ნინოც ამ წამებაში იყო, შუადღის დროსღა გამოიღვიძა კნიაზმა, რამდენიმე ჩიბუხი მოსწია, შემდეგ ერთი დაუსტვინა, დროშკა მოართვეს, ჩაჯდა და გასწია! ნინო რა ამ ტანჯვას მორჩა, წარმოსთქვა: დამბადებელო! ადრევ მოწყალე იყავ, ახლა რაღათ აიღე ჩემზედ ხელიო!...

ლევან რომ დროშკით წამოვიდა, მთელი ქალაქი შემოირბინა, რადგან დროშკის ხურუში ჰქონდა და არაოდეს არ მოიწყენდა ასე სიარულსა, შემდეგ ვერაზე გავიდა, ხან აქეთ ეხა ხან იქით, საღამომდის ასე იტანტალა, მინამ თავიდან ღვინის ძალა გამოუვიდოდა, რა გამოფხიზლდა, იფიქრა სად სავიდეო?- შინ მოსვლა ეზარებოდა და ფულიც აღარა ჰქონდა, რომ წასულ იყო სადმე და ისევ უღონობით, სახლს მოატანა, აქ ტყუილათ თავი მოიავანთყოფა და დაწვა. ასე უნდა ვიცოდეთ, რომ ლევანს, შინ არა დააყენებდა რა, გარდა უფულობის მეტი და ამისთჳს ის დღე-დღე არ იყო, როდესაც ფული არა ჰქონდა, ავადმყოფიც მაშინ შეიქნებოდა, უძლურიცა და შინ მოსაქმეცა.- ლევანს მაინც. შინ გულმა არ გაუძლო, მოსწყინდა წოლა და იფიქრა: თუ ფული არ ვიშოვე, არ იქნებაო. ამ აზრით ადგა, ტანთ ჩაიცო და ბაზრისაკენ გამოსწია, აქ ერთი ნაცნობი ვაჭარი ჰყვანდა, ოცს თუმანს ესესხა, ამანაც ორმოცის თუმნის თამასუქი გამოართო და ფული მოსცა. რა ლევანმა ფული ჯიბეში ჩაიყარა, იფიქრა: ეხლა ჩემს დოსტებს ვეღარ ვიპოვი, აგერ დაღამდა ისევ ივან ივანიჩთან წავალ და იქ დროს გავატარებო.

ივან ივანიჩი, ერთი საწყალი კაცი იყო, ყმაწვილ კაცებს მიიწვევდა, ქაღალდს ათამაშებდა და თითონ ქაღალდის ფულით სცხოვრებდა, ჩვენი ლევანიც აქ მობრძანდა შესაქცევათ.

ამ დროს, ნინო შინ იჯდა, გულმა შფოთა დაუწყო, ტკივილები მოუვიდა. ელენემ რომ ეს გაიგო, რადგან ქალი მუცელქმნილი ჰყვანდა, მაშინათვე ბიჭები გაგზავნა, ბატონი მოძებნეთო, რომ, რომ ან ექიმი და ან ბებია ინაღვლოსო.- ბიჭებმა მრავალი ეძებეს ბატონი, მარამ ვერა გაიგესრა. - რადგან ჩვენ ვიცით სადაც ლევანი ბრძანდება, ვნახოთ, იმასაც მტკივნეულება აქვს რამე, თუ შექცევაშია ივან ივანიჩისას.

ივან ივანიჩისას რომ შებრძანებულ იყავით, პირველათ ვერას დაინახავდით, რადგან საშინელი ჩიბუხის ბოლი იდგა, ასე რომ კაცი კაცს ძლივს იცნობდა; შემდეგ ჰნახავდით რომ, რამდენსამე ადგილს სტოლები იყო გაშლილი და ყმაწვილი კაცები ქაღალდს შეექცეოდნენ. ერთს სტოლზედ, რამდენსამე ყომარბაზთ, ლევან ჩაეგდოთ, მალ-მალ ღვინოს დაუსხავდნენ და უგებდნენ ფულებს. აგერ მამლებმა იყივლეს, რამდენიმე, ამ საზოგადოებიდან, თავიანთ სახლები წავიდნენ და ლევან კი მიზარხოშებული წამთ და წამი დაიძახებდა: მოვიდეს ჩიბუხი და ღვინოვო!...

ყომარბაზებმა ასე გახადეს ღვინით ლევან, რომ გაგება აღარაფრისა ჰქონდა; რაც ფული, ებადა, სულ მოუგეს და ახლა მუჭებზედ ეთამაშებოდნენ; რა ისინიც გამოაცალეს ხელიდან; ადგნენ და შინ წამოვიდნენ; ლევანს კი ასე ეგონა, გვერთ კიდევ მიზის ვინმეო და იძახდა: მოდი ორი თუმანი, დაჰკარითო!... ბოლოს ღვინომ დასძლია, ჩიბუხი ხელიდან გაჰვარდა და იქვე მიეძინა!... გამღვიძებელი და პატრონიც აღარავინ ჰყვანდა, რადგან გათენება იყო და სახლის პატრონსაც დასძინებოდა. რა გათენდა, კნიაზმა თვალი გაახილა, ნახა რომ აღარავინ არის, ჯიბეში ხელი ჩაიყო, შიგ რომ თამბაქოს მეტი ვეღარა იპოვარა, წარმოსთქვა: ბიჭოს! ფულები წამიგიაო! ამ სიტყვაზედ წამოდგა, კარში გამოვიდა და გარეთუბნისაკენ გამოსწია. აქ, ერთს ქუჩაში, ერთ ძველ სახლთან მოვიდა, კარები დაარაკუნა, მცირეს ხანს უკან, შიგნიდგან დაუძახეს: ვინ ხარო?- ლევანმა: კარი გააღეთ, ანგელოზების უსტაბაში ვარო! ლევანი ხმაზედ იცნეს, მაშინათვე კარი გაუღეს, წინ ერთი ბებერი მოეგება და შინ შეიყვანა...

ახ ნინო, ნინო! შენ რა მდგომარეობაში ხარ და შენი ქმარი ვის ალერსს და ხვევნაში არის!...

აგერ წირვები დარეკეს რომ, ლევან ძლივს შინ მოვიდა, აქ, წინ მსახური მოეგება, ყური დაუჭირა და მოახსენა: ვაჟის მამა, ღმერთმა ადღეგრძელოსო! ამ სიტყვაზედ ლევანმა ასეთი ალიყული ჰკრა ბიჭსა, რომ საბრალომ, სამჯერ ალაყმალაყი გადაიარა. მაშინ ბატონმა შეუძახა: არა, შე არამზადავ, კინაღამ ყურები დამახიე, განა მე არ ვიცოდი რომ ვაჟი მეყოლებოდაო! ლევან რომ მაღლა ავიდა, აქ ელენე მოეგება და შემოსძახა: გენაცვალოს ელენე, სად ხარ შვილო? რამდენი გაძებნიე, შენმა დაბერებამა, ექიმი გვინდოდა, კინაღამ ნინუცა ხელიდამ არ გამომეცალაო!... ამ სიტყვაზედ ლევანმა უპასუხა: შეკურთხეულო, კაცს ათასი საქმე მაქვს, თავბედისა აღარა გამიგიარა... ექამდინ, ერთს რუსთან ვიყავ, არზებს ვაწერინებდიო!... მერე, ერთი ეს მიბრძანე, მე რა ბებია ვარ, რომ შინ ვყოფილ ვიყავ? ან ნინოს საექიმო რა სჭირდა, დედაკაცი კამბეჩსა ჰგავსო!... ელენემ, განცვიფრებით წარმოსთქვა: რას ამბობ შვილო; გენაცვალოს ელენე!... ჩემი ნინუცა როგორი კამბეჩია?!... კინაღამ არ მომიკვდა, მარამ ჩემმა დედამ ღმერთისამან შეგიბრალა და ვაჟიც მოქცვაო! ამ სიტყვაზედ ელენემ სთხოვა ლევანს ერთი ძიძა გვიშოვე სადმეო... ლევანმა დამშვიდებით მოახსენა: რას მიბრძანებ, შენი ჭირიმე, დედავ, ჩემს შვილს რა ძიძა უნდა? - თითო ყლუპა ღვინო ჩააყლაპეთ, თჳთო საათში, რომ ყუათიანი გამოვიდესო! ელენემ, გაოცებულმა, უპასუხა: შვილო, ყმაწვილის გაზდა, ღვინით ვის გაუგონიაო?!... ლევანმა, ელენეს ყური აღარ ათხოვა, ოთახში შევიდა, ნინოს დაჰკოცნა, ცოტას ხანს გვერდით მოუჯდა, შემდეგ შვილი მოაყვანინა, უალერსა და მცირეს ხანს ჰქონდა მისი ტრფობა.- ნინოს ძალიან იამა, ლევანისაგან ამ გვარი ქცევა, რადგან ნატრული იყო ქმრის ალერსსა!... მარამ ლევანს ვერც ცოლმა და ვერც შვილის ყოლამ, ვერ ჩაუგდეს გულში სიყვარული, - ორ საათს უკან, წამოდგა და უთხრა: მე წავალ, ძიძას ვიშოვიო. ამ სიტყვით კარში გამოვიდა და ისევ ეშმაკის გზას შეუდგა!

ნინო კი სიხარულისაგან აღარ იყო, ვაჟი რომ მიეცა. მალმალ მიაყვანინებდა, გულში ჩაიკრავდა დაჰკოცნიდა, ხან თითონ ძუძუს მოაწოდებდა და ჰქონდა ესრეთ, მისი ალერსი. - იმისთჳსაც, ხშირათ წარმოსთქვამდა: გმადლობ შენთჳს უფალო, რომ ამდენს მწუხარებასთან, შვილიც-არის ნუგეშათ გამიჩინეო!...

აშიყნი. ლოტო.

გორის მაზრასთან მტკვრის... პირსა, ერთი მშვენიერი სოფელი იყო, მახლობლათ, უცხო ტყე და მინდვრები ჰქონდა! ერთს საღამოს ხანს, წყლის პირს, დაფიქრებული ყმაწვილი კაცი დადიოდა, რა დაიღალა, მწვანეზედ დაჯდა და უყურებდა რომ, წყალზედ, წყნარათ, ტივი მოცურავდა, მარამ მახლობლათ რომ შაეხედა ვისმე ამ ყმაწვილისათჳს ცხადათ შეატყობდა, რომ ამისი აზრი და ფიქრი სხვაგან ჰფრინავდა.- რა ტივმა ჩაიარა, ყმაწვილმა კაცმა ამოიოხრა და წარმოსთქვა: აგერ ერთი წელიწადია,რაც მოვშორდი იმ ქალსა, საითაც ეს ტივი მიცურავს და სადაც ჩემი სიცოცხლე დაუტევეო!... აგერ ერთი წელიწადია, რაც თავი მოვარიდე მშვენიერს ნინას, რათა გონებიდამ გადამეგდო, მე იმის სიყვარული, მარამ ვაიმე, რომ იმის მოშორებამ, უფრო გამიძნელა წყლულიო!... ვგონებ ამ სიტყვებიდან სცნობს წარმკითხველი, რომ, ეს ყმაწვილი კაცი, ჩვენი ალექსანდრე იყო.

მცირეს ფიქრს შემდეგ, ალექსანდრემ, კიდევ წარმოსთქვა; ტყუილია ჩემი აქ ცხოვრება, - არც ცოცხალში ურევივარ და არც მკვდარშიაო! ამასთან დაუმატა: ვისთჳსაც მე ამ ჭირს ვითმენ და ვისაც თავი შევსწირე, სჯობს რომ ისევ იმის ყურებაში მოვკვდე, ვიდრე შორიდან ვივაგლახოვო. ამ აზრით მეორეს დღეს, თავის მოხუცებულის თევდორით, ქალაქისაკენ გამოსწია. რა თფილისში მოვიდა, სალამაძიანთ პირდა-პირ სახლში დაიჭირა, რომ ეგების, აქედან, ნინოს თვალი მოვკრა ხოლმე და იმითი მაინც ვინუგეშოვო.

ნინომ, რასაკვირველია არ იცოდა ალექსანდრე ქალაქში მოსვლა. ეს იყო ახლათ ქვეშაგებიდგან ამდგარ იყო და სწუხდა რომ, რამდენიმე დღე იყო ლევან შინ არ შემოსულო იყო. ელენეც სიძის ყურებით გადაყრუვდა და იმისმა ყოფა ქცევამ სიბერე მოუსწრაფა: ამასთან ბევრი გაბმული საქმები ჰქონდა მამულების საგანზედ, მარამ მადევარი და გულის შემატკივარი არავინ უჩნდა,- ერთს დღეს ელენემ ნინოს უთხრა: შვილო, ეს ამთენი საქმები გვაქვს,შენი ქმარიც არას დასდევს და არ ვიცი რა უწამლოთო? ნონომ მოხსენა: მოდი, დედავ, ნათლიას შეუთვალეთ, ეგები მოვიდეს, ან თითონ ითაოს და ან იშოვნოს ვინმეო. ელენეს, ქალის რჩევა მოეწონა, მარამ წარმოსთქვა. რა ვქნა შვილო, შენი ნათლია დიდკაცობს, აღარა გვკადრულობს და მაინც კაცს გაუგზავნი, ეგებ გვირჩიოს რამეო. - ამ აზრით, ელენემ წიგნი მისწერა ნინოს ნათლიას, გრიგოლ სირიმოვს და თავის დარდი აცნობა.

ნინოს ნათლია, ერთი ამპარტავანი კაცი იყო, არავის საქმეს კისრათ არ იდებდა ხოლმე; რა ელენეს წიგნი მოუვიდა, იფიქრა, ჩემს ნათლიდედას უარი არ ეთქმისო და მე იმის დევნის თავი კი არა მაქვსო. არ ვიცი რა უწამლოვო?... ამ ფიქრში რომ იყო, ბიჭი შემოვიდა და მოახსენა: ალექსანდრე მერცხალაძე გახლავთ, თქვენი ნახვა უნდაო. გრიგოლმა რომ ალექსანდრეს მოსვლა გაიგო, წარმოსთქვა: იფ, რაკი ბედზედ შამესწრაო!... ამ სიტყვით ბიჭს უბრძანა, მოახსენე მობრძანდესო, და თითონაც კარებთან მიეგება- რა ალექსანდრე შინ შემოვიდა, გრიგოლ გარდაეხვია, დაჰკოცნა და სკამი უთავაზა. აქ ამათ ერთმანეთი მოიკითხეს. მცირეს ხანს შემდეგ, გრიგოლ სირიმოვმა წარმოსთქვა: ალექსანდრე, შენთან ერთი სათხოვარი მაქვს და სიტყვა მამეც რომ აღმისრულებო. ალექსანდრემ, თუ შემიძლიან, დიდის სურვილითაო.

აქ გრიგოლმა უამბო ელენეს ყმის და მამულისა ვითარება, იმითი გარემოება, მდგომარეობა, ვინაობა,და სთხოვა, ეს საქმე შენ ითავე, რადგან მე არა მცალიანო. ალექსანდრემ რომ ეს ამბავი გაიგო, არ იყო რომ სიამოვნება არ მოეცა, თუმცა არზების წერას და დავიდარაბას სიკვდილივით ერიდებოდა მარამ იფიქრა: რაკი შემთხვევა მომეცა, ნინოს ხშირათ ნახვისა, იმის გულისათჳს რას არ ვიკისრებო!... ამ აზრით გრიგოლს უთხრა: თუმცა მე მაგ გვარს საქმეებს ვერიდები, მარამ, შენს თხოვნას უარი არ ეთქმისო; მხოლოთ წამიყვანე, გამაცანი და აცნობე რა საქმისათჳსაც მიმიყვანო. გრიგოლმა ამ სიტყვაზედ, არა უპასუხარა ალექსანდრეს, რადგან თჳთონ წასულა ეზარებოდა ელენესთან, მხოლოდ მივიდა სტოლთან, წიგნი დაწერა, ეს წიგნი ალექსანდრეს მოსცა და უთხრა: აი ეს იქნება შენი წინამძღოლი, ამ წიგნით ელენესთან მიბრძანდი და ქვრივ-ოხერს უპატრონეო.

მეორეს დღეს წირვების დრო იყო, ელენემ ლოცვა გაათავა და ნინო კი თავის პაწაწია ვაჟს ეალერსებოდა. ამ დროს ბიჭი შევიდა და მოახსენა: ვიღაც რუსი გახლავთ, თქვენს ნახვას მდომულობსო. ელენე საკვირველათ გაოცდა, ვინ რუსი იქნება და ან ჩემთან რა საქმე ექნებაო?!... ნინომ, იქნება რისთჳს არის, მოიწვიეთო, და თჳთონ მეორე ოთახში გასვლა დააპირა, მარამ დედამ უთხრა: შვილო, შენ რომ მიხვალ მე იმ რუსთან მარტო თავს მანებებო?... ან რა უთხრა, რომ არა ვიცირა?... აქ იყავ, რომ შენ ელაპარაკოვო. შემდეგ მიუბრუნდა ბიჭს და უბრძანა: მოახსენე, მობრძანდესო!

კარები გაეღო, ალექსანდრე შემოვიდა, ელენეს და ნინოს თავი დაუკრა და მოხუცებულის გრიგოლის წიგნი მიართვა.

ნინომ რომ ალექსანდრე დაინახა, ასეთი სიამოვნების ზარი დაეცა, რომ კინაღამ იქვე არ გადაიქცა!.. რამთენსამე წუთს, დიდი ხნის უნახავნი აშიყნი, ტკბილის ჟრჟოლას და განცვიფრებაში იყვნენ; ელენე კი წიგნს კითხულობდა. მცირეს ხანს შემდეგ, ნინომ რუსულათ ჰკითხა ალექსანთრე: რომელს წმინდას უნდა დაუმადლო, რომ შენ გხედავო?!... ალექსანდრემ უპასუხა: ჩემს ჟინს და მოუთმენელობასაო!... აქ ნინომ სკამი უთავაზა და უთხრა ღმერთმა გადაგიხადოს სამაგიერო, ეს მითხარ, როგორც ძვირი სტუმარი ხარ, ისე მოკლეს ხანსაც დარჩები, თუ მალე წახვალო? ალექსანდრემ იმედი მაქვს, თქვენი ხშირი სტუმარი შევიქნა, თუ არ დამითხოვოთო!... მარამ ღმერთის გულისათჳს, ერთი ეს მიბრძანე: ვარდი ნარგიზზედ რათ გაგიცვლიაო?!... ნინომ მიუგო: რატომ არ გიკვირს რომ, ჩემმა ბედმა აქამდინ სრულებით არ დამაჭკნოვო! ალექსანდრემ ჰკითხა, გულმტკივნელათ: მაშ უბედური ხარო?! ნინომ უპასუხა: თუ დრო მექნება როდისმე ყველასა ჰსცნობო... აქ ელენემ კითხვა შეასრულა. რა, გაიგო რომ ეს ყმაწვილი, მერცხალაძე იყო, რომელიც, ერთ დროში, ნინოს თავსა სთხოვდა, მობრუნდა ალექსანდრეს და უთხრა: თქვენმა მზემ, მინამ ამ ჩვენი ნათლიის წიგნს წავიკითხავდი: რუსი მეგონევითო!... გმადლობ გრიგოლს და უმეტესათ თქვენ, რადგან გიკისრიათ ჩვენი შემწეობა, რომლისათჳსაც, თუ მე არა, - ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროსაო! ალექსანდრემ, ამ სიტყვაზედ, მდაბლათ თავი დაუკრა ელენეს და მოახსენა: გრიგოლისა მე დიდი პატივის ცემა მაქვს და იმის ნათესავისთჳსაც, რასაკვირველია, თანამკვდარი ვიქნებიო!... აქ ელენემ უამბო ვითარება თავის საქმისა და სთხოვა, რომ ჩემს სახლში დაუკითხავათ მობრძანდი ხოლმეო. ამ დღიდამ, ალექსანდრე ხშირი სტუმარი და თითქმის შინაგანი კაცი შეიქნა სალამაძიანთი.

ერთხელ ნინო, და ელექსანდრე ოთახში ისხდნენ და ნინო შესჩიოდა თავის მწუხარებასა და მდგომიარებასა. ამ დროს, პატარა ყმაწვილი შემოიყვანეს, ნინომ ხელში აიყვანა შვილი, დაჰკოცნა და წარმოსთქვა: აი ალექსანდრე, ღმერთმა, ამთენს ბოროტთან, ნუგეშათ ეს გამიჩინა! და ახლა შენ ბრძანე, ვისა ჰგავსო? ალექსანდრემ ყმაწვილი გამოართო, უალერსა და ნინოს უპასუხა: ვარდზედ ასკილი უმყიათ, მარამ ვარდს თავის ნორჩი ამოუხეთქია და ვარდი მოუსხავსო!... ნინომ მწარეთ გაიღიმილა და ამოიოხრა! ალექსანდრეც დაფიქრდა, მცირეს ხანს შემდეგ წამოდგა, ყმაწვილი ნინოს მიაწოდა და უთხრა, მადლი უფალს. რომ შენ კიდევ ნუგეში მოგცა, მარამ ჩემთჳს ნუგეში სადღა არისო?!... აქ ალექსანდრემ ვეღარ შესძლო ყმაწვილის ყურება, რადგან მოიგონებდა დაკარგულს ბედნიერებას და სტანჯავდა აწინდელი მდგომიარება ნინასი, - გამოეთხოვა, შინ მოვიდა და ერთი კვირა სალამაძიანთსა აღარ გაიარა.

ნინო წუხდა, ალექსანდრემ რათ დამივიწყაო? ლევანიც ამ ერთს კვირაში ორჯელ არ შემოსულ იყო შინა. იჯდა საწყალი ქალი ოთხს კედელ შუა და ჰფიქრობდა: ნეტა ჩემი აწმყო, კეთილათ შეიცვლება როდისმე, თუ არაო?!... ამ გვარის მწარის ცხოვრებით განვლო ერთმა წელიწადმა, შემდეგ მეორემ მესამემ და აგერ მეოთხე წელში გადადგა ნინოს გათხოვება, მარამ, ამისთჳს ბედმა, მაინც, საუკეთესოთ არა შესცვალა. ნინოს, დღე და დღე ფერი და მშვენიერება ეკარგებოდა და ვარდის ფერი ლოყები, ზაფრანის ფრათ შეცვლილ იყვნენ; მხოლოდ ისევ ის მშვენიერი თვალები ჰქონდა, თუმცა ამათშიაც ცეცხლი ნელდებოდა!..

ერთს დღეს ქებულაძიანთ ქალებმა თქვეს: სირცხვილი არ არის ჩვენთჳს, რომ ნინოს არ მოვიკითხავთ; მწუხარებაში სადმე თურმეა; მერე, ჩვენთჳს თანამკვდარი ქალი, აგერ ოთხი წელიწადია რაც არ გვინახავსო. ერთმა ქალმა სთქვა: ასე ამბობენ, ქმარს თურმე ნინო არსად დაჰყავს და არცავის იმასთან ატარებსო, მეორე ქალმა წარმოსთქვა; რაც ნინო გათხოვდა, აღარ მინახავს, მაინც წავა ეხლა და ვნახავ, თუნდ რომ ვიცოდე, იმის ქმარი შემჭამდესო! ყველამ ერთობ წარმოსთქვეს: წავიდეთ, ვნახოთო!!... ერთმა ქალმა სთქვა; მოდი ნინუცას წიგნი მივწეროთ და თუ აღკრძალული არ არის იმისი ნახვა, მაშინათვე დაგვიბარებსო. ამ სიტყვით ქალებმა ნინოს წიგნი მისწერეს და ელოდნენ პასუხს.

ამ დროს, ნინო და ალექსანდრე ერთათ ისხდნენ და ნინო ეუბნებოდა: დედამ გუშინ მიბრძანა: ერთი ხელსაქმე რამ გააკეთე და ალექსანდრეს მიართჳო, გულს დაედებაო! ხომ ჰხედავ ჩვენთჳს როგორ ცდილობს და საქმები კარგათ მოჰყავსო... ამ სიტყვაზედ ნინომ გაიცინა და განაგძელა: ხელსაქმის თავი კი აღარა მაქვს და ეს გიშრის კრიალოსანი, რადგან ძალიან მიყვარს, სახსოვრათ მიირთჳო! ალექსანდრემაც ღიმილით მიუგო: მე ქრთამების ნაჩვევი არავარ და იმისთჳს ვერ ვიკისრებ კრიალოსნის აღებასო და თუ იმას ბრძანებ, სახსოვრათ იყოსო, ესეც კარგათ იცი, რომ ჩემგან შენი დავიწყება ძნელია; მარმ,(მარამ,) რადგან მე ოდესმე მსურდა, შენის ჯაჭვით დავბმულიყავ და იმის ღირსი ვერ შევიქმენ, ეს კრიალოსანი, ჯაჭვის სამაგიეროთ მქონდესო!... ამ სიტყვაზედ კრიალოსანი ჩამოართო ნინოს და მაჯაზედ გაიკეთა. ესენი ამ ლაპარაკში იყვნენ, ბიჭი შემოვიდა და წიგნი მოართო ნინოს. ამ ქალმა რომ წიგნი წაიკითხა, სიამოვნებით გაიღიმილა და წარმოსთქვა: განა მეგობრებს კიდევ ვახსოვარო?!... შემდეგ დედას მოახსენა: ქებულაძიანთ ქალებს ჩემი ნახვა ჰსურთ და არ ვიცი რა შეუთვალოვო?...ელენემ, სთხოვე მობრძანდნენო, ნინომ კიდევ მოახსენა: თქვენს სიძეს რომ ეწყინოს? განცვიფრებულმა ელენემ, გაჯავრებით წარმოსთქვა. ეს რაღა ღმრთის რისხვა არის, შენს ტოლს ქალებს აქ მოსვლა როგორ დაეშლებათო! რა დედას დასტური აიღო, ნინომ, ქალებს მისწერა, მობრძანდითო და იმათაცდიდხანს აღარ ალოდინეს ნინო, სიხარულით მოუცვიდნენ და ბევრის კოცნით თითქმის დაღალეს. ერთი ქალი ეუბნებოდა. რავქნა, ვეღარა გცნობ, განა ისევ ის ჩვენი ნინუცა ხარო?... მესამემ: უშენობა ძალიან დაგვეტყო, შენმა გარდამ, რატომ ასე დაგვივიწყეო? ნინომ არ იცოდა, რომლისათჳს მიეგო პასუხი. ამ ქალების მოსვლა ძალიან იამა, მოიგონა წარსული დროება და ღიმილით უთხრა: ქალებო, ჯერ დაბრძანდით, რომ ჩემი ვითარება გიანბოთო. რა ქალები დასხდნენ, ნინომ თავის პატარა მოტიტინე შვილი გამოიყვანა და უთხრა: ამის ყარაული ვარ, ვერ მოვშორებივარო!... ქალებმა რომ ნინოს შვილი ნახეს, ძალიან იამათ, მრავალი კოცნეს და უალერსეს, ასე რომ დედა თუ არ მიშველებოდა, ყმაწვილს დაასუსტებდნენ მეტის კოცნით... ამათმა მაყურებელმა ალექსანდრემ იფიქრა: აქ ჩემი საქმე არ არისო და შინ წავიდა. ნინო და ამის სტუმრები ძალიან გამხიარულდნენ, რადგან დიდი ხანი იყო, ერთმანეთი არ ენახათ, შემდეგ ლოტო გაჩაღეს და მოიგონეს თავიანთებური სიცილი და მხიარულება. ესენი რომ ამ სიამოვნებაში იყვნენ, ამ დროს კარები გაეღო და ლევან შემოვიდა საშინელი მთვრალი. აქ რო ქალები დაინახა, ნინოს შიეუტია. განაჩემი სახლი ხოჯის აბანოა, რომ ამდენი ხალხი შეგიყრიაო?!... ქალები ჯერ ლევანს კარგათ არ იცნობდნენ და განცვიფრდნენ, იმის ამ გვარს უპატიურს ლაპარაკზედ. - ნინომ კი, ამ სიტყვების გამგონემ, ერთი შეჰყვირა და გულს შემოეყარა.- იმისმა შეწუხებულმაგულმან, მეტი ვეღარ აიტანა! ქალები მისცვივდნენ ნინოს, მოსაბრუნებლათ, ერთი წივილ კივილი შეუდგათ... ლევან კი უყვიროდა: მაგით მე ვერ მომატყუებო!.. შემდეგ ქალებს მოუბრუნდა და უთხრა; ჩემს სახლში თქვენ რას პეიტრობთო?!... ქალებმა რა ნინო მოაბრუნეს და თავის საწოლში შეიყვანეს, ერთობ სთქვეს: ახლა კი წავიდეთ, ამ კაცი ჭამიამ არ დაგვყლაპოსო!... ერთმა ქალმა წარმოსთქვა: შენი ბრალი, ბეჩავ, ნინო, მეგ ძნელ კაცის ხელშიაო! ერთობ ქალებმა მიუგეს: მართალს ამბოფო, ნინო შესაბრალისიაო!... ასე სთქვეს და შინათკენ წამოვიდნენ.

იმ ღამეს ნინო საშინლათ გააცხელა; თავ-ბედისა ვეღარა გაიგორა. საბრალო დედაც ბალიშთან უჯდა ნინოს, ხან ტიროდა და ხან ლოცულობდა. ლევან კი იმ ღამესვე გარეთ გამოვიდა და არ ვინ იცის, საით წავიდა. მეორეს დღეს ნინომ ცოტა მოიხედა, გუშინდელი ამბავი მოაგონდა, ტირილი დაიწყო და წარმოსთქვა: დამბადებელო! თუ სიცოცხლე გამიმწარე, სიკვდილს მაინც ნუღარ დაიშურებ ჩემთჳსაო!...

მკითხავი. ბოლო ამისა.

ელენე ცხადათ ჰხედავდა, რომ ამის ქალისათჳს საჭირო არ იყო ქმარი მდიდარი და დიდის კაცის შვილი, ოღონდ ყოფილ იყო მშვიდი კაცი და ცოლის სიყვარული და პატივის ცემა ჰქონოდა. საბრალო მოხუცებული ამ საგანში ძალიან მოტყუვდა და ძრიელ ძვირათაც დაუჯდა ეს შეცდენა. ნინო უფრო და უფრო ავათ შეიქნა: ლევან კი ცუდს ქცევაზედ ხელს არ იღებდა. ერთხელ ელენემ იფიქრა რა ვქნა, ჯადო ხომ არ გვიყო, მოდი ერთი მკითხავს დავიბარებ, თუმცა ვიცი რომ, დიდი ცოდვა არისო, და ამ აზრით მკითხავი მოაყვანინა.

მკითხავი ერთი გამოქნილი თათრის მოლა იყო და როგორც იტყვიან, ცხრა თოკში გამძვრალი. ამასთან ეს თათარი თავის ხელობას ძალიან აჭეშმარიტებდა და დიდის საიდუმლოებით მოქმედობდა ხოლმე. რა სალამაძიანთსა მოვიდა, ელენეს ჰკითხა რა სამსახურისათჳს მიბრძანებთო? ელენემაც ცალკე ოთახში შეიყვანა და უთხრა: იმ დღეს აქ ქალები გყვანდნენ სტუმრათა, ჩაის კოვზები დავკარგეთ და ვერ გვიპოვიაო. ამას გარდა, ჩემი ქალი სულ ავად მყოფობს და ქმარსაც არ უყვარს, არ ვიცი რა მიზეზიაო?

მოლა დაფიქრდა, უბიდან ერთი წიგნი ამოიღო, გაშალა, დიდხანს იკითხა და წარმოსთქვა. თქვენ ჯადო გაქვთ ნაქნარიო და ეხლავ ვიპოვიო, ოღონდ ერთს მსახურს უბრძანე, რაც უთხრა ის აღასრულოსო. მსახური რომ შემოვიდა, მოლამ წაიყვანა სამზარეულო დააგვევინა და უთხრა ნაგავი გადაყარეო. ბიჭმა, ჩვეულებრივ, წაიღო ნაგავი და სიზარმაცით იქვე ამოსავალს კიბესთან დაყარა. მაშინ მოლა მივიდა და იქ ადგილი გაათხრევინა, რამდენიმე სხვა და სხვა ნაკუწები ამოჰყვა ნათხარს, მოლამ აჰკრიფა და მოახსენა ელენეს: აი ჯადოები კიბესთან იყო დაფლულიო, ახლა ფიქრი ნუღარაფრისა გაქვსთ, საქმე თავის თავად შესწორდებაო. ელენემ რომ ეს ნაკუწები დაინახა, შეჰყვირა: დახეთ თქვენი ჭირიმეთ! ეს ჩემი სიძის ახალუხის ნაკუწი, ეს ჩემი ქალის კაბის ნაჭერი და ვინიცის რა ნაჭრები არ არის აქაო!.. გასაკვირველი არ არის, რომ მოლამ კიბესთან ნაჭრები ამოთხარა; ამიტომ რომ, მსახურები ყოველთჳს ნაგავს კიბესთან დაჰყრიდნენ ხოლმე, მკითხავი რა ამას მორჩა, ახლა კოვზების ძებნას

შეუდგა, მოლა ძალიან ეშმაკი და მოხერხებული კაცი იყო და ამ საგანისათჳსაც, კარგი ოინი მოეგონებინა. ჯერ ერთობ მსახურები დაიბარა და უთხრა: ხომ ნახეთ, ჯადოები რა რიგათ ვიპოვეო? ახლა ეს უნდა იცოდეთ, მე თჳთონ ჯადოს გავაკეთებ, კოვზები რომ დაკარგულა, ისინი უნდა გამოვაჩინოვო; თუ ხვალამდის კოვზები ვერ ვიპოვე, ვისაც ისა აქვს, შეულოცავ, რომ სულ ზეზეურათ დაიწოსო. აქ საწერ კალამი ამოიღო, ყველას სახელები დასწერა: ბატონებისა, მსახურებისა და სტუმრებისაც, ვინც ამ სახლში ყოფილ იყვნენ: შემდეგ უთხრა მსახურებს, თქვენ ყველამ ამაღამ თჳთო კალთა მიწა დააგროვეთ; ხვალ იმ მიწაში უნდა კოვზები გამოვაჩინოვო. მსახურები ისე მოიქცნენ, როგორც მოლამ დაარიგა და ერთმა მათგანმა, რომელსაც კოვზები მოეპარა, იფიქრა: მოდი მიწაში ჩავატან, თორემ ეს მოლა ხვალ სულ ცეცხლს მომიდებსო!...

კოვზებიც იპოვეს ტყუილი ჯადოებითა, მარამ ამან ნინოს ავადმყოფობა და ლევანის საძაგელობა არ შეუმსუბუქა. ნინო ვარმისაგან იყო ავათ, დღე და დღე უფრო სნეულდებოდა და პატრონი ვინ იყო? ლევან ამას არ მოჰხედავდა და თუნდ მოეხედა კიდეც, უფრო გულს გაუხეთქდა ცუდის ქცევით. ისევ ნინოს მანუგეშებელი და პატრონი ალექსანდრე იყო.- აგერ სამი კვირა გავიდა, რაც ნინო ქვეშაგებათ ჩავარდა და ალექსანდრეს, ლევანის მორიდებით, ექიმი ვერ მოეყვანა, თუმცა საჭიროთ ჰხედავდა. ერთს დღეს ნინო ძალიან შემძიმდა, ალექსანდრეც გვერდითა ჰყვანდა და ანუგეშებდა. ნინომ მოიხედა და უთხრა შენმა გარდამ, ალექსანდრე, ჩემი იმედი ნუღარავის ექნებაო; მე ვგრძნობ, რომ სააქაოს პირი აღარა მაქუსო!... ალექსანდრემ მკაცრათ უპასუხა: სულმოკლეობას მე მაჩემებდი და შენ კი უფრო ყმაწვილურათ სულმოკლეოფო!- საიმისო რა გჭირსო? თუ გინდა ექიმს მოვიყვანო. ნინომ მიუგო, მე ვგონებ ექიმი ვეღარას მიშველისო,- აგერ რამდენ ჯერმე პირიდან სისხლი ამომივიდაო... ამ სიტყვაზედ ნინოს გულის ფრიალი მოუვიდა და ბოლოს გულსაც შემოეყარა. ალექსანდრე ძალიან შეშინდა, მიჰვარდა ნინოს, მოაბრუნა და უთხრა: კარგია შენის თავის ჭირიმე, ძალათ თავს რაზედ იკლამო?!... ნინომ რომ მობრუნდა, გოგოს დაუძახა და უბრძანა. ყმაწვილი შემომგვარეო. რა ნინოს შვილი მოჰგვარეს, გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო. შვილმა პაწია ხელები მოჰხვია დედას, კისერზედ, თავი ყელში ჩაუგდო და ეალერსებოდა. შემდეგ დედას ჰკითხა: დედა ლათა სენა ფუფუა? ნინომ წარმოსთქვა: გულმტკინველათ:რა ვქნა შვილო, ავათ ვარო. ამ სიტყვაზედ ნინომ თვალები დახუჭა, შვილმან ჰკითხა კიდევა: დედა სენა ნანა?- ნინომ ცრემლით უპასუხა: ჰო შვილო, ნანა... ამასთან ნინომ დაუმატა. იქნება ასე ნანა, რომ ვეღარც კი გავიღვიძოვო!... ალექსანდრე, ამათი მაყურებელი, ძრიელ გრძნობაში მოვიდა, ცრემლები გადმოცვივდა, მარამ, მსწრაფლათ მოიწმინდა რომ არავისთჳს შეემჩნევინა და რა ნახა, რომ ნინოსაც ძალიან აწყენდა და დაასუსტებდა ამ გვარი შვილის ალერსი, გოგოს უბრძანა და ყმაწვილი გააყვანინა. თითონ წამოდგა და ნინოს უთხრა: მე წავალ, ექიმს მოვიყვან. თუ არას გაგკურნებს, ხომ არას გავნებსო. ამ სიტყვით გამოვიდა და მსწრაფლად ექიმი მოიყვანა.

რა ექიმმა ნინოს სნეულების ვითარება გამოჰკითხა, ალექსანდრე კუთხეში გაიყვანა და უთხრა: ცოდო არ არის ამისთანა მშვენიერი ქალი დაგიჭლექებიათო?! ძნელიღა არის მაგის მორჩენა, მარამ ჩემის ღონის ძიებას მივიხმარებ და ვეცდებიო. ექიმის სიტყვაზედ, ალექსანდრე ძალიან შეშინდა და ვედრება დაუწყო; ნინომ თვალი მოჰკრა ამათ ჩურჩულს და უთხრა ალექსანდრეს: ნუღარ აწუხებ ექიმს, ვიცი მაგის სწავლა და ხელოვნება ჩემთჳს ამაო არისო!... ამ სიტყვაზედ კარები გაეღო, ლევან შემოვიდა და ეს ხალხი რომ აქ დაინახა, ნინოს მიუბრუნდა და წარმოსთქვა: ახლა რაღას იტყვი, კარგო დედაკაცო, ესენი ვინ გახლავანო?!... ასე სთქვა და კარში გამოვიდა. ამ სიტყვაზედ ნინოს გულს შემოეყარა რადგან ქმარმა არ იცოდა გარემოება და ტყუილი, ეჭვი მოიტანა ნინოზედ. - ექიმმა რომ ეს გაიგონა წარმოსთქვა: ვინ იყო ეგ კაცი, ეს ქალი ხომ მოკლაო!... ამ სიტყვით მიჰვარდა ავად მყოფს და სასუნებელით ძლივს მოაბრუნა. რა ნინომ თვალი გაახილა, დაიძახა: ლევან ლევან, აქ მოდი, მოჰხედე შენს ნინასაო!... მარამ ლევანს აღარ ესმოდა ნინოს ძახილი და ვედრება!...

ლევან რომ კიბეზედ ჩადიოდა, აქ ელენე დაჰხვდა და უთხრა: შვილო, სად მიხვალ, ცოლი გიკვდება და რატომ არა ჰპატრონობო?! ლევანმა უპასუხა: პატრონებათ იქ არ ეყოფიან, კუროები რომ უსხედანო!- ელენემ შექნა ფიცილი, ექიმი არისო და დაუწყო ვედრება, ნურსად წახვალო. ლევანმა: მე არსად წავალ, მაგრამ ამას კი ნუ იფიქრებ, რომ მე შენს ქალს მოუჯდე გვერდითაო: ვისაც ჩემი თავი არ უნდა, არც მე ვინდომებ იმასაო! ელენე ბევრს ეფიცა, მარამ ლევანის თავში და გულში ჭეშმარიტება და გრძნობა ვერ შეიყვანა.- აქ ლევან შემობრუნდა სახლში, სუფრა გააშლევინა, შემდეგ შვილი გამოაყვანინა, დაიწყო ღვინის სმა და უსუარი ყმაწვილიც ასე დაათრო, რომ იქვე უგონოთ დააგდო; თითონ წამოდგა და ისევ ეშმაკის გზას გაუტია!...

ნინოს თუმცა ექიმმა ბევრი უწამლა, მრავალი თხის რძე ასო, ზურგზედ ქილები და კოტოშები ჰკიდა, რამდენჯერმე ცხელს წყალში აბანა მარამ, უკეთობა ვერ დაატყორა, ასე რომ ალექსანდრეს გაუტყდა და უთხრა: მაგ ქალის მორჩენა ძნელია და მე იმედი გარდამიწყვეტიაო. ესეც იცოდე, თუ ერთი რამ კიდევ ეწყინა, ხუთს საათს ვეღარ შესძლებსო. ამ ამბის გამგონე ალექსანდრე, ასე შეწუხდა, ხანჯალი რომ დაეცათ ვისმე, წვეთი სისხლი არ გამოუვიდოდა... ბოლოს იფიქრა: რა ვქნა მე ხომ მოხუცებულ დედას ვერას გამოუცხადებ და ქმარს უნამეტნავესათაო და არ ვიცი რა წყალში ჩავარდეო! ისევ სჯობს ამ მწუხარების მოროტმა მარტო მე დამღრღნასო!...

ლევანმა რომ შვილი დაათრო, ეს ამბავი არავინ იცოდა. მოახლებმა ყმაწვილს ძებნა დაუწყეს; მოვიდნენ, ნახეს, რომ ხალიჩაზედ გორავს ეს უცხო მოტიტინე ბალღი; გონებაში ვეღარ ჩააგდეს. მაშინათვე ელენეს მოახსენეს, ყმაწვილი ავათ არისო. მრავალი შინაური წამლები ასვეს, ექიმიც მოიყვანეს, მარამ ყმაწვილს კუჭის ანთება მოუვიდა და რამდენსამე საათში თან გაიტანა. ამ პატარას სიკვდილზედ ასეთი წივილ კივილი შეიქნა, რომ კაცი ერთს თოფის მანძილზედ გაიგონებდა: ეს ხმა ნინოსაც მოესმა და როგორღაც გულმა შეუტყო, რომ ამის თავს რაღაც უბედურება არის. გოგო მოიხმო და უბრძანა, ყმაწვილი აქ შემოიყვანეო. - გოგო ასე გარინდდა და გასტერდა, რომ ალაგიდამ ვეღარ დაიძრა. ნინომ კიდევ განუმეორა ბრძანება. - მოახლე მაინც ჩაკირულივით იდგა და ხმას არ იღებდა. ნინოს გულმა შფოთვა დაუწყო და შეუძახა გოგოს: რა ქენით ჩემი შვილი, მოკალით თუ რა უყავითო?!... ამ სიტყვაზედ გოგომ ხელები თვალებზედ მიიფარა და შექნა ქვით ქვითი.- ნინო ახლაღა მიჰხვდა, რაც ამბავი მომხდარ იყო... ერთი საშინელი შეჰკივლა, რამდენიმე მუჭა სისხლი და ჩირქი ამოასხა პირიდან, და გულს შემოეყარა! ამ წივილზედ მოახლები სულ აქ შემოცვივდნენ და ნინო ძლივს მოაბრუნეს. ნინო რა გონებას მოვიდა, შვილის სიკვდილზედ, მეტის სიმწარით, ცრემლი შეშრომოდა, ტირილი აღარ შეეძლო, თუმცა ამისთჳს ცრემლი ამ ჟამად დიდი ნუგეში იქნებოდა! ამასთან ასე მისუსტდა საბრალო ნინო, რომ ოხვრაც კი ემძიმებოდა... მცირეს ხანს შემდეგ სრულ გონებაზედ მოვიდა, გული შეიმაგრა და წარმოსთქვა: ახ! ძეო ღმერთისაო, ავიღე ჯვარი შენი და შემოგიდექი შენ!... რა ეს სიტყვა გაათავა მოახლებს მოუბრუნდა და უთხრა: ახლო მოდით, ჩემო ერთგულნო მსახურებო და ჩემო დეებო!- მე ვიცი, რომ დიდხნის სიცოცხლე აღარა მაქვს, სიკვდილი ჩემთჳს სანატრელი და ტკბილია! თუ წყენა მოგაგონდებოდესთ რამე ჩემგან, მომიტევეთ, ღმერთის გულისათჳსაო!... მოახლებმა ერთობ ტირილი შექნეს. ნინომ უთხრა: რა გატირებთ, ჩემო საყვარლებო, ეხლა ტირილის დრო არ არის, - ერთი ბიჭი გაგზავნეთ, ლევან აპოვნინეთ, რომ, იმისი უნახავი არ მოვკვდეო... ალექსანდრესაც შეატყობინეთ იმისი ნახვაც მინდაო. რამდენიმე ბიჭი წავიდა, მრავალი იარეს, მარამ ლევან ვერ იპოვეს. ეს დღე ისე დაღამდა. იმ ღამეს ნინო ასე შემძიმდა, რომ აღარ ეგონათ თუ გათენებამდის შეაწევდა, მარამ ღმრთით გათენებისას ცოტა მოიხედა და იკითხა: ლევან რა იქნაო?- მოახსენეს: ეძებენ და ვერ უპოვიათო.ნინო მცირეს ხანს დავიწყებაში იყო, რა მოიხედა, წარმოსთქვა: ახ ლევან, ლევან! სად ხარ საყვარელო, შენს უნახავს რათა მკლამო?!... ამ სიტყვის შემდეგ ნინომ იკითხა: ალექსანდრე რაღა იქნა, განა იმასაც მოვძაგდიო?!... მოახსენეს, შინ არა გხლებიათო. ეს დღეც დაღამდა, როგორც სხვანი, წარსულის დროებისანი და ლევან მაინც არსად სჩანდა! აგერ შვაღამემ მოატანა, ნინო საშინლათ მწუხარე შეიქნა და წარმოსთქვა: თუ ღმერთი გწამთ, ალექსანდრე მაინც მოიყვანეთო! ბიჭი გაიქცა, ბედზედ ალექსანდრე შინ დაახელა და მოახსენა: პატარა ქალბატონი ძალიან მწუხარე ბრძანდება და თქვენს ნახვას მდომულობსო. ამისმა გამგონემ ალექსანდრემ მაშინათვე ტანთ ჩაიცო და ნინოსთან გამოეშურა. რა ავად-მყოფთან შავიდა, ნახა რომ, ეს ქალი მართლათ, ძალიან შემძიმებულა და გულის ყრა მოსდის.- სასუნებლები ასუნებინა, მოაბრუნა და ჰკითხა: რასაიქ ჩემო ნინაო?!... ნინომ ამ ხმაზედ თვალი გაახილა, რა ალექსანდრე იცნა, საკვირველათ, გაიღიმილა, ხელი გამოართო და წყნარის ხმით წარმოსთქვა: ალექსანდრე, არ გებრალები რომ ვკვდებიო?!... ალექსანდრემ მიუგო: რას ამბობ, ნინო შენის თავის ჭირიმე! ასე უნდა იცოდე, თუ სასიცოცხლო ხარ, მაგ თქმისთჳს უფალს ცოდავო და თუ ღმერთი გამიწყრება და შენს სასიკვდილოთ გამოგიმეტებს, მაინც მაგითი სიკვდილს ისწრაფებ და რა ადამიანიც სიკვდილს მოისწრაფებს, ის თავისის თავის მკვლელობაში შევავო, და ხომ იცი, ეს რაცოდვა არისო!... ნინომ მწარის ღიმილით წარმოსთქვა: ახ, ალექსანდრე, ალექსანდრე! ეხლა ქადაგების დრო აღარ არისო. აგერ ნახევარ საათი სიცოცხლე აღარა მაქვს, წელამდის მე სულმრთლათ მკვდარი ვარ და თუ თავი ჩემი კიდევ ცოცხლია, ეს იმისთჳს რომ, ენამ შეიძლოს უკანასკნელს ჟამს შენთან ვედრების თქმაო; ჩემი გულიც ცოცხალია და მხოლოდ თქვენს სასიყვარულოსღა ჰსძგერსო!... ახლა მომისმინე მეგობარო!... ეს ორი დღე არის, ლევან ვაძებნიე და ვერ იპოვეს, რათა გამოვსალმებოდი!... ეტყობა იმისთჳს სულერთია; ცოცხალი ვიყო, გინა მკვდარი?!... ამას მე საყვედურათ არ ვამბობ, არა შენმა გარდამა!... და ესეც კარგათ იცი, რომ მე იმასთან დანაშაული არა მაქვსრა! ახლა ჩემი უკანასკნელი თხოვნა ეს არის: თუ ლევანს შაჰხვდე სადმე, ასე უთხარ, ნინო, უკანასკნელს ჟამს, შენს ხსოვნაში იყოთქო; ესეც უთხარ: ჩემი სიკვდილი შენზედ ალალი იყოსთქო!... ღმერთს ვვედრი, უკეთესი ცოლი შეირთოთქო. ამას გარდა, გვერდი არ დაიზარო და ჩემს საფლავზედ მოხვიდე ხოლმეო!... გახსოვდეს შენი ნინა და ჩემთჳს ცრემლს ნუ დაიშურებო!... აქ ალექსანდრემ სიტყვა გააწყვეტინა ნინოს და წარმოსთქვა: კმარა ნინავ, შენი თავის ჭირიმე! გაწყენს მაგთენი ლაპარაკიო! ნინომ უპასუხა: რას ამბობ საყვარელო! მე ეხლა წყენას და რგებას კი აღარ დავდევ, მე დროს ვეხარბები, რომ შენ გელაპარაკოვო... ნინამ, მცირეს ხანს შემდეგ, ისევ განაგრძელა: ალექსანდრე, ერთი სავედრებელიესღა დამრჩომია. ჩემს შვილთან დამამარხვინევო!... აქ ნინომ ტირილი დაიწყო. ალექსანდრემ არ იცოდა ნინოს შვილის გარდაცვალება, ახლაღა მოაგონდა ექიმის სიტყვა და მიჰხვდა, რასაც მოესწრაფებინა ნინოსთჳს სიკვდილი! მცირეს ხანს უკან ნინომ წარმოსთქვა: ოჰ, რა მენანება ჩემი თავიო!... განა ალექსანდრე, მე ჯერ ყმაწვილი ქალი ვარო?!... ჰოი წარსულო: მშვენიერო დროებავ!... ახ, სიცოცხლევ, სოცოცხლევ! რა ტკბილი ყოფილხარო!.. მარამ, ჩემთჳს ეხლა სიკვდილი უფრო უტკბილესიაო!... აქ ნინო მცირეს ხანს დავიწყებაში იყო, რა გამოფხიზლდა, წარმოსთქვა, ალექსანდრე, იცი რა ფიქრი მომივიდაო? - როდესაც ცოლი შეირთო და ვინცობაა ღმერთმა ქალი მოგცეს, ჩემს სახსოვრათ, სახელათ ნინა უწოდეო! ალექსანდრეს გულმა მეტი ვეღარ შესძლო და ამასაც ცრემლები გადმოცვივდა. ნინომ ჰკითხა რა გატირებსო? ალექსანდრეს უნდოდა გული შეემაგრებინა, მარამ, რა ამგვარი სიტყვები უფრო გულს უთუთქავდა, ქვით ქვითი შექნა. ნინომ კიდევ განაგრძელა: მე ვკვდები და შენ კი ტირიო?!... სირცხვილი არ არის, როგორი ვაჟიკაცი ხარო!... აქ ნინომაც ტირილი დაიწყო და გულსაც შემოეყარა. რა ნინომაც ახალის ტანჯვისათჳს თვალი გაახილა, წარმოსთქვა: ალექსანდრე, ჩემს სიკვდილს ჯერ დედას ნუ გააგებინებო... გებრალებოდეს საწყალი მოხუცებულიო. აქ ალექსანდრე წამოდგა და გარეთ გამოვიდა, მალვით ბიჭი გაგაზავნა და მღვდელი მოაყვანინა. ნინომ რომმოძღვარი დაინახა, გაიღიმილა და წარმოსთქვა: მობრძანდეს ჩვენი მხსნელი და მეფე ცისა და ქვეყნისაო!... ნინომ ახსარება აღვიარა და სასოებით წმინდა საიდუმლო მიიღო. მოძღვარი რომ გამოვიდა ნინომა სთქვა: ახლა კი ვგრძნობ რომ, მოვიდა ჩემი აღსასრულიო!... აქ მცირეს ხანს ხმა შესწყვიტა და შემდეგ ძლივსღა წარმოსთქვა: დამბადებელო ღმერთო, მიიბარე სული ჩემი!... მშვიდობით ალექსანდრე!... ახ ლევან, ლევან!... მშვიდობით საყვარელო!... ალექსანდრე!... ოჰ... მშვიდობით!... მშვიდ... აქ ნინომ სიტყვა ვეღარ შეასრულა, ერთი კიდევ ამოიფშვინა, პირ-ჯვარი გადაიწერა, გულს ხელი დაიკრიფა და სულითა და გულით დამშვიდებულმა და მომღიმარმა განუტევა სული...

ამ დროს, ალექსანდრემ ერთი საშინელი შეჰღრიალა, მივარდა ნინოს და ხელებზედ კოცნა დაუწყო. ეს ყვირილი მოახლებს მოესმათ. მაშინათვე შემოცვივდნენ და ასეთი წივილ კივილი შეიქნა, რომ კაცს მეორეთ მოსვლა ეგონებოდა! მარამ საბრალო და საცოდავი სანახავი ელენე იყო. რა ქალის სიკვდილი გაიგო. ჯერ პირველში, ორი საათი მეტი გულშემოყრილი იყო, რა მობრუნდა თავ-პირი ჩამოიხოკა, თმა სულ გაიგლიჯა და რადგან სიმწარისაგან ცრემლი არ მოუვიდა, და ხმაც გაუწყდა, მხოლოდ ჰგმინავდა პირუტყივითა!...

ნინოს გარდაცვალების მეორეს დღეს, ლევან ცოცხალ-მკვდარი მოიტანეს,-პირში ენა აღარა ჰქონდა ისე დამთვრალიყო; ერთი კვირა ყარაჯალის ბაღში გდებულ იყო, თავის ამფსონებით; მეორეს დღეს შუადღემდისინ ეძინა; რა გაიღვიძა, მსახურები შევიდნენ ტირილით და ცოლი გაუმჟღავნეს. ლევან თუმცა საშინელი გარყვნილი იყო, მარამ, როგორც ზეითა ვსთქვით, საკვირველი ჩჩვილი გული ჰქონდა. რა ნინოს სიკვდილი გაიგო, ერთი საშინელი შეჰღრიალა, თავ-პირში წაიშინა და იკითხა: სად არის ჩემი საყვარელი, მაჩვენეთო?!... ბიჭებმა ტირილით უპასუხეს: ეხლა წაასვენეს სასაფლაოზედაო.

აქ ლევანმა ახალუხი და შარვალი ჩაიცო, კარში გამოვარდა და ისე თავ შიშველა, საფლავისაკენ გაიქცა. რა იქ მივიდა,- ის იყო ნინოს ანდერძი აუგეს,- მიჰვარდა კუბოს, გადაეხვია და მდუღარის ცრემლით ტირილი და ვაება შექნა, ესენი, ალექსანდრე, ნინოს მეგობრები ქალები და მრავალი ხალხი ეხვეოდნენ მიცვალებულს და იყო ერთი საშინელება, ასე რომ მთელი ქალაქი იმათის ცოდვით იწოდა!... ამათს ყურებას, ერთი ჯამი საწამლავი რომ დაელივა კაცს, ის ერჩივნა!... რაღა გავაგრძელოთ, ნინო საფლავს მიაბარეს,- თჳთო მუჭა მიწა ყველამ მიაყარა!...

მშვენიერი ზაფხულის საღამო იყო, ბუნება მწვანით მოსილი, უცხო ჰაერი და ფრინველი სტვენა ატკბობდა სულსა და გულსა, ქალაქის ხალხი ბაღებში შეექცეოდნენ. ლამაზი ნინა, ყველას დაავიწყდა, აღარ ახსოვდათ, თუმცა ოდესმე ეს ქალი იყო საზოგადოებაში სანატრელი და გამოჩინებული. ამ საღამოზედ, სოლომან საინოვი, თავის ამხანაგებით მთაწმინდისაკენ მოდიოდნენ; რა სალამაძიანთ სახლებთან მოვიდნენ, შაჰხედეს რომ, ამ სახლის კარებები და ფანჯრები დამსხვრეული იყო და შიგ საზარლათ კატები ჩხაოდნენ!... აქ სოლომონმა წარმოსთქვა; დახე ღმერთის განგებასა! ადრევ, ამ სახლში შესვლას კიდეც ვინატრებდი ხოლმე და ეხლა ახლო გავლასაც ვერიდებიო. ერთმა ამხანაგმა უპასუხა: მაშინ ლამაზი ნინო გეგულებოდა და ეხლა, მგონია, აქ ეშმაკნიც არ დადგებიანო!... მეორე ამხანაგმა ჰკითხა: ნინოს დედა რაღა ქმნილაო? პირველმა უპასუხა: თუ ელენეს ნახვა გინდა, ნათლუხში ჩადი, გიჟების პალატაში მიდი და იქ ნახავ მოხუცებულს, რომელიც ვისაც დაინახავს, უცინის და ყველას ეპატიჟება: ნინუცას ქორწილში მეწვიენითო!...

მეორემ ამხანაგმა კიდევ იკითხა: ჩვენი ალექსანდრე რაღა იქნა, ნინოს სიკვდილის შემდეგ, აღარ მინახავსო? პირველმა მიუგო: ასე გავიგე სოფელში თურმე წავიდა და ნინოს ჯავრი თან გაიტანაო. სოლომონმა წარმოსთქვა: მე მკითხოთ ალექსანდრეს ამბავი, უფრო სწორეთ არ ვიციო. ამხანაგებმა უთხრეს, გვიანბეო. აქ სოლომონმა ამოიოხრა და მოჰყვა: საბრალო ნინო რომ დავმარხეთ, მესამე დღეს ალექსანდრე ქუჩაში შემომეყარა. ასე მოშლილ იყო სახიდან, სულ ვეღარ ვიცანი. მე რომ დამინახა, მოვიდა და მითხრა: სოლომონ, არ გებრალები რომ ნინო დავკარგეო?!... მე სიცილით უთხარ, შენი რა იყო მეთქი?- იმან ამაზედ არა მიპასუხარა, მხოლოდ წარმოსთქვა: სიკვდილმა დამივიწყა, მარამ წავალ და იმას მე თჳთონ ვიპოვიო! თუმცა ვიცოდი რომ ალექსანდრეს ნინო ძალიან უყვარდა და რასაკვირველია იმის სიკვდილი ამას წელს მოსწყვეტავდა, მარამ მე კიდევა ვკითხე: რას ჰბოდამ მეთქი?... ამ სიტყვაზედ ალექსანდრე გადამეხვია და მითხრა: ჯარში მინდა შევიდე, ეგებ ერთმა ტყვიამ შემიბრალოსო! მაშინ მე ურჩივე, შენი ჯარში შესვლის დრო არ არის მეთქი... თუ არ დაგიშლია, ეხლა ჩაჩანში მიდიან, მეც იქ ვაპირებ წასვლას და შენც იქ წადი მეთქი. ამ სიტყვაზედ ალექსანდრე დავიყაბულე, პირობა შევკარით და მეორე კვირას ჩაჩნისკენ წავედით. ერთს დღეს ფიცხელი ომი მოგვივიდა, ძალიან გავიმარჯვეთ, რამდენიმე სოფელი ავიღეთ. დაბრუნება რომ დავაპირეთ, ალექსანდრე არსადა სჩანდა, ერთი ამხანაგი წავიყვანე და ძებნა დაუწყეთ, მე გამოღმა და იმან გაღმით. იქ მრავალი დახოცილი ჩაჩნები ეყარა, ამხანაგმა დამიძახა: სოლომონ გაღმა გამოდი, აქ ერთი დამკლავებული ყმაწვილი კაცი გდია, მარჯვენა ხელზედ გიშრის კრიალოსანი ახვევიაო. ამისმა გამგონემ, მაშინვე თავში შემოვიკარ, გაღმა გაველ და რამწავ მკვდარს დავხედე, ვიცან რომ საწყალი ალექსანდრე იყო!... იმისი მოხუცებული მსახურიც ზედ დაეკუწნათ... იქვე საფლავი გავთხარეთ და ორივე მიწას მივაბარეთ!...

სოლომონმა რომ ეს ამბავი გაათავა, ცრემლები გადმოცვივდა და წარმოსთქვა: ალექსანდრე კი მკვდარი უნდა იყოს და ლევან კი ცოცხალიო?!... ერთმაამხანაგმა მიუგო: ვაი იმ სიცოცხლეს, რომ ის ცოცხალიაო! დღეს ხვალ მოვალები ყმა და მამულს ჩამოართმევენ და შეიქნება კარ და კარ მატანტალა გლახაკიო; ასეც ამბობენ, მოვალები ციხეში ჩასმასაც უპირებენო. მეორე ამხანაგმა წარმოსთქვა: მე ასე გავიგე, ვითომც ლევან ღვინისაგან დამრჩვალაო!...

რომელი მართალია ამ ყმაწვილებისაგან და რომელი მტყუანი, ლევანის ვალში ჩავარდნაზედ, მე არ უწყი, მხოლოდ ეს კი ვიცი რომ, ის გარყვნილი და საძაგელი კაცი ისევ ცოცხალია, ადრინდელებრივ ლოთობს, ყომარბაზობს და შეექცევა!... გარნა რა გვარი ბოლო ექნება: კეთილი თუ ბოროტი,- თქვენ განსაჰჯეთ, საყვარელნო წამკითხველნო!...

თ. რ. ერისთავი.

3 ჰსწავლა და ჴელოვნება

▲back to top


3.1 სიძველე ქართუჱლთ ჩამომავლობისა.

▲back to top


მსიძველე ქართუჱლთ ჩამომავლობისა.

ქართუჱლთ მეისტორიკენი გვიამბობენ ჩვენ, რომ ქართუჱლნი არიან შთამამავალნი ქართლოსისანი, თარღამოსის შვილისა, რომელმანცა დააფუძვნა საზოგადობა თჳსი მტკვრისა...და არაგვის... პირზედ 2010 წელს ქ. შ. წინა, და მისცა მას სახელი თჳსი: ქართლი და ადგილთა მათის ცხოვრებისა საქართუჱლო.

ამ მოთხრობაზედა დაეფუძვნება ისტორია ქართუჱლთ შთამომავლობისა: მაგრამ ახალნი გამომძიებელნი ამა საგნისა ძრიელ ეჭვნეულობენ ამა მოთხრობისა სიმართლეზედა. რასაკვირველია, დრო ქართუჱლთა დასახლებისა, თჳსისა სიშორისგამო, წარმოგვიდგენს ეხლა განურჩეველსა სახესა წარსულისა მყოფობისა ხალხთასა და ისინი შეუძლებლობისაგამო თჳსისა- განრჩევად წარსულისა დროისასა, არ აძლევენ სიმართლესა მოთხრობასა ამა ძველის დასახლებისასა. იმათ ჰსურთ დაამტკიცონ, რომ ქართუჱლნი არიან შთამომავალნი არა ქართლოსისანი, არამედ გიორგისანი, რადგანაც ქართუჱლნი იწოდებიან გიორგიანთცა, და ამ ხალხის ისტორიის დასაწყისსა სდებენ არა ადრე მეთერთმეტის საუკუნისა ქრისტიანობრივის წელთ მრიცხვანელობისასა.

მაგრამ უნდა ვსთქვათ, რომ ამ აზრს არა აქვს ადგილი ისტორიაში. წოდება გიორგიანისა მიცემულ აქვთ ქართუჱლთა წინათვე ქრისტეს შობისა, როდესაც,იქნება, სახელი გიორგისა არცკი იპოებოდა საქართუჱლოში, მაგრამ წოდება ესე არ არის მედროე დასაწყისისა ამა ხალხისა. ეს სახელი მიუციათ ქართუჱლთათჳს ბერძენთ, რადგანაც აქაურნი ხალხნი ძველადვე გუთნის დედობდნენ, რომელიც ბერძნულს ენაზედ გამოითქმის სიტყვით: გეორგი; ამისთჳ არ არის დასაჯერებელი, რომ ქართუჱლნი შთამომავლობდნენ რომლისამე გიორგისაგან, რომელზედაც ჩვენება არ არის არა რომელსამე ისტორიაში. ეს არის აზრი მწერლისა, რომელიც ისტორიულს ჭეშმარიტებას დააფუძვნებს მხოლოდ გონებიურსა წარმოდგენასა ზედა.

თუ ქართუჱლთ მოთხრობანი, ამ შემთხვევაში, არიან საეჭვნო, მაშინ პირველი გზა მათისა შემოწმებისა არის მოწმობანი მედროეთა ხალხთა - ბერძენთა და რომელთა, აზიის ხალხთა გარდა, ეს პირველნი ხალხნი - ბერძენნი და რომელნი - იყვნენ ისე დაახლოვებულნი კავკასიის მხარისა, რომ მათ ჰქონდათ კიდეცა აქ თავიანთი კალონიები, აღებ-მიცემობისთჳს.

დიოდორისა დე-ევრიპიდის თხზულების ამხსნელების სიტყვით, პირველი მოსახლეობა ბერძენთა აზიაში იყო 1731 წელში ქრისტეს შობის წინა. შავი ზღვის...პირზედ, რიონზედ..., აფხაზეთში იყო მათი კოლონიები. არხიოლოღიური გამოძიება გვიჩვენებს ეხლაც დარჩომილსა მეხსიერებასა მათის აღებ-მიცემობისასა დიოსკურაში, რომელიც იყო აფხაზეთში, - დიდს კედელს ძველისა დროისასა.დიუბუა ამბობს, რომ ბერძენთ მოჰქონდათ აქა მარილი და სცვლიდნენ აქაურს ტყავებზედა და სხვა. ამით განირჩევა მიფოლოღიური მოთხრობა, რომელიც გვიამბობს, რომ ბერძენნი მოდიოდნენ კოლხიდიაში 1250 წელს წინა, ოქროს მატყლისათჳს.

რომაელნიც ბერძენთა თანა მოდიოდნენ საქართუჱლოში და აქედან ჰქონდათ გზა ინდოსტანში. ამაზედ ამობენ: პლინი (I: (9), ფთოლომე (. 2) ტიმი (11. 53), რობეტსონი (157.-135), იუსტნიე I. გ. I. II. გ.I) და სხვა. ინდისტნიდან მოჰქონდათ საქონელი ზღვით და ხმელით და გადაჰქონდათ თავიანთ სამეფოშია.

ამას გარდა იყვნენ სხვა ნაირიცა გარემოებანი, დამმახლოებელნი ძველის ხალხისა აქაურთა მხარესთანა, - ომიანობა და ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელისა 330 წლებშია, პომპეისა, მატრიდატისა არ არის უცნობელი ისტორიისა და არც მოითხოვს დამტკიცებასა. ამაზედ ამბობენ მრავალნი მეისტორიკენი: არიანე (III. 20), ორიღენი XIII. 21), სლივი, სერვილი, დიონ-კასსი (XXXI. 2), პლუტარხი (3, 3) ტაციტი (X. 44. 48) და სხვ.

თუ იყო ამისთანა შეხება კავკასიელთ ხალხთა ბერძენთა და რომელთათანა, მაშასადამე უეჭვოთ უნდა ვირწმუნოთ, რომ ამათ უნდა ეცნათ ერთმანეთი, მაშასადამე ბერძენთ და რომელთ ეცოდინებოდათ იყო თუ არა კავკასიის მხარე დაშენებული ხალხითა.

არა უსაფუძვლოთ ამათი მწერალნი მოგვითხრობენ ჩვენ ამა ჭეშმარიტებასა. სტრაბონი სწერს.რომ აქაურს მხარეზედ ცხოვრობდნენ მრავალნი ხალხნი მოლაპარაკენი ოცდა ექვსს ენაზედ; ძველნი მწერალნი ამობენ, რომ დიოსკურიაში მოდიოდნენ კავკასიის მხარიდან ხალხნი, სამოცდა ათის, სამასამდეენისა. აქაურს მცხოვრებზედ ჰსწერენ ძველნი ისტორიკნი და გეოგრაფნი: სკილექსი, რომელიც ცხოვრობდა დარია ისტასპის დროს 520 წელში, არიანე, რომელიც მოგზაურობდა აქ ადრიანე იმპერატორის ბრძანებითა, 416 წლებში ქსენოფონტე. რომელიც ცხოვრობდა 450 წელს, ღომერი, რომელიც ამობს კოლხიდიაზედ, სადაცა მეფობდა ცირცეი და აკტეისა, სადაც იყო წითელი ღვინო, ახალი თაფლი და დედა კაცნი მუშაობდნენ საკერავსა... სადაცა არის არაგვი..., გაჯავრებული ხიდითა (XII. XII. III. 728) და მრავალნი სხვანი.

ესეთნი ძველთა მწერალთა მოთხრობანი გვიმტკიცებენ, რომ კავკასია იყო დასახლებული ძრიელ ძველათ, რომ სანამ ბერძენნი ააშენებდნენ თავიანთ კოლონიას დიოსკურიაში, ესე იგი 1731 წლამდე, აქ იყვნენ ხალხნი ადრევე დასახლებულნი.

მართალია ესე ყოველივე გვიმტკიცებს ძველს მოსახლეობას კავკასიისასა, მაგრამ რით უნდა დავამტკიცოთ ჩვენ, რომ აქაური მცხოვრებთ რიცხვში იყვნენ იმ დროს, ეხლანდელნი - ქართუჱლნი.

ძველი მეისტორიკენი თუმცა ამბობენ, რომ კავკასის მხარენი დასახლებულ იყვნენ ძველად, მაგრამ ისინი არ ამობენ მაზედ არაფერს: იყვნენ თუ არა ქართუჱლნი. და რადგან როგორც ძველს დროს კირისა, ნაბუხოდონო-სორისა და 775, 633, 558, 160 წელიწადებში, აგრეთვე საშუალო საუკუნოებში მოხდა დიდი მოძრაობა ხალხთა და გადასახლება მათი ჩრდილოეთს მხარისკენა, საითაც გადადიოდნენ კავკასიის გზით, მაშასადამე, რომელნიმე ფიქრობენ, რომ ქართუჱლნი უთუოთ უნდა იყვნენ მოსულნი და დასახლებულნი აქა შემდეგს დროში.

მართალია ძველნი მწერალნი არ ამობენ არაფერს ქართუჱლთ სახელზედა და მათ წიგნებში სახელი ესე არ არის, მაგრამ არ ამბობენ არაფერს მაზედაც, რომ ქართუჱლნი იყვნენ მოსულნი შემდეგისა დროისანი, ანუ რომ პირველ მოსახლენი ამა მხარისანი ამოწყვეტილ იყვნენ, და მათს ალაგზედ დაშენებულ იყვნენ სხვანი ნათესავნი; მაშასადამე პირველნივე მდგომარენი გაგრძელებდნენ აქა თავიანთ ცხოვრებას?

მაშ ვინ იყვნენ ეს პირველნი მცხოვრებნი?

არა მგონია მოხდეს შეცთომილება, თუ ვიტყვით, რომ პირველნი მცხოვრებნი ივერიისანი იყვნენ ეხლანდელნი ქართუჱლნი, და ნუ ჰგონიათ გამომძიებელთა, რომ ძველნი მეისტორიკენი, რომელნიცა არ უწოდებენ აქაურს მცხოვრებს უთუოთ სახელათ: ქართუჱლნი, ჰცოდამდნენ ისინი ამათ წინაშე...

ეს დამტკიცდება შემდგომითა.

თჳთ ქართუჱლნი უწოდებენ თავიანთ თავს არა მხოლოდ ქართუჱლად. იმ გვარს მოსაქმეობისა გამო,რომელსაცა უფრო ცდილობდნენ ესენი და გეოგრაფიულისა მათისა მდგომარეობისა გამო, როგორც თითონ ქართუჱლნი თავიანთ თავს, აგრეთვე სხვა გარეშე ხალხი უწოდებდნენ იმათ სხვა და სხვა სახელსა: როგორც ვსთქვით ზევით, ქართუჱლთა ბერძენნი უწოდებდნენ სახელად გეორგიანთად, ამიტომ რომ ქართუჱლნი მუშაობდნენ მიწის ხვნასა; ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს: მცხოვრებნი იორისანი..., სადაც იყო მდიდარ, საბალახე ადგილი, უფრო ცდილობდნენ საქონლის შენახვას, ამისთჳს ამათ ადგილთა ძევთ სახელი კამბეჩოვანი; იმ ქართუჱლთა, რომელნიცა ცხოვრობდნენ იმერეთის მხარესა ზედა, არქმევდნენ სახელს იმერნი, ესე იგი: მცხოვრებნი იქით მხარისანი, ხოლომათ, რომელნიცა ცხოვრობდნენ აქეთ მხარეთა ზედა; მათ ერქვათ სახელი ამიერნი; სომეხნი უძახდნენ ქართუჱლთა ამიერთაცა და იმიერთაცა ამერათ, თავიანთის მხრიდან, ხოლო ქართუჱლნი აგრეთვე მათ.

ამ სახით, შთამომავლობა ქართუჱლთა ქართლოსისაგან რჩებოდა მხოლოდ ხალხის მეხსიერებაში და შემოვიდა ბოლოს დორს მათს ისტორიაში, ხოლო ნამდვილი განვრცელებული წოდება მათი ერთმანეთში იყო: ამერნი და იმერნი, ხან და ხან გამოხატული ერთის სიტყვით: ივერნი, ივერია. ეს წოდება ქართუჱლთა აგრეთაც იყო მიღებულნი ძველთა ხალხთაგან: სომეხთა, ბერძენთა და რომაელთა, რომელთაგანი პირველნი უწოდებდნენ მათ ვრაც, მეორენი ივერია, მესამენი - იბერია, რომელიცა ჰნიშნავსერთსა და იმავე წოდებას.

ვითარცა მთელი ხალხი, ეგრეთაცა მათი მწერალნი მიიღებდნენ ამა ქართუჱლთა წოდებასა: პლინი ჰსწერს, რომ აქ ძველადვე ჰსცხოვრობდნენ იბერნი (წიგნი. . II); იბერნი არიან ქართლის ცხოვრების იმერნი; განსხვაება არის მხოლოდ ერთს ასოში. ნიკიფორე ამბობს (ისტ. წიგ. 11. თავ 32): აქ ცხოვრობდნენ აფხაზნი, კოლხიდელნი, სკანები, ივერნი: პომპონი - მელა ამბობს, რომ ამ მხარეზედ არის კამბიზნა (წიგ. XI. 363) კაბიზანა, როგორც გვიმოწმებს მოსე ხონელიცა (337), არის ქართლის ცხოვრების კამბეჩოვანი; სტრაბონი სწერს: სვანეთში ცხოვრობდა დიდი და ძრიელი ხალხი, სადაც გამგებლობდა მეფე და იყო ხალხის ვეზირობა, რომელიც შესდგებოდა სამასის კაცისაგან; ქვეყანა კოლხიდისა შეიცავდა დიოსკურიიდამ ტრაპეზონამდე, ამ მხარის ტილოს ფაბრიკები იყვნენ დიდის პატივისცემაში, როდესაც ბოლოს დროს დაიპყრა მიტრიდატმა; იბერია იყო დაშენებული სამყოფათ, ჰქონდა მრავალნი ქალაქნი და სოფლები, აგურით და რიგიანათ აშენებულის სახელებითა და საზოგადო შენობებითა.

თუ მივცემთ ადგილს ამ წარმოდგენასა, რომ ქართუჱლნი არიან მოსულნი აქა შემდგომს დროში, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო იმ დროს, როდესაც მოხდა სხვა და სხვა გადმოსახლება, ანუ კირისა და ნაბუხოდონოსრის დროს, ან სხვა და სხვა წელში, ქრისტეს შობის წინა: 775, 933, 558, 169,ანუ საშუალო საუკუნეში ქრისტეს შობის შემდეგ არა ვრაცხ საჭიროთ თქმად, რომ შუათანა საუკუნეს ქართუჱლთ გადმოსახლების აზრსა არა აქვს საფუძველი, ამიტომ რომ ახსნილი თავადი ბარათაევის მიერ ნუმიზმატიკურნი ფაქტნი - მონეთნი ქართუჱლებისა, დაგვიმტკიცებს მათს მყოფობასა ამაზედ ადრისასა. თუ მოხდა ძველს სააღრიცხულს დროებში მოსვლა ქართუჱლებისა, რატომ არც ერთმა ისტორიკმა არ შენიშნა მათი მოსვლა, მოსვლა ისეთის ხალხისა, რომელმანცა ბოლოს დროს დაიჭირა უპირველესი ადგილი კავკასის ისტორიაში და იყო გამოჩენილი ძველს და ახალსვე დროშია თჳსსთა ცხოვრებითა და მოქმედებითა? ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ აქაურს მხარეზედ გადმოსახლდნენ ებრაეელნი 710 წელში ქ.შ. წინა, ხაზართ მეფემ გადმოიყვანა ხალხნი 650 წელში და ააშენა მათგან ორი საზოგადობა ზღვის პირზედ და ლომევის მხარეზედ, სკიფნი მოვიდოდნენ სომხეთში 633; 558 კირმა დაიპყრა კოლხიდია და დაასახლა აქა სხვა ხალხი, ალექსანდრე მაკედონელმა გადმოასახლა აქა რომაელნი, იყვნენ მისულნი: თურქნი, ბერძენნი, არაბელნი, ინდოსტანელნი; ხოლო ქართუჱლთ მოსვლაზედა არა ვინ არას ამობს და არც არის დარჩომილი ამაზედ გარდმოცემულობა მეხსიერებაში ხალხისა, მაშასადამე ქართუჱლნი იყვნენ ძირკვეულნი მოსახლენი.

თუ არ შეგვიძლიან ისტორიულათ დავამტკიცოთ მათი მოსახლეობა აქა წლითი-წლათ, უნდა მაინც წარმოვიდგინოთ, იმა საფუძველითა, რომელნიც მოვიხსენიეთ აქამდინ, რომ ქართუჱლნი არიან ძრიელ ძველნი მოსახლენი ქართლისანი. თუ ბერძენნი მოდიოდნენ აქა 1731 წელში და აღებმიცემოდნენ აქაურს ხალხთა, მაშასადამე აქაურნი ხალხნი უნდა ყოფილ იყვნენ მცხოვრებნი ამ წლის წინანი, რომ შესძლებოდათ მათ აღებ-მიცემობა; ამიტომ რომ ახალი დაშენებული ხალხი, ყოველს დროს და ყოველს მხარეზედ, არ არის მდგომარე მხეცთ ზევით; მოქალაქობა მათი განიხსნება მაშინ, როდესაც ისინი დააფუძვნებენ თავიანთში რიგიანს საზოგადობას, დაზდებენ რჯულს და მიიღებენ ცნობასა. განხსნა გონებისა ხალხისა არ მოხდება ერთბაშათ; ხან და ხან განვლენ საუკუნენი სანამ ხალხში დაიდება წესი. თუ ეს მართალი არის, რომელზედაც გვიმოწმებს ისტორია, მაშასადამე მოსახლეობა ქართუჱლთა მიახლოვდების ისევ იმ დროს, რომელზედაც მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება და ხალხის მეხსიერება ჰზდებს 2110 წელში.

ეს აზრი არც უნდა იყოს უსაფუძვლო, თუ წარმოვიდენთ ღვთაებრივსა გამგებლობასა; ამიტომ, რომ თუ უმაღლესს ღმერთს ენება, რათა გადაფანტვილ იყვნენ შთამომავალნი პატრიარქისა ნოესი პირსა ზედა ქვეყანასა, მაშასადამე რატომ არ უნდა მივცეთ ადგილი იმ აზრსა, რომ კავკასია, როგორც მდიდარი აღმოცენებითა მხარე და მდებარე ახლოს პირველისა ქვეყნისა, უნდა დაშენებულ იყო ხალხთაგან თჳსის აღნიშნულობისამებრ, ესარგებლნათ მათ მისისა ნიჭითა.

ამასთანაც მეხსიერება ხალხისა, რომელიც ერწმუნება ქართლოსის შთამამავლობასა,- მეხსიერება შანახული და არ დაკარგული ურცხვს საუკუნის გავლითა, უნდა მნიშვნელობდეს ისტორიაში მეტადრე მაშინ, როდესაც წინააღმდეგ ამისა არა გვაქვს არაფერი საფუძველი.

სფრ. დოდაევი.

3.2 მოწყალეო ხელმწიფევ, უფალო რედაკტორო ივანე კერესელიძე!

▲back to top


მოწყალეო ხელმწიფევ, უფალო რედაკტორო ივანე კერესელიძე!

ჩვენი სიტყვიერის მწერლებისაგან ვნახე ერთმანეთზედ კრიტიკა დაწერილი ჩვენს ქართულს ჟურნალში რომელმაცა ამ მიზეზმა მამცა მეც ეს წარმოვსთქო და გთხოვთ თქვენც დამიბეჭდოთ ეს მცირედი წერილი.

პირველი. კრიტიკა, - დიახ კრიტიკა და რასაკვირველია კარგი იქნება კრიტიკა, მაგრამ ჯერ თქვენგნით გამოცემულს ჟურნალს ცისკარს უნდა მისცემოდა სისქე პატიოსანთ შემწეთ და ხელმომწერთაგან და მას-უკან კრიტიკას შევსდგომოდით, რომლისათჳსაც ყველას შევევედროთ ამისთჳს, რომ მეტად პატარაა ჩვენი ქართული ჟურნალი და ამბავი აღარა დადგებარა ჩვენს ქართულს ჟურნალში, თუ ჩვენი საზოგადოება არ იქნება შემწე და არ მოაწერს ერთობ იმიერ ამიერნი.

მეორე. საკვირველია ჭეშმარიტად, ჩვენს ქართულს ჟურნალს ჰქვიან ცისკარი და რით არის ცისკარი? მხოლოდ სახელით, ვითარცა შაჰბუდაღის ბაღი?- თუ ეს ასე იქნებოდა, ნეტავი თავდაპირველ შაჰბუდაღის ბაღი დაექრმიათ ჩვენი ქართულის ჟურნალისათჳს და არა ცისკარი, უფრო შესაბამი იქნებოდა და ჩვენი მოსაწონი ერთობ საზოგადოთათჳს. ოჰ, რამთენს გავიცინებდით ამაზედ და არც მოსწყინდებოდა ის პირველი გამოცემული ქართული ჟურნალი. დიდი შეცთომილება არის, რომ ეს სახელი არ დაურქმევიათ და თუ ეს სახელი დაერქმიათ, უთუოდ ბევრნი მოვაწერდით ხელს და ჩვენი ქართული ჟურნალი ორის ხელის სიბრტყე იქნებოდა ახლა და არც მოსწყინდებოდათ. ასე ვართ ჩვენ ქართუჱლები: თუ ყოველი საქმე

სასაცილოდ არ გავაკეთეთ, ვერას გავარიგებთ. მესამე. ერთმანეთზედ კრიტიკას რომ სწერენ ჩვენი ქვეყნიერნი, მაშინ რატომ აღარ ვიცით ქართულად კრიტიკა არ არის?- კრიტიკას თარგმნიან: ზოგნი გარკვევას, ზოგნი დაფასებას, ზოგნი გაკიცხვას, ზოგნი განსჯას და ზოგნი გარჩევას. ოჰო! თუ ამთენი სახელი ქვიან ქართულად კრიტიკას, სწორეთ ვიტყვი კარგი დიდი და განიერი მაფრაშა ყოფილა, რომ ამთენი ჩვენი სახელი შიგ ეტევა. ახ! სად არის ერთი ძლიერი გმირი, ამ მაფრაშას წამოავლოს ხელი და მრთელი იმიერ-ამიერობა დაატაროს და ყველას აჩვენოს, რაც ამ მაფრაშაში აწყვია. ვინ რომელს სახელს მოიწონებდა!- მაშინ იქნება ერთი რომელიმე სახელი ამიერჩიათ და იმისათჳს დაერქმიათ სწორედ.კიდევ კარგი, უცხო ქვეყნების ენები არ ვიცი, თორემ იქნება მეც კრიტიკასთჳს დამერქმია რამ სახელი და მაშინ ჩემი მახლობლები ხომ მეტყოდნენ, - „რაც შენი საქმე არ იყოს და არა გკითხონრა, ნურას იტყვიო.“

მეხუთე. პატივსაცემულო უფალო რედაკტორო! წრფელის გულით გეტყვით, ბევრს მოსწონს თქვენი გამოცემული ჟურნალი და მეც იმათ შორის ვაქებ, ნამეტნავად ის თქვენი ძლიერი შრომა ქართულის ჟურნალისათჳს რომელიც მე ვიცი და არავინ სხვამ. ეს დიახ მოსაწონია და საქებელი, მაგრამ უპირველეს შესავალსა ქართულს ჟურნალში, თქვენი ლექსი რომ იბეჭდება ხოლმე დიდროანის ასოებით და სხვებისა მცირედითა, მგონია ჟურნალს, ლექსებში არ მოუხდება ამ გვარი სხვა და სხვის ზომის ასოები? ეცადენით ისევ ერთი გვარი იყოს და არა სხვა და სხვა ასოები.

და მეხუთე. რახან ასე მოხდა და საკრიტიკოთ გავხდით ყველანი; თუ ჟურნალის გასქელებამდისინ მოითმენთ დიახ კარგი, თუ არადა, ნუღარ დაზოგავთ ერთმანეთს და კრიტიკებს მოჰყევით ერთმანეთის წერილებზე. ესეც დიდი სასარგებლო იქნება და ეკალზედ ვარდი აღმოსცენდება.

თ. ალ. ვახ. ძე ჯ. ორბელიანი

3.3 მადლობა რედაკტორისადმი

▲back to top


მადლობა რედაკტორისადმი

ჟურნალისა ამის მიმღებისაგან და მცირე რაჲმე შენიშვნა სასარგებლოდ ჟურნალისა,

ავქსონთა და წარმკითხუჱლთა.[1]

უფალს რედაკტორს, ჟურნალისა ამის, ცისკრისას, არ შეიძლება, რომ არ განუცხადოთ მადლობა სრულისა მისისა გულის-მოდგინებისათჳს წარმატებასა ზედა ამა ჟურნალისა; და ამასთანავე ესეც მიუცილებელად საჭიროა, შევნიშნოთ, რომელ, ჰსჩანს, მისი ნაბორშჩიკი, რომლისაცა მცოდინარეობაზედ ის არს დარწმუნებული, არა ყოფილა ქართულის წერილისა კარგათ აღმომკითხველი, და ხშირი შეცთომა აღბეჭვდაში, რაოდენიმე აგონჯებს შვენიერთა გამოხატულებათა. მაგალ. პოეზია: პირველი მაისი, მეხუთეს ნუმერში აღბეჭდილი.

ის არის რვული, მსგავსი ნაკლების მაჯამისა, შემდგარი ცხრათა ტაეპთაგან, - პირველი ტაეპი შესდგების ორს სტრიქონიდგან, ხოლო შემდგომნი, თჳთოეულნი ოთხ-ოთხთაგან, რომელშიაც ოროლნი, პირველნი სტრიქონნი, არიან რიფმებით გაწყობილნი, მესამენი არიან ურიფმონი და მეოთხენი პირველს ტაეპთან რაოდენიცა შესაძლოა, შეწყობილნი არიან მაჯამად, და ამისთჳს ყოველს შემდგომს ტაეპში განმეორდების პირველი ტაეპი.

ცხრათა ამათ აღბეჭდილთ ტაეპებში იპოებიან თორმეტნი შეცთომილებანი: შვიდნი მათგანნი შეინიშნებიან მცირეს შეცთომად, ასე რომ, ზოგიერთი კიდეც აკეთებს ლექსსა. - მცირედნი შეცთომანი არიან: 1) ეს რვული მთხვზველისაგან ცხრას ტაეპად არის გაყოფილი და ნაბორშჩიკს სულ ერთს ტაეპად აღუბეჭდია. 2) მესამე ტრიქონში, მაისს (მაისსა) დაუკლია მეორე ს. - 3) მეთერთმეტეს ტრიქონში, ნაცვლად: მაისი ჰბურავს მანტიად, აღუბეჭდია: მაისსა ჰხურავს მანტიად, რომელიცა არახდენს არცა ჰაზრსა და არცა ლექსსა. - 4) მეთოთხმეტე ტრიქონში, ნაცვლად ჰშვენისთ აღბეჭდილია ჰშვენის 5) მეჩვიდმეტე ტრიქონში, ნაცვლად სხივში, აღუბეჭდია სხივი, 6) ოცდა მეთერთმეტეში, წოდებითს ბრუნვას ჩემო პირველო მაისო, აკლია მძიმე; და ორმოცდა მერვეში, ნაცვლად დაისო, და ისო.- მარამ შემდგომნი შეცთომანი კი აგონჯებენ ჰაზრსა.- მეოთხე ტრიქონში, ნაცვლად, მზენი, აღბეჭდილია ბზენი.- მეთექვსმეტეს ტრიქონში ნაცვლად წმასნის, აღბეჭდილია წმახნის.-ოცდა მეორეს ტრიქონში, ნაცვლად, ბროლ-ლალის, ბროლ და ლალს.- ოცდა მესამეში, ნაცვლად შრიალი, შრიალი. ოცდა მეოთხეში, ნაცვლად ხმაისო, მაისო.- ოცდა მეოთხეში, ნაცვლად ვჰსჭვრეტ, ვსწყვეტ და ოცდა მეთხუთმეტეში, ნაცვლად, მზე სხივთ წარმოხოცთ (ცრემლსა) აღბეჭდილია: მზე სხივთ წარმოხოცს...

ყოველთა ამათ შეცთომილებაში, არ შეიძლება, ბრალეულ ვჰყოთ საკუთრად ნაბორშჩიკი, რადგან, რომელნიმე სტატიები მასვე ჟურნალში, ვგონებ აღბეჭდილნი არიან შეუცთომელად, და ამისთჳს ჰსჩანს, რომ თჳთონ მეც არა ვარ სრულიად უბრალო, რადგან უთუოთ ძალიან ჩქარის და გაურჩეველის ხელით ყოფილა ეს ლექსი. ჩემგან დაწერილი.

ამისთჳს მცირე ეს შენიშნვა საჭიროდ შევრაცხე, პირველად, წარმკითხველთათჳს საცნობლად: თუ ვითარ აღმოიკითხონ, პოეზია, პირველი მაისი, აღბეჭდილი მეხუთეს ნუმერში, და მეორედ; ნაბორშჩიკის შესაგონებლად, რათა უკეთუ რომელიმე სტატია იყოს დაწერილი ძნელად წასაკითხავს ხელზედ, შეუძლიანთ უკანვე გაუგზავნონ ავქსონთა და არა მისცენ ამ ჟურნალში ალაგი აღბეჭდისა, და უკეთუ თხზულებანი გარჩეულს ხელზედ, კანონიერად გადაწერონ, შეუცთომელად აღბეჭდვისათჳს, რათა ჟურნალსა ამას, ცისკარს, ჰქონდეს სრული ღირსება, პატივცემულთა წარმკითხველთა არ მოაკლდეთ კმაყოფილება და არ დაჰკარგონკითხვის ხალისი, ხოლო დამთხზველთა, - მშრომელთა, არ წაუხდეთ თავეთი შრომა.- თ. დავ. მაჩაბელი.

6 მაისს, 1857 წელსა.
ქ. ტფილისს.

________________

1ნურავინ ნუ დაგვემდურება, უკეთუ დაიბეჭდება ვისზედმე რაიმე წინააღმდეგი სტატია, როგოც(როგორც) ადრე ვსთქვი, ყოველსავე სტატიასა ვბეჭდავ, თუნდა მეც თჳთან შემეხებოდეს ვითარცა ეს სტატია. - ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ რედაქციას ასრეთ ღარიბს ხელისმომწერთაგან ჯერეთ არ მოეთხოვებიან ესენი. რ.

4 სხვა და სხვა ანბავი

▲back to top


4.1 მკითხველთადმი.

▲back to top


მკითხველთადმი.

ზოგნი ერთნი ითხოვენ რედაქციისაგან იმ გვარს რასმეს, რომელიცა ჯერეთ არ მოეთხოვება. რისთჳს? მე ვიცი მკითხავთ საყვარელნო მკითხველნო, რომელთ თჳსაც ყოველთჳს მზათა ვარ რაც რამ შეეხება ჩვენს ენას. ჩემი გულწრფელობითი ეს თქმა იქნება მიაწეროთ თავის მოყვარებასა? არა! თავის მოყვარება ჩემი მდგომარეობს მასში, რომ მამული ჩემი, ჩემი ენა, რომლისათჳსაც სისხლი, უღვრიათ ჩვენთა განსვენებულთა წინაპართა, იყოს იმ მდგომარეობაში, როგორც შეშვენის ახლანდელს განათლებულს და ამასთან მშვიდობიანს დროისა რომელიცა მოქვცემია წყალობად ჩვენის დიდის რუსეთის იმპერატორისაგან, მაგრამ როგორც ვხედავ... მგონია ამაზედ ყოველნითანახმანი გახდეთ, რომ ყოველის ხალხის მამულის აღყვავებაში ყოფა და ენის სიმდიდრის საფუძველი იყოს ჟურნალი, მაშასადამე, ვინცა არის წინააღმდეგი ამა უკანასკნელისა, ესე იგი ჟურნალისა, ის არის მტერი მამულისა და თავის ენისა; რომელიც კაცი მტრობს თავის ენას, ის სრულებით... სჯობს სწორეთ ვაღვიაროთ, ის როგორც იტყვიან უგრძნობელია და არ არის ღირსი ქართუჱლად წოდებისა. ზოგნი ერთნი არიან წინა-აღმდეგნი ჩვენის ჟურნალისა, ეს კი არ იციან აქამომდენ, ამ მტერობას მე მამაწერენ, თავიანთს თავსა, თუ საზოგადოებასა? თუ მე მამაწერენ, ძალიანსა სცდებიან ის უფალნი, ამისთჳს რომ, როგორც ჰსწერენ ერთს რუსულსგაზეთში, ჟურნალი არის ხმა საზოგადოებისა, თჳთ ის მტერიც ბოროტი კაცი, მგონია ეკუთვნოდეს ამ საზოგადოებასა, მაშასადამე ის პატიოსანი კაცი მტრობს არა მე, არამედ თავისთავს. რომელი ქართუჱლი იტყვის ამას: „ჯერაც არ მოგიყენებიათ კარზედ, ეგ თქვენი რაღაც ჩიხი-ბიხოვო. მერე რომელი ქართუჱლი?! ის ქართუჱლი, რომელიცა თითქმის წარმომადგენელია კერძობითის საზოგადოებისა, კარგს ხარისხზედაც იმყოფება და დიდი ხმაცა აქვს. ის რომ ამას ამბობს. იმის მიხედვით, სხვანი რას მოგახსენებენ?... აბა მაშინ გაგვიმრავლდებიან ხელის მომწერნი! აბა მაშინ შეიქნება ჩვენი რედაქცია მდიდარი, რომელისა საშვალობითაცა გამოსცემს ჩვენთა წინაპართა ზოგიერთა თხზულებათა, აქამომდე წარუკითხავთა... ყოვლისა ამის შემდგომ, როგორ უნდა მოეთხოვოს რედაქციას: „ეს ასე არ არის, ამა და ამას ეს აკლია, ძალიან პატარა არის.“ იმას კი არ ფიქრობენ, რომ ხელის მომწერნიც ძალიან პატარანი არიან, (მცირენი) როგორც ზემოთ ვსთქვით, რომ მზათ არიან თოფიც ესროლონ ჩვენს საცოდავს ჟურნალსა. მგონია ეს დიდი სათაკილო იყოს ჩვენთჳს: მილიონ ნახევარი ქართუჱლნი ვცხოვრებთ საქართუჱლოში და ერთი ჟურნალი თავის წრეზე ვერ დაგვიყენებია! მერე ვინ არის მიზეზი? განა არ იცით! ზემო თქმულთა გვარნი პირნი!... პარიჟში სამოცი კომლი სომეხი დგას და იმისთანა ჟურნალი აქვსთ, რომ თითქმის ევროპა ჰკვირობს! ... გამოვიდეს და იმ ჩვენმა ქართუჱლმა, რომლისაცა წოდებისღირსი არ არის, თქვას: „ჯერაც არ მოგიყენებიათ ეგ ჩიხიბიხოვო, საქმე გამოგლევიათო!.. ერთი მხოლოდ ამითღა ვნუგეშობთ, რომ არიან იმ გვარნი პირნიცა, უმეტესად ყმაწვილნი კაცნი ამ ახლის განათლებისანი, რომელთაცა ესმით ჟურნალის ღირსება და ძალა, და რომელთა იმედითაც ვეწევით შრომას, მაგრამ ვწუხვარ მით, რომ არა აქვსთ ის ხარისხი, რომელს ხარისხზედაც ნავარდობენ სახელით ქართუჱლნი და გულით არა ქართუჱლნი. კვალად არ ვკარგავ იმედს, იქნება ეკალზედ ვარდი აღმოცენდეს ოდესმე, როგორც ანბობს ერთი უპატივცემულესი პირი თავის მოწერილს რამდენიმე აზრში.

რედ.

4.2 ყრმათა ჯვრებით გალაშქრება სარწმუნოებისათჳს მეცამეტე საუკუნეში.

▲back to top


ყრმათა ჯვრებით გალაშქრება სარწმუნოებისათჳს მეცამეტე საუკუნეში.

1212 წელსა, ჶრანცია და ღერმანია იყვნენ მოწამენი ამ დიდის საკვირველებისა. მათე-პარის ამ საკვირველებას უუმთავრეს ანბავად აღგვიწერს, და აი რას ანბობს ის: „ყოველთაგან უმცნობი ყმაწვილი დაიარებოდა ჶრანციის ქალაქებში და სოფლებში მშვენიერის ხმით ჶრანციცულ ენაზედ დამღეროდა. ამ სიმღერით მოუწოდებდა ჯვრებით გალაშქრებით მსუველთა პალესტინის ქვეყნისაკენ. ყრმანი ამის გამგონნი, იმ ყმაწვილის ერთწლოვანნი, მიზდევდნენ მომღერალსა ასე, რომ თავი დაანებეს თავიანთდედმამას და ნათესავებს, რომელთაც ვერაღონისძიება ვერ ეხმარებინათ შეყენებისათჳს“ - „ყრმანი, რომელთაცა ჰქონდათ ჯვრები“ სხვა ისტორიკოსი ანბობს, „იძახდენ ერთბაშად, არა თუ ხმელეთზედ ვივლით, ზღვაშიაც კი გავალთ, სარწმუნოებისათჳს და მამულისათჳსაო.“

ამავე დროს ღერმანიაში მოხვდა ესე გვარი ანბავი. იქაც მრავალი ყრმანი სხვა და სხვა სქესისანი და წლისანი შეიკრიფნენ ერთის ყმაწვილის მიწვევაზედ, რომელსაც ერქვა ნიკოლოზ. იმათგანნი მრავალნი იყვნენ 12 წელიწადზეთ ნაკლებნი. ამ გვარად ოთხსავე მხარეს შეიკრიფნენ თითქმის ასიათასამდინ. რომელიცა მიეცნენ სარწმუნოებისა და თავიანთ მამულისათჳს დიდ უბედურებასა. ჶრანციაში შეკრებილთა ყრმათა რა მიაწიეს მამულისათჳს ქალაქში, აქორნი ვაჭარნი: გუეოჶრეუსი და ვილგელმ პორუქსი, დაჰპირდნენ პალესტინაში გადაყვანას უფულოდ, ვითომც ღვთის სიყვარულისათჳს. იმათ გაისტუმრეს ეს ყრმანი შვიდის გემით, რომელთაგანაც ორნი დაიღუპნენ ქარისაგან, დანარჩენნი ხუთნი გემი მივიდნენ ალექსანდრის ქალაქში, სადაცა ფულის მოყვარეთა მარსელის ქალაქელთა მიჰყიდეს საწყალობელნი ყრმანი სარაცინელთა, ესე იგი, თათრებსა. ამაზედ ბედნიერნი არ იყვნენ ღერმანიის ჯვრებით გალაშქრებულნი. ამის გარდა შორს მოგზაურობისა გამო, ზოგნი დაიღუპნენ დაღალვისაგან, ზოგნი შიმშილის და ცუდის ჰაერისაგან. ერთმა მათგანმან დაარწმუნა ყველანი, და ეუბნებოდა: იმისთანა ზამთარი მოვა, რომ ზღვაც კი დაშრებაო. ამ იმედით მიდიოდნენ ღენუის მხრისაკენ, რათა საშვალო ქვეყნის ზღვის გამშრალ ძირზედ გაევლოთ და მისულ-იყვნენ იერუსალიმში.

როდესაც იმედი გადაუწყდათ, ყრმანი დაიშალნენ და წავიდნენ სხვა და სხვა ზღვის პირს მდებარეს ქალაქებში; მაგრამ ვერსად ვერ იშოვნეს ხომალდები წასასვლელად. „მაშინ, ანბობს ისტორიკოსნი, იმათგანი ვინც დარჩნენ ცოცხალნი დაბრუნდნენ თავიანთ, სამშობლო ქვეყანაში; უფრო მეტნი დარჩნენ, და ეყმნენ იქაურთ მებატონეთა, შეუძლებლობისა და უღონობისაგამო.

ასე უბედურათ გათავდა გასაკვირველი და საწუხარო ყრმათა ჯვრებით გალაშქრება, რომელსაცა ჰქონდა დიდი მოქმედება განათლებულ ხალხზედ. „ეს ყმა წვილები ნიშნს გვიგებენ“ იტყოდა რომის პაპა ინოკენტი III, „ისინი იხოცამენ თავიანთ სარწმუნოების გულისათჳს თავებს, ახლა თქვენ თითონ იფიქრეთ თუ, ჩვენ რაღა გვმართებს? ამათ კვალობაზედ ჩვენ უნდა დავიხოცნეთ ჩვენის სარწმუნოებისათჳს, ჩვენის ხალხისათჳს და ჩვენის მამულისათჳს, რომელნიცა არიან ჩვენი მშობელნი და ძმანი.“

თ. დ. ჯავახის-შვილი.

4.3 რედაქციისაგან

▲back to top


რედაქცია ქართულის სალიტერატურო ჟურნალისა

„ცისკარი“ მოითხოვს თავისთა პატივცემულთა წარმკითხველთაგან დიდსა მოტევებასა, ვინაითგან შევცვალეთ სახე ჟურნალისა. მიზეზი ამისა იყო, გულწრფელობით თქმა სჯობია, - რედაქციის სიღარიბე, მცირეთა ხელის-მომწერთა მიზეზისა გამო. იმ ზომის ქაღალდი, რა ზომის ქაღალდითაც იბეჭდებოდა აქამომდე. ვეღარ ვიშოვნეთ და, ერთათ იმ თავითვე ვერ ვიყიდეთ ზემოთქმულის მიზეზით, ვინაითგან იმდენი ღონის ძიება არა ჰქონდა რედაქციას, ძლივს მოუნდა ტიპოღრაფიის გამართვას, რომელიცა ჯერეთ კიდევ როგორც ჰხედვენ მკითხველნი არ არის სისრულეში მოყვანილი. მომავალს წელს დიდსა ღონის-ძიებასა მოვიხმარებთ წარმატებისათჳს, რომელზედაც ღვთით იმედია.

* * *

ერთი სტატია დაგვრჩა დაუბეჭდელი, რადგანაც ვერ მოვასწარით, რომლისათჳსაც გვთხოვა ავტორმა დაგვებეჭდა ამ ნომეშრი. ეს სტატია შეეხება უფ. სავანელის კრიტიკას, სადაც ამართლებს ავტორი უ. ბერძენოვს. შემდგომს ნუმერში კი უეჭველად დავბეჭდავთ.

* * *

როგორც უწყიან პატივცემულთა ჩვენი ქართულის სალიტერატურო ჟურნალის „ცისკრის“ მკითხველთა, ჟურნალის გამოცემა დავიწყეთ პირველის იანვრითგან ამა 1857 წელსა, მაშასადამე ექვსი თვეა რაც გამოდის ესე ჟურნალი, როგორც ხედვენ უფალნი მკითხველნ, თავის დროს. ამ დროების განვლაში რედაქციას მიუღია სხვა და სხვა პირთაგან ოცდა თხუთმეტ ლექსებადმდე, ხოლო მოთხრობა, ცხრამდენ, თხზულებათაგან ზოგნი ერთნი ღირსეულ იქმნენ და დაიბეჭდნენ ჩვენს ჟურნალში. ლექსებთაგან დავბეჭდეთ იმ გვარნი, რომელნიც ღირს არიან სახსოვრისა, თავიანთის შვენიერის აზრისა გამო, და როგორ არ უნდა იყვნენ ღირსნი სხოვნისა: ბულბული, თ. ვ. ორბელიანისა; აღსარება ვოლტერისა, მგლისა და კრავისათჳს, ჭრიჭინა და ჭიანჭველა და სასახლისადმი, თ. ალ. ჭავჭავაძისა; ოცნება და ამაოება, კ. სალ. მაყაევისა; რომანისი პუშკინით, Adieu Marie, დ. მგალობელოვისა; ჩიტი, თ. ი. ჭავჭავაძისა; მოგონება და სიყრმით უბედურის N თვალები, თ. რ. ერისთავისა; კორსიკანელი, გ. კოლხიდელისა; დროება საუკუნისადმი, ვედრება და ნუგეში გულისადმი, თ. ა. ჩიქოვანისა; ფარვანა და სანთელი, თ. ბ. ჩ; მაისი და ჩემი ლოცვა, თ. დ. მაჩაბელისა; სიმართლისათჳს, ი. მურადოვისა. მოთხრობები დაბეჭდილ იქმნენ შემდგომნი, აგრეთვე ღირსეულნი: მეუდაბნოენი, ს. ალექსიევ-მესხიევისა, ცოლის სიყვარული, გ. რჩეულოვისა და ნინო თ. რ. ერისთავისა. ჰსწავლა და ხელოვნებაში: მოთქმით ტირილი საქართუჱლოს მეფის ღერკულეს ნეტარებისა ღირსისა, სოლომონ მსაჯულისა, საქართუჱლოს ისტორიის წყაროები, დ. ბაქრაძისა კოლხიდა, ანუ მეგრელია, თეიმურაზ ბატონის-შვილისა, მკითხველთადმია. სავანელისა, უ. ჩუბინოვის ღრამმატიკა და სიძველე ქართუჱლთა, სფრ. თოდაევისა.

იქედანა ჰსჩანს, რომ თავის დროზედ შეწევნითა მღვთისათა, ჩვენი ჟურნალი იქნება წარმატებაში, და ამის მიზეზნი იქნებიან ვინა? რასაკვირველია ზემოხსენებულნი პირნი. მაშასადამე რედაქცია მოვალეთ რაცხს განუცხადოს უუგულითადესი მადლობა ამ ზემოხსენებულთა თანმედროეთა ჩვენთა მწერალთა: „ს. ალექსიევ-მესხიევს, დ. ბაქრაძეს, სფრ დოდაევს, თ. რ. ერისთავს, დ. მგალობელოვს, თ. დ. მაჩაბელს, თ. ბ. ჩ. გ. კოლხიდელს, თ გ. ორბელიანს, თ. ალ. ორბელიანს, გ. რჩეულოვს, ალ. სავანელს, თ. ალ. ჩიქოვანს და თ. ილ. ჭავჭავაძეს. გარნა ვთხოვთ არ დაგვაგდებდენ და კვალად გამოგვიგზავნიდნენ თავიანთა შვენიერთა თხზულებათა, რომელთაცა არ არის ეჭვი, რომ შესდგომიან დიდის სიყვარულით, და ჩვენცა ჩვენის მხრივ მოვიხმარებთ ყოველსავე ღონის-ძიებასა შეძლებისამებრ წარმატებას მივცეთ ჯერეთ კიდევ ახლად დადგენილი ჩვენი ცისკარი.

კერ.